The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ბიოგრაფია

საბა სვინგელოზი

საბა სვინგელოზი ყოფილა კარის (ყარსის?) ეპისკოპოსი, კათოლიკოსის არსენ ბულმაისიმისძისა და ძმათა აბუსერიძეთა - ვარდანისა და აბუსერის თანამედროვე. უცნობია, ეს საბა სვინგელოზი ჰყავს მხედველობაში ზ. ჭიჭინაძეს თუ სხვა, როდესაც გადმოგვცემს, რომ ის იყო ჯავახეთიდან. საბა სვინგელოზი 1102 - 1158 წლებში მოღვაწეობდა ათონზე. მისი, როგორც კარის ეპისკოპოსისაგან, შემონახულია მხოლოდ ”გალობანი ქრისტეს განგებულებისა და განკაცებისანი”, რომლის აკროსტიქში იკითხება: ”ქრისტე ღმრთის ხატო, მეოხ ექმენ ვარდანს”. ამ შრომის მეტი, რომელიც საგალობელთა წარწერაშია აღნიშნული, არც ანტონ კათოლიკოსს სცოდნია, ვინაიდან იგი ამბობს: ”საბასაგან ქმნილი ვნახე კანონი რამე, ჴელითუქმნელის ხატისათჳს ძნობილია”.