The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ბიოგრაფია

ბასილ ზარზმელი

ბასილ ზარზმელი, IX - X სს. ქართველი მწერალი და საეკლესიო მოღვაწე, დაახლოებით 916 - 926 წლებში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი იყო. მან თავის ბიძას- საეკლესიო მოღვაწეს, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებას მიუძღვნა ვრცელი ჰაგიოგრაფიული თხზულება ”ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ ღმერთ - შემოსილისა და ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი”, სადაც საქართველოს იმდროინდელი ყოფის ამსახველი სურათებია გადმოცემული. (ზარზმა, ოპიზა, ზანავი და სხვ.) თავის თხზულებებში იგი მკაფიოდ აგვიწერს საეკლესიო მშენებლობა-აღორძინების ამბებს. აღწერილია ეკლესიის როლი ქვეყნის ცხოვრებაში და სხვ. ცნობილია, რომ ბასილ ზარზმელი თხზულებებში მოთხრობილი ამბების თვითმხილველია. ბასილ ზარზმელის თხზულება ცნობილია მხოლოდ უცნობი ავტორის მიერ XI ს. - შესრულებული მეტაფრასული რედაქციის მიხედვით. არსებობს მოსაზრება, რომ სერაპიონ ზარზმელი და მისი ცხოვრების აღმწერი ბასილ ზარზმელი არიან არა IX- X სს., არამედ VI- VII სს. მოღვაწეები. ეს შეხედულებები თვით თხზულებაშივე გადმოცემულ ისტორიულ სურათს არ ეთანხმება და დაუსაბუთებელი ჩანს. ”სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება” და მისი თითქმის ყველა პირველხარისხოვანი ნაწარმოებები ისტორიულ წყაროდ არის მიჩნეული.

თხზ.: [წიგნში] ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნ. I, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.