The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დაბრუნება

დაბრუნება

ლიხს აქით და იქით, მტკვარს, ლიახვს და ფაზისს,

არქმევენ აბნოდ გადაშლილ ოაზისს,

სადაც მზე მწველია, ელია დარები,

მცხეთაში გრიალით მიჰქრიან ზარები,

გუგუნებს იტრიის ხეობა უღრანი

და ოხრავს წარსულზე ნანგრევი მუხრანი.

ყოველგან უჩინრად ტირიან დანაკლისს

თამარის ტაძრები და ძვლები ირაკლის.

და

ყოველ საფლავზე, მზის ყოველ ღეროზე

ხაზებად იშლება ეროსი,

სიონი მთაწმინდად, გეგუთი გელათად,

არაბთა თვალები, ქცეული ელადად,

აზია -
აღელვებს ოცნებას.

საღამოს ლაები, ვით ბინდი ნიავის,

მიდამოს ებია.

გინახავთ თქვენ ერი აბინდულ ქლიავის? -

ეს ჩემი სამშობლო მთებია!

მე რაღაც იდუმალ მოლოინს ვუნდები...

ირგვლივ ზვირთებია

გემი დალანდი, რომლითაც ვბრუნდები.