იეზეკიელი, XII საუკუნის ქართველი სასულიერო პოეტი, ფიქრობენ, რომ ბერი იყო. ანტონ I ”წყობილსიტყვაობაში” (XVIII ს.) მას ”საკვირველ პიიტიკოსს, ღმრთისმეტყუელ-რიტორს, ჭეშმარიტ ფილოსოფოსს”, იოანე პეტრიწისა და არსენ იყალთოელის ”თანასწორად” მიიჩნევს. მას თვლიან იოანე პეტრიწის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენლად. ჩვენამდე მოღწეულია მისი სამი იამბიკო, აქედან ორი - აკროსტიქულია.
თხზ.: ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, შედგენილი ი. ლოლაშვილის მიერ, თბ., 1978.