დემეტრე (დიმიტრი) II აფხაზთა სამეფოს (დას. საქართველოს) მეფე (დაახლ. 825-861). ლეონ II ძე. ენერგიულად იბრძოდა ახლად შექმნილი სამეფოს დამოუკიდებლობის დასაცავად. IX ს. 40 წლებში იბრძოდა საქართველოში შემოჭრილი არაბთა და ბიზანტიელთა ლაშქრის წინააღმდეგ. დიმიტრი მეორის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო აღმ. საქართველოს გავლენის განმტკიცება დას. საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ხელშეწყობით IX ს. I ნახევარში დას. საქართველოში გრიგოლ ხანძთელის მიერ ქართული მონასტრის დაარსება.
წყარო: მატიანე ქართული, წგნ. ქართლის ცხოვრება, თბ., 1. 1955.