რა ვქნა, დავდივარ, ასე დამწვარი,
როგორც იქნება, გავა ზამთარი
და მალე მოვა დღე გაზაფხულის.
მესმის, ვიღაცა უკრავს გიტარას
და მეორდება, რაც იყო დღემდე.
ამდენი წვიმის და ქარის შემდეგ.
ხომ ეკარგება აზრი ნიღაბსაც,
თუ მან გრიგალი გადაიტანა.
ჩემს დაღუპვაზე ფიქრობს ვიღაცა,
ჩემს დაღუპვაზე ტირის გიტარაც.
მე ასე მოვკვდე, გული დაობლდეს,
(დღესაც ფიქრები ნელა მიდიან).
ახლა სიჩუმე და სიმშვიდეა.