The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ბიოგრაფია

მიქაელ მოდრეკილი

მიქაელ მოდრეკილი, X ს. ქართველი პოეტი - ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი, კალიგრაფი, მგალობელი; შემდგენელ-რედაქტორი ვრცელი ტიპის მეხური იადგარისა, რომლის ხელნაწერი (S - 425), უნიკალურია როგორც შედგენილობის, ისე მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით. მიქაელ მოდრეკილის კრებული შედგენილია 978 - 988 წლებში, შატბერდის მონასტერში. ჩვენამდე მოღწეულია 544 გვერდი, რომელიც გადაწერილია მიქაელ მოდრეკილის მიერ. მან თავი მოუყარა მისი დროისათვის ქართულ მღვდელმსახურებაში გავრცელებულ მთელ მესხურ საგალობლებს - როგორც ქართველ, ისე ბერძენ ავტორთა ჰიმნებს. იადგარის ერთ-ერთ ანდერძში მიქაელ მოდრეკილი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ კრებულში შეტანილი გალობანი დაწერილია ”სისწორითა კილოსაჲთა და უცთომელობითა ნიშნისაჲთა”. მიქაელ მოდრეკილის კრებულის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისიცაა, რომ პალესტინური ტიპის ამ იადგარის ბერძნული მოდელი, რომელიც გავრცელებული უნდა ყოფილიყო ბიზანტიის აღმოსაველთ პროვინციებში, IX - X სს-მდე, დღეისათვის დაკარგულია და მის შემადგენლობაზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ ქართული იადგარის საშუალებით.