The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო

***

მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო,

დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!

შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანსვსცემ შენსა სახლსა;

დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!

ღარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი,

ამანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად ბასრი ხანჯალი,

მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის,

მის ფასი კიდე საუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის?

1845 .