ეფრემ მცირე
ეფრემ მცირე - XI საუკუნის II ნახევრის ქართველი ფილოლოგი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი. ბავშვობა კონსტანტინოპოლში გაატარა და იქვე მიიღო განათლება. საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა. მან ქართულ მწერლობაში შექმნა მთელი ეპოქა. იგი ძირითადად ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას; შექმნა საკუთარი მთარგმნელობითი თეორია და აქვს ნათარგმნი მრავალი ბერძნული წიგნი. ეფრემ მცირემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის ყველა დარგში, კერძოდ, ეგზეტიკური მწერლობის განვითარებაში; შექმნა დამოუკიდებელი რედაქცია დავითიანის კატენებისა; მისივე თარგმნილია ბასილი დიდი კესარიელის ”ასკეტიკონი”, ეფრემ პრუსის ”ასკეტილიანი”, კასიანე პრომაელის და სხვათა თხზულებანი. ნაყოფიერად მუშაობდა ჰაგიოგრაფიაშიც. თარგმნა თეოდოსი, იოანე ოქროპირი, იოანე დამასკელი და ორიგინალური იამბიკო. დიდია ეფრემ მცირის დამსახურება ქართული ფილოსოფიური ტერმინოლოგიის გამომუშავების საქმეში. მის მიერ შემოღებული მრავალი ფილოსოფიური ტერმინი დღესაც იხმარება.