იოანე ქონქოზის ძე, X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. ავტორია მიქაელ მოდრეკილის ”იადგარში” (978 - 988) მოთავსებული ვრცელი იამბიკური საგალობლისა ”გალობანი ქრისტეჲს ნათლის ღებისანი და ჰაბო ისმაიტელყოფილისა ქართველისანი”. მას ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენლად მიიჩნევენ.