დიმიტრი სააკაძე (დაბადებული XVII - XVIII საუკუნეების მიჯნაზე - გარდაცვლილი XVIII საუკუნის 80-იან წლებში). ქართველი პოეტი. იყო სოფ. ბონევიდან (ატენის ხეობა). 1734 წელს მოსკოვში ჩავიდა, ვახტანგ VI ამალას შეუერთდა და პრესნიაზე დასახლდა. 1741 წლიდან სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. დ. სააკაძის ლექსებში, რომლებიც ბარათების სახით არის დაწერილი, ასახულია რუსეთში გადახვეწილ ქართველთა საქმიანობა, ფიქრი და განცდა, მათი ყოველდღიური ცხოვრების ჭირ-ვარამი. პოეტი უჩივის ”სამკვიდროსაგან აღმოფხვარას” , ”სამყოფთაგან გამოძევებას”; ნატრობს სამშობლოში დაბრუნებას.
თხზ.: იხ. ბრეგაძე დ., ქართველი მწერლები რუსეთში (XVIII ს.), წიგნი I, თბ., 1958; ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ანთოლოგია, ტ. 2, ტფ. - ქუთ., 1928.