გიორგი მცირე (ხუცეს-მონაზონი)
გიორგი მცირე (ხუცეს-მონაზონი), მოღვაწეობდა XI საუკუნის 80-იან წლებში. ქართველი მწერალი, გიორგი მთაწმინდელის მოწაფე. თან ახლდა თავის მოძღვარს ანტიოქიაში, შავ ზღვაზე, იერუსალიმში, ათონზე, კონსტანტინოპოლში. მას აღწერილი აქვს გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება და სასულიერო სამწერლო მოღვაწეობა. მისი ენა სადა და ხატოვანია, თხრობა - შთამბეჭდავი. გიორი მცირეს თხზულება ჰაგიოგრაფიული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშია. მისი ხელნაწერები დაცულია ათონის ივერთა მონასტრის კრებულში (1074 წ.). მისი თხზულებები თარგმნილია ლათინურ ენაზე, კერძოდ, პ. პეტერსენის მიერ (1923 წ.).
თხზ.: ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმინდელისაჲ, წიგნ. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგნ. 1 - ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1945.