იოანე მინჩხი - X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი, დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთი) მეფის გიორგი II (922 - 957) თანამედროვე, წარმოშობით ინჩხიდან ყოფილა, რაზეც მისი ზედწოდება (მინჩხი) მიუთითებს. ვარაუდობენ, რომ იგი პალესტინაში, სინის მთაზე მოღვაწეობდა. მისი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა სწორედ სინურმა ხელნაწერებმა შემოინახა. იოანე მინჩხის 4 საგალობელი, იამბიკური საზომით დაწერილი, გამოქვეყნდა ”იადგარში” 978 - 988 წლებში (გამოაქვეყნა ივ. ჯავახიშვილმა 1947 წელს). ქართულ ჰიმნოგრაფიაში მან შემოიღო ახალი სალექსო ფორმა - მინჩხური.