The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

კონვენცია ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვაზე

კონვენცია ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვაზე


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი გარემოს დაცვა
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 მონაწილე მხარეები,

▲ზევით დაბრუნება


აცნობიერებენ რა, რომ ველური ცხოველები თავიანთი ურიცხვი ფორმებით წარმოადგენენ დედამიწის ბუნებრივი სისტემების განუყოფელ ნაწილს, რომელთა დაცვაც აუცილებელია ადამიანების მომავალ თაობათა საკეთილდღეოდ;

ითვალისწინებენ რა, რომ დედამიწის რესურსები ეკუთვნის აგრეთვე მომავალ თაობებს და ახლანდელ თაობას ეკისრება მათი დაცვის პასუხისმგებლობა, ხოლო მათი გამოყენების შემთხვევაში კი გონივრული გამოყენების უზრუნველყოფა;

აცნობიერებენ რა, რომ ველური ცხოველების მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება გარემოსდაცვითი, გენეტიკური, სამეცნიერო, ესთეტიკური, რეკრეაციული, კულტურული, საგანმანათლებლო, სოციალური თუ ეკონომიკური თვალთახედვით;

აცნობიერებენ რა, რომ არსებობს სახეობები, რომლებიც, კერძოდ, გადაკვეთენ იურისდიქციულ საზღვრებს;

აცნობიერებენ რა, რომ ქვეყნები არიან და უნდა იყვნენ დამცველები ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობებისა, რომლებიც ბინადრობენ მათი იურისდიქციის საზღვრებში ან გადაკვეთენ მათ;

დარწმუნებულნი არიან რა, რომ ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვა და ეფექტური მართვა მოითხოვს გარკვეულ ქმედებებს იმ ქვეყნებისაგან, რომელთა ეროვნულ საზღვრებშიც ეს სახეობები ატარებენ თავიანთი სასიცოცხლო ციკლის რაიმე გარკვეულ ნაწილს;

ეყრდნობიან რა, ადამიანის გარამოსადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიღებულ მოქმედებათა გეგმის 32-ე რეკომენდაციას (სტოქჰოლმი, 1972), რომელიც აგრეთვე მოწონებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის 27-ე სესიაზე,

2 შეთანხმდნენ შემდეგზე:

▲ზევით დაბრუნება


მუხლი1
ინტერპრეტაციები

  1. ამ კონვენციაში:

ა) „მიგრირებადი სახეობები“ ნიშნავს ველურ ცხოველთა მთლიან პოპულაციას, ან ველური ცხოველების დაბალი ტაქსონის მქონე რომელიმე სახეობის პოპულაციის გეოგრაფიულად გამოყოფილ ნაწილს, რომელთა წევრების მნიშვნელოვანი რაოდენობა ციკლურად და წინასწარგანსაზღვრულად გადაკვეთენ ერთ ან რამდენიმე იურისდიქციულ საზღვარს;

ბ) „მიგრირებად სახეობათა საკონსერვაციო სტატუსი“ ნიშნავს მიგრირებად სახეობებზე ზეგავლენათა ერთობლიობას, რომელმაც შეიძლება მოახდინოს არასასურველი ზეგავლენა მათ გავრცელებაზე და სიუხვეზე;

გ) „საკონსერვაციო სტატუსი“ მიჩნეულ იქნება „სასურველად“, როდესაც:

  1. პოპულაციის დინამიკის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მიგრირებად სახეობას აქვს უნარი ხანგრძლივად შეინარჩუნოს სიციცხლისუნარიანობა, როგორც ეკოსისტემის კომპონენტს;

  1. არ ხდება მიგრირებად სახეობათა არეალის არც ამჟამიერი შემცირება და ჯერჯერობით არც მომავალში ემუქრება მას შემცირება;

  1. არსებობს და ახლო მომავალში იარსებებს დამაკმაყოფილებელი ჰაბიტატი, რომელიც მისცემს ხანგრძლივი არსებობის საშუალებას მიგრირებადი სახეობის პოპულაციას; და

  1. მიგრირებადი სახეობების გავრცელება და სიუხვე უახლოვდება ისტორიულად არსებულს, ამასთან ფიზიკურად არსებობს პოტენციურად შესაფერისი ეკოსისტემები და პირობები ველური ფაუნის გონივრული მენეჯმენტისათვის;

დ) „საკონსერვაციო სტატუსი“ მიჩნეულ იქნება „არასაურველად“ იმ შემთხვევაში, თუ პარაგრაფ გ)-ს რომელიმე ქვეპარაგრაფის პირობა არ შესრულდა;

ე) „საფრთხეში მყოფი“ - რომელიმე მიგრირებად სახეობასთან მიმართებაში ნიშნავს, რომ ეს სახეობა იმყოფება გადაშენების საფრთხის წინაშე ან მთლიანი არეალის მასშტაბით ან ნაწილობრივ;

ვ) „არეალი“ ნიშნავს მიწის ან წყლის მთელ არეს, სადაც მიგრირებადი სახეობა ბინადრობს, ჩერდება დროებით, გადაკვეთს ან გადაიფრენს მას ნებისმიერ დროს თავის ნორმალურ სამიგრაციო გზაზე;

ზ) „ჰაბიტატი“ ნიშნავს მიგრირებადი სახეობის არეალის ნებისმიერ ადგილს, სადაც ამ სახეობისათვის შესაფერისი საბინადრო პირობები არსებობს;

თ) „არეალის ქვეყანა“ ცალკეულ მიგრირებად სახეობასთან მიმართებაში ნიშნავს ქვეყანას (და ზოგჯერ რომელიმე სხვა მხარეს, მოხსენიებულს ამ პარაგრაფის (ლ)-ქვეპარაგრაფში), რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ამ მიგრირებადი სახეობის არეალის რომელიმე ნაწილზე, ან ქვეყანას, რომლის ხომალდებიც დაცურავენ ეროვნული (სახელმწიფო) იურისდიქციის ფარგლებს გარეთ ამ მიგრირებად სახეობათა სარეწაოდ;

ი) „რეწვა“ ნიშნავს დაჭერას, ნადირობას, თევზაობას, დატყვევებას, დევნას, წინასწარგამიზნულ მოკვლას ან ასეთი ქმედებების მცდელობას;

კ) „შეთანხმება“ ნიშნავს საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც ეხება ერთ ან მეტ მიგრირებად სახეობას, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ კონვენციის IV და V მუხლით;

ლ) „მხარე“ ნიშნავს ქვეყანას ან რომელიმე რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციას, რომელიც შედგება სუვერენული სახელმწიფოებისაგან, რომელთაც გააჩნია კომპეტენცია აწარმოონ მოლაპარაკება, დადონ და შეასრულონ საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებსაც ეხება ეს კონვენცია და რომელთათვის ეს კონვენცია ძალაშია.

2. რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ამ კონვენციის მხარეებს, მათ კომპეტენციაში მყოფ საკითხებთან დაკავშირებით თავისი სახელით განახორციელებენ ამ კონვენციის მიერ მისი წევრი ქვეყნებისადმი დაკისრებულ ვალდებულებეს. ასეთ შემთხვევაში ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყანას არ ევალება განახორციელოს ასეთი ვალდებულებები ინდივიდუალურად.

3. სადაც ეს კონვენცია ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ან უმრავლესობის 2/3-ის მიერ, ან ერთსულოვნად „მხარეების მიერ, რომლებიც ესწრებიან და ხმას აძლევენ“, ეს ნიშნავს, რომ „მხარეები, რომლებიც ესწრებიან და აძლევენ ან დადებით ან უარყოფით ხმას“. ისინი, ვინც თავს შეიკავებენ ხმის მიცემისაგან, არ ჩაითვლება „მხარეებად, რომლებიც ესწრებიან და ხმას აძლევენ“ უმრავლესობის განსაზღვრისას.

მუხლი II
ძირითადი პრინციპები

1. მხარეებს ესმით მიგრირებად სახეობათა დაცვის მნიშვნელობა და არეალის ქვეყნების მზდყოფნის მნიშვნელობა განახორციელონ გარკვეული ქმედებები ამ მიმართულებით საჭიროებისა და შესაძლებლობისამებრ, და ამასთან განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ მიგრირებად სახეობებს, რომელთა საკონსერვაციო სტსტუსი არასასურველია, და ინდივიდუალურად ან ერთობლივად განახორციელონ საჭირო და მისაღები ნაბიჯები ასეთი სახეობებისა და მათი ჰაბიტატების დასაცავად.

2. მხარეებს ესმით საჭიროება განახორციელონ გარკვეული ქმედებები იმისათვის, რომ მიგრირებადი სახეობები არ მივიდნენ გადაშენების პირას.

3. კერძოდ:

ა) მხარეებმა უნდა განავითარონ, მხარი დაუჭირონ და ითანამშრომლონ მიგრირებადი სახეობების კვლევეში;

ბ) მხარეები შეეცდებიან უზრუნველყონ მყისიერი დაცვა იმ მიგრირებადი სახეობისა, რომლებიც შეტანილი არიან I დანართში; და

გ) მხარეები შეეცდებიან დადონ შეთანხმებები, რომლებიც შეეხება II დანართში ჩართული მიგრირებადი სახეობების დაცვას და მენეჯმენტს.

მუხლი III
გადაშენების პირას მყოფი მიგრირებადი სახეობები: დანართი I

1. I დანრთში იქნება შეტანილი გადაშენების პირას მყოფი მიგრირებადი სახეობები.

2. მიგრირებადი სახეობა შეიძლება შეტანილ იქნას I დანართში, თუ არსებობს სარწმუნო მონაცემები, საუკეთესო სამეცნიერო მონაცემების ჩათვლით, რომლებიც მიუთითებენ რომ მოცემული სახეობა იმყოფება გადაშენების პირას.

3. მიგრირებადი სახეობა შეიძლება ამოღებული იქნას I დანართიდან, თუ მხარეთა კონფერენცია დაადგენს:

ა) სარწმუნო მონაცემები, საუკეთესო სამეცნიერო მონაცემების ჩათვლით, მიუთითებს, რომ მოცემულ სახეობას გადაშენების პერსპექტივა აღარ ემუქრება, და

ბ) I დანართიდან ამოღების შედეგად დაცვის მოხსნა არსებული მონაცემების მიხედვით ალბად აღარ იმოქმედებს სახეობის საკონსერვაციო სტატუსზე.

4. I დანართში ჩართულ მიგრირებად სახეობათა არეალის ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენენ მხარეებს, შეეცდებიან:

ა) დაიცვან, და სადაც შესაძლებელი და მიზანშეწონილი იქნება, აღადგინონ სახეობათა ის ჰაბიტატები, რომელთა აღდგენაც დაეხმარება მოცემული სახეობის ამოღებას გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან.

ბ) თავიდან აიცილონ, კომპენსირება გაუკეთონ, ან მინიმუმამდე დაიყვანონ, სადაც შესაძლებელია და მიზანშეწონილი, ისეთი საქმიანობების მავნე ზეგავლენა ან წინააღმდეგობანი, რომლებიც მნიშვნელოვნად აბრკოლებს ან უშლის ხელს სახეობათა მიგრაციას; და

გ) იმდენედ, რამდენაც შესაძლებელი და მიზანშეწონილი იქნება, აიცილონ თავიდან, შეამცირონ, ან გააკონტროლონ ისეთი ფაქტორები, რომლებიც გადაშენების საფრთხის წინაშე აყენებენ, ან მომავალში შესაძლებელია დააყენონ ასეთი საფრთხის წინაშე სახეობები, ეგზოტიკურ სახეობათა ინტროდუცირების მკაცრი რეგულირების, ან უკვე ინტროდუცირებული სახეობების რეგულირების ან მათი ელიმინირების ჩათვლით.

5. მხარეები, რომლებიც წარმოადგენენ I დანართში ჩამოთვლილი მიგრირებადი სახეობების არეალის ქვეყნებს, აკრძალავენ ასეთი სახეობების ცხოველების ჭერას. ასეთი აკრძალვიდან გამონაკლისი შესაძლოა გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ჭერა ხორციელდება სამეცნიერო მიზნებით;

ბ) ჭერა ხორციელდაება გადაშენების პირასმყოფი სახეობის აღწარმოების ან გადარჩენის მიზნით;

გ) ჭერა ხორციელდება ასეთი სახეობების ტრადიციულ მომხმარებელთა საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით; ან

დ) ამას მოითხოვს საგანგებო ვითარება;

იმ პირობით, რომ ასეთი გამონაკლისი შემთხვევები ზუსტია თავისი შინაარსით და ლიმიტირებულია ტერიტორიალურად და დროის მხრივ. ასეთ ჭერას არ უნდა ქონდეს ასეთი სახეობებისათვის არასასურველი შედეგები.

6. მხარეთა კონფერენციას შეუძლია რეკომედაცია გაუწიოს მხარეებს, რომლებიც წარმოადგენენ I დანართში ჩართულ მიგრირებად სახეობათა არეალის ქვეყნებს, რომ მათ მიიღონ შემდგომი ზომები, ჩათვლილი მიზანშეწონილად სახეობების საკეთილდღეოდ.

