The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ვაჟა-ფშაველას

აჟა-ფშაველას

წარმოთქმული ვაჟა-ფშაველას საფლავთან

მთაწმინდაზე, დიდუბიდან ნეშთის

გადმოტანისას 1934 . 18 ოქტომბერს.

მთა იყავი, მთასთან მოხველ,

შეგრჩენია მუხლში ღონე,

თვალდათხრილო მეამბოხევ,

ხუნდებით რომ შეგაღონეს...

კვლავ შეჰხდე სამშობლოს ცას,

მოუხადე კიდ ქუდი;

შენი კუბო რომ ავხადეთ,

ამოვარდა არწი გუნდი!

მოგელოდნენ მთის ლოდები

ნაჟურებით დაჟანგული,

ბალახებით, ხის ტოტებით

გამთელდება ვაჟას გული

გადაჰხედე, შენი მთები,

თითქოს ვეფხვნი დაყრილანო,

ნავარდს არტყავს ორბის ფრთებით

შენი სიტყვა სამყვირალო.

ავის ღვართქაფს დაუბერტყავს,

ნაბუდია ჯიხვის რქა,

შენი სიტყვა,

როგორც სეტყვა,

დროშის ზარი, წყლის კაშკაში

იგი გვზრდიდა, როგორც წვიმა,

და მან მოგვცა მძვლიანობა,

ხის ფოთლებში გაგვაწვინა,

აკვნის თავზე გვიგალობა.

ხმას სჭექავდი მოკივლებით,

სამშობლო რომ გქონდა ციხედ.

შენ დაგმარხეს ბორკილებით,

ჩვენ დროშებით ამოგიღეთ!