The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ბიოგრაფია

იოანე მტბევარი

იოანე მტბევარი - X საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი. როგორც ტბეთის სახარების (995) მინაწერიდან ჩანს, იგი 978 წლიდან ტბეთის ეკპისკოპოსი ყოფილა, 955 წლიდან კი მაწყვერლად დაუდგენიათ. მიქაელ მოდრეკილის ”იადგარში” (978 - 988) დაცულია VII - IX სს. ბერძენ ავტორთა ჰიმნების თარგმანები, რომლებიც იოანე მტბევარს ეკუთვნის. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ჰიმნოგრაფიული ტერმინი ”მოკაზმული”.