The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
დავით გურამიშვილის ხსოვნას

და გურამიშილის ხსონას

რა ძალიან, გული მტკი,

მაჟრჟოლებს და ანშ მზარავს.

. გურამიშვილ.

შენ ჩემო წინამორბედო,

უძვირფასესო პაპაო!

შენს აჩრდილს ვეამბორები,

ლექსიც რამ დამიჩხაპაო.

ნეტავ, რას მემუდარები,

მე რა გიამბო აბაო,

ნამდვილო მამულიშვილო,

სამშობლოს ეკლის მკაფაო?!

პოეტად ვიხსენიბი,

თუმცა ხარი ვარ ლაბაო;

ჩემისთანები ბაგებზე

ასი, ათასი აბაო.

ტან-ფეხ-შიშველი დავდივარ,

ცოლს არ მიცვია კაბა;

შენის ცრემლებით მოვხარშე

ჩემის გრძნობების ფაფაო.

ამგვარი საჭმლის კეთებას

დიდი სდომნია ჯაფაო;

გავუღე სული და გული,

როდის ხანია ვყლაპაო,

გაუთავები გამოდგა,

არც დამკარგვია მადაო.

ვიცი, არ გამიჯავრდები

და არცა მკითხავ: რადაო?

მას აქეთ ჩონგურს ვაჟღერებ,

თანაც ლექსებსა ვჩმახაო.

ჩუმ-ჩუმად კიდეცა ვტირი,

რა დაგიმალო, - მნახაო!

იქნება მადლობელიც ხარ,

იქნება არა მძრახაო?!

მიშველეთ შენ და შოთამა,

მგოსნობა გამიძრახაო,

გული დადნა და დანაღვლდა,

მიხმება, მშრება ხახაო.

დაჩოქილი ვარ თქვენს წინა,

ვით ერთი ვინმე გლახაო;

მიშველეთ, მომავლებინეთ,

ლელო რაც დამისახაო.

მაშინ თქვენს ნათელს სახეებს

მე პირნათლადა ვნახაო.

1913 წ.