იოანე ანჩელი, XII - XIII საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი; ანჩის მთავარეპისკოპოსი, თამარ მეფის თანამედროვე. მის შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები მეტად მწირია. თამარ მეფის ბრძანებით მოუხატავს ანჩისხატი. მას ეკუთვნის აკროსტიქული საგალობელი ”გალობანი ანჩისხატისანი”, რომელიც გამოსცა მ. ჯანაშვილმა 1903 წელს.
თხზ.: [წიგნში] ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შედგენილი სოლ. ყუბანეიშვილის მიერ, [ტ. I], თბ., 1946.