The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

აფთარი, გიურზა და სხვები

აფთარი, გიურზა და სხვები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი გარემოს დაცვა
წყარო: აფთარი, გიურზა და სხვები... / [რედ.: ირაკლი მაჭარაშვილი] - თბ., 2002 : შპს "სი-ჯი-ეს"-კალამუს გრაფიკის სტუდია - 158გვ. : ილ. ; 23სმ. - ISBN 99940-716-0-2 : უფ.   [MFN: 20590]
 
UDC:  502.7(479.22) + 502.74
F 84.128/3 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © NACRES
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: NACRES, 2002, თბილისი რედაქტორი ირაკლი მაჭარაშვილი დიზაინი და ბეჭდვა: შპს „სი-ჯი-ეს“ - კალამუს გრაფიკის სტუდია გარეკანზე - ი. ბადრიძის, გ. დარჩიაშვილის, ბ, ლორთქიფანიძის, ი. მაჭარაშვილის ფოტოები. კორექტორი ელენე თობორიძე. წიგნი ვრცელდება უფასოდ თბილისი 2002



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


წიგნში მოთხრობილია საქართველოს არიდულ ზონაში გავრცელებული მცენარეებისა და ცხოველების, ასევე მათთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. იგი განკუთვნილია სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის. პედაგოგებისათვის, სტუდენტებისა და ბუნების შესახებ ლიტერატურის მოყვარულთათვის.

წიგნი გამოიცა სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (ECRES) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტის „არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების კონსერვაცია ამიერკავკასიაში“ ფარგლებში.

2 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


წიგნი მომზადდა და გამოიცა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტის „არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების კონსერვაცია ამიერკავკასიაში“ ფარგლებში. ამ პროექტს 1999-2002 წლებში ახორციელებდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (NECRES)“.

წიგნის ტექსტისა და ფოტოების ავტორები ორგანიზაციის წევრები და პროექტის კონსულტანტები არიან.

ჩვენ არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ მწერლები და ფოტოხელოვანიები ვართ. უბრალოდ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუნაწილოთ ის აღტაცება, რაც განგვიცდია ბუნებაში კვლევებისას; გვინდა, რომ მეტი თანამოაზრე შევიძინოთ გარემოს დაცვის კეთილშობილურ საქმეში; გვინდა მკითხველს დავანახოთ არსებული ეკოლოგიური პრობლემები ან მათი გაჩენის შესაძლებლობები; ჩვენ ვციდობთ ისე აღვიქვათ სამყარო, როგორც აღიქვამენ ის ცოცხალი არსებები, რომელთაც ჩვენ ვსწავლობთ. ამასვე ვურჩევთ ყველას.

წიგნის შინაარსი იმ რეგიონს ეხება, სადაც დასახელებული პროექტი განხორციელდა. სამომავლოდ, ჩვენი ორგანიზაციის კვლევების პარალელურად, ანალოგიური პუბლიკაციების მომზადებას საქართველოს სხვა რეგიონებზეც ვაპირებთ. ამიტომ მადლიერებით მივიღებთ და გავითვალისწინებთ თქვენს სურვილებსა და შენიშვნებს.

ირაკლი მაჭარაშვილი
განათლების სექციის ხელმძღვანელი
პროექტიარიდული და სემიარიდული
ეკოსისტემები ამიერკავკასიაში“.

3 „იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად“

▲ზევით დაბრუნება


ირაკლი მაჭარაშვილი

უაკანასკნელი საუკუნის განმავლობაში ძალიან მაღალი იყო ველური ბუნების გადაშენების ტემპი. ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მონაცემებით 1600 წლიდან 1994 წლამდე დედამიწაზე ძუძუმწოვრების 86, ფრინველების 104, ქვეწარმავლების 20, ამფიბიების 5, თევზების 92 სახეობა გადაშენდა. იმის ჩამოთვლა, თუ რამდენი სახეობა იმყოფება დღეს გადაშენების საფრთხის წინაშე, ძალიან შორს წაგვიყვანს. ერთი კია - ამ მშრალი რიცხვების მიღმა დედამიწის ისტორიის უამრავი სამარცხვინო და საშინელი ფურცელი იმალება.

ლიტერატურაში მრავალჯერ არის აღწერილი მოხეტიალე მტრედის ამოწყვეტის ისტორია, მაგრამ, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მკითხველს, როგორც ადამიანის უგუნურების და სისასტიკის უთვალსაჩინოეს მაგალითს. ჩრდილოეთ ამერიკაში უზარმაზარ გუნდებად ბინადრობდა მოხეტიალე მტრედი. სიტყვა „უზარმაზარი“ სრულად ვერ გამოხატავს იმას, თუ რამდენად მრავალრიცხოვანი იყო ამ სახეობის პოპულაციები. თითო გუნდში შემავალი ფრინველების რაოდენობა 1-2 მილიონ (!) ფრთას აღწევდა. კონტინენტზე შესულმა ევროპელებმა ნამდვილი ომი გამოუცხადეს ამ უმწეო არსებებს. ზოგი გართობის მიზნით, სხვა - უფასო დოვლათს დახარბებული, ყველანაირი იარაღით ხოცავდა (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ანადგურებდა) მტრედებს.

0x01 graphic

მილიონობით წყალი დასჭირდა ბუნებას ამის შესაქმნელად. ფოტო . მაჭარაშვილის

0x01 graphic

ასეთი უსიცოცხლო პეიზაჟის შექმნა კი ადამიანმა სულ ათიოდე წელიწადში მოახერხა. ფოტო . მაჭარაშვილის

0x01 graphic

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ადო ელფანტის ეროვნული პარკი. აფრიკული სპილო შეტანილი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში, როგორც საფრთხეში მყოფი. ფოტო . ბუთხუზისა

იყენებდნენ ყველანაირი კალიბრისა და სახეობის ცეცხლსასროლ იარაღს; სოციალურ - ახრჩოლებდნენ გოგირდს; წვავდნენ და ჩეხავდნენ ხეებს, რომლებზეც ღამისთევისთვის სხდებოდნენ მტრედები; სამხედროები ზარბაზნებით მსხვილ საფანტსაც კი უშენდნენ; ფერმერები ღორების კოლტებს მიერეკებოდნენ ხოლმე იმ ადგილებში, სადაც მტრედები იყრიდნენ თავს, მერე გრძელი კეტებით ხეებიდან ბერტყავდნენ მათ, ბარტყებიანად და კვერცხებიანად. რკინიგზამ და ტელეგრაფმა შეუწყვეს ხელი მოხეტიალე მტრედის ამოხოცვას. ტელეგრაფის საშუალებით სწრაფად ვრცელდებოდა ინფორმაცია გუნდების მიგრაციების შესახებ და მათ უკვე ელოდებოდა ათასობით მონადირე. რკინიგზა კი უზრუნველყოფდა ათასობით ტონა მტრედის ხორცის მოწოდებას ქვეყნის ბაზრებისათვის. მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში „შეამჩნიეს“ მტრედების რაოდენობის შემცირების ტენდენცია.

0x01 graphic

ირბისი ცენტრალური აზიის მთების ბინადარია, საერთაშორისო წითელ ნუსხაში შეტანილია კატეგორიით საფრთხეში მყოფი. ფოტო . გურიელიძისა

0x01 graphic

ჟღალი ლემური. მადაგასკარის პროპიკული ტყეების ბინადარია. საერთაშორისო წითელ ნუსხაში შეტანილია, როგორც საფრთხეში მყოფი. ფოტო . გურიელიძისა

ზოგიერთმა შტატმა ამკრძალავი კანონებიც კი გამოუშვა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა (კანონს შესრულება უნდა, თორემ ისე წერე და იკითხე!) საუკუნის ბოლოს ეს სახეობა მთლიანად გაქრა. უკანასკნელი ინდივიდი 1914 წელს დაიღუპა ცინცინატის ზოოპარკში. მოხეტიალე მტრედის ასეთმა უეცარმა გაქრობამ გაუჯერებელი თეორიები წარმოშვა. ვარაუდობდნენ, თითქოს შევიწროვებული მტრედები ავსტრალიისკენ გაფრინდნენ და, დიდ მანძილებზე ფრენას მიუჩვეველნი, ატლანტიკის წყლებში დაიღუპნენ, ისიც იფიქრეს, ჩრდილო პოლუსისაკენ გაფრინდნენ და გაიყინნენო...

არანაკლებ შემზარავია არქტიკის პინგვინების - ალკების ამოწყვეტის ისტორია.

0x01 graphic

დიდი კავკასიონი. სვანეთი. ფოტო . ბადრიძისა.

0x01 graphic

იორდანია. არაბული ორიქსი. ჭარბი ნადირობის შედეგად ეს ცხოველი სრულიად გადაშენდა ველურ ბუნებაში, მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკში მობინადრე ინდივიდების საშუალებით წინა აზიის ზოგიერთ ქვეყანაში მოხერხდა ველური პოპულაციების აღდგენა, თუმცა საბოლოო წარმატებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია. ფოტო ბუთხუზისა.

ეს ფრენის უნარს მოკლებული ფრთოსნები, რომლებიც ადამიანებთან პირველი შეხვედრისას გაოცებულნი უყურებდნენ მათ, ჯერ სამხედროებმა გაანადგურეს ხორცის გამო, ხოლო დარჩენილი ერთეული ეგზემპლარები კი კოლექციონერებმა შეიწირეს. ამერიკაში ისინი 1750-1800 წლებს შორის ამოწყდნენ, ხოლო აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ბოლო წყვილი 1844 წელს მოკლეს. ანალოგიურად გაქრა სტელერის ძროხა, კვაგა და სხვა უამრავი შესანიშნავი ცხოველი

1800 წლამდე ადამიანმა მხოლოდ 33 სახეობის ამოწყვეტა „მოახერხა“, თუმცა შემდგომ პერიოდში ტემპმა გაცილებით იმატა. ბოლო საუკუნეში უფრო მეტი გადაშენდა, ვიდრე კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე. ამ საგანგაშო ტენდენციამ განაპირობა მსოფლიო საზოგადოების მიერ იმის აღიარება, რომ თითოეული ადამიანი ვალდებულია, იზრუნოს პლანეტის სიჯანსაღის შენარჩუნებაზე.

1992 წელს ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით შედგა საერთასორისო შეხვედრა რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს 178 ქვეყნის მთავრობათა, არასამთავრობო და საერაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები

შეხვედრაზე მიღებული იქნა ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: ერთი - „რიოს დეკლარაცია გაეროსა და განვითარებისათვისდა მეორე - „ტყეების მდგრადი მართვის პრინციპების შესახებ“. ამ ორი დეკლარაციის საფუძველზე შეიქმნა მოქმედებათა გეგმა, რომელიც მიმართულია გარემოზე ადამიანის გავლენის შესამცირებლად გლობალურ, ეროვნულ და ლოკალურ დონეზე. ის უნდა განხორციელდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ქვეყნების მთავრობების და სხვა ძირითადი ჯგუფების მიერ. ამ დოკუმენტს ეწოდაგანაწესი 21 საუკუნისათვის“ (Agenda 21). სწორედ ამ დოკუმენტით დაედო საფუძველი მსოფლიო განვითარების ახალ მიმართულებას, რომელსაც მდგრადი განვითარება ეწოდება.

0x01 graphic

ბაბირუსა ინდონეზიის კუნძულებზე ბინადრობს. საერთაშორისო წითელ ნუსხაში შეტანილია, როგორც მოწყვლადი სახეობა. ფოტო . გურიელიძისა

ცხადი გახდა, რომ აუცილებელია ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაციის ისეთი პრინციპების დანერგვა, რომელსაც საფუძვლად მდგრადი გამოყენება, გენეტიკური რეურსებიდან მიღებული სარგებლობის სამართლიანი და მიუკერძოებელი გადანაწილება დაედება.

ასეთმა სულისკვეთებამ წარმოშვა დევიზი: „იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად!“ ის გვივენებს, რომ პლანეტის მომავალი თითოეული ჩვენთაგანის ხელშია და იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოვუვლით და შევინარჩუნებთ ჩვენს გარემოცველ ბუნებას. ასეთ ქმედებას წარმოადგენდა პროექტიც „არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების კონსერვაცია-შედეგი კავკასიაში“.

წინამდებარე წიგნი ამ პროექტის ფარგლებშია შექმნილი. იგი განკუთვნილია მოსწავლეების, სტუდენტებისა და ყველა იმ მკითხველისათვის ვისაც უნდა უკეთ გაიცნოს თავისი ქვეყნის ბუნება და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები. გამოცემის მიზანია, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი და დამცველი შესძინოს ველურ ბუნებას, რომელთა წვლილიც აუცილებელი მისი გადარჩენისათვის.

მდგრადი განვითარება ნიშნავს ბიოლოგიური რესურსების ისეთი გზით და სისწრაფით გამოყენებას, რომელიც მომავალში არ გამოიწვევს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირებას და მას მომავალი თაობების საჭიროების გათვალისწინებით შეინარჩუნებს.

მდგრადი განვითარების პრინციპებია:

1. ბუნების ცოცხალი რესურსების გამოყენება, თუ ის მდგრადია, წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის, რადგან ასე გამოყენებით მიღებული სოციალური და ეკონომიკური სარგებელი წარმოადგენს მნიშვნელოვან სტიმულს ხალხისათვის რათა დაიცვან ბუნება.

2. ცოცხალი რესურსებით სარგებლობისას ადამიანები ზრუნავენ, რომ შეამცირონ ბიომრავალფეროვნების განადგურება.

3. მდგრადი გამოყენება მოიცავს ამ რესურსების მართვის პრინციპების განვითარებას.

4. მართვის დროს გათვალისწინებული უნდა ოყოს რისკი.

0x01 graphic

სუმატრული ვეფხვი - ბუნებაში დარჩენილია დაახლოებით 400 ინდივიდი საერთაშორისო წითელ ნუსხაში შეტანილია. ფოტო . ბუთხუზისა.

4 ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილები

▲ზევით დაბრუნება


ნათია კოპალიანი

დედამიწაზე ოდესღაც არსებული ცხოველებისა და მცენარეების სახეობათა 99%25 დღეისათვის გაადშენებულად ითვლება. გადაშენების ისეთი ძლიერი ტალღა, რომელიც ჩვენს დროში შეიმჩნევა ცოცხალ სამყაროში, დინოზავრების გაქრობის შემდეგ არ ყოფილა პლანეტაზე. ეს კი 65 მილიონი წლის წინ იყო. რა არის ასეთი შემაძრწუნებელი პროცესის მიზეზი? ძირითადა, ეს ადამიანის საქმიანობის სფეროს გაფართოებით, მის მიერ ბუნებრივი რესურსების ინტენსიური გამოყენებითაა გამოწვეული. იჩეხება ტყეების უზარმაზარი ფართობები, შენდება უამრავი ქარხანა, რომელიც აბინძურებს ჰაერს, ნიადაგს, წყალს - შდეგად იღუპება მრავალი ცოცხალი ორგანიზმი. სხვადასხვა მიზნით ადამიანი კლავს ცხოველებს, მათ საბინადრო გარემოს საკუთარი მოთხოვნილებებისათვის იყენებს. ცხადია, ასეთი „მომხმარებლური“ ქცევა სავალალო შედეგებს მოუტანს არა მარტო ველურ ბუნებას ზოგადად, არამედ თავად ადამიანსაც. ის ანადგურებს გარემოს, სადაც თვითონ იმყოფება. ერთი სიტყვით, დამიანი თვითგანადგურებისკენ მიდის.

როგორ შევინარჩუნოთ დედამიწაზე დარჩენილი ცოცხალი ორგანიზმები? ამ პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა სპეციალობის უამრავი მეცნიერი მუშაობს. მათ გადაწყვიტეს, რომ აუცილებელია დედამიწაზე იმ ტერიტორიების გამოყოფა, რომლებიც „გადაუდებელ დახმარებას“ საჭიროებენ. შემდეგ, ბუნებისდამცველთა ძირითადი ძალისხმევა მიმართული იქნება სწორედ ასეთი „ცხელი წერტილების“ დაცვისაკენ. რას ნიშნავს „ცხელი წერტილი“? ეს არის შედერებით მცირე ტერიტორია (მთელი დედამიწის მასშტაბით), სადაც ბინადრობს მრავალი სხვადასხვა მცენარე და ცხოველი. ბევრი მათგანი გვხვდება მხოლოდ ამ ადგილებზე და სხვაგან არსად. ასეთ სახეობებს, რომლებიც მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიაზე ბინადრობენ და სხვაგან არსად გვხვდებიან, ენდემური სახეობები წეოდება. ცხელი წერტილები მაღალი ენდემიზმით ხასიათდება. ასეთი ტერიტორიები გარემოში არახელსაყრელი ცვლილებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. მაგალითად, მცენარეული საფარის დაზიანებამ აქ შეიძლება სახეობათა გადაშენების ჯაჭვური პროცესი გამოიწვიოს. ამ პროცესის შეჩერება ძალზე რთულია, თითქმის შეუძლებელია. ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ „ცხელი წერტილის“ ტერიტორია ძლიერი საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველებისა და მცენარეების სახლს წარმოადგენს. ამიტომაც საჭიროებს გადაუდებელ დაცვას.

0x01 graphic

კენია. ანტილოპა იმპალა. ფოტო . შავგულიძისა

0x01 graphic

ცენტრალური ჩილე. ფოტო . მაჭარაშვილისა

„ცხელი წერტილებისათის“ შემდეგი ძირითადი ნიშნებია დამახასიათებელი:

1) სახეობათა განსაკუთრებული მრავალფეროვნება; 2) მაღალი ენდემიზმი; 3) ძლიერი საფრთხე, რომელი ემუქრება მასზე მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს. დღეისათვის დედამიწაზე გამოყოფილია 25 ცხელი წერტილი. ისინი დედამიწის ხმელეთის მხოლოდ 1,4%25 შეადგენს, მაგრამ მათზე ბინადრობს დედამიწაზე არსებული ხმელეთის ხერხემლიანთა (ძუძუმწოვრების, ფრინველების, ქვეწარმავლების, ამფიბიების) 35%25 და ჩვენი პლანეტის მცენარეების 44%25.

ეს ცხელი წერტილები მოიცავს: 1) ტროპიკულ ანძებს; 2) ე.წ. სუნდალენდს, რომელშიც შედის მალაზია, სუმატრა, იავა, ბერნეო, პალავანი,; 3) ხმელთაშუა ზღვის აუზს; 4) მადაგასკარს და ინდოეთის ოკიეანის კუნძულებს; 5) ინდო-ბირმას; 6) კარიბის კუნძულება; 7) ატლანტიკის ტყის რეგიონს; 8) ფილიპინებს; 9) კაპის პროვინციას (აფრიკაში); 10) მეზოამერიკას; 11) ცენტალურ ბრაზილიისათვის დამახასიათებელ სავანა - ცერადოს; 12) სამხრეთ-დასავლეთ ავსტრალიას; 13) სამხრეთ-ცენტრალურ ჩინეთის მთებს; 14) პოლონეზია/მიკრონეზია; 15 ახალ კალედონიას; 16) დასავლეთ ეკვადორს; 17) დასავლეთ აფრიკის ტენიანი ტყიანი სავანის ზონას; 18) ინდოეთის დასავლეთი სანაპიროს და შრი ლანკას; 19) კალიფორნიის ნაწილს; 20) სამხრეთ აფრიკის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს; 21) ახალ ზელანდიას; 22) ცენტრალურ ჩილეს; 13) კავკასიას; 14) კუნძულ სულავესს წყნარ ოკეანეში და მიმდებარე კუნძულებს ე.წ. უოლესის ხაზს; 25) ტანზანიის სანაპირო ტყეებსა და კენიას.

0x01 graphic

ბიომრავალფეროვნების წერტილების რუკა

0x01 graphic

კოსტა-რიკა. ტროპიკული ტყე. ფოტო . შავგულიძისა

როგორც ვხედავთ, საქართველო შედის ერთ-ერთ (23-კავკასია) „ცხელი წერტილის“ შემადგანლობაში. ჩვენი ქვეყნისათვის დამახასიათებელია ყველა ის ნიშანი, რომლის მიხედვითაც ხდება „ცხლი წერტილების“ გამოყოფა. აქ შედარებით მცირე ტერიტორიაზე ვხვდებით მცენარეების და ცხოველების დიდ მრავალფეროვნებას. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. ამავე დროს ჩვენს ტერიტორიაზე კავკასიის ენდემი ბინადრობს. მაგალითად, ჯიხვი, კავკასიური როჭო, კავკასიური შუთხი, კავკასიური ჯვარულა (ამფიბია). გარდა ამისა, საქართველოში ძლიერია ადამიანის უარყოფითი ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საბინადრო გარემოზე: იჩეხება ტყეები, ბინძურდება და შრება ტბები და მდინარეები, ხშირია ბრაკონიერების (უკანონო ნადირობა) შემთხვევები. ჩამოთვლილი და ბევრი სხვა მიზეზის გამო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ძლიერ შემცირდა მცენარეთა და ცხოველთა რაოდენობა. საკმარისია დავასახელოთ ერთ-ერთი ულამაზესი ქმნილება, რომელიც გაქრა ჩვენი ველური ბუნებიდან - ჯეირანი. გადაშენების საფრთხის წინაშეა ნიამორი, არჩვი, ირემი. „გადაშენების კანდიდატთა სიაშია“ ზოგიერთი ფრინველი (მაგ. თეთრთავა იხვი, სვავი, თეთრკუდა არწივი, სავათი), ქვეწარმავალი (გრძელფეხა სზინკი, ცხვირრქოსანი გველგესლა), ამფიბია (კავკასიური სალამანდრა, მცირეაზიური ტრიტონი, კავკასიური ჯვარულა, სირიული მყვარი), ზოგი მცენარე (მაგ. უმშვენიერესი ყვავილი მლოკოსევიჩის იორდასალამი, რომელიც საქართველოს ენდემია). ასე თუ გაგრძელდა ჩვენი ქვეყნის ველური ბუნების აღსაწერად მალე სიტყვა „მრავალფეროვნების“ ნაცვლად სიტყვა „ერთფეროვნაბას“ გამოვიყენებთ.

თვით საქართველოს მასშტაბითაც კი უნიკალური ბიომრავალფეროვნება გვხვდება არიულ და სემიარიდულ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, მდინარე მტკვრიდან ალაზნამდე. რეგიონში მობინადრე ცხოველთა მრავალი სახეობა მიგრაციის დოროს გადაკვეთს სახელმწიფო საზღვრებს, ამიტომ ზოგიერთ ადგილსამყოფელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახეობათა პოპულაციების რიცხოვნობის შენარჩუნებისათვის, რამდენადაც ისინი ფუნქციონირებენ როგორც ბიოლოგიური დერეფნები, ან ბიოლოგიური რეზერვუარები. ფრინველთა და ძუძუმწოვართა არაერთი წარმომადგენლისათვის ეს რეგიონი მნიშვნელოვანია, როგორც გამოსაზამთრებელი ადგილი.

0x01 graphic

აღმოსავლეთ-კავკასიური ჯიხვი - დიდი კავკასიონის ენდემი. ფოტო . ლორთქიფანიძისა

0x01 graphic

კავკასია. დიდი კავკასიონი, თუშეთი. ფოტო . დარჩიაშვილისა

თავის უნიკალობასთან ერთად, სამწუხაროდ, აღნიშნული ტერიტორია საფრთხეში მყოფი ერთ-ერთი ეკოსისტემაა. მიუხედავად ამისა, რომ რეგიონის უმეტესი ნაწილი დაუსახლებელია, იგი მაინც ძლიერი ანთროპოგენული ზეგავლენის ქვეშაა. მის ბიომრავალფეროვნებაზე გავლენას ახდენს გადაჭარბებული ძოვება და არალეგალური ნადირობა. სწორედ ამ ფაქტების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა მრავალი სახეობის რიცხოვნობა, ზოგი კი საერთოდ გაქრა.

ინფორმაციის ამ პროექტის შესახებ ცალკე თავში გაეცნობით. ამ წიგნის მომდევნო თავში კი გვინდა წარმოგიდგინოთ ამ რეგიონის ეკოსისტემები, ანუ ბიომები, ზოგიერთი იშვიათი და საინტერესო სახეობა, აქ არსებული დაცული ტერიტორიები და მოგაწოდოთ სხვა ისეთი ინფორმაცია, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით ამ ტერიტორიის ღირებულებასა და მნიშვნელობაზე.

0x01 graphic

კავკასია. არიდული ზონა. ფოტო . ლორთქიფანიძისა

5 როგორ დავიცვათ ეკოსისტემა - საკვანძო სახეობები

▲ზევით დაბრუნება


ნათია კოპალიანი

ეკოსისტემა ბუნების ნაწილია. ბუნების ნაწილი თავისი მცენარეებით, ცხოველებით, მიკროორგანიზმებით, წყლით, ნიადაგით, ქარით, წვიმით, მინერალებით... ეკოსისტემა შეიძლება მოიცავდეს ხმელეთს, წყალს, ჰაერს, ან მხოლოდ ხმელეთს ან წყალს. ის შეიძლება იყოს ძალიან დიდი (მაგალითად, მთელი ოკეანე), ან ძალიან პატარა (მაგალითად, მცირე ტბა). ზოგიერთი ეკოსისტემის არსებობა მხოლოდ ხანმოკლე პერიოდს გულისხმობს (მაგალითად, სიცოცხლე ხის კუნძზე ერთი ზაფხულის განმავლობაში), ზოგი ეკოსისტემა კი (მაგალითად, ტყე) რამოდენიმე ასეული წელი შეიძლება არსებობდეს.

ეკოსისტემისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ორგანიზმების არსებობა, რადგან თითოეული მათგანი მასში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. წარმოვიდგიმოთ ტყის ეკოსისტემა, რომელშიც ბინადრობს მგელი, შველი, კურდღელი, მელა, იზრდება ბალახები, ხეები; ნიადაგში ბინადრობს უამრავი მიკროორგანიზმი. მგელი და მელა მტაცებლებია. ისინი ჭამენ შველს და კურდღელს; შველი და კურდღელი კი - ბალახებს, ფოთლებს, ყლორტებს, ნაყოფს, ანუ მცენარეული საკვებით იკვებებიან. წარმოვიდგინოთ ტყეში აღარ არიან მგელი და მელა. შველს და კურდღელს „მტერი“ რომ აღარ ჰყავთ, შეუზღუდავად მრავლდებიან. მათი რაოდენობა თანდათან მატულობს. უამრავ შველს და კურდრელს სულ უფრო მეტი მცენარეული საკვები სჭირდებათ. რა ხდება ამ დროს ტყეში? ბალახი მთლიანად გადაძოვილია; ხეების ქვედა ტოტები გაძარცულია ფოთლებისაგან, მოღრღნილია ყლორტები და ქერქი. შველისა და კურდღლისათვის საკვების იქ რაოდენობა არ არის საკმარისი, ზოგიერთი მათგანი შიმშილითაც კი კვდება.

0x01 graphic

მურა დათვი. ფოტო . ლორთქიფანიძისა

0x01 graphic

ხოხობი. ფოტო . ლორთქიფანიძისა

ტყეში მცენარეული საფარი გადაგვარებულია. ამგვარად, ეკოსისტემის ერთი „ნაწილის დაღუპვა სხვა „ნაწილების“ გადაგვარება და, საბოლოო ჯამში, დაღუპვა მოსდევს. ის პროცესები, რაც ჩვენ წარმოსახვით ეკოსისტემაში აღვწერეთ, ბუნებაში ბევრად უფრო რთულია და შესაძლოა უფრო სავალალო შედეგებითაც დამთავრდეს. ამიტომ იმისათვის, რომ ბუნებრივი ეკოსისტემა ჯანსაღი იყოს და, შესაბამისად, ადამიანმაც ჯანსაღ გარემოში იცხოვროს, დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი ეკოსისტემის თითოეული შემადგენელი ნაწილის (კომპონენტის) ნორმალურ ცხოველქმედებას.

როგორ უნდა დავადგინოთ რამდენად ჯანსაღია ეკოსისტემა? რა თქმა უნდა, შეუძლებელია მისი თითოეული კომპონენტის შესწავლა, რადგან ის ასობით ან ათასობით შემადგენელ ნაწილს შეიცავს.

წარმოვიდგინოთ ეკოსისტემა, როგორც მრავალი ქვისაგან აგებული თაღი. თითოეული ქვა ეკოსისტემის კომპონენტია. თაღის საძირკველში განლაგებულ ქვას სხვა ქვები ეყრდნობა; იგი იცავს თაღს დანგრევისაგან. ასეთ ქვას ქვაკუთხედს უწოდებენ, ხოლო ისეთ სახეობებს, რომლებზეცაა დამოკიდებული სხვა სახეობების კეთილდღეობა ეკოსისტემაში - ქვაკუთხედ სახეობებს. თუ ქვაკუთხედი სახეობები გაქრებიან სისტემიდან, თანდათანობით გადაშენდებიან ის სახეობებიც, რომლებიც „ეყრდნობიან“ მათ, ანუ წარმოქმნება ე.წ. „გადაშენების ჯაჭვები“. ქვაკუთხედი სახეობები შეიძლება იყოს უმაღლესი მტაცებლები, რომლებიც არეგულირებენ მსხვერპლი სახეობის რაოდენობას; ბალახით მკვებავი მსხვილი ჩლიქოსნები, რომლებიც განსაზღვრავენ ეკოსისტემაში მცენარეული საფარის მდგომარეობას;

0x01 graphic

მგელი. ფოტო . ბადრიძისა

ზოგიერთი მცენარე, რომლებზეც ბინადრობენ გარკვეული მწერები, ეს მწერები კი თავის მხრივ, წარმოადგენენ საკვებს ფრინველებისა და ღამურებისთვის.

მოვიყვანოთ მაგალითი - განვიხილოთ ზღვის ეკოსისტემა, რომელიც დასახლებულია მრავალრიცხოვანი თევზებით, ზღვის ზღარბებით, სხვადასხვა წყალმცენარეებით... ზღვის წავი, ანუ კალანი, ამ ეკოსისტემაში დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. იგი მტაცებელია, იკვებება ძირითადად ზღვის ზღარბებით, რომელთა ძირითადი საკვები წყალმცენარეებია. მავალი წლის განმავლობასი კალანს ძვირფასი ბეწვის გამო ანადგურებდნენ. მის შემდეგ მომრავლდა ზღვის ზღარბები, რომლებმაც გაანადგურეს ზღვის წყალმცენარეები. ეს უკანასკნელი სხვადასხვა წყლის ცხოველებისათვის საკვებსა და თავშესაფარს წარმოადგენდნენ. შესაბამისად შემცირდა მათი რაოდენობაც. ე.ი. ერთ, ქვა-კუთხედი სახეობის განადგურებამ გამოიწვია მთელი ეკოსისტემის მოშლა და გადაგვარება. სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში სახეობის „ქვაკუთხედურ“ ფუნქციას მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როდესაც იგი უკვე განადგურებულია და აღარაფრის შეცვლა აღარ შეიძლება.

კონსერვაციული საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია სამიზნე სახეობების სწორი განსაზღვრა. ამ დროს მნიშვნელობა აქვს, თუ რას ისახავს მიზნად, ანუ რის ინდიკატორად გსურს ამ სახეობათა გამოყენება. მიზანი კი განსაზღვრავს, თუ რა მდგომარეობა შეიძლება გამოიყენო ამ ლოკალური სახეობების მიმართ. გარდა ქვაკუთხედი სახეობებისა, შესაძლოა გამოვიყენოთ ისეთი კატეგორიებიც, როგორიცაა ფონური სახეობები, ჰაბიტატის მდგომარეობის ინდიკატორი სახეობები, ქოლგა სახეობები და ა.შ. ყვალა ამ კატეგორიას ერთად საკვანძო სახეობები ეწოდება.

ჩვენს პროექტზე მომუშავე მეცნიერებიც დავდექით ამ სამიზნე სახეობათა არჩევანის საჭიროების წნაშე, რომელთა კვლევითაც რეგიონის ეკოსისტემების მდგომარეობის ობიეტური სურათი გვექნებოდა და ამავე დროს მოგროვდებოდა მასალა რეგიონის მენეჯმენტის გეგმის შესადგენად. იმისათვის, რომ განგვესაზღვრა სამიზნე (საკვანძო სახეობები), რომლებზეც მიმართული იქნებოდა კვლევა შემდგომში კი კონსერვაციული ღონისძიებების დაგეგმვა, ცნობილი მეთოდიკებისა და რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით შევიმუშავოთ კრიტერიუმები.

საკვანძო სახეობების განსასაზღვრელი კრიტერიუმები

1. ეკონომიკური პოტენციალის მქონე სახეობები

სახეობები, რომებით სარგებლობაც ეკონომიკურ შემოსავალს მოგვცემს (სანადირო სახეობები, რეკრეციული მნიშვნელობის სახეობები, სამკურნალო მცენარეები, სხვა კომერციული მნიშვნელობის სახეობები)

2. საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები

სახეობები, რომელთაც მინიჭებული აქვთ კონსერვაციული (საერთაშორისო, ადგილობრივი, და სხვა) სტატუსი, ენდემური სახეობები, მცირე არეალის მქონე სახეობები.

3. მუტუალისტი სახეობები

სახეობები, რომლებიც არეგულირებენ სხვა სახეობების რიცხოვნობას, ხელს უწყობენ სხვა სახეობების გავრცელებას, გამრავლებას ა.შ.

4. ინდიკატორი სახეობები

სახეობები, რომლებიც სწრაფად რეაგირებენ ანთროპოგენული პრესის (დაბინძურება, ადგილსამყოფელის ხარისხის გაუარესება, შემაწუხებელი ფაქტები) გაძლიერებაზე.

5. პრობლემური სახეობები

სახეობები, რომლებიც ადამიანის მხრიდან დევნას განიცდიან (შხამიანი სახეობები, მტაცებლები, და სხვა).

ამ კრიტერიუმების მიხედვით აირჩა ისეთი სახეობები, რომლებიც რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ესენია: აფთარი, მგელი, მურა დათვი, ქათმისნაირები (ხოხობი, კაკაბი, გნოლი), მძორისმჭამელი ფრინველები (ბატკანძერი, ორბი, სვავი, ფასკუნჯი), ხელფრთიანები.

ამ წიგნში ფართო მკითხველს ზოგიერთ ამ სახეობას გავაცნობთ და შევეცდებით ავხსნათ, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ დავიცვათ აფთარი, გიურზა, მგელი და სხვა ქმნილებები.

6 ზოლებიანი გამოცანა

▲ზევით დაბრუნება


ლევან ბუთხუზი

არც ძაღლი, არც კატა

იდუმალებით მოცული, ზოლებიანი სფინქსი ღამღამოით აკონტროლებს 20 კილომეტრიანი რადიუსის მქონე თავის ტერიტორიას და შიშის ზარს ცემს ადამიანებს. ის ხომპატარა ბავშვებს იტაცებს აკვნებიდანდასაფლავებს თხრის“, ლეშს ეტანება და შინაურ ცხოველებს ესხმის თავს; ბოლოსდაბოლოს, ცნობილი გამოთქმისა არ იყოსარაფერი არაა იმაზე მყრალი... ვიდრე აფთარი“.

0x01 graphic

სფინქსიკოწახურის ქედზე. სწორედ ამ კლდის ძირში ვნახეთ პირველად ზოლებიანი აფთარი. ფოტო . მაჭარაშვილისა

ერთხელ უინსტონ ჩერჩილმა თქვა, ყველაზე დიდი უბედურება ადამიანის სისულელეაო. ნათქვამი სარკასტულია და შესაძლოა უსიამოვნო, მაგრამ ხშირად, ძნელია, არ დაეთანხმო. ჩვენი სისულელე კი იმაში გამოიხატება, რომ ხშირად დასკვნებს ვაკეთებთ უცოდნირობის ფონზე. არაფერი გაგვიგია ამა თუ იმ საკითხის შესახებ და, რატომღაც, მაინც ჩამოყალიბებული აზრი გვიჩნდება. ამას გინდ ცრურწმენა დაარქვით, გინდ გაუცნობიერებლის შიში, შედეგი მაინც ერთია და სავავალო: ადამიანი სულელად ითვლება! საწინააღმდეგო ვარიანტი: ჭკვიანი კაცი იგებს მისთვის ახალ ამბავს: მგელი ცუდია, პირსისხლიანია და მკვლელია! ის მუსრს ავლებს ირმებს, შვლებსა და საწყალ კურდღლებს, თავის თამანოძმეებს ხოცავს და თანაც კისერს ვერ ატრიალებს! პირველივე აზრი, რაც, მოსდის ჭკვიან კაცს თავში, ის კი არ არის - „რა საშინელი ყოფილა მგელიო“, არამედ - „მგელი თვალითაც არ მინახავს, და, ნეტავ, მართალია ესო?“ შემდეგ ჭკვიანი კაცი კითხულობს და იგებს, რომ თურმე მგელი კისერსაც „გადასარევად“ ატრიალებს, ცხოველებს შორის ერთერთი ყველაზე მზრუნველი თანამოძმეა, „რომელიც მეგობრისათვის თავს დადებს“, ხოლო იქ, სადაც იგი გადააშენეს, ირმებიც, შვლებიც და კურდღლებიც და მათ გამო ადამიანებიც სავავალო დღეში აღმოჩნდნენ. მსხვერპლი ცხოველები ან დაავადების გამო გაწყდნენ, ან ისე გამრავლდნენ და „გადაჯეგეს“ მცენარეული საფარი, რომ ადამიანს აღარაფერი დარჩა. მეორეს მხრივ კი, კონრად ლორენცის* თქმისა არ იყოს, შველი და მტრედი, რომლებიც მშვენიერებისა და კეთილშობილების სიმბოლოებად მიგვაჩნია, „თვალის დაუხამხამებლად“ და ადამიანისათვის (!) ყველაზე ამაზრზენი ფორმით კლავენ თავიანთ თანამოძმეებს. სადღაა სიმართლე? რომელია საშინელი და საზიზღარი ცხოველი? სიმართლე კი, როგორც ყოველთვის, ძალიან ბანალურია: საზიზღარი ცხოველი არ არსებობს, და თუ ადამიანი ცხოველებს საკუთარი გრძნობების გამომხატველი ეპითეტებით კი არ შეამკობს, არამედ დასვამს კითხვას: „რატომ აკეთებს ბუნება ამას თუ იმას? ხომ არ არის ამაში რაიმე ღრმა აზრი ჩადებული?“ - ყოველივე თავის ადგილზე დადგება.

ამიტომ, სანამ ზოლებიანი აფთრის ავ-კარგზე ვილაპარაკებთ, მოდით ჯერ გავაკეთოთ საერთოდ ვინ არის იგი, ვინ არის მისი „ნათესავები“ და რატომ ჰქვია ამ თავს „ზოლებიანი გამოცანა“.

ზოლებიანი აფთარი პირველი სახეობა იყო აფრთრისებრთა ოჯახიდან, რომელიც დიდმა შვედმა მეცნიერმა - კარლ ლინემ 1758 წელს აღწერა და, გარეგნული და ნიშან-თვისებების გამო, იგი ძაღლისებრთა ოჯახში (მგელი, მელა, ტურა) მოათავსა. გაუცნობიერებელ მკითხველს შესაძლოა პარადოქსად მოეჩვენოს, მაგრამ ბოლოდროინდელმა გენეტიკურმა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ აფთრისებრთა მთელი ოჯახი** კატებისებრთაგან „წამოვიდა“ და მათთან უფრო ახლო ნათესაურ კავშირშია ვიდრე ძაღლისებრებთან. თუმცა, სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ, თავის დროზე მეცნიერებიც არანაკლებ გაოცებულნი იყვნენ ამ ფაქტით. ხუმრობა ხომ არაა, ცხოველი „პირწავარდნილი“ ძაღლია და კატის „ბიძაშვილი“ კი აღმოჩნდა. ბიოლოგია სავსეა ასეთი პარადოქსებით .

0x01 graphic

ზოლებიანი აფთარი. მოსკოვის ზოოპარკი. ფოტო . ბადრიძე

აფრთრისებრთა ოჯახი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საოცარია ძუძუმწოვრებს შორის. მათი აგებულება, ცხოვრების წესი და ქცევის ნირი სრულიად განსხვავებულია იმისაგან, რაც ჩვენ ვიცით მტაცებლების შესახებ. საილუსტრაციოდ განვიხილოთ მტაცებლების ცხოვრების ნირი, აგებულება, ქცევის ზოგიერთი ელემენტი და შემდეგ შევადაროთ აფთრებს.

0x01 graphic

1) ზოლებიანი აფთარი

0x01 graphic

2) ხალებიანი აფთარი

0x01 graphic

3) მურა აფთარი

ჩვენ ვიცით, რომ მგლები, ლომები, ტურები და ბევრი სხვა ოჯახებით ცხოვრობენ, სადაც მათი ჯგუფის ლიდერი ტრადიციულად მოზრდილი და ყველაზე ძლიერი მამრია (ასეთ ცხოველებს ჯგუფის დომინანტებს უწოდებენ); აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგ შემთხვევაში (მაგ. ლომებში), ადამიანის მსგავსად, ოჯახში მდედრებს აწევთ ხოლმე ყველაზე მძიმე სამუშაოს კეთება (საკვების ოპოვება, პატარების გაზრდა და ა. შ), მაგრამ წინამძღოლად და „ოჯახის გამგებლად“ მაინც მამრები არიან. ამას პატრიარქალური (ანუ მამრობითი) წყობა ეწოდება. ამ პატრიარქალურ ოჯახებში რამდენიმე ცხოველია გაერთიანებული: დომინანტი მამრი, მისი მეწყვილე მდედრი (რომელიც დედოფლის პრივილეგიებით სარგებლობა), პატარები, სხვა მოზედილი მამრები და მდედრები, წინა წლის წამოზრდილი ახალგაზრდა ლეკვები; ყველა ისინი ოჯახის წინამძღოლისა და მისი მდედრი „მეუღლის“ „ხელქვეითნი“ არიან და სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ (ზოგი პატარების ძიძაა დედ-მამის არყოფნის დროს, ზოგი ნადირობისას ეხმარება წინამძღოლებს ნადავლის გამოგდებით, ჩასაფრებით და ა.შ.) არიან ცხოველები, რომლებიც ასეთ იჯახებს კი არ ქმნიან, არამედ მხოლოდ წყვილებად ცხოვრობენ: დედა, მამა და პატარები, რომლებიც ზრდასრულობის შემდეგ ტოვებენ ოჯახს, დედ-მამა კი ისევ მარტო რჩება ახალი თაობის გაჩენამდე. (ასეა, მაგალითად, ლეოპარდებში. აქაც პატრიარქალური წყობაა, რადგან ამ მიკრო-ოჯახსაც მამრი ხელმძღვანელობს). არიან ისეთებიც, რომელთა მდედრები და მამრები ცალ-ცალკე „დახეტიალობენ“ მთელი წლის მანძილზე და მხოლოდ გამრავლებისას ხვდებიან ერთმანეთს (დათვები, ვეფხვები); აქ მაინც პატრიარქატია, რადგან მამრი უფრო ძლიერია და შეხვედრისას სწორედ მას უჭირავს მბრძანებლის „პოზა“.

0x01 graphic

ზოლებიანი აფთარი აფრიკის კონტინენტის ზომით მეორე მტაცებელია ლომის შემდეგ. კენია, მასაი მარას ეროვნული პარკი. ფოტო . ბუთხუზისა

დასკვნა:

ბუნებამ ჩვენთვის ცნობილი ყველა მტაცებელი პატრიარქალური სისტემით შექმნა და, ამიტომაც ჩვენთვის ეს სისტემა უცხო არაა.

ასევე დასკვნის სახით: ჩვენთვის ცნობილ მტაცებლებს აქვთ სამი სახის თანაცხოვრების წესი (ამას მეცნიერები სოციალურ სტრუქტურას უწოდებენ):

ოჯახური (დომინანტი დედ-მამა, შვილები, „ხელქვეითი“ მოზრდილები) სადაც ცხოველების რაოდენობა შეზღუდულია (ოჯახებში ზრდასრულების რაოდენობა მაქსიმუმ 6-7 ინდივიდია, ხანდახან ათიც - მაგ: ლომები), წყვილური (მამრი და მდედრი, თუ არ ჩავთვლით პერიოდულ პატარებს) და მარტოხელა ცხოველები (მეცნიერები ამას სოლიტარულ სოციალურ სტრუქტურას უწოდებენ).

არცერთი არაა ადამიანისთვის უცხო, რადაგან ჩვენ ამ სამივე წესით ვცხოვრობთ ხოლმე.

ეს დასკვნები დავიმახსოვროთ (შემდგომში აფთრებთან შედარებისთვის გამოგვადგება), ახლა კი გადავხედოთ ცხოველებს (მათ შორის ადამიანს) ჩვეულ, ნორმალურ აგებულებას. დავაკვირდეთ ჩვენს გარემოში (ზოოპარკში გარეულ ცხოველებს, ქუჩაში - ძაღლებსა და კატებს, სოფლებში - შინაურ ცხოველებს) არსებული ძუძუმწოვრების გამრავლების სისტემას. ყველამ კარგად ვიცით, რომ მამრი ძუძუმწოვრების (მათ შორის ადამიანის) გარე სასქესო სისტემის ატრიბუტია სათესლეები (რომლებიც სპეციალურ პარკში ორგანიზმის გარეთაა მოთავსებული) და სასქესო ასო. სათესლეები სპერმატოგენეზის (სპარმატოზოიდების ჩამოყალიბების) და სპერმის შენახვის ადგილია, ხოლო ასო მისი გამტარი. შესაბამისად, ისინია სახეობის გამავლებისა და გადარჩენის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოებია მამრებში. მდედრისა კი - სასქესო ბაგეები, ცოტა ღრმად კლიტორი (რომელიც აგებულებით სასქესო ასოს ანალოგია, მაგრამ შესამჩნევად მცირე ზომისაა) და საშო. სასქესო ბაგები და კლიტორი გამრავლებისას აგზნების მთავარი იარაღია. საშო ანატომიურად იზოლირებულია კლიტორისაგან და დაბადებისას ნაყოფის გამტარს წარმოადგენს. ეს, ერთი შეხედვით, ძუძუმწოვრებისათვის უნივერსალური აგებულებისაა და ამით ჩვენ ყველანი (ადამიანებიცა და სხვა ძუძუმწოვრებიც) ვგავართ ერთმანეთს.

ახალა ისევ დასკვნის სახით შევთანმხდეთ შემდეგზე:

- ძუძუმწოვრებს შიდა სასქესო სისტემასთან ერთად აქვთ გარე სასქესო სისტემა

- კლიტორი და საშო იზოლირებულია ერთმანეთისგან და თითოეულს სხვადასხვა ფუნქცია გააჩნია

ახლა კი მივუბრუნდეთ აფთრებს და კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა: გარდა იმისა, რომ ეს „ძაღლები“ კატების „ბიძაშვილები“ აღმოჩნდნენ, კიდევ რით არიან აფთრები საოცარნი?

დიდი ხანია მეცნიერები სვამენ კითხვას, რატომ ჩამოაყალიბა ბუნებამ გარე სასქესო ორგანოები? ანუ ის, რაც ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცული, ყველაზე დაუცველ ადგილასაა. საბოლოო პასუხი ამ კითხვაზე ჯერ არ გაუციათ. უბრალოდ ჩვენ ვიცით, რომ ძუძუმწოვრების (!!!) სპერმატოზოიდის ნორმალურად ჩამოყალიბების პროცესს გაცილებით დაბალი ტემპერატურა სჭირდება, ვიდრე ჩვენი სხეულის შიგნით არის. ამიტომ ჩვენ სათესლეები გარეთ გვაქვს, ხოლო კითხვა თუ რატომ მოხდა ასე ევოლუციურად, ჯერ კიდევ აქტუალურია.

ხალებიან აფთრებს (რომლებიც მარტო აფრიკაში ბინადრობენ) ძუძუმწოვრების უმრავლესობისაგან განსხვავებით, არც ტრადიციული ოჯახი აქვთ, არც ტრადიციულ წყვილს ქმნიან და არც მარტოხელები დაიარებიან. განსაკუთრებულია მათი სოციალური ორგანიზაცია, რომელსაც მეცნიერები „კლანს“ უწოდებენ (პირველად ეს ტერმინი ხალებიანი აფთრების მიმართ გამოჩენილმა ჰოლანდიელმა მეცნიერმა ჰანს კრუკმა იხმარა). კლანი რომ „წყვილური სისტემისა“ და „მარტოხელობისაგან“ განსხვავდება, ამას ახსნა არ სჭირდება. ოჯახისაგან კი იგი იმითაა განსხვავებული, რომ მასში შედის გაცილებით დიდი რაოდენობის ინდივიდი, ვიდრე ოჯახში) ოცი და ხანდახან ორმოცდაათიც კი). ოჯახისაგან განსხვავებით კლანის სიდიდე იზრდება მანამ, სანამ საკვები და სივრცე იძლევა ამის საშუალებას. ოჯახის დაშლა უფრო მცირე ოჯახებად კი, საკვები რესურსების და სივრცის გაჯერების გარდა, შესაძლოა გამოიწვიოს მასში შემავალი ინდივიდების კრიტიკულმა რიცხვმა. ეს, ასე ვთქვათ, რთულად მოწოდებული ინფორმაციაა, ხოლო სიმარტივისათვის წარმოვიდგინოთ ერთი თეორიული მაგალითი: მგლის ერთი ოჯახი 5 ინდივიდის შემადგენლობით (დომინანტი დედ-მამა, ორი წინა წელს დაბადებული ახალგაზრდა და ერთიც ზრდასრუი მამრი)“ „დასახლდა“ შეუზღუდავი სივრცის (მაგალითად ტუნდრის) ერთ უკიდურეს წერტილში. სხვა მგლის ანალოგიური ოჯახი „დასახლდა“ ამ უზარმაზარი სივრცის მეორე უკიდურეს წერტილში. ამავე დროს წარმოვიდგინოთ ტუნდრაში მგლის ძირითადი საკვები - კურდღელი და ჩრდილოეთის ირემი - უსაზღვროდ ბევრია, ისე რომ, საკვების ამ რაოდენობას მგლების ასეული ოჯახის გამოკვება შეუძლია. ჩვენი ორივე ოჯახი „კარგ პირობებში“ მოხვედრისას იწყებს ზრდას - ჩნდებიან ახალგაზრდები. ოჯახები იზრდება, იზრდება და რომ მიაღწევს გარკვეულ რაოდენობას (მაგ. 6-7 ზრდასრულ ინდივიდს, რომელსაც პირობითად კრიტიკული რაოდენობა ვუწოდეთ), ზოგიერთი ცხოველი ოჯახს გამოეყოფა და ამ დიდ სივრცეში ხეტიალს იწყებს (თუ რატომ გამოეყოფა, ეს ცალკე განსჯის საგანია). იგივე ხდება მეორე ოჯახშიც. ორივე ოჯახიდან წამოსულები როდესაც ერთმანეთს აუცილებლად ხვდებიან და საქმე ახალი ოჯახის შექმნით მთავრდება. ასე ხედება ყველა ოჯახში და გარკვეული პერიოდის მანძილზე ეს სივრცე ათვისებული იქნება (ანუ გაჯერდება) ახალ-ახალი ოჯახების მიერ. თავისთავად ცხადია, რომ თითოეული ოჯახი მკაცრად იცავს თავის ტერიტორიას და სხვა ოჯახს მასზე ნადირობის უფლებას არ აძლევს. ხალებიანი და მურა აფთარი კი სივრცეს ითვისებს კლანის ზრდის და არა მისი დაშლის ხარჯზე. ასეთი რამ არც ერთ ძუძუმწოვარში არ ხდება (ზოგიერთი მღრღნელის გამოკლებით, რომელთა სოციალურ სტრუქტურას მეცნიერები კოლონიას უწოდებენ). ანუ, იგივე სივრცის გაჯერების მაგალითი რომ წარმოვიდგინოთ, აფთრების შემთხვევაშიც დავინახავთ, რომ რამდენიმე ცხოველისაგან შემდგარ ჯგუფს ახალი წევრებით მისი გაზრდისას პრაქტიკულად არავინ ტოვებს. კლანი იზრდება, იზრდება, იზრდება და სულ უფრო და უფრო დიდ ტერიტორიებს ითვისებს, სანამ ორივე წარმოსახვითი ჯგუფი ერთმანეთს არ შეხვდება და ერთმანეთს შორის არ „გაავლებს“ ტერიტორიების საზღვარს.

0x01 graphic

ხალებიანი აფთარი. კისერზე მოჩანს მკვლევარების მიერ შებმული ე.წ. რადიო-საპელენგაციო აპარატი, რომელიც იძლევა საშუალებას დადგინდეს ცხოველის ნებისმიერი გადაადგილება და ადგილმდებარეობა. კენია. მასაი მარას ეროვნული პარკი. ფოტო . ბუთხუზისა.

ახლა კიდევ ერთი განსხვავებული და საინტერესო ფენომენის განხილვა გვჭირდება ჩანართის სახით. დღევანდელი მონაცემებით, აფთრები ერთადერთი ძუძუმწოვრებია დედამიწაზე, რომელთაც აშკარად გამოხატული მატრიარქატი აქვთ: ანუ მათ კლანს „მკაცრ დიქტატორულ პრინციპებზე დაყრდნობით“ მდედრი ინდივიდები განაგებენ. კლანებში „საცოდავ“ მამრებს მხოლოდ გამრავების ფუნქცია აკისრიათ და მათი „უფლებები“ თითქმის „ნულზეა დასული“. ხომ კარგად გვახსოვს წინა დასკვნები? სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, აფთრებში ძლიერი მდედრები ასრულებენ ყველა „კაცურ“ ფუნქციას: მიუძღვებიან კლანს სანადიროდ, იცავენ საცხოვრებელ ტერიტორიას, სჯიან ურჩებს და ა.შ. კლანში მამრების კეთილდღეობაც დამოკიდებულია მათ ნებაზე. რომელიც მარტივი პრინციპით გამოიხატება: „მინდა, შეგეწყვილები - მინდა, არა: მინდა, გცემ - მინდა არა; მინდა, წაგართმევ საჭმელს, მაგრამ თუ „ნერვებს ამიშლი“, მოგცემ ჭამის საშუალებას და ა.შ. აქ იბადება ერთი საინტერესო კითხვა (გულწრფელად რომ ვთქვათ, მკითხველს ბევრი საინტერესო კითხვა შეიძლება დაებადოს, მაგრამ ამ წიგნის ფორმატის შეზღუდულობა არ იძლევა ყველა საკითხის განხილვის საშუალებას): მგლის ოჯახი შედარებით პატარაა და დომინანტ ძუსა და ხვადს შეუძლიათ ერთპიროვნულად გააკონტროლონ მთელი ჯგუფი. ხოლო აფთრების კლანი თუ ხანდახან ორმოცდაათ და მეტ ინდივიდს აღწევს, მათი „მატრიარქი“ როგორღა აკონტროლებს ასეთი რაოდენობის ინდივიდებს ამხელა ტერიტორიაზე? აქ საქმეში ერთვება ე.წ. „კოოპერაციული დომინირება“. კლანი რაც უფრო იზრდება, მით მეტი მდედრი ინდივიდი ხდება დომინანტი (ძირითადად თავდაპირველი დომინანტი მდედრის ქალიშვილები, ამას მატრილაინი ეწოდება - ინგლისური/ლათინური შერწყმული სიტყვიდან Matriline: მდედრობითი, ანუ უფრო სწორად „დედის ხაზი“) საკვირველი ის არის, რომ ამ ხელმძღვანელი „ქალების“ ჯგუფი კლანშიკი არ პაექრობს ერთმანეთთან, არამედ მჭიდრო კოოპერაციის საფუძველზე ერთად მართავს მას. საოცარია, მაგრამ რაღაც საბჭოსმაგვარი მმართველობის სისტემას წააგავს. ასეთი რამ არც ერთ სხვა მტაცებლებში არ გვხვდება. მკითხველი ნუ წარმოიდგენს, რომ თავისთავად კლანური სისტემა, მტაცებლების გარდა, სხვა ძუძუმწოვრებში არ არის. ზოგიერთი სახეიობის მაიმუნი სწორედ კლანებად ცხოვრობს, მაგრამ აფთრების მსგავსი მატრიარქატი ჯერჯერობით არც ერთ ძუძუმწოვარის შემთხვევაში არ აღუწერიათ მეცნიერებს.

საინტერესო ამბები ამით არ მთავრდება. ხუმრობით შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო ახლა იწყება, აფთრებს კიდევ ერთი უნიკალური ნიშან-თვისება გააჩნიათ, რომელთა ანალოგი ძუძუმწოვართა სამყაროში არ არსებობს: მათ წარმოუდგენლად უცნაური სასქესო სისტემა აქვთ. აი, რაში გამოიხატება ეს: ოთხივე სახეობის აფთრებისათვის დამახასიათებელია ე.წ. „ანალური ჯიბის“ არსებობა, ანუ სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით, მათი სასქესო ორგანოები დამალულია და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში (მაგ. ერთმანეთის გაცნობა, ტერიტორიის მონიშვნა, შეჯვარება) გამოდის გარეთ. რაც შეეხება სათესლეებს, ისინი ანალურ ჯიბეშიც კი არ არიან მოთავსებულნი, არამედ სხეულის სიღრმეში არიან განლაგებულნი. დიდი ხნის განმავლობაში ოთხივე სახეობის აფთარი (და განსაკუთრებით ხალებიანი აფთარი) ჰერმაფროდიტი ცხოველები ეგონათ, რომლებიც საჭიროების მიხედვით იცვლიდნენ სქესს. ასეთ საოცარ დასკვნამდე (მათზე დაკვირვების საფუძველზე) მეცნიერები საუკუნის დასაწყისში მივიდნენ. საქმე ის არის, რომ ხშირ შემთხვევასი, შეჯვარების დროს, ორივე პარტნიორი იცვლის პოზიციებს: ხან ერთია „ზემოდან“ და ხან - მეორე. თანაც მეცნიერები საგონებელში ჩააგდო სასქესო ორგანოების ანატომიურმა აგებულებამ. შეჯვარებაში მონაწილე ორივე პარტნიორს სასქესო ასო ჰქონდა! აი, ეს კი მართლაც გაუგებარი იყო! მაგრამ მეცნიერი რის მეცნიერია, საკითხს რომ არ აჰყვეს და არ ჩაუკირკიტოს? შემდგომმა ინტენსიურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ერთ-ერთი პარტნიორი ნამდვილად მდედრი ინდივიდია.

0x01 graphic

ორი მდედრი ხალებიანი აფთრის მისალმების ცერემონია. ნათლად ჩანს ჰიპერტროფირებული კლიტორი.

ფოტოსთვის მადლობას ვუხდით - გას მილსს, ბუნების დაცვის მსოფლიო სახეობათა გადარჩენის კომისიის აფთრისებრთა სპეციალისტების ჯგუფის თავმჯდომარეს.

მაშ რაღა შუაშია სასქესო ასო? აღმოჩნდა, რომ მდედრი აფთრებისათვის, ყველა სხვა ძუძუმწოვრებისაგან განსხვავებით, დამახასიათებელი ყოფილა უზარმაზარი კლიტორი (მეცნიერები მას ჰიპერტროფირებულ კლიტორს უწოდებენ), რომელიც სასქესო ასოზე დიდი ზომისაც კია. გგონიათ საინტერესო დამთავრდა? ნურას უკაცრავად! კარგად მოემზადეთ! ან დასხედით ან წამოწექით! აფთარი ერთადერთი ცხოველია დედამიწაზე, რომელიც ყველა „ნორმალური“ თანამოძმისაგან განსხვავებით, საშოდან კი არა, კლიტორიდან მშობიარობს(!!!); გაგიგიათ ასეთი რა? გულწრფელად გითხრათ, მე 26 წლის რომ „მოვიყარე“ და „ბერიკაცი“ ზოოლოგიის სტატუსში რომ შევედი, მაშინ გავიგე ეს მაბავი.

ახლა შეაჯამეთ ამდენი საინტერესო საკითხი და წარმოიდგინეთ ჩემი და ჩემი კოლეგების მდგომარეობა. რა თვალსაზრისით? ახლავე მოგახსენებთ. მერწმუნეთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის (სახეობათა კონსერვაციის ცენტრის) უკლებლივ ყველა წევრი მეცნიერია ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. ანუ ჩემი კოლეგები ეკოლოგიასა და ცხოველთა ქცევაში კითხვის ნიშანს არ ტოვებენ და კვლევის დაუცხრომელი ჟინი სჭირთ. ახლა წარმოიდგინეთ, ასეთ უახლეს გამოკვლევათა შედეგებს ვიღებთ სხვადასხვა სამეცნიერო წყაროებიდან და თანაც, ვიცით, რომ ჩვენ მდიდარ ქვეყანაში აფთრების ოჯახის ერთი წარმომადგენელი - ზოლებიანი აფთარიც გვყავს!!! რა გაგვაჩერებდა უსაქმურად? და აი, 1995 წელს საქართველოში აფთრის შესასწავლად დაირაზმა მთელი ჩვენი ჯგუფი.

აფთარი საქართველოში

აფთრისებრთა ოჯახის ოთხი წარმომადგენლიდან ჩვენში გავრცელებულია მხოლოდ ზოლებიანი აფთარი, რომელიც საკამაოდ მასიური ცხოველია. მისი სხეულის სიგრძე 91-120 სანტიმეტრს აღწევს. ნიდაოს სიმაღლე 76-80 სანტიმეტრია, ამასთან მდედრებს და მამრებს შორის სიმაღლეში განსხვავება ნაკლებად შესამჩნევია. წონა 26-35 კილოგრამამდეა. ცხოველს ღია რუხ ან მოყვითალო-რუხ ფონზე ზოლები ვერტიკალურად ჩამოსდის ხერხემლის მხრიდან მუცლამდე, ხოლო კიდურებისათვის ჰორიზონტალური რკალური ზოლებია დამახასიათებელი.

ზოლებიანი აფთარი პოლიგრაფი ცხოველია, ანუ იგი პრაქტიკულად ყველაფერს ჭამს. მისი რაციონი შედგება როგორც ცხოველური (თუმცა ცოცხალ მსხვერპლს რაციონში ჭარბობს მძორი, ძირითადად ჩლიქოსნების ნარჩენები), ასევე მცენარეული საკვებისაგან.

ზოლებიანი აფთრის არეალი*** საკმაოდ ფართოა და მოიცავს აფრიკისა და აზიის მნიშვნელოვან ნაწილს. კავკასია კი ზოლებიანი აფთრის დღევანდელი არეალის უკიდურეს ჩრდილოეთ საზღვარს წარმოადგენს. გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოში ზოლებიანი აფთარი ფართოდ იყო გავრცელებული ის ივრის ზეგანზე, მტკვრისა და ალაზნის ველზე. დასავლეთით მისი არეალი საუკუნის დასაწყისში ვრცელდებოდა თბილისამდე, ჩრდილოეთით კი აღწევდა დიდ კავკასიონამდე.

0x01 graphic

ხალებიანი აფთარი, თავისზოლიანი ბიძაშვილისმსგავსად მსხვილ ძვლებსაც მარტივადფქვავსდა ინელებს. კენია, მასაი მარას ეროვ. პარკი. ფოტო . ბუთხუზისა

თვალს თუ გადავავლებთ მისი მსოფლიო გავრცელების რუკას, დავინახავთ, რომ ზოლებიანი აფთარი ძირითადად მშრალი კლიმატის მოყვარული სახეობაა. მისი საარსებო გარემო ნათელ ტყეებს, მშრალ ხეობებს, მდინარის ჭალებსა და გორაკბორცვიან, ხეებით დასერილ ველებს მოიცავს. ერთიც უნდა ითქვას, ზოლებიანი აფთრის ნახვა ბუნებაში წარმოუდგენლად ძნელია, რადგან იგი უპირატესად ღამის ცხოველია და დღის განმავლობაში ძალიან იშვიათად ხვდება ადამიანს.

0x01 graphic

ზოლებიანი აფთრის თანამედროვე არეალი

0x01 graphic

კოწახურის ქედი. აფთრის ტიპიური ადგილსამყოფელი. ფოტო . მაჭარაშვილისა

თვით აფრიკაშიც კი, სადაც ეს ცხოველები საკმარისი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი, ბუნებაში მატი ნახვა თითქმის წარმოუდგენელია. ამის გამო, აფრიკაში ბევრ ადგილას ზოლებიან აფთარს სახელიც კი არ აქვს ადგილობრივი მცხოვრებლების ენაზე. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ზოლებიანი აფთარი (თავისი ხალებიანი თანამოძმის, ასევე მურა აფთრისა თუ მიწის მგლისაგან განსხვავებით) პრაქტიკულად შეუსწავლელი ცხოველია. ზოლებიანი აფთრის ქცევისა და ეკოლოგიის შესახებ დღემდე ძალიან მცირე ინფორმაცია არსებობს, ხოლო ის, რაც მოხსენებულია ლიტერატურაში მტკიცებულებად არ შეიძლება ჩაითვალოს (თვით ავტორების აღიარებით), რადგან უმეტეს შემთხვევაში მეცნიერთა დაკვირვებებს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდათ.

სწორედ ეს ცხოველი - გამოცანა იქცა ჩვენი კვლევის ერთ-ერთ ძირითად ობიექტად, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია NACRES-ის შემდგომ ცხოვრებაზე. აფთრისადმი მიძღვნილი პირველი სპეციალური პროექტი იყო „ამიერკავკასიაში ზოლებიანი აფთრის პოპულაციის მდგომარეობის შეფასება“. იგი 1995 წლის სექტემბრიდან 1996 წლის აგვისტომდე ხორციელდებოდა ბრიტანული ორგანიზაცია Fauna and Flora International-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შესახებ ოდნავ ვრცლად მოგახსენებთ, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად კიდევ ორი ფართომასშტაბიანი რეგიონალური გარემოსდაცვითი პროექტი დაიბადა და შესაბამისად, მისი შორეული შედეგია წარმოდგენილი წიგნშიც. პროექტი - ამიერკავკასიაში ზოლებიანი აფთრის პოპულაციის მდგომარეობის შეფასება - ორი ძირითადი ამოცანა ჰქონდა:

- კავკასიაში ზოლებიანი აფთრის შესახებ არსბული მონაცემების შეგროვება და

- ზოლებიანი აფთრის პოპულაციის**** ეკოლოგიური შეფასება საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიდა მის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანისა და სომხეთში (რაც, თვით სახეობის კვლევის გარდა, მოიცავდა საარსებო გარემოს შეფასებასა და იმ სახეობათა პოპულაციების კვლევას, რომლებიც აფთრის შესაძლებელ კონკურენტებს წარმოადგენენ).

ჩვენი პროექტის საკვლევი ტერიტორია მოიცავდა ივრის ზეგანს, მისი ფართობი შეადგენდა 3200 კვ. კმ-ს. კვლევის პერიოდში გავლილი მანძილი შეადგენდა 7000 კმ-ს მანქანით და 1000 კმ-ს ფეხით.

ექსპედიციამდე დაიწყო ლიტერატურის ინტენსიური დამუშავება. დავუკავშირდით მსოფლიოში აფთრების წამყვან ექსპერტებს: ჰილანდიელ ბიოლოგ ბ-ნ ჰანს კრუკს (რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ აფრიკაში მუშაობდა აფთრისნაირებზე), ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის აფთრისებრთა ჯგუფის თავმჯდომარეს ბ-ნ გას მილსს (რომელიც ანალოგიურ კვლევებს ატარებდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ამ კონტინენტის სხვა ქვეყნებში) და რუს ბიოლოგ, ბ-ნ ანდრეი პოიარკოვს, რომელსაც პირადული დაკვირვებები ჰქნდა ჩატარებული ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში. მათმა კონსულტაციებმა ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწია პროექტის განხორციელების დროს.

უშუალოდ ჩვენი პროექტის დაწყებისას კი დაუკავშირდით აზერბაიჯანისა და სომხეთის, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო გარემოსდაცვით თუ სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს; სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ კავკასიაში ზოლებიან აფთართან დაკავშირებით არავითარი პროგრამები არ ტარდებოდა. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, ამ სახეობაზე არასოდეს ჩატარებულა ფუნდამენტური კვლევა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საუკუნის დასაწყისში ზოგიერთი მკვლევარის მიერ მოწოდებულ ზოგად ცნობებს.

ლიტერატურული მონაცემების ანალიზისას გაირკვა, რომ ეს სახობა მსოფლიო მასშტაბით საფრთხის წინაშე მდგომად არ ითვლება, თუმცა ცალკეული ქვესახეობები და პოპულაციები (მაგალითად ახლო აღმოსავლეთის, კავკასიის, ცენტრალური აზიის) შეიძლება შეფასდეს, როგორც იშვიათი ან გადაშენების პირას მყოფი. ამის შემდეგ შედგა დეტალური საექსპედიციო გეგმა, რომლის მიხედვითაც პირველადი მნიშვნელობა ენიჭებოდა აფთრის კვალის მიგნებას (ცხოველის ნახვის იმედი პრაქტიკულად არავის ჰქონდა); თუ საკვლევ ტერიტორიაზე კვალს აღმოვაჩენდით, კვლევები უნდა გაფართოებულიყო: საჭირო გახდებოდა, ადამიანის თითის ანაბეჭდის მსგავსად, თითოეული ნაკვალევის იდენტიფიკაცია (ცხოველთა რაოდენობის ლობს, დასადგენად) და კვალზე მიყოლის საშუალებით აფთრების დღეღამური თუ სეზონური მიგრაციის (მოძრაობის) მარშრუტის დადგენა. საქმეში ჩაუხედავ მკითხველს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ საველე სამუშაოების ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა აფთრების ექსკრემენტების (მეცნიერები ასე ვეძახით ცხოველის განავალს) მოპოვება და მათი ანალიზიც იყო. ეს გვჭირდება ცხოველების რაციონის დასადგენად: რას ჭამენ, რამდენს, რა არის მათი უპირატესი თუ მეორადი მსხვერპლი და ა.შ. ამ თვალსაზრისით ექსპერიმენტი ფასდაუდებელი ინფორმაციის მატაებელია. ამავე დღოს, არსებითი მნიშვნელობა მივანიჭეთ ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვებსა და მათთან გარემოსდაცვითი საქმიანობის ჩატარებას.

უნდა ითქვას, რომ თავიდან დიდი ხნის მანძილზე აფთრის არანაირი კვალი, არანაირი ექსპერიმენტი და საერთოდ ცხოველის არსებობის ნიშანწყალიც კი არ ჩანდა. ჩვენი „ენთუზიაზმის გამომხატველი გრაფიკი“, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც სტაბილურად იწევდა ნულისკენ, სანამ მდინარე ივრის ორივე სანაპირო ზოლის გამოკვლევის შემდეგ კოწახურის ქედისკენ არ გადავინაცვლეთ.

ეკოლოგიური თვალსაზრისით კოწახურის ქედი საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილია. ამავდროულად იგი საოცრად ლამაზია. ძნელია წარმოიდგინოთ, რომ საქართველოში, რომელსაც ტყეებით დაფარული მთაგორიანი ქვეყნის სახელი აქვს გავარდნილი, ასეთი ლანდშაფტის არსებობა. სწორედ კოწახურის ქედის კვლევისას მიიქცია ჩვენი ყურადღება ერთმა საინტერესო ფაქტმა: გარკვეული ადგილები მოფენილი იყო კუს დამტვრეული ბაკნებით. სიმეტრიულად დაშლილ კუს ბაკნებს ადრეც ვხვდებოდით, მაგრამ მათთვის ყურადღება არ მიგვიქცევია, რადგან ჩანდა, რომ ისინი კუს სიკვდილის შემდეგ ბუნებრივად იყო დაშლილი, როგორც ეს ხრწნის დროს ხდება ხოლმე. კოწახურის ქედთან კი ბაკნებს აშკარად ემჩნეოდა „ძალადობის“ კალი, რადგან ბაკნის სეგმენტები დამტვრეული იყო და არა დაშლილი. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია არაპირდაპირი ინდიკატორი იყო იმისა, რომ საველე საკვლევ ტერიტორიაზე აფთრების არსებობა გვევარაუდა, რადგან განსაკუთრებული საჭმლის მომნელებელი სისტემის გამო, აფთარი იყენებს ისეთ საკვებს, რომლის შეთვისებაც კავკასიაში გავრცელებულ არც ერთ მტაცებელს არ შეუძლია. მაგალითად, ძვლისებრთა ოჯახის წარმომადგენლები და დათვი საკვებად ძირითადად მსხვერპლის ხორცსა და შიგნეულობას იყენებენ. შესაბამისად, მათ ექსკრემენტებში ძვლოვანი ნარჩენების არსებობას უფრო შემთხვევითი ხასიათი აქვს. ამასთან ძვლები, როგორც წესი, მოუნელებალია (იგულისხმება შედარებით მსხვილი მსხვერპლის ძვლები, ისიც უპირატესად მალები). აფთარი კი არა მარტო ამტვრევს და ღეჭავს ძვლებს (მათ შორის ლულოვან ძვლებსაც), არამედ, როგორც ჩანს, უპრობლემოდ ინელებს კიდეც მათ. აქედან გამომდინარე, საქართველოში გავრცელებული ძუძუმწოვრებიდან პირის აპარატით კუს ბაკნის დამტვრევა მხოლოდ ამ სახეობას შეუძლია.

0x01 graphic

კიწახურის ქედი. ფოტო . მაჭარასვილისა

0x01 graphic

ზოლებიანი აფთრის კვალის ანაბეჭდი

საველე სამუშაოების ინტენსივობა გაორკეცდა. მთელი ჯგუფი თავდაუზოგავად იკვლევდა მიწის ყოველ მეტრს, გაუვალი ბუჩქებით დაფარული ყოველ ხევს. ზოგ შემთხვევაში დიდ მანძილზე გვიხდებოდა ძრომიალი საკმაოდ უსიამოვნო ეკალბარდებში ისე, რომ ტომ სოიერივით „სანოვაგესაც ვაზიანებდით და კანსაც“. ორ ჯგუფად დავიყავით, სამუშაო არ წყდებოდა არც დღისით, არც ღამით. ბოლოს 1995 წლის 22 ოქტომბერს, კოწახურის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, გვიან საღამოს, პირველად დაფიქსირდა აფთრის კვალი. ბ-ნმა იასონ ბადრიძემ, პროექტის დირექტორმა, მთელი ჯგუფი ამ მიდამოებისკენ „გადაისროლა“. იმავე ღამეს დაახლოებით 2 საათისათვის, იასონმა ერთ-ერთი ხევის კვლევის დროს დაახლოებით 200 მეტრში ფარნის შუქზე დაინახა რაღაც ცხოველის თვალები. შუქით დამფრთხალი ცხოველი სწრაფად დაიძრა უახლოესი ხევისაკენ და ამ დროს, მთელი ტორსით მოექცა ფარნის შუქის რადიუსში. ეს იყო პირველი ზოლებიანი აფთარი, რომელიც ჯგუფის უმრავლესობამ არა მარტო პროექტის განმავლობაში, არამედ საერთოდ პირველად ნახა ცხოვრებაში! დამკვირვებელმა, გზის მოჭრის მიზნით, სწრაფად გადაინაცვლა ცხოველის მოძრაობის მიმართულების დიაგონალურად და კარგად გაარჩია საკმაოდ მოზრდილი ინდივიდი, რომელმაც ჩაურბინა დაახლოებით ასი მეტრის დაშორებით და ხუთასიოდე მეტრში გაქრა თვალთახედვიდან. მეორე დღეს დაფიქსირდა კვალის რამდენიმე (არც ისე მკაფიო) ანაბეჭდი. შემდეგ თითქოს ბედმა გადმოგვხედა და დაიწყო ახალ-ახალი კვალისა და ექსკრემენტების აღმოჩენა არა მარტო კოწახურის, არამედ სხვა ადგილებშიც. მეორედ, იმავე მიდამოებში ჯგუფის სხვა წევრებმა (ზურაბ გურიელიძემ, ამ სტრიქონების ავტორმა და ბეჟან ლორთქიფანიძემ) ნახეს ორი ინდივიდი კოწახურის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში (1996 წლის 25 ივნისს). ადგილის გამოკვლევისას (საღამოს ცხრა საათვისათვის, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ცხოველების თვალით გარჩევა) დამკვირვებლებსაც დაახლოებით ას მეტრში, ბორცვზე დაფიქსირდა ორი ინდივიდი. ერთი ნელა გადავიდა ბორცვის მეორე მხარეს და გაქრა მხედველობის არიდან. მეორე გაჩერდა ბორცვის თხემზე და რამდენიმე წამის განმავლობაში იყურებოდა ჩვენსკენ. შემდეგ მაინც გადაინაცვლა პირველი აფთრის მიმართულებით და თვალ მიეფარა.

აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში NACRES-ს არ გააჩნდა შესაბამისი აპარატურა; ორივე შემთხვევაში ცხოველები ნანახი იყო არასაკმარისი განათების ფონზე, რის გამოც ვერ მოხერხდა ფოტოების გადაღება.

როგორც ვთქვით, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ადგილობრივი მოსახლეობისაგან ინფორმაციის მიღებასაც. გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა, დაგვედგინა აფთრის არსებობის ფაქტი საქართველოში და მისი გავლენა ადგილობრივ მეცხოველეობაზე. გამოკითხვა გულისხმობდა აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის განსაზღვრას.

მოსახლეობათა უმეტესობას არავითარი ინფორმაცია არ გააჩნია აფთრის შესახებ. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ აფთარი გავრცელებულია საკვლევ ტერიტორიაზე, თუნცა ვერც ერთმა ვერ შესძლო ცხოველის აღწერა. მათთან საუბარმა ცხადყო, რომ გარემოსადმი მათი დამოკიდებულება ეფუძნება ძლიერ მომხვეჭელურ და მერკანტილურ პრინციპებს. მათი ცოდნის დონე ზოგადად გარემოსდაცვითი საკითხებისა და კერძოდ, ველური ბუნების შესახებ ძლიერ დაბალია.

საინტერესოა რომ ის, ვისაც გაგონილი გვქონდა აფთრის შესახებ, ამ ცხოველს ახასითებდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საშინელს დედამიწაზე, საფლავების და ქურდობის, ბავშვების მოტაცების და ადამიანებზე უმოწყალოდ თავდასხმის გამო. საინტერესოა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვისას ვერ ვიპოვეთ ვერც ერთი ადამიანი (ძალიან მოხუციც კი), რომელსაც შეეძლო ეთქვა, რომ მან თავისი თვალით ნახა აფთრის რომეიმე „მარადიორული“ ფაქტი. ყოველთვის აპელირებდნენ გამოკითხულის ან დეიდაშვილის ნაცნობზე, რომელსაც თავის მხრივ ვიღაცამ მოუყვა რაღაც საშინელი ამბავი აფთრის შესახებ. მართლაც, სამედიცინო თუ პოლიციის არქივების ინტენსიური კვლევის შედეგადაც კი (მე 20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული) ვერ აღმოვაჩინე ვერც ერთი დოკუმენტი „აფთრების თავდასხმის შესახებ“.

ბუნებრივია, რომ ამ წიგნში ვერ მოვიტანთ ექსპედიციების შედეგად აღებული მასალის სრულ ანალიზს. ამას გაცილებით დიდი რაოდენობის ქაღალდი სჭირდება, ვიდრე წინამდებარე გამოცემის მასშტაბები გვაძლევს საშუალებას. ამიტომ ვიტყვით მხოლოდ, თუ რა ცხადყო ჩატარებულმა პროექტმა; პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ზოლებიანი აფთარის პოპულაციას საქართველოში ახლო მომავალში ემუქრება სრული გადაშენების უაღრესად დიდი რისკი, რადგან:

- 60-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო მისი რედუქცია (რიცხოვნობის კლება) და დღეისათვის პოპულაცია შემცირდა 80%25-ზე მეტით.

- არსებული მიზეზების გათვალისწინებით, უწყვეტი რედუქცია მოსალოდნელია შემდეგი 10 წლის ან სახეობის სამი თაობის განმავლობაში, რადგან ხდება საბინადრო გარემოსა და ზოგადად მთელი გავრცელების ფარგლების ექსპლოატაციის არსებული დონის ზრდა, აქედან გამომდინარე - საარსებო გარემოს განუხრელი გაუარესება.

ამ სამწუხარო დასკვნებს თავის მიზეზები აქვს. აფთრის პოპულაციის რიცხოვნობის ყველაზე მნიშვნელოვანი მალიმიტირებელი ფაქტორია ანთროპოლოგიური (ადამიანის მიერ გამოწვეული), რომელიც სამ ძირითად ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

- საარსებო გარემოს შემცირება

საკვლევი ტერიტორიის დიდი ნაწილი (იგულისხმება შირაქის ველი და ივრის ჭალები) პრაქტიკულად დაუსახლებელია და, მიუხედავად ამისა, ეს რეგიონი გამოირჩევა ძალიან მაღალი ანთროპოლოგიური პრესით, რის გამოც ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი საშინლად დეგრადირებულია.

- საკვები ბაზის მრავალფეროვნების შემცირება

სამეურნეო ათვისებამ გავლენა იქონია რეგიონის ველურ ცხოველთა სახეობრივ შემადგენლობაზეც. უმრავლესობის რიცხოვნობა ძლიერ შემცირდა ხოლო ზოგიერთი სახეობა მთლიანად გაქრა. ამ მხრივ საყურადღებოა წყვილჩლიქოსნების პოპულაციები. ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში აქ ბინადრობდნენ ჩვენი ფაუნის სიამაყენი: ივრისა და ალაზნის ჭალებში ირმები, ველებზე კი ფართოდ იყო გავრცელებული ქურციკი (ჯეირანი). ორივე სახეობა, როგორც ჩანს, წარმოადგენდა აფთრის მნიშვნელოვან საკვებს. დღეისათვის რეგიონში ორივე სახეობის პოპულაცია გამქრალია, აღინიშნება ჯეირნის ერთეული შემოსვლები აზერბაიჯანიდან, მაგრამ ვერც ერთი შემოსული ცხოველი, ბრაკონიერების მაღალი დონის გამო, უკან გასვლასაც ვერ ასწრებს. ამ ორი სახეობის გაქრობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აფთრის პოპულაციის დეგრადაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ ივრის ზეგანზე მგლის პოპულაცია, აფთრისაგან განსხვავებით, რაღაცნაირად შემორჩა. აქედან გამომდინარე, მკითხველს შესაძლოა გაუჩნდეს სრულიად ბუნებრივი კითხვები: რატომ არ იმოქმედა ამ ორი მსხვერპლი სახეობის (ირმისა და ქურციკის) გაქრობამ მეორე მსხვილი მტაცებლის (მგლის) პოპულაციაზე? აფთრისაგან განსხვავებით, მგელს ხომ რაციონის მრავალფეროვნების უფრო ვიწრო სპექტრი აქვს (მხოლოდ ხორცს ჭამს) და თუ მან შეძლო შეგუება საკვებიდან ირმისა და ჯეირნის ამოვარდნისადმი, რატომ ვერ შეძლო იგივე აფთარმა?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად უნდა გავითვალისწინოთ ამ ორი სახეობის სოციალური სტრუქტურისა და კვების თავისებურებანი. ზოლებიანი აფთრისაგან განსხვავებით, მგელი აქტიური მონადირეა. ნადირობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, რაც საშუალებას აძლევს, მის რაციონში შევიდეს ისეთი ძნელად მოსაპოვებელი სახეობები, როგორიცაა, მაგალითად, გარეული ღორი. ჩვენს მიერ 1979-95 წლების განმავლობაში ჩატარებულმა სისტემატურმა კვლევებმა გვიჩვენეს, რომ საქართველოს მრავალ რეგიონში გარკვეული ღორი მგლის პრიოტიტეტული საკვებია ირმის შემდეგ. მართალია, აფთრისაგან განსხვავებით, მგლის საჭმლის მომნელებელი სისტემა უფრო ,,ფაქიზიადა ვერ უძლებს ხორცის გარდა პრაქტიკულად ვერანაირ საკვებს, მაგრამ იგი გაცილებით უფრო სწრაფად ადაპტირებადია და საჭიროების შემთხვევაში ადვილად ერთვება ერთი სახეობ(ებ)ის მსხვერპლიდან მეორე სახეობ(ებ)ზე, რაც შეეხება ზოლებიან აფთარს, იგი, როგორც ჩანს, კავკასიის არეალში არ ერთიანდება ჯგუფებად და არც ისეთიდახელოვბენულიმონადირე, როგორც მგელი. მისი ძირითადი საკვები მაინც ლეშია. წარსულში, ირმისა და ჯეირნის პოპულაციათა სიუხვე ლეშის არსებობის გაცილებით დიდ ალბათობას ქმნიდა, ვიდრე დღეს. ამჟამად,რეგიონში ჩლიქოსნებიდან შემრჩენილია მხოლოდ გარკვეული ღორი, რომლის მოპოვება აფთრისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წარსულში აფთრის ძირითადი საკვები სწორედ ირმისა და ჯეირნის ლეშს წარმოადგენდა (როდესაც პოპულაზიები ნორმის ფარგლებში იყო), ხოლოაქტიური ნადირობითდაჭერილი ქვეწარმავლები, ფეხსახსრიანები, თუ მოპოვებული მცენარეული საკვები მხოლოდ“ „მეორადი“, .. დამატებითი საკვები იყო. როდესაც ძირითადი საკვები გაქრა, როგორც ჩანს, მხოლოდ მეორად საკვებზე აფთრის პოპულაცია ვერგადაერთო“, რაც ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა მისი განუხრელი კლებისა.

0x01 graphic

ზოლებიანი აფთარი მოსკოვის ზოოპარკში

კავკასიაში ზოლებიანი აფთრის აღდგენის პერსპექტივები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აფთრის შესწავლის პროექტის მიზანს წარმოადგენდა ამ ცხოველის პოპულაციის მდგომარეობის შეფასება და მისი აღდგენის კონკრეტული პერსპექტივების ჩამოყალიბება. უნდა ითქვას, რომ პროექტის შედეგებმა უფრო მეტი საქმე წარმოაჩინა, ვიდრე ერთი კონკრეტული სახეობის აღდგენაა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი სახეობის აღდგენის დაგეგმისას საჭიროა აღმოიფხვრას ის ფაქტორები, რომლებმაც სახეობა გადაშენების ზღვარზე მიიყვანეს. ჩვენს შემთხვევასი კი ზოლებიანი აფთრის აღდგენისათვის აღმოსაფხვრელი ფაქტორები საოცრად კომპლექსურია და მრავლისმომცველი. გამოიკვეთა ერთი სავალალო შემაჯამებელი შედეგიც:

არა მარტო აფთარი, არამედ მთელი მისი საბინაო ეკოსისტემა (საქართველოს არიდული (მშრალი) ეკოსისტემა, ძლიერაა დეგრადირებული და რომელიმე კონკრეტული სახეობის დაცვა არავითარ შედეგს არ მოიტანს, თუ კონსერვაციული ქმედებები მთელს ეკოსისტმას არმოედება“.

ყოველივე ზემოთქმულზე დაყრდნობით, საქართველოში აფთრის აღდგენის პროგრამა ორგანულად უკავშირდება არიდული (მშრალი) ეკოსისტემის აღდგენის პრობლემას. ასევე, ხაზი გაესვა ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც საკმაოდ ბანალურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ აქამდე მას სათანადო ყურადღებას არავინ აქცევდა: არიდული ეკოსისტემა არ არის მხოლოდ საქართველოს კუთვნილება, იგი აზერბაიჯანის და სომხეთის ადმინისტრაციული საზღვრებითაც იკვეთება და თუ, მისი რეაბილიტაცია გვინდა, მისი დაცვის საქმეში სამივე ქვეყანა უნდა გაერთიანდეს. რა თქმა უნდა, ქაღალდზე ასეთი ყოვლისმომცველი გეგმის შამოყალიბება არც თუ ისე რთული საქმეა, მაგრამ რეალობა სხვაა. ამიტომ, სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა „აფთრის პროექტის“ დასრულების შემდეგ (1996წ) აირჩია შემდგომი ორ ეტაპიანი მიდგომა:

1. ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეცნიერების გაერთიანება და გარკვევა, საერთოდ რა მდგომარეობაშია ფაუნა (და არა მარტო აფთარი) კავკასიაში, შემდეგ კი

2. კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება ეკოსისტემის აღდგენისათვის, რომ აფთარსაც შეეწყოს ხელი

პირველი ეტაპის განსახორციელებლად NACRES-მა შექმნა პროექტი სახელწოდებით „ამიერკავკასიის ველური ბუნების რეგიონული შესწავლა“, რომელიც დააფინანსა მაკარტურების ფონდმა (The John D. and Catherine T. MacArthur Foundation). 1999 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გლობალურმა გარემოსდაცვითმა ფონდმა (GEF) დაგვიმტკიცა პროექტი სახელწოდებით: „არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების კონსერვაცია ამიერკავკასიაში“. ამ უკანასკნელში, როგორც ეკოსისტემის რეაბილიტაციის პროექტში, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია საკვანძო სახეობის (მათ შორის აფთრის) აღდგენის ხელშეწყობა.

ცოტა რამსაძულველი სახეობისდა, საერთოდ, სახეობების დაცვა-აღდგენის შესახებ

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შემდეგ უთვალავი სახეობა გადაშენდა ბიოლოგიური თუ ფიზიკური პირობების ბენებრივი ცვლილებების გამო. ეს პროცესი ევოლუციის განუყოფელი ნაწილია, რადგან თავისთავად, კვდომა სიცოცხლის შემადგენელია. მაშინ დაისმის კითხვა:

აუცილებელია, რომ ადამიანი იღწვოდეს (და აქვე დავამატებთ, რომ იგი აუცილებლად უნდა იღწვოდეს!) იშვიათი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვისა და გადარჩენისთვის, მათი გადაშენებაც ხომ იგივე კვდომაა და ადამიანის გაჩენამდეც ხომ ათასობით სახეობა განადგურდა?

ამ კითხვაზე დადებითი პასუხი ორი ძირითადი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული: ეთიკურითა და პრაქტიკულით. წიგნის ამ ნაწილის წაკითხვის შემდეგ მკითხველმა შესაძლოა რომელიმე (ან ორივეს ერთდროულად) მისცეს უპირატესობა. იმედს ვიტოვებთ, რომ არავის შეეპარება ეჭვი, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ის რაც ჯერ კიდევ არაა განადგურებული და ვეცადოთ აღვადგინოთ ის, რაც გადაშენების ზღვარზეა მისული. მაშ ასე.

ეთიკური მიზეზი

სამწუხაროდ ის სახეობები, რომლებიც დღეს გადაშენების პირას არიან მისული არაბუნებრივი პროცესების გამო ქრებიან. ხოლო არაბუნებრიობა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის მიერაა გამოწვეული. საილუსტრაციოდ წარმოვიდგინოთ ინდოელთა რომელიმე უნიკალური ტომი, რომელიც მაგალითად, ამაზონის ჯუნგლებში ცხოვრობს. წარმოავიდგინოთ, რომ უცებ ამაზონი ადიდდა და მთელი ტომი გაწყდა (მესმის, რომ ცოტა უხერხულია ასეთი მაგალითების მოყვანა, მაგრამ ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა! ახლა წარმოვიდგინოთ მეორე ვარიანტი: სამხრეთ ამერიკას იპყრობენ კოლონიზატორები, რომლებიც ერთ დღეში წყვეტენ მთელს ტომს (ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს და ა.შ., ესეც არაერთხელ მომხდარა); ისმის კითხვა: მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში შედეგი ერთნაირია, რომელი გზა იყო ბუნებრივი და, შესაბამისად, ვინ არის პასუხისმგებელი თითოეულ შემთხვევაზე? მგონი, პასუხი არც საჭიროებს დაკონკრეტებას. ასევე ნებისმიერ სხვა სახეობასთან დაკავშირებით. ისინი, რა თქმა უნდა, შეიძლება ბუნებრივად ამოწყდნენ ან ადამიანის პირდაპირმა თუ არაპირდაპირმა არევამ ამოწყვიტოს. ამიტომ, უმრავლეს შემთხვევაში, პასუხისმგებლები ჩვენ ვართ და ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ მათ დაცვასა და აღდგენაზე. ჩვენი ცხოვრების ეთიკა მოითხოვს ამას, რადგან ეთიკური ფორმულა საკმარისად მარტივია:

არ დააშავო! ხოლო თუ დააშავებ, კეთილი ინებე, პასუხი აგე და საქმე გამოასწორე!

განა ამას თავიდანვე არ ჩავჩიჩინებთ ბავშვს მხოლოდ, იმიტომ რომ მასში მოქალაქე ავამეტყველოთ?

პრაქტიკული (ან თუ გნებავთ, პრაგმატული, ადამიანისათვის საჭიროა) მიზეზი

არც ერთი ორგანიზმი ვაკუუმში არ ცხოვრობს. ყველა მათგანი ერთმანეთთან უმჭიდროვეს კავშირიშია და ქმნის იმ რთულ და კომპლექსურ მოვლენას, რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვეძახით. დედამიწაზე ცოცხალ ორგანიზმთა ერთობლიობას ბიოსფერო ეწოდება. ბიოსფერო ეკოსისტემებისაგან***** შედგაბა. და რადგან რადგან ეკოსისტემებში ყველა სახეობა გადაჯაჭვულია ერთმანეთისაგან და ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, ხანდახან ერთი სახეობის ამოღებამ ეკოსისტემიდან ისევე შეიძლება დაანგრიოს იგი, როგორც შენობა, თუ მას დედაბოძს გამოვაცლით. რას კარგავს ადამიანი? ჯერ ერთი, თითოეული სახეობა (და ასე განსაჯეთ, ინდივიდიც კი) უნიკალური გენების რეზერვუარია. უნიკალური იმიტომ, რომ თუ ეს გენები იკარგება, მათ ვეღარ აღადგენენ. მეცნიერებს ჯერ კიდევ არ გამოუკვლევიათ ცოცხალი ორგანიზმების გენები და ერთი შეხედვით მცირე და უმნიშვნელო სახეობის გაკარგვის შედეგად ჩვენ შესაძლოა დავკარგოთ ჩვენივე ჯანმრთელობისათვის ფასდაუდებელი დახმარებები. გავიხსენოთ, რომ მილიონობით ადამიანის (მათ შორის ბავშვების!) სიცოცხლე იხსნა პენიცილინმა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, პენიცილიუმის გვარის სოკოსგან მიიღეს. წარმოიდგინეთ, რამდენიმე ჩვენი ახლობელი (და მათ შორის ბავშვები!!!) შეეწირებოდა უბრალო ფილტვების ანთებას, სოკოების ამ გვარს ჩვენამდე რომ არ მოეღწია? ბოლოს და ბოლოს პენიცილიუმი ხომ სოკოა და მეტი არაფერი...

სამყაროში მოხმარებული წამლების 40%25 მიღებულია ან ველური სახეობებიდან, ან მათი მიღება დამყარებულია ველურ სახეობების ცხოველქმედების პრინციპზე. ეს არა მარტო იცავს მილიონობით სიცოცხლეს, არამედ წარმოადგენს უზარმაზარ ინდუსტრიას, რომელსაც, მაგალითად, მხოლოდ ამერიკისთვის 40 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავალი მოაქვს. სამწუხაროდ, მეცნიერებმა დღეს არსებული მცენარეებიდან მხოლოდ 5%25-ის სამეცნიერო ვარგისიანობის შესწავლა შეძლეს, მასინ, როდესაც დედამიწა, ადამიანის უტვინო ჩარევის გამო, ყოველდღიურად 100-მდე სახეობის მცენარეს კარგავს!!! არადა საქართველო ოდითგანვე იყო განთქმული თავისი მცენარეული საფარის მრავალფეროვნებით.

წყნარი ოკიანის უთხოვარი, რომელიც „ნაგავმცენარედ“ მიაჩნდათ, თითქმის სულ გააჩანაგეს. დღეს თვლიან, რომ მის ვარჯში არსებული ნივთიერება - ტაქსილი ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს მკერდის კიბოს საწინააღმდეგოდ.

დღესდღეობით მრავალი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო სახეობაც კი უზარმაზარ გამოყენებას ჰპოვებს სოფლის მეურნეობაში. გამოთვლილია, რომ დღეს დედამიწაზე, დაახლოებით 80 000 სახეობის მცენარეა საჭმელად ვარგისი. აქედან 20%25-ზე ნაკლები იძლევა დედამიწის მოსახლეობის საკვების 90%25-ს. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ თუ დანარჩენს დღეს გამოყენებას „ვერ ვუძებნით“, დავიცავთ, უახლოეს მომავალში ისინი ფასდაუდებელი მასალა გახდება შინაური ჯიშთან შეჯვარების გზით ისეთი საკვებად ვარგისი მცენარეების მისაღებად, რომლებიც უდაბნოს პირობებშიც კი კარგ მოსავალს მოგვცემენ. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი გადარჩება აფრიკისა და აზიის კონტინენტზე?!

ადამიანისათვის გამოსადეგობის თვალსაზრისით ცხოველთა და მცენარეთა ველური სახეობების ასობით კონკრეტული მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. აღარაფერს ვამბობთ ისეთ ბანალურ ჭეშმარიტებაზე, როგორიცაა სუფთა ჰაერის აუცილებლობა, ველური ბუნების ტურისტული ინდუსტრიის მიერ ქვეყნების ეკონომიკაში შემოტანილ მილიონებსა და იმაზე, რომ მრავალი სახეობა უბრალოდ ინდიკატორია იმ გარემოს სიჯანსაღისა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენს ბავშვებს ვზრდით.

„კი ბატონო“, - იტყვის მკითხველი - „საკმარისი არგუმენტაცია მომცა ამ წიგნმა იმის შესახებ, რომ სახეობები დასაცავია, მაგრამ აფთარი მაინც საზიზღარი ცხოველია. ძნელია მომთხოვო, აფთარს, მძორიჭამია სვავს, ორბს, ღამურას, ვირთაგვას და გველს სხვა თვალით შევხედო.“

თუ თქვენ ზრდასრული ადამიანი ბრძანდებით, არა მარტო ეს წიგნი, არამედ ვერავინ ვერაფერს იზამს და აზრს ვერ შეგაცვლევინებთ. როცა ადამიანს სძაგს, იქ ღმერთიც კი უძლურია. სიძულვილის მიზეზები კი ბავშვობაში ისახება იმ ატმოსფეროს გავლენით რომელშიც ჩვენ ვიზრდებით. უბრალოდ, თუ ადამიანი ერთი წუთით მაინც შეეცდება საკუთარი გრძნობის ცხოველებზე გადატანისაგან თავის შეკავებას და გაიზიარებს, რომ:

- ყოველივე ცოცხალს ბუნებაში მკაცრად მიჩნეული ადგიი აქვს

- ყოველივე ცოცხალი (იმის მიუხედავად „კარგად“ იქცევა იგი თუ „ცუდად“ ადამიანის თვალსაზრისით) არა მარტო იმსახურებს სიცოცხლეს, არამედ ვალდებულია კიდეც, რომ იცხოვროს, თუნდაც ჩვენივე კეთილდღეობისათვის.

მაგრამ მძორიჭამია „საზიზღარი“ ფრინველი, ღამურა და გველი ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი და ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობის დამცავ ბუნების საოცრებად დაილექებიან, ხოლო აფთარი არა მარტო ჩვენი ბუნების სანიტრად, არამედ დედამიწისა და მათ შორის საქართველოს ველების წარმოუდგენლად საინტერესო მშვენებად.....

______________

* კინრად ლორენცი (1903-1989) - დიდი ავსტრიელი მოაზროვნე, ეთილოგიის (მეცნიერება ცხოველთა ქცევის შესახებ) ერთ-ერთი ფუძემდებელი, ნობელის პრემიის ლაურიატი (1973).

** ოჯახი შედგება სულ ოთხი სახეობის: ხალებიანი აფთარი (Crocuta crocuta), ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena), მურა აფთარი (Hyaena (Parahyaena) brunnea) და მიწის მგელი (Proteles cristatus)

*** მეცნიერები არეალს ეძახიან დედამიწის იმ ნაწილს სადაც ამა თუ იმ სახეობის ცხოველი გვხვდება. მაგალითად ლომის არეალია აფრიკა და აზია, ვეფხვის მარტო აზია, თეთრი დათვის არეალი არქტიკაა, ხოლო პონგვინის კი ანტარქტიდა და ა.შ.

**** ამა თუ იმ სახეობის ინდივიდების რაოდენობა გარკვეულ ტერიტორიაზე. მაგ ლაგოდეხის ნაკრძალის მგლის პოპულაცია გულისხმობს ამ ნაკრძალში არსებული მგლების საერთო რაოდენობას. შესაბამისად, საქართველოს მგლის პოპულაცია გულისხმობს ჩვენს ქვეყანაში არსებული მგლების საერთო რაოდენობას და ა.შ.

***** მეცნიერები ეკოსისტემას განმარტავენ, როგორც ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ერთობლიობას გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულში. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეკოსისტემაში ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ელემენტები უმჭიდროვეს კავშირშია ერთმანეთთან. მაგალითად, ისინი კავშირშია კვებით ჯაჭვის საშუალებით: ნიადაგზე იზრდებიან მცენარეები, მათ ჭამენ გარკვეული სახის ცხოველები, რომელთაც თავის მხრივ „მიირთმევენ“ მტაცებლები, ხოლო მტაცებლებს, მათი სიკვდილის შემდეგ, „მიირთმევენ“ ლეშიჭამიები, ამ უკანასკნელთა კვდომის შემდეგ გარკვეული ბაქტერიები ერთვებიან საქმეში და იწყებენ ლეშის ხრწნას, რომელიც ისევ ნიადაგში ხვდება და მცენარეთა გაზრდისათვის ქმნის პირობას. ტერმინი ეკოსისტემა შესაძლოა ვიხმაროთ როგორც აკვარიუმის მიმართ, ასევე ისეთი ბუნებრივი ერთეულების მიმართ როგორიცაა, მაგალითად, ტყე, ტბა, და ა.შ. სადაც ცოცხალი და არაცოცხალი ელემენტები ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ.

7 გიურზა

▲ზევით დაბრუნება


ირაკლი მაჭარაშვილი

0x01 graphic

გიურზა. ფოტო . დარჩიაშვილისა

ყოველთვის, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებაზე ჩამოვარდება ხოლმე სიტყვა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხდება ამ ზონის ფაუნის ტიპიური წარმომადგენელი გიურზა.

ჯერ კიდევ დარვინი წერდა იმის შესახებ, რომ შესაძლოა ფერმებში კატების რაოდენობისა და მათ მიდამოებში წითელი სამყურას მოსავლიანობის შორის გარკვეული კავშირი არსებობდეს. ამ მიზეზ-ჩედეგობრივ დამოკიდებულებას მეცნიერი ასე ხსნიდა: კატები ანადგურებენ მემინდვრიებს. როცა კატები არ არიან, მემინდვრიები ძალზე სწრაფად მრავლდებიან. ისინი ანადგურებენ ბაზების ბუდეებს და მათ მატლებს ჭამენ. სამყურა სწორედ ბაზების საშუალებით იმტვერება. მათ გარეშე მცენარე ნაკლებ თესლს იძლევა და ნელი ტემპით მრავლდება. ასე იწვევს კატების სიმცირე სამყურას მოსავლის შემცირებას.

სინამდვილეში ბუნებაში გაცილებით რთული პროცესები მიმდინარეობს. ბუნებრივ თანასაზოგადოებაში უფრო ჩახლართული და მრავალმხრივი კავშირები არსებობს ცოცხალ ორგანიზმებს შორის. მაგრამ გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ გიურზას როლი ბევრად მნიშვნელოვანია ეკოსისტემის სიჯანსაღისათვის, ვიდრე კატებისა ზემოთ მოყვანილ თეორიულ მაგალითში. ამ რეპტილიის ძირითად საკბილოს ხომ მღრღნელები და სხვა წვრილი ძუძუმწოვრები შეადგენენ. ამის გამო, გიურზა დიდ როლს თამაშობს მათი რიცხოვნობის რეგულირებაში. ძნელია ზუსტად გამოთვალო, რა მოხდება, გიურზა რომ ერთბაშად გაქრეს ეკოსისტემიდან, მაგრამ შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს იქნება ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც მხოლოდ უარესობისკენ შეცვლის ჩვენს საარსებო პირობებს.

გიურზა (Vipera lebetina obtusa) ჩვენში გავრცელებული ქვეწარმავლებიდან ყველაზე შხამიანია. ის შედის ოჯახში გველგესლასებრნი (Viperidae). მისი შხამი მსხვერპლის სისხლის შედედებას იწვევს. ახალგამოჩეკილის შხამი ისევე ტოქსიურია, როგორც ზრდასრულისა. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 140-150 სანტიმეტრია. იშვიათად გვხვდებიან უფრო დიდი ეგზემპლარებიც. ფერი ცვალებადობს ღია ნაცრისფერიდან მუქ ნაცრისფერამდე. წენგოსფერი ან მიყავისფრო ელფერით. ზემოდან უფრო დიდი ზონის ლაქებია, ვიდრე გვერდებზე. ასეთი შეფერილობით ის კარგადაა შეხამებული ბუნებრივ გარემოსთან. გიურზა გაზაფხულზე დებს 15-18 კვერცხს, პატარები აგვისტო-სექტემბერში იჩეკებიან. ამიერკავკასიური გიურზის აქტიურობა იწყება მარტის ბოლოს - აპრილის დასაწყისში და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ძირითადად იგი ღამის ცხოვრებას ეწევა, მაგრამ გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს.

აქტიურობის დროს გიურზა ნელა დასრიალებს ან უდარაჯებს მსხვერპლს, ხიფათის შემთხვევაში კი ცდილობს, გაეცალოს და პირველივე სამალავში გაუჩინარდეს. შეუძლია, საკმაოდ მაღლა აცოცდეს ხეზე. აგრესიულობას ამჟღავმნებს მხოლოდ შეწყვილების პერიოდში (მაისის პირველი ნახევარი).

80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში ჩვენში გიურზას შხამის მოპოვების ნამდვილი ბუმი დაიწყო. ამ მიზნით უამრავ ეგზემპლარს იჭერდნენ (წელიწადში 1500-2000-მდე). საბედნიეროდ, ბოლო წლებში ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა რეალური მყიდველი თითქმის არ არსებობდა, ვინაიდან ღირებულება სათანადოდ დამუშავებულ გიურზას შხამს გააჩნია და არა გველის მოწველის პირველად პროდუქტს. სამაგიეროდ, მაინც უმოწყალოდ ხოცავენ მონადირეები - საკუთარი თავისა და ძაღლების უსაფრთხოებას იცავენ. არადა საქართველო გიურზას საერთო არეალის კიდურა ნაწილს წარმოადგენს; ცნობილი ბიოლოგიური კანონზომიერების თანახმად კი, სახეობათა კიდურა პოპულაციები ძლიერ მოწყვლადნი არიან.

გარდა ტრადიციული როლისა, გიურზას კიდევ სხვა დამსახურებაც გააჩნია ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. არიდული და სემიარიდული ზონა ბრაკონიერების საყვარელი ადგილია (თუმცა მათი უმეტესობა თავს ბრაკონიერს არ უწოდებს; შეიძლება იამაყოს კიდეც იმ ფაქტით, რომ დღეში 60 ხოხობი ჩამოაგდო, ან ბელებიანი დათვი მოკლა, ერთი ბელი კარგ ფასად გაყიდა, მეორის მწვადით კი „ბიჭები“ აქეიფა!). სწორედ გიურზებისადმი შიში აიძულებს მათ, შეზღუდონ თავიანთი მომხმარებლური ინტერესი ბუნებისადმი.

0x01 graphic

გიურზა. ფოტო . მაჭარაშვილისა

ამდენად, გიურზა ჩვენგან მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს“ - იმის გამო, რომ არეგულირებს მღრღნელებისა და ბრაკონიერების რაოდენობას და ამით იცავს ბუნებრივ წონასწორობას ეკოსისტემაში. გიურზა არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების სიჯანსაღის სიმბოლოდ შეიძლება მივიჩნიოთ.

0x01 graphic

გიურზას ტიპიური ადგილსამყოფელი. ფოტო . მაჭარაშვილისა.

8 HOMO HOMINI LUPUS EST?!

▲ზევით დაბრუნება


HOMO HOMINI LUPUS EST?!*

ირაკლი შავგულიძე

„ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ - დღესაც ხშირად ვიყენებთ ამ ძველ რომანულ ანდაზას, როცა ადამიანის მიერ ჩადენილ არაადამიანურ საქციელზე, ან ჰუმანიზმთან შეუთავსებელ მოვლენაზე ვსაუბრობთ. მსოფლიოს ყველა კულტურასა და ენაში გავრცელებული ეპითეტები: ნადირი, მხეცი, ველური და ა.შ. და ხშირად ადამიანის ისეთ ქცევას ვარქმევთ არაადამიანურს, ანუ ცხოველურს, რომლის ანალოგიც ცხოველთა სამყაროში პრაქტიკულად არც არის. ამიტომ, ჯერ კიდევ საკითხავია, ასეთი გამოთქმები რეალურად გამართლებულია თუ არა. თუმცა ჩვენი საუბრის თემა ამჯერად სულ სხვა რამაა. ზემოხსენებულ ლათინურ ანდაზას შეიძლება სხვა ინტერპრეტაციაც მივცეთ. ადამიანი ადამიანისთვის მგელია - არა იმიტომ, რომ ზოგჯერ ისე ვთქვათ ერთმანეთს, როგორც მგელს „ეკადრება“ და არა ადამიანის მოდგმას; არა, უბრალოდ ჩვენს შორის ბევრი მსგავსებაა და იქნებ, სწორედ ამიტომაც გადავეკიდეთ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ. ამ ანდაზაში ეს აზრი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ჩადებული, თუმცა ვინ იცის, იქნებ რომაელები იმასაც კარგად უწყოდნენ, რომ მგლისა და ადამიანის სოციალურ სტრუქტურაში, ქცევასა და ცხოვრების ნირში, მართლაც, ბევრი რამ არის საერთო. აბა, რატომ არის რომის დაარსების ლეგენდაში, რემუსისა და რომულუსის აღმზრდელი სილვია მაინც და მაინც ძუ მგელი და არა, მაგალითად ძუ დათვი? ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ რომაელები მგელში ისეთი რამეს ხედავენ, რაც გარდა იმისა, რომ ამ ცხოველისადმი დიდ პატივისცემას იწვევდა, ასევე ადამიანთან ახლობლობასაც მიანიშნებდა.

0x01 graphic

მგელი. ფოტო . ბადრიძისა

ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ლეგენდაა და ვერც ერთი ძუ მგელი ვერ გამოზრდის ადამიანის ახალშობილს, მაგრამ მგელსა და ადამიანს (განსაკუთრებით ადრეულ ადამიანს), შორის, იქნებ, მართლაც ვიპოვოთ საერთო ნიშნები. თუმცა ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ამაში ადამიანისათვის და იმედია მგლისათვისაც, შეურაცხმყოფელი არაფერია. თორემ, თანამედროვე გენეტიკური გამოკვლევებისა და ევოლუციის თეორიის მიღწევების მიუხედავად ადამიანი დღესაც უარყოფს, რომ ჩვენსა და ადამიანისმაგვარ მაიმუნებს შორის უამრავი მსგავსებაა. გვსურს თუ არა ამის აღიარება, ჯერ-ჯერობით ყველა პირობაა იმისთვის, რომ მივიჩნიოთ: ადამიანებს დღეს არსებულ ადამიანისმაგვარ მაიმუნებთან საერთო წინაპრები გვაკავშირებს. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ მსგავსებაც ბევრი გვქონდეს მათთან?! მაგრამ, რა საერთო უნდა გვქონდეს მგელთან?

0x01 graphic

მგელი. ფოტო . ბადრიძისა

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავიხსენოთ, რომ ბუნებაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ერთმანეთთან ნათესაურად დაკავშირებული სახეობები ივითარებენ ორგანოებს, რომლებიც მორფოლოგიურად და ფუნქციურად ერთმანეთს გვანან, რეალური წარმოშობა კი სრულიად სხვადასხვა აქვთ. ამ მოვლენას კონვერგენციას უწოდებენ. კონვერგენციის მაგალითები მრავლადაა. გავიხსენოთ თუნდაც თევზის, მაგალითად ზვიგენის და დელფინის ფარფლები. ხომ ძალიან ჰგვანან ისინი ერთმანეთს? თუმცა დელფინის ფარფლი სახეცვლილი კიდურია და ზეგანის ფარფლს მხოლოდ იმიტომ ჰგავს, რომ იმავე (წყალში გადაადგილებისას) ფუნქციას ასრულებს. სწორედ კონვერგენციას თუ დავაბრალებთ იმას, თუ რაიმე მსგავსებას ვიპოვით მგელსა და ადრეულ ადამიანს შორის თუმცა ამ შემთხვევაში ცხადია მორფოლოგიურ კონვერგენციასთან არ გვექნება საქმე.

მგელი

კლასი - ძუძუმწოვრები (Mammalia)

რიგი - მტაცებლები (Carnivora)

ოჯახი - ძაღლისებრი (Canidac)

გვარი მგელი (Canis)

სახეობა - Canis lupus

მგელი ძაღლისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია. მისი სიმაღლე 60-80 სანტიმეტრია, ძუს წონა 18-55, ხვადის - 20-80 კილოგრამია. შეფერილობა სხვადასხვაგვარია: სუფთა თეთრი, შავი, რუხი, ჩალისფერი, მურა. ჩრდ. ამერიკაში შეიძლება შეგვხვდეს ფერის ყველა ვარიანტი.

გავრცელებულია ევრაზიისა და ამერიკის კონტინენტებზე ჩრდილოეთ განედის 20°-დან ზემოთ. ახასიათებს შეგუების ფართო დიაპაზონი: ბინადრობს უდაბნოში, დაბლობ და მაღალმთიან ველებზე, ტყის გავრცელების ყველა ზონაში. სუბალპურს და ალპურ სარტყელებში. მძუნაობა იწყება ადრე გაზაფხულზე (ზოგჯერ ზამთრის დამლევს). მაკეობის ხანგრძლივობა 63 დღემდე აღწევს. შობს 3-10 თვალაუხელელ და უსუსურ ლეკვს, რომლებიც თვალებს ახელენ 9-10 დღის ასაკში, პატარებზე ზრუნავენ არა მარტო ორივე მშობელი, არამედ ოჯახის სხვა წევრებიც: დეიდები და ბიძები და უფროსი და-ძმებიც კი. ძირითად საკვებს შეადგენენ მსხვილი და წვრილი ძუძუმწოვრები. დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში მგელი გადაშენდა, მთლიანობაში მისი რიცხოვნობა შემცირებულია, რაც უარყოფითად მოქმედებს ეკოსისტემის მდგომარეობაზე. იგი არამარტო სანიტრის ფუნქციას ასრულებს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსხვილი სახეობების პოპულაციათა სტრუქტურის რეგულირებაში.

როგორც ბოლოდროინდელი გამოკვლევებით დადგინდა, ადამიანის ჰომინიდური წინაპრები აფრიკის თვალუწვდენელ სავანებში გაჩნდნენ. მათ ნადირობასა და შემგროვებლობას მიჰყვეს ხელი. შესაბამისად ომნივორები იყვნენ, ანუ იკვებებოდნენ როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით, მატ შორის ლეშითაც. ასე რომ ისინიც „მტაცებლები იყვნენ. ცხოველური საკვები ბევრად ნაყოფიერია, ვიდრე მცენარეული, მაგრამ მისი მოპოვება არც ერთი მტაცებლისათვის არ არის იოლი საქმე. მიუხედავად ამისა, ადრეული ადამიანი ძირითადად დიდი ზომის მსხვერპლით იკვებებოდა. ამას დიდი ეკოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან თუ ნადირობაზე დახარჯული ენერგია იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე მოპოვებული საკვებიდან შეიძლება მიიღო, რაღა გამოვა? როგორც ყველა მტაცებლის შემთხვევაში, მათი კრედოც ასეთი იყო: „ჩიტი ბრდღვნად არ ღირს“ და მეტი რა გზა ქონდათ ჩვენს წინაპრებს, ჩიტი კი არა, კამეჩსა და ანტილოპას უნდა გაჰკიდებოდნენ. დიდი ზომის მსხვერპლის მოპოვება ამავე დროს ნადირობებს შორის ინტერვალსაც ზრდის: მტაცებელს აღარ სჭირდება ყოველ წუთს საკვების შოვნაზე ზრუნვა და უფრო ბევრი დრო რჩება სოციალური ურთიერთობებისათვის. ახლა ვნახოთ მგლის შემთხვევაში როგორ არის საქმე. თუმცა გაჭირვების დროს არც წვრილ-წვრილ ცხოველებზე ამბობს უარს, მგელი მაინც მსხვილ მსხვერპლს ამჯობინებს. სარჩოს მოსაპოვებლად მას ევოლუციამ ბასრი კბილები, ძლიერი ყბები და საერთო ფიზიკური ამტანობა არგუნა. ადამიანი კი, თუნდაც პირველყოფილი, ამ თვალსაზრისით მგელს საგრძნობლად ჩამორჩება. ამიტომაც ჩვენს წინაპრებს პრიმიტიული სანადირო იარაღების გამოყენება დასჭირდათ. თუმცა არც მათი ქვის იარაღები და არც მგლის ბასრი კბილები არ არის საკმარისი დიდი ზომის მსხვერპლის მოსანადირებლად. აბა, რომელი „ჭკუათმყოფელი“ ანტილოპა დადგებოდა და დაელოდებოდა, სანამ ჩვენი პრეისტორიული თანამოძმე მივიდოდა და თავში რამეს ჩასცხებდა. ბუნებრივია, არც ირემი ნებდება მგელს იოლად. ასე რომ, მგელიც და ადრეული ადამიანიც, შესაძლოა სხვადასხვა დროს და გეოგრაფიულად სხვადასხვა ადგილებში ერთი პრობლემის წინაშე დადგნენ: როგორ აეთვისებინათ, ნოყიერი მაგრამ ძნელად მოსაპოვებელი რესურსი, ანუ როგორ ენადირათ დიდი ზომის მსხვერპლზე. ამ პრობლემას ევოლუციამ ორივე სახეობაში პრაქტიკულად ერთი და იგივე გადაწყვეტა მოუძებნა**. ეს იყო ჯგუფური ნადირობა... თანაც ზედმიწევნით ორგანიზებული და მოწესრიგებული. ჯგუფს ჰყავს ლიდერი, რომელსაც ჯგუფის სხვა წევრები ემორჩილებიან; თითოეულ წევრს აქვს თავისი ფუნქცია და პასუხისმგებლობა ნადირობის დროს. ასე არის მგლებში და ასე იყო, როგორც ჩანს, ჩვენს წინაპრებშიც. კოოპერაციული ნადირობა კი თავის მხრივ მატად კარგად ორგანიზებული სოციალური სტრუქტურის ჩამოყალიბების წინაპირობა შეიძლებოდა გამხდარიყო. ჯგუფი ყალიბდება როგორც ერთიანი საოციალური ერთეული, რომლის გარეშეც ინდვიდს არსებობა და გამრავლება არ შეუძლია. როგორც მგლის, ისე ადრეული ადამიანის შემთხვევაში ჯგუფი წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და მოპოვებული საკვების გაყოფაზეა დამყარებული. შედეგად, ასეთი სოციალური სტრუქტურა იქმნება, რომ საკვების მოპოვების (ნადირობისა და ნანადირევის სხვა მტაცებლებისაგან დაცვის) და ნაშიერების წარმატებით გამოზრდა-დაცვის, მაშასადამე, გადარჩენის შანსი ბევრად იზრდება. ყოველივე ამის გამო, მგელიცა და ადამიანიც თავ-თავის ეკოსისტემებში ეკოლოგიური პირამიდის ზედა ეშელონებში განთავსდნენ; ახერხებდნენ რა მათზე უფრო დიდი და ინდივიდუალურად უფრო ძლიერი მტაცებლისაგან თავის დაცვას, ისინი ე.წ. „ზემტაცებლები“ გაზდნენ და მსგავსი ეკოლოგიური ნიშები დაიკავეს.

ძნელი სათქმელია, რამდენად მიახლოებული იყო ადრეული ადამიანის სოციალური სტრუქტურა იმასთან, რასაც მგლის შემთხვევასი აქვს ადგილი, თუმცა, დარწმუნებით შეგვიძლია გამოვყოთ სამი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლებმაც, როგორც ჩანს, კრიტიკული როლი ითამაშეს ადამიანის ევოლუციაში და, შესაძლოა, სწორედ მათ მისცეს ბიძგი კომუნიკაციის უმაღლესი ფორმის - მეტყველების და საერთოდ ცნობიერების განვითარებას. ესენია: გაშლილ, სავანის ტიპის გარემოსთან ადაპტაცია; სოციალური სტრუქტურის განვითარება, როგორც გადარჩენის აუცილებელი წინაპირობა და სოციალური ნადირობის როლი საკევები რაციონის თუნდაც მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ნაწილის (ცხოველური პროცესის) მოპოვებასი. რაც ერთი ამათგანი არ შეინიშნება თანამედროვე ადამიანისმაგვარ მაიმუნებში; ამ თვალსაზრისით ადრეული ადამიანი მგელთან უფრო ახლოს დგას ვიდრე თანამედროვე პრიმატებთან. აქედან გამომდინარე, მგლის სოციალური სტრუქტურის და ეკოლოგიის შესწავლით ბევრი რამ შეიძლება შევიტყოთ ჩვენს საკუთარ წინაპრებზე. მოდით, გავიხსენოთ, თუ როგორია მგლის სოციალური სტრუქტურა, მისი ქცევისა და ეკოლოგიის ზოგიერთი ასპექტი და თანმიმდევრულად შევეცადოთ ადრეულ ადამიანთან პარალელების გავლებას (თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი წინაპრები ომნივორები იყვნენ და მათ სოციალურ სტრუქტურაზე და ზნეჩვეულებებზე მცენარეული საკვების განაწილებაც მოახდენდა გარკვეულ ზეგავლენას).

მგლის ოჯახი, როგორც წესი შედგაბა რეპროდუქციული დომინანტი (ანუ ძუ) და დომინანტი (ხვადი) და სხვა ზრდასრული და ახალგაზრდა ინდივიდებისგან, რომლებიც იერარქიულ კიბეზე რანგის მიხედვით არიან განთავსებულნი. ჯგუფის წევრების უმეტესობა ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში არიან. ოჯახში, ჩვეულებრივ, მხოლოდ დომინანტი წყვილი მრავლდება, თუმცა დანარჩენებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ პარატების აღზრდაში, რომლებიც მათ დისშვილებად, ძმიშვილებად ან უმცროს და-ძმად ეკუთვნიან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარი რეპროდუქციული სისტემა კარგად უზრუნველყოფს პოპულაციის სიმჭიდროვის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას. შედეგად გვაქვს ის, რომ ყოველ კონკრეტულ მომენტში ჯგუფის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე საკვები უფრო მეტია, ვიდრე მოცემული რაოდენობის ინდივიდებს ესაჭიროებათ და საკმარისია ახალი თაობის გამოსაზრდელად. თეორიულად დასაშვებია, რომ ადრეული ადამიანის ოჯახს მსგავსი სტრუქტურა ჰქონდა. თუმცა უცნობია, რა გზით იქნებოდა მიღწეული პოპულაციის რიცხოვნობის რეგულირება, რადგან ძნელი წარმოსადგენია მექანიზმი, რომლითაც დომინანტი მდედრი სხვა მდედრების გამრავლებას შეზღუდავდა.

0x01 graphic

მგლების ხროვა. ფოტო . ბადრიძისა

მგლის ერთი ოჯახის მიერ დაკავებული ტერიტორიის ფართობი საკვების რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ საკვები ბევრია, მაშინ ოჯახს არ სჭირდება დიდი ტერიტორიის დაცვა. თუმცა, ზოგადეკოლოგიურად კანონზომიერების გამო, მსხვილი მტაცებელი ყოველთვის დიდ ტერიტორიას საჭიროებს და, შესაბამისად, მისი სიმჭიდროვეც შედარებით დაბალია. ადრეული ადამიანის პოპულაციაც, სავარაუდოა, დაბალი სიმჭიდროვით ხასიათდებოდა.

მგლის ოჯახში იერარქიულ სტრუქტურას დიდი მნიშვნელობა აქვს ჯგუფის შიგნით სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახი სტატიკური წარმონაქმნია. დრო და დრო აუცილებლად ხდება რანგების გადანაწილება, ურთიერთობის გამწვავებას კი დაბალი რანგის წევრების გაძევება მოყვება. გაძევებული წევრები უმეტესად ახალგაზრდები ან ბებერი ინდივიდები არიან. კონფლიქტის ერთ-ერთი მოტივაცია გამრავლების ინსტინქტი შეიძლება ოყოს, რადგან ინდივიდი ვერ მიიღებს გამრავლებაში მონაწილეობას, თუ იგი მდგომარეობას არ დაიკავებს. თუ ამის მიღწევა მოცემულ ჯგუფში ვერ მოხერხდა, მაშინ იგი იძულებულია ოჯახი დატოვოს და სხვაგან ეძებოს გამრავლების შესაძლებლობა. იერარქიულ მოწყობაში ერთი მოტივია ფრიად საგულისხმო: არ არის აუცილებელი, რომ დომინანტი მგელი ფიზიკურად ყველაზე ძლიერი იყოს, ე.ი. ინდივიდის რანგს განსაზღვრავს არა მარტო ფიზიკური სიძლიერე, არამედ მისი გამოცდილება და გონებრივი შესაძლებლობები. ასე რომ, მგლებში ჩამოყალიბებულია ისეთი სოციალური სტრუქტურა, რომ წინა პლანზე ინდივიდის გონებრივი მონაცემებიდან მოდის. ალბათ, სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო პრეისტორიული ადამიანის სოციალური მოწყობაც, რათა ცნობიერების განვითარებისათვის ევოლუციური წინაპირობები შექმნილიყო.

0x01 graphic

მგელი. ფოტო . ბადრიძისა

მგელი იდეალურ მტაცებლად შეიძლება წარმოვიდგინოთ. მაგრამ, განსხვევებით ბევრი სხვა მტაცებლისაგან, რომლებიც მარტო ნადირობენ, იგი წარმატებული მონადირე მხოლოდ ჯგუფური (კოლექტიური) ნადირობის წყალობით ხდება, რაც ნადირობის დროს ფუნქციების გადანაწილებას გულისხმობს. პარალელი ადამიანთან აქაც აშკარაა. დაბალი სოციალური განვითარების ტომები დღესაც სწორედ ჯგუფურად ნადირობენ, რადგან სხვაგვარად არც ადამიანს ძალუძს დიდი ზომის მსხვერპლის მოპოვება. მგლის შემთხვევაში კიდევ ერთი რამ არის მეტად მნიშვნელოვანი: რაც არ უნდა ჩამოყალიბებული მტაცებელი და „მკვლელობის მანქანად“ წარმოგვიდგებოდეს იგი, როგორც ბოლოდროინდელი კვლევებით დგინდება, მგელი არც მკვლელად და არც მტაცებლად არ იბადება. მგლის ლეკვები ჯერ მშობლების მიერ მოტანილი წვრილი ცხოველების ჭამას „სწავლობენ“, მერე კი იმას თუ რომელია მათი პოტენციური მსხვერპლი. მგელში ეტაპობრივად ვითარდება მტაცებლური და მონადირული ქცევა, სწორედ უფროსებისგან ნასწავლისა და საკუთარი გამოცდილების წყალობით ყალიბდება ის წარმატებულ მტაცებლად და მონადირედ. ასე რომ, დასწავლასა და გამოცდილებას მგლის ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, თუ რა როლი აქვს დასწავლასა და გამოცდილების შეძენას ადამიანის შემთხვევაში. ადრეული ადამიანები, ალბათ, მგლების მსგავსად სწავლობენ რაზე, სად, როდის და როგორ უნდა ენადირათ. მონადირე ტომებში დღემდე შემორჩენილი ნადირობისწინა რიტუალური ცეკვები, ალბათ, იმ რიტუალების გადმონაშთია, რომლებსაც ადრეული ადამიანი ნადირობამდე ატარებდა. მათი ანალოგია მგლებშიც აღინიშნება. სანადიროდ გასვლამდე ხროვის წევრები ერთმანეთს ყმუილითა და ყეფით უხმობენ, მისალმებისა და დომინანტისადმი მორჩილების გამომხატველ რიტუალებს ატარებენ. ამ რიტუალებს მგლებშიც და ადამიანშიც, როგორც ჩანს, ნადირობის წინ ჯგუფური პათოსის ამაღლების და კონცენტრირების ფუნქცია აქვს.

მგლის პოპულაციის სივრცობრივ განაწილებაში ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფენომენი აღინიშნება, რომელიც სხვა მტაცებლებში გამოვლენილი არ არის. სხვადასხვა ოჯახის ტერიტორიები უშუალოდ არ ესაზღვრება ერთმანეთს; მათ შორის არის ე.წ. ბუფერული (ნეიტრალური) ზონები, რომლებშიც შესვლას მოსაზღვრე ოჯახის წევრები აქტიურად ერიდებიან. მგლის ოჯახის ტერიტორიებს შორის ამგვარი ზონების არსებობას ძირითადად ორი ეკოლოგიური შედეგი აქვს. პირველი დაკავშირებულია იმასთან, რომ ტერიტორიის დაცვა საკმაოდ „ძვირად“ უჯდება ოჯახს - დომინანტები იძულებულნი არიან რეგულარულად „გაამაგრონ“ თავიანთი ტერიტორიის საზღვრები, რასაც პერიოდული შემოვლითა და შარდით ან ექსკრემენტით მონიშვნით აკეთებენ. თუ უცხო და ურჩი მგელი ამ ნიშნებს ყურადღებას არ მიაქცევს და მაინც შეიჭრება სხვის ტერიტორიაზე, კონფლიქტი გადაუვალია. სწორედ ასეთი კონფლიქტების თავიდან აცილებაა შესაძლებელი საზღვრებს შორის ნეიტრალური ტერიტორიების არსებობით. ეს არის ბუფერული ზონის თავდაპირველი და ევოლუციურად ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია. მაგრამ ამგვარი ზონების არსებობას სხვა საყურადღებო ეკოლოგიური შედეგიც აქვს. ბუფერული ზონა ნაკლებად განიცდის მტაცებლი ზეწოლას და, შესაბამისად, ყველაზე უსაფრთხო ადგილია მსხვერპლი სახეობისათვის. მსხვერპლის დომინანტი ინდივიდები აქ შედარებით მშვიდად მრავლდებიან. ნამატის გაჩენა და კონკურენციის გაძლიერება შედარებით სუსტ ინდივიდებს აიძულებს ბუფერული ზონები დატოვონ და მგლის ოჯახების მიერ უფრო აქტიურად კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისებური სივრცობრივი განაწილების წყალობით მგელი, ერთის მხრივ, თავს არიდებს მეზობლებთან კონფლიქტს, მეორე მხრივ კი, თავისდაუნებურად, მსხვერპლის „საშენს“ აწყობს, რაც საკვები ბაზის გეგმაზომიერ გამოყენებას უზრუნველყოფს.

შეიძლება თუ არა, მსგავსი ფენომენის არსებობა ადრეულ ადამიანშიც ვივარაუდოთ? ვფიქრობთ, რომ ეს სავსებით დასაშვებია. დაბალი სოციალური განვითარების ტომებში გავრცელებულია განსაკუთრებულ ადგილებში ნადირობაზე ტაბუს დადების მოვლენა. საქართველოს მთაშიც დღემდე შემორჩენილი ე.წ. ხატის ტყეები, სადაც არც ერთი ახლომდებარე სოფელი არ შედის სანადიროდ. ყოველივე ეს შესაძლოა ჩვენი პრეისტორიული წინაპრების სივრცობრივი განაწილების კანონზომიერებათა სახეცვლილი გადმონაშთია.

0x01 graphic

მგლის ლეკვები. ფოტო . ბადრიძისა

მგლისა და ადრეული ადამიანის ეკოლოგიისა და სოციალური სტრუქტურის უფრო ღრმა ანალიზი, ალბათ, კიდევ მეტ მსგავსებას გამოავლენს მათ შორის. ყველაზე მთავარი, ალბათ, ის არის, რომ მგელსა და პრეისტორიულ ადამიანს მსგავსი ეკოლოგიური ნიშნები ეკავათ, ოღონდ სხვადასხვა კონტინენტებზე: პირველი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ბატონობდა, მეორე კი - აფრიკაში. თუ მივიჩნევთ, რომ სოციალურ მოწყობას მართლაც განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა ადამიანის ევოლუციაში, ძნელია არ დაეთანხმო იმ აზრს, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წინაისტორიული ადამიანის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შესაბამისი ეკოლოგიური ნიშა უკვე შევსებული იყო.

ამ კუთხით თუ შევხედავთ საკითხს, გამოდის, რომ ადამიანს მგელი, ალბათ, იმიტომაც არ უარყვეს, რომ ბევრი რა აქვს მასთან საერთო. ჩვენს შორის გაუთავებელი კონფლიქტიც, შესაძლოა, იმაზე ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე მგლები პირველ ცხვარს მოგვტაცებდნენ. მოვლენების განვითარება კი ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: თვითონ სოციალური განვითარებისა და გონებრივი შესაძლებლობების წყალობით ადრეული ადამიანები წარმატებით გამრავლდნენ, მალე „აავსეს“ აფრიკა და ჩრდილოეთისკენ წამოვიდნენ ახალი ტერიტორიების ასათვისებლად. რა დახვდათ მათ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში? შედარებით მკაცრი და მოგვიანებით უკვე სეზონური კლიმატი, პოტენციური მსხვერპლით სავსე ტყე-ველი და...

მგელი, ზოგად-ეკოლოგიური კანონების თანახმად, ერთსა და იმავე ეკოლოგიურ ნიშაში ორი სახეობა ვერ იცხოვრებს: მათ შორის მძაფრო კონკურენცია გარდაუვალია და საბოლოოდ ერთ-ერთი განდევნის მეორეს. თუმცა ეს პროცესი მყისიერად არ ხდება და ათასობით წლები შეიძლება გაგრძელდეს, ისე, რომ ერთი ან ორივე ევოლუციურ ცვლილებებს განიცდის, რითაც თავს იძვრენს კონკურენციისაგან.

ათასობით წლების განმავლობაში ადრეული ადამიანი და მგელი იძულებლნი იყვნენ, ერთად ეცხოვრად და ერთსა და იმავე მსხვერპლზე ენადირათ. ამ პაექრობაში, თანამედროვე იარაღების გამოგონებამდე მგელი და ადამიანი, შეიძლება ითქვას, თანაწორნი იყვნენ. მრავალმა სახეობამ ადამიანის დევნასა და შევიწროებას ვერ გაუძლო და სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდა. მათ შორის იყვნენ მგლებზე ბევრად დიდი და ძლიერი მტაცებლები (მაგ ხმალკბილა ვეფხვი). მგელი კი „მედგრად“ დადგა და გადარჩა. ალბათ იმიტომ, რომ ისწავლა, როგორ მორიდებოდა ადამიანს. თავის მხრივ, ახალმა გარემომ ახალი პირობები წაუყენა ადამიანსაც და შესაძლოა ის ფაქტი, რომ მგელი უკვე მყარად ბატონობდა მოცემულ ეკოლოგიურ ნიშაში, ადამიანისათვის შემდგომი განვითარების სტიმულად იქცა. ამის ერთ-ერთ მაგალითად თუნდაც ძაღლის მოშინაურება შეიძლება მივიჩნიოთ.

0x01 graphic

მგელი. ფოტო . ბადრიძისა

რითი უნდა დაეჯაბნა მგელი ადრეულ ადამიანს, როგორც მონადირეს? ზომიერ სარტყელში ნადირობისათვის, ალბათ, მგელი უფრო ადაპტირებული იყო, ვიდრე ადამიანი. აფრიკის ღია სავანებისგან განსხვავებით, საუკეთესო მხედველობა ადამიანს ბევრში ვერაფერში დაეხმარებოდა. ჩვენს ყნოსვით ორგანოს, ანუ ცხვირს კი, სამწუხაროდ, ფრიად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ამიტომაც ადამიანმა მგელს „მიმართა“ დასახმარებლად და ზოგიერთი მისი თანამოძმე თავის სამსახურში ჩაიყენა. სწორედ ძაღლი გახდა მას შემდეგ ჩვენი დამცველი, მეგობარიცა და შეუცვლელი პარტნიორიც ნადირობისას.

გარდა იმისა, რომ ძაღლის მოშინაურება თავისთავად უზარმაზარუ ნახტომი იყო ადამიანის შემდგომ განვითარებაში, ალბათ, სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი საერთოდ ცხოველთა მოშინაურების იდეას, მით უმეტეს, რომ ზომიერი სარტყელის სეზონური კლიმატის პირობებში ადამიანის გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მარტოოდენ ნადირობით შეუძლებელი იქნებოდა. ადამიანმა მესაქონლეობას მიჰყო ხელი. შესაბამისად მას რაციონში ნანადირევის ხვედრითი წილი თანდათან შემცირდა და ველური ჩლიქოსნებისთვის მგელთან კონკურენციაც ნაკლებად მძაფრი გახდა. მაგრამ ადამიანსა და მგელს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გაღრმავდა. ჩვენს შორის ურთიერთობაში პრაქტიკულად ახალი ერა დაიწყო. ეს საკითხი ცალკე მსჯელობასა და დეტალურ განხილვას მოითხოვს. აქ მხოლოდ იმას შევეხებით, რომ ადამიანი ტრადიციული მესაქონლეობის ქვეყნებში გარკვეულ წილად შეეგუა მგელთან თანაცხოვრებას და შესაბამისი მეთოდებიც შეიმუშავა საქონლის დასაცავად. მაგრამ მგელთან ბრძოლა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც, სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი. ბევრ ქვეყანაში ეს ბრძოლა „წარმატებითაც“ დამთავრდა და მგლის მსოფლიო არეალი დღეს საგრძნობლად შემცირებულია. სადაც გადარჩა, მხოლოდ თავისი გონებრივი შესაძლებლობებისა და ჯერ კიდევ შემორჩენილი თავშესაფრის წყალობით. ყველგან, სადაც ის აღარ არსებობს, მგლის განადგურების ეკოლოგიურ შედეგებს დღესაც იმკიან (ამის საილუსტრაციოდ შოტლანდიის მაგალითიც კმარა). საქართველოში კი, როცა აქა-იქ მოხეტიალე თითო-ოროლა ველური ჩლიქოსანიღა დავტოვეთ ჩვენს გაჩეხილ და განადგურებულ ტყეებში, მგელს ფაქტიურად ვაიძულებთ, ჩვენივე ცხვარი და ძროხა მოგვტაცოს, რათა მერე მავნე და საძაგელ ცხოველად მოვნათლოთ.

მგელს, როგორც ჩვენი ეკოსისტემის ორგანულ ნაწილს, მის როლსა და მნიშვნელობას ამჯერად შეგნებულად არ შევეხებით. ჩვენი მიზანი მხოლოდ ამ ცხოველის წარმოჩენა იყო ადამიანთან, როგორც ბიოლოგიურ სახეობასთან, მიმართებაში. იქნებ, საერთო ნიშნების გამონახვით უფრო ადვილად შევძლოთ სტერეოტიპებისგან გათავისუფლება. მოდით ვცადოთ და, თუ სიყვარულის არა, იქნებ პატივისცემის ღირსი მაინც იყოს ჭკვიანი და მოხერხებული, ჩვენი ბუნების ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელი და ქარიზმატული მთავარი მტაცებელი.

შოტლანდია მგლის გარეშე

უკანასკნელი მგელი შოტლანდიაში 1745 წელს მოკლეს. ისევე, როგორც ევროპის მრავალ სხვა ქვეყანაში, ბრიტანეთშიც აქტიური ბრძოლა იყო გამოცხადებული ამ მტაცებლის წინაარმდეგ. ისეთი პერიოდებიც კი იყო, როცა ყველა ზრდასრულ მამაკაცს მეფის ბრძანებით ევალებოდა მგელზე ნადირობა და ვინც განსაკუთრებით გამოიჩენდა თავს ბევრი მგლის დახოცვით, კარგ გასამრჯელოსაც მიიღებდა. ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მგელთანსამკვდრო-სასიცოცხლობრძოლაში შეიძლება ითქვას, სრული გამარჯვება მოიპოვა და ალბათ, ეს გამარჯებაც ისევე იზეიმეს, როგორც საერთოდ გამარჯვებებით განებივრებულ სამეფოს ეკადრებოდა... მაშინ ხომ ცოტა რამ თუ გაეგებოდათ ეკოლოგიის, მტაცებელი-მსხვერპლის სისტემისა თუ ეკოსისტემაში არსებული რთული კავშირების შესახებ. შესაბამისად, ვინ იფიქრებდა, თუ ისეთი დროც დადგებოდა, როცა ბრიტანელებს მგელი მოენატრებოდათ და მისი პოპულაციის აღდგენაზე (რეინტროდუქციაზე) დაიტყებდნენ საუბარს.

შოტლანდიაში მგლის რეინტროდუქციის საკითხი დღეს საყოველთაო მსჯელობის საგანია და არ არსებობს მარტივი პასუხი, საერთოდ შესაძლებელი ან მიზანშეწონილია თუ არა ამის გაკეთება... მაგრამ ისმის კითხვა: რად უნდათ შოტლანდიელებს მგელი? მათ ხომ დიდი ხანია, არც მეცხვარე ძაღლები სჭირდებათ და არც ღამით ტყეში გასვლისა ეშინიათ ამსაშინელი მხეცისგამო. ერთი მხრივ, საქმე ისაა, რომ, როგორც ყოველთვის ხდება, როცა რაიმეს დავკარგავთ მხოლოდ მერე ვაფასებთ დანაკლისს. ბრიტანელებსაც ასე მოუვიდათ და საზოგადოების დიდ ნაწილს უკვე სრულფასოვანი ველური ბუნება სურს თავისი მტაცებლებითა და მრავალფეროვნებით. ეს ასე ვთქვათ ესთეტიკური მიზეზია. მეორე მხრივ კი, რაც შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანიცაა, ის არის, რომ შოტლანდია პირდაპირი მნიშვნელობით გადაჭამეს ირმებმა. ერთ-ერთი მიზეზი კი იმისა, რომ შოტლანდიელებმა მგლის სრული განადგურება მოახერხეს, ის იყო, რომ მათი ტყეებიც საკმაოდ წარმატბით გასხიპეს და ერთ დროს ფიჭვნარით დაფარული მთა-გორები ალპურ მდელოებს დაამსგავსეს. ტყის შემორჩენილ ფრაგმენტებში კი დღეს საერთოდ აღარ მიმდინარეობს ბუნებრივი რეგენერეცია ირმების მხრიდან გადაძოვის გამო. ასე რომ, ეს ფრაგმენტიც დასაღუპავადაა განწირული. ამჟამად ტყეების აღდგენის სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება და ახალ პლანტაციებს ააშენებენ, თუმცა უზარმაზარი ტერიტორიების შემოღობვა უხდებათ, რომ ზრდმეტად გამრავლებული ირმებისგან დაიცვან. ბუნებრივი მტრის გარეშე დარჩენილი ირმები ხომ პრაქტიკულად შეუზღუდავად მრავლდებიან; მათი რიცხოვნობის ხულოვნური რეგულირება კი ჯერჯერობით არაეფექტურია. ბუნებრივი კონტროლის მექანიზმის, ანუ მტაცებლის, არ არსებობის გამო ირმის პოპულაცია არა მარტო რიცხობრივად იზრდება; მასში მთელი რიგი სხვა არასასურველი პროცესებიც მიდის, იცვლება გენეტიკური მახასიათებლები, იზრდება ეპიდემიების რისკი, ირღვევა სქესთა ბუნებრივი თანაფარდობა და .. ეს ტიპური მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ეკოლოგიურ სისტემაში ბალანსის დარღვევას. სწორედ ამიტომ დღეს შოტლანდიაში მგლის რეინტროდუქციაზე ლაპარაკობდნენ, რათა იქნებ ისევ მგელმა მოუაროს პრობლემას და 200 წელზე მეტი ხნის წინ დარღვეული ეკოლოგიური წონასწორობა აღდგეს. რა თქმა უნდა, მგლის დაბრუნებას შოტლანდიაში მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს, განსაკუთრებით ფერმერები და მონადირეები. ასეც რომ არ იყოს, სანამ დაკარგული წონასწორობის აღდგენას შეუდგებიან, მრავალ კითხვას უნდა გაეცეს მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი. რა რაოდენობით მგელი იქნება საჭირო, რომ მათ მრავალრიცხოვენი ირმის პოპულაციის რეგულირება შეძლონ? რა იქნება მგლის დაბრუნების სხვა ეკოლოგიური შედეგები ამ უაღრესად სახეცვლილ, პრაქტიკულად ხელოვნურ ეკოსისტემაში? როგორი იყო ბრიტანეთში გავრცელებული მგელი და რომელი არსებული პოპულაციიდან შეიძლება ინდივიდების გადმოყვანა გასაშვებად? ასე, რომ შოტლანდიის მთებს და ველებს მგელი შესაძლოა ვერც ვერასოდეს დაუბრუნდეს... სხვაგან კი, სადაც ის ჯერ კიდევ შემორჩა, ალბათ, შოტლაბდია ყურადსაღები მაგალითი უნდა გახდეს იმისა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ბუნებაში აქტიურ ჩარევას, მტაცებლების მოწინააღმდეგეებს კი ერთი გუნწრფელი რჩევა შეგვიძლია მივცეთ: თუკი მართლაც ძალიან გვინდა საქართველოში მგლის განადგურება, რა ტყეებიც დაგვრჩა, ისიც ბოლომდე უნდა გავჩეხოთ (თუმცა თუ ასე გავაგრძელეთ, ეს ისედაც მალე მოხდება), რადგან მგელი მთელს მსოფლიოში მხოლოდ იქ გადარჩა, სადაც ჯერ კიდევ არსებობს თავშესაფარი (ძირითადად ტყეების ან დაუსახლებელი ადგილების სახით) და მსხვერპლი (ველური ან შინაური ცხოველების სახით).

0x01 graphic

ირმის მიერ გადაძოვილი ტყე-პარკი სურათი ევროპაში. ფოტო . ლორთქიფანიძისა

_________________

* ,,HOMO HOMINI LUPUS EST” (ლათ.) - ადამიანი ადამიანისათვის მგელია.

** არ უნდა დაივიწყოთ, რომ ადრეული ადამიანი მთლიანად ზოგად-ბიოლოგიურ კანონზომიერებებს ემორჩილებოდა.

9 ირემი

▲ზევით დაბრუნება


ზურაბ გურიელიძე

ძნელია, წარმოიდგინო ცხოველი, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში უფრო დადებით ასოციაციებს იწვევს, ვიდრე ირემი. ხშირად ბუნების სილამაზეზე საუბრისას თვალწინ წარმოგვიდგება მთაზე ამაყად მდგომი ქორბუდა ირემი. ადამიანმა ეს ცხოველი მრავალი ეპითეტით შეამკო. სხვადასხვა ხალხი საოცარ ერთსულოვნებას იჩენდა ამ ეპითეტების მოგონებისას - ტყის მეფე, ბუნების მშვენება, ქორბუდა და სხვა. მრავალი მითები და ლეგენდები შექმნილა ირემზე და ყოველი მათგანი მის სილამაზეს ეძღვნებოდა.

ბერძნულ მითოლოგიაში ირემი არტემიდეს, აფროდიტეს, ათენას და აპოლონის წმინდა ცხოველად ითვლებოდა. ინდური ღმერთი შივა ირმის ტყავში იყო გახვეული, ხოლო ინდური პანთეონის ქარის ღვთაება ირემზე იყო ამხედრებული. ძველი კელტებისა და გალების კეთილდღეობის, ნაყოფიერებისა და ცხოველთა მფარველი ღვთაება კერნოონოჰსი შუბლზე ირმის რქებს ატარებდა. გარდა ამისა, კელტურ მითოლოგიაში მიცვალებულთა სულები ირემს გადაჰყავდა სხვა სამყაროში - ანვნში. ასევე რქებით იყო შემკული ანგლო-საქსების ტყის მფარველი ღვთაება ჰერნიც. ქალღმერთ ფლიდასის ეტლში ირემი იყო შებმული.

აცტეკების ნადირობის ღმერთის მიქსკოატის თანმხლებიც ირემი იყო. საკმაოდ ხშირად ფიგურირებს ირემი ქართულ ფოლკლორშიც. აქ ირემი ხან გმირებს ზრდის, ხანაც ეხმარება გაჭირვების დროს.

0x01 graphic

ხარირემი. ფოტო . დარჩიაშვილისა

მხატვრულ ლიტერატურაშიც ძალიან ხშირად ძირითად პერსონაჟად გვევლინება, საკმარისია გავიხსენოთ ზალტენის „ბემბი“. ადამიანის კეთილგანწყობა მის სამეცნიერო (ლათინურ) სახელწოდებაშიც გამოიხატა და ლინემ მას კეთილშობილი ირემი უწოდა - Cervus elaphus.

მცირეოდენი რამ ირმის შესახებ:

ირემი წყვილჩლიქოსანთა (Arthyodactila) რიგს მიეკუთვნება. მისი მთავარი დამამშვიდებელი და ამდენი ლეგენდების სულიჩამდგმელი დატოტვილი რქები მხოლოდ მამრს-ხარს აქვს. მდედრი ანუ ფური სრულიად ურქოა. ირმის გამრავლების პერიოდი შემოდგომაა (სექტემბერ-ოქტომბერი) და ამ პერიოდს მყვირალობა ეწოდება. მყვირალობამდე ხარი მარტო ცხოვრობს, ფურები კი ჯგუფებად არიან გაერთიანებულნი. მყვირალობის დროს ხარები პირველ რიგში ინაწილებენ ტერიტორიას, რომელსაც ნიშნავენ ხეებზე რქების ხახუნით. გარდა ამისა, თვალთან მათ ეხსნებათ ჯირკვლის სადინარი, რომლის საშუალებითაც სპეციფიკურ მძაფრსუნიან ნიშანს ტოვებენ ხის ტოტებზე. ასეთ ნიშნებს ორი ფუნქცია აქვთ: გააფრთხილონ სხვა ხარები, რომ ტერიტორია დაკავებულია და მოიზიდონ ფურები. ამ ნიშნებს ემატება ისიც, რომ ხარი ამ დროს განუწყვეტლივ ბღავის, რაც დამატებით გამაფრთხილებელ სიგნალს წარმოადგენს მეტოქე ხარებისთვის. თუ რომელიმე ხარმა დაარღვია საზღვარი, „მასპინძელ“ ხარსა და „სტუმარს“ შორის იმართება ორთაბრძოლა, რომელსაც ტურნირი ეწოდება. ტურნირის დროს მეტოქეები თავდახრილები დგანან ერთმანეთის წინაშე და ერთმანეთს აფასებენ. თუ რომელიმემ ვერ გაუძლო და ჩათვალა, რომ მეტოქე უფრო ძლიერია, ის უბრძოლველად ტოვებს ტერიტორიას; ხოლო თუ თანაბარი ძალის მეტოქეები არიან, მაშინ იმართება ბრძოლა, ისინი რქებით ეჯახებიან ერთმანეთს მანამდე, სანამ ერთ-ერთი თავს დამარცხებულად არ იგრძნობს. დამარცხებული გადის ტერიტორიიდან, გამარჯვებული კი რჩება და ბრუნდება ფურებთან. ერთ ხარს ჩვეულებრივ რამდენიმე ფური ჰყავს. ხართან მყოფი ფურების ერთობლიობას ჰარემი ეწოდება. ჰარემში შეიძლება იყოს სამი ან ბევრად უფრო მეტი ფური. რაც უფრო ძლიერია ხარი, მით უფრო დიდი ჰარემი ჰყავს, რადგან ტურნირის დროს დამარცხებული ფურების გამარჯვებულს რჩება. აქვე არიან აგრეთვე ნუკრები და ის ახალგაზრდა ხარები, რომლებიც ჯერ კიდევ არ მონაწილეობენ გამარჯვებაში. გარდა ამისა, აქვე ტრიალებენ ის ხარებიც, რომლებიც დამარცხდნენ და ჰარემის გარეშე დარჩნენ. ისინი არ ბღავიან და ამიტომ მათ ჩუმი ხარები ეწოდებათ. ჩუმი ხარები ელოდებიან მომენტს, რომ უყურადღებოდ დარჩენილი ფური დაისაკუთრონ. მაგრამ, როგორც კი იგრძნობენ „მეპატრონის“ ანუ ალფა ხარის მოახლოებას, სწრაფად გაქცევით შველიან თავს. მყვირალობის დამთავრების შემდეგ ხარები ისევ მარტოულ ცხოვრებას იწყებენ და ამავე დროს კარგ საძოვრებს მდედრებს უთმობენ, რომლებიც ნუკრებსა და ახალგაზრდა ხარებთან ერთად ჯგუფურად ცხოვრებას განაგრძობენ. ირმის მაკეობა 8 თვეს გრძელდება და ივნისში შობს ერთ ან (იშვიათად) ორ ნუკრს.

ირემი გაზაფხულზე რქებს იცვლის. რაც უფრო დიდია რქები, მით უფრო ადრე ხდება მისი მოცვლა. ე.ი. ჯერ დიდი ხარები იცვლიან და შემდეგ ახალგაზრდები. რქების ცვლა მარტში იწყება. მაისში კი ახალი რქები ამოდის, რომლებიც შემოსილია ხავერდისებული კანით და ამიტომ ირმის ცხოვრების ამ პერიოდს ხავერდოვანი პერიოდი ეწოდება. ხავერდით დაფარული რქები ნაზი და მგრძნობიარეა. ზაფხულში კანი ხმობას იწყებს და ირმები ცდილობენ, ხეებზე რქების ხახუნით მოიშორონ შემხმარი კანი. ამ დროს შეიძლება ნახოთ ირემი, რომელსაც კანი ფოჩებად ან გირლიანდებივით ჰკიდია რქებზე. შემოდგომისთვის რქები კანისგან თავისუფლდება და ისევ იარაღის ფუნქციას იძენს.

0x01 graphic

მტკვრის ჭალა გარდაბნის აღკვეთილში. ფოტო . გურიელიძისა

მიუხედავად ირმის მიმართ ხალხის დიდი სიყვარულისა, ადამიანი მაინც ულმობლად ანადგურებდა მითებისა და ლეგენდების გმირს. ირემი დღეს საქართველოში ერთ-ერთი მცირერიცხოვანი სახეობაა. ერთ დროს ფართოდ გავრცელებული ცხოველი დღეს საქართველოში მხოლოდ სამ ადგილასაა შემორჩენილი: ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და გარდაბნის აღკვეთილში, თუ არ ჩავთვლით ერთეულ ინდივიდებთან შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ყველაზე მრავალრიცხოვანია ირემი ლაგოდეხის ნაკრძალში, თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ აქ მათი შენარჩუნების პრობლემა არ არსებობს.

საქართველოს არიდულ და სემიარიდულ ზონაში ირემი ფართოდ იყო გავრცელებული. იგი გვხვდებოდა ალაზნის, ივრისა და მტკვრის ჭალებში. აქედან ალაზნის ჭალებში, კერძოდ, ჭიაურის ჭალაში - ლაგოდეხის მახლობლად, XX საუკუნის 80-იან წლებშიც კი იყო შემორჩენილი. დღეს კი ამ ზონაში ირემი მხოლოდ მტკვრის ჭალაში-გარდაბნის აღკვეთილშია შემორჩენილი, ისიც ძალიან მცირე რაოდენობით (დაახლოებით 15 ინდივიდი). არსებობს ასეთი ცნება - მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია. იგულისხმება, რომ პოპულაციაში იმდენი ინდივიდი უნდა იყოს, რომ მან შეინარჩუნოს ცხოველმყოფელობა უსასრულო დიდი ხნის განმავლობაში. ეს სიდიდე რამდენიმე ასეული ინდივიდით უნდა განისაზღვრებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გადაშენება ემუქრება. ასეთი ვითარებაა გარდაბნის აღკვეთილშიც. 15 ინდივიდი სრულიად ვერ უზრუნველყოფს პოპულაციის შენარჩუნებას, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ირმის პოპულაციაში სექსთა შეფარდება იდეალურ შემთხვევაში 1:4-თან არის, ანუ 1 ხარირემზე 4 ფურირემი უნდა მოდიოდეს. შეიძლება ითქვას, რომ გარდაბნის ირმის პოპულაცია განწირულია, თუ საიდანმე არ მოხდა ირმების შემოყვანა. ირმის გადაშენების რამდენიმე მიზეზი არსებობს.

პირველი გახლავთ განუწყვეტელი ნადირობა, უფრო სწორად, ბრაკონიერება, რადგან ირემზე ნადირობა საქართველოში აკრძალულია; მეორე ირმის საბინადრო ადგილების შემცირებაა. ტყეების ჩეხვისა და აგრეთვე შინაური პირუტყვის მიერ საძოვრების დაკავების გამო, ირემს აღარ დარჩა საცხოვრებელი ადგილები და სწორედ ამიტომ შემორჩა იგი მხოლოდ დაცულ ტერიტორიებში. ასეთ დაქუცმაცებულ საბინადრო ტერიტორიას ფრაგმენტირებული არეალი ეწოდება, და სახეობის გადაშენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სანამ ირემი ჩვენში მრავალრიცხოვანი იყო, მისი პოპულაციები ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი და სახეობას საფრთხე არ ემუქრებოდა, ინდივიდები მიგრირებდნენ სხვადასხვა პოპულაციებს შორის, ხდებოდა გენთა ცვლა, რომელიმე ადგილას არახელსაყრელი პირობების დროს მათ შეეძლოთ, გადაენაცვლათ უფრო ხელსაყრელი პირობებისკენ, რითაც მთელი პოპულაცია ინარჩუნებდა ცხოველმყოფელობას.

ასეთ გადასაადგილებელ მონაკვეთებს სამიგრაციო დერეფნები ეწოდება. ამ სამიგრაციო დერეფნებს წარმოადგენდა ჭალის ტყეებს, რომლებიც მდინარეების გასწვრივ მდებარეობდა. ჭალის ტყეების საშუალებით ირმები და სხვა ცხოველებიც შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ. გაუვალი ჭალის ტყე კარგად იცავდა მათ. დღეს კი, როცა ჭალის ტყეები ცალკეული კუნძულების სახით არის შემორჩენილი, მათ ბიოლოგიური დერეფნის ფუნქცია დაკარგული აქვთ. ღია ადგილებში ირმები, როგორც წესი, ბრაკონიერების მსხვერპლნი ხდებოდნენ. ჭალის „კუნძულების“ პატარა ფართობი კი ვერ უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვანი პოპულაციის შენარჩუნებას. შემორჩენილი ჭალის ტყის ფრაგმენტებიდან ყველაზე დიდი გარდაბნის აღკვეთილის ჭალაა და სწორედ ამიტომაც მხოლოდ აქ შემორჩა ირმის მცირერიცხოვანი პოპულაცია.

თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, მალე საქართველო ამ მშვენიერი ცხოველის გარეშე დარჩება. საქართველოში, განსაკუთრებით კი ჭალის ტყეებში, ირმის პოპულაციის აღდგენა-შენარჩუნებისთვის სპეციალური მრავალწლიანი პროგრამის განხორციელებაა საჭირო.

10 წყლის ძაღლები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„ეს ცხოველები - წავები, ყველაზე მოწყვლად სახეობად გვესახება. ამ სახეობის განვითარებაზე ფიქრისა და ყველა საკითხის გათვალისწინებისას დაუჯერებლად გვეჩვენება, რომ ამ ცხოველმა დღემდე საერთოდ მოაღწია და არ გადაშენდა“. ეს სიტყვები ეკუთვნის გამოჩენილ ჰოლანდიელ მეცნიერს - ჰანს კრუკს, რომელიც თავისი სიცოცხლის მანძილზე მრავალ სახეობას სწავლობდა და არჩევანი მაინც კვერნისნაირებზე შეაჩერა.

ამ ცხოველის პოულაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კლებადი რიცხოვნებით ხასიათდება. ერთ დროს ფართოდ გავრცელებული სახეობა დღეისათვის ქვეყნების უმეტესობაში ან გამწყდარია, ან გადაშენების პირასაა მისული და აღსადგენად ადამიანის დახმარებას საჭიროებს.

წარსულში წავი (Lutra lutra l ...1758) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული, თითქმის ყველა მდინარისა და თუ ტბის სანაპიროებზე გვხვდებოდა. მისი რიცხოვნობა მაღალი არ იყო, მაგრამ სტაბილურობით გამოირჩეოდა.

ამჟამად წავის რიცხოვნობა დადგენილი არ არის. ცხოველის შესაძლო საბინადრო ადგილების სიმცირის გათვალისწინება მის მცირერიცხოვნობას გვავარაუდებინებს. ,,საქართველოს წითელ წიგნში“ წავი შეტანილია, როგორც გადაშენების პირას მყოფი, იშვიათი და მცირერიცხოვანი სახეობა; ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ წიგნში კი მას მოწყვლადი სახეობის კატეგორია აქვს მინიჭებული.

წავი ბინადრობს თევზით მდიდარი ყველა ტიპის წყალსატევის სანაპიროებზე, სადაც შედარებით სუფთა წყალია. იგი არ ჩერდება ისეთ წყალსატევებში, რომლებიც ზამთრობით ფსკერამდე იყინება.

მისი სხეულის სიგრძე 80-85 სანტიმეტრამდე აღწევს, კუდისა - 40-45სმ-მდე. იწონის 5-8 კილოგრამს. შეფერილობა ღია ყავისფერიდან მუქ შავამდე მერყეობს. მუცლის მხარეს შეფერილობა უფრო ღიაა და შეიძლება თეთრიც კი იყოს. როგორც აღვნიშნეთ, სხეული საკმაოდ გრძელია, კიდურები კი შედარებით მოკლეა და საცურაო აპკით ბოლოვდება, რაც ცხოველს ხმელეთთან შედარებით წყალში გადაადგილებას უფრო უადვილებს.

0x01 graphic

1995-2002 წლებში სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ წავის აღრიცხვის ადგილები.

0x01 graphic

მოკლული წავის ტყავი. ფოტო . გორგაძისა

0x01 graphic

წავის ნაკვალევი. ფოტო . ხუციშვილისა

წავის ბიოლოგიაში ბევრი მოვლენა სეუსწავლელი და გაურკვეველია. ცნობილია, რომ ეს ცხოველები მთელ სიცოცხლეს წყალში ატარებენ, ხმელეთზე ისინი ძალიან იშვიათად, მხოლოსდ ბეწვის გასაშრობად გამოდიან. მათი ბეწვი გაპოხილია სეკრეტით - ნივთიერებით, რომელსაც სპეციალური ჯირკვლები გამოყოფენ, ეს კი ცხოველის სიმშრალეს უზრნველყოფს. იმისდა მიუხედავად, რამდენ ხანს დაჰყოფს ცხოველი წყალში, მისი ბეწვი მაინც მშრალი რჩება. ამას ისიც ემატება, რომ მისი ბეწვი სავსეა ჰაერის ბუშტუკებით, რაც თავდაცვის კიდევ ერთ საშუალებას წარმოადგენს. მისი მეშვეობით ცხოველი დაცულია გაციებისაგან იმისდა მიუხედავად, თუ რა ტემპერატურის წყალში იმყოფება, მაგრამ ნავთობპროდუქტებით წყლის დაბინძურება იწვევს ამ დამცავი შრის მოშლას და ცხოველი რამდენიმე საათში სიკვდილისთვისაა განწირული.

წავი თხრის სოროს, რომელშიც ის თავს აფარებს, მშობიარობს და ზრდის ნაშიერებს. საკმაოდ ვრცელ სოროს აქვს რამდენიმე ხვრელი, რომელთაგან ერთ-ერთით ის წყალსატევს უკავშირდება. ეს ხვრელი გადის წყლის დონის ქვევით, დაახლოებით 0,5 მეტრის სიღრმეზე. სოროს რამდენიმე სავენტილაციო ხვრელიც გააჩნია. მთავარი საკანი საკმაოდ ვრცელია და მოფენილია ხავსით, ხმელი ბალახით, ფოთლებით, ცხოველის საკუთარი ბეწვით. სოროს რამდენიმე ხვრელი მიწის ზედაპირზეც გამოდის. ზოგი ავტორის აზრით, წავს არ გააჩნია ერთი განსაკუთრებული სორო, იგი ხან ერთს აფარებს თავს, ხან - მეორეს.

წავებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ის არის, რომ მის ნაშიერებს პოულობენ წელიწადის ნებისმიერ თვეში - ანუ მათ არა აქვთ შეზღუდული გამრავლების პერიოდი. ლიტერატურაში ისეთი ფაქტებიცაა აღნიშნული, როდესაც ცუდი კლიმატური პირობების გამო, ნაშიერი წყვეტდა დედის ორგანიზმში განვითარებას მანამ, სანამ კვლავ ხელსაყრელი პირობები არ სეიქმნებოდა. ეს პერიოდი რამდენიმე თვიდან ერთ წლამდეც სეიზლება გაგრძელდეს.

0x01 graphic

ივრის ჭალა წავის ტიპიური ადგილსამყოფელი. ფოტო . გორგაძისა

წავის ძირითად საკვებს თევზები შეადგენს. იგი წყალქვეშ ადვილად ნადირობს, შეუძლია იქ რამდენიმე წუთი გაძლოს და გაცუროს საკმაოდ დიდი მანძილი. წარმატებული ნადირობის შემთხვევაში იგი ნაპირზე ამოდის და იქ ჭამს ნანადირევს. წავი იკვებება აგრეთვე ბაყაყებით, მდინარის კიბოებით, რბილტანიანებით, ჭიებით, ბიგებით, თხუნელებით, ჭაობის კუთი და სხვადასხვა მწერებით.

მძუნაობს წელიწადში ერთხელ, მაგრამ მის ნაშიერებს როგორც აღინიშნა, პოულობენ ყველა სეზონში. მაკეობის ხანგრძლივობა 9-10 კვირამდე. ძუ შობს 2-4 უსუსურსა და თვალაუხილავ ნაშიერს. მათ თვალები 35 დღის ასაკში ეხილებათ. ლაქტაცია სამ კვირას გრძელდება. სქესობრივ სიმწიფეს ძუ ორი წლის ასაკში აღწევს, ხოლო ხვადი - სამი წლისა.

ქცევის მხრივ, წავებს ძალიან უყვართ თამაში. ზაფხულში ისინი მთის კალთებზე, ზამთარში თოვლზე წვებიან და სრიალებენ დიდი სიამოვნებით.

წავის რიცხოვნობის შემცირების მიზეზია მისი საბინადრო არეალის შემცირება, ტყის უკონტროლო ჩეხვა, ჭალის ტყის მასივების გადაწვა, წყალსატევების დაბინძურება ნავთობპროდუქტებითა და სხვა მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებებით რომლებიც წყალში მოსახლეობისა, თუ სამრეწველო ორგანიზაციების დაუდევრობის შედეგად ხვდება. აგრეთვე, თევზაობა ჩასადგმელი ბადეებით, ელექტროდენით, დინამიტითა და მომწამვლელი ნივთიერებებით. თევზაობის ზემოჩამოთვლილი დაუშვებელი მეთოდები იწვევს როგორც წავის საკვები ბაზის, აგრეთვე თვით ამ ცხოველის განადგურებასაც. როგორც ლიტერატურაშია აღნიშნილი, წავს საქართველოს ბუნებაში კონკურენტები თითქმის არ ჰყავს და მისი რიცხოვნობის შემცირების მთავარ მიზეზს, მაინც ბეწვის გამო არსებული ბრაკონიერობა წარმოადგენს.

11 ქურციკი

▲ზევით დაბრუნება


არიდული და სემიარიდული სანახების ფაუნის მშვენებას ქურციკი, ანუ ჯეირანი წარმოადგენს. საერთოდ ბუნების ყველა ქმნილება განუმეორებელი და უნიკალური, მაგრამ განსხვავაბით ოდიოზური ცუდი რეპუტაციის მქონე სახეობისგან აფთრის, მგლის, გიურზასა და და ა.შ. ნებისმიერ ადამიანში აღტაცებას იწვევს. ამ ცხოველის სახელი სილამაზის ეპითეტად გამოიყენება ხოლმე. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთმა დადებითმა განწყობამაც კი ვერ აარიდა საქართველოში (და მთელ კავკასიაში) მობინადრე ანტილოპების ერთადერთი წარმომადგენელი გადაშენების საფრთხეს.

ქურციკი (Gazella subgutturosa obtusa) მსუბუქი აღნაგობის ცხოველია. სხეული დაფარული აქვს მოკლე, ღია ყავისფერი ბეწვით, მკერდი, კისრისა და ფეხების შიდა მხარე თეთრი ფერისაა, კუდი კი შავია. მშვიდ მდგომარეობაში კუდი დაშვებულია, მაგრამ შეშფოთებული ცხოველი კუდაპრეხილი გარბის. სხეულის სიგრძე 90-115 სმ, სიმაღლე ნიდაოში (მხარეში) 60-80 სმ, კუდის სიგრძე 15-20 სმ, წონა 18-33 კგ. აღწევს. სხვა ანტილოპებისაგან განსხვავებით, მხოლოდ მამრ ქურციკს აქვს რქები, რომელიც სიგრძეში 25-43 სმ-ს აღწევს. ისინი შავი ფერისაა და აქვთ ,,S“ ფორმა.

ქურციკი სამხრეთ კავკასიის, სამხრეთ და ცენტრალური აზიის უდაბნოებში, ნახევარუდაბნოებში, გორაკ-ბორცვიან ველებსა და ზეგნებზე ბინადრობს.

მრავალი ანტილოპისაგან განსხვავებით, ჯეირანს გამრავლების პერიოდი შეზღუდული აქვს და მოიცავს ნოემბერ-იანვარს. მაკეობა 5,5-6 თვე გრძელდება. ახალდაბადებულთა რაოდენობა 1 ან 2 იშვიათად 4-ია. პირველი 2 კვირის განმავლობაში, სანამ მოღონივრდებიან და გამართულ სიარულს შეძლებენ, ნუკრები დედისაგან მოშორებით იმალებიან. დედა დღეში სამჯერ ყოველდღე აკითხავს მათ. რძით კვების პერიოდი 4-5 თვეს მოიცავს.

0x01 graphic

ქურციკი (ჯეირანი). ფოტო . შავგულიძისა

სქესობრივ სიმწიფეს მდედრები 9 თვის ასაკში აღწევენ, მამრები - დაახლოებით 18 თვეში. სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-12 წელია. ზაფხულის განმავლობაში აქტიურდებიან ნაშუადღევიდან ადრე დილამდე. ამ დროს ისინი ნელა გადაადგილდებიან და ძოვენ. შუადღისას ისინი ჩრდილიან ადგილებს აფარებენ თავს, სადაც ორმოებს თხრიან ჩასაწოლად. ზამთრის ცივ თვეებში დღისით მცირე ხნით, ან სულაც არ ისვენებენ. საფრთხის დროს ქურციკი სწრაფად გარბის. 200-300 მეტრის გავლის შემდეგ ჩერდება, რათა შეაფასოს ხიფათი. მისი მაქსიმალური სისწრაფე აღწევს 60 კმ/სთ-ს. თითოეული ინდივიდი იყენებს მწვანე მასას, რომელიც დაახლოებით შეადგენს მისი წონის 30%25-ს. ასე იღებს ორგანიზმისთვის საჭირო წყალს. გაზაფხულსა და ზაფხულში შეიძლება წყლისკენაც გაემართონ, მაგრამ იშვიათად სვამენ ყოველდღე, თუ ქორფა წვნიანი ბალახი არასაკმარისი რაოდენობითაა, მაშინ არის აუცილებელი ქურციკისათვის წყალი. თქვენ წარმოიდგინეთ, კასპიის ზღვის მლაშე წყალსაც კი იყენებს ეს ცხოველი სასმელად!

ქურციკი ჯოგებად ცხოვრობს. ზაფხულში ჯოგი 2-5 ინდივიდისაგან შდგება. ზამთარში უფრო დიდ ჯგუფებად არიან შეკრებილები, რომელშიც შეიძლება ინდივიდების რაოდენობა ერთიდან რამდენიმე ათეულამდე აღწევდეს.

ჯოგები ზამთარში ყოველდღიურად 10-30 კმ-ს ფარავენ, ხოლო ზაფხულში ეს მანძილი 10-ჯერ მაინც მცირდება. თავიანთი არეალის ფარგლებში ასრულებენ სეზონურ მიგრაციებს. გამრავლების სეზონის განმავლობაში მამრები ხდებიან ტერიტორიულები. ისინი სტრატეგიულ ადგილებს ნიშნავენ ექსკრემენტებით რითაც თავიანთ კუთვნილებას ადასტურებენ. ხარები იწყებენ თამაშებს, რომლებიც ხშირად ორთაბრძოლებში გადაიზრდება ხოლმე. თითოეული ცდილობს დაეპატრონოს ჰარემს. მასში ჩვეულებრივ 2-5 მდედრი ერთიანდება, თუმცა ყოფილი შემთხვევები, როცა მათი რაოდენობა 8-10 იყო. ხარი თავის ჰარემს ყოველთვის ცოტა მოშორებით მიყვება, რათა დროზე შეამჩნიოს შესაძლო მეტოქის მოახლოება. მყვირალობის პერიოდში მამრები ძლიერ სუსტდებიან, ისე რომ მკაცრი ზამთრის პირობებში შეიძლება დაიხოცონ კიდეც.

0x01 graphic

აზერბაიჯანი. ბოზდაგის ქედი. ფოტო . ლორთქიფანიძისა

0x01 graphic

ივრის ზეგანი. ჩათმა. ყურბაბას გადასასვლელი. ოდესღაც აქ ჯეირანის ჯოგების ნახვა შეიძლებოდა. ფოტო . მაჭარაშვილისა

უახლოეს წარსულში ჯეირანი ნადირობის პოპულარული ობიექტი იყო. მართალია, შემდგომი მასზე ნადირობა აიკრძალა და ის შეტანილ იქნა საბჭოთა კავშირის წითელ წიგნში, მაგრამ ბევრ ადგილას მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე იგი გადაშენდა.

ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში შესულია, როგორც დაბალი რისკის სახეობა.

12 მურა დათვი (URSUS ARSTOS) არიდულ ეკოსისტემაში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიოში ბინადრობს 8 სახეობის დათვი. ესენია: გიგანტური პანდა (Ailuropoda melanoleuca), რომელიც გავრცელებულია ჩინეთის ტერიტორიაზე; მალაიური დათვი (Helarctos malayanus), ბინადრობს მალაიზიის არქიპელაგის კუნძულებზე და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე; ტუჩა დათვის (Melursus ursinus), არეალი მოიცავს ინდოეთის ნახევარკუნძულს; ჰიმალაიური დათვი (Ursus thibetanus), გვხვდება ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში; სათვალიანი დათვი (Tremarktos ornatus), ბინადრობს სამხრეთ ამერიკის ანდების ჩრდილოეთ ნაწილში; ბარი-ბალი (Ursus americanus), ჩრდილოეთ ამერიკაში, თეთრი დათვი (Ursus maritimus), ბინადრობს ჩრდილოეთ პოლუსზე; მურა დათვი (Ursus arctos), რომელიც ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული და მოიცავს მსოფლიოს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს - ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებს. იგი გვხვდება ტაიგასა და ტუნდრაში, მთიან რეგიონებში, არიდულ და სემიარიდულ ეკოსისტემებში და ზოგჯერ უდაბნოშიც კი (მაგალითად, გობის უდაბნოში).

მურა დათვი კავკასიაში

კავკასიაში გავრცელებულია მურა დათვის (Ursus arctos) სახეობა. იგი გვხვდება დიდ კავკასიონზე მთლიანად, მცირე კავკასიონის ზოგიერთ ნაწილში და საქართველოს უკიდურეს სამხრეთ - აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვართან (რუკა №1).

0x01 graphic

მურა დათვი. ფოტო . ლორთქიფანიძისა

0x01 graphic

რუკა №1

კავკასიაში მურა დათვი ძირითადად ბინადრობს ტყისა და ალპურ სარტყელში. დიდ ინტერესს იწვევს დათვის ივრის ზეგანზე არსებობა, სადაც არიდული და სემიარიდული ეკოსისტემებია წარმოდგენილი. ლიტერატურიდან ცნობილია, რომ წინა საუკუნის დასაწყისში მურა დათვი ფართოდ იყო გავრცელებული ამ რეგიონში. ამიერკავკასიის არიდულ ეკოსისტემაში მურა დათვის გავრცელების შესახებ პირველ მონაცემებს გვაწვდიან ნ. დინიკი და კ. სატუნინი (Динник 1914, Сатунин 1915). ისინი აღნიშნავენ, რომ მურა დათვი მრავალრიცხოვანი იყო თბილისის გუბერნიაში. დათვი ბინადრობდა როგორც ალაზნის, ივრის ზეგანზე. წინა საუკუნის 30-იან წლებში ე. მარკოვი (Марков 1934) აღნიშნავდა, რომ მურა დათვის ზრდასრული ინდივიდი მოკლულ იქნა - ,,უდაბმოს“ ხრიოკ გორაკებზე, რაც მიგვანიშნებს, რომ ამ პერიოდში დათვის არეალის საზღვარი თითქმის თბილისის მისადგომებამდე აღწევდა. დროთა განმავლობაში ტყის ჩეხვის, ნადირობისა და საძოვრების ინტენსიური გამოყენების შედეგად ამ ცხოველის არეალი რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა. ალ. არაბულის (1987) მონაცემების მიხედვით, 60-იან წლებში მურა დათვი უკვე აღარ ბინადრობდა დავით გარეჯის მიდამოებში და იგი გავრცელებული იყო ივრის ზეგნის აღმოსავლეთ ნაწილში. დათვი ბინადრობდა ვაშლოვნის ნაკრძალში; ალაზნის ჭალებში, აზერბაიჯანის საზღვართან და მიმდებარე ჰემიქსელოფილურ ბუჩქნარიანებში.

0x01 graphic

რუკა №2

ჩვენს ხელთ არსებული ბოლო მონაცემების მიხედვით, არიდულ ეკოსისტემაში მურა დათვის არეალის საზღვრებს წარმოადგენს: ჩრდილო-სამხრეთით ივრის აღკვეთილის შუა წელი; ჩრდილო-აღმოსავლეთით მთა ,,ზილჩა კოსმატკა“-მდე მდებარე ჰემიქსელოფილური ბუჩქნარები, სამხრეთ-აღმოსავლეთით ,,ახარბახარის“ ქედის ბოლო (რუკა №2).

გავრცელება და რიცხოვნობა

ბოლო წლებში ჩატარებული აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დაუშვათ, რომ მთლიანად არიდული და სემიარიდული ეკოსისტემის ფარგლებში გავრცელებულია დათვის დაახლოებით 10 ინდივიდი. ყველაზე მრავალრიცხოვნად დათვი წარმოდგენილია ვაშლოვნის ნაკრძალის ტერიტორიაზე და მიჯნის ყურის მიდამოებში. დანარჩენ ტერიტორიაზე დათვი იშვიათად გვხვდება. რითია გამოწვეული მისი ასეთი გავრცელება? ამ კითხვაზე პასუხი ისევ და ისევ ადამიანის ქმედებებში უნდა ვეძებოთ, როგორც ცნობილია, ვაშლოვნის ნაკრძალი და მიჯნის ყურის მიდამოებზე ანთროპოგენული პრესი შედარებით მცირეა. ცხვარი ნაკლებად აწუხებს ამ ადგილებს, დასახლებული პუნქტები შორს იმყოფება და შესაბამისად ბრაკონიერობა, სხვა ადგილებთან შედარებით, იშვიათია. აგრეთვე აღსანიშნავია რელიეფი, რომელიც გამოირჩევა ღრმა და გრძელი ხეობებით. ხეობები დაფარულია ღვიებითა და გაუვალი ბუჩქნარებით. ივრის ზეგანის სხვა ტერიტორიებთან შედარეით ყოველივე ეს დათვისთვის გაცილებით კარგ გარემოს წარმოადგენს. აქ დათვი უფრო დაცულად გრძნობს თავს და საკვებიც საკმარისი რაოდენობით მოიპოვება.

კვების რაციონი

დათვი ომნივორია (ყველაფრისმჭამელი) და ამიტომ მას აქვს უნარი, იარსებოს სხვადასხვა ეკოსისტემებში. არიდულ და სემიარიდულ ეკოსისტემაში (ივრის ზეგანზე) დათვის ძირითად საკვებს მცენარეები და მათი ნაყოფები წარმოადგენს. დათვის რაციონში შედის: ბროწეული, ღვია, ასკილი, საკმლის ხის ნაყოფი, აგრეთვე სხვადასხვა გარეული კენკრა და მარცვლოვნები. მზესუმზირისა და სიმინდის მომწიფების შემდეგ დათვი არ ერიდება იქ შესვლას. ამის გამო ხშირად ხდება მონადირის მსხვერპლი. ჩვენს მიერ დაფიქსირებულია ცხვრის ხორცით კვებაც, მაგრამ რადგან ზამთრის საძოვრებზე მყოფი მწყემსების თქმით, დათვი არ ესხმის ფარას, აღებული ინტერვიუების საუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უფრო ხშირად ცხვარს მგლები მოიპოვებენ და შემდეგ ნარჩენებს დათვი მიირთმევს. აღსანიშნავია, რომ მურა დათვის რაციონში წლის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახეობის მცენარე თუ ნაყოფი დომინირებს.

სივრცეში გადანაწილება

ივრის ზეგანზე მურა დათვის სივრცეში განაწილება მჭიდროდ არის დაკავშირებული წყლის რესურსებსა და შეწუხების ფაქტორის ინტენსიობასთან. წლის სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული ექსპედიციების შედეგად ნათლად ჩანდა, რომ სხვადასხვა სეზონზე მურა დათვი სხვადასხვა ადგილებში იყო კონცენტრირებული, ზამთრის განმავლობაში ივრის ზეგანზე გამოსაზამთრებლად ჩამოყავთ ცხვარი, რომელიც დათვისთვის შემაწუხებელ ფაქტორს წარმოადგენს. იმ პერიოდში, როცა ცხვარი რეგიონში იმყოფებოდა, დათვის არსებობის კვალს ვაფიქსირებდით ცხვრისთვის მიუვალ ხეობებში, რომელშიც შესაძლებელი იყო წყლის მოპოვება (წვიმისგან დატოვებული გუბეები). ზაფხულში განაწილება სივრცეში უფრო ფართოა, რადგან შემსუბუქებულია ანთროპოგენული ფაქტორი. მისი კვალი შეიმჩნევა თითქმის ყველა ხეობაში. წყალს დათვი მოიპოვებს წვიმის შემდეგ დარჩენილ გუბეებში; აგრეთვე ხშირად ჩადის ალაზნისა და ივრის ნაპირებთან წყლის დასალევად.

აღსანიშნავია, რომ როგორც დათვის, ისე სხვა მსხვილი ძუძუმწოვრის კვალი არასდროს დაგვიფიქსირებია ხეობების ბოლოს. თითოეული ხეობა მთავრდება ვერტიკალური კედლებით და ამიტომ აქ მოხვედრილ ცხოველს საშიშროების შემთხვევაში აღარ აქვს გაქცევის შესაძლებლობა. ამიტომ მსხვილი ძუძუმწოვრები, მათ შორის დათვიც, თავს არიდებენ ხეობების ბოლოში გასვლას და მათი კვალი ძირითადად მანამდე გვხვდება, სანამ ერთი ხეობიდან მეორეში გადასვლაა შესაძლებელი.

მიგრაციები

დღეისათვის არ არის არავითარი ცნობები ივრის ზეგანიდან დიდ კავკასიონზე და პირიქით, მურა დათვის მიგრაციის შესახებ. კუდაკტინი და ჩესტინი (Кудактин, Честин, 1993) აღნიშნავენ, რომ მიგრაციისას დათვები იყენებენ ერთსა და იმავე მარშრუტს. სამიგრაციო გზების კონსერვატულობის მაგალითად ავტორს მოჰყავს დათვების გადაადგილება საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხიდან ვაშლოვნის ნაკრძალში. ეს საიმიგრაციო გზა აერთიანებდა ჩედილო და სამხრეთ პოლულაციებს, ხვდებოდა ინდივიდების მიმოცვლა ორ პოპულაციას შორის. თუმცა მარკოვი (Марков 1934) აღნიშნავდა, რომ ლაგოდეხის ტერიტორიაზე, გარდა მურა დათვის ვერტიკალური გადაადგილებისა, მას დათვის გადაადგილება დიდ დისტანციებზე არ დაუფიქსირებია. დღეისათვის არ გაგვაჩნია ცნობები მურა დათვის მიგრაციის შესახებ ვაშლოვნის ნაკრძალიდან დიდ კავკასიონზე და პირიქით. ამის არსებობა საკამატო საგანია, რადგან ივრის ზეგანსა და დიდ კავკასიონს შორის მდებარე ტერიტორია ძლიერი ანთროპოგენული გავლენის ქვეშ იმყოფება. ამ რეგიონში ჩვენს მიერ მოგროვილი მონაცემები გვაძლევს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მიგრაცია ამ ორ პოპულაციას შორის უკიდურესად შეზღუდულია ან საერთოდ არ არსებობს. თუმცა სასურველია ჩატარდეს მიზანმიმართული კვლევა ზემოთ აღნიშნული საკითხის საბოლოოდ გასარკვევად.

საფრთხეები

უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეგიონში დათვისთვის საფრთხეს ადგილსამყოფელის დაზიანება წარმოადგენს, რაც ივრის ზეგანზე ცხვრის ჭარბი ძოვებით არის გამოწვეული. ცხვრის ძოვების ინტენსივობა აქ დაშვებულ ნორმებს რამოდენიმეჯერ აღემატება, რის შედეგადაც მრავალ ადგილას შეიმჩნევა ნიადაგის ეროზია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცხვარი არალეგალურად შეჰყავთ ნაკრძალის ტერიტორიაზეც. აღსანიშნავია აგრეთვე ბრაკონიერობა, რიცხოვნობის მალიმიტირებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ძირითადად ამ ცხოველებს ანადგურებენ ყანებში შესვლის შემთხვევაში, მაგრამ ჩვენს მიერ დაფიქსირებულია ნაკრძალსა და აღკვეთილებაში ნადირობის ფაქტებიც.

გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ თუ ივრის ზეგანზე წარმოდგენილ პოპულაციას განვიხილავთ, როგორც იზოლირებულს, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ იგი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. ამიტომ აუცილებელი ხდება აქ მობინადრე მურა დათვის პოპულაციის დამატებითად შესწავლა, რათა მოიძებნოს არიდულ ეკოსისტემაში მისი შენარჩუნების გზები.

ჯერ კიდევ შეუსწავლელია და მომავალი კვლევის ამოცანას წარმოადგენს მურა დათვის პოპულაციის ბევრი საკითხი: მიმდინარეობს თუ არა ინდივიდების მიგრაცია ივრის ზეგნიდან მაღალმთიან რეგიონებში და პირიქით; როგორ და სად იკეთებენ ბუნაგს ძუ დათვები და რამდენი ხნით რჩებიან ბელებთან ერთად ბუნაგში... შეიძლება დაიბადოს კითხვა, თუ რატომ არის საჭირო ამდენი დროისა და რესურსების ხარჯვა დათვის ბიოლოგიის შესწავლისათვის. ამაზე მარტივი პასუხი არსებობს; იმისათვის, რომ დავიცვათ იგი განადგურებისგან და მომავალს შევუნარჩუნოთ კავკასიის ერთ-ერთი ეფექტური და ლამაზი ცხოველი.

0x01 graphic

დათვის ბელი. ფოტო . ლორთქიფანიძისა

დათვი

კლასი-ძუძუმწოვრები (Mammalia)

რიგი - მტაცებლები (Carnivora)

ოჯახი - დათვისებრნი (Ursidae)

სახეობა - Ursus arctos l

მურა დათვი საქართველოში მობინადრე ყველაზე მსხვილი მტაცებელია. ჩვენს პირობებში ამ ცხოველის ცოცხალი წონა 150-250 კილოგრამია, ფერი ცვალებადობს ღია ჩალისფერიდან მუქ წაბლისფრამდე.ზოგჯერ ბელებს გულზე აქვთ თეთრი არშია, რომელიც შემდეგ უქრებათ.

მძუნაობა იწყება მაის-ივნისში, მაკეობის ხანგრძლივობა 7 თვეა. ბელების მოსაგებად აუცილებლად ბუნაგში წვება. შობს ერთ, ორ, იშვიათად სამ ბელს. ახალშობილი ბელი თვალაუხილავია და წონით 500 გრამს აღწევს. მხედველობის საბოლოოდ ჩამოყალიბება ემთხვევა ბუნაგიდან გამოსვლის პერიოდს. ბელები მიყვებიან დედას და ცდილობენ გაიმეორონ ყველა მისი მოძრაობა. მძუნაობის პერიოდში ხშირია მამრების მიერ ბელების დახოცვის შემთხვევები, ამიტომ ხვადების გამოჩენისას დედა ცდილობს, პატარები იქაურობას გაარიდოს.

დათვი ნოემბრის დასაწყისში წვება დასაძინებლად და ბუნაგიდან მარტში გამოდის. ამ ვადების ცვალებადობა დამოკიდებულია გარემო პირობებზე: თბილი ზამთრისა და საკვების სიუხვის დროს დათვმა შეიძლება არც დაიძინოს.

მურა დათვი უპირატესად მცენარეული საკვებით იკვებება, მაგრამ მის რაციონში ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც შედის. ცხოველური საკევბი, როგორც ენერგეტიკულად უფრო მდიდარი, გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე ესაჭიროება.

საქართველოში მურა დათვის რიცხოვნობა თანდათან კლებულობს, რისი მიზეზიც უკონტროლო ნადირობა და საბინადრო გარემოს განადგურებაა.

13 ლეშისმჭამელი ფრინველები

▲ზევით დაბრუნება


მძორისმჭამელებს უწოდებენ დიდი ზომის მტაცებელ ფრინველებს, რომლებიც ძირითადად სპეციალიზირებულნი არიან მკვდარი ცხოველების ლეშით კვებაზე და თვითონ მსხვერპლს თითქმის არასოდეს კლავენ.გამონაკლისს ამ ჯგუფიდან წარმოადგენს მხოლოდ პალმის სვავი (Gyphobierax angolensis). რომელიც ერთ-ერთი სახეობის პალმის ნაყოფით იკვებება. მძორისმჭამელები ყველა კონტინენტზე არიან გავრცელებულნი, ავსტრალიისა და ანტარქტიდის გარდა. ისინი ბუნებრივი თანასაზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები არიან და ჯანსაღი გარემოს კარგ ინდიკატორებად გვევლინებიან, ვინაიდან იმყოფებიან კვებითი ჯაჭვის ბოლოში. მძორისმჭამელ ფრინველთა ჯგუფში გაერთიანებულია 22 სახეობა, რომელთაც ახალი სამყაროსა და ძველი სამყაროს მძორისმჭამელებად ყოფენ. მათგან პირველში გაერთიანებული 7 სახეობის ფრინველი რომლებიც ბინადრობენ ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში. მათ რიცხვშია მსოფლიოში ყველაზე დიდი მტაცებელი ფრინველი-კონდორი, რომლის გაშლილი ფრთების სიგრძე 3 მეტრამდე აღწევს. მიუხედავად მტაცებლური იერისა, ევოლუციური წარმოშობით ეს ფრინველები ახლოს დგანან ყარყატებთან. აღსანიშნავია, რომ ფრინველთა სამყაროში მხოლოდ ახალი სამყაროს მძორისმჭამელებს აქვთ განვითარებული ყნოსვა, რაც მათ საკვების მოძებნაში ეხმარება. ძველი სამყაროს მძორისმჭამელებს, მართალია, ყნოსვა არ გააჩნიათ, მაგრამ ძალზე კარგად აქვთ განვითარებული მხედველობა და მკვდარი ცხოველის გარჩევა დიდ მანძილზე შეუძლიათ. ამ ჯგუფში 15 სახეობის ფრინველია გაერთიანებული, რომლებიც ბინადრობენ ევრაზიის და აფრიკაში. მათი უმრავლესობა წარმოშობით ახლოს დგას არწივებთან. სისტემატიკურად ძველი სამყაროს მძორისმჭამელებს მიმინოსებრთა (Accipitridae) ოჯახში აერთიანებენ, ხოლო ახალი სამყაროს მძორისმჭამელებს კატარტიდების (Cathartidae) ოჯახს მიაკუთვნებენ.

0x01 graphic

სვავი. ფიტო . მაჭარაშვილისა

0x01 graphic

ბატკანძერი. . დარჩიაშვილისა

მიუხედავად იმისა, რომ ძველი და ახალი სამყაროს მძორისმჭამელებს განსხვავებული წინაპრები ჰყავდათ, მრავალი ნიშან-თვისებით და ცხოვრების ნირით ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანათს. როგორც ჩანს, ევოლუციური განვითარების გარკვეულ მომენტში საკვების მოპოვება გართულდა როგორც ერთი, ისე მეორე ჯგუფის ფრინველთათვის. მაშინ, როდესაც ლეშის მოძებნა არც ისე რთული იყო. იმისათვის, რომ გადარჩენილიყვნენ, მათ განიცადეს ადაპტაცია ლეშით კვებაზე, ხოლო დროთა განმავლობაში მთლიანად ამ საკვებზე დასპეციალიზებდნენ. ასე დაემსგავსა ერთმანეთს სრულიად განსხვავებული წარმოშობის ფრინველთა ორი ჯგუფი. ამ პროცესს კონვერგენტული ევოლუცია ეწოდება.

კრავიჭამია (ბატკანძერი)

კლასი - ფრინველები (AVES)

რიგი - შავარდნისნაირნი (Falconiformes)

ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)

გვარი - კრავიჭამია (ბატკანძერი) (Gypaetus)

სახეობა - Gypaetus barbatus

კრავიჭამია მძორისმჭამელ ფრინველთა ჯგუფს მიეკუთვნება. მისი სიგრძე თავიდან კუდამდე 102-115 სმ-ია. გაშლილი ფრთების სიგრძე 250-280 სმ, იწონის 5-7 კგ-. მდედრი შედარებით დიდია მამრზე.

გავრცელებულია აფრიკასა და ევრაზიაში. ბინადრობს სუბალპურსა და ალპურ ზონაში. ბუდეს იკეთებს კლდოვან ფლატეებზე ტყის მცენარეულობის ზოლში. იშვიათად (როგორც ჩანს, საკვების ძებნისას) დაბლობ ადგილებზე გვხვდება. გამრავლებას ზამთარში იწყებს. მდედრი ორ კვერცხს დებს, თუმცა გამოჩეკილი მართვეებიდან ზრდასრულობას მხოლოდ ერთი აღწევს. საინკუბაციო პერიოდი 55-60 დღე გრძელდება. მართვეს აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს. მართვეს ხორცით კვებავენ, ზრდასრული ფრინველების ძირითად საკვებს კი ძვლები წარმოადგენს. კრავიჭამიას საკმაოდ მოზრდილი ძვლების გადაყლაპვა შეუძლია, უფრო დიდი ზომისას კი ქვიან ნაშალებზე სიმაღლიდან აგდებს, ამტვრევს და შემდეგ ჭამს. საუკუნის დასაწყისში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კრავიჭამია ამოწყვეტილი იქნა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის აღდგენაზე. კრავიჭამია შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში როგორც საკმაოდ მცირერიცხოვანი და იშვიათი ფრინველი, რომელიც ხასიათდება კლებადი რიცხოვნობით.

ყველა სახეობის მძორისმჭამელისათვის დამახასიათებელია სხეულის დიდი ზომა, ბუმბულის საფარველს მოკლებული თავი-კისერი (გამონაკლისს წარმოადგენს კრავიჭამია) და სხვა მტაცებელ ფრინველებთან შედარებით სუსტი ნისკარტი და კლანჭები. ეს უკანასკნელი განპირობებულია იმით, რომ მათ არ უხდებათ დიდი ზომის მსხვერპლის დაჭერა და მოკვლა. მტაცებელ ფრინველთა შორის ისინი ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი პლანირებით ფრენაზე. თავიანთი უზარმაზარი ფრთების წყალობით მძორისმჭამელები იმ ქმნილებებს მიეკუთვნებიან, რომელთაც რამოდენიმე საათის განმავლობაში შეუსვენებლად პლანირების უნარი გააჩნიათ თერმალების (ჰაერის აღმავალი თბილი ნაკადების) გამოყენების ხარჯზე. ფრინველებს ენერგია მხოლოდ აფრენაში ეხარჯებათ, შემდეგ თერმალებს თვითონ აჰყავთ ისინი ზევით.

დღეისათვის, უმრავლესობის შეხედულებით, მძორისმჭამელი ფრინველები საზიზღარი, ბინძური, სიკვდილის მომასწავებელი არსებებია. ასეთი სეხედულება ამ ფრინველებზე მათი გარეგნობისა და ქცევის მანერების გამო და ჩამოყალიბდა. თუმცა ეს ყოველივე ამ ფრინველებისთვის ადაპტაციას წარმოადგენს. რაც საშუალებას აძლევს მათ გადარჩნენ თავიანთ საცხოვრებელ გარემოში ერთ-ერთი მთავარი გარეგნული ნიშანი, რომელიც მძორისმჭამელებისადმი ზიზღს იწვევს, არის მათი ბუმბულის საფარველს მოკლებული თავი, რაც ძალზე ხელსაყრელი საშუალებაა იმისათვის, რომ იკვებონ ხრწნის ნებისმიერ სტადიაზე მყოფი ლეშით, თავი შეყონ მასში გარედან მიუწვდომელი ხორცის თუ შიგნეული ნაწილების ამოსაღებად და ამავდროულად რაც შეიძლება ნაკლებად დაისვარონ. პათოგენურ მიკროორგანიზმებს, რომლებითაც მდიდარია გახრწნილი ლეში შჶუბუმბლავი თავი არ აძლევს აქ დასახლების საშუალებას, რაც მათ ეპიდემიებისაგან იცავს. ჭამის შემდეგ მძორისმჭამელები ხშირად სხდებიან შუაგულ მზეზე, რათა საკვების მცირეოდენი ნარჩენები, რაც მცირე რაოდენობით მაინც ეკვრება თავსა და ნისკარტზე, შეშრეს და ჩამოიფშვნას. მძორისმჭამელებიდან მხოლოდ ერთ სახეობას - კრავიჭამიას აქვს შებუმბლული თავი, რაც იმით არის განპირობებული, რომ მას არ უხდება თავის შეყოფა ლეშში, ის ძირითადად ძვლებით იკვებება, რომლებიც თითქმის მთლიანად არის ხორცისაგან გაწმენდილი და ამიტომ არ ესვრება ბუმბული ხრწნადი, პატოგენური მიკროორგანიზმებით მდიდარი მასით.

0x01 graphic

ორბი. ფოტო . დარჩიაშვილისა

0x01 graphic

ორბები ჭაჭუნას აღკვეთილში. ფოტო . ლორთქიფანიძისა

იკვებებიან რა ლეშით, ეს ფრინველები წმენდენ გარემოს ეპიდემიების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან. მათ აქვთ უნარი იკვებონ ხრწნის ნებისმიერ სტადიაზე მყოფი ლეშით. მათ საჭმლის მომნელებელ სისტემას შეუძლია გადაამუშაოს საკვები, რომელშიც ადამიანისათვის მომაკვდინებელ დოზაზე ასჯერ უფრო მეტი ტოქსინია.

ორბი

კლასი - ფრინველები (AVES)

რიგი - შავარდნისნაირნი (Falconiformes)

ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)

გვარი - ორბი (Gyps)

სახეობა - Gyps fulvus

ორბი მძორისმჭამელ ფრინველს წარმოადგენს. სიგრძე თავიდან კუდამდე 95-105 სმ-ია. გაშლილი ფრთების სიგრძე 245-270 სანტიმეტრია. იწონის 7-9,5 კგ-. მდედრი დიდია მამრზე. სქესთა შორის შეფერილობაში განსხვავება არაა.

გავრცელებულა აფრიკასა და ევრაზიაში, ბინადრობს დაბლობშიც და მთაშიც, სადაც წარმოდგენილია მთაგორიანი რელიეფი შედარებით მყარი ქანებისაგან შექმნილი კლდოვანი ფლატეებით. რომლებსაც ორბი საბუდრად იყენებს. ბუდეები, როგორც წესი, ახლოს მდებარეობენ ერთმანეთთან და ზოგჯერ მცირე დაჯგუფეფებს წარმოქმნიან.

შეწყვილება იწყება იანვარში, აპრილის დასაწყისში დებს ერთ კვერცხს, რომელსაც ორივე მშობელი აზის მორიგეობით. საინკუბაციო პერიოდი 55 დღე გრძელდება.

იკვებება მკვდარი ცხოველების ლეშით. მიუხედავად დიდ ზომებისა, ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის. ამის მიზეზი ისაა, რომ აღჭურვილია ბლაგვი ბრჭყალებითა და სუსტი ნისკარტით, რომლითაც შეუძლებელია ცხოველის ტყავის გახევა. ამიტომ მკვდარი ცხოველის ჭამას იწყებს იმ ნაწილიდან. სადაც მისი ტყავი დაზიანებულია. ცხოვრების ასეთი ნირის გამო წარმოადგენს ბუნების სანიტარს. ორბი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, როგორც სპორადულად გავრცელებული სახეობა.

მიუხედავად საკმაოდ დიდი ზომის ნისკარტებისა, მძორისმჭამელ ფრინველებს არ შეუძლიათ გახიონ მოზრდილი ძუძუმწოვრების სქელი ტყავი და დაიწყონ მისი ჭამა, ამიტომ იძულებულნი არიან, დაელოდონ სანამ იგი გარკვეულ დონემდე გაიხრწნება, ან სანამ მას სხვა მტაცებლები გახსნიან. ერთადერთი, რაც მათ შეუზლიათ შეჭამონ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის ტყავი დაუზიანებელია, არის თვალები. თუმცა ამას როგორც წესი, მძორისმჭამელებზე ადრე ყორნები აკეთებენ, ვინაიდან მათთან შედარებით უფრო ადრე პოულობენ მკვდარ ცხოველს ან უბრალოდ მათზე გაბედულნი არიან და პირველები მიდიან ლეშთან. (როგორც ჩანს, სწორედ ამ ქცევამ განაპირობა ის, რომ ხალხი ასე ვერ იტანს ყორანს - ფრინველთა სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან წარმომადგენელს). საკმარისია მკვდარი ცხოველის ტყავი სადმე გაიხსნას და მძორისმჭამელებს ხელს აღარაფერი შეუშლის მის ბოლომდე შეჭმაში. მიუხედავად იმისა, რომ მძორისმჭამელებისათვის ძირითადად ძირითად საკვებს წარმოადგენენ ცხოველები, რომლებიც სხვადასხვა დაავადების ან ტრავმების გამო და ზვავებში იღუპებიან, ისინი ასევე პოულობენ მონადირეების მიერ დაჭრილ ცხოველებს, რომლებიც ახერხებენ თავი დააღწიონ მათ და მოგვიანებით იღუპებიან.

0x01 graphic

ბატკანძერი. ფოტო . დარჩიაშვილისა

ამ შემთხვევაში ნატყვიარი უადვილებს ფრინველებს საქმეს, ვინაიდან ტყავი ამ ადგილას უკვე დაზიანებულია და ისინიც სწორედ აქდან იწყებენ ჭამას. ეს ხშირად საბედისწერო ხდება მათთვის, ვინაიდან მათი კუჭი იმდენად მგრძნობიარეა ტყვიის მიმართ, რომ ამ უკანასკნელის მცირე დოზაც კი ფრინველის სიკვდილს იწვევს.

0x01 graphic

ფასკუნჯი. ფოტო . დარჩიაშვილისა

საქართველოში ძველი სამყაროს მძორისმჭამელების ოთხი წარმომადგენელი გვხვდება, რომელთაგანაც სამი: ორბი, სვავი და კრავიჭამია მობინადრე სახეობებს წარმოადგენენ, ანუ მთელი წლის განმავლობაში საქართველოში რჩებიან. ფასკუნჯი მხოლოდ ბუდობს, გამოსაზამთრებლად კი სამხრეთში მიფრინავს. ერთ-ერთი მიზეზი ამისა შესაძლებელია იყოს ის, რომ მის კვებით რაციონში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ფრინველთა კვერცხებსა და რეპტილიებს, როგორიცაა გველხოკერა, კუ და ა.შ. რომელთა მოპოვებაც აცივებასთან ერთად ცხადია, შეუძლებელი ხდება. ამდენად ფრინველი იძულებულია, გადაინაცვლოს საკვებით უფრო მდიდარ ადგილებში. ფასკუნჯი, ისევე როგორც ორბი და სვავი, არიდული ზონის ტიპიური წარმომადგენელია. ორბის მსგავსად, საბუდრად იყენებს თიხნარ ფლატეებზე არსებულ ნიშებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებს, რომლებიც მტრისგან თავის დასაცავად საუკუნეების წინ ბერების მიერ იქნა კლდეში გამოკვეთილი. ასეთ გამოქვაბულებში მათი ბუდეები საიმედოდ არის დაცული ქარის, წვიმისა და მტაცებლებისაგან. სხვაგვარად იქცევა სვავი - ევრაზიასა და აფრიკაში გავრცელებულ მტაცებელ ფრინველთა შორის ყველაზე დიდი და ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი. ეს უზრამაზარი ფრინველი, რომლის გაშლილი ფრთების სიგრძე 280 სმ-ზე მეტია, ბუდეს ღვიის ხეებზე იკეთებს. ამისათვის ის იყენებს ხმელ ტოტებს, რომლებიც ბუდეში ნისკარტით მიაქვს, ვინაიდან სუსტი და გაშლილი კლანჭების გამო ფეხებში მისი დაჭერა არ ძალუძს. ამდენად მეცხვარეებში გავრცელებული აზრი სვავის მიერ ბატკნების მიტაცების თაობაზე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ამჟამად ეს ფრინველი შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში, როგორც გლობალურად საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა, რომლის რიცხოვნობაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კლებულობს. რიცხოვნობის კლების ერთ-ერთი მიზეზია ადამიანის ზეგავლენა, კერძოდ - შეწუხების ფაქტორი, რაც დაკავშირებულია მათ საბინადრო ადგილებში მეცხვარეობის განვითარებასთან. მეორეს მხრივ ცხვარი ჩვენში გავრცელებული ყველა მძორისმჭამელის კვებით რაციონში შედის და გარეული ჩლიქოსნების ადგილს იკავებს, რომლებიც ერთ დროს მრავლად იყო და ძირითად საკვებს წარმოადგენდა ამ ფრინველებისთვის. ცხვრის სიუხვესთან უნდა იყოს დაკავშირებული არიდულ ეკოსისტემაში მაღალმთიანი რაიონების ტიპიური წარმომადგენლის - კრავიჭამიას გამოჩენა, რომლის ერთეული ინდივიდები აქ ზამთარში მოფრინავენ. აღსანიშნავია, რომ მისი დიეტის უმთავრეს ნაწილს ძვლები შეადგენს, რისი მონელებაც არცერთ სხვა მძორისმჭამელს არ შეუძლია, ამდენად კონკურენტები ფრინველთა შორის ამას თითქმის არ ჰყავს. ძვლებით კვებასთან დაკავშირებით კრავიჭამიას მეტად საინტერესო ქცევა გამოუმუშავდა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ძვალი, რომლის გადაყლაპვაც მთლიანად არ შეუძლია, ფრინველს ჰაერში ააქვს და ქვიან ნაშალებზე აგდებს მანამ, ვიდრე იგი არ გატყდება. შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ აგროვებს მის ნამტვრევებს. კიდევ ერთი უცნაური თავისებურება, რომელიც ამ ფრინველს ახასიათებს, არის სხეულის შესაღებად რკინის ოქსიდის შემცველი, წითელი შეფერილობის თიხების გამოყენება. ეს ფენომენი მაშინ გამოაშკარავდა, როცა ზოოპარკში არსებული და ბუნებაში თავისუფლად მცხოვრები ინდივიდების შედარება დაიწყეს. ამ უკანასკნელთა თავი, კისერი და მუცელი ნარინჯისფერი შეფერილობისაა, მაშინ როდესაც ტყვეობაში მყოფ ფრინველებს იგივე ადგილები ქათქათა თეთრი აქვთ. თავდაპირველად ჩათვალეს, რომ ფრინველები შემთხვევით იღებებოდნენ ბუდობის ადგილებში რკინის ოქსიდის შემცველ ქანებთან კონტაქტის დროს, მაგრამ როგორც თანამედროვე გამოკვლევებმა გვიჩვენა, ამას ისინი სპეციალურად აკეთებენ, თუმცა დღემდე უცნობია, რისთვის.

0x01 graphic

სვავი. ფოტო . დარჩიაშვილისა

სვავი

კლასი - ფრინველები (AVES)

რიგი - შავარდნისნაირნი (Falconiformes)

ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)

გვარი - სვავი (Aegypus)

სახეობა - Aegypus monachus

სვავი საქართველოში გავრცელებულ მტაცებელ ფრინველთა შორის ყველაზე დიდია. სიგრძე თავიდან კუდამდე 105 სმ-ია, გაშლილი ფრთებისა - 255-295 სმ. წონა - 7-12კგ. სქესთა შორის შეფერილობაში განსხვავება არაა. ზომით მდედრი დიდია მამრზე. გავრცელებულია აფრიკასა და ევრაზიაში. მიმდინარეობს ბარშიც და მთაშიც თუკი არსებობს ბუდობისათვის ხელსაყრელი პირობები და საკვები.

ბუდეს იკეთებს ძნელად მისასვლელ ადგილებში ხეებზე, იშვიათ კლდეებზე. ბუდეები გარკვეული მანძილითაა ერთმანეთისაგან დაშორებული. მარტის დასაწყისში სვავი დებს ერთ კვერცხს საინკუბაციო პერიოდი 55 დღე გრძელდება. კრუხად ჯდება ორივე მშობელი რიგ-რიგობით, გამოჩეკვის შემდეგ მართვე ბუდეში სამ თვეს რჩება. იკვებება მკვდარი ცხოველების ლეშით. ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის. ერთ-ერთი უიშვიათესია მძორისმჭამელ ფრინველთა შორის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.

სვავი შეტანილია ბუნების მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში.

დედამიწაზე გავრცელებული მრავალი მძორისმჭამელი ფრინველის პოპულაცია, სხვადასხვა ანთროპოგენული მიზეზის გამო, დღეისთვის გადაშენების პირას არის მისული. მძორისმჭამელი ფრინველები ძალზე დაბალი რეპროდუქტიულობით გამოირჩევიან. მათი უმრავლესობა წელიწადში მხოლოდ ერთ კვერცხს დებს, ზოგიერთი კი ორ წელიწადში ერთხელ მრავლდება. ამასთან სქესმწიფე ასაკს ფრინველები გამოჩეკვიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ აღწევენ. მათ არ შეუძლიათ გაზარდონ რეპროდუქტიულობის დონე სიკვდილიანობის მომატების საპასუხოდ. ამდენად, სიკვდილიანობის ოდნავი მატებაც კი პოპულაციის გაქრობას იწვევს. მძორისმჭამელი ფრინველები იღუპებიან მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო რომელთა შორისაა:

0x01 graphic

ფასკუნჯი. ფოტო . დარჩიაშვილისა

ფასკუნჯი

კლასი - ფრინველები (AVES)

რიგი - შევარდნისნაირნი (Falconiformes)

ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)

გვარი - ფასკუნჯი (Neophron)

სახეობა - ფასკუნჯი (Neophron percnopterus)

ფასკუნჯი საქართველოში გავრცელებულ მძორისმჭამელთა შორის ყველაზე მცირე ზომისაა, სიგრძე თავიდან კუდამდე 60-70 სმ-ია, გაშლილი ფრთებისა - 58-163 სმ. წონა - 2,1 - 2,4 კგ. გავრცელებულია აფრიკა და (ტროპიკული ნაწილის გარდა) და ევრაზიაში. ზრდასრული ფრინველი თეთრია, შავი მომქნევი ბუმბულებით. ნისკარტი გრძელია და ვიწრო, კუდი რომბისებური. ყვითელი სახე მოკლებულია ბუმბულის საფარველს. ახალგაზრდა ფრინველი მოყავისფრო-მორუსო ფერია. ზრდასრულის შეფერილობას დაახლოებით 5 წელიწადში იღებს.

ჰაერში სხეულის კონტურით ბატკანძერს წააგავს. თუმცა უფრო მოკლე კუდი და შედარებით მოკლე, ნაკლებ წვეტიანი ფრთები აქვს.

მძორით იკვებება, თუმცა მოიპოვებს რეპტილიებსაც. ბუდობს კლდოვან ნიშებსა და ადამიანის მიერ წარსულში კლდეებში გამოკვეთილ გამოქვაბულებში. ჩვენში მობუდარია.

ბრაკონიერობა და შეწუხება გამრავლების ადგილებში, მტაცებელი ძუძუმწოვრებისათვის დაგებული ხაფანგები და მოწამლული სატყუარები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ.

დღეისათვის მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს პროექტები მძორისმჭამელი ფრინველების აღსადგენად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ კრავიჭამიას აღდგენის პროექტი ალპებში, სადაც ამ ფრინველის უკანასკნელი ინდივიდი 1913 წელს მოკლეს.

0x01 graphic

ორბი. ფოტო . მაჭარაშვილისა

მის აღსადგენად მუშაობა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. ავსტრიაში ჩამოყალიბდა ამ ფრინველის გამრავლების ცენტრი და დაიწყეს მათი ალპებში რეინტროდუქცია. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს და რამდენიმე ათეული ფრინველი იქნა ამ პერიოდის განმავლობაში გაშვებული, ჯერჯერობით ბუნებაში მათი გამრავლების მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი და ადამიანის აქტიური ჩარევის გარეშე ეს პოპულაცია დამოუკიდებლად ჯერჯერობით ვერ არსებობს. კიდევ უფრო რთულად არის საქმე კალიფორნიულ კონდორთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ ფრინველად ითვლება. გასული საუკუნის 80-იანი წლების შუაში მეცნიერებმა ყველა თავისუფლად მცხოვრები კონდორი დაიჭირეს. ამ დროიდან მოყოლებული დაიწყეს მათი ტყვეობაში გამრავლება და ბუნებაში გაშვება. მიუხედავად ამისა, კალიფორნიული კონდორი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ ფრინველად რჩება.

14 მფრინავი ძუძუმწოვრები

▲ზევით დაბრუნება


აღმოსავლეთის ქვეყნებში ხელფრთიანებს ბედნიერების სიმბოლოდ თვლიან. ჩინურ ენაზე სიტყვები ,,ღამურადა ,,ბედნიერებაერთნაირად ჟღერს. სამხრეთ ამერიკაში, ინკებში ხელფრთიანებს ბეწვით მორთული ტანსაცმლის ტარების უფლება მხოლოდ სამეფო გვარის წარმომადგენლებს ჰქონდათ.

ძუძუმწოვრების კლასიდან ნამდვილი ფრენა მხოლოდ ხელფრთიანების რიგის წარმომადგენლებს შეუძლიათ. ამ რიგში დაახლოებით 1000 სახეობაა გაერთიანებული და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მღრღნელებს ჩამოუვარდება. რიგი თავის მხრივ ორ ქვერიგად იყოფა: მეგახელფრთიანები (ფრთეულები) დაახლობით 150 სახეობას მოიცავს. რომლებიც გავრცელებულნი არიან აღმოსავლეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულსა და ტროპიკულ სარტყელში და მიკროხელფრთიანები (რომლებსაც ჩვენ შემდგომ ღამურებას მოვიხსენიებთ) - 800-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულნი არიან თითქმის მთელს დედამიწაზე (ზოგიერთი კუნძულისა და მუდმივი თოვლის სარტყელის გამოკლებით).

0x01 graphic

მეგახელფრთიანები. გრეგორე ანტიპას სახელობის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი (რუმინეთი). ფოტო . ნატრაძისა

0x01 graphic

ღამურა. ფოტო . დარიაშვილისა

ხელფრთიანები ზომების ვარიაბელობითაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანნი არიან. მათ განეკუთვნება ძუძუმწოვრების ერთ-ერთი უმცირესი წარმომადენელი Craseonycteris thonglonguai, რომლის წონა 1,5 - 2 გრამია და მფრინავი მელაც, რომლის წონაც ერთ კილოგრამს აღწევს, გაშლილი ფრთების სიგრძე 1,7 მეტრამდეა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძუძუმწოვართაგან მხოლოდ ხელფრთიანებისთვის არის დამახასიათებელი ნამდვილი ფრენა. ამ ფაქტორმა მისაწვდომი გახადა მათთვის ისეთი საკვები რესურსები, რომლებიც მიუწვდომელია არამფრენი ძუძუმწოვრებისათვის. ფრენა მათ მიგრაციებისა და რთული ბარიერების გადალახვის საშუალებას აძლევს. ღამურების ფრთები მართლაც ევოლუციის შედევრია. ფრთები აერთიანებს იგივე მხრისა და მტევნის ძვლებს, რომლებიც გვხვდება ძუძუმწოვრებში, მაგრამ ამ უკანასკნელების შჶმთხვევაში სახეშეცვლილია. საფრენი აპკი, რომელიც გაჭიმულია წინა კიდურებზე, უკანა კიდურებსა და კუდზე. წარმოადგენს სხეულის დორსალური* და ვენტრალური** კანის საფარის გაერთიანებას. მჭრელი საგნებისადმი ის რეზინის ხელთათმანზე უფრო მედეგია. ღამურების საფრენ აპკს, გარდა ფრენისა, სხვა დატვირთვაც აქვს, რასაც ჩვენ ცოტა ქვემოთ განვიხილავთ.

თუ დავუკვირდებით ღამურების ფრენას, ისინი ძალიან მოხერხებულად ფრენენ ღამით, არ ერიდებიან ტოტებში ფრენას და არც ეჯახებიან მათ. როგორ ახერხებენ ისინი ამას? თავიდან ითვლებოდა, რომ მათ ძალიან კარგი მხედველობა აქვთ. ამ საკითხით 1793 წელს დაინტერესდა იტალიელი აბატი ლაცარო სპალანცანი. მან დაიჭირა რამდენიმე ღამურა, დააბრმავა ისისნი და გაუშვა. ღამურებმა ისევე ჩვეულებრივად გააგრძელეს ფრენა და როდესაც აბატმა მეორე დილით ხელმეორედ დაიჭირა ღამურები, რომელთა შორის აღმოჩნდნენ წინა დღეს მის მიერ დაბრმავებული ღამურები, ნახა, რომ ნაჭმებიც კი იყვნენ. მან შემდგომში გაიმეორა თავისი შვეიცარიელი კოლეგის შარლ ჟიურინის ექსპერიმენტი, რომელიც დაბრმავების გარდა, ყურებს უცობდა ღამურებს. ამ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ დაყრუებულ ღამურებს ორიენტაცია უკვე აღარ შეეძლოთ. XX საუკუნის შუა წლებში იტალიელი აბატის ექსპერიმენტებით მრავალი მეცნიერი დაინტერესდა, ხოლო ამერიკელმა გამომგონებელმა ჰაირემ მაკსიმმა შემოგვთავაზა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ისინი გამოსცემდნენ ბგერებს, რომლებიც ადამიანების სმენისათვის მიუწვდომელი იყო. მეცნიერებმა დონალდ გრიფინმა და რობერტ გალამბსონმა კი ღამურების ამ უცნაური თვისებების შესასწავლად სხვა მეთოდი გამოიყენეს. საბოლოოდ ულტრაბგერების დამაფიქსირებელ ხელსაწყოს საშუალებით დაადგინეს, რომ ღამურები გამოსცემდნენ ულტრაბგერებს, რომლებიც ადამიანის სმენისათვის მიუწვდომელია. სწორედ ამ ულტრაბგერების გამოშვებითა და მათი სხვადასხვა საგნებზე ანარეკლის გაგონების საშუალებით ორიენტირებენ ისინი სივრცეში. მათი სივრცეში ორიენტირება შეიძლება ევადაროთ იმ მოვლენას, როდესაც ადამიანი მთებში დაიყვირებს და შემდეგ ესმის თავისივე ექო, ოღონდ ღამურებს ეს ექო ორიენტაციასა და საკვების მოძიებაში ეხმარება. ექოლოკაციის ფენომენი მარტო ღამურებისთვის არ არის დამახასიათებელი, მას ვეშაპისნაირებიცა და ზოგიერთი ფრინველიც იყენებს. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ბრმები არიან. ა.პ. კუზიაკინის ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ როდესაც ის ლაბორატორიულ პირობებში დღის სინათლეზე უშვებდა ღამურებს, ისინი ისევე როგორც ფრინველები ეჯახებოდნენ შუშებს, ხოლო საღამოთი ელექტრონის შუქზე ეს არ ხდებოდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დღისით, როდესაც კარგად ჩანს, ღამურები ძირითადად მხედველობით სარგებლობენ.

0x01 graphic

დიდი ცხვირნალი ნაშიერთან ერთად. ფოტო . ნატრაძისა

0x01 graphic

დიდი ცხირნალის სამფეროვანი და ყურწვეტა მღამიობების გასამრავლებელი კოლონია. ფოტო. . ნატრაძისა

ძალიან საინტერესოა ეს ჯგუფი იმ თვალსაზრისითაც, თუ რაოდენ მრავალფეროვან საკვებს იყენებს ის-დაწყებული ნექტარით, მცენარეების მტვრითა თუ ხილით, დამთავრებული მწყრებით, მორიელებით, სისხლით, ბაყაყებით, ფრინველებით, თევზებით და თვით ღამურებით. სახეობები, რომლებიც იკვებებიან ღამურებით, ბაყაყებით, მღრღნელებით, თევზებით-ანუ ხორცის მჭამელი ღამურები, იჭერენ რა თავის მსხვერპლს, კბენენ მათ თავში, რათა მომენტალურად მოკლან. სისხლით მკვებავი ღამურა კბენს თავის მსხვერპლს და იკვებება სისხლით, ხოლო ფერმენტი, რომელსაც შეიცავს მისი ნერწყვი, ხელს უშლის სისხლის შედედებას. მცენარეების მტვრით, ნექტარითა და ხილით მკვებავი სახეობები მონაწილეობას იღებენ მცენარეთა დამტვერვაში და მეტად მნიშვნელოვანნი არიან მრავალი მცენარისათვის. იმ მცენარეთა გვართა რაოდენობა, რომელთაც სტუმრობენ ღამურები, დაახლოებით 130-ს აღწევს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არიან მწერებით მკვებავი სახეობებიც, რომლებიც თავიანთ მსხვერპლს ჰაერშიც იჭერენ, იღებენ ხეებიდან და მიწიდანაც. ღამურის უმეტესი სახეობების ნორმალური ცხოველქმედებისათვის ერთი ღამის განმავლობაში მათ თავიანთი წონის ნახევრის ოდენი საკვები უნდა მოიპოვონ. მაგალითად, სახეობები, რომლებიც იკვებებიან კოღოებით, ერთი საღამოს გაფრენის განმავლობაში იჭერენ დაახლოებით 500 კოღოს; ამ სახეობის 20-25 ინდივიდიანი კოლონია ზაფხულის განმავლობაში დაახლოებით მილიონნახევრამდე კოღოს ჭამს.

განსხვავებით სხვა ცხოველებისგან, რომლებიც თვითონ იშენებენ თავიანთ თავშესაფრებს, ღამურები იყენებენ მრავალფეროვან ხელოვნურსა თუ ბუნებრივ თავშესაფრებს. ეს შეიძლება იყოს ადამიანის საცხოვრებლისა თუ სხვადასხვა ნაგებობების სხვენები, ხის ფუღუროები, გამოქვაბულები, კლდის ნაპრალები, შეშის წყობები, ხის ტოტები და ა.შ. მაგალითად, ჰონდურასული თეთრი ღამურა თავს აფარებს ფოთლების ქვეშ. ეს თავშესაფარი შეიძლება სხვადასხვა მიზნით იქნას გამოყენებული: გამოსაზამთრებლად, მდედრების მიერ ნაშიერების გასაჩენად და გასაზრდელად, დღის განმავლობაში თავშესაფრად, მტაცებლისაგან თავის დასაღწევად, ღამის ნადირობის განმავლობაში უბრალოდ დასასვენებლად და საჭმლის მოსანელებლად. თავშესაფრებში მათი რაოდენობა შეიძლება ვარირებდეს რამდენიმე ერთეულიდან ისეთ დიდ ჯგუფებამდე, რომლებსაც კოლონიები ეწოდება. ასეა მაგალითად აშშ-ს სამხრეთში არსებულ ბრაკენის მღვიმეში, რომელშიც ,,აღწერილია“ 20 მილიონზე მეტი ცხოველი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცხოველები თავიანთ თავშესაფრებს ძალიან არიან მიჯაჭვულნი და წლიდან წლამდე ერთსა და იმევე პერიოდში ბრუნდებიან ერთსა და იმავე თავშესაფარში.

გამრავლების პერიოდის დადგომისას მდედრების მოსაზიდად მამრები გამოსცემენ სპეციფიურ ბგერებს. ზოგიერთი სახეობის მამრისათვის დამახასიათებელია ტერიტორიის საზღვრების დაცვისათვის ბრძოლა. ხელფრთიანებს განვითარებული აქვთ რიგი მექანიზმებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ შობადობის პროცესის დაწყებას ოპტიმალური გარემო პირობებისას. ეს თავის მხრივ, მშობლებსაც და შთამომავლებსაც აძლევს გადარჩენის უდიდეს შანსს. სპერმის გამომუშავება პიკს აღწევს გვიან ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე. მაშინ, როდესაც მდედრები ესტრუსში*** არიან. ღამურების შეჯვარება ამ პერიოდში ხდება, მაგრამ ხელფრთიანების მრავალი სახეობისათვის შეიძლება გაგრძელდეს ზამთარშიც. სპერმა ინახება საშვილოსნოს მილებში და განაყოფიერება არ ხდება. ოვულაცია**** ხდება გვიან ზამთარსა ან ადრეულ გაზაფხულზე, როდესაც მდედრი პერიოდულად გამოდის ზამთრის ძილისაგან. ეს ხელს უწყობს იმას, რომ როგორც კი დათბება, ღამურას შეუძლია გამოვიდეს ზამთრის ძილისაგან, რაც თავის მხრივ განაპირობებს ჩანასახის განვითარების დაწყებას. იმ სახეობებში, რომელთაც შეჯვარება შეუძლიათ ზამთრის განმავლობაში, როგორც წესი, სპერმის წარმოქმნა წყდება სექტემბერ-ნოემბერში და მამრებს შეუძლიათ სპერმის შენახვა ზამთრის პერიოდში. კიდევ ერთი მექანიზმის დროს განაყოფიერება უკვე შემოდგომაზე ხდება. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი განიცდის პირველ დაყოფას, შემდგომი განვითარბა კი დამოკიდებულია გეოგრაფიულ მდგომარეობასა და კლიმატზე. ტროპიკებში ეს პროცესი გრძელდება წყვეტის გარეშე, მაშინ, როდესაც ზომიერ სარტყელში ჩანასახის განვითარება წყდება ადრეულ სტადიაზე ან კიდევ მიმდინარეობს ძალიან შენელებულად ისე, რომ ჩანასახი არ არის იმპლანტირებული***** საშვილოსნოში. ჩანასახის განვითარების შეწყვეტიდან თუ შენელებიდან დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ, ზაფხულის დასაწყისში, კვლავ ხდება იმპლანტაცია საშვილოსნოში და მაკეობა გრძელდება.

ნაშიერის გაჩენისას ზოგიერთი სახეობა იცვლის მისთვის დამახასიათებელ თავით ქცევით ჩამოკიდებულ ფორმას, ეკიდებიან თავით მაღლა და მშობიარობენ, გამოწევენ რა უკანა კიდურებს შორის არსებულ აპკს, სადაც ახალდაბადებული ნაშიერი ვარდება. ნაშიერებს დაბადებიდან აქვთ დედის სხეულზე აცოცებისა და ჩაჭიდების უნარი. მშობიარობიდან პირველი დღეების განმავლობაში მდედრი თავის ნაშიერთან ერთად დაფრინავს მსხვერპლის დასაჭერად. მხოლოდ გარკვეული პერიოდის მერე მდედრი ტოვებს თავის ნაშიერებს დამოუკიდებლად თავშესაფრებში. მდედრსა და ნაშიერს შორის ამ უკანასკნელის დაბადებიდანვე ყალიბდება მჭიდრო ურთიერთობა, რაც საშუალებას აძლევს მდედრს მრავალრიცხოვანი ახალგაზრდა ღამურებიდან თავისი ნაშიერი იპოვოს. ხელფრთიანებში, შემთხვევათა 17%25-ში, როდესაც რომელიმე მშობელი უძლურია გამოკვებოს თავისი ნაშიერი, მის ნაშიერს სხვები კვებავენ. მდედრის რძეს ძალიან კარგი კვებითი მახასიათებლები აქვს, ამიტომაც ღამურების ნაშიერები 2-3 კვირის განმავლობაში აღწევენ მშობლების ჩონჩხის 90-95%25-ს ზომაში და მასის 70%25-ს. მათი ფრთებიც ზომით უახლოვდებიან ზომაში ზრდასრული ღამურებისას.

ზამთარს ღამურები ძილქუშში ატარებენ. ერთ-ერთი პირველი გამოვლინება ღამურებში ძილქუშის დაწყებისა არის კვებითი რეფლექსების დროებითი შეკავება და კვების შეწყვეტა. ამასთან მკვეთრად, წუთის განმავლობაში 5-6 ასუნთქვამდე უმცირდებათ სუნთქვის ტემპი. ჩასუნთქვებს შორის პაუზის ხანგრძლივობა არაიშვიათად 15 წუთამდე აღწევს. იკლებს აგრეთვე გულის შეკუმშვათა რიცხვი. აქტიურ მდგომარეობაში ღამურის გული წუთში დაახლოებით 420-ჯერ იკუმშება, ძილქუშის განმავლობაში კი 8,5-მდე ეცემა. ძალიან იკლებს სხეულის ტემპერატურაც, ერთ-ერთი სახეობის სხეულის ტემპერატურა აქტიურ პერიოდში 37,90C, ძილქუშის პერიოდში ეცემა 0,10C ტემპერატურამზე. თუ ძილქუშში ჩავარდნილ ღამურას გამოვიღვიძებთ მისი სხეულის ტემპერატურა იწყებს მომატებასა და გულის შეკუმშვათა რიცხვიც იმატებს. ღამურის გამოღვიძებას, როგორც პროფესორმა ა.დ. სლონიმმა შეძლო ეჩვენებინა, ცენტრალური ნერვული სისტემა აკონტროლებს. გამოღვიძებისას იხარჯება დიდი რაოდენობით ენერგია და შესაბამისად, ღამურაც იწყებს ფრენასა და საკვების მოძიებას, რათა აღიდგინოს ენერგეტიკული დანახარჯები. ამიტომაც თუ შემთხვევით ვნახავთ ღამურების მოზამთრე კოლონიას, თავი უნდა შევიკავოთ მისი ინდივიდების გამოღვიძებისაგან, რადგან ამან საკვების არ არსებობის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მათი დაღუპვა. გაუნძრეველი მდგომარეობა, თუნდაც იძულებითი, იწვევს ღამურებში ტემპერატურის თანდათანობით დაწევას. საკვების არ არსებობა გარემოს დაბალტემპერატურასთან ერთად მათთვის დამღუპველი იქნებოდა. ამიტომაც ძილქუში ღამურებში განვითარდა, როგორც ცივ განედებში არსებობის შეგუებულობა. იმის გამო, რომ ღამურებს აქვთ უნარი, შეიცვალონ სხეულის ტემპერატურა ფართო საზღვრებში მათ ჰეტეროთერმულ****** ცხოველებს ეძახიან.

ღამურები შეიძლება საიყოს სამ პირობით ჯგუფად. ესენია: მობუდარი, მომთაბარე და მიგრირებადი ღამურები. მობუდარია სახეობები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრობენ და მათთვის დამახასიათებელი არ არის რაიმე რეგულარობით გადაადგილებები. მომთაბარე ღამურებისთვის დამახასიათებელია თავიანთი ზაფხულის თავშესაფრიდან უნიშვნელო გადაადგილებები, მიგრირებადი სახეობებისთვის კი დამახასიათებელია წელიწადში ორჯერ სეზონური ხანგრძლივი გადაადგილებები, რომლებსაც როგორც წესი, ისინი ღამით ახორციელებენ, თუმცა ხელსაყრელი გარემო პირობებისას შეიძლება დღის განმავლობაშიც გადაადგილდნენ. მათთვის არც ხანგრძლივი, დაუსვენებელი ფრენაა პრობლემა, მაგალითად, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ სახეობას ზღვის გადალახვით 4000 კილომეტრიანი დისტანცია დაუფარავს.

რაც შეეხება მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას, სიკვდილიანობა მაღალია პირველ წელს და საგრძნობლად მცირდება შემდგომ წლებში. დროული დაბადება, სახცოვრებელი ადგილი კარგი მიკროკლიმატით, საკვების მოსაძიებელი ადგილის სიახლოვე - აი, ეს ფაქტორები განაპირობებენ სიცოცხლის ხანგრძლივობას. პირველ წელს გადარჩენილ ღამურებს აქვთ 40-80%25 შანსი იმისა, რომ მიაღწიონ 7-8 წლის ასაკს და არის მრავალი მაგალითი, როცა ველურ პირობებში ინდივიდები 10-30 წელს ცოცხლობდნენ.

საქართველოში სავარაუდოდ 29 სახეობა უნდა იყოს გავრცელებული. ისინი მწერებით იკვებებიან. ჩვენში გავრცელებული სახეობები გაერთიანებულია 10 გვარსა და 3 ოჯახში. საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან 7 შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, ხოლო 10-ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში.

0x01 graphic

დიდი ცხვირნალი ნაშიერთან ერთად. . ნატრაძისა

ჩვენში გავრცელებული ღამურებიდან უმცირესია ჩია ღამურა Pipistrellus pipistrellus -ი (რომლის წონაც ვარირებს 3,5-8,5 გრამამდე და ფრთაგაშლილის ზომაა 18-24 სანტიმეტრი), ხოლო უდიდესი გიგანტური მეღამურა Nyctalus lasiopterus-ი (რომლის წონაც არის 41-76 გრამი და ფრთაგაშლილის ზომა 41-46 სანტიმეტრი).

კავკასიის არიდულ და სემიარიდულ ეკოსისტემებში, ლიტერატურის მიხედვით, გავრცელებულია ჩვიდმეტი სახეობის ღამურა. ესენია: აზიური მაჩქათელა Barbastella leukomelas, ფრთაგრძელი ღამურა Miniopterus schrebersi, ყურწვეტა მღამიობი Myotis blythii. წყლის მღამიობი Myotis daubentoni, სამფეროვანი მღამიობი Myotis emarginatus, ულვაშა მღამიობი Myotis mystakinus, მცირე მეღამურა Nyctalus leisleri, ქურცი მეღამურა Nyctalus noctula, ხმელთაშუაზღვისეული ღამურა Pipistrellus kuhlii, ნათუზისეული ღამურა Pipistrellus nathusii, ჩია ღამურა Pipistrellus pipistrellus, ჯუჯა ღამურა Pipistrellus pygmaeus, ყურდიდა ღამურა Plekotus auritus, დიდი ცხვირნალა Rhinolophus ferrumequinum, მცირე ცხვირნალა Rhinolophus hipposideros, მეჰელისეული ცხვირნალა Rhinolophus mehelyi, მეგვიანე ღამურა Eptesicus serotinus. ამ სახეობებს შორის უდიდესია ქარცი მეღამურა Nyctalus noctula, რომლის წონაც ვარირებს 19-40 გრამში და ფრთაგაშლილის ზომაა 32-45 სანტიმეტრი.

ამ რეგიონში ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპედიციების შედეგად დაფიქსირებული იქნა თოთხმეტი სახეობის ღამურა. აქედან ხუთი: სამფეროვანი მღამიობის Myotis emarginatus, ყურწვეტა მღამიობის Myotis blythii, ჯუჯა ღამურას Pipistrellus pygmaeus, დიდი ცხვირნალას Rhinolophus ferrumequinum, მეგვიანე ღამურას Eptesicus serotinus სახეობისათვის ნანახი იქნა მაკეობის კოლონიები. მაკეობის კოლონიებში გაზაფხულის მეორე ნახვრიდან იკრიბებიან მაკე მდედრები, რომლებიც ერთად მშობიარობენ, ზრდიან ნაშიერებს, სანამ ისისნი დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ. დამოუკიდებელ ცხოვრებას ახალგაზრდები დაბადებიდან 3-4 კვირიდან დაწყებული 5-7 კვირამდე აღწევენ, სახეობიდან გამომდინარე, შემდეგ მათ უფროს თაობასთან ერთად ეწყებათ განგური******* ჩვენი ექსპედიციებისას ვნახეთ ასეთი ტიპის დიდი ცხვირნალას და სამფეროვანი მღამიობის 1000 ინდივიდიანი კოლონია (ამ კოლონიაში რამოდენიმე ყურწვეტა მღამიობიც იყო შერეული), რომელიც სავარაუდოდ, ერთ-ერთი უდიდესია საქართველოსთვის. ეს კოლონია ვნახეთ ამ რეგიონში უხვად არსებულ კლდეში გამოკვეთილი ისტორიული ძეგლებიდან ერთ-ერთში, კერძოდ, თეთრ სენაკებში, დიდი ცხვირნალას და სამფეროვანი მღამიობის დაახლოებით 250 ინდივიდი ასეთივე ტიპის კოლონია ნანახი იქნა აგრეთვე დავით გარეჯშიც, ნათლისმცემელში ნანახი იქნა 600-700 ინდივიდიანი ყურწვეტა მღამიობის მაკეობის კოლონია. ხოლო კიდევ ერთ კომპლექსში, სახელით ,,ბერების წყარო“ ამ უკანასკნელი სახეობის მამრების დაახლოებით 50 ინდივიდიანი კოლონია. ამ რეგიონში არსებულ მღვიმეებში ჩვენს მიერ მხოლოდ საზაფხულო კოლონიები იქნა ნანახი. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ეს მღვიმეები არის ხელოვნური. ისინი არ არიან ღრმა და მთაში ზამთრობით ტემპერატურა ძალიან ვარირებს. ზამთრის განმავლობაში ღამურების ძილქუშისათვის კი საწიროა გარკვეული პირობები. თავშესაფარში ტემპერატურა არ უნდა ეცემოდეს 0,10C-ზე დაბლა და ადიოდეს 8-120C-ზე მაღლა.

0x01 graphic

დავით გარეჯი. ფოტო . ნატრაძისა

ჩვენთან გავრცელებული ღამურები იკვებებიან მწყრებით. მაგალითად, წყლის მღამიობი Myotis daibentoni საღამოს ერთი გაფრენის განმავლობაში იჭერს დაახლოებით 500 ცალ კოღოს. შესაბამისად, ამ სახეობის 20-25 ინდივიდიანი კოლონია დაახლოებით მილიონნახევრამდე კოღოს ჭამს წლის განმავლობაში მათთვის აქტიური პერიოდისას.

მოსახლეობას მაინც უჩნდება კითხვა, თუ რა საჭიროა ღამურების დაცვა. ამაზე პასუხი ძალიან მარტივია: რადგან ბუნებამ შექმნა ისინი, მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ თავისი ადგილი ამ პლანეტაზე. ამის გარდა, ფაქტმა, რომ ღამურებს ნორმალური ცხოველქმედებისათვის ეასაჭიროებათ მსხვერპლი სახეობების მრავალფეროვნების დიდი სპექტრი, ამ უკანასკნელთა მრავალფეროვნება კი გარემოს მცირეოდენი ცვლილებისას მცირდება, განაპირობა შემდეგი ვითარება: მონაცემები ღამურების სახეობების მდგომარეობაზე ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ვიქონიოთ ნათელი წარმოდგენა გარკვეული რეგიონის ეკოლოგიურ ვითარებასა და ბიომრავალფეროვნების მდგომარეობაზე. ამიტომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანნი არიან, როგორც ინდიკატორი ჯგუფი. დიდია მათი მნიშვნელობა მედიცინისათვის. მექსიკიდან სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთ წერტილამდე გავრცელებულია ღამურის სამი სახეობა, რომელიც სისხლით იკვებება. მათი ნერწყვი შეიცავს ფერმენტს, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას. ეს ფერმენტი ძალიან მნიშვნელოვანია მედიცინისათვის, რადგან ის ორჯერ უფრო სწრაფად შლის პოტენციურად საშიშ სისხლის თრომბებს, ვიდრე ნებისმიერი ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში გამოიყენებენ. თუმცა მიუხედავად ყველაფერი ამისა, ვამპირი ღამურები მაინც რჩებიან ცოფის გადამტანად. მცენარეების მტვრით, ნექტრითა და ხილით მკვებავი სახეობები მონაწილეობას იღებენ მცენარეთა დამტვერვაში და მეტად მნიშვნელოვანნი არიან მცენარეთა მრავალი სახეობის გამრავლებისთვის. მცენარეთა გვართა რაოდენობა, რომელთაც სტუმრობენ ღამურები, დაახლოებით 130-ე აღწევს. ასეთი ტიპის მცენარეებისთვის საერთოსახელიც არსებობს-ხიროპტეროფილები, რაც ნიშნავს ,,ხელფრთიანთა მოყვარულნი“. ეს დასახელება მცენარეებმა მიიღეს მათ მიმართ ხელფრთიანების განსაკუთრებული ,,ერთგულების“ გამო. ამ უკანასკნელთა წყალობითაა, რომ ხიროპტეროფილები დღესაც არსებობენ დედამიწაზე. ერთ-ერთი ხილის მცენარეს, რომელიც ღამურის საშუალებით იმტვერება, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკაში დამატებით შეაქვს 120 მილიონი დოლარი. ეს ფაქტები მგონი საკმარისად გამოხატავს მათ მნიშვნელობას დედამიწისთვის.

________________

* დორსალური - ზურგის, მიმართული ზურგისაკენ, ზურგზე განლაგებული.

** ვენტრალური - მუცლის, მუცლის ზედაპირზე განლაგებული.

*** ესტრუსი - პერიოდულად განმეორებადი ცვალებადობა სქესმწიფე მდედრების საშოში, რომელიც შეესაბამება შესაბალის ციკლურ პროცესებსსაკვერცხეში, საკვერცხის სადინარებსა და საშვილოსნოში.

**** ოვულაცია - მომწიფებული კვერცხუჯრედების საკვერცხეებიდან გამოსვლა.

***** იმპლანტაცია - ჩანასახის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრება.

****** ჰეტეროთერმული ცხოველები - ჰომოითერმული ცხოველების ჯგუფი, რომელთაც სხეულის მუდმივად მაღალი ტემპერატურის შენარჩუნების პერიოდები ეცვლებათ ტემპერატურის დაცემის პერიოდებით ძილქუშში ჩავარდნისას.

******* განგური - სხეულის კანის სხვადასხვა ტიპის (ქერცლი, ბეწვი, ბუმბული) საფარველის პერიოდული ცვლა ცხოველებში.

15 წვრილი ძუძუმწოვრები-ეკოსისტემის მდგომარეობის ინდიკატორები

▲ზევით დაბრუნება


ალექსანდრე ბუხნიკაშვილი

არაა ისეთი კუთხე-კუნჭული მსოფლიოში, სადაც წვრილი ძუძუმწოვრები არ გვხვდებიან. ისინი ძირითადად 6 რიგშია გაერთიანებული: ჩანთოსნებში, არასრულკბილიანებში, მწერიჭამიებში, ხელფრანებში, კურდღლისებრნში და მღრღნელებში. საერთოდ ტერმინი „წვრილი ძუძუმწოვრები“ პირობითია და ზუსტად არ ასახავს სინამდვილეს: ჯერ ერთი, მომცრო ზომის ცხოველები ძუძუმწოვართა სხვა რიგებშიც გვხვდებიან (მტაცებლებში - დედოფალა, ყარყუმი, ჯუჯა მანგუსტები; ჩლიქოსნებში - ჯუჯა კანჩილი; მეორეც, ზემოთ ჩამოთვლილ 6 რიგშიც არის დიდი ცხოველები, რომლებიც პატარა ზომისა ნამდვილად არ არიან, მაგალითად: იხვნისკარტა, კენგურუები უმეტესობა, კოალა, ვომბატი, კინკაჟუები, ჭიანჭველაჭამიები, ხილიჭამია ღამურები, მფრინავი მელები, კურდღები, ბოცვერები, კაპიბარა, მარა, ვისკაშა, მწერიჭამიებშიც კი არსებობენ დიდი სახეობები: ზღარბი, ჩვეულებრივი გიმნურა, წავისებრი ბიგა და სხვა. მაგრამ რადგან ამ რიგების წარმომადგენელთა ძირითადი ნაწილი მცირე ზომა-წონისაა, ისინი გაერთიანებულნი არიან ამ პირობით ჯგუფში. წვრილ ძუძუმწოვრებს ძირითადად 200 გრამზე პატარა და 30 სანტიმეტრზე მოკლე ცხოველებს ეძახიან.

0x01 graphic

კავკასიური ციყვი. ფოტო . შავგულიძისა

მცირე ძუძუმწოვრები გარკვეულწილად ცოცხალ ინდიკატორებად შეიძლება მოგვევლინონ: მათ პოპულაციებში მიმდინარე ცვლილებები, რიცხობრიობისა და არეალის გაზრდა ან შემცირება გარკვეული კანონზომიერების მაჩვენებელია.

მიწის კურდღლები საქართველოში მხოლოდ ივრის ზეგანზე, ნახევრადუდაბნოებში ბინადრობენ. ჩვენში ორი სახეობის მიწის კურდღელია გავრცელებული, ესენია: მცირე მიწის კურდღელი და მცირეაზიური მთიანეთის მიწის კურდღელი. საქართველოში ისინი ძალიან მცირერიცხოვანნი არიან და ამიტომ მეცნიერებს შორის მუდმივი უთანხმოებაა. ზოგნი წერენ, რომ ისინი არსებობენ ჩვენში, ზოგნი კი ამას უარყოფენ. მიწის კურდღლები მცირე ზომის ლამაზი მოხტუნავე ცხოველები არიან. აზიასა და აფრიკაში მაღალი რიცხოვნობით გამოირჩევიან და დიდი ზიანი მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის ჩვენში კი, სიმცირის გამო, არავითარი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვთ. მიწის კურდღელი საქართველოში გაუდაბნოების მაჩვენებელია. მისმა არეალმა და რიცხოვნობამ ჩვენში მას შემდეგ დაიწყო გაზრდა, რაც უფრო მკაფიო გახდა გაუდაბნოების ტენდენციები. თუ ადრე სადაო იყო, არის თუ არა ჩვენში მიწის კურდღელი, ახლა არც თუ იშვიათად წააწყდებით მას არიდულ და სემიარიდულ ზონაში. მაგალითად, ჭაჭუნაში, იქ, სადაც ადრე სტეპი იყო, გადაძოვებისა და სხვა ფაქტორების მოქმედებით ახლა ნახევრადუდაბნოს ვხვდებით. ამის შედეგად ფერმების სიახლოვეს შეგიძლიათ მიწის კურდღლებოს კოლონიები ნახოთ, ხოლო დასარწყულებელ ადგილებზე ტალახში ხშირია მათი წვრილი ნაკვალევი.

0x01 graphic

ჭარბი ძოვების შედეგად დაგრადირებული ბიოტოპი. ფოტო . მაჭარაშვილისა

გაუდაბნოების მაჩვენებლია აგრეთვე წითელკუდა მექვიშია, როემლიც იერით ვირთაგვას წააგავს, მაგრამ ჩალისფერია და კუდის ბოლოზე მოყავისფრო-მოწითალო ფუნჯი აქვს. თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოში ის მიწის კურდღლის წინამორბედია და ძირითადად დაზიანებულ და გადაძოვილ ველებზე ბინადრობს. ის საკმაოდ დიდი ზომის სოროებისაგან შემდგარ კოლონიებს ქმნის, რომელთა ქვეშაც დროთა განმავლობაში მიწა ქვემოთ იწევს ქარისეული ეროზიის გამო და ძლიერ ცვლის იმ ადგილების იერს. პირუტყვუს მიერ ძლიერ გადაძოვილ ადგილებში მან შეიძლება დახრამვასაც დაუდოს საფუძველი, ამიტომ ადამიანი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამას და პრაქტიკიდან ამოიღოს საძოვრები უსისტემო ექსპლუატაცია, რადგან მომავალში იქ არც საძოვარი იქნება, არც ცხვარი, არც მექვიშია, ყველაფერი დაიხრამება და გაუვარგისდება.

საქართველოში სხვა სახეობის მექვიშიაც ბინადრობს. ესაა მცირეაზიული მექვიშია, რომელიც წითელკუდა მექვიშიასგან განსხვავებით, ფრიად მცირერიცხოვანია და გადაძოვისგან ქრება. ის ისეთოვე ფერისაა, როგორისაც წითელკუდა მექვიშია, მაგრამ კუდზე ფერადი ფუნჯი არა აქვს და საერთოდ არ ქმნის კოლონიებს, განმარტოებულად ცხოვრობს, წითელკუდა მექვიშიასაგან განსხვავებით ძალიან აგრესიულია თავისი სახეობის წარმომადგენლების მიმართ.

დიდი აგრესიულობით გამოირჩევიან ჩვენში გავრცელებული ზაზუნებიც. ამის გამო მათი დასახლებანი გაფანტულია და ისინი დიდრიცხოვნობას არასდროს აღწევენ. ჩვენში სამი სახეობის ზაზუნა ბინადრობს: ამიერკავკასიური ზაზუნა, იმიერკავკასიური ზაზუნა, და ნაცრისფერი ზაზუნელა. იმიერკავკასიური ზაზუნა საქართველოში მხოლოდ პირიქითა ხევსურეთიდანაა ცნობილი და ჩვენში საერთოდ არაა შესწავლილი. ამიერკვაკასიური ზაზუნა კი გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ველებზე და მესხეთ-ჯავახეთში. იგი ჰგავს სირიულ ზაზუნას, რომელიც ხშირად სახლში ჰყავთ ხოლმე, მაგრამ ცოტათი უფრო დიდია, შეფერილობა უფრო ჭრელი აქვს და წინა ფეხებს შორის დიდი შავი ლაქა აქვს. ამიერკავკასიური ზაზუნები ყანებში არასდროს ცხოვრობენ, მხოლოდ ზაფხულში შეიძლება გაიკეთონ იქ დროებითი სალამავი. ძირითადად ისინი ყანების მიჯნებზე ბინადრობენ, რადგან ყანა ადვილად სველდება, ზაზუნებს კი სველი ნიადაგი არ უყვართ. ისინი 2 მეტრამდე სიღრმის სოროებში ცხოვრობენ, რომლებიც რთული აგებულებისაა: შიგნით არის საბუდარი კამერა, რამდენიმე საკუჭნაო და საპირფარეშო. ზაზუნები აგროვებენ საკვების დიდ მარაგს და ზოგჯერ მთელი კვირის განმავლობაში შეიძლება არ გამოვიდნენ მიწის ზედაპირზე. მათ იმდენად არ სიამოვნებთ ერთმანეთის დანახვა, რომ სოროებიდან მიწის ზედაპირზეც კი სხვადასხვა დროს ამოდიან. ძლიერი შეწუხების (მიწის გათხრის, ძლიერი გადძოვის და სხვ.) დროს ისინი ტოვებენ საცხოვრებელ ტერიტორიას და მიდიან. სხვა ადგილას გადასვლისას ისინი სხვადასხვა მტაცებლების მსხვერპლნი ხდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გულადები არიან და თავისზე გაცილებით დიდ ცხოველებსაც ებრძვიან. ამიტომაც მათი რიცხოვნობა ყველგან კლებულობს.

კიდევ უფრო იშვიათია ნაცრისფერი ზაზუნელა, რომელიც ადრე ჩვეულებრივ მაჩვენებლად ითვლებოდა. იგი ამიერკავკასიურ ზაზუნას ჰგავს, მაგრამ ნაცრისფერია და მასზე თითქმის ორჯერ პატარა. ძირითადად ქვიან ფერდობებზე ბინადრობს. მისი მთავარი მტერი საძოვრების გადაძოვაა. საერთოდ, ზაზუნები ანთროპოგენული (ადამიანისეული) ზემოქმედების კარგი მაჩვენებელია აღმოსავლეთ საქართველოში. რაც ნაკლებია ზაზუნები, მით უარეს მდგომარეობაშია ბუნება. ნაცრისფერი ზაზუნელა ველების საშუალო დონის გადაძოვასაც კი ვერ იტანს და იმ ადგილებში ქრება.

ველების გადაძოვის კიდევ უფრო მგრძნობიარე მაჩვენებელია თეთრმუცელა კბილთეთრა, რომელიც მწერიჭამიების რიგს ეკუთვნის. მწერიჭამიები ძირითადად ძალიან მცირე ზომის ძუძუმწოვრები არიან და ამიტომ მათ სხეულის სითბოს შესანარჩუნებლად ბევრი საკვები სჭირდებათ. რაც უფრო პატარაა თბილსისხლიანი ცხოველი (ძუძუმწოვრები და ფრინველები) მით უფრო მეტს ჭამს იგი (რა თქმა უნდა, თავის წონასთან შეფარდებით). თეთრმუცელა კბილთეთრა 6-11 გრამს იწონის და ამდენივე წონის საკვებს ჭამს დღეში. იგი ბიგისებრთა ოჯახში შედის, და, როგორც ყველა ბიგისებრი, მაღალი ბალახით დაფარულ მინდორ-ველებზე ბინადრობს. თუ მინდორი ძლიერ გადაიძოვა ან გაითიბა, იქიდან მიდის, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, საცხოვრებელი ადგილის განადგურების გამო უსახლკაროდ დარჩენილი, შიმშილით კვდება ან მტაცებელთა მსხვერპლი ხდება. ასევე იქცევიან კავკასიური და ვოლნუხინისეული ბიგები, კავკასიური წყლის ბიგა (ყველა კავკასიის ენდემია) და პაწია კბილთეთრა (რომელიც მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის ძუძუმწოვარია, იწონის 1,5- 3 გრამს და დღეში თავის თავზე ორჯერ მეტ საკვებს ჭამს). იგი ადრე თბილისშიც კი ბინადრობდა, მაგრამ ამჟამად ბუნებაზე ადამიანის უარყოფითი გავლენის გამო, მხოლო ივრის ზეგანზეღა შემორჩა. მწერიჭამიებს შორისაც არსებობენ ცხოველები, რომლებიც კარგად გრძნობენ თავს ადამიანის უარყოფითი ზემოქმედების დროს. ასეთ გამონაკლისს წარმოადგენენ გრძელკუდა კბილთეთრა და ზღარბი. ისინი ბუჩქნარში ბინადრობენ, რომელიც ძირითადად განაჩეხებზე ჩნდება, ე.ი. რაც უფრო მეტია ზღარბი და გრძელკუდა კბილთეთრა, მით უფრო მეტად არის გაჩეხილი ტყეც.

0x01 graphic

ძილგუდა. ფოტო .მაჭარაშვილისა

16 ტურა

▲ზევით დაბრუნება


იამზე ხუციშვილი

სახელწოდებები: Golden ან Asiatic jackal (ინგლისურად); Le Chacal commun (ფრანგულად); Goldschakal (გერმანულად); Bweha wa mbuga, Bweha Dhahabu (სუაჰილზე, აფრიკა).

ოჯახი: Canidae (Gray, 1821)

გვარი: Canis (Linnaeus, 1758)

სახეობა: Canis aureus (Linnaeus, 1758)

ქვესახეობა: Canis aureus moreoticus (Geoffroy, 1835)

საქათველოში გავრცელებულია ქვესახეობა Canis aureus moreoticus Geoffroy, 1835. სახეობა აღწერილია ლარისტანიდან - სამხრეთ ირანი.

სხეულის სხვადასხვა ნაწილების სიდიდითა და ფორმით ტურას მგელსა და მელას შორის შუალედური პოზიცია უჭირავს. სხეულის სიგრძე საშუალოდ 71-82 სმ-ია. წონა მერყეობს 7-15 კგ-მდე. სქესობრივი დიმორფიზმის მიხედვით სხეულის წონა განსხვავდება - მამრები დაახლოებით 15%25-ით უფრო მძიმენი არიან მდედრებზე.

შეფერილობა ცვალებადობს არა მარტო გეოგრაფიული გავრცელებისა და ბიოტოპების (შედარებით ღია ფერისაა ქვიშიან ნახევრადუდაბნოებში, უფრო მუქია არეალი დანარჩენ ნაწილებში), არამედ სეზონების მიხედვითაც. ზაფხულში წითური ელფერი უფრო მკვეთრადაა გამოხატული, მოშავო კი გაცილებით შესუსტებულია.

ტურის ქრომოსომების დიპლოიდური რიცხვი სხვა ძაღლისნაირების მსგავსად 78-ს შეადგენს. არის მონაცემები, რომ ძაღლი ეჯვარება ტურას და იძლევა ნაყოფიერ შთამომავლობას. ტყვეობის პირობებში ტურა შეჯვარეულ იქნა კოიოტთანაც.

ტურა ბუნებაში ცოცხლობს საშუალოდ 8-9, ტყვეობაში - მაქსიმუმ 16 წელს. მისი საარსებო გარემო ძლიერ განსხვავდება ქვეყნებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით. უპირატესად ბინადრობს ველებზე, დაბლობებზე, ჭაობიან ადგილებში, ბუჩქნარებში. ევრაზიაში გაურბის ღია სტეპურ, უდაბნოსებრ სივრცეებს. აფრიკაში ტურა ბინადრობს მშრალ ნახევრად-არიდულ ადგილებში სტეპებით, ლელიანით, ბუჩქნარით. ისრაელში ბინადრობს უდაბნოშიც, ნანახია აგრეთვე ოაზისებში და ადამიანთა სამოსახლოებთან. კავკასიაში თავს არიდებს მაღალ მთებს, უპირატესად ბინადრობს თბილ დაბლობებსა და მდინარის ხეობებში. ვერტიკალურად ვრცელდება 1000 მ-მდე.

0x01 graphic

ჩვეულებრივი ტურის გავრცელება მსოფლიოში

0x01 graphic

ჩვეულებრივი ტურა შირვანის ნაკრძალი, აზერბაიჯანი. ფოტო . გორგაძისა

ჩვეულებრივი ტურა გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, წინა, შუა და სამხრეთ აზიაში (ბირმამდე და ტაილანდამდე, გარდა ჩრდილოეთ ნაწილისა), კუნძულ შრილანკაზე. ჩვეულებრივი ტურის (Canis aureus) არეალი სხვა სახეობის ტურების (Canis mesomelas, Canis adustus) არეალთან შედარებით ჩრდილოეთით მდებარეობს და მათ შორის ყველაზე ვრცელია. მისი არეალი გადაიფარება მხოლოდ შავფერდა ტურის (Canis mesomelas) არეალით აღმოსავლეთ აფრიკის სავანებში. ტურა საქართველოს უმეტეს ნაწილშია გავრცელებული, მაგრამ მისი არეალი არ წარმოადგენს მთლიანს. იგი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც დასავლეთი და აღმოსავლეთი პოპულაციები.

მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას (აფრიკა, ევროპაში) შეიმჩნევა ტურის არეალის გაფართოება. მაგალითად, ეთიოპიის Bale Mountains-ის ეროვნულ პარკში ტურა ნანახი იქნა 3800მ-ის სიმაღლეზე. ტურის არეალის გაფართოებას და მისი რიცხოვნობის ზრდას სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან: ა) ბულგარეთში გაიზარდა ტურის საკვები ბაზა, რაც გამოწვეულია სამონადირეო მეურნეობის მოქმედების ინტენსიფიცირებითა და სანადირო ფრინველის ხელოვნური გამრავლება-განახლებით; ბ) ქიმიზაციის და მექანიზაციის შედაგად მრავალი გარეული ცხოველი იღუპება და ტურის საკვები ხდება; გ) მეცხვარეებმა შეამცირეს ძაღლების რიცხვი; დ) ყაზახეთსა და თურქმენეთში უკავშირებენ არხების გაყვანას; ე) ევროპაში მგლის რიცხოვნობის დაცემას.

ტურა აქტიურია ღამითაც და დღისითაც, მაგრამ ღამის ცხოველია ადამიანების სამოსახლოებთან ახლოს. საქართველოში უპიტარესად ღამეა აქტიური. დღე კი ბუნაგში ატარებს.

ტურა ეკუთვნის ომნივორთა რიცხვს. წლის სეზონებისა და საბინადრო გარემოს ტიპის მიხედვით საკვების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა იმდენად იცვლება, რომ შეიძლება მთლიანად ერთი ან ორი შემდეგი კომპონენტისაგანაც კი შედგებოდეს: მცენარეები, უხერხემლოები, რეპტილიები, ამფიბიები, ფრინველები, მცირე ძუძუმწოვრები და ლეში. აფრიკაში ჭამენ ანტილოპა გნუს პლაცენტასაც. საერთო ჯამში, ტურა იკვებება იმ საკვებით, რომლის მოპოვებაც შედარებით ადვილია, რაც მეტ შემთხვევაში წარმოადგენს მღრღნელებს, მცენარეთა მწიფე ნაყოფს და მწერებს. სანადიროდ გამოდის ღამით. საკვების ძიების დროს ღამის განმავლობაში შეიძლება რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე გადაადგილდეს. წარმოადგენს მაღალორგანიზებულ მტაცებელის ტიპს, სწრაფად დარბის, საოცარი მოხერხებულობით გადაადგილდება ბარდნარებში, საჭიროებისას შეუძლია ცურვა. ყნოსვა, სმენა, მხედველობა და გონივრული შესაძლებლობები კარგად აქვს განვითარებული. წლის უმეტეს დროს მეტწილად მარტო ნადირობს. ყველაზე მსხვილი მსხვეროლი, რომელსაც ტურა მოიპოვებს აფრიკაში, არის ტომპსონისა და გრანტის ქურციკი, უფრო მეტად კი მისი ნაშიერები. განსაკუთრებულ წარმატებას აღწევენ, თუ ტურის წყვილი აერთიანებს თავის ძალებს. ეს ლეკვების გამოზრდის პერიოდში ხედება. მარტო ერთ ტურას მდედრი ქურციკი, როგორც წესი უკუაგდებს. წყვილის ნადირობის შემთხვევაში კი ტურები ექვსი მცდელობიდან ოთხჯერ სასურველ შედაგს აღწევენ. ნანადირევიდან დარჩენილი ზედმეტი საკვები ტურას მიაქვს და ფლავს მცირე ნაჭრებად. ეს სამალავები დიდ ტერიტორიაზეა მოთავსებული, რაც ამცირებს სხვა მტაცებლის მიერ ყველა ნაჭრის პოვნის ალბათობას. ტურის წყვილი სარგებლობს სხვისი ნანადირევით, თუ მსხვერპლი მის ტერიტორიაზეა მოკლული.

ტურა სოციალური ცხოველია. ძირითად სოციალურ ერთეულს ქმნის წყვილი, რომელიც მრავლდება. ცხოვრობენ ოჯახებად. ზოგჯერ ერთიანდებიან დიდ ხროვად. უფრო ხშირია ხუთი წევრისგან შემდგარი ოჯახები. ერთი ტურის ტერიტორიის ფართობი მერყეობს 0,5-დან 2,5კმ2-მდე, წყვილისა კი 2,5კმ2-დან 20კმ2-მდე. ტერიტორიის საზღვრებს ნიშნავს მდედრიც და მამრიც. ტურა მონოგამია, წყვილს ქმნის მთელი ცხოვრების განმავლობაში.

0x01 graphic

შავფერდა ტურა. მასაი მარას ნაციონალური პარკი, კენია, აფრიკა. ფოტო . ბუთხუზისა

საქართველოში ტურების მძუნაობის პეიოდი თებერვლის პირველი ნახევრიდან მარტის დასაწყისამდე, თბილი ზამთრის შემთხვევაში - იანვრის დამლევიდან აქვთ. მძუნაობა გრძელდება დაახლოებით 26-28 დღე, მაკეობა კი 63 დღე. სოროს თვითონ თხრის ან ცხოველის (უმეტესად მაჩვის, მელიისა და მაჩვზღარბების) სოროს იკავებს. სოროს 2-3 ამოსასვლელი აქვს, რომლებიც ორი მეტრითაა დაშორებული ერთმანეთისგან, ნაყარში, როგორც წესი, 4-6 ლეკვია. ნაშიერები თვალს ახელენ 9-10 დღის ასაკში. ლაქტაცია კავკასიაში გძელდება 50-70 დღე, 2-3 კვირის ასაკიდან მშობლები იწყებენ ლეკვების გამოკვებას კუჭიდან ამონთხეული ნახევრადგადამუშავევული ხორცით. საკვების სიუხვისას ლეკვები სწრაფად იზრდებიან და შეუძლიათ სანადიროდ გაჰყვნენ მშობლებს სამი თვის ასაკში. მშობლების წვლილი შთამომავლობის გაზრდაში შედარებით ერთნაირია. ორივე მშობელი კვებავს და იცავს ლეკვებს. ნაშიერები მდედრთან რჩებიან შემოდგომამდე, ან შემდეგ წლამდე. სქესმწიფობას მდედრები აღწევენ მე-11 თვეს, მამრები კი - 2 წლისათვის.

უაღრესად საინტერესოა ე.წ. „ძიძების“ არსებობის წესი: ხშირად ერთი წლის ასაკის ორივე სქესის ინდივიდები რჩებიან მშობლიურ ტერიტორიაზე და მშობლებს მომავალი თაობის აღზრდაში ეხმარებიან. რჩებიან რა ოჯახის ფარგლებში, ისინი იცავენ სუბორდინაციას მშობლების მიმართ. დამხმარეებს შეუძლიათ სხვადასხვა სახის სამსახური გაუწიონ მშობლებს: 1. მათ მიაქვთ საკვები მდედრთან, რომელიც რძეს აწოვებს ნაშიერებს; 2. სოროსთან დარჩენილი „ძიძა“ ნაშიერებს იცავს თავდასხმისაგან; 3. ლეკვებს კვებავენ ამონთხეუილი საკვებით; 4. რჩებიან ლეკვებთან, როდესაც მშობლები სანადიროდ მიდიან; 5. „ძიძები“ ეთამაშებიან, ასუფთავებენ და ეხმარებიან ლეკვებს ნადირობის ილეთების შესწავლაში.

მშობლები, დახმარების გარეშე, როგორც ჩანს, წარმატებით ზრდიან მხოლოდ ერთ ნაშიერს. მაგრამ ეს ციფრი თითქმის ორჯერ იზრდება თითოეულ „ძიძაზე“. მშობლები სამ „ძიძასთან“ ერთად წარმატებით ზრდიან ექვს ნაშიერს. დამხმარეების გაერთიანება უპირატესობას იძლევა ნადირობის დროსაც: რამდენიმე ტურა ნადავლს უტრიალებს იმ დროს, როდესაც სხვები განდევნიან მტაცებელ ფრინველებს.

ძალიან საინტერესოა ტურის ურთიერთობა მის უახლოეს ნათესავთან - მგელთან. სხვადასხვა მონაცემებით, ურთიერთობა აღნიშნულ ორ სახეობას შორის ურთიერთსაპირისპირო ხასიათს ატარებს. როგორც ჩანს, ბოლომდე არ არის დადგენილი, როგორი კორელაციაა ტერიტორიალური და არატერიტორიალური მგლებისა და ტურების რიცხოვნობასა და ტერიტორიულ გადანაწილებას შორის. ინდოეთში, მაგალითად, მგლები პერიოდულად კლავენ ტურებს საკვების და ტერიტორიების გამო კონკურენციის შესამცირებლად.

მსოფლიოში ტურის აბსოლუტური რიცხოვნობის შესახებ ცნობები არ არსებობს. რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, რადგან ტურა ფართოდ არის გავრცელებული და შეუძლია ადამიანებთან თანაარსებობა, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) კატეგორიების მიხედვით, იგი მიჩნეულია სახეობად, რომელიც არ დგას გადაშენების საფრთხის წინაშე, ხელსაყრელ პირობებში ტურას გააჩნია რიცხოვნობის სწრაფი აღდგენის უნარი.

საქართველოს ბიომრავალფეროვნების პროგრამის მასალების მიხედვით (1997), საქართველოში ბინადრობს დაახლოებით 2000 ინდივიდი.

* * *

ტურა უხსოვარი დროიდან არის დაკავშირებული ადამიანის ყოფასთან. ძველ ეგვიპტეში მას დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ და სიკვდილის შემდეგ მის მუმიფიცირებას ახდენენ. იგი ასოცირებული იყო მიწისქვეშეთის, ანუ სიკვდილის ღმერთის ანუბისის კულტთან. ზოგიერთი ანუბისს გამოსახავდა ტურად, ზოგ ნახატზე კი ტურის თავი კომბინირებულია ადამიანის ტანთან. ტუტანჰამონის სარკოფაგში ძვირფასეულობებს შორის ნანახი იქნა ანუბისის სკულპტურა. მითების თანახმად, ანუბისი ხელმძღვანელობდა ბალზამირების ცერემონიასა და გადრაცვლილების სულებს აცილებდა საიქიოში. უფრო გვიან მითებში ანუბისი ჩნდება, როგორც ჯოჯოხეთის მოსამართლე. იგი ითვლება საფლავების დარაჯად, რაც საკმაოდ განსაცვიფრებელია, რადგან ჯერ ძველი ეგვიპტელები ადანაშაულებდნენ ტურას საფლავებიდან ადამიანის ძვლების მოტაცებაში. ამის გამო საფლავებზე ქვებს ალაგებდნენ.

0x01 graphic

ანუბისი (XERMAНИ) (1997)

0x01 graphic

ანუბისი. ასმოლინის მუზეუმი, ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი. ფოტო . ხუციშვილისა.

ძველ ლიერატურაში კიდევ ბევრგან მოიხსენიებენ ტურას, როგორც ღამის ქმნილებას, რომელიც უფრო ხშირად სიკვდილთან არის დაკავშირებული. ტურა გამუდმებით გვხვდება ხალხურ ზღაპრებსა და ლეგენდებში, სადაც, როგორც წესი, მოსამართლის როლში გამოდის. აფრიკაში დღესაც კი თვლიან, რომ მისი ხმის გაგონება აუცილებლად ვინმეს გარდაცვალებას მოასწავებს. ამავდროულად ჰგონიათ, რომ ტურას შეუძლია ბედნიერების მოტანა - მის ტყავს და ბრჭყალებს ყიდიან კამპალას (უგანდის დედაქალაქი) ბაზარზე ავი სულების განმდეველი ამულეტების სახით. აქ მიიჩნევენ, რომ ტურის მოხარშული გული ეპილეფსიას კურნავს. ტურა აგრეთვე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ხალხზე შუა მდინარეთში (ისტორიულ ქვეყნებში მდინარეების - ტიგროსსა და ევფრატს შორის; დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე), რაც აისახა მრავალ იგავ-არაკში. აქ ტურას, ეშმაკობის მხრივ, ისეთივე რეპუტაცია ჰქონდა, როგორც მელას ევროპულ ფოლკლორში. ინდოეთში გავრცელებულ ტურას კეფაზე ძვლოვანი კორძები აქვს, რომლებიც დაფარულია გრძელი ბალნის კონით. ინდოელები ასეთ კორძებს ტურის რქებს უწოდებენ და ბალნის კონასთან ერთად თილისმად იყენებენ. ძველ რომში ტურებს უწოდებენ ოქროს მგლებს, რადგან ადვილად აშინაურებდნენ და ერთგულად იმსახურებდნენ.

საქართველოს მოსახლეობაში ამ სახეობისადმი ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი უარყოფითი დამოკიდებულება იყო, რაც ახლაც გრძელდება; თუმცა ძალიან მცირე რამ იციან მის შესახებ, ისევე როგორც ცხოველების უმეტესობაზე. მსოფლიო არეალის მასშტაბით ტურა ბევრგან განიცდის შევიწროებას ადამიანების მხრიდა, თუმცა მისი არსებობის „სარგებლიანობაში“ ხალხი დარწმუნდა ისრაერლის მაგალითზე: აქ ტურის რიცხოვნობა ძლიერ შემცირდა, რადგან წარმოებდა მისი მასობრივი მოწამვლა. ამის შემდეგ გველების კბენისაგან დაღუპული ადამიანების რაოდენობა ორ წელიწადში 229-დან 435-მდე გაიზარდა. როდესაც ტურის მასობრივი მოწამვლის აქცია შეწყდა, გაიზარდა მისი რიცხოვნობა და შესაბამისად - შემცირდა გველების მიერ ადამიანთა დაკბენის შემთხვევები. ტურა ასევე ალიმიტირებს მღრღნელების რიცხოვნობას, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისათვის. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, ნიგერიაში, ბენგალიაში და ინდოეთში) ფერმერებს მიაჩნიათ, რომ ტურა მნიშვნელოვან ზარალს აყენებს შინაურ საქონელსა და მოსავალის (მაგალითად, შაქრის ლერწმის, ნესვის, საზამთროს, ანანასის, სიმინდის) განადგურებით. ამის გამო, აუცილებელი ხდება სოფლის მოსახლეობის ეკოგანათლების დონის ამაღლება მათ დასარწმუნებლად, რომ ტურა სოფლის მეურნეობის მავნებლებითა (მღრღნელებით, მწერებით) და ნაგავსაყრელზე კვებით მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ადამიან სანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით; ლეშის მოხმარებითა და ავადმყოფი ცხოველების მოკვლით ტურა ხელს უშლის მრავალი დაავადების გავრცელებას. ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს იმის მოტივაცია, რომ სოფლიოს მოსახლეობამ ეს სახეობა მონადირეებისგან დაიცვას. საკუთარი მოსავლის ტურის შემოსევისაგან გადასარჩენად საჭიროა ბაღჩებისა და პლანტაციების დაცვის გაძლიერება.

0x01 graphic

შავფერდა ტურა. მასია მარას ნაციონალური პარკი, კენია, აფრიკა, ფოტო . ბუთხუზისა

17 ღამის დიდი ფარშევანგთვალა (SATUENIA PYRI)

▲ზევით დაბრუნება


ირაკლი მაჭარაშვილი

ამ პეპელას ჩვენში ხალხი ღამურას ეძახის. ძალიან ბევრი შიშითად და ზიზღით უყურებან ხოლმე და ამის გამო ხოცავენ კიდევაც (ისევე, როგორც ნამდვილ ღამურას). სინამდვილეში კი, ღამურასთან საერთო მხოლოდ ისა აქვს, რომ ღამეული ცხოველების ნირი ახასიათებს, ანუ მზის ჩასვლის შემდეგ აქტიურია.

ღამის დიდი ფარშევანგთვალა გავრცელებულია მცირე აზიაში, ევროპაში, ჩრდილო აფრიკაში, კავკასიაში, უკრაინასა და რუსეთშის ევროპული ნაწილის სამხრეთში. ეს ევროპაში ყველაზე დიდი ზომის პეპელაა, გაშლილი ფრთების სიგრძე აღწევს 160მმ. მურა-მოყავისფრო ფერის ფრთებს თეთრი არშია გასდევს, წინა ფრთებს მონაცრისფრო ნაფიფქები აქვს. თითოეული ფრთის შუაში არის მრგვალი ლაქა, რომელიც თვალს მოგვაგონებს. ეს პეპელა ტიპიური დამცავი შეფერილობის ნიმუშია, ერთდროულად გარემოსთანაც არის შეხამებული და თანაც ფრთებზე დახატული „თვალებით“ კი მომხვდურ ფრინველებს აფრთხობს.

ბინადრობს მეჩხერი ხემცენარეებითა და ბუჩქნარით დაფარულ ღია ლანდშაფტებში ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე სიმარლეზე. მარტიდან ივნისის დასაწყისამდე (ეს დამოკიდებულია სიმაღლეზე ზღვის დონიდან) იძლევა ერთ თაობას. ზოგჯერ ცალკეული ინდივიდების ნახვა შესაძლებელია შემოდგომაზეც.

მუხლუხო იკვებება მრავალ მცენარეზე, მაგრამ უპირატესობას ანიჭებს Rosaceae, Ericaceae და Oleaceae წარმომადგენლებს. იზამთრებს ჭუპრში.

0x01 graphic

ღამის დიდი ფარშევანგთვალა. ფოტო . მაჭარაშვილისა.

ღამის ფარშევანგთვალების შეწყვილება იწყება შუაღამის შემდეგ და გრძელდება 22 საათის განმავლობაში. განცალკევების შემდეგ მამრი პეპელა მიფრინავს სხვა მდედრის საძებნელად.

მდედრმა კვერცხები ჩრდილში უნდა დადოს. არადა კვერცხების სიჭარბის გამო მისი სხეული საკმაოდ მძიმდება და ფრენა უჭირს. ამიტომ მდედრი ცდილობს რაც შეიძლება მაღლა აცოცდეს და იქედან გადმოფრინდეს, რომ რაც შეიძლება შორ მანძილზე მოახერხოს წასვლა. ეს თავის მხრივ განსახლებას უწყობს ხელს და შთამომავლობის გარადჩენის შანსს ზრდის.

მდედრი კვერცხებს მცენარეებზე ანაწილებს. როგორც უმეტესობა თანამოძმეებს, ხუთი ასაკის ლარვა, ანუ მუხლუხო ახასიათებს. მუხლუხოები ასაკის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ზომითა და შეფერილობით. ახალგამოჩეკილები მუქი ყავისფერები არიან, ხოლო დიდები კი ღია მწვანე. ჭუპრი მოშავო-ყავისფერია. თუ ცივი ზაფხული დადგა, ჭუპრის სტადიაში შეიძლება ორი ან მეტი ზამთარი გაატაროს.

ამდენად ეს არსება ღამურებისგან უფრო შორს დგას, ვიდრე, მაგალითად ვეშაპი და ადამიანი, ან თუნდაც სპილო და ორაგული ერთმანეთისგან. შეიძლება შიშს (უცოდინრობისგან გამოწვეულს) აქვს დიდი თვალები, შეიძლება ცრურწმენების ბრალია (რასაც ისევ უცოდინარობა უდევს საფუძვლად), რომ ფარშევანგთვალას უფრთხიან. ხეხილისათვის მის მიერ მიყენებული ზარალი არ არის მნიშვნელოვანი, ხოლო ის ესთეტიკური სიამოვნება, რასაც მნახველს ანიჭებს, მართლაც განუმეორებელია. მაგრამ კაი მთქმელისა და გამგონისა არ იყოს, ამასაც კაი დამნახავი უნდა...

18 მაქაონი (PAPILIO MACHAON)

▲ზევით დაბრუნება


ირაკლი მაჭარაშვილი

მაქაონი ოჯახ აფროსნების წარმომადგენელია. ასეთი სახელი ოჯახს იმის გამო ეწოდა, რომ ზოგიერთი სახეობის ქვედა ფრთები მოგრძო გამონაზრდებით ბოლოვდება. აფროსნები, ანუ პაპილიონიდები (მათ მერცხალკუდა პეპლებსაც უწოდებენ) მიჩნეულია ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ ინდიკატორად. საქართველოში მისი 8 წარმომადგენელი გვხვდება, მათ შორის 2 ენდემურია. არიდულ და სემიარიდულ ტერიტორიაზე მაქაონის გარდა შეიძლება ვნახოთ ალექსანორი და პოდალირიუსი.

მაქაონი გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილო აფრიკაში, აზიის ზომიერსა და სუბტროპიკულ ზონაში, ჩრდილო ამერიკაში. კავკასიაში სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტში შეიძლება შეგვხვდეს, გავრცელების ზედა ზღვარი 2500-3000 მეტრია ზღვის დონიდა.

მაქაონი საკმაოდ დიდი ზომის დღის პეპელაა - გაშლილი ფრთების სიგრძე 56-85 მილიმეტრია. ყვითელ ფრთებზე შავი ფერის ნახატი აქვს. ფრთების ბოლოში წითელი ფერის „თვალები“ ემჩნევა, რაც ასევე გამაფრთხილებელი შეფერილობის მაგალითია. მომხდურის დაშინება მაქაონის მუხლუხსაც შეუძლია. იგი საკმაოდ მოზრდილი ზომისაა, მწვენე სხეულზე ემჩნევა შავი ზოლები და წითელი წერტილები. თავზე აქვს ორად დატოტვილი წითელი ფერის ჯირკვალი, რომელიც რქებს მოგვაგონებს. სიმშვიდის დროს ეს რქები არ ჩანს, მაგრამ გაღიზიანების დროს მუხლუხო მათ ზემოთ აღმართავს ხოლმე, თანაც მძაფრი სუნის სითხეს გამოყოფს. წელიწადში ვითარდება მაქაონის 1-4 თაობა - ეს დამოკიდებულია გარემო პირობებზე. მკვებავი მცენარეები ქოლგოსანთა და თუთისებრთა წარმომადგენლებია.

0x01 graphic

მაქაონი. ფოტო . მაჭარაშვილისა.

მაქაონი ჩვენთან საკმაოდ მრავალრიცხოვანი სახეობაა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში საგანგებოდ იცავენ. შესულია საბჭოთა კავშირის წითელ წიგნში.

19 დაცული ტერიტორიები

▲ზევით დაბრუნება


ზურაბ გურიელიძე

დაცული ტერიტორიები წარმოადგენს გეოგრაფიულად განსაზღვრულ ტერიტორიას, რომელიც იმართება სამართლებრივი ან სხვა ეფექტური მექანიზმებით, რაც უზრუნველყოფს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და დაცვას.

1996 წლამდე საქართველოში დაცული ტერიტორიებიდან არსებობდა მხოლოდ ნაკრძანები და სატყეო მეურნეობები, რომლებიც ასევე შეიძლება მიგვეკუთვნებინა დაცულ ტერიტორიას, რადგან აქ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, მათ შორის ნადირობა საკმაოდ შეზღუდული იყო. 1996 წელს სატყეო სამონადირეო ტერიტორიები გადაკეტდა აღკვეტილად.

1996 წელს საქართველოში მიიღეს კანონი დაცული ტერიტორიების შესახებ, რითაც შემოტანილი იქნა ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUGN) კატეგორიები. ეს კატეგორიებია:

0x01 graphic

რუხი ყანჩა. ფოტო . ბადრიძისა

სახელმწიფო ნაკრძალი - (I კატეგორია). მის მიზანს წარმოადგენს ბუნების, ბუნებრივი რესურსების ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება. ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ სამეცნიერო კვლევა და საგანმანათლებლო საქმიანობა.

ეროვნული პარკი - (II კატეგორია). ეროვნული პარკი არსდება ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეულ ტერიტორიაზე, სადაც წარმოადგენილია უნიკალური, იშვიათიან მოწყვლადი ერთი ან რამდენიმე ეკოსისტემა და ველურ ცოცხალ ორგანიზმთა სახეობები. ეროვნული პარკი მოიცავს რამოდენიმე ზონას. ეს ზონებია:

0x01 graphic

მწვანე გომბეშო. ფოტო . დარჩიაშვილისა

0x01 graphic

მელა. ფოტო . ბადრიძისა

● ბუნების მკაცრი დაცვის ზონა - სადაც წარმმოებს ბუნების დაცვა, სამეცნიერო კვლევა და საგანმანათლებლო საქმიანობები.

● ბუნების მართვადი დაცვის ზონა - აქ, სამეცნიერო კვლევებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა, დაშვებულია აგრეთვე ტურიზმიც.

● ვიზიტორთა ზონა - სადაც დაშვებულია სამეცნიერო კვლევა, ტურიზმი, დასვენება და საგანმანათლებლო საქმიანობა.

● აღდგენის ზონა - ეს ზონა ეწყობა დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების აღდგენის მიზნით. სხვა საქმიანობა აქ დაშვებული არ არის.

● ისტორიულ კულტურული ზონა - ეწყობა ბუნებრივი გარემოს, ისტორიულ კულტურული და არქიტექტურული ძეგლების დაცვის, მოვლა პატრონობისა და აღდგენის მიზნით. დაშვებულია რეკრეაცია, ტურიზმი, საგანმანათლებლო საქმიანობები.

● ადმინისტრაციული ზონა - ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრაციისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობის განსათავსებლად.

● ტრადიციული გამოყენების ზონა - განკუთვნილია ტრადიციულ გამოყენებასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობისთვის. აქ შეიძლება დაშვებული იყოს თიბვა, ძოვება, შეშის დამზადება და სხვა, მაგრამ აკრძალულია ხვნა-თესვა, ნაგებობების აშენება.

0x01 graphic

ვასაკა. ფოტო . დარჩიაშვილისა

ბუნების ძეგლი - (III კატეგორია) ბუნების ძეგლი არსდება მცირე ფართობის უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიების ან ბუნების იშვიათი წარმონაქმნების მაგალითად, მცენარეთა ცალკეული ეგზემპლარების, არაცოცხალი ბუნების წარმონაქმნების და ა.ს. დასაცავად.

აღკვეთილი - (IV კატეგორია) აღკვეთიი არსდება ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობებისა და ეკოსისტემების დასაცავად. აღკვეთილში დაშვებულია განახლებადი ბუნებრივი რესურსების შეზღუდულკი გამოყენება.

დაცული ლანდშაფტი და/ან ზღვის აკვატორია - (V კატეგორია) - არსდება ბუნებრივი და კულტურული მშვენიერებით გამორჩეული ლანდშაფტების დასაცავად; აქ დაშვებულია ტურისტული და ტრადიციული საქმიანობა.

მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია - (VI კატეგორია) - იქმნება გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობისათვის.

საქართველოს ტერიტორიაზე არიდულ ზონაში ოთხი აღკვეთილი და ერთი ნაკრძალი მდებარეობს.

0x01 graphic

ჭაჭუნას აღკვეთილი. ივრის ჭალა. ფოტო . მაჭარაშვილისა

გარდაბნის აღკვეთილი

მდებარეობს გარდაბნის რაიონში. დაარსდა 1957 წელს. მისი ფართობი 3315 ჰექტარს შეადგენს. გარდაბნის აღკვეთილი განლაგებულია მდინარე მტკვრის სანაპიროზე. ჭალის ტყეში. შეიძლება ითქვას, რომ გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე შემორჩენილია მდინარე მტკვრის ნაპირზე მდებარე ერთ-ერთი უნიკალური ჭალის ტყე. გარდაბნის აღკვეთილში გავრცელებულია ვერხვი, ოფი, თელა, უსურვაზი, ტირიფი, კუნელი, ჭალის მუხა. ძუძუმწოვრებიდან აქ შეიძლება შეგვხვდეს კავკასიური კეთილშობილი ირემი (საქართველოში ბოლო შემორჩენილი ჭალის პოპულაცია), გარეული ღორი, მგელი, ტურა, წავი, ლელიანის კატა; ფრინველებიდან - შავი ყარყატი, დიდი თეთრი ყანჩა, რუხი წერო, ხოხობი, დიდი ჩვამა, ჩვეულებრივი კაკაჩა და სხვა.

ყორუღის აღკვეთილი

მდებარეობს საგარეჯოს რაიონში, დაარსდა 1958 წელს; მისი ფართობი შეადგენს 2068 ჰექტარს. ყორუღის აღკვეთილი მდებარეობს მდინარე ივრის სანაპიროზე ჭალის ტყეში. მცენარეებიდან აქ გავრცელებულია ვერხვი, კუნელი, ბროწეული, ძეძვი, ჭალის მუხა და სხვა. ცხოველებიდან კი გვხვდება გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, ტურა, ლელიანის კატა, წავი, ხოხობი, მწყერი, ბეგობის არწივი, მცირე მყივანი არწივი, ქედანი და სხვა.

0x01 graphic

ვაშლოვანის ნაკრძალი. თურანული. ფოტო . მაჭარაშვილისა

0x01 graphic

ალესილები. ვაშლოვანის ნაკრძალი. ფოტო . გურიელისა.

0x01 graphic

ვაშლოვანის ნაკრძალი. ფოტო . მაჭარაშვილისა

0x01 graphic

ტყის კატა.კაგოდეხის ნაკრძალი. ფოტო . გურიელისა

ივრის აღკვეთილი

მდებარეობს სიღნაღის რაიონში, დაარსდა 1965 წელს; მისი ფართობი შეადგენს 1336 ჰექტარს. ივრის არკვეთილში დაცულია მდინარე ივრის პირას მდებარე ჭალის ტყე. გავრცელებულია ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა, კოწახური, იალღუნი, ბერწყენა, საკმლის ხე, ღვია, წალის მუხა, ჯაგრცხილა, ძეძვი და სხვ. ძუძუმწოვრებიდან აქ ბვხვდება გარეული ღორი, მგელი, წავი, ლელიანის კატა და სხვ. ფინველებიდან - ხოხობი, დურაჯი, კაკაბი, ფასკუნჯი, ორბი, ტყის ბუ, ჩეულებრივი კირკიტა. ქვეწარმავლებიდან - ხმელთაშუაზღვისპირული კუ, გიურზა.

0x01 graphic

ჯოჯო. ფოტო . ბადრიძისა

ჭაჭუნას აღკვეთილი

მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონში, დაარსდა 1965 წელს; მისი ფართობი შეადგენს 5200 ჰექტარს. ჭაჭუნის აღკვეთილში დაცულია მდინარე ივრის პირას მდინარე ჭალის ტყე. აღკვეთილში გავრცელებულია ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა, კოწახური, იალღუნი, ბერყენა, საკმლის ხე, ღვია, ჭალის მუხა, ჯაგრცხილა, ძეძვი და სხვ. ძუძუმწოვრებიდან აქ გვხვდება გარეული ღორი, მგელი, წავი, ლელიანის კატა, იშვიათად - ზოლებიანი აფთარი, დათვი და ფოცხვერი. ფრინველებიდან გვხვდება ხოხობი, დურაჯი, კაკაბი, ორბი, სვავი, მცირე ჩვამა, თეთრკუდა არწივი და სვ. ქვეწარმავლებიდან - გირუზა, წითელმუცელა მცურავი, - ხმელთაშუაზღვისპირული კუ და სხვ.

0x01 graphic

გველხოკერა. ფოტო . დარჩიაშვილისა

0x01 graphic

ხმელთაშუაზღვისპირული კუ. ფოტო . მაჭარაშვილისა.

ვაშლოვანის ნაკრძალი

მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონში, დაარსდა 1935 წელს. მისი ფართობი შეადგენს 8034 ჰექტარს. ვაშლოვანის ნაკრძალში დაცულია არიდული ნათელი ტყე, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია საკმლის ხით. გარდა ამისა, ვაშლოვანის ნაკრძალში გავრცელებულია ღვია, თურანულია, აკაკი, კიწახური, ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა და სხვ. ძუძუმწოვრებიდან აქ გვხვდება გარეული ღორი, მგელი, დათვი, ფოცხვერი, გავრცელებული იყო ზოლებიანი აფთარი; ფინველებიდან გვხვდება კაკაბი, გნოლი, მწყერი, გველიჭამია არწივი, ორბი, სვავი, ფასკუნჯი და სხვ. ქვეწარმავლებიდან - გიურზა, ხმელთაშუაზღვისპირული კუ, გრძელფეხა სცინკი და სხვ.

20 სამონადირეო მეურნეობები

▲ზევით დაბრუნება


ირაკლი მაჭარაშვილი

სამონადირეო მეურნეობების შექმნა მთელს მსოფლიოში მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი ქმედითი კონსერვაციული ღონისძიება.

რის საფუძველზე ვამბობთ, რომ სამონადირეო მეურნეობა ხელს შეუწყობს ბუნების დაცვას? სად ნადირობა და სად ცხოველთა დაცვა? ეს ორი ცნება თითქოს ტავისთავად გამორიცხავს ერთმანეთს. დედამიწაზე ცხოველთა სახეობების 23%25 გაქრობა ხომ სწორედ ნადირობის შედეგად მოხდა!

რას წარმოადგენს სამონადირეო მეურნეობა? ესაა სამეურნეო ერთეული, რომელიც მოიცავს გარკვეულ ნადირ-ფრინვალთა აბორიგენული სახეობებისათვის ბუნებრივ საბინადრო ზონაში, ან ამ სახეობათათვის შესაფერის ბუნებრივ პირობებში გაყოფილ ტერიტორიას. საქართველოს კანონმდებლობით სწორედ კონსერვაციული მიმართულების მეურნეობების შექმნაა გათვალისწინებული.

საბჭოთა პერიოდში არსებობდა სამონადირეო მეურნეობები. ეს იყო სახელმწიფო სატყეო-სამონადირეო მეურნეობები და მიწერილი სამონადირეო მეურნეობები. თჲმცა აქ წარმოებულ საქმიანობას ძნელად თუ ვუწოდებთ კონსერვაციულს. მაგალითად ადგილი ჰქონდა მტაცებლების მიზანმიმართულ განადგურებას და ბუნებისათვის უცხო სახეობების ბუნებაში გაშვებას, რასაც ბუნების გაუმჯობესებას ეძახდნენ.

სამონადირეო მეურნეობების შექმნის დღევანდელი პროცედურა ისეთია, რომ მაქსიმალურად იქნას შემცირებული ცხოველთა სამყაროსათვის საფრთხის მიყენების შეასაძლებლობა. ამისათვის სამონადირეო მეურნეობების შექმნა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეფასებული იქნება სავარგულების ეკოლოგიური მდგომარეობა, ეკონომიკური მნიშვნელობა, მოხდება ფაუნის წარმომადგენელთა აღრიცხვა და დადგინდება მოპოვებისა და აღწარმოების ნორმები. ყოველი ახალი სამონადირეო სეზონის დადგომისას ქვოტების დადგენა ხელახლა ხდება.

0x01 graphic

დალის მთის სამონადირეო მეურნეობა. ფოტო . მაჭარაშვილისა.

სამონადირეო მეურნეობის საქმიანობა უნდა განხორიელდეს იმ ხერხითა და მეთოდით, რომელიც უზრუნველყოფს მოცემულ ტერიტორიაზე ბუნებრივი პირობების შენარჩუნებას და გარკვეული ცხოველებისთვის თანაბარი საარსებო პირობების შექმნას.

0x01 graphic

ყაჯირის მთა. ფოტო . მაჭარაშვილისა.

ველური ბუნების დაცვა უზრუნველყოფილია იმით, რომ მისი ტერიტორია შიდასამეურნეო დანიშნულების მიხედვით იყოფა შემდეგ ერთეულებად: სანადირო უბნები, აღკვეთილი, აღწარმოების უბანი, ნადირ-ფრინველთა საშენი. ყოველ ამ შიდასამეურნეო ერთეულს გააჩნია საკუთარი დანიშნულება.

  • სანადირო უბანი - არის სამონადირეო ტერიტორიის ნაწილი, სადაც უშუალოდ წარმოებს იმ სახეობების გარეული ნადირ-ფრინველების მოპოვება, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია ლიცენზიით;

  • აღკვეთილი - არის სამონადირეო მეურნეობის უბანი, რომელიც შექმნილია გარკვეული ნადირ-ფრინველის ოპტიმალური რიცხოვნობის აღდგენის მიზნით მათთვის გამტავლების ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. აგრეთვე მეცნიერული ჯგუფებისა და სხვა ბუნებრივი წარმონაქმნების შესანარჩუნებლად;

  • აღწარმოების უბანი - არის სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ნადირ-ფრინველი ბინადრობს ბუდობის, გამრავლების და ნამატის გამოზრდის პერიოდში;

  • ნადირ-ფრინველთა საშენები - არის სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის ნაწილი, სადაც წარმოებს ნადირ-ფრინველის ხელოვნური მოშენება და მიღებული ნამატის სავარგულებში გასაშვებად მომზადება.

სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის შიდასამეურნეო სტრუქტურული განაწილება უნდა მიესაგადებოდეს ადგილობრივ პირობებს,

ამდენად, მთელი ფართობის მნიშვნელოვან ნაწილზე აკრძალულია ნადირობა და შესაძლებელია მხოლოდ კონსერვაციული ღონისძიებების გატარება, მოშენება, ბუნებაში გაშვება.

სამონადირეო მეურნეობა აგვარებს ბრაკონიერობისაგან დაცვის პრობლემას, ვინაიან კერძო მფლობელი დაინტერესებულია ამით. ამასთანავე, ის საშუალებას იძლევა, კერძო სექტორის ეკონომიკური სტიმულირების მეშვეობით მოახდინონ ფაუნის წარმომადგენელთა და მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნება.

კერძო მფლობელობაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ამ პირმა თავდაპირველად გააკეთოს ის რაც უნდა. მას გარკვეული ვალდებულებები გააჩნია. მეურნეობის მოწყობა ხორციელდება მისი ორგანიზბისა და განვითარების გრძელვადიანი პროგრამის (პროექტის) საფუძველზე. მეურნეობაში გარკვეული ნადირ-ფრინველის მოპოვება დაიშვება ყოველწლიური (სეზონური) ქვოტების მიხედვით, რომელსაც ადგენს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. მეურნეობა ვალდებულია აწარმოოს უწყვეტი დაკვირვება (მონიტორინგი) მის ტერიტორიაზე ნადირ-ფრინველის რიცხოვნობაზე. სახეობრივ შემადგენლობაზე და მიაწოდოს შესაბამისი მონაცემები სახელმწიფო უწყებებს.

არიდულ და სემიარიიდულ ტერიტორიაზე დღეისათვის არსებობს ორი სამონადირეო მეურნეობა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ისინი ჯერ ფორმირების პროცესშია და სრულფასოვან ფუნქციონირებასა და კონსერვაციულ მნიშვნელობაზე ლაპარაკი რამდენადმე ნაადრევია. ერთი განლაგებულია ალაზანზე, მოიცავს ციხიანთყურესა და სიღნაღის ჭიაურს. მეორე ივრის ხეობაშია, მოიცავს დალის მთისა და ყაჯირის მთის მიმდებარე ტერიტორიას.

0x01 graphic

მწყერი. ფოტო . დარჩიაშვილისა

ალაზანზე ტიპური ჭალის ტყეება. . საონადირეო მეურნეობის შექმნამ შეაჩერა ტყეების ჩეხვა, რაც მეტ საშიშ მასშტაბებს იძენდა. ტყეში იზამთრებდა ათასობით ცხვარი, რაც დამღუპველია ჭალის ფაუნისათვის. ნადირობაზე არანაირი კონტროლი არ წარმოებდა. ამ უკანონო ქმედებების აღკვეთამ გამოიწვია ფაუნის წარმომადგენელთა რიცხოვნობის შესამჩნევი მომატება. ფეხით თუ მანქანით სეირნობისას აუცილებლად ნახავთ ჭალების მშვენებას - ხოხობს. ძირითადი სანადირო სახეობა კი ღორია. მრავლადაა წყალმცურავი ფრინველები.

0x01 graphic

კაკაბი. ფოტო . დარჩიაშვილისა.

მეორე სამონადირეო მეურნეობის ტერიტორია მოიცავს ნახევრადუდაბნოსა და არეულებს. ყაჯირის მთა ტიპური საკაკაბე ადგილია. მდინარისპირა იალღუნიანები და ჩალიანები საიმედო თავშესაფარია ღორისთვის. გაშლილი ველები და ტყისპირები კურდღელზე სანადირო ადგილებია. ეს ტერიტორია გამოიყენება ცხვრის ზამთრის საძოვრად. იმედი გვაქვს, რომ სავარგულების სამონადირეო გამოყენება (თუ იგი შემოსავლის მომტანი გახდა) ნელ-ნელა ერთი სამეურნეო საქმიანობის მეორეთი შეცვლას გამოიწვევს.

0x01 graphic

გარეული ღორების კოლტი. ფოტო . დარჩიაშვილისა

სამწუხაროდ, ეს ტერიტორიები ვერ გადაუჩა არააბორიგენულ სახეობებს. მრავლადაა ენოტი, ჰიბრიდული ღორები. სამონადირეო მეურნეობის დანიშნულებაა მათი ლიმიტირება. ქვოტის ფარგლებში მოხდება მგლის, მელის, ტურის მოპოვება. მხოლოდ ნადირობა არ არის მათი ერთადერთი სამეურნეო საქმიანობა. მენეჯმენტისბგეგმებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეკოტურიზმის განვითარებას. ფრინველების თვალთვალი, სამოყვარეო-სპორტული თევზაობა, ნავებით მდინარეზე დაშვება, ფოტოგადაღებები - ყველაფერი ეს შესაძლებელია განხორციელდეს ამ სამონადირეო მეურნეობაში.

21 უცხო სახეობები

▲ზევით დაბრუნება


ირაკლი მაჭარაშვილი

ადამიანები ყოველთვის ისწრაფვიან, საცხოვრებელი გარემო მოაწყონ თავიანთი გემოვნების მიხედვით და ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ასეთი ფსევდო-კეთილდღეობისათვის გარემოში შეტანილ ცვლილებებს. ხშირად ასეთ დროს არ ხდება სხვა არსებების სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინება, ანუ რამდენად კომფორტული პირობები ექნებათ მათ, რომელთაც იგივე საცხოვრებელი სივრცე უკავიათ. როგორც წესი ადამიანებს, თავადვე მოუბრუნდება ხოლმე ვითომდა კეთილი ზრახვით ჩატარებული ცვლილებები. ასეთი ქცევის სამწუხარო მაგალითია უცხო სახეობების შეყვანა ახალ ტერიტორიებზე. სამეცნიერო ლიტერატურაში ასეთ შეყვანილ სახეობებს ეგზოტიკურ, უცხო, ინტროდუცირებულ ან არააგდილობრივს (exotic, alien. introduced or nonindigenous species) უწოდებენ. როდესაც ევროპელები ახალ კონტინენტებს და კუნძულებს აღმოაჩენდნენ და იქ სახლდებოდნენ, ცდილობდნენ ეს მხარე თავიანთი სამშობლოსათვის დაემსგავსებინათ და ის ცხოველები და მცენარეები ჰყოლოდათ გვერდით, რომელიც მათთვის ნაცნობი იყო. ზოგჯერ ინვაზია შემთხვევით, გაუთვბითცნობიერებლად ხდებოდა (მაგალითად, ვირთაგვების ან კოღოების), მაგრამ შედაგები ფრიად სავალალო იყო ხოლმე.

0x01 graphic

ენოტი. ფლორიდა. ფოტო . ბადრიძისა

ინვაზიური სახეობების მიზეზით მრავალ კუნძულს (ავსტრალიის შემთხვევაში კონტინენტსაც კი) ცოცხალ სამყაროს გადაშენების საფრთხე დაემუქრა. საფრთხის მასშტაბები არ არის დამოკიდებული თვით ინვაზიური სახეობების ზომაზე. ამის მიზეზი შემდგომში მდგომარეობს: თვითოეული სახეობა ბუნებრივად ბინადრობს ისეთ გარემოში, რომელიც ევოლუციურად არის ჩამოყალიბებული და ამდენად დაბალანსებულია. ახალ გარემოში მოხვედრისას მასზე აღარ მოქმედებენ ისეთი მალიმიტირებელი ფაქტორები, როგორებიც არიან მტაცებლები ან დაავადების გამომწვევები. თუ კლიმატურმა პირობებმაც შეუწყო ხელი, შესაძლოა აქ გაცილებით მეტი თაობა დაიბადოს წელიწადში, ვიდრე მის სამშობლოში. ამის გამო ეგზოტიკურმა სახეობამ შეიძლება ახალი აუთვისებელი ეკოლოგიური ნიშა დაიკავოს ან, როგორც უფრო ხშირად ხდება, განდევნოს ადგილობრივი სახეობა. უცხო სახეობა დამღუპველია არა მხოლოდ უშუალო კვებითი კონკურენტისათვის, არამედ მცენარეთა და ცხოველთა მთელი თანასაზოგადოებისათვისაც. ვინაიდან შეუძლია მთლიანად შეცვალოს ეკოსისტემის სახე. ამის შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მეცნიერმა დაიმონდმა ბუნების ოთხ ყველაზე დიდ საფრთხეს შორის, რომელსაც წყეული კვარტეტი ეწოდა, უცხო სახეობები დაასახელა. აშშ-ს საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების სიაში ცხოველებისა და მცენარეების 42%25 არაადგილობრივი სახეობების გამო მოხვდა. მაგალითად ევროპიდან XIX საუკუნის ბოლოს შეყვანილმა მელამ გადაშენების საფრთხე შეუქმნა სანაპირო ზოლში მობინადრე წყალმცურავ ფრინველებს. ეს მაშინ, როდესაც ადგილობრივი კოიოტების გამო ამგვარი საფრთხე ფრინველებს არ შექმნიათ; პირიქით, კოიოტები მალიმიტირებელი ფაქტორია თავად მელებისათვის.

0x01 graphic

ენოტი. ფოტო . ბადრიძისა

როგორც ვთქვით, ახალ გარემოში პატარა ცხოველებმაც კი გაუთვალისწინებელი და სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

0x01 graphic

ენოტი. ფოტო . ბადრიძისა

ფრანგმა ასტროლოგმა ლეოპლდ ტრუველომ (Leopold Trouvelot) რომელიც ენტომოლოგიითაც იყო გატაცებული, გადაწყვიტა Lymantria dispar შეეჯვარებინა აბრეშუმის პეპელასთან და ამით ახალი სიტყვა ეთქვა აბრეშუმის წარმოებაში. ცდების ჩატარებისას (1869 წელს) რამდენიმე მუხლუხო გაექცა. წლების შემდეგ მათ შექმნეს უზარმაზარი კოლონია, რომელიც მოედო ახალ ინგლისის ყველა შტატს და გაანადგურა უამრავი მცენარე. 153 წელს ფედერალურმა ხელისუფლებამ დდტ-ს შეფრქვევის საშუალებით დაიწყო ბრძოლა ამ პეპელასთან. ამ შხამქიმიკატის შესხურება მანამ გაგრძელდა, სანამ ისე არ დაბინძურდა ნიადაგი და მცენარეები, რომ იგი ძროხის რძეშიც კი აღმოჩნდა.

1935 წელს ცენტრალური ამერიკიდან ავსტალიაში შეიყვანეს ლერწმის გომბეშო Bufo marinus, იმ მიზნით, რომ მავნე ხოჭოებისგან დაეცვა შაქრის ლერწმის პლანტაციები. თუმცა ამჟამად ისინი ეკოლოგიურ უბედურებად იქცნენ. ისინი 2000 მილზე გავრცელდნენ და ნახევარი ქუინსლენდი დაიკავეს. ვრცელდებიან წელიწადში 17 მილზე. ისინი იკვებებიან მრავალი აბორიგენული ცხოველით, ბაყაყებით დაწყებული, ფუტკრებით დამთავრებული. გომბეშოები შხამიანნი არიან. მათ არაფერი ჭამს. მრავალი სახეობა იწამლება მათგან.

0x01 graphic

იორი. ფოტო . მაჭარაშვილისა

ადამიანის ასეთი გაუაზრებელი მოქმედების გამო ჩვეულებრივი კატა მავრიკიის (კუნძულია წყნარ ოკეანეში) ყველაზე საშინელ მხეცად მოგვევლინა და მთლიანად გაანადგურა ენდემური ვარდისფერი მტრედი. მის აღდგენას ბევრი მეცნიერი ცდილობს, მაგრამ, გაველურებული კატებს გამო, პრობლემა გადაუჭრელია. ბევრი სხვა მაგალითიც არსებობს - ირემიახალ ზელანდიაში, თხები - წყნარი ოკეანის კუნძულებზე, სადაც უდაბნოდ იქცა აყვავებული და ტყით დაფარული კუნძულები.

0x01 graphic

ბედლენდები დალის მთის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტო . მაჭარაშვილის.

ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ვხვდებით უამრავ მაგალითს იმისა, თუ რა დამანგრეველი ეფექტი იქონია უცხო სახეობების ინტროდუქციამ. მწვანე კონტინენტზე ადამიანის მიერ შეყვანილი პირველი სახეობა ძაღლი იყო. რომელიც ამ კონტინენტზე 3500 წლის წინათ გადაიყვანეს აზიელმა ზღვაოსნებმა. მოგვიანებით ისინი გაველურდნენ და ავსტრალიური ძაღლის - დინგოს მისცეს დასაბამი. ამით ადგილობრივი მტაცებლები - ტასმანიური ეშმაკი და ტასმანიური მგელი - გადაშენდნენ. ალბათ, ამავე დროს შემთხვევით მოხვდნენ კონტინერნტზე თაგვები და ვირთხები. 1840-დან 1880 წლამდე ავსტრალიაში ხერხემლიანთა 60-ზე მეტი სახეობა გაავრცელა ადამიანმა. ამას დაემატა მცენარეთა სახეობებიც. მათმა უმეტესობამ დამღუპველი გავლენა მოახდინა ადგილობრივ სახეობებზე.

0x01 graphic

ენოტი მანგრის ტყეში. ფოტო . ბადრიძისა

მაგრამ ყველაზე დამღუპველი ავსტრალიისათვის ევროპული ბოცვერის შეყვანა არმოჩნდა. არის ასეთი გამოთქმა: „ბოცვერმა შეჭამა ავსტრალია“. მართლაც და ამ ერთი შეხედვით უწყინარმა ცხოველმა ენით აუწერელი ზიანი მიაყენა მწვანე კონტინენტს. მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ ლამის საუკუნენახევარია ჯვაროსნული ლაშქრობა მიმდინარეობს, დღესაც კი ბოცვერი ავსტრალიის გადაუჭრელ პრობლემად რჩება. არადა, ყველაფერს ერთი ფერმერის თითქოსდა კეთილმა წამოწყებამ დაუდო დასაბამი. მდიდარ მიწათმფლობელს - თომას ოსტინს ნოსტალგიამ წამოუარა და მშობლიური ინგლისის ბუნება რომ გაეხსენებინა, ოცდაათამდე ბოცვერი გაუშვა თავის მამულში. (თუმცა, თავის დროზე, ბოცვერი ინგლისშიც ხელოვნურად შეიყვანეს და, როგორც იმერეთში ამბობენ, იქაც დიდი სორომ-გორომი, ანუ სოდომი და გომორა, დაატრიალა). ამ აქციის მიზანი ბოცვერზე „ერთი კაი ნადირობის“ მოწყობა იყო. ექვსი წლის შემდეგ ბატონმა ოსტინმა აღმოაჩინა, რომ 20000 ბოცვერი უკვე მონადირებული ჰყავდა და კიდევ 10000 დაცუნცულებდა მის მამულში. ისინი წელიწადში 100 კილომეტრით იფართოვებდნენ არეალს ყოველი მიმართულებით. ბოცვერზე ნადირობა პოპულარული, ხოლო ხორცი და ტყავი ავსტრალიის მთავარი საექსპორტო საქონელი გახდა. ამ დროს შეიძლება ჯერ კიდევ ამაყობდა ინგლისელი თავისი საქციელით. პოპულაციის ასეთი სწრაფი ზრდის მიზეზი კი ის იყო, რომ მის გამრავლებას არ ზღუდავდნენ მათი ევროპელი ბუნებრივი მტრები - მგლები, ტურები, მელები ან თუნდაც დედოფალები. ადგილობრივი მტაცებლები - დინგო და ტასმანიური მგელი - ისედაც შევიწროებულნი იყვნენ ცხვრის მფლობენების მიერ. სხვა ბალახისმჭამელი კონკურენტებიც, მაგალითად კენგურუები, ფერმერების მხრიდან ასევე დევნას განიცდიდენ.

მომდევნო 50 წელიწადში ბოცვერებმა მთელი კონტინენტი დაიპყრეს, ჩრდილო ტროპიკული ნაწილების გამოკლებით. მატი სიმჭიდროვე ისე გაიზარდა, რომ არამარტო მთელი ბალახოვანი საფარი გადაჭამეს, არამედ გააქრეს ბუჩქები და ხემცენარეებიც, რომელთა ქერქსაც მიირთმევდნენ. ოდესღაც მდიდარი მეცხვარეები გაკოტრდნენ, ვინაიდან ცხვრისთვის საჭმელი აღარ იყო. მთავრობამ ბოცვერების მოპოვებაზე ჯილდო გამოაცხადა. მილიონობით კუდი შეგროვდა მონადირეების მიერ, მაგრამ ამან არ უშველა საქმეს.

0x01 graphic

იორი. ფოტო . ბადრიძისა

სასურველი შედაგი არ გამოიღო არც ბოცვერების ევოპელი მტრის - მგელის სემოყვანამ. ისინი ინტროდუცირებული იყვნენ 1870-იან წლებში. 1917 წლამდე მთელს კონტინენტზე გავრცელდნენ. ბოცვერებისა რა მოგახსენოთ და ადგილობრივი სახეობების კი, რომლებიც შეჩვეულნი იყვნენ ასეთ მტაცებლებთან ურთიერთობას, მუსრი გაავლეს. მელებმა 6 სახეობის მცირე ძუძუმწოვრის რიცხოვნობა კრიტიკულ ზღვრამდე შეამცირეს, არადა ისინი ისედაც გამოდევნეს თავიანთი ადგილსამყოფელიდან ყურებცანცარებმა.

ავსტრალიის სოფლის მეურნეობას უზარმაზარი ზარალი მიადგა. ბოცვერისაგან თავდასაცავად 1902-07 წლებში ავსტრალიაში 2000 მილის სიგრძის მავთულხლართის ღობე გაავლეს, რათა ნახევარ კონტინენტზე მაინც შეენარჩუნებინათ მარცვლეულის ნათესები და საძოვრები. ღობის ერთ მხარეს თვალუწვდენელი სივრცეები დაფარული იყო შიმშილისაგან დახოცილი ბოცვერების სხეულებით, ღობის მეორე მხარეს კი მწვანე ჯეჯილი ბიბინებდა.

თუმცა ესეც დროებითი გამოსავალი აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში ბოცვერებმა გააღწიეს ღობის მეორე მხარეს და კვლავ გამრავლდნენ. ალბათ ბოცვერების ამგვარი წარმატება შეფერხდებოდა, რომ ევროპიდან შემოყვანისას რწყილები არ დახოცილიყვნენ. სწორედ რწყილებისა და სხვა ექტოპარაზიტების საშუალებით მოახერხეს რომ ბოცვერებში გაევრცელებინათ ვირუსული დაავადება მიქსოსომატოზი. ეს დაავადება აღმოაჩინეს ბრაზილიურ ბოცვერებში, რომლებსაც იოლად გადააქვთ, მაგრამ ევროპულებისათვის ლეტალური აღმოჩნდა. მიქსოსომატოზის გავრცელება მეტ-ნაკლებაი წარმატებით მოხდა. თავიდან მხოლოდ ტენიან ადგილებში იყო ეფექტური, სადაც გადამტანები კოღოები იყვნენ. 1950 წელს კი რწყილებიც შემოიყვანეს ინგლისიდან და მათი ხელოვნურად გამრავლება დაიწყეს. ბევრი წვალების შემდეგ, ცდების შედეგად მოახერხეს მიქსოსომატოზის გავრცელება რწყილების საშუალებით. დაიწყო ბოცვერების მასობრივი სიკვდილიანობა. დაიხოცა დაავადებულების 99%25, მაგრამ 1953 წელს ზოგიერთმა ბოცვერმა გამოჯანმრთელება დაიწყო. გამოყვანილი შტამები ნელ-ნელა დასუსტდნენ, ხოლო ბოცვერებს იმუნიტეტი გამოუმუშავდათ.

მიქსოსომატოზის გამარჯვება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1997 წლის მონაცემებით, ბოცვერის რაოდენობამ კონტინენტზე 300 მილიონს მიაღწია. ამჟამად მათ ახალი ვირუსის (rabbit calcivirus disease virus) საშუალებით ებრძვიან. ის შემთხვევით აღმოაჩინეს სამხრეთ ავსტრალიაში, საიდანაც მთელ კონტინენტზე და ახალ ზელანდიაში გავრცელდა. მისი საშუალებით კი დაიკლო ბოცვერების რაოდენობამ, მაგრამ შიშობენ, რომ ის მოქმედებს ენდემურ სახეობებზეც (მაგალითად ისეთებზე, როგორიცაა მოკლეკუდიანი ღამურა და ახალი ზელანდიის ემბლემა - კივი, ასევე შინაურ საქონელზე).

უცხო სახეობების შემოყვანას ვერც საქართველო გადაურჩა. სამწუხაროდ, ინვაზიური სახეობების მიერ ბიომრავალფეროვნების განადგურების კლასიკურ მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ ჩვენში თელეუთური ციყვის (Sciurus vilgaris) შემოყვანის ისტორია. ის გაუშვეს ბორჯომის ხეობაში, როგორც ძვირფასი ბეწვის მომცემი ცხოველი. იგი ადგილობრივ სპარსულ ციყვზე (Sciurus anomalus) გაცილებით დიდია, ამიტომ ადვილად განდევნა და თანაც ძალიან კარგად მრავლდებოდა. ციყვი კოდალებისა და ტყის სხვა ფრთოსნების ბუდეებს ანადგურებდა, რის გამოც მათი რაოდენობა ძალზე შემცირდა. კოდალები კი რის ვაივაგლახით არეგულირებდნენ სხვა „სტუმრის“ - ნაძვის დიდი ლაფანჭამიას - რიცხოვნობას. ტელეუტური ციყვის „ხელშეწყობით“ კი მცირე რიცხოვნობის კოდალებმა ვეღარ შეაჩერეს ნაძვის დიდი ლაფანჭამია და უზარმაზარ ფართობზე ტყეები გახმა. რუსეთიდან შემოყვანილმა ციყვმა ვერც დაგეგმილი სარგებელი ვერ მოიტანა, ვინაიდან, საქართველოს თბილი კლიმატური პირობების გამო, ბეწვმა ხარისხი დაკარგა.

0x01 graphic

კოწახურის ქედი. ფოტო . მაჭარაშვილისა

საბჭოთა პერიოდში ძალზე პოპულარული იყო „ბუნების გაუმჯობესების“ იდეა და ამ მიმართულებით გარკვეული ექსპერომენტები ტარდებოდა. ამ იდეის გამო, ციმბირული ციყვის გარდა საქართველოში აღმოჩნდე შორეული აღმოსავლეთის ბინადარი ძაღლი, ჩრდილოამერიკული ენოტი, სამხრეთამერიკული ნუტრია, ჩრდილოამერიკული ანდატრი. ამ სახეობათა ტეაკლიმატიზაცია წარმატებით დამთავრდა (თუ ამას წარმატება შეიძლება ეწოდოს). ნუტრია, ენოტი და ენოტისებური ძაღლი არიდულ და სემიარიდულ ტერიტორიებზე გვხვდებიან.

ენოტი ლამის ჩრდილოეთ ამერიკის ცხოველთა სამყაროს სიმბოლოდაა მიჩნეული. ეს სიმპათიური არსება მოხერხებულობითა და საზრიანობით გამოირჩევა. ადვილად ეგუება ახალ გარემოს. თავის სამშობლოში ქალაქების ფაუნის ტიპიური წარმომადგენელიც კი გახდა, სახლდება შენობების სახურავებზე და საწყობებში, იკვებებიან ნაგვის ბაკებში დაბეღლებში. ასეთი ადვილად ადაპტირებადი ცხოველი დიდი წარმატებით გავრცელდა ჩვენში, მაგრამ იქაური სიმბოლო და სიამაყე, აქ დამანგრეველ ფაქტორად იქცა.

ენოტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ზაქათალა-რუხის ველზე გაუშვეს როგორც ძვირფასი ბეწვის მქონე ცხოველი. მან კარგად აითვისა ტერიტორია და ცოტა ხანში საქართველოში შემოიჭრა, გავრცელდა ალაზნის ველსა და ივრის ზეგანზე.

გვარი: ენოტი (PROCYON)

სახეობა: ენოტი (procyon lotor)

მოკლე აღწერილობა:

სხეულის სიგრძე 45-60 სმ. კუდისა - 25-38 სმ. წონა ზაფხულში 4-6 კგ. მდედრები მამრებზე ცოტათი პატარები არიან.

გავრცელება:

გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. შეყვანილია და აკლიმეტიზირებულია ახალ ზელანდიაში. შეყვანილია გერმანიაში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, ყირგიზეთში, უზბეკეთში და რუსეთის სამხრეთ ნაწილში. სსრკ-ში შემოყვანილია 1936-1965 წლების განმავლობაში. გაშვებულია დაახლოებით 1240 ინდივიდი 26 პუნქტში. განსაკუთრებით კარგად ადაპტირებულ იქნა აზერბაიჯანში. გვხვდება დაღესტანში, საქართველოში, ბელორუსიაში და კრასნოდარის მხარეში. ყირგიზეთში, ყაბარდო-ბალყარეთში და სტავროპოლის მხარეში აკლიმატიზირება წარუმატებლად დამთავრდა.

ჰაბიტატები:

ენოტისათვის განსაკუთრებით გამოსადეგი ჰაბიტატებია ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეები, ფუღუროვანი ხეებით და მეჩხერი, მაგრამ არა დამშრალი წყალსატევებით. ხშირად ცხოვრობენ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს. დიდი ტყის მასივების ფრაგმენტირება და აგრეთვე ახალი მდელოების წარმოქმნა იწვევს ენოტის საკვები ბაზის გაზრდას, ხოლო ტყეების გაფართოება და ხმელი ხის ჩეხვა უკუეფექტს იწვევს. აზერბაიჯანში ყველაზე ხშირად ენოტი გვხვდება დაბლობის ტყეებში, რომელშიც ბევრია ფუღუროიანი ხეები, ველური ხეხილი და უხვად მოიპოვება ქვეწარმავლები, ამფიბიები და მწერები. იგი გვხვდება ტყის კუნძულებში, რომელთა ახლოსაც მდებარეობს მარცვლეულის ყანები და ხეხილის ნარგავები.

ცხოვრების ნირი:

სიცოცხლის ნახევარს ხეზე ატარებს. სწრაფად სირბილი დიდხანს არ შეუძლია. გამოდევნებისას ცდილობს, თავი ხეს შეაფაროს. შეუძლია თავქვე დაეშვას ხიდან. ტოტიდან ტოტით იგი გადადის ხოლმე ერთი ხიდან მეორეზე. კარგად დაცურავს. განსაკუთრებით აქტიურია ღამით. დღის განმავლობაში იგი ისვენებს ან თავის ბუნაგში, ან კიდევ ძინავს მსხვილი ფრინველის ბუდეში. უპირატესობას ანჭებს ფუღუროებს, რომელიც მდებარეობს 1-ის სიმაღლეზე. იგი სახლდება აგრეთვე გამომწვარ ხეებში და სხვა ცხოველების მიერ მიტოვებულ ბუნეგებში. ენოტი თავის ბუნაგს იყენებს მთელი წლის განმავლობაში. ხშირად თავის ადგილსამყოფელში გააჩნია რამოდენიმე თავშესაფარი. ერთ ფუღუროში ან კიდევ სხვა თავშესაფარში იმყოფება მთელი ოჯახი, იშვიათად ორი ოჯახი. ენოტი ეძლევა ზამთრის ძილს, რომელიც არ არის ღრმა და შეუძლია ადვილად გაღვიძება. ზამთრისთვის იდებს ქონს და მისი მასა აღწევს მთლიანი ცხოველის 1/3-. ძილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებსა და ენოტის სიმსუქნეზე. თბილ, უთოვლო ზამთარში იგი არ იძინებს.

კვება:

ენოტი ნამდვილი ევრიფაგია. იგი მოიპოვებს საკვებს მიწაზე, წყალში და ხეებზე. ძირითადი საკვების არ არსებობის შემთხვევაში იგი ადვილად გადაერთვება სხვა საკვებზე. ხშირად მოპოვებულ საკვებს, სანამ შეჭამს, რეცხავს წყალში. ზოგჯერ იკვებება ფუღუროში ან ხეზე მჯდომარე.

გამრავლება:

ენოტი მონოგამია. წყვილდება თებერვალში, ზოგ ადგილებში - აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, რომელსაც თან სდევს მამრების სასიყვარულო ყვირილები. ორსულობა გრძელდება დაახლოებით 63 დღეს. მდედრი შობს 2-6, 80 გრ. წონის ნაშიერს (იშვიათად 8-).

იბადებიან ბრმები და თვალს ახელენ დაახლოებით 20 დღის ასაკში, ისინი გარდა დედის რძისა, იკვებებიან სხვა საკვებითაც. ოჯახი იყოფა მეორე წელს, მძუნაობის დაწყების წინ, რომელშიც მონაწილეობენ წინა წელს დაბადებული მდედრებიც. მამრები მწიფდებიან ერთი წლით გვიან. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 15 წელია.

ტერიტორია:

ინდივიდუალური ტერიტორია ვარირებს 4-9 კმ2-ის ფარგლებში, არის მონაცემები, რომ ენოტის ინდივიდუალური ტერიტორიები ვარირებს 0.2-4946 ჰექტარს შორის. ზოგი მონაცემით მამრები იკავებენ 65 ჰექტარს ხოლო მდედრები 39 ჰა- მდედრები.

ენოტისებური ძაღლი გაშვებული იქნა თელავის რაიონში, შიდა ქართლში, ერწო-თიანეთსა და აფხაზეთში. იგი საკმაოდ კარგადგამრავლდა და ფართოდ გავრცელდა. ჩვენს მიერ, იგი არიდული ზონის თითქმის ყველა უბანში იქნა დაფიქსირებული.

ოჯახი ძაღლისებრნი (CANIDAE)

გვარი: ენოტისებური ძაღლი (NYCTERUTES)

სახეობა: ენოტისებური ძაღლი (Nyctereutes procyonoides)

მოკლე აღწერილობა:

სხეულის სიგრძე აღწევს 65-80 სმ-მდე, კუდის სიგრძე 15-20 სმ-მდე. იწონის 4-10 კგ-.

გავრცელება

მისი აკლიმატიზაცია დაიწყო 1934 წესლ (ზოგი ავტორის მიხედვით 1028 წლიდან). იგი გაშვებულია სსრკ- დაახლოებით 40 მხარეში და ქვეყანაში. განსაკუთრებით კარგად იგი აკლიმატიზირებულ იქნა კალინინის და ნოვგოროდის რაიონში. იგი ფართოდ არის გავრცელებული ამიერკავკასიაში.

ბიოლოგია

ენოტისებური ძაღლი იკავებს მრავალ ჰაბიტატს, მაგრამ იგი განსაკუთრებით ეტანება წყალსატევებს და დაჭაობებულ ადგილებს. იგი ხშირად გვხვდება დაბლობებში, მდინარის ჭალებში; პატარა მდინარეებთან და ტბებთან. მშრალ შემაღლებულ ადგილებს ეს ცხოველები ძალიან იშვიათად იკავებენ. იგი ეტანება ბუჩქნარებს და ფართოფოთლოვან ტყეს, სადაც უხვად არის წარმოდგენილი ქვეტყე. წიწვოვან ტყეს, თავისი ღარიბი ფაუნით იგი ერიდება. გვხვდება აგრეთვე ბაღებში ვნახებში, იშვიათად ველებზე, ქვაღორღიან ტერიტორიებს შორის მდელოებზე, ზოგჯერ ეტანება ადამიანის დასახლებულ ადგილებს. ვერიკალური გავრცელება არ სცილდება ფართოფოთლოვანი ტყის ზედა ზღვარს.

ენოტისებური ძაღლის ბუნაგები სხვადასხვანაირია. იგი ხშირად იკავებს სხვა ცხოველის (მაჩვის,მელიის) მიერ მიტოვებულ ბუნაგებს. სორო მარტივია თავისი აგებულებით. ხშირად აქვს ერთი შესასვლელი, ერთი კამერა და ერთი განშტოება, რომელიც არ ამოდის ზრდაპირზე და იხით მთავრდება. სოროების სიგრძე იშვიათად აღემატება 2-2.5 -. სიღრმე 1-2 მეტრი. ხსირად ისინი ცხოვრობენ სოროს გარესე და იკეთებენ ბუნაგს ხის ფესვების, დავარდნილი ხის ფუღუროში, ან დიდი ქვის ქვეშ. ასეთ შჶმთხვევაში მისი ბუნაგი არ მდებარეობს შესასვლელიდან შორს. ზოგჯერ იგი ლელიანში პირდაპირ აკეთებსბუდესმშრალი ბალახისა და ლელქაშებისაგან. ზოგჯერ კი იგი ბუნაგს აკეთებს დიდი ბუჩქის შუაში.

ენოტისებური ძაღლი ეძლევა ზამთრის ძილს. თუ ზამთარი თბილია იგი საერთოდ არ იძინებს და მხოლოდ ყინვების დროს რამდენიმე დღით ბუნაგს აფარებს თავს ჩვეულებრივ გადაადგილდება ნაბიჯით, გარბის ნელა.

კვება

ძირითად საკვებს შეადგენს მცირე ზომის ძუძუმწოვრები (მეტწილად მღრღნელები, კურდღელი და სხვა.) მიწის ზედაპირზე მობუდარი ფრინველები (კაკაბი, მწყერი, გნოლი, ხოხობი და სხვა). თევზები, ლოკოკინები, კიბოები. ზოგჯერ ჭამს ბაყაყებს, ხვლიკებს, მწერებს, ხოლს, ბისტნეულს, კენკრას. იკვებება მძორითაც. მისი საკვები განსხვავებულია როგორც სეზონურად, ისე ტერიტორიის მიხედვით. ზაფხულში მის საკვებს ამფიბიები, მოლუსკები და მწერები შეადგენს. შემოდგომაზე - მღრღნელები და თევზი. იშვიათად მის რაციონში იმატებს მცენარეული საკვები, ძირითადად გარეული ნაყოფი და ნაწილობრივ მარცვლეული საკვები. საერთოდ, ენოტისებრი ძაღლი ზაფხულში იკვებება ცხოველური საკვებით, შემოდგომაზე - მცენარეულით.

გამრავლება:

ეს ცხოველები მონოგამები არიან. წყვილები ფორმირდება ნაყარის დაშლის შემდეგ, დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერის ბოლოს. უკრაინაში მძუნაობა იწყება თებერვალ-მარტში, ვორონეჟის მხარეში მარტის დასაწყისში, საქართველოში ზამთრის დასასრულს - ადრე გაზაფხულზე. მძუნაობის პერიოდი მამრებს შორის კონფლიქტები ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ შეტაკებები არ ატარებენ სასტიკ ხასიათს. მაკეობა გრძელდება დაახლოებით 59-64 დღე, ნაყარში 6-8, ზოგჯერ 16 ლეკვია. ისინი ბრმები იბადებიან და თვალს 9-10 დღის ასაკში ახელენ. ოჯახი არსებობს შემოდგომამდე. ლეკვების აღზრდაში მამრები მონაწილეობას დაახლოებით ორი თვე იღებენ. სქესმწიფობა 9-10 ვის ასაკში დგება. სქესთა შეფარდება 1:1. მათ ძირითად მტრებს წარმოადგენენ მგლები, ზოგან - ფოცხვერიც.

ნუტრიას ინტროდუქციას უფრო სტიქიური ხასიათი ჰქონდა. იგი ხშირად შემოჰყავდათ ხოლმე კერძო პირებს და ამრავლებდნენ. მაგრამ ნავარაუდევ შემოსავალს ვერ იღებდნენ - ჩვენს პირობებში ნუტრიის ბეწვი უხარისხოა, ხორცი კი იჭმევა, მაგრამ პოპულარობით არ სარგებლობს.

ღორი კი, მოგეხსენებათ, პოპულარული სანადირო ობიექტია. იგი ხშირად ეჯვარება ტყეში თავისუფლად გაშვებულ შინაურ ღორებს. ამას გარდა, ასევე ნადირობის მიზნით, ხშირად შემოჰყავდათ ქვეყნის გარედან სხვადასხვა ქვესახეობის ღორი, რომელსაც არ უშვებდნენ, ან შინაურ კახურ ღორთან აჯვარებდნენ და მათ ნაშიერებს უშვებდნენ. ჩვენი მონადირეების დიდი ნაწილი კი ყველაფერს ესვრის, რაც მოძრაობს. ამ უცნაურ ჰიბრიდს, ყურების პარტყუნით რომ დასუნსულებს ტყეში და მაინცდამაინც არც თოფ-მონადირეს ერიდება, შავი ფერი და ხორცი კი აქვს და თოფიანი ბიძებისათვის სატრაბახოდ და ადრენალინის გამოსაშვებად ესეც კმარა. მით უმეტეს, გარეულია თუ შინაური, შამფურზე ორივე ეგება. ამ მავნე პრაქტიკის შედეგია, რომ კაცმა არ იცის, ჩვენში შემორჩა თუ არა კიდევ გარეული ღორის ადგილობრივი ქვესახეობა.

ოჯახი: ნუტრიისებრნი (MYOCASTORIDAE)

გვარი: ნუტრია (MYOCASTOR)

სახეობა: ნუტრია (Myocastor coyus)

მოკლე აღწერა:

სხეულის სოგრძე 50-80 სმ. კუდის 30-50; წონა 12 კგ-მდე საშუალოდ (6 კგ). მხედველობის და ყნოსვის ორგანოები სუსტადაა განვითარებული. მამრებს და მდედრებს გააჩნიათ დიდი ანალური ჯირკველი.

გავრცელება

1930-1832 წლებში (ზოგი აბტორის მიხედვით 1928 წლიდან) წამოყვანილია არგენტინიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან და გაშვებულია სსრკ- სამხრეთ რეგიონში. სულ გაშვებულია დაახლოებით 6300 ინდივიდი. კარგად აკლიმატიზირდა ამიერკავკასიაში, მტკვრის ქვედა წელში - სამხრეთ ტაჯიკეთში, საქართველოში და ლენქორანში. საქართველოს მიდამოებში აკლიმატიზირებულია ფოთის მიდამოების ჭაობიან ადგილებში, აფხაზეთში. ნუტრია გაშვბული იყო ჯანდარის ტყეშიც, სადაც იგი მალე მოისპო. რამოდენიმე ეგზემპლარი გაშვებული იქნა ყორუღის აღკვეთილშიც. შესაძლებელია შემოყვანილი ინა ქვესახეობა Myocastor coyus bonariensis.

ბიოლოგია

ბინადრობს ძღვის წყალმარჩხ ზონაში, რომელიც გამტკნარებულია გამდინარე მდინარეების მიერ, ტბებსი, მდინარეებში და მის განშტოებებში, ჭაობებში და დაჭაობებული ტყის მონაკვეთებში. გარდა წყლისა ნუტრიისათვის აუცილებელია ხშირი და უხვი, როგორც წყლის ისე ხმელეთის მცენარეულობა, სადაც მას შეუძლია მოიპოვოს საკვები და საიმედო თავშესაფარი. სასუალოდ არ მიდიან სოროდან 200 მეტრზე შორს. ნუტრიას არ შეუძლია იცხოვროს ისეთ წყალსატევებში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყინება ან შრება. ყინვისას მას ეყინება ცხვირი, კუდი, ტუჩები და ფეხები. ხშირად ნუტრიების ძირითადი ნაწილი იღუპება ზამთრის პერიოდში. წყლის არ არსებობის შემთხვევაში ნუტრია ძალიან ცუდად იტანს სიცხეს, ამ დროს იგი გაუნძრევლად ზის და 2-3 საათით მზეზე ყოფნის შემდეგ იღუპება. იგი თხრის სოროს იქ, სადაც მაღალი ნაპირია. სოროს შესასვლელის დიამეტრი 18-20 სმ-ია და, როგორც წესი ნახევრად წყლის ქვეშ მდებარეობს, საიდანაც უერთდება საბინადრო კამერას. განშტოებები არ გააჩნია. მეორე სახის თავშესაფარს წარმოადგენს ბუდე, რომელიც უშუალოდ წყლის სიახლოვეს არის განლაგებული. მისი სიგრძე 40-100 სმ, სიმაღლე 15-30 სმ, რომელიც სხვადასხვა სახის მცენარეულობებისაგან შედგება. ზოგჯერ შეიძლება წავაწყდეთ ნაწოლებს, რომელიც გადაწვენილი ლელქაშებისგან და სხვადსხვა ბალახისგან შედგება. ნუტრია ძალიან ხშირად იცვლის ბუდეს, წყლის რეჟიმს, წლის პერიოდის, საკვები ბაზის ცვლილებებისა და მათი ექსკრემენტებით დაბინძურების გამო.

წყალქვეშ შეუძლია გაცუროს 50 მეტრი ან გაუნძრევლად იყოს 4 წუთის განმავლობაში. იკვებება მზის ამოსვლისას და საღამოს. ცივ და წყნარ ადგილებში დღისითაც. ღამით მისი აქტიურობა მცირდება. გამთენიისას მათ უყვართ უმოძრაოდ წოლა წყლის ზედაპირზე.

კვება

იკვებება ძირითადად მცენარეული საკვებით - ჭაობის წყლის მცნენარეების ახალგაზრდა ყლორტებით, ამონაყარით, ფესვებითა და ფოთლებით. უყვას მცენარეების ფესვების ახლოს მდებარე ნაწილი. ამ ნუგბარის მოსაპოვებლად ყვინთავს 3 მეტრამდე ან თხრის სველ გრუნტს. ზრდასრული დღეში ჭამს დაახლოებით 3 კგ მცენარეულობას. ზამთრისთვის საკვებს არ ინახავს. საკვების სიმცირის შემთხვევაში იგი საზრდოობს მერქნიანი მცენარეების ქერქითაც. იშვიათ შმთხვევაში (მცენარეული საკვების სიმცირის დროს) იკვებება მოლუსკებით (უკბილოებით), კიბოებით, წურბელებითა და ჭაობის კუებით.

გამრავლება:

წლის განმავლობში მრავლდება ორჯერ. ცხოვრობენ წყვილებად. ამიერკავკასიაში გამრავლება ხდება მარტ-ივნისში, ხოლო ნამატის მასიურად დაყრა - ივნის-სექტემბერში. მშობიარობის შემდეგ 2-3 დღეში მდედრი შეიძლება კიდევ განაყოფიერდეს. თუგანაყოფიერება არ მოხდა, განმეორებითი ესტრუსი 24-33 დღესი იწყება. ესტრუსის ხანგრძლივობა ორიდან ოთხ დღემდე გრძელდება. მაკეობის ხანგრძლივობა აღწევს 128-133 დღემე. თიტოეულ ჯერზე შობს 4-10 (საშუალოდ 5-) ბალნით შემოსილ და თვალაუხილავ ნასიერს, რომელთც უკვე შეუძლიატ ცურვა. ერთი დღის ასაკში ისინი იწყებენ ზრდასრულების საკვებით კვებას. ახალშობილების მასა დაახლოებით 150-200 გრამია, ლაქტაცია გრძელდება 2 თვე. დედასთან შვილები იმყოფებიან სანამ ახალი ნაყარი არ გაჩნდება. მამრი არ იღებს მონაწილეობას შვილების მოვლაში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 5 თვის ასაკში (ზოგი ავტორის მიხედვით 2-8 თვის ასაკში). სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 8 წელია.

მტრებს წარმოადგენენ: ტურა გარეული კატა, მგელი, მელა, გარეული ძაღლები, დიდი ზომის ლოქოები და ქარიყლაპიები.

ცალკე შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ მაჩვზღარბას გამოჩენა საქართველოს არიდულ და სემოარიდულ ეკოსისტემაში. მან ადამიანის პირდაპირი ჩარევის გარეშე გაიფართოვა არეალი და აზერბაიჯანიდან შემოვიდა. თუმცა ამ მოვლენის მიზეზები ჯერ კიდევ დაუდგენელია. თანაც ეს ცხოველი მთელს მსოფლიოში კლებადი არეალით ხასითდება. საკითხავია, რამდენად იმოქმედა გაუდაბნოების ტენდენციამ (რაშიც ადამიანის „ღვაწლი“ დაუფასებელია) ამ სახეობის ბედი-ღბალზე კავკასიაში.

ოჯახი: მაჩვზღარბასებრნი (HYSTRICIDAE)

გვარი: მაჩვზღარბა (HYSTRIX)

სახეობა: მაჩვზღარბა (hystrix indica)

მოკლე აღწერა:

სხეულის სიგრძე 70-90 სმ. აქვს მოკლე კუდი, რომელიც დამალულია ნემსების ქვეშ. წონა 15 კგ. სხეულის ქვედა მხარე, თავი კისერი და მხრები დაფარულია მაგარი ჯაგრით, ხოლო და გვერდები - გრძელი (3-30 სმ. სიგრძის) ნემსებით. კუდის უკანა მხარეს მდებარე ღრუ ნემსებს მაჩვზღარბა გაღიზიანების დროს არხევს და გამოსცემს დამახასიათებელ ხმებს. სიგრძე ჯირკვლის დვრილების რაოდენობა 3-ია.

გავრცელება: გავრცელებულია ინდოეთში და წინა აზიაში, აგრეთვე შუა აზიასა და ყაზახეთში. ამიერკავკასიაში გვხვდება აზერბაიჯანსა და სამხრეთ რეგიონებში, საქართველოში - არიდულ და სემიარიდულ ზონაში. აღწერილია 10 ქვესახეობა. გლობალურად მისი არეალი მცირდება.

ბიოლოგია:

ბინადრობს უმეტეს წილად მთისწინეთში და მთებში 3900 -ის სიმაღლეზე. იშვიათად გვხვდება დაბლობებში (ზოგი ავტორის მონაცემებით უდაბნოების მობინადრეა). ბინადრობს გამოქვებულებში, კლდეებს შორის ცარიელ ადგილებში და ქვეღორღილებში ან თხრის საკმაოდ რთულ სოროებს. ხანდახან სოროები განლაგებულია ჯგუებად, რომელიც ქმნის კოლონიებს მრავალი გამოსასვლელით, საკნებით, სხვადასხვა ჩიხებით და გაფართოებებით, სადაც ცხოველს შეუძლია მობრუნდეს. ფუღუროში შესასვლელს ხშირად ღრმულის ფორმა აქვს და 90 სმ დიამეტრისაა. სოროს სიგრძე მაჩვის სოროსაგან განსხვავებით, რამდენადმე უფრო განიერია ცხოველის სიმაღლეზე. საცხოვრებელი საკანი ზოგჯერ განლაგებულია 4 -ის სიღრმეზე. იგი შეიძლება ცხოვრობდეს თავის სოროში მრავალი წლის განმავლობაში. მაჩვზღარბა ეწევა უპირატესად ღამის ცხოვრებას. ძილქუშს არ ეძლევა, მაგრამ ცივ ამინდში მისი აქტივობა ეცემა. იკვებება მცენარეების მიწისქვეშა ნაწილებით, ფოთლებით, თესლებით, ხემცენარის ქერქით, ეტანება ნათესებს და ბაღებს. საკვების მოსაპოვებლად იგი ხანდახან სოროდან მიდის 10-16 კილომეტრის დასორებით, მაგრამ დილისთვის აუცილებლად ბრუნდება უკან. ტყვეობაში სოცოცხლის ხანგრძლივობა 20 წელია.

გამრავლება:

მრავლდება გაზაფხულზე, ნაყარში 2-5 შვილია. ორსულობის ხანგრძლივობა დაახლოებით 110 დღე. სქესმწიფობა დგება 3-4 წლის ასაკში.

ჩამოთვლილი ცხოველების ინტროდუქციასთან ერთად მიმდინარეობდა ადგილობრივი მტაცებლების - ტურის და მგელის ე.წ. რიცხოვნობის რეგულირება, რაც გამოიხატებოდა განსაზღვრული რაოდენობით მატ მოპოვებაში. ამაზე პრემიაც კი იყო დაწესებული სახელმწიფოს მიერ. მტაცებლების განადგურებამ ხელი შეუწყო ენოტისა და ენოტისებური ძაღლის გავრცელებას. ჩვენთან მათ ძირითად საკვებს ხოხობი, კაკაბი, გნოლი და დურაჯი წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, ამ ფრინველების რიცხოვნობის შემცირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ბრაკონიორობასთან ერთად სწორედ ენოტი და ენოტისებური ზაღლი წარმოადგენს.

ჩვენი კვლევებით დადგინდა, რომ რეგიონის იმ უბნებში სადაც მრავალრიცხოვანია ეგზოტიკური მტაცებლები, კაკბისა და ხოხბის რაოდენობა ძლიერ შემცირებულია. ასეთ ადგილებში, როგორც წესი, ადგილობრივი მტაცებლები - მგელი, ტურა, მელა - მცირერიცხოვანი იყვნენ. ხოლო სადაც ამ უკანასკნელთა რიცხოვნობა მაღალია, კაკაბი და ხოხობი თავს კარგად გრძნობენ, ხოლო ინვაზირებული სახეობების არეალი წყვეტას განიცდის.

როგორც ცნობილია, მტაცებელი-მსხვერპლი გაწონასწორებული სისტემაა და ნებისმიერმა გადახრამ შეიძლება დაარღვიოს არსებული ნატიფი ბალანსი. ასეთ გადახრას დამატებითი მტაცებლის შემოჭრა წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება მსხვერპლისადმი მიმართული პროცესი, რამაც შეიძლება მსხვერპლის რიცხოვნობის დაცემა და შემდგომში მისი სრული ელიმინაცია გამოიწვიოს. მაგალითად, ჩვენში ენოტისებური ძაღლის გამო მსხვერპლის მიმართ პრესი დაახლოებით 2-ჯერ იზრდება. ნათელია, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიღოს პრესის ასეთმა გაზრდამ მსხვერპლი სახეობებისათვის, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც დაბალი რეპროდუქციული წარმატება ახასითებს.

როგორც მიღებულმა შედეგმა გვიჩვენა, ტერიტორიული კონკურენცია წარმოადგენს ინვაზიის მალიმიტირებელ ფაქტორს. ინვაზიური სახეობები იკავებენ იმ ტერიტორიებსა და ჰაბიტატებს, რომლებიც ნაკლებად ათვისებული აქვთ ადგილობრივ მტაცებლებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელობა აქვს არა რომელიმე კონკრეტული მტაცებლის არსებობას, არამედ ევოლუციურად ჩამოყალიბებულ მტაცებელთა თანასაზოგადოებას, რომლიდანაც ერთ-ერთი რგოლის ამოვარდნის შემთხვევაში მოხდება ანაცვლება, ახალი, უფრო მაღალი ადაპტაციისა და კონკურენტუნარიანი სახეობის მიერ, როგორც ვხედავთ, არიდულ და სემიარიდულ ეკოსისტემებში, ადგილობრივ მტაცებელს დამატებითი ფუნქცია უჩნდება: ევოლუციურად ჩამოყალიბებული მსხვერპლი სახეობების რეგულირების გარდა, მას ემატება ინვაზიის (ყველა შემთხვევაში ეს იქნება გაველურებული შინაური ცხოველები თუ ინტროდუქციული სახეობები) მალიმიტირებელი ფუნქცია.

საბედნიეროდ, მტაცებლების მოპოვებაზე პრემიალური სისტემა გაუქმდა. თუ ამჟამად ენოტისებური ძაღლი არც ისე მრავალრიცხოვანია, ეს ისევ, ალბათ, ტურისა და მგლის დამსახურებაა. სამწუხაროდ, ენოტი ჩვეულებრივ სახეობად იქცა. მას საკვების ფართო სპექტრი აქვს, კარგად დაცოცავს ხეებზე და ასევე კარგად დაცურავს, ამიტომ მტაცებლებისათვის ის ძალზედ ძნელი მოსაპოვებელია. ერთხელ უკვე დაუძლურებულმა ეკოსისტემებმა ჯერ ვერ დაიბრუნეს თვითაღდგენის უნარი და ალბათ ამიტომაც გავრცელდა ასე ფართოდ ენოტი.

0x01 graphic

მაჩვზღარბას ეკალი. ფოტო . მაჭარაშვილისა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უცხო სახეობა ცდილობს დაიმკვიდროს თავისი ადგილი, ანუ ეკოლოგიური ნიშა ცარიელი დახვდა, წარმატებით იწყებს გამრავლებას, მაგრამ თუ დაკავებულია, ცდილობს გააძევოს მასპინძელი და ამას ახერხებს, თუ სტიმარი უფრო ძლიერია, ვიდრე მასპინძელი. ძლიერი არ ნიშნავს იმას, რომ იგი ფიზიკურად უფრო ღონიერია, მასპინძელს ქეჩოში წაავლებს და ხრამთას იქით მოისვრის. ძლიერება ხშირად იმაში გამოიხატება, რომ მას შეუძლია უფრო მრავალფეროვანი საკვებით იკვებოს, სწრაფად გამრავლდეს, ან უფრო კარგად გაუძლოს მკაცრ ზამთარს (ისინი ხშირად მკაცრი ჩრდილოეთის მცხოვრებლები არიან), მაგრამ მთავარი მიზეზი არის ის, რომ მას ხშირად არ ჰყავს მტერი, რომელიც დაარეგულირებდა რიცხოვნობას, ე.ი. არ მისცემდა გავრცელების საშუალებას. ავსტრალიის მსგავსად, ბოცვრები და კურდღლები მთელ ქვეყანას გადაჭამდნენ და შემდეგ თვითონაც დაიხოცებიან საკვების უკმარისობის გამო, რომ არა მგლები და მელები რომლებიც, მართალია, მიირთმევენ ყურცქვიტებს, მაგრამ ამით არამარტო თავად საზრდოობენ, არამედ კურდღლებსა და ბოცვრებსაც იცავენ გადაშენებისაგან. ასეთი ფაქიზი კავშირების გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია თუნდაც ის, რომ ,,ავსტრალია შეჭამეს ბოცვრებმა“.

ზოგიერთი დღესაც მისტირის ძველ დროს და პრემიალური სისტემის აღდგენაზე ლაპარაკობენ. რას იზამ, წიგნის კითხვას და რაიმე ახლის გაგებას ისევ ძველი მავნე ,,გამოცდილებისამარა ყოფნა, ანონიმკებისა და დაბეზღებების, შვიდი ნოემბრებისა და ოცდახუთი თებერვლის პერიოდის მოგონება ურჩევნიათ.

საბედნიეროდ, საქართველოში ინტროდუქციის ყველა ცდა ასეთი წარმატებული არ ყოფილა: მარცხით დამთავრდა ამერიკული წაულასა და ირემლაღის აკლიმატიზაციის მცდელობები, თორემ ვინ იცის, კიდევ რის შემოყვანას არ ეცდებოდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს ეფიქრა სპილოსა და მარტორქის გამრავლებაც - მათი ეშვები და რქა ძვირად ფასობს! რომ დაცლოდათ შეიძლება გაეკეთებინათ კიდეც. სადაც ციმბირის მდინარეების მობრუნებას აპირებდნენ და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის მაგივრად მათ ყარაყუმში გაშვებას - ბრინჯს და ბამბას მოვიყვანთო, მოძმე აფრიკის ქვეყნებიდან მარტორქისა და სპილოს ჩამოყვანს წინ რა დაუდგებოდა?

22 არიდული ზონის უძველესი ბინადარნი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს თანამედროვე ბუნება მიახლოებით წარმოდგენასაც ვერ იძლევა მცენარეთა და ცხოველთა იმ სიმდიდრესა და მრავალფეროვნებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის გეოლოგიური წარსულისათვის იყო დამახასიათებელი.

ცოცხალი ბუნება, ისევე როგორც მთელი სამყარო, გამუდმებით იცვლება და ყოველივე ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ ურთულესი და ხანგრძლივი ევოლუციის შედეგს წარმოადგენს, რის დამადასტურებელ ფაქტებსაც მეცნიერები ყოველდღიურად აწყდებიან, აგროვებენ და აანალიზებენ. ამ კუთხით ყველაზე საინტერესო მასალას კი ნამარხი ცხოველების ნაშთები წარმოადგენს.

60-იან წლებში პალეონტოლოგებმა* მდინარე ივრის ხეობაში ცხოველთა არა ერთი უძველესი ,,სასაფლაო“ აღმოაჩინეს, რასაც მეცნიერები ადგილსაპოვებელს უწოდებენ. კახეთში ცნობილია ტარიბანის, გარეჯის, ქვაბების და სხვა ადგილსაპოვნელები. ეს ტერიტორია სტეპური ტიპისაა, მოკლებულია ხემცენარეებს და მხოლოდ ხევებში აქა-იქ გაბნეულია ძეძვნარი (გარდა ივრის ჭალებისა, სადაც ჭალის ტყეა). ადაგილს გვირგვინივით ადგას საკამაოდ მაღალი ფლატე, სადაც 3-4 სართულად განლაგებულია გამოქვაბულები, სწორედ აქედან წარმოსდგება მთელი ამ მიდამოს სახელწოდება ,,ქვაბები“.

0x01 graphic

ნამარხი მოლუსკების ნიჟარები. ფოტო . მაჭარაშვილისა

0x01 graphic

ნამარხი მოლუსკების ნიჟარები. ფოტო . მაჭარაშვილისა

ქვაბების მიდამოში დაახლოებით 5-4, მლნ. წლის წინ ჰავა თბილი და ზომიერად ტენიანი იყო. ეს ადგილები ზღვის უბნის დაჭაობებულ სანაპიროს ჭალებს და სავანის ტიპის ტყეებს ეკავათ. საინტერესოა, საიდან იციან მეცნიერებმა ამის შესახებ? დღეს ხომ ეს ადგილები ტიპიურ ნახევარუდაბნოს წარმოადგენს. ნამარხ ცხოველთა „სასაფლაოს“, ანუ ადგილსაპოვებლის მახლობლად, პალეონტოლოგებმა მეორე, მცენარეთა სასაფლაოც აღმოაჩინეს. ამ ადგილსაპოვებლებში ნაპოვნია ტირიფის, თხმელას, ტყის თხილის, მუხის, თელას, ძელქვას, ცირცელის, ძახველისა და სხვა მცენარეთა გაქვავებული ნაშთები. ჩამოთვლილ მცენარეთა დაჯგუფება სწორედ ზომიერად თბილი ჰავის პირობებისათვის არის დამახასიათებელი.

ქვაბების ადგილსაპოვებელში 25-მდე ნამარხი სახეობაა ნაპოვნი. აბა მანამდე სანამ მეცნიერები ამ მნიშვნელოვან აღმოჩენას გააკეთებდნენ, ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ აქ ცხოვრობდა 5 მ. სიმაღლის სირაქლემა, სამთითა ცხენისმაგვარი პიპარიონი, ბორცვკბილა მასტოდონტი ანანკუსი, მარტორქა, ღორი პროპოტამოხერუსი და ბევრი სხვა, ან თუნდაც ხმალკბილა ვეფხვი, რომლის გრძელი და დაკბილული ეშვები „შიშის ზარს“ სცემდა სავანის ბინადართ.

და მაინც, ქვაბების ყველაზე მოულოდნელი მონაპოვარი იყო გიგანტური დამანი, დამანების გაქვავებული ნაშთები შედარებით იშვიათია, რაც გამოწვეულია მათი საცხოვრებელი გარემოს ისეთი თავისებურებით, რომელიც ხელს უშლიდა ამ ცხოველების განამარხებას(ტენიანი ტყე, მშრალი კლდოვანი ველი). ამიტომაც ნამარხ ცხოველთა ეს ჯგუფი სუსტად არის შესწავლილი.

ქვაბებში აღმოჩენილი დამანის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ცხოველი ძალიან განსხვავდებოდა მისი თანამედროვე შთამომავლებისგან უპირატესად გიგანტური ზომით. იგი თანამდეროვე ცხენისხელა იყო, თავზე პატარა თვალები ჰქონდა და პატარა, ტაპირების მსგავსი ხორთუმი. ცხოვრობდა სრულიად განსხვავებულ პირობებში - კლდოვან ადგილებში კი არ ბინადრობდა, არამედ წყალთან ახლოს, დაჭაობებულ ადგილებში. ეს ცხოველი ძირითადად ჭაობის მცენარეებით იკვებებოდა, რომელთაც თავისი ძლიერი ნიჩბისებური საჭრელებით გლეჯდა. მიირთმევდა მცენარის ღეროებს, ბოლქვებსა და ფესვებს.

3,5 მლნ. წლის წინ ჰავის გამშრალებამ ანუ არიდიზაციამ დედამიწის დიდი ფართობი მოიცვა, რის გამოც წყლიანი ადგილები სულ უფროდაუფრო შემცირდა და იქ, სადაც ერთ დროს ტენიანი ჰავა, ტყე და დაჭაობებული ადგილები იყო მშრალი ჰავა და სტეპი გაბატონდა. ბუნებრივია, წყლის მოყვარულმა დამანმა ვერ გაუძლო ჰავის ასეთ ცვალებადობას და თანდათან გადაშენდა.

ტარიბანის ნამარხი სპილო

1956 წლის შემოდგომაზე, ტარიბანის მახლობლად კოწახურას ქედზე, მეცნიერებმა ნამარხი ცხოველის ნაშთები აღმოაჩინეს, რაც როგორც შემდგომ გამოირკვა, სამხრეთული სპილოს (Archidiskodon meridionalis Nesti taribanensisi) თითქმის სრულიად შემონახული ჩონჩხი იყო.

სპილოს ნაშთების შემცველი ნალექების ზუსტი სტრატიგრაფიული მდებარეობა არ არის სავსებით ნათელი. ცნობილია, რომ სპილოს ადგილსაპოვებლის ზოლში გავრცელებულია ზღვიური და მტკნარი წყლის ნალექები.

სპილოს ჩონჩხი მოქცეული იყო წვრილმარცვლოვან მკვრივ ქვიშაქვებში. ცხოველის ლეში ეტყობა პირაღმა განამარხებულა, რის გამოც ყველაზე მეტად დაზიანებული ზეაღმართული კიდურები და ეშვები აღმოჩნდა. განამარხების ადგილიდან ოდნავ მოშორებით ხევში იპოვნეს ქვიშაქვიშ ლოდი. რომელშიც მარცხენა ტერფის ძვლები იყო მოქცეული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიდურების დიდი ნაწილი დაიშალა და წყალმა წაითო, ასეთივე ბედი ეწვიათ ეშვებსაც.

0x01 graphic

ვაშლოვანის ნკრძალი, 1998 წელს ჩვენი ექსპედიციის დროს ნაპოვნი ეს ნამარხი ძვალი, სავარაუდოდ, სპილოს ეკუთვნის. ფოტო . ლორთქიფანიძისა

სპილოების ქვეოჯახის წარმომადგენლები მესამეულის ბოლოს (4,5 მლნ. წელი) და მეოთხეულის დასაწყისში (2,5 მლნ. წელი) გავრცელებულნი იყვნენ ევრაზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებზე. მიუხედავად ამისა, ნამარხ ხორთუმიანთა სისტემატიკა მაინც არ არის კარგად შესწავლილი. ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ სპილოს სრული ჩონჩხი და განსაკუთრებით კარგად დაცული თავის ქალა ძალიან იშვიათია. გათხრების დროს მეცნიერები შედარებით ხშირად სპილოს კბილებს პოულობენ, რის გამოც სწორედ საძირე კბილების აგებულების თავისებურებები დაედო საფუძვლად ამ ცხოველთა სისტემატიკას.

სპილოს, ძუძუმწოვრების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ახასიათებს კბილების არა ვერტიკალური, არამედ ჰორიზონტალური ცვლა. ყოველი კბილი, გარდა უკანასკნელისა, მოცვეთის შემდეგ ყბიდან გამოიდევნება მომდევნო კბილის მიერ, რომელიც იჭერს წინა კბილის ადგილს. ამრიგად, ამ უზარმაზარი ცხოველების ყბის ყოველ ნახევარში მოქმედებს ძირითადად ერთი და ნაწილობრივ მისი მომდევნო კბილი, რომელმაც უნდა შეცვალოს უკვე მოცვეთილი წინა. მაშასადამე, ყბის ყოველ ნახევარში კბილის ცვლა ხდება ხუთჯერ, ხოლო მეექვსე კბილს ცხოველი სიკვდილამდე ინარჩუნებს.

ტარიბანის არქიდისკონის სიმაღლე სავარაუდოდ 4,5 მ. იყო, ხოლო სიგანე ეშვების ჩათვლით 5მ. და 10 სმ. მისი წარმოშობა არ არის სავსებით ნათელი, რიგი ნიშნების საფუძველზე იგი მიჩნეული იყო სამხრეთის სპილოს უშუალო წინაპრად და ეს ორი ფორმა მეცნიერებმა ერთ გვარში (არქიდისკონის) გააერთიანეს. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, კბილების აღნაგობის მსგავსება კონვერგენტული** ხასიათის არის და გამოწვეულია მსგავს ფიზიკო-გეოგრაფიულ გარემოში ცხოვრებით. შესაძლებელია მათ მეტ-ნაკლებად საერთო შორეული წინაპარი ჰყოლოდათ.

როგორ ხდება ცოცხალი ორგანიზმების განამარხება

ცოცხალი ორგანიზმების მხოლოდ მცირე რაოდენობა განამარხდება, რადგან ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. როგორც წესი, ცხოველის დაღუპვის შემდეგ, მისი ლეში მტაცებელი ინდივიდების ლუკმა ხდება ან იხრწნება. ძვლები, ნიჟარები და სხვა მყარი ნაწილები შედარებით ნელა იხრწნება კუნთებთან და რბილ ქსოვილებთან შედარებით.

ვნახოთ, როგორ ხდება განამარხება. ოდესღაც ცოცხალი ორგანიზმის განამარხებისთვის საჭიროა მისი სიკვდილის შემდეგ სხეული წყლიან გარემოში მოხვდეს, რადგან შემცირდეს ატმოსფერულ ჟანგბადთან შეხება და ლპობა მინიმუმამდე დავიდეს. თუ წყალში ჟანგბადის კონცენტრაცია მაღალია (ნორმალური მარილიანობისას 1 ლიტრი ზღვის წყალი 00 C-ზე შეიცავს 8.03 სმ3 ჟანგბადს, ხოლო 250 C-ზე - 4,93 სმ3 ს) მაშინ ცხოველის სხეული ზედაპირზე ამიტივტივდება, იშლება და მისი სხეული ნაწილები ცალ-ცალკე განამარხდება. თუ წყალში მაღალია გოგირდწყალბადის (H2S) კონცენტრაცია, სხეული ფსკერზე იძირება.

წყალში არსებული მინერალური მარილები ჩაანაცვლებს ორგანიზმების ორგანულ ნივთიერებებს და თანდთან მყარ მასად იქცევა. მილიონი წლების განმავლობაში ქვედა შრეები ახლადწარმოქმნილი ზედა შრეების ზემოქმედებით თანდათან მყარდება და მრავალი ფაქტორის გავლენის შედეგად (მაგ. წყლის მასივების უკან დახევა, მთათწარმოქნა, მატერიკების დრეიფი და სხვა) წყლიან გარემოში განამარხებული ორგანიზმი შეიძლება ფსკერიდან ხმელეთზე აღმოჩნდეს.

ზოგჯერ მწერები და სხვა მცირე ზომის ორგანიზმები იმდენად კარგად განამარხდება, რომ მეცნიერებს შეუძლიათ ამ ორგანიზმების გენეტიკური ანალიზის ჩატარება. წიწვოვანი მცენარეების მიერ გამომუშავებული ფისი წებოვანია და მისი არომატული სუნი მწერებს იზიდავს, ისინი ზედ სხდებიან და „მახეში ებმებიან“. მრავალი წლის შემდეგ კი ფისი მყარდება. მინერალი ქარვა სწორედ ერთ დროს არომატული და წებოვანი ფისის გაქვავებულ ნაშთს წარმოადგენს.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ტენიან მიწაზე კარგად ემჩნევა კვალი, თუ ეს კვალი არ გადაირეცხა მდინარის ან წვიმის წყლით, მაშინ მზის სხივები გამოაშრობს და მრავალი წლის შემდეგ ქვად აქცევს. ყველაზე კარგად ცნობილი დინოზავრების ნაკვალევი, სწორედ ასეთი გზით წარმოქმნილი მათი კიდურების ანაბეჭდს წარმოადგენს.

0x01 graphic

დამანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ფოტო . ბუთხუზისა

თანამედროვე დამანი აფრიკის კლდოვან ადგილებში ბინადრობს. ზომით კურდღელს არ აღემატება, წინა კიდურებზე ოთხი თითი აქვს, უკანზე სამი. თითებს შორის აპკი უვითარდება, თითები ბოლოვდება ბრჭყალისმაგვარი ჩლიქით. კიდურები ისე აქვს მოწყობილი, რომ თავისუფლად შეუძლია ციცაბო კლდეებზე სწრაფი გადაადგილება.

__________________

* პალეონტოლოგია მეცნიერება გადაშენებული ცოცხალი ორგანიზმების შესახებ, სწავლობს მათ განმარხებული ნაშთების მიხედვით.

** კონვერგენცია - სხვადასხვა სახეობის ცხოველებში ნიშან-თვისებათა მსგავსება, რომელიც გამოწვეულია არა ამ ფორმების საერთო წარმოშობით, არამედ მსგავს გარემო პირობებში განვითარებით.

23 საქართველოს არიდული და სემიარიდული ზონის ბიომები

▲ზევით დაბრუნება


ოთარ აბდალაძე

საქართველოს მცენარეულობა მდიდარი და მრავალფეროვანია. შედარებით მცირე ტერიტორიაზე აქ წარმოდგენილია, როგორც კოლხეთის მთისწინეთის თითქმის სუბტროპიკული კლიმატის დაბურული ტყეები, ასევე კავკასიონის მაღალი მთების მუდმივი თოვლისა და მყინვარების სამეფო. დასავლეთ საქართველოსაგან განსხვავებით, სადაც საერთოდ არ არის განვითარებული არიდული (მშრალი) და სემიარიდული (ნახევრადმშრალი) ბიომები (ბიომი ამა თუ იმ ლანდაშაფტურ-გეოგრაფიული ზონის მცენარეული და ცხოველური თანასაზოგადოებების ერთობლიობაა). აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებსა და მთისწინეთში, კერძოდ კახეთში. შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. კარგადაა გამოხატული ნახევრადუდაბნო (სადაც ჩაწინწკლულია უდაბნოს ფრაგმენტები), სტეპი (მშრალი ველი) და არიდული მეჩხერი ანუ ნათელი ტყე. ამ ტერიტორიაზე გაბატონებულია მშრალი სუბტროპიკული კლიმატი, ცივი ზამთრითა და მცირედ ნალექიანი, ცხელი (ხშირად გვალვიანი) ზაფხულით. თოვლის საფარი მცირე და არამყარია. მთელ აღმოსავლეთ საქართველოში კლიმატის კონტინენტურობის ნიშნები ყველაზე მკვეთრად ივრის ზეგანზეა გამოხატული.

ქვემოთ მოცემულ არიდული და სემიარიდული ბიომების მოკლე დახასიათებაში ყურადღება გამახვილებულია იქ გავრცელებულ ტიპიურ, ენდემურ, იშვიათ და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა სახეობებზე.

ნახევარუდაბნო და უდაბნო

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებში (ზღვის დონიდან 250-300 მ-მდე) თიხნარ-წაბლნარ, შავმიწა, ალუვიურ და რუხ-თიხნარ ქვიან ნიადაგებზე განვითარებულია ნახევრადუდაბნოები. ისინი განსაკუთრებით კარგად ივრის ზეგანზე გარდაბნის რაიონშია გამოხატული.

0x01 graphic

ავშნიანი ნახევრადუდაბნო. ფოტო . მაჭარაშვილისა

0x01 graphic

ივრის ზეგანი. ჩათმა დამლაშებული უდაბნოს ფრაგმენტი. ფოტო . მაჭარაშვილისა

ნახევრადუდაბნოს მცენარეულობის უმთავრესი დომინანტია ავშანი (Artemisia fragrans). აქ ფართოდაა გავრცელებული ავშნიან-ყარღანიან-ჩარანიანი (Artemisieto Salsoletum). უძრახელიან-ავშნიანი (Caraganeto-Artemisietum) და უროიან-ავშნიანი (Botriochloeto - Artemisietum) თანასაზოგადოებები. ავშნიანი ნახევრადუდაბნოების ფლორისტული შემადგენლობა ღარიბია - იგი 20-30 სახეობის ითვლის.

საქართველოში ტიპიური უდაბნო გამოხატული არ არის. დამლაშებული (ბიცობი) უდაბნოს ფრაგმენტები მხოლოდ ალაგ-ალაგაა ჩართული ნახევრადუდაბნოებში. მისთვის დამახასიათებელია სახეობით სიმწარე. ნიადაგის ზედაპირი თითქმის შიშველია: მცენარეულობის პროექციული დაფარულობა 1მ2-ზე 10-20%25-ს იშვიათად აღემატება. უდაბნოს ფრაგმენტების შემქმნელია ძირითადად ჩარანი (Salsola ericoides), ყარღანი (Salsola dendroides), ხურხუმა (Salsola nodulosa), არხაჯი (Suaeda microphylla), ხვარხვარა (Pretrosimonia brachiata). ჩინგილი (Halimodendron halodendron), Kamanthus pilosus, Kalidium caspicum და სხვ. ნახევრადუდაბნოსა და უდაბნოში მთავარი მალიმიტირებელი ეკოლოგიური ფაქტორი წყლის მუდმივი დეფიციტია (გაზაფხულის მოკლე პერიოდის გარდა). ნიადაგის ზედა ფენებში (0-30 სმ) წყლის შემცველობა მხოლოდ 5-15%25-ია, ხოლო ჰაერისფარდობითი ტენიანობა - 15-25%25. აქ გავრცელებული მცენარეები გამოირჩევიან გვალვაგამძლეობით, რასაც განაპირობებს მრავალი მორფოლოგიური, რიტმოლოგიური, ტროფიკული (კვებითი) თუ ფიზიოლოგიური შეგუებულობის მექანიზმი. კერძოდ ფოთლების სახეცვლილება ეკლებად (მცირდება აორთქლების ზედაპირი), შებუსვა (აირეკლება მზის სითბური გამოსხივება და მცირდება გადახურების შესაძლებლობა).

0x01 graphic

ბიბერშტვინის ტიტა. ფოტო . აბდალაძისა

0x01 graphic

ქართული ზამბახი. ფოტო . მაჭარაშვილისა

0x01 graphic

ეიხლერის ტიტა. ფოტო . ბუთხუზისა

მთავარღერძიანი ვერტიკალურად განვითარებული მძლავრი ფესვთა სისტემა, რომელიც ნიადაგში ღრმად (130-160 სმ-მდე) იჭრება და სხვადასხვა შრეში ფართოდ იტოტება, ბალიშა და განრთხმული სასიცოცხლო ფორმა, წყლის რეჟიმის აქტიური რეგულაციის უნარი, ფოტოსინთეზისა და სუნთქვის მაღალი ინტენსივობა და სხვ.

ნახევრადუდაბნოსა და უდაბნოს მცენარეული საფარისათვის ეფემერებისა და ეფემეროიდების მონაწილეობაა დამახასიათებელი. ადრე გაზაფხულზე - წლის ყველაზე უფრო ნესტიან პერიოდში, ისინი მასობრივად ყვავილობენ და უდაბნოს პირქუშ ლანდშაფტში აქა-იქ მიმოფანტულ, ლამაზ ნაირფეროვან „ხალიჩებს“ ქმნიან.

ნახევრადუდაბნოებში გვხვდება მაღალდეკორატიული და იმავდროულად იშვიათი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი კავკასიის ენდემური სახეობები: ეიხლერის ტიტა ანუ წითელი ტიტა (Tulipa eichleri), ბიბერშტეინის ტიტა (Tulipa beibersteiniana), ქართული ზამბახი (Iris iberica), შტერნბერგია (Sternbergia colchicflora), ჩინგილი (Halimodendron halodendron). აღსანიშნავია აგრეთვე ისეთი მაღალდეკორატიული მცენარეები, როგორიცაა გარეჯის სალბი (Salvia garedji), ქონდარა ზამბახი (Iris pumila), კავკასიის ზამბახი (Iris caucasia), ბადისებრი ზამბახი (Iridodictyum reticulatum), ცხვირისატეხელა (Adonis aestivalis) და სხვ. ნახევრადუდაბნოს ზონაში ტბებსა (გარდაბნის რაიონში ყარაიის ტბა) და ჭაობებში მესამეული პერიოდიდან დღემდეა შემორჩენილი კავკასიის ენდემი - ჰირკანული წყლის კაკალი (Trapa hyrcana), რომელსაც წყალსატევების დაბინძურებისა და ამოშრობის გამო გაქრობა ემუქრება. ნახევრადუდაბნოები მეტწილად ზამთრის საძოვრებია. გარდა ამისა, ისინი ძირითადად განლაგებულია მაგისტრალური გზების პირებზე, დასახლებული ტერიტორიების მახლობლად. სწორედ აქ გავიდა კასპიისა და შავი ზღვის ნავთობსადენი მილი. ამის გამო, ნახევრადუდაბნოების ეკოლოგიური მდგომარეობა არასახარბიელოა. მცენარეული საფარის სტრუქტურა ძირითადად დარღვეულია, შემცირებულია ზემოთ აღნიშნული და ბევრი სხვა იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარის პოპულაციები, ამიტომ ისინი საგანგებო დაცვას საჭიროებენ.

სტეპი

ნახევრადუდაბნოსთან შედარებით რამდენადმე მაღლა (ზღვის დონიდან 300-700 მ-ის ფარგლებში) სტეპის მცენარეულობაა გავრცელებული. იგი ყველაზე უკეთ გამოხატულია შირაქ-ელდარში, გარეჯი, იაღლუჯსა და ნაწილობრივ თბილისის მიდამოებში. სტეპი არაიშვიათად განვითარებულია ნატყევარ და ბუჩქნარი მცენარეულობის ადგილზე, შავმიწა და წაბლა ხირხატიან ნიადაგებზე.

სტეპის ბიომის ყველაზე დამახასიათებელი ეკოსისტემაა უროიანი სტეპი უროს (Botriochloa ischaemum) დომინანტობით. აქ ყველაზე გავრცელებული თანასაზოგადოებებია: ძირტკბილიან-უროიანი (Giycyrrhizieto-Botriochloeta), უროიან-ეფემერული (Botriochloeta ephemerosa), ვაციწვერიან-უროიანი (Stipeto- Botriochloetum) და ველის წივანიან-უროიანი (Festuceto-Botriochloeta). ამ უკანესკნელს შედარებით შეზღუდული არეალი აქვს. ის გვხვდება მხოლოდ ქვედა ქართლში, კერძოდ, იალღუჯის მასივზე, ბორცვების ფერდობებზე, ნაირბალახოვან-ვაციწვეროვანი (Herbae mixta-Stipetum) თანასაზოგადოება მხოლოდ გარეჯისათვის არის დამახასიათებელი. ტიპიური სტეპის მცენარეულობის კომპონენტებია ვაციწვერები: Stipa tirsa, Stipa lessingiana, Stipa pulcherrima, Stipa capillata. ნახევრადუდაბნოსთან შედარებით, სტეპის ბიომში სახეობრივი მრავალფეროვნება. აქ 45-65 მცენარე გვხვდება.

0x01 graphic

სტეპის ბიომი. ფოტო . მაჭარაშვილისა

სტეპებში გავრცელბული იშვიათი ენდემურ სახეობათა შორის აღსანიშნავია ოქროსფერი ბონგარდია (Bongardia chysogonum), რომელიც ძირითადად შირაქის ველზე გვხვდება. ის სამკურნალო მცენარეა. მისი პოპულაციის შემცირების მთავარი მიზეზია მოსახლეობის მიერ გორგლების შეგროვაბა. შირაქშივეა (ყაშებში) გავრცელებული მაღალი ღირსების დეკორატიული მცენარე - მლოკოსევიჩის იორდასალამი (Paeonia mlokosewitschii) რომლის პოპულაციასაც ასევე მოსპობა ემუქრება. სტეპის ზონაში გვხვდება სხვა ენდემური სახეობებიც. მაგალითად, ესპარცეტი (Onobrychis cyri), კახური ესპარცეტი (Onobrychis kachetica), ბეგქონდარა (Thymus tiflisiensis), წიწინაური (Polugala transcaucasica), Seseli grandivitatum და სხვ.

აღსანიშნავია, რომ სტეპის მცენარეულობა ჯერ კიდევ ახლო წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული მთელ სამხრეთ კავკასიაში. ამასთან, არც ერთ ბიომს საქართველოში არ განუცდია ისეთი ძლიერი ანთროპოგენული ზეწოლა, როგორც სტეპის ეკოსისტემებს: გადახნულია სტეპის დიდი ფართობები; გაყვანილია გზები; გაზ- და ნავთობსადენები; აგებულია ნავთობის ჭაბურღილები; გადატვირთულია ზამთრის საძოვრები. ყოველივე ეს ბუნების დაცვა-აღდგენითი ელემენარული ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე განხორციელდა. ამჟამად, კლიმატის გლობალური ცვლილების (გლობალური დათბობის) ფონზე ძლიერი ანთროპოგენული დატვირთვა სტეპს გაუდაბნოების ხიფათს უქმნის.

არიდული ნათელი ტყე

საქართველოში ნათელი ტყეები გავრცელებულია მის აღმოსავლეთ ნაწილში - ნახევრადუდაბნოებისა და სტეპების ზონაში. ისინი გვხვდება წაბლა, მოყავისფრო-მოყვითალო და შავმიწა კარბონატიან ნიადაგებზე, ვეძიანებზე, ბიცობებზე, ხირხატიანებზე და სხვ. ტიპიურ ნათელ ტყეებს ვხვდებით შირაქში, ელდარში, გარეჯში, გარდაბნის მხარეში, იაღლუჯაზე, ნათელი ტყის ფრაგმენტები აღნიშნულია ბოლნისსა და დმანისს შორის, მაშავერას მარცხენა ნაპირზე, შულავერის მიდამოებში, ქციის კანიონებზე და სხვ. საქართველოში ნათელი ტყეების თანამედროვე გავრცელების უკიდურეს დასავლეთ საზღვარზეა სარკინეთის მთისა და არმაზის ქედის (მცხეთასთან) ნათელი ტყეები.

0x01 graphic

ივრის ზეგანი, საკმლისხიანი ნათელი ტყე. ფოტო . მაჭარაშვილისა

ნათელი ტყეებისთვის დამახასიათებელია „მეჩხერიანობა“ და „განათებულობა“. სწორედ აქედან მომდინარეობს ამ ბიომის სახელწოდებაც. ნათელ ტყეებში ხეები, ჩვეულებრივ, ურთიერთისაგან საკმაოდ დიდი მანძილითაა დაცილებული. ღია და შესაბამისად განათებული არე აქ ბევრია. როგორც წესი, ნათელ ტყეებში ხეებით დაფარული არე ტყის საერთო ფართობის 25-30%25-ს თუ შეადგენს. ამიტომაც ნათელი ტყეების შემქმნელი ხე-მცენარეების გარეგნული იერი განსხვავდება ნამდვილ ტყეში აღმოცენებულ ხეთაგან. აქ ხის ვარჯი მეტწილად მომრგვალო, ბურთისებრია, ყოვლმხრივ თავისუფლად და ლამაზად გაზრდილი. არცთუ იშვიათია, როდესაც ხეები მჭიდრო ჯგუფებს - პატარა კორომებს ქმნიან, რომლებშიც შეიძლება 10-20 ხე დაითვალოს; შორიდან ეს კორომებიც ერთი უზარმაზარი ხის შთაბეჭდილებას ტოვებს. ტყის მეჩხერიანობის უმთავრესი მიზეზი ნიადაგში წყლის სიმცირეა.

ნათელი ტყის შემქმნელი მთავარი სახეობებია: საკმლის ხე (კევის ხე, საღსაღაჯი) (Pistacia mutacia), კავკასიის აკაკი (Celtis caucasica), ქართული ნეკერჩხალი (Accer iberikum), ბერყენები (Pirus georgica, P. Salicifolia, P. sachokiana), თელა (Ulmus foliacea), ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica), ღვიები (Juniperus foetidissima, J. Polykarpos, J. rufescens) და ზოგოერთი სხვა ისეთი სახეობა, რომლებიც სხვა ტიპის ტყეების შექმნაში მონაწილეობას არ იღებს. ამ მხრივ, ნათელი ტყე უნიკალურია. ფოტოლმცვენ ნათელ ტყეთა შორის საკმლისხიანი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და თავისთავადია. საქართველოში ამ ტიპის ტყე დღესდღეობით კარგადაა შემონახული შირაქ-ელდარში (ვაშლოვანი, პანტიშარა, ალესილების ძირები, ლეკის წყალი, ბუღათ-მოედანი) და იორ-ალაზნის ქვედა დინებაზე, სადაც ჭალის ტყეს ესაზღვრება (მაგალითად, ჭაჭუნას აღკვეთილსა და მიმდებარე ტერიტორიაზე), საკმლის ხის კორომების ნაშთები გვხვდება აგრეთვე გარეჯის უდაბნოში, გარდაბნის მშრალ ფერდობებზე, იაღლუჯის მასივზე და სხვ.

საკმლისხიანში შერეული აკაკი, თელა, ფშატი, ბერყენა და სხვ. არაიშვიათია საკმლის ხის თითქმის სუფთა რაყები, სადაც ცალკეული სხვა ხე და ბუჩქი აქ თუ შეგხვდება. საკმლისხიანსი, ჩვეულებრივ იზრდება სხვადასხვა ბუჩქი, მათ შორის ლეღვი, ბროწეული, კოწახური, თრმილი, თუთუბო, ძეძვი, შავჯაგა და სხვ. ზოგან ბუჩქი იმდენია, რომ შეკრულ ქვეტყეს ქმნის. საკმლისხიანისათვის დამახასიათებელია გვალვაგამძლე ბალახების საფარი (ურო, ავშანი, ყარღანი, ხურხუმა და სხვ.) იქ, სადაც ჭალის ტყეს ესაზღვრება, საკმლისხიანის ბალახოვან საფარში ჭალის ტყის ბალახებიც გვხვდება.

საკმლის ხის სიმაღლე 5-10 (იშვიათად 15) მ-ს, ხოლო დიამეტრი 90 სმ-ს აღწევს. ახასიათებს ლამაზი მომრგვალო ან ნახევრადსფეროსებრი დიდი ვარჯი, რომელიც ისე დაბლა იწყება, რომ ბევრი ტოტი მიწას ეხება. ზაფხულმწვანეა, აქვს მკვრივი, მაგარი მერქანი, რომელიც კარგად პრიალდება და გამოიყენება სახარატო საქმეში. ქერქი დიდი რაოდენობით შეიცავს კუპრს და ეთერზეთებს. ფოთლები მუქი მწვანე და პრიალაა, ყვავილები პატარა ზომისაა, ნაყოფი კურკიანია, მომწიფებისას წითლდება. საკმლის ხის ბუნებრივი განახლება ღია ადგილებში ძლიერ შეზღუდულია. თუკი სადმე მისი ნორჩნარი გვხვდება, როგორც წესი ესაა შედეგი „ცრუ სიმბიოზისა“ საკმლის ხესა და ეკლიან ბუჩქებს (შავჯაგას, ძეძვს, გლერძს, ზოგჯერ ღვიას) შორის. საკმლის ხის ახალგაზრდა ამონაზარდი დიდი, მიწაზე გადართხმული ეკლიანი ბუჩქებით კარგადაა დაცული და ამიტომ ის არ იძოვება, ბუჩქი იფარავს მას. შემდეგ უკვე გაზრდილი ხე გადაფარავს ბუჩქს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსებისათვის (სინათლე, წყალი) კონკურენციას ვერ უძლებს და იღუპება. ღია ადგილებში საკმლის ხის აღდგენა ამჟამად მხოლოდ ასე ხდება.

0x01 graphic

ღვიიანი ნათელი ტყე. ელიარ-ოღის ქედი. ფოტო . მაჭარაშვილისა

0x01 graphic

საკმლის ხე. ფოტო . მაჭარაშვილისა

0x01 graphic

ცრუ სიმბიოზი. ფოტო . მაჭარაშვილისა

საკმლის ხე საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. საკმლისხიანი ჭალის მუხით გვხვდება უმთავრესად ელდარში, სადაც ესაზღვრება ივრის ჭალის ტყეებს. აქ იშვიათი არ არის იალღუნიანებშიც.

საკმლისხიანი ქართული მუხით აღინიშნება ნათელი ტყეების გავრცელების პერიფერიებზე - ფოლადაურის, მაშავერას, ქციისა და მტკვრის შუაწელის ხეობებში, აკაკის ნათელი ტყეები შექმნილია კავკასიის აკაკისაგან (Celtis caucasica). ეს ხე სიმაღლით 10-12 მ-ს არ აღემატება, ღერის დიამეტრი კი 1მ-ზე მეტია. აქვს გლუვი ნაცრისფერი ქერქი, ძლიერ მაგარი, მკვრივი და მძიმე მერქანი და ფართოდ გაშლილი ვარჯი. ფოთლები მომწვანო-ნაცრისფერია, უხეში, კვერცხისებრი ფორმის და თავწაწვეტილი. მრგვალკურკიან ნაყოფს თხელი რბილობი აქვს, მოტკბოა და იჭმევა. კავკასიის აკაკის არეალი უფრო ფართოა, ვიდრე საკმლის ხისა. ის გვხვდება ვაკეებზე, მთსისწინების ტყის მშრალ ვარიანტებში. საქართველოში გავრცელებულ ხე-მცენარეთა შორის აკაკი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გვალვაგამძლე და სიცოცხლისუნარიანია. როდესაც პაპანაქება სიცხეში სხვა ხეების ფოთლები ჭკნობას იწყებს, აკაკის ფოთლები მილისებრ იხვევა, რითაც მცირდება წყლის აორთქლების ზედაპირი, მცენარე მეტ წყალს ინარჩუნებს და ამგვარად ებრძვის გვალვას. ზოგან ის თავისებურ, ზღაპრულ კორომებს ქმნის, განსაკუთრებით, როდეასაც უსიცოცხლო პოტალო კლდეებზე ან ლოდების უზარმაზარ გროვებზე იზრდება. როგორც აკად. ნ. კეცხოველი იტყოდა: „იქმნება შთაბეჭდილება კლდეებთან უდიდესი და მძაფრი ბრძოლისა. არც ერთი ჩვენებური ხე ისე მძაფრად არ ებრძვის და არ შლის კლდეებს, როგორც აკაკი. ამის დასტურია ძველი სამშვილდე, რომლის სასახლეთა ნანგრევებზე მრავალი ასწლოვანი აკაკის ფესვებია გადახლართული“. კავკასიის აკაკი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი.

თელიანები იშვიათად გვხვდება. ნათელი ტყეების გავრცელების არეში ისინი მხოლოდ ხევის პირებზე, რიყეების კიდეებზე ან „ალესილების“ გაყოლებაზეა, იქ, სადაც კლდის ძირას წყალი ჟონავს.

ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum), რომელიც საქართველოს წიგნშია შეტანილი, ერთ-ერთი უძველესი და იშვიათი სახეობაა. იგი ძლიერ გვალვაგამძლე და მკვრივმერქნიანი ხეა. ქართული ნეკერჩხალი წმინდა კორომებს თითქმის აღარსად ქმნის. ზოგან იგი გვხვდება მხოლოდ როგორც ერთ-ერთი მონაწილე საკმლისხიანი ან ბერყენიანი ნათელი ტყეებისა.

ბერყენიანები ნათელი ტყის ერთ-ერთი თავისებური ვარიანტია. ისინი გავრცელებულია როგორც ნათელი ტყეების არეალის შუაგულში, ისე მის განაპირას. საერთოდ, ბერყენები უფრო ნათელი ტყეების ძირითად სახეობათა თანამყოლებია. ეული ბერყენები ჩვენს ველებში ჩვეულებრივია. ბერყენებიდან აღსანიშნავია სახოკიას ბერყენა (Pyrus sachokiana). მისი სასიცოცხლო ფორმა პატარა ხე ან ბუჩქია. იშვიათი, ვიწროლოკალური ენდემური სახეობაა, რომელიც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. დღეს მხოლოდ ერთი კორომიღაა შემორჩენილი შირაქში.

წიწვიანი ნათელი ტყეები ორი ტიპით არის წარმოდგენილი - ღვიიანბეითა და ფიჭვნარებით. ფიჭვნარები ელდარის ფიჭვისგან (Pinus eldarica) არის შექმნილი. ის 8-20 მ. სიმაღლის მარადმწვანე ხეა. ღერო მეტწილად მრუდე აქვს, ტოტები 3-4 მ -ის სიმაღლიდან იწყება და განზე იტოტება - ქმნიან ზღვის პირის ფიჭვებისათვის დამახასიათებელ ქოლგისებრ ვარჯს. ელდარის ფიჭვს სხვა ხეთაგან დიდი გვალვაგამძლეობა და კლდეებზე ზრდის შესანიშნავი უნარი გამოარჩევს. ის კავკასიის ენდემი და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობაა. ბუნებრივად ჩვენში გავრცელებულია ივრის ქვედა წელში, მდინარის მარჯვენა მხარეს გადაჭიმულ ელიარ-ოღის ქედზე ზღვის დონიდან 300-600 მ-ის სიმაღლეზე. იზრდება დიდი დაქანების 35-450 (600) იმ ფერდობებზე, რომლებიც მეტად მშრალი პირობებით ხასიათდება და სადაც ჩამორეცხვისაგან არის გადარჩენილი ნიჟარიანი კირქვები და ქვიშაქვების ზედა შრეები. ელიარ-ოღლის ქედზე ელდარის ფიჭვის გავრცელება წყვეტილია. ფიჭვნარებში ხშირად შერეულია სხვადასხვა ღვია. ბალახოვან საფარში აღინიშნება მშრალი ველებისა და ხრიოკთა მცენარეები. ღვიანი ნათელი ტყეების შექმნაში რამდენიმე ღვია მონაწილეობს, მათ შორის, შავი ღვია (Joniperus Foetidissima), წითელი ღვია ანუ ფანქრის ხე (Joniperus rufescens), მრავალნაყოფიანი ღვია (Joniperus polycarpos) და Joniperus oblonga. ღვიები პატარა ან საშუალო სიმაღლის ხეებია. ზოგჯერ დაბუჩქულია. მათი მერქანი მკვრივი და მაღალი ხარისხისაა, ყველა ღვია დეკორატიულობით გამოირჩევა. ღვიანები განსაკუთრებით კარგად არის გამოსახული ელიარ-ოღლისა და კოწახურას ქედებზე, ვაშლოვანში, პანტიშარაში, შირაქ-ელდარში ჩამორეცხილ ფერდობებზე ალაგ-ალაგ, გარეჯის უდაბნოში, სარკინეთის ქედზე, არმაზის ქედზე და სხვ.

ნათელი ტყეები წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ინტენსიური სოფლის მეურნეობის რაიონებს ანდა იყო და ახლაც არის გამოყენებული ზამთრის საძოვრებად. ნათელი ტყის არეში ძოვდა ცხვარი და მსხვილფეხა საქონელი. ცხვარი ნორჩ ამონაყარს ფესვის ყელამდე ჭამდა, ფეხით თელავდა და ანადგურებდა, რითიც აფერხებდა ტყის აღდგენას. ტყე უდიერად იჩეხებოდა. მეცხვარეთათვის საწვავის მომცემი სწორედ ნათელი ტყე იყო. შეშა გაჰქონდათ ახლო-მახლო სოფლებსაც (ვინაიდან უფრო ადვილი მისაწვდომი იყო, ვიდრე მთის ტყე). საკმლის ხის ნახშირს განსაკუთრებით აფასებდნენ ოქრომჭედლები, რადგან ის სხვა ხის ნახშირზე უფრო მხურვალე, გამძლე და სუფთაა. სანახშირეებმა ბევრი ტყე შეიწირა. საკმლის ხის ნახშირის გამოყენება ძველთაგანვე იყო მიღებული მეტალურგიაში. ძველად სარკინეთში ლითონის სადნობი ღუმელების არსებობა, გარკვეულწილად, ამ რაიონში საკმლის ხის არსებობითაც უნდა აიხსნას. ნათელი ტყის ნაალაგევი დღეს ბევრგან შეიმჩნევა. ზოგან საკმლის ხის კუნძებიღა შემორჩენილა, ზოგან თითო-ოროლა ხე, ანდა ძეძვიანებში გადარჩენილა ტანბრეცილი ნაბარტყი. ტიპიური სტეპის არეში გავრცელებული ძეძვიანებისა და ჯაგეკლიანების უმრავლესობა ნათელი ტყის ნაშთს წარმოადგენს. მოსპობის უკანასკნელ სტადიაში სარკინეთის (შიომღვიმის) საკმლისხიანი ნათელი ტყე. არიდული ნათელი ტყის, როგორც შესანიშნავი რელიქტური მცენარეულობის ნაშთის, დაცვას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

ჭალის ტყე

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებსა და მთისწინეთში ჭალის ტყე განვითარებულია მდ. მტკვრის, ივრის, ალაზნისა და ქციის ქვემო წელის გასწვრივ. მთაში ჭარბობს ჭალის ანუ გრძელყუნწიანი მუხა (Quercus pedunculiflora), აგრეთვე ვერხვი (Populus canescens), ხვალო ანუ ჭალის ვერხვი (Populus hybrida), თეთრი ხვალო (Populus alba), თელა (Ulmus foliacea), ტირიფი (Salix excelsa), ბაღის ფშატი (Elaegnus angustifolia), თუთა (Morus alba), ქაცვი (Hypopheae rhamnoides), იალღუნი (Tamarix ramosisima) და სხვ. ივრის ჭალის ტყეებში ხშირად შერეულია საკმლის ხე, ალაზნის ჭალაში გვხვდება აგრეთვე ლაფანი (Pterokaria pterocarpa).

0x01 graphic

ჭალის ტყის ბიომი. ფოტო . გურიელიძისა

ჭალის ტყეების ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია ჭალის მუხა. ის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. მაღალხარისხოვანი მერქნის მქონე და დეკორატიული მცენარეა. ქმნის კორომებს, რომელთა ფართობი მცირდება. ბევრგან უკვე ერთეული ხეების სახითღაა შემორჩენილი. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. საგარეჯოსთან, ივრის პირას - ე.წ. „სახოხბის ჭალაში“ (ყორუღის სახელმწიფო აღკვეთილის ტერიტორიაზე) დაცულია ჭალის მუხის გიგანტური ეგზემპლარი, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი „ერასტოს მუხას“ უწოდებენ. მისი ასაკი 500 წელზე მეტია, სიმაღლე 40 მ-მდე, ხოლო ღეროს დიამეტრი - 2,2 მ.

საინტერესო ფლორისტული შემადგენლობით გამოირჩევა იერის ზეგნის ჭალის ტყეები. აქ ერთმანეთისაგან განსხვავდება საკუთრივ ივრის ჭალის ტყეები და ივრის მშრალი ხევები, რომლებშიც წყალი მხოლოდ გაზაფხულის დიდი წვიმების შემდეგ მოედინება. მშრალი ხევების პირას სახეობათა სულ სხვა შემოდგენლობაა: თურანული (Populus euphratica), ლეღვი (Ficus carica), ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum), ქართული თელა (Ulmus georgica), ღვიის სახეობები, იასამანი (Jasminium Fruticans), ბალღოჯი (Cerasus mahaleb), ბერყენები, ფშატები და სხვ.

ჭალის ტყეებში ბევრია ბუჩქნარები: ძეძვი (Paliurus spina-christi), კოწახური (Berberis vulgaris), ბროწეული (Punica granatum), კვრინჩხი (Prunus spinosa), ჩიტავაშლა (Pyracanha coccinea), დიდგულა (Sambucus nigra) და სხვ; აგრეთვე ლიანები: ეკალღიჭი (Smilax excelsa), ღვედკეცი (Peripiloca graeca), კატაბარდები Clamatis vitalba და Clematis orientalis და სხვა, რაც მათ ხშირად გაუვალსაც კი ქმნის. ამიტომ ჭალის ტყეები ნადირ-ფრინველის საუკეთესო თავშესაფარია და ამავე დროს მსხვილ ძუძუმწოვართა საიმიგრაციო დერეფნის როლსაც ასრულებს.

ჭალის ტყის ფართობი დღეს ძლიერ შემცირებულია. ზოგან მისი სიგანე 50-100 მ. თუ აღწევს. ეს ტყეები ისპობა უკონტროლო ჭრების გამო. ჭალის ტყეები შედარებით კარგადაა შემონახული გარდაბნისა (მტკვარზე) და ყორუღის (იორზე) სახელმწიფო აღკვეთილებში. აღსანიშნავია აგრეთვე ალაზნის ჭალის ტყე (ჭიაურის ტყე).

0x01 graphic

ყორუღის აღკვეთილი ,,ერასტოს მუხა.“ ფოტო . გურიელიძისა

24 პროექტის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (NACRES) მისი დაარსების დღიდან ინტენსიურ მუშაობას ეწევა ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო კვლევისა და კონსერვაციის საქმეში. პროექტი „არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების კონსერვაცია ამიერკავკასიაში“, რომლის განხორციელების პროცესში შეიქმნა ეს წიგნი, ყველაზე მასშტაბური იყო არა მარტო ჩვენი ორგანიზაციის ისტორიაში, არამედ კავკასიაში განხორციელებული გარემოსდაცვითი პროექტებიდან. საქმე ისაა, რომ ბოლო ათწლეულები განსაკუთრებით მკაცრი გამოდგა საქართველოს ველური ბუნებისათვის. ჩვენს ქვეყანაში გარემოსდაცვითი საქმიანობა ვერაფრით ვერ იქნება ბოლომდე წარმატებული, თუ მას არ განვავრცობთ კავკასიის მასშტაბით.

პროექტის შექმნის ისტორია წინა თვეებიდან უკვე ცნობილია მკითხველისათვის. ტექნიკურ დეტალებს, რომ გვერდი ავუაროთ მოკლედ მოგახსენებთ მისი მიზნებისა და ამოცანების, განხორციელებული ქმედებებისა და შედეგების შესახებ.

საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მომიჯნავე ამ მცირე ტერიტორიაზე, რომელიც მდინარეების მტკვრის, ივრისა და ალაზნის ქვემო დინაბას აერთიანებს, გვხვდება უდაბნო, ნახევრადუდაბნო, სტეპი, არიდული მეჩხერი და ჭალის ტყეები, 70-ზე მეტი რელიქტური, უძველესი გეოლოგიური პერიოდებიდან შემორჩენილი მცენარე, რომლებიც არც ისე ბევრია დედამიწაზე. აქ მობინადრე მრავალი სახეობის გარეული ცხოველი მიგრაციის დროს გადაკვეთს სახელმწიფოთა საზღვრებს, ამიტომ ზოგიერთ ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მთელი ეკოსისტემისათვის და სახეობათა პოპულაციების რიცხოვნების შენარჩუნებისათვის, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ ბიოლოგიურ დერეფნებს.

0x01 graphic

არიდული ზონის ფრაგმენტი. ფოტო ი. მაჭარაშვილისა

0x01 graphic

ივრის ქვედა დინებაში ჭალის ტყე თანდათან ხმება. ფოტო . მაჭარაშვილისა

0x01 graphic

ნახანძრალი ჭალა. ფოტო . მაჭარაშვილისა

რეგიონი პრაქტიკულად დაუსახლებელია, მაგრამ ძლიერ ანთროპოგენულ ზეგავლენას განიცდის. უპირველესად იმიტომ, რომ ტრადიციულად გამოიყენება ზამთრის საძოვრებად. გასაბჭოებამდე მოსახლეობა ფართოდ იყენებდა საძოვართ-ბრუნვას. მიწათსარგებლობის ეს ტრადიციული სისტემა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და გამოიცდებოდა, მაგრამ იგი შეუთავსებელი აღმოჩნდა საბჭოტა მეურნეობების წესებთან, რომელთა ჩამოყალიბების შემდეგ საძოვრების უტილიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაიწყო ეროზიული პროცესების განვითარება. ძოვების ინტენსივობამ განსაკუთრებით იმატა უკანასკნელი 10-12 წლის განმავლობასი. მას შემდეგ, რაც საქართველოდან ცხვარი ჩრდილოეთ კავკასიის ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე აღარ გადაჰყავთ. ჭარბი ძოვებისგან გაღარიბებული და დაკნინებულია ბალახოვანი საფარი, ყოველწლიურად მატულობს ეროზიული და დამლაშებული ნიადაგების ფართობები, სრულიად რეალური გახდა გაუდაბნოების შეუქცევადი პროცესების დაწყება.

0x01 graphic

ზამთრის საძოვერბი იმდენად დეგრადირებულია, რომ ცხვრის მფლობელები იძულებულები არიან დამატებითი საკვები შეიტანონ ცხვრისათვის. ფოტო . მაჭარაშვილისა

0x01 graphic

დეგრადირებული ნიადაგი. ფოტო . მაჭარაშვილისა

თებერვლის მეორე ნახევრიდან მწყემსები იწყებენ გამხმარი ბალახის გადაწვას, რის შედეგადაც ნადგურდება მრავალი ფრინველის ბუდე. ხშირად ჩნდება ხანძრები ნათელ ტყეებსა და ჭალებში, თუმცა ამ რეგიონში ტყეები უფრო მეტად უკონტროლო ჩეხვისაგან ნადგურდება. ალაზნისა და მტკვრის გაყოლებაზე ჭალის ტყეები ან მხოლოდ ვიწრო ზოლის სახითაა შემორჩენილი ან საერთოდ გამქრალია. მშვენიერი ვერხვნარის ნაცვლად ჯანდარის ტბას დღეს საყოფაცხოვრებო ნაგვით მოფენილი სანაპირო აქვს.

ჭალის ტყეების დეგრადირების კიდევ შესაძლო ერთი მიზეზი დალის წყალსაცავია. 80-იან წლებში, წყალსაცავის აშენების შედეგად დაირღვა მდინარე იორის აუზის ბუნებრივი ბალანსი. შედეგად დაბლა დაიწია გრუნტის წყლების დონემ, რის გამოც დაიწყო ჭალის ტყის განაპირა ზოლების თანდათანობითი ხმობა.

0x01 graphic

ბრაკონიერების მიერ მოკლული ტურა. მსგავს სურთს ხშირად ვაწყდებით ექსპედიციების დროს. ფოტო . ხუციშვილისა

საბინადრო გარემოს დეგრადირებას ბუნებრივად მოჰყვება ცხოველთა მრავალი სახეობის გაქრობა. ეკოსისტემის საქართველოს ნაწილში არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამოწყდა ირემი, უახლოეს წარსულში გადაშენდა საქართველოს მშვენება ჯეირანი ანუ ქურციკი, გადაშენების პირზეა ზოლებიანი აფთარი, დათვი, მრავალი ფრინველი, სულ 60-ზე მეტი სახეობა. ეს ტერიტორია საკმაოდ პოპულარულია მონადირეებში, რომელთა მსხვერპლი ხშირად ხდება საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველები.

დეგრადაციის საფრთხის წინაშე მყოფი არიდული და სემიარიდული ეკოსისტემის დაცვა შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გზით, რაც წარმოადგენს „სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ პროექტის მიზანს.

პროექტი „არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების კონსერვაცია ამიერკავკასიაში“ 1999-2002 წლებში მიმდინარეობდა. სამი წლის განმავლობაში თითქმის უწყვეტად მიმდინარეობდა საველე ექსპედიციები. 30-მდე სპეციალისტმა დეტალურად გამოიკვლია 10 000-მდე კვადრატული კილომეტრის ტერიტორია სამივე ქვეყანაში. ეს იყო მთელ კავკასიაში ეკოსისტემების ასეთი მსხვილმასშტაბიანი და კომპლექსური კვლევის პირველი მაგალითი.

კვლევების ამოცანებს წარმოადგენდა; ფლორისა და ფაუნის სახეობრივი შემადგენლობის დადგენა; საკვლევ რეგიონში ძირითადი (ფართოდ გავრცელებული) ფოტოცენოზების განაწილების კანონზომიერებათა გამოვლენა და ფიტომასის საერთო მსგავსი შეფასება; ჰაბიტატებისა და ლანდშაფტების ჰეტეროგენურობის მიხედვით სახეობათა გადანაწილების დადგენა; ნიადაგის ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა; ფრინველებისა და ძუძუმწოვრების რიცხოვნობისა და სიმჭიდროვის დადგენა; ჰაბიტატის ბიოლოგიური ტევადობის განსაზღვრისათვის მასალის მოპოვება; სეზონური და დღეღამური სამიგრაციო გზების დადგენა; პოპულაციათა შორის ბუნებრივი/გეოგრაფიული ბარიერების დადგენა; სახეობებსა და პოპულაციებზე მოქმედი საფრთხეების დადგენა.

არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების მოპოვებისა და რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ანალიზზე დაყრდნობით დამუშავდა რეგიონის მენეჯმენტის გეგმა.

მენეჯმენტის გეგმა შედგება ორი ნაწილისაგან, ესენია: მენეჯმენტის გეგმის ტექნიკური რეზიუმე და არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების შესწავლის მასალები.

0x01 graphic

ივრის ზეგანი. ფოტო . მაჭარაშვილისა

0x01 graphic

რემეზის ბუდე იორზე. ფოტო . მაჭარაშვილისა

0x01 graphic

ველზე მუშაობისას.ფოტო . მაჭარაშვილისა

მენეჯმენტის გეგმის ტექნიკური რეზიუმე წარმოადგენს რეგიონის შესწავლის მასალების გენერალიზებულ ვარიანტს. იგი შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისაგან: არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ზოგადი დახასიათება; არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების მდგომარეობის შეფასება; მენეჯმენტის გეგმის მიზნები, ამოცანები და სამოქმედო გეგმა; მენეჯმენტის გეგმის მეთოდოლოგიური ნაწილი.

არიდული და სემიარიდული სისტემების შესწავლის მასალები უფრო ვრცელი დოკუმენტია და მოიცავს შემდეგ საკითხებს: ფლორისა და მცენარეულობის კვლევის მასალები; ფაუნისტური კვლევის მასალები; ეკოლოგიური კვლევის მასალები; ეკონომიკური კვლევის მასალები; ინსტიტუციური კვლევის მასალები; საკანონმდებლო ბაზის კვლევის მასალები. ეს მასალა იძლევა დეტალურ ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე მოხდა ტექნიკურ რეზიუმში ამა თუ იმ დასკვნის გამოტანა და რატომ დაისახა ესა თუ ის ქმედება.

0x01 graphic

ეფემერები.ფოტო . მაჭარაშვილისა

0x01 graphic

ველზე მუშაობისას. ფოტო . გურიელიძისა

0x01 graphic

აზერბაიჯანი. აჯინოურის ტბა. ვარდისფერი ფლამინგო. ფოტო . ლორთქიფანიძისა

მენეჯმენტის გეგმის განხორციელება დალის წყალსაცავზე სამონადირეო მეურნეობის შექმნით დაიწყო. ზოგადად ჩვენი ორგანიზაციის არსი და შინაგანი მისწრაფება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ნადირობას, მაგრამ რეალურად არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ბრაკონიერობის შესამცირებლად ერთ-ერთი გზა მდგრადი და მოწესრიგებული ნადირობის განვითარების ხელშეწყობაა, რომელიც ხელს შეუწყობს ცხოველური რესურსების მდგრად გამოყენებას, შემოსავლის ალტერნატიული გზების, მაგალითად, ეკო-ტურიზმის განვითარებას, ამასთანავე დალის წყალსაცავის სათანადო მართვის დანერგვას, რაც თავის მხრივ,ჭალის ტყეების გადარჩენას უზრუნველყოფს.

უახლოეს მომავალში გათვალისწინებულია ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ცენტრის დაარსება. მუდმივი ინფორმაციის მიღების სისტემის შექმნა პრობლემატურია მთელი საქართველოსთვის, რადგან არ არსებობს არც თანხები და არც დახვეწილი ინსტიტუციური ბაზა. ამ ეკოსისტემაში შექმნილი მოდელით გვსურს დავანახოთ საზოგადოებას და სახელმწიფოს, რომ მონიტორინგის სისტემის შექმნა შესაძლებელია და არც მაინცდამაინც დიდ თანხებს მოითხოვს.

0x01 graphic

გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. 2001 წლის 5 ივნისი

საძოვრების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ძალისხმევა ძირითადად საგანმანათლებლო კამპანიებისაკენ მივმართეთ. ადგილობრივი მეცხვარეები ყველაზე თვალნათლივ ხედავენ, რომ საძოვრების მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება, თუმცა მიზეზს ვერ აცნობიერებენ და მით უმეტეს ვერ აკავშირებენ მას ცხვრის ჭარბ რაოდენობასთან. საგანმანათლებლო კამპანია წარვმართეთ იმ მიზნით, რომ გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან თვით მეცხვარეებსა და ცხვართმფლობელებს ეპოვათ. ამ კამპანიის დასკვნით სემინარზე გამოვლინდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები ძირითადად ემთხვევა სამენეჯმენტო გეგმით დასახულ ქმედებებს, რაც მათი წარმატებით განხორციელების იმედს იძლევა. ეს კი თავის მხრივ რეგიონის გარემოს დეგრადირების შეჩერების წინაპირობა იქნება.

0x01 graphic

გარემოსდაცვითი გაკვეთილი სკოლაში. ფოტო . გორგაძისა

ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. პროექტის ამ მიმართულების მიერ დასახული ამოცანების მისაღწევად ხორციელდებოდა ისეთი ქმედებები, როგორიცაა შეხვედრები სხვადასხვა დონეზე, ტრენინგები და სემინარები, პრეზენტაციები და გამოფენები, ეკოსაგანმანათლებლო პუბლიკაციების მომზადება და გავრცელება.

ძნელია საუბარი იმის შესახებ, თუ რამდენად წარმატებული იყო პროექტი. ჩვენის აზრით ის ახალი სიტყვა იყო კავკასიის ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმეში. იმედი გვაქვს, რომ დაწყებული საქმიანობა გაგრძელდება და უფრო მასშტაბური გახდება.

0x01 graphic

ნახევრადუდაბნო გაზაფხულზე. ფოტო . მაჭარაშვილისა