7. მხარეები მაქსიმალურად სწრაფად შეატყობინებენ სამდივნოს ნებისმიერი გამონაკლისის შესახებ, შესრულებულს ამ მუხლის §5-ს თანახმად.

მუხლი IV
მიგრირებადი სახეობები, რომლებსა შეეხება შეთანხმებები: დანართი II

1. II დანართში შევა მიგრირებადი სახეობები, რომლებიც ხასიათდებისნ არასაურველი საკონსერვაციო სტატუსით და რომელთა დაცვა და მენეჯმენტი მოითხოვს საერთაშორისო შეთანხმებების დადებას, აგრეთვე ისეთი სახეობები, რომელთა საკონსერვაციო სტატუსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, რომლის მიღწევაც შესაძლებელია საერთაშორისო შეთანხმების დადებით.

2. თუ კი ამას მოითხოვს გარემოება, მიგრირებადი სახეობები შეიძლება შეტანილ იყვნენ როგორც I, ასევე II დანართში.

3. მხარეები, რომლებიც წარმოადგენენ II დანართში შეყვანილ მიგრირებად სახეობათა არეალის ქვეყნებს, შეეცდებიან დადონ შეთანხმებები, თუ კი ეს დადებით შედეგს გამოიღებს სხეობისათვის, ამასთან მათ პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ იმ სახეობებს, რომელთაც არასასურველი სტატუსი გააჩნიათ.

4. საურველია მხარეებმა განახორციელონ ქმედებები შეთანხმებების დასადებად, რომლებიც შეეხება სახების პოპულაციას, ან პოპულაციის რომელიმე გეოგრაფიულად გამოყოფილ ნაწილს, ან ველურ ცხოველთა უფრო დაბალ ტაქსონს, რომელთა წარმომადგენლები პერიოდულად გადაკვეთენ ერთ ან რამოდენიმე სახელმწიფო იურისდიქციულ საზღვარს.

5. სამდივნო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველი შეთანხმების ასლით, რომელიც დაიდება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების თანახმად.

მუხლი V
სახელმძღვანელო ინსტრუქციები შეთანხმებების დასადებად

1. ყოველი შეთანხმების მიზანია მოცემული სახეობის საკონსერვაციო სტატუსის აღდგენა “სასურველ სტატუსამდე”, ან მისი შენარჩუნება ასეთ დონეზე. შეთანხმება უნდა მოიცავდეს მიგრირებად სახეობათა დაცვისა და მენეჯმენტის ისეთ ასპექტებს, რომლებიც უნდა ემსახურებოდეს სწორედ ამ მიზნის მიღწევას.

2 ყოველი შეთანხმება უნდა ეხებოდეს მიგრირებადი სახეობების მთლიან არეალს და უნდა იყოს ღია მისაერთებლად ამ სახეობის არეალის ყოველი ქვეყნისათვის, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს იგი ამ კონვენციის მხარეს თუ არა.

3. შეთანხმება, შესაძლებლობისამებრ უნდა მოიცავდეს ერთზე მეტ მიგრირებად სახეობას.

4. ყოველმა შეთანხმებამ უნდა:

ა) დაადგინოს შეთანხმების ობიექტი, ანუ მიგრირებადი სახეობა;

ბ) აღწეროს მიგრირებადი სახეობის არეალი და სამიგრაციო გზა;

გ) გაითვალისწინოს ყოველი მხარის მიერ თავისი ეროვნული ორგანოს შერჩევა, რომელსაც დაევალება შეთანხმების განხორციელება; და

დ) დაარსოს საჭიროებისამებრ შესაბემისი მექანიზმები შეთანხმების მიზნების მიღწევის გასაადვილებლად, მისი ეფექტურობის მონიტორინგისათვის (კონტროლისათვის), და მხარეთა კონფერენციისათვის ანგარიშების მოსამზადებლად;

ე) გაითვალისწინოს პროცედურები შეთანხმების მხარეთა საკამათო საკითხების მოსაგვარებლად; და

ვ) როგორც მინიმუმი, აკრძალოს ვეშაპისებრთა მიგრირებადი რომელიმე სახეობის ჭერა, რომელიც არ არის დაშვებული ამ მიგრირებად სახეობასთან მიმართებაში რომელიმე სხვა მრავალმხრივი შეთანხმების თანახმად, და ქვეყნებისათვის, რომლებიც არ არიან მოცემული სახეობის არეალის ქვეყნები, გაითვალისწინოს შესაძლებლობა მიუერთდნენ ამ შეთანხმებას.

5. შესაძლებლობისა და შესაბამისობის ფარგლებში ყოველმა შეთანხმებამ უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ ამასთან მხოლოდ ამით არ უნდა შემოიფარგლებოდეს:

ა) მოცემული მიგრირებადი სახეობების საკონსერვაციო სტატუსის პერიოდული განიხილვა და აგრეთვე იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც შეიძლება უარყოფითად მოქმედებენ აღნიშნულ სტატუსზე;

ბ) კოორდინირებული საკონსერვაციო და მენეჯმენტის გეგმები;

გ) კვლევითი სამუშაოები ეკოლოგიის სფეროში და მოცემულ მიგრირებად სახეობათა პოპულაციების დინამიკაში, ამასთან განსეკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიგრაციის საკითხს;

დ) მოცემულ მიგრირებად სახეობათა შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ამასთან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის შედეგებისა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების გაცვლას;

ე) იმ ჰაბიტატების დაცვა, და სადაც საჭიროა და შესაძლებელი, აღდგენა, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელობა სასურველი საკონსერვაციო სტატუსის შენარჩუნებისთვის, და ასეთი ჰაბიტატების დაცვა რღვევისაგან, ამასთან ერთად ეგზოტიკურ სახეობათა ინტროდუცირების მკაცრი კონტროლი და უკვე ინტროდუცირებული სახეობების კონტროლი, თუ ეს სახეობები საფრთხეს უქმნის მიგრირებად სახეობებს;

ვ) შესაფერისი ჰაბიტატების ქსელის შენარჩუნება, რომლებიც შესაბამისად არიან განლაგებულნი სამიგრაციო გზების მიმართ;

ზ) სადაც ეს სასურველი იქნება, მოცემული მიგრირებადი სახეობებისათვის ხელსაყრელი ახალი ჰაბიტატების შექმნა, ან მიგრირებადი სახეობების რეინტროდუქცია შესაფერის ჰაბიტატებში.

თ) შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით ელიმინაცია ან კომპენსაცია იმ მოქმედებებისა და წინააღმდეგობებისა, რომლებიც აძნელებენ ან ხელს უშლიან მიგრაციას;

ი) მიგრირებადი სახეობების ჰაბიტატების ტერიტორიაზე მათთვის მავნე ნივთიერებების გამოფრქვევის თავიდან აცილება, შემცირება, ან კონტროლი;

კ) მიგრირებადი სახეობების ჭერის კონტროლი და მენეჯმენტი, დამყარებული ეკოლოგიურ პრინციპებზე;

ლ) არალეგალური ჭერის შესამცირებლად კოორდინირებული ქმედებების პროცედურები;

მ) ინფორმაციის გაცვლა მიგრირებად სახეობათა მნიშვნელოვანი საფრთხის შესახებ;

ნ) საგანგებო პროცედურები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მიგრირებადი სახეობების სწრაფი და ეფექტური დაცვა, იმ შემთხვევაში, თუ მათი საკონსერვაციო სტატუსი განიცდის მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას; და

ო) შეთანხმების შინაარსისა და მიზნების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.

მუხლი VI
არეალის ქვეყნები

1. სამდივნო მუდმივად აწარმოებს I და II დანართში შეყვანილ მიგრირებად სახეობათა არეალის ქვეყნების აღრიცხვას, მხარეებისაგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით.

2. მხარეები მუდმივად მიაწვდიან ინფორმაციას სამდივნოს I და II დანართში შეყვანილ მიგრირებად სახებათა შესახებ, რომელთა მიმართებაშიც თვლიან თავს არეალის ქვეყნებად, ამსთან ინფორმაციას თავიანთი ხომალდების შესახებ, რომლებიც აწარმოებენ მოცემული მიგრირებადი სახეობების ჭერას თავიანთი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე შესაძლებლობების ფარგლებში, ინფორმაციას ასეთი ჭერის გეგმების შესახებ მომავალში.

3. მხარეებმა, რომლებიც წარმოადგენენ I და II დანართში ჩართულ მიგრირებადი სახეობების არეალის ქვეყნებს, სამდივნოს საშუალებით უნდა ამყფონ საქმის კურსში მხარეთა კონფერენცია იმ ზომების შესახებ, რომლებსაც ღებულობენ ამ კონვენციის დებულებების განსახორციელებლად, არაუგვიანეს 6 თვისა კონფერენციის ყოველ რიგით შეხვედრამდე.

მუხლი VII
მხარეთა კონფერენცია

1. მხარეთა კონფერენია იქნება კონვენციის გადაწყვეტილების მიმღები ორანო.

2. სამდივნო მოიწვევს მხარეთა კონფერენციის შეხვედრას არაუგვიანეს 2 წლისა ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან.

3. ამის შემდეგ, სამდივნო მოიწვევს მხარეთა კონფერენციის რიგით შეხვედრას ინტერვალებით არაუმეტეს 3 წლისა, თუ კი კონფერენცია სხვაგვარად არ გადაწყვიტავს, და რიგგარეშე სხდომებს ნებისმიერ დროს მხარეთა 2/3-ის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4. მხარეთა კონფერენცია დააწესებს და განუწყვეტლივ განიხილავს კონვენციის ფინანსურ დებულებებს. ყოველ რიგით შეხვედრაზე მხარეთა კონფერენცია მიიღებს ბიუჯეტს მომავალი ფინანსური პერიოდისათვის. ყოველი მხარე შეიტანს თავის შესატანს ამ ბიუჯეტში კონფერენციის მიერ დადგენილი საწევრო გადასახადების სკალის თანახმად. ფინანსური დებულებები, ბიუჯეტზე დებულებების და შესატანების სკალისა და მათი მოდიფიკაციების ჩათვლით, მიიღება ერთსულოვნად მხარეების მიერ, რომლებიც ესწრებიან და ხმის მიცემაში ღებულობენ მონაწილეობას.

5. ყოველ შეხვედრაზე მხარეთა კონფერენცია განიხილავს ამ კონვენციის განხორციელების მსვლელობას და კერძოდ მას შეუძლია:

ა) განიხილოს და შეაფასოს მიგრირებად სახეობათა საკონსერვაციო სტატუსი;

ბ) განიხილოს პროგრესი, მიღწეული მიგრირებად სახეობათა, განსაკუთრებით I და II დანართებში შეყვანილ სახეობათა დაცვასთან მიმართებაში.

გ) მიიღოს ისეთი დებულებები და განკარგულებები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს საწირო სამეცნიერო საბჭოსათვის და სამდივნოსათვის თავისი მოვალეობების შესასრულებლად;

დ) მიიღოს და განიხილოის ნებისმიერი მოხსენებები, მოწოდებული სამეცნიერო საბჭოს, სამდივნოს, რომელიმე მხარის, ან რომელიმე მუდმივი ორგანოს მიერ, შექმნილის შეთანხმების თანახმად;

ე) მხარეებს მისცეს რეკომენდაციები მიგრირებად სახეობათა საკონსერვაციო სტატუსის გაუმჯობესებისათვის და განიხილოს პროგრესი მიღწეული ამ შეთანხმების განხორციელებაში;

ვ) იმ შემთხვევებში, როდესაც შეთანხმება არ არის დადებული, გასცეს რეკომენდაციები იმ მხარეთა შეხვედრის მოწვევაზე, რომლებიც წარმოადგენენ რომელიმე მიგრირებადი სახეობის ან მიგრირებად სახეობათა ჯგუფის არეალის ქვეყნებს, იმ მიზნით რომ განხილულ იქნას ზომები, მისაღები სახეობათა საკონსერვაციო სტატუსის გასაუმჯობესებლად;

ზ) მისცეს რჩევები მხარეებს კონვენციის ეფექტურობის გასაძლიერებლად; და

თ) მიიღოს გადაწყვეტილება რომელიმე დამატებით ზომის შესახებ, რომელიც უნდა იქნს მიღებული ამ კონვენციის მიზნების განსახორციელებლად.

6. მხარეთა ყოველმა კონფერენციამ უნდა განსაზღვროს სემდეგი შეხვედრის დრო და ადგილი.

7. მხარეთა კონფერენცია ყოველ შეხვედრაზე განსაზღვრავს და მიიღებს პროცედურულ წესებს ამ შეხვედრისათვის. ასეთ შეხვედრაზე მხარეთა კონფერენციას გადაწყვეტილების მისაღებად დასჭირდება დამსრეთა ხმის მიმცემთა უმრავლესობის 2/3-ის ხმა, იმ გამონაკლისის გათვალისწინებით, როდესაც კონფერენცია სხვაგვარად განსაზღვრავს.

8. გაერო და მისი სპეციალიზირებული სააგენტოები, საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტო, აგრეთვე რომელიმე ქვეყანა, რომელიც არ წარმოადგენს ამ კონვენციის მხარეს და, ყოველი ცალკეული შეთანხმებისათვის - ორგანო, რომელსაც დაასახელებს ამ შეთანხმების მხარეები, შეიძლება წარმოდგენილნი იყვნენ დამკვირვებლებად მხარეთა კონფერენციაზე.

9. რომელიმე სააგენტო ან ორგანო, ტექნიკურად კველიფიცირებული მიგრირებადი სახეობების დაცვისა და მენეჯმენტის სფეროში, შემდეგ კატეგორიებში, რომლებიც აცნობებენ სამდივნოს თავიანთი სურვილის შესახებ დაესწრონ მხარეთა კონფერენციის შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით, მიიღებენ ასეთ საშუალებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა 1/3 წინააღმდეგი იქნება:

ა) საერთაშორისო სააგენტოები ან დაწესებულებები, სამთავრობო თუ არასამთავრობო, და აგრეთვე ეროვნული სამთავრობო ორგანიზაციები; და

ბ) ეროვნული არასამთავრობო დაწესებულებები ან ორგანიზაციები, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ, სადაც ისინი არსებობენ.

დასწრების უფლების მოპოვების შემდეგ, ასეთ დამკვირვებლებს ექნებათ უფლება მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ არ ექნებათ უფლება მისცენ ხმა.

მუხლი VIII
სამეცნიერო საბჭო

1. თავის პირველ შეხვედრაზე მხარეთა კონფერენცია შექმნის სამეცნიერო საბჭოს სამეცნიერო საკითხებზე რჩევების უზრუნვეკსაყოფად.

2. ყველა მხარეს შეუძლია დაასახელოს კვალიფიციური ექსპერტი სამეცნიერო საბჭოს წევრად. გარდა ამისა, სამეცნიერო საბჭოში შევლენ კვალიფიციური ექპერტები, რომელთაც წევრებად აირჩევს მხარეთა კონფერენცია; ასეთი ექსპერტების რაოდენობას, მათი შერჩევის კრიტერიუმებს, მათი დანიშვნის ვადებს განსაზღვრავს მხარეთა კონფერენცია.

3. სამეცნიერო საბჭოს შეხვედრა მოეწყობა სამდივნოს მიერ მხარეთა კონფერენციის მოთხოვნით.

4. სამეცნიერო საბჭო იღებს საკუთარ პროცედურულ წესებს, რომლებიც უნდა დამტკიცდეს მახარეთა კონფერენციის მიერ.

5. მხარეთა კონფერენცია განსაზღვრავს სამეცნიერო საბჭოს ფუნქციებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდნენ:

ა) სამეცნიერო რჩევების გაცემას მხარეთა კონფერენციისათვის, სამდივნოსათვის და თუ ეს დამტკიცებული იქნება მხარეთა კონფერენციის მიერ, ნებისმიერ ორგანოსათვის, რომელიც შექმნილი იქნება ამ შეთანხმების ან ამ კონვენციის საფუძველზე, ან რომელიმე მხარესათვის;

ბ) რეკომენდაციების წარდგენას მიგრირებადი სახეობების სამეცნიერო შესწავლისათვის სამუშაოების ჩასატარებლად და ამ სამუშაობის კოორდინირებისათვის; ასეთი კვლევითი სამუშაოების შედეგების შეფასებას მიგრირებად სახეობათა საკონსერვაციო სტატუსის დადგენის მიზნით, და აგრეთვე მოხსენებას მხარეთა კონფერენციისათვის ამ სტატუსის შესახებ და მისი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზომების შესახებ;

გ) მხარეთა კონფერენციისათვის რჩევის მიცემას მიგრირებად სახეობათა I და II დანართებში შეყვანაზე, ასეთ მიგრირებად სახეობათა არეალის განსაზღვრასთან ერთად;

დ) მხარეთა კონფერენციისათვის რეკომენდაციების წარდგენას იმ სპეციფიკური საკონსერვაციო თუ მენეჯმენტის ზომების შესახებ, რომლებიც უნდა იყოს ჩართული შეთანხმებაში მიგრირებად სახეობათა შესახებ;

ე)მხარეთა კონფერენციისათვის რეკომენდაციების წარდგენას იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც დაკავშირებულია ამ კონვენციის განხორციელების სამეცნიერო ასპექტებთან, კერძოდ მიგრირებად სახეობათა ჰაბიტატებთან.

მუხლი IX
სამდივნო

1. ამ კონვენციის მიზნების შესასრულებლად უნდა შეიქმნას სამდივნო.

2. ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებული დირექტორი უზრუნველყოფს სამდივნოს შექმნას. იმდენად, რამდენადაც იგი ჩათვლის მიზანშეწონილად და მისაღემად, მას შეიძლება დაეხმაროს შესაბამისი სამთავრობათაშორისო ან არასამთავრობო, საერთაშორისო ან ეროვნული სააგენტოები და ორგანოები, რომელთა გააჩნიათ ტექნიკური კვალიფიკაცია ველური ცხოველების დაცვაში, კანსერვაციაში და მართვაში.

3. თუ გაეროს გარემოსდაცვით პროგრამას აღარ ექნება საშუალება უზრუნველყოს სამდივნოს ფუნქციონირება, მხარეთა კონფერენცია მიიღებს სხვა ალტერნატიულ ზომებს სამდივნოს მუშაობის უზრუნველსაყოფად.

4. სამდივნოს ფუნქციები იქნება:

ა) შეხვედრაბის ორგანიზება და მომსახურება:

1) მხარეთა კონფერენციისა და

2) სამეცნიერო საბჭოსი;

ბ) კავშირების შენარჩუნება და გაადვილება მხარეებს, ამ შეთანხმების საფუძველზე შექმნილ ორგანოებსა და მიგრირებად სახეობებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის;

გ) ყველა შესაბამისი წყაროებიდან ანგარიშების, მოხსენებების და სხვა ინფორმაციის მიღება, რომლებიც ემსახურება ამ კონვენციის მიზნების განხორციელებიას და ასეთი ინფორმაციის შესაბამისი გავრცელების უზრუნველყოფა;

დ) მხარეთა კონფერენციის ყურადღების მიპყრობა იმ საკითხებისადმი, რომლებიც ეხება ამ კონვენციის მიზნების განხორციელებას;

ე) მხარეთა კონფერენციისათვის მოხსენებების მომზადება სამდივნოს მუშაობისა და ამ კონვენციის განხორციელების შესახებ;

ვ) I და II დანართებში ჩართულ მიგრირებად სახეობათა არეალის ქვეყნების სიის წარმოება და გამოცემა;

ზ) შეთანხმების დადების ხელშეწყობა მხარეთა კონფერენციის ხელმძღვანელობით;

თ) შეთანხმებათა სიის წარმოება და მისი წარდგენა მხარეებისათვის და მხარეთა კონფერენციის მოთხოვნის საფუძველზე ამ შეთანხმებების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციით უზრუნველყოფა;

ი) მხარეთა კონფერენციის მიერ გაკეთებული რეკომენდაციების სიის წარმოება და გამოქვეყნება, რომელიც გაკეთდა VII მუხლის მე-5 პუნქტის ე), ვ), და ზ) ქვეპუნქტების თანახმად, ან იგივე პუნქტის ქვეპუნქტი თ)-ს თანახმად;

კ) საზოგადოების ინფორმირება წინამდებარე კონვენციის და მისი მიზნების შესახებ; და

ლ) სხვა ნებისმიერი ფუნქციის შესრულება, რომელიც მას დაევალება მხარეთა კონფერენციის მიერ ან ამ კონვენციის თანახმად.

მუხლი X
კონვენციის ტექსტის შესწორებები

1. წინამდებარე კონვენცია შეიძლება შესწორებულ იქნას მხარეთა კონფერენციის რიგით ან რიგგარეშე რომელიმე შეხვედრაზე.

2. წინადადებები შესწორებებზე შეიძლება გაკეთებულ იქნას ნებისმიერი მხარის მიერ.

3. ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორების ტექსტი და მისი დასაბუთება მიეწოდება სამდივნოს შეხვედრამდე არაუგვიანეს 50 დღით ადრე და მაშინვე სამდივნო აცნობებს მათ შესახებ ყველა მხარეს. ტექსტზე მხარეების მიერ გაკეთებული ნებისმიერი კომენტარის შესახებ უნდა ეცნობოს სამდივნოს შეხვედრის დაწყებამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე. სამდივნო კომენტარების წარდგენის უკანასკნელი დღის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ აცნობებს მხარეებს ყველა ამ დროისათვის მიღებული კომენტარების შესახებ.

4. შესწორებები იქნება მიღებული დამსწრე და ხმის მიცემაში მონაწილე მხარეთა უმრავლესობის 2/3-ის გადაწყვეტილების საფუძველზე.

5. მიღებული შესწორება შევა ძალაში ყველა მხარისათვის, რომლებმაც იგი მიიღეს, მხარეთა კონფერენციის შეხვედრიდან გასულ მე-3 თვის პირველი დღიდან, მას შემდეგ, რაც მხარეთა 2/3 წარუდგენს დეპოზიტარს მიერთების ინსტრუმენტს. ყველა მხარისათვის, რომელიც წარუდგენს დეპოზიტარს მიერთების ინსტრუმენტს მას შემდეგ, რაც მხარეთა 2/3 წარუდგენს დეპოზიტარს მიერთების ინსტრუმენტს, შესწორება შევა ძალაში მხარისათვის მიერთების ინსტრუმენტის წარდგენიდან მესამე თვის პირველი დღიდან.

მუხლი XI
შესწორებები დანართებზე

1. I და II დანართი შეიძლება იქნას შესწორებული მხარეთა კონფერენციის რომელიმე რიგით ან რიგგარეშე შეხვედრაზე.

  1. წინადადებები შესწორებებზე შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა მხარემ.

3. შემოთავაზებული შესწორების ტექსტი და მისი დასაბუთება, დამყარებული საუკეთესო სამეცნიერო მონაცემებზე, რომელთა მოპოვებაც მოხერხდება, მიეწოდება სამდივნოს შეხვედრამდე არაუგვიანეს 150 დღით ადრე და მაშინვე სამდივნო მიაწოდებს ამ ინფორმაციას ყველა მხარეს. ნებისმიერი კომენტარი ტექსტზე, გაკეთებული მხარეების მიერ, მიეწოდება სამდივნოს შეხვედრამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე. სამდივნო კომენტარების წარდგენისათვის დადგენილი ვადის გასვლისთანავე წარუდგენს მხარეებს ყველა კომენტარს, მიღებულს ამ დროისთვის.

4. შესწორებები მიღებული იქნება დამსწრე და ხმის მიმცემთა მხარეების 2/3 მიერ.

5. შესწორებები დანართებზე შევა ძალაში ყველა მხარისათვის 90 დღის შემდეგ მხარეთა კონფერენციის შეხვედრიდან, რომელზეც ისინი მიიღეს, გარდა იმ მხარეებისა, რომლებმაც წარადგინეს შეტყობინება თავის შეკავების შესახებ ამ მუხლის მე-6 პარაგრაფის თანახმად.

6. ამ მუხლისმე-5 პარაგრაფით გათვალისწინებული 90 დღიანი პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერ მხარეს შეუძლია წერილობით შეატყობინოს დეპოზიტარს თავის შეკავების შესახებ შესწორების თაობაზე. შეტყობინება შესწორებაზე თავის შეკავების შესახებ შეიძლება გამოტანილ იქნას აგრეთვე წერილობით და ამის საფუძველზე შესწორება შევა ძალაში ამ მხარისათვის 90 Dრის შემდეგ თავის შეკავების შესახებ შეტყობინების გამოტანიდან.

მუხლი XII
ზეგავლენა საერთაშორისო კონვენციებზე და სხვა საკანონმდებლო აქტებზე

1. წინამდებარე კონვენციაში არაფერი არ შეეხება არც საზღვაო ნორმებს და კოდიფიკაციას, შემუშავებულს საზღვაო სამართალზე გაეროს კონფერენციის მიერ, რომელიც მოწვეულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის 2750 ჩ (XXV) რეზოლუციის თანახმად, და არც არცერთი სახელმწიფოს არსებულ ან მომავალ მოთხოვნებს და იურიდიულ შეხედულებებს საზღვაო სამართალზე, სანაპირო ქვეყნის და დროშის ქვეყნის იურისდიქციის ხასიათზე და ფარგლებზე.

2. წინამდებარე კონვენციის პირობები არანაირად არ მოახდენს ზეგავლენას რომელიმე მხარის უფლებებზე და ვალდებულებებზე, რომლებიც მათ გააჩნიათ რომელიმე ხელშეკრულების, კონვენციის ან შეთანხმების საფუძველზე.

3. წინამდებარე კონვენციის პირობები არანაირად არ მოახდენს ზეგავლენას მხარეთა უფლებაზე მიიღოს უფრო მკაცრი შიდა ზომები I და II დანართებში ჩამოთვლილი მიგრირებადი სახეობების დაცვისათვის ან იმ შიდა ზომების მიღებაზე, რომლებსაც ისინი ახორციელებენ იმ სახეობათა დაცვისათვის, რომლებიც არ არიან შეყვანილი I და II დანართებში.

მუხლი XIII
საკამათო საკითხების მოგვარება

1. კამათი რომელიმე საკითხის თაობაზე, წამოჭრილი ორ ან მეტ ქვეყანას შორის წინამდებარე კონვენციის დებულებების ინტერპრეტირების ან განხორციელების თაობაზე, იქნება კამათში ჩართულ მხარეთა მოლაპარაკების საგანი.

2. თუ საკამათო საკითხის გადაჭრა არ მოხერხდება ამ მუხლის §1-ის თანახმად, მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წარუდგინონ საკამათო საკითხი არბიტრაჯს, კერძოდ, საარბიტრაჯო სასამართლოს ჰააგაში და ამის შემდეგ მხარეები უნდა დაექვემდებარონ სასამართლო გადაწყვეტილებას.

მუხლი XIV
შეტყობინება თავის შეკავების შესახებ

1. წინამდებარე კონვენციის დებულებების მიმართ არ შეიძლება გაკეთდეს საერთო ხასიათის შეტყობინებები თავის შეკავების შესახებ. სპეციალური ხასიათის შეტყობინებები შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის ან XI მუხლის დებულებების თანახმად.

2. ნებისმიერ ქვეყანას ან რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრეციულ ორგანიზაციას შეუძლია თავისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების ინსტრუმენტის წარდგენისას დეპოზიტარს, გააკეთოს სპეციალური ხასიათის შეტყობინება, რომელიც შეეხება I ან II დანართში, ან ორივეში ერთდროულად რომელიმე მიგრირებადი სახეობის შეყვანას, და არ ჩაითვლება მხარედ ამ შეტყობინების ობიქტთან მიმართებაში მანამდე, სანამ არ გაივლის 90 დღე მას შედეგ, რაც დეპოსიტარი შეატყობინებს ყველა მხარეს ამ თავის შეკავების შეტყობინების მოხსნის შესახებ.

მუხლი XV
ხელის მოწერა

წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელის მოსაწერად ბონში ყველა ქვეყნისათვის და რეგიონალური ეკონომოკური იტეგრაციული ორგანიზაციისათვის 1980 წლის 22 ივნისამდე.

მუხლი XVI
რატიფიკაცია, მიღება და დამტკიცება

წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიკაციის, მიღების, ან დამტკიცების ინსტრუმენტები გადაეცემა შესანახად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, რომელიც იქნება დეპოზიტარი.

მუხლი XVII
მიერთება

1980 წლის 22 ივნისის შემდეგ წინამდებარე კონვენცია იქნება ღია მისაერთებლად ყველა იმ სახელმწიფოსათვის და ყველა იმ რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციისათვის, რომლებსაც არ აქვთ მასზე ხელი მოწერილი. Mიერთების ინსტრუმენტები წარდგენილ უნდა იქნას დეპოზიტარს.

მუხლი XVIII
ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენცია შევა ძალაში მესამე თვის პირველი დღიდან, მას შემდეგ რაც დეპოზიტარს მიეწოდება რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების, ან მიერთების მე-15 ინსტრუმენტი.

2. ყოველი სახელმწიფო ან რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციისათვის, რომელიც გაუკეთებს რატიფიკაციას, მიიღებს ან დაამტკიცებს ამ კონვენციას, ან მიუერთდება მას რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების მე-15 ინსტრუმენტის წარდგენის შემდეგ დეპოზიტარს, ეს კონვენცია შევა ძალაში მესამე თვის პირველი დღიდან, მას შემდეგ, რაც ასეთი ქვეყანა ან ორგანიზაცია წარუდგენს დეპოზიტარს თავის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების ინსტრუმენტს.

მუხლი XIX
დენონსაცია

1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია გაუკეთოს დენონსირება ამ კონვენციას წერილობითი შეტყობინების საფუძველზე ნებისმიერ დროს. დენონსაცია შევა ძალაში 12 თვის შემდეგ დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან.

მუხლი XX
დეპოზიტარი

1. წინამდებარე კონვენციის ორიგინალი ინგლისურ, ფარნგულ, გერმანულ, ესპანურ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ვერსია აუტენტიკური, იქნება გადაცემული შესანახად დეპოზიტარს. დეპოზიტარი გაუგზავნის ყოველი ამ ტექსტის დამოწმებულ ასლებს ყველა სახელმწიფოს და რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ კონვენციას, ან წარუდგინეს მიერთების ინსტრუმენტი დეპოზიტარს.

2. დეპოზიტარი, დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციის შემდეგ, მოამზადებს ამ კონვენციის ტექსტის ოფიციალურ ვერსიებს არაბულ და ჩინურ ენებზე.

3. დეპოზიტარი შეატყობინებს ყველა ქვეყანას და რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ან მიუერთდნენ ამ კონვენციას და აგრეთვე ხელის მოწერის სამდივნოს, ხელის მოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების ინსტრუმენტების შესახებ, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის, ნებისმიერი შესწორების, თავის შეკავებაზე სპეციალური ხასიათის შეტყობინებების, დენონსაციის შეტყობინებების შესახებ.

4. ამ კონვენციის ძალაში შესვლისთანავე დამოწმებული ასლი დეპოზიტარის მიერ მიეწოდება გაეროს სამდივნოს რეგისტრაციისათვის და პუბლიკაციისთვის გაეროს წესდების 102 მუხლის თანახმად.

რის დასტურადაც ქვემორე ხელის მომწერნი, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი რწმუნებები, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ბონში 1979 წლის 23 ივნისს.

სახელით:

3 დანართი I

▲ზევით დაბრუნება


განმარტებები

1. მიგრირებადი სახეობები, ჩამოთვლილი წინამდებარე დანართში, აღინიშნება შემდეგნაირად:

(ა) სახეობის ან ქვესახეობის სახელი;

(ბ) მიგრირებადი სახეობების უფრო მაღალი ტაქსონების ერთობლიობა ან ამ ტაქსონის გარკვეული ნაწილი.

2. სახეობაზე მაღალი ტაქსონების მოხსენიება ემსახურება მხოლოდ ინფორმაციის ან კლასიფიკაციის მიზნებს.

3. შემოკლება (ს.1) ნიშნავს, რომ მეცნიერული სახელწოდება იხმარება უფრო ფართო მნიშვნელობით.

4. ნიშანი (-) და მასთან მიწერილი რიცხვი ტაქსონის დასახელებასთან ერთად ნიშნავს, რომ გარკვეული, გეოგრაფიულად გამოყოფილი პოპულაციები ამოღებულია ამ ტაქსონიდან:

- 101 პერუს პოპულაცია.

5. ნიშანი (+) და მასთან მიწერილი რიცხვი სახეობის სახელწოდებასთან ერთად ნიშნავს, რომ დანართში შეტანილია ამ სახეობის მხოლოდ გარკვეული, გეოგრაფიულად გამოყოფილი პოპულაციები:

+ 201 ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის პოპულაცია;

+ 202 აფრიკული პოპულაცია;

+ 203 მდინარე ამაზონის სათავეების აუზის პოპულაცია;

6. ნიშანი (*) სახეობის სახელწოდებასთან ერთად ნიშნავს, რომ მოცემული სახეობა ან მოცამული სახეობის გამოყოფილი პოპულაცია, ან უფრო მაღალი ტაქსონი, რომელლშიც შედის მოცემული მოცემული სახეობა, შესულია II დანართში.

ძუძუმწოვრები

Chiroptera
Molossidae


Tadarida brasiliensis

Primates
Pongidae


Gorilla gorila beringei

Cetacea
Balaenopteridae
Balaenidae


Balaenoptera musculus
Megaptera novaeangliae
Balaena mysticetus
Eubalaena glacialis (s.l.)

Pinnipedia
Phocidae


Monachus monachus *

Perissodactyla
Equidae


Equus grevyi

Artiodactyla
Camelidae
Cervidae
Bovidae


Lama vicugna * - 101
Cervus elaphus barbarus
Bos sauveli
Addax nasomuculatus
Gazella cuvieri
Gazela dama
Gazella dorcas + 201

ფრინველები

Procellariiformes
Diomedeidae
Procellariidae


Diomedea albatrus
Pterodroma cahow
Pterodroma phaeopigia

Ciconiiformes
Ardeidae
Ciconiidae
Threskiornithidae


Ergetta eulophotes
Ciconia boyciana
Geronticus eremita

Anseriformes
Anatidae


Chloephaga rubidiceps *

Falconiformes
Accipitridae


Haliaeetus pelagicus *

Gruiformes
Gruidae

Otididae


Grus japonensis *
Grus leucogeranus *
Grus nigrocollis *
Chlamydotis undulata * + 201

Charadriiformes
Scolopacidae

Laridae


Alcidae


Numenius borealis *
Numenius tenuirostris *
Larus audouinii
Larus relictus
Larus saundersi
Synthliboramphus wumizusume

Passeriformes
Parulidae
Fringillidae


Dendroica kirtlandii
Serinus syriacus

რეპტილიები

Testudines
Cheloniidae
Dermochelidae
Pelomedusidae


Lepidochelys kempii *
Dermochelys coriacea *
Podocnemis expansa * + 203

Crocodylia
Gavialidae


Gavialis gangeticus

თევზები

Siluriformes
Schilbeidae


Pangasianodon gigas

4 დანართი II

▲ზევით დაბრუნება


განმარტებები

1. მიგრირებადი სახეობები, ჩამოთვლილი ამ დანართში, აღინიშნება შემდეგნაირად:

(ა) სახეობის ან ქვესახეობის სახელწოდებით; ან

(ბ) უფრო მაღალი ტაქსონის ამ ტაქსონის გარკვეული ნაწილის მიგრირებად სახეობათა ერთობლიობით.

სხვაგვარ მითითებათა არარსებობის შემთხვევაში, სახეობაზე მაღალი ტაქსონის მოხსენიება ნიშნავს, რომ შეთანხმება დიდ სარგებელს მოუტანდა მოცემული აქსონის ყველა მიგრირებად სახეობას.

2. შემოკლება (სპპ.) ოჯახის ან გვარის სახელწოდების შემდეგ გამოიყენება ამ ოჯახის ან გვარის ყველა მიგრირებად სახეობათა აღსანიშნავად.

3. სახეობაზე მაღალი ტაქსონების სხვა მოხსენიებები ემსახურება მხოლოდ ინფორმაცულ ან კლასიფიკაციის მიზნებს.

4. შემოკლება (ს.1) ნიშნავს, რომ მეცნიერული სახელწოდება გამოიყენება უფრო ფართო მნიშვნელობით.

5. ნიშანი (+) და მის გვერდით მიწერილი რიცხვი სახეობის ან უფრო მაღალი ტაქსონის სახელწოდებასთან ერთად ნიშნავს, რომ დანართში შეტანილია ამ ტაქსონის მხოლოდ გარკვეული, გეოგრაფიულად გამოყოფილი პოპულაციები:

+ 201 აზიური პოპულაცია.

6. ნიშანი (*) სახეობის ან უფრო მაღალი ტაქსონის სახელწოდებასთან ერთად ნიშნავს, რომ მოცემული სახეობა ან მოცემული სახეობის გეოგრაფიულად გამოყოფილი პოპულაცია, ან უფრო მაღალ ტაქსონში შემავალი რამდენიმე სახეობა შეტანილია I დანართში.

ძუძუმწოვრები

Cetacea
Monodontidae


Delphinapterus leucas

Proboscidae
Elephantidae


Loxodonta africana

Sirenia
Dugongidae


Dugong dugon

Pinnipedia
Phocidae


Monachus monachus *

Artiodactyla
Camelidae
Bovidae


Lama vicugna
Oryx dammah
Gazelle gazella + 201

რინველები

Pelecaniformes
Pelecanidae


Pelecanus crispus

Ciconiiformas
Ciconnidae

Threskiornithidae
Phoenicopteridae


Ciconia ciconia
Ciconia nigra
Platalea leucorodia
spp.

Anseriformes
Anatidae


spp. *

Falconoformes
Catartidae
Pandionidae
Accipitridae
Faconidae


spp.
Pandion haiaetus
spp.*
spp.

Galliformes
Phasianidae


Caturnix coturnix coturnix

Gruiformes
Gruidae


Otididae


Grus spp. *
Antropoides virgo
Chlamydotis undulata * 201

Charadriformes
Charadriidae
Scolopacidae
Recurvirostridae
Phalaropodidae


spp
spp. *
spp
spp

Passeriformes
Muscicapidae (s.l.)


spp.

რეპტილიები

Testudines
Cheloniidae
Dermochelidae
Pelomedusidae


spp. *
spp. *
Podocnemis expansa *

Crocodylia
Crocodylidae


Crocodilus porosus

მწერები

Lepidoptera
Danaidae


Danaus plexippus