![]() |
რაფიელ ერისთავი - 200 |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები |
| თარიღი: 2024 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: RAPHIEL ERISTAVI თბილისი 2024 UDC(უაკ) 821.353.1.09 კ-367 პროექტის იდეისა და კონცეფციის ავტორი: ეკა კაჭარავა Author of the Idea, Concept and Design of the project: Eka Kacharava რედაქტორები: თინათინ ღუდუშაური, თეა თვალავაძე Editors: Tinatin Ghudushauri, Tea Tvalavadze ტექსტის რედაქტორი: თამარ შარაბიძე Editor of the text: Tamar Sharabidze პუბლიკაცია მომზადდა ეკა კაჭარავას, აკა მორჩილაძის, ია ღადუას, ხათუნა ქოქრაშვილის, ესმა მანიას, ნესტან სულავას, თამარ ბელაშვილის, თამარ შარაბიძის ავტორობით The publication was prepared under the authorship of Eka Kacharava, Aka Morchiladze, Ia Ghadua, Khatuna Kokrashvili, Esma Mania, Nestan Sulava, Tamar Belashvili, Tamar Sharabidze დიზაინი-დაკაბადონება: ფატი გაგულია Design-Reimposition: Phati Gagulia ბეჭდვა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა Printing: National Parliamentary Library of Georgia პუბლიკაციაში გამოყენებულია გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, რაფიელ ერისთავის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის, კერძო კოლექციების საარქივო დოკუმენტური და ფოტომასალა The publication uses archival documentary and photo materials from G. Leonidze State Museum of Georgian Literature, K. Kekelidze Georgian National Centre of Manuscripts, National Parliamentary Library of Georgia and Raphiel Eristavi Museum, private collections თარგმანი: ინგლისურ ენაზე: ანა ყიფიანი სომხური ენიდან: ნათია ჩანტლაძე Translation: Into English: Ana Kipiani From Armenian: Natia Chantladze საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2024 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა დაიბეჭდა შპს „ფავორიტი სტილში“ ISBN 978-9941-9867-8-9 |
![]() |
1 პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის მადლობა: |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, მანანა სანაძეს; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს, თანამშრომლებს - მარინე ყიფიანს, ნანა კობალაძეს, დავით ბუაჩიძეს; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს, ლევან თაქთაქიშვილს, თანამშრომლებს - მაია მიქაბერიძეს, ქეთევან თომაძეს; საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს, ზაალ აბაშიძეს, უფროს მეცნიერ-თანამშრომელს - ესმა მანიას; რაფიელ ერისთავის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, ბელა ფშაველიშვილსა და მეცნიერ მუშაკს, ნანა ოვეჩკინას
Thanks for the support and cooperation in the implementation of the project:
Director of Tamaz Beradze Institute of Georgian Studies of the University of Georgia - Manana Sanadze, Director of Giorgi Leonidze State Museum of Georgian Literature - Lasha Bakradze, employees - Marine Kipiani, Nana Kobaladze, Davit Buachidze, Deputy Director of National Parliamentary Library of Georgia - Levan Taktakishvili, employees - Maia Mikaberidze, Ketevan Tomadze, Director of Korneli Kekelidze Georgian National Cen-tre of Manuscripts - Zaal Abashidze, Senior Scientific Researcher - Esma Mania, Director of Raphiel Eristavi House Museum - Bela Pshavelishvili and the Museum scientific worker - Nana Ovechkina
![]()
![]() |
2 *** |
▲ზევით დაბრუნება |

2024 წლის აპრილში გამორჩეულ ქართველ მამულიშვილსა და მოღვაწეს, რაფიელ დავითის ძე ერისთავს, დაბადებიდან 200 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პროექტის „ადამიანი და ეპოქა - რაფიელ ერისთავი - 200“ ფარგლებში მომზადდა სამეცნიერო კონფერენცია, რამდენიმე პუბლიკაცია და საიუბილეო ღონისძიება.
პროექტს აქვს სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებითი დანიშნულება და მისი უმთავრესი მიზანია, იუბილარის მრავალწლიანი მოღვაწეობის, მისი ეროვნული, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ღვაწლის ახლებურად გააზრება და წარმოჩენა.
გამოცემა „რაფიელ ერისთავი - 200“ ამ პროექტის ნაწილია და მომზადდა ინსტიტუციური და ინტერ დისციპლინური თანამშრომლობის შედეგად - საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახე ლობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სა ხელმწიფო მუზეუმის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, რაფიელ ერისთავის სახელობის სახელ მწიფო მუზეუმის მონაწილეობით.
In April 2024, the 200th anniversary of the birth of Raphiel Eristavi, the outstanding Georgian patriot and statesman, will be celebrated. In connection with the anniversary date, scientific conference, several publica-tions and anniversary events are being prepared within the project - „Man and Era - Raphiel Eristavi - 200“. The project has a scientific, educational, cultural-cognitive purpose, and its main goal is to understand and present the celebrant's long-term work, his national, scientific and public merits in a new way. The publication „Raphiel Eristavi - 200“ is part of this project and was prepared as a result of institutional and interdisciplinary cooperation - Tamaz Beradze Institute of Georgian Studies of the University of Georgia, Giorgi Leonidze State Museum of Georgian Literature, National Parliamentary Library of Georgia, Korneli Kekelidze National Center of Georgian Manuscripts, Rafiel Eristavi House Museum.

?
![]() |
3 საავტორო წინათქმა |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე პუბლიკაციის ავტორთა მიზანია, რაფიელ ერისთავის შემოქმედებითი, სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობის მნიშვნელოვანი აქცენტების გათვალსაჩინოება და ეპოქის ჩარჩოში მწერლის მამულიშვილური პორტრეტის განსხვავებული და ცოცხალი სახით წარმოჩენა.
რაფიელ ერისთავი არაგვის ერისთავთა შთამომავალია. მისი საგვარეულო სახლი ფეოდალური დაპირისპირების სისხლიან სისასტიკეს შეეწირა. სასწაულებრივად გადარჩენილმა მისმა წინაპარ მა, განადგურების შიშითა და არაგვის საერისთაოს ოდესღაც დაბრუნების იმედით, თავი ერეკლე მეფის კარს შეაფარა. სამეფო სახლმა უმსხვილესი და უძლიერესი ფეოდალური ოჯახის ფიზიკურ განადგურებას გადარჩენილი შთამომავალნი შეიფარა, თუმცა შეპირებული საგვარეულო მამული აღარ დაუბრუნა და არაგვის ერისთავთა ტიტულატურიდან სამუდამოდ გააქრო ცნება „არაგვი“. სა ნაცვლოდ მათი ნებითვე შერჩეულ ახმეტის სოფელ ქისტაურში დაასახლა და არაგვის საერისთაოს თავად დაეუფლა. ამიერიდან არაგვის ხეობას იძულებით მოწყვეტილ ერისთავთა სამკვიდრო ქის ტაურია. მოგვიანებით რაფიელისთვისაც ეს პატარა, კავკასიონის ხედით დამშვენებული, კახური სო ფელი სამშობლოს სამშობლოდ იქცა.
უსაზღვროა მწერლის ინტერესთა და მოღვაწეობის სფერო - ლექსით დაწყებული, თამბაქოს მოყვანითა თუ ნავთობის მოძიებით დასრულებული. რაფიელი იყო არქეოლოგიური კვლევის ფუ ძემდებელი დასავლეთ საქართველოში, ქართული სიძველეების მაძიებელი და შემკრები, ეთნო ლოგი, ისტორიკოსი, ლექსიკოლოგი, ლექსიკოგრაფი, ფოლკლორისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, პოეტი, მწერალი, დრამატურგი, მსახიობი და სუფლიორი, რედაქტორი, ცენზორი, სა მართლის მცოდნე და ადვოკატი, სამუზეუმო საქმის პროფესიონალი, კოლექციონერი, ფიტონომიის ფუძემდებელი, ქველმოქმედი. ის გახლდათ არაერთი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებისა თუ კომისიის დაარსების ინიციატორი და ქმედი თი წევრი (ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამ ფუძნებელი, პირველი გამგეობის საპატიო წევრი, დრამატული საზოგადოების დამაარსებელი და პირველი გამგეობის წევრი, თბილისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი, საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების საზოგადოების ნამდვი ლი წევრი, კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ნამდვილი წევრი), ქშწკგ საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერისათვის გამართული ლიტერატურული საღამოების, წიგნის საგამომცემლო ქართველთა ამხანაგობის სხდომების მონაწილე - ეს მისი ჩუმი, მუხლჩაუხრელი მამულიშვილური საქმიანობის არასრული ჩამონათვალია.
რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის პერიოდში ქვეყანაში პრაქტიკულად არ განხორციელებულა თითქმის არც ერთი ეროვნული მნიშვნელობის პროექტი, რომლის ინიცირება-რეალიზების მონაწი ლეც მწერალი არ ყოფილიყო.
რაფიელ ერისთავის ღვაწლი მისსავე სიცოცხლეში დააფასა ქართველმა ერმა, როდესაც 1895 წლის 22 ოქტომბერს საყვარელი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის სამეცნიერო, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი საქმიანობის 50 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა. ეს დღე იმთავითვე სამარ თლიანად იწოდა საერო დღესასწაულად.
იუბილეს ინიციატორი იყო აკაკი წერეთელი, რომელმაც 1895 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ (№22) დაბეჭდილ სტატიაში, სახელწოდებით „საყურადღებოთ“ - რაფიელ ერისთავის საიუბილეო თარიღის აღნიშვნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და ქართველ ერს მისი აღნიშვნისაკენ მოუწოდა.
იმდროინდელმა პრესამ, განსაკუთრებით კი „კვალმა“ და „ივერიამ“, იუბილეს მზადების ყოველი ეტაპი და დეტალი გააშუქა. მართალია, 1889 წელს ექვთიმე ხელაძემ ერთ წიგნად შეკრა და გამოსცა საიუბილეო მასალები, მაგრამ მასში ძირითადად 22 ოქტომბერს გამართული საზეიმო დღესასწაუ ლია აღწერილი. პუბლიკაციისთვის აღდგენილია პრესაში გამოქვეყნებული თითოეული მასალა და მოგონება, თუ ვისი ხელშეწყობით, შრომითა თუ ორგანიზებით შედგა რაფიელ ერისთავის იუბილე, როგორ საგანგებოდ ემზადებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხე ამ დღისთვის.
ასევე დეტალურადაა წარმოჩენილი იუბილეც, შთამბეჭდავი და ხალხის სიყვარულით გაჯერებუ ლი დღესასწაული. სწორედ ეს იყო ის ფასდაუდებელი ჯილდო, რომელიც ქართველმა ერმა „სამ შობლო ხევსურისას“ ავტორს უძღვნა და რომელმაც იუბილარს ათქმევინა: „ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა, მაგრამ რაღა სჯობს ამ გრძნობას საერთოს, სანეტაროსა!...“
ზემოთ აღნიშნული მასალების პარალელურად, პირველად ქვეყნდება ილუსტრირებული საიუ ბილეო ადრესები, რომლებიც დაცულია ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში.
საგულისხმოა რაფიელ ერთსთავის ჯილდოები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომ ლებიც წარმოდგენილია პუბლიკაციის ცალკე თავად. ფალერისტული მასალა საყურადღებო წყა როა ეპოქისა და ადამიანების ისტორიის შესასწავლად. ის, ისეროგორც ადამიანის მიერ შექმნილი ნებისმიერი არტეფაქტი, ფუნქციური დანიშნულების გარდა, აბსტრაქტულად მოიცავს შესაბამისი პე რიოდის კულტურის მახასიათებლებს, გამოხატავს კონკრეტულ ისტორიულ ეპოქას, გვიჩვენებს სა ხელმწიფოს, სოციუმისა და ადამიანების ძირითად მიზანდასახულობასა და ორიენტირებს.
რაფიელ ერისთავი იყო არაერთი უმაღლესი საიმპერატორო ორდენის კავალერი, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯილდოს მფლობელი. ამდენად, საჭიროდ მივიჩნიეთ, სა მეცნიერო ლიტერატურასა და მემუარულ წყაროებში, არქივებში შეგვეკრიბა რაფიელ ერისთავის ჯილდოების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მის სამოხელეო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქ მიანობას უკავშირდება; შევეცადეთ, შეძლებისდაგვარად, სრულად აგვესახა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ის მოვლენები და მომენტები, რომლებიც სახელმწიფოსა თუ საზოგადოების მხრივ ჯილდოთი აღინიშნა. ამ მიმართულებით კვლევამ გამოავლინა მდიდარი ფალერისტული მასალა, რომელიც დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენ ტრში, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.
შესაბამისი მასალის ანალიზთან ერთად ალბომში პირველად ქვეყნდება არქივებში მოპოვებუ ლი რაფიელ ერისთავის ჯილდოების ამსახველი ვიზუალური მასალები: ორდენების, მედლების, სა პატიო ნიშნების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების ფოტოპირები.
სიახლეა ასევე რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის რეპრეზენტაცია მისივე ჯილდოებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების კონტექსტის მიხედვით, რაც მე-19 საუკუნის II ნახევრის საქართვე ლოში რუსეთის იმპერიის პოლიტიკური სისტემის ფონზე ცხადად წარმოაჩენს რაფიელ ერისთავის, როგორც პიროვნების, კარიერულ თუ შემოქმედებით პორტრეტს: მისწრაფებებსა და პრიორიტეტებს, მიზნებსა და მიღწევებს, ქართული კულტურული ფასეულობებისთვის ბრძოლის გზებს, რამაც, რუსული ადმინისტრაციის სამოხელეო კარიერის მიუხედავად, მის მოღვაწეობას ცხოვრების ბო ლომდე ეროვნული სული და შინაარსი შეუნარჩუნა.
გამოცემაში შესულია რაფიელ ერისთავის ეპისტოლური მემკვიდრეობის ის ნაწილი, რომლი თაც ჩვენთვის თვალსაჩინო ხდება, თუ როგორ იქმნებოდა მეცხრამეტე საუკუნის საზოგადოებრივი და ინტელექტუალური ცხოვრების განმაპირობებელი დიდი საქმეები და პროექტები. პირადი წერი ლების პრიზმაში რაფიელ ერისთავის პორტრეტი მრავალმხრივი და კომპლექსურია. ამ მასალით ხდება ცხადი, რამდენი საერთო საქმე აკავშირებდა მას ილია ჭავჭავაძესთან. ისინი თავიანთი შე მოქმედებითი, საექსპერტო-სარეკომენდაციო საქმიანობით მრავალი სხდომის, კრებისა და საბჭოს ერთობლივი მონაწილეები იყვნენ.
პირადი წერილებიდან მკაფიოდ იკვეთება რაფიელ ერისთავის ინტერესთა სფერო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, არტეფაქტების, განსაკუთრებით, ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული დოკუმენტების მოძიების თვალსაზრისით. მის ადრესატებში შესაძლებელია იმ ინფორმატორების და ბიბლიოფილების მოძიება, რომელთა დახმარებითაც მწერალს ხელი მიუწვდებოდა ხელნაწე რებზე (სულ მცირე, სამ ათეულამდე ხელნაწერზე).
ბუნებრივია, რაფიელ ერისთავს, როგორც ეთნოლოგსა და ლექსიკოგრაფს, ცხოველი ინტერესი ჰქონდა მეგრული და სვანური ენების მიმართ. სავარაუდოა, რომ მეგრულ ენასა და ფოლკლორს სამეგრელოში მუშაობისას ეცნობოდა; სვანურ ენასა და ფოლკლორთან დაკავშირებული კითხვე ბით კი ის ხშირად მიმართავდა ბესარიონ ნიჟარაძეს. მის მიერ რაფიელ ერისთავთან გაგზავნილი წერილები შეიცავს იმ სვანური ფრაზების თარგმანებს, რომლებითაც ადრესანტი ინტერესდებოდა. საერთოდ, რაფიელ ერისთავი იმდროინდელ საქართველოში ეთნოლოგიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის სფეროს ერთგვარი ლოკომოტივია. ალექსანდრე როინაშვილი თავს ვალდებულად მიიჩნევს, თავისი ექსპედიციის როგორც წინასწარი მარშრუტი, ისე ანგარიში, წერილობით აცნობოს მას.
რაფიელ ერისთავის პირადი არქივის ეპისტოლური მემკვიდრეობის ყველაზე დიდი ნაწილი ეკუთვნის ცნობილ ისტორიკოსს, აღმოსავლეთმცოდნეს, კავკასიოლოგს, ადოლფ ბერჟეს. როგორც წერილებიდან ჩანს, რაფიელ ერისთავი დახმარებას უწევდა როგორც ადოლფ ბერჟეს, ისე არ ნოლდ ზისერმანს. ზისერმანი ავტორია ჩვენამდე მოღწეული შვიდი წერილისა, რომელთა მთავარი თემა კავკასიაში მოგზაურობაა.
ბუნებრივია, ამ კავშირს აქვს ორმხრივი ინტერესი - საქართველოს სტუმრებს ადგილობრივი პე რიპეტიების გაგების, დაზუსტების, შესაბამისად, კვალიფიციური ინფორმატორების ყოლის სურვილი აქვთ. მეორე მხრივ, კავკასიასა და უშუალოდ საქართველოში ჩამოსულთა მოღვაწეობას ქართული მხარე მიიჩნევს იმ დროისთვის ერთგვარი ჩაკეტილობის გარღვევის, მთელ რეგიონთან კულტურუ ლი და ინტელექტუალური ინტეგრაციის შესაძლებლობად.
რაფიელ ერისთავის სახე მასთან გაგზავნილი პირადი წერილების პრიზმაში რეკონსტრუირდება, როგორც პორტრეტი პროგრესული მოღვაწისა, რომელმაც მარტივად დაძლია თავისი ეპოქის სოციალური და ისტორიული სტერეოტიპები, თავისი პოტენციალი და შესაძლებლობები პროგრესული იდეოლოგიებისკენ მიმართა, შეძლო, ერთნაირად ყოფილიყო ძველი თუ ახალი თაობის წარმომადგენლის, რეტროგრადისა თუ ლიბერალის საიმედო ადრესატი.
რაფიელ ერისთავის, იაკობ გოგებაშვილისა და იონა მეუნარგიას მიერ 1880 წლის 15 ნოემბერს გაზეთ „დროების“ 241-ე ნომერში გამოქვეყნებული პირველი ერთობლივი საინფორმაციო სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეიქმნა შოთა რუსთველის პოემის ტექსტის დამდგენი კომისია, რომლის წევ რები პოემის სხვადასხვა ხელნაწერისა და რედაქციის შედარების საფუძველზე შეეცადნენ „ვეფხის ტყაოსნის“ ტექსტის დადგენას. წერილობითი და ზეპირი წყაროები მოწმობს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის მომზადებაზე მუშაობისა და გამოცემის ინიციატორები იყვნენ რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი და იონა მეუნარგია. სწორედ მათ ჩამოაყალიბეს მოსაზრებები „ვეფხისტყაოს ნის“ ახალი გამოცემის მომზადების კრიტერიუმების შესახებ. ანტიკურ ეპოქაში ჰომეროსის თხზულებებზე მუშაობის გამოცდილების კონტექსტში მათ პირველებმა შეადარეს ერთმანეთს ჰომეროსი და რუსთველი; მათვე აღნიშნეს, რომ, რაც ჰომეროსი იყო ბერძნებისათვის, ისაა რუსთველი საქართველოსთვის. რაფიელ ერისთავმა, იაკობ გოგებაშვილმა და იონა მეუნარგიამ განსაზღვრეს მომავალი გამოცემის მიზანი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის და რით იქნებოდა განსხვავებული წინა გამო ცემებისაგან; მომავალ კომისიას დაუსახეს: 1. „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის შეთანხმება ხელნაწერთა ტრადიციულ წაკითხვებთან და გამოცემათა ვარიანტების გათვალისწინება: ნაკლული ადგილების აღდგენა ხელნაწერული მონაცემების მიხედვით და ჩამატებული//შემატებული სტროფების ამოღება; ე.ი. ტექსტი უნდა გამართულიყო ხელნაწერთა ვარიანტებისა და იმ დროისათვის არსებული გა მოცემების კვალობაზე; 2. მართლწერისა და ორთოგრაფიის მოწესრიგება და 3. შესაძლებლობისამებრ, ინტერპოლატორთა ვინაობის გამორკვევა, ტექსტიდან მათი ჩანართი//დანართი სტროფების გამოყოფა. სტატიის ავტორები მიზნად ისახავდნენ პოეტის ბიოგრაფიის აღდგენასაც იმ დროს არსე ბული მონაცემების საფუძველზე.
კომისიის წევრები იყვნენ გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვახტანგ ორ ბელიანი, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი, ივანე მაჩაბელი, ნიკოლოზ დადიანი, დავით ერისთავი, იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე და სხვ. ეს მძიმე და შრომატევადი სამუშაო უნდა დასრულე ბულიყო 25 სამუშაო შეხვედრის შემდეგ. კომისიამ ერთი წლის მანძილზე მუშაობის შედეგად დაად გინა გამოსაცემი ტექსტი. რაფიელ ერისთავი აქტიურად იყო ჩართული „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობაში, იყო რამდენიმე სხდომის თავმჯდომარე, ტექსტის წამკითხველი და უშუალო მონაწილე ტექსტის დადგენაში. კომისიას სამუშაოდ სხვა ხელნაწერებთან ერთად ჰქონდა რუსთაველის პოემის რაფიელის კუთვნილი წიგნი. რაფიელ ერისთავი ასევე მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებისათვის შესაქმნელად ცოცხალი სურათების დადგმაში.
1888 წლის ქართველიშვილისეული „ვეფხისტყაოსნის“ სრულიად გამორჩეულ ნაწილს მისი მხატვრულ-ვიზუალური ფორმისმიერი ინტერპრეტაცია ქმნის. იგულისხმება წიგნის ილუსტრაციები (მხატვარი მიხაი ზიჩი), თავსართ-ბოლოსართები და შრიფტი (ავტორი გრიგოლ ტატიშვილი), ყდის შემკულობა, ვარაყი თუ სხვა.
ამ გამოცემის მხატვრული გაფორმების მთლიანობა შექმნა, ერთი მხრივ, რუსეთის იმპერატო რის სამსახურში მყოფი უნგრელი მხატვრის ევროპულ ყაიდაზე შესრულებულმა ილუსტრაციებმა, ნასაზრდოებმა ქართული თემატიკით და იქვე, ტატიშვილისეულ ორნამენტულ წნულებში გაცხადე ბულმა საქართველოს ისტორიულ-კულტურული წარსულის გამორჩეულმა სახე-ხატებებმა. ეს ერ თობლიობა ქართული მხატვრულ-სააზროვნო სისტემის უმთავრესი ტექსტის, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“, დასურათებას ისახავდა მიზნად. ძნელია, წარმოიდგინო უფრო ზედმიწევნითი მხატვრული მეტაფორა XIX საუკუნის საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკური თუ კულტურული მდგომარეობის წარმოსაჩენად.
წიგნმა და მისმა მხატვრულ-ვიზუალურმა მხარემ საცნაური გახადა და აირეკლა არა მხოლოდ ის უდიდესი და უმთავრესი ზოგადეროვნული მუხტი, რომლის წყალობითაც „ვეფხისტყაოსნის“ ამ გამოცემის მომზადება საყოველთაო ეროვნულ საქმედ იქცა, არამედ ის ურთულესი ისტორიულ-პოლიტიკური რეალობაც, რომლის ფონზეც მოვლენები განვითარდა.
პუბლიკაციის ერთ-ერთი თავი - „მოდით და იხილეთ, სიკვდილი საზოგადო მოღვაწისა როგორ გარდიქცევის სიცოცხლედ...“ - მიზნად ისახავს, რაფიელ ერისთავის სიცოცხლის ბოლო წლების, გარდაცვალებისა და დაკრძალვის რეალიების რეკონსტრუქციას.
ნაკლებად ცნობილი თუ უცნობი დოკუმენტური და პერიოდული წყაროების, ლიტერატურისა და ვიზუალური მასალების ეპოქის ჭრილში გააზრებამ, ისტორიული მეხსიერების გაცოცხლების საშუა ლება მოგვცა; საერო მნიშვნელობის საზოგადო მოღვაწის გარდაცვალების თანმხლები ფაქტობრივი მონაცემები დაგვეხმარა თანამედროვეთა, განურჩევლად ერისა თუ ბერისა, დიდისა თუ მცირისა, მისდამი დამოკიდებულების ცოცხლად აღქმა-წარმოსახვაში. ეს მონაცემები სანდო და ობიექტური წყაროა ეროვნული მოღვაწის - რაფიელ ერისთავის სრულფასოვანი შეფასებისთვის, ამავდროუ ლად საინტერესოა რაფიელ ერისთავის თანადროული, მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოების სურათის წარმოსახვისთვის. აღსანიშნავია ამ პერიოდის როგორც საერო, ისე სასულიერო მოღ ვაწეთა ეროვნული ხედვა, ეროვნულ მანკიერებათა გაცნობიერების მაღალი ხარისხი, რაფიელის პიროვნების ეროვნულ-პატრიოტულ იდეალებთან გაიგივება, მწერლის გარდაცვალების ფაქტის ეროვნული პრობლემატიკის ჭრილში გააზრება, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ემოციური მუხტის ერის ეროვნული ცნობიერების გააქტიურებისა და გაერთიანებისათვის გამოყენება.
რაფიელ ერისთავი საქართველომ უდიდესი და გულწრფელი სიყვარულით დაიტირა. თუ მწერლის იუბილე საყოველთაო საერო დღესასწაულად იქცა, მისმა გარდაცვალებამ საყოველთაო საერო მწუხარება გამოიწვია.
წინამდებარე ნაშრომში წარმოჩნდა, თუ რამდენად დიდი როლი ითამაშა რაფიელ ერისთავის პოეტურმა შემოქმედებამ მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის გამოსაფხიზლებლად; რას ეფუძნებოდა მისი პოეტური თუ დრამატურგიული შემოქმედება, როგორი დიდი ღვაწლი აქვს მწერალს ქართველი ერის წინაშე კავკასიის საცენზურო კომიტეტში მუშაობისას და ზოგადად რაფიელ ერისთავის საზოგადოებრივი საქმიანობა როგორ გამომდინარეობს მთლიანად ეროვნული ინტერესებიდან.
ამ გამოცემის დანიშნულებაც ის არის, რომ საზოგადოებამ ობიექტურად შეაფასოს რაფიელ ერისთავის ხანგრძლივი მოღვაწეობა, არა მხოლოდ როგორც მწერლის, არამედ როგორც მეცნიერის, სა ზოგადო და ეროვნული მოღვაწის, რომელმაც ბრწყინვალედ გაართვა თავი ურთულეს ამოცანას იმ პერიულ საქართველოში. რუსულ მუნდირში გამოწყობილმა მეცნიერმა და დიპლომატმა, მისთვის დამახასიათებელი მშვიდი, გაწონასწორებული, სიღრმისეული მიდგომით აკეთა ქართული საქმე.
Introduction
The aim of the authors of this publication is to highlight the important aspects of Raphiel Eristavi's creative, scientific and public activities and to present a distinct and lively portrait of the patriotic writer in the frame-work of the era.
Raphiel Eristavi is a descendant of the Eristavis of Aragvi. His ancestral house fell victim to the bloody brutality of the feudal feud. Miraculously saved, his ancestor, fearing destruction and hoping to someday return to Aragvi Saeristao, hid himself at the royal household of King Erekle. The royal household sheltered the descendants of the largest and strongest feudal family who survived the physical destruction but did not return them the promised ancestral estate to them, and had forever erased the term „Aragvi“ from the title of the Aragvi nobility. Instead, King Erekle settled them in the village of Kistauri of Akhmeta, chosen by their own free will, and took Aragvi Saeristao into his possession. From now on, Kistauri was the heirdom of the nobles who were forcibly displaced from the Aragvi valley. Later, this small Kakhetian village, gifted with a view of the Caucasus, became the homeland for Raphiel.
The scope of the writer's interests and activities is infinite - starting with writing poems and ending with tobacco growing, and oil exploration. Raphiel was the founder of archaeological research in Western Georgia, a seeker and collector of Georgian antiquities, ethnologist, historian, lexicologist, lexicographer, folklorist, publicist, translator, journalist, poet, writer, playwright, actor and prompter, editor, censor, jurist and lawyer, museum work professional, collector, founder of phytonomy in Georgia, philanthropist. He was a member of many scientific societies, the initiator and active member of the establishment of many cultural-educational societies and committees (one of the founders of the Society for the Spreading of Literacy among Georgians (ქშწგს), an honorary member of the first administration, the founder and member of the first board of the drama society, a member of the supervisory committee of the Tbilisi Local Bank, a true member of the Imperial Geographical society's Caucasian division, a true member of the Caucasian Agricultural Society), a partic-ipant in the literary evenings held for the financial support of the Society for the Spreading of Literacy among Georgians, a participant in the meetings of the Georgian Book Publishing Association ? this is an incomplete list of his silent, unwearied patriotic activities.
During the period of Raphiel Eristavi's public occupation, almost no project of national significance was implemented in the country that was not initiated and realized by the writer.
The merits of Raphiel Eristavi were appreciated by the Georgian nation during his lifetime - on October 22, 1895 the 50th anniversary of the beloved poet and public figure was solemnly celebrated. This day from then on was justly called a National Holiday.
The initiator of the jubilee was Akaki Tsereteli, who printed an article named „For attention“ in the news-paper „Kvali“ (No. 22) on May 22, 1895, drew attention to the necessity of celebrating the jubilee date of Raphiel Eristavi and encouraged the Georgian nation to celebrate it.
The press of that time, especially „Kvali“ and „Iveria“, covered every stage and detail of the anniversary preparations. It is true that in 1889, Ekvtime Kheladze compiled and published the jubilee materials into one book, but it mainly describes the solemn holiday held on October 22. Each material and memory published in the press has been restored for the publication: by whose support, readiness, work and organization the anniversary of Raphiel Eristavi took place and how different corners of Georgia specially prepared for this day.
Also, the anniversary is described in detail, an impressive holiday filled with people's love. This was the priceless award that the Georgian nation dedicated to the author of „Samshoblo Khevsurisa“ and that inspired the celebrant and made him say: ?One will go and other will come to the beautiful garden, but what is better than this feeling of sweet commonality“…
In parallel with the above-mentioned materials, illustrated missive cards, which are preserved in the manuscript fund of the Museum of Literature, will be published for the first time.
Raphiel Eristavi's awards and related documents, which are presented in a separate chapter of the publica-tion, are also significant. Phalleristic materials are a remarkable source for studying the history of the era and the people. It, like any artifact created by man, in addition to its functional purpose, abstractly includes the characteristics of the culture of the relevant period, expresses a specific historical era, shows the main goals and orientations of the state, society and people.
Raphiel Eristavi was a member of a number of the highest imperial orders, winner of awards of scientific and public organizations. Thus, we considered it necessary to gather information about Raphiel Eristavi's awards, which are related to his official, scientific and public activities, from the scientific literature and memoir sources, from the archives; We tried to describe as fully as possible the events and moments of his life and work, which were awarded by the state or society. Research in this direction revealed rich phaleristic materials, which is preserved in Korneli Kekelidze National Center of Georgian Manuscripts and in Giorgi Leonidze State Museum of Georgian Literature.
Along with the analysis of the relevant materials, the album presents firstever published visual materials representing Raphiel Eristavi's awards found in the archives: photocopies of orders, medals, badges of honor and documents related to them.
Representation of Raphiel Eristavi's work according to the context of his own awards and documents related to it is also a new prospect, which clearly presents the career and creative portrait of Raphiel Eristavi as a person, against the background of the political system of the Russian Empire in Georgia in the second half of the 19th century: aspirations and priorities, goals and achievements, ways of fighting for Georgian cultural values, which, despite his official career in the Russian administration, preserved the national spirit and essence to his work until the end of his life.
The publication includes part of Raphiel Eristavi's epistolary legacy, which makes it visible to us how the great works and projects shaping the public and intellectual life of the nineteenth century were created. In the prism of personal letters, the portrait of Raphiel Eristavi is multifaceted and complex. From these materials, it becomes clear how many common cases connected him to Ilia Chavchavadze. With their creative, expert?recommendation activities, they were joint participants of many sessions, assemblies and councils.
Raphiel Eristavi's field of interests in terms of finding cultural heritage monuments, artifacts, especially hand-written books and historical documents is clearly visible from personal letters. Among his addressees, it is possible to find informants and bibliophiles, with the help of which the writer had access to the manuscripts (at least three dozen manuscripts).
Naturally, Raphiel Eristavi, as an ethnologist and lexicographer, had a keen interest in Megrelian and Svan lan-guages. It is likely that he satisfied his interest in the Megrelian language and folklore while working in Same-grelo; he often addressed Besarion Nizharadze with questions related to the Svan language and folklore. The letters Besarion sent to Raphiel contain translations of the Svan phrases that the addressee was interested in. In general, Raphiel Eristavi is a kind of locomotive in the fields of ethnology, ethnography, and folklore in Georgia at that time. Aleksandre Roinishvili considers himself obliged to inform him in writing about the preliminary route and report of his expedition.
The largest part of the epistolary legacy of Raphiel Eristavi's personal archive belongs to the famous historian, Orientalist, Caucasian scholar Adolph Bergé. As can be seen from the letters, Raphiel Eristavi provided assistance to both Adolph Bergé and Arnold Zisserman. Zisserman is the author of seven letters addressed to Raphiel that have reached us, the main topic of which is a trip to the Caucasus.
Naturally, this connection has a mutual interest - the guests of Georgia want to understand and clarify the local vicissitudes, and therefore try to find qualified informants. On the other hand, the Georgian side considers the activities of those who come to the Caucasus and directly to Georgia as an opportunity to break through a kind of blockage at that time, to culturally and intellectually integrate with the entire region.
Raphiel Eristavi's face is reconstructed through the prism of personal letters sent to him, as a portrait of a progressive figure who easily overcame the social and historical stereotypes of his era, directed his potential and abilities to progressive ideologies, was able to be a reliable addressee to the representatives of the old and new generation, a retrograde and a liberal alike.
After the publication of the first joint news article published by Raphiel Eristavi, Jacob Gogebashvili and Iona Meunargia on November 15, 1880, in issue 241 of the „Droeba? newspaper, a commission was created to determine the text of Shota Rustveli's poem. Its members tried to determine the text of „the Knight in the Panther's Skin“ based on the comparison of different manuscripts and editions of the poem. Written and oral sources testify that Raphiel Eristavi, Jacob Gogebashvili and Iona Meunargia, and not Ilia Chavchavadze, as was previously believed, were the initiators of the work on the preparation and publication of the new edition of „the Knight in the Panther's Skin“. It was they who formed the opinions about the criteria for the preparation of the new edition of „the Knight in the Panther's Skin“. In the context of the experience of working on the literary works of Homer of the ancient era, they were the first to compare Homer and Rustveli. It was also them who noted that what Homer was for the Greeks, Rustveli was for the Georgians. Raphiel Eristavi, Jacob Gogebashvili and Iona Meunargia talked about the purpose of the next edition, what it would be like and how it would be different from the previous editions; They set the following goals for the commission: 1. The agreement of the text of „The Knight in the Panther's Skin“ with the traditional readings of the manuscripts and taking into account the options of editions: restoring the missing places according to the manuscript data and removing the added stanzas; i.e. The text had to be kept on the basis of manu-script variants and editions available at that time; 2. Correction of spelling and orthography and 3. As far as possible, finding out the identity of the interpolators, and separating their insert/appendix stanzas from the text. The authors of the article also aimed to restore the biography of the poet based on the data available at that time.
The members of the commission were Grigol Orbeliani, Ilia Chavchavadze, Akaki Tsereteli, Vakhtang Orbeliani, Giorgi Tsereteli, Sergey Meskhi, Nik. T. Dadiani, Davit son of Giorgi Eristavi, Imereti Bishop Gabriel Kikodze and others. This hard and time-consuming work was to be completed after 25 working meetings. As a result of one year's work, the commission determined the text to be published. Raphiel Eristavi was actively involved in the activities of the commission that was determining the text of „The Knight in the Panther's Skin“, he was the chairman of several sessions, the reader of the text and a direct participant in determining the text. Along with other manuscripts, the commission had Raphiel's copy of Rustaveli's poem to work with. Raphiel Eristavi also participated in staging live images for the illustrations of „The Knight in the Panther's Skin“.
A completely outstanding part of the 1888 Kartvelishvili version of „The Knight in the Panther's Skin“ is in its artistic-visual interpretation, which is presented in the book illustrations (artist Mihály Zichy), headers-footers and font, (author Grigol Tatishvili), cover decoration, gilding, etc.
The overall artistic decoration of this edition was created, on the one hand, by the illustrations of the Hungarian artist in the service of the Russian emperor on the European scale originating from Georgian themes, and on the other hand, the distinctive features of the historical and cultural past of Georgia, expressed in Tatishvili's ornamental braids. This unity aimed to depict the most important text of the Georgian artistic-thought system, Shota Rustaveli's „the Knight in the Panther's Skin“. It is difficult to imagine a more precise artistic metaphor to represent the historical-political and cultural situation of 19th century Georgia.
The book and its artistic-visual side made known and reflected not only the greatest and most important na-tional charge, thanks to which the preparation of this edition of „the Knight in the Panther's Skin“ became a general national affair, but also the most difficult historical-political reality against which the events unfolded.
One of the chapters of the publication - „Come and See how the Death of a public figure turns into Life...“ - aims to reconstruct the realities of Raphiel Eristavi's last years of life, death and burial.
Understanding little-known or unknown documentary and periodical sources, literature and visual materials in the context of the era, allowed us to revive historical memory; The actual data accompanying the death of a public figure of secular importance helped us to vividly perceive and imagine the attitude of his contemporaries, regardless of secular or clerical, big or small. These data are a reliable and objective source for a full assessment of the national figure - Raphiel Eristavi, and at the same time, interesting for depicting the image of Raphiel Eristavi's contemporaneous, 19th century Georgian society. It is worth noting the national vision of both secular and religious figures of this period, the high degree of awareness of national vices, the identification of Rafiel's personality with national-patriotic ideals, the understanding of the fact of the writer's death in terms of national problems, the use of the emotional charge related to his death to activate and unify the nation's national consciousness.
Georgia mourned Raphiel Eristavi with great and sincere love. If the anniversary of the writer became a universal secular holiday, his death caused universal secular grief.
The present work has shown us how great a role Raphiel Eristavi's poetic work played in awakening Georgian public opinion of the 19th century; What was the basis of his poetic or dramaturgical occupation, what great contribution did the writer give to the Georgian nation while working in the Caucasus Censorship Committee, and how Raphiel Eristavi's public activities, in general derive from national interests.
The purpose of this publication is for the public to objectively assess the long-term work of Raphiel Eristavi, not only as a poet and writer, but also as a scientist, public and national figure, who brilliantly coped with the most difficult task in Imperial Georgia - a scientist and diplomat dressed in a Russian uniform, who with his characteristic calmness, handled the Georgian affairs with a balanced, in-depth approach.

?
![]() |
4 რაფიელ დავითის ძე ერისთავი |
▲ზევით დაბრუნება |
1824
9 აპრილი (ახალი სტილით 24 აპრილი) - დაიბადა და პაპის სახელი - რაფიელი დაერქვა.
მამა - თავადი დავით რაფიელის ძე ერისთავი (1795-1875), არაგვის ერისთავთა შთამომა ვალი, თავის დროისათვის განათლებული და პროგრესული, „პურადობით და სტუმართმოყვარეობით განთქმული თავადიშვილი“ იყო.
დედა - ნინო ავთანდილ ამილახვარის ასული (1804-1839), მეუღლის მსგავსად წიგნიერებითა და სიდარბაისლით გამორჩეული ქალბატონი გახლდათ.
რაფიელის მშობლების ჯვრისწერა 1820 წლის 19 იანვარს საამილახვროს სოფელ ჭალის, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში შედგა.
რაფიელ ერისთავის დაბადების ადგილთან დაკავშირებით ორი განსხვავებული მოსაზ რებაა გამოთქმული. ავტორთა ნაწილი, საამილახვროს სოფელ ქვემო ჭალას, ნაწილი კი კახეთის სოფელ ქისტაურს მიიჩნევდა. ჩვენი აზრით, უფრო სავარაუდოა, მისი დაბადე ბის ადგილი სოფელი ქვემო ჭალა ყოფილიყო, მისი დედულეთი, სადაც მისი მშობლების ჯვრისწერა შედგა. ჩვენს მოსაზრებას ადასტურებს 1901 წლის გაზეთ „ივერიაში“ (№ 68) გამოქვეყნებული არტემ ახნაზაროვის წერილი „მართლის გამოსარკვევად (მცირე შენიშვნა)“. წერილში ავტორი აღნიშნავს, რომ მისი ავტორობით შესრულებული „საბიოგრაფიო ცნობები... რომელიც დაბეჭდილი იყო 1895 წლის 22 ოქტომბერს „ივერია“-სა და აგრეთვე რუსულს გაზეთ, «Кавказъ»-ში, თვით განსვენებულმა თავ. რაფიელ ერისთავმა“ მიაწო და. „იმ დროს ტფილისი განსვენებულ პოეტის საიუბილეო მზადებაში იყო. იუბილეის წინა დღეებში, თავ. რაფიელთან ყოფნის დროს, გამახსენდა, რომ მისი ბიოგრაფია ქართულს მწერლობაში არ მოიპოვებოდა, ვთხოვე განსვენებულს და მან მიამბო ყოველივე ის, რაცა მქონდა დაბეჭდილი. ამგვარად, ჩემ მიერ დაწერილი ბიოგრაფია, რაც შიგ მოთავსებულს ცნობებს შეეხება, უფრო ავტობიოგრაფიაა, რადგან ყოველი ცნობა თვით განსვენებულის პოეტის ნათხრობია. ამიტომ გავბედავ იმის თქმას, რომ ჩემი წერილი სიმართლეს უნდა აღნიშნავდეს: განსვენებული თავ. რაფიელი დაბადებულა 9 აპრილს და არა 1 აპრილს, სოფელ ჭალაში და არა სოფ. ქისტაურში“, გადმოგვცემს არტემ ახნაზაროვი.
თუმცა, 1902 წლის გაზეთ „ივერიაში“ (№71) გამოქვეყნებული, რაფიელის ძმის - იოსების უფროსი ვაჟის - ნუგზარის წერილის „სად დაიბადა რაფიელ ერისთავი“ თანახმად, რა ფიელი ქისტაურშია დაბადებული: „...თავ. რაფიელ ერისთავი დაბადებულია სოფელ ქის ტაურში თავ. კიაზო (გიორგი) ერისთავის სახლის ქვემო სართულის დასავლეთის კუთხის ოთახში, რომელსაც დღევანდლამდის „რაფიელის ოთახი“ ჰქვიან“. ერთი შეხედვით, ნუგზარ ერისთავის წერილში დამოწმებული არგუმენტაცია რაფიელის ოჯახთან მისი სიახლოვის გამო სარწმუნოდაა მისაჩნევი. თუმცა, ვფიქრობთ, რაფიელმა თავად უკეთ უწყო და, თუ სად დაიბადა. ამდენად, მისი დაბადების ადგილი საამილახვროს სოფელი ქვემო ჭალაა.
1825
1 აპრილი - რაფიელი მოინათლა, ადგილი უცნობია.
რაფიელის პაპა, მამის მხრიდან რაფიელ ბეჟანის ძე ერისთავი (1767-1823) იყო. ბებიის ვინაობას ვერ მივაკვლიეთ. დედის მხრიდან პაპაა ავთანდილ ერასტის ძე ამილახვარი (1750-1808), ბებია - ანა (ანანა) ეგნატეს ასული თუმანიშვილი (1788-1825).
1824-1831
ადრეული ბავშვობის წლები სოფელ ქისტაურში, თბილ ოჯახურ გარემოში გაატარა.
ყველას ძალიან უყვარდა თვინიერი და გონიერი პატარა რაფო.
დედა - ნინო ამილახვარი - „კარგად გაწვრთნილი“ იყო „ჩვენის ძველის ლიტერატურითა და ისტორიით“. მან ბავშვს დაწყებითი განათლება ტრადიციულად ოჯახში მიაღებინა - შეასწავლა წერა-კითხვა, შეაყვარა მშობლიური ლიტერატურა და ისტორია: „ასმენდა „ვეფხისტყაოსანს“ და ძველ ქართველთა გმირობას „ქართლის ცხოვრებიდან“, უმღერო და ნანას“; დილავარდისა, ერისთავიანთ ბავშვების საყვარელი ძიძა, ქართულ ზღაპრებსა და გადმოცემებს უამბობდა, ქისტაურის გლეხობა ხატობებსა და ზნე-ჩვეულებებს ცოცხლად აცნობდა. ბავშვობის დროინდელ შთაბეჭდილებებს სიკვდილის ჟამს მიახლოებულიც ხშირად და თბილად იგონებდა. ერთ-ერთი ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება კახთა უმთავრესი სალოცავი და მისი ფერადოვანი დღესასწაული - ალავერდობა იყო.
რაფიელის განათლების შემდგომი ეტაპი რუსული ენის შესწავლას უკავშირდება. ქისტაურელ მემამულეთა ოჯახებმა პედაგოგად ვინმე დ. კრასნოკულოვი მიიწვია. მოწვეულ პედაგოგს თანატოლებთან ერთად რაფიელიც მიაბარეს. კრასნოსკულოვი მალევე გადავიდა გრემში, შემდგომ თელავში. რუსული ენის პედაგოგმა ნიჭიერებითა და სიბეჯითით გამორჩეული მოსწავლეც ორივეგან თან წაიყვანა. თელავში კრასნოსკულოვთან რაფიელმა მცირე ხანი დაჰყო.
ამ დროიდან უკვე კარგად ჩანს მამის, დავით ერისთავის, რაფიელის განათლებით დაინტერესება. მამამ შვიდი წლის რაფიელი თელავის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანა. ქართული ენისადმი გულგრილი დამოკიდებულებით უკმაყოფილო დავით ერისთავმა 1831 წელს რაფიელი შუამთის მონასტერში მოღვაწე, უაღრესად განათლებულ ბერს - ფილადელფოს კიკნაძეს მიაბარა.
პატარა რაფიელი მონასტერში გრამატიკას, რიტორიკასა და საეკლესიო გალობას შეისწავლიდა. ფილადელფოსმა რაფიელს ამ საგნების გარდა, თამაშით ლექსების თხზვაც ასწავლა და შეაყვარა. შუამთის მონასტერში რაფიელის სწავლების პერიოდი 1831-1832 წლებით უნდა განისაზღვროს, როდესაც რაფიელი შვიდი-რვა წლის იქნებოდა1.
რაფიელს ადრე გარდაცვლილი უფროსი დის - ეკატერინეს (კეკელა) გარდა2, ჰყავდა სამი ღვიძლი დედმამიშვილი - ერთი ძმა და ორი და.
ძმა - იოსები - სოსიკო (1829-1889) თავისებური და რაფიელისგან სრულიად განსხვავებული ზნის იყო. ის რაფიელთან ერთად გიმნაზიაში სწავლობდა, თუმცა, სწავლა საკუთარი ნებით მიატოვა და ქისტაურს დაუბრუნდა. იოსების გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ძმები ერთად ცხოვრობდნენ პანსიონში.
იოსების პირველი მეუღლე, ალექსანდრე ყაზბეგის ნახევარ-და, დარია იოსების ასული თუმანიშვილი (1835-1872) იყო. იოსებსა და დარიას ორი შვილი - ნუგზარი და ნიკოლოზი - შეეძინათ.
დები - ბარბარე და ანნა - ორივე ნიჭიერებითა და დამოუკიდებელი ხასიათით გამორჩეული, თავის დროისათვის მეტად პროგრესული ქალბატონები იყვნენ.
ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე (1833-1895) - მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, ქალთა უფლებების ერთ-ერთი პირველი დამცველი, ყოფილი სამხედრო პირისა და მემამულის, ზაქარია ჯორჯაძის მეუღლე იყო. წყვილს სამი შვილი შესძენია.
ანნა ერისთავი-ჭავჭავაძე (1835-1878) - უაღრესად განათლებული, საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის უზადო მცოდნე, ნიკოლოზ (დიდი ნიკო) ჭავჭავაძის მეუღლე იყო. წყვილს შვილი არ ჰყოლია.
1833-1839
რაფიელი 1833 წელს მშობლებმა გორში გადაიყვანეს სასწავლებლად.
შუამთის მონასტრის შემდგომ დავით ერისთავმა, რომელსაც კარგად ესმოდა შვილის მომავლისთვის რუსული ენის საფუძვლიანი ცოდნის მნიშვნელობა, რაფიელი ენის შესასწავლად გორში ხერსონის რაზმის ხაზინადარ, ვინმე ნ. კოჩერგინს მიაბარა. რაფიელი ნ. კოჩერგინთან ერთად ხშირად დადიოდა რუსი პოლკოვნიკის - ბირილიოვის სახლში. აქ საღამოებსა და მეჯლისებზე გორის საუკეთესო საზოგადოება იყრიდა თავს. რაფიელისათვის ეს სასარგებლო გამოცდილება იყო. ის ამ პერიოდში რუსულ ენასაც კარგად დაეუფლა.
დედა, ნინო ამილახვარი 1839 წელს ნაადრევად, 35 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ამ დროს 15 წლის რაფიელი, უკვე ოჯახს დაშორებული, სასწავლებლად გორში იმყოფებოდა. ქისტაურში დარჩენილ დაობლებულ მცირეწლოვან ბავშვებს - 10 წლის სოსიკოს, 6 წლის ბარბარესა და 4 წლის ანას - ძიძა დილავარდისა უვლიდა. დაობლებულ რაფიელს გორში სწავლის პერიოდში მამის გარდა, ყურადღებას აქცევდა და ხშირად აკითხავდა საამილახვროდან დედის ახლო ნათესაობა.
1841
1841 წლისათვის სასწავლებლად თბილისში გადაჰყავთ და სწავლას გიმნაზიად გადაკეთებულ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში განაგრძობს.
ამ დროისათვის გიმნაზიაში ისწავლებოდა - საღვთო სჯული, რუსული, ქართული, გერმანული და ფრანგული ენები, გეოგრაფია და სტატისტიკა, ისტორია, ფიზიკა, რუსული სამართალი, ხატვა და ხაზვა.
რაფიელი აბარებს მისაღებ გამოცდებს. ნიჭიერებისა და მანამდე მიღებული ცოდნის წყალობით პირველის ნაცვლად მესამე კლასში ირიცხება. ვინაიდან გიმნაზიის სასწავლო კურსი 7 წლიანი იყო, ხოლო რაფიელი პირდაპირ მესამე კლასში ჩაირიცხა, სასწავლებელში ოთხი წელი უნდა დაეყო. ამდენად, 1841 წელს ჩარიცხული, სწავლას 1845 წელს დაასრულებდა. ამ პერიოდში საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა - ჯერ სიტყვიერების მასწავლებელ შიპულინთან, შემდეგ არზანოვის პანსიონში ცხოვრობდა, მეოთხე კლასიდან იმ დროისათვის საუკეთესო, ვალტერის პანსიონში გადავიდა, მეხუთე კლასიდან გიმნაზიაში კურსის დასრულებამდე ირიცპუხოვის პანსიონში იყო დაბინავებული.
1845
21 წლის ასაკში ასრულებს გიმნაზიაში სწავლას.
ამ დროსვე იწყება მისი სამწერლო მოღვაწეობა. ლექსს „დარიგება“ გიმნაზიის დამასრულებელ კლასში სწავლის პერიოდში წერს და ცოტა მოგვიანებით, 1852 წელს, „ცისკარში“ აქვეყნებს.
გიმნაზიის დასრულების შემდგომ, სწავლის გაგრძელების დიდი სურვილის მიუხედავად, მხედველობის გაუარესების გამო ორი წლით უბრუნდება სოფელ ქისტაურს.
1845-1846 წლებში ხან სოფლადაა ქისტაურში, ხანაც დედაქალაქში უწევს ცხოვრება.
1846
ერისთავების ოჯახი ქისტაურში ხელნაწერ და ბეჭდურ მდიდარ ბიბლიოთეკას ფლობდა. ეს ბიბლიოთეკა რაფიელის, ასევე, მისი დების, ბარბარესა და ანას, თვითგანათლების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იყო. ბიბლიოთეკის სიმდიდრეს საგანგებოდ აღნიშნავს მათი ევროპელი სტუმარი - მარი ფელისიტე ბროსე. ამასვე მოწმობს ბარბარესა და ანას განათლებულობა.
კახეთში ყოფნის პერიოდში აკვირდება და სწავლობს ადგილობრივ ყოფას, ჩვევებსა თუ ტრადიციებს, ამ ტრადიციათა თავისებურებებს. კახური შთაბეჭდილებები რაფიელმა წერილში, სათაურით „წერილები კახეთიდან“ გაზეთ „კავკაზის“ №№25-26-ში გამოაქვეყნა. იწყება მისი გაზეთთან „კავკაზთან“ თანამშრომლობის აქტიური და ხანგრძლივი პერიოდი. ცოტა მოგვიანებით, საინტერესო და ერთგული თანამშრომლობისათვის გაზეთის რედაქციამ რაფიელი მუდმივ თანამშრომლად მიიწვია.
აქედან მოყოლებული, მთელი მისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, ეს გატაცება მშრალი, სახელმწიფო საქმიანობის სანაცვლო თავშესაფრად ექცა. სამოხელეო საქმე ეროვნული ყოფის კვლევით გააშინაარსიანა, წიგნიერებით გატაცებას სამეცნიერო ხასიათი შესძინა და მკვლევართათვის მნიშვნელოვან პირველწყაროდ აქცია. ორმოციანი წლების მეორე ნახევრიდან ის თავის დაკვირვებებსა და ჩანაწერებს სტატიების ფორმით ჯერ თანამედროვე პრესაში, შემდგომ კი ცალკეული ნაშრომების სახით აქვეყნებს.
სრულიად ახალგაზრდა, 22 წლის რაფიელი მამამ „სამსახურში მისცა“ და თიანეთში თუშ-ფშავ-ხევსურეთის საოლქო სამმართველოში თარჯიმნად დაიწყო მუშაობა. ამ თანამდებობაზე წელიწად ნახევარი დაჰყო. თუშ-ფშავ-ხევსურეთში ოფიციალურ საქმიანობასთან ერთად ეცნობოდა, შეისწავლიდა, ინიშნავდა ინფორმაციას მთიელთა ცხოვრების შესახებ. შემდგომ ამ დაკვირვებებმა და ჩანაწერებმა მნიშვნელოვანი პუბლიკაციის ფორმა მიიღო.
1847
1840-50-იან წლებში არნოლდ ზისერმანს (1824-1897), ავტორს წიგნისა „ოცდახუთი წელი კავკასიაში - 1842-1867“ და რაფიელ ერისთავს აქტიური თანამშრომლობა აქვთ. რაფიელი არნოლდ ზისერმანის მრჩეველი, კონსულტანტი და ოპონენტია.
სოფელ მატანში რაფიელი საქართველოში სამუშაო მივლინებით ჩამოსულ მარი ფელისიტე ბროსეს შეხვდა, რომელსაც მამასთან, დავით ერისთავთან ერთად ქისტაურში უმასპინძლა. მარი ბროსე მოიხიბლა ერისთავების ოჯახის წევრების წიგნიერებით, საოჯახო ბიბლიოთეკითა და გულუხვი მასპინძლობით, სხვა მრავალ საკითხთან ერთად დაინტერესდა არაგვის ერისთავთა გენეალოგიით. ახალგაზრდა რაფიელი მარი ბროსესათვის საუკეთესო კონსულტანტი და მეგზური აღმოჩნდა, თიანეთში ბროსე რაფიელის საშუალებით გაეცნო არნოლდ ზისერმანს.
1850 წელს ბროსე ერისთავების ოჯახში გატარებულ დროს სანკტ-პეტერბურგში ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებულ წიგნში „არქეოლოგიური მოგზაურობა საქართველოსა და სომ ხეთში 1847-1848 წწ.“ აღწერს. აქედან მოყოლებული მათი მეგობრობა, მიმოწერა და საქ მიანი ურთიერთობა 1857 წლამდე გრძელდება.
გაზეთ «Кавказъ»-ში ქვეყნდება რაფიელ ერისთავის წერილები: «Письмо к другу» (№6), «Лазаре» (№10), «Свадьба у Грузин» (№14), «Охота за фазанами в Кахетии» (№20).
1848
აპრილი - რაფიელი საკუთარი ნებით ტოვებს სახელმწიფო სამსახურს. სავარაუდოდ, მარი ბროსესთან ურთიერთობის შემდგომ მას კვლავ უჩნდება სწავლის პეტერბურგში გაგრძელების სურვილი. არასასურველი მატერიალური მდგომარეობის გამო იძულებულია, სახელმწიფო სამსახურს დაუბრუნდეს.
გაზეთ «Кавказъ»-ში ქვეყნდება წერილი - «Воспоминания о холере» (№№45, 46).
1849
მუშაობას იწყებს კავკასიის მთავარი სამმართველოს საბჭოს კანცელარიის შტატგარეშე მოსამსახურედ. ის ამ დროისათვის თბილისში მუხრანის ხიდთან, არჩილ მუხრანბატონის სახლში ცხოვრობს.
გაზეთ «Кавказъ»-ში (№16) ქვეყნდება წერილები: «Маскарад грузинской черни».
წერილში „ქართველთა რწმენა-წარმოდგენები“ აერთიანებს ფოლკლორულ მასალაზე აგებულ სამ ნაშრომს: «Признак весны, царство кукушек, происхождение совъ (поверья Грузин)» («Кавказъ», №18).
1851
17 იანვარი - მუყაითობისთვის მთავრობის საგანგებო ბრძანებით კოლეგიის რეგისტრატორის («Колежский Регистратор») წოდებას იღებს.
ინიშნება კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის მაგიდის უფროსის თანაშემწედ: „თავად ვ. ი. ბებუთოვის ხელ-ქვეით ორს წელიწადს სტოლის უფროსის თანაშემწედ იყო“.
2 დეკემბერი - გუბერნიის მდივნის (Губернский Секретарь) წოდება ებოძა.
1852
იწყებს ფოლკლორულ-შემკრებლობით საქმიანობას.
გაზეთ „ცისკარში“ ქვეყნდება მისი პირველი ლექსები: „დარიგება ს-ე-ა-ს-დ-ს“ და „ყვა ვილს“ (№7).
1853
გაზეთ «Кавказъ»-ში (№39) ქვეყნდება ფელეტონი - «Пожарный» (პაჟარნი).
1854
გაზეთ «Кавказъ»-ში ქვეყნდება «Записки о Тушино-Пшаво-Хевсурахъ» (№№43, 45, 46, 47, 49, 50, 52) და «Замечания на статью Г. Бердзенова» (№50), «Рассказы наших милиционеров. IIIВоспоминание» (№№94, 95). ამ უკანასკნელში აღწერილია 1854 წლის 4 ივნისს გურიაში ჩოლოქის ბრძოლა და მასში ქართველების როლი. თურქეთთან ბრძოლის ამბებს რაფიელმა სხვა ნარკვევებიც უძღვნა.
1855
მუშაობას აგრძელებს თუშ-ფშავ-ხევსურების თემატიკაზე. ამ საკითხებზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანი ცნობები მიაწოდა მარი ბროსემ, რომელმაც თავის მხრივ ეს მასალები მოსკოვის არქივში რაფიელის თხოვნით მოიძია.
25 აპრილი - ევგენი ვერდერევსკის წერილი რაფიელ ერისთავს.
საქმიანი წერილი რაფიელის პიესის რედაქტირებასა და მიძღვნას შეეხება. იხსენიება ადოლფ ბერჟე. ვერდერევსკი უგზავნის ბროშურას მარი ბროსეს ავტორობით საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის შესახებ და სთხოვს, ყურადღება მიაქციოს 352-ე და 359-ე გვერდებს; ასევე სთხოვს, კიდევ ერთხელ გადახედოს თუშ-ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიების ჩამონათვალს, რადგან ეს სია სასწრაფოდ უნდა გაუგზავნოს გენერალური შტაბის კარტოგრაფიულ განყოფილებას (სსლმ. №25005-ხ).
თუშ-ფშავ-ხევსურეთის შესახებ გაზეთ «Кавказъ»-ში გამოქვეყნებულ ნარკვევებს ცალ კე ნაშრომის სახით აქვეყნებს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მესამე ტომში («О тушино-пшаво-хевсурском округе», ЗКОИРГО, 1855, III); ნაშრომს ერთვის რაფიელის მიერ დაზუსტებული თუშ-ფშავ-ხევსურეთის რუკა.
პუბლიკაციამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, მის შესახებ იბეჭდება ჟურნალში «Современник». რაფიელის ეს ნაშრომი მოხვდა რუსეთის აკადემიის 1855 წლის ხუთ ნაწარმოებს შორის. პუბლიკაცია რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიის საზოგადოების ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1855 წლის 27 ივნისს რაფიელი თბილისში 1851 წელს ჩამოყალიბებული რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ნამდვილ წევრად აირჩიეს (ЗКОИРГО, 1855, III).
ეს ფაქტი მისი სამეცნიერო აღიარება იყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო თვალსაზრისით მის ამ ნაშრომს როგორც წყაროს, დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა და აქტუალობა.
თიანეთიდან თბილისში დაბრუნებამ მისი შემოქმედებითი პროდუქტიულობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. რაფიელის თიანეთიდან ჩამოსვლა უდიდეს ეროვნულ წამოწყებას - ქართული მუზეუმის შექმნისათვის სამზადისს - დაემთხვა.
დიდია მისი წვლილი ქართული მუზეუმის შექმნაში. 1855 წელს, 1852 წელს დაარსებული მუზეუმის დირექტორატის წევრის, ვლადიმერ სოლოგუბის, მიწვევით ის დიდი ენთუზიაზმით ჩაება სამუზეუმო საქმიანობაში. რაფიელ ერისთავი იყო ერთადერთი ქართველი, რომელიც საგანგებოდ, ფონდების მოსაწესრიგებლად, მეტწილად ეთნოგრაფიული ნივთების ადგილობივი ტერმინოლოგიის დასადგენ-დასაზუსტებლად მიიწვიეს. რაფიელი მისთვის დამახასიათებელი რაციონალიზმითა და გონივრულობით მიუდგა საქმეს. მან პირველმა დააყენა საკითხი სამუზეუმო კოლექციების კატალოგიზაციის შესახებ და შეიმუშავა სანიმუშო მეთოდური ინსტრუქცია. მან ამ დროისათვის მუზეუმში თავმოყრილ მასალას ინვენტარიზაცია-ატრიბუცია ქვეყანაში პირველმა ჩაუტარა, ექსპონატების კატალოგიზაცია მოახდინა და საექსპოზიციოდ მოამზადა. ამ უაღრესად შრომატევადი სამუ შაოების ჩატარებისათვის მას მადლობა გამოეცხადა (ЗКОИРГО, 1855, III). მუზეუმში შედგენილ კატალოგებში ყველაზე სრულყოფილად მის მიერ შესრულებული ეთნოგრაფიული ნაწილია წარმოდგენილი.
მან ახლად შექმნილ მუზეუმს თავადაც შესწირა ექსპონატები. მის მიერ მუზეუმისათვის შეწირული ნივთები 107-117 ნომრებით კავკასიის განყოფილების მუზეუმის 1856 წელს შედგენილ პირველ კატალოგშია გატარებული. ეს ძირითადად სამეურნეო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ეთნოგრაფიული ნივთებია.
ადოლფ ბერჟეს სპარსეთში გამგზავრების გამო რაფიელი მუზეუმის მდივნის (ზედამხედველის) მოვალეობას ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ ის ამავდროულად „გუბერნიის სეკ რეტარის“ ჩინით კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაშიც მუშაობდა.
ამავე პერიოდში, ვლადიმერ სოლოგუბის რუსეთში დაბრუნების შემდეგ, დადგა მუზეუმის ახალი დირექტორის კანდიდატურის შერჩევის საკითხი. არჩევანი გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილ წევრზე - რაფიელ ერისთავსა და ნუმიზმატ ივანე ბარტოლომეიზე შეჩერდა. გეოგრაფიულ საზოგადოებაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად ორივე კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო. თუმცა, როგორც თბილისში მცხოვრებს, უპირატესობა ბარტოლომეის მიენიჭა. ამ დროისათვის რაფიელი უკვე დასავლეთ საქართველოში, ქუთაისშია გადაყვანილი. მიუხედავად ამისა, ის რეცენზიებით, წერილებითა თუ რჩევებით ქუთაისიდან აქტიურად მონაწილეობდა სამუზეუმო საქმიანობაში, აგროვებდა სამუზეუმოდ ვარგის ეთნოგრაფიულ ნივთებს.
ივლისიდან ქუთაისის გუბერნატორის - თავად ივანე მუხრანბატონის შუამდგომლობითა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით რაფიელ ერისთავი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის განსაკუთრებულ მინდობილობათა უფროსი მოხელისა და თარჯიმნის თანამდებობაზე დაინიშნა. აღნიშნულის გარდა, მან შეითავსა ქუთაისის გუბერნიის პროკურორის მოვალეობა და 1856 წლის ივნისიდან აგვისტომდე გუბერნიის სამმართველოს პირველი განყოფილების მრჩევლობა.
ამავე პერიოდში სრულდება მნიშვნელოვანი ეტაპი მის პირად ცხოვრებაში. მისი სიყვარული უარყოფილ იქნა, რამაც იმდენად დიდი დაღი დაამჩნია მის სულს, რომ ქორწინებაზე დიდხანს აღარც უფიქრია. სწორედ ამ დროს დატოვა თბილისი და გადავიდა იმერეთში.
1855-1864 წლებში რაფიელ ერისთავს აქტიური ურთიერთობა აქვს ადოლფ ბერჟესთან. რ. ერისთავის ფონდში დაცული ბერჟეს წერილებიდან ირკვევა, რომ ის რაფიელს უგზავნის გაზეთებს, წიგნებს და სხვა მისთვის საინტერესო მასალას. რაფიელ ერისთავი კი, თავის მხრივ, აწვდის მას მარი ბროსესთვის საჭირო ისტორიულ დოკუმენტებს, მათ შორის, მარტვილის, ცაიშის და ხობის მონასტრების გუჯრების პირებს.
10 აპრილი - საიმპერატორო რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება რ. ერისთავს აცნობებს, რომ ის მისი სამეცნიერო ნაშრომების გამო არჩეულია საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების საზოგადოების ნამდვილ წევრად.
გაზეთ «Кавказъ»-ში (№33) ქვეყნდება «Мои заметки: Мысли по поводу древних церквей в Грузии; праздник храмовый, во имя Св. Иоанна Крестителя; подвиг Тушинки; слепой Тушин его песни; несколько слов о тушинском наезднике Шете и его сыновьях». ამიერკავკასიის ალმანახში «Зурна» ქვეყნდება მოთხრობა „Оборванец“ (Закавказский альманах «Зурна», издание Е. В. Вердеревского, 1855). ამ ნაწარმოების ქართული თარგმანი „ბეჩავის“ სახელწოდებით საუკუნით გვიან იბეჭდება ჟურნალ„მნათობში“ (№8, 1955).
რაფიელ ერისთავის მოთხრობა ალმანახის ბიბლიოგრაფიულ მიმოხილვაში რუსმა ლიტერატორებმა ვლ. სოლოგუბმა (Кавказъ, 1855, №59) და ნ. ჩერნიშევსკიმ (Современник, СПб, 1855, Т. 52) დადებითად შეაფასეს.
10 ივნისი - „გუბერნიის სეკრეტარი“ რაფიელ ერისთავი რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ წევრ-თანამშრომლად აირჩია (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №154/7).
სანკტ-პეტერბურგიდან გუბერნიის „სეკრეტარი“ - თავადი რაფიელ ერისთავი დასტურად იმისა, რომ ის არჩეულია საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ნამდვილ წევრად საიმპერატორო რუსული გეოგრაფიული საზოგადოებისაგან დიპლომს იღებს.
25 ივნისი - ევგრაფ ვერდერევსკის წერილი რაფიელ ერისთავს. ვერდერევსკი ამ წერილით რაფიელს აცნობებს, რომ გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების სხდომა დანიშნულია 27 ივნისს, საღამოს 7 საათზე. სთხოვს, მანამდე ეწვიოს მომდევნო დღის 12 საათისთვის.
19 ოქტომბერი - რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება რ. ერისთავს მადლობას უხდის ამავე განყოფილების მუზეუმში გაწეული შრომატევადი საქმიანობისათვის (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №156/7).
23 ნოემბერი - 25 დეკემბერი - რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება აცნობებს რაფიელს, რომ კავკასიის განყოფილებაში არსდება გეოგრაფიული, სტატისტიკისა და ეთნოგრაფიული განყოფილებები, რომ ის თავისუფალია არჩევანში და სთხოვენ, აცნობოს საზოგადოების განყოფილებას, თუ რომელ მათგანს მიანიჭებს უპირატესობას. აქვეა რაფიელის ფანქრით შესრულებული ხელნაწერი (შავი პირი), რომლის მეშვეობითაც ირკვევა, რომ მან ეთნოგრაფიული განყოფილება აირჩია (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №157/7).
1856
27 დეკემბერი - კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება მიმართავს რ. ერისთავს ცნობით, რომ ის არჩეულია საზოგადოების ნამდვილ წევრად. აქვეა რაფიელის ფანქრით შესრულებული ხელნაწერი (შავი პირი), რომელშიც ის მადლობას უხდის ამ პატივისათვის კავ კასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №158-10).
იმერეთში სამსახური მისთვის, როგორც ქართველისათვის, რთული აღმოჩნდა. მას დიდად დაეხმარა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება და მისი თანმდევი ინტერესი - მხარისა და მისი მოსახლეობის ყოფის კვლევა.
იმერეთში მუშაობის პერიოდში მოიარა სიმონეთი, ძევრი, ჩხარი, საჩხერე. საჩხერეში ალექსანდრე წერეთლის წიგნსაცავში მიაკვლია ალექსანდრე გრიბოედოვის კომედიის „ვაი ჭკუისაგან“ დედანს. ასევე, ნახა ორი სტამბის ნაშთი, რომელიც სოლომონ მეფის თურქეთში წასვლის შემდეგ გრიგოლ წერეთელს გადმოუტანია ქუთაისიდან საჩხერეში.
1856 წლის 27 ოქტომბრიდან 27 ნოემბრამდე, ერთი თვის მანძილზე, მართავდა ახალციხის მაზრას.
ადოლფ ბერჟეს რაფიელისადმი მიწერილი წერილიდან ჩანს, რომ ამ პერიოდში რაფიელ ერისთავი სპექტაკლის დადგმას აპირებდა.
გაზეთ «Кавказъ»-ში (№8) აქვეყნებს წერილს «Кутаись (Из письма к Ад. Берже). Движение Омер-паши…». ბერჟესადმი მიწერილ წერილში ავტორი უარყოფს ომერ-ფაშას მეთაურობით თურქების შემოსევის შიშით ქუთაისის დაცარიელების შესახებ გავრცელებულ ხმებს.
გაზეთ «Кавказъ»-ში (№14) აქვეყნებს წერილს «Шете Гулухаидзе (Тушинский белади)», სადაც საუბარია შამილის წინააღმდეგ მებრძოლ თუშ გმირზე.
1857
იმერული შთაბეჭდილებები გაზეთ «Кавказъ»-ში მხატვრული ნარკვევების ფორმით სტატიების სერიაში „წერილები იმერეთიდან“ («Письма из Имеретии») აღწერა (№№52, 53, 55, 57, 59, 60, 61, 62, 63, 76, 77, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85).
22 მაისი - კავკასიის ბუნებრივი და სამრეწველო ნაწარმის კომიტეტი რ. ერისთავს მიმართავს თხოვნით, დახმარება გაუწიოს კომიტეტის გამოფენის მოწყობაში. რაფიელ ერისთავს, როგორც კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ნამდვილ წევრს, ეგზავნება საზოგადოების წესდება (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №164/9).
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით რაფიელ ერისთავი ქუთაისიდან გურიაშია მივლინებული. დავალების შესრულების შემდეგ გურიიდან ოლქის უფროსის, გიორგი მაჭავარიანის რჩევით, გურიის საჯავახოში გაიარა. გურიის საჯავახოში ჩასული სტუმრები ჩაისა და ვახშამზე გურიის თავად დავით (დათა) ერისთავის საზაფხულო სახლში მიიწვიეს, სადაც რაფიელს გ. მაჭავარიანმა წარუდგინა ნათლული, თავად დავით (დათა) ერისთავის 16 წლის ქალიშვილი - მშვენიერი თეოდოსია ერისთავი. რაფიელი უზომოდ მოიხიბლა ახალგაზრდა ქალბატონით. ეს იყო მისი და მომავალი მეუღლის პირველი შეხვედრა (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №348).
1857-1867 - სამეგრელო
1850-იანი წლების მიწურულს სამეგრელოს გლეხობის აჯანყება, უტუ მიქავას გამოსვლები, რუსეთმა ადგილობრივი მმართველობის გასაუქმებლად გამოიყენა. ეკატერინე ჭავჭავაძე აჯანყებულთაგან დაცვის საბაბით პეტერბურგში გაიწვიეს. სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს, ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს, სამეგრელოს ტახტზე უარი ათქმევინეს. სამეგრელოს სამთავრო ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად - მაზრის სახით შეუერთეს რუსეთის იმპერიას. ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანი შვილთან ერთად სამუდამოდ ჩამოაცილეს სამეგრელოს სამთავროს მართვას. ეკატერინეს პეტერბურგს წასვლის შემდეგ სამეგრელოში სამთავროს დროებითი მმართველობა შემოიღეს.
ქუთაისის სამხედრო გუბერნატორად დანიშნულმა გენერალმა, ნიკოლოზ კოლუბიაკინმა, 1857 წლის 17 მარტს აჯანყებულთა დასამშვიდებლად და აჯანყების მიზეზების შესასწავლად ახალგაზრდა, ნიჭიერი მოხელე რაფიელ ერისთავი საგანგებო რწმუნებით ზუგდიდში დროებით მმართველად წარგზავნა.
მისი მდგომარეობა მეტად დელიკატური იყო - ერთი მხრივ - სამეგრელოს დედოფალი, მეორე მხრივ - რუსული მმართველობა, და მესამე მხრივ - სოციალური საკითხი - უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, აჯანყებული სამეგრელოს გლეხობა, რომლის დიდი და გულწრფელი გულშემატკივარიც იყო ახლად მივლენილი დროებითი მმართველი.
რაფიელი მისთვის ჩვეული სიფრთხილითა და ტაქტით მიუდგა პრობლემატურ საკითხს. თავდაპირველად კარგად შეისწავლა მისთვის უცხო მხარის ხასიათი, ზნე-ჩვეულებები, ტრადიციები, თავისებური, სხვათაგან გამორჩეული ბუნება, ბატონყმობის ფორმები და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა მმართველობის ცვლილებას და სიახლეების დანერგვას.
ჯერ ზუგდიდის მაზრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, შემდგომ უფროსად (15 ოქტომბერი) დაინიშნა. ის ამ თანამდებობას 10 წლის მანძილზე (1857-1867 წწ) იკავებდა.
აჯანყებულ გლეხებს თანაუგრძნოდა, იოსებ მიქაბერიძის ფსევდონიმით გამოაქვეყნა აჯანყებულთა მხარდამჭერი ლექსი „მთხოვნელი მსაჯულისადმი“ („ცისკარი“, №1).
მან უტუ მიქავასთან კავშირი დაამყარა და დააწერინა გენერალ კოლუბიაკინთან წარსადგენი აჯანყების მიზეზების ამსახველი შთამბეჭდავი სიტყვა. ეს სიტყვა შესულია კორნელი ბოროზდინის ნაშრომში „სამეგრელო და სვანეთი“.
რაფიელს სამეგრელოში საგლეხო რეფორმის გატარება ჰქონდა დავალებული. ამ რთული დავალების განხორციელებასთან ერთად ის არ ივიწყებდა თავისი ინტერესის სფეროს და ჩვეულებისამებრ ეცნობოდა, ინიშნავდა ინფორმაციას დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ტრადიციისა და ყოფის თავისებურებათა შესახებ.
მან წარმატებით უხელმძღვანელა საგლეხო რეფორმის განხორციელებას. დიმიტრი ყიფიანის მასთან გაგზავნილი წერილების მთავარი თემა საგლეხო რეფორმაა (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №907-908).
დიდი მუშაობა ჩაატარა შინაურ ცხოველთა დატაცების აღმოფხვრის, სოფლების კეთილმოწყობისა და განათლების თვალსაზრისით.
დიდია მისი წვლილი ამ პერიოდის ზუგდიდის განვითარებაში: შეაკეთა დადიანების სასახლე, გაიყვანა წყალი, გააშენა ჭადრების საუცხოო ხეივანი.
ზუგდიდში რაფიელი დადიანების ოჯახთან დაახლოებული პირის, ვაჭართა გილდიის წევრის, ვაჭარ დარჯანიას სახლში ცხოვრობდა. ეს სახლი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე დღემდე პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.
სამეგრელოში მოღვაწეობის პერიოდიდან მწერლის შემოქმედებაში მკვეთრად იჩენს თავს სოციალური თემატიკა, რაც მისი სამსახურებრივი საქმიანობითაც უნდა იყოს გაპირობებული.
სამეგრელოში ყოფნის დროს რაფიელ ერისთავი და ივანე კერესელიძე ერთად ზრუნავენ ჟურნალ „ცისკრის“ გამოცემის განახლებაზე. 1857 წელს განახლდა ჟურნალის გამოცემა. ამ დროიდან რაფიელი ჟურნალის აქტიური თანამშრომელია. „ცისკარში“ მისი ლექსები ყოველწლიურად იბეჭდებოდა.
ერისთავი დიდ ინტერესს იჩენდა სასოფლო-სამეურნეო საკითხების მიმართ. მისი მრავალმხრივი მოღვაწეობიდან აღსანიშნავია სტატიები სოფლის მეურნეობის საკითხებზე - სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, მათ მოყვანასა და მოვლაზე.
27 დეკემბერი - არჩეულია კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ნამდვილ წევრად (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №158/10).
კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით, თბილისში, საშემოდგომოდ კავკასიის ბუნებრივი და სამრეწველო ნაწარმის გამოფენის მოწყობა დაიგეგმა. გამოფენას უნდა დასწრებოდა დიდი თავადი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე რომანოვი. გამოფენის საორგანიზაციო კომიტეტმა ექსპოზიციის მოწყობაში დასახმარებლად თხოვნით მიმართა რაფიელ ერისთავს (კკსსხეც, საქ. №164/9).
1858
ელიზბარ დადიანის წერილი რაფიელ ერისთავს.
ელიზბარ დადიანი სთხოვს რაფიელ ერისთავს, რომ, სანამ არ გაარჩევენ აზნაურსა და თავადს, არ დაადგენენ თავად-აზნაურთა სიას, გენერალ-გუბერნატორთან წერილი არ წარადგინოს. ელიზბარ დადიანი შიშობს, როგორც იმერეთსა და გურიაში, მებატონეები მოსამსახურეების გარეშე არ დარჩნენ და იმედოვნებს, რომ რაფიელი კარგად გაიაზრებს, თუ როგორ ჯობს ამ საქმის მოგვარება. სთხოვს, ეს წერილი საიდუმლოდ დარჩეს (სსლმ. №28896-27-ხ).
სამეგრელოში მისი შედეგიანი მოღვაწეობა სახელმწიფოს მხრივაც დაფასდა:
სამეგრელოს მმართველობის მოწყობის განსაკუთრებულ დავალებათა წარმატებით განხორციელებისათვის კავკასიის კომიტეტის წარდგენით 1858 წლის 8 თებერვალს ებოძა წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენის კავალრობა (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №11).
ებოძა „ტიტულიანი მრჩევლის“ («Титулярный советник») ჩინი.
ებოძა „1853-1856 წლების ომის სამახსოვრო ბრინჯაოს მედალი ანდრიას ლენტზე“.
1859
რაფიელ ერისთავის სახელთანაა დაკავშირებული დასავლეთ საქართველოში, ანაკლიაში, გრაფ რაზმორდიუკთან ერთად ყორღანებისა და უძველესი დასახლების ნაშთების გათხრა. გათხრების შედეგად მოძიებული მასალა რაფიელმა წინაქრისტიანულ და ქრისტიანულ ხანას მიაკუთვნა და მუზეუმს გადასცა. თანამედროვე მკვლევრები აღნიშნულ აღმოჩენებს გვიანანტიკური-ადრეფეოდალური პერიოდის სამარხებად მიიჩნევენ.
ეს იყო დასავლეთ საქართველოში ჩატარებული პირველი გათხრითი სამუშაო და კვლევა.
1860
კავკასიის მუზეუმს გადასცა იმერეთსა და სამეგრელოში მოძიებული ეთნოგრაფიული მასალები. მის მიერ მუზეუმისთვის გადაცემული ეთნოგრაფიული კოლექცია შეცდომით ადოლფ ბერჟესთვის მიუწერიათ.
დეკემბრის ბოლო - ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანი წერს რაფიელ ერისთავს.
წერილში ულოცავს განვლილ ქრისტეშობის დღესასწაულს და დამდეგ ახალ წელს. „თქუენის ბრწყინვალების წარმატების ღვთისადმი მთხოვნელი კნეინა ეკატირინა დადიანისა“ - ასე ასრულებს თავის წერილს სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი. წერილიდან კარგად ჩანს მისი რაფიელისადმი თბილი და იმედიანი დამოკიდებულება (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №473).
გაზეთში «Кавказъ» ქვეყნდება წერილი «Кутаисъ в Настоящее время» (№54-55).
1861
1 მარტიდან სამეგრელოში ძირითად სამსახურებრივ მოვალეობასთან ერთად საეკლესიო მამულების მზრუნველის პოზიციას ასრულებდა.
„უმართებულესი სენატის 1861 წლის 30 ნოემბერს №2085 ბრძანებულებით“ «Коллежский Ассесор»-ის ჩინი ებოძა.
21 დეკემბერს „ერთგული სამსახურისთვის“ წმინდა ანნას მე-3 ხარისხის ორდენით დაჯილ დოვდა.
1861-1862
სამეგრელოს მმართველობის ბრძანებების თანახმად, სენაკისა და ზუგდიდის საოლქო სამმართველოებში რევიზიას ატარებს.
გაზეთში «Кавказъ» (№78) ქვეყნდება «Зугдиди. 28-го сентября - Земледельческая и про мышленная хроника», რომელშიც საუბარია სამეგრელოს მოსახლეობის მძიმე ცხოვრების შესახებ.
„1861 წლის 17 აპრილის სახსოვრად შემოღებული ვერცხლის მედალი ალექსანდრეს ლენტზე“ ებოძა.
1862
სამეგრელოს უკავშირდება მისი პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი. ზუგდიდში კვლავ ხვდება თეოდოსია დავითის ასულ ერისთავს (1840-1891), რომელიც ამ დროისათვის 22 წლისაა.
უსიამოვნო გამოცდილებით დამფრთხალმა, თეოდოსიას სათნოებითა და სილამაზით მოხიბლულმა, უკვე არცთუ ისე ახალგაზრდა, 38 წლის, რაფიელმა ახალგაზრდა ქალისადმი გრძნობა ლექსით „წრეს გარდასული წრეში შემოსულს“ გამოხატა.
თეოდოსიასადმი მიძღვნილ ლექსს „წრეს გარდასული წრეში შემოსულს“, მოგვიანებით, ის ორგზის - „ცისკარსა“ (1862) და „ჩონგურში“ (1864) - აქვეყნებს.
სამეგრელოში რაფიელ ერისთავი ხვდება ადოლფ ბერჟეს. რაფიელმა ბერჟეს სამეგრე ლოში ყოფნის დროს სათანადო მასპინძლობა და მეგზურობა გაუწია, რასაც ბერჟე თავად აღნიშნავდა და დიდად ემადლიერებოდა.
რაფიელთან შეხვედრას ადოლფ ბერჟე შემდეგნაირად აღწერდა: „ბორნით გადავედი მდინარე ხოფზე (Khopi) და თითქმის იმავე წამს დავინახე კავალკადა, რომელიც ჩემკენ მოემართებოდა. ეს იყო თავადი რაფიელ ერისთავი, წამოსული ზუგდიდიდან ჩემს დასახვედრად. თავადი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია კავკასიაში. მას ეცვა ევროპული კოსტიუმი, თავზე რუსული კასკეტი ეხურა, მის ირგვლივ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი მეგრელები იყვნენ. ეს ის თავადი ერისთავია, რომელმაც შესანიშნავად აღწერა მის მიერ მოვლილი და დაწვრილებით შესწავლილი თუშეთის მთები. თავადს სურდა ჩემ თვის სამეგრელოს გაცნობა და ამიტომ არ მომშორებია ამ მხარეში ჩემი ყოფნის დროს. მე ალბათ ვერ გამოვხატავ მადლიერებას ჩემს მიმართ გამოვლენილი კეთილი დამოკი დებულებისათვის“ (ბერჟე, 2021, გვ. 89-90).
ადოლფ ბერჟე ასევე აღნიშნავდა, თუ რა გონივრულად დაგეგმა რაფიელმა 1855 წელს თურქების მიერ განადგურებული ზუგდიდის, დადიანების სასახლისა და ბაღის აღდგენა.
23 ივნისი - ადოლფ ბერჟეს წერილი რ. ერისთავს.
ამ წერილიდან ჩანს, რომ ბერჟე დაინტერესებულია ისტორიულ დოკუმენტებში ნახსენები პირებით. ასევე, რაფიელს აცნობებს, რომ მარი ბროსეს გაუგზავნა მის მიერ მიწოდებული ცაიშისა და ხობის მონასტრების გუჯრები.
7 ივლისი - ადოლფ ბერჟეს წერილი რ. ერისთავს. ადოლფ ბერჟე რაფიელს სთხოვს სტატიებს კალენდრისათვის (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №424-207).
20 სექტემბერი - ივანე კერესელიძის წერილი რაფიელს. აცნობებს, რომ მიიღო მისი „პროზა“, რომელსაც სიამოვნებით გამოაქვეყნებს. თავის მხრივ უგზავნის თელავში მოცალეობის დროს დაწერილ „ნაჩხაბს“ და სთხოვს, მისებურად გამართოს, გაასწოროს, მოაკლოს-მიუმატოს და დროულადაც დაუბრუნოს.
15 დეკემბერი - მიხეილ ჭილაშვილის წერილი რაფიელ ერისთავს, ზუგდიდი. კერძო ხასიათის.
27 დეკემბერი - მამა - დავით ერისთავი რაფიელს ცოლის შერთვის გადაწყვეტილებას უწონებს და კურთხევას უთვლის. აცნობებს, რომ უზომოდ გახარებულია ამ ახალი ამბით და უკეთესს ვერაფერს შეიტყობდა.
ივანე კერესელიძე თბილისიდან სწერს რაფიელ ერისთავს, რომ მოწინააღმდეგეები ხმას უვრცელებენ და მისი წახდენა სურთ. აცნობებს, რომ მათი ჟურნალის პირველი ნომერი თოთხმეტი თაბახი იქნება და მათთან თანამშრომლობენ კარგი მწერლები: დიმიტრი ბაქრაძე, ნიკოლოზ ბერძენიშვილი, ლავრენტი არდაზიანი, გრიგოლ რჩეულიშვილი, ილია ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი).
იანვრის სტატიები შერჩეული აქვს. ბარბარე ჯორჯაძეს ივანესთვის მიუწერია, რომ კახეთში ხმა გავრცელდა, ილია ჭავჭავაძემ ისეთი ჟურნალი უნდა გამოსცეს, როგორიც ჯერ არ უნახავს ქვეყანას და ვერც შთამომავლობა ნახავსო. ილია ჭავჭავაძეს თავისი მომავალი ჟურნალისთვის ქუთაისში დამხმარეები ჰყავს ხელმოწერათა შესაგროვებლადო, ქუთაისში ილია მამაცაშვილი და გიორგი ღოღობერიძე ილიასთვის მუშაობენო. რაფიელს სთხოვს, ნაცნობები გამონახოს ქუთაისსა და გურიაში, რომ ხელმომწერთა შეგროვებაში დაეხმაროს. ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი შეწუხებულია იმის გამო, რომ ჭავჭავაძის გუნდმა თავის მომავალ ჟურნალს ისეთი ხმა დაუგდო, „ცისკარი“ სულ გაყინაო. ილია და მისი გუნდი ახალ ჟურნალს ენფიაჯიანცის სტამბაში აბეჭდვინებენ და წელიწადში ას სამოც თუმანს მხოლოდ ბეჭდვაში იხდიანო. ამიტომ მათ ეყოლებათ ათასი ხელმომწერი და ივანეს - ხუთასი, ამდენად მაინც მოგებული დარჩება.
ივანე ასევე აცნობებს რაფიელს, რომ წინა საღამოს მასთან შეკრებილმა მწერლებმა მის სტატიაზე ისაუბრეს და მისი სადღეგრძელო შესვეს (სსლმ. №28896-38-ხ).
ქვეყნდება «Сельско-хозяйственная хроника Мингрелии - Кавказская летопись», («Кав казъ», №99).
1863
მშვენიერმა თეოდოსიამ მის გრძნობას გრძნობითვე უპასუხა და მათი ურთიერთობა 1863 წლის 27 იანვარს დადიანების სასახლის კარის ეკლესიაში ჯვრისწერით დასრულდა.
ამ ქორწინების შედეგად რაფიელსა და თეოდოსიას შვიდი ქალიშვილი შეეძინათ. აქედან ორი მცირეწლოვანი დაეღუპათ (1867-1870 - დარია და 1871 - მარიამი).
ბარბარე (ბაბუცა) ერისთავი-ხიმშიაშვილი (1863-1925), ნინო ერისთავი-ეკიმოვი (1865-189?), ფეოდოსია (ფოსია) ერისთავი-მაყაშვილი (1866-1948) რაფიელის ზუგდიდში მოღვაწეობის დროს იქ უნდა დაბადებულიყვნენ; ანასტასიას დაბადებისას ის უკვე ქუთაისში მოღვაწეობდა, ამდენად, ანასტასია (ტასო) ერისთავი-კახიძე (1869-1956) ქუთაისში უნდა დაბადე ბულიყო, ხოლო ელენე ერისთავი-ტუსიშვილი (1871-1950) - თბილისში.
7 ივნისი - კავკასიის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სამმართველოს უფროსი რაფიელს აცნობებს, რომ უგზავნის ამონაწერს მისი მოხსენებიდან სამმართველოში კორესპონდენტის საპატიო წოდების შემოღების შესახებ. სთხოვს რაფიელს, შეატყობინოს, სურს თუ არა მიიღოს ეს წოდება (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი, №165/13).
27 ივლისი - რაფიელ ერისთავს, მამა - დავით ერისთავი ულოცავს ცოლის შერთვას. ასევე, აცნობებს, რომ თუმანიშვილს სურს ერისთავების გენეალოგიის შედგენა.
1865
სხვა დანარჩენი საქმიანობის პარალელურად, რ. ერისთავი, კავკასიის მთავარმართებლის ბრძანებით, სამეგრელოს ყმა გლეხთა ყოფა-ცხოვრების გამაუმჯობესებელი კომიტეტის წევრად ინიშნება. მან ამ პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის ზნე-ჩვეულებებისა და თავისებურებათა გათვალისწინებით შეადგინა სამეგრელოს გლეხთა ყოფა-ცხოვრების გამაუმჯობესებელი დებულება. სოციალური საკითხისადმი მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ის ამ დოკუმენტზე მთელი ძალისხმევით იმუშავებდა და მაქსიმალურად გაითვალისწინებდა სამეგრელოს გლეხობის ინტერესებს.
რაფიელის მამის - დავით ერისთავის მემკვიდრეობის ფურცელი.
დავით ერისთავის ადგილ-მამულებისა და ყმების განაწილების ფურცელი შვილებს - რაფიელ და იოსებ ერისთავებს. იხსენიება რაფიელისა და იოსების (სოსიკო) და - ანა დავითის ასული ერისთავი (სსლმ. №28896-33-ხ).
რაფიელის მამის - დავით ერისთავის ვალებისა და ქონების ჩამონათვალი, რომელიც შვილებს დაუტოვა. იხსენიებიან დავით რაფიელის ძე ერისთავი (1795-1875) - რაფიელის მამა, რაფიელი, იოსებ (სოსიკო) დავითის ძე ერისთავი (1829-1889) - რაფიელის ძმა, რაფიელის და - ანა დავითის ასული ერისთავი (1835-1878), დარია იოსების ასული თუმანიშვილი (1835-1872) - იოსებ ერისთავის მეუღლე და ალექსანდრე ყაზბეგის ნახევარ-და, ლიზა ერისთავი, კონსტანტინე (კოტე) დავითის ძე ერისთავი (1850- 1891) და ლევან დავითის ძე ერისთავი (1865-?) - რაფიელ ერისთავის ნახევარ-ძმები (სსლმ. 28896-34-ხ).
რაფიელ ერისთავის ყმებისა და ქონების სია.
ყმებისა და ქონების ჩამონათვალი, რომელიც გაყრის შედეგად ერგო რაფიელ ერისთავს. რაფიელის გარდა იხსენიებიან იოსებ (სოსიკო) დავითის ძე ერისთავი (1829-1889), დარია იოსების ასული თუმანიშვილი (1835-1872) - იოსებ ერისთავის მეუღლე, გიორგი (კიაზო) ერისთავი (1821-1909) და ყმები. ასევე მამულები - ქისტაური და ბოჭორმა (სსლმ. 28896-35-ხ).
1866
დაინიშნა სამეგრელოს, სვანეთისა და სამურზაყანოს მაღალი წოდების პირთა უფლებების განმსაზღვრელი კომისიის წევრად და მიენდო სამეგრელოს საქმეების წარმოება. აქტიურად მუშაობდა სამეგრელოს, სვანეთის და სამურზაყანოს მაღალი წოდების პირთა უფლებების დამდგენ კომისიაში.
ამავდროულად იყო ქუთაისის გუბერნიის საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი. 1867 წლის 27 ივნისს, რეფორმის გატარების შემდეგ, საკრებულო დაიხურა.
დაწერა მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომი „ბატონყმობა სამეგრელოში“, რომელიც გამოქვეყნებულია ამავე სათაურით პუბლიკაციაში, რომელშიც თედო სახოკიას მიერ, ერთ თემაზე სამი ავტორის - კორნელი ბოროზდინის, რაფიელ ერისთავისა და ჟიულ მურიეს მასალებია თავმოყრილი.
დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთის - „დროების“ - გამოცემას. 1866 წლის 4 მარტს გიორგი წერეთლის რედაქტორობით დასტამბული პირველი ევროპული ტიპის გაზეთი „დროება“ 1866-1874 წლებში კვირაში სამჯერ, ხოლო 1877 წლიდან ყოველდღიურად გამოიცემოდა.
30 ივნისი - რ. ერისთავი ქუთაისში, ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს განყოფილების უფროსად გადაჰყავთ. მას უნდა დაესრულებინა ის ადმინისტრაციული სამუშაოები, რომელთა დასრულებაც სამეგრელოს მმართველობის გაუქმებულმა საბჭომ ვერ შეძლო. ასევე, ასრულებდა საგუბერნიო სამმართველოს მრჩეველის მოვალეობას.
12 დეკემბერი - დისშვილთან - მანანა ჯორჯაძესთან - ერთად მონაწილეობდა ქუთაისში წარმოდგენილ ბარბარე ჯორჯაძის სპექტაკლში „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“. სპექტაკლში რაფიელმა ავეტიკა სირაჯის როლი შეასრულა.
მიენიჭა „კარის მრჩევლის“ («Надворный Советник») ჩინი.
1867
19 თებერვალი - „კარგი და ერთგული სამსახურისათვის“ წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორ დენით დაჯილდოვდა (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №184/12).
სამეგრელოში 10-წლიანი მოღვაწეობის შედეგად ადგილობრივთა ნდობა, პატივისცემა და უდიდესი სიყვარული დაიმსახურა. მან დიდი გულისტკივილით დატოვა სამეგრელო:
„მშვიდობით უძველესო კოლხიდავ, მშვიდობით ისტორიულო მხარევ, ბუნებითა და ბარაქიანი მიწებით მდიდარო ქვეყანავ! შენ ელოდები განათლებასა და კულტურას, მშვიდობით შემთვისებელო და ჭკვიანო სამეგრელოს ხალხო, რომელიც მოწყურებულია განათლებას და ელოდება სკოლების გახსნას“.
1868
თებერვლიდან დაინიშნა ქუთაისის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ პოზიციაზე იმუშავა 1870 წლის მაისამდე.
1 თებერვალი - ნამსახურობისა და სანიმუშო მუშაობისათვის ებოძა „კოლეგიის მრჩევლის“ («Коллежсский Советник») ჩინი.
ქუთაისში მოღვაწეობის პერიოდი, როგორც თავის დროზე აკაკი წერეთელმა სამართლიანად აღნიშნა, შეუსწავლელი და დაუფასებელია. სამწუხაროდ, მისი ქუთაისში მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური მასალა ქუთაისის ცენტრალურ არქივსა და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში არ იძებნება.
ქუთაისში მუშაობის დროს აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის საზოგადოებრივსა და კულტურულ ცხოვრებაში. რ. ერისთავი, როგორც დრამატურგი და სცენისმოყვარე, ქუთაისის სცენისმოყვარეთა თვითმოქმედი დასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და დამაარსებელი იყო. აკაკი წერეთლის ცნობით, ამ დროისთვის რუსეთიდან დაბრუნებულ აკაკის ქუთაისში მომრიგებელ მოსამართლედ რაფიელ ერისთავი დაუხვდა. აკაკის გადმოცემით, რაფიელის მეცადინეობით შედგა სცენის მოყვარეთა წრე.
„მუდმივი მოთამაშე“ - მსახიობები ყოფილან ეფროსინე ყიფიანი-კლდიაშვილი, აკაკი წერეთელი და ვინმე ჭეიშვილი, სხვები დროდადრო ეხმარებოდნენ. რეპეტიციები მონაცვლეობით, რაფიელისა და ეფროსინე კლდიაშვილის სახლში ტარდებოდა. რაფიელი სუფლიორობდა, წერდა პიესებს და დროდადრო მსახიობობდა.
პროფესიული ეროვნული თეატრის არარსებობის პირობებში ქართულ თეატრს ქუთაისის სამოყვარულო დასი წარმოადგენდა, რომელსაც ხშირად იწვევდნენ თბილისშიც. ქუთაისის დასის შესახებ ინფორმაცია ქართულმა პერიოდულმა პრესამ შემოგვინახა.
რაფიელ ერისთავი მიჩნეულია ქართულ დრამატურგიაში ვოდევილის ჟანრის დამამკვიდრებლად. ჟურნალ „ცისკარში“ ქვეყნდება მისი პირველი ვოდევილები - „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწილეს“, ორ მოქმედებად(№10) და „ბრუნავი სტოლები“ კომედია, ვოდევილი ერთ მოქმედებად (№11).
ქუთაისში ყოფნისას მწერალს ერისთავების ოჯახში უცხოვრია, სადაც, თბილისში წამოსვლის შემდეგ, პირადი ნივთები დატოვა. 1926 წელს ამ ნივთების ნაწილი მიხეილ ერისთავისაგან ქუთაისის სამხარეთმცოდნეო მუზეუმმა შეიძინა.
1869
ნიკოლოზ ავალიშვილის რედაქტორობით გამოცემულ სამეცნიერო-ლიტერატურულ ჟურნალში „მნათობი“, ამ დროიდან მოყოლებული, რაფიელის არაერთი ნაწარმოები ქვეყნდება.
1870-1881
რაფიელი თბილისში მუშაობს ვექილად.
ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, შემოქმედების თვალსაზრისით, XIX სა უკუნის 70-იანი თუ 80-იანი წლების დასაწყისი რაფიელისათვის საკმაოდ ნაყოფიერია. ამ პერიოდში რ. ერისთავის პოეზიაში ახალი ძალით გამოვლინდა ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი. ამავდროულად, 70-იანი წლებიდან, არც ერთი ეროვნული წამოწყება რაფიელ ერისთავის ინიცირებისა თუ მონაწილეობის გარეშე არ განხორციელებულა.
1870
ერისთავი აპრილში ქუთაისიდან თბილისში მიმავალ ახალგაზრდა ნიკო ნიკოლაძეს „დროებასა“ და „კრებულში“ დასაბეჭდად თავის „სცენებს“ ატანს. ამასთანავე, ნიკო ნიკოლაძეს სთხოვს, თბილისიდან ქუთაისში ახალი წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების კომპლექტების დროულად გაგზავნას.
10 მაისი - კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს ბრძანებით, გადაიყვანეს რაჭის განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ; ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა და სახელმწიფო სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით კავკასიის მეფისნაცვალს, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს, მიმართა.
ნიკო ნიკოლაძისათვის ცნობილია რ. ერისთავის მომრიგებელ მოსამართლედ ონში გადაყვანის შეთავაზება. ნიკომ რაფიელს რაჭის შესახებ ნარკვევების დაწერა სთხოვა. ცხადია, რაფიელი ამ საქმეს დიდი მონდომებით შეასრულებდა, მაგრამ მის მიერ რაჭაში სამსახურზე უარის თქმის გამო ეს თხოვნა ვერ შესრულდა.
26 მაისი - ნიკო ნიკოლაძე რ. ერისთავს სწერდა, რომ მის დავალებას მალე შეასრულებდა და წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებთან ერთად დამატებით გაუგზავნიდა ალმანახს - „სალხინო საზანდარს“; ასევე, აცნობებდა, რომ მისი „სცენები“ უახლოეს ხანში „დროებასა“ და „კრებულში“ დაიბეჭდებოდა; თავის მხრივ, ნიკო ნიკოლაძე რაფიელს სთხოვდა „დროების“, „კრებულის“ და „სასოფლო გაზეთისათვის“ ახალი სტატიების დაწერას.
28 ივნისი - მისი თხოვნა სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანებით დაკმაყოფილდა.
ივლისი - რაჭაში სახელმწიფო სამსახურზე უარის თქმის შემდეგ ქუთაისში იწყებს ვექილად მუშაობას - „თ. რ. დ. ერისთავი აცნობებს იმ პირთა, რომელთაც აქვსთ ანუ ექნებათ საქმეები ქუთაისის გუბერნიის ყოველგვარ სასამართლოში, რომ ის კისრულობს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების ზემოხსენებულ სასამართლოში დაცვასა“.
კომედია ორ მოქმედებად - „დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარის უმძლავრესია“ ქვეყნდება„მნათობში“ (№4), ერთმოქმედებიანი ვოდევილი „იჭვიანი“ - „ცისკარში“(№8).
1870 წლის „დროების“ №27-სა და 1871 წლის №№2,3 ნომრებში იბეჭდება „რამდენიმე სურათი ჩვენი ხალხის ცხოვრებიდგან“.
1872
დასრულდა რაფიელ ერისთავის სამსახურებრივი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოში. ამავე წელს შექმნა „სამეგრელოს ჩანაწერები“.
რაფიელ ერისთავი გადადის თბილისში და განაგრძობს ვექილად მუშაობას: „რ. ერისთავი მიიღებს ყოველგვარ სადაო საქმეებს საწარმოებლად მომრიგებელ მოსამართლეებთან და საზოგადო სასამართლოებში ქალაქ თბილისში და გარეშე ქალაქებში“. ეს საქმიანობა მისთვის არც ქუთაისში და არც თბილისში არ იყო არც სასურველი და არც იოლი.
ამ პერიოდში თბილისში მისი მისამართია დარახველიძის სახლი „სილაზე“ - 1870 წელს და ვასილ არტაზოვის სახლი ირაკლის ქუჩაზე.
გაზეთი „დროება“ (1872, №№19, 236; 1880, №226) არაერთგზის აღნიშნავს რაფიელის დამსახურებას დრამატურგიაში.
„კრებულის“ №7-ში ქვეყნდება სცენა „სურათები ჩვენი ხალხის ცხოვრებიდამ“.
1873
ნიკო ნიკოლაძის ინიციატივითა და ძალისხმევით, 1873 წლიდან ილია ჭავჭავაძე დუშეთიდან თბილისში ბრუნდება და სათავეში უდგება „ახალთაობას“. ნიკო ნიკოლაძემ ქართული საქმისთვის მიძღვნილი, მისი ინიცირებით განახლებული „დროება“ და „კრებული“ ილიას ჩააბარა. ქართველ მოღვაწეთა ჯგუფი, გიორგი წერეთლის, სერგეი მესხის, ნიკო ნიკოლაძის, კირილე ლორთქიფანიძის, პეტრე უმიკაშვილისა და სხვათა შემადგენლობით, გაზეთ „დროებისა“ და ჟურნალ „კრებულის“ გარშემო ერთიანდება.
ამ ჯგუფთან დიდი სიახლოვე ჰქონდათ რაფიელ ერისთავსა და აკაკი წერეთელს. თბილისში ახლად დაბრუნებული რაფიელი აქტიურად ერთვება „დროებისა“ და „კრებულის“ რედაქციებთან თანამშრომლობის პროცესში. ამ პერიოდში ის ასევე ინტენსიურად თანამშრომლობს ილია ჭავჭავაძესთან.
რაფიელ ერისთავის ავტორობით ჟურნალ „კრებულის“ №7 და №10-ში დაიბეჭდა მისი შეკრებილი ხალხური პოეზიის ნიმუშები სათაურით: „ქართული სახალხო პოეზია: გლეხური სიმღერები, ძველი მესტვირული ლექსები და მდაბიური ანდაზები“. „კრებულის“ მე-7 ნომერში რაფიელმა ილიას წამოწყება, ფოლკლორული წყაროების გამოცემა დადებითად შეაფასა.
რაფიელ ერისთავი და ილია ჭავჭავაძე ერთად ამუშავებენ მათ მიერთავმოყრილ ფოლკლორულ მასალებს. ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია პუბლიკაცია სახელწოდებით „გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები (შეკრებილი რ. ერისთავისა და ილ. ჭავჭავაძისაგან)“, ტფ., 1873.
ასევე ქვეყნდება რაფიელის მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომები:
«Путевыя записки по Мингрелии», «Кавказская Старина» (1873, №3); «О крестьянскомъ сословии въ Мингрелии», «Кавказская Старина» (1873, №4-5,6); «О привиллегированных сословияхъ въ Мингрелии», «Кавказская Старина» (1873, №6), „სურათი ჩვენი ხალხის ცხოვრებიდამ: სცენა“, „დროება“ (1873, №3), დაბოლოს, „შემოკლებული ლათინური, რუსული და ქართული მცენარეთა ლექსიკონი, შედგენილი თ. რ. დ. ერისთავისაგან“ (1873), რომელიც „დაჯილდოვებულ-არს კავკასიის სამეურნეო საზოგადოებისაგან დიდის ვერცხლის მედლით“.
1874
რაფიელმა გაბრიელ სუნდუკიანცთან ერთად სომხურიდან ქართულად თარგმნა „პეპო“. „ვბეჭდავ რა ქართულ ენაზედ ამ ჩემს თხზულებებს, - წერდა გ. სუნდუკიანცი, - მე ყვე ლაზედ უწინარეს უნდა გამოვუცხადო ჩემი გულითადი მადლობა თ. რაფიელ ერისთავსა, რომელმაც სწორედ ძმური თანაშრომა აღმომიჩინა 1874 წელს, როცა ამ თხზულებას ვთარგმნიდი“. „პეპო“ ე.წ. „ნემცების კლუბში“ დაიდგა. მადლიერების ნიშნად გ. სუნდუკიანცმა რაფიელი სპექტაკლზე საგანგებო მოსაწვევით მიიწვია.
რაფიელ ერისთავი კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებამ საერთო კრების თან ხმობით საზოგადოების აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩია. მალე ის ამავე საზოგადოების საიუბილეო კომისიის წევრი გახდა და აქტიურად ჩაერთო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების 25 წლის საიუბილეო ზეიმის მომზადებაში; მონაწილეობა მიიღო მისი პროგრამის შედგენასა და ღონისძიებების დაგეგმვაში, რომელიც უნდა გამართულიყო 1875 წლის 25 სექტემბრიდან - 1 ოქტომბრამდე.
1875
კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების საგანგებო დავალებით რაფიელ ერისთავმა მოამზადა ნაშრომი „ნარკვევი იმერეთის შესახებ სასოფლო სამეურნეო თვალსაზრისით“, რომელიც იმერეთის სამეურნეო ყოფისა და მატერიალური კულტურის შესწავლას მიეძღვნა. ნარკვევი თავდაპირველად გამოქვეყნდა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების სპეციალურ პერიოდულ გამოცემაში («Записки Кавказского общества сельского хозяиства», 1875, №2-3), ხოლო მომდევნო წელს კავკასიის მეფისნაცვლის ტი პოგრაფიის მიერ დაიბეჭდა ცალკე წიგნად „Очерк Имеретии в сельскохозяйственном отношении: с 14 таблицами рисунков и чертежей / [Соч.] действительного члена Кавказского о-ва сельского хозяйства кн. Р. Эристова, тип. Гл. упр. наместника кавк., Тифлис, 1876“.
2 აპრილი - გაზეთ „დროებაში“ ცხადდება, რომ პარასკევს, 4 აპრილს გაიმართება სალიტერატურო-მუსიკალური საღამო დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავისა და სხვათა მონაწილეობით („დროება“, 1875, №№39, 40, 42).
22 აპრილი - ილია ჭავჭავაძესთან, დიმიტრი ყიფიანთან, აკაკი წერეთელთან, პეტრე უმიკაშვილთან, დავით ერისთავთან ერთად რაფიელი მონაწილეობს თბილისის საზაფხულო თეატრის სცენაზე გამართულ სალიტერატურო-მუსიკალურ საღამოში. საღამოს შემოსავალი, 254 მანეთი, ხმარდება ქართული თეატრის აღდგენას („დროება“, №№47, 45).
26 ოქტომბერი - ჩატარდა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების იუბილე. პირველ სხდომაზე მოხსენება წარმოადგინა რ. ერისთავმა. ისაუბრა იმერეთსა და ქართლ-კახეთში ვაზის მოვლის, ღვინის დაყენებისა და გასაღების საკითხებზე, დააყენა საგანგებო კომისიის შექმნის საკითხი. ამ კომისიის მიზანი ღვინის წარმოებაში სამეცნიერო აგროტექნიკის და ნერგვა უნდა ყოფილიყო. სხდომის დამთავრების შემდეგ რ. ერისთავმა სადეგუსტაციოდ თავისი მამულის სამწლიანი ღვინოები წარმოადგინა.
ერისთავის პირად არქივში დაცულია საინტერესო მასალა სოფლის მეურნეობის ისეთი დარგების შესახებ, როგორებიცაა მევენახეობა, მეთამბაქოეობა, მეაბრეშუმეობა, მეფუტკრეობა.
ოქტომბრის ბოლო - ძველი და ახალი საუკეთესო თხზულებებისა და სახელმძღვანელოების გამოსაცემად ილია ჭავჭავაძისა და სერგეი მესხის თაოსნობით თბილისში ყალიბდება „წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა“. მათთან ერთად კომიტეტის შემადგენლობაში არიან: რაფიელ ერისთავი, ბესარიონ ღოღობერიძე, ბესარიონ ჯაფარიძე, იასე ჭავჭავაძე, დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი თუმანიშვილი და პეტრე უმიკაშვილი.
1875-1876
რუსეთ-ოსმალეთის ომამდე რაფიელი წერს წერილს - „ცნობანი ოსმალოს საქართველოზე“. წერილს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. რაფიელ ერისთავმა ილია ჭავჭავაძის მოთავეობით დიდი ბრძოლა გააჩაღა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიული უფლებების აღსადგენად.
ქართული მიწების დაბრუნების თვალსაზრისით რუსეთ-თურქეთის ომმა ხელსაყრელი ვითარება შექმნა. რ. ერისთავი ბევრს მუშაობდა „ოსმალოს საქართველოს“ შესწავლაზე. მწერლის პირად არქივში მოიპოვება უამრავი მასალა, ისტორიული ხასიათის ჩანაწერები, სტატიები, საჯარო ლექციების გეგმა, რომელშიც საუბარია თურქეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების შესახებ. ჩამოთვლილია აჭარაში და ტაო-კლარჯეთში მცხოვრები ქართველების გვარები, აღწერილია სოფლები, ეკლესიები, ტაძრები, ქალაქები. ცალკეა ნარკვევი ვარძიის გამოქვაბულის შესახებ. ბალკანელი და ქართველი ხალხის თურქეთის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას მიუძღვნა რაფიელ ერისთავმა პატრიოტული ლექსი „მოძმეთადმი“ (1876).
მან წერილებითა და გამოსვლებით ფართო პროპაგანდა გაშალა ქართული საზოგადოებრივი აზრის კონსოლოდაციისა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. ამ პერიოდშივე დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ცნობილი სტატია „ოსმალოს საქართველო“.
ერისთავის წერილები „ცნობანი ოსმალოს საქართველოზე“ გამოქვეყნდა „დროების“ 80 და 81 ნომრებში.
ქვეყნდება «Очерки Имеретии в сельскохозяйственном отношении», Кн. Р. Эристов, Записки кавказского общества сельского хозяйства, 1875, №2.
დავით ერისთავის მემკვიდრეები არაგვის ერისთავთა მამულებისა და უფლებების შესახებ წერილით მიმართავენ იმპერატორს.
1876
მოსკოვის საიმპერატორო სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების მეაბრეშუმეობის კომიტეტმა დაუსწრებლად აირჩია ამავე საზოგადოების ნამდვილ წევრად (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №166/15).
31 მაისი - რაფიელ ერისთავისა და დავით ბახუტაშვილის პირობის წერილი
რვაპუნქტიანი პირობის წერილით რ. ერისთავი სოფელ ქისტაურსა და ბოჭორმაში არსე ბული მამულების მოვლა-პატრონობას ანდობს აზნაურ დავით ბახუტაშვილს, რისთვისაც წელიწადში ორას ორმოც მანეთს გადაუხდის.
პირობის წერილში ასევე იხსენიებიან იოსებ (სოსიკო) ერისთავი, გიორგი გიორგის ძე ერისთავი (1821-1909), რაფიელის ბიძაშვილი (სსლმ. №28896-30-ხ).
24 ნოემბერი - რაფიელ ერისთავისა და დავით ბახუტაშვილის პირობის წერილი
შვიდპუნქტიანი პირობის წერილით რ. ერისთავი ყმა-მამულის მოვლა-პატრონობას ანდობს აზნაურ დავით ბახუტაშვილს, რისთვისაც წელიწადში ას სამოც მანეთს გადაუხდის. პირობის წერილში იხსენიებიან ბიძინა ოთარის ძე ჩოლოყაშვილი (1830-1902) - გენერალი, მეცენატი, ქშწკგ საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, დავით ოთარის ძე ჩოლოყაშვილი (სსლმ. №28896-29-ხ).
1877
ქართველმა მოწინავე საზოგადოებამ, ილია ჭავჭავაძისა და დიმიტრი ყიფიანის ხელმძღვანელობით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებაზე დაიწყო ზრუნვა. რაფიელ ერისთავი ამ საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი, დამფუძნებელი, წესდების შედგენის მონაწილე და გარდაცვალებამდე მისი გამგეობის საპატიო წევრი იყო („დროება“, 1877, №№126, 127, 73).
1877-1879 წლებში ილია ჭავჭავაძე მუდმივი ქართული თეატრის აღდგენის საქმეს ჩაუდგა სათავეში. მან ამ საქმის მოთავეობა აკაკი წერეთელს დაავალა. საქმის სირთულით დამფრთხალ აკაკის ილიამ თანაშემწედ რაფიელ ერისთავი, ხოლო „სეკრეტარად“ იონა მეუნარგია დაუნიშნა.
ერისთავის გამოუქვეყნებელი, ხალხური პოეზიის ხელნაწერი კრებული საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული (სცსა, ფ. 1446, №502).
2 ოქტომბერი - რაფიელ ერისთავისა და თევდორე ელიზბარაშვილის პირობის წერილი
პირობის წერილით რ. ერისთავი სოფ. ქისტაურში არსებულ ვენახს მოსავლელად ოთხი წლით გადასცემს მღვდელ თევდორე ელიზბარაშვილს პირობით, რომ რ. ერისთავმა ერთი საურმე ტერიტორია უნდა დაბაროს და ვენახი შემოღობოს; ყურძნის დამკრეფი მუშების ხარჯი და მოსავალი თანაბრად უნდა გაინაწილონ (სსლმ. №28896-31-ხ).
23 დეკემბერი - რაფიელ ერისთავისა და სტეფანე ზურაშვილის პირობის წერილი
ერისთავი პირობას დებს, რომ სასამართლოში დაიცავს სტეფანე ზურაშვილს, რომელსაც ქურდობა ბრალდება. საქმის მოგების შემთხვევაში ზურაშვილი ვალდებულია, რ. ერისთავს გადაუხადოს რვა თუმანი (სსლმ. №28896-23-ხ).
1878
რაფიელს დაეღუპა და - ანნა ერისთავი-ჭავჭავაძე (1835-1878), რომელიც არდაგანში დაიკრძალა. რაფიელისა და ბარბარესთვის ეს დიდი დანაკარგი იყო. „დროებაში“ (№173) გამოქვეყნდა რ. ერისთავის სტატია „ნაცვლად ნეკროლოგისა“ , რომელშიც ის აღნიშნავს დის - ანა ერისთავი-ჭავჭავაძის თავდადებას მამულისათვის. ის, ომში მედდად წასული, 1878 წელს დაიღუპა. ბარბარე ჯორჯაძემ უცხოეთში ნაადრევად დაღუპულ დას ლექსი - „ჩემს დას ანნა ჭავჭავაძისაზედ, რომელიც გარდაიცვალა არდაგანში“ - უძღვნა.
1876-1878 წლების ომში თურქეთი დამარცხდა. ქართველმა ხალხმა დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ბრძოლებში. საქართველოს დაუბრუნდა ადრე მიტაცებული ტერიტორიის ნაწილი: ბათუმი, აჭარა, ართვინი, არტაან-ოლთისი.
თურქებისაგან გათავისუფლებული ახლად შემოერთებული ქართველების პატივსაცემად 1878 წლის 22 ნოემბერს თბილისში მოაწყვეს დიდი შეხვედრა. გაიმართა სადილი, რომელზედაც სიტყვები წარმოსთქვეს გრიგოლ ორბელიანმა, რაფიელ ერისთავმა, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა. რაფიელ ერისთავი სხვა ცნობილ ქართველ მოღვაწეებთან ერთად დიდად იყო დაინტერესებული ახლად გათავისუფლებულ აჭარაში ქართული კულტურისა და განათლების ექსპანსიით.
რაფიელ ერისთავს ახალგაზრდა თაობის აღზრდაში მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნდა იგავ-არაკები. ამ მიზნით მან გალექსა და ცალკე წიგნად გამოსცა„იგავ-არაკნი, გამოკრებილნი „სიბრძნე-სიცრუიდგან“ (გალექსილნი თ. რაფ. ერისთავის მიერ, ტფილისი, 1878); ასევე, გამოსცა „იგავ-არაკნი კრილოვისა“ (გადმოთარგმნილნი და გადაკეთებულნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი თავ. რაფიელ ერისთავისაგან), 1878.
18 სექტემბერი - თბილისის გუბერნიის სასწავლებლის სახალხო მასწავლებელთა კრების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ იაკობ გოგებაშვილი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, პეტრე უმიკაშვილი და სხვანი, მოისმინეს რ. ერისთავის თარგმნილი იგავ-არაკები.
ამავე კრებაზე რაფიელმა წაიკითხა თავისი „ანაბანა“. გაზეთ „ივერიის“ თანახმად, „ანა-ბანა“ იმდენად კარგი არ იყო, როგორც თანდართული, „კარგის ენით დაწერილი“, „მდიდარი მასალებით“ შევსებული საკითხავი ნაწილი. რაფიელისათვის უთხოვიათ წიგნიდან („ანაბანას“) ამოღება და სკოლაში საკითხავი წიგნის შედგენა, რომელიც შინაარსობრივად იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ გაგრძელება იქნებოდა.
გამოაქვეყნა ნაშრომი «О мерах к успешнейшему ходу Кавказского виноделия и сбита местных вин» (Князь Рафаил Эристов, Действительный член кавказского общества сельского хозяйства) Отчет кавказского общества сельского хозяйства, 1878, №3.
21 თებერვალი - პლატონ იოსელიანის წერილი რაფიელ ერისთავს.
აცნობებს, რომ მიიღო რაფიელის წერილი და ლექსი, დიდად ისიამოვნა. თავის მხრივ, სთხოვს აღწერილობითი, სტატისტიკური და ისტორიული ხასიათის წერილებს «Вестник»-ში გამოსაქვეყნებლად.
1879
18 აპრილი - ქშწკგ საზოგადოების დამფუძნებელი კრების მოწვევამდე ერთი თვით ადრე ილია ჭავჭავაძე და დიმიტრი ყიფიანი მოსაწვევი ბარათებით, 15 მაისს ქშწკგ საზოგადოების წევრებს ეპატიჟებიან საზოგადოების დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობის მისაღებად. ადრესატებს ასევე ეგზავნებათ წესდების ნაბეჭდი ტექსტი (კკსსხეც, დიმიტრი ყიფიანის არქივი №299; რაფიელ ერისთავის არქივი №168).
რაფიელ ერისთავმა ილია ჭავჭავაძისა და დიმიტრი ყიფიანის ხელმოწერით მიიღო შემდეგი შინაარსის საგანგებო მიწვევა, რომელშიც ნათქვამი იყო: „მოწყალეო ხელმწიფე! ჩვენ მონდობილი გვქონდა სხვათაშორის თქვენგანაც წარგვედგინა მთავრობისათვის წესდებულება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა ქართველთა შორის და გვეთხოვნა მისი დამტკიცება, ეხლა ეს წესდებულება დამტკიცებულია და ერთი დაბეჭდილი ეგზემპლიარი ამასთანავე მოგვირთმევია თქვენთვის, როგორც საზოგადოების დამწესებელი წევრისათვის, რადგანაც ეხლა საჭიროა, რომ ამ საზოგადოების საქმე დაწყობილ იქმნას, ამისათვის გთხოვთ მობრძანდეთ საზოგადო კრებაში 15 მაისს დილის 11 საათზე ტფილისის თავად-აზნაურთა ბანკის სადგურში და წარმოადგინოთ სია იმ თქვენ ნაცნობ სანდო პირთა, რომელნიც ისურვებენ ჩვენი საზოგადოების წევრათ გახდომას“.
15 მაისი - დაესწრო ქშწკგ საზოგადოების პირველ კრებას, გამგეობის სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი („დროება“, 1879, №101).
ერისთავი ი. ჭავჭავაძესთან ერთად ხელმძღვანელობდა წერა-კითხვის გამავრცელებე ლი საზოგადოების მუშაობას; ის გარკვეული ხნით საზოგადოების ფინანსებსაც განაგებდა.
23 ივნისი - ილია ჭავჭავაძე წერილობით თხოვნას უგზავნის რაფიელ ერისთავს, რომ ქშწკგ საზოგადოების საქმის მწარმოებელ იონა მეუნარგიას გამოუყოს თანხა კანცელარიის მოსაწყობად.
დიდია რ. ერისთავის წვლილი განახლებული ქართული თეატრის საქმიანობაში. ის ქართული პროფესიული თეატრის, ქართული თეატრალური საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელია. რაფიელი ილია ჭავჭავაძესთან ერთად ხელს აწერს თეატრალური საზოგადოების პროექტს, რომლის დამტკიცების შემდეგაც იგი თეატრალური საზოგადოების პირველი გამგეობის წევრია. რ. ერისთავი 1884-1886 წლებში თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე იყო. რაფიელი თავის დრამატურგიულ ნამუშევრებს საგანგებოდ, იმ დროისათვის არსებულ, სამსახიობო რესურსზე დაყრდნობით ქმნიდა.
ქართული თეატრის აღორძინების საქმეში რ. ერისთავის დიდ დამსახურებაზე მიუთითებს გიორგი თუმანიშვილი: „1879 წ. როცა ყალიბდებოდა მუდმივი ქართული თეატრი, მის დამხმარედ და ხელისშემწყობად გამოჩნდა ისევ კეთილი გენია და ნიჭი რ. ერისთავისა. მან გადასცა თეატრს ყველა თავისი მზა ვოდევილები. ამავე დროს შეუდგა ახალი პიესების შექმნას. სულ მალე გაამზადა თეატრისათვის ახალი პიესები: „ბიძიასთან გამოხუმრება“, „ადვოკატები“ და სხვა“. რაფიელ ერისთავი „წერდა პიესებს არა მარტო, როგორც წარმოდგენას, არამედ წერის დროს ითვალისწინებდა მსახიობთა შესაძლებლობას. „ბიძიასთან გამოხუმრება“ მან კოტე ყიფიანისა და საფაროვ-აბაშიძისათვის შექმნა. ეს გარემოება ხშირად ფრთებს უკვეცავდა შემოქმედის ფანტაზიას და ჩარჩოებში აყენებდა მწერლის ტალანტს“.
1 სექტემბერი - თეატრალურმა დასმა წარმოადგინა პირველი სპექტაკლი - ბარბარე ჯორჯაძის კომედია „რას ვეძებდი და რა ვპოვე“ („დროება“, 1879, №180).
ნოემბერი - ივანე მაჩაბლისა და ილიას თარგმნილი „მეფე ლირის“ დადგმა მწერლების მონაწილეობით ვერ მოხერხდა. ილია ჭავჭავაძემ მეფე ლირის როლზე მსახიობის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. შესარჩევი კონკურსი ილიას სახლში გაიმართა. ჟიურის წევრები იყვნენ რაფიელ ერისთავი, ივანე მაჩაბელი, მიხეილ ბებუთაშვილი და ალექსანდრე ჰალბი.
23 დეკემბერი - ქშწკგ საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იღებენ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, ილია ჭავჭავაძემ, დიმიტრი ყიფიანმა და რაფიელ ერისთავმა ერთობლივად უნდა აკონტროლონ სახელმძღვანელოების ენა.
25 დეკემბერი - ილია ჭავჭავაძე ქშწკგ საზოგადოების წევრების, ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის, თანდასწრებით რაფიელ ერისთავისგან ოფიციალურად იბარებს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის დავთარს.
გამოქვეყნდა „ქართული გამოცანები“, შეკრებილი თ. რაფ. ერისთავის მიერ, თფ., 1879.
1880
სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაზე, რუსულ-ქართული ლექსიკონის იდეა გაზეთ „ივერიის“ (1880, № 144) საშუალებით გაახმოვანა (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი № 134; ჯაგოდნიშვილი, გვ. 66-67; ვაშაყმაძე, გვ. 86-87).
საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ლიტერატურული პროდუქტიულობის თვალსაზრი სით, რ. ერისთავის ბიოგრაფიაში ყველაზე უფრო თვალსაჩინოა 1880-1890 წლები. მან მთელი თავისი უნარი და ენერგია მხატვრულ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ საქმიანობას მოანდომა.
ამ პერიოდში ის ხშირად სტუმრობდა დიმიტრი ბაქრაძესთან, ანტონ ფურცელაძესა და სხვა მოღვაწეებთან ერთად გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიას. ეს მაღაზია მაშინდელ ლორის-მელიქოვისა და კალოუბნის ქუჩების (კეცხოველი-ფურცელაძის) კვეთაზე მდებარეობდა.
გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზია იმდროინდელ მოღვაწეთა თავშეყრის ადგილი, ერთგვარი საზოგადოებრივ-ლიტერატურული კლუბი იყო. აქ წყდებოდა ლიტერატურასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, ამა თუ იმ წიგნის გამოცემისა და სხვა მნიშვნელოვანი საქმეები.
კავკასიის სტატისტიკურმა კომიტეტმა გამოითხოვა ყაზანის უნივერსიტეტში შენახული ვახუშტი ბატონიშვილის შედგენილი საქართველოს „კარტა-ატლასი“, რომელიც იქ პოტიომკინის ბიბლიოთეკიდან იყო წაღებული. ამ რუკის 5-6 ფოტოპირი თბილისში გადაიღეს და უკან ყაზანში გაგზავნეს. რ. ერისთავმა დიდად შეუწყო ხელი რუკის ჩამოტანას. წერილში „ვახუშტის კარტა ანუ რუკა“ (დროება, 1880, №221) რაფიელი ვახუშტი ბაგრატიონის რუკის მნიშვნელობასა და მისი სრულად აღდგენის აუცილებლობას აღნიშნავდა.
რაფიელმა გამოაქვეყნა ამ დროისათვის უაღრესად აქტუალური წერილი „რაოდენათ მართალია, რომ ქართულს ენას სიღარიბე შესწამეს?“ (დროება, 1880, №212).
რაფიელის საკვლევ არეალში მოექცა ქართული ენა და მისი ადგილი მსოფლიო ლინგვისტურ სივრცეში. საამისო ბიძგი 1881-1885 წლებში ქართული სკოლის გარუსების საკითხის გააქტიურება იქცა. რუსულ ენაზე სწავლების აუცილებლობა ქართული ენის ლექსიკური სიმწირით საბუთდებოდა. რაფიელმა ლინგვისტური, ლექსიკოლოგიური, ლექსიკოგრაფიული, ტერმინოლოგიური კვლევებით მკაფიოდ დაადასტურა ქართული ენის სიძველე, ადგილი და მნიშვნელობა. ეს წერილი დასტურია მისი ლინგვისტური ხედვისა და ენათმეცნიერული მიღწევების სიღრმისეული ცოდნისა.
რაფიელი ილიასთან, აკაკისთან, იაკობთან ერთად ჩაერთო ტერმინოლოგიურ მუშაობაში და არაერთი მართებული აზრი გამოთქვა ქართული სამეცნიერო ტერმინების შემუშავებაზე.
4 ნოემბერი - ილია თავმჯდომარეობს ქშწკგ საზოგადოების სხდომას. სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად განიხილება რაფიელ ერისთავის მიერ დასაბეჭდად წარდგენილი ქრესტომათია „სკა“, რომელსაც შესაფასებლად გადასცემენ გიორგი წერეთელს, გიორგი უთურგაულს, თედო ჟორდანიასა და პეტრე უმიკაშვილს.
შოთა რუსთაველის პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ - ტექსტის დადგენის მიზნით იქმნება კომისია, რომელმაც ნაბეჭდი ტექსტისა და ხელნაწერების ერთმანეთთან შეჯერების საფუძველზე უნდა დაადგინოს ახალი რედაქციის ტექსტი და მოამზადოს გამოსაცემად. ამ მნიშვნელოვანი წამოწყების ინიციატორები იყვნენ რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი და იონა მეუნარგია.
15 ნოემბერი - 14 ნოემბერს, როგორც „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი სარედაქციო კომიტეტის წევრი, რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილთან და იონა მეუნარგიასთან ერთად, საზოგადოებას მიმართავდა ამ საქმეში თანადგომისა და თანამშრომლობის თხოვნით. წერილში წარმოდგენილი იყო ავტორთა მოსაზრებები და აღნიშნული იყო, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმის „აღსრულებაში შესაძლებლობისამებრ მონაწილეობა უნდა მიეღო ყველას, მთელ ქართველ საზოგადოებას, ვისთვისაც ძვირფასი იყო რუსთველის სახელი და ვისთვისაც რუსთველი ნაციონალურ სიმდიდრეს წარმოადგენდა“ („ვეფხისტყაოსანი“ რედაქცია, „დროება“, №241).
სარედაქციო სამუშაოს შესასრულებლად შეიქმნა კომპეტენტური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ქართველი მწერლები, მეცნიერები და სასულიერო პირები: გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, არქიმანდრიტი გრიგოლი, ივანე მაჩაბელი, თედო ჟორდანია, იაკობ გოგებაშვილი, იონა მეუნარგია, გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), დიმიტრი ყიფიანი, დავით ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, სერგეი მესხი, ვახტანგ ორბელიანი, პეტრე უმიკაშვილი, ნიკო დადიანი, დავით ჯორჯაძე, ნინო ორბელიანი, ეკატერინე გაბაშვილი, ილია წინამძღვრიშვილი, ოლღა გურამიშვილი და სხვები.
6 იანვარი - „მენობათეს“
რაფიელ ერისთავის საპასუხო წერილი ანონიმ ავტორს, რომლის სტატია „ნობათი“ დაიბეჭდა გაზეთში„დროება“ (1880, №№2, 3). დასაწყისი: „მენობათეს. საახალწლოთ ვიღაცა ენამჭევრმა და პირწყლიანმა „ნობათი“ გვიძღვნა ქართველებს...“. დასასრული: „...ეს დალოცვილი რედაკტორებიც, ვისაც გინდათ შეუშვებენ სახლში და აროშვინებენ შაური წისქვილივით: ზოგს ხახალი აუღია ხელში, ზოგს ქამანჩა - და ჭიჭინებენ“ (სსლმ. №28896-3-ხ).
10 იანვარი - გრიგოლ ორბელიანთან, ილია ჭავჭავაძესთან, ნიკო ცხვედაძესთან, დიმიტრი ყიფიანთან, ივანე მაჩაბელთან და სხვებთან ერთად დაესწრო ქშწკგ საზოგადოების გამგეობის სხდომას (სეა, №0-31916).
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ფერწერული ტილო, რომელზეც ასახულია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის პირველი სხდომა. ცენტრში ილია ჭავჭავაძეა. მის ირგვლივ სხედან: გრიგოლ ორბელიანი, რაფიელ ერისთავი, ნიკოლოზ ცხვედაძე, დიმიტრი ყიფიანი, ივანე მაჩაბელი და სხვები.
28 თებერვალი - გაზეთებში იბეჭდება ქართველი მსახიობების: კოტე მესხის, ვასო აბაშიძის, ავქსენტი ცაგარლის, კოტე ყიფიანისა და სხვათა განცხადება („წერილი რედაქტორთან“), რომელშიც ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობის მიერ ქართული დრამატული სა ზოგადოების წესდების დამტკიცებამდე თეატრალური დასის ხელმძღვანელობა მიენდოს ახლად არჩეულ პირებს: ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, ლუარსაბ მაღალაშვილს, მიხეილ ბებუთაშვილს, აკაკი წერეთელს, ნიკო ნიკოლაძეს, ისაია ფითუაშვილს, სერგეი მესხს და რაფიელ ერისთავს („დროება“, 1880, №45; «Тифлисский Вестник», №57).
1880-იან წლებში რ. ერისთავის შემოქმედებაში საბავშვო თემატიკისადმი დიდი ინტერესი იკვეთება. ის აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ საბავშვო ჟურნალ-გაზეთებთან - „ნობათი“, „საბავშვო კალენდარი“ თუ „ჯეჯილი“. თითქმის ყველა საბავშვო ჟურნალ-გაზეთის ნომერი რაფიელის საყმაწვილო ლექსით იხსნებოდა.
ამ პერიოდში ზემოაღნიშნულის გარდა ქვეყნდება მისი შემდეგი ნაშრომები:
„ასპინძის ომი (მეფის ირაკლის მეორის და ოსმალ-ლეკთშორის 1770 წ.)“, თხზულება თ. რ. ერისთავისა, ტფ., 1880, „ივერია“, №2.
„ღრამმატიკა: მოკლე სქემა პირველისა ნაწილისა ღრამმატიკისა, რომელიცა აჩუე ნებს ყრმათა მაგალითსა განყოფილებისა მათისასა მოკლედ რომლითაცა უადვილესად შესაძლო არს გულის ხმის ყოფა და ადვილად დაენერგვისთ გულთა შინა“, რაფიელ ერისთავი, ტფ., 1880.
„ბიძიასთან გამოხუმრება: ოპერეტკა-ვოდევილი ერთს მოქმედებაში, აზრი რუსულიდგან რაფიელ ერისთავის-მიერ“, „ივერია“, №1.
„ადვოკატები: სამ მოქმედებიანი კომედია, თხზულება რაფიელ ერისთავისა“, „ივერია“, 1880, №4.
„პარიკმახერისას: ხუმრობა-ვოდევილი, ერთ მოქმედებაში, თხზულება თავ. რაფიელ ერისთავისა“, ტფ., 1880.
1881
ამ დროისათვის დაასრულა ვექილად მუშაობა.
12 იანვარი - დავით ერისთავი რაფიელს უგზავნის წერილს და სთხოვს მას, მოსკოვის გამოფენისათვის ალექსანდრე როინაშვილის შერჩეული ფოტომასალის მინაწერები შეასწოროს; ასევე, საღამო ხანს ესტუმროს; აცნობებს, რომ მისთვის პიესები აქვს მომზადებული.
6 თებერვალი - მონაწილეობს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაში, რომელსაც თავმჯდომარეობს გრიგოლ ორბელიანი. ილია ჭავჭავაძის წინადადებით იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ერთმა წევრმა ხმამაღლა იკითხოს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი და სხვებმა ნუსხებთან შეაჯერონ. ილიას ირჩევენ ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარედ.
6 თებერვალი - „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისია მუშაობას შეუდგა. თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეებში სხდომები ტარდებოდა საადგილმამულო ბანკის შენობაში. ჩატარდა პირველი სხდომა. ამ სხდომას ესწრებოდნენ გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, პეტრე უმიკაშვილი, არქიმანდრიტი გრიგოლი, სერგეი მესხი, ნიკოლოზ დადიანი, ივანე მაჩაბელი, თედო ჟორდანია, ილია წინამძღვრიშვილი, ვლადიმერ მიქელაძე, დიმიტრი ჯორჯაძე, დიმიტრი დადიანი, გიორგი იოსელიანი, ვახტანგ თულაშვილი, მომავალი ჟურნალ „იმედის“ ახალი რედაქტორი მიხეილ გურგენიძე; „ნესტან-დარეჯნის სქესიდამ სხდომას დაესწრნენ და ვარიანტის კითხვაში მონაწილეობა მიიღეს: კნ. ოლ. თად. ჭავჭავაძისამ, ქეთ. ირ. ბაგრატიონ-მუხრანსკიმ, კნ. ნინო ორბელიანისამ, ეკატ. გაბაშვილისამ და ა. შაიშმელოვისამ“. სხდომას უცნობი მიზეზის გამო არ ესწრებოდა აკაკი წერეთელი.
პირველსავე სხდომაზე გადაწყდა შემდგარიყო 25 სამუშაო შეხვედრა. სხდომის თავმჯდომარეები იცვლებოდნენ. პირველ სხდომას გრიგოლ ორბელიანი თავმჯდომარეობდა. პირველსავე სხდომაზე ოცდაორ წამკითხველს შორის დარიგდა 22 ხელნაწერი. სამუშაოდ თავმოყრილ 22 ხელნაწერს შორის ერთი რაფიელ ერისთავის კუთვნილება იყო. ბროსეს გამოცემიდან ტექსტს ხმამაღლა კითხულობდა რაფიელ ერისთავი, სხვები ხელნაწერებს ადევნებდნენ თვალს. წაიკითხეს 31 სტროფი და მასში 12 შესწორება შეიტანეს.
გაზეთი „დროება“დროდადრო აქვეყნებდა მუშაობის ანგარიშს.
10 მარტი - იონა მეუნარგიამ „დროებაში“ გამოქვეყნებულ ანგარიშში საგანგებოდ გამოყო რიგით მეშვიდე სხდომა. ამ სხდომას ესწრებოდნენ „ვეფხისტყაოსნის“ საუკეთესო მცოდნე ქალები. განხილვებში აქტიურად მონაწილეობდა რაფიელ ერისთავი.
8 აპრილი - ილია თავმჯდომარეობს ქშწკგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილება რაფიელ ერისთავის თხოვნა მოთხრობის - „ხატაური“ - დაბეჭდვასთან დაკავშირებით. საკითხი დადებითად გადაწყდა.
ამავე სხდომაზე რაფიელ ერისთავს დაევალა განსაზღვრა, თუ რა წიგნების შესყიდვა სჭირდებოდათ გამომცემელ გრიგოლ ჩარკვიანისაგან.
13 მარტი - იონა მეუნარგია გაზეთში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავდა, რომ კომისიის წევრები მოითხოვდნენ 88-ე სტროფის ამოღებას, რასაც მხარი არ დაუჭირეს რაფიელ ერისთავმა და თედო ჟორდანიამ.
9 მაისი - ილია თავმჯდომარეობდა ქშწკგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გაეცნენ საერთო კრების წინაშე წარსადგენ ანგარიშს და შეიტანეს შესწორებები. რაფიელსა და ნიკოლოზ ცხვედაძეს დაევალათ პროექტის შედგენა ბიბლიოთეკის გამართვისა და წიგნების შეგროვების მიზნით (სეა, ფ. 481, 2).
მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა 1888 წელს და ისტორიაში შევიდა „ქართველიშვილისეული“ გამოცემის სახელით.
16 ნოემბერი - ილია ჭავჭავაძე ესწრება რ. ერისთავის მიერ გადაკეთებული პიესის „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწილდნენ“ წარმოდგენას.
26 ნოემბერი - ილია თავმჯდომარეობს ქშწკგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას, ნახევარ ფასად შეიძინონ წიგნის „სიბრძნე სიცრუისა“ 200 ეგზემპლარი. მტკიცდება რაფიელ ერისთავის „იგავ-არაკის“ გამოცემის ხარჯები და საცალო ფასი.
იგავ-არაკების ახალ გამოცემაში რ. ერისთავმა დაამატა 10 იგავის თარგმანი - „იგავ-არაკნი, კრილოვისაგან და „სიბრძნე სიცრუიდან“ გალექსილი თ. რ. ერისთავისაგან“, თბილისი, 1881 წელი.
პრესაში ქვეყნდება სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებული მისი მრავალი ლექსი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია რაფიელ ერისთავის ლექსი „სამშობლო ხევსურისა“, რომელიც 1881 წლის „ივერიასა“ (№9) და „დროებაში“ (№194) იბეჭდება. ამ დროიდან ლექსისადმი დიდი სახალხო სიყვარულის გამო რაფიელი სახელისა და გვარის გარეშე „სამშობლო ხევსურისას“ ავტორად იხსენიება.
16 ივნისი - ილია თავმჯდომარეობს ქშწკგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც დგინდება - რაფიელ ერისთავს მიეცეს ჰონორარი ივანე კრილოვის იგავ-არაკების ქართულად სათარგმნად და იღებენ დადგენილებას მის გამოცემაზე (სეა, ფ. 481,№ 2, გვ. 150).
21 ივნისი - ილია რაფიელ ერისთავს წერილობით ატყობინებს, რომ ქართული წიგნის მბეჭდავმა საზოგადოებამ ამ ეტაპზე გადაწყვიტა ალექსანდრე ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულის დაბეჭდვა. ჰპირდება მისი იგავ-არაკების გამოსაცემად საჭირო თანხის ხელისმომწერთა მეშვეობით შეგროვებას (კკსსხეც, ავტოგრაფი №956).
1882
14 იანვარი - ილია თავმჯდომარეობდა ქშწკგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილებოდა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ბიბლიოთეკებისთვის ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსების, ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობისა“ და რაფიელ ერისთავის თხზულებათა გაგზავნის თაობაზე (ქშწკგ საზოგადოების ოქმი, სეა, ფ. 481, №45, გვ. 49).
6 თებერვალი - მხატვრულ-დრამატული საღამო დიდი წარმატებით ჩატარდა. ივანე კრილოვის ერთმოქმედებიანი კომედიის დასრულების შემდეგ დაიწყო „ვეფხისტყაოსნიდან“ „ცოცხალი სურათების“ ჩვენება. ცოცხალი სურათების გამო გაძვირებული ბილეთების საფასურის მიუხედავად, თეატრი ხალხს ვერ იტევდა. პირველ სცენაში თინათინობდა თავადის ქალი ნინო წერეთელი-ჩოლოყაშვილი, ხოლო როსტევან მეფის როლში თავადი რაფიელ ერისთავი იყო წარმოდგენილი. სხვა ქართველ თავადის ქალებთან ერთად მიხაი ზიჩის დადგმულ „ცოცხალ სურათებში“ რაფიელის მშვენიერი მეუღლე, თეოდოსია ერისთავი მონაწილეობდა.
ერისთავი გამუდმებით ზრუნავდა ახლად გათავისუფლებულ აჭარის ტერიტორიაზე ქართული განათლების გასავრცელებლად. ამის თაობაზე მას საგანგებო მიმოწერა უწარმოებია გურიის თავად გრიგოლ გურიელთან, რომელიც აჭარის გათავისუფლებამდე ცოტა ადრე სთხოვდა რაფიელს, გაეგზავნა მისთვის ქართული ენის მასწავლებელი და საჭირო წიგნები. აჭარისა და ბათუმის შემოერთების შემდეგ რაფიელი ყველაფერს აკეთებდა ურთიერთობის აღდგენა-გაძლიერებისთვის. დიდია მისი წვლილი ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საქმეში.
6 ივნისი - ქშწკგ საზოგადოების სხდომაზე განიხილებოდა უსახსრობის გამო ბათუმის ერთ-ერთი სკოლის დახურვის საკითხი. სიტყვით გამოვიდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, ნიკოლოზ ხუდადოვი, რაფიელ ერისთავი, პეტრე უმიკაშვილი. ილია ჭავჭავაძისა და რაფიელ ერისთავის წინადადებით სკოლას გაეწია საჭირო დახმარება. მიიღეს დადგენილება არსებული სკოლების გაძლიერებისა და ახალი სასწავლებლის გახსნის თაობაზე. „თუ აქამდი სკოლა ვერ გამაგრდა“, - აღნიშნავდა რაფიელი, - „ეგ არაფერია (ადრეა, სულ 2 წელია, რაც სკოლა გაიხსნა და ხალხის ნდობა კი ვერ მოვიპოვეთ), იქაც ახლა ძლივს დამკვიდრდა ხალხი. ახლა გვიჭირს და უჭირთ იქ სკოლა. ბაირაღი გაგვიშლია სკოლისა და ნუთუ სირცხვილეულნი უნდა დავბრუნდეთ?..“
28 სექტემბერი - წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მადლობას უცხადებენ რაფიელ ერისთავს საზოგადოებისთვის „ანდაზებისა“ (900 ც.) და „გრამატიკის სქემის“ (550 ც.) შეწირვის გამო (ქშწკგ საზოგადოების ოქმი. ფ. 481, №45, გვ. 101).
ამ პერიოდში მრავალ ლექსს აქვეყნებს „ივერიასა“ და „დროებაში“.
23 თებერვალი - რაფიელ ერისთავის შედგენილი პროგრამა ლექციებისა ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ რუსულ ენაზე. გუბერნატორის ნებართვით, რაფიელს მიეცა უფლება პროგრამის მიხედვით წაეკითხა ლექციები.
8 ივნისი - ალექსანდრე როინაშვილის წერილი რაფიელს. წერს, რომ დაღესტანშია და „კრეფამს“ „დიდძალ“ არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ და ანთროპოლოგიურ მასალებს. ასევე, შეუგროვებია ანდაზები, ადგილობრივი ჩვეულებანი, ლექსები და გამოცანები. გადაუღია იქაური სოფლების მკვიდრნი „ტიპები“ და „ვიდები“. ბევრი ძვირფასი ნივთი შეუძენია. წერილის წერის დროს ბარგი ჩაუბარებია და დათუნას მონასტრის სანახავად მიემართებოდა. სცოდნია, რომ მონასტერი ოდესღაც ქართული ყოფილა. აცნობებს, რომ იმდენ ნივთს მოუყარა თავი, რომ განზრახული აქვს მოძრავი მუზეუმის მოწყობა. მნახველთათვის უნდა დააწესოს ერთი ან ორი შაური - „ხახვის“ ფასი. ამ თანხას შემდგომში ისევ ნივთების შეძენას მოახმარს, საბოლოოდ კი მუზეუმს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უსახსოვრებს. ამ მუზეუმის დაარსებასთან დაკავშირებით რაფიელს სთხოვს რჩევებს, „დარიგებას“, ჩანს მისთვის მეტად ძვირფასია მისი აზრი. ამავე წერილიდან ირკვევა, რომ როინაშვილს რაფიელისათვის მიბარებული ჰქონია ნუმიზმატიკური მასალა - ე.წ. „ძველი ფულები“, რომლის დაღესტანში გაგზავნასაც სთხოვს, უხსნის, რომ უნდა თან ჰქონდეს, რათა შეძენისას იცოდეს, რა აქვს კოლექციაში და რა არა. აღნიშნული წერილი მათი ნდობითა და პატივისცემით სავსე ურთიერთობის დასტურია.
6/18 ივნისი - ა. ზვენიგოროდსკის წერილი რაფიელ ერისთავს. ალექსანდრე ზვენიგოროდსკი შვეიცარიიდან რაფიელს აწვდის ინფორმაციას ბიზანტიურ მინანქრიანი ნივთების შეძენის თაობაზე და სხვა...
17 ივლისი - არტურ ლაისტის წერილი (ფრანგულ ენაზე) რაფიელ ერისთავს. არტურ ლაისტი აცნობებს რაფიელს, რომ განზრახული აქვს ქართველი მწერლების ნაწარმოებების გამოცემა. ამ მწერალთა შორის ლაისტი რაფიელსაც მოიაზრებს, იმედს გამოთქვამს, რომ ჩავა თბილისში და პირადად გაიცნობს მას.
18/30 ივლისი - ალექსანდრე ზვენიგოროდსკის წერილი რაფიელ ერისთავს. ზვენიგოროდსკი ლონდონიდან რაფიელს მისთვის ჯვრის შეძენის გამო ემადლიერება. წერს, რომ ერთი სული აქვს, როდის მიეცემა ამ ჯვრის ხილვისა და ტკბობის საშუალება. ასევე აცნობებს, რომ მომდევნო შესაძლო შენაძენებისათვის უკვე გასცა განკარგულება რაფიელისათვის 500 მანეთის გაგზავნის თაობაზე. საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მისთვის გამორჩეულად საინტერესოა ვერცხლის ბიზანტიური ნამუშევრები და სხვა.
თბილისში ჩამოსულმა უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩიმ ლერმონტოვის „დემონში“ თამარის სახის შექმნისას მშვენიერი თეოდოსია შეარჩია.
1883
ქართული ენის დამაკნინებელი გამოსვლების საპასუხოდ ქართველმა საზოგადოებამ ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნაზე წამოიწყო ზრუნვა. რ. ერისთავმაც ბევრი იმუშავა ტერმინებზე. შემდეგ მიმართა „დროების“ რედაქტორს თხოვნით, რომ, სხვათა მიერ შემუშავებულ მათემატიკურ ტერმინებთან ერთად, მისი ნაშრომიც წარედგინა საზოგადოებისათვის შესაფასებლად - „უკეთესნი იქნებიან იგინი სხვებზე, თუ უმდარესნი, ეს დაფასება ეკუთვნის საზოგადოებას და ზემოხსენებულს კრებას. ჩემი სურვილია მხოლოდ, რომ ეს სიაც დაიბეჭდოს შესადარებლად და მასზედ კრიტიკის წარმოსათქმელად, რადგან ყოველი პირადი თავის-მოყვარეობა საზოგადო საქმეში უადგილოა და რადგან საზოგადო საქმეა მხოლოდ პატივსადები ამ შემთხვევაშიაც“, - თავმდაბლურად აღნიშნავდა გამოცდილი ლექსიკოლოგი.
წერილში „ქართული საეკლესიო გალობა და სიმღერები ნოტებით“ („დროება“, 1883, N236) რ. ერისთავმა ფილიმონ ქორიძის მიერ ქართულ გალობათა ნოტებზე გადატანის გამო სიხარული გამოხატა. ფ. ქორიძეს ურჩია საქმიანობის მეტად გაფართოვება, საზანდრების მიწვევა, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა და იქაური სიმღერების ნოტებზე გადატანა. წერილში რ. ერისთავი ქორიძეს პრაქტიკულ დახმარებასაც სთავაზობდა და წერილთან ერთად გამოაქვეყნა ქართული სიმღერების მის მიერ შედგენილი სხვადასხვა თემატური სია.
წერილში „კახეთში გახლდით“ (დროება, 1883, №122) აღწერილია კახეთში არსებული სიღარიბე. ნაშრომში ავტორი მიზეზებისა და გამოსავლის ძიებაშია.
„ივერიის“ სხვადასხვა ნომერში ქვეყნდება მისი ლექსები.
11 თებერვალი - წერილს სწერს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) ოზურგეთიდან თბილისში. სთხოვს, აცნობოს, თუ როდის დაისტამბება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი.
1884
ერისთავი დრამატული საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1884-1886 წლებში თეატრალურ საზოგადოებას თავმჯდომარეობდა.
თბილისში ჩავიდა არტურ ლაისტი - ერთ-ერთი პირველი უცხოელი, რომელმაც დასავლეთ ევროპას ქართული მწერლობა გააცნო.
31 მაისი - ილია სადარბაზო ბარათებს უგზავნის რაფიელ ერისთავს, იაკობ გოგებაშვილს, აკაკი წერეთელს, დავით ერისთავს, გიორგი თუმანიშვილს, ალექსანდრე სარაჯიშვილს, პეტრე უმიკაშვილს, ივანე მაჩაბელს, ეკატერინე გაბაშვილსა და სხვა ქართველ მოღვაწეებს. ამ ბარათებით ის პირველ ივნისს არტურ ლაისტის საპატივცემულო სადილზე ეპატიჟება (კკსსხეც, გიორგი თუმანიშვილის არქივი, ავტოგრაფი №363, №957).
ერისთავის რედაქტორობით პირველად გამოიცა „ქართული ლექსიკონი, შედგენილი სულხან საბა ორბელიანისაგან, თავ. რაფიელის რედაქტორობითა და ალექსანდრე ეპისკოპოსის ხარჯით დაბეჭდილი“.
გამოქვეყნდა რ. ერისთავის შედგენილი «Краткий грузино-русско-латинский словарь изъ трехъ естественныхъ царствъ природы», მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი: „მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებიდგან“, შედგენილი თ. რაფ. ერისთავისაგან, ტფ., 1884.
მან ასევე დაამუშავა „არითმეტიკისა და გეომეტრიის“, „ფიზიკისა და სამუნეჯიბო ღეოღრაფიიდან“ (ასტრონომიის), „საზომისა და საწყაოსი“, „ქიმიისა“, „ზღვისა და შიგ ცურვისა“ და „სამხედრო“ ტერმინები.
1885
რაფიელის მეუღლე - თეოდოსია ერისთავი ხანგრძლივად ავადმყოფობს. ის ძმის, სამსონ დავითის ძე ერისთავის, დახმარებით სამკურნალოდ მიემგზავრება საფრანგეთში. თეოდოსიას საფრანგეთში თან მიჰყავს ქალიშვილები - ნინო და ანასტასია.
9-10 მარტი - არწრუნისეული თეატრის შენობაში რაფიელ ერისთავმა წაიკითხა საჯარო ლექცია IV-XI საუკუნეების ქართული ლიტერატურის შესახებ და ვრცლად ისაუბრა შოთა რუსთველსა და „ვეფხისტყაოსანზე“ („დროება“, 1885, №№52, 53).
15 მაისამდე - ილია ჭავჭავაძე წერილობით სთხოვს რაფიელ ერისთავს, მასთან მივიდეს ძალზე საჭირო საქმის გამო (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი, ავტოგრაფი №227). წერილი გაგზავნილია მაშინ, როდესაც ქშწკგ საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძეა.
30 დეკემბერი - ილია ჭავჭავაძე სადარბაზო ბარათებით იწვევს რაფიელ ერისთავს, აკაკი წერეთელსა და დავით ერისთავს. სთხოვს, ერთად აღნიშნონ ახალი წელი და გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომრის გამოსვლა (კკსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი, №957).
31 დეკემბერი - ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიის“ რედაქციის დარბაზში ახალბებუთოვის ქუჩაზე ახალი წლის და გაზეთის პირველი ნომრის მოლოდინში მასპინძლობს ორმოცამდე მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, მათ შორის რაფიელ ერისთავს, ნიკო ხიზანაშვილს, კოლა ერისთავს, გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებს, სტეფანე ჭრელაშვილს და სხვ. (ილია ხონელი, „ივერია“, 1886, №3).
გიორგი ჟურულის მოგონების თანახმად, გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში, „…ღამის 12 საათმა რომ დაჰკრა, გაიღო კარები და შემოვიდა სასადილოში „ივერიის“ ასოთამწყობთა დეპუტაცია. მათ თან მოიტანეს, ის-ის არის ახლად დაბეჭდილი „ივერიის“ საახალწლო ნომერი… სუფრის თამადად ჩვენი დაუვიწყარი რაფიელი იყო. ილია მივიდა მასთან ალავერდით და ახლად მოტანილი „ივერიის“ ნომერიც მას გადასცა. მხცოვანმა მგოსან-თამადამ მოითხოვა ვერცხლის თასი, შიგ ჩადო ოთხად დაკეცილი სველ-სველი გაზეთის ნომერი და ზედ წითელი ყვარლის ღვინო დაასხა. მშვენიერი და ოხუნჯური სიტყვა წარმოსთქვა ტოლუმბაშმა, ადღეგრძელა გაზეთი და თასი ჩამოგვიტარა ყველას. თვითეულს ისე დაგვალევინა ღვინო და გაზეთის წვენი, თითქო ზიარებას გვაწვდიდაო“.
გაზეთ „ივერიის“ მესამე ნომერში, რუბრიკაში „ნაკვესი“ გამოქვეყნდა „ექსპრომტები ახალ-წლის ღამეს ნათქვამი „ივერიის“ რედაქციაში“ -
თ. რაფიელ ერისთავს
ტოლუმბაშათ განთქმული ხარ,
პოეტთ შორის პატრიარხო,
ვისურვებ, რომ ძველი წელი
კვლავ მრავალი დაგვიმარხო.
„ივერიას“
ამაღამა იშვა ბავშვი
ილიამ ჰრქვა „ივერია“,
მეტად დიდი გამოვიდა
ხონელიც ვერ მოერია.
სტამბაშიაც ძლივს მოაწყეს,
ხელაძესაც აერია,
ერთის შიშით კანკალებდა,
არ წაპილწოს ნომერია,
მაგრამ იშვა... კვლავ ვისურვოთ
ქართვლის ჰქონდეს მას ფერია,
იმდენხანსა იდღეგრძელოს,
რომ ვიძახდეთ: რა ბერია!..
ილიას
ღმერთმა ინებოს, ილია,
არ მოგერიოს ძილია,
და კარგათა გაგეზარდოს
ეს მამის-ერთა შვილია.
თ. დ. ერისთავი
1 იანვარს 1886 წ.
ტფილისი.
არტურ ლაისტი საგურამოში ილია ჭავჭავაძის დახმარებით იწყებს ქართველ პოეტთა ლექსების თარგმნას. სხვა ქართველი პოეტებისა და მწერლების შემოქმედებასთან ერთად მან რ. ერისთავის „სამშობლო ხევსურისა“, „დედაენა“, „ღამის მეხრე“ და სხვ. თარგმნა.
20 თებერვალი - რაფიელ ერისთავის მიმართვა სასწავლო ოლქის მზრუნველისადმი, კირილე პეტრეს ძე იანოვსკისადმი. რაფიელი ითხოვს, ქართული ლიტერატურის შესახებ ლექციების ქართულ ენაზე წაკითხვის ნებართვას.
რაფიელ ერისთავის რედაქციითა და წინასიტყვაობით გამოიცა ანტონ კათოლიკოსის „ქართული ღრამატიკა“.
1886
16 ნოემბერი - ილია ჭავჭავაძე ქართულ თეატრში ესწრება ვასო აბაშიძის დრამის „შეშლილია“ და რაფიელ ერისთავის ვოდევილის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ წარმოდგენებს (გაზ. „ივერია“, 1886, №251).
ერისთავის ინიციატივითა და თაოსნობით წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სოფელ ქისტაურში ორწლიანი სასწავლებელი გახსნა, რომელიც მალე ოხთწლიანად გადაკეთდა და ეწოდა პირველი საფეხურის სკოლა. სკოლა 1933 წელს რაფიელ ერისთავის ბიძაშვილის, გენერალ კიაზო ერისთავის, სახლის მეორე სართულზე განთავსდა.
ამ პერიოდში რაფიელი კვლავ აქტიურად თანამშრომლობს „ივერიასთან“.
გაზეთ „ივერიის“ №8-ში ქვეყნდება რაფიელის მიმართვა ქართული დრამატული საზოგადოების წევრებისადმი - „ქართულის დრამატიულის საზოგადოების წევრთა გამოეცხადებათ“...
ჟურნალ „თეატრში“ იბეჭდება „სცენები ჩვენის ხალხის ცხოვრებიდან“ (№29) და „შედგენილი ზმები დაკვეთილ სიტყვებზედ“ (№32).
დიმიტრი ყიფიანის წერილი რაფიელ ერისთავს.
უნდა ეკუთვნოდეს 1886 წლის 4 აგვისტოს ახლო პერიოდს. კერძოდ, დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში გადასახლების გადაწყვეტილების მიღებიდან მის გამგზავრებამდე.
დიმიტრი ყიფიანი რაფიელს მეუღლით იწვევს მეორე დღის დილის 10-11 საათზე საზოგადოებრივ საქმეზე სათათბიროდ. სწერს, რომ ის, შესაძლოა, დიდი ხნით მოკლებული იყოს მათ საყვარელ და სასიამოვნო საზოგადოებას (სავარაუდოდ, მოკლებული უნდა იყოს მისი გადასახლების გამო).
1887
4 იანვარი - გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება რაფიელ ერისთავის საახალწლო მილოცვები ილია ჭავჭავაძისადმი „გლეხისაგან“ და „ვაჭრისაგან“ („ივერია“, 1887, №2).
6 დეკემბრის შემდეგ - დავით სარაჯიშვილის სახლში ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების: რაფიელ ერისთავის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე მაჩაბლის, პეტრე უმიკაშვილის, გრიგოლ ვოლსკისა და სხვათა წინაშე ილია ახალდასრულებულ მოთხრობას - „ოთარაანთ ქვრივი“ - საჯაროდ კითხულობს სოლოლაკში.
რ. ერისთავი აქვეყნებს ისტორიულ პოემას - „თამარიანი“ .
1 თებერვალი - ბესარიონ ნიჟარაძის წერილი რაფიელ ერისთავს. წერილში ბესარიონი ებოდიშება, რომ პირადად ვერ ეახლა იმის გამო, რომ ქუთაისში მიიჩქაროდა. უგზავნის სვანური ტექსტის თარგმანსა და შენიშვნებს.
1888
რაფიელი ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივს“ უძღვნის იუმორისტულ ლექსს, რომელშიც აღნიშნავს, რომ შეყვარებულია მის მთავარ პერსონაჟში (კკსსხეც, რ. ერისთავის პი რადი არქივი №77).
10 ივლისი - რაფიელ ერისთავის მამულიშვილური ზრუნვის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია მისი მოწოდება საზოგადოებისადმი სრული რუსულ-ქართული ლექსიკონის შესაქმნელად გაერთიანებისაკენ („აზრი სრულის რუსულ-ქართულის ლექსიკონის შედგენის თაობაზე“, „ივერია“, 1888, №144).
განათლებულ, ლექსიკოლოგიაში მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანს, კარგად ესმოდა ასეთი ლექსიკონის შედგენის მნიშვნელობა, აუცილებლობა და სირთულე. რ. ერისთავმა მოიფიქრა სქემა, რომლის საფუძველზეც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, განათლებული ადამიანები შეძლებდნენ მუშაობის პროცესში ჩართვას და ლექსიკონის თავიანთი დიალექტით გამდიდრებას. ბოლო ეტაპზე კი სარედაქციო ჯგუფი საბოლოოდ დაამუშავებდა თავმოყრილ მასალას. ამ ინიციატივას ქართველი საზოგადოება მოწონებით შეხვდა. ალექსანდრე სარაჯიშვილი რაფიელ ერისთავის ამ მიმართვასთან და მის შედეგთან დაკავშირებით წერდა, რომ „ივერიის“ რედაქციას ბევრი ადამიანისაგან მიუღია წერილები, რომლებშიც ისინი გამოთქვამდნენ სურვილსა და მზადყოფნას, ეშრომათ ლექსიკონის შესავსებად (ივერია, 1888, №152).
2 თებერვალი - კოტე ყიფიანის წერილი რაფიელ ერისთავს. კოტე ყიფიანი რაფიელს უგზავნის მის მიერ „გადმოკეთებული“ ვოდევილის ტექსტს, სთხოვს წაიკითხოს და შეასწოროს - „თქვენგან გასწორებული, რასაკვირველია, კარგი იქნება“-ო.
1889
მისი ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდია კომერციული საქმიანობით დაკავება. რაფიელმა თითქმის მუქთად ასვა ნახევარ თბილისს თავისი ჩინებული ახმეტური ღვინო და, ცხადია, დიდადაც იზარალა. საბოლოოდ თავი იმით ინუგეშა, რომ „ქართველი კაცისთვის ღმერთს ვაჭრობა არ დაუწესებიაო“.
ამის შემდგომ, ეკონომიური მდგომარეობით შეჭირვებული რაფიელი 1889 წლიდან 1896 წლამდე კვლავ სახელმწიფო სამსახურშია. ლევან მელიქიშვილის შუამდგომლობით კავკასიის საცენზურო კომიტეტში ქართული ენის ცენზორად ინიშნება. ცენზორობა პრესტიჟული საქმიანობა ნამდვილად არ იყო, მაგრამ უსახსროდ დარჩენილი იძულებული შეიქნა ამ საქმიანობას დასჯერებოდა. მსგავსი ლიბერალური ცენზორი ქართულ ლიტერატურას არასოდეს ჰყოლია.
ილია ჭავჭავაძე რაფიელს, როგორც საცენზურო კომიტეტის ცენზორს, უგზავნის წერილს თხოვნით, მიხეილ ნასიძის ლექსი „ახალი იავ-ნანა“ უცვლელად დატოვოს. თუკი ვინმე შენიშნავს, პასუხისმგებლობას თავად იღებს (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №955).
ქვეყნდება ორმოქმედებიანი ტრაგი-კომედია „ბრილიანტი“, თხზ. თ. რ. ერისთავისა, („თეატრი“, №№8, 9, 10, 13, 15).
1890
ქვეყნდება რაფიელ ერისთავის რეცენზია გუსტავ რადდეს წიგნზე «Хевсурия и хевсуры» (опыт монографии), Тифлис, 1881 - «Отпечатки и поправки в монографии Хевсурия и хевсуры» (ЗКОРГО, XIV, Тифлис, 1890).
რაფიელ ერისთავმა დიდი სარედაქციო სამუშაო გასწია ურბნელის (ნიკო ხიზანაშვილი) ეთნოგრაფიულ ნაშრომზე „ნარკვევები ფშავ-ხევსურეთის შესახებ“.
«Извлечение из этнографических очерков Урбнели о хевсурах» (ЗКОРГО, XIV, вып. I, Тифлис, 1890). მას ეკუთვნის თარგმანი რუსულ ენაზე, სისტემატიზირებული რუბრიკების მიხედვით დალაგებული ამონარიდები, შენიშვნები.
რაფიელ ერისთავის წერილი სიძეს - ნიკოლოზ ხიმშიაშვილს.
რაფიელ ერისთავი სიძეს სწერს, რომ მათ გარეშე მოიწყინა; ნინო და ფედია კახეთში მიდიან და მარტო რჩება. კარგი იქნებოდა ნიკოს ბანკის კრებაზე დასწრება (სსლმ. №2079-ხ).
დავით ჩუბინაშვილის წერილი რაფიელ ერისთავს. დავით ჩუბინაშვილი რაფიელს სახსოვრად უგზავნის თავის რუსულ-ქართული ლექსიკონის ერთ ეგზემპლარს. აცნობებს, რომ გზავნილი გრიგოლ ჩარკვიანის სახელზეა, და თუ ჯერ არ მიუღია, გაგზავნოს „კაცი“ წამოსაღებად. ეს წერილი, სავარაუდოდ, დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონის დაბეჭდვიდან ახლო პერიოდში უნდა იყოს გამოგზავნილი (1890?).
აქვეყნებს თხზულებებსა და ლექსებს.
1890 წლის შემდეგ
რაფიელ ერისთავის წერილი ქალიშვილს - ელენე ერისთავს.
რაფიელი საყვედურობს ქალიშვილს, რომ წერილს არ სწერს. ატყობინებს, რომ დის, ბარბარეს მეუღლეს, ნიკო ხიმშიაშვილს მამული კინაღამ გაუყიდეს. ტასო კვლავ ჟელეზნავოდსკში იმყოფება. სიძე - ნინოს მეუღლე ფედია ეკიმოვი - აპირებს ჩასვლას და რაფიელს უხარია, რომ შვილს, ნინოს, ნახავს. თვითონ ელენესთან სტუმრობას ენკენისთვე ში აპირებს (სსლმ. №23911).
1891
რაფიელ ერისთავმა და მთელმა მისმა ოჯახმა დიდი დანაკლისი განიცადა. რაფიელმა დაკარგა საყვარელი ადამიანი და მეგობარი, მისმა ქალიშვილებმა უსათნოესი და მოსიყვარულე დედა. რაფიელის მეუღლე - თეოდოსია დავითის ასული ერისთავი სრულიად ახალგაზრდა, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაიკრძალა თბილისში, დიდუბის პანთეონში.
რაფიელი აქვეყნებს ნაწარმოებებს გაზეთ „დროებასა“ და სახელმძღვანელოში - „წყარო“ - მოსამზადებელი კლასებისათვის.
1892
17 სექტემბერი - დაჯილდოვდა წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენით (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი, 185-12).
25 ოქტომბერი - ალექსანდრე ჯაბადარის წერილი რაფიელ ერისთავს. ამ წერილში ალ. ჯაბადარი რაფიელს აცნობებს, რომ შესასწორებლად უგზავნის მათ შორის დადებულ შეთანხმების წერილს, რომელიც შეეხება რ. ერისთავის გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი თხზულებების გამოცემას.
1893
4 თებერვალი - რაფიელ ერისთავის წერილი ქალიშვილს - ელენე ერისთავს.
რაფიელი საყვედურობს ქალიშვილს უყურადღებობის გამო. სთხოვს, რომ აუცილებლად მისწეროს დეიდა კატოს, რომელმაც ამდენი რამ გაუკეთა და სანაცვლოდ მხოლოდ ყურადღებას ითხოვს. ატყობინებს, რომ ძალიან ყინავს და მოწყენილები არიან. ბაბუცა ესტუმრა, ცოტა იავადმყოფა და გამოკეთდა (სსლმ. №23912).
11 თებერვალი - ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე გურიიდან გამოგზავნილ წერილში რაფიელს კურთხევას უთვლის და სთხოვს, წერილითვე აცნობოს, როდის იქნება მზად სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონი.
აქვეყნებს თხზულებებს - „თხზულებანი, თ. რ. ერისთავისა“, ტფ., ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, 1893.
1894
8 იანვარი - რაფიელ და ანასტასია ერისთავების წერილი ბარბარე ერისთავს
რაფიელი მადლობას უხდის ბაბუცას გოზინაყისა და შეპირებული მარინადისათვის. სთხოვს, ჩავიდეს მათთან. ატყობინებს ტასოს ავადმყოფობის ამბავს, რის გამოც ფოსია ვერ ტოვებს მას. მათთან სტუმრად იმყოფება მანანა ჯორჯაძე ქალიშვილით.
ტასო მადლობას უხდის ბაბუცას მიპატიჟებისათვის, აცნობებს, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებს დასთან სტუმრობას, რადგან დღეგამოშვებით უნდა იაროს ექიმ გეგე მაღალაშვილთან; თავს უკეთ გრძნობს. ასევე ატყობინებს, რომ მამამ ნინოსგან მიიღო ბარათი ნახატებით (სსლმ. №21456-ხ).
22 ივლისი - რაფიელის წერილი ქალიშვილს - ელენე ერისთავი-ტუსიშვილს. რაფიელი ებოდიშება, რომ მოუხდა მისი მეუღლის, გიგლო ტუსიშვილის, დაყოვნება იმის გამო, რომ მეორე სიძეს, ბარბარეს (ბაბუცას) მეუღლეს, ნიკო ხიმშიაშვილს, კინაღამ მამული გაუყიდეს. ასევე ატყობინებს, რომ მისი და, ანასტასია (ტასო) ერისთავი-კახიძე სამკურნალოდ ჟელეზნოვოდსკშია, თუმცა შვიდთვიან დიდ ხარჯებთან დაკავშირებულ მკურნალობას შედეგი ვერ გამოუღია.
ქალიშვილს - ელენეს - ჰპირდება სექტემბერში „სართველოთ“ სტუმრობას. ასევე სწერს, რომ ქალიშვილის, ნინო ერისთავი-ეკიმოვას, მეუღლე იწერება, რომ აგვისტოში ეწვევი ან. „მე უფრო ნინიჭკას მოსვლა მიხარიან“, - გულწრფელად აღიარებს შვილს მონატრებული რაფიელი.
28 მარტი - რაფიელი საქმიან წერილს უგზავნის სიძეს - გიგლო ტუსიშვილს, ქალიშვილის, ელენეს, მეუღლეს. ატყობინებს, რომ ჩქარობს ამ წერილის მიწერას, ყველაფერს რისი შეტყობინებაც სურს, წერილით ვერ გადასცემს და სთხოვს მალე ჩასვლას და პირად საუბარს, მის მიერ უჭაჭოდ დაყენებული ღვინის ნახვას, კიდევ თუ დარჩა, ჰპირდება თესლის შეძენასა და გაგზავნას.
უკვირს გიგლოს იჯარით გაცემული მიწის ხვნასთან დაკავშირებული სურვილი. თუ 175 კოდი პური გექნება, მეტი რად გინდაო.
სთხოვს სააღდგომოდ „ოთხი ფეხი ვიჩინის“, ბატკნის, ინდაურისა და კვერცხების გაგზავნას. ღვინო კი ჯერ არ უნდათ, რადგან აქვთ.
1895
22 მარტი - სტამბისა და წიგნის მაღაზიის მფლობელის, კონსტანტინე თავართქილაძის წერილი ოზურგეთიდან რაფიელ ერისთავს, როგორც ცენზორს. წერილი ეხება კნეიპის წიგნის, სათაურით «Водолечение», თარგმანის დაბეჭდვასა და თეოფილე ხუსკივაძის „ეკატერინე ბატონიშვილის“ ბეჭდვის შეფერხებას.
22 მაისი - გაზეთ „კვალში“ (№22) გამოქვეყნებულ სტატიაში „საყურადღებოთ“ აკაკი წერეთელმა რაფიელ ერისთავის საიუბილეო თარიღის - მოღვაწეობიდან 50 წლის იუბილეს აღნიშვნის საკითხი დასვა. აკაკის წინადადება ქართველმა საზოგადოებამ და ქართულმა პრესამ მაშინვე აიტაცა.
„საზაფხულო ბაღში“ შედგა პირველი კრება. დაესწრნენ „წარმომადგენელნი ქართული ჟურნალ-გაზეთებისა, წერა-კითხვის გამგეობისა, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობისა და ქართველ მსახიობთა“. არჩეულმა კომიტეტმა, გიორგი წერეთლის, პეტრე ყიფიანისა და კოტე მესხის შემადგენლობით, შეიმუშავა სადღესასწაულო პროექტი. მეო რე კრებაზე კომიტეტმა პროექტი დასამტკიცებლად წარადგინა („კვალი“, №46).
9 ივლისი - გაზეთ „კვალის“ (№29) რუბრიკაში „სხვა-და-სხვა ამბები“ ქვეყნდება შემდეგი შინაარსის ინფორმაცია: „თ. რ. დ. ერისთავის საიუბილეო დღესასწაული დაინიშნა ოქტომბრის 22-ს. საიუბილეო კრებამ გადაწყვიტა დააარსოს სამაზრო კომიტეტები, რომ ამ დღესასწაულს მიეცეს საერო მნიშვნელობა“.
17 სექტემბერი - გაზეთ „კვალ“-ში (№40) გამოქვეყნებული განცხადებით, აკაკი საიუბი ლეო კომიტეტის წევრებს საიუბილეო პროგრამის შესადგენად 19 სექტემბერს საღამოს, 7 საათზე სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში იწვევდა.
გაზეთ „კვალი“-ს ამავე ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნებული იყო გაზეთის რედაქციის განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ თ. რაფ. ერისთავის საიუბილეო დღესასწაულის გამო 1895 წლის ივლისში შემდგარ კრებაზე არჩეულ იქნა გამგე კომიტეტი და ამსრულებელი კომიტეტი. გამგე კომიტეტს შეადგენდნენ: ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლი თ. კ. ი. მუხრანბატონი, თ. მარიამ ვახტანგის ასული ორბელიანისა, თ. აკაკი წერეთელი, თავ. ილია ჭავჭავაძე და თ. პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი; ამსრულებელ კომიტეტს: გ. ე. წერეთელი, ნ. ზ. ცხვედაძე, პ. ყიფიანი, ვალ. გუნია, კონსტ. მესხი და გიორგი ყარანგოზიშვილი.
19 სექტემბერი - ამ დღეს სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში დანიშნული თავყრილობა ვერ შედგა („კვალი“, №46).
26 სექტემბერი - „ივერიაში“ (№206) იბეჭდება „თ. რაფიელ ერისთავის საიუბილეო პროგრამის ესკიზი, რომელიც შეიმუშავა პირველ დაწყებითმა საიუბილეო კრებამ“.
5 ოქტომბერი - საღამოს 8 საათზე ტფილისის სათავადაზნაურო ბანკში შედგა რაფიელ ერისთავის საიუბილეო დღესასწაულთან დაკავშირებული კრება.
9 ოქტომბერი - შედგა მეორე კრება, რომელსაც დაესწრო ილია. შეიცვალა მანამდე მომზადებული პროგრამის ესკიზი. შემუშავდა დღესასწაულის პროგრამის საბოლოო ვერსია (№43).
22 ოქტომბერი - რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს აღნიშვნა. გაზეთი „ივერია“: „დღეს ქართველ ერს დღესასწაული აქვს! დღეს ყოველი ქართველი, ვინც უნდა იყოს, დღესასწაულობს დიდ ეროვნულ დღეს...“.
1895 წლის 22 ოქტომბერი, რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე საერო დღესასწაულად იქცა. „ორმოც-და-ათის წლის მოღვაწეობის დღესასწაულობა ჩვენი წარჩინებული პოეტისა ამავე დროს შეიქნა დღესასწაულათ საქართველოს ერის თვითცნობიერებისა“ („კვალი“, №46).
24 ოქტომბერი - გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება ქშწკგ საზოგადოების ადრესი რაფიელ ერისთავისადმი მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავის გამო, რომელსაც გამგეობის წევრებთან ერთად ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
1895 წლის ღვინობისთვის საიუბილეო ადრესები ქართულ პრესაში ქვეყნდება.
25 ოქტომბერი - ზაქარია ჭიჭინაძის წერილი რაფიელ ერისთავს. ზაქარია წერს, რომ უგზავნის ბოჭორიშვილის ლექსებს. თავად შეუძლოდაა და ვერ მივა, რის გამოც მის ნაცვლად ბარათის მიმტანი მოაწერს ხელს.
30 ოქტომბერი - გიორგი წერეთლის წერილი რაფიელ ერისთავს. აცნობებს, რომ საიუბილეო კომიტეტმა მას მიანდო რაფიელისათვის ას ოცი მანეთის ოდენობის თანხის გადაცემა. საიუბილეო კომიტეტს ჯერ უფიქრია იუბილარისათვის რაიმე ნივთის შეძენა, მაგრამ შემდგომ, იმის გამო, რომ „ვაითუ მისი გულის შესაჯერებელს“ ვერ შეარჩევდნენ, გადაწყვიტეს საჩუქრის ფულადი სახით მირთმევა.
1896
რაფიელ ერისთავი ასრულებს ნაშრომს სვანეთის შესახებ და გაზეთში «Новое обозрение» აქვეყნებს (1896, №№4426, 4442, 4457; 1897, №4555). ეს მასალა შინაარსით, სტრუქტურითა და მოცულობით ვრცელი სამეცნიერო ნაშრომია.
ოქტომბერში ამთავრებს სამსახურს როგორც კავკასიის საცენზურო კომიტეტის ცენზორი. ამით სრულდება მისი მოღვაწეობა სახელმწიფო სამსახურში. ენიშნება პენსია 850 მანეთი წელიწადში.
22 აპრილი - კონსტანტინე მამაცაშვილის წერილი რაფიელს. ხანდაზმულობის გამო თავად ვერ დასწრებია საიუბილეო დღესასწაულს და სტუდენტის ხელით გაუგზავნია მისალოცი რაფიელისათვის. თუმცა გაზეთებიდან მისთვის ცნობილი გამხდარა, რომ წერილს ადრესატამდე ვერ მიუღწევია. სთხოვს რაფიელს შეატყობინოს, მიიღო თუ არა გასულ წელს მისგან გაგზავნილი მისალოცი.
25 აპრილი - ექვთიმე თაყაიშვილის წერილი რაფიელ ერისთავს. იმჟამად სათავადაზნაურო სკოლის გამგე, ექვთიმე თაყაიშვილი, მას სწერს, რომ პირადად და კომიტეტის წევრებიც სთხოვენ რაფიელს, არ დააბრკოლოს სათავადაზნაურო სკოლის ანგარიშის გაშვება, ვინაიდან ანგარიშში არაფერია ცენზურის საწინააღმდეგო.
ქვეყნდება იგავ-არაკნი [გადმოკეთებული] თ-დ რაფიელ ერისთავის მიერ, „ქართველთა ამხანაგობის“ გამოცემა.
1897
ჟურნალში «Нива» ერთსა და იმავე გვერდზეა დაბეჭდილი ლევ ტოლსტოის, რაფიელისა და ილიას ფოტოგრავიურები. რაფიელისა და ილიას ფოტოგრავიურები ლევ ტოლსტოის გრავიურასთან შედარებით უფრო მომცროა. მომდევნო გვერდზეა განთავსებული ვასი ლი ველიჩკოს სტატია რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის შესახებ, სადაც აქცენტი რებულია მათი შემოქმედებითი მოღვაწეობა («Грузинские поэты кн. Р. Д. Эриставов и кн. И. Г. Чавчавадзе», ჟურნ. «Нива», 1897, №35, გვ. 834-835).
„გეოგრაფიული საზოგადოების ჩანაწერებში“გამოაქვეყნა მეორე ეთნოგრაფიული ნარკვევი: «Заметки о Сванетии», (ЗКОРГО, XIX, Тифлис, 1897, приложение II), „შენიშვნები სვანეთის შესახებ“.
17 დეკემბერი - რაფიელ ერისთავის წერილი ბარბარე ერისთავს.
რაფიელი ულოცავს ქალიშვილს სახელის დღეობას და ქალიშვილის შეძენას; ატყობინებს, რომ მისალოც წერილს ნიკოსაც გაუგზავნის (სსლმ. №2078-ხ).
1898
6 თებერვალი - რაფიელ ერისთავის წერილი კოტე დოდაშვილს.
რაფიელ ერისთავი სთხოვს კოტე დოდაშვილს, ამ ბარათის მიმტანს გადასცეს იუბილესთან დაკავშირებული წიგნები და ტელეგრამები (სსლმ. №2080).
რაფიელმა კვლავ სცადა ადრე, მარცხით დასრულებული, ნავთობის მოპოვების წამოწყება. საქმეში მცირე თანხა დააბანდა და საქმის წარმართვა ქალიშვილის - ბარბარეს მეუღლეს, ნიკო ხიმშიაშვილს დაავალა.
4 ივნისი - რაფიელ ერისთავის წერილი ნიკოლოზ ხიმშიაშვილს
რაფიელ ერისთავი სწერს სიძეს, რომ უგზავნის მინდობილობას ნავთის საქმეზე; იმედოვნებს, რომ გონივრულად აწარმოებს საქმეს და იჯარით გასცემს რაფიელის წილ 500 მანეთს წელიწადში (სსლმ. №2077-ხ).
1899
რაფიელის საიუბილეო ადრესები - „საერო დღესასწაული თ. რაფ. ერისთავის იუბილეს გამო“, ექვთიმე ხელაძის სტამბაში წიგნად დაიბეჭდა.
იანვრიდან რაფიელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად მძიმდება.
1900
ოქტომბერი - ილია ჭავჭავაძე და რაფიელ ერისთავი აირჩიეს მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული ბუნებათმცოდნეობის, ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის საზოგადოების წევრებად(„ივერია“, 1900, №321).
1901
19 თებერვლამდე - ილია მოკლე ბარათს უგზავნის რაფიელ ერისთავს.
19 თებერვალი - რაფიელ ერისთავი 77 წლის ასაკში თელავში გარდაიცვალა.
19-25 თებერვალი - რაფიელ ერისთავის სიძისა და ქალიშვილის - ვასილ კახიძისა და ანასტასია ერისთავი-კახიძის სახლში, თელავში, შუადღესა და საღამოს იმართებოდა პანაშვიდები.
21 თებერვალი - რაფიელ ერისთავის გარდაცვალების გამო ქშწკგ საზოგადოების სახელით ილია სამძიმრის დეპეშას უგზავნის თელავში მწერლის სიძეს, ვასილ კახიძეს.
22 თებერვალი - გაზეთი „ივერია“ (№41) იუწყებოდა, რომ 21 თებერვალს, „ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკკლესიაში პანაშვიდი იქმნა გარდახდილი ახლად გარდაცვალებულის პოეტის თავ. რაფიელ ერისთვის სულის მოსახსენებლად“.
ამავე დღეს გაზეთი „ივერია“ აქვეყნებს რაფიელ ერისთავის ოჯახის ნეკროლოგს.
24-25 თებერვალი - რაფიელ ერისთავი თელავიდან ხალხმრავალი პროცესიის თანხლებით სოფელ ქისტაურში გადაასვენეს.
25 თებერვალი - რაფიელ ერისთავი სოფელ ქისტაურში დაიკრძალა.
დასაფლავების დღეს, ტფილისში, ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიაში მის სახელზე ჩატარდა წირვა და გადაიხადეს პანაშვიდი.
რაფიელ ერისთავის გარდაცვალებისა და დაკრძალვის რეალიებს დეტალურად ასახავს მისი თანამედროვე ქართული პრესა.
11 მარტი - თავადაზნაურთა თეატრში რაფიელ ერისთავის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო შედგა („ივერია“, №57).
გაზეთ „ივერიის“ ამავე ნომერში გამოქვეყნდა 11 მარტს, რაფიელ ერისთავის სახსოვრად გამართულ საღამოზე აკაკი წერეთლის მიერ წარმოთქმული სიტყვა.
1902
17 თებერვალი - „ცნობის ფურცელი“ (№1729) იუწყებოდა, რომ ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ჩატარდებოდა წირვა და გადახდილი იქნებოდა რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
_______________
1. რაფიელს 10 წელი 1834 წელს შეუსრულდებოდა. ამ ასაკში ფილადელფოსის მოწაფე ვერ იქნებოდა, ვინაიდან 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დაპატიმრებული ფილადელფოსი 1833 წელს გარდაიცვალა.
2. არასწორია მოსაზრება, რომ რაფიელი დავითისა და ნინოს პირველი შვილი იყო. ცოლ-ქმარს რაფიელამდე ქალიშვილი შესძენიათ, რაც დოკუმენტური მასალით დასტურდება. გოგონა, სახელად ეკატერინე, რაფიელის დაბადების დროისათვის 4 წლის იყო. როგორც ჩანს, ის ადრევე გარდაიცვალა.

![]() |
5 სამშობლოს კაცი |
▲ზევით დაბრუნება |
აკა მორჩილაძე
„როგორც ნამდვილი ოპოზიციის წევრი, ის იყო ფრთხილი, ამწონ-გამზომი საქმისა და გარემოებისა, გრძნობა-მოუსყიდველი და გამბედავ-შეუპოვარი“, - ასე იხსენებდა აკაკი წერეთელი რაფიელ ერისთავს.
აკაკის, წვრილმან ნაკლზე მონადირესა და მწარე შემფასებელს, ამ კაცის განსაკუთრებული პატივისცემა ჰქონდა, სულ აქებდა და დიდად არც ახსნიდა ხოლმე, რატომ. ერთხელ, თელავში ჩასულმა, უკვე საქმეთაგან გარიდებული, სიძე-ქალიშვილთან მცხოვრები მოხუცი რაფიელი მოინახულა. თბილ, ცრემლიან მოგონებად დაურჩა ეს ამბავი და მერე, ამ ამბებიდან ალბათ ათი წლის შემდეგ, კვლავ აღმოჩნდა კახეთში და მასპინძლებს სთხოვა, ქისტაურში წაეყვანათ რაფიელის საფლავზე.
იქ მისულიყო, თავმდაბლური ქართული საფლავის ქვა ენახა და დარდიანად ეთქვა, რაფიელი უკეთეს განსასვენებელს იმსახურებდა, აბა, აქ, რამდენი ქართველი მოვა მისთვის პატივისცემის გამოსახატადო. რაფიელ ერისთავმა თავად გადაწყვიტა ასე, ჩემს მშობლიურ სოფელში დამკრძალეთო. ქისტაური იყო მისი მამული და ყველაფერი და იყო დრო, იქაურობას წლობით ვერ მისწვდებოდა ხოლმე. ერთ საქმიან წერილში უწერია კიდეც, სახელმწიფო საქმეში მყოფი წლობით ვერ ვნახულობ ჩემს მამულს და ყველაფერი მოუვლელი მრჩებაო.
მოუვლელი, გაპარტახებული.
ეს ის დრო იყო, რუსულ სამსახურს რომ დაეთხოვა ბარე ოცი და მეტი წლითაც. მერე აღარც ეგონა, თუ დაუბრუნდებოდა, მაგრამ არ გამოვიდა - ხელმოკლეობამ თავისი გაიტანა.
მეოცე საუკუნის დასაწყისში და მერეც, კომუნისტების პირველ ათწლეულებში, ასე წერდნენ და ასეც მიიჩნეოდა: რა უჭირდათ მეცხრამეტე საუკუნის მოღვაწეებს, თამამად მისდევდნენ საზოგადო საქმეს, მასწავლებლობას, ლექტორობას, ლექსის, მოთხრობისა და ნაკვლევის წერას, რადგან ეს ჩვენი მოღვაწენი, მემამულენი, უძველეს გვართა თავადები იყვნენ და დღიური სარჩო საძებარი არ ჰქონდათო. ამის თაობაზე 1917 წლამდე პირადად რაფიელ ერისთავის შესახებ ამბობდნენ ივ. გომართელი და იპ. ვართაგავა, მერე კი - ვისაც არ დაეზარებოდა, ყველა.
ასე არ იყო, რადგან მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი არ არის ის დრო, როცა გუბერნიული საქართველოს თავადების სრული უმრავლესობა თავს ხელგაშლით მოიწონებდა. ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო, რადგან ეკონომიკა უპირველესი მოკარნახეა და იმ დროის ნამდვილი სურათის ახსნა კი შორს წაგვიყვანს: თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში იყვნენ განთქმული გამონაკლისები, დიდი მემამულენი, მაგრამ ესენი ერთეულები ბრძანდებოდნენ. რაფიელ ერისთავი ამათ რიგში არ იყო და ვერც იქნებოდა: მის უკიდურესად წარჩინებულ გვარს ადრევე გადაეტანა წახდენის ტრაგედია და მისი ოჯახი იყო ძველი საქართველოს უდიდესი ფეოდალური საგვარეულოს აღსასრულის ცოცხალი მაგალითი.
რაფიელი - სახელი ძველია, ბიბლიური თუ აპოკრიფული, მაგრამ მთავარანგელოზისა: ამბობენ, რომ შუა საუკუნეების საქართველოში უფრო ბერებს მიეცემოდათ, თუმცა, არა გვყავს არც ერთი კათოლიკოსი ამ სახელით, მაგრამ, ასეა თუ ისე, საეროდ და კანტიკუნტად, ეს სახელი მეთვრამეტე საუკუნეში ამოტივტივებულა აღმოსავლეთ საქართველოს თავადურ ოჯახებში: თეიმურაზ მეორისა და მისი ვაჟის, ერეკლეს მეფობაში წამოსულა ბევრი დავიწყებული დანათვლა და მოდური სპარსულისთვის უჯობნია: აქედან, რაფიელ ბაბუას ერქვა და შვილიშვილისთვისაც დაურქმევიათ, მით უმეტეს, უკვე რუსთა დრო იყო და არა სპარსთა და ოსმალთა.
სახელი რაფიელ, გვარად კი ერისთავობა.
ერისთავობა ძველი ქართული თანამდებობაა, რომლის შინაარსსაც თუნდაც სრულად უსწავლელი ქართველი იოლად გაიგებს და თუ ისტორიულად წარმოიდგენს, შეხედავს, როგორც ვინმეს, უფრო მაღალს, ვიდრე მისი წინაპარი ყოფილა. ერი და თავი - ორი ყველაზე დრამატული და ცოცხალი ქართული სიტყვაა.
ხშირად თანამდებობა ქცეულა გვარად და ასეთი გვარად ქცეული ტიტული ოჯახებს საუკუნოდ შერჩენიათ. ჰოდა, ერისთავი ამ გვარად ქცეულ თანამდებობებს შორის ყველაზე ხშირია, რადგან უხსოვარ დროიდან ხეობათა მეთაურის თანამდებობაც ყოფილა და მერე და მერე ვიღაცებს მთელი მხარეებისთვისაც უერისთავიათ და სამეფოებიც უმართავთ.
რაფიელ ერისთავის მეუღლეც, თეოდოსია დავითის ასული, გურული ერისთავის ქალი იყო. ამბავი რაფიელის საგვარეულო წარსულისა სულ სხვა გახლდათ და მისი მეუღლის ოჯახთან საერთო არაფერი ჰქონდა.
რაფიელი იყო შთამომავალი არაგვის ერისთავთა ოდესღაც მძლე ოჯახისა, ეს კი ჩვენს ისტორიაში არ ნიშნავს მხოლოდ მდინარე არაგვს და არაგვის ხეობის მმართველ ერისთავებს. ეს დიდი ისტორიაა: სიდამონიძეთა გვარის დაძვრის, მისი არაგვის ერისთავებად გარდაქმნის და ქართლის ტახტამდე სვლის ამბავი ცნობილია წვრილმანებით და წვრილმანების გარეშეც. ამის სწრაფად მოთხრობა შეუძლებელია, მაგრამ ვისაც თვალი გადაუვლია მეჩვიდმეტე საუკუნის შექსპირული ვნებებითა და სისხლით სავსე საქართველოს ისტორიისათვის, იმან, რასაკვირველია, იცის, ვინ არიან არაგვის ერისთავნი.
ასეთი საოჯახო ამბავი ცოტაა. ასეთი სისხლი და სინამდვილე - იშვიათი. არაგვის ერისთავთა გვარი არის განსაკუთრებული და სავსე საუკუნოვანი პოლიტიკურობით. მისი ისტორიული და მხატვრული სახეები უძიროა სიყვარულისა და სიძულვილის, ვაჟკაცობისა და სიმხდალის, მიტევებისა და სისასტიკის, ამაღლებისა და დაცემის სურათთა წყებაში და ეს არ მთავრდება.
საერთო ეროვნული ისტორიისთვის ყველაზე საყვარელია ზაალ არაგვის ერისთავი - ერთ-ერთი მეთაური ქართველებისთვის საფიცარი ბახტრიონის აჯანყებისა ირანის წინააღმდეგ, ხოლო ყველაზე მრისხანენი და მხვეჭელნი, მისი წინაპრები ნუგზარი და ზურაბი გახლავთ. ამ ორის სახელი, გამარჯვებანი და ვნებანი, ისეთია, რომ მეცხრამეტე საუკუნის კომედიებშიც კი პერსონაჟები კვლავაც ასე იხსენიებენ: ნუგზარ ერისთვის დროსაო, სისხლის წვიმების დროსაო.
საქართველოს რომ სისხლი გაუკვირდება და წვიმას დაარქმევს.
მაგრამ ისტორიაც ესაა, რომ არაგვის ერისთავთა დიადი თავგადასავალი და მათი ომი, პატარა, დაკარგული ქვეყნის ყოფისთვის საბოლოოდ დამცრობილი, არაერთგზის ამოწყვეტილი, გაუბედურებული ოჯახის ამბავია, რომლის ილაჯგაწყვეტილი თავკაციც არანაკლებ ილაჯგაწყვეტილ მეფეს სთხოვს: ერთ ნასოფლარს, ქისტაურს მივაკვლიე, ამდენი ყმა ლეკებს გამოვტაცე, ამდენი სხვისგან ვიშოვე და მიბოძე ეს ნასოფლარი, ადგილად ვაქცევო.
უკეთეს დროს, რაფიელის გვარი სწორედ ამ ორი სიტყვით უნდა დაწერილიყო: არაგვის ერისთავი, რუსული მმართველობისას კი, არაგვიისკი, რაც გაუტოლდებოდა რუსთ ხელმწიფისგან ქართველებისთვის მინიჭებულ უმაღლეს გვარებს: ბარგატიონებისთვის - გრუზინსკის, იმერეტინსკის, მუხრანსკის, დადიანისთვის კი - მინგრელსკის. მაგრამ არაგვის ერისთავები უფრო ადრე დაემცრნენ, ვიდრე სხვა დიდი ქართლ-კახური საგვარეულოების მსგავსად შეძლებდნენ რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში ჩაბმას.
ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორეს მიერ რუსთადმი გაგზავნილ ქართველ თავად-აზნაურთა სიებში არაგვის ერისთავთა გვარი აღარ წერია როგორც არაგვის ერისთავნი. უბრალოდ, ერისთავნი, რაც დამცრობის მეტს არაფერს გვაჩვენებს: რაფიელ ერისთავის წინაპრების ბოლო ომი საკუთარ გლეხებთან იყო, რომლებმაც მეფე მოიწვიეს არაგვის საერისთავოს გასაუქმებლად და გაიმარჯვეს - სწორედ ნახსენები ერეკლეს მამა, თეიმურაზი, გახდა არაგველთა პატრონი.
გვართა სიავე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია, მაგრამ ის, რაც იყო, იყო და რას წაუხვალ, მით უმეტეს, როცა ამბავი რაფიელ ერისთავს ეხება.
ამ გრძელი შესავლის არსი ის თუა, რომ წარმოვიდგინოთ, როგორ ცვლის დროება ოჯახურ სულსა და აუფასურებს წარსულ მოთხოვნებს და მისწრაფებებს.
რაფიელ ერისთავი დაიბადა და გაიზარდა დიდი ისტორიისა და პოლიტიკური ამბიციის თავადურ ოჯახში, რომლის წარსული დიდებისგანაც აღარაფერი იყო დარჩენილი, გარდა საოჯახო გადმოცემისა - ოდესღაც დიადი, ბედთა განმსაზღვრელი სახლეული ოცდაათ წელიწადს უკვე რუსთა კარზე ჩიოდა, რომ მისთვის დაებრუნებინათ არაგვის ერისთავობა შესაბამისი მიწებით, რაც სწორედ მაშინ დასრულდა მარცხით, როცა რაფიელი ოთხი წლისა იქნებოდა.
რაფიელ ერისთავი იყო პირველი ვაჟი დავითისა და მისი მეუღლის, ნინო ამილახვრისა და ის დაიბადა დედულეთში, საამილახვროს მთავარ ალაგ ჭალაში, სადაც დღესაც დგას ამილახვრიანთ ძველი ციხე, ეკლესია და სასახლე. ესეც ცალკე ამბავია: ისტორიული სიდიადე და თითქოს თანდაყოლილი გულზვიადობა და პოლიტიკაში მჭახედ ყოფნა არაგვის ერისთავთა გვარისა და დედის მხრივ კი, მეთვრამეტე საუკუნის შეუდარებელი პერსონაჟის, გივი ამილახვრის ნათესაობა, ვისი არსებობაც ყოველთვის იყო ქართველ მეფეთა ძილგატეხილობის მიზეზი.
ასეთი ისტორიებიდან, თითქოს წინასწარი კარნახით, სამხედროები გამოდიან ხოლმე, პირდაპირ გენერლები, მით უმეტეს, რუსთ ხელმწიფის დროის საქართველოში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილსაც კი სამხედრო კარიერაზე უოცნებია, რა გასაკვირია, რომ თუნდაც წამხდარნი, არაგვის ერისთავნიც ნაცად ხელობას მიჰყოლოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.
რაფიელის და-ძმათაგან ყველაზე ჩვეულებრივ და შეუმჩნეველ ადამიანად მის მომდევნო ძმას, იოსებს მოიხსენიებენ, დანი კი განსხვავებული ცნობადობით, მაგრამ სამუდამოდ დარჩნენ საქართველოს ისტორიაში: ერთი, ბარბარე, იმიტომ, რომ ახალი დროის ყველაზე მეტად ცნობილი ქართველი მწერალი ქალია და ქმრის გვარით, ჯორჯაძედ მოიხსენიება, მეორე, ანა კი იმიტომ, რომ განსაკუთრებული ბუნებისა იყო - მოწყალების დად წავიდა რუსეთ-თურქეთის ომში, იქ ტიფით გარდაიცვალა და არდაგანში დაკრძალეს.
რაფიელ ერისთავის განათლების გზა იმ დროისთვის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივია: ჯერ ოჯახი, დედისეული ქართული ანბანი, მერე შუამთის მონასტერი, სადაც მას მასწავლებლად, ერთხანს მაინც, უნდა ჰყოლოდა საქართველოს თავისუფლებისთვის დიდი მოჯანყე და იდეალისტი ბერი ფილადელფოს კიკნაძე. უკვე მოხუცი რაფიელი გაიხსენებს, ლექსის წერა შუამთელმა ბერებმა მასწავლეს, ბავშვობიდან გამიჩინეს პოეზიის სიყვარულიო. მერე კი აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რუსის მოხელეებთან და ოფიცრებთან მიბარებულად ცხოვრება რუსულის სასწავლად.
დრო გავა და ჩვეული სიფრთხილით იტყვის, კი, ბატონო, რუსული ვისწავლოთ, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ქართული უნდა დაგვავიწყდესო. ბევრნი, მისი წრისანი, ქართულად აღარც კი ლაპარაკობდნენ ერთმანეთში და სამეფისნაცვლოც ამას მიესალმებოდა, წლიდან წლამდე მზარდი შეზღუდვების წყალობით. მისი ბევრი ნარკვევიც რუსულადაა დაწერილი: სანამ ჟურნალი „ცისკარი“ და მერე გაზეთი „დროება“ გაჩნდებოდა, გაზეთ „კავკაზში“ თუ შეიძლებოდა რაიმეს გამოქვეყნება. მისი საუკეთესო მოთხრობაც რუსულადაა დაწერილი და გამოქვეყნებული, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, კრებულ „ზურნაში“, თუმცა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს ასეთ კაცზე ლაპარაკისას.
რაფიელის განათლება არც განსაკუთრებულია და არც მეცნიერებით სავსე: თავისი ბიჭობის დროის ლამის ყველა თბილისურ პანსიონში ცხოვრობდა, თან კი, კეთილშობილთა სასწავლებელში, მაშინ უკვე სათავადაზნაურო გიმნაზიად წოდებულში სწავლობდა. ეს იყო და ეს: არც უნივერსიტეტში უსწავლია და არც სამხედრო სასწავლებელში. სტუდენტობა უფრო მისი შემდგომი თაობის სწრაფვა იყო, ხოლო სამხედრო კარიერას, როგორც ამბობდნენ, თვალების დაავადებამ შეუშალა ხელი. მაგრამ აქედან დრამა არ შექმნილა - თავადურმა წარმომავლობამ და საგიმნაზიო განათლებამ მას საშუალება მისცა ნაირგვარ, უმეტესად საშუალო, მაგრამ საინტერესო და რთულ თანამდებობებზე ემსახურა მოხელედ და სახელმწიფო მრჩეველის სამოქალაქო წოდებაც მიეღო, რაც სამხედრო განხრით პოლკოვნიკსა და გენერალ-მაიორს შუამდგომი ტიტულია. სტატსკი სავეტნიკობა ჰქონდა მხოლოდ განსაკუთრებული წარმომავლობის და სამსახურის წლების გამო, სადმე რომ დაეწინაურებინათ, მიიღებდა დეისტვიტელნი სტატსკი სავეტნიკს.
წერა ადრიდანვე დაიწყო: ლექსებიც გამოუდიოდა. საერთოდ ოთხი იმპერატორის დროებაში მოუწია შემოქმედებამ. ასეთი სხვა ქართველი ძნელი მოსაძებნია. ადრეული ლექსების გამო სიკვდილის შემდეგაც კი კრიტიკა შეხვდა, სამიჯნურო რითმაქარგულობით იყო გატაცებულიო, სიტყვების რახარუხით ავსებდა სტრიქონებსო და ასე...
კი, სამიჯნურო ლექსები იყო, ამ გაქანებისა ბევრ ნიჭიერ არაპოეტ ქართველს დაუწერია. მას თანატოლი ქალი უყვარდა, რაც არ დასრულდა არც თანაგრძნობით და არც ტრადიციული გარიგება-გამორიგებით. სწორედ ამ უიღბლო გულთახეთქვის შემდეგ უფიქრია რაფიელს, ცოლს საერთოდ აღარ შევირთავო.
უცოლობა უცხო რამ სულაც არ იყო ძველებურ ქართულ ოჯახებში - ძმებიდან ერთი შეირთავდა ხოლმე, მამულის შესანარჩუნებლად, თუმცა, იმ დროში ეს არც წესი იყო, არც ეკონომიკური აუცილებლობა და აღარც მორალური ვალდებულება. რაფიელსაც უფრო გულგატეხილობის გამო ეთქვა ასე.
სამხედრო სახელმწიფოს სამსახურში სამოქალაქო პირად შესული, ალბათ ყველაზე საოცარი არაგვის ერისთავი იქნებოდა, იმ ძველ დროებაში რომ მოხვედრილიყო - არ უყვარდა ომი, ძალმომრეობა და ძალადობა და არ უყვარდა ღიად. ეგებ არა ყველასთვის გასაგონი ხმაურით, მაგრამ ცხადად. ადრიდანვე იცოდნენ, რა კაციც იყო: ხმადაბალი, დასამახსოვრებელი იუმორით, ყოველთვის საღი, სიკეთისკენ მიმართული აზრით და ფრთხილი, სწორი მოქმედებით.
ადრიან სახელმწიფო სამსახურად თარჯიმნობა ჰქონდა - ეს უკვე ძველი და ნაცადი ხელობა იყო ქართველ თავადთათვის, რომლებიც დიდ კარიერას არ უმიზნებდნენ. მოხვდა თიანეთში, იქაურობას დროებით განაგებდა არნოლდ ზისერმანი, ავტორი შემდგომში ცნობილი წიგნისა თავისი კავკასიური ცხოვრების შესახებ, ისიც ახალგაზრდა. იმავე დროებაში შეხვდა მარი ბროსეს, პირველ უცხოელ მეცნიერს, პროფესიულად რომ იკვლევდა საქართველოს ისტორიას. ფრანგი ქისტაურშიც დარჩა მათთან, გააოცა დავითის ბიბლიოთეკამ, რაც პირდაპირი ნიშანია ოჯახში არსებული მისწრაფებისა. ერთად წაუკითხავთ და გადმოუწერიათ ბოჭორმის ეკლესიის წარწერები, მამა-შვილს ბევრი უამბნია ბროსესთვის, რომელიც ნაამბობს, როგორც მისთვის სრულიად უცნობ, მნიშვნელოვან ცნობებად იხსენებდა გვიანდელ მოგონებაში. დარჩენილია რაფიელის წერილები ამ ფრანგი მეცნიერის მიმართ და მისი მოგონებაც ამ შეხვედრის შესახებ, რომელშიც აშკარად ჩანს მეცნიერთან განშორებით გამოწვეული სევდა. ვინ იცის, ეგებ ესეც ერთ-ერთი ბიძგი იყო: კვლევა და მეცნიერობა რაფიელს ყოველთვის საყვარელ საქმედ მიაჩნდა.
ის არ იყო თერგდალეული, ყველაზე ცნობილ თერგდალეულებზე ცამეტი-თხუთმეტი წლით უფროსი გამოდიოდა. არც იმ გაგებით დაელია თერგი, რომ სასწავლებლად ყოფილიყო რუსეთში. და არც, როგორც მაშინ იხუმრებდნენ, მოზდოკამდე გადასულიყო უახლოესი რუსეთის სანახავად. გრძელი ცხოვრებაც ისე გაელია, რომ უცხო ქვეყნები არ ენახა, მაგრამ საქართველო კი ისე იცოდა, ბევრი ვერ შეეჯიბრებოდა.
მისი საქმე ისე მოწყობილიყო, რომ ნაირგვარ თანამდებობებზე მყოფს ბევრი კუთხე მოევლო და ეს იყო, რომ მოევლო დიდი დაკვირვებით, ჭკუით და სამეცნიერო თვალით. იმ ადგილებში მოხვედრილიყო და ის ადგილები დაენახა, ჯერ კიდევ ფეოდალური საქართველოს შვილებს მხოლოდ სახელით რომ გაეგოთ, მაგრამ დიდად არც აინტერესებდათ.
ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი საქმე და მთავარი ნაკეთებიც ეს გამოვიდა. მერე, კიტა აბაშიძე წერდა, უფრო მნიშვნელოვანი მწერალი და პოეტი იქნებოდა, მისი მოღვაწეობა აკაკის და ილიას მოღვაწეობას რომ არ დამთხვეოდაო.
საქმე ისაა, რომ რაფიელ ერისთავი როგორც პოეტი და დრამატურგი ეგებ არც იყო მძლავრი შემოქმედებითი უნარების მქონე მწერალი, რომლის შემოქმედებაც გარდამტეხი იქნებოდა იმ დროის ქართული ლიტერატურისთვის. მაგრამ მთელ მის ნაწერსა და ნაფიქრალში სულაც არ არის მთავარი მხატვრული დონე ან იმ დროის მსოფლიო ლიტერატურის სტანდარტების დევნა. ქართულ მწერლობას მან სულ სხვა რამ მისცა, რაც საქართველოს და ეგებ ქართველების ერთიანობის შეგრძნებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც აკაკის ლექსები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლები და ილიას მთელი ეროვნული საქმიანობა.
ცნობარებსა და ენციკლოპედიებში რაფიელ ერისთავის საქმეებს რომ ჩამოთვლიან ხოლმე, იქ აუცილებლად შეგვხვდება სიტყვები: ეთნოგრაფი და ლექსიკოგრაფი, რის უკანაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ იმალება.
რა თქმა უნდა, რაფიელ ერისთავი საქართველოს ისტორიაში დარჩენილია როგორც ავტორი ლექსისა „სამშობლო ხევსურისა“, რომელიც დაწერილია საქართველოსთვის ურთულეს დროს, ალექსანდრე მესამის კონტრრეფორმების პერიოდში, როცა იმპერატორმა გადაწყვიტა დიდი ეროვნული შეზღუდვების გამკაცრება და ამას დიდი ამბები მოჰყვა კავკასიაში. ამ ლექსის შემდეგ რაფიელ ერისთავი აღარავის მოუხსენიებია უბრალოდ როგორც რაფიელ ერისთავი, ასე წერდნენ: ახალი თხზულება, ახალი პიესა, ახალი ლექსები „სამშობლო ხევსურისას“ ავტორისაგან. მაშინ ასე იყო, რომ შეიძლებოდა ქართველს წერა-კითხვა არ სცოდნოდა, მაგრამ „სამშობლო ხევსურისა“ კი ზეპირად იცოდა.
რაფიელისთვის სრულიად უცხო იყო ის სახელი, ამ უკვდავმა ლექსმა რომ დაუგდო. მანამდე ცნობი ლი იყო ლექსით „მთხოვნელი მსაჯულისადმი“, სამეგრელოში ყოფნისას რომ დაწერა დასავლურქარ თული, იოსებ მიქაბერიძის ფსევდონიმით, მაგრამ ეს ლექსები, პირველი სამუდამოდ დარჩენილი და მეორე დავიწყებული, თუმცა, ავტორის სახალხო კაცად დამამკვიდრებელი იმ დროის საქართველოში, მაინც ვერ გააფერმკრთალებს იმას, რაც რაფიელ ერისთავმა საქართველოს კვლევით მოახერხა.
ის პირველი ქართველი იყო, თუშ-ფშავ-ხევსურთა ყოფა რომ იკვლია, საქართველოს მთის მრავალფეროვნება რომ დაინახა და უამრავი რამ ჩაიწერა, აღწერა და დაწერა - საფუძველი დაუდო მომავლის მეცნიერებს. მან პირველმა იფიქრა სამეგრელოს ყოფა-ცხოვრებაზე და, რაც მთავარია, წერა და ბევრჯერ გამოაქვეყნა ნაწერი და ნაფიქრი. ამაში დაუზარელიც იყო, ფიქრიანიც და ყურადღებიანიც.
მთელი მისი დრამატურგია თბილისის და ქართლის სოციალურ სურათზე იყო აგებული, ის ხედავ და პერსონაჟებს და ალაპარაკებდა მათ სწორედ ენის და ყოფის დიდი ცოდნის წყალობით, თორემ ისე, განსაკუთრებულ დრამატურგად თავს არ მიიჩნევდა, სჭირდებათ და ვაკეთებო: პირველი პროფესიული დასი რომ შეიქმნა, ყველა თავისი ვოდევილი აჩუქა. სხვებივით არ სდია, გინდათ თუ არა, დადგითო, თუ გამოგადგებათ, ბარემ მანდ გქონდეთო.
ალბათ იმაშიც პირველი იყო, რომ ტექსტებს კონკრეტულ მსახიობებს არგებდა: ითვალისწინებდა მათ შესაძლებლობებს და ამის მიხედვით წერდა. მაგრამ მისი შემოქმედების არსი მაინც კვლევაშია და არა მხატვრულ ძიებებში. რაფიელ ერისთავის ვნება ენაა, ცოცხალი ქართული, რომელიც მან მთელი საქართველოდან კრიფა და ამ ენის სიცოცხლე იმდენად აინტერესებდა, რომ სულხან-საბას ლექსიკონის პირველი რედაქტორი გახდა, მანამდე კი პირველი ქართული ბოტანიკური ლექსიკონიც შეადგინა.
ამბობდნენ კიდეც, რომ მოეცალა და თავად შეედგინა ქართული ლექსიკონი, ჩუბინაშვილი და „სიტყვის კონა“ აღარც გაგვახსენდებოდაო. ამით იყო ცნობილი. ენის ასეთი ცოდნა და ასე გამომზეურებაა მთავარი მის პოეზიაში, პროზასა და პიესებშიც. ლადო ასათიანის ლამის ასი წლის შემდგომ უბის წიგნაკში იპოვით მისი რითმების ბმის ჩანაწერს და სიტყვებს, რომ რაფიელი ამაში საუკეთესოა მეცხრამეტე საუკუნეში.
სამოციანელების დრო ხომ ახალი ქართული ენის დაბადების დროა: გვახსოვს პოლემიკა ამის თაობაზე, მამათა და შვილთა ბრძოლა და სხვა უამრავი რამ: აკაკისგან გახალხურებული ლექსი, ილიასგან მოუხმარი ასოები და სხვაც უამრავი, მაგრამ დავიწყებულია, რომ რაფიელ ერისთავი იყო ადამიანი, რომელიც ადრიდანვე, უბრალო ქართულს ამჯობინებდა: მაშინ ასე ამბობდნენ, მდაბიური ენა შემოაქვსო, აკაკიზე იტყოდნენ, იმერულებს ურევსო და ათასი უარესობაც. ცნობილია გრიგოლ ორბელიანის გარითმული გულყრები ამასთან დაკავშირებით. ძველებს უჭირდათ საქართველოს მთავარი გამაერთიანებლის დანახვა და მიღება ხომ საერთოდ. მერე ვაჟა-ფშაველა წერდა, მე რომ თამამად ავიღე საწერად ჩემი ფშავური კილო, რომელიც ძალიანაც მომწონდა, ეგ სითამამე რაფიელ ერისთავის ნაწერებმა, მისმა საერო კილომ მომცაო. როცა ვნახე, რომ მაშინ ჯერ კიდევ ჟურნალ „ივერიაში“ დაუბეჭდავთ რაფიელის ასეთი ნაწერი, უკან აღარ დამიხევია, მეც ჩემებურად დავიწყე წერაო.
რასაც ადრე მდაბიურობას სწამებდნენ, იმას ვაჟამ ძალიან ზუსტი სახელი, საერო უწოდა. საბოლოოდ, ათასი ერთობით, ამ ენის ასე წერამ შეკრა საქართველო.
რაფიელ ერისთავმა მოძებნა ეს ენა და რაღაც განსაკუთრებული სიმშვიდით, მხოლოდ მისებურად დაიწყო მისი შემოტანა. აღარავის ახსოვს მისი ლექსები, იმ, ერთი, დიადი, ყველაზე ქართული ლექსის გარდა და არც არავინ იცის, რომ, როცა დღეს რაღაცას წერს ქართულად, ყველას გასაგებად, ერთი ძველი არაგვის ერისთვის დიდი დამსახურებაცაა.
ის მესიტყვე იყო.
საერთოდ, რაფიელი გლეხთა მეგულისყურედ მიიჩნეოდა. ალბათ უფრო ლექსების გამო და, ცხადია, ამის უკან მისი მართლა დიდი გულშემატკივრობაც იდგა, მაგრამ მთავარი მაინც ენა იყო, როგორც თავადაც ამბობდა, გლეხებისგან მოტანილი, მაშინ ჯერ კიდევ გაუმკაცრებელ ახალ ქართულ გრამატიკასთან საუცხოოდ შეზავებული.
გლეხებზე კი მართლა ჰქონდა ამაგი, თუნდაც იმ კუთხით, რომ ისინი უხვად გამოფინა თავის ნაწერებში, აღწერა მათი რთული ცხოვრებაც და ყოფის თავისებურებებიც. მათთვის სამართალიც ეძება და არასდროს დაზარებია.
ბატონყმობის გაუქმების საკითხზე ატეხილ ხანგრძლივ და ხმაურიან შიდაქართულ სიტყვიერ ომში მისი მგზნებარე სიტყვები არავის გაუგონია, არ ყოფილა ამ ომის პირველი მწკრივის მებრძოლი, რასაც მის სახელმწიფო სამსახურში დგომას მიაწერენ, მაგრამ, ერთი მხრივ, ხმალამოღებულობა და ბასრი დაპირისპირება ისედაც არ იყო მის ბუნებაში და მეორეც: ყველა ხედავდა, რომ საქმით ის სწორედ გაუქმების მომხრე იყო და დიდი მომხრეც.
სამეგრელოში მის ზურგზე გადადიოდა ყველაფერი, ბატონყმობის გაუქმებამდელი ამბავი, გლეხთა შვება, დახმარება და სხვაც მრავალი. სწორედ მისი ხელით იყო ათასგვარი შეღავათი, ამოსასუნთქი.
მამათა და შვილთა ბრძოლაში ის არ ჩანდა მამათა მხარეს, მაგრამ არც ამოუძულებია ისინი. უკვე ხნიერი, მოხუცი ეგებ ამიტომაც უყვარდა ყველა თაობისა და წოდების ხალხს - დიდი თავადი, საწყალთა რაღაცნაირი, მშვიდი მოსარჩლე და თან ასეთი შინაური არისტოკრატთათვის - ასე განსაჯეთ და ჩვიდმეტი წლის იოსებ ჯუღაშვილმაც კი მიუძღვნა საიუბილეო ლექსი - „ თ. რ. ერისთავსო“. ყოველგვარი განსაკუთრებულობის გარეშე განცდებს იწვევდა ხალხში, მომავალ რადიკალებშიც კი. ხნიერი, მამულს დაბრუნებული, ქისტაურელი გლეხების ხმა იყო და თავისებურად ეხმარებოდა მათ. ასეთი სახალისო ამბავიცაა: მის ბიძაშვილ კიაზო ერისთავს ფული დასჭირვებოდა და გლეხებისთვის თანხა დაეწესებინა პირუტყვზე. გლეხებს უკანონობა ეუარათ, თავადს კი მთელი სოფლის ხარ-ძროხა გამოერეკა და თავისთან დაემწყვდია გალიებში, სანამ არ გადამიხდით, არ დაგიბრუნებთო.
ასეთი რამ ბატონყმობის ამდენი ხნის გაუქმების შემდეგ იშვიათი იყო და გლეხებს რა ექნათ და, ბედად, ქისტაურში რაფიელი ყოფილიყო და მისთვის ეთხოვათ, დაგვეხმარეო. გაძღოლოდა და ეთხოვა, გამოუშვი საქონელიო, კიაზო კი აფოფრილიყო და აქ კი რაფიელს თანამედროვე მიდგომა გამოეჩინა, თელავში წასულიყო, ფოტოგრაფი ექირავებინა და დამწყვდეული საქონლისთვის ფოტოები გადაეღო, კიაზოს კი დამუქრებოდა, ამ სურათებს იმპერატორამდე მივიტან, სასჯელი შეგხვდება, კანონს არღვევო.
ასე აკეთებდა ხოლმე.
მისი მოხელეობა დრამატულ გარემოებებს დაემთხვეოდა ხოლმე: ქუთაისში ნაირგვარ თანამდებობებზე დანიშნული საბოლოოდ სამხედრო გუბერნატორის, გენერალ პეტრე კოლუბიაკინის, საგანგებო სამოქალაქო თანაშემწე-თარჯიმნად იყო: ეს კი დაემთხვა უტუ მიქავას ცნობილ აჯანყებას, ყირიმის ომს, სამეგრელოს ოსმალთაგან დაკავებას და მერე ოდიშის სამთავროს ვერაგ გაუქმებას. აქ რაფიელი იყო მონაწილე ყოველი მოვლენისა და ყოველდღიური რთული საქმეებისა. მისი ჩანაწერებიდან შემოგვრჩა მიქავას ცნობილი სიტყვა სამართლიანობის შესახებ და სამთავროს გაუქმების მტკივნეული ამბის ყოველდღიურობაშიც ეს კეთილთვალებიანი კაცი მრავალ საქმეს აკეთებდა რბილად, სიმშვიდისა და უკეთესობისთვის და მერე ადმინისტრირებდა კიდეც: ყოფილი სამთავროს მძიმე ბატონყმურ სურათს წმენდდა იშვიათი სიკეთით.
მისი დამსახურება დიდი იყო.
მაზრის უფროსი, იმის უფროსი, ამის უფროსი, მრჩეველი, თანაშემწე, პროკურორი, მოსამართლე - რაღას დათვლი: თანამედროვე სიტყვით, ექსპერტი იყო. უამრავი ყოველდღიური საქმის გვერდით კვლევა, სამეგრელოს შესწავლა, საქართველოსთვის დანახვება.
ეს რა წლებია და, სწორედ დიდ პოლემიკათა. სანამ ის სამეგრელოშია, მის ოდინდელ თანამდებობაზე ილია ჭავჭავაძე ინიშნება ქუთაისში: არ მოვწონვარო, ოლღას სწერს, იციან, რომ ბატონყმობის წინააღმდეგი ვარო.
ეს უცნაური, დაკარგული ამბებია, იმ დროშივე, ორმოცს მიტანებული მარტოხელა რაფიელი ახალგაზრდა თავადის ქალს შეიყვარებს და ქალიც უპასუხებს. მერე რომანტიკულად იტყვიან, ლექსებით მოხიბლაო; ქისტაურში უხარიათ მოხუც მამას და იქ დარჩენილ სოსიკოს.
თითქოს ყველამ იცის, ასე გადაეწყვიტა, ცოლს არ შევირთავო, მაგრამ აქაც სხვანაირია, ისეთი, როგორც ახალგაზრდები: გარიგებით კი არა, გრძნობით, თუნდაც უკვე ჭაბუკი აღარ იყოს. თეოდოსია ლამაზი ქალი იყოო, ასე ამბობენ, რაფიელზე ბევრად უმცროსი, მერე მასზე ადრე გარდაიცვალა.
თეოდოსია ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ახალგაზრდობა არ დაუკარგავს, სულ ლამაზი იყოო, იგონებენ - მიხაი ზიჩის რომ ქართველებმა „ვეფხისტყაოსნის“ დასურათება სთხოვეს და მერე ეს ყველაფერი ქართველიშვილისეულ ვეფხისტყაოსანში მოხვდა, სწორედ იმ მწარე ათწლეულებში, ის ალექსანდრე მესამე რომ „ინოროდეცთა“ და „ტუზემეცთა“ მეორეხარისხოვან რუსებად გადასაქცევად იღვწოდა, ზიჩის ცნობილ ცოცხალ სურათებში ერთ-ერთი პირველი სწორედ თეოდოსია მიიწვიეს.
ხუთი ქალიშვილი შეეძინათ, თვითონაც წაიოხუნჯებდა ხოლმე ამის თაობაზე: ერთი ქალიშვილის გასათხოვებლად საჭირო მზითვის შესახებ საქართველოში ტრაგედიები იწერება და აგერ ხუთი მყავს და ჩემზე დაწერონო. სავსე იყო ოჯახური სიყვარულით.
უკვე ოჯახს მოკიდებული, სამეგრელოდან ისევ ქუთაისში მიაბრუნეს: მომრიგებელ მოსამართლედ, ესეც ცნობილი დაბალი, მაგრამ განსაკუთრებული თანამდებობაა საქართველოს ისტორიაში - ილია ჭავჭავაძეს სჭერია დუშეთში და ამ სამსახურის გამო ბევრი სახალისო რამეც უამბნია მეგობ რებისთვის.
თავადის პირობაზე ოჯახს გვიან მოკიდებული რაფიელი კი, მოსამართლეობის გარდა, სულ სხვა მისწრაფებით ამახსოვრებინებს თავს ქუთაისს: პიესებს წერს, სამოყვარულო დასს ადგენს და წარმოდგენებს ათამაშებს, ხანდახან კი თვითონაც თამაშობს.
ნიკო ნიკოლაძე, მსოფლიო სოციალისტი და ქუთაისის ინტელექტუალური ჯადოქარი, იხსენებს, რაფიელი თბილისში მატანდა პიესებს, ეგებ ვინმეს გამოადგესო. იმ დროის ქუთაისს უკვე ერთი ნაბიჯი აკლდა მზარდ, გამორჩეულ ქალაქამდე, რომლის პრეინდუსტრიული დიდებაც დღემდე ცოცხლობს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებულ მოვლენად: დარჩენილ სიახლეთა და სწავლათა მრავლისშემძლეობის გამო.
მერე რაფიელს რაჭაში ნიშნავენ მომრიგებელ მოსამართლედ და აქ კი გრძელ უარს სწერს და უგზავნის მთავრობას.
არ წავიდა.
აღარ.
როგორც ეთნოგრაფსა და ლექსიკოგრაფს, ეგებ ძალიანაც აინტერესებდა, მაგრამ ეკონომიკა ხომ მოკარნახეა და უკვე ოჯახის პატრონი იყო. დაწერა უარი და ასე გამოვიდა სახელმწიფო სამსახურიდან, როგორც ეგონა, სამუდამოდ. და მობრუნდა, სადაც ბრუნდებიან ხოლმე ქართლ-კახელნი - ქა ლაქს, ანუ თბილისში.
ეს დაბრუნება განსაკუთრებულ, სამომავლოდ ბევრის განმსაზღრველ დროს დაემთხვა: საქალაქო და სხვა საიმპერიო რეფორმები მოღვაწეობის მეტ შესაძლებლობებს იძლევა. ნიკოლაძისავე მოგონებით, ერთი ჯგუფი ადამიანებისა დუშეთს დავდიოდით და იქ ილიას ვარწმუნებდით, რომ თბილის ში მობრუნებულიყო და სათავეში ჩადგომოდა საერთო საქმესო.
ამან გაჭრა და აქედან ბევრი რამ დაიწყო: სახსენებლად მხოლოდ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც კმარა. რაფიელიც ამ დროსაა სამსახურისგან თავისუფალი კაცი: მეტს წერს, მეტს ეხმარება, მეტს საქმიანობს. კვლავ აკაკის ერთი მოგონების მიხედვით, როცა სამოცდაათიან წლებში დაარსებულ ქართულ მუდმივ სათეატრო დასს გაუჭირდა, ილიამ მითხრაო, ჩაუდექი სათავეში, მძიმე საქმეა, მაგრამ იმერელი ხარ, იმერული მოხერხებით ეგებ რამე მოაწესრიგო, მოადგილედ რაფიელ ერისთავს დაგინიშნავთ, საქმე იცის, შენ მხოლოდ იუფროსებო.
ასეთი სახელი ჰქონდა: საქმე მიეცი და გააკეთებს - სწორად და კარგადო.
საერთოდ, გამორჩეულად უყურებდა ამ ყველაფერს. სწორედ მაგ დროებაში იგავ-არაკების გალექსვა და თარგმნა დაიწყო. ჯერ „სიბრძნე-სიცრუისადან“ აირჩია და გალექსა, მერე კრილოვის ნაწერები თარგმნა ლექსადვე. ამას დიდი მოწადინებით აკეთებდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მიაჩნდა: პატარა ქართველი მოწაფეებისთვის ყველაზე უკეთ ასახსნელი და დასამახსოვრებელი სწორედ იგავ-არაკებია - ამით უკეთ გაიგებენ ცხოვრების რაობასო. საერთოდ, ყველაფერს ამის გათვალისწინებით აკეთებდა.
იმ სამოცდაათიანი წლების ნაწერები ბევრია. რა თქმა უნდა, წუხდა ქართველთა ხელმოკლეობას და სიღარიბესაც და რას არ მოიფიქრებდა ხოლმე საამისოდ. ერთი ასეთი მოფიქრება საზარალოდ დაურჩა, მაგრამ მისი, როგორც თავისუფალი ადამიანის, ბუნება კარგად გამოხატა.
ასე ამბობდა, იმიტომ გვჭირს ეს უფულობა და წვალება, რომ ვაჭრებისა და ჩარჩების ხელში ვართ, ვაჭრობას ვუკადრისობთ და ამით ვნადგურდებითო. ნამუსიანი ყიდვა-გაყიდვა სირცხვილი არააო: დიდი ამბავი იყო, როცა შუა ქალაქში თავადმა რაფიელ ერისთავმა მეგობართან ერთად სარდაფი იქირავა აწინდელ და მაშინდელ პუშკინის ქუჩაზე და ქისტაურიდან თავისი საუცხოო ღვინო ჩამოიტანა, მევე გავყიდი, ოღონდ პატიოსნად, არაჩარჩულადო.
ღვინოები ყოველთვის საუცხოო ჰქონდა, აქვე ითქვას და, თბილისში უპირველესი თამადა იყო, იმ თავისი ტკბილმოუბრობით, ხუმრობით, სიტყვებით. მაგრამ, აბა, ნახეთ, არაგვის ერისთავი დახლში დგას, ღვინოს ყიდის და სხვისთვის იქვე მწვადს წვავსო.
ეს არ უთაკილია, აღარ უნდოდა სახელმწიფო სამსახური და გამოსავალს ეძებდა. აბა, როგორი არაგვის ერისთავიაო, ნუგზარაანთი როგორ არი, წინსაფარი შემოუცვამსო. არ ნაღვლობდა, მით უმეტეს, რომ მის სირაჯხანას თავიდან ხალხი ესეოდა, ღვინო რომც უვარგისი ჰქონოდა, ასეთი კაცის ნახვაც კი ღირდა ერთი ხელადის ზარალად ყიდვად და ასე იყო: დღისით ღვინოს ყიდდა და სახელდახელო მწვადს წვავდა და საღამოს „სიტყვის კონის“ ძველ ხელნაწერებს ადარებდა ერთმანეთს.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ არ გამოვიდა: სადაური სირაჯი და ვაჭარი იყო - ნისიაზე ბევრს გასცემდაო, სტუმარს იქვე მიიღებდაო; მაშინ ხუმრობდნენ, ერთმა მეჯვრისხეველმა მღვდელმა თავისი რამდენიმედღიანი სტუმრობით, ბაყბაყდევის ნასხლეტობით საბოლოოდ მოუთავა ხელი თავად რაფიელ დავითის ძის, ოდესღაც არაგვის ერისთავის, სავაჭრო წარმოდგენებსო და სირაჯხანაც დაიხურა.
შემდგომში, როცა წერდნენ, თავადი იყო და ბევრი ებადაო, ჯერ კიდევ ცოცხალი აკაკი გამწარებული უპასუხებდა: რა ებადა, ლევან მელიქოვს (განთქმულ გენერალ მელიქიშვილს) რომ სიბერეში ცენზორის ადგილი არ ეშოვნა მისთვის, ოჯახი მშიერი დაურჩებოდაო.
გენერალ მელიქიშვილის ეს მოხერხება მართლაც ამოსუნთქვის საშუალება იყო, ხნიერი, სამოცს კარგახნის გადაცილებული რაფიელ ერისთავი ქართული ნაწერის და ნაბეჭდის ცენზორად დაინიშნა. დათანახმდა ამას და ეს დიდი პარადოქსია სწორედ იმ ეროვნულად ყველაზე მძიმე ათწლეულებში, მაგრამ რა საკვირველიც არ უნდა იყოს, ასეთი ახალი ამბავი გაეხარდა ყველა გაზეთს, ჟურ ნალს, მწერალს, პოეტს, პუბლიცისტსა და მეცნიერს.
ლუკა ისარლოვის მრავალწლიანი ცენზორობის ტანჯვაში გამოვლილი ქართველი მოკალმენი დიდი გაკვირვებით, მაგრამ იმედით შეხვდნენ ამ დანიშვნას. მოულოდნელი იყო, „სამშობლო ხევსურისას“ ავტორი ცენზორად. ის ადამიანი, რომელმაც ეს განსაკუთრებული ლექსი ცენზურას ისე შეაპარა, რომ ყველასთვის გასაკვირი იყო.
რასაკვირველია, რაფიელ ერისთავმა იცოდა წესები და მათი გვერდის ავლის ყველა ხერხიც და ეს ხერხი ცნობილი იყო: ეთნოგრაფიულობა ჭრიდა - ვაჟაც ასე დააწერდა ხოლმე თავის პოემებს, მთის ამბავიო, ლეგენდაო და სხვა. ბევრი ბრაზობდა, ამ სიბერეში რა ცენზორობა აუტყდაო, მაგრამ ეს რაფიელ ერისთავი იყო და უმეტესობას ესმოდა, რომ ის ყოველთვის უკეთესი და სანდო იქნებოდა, ვიდრე ათასი სხვა.
დარჩენილია ილია ჭავჭავაძის მოკლე წერილი ცენზორ რაფიელ ერისთავისადმი, სადაც „ივერიის“ გამომცემელი სთხოვს, რომ აღადგინოს მიხეილ ნასიძის სატირული ლექსის ცენზურის მიერ წაშლილი ბოლო სტრიქონი: „თქვენი ჭირიმე, ლექსს ნუ წაახდენთ...“ - და ლექსიც შეუკვეცავად იბეჭდება.
იოსებ იმედაშვილი ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონში რაფიელ ერისთავისადმი მიძღვნილ სტატიაში წერს: ყოველი ქართული საქმიანობის წარმატების მოსურნე და გულშემატკივარი იყო, ასევე იქ ცეოდა ცენზორად ყოფნისას. ალექსანდრე ჯაბადარს უთხრა: მე არ ვიცი, ცენზორად როდემდე ვიქნები, თუ საეჭვო რამე გაქვთ დასაბეჭდი ცენზურის მხრივ, საჩქაროდ წარმოადგინეთ ცენზურაში, სანამ აქა ვარო. თუმცა, მე ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“ ნებართვის ასაღებად წინასწარ რომ პირი ვუკითხე, მითხრა წარმომიდგინეო, ხოლო როცა წარვუდგინე - აკრძალაო, იგონებს იმედაშვილი.
მთელი ამ ისტორიის დრამატულობაც ისაა, რომ არავინ იცის, რატომ ვერ მოახერხა რაფიელმა „ბედი ქართლისას“ დაბეჭდვაზე ნებართვის გაცემა. ეგებ იმ დროს იმას ცდილობდა, რომ მისი თანამშრომლების მიერ ოთხ ტომად გათვალისწინებული ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებების ორ ტომად დაყვანის შემდეგ, ისე აევლო გვერდი კანონისთვის, რომ მაინც ოთხივე ტომის გამოცემის ნებართვა გაეცა, რაც მოახერხა კიდეც. ანდა, მამია გურიელის ლექსების კრებული მოხერხებულად აეცდინა აკრძალვისთვის. გაზეთების ამბავი ხომ კიდევ ცალკე იყო. მისმა ცენზორობამ ქართული პრესა ისე გაათამამა, რომ მთავრობამ „ივერია“ საერთოდაც დახურა და მის ხელახალ გამოცემას ლამის წელიწადი დასჭირდა.
ცნობილია, რომ ამ დროულ კაცს არაერთხელ შეხვედრია მძიმე საყვედური და მუქარა საცენზურო კომიტეტის რუსი უფროსებისგან. ეს მძიმე რამ იყო და დღეს ასევე ნაკლებად გასაგები.
ასე იყო თუ ისე, რაც რომ საქართველო რუსთა ხელქვეით იყო ჯერ ასჩვიდმეტი და მერე კიდევ სამოცდაათი წლის განმავლობაში, ასეთი კარგი ცენზორი ქართულ ლიტერატურას არც ჰყოლია და არც რომელიმე ცენზორს უთქვამს, ბიჭო, დროზე დაწერეთ, სანამ მოვუხსნივარო.
კიდევ ერთი პარადოქსი კი ისაა, რომ საქართველოს ისტორიაში შემოქმედისა და მოღვაწის პირველი იუბილე სწორედ ქართული ლიტერატურის ცენზორს გადაუხადეს. ისე კი, ცენზორობიდან თავად წავიდა, მაგრამ იუბილე იყო პირველი და განუმეორებელი, აი, მერე აკაკისა რომ დაიმახსოვრა ხალხმა, იმის წინამორბედი.
იუბილეს ინიციატორი აკაკი იყო და ყველამ მოინდომა: საქმეში მთელი საქართველო ჩაება. მანამდე არ იცოდნენ, რა იყო იუბილეს გადახდა. აკაკი წერდა, ევროპაში ადამიანებს ასე აფასებენ - მოღვაწეობის ოცდახუთი წლისთავს აღუნიშნავენო და ჩვენთვის ალბათ ოცდახუთი ცოტაა და, აი, რაფიელს უნდა გადავუხადოთ ქართულ ლიტერატურაში საქმიანობის ორმოცდაათი წლისთავიო.
იუბილესთვის მზადება იმდენად სახალხო იყო, რომ პროცესი, პრობლემები, მიმდინარე საკითხები უწყვეტად შუქდებოდა ქართულ პრესაში, იმართებოდა პოლემიკა, ღიად ითვლებოდა ხარჯი, ისახებო და თანხების მოძიების გზები და ყოველივე ამას თავად რაფიელი უხერხულობით ადევნებდა თვალს.
მერე კი დადგა ოქტომბრის კარგი დღე, რომელმაც, ისევ აკაკის ნათქვამისა არ იყოს, ცოცხალ მოღ ვაწეს აჩვენა მთელი ქართველობის სიყვარული. მანამდე თბილისი უფრო დაკრძალვებით აფასებდა გამორჩეულ ადამიანებს, აქ კი სწორედ ცოცხალი კაცი უნდა წარმოეჩინათ. რასაკვირველია, თეატრალურობა დიდი იყო - განსაკუთრებით თბილისის ქუჩებში, სადაც ხალხი ერთიათად იხდიდა, ოღონდ კი თეატრის დარბაზში შესასვლელი ბილეთი ეყიდა, ქუჩებში კი ასე იყო - ქაშვეთში პარაკლისის გადახდის შემდეგ მორთულ ეტლში ჩააბრძანეს უხერხულობისგან აწითლებული, თეთრწვერა რაფიელი, რომელიც სადღაც მალავდა იმ თავის სიკეთით სავსე თვალებს. ეტლის წინა სკამზე ეჯდა ილია ჭავჭავაძე, რომელსაც მისი ხელი ეჭირა გასამხნევებლად, ეტლის საფეხურზე კი იდგა აკაკი წერეთელი, რომელიც მალიმალ ხელს გაიშვერდა ხოლმე რაფიელისკენ.
ამის ხილვა ხალხს ექსტაზში აგდებდა. მერე, ცხადია, შენობა, დერეფანი, სცენა, წარმოდგენა და მიმართვანი, ლექსები, სცენები მისი სპექტაკლებიდან, ადრესები...
ეს უნიკალური ადრესებია პირველი გამოხატულება სწორედ ცოცხალი სიყვარულისა ყველასგან, რაც უნიკალური რამ იყო მაშინდელ ქართულ ყოფაში: მობერებული თერგდალეულებისგან, ახალი „ბუნტავშჩიკებისგან“, სარედაქციო ლომებისა და მელიებისგან, მარქსის და ფრეიდის მთარგმნელთაგან, ძველ ქართველ თავადთაგან, გულზე ორდენებით და მხრებზე გენერლის სამხრეებით, ხელებში აზარფეშებით.
ყველასგან, ყველასგან. ეს იყო მხოლოდ ქართული: იუბილეს უხდიდნენ ცენზორს, რომელსაც სამსახურში ავიწროვებდნენ და რომელმაც დაწერა ყველაზე ქართული, ყველაზე ამაღელვებელი ლექსი საქართველოს ისტორიაში.
სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ...
ეს ისაა, რაც სამუდამო აუცილებლობად დარჩა.
იუბილეს შემდეგ კი მალე გადადგა. ქალიშვილმა წაიყვანა თელავში. სიძის, ვასო კახიძის ოჯახში ცხოვრობდა. უყვარდა თელავიც, უმეტესად მარტო იყო შინ და ჩამოივლიდა ხოლმე გალავანთან, სასეირნო ადგილას, სადაც იკრიბებოდნენ ხნიერი ვახვახიშვილები და რუსიშვილები, გადამდგარი კახელი ოფიცრები. იქ გააჩაღებდნენ ხოლმე ძველი ამბების თხრობას და ჩაებმებოდა კიდეც, მაგ რამ სამხედრო თავგადასავლები არ იყო სამისო რამ. ამის მიუხედავად, გამოჩნდებოდა იქ და ჩაებმეოდა საუბარში - იშვიათად ზრდილი კაცი იყო, ოღონდ, შინ ფეხით დაბრუნება უჭირდა და ეტლს დაუძახებდნენ ხოლმე. უკვე ეტლში ასვლაც აღარ უჩანდა იოლად და თელაველი ახალგაზრდები შველოდნენ ხოლმე. მათთან ყოფნაც უყვარდა, დაასაჩუქრებდა, რაც ებადა იმით, მოუთხრობდა თავისი ბავშვობის ამბებს, როცა ალაზანზე იპარებოდა და მისი სიყვარული მაინც ქისტაური იყო. სანამ შეეძლო და სულ იქ გარბოდა, როგორც ხდება ხოლმე: იქა ვარ კარგადო.
აღარ შეუწუხებია ვინმე და აღარც გამოჩენილა, თუ ჩააკითხავდნენ და ეგ იყო.
რატომღაც განსაკუთრებულად მოხუცად ჩანდა სამოცდაათ წელს გადაცილებული. თუ უამბობდნენ, რაიმე საჭიროს არ გამოაკლდებოდა, თავისებურად დაეხმარებოდა, რითაც შეეძლო.
მეოცე საუკუნესაც მოსწვდა, მაგრამ ვეღარ იყო ღონით. მოხუცური ისტორია: ქისტაურში წამიყვანეთ, იქ კარგად გავხდებიო და ნამდვილი გულიანი ამბავი: ერთ დილასაც ადგა და, რახან არ მიჰყავდათ სისუსტის გამო, თავად წავიდა ქისტაურში ფეხით.
იცოდა, წინ რა იყო.
გზად წამოეწივნენ. როცა ეტლში ჩასვეს თელავში მოსაბრუნებლად, მეეტლეს შესჩივლა, გიორგი, შენ მაინც მეგონე ერთგული, იქ წამიყვანე, სადაც მინდაო. ვინ წაიყვანდა.
სამ დღეში გარდაიცვალა. რატომ ვუშლით ხოლმე ადამიანებს, იქიდან წავიდნენ, სად მამა-პაპა ეგულვით? შედგა კომისია. არსებობს ილიას დეპეშები, მზად ვართ თბილისში მოვასვენოთ და დავკრძალოთ, როგორც მხოლოდ მას შეეფერებაო. ოჯახიცა და კახელებიც მაგრად დადგნენ, მისი და ნაბარები უნდა ავასრულოთ, ქისტაურში დავკრძალოთო. თითქოს თქვა, მეყო ის იუბილე, წყნარად გამიშვით, რადგან არასდროს მიყვირიაო.
ასეც გადაწყვიტეს.
ოღონდ, მისეული თავმდაბლობა აქ არ დაიცვეს. ძალიან უყვარდათ.
იშვიათი ერისთავი იყო, მთელი უბრალო ხალხი რომ გლოვობდა და გლეხებმა რომ გამოასვენეს. არც ყოფილა მანამდე კახეთში, რომ ხალხს ასე ეჭირისუფლა ასეთი გვარის კაცისთვის. თელავისაკენ კი დაიძრა აღმოსავლეთ საქართველოს მთა: შავით მოსილი ხევსურები მორიგეობდნენ ეკლესიასთან, წამით არ სტოვებდნენ მარტო. ჯერ თელავში გადაუხადეს პანაშვიდი, მერე ვარდისუბნის ეკლესიაში წაასვენეს და იქ ღამე უთიეს, ქალები გზად დაფნას უფენდნენ. ხელით მიასვენებდნენ, ბალდახინი სულ ტყუილად მოჰყვებოდა. ვარდისუბნელებს რუისპირელები შეენაცვლნენ, იმათ იყლათოელები: მთელი კახეთი გზისპირებზე გამოფენილიყო, თითქოს მეფეს ელოდნენ. მეფე იყო, აბა ვინ იყო, ერთი ჩუმი, კეთილი, დაუღლელი, ქვეყნის მომსახურე მეფე. გზაზე, სამრეკლოებზე მნათენი იდგნენ და რეკდნენ - სულ ზარი მიაცილებდა. მთელი ქისტაური დაჩოქილი ელოდა. დაინახეს და მოთქმით იტირეს, გულსაკლავად, ისე, როგორც არასდროს უტირიათ და მიასვენეს მშობლიურ სახლში, საითკენაც სულ მიიწევდა. შეღამებულზე დაკრძალეს. სულ ეკლესიის ზარის ხმასა და მოთქმაში.
ეს ენახა, ეგებ, ეთქვა, არ ვღირვარ, თავს ნუ დაიღლითო.
ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში, როცა კომუნისტებმა ძველ მოღვაწეთა თავისებური განდიდება დაიჭირვეს და მათი საპატიო გადასვენებები წამოიწყეს, რაფიელიც არ დატოვეს თავის საყვარელ ქისტაურში და თელავში გადაასვენეს, გალავნის ეზოში: ის რომ ესვენება, პანთეონი იქნებაო.
იქა წევს, მშვიდად და შეუმჩნევლად, ყველაზე ქართული ლექსის კეთილშობილი და თავმდაბალი ავტორი, კაცი იშვიათი და განსაკუთრებული, რომლის სტრიქონები იმის შესახებ, თუ რა არის სამშობლო, დარჩა ურყევ და უცვლელ, მარადიულ მაფხიზლებლად ქართველი ხალხისა.

![]() |
6 რაფიელ ერისთავის იუბილე - საერო დღესასწაული |
▲ზევით დაბრუნება |
ია ღადუა
„დღეს ქართველ ერს დღესასწაული აქვს! დღეს ყოველი
ქართველი, ვინც უნდა იყოს, დღესასწაულობს დიდ ეროვნულ დღეს...“
(„ივერია“, 1895)
„ორმოც-და-ათის წლის მოღვაწეობის დღესასწაულობა ჩვენი წარჩინებული
პოეტისა ამავე დროს შეიქნა დღესასწაულათ საქართველოს ერის თვითცნობიერებისა“
(„კვალი“, 1895)
1895 წლის 22 ოქტომბერს საქართველომ რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა. ეს დღე იმთავითვე იწოდა საერო დღესასწაულად, რომელიც, მართლაც რომ დიდებულად აღინიშნა და მთელი ერიც გააერთიანა.
თუმცა, როგორც დღესასწაულის შემდგომ გაზეთი „კვალი“ წერდა, მისი მომზადება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული: „თავადი რ. ერისთავის საიუბილეო დღესასწაული შეიქმნა თვალსაჩინო წუთიერ ჟამათ, რომელშიაც გამოიხატა ნათლად საქართველოს ერის თვითცნობიე რება. წარჩინებულნი ჩვენი მოსწრებულნი მოღვაწენი, რომელნიც კი დაესწრნენ ამ დღესასწაულზე, მოწმობენ, რომ ასეთი რამე ჯერ მათ არ გამოუცდიათ, არ უნახავთ თავის სიცოცხლეში. ორმოც-და-ათის წლის მოღვაწეობის დღესასწაულობა ჩვენი წარჩინებული პოეტისა იმავე დროს შეიქნა დღე სასწაულათ საქართველოს ერის თვითცნობიერებისა.
ეს შემთხვევა გახდა ერთ ნათელ ჭდეთ მეცხრამეტე საუკუნეში ჩვენი ერის გამოფხიზლებისა, ამის გამო ჩვენ საჭიროთ დავინახეთ, ვუამბოთ ჩვენს მკითხველებს დაწვრილებით, თუ რანაირათ გან ხორციელდა ეს სანუგეში მოვლენა, ვუჩვენოთ, პირველათ ვინ აღძრა ეს საქმე, რა მწუხარებისა, დაუნდობლობისა და უიმედობის დარჯაკში განვლო ამ დღესასწაულობის მზადებამ და ბოლოს რო გორ დიდებულათ დაგვირგვინდა იგი“.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1895 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა აკაკის სტატია „საყურადღებოთ“: „ყოველ ქვეყანაში, ყოველი ხალხისგან, გარდა ველურისა, მიღებულია, რომ თავიანთ გამოჩენილ შვილების ოცდა-ხუთი წლის მოღვაწეობა იდღესასწაულონ ხოლმე. ამ დღესასწაულს ეძახიან „იუბილეის“. ჩვენ ქართველები არ მივდევთ ამ ჩვეულებას, ალბათ იმიტომ, რომ ოცდა-ხუთი წელიწადი არ მიგვაჩნია საკმარისათ, და მეტსა ვთხოულობთ. კეთილი და პატიოსანი! მაგრამ დღეს გამოდის, რომ ორმოც-და-ათიც თურმე არა კმარა და ასი უნდა იყოსო!? ცხადია, რომ ეს, დროს გაჭიანურება, ნამეტანი სურვილითა და უზომო სიყვარულით მოგვდის: ისე გვიყვარს ჩვენ ჩვენი მოღვაწეები, რომ სასიკვდილოთ არ გვემეტებიან, სულგრძელობით მოველით და ვუცდით საუკუ ნის შესრულებას და ის ანდაზა კი გვავიწყდება, რომ „თქვენს სულგრძელობას ჩემი დღეგრძელობაც ეჭირვებაო“. სწორედ ორმოც-და-ათი წელიწადია, რაც გამოსულა სალიტერატურო ასპარეზზე ჩვენი საყვარელი მოხუცი, პატიოსანი მოღვაწე თ. რაფიელ ერისთავი და დიდი უმადურობა იქნება ჩვენგან მის შესახებ გულ-მავიწყობა და ჩვეულებრივი დაუდევრობა“.
როგორც შემდეგ აღინიშნა გაზეთ „კვალში“, აკაკის ამ განცხადებას ეჭვის თვალით დაუწყო ცქერა ქართულმა პრესამ. მეტიც, საზოგადოებამ იმაზეც კი დაიწყო საუბარი, აკაკიმ ამ სიტყვებით საკუთარი იუბილეს აუცილებლობა იგულისხმაო.
„კვალის“ რედაქცია გულისყურით მოეკიდა აკაკის მოწოდებას და საერთო განცხადება დაბეჭდა, რომ რაფიელ ერისთავის იუბილეს გადახდისთვის შეკრებილიყვნენ და თარიღიც დაენიშნათ. მას
მყისიერად გამოეხმაურა „ივერია“ და ეს ბუნებრივიცაა. რაფიელ ერისთავის იუბილე ხომ იმდენად მნიშვნელოვანი და ღირებული იყო ქართველი ერისთვის, რომ გაზეთი „ივერია“ გვერდს ნამდვილად არ აუვლიდა. ორივე გაზეთში დაწვრილებით იბეჭდებოდა როგორც მზადების თითოეული ეტაპი, ისე თავად იუბილეს შესახებ ცნობები.
იუბილეს შესახებ პირველი ინფორმაცია „ივერიაში“ 27 მაისს ჩნდება მეთაური წერილის სახით, რომლის ავტორია ლალი, იგივე გიორგი ლასხიშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ რაფიელ ერისთავის იუბილეს შესახებ სტატიები ძირითადად გიორგი ლასხიშვილის მიერაა დაწერილი. ამ წერილით „ივერია“ ეხმიანება იუბილეს გამართვის შესახებ აკაკის წერილს „საყურადღებოთ“. გიორგი ლასხიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ამ შემთხვევაში ქართველი ერი არ გამოიჩენს ჩვეულ დაუდევრობას. „ორმოცდა-ათი წელიწადია ქართველი საზოგადოება ტკბება თვისის საყვარელის და სიმპატიურის მგოსანის ლექსებით და პატივისცემით თვალ-ყურს ადევნებს მისს პატიოსანს საზოგადო მოღვაწეობას. ასეთი ხანგრძლივი და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწეობა, საყვარელ მოხუცისა, ვალად გვდებს, ღირსეული პატივი ვსცეთ მას, საქვეყნოდ აღვიაროთ ჩვენი სიყვარული და პატივისცემა გამოჩენილ მამულიშვილისადმი“.
იუბილესთვის მოსამზადებელი პირველი კრება „საზაფხულო ბაღში“ შედგა, რომელსაც, გაზეთ „კვალის“ ინფორმაციით, დაესწრნენ „წარმომადგენელნი ქართული ჟურნალ-გაზეთებისა, წერა-კითხვის გამგეობისა, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობისა და ქართველ მსახიობთა. ამ კრებაზე ამორჩეულ იქმნა დღესასწაულობის წეს-რიგის პროექტის შესადგენათ მოსამზადებელი კამიტეტი სამი პირისაგან: გ. ე. წერეთელი, პ. ი. ყიფიანი და კ. ს. მესხი. ამათ შეიმუშავეს სადღესასწაულო პროექტი, მოიწვიეს მეორე კრება, რომელზედაც დაესწრო «Нов. Обоз.»-ის წარმომადგენელიც, წარუდგინეს ეს პროექტი დასამტკიცებლათ და აგრეთვე გამგე და ამსრულებელი კომიტეტებიც უნდა ამოერჩიათ“.
ივლისის დასაწყისში, „ივერიის“ ახალი ამბების რუბრიკაში იბეჭდება ინფორმაცია კრებებზე მიღებული გადაწყვეტილების - თარიღის დანიშვნის, კომიტეტების არჩევისა და იუბილეს მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ: „თავ. რაფ. ერისთავის იუბილეს მოსამზადებელ კომისიამ მოიწვია გუშინ-წინ საზოგადოება, რომელსაც წაუკითხა განზრახულ დღე-სასწაულის წეს-რიგის პროექტი. რადგანაც ეს პროექტი ჯერ საბოლოოდ შემუშავებული არ არის, ამიტომ ჩვენ მას შემდგომში დავბეჭდავთ. ახლა კი მკითხველს ვაცნობებთ მხოლოდ კრების უმთავრეს გარდაწყვეტილებას. დღესასწაული დაინიშნა 22 ოქტომბრისთვის. რადგანაც პატივცემული იუბილარი სახელმწიფო სამსახურში არის ამჟამად, კომიტეტს დაევალა იშუამდგომლოს მთავრობის წინაშე, რათა ოფიციალურად ნება დართულ იქმნას იუბილეს დღესასწაული. დღესასწაულის მოსამზადებლად და გარდასახდელად აღმორჩეული იქმნა ორი კომიტეტი: გამგე და აღმასრულებელი, თითოეული ხუთ-ხუთ პირთაგან; კომიტეტის წევრთა გვარს დავბეჭდავთ მაშინ, როდესაც აღმორჩეულნი თანხმობას გამოაცხადებენ და იკისრებენ დანიშნულ მოვალეობის აღსრულებას. გარდა ამ კომიტეტისა, საქართველოს პროვინციის უმთავრეს დაბა-ქალაქებშიც დაარსდება კომიტეტები, რომელთ მიენდობა ფულის შეკრება, დეპუტაციების გამოგზავნა ტფილისში და სხვა. განზრახულია საქართველოს ყოველ კუთხიდან მოიწვიონ დეპუტაციები, რომელთა წევრებათ უნდა იქმნენ ყველა წოდებისა და დაწესებულების წარმომადგენელნი. მილოცვის შემდეგ სიონში გარდახდილ იქნება პარაკლისი; შემდეგ გაიმართება ნადიმი, რომელზედაც, სხვათა შორის, მომღერლები უნდა იყვნენ მოწვეული გურია-სამეგრელოდან, ქართლ-კახეთიდან და სხვა. საღამოს თეატრში სადღესასწაულო წარმოდგენა გაიმართება; წარმოადგენენ იუბილარის პიესებს. ამბობენ - ჩვენი პატივცემული პოეტი ამ ჟამად ამზადებს ახალს პიესასო. საზოგადოდ კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამა კარგია და, თუ შესაძლებელი იქნება მისი აღსრულება, დღესასწაული დიდებულად ჩაივლის, როგორც ეკადრება ჩვენს საყვარელს მგოსანს და დიდად პატიოსანს საზოგადო მოღვაწეს“.
ეს ინფორმაცია იბეჭდება 9 ივლისის გაზეთ „კვალშიც“, რუბრიკაში „სხვა-და-სხვა ამბები“: „თ. რ. დ. ერისთავის საიუბილეო დღესასწაული დაინიშნა ოქტომბრის 22-ს. საიუბილეო კრებამ გადაწყვიტა დააარსოს სამაზრო კომიტეტები, რომ ამ დღესასწაულს მიეცეს საერო მნიშვნელობა“.
მართალია, შეიკრიბნენ ორჯერ, კომიტეტებიც და თარიღიც დათქვეს, მაგრამ საქმე წინ ვერ წავიდა. მთელი აგვისტოს განმავლობაში „გამგე კომიტეტის წევრებმა არ ინებეს საქმის დაწყება“. დრო კი აღარ ითმენდა, ამიტომაც „ენკენისთვის დამდეგს გ. ე. წერეთელი პირადათ მიიქცა თ. კ. ი. ბაგრატიონ-მუხრან-ბატონთან და თხოვა, მოეწვია შეერთებული სხდომა გამგე და ამსრულებელი კამიტეტების წევრებისა, რომ შედგომოდენ საიუბილეო დღესასწაულობის მზადებას. სამწუხაროთ, თ. კ. ი. ბაგრატიონ-მუხრან-ბატონმა უარი განაცხადა მეთაურობაზე“.
სექტემბრის დადგომისთანავე გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო სასწრაფო და აქტიური მოქმედება, რათა დღესასწაული არ ჩაშლილიყო. ამიტომაც 17 სექტემბრის გაზეთ „კვალის“ ნომერში, პირველსავე გვერდზე, იბეჭდება აკაკის განცხადება, რომელშიც პოეტი საიუბილეო პროგრამის შესადგენად შეკრებისთვის მოუწოდებს საიუბილეო კომიტეტის წევრებს: „უმორჩილესად ვთხოვთ პატივცემულთ პირთ გამგე და ამსრულებელი კომიტეტებისა კეთილ ინებონ და ამ თვის 19, სამშაბათს საღამოს, საათის 7-ზე, თფილისის სათავად-აზნაურო ბანკის დარბაზში მობრძანდენ თ. რაფიელ ერისთავის საიუბილეო პროგრამის შესახებ მოსალაპარაკებლათ“.
ამ განცხადების ქვემოთ კი, ასევე პირველ გვერდზე, თავად რედაქციის განცხადებაა: „თ. რაფ. ერისთავის საიუბილეო დღესასწაულის გამო. ამ წლის ივლისის დამდეგს მოხდა საიუბილეო კრება, რომელზედაც არჩეულ იქმნენ გამგე კომიტეტი და ამსრულებელი კომიტეტი შემდეგი პირებისაგან: გამგე კომიტეტის წევრებათ: ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღომელი თ. კ. ი. მუხრანბატონი, მარიამ ვახტანგის ასული ორბელიანისა, თ. აკაკი წერეთელი, თავ. ილია ჭავჭავაძე და თ. პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი; ამსრულებელ კომიტეტის წევრებათ: გ. ე. წერეთელი, ნ. ზ. ცხვედაძე, პ. ყიფიანი, ვალ. გუნია, კოსტ. მესხი და გიორგი ყარანგოზიშვილი.
რადგან საიუბილეო დღესასწაულობა ჩვენის საყვარლის მოხუცი პოეტისა მოწევნილია, ოკტომბრის 22 არის დანიშნული, დრო არის არჩეულთა პირთა გამგე კომიტეტისამ მოუწოდოს კრებას და ამსრულებელ კომიტეტს დაავალოს შემუშავებული საიუბილეო დღესასწაულის პროგრამა აღსრულებაში მოიყვანოს“.
მიუხედავად აკაკისა და რედაქციის ასეთი მხურვალე მოწოდებისა, კრება ვერ შედგა, რადგან „დანიშნულ საღამოს მივიდენ ბანკის დარბაზში მხოლოთ ორი კაცი: თ. აკაკი წერეთელი და გ. ე. წერეთელი. სამწუხარო იყო ასეთი გულცივობა და დუმილით უარისყოფა გამგე და ამასრულებელ კამი ტეტის წევრთაგან“.
„კვალის“ მომდევნო ნომერში სხვადასხვა ამბის რუბრიკაში დაიბეჭდა, რომ კრება ვერ შედგა: „სამშაფათს, სექტემბრის 19, იყო დანიშნული შეერთებული სხდომა თ. რ. დ. ერისთავის საიუბილეო დღესასწაულის გამართვის შესახებ ამ საქმეში ამორჩეული გამგე და ამსრულებელი კომიტეტის წევრებისა. სამწუხაროთ სხდომა არ შედგა. იმედია, ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლი თ. კ. ი. ბაგრატიონ-მუხრანბატონი, რომელიც არის გამგე-კომიტეტის წევრათ ამორჩეული, მოუწოდებს ახალ კრებას და შეუდგება შესაფერს საიუბილეო განკარგულების მოხდენას“.
როგორც ჩანს, ვერც ამ განცხადებამ უშველა კრების მოწვევას, რადგან „კვალის“ მომდევნო, 42-ე ნომერშიც (1 ოქტომბერი) ვკითხულობთ რედაქციის განცხადებას პირველსავე გვერდზე, პირველივე ინფორმაციად და არა სხვადასხვა ამბის რუბრიკაში: „რადგან გამგე და ამსრულებელ საიუბილეო კომიტეტებმა აქამომდე კრება ვერ მოახდინეს, რომ დაეწყოთ მოქმედება, ამისთვის საჭიროა „ივერიის“, „კვალის“, „მოამბის“ რედაქციათა, აგრეთვე წერა-კითხვისა და დრამატიულ გამგეობათა წარმომადგენელნი შევკრბეთ და შეთანხმებით მოვილაპარაკოთ საიუბილეო დღესასწაულის გამართვაზე“.
თუმცა, პირველ ოქტომბერს საიუბილეო პროგრამის ესკიზი უკვე შემუშავებული იყო. „ივერიის“ 26 სექტემბრის ნომერში იბეჭდება „თ. რაფიელ ერისთავის საიუბილეო პროგრამის ესკიზი, რომელიც შეიმუშავა პირველ დაწყებითმა საიუბილეო კრებამ:
1. დაინიშნოს საიუბილეო დღესასწაული მთავრობის ნება-დართვით ოქტომბრის 22.
2. ტფილისის გამგე-კომიტეტი დანიშნავს საქართველოს დაბა-ქალაქებში ადგილობრივ აგენტებს, რომელთაც დავალებული ექნებათ [რწ]მუნებური კომიტეტების შედგენა.
3. ადგილობრივმა კომიტეტმა თავს უნდა იდვას დეპუტაციების გამოგზავნა და იუბილიარის სახელზედ ფულის შეგროვება, როგორც საჩუქრებისთვის, ისე მის სახელზედ ფონდის დასაარსებლად.
4. ყოველი ადგილობრივი კომიტეტიდგან იქნება გამოგზავნილი დეპუტაცია შესაფერი ისტორიული ტანთ-საცმელით და იარაღით მორთული; ხოლო გურიიდგან, სამეგრელოდგან, ქართლიდგან და კახეთიდგან თითო გუნდი მომღერლებისა.
5. დილით ცხრა საათზედ უნდა იქმნეს სიონის, ან ქვაშვეთის ტაძარში იუბილიარისათვის პარაკლისი გადახდილი. შემდეგ იუბილიარს ლიტერატორთა გუნდი მოიყვანს მუხრან-ბატონის დარბაზში (კლუბში), სადაც იქნება დეპუტაციების მილოცვა.
6. სანადიმოდ წავლენ ერთ-ერთ ბაღში მიხაილოვის ქუჩაზედ.
7. ნადიმს შემდეგ საღამოს მოხდება დღესასწაულებრივი გამოსვლა თეატრის დარბაზამდის, სადაც გაიმართება საიუბილეო წარმოდგენა.
8. დაწვრილებით შემუშავება ამა პროგრამისა და მისის ასრულება დავალებული ექნება ამორჩეულ გამგე და ამსრულებელ კომიტეტებს“.
მიუხედავად კომიტეტების პასიურობისა, ზაფხულის განმავლობაში პრესაში ხანდახან ჩნდებოდა ინფორმაცია, ვინ როგორ ემზადებოდა ამ დღესასწაულისთვის. მაგალითად, 23 ივლისის „კვალის“ ნომერში, სხვადასხვა ამბის რუბრიკაში ვკითხულობთ: „თბილისის ქართველ ხელოსანთ განუზრახავთ მიართვან თავ. რ. ერისთავს საიუბილეო დღეს საწერი მაგიდა, რომლის გეგმაც უკვე შეუკვეთიათ ერთ ახალგაზრდა ხუროთმოღვრისთვის“. ეს ინფორმაცია 26 ივლისის ნომრის ახალი ამბების რუბრიკაში დაბეჭდა „ივერიამაც“. მხოლოდ დასაწყისად წაუმძღვარა: „გაზეთ კვალის სიტყვით...“.
ამ მშვენიერი მაგიდის დასრულებაც არ დარჩენია ყურადღების მიღმა „ივერიას“ და 7 ოქტომბრის ნომერში ვკითხულობთ: „ტფილისის ხელოსნებს თავად რაფიელ ერისთავისათვის მისართმევად დაუმზადებიათ მშვენიერი საწერი მაგიდა კარგის ხისა, წინ ორის რაფით წიგნებისა და სხვა საჭირო ნივთების დასაწყობად; მაგიდას თავზედ ექნება დადგმული იუბილარის თავ. რაფიელ ერისთავის სურათი მშვენიერის ჩარჩოთი, რომელიც მუხის ხისაგან არის გაკეთებული და რომელიც წარმოადგენს გვირგვინს მუხის ფოთლებისას რკოებით. ნამუშევარი მართლა საუცხოვო რამ არის. თვითონ მაგიდაც გვერდებზეც სულ დაჩუქურთმებულია“. დღეს ეს მაგიდა დგას ქისტაურის რაფიელ ერისთავის სახელობის მემორიალურ მუზეუმში.
1 ოქტომბრის „კვალის“ მოწოდებას, როგორმე შეკრებილიყო არა მხოლოდ კომიტეტები, არამედ სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლები, „ივერიაც“ გამოხმაურა და თავადაც მოუწოდა ყველას შეკრებისკენ. 3 ოქტომბრის „ივერიის“ ნომერში, ახალ ამბებში ვკითხულობთ, რომ „ხუთშა ბათს, 5 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზედ, ტფილისის სათავად-აზნაურო ბანკის სადგომში დანიშ ნულია კრება თავ. რაფ. ერისთავის საიუბილეო დღესასწაულის შესახებ. კრებას უნდა დაესწრნენ ქართული ჟურნალ-გაზეთებისა და წერა-კითხვის გამავრცელებელ და დრამატიულ საზოგადოებათა წარმომადგენელნი“.
კრება რომ მართლაც შედგა, ამას 6 ოქტომბრის ნომრით ვიგებთ: „გუშინ საღამოს თავ. რაფიელ ერისთავის იუბილეს დღესასწაულობის მომზადებისთვის კრება მოხდა. ორშაბათს, 9 ოქტომბერს, მეორე კრება იქნება, რომლის შედეგაც მკითხველს ვაცნობებთ საბოლოო გარდაწყვეტილებას“. 9 ოქტომბერს კრების დანიშვნას „კვალიც“ აღნიშნავს. კრებას ესწრებოდა ილია ჭავჭავაძეც. „კვალის“ რედაქციას კი კოტე დოდაშვილი წარმოადგენდა. სექტემბერში შედგენილი პროგრამის ესკიზი შეიცვალა და სწორედ ამ კრებაზე შეიმუშავეს საბოლოო ვარიანტი დღესასწაულის პროგრამისა.
ეს ხდებოდა თბილისში. თუმცა, რეგიონებიც ემზადებოდნენ დღესასწაულისთვის. ოქტომბრის დადგომისთანავე პრესაში მომრავლდა მათ შესახებ ინფორმაცია. ამ მხრივ კვლავ „ივერია“ და „კვალი“ გამოირჩეოდა, რომლებშიც, ფაქტობრივად, ყოველი ეტაპი შუქდებოდა. მეტიც, ზოგჯერ გაზეთის ერთსა და იმავე ნომერში იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე პუბლიკაცია თუ განცხადება გვხვდება. მაგალითად, „კვალის“ 42-ე ნომერში, პირველ გვერდზე რომ ვერშემდგარი კრების შესახებ გვაუწყებ და რედაქცია, იმავე ნომრის მე-3 გვერდზე, სხვადასხვა ამბის რუბრიკაში, ჩნდება მოსაზრება, თუ როგორ უნდა ჩაერთოს რეგიონები იუბილეს სამზადისში: „ჩვენის პოეტის თ. რ. დ. ერისთავის იუბილეის დღე მოახლოებულია. საჭიროა ყოველ საქართველოს კუთხეში დაარსდეს ჩვენის ლიტერატურის გულშემატკივართაგან ადგილობრივი კომიტეტები, რომელთაც დაევალებათ შეამზადონ დეპუტაციე ბი და საჩუქრები, აგრეთვე იუბილარის სახელზე სასტიპენდიო თავნის შედგენა. ამ საქმეს უნდა ყოველ კუთხეში მარჯვე და საქმის მუყაითი მეთაური. იმედია, ჩვენი მაზრების ინტელიგენცია გამოიჩენს შესაფერის მხნეობას, თფილისიდან მინდობილობა არავისთვის საჭირო არ უნდა იყოს. თითოეულმა მაზრამ და კუთხემ თვითონ უნდა ითავოს ეს საქმე და ვისაც გული შეტკივა, ან მხნეობა მოდევს, იმათ უნდა მიიღონ თავის თავზე, რომ იუბილეის მისცენ ეროვნული ხასიათი. ის იქნება პირველი მაგალითი პროვინციების ინიციატორობისა, მაზრების თვითმოქმედებისა. ვთხოვთ, ყველას საქართველოს ყოველ კუთხეში თავი გამოიდვას და ამ საგანზე თავიანთი მოქმედების ამბავი შეგვატყობინოს ხოლმე „ივერიის“ და „კვალის“ რედაქციებში, რომ ამით დავიცვათ ერთობა მოქმედებისა“.
ყველა კუთხის კოორდინაცია დღესასწაულის მოსამზადებლად რომ აუცილებელი იყო, ამას მოწ მობს „ივერიაში“ დაბეჭდილი სხვადასხვა სახის ინფორმაცია რეგიონებიდან, რომლებიც კონკრეტულ მითითებებს ითხოვდნენ. მაგალითად, 5 ოქტომბრის ნომერი იუწყება, რომ „გორიდგან და სხვა ქალაქებიდგანაც გვატყობინებენ, რომ ემზადებიან ღირსეულად მიეგებნენ დიდად პატივცემულის მხცოვანის პოეტის რაფიელ ერისთავის საიუბილეო დღეს და თანაც გვთხოვენ ვაცნობოთ, როგორ აპირებენ დღესასწაულობის გარდახდას. კარგი იქნებოდა მანდიდგან რაიმე განკარგულება მოგეხდინათ პროვინციებისათვისაო, იწერებიან ყველა მხრიდგან, თუ როგორ შევადგინოთ საიუბილეო კომიტეტებიო. ამაზედ ჩვენც ვაცნობეთ, რომ ტფილისდგან არავითარი განკარგულება ამის შესახებ არ გაეგზავნებათ პროვინციებს და ამიტომ ვურჩევთ, თითონვე იზრუნონ და შეადგინონ კომიტეტები, რომელნიც დაადგენენ, თუ როგორ სცენ პატივი იუბილარს“.
15 ოქტომბრის „კვალში“, სხვადასხვა ამბის რუბრიკაში, იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება ქუთაისი: „ქუთაისში თ. რ. დ. ერისთავის საიუბილეოთ დიდი მზადებაა: სათავად-აზნაურო შკოლის მოწაფენი ფულს აგროვებენ საჩუქრისთვის და თავნისთვის. ქუთაისის ხელოსანთა დასი აგრეთვე აგროვებს თავნს და უნდა იუბილარის სახელზე გამართოს პირველ დაწყებითი სამოხელო შკოლა. ქუთაისის საზოგადოება აგრეთვე ცალკე აპირებს იუბილარის მილოცვას“.
რაც შეეხება დღესასწაულის პროგრამას, საბოლოო ვარიანტი იბეჭდება როგორც „ივერიაში“, ისე „კვალში“.
15 ოქტომბერს „კვალი“ ამცნობს მკითხველებს, რომ „იუბილეი უთუოთ კვირას, 22 ოქტომბერს, უნდა ვიდღესასწაულოთ ამ პროგრამით:
1. გადახდილ იქნება ქვაშვეთის ეკლესიაში პარაკლისი 11 1/2 საათზე.
2. პარაკლისის შემდეგ ყველა დეპუტაციები და საზოგადოება შეგროვდება ქართველ თავად-აზნაურთა თეატრში. დეპუტაციები იჭერს ადგილს სცენაზე და რიგ-რიგათ მიულოცავენ იუბილარს. მათ მილოცვას შემდეგ წაკითხულ იქნება დეპეშები, ლექსები და სხვა...
3. საღამოს 8 საათზე გაიმართება საიუბილეო წარმოდგენა ქართულ თეატრში.
4. იუბილარის სახსოვრათ განზრახულია ფონდი დაარსდეს; ამისთვის შემომწირველთა სია იუბილეის დღეს დაურიგდება მსურველთ იუბილემდე და შემდეგ შემოწირულობას მიიღებენ ქართული ჟურნალ გაზეთები და გამოაცხადებენ შემომწირველთა სიას; ფულს კი გადაცემენ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომელსაც მიენდობა ეს ფონდი რომელსამე საზოგადო საქმეს მოახმაროს იუბილარის სახელობაზე“.
ამავე კრებაზე აირჩიეს გამგე კომიტეტის წევრები: დავით მიქელაძე, გიორგი წერეთელი და ალექსანდრე ჭყონია. მათ დამხმარედ კი - გრიგოლ აბაშიძე, ვალერიან გუნია, პეტრე ყიფიანი და ანდრია ღულაძე. თუმცა, პეტრე ყიფიანმა და ანდრია ღულაძემ უარი თქვეს. ალექსანდრე ჭყონიამ კი მოუცლელობის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა. ასე რომ, დარჩნენ: დავით მიქელაძე, გიორგი წერეთელი, გრიგოლ აბაშიძე და ვალერიან გუნია. გაზეთ „კვალის“ ინფორმაციით, „კერძო სხდომაზე იმათ მიიპატიჟეს დასახმარებლათ - კონსტანტინე მესხი და ვლადიმერ ალექსეევ-მესხიევი (რეჟისორი ქართულ თეატრისა). ამ სხდომაზე დისციპლინის (ერთარსი მოქმედების) დასადგენათ თ. დ. მიქელაძემ წინადადება მისცა გ. ე. წერეთელს, რომ ის ყოფილიყო მეთაურად ამ საქმეში. გ. ე. წერეთელმა განაცხადა: იმ პირობით ვიკისრებ ამ მძიმე საქმეს, უკეთუ თ. დ. მიქელაძე, გრ. აბაშიძე. კ. მესხი და ვ. გუნია დამეხმარებიან როგორც რჩევით, ისე, საქმის განკარგულებაშიო. ხსენებულმა პირებმა სრული თანხმობა განაცხადეს ამ საქმეზე და ახალ ამორჩეულ საიუბილეო დღესასწაულის მოთავენი მწყობრით, ერთგულებით და თანხმობით შეუდგნენ საქმის განხორციელებას. მათი უმთავრესი განზრახვა ის იყო, რომ დღესასწაულობას მიცემოდა, რაც შეიძლებოდა, დიდი საერო ხასიათი“.
მოსამზადებელი სამუშაოების ამსახველი ინფორმაციების გარდა, ოქტომბრიდან პრესაში ჩნდება პუბლიკაციები, რომლებიც რაფიელ ერისთავის ცხოვრებისა და შემოქმედების ერთგვარი შეფასებაა. მაგალითად, 2 ოქტომბრის „კვალის“ ნომერში, პირველ გვერდზე, ავტორის მითითების გარეშე, იბეჭდება რაფიელ ერისთავის იუბილეს შესახებ წერილი, რომელშიც საკმაოდ საინტერესოდაა აღწერილი ქართველი ერის დამოკიდებულება მწერლისადმი და საიუბილეო დღესასწაულის აუცილებლობა: „რა უნდა ასაზრდოებდეს სამშობლო ლიტერატურას? ერის თანაგრძნობა. მაგრამ ქართული ლიტერატურა იმ წერტილზე ჯერ არ მიწეულა, რომ ერის თანაგრძნობამ მისი მწერლები ან გაათბოს, ან გააძღოს. ისინი დღემდის არიან ისეთი ცხოვრების ბნელით გარე-მოცულნი, რომ თითოეულს მათგანს ჯერ კიდევ ეკლის გვირგვინი ადგია თავზე. ჯერ შორს არის ის ბედნიერი დრო, როცა ამ ეკლის გვირგვინს ქართველი ერი მოხდის თავზე თავ-განწირულს მოღვაწეს და შეუმკობს შრომაში გათეთრებულს ჭაღარას დაფნის ფოთლებით. ყოველი ქართველი პოეტი და მწერალი დღემდის თავის კუჭს ასაზრდოვებს მხოლოთ შიმშილით, გულს ნაღვლით და სულს უნუგეშობით. ასეთს გარემოებაში ჩაყენებული ქართველი მწერალი ნუ თუ არ არის იგივე მოწამე, რომელსაც ტანჯვის ჯილდოთ სამარეში მიჰქონდა ხოლმე შარავანდედი უკვდავებისა. ასეთ შარავანდედათ ჩვენი დაუვიწყარი პოეტის რაფაელისთვის უნდა შეიქნეს მისი საიუბილეო დღესასწაული, რომელზედაც იმან თავის თვალით უნდა იხილოს ქართველი ერის გულწრფელი დაფასება. სხვა ქვეყნებში ამისთანა მოღვაწეს ხალხი ამდიდრებს, უზრუნველ ცხოვრებას ანიჭებს და ბედნიერების ფიალას ხელში აძლევს. ჩვენ კი ყოველივე ამის მაგივრათ შეგვიძლია შრომაში დატანჯულს ჩვენს პოეტს მხოლოთ ერთი ბედნიერი წამი საერო თანაგრძნობისა გამოვაცდევინოთ. ესეც საკმაო იქნება მისთვის, რომ ყოველივე წარსული ტანჯვები დაივიწყოს და აღტაცებით წარმოსთქვას: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, მშვიდობით!“ ნუ თუ ჩვენ დავიშურებთ ამ ბედნიერს წამს იმისთვის, ვისაც თავის ტკბილი ლექსებით ამდენი აზრი და გრძნობა გაუღვიძებია ჩვენს გულში. მაშ იმედი გვაქვს, ოც-და-ორი ოქტომბერი ღირსეულ ჯილდოთ მიერთმევა ჩვენს საყვარელს, ღვაწლით შემოსილს, პოეტ-მოხუცს“.
14 ოქტომბრის „ივერიაში“ იბეჭდება აპოლონ წულაძის წერილი „თავ. რაფიელ ერისთავის იუბილეის გამო“, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ „სამშობლო ხევსურისას“ ავტორი ნამდვილად იმსახურებს, ერმა ღირსეული მადლობა უთხრათ და გამოდის წინადადებით, რომ რაფიელის სახელით აშენდეს ხევსურეთში სკოლა: „ჩვენს დიდებულ მხცოვანს პოეტს სხვა მრავალ შესანიშნავ ლექსთა შორის აქვს ერთი ხელი-ხელ საგოგმანებელი ლექსი „სამშობლო ხევსურისა“. არ მეგულება ისეთი წერა-კითხვის მცოდნე ქართველი, რომელმაც ეს ლექსი ზეპირად არ იცოდეს, ვიცნობ ისეთებსაც, რომელთაც წერა-კითხვა არ იციან, მაგრამ ეს ლექსი და მისი შინაარსი კი იციან. დიაღ, ამ ლექსს დიდი სახელი აქვს მოხვეჭილი - მას კითხულობენ სცენაზედ, მას კითხულობენ მეჯლის-ნადიმზე და სხვაგან. ვინ იცის ამ ლექსს რამდენისთვის აუჩქროლებია გული, რამდენისთვის ნეტარების ცრემლი მოუყენებია თვალზედ, რამდენს ლახვარივით მოხვედრია გულში, ვინ იცის, რამდენი სამშობლოზედ ხელ-აღებული აუკვნეს-აუცრემლებია, რამდენს მოვლინებია მოძღვრად და დაურიგებია: - უკეთურო, უბადრუკო, სამშობლოს გამცემო, იუდავ, სამშობლოს სალ-კლდეების სრა-სასახლეებში გამცვლელო, ნუ სცვლი შენს დედა-სამშობლოს სხვის ქვეყანაზედ, თუ გინდ ის სამოთხე იყოსო, აგონებს გზა-დაბნეულს ცხოვარს. დიაღ! იმდენად ძლიერია ეს ლექსი, რომ რაფაელს მეტი არა დაეწერა, მაინც უკვდავი იქნებოდა და ვიდრე ჩვენი ერი ერად იქნებოდა, „სამშობლო ხევსურის“ ავტორს მის გულში ძეგლი ექნებოდა აგებული. და აი დღეს რაკი საუკეთესო შემთხვევა გვეძლევა, მისი დიდი ხნის შრომა-ღვაწლი დავაფასოთ, სამშობლოს ერთგულად სამსახურისთვის მადლობა ვუთხრათ, იმაზედ გვინდა დაფიქრება, რომ მადლობა ღირსეული იყოს და როგორც იუბილარის ღვაწლი დაუვიწყარი და ნაყოფიერია, მადლობაც მზგავსივე უნდა გამოვთქვათ - შევუფერადოთ და შევუხამოთ მედღესასწაულე პოეტის სულის კვეთებას. დეე, ის დღე იყოს სამახსოვრო ჩვენდა შვილით-შვილადმდე. ამ დღის დიდებულება უპირველესად გამოვხატოთ იმითი, რომ ჩვენზედ უკან ჩამორჩენილ მოძმე ხევსურებს, იუბილარის საყვარელს თემს, რაფიელის სახელზედ სკოლა ავუგოთ. ხევსურეთი კარგა მოზრდილი კუთხეა ჩვენის ქვეყნისა, კარგი ნიჭის პატრონი მცხოვრებლებით არის დასახლებული, წარსულში სამშობლოს დაცვაშიაც დიდი მსხვერპლი მიუძღვით და აი ეს ერი დღეს უსკოლოდ არის დატოვებული. რაფიელმა მათ უძღვნა ლექსი - „სამშობლო ხევსურისა“. ჩვენც ამ დღის მოსაგონებლად ვუძღვნათ განათლებლის ლამპარი. ავუგოთ სკოლა, საცა პატარა ხევსურები „ჩააჭიკჭიკებენ“: „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“.
მოახლოვდა 22 ოქტომბერი. როგორც ჩანს, დღესასწაულზე დასწრების მსურველი ბევრი იყო და დადგა საკითხი წესრიგის დაცვის საჭიროებისა. შესაბამისად, 18 ოქტომბრის „ივერიაში“ ქვეყნდება რედაქციის განცხადება, რომ იუბილეზე დასწრების მსურველმა უნდა აიღოს კონტრამარკა1: „გამგე კომიტეტი გვთხოვს გამოვაცხადოთ, რომ თ. რაფიელ ერისთავის საიუბილეო დღესასწაულზედ დასასწრებად თეატრში კვირა დილით 22 ოკტომბერს საჭიროა ყოველმა მსურველმა კონტრამარკა აიღოს წესიერების დასაცავად. მსურველთ კონტრამარკა უნდა აიღონ წინდაწინ წერა-კითხვის სა ზოგადოების კანცელარიაში, „ივერიის“, „კვალის“ და „მოამბის“ რედაქციებში“.
19 ოქტომბრის „ივერიის“ პირველსავე გვერდზე პირველ ინფორმაციად იბეჭდება საიუბილეო კომიტეტის განცხადება, რომელშიც კონკრეტულადაა მითითებული, თუ ვინ რა მიმართულებითაა პასუხისმგებელი და დღესასწაულზე დასწრების მსურველმა ვის და სად მიმართოს. ეს განცხადება მეორდება 20 და 21 ოქტომბრის ნომრებშიც.
„საიუბილეო დღესასწაული თავ. რ. ერისთავისა
1. დეპუტაციები და სიტყვის თქმის მსურველნი მიჰმართავენ დღესასწაულის წეს-რიგის მიმცემს გიორგი წერეთელს.
2. ლოჟისა და სხვა ადგილის კონტრამარკებისათვის უნდა მიმართონ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების კანცელარიას და ქართულ ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს, ხოლო ქანდარისა და ამფითეატრის კონტრამარკებისათვის - ვლ. ალექსი-მესხიშვილსა და კ. მესხს, ქართულ თეატრის კანტორაში, დილის 10 ნაშუადღევის 2 საათამდე და საღამოს 4-7-მდე.
3. ნადიმზედ დასწრების მსურველთ შეუძლიანთ მიჰმართონ ვ. გუნიას შაბათს შუადღემდე.
4. დეპუტაციებისა და მომლოცველთა შესახებ წეს-რიგის დადგენა კი მინდობილი აქვთ თეატრის დარბაზში ვლ. ალექსი-მესხიშვილს, კ. მესხსა და ვალ. გუნიას“.
იუბილე რომ უნაკლო გამოსულიყო, ასეთი გადაწყვეტილებაც კი მიიღეს - ყოველი მაზრიდან დეპუტაციები ჩამოსულიყვნენ წინა დღით, შაბათს და საღამოს ყველანი შეკრებილიყვნენ სათავადაზნაურო ბანკის თეატრში ერთმანეთის გასაცნობად და შემდგომ ერთად გაევლოთ ყოველი დეტალი. „მართლაც შაფათს დილით გამოცხადდენ „კვალის“ და „ივერიის“ რედაქციებში ჩვენი ქვეყნის ყოველი კუთხიდან მოსული დეპუტაციები, რომელთაც დაევალათ, იმ საღამოს შვიდ საათზე შეკრებულიყვენ ბანკის თეატრის დერეფანში მილოცვის წეს-რიგის გამოსაცხადებლათ და მათი მისალოცა ვის და საჩუქრების გასახილველათ. შაფათ საღამოს იმათმა კრებამ იუბილარის დღესასწაულობის მეთაურებს გული გაუნათლა. იჭვი აღარ იყო, რომ დიდებული საერო თვითცნობიერების წამი მზადდებოდა“.
და აი, დადგა 22 ოქტომბერი. ორივე გაზეთის პირველსავე გვერდზე საიუბილეო კომიტეტის სახე ლით ჩნდება „წეს-რიგი საიუბილეო დღესასწაულის“, რომელიც 9 პუნქტს მოიცავს:
1. „ოკტომბრის 22-ს, 11 საათზე ყველა დეპუტაციები და პატივისმცემელნი მოგროვდებიან ქაშვეთის ეკლესიის გალავანში.
2. 11 1/2 საათზე იუბილარს მოიყვანენ ეტლით ქაშვეთის ეკლესიის გალავანში თ. აკაკი წერეთელი და თ. ილია ჭავჭავაძე.
3. პარაკლისს გადაიხდის ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე და შემდეგ იუბილარს წაიყვანენ იმავე წესით ქართული თეატრის დარბაზში.
4. პარაკლისის გათავებისთანავე დეპუტაციები გაემგზავრებიან ქართული თეატრის დარბაზში იუბილარის დასახვედრად.
5. დარბაზის დერეფანში იუბილარს მიეგებება სამხედრო ხორო მუზიკისა, ხოლო თვით ტეატრის დარბაზში გურულთა და რატილის მომღერალთა დასები.
6. ამას შემდეგ დაიწყება დეპუტაციების მილოცვა დადგენილის წესისამებრ.
7. საღამოს 8 საათზე დანიშნულია იუბილარის პატივსაცემათ ქართული წარმოდგენა. ანტრაქტებში წაიკითხავენ თ. რ. ერისთავის ლექსებს.
8. წარმოდგენა რომ გათავდება, შემდეგ ქართული დრამატული საზოგადოება და დასი გამართავს სადღესასწაულო მილოცვას.
9. შემდეგ გაიმართება თავად-აზნაურთა საზამთრო ბაღში ნადიმი“.
მზიანი დღე იყო, მშვიდი, წყნარი. დილის ათი საათიდან დაიწყო ხალხმა მოსვლა ქაშვეთის ეკლესიის ეზოში და ძალიან მალე იმდენი მოგროვდა, რომ ტევა აღარ იყო, უმრავლესობა ეკლესიის გალავნის გარეთ იდგა. შუადღისას თეთრცხენშებმული ეტლით მობრძანდა იუბილარი, მას ახლდნენ ილია და აკაკი. პარაკლისი გადაიხადეს ალექსანდრე ეპისკოპოსმა და არქიმანდრიტმა ლეონიდემ. პარაკლისს ესწრებოდნენ ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლი თავადი კონსტანტინე მუხრან-ბატონი, კავკასიის კორპუსის სარდალი თავადი ივანე ამილახვარი, სახელმწიფო ქონებათა გამგე გამრეკელი, თბილისის ქალაქის თავი თავადი ნიკოლოზ არღუთაშვილი (არღუთინსკი), ქართული, სომხური და რუსული გაზეთების წარმომადგენლები.
პარაკლისის შემდეგ ვაჟთა გუნდმა „მრავალჟამიერი“ უგალობა იუბილარს, ხოლო ეპისკოპოსმა ალექსანდრემ მოკლე და ემოციური სიტყვით მიულოცა დღესასწაული და დალოცა მაცხოვრის ხა ტით; ასევე მიულოცა ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა სტეფანე ჭრელაშვილმა. სიტყვა წარმოსთქვა არქიმანდრიტმა ლეონიდემაც, რომელიც სრულად დაიბეჭდა გაზეთ „კვალში“: „დღევანდელი დღე საქართველოში შეადგენს რაფიელის სრულ საკუთრებას. მხცოვანი და ჭაბუკი, გლეხი და თავადი, ქალი და ვაჟი, ბარათ და მთათ, ველათ, დაბათ და ქალაქათ ჰბჭობს, მსჯელობს, ლაპარაკობს და ფიქრობს მხოლოთ იმ სასიქადულო მამულიშვილზედ, რომლის „გულმა აღმოსთქვა სიტყვა კეთილი“, რომელმაც დაგვასაჩუქრა ხელის-ხელ საგოგმანებელი ობოლი მარგალიტებრივი ლექსებით, რომელთა კითხვას არა ერთ გზის დავუტკბივართ, ვუნუგეშებივართ, გავუმხნევებივართ, ზნეობრივ გავუზრდივართ და გავუფაქიზებივართ, ვითარცა გულითადს ლოცვას... თუ რა მადლით, რა ნიჭით და ძალით არის აღბეჭდილი იუბილარის „გულიდამ აღმონათქვამი კეთილი სიტყვა“, ამას ცხად-ჰყოფს დღევანდელი, სიყვარულით აღვსილი, პატივისცემით აღფრთოვანებული, მადლობის გადახდის სურვილით გატაცებული კრება. ამერ-იმერნი, ბარელ-მთიელნი, მღვდელნი და ერი თანაბრად შევტრფით ნიჭიერ მგოსანს ნიშნად იმისა, რომ მის ნაწერებს დიდად უმოქმედნიათ ჩვენზე, მისი მადლიანი სიტყვა ჩაგვწდომია ყველას გულის სიღრმემდე, მისი აზრი და მისწრაფება მიგვიღია ყველას სახელმძღვანელოდ...“.
როდესაც რაფიელ ერისთავი ეკლესიიდან გამობრძანდა, აურებელი ხალხი ქუდმოხდილი ესალმებოდა და ულოცავდა იუბილეს საყვარელ მწერალს.
ქაშვეთიდან დელეგაცია თეატრისკენ გაემართა. იუბილარს იქაც დიდძალი ხალხი დახვდა, რომელიც „ვაშას“ შეძახილით მიესალმა, ორკესტრი კი ქართულ მარშს უკრავდა.
თეატრის დარბაზი მორთული იყო მრავალფეროვანი ყვავილებით, გვირგვინებით. სცენის მარჯვენა მხარეს იდგა იუბილარის სავარძელი.
გურულებისა და იოსებ რატილის გუნდის სიმღერის ფონზე იუბილარი სცენაზე აბრძანდა. მას მიჰყვებოდნენ ილია და აკაკი. როგორც კი რაფიელ ერისთავი სცენაზე გამოჩნდა, შეკრებილი საზოგადოება ფეხზე წამომდგარი, ტაშისცემითა და „ვაშას“ გრიალით შეეგება. კარგა ხნის განმავლობაში გუგუნებდა აღტაცებული საზოგადოება.
იუბილარი მისთვის განკუთვნილ სავარძელში დაბრძანდა. მის მარჯვნივ აკაკი დაჯდა, მარცხნივ - ილია. სავარძლის გვერდით იდგა დიდი მაგიდა საჩუქრებისთვის, რომლებსაც იღებდნენ კოტე მესხი და ვლადიმერ მესხიშვილი. ვალერიან გუნიას ეჭირა სტუმრების სია, რომ რიგის მიხედვით გამოეძახებინა. ხოლო გრიგოლ აბაშიძეს ევალებოდა, ხმამაღლა გამოეცხადებინა თითოეული დეპუტაცია, რომელიც მოსალოცად იყო მისული.
მისალოცად მისული დეპუტაცია მართლაც შთამბეჭდავი იყო, განსაკუთრებით კი ეროვნულ ტანისამოსსა და ჯაჭვის პერანგებში გამოწყობილი თუშ-ფშავ-ხევსურებისა, რომლებიც „ზღაპრული დევ-გმირებივით“ წამოდგნენ და იუბილარს მოკლედ მიულოცეს: „ღმერთმა დაგლოცოს, დიდხანს გაცოცხლოს, გადღეგრძელოს!“ ეროვნულ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი აჭარის დეპუტაციაც.
დაიწყო მილოცვები. ყოველი დეპუტაცია რიგრიგობით კითხულობდა ადრესსა და მილოცვას. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადრესის წაკითხვის შემდეგ საზოგადოების წარმომადგენელმა, ექიმმა ივანე ელიაშვილმა გამოაცხადა, რომ საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, რაფიელ ერისთავის სახელზე დააარსოს წიგნთსაცავი იქ, სადაც დაიბადა საყვარელი პოეტი.
სიტყვები წარმოთქვეს: „კავკაზის“ რედაქტორმა, იური მილიუტინმა; „ნოვოე ობოზრენიეს“ რედაქტორმა, ვასილ თუმანიშვილმა; „არძაგანქის“ რედაქტორმა, აბგარ იოანესიანმა, „მშაკის“ რედაქტორმა, ალექსანდრე ქალანტარმა; „ტარაზ-აღბიურის“ რედაქტორმა, ტიგრან ნაზარიანმა; „ნორ-დარის“ წარმომადგენელმა, გიორგი გვაზავამ. გვირგვინები მიართვეს თბილისის ქართულმა ჟურნალ-გაზეთებმა, რუსული ოპერეტის დასმა, ქართულმა დრამატულმა დასმა, ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ, სომხურმა დრამატულმა დასმა, იოსებ რატილის გუნდმა...
ლექსები წაიკითხეს ნინო ორბელიანმა, დავით მაჩხანელმა, არტემ ახნაზაროვმა, იროდიონ ევდოშ ვილმა, აპოლონ წულაძემ და სხვებმა. ახალგაზრდა პოეტის, გრიგოლ აბაშიძის ლექსმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე. ოლღა აღლაძე, „ივერიის“ თანამშრომელი, თავის მოგონებაში იხსენებს: „ქართულ თეატრში ამ იუბილეზე გამოვიდა გრიგოლ აბაშიძე, რომელმაც ძალიან კარგი ლექსი უძღვნა რაფიელ ერისთავს. ილია ჭავჭავაძეს ისე მოეწონა ეს ლექსი, რომ გრიგოლ აბაშიძეს გადაეხვია და გადაკოცნა. კარგად დავინახე, ორივეს თვალებში როგორ ბრწყინავდა ცრემლი“.
დეპუტაციების მილოცვები, დეპეშები თუ სიტყვები სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დასასრულ, იუბილარმა მადლობა გადაუხადა ყველას. კვლავ სიმღერითა და „ვაშას“ ძახილით გააცილეს სცენიდან საყვარელი მგოსანი. გარეთაც „ვაშას“ შეძახილით შეეგება აუარებელი ხალხი. ქალები თაიგულებს უფენდნენ ფეხქვეშ, ხოლო თუშ-ფშავ-ხევსურებმა ხალხური სიმღერა შემოსძახეს.
გაზეთ „კვალის“ ინფორმაციით, საღამოს 8 საათისთვის თეატრის დარბაზი კვლავ შეივსო, რათა ენახათ „საიუბილეო წარმოდგენა“. დრამატულმა დასმა წარმოადგინა რაფიელ ერისთავის პიესები - „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწილდენ“ და „ბიძიასთან გამოხუმრება“.
წარმოდგენის შემდეგ სადღესასწაულო მილოცვა გამართა დრამატული საზოგადოების გამგეობამ, რომელმაც წაიკითხა ადრესი და იუბილარს მიართვა საზოგადოების საპატიო წევრობის დიპლომი, რომელსაც ხელს აწერდნენ საზოგადოების თავმჯდომარე მიხეილ კვალიაშვილი და მდივანი ივანე მაჭავარიანი.
წარმოდგენის შემდეგ ქართველ თავად-აზნაურთა ქარვასლის „ზამთრის ბაღში“ გაიმართა ნადიმი, რომელსაც სამასამდე ადამიანი ესწრებოდა, თამადობდა გიორგი ყარანგოზიშვილი. ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ ორკესტრი უკრავდა, ქალთა და ვაჟთა გუნდი „მრავალჟამიერს“ მღეროდა, რასაც იოსებ რატილის გუნდის და გურულების სიმღერები მოსდევდა, ბოლოს კი დუდუკზე უკრავდნენ.
სუფრაზე მრავალი სიტყვა იყო წარმოთქმული, როდესაც გრიგოლ აბაშიძემ შენიშნა: „ეს რა ამბავია, ჩვენი ორი გამოჩენილი პოეტი სხედან და ხმას არ იღებენ მაშინ, როდესაც ასე საქართველოს ყოველ მხრიდან შეკრებულ საზოგადოებას ესენი ძვირათ ნახავენო. ესენი ელიან მათგან საგულისხმო სიტყვების მოსმენას და ისინი კი გაჩუმებული სხედანო“.
საპასუხოდ წამოდგა აკაკი და წარმოთქვა ემოციური სიტყვა: „დიდებული მგოსანი რუსთველი, რომელიც ამ შვიდი საუკუნის განმავლობაში ასე ძლიერათ გვფენს შუქს, რომ მისი ანარეკლი სხივებით დღესაც კიდევ ზოგიერთები ბრწყინავენ, აი, რას ამბობს ერთგან: „რაღაა იგი სინათლე, რომელსაც ახლავს ბნელიაო?“ ეს სიტყვები დღეს სწორეთ ჩემზეა გამოჭრილი: რაღა სიტყვაა ის სიტყვა, როდესაც მთქმელი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რომ არ აღელდეს და არა ევნოს რა, როგორც ავათმყოფს - სწორეთ ეს იყო მიზეზი ჩემი დღევანდელი მდუმარებისა და არა ის, რასაც აქ ბძანებენ. ის უსამართლო სიტყვები ეკლათ მოხვდა ჩემ გულს და კიდევაც მაიძულებს, მოგახსენოთ რამ და სიმცირისათვის ნუ შემრისხავთ - თ. რაფიელ ერისთავის პოეზიის შესახებ ბევრი რამ წარმოითქვა დღეს აქ; იმ ორმოც-და-ათი წლის განმავლობაშიაც ბევრი თქმულა. მე თვითონ ერთ დროს ბეჭდვით წარმოვთქვი ჩემი აზრი და რადგანაც დასამატებელი ახალი აღარა მაქვს რა, ამისთვის პირ-და-პირ გადავალ მაგის ღირსების სხვა და სხვა მხარეებზე. ბ. რაფიელი ეკუთვნის მესამოცე წლების მოღვაწეთა გუნდს. ეს დრო ჩვენში დიდი მარტოხელობის დრო იყო და ხომ მოგეხსენებათ, თუ რა ტვირთი აწვება მარტოხელა კაცს ოჯახში? რომ ოჯახი არ დაექცეს და კერა არ გაუცივდეს, ყოველიფერს უნდა წაუპოტინოს ხელი. ესეც აკეთოს - ისიც, აქაც იყოს - იქაც და თავის სიცოცხლე უნდა ათენ-აღამოს სხვა-და-სხვა მრავალ-გვარ წვრილმან საქმეების კეთებაში. როდესაც წამოეზდებიან შვილები და შვილიშვილები, ოჯახი გაკაცსულიანდება და ერთის სამუშაოს ასი და ორასი გაინაწილებს, მაშინ სულ სხვებრ წავა საქმე. საოცარი შესანიშნავიც რომ იყოს მარტოხელი მუშა, რომელიც ბევრს სხვა-და-სხვა რამეს აკეთებს და ერთისათვის მარტო ვერ იცლის, რომელიმე ნასაქმის სიდიადით ვერ გაგვაკვირვებს. მისი ნაშრომი მთას ვერ წარმოგვიდგენს და მისი ნახვაწი - ზღვას, მაგრამ თუ ამას ათას გვარ წვრილმან ნასაქმარს ერთმანეთს შეუხორცებთ, მაშინ კი მთაც გამოვა და ზღვაც. სწორედ ამ თვალით უნდა ვუყურებდეთ ზოგიერთ მესამოცე წლების მოღვაწეებს და მათ რიცხვში თავად რაფიელ ერისთავსაც. ორმოცი წელიწადია თვალყურს ვადევნებ მაგის მოღვაწეობას და არც ერთხელ არ შემინიშნავს, რომ მაგას გულ-გრილათ გვერდი აევლოს ჩვენი შინაური საქმეებისათვის და შესაფერი თანაგრძნობა არ გამოეცხადებიოს. მაგას ყავდენ ამხანაგები, მაგრამ ბევრი ჩამოშორდა და გადაუხვია. მარულაში, ანუ როგორც აქ ეძახიან, დოღში, ყველა ბედაურებს თანასწორათ მიაქვთ ხოლმე იერიში პირველ გამოხტომაზე, მაგრამ გზათ კი ძალა-უნებურათ ჩამორჩებიან ხოლმე ერთი-მეორეს და დანიშნულ ადგილამდე მხოლოთ მცირეოდენნი მიაწევენ. ისე იყო აქაც და ბატონმა რაფიელ ერისთავმა ორმოც-და-ათის წლის წრემდე პირნათლად მოაწია. თავის ხანგრძლივ ცხოვრებაში ბევრი თვალსაჩინო ადგილი სჭერია მაგას სხვა-და-სხვა ასპარეზზე და მაგის ნიჭისა და შრომის პატრონს დღეს გულმკერდი ვარსკვლავებით უნდა ჰქონდეს მოჭედილი და ჯიბე სქლათ გატენილი. მაგრამ ვერცერთს ვერა ვხედავთ დღეს! არა თუ ამ დროში, დღესაც უმეტესობას უდრეკი ხასიათი უხასიათობათ მიაჩნია და ჰკიცხავს. ეგება ამასვე ფიქრობდეს ზოგიერთები ამის შესახებაც და ეს დიდი შეცდომა იქნება. თ. რ. ერისთავი მხოლოთ მაშინ ხდებოდა იძულებული, დაენებებია თავი მოღვაწეობისათვის, როდესაც გარემოება მოთხოვდა მისგან, რომ საკუთარი რწმუნების წინააღმდეგ, სხვის ნებაზე წასულიყო და გადაეხვია. მაშინ მხოლოთ ივიწყებდა თავის-თავს, ოჯახს, ცოლშვილს და რჩებოდა რიყეზე. ამისთანა დროს გულ-გაუტეხლობა და გულ-დაუჩაგვრელობა, სწორეთ გმირობაა და ეს ძალა კიდეც ჰქონდა მინიჭებული რაფიელს. აქ უადგილო არ იქნება, რომ გავიხსენოთ ერთი შემთხვევა: ერთხელ ამ ოც-და-თხუთმეტი წლის წინათ მოვინდომეთ შინაურულათ სალიტერატურო საღამოს გამართვა და რის ყოფით, ძლივს მოვაგროვეთ ოციოდე კაცი. მაშინ ეს პირველი და უცხო ანბავი იყო. ჩაისა და ხილის მორთმევის შემდეგ, როცა შევუდექით საქმეს, ათი გამოგვეპარა იმის შიშით, რომ ვაი თუ გვიწყინონო, ხუთს დაეძინა იქვე და დავრჩით მხოლოდ მარტო ხუთიოდე... მაშინ შევეკითხეთ ერთმანეთს: „ეჰ, რას უნდა მოველოდეთ?“ და უნუგეშოთ ჩვენვე მივეცით ჩვენ თავს პა სუხი: „არაფერია! დღეს ხუთი იყოს, ხვალ ათი იქნება, ზეგ ასი და ამგვარათ!“.. ვაი, რომ ჩვენ ვეღარ მოვესწრებით, თვარა კეთილი თესლი უნაყოფოთ არ დარჩებაო და სხვანი... თურმე ვცდებოდით მაშინ და დღეს, შემიძლია, მაშინდელის საპასუხოთ მიუთითო ამ ხალხზე ბ-ნ იუბილარს და ვუთხრა: აი, თუმცა დაგვიანებული, მაგრამ ჭეშმარიტი პასუხი! ხომ ხედავ, სხვა-და-სხვა კუთხეებიდან ჩვენი ქვეყნისა მოსულან ქართველები, რომ იდღესასწაულონ შენი ბედნიერი დღე და თანაგრძნობა გამოგიცხადონ!.. და ზედაც კიდევ ეს დავძინოთ: ბედნიერო მოხუცო! ნუ დაივიწყებ, რომ დღემდისაც გადახდილა იუბილეები ზოგიერთების, მაგრამ ეს ამბავი კი არ ყოფილა!.. ეს ამბავი შეუძლია მხოლოთ ნიჭს, რომ გამოიწვიოს, მაგრამ რას ვამბობ? რა არის მარტო ნიჭი, თუ თანვე არ ეახლება შრომისმოყვარეობა და გულწრფელობა? და ესეები კი ყველა ერთათ მომადლებული ჰქონდა ბ. რ. ერისთავს. იცოცხლოს დიდხანს მომავალი თაობის სამოძღვრო-სამაგალითოთ“.
აკაკის სიტყვის შემდეგ მსახიობმა ნატალია გაბუნიამ დუდუკის თანხლებით იმღერა აკაკის „აღმართ აღმართ მივდიოდი მე ნელა“.
ამის შემდეგ კი სიტყვა წარმოთქვა ილიამ: „ჩვენს სახელოვანს მოხუც პოეტს შესანიშნავი ალაგი უჭირავს ქართულ პოეზიაში. მისი ლექსები აღბეჭდილია ხალხური გრძნობით. ის ღრმათ შეეხო ჩვენი მუშა ხალხის ცხოვრებას და არის მომღერალი მის გულნადებისა. იმან შექმნა თავისი საკუთარი შკოლა ხალხური პოეზიისა. მისი მიმდევარნი არიან ძმები რაზიკაშვილები. ჩინებულათ ასურათებს ამ გარემოებას ჩვენი პოეტის გალექსვით მიწერ-მოწერა ერთ ხალხიდან გამოსულ პოეტთან, რომელმაც, აი, რა გრძნობით გამოხატა ჩვენი მოხუცებული პოეტის გავლენა ახალშობილს პოეტზე:
შენი ჭირიმე, მოხუცო,
ია გვესროლე, მამაო!
ძილშიით გამომაღვიძა
შენმა ფანდურის ხმამავო:
შაერთო გრძნობის მორევსა,
ჩემ გულიც აიჩქამაო;
იქათ იორმა შაიტყო,
აქეთ ალაზნის წყალმაო.
ბუნებამ ჯერი მიიღო,
მთამ ქედი მოგიხარაო,
დუშმანი გათავებულა,
სამშობლომ გაიხარაო.
ბიწსა ჰსძლო სათნოებამა,
სიცოცხლე გაუმწარაო.
საწყალმა ღამის მეხრემა
მადლობა დაგიბარაო...
ნება მიეცი, დაგდაფნოს
გამოუცდელმა ყმამაო.
ამ მშვენიერ წერილზე, აი, როგორ უპასუხა ჩვენმა სახელოვანმა მოხუცმა:
გადმახალისა, ძმობილო,
შენგან ნასროლმა იამა,
შენი ფანდურის ჟღერაი
მოხუცს გულს მეტათ იამა!..
ყური დავუგდე სიმებსა:
დამიტკბეს ბერი სულია,
გადამახედეს ფშაველში,
მთლათ ამიჩქროლეს გულია! -
მასმინა შენმა ფანდურმა
მთის ყვავილების ქებანი,
„ფშაური ქალის ტირილი“
და „ტყვეს სიმღერით“ შვებანი...
ბაასი ბებერ მუხასთან
ალმასებრ ლექსით მსმენია,
დავღონებულვარ ბეჩავი,
ცრემლი ვერ დამითმენია!..
შენ დამანახვე, ძმობილო,
„მგზავრის საღამო მთებშია“
ფრთები დავუშვი მე დაბლა,
ვეღარ მოგყვები ფრთებშია;
შენ ყმაწვილი ხარ, მე ბერი,
ღმერთმა გიკურთხოს ჩანგია!
მაწაფე, მოძმევ ახალო,
ბერსა ახალი ჰანგია“.
აკაკისა და ილიას გამოსვლას მოჰყვა რუსი პოეტის, ვასილ ველიჩკოს, სრულიად შეუფერებელი კომენტარი, რომელსაც „კვალმა“ „რუსული ექსპრომტი“ უწოდა: „ვისურვებ, რომ აკაკის ილია ჰყვა რებოდეს და ილიას აკაკიო“. ამის პასუხათ აკაკიმ მას უპასუხა: „ამ ბატონმა, რუსის მწერალმა, უად გილოთ და უსაფუძვლოთ ინატრა, რომ ქართველ მოღვაწეთა შორის თანხმობა და სიყვარული იყოსო. ცხადია, რომ ეს ამბობს განაგონებს და მაშასადამე, ჩვენშიაც ყოფილა ზოგიერთი ამავე აზრისა. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ძლიერ შემცდარი აზრია!.. რაღა საჭიროა მისი ნატვრა, რაც არსებობს და ხელში გვიჭირავს. „მცირე რამე სამდურავი მოყვარეთა წესიაო“ - უთქვამთ ძველებს. როდესაც დიდ ოჯახებში შევიწროების დროს გარდა გამდლებისა ბევრი აღარავინ რჩებოდა და მათაც სამუშაო უმრავალკეცდებოდათ, მაშინ ისინი ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, ეწინააღმდეგებოდნენ და ესაყვედურებოდნენ: იმდენს და ისე ვერ აკეთებ, როგორც გარემოება მოითხოვსო! ამ ვაი-უშველებელში ხშირათ სწყევლიდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს პირადობითა და შურ-ბოროტობით როდი მოუდიოდათ!.. ოჯახის ერთგულება ამწარებდა მათ!.. სურვილის სიდიდეს მათი ჯან-ღონე ვეღარ სწვდებოდა და როგორც თავის თავს, ისე ერთმანეთსაც, ესაყვედურებოდნენ. სწორეთ ამ მდგომარეობაში არიან ჩაცვინული დღევანდელი ჩვენი მოღვაწეებიც და მათი ერთმანეთთან უკმაყოფილება საშინაო და ხელწამოსაკრავი არ არის!.. ქვეყნის ერთგულებით აშფოთებულ-აღელვებულებს, ეს კინკლაობა ხელს ვერ შეუშლის, რომ საჭიროების დროს ქვეყნისთვის ერთათ დასდვან თავი. ასე გრძნობს ყველა ნამდვილი მოღვაწე და ვინც ასე არ ფიქრობს, ის მხოლოთ თვალთმაქცობს და არ ჩაითვლება სასურველ მოღვაწეთ!... ეს ყველასათვის ცხადი უნდა იყოს და ნათელი“.
იუბილეზე ასევე სიტყვები წარმოთქვეს: ეკატერინე გაბაშვილმა, გიორგი წერეთელმა, ივანე მაჩაბელმა, მიხეილ მაჩაბელმა, კარლო ჩხეიძემ, გიორგი გვაზავამ და სხვებმა.
ნადიმის დასასრულს კოტე მესხმა წაიკითხა იუბილარის სამადლობელი ლექსი, რომელმაც საზოგადოება ფრიად მოხიბლა. მათ მსახიობს ლექსი გაამეორებინეს, ამის შემდეგ კი, მთელი საზოგადოება წამოიშალა და მშვენიერი ლეკურიც გაიშალა.
საიუბილეო ნადიმის მხიარულებამ დილის ოთხ საათამდე გასტანა.
ასე დიდებულად და ზარ-ზეიმით გადაიხადეს საყვარელი მგოსნის იუბილე. თუმცა, ოფიციალური ზეიმის გარდა, იუბილე უბრალო ხალხმაც აღნიშნა. ქაშვეთში გადახდილი პარაკლისის პარალელურად, ქართულ საკვირაო სკოლაში გაიმართა „საიუბილეო დილა“. ორასზე მეტი მოსწავლე გოგონა მშობლებთან ერთად დაესწრო ამ ღონისძიებას. წაიკითხეს იუბილარის ბიოგრაფია, შემდეგ კი - რაფიელ ერისთავის ლექსები.
ოთხი საათისთვის ავჭალის ქუჩის „იაფფასიანი სასადილოს“ შენობაში ხალხისთვის გაიმართა საიუბილეო წარმოდგენა. როგორც „კვალი“ წერს, „დიდძალი მდაბიო ხალხი მოაწყდა ამ წარმოდგენას; მაგრამ, რადგანაც შენობამ სამასზე მეტი ვერ დაიტია, გულ-დაწყვეტილი ხალხი იძულებული შეიქნა, დაბრუნებულიყო. აქა-იქ გაისმოდა უკმაყოფილო ხმა: „მანათს გაძლევთ შაურის მაგიერათ, ოღონდ შეგვიშვით“! წარმოადგინეს იუბილარის კომედია „ადვოკატები“ და ორიოდე სიტყვით გააცნეს რაფაელის ცხოვრება და იმ დღის მნიშვნელობა. ამ წარმოდგენაში მონაწილეობას იღებდა ზოგიერთი მასწავლებელი ქალი და ხელოსანი“.
ოთხი წლის შემდეგ, 1899 წელს, საიუბილეო მასალები შეკრიბა და ერთ წიგნად გამოსცა ექვთიმე ხელაძემ. სათაურიც მრავლისმთქმელი შეურჩია: საერო დღესასწაული თ. რაფ. ერისთავის იუბილეს გამო.
ქართველმა ერმა მართლაც საერო დღესასწაულად აქცია 1895 წლის 22 ოქტომბერი, რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე, რომელმაც ერთი გრძნობით შეკრა და გააერთიანა მთელი ერი. სწორედ ამ ერთიანობამ და ხალხისგან მიღებულმა სიყვარულმა ათქმევინა იუბილარს სამადლობელ ლექსად: „ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა, მაგრამ რაღა სჯობს ამ გრძნობას საერთოს, სანეტაროსა!..“.
______________
1. ბარათი, ტალონი, რომლითაც უფასოდ შედიან თეატრში წარმოდგენაზე დასასწრებად.

![]() |
7 რაფიელ ერისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ადრესები (MISSIVE CARDS DEDICATED TO RAPHIEL ERISTAVI |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 მოხუც მგოსანს |
▲ზევით დაბრუნება |

(თავ. რაფიელ დავითის ძის ერისთავის საუბილოედ)
მშვიდობა შენდა, მოხუცო, იცოცხლე წელი მრავალი,
ნიჭით ძლიერით, უკვდავით აღბეჭდე გზანი ნავალი,
გვიამბე ჩვენი წარსული, ჩვენი თავ-გადასავალი
..........„გაჰკარ, გაუსვი ჭიანურს, აუწი მაღლა ფარდამდის“,
..........შენ გისმენს შენი ერი და თან „მდუღარება გადმოსდის“.
გვითხარ რა უკლევს გულს ხევსურს, შვილსა ბმბერაზ მთა-კლდისას,
უწინდელებრ „მხნეს, გულადსა, მომღერალს თავის ბედისას“,
ვინა არ გასცვლის სამშობლოს „როგორც რომ ძუძუ დედისას“?..
..........„გაჰკარ, გაუსვი ჭიანურს, აუწი მაღლა ფარდამდის“,
..........გისმენთ და თვალთაგან „ცრემლები სიხარულისა გადმოგვდის“.
ან რა დარდი აქვს თანდილას, რისათვის დაუკვნესია,
გულში რა უდუღს, რასა სწუხს დაფიქრებული სესია,
ვინ მომკის ქვრივის ყანასა, სოფლად როგორი წესია?..
..........„გაჰკარ, გაუსვი ჭიანურს, აუწი მაღლა ფარდამდის“,
..........გისმენ და იმათთან ერთად ჩვენც „მდუღარება გადმოგვდის“.
შეაქე მძლავრი კავკასი, „ყინვარის ჯავშნით შემკული,
ცას მიბჭენილი თხემებით, მთა-მთაზედ აკიდებული“,
დარდით ბურული, მოცრემლე, წარსულზედ ატირებული.
..........„გაჰკარ, გაუსვი ჭიანურს, აუწი მაღლა ფარდამდის“,
..........გისმენთ და იმათთან ერთად ჩვენც „მდუღარება გადმოგვდის“.
აგერ ივერი ნათელი დღე მზითა, ღამე - მთვარითა,
გვიამბე მისი წარსული, „იგლოვე სიტყვით მწარითა,
ქვეყანა დასწვი ცოდვითა, მთლად მორწყე ცრემლის ღვარითა“.
..........„გაჰკარ, გამოჰკარ ძუასა, აუწი მაღლა ფარდამდის“,
..........დააღუღუნე, ჩვენც შენთან „მდუღარე ცრემლი გადმოგვდის“.
გვატირ-გვაცრემლე, რომ ცრემლმა ერს ცივი გული გაუთბოს,
ძველის გრძნობითა ძლიერით, ძველის ცეცხლითა აუნთოს,
საერთო წუხილ-ვარამმა კერძოს აღარა დაუთმოს...
..........„გაჰკარ, გაუსვი ჭიანურს, აუწი მაღლა ფარდამდის“,
..........ნეტარ მას, ვისაც შენებრივ თვალთაგან ცრემლი გადმოსდის!...
ა.მ. ახნაზაროვი
1895 წ. 19 ოქტომბერი.
![]() |
7.2 ღრმად პატივცემულო ბატონო რაფიელ! |
▲ზევით დაბრუნება |

მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საზოგადოება სიხარულით და გულის სიწრფელით ეგებება ბედნიერს დღეს თქვენი ორმოც-და-ათის წლის მოღვაწეობისას სალიტერატურო ასპარეზზე. თქვენი სასიქადულო ღვაწლი, რომელიც დიაღ ღირსეულათ დაფასებულია ყველასაგან, ვისაც კი სწამს დიადი საქმე ხალხთა გონებრივი წარმატებისა, არის ჩვენთვის დაუვიწყარი მაგალითი პატიოსნური შრომის და მოქმედებისა.
ვუერთდებით რა განუხრელათ ეროვნებისა ამ საზოგადო დღესასწაულს, ვისურვებთ, პატივცემულო პოეტო, რომ სიყვარულის მაღალი გრძნობით გამსჭვალული თქვენი კალმის ზე-გავლენა უფრო და უფრო გაძლიერებულიყოს კავკასიის მკვიდრთა განსანათლებლათ.
მასწავლებელი და აღმზრდელი
ქალთა საზოგადოება.
22ს ოქტომბერს 1895ს წელს.
![]() |
7.3 თ. რაფიელ დავითის ძეს ერისთავს. |
▲ზევით დაბრუნება |


უპატივცემულესო და ყოველი ქართველისათვის უძვირფასესო, რაფიელ!.. ის მადლი პოეზიისა, რომელიც თქვენის მგრძნობიერი გულიდამ გადმოდიოდა მთელი ნახევარ საუკუნის განმავლობაში, ჩვენამდისინაც მოვიდა; ჩვენც თქვენის ლექსების მეოხებით, ვიგრძენით რა ძვირფასიც არის მადლი ეროვნული გრძნობისა, გავიგეთ და თვალწინ წარმოვიდგინეთ და ტანჯული ბედ-იღბალი ჩვენი უბადრუკი გლეხისა, ყოველი გაჭირვებული მოძმისა.. ორმოც და ათი წლის განმავლობაში მთელს სამშობლო მხარეს ესმის თქვენი მძლავრი ხმა, რომელიც ხან დარდსა და ნაღველს გადმოგვცემს და ხანაც გვაგონებს მამა-პაპურ მხნეობას, ქველობას და ვაჟკაცობას.. აღტაცებულის გრძნობით და წმინდის გულით მოგილოცავთ ჩვენ თბილისის ქართველი ნოქრები თქვენის ორმოც და ათის წლის დღესასწაულსა და ვინატრით, რომ ჯერ კიდევ დიდხან ბრძანდებოდეთ მამამთავრად ქართულის მწერლობის, და სასიქადულოთ მთელი სამშობლო ქვეყნისა.
![]() |
7.4 მაღალ ღირსეულო მგოსანო რაფიელ! |
▲ზევით დაბრუნება |



ჩვენ, ქართველნი დედანი, გილოცავთ შენ ორმოც-და-ათის წლის სახელოვან მოღვაწეობას პოეზიის სარბიელზედ და ვამაყობთ, რომ ქართველმა დედამ, ქართულმა ნიადაგმა გამოზარდა, ააყვავა და დაამწიფა შენისთანა მძლავრი ღონე და ნიჭიერება.
ჩვენ, ქართველნი დედანი, გილოცავთ შენ, რომელმაც შეჰქმენ ახალი ხანა ჩვენს პოეზიაში მით, რომ პირველმა ღრმად ჩაიხედე გლეხის გულში, შეისწავლე მისი წრფელი სული, მისი სადა და მარტივი ლტოლვილებანი, მისი ზღვაზედ უღრმესი ჭირი და ვარამი და შენის მხურვალე სიყვარულით იმისადმი, ასობით გამოიწვიე შენი მომბაძავნი მწერლობაში და ამითი დაამყარე ძმობა და ერთობა, სიყვარული და თანაგრძნობა ხალხსა და იმათ წარმომადგენელთა შორის.
გილოცავთ შენ „სამშობლო ხევსურისა“ ავტორს და ვინატრით, რომ იმ ლექსის სიტყვები:
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა;
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა,
არ გავცვლი ჩემსა სამშობლოს სხვის ქვყენის სამოთხეზედა!
შენ სახელთან ერთად წაუშლელად აღიბეჭდებოდეს ყოველის ქართველის გულში და ამ შეუდარებელის სიტყვებით გამოწვეული მდუღარება სამუდამოდ აპოხიერებდეს ქართულ პატრიოტულ გრძნობას და მისწრაფებას.
დასასრულ, ჩვენო უძვირფასესო რაფიელ, ქართველნი დედანი ვინატრით თქვენ დღეგრძელობას, ბედნიერებას და მოგიძღვნით ჩვენს უსაზღვრო სიყვარულსა და პატივისცემას.
![]() |
7.5 დიდად პატივცემულო და მხცოვანო ბატონო რაფიელ! |
▲ზევით დაბრუნება |

![]() |
7.6 ყველა ქართველისაგან დიდათ პატივცემულ რაფიელ დავითის ძევ! |
▲ზევით დაბრუნება |


ქართველი ფარმაცევტები
![]() |
7.7 თავ. რაფაელ ერისთავს |
▲ზევით დაბრუნება |

კახეთი თავს გიკრავს თავის დიდებულს შვილს, ბატონო რაფაელ! გიცხადებს პატივისცემას და გადიდებს შენ, რომელმაც იტვირთე ღვაწლი დიდი სამშობლოსათვის მრავალ-ნაყოფიერი და ცხოველს-მყოფელი.
გაქებს შენ დაუღალავსა მუშაკსა, რომელმაც გაუხსენი მოსიყვარულე გული დიდსა და მცირესა, ქვრივსა და ობოლსა, ბატონსა და ყმასა, უწყალოსა და მოწყალეს, მღვდელსა და ერსა, (ცოცხალსა და მკვდარსა) და, ყველას ერთნაირად მოჰფინე გულის სიღრმიდგან ამონადუღი საღვთო გრძნობა.
შენი ქვეყანა არ დაივიწუებს შენს სახელსა, ვიდრე პირშისული უდგას და ამ სულის სარკედ ექმნება „სამშობლო ენა“ უკვდავება შენი, მხცოვანო მოხუცო, და შენი სამშობლოსი ერთ-ურთზედ უწყვეტელი ჯაჭვით გადაბმულია; შენ აღაფრთოვანე გრძნობა და სიყვარული სამშობლოსადმი და მით აღზარდე მომავალი შენისა ერისა.
დღეს, როცა 50 წლის შრომას მოუნიჭებია შენთვის უფლბა შეკვრისა და გახსნისა, წყევისა და ლოცვისა, შენი ქვეყანა ჰფიცავს შენს წინაშე, - როგორც შვილნი ისრაელთანი ჰფიცავდნენ წინაშე მამათმთავრისა თვისისა იაკობისა, რომ ყოველს ღონისძიებას იხმარს შენი მოძღვრება დედის ნანასთან ერთად ჩააწვეთოს თავის შვილებსა, რათა მათ სრულის ღირსებით შეეძლოთ წარმოთქმა ზეგარდმო შთაგონებით შენგან ნათქვამისა: „არ გავცვლი სალსა კლდებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვყენის სამოთხეზედა.“ ჰფიცავს წინაშე შენსა, ცოცხლად დიდებულო ენოქო ქართველთაო, რომ უღალატებს შენგან გაკვალილს გზასა და საუკუნოდ იქმნება შენი ღირსეულად მხსენებელი.
![]() |
7.8 ღრმად პატივცემულ მგოსანს რაფიელ ერისთავს |
▲ზევით დაბრუნება |

ორმოცდაათ წელს დაუღალავად
შენი მარჯვენა აჟღერებს ჩანგსა,
და შენც, მგოსანო, მაგ წმინდა სიმებს
ხმა შეუერთე და აძლევ ბანსა!
***
ჩვენც, ამა გრძნობით აღფრთოვნებულნი,
საერთოთ ყველა გიძღვნით სალამსა.
ქედმოდრეკილნი თაყვანის ცემით
მოვეგებებით შენსა კალამსა!
***
აწ ნუ გვაკმარებ, კვალად გვიმღერე
შენ თაყვანსა გცემთ იმერ-ამიერ,
ჩვენ სადიდებლად სამშობლოს ძეგლად
კიდევ იცოცხლე მრავალჟამიერ.
კნ. ნინო ორბელიანისა
![]() |
7.9 უხუცესო და სასიქადულო ჩვენო, ბატონო რაფიელ! |
▲ზევით დაბრუნება |

![]() |
7.10 ბატონო რაფაელ |
▲ზევით დაბრუნება |

ქართველობა
![]() |
7.11 ძვირფასო პოეტო ბატონო რაფიელ! |
▲ზევით დაბრუნება |

თბილისის დედათა საკვირაო სკოლის
მასწავლებელი - ქალნი და მოწაფენი
![]() |
7.12 სახელოვანო პოეტო, ღრმად პატივცემულო მოხუცო! |
▲ზევით დაბრუნება |

დღეს, საქართველოს ყოველ კუთხიდან შეკრებილნი, თავადნი, აზნაურნი და გლეხნი პატივისცემით გილოცავენ შენ ორმოცდაათ წელს ნაყოფიერ მოღვაწეობისათვის. ნება მიბოძე, სასიქადულო პოეტო, ამ გვირგვინით შევამკო შენი ჭაღარა ყოველის ჩვენთაგანს შენ გვასწავლე - „კაცი ვინ არის“ და თანამედროვე, ჩვენთვის გრიგალად გადაქცეულ, ცხოვრებასთან საბრძოლველად შეგვაიარაღე იმ გამამხნევებელი აზრებით, რომელიც შენ ისე შვენიერად გამოსთქვი ლექსებში „დედაენა“ და „სამშობლო ხევსურისა“. შენ დაგვაკავშირე სულიერათ სესიებთან, ბერუებთან, გოგიებთან, თინიებთან და სხვა მათ მოძმეებთან და მით შეჰქმენ ძალა არა უმნიშვნელო ჩვენთვის. ამ შეერთებულ ძალის ყოველი პირი მცნებითი დაიჭდევს გულის ფიცარზე - დარაჯათ უდგეს და დაიცვას საშვილი-შვილოთ „რჯული ენასთან შერთული“.
დავშთები მარად ჟამს პატივის მცემელი ექვთიმე ხელაძე.
1895 წ. 22 ოქტომბერს.
![]() |
7.13 ჩვენო ძვირფასო, მხცოვანო პოეტო, ბატონო რაფაელ! |
▲ზევით დაბრუნება |



![]() |
7.14 ბრწყინვალე თავადო, რაფაელ დავითის ძევ |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისის სომხური არტისტული საზოგადოება პატივად მიიჩნევს თავის მონაწილეობას თქვენს იუბილეზე, მოგილოცავს რა თქვენს ორმოცდაათწლიან დაუღალავ და ნაყოფიერ სასცენო და პოეტურ მოღვაწეობას. ბრწყინვალე თავადო, თქვენ იმსახურებთ სიყვარულს და დაფასებას, რადგანაც ხანგრძლივი ორმოცდაათი წელი, ნახევარი საუკუნე, ემსახურებოდით საზოგადოებას - უმღეროდით რა მის სიხარულსა და ტკივილებს, ხოლო სცენაზე აჩვენებდით მის დადებითსა და უარყოფით მხარეებს.
და რადგანაც სომეხი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ერთი და იმავე ჰაერითა და წყლით საზრდოობდნენ, ვითარდებოდნენ ერთი და იმავე ცის ქვეშ, ერთად ხარობდნენ და ტიროდნენ, დღესაც გავერთიანდებით და ერთ გულად, ერთ სულად გადავიქცევით და გულითადად მოგილოცავთ თქვენს ორმოცდაათწლიან ღირსეულ და ფასდაუდებელ მოღვაწეობას, გისურვებთ იღბლიან და ბედნიერ დღეებს.
იცოცხლე, თავადო ერისტოვ, იცოცხლე!!!
თბილისი, 22 ოქტომბერი, 1895 წელი
![]() |
7.15 ადრესი სომხურ ენაზე |
▲ზევით დაბრუნება |

![]() |
7.16 ჩვენო სასიქადულო მგოსანი, ძვირფასო თავადო რაფაელ |
▲ზევით დაბრუნება |

![]() |
7.17 უღრმესად პატივცემულო ბატონო რაფიელ! |
▲ზევით დაბრუნება |


![]() |
7.18 დიდად-პატიოსანო მოღვაწე, რაფიელ დავითის ძევ! |
▲ზევით დაბრუნება |


დაღისტანში მცხოვრები ქართველობა
![]() |
8 რაფიელ ერისთავის ჯილდოები სამოხელეო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
ხათუნა ქოქრაშვილი
რაფიელ ერისთავი ფართო საზოგადოებისთვის ძირითადად ცნობილია როგორც მწერალი, რომლის ლექსებზეც თაობები გაზრდილა. თუმცა, ბევრისთვის უცნობია, რომ მისი პირველი წარმატებები და ცნობადობა საზოგადოებაში უკავშირდება არა ლიტერატურულ, არამედ დამწყები სახელმწი ფო მოხელის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მე-19 ს-ის 40-50-იანი წლების მიჯნაზე პრესაში გამოქვეყნებულმა პირველმა სამეცნიერო და პუბლიცისტურმა ნარკვევებმა რაფიელ ერისთავს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მკვლევარსა და მოღვაწეს, დიდი აღიარება და ავტორიტეტი მოუპოვა. აქედან მოყოლებული, ის თავისი შემოქმედებით, წიგნიერებითა თუ პრაქტიკული საქმიანობით ერთგულად ემსახურა ქართული კულტურის წარმოჩენას, საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებას, თავის ერსა და ქვეყანას.
რაფიელ ერისთავის სამოხელეო და შემოქმედებითი მოღვაწეობა გამოირჩევა მრავალმხრივობით, აქტუალობით, თავისი დროის ეროვნული და ეპოქალური გამოწვევებით; სახელმწიფო მოხელის საქმიანობის პარალელურად, აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ და საზოგადოებრივ საქმია ნობაში; იყო სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი, მათ შორის, „რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების“ კავკასიის განყოფილების, „კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების“, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის და ა.შ. იყო არაერთი კულტურული დაწესებულების - კავკასიის მუზეუმის, დრამატული საზოგადოების, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსების ინიციატორი თუ მონაწილე. თანამშრომლობდა კავკასიასა და საქართველოში სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემის რედაქციებთან, ჟურნალ-გაზეთებთან, აქვეყნებდა ეთნოგრაფიულ, ფოლკლორულ, ენათმეცნიერულ და ლექსიკოგრაფიულ კვლევებსა და პუბლიკაციებს. საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა რაფიელ ერისთავის სამეცნიერო შემოქმედება. მან სათავე დაუდო ქართული ფიტონომიის (მცენარეთა სახელწოდებების შემსწავლელი მეცნიერება) განვითარებას, ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლექსიკოლოგიაში, საქართველოში ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მეცნიერების, იმ დროისთვის ახალი სამეცნიერო დისციპლინების, ფორმირებასა და განვითარებაში.
ნებისმიერ საქმეს რაფიელ ერისთავი მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ენერგიით, გულისხმიერებითა და თავდადებით ეკიდებოდა. თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი ჯილდო დაიმსახურა. საქართველოს არქივებისა და მუზეუმების საცავებში დაცულია მდიდარი მასალა რაფიელ ერისთავის ჯილდოების - ორდენებისა და მედლების შესახებ, რომელიც უკავშირდება მის სამოხელეო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას.
ფალერისტიკა, სამეცნიერო დისციპლინა ჯილდოების სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ, მნიშვნელოვანი წყაროა, ამა თუ იმ ისტორიული ეპოქის შინაარსისა და ხასიათის შესაფასებლად, პოლიტიკური და კულტურული ღირებულებების შესამეცნებლად. გარდა ამისა, ჯილდოები (ორდენები, საპატიო ნიშნები, მედლები) და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები კარგად აჩვენებს ამ ეპოქის ადამიანების ცნობიერებასა და ღირებულებებს, მენტალობასა და მიზნებს, სახელმწიფოსა და პიროვნების ურთიერთმიმართებას, ეპოქის კულტურის დონეს, ადამიანების მხატვრულ გემოვნებას. ამდენად, ფალერისტიკა, გარკვეულწილად, ამა თუ იმ ისტორიული ეპოქის იდეისა თუ შინაარსის პირობითი გამომხატველია და, შესაბამისად, კონკრეტული ეპოქის სოციალური სტრუქტურისა და ადამიანების მახასიათებელიც.
რაფიელ ერისთავის ბიოგრაფიული ნარატივის კონტექსტთან მიმართებით მისივე ჯილდოების შესახებ მასალების გამოქვეყნება და ანალიზი, ვფიქრობ, უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოში მე-19 ს-ის შუა წლებიდან საუკუნის დასასრულამდე ისტორიული პერიოდის, პოლიტიკური, კულტურული თუ საზოგადოებრივი ცხოვრების თავისებურებებს; დაგვეხმარება იმ ეროვნული და საზოგადოებრივი ღირებულებების გააზრებაში, რამაც რაფიელს და მისი თაობის საუკეთესო წარმომადგენლებს, მეფის რუსეთის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ საზოგადოებაში დამკვიდრებული ნიჰილიზმი და უიმედობა დააძლევინა, შეაძლებინა საყოველთაო რუსიფიკაციისთვის ქართული კულტურული ცნობიერება დაეპირისპირებინა.
წარმოდგენილი მასალები გამოკვეთს რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის როლსა და მნიშვნელობას თავისი ეპოქის საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებაში. მისი სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე მიღებული სამოხელეო, საზოგადოებრივი და სამეცნიერო ჯილდოები ცხადად დაგვანახებს რაფიელის, როგორც პიროვნების, მისწრაფებებსა და სურვილებს, მიზნებსა და მიღწევებს, დასახულ პრიორიტეტებსა და მისთვის ბრძოლის გზებს, რამაც, კავკასიაში რუსული ადმინისტრაციის სამოხელეო კარიერის მიუხედავად, მის მოღვაწეობას ეროვნული სული და შინაარსი შეუნარჩუნა.
ეროვნული პრობლემების დაძლევის ახლებურმა მიგნებებმა და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენისთვის დაწყებულმა აქტიურმა ქმედებებმა რაფიელ ერისთავი თავისი დროის საქართველოს ერთგვარ სიმბოლოდაც აქცია, რომელმაც გარკვეული საფუძველი შეუმზადა საქართველოში მე-19 ს-ის მეორე ნახევარში „სამოციანელების“ მიერ გაშლილ ეროვნულ-განმათავისუფლე ბელ მოძრაობას, რომელთა გუნდს თავადაც შეუერთდა.
რაფიელ ერისთავის სამოხელეო ჯილდოები
გიმნაზიის დამთავრების (1845) შემდეგ რაფიელ ერისთავმა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იმსახურა სახელმწიფო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. მუშაობდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის საოლქო სამმართველოში თარჯიმნად, ამიერკავკასიის მთავარი სამმართველოს საბჭოს კანცელარიაში, ქუთაისის გუბერნიის განსაკუთრებულ მინდობილობათა მოხელედ და თარჯიმნად, ასრულებდა მრჩევლისა და ქუთაისის გუბერნიის პროკურორის, მოგვიანებით კი, სამეგრელოს მმართველის მოვალეობას; წლების განმავლობაში იყო სამეგრელოს მმართველობის საბჭოს წევრი, ზუგდიდის მაზრის უფროსი, სამეგრელოს ყმა გლეხთა ყოფა-ცხოვრების მომწესრიგებელი კომიტეტის წევრი, ქუთაისის გუბერნიის საგლეხო საქმეთა (სამეგრელოს ზონის) საკრებულოს წევრი, ასრულებდა ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს მრჩევლისა და მომრიგებელი მოსამართლის მოვალეობას, მოგვიანებით კი, მსახურობდა საცენზურო კომიტეტში ცენზორად. სახელმწიფო მოხელედ მუშაობის განმავლობაში მისი მოღვაწეობა არაერთი საიმპერატორო, ანუ უმაღლესი სახელმწიფო ორდენითა და მედლით აღინიშნა.
რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის საწყისი პერიოდი მოიცავს 1845-1855 წლებს, როდესაც შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად შეუდგა სამოხელეო საქმიანობას და კავკასიის რუსული ადმინისტრაციის ჩინოვნიკური კარიერის პირველი საფეხურები გაიარა; სახელმწიფო სამსახურის მიუხედავად, ეს იყო ძიებების, მშობლიურ მხარეში მოგზაურობის, ისტორიული ძეგლების, წარწერების, მრავალმხრივი მასალების შეგროვების, ქვეყნის კულტურული თავისებურებების შეცნობის წლები.
1846-1848 წლებში ის მსახურობდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის საოლქო სამმართველოს თარჯიმნად თიანეთში. ერთხანს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მოტივით, შეწყვიტა მუშაობა, თუმცა, უსახსრობის გამო ამ სანუკვარი მიზნის შესრულება ვერ შეძლო და 1849 წლიდან კვლავ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს ტფილისში ამიერკავკასიის მთავარი სამმართველოს საბჭოს კანცელარიაში შტატგარეშე თანამშრომლის პოზიციაზე.
მუყაითი სამსახურის გამო ახალგაზრდა რაფიელმა სწრაფად მიაღწია სახელმწიფო მოხელის საწყის ჩინს: თავდაპირველად ჯილდოდ უბოძებიათ ნახევარი წლის ჯამაგირი, ხოლო 1851 წლის იანვარში კავკასიის მეფისნაცვალის საგანგებო ბრძანებით მიანიჭეს „კოლეგიის რეგისტრატორის“ («Коллежский регистратор», XIV კლასი) ჩინი; იმავე წლის ივნისში დააწინაურეს კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაში მაგიდის უფროსის თანაშემწედ, ხოლო უკვე წლის ბოლოს, დეკემბერში მიიღო „გუბერნიის მდივნის“ («Губернский секретарь», XII კლასი) წოდება (ვაშაყმაძე, გვ. 36; ჯაგოდნიშვილი, გვ. 24).
აღსანიშნავია, რომ ტაბელი სახელმწიფო მოხელეთა რანგების შესახებ რუსეთის იმპერიაში პეტრე პირველის 1722 წლის 24 იანვრის უკაზით დადგინდა. ეს იყო სხვადასხვა კატეგორიის (სამოქალაქო, სამხედრო, საზღვაო ფლოტის და სხვა) სახელმწიფო მოხელეების რანჟირების წესი, რომელმაც გარკვეული ცვლილებებით იმპერიის დასასრულამდე იარსება.
რუსეთის იმპერიაში გამოიყოფოდა სახელმწიფო მოხელის 14 კლასი. თავდაპირველად, რანგები გულისხმობდა 14 კლასს შორის განაწილებულ თანამდებობებს, თუმცა, დროთა განმავლობაში თითოეულმა ჩინმა თანამდებობისგან დამოუკიდებელი საპატიო წოდების მნიშვნელობა შეიძინა. ჩინები წელთა ნამსახურობისა და სახელმწიფოს წინაშე დამსახურების მიხედვით ეძლეოდათ.
მე-19 ს-ის მეორე ნახევრისთვის რუსეთის იმპერიაში სამოქალაქო სფეროში სახელმწიფო მოხელის უმაღლესი სახელმწიფო ჩინი შეესაბამებოდა I კლასს (რანგს) - კანცლერს, ხოლო ყველაზე დაბალი, ანუ ჩინოვნიკობის საწყისი საფეხური წარმოდგენილი იყო XIV კლასით - კოლეგიის რეგისტრატორი («Коллежский регистратор») (Кавказский Календарь на 1884 год, გვ. 223-224).
რაფიელ ერისთავმა სახელმწიფო სამსახური დაიწყო ყველაზე დაბალი - „კოლეგიის რეგისტრატორის“ («Коллежский регистратор») წოდებით. 1868 წლისთვის მან უკვე კოლეგიის მრჩევლის («Коллежский советник») ჩინს მიაღწია. ეს იყო VI კლასის სახელმწიფო მოხელე, რომელსაც სამხედრო ხაზით პოლკოვნიკის, საზღვაო ფლოტში - პირველი რანგის კაპიტნის წოდება, ხოლო სამეცნიერო კუთხით - დოქტორის ხარისხი შეესაბამებოდა. VIII-VII-VI კლასის საჯარო პირები შტაბ-ოფიცრების ჯგუფს შეადგენდნენ, აღნიშნული ჩინის მოხელეებს მიემართებოდა ტიტული „ვისოკობლაგოროდიე“ («Высокоблагородие»), ანუ „მაღალკეთილშობილებავ“. 1890-იანი წლების დასაწყისისთვის რაფიელ ერისთავს ეს საფეხურები უკვე გავლილი უნდა ჰქონოდა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1892 წლისთვის ის კიდევ უფრო დააწინაურეს და მიანიჭეს „სახელმწიფო მრჩევლის“ («Статский советник»), შესაბამისად, V რანგის ჩინოვნიკის წოდება, რომელსაც მიმართავდნენ ტიტულით „მაღალშობილებავ“ («Высокородие»). სახელმწიფო მოხელის ეს პოზიცია ითვლებოდა უკვე მაღალი კლასის მოხელის ჩინად. ის რანგების ტაბელში მოსდევდა I-IV კლასის ჩინოვნიკებს, რომლებიც, თავის მხრივ, უმაღლეს სახელმწიფო მოხელეთა კატეგორიას განეკუთვნებოდნენ (Кавказский Календарь на 1884 год, გვ. 223-224).
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის განაპირა რეგიონის, კერძოდ, კავკასიის რუსული ადმინისტრაციის მოხელის კვალობაზე, რაფიელ ერისთავმა სახელმწიფო მოღვაწეობის საკმაოდ მაღალ კარიერულ საფეხურს მიაღწია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას სამოხელეო და პირადი წარმატებები საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა არასოდეს დაუყენებია. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის გარკვეულ ეტაპზე ის, როგორც საჯარო მოხელე, არაერთხელ აღმოჩენილა არასასურველ მდგომარეობაში, მაგრამ მუდამ ცდილობდა, შესაძლებლობის მიხედვით, ურთულესი ვითარებიდან ქვეყნისა და ხალხის სასიკეთო, საუკეთესო გამოსავალი მოეძებნა.
რაფიელ ერისთავის კარიერული ბიოგრაფიის ახალი და განსაკუთრებული პერიოდი (1855-1872 წწ.) დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობით დაიწყო. ის, ერთი მხრივ, სირთულეებით, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო სამსახურში დაწინაურებითა და წარმატებებით, ასევე, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობით გამოირჩეოდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება რაფიელ ერისთვის სამოხელეო ჯილდოების დიდი ნაწილი.
1855 წლის 23 ივლისიდან, კავკასიის მეფისნაცვლის ბრძანებითა და ქუთაისის გუბერნატორის ივანე მუხრანბატონის წარდგენით, რაფიელ ერისთავმა ქუთაისის გუბერნიის განსაკუთრებულ მინდობილობათა უფროსი მოხელისა და თარჯიმნის თანამდებობაზე დაიწყო სამსახური. კადრების სიმცირის გამო, პირდაპირი მოვალეობის გარდა, ის ქუთაისის გუბერნიის პროკურორისა და ამავე გუბერნიის სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების მრჩევლის ვალდებულებასაც ითავსებდა (ვაშაყმაძე, გვ. 40).
ეს იყო რთული პერიოდი, როდესაც რუსეთსა და ოსმალეთს შორის ყირიმის ომი (1853-1856) მიმდინარეობდა. ოსმალეთს მხარს უჭერდნენ ევროპის მოწინავე სახელმწიფოები (ინგლისი, საფრანგეთი, სარდინიის სამეფო), რომელთაც რუსეთის კავკასიიდან და ყირიმიდან განდევნა სურდათ. საომარი მოქმედებები ბალკანეთსა და კავკასიაში, მათ შორის, უშუალოდ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებზე - გურია-სამეგრელოსა და აფხაზეთში წარმოებდა. კავკასიის რუსული ადმინისტრაცია ყოველმხრივ ცდილობდა დასავლეთ საქართველოში პოზიციების გამყარებას, სადაც რუსული მმართველობის სისტემა ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე განმტკიცებული, ამასთანავე, სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროები გარკვეული ავტონომიით სარგებლობდნენ.
ამ პერიოდისთვის, სამეგრელოს გარდაცვლილი მთავრის, დავით დადიანის მემკვიდრის, ნიკოლოზის მცირეწლოვნების გამო, სამთავროს მართავდა მისი ქვრივი, ეკატერინე დადიანი (ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული), რომლის მმართველობა ოსმალების ხშირი თავდასხმებით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გართულებითა და შიდა პოლიტიკური აშლილობით გამოირჩეოდა.
მიმდინარე მოვლენებმა რუსეთის ხელისუფლებას კავკასიაში საზღვრების გაფართოებისა და სამეგრელოში შემორჩენილი ადგილობრივი მმართველობის სისტემის - სამეგრელოს სამთავროს - გაუქმების შესაძლებლობა მისცა. 1856-1857 წლების სამეგრელოს გლეხთა აჯანყება, უტუ მიქავას მეთაურობით, გახდა საბაბი, რომ სამეგრელოში რუსული მმართველობის დამყარებისა და სამთავროს გაუქმების პროცესი დაწყებულიყო. ხელისუფლებამ ეკატერინე დადიანი (ჭავჭავაძე) აიძულა პეტერბურგს გამგზავრებულიყო, ხოლო სადადიანოს კანონიერი მემკვიდრის სრულწლოვანებამდე სამეგრელოში სამთავროს დროებითი მმართველობა შემოიღეს. მოვლენები ეტაპობრივად განვითარდა და ალექსანდრე II-ის 1867 წლის 4 იანვარის ბრძანებულებით „სადადიანოს“ გაუქმებით დასრულდა.
რაფიელ ერისთავი, როგორც სახელმწიფო მოხელე, ამ პროცესების უშუალო მოწმე და თანამონაწილე გახდა. სამოხელეო საქმიანობასთან დაკავშირებული მისი პირველი სახელმწიფო ჯილდო - წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი - სწორედ დასავლეთ საქართველოში შექმნილი რთული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების მოგვარებასა და სამეგრელოს სამთავროში რუსული დროებითი მმართველობის შემოღებას მიეძღვნა.
1857 წლის 17 მარტს საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვილი რაფიელ ერისთავი სამეგრელოში, უტუ მიქავას მეთაურობით, ყმა გლეხთა აჯანყების (1856-1857) დასამშვიდებლად და მიზეზების გასარკვევად მიავლინეს. აქედან იწყება რაფიელ ერისთავის სახელმწიფო სამსახურში თავბრუდამხვევი სისწრაფის კარიერული წინსვლა. 1857 წლის 9 სექტემბრიდან მას სამეგრელოს მმართველის მოვალეობის შესრულება დაევალა, 14 სექტემბრიდან დროებით ზუგდიდის მაზრის მართვა მიანდეს, ხოლო იმავე წლის 15 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის ბრძანებით ზუგდიდის მაზრის უფროსად დაამტკიცეს (ვაშაყმაძე, გვ. 46-47; ჯაგოდნიშვილი, გვ. 29-30).
სამეგრელოში რაფიელ ერისთავს ფარული კავშირი ჰქონია აჯანყებულ გლეხობასთან. გაეცნო მათ მოთხოვნებს და მეთაურს უტუ მიქავას; ჩაუწერია უტუ მიქავას სიტყვა, რომლითაც მან სოფ. თეკლათთან შეხვედრისას მიმართა სამეგრელოში აჯანყების ჩასახშობად ჩამოსულ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორ ნიკოლოზ კოლუბიაკინს. ეს წერილი ცნობილმა მკვლევარმა კორნელი ბოროზდინმა მოგვიანებით გამოიყენა და გამოაქვეყნა თავის ნაშრომში „სამეგრელო და სვანეთი“ (ბოროზდინი, გვ. 114-117).
აჯანყებულებთან მოლაპარაკებების დროს რაფიელმა შესანიშნავი დიპლომატიური უნარი გამოიჩინა, ტაქტითა და სიფრთხილით წარმართა საქმის გამოძიება; მან არ ისარგებლა თითქმის შეუზღუდავი უფლებებით, რეპრესიებით და სადამსჯელო ღონისძიებებით, რის შედეგადაც ზედმეტი შეტაკებებისა და სისხლისღვრის თავიდან აცილება შეძლო და მოკლე დროში სამეგრელოში მდგომარეობა პრაქტიკულად დამშვიდდა (ვაშაყმაძე, გვ. 29).
რაფიელ ერისთავის შესახებ ბიოგრაფიული ნარკვევიდან ირკვევა, რომ 1858 წლის 8 თებერვალს ერთგული სამსახურისა და სამეგრელოს მმართველობის მოწყობის დროს განსაკუთრებულ დავალებათა წარმატებით შესრულებისთვის კავკასიის კომიტეტის წარდგენით მას ებოძა წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი (ვაშაყმაძე, გვ. 47; კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №182).
წმინდა სტანისლავის ორდენი თავდაპირველად წარმოადგენდა რეჩ-პოსპოლიტას, ვარშავის საჰერცოგოსა და პოლონეთის სახელმწიფო ჯილდოს. მისი სახელწოდება უკავშირდება მოწამეობრივად აღსრულებული კრაკოვის ეპისკოპოსის სტანისლავის სახელს, რომელიც პოლონეთის მთავარი მფარველისა და ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევა. 1815-1831 წწ., მას შემდეგ, რაც ვარშავის საჰერცოგოს დიდი ნაწილი პოლონეთის სამეფოს სახით რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, ორდენი პოლონეთის სამეფოს ჯილდოდ ითვლებოდა და ის რუსეთის იმპერატორების მიერ მხოლოდ პოლონელებისთვის გაიცემოდა. 1831 წლიდან ჯილდო რუსეთის საიმპერატორო ორდენებს მიუერთეს, ორდენზე გამოსახული წმინდა სტანისლავის ფიგურა კი, მი სი სახელის „SS“ მონოგრამით ჩაანაცვლეს. წმინდა სტანისლავის ორდე ნის 1839 წელს გამოქვეყნებული მანიფესტის (სტატუტი) მიხედვით, ჯილდო ენიჭებოდა რუსეთის იმპერიის ნებისმიერ ქვეშევრდომს სამხედრო და სამოქალაქო სფეროში გაწეული განსაკუთრებული და გამორჩეული დამსახურებისთვის, კაცობრიობის, საზოგადოების, რეგიონის ან სახელმწიფოს საკეთილდღეოდ გაღებული წვლილისთვის. შესაბამისად, შეიქმნა ორდენის საპატიო ნიშნების ნიმუშები სამხედრო (მახვილის გამოსახულებით), სამოქალაქო (მახვილის გარეშე) და ასევე არაქრისტიანი პირებისთვის (საიმპერატორო გვირგვინის გამოსახულებით). გამოიყო ორდენის 3 ხარისხი («Статут ордена Св. Станислава». https://antiquebooks.ru/book.php?-book=106588№gallery-2-3, გვ. 2).
რუსეთის საიმპერატორო ორდენების იერარქიის ზოგადი წესის მიხედვით, სტანისლავის ორდენმა წმინდა ანას ორდენის შემდეგ დაიკავა რუსეთის საიმპერატორო ჯილდოების საწყისი საფეხური, თუმცა, ორდენის ნებისმიერი ხარისხის კავალერი შთამომავლობით თავადაზნაურის სტატუსს იღებდა. ამის გამო 1845 წელს უმაღლესი ბრძანებით სტანისლავის მე-2 და მე-3 ხარისხის ორდენის გაცემა აიკრძალა. 1855 წლიდან კი კვლავ განახლდა, თუმცა, ამჯერად მის მფლობელს თავადაზნაურის წოდება პირადად ენიჭებოდა, მისი შთამომალობაზე გადაცემის გარეშე (Станислава св. орден, Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона, т. XXXI, გვ. 419).

წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის
საიმპერატორო და სამეფო ორდენი

წმინდა სტანისლავის საიმპერატორო და
სამეფო ორდენის ლენტი
(წითელი ქსოვილი ორმაგი თეთრი კანტით)
რუსეთის იმპერიის ორდენთა კაპიტულის სტატუტის მიხედვით, სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, რომელიც რაფიელ ერისთავს ჯილდოდ ებოძა, გაიცემოდა უშუალოდ იმპერატორის მიერ, უშუალოდ მისი პირადი შეხედულების მიხედვით ან მინისტრების, მთავარმმართველების და შესაბამისი უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების წარდგენით, სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის. ეს გულისხმობდა: კაცობრიობის საკეთილდღეოდ ჩადენილ გმირობას; საკუთრების შემოწირულობას; ეკლესიების, ჰოსპიტლების, სასწავლებლებისა და საჯარო სარგებლობის დაწესებულებების დაარსებას; მანუფაქტურების, ფაბრიკებისა და ქარხნების დაარსებას; სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში სასარგებლო და მნიშვნელოვან აღმოჩენებს; საზოგადოებისთვის სასარგებლო წიგნების გამოცემას; მხარის განვითარებისა და საზოგადოებრივად სასარგებლო საქმეს; ხელმძღვანელობის რთული და სახიფათო დავალებების წარმატებით შესრულებას, რომელიც ითხოვდა განსაკუთრებულ ნიჭიერებას, უნარებს, სამსახურეობრივ გამოცდილებას, ახალ მიდგომებსა და საშუალებებს («Статут ордена Св. Станислава». https://antiquebooks.ru/book.php?book=106588№gallery-2-3, გვ. 2, 9).
სამეგრელოს სამთავროში რუსული დროებითი მმართველობის შემოღება და უტუ მიქავას აჯანყების დასრულება რუსეთის იმპერიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პრობლემა იყო. რაფიელ ერისთავის შრომა ხელისუფლების მიერ რთული დავალების წარმატებით შესრულებად და განსაკუთრებულ დამსახურებად შეფასდა. მართლაც, სამეგრელოში არსებული მდგომარეობის მოწესრიგებისას რაფიელმა სახელმწიფო მოხელისთვის აუცილებელი თვისებები - მართვის, გონიერების, სიფრთხილის, დიპლომატიის, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის, ტაქტისა და საოცარი თავდაჭერის, ურთულესი საქმეების მშვდობიანად მოგვარების უნარები გამოავლინა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჯილდო, რომელიც მან სამეგრელოში ახალი მმართველობის მოწყობის საქმეში მონაწილეობისთვის მიიღო, მოგვიანებით თანამემამულეთაგან არაერთი საყვედურის მიზეზიც ყოფილა. მალე ცხადი გახდა რუსეთის იმპერიის რეალური მიზანი. სამეგრელოში რუსული დროებითი მმართველობის შემოღებით წარმატებით შესრულდა სამთავროს გაუქმების გეგმისა და დასავლეთ საქართველოში რუსეთის პოზიციების განმტკიცების ერთი ეტაპი, რაც, საბოლოოდ, 1867 წელს, სამეგრელოს სამთავროს გაუქმებით დასრულდა.

„1853-1856 წლების ომის სამახსოვრო მედალი“
(ე.წ. ნიკოლოზისა და ალექსანდრეს
მედალი: 1853-1854-1855-1856)
![]()
წმინდა ანდრია პირველწოდებულის
საიმპერატორო და სამეფო ორდენის ლენტი
(ცისფერი (ლურჯი) ქსოვილი)
1858 წელს სტანისლავის ორდენის პარალელურად, არ დააყოვნა რაფიელ ერისთავის კიდევ ერთმა სამსახურეობრივმა წარმატებამ; ის „ტიტულიანი მრჩევლის“ (Титулярный советник, IX კლასი) ჩინით სახელმწიფო მოხელის ერთი საფეხურით დააწინაურეს. ამავე წელს ჯილდოდ მიიღო - „1853-1856 წლების ომის სამახსოვრო ბრინჯაოს მედალი“ ანდრიას ლენტზე ტარების უფლებით (ვაშაყმაძე, გვ. 47).
აღნიშნული მედალი 1856 წლის 26 აგვისტოს რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე II-ის, სპეციალური მანიფესტით დაწესდა და მიეძღვნა მის კორონაციას. ის შეიქმნა 1853-1856 წლების ყირიმის ომში ფრონტის წინა ხაზზე და ზურგში მებრძოლი სამხედრო და სამოქალაქო პირების მიმართ მადლიერების გამოსახატად.
არსებობდა მედლის ორი ვერსია: ღია და მუქი ბრინჯაოსგან დამზადებული. პირველი განკუთვნილი იყო უშუალოდ ბრძოლების მონაწილე და ზურგში მოქმედი სამხედრო პირების, ჯარისკაცების, ასევე, საომარ მდგომარეობაში მყოფი რეგიონების სახელმწიფო მოხელეებისთვის; ხოლო მუქი ბრინჯაოს მედალი მხოლოდ სამოქალაქო პირებზე გაიცემოდა.
მედლის ორივე ვერსიისთვის დადგინდა ჯილდოს ტარების წესი ლენტის ტიპის მიხედვით. ღია ბრინჯაოს მედალს დაუწესდა წმ. გიორგის, ანდრიასა და ვლადიმირის ლენტებზე, მუქი ბრინჯაოს მედალს კი მხოლოდ წმ. ვლადიმირისა და წმ. ანას ლენტებზე ტარების უფლება (Петерс, Наградные медали Российской империи XIX-XX веков, Археографический центр, 1996. №135, გვ. 173-175; 291).
რაფიელ ერისთავს მიუღია 1853-1856 წლების ომის სამახსოვრო მედალი ანდრიას ლენტზე ტარების უფლებით, შესაბამისად, ეს უნდა ყოფილიყო ღია ბრინჯაოს მედალი. რაც შეეხება ანდრიას ლენტს, ის სპეციალურად მზადდებოდა აბრეშუმის ცისფერი (ლურჯი) ქსოვილისგან, წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენის საპატიო ნიშნის ტარებისთვის. როგორც ცნობილია, რუსეთის იმპერიის ორდენების იერარქიაში წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენი პირველ ადგილს იკავებდა. ამდენად, მისთვის განკუთვნილ ლენტზე ნებისმიერი მედლის ტარების უფლება განსაკუთრებულ ღირსებაზე მიუთითებდა.
რაფიელ ერისთავი ყირიმის ომის დროს პირადად არ ყოფილა ჩართული საომარ მოქმედებებში. ის დასავლეთ საქართველოში ასრულებდა თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობას, სადაც კავკასიის ფრონტზე უშუალოდ მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები ოსმალეთის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, მთელი რეგიონი საომარ მდგომარეობას ექვემდებარებოდა. სწორედ, ფრონტისპირა მხარეში სახელმწიფო მოხელედ მოღვაწეობის გამო ხელისუფლებამ მას მიაკუთვნა 1853-1856 წლების ომის სამახსოვრო ბრინჯაოს მედლის ანდრიას ლენტზე ტარების უფლება და პატივი.
1857-1867 წლებში რაფიელ ერისთავს სამეგრელოს სამთავროს დროებით მმართველობაში მაღალი თანამდებობა ეკავა, ფაქტობრივად, მხარეს განაგებდა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი მოღვაწეობა სამეგრელოში მხოლოდ მოხელის კარიერულ ზრდას არ ემსახურებოდა, რაფიელს უპირველესად ადამიანების კეთილდღეობისა და მათი მდგომერეობის გაუმჯობესების სურვილი ამოძრავებდა.
სამეგრელოში სამსახურს და მართვა-გამგეობის საქმეს ის დიდი პასუხისმგებლობით მოჰკიდებია: საფუძვლიანად გაერკვა ადგილობრივ ყოფით თავისებურებებში, ადათ-წესებში და მათი გათვალისწინებით შეუდგა მმართველობის ახალი პრინციპების დამკვიდრებას.
სამეგრელოში სახელმწიფო სამსახურის დაწყებისთანავე რაფიელ ერისთავმა განსაკუთრებული ყურადღება ოსმალებისგან და აჯანყებული გლეხებისგან დაზიანებული და დანგრეული ზუგდიდის აღდგენას დაუთმო. უპირველესად იზრუნა დადიანების სასახლის შეკეთებაზე, გააშენა ჭადრების ხეივანი, გაიყვანა წყალი. მამულიშვილური პასუხისმგებლობით მიხედა მხარის განათლების, სამეურნეო-ადმინისტრაციულ, ზუგდიდისა და სამეგრელოს სოფლების კეთილმოწყობის საქმეს. დიდი სამუშაო გასწია ქურდობისა და ცხოველთა დატაცების წინააღმდეგ.
1861 წლიდან რაფიელ ერისთავს ოფიციალური უფლებამოსილება და რწმუნებანი გაუზარდეს. ძირითად სამსახურებრივ მოვალეობასთან ერთად ის სამეგრელოს საეკლესიო მამულების მზრუნველად დანიშნეს. ახალ პოზიციაზე სენაკის და ზუგდიდის საოლქო სამმართველოებში რევიზიები ჩაუტარებია, აღუწერია და მოუწესრიგებია მაზრის საქმეები (ვაშაყმაძე, გვ. 47-48; ჯაგოდნიშვილი, გვ. 30-31).
რაფიელის განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლებამ უყურადღებოდ არ დატოვა. 1861 წლის 30 ნოემბერის ბრძანებით, ის კიდევ ერთი საფეხურით დააწინაურეს და „კოლეგიის ასესორობა“ («Коллежский асессор», VIII კლასი) უბოძეს. იმავე წლის 21 დეკემბერს კი „ერთგული სამსახურისთვის“ წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენით დაჯილდოვეს (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №183).
წმინდა ანას ორდენი რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო იყო. ის 1735 წლის 14 თებერვალს დააარსა ჰერცოგმა კარლოს ფრიდრიხ ჰოლშტეინ-გოტორპელმა, როგორც საჰერცოგოს დინასტიური ორდენი, რომელიც მიუძღვნა თავისი მეუღლის, რუსეთის იმპერატორის, პეტრე I-ის ქალიშვილის - ანა პეტრეს ასულის ხსოვნას. რუსეთის იმპერიის ორდენთა სისტემაში წმ. ანას ორდენი 1797 წელს პავლე I-ის ბრძანებულებით შევიდა. ორდენის პირველი სტატუტი მიიღეს 1797 წელს, რომელიც განახლდა 1829 და 1845 წლებში.
1815 წლიდან დამტკიცდა წმ. ანას ორდენის ოთხი ხარისხი. ორდენის დევიზი შემუშავდა ანა პეტრეს ასულის წოდების - Anna Imperatoris Petrifiglia მონოგრამის შესაბამისად: A, I, P, F. ის ასე ჟღერდა: „Amantibus Justitiam, Pi-etatem, Fidem“ - „მათ, ვისაც უყვარს სამართლიანობა, ღვთისმოსაობა და ერთგულება“. ორდენი გაიცემოდა სასულიერო, სამოქალაქო, სამხედრო პირებსა და ჩინოვნიკებზე, ასევე უცხოელებზე სახელმწიფოს ერთგული სამსახურის, ღვაწლისა და გმირობისათვის.

წმინდა ანას მე-3 ხარისხის საიმპერატორო და
სამეფო ორდენი.
მცირე ჯვარი მკერდზე სატარებელი
(2, 2 სმ სიგანის ლენტზე) 100-90 მან.
ყოველწლიური პენსია

წმინდა ანას მე-2 ხარისხის საიმპერატორო და
სამეფო ორდენი.
მცირე ჯვარი ყელზე სატარებელი
(4,5 სმ სიგანის ლენტზე),
150-120 მან. ყოველწლიური პენსია
![]()
წმინდა ანას საიმპერატორო და
სამეფო ორდენის ლენტი
(წითელი ქსოვილი ყვითელი კანტით)
წმ. ანას ჯილდო ყველა ხარისხის კავალერს ანიჭებდა თავადაზნაურის წოდებას შთამომავლობით. 1845 წლის სტატუტით ეს წესი შეიცვალა: შთამომავლობით თავადაზნაურის წოდების უფლება ორდენის პირველი ხარისხის პრეროგატივა გახდა, მომდევნო ხარისხების მფლობელი კი პირად თავადაზნაურობას იღებდა.
ორდენის საპატიო ნიშანი წარმოადგენდა წითელი მინანქრით დაფერილ ოქროს ჯვარს, ცენტრში წმ. ანას გამოსახულებით, რომლის უკანა მხარეს იკითხებოდა ორდენის ლათინური დასახელების მონოგრამა. არაქრისტიანთათვის განკუთვნილ ეგზემპლარებზე წმინდანის ნაცვლად რუსეთის იმპერიის არწივის სიმბოლო გამოისახებოდა. არსებობდა I და II ხარისხის ჯვრების ორი ვერსია: საიმპერიო გვირგვინით შემკული და უგვირგვინო.
ხარისხის მიხედვით განსხვავდებოდა ორდენის ზომები, ტარების წესი და მორთულობები. ორდენს ჰქონდა სპეციალური სამოსი (მოსასხამი, პერანგი, თავსაბურავი), წითელი ფერის ყვითელკანტებიანი ლენტი. 1829 წლიდან უცხოელებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარებს ჯვრის მკლავებს შორის ალმასის თვლები ამშვენებდა, 1855 წლიდან კი სამხედრო დამსახურებისათვის გაცემულ ჯილდოზე გადაჯვარედინებულ მახვილებს გამოსახავდნენ.
წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენი, რომელიც რაფიელ ერისთავს თავდა პირველად მიენიჭა, 1847 წლიდან გაიცემოდა წელთა ნამსახურობის მიხედვითაც, არანაკლებ მე-8 რანგის სამოქალაქო ჩინოვნიკებზე (12-წლიანი სამსახურისთვის) და სამხედრო პირებზე (8-წლიანი სამსახურისთვის) (Анненский орден, Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона, т. IА, გვ. 811; Серков Орден святой Анны, Военно-исторический журнал, 1990. № 5).
წმინდა ანას ორდენი პრესტიჟული ჯილდო იყო, რაც სამეგრელოში რაფიელ ერისთავის მიერ შესრულებული საქმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე წმინდა ანას საიმპერატორო და სამეფო ორდენის ლენტი (წითელი ქსოვილი ყვითელი კანტით) მიუთითებდა. წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენის მიღებიდან რამდენიმე წელიწადში, 1867 წელს, რაფიელ ერისთავი წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №184). ამჯერად ჯილდო სამეგრელოში ბატონყმობის გაუქმების პროცესს დაუკავშირდა.
მე-19 ს-ის 60-იანი წლები ქვეყანაში მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებებით აღინიშნა. რუსეთში ბატონყმობის გაუქმების (1861) შემდეგ საგლეხო რეფორმის მომზადების პროცესი საქართველოშიც დაიწყო, სადაც ის ეტაპობრივად განხორციელდა: 1864 წლიდან ბატონყმობა გაუქმდა აღმოსავლეთ საქართველოში - ტფილისის გუბერნიაში. მომდევნო წლიდან კი იგივე მოვლენები დასავლეთ საქართველოშიც განვითარდა: 1865 წელს ბატონყმობა გაუქმდა იმერეთსა და გურიაში, 1866 წელს - სამეგრელოსა და ლეჩხუმში, 1870 წელს - აფხაზეთში, ხოლო 1871 წელს - სვანეთში.
ამ პერიოდისთვის რაფიელ ერისთავი, როგორც სახელმწიფო მოხელე, აქტიურად იყო ჩართული სამეგრელოს მოსახლეობის სოციალური ურთიერთობების შესწავლის, გლეხთა მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ბატონყმობის გაუქმების რეფორმის მომზადების პროცესში. მისი ყურადღება განსაკუთრებულად სამეგრელოს სოციალურმა მდგომარეობამ მიიპყრო, სადაც მებატონეების წარ მოუდგენელი თვითნებობა, გადასახადების სიმრავლე და სიმძიმე უკიდურესად ართულებდა უბრალო ხალხის ყოფას. სამეგრელოში არსებული ბატონყმური ჩაგვრის უსასტიკესი სისტემა, სოციალური ფენების ურთიერთდამოკიდებულების ფარული კანონები, სადაც ყმები არა მხოლოდ მებატონეებს, არამედ გლეხებსაც ჰყავდათ და ყმის სყიდვის უნარი გამოხატავდა ადამიანური კეთილდღეობის ხარისხს, სოციალურ ფენებს შორის წარმოუდგენელ სიძულვილს აღვივებდა (ჯაგოდნიშვილი, გვ. 31-32).
ხალხთან უშუალო კონტაქტის, მეგრელთა ყოფისა და სოციალური მდგომარეობის შესწავლის შედეგად შეიქმნა რაფიელ ერისთავის ნაშრომები - „გლეხთა წოდების შესახებ სამეგრელოში“ («Кавказская старина», 1873, №1-8, გვ. 89-94, 129-137), „პრივილეგირებული წოდების შესახებ სამეგრელოში“, რომელიც მოგვიანებით 1873 წელს ჟურნალ „კავკაზსკაია სტარინაში“ გამოქვეყნდა. («Кавказская старина», 1873, №6, გვ. 138-144) კვლევებში კარგად ჩანს საქართველოს ამ კუთხის მო სახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენის მდგომარეობა და არსებული პრობლემები. სამეგრელოში ბატონყმობის უმძიმესი ფორმების შესწავლამ კიდევ უფრო გააფართოვა რაფიელ ერისთავის მოქალაქეობრივი ცნობიერება. მისთვის ცხადი გახდა, რომ ცვლილებები სამეგრელოში გარდაუვალი იყო, რომელიც მისგან გონივრულ ქმედებასა და შრომას მოითხოვდა.
რაფიელ ერისთავის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ლიტერატურიდან ირკვევა, რომ ბატონყმობის სოციალური ხასიათი მის არსებაში თანდათან სამოქალაქო პროტესტის ფორმას იძენდა (ჯაგოდნიშვილი, გვ. 29-33). ამდენად, სამეგრელოში ბატონყმობის გაუქმებისთვის გაღებული წვლილი რაფიელისთვის არ იყო მხოლოდ სამოხელეო მოვალეობის შესრულება. სოციალურმა საკითხმა მის მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მას გულწრფელად სურდა, დაძლეულიყო სამეგრელოს განვითარების შემაფერხებელი დრომოჭმული ფეოდალური ტრადიციები და ხალხის სოციალური ყოფა ახალი დროების შესაბამისად მოწყობილიყო.
ძირითადი ადმინისტრაციული სამუშაოს პარალელურად, კავკასიის მეფისნაცვლის 1865 წლის ბრძანებით, რაფიელი საგლეხო რეფორმის მომზადების მიზნით სამეგრელოს ყმა გლეხთა ყოფა-ცხოვრების მომწესრიგებელი კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1866 წლიდან (5 იანვარი) აქტიურად მუშაობდა სამეგრელოში, სვანეთსა და სამურზაყანოში მაღალი წოდების პირთა უფლებების განმსაზღვრელ კომისიაში. მოღვაწეობდა ქუთაისის გუბერნიის საგლეხო საქმეთა (სამეგრელოს ზონის) საკრებულოში, სადაც მონაწილეობა მიიღო დებულების შედგენაში, რომელიც სამეგრელოს გლეხთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებდა. ეს პროცესები მისი დაწინაურებით გაგრძელდა, 1866 წელს რაფიელ ერისთავს „კარის მრჩევლის“ (Надворный Советник, VII კლასი) სახელმწიფო მოხელის ჩინი მიანიჭეს.
1866 წელს გამოიცა რაფიელ ერისთავის თხზულება „ბატონყმობა საქართველოში“, რომელშიც ფასდაუდებელი ცნობებია დაცული სამეგრელოს სამთავროს სამოხელეო აპარატის, მოხელეთა ფუნქციების, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საგლეხო რეფორმის შესახებ. აღნიშნული ნარკვევი რაფიელ ერისთავს, ბატონყმობის გაუქმების მოთხოვნით, მოხსენებით ბარათთან ერთად, წარუდგენია კავკასიის მეფისნაცვლისთვის. რაფიელის ეს ნაშრომი, ამავე თემაზე შესრულებულ კორნელი ბოროზდინისა და ჟიულ მურიეს ნარკვევებთან ერთად, ქართულ ენაზე თარგმნა, შესავალი დაურთო და 1927 წელს ერთ წიგნად გამოაქვეყნა თედო სახოკიამ (ბოროზდინი კ., ერისთავი რ., მურიე, „ბატონყმობა სამეგრელო ში (მასალები), თარგმანი და წინასიტყვაობა თ. სახოკიასი, გამომცემელი ერმოლაოზ წულაია, ტფილისი, 1927).
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამეგრელოში ბატონყმობის გაუქმების რეფორმის წარმატებით გატარებისთვის, კავკასიის მეფისნაცვლის შუამდგომლობით, რაფიელ ერისთავმა 1867 წელს მიიღო მთავრობის მაღალი ჯილდო, ამჯერად, „წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი“. ორდენის სიგელის ტექსტის მიხედვით, ის დაჯილდოვდა საბატონო გლეხების ყოფისა და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაწეული სასარგებლო შრომისთვის (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №184. ფურც. 1).

ვერცხლის მედალი „გლეხების გასათავისუფლებლად
გაწეული შრომისთვის“ (ჯილდო დაარსდა 1861 წლის
17 აპრილს იმპერატორ
ალექსანდრე II-ის მიერ)
![]()
ალექსანდრეს ლენტი
(წითელი ქსოვილი)
სამეგრელოში ბატონყმობის გაუქმების პროცესში რაფიელ ერისთავის აქტიური მონაწილეობა 1867 წელს აღინიშნა კიდევ ერთი ჯილდოთი - ვერცხლის მედლით ალექსანდრეს ლენტზე. აღნიშნული მედალი - „გლეხების გათავისუფლებისთვის გაწეული შრომისთვის“ («За труды по освобождению крестьян») 1861 წელს დაარსდა, ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით, ბატონყმობის გაუქმებისა და საგლეხო რეფორმის აღსანიშნავად. ის ენიჭებოდა უმაღლესი და მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საგლეხო რეფორმის შემუშავებისა და გატარების პროცესში.
მედლის ორი ვარიანტი - ოქროსი და ვერცხლის, დაჯილდოებულთა სხვადასხვა კატეგორიისთვის იყო განკუთვნილი. ოქროს მედალი გაიცემოდა უმაღლესი თანამდებობის პირებზე, რომლებმაც უშუალოდ შეიმუშავეს საგლეხო რეფორმა; ასევე, გუბერნატორებსა და გენერალ-გუბერნატორებზე, რომლებიც იკავებდნენ ამ თანამდებობებს 1857 წლის 20 ნოემბრიდან შესაბამის პროვინციებში საგლეხო საკითხის კეთილმოწყობის კომიტეტების დახურვამდე. ვერცხლის მედლებით კი აჯილდოებდნენ გენერალ-გუბერნატორების აპარატის მმართველებს ან თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საგლეხო რეფორმის შემუშავებაში; მედალი ეძლეოდათ, ასევე, გლეხების ყოფა-ცხოვრების კეთილმოწყობის კომიტეტების წევრებსა და კანდიდატებს. ვერცხლის მედალი - „გლეხების გათავისუფლებისთვის გაწეული შრომისთვის“ რაფიელს სწორედ ამ ნიშნით ებოძა.
აღნიშნული მედლით დაჯილდოება 1875 წლამდე გაგრძელდა. ის ითვლებოდა მეტად პრესტიჟულ მედლად, ამიტომ ხშირად მისი მფლობელები ყოველდღიური ტარებისთვის საკუთარი ხარჯით უკვეთდნენ მედლის დუბლიკატს. სტატისტიკის მიხედვით, მედალი არ წარმოადგენდა მასიურად გავრცელებულ ჯილდოს: მთელ რუსეთის იმპერიაში, სულ მოჭრილა 1500 ვერცხლისა და 250 ოქროს მედალი, რომლის ტარების უფლება მოგვიანებით (1898 წლიდან) ჯილდოს მფლობელთა მემკვიდრეებზე დაუშვეს.
მედლისთვის დაწესდა ალექსანდრეს ლენტზე ტარების წესი. ეს იყო წითელი ფერის აბრეშუმის ლენტი, სპეციალურად შექმნილი რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს - ალექსანდრე ნეველის ორდენისთვის, რომელიც მიენიჭებოდა სამოქალაქო და სამხედრო პირებს სამშობლოს მიმართ განსაკუთრებული დამსახურებისა და წარჩინებული შრომისთვის. ამდენად, ალექსანდრეს ლენტზე ტარების უფლება უკვე გამოხატავდა ნებისმიერი მედლის მაღალ ღირსებას.
1867 წელს სამეგრელოს სამთავროს გაუქმებისთანავე მისი კუთვნილი ტერიტორიები ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრების სახით ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში გააერთიანეს. სამეგრელოს სამთავროს სრულად გაუქმებისა და ამ მხარეში საგლეხო რეფორმის გატარების შემდეგ, 1867 წლის 30 ივლისს, რაფიელ ერისთავი ქუთაისის გუბერნიაში გადაიყვანეს ერთ-ერთი განყოფილების უფროსად იმ ადმინისტრაციული სამუშაოს გასაგრძელებლად, რომელიც ვერ დაასრულა სამეგრელოს მმართველობის გაუქმებულმა საბჭომ. მასვე მიენდო საგუბერნიო სამმართველოს მრჩევლის თანამდებობა. 1868 წლის თებერვლიდან რაფიელი ქუთაისის მომრიგებელი მოსამართლის თანამ დებობაზე დანიშნეს, წელთა ნამსახურობისა და ერთგული სამსახურისთვის რანგით დააწინაურეს და „კოლეგიის მრჩევლის“ (Коллежский советник, VI კლასი) ჩინი უბოძეს (ვაშაყმაძე, გვ. 48).
ქუთაისში მოღვაწეობის პერიოდში რაფიელ ერისთავი აქტიურად ჩაერთო იმერეთის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაუახლოვდა მე-19 ს-ის 60-იანი წლების ახალი თაობის წარმო მადგენლებს: აკაკი წერეთელს, ილია ჭავჭავაძეს, ნიკო ნიკოლაძეს, კირილე ლორთქიფანიძესა და სხვებს. ხელისუფლებას ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია.
60-იანი წლების ბოლოს უკვე ნათლად გამოჩნდა რაფიელ ერისთავის სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნის სურვილი. კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ მისი სამოხელეო მისია სამეგრელოსა და იმერეთში დასრულებულად ჩათვალა. ხელისუფლების მხრივ დაიწყო რაფიელის ფარული დევნა, საქართველოს განაპირა მხარეში გაწვევის მცდელობა, რაშიც მწერლის საზოგადოებრივი აქტიურობისა და განახლებული მსოფლმხედველობის ახალგაზრდა თაობასთან ურთიერთობის შეზღუდვის მიზანიც ჩანდა.
1870 წლის მაისში რაფიელ ერისთავს ქუთაისიდან რაჭის მაზრაში მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე გადაყვანა დაუპირეს, რაზედაც მან უარი განაცხადა და ხელისუფლებას სახელმწიფო სამსახურიდან გადადგომის თხოვნა წარუდგინა. 1870 წლის 28 ივნისს კავკასიის მეფისნაცვალმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა (ვაშაყმაძე, გვ. 51-52; ჯაგოდნიშვილი, გვ. 39-40). სახელმწიფო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ ის ერთხანს ვექილად მსახურობდა ქუთაისში, ხოლო 1872 წლიდან საცხოვრებლად ტფილისში გადავიდა (ვაშაყმაძე, გვ. 51-52).

წმინდა ვლადიმირის მე-4
ხარისხის საიმპერატორო და
სამეფო ორდენი
![]()
წმინდა ვლადიმირის
საიმპერატორო და სამეფო
ორდენის ლენტი
(წითელი და შავი
ზოლებით)
სახელმწიფო სამსახურის დატოვების შემდეგ რაფიელ ერისთავი აქტიურად ჩაერთო ლიტერატურულ თეატრალურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობაში, სამეცნიერო კვლევებსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის მისი კულტურული და მხატვრული შემოქმედების არაერთი ნაწარმოები, სამეცნიერო ნაშრომი, თანამშრომლობა სხვადასხვა სამეცნიერო და კულტურულ ორგანიზაციასთან, მრავალი ეროვნული წამოწყება და საქმე.
თუმცა, უკვე ხანში შესული რაფიელი უსახსრობის გამო იძულებული გახდა სახელმწიფო სამსახურს დაბრუნებოდა. 1889 წლიდან მან კავკასიის საცენზურო კომიტეტში ცენზორად დაიწყო მუშაობა. ამ პოზიციაზე სამსახურის დროს მას სახელმწიფო ჯილდოც მიუღია. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივში დაცულია რაფიელ ერისთავის წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის საიმპერატორო ორდენით დაჯილდოების სიგელი, რომელიც გაცემულია 1892 წლის 17 სექტემბერს.
აღსანიშნავია, რომ წმ. ვლადიმირის საიმპერატორო ორდენი დაარსდა 1782 წელს იმპერატორ ეკატერინე II-ის მიერ, მისი კორონაციის 20 წლის თავის აღსანიშნავად. არსებობდა ამ ორდენის 4 ხარისხი, რომელსაც ანიჭებდნენ საჯარო პირებს (სამხედრო და სამოქალაქო მოხელეებს) განსაკუთრებული ღვაწლისა და საზოგადოების სასარგებლოდ შესრულებული შრომის ჯილდოდ. ორდენი ხშირად საჯარო სამსახურში გატარებული 20, 25 ან 35 წლის აღსანიშნავადაც გაიცემოდა. რაფიელს ეს ჯილდო ხელი სუფლებისგან ამჯერად სწორედ სახელმწიფო მოხელედ მრავალწლიანი მუშაობის გამო (ე.წ. წელთა ნამსახურობისთვის) უნდა მიეღო.
ორდენის საპატიო ნიშანს წარმოადგენდა წითელი მინანქრით დაფარული ოქროს ჯვარი, ხოლო I და II ხარისხის ორდენის კავალრების ჯილდოს დამატებით რვაქიმიანი ვარსკვლავი ამშვენებდა. ორდენის სატარებლად შავი და წითელზოლიანი ლენტი იყო დაწესებული. დევიზი კი ასე ჟღერდა: „სარგებელი, ღირსება და დიდება“. 1845-1900 წლებში ვლადიმირის ნებისმიერი ხარისხის ორდენის მფლობელს შთამომავლობით თავადაზნაურობის უფლება ენიჭებოდა, რაც საიმპერატორო ჯილდოს საკმაოდ მაღალ პატივზე მიუთითებდა (Владимира святого орден, Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона, т VIA, გვ. 628). Лозовский, Орден Святого Владимира. http://medalirus.ru/stati/lozovskiy-orden-svyatogo-vladimira.php).
რაფიელ ერისთავის წმ. ვლადიმირის ორდენით დაჯილდოების სიგელის მიხედვით ირკვევა, რომ ის 1892 წლისთვის „სახელმწიფო მრჩევლის“ («Статский советник», V კლასი) ჩინით მსახურობდა კავკასიის საცენზურო კომიტეტის ადგილობრივ და აღმოსავლურ ენათა უმცროს ცენზორად. 1892 წლის 30 აგვისტოს წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ორდენი იმპერატორ ალექსანდრე III-ის მიერ მიენიჭა „წარმატებული, გულითადი, გულმოდგინე სამსახურისა და განსაკუთრებული შრომისთვის“ (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №185).
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საცენზურო კომიტეტში მან შვიდი წლის განმავლობაში იმსახურა. ამ პოზიციაზე მუშაობისას რაფიელი არაერთი ეროვნული საქმის უშუალო მონაწილედ, გულშემატკივრად და წარმატების მოსურნედ დარჩა. როგორც ცენზორი, ლოიალურობით გამოირჩეოდა: რისკის ფასად ნება დაურთავს აკრძალული ალექსანდრე ყაზბეგის ოთხი ტომის გამოცემისთვის, დასაბეჭდად მიუცია მამია გურიელის ლექსების კრებული და ა.შ. რაფიელს ეკუთვნის სიტყვები, რომელიც ალექსანდრე ჯაბადარისთვის უთქვამს: „მე არ ვიცი, ცენზორად როდემდე ვიქნები. თუ საეჭვო რამე გაქვთ დასაბეჭდი ცენზურის მხრივ, საჩქაროდ წარმომიდგინეთ ცენზურაში, სანამ იქა ვარო“. ზოგ შემთხვევაში ვერ ახერხებდა ამ პირობის შესრულებას, მაგ.: ვერ გაუცია ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“ დაბეჭდვის ნებართვა (იმედაშვილი, გვ. 82), თუმცა, მუდამ ცდილობდა ახალი თაობის გვერდით მდგარიყო. ამ პერიოდში გაზ. „ივერიის“ გარშემო შემოკრებილი ქართველი საზოგადო მოღვაწენი ილია ჭავჭვაძის თაოსნობით კავკასიაში რუსეთის ხელისუფლების საიდუმლო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. მიუხედავად წნეხისა, რაფიელ ერისთავი, ძირითადად, მაინც ახერხებდა გაზ. „ივერიაში“ ხელისუფლებისთვის არასასურველი მასალების დაბეჭდვის თანხმობა გაეცა.
1895 წელს რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის 50 წლისთავი და მისი დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე ქართველმა საზოგადოებამ ზეიმით აღნიშნა. იუბილე სახალხო დღესასწაულად იქცა, რომელმაც გააერთიანა საქართველოს სხვადასხვა კუთხის საზოგადოება. „ივერიის მეთაური“ რაფიელისადმი საიუბილეო მიმართვაში აღნიშნავდა: „...ჩვენს დღევანდელ დღესასწაულს საგულისხმო მნიშვნელობა აქვს, როგორც საბუთს ჩვენი განვითარებისას და გაერთიანებისას და ამგვარათვე მომავლისკენ მისწრაფებისას... შესანიშნავია ამ მხრით რაფ. ერისთავის მოღვაწეობა, მოღვაწეობა ერის თვითცნობიერების გაწვრთნისათვის და სავსებით მისი დაფასება მხოლოდ ჩვენს მომავალ თაობას შეეძლება! ...რ. ერისთავი ...შემაერთებელი ხიდია ნ. ბარათაშვილსა და ილ. ჭავჭავაძესა და, მეორე მხრით, აკაკი წერეთელსა და ა. ყაზბეგს შორის. მისი ენა, მისი გრძნობა და მისი იდეალი ნამდვილათ ხალხის გრძნობა და მისი იდეალია...“ (საერო დღესასწაული, გვ. 22-28).
1896 წელს, იუბილეს აღნიშვნიდან მოკლე ხანში, რაფიელი იძულებული გახდა სახელმწიფო სამსახურზე უარი ეთქვა. მწერლის ქალიშვილი ფეოდოსია იგონებს: „რადგანაც მამა ლიბერალური მიმართულებისა იყო, ამიტომ იმან ბევრი შენიშვნები მიიღო მთავრობის მხრიდან იმ სტატიების და ფელეტონების გამო, რომლებიც არ უნდა დაეშვა დასაბეჭდათ“ (სსლმ, საქმე №132 06-ხ, ფურ. 2).
მთავრობასთან რაფიელის უსიამოვნება განსაკუთრებულად დაძაბულა 1896 წლის თებერვალში გაზეთ „ივერიაში“ ტფილისის სასულიერო სემინარიის მდგომარეობის შესახებ დაბეჭდილი ფელეტონის („სურათები მოწაფეთა ცხოვრებიდან“) გამო, რომელმაც გამოააშკარავა სასწავლებელში არსებული მანკიერი მხარეები და საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს პუბლიკაცია ხელისუფლების მიერ შეფასდა, როგორც გაზეთ „ივერიისა“ და მისი რედაქტორის ილია ჭავჭავაძის მთავრობის საწინააღმდეგო ქმედება. გაზეთი რვა თვით დახურეს (1896 წლის მაისიდან 1897 წლამდე), ხოლო საცენზურო კომიტეტის ქართული ენის ცენზორს, რომელმაც ნებართვა გასცა მათ დასაბეჭდად, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს (იოვიძე, გვ. 21-24). წყარო არ ასახელებს ქართველი ცენზორის ვინაობას, თუმცა, სამეცნიერო ლიტერატურაში რაფიელ ერისთავის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მკვლევართა აზრით, აღნიშნული ქართველი ცენზორი სწორედ რაფიელი შეიძლებოდა ყოფილიყო (ვაშაყმაძე, გვ. 105).
აღნიშნული ინციდენტიდან ძალიან მალე, 1896 წლის აპრილში, რაფიელ ერისთავმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თხოვნა დაწერა, სადაც, რასაკვირველია, მოტივად სხვა მიზეზს, კერძოდ, ხანდაზმულობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებდა. მისი თხოვნა, მოგვიანებით, 1896 წელს 12 ოქტომბერს, დააკმაყოფილეს.
რაფიელ ერისთავის სახელმწიფო სამსახურში განვლილი გზა არ ყოფილა იოლი, მან შტატგარეშე მოსამსახურის სტატუსიდან მე-5 რანგის სახელმწიფო მოხელის - „სახელმწიფო მრჩევლის («Статский советник») - საფეხურს მიაღწია, არაერთი ორდენისა და მედლის კავალერი გახდა. მოხელის რანგშიც იშვიათი ეროვნულობით და საკუთარი ხალხის კულტურული ცნობიერების მიმართ განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა. ცნობილი მეცნიერი გუსტავ რადე რაფიელს, როგორც მოხელეს, ასე აფასებდა: „ჩინოვნიკები, საუკეთესო შემთხვევაში, დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, სრულიად არ აინტერესებთ „ქვეშევრდომების“ შესწავლა, მით უფრო, მათი სულიერი სამყაროს ანალიზი. ისეთი თვისებების მქონე მოხელეები, რომელსაც ფლობს თავადი ერისთავი (მე ვსაუბრობ მის შესახებ, როგორც ეთნოგრაფზე) ...უკიდურესად იშვიათია“ (Радде, Хевсурия и хевсуры, https://drevlit.ru/docs/kavkaz/XIX/1860-1880/ Radde-G-I/text3. php).
კარიერული წარმატებების მიუხედავად, რაფიელ ერისთავი არასოდეს ყოფილა ჯილდოებისა და ჩინ-მედლების მოპოვების ჟინით შეპყრობილი ადამიანი. ხშირად სახელმწიფო მოხელის მუნდირი მისთვის მიუღებელ საქმესაც ავალდებულებდა, ნებსით თუ უნებლიედ შეცდომებიც დაუშვია, არა სასურველ პროცესებშიც მიუღია მონაწილეობა; მაგრამ თავისი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულმა შეაძლებინა რაფიელს რუსეთის იმპერიის მოხელის რანგშიც სამშობლოს სიკეთისთვის ეშრომა, ხალხის მისწრაფებებისა და კულტურული ღირებულებების დამცველად დარჩენილიყო. მან მოახერხა საოცარი წონასწორობისა და ბალანსის შენაჩუნება: მეფის რუსეთის სამოხელეო მოღვაწეობის ასპარეზზე წარმატებების კვალდაკვალ შექმნა ქვეყნის მოამაგისა და საზოგადო მოღვაწის ავტორიტეტი, დარჩა თავისი ხალხისა და საზოგადოების საყვარელ და პატივსაცემ ადამიანად.
რაფიელ ერისთავის ჯილდოები სამეცნიერო ძიებებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის
რაფიელ ერისთავის სამოხელეო საქმიანობას, მის მხატვრულ შემოქმედებასთან ერთად, საინტერესოდ ერწყმის და განსაკუთრებულად ამშვენებს საზოგადოებრივი და სამეცნიერო მოღვაწეობა. მშობლიური ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მიმართ ინტერესი და ძიებები რაფიელის ცხოვრების განსაკუთრებულ გატაცებას წარმოადგენდა. კვალიფიციური, მრავალმხრივი და ნაყოფიერი იყო მისი საქმნიანობა ჰუმანიტარული მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროში: მწერლობაში, დრამატურგიასა და პუბლიცისტიკაში, ენათმეცნიერებასა და ლექსიკოლოგიაში, ისტორიაში, ეთნოგრაფიასა და ფოლკლორისტიკაში. ამავე დროს, ის საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდა სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან.
რაფიელს სიყრმიდანვე მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართულ სოფელთან, ყურადღებით ეცნობოდა თავისი ქვეყნის წარსულს, ხალხს, მათ ადათებს, ხალხურ პოეზიას, სიტყვიერებასა და სიმღერას. ბევრს მოგზაურობდა, ცდილობდა არამარტო აღენუსხა მოსახლეობის ყოფის თავისებურებები, არა მედ ამოეხსნა და შეეცნო ტრადიციების ფორმირებისა და შინაარსის იდუმალება. ეს, ერთი მხრივ, მისი მხატვრული შემოქმედების ხალხურობის უმთავრესი წყარო გახდა, მეორე მხრივ კი, სამეცნიერო მემკვიდრეობის საფუძველი. ხალხურ კულტურასთან ზიარების წარუშლელი შთაბეჭდილებები და პოეტის ცნობიერებაში აკუმულირებული შემოქმედებითი ენერგია თანაბრად ასაზრდოებდა რაფიელ ერისთავის პოეზიასა და მის პუბლიცისტიკას, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ, ფოლკლორისტულ ჩანაწერებსა თუ მეცნიერულ გამოკვლევებს.
საზოგადოებამ რაფიელ ერისთავი თავდაპირველად სწორედ საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ მისი ეთნოგრაფიულ-ისტორიული ხასიათის მიმოხილვებითა და წერილებით გაიცნო. 1846-1849 წლებში მისი პირველი პუბლიკაციები აღმოსავლეთ საქართველოს სოციალური ყოფის, ადათ-წესებისა და რელიგიური რწმენა-წარმოდგენების შესახებ იბეჭდებოდა რუსულენოვანი გაზეთის - „კავკაზის“ («Кавказ») ფურცლებზე, რომელიც იმხანად ამიერკავკასიაში ერთადერთ პერიოდულ გამოცემას წარმოადგენდა («Письма из Кахетии» (1846, 25-26), «Письмо к другу» (№6), «Лазаре» (1847, №10), «Свадьба у Грузин» (1847, № 14), «Охота за фазанами в Кахетии» (1847, №20), «Признаки весны; Царство кукушек; Происхождение сов» (1849, №18) და სხვა).
ცნობილი მეცნიერი მარი ბროსე, რომელსაც ახლო ურთიერთობა აკავშირებდა რაფიელის ოჯახთან და სიყმაწვილიდან იცნობდა მას, აღნიშნავდა: „...ამ ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც საფუძვლიანი განათლება მიიღო გიმნაზიაში, უკვე გამოიჩინა თავი გაზეთ „კავკაზში“ მოთავსებული თავისი კარგი სტატიებით“ (Brosset, Voyage archeologique en Transcaucasie. Rapports sur un voyage archéologique dans La Géorgie et dans L'Armenie, executé en 1847-1848, გვ. 80).
რაფიელ ერისთავის ხანგრძლივმა თანამშრომლობამ გაზეთ „კავკაზთან“, პუბლიცისტური წერილების სისტემატურმა გამოქვეყნებამ დიდი როლი შეასრულა კავკასიის ეთნოლოგიისა და კულტურის კვლევებში; რუსულ ენაზე გამოცემულმა პუბლიკაციებმა ხელი შეუწყო ქართული კულტურის პოპულარიზაციას. მოკლე ხანში მწერალს გაზეთ „კავკაზის“ მუდმივი წევრობა შესთავაზეს; 1854 წელს გაზეთმა საგანგებოდ აღნიშნა ახალგაზრდა მოღვაწის დამსახურება ამ გამოცემის მიმართ და რაფიელ ერისთავს „კავკაზის“ საპატიო მოღვაწის სახელი უწოდა (Кавказ, 1854, №64; ვაშაყმაძე, გვ. 44).
რაფიელის პირველი სამეცნიერო ჯილდოც 1854 წელს გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნებული წერილების სერიას უკავშირდება, რომელიც მიეძღვნა თუშ-ფშავ-ხევსურეთის ეთნოგრაფიულ კვლევა-ძიებას. აღნიშნული პუბლიკაციისთვის მასალები ახალგაზრდა მკვლევარს, ჯერ კიდევ 1846-1848 წლებში თუშ-ფშავ-ხევსურეთის საოლქო სამმართველოში სამოხელეო სამსახურის დროს შეუგროვებია; მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტით, დაკვირვებითა და გამოკითხვით ზედმიწევნით შეუსწავლია აღმოსავლეთ საქართველოს მთის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება და ტრადიციები. ასეთ პირველწყაროებზე დაყრდნობით შექმნილი ეთნოგრაფიული ნაშრომი - Записки о Тушино-Пшаво-Хевсурском округе - ნაწილ-ნაწილ დაიბეჭდა გაზეთ „კავკაზის“ ფურცლებზე («Кавказ», 1854, № 43, 45, 46, 47, 49, 50, 51, 52).
1855 წელს აღნიშნული წერილები შევსებული და რედაქტირებული სახით ერთ ნაშრომად გამოქვეყნდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მე-3 ტომში (Эристов, Записки о Тушино-Пшаво-Хевсурском округе, Записки Кавказского отдела Императорского русского общество, III, 1855, გვ. 75-145). ამ ნარკვევმა ავტორს საოცრად გაუთქვა სახელი, განსაკუთრებული აღიარება და სამეცნიერო ავტორიტეტი მოუპოვა. რაფიელ ერისთავის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თანამედროვე მკვლევრის, თ. ჯაგოდნიშვილის მიხედვით, რაფიელი ამ კვლევისთვის რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების ოქროს მედლით დაუჯილდოვებიათ (ჯაგოდნიშვილი, 1986, გვ. 24; ჯაგოდნიშვილი, 2023), რაც ახალგაზრდა მოღვაწის ნიჭისა და შრომის განსაკუთრებულ აღიარებას ნიშნავდა.

რაფიელ ერისთავის ეთნოგრაფიული ნაშრომი თუშ-ფშავ-ხევსურეთის შესახებ
დაჯილდოვდა რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების ოქროს მედლით
Raphiel Eristavi's ethnographic work on Tush-Pshav-Khevsureti
was awarded with a gold medal of the Imperial Geographical Society of Russia

თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგის რუკა
ადგილობრივი გეოგრაფიული დასახელებები შესწორებული და დაზუსტებულია რაფიელ ერისთავის მიერ
Map of Tush-Pshav-Khevsureti Okrug, local geographical names corrected and clarified by Raphiel Eristavi
ნაშრომში, რომელიც მაღალი სამეცნიერო ჯილდოთი აღინიშნა, დეტალურადაა განხილული თუშ-ფშავ-ხევსურეთის მდებარეობა, მისი საზღვრები, კლიმატი, გეორაფიული თავისებურებები, ბუნებრივი პირობები, მდინარეები, მინერალური წყლები, ფშავებისა და ხევსურების ანთროპოლოგიური დახასიათება და ა.შ. ხაზგასმულია საქართველოს მთიანეთის, როგორც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა, მისი როლი მტრისგან დავდაცვისა და ქვეყნის ტერიტორიების შენარჩუნებისთვის; რაფიელმა აღწერა ფშავლების 12, ხევსურების 5, თუ შების 4 საზოგადოება, აღრიცხა თითოეულ საზოგადოებაში შემავალი სოფლები, დაადგინა მათი კომლობრივი რაოდენობა, სქესის ჩვენებით; დააზუსტა ადგილობრივი გეოგრაფიული და მოსაზღვრე ჩრდილოკავასიელ მთიელთა თემების სახელწოდებები. თანამედროვე მკვლევართა აზრით, ამ მასალების მოძიებისას, თუშ-ფშავ-ხევსურეთში ლოკალურად მოპოვებულ წყაროებთან ერთად, რაფიელ ერისთავს უნდა ესარგებლა 1843 წლის მოსახლეობის კამერალური აღწერის დოკუმენტე ბითაც (ითონიშვილი, გვ. 49).
რაფიელ ერისთავმა შეისწავლა და დიფერენცირებულად განიხილა მთიელთა ყოფისა და კულტურის მრავალი კომპონენტი. უჩვენა ეთნოგრაფიული სპეციფიკა, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს ან აერთიანებს თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოლქის მთასა და ბარს, მის შემადგენელ კუთხეებსა და სოფლებს; განიხილა თითოეული მხარის მატერიალური კულტურის, სამეურნეო ყოფის, სოციალური ურთიერთობებისა და რელიგიური წარმოდგენების თავისებურებები. ავტორი გვთავაზობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების საცხოვრებელი, საფორტიფიკაციო, საკულტო ნაგებობების, სათვალთვალო პუნქტების, ჩაცმულობის, იარაღის, აღჭურვილობის ტიპოლოგიასა და კლასიფიკაციას; მოსაზრებებს მთიელთა დასახლებების ვერტიკალურ-ზონალური პრინციპის, მეურნეობის დარგებისა და მათი გაძღოლის თავისებურებების შესახებ; აღწერს საქორწინო წეს-ჩვეულებებს, საოჯახო მეურნეობაში ქალის როლს, სტუმარ-მასპინძლობის, ფიცის დადების, მზევლობის, გართობის, დასვენებისა და ნადირობის წესებს, ხალხური სამართლის ნორმებს; გვიჩვენებს რელიგიური რწმენა-წარმოდგენების სინკრეტულ ხასიათს, ხალხური დღესასწაულების, დაკრძალვა-გლოვის ტრადიციას, ხატის მსახურთა იერარქიას, მათ უფლება-მოვალეობებს.
რაფიელმა კრიტიკულად შეაფასა მთაში არსებული უარყოფითი მოვლენები: სისხლის აღება, ცრუ მორწმუნეობა, მკითხაობა, სხვადასხვა დაავადება; მთიელ თემთა შორის მე-19 საუკუნეში გადმონაშთის სახით არსებული ადრეფეოდალური ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი პრობლემა - რეგულარული თავდასხმები ნადავლის მიტაცების მიზნით; ქართველი და ჩრდილოკავკასიელი მთიელების ურთიერთობის, იმდროისთვის ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი მდგომარეობა და სხვა. თუმცა, ავტორი აღფრთოვანებასა და სიმპათიას ვერ მალავს მთიელთა დადებითი თვისებების - სიმტკიცისა და ზნეობრივი სიწმინდის მიმართ (Эристов, Записки о Тушино-Пшаво-Хевсурском округе, გვ. 75-145; ითონიშვილი, გვ. 44-46; შამილაძე, გვ. 166).
ავტორი საინტერესო ცნობებს გვაწვდის ასევე, თუშ-ფშავ-ხევსურეთის ხალხსა და რუსეთს შორის დიპლომატიური მიმოწერის შესახებ. ამ დოკუმენტების მოძიებაში მას ფრანგი ქართველოლოგი მარი ბროსე დაეხმარა, რომელსაც მოსკოვის არქივებში მოიუძიებია საჭირო მასალები.
აღსანიშნავია, რომ რაფიელ ერისთავის ნაშრომს დაერთვის თუშ-ფშავ-ხევსურეთის რუკა, რამაც მას განსაკუთრებული სამეცნიერო ღირსება შემატა. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების „კავკასიის განყოფილების“ განმკარგულებელი კომიტეტის 1855 წლის 14 აპრილის სხდომის ოქმის მიხედვით, რაფიელს საგანგებოდ შეუსწავლია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის გეოგრაფიული სახელწოდებები და 1854 წელს წარმოუდგენია მათი დაზუსტებული ნუსხა. „კავკასიის განყოფილე ბის“ კომიტეტმა განხილვის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნია, თუშ-ფშავ-ხევსურეთის რუკაზე ცდომილებები გაესწორებინათ და გეოგრაფიული ობიექტები რაფიელის მიერ დადგენილი ნომენკლატურის მიხედვით დაეტანათ. მკვლევარს მადლობა გამოუცხადეს თუშ-ფშავ-ხევსურეთის, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მნიშვნელოვანი სასაზღვრო რეგიონის, გეოგრაფიული ტერმინოლოგიის შედგენისთვის. რუკის გრავირება კი კავკასიის კორპუსის გენერალური შტაბის კარტოგრაფიული განყოფილების უფროსს, პოლკოვნიკ სემიონოვს, დაევალა (ЗКОИРГО, III, 1855, გვ. 284).
ახალგაზრდა მეცნიერი ახალი კუთხით წარმოჩნდა თანამედროვეთა წინაშე. მონოგრაფიას თუშ-ფშავ-ხევსურეთის შესახებ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ (Отчет Императорского Русского географического общества за 1855 год, გვ. 50). სხვადასხვა დროს კვლევას დადებითად გამოეხმაურნენ საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები: მარი ბროსე, ნიკოლოზ ჩერნიშევსკი, პეტრე სემიონოვი (ტიანშანსკი), კორნელი ბოროზდინი, გუსტავ რადე და სხვა. გაზეთ „კავკაზის“ მიმომხილველმა ნაშრომს მეცნიერების დიდებული და ღირებული შენაძენი უწოდა (ვაშაყმაძე, გვ. 39). უნდა აღინიშნოს, რომ რაფიელის ამ ნარკვევს სანდო წყაროდ მიიჩნევდა ჯავახიშვილი, რომელმაც თავისი „ქართველი ერის ისტორიის“ I ტომის ტექსტში არაერთხელ დაიმოწმა გამოკვლევის ცალკეული ადგილები (ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. I, 1960, გვ. 53, 54, 57, 58, 80, 82, 89, 93, 97, 151; ითონიშვილი, გვ. 64). აღსანიშნავია, რომ რაფიელის ეს გამოკვლევა დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების მკვლევართა შორის.
რაფიელ ერისთავის სამეცნიერო საქმიანობის დასაწყისი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება რუსეთის საიმპერიო გეოგრაფიულ საზოგადოებასა (დაარსდა 1845 წ.) და კავკასიაში მის პირველ პერიფერიულ ორგანიზაციას. 1851 წლის 10 მარტს ტფილისში საზეიმოდ გაიხსნა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების პირველი რეგიონული დაწესებულება - „კავკასიის განყოფილების“ სახელწოდებით. მისი კავკასიაში დაარსება გამოხატავდა რუსეთის საიმპერატორო კარის განსაკუთრებულ პოლიტიკურ ინტერესს ამ მხარის, როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული და პოლიტიკური რეგიონის, მიმართ. თუმცა, ამავე დროს, მე-19 საუკუნის 50-იანი წლებისთვის „კავკასიის განყოფილება“ წარმოადგენდა ერთადერთ სამეცნიერო ორგანიზაციას, რომელიც მკვლევრებს რეგიონის სისტემური კვლევის საშუალებას სთავაზობდა.
რაფიელის თანამშრომლობა ამ სამეცნიერო დაწესებულებასთან კავკასიის მუზეუმის გახსნის მოსამზადებელ სამუშაოებს დაუკავშირდა. ადგილობრივი წარმოშობის ახალგაზრდა მკვლევრისთვის ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, პირადად ჩართულიყო კვლევა-ძიებაში; როგორც მშობლიური ქვეყნის ნამდვილ გულშემატკივარს, თავისი წვლილი შეეტანა ქართული კულტურის შესწავლის, პოპულარიზაციისა და ეროვნული ცნობიერების წარმოჩენაში.
რაფიელ ერისთავი ახლადდაარსებული მუზეუმის თანამშრომლად მიიწვიეს, სადაც მას ეთნოგრაფიული კოლექციის კურატორობა, სამუზეუმო ნივთების მოწესრიგება და მათი ადგილობრივი სახელწოდებების დადგენის საპატიო მისია დაეკისრა (ჟორდანია, გვ. 42-43; შამილაძე, 2001, გვ. 165). პარალელურად კი მუზეუმის მდივნისა და ეთნოგრაფიული განყოფილების ბიბლიოთეკარის მოვალეობის შესრულებაც დაევალა. შრომისმოყვარეობამ თავისი შედეგი გამოიღო და 1855 წელს გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებამ რაფიელ ერისთავი ნამდვილ წევრად აირჩია. ამის შესახებ რაფიელს იმავე წლის 10 აპრილს ოფიციალური წერილით აცნობეს, რაც სულ მალე დადასტურდა კიდეც 1855 წლის 10 ივნისს გაცემული დიპლომით (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №153/7, ფურც. 2; იქვე, №154/7, ფურც. 3).
რაფიელი ჩვეული გონიერებითა და მონდომებით შეუდგა სამუზეუმო საქმეს, რაც ფრიად ნაყოფიერი აღმოჩნდა. კავკასიის მუზეუმში შემოსული საისტორიო-ეთნოგრაფიული წყაროების პირველი კატალოგის ფორმირებისა და შექმნის საქმე სწორედ რაფიელ ერისთავს უკავშირდება. მას აღუნუსხავს ეთნოგრაფიული კაბინეტის მასალები, დაუზუსტებია მუზეუმში შემოსული ნივთების პირველადი რეესტრი, შეუვსია და ადგილობრივი ტერმინოლოგიის მიხედვით გაუსწორებია საცავში არსებული წყაროების სახელწოდებები, შეუმუშავებია სამუზეუმო კოლექციების კატალოგიზაციის გეგმა, რომლის მიხედვით შეადგინა კიდეც მუზეუმის პირველი კატალოგი. 1855 წლის სექტემბერში მან კავკასიის მუზეუმის კატალოგზე მუშაობა დაასრულა, რისთვისაც 1855 წლის 19 ოქტომბერს გეოგრაფიული საზოგადოების „კავკასიის განყოფილების“ ხელმძღვანელობამ ქუთაისში სამოხელეო პოსტზე დანიშნულ რაფიელ ერისთავს „გულითადი მადლობა“ გამოუცხადა (კკსსხეც, რაფიელ ერის თავის არქივი №156; ჟორდანია, გვ. 45). სამოხელეო სამსახურის დროსაც კი რაფიელი მუდმივად თანამშრომლობდა კავკასიის მუზეუმთან. მას პირადი კოლექციიდან მუზეუმისათვის შეუწირავს სამეურნეო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ეთნოგრაფიული ნივთები, რომელიც ჩანს კიდეც 1856 წელს შედგენილი მუზეუმის კატალოგის მასალებიდან (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №107-117).
„კავკასიის განყოფილების“ განმკარგულებელი კომიტეტის 1855 წლის 14 სექტემბრის დადგენილებით სამუზეუმო და სამეცნიერო საქმიანობის სრულყოფისთვის, გამოიყო სამუზეუმო კვლევის 3 სფერო: გეოგრაფიული, სტატისტიკური და ეთნოგრაფიული. ბუნებრივია, რაფიელმა ეთნოგრაფიის მიმართულებით ისურვა კვლევებში მონაწილეობის მიღება (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №157/7, ფურც. 1).
წარმატებამ სამეცნიერო და სამუზეუმო საქმეში გაზარდა რაფიელ ერისთავის ავტორიტეტი. 1855 წლის 14 სექტემბრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ „კავკასიის განყოფილების“ განმკარგულებელმა კომიტეტმა, ეთნოგრაფიის მიმართულებით მუზეუმის ყოფილი დირექტორის სოლოგუბის მოულოდნელი გამგზავრების გამო, აღნიშნულ ვაკანსიაზე კენჭი უყარა რაფიელ ერისთავისა და ცნობილი ნუმიზმატის ი. ბარტოლომეის კანდიდატურას. კენჭისყრამ თანაბარი შედეგი უჩვენა. სწორედ ამ პერიოდში რაფიელი ქუთაისის გუბერნიაში გადაიყვანეს სახელმწიფო სამსახურში. ეს გახდა მიზეზი, რომ „კავკასიის განყოფილების“ კომიტეტმა ორ კანდიდატს შორის ბარტოლომეიზე შეაჩერა არჩევანი, რადგან დასავლეთ საქართველოდან რაფიელი ვერ შეძლებდა უშუალო და მუდმივ მონაწილეობას მუზეუმის საქმიანობაში (ЗКОИРГО, III, 1855, გვ. 269-270; 287-288).
რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მოღვაწეობა შედარებით შესუს ტდა XIX ს-ის 60-70-იან წლებში, როდესაც დაარსდა კავკასიის კვლევის მთელი რიგი ახალი ინსტიტუციები: კავკასიის სტატისტიკური კომიტეტი, კავკასიის მუზეუმი (1852), კავკასიის არქეოგრაფიული კომისია (1864), კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება (1873) და სხვა. 80-იანი წლებიდან კი ადგილობრივი სამეცნიერო კადრების დიდი ნაწილი აქტიურად ჩაერთო ისეთი ეროვნული სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაში, როგორიც იყო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება (1879), საეკლესიო მუზეუმი (1888), კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება (1881), ქართული დრამატული საზოგადოება (1881) და ა.შ.
ქუთაისის გუბერნიასა და სამეგრელოში სახელმწიფო სამსახურის პარალელურად, რაფიელ ერისთავი, შეძლებისდაგვარად, ყველა საშუალებას იყენებდა კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და კვლევისთვის; 1856 წელს ზემო იმერეთში მოგზაურობის დროს საჩხერეში, ალექსანდრე წერეთლის ბიბლიოთეკაში, აღმოუჩენია ალექსანდრე გრიბოედოვის ცნობილი თხზულების „ვაი ჭკუისაგან“ ხელნაწერი. ასევე, უნახავს სოლომონ მეფის უკვე დაზიანებული სტამბა, რომელიც მეფის ოსმალეთში გადასვლის შემდეგ გრიგოლ წერეთელს ქუთაისიდან საჩხერეში გადმოუტანია (ვაშაყმა ძე, გვ. 41; «Кавказ», 1857, №82). საყურადღებო პუბლიკაციები მიუძღვნა იმერეთის სამეურნეო ყოფისა და კულტურის საკითხებს: 1857 წელს გაზეთ „კავკაზში“ გამოაქვეყნა კორესპონდენციების სერია „წე რილები იმერეთიდან“ (Письма из Имеретии, «Кавказ», 1857, №55, 62, 76, 77, 79, 84; ითონიშვილი, გვ. 19).
სამეგრელოში მოღვაწეობის დროს რაფიელს შეუგროვებია ცნობები სამეგრელოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის საკითხებზე; მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალები ჯერ მოხსენების სახით გაუგზავნა კავკასიისა და ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სამმართველოს, ხოლო მოგვიანებით მათ საფუძველზე დაწერა ნარკვევი, რომელიც 1862 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „კავკაზში“. წერილში დეტალურადაა გადმოცემული სამეგრელოს სოფლის მეურნეობის, სამეურნეო ნაგებობების, ინვენტარისა და შრომის პროცესის თავისებურებები, განსაზღვრულია სოფლის მეურნეობის დარგების გავრცელების არეალი, მემინდვრეობის, მეაბრეშუმეობისა და მეთამბაქოეობის წამყვანი მნიშვნელობა, მხარის ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით მითითებულია ახალი დარგების - ჩაის, ბამბისა და სუბტროპიკული კულტურების გაშენების პერსპექტიულობა და ა.შ. (შამილაძე, 167-168).
სამეგრელოს უკავშირდება რაფიელ ერისთავის არქეოლოგიური ძიებებიც. 1859 წელს მან გრაფ რაზმორდიუკთან ერთად ანაკლიის ციხე-სიმაგრის მახლობლად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიკვლეული ყორღანები და უძველესი დასახლების ნაშთები გათხარა. ცნობილია, რომ პირველი არქეოლოგიური კვლევები საქართველოში დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის მიერ (1852 წ.) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, უფლისციხეში, ჩატარდა. დასავლეთ საქართველოში კი პირველად არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება სწორედ რაფიელ ერისთავის სახელს უკავშირდება. ნაპოვნი ნივთები რაფიელმა წინაქრისტიანულ და ქრისტიანულ ეპოქებს მიაკუთვნა და მუზეუმს გადასცა. თანამედროვე მკვლევრები აღნიშნულ აღმოჩენებს გვიანანტიკური - ადრეფეო დალური პერიოდის სამარხებად მიიჩნევენ (კიღურაძე, ნ., გვ. 3; რაზმაძე, მ., გვ. 90; 95-96).
სამეგრელოში მოღვაწეობის წლებში (1857-1867) რაფიელ ერისთავის განსაკუთრებულ ინტერესს ამ მხარის სოციალური ურთიერთობების შესწავლა წარმოადგენდა. მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენის მდგომარეობის შესახებ მასალების შეგროვებისა და ანალიზის შედეგები აისახა რაფიელ ერისთავის კვლევებში: „გლეხთა წოდების შესახებ სამეგრელოში“ («Кавказская старина», №1-8, 1873, გვ. 89-94, 129-137) და „პრივილეგირებული წოდების შესახებ სამეგრელოში“ («Кавказская старина», №6, გვ. 138-144); ბატონყმური ურთიერთობების პრობლემებისა და თავისებურებების ჩვენებას მიეძღვნა მისივე ნაშრომი „ბატონყმობა სამეგრელოში“ (ბოროზდინი კ., ერისთავი რ., მურიე, „ბატონყმობა სამეგრელოში“ (მასალები), 1927), რაზედაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და აქ აღარ შევჩერდებით.
მე-19 ს-ის 50-80-იან წლებში რაფიელ ერისთავის სამეცნიერო მოღვაწეობა მჭიდროდ უკავშირდება, ასევე, „კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას“ («Кавказское общество сельского хозяйство»). აღნიშნული საზოგადოება დაარსდა 1850 წელს. მან ჩაანაცვლა 1833-1849 წლებში ტფილისში არსებული „სასოფლო და მანუფაქტურული მრეწველობისა და ვაჭრობის საზოგადოება“. „კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების“ ამოცანა იყო კავკასიაში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარება, ახალი ტექნოლოგიური მიღწევების შემოტანა და დანერგვა, საირიგაციო სისტემების სრულყოფა, სპეციალისტების მოწვევა და მომზადება, კავკასიის მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში საუკეთესო ჯიშების გამოყვანა, თესლებისა და ნერგების შემოტანა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება, შესაბამისი სავაჭრო ბაზრების ხელშეწყობა, განვითარება და სხვა. საზოგადოებას მფარველობდა საიმპერატორო ოჯახი, მასთან თანამშრომლობდნენ ცნობილი საჯარო და კერძო პირები, მემამულეები, მეცნიერები და მკვლევრები.
1856 წლის 27 დეკემბერს „კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების“ საერთო კრებას რაფიელ ერისთავი ნამდვილ წევრად აურჩევია (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №158/10). აქედან მოყოლებული, ის აქტიურად ჩაერთო აღნიშნული საზოგადოების საქმიანობაში: იკვლევდა, აქვეყნებდა პუბლიკაციებს „საზოგადოების“ პერიოდულ გამოცემებში, მონაწილეობას იღებდა სოფლის მეურნეობის გამოფენების ორგანიზებასა და საგამოფენო მასალების მოძიებაში.
1857 წლის შემოდგომაზე კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით დაიგეგმა ტფილისში კავკასიის ბუნებრივი და სამრეწველო ნაწარმის გამოფენის მოწყობა. მას უნდა დასწრებოდა დიდი თავადი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე, რომელიც იმ პერიოდისთვის ტფილისში ვიზიტს გეგმავდა. დაარსდა გამოფენის სპეციალური საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც 1857 წლის მაისში თხოვნით მიუმართავს რაფიელ ერისთავისთვის, დახმარებოდა გამოფენის ექსპოზიციის შევსებასა და საჭირო მასალების მიწოდებაში (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №164/9, ფურც. 1).
რაფიელ ერისთავმა კავკასიაში სოფლის მეურნეობის საზოგადოების წევრის სტატუსით არაერთი შესანიშნავი ეთნოგრაფიული და სამეცნიერო-დარგობრივი ნაშრომი შექმნა, ამით მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კავკასიისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამეურნეო ყოფისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. 1860 წლის 27 აგვისტოს კავკასიაში სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცეპრეზიდენტს მისთვის უთხოვია, სამეგრელოში შეეძინა ან მოეგროვებინა საფრანგეთში გასაგზავნი ძელქვის თესლი, თუმცა, მოუწიათ რაფიელის რეკომენდაციის გათვალისწინება და აღნიშნული მცენარის თესლის იმერეთსა და გურიაში მოძიება.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საარქივო დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ 1863 წელს რაფიელ ერისთავს კავკასიისა და ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სამმართველოს უფროსისგან მიუღია შემოთავაზება საპატიო წევრ-კორესპონდენტის წოდების მინიჭების შესახებ. აღნიშნული წოდება შემოუღიათ კავკასიის მეფისნაცვლის ინიციატივით, რომლის ამოცანა კავკასიაში სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება უნდა ყოფილიყო (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №165/13). იმავე ფონდის სხვა დოკუმენტიდან ასევე ჩანს, რომ რაფიელი 1876 წლის 21 თებერვალს სოფლის მეურნეობის მოსკოვის საზოგადოების მეაბრეშუმეობის კომიტეტის ნამდვილ წევრადაც აურჩევიათ (კკსსხეც, რაფიელ ერის თავის არქივი №166/ 15).
1870 წელს სახელმწიფო სამსახურის დატოვების შემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდა რაფიელ ერისთავის ნაყოფიერი და მრავალმხრივი შემოქმედებითი მოღვაწეობა სხვადასხვა მიმართულებით, ურთიერთობები ადგილობრივ საზოგადოებრივ და სამეცნიერო ორგანიზაციებთან, კავშირები და თანამშრომლობა თერგდალეულების მოწინავე წარმომადგენლებთან; ამან კიდევ უფრო გაააქტიურა, საკმაოდ მრავალფეროვანი და ნაყოფიერი გახადა მისი სამეცნიერო შემოქმედება და საზოგადოებრივი აქტივობა.
თანამშრომლობა „კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებასთან“ გაგრძელდა სამოხელეო სამსახურიდან გადადგომის შემდეგაც, განსაკუთრებით რაფიელის ტფილისში ცხოვრების წლებში. 1874 წელს რაფიელ ერისთავი „კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებამ“, საერთო კრების თანხმობით, უმაღლესად დამტკიცებული წესდების შესაბამისად, საზოგადოების აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩია. მალე ის ამავე საზოგადოების საიუბილეო კომისიის წევრი გახდა და აქტიურად ჩაერთო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების 25 წლის საიუბილეო ზეიმის მომზადებაში; მონაწილეობა მიიღო მისი პროგრამის შედგენასა და ღონისძიებების დაგეგმვაში, რომელიც უნდა გამართულიყო 1875 წლის 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე («Записки Кавказского общества сельского хозяества», 1875, №2, გვ. 105; Обзор деятельности Императорского Кавказского общества сельского хозяйства за пятьдесят лет (1850-1900). Выпуск I. Составил секретарь Общества Импера торского Кавказского общества сельского хозяйства Иоселиани, Тифлис : Тип. К. П. Козловского, 1901).
1875 წელს რაფიელ ერისთავს კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების საგანგებო დავალებით შეუსრულებია ნაშრომი „ნარკვევი იმერეთის შესახებ სასოფლო სამეურნეო თვალსაზრისით“, რომელიც იმერეთის სამეურნეო ყოფისა და მატერიალურ კულტურის შესწავლას მიეძღვნა. ნარკვევი თავდაპირველად გამოქვეყნდა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების სპეციალურ პერიოდულ გამოცემაში («Записки Кавказского общества сельского хозяества», 1875, №2-3), ხოლო მომდევნო წელს კავკასიის მეფისნაცვლის ტიპოგრაფიის მიერ დაიბეჭდა ცალკე წიგნად - Очерк Имеретии в сельскохозяйственном отношении: С 14 таблицами рисунков и чертежей / [соч.] действительного члена Кавказского о-ва сельского хозяйства кн. Р. Эристова, тип. Гл. упр. наместника кавк., Тифлис, 1876.
ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი იმერეთის სოფლის მეურნეობის დარგები, მრავალფეროვანი სამეურნეო ინვენტარი, ნარკვევს ერთვის სამეურნეო ყოფისა და ინვენტარის ამსახველი ვიზუალური მასალა ტაბულებისა და ჩანახატების სახით, მათი შესაბამისი ადგილობრივი დასახელებების მითითებით; კვლევაში დახასიათებულია შრომის პროცესი, ღვინის დაყენების იმერეთისთვის დამახასიათებელი თავისებურებები: ღვინის ჭურში დაყენების წესი და საწნახელში ღვინის „გაყენების“ ორიგინალური ტექნოლოგია, რომელიც არქაულობის ნიშნებს ატარებს. აღსანიშნავია, რომ რაფიელ ერისთავის ამ ნაშრომის მონაცემების ანალიზის საფუძველზე ქართულ ეთნოგრაფიულ სამეცნიერო ლიტერატურაში საწნახელში ღვინის „გაყენება“ მეღვინეობის უადრეს ეტაპად არის მიჩნეული (Очерк Имеретии в сельскохозяйственном отношении, 1876; შამილაძე, გვ. 166-167).
აღნიშნული მონოგრაფია, ისევე როგორც თუშ-ფშავ-ხევსურეთზე შესრულებული გამოკვლევა, რაფიელ ერისთავის საუკეთესო ეთნოგრაფიულ ნაშრომად არის მიჩნეული.
ფასდაუდებელია მე-19 ს-ის 70-80-იან წლებში რაფიელ ერისთავის ნაყოფიერი ლექსიკოლოგიური მოღვაწეობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მის მიერ პირველი ქართულენოვანი ბოტანიკური ლექსიკონის შედგენა, მცენარეთა ქართული დეფინიციებისა და სახელწოდებების დადგენა. ნაშრომზე მუშაობისას მას უსარგებლია სამეცნიერო ლიტერატურით, მცენარეთა უცხოენოვანი ლექსიკონებით, ასევე სულხან-საბა ორბელიანისა და დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონებით, კარაბადინებით; მცენარეთა ჩანახატები შეუდარებია ნამდვილი ეგზემპლარებისთვის, ამავე დროს უწარმოებია ადგილობრივი სოფლის მოსახლეობისა და სპეციალისტების გამოკითხვა. ნაშრომი გამოქვეყნდა 1873 წელს სახელწოდებით „შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართული მცენარეთა ლექსიკონი შედგენილი რ. დ. ერისთოვისგან“.
რაფიელ ერისთავმა სხვადასხვა ლექსიკონის შესწავლით, ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვითა და საველე ეთნოგრაფიული მასალის შეკრებით, მრავალმხრივი დაკვირვებისა და შედარებითი ანალიზის შედეგად დააზუსტა 1200-მდე მცენარის ქართული სახელწოდება, განსაზღვრა მათი ლათინური და რუსული შესატყვისები. მოძიებული მასალების საფუძველზე მან შეადგინა მოკლე ბოტანიკური ლექსიკონი, რომელიც მანამდე ქართულ ენაზე არ ყოფილა გამოცემული. ამით რაფიელ ერისთავმა საფუძველი დაუდო ქართული ფიტონომიის, მცენარეთა სახელწოდებების შემსწავლელი მეცნიერების განვითარებას. ამ დარგის სპეციალისტების აზრით, რაფიელ ერისთავი ქართული ფიტონომიის ფუძემდებლადაა მიჩნეული (მაყაშვილი, რაფიელ ერისთავი - ქართული ფიტონომიის ფუძემდებელი, გაზ. „თბილისი“, 1986, №77).
![]()
კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების
დიდი ვერცხლის მედალი
რაფიელ ერისთავის მიერ შედგენილი „შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართული მცენარეთა ლექსიკონი“, როგორც მნიშვნელოვანი დარგობრივი ნაშრომი, „კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების“ მიერ დიდი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
მედალი გაიცემოდა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის განსაკუთრებული დამსახურებისა და საზოგადოებისთვის სარგებლობის მომტანი ნაშრომის აღსანიშნავად. რაფიელ ერისთავის დამსახურებული ეს ჯილდო სოფლის მეურნეობისა და ბოტანიკის დარგობრივი ტერმინოლოგიის შემუშავებისთვის გაწეული ღვაწლის აღიარებას ნიშნავდა.
აღსანიშნავია, რომ მწერლის ლექსიკოლოგიური მოღვაწეობა ამით არ ამოწურულა. ის აპირებდა მცენარეთა, ცხოველთა სამყაროსა და ლითონთა ლექსიკონზე მუშაობას: „...მე ვმეცადინეობ, განვაგრძო ჩემი შრომა უსრულესის ლექსიკონის შედგენისათვის, როგორც მცენარეთა სახელწოდებათა, ეგრეთვე შედგენისათვის მასთანვე ლექსიკონისაცა ცხოველთა (პირუტყვთა, თევზთა, მფრინველთა, მძრომთა, მწერთა და სხვათა) და ილეკროთა“ - წერდა ის. („შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართული მცენარეთა ლექსიკონი შედგენილი რ. დ. ერისთოვისგან“, 1873, გვ. 3-4) კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების 1874 წლის საანგარიშო დოკუმენტიდან ჩანს, რომ რაფიელ ერისთავი გეგმავდა ქართლ-კახეთსა და იმერეთში მცენარეთა ხალხური სახელწოდებების ლექსიკონის შედგენასაც (Словарь, простонародных грузинских и имеретинских названии растений). («Записки Кавказского общества сельского хозяества», 1875, №2).
ლექსიკოლოგიურმა და ტერმინოლოგიურმა ძიებებმა განსაკუთრებუ ლი აქტუალობა შეიძინა მე-19 ს-ის 80-იან წლებში, როდესაც კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის იანოვსკის ინიციატივით ხელისუფლებამ განიზრახა საქართველოს სკოლებში ყველა საგნის რუსულ ენაზე სწავლების შემოღება. ეს მოსაზრება ქართული ენის სიღარიბითა და საჭირო ტერმინების უქონლობით გაამართლეს. მაშინ რაფიელ ერისთავი ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის, იაკობ გოგებაშვილის და სხვა ქართველ საზოგადო მოღვაწეთა მხარდამხარ ჩაება ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და ქართულენოვანი სახელმღვანელოების შემუშავების საქმეში. კოლოსალური შრომა, გულმოდგინება და მოთმინება, რომელიც რაფიელ ერისთავმა ლექსიკონებისა და დარგობრივი ტერმინოლოგიის შედგენას მოახმარა, ქართული ენის განვითარებისა და მისი სამეცნიერო სამეტყველო აპარატის სრულყოფის ამოცანას ემსახურებოდა. ამ ეროვნულ წამოწყებაში მას უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის.

რაფიელ ერისთავის ნაშრომი „შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართული მცენარეთა ლექსიკონი“
დაჯილდოვდა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების დიდი ვერცხლის მედლით
Work of Raphiel Eristavi - „Shortened Latin-Russian-Georgian Dictionary of Plants“
was awarded with a silver medal of the Great Prize of the Caucasus Agricultural Society
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სოფელ ქისტაურში რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმის ფონდში დაცულ ავტოგრაფებში უხვადაა ჩანაწერები და მასალები ქართული საკუთარი სახელების, რუსულ-ქართული ანტონიმების, თვეებისა და ზოდიაქოს სახელების განმარტებითი ლექსიკონებისთვის; მას ბევრი უმუშავია ასევე დიალექტოლოგიური ლექსიკონის შესადგენად; შეუკრებია მასალები ქართულ-იმერული, მეგრულ-სვანური და იმერულ-ქართლური დიალექტების შედარებითი ლექსიკონისთვის, რასაც მის პირად არქივში დაცული მასალების სიუხვე ადასტურებს; მოუძიებია გეოგრაფიულ სახელთა, სამჭედლო და სადურგლო საქმეთა, მედიცინის, ქიმიისა და მეტეოროლოგიის რუსულ-ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკური მასალა. სიცოცხლის ბოლო წლებში კი მუშაობდა რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაზე, რომლის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1880 წელს გააჟღერა გაზეთ „ივერიის“ (1880, № 144) ფურცლებზე (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი № 134; ჯაგოდნიშვილი, გვ. 66-67; ვაშაყმაძე, გვ. 86-87).
რაფიელს დაუმუშავებია ასევე მასალები - „არითმეტიკისა და გეომეტრიის“, „ფიზიკისა და სამუნეჯიბო ღეოღრაფიიდან“ (ასტრონომიის), „საზომისა და საწყაოსი“, „ქიმიისა“, „ზღვისა და შიგ ცურვი სა“ და „სამხედრო“ ტერმინები (ვაშაყმაძე, გვ. 86-87).
1884 წელს წიგნად გამოიცა რაფიელ ერისთავის „მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოდან“, რომელსაც ის ჯერ კიდევ 1873 წლიდან ჰპირდებოდა საზოგადოებას, ხოლო 1880 წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა კიდეც ლექსიკონის შედგენის გეგმა („ივერია“, 1880, № 144).
1884 წელსვე ქართველმა მკითხველმა პირველად ნახა წიგნად დაბეჭდილი სულხან-საბა ორბელიანის „ქართული ლექსიკონი“, რომლის რედაქტორი და გამომცემელი რაფიელ ერისთავი იყო: „დღევანდლამდის სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი არ ყოფილა არსად დაბეჭდილი და ხელნაწერები კი ზოგიერთ ოჯახებში მოიპოება. მე შევკრიბე რამოდენიმე ლექსიკონები საბა-სულხან ორბელიანისა, შეუთანასწორე ერთმანეთს და ამრიგად შევავსე“. ეს გამოცემა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა იმდროინდელი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. რაფიელ ერისთავის ღვაწლი, როგორც ამ წიგნის პირველი გამომცემლისა, რომელმაც სათავე დაუდო საბა ორბელიანის „ქართული ლექსიკონის“ მომდევნო მეცნიერულ გამოცემებს, დიდ მნიშვნელობას იძენს (ქართული ლექსიკონი შედგენილი საბა-სულხან ორბელიანისაგან, რაფ. ერისთავის რედაქტორობით და შენიშვნებით, თბილისი, 1884).
დიდია რაფიელ ერისთავის დამსახურება ქართული ტექსტების კვლევისა და გამოცემის მიმართულებით. 1881 წლიდან მოღვაწეობდა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენ კომისიაში, დიდი როლი შეასრულა პოემის პოპულარიზაციისა და პუბლიკაციის საქმეში; მისი თაოსნობით და აქტიური მონაწილეობით მომზადდა „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი საუკეთესო, ე.წ. ქართველიშვილისეული გამოცემა (გოდერიძე, გვ. 48). აღსანიშნავია, ასევე, 1885 წელს რაფიელ ერისთავის რედაქციითა და წინასიტყვაობით გამოცემული ანტონ კათოლიკოსის „ქართული ღრამატიკა“.
რაფიელ ერისთავმა შეკრიბა და სხვადასხავა პერიოდულ გამოცემაში გამოაქვეყნა ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, ანდაზები, გამოცანები: ქართული სახალხო პოეზია - გლეხური სიმღე რები (კრებული, 1873, №7, 10), ძველი მესტვირული ლექსები („თეატრი“, 1886, №27-30, 33); მდაბიური ანდაზები („თეატრი“, 1888, №21, 23, 24) და სხვა (იმედაშვილი, გვ. 82). წლების მანძილზე მუდმივად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან: „ცისკარი“, „საქართველოს მოამბე“, „დროება“, „ივერია“, რომლებშიც აქვეყნებდა თავის პუბლიცისტურ წერილებსა თუ მხატვრულ შემოქმედებას, პოეზიას, რამაც უდიდესი აღიარება მოუტანა თავის ქვეყანასა და ხალხში.
მე-19 ს-ის 70-80-იანი წლების მიჯნაზე რაფიელ ერისთავი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი და კულტურული ორგანიზაციის დაფუძნებაში. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში, სამოხელეო საქმიანობის დროს ის განსაკუთრებით დაინტერესებულა ქართული თეატრის პრობლემებით. მისი თაოსნობით 1867 წელს ქუთაისში დაარსდა სცენისმოყვარეთა დასი, რომლის წევრი ახალგაზრდა აკაკი წერეთელიც ყოფილა. რაფიელი დასისთვის წერდა პიესებს და მსახიობებთან ერთად თავადაც ასრულებდა სხვადასხვა როლს (ჯაგოდნიშვილი, გვ. 38). 1879 წელს კი ტფილისში მისი თაოსნობით შეიქმნა ქართული დრამატული საზოგადოება, რაფიელი იყო ამ საზოგადოების პირველი გამგეობის წევრი.
ამავე დროს, 1879 წელს რაფიელ ერისთავი, თავისი დროის თვალსაჩინო მოღვაწეებთან ერთად, იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და დამფუძნებელი; მონაწილეობას იღებდა საზოგადოების წესდების შემუშავებაში; 1879 წლის 15 მაისიდან 23 დეკემბრამდე ასრულებდა აღნიშნული საზოგადოების ხაზინადარის მოვალეობას. ჩართული იყო სიღნაღისა და თელავის მაზრებში „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სკოლების გასახსნელად ადგილობრივ ადმინისტრაციასთან წარმოებულ მოლაპარაკებებში; მონაწილეობდა ქართულენოვანი სახელმძღვანელოების შედგენასა და სასწავლო-სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში. 1892 წელს „ყოველი ეროვნული საქმის ნაყოფიერი და თავდადებული სამსახურისთვის“ რაფიელ ერისთავს სიცოცხლის ბოლომდე მიენიჭა „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საპატიო წევრის სტატუსი (გოდერიძე, გვ. 59-61).
1895 წლისთვის რაფიელს სამწერლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა. „სწორედ ორმოცდაათი წელიწადია, რაც გამოსულა სალიტერატურო ასპარეზზე ჩვენი საყვარელი მოხუცი, პატიოსანი მოღვაწე თ. რაფიელ ერისთავი და დიდი უმადურობა იქნება ჩვენგან მის შესახებ გულმავიწყობა და ჩვეულებრივი დაუდევრობა“, - წერდა აკაკი წერეთელი გაზ. „კვალში“ გამოქვეყნებულ შენიშვნაში („კვალი“, 1895, № 22). აკაკის ამ ინიციატივას ქართველი საზოგადოების გულთბილი გამოხმაურება მოჰყვა. სამზადისში ჩაერთნენ სახელმოხვეჭილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, მარიამ ორბელიანი, ლადო მესხიშვილი, გიორგი წერეთელი, კოტე მესხი, ნიკო ცხვედაძე და სხვები. შეიქმნა რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს მოსამზადებელი და აღმასრულებელი კომიტეტები, დაინიშნა საიუბილეო დღე - 1895 წლის 22 ოქტომბერი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში საზოგადოება და ხალხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იუბილეს აღნიშნავდა. შემთხვევითი არ არის, რომ ეს პატივი წილად სწორედ რაფიელ ერისთავს ხვდა. თბილისის ქუჩები ვერ იტევდა საქართველოსა და კავკასიის სხვადასხვა კუთხიდან წარმოგზავნილ დელეგაციებს. იუბილარმა უამრავი საჩუქარი მიიღო, ლექსები, სიმღერები, დეპეშები თუ წერილები საქართველოს, კავკასიისა თუ რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან - მწერლების, მეცნიერების, სტუდენტების, ხელოსნების, გლეხებისა და სხვადასხვა საზო გადოების წარმომადგენლებისგან (ვაშაყმაძე, გვ. 111, საერო დღესასწაული, 1899).
საიუბილეო საღამო თეატრში წარმოდგენით და რაფიელისათვის კიდევ ერთი ჯილდოს გადაცემით დასრულებულა. დრამატულმა დასმა იუბილარის პიესები („ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწილდენ“; „ბიძიასთან გამოხუმრება“) ითამაშა. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ დრამატული საზოგადოების გამგეობამ მიხეილ კვალიაშვილის თავმჯდომარეობით იუბილარს ქართული თეატრის მიმართ მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის დრამატული საზოგადოების საპატიო წევრობა მიანიჭა და შესაბამისი დიპლომი გადასცა (საერო დღესასწაული, გვ. 33).
როგორც იოსებ იმედაშვილი აღნიშნავდა, რაფიელ ერისთავის იუბილემ „გამოიწვია ქართველთა ეროვნული ამოძრავება“ (იმედაშვილი, გვ. 81). მისი მნიშვნელობა გასცდა ერთი კონკრეტული საზოგადო მოღვაწის იუბილეს და ის ეროვნული იდეების პოპულარიზებისა და კულტურული ცნობიერების ამაღლების ნათელ მაგალითად იქცა. „საერო დღესასწაული“ - ასეთი სახელწოდებით დაიბეჭდა საგანგებო კრებული, რომელიც რაფიელ ერისთავის იუბილეს მიეძღვნა („საერო დღესასწაული“ თ. რაფ. ერისთავის იუბილეს გამო“, 1899).
ცხოვრების ბოლო წლები რაფიელ ერისთავმა თავის მამულში - ქისტაურში და სიძის ოჯახში - თელავში გაატარა. 1901 წელს რამდენიმე წლის ავადმყოფობის შემდეგ ამ დიდებული ადამიანის სიცოცხლე თელავში დასრულდა. ლიტერატურის მუზეუმის საარქივო ფონდში დაცულია თელავის მკვიდრის, საზოგადო მოღვაწის, ვანო პაატაშვილის, ჩანაწერები რაფიელ ერისთავის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი მომენტების, მათ შორის, საზოგადო მოღვაწის უკანასკნელ გზაზე გაცილების ცერემონიის შესახებ. დაკრძალვა, რაფიელის ანდერძის თანახმად, ქისტაურის მამულში გადაწყდა. მწერლის ნეშტი თელავიდან ქისტაურამდე ფეხით წაასვენეს ძაძით შემოსილი ცხენოსნების გუნდის თანხლებით. მისი გასვენების დღეს სამგლოვიარო პროცესიას უამრავი ხალხი დასწრებია, ადგილობრივი და სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ურიცხვი ადამიანი, საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და ეროვნების წარმომადგენელი. პროცესიას საგანგებოდ რაფიელ ერისთავის ჯილდოებიც ამშვენებდა: „ყველაზე წინ მიდიოდა ორი ცხენოსანი, მერე მიჰქონდათ ამქრის ბაირაღები, შემდეგ გვირგვინები და მოწაფეები განსვენებულის ორდენებით ...“ (სსლმ, საქმე №22269-ხ, ფურც. 23).
რაფიელ ერისთავის სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობა არაერთი საპატიო ჯილდოთი აღინიშნა. სამეცნიერო ნაშრომებისთვის მიიღო რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ოქროსა და კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვერცხლის მედლები. სარგებლობდა სხვადასხვა საზოგადოების - „კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების“, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, „ქართული დრამატული საზოგადოების“ საპატიო წევრის სტატუსით. გულისხმიერი მუშაობისთვის დაიმსახურა არაერთი საზოგადოების, მათ შორის, კავკასიის მუზეუმის ხელმძღვანლობის ოფიციალური მადლობა. სამეცნიერო და საზოგადოებრივი დამსახურების ამ არასრულ ჩამონათვალს ემატება მისი სამოხელეო მოღვაწეობის სოლიდური ჯილდოები - ორდენები და მედლები.
თუმცა, თვალს თუ გადავავლებთ რაფიელ ერისთავის ცხოვრებისა და მოღვაწეობის განვლილ გზას, ცხადია, რომ მწერლის უმნიშვნელოვანესი ჯილდო მის მიმართ ხალხის დიდი სიყვარული იყო, რომელიც მუდამ თან სდევდა. ცხოვრების მანძილზე, იუბილესა თუ უკანასკნელ გზაზე ცნობილი საზოგადო მოღვაწეებისა თუ უბრალო ხალხის დამოკიდებულება, თითოეული გულთბილი მიმართვა, მიძღვნილი ლექსი თუ სიმღერა, მწერლის მიმართ დიდი სიყვარულისა და პატივისცემის საოცარ გამოხატულებას წარმოადგენდა. რაფიელის მოღვაწეობის შედეგად მიღებული სიკეთის საპასუხოდ საზოგადოებისა და ადამიანების მიერ გამოხატული გულწრფელი მადლიერება ყველაზე უკეთ უჩვენებს მისი ღვაწლისა და საქმის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ დიდებული ადამიანის მუდმივ კავშირს მშობლიურ ქვეყანასთან, საკუთარ ხალხთან, ვის გულშიც ის სამუდამოდ დარჩა.
რაფიელ ერისთავის ბიოგრაფიული ნარატივის გააზრებამ, შესაბამისი ისტორიული პერიოდის, ამ შემთხვევაში, მე-19 ს-ის II ნახევრის, ჯილდოების სისტემისა და თავისებურებების კონტექსტით, ასევე, სამოხელეო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ჯილდოების შესახებ მასალების გამოქვეყნებამ, ვფიქრობთ, კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩინა რაფიელის პიროვნული პორტრეტი: სახელმწიფოდაკარგული ქვეყნის შვილის ფარული თუ ცხადი ბრძოლა, მი მართება არსებულ ხელისუფლებასთან და პოლიტიკურ რეჟიმთან, გვიჩვენა საზოგადოებაში გაჩენილი ეროვნული ნიჰილიზმის დაძლევის მისეული გზა, ეროვნული ცნობიერების შესანარჩუნებლად და ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად გაწეული ღვაწლი.

რაფიელ ერისთავის ჯილდოები დაკრძალვის ცერემონიიდან
ფოტო-ფრაგმენტი
გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის კოლექცია
Awards of Raphiel Eristavi
A photo fragment from the funeral ceremony, collection of Giorgi Leonidze State Museum of Literature

![]() |
9 პორტრეტი პირადი წერილების პრიზმიდან |
▲ზევით დაბრუნება |
ესმა მანია
რაფიელ ერისთავის პირადი არქივი საგულისხმო მონაცემებს გვთავაზობს საზოგადო მოღვაწის ბუნებაზე, ცხოვრების წესზე, ინტერესთა სფეროზე... მისი შედგენილობის, სტატისტიკური კონფიგურაციის მიხედვით შესაძლებელია მსჯელობა, თუ როგორ ცხოვრობდა ის - მისი მოღვაწეობის რა წილი ეთმობოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, რა წილი - შემოქმედებით მუშაობას, როგორი იყო მისი ინტერპერსონალური ურთიერთობების ხარისხი და ა.შ.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული რაფიელ ერისთავის პირადი არქივი შედგება 1097 ერთეულისაგან, აქედან მის საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეხება 328 საარქივო დოკუმენტი, 717 კი პირადი წერილია, რომელთაგან თავადაა 39 წერილის ავტორი და 678-ის ადრესატი. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული წერილების ერთი ნაწილი მისი ოჯახის წევრებისგანაა, წერილების დანარჩენ, დიდ ნაწილში იმდროინდელი საზოგადო მოღვაწეების, როგორც მისი ადრესანტების, საგულისხმო პალიტრა იკვეთება.
სწორედ ამ ეპისტოლური მემკვიდრეობის გათვალისწინებით, რაფიელ ერისთავის პორტრეტის ხაზგასმული შტრიხია მისი კომუნიკაბელური, ინტენსიური საზოგადოებრივი ურთიერთობებისკენ მიმართული ხასიათი. ეს არაკერძო მიზანდასახულობის, ხშირად საქმიანი თუ ოფიციალური მიმოწერა, ბუნებრივია, შესასრულებელი, დასაგეგმი თუ შესრულებული საზოგადოებრივი აქტივობების ერთგვარი ესკიზები, კონსტრუქციებია. სწორედ პირად წერილებში იძებნება იმ დიდი პროექტების კვალი და ანარეკლი, რომლებითაც, ფართო გადასახედით, საბოლოოდ აღიბეჭდა მოღვაწის ცხოვრება.
რაფიელ ერისთავის არქივში მისი სხვათადმი გაგზავნილი წერილების ნაკლებობა, რასაკვირველია, გამოწვეულია იმით, რომ ის, როგორც საზოგადო მოღვაწეთა დიდი უმეტესობა, გაგზავნილი წერილების შავ პირებს პირად არქივში არ ინახავდა (ამ თვალსაზრისით, გამონაკლისია გრიგოლ ორბელიანი, რომლის სხვათადმი გაგზავნილი 600-მდე წერილი გვაქვს შემორჩენილი და რომელიც დღეს მეცხრამეტე საუკუნის არაერთი მოვლენის, მათ შორის კავკასიური ომების, ისტორიის ანგარიშგასაწევი ავთენტური წყაროა). მიუხედავად ამისა, ყველა ის წერილი, რომელთა ადრესატიც რაფიელ ერისთავია, შეუცვლელი არაპირდაპირი, სარკისებური მასალაა მისი პორტრეტისათვის.
ეპისტოლური მემკვიდრეობის შესწავლის დროს ისმება ორი მთავარი აქცენტი - ადრესანტები, წერილების ავტორები და თემები, საკითხები, ინტერპერსონალური კომუნიკაციის ობიექტები. რაფიელ ერისთავის პირად არქივში დაცული ეპისტოლური მემკვიდრეობის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ მისი ადრესანტების, ცნობილი საზოგადოებრივი მოღვაწეების, პროფესიული პალიტრა მოიცავს კულტუროლოგიური და ჰუმანიტარული სფეროების ფართო სპექტრს, დაწყებული ეთნოგრაფიით, ეთნოლოგიით, საგამომცემლო და პუბლიცისტური საქმით, ლექსიკოლოგიით, ფოლკლორული ექსპედიციებით, კულტურული მემკვიდრეობის მოძიებით, კვლევითა და პუბლიკაციით, ქართული ენის სიწმინდეზე ზრუნვით, ბუნებისმეტყველებითა და ანთროპოლოგიით დამთავრებული, რაც მის ინტერესებს მეტად მრავალწახნაგოვნად წარმოაჩენს. ადრესანტებად კი გვევლინებიან ისეთი ანგარიშგასაწევი მოღვაწეები, როგორებიც არიან ილია ჭავჭავაძე, ივანე კერესელიძე, დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ნიკოლაძე, პლატონ იოსელიანი, ბესარიონ ნიჟარაძე, ადოლფ ბერჟე, არტურ ლაისტი, ეკატერინე ჭავჭავაძე, გრიგოლ გურიელი, მამია გურიელი და სხვები. ადრესანტების ასეთი კონფიგურაცია აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ რაფიელ ერისთავი მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში (ჩვენი წერილების ქრონოლოგია მოიცავს 47-წლიან მონაკვეთს, 1848-1895 წლებს) საკუთარი ინტელექტუალური უნარებითა და მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით ინტენსიურად იყო ჩართული პროგრესული სამოქალაქო თუ ეროვნული საქმეების რაციონალურად მართვაში.
რაფიელ ერისთავის მაღალ საზოგადოებრივ რეპუტაციაზე, ბევრ სხვა საქმესთან ერთად, მიუთითებს მისი ურთიერთობა ილია ჭავჭავაძესთან. ის მუდმივად მხარში ედგა დიდ მოღვაწეს და ჰქონდა ისეთი მაღალი ავტორიტეტი, რომ შეეფასებინა თითქმის 40 წელს მიტანებული ილია ჭავჭავაძის ნაშრომი - მის მიერ შეკრებილი და ჟურნალ „კრებულში“ გამოქვეყნებული გლეხური სიმღერები, რომელსაც რაფიელ ერისთავმა დაურთო წერილი „ქართული სახალხო პოეზია“ და შეაფასა ილია ჭავჭავაძის მიერ წამოწყებული დიდი ეროვნული საქმე - ფოლკლორული წყაროების გამოცემა („კრებული“, 1873, №7), რასაც მოჰყვა რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის ერთობლივი კრებულის - „გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები“ - ცალკე წიგნად გამოცემა (ერისთავი, ჭავჭავაძე, 1873).
ილია ჭავჭავაძისა და რაფიელ ერისთავის მიმოწერის ჩვენამდე მოღწეული ნაწილი მათ შორის საქ მიან, არარევერანსულ ურთიერთობებზე მიუთითებს:
1881 წლის 21 ივნისს ილია ჭავჭავაძე რაფიელ ერისთავს წერილობით ატყობინებს, რომ წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობამ („ქართული წიგნის მბეჭდავმა საზოგადოებამ“, როგორც წერილშია მოცემული), მისი მოლოდინის მიუხედავად, იმ ეტაპისთვის გადაწყვიტა არა რაფიელ ერისთავის, არამედ ალექსანდრე ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულის დაბეჭდვა. ჰპირდება მის გამოსაცემად საჭირო თანხის ხელისმომწერთა მეშვეობით შეგროვებას. ამ წერილს სულ რამდენიმე დღით უსწრებდა (16 ივნისი) რაფიელ ერისთავისთვის ქშწკგ საზოგადოების სხდომაზე ივანე კრილოვის იგავ-არაკების ქართულად თარგმნისთვის ჰონორარის გადაცემის ფაქტი (სეა, ფ. 481, 2). 1881 წლის 26 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის წერილიდან 5 თვის შემდეგ კი, ქშწკგ საზოგადოება ამტკიცებს რაფიელ ერისთავის „იგავ-არაკის“ თარგმანის გამოცემის ხარჯებს (სეა, ფ. 481, 45). „იგავ-არაკნი კრილოვისაგან და სიბრძნე-სიცრუიდგან, გალექსილი თ. რაფიელ ერისთავისაგან“ ძალიან მალე, 1881 წელსვე გამოიცა.
კიდევ ერთი წერილით 1884 წელს ილია ჭავჭავაძე რაფიელ ერისთავს ეპატიჟება თავის სახლში, არტურ ლაისტის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №957). მას თან ერთად მსგავსი ბარათით ამ შეკრებაზე მიპატიჟებულია იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, დავით ერისთავი, გიორგი თუმანიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, პეტრე უმიკაშვილი, ივანე მაჩაბელი, ეკატერინე გაბაშვილი. მომდევნო წელს კი, აკაკი წერეთელთან, ნიკო ხიზანიშვილთან, კოლა ერისთავთან, გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებთან, სტეფანე ჭრელაშვილთან, დავით ერისთავთან, საერთო ჯამში 40-მდე მწერალსა და საზოგადო მოღვაწესთან ერთად, სთხოვს, ესტუმროს, რომ ერთად აღნიშნონ ახალი წელი და გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომრის გა მოსვლა (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №957). როგორც ამ საარქივო ერთეულებიდან ხდება ცხადი, რაფიელ ერისთავი თავისი ეპოქის გამორჩეული, ანგარიშგასაწევი მოვლენების ეპიცენტრშია.
ილია ჭავჭავაძის რაფიელ ერისთავისადმი გაგზავნილი წერილებიდან ყველაზე საინტერესო 1889 წელს გაგზავნილი ბარათია, რომელშიც ის კავკასიის საცენზურო კომიტეტის ცენზორის თანამდებობაზე მყოფ რაფიელ ერისთავს სთხოვს, მიხეილ ნასიძის ლექსიდან „ახალი იავ-ნანა“, რომელიც სრულდება ასე: „სამშობლო და დედაენა რად გინდა ნეტაო, გამოთვერ და შემოსხაძე: მნოღოე ლეტაო“, არ ამოშალოს სიტყვები «Многие лета». „გეფიცებით, ამ ლექსს ამოუშლელად თვითონ ლუკა სტეფანისძეც კი დაუბრკოლებლად გაუშვებდა. თქვენი ჭირიმე, ლექსს ნუ წაახდენთ. პასუხის გება ჩემი იყოს, თუ ვინმემ რამ შეჰნიშნოს“ (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №955), - სწერს ადრესატს ილია ჭავჭავაძე. ამ პასაჟში ავტორი გულისხმობს ლუკა სტეფანეს ძე ისარლიშვილს, როგორც შეუვალ ცენზორს, გაბატონებული იდეოლოგიის მკაცრად დამცველს. როგორც ჩანს, რაფიელ ერისთავი მოერიდა ამ გაშარჟებული რუსული ფრაზის დატოვებას საკმაოდ მამხილებელ ქართულ ლექსში. არადა, სწორედ ეს იყო საკვანძო ფრაზა, რომლის ამოღების გამო ავტორმა ის ერთ-ერთ ყველაზე შეუბრალებელ ცენზორს შეადარა და ასე დაიცვა მიხეილ ნასიძის, პედაგოგისა და იურისტის, შემოქმედებითი თავისუფლება. რაფიელ ერისთავმა შეასრულა ილია ჭავჭავაძის ეს თხოვნა - აღადგინა ლექსიდან ამოშლილი ბოლო სტრიქონი.
სხვათა შორის, სათხოვრით, რომ რბილი, შემწყნარებლური მიდგომით მოჰკიდებოდა მათ მიერ საცენზურო კომიტეტში წარდგენილი ნაშრომების შეფასებას, რაფიელ ერისთავს საგანგებო წერილებით მიმართავენ კონსტანტინე თავართქილაძე და ექვთიმე თაყაიშვილი. პირველ შემთხვევაში საქმე ეხება კონსტანტინე თავართქილაძის, წიგნის გამომცემლისა და ბიბლიოფილის, მიერ თარგმნილ სებასტიან კნეიპის ნაშრომს „წყლით მკურნალობა“, მეორეში კი - ექვთიმე თაყაიშვილის მიერ წარდგენილ სათავადაზნაურო სკოლის ანგარიშს ავტორის შემდეგი მითითებით: „ანგარიშში არაფერი ცენზურის წინააღმდეგი არ არის და იმედი გვაქვს, ნებას დართავთ“ (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №815).
1895 წლის შემოდგომიდან ილია ჭავჭავაძე მონაწილეობს რაფიელ ერისთავის საიუბილეო კომიტეტის სხდომაში, რომელზეც საბოლოოდ დგინდება საიუბილეო დღის დაწვრილებითი პროგრამა („კვალი“, 1895, №46). სიტყვით გამოდის რაფიელ ერისთავის ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლის საღამოზე და „ივერიაში“ აქვეყნებს ადრესს რაფიელ ერისთავის ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავის გამო, რომელსაც ხელს აწერენ ქშწ-გ საზოგადოების გამგეობის წევრები.
რაფიელ ერისთავის პირად არქივში ინახება 1888 წელს დაწერილი ლექსი, რომელიც ეძღვნება ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივს“ და რომელშიც იუმორისტული ფორმით არის გამოხატული ამ პერსონაჟისადმი რაფიელ ერისთავის დადებითი დამოკიდებულება (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №77).
ამ ორი მოღვაწის ბიოგრაფიების უთუოდ საგულისხმო შტრიხია ის ფაქტი, რომ 1900 წელს ორივეს ირჩევენ მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული ბუნებათმეცნიერების, ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის საზოგადოების წევრებად („ივერია“, 1900, №321).
დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძესთან რაფიელ ერისთავს მრავალი საქმე აკავშირებდა. ისინი თავიანთი შემოქმედებითი, საექსპერტო-სარეკომენდაციო საქმიანობით იყვნენ არაერთი სხდომის, კრებისა და საბჭოს ერთობლივი მონაწილეები, მათ შორისაა წიგნის საგამომცემლო ქართველთა ამხანაგობის სხდომები (მესხი, 1950, გვ. 202-203); ქშწკგ საზოგადოების პირველი კრებები („დროება“, 1879, №101); ქშწკგ საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერისთვის სალიტერატურო-სასიმღერო საღამო, რომელშიც რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის გარდა, მონაწილეობდა აკაკი წერეთელიც (სეა, ფ. 481, 3); „მეფე ლირის“ დადგმისთვის საჭირო მსახიობების შესარჩევი კონკურსი, რომელიც გაიმართა ილია ჭავჭავაძის სახლში (ყიფიანი, 1964, გვ. 27); „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგენისა და გამოცემის სხდომები, სადაც ილია ჭავჭავაძესთან ერთად თანაშემწეობას უწევდა კომისიის თავმჯდომარეს - გრიგოლ ორბელიანს („დროება“, 1880, № 250); თბილისის საზაფხულო თეატრის სცენაზე გამართული სალიტერატურო-მუსიკალური საღამო („დროება“, 1876, №45) და ა.შ.
რაფიელ ერისთავის ეპისტოლური მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ძველი ხელნაწერების შეკრებასა და გამოქვეყნებას ეძღვნება. შედარებით გვიან, 1881 წელს, როდესაც უკვე მკაფიოდ არის გამოკვეთილი მისი ეს მისწრაფება და მოპოვებული აქვს შესაბამისი კომპეტენცია და ავტორიტეტი, ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით, ქშწკგ საზოგადოების სხდომაზე იღებენ დადგენილებას, რომ სწორედ მას დაევალოს გამომცემელ გრიგოლ ჩარკვიანისაგან შესასყიდი წიგნების შერჩევა (სეა, ფ.481, 2). სწორედ გრიგოლ ჩარკვიანი იყო 1870-იანი წლების ბოლოდან თბილისში ქართული წიგნის მაღაზიის მფლობელი, რომელსაც ჰქონდა არაერთი ქართული ხელნაწერი წიგნი. ამავე, 1881 წელს რაფიელ ერისთავსა და ნიკოლოზ ცხვედაძეს დაევალათ ბიბლიოთეკის პროექტისა და წიგნების შეგროვების გეგმის შედგენა (სეა, ფ.481, 2).
რაფიელ ერისთავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შეგროვებას ამ ფაქტამდე ბევრად ადრე იწყებს. ის უკავშირდება ინფორმატორებს, ბიბლიოფილებს და ინტერესდება ნებისმიერი შინაარსისა და წარმომავლობის ხელნაწერით.
რაფიელ ერისთავის პირად არქივში ინახება ფირუზ მაყაშვილის სამი წერილი (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №860-862), რომლებშიც ავტორი სიხარულით სწერს ადრესატს სამ ათეულამდე წიგნის მოძიების შესახებ. როგორც ჩანს, რაფიელ ერისთავი დეტალურად ინტერესდებოდა ამ წიგნების მფლობელების ვინაობებითა და ამ არტეფაქტების დაცულობის ისტორიით, რაზეც მოწმობს წერილების ავტორის საგულდაგულო აქცენტები. ფირუზ მაყაშვილს, რომლის წერილსაც აშკარად ეტყობა ბიბლიოფილებისთვის დამახასიათებელი, ვნებამდე მისული ძალისხმევა წიგნების მოპოვების საქმეში, თავის წრეში მოუძიებია 29 ხელნაწერი, რომელთაგანაც ორი - „ფუტკარი“ და „დილარიანი“ (სარგის თმოგველის ამ სახელწოდების თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა, ეს სახელი ზაქარია ჭიჭინაძეს უწოდებია სხვა თხზულებისთვის. ამის პარალელურად, არსებობდა ასევე პეტრე ლარაძის ამავე სახელწოდების ტექსტი) - წერილთან ერთად გამოუგზავნია რაფიელ ერისთავისთვის.
როგორც წერილებიდან ირკვევა, რაფიელ ერისთავისთვის მოძიებული წიგნების თემატური რაობა ასეთია: აგიოგრაფიული და საღვთისმსახურო ძეგლები, საქართველოს ისტორია, ნათარგმნი ტექსტები, ენათმეცნიერება... ხელნაწერების მფლობელთაგან ნახსენები არიან კიკო თადიაშვილი, გრიგოლ მაყაშვილი, სვიმონ მაყაშვილი, ექვთიმე ნიკოლიშვილი, ვინმე ქობულაშვილი, გიორგი ჯორჯაძე, გიორგი ჩოლოყაშვილი.
ფირუზ მაყაშვილი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში ნახსენებია კიდევ ერთგან - კირიონ საძაგლიშვილის არქივში, რომელშიც სთხოვს, მისი შუამდგომლობით თავადაზნაურთა სასწავლებლის მოსწავლეებს - რევაზ გაბაშვილს, ჯავახიშვილსა და აბდუშელიშვილს (მათი სახელები არ არის იდენტიფიცირებული) მისი ეპარქიის სასულიერო პირებმა დაათვალიერებინონ ამ ეპარქიის უძრავი კულტურის ძეგლები (კკსსხეც, კირიონ საძაგლიშვილის არქ. №1468).
ეს წერილები 1875 წლისაა. უშუალოდ რაფიელ ერისთავის მიერ შესრულებული ტექსტი კი, რომელშიც ის სწორედ ხელნაწერთა შეგროვება-გამოცემის ინიციატივის მნიშვნელობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს ამ საქმეში ფართო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას, უთარიღოა. ის ასეთი თხოვნით მიმართავს ჩვენთვის არაიდენტიფიცირებულ ადრესატს, ვინმე ნესტორს: „თბილისში რაოდენთამე პირთა გამოაცხადეს მხურვალე სურვილი დაბეჭუდისა ძუჱლის ქართულის წიგნებისა, სიგელთა სიმრავლე დროისა ძალით ძველდება, ლპება და იკარგება ჩუ᷉ჱნთჳის უსარგებლოდ და უნაყოფოდ. კეთილი ესე ჰაზრი უწინაც რაოდენჯერმე აღმოჩენილა ჩუ᷉ჱნ შორის, მაგრამ ვერ შესრულებულა სხუ᷉ად სხუ᷉ათა მიზეზთა გამო, რომელთა რიცხუში უმეტესი ნაწილი მიეწერება ჩუ᷉ჱნთავე დაუდევნელობასა, რადგანაც - დასწყევლოს ღმერთმან - ვიყავით როგორღაც გულაყრილნი ჩუ᷉ჱნეს სამშობლოს ენაზედ“ (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №360).
შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს წერილი დაწერილია ილია ჭავჭავაძისა და სერგეი მესხის თაოსნობით, თხზულებებისა და სახელმძღვანელოების გამოსაცემად თბილისში წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობის ჩამოყალიბების, 1875 წლის ოქტომბრის შემდეგ. წერილში ნახსენებია პლატონ იოსელიანის გარდაცვალების თარიღი, 1875 წლის ნოემბრის ბოლო, რაც ზედა ქრონოლოგიურ ზღვარში აქცევს წერილს. როგორც ჩანს, რაფიელ ერისთავს, წიგნის გამომცემელთა ამხანაგობის კომიტეტის წევრს, მეტად ოპერატიულად უმოქმედია და ამ ორ ფაქტს შორის პერიოდში, ერთი თვის განმავლობაში, ამ საქმისთვის საიმედო რამდენიმე პირისთვის მიუმართავს. ამ წერილის ადრესატების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იმავე წელს, ე.ი., დარჩენილ ერთ თვეში, რაფიელ ერისთავს საიმედო პირების დახმარებით, სამ ათეულამდე ხელნაწერის გზა-კვალისთვის მიუგნია.
რაფიელ ერისთავი წერილში ჩვენთვის უცნობ ადრესატს, ვინმე ნესტორს, სთხოვს, რაც შეიძლება მალე მოჰყვეს რეაგირება ამ ინიციატივას, გაჩნდნენ ხელმოწერის მსურველები და წინასწარი შეწი რულობით უზრუნველყონ მოძიებული და კარგად შესწავლილი ხელნაწერების გამოცემა, სხვა შემთხვევაში, წერილის ავტორი ქართული ხასიათის ერთ მძიმე მანკიერებაზე ამახვილებს ყურადღებას: „ამ აზრის აღსრულებას აღარ უნდა დაყოვნება, თვარემ გული ქართველისა პირველს დაწყებაში ფრიად ფიცხი, შემდეგ მალე აგრილდება, მალე ჰსწყინდება მას კარგიცა და ავიცა“ (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №360).
როგორც ჩანს, ყველაზე კომპეტენტური ამ საქმეში ამ დროს იყო პლატონ იოსელიანი. სწორედ მას, როგორც „ქართულის ენისა მცოდნეს“, მიენდო „განხილვაცა ძუ᷉ჱლის წიგნებისა, რომელნიცა არიან განმზადებულნი დასაბეჭდავად, რათა დაიცუ᷉ას მან ბეჭუ᷉დაში სრულიადი კანონი მართლწერისა, რომელიცა ჩუ᷉ჱნს ჟურნალებში უმეტეს ირღუ᷉ევა გამოუცდელობისა გამო მწერალის“ (კკსსხეც, რა ფიელ ერისთავის არქ. №360).
საყურადღებოა, რომ აქ წერილის ავტორი არა მხოლოდ მასალის შეგროვებაზე, არამედ საგამომცემლო კონცეფციაზეც საუბრობს.
აქვე უნდა ითქვას, რომ რაფიელ ერისთავმა მის მიერ მოძიებული და თავმოყრილი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. დღეს ამ საზოგადოების მემკვიდრეობა ინახება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ქართულ ხელნაწერთა S-კოლექციის შემადგენლობაში. რაფიელ ერისთავის პირად არქივში დაცული ცნობები ხელნაწერთა მფლობელების, გამავრცელებლების, გამყიდველების შესახებ ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა. საგულდაგულო კვლევის საგანია მის პირად არქივში ნახსენები ხელნაწერების იდენტიფიკაციაც.
რაფიელ ერისთავის ეპისტოლური მემკვიდრეობიდან მის ეთნოლოგიურ და ფოლკლორულ ინტერესებს ათვალსაჩინოებს ეთნოლოგის, სასულიერო პირის, ბესარიონ ნიჟარაძის წერილები (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №872-874). როგორც ამ მასალიდან ჩანს, მასთან ინტენსიური მიმოწერა უნდა ჰქონოდა რაფიელ ერისთავს.
ბუნებრივია, მას, როგორც ეთნოლოგსა და ლექსიკოგრაფს, ცხოველი ინტერესი უნდა ჰქონოდა მეგრული და სვანური ენების მიმართ. სავარაუდოა, რომ ინტერესს მეგრული ენისა და ფოლკლორის მიმართ სამეგრელოში მუშაობისას იქვე იკმაყოფილებდა, მისთვის სასურველ თემებზე პასუხს ადგილზევე ეძებდა, თუმცა, სვანურ ენასთან დაკავშირებული კითხვებით მიმართავდა ბესარიონ ნიჟარაძეს. მისი რაფიელ ერისთავთან გაგზავნილი წერილები შეიცავს იმ სვანური ფრაზების თარგმანებს, რომლებითაც ადრესანტი ინტერესდებოდა. უნდა ითქვას, რომ მისი ინტერესი უფრო მიმართულია არა ნეიტრალური სვანური ლექსიკის ფარდი ქართული ელემენტების მოძიებისკენ, არამედ - არა პირდაპირი ნათქვამების, ფრაზეოლოგიზმების, იდიომების, შორისდებულების კონტექსტური და გარეტექსტური მონაცემების იდენტიფიკაციისკენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც რაფიელ ერისთავისთვის საინტერესო, მისივე ხელით ჩამოწერილ განსამარტავ ერთეულებს ბესარიონ ნიჟარაძე იქვე, იმავე ფურცელზევე, ურთავდა განმარტებებს და უკანვე უგზავნიდა ადრესატს მისთვის საჭირო ინფორმაციით. მაგალითად, კითხვაზე - „რაფერია „შდავალი?“ - მერცხალს ხომ არ ჰგავს? - პატარა გრგვალი ნაჩვრეტიანი ბუდე ხომ არ იცის?“, უპასუხებს ასე: „მოშაო, მერცხალს ჰგავს, ბუდე ისეთივე იცის, როგორც მერცხალმა და იმ ადგილს იკეთებს, სადაც მერცხალი“. განუმარტავს, როგორი ცხვირი აქვს პაჟვს, მხეცის, ფრინველის თუ კაცის ან კიდევ: „ლეღვლიაქ“ = 11/2 ფუთი. რის ფუთი? - პური, ქერი, მარილი, თუ ....? (საწყაოებში სულ ასეა მოხსენებული და რა ნივთიერებისაა, ის კი არა სჩანს)“ ან „მაქას“ რა დაუშავებია, რომ იმის სული ჯოჯოხეთში დასტოვა ქრისტემ და ა.შ.
ამ წერილში საინტერესოა აგრეთვე რაფიელ ერისთავის მიერ სვანური ენის ფონეტიკური აღქმის ხარისხი. რაკი ის, დიდი ალბათობით, მოსმენილ, სხვისგან გაგონილ ფრაზებს ფლობს, ჩანაწერში სვანური ენის ფონეტიკურ სპეციფიკას აფორმებს თანამედროვე სალიტერატურო ენის ფორმებით: არ იყენებს უბრჯგუს (ანაცვლებს ასო ვ-თი), დამატებით ნიშანს - (ანაცვლებს ასო უ-თი), ასევე დიაკრიტიკულ ნიშნებს, უმლაუტიან და გრძელ ხმოვნებს (მაგალითად, სვანური ენისთვის დამახასიათებელი ო̄-ს ნაცვლად წერს გაორმაგებულ ო-ს - „გელოოდ / გელო̄დ; ამგვარივეა ე-ს შემთხვე ვა - ჯეერი / ჯე̄რი).
რაფიელ ერისთავი დაინტერესებულა ბესარიონ ნიჟარაძის ეთნოგრაფიული სტატიების რუსულად თარგმნით. ამისთვის ის, დიდი ალბათობით, რაფიელ ერისთავისვე თხოვნით, უგზავნის საკმაოდ ვრცელ ტექტსებს, თუ რა არის ჭინკა, მაჯლაჯუნა, ალი, ასევე მოკლე ნარკვევს მშობიარისა და ახალ შობილის მიმართ სვანეთში გავრცელებული ტრადიციების შესახებ.
რაფიელ ერისთავი იმდროინდელ საქართველოში ეთნოლოგიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის სფეროს ერთგვარი ლოკომოტივია. ისეთი მოღვაწე, როგორიც არის ალექსანდრე როინაშვილი, თავს ვალდებულად მიიჩნევს, თავისი ექსპედიციის როგორც წინასწარი მარშრუტი, ისე ანგარიში წერილობით აცნობოს მას: „ჩვენ ამ ჟამათ დაღესტანში ვიმყოფებით და ვკრეფამთ დიდ ძალ მასალებსა როგორც არხეოლოგისათვის, ისრე ეტნოგრაფისათვის და ანტროპოლოგისათვის. ერთის სიტყვით, დიდძალი მასალა მოვკრიფეთ. ამ დაღესტანში შემხვდა მოსკოვის არხეოლოგიური საზოგადოების მწევრი გრაფ უვაროვისაგან გამოგზავნილი დიმიტრი ანუჩინი და როდესაც ნახა ჩემი მოკრეფილი მასალები და ნივთები საშინლათ გაუკვირდა და მითხრა, უთუოთ გაგაცნობ მოსკოვისა და პეტერბურგის არხეოლოგიურ საზოგადოებასთანო. დიდძალი ანდაზები, ჩვეულებანი და ლექსები და გამოცანებიც მოვკრიფე აქაურ სოფლებში. ტიპები და ვიდებიც ძრიელ ბლომად გადავიღე. რამდენიმე კარგი და ძვირფასი ნივთიც ვიყიდე“ (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №882).
წერილში საუბარია ცნობილ ანთროპოლოგსა და ეთნოგრაფზე დიმიტრი ნიკოლოზის ძე ანუჩინზე, რომელმაც ერთგვარად შეაფასა და ახსნა ალექსანდრე როინაშვილის მიერ მოპოვებული ზოგიერთი ექსპონატის როგორც კულტურული ღირებულება, ისე იდეოლოგიური არსი. ამ ექსპონატების მაღალი ისტორიული ღირებულების გამო დიმიტრი ანუჩინს მათი შესყიდვა მოუნდომებია, რაზეც თავის პასუხს ასე უხსნის წერილის ადრესატს: „ანუჩინმა მართლა კარგი ფასი შემამაძლია ზოგი ერთ ნივთში, მაგრამ მე საწყინოთაც მივიღე და უთხარი, მე ჩემს სიცოცხლეში ამ ნივთების გამყიდველი არ გავხდები მეთქი“ (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №882).
წერილებიდან აშკარად ჩანს, როგორი დიდი გავლენა იქონია ამგვარმა ურთიერთობებმა ალექსანდრე როინაშვილის ექსპედიციების ინტენსივობისა და ხარისხის ზრდაზე. უფრო მეტიც, წერილის ძირითადი საინფორმაციო საბაბი და თემა ის არის, რომ ალექსანდრე როინაშვილი, ექსპედიციების შედეგად ანგარიშგასაწევი კულტურული მემკვიდრეობის მფლობელი, გადაწყვეტს გახსნას მოძრავი მუზეუმი მინიმალური გადასახადით და შემოსული თანხა კვლავ სიძველეების შესყიდვას მოახმაროს. სწორედ ამ საქმეში ხელშეწყობას, სარეკომენდაციო ხასიათის დახმარებას სთხოვს რაფიელ ერისთავს.
ერთი შენიშვნა: რაფიელ ერისთავს დავით ერისთავი ალექსანდრე როინაშვილის მოსკოვის გამო ფენაზე გასაგზავნი ფოტოების ანოტაციების ორთოგრაფიულად გამართვას სთხოვს: „როინოვისაგან მომივიდა გადაღებული სურათები, მთხოვს რომ მოსკოვის გამოფენაში გავგზავნო. რადგანაც ზედ წარწერა უზა და როინოვი ორთოგრაფიაში სუსტად გახლავს, ამიტომ ვარჩიე, თქვენა გთხოვოთ ამის გასწორება...“ (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №514).
როგორც წერილებიდან ჩანს, სწორედ რაფიელ ერისთავია საქართველოში საკვლევად და სამუშაოდ ჩამოსული უცხოელი ნატურალისტებისა და ბუნებისმეტყველების გზის გამკვალავი და მიმართულების მიმცემი. მათ შორის არის რუსი გეოგრაფი, ბიოლოგი და ეთნოლოგი ვასილი ოშანინი, რომელიც მიემგზავრება სვანეთში ქვეწარმავლების შესასწავლად და რომლის დახმარებასაც მას მამია გურიელი სთხოვს.
როგორც წერილებიდან ჩანს, რაფიელ ერისთავი ერთგვარ დახმარებას უწევდა არნოლდ ზისერმანს. ის ჩვენამდე მოღწეული, რაფიელ ერისთავთან 1849-1856 წლებში გაგზავნილი შვიდი წერილის ავტორია. ამ წერილების მთავარი თემა არის მისი მოგზაურობა კავკასიაში - დაღესტანში, ჩეჩნეთში. ბუნებრივია, რაფიელ ერისთავის რჩევებსა და რეკომენდაციებს მისთვის დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. კავკასიაში მიღებული ხანგრძლივი და მდიდარი გამოცდილება არნოლდ ზისერმანმა გააერ თიანა თავის საგულისხმო ნაშრომში „25 წელი კავკასიაში“.
ერთ-ერთ ადრინდელ, 1848 წლის წერილში პლატონ იოსელიანი ურჩევს რაფიელ ერისთავს, რომ „ვესტნიკში“ გამოსაქვეყნებლად ლექსების ნაცვლად გამოგზავნოს აღწერილობითი, სტატისტიკური და ისტორიული მონაცემებით გამდიდრებული ანალიტიკური ხასიათის ნარკვევები. პირდაპირ უთითებს, დაწეროს სტატია კახეთისა და მისი შემოგარენის შესახებ (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №818). გიმნაზია ახალად დამთავრებული რაფიელ ერისთავისთვის შესაძლოა, სწორედ ეს წერილი გამხდარიყო იმის სტიმული, რომ შემდეგ ასე ინტენსიურად ეკვლია საქართველოს სხვა დასხვა კუთხე (სვანეთი, სამეგრელო, იმერეთი, თუშეთი...) ეთნოგრაფიული, ფოლკლორული თუ ისტორიული თვალსაზრისით.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული რაფიელ ერისთავის პირადი არქივის ეპისტოლური მემკვიდრეობის ყველაზე დიდი ნაწილი (საერთო ჯამში, 65 წერილი) (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქივი №386-451) ეკუთვნის ცნობილ ისტორიკოსს, აღმოსავლეთმცოდნეს, კავკასიოლოგს ადოლფ ბერჟეს. დოკუმენტური მასალის თანახმად, ადოლფ ბერჟესა და რაფიელ ერისთავს აქტიური ურთიერთობა აქვთ 1855-1864 წლებში. რაფიელ ერისთავის ფონდში დაცულია მხოლოდ ბერჟეს წერილები მის მიმართ. არსებული კორესპონდენცია მეტწილად საქმიან ხასიათს ატარებს. ამ წერილებიდან ვიგებთ, რომ ადოლფ ბერჟე რაფიელ ერისთავს ინტენსიურად უგზავნიდა გაზეთებს, წიგნებს, კატალოგებსა და სხვა მასალას. რაფიელ ერისთავი კი, თავის მხრივ, აწვდიდა მას მარი ბროსესთვის საჭირო ისტორიულ დოკუმენტებს, მათ შორის, მარტვილის, ცაიშისა და ხობის მონასტრების გუჯრების პირებს.
წერილების ადრესატი პერიოდულად იღებს ცნობებს რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების, ასევე კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის საქმიანობაზე, რომლის შექმნის ინიციატივა ეკუთვნის ბარონ ალექსანდრე ნიკოლაის და რომელიც სწავლობდა და აქვეყნებდა კავკასიის ისტორიისთვის მნიშვნელოვან საარქივო მასალას, რომლის თავმჯდომარედაც ადოლფ ბერჟე 1864 წელს დანიშნეს. შესაბამისად, ამ პოზიციაზე მყოფი ადოლფ ბერჟე, რომელსაც გაცილებით მეტი მასალისთვის მიუწვდება ხელი, ხშირად უგზავნის ადრესატს ნაშრომებს კავკასიის შესა ხებ, თვითონ კი სთხოვს, შეუგროვოს სვანური, აფხაზური და სხვა ხალხური სიმღერები, შეუდგინოს სამეგრელოს სოფლების სია. 1862 წელს სთხოვს ცნობებს სამეგრელოს გლეხობის შესახებ. რაფიელ ერისთავი ბერჟესგან იღებს ცნობას, რომ მუშაობს სპარსულ ლექსიკონზე, რომელიც მან 1868 წელს ლაიფციგში გამოსცა; ხშირად სთხოვს წერილს კავკასიის კალენდრისთვის. აცნობებს, რომ დაასრულა სამეგრელოს შესახებ ნაშრომის პირველი თავი.
ამ წერილების მეშვეობით ადრესატმა იცის ადოლფ ბერჟეს გადაადგილების დეტალური მარშრუტი, თუ როდის იმყოფება თეირანში, როდის - დრეზდენსა და პარიზში, სადაც ის კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის დავალებით გაემგზავრა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიული შემადგენლობის გასამდიდრებლად, კავკასიის შესახებ სხვადასხვა დარგის სამეცნიერო ლიტერატურის შესაძენად.
რამდენიმე წერილში საუბარია იმაზე, როგორ ზრუნავს ადოლფ ბერჟე რაფიელ ერისთავის სამეგრელოდან გადმოყვანაზე, სადაც ის მუშაობდა ზუგდიდის მაზრის უფროსად. ასევე აცნობებს, რომ მის სტატიას თუშეთის შესახებ მეცნიერებათა აკადემიამ კარგი შეფასება მისცა.
1856 წლის წერილიდან ჩანს, რომ რაფიელ ერისთავი აპირებს სპექტაკლის დადგმას ქუთაისში. ადრესატი იგებს, რომ 1895 წელს იგეგმება ფაიფურის ქარხნის გახსნა, რომ რიონის ხეობაში მიემგზავრება ბუნებისმეტყველი, ეთნოგრაფი, კავკასიის მუზეუმისა და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გუსტავ რადე.
1862 წლიდან მარი ბროსესა და რაფიელ ერისთავს შორის შუამავლობს ადოლფ ბერჟე. მარი ბროსე ბერჟეს მადლობას უხდის რაფიელ ერისთავის მიერ გამოგზავნილი მარტვილის, ცაიშისა და ხობის გუჯრებისთვის. იმედოვნებს, რომ მათში ბევრი საინტერესო ცნობა იქნება თავადების გენეალოგიისა და ეპისკოპოსების რიგის შესახებ ისევე, როგორც ამ მხარის სოციალური ყოფის გასაცნობად. სინანულით საუბრობს იმაზე, რომ ძალიან ცოტაა შემორჩენილი XVII საუკუნეზე ადრინდელი საბუთი.
როგორც ჩანს, 1870-იანი წლების დასაწყისიდან მარი ბროსე პირადად ურთიერთობს რაფიელ ერისთავთან. „მივიღე ბატონ ერისთოვისაგან სომხური კალენდარი. დიდი ხანი არ არის, რაც მე მას ვსთხოვე ამის შესახებ. როგორც ჩანს, ის ძალიან ღირსეული ადამიანია“, - სწერს 1874 წელს ადოლფ ბერჟეს (ბროსე, 1874, გვ. 33-34).
1862 წელს რაფიელ ერისთავთან შეხვედრას ადოლფ ბერჟე ასე აღწერს: „ბორნით გადავედი მდინარე ხოფზე (Khopi) და თითქმის იმავე წამს დავინახე კავალკადა, რომელიც ჩემკენ მოემართებოდა. ეს იყო თავადი რაფიელ ერისთავი, წამოსული ზუგდიდიდან ჩემს დასახვედრად. თავადი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია კავკასიაში. მას ეცვა ევროპული კოსტიუმი, თავზე რუსული კასკეტი ეხურა, მის ირგვლივ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი მეგრელები იყვნენ. ეს ის თავადი ერისთავია, რომელმაც შესანიშნავად აღწერა მის მიერ მოვლილი და დაწვრილებით შესწავლილი თუშეთის მთები. თავადს სურდა ჩემთვის სამეგრელოს გაცნობა და ამიტომ არ მომშორებია ამ მხარეში ჩემი ყოფნის დროს. მე ალბათ ვერ გამოვხატავ მადლიერებას ჩემს მიმართ გამოვლენილი კეთილი დამოკიდებულებისათვის“ (ბერჟე, 2021, გვ. 89-90).
ყირიმის ომის (1853-1856) დროს, 1855 წლის ოქტომბერში, ომერ ფაშას მეთაურობით თურქების ჯარმა სამეგრელოს სამთავრო და მისი პოლიტიკური ცენტრი, ზუგდიდი დაიკავა. ნოემბერში ქართველთა სახალხო ლაშქარმა გენერალ-მაიორ გრიგოლ დადიანის (1814-1901) მეთაურობით ზუგდიდი დამპყრობლებისაგან გაათავისუფლა, თუმცა, თურქებმა მას დიდი ზიანი მიაყენეს, გაძარცვეს და გადაწვეს იგი, დაწვეს მთავრის სასახლე, გაანადგურეს ბაღი (ბერჟე, 2021, გვ. 97). სწორედ ამ დაზიანებული და გადამწვარი ბაღისა და შემოგარენის აღდგენა დაევალა ზუგდიდის მაზრის უფროსს, რაფიელ ერისთავს. ადოლფ ბერჟე აღწერს, როგორი ბრძნული გონიერებით დაგეგმა მეგრელი გლეხების ბუნებისა და მისწრაფებების კარგად მცოდნე რაფიელ ერისთავმა იმ დროს გადაუდებლად საჭირო ინფრასტრუქტურა.
რაფიელ ერისთავისა და მარი ბროსეს ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაცული მიმოწერა ბევრად უფრო ადრინდელია. ამ დოკუმენტური მემკვიდრეობიდან ჩანს, რომ 1849 წელს მარი ბროსე მუშაობს რაფიელ ერისთავისთვის საჭირო, სულ მცირე, სამ საკითხზე: 1. არაგვის ერისთავთა გენეალოგიაზე, 2. ფშავ-ხევსურთა რუსეთის ხელ მწიფესთან - ალექსი I მიხეილის ძე რომანოვთან (1645-1676) 1657 წელს გაგზავნილი წერილების ტექსტზე, რომლის შესახებ რაფიელ ერისთავმა მარი ბროსესგან შეიტყო და 3. პეტერბურგში მოღვაწე დიმიტრი ერისთავზე, არაგვის ერისთავთა შთამომავალზე, რომლის შესახებაც ცნობების მოძიება რაფიელ ერისთავმა მარი ბროსეს სთხოვა.
რაფიელ ერისთავის წერილიდან ჩანს, რომ მას მიუღია არაგვის ერისთავთა ბროსესეული გენეალოგია, შესადარებლად კი უგზავნის თავისას, საკუთარი პაპის მიერ შედგენილს. თეიმურაზ I-სა და ალექსი მიხეილის ძეს შორის გამართულ მოლაპარაკებაში ჩართულ ფშავ-ხევსურთა მიერ გაგზავნილი წერილის ტექსტების შესახებ რაფიელ ერისთავი მარი ბროსეს ერთ დაზუსტებას სთხოვს: „ახლა მცირედი სათხოვარი მაქვს თქვენთან - თქვენ რომ გებოძებინათ ჩემთვის ორი, თუშთ-ფშავ-ხევსურთაგან მიწერილი წიგნები ალექსი მიხეილის შვილთან, იმაში არის ნახსენები სახელები თუშებისა მამისშვილობით, როგორც იციან რუსთა, ესე იგი, იქ სწერია: „გრიგოლ მაქსიმიჩ“, მაშინ როდესაც არც თუშთ და არც ქართველთ არ აქვსთ ჩვეულება ესრე დარქმევისა, გარნა ასე იციან მარტო რუსებმა. Иван Иванич, Васил Яковлевич და სხვანი. ამისთვის გკითხავთ და გთხოვთ მიბრძანოთ: იმ ნამდვილს წერილშიც აგრე წერია თუ არა და ან რა მიზეზით“ (ბროსე, 1950, გვ. 211). საგულისხმოა, რომ მთიელთა წერილების ეს უცნაური თავისებურება რეაგირების გარეშე არ დაუ ტოვებია რაფიელ ერისთავს, რადგან მიმართვისა თუ პირის იდენტიფიკაციის ამგვარი ფორმები არ იყო ნიშნეული მთიელთა ბუნებისთვის და ატარებდა ერთგვარ ნომენკლატურულ ელფერს.
ამ მიმოწერის ერთი მთავარი თემაა იმ დროს არსებული გამოცემების გაცვლა-გამოცვლა. 1855 წელს რაფიელ ერისთავი მარი ბროსეს, მისივე თხოვნით, უგზავნის შემდეგ ლიტერატურას: „ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა; ცისკრისა 1852 წლისა მე-11 N; ცისკარი სრული 12-ნი NN 1853 წლისა“. თავისი შეხედულებით კი სთავაზობს შემდეგ გამოცემებს: „გაყრა, 2. თილისმის ხანი, 3. მზის დაბნე ლება, 4. მე მინდა კნეინა გავხდე, 5. ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა, 6. ქმრები გავაბით მახეში, 7. ქმარი ხუთი ცოლისა, განა ბიძიამ ცოლი შეირთო. ქორწილი ხევსურთა ერთ წიგნათ. 8. უჩინმაჩინის ქუდი. 9. ვაი ჭკუისაგან (თარგმნილი რუსულიდგან). 10. ტიმოთეს მიმოსვლა. 11. მეფის თეიმურაზის ცხოვრება (არჩილიანი). 12. წყობილსიტყვაობა ანტონ კათალიკოზისა და 13. მოურავიანი“.
თვითონ კი სთხოვს შემდეგ გამოცემებს: „1. ვეფხვის ტყაოსანი, ორი ეგზემპლიარი. 2. ოქროპირ ბატონიშვილისაგან დაწერილი დრამა, ვეფხვის ტყაოსნიდან გაკეთებული (თუ იშოვე პეტერბურღში). თქვენგნით გამოცემული ქართულს ენაზედ წიგნი, რომელშიც იყო (როგორც მახსოვს) ლექსები ყაფლანზედ, აგრეთვე მეფის სოლომონისაგან მიწერილი წიგნი პაპთან და სხვა. ამას გარდა, თუ სხვა წიგნი გამოგიციათ როდესმე ქართულს ენაზედ, აგრეთვე ისტორია საქართველოისა (ფრანციცულითურთ) და სხვანი“.
რაფიელ ერისთავი მარი ბროსეს აგრეთვე სთავაზობს, გამოუგზავნოს მისი და დავით ჩუბინაშვილის მიერ გამოცემული წიგნების ათ-ათი ეგზემპლარი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი წიგნების გამოცემა პერიოდული ორგანოებითაც ცხადდება, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ქალაქელთათვის, სოფლის მცხოვრებლებმა კი, „სადაც უფრო არიან მსურველნი სყიდვისაც და წაკითხვისაც, ეს ამბები არ იციან“ (ბროსე, 1855, გვ. 214-216).
როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, 1884 წელს ილია ჭავჭავაძემ საგანგებო სადილი გაუმართა საქართველოში ჩამოსულ არტურ ლაისტს, რომელსაც რაფიელ ერისთავიც ესწრებოდა. გერმანელი მწერალი და პუბლიცისტი ქართველ მოღვაწეებს საქართველოში ჩამოსვლამდე დაუკავშირდა. რაფიელ ერისთავი იყო ერთი-ერთი მათგანი, რასაც ადასტურებს მის პირად არქივში შენახული ფრანგულენოვანი წერილი არტურ ლაისტისგან, რომელშიც სწერს, რომ განზრახული აქვს ქართველი მწერლების, მათ შორის რაფიელ ერისთავის, თხზულებების თარგმნა. იმედს გამოთქვამს, რომ ჩამოვა საქართველოში და პირადად გაიცნობს მას.
როგორც ვხედავთ, რაფიელ ერისთავი ურთიერთობს თავისი დროისთვის მოწინავე კავკასიელ ჩინოვნიკებთან, მეცნიერებთან, სწავლულებთან... ბუნებრივია, ამ კავშირს აქვს ორმხრივი ინტერესი - ჩამოსულებს ადგილობრივი პერიპეტიების გაგების, დაზუსტების, შესაბამისად, კვალიფიციური ინფორმატორების ყოლის სურვილი აქვთ. მეორე მხრივ, კავკასიასა და უშუალოდ საქართველოში ჩამოსულთა მოღვაწეობას ქართული მხარე იმ დროისთვის ერთგვარი ჩაკეტილობის გარღვევის, კავკასიასა და მთელ რეგიონთან ქვეყნის საერთო კულტურული და ინტელექტუალური ინტეგრაციის შესაძლებლობად მიიჩნევს.
რაფიელ ერისთავთან მიწერილი ათი წერილის (827-836) ავტორი ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი და გამომცემელი ივანე კერესელიძეა. რაფიელ ერისთავს ის დახმარებას სთხოვს არა მარტო თავისი გამოცემის საპუბლიკაციო მასალებით მომარაგებაში, არამედ ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, ხელმომწერების შეგროვებაშიც. ადრესატმა დეტალურად იცის, როდის რა ფინანსური თუ ინტელექტუალური საჭიროება აქვს მას. „მაშ დამეხმარენით ახლა, მიშველეთ... ჩემი შველა დახმარებაა იმ საგანზედ, რა საგანსაც ვადგევარ, ანტონ ფურცელაძე დავიჭირე სამუდამ თანამშრომლადა წელიწადში ოც და ათ თუმნათ. აბა სად ჯანაბიდამ მივცე. ქართველების იმედი მაქუს და იმ ქართველებთაგანი შენცა ხარ, შენც შენის მხრივ დამეხმარე და მწერლობითაც ნუ აიღებ ხელს, შენი წერა ჩემთვის საჭიროა, გეთაყვა რაფიელ“ - სწერდა ივანე კე რესელიძე 1866 წელს (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. 831).
რაფიელ ერისთავისა და ივანე კერესელიძის ამგვარ ურთიერთობას ამ დროისთვის უკვე მრავალ წლიანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1852 წელს, როდესაც ის სამეგრელოში, დავით დადიანის შვილების აღზრდაში მონაწილეობდა, რაფიელ ერისთავი ერთგულად ეხმარება მას და მარი ბროსეს სთხოვს: „მაქვს თქვენთან მცირედი სათხოვარი. ერთმა ჩემმა მეგობარმა ივანე კერესელიძემ შეადგინა ქართულს ენაზედ ხრისტომათია, რომელიც მანდ პეტერბურღს გამოგზავნეს აქედგან გასარჩევად, ახლა ვგონებ, რომ თქვენთვის საძნელო არ იყოს და ეს თხოვნა ამისრულოთ, რადგან თქვენ, ან ჩუბინოვს მიანდობენ მის გარჩევას. გთხოვთ მკაცრათ არ მოექცეთ ჩემს საწყალს მეგობარს და ნება დართოთ, რათა ეს ხრისტომათია მიიღონ ხელსამძღვანელათ სასწავლებლებშია, რომლისთვისაც დიდათ დაავალებთ თქვენს უმორჩილესს მონას და მარადის პატივისმცემელს თავადს რაფიელ ერისთავს“ (ბროსე, 1852, გვ. 212). ეს პროცესი კარგა ხანს გაგრძელებულა, 1855 წელს რაფიელ ერის თავი კვლავ უბრუნდება ამ თემას და ისევ ახსენებს მარი ბროსეს ამ სათხოვარს და თან რთავს ტექ სტში თამამად ჩარევისა და სწორების ნებას (ბროსე, 1855, გვ. 214). 1860-იანი წლების ბოლომდე სწორედ რაფიელ ერისთავია ივანე კერესელიძის ყოველი ახალი ლექსის თუ წერილის ადრესატი.
ივანე კერესელიძის თითოეული წერილი ხშირად თბილისში არმყოფი რაფიელ ერისთავისთვის არაერთი ამბის წყარო იყო. ადრესატი ავტორისგან იგებს ქართული თეატრალური დასის ადმინისტრაციულ და შემოქმედებით სიახლეებს. ხშირად სთხოვს შუამავლობას დიმიტრი ყიფიანთან თეატრის პრობლემების მოსაგვარებლად.
კიდევ ერთი დეტალი - რამდენიმე წერილში საუბარია უცნობ ქალზე, რომლის მიმართაც რაფიელ ერისთავი არ უნდა ყოფილიყო გულგრილი და რომელზეც აშკარად არ საუბრობენ: „მე და შენ რომ ვიცით ის ისევე ისე არის და მე ისე მგონია, რომ შენ გელოდეს და შენი ბედი იყოს“ (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №827). ეს პირი ერთგან საკუთარი სახელითაც არის მოხსენიებული. ამ მასალაში ასევე შევხვდებით საუბარს რაფიელ ერისთავის დელიკატურ ოჯახურ პრობლემაზეც. ვიგებთ, რომ საკუთარი ბაღებიდან უგზავნის კომბოსტოს, ყვითელი სტაფილოსა და ბოლოკის თესლს.
რაფიელ ერისთავი ზუგდიდის მაზრაში ყოფნისას მუშაობდა საგლეხო რეფორმაზე. დიმიტრი ყიფიანის მასთან გაგზავნილი წერილების მთავარი თემა სწორედ ეს რეფორმაა. ეს წერილები ურთიერთ პატივისცემითა და არგუმენტირებული პოლემიკის კულტურით გაჯერებული ტექსტებია (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №907-908). დიმიტრი ყიფიანთან რაფიელ ერისთავს სხვა სახის სამუშაო ურთიერთობის გამოცდილებაც ჰქონდა - მათ, ორივე დიდ მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, დაევალათ მეტად საპასუხისმგებლო და ანგარიშგასაწევი ვალდებულება - ეკონტროლებინათ სა ხელმძღვანელოების ენა („საისტორიო მოამბე“, 1978, ტ. 37-38, გვ. 28-29).
რაფიელ ერისთავია გრიგოლ გურიელის ორი წერილის ადრესატი, მათგან ერთი ეხება იმ პერიოდისთვის არცთუ უმტკივნეულო, მეტად საჩოთირო საკითხს - რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას საქართველოსა და, ზოგადად, დაპყრობილი ერებისადმი. წერილი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქმე გვაქვს არა უბრალოდ დისიდენტურად მოაზროვნე ავტორთან, არამედ - სამხედრო პირთან, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორთან, რომელმაც იმპერიის ბუნება შიგნიდან იცის. ეს ავტორი ჩვენ მიერ ზემოთ უკვე ნახსენები გრიგოლ გურიელია, რომელმაც ზუგდიდი და მთელი სამეგრელოს სამთავრო გაათავისუფლა ომერ ფაშას ჯარისგან.
ამ წერილის ერთი ტენდენციის თანახმად, რუსეთის იმპერიის მიერ ჩვენი დაპყრობის პირველ ეტაპზე ქართველ თავად-აზნაურებს ამ ქვეყნისადმი ნდობის საკმაოდ მაღალი ხარისხი და იმის რწმენა ჰქონდათ, რომ რუსეთის იმპერია თანაბარ დონეზე დააყენებდა დაპყრობილ ერებს, ადმინისტრაციული მმართველობითი ურთიერთობების დროს გაითვალისწინებდა ადგილობრივ ენას, ჩვეულებას, ზნეობას, ხასიათს, ადგილობრივ ყოფა-ცხოვრებას, ძველ ისტორიას და თანამედროვე რეალიებს. ავტორი თავადაც აღიარებს, რომ „პირველ უეჭველად ვჰგრწამდა მათი ძმობის სიყვარული და მათგან ბოძებული პირობაებიც“ (კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. 469).
ამ მოლოდინის გაცრუება ასეთ წერილს აწერინებს რაფიელ ერისთავისთვის: „აგერ ოთხმოცი წელიწადი არის, რაც რომ საქართველოში მართლ მადიდებელი რუსეთის მართებლობა სუფევს და არსებობს ვითარცა ერთ სარწმუნოებით ჩვენთანა შეკავშირებულნი ძმები; მაგრამ ყოვლად სანუგეშოდ ჩვენდა აქამომდე რას ვხედავთ: არცა ერთსა რუსთაგანსა მოუსურვებიათ ჩვენი დედა ენა, ჩვეულება, ზნეობა, ხასიათი, ადგილობრივი ბუნებითი ჩვენი ეროვნების ცხოვრება, ძველი და ახალი ისტორიულად შესწავლით და მის და შესაბამად მართლ მსაჯულება მიენიჭებიათ ჩვენთვის. არამედ ახლა კი ნათლად სჩანს განზრახულება და ხელოვნებითი მოქმედება მათი ჩვენი დაჩაგვრისათვის წინააღმდეგ ბუნებისა ჩვენისა, და მგონია, საზოგადოთ კაცობრიობისაცა, ეს გარემოება სამწუხარო ფაკტია თუ არა? მაშ ნუღარ გავიკვირვებთ, რომ ჩვენი ეტლი დღეს უკუღმა ბრუნავდეს“ (კკსსხეც, რა ფიელ ერისთავის არქ. 469).
ყველაზე მეტი იმედგაცრუება უკავშირდება იმას, რომ მეტად დამცირდა ქართული ენის სტატუსი, რასაც შესანიშნავი გასაქანი მიეცა ქართველ ახალგაზრდებში და სიამოვნებით დაივიწყეს ქართული ენა რუსული, ხშირად კი, ევროპული ენების ხარჯზე.
საგულისხმოა, რომ ამ მაღალი რანგის ჩინოვნიკის ასეთი მწვავე და პრობლემური საფიქრალის ადრესატი რაფიელ ერისთავია თავისი მაღალი სამოქალაქო რეპუტაციით, ეს მთავარ სათქმელს ამბობს მის პორტრეტზე.
რაფიელ ერისთავთან გაგზავნილი ეპისტოლური მემკვიდრეობის ეს ნიმუშები საინტერესო შესაძლებლობას გვთავაზობს ქართული ენის განვითარებაზე დაკვირვების თვალსაზრისითაც. იმის გამო, რომ რაფიელ ერისთავი სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა იდეოლოგიისა და აზროვნების წესის მქონე პირებისგან იღებდა წერილებს, აქ ვხვდებით ენის გახალხურების პოლიტიკის როგორც მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების, ისე გარდამავალ ნიმუშებს. არის შემთხვევები, როდესაც არ არის გამოყენებული ძველი ასოები, მაგრამ ფონეტიკური ჟღერადობა ნეიტრალურ გრაფემათა გამოყენებით არის მიღწეული. საგულისხმოა, რომ გვაქვს ადრესატის საკუთარი სახელის ვარიაციები: რაფაელ/რაფაილ, რაфიელ, რაფიელჯან. ძირითად შემთხვევებში მოხსენიებულია მამის სახელით, თანაც გადაბმული დაწერილობით - „დავითისძე“ ან „დავიდიჩ“.
ინტერპერსონალური კომუნიკაციის მთავარი მახასიათებელი მაინც ისაა, რომ არა საჯარო პუბლიკაციის, არამედ პირადი, გაუშუალებელი ურთიერთობის დროს ბევრად მაღალი ხარისხის ნდობასა და ავთენტურ შეგრძნებებთან გვაქვს საქმე. ძალიან ბევრი დეტალი, მათ შორის, მისალმების და დამშვიდობების ფორმულები, მიმართვის ფორმები ხშირად შეუმცდარად ამჟღავნებს როგორც, ზოგადად, საზოგადოებრივ ტენდენციებს, ისე პირად დამოკიდებულებებს. ამ თვალსაზრისით, ჩვენს საკვლევ წყაროებში გვაქვს ასეთი ვითარება: ადრესატისადმი მიმართვის ფორმებში ყველაზე ნაკლებია სტატუსის გარეშე, ნეიტრალური, მხოლოდ სახელით, სახელითა და მამის სახელით ან „ბატონობით“ მიმართვის ფორმები. ასეთი შემთხვევები გვხვდება ბესარიონ ნიჟარაძის (მაგრამ არა ყველა) წერილში. ყველაზე ხშირად მიმართავენ სოციალური სტატუსის გამომხატველი ფორმებით - „თავადო“ (7 შემთხვევა) და „კნიაზ“ (12 შემთხვევა). ასეთ ადრესანტებს შორის არიან ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე - გამორჩეულად ლიბერალური ხედვების პირებიც კი. „მოწყალე ხელმწიფეს“ (5 შემთხვევა) და „მის ბრწყინვალებას“ (3 შემთხვევა) აქვს მხოლოდ ფორმალური, შაბლონური, ინერციული ელფერი. ასეთი ფორმებით უფრო მიმართავენ თავადაც მაღალი სოციალური სტატუსის მქონე პირები. ერთადერთ შემთხვევაში სილოვან ხუნდაძე მიმართავს ფორმით „პოეტო“ და რაც ყველაზე თვალშისაცემია და რაც რაფიელ ერისთავის პორტრეტს უშუალობის, თანაბარ დონეზე ყოფნის, მარტივად მისასვლელობის, ახლობლობის შეგრძნებით წარმოაჩენს, არის მიმართვის ფორმა „ძმაო“. მას ასე 10 ადრესანტი მიმართავს.
რაფიელ ერისთავის სახე მასთან გაგზავნილი პირადი წერილების პრიზმაში რეკონსტრუირდება როგორც პროგრესული მოღვაწის პორტრეტი, რომელმაც მარტივად დაძლია თავისი ეპოქის სოციალური და ისტორიული სტერეოტიპები, თავისი პოტენციალი და შესაძლებლობები ყველაზე პროგრესული იდეოლოგიებისკენ მიმართა, შეძლო, ერთნაირად ყოფილიყო ყველა თაობის წარმომადგენლის საიმედო ადრესატი და, რაც მთავარია, საზოგადო საქმე აკეთა ისე, რომ მასში ადგილი ჰქონოდა ყველას, ძველ და ახალ თაობებად, რეტროგრადებად და ლიბერალებად კონფრონ ტაციული დაყოფის გარეშე.
* * *
ქვემოთ მოცემულია საზოგადო მოღვაწეთა რაფიელ ერისთავთან გაგზავნილი წერილები, რომლებიც ინახება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, რაფიელ ერისთავის პირად საარქივო ფონდში. წერილების სტილი დაცულია, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში, ტექსტის მართებულად გაგების არგუმენტით, დამატებულია სასვენი ნიშნები. რამდენიმე შემთხვევა მოტანილია კუპიურებით.
ალექსანდრე როინაშვილი
უძვირფასესო კნიაზო რაფიელ
ყოვლად მოწყალეს და შემძლებელს ღმერთს ვთხოვ თქვენსა დიდხანს სიცოცხლესა მთელისა ხალხისა და დავრდომილ სამშობლო ხალხის კეთილ დღეობისათვის.
გაუწყებთ ჩვენს ანბავსაც, კნიაზო რაფიელო! ჩვენ ამ ჟამათ დაღესტანში ვიმყოფებით და ვკრეფამთ დიდ ძალ მასალებსა როგორც არხეოლოგისათვის, ისრე ეტნოგრაფისათვის და ანტროპოლოგისათვის. ერთის სიტყვით, დიდძალი მასალა მოვკრიფეთ. ამ დაღესტანში შემხვდა მოსკოვის არხეოლოგიური საზოგადოების მწევრი გრაფ უვაროვისაგან გამოგზავნილი დიმიტრი ანუჩინი და როდესაც ნახა ჩემი მოკრეფილი მასალები და ნივთები, საშინლათ გაუკვირდა და მითხრა, უთუოთ გაგაცნობ მოსკოვისა და პეტერბურგის არხეოლოგიურ საზოგადოებასთანო. დიდძალი ანდაზები, ჩვეულებანი და ლექსები და გამოცანებიც მოვკრიფე აქაურ სოფლებში. ტიპები და ვიდებიც ძრიელ ბლომად გადავიღე. რამდენიმე კარგი და ძვირფასი ნივთიც ვიყიდე. მათ შორის ვიყიდე ერთი სპილენძის ფიგურა. დედაკაცი ზის სპილენძის განიერ სკამზე, ტიტველია. მეორე მხრით უჭირამს ყმაწვილი და ძუძუს აწოებს. თავზე ადგას დიდი ჯილღა და სკამს უკან თმები აქს ჩაშვებული. ანუჩინმა იცნო საოჯახო კერპათა ესე იგი იდოიათა და სთქვა, ეს ნივთი ამტკიცებს, რომ ძველსა დროში ოჯახში კერპი სცოდნიათ, როგორც ეხლა იციან ხატიო. მეორე ნივთი წარმოადგენს მამალსა უშველებელი კანჭებითა, ჯიჯლიბოთი, ღაღაბითა და ფთებიც გამოყვანილი აქს და შიგ ჩავა ნახევარ თუნგი წყალი, ასე რომ წყლის ანუ ღვინის ჭურჭლითაც იხმარება. ერთის სიტყვით, ვინც ხედამს, გაოცებული რჩები მის სიმშვენიარობითა და ხელოვნებითა. ეს ნივთები ძლიერ ძველ დროს ეკუთვნიან. ამის გარდა, სხვა ნივთებიც ბევრი ვიყიდე. ამ ზაფხულში დიდძალი სოფლები მოვიარე ამ დაღესტანში მათ შორის კულიწმაშიაც ვიყავი, ესე იგი სოფელ ჰქვია წმინდაში. ცუდახარშიაც კაზი კუმუხი სულ მოვიარე და სხვა მრავალი და რაც ამ სოფლებში ძველი ნივთი რამე შემხვდა, ძვირი იყო თუ იაფი, შევიძი ნე. ახლა როდესაც ამ წიგნსა ვწერ ბარგი ჩაბარგებული მაქს და დათუნას მონასტერში მივდივარ. ეს მონასტერი ძველ დროს ქართველებისა ყოფილა. მონასტრიდამ ყუნძახში გადავალ. ყუნძახიდამ ბოთლიხში და ამ უკანასკნელიდამ ისევ შურაში დავბრუნდები.
ახლა პატივცემულო რაფიელ, უნდა გაცნობოთ ჩემი განზრახვა. მე ეხლა იმდენი ნივთები შევყარე, რომ შესაძლისია ამ ჩემ მოგზაურობაში მოძრავი მუზეუმი ვიქონიო თანა და დავაწესო ერთ ან ორ შაური ხახვის ფასი და ამისათვის გთხოვთ უმორჩილესად, მომცეთ დარიგება როგორც სჯობდეს. მე კი იმ აზრისა ვარ, რომ რაც ამ მუზეუმიდან შემოვა, ისევ ძველი ნივთების შეძინებაზე მოვახმარო და შემდეგში ჩვენ პატივცემულ წერა კითხვის გამავრცელებელს საზოგადოებას შევწირო, ისე როგორც ადრე მომახსენეთ. დაიჯერეთ, კნიაზო რაფიელ, რომ ამ აზრსა ჩემში არა პირადი შეჭიროება და არა პირადი სიამოვნება ვერ ამოგლეჯს ჩემი გულიდამ. ანუჩინმა მართლა კარგი ფასი შემამაძლია ზოგი ერთ ნივთში, მაგრამ მე საწყინოთაც მივიღე და უთხარი, მე ჩემს სიცოცხლეში ამ ნივთების გამყიდველი არ გავხდები მეთქი. კნიაზო რაფიელ, ამ წერილში მოყვანილ ჩემ მიზანსა კარგათ შეიტყოფთ და ამ მიზანსათვისაც გთხოთ უმორჩილესათ, რომ მიიღოთ თუ არა ეს წერილი, მალე და მაშინვე გამომიგზავნოთ ის ძველი ფულები, რომელიც თქვენ გაბარიათ. ეს ფული იმისათვის უფრო მინდა თანა მქონდეს, რომ ვიცოდე, რომლისა მაქს და რომლისა არა, რომ მეტი და უსარგებლო აღარა ვიყიდო რა. გიგზავნით ამ წერილთან 7 მანეთსა და მაქს იმედი, რომ მალე გამომიგზავნით თემირ ხან შურაში მე აქედმამ ამ მარიანობისთვის თხუთმეტში ჩავალ შურაში.
აი ჩემი ადრესი
Г Теми-Хагнъ Шуру дагестански области
Фот. Роинову до востребование
დავშთები თქვენი მონა და დიდათ დავალებული ალექსანდრე როინოვი
1992-го 28 კათათვესა
ღუნიბი
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №882)
ილია ჭავჭავაძე
1
მისს ