![]() |
ქალი და ძალაუფლება |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
საავტორო უფლებები: © ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: თბილისი 2005 ეს პუბლიკაცია წარმოადგენს სახელმძრვანელოს, რომელშიც მოცემული მასალა დაეხმარება ქალებს აქტიურად ჩაერთონ გაწყვეტილების მიღების პროცესში. პუბლიკაცია განკუთვნილია, ტრენერებისათვის, ამომრჩეველი და კანდიდატი ქალებისათვის. ასევე ყველა ამ საკითხებით დაინტერესებული დამიანებისათვის. პუბლიკაცია მოამზადა: მაია კუპრავა შარვაშიძემ თამარ აბრამიშვილმა პუბლიკაცია მომზადებულია ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის მიერ „ბრიტანეთის საბჭო საქართველო“–ში ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო, თბილისი 5, ბარათაშვილის ქ. 6/10, მე- III სად. ბ. 33 ტელ/ფაქსი: (99532) 999 253, 935 902, 989 217 ელ.ფოსტა: tamar@caucasus.net ვებ. გვერდი: http://www.civil.ge/iacew/index–eng.shtml |
![]() |
1 ძალაუფლების მიღწევა |
▲ზევით დაბრუნება |
როგორ მივაღწიოთ რეალურ
ძალაუფლებას
ქალები ცდილობენ რეალურად მოიპოვონ ძალაუფლება, მაგრამ უახლოვდებიან რა მიზანს, ის ისევ მიუწვდომელი ხდება. ჩვენ კი შევეცადოთ გავიგოთ, თუ რატომ ხდება ასე.
ძალაუფლება მშვენიერია
ძალაუფლება მნიშვნელოვანია, ძალაუფლება სირცხვილი არ არის, ის პატივსაცემია მანამ, სანამ მის ბოროტად გამოყენებას არ იწყებენ. ძალაუფლება მშვენიერია,საჭიროა მათთვის, ვინც ცდილობს შეცვალოს უსამართლობა სამართლიანობით და ამისათვის მოახდინოს საჭირო ცვლილებები. ძალაუფლებას მოფრთხილება სჭირდება. ჩვენ ვხედავთ და ვიცით რაც ხდება, როცა ძალაუფლება მთლიანად მამაკაცებს ეკუთვნით. ამის მაგალითი საბანკო, საფინანსო ან სამეწარმეო საქმიანობაა. ისინი მარტო ვერ ახერხებენ ამ საქმიანობასთან გამკლავებას! და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. თუ თქვენ ის ქალი ხართ, რომელიც მზად არის ძალაუფლება და მეტი პასუხისმგებლობა მათთან თანახმად გაიზიაროს, სწორედ თქვენთვის არის ეს ტრენინგი. ყურადღებით დააკვირდით, რას ნიშნავს „ძალაუფლებაში მონაწილეობა“ და მიდით და აიღეთ ძალაუფლება!
მე მზად ვარ ხელისუფლებაში მოსასვლელად
მე მზად ვარ მმართველობისათვის
ძალაუფლების ერთი ნაწილი ყველგან ქალებს უნდა ეკუთვნოდეს!
დეტალურად გაანალიზეთ ხელისუფლების სტრუქტურები, მონაწილეობენ ისინი არა მასში ქალები და არიან თუ არა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე? პასუხი, ხშირ შემთხვევაში, უარყოფითია.
მნიშვნელოვანია სტრატეგიის შემუშავება, სად და რომელი სამთავრობო ორგანოებია მნიშვნელოვანი, რა უნდა იმართებოდეს ქალების მიერ და როგორ, საჭიროა, რომ ჩავატაროთ წარმატებული წინასაარჩევნო კამპანია, შევადგინოთ კანდიდატთა სია, განვსაზღვროთ ვინ არის ყველაზე გამოცდილი და ამასთანავე, გვახსოვდეს, რომ არცერთი მამაკაცი არ იბადება დეპუტატად, ისევე, როგორც არცერთი ქალი. თუმცა ორივეს აქვს შესაძლებლობა გახდეს დეპუტატი.
მიზნის მისაღწევად იმოქმედე შემდეგნაირად:
განსაზღვრეთ ის სამთავრობო სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილებაზე.
განსაზღვრეთ საგრძნობია თუ არა ქალთა დაბალი მონაწილეობა და გაანალიზეთ მათი მონაწილეობის მნიშვნელოვნება.
შეიმუშავეთ სტრატეგია ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშესაწყობად .
შეადგინეთ შესაძლო კანდიდატების მონაცემთა ბაზა, მათი გამოცდილების და მიღწევების ჩვენების გათვალისწინებით.
აუცილებელია თამაშის წესების ათვისება!
უშედეგო იქნება ბევრი რამ, თუ თქვენ არ შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება. ხშირად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებენ. გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო ვარიანტების გათვლა და საჭირო ვარიანტის მიღება. აგრეთვე, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების პროცესთან შეგუება. სხვა შემთხვევაში მოსამზადებელი სამუშაო ფუჭად ჩაივლის.
მიზნის მისაღწევად იმოქმედეთ შემდეგნაირად:
ორგანიზება გაუწიეთ შეხვედრებს სხვადასხვა შესაძლო ვარიანტების შესწავლისა და მოქმედების განსაზღვრის მიზნით.
დაამყარეთ კონტაქტები ქალებთან, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური გამოცდილება და შეუძლიათ მისი გაზიარება.
ჩამოაყალიბეთსასწავლო კურსები სხდომის წარმართვის ტექნიკის შესასწავლად.
დაე, ქალები კანდიდატთა სიების სათავეში იყვნენ!
კარგია, როცა კანდიდატთა ასარჩევ სიაში ყოველი მეორე ქალია, ოპტიმალურია, როცა სიების სათავეში ქალები ისეთივე სიხშირით არიან წარმოდგენილი, როგორც მამაკაკაცები. როცა სიის სათავეში მამაკაცია, უმეტეს შემთხვევაში, მმართველობაში ორი მამაკაცი და ერთი ქალი მოიაზრება. ეს სამეული გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს.
ასარჩევი სიების სათავეში ქალების ყოფნა იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ არ დაიკარგოს ასარჩევი ადგილების რაოდენობა, თუ, მაგალითად, უნდა შეირჩეს პირველი სამი ან მარტო ერთი კანდიდატი. თუ სიების სათავეში მუდმივად მამაკაცები იქნებიან წარმოდგენილი, ეს ხშირ შემთხვევაში უთანაბრო გადანაწილებას გამოიწვევს. ამიტომაც სამართლიანია, რომ სიების სათავეში ქალები იყვნენ წარმოდგენილი.
მიზნის მისაღწევად იმოქმედეთ შემდეგნაირად:
შემოიღეთ შემდეგი წესი, რომლის მიხედვითაც შეადგენთ ორი ტიპის სიას - ერთი, რომლის პირველი ნომერი მამაკაცი იქნება და მეორე, რომლის პირველი ნომერი ქალი იქნება.
გადაანაწილეთ პასუხისმგებლობა სიის შედგენაზე.
მასმედიას წარუდგინეთ ქალები, რომლებიც სიის სათავეში არიან, შეეცადეთ მათი ფოტოები საუკეთესო რაკურსით წარმოაჩინოთ და თან დაურთეთ მოკლე და სხარტი ტექსტი. ხშირ შემთხვევაში ეს კარგ ეფექტს ახდენს.
დარწმუნდით, რომ ქალები, რომლებიც სიის სათავეში არიან მოქცეული, კარგად ცნობილი სახეებია. არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე მათ შესახებ სხვადასხვა პუბლიკაციებით და სტატიებით შეეცადეთ ხელი შეუწყოთ ქალი კანდიდატების საქმიანობის პოპულარიზაციას. ყოველივე ამის გაკეთება არც ისე რთულია.
გახდით მოხალისეები!
ამომრჩეველთა კომისიის წევრობა ერთ-ერთი საპასუხისმგებლო საქმიანობაა .
მნიშვნელოვანია კომისიაში ქალთა ფართო წარმომადგენლობა. ქალებმა, რომლებიც შედიან კომისიაში, უნდა შეიმუშაონ ერთიანი სტრატეგია რომ ქალთა მხარდასაჭერი კანპანია უკეთესად წარმართონ.მნიშვნელოვანიააგრეთვე მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება, საჭიროა წინასწარ მოხდეს კანდიდატებთან დაკავშირება, მივცეთ დრო მოსამზადებლად, რათა მოხდეს შემდგომ მათი გამოცდილების და ცოდნის შეფასება. მიაღწიეთ იმას, რომ ქალ-კანდიდატებს მხარი დაუჭირონ ქალებმა. ყველა ხელსაყრელი სიტუაცია გამოყენებული უნდა იყოს ქალების მიერ ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად.
მიზნის მისაღწევად იმოქმედეთ შემდეგნაირად:
განაცხადეთ სურვილი სარჩევნო კომისიაში მონაწილეობის შესახებ.
დარწმუნდით იმაში, რომ კომისიის შემადგენლობაში ბევრი ქალია შესული.
შეიმუშავეთ საერთო სტრატეგია, რომელ სახელმწიფო სტრუქტურაში გინდათ რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი და რომელ მათგანს უჭერთ მხარს.
აიღეთ თქვენს თავზე თავმჯდომარეობა!
თავმჯდომარის მოვალეობაში შედის შეხვედრის ხელმძღვანელობა, გადაწყვეტილების, წესების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობა და სხვა. შეადგინეთ კანდიდატი ქალების სიები და ნახეთ, რომელი მათგანი შეიძლება იყოს კარგი თავმჯდომარე. სავარაუდო თავმჯდომარეობის კანდიდატებს შეხვდით, იპოვეთ ქალი „დამრიგებელი“ რომელიც თავის გამოცდილებას გაუზიარებს კანდიდატებს.
მიმართეთ ქალი-ჟურნალისტები, ქალი-კანდიდატების მხარდასაჭერად. ჟურნალისტებმა უკეთ იციან როგორ და რანაირად წარმოადგინონ ადამიანი საინტერესოდ და უკეთესად მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში.
ხანმოკლე ტრენინგები ორატორობასა და ინტერვიუს მიცემაში. ასეთი ტი პის ტრენინგები საინტერესო იქნება არა მარტო კანდიდატი ქალებისათვის არამედ საერთოდ, ქალებისათვის.
მიზნის მისაღწევად იმოქმედეთ შემდეგნაირად:
შექმენით კანდიდატების სია და აღწერეთ მათი მიღწევები
ორგანიზება გაუწიეთ ტრენინგებს ორატორობასა და ჟურნალისტურ ცოდნაში.
დანიშნეთ „ქალი-დამრიგებელი“.
ქალი-კანდიდატების მხარდასაჭერი აგიტაცია!
საფუძვლიანად შეარჩიეთ ის ქალი-კანდიდატები, რომელთა მხარდაჭერასაც აპირებთ. თქვენი კანდიდატები რეალური უნდა იყვნენ და უნდა იძლეოდნენ გამარჯვების რწმენის საფუძველს. ყოველთვის შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ქალი მოიზიდოთ ქალი-კანდიდატების მხარდასაჭერად, ამის უზრუნველსაყოფად თქვენ ამომრჩეველს უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია კანდიდატი ქალების შესახებ. აგიტაცია გაუწიეთ თქვენ კანდიდატებს ადგილობრივი პრესის საშუალებით და თან თვალყური ადევნეთ რამდენად სწორად გამოქვეყნდა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ. ეცადეთ, ისინი მუდმივად ყურადღების ცენტრში იყვნენ. წერეთ წერილები და ილაპარაკეთ მათ შესახებ პოზიტიურად!
არჩევნებამდე მოსთხოვეთ პარტიის ლიდერებს დაასახელონ კანდიდატები, რაც ხელს შეუწყობს ამომრჩეველს წინასწარ იცოდეს კანდიდატების ვინაობა და რომელ კანდიდატს რომელი პოზიცია უკავია პარტიულ სიებში. ქალებისთვის გაცილებით მომგებიანია თუ მათ შესახებ წინასწარ, არჩევნებამდე იქნება ინფორმირებული ამომრჩეველი.
ორგანიზება უნდა გაუწიოთ ტრენინგებს კანდიდატებისათვის, რათა მათ უკეთ გაიცნონ ის საქმიანობა, რომლის შესრულებასაც აპირებენ. ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ მოწმე იმ ფაქტისა, როცა გამარჯვებულმა კანდიდატმა არ იცოდა რითი დაეწყო საქმიანობა.
მიზნის მისაღწევად იმოქმედეთ შემდეგნაირად:
დაამყარეთ მჭიდრო კონტაქტები ქალ-ჟურნალისტებთან.
შეაგროვეთ მონაცემები და ინფორმაცია სავარაუდო კანდიდატების შესახებ
დარწმუნდით, რომ გაქვთ თქვენი კანდიდატების საუკეთესო ფოტოები პრესაში განსათავსებლად.
აიღეთ ძალაუფლება პარტიებში!
სულ უფრო და უფრო მეტი პარტია ცდილობს ჰქონდეს კანდიდატთა მონაცვლეობითი სია, ქალი-კაცი. საქართველოში ეს პრაქტიკა სამწუხაროდ ჯერ არ დანერგილა. თუმცა მცდელობა დაწყებულია.
კარგია, როცა სიები მონაცვლეობითია, მაგრამ კანდიდატთა სიის სათავეში თუ მამაკაცია, ეს „მამაკაცურ“ პოლიტიკას ნიშნავს და ხშირ შემთხვევაში ქალი ამომრჩევლის უნდობლობას იმსახურებს.
პოლიტიკური პარტიები უნდა ცდილობდნენ სტრუქტურული გადანაწილების დროს დაიცვან გენდერული ბალანსი ყველა დონეზე.
თითქმის ყოველთვის მამაკაცებს უკავიათ საპასუხისმგებლო ადგილები, ისინი აკეთებენ რეკლამას, ეწევიან პროპაგანდას, ატარებენ საინფორმაციო კამპანიას პოლიტიკური პარტიებისთვის. ისინი ზრუნავენ პოლიტიკური პარტიის იმიჯზე და სწორედ მამაკაცები წყვეტენ, როგორ უნდა წარდგნენ პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლის წინაშე. სწორედ ამ რგოლში უნდა წარდგნენ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ქალები. თუ ქალები იქნებიან საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი, პარტიების იმიჯი გაცილებით გაიზრდება და გახდება გაცილებით მიმზიდველი ამომრჩეველისათვის.
მიზნის მისაღწევად იმოქმედეთ შემდეგნაირად:
მაშინ სამსახურში მამაკაცები უმრავლესობაში არიან, ახალი თანამშრომლის შერჩევის დროს მამაკაცის მიღების წინააღმდეგ გამოდით.
მოითხოვეთ ვაკანსიებზე პრეტენდეტ ქალთა სიების შედგენა. თქვენვე მოძებნეთ ქალები, რომლებსაც ჯერ ვერ უპოვიხართ თქვენ.
მმართველობის ხუთი წესი!
არსებობს ძალაუფლების მოპოვების რამდენიმე მეთოდი, რომლითაც სარგებლობენ მამაკაცები.
ნორვეგიელი პროფესორი ბერიტ ოსი აერთიანებს ამ მეთოდებს ხუთ ძირითად ჯგუფში:
1. იგნორირება
2. დაცინვა
3. ინფორმაციის დაფარვა
4 . ორმაგი სასჯელი
5. ქალში დანაშაულის და სირცხვილის გრძნობის გაღვივება.
თქვენ უნდა ისწავლოთ სწრაფი რეაგირება ამ მეთოდების გამოყენებისას. შეისწავლეთ ყველა ეს მეთოდი და მიეცით მას ნუმერაცია.
1. იგნორირება - ეს უსიტყვო მეთოდი გამოიყენება, როცა მამაკაცები არ ისმენენ ქალების გამოსვლას, ისინი იწყებენ ქაღალდების ფურცვლას, გადალაპარაკებას და ზოგჯერ გარეთაც გადიან. ქალები ხშირად აყენებენ იმ საკითხებს, რომლებიც მამაკაცებისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მამაკაცებს ხშირ შემთხვევაში არ ესმით რაზეა საუბარი და არ სურთ მათი მოსმენა.
იგნორირება - უტყუარი მეთოდია. ის ვისაც მუდმივად არ აქცევენ ყურადღებას, ბოლოს და ბოლოს თავს უსარგებლოდ თვლის და ანებებს თავს აქტიურობას და ხშირ შემთხვევაში საქმესაც.
მიზნის მისაღწევად იმოქმედეთ შემდეგნაირად:
მამაკაცებს აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის ცნობილია ეს მეთოდი და თქვენ მას არ იზიარებთ.
მოითხოვეთ ყურადღებით მოგისმინონ! ყურადღების მი პყრობის კარგი მეთოდია ხანგრძლივი პაუზა.
თუ თქვენ არ მოგისმენენ, მომავალში მათივე მეთოდით იმოქმედეთ და ამასთანავე შეეცადეთ ყველასთვის გასაგები გახადოთ თქვენი ამგვარი მოქცევის მიზანი.
თქვენი ხმა გაავარჯიშეთ. ძნელია იგნორირება გაუწიო კარგად დაყენებულ ხმის ტემბრს და გამართულ მეტყველებას.
2. დაცინვა - ეს მეთოდი ქალის მნიშვნელოვნების შემცირების მეთოდია. ამ მეთოდში გამოყენებულია დაცინვის ფართო სპექტრი მაგ: „პატარა სულელი“ ან „ისტერიული ბებერი ცოლები“ და სხვა.
მიზნის მისაღწევად იმოქმედეთ შემდეგნაირად:
მამაკაცებს აგრძნობინეთ, რომ თქვენ ამგვარი მოპყრობის წინააღმდეგი ხართ.
უპასუხეთ იმავე მეთოდით, რა მეთოდითაც თქვენ გპასუხობენ. არ გაიცინოთ მსგავს ხუმრობებზე, მით უფრო, თუ ამ ხუმრობის ობიექტი სხვა ქალია. მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს.
გადახედეთ გაოცებული - გაუგებარი მზერით სხვა ქალს. პასუხი სულელურ დაცინვაზე დუმილი იქნება. შებრუნდით სხვა ქალისკენ და იკითხეთ: „რისი თქმა უნდა, თქვენ ხომ არ იცით?“
3. ინფორმაციის დაფარვა - ინფორმაციის დაფარვის გზით ადვილია ადამიანების მართვა და გაურკვევულმდგომარეობაშიჩაყენება. განსაკუთრებით ეს ეხება ქალებს. მამაკაცები ხშირად გადაწყვეტილებას იღებენ სუფრასთან ან სტადიონზე და ქალები ამ გადაწყვეტილების შესახებ ბოლოს იგებენ. ამდენად მათი თანამონაწილეობა მინიმალურია.
მიზნის მისაღწევად იმოქმედეთ შემდეგნაირად:
მოითხოვეთ სრული ინფორმაცია საკითხის მიღებამდე.
შეეცადეთ საკითხის განხილვის გადატანას თუ თვლით, რომ ის არ არის საკმარისად შესწავლილი.
იპოვეთ საკუთარი წყაროები ინფორმაციის მოსაპოვებლად
4. ორმაგი სასჯელი - რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყველაფერი ცუდად გამოგდით. ეს არის მეთოდი, რომელიც ცნობილია „ორმაგი სასჯელის“ სახელწოდებით. ქალები სინდისის ქენჯნას განიცდიან.
სამსახურის გარდა ქალებს ბევრ ადგილზე უწევთ ყოფნა და საქმის კეთება - ბავშვებთან, ქმართან. ქალი სტრესშია, როცა მას ადანაშაულებენ ოჯახის მიმართ ნაკლებ ყურადღებაში, უცნაურია, მაგრამ როცა ქალი თავს კარგად ართმევს დაკისრებულ საქმიანობას ხშირად ის მაინც იღებს უსამართლო შეფასებას.
ქალებს სურთ ოჯახი და სამსახური ერთმანეთს შეუთავსონ, მათ შეუძლიათ თქვან „არა!“ როგორც სახლში, ასევე სამსახურში, ამის უფლება მათ ნამდვილად აქვთ. მამაკაცები თითქმის არ განიცდიან ორმაგ სასჯელს, ისინი აქტიურები არიან სამსახურში და პასიურები სახლში, რაც მიუღებელია ქალისგან.
ქალს უნდა ჰქონდეს ღირსეული ადგილის დაკავების შესაძლებლობა, როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში.
მიზნის მისაღწევად იმოქმედეთ შემდეგნაირად:
ყურადღებით შეარჩიეთ „მეორე ნახევარი“.
ყურადღებით შეარჩიეთ ხელმძღვანელი.
წინასწარ მოილაპარაკეთ ხელმძღვანელთან იმ წესებზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ საჭიროების შემთხვევაში თქვათ “არა” ან “კი “ და ეს პასუხი არ შეუშლის თქვენს არიერულ წინსვლას.
საჭიროების შემთხვევაში გააფორმეთ მეუღლესთან „ხელშეკრულება“ თქვენი პოლიტიკაში მოღვაწეობის შესახებ.
5. ქალში დანაშაულის და სირცხვილის გრძნობის გაღვივება.
ეს მეთოდი ძნელად გასაგებია. შეურაცხყოფა და დამცირება ქალს დანაშაულის შეგრძნებას უღვივებს. ხშირად ამბობენ, რომ მომხდარში ქალია დამნაშავე. რაც ბოლოს და ბოლოს ქალს აფიქრებინებს, რომ ის ვინც მას ადანაშაულებს, მართალია. ქალი ვერ აფასებს სამართლიანად იმ ადამიანს, ვინც მას ადანაშაულებს. ასეთი შემთხვევის დროს საჭიროა მომხდარის გაცნობიერება და გაანალიზება იმისა, არის თუ არა ის დამნაშავე. არ არის საჭირო დანაშაულის პასუხისმგებლობის ზედმეტი ტვირთის ზიდვა.
მიზნის მისაღწევად იმოქმედეთ შემდეგნაირად:
დაუკავშირდით თქვენს საუკეთესო მეგობრებს და მათი დახმარებით გაანალიზეთ მომხდარი.
თხოვეთ მეგობრებს დადგნენ თქვენ გვერდით.
თუ თქვენ შეძლებთ ყველა დაჩაგრული და შეურაცხყოფილი ქალის დაცვას, დაიცავით ისინი.
განთავისუფლდით დანაშაულის შეგრძნებისაგან.
მიმართეთ იმ ადამიანს, ვინც თქვენ დაგადანაშაულათ, მოუყევით მას სინამდვილეში რაც მოხდა.
![]() |
2 ქალებს შეუძლიათ ყველაფერი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 ნაწილი 1 |
▲ზევით დაბრუნება |
ქალების ორგანიზაციული საქმიანობა
ფორმალურად თუ შევხედავთ, თანასწორობის მიმართულებით გარკვეული ძვრები შეიმჩნევა, თუმცა იმისუარყოფა,რომსაქართველოში გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ მამაკაცები მარტო იღებენ, ხოლო ქალის მთავარ პასუხისმგებლობად კვლავ ოჯახი და სახლი რჩება, შეუძლებელია.
შრომის ბაზარზე მამაკაცი კვლავ ლიდერობს, რასაც გარკვეულ წილად თავისი ახსნა მოეძებნება. ყველა არაერთხელ უფიქრია, რატომ ხდება ასე, რა ცოტა ქალია პოლიტიკაში. დღეს ჩვენ შევეცდებით პოლიტიკაში ქალის დაბალი მონაწილეობის მიზეზების გარკვევას.
სწორი პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია ქალის აზროვნება, აქტიური მონაწილეობა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ტრადიციული სიტუაციის შეცვლა.
პოლიტიკა უნდა ვითარდებოდეს, ორიენტირი მასში უნდა კეთდებოდეს ქალთა მონაწილეობაზე. სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხვდებიან ქალთა რესურსის გამოყენების აუცილებლობას. ქალური კულტურის დანერგვა პოლიტიკაში, ორგანიზაციაში - ეს არის საქმისადმი პოზიტიური მიდგომა, აგრეთვე ახალი ტიპის აზროვნების ჩამოყალიბება.
ქალთა მდგომარეობის შესაცვლელად მნიშვნელოვანია ქალთა ერთიანობა. დღეს ისე, როგორც არასდროს, ქალებს სჭირდებათ ერთმანეთის მხარდაჭერა და გვერდში დადგომა, რათა გაუძლონ შემოტევას.
ქალებმა ერთმანეთისგან უნდა მიიღონ მხარდაჭერა, ისწავლონ ერთად მოქმედება მიზნის მისაღწევად.
პოლიტიკოსის კულტურა
პოლიტიკოსის ტი პაჟის შესწავლა თითქმის არ ჩატარებულა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტიპაჟის ჩამოყალიბება მამაკაცების გავლენით ხდებოდა, რაც თავისთავად ძალაუფლების ტიპსაც გულისხმობს. მას თავისი ნორმები და ტრადიციები აქვს, რომელიც გარკვეულ წილად ზღუდავს პიროვნების, პოლიტიკის და ორგანიზაციის განვითარებას.
პოლიტიკური პარტიის შიგნით ძალაუფლებისათვის ბრძოლა მიდის, რასაც თან ახლავს ინტრიგები, პირადი დაპირისპირებები, ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად. ამავე დროს პოლიტიკური მოძრაობის მახასიათებელია ერთიანობა, ერთსულოვნება, მეგობრული კონტაქტები და ურთიერთგაგება. პოლიტიკურ მოძრაობაში არის გამარჯვებული და დამარცხებული მხარეები. იმარჯვებს ის, ვინც მთლიანად ეუფლება არაფორმალურ თამაშის წესებს.
მიუხედავად ბევრი დადებითი მომენტებისა, როგორიც არის ერთობა, თანხმობა, ახალი წევრების სიმრავლე, პოლიტიკაში მაინც უცვლელი რჩება თავდასხმისა და თავდაცვის მექანიზმები.
პოლიტიკოსის როლი
გახდებით თუ არა პოლიტიკური პარტიის წევრი, თქვენ აღმოჩნდებით პარტიის პროგრამის ტყვეობაში. თქვენ უნდა დაიცვათ პარტიაში მიღებული გადაწყვეტილება, თქვენ უნდა შეძლოთ სხვისი პოლიტიკის კრიტიკა.
თქვენ არა გაქვთ უფლება ხშირად შეიცვალოთ აზრები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ ნდობას. პოლიტიკური პარტიის წევრი მუდამ კარგ ხასიათზე უნდა იყოს, ის ყველანაირი სიტუაციისთვის მზად არის, ის ყოველთვის ადგილზეა. ესმის ყველასი და ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვს.
თქვენ უნდა იყოთ პრინცი პული იდეალისტი და ამავე დროს პრაგმატიკოსი, გამოსავალს ყველა სიტუაციიდან უნდა პოულობდეთ, უნდა შეგეძლოთ კომპრომისზე წასვლა. თქვენ უნდა შეგეძლოთ სიტუაციის განმუხტვა და ერთიანობის შენარჩუნება. ჩვენს კულტურაში ჩამიყალიბებულია პოლიტიკოსის ამგვარი ტი პი: რომელმაც ყველაფერი იცის და ხშირ შემთხვევაში ვერ ამჩნევს სხვებს და არ გააჩნია სხვების მოსმენის კულტურა.
მოდით ვიფიქროთ:
გვინდა ასე ცხოვრება, თუ საჭიროდ მიგვაჩნია ცვლილება?
გვინდა ამგვარი ტი პის ქალი პოლიტიკოსები, თუ საჭიროა ცვლილება?
პოლიტიკოსის აუცილებელი თვისებები
პოლიტიკოსებს არაერთხელ უფიქრიათ და უმსჯელიათ იმაზე, თუ რა თვისებები და უნარები უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსებს. ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა შემდეგი:
მკაფიოდ და გარკვევით აზრის ჩამოყალიბების უნარი;
ხელმძღვანელობასთან ლოიალური დამოკიდებულების უნარი;
იყო სხვების მსგავსი და შეგეძლოს მოლოდინის გამართლება;
გქონდეს სურვილი და საშუალება აითვისო როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური თამაშის წესები;
კარგი შეთვისების უნარი;
ისეთი ვარირების უნარი, რომ სხვამ ეს ვერ შეგამჩნიოს;
მასობრივ საშუალებებში თავის კარგად გამოჩენის ცოდნა;
იყო უბრალო და კონტაქტური;
იყო მომხიბლველი;
გქონდეს კარგი სახელი პოლიტიკოსებში;
იყო პრინციპული;
სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
დასკვნების გამოტანის უნარი;
იყო შეუპოვარი.
„სუპერადამიანის“ შემდეგი „მოთხოვნები“ და როლი
ყოველთვის უნდა იყოს სამუშაო ადგილზე;
იმუშაობა „მასებთან“;
მონაწილეობა მიიღო ყველა ღამის შეკრებებსა და სხდომებზე;
შეგეძლოს საინტერესო მოხსენებების გაკეთება;
იყო წარმოსადეგი;
უნდა შეგეძლოს შენი აზრების დაცვა დისკუსიის დროს;
იყო კარგი იურისტი, კარგი მასწავლებელი და ყურადღებიანი სხვების მიმართ;
ციტ-ცოტა ყველაფერი უნდა იცოდე, მაგრამ შთაბეჭდილებაყველაფერის მცოდნის უნდა შექმნა;
იყავი ძლიერი და თამამი, მაგრამ ამავე დროს -კეთილი და სამართლიანი.
როგორც ვხედავთ, პოლიტიკურ ლიდერებს ბევრი რამ მოეთხოვებათ და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არც თუ იოლია.
ეს ჩამონათვალი ქალებისთვის თითქმის არ არისგათვლილი, რომ ერთ მშვენიერ დღეს „სუპერქალის“ პირისპირ არ აღმოვჩნდეთ, რომელიც ჩვენ არაფერში არ გვჭირდება.
საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ცვლილებები პოლიტიკოსების ცნობიერებაში. ცვლილების განსახორციელებლად საჭიროა სურვილი და გამბედაობა.
პოლიტიკოსის როლი ცვლილებას საჭიროებს, ასევე საჭიროა მმართველობის სისტემის ცვლილება. ჩვენ, ქალები, უნდა ვიყოთ პოლიტიკური ცხოვრების ავანგარდში და უნდა ვეცადოთ დავნერგოთ ის ღირებულებები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ უნდა შევცვალოთ პოლიტიკური ცხოვრება, მასში მონაწილეობის პირობები, აქტიურად უნდა ჩავერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
წინსვლისათვის მნიშვნელოვანი საქმიანობა, შემოქმედებითი სამუშაო
პარტია უნდა ცდილობდეს პოლიტიკური და ორგანიზაციული განვითარებას. ყველა ორგანიზაცია უნდა ვითარდებოდეს შიგნიდან და არა გარე ფაქტორების ზეგავლენით. მოუსმინეთ ორგანიზაციის წევრებს და მიაღებინეთ მათ მონაწილეობა ორგანიზაციის საერთო განვითარებაში. სწორედ ეს არის შემოქმედებითი საქმიანობა.
ჩვენ უნდა გვეყოს გამბედაობა, რათა განვახორციელოთ ის, რასაც მნიშვნელოვნად და მართებულად მივიჩნევთ ორგანიზაციის განვითარებისათვის, მიუხედავად არსებული ტრადიციებისა და ნორმებისა.
შემოქმედების მუხრუჭი
არსებობს უამრავი მუხრუჭი წინსვლის შესაფერხებლად:
პირადი მუხრუჭი
პასიურობა;
დაბალი თვითშეფასება;
კრიტიკის შიში;
დაბალი თვითკრიტიკა;
პოზიტიურობის ნაკლებობა;
ჩვევები;
მსგავსების სურვილი, მოთხოვნილება;
ერთიანობის გადამეტებული გრძნობა
თანხმობის სურვილი;
ჯგუფური მუხრუჭი
შეფასება (ფასეულობის გადანაწილება);
ჯგუფური პრესი;
ზეწოლა, თანხმობა;
ერთსულოვნება;
გარკვეული სტატუსის და გავლენის ადამიანები;
ხელმძღვანელობის გავლენა;
ნიჭის შეჯიბრი;
სწრაფი გადაწყვეტილება;
გარე ფაქტორები.
მუხრუჭი ორგანიზაციის დონეზე
სწრაფი შეფასება;
პრაქტიკული და კონკრეტული ბრძოლა;
კომპლექსი;
ჩვევები;
ახალი იდეების მიმართ წინააღმდეგობა;
სტატუსის საფრთხე;
პატარა სივრცე წინსვლისათვის;
მცირე შესაძლებლობები კონფლიქტის მოსაგვარებლად;
კონკურენცია, თანამშრომლობის სანაცვლოდ;
საქმიანობაში ჩართვის უნარის არარსებობა.
როგორ მივუდგეთ პრობლემას შემოქმედებითად
1. შეიქმნა სიტუაცია, რომელსაც გინდათ რაიმე მოუხერხოთ, ეს პრობლემაა თუ საშუალება?
2. ცალ-ცალკე დაალაგეთ ფაქტები - ვინ, როდის, რატომ და რისთვის. ამოირჩიეთ მნიშვნელოვანი.
3. ყველა მხრიდან შეხედეთ პრობლემას, მოძებნეთ სხვადასხვა ფორმულირება და განსაზღვრეთ პრობლემა. ამოარჩიეთ ის ფორმულირება, რომლითაც მოგიწევთ შემდგომ მუშაობა.
4. მოიფიქრეთ იდეა, გამოიყენეთ ფანტაზია, საქმის გასაგრძელებლად ამოირჩიეთ 4-5 მოსაზრება,
შემდეგ განავითარეთ ეს აზრები.
5. განაზღვრეთ საჭირო კრიტერიუმები და გადაჭრის შესაძლო ვარიანტები.
6. შემდეგ კვლავ გადახედეთ ვარიანტებს, მოიფიქრეთ, ვინ არის ამ საქმეში ჩვენ გარდა ჩართული. ვინ არის „მომხრე“ და ვინ - არის „წინააღმდეგი“. როგორ არის მისი შესრულება შესაძლებელი - და როგორ - არა. ყველა ამ შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ და შემდეგ მოვძებნოთ ოპტიმალური გადაწყვეტა.
7. გეგმის შემუშავება
8. მოქმედება
(ყოველი პარაგრაფის განხილვისას, შეიძლება დაუბრუნდეთ წინა პარაგრაფს).
ხელმძღვანელის როლი
სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კერძო სექტორის ხელმძღვანელობა განსხვავებულია, მაგრამ მათ საერთო ის აქვთ, რომ ორივე კარგად უნდა ერკვეოდეს ადამიანებში, ორივე უნდა ახდენდეს თანამშრომლების სტიმულირებას. სწორედ ასეთ შემთხვევაში შეძლებთ გახდეთ გავლენიანი და მნიშვნელოვანი სხვებისათვის.
ხშირ შემთხვევაში, როცა ხელმძღვანელს ვირჩევთ, არ ვფიქრობთ აქვს მას ხელმძღვანელობის ნიჭი და უნარი, თუ არა. ხშირ შემთხვევაში მას დიდი გავლენა აქვს, ხშირ შემთხვევაში ის მიბაძვის საგანი ხდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულმა მათგანმა გაიაროს სტაჟირება და სწავლება. როცა ვირჩევთ ხელმძღვანელს, არ არის საჭირო ცდების ჩატარება. დღეს ხელისუფლებას განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს და სწორედ ამიტომ არის ქალთა დაბალი მაჩვენებელი მმართველობაში.
ნორვეგიის მმართველობისა და ადმინისტრირების ინსტიტუტმა შეიმუშავა ხელმძღვანელის თვისებებისა და მახასიათებლების ჩამონათვალი, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებიც მათ სჭირდებათ:
შინაგანი სიმტკიცე;
თავდაჯერებულობა;
გავლენა;
საკუთარი თავის რწმენა;
გამოხმაურების უნარი;
მოსმენის და თანაგრძნობის უნარი;
ურთიერთობის უნარი;
ქცევის და გაგების მანერა;
მომავლის განჭვრეტა;
სიტუაციის გამოყენების და ზომიერი რისკის უნარი;
კონფლიქტების მოგვარების ცოდნა;
კრიტიკის აღქმა;
მარტო ყოფნის ცოდნა;
ბევრი და დაძაბული მუშაობის უნარი;
პროფესიონალიზმი;
ინიციატივა;
ინტელექტი;
პოლიტიკური სიტუაციის გაგება;
მომხიბვლელობა;
თანაგრძნობის გამოხატვის უნარი.
ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, ამ თვისებებიდან რომელი მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. შემდგომ საჭიროა ამ თვისებების ჩამოყალიბებაზე მუშაობა.
საქმე ის კი არ არის, გაგვაჩნია ესა თუ ის თვისება, არამედ ის, რომ არა გვყავს ქალი მმართველები, რომელთაგანაც ავიღებდით მაგალითს. მმართველობის სისტემაში მამაკაცური თვისებების სიჭარბე მამაკაცთა დიდი რაოდენობითაა გამოწვეული და მათ ერთსულოვნებაშია გამოხატული.
მოდით გავეცნოთ ხელმძღვანელის ორ ტი პს:
1. მუხრუჭი - ეს ადამიანია, რომელიც მუდმივად უშლის ხელს სხვას გამოთქვას აზრი, აგრეთვე ეწინააღმდეგება ახალ იდეებს, და მხოლოდ თავის გამოცდილებას და ცოდნას აფასებს. ასეთები ამბობენ: ასე არ კეთდება, ჯერ ჩვენ ასე არ მოვქცეულვართ და სხვა.
2. მლიქვნელი - ეს კატეგორია ცდილობს მიითვისოს საუკეთესო, მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი სარგებელი და ამისათვის მზად არის დახლართოს ინტრიგები, ჩაიდინოს უღირსი საქციელი. მათი მხარდამჭერები არიან ისინი, ვინც არეულობის, უკმაყოფილების და სიცრუის დასანერგად არის საჭირო.
ქალური კულტურა
ქალური კულტურის გაგება თითქმის გაქრა გამოყენებიდან. სქესობრივი ნიშნით კულტურის დაყოფა არასწორად მიგვაჩნია, თუმცა ქალებსა და მამაკაცებს განსხვავებული თვისებები აქვთ. ქალებს აქვთ ერთი საერთო მახასიათებელი, რომელიც განასხვავებს მათ მამაკაცებისგან, ქალები და კაცები იმყოფებიან სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში. ქალური კულტურა ეს არის დაქვემდებარებაში მყოფის კულტურა, რომელიც კონტრასტულია მამაკაცთა ტრადიციულ კულტურასთან.
ქალური კულტურის გაგება მოიცავს ყველა ქალს - როგორც აქტიურს, ასევე პასიურს (ვინც მუშაობს და ვინც სახლშია, განათლებულს და განათლების გარეშე მყოფს, ძალაუფლების მქონეებს და ძალაუფლების არმქონეებს). ის ქალები, რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციებში, გაცილებით ძლიერები არიან, ისინი ვითარდებიან და კარგად ხედავენ ერთიანობის და სოლიდარობის აუცილებლობას.
ქალურ კულტურაში არ არსებობს იდეალი. რაკი ეს კულტურა ჩაგრულთა კულტურად მიიჩნევა, ბევრი ქალი არ მონაწილეობს მასში და არ მიიჩნევს თავს ამ კულტურის ნაწილად, ისინი გადადიან მამაკაცურ კულტურაში და მათი თამაშის წესებით თამაშობენ, ასეთ ქალებს ხშირად ეძახიან „კაცი კაბაში“. ისინი არასოდეს ცდილობენ დაეხმარონ სხვა ქალებს, ხელი შეუწყონ პრობლემის მოგვარებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ქალებმა სხვადასხვა მიმართულებებით და სხვადასხვა დონეზე უნდა იმუშაონ. ჩვენ უნდა შევეცადოთ ხელიშევუწყოთ ქალთა დაწინაურებას გადაწყვეტილების დონეზე. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქალებს, რომლებსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება, რათა შეინარჩუნონ თავიანთი სამუშაო ადგილები.
სამუშაო პირობების გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა დაწინაურებისათვის. მათ უნდა შეძლონ სხვადასხვა პირობებთან შეგუება, რათა შემდგომ მნიშვნელოვანი და საჭირო ცვლილებები განახორციელონ. სისტემა რომ შეცვალო, საჭიროა ჯერ შიგნით შეაღწიო და შემდეგ იმოქმედო.
დისკუსია იმაზე, თუ ვინ შეიძლება დაიცვას ქალების ინტერესი, კამათის საგანია, მთავარია ქალებმა არ დაიწყონ ქალების შეფასება მამაკაცის იდეალის და მათი აზროვნების მსგავსად.
„ქალი ჩვენს საზოგადოებაში თვითმყოფადი ვერ დარჩება, ჩვენ ვცხოვრობთ მამაკაცურ საზოგადოებაში, სადაც მოსამართლეც და დამნაშავეცმამაკაცია. დაქალსაც განიხილავენ მამაკაცური საწყისიდან“.
ჯაკომო ლეოპარდი
ქალის როლი
ქალის როლის ძიების პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ქალის რწმენა და მისი სახე პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობისა მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს.
ქალისთვის მნიშვნელოვანია ქალად დარჩენა.
რა თვისებებია მნიშვნელოვანი მამაკაცებისათვის? მამაკაცებმა უპასუხეს შემდეგი:
საკუთარი მოსაზრებების დაცვა;
ვალდებულებები;
დამოუკიდებლობა;
შეეძლოს ყურადღების ცენტრში ყოფნა;
იყოს ძლიერი პიროვნება;
იყოს ეფექტური
ამჟღავნებდეს ლიდერის თვისებებს
შეეძლოს შანსის გამოყენება
შეეძლოს დომინირება
არ ეშინოდეს საკუთარი აზრის გამოთქმის
შეეძლოს აგრესიულად მოქცევა.
რა გრძნობაა საკუთარ თავში დაჯერებულობა?
არის შემთხვევა, როცა ადამიანი ღრმადაა დარწმუნებული თავის შესაძლებლობებში, ან - პირიქით.
თავდაჯერებულობა დამოკიდებულია შემდეგზე:
გარემოცვაზე;
როლზე;
დაგროვებულ გამოცდილებაზე;
სიტუაციაზე, რომელშიც ვიმყოფებით.
თავდაჯერებულობის გასაღრმავებლად საჭიროა კარგად ვიცნობდეთ საკუთარ თავს და გვჯეროდეს, რომ ჩვენ ღირებული და საჭირო ვართ. არსებობს ქალის ტიპიური მახასიათებელი - რასაც არ გააკეთებს ყველაფერი ცოტაა, რომ საჭირო ცოდნა არ ყოფნის და სხვა. ყველა ჩვენგანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. თუ ქალს პოლიტიკური საქმიანობა სურს, კარგი იქნება, თუ მას ეცოდინება თავისი შესაძლებლობები.
ქალებმა უნდა ისწავლონ ერთ გუნდში თამაში. უნდა გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და სხვების დარწმუნებაც უნდა შეძლოთ.
ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები ყველაზე მეტად შემდეგ თვისებებს აფასებენ საკუთარ თავში:
შრომის უნარი;
ღიაობა;
გაგების ზედმიწევნითი უნარი;·
ყურადღება;
დემოკრატულობა;
სილამაზის აღქმა.
კარგად ჩანს, რომ ქალები უპირატესობას ადამიანურ თვისებებს ანიჭებენ და სწორედ ამის დეფიციტია თანამედროვე საზოგადოებაში.ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ თვისებებს და უნდა შევეცადოთ დავნერგოთ ისინი პოლიტიკაში.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ქალები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა შეცვალონ თავიანთი როლი საზოგადოებაში. ქალები ეძებენ ახალ შესაფერის როლს, რომლის ტიპიური მახასიათებელი იქნება პიროვნების თავისუფლება და თანასწორობა.
მიუხედავად შესაძლებლობისა და უნარისა დავეხმაროთ საზოგადოებას, ქალს მაინც არავინ ეკითხება რა როლის შესრულება სურს მას საზოგადოების განვითარებაში.
ქალისა და მამაკაცის სამყარო
ნორვეგიელი სოციოლოგი ბეატრიჩე ჰალსო თავისწიგნში „ქალები და მათი მონაწილეობა პოლიტიკაში“, აღწერს ქალის ცხოვრებას სახლშიდა სახლს გარეთ.
ის გამოჰყოფს სამ მოსაზრებას პოლიტიკაზე და პოლიტიკურ ტერმინებზე:
1. პოლიტიკური ტერმინები, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველდღე გამოიყენება, როგორც, მაგალითად, პარტიის პოლიტიკა, ხალხის რჩეულთა შეკრება, ბრძოლა ძალაუფლებისთვის და სხვა.
2. თეორიული და პოლიტიკური ტერმინები მმართველობის შესახებ, მოლაპარაკების წარმართვა, გარიგება, ნდობა და ძალაუფლება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოლიტიკა არ არის მარტო პარტიული ცხოვრება.
3. პოლიტიკური ტერმინები გამოიყენება სამეცნიერო ნაშრომებში, რაც არის პირველის და მეორეს შუალედური ვარიანტია.
ის აგრეთვე წერს, რომ პოლიტიკა ეს არის ცხოვრება სახლს გარეთ, სახლი და ოჯახის საქმეები არ განიხილება პოლიტიკაში. სწორედ ეს განსხვავება არის ყველაზე საგრძნობი ქალისა და მამაკაცის ცხოვრებაში. ამიტომაც პოლიტიკური ტერმინები წმინდა წყლის მამაკაცურ ენად ითვლება და მასვე ემსახურება.
ქალის პირადი კი ცხოვრება შემოიფარგლება დედა-შვილის ურთიერთობით, ადამიანების გამრავლებით და აღზრდით.
საზოგადოება ეს მთლიანობაა. ცხოვრება სახლს გარეთ იმორჩილებს ცხოვრებას სახლში; ის ძლიერია, ის ყოვლისშემძლეა, ის ქმნის ნორმებს და მართავს, ეს არის მამაკაცების ცხოვრება. ხოლო ოჯახი - ეს არის ქალის სამყარო. ქალი პასუხისმგებელია ოჯახზე, ბავშვებზე. ქალი პირველ რიგში მაინც სახლთან ასოცირდება.
ქალები ხშირ შემთხვევაში პოლიტიკიდან შორს მოიაზრებენ თავიანთ თავს, რასაც მამაკაცები სიამოვნებით ეთანხმებიან. ქალებს პოლიტიკისთვის სუსტ არსებებად თვლიან, უმეტესწილად თვითონ ქალებიც ასე ფიქრობენ და ეს იმიტომ, რომ არ ვსარგებლობთ ავტორიტეტით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ქალებს უნდა ჰქონდეთ ძალაუფლება. ძალაუფლება და ავტორიტეტი ხომ სხვადასხვა რამაა. ის ჩამონათვალი, რომელიც აქ მოვიყვანეთ, არის ის მცირედი, რაც ხელს უშლის ქალის დაწინაურებას, მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, ქალებმა უნდა განაგრძონ „ბრძოლა“.
გაბატონებული პოლიტიკური კულტურა არ უნდა იქცეს ქალისთვის დაბრკოლებად, საჭიროა მისი შეცვლა. ამის მიღწევა შესაძლებელია თუ შევცვლით პოლიტიკოსის როლს და მმართველობის სტილს.
დედა, რომელიც არ შეეცდება გამოიყვანოს თავისი შვილები ცეცხლმოდებული სახლიდან, ცუდი დედაა, ეს უდაოდ ასეა. ასევე ცუდი დედაა ის, რომელიც არ დაინტერესდება პოლიტიკით. საჭიროა მუშაობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ყველა ქალს აქვს თავისი სურვილები და ოცნებები, რომელმაც შესაძლოა გამოხატულება პოვოს პოლიტიკაში. საქმეს რომ შეუდგეთ, საჭიროა საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა.
![]() |
2.2 ნაწილი 2 |
▲ზევით დაბრუნება |
ენის ძალაუფლება
ენა ძალაუფლებაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ძალაუფლება - ენაშია, ხოლო პოლიტიკა სიტყვებში“.
ენის საშუალებით ჩვენ ვაცნობიერებთ ჭეშმარიტებას დასაკუთარ თავს. ენის დახმარებით ვქმნით სოციალურ რეალობას და აქედან გამომდინარე - სქესთა შორის განსხვავებასაც. ენა იძლევა საშუალებას მოი პოვო გავლენა და კონტროლი.
ენა იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა. ენა ითვლება პოლიტიკოსების და ბიუროკრატების ძალაუფლებად. პრაქტიკულად ენის ხელოვნებას მამაკაცები უკეთ ფლობენ. პოლიტიკოსების ენა პირველ რიგში მამაკაცების ენაა. ოფიციალური ენა მამაკაცების მიერ არის შექმნილი, ეს სწორად უნდა იყოს შეფასებული. ოფიციალური ენა სავსეა ტექნიკური და ეკონომიკური ტერმინებით, მასში არ არის გრძნობა.
ენა - ეს ძალაუფლებაა, ხოლო ცოდნა - ძალა. ისმის კითხვა: განა ქალის ცოდნას და ენას არ გააჩნია ძალა?
ძალაუფლება ეს საშუალებაა, ძალაუფლება იშვიათად არის თვითმიზანი. გქონდეს ძალაუფლება ეს ნიშნავს გარკვეულ უპირატესობას. ვის არ უნდა განახორციელოს თავისი ინტერესები და აზრები? ხალხის რჩეულთა უმრავლესობა მამაკაცები არიან, საორგანიზაციო საქმეებშიც უპირატესობა მამაკაცებს ეკუთვნით. ქალთა ორგანიზაციებს არ გააჩნიათ რეალური ძალაუფლება. მთელ მსოფლიოში ქალი ხელმძღვანელები შეადგენენ 1%-ს. მამაკაცები როგორც იყვნენ უმაღლეს თანამდებობებზე, ისევ ისე რჩებიან, მხოლოდ ისინი განაგრძობენ წინსვლას.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ძალაუფლება
ენა არის ის, რაც გავლენას ახდენს ჩვენს საქმიანობასა და საქციელზე. ენა აქტიურად გამოიყენებამასობრივიინფორმაციის საშუალებებში. ის პოლიტიკის ნერვული სისტემაა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იბრძვიან ახალი ამბებისათვის, ხშირ შემთხვევაში ახალი ამბები სცილდება განსაზღვრულ ჩარჩოებს. მაგ: თუ ძაღლმა უკბინა ადამიანს, ეს საინტერესო არ არის, სამაგიეროდ, თუ ადამიანმა უკბინა ძაღლს, ეს უკვე - სიახლეა. საინფორმაციო საშუალებებში პროცენტულად მეტი მამაკაცი მუშაობს წამყვან ადგილებზე.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ხშირად ამახინჯებენ რეალობას, ამდენად ჩვენ უფრო ნაკლებად ვართ სწორად ინფორმირებულები. სამაგიეროდ ცხოვრებას ჟურნალისტის თვალით ვუყურებთ. სიტყვას დიდი ძალა აქვს, ხშირად პოლიტიკაზე დიდიც კი.
ქალები თვლიან, რომ მათი გამოსვლა კორექტული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალი არ გამოვა სიტყვით, რადგან თავიანთ შესაძლებლობებში ქალები ნაკლებად არიან დარწმუნებული, მოხსენების დროს ისინი ხშირად სვამენ კითხვას: „ასე არ არის?”, „მეთანხმებით?“, „მე მინდა განვმარტო“, „მე ასე მგონია“, „არ ვიცი, რა გითხრათ“, „რაღაც ეტაპზე ალბათ“, „არა მგონია, რაიმე ახალი გითხრათ“. თუ ჩვენ წინააღმდეგობას გვიწევენ, უკან ვიხევთ და ჩვენი სიტყვები უკან მიგვაქვს.
რაც დრო გადის, უფრო ნაკლებად საუბრობენ ქალთა ჩაგვრაზე და მათი უფლებების დარღვევაზე. ეს ცნებები ჩაანაცვლა თანასწორობამ, თანაბარმა შესაძლებლობებმა და დისკრიმინაციამ სქესობრივი ნიშნით. რა მოხდა? ჩვენ გვინდა მამაკაცური ტერმინების დანერგვა, თუ მართლაც რაღაც შეიცვალა?
ქალები „თხოვდებიან“ (პასიური ფორმა), ბევრი ქალი იცვლის გვარს (ეს ხომ მოსახერხებელია შვილებისათვის!). ჩვენ, ქალებს, ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი მოგვეთხოვება, მამაკაცებისაგან განსხვავებით.
გაბატონებული ენის სტილი ვერ გამოხატავს ქალის ცხოვრებისეულ გამოცდილებას, მის ოცნებას. ეს ენა უხეშია და მამაკაცურ აზროვნებას არის დაქვემდებარებული. ყოველივე ამისგამოჩვენვიწყებთმამაკაცის გადმოსახედიდან ერთმანეთის შეფასებას, ამავე დროს ლოიალური ვხდებით თავად მამაკაცების და მათი საქციელის მიმართ. მამაკაცი ფასდება თავისი საქციელით. ქალი კი - ვის წარმოადგენს ის! ქალზე საუბრისას ხშირად გამოიყენება სიტყვები „ლამაზი“ და „მახინჯი“.
თუ ქალი სალანძღავ სიტყვებს იყენებს საუბრისას, მას უხეშ და ვულგარულ ქალს უწოდებენ.
ქალების საუბარი ხშირად სულელურ ყბედობად, ჭორაობად ფასდება. ხოლო როცა მამაკაცები ჭორაობენ და ყბედობენ, მათ „ჭორიკნების“ ან „ქალების“ სახელით მოიხსენებენ.
სხვა და სხვა ასოციაციებს იწვევს შეფასება „ოჯახის დიასახლისი“ ან „ქალი ოჯახში“.
ოპტიმისტი იტყვის: ბოთლი ნახევრად სავსეა, ხოლო პესიმისტი - ბოთლი ნახევრად ცარიელია. ეს უბრალოდ მაგალითია სამყაროს მრავალგვარი აღქმისა.
მსოფლიოს ხალხთა ბევრ კულტურაში - ენაში მამრობითი სქესის სიტყვებია:
პრეზიდენტი, ელჩი, თანამებრძოლი, შეფი, პირველი ადამიანი, ბოლო, მიმდევარი, პოლიტიკოსი, ინსპექტორი, მომხსენებელი, მბრძანებელი, ფოსტალიონი, წევრი, ექიმი, ეკი პაჟი, მყვინთავი, ჯარისკაცი, ბრიგადირი, ოპერატორი, მეზღვაური და სხვა.
აგრეთვე მამრობითი სქესის უპირატესობაა გამოთქმებში:
ოჯახის პატრონი;
კაცური კაცი;
ჩვენიანი;
ნამდვილი მამაკაცი;
კაცური საუბარი;
როგორც მამაკაცს შეეფერება.
თუ სიტყვებს და სინონიმებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სიტყვა ქალი განიმარტება შემდეგნაირად:
ქალბატონი, ქალი, ევა, ლედი, დონა, დედა, ნიმფა, მშვენიერი, ცოლი, საყვარელი, გოგონა, სუსტი სქესი, ქალური ნახევარი, ამაზონკა, ფურია, დიასახლისი, სულელი, ბატი, ქათამი, მეძავი, კოკეტი, პრანჭია. მსუქანი
ქალების შესახებ ამბობენ:
სქელი, მოუქნელი, კასრი, ქონიანი, მასიური, მსხვილი და სხვა.
კაცებზე ამბობენ:
ადამი, ჯენტლმენი, ძლიერი სქესი, ყმაწვილი, ბატონი, კაცი, მშრომელი, წარმოსადეგი, ბრგე და სხვა.
ანეკდოტები და მათი შინაარსი
განა ვინმე წინააღმდეგია მოისმინოს ანეკდოტები? სამწუხაროდ, ყველა ანეკდოტი კარგი მოსასმენი როდია.ყველაზე ხშირად ანეკდოტს ყვებიან სიდედრზე, ბებერ სულელზე, რომელიც ყველაფერში ერევა.
მამამთილზე ანეკდოტი თითქმის არ არსებობს.
ანეკდოტი ცოლებზე რომლებიც ოთახის ფეხსაცმელებში თავზე თმის სარჭებით და ხელში ტაფით ელოდებიან ქმრებს
„ქალი საჭესთან“ ეს ხომ სალანძღავი სიტყვა გახდა. ცოლი ანეკდოტში ქოფაკი და ბუზღუნაა.
ხოლო ანეკდოტები კაცებზე სულ სხვა ელფერისაა: ეს ან ხელმძღვანელი მუშაკი, კალთაში ახალგაზრდა ქალი მდივნით, ან ქვრივი, რომელიც გაშტერებული უყურებს გასარეცხი ჭურჭლის გროვას.
ანეკდოტებში ქალები უპატივცემულოდ არიან მოხსენებული, კაცები კი ადამიანური სისუსტეებით არიან ნაჩვენები.
ამ მაგალითებით ჩვენ მამაკაცებზე უპატივცემულო ანეკდოტების მოყოლას კი არ მოვითხოვთ, არამედ გვინდა ვაჩვენოთ, თუ რა დამოკიდებულებაა ქალის მიმართ საზოგადოებაში. ავიღოთ ქალი მძღოლი, ქალები ნაკლებად ახდენენ ავტო-საგზაო შემთხვევებს. თუნდაც ამ მიზეზით გაცილებით ადვილად აფორმებენ ავტომობილის დაზღვევას ქალბატონებთან სადაზღვევო კომპანიებიც. ქალებმა და მამაკაცებმა დიდი ხნის წინ გადაინაწილეს საზოგადოებაში თავიანთი ადგილები. ქალს ხშირ შემთხვევაში უჭირს საუბარი ტექნიკურ მხარეებზე, მამაკაცს - ხელსაქმესა და ოჯახის საქმეებზე.
ბავშვობიდან ბიჭებს და გოგონებს სხვანაირად ზრდიან. ბიჭი იზრდება ძალაუფლების სიყვარულით, კონკურენციის სურვილით, აგრესიით, მოკლედ რომ ვთქვათ, ინიციატივით და აქტიურად. გოგონა - ქალური ღირებულებებით, პასიურობა, მორჩილება, პასუხისმგებლობა, მზრუნველობა, სინაზე (ელსე რიენი „ენა და სქესი“). განსხვავება ბიჭებსა და გოგონებს შორის შეიმჩნევა დაბადების თანავე. ერთისთვის საჭიროა ვარდისფერი წინდები, მეორესათვის - ცისფერი.
მაგ.: ოსლოში სახელმწიფო ჰოსპიტალში ექიმებს აკრძალული აქვთ ბავშვის დაბადებამდე სქესის გამჟღავნება, რაც გამოწვეულია შემდეგით: თუ შემთხვევით გოგონა დაიბადება ბიჭის მოლოდინში, მშობლები ძალიან განაწყენდებიან, ხოლო თუ იბადება ბიჭი გოგონას ნაცვლად, ამაზე არავინ შეწუხდება და სწორედ ამიტომაც ეკრძალება ბავშვის სქესის გამჟღავნება მედ-პერსონალს.
როცა ბავშვი იბადება, ბიჭზე ხშირად ამბობენ: „მემკვიდრე“, „ბოლოს და ბოლოს ბიჭი“ ან გოგოზე „ისევ გოგო!“
ეს გამოწვეულია არა იმით, რომ უფრო ხმამაღლა ყვირიან, არამედ იმით, რომ მათ უფრო უსმენენ. ისინი ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში არიან. აქედან იწყება მათი თავდაჯერებულობა და ჩვენ ქალებს ყოველივე ამაში დიდი წვლილი მიგვიძღვის. ქალის როლში შესვლა ნიშნავს გახდე მომხიბვლელი, მზრუნველი, მორჩილი. ხოლო მამაკაცის როლში ყოფნა ბიჭებს ჩაუნერგო, რომ ტირილი ცუდია, მამაკაცმა თავისი განცდები და გრძნობები უნდა დამალოს და არ უნდა მოიქცეს ქალივით. ქალები ხშირად არ ამბობენ „მე ასე ვფიქრობ“, „მე გავაკეთე“ და სხვა. როცა ქალი ყურადღებას იქცევს თავისი საქმიანობით, მას კარიერისტს ეძახიან.
მამაკაცი:
მიჰყავს საუბარი;
იშვიათად სვამს კითხვებს - მან ყველაფერი იცის;
იყენებს ობიექტურ ფაქტებს;
გამონათქვამი „ასეც არის“;
იმეორებს იმას, რაც თქვა ქალმა, მაგრამ სხვა სიტყვებით;
ხშირად აწყვეტინებს ქალებს;
მამაკაცი საუბრის დროს ფიქრობს და ამიტომ დიდხანს საუბრობს;
ცდილობს მიიღოს ვერბალური კონტაქტი მსმენელისგან თავისი მოქმედებების სისწორის დასადასტურებლად;
მამაკაცები მხარს უჭერენ და იცავენ ერთმანეთს ცდილობენ თავი აარიდონ შეცდომების აღიარებას.
ქალი:
ლაქლაქებს;
ერთი და იგივე რამდენიმეჯერ შეუძლია იკითხოს;
ეძებს მხარდაჭერას: „ასე არ არის?“, „თქვენ ასე არ ფიქრობთ?“, „მე ამას ვგრძნობ“, „მე ასე ვფიქრობ“;
ურჩევნია კითხვა მამაკაცს დაუსვას, ვიდრე ქალს;
არ არის თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული;
იძლევა საშუალებას შეაწყვეტინონ საუბარი;
იშვიათად არის მხარდაჭერილი;
ხშირად თამაშობს თავისიანების საწინააღმდეგოდ;
არ აქვს სოლიდარობის შეგრძნება;
„ღმერთო რა სულელი ვარ“ ამბობს ქალი, ამას არასდროს არ ამბობს მამაკაცი;
საუბრის დროს ხშირად ეცვლება ხმის ტემბრი,
ადვილად თმობს პოზიციას, ღიზიანდება და
ადვილად ფეთქებადი ხდება;
ქალს უჭირს საქმის და საქმის შემსრულებლისგარჩევა;
დიდ ყურადღებას აქცევს კრიტიკას.
თავდაჯერებულობა და თვითშეფასება
ნორვეგიაში ჩატარდა კვლევა სახელწოდებით „რთული სიტყვები ტელევიზიის ახალი ამბებიდან“. კვლევაში მონაწილეობდნენ ქალები და მამაკაცები. ეწერა უცხო სიტყვები და გვერდით უნდა მიეწერათ განმარტება. ასევე უნდა ეპასუხათ, დარწმუნებული ხართ თუ არა თქვენი პასუხის სისწორეში. გამოკითხულ ქალთა უმეტესობას სწორ პასუხთან მიწერილი ჰქონდა „არა ვარ დარწმუნებული“, ხოლო მამაკაცთა უმრავლესობას არასწორ პასუხთან მიწერილი ჰქონდა “დარწმუნებული ვარ“.
რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ სამყაროში საკუთარი შესაძლებლობების რწმენა!
ზეწოლის საშუალებები
მამაკაცები აქტიურად მონაწილეობენ დისკუსიაში, ქალი ხშირ შემთხვევაში დისკუსიაში არ იღებს მონაწილეობას და ეს არა იმიტომ, რომ მას არა აქვს სათქმელი, ხშირად ქალების მოსაზრებებს აბუჩად იგდებენ, ცდილობენ მათი აზრების დაკნინებას და დამცირებას.
უსიამოვნებების თავიდან აცილება შესაძლებელია თავის არიდებით, მაგრამ მოგვიანებით ხვდები, შენ მართალი იყავი და რომ შენი აზრების აბუჩად აგდება არც ისე მნიშვნელოვანი იყო - გაცილებით მნიშვნელოვანია საქმე, რომლის გაკეთებაც შენ შეგეძლო.
არსებობს ხუთი ტი პის ზეწოლა:
იგნორირება;
დაცინვა;
ინფორმაციის დაფარვა;
ორმაგი სასჯელი;
ქალში დანაშაულის და სირცხვილის გრძნობის გაღვივება.
უნდა მოიქცე ისე, რომ შეუმჩნეველი დარჩე
ყოფილხარ ისეთ სიტუაციაში, როცა შენს აწეულ ხელს ვერ ხედავენ? როცა თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას არ პასუხობენ?
როცა თქვენი წინადადება არ შეუტანიათ ოქმში და არც საინფორმაციო საშუალებებს გაუშუქებია? მიგიქცევიათ ყურადღება რა ცოტა ქალის ხვედრია კონტაქტი საინფორმაციო საშუალებებთან? საკმაოდ ბევრია იმ ქალთა რაოდენობა, რომელთა შესახებ დაავიწყდათ დაეწერათ ისტორიის სახელმძღვანელოში.
ხშირად მოგვჩვენებია, რომ ქალები სადღაც უჩინარდებიან კომიტეტების და კომისიების დაკომპლექტების დროს.
რას მივაწეროთ ყოველივე ეს - ცუდ ყურთასმენას, თუ გულმავიწყობას? ასე და ამგვარად ხდება ქალის პიროვნების დაკნინება. ძნელია, როცა ვერ გამჩნევენ. ხშირად მამაკაცებიც ამბობენ: „ჩვენც ვერ გვამჩნევენ“ და გვარწმუნებენ იმაში, რომ ეს არამიზანმიმართული ქმედებაა, საჭიროა პრობლემისადმი გლობალური მიდგომა, წვრილმანებზე ფიქრის დრო არ არის. საინტერესოა იმ მამაკაცის რეაქცია რომელიც იგნორირებულია.
დაცინვა
ხშირად ქალის დაცინვა ნორმად ითვლება, ხოლო მამაკაცის დაცინვა არანორმალურად ითვლება. დაიმახსოვრეთ, თუ თქვენ როდესმე დაცინვის ობიექტი გახდით, პოლიტიკურ კარიერას უნდა დაემშვიდობოთ. მნიშვნელოვანია ვისწავლოთ სწორი და დროული რეაგირება.
ინფორმაციის შეფერხებით მიღება
განათლებულ ქალებს კაცები ვერ იტანენ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენ ინფორმაციას ვერ იღებენ ქალები. მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მამაკაცები ინფორმაციის გაცვლას ხშირ შემთხვევაში კლუბებში, ან ვიწრო წრეში მეგობრული საუბრების დროს ახდენენ, სადაც ქალები თითქმის არ არიან, ან თუ არიან, ხშირად სახლში ეჩქარებათ მეუღლესთან და შვილებთან?
მამაკაცებს კარგად აწყობილი საინფორმაციო წყაროები აქვთ, ქალები კი სარგებლობენ მეორე დღის ინფორმაციით. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველა მამაკაცს, ისე, როგორც ეს არ ეხება ყველა ქალს. ცოდნის შესაძლებლობებზე მონოპოლია მამაკაცებს ეკუთვნოდათ, მაგრამ საბედნიეროდ, განათლებულ და განსწავლულ ქალთა რიცხვი იზრდება. ირღვევა სტერეოტიპი - ქალი მხოლოდ ოჯახის ბურჯისა და ჩნდება იმედი ქალთა შესაძლებლობების და უნარების ჯეროვანი დაფასებისა.
ურთიერთობა კომუნიკაცია ლათინური სიტყვაა. ურთიერთობის მნიშვნელოვანია ვინ არის ინფორმაციის მიმღები. ხოლო ინფორმაციის მიმწოდებელი ვალდებულია ინფორმაციის მიწოდების პროცესმა წარმატებით ჩაიაროს. ინფორმაციის მიწოდების სწორად წარმართვის განმსაზღვრელია შემდეგი: ორივე, ინფორმაციის მიმწოდებელიც და მიმღებიც, ადეკვატურად აღიქვამდეს გაგზავნილ ნიშანს.
ურთიერთობის პროცესზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ეს პროცესი ხშირად გაანალიზების გარეშე მიმდინარეობს, ჩვენ არ ვფიქრობთ ურთიერთობისას სხვადასხვა ფორმებზე, ინფორმაციის მიმწოდებელმა უნდა მიაღწიოს მიზანს და მან აუცილებლად პროცესზე უნდა იფიქროს. აგრეთვე, მას შეუძლია გამოიყენოს ინფორმაციის გაცემის საშუალებები:
გამგზავნი |
||
|
ინფორმაცია |
|
|
|
მიმღები |
როგორმე აარიდეთ თავი პროცესის გართულებას. სირთულეები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: ხმაური, ტანსაცმელი, მძიმე ჰაერი, არა სწორი ფორმულირება და სხვა. ინფორმაციის გაცემას და მიღებას ორივეს სჭირდება სერიოზული მიდგომა, რა ინფორმაციის გაცემა და გაგება უნდა იმაზე ფიქრობს მომხსენებელი და არჩევს სხვადასხვა ვარიანტებს.
საუბარში სულ ცოტა ექვსი მონაწილეობს: მე (მე, როგორც მე წარმომიდგენია) შენ (ისე, როგორც მე წარმომიდგენია თანამოსაუბრე) მე, რომელიც ვარ სინამდვილეში მე, როგორიც წარმოუდგენივარ ჩემს თანამოსაუბრეს ის (როგორც ფიქრობს თანამოსაუბრე თავის თავზე) ის (თანამოსაუბრე) როგორიც არის სინამდვილეში
საუბრის დროს მნიშვნელოვანია შინაარსის ადეკვატური გაგება. პოლიტიკაში მოტივი და არგუმენტი ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. საჭირო არ არის მკვეთრი არგუმენტირება. შეიძლება, და საჭიროც არის, ხშირად გამოხვიდეთ სხვადასხვა როლში, მაგალითად: ექიმი - პაციენტი, მასწავლებელი - მოსწავლე, პოლიტიკოსი - ამომრჩეველი. აგრეთვე მნიშვნელოვანია ძალაუფლების გადანაწილება სხვადასხვა ჯგუფებს შორის. პოლიტიკოსების აზრს დიდიმნიშვნელობაენიჭებაუბრალო მაცხოვრებლების აზრთან შედარებით.
იმისათვის, რომ კარგად ითამაშოთ თქვენი როლი, საჭიროა შექმნათ საკუთარი სახე. სხვების დასარწმუნებლად საჭირო ასაკუთარი ინდივიდუალურობის შენარჩუნება, ამავდროულად საკუთარი თავი უნდა წარმოაჩინოთ დადებითი მხარეებით და დაანახოთ სხვებს:
რა გინდათ?
რა უნდათ თქვენგან?
მზად ხართ თუ არა თქვენ, გაამართლოთ მოლოდინები?
გაქვთ თუ არა საჭირო ცოდნა?
როგორია თქვენი სტატუსი?
კომუნიკაციის არავერბალური საშუალებები
ბოლო დროს პოლიტიკოსების უმეტესობა დიდ ყურადღებას უთმობს მიმიკის და ჟესტების ენას. მაგალითად, რონალდ რეიგანს ეძახდნენ „სატელევიზიო პრეზიდენტს“. ის გადასარევად ფლობდა ჟესტების ენას და არავერბალურ კომუნიკაციას, როგორც პროფესიონალი მსახიობი. ამ საშუალებას იგი აქტიურად იყენებდა სატელევიზიო გამოსვლების დროს.
არსებობს სხვადასხვა თეორიები მიმიკის და ჟესტების შესახებ. გადაჯვარედინებული ხელები ნიშნავს თავდაცვით პოზიციას, თუ ქალი ფეხი-ფეხ გადადებული ზის, ეს ნიშნავს სქესობრივი კავშირის შიშს და ასე შემდეგ. არ მიაქციოთ ყურადღება ამ ტიპის განმარტებებს, ეს გარკვეულწილად შეგიშლით ხელს. ნუ შეგეშინდებათ მიმიკის და ჟესტების ენის გამოყენების. აუცილებელია, თქვენი არავერბალური კომუნიკაციის მიმიკა და ჟესტი ემთხვეოდეს შინაარსს.
ყველა ჩვენგანს ჰქონია ისეთი სიტუაცია, როცა ჩვენი ორგანიზმი არ გვემორჩილება, მაგალითად:
ოფლიანობა;
აჭარხლებული ლოყები;
პულსის აჩქარება;
გულის ცემის გახშირება;
მუცლის ბუყბუყი;
ხმის კანკალი.
ასეთ პრობლემებს ვაწყდებით მაშინ, როცა ძალიან ვნერვიულობთ. ასეთი გამოვლინებები შეიძლება ჩაითვალოს თავდაცვად. სხეული მზად არის საბრძოლველად. ენდეთ თქვენ სხეულს ის უფრო სწრაფად რეაგირებს, ვიდრე თქვენ წარმოთქვამთ სიტყვას.
რაც უფრო მივაქცევთ ყურადღებას ჩვენს ნერვიულობას, მით უფრო უარესია. ძნელია საჭირო რჩევის მოსმენა და გაზიარება, როცა თქვენ ზეწოლის ქვეშ ექცევით, მაგრამ გახსოვდეთ, მარტო თქვენ არა ხართ ის, ვინც ასეთი შემთხვების დროს ნერვიულობს. ნერვიულობა და სისულელე ორი სხვადასხვა რამეა.
მიმიკის და ჟესტების ენის საიდუმლო ნიჭიერი გამომსვლელის ხელშია, ეს არის ფორმა (მანერა) რომლითაც ის გამოდის, და არა - შინაარსი. კომუნიკაციის პროცესზე გავლენა აქვს შემდეგ ფაქტებს:
პირადი ჰიგიენა:
თქვენ სასიამოვნო სურნელს უნდა აფრქვევდეთ. მიაქციეთ ყურადღება პირის ღრუს ჰიგიენას, არ დაიწყოთ ფხანა აუდიტორიის თანდასწრებით, არ დაიწყოთ ფრჩხილების გამოსუფთავება და ცხვირის ქექვა.
სტერეოტიპი
მიაქციეთ ყურადღება თქვენი სხეულის მოძრაობას.არ იქანაოთ სკამზე, რამაც მსმენელის გაღიზიანებაშეიძლება გამოიწვიოს. არ ინიავოთ. იფიქრეთ იმაზე,რომ თქვენ თვითონ არ გაუფანტოთ მსმენელსყურადღება.
დაუწერელი წესები
ყველა ხალხს გააჩნია თავისი დაუწერელი კანონები და წესები, რომელსაც შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მივაქციოთ ყურადღება.
როცა თქვენ ავტობუსში ადიხართ, სადაც ერთი მგზავრი ზის, თქვენ აირჩევთ ცარიელ სკამს და არ მიუჯდებით გვერდით იმ ერთადეთ მგზავრს, რათა არ გააღიზიანოთ. არ მიხვიდეთ ძალიან ახლოს აუდიტორიასთან, არ უქნიოთ ცხვირწინ ხელი, ან რაიმე ნივთი. ყველა ადამიანის ირგვლივ არსებობს მისი ტერიტორია, არ დაარღვიოთ მისი მთლიანობა.
ტანსაცმელი
მოგწონთ თუ არა ეს, თქვენი ჩაცმის სტილზე დამოკიდებულია პირველი შთაბეჭდილება. „გვხვდებიან ჩაცმულობით“ ვამბობთ ჩვენ. ასეც არის სინამდვილეში. როცა სიტყვით გამოდიხართ, არ უნდა ჩაიცვათ გამომწვევად, არც მყვირალა ფერის სამოსში არ უნდა გამოეწყოთ.
მიმიკა
მიმიკის ტექნიკას კარგად ფლობენ მსახიობები. ჩვენ კი ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ არ ვიცით მიმიკის სწორი მართვა. ბუნებრივი მიმიკის კონტროლი ძალიან ძნელია, არადა ის გადმოსცემს ჩვენს ნამდვილ გრძნობებს.
ჟესტები
ჟესტები ნათქვამთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს. ხელის მოძრაობებით ჩვენ ნათქვამი სიტყვის ხაზგასმა შეგვიძლია, მაგრამ მათი გამოყენება მუდმივად შეუძლებელია.
თვალების მოძრაობა
მნიშვნელოვანია თვალების მოძრაობა. უყურეთ აუდიტორიას, გადაიტანეთ მზერა ერთი მსმენელიდან მეორეზე. ყველა უნდა ფიქრობდეს, რომ თქვენ მას უყურებთ. არ უყუროთ სივრცეს, ასე თქვენ დაკარგავთ კონტაქტს მსმენელთან. არ დაუწყოთ ჭერს და კედლებს თვალიერება. როგორც წესი, ჩვენი ყურადღება ჩერდება რომელიმე ცნობილ ადამიანზე, გახსოვდეთ, თქვენ აუდიტორიას მიმართავთ.
კომუნიკაციის ვერბალური საშუალებები
მოდით, ვნახოთ რა არის ამ დროს მნიშვნელოვანი
სიტყვების და სიტყვათა წყობის შერჩევა
ილაპარაკეთ ისე, როგორც მიჩვეული ხართ საუბარს, შეეცადეთ არ გამოიყენოთ უცხო სიტყვები, პროფესიული ტერმინები და ჟარგონები, რადგან არ არსებობს გარანტია თქვენი სიტყვების სწორად გაგების. ნუ იქნებით მრავალსიტყვიანი გამომსვლელი და რაც შეიძლება ცოტა ციფრები გამოიყენეთ. არ იხმაროთ სიტყვა „პარაზიტები”.
სიტყვით გამოსვლის ტემპი
სიტყვით გამოსვლის ტემპი შეგიძლიათ ცვალოთ საჭიროების მიხედვით. გააკეთეთ მცირე პაუზები მაგრამ არ თქვათ „ეე“, „და“, „ასე“ და სხვა.
ხმა
ილაპარაკეთ ხმამაღლა და გარკვევით. მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი ხმა არ კანკალებდეს და არ ქრებოდეს. წარმოთქვით ყველა სიტყვა გარკვევით და მკაფიოდ. სწორად დასვით მახვილები.
ენის ზემოქმედების საშუალებები
არსებობს ენის ზემოქმედების სხვადასხვა საშუალებები, რომლის გამოყენებით შეგიძლიათ იმოქმედოთ აუდიტორიაზე, გამოიყენოთ დისკუსიის და გამოსვლის დროს. მთავარია გამოიყენოთ ის ენა, რომელიც გასაგებია თქვენი აუდიტორიისთვის. სიტყვების შერჩევამდე გადაწყვიტეთ, რისი თქმა გინდათ:
1 . ინფორმაციის გაცემა.
შესავალი მნიშვნელოვანია. თქვენ აქ მოგყავთ მნიშვნელოვანი ფაქტები, ან განსაზღვრავთ პრობლემას. შესავალი უნდა იყოს საგნობრივი და კარგად მომზადებული.
2. გადარწმუნება
უმეტეს შემთხვევაში გადარწმუნება ეყრდნობა ცრუ რწმენას და მითებს.
3. გინდათ გამოთქვათ თქვენი აზრი, დამოკიდებულება, გრძნობები ან განცდები თქვენგან არავინ ითხოვს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მოხსენებას, მაგრამ თქვენ უნდა მოიყვანოთ მნიშვნელოვანი დადასტურება. ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა გამოიყენოთ მიმიკა, ჟესტები და ამით კიდევ უფრო განამტკიცებთ თქვენივე მოსაზრებას.
თქვენი გამოსვლის დროს აუდიტორია იწყებს თქვენ შეფასებას. ყველა ინდივიდუალურად გაფასებთ, ხშირ შემთხვევაში - არა ისე, როგორც თქვენ გინდათ. ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ისევე როგორც იმას, რომ აუდიტორიაში ყველა არ ეთანხმება თქვენს გამოსვლას და მსჯელობას. მიზნის მისაღწევად საჭიროა ცივი გონება და სწორი ტაქტიკის შერჩევა.
რეაქცია, რომელსაც განიცდის აუდიტორია, შეიძლება ოთხ ეტაპად დავყოთ: ისმენს, ფიქრობს, გრძნობს და მოქმედებს.
არა მგონია, თქვენი მიზანი მხოლოდ მოსმენა იყოს. საკმარისია აუდიტორიას დააწყებინოთ ფიქრი, ან შეაგრძნობინოთ, ესყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მიერ გამოყენებულ ზემოქმედების მეთოდებზე. ხოლო თუ სხვა რამის მიღწევა გინდათ, ესეც თქვენზეა დამოკიდებული.
ენის შერჩევის რამდენიმე მაგალითი:
ციტატები
თქვენ გამოსვლებში კარგია ციტატების ჩასმა, იმდენად, რამდენადაც ეს ციტატები გამოჩენილ ხალხს ეკუთვნის, მეორეც - თქვენს განსწავლულობას მიუთითებს. ციტატების გამოყენებისას კორექტულები უნდა ვიყოთ და ყოველთვის უნდა აღვნიშნოთ წყარო.
გადაჭარბება
ამ საშუალების გამოყენებისას მეტი სიფრთხილე გვმართებს. გახსოვდეთ, ასეთი ენის გამოყენება დამახასიათებელია ძალაუფლების არმქონე და თავის შესაძლებლობებში ნაკლებად დარწმუნებული ზემოქმედების ადამიანებისთვის. გადაჭარბების ფორმას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართეთ, როცა ძალიან მნიშვნელოვანი რამის თქმა გინდათ, ან მნიშვნელოვანი პრობლემის გამოკვეთის დროს.
კონტრასტი
კონტრასტი გამოიყენება მიზნის მისაღწევად, ისევე, როგორც გადაჭარბება, მაგ: ქალები საუბრობენ რა თანასწორობაზე, სულაც არ გულისხმობენ მამაკაცად გადაქცევას, ისე როგორც შავკანიანები იბრძოდნენ თავიანთი უფლებების დასაცავად და არა კანის ფერის შეცვლისთვის.
ირონია
როცა ირონიზირებას აკეთებთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ აუდიტორია სწორად გაგიგებთ.
სატირა
მოწინააღმდეგე ყოველთვის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სასაცილო მდგომარეობაში, მიუხედავად ამისა, ჩვენ კეთილგანწყობილი უნდა დავრჩეთ მათ მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება აუდიტორიამ ვერ გაგიგოთ და მისი სიმპატიები მოწინააღმდეგის სასარგებლოდ გადაიხაროს, ასეთ შემთხვევაში ეს მორალურადაც და ემოციურადაც სამართლიანი იქნება. სატირის სწორი გამოყენება თქვენ მოგცემთ საშუალებას პოლიტიკოსების და ოფიციალური პირების საწინააღმდეგოდ განაწყოთ აუდიტორია.
წარდგენის ტექნიკა და საჭირო დასაბუთება
დასაბუთება - მნიშვნელოვანი საქმეა, მაგრამ გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია რას ლაპარაკობთ ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ ლაპარაკობთ. რა თქმა უნდა, გამოსვლის დროს მნიშვნელოვანია კარგად მოფიქრებული სიტყვა, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობის არის ის, თუ როგორ აწვდით თქვენ ნააზრევს აუდიტორიას. გამოსვლის დროს საჭიროა თავდაჯერებულობა და კეთილგანწყობა. დისკუსიის დროს ვასაბუთებთ ჩვენს მოსაზრებებს და პოზიციას. მნიშვნელოვანია, აუდიტორიას გააგებინოთ თქვენი გამოსვლის მთავარი მიზანი, არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენი არგუმენტების და მოსაზრებების გაზიარება. მნიშვნელოვანია აგრეთვე ყურადღება მიაქციოთ თქვენი გამოსვლის ტექსტს, რათა არ გამოიწვიოთ აუდიტორიის გაღიზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ მსმენელს.
გაიხსენეთ პროფესიონალური რეკლამა და მარკეტინგი. რეკლამის ტექსტის მიზანია - პროდუქტის გაყიდვა. ჩვენ კი უნდა „გავყიდოთ“ ჩვენი მოსაზრებები და საკუთარი თავი. რეკლამა თავისთავად ნაკლებად ინფორმაციულია, ვიდრე მოხსენება, მაგრამ ინფორმაცია რეკლამისათვის ზუსტად ირჩევა. რეკლამაში მხოლოდ პროდუქტის დადებითი მხარე იდება. რეკლამა გვიხატავს იდეალურ სამყაროს და თამაშობს ჩვენს გრძნობებზე. შეეცადეთ ამ მეთოდს შემოქმედებითად მიუდგეთ.
გადარწმუნების მეთოდები
შიში და მორალი
„თუ შენ ასე მოიქცევი, შედეგი იქნება შემდეგი“... „არ გამოგადგება არც შენ და არც შენს ქვეყანას“... და თქვენ გეშინიათ თქვენი აზრის გამოთქმის, ან სხვა რაიმე
ჯანსაღი აზრი
გადარწმუნების საშუალებაზე აპელირება ჯანსაღი აზრის გამოყენებით ხდება: „ეს თავისთავად ნათელია“, „როგორც თქვენ თავად ხვდებით“ და სხვა.
ავტორიტეტების გავლენა
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - კერპების თაყვანისცემა. უნდა შეგვეძლოს ნამდვილი და ცრუ ავტორიტეტების გარჩევა. ჩვენ ხშირად ვხვდებით ეგრეთ წოდებულ „ყველაფრის მცოდნეებს“ მათ ყველაფერზე პასუხი მზად აქვთ. ისინი მსჯელობენ ყველაფერზე, იმაზეც კი, რაზეც წარმოდგენაც კი არა აქვთ. მათი მომსახურების გამოყენება უყვართ ძალიან დაკავებულ და მუდმივად დროში შეზღუდულ ჟურნალისტებს.
ჯოგური პრინციპი
ჩვენთან ხშირად თამაშობენ გრძნობებზე, როცა ამბობენ: ჩვენ ვმუშაობთ კოლექტივში; ჩვენ, პროფკავშირების წევრები ერთად უნდა ვიყოთ და სხვა.
საყოველთაობის შეგრძნება
ადამიანებს ხშირად უნდათ უმრავლესობას ეკუთვნოდნენ. თუ თქვენ კენჭისყრის დროს უმცირესობაში აღმოჩნდით, არა მგონია, ეს თქვენ სასარგებლოდ იყოს გამოყენებული. ყოველთვის სასიამოვნოა, ვთქვათ: უმრალესობამ გადაწყვიტა, ჩვენ ასე ვთვლით, მე ყველა მხარს მიჭერს.
ახალი ამბების ქსელი
ადამიანების უმეტესობის სისუსტეა ახალი ამბები. ეს ეხება ყველა სფეროს. ახალი ინფორმაცია არა მარტო მნიშვნელოვანი და საინტერესოა, არამედ პრესტიჟულიც. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პირველებმა გავიგოთ ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ამავე დროს თქვენ აგრძნობინებთ მსმენელს, რომ თქვენ საქმის კურსში ხართ და რომ თქვენ ფლობთ სიტუაციას და გაგაჩნიათ საკუთარი მოსაზრება.
დასკვნები
„ეს ქსელი ყველაზე მაგარია“ სწორედ აქ მკაფიოდ გამოიკვეთება ცრურწმენები და გადმონაშთები. სწორედ აქ ადვილად შესაძლებელია სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. თქვენ შეიძლება განმარტოთ რა უნდოდა ეთქვა გამომსვლელს: „თუ თქვენ თვლით“... ან „თქვენი მტკიცებით“... „თუ თქვენ ასე თვლით“ ...
პრეზენტაციის ტექნიკა
კარგი მოხსენებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რას ამბობთ, არამედ ისიც, როგორ ამბობთ. მოხსენების მასალა საინტერესო უნდა იყოს. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი:
თქვენი ხმა - ხმის ტემბრი, სიჩქარე
სხეულის ენა - სხეულის ენა გამოხატავს თქვენსჭეშმარიტ გრძნობებს, დამოკიდებულებებს(ხელებით არ უნდა ათამაშოთ კალამი, არ უნდაიქნიოთ უაზროდ და ა.შ.)
გარეგნობა - პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია, სათანადოდ უნდა ჩაიცვათ
მოსამზადებელი ეტაპი
მოხსენების სტრუქტურა წინასწარ უნდა მოამზადოთ, ის ლოგიკურად და გამართულად დაწერილი უნდა იყოს:
რა არის თქვენი მიზანი?
ის ძირითადი პუნქტები, რომლებზეც უნდა ისაუბროთ
როდესაც პუნქტებს ჩამოწერთ, გადახედეთ, რაც ზედმეტია - ამოიღეთ, რასაც გაშლა სჭირდება - გაშალეთ. თქვენ თვითონ რაც არ გესმით კარგად, ან არ იზიარებთ ამ მოსაზრებას, უმჯობესია გამოტოვოთ. დარჩენილი პუნქტები თანმიმდევრობით დაალაგეთ, ეს შეიძლება რამდენიმე გზით გაკეთდეს:
1. ლოგიკურად თანმდევი მსჯელობები, რომლებსაც მივყავართ დასკვნამდე, მაგ: თუ თქვენ არ მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, არ მისცემთ ხმას, მაღალია ალბათობა იმისა, რომ თქვენს ბიულეტენს სხვა გამოიყენებს და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ხელი შეეშლება.
2. პირამიდა, სადაც მთავარ დებულებას ამოთქვამთ და შემდეგ შლით, მაგ:არჩევნების ჩაშლის საშიშროება გელით დაშემდეგ გაშლით ამ აზრს.
3. ბუტერბროდი, მთავარი იდეა მოხსენების შუაშია მოთავსებული, მას წინ უძღვის შესავალი და მოსდევს დასკვნა/შეჯამება, მაგ:
მოხსენების შესავალში განიხილავთ ქვეყნისათვის არჩევნების მნიშვნელოვან როლს, სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზებს, მოხსენების შუაში წარმოადგენთ მთავარ აზრს - „არჩევნების ჩაშლის საშიშროება გველის“.
დასკვნა/შეჯამება - უდიდესი ყურადღება უნდა მივაქციოთ არჩევნებს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის განვითარებაში. მნიშვნელოვანია აუდიტორია, საჭიროა იცოდეთ ვის უნდა ესაუბროთ? რა აინტერესებთ მათ, როგორი მოხსენება მოეწონებათ? გასაგები იქნება მათთვის ის ტერმინები და სიტყვები, რომლებიც უნდა იხმაროთ? წინასწარ იფიქრეთ შესაძლო კითხვებზე.
მოხსენების წაკითხვა
აუდიტორიას მიესალმეთ და წარუდგინეთ თქვენი თავი
მოუყევით, რა თემაზე აპირებთ საუბარს
ისაუბრეთ კონკრეტულ თემაზე
შეაჯამეთ საუბარი
მოხსენების ბოლოს იკითხეთ, ვინმეს შეკითხვა ხომ არ აქვს, ან კომენტარის გაკეთება ხომ არ სურს.
ყურადღება მიაქციეთ მოხსენების ხანგრძლივობას,შეეცადეთ მოკლედ ისაუბროთ. ისაუბრეთ მკაფიოდ,არ იყვიროთ და არც იჩურჩულოთ, განზრახ შეჩერდით,ანუ აქცენტი გააკეთეთ გადამწყვეტ საკითხებზე.ეცადეთ ცვალოთ მეტყველების სიჩქარე და ტონი,რათა მოხსენება უფრო საინტერესო გახდეს,მონოტონური მეტყველება ძალიან მოსაწყენია.
დიდი მნიშვნელობა აქვს თვალების კონტაქტს, პრეზენტაციისას უნდა გამოიყენოთ თვალების კონტაქტი, რათა გაზარდოთ კავშირი აუდიტორიასთან, ანუ თვალების კონტაქტი უნდა დაამყაროთ აუდიტორიის ყველა წევრთან რიგ-რიგობით, რაც შეიძლება ხშირად. ამითი თითეულ მსმენელს არწმუნებთ, რომ პირადად ის არის თქვენი ყურადღების ობიექტი.
ყურადღება მიაქციეთ აუდიტორიის სხეულის ენას - დაინახავთ, როდის არ გაქცევენ ყურადღებას, ან როდის მოიწყინეს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეამოკლოთ მოხსენება.
გამუდმებით აკონტროლეთ, ესმით თუ არა მსემენელებს ის, რასაც ეუბნებით, თუ ატყობთ, რომ არა, სხვაგვარად გამოხატეთ აზრი, უფრო დეტალურად განიხილეთ ეს საკითხი. ეცადეთ კარგად გაიგოთ დასმული კითხვის არსი, თუ საჭიროა მისი პერიფრაზი გააკეთეთ, ან გაიმეორეთ.
რა არის საჭირო იმისათვის, რომ საუკეთესოდ წარადგინოთ საინფორმაციო მასალა თქვენი აუდიტორიისათვის?
არ იფიქროთ, რომ საჯარო გამოსვლა დიდ სტრესს წარმოადგენს - ეს არც ისეთი დიდი დატვირთვაა თქვენთვის, თუმცა ამას მიჩვევა სჭირდება. ნუ შეეცდებით მოახდინოთ ფურორი - მოიქეცით ბუნებრივად
ლექციის დაწყებისას წარადგინეთ თქვენი თავი.
მოიქეცით მეგობრულად და თავისუფლად, თუმცა ზედმეტი თავისუფლებაც არ ვარგა
მიაქციეთ ყურადღება თქვენს ტანსაცმელს - იგი კოხტა და სუფთა უნდა იყოს. არ არის საჭირო ზედმეტად მოდური და მყვირალა ტანსაცმლის ჩაცმა, ისევე როგორც დაჭმუჭნულის და უსუფთაოსი - ორივე შემთხვევა აუდიტორიისა და პაციენტის გაღიზიანებას და უნდობოლობას იწვევს და ყურადღება გადააქვს საუბრიდან თქვენს დათვალიერებაზე.
გახსოვდეთ, რომ კომუნიკაცია ურთიერთობაა და იგი ცალმხრივი არ უნდა იყოს. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საუბარი ყრუ ადამიანთან - რამდენად კარგად არ უნდა ილაპარაკოთ, მას მაინც არ ესმის. ამიტომ, მივაწოდოთ ინფორმაცია და გავაგებინოთ, ამისათვის ვიყენებთ სხვადასხვა ხერხს - მაგ. ჟესტებს, ვუყურებთ თვალებში, ვცდილობთ ვაჩვენოთ ის საგანი, რაზედაც ვლაპარაკობთ, ვწერთ ქაღალდზე ან ვიყენებთ თვალსაჩინო მასალას.
გახსოვდეთ, რომ თქვენს ლექციას აზრი არ ექნება, თუ მსმენელი მას ვერ გაიგებს. ამიტომ წინასწარ იფიქრეთ, თუ ვისთვის და სად ატარებთ ღონისძიებას.
განსაზღვრეთ დრო და ამის მიხედვით გადაანაწილეთ საკითხები.
ინფორმაციის გავრცელების დროს შესაძლებელია აუდიტორიაში აღმოჩნდეს მსმენელი, ვისაც აქვს გარკვეული გამოცდილება ამა თუ იმ საკითხზე, მიეცით საშუალება ამ ადამიანს თავისი მაგალითი სხვებს გაუზიაროს, შემდეგ გააკეთეთ თქვენი კომენტარი.
შეეცადეთ, რომ მოხსენების დროს თქვენი მსმენელები შესაძლებლობის გათვალისწინებით კომფორტულად იყვნენ გათვალისწინებული - შეარჩიეთ სათანადო აუდიტორია.
უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა ერკვეოდეთ იმ საკითხებში, რომლებზეც აპირებთ საუბარს. იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხში კარგად ვერ ერკვევით, ნუ შეეცდებით მის შესახებ ახსნა-განმარტების მიცემას.
აბსოლუტურად უნდა იყოთ დარწმუნებული თქვენი ინფორმაციის სიზუსტეში. წინასწარი პროფესიული მომზადების შედეგად ადვილად წარმართავთ ლექციას. ზედმეტი არტისტიზმი ასევე აღიზიანებს მსმენელს და იგი უნდობლად განეწყოს თქვენს მიმართ.
იმ შემთხვევაში, თუ კარგად არ იცით საკითხი, ან არ გაქვთ ახალი მონაცემები, ნუ შეეცდებით აუდიტორიასთან ამ თემაზე საუბარს.
აუცილებელია აუდიტორიას ელაპარაკოთ მხოლოდ მათთვის გასაგები ენით, ნუ დააბნევთ მათ, მაგ., ისეთი სიტყვებით როგორიცაა „ეტიოლოგია, ინფლაცია, კონსენსუსი, ინტერვენცია“. ბევრ ადამიანს ასეთი ტერმინი მხოლოდ აბნევს, ხოლო თქვენი საუბარი ძალზე სწორი, საინტერესო და შინაარსიანიც რომ იყოს, მათთვის გაუგებარი და ბუნდოვანი იქნება.
გრძელი და ბუნდოვანი ლაპარაკი მხოლოდ დაღლის აუდიტორიას - ამიტომ შეეცადეთ საუბარი დიდ ხანს არ გააგრძელოთ.·
გამოიყენეთ თვალსაჩინოება - დაწერეთ დაფაზე, დახატეთ, თუ საშუალება გაქვთ - გამოიყენეთ ვიდეოფორმებიც. ასეთი მიდგომა მოხსენებას საინტერესოს გახდის. ამგვარად მომზადებული მოხსენება უფრო საინტერესო და ცოცხალია.
საუბრისას ყურადღება მიაქციეთ ხმის ინტონაციას - როგორც ჩურჩული, ასევე ყვირილი აღიზიანებს და უნდობლობას იწვევს. თვალის კონტაქტიც აუდიტორიასთან ძალზე მნიშვნელოვანია - ამ დროს მსმენელს უჩნდება გრძნობა, რომ მას პირადად ესაუბრებიან.
მიაქციეთ ყურადღება, რომ საუბრის დროს ზედმეტად არ იმოძრაოთ, მაგრამ ზედმეტადაც ნურც შეიბოჭებით.
ქვენს ინფორმაციაში (ლექციაში, მოხსენებაში) უნდა გამოყოთ რამდენიმე ნაწილი:
1. შესავალი
აქ აუცილებელია მიი პყროთ აუდიტორიის ყურადღება და მოკლედ აუხსნათ, თუ რაზე აპირებთ საუბარს. ლექციის (საუბრის) ამ ნაწილში თქვენ შეგიძლიათ მოიყვანოთ საინტერესო ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები. ასეთი შესავლის შედეგად მსმენელი გაიგებს, თუ რა არის თქვენი მომავალი საუბრის მიზანი.
2 . საუბრის ძირითადი ნაწილი
შეეცადეთ, რომ მასალა და მთავარი აზრები დაყოთ პუნქტებად (შესაძლებელია სულ 2-3). ამ შემთხვევაში თქვენ გაგიადვილდებათ შინაარსის წარდგენა, როცა ერთი თვალით ჩაიხედავთ თქვენს მიერ მომზადებულ ფურცლებში. შეეცადეთ, არ წაიკითხოთ მასალა და თავისუფლად ილაპარაკოთ.
3. დასკვნა
საჭიროა კონტროლი, თუ როგორ ესმით მსმენელებს თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ამისთვის მნიშვნელოვანია პერიოდულად დაუბრუნდეთ მთავარ მოსაზრებას - მაგ., პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, ნიშნებს, მისი გადაჭრის გზებს - იმის მიხედვით, თუ რა არის საუბრის მთავარი არსი. საუბრის ბოლოს კვლავ მოკლედ შეაჯამეთ მთელი თქვენი ინფორმაცია რამდენიმე წინადადებით
გონებრივი იერიშის ტექნიკა
გონებრივი იერიში არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება შეხვედრების ეფექტური წარმართვისათვის.გონებრივიიერიში საჭიროებს გარკვეულ პროცედურებს
გონებრივი იერიში ტარდება ჯგუფურად, წევრებს სთავაზობენ გარკვეული პრობლემური საკითხის ირგვლივ გამოთქვან საკუთარი აზრები.
ჯგუფურ მუშაობას ხელმძღვანელობს წამყვანი, რომელსაც გონებრივი იერიშის პროცესის წაყვანა ევალება, ყოველგვარი ჩარევის, შეფასების და შენიშვნების გარეშე. წამყვანი იცავს შემდეგ წესებს;
ჯგუფური მუშაობის დროს მონაწილეებმა არ უნდა შეაფასონ სხვისი მოსაზრებები, მოერიდონ ყოველგვარ კრიტიკას, სხვისი იდეების განსჯას ან მათ დაცვას;
ჯგუფის წევრებმა თავისუფლად უნდა ისაუბრონ პრობლემის გადაჭრის გზებზე. აზრის გამოთქმისას არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. შესაძლოა ჯგუფში გამოითქვას გენიალური ან სრულიად ფანტასტიკური იდეა.
ჯგუფის წევრებს შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ გამოთქვან იმდენი მოსაზრება, რამდენიც ექნებათ, ყურადღება ექცევა რაოდენობას და არა თვისობრიობას. ·
ჯგუფის წევრებს შეუძლიათ ერთი და იმავე მოსაზრების სხვადასხვა ვარიანტებით შეთავაზება.
ჯგუფური მუშაობის დროს წამყვანი აჩერებს იმ წევრებს, რომელებიც სხვების იდეებს აკრიტიკებენ. წამყვანი ქმნის ნდობის ატმოსფეროს, სთავაზობს თამაშის წესს, სხვადასხვა მოსაზრების არსებობის შემთხვევაში ჯგუფის ყველა წევრმა გამოთქვას თავისი აზრი. ისეთ შემთხვევაში, თუ ჯგუფი შებოჭილია ან მორცხვობს, წამყვანი მათ თხოვს აზრის გამოთქმას. თუ ჯგუფის წევრები საუბრისას სხვა საკითხზე გადადიან, წამყვანი მათ შეაჩერებს და თხოვს დაუბრუნდნენ განსახილველ საკითხს. წამყვანი თვალყურს ადევნებს მოსაზრებების ჩაწერის პროცესს (ზოგ შემთხვევაში წამყვანი წერს დაფაზე მოსაზრებებს), რათა ყოველი იდეის დაფიქსირება მოხდეს. პაუზის დროს წამყვანი გადაავლებს თვალს უკვე დაფიქსირებულ იდეებს, წაუკითხავს ჯგუფს და სთავაზობს სხვა და სხვა კუთხით შეხედონ პრობლემას. მან აუცილებლად უნდა წაახალისოს მონაწილეები. მნიშვნელოვანია წამყვანმა ზუსტად დაიცვას დრო, რომელზეც შეუთანხმდა ჯგუფის წევრებს. დათქმული დროის გასვლის შემდეგ წამყვანი წყვეტს შეხვედრას.
ჩამწერი - დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელიც უზრუნველყოფს იდეების დაფიქსირებას დაფაზე. იგი არ ერევა ჯგუფის საქმიანობაში, ის მხოლოდ აფიქსირებს ყველა იდეას წამყვანთან შეთანხმებით. ჩამწერს ეკრძალება გაუგებარი ჩანახატების ან სიმბოლოების გამოყენება. ხშირად პარალელურად იყენებენ აუდიო ან ვიდეოტექნიკას.
ჩატარების დრო - საშუალოდ, გონებრივი იერიში ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობს. შესაძლებელია ეს პროცესი ვარირებდეს ოცი წუთიდან 45 წუთამდე. არსებობს არატრადიციული მიდგომაც, სადაც დრო უფრო მეტია.
მას შემდეგ, რაც საკმაო რაოდენობის იდეა ჩამოიწერა, იწყება გონებრივი იერიშის მეორე ეტაპი. მეორე ეტაპის წამყვანი შეიძლება იგივე ადამიანი იყოს ან ჩავრთოთ მეორე წამყვანი. მეორე ეტაპზე ხდება მიღებული იდეების შეფასება და შერჩევა. ეს პროცესი იგივე ჯგუფთან ტარდება ან შეირჩევა სხვა ჯგუფი. შეფასება ხორციელდება სხვადასხვა კრიტერიუმის გამოყენებით. შეფასების კრიტერიუმები შეიძლება იყოს მაგ: უშუალო სარგებლობის მომტანი იდეები, შემდგომი მუშაობის იდეები, ახალი ინოვაციური მიგნებები და ა.შ. ასევე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რამდენად მოიცავს საკითხს, ფასს, დროს, ხარისხს, რესურსს, უსაფრთხოებას და სხვას. ეს პროცესი სხვადასხვა ჯგუფში შეიძლება განმეორდეს. საბოლოოდ შეირჩევა ის იდეა (ან იდეები), რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმით მაღალ შეფასებას მიიღებს. მნიშვნელოვანია განსხვავებული იდების შენახვა, რომელიც შესაძლოა მომავალში იქნეს გამოყენებული.
სქესი |
გენდერი |
მამრობით/მდედრობითი |
ქალური/მამაკაცური |
ბიოლოგიური, თანდაყოლილი |
სოციალური შეძენილი |
შეცვლა არ შეიძლება |
შეცვლა შეიძლება |
ქალები და მამაკაცენი |
ქალები და მამაკაცები, |
![]() |
2.3 ნაწილი 3 |
▲ზევით დაბრუნება |
რა არის გენდერი
გენდერი სოციო-კულტურული ანალიზის ერთ-ერთი კრიტერიუმია, ისევე როგორც რასა, ეროვნება, ასაკი, სტატუსი და სხვ. გენდერის ცნება ეხება ქალთა და მამაკაცთა თვისებებს, შესაძლებლობებს და ქალთა და მამაკაცთა შორის სოციო-კულტურულ ურთიერთობას. ეს თვისებები, შესაძლებლობები და ურთიერთობები სოციალურადაა აგებული, შეესაბამება გარკვეულ კონტექსტს და მათი შეცვლა შესაძლებელია.
გენდერული თანასწორობა ნიშნავს ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობას სხვადასხვა დონეზე: თანაბარი მატერიალური კეთილდღეობა, თანაბარი საშუალებები, ღირებულებათა სისტემა, რომელიც თანასწორობის რწმენას ემყარება, თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში და თანაბარი კონტროლი რესურსებსა და მოგებაზე. თანასწორობა არ ნიშნავს, რომ ქალები და კაცები ერთნაირები უნდა გახდნენ, ეს ნიშნავს, რომ ქალთა და მამაკაცთა უფლებები, მოვალეობები და შესაძლებლობები არ იქნება დამოკიდებული იმაზე, ქალად დაიბადა ადამიანი, თუ მამაკაცად. თანასწორობა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ ასპექტებს. რაოდენობრივი ასპექტი ნიშნავს, რომ ქალები და მამაკაცები რაოდენობრივად თანაბრად არიან განაწილებული საზოგადოების ყველა სფეროში. თვისობრივი ასპექტი კი თანაბარად განსაზღვრავს ქალთა და მამაკაცთა ცოდნას, გამოცდილებას და ღირებულებებს. ქალის და მამაკაცის თანასწორობა არ ნიშნავს მხოლოდ ქალებზე კონცენტრირებას. როცა აქცენტი კეთდება გენდერზე და არა ქალებზე, ეს ნიშნავს, რომ ქალთა საკითხები იზოლირებულად, განცალკევებულად არ განიხილება, არამედ ხდება ქალების და მამაკაცების სხვადასხვა მოთხოვნილების და ინტერესის გაცნობიერება მათ შორის ძალაუფლების კონტექსტში.
გენდერული მიდგომა გულისხმობს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ქალსაც და მამაკაცსაც, მათ როლებს, მოვალეობებს, მოთხოვნილებებს, პოტენციალს და ა.შ. გენდერული თანასწორობის საკითხი თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა იყოს როგორც ქალების, ასევე მამაკაცებისათვის, რადგან ეს აუცილებელი პირობაა მთელი საზოგადოების განვითარებისათვის.
გენდერული სტერეოტიპები. სტრეოტიპი არის საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულება რომელიმე ჯგუფის წარმომადგენლების შესახებ, და ხშირად არ შეესაბამება სინამდვილეს. სტრეოტი პები იცვლება კულტურასა და დროში. სოციალურად მიღებული ქცევა ქალისა და მამაკაცისათვის განსხვავებულია, რასაც ბავშვობიდანვე უნერგავენ ოჯახში, ხოლო შემდგომ განამტკიცებენ ისეთი სოციალური ინსტიტუტები, როგორებიცაა სკოლა, მედია, საკანონმდებლო დაწესებულებები და სხვ.
განსხვავება სქესსა და გენდერს შორის
სქესი ბიოლოგიურად არის განსაზღვრული, ის უცვლელია:
ადამიანები მამაკაცებად ან ქალებად იბადებიან და ეს განაპირობებს იმას, რომ მათ შეუძლიათ, მაგ. იმშობიარონ, ძუძუთი კვებონ და ა.შ.
გენდერი სოციალურადაა განპირობებული და იცვლება დროში: ადამიანები იბადებიან ქალებად ან მამაკაცებად, მაგრამ მათ ასწავლიან:
როგორ მოიქცნენ შესატყვისად
როლებს
ქცევებს
სხვებთან ურთიერთობას
ნასწავლი ქცევა განსაზღვრავს გენდერულ როლს. გენდერული როლები ქალებისა და მამაკაცებისათვის ძალიან განსხვავებულია სხვადასხვა კულტურაში და ასევე ერთი კულტურის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში.
გენდერულ როლებზე მოქმედებს:
ასაკი
ეთნიკური კუთვნილება
სოციალური კლასი
ეპოქა
ეკონომიკური პირობები
კულტურა
რელიგია
კულტურა იცვლება, ის დინამიურია. იცვლება სოციალურ-ეკონომიკური პირობებიც, ამდენად, იცვლება გენდერიც.
ვაჭრობისათვისდა ანაზღაურებად შრომას.
საქმიანობის ტიპები და „სამმაგი როლი“
ადამიანების საქმიანობა შეიძლება პირობითად დავყოთ სამ ძირითად კატეგორიად. ქალთა საქმიანობა ხშირად მოიცავს სამივე კატეგორიას, საიდანაც მომდინარეობს ტერმინი „სამმაგი როლი“.
პროდუქტული საქმიანობა - გულისხმობს საქონლის წარმოებას შიდა მოხმარებისა და ვაჭრობისათვის და ანაზღაურებად შრომას. როდესაც ადამიანს ეკითხებიან, თუ რას აკეთებს (რითია დაკავებული), ის ძირითადად პროდუქტულ საქმიანობას ასახელებს. განსაკუთრებით ხშირად ასახლებენ იმ სამუშაოს, რომელსაც მოაქვს მოგება. პროდუქტულ საქმიანობაში შეიძლება ჩართული იყოს როგორც მამაკაცი, ასევე ქალი, თუმცა ქალის პროდუქტული საქმიანობა ნაკლებად თვალსაჩინოა და ნაკლებად ფასობს.
რეპროდუქტული საქმიანობა - შიდა მეურნეობა, ოჯახის წევრების მომსახურება, ბავშვების, ავადმყოფებისა და მოხუცების მოვლა, საკვების მომზადება, წყლით, საწვავითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება, რეცხვა და ა.შ.
რეპროდუქტულ საქმიანობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა მას იშვიათად განიხილავენ როგორც „რეალურ სამუშაოს“. ღარიბ მოსახლეობაში რეპროდუქტული საქმიანობა ძირითადად წარმოადგენს შრომატევად, ხელის სამუშაოს, რომელსაც ბევრი დრო მიაქვს.
საზოგადოებრივი საქმიანობა - გულისხმობს საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებას: ცერემონიები, დღესასწაულები, პოლიტიკური თუ სხვა სახის აქციები და ა.შ. ამ ტიპის საქმიანობას ნაკლებად ითვალისწინებენ თემის ეკონომიკური მოკვლევისას. არადა, მას ძალიან დიდი დრო მიაქვს და ხშირად ანაზღაურებადი არ არის. საზოგადოებრივ საქმიანობაშიც მონაწილეობენ მამაკაცები და ქალები, თუმცა აქაც სახეზეა საქმიანობის გენდერული ნიშნით განაწილება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალები, მამაკაცები, ბიჭები და გოგოები ჩართულნი არიან სამივე ტიპის საქმიანობაში. თუმცა ბევრ საზოგადოებაში ქალები ასრულებენ თითქმის მთელ რეპროდუქტულ სამუშაოს და პროდუქტული საქმიანობის დიდ ნაწილს.
გენდერული პოლიტიკები
გენდერულად „ბრმა“ პოლიტიკა გენდერულად „ბრმა“ პოლიტიკა, პროგრამები, პროექტები უგულვებელყოფს ქალებისა და მამაკაცების განსხვავებულ მოთხოვნილებებს - „ჩვენ ყველას ერთნაირად ვეპყრობით“.
ასეთ შემთხვევებში:
არ ხდება ქალისა და მამაკაცის მოთხოვნილებების, პრიორიტეტების და ინტერესების გათვალისწინება. მოსახლეობა, სამუშაო კოლექტივი ან სხვა ჯგუფი განიხილება ერთგვაროვან ჯგუფად;
არ იწარმოება დაცალკევებული სტატისტიკა: მაგ. ვის უკავია უმაღლესი თანამდებობები, ვის აქვს გადამზადების და კვალიფიკაციის მიღების მეტი შესაძლებლობა.
გენდერულად ნეიტრალური პოლიტიკა. ეს პოლიტიკა ზოგჯერ გამოსადეგია მოკლევადიანი პრობლემის გადასაჭრელად.
ასეთი მიდგომისას ყურადღება მიმართულია ქალების პრაქტიკულ და არა სტრატეგიულ მოთხოვნილებებზე; უცვლელი რჩება რესურსების და პასუხისმგებლობის არსებული განაწილება
გენდერულად გაცნობიერებული პოლიტიკა
გენდერული ცნობიერება ნიშნავს რეალობას შევხედოთ ახალებურად და დავინახოთ გენდერული განსხვავებები. ამ მიდგომას ახასიათებს:
გაცნობიერება და აღიარება, რომ არსებობს განსხვავებები;
გენდერულად დაცალკევებული მონაცემების შეგროვება;
კონსულტირება როგორც მამაკაცებთან, ისე ქალებთან.
გენდერულად ტრანსფორმაციული პოლიტიკა გულისხმობს:
არსებული განსხვავებების, დისკრიმინაციის და ჩაგვრის მიზეზების შესწავლას;
ორივე სქესის პრაქტიკული და სტრატეგიული მოთხოვნილებების გათვალისწინებას;
არსებული გენდერული როლების ტრადიციების ეჭვქვეშ დაყენებას;
და ქალებისა და მამაკაცების ურთიერთობის გაუმჯობესებას მთლიანად საზოგადოებაში;
ქალებისა და მამაკაცების პოტენციალის გაძლიერებას, რათა მათ ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა სამსახურში მიღების, არჩევის და მომზადების.
თუ თქვენ არ შეიტანთ ტრანსფორმაციულზ პოლიტიკას თქვენს საქმიანობაში თქვენ:
უცვლელად დატოვებთ რესურსების და პასუხისმგებლობის არსებულ უსამართლო განაწილებას;
ვერ აამაღლებთ ცნობიერებას და იმის შეგნებას,რომ არსებობს გენდერული განსხვავებები და მოსახლეობის ერთი ნახევარი, რომლისშესაძლებლობები ბოლომდე არ არის რეალიზებული და გამოყენებული.
გენდერული ბალანსი ადგილობრივ
თვითმმართველობასა და მმართველობაში
მმართველობა შეიძლება განისაზღვროს როგორც „ეკონომიკური, პოლიტიკური და ადმინისტრაციული ძალაუფლების გამოყენება ქვეყნის მმართვისთვის ყველა დონეზე”, რაც ვლინდება იმ მექანიზმებში, პროცესებში და ინსტიტუტებში, რომელიც გამოიყენება გადაწყვეტილების მიღების და განხორციელების დროს.
მმართველობის პროცესში გენდერული ბალანსი გამოიხატება არა მარტო ქალთა და მამაკაცთა მონაწილეობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ ხარისხითაც, რაც თავისთავად გულისხმობს სხვადასხვა აზრთა და პოზიციათა პატივისცემას. მმართველობა არ გულისხმობს მარტო სტრუქტურას და პროცესებს, ის გულისხმობს გადაწყვეტილებას - ოჯახში, საზოგადოებასა და კერძო სექტორში. ამგვარად, გენდერული განზომილებების შემოტანა მმართველობაში არის ორივე გენდერის მონაწილეობა მმართველობის სხვადასხვა სისტემებში. აგრეთვე ისიც, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს სისტემა ორივე გენდერზე.
მიზანი
მმართველობის გენდერული ანალიზის საკითხის დასმასთან ერთად დაისმევა კითხვა მონაწილეობის და წარმომადგენლობის შესახებ.
მამაკაცთა დიდი რაოდენობით წარმომადგენლობამ პარლამენტში, მთავრობაში (მინისტრთა კაბინეტში) ჩვეულებრივი სახე მიიღო. მამაკაცებსა და ქალებს „საერთო ინტერესები“ აქვთ და ამიტომ თითქოსდა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ნორმად იქცა.
თუმცა პოლიტიკური პროცესების გენდერული ანალიზი საპირისპიროს აჩვენებს, მამაკაცებსა და ქალებს უმეტესწილად სხვადასხვა შეხედულებები და მოთხოვნილებები გააჩნიათ. ქალთა წარმომადგენლობა მმართველობაში ძალზე მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს მათი ინტერესების ადეკვატური აღქმა, როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილისა.
„ინტერესთა ერთობლიობა“ იძლევა ორივე გენდერის თანაბარი მონაწილეობის საშუალებას, რათა მოხდეს მათი ინტერესების დაცვის სრულყოფა.
მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსის შემოღება მმართველობაში არ ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ მოხდეს გენდერული ბალანსის მნიშვნელობის სრული გაზიარება. აგრეთვე მნიშვნელოვანია სისტემური ბარიერების გააზრება,რომელიც ხელს უშლის ქალთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში.
გენდერული ბალანსის არსებობის მიზანი მმართველობაში არის შესაძლებლობა მართვის უკეთესი ხარისხის მიღწევისა. ქალთა დიდმა მონაწილეობამ უნდა დაანახოს საზოგადოებას გენდერული პრობლემატიკის მნიშვნელოვნება პოლიტიკურ პროცესებში და სოციალურ პოლიტიკაში. საჭიროა გვახსოვდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ქალების და მამაკაცების დამოკიდებულება გენდერული საკითხებისადმი კრიტიკულია.
მნიშვნელოვანი ცვლილებების მისაღწევად საჭიროა:
იმისათვის, რომ ქალთა ინტერესი გაგებული და გათვალისწინებული იყოს, საჭიროა მათი წარმომადგენლობა 30%-ზე ნაკლები არ იყოს
იმისათვის, რომ საქმიანობაში გამოყენებული იქნეს გენდერული დაგეგმვის მეთოდი, საჭიროა გენდერის სწავლება ორივესათვის (ქალი-მამაკაცი)
გენდერული ინიციატივების ეფექტური განხორციელებისათვისაუცილებელია გენდერული პრობლემების შესწავლა ადგილობრივ დონეზე.
მმართველობაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჭიროა სტრუქტურული და სისტემური წინააღმდეგობების აღკვეთა.
გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენდერული საკითხის უკეთ დანერგვისათვის საჭიროაგანხორციელდესსაკითხის მონიტორინგი და შეფასება.
უსამართლობაა, როცა ერთ-ერთი სქესი (უმეტეს შემთხვევაში ეს ქალები არიან) მოწყვეტილია სახელმწიფო სამსახურს. ეს პირდაპირი დისკრიმინაცია და სისტემური ბარიერია. მათი მონაწილეობა სამართლიანობის აღდგენის საკითხია.ყველა მოქალაქეს უფლება აქვს იყოს პოლიტიკაში ჩართული. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მამაკაცთა და ქალთა თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობის უფლება ყველა დონეზე. ქალთა აქტიური მონაწილეობა ხელსუწყობს დემოკრატიული პროცესების დაჩქარებას, გამჭვირვალობას და კორუფციასთან ბრძოლას. ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მმართველობაში მყოფ მამაკაცთა უმრავლესობა ნაკლებად იცნობს საოჯახო საჭიროებებს. მათ ნაკლებად იციან, რომ ეს პირდაპირ არის დამოკიდებული სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან. სწორედ ასეთი ცოდნის არქონა ნიშნავს არაეფექტურ მუშაობას. უფრო მეტიც, თუ საზოგადოების ნიჭიერი, კვალიფიცირებული წევრი არ იღებს მონაწილეობას მმართველობაში მხოლოდ სქესობრივი ნიშნის გამო, ბოლოს და ბოლოს ასეთი ადამიანი შეეცდება დატოვოს ქვეყანა და წავიდეს იქ, სადაც მისი შესაძლებლობების რეალიზება შესაძლებელი იქნება, ასეთ „გონიერ ადამიანთა” გადინება ქვეყნისთვის დამღუპველია და სოციალური პროცესის შემაფერხებელიც. ქალთა მონაწილეობა სახელმწიფო სამსახურში, თავის მხრივ, მაგალითია სხვა ქალებისათვის მმართველობაში მოსასვლელად.
გენდერული მიდგომების დანერგვა მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ისევე, როგორც დეცენტრალიზაციის პროცესი. ორივე მოითხოვს რესურსების თანაბარ გადანაწილებას ადგილობრივ დონეზე.
ქალები ხშირ შემთხვევაში პასუხისმგებლობას და დიდ გამოცდილებას ფლობენ, როგორც სოციალურ, ასევე ჯანდაცვის სფეროში. მნიშვნელოვანია ქალთა გამოცდილების გამოიყენება ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შექმნაში.
ასევე მნიშვნელოვანია სახლის კონსტრუირების და სივრცის დაგეგმარებისას ქალთა მონაწილეობა და მათი საჭიროებების გათვალისწინება.
ქალები პასუხისმგებელი არიან ოჯახურ საქმიანობაზე. მათ უნიკალური ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ ენერგიის, წყალმომარაგების და სხვა კომუნალური მომსახურების სფეროში.
მამაკაცები ხშირ შემთხვევაში სარგებლობენ კერძო ავტომობილით. ქალები კი - საზოგადოებრივი ტრანსპორტით სხვადასხვა საოჯახო საქმეების თუ მშობლის მოვალეობის შესრულების დროს. მათი გამოცდილება და საჭიროებები გავითვალიწინებული უნდა იყოს სატრანსპორტო დაგეგმარების დროს.
გენდერული ბალანსის მისაღწევად მნიშვნელოვანია შემდეგი:
მამაკაცთა და ქალთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა ადგილობრივ თვითმმართველობაში, რაც გულისხმობს სისტემური და სტრუქტურული ბარიერების მოსპობას ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობის გზით.
გენდერული საკითხების დანერგვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი შესრულება, მონიტორინგი და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივის შეფასება.
![]() |
2.4 როგორ ჩავატაროთ სემინარი „ქალებს შეუძლიათ ყველაფერი“ |
▲ზევით დაბრუნება |
ნაწილი 4
სემინარი „ქალებს შეუძლიათ ყველაფერი“ რამდენიმე ვარიანტით შეიძლება ჩატარდეს - ეს შეიძლება იყოს ერთდღიანი სემინარი, ნახევარდღიანი ლექცია ან დასვენების დღეებში საღამოს კურსები.
სემინარის წარმატებით ჩასატარებლად ყველა ეს ვარიანტი უნდა გავითვალისწინოთ. აგრეთვე უნდა განვსაზღვროთ შინაარსი და მონაწილეთა პასუხისმგებლობა. სემინარის წამყვანზეა დამოკიდებული რამდენად კარგად და საინტერესოდ წარუძღვება ის შეხვედრას. ძალიან აქტიური წამყვანი დაბნეულობას და საკუთარი შესაძლებლობების არასწორ შეფასებას გამოიწვევს. საჭიროა აღვნიშნოთ, რომ პრაქტიკასა და თეორიას შორის ხშირად დიდი სხვაობაა, ამდენად იმისათვის, ვინც არაა პოლიტიკური მოღვაწე, რთულია წარმოაჩინოს სრულყოფილად თავისი პოლიტიკური და ორატორული ხელოვნება.
კარგი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შესაქმნელად და ნდობის მოპოვებისთვის საჭიროა მოვიქცეთ უშუალოდ და თავისუფლად. თუ თქვენ პირველად უძღვებით სემინარს და ნერვიულობთ, ამის შესახებ თავისუფლად შეგიძლიათ უთხრათ აუდიტორიას. მნიშვნელოვანია თქვენსა და დამსწრეებს შორის ურთიერთ ნდობის განწყობა შეიქმნას. გააკეთეთ ყველაფერი, რომ არ გამოჩნდეთ ტოტალიტარული და არც ავტორიტარული. მუდმივად უნდა გრძნობდეთ მსმენელთა გუნება-განწყობილებას, საჭიროების შემთხვევაში კითხვებს წინასწარი მომზადების გარეშეც უპასუხეთ.
მნიშვნელოვანია სემინარი პასუხობდეს მონაწილეთა სურვილებს და ამართლებდეს მათ მოლოდინებს. ისინი ხომ სხვადასხვა მიზეზით მოვიდნენ სემინარზე დასასწრებად. ერთს უნდა თავისი ცოდნის სრულყოფა, მეორეს უბრალოდ სემინარზე დასწრების სურვილი ჰქონდა, ზოგი საერთოდ არ არის დაინტერესებული პოლიტიკით, ზოგს ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვს. საერთოდ, შეეცადეთ შეხვედრა პატარა ჯგუფებში ჩაატაროთ და ყველას თანაბარი მონაწილეობა უზრუნველყოთ.
სემინარი სხვადასხვა ნაწილებისგან შედგება თქვენ უნდა შეეცადოთ წინ წამოწიოთ აქტუალური თემები და მაგალითებით გაამყაროთ. წინ წამოწიოთ ისეთი საკითხები, რომელიც უფრო აინტერესებთ მონაწილეებს.ამავე დროს ლექციის მნიშვნელოვნება არ უნდა შეამციროთ. ერთსულოვნების მიღწევა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს განსხვავებული აზრის არსებობა და მათი გათვალისწინებაც. კარგი იქნება, თუ თქვენს მოხსენებებს თქვენი საკუთარი სტილი ექნება, გადახედეთ მას და კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, რამდენად გასაგები იქნება ის მსმენელისათვის.
დასაწყისი:
სემინარის წამყვანის მისალმება, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება. მონაწილეთა გაცნობა, პროგრამის გაცნობა. შესავალი ნაწილი მოკლე და საქმიანი უნდა იყოს.
სემინარის წამყვანი აყალიბებს სემინარის მსვლელობის განრიგს.
პასიურ წევრებს სამუშაო პროცესში რთავს, მაგალითად, უსვამს შეკითხვებს.
თავაზიანად აჩერებს ძალიან აქტიურ მონაწილეებს.
ზრუნავს მოსახერხებელ სამუშაო პირობებზე. აკეთებს შესვენებებს.
სემინარის ყველამონაწილეს თანაბარ ყურადღებას აქცევს.
სემინარის მუშაობის ან პროგრამის ცვლილების შემთხვევაში ის უთანხმდება სემინარის მონაწილეებს.
სემინარის ჩატარების ადგილს შეხვედრის წამყვანი ბოლო ტოვებს
ტექნიკური საშუალებები
თქვენ თავად გადაწყვიტეთ, რა გჭირდებათ სემინარის ჩატარების დროს - ვიდეო მაგნიტოფონი, ოვერჰედი თუ უბრალოდ კათედრა. ვიდეო მაგნიტოფონზე იწერენ „მრგვალი მაგიდების“ დისკუსიებს და შემდეგ ხდება მათი განხილვა. ამისათვის ყურადღება უნდა მიექცეს, რამდენად კარგად არის უზრუნველყოფილი მიკროფონული ჩაწერა და გადაღების ხარისხი და სხვა.
სემინარის ჩატარების გეგმა.
სემინარის დაწყების სამუშაოები:
წარადგინეთ თქვენი თავი და თქვენი პროგრამა, რაზე და როგორ მუშაობთ და რატომ იღებთ სემინარში მონაწილეობას. როგორ იყო ორგანიზებული ეს შეხვედრა და ვინ მოამზადა ის. ასევე გააცანით მონაწილეებს მუშაობის გეგმები და თემები. აღნიშნეთ, რომ წამყვანებად არ იბადებიან, არამედ წამყვანები ხდებიან. დაინტერესდით, რატომ მოვიდნენ ამ სემინარზე.
მუშაობა მცირე ჯგუფებში
დაყავით სემინარის მონაწილეები ჯგუფებად ისე, რომ ორი ადამიანი მოხვდეს თითო ჯგუფში. ისინი უნდა გაეცნონ ერთმანეთს. გაცნობის პროცედურას დაეთმობა ოცი წუთი. შემდეგ თითოეული მათგანი წარუდგენს თავის თანამოსაუბრეს ჯგუფის დანარჩენ წევრებს. მნიშვნელოვანია წარდგენის დროს ყურადღება არ გავამახვილოთ თანამდებობაზე, არამედ ყურადღება მივაქციოთ შემდეგს:
რატომ გადაწყვიტეთ ამ სემინარში მონაწილეობა
თქვენი პოლიტიკური და ორგანიზაციული გამოცდილება
თქვენი დადებითი თვისებები
თქვენი ინტერესი და ჰობი
ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, ცოტაოდენი თქვენს ცხოვრებასა და თქვენზე და სხვა.
აი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. ხაზი უნდა გაუსვათ თითოეული დადებით თვისებებს. არ დაგავიწყდეთ დრო და მისი სწორად განაწილება და დაცვა.
შემდეგ თქვენ კვლავ გააერთიანებთ ჯგუფს, იწყება წარდგენის ცერემონია. წარმდგენი ჯერ თავად ასახელებს თავის თავს და შემდეგ წარადგენს თავის თანამოსაუბრეს. სწორედ აქ გამოჩნდება საუბრის მანერა, კონსპექტის მომზადების და გამოყენების უნარი, მეტყველება და გამომეტყველება, დგომის და სხვების წარდგენის მანერა. ყურადღება გაამახვილეთ დადებით მხარეებზე და არ ინერვიულოთ!
როგორც წესი, თითო პრეზენტაციაზე 1-2 წუთი იხარჯება.
სემინარის პროგრამის ჩატარების ერთი ვარიანტი:
პარასკევი: |
სემინარის დაწყება, რეგისტრაცია |
18:30 - 19:30 |
მუშაობა ჯგუფებში |
19:45 - 21:00 |
პოლიტიკური მოღვაწის |
შაბათი: |
მოხსენება პოლიტიკა ქალთათვის |
11:00 - 11:15 |
შესვენება, ყავა - ჩაი |
11:15 - 13:00
|
ენა ძალაუფლებაა. ენის |
13:00 - 14:00 |
ხემსი |
14:00 - 15:00 |
ვიდეო მასალის |
15:00 - 16:30 |
მიმიკის და ჟესტების |
16:30 - 16:45 |
შესვენება, ყავა - ჩაი |
16:45 - 18:00 |
დისკუსია მრგვალი |
კვირა: |
არგუმენტების წამოწევის და წარდგენის ტექნიკა |
10:15 - 13:00 |
ორატორობის ხელოვნების |
13:00 - 14:00 |
ხემსი |
14:00 - 15:00 |
შეხვედრის წაყვანის წესები. |
15:00 - 16:00 |
შეხვედრის შეფასება და სემინარის |
როგორ ჩავატაროთ წიგნის სხვადასხვა ნაწილების სწავლება?
პირველი ნაწილის სწავლება: გადაიკითხეთ მთლიანად ეს ნაწილი, ან ამოარჩიეთ ის პუნქტები, რომელიც მნიშვნელოვნად ან აქტუალურად მიგაჩნიათ.ეს ნაწილი არასასიამოვნო და ცოტა დამაფრთხობელიც შეიძლება იყოს მონაწილეებისთვის, მაგრამ საჭიროა ქალებმა გაიაზრონ რა პრობლემებს შეიძლება წააწყდნენ. დაყავით ყველა 3-5 კაციან ჯგუფებად და განიხილეთ შემდეგი საკითხები:
რომელ ადამიანურ თვისებებსა და ხარისხს ეძლევა უპირატესობა პოლიტიკურ მოძრაობაში?
რისი შეცვლა გვინდა პოლიტიკაში?
როგორ შეგვიძლია დავახასიათო ქალური კულტურა?
გაანაწილეთ კითხვები განსახილველად სხვადასხვა ჯგუფებში და მიეცით ამ სავარჯიშოსთვის 30 წუთი, შემდეგ 15 წუთი თითოეული კითხვის წარდგენისა და განხილვისათვის.
მეორე ნაწილის სწავლება: ეს უფრო თეორიული ნაწილია. აქ უმჯობესია მონაწილეებმა დასვან შეკითხვები და გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები. ჰკითხეთ რა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე მონაყოლმა და სთხოვეთ გაგიზიარონ თავიანთი გამოცდილება და მოგიყვნენ შემთხვევები, რომელიც მათ გადახდომიათ.
როგორც წამყვანმა, მოყევით საკუთარ გამოცდილებაზე და, ტექნიკაზე რომელსაც თქვენ იყენებთ. შეეცადეთ დააინტერესოთ მონაწილეები და თავიანთი დამოკიდებულება გამოათქმევინეთ საკითხის მიმართ. ყველას არ და ვერც გამოკითხავთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია, აჩვენოთ ინტერვიუს დროს ინტერვიუერზე ზემოქმედების მოხდენა.
მესამე ნაწილის სწავლება:
დაუბრუნდით მოხსენებას, ყურადრება მიაქციეთ ჟესტების ენას და არა ვერბალურ ურთიერთობას. აღნიშნეთ, რომ საუბარი არ არის ყოველთვის ზემოქმედების საშუალება.
დისკუსია „მრგვალი მაგიდის“ დროს
დაყავით მონაწილეები ორ ჯგუფად. განსაზღვრეთ, რა თემებს ან კითხვებს განიხილავთ. ჯგუფებმა უნდა დაიცვან განსხვავებული მოსაზრებები. მათ უნდა მოამზადონ არგუმენტები თავიანთი მოსაზრებების დასაცავად და წინააღმდეგობა გაუწიონ ოპონენტებს. არგუმენტების მოსაფიქრებლად და ოპონენტის წინააღმდეგ მოსამზადებლად ჯგუფებს ცოტა დრო ეძლევათ. დისკუსია გაცილებით ნაყოფიერი გამოვა, თუ მხარეები იმ მოსაზრებას დაიცავენ, რომელსაც ემხრობიან.
დისკუსიის დროს ასევე მნიშვნელოვანია საწინააღმდეგო აზრის მოსმენა და გაგება, რა სურს ოპონენტს, რათა საკუთარი არგუმენტებით კიდევ უფრო განამტკიცოთ თქვენი მოსაზრება.
ჯგუფს მოსამზადებლად ეძლევა 20 წუთი. ყველა ჯგუფი დისკუსიისთვის ირჩევს ორ ადამიანს (მათი შერჩევა უმჯობესია თავიდანვე მოხდეს, რათა მათ შეძლონ არგუმენტების და მოსაზრებების თავიდანვე ჩაწერა) დანარჩენი ჯგუფის წევრები სხდებიან უკან და ეხმარებიან ახალი არგუმენტების მოძებნაში, რომელსაც წერენ ქაღალდებზე და აწვდიან თავიანთი ჯგუფის მონაწილეს. ისე უნდა წარმართოთ დისკუსია, რომ საინტერესო და ცოცხალი გამოვიდეს. წამყვანმა უნდა დასვას პროვოკაციული კითხვები, თუ დისკუსია ვერ შედგა. მთავარია დისკუსიის მოგება. ის გრძელდება 10-15 წუთი და კარგია, თუ ჩავიწერთ ვიდეო მაგნიტოფონის ფირზე. ნახეთ და განიხილეთ ჩანაწერი. მსმენელს ხშირად ავიწყდება, რა მოსაზრებები გამოითქვა გაცხარებული კამათის დროს.
განიცდის თუ არა ვინმე სხვების ზეწოლას კამათის დროს?
ვის უფრო ადვილად გააწყვეტინებთ სიტყვას?
იყო დისკუსია საფუძვლიანი?
ხმა სწორად იყო გამოყენებული?
მიმიკა?
ზეწოლა?
ვინ გაიმარჯვა?
ეს მეთოდი არაერთხელ შეგიძლიად გამოიყენოთ სხვადასხვა თემების განხილვისას. დისკუსიის თემა ისე უნდა შეარჩიოთ, რომ მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლოს.
განხილვისთვის შეიძლება შემდეგი თემების შეთავაზება:
საერთოდ საჭიროა კი ქალთა მოძრაობა?
ხელმძღვანელის ან პოლიტიკოსის როლში ქალები კარგად გრძნობენ თავს?
წინასაარჩევნო ბრძოლა ითვლება თუ არა პოლიტიკური პროცესის განუყოფელ ნაწილად?
რა როლს ვანიჭებთ მამაკაცებს
ქალის მონაწილეობა პოლიტიკურ პარტიებში?
როგორ დაიკავოს ქალმა მაღალი თანამდებობები?
მეოთხე ნაწილის სწავლება
ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი. წიგნის ამ ნაწილში საუბარია როგორ შეიძლება გამოვიდეთ დამაჯერებლად მოხსენების დროს და რა არგუმენტებით და მოსაზრებებით უნდა განვამტკიცოთ ჩვენი გამოსვლა.
მეხუთე ნაწილის სწავლება
ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი. ნუ მოგერიდებათ დაწერილი და დაუწერელი წესების გამოყენება. გააერთიანეთ მოქმედება და გამოცდილება, სტრატეგია და ტაქტიკა, პოლიტიკური და ორგანიზაციული ცხოვრება. შეძელით ყველაფრის შეფასება, გააკეთეთ დასკვნები, ისწავლეთ!
მუშაობის გეგმა - შეუძლებელია წინასწარ გავთვალოთ სამუშაო გეგმის ყველა დეტალი.მიუხედავად ამისა, სამუშაო გეგმის სტრუქტურის ჩამოყალიბება შესაძლებელია.
სემინარის პროგრამის ჩატარების მეორე ვარიანტი:(6 - 8 საათი )
1. გახსნა. პროგრამის გაცნობა. მონაწილეები რიგრიგობით წარადგენენ თავიანთ თავს, ამბობენ რამოდენიმე სიტყვას თავის თავზე.
2. ლექცია-„ენა ძალაუფლებაა“ და „არგუმენტირების ტექნიკა და წარდგენა“.
3. დისკუსია ვიდეო ჩანაწერით. სასურველია „კონფრონტაციის“ შექმნა სხვადასხვა მოსაზრებების მქონე მხარეებს შორის. შემდეგ მონაწილეები იყოფიან ჯგუფებად ან მუშაობენ დამოუკიდებლად, ამზადებენ პატარ-პატარა სიტყვას დისკუსიაში გამოსასვლელად. სემინარის წამყვანი აქტიური მონაწილეა მუშა პროცესის, ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
4. განვიხილოთ არგუმენტები და მათი წარდგენის საშუალებები.
წარმატებებს გისურვებთ!
![]() |
3 დამხმარე მასალა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 გენდერული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გენდერი სოციალურად კონსტრუირებული სქესი, რომელიცწარმოადგენსკულტურაში ჩამოყალიბებულ თვისებათა, სოციალურ ქცევათა და ურთიერთობათა ნაკრებს, რომელიც მიეწერება ქალსა და მამაკაცს.
გენდერული სტერეოტიპები - ფართოდ გავრცელებული და ხშირად არაზუსტი შეხედულებები ქალისა და მამაკაცის უნარებზე, თვისებებზე და სოციალურ ქცევაზე.
გენდერული ანალიზი - შეეხება იმის სისტემატურ ანალიზს, თუ რა განსხვავებული გავლენა აქვს ამა თუ იმ კონცეფციას, პროგრამას, პოლიტიკას, ქალისა და მამაკაცის განვითარებაზე. გენდერული ანალიზისთვის უნდა განვასხვაოთ რესურსები, აქტივობები, პოტენციალი და ხელის შემშლელი ფაქტორები ცალკეული პროგრამის/პროექტის განხორციელების დროს ცალკე, ქალებისთვის და მამაკაცებისათვის. გამოითხოვს სქესით განცალკევებულ მონაცემებს და იმის გაგებას, თუ როგორ არის განაწილებული და შეფასებული შრომა. გაკეთდება განვითარების პროცესის ყველა სტადიაზე, რათა აღმოიფხვრას უთანასწორობა და მიიღწეს განვითარების მიზნების შესაბამისი მაქსიმალური შედეგიანობა.
გენდერული ბალანსი - იხ. გენდერული წონასწორობა. მდგომარეობა, როდესაც დაცულია ქალებსა და მამაკაცებს შორის რაოდენობრივი წონასწორობა, რაც განაპირობებს გადაწყვეტილების, ძალაუფლების, უფლებების და თავისუფლებების თანაბარ განხორციელებას. მაგალითად, თანაბარიმონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში.
გენდერი და განვითარება - მიდგომა, რომელიც ამახვილებს ყურადღებას სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, და კულტურულ სფეროებზე და რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ მონაწილეობენ, სარგებლობენ და აკონტროლებენ ქალები და მამაკაცები პროექტის რესურსებს და აქტივობებს. ეს მიდგომა ხაზს უსვამს არა ქალებს, როგორც ჯგუფს, არამედ სოციალურდ განპირობებულ ურთიერთობას ქალებსა დ მამაკაცებს შორის.
გენდრული სტატისტიკა - სტატისტიკურიმონაცემების შეგროვება და წარმოება ცალ-ცალკე ქალებზე და მამაკაცებზე მათი ფუნქციონირების ყველა ასპექტის შესახებ.
გენდერული მიდგომა - მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია ჩამოაყალიბოს და განამტკიცოს პიროვნების თვითრეალიზაციის თანასწორი და სქესისგან დამოუკიდებელი შესაძლებლობის პოლიტიკა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. გ.მ. გულისხმობს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ქალსაც და მამაკაცსაც, მათ როლებს, მოვალეობებს, მოთხოვნილებებს, პოტენციალს. გენდერული თანასწორობის საკითხი ამ მიდგომისთვის უპირატესია.
გენდერული როლი - კულტურაში არსებული მოლოდინები იმის შესახებ, თუ რა არის შესატყვისი ქცევა კაცისათვის და ქალისათვის.
გენდერული თანასწორობა - სქესთა თანასწორობა, თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები ორივე სქესისათვის.
გენდერული მგრძნობიარობა - გენდერული განსხვავებებისადმი, გენდერული თანასწორობისადმი და გენდერის, როგორც ადამიანთა შეფასების, ფაქტორისადმი მგრძნობიარე და კრიტიკული მიდგომა.
გენდერული პოლიტიკა - პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება სქესისმიერი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და ეგალიტარული (თანასწორი) საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად; ასხვავებენ გენდერული პოლიტიკების რამდენიმე დონეს: გენდერულად ბრმა პოლიტიკა, გენდერულად ნეიტრალური პოლიტიკა, გენდერულად გაცნობიერებული პოლიტიკა, გენდერულად ტრანსფომაციული პოლიტიკა.
დისკრიმინაცია სქესობრივი ნიშნით - პრაქტიკა, რომლის საშუალებით ერთ-ერთ სქესს ენიჭება უპირატესობა მეორესთან შედარებით. საზოგადოებათა უმეტესობა (სადაც პატრიარქალური ურთიერთობები დომინირებს) უპირატეს მდგომერეობაში აყენებს მამაკაცს ქალის საზიანოდ. ქალები ექცევიან სისტემატური დისკრიმინაციის ქვეშ სოციალური ცხოვრების როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივ სფეროებში. ყველაზე მნიშვნელოვანი საეთაშორისო დოკუმენტი, რომელიც იცავს ქალს დისკრიმინაციისგან არის CEDAW - კონვენცია ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.
კვოტა, (ქვოტა) გენდერული - მმართველობის ორგანოებში ქალების და მამაკაცების წარმომადგენლობის დაკანონებული დონე. კვოტა,როგორც ერთ-ერთი პოზიტიური ზომა, წარმოადგენს თანასწორი შესაძლებლობების მიღწევის საშუალებას: როცა არსებობს ბარიერები, საჭირო ხდება კომპენსაციისთვის სპეციალური ზომების გატარება. კვოტების მიზანია ქალი - პოლიტიკოსების კრიტიკული მასის (დაწყებული 30%-დან) შექმნა, რომლებსაც უნარი ექნებათ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე.
კონვენცია ქალის მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW) - მიღებულია გაეროს მიერ 1979 წელს.გადაწყვეტილება მისი შემუშავების შესახებ მიღებულია ქალთა საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ მსოფლიო კონფერენციაზე, მეხიკოში, 1975 წელს. საქართველო მიუერთდა 1994 წელს.კონვენცია ავალდებულებს მიერთებულ სახელმწიფოებს: ჩართონ კონსტიტუციაში და სხვა საკანონმდებლო აქტებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრინციპი; გამოიყენონ სპეციალური სანქციები ქალთა დისკრიმინაციის ასაკრძალად; გაატარონ ზომები, რათა შეიცვალოს მოქმედი კანონები, წეს-ჩვეულებები და სხვა პრაქტიკა, რომელიც ქალისთვის დისკრიმინაციულია; უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, მოქალაქეობრივი უფლებებით სარგებლობაში ქალებისთვის და მამაკაცებისთვის.
მასკულინური - მამაკაცური. პიროვნება, კულტურა ან მიდგომა, რომელიც ხასიათდება მამაკაცური ღირებულებების და თვისებების აქცენტირებით.
პატრიარქატი-საზოგადოებრივი ურთიერთობების ტიპი, რომელიც ეფუძნება მამაკაცთა ბატონობას და ქალების დამორჩილებულ, მეორეხარისხოვან მდგომარეობას.
პოზიტიური დისკრიმინაცია - პრივილეგიათა სისტემა საზოგადოების დისკრიმინირებული ჯგუფისათვის, რომელიც ამ ჯგუფს აძლევს გათანასწორების შანსს.
სექსიზმი - ადამიანთა დისკრიმინაცია მათი სქესის საფუძველზე. ქალის მიმართ დამამცირებელი პრაქტიკა, ცრურწმენები და იდეოლოგია.
ტრეფიკინგი - ანუ ადამიანებით არაკანონიერი ვაჭრობა არის ადამიანის(თა) დაქირავება, გადაზიდვა, გადაცემა, მიზანდასახული დამალვა ან ადამიანის ხელში ჩაგდება მუქარით, მოტაცებით, ძალით, მოტყუებით ან იძულებით მათი სექს-ექსპლოატაციისგან ან იძულებითი შრომისგან არაკანონიერი გადასახადების ან მოგების მიღების მიზნით.
ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში - გენდერული მიდგომის და მეინსტრიმინგის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს ქალების ჩართვას საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური და ადმინისტრაციული მართვის სტრუქტურებში. ამასთან, მონაწილეობა ეხება ქალების არა მხოლოდ ფიზიკურ ყოფნას ამ სტრუქტურებში, არამედ მათი პოზიციის აღიარებას და პატივისცემას. ქ.მ. გადაწყვეტილების მიღებაში ეხება ასევე ოჯახის,თემის ან კერძო სექტორის სფეროებსაც.
ქალის ადამიანის უფლებები - ცნება, რომელიც შემოღებულია ადამიანის უფლებათა დამატებად, მას შემდეგ, რაც ჩაითავალა, რომ ადამიანის უფლებები ვერ ფარავს სრულად ქალის უფლებებს და რომ ქალის უფლებების განხორციელებას ასევე წინ ეღობება საზოგადოებივი ცრურწმენები და ტრადიციული სტერეოტი პები. ქალის ადამიანის უფლებები მიეკუთვნება ადამიანის უფლებების მესამე თაობას, ე.წ. კოლექტიურ უფლებებს, რომელშიც ასევე შედის უფლება მშვიდობაზე, ეროვნულ თვითგამორკვევაზე, ჯანმრთელ გარემოზე და თავისუფლებას დისკრიმინაციისგან სქესის, ასაკის ან ეროვნული ნიშნით. ქალის ადამიანის უფლებების დამცველ ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს კონვენცია ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (იხ.) რომელიც მიღებულ იქნა გაეროს მიერ 1979 წელს.
![]() |
3.2 კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი - 1
ქალის დისკრიმინაციის განმარტება
მუხლი - 2
სახელმწიფოს ვალდებულებები ქალის დისკრიმინაციის აღმოფხვრის პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით
მუხლი - 3
ქალის ყოველმხრივი განვითარების უზრუნველყოფის ვალდებულება
მუხლი - 4
ქალის განვითარების დასაჩქარებელი და დედობის დაცვის სპეციალური ზომები
მუხლი - 5
ქალის როლის სტერეოტიპის შეცვლა და ქალისა და მამაკაცის საერთო პასუხისმგებლობის აღიარება ბავშვის აღზრდაში
მუხლი - 6
ქალითვაჭრობისა და პროსტიტუციის ექსპლუატაციის აღკვეთა
მუხლი - 7
ქალის როლის გაზრდა პოლიტიკასა საზოგადოებრივ ცხოვრებაში
მუხლი - 8
საერთაშორისო ორგანიზაციებში მამაკაცის თანასწორად მონაწილეობის უფლება
მუხლი - 9
მოქალაქეობის შეძენის, შეცვლისა და შენარჩუნების და შვილების მოქალაქეობის განსაზღვრის უფლება
მუხლი - 10
ქალისა და მამაკაცის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა განათლების სფეროში
მუხლი - 11
ქალისა და მამაკაცის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა შრომისა და დასაქმების სფეროში
მუხლი - 12
თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჯანმრთელობის სფეროში
მუხლი - 13
თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა კრედიტების აღების, დასვენების, სპორტისა და კულტურული ცხოვრების სფეროში
მუხლი - 14
სოფლად მცხოვრებ ქალთა განვითარების უზრუნველყოფა
მუხლი - 15
ქალისა და მამაკაცის თანასწორობა კანონის წინაშე
მუხლი - 16
ქორწინებასა და საოჯახო ურთიერთობაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა
მუხლი - 17-30
კონვენციის ტექნიკური ნაწილი დოკუმენტის ამუშავების შესახებ
![]() |
3.3 პეკინის სამოქმედო პლატფორმა |
▲ზევით დაბრუნება |
12 მიმართულება
1. სიღარიბე
შეიქმნას სოციალური უსაფრთხოების სისტემები ყველგან, სადაც ისინი არ არსებობს
შეიქმნას გენდერულად მგრძნობიარე ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკა, სტრუქტურული ცვლილებების ჩათვლით
უზრუნველვყოთ ღარიბი ქალები ეკონომიკური შესაძლებლობებით და საცხოვრებლის, მიწის, ბუნებრივი რესურსების, კრედიტის და სხვა სამსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობით
შეიქმნას სტატისტიკური საშუალებები ქალის შრომის - მათ შორის აუნაზღაურებადი და საოჯახო შრომის - და ეროვნულ ეკონომიკაში შეტანილი წვლილის აღიარებისა და გამოვლენისათვის
2. განათლება
2005 წლისათვის ამოივსოს გენდერული ნაპრალი პირველად და საშუალო სასკოლო განათლებაში
აღმოიფხვრას ქალებში წერა-კითხვის უცოდინრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2000 წლის, ან კონფერენციაზე მიღებული სხვა რომელიმე თარიღისათვის
გაუმჯობესდეს ქალისათვის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, განათლების პირობები და ამისათვის გამოიყოს ფონდები
შეიქმნას გენდერული სტერეოტიპებისაგან თავისუფალი სახელმძღვანელოები, სასწავლო გეგემები და დამხმარე სასწავლო საშუალებები
3. ჯანმრთელობა
გაძლიერდეს ჯანმრთლობის სამსახურების ღონისძიებები დედათა სიკვდილიანობის შემცირებისათვის
გაძლიერდეს ქალთა ჯანმრთელობის დაცვის პროფილაქტიკური პროგრამები
განხორციელდეს ძალისხმევა შიდსთან და სხვა სქესობრივი გზით გადატანილ დაავადებებთან საბრძოლველად და აღიარონ ამ დაავადებების ზემოქმედება ქალებზე
ხელი შეეწყოს კვლევას და გაიზარდოს ქალთა ჯანმრთელობის საკითხების და სამსახურების დაფინანსება
4. ძალადობა
განხორციელდეს ინტეგრირებული ლეგალური და სოციალური ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად და ქალების დასაცავად
მიღებულ იქნას ზომები ქალთა ტრეფიკინგის აღმოფხვრისათვის და აღმოიფხვრას ისეთ დაუცველ ქალთა მიმართ ძალადობა, როგორებიც არიან ინვალიდი და მიგრანტი მშრომელები შესწავლილ იქნას ქალთა მიმართ ძალადობის მიზეზები და შემუშავდეს მისი პროფილაქტიკის ეფექტური ზომები
5. შეიარაღებული კონფლიქტები
გაძლიერდეს და გაიზარდოს ქალის მონაწილეობა კონფლიქტის გადაჭრაში
ხელი შეეწყოს ქალის წვლილის შეტანას მშვიდობის კულტურაში
შემცირდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევბი კონფლიქტურ სიტუაციებში, დაცული იქნანლტოლვილიდაიძულებით გადაადგილებული ქალები და დახმარება გაეწიოს კოლონიის ქალებს.
6. ეკონომიკური უთანასწორობა
ამოქმედდეს კანონები, რომლებიც გარანტიას იძლევა, რომ ქალები და მამაკაცები თანაბარ ანაზღაურებას მიიღებენ თანაბარი სამუშაოსათვის და სამუშაო პირობები მორგებული იქნება საოჯახო პასუხისმგებლობის განაწილებაზე
აღმოიფხვრას სექსუალური მეძიებლობა და დისკრიმინაციის სხვა ფორმები სამუშაო ადგილზე
7. ძალაუფლების გაზიარება
უზრუნველყოფილ იქნას ქალთა სრული და თანაბარი მონაწილეობა ძალაუფლების სტრუქტურებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში
განხორციელდეს ქალთა შესაძლებლობების განსავითარებელი განათლება და ტრენინგი, რათა გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებასა და ხელმძღვანელობაში
მიზნად დავისახოთ გენდერული ბალანსის მიღწევა სახელმწიფო ორგანოებსა და გაერთიანებული ერების დალეგაციებში
8. ინსტიტუციური მექანიზმები
უზრუნველვყოთ, რომ პასუხისმგებლობა ქალთა წინსვლაზე ხელისუფლების უმაღლეს დონეზე არსებობდეს
ჩაინერგოს გენდერული პერსპექტივა ყველა საკანონმდებლო, საზოგადოებრივ პოლიტიკაში, პროგრამასა და პროექტში
შეგროვდეს და გავრცელდეს სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს გენდერის გავლენას პოლიტიკასა და პროგრამებზე
9. ადამიანის უფლებები
ხელი შეეწყოს ადამიანს უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციას და ხელი შეეწყოს მათ დანერგვას
ხელი შეეწყოს გენდერულად მგრძნობიარე ადამიანთა უფლებების ტრენინგს საჯარო მოხელეებისათვის
გაუმჯობესდეს იურიდიული სამსახური და იურიდიული განათლება საინფორმაციო კამპანიებისა და ეროვნული ტრენინგ პროგრამების გზით.
10. მას-მედია
გადაიდგას ნაბიჯები ქალებისათვის ინფორმაციის და მედიის თანაბარ დონეზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად
ხელი შეეწყოს გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრას მედიაში კვლევების, კამპანიების და მედია ორგანიზაციების თვითრეგულაციის მრავალგვარი ფორმის გზით.
11. გარემო
ჩავრთოთ ქალები გარემოს დაცვის საკითხების გადაწყვეტილების მიღებაში და გენდერული კუთხითაც მივუდგეთ მდგრადი განვითარების პოლიტიკას
შეფასდეს განვითარების და გარემოს დაცვის პოლიტიკის ზემოქმედება ქალებზე
12. გოგონები
აღმოიფხვრას დისკრიმინაციის ყველა ფორმა, ისევე როგორც ნეგატიური საზოგადოებრივი დამოკიდებულება და მოქმედებები გოგონათა წინააღმდეგ.
უზრუნველყოფილ იქნას, რომ გოგონებს დადებითი შეხედულება გამოუმუშავდეთ საკუთარ თავზე და მათთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს განათლება და ჯანმრთელობის დაცვა
დავიცვათ გოგონები ეკონომიკური ექსპლოატაციისაგან და აღმოვფხვრათ ძალადობა მათ მიმართ
![]() |
3.4 საპარლამენტო არჩევნები 2003 |
▲ზევით დაბრუნება |
ძირითადი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებში ქალთა რაოდენობა
2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში
პარტიის |
სიაში 1-10 |
სიაში 10-20 |
მთელს სიაში |
1.აღორძინება |
1 |
0 |
21 |
2.ლეიბორისტები |
0 |
1 |
28 |
3.ეროვნული |
1 |
0 |
9 |
4.მრეწველები |
1 |
0 |
62 (მათ შორის 38 |
5.ბურჯანაძე- |
2 |
0 |
26 |
6.ახალი მემარჯვენეები |
2 |
1 |
50 (მათ შორის 29 |
7.ერთობა |
1 |
2 |
27 |
8.ახალი |
2 |
2 |
16 |
საერთო რიცხვი |
10 |
6 |
239 |
ქალთა რიცხვი მაჟორიტარულ არჩევნებში 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში
თბილისი
კახეთი
მცხეთა-მთიანეთი
ქვემო ქართლი
შიდა ქართლი
სამცხე-ჯავახეთი
რაჭა
იმერეთი
გურია
სამეგრელო
აჭარა
სულ დასახელებულ იქნა 479 კანდიდატი, აქედან - 52 ქალი (11%25), გამარჯვების რეალური შანსი აქვთ დაახლოებით 5-6 მათგანს.
![]() |
3.5 ქალების რაოდენობა, დასახელებული ძირითადი პარტიების მიერ |
▲ზევით დაბრუნება |
1.აღორძინება - 1
2ლეიბორისტები - 5
3.ეროვნული მოძრაობა - 2
4.მრეწველობა - 2
5.ბურჯანაძე-დემოკრატები - 3
6.ახალი მემარჯვენეები - 4
7.ერთობა - 4
8.ახალი საქართველოსათვის - 3
სხვა პარტიები
1.მძლეველი - 11
2.კონსტიტუციური უფლებების დაცვის -
3.ეროვნული თანხმობის
4.ქალთა დაცვის კავშირი
5.საქართველოს იურისტები
6.კომუნისტები
ეს არის 2004 წლის სექტემბრის ინფორმაცია
სტატისტიკა ქალების შესახებ ქართულ პოლიტიკაში
პარლამენტი
16 (7%25) ეროვნული პარლამენტის 235 წევრიდან ქალია
1 თავმჯდომარე 16 კომიტეტიდან ქალია
1 თავმჯდომარე 16 ფრაქციიდან ქალია
ადგილობრივი არჩევნები
10,8%25 ადგილობრივი საკრებულოების (ქალაქი/სოფელი) წევრებს შორის ქალია, მაგრამ, როგორც წესი, მათ არ უკავიათ ლიდერის პოზიცია. უკანასკნელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქალისათვის უფრო რთულია მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.
44 (9%25) ქალი იქნა არჩეული, საკრებულოს 471 წევრს შორის, საქართველოს ყველა ქალაქში
საქართველოს 26 ქალაქში საკრებულოში არ აირჩიეს არც ერთი ქალი
დიდ ქალაქებში პროცენტული მონაცემები ნაკლებია
4 (4,2%25) ქალი იქნა არჩეული 94 ადგილზე დიდ ქალაქებში და მათ შორის მხოლოდ 1 იყო მაჟორიტარი.
- თბილისი 3 (პროპორციული) (49-დან)
- ქუთაისი 0 (15-დან)
-რუსთავი 0 (15-დან)
- ფოთი 1 (15-დან)
2(3,3%25) ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, 60-დან, ქალია (მარტვილი, ბორჯომი)
13%25 ქალაქის საკრებულოს მდივანი ქალია
3,2%25 სოფლის საკრებულოს თავმჯდომარე ქალია
მთავრობაში
მხოლოდ 2 მინისტრი 17-დან ქალია (განათლების, გარემოს დაცვის)
მინისტრების უმრავლესობას ჰყავს ერთი მაინც მოადგილე-ქალი
მხოლოდ 2 არის ქალი 26 ელჩს (20) და მუდმივ წარმომადგენლებს (6) შორის. რუსუდან ლორდქიფანიძე არის ელჩი იტალიის რესპუბლიკაში და ლანა ღოღობერიძე - მისიის მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში
რეგიონებში
არც ერთი დანიშნულ 9 გუბერნატორს შორის არაა ქალი
1 ქალია დანიშნული რაიონის 60 გამგებლიდან (თელავი)
![]() |
3.6 გამოყენებული ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
ტინატინა ტილკვინა, ძალაუფლება
ქალებს შეუძლიათ ყველაფერი - პირველი ნაწილი
ლელა ხომერიკი, გენდერის ძირითადი კონცეპტები
თამარ აბრამიშვილი, თვითმმართველობა და გენდერული ბალანსი
მაია კუპრავა, უნარ ჩვევები
ნინო ჯავახიშვილი, პრეზენტაციის ტექნიკა
ნანა ბერეკაშვილი, გენდერული ლექსიკონი
ხათუნა ხვიჩია, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ქალთა რაოდენობა