The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ბიოგრაფია

მოსე ხონელი

მოსე ხონელი, ქართველი მწერალი, რომელსაც ”ვეფხისტყაოსნის” უკანასკნელი ბიბლიოგრაფიული სტროფის მიხედვით მიეწერება ”ამირანდარეჯანიანის” ავტორობა. მისი ბიოგრაფია არ შემონახულა. გადმოცემით, იგი იმერეთის დაბა ხონის მკვიდრი და თამარ მეფის მდივანმწიგნობარი ყოფილა. ხონელის მოღვაწეობის ხანად XI - XIII საუკუნეების ფარგლებია მიჩნეული.