The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ბიოგრაფია

იოანე ზოსიმე

იოანე-ზოსიმე, X საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი, მთარგმენლი. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. იგი მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმიდის ლავრაში, ხოლო შემდეგ, X საუკუნის 70-იანი წლებიდან, სინას მთაზე. იოანე-ზოსიმეს ეკუთვნის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი ”საგალობელნი იადგარნი”, რომელიც სხვადასხვა ლიტურგიკული ძეგლიდან გამოვსებულ თხზულებათა კრებულია. პატრიოტიზმითაა გამსჭვალული მისი საგალობელი ”ქებაჲ ქართულისა ენისაჲ” და ”ქართულისა ენისათჳს”. იგი ცხოველია, როგორც ხელნაწერთა ”განმაცხოველებელი”, ”შემმოსველი”, ”მომგებელი” და სხვ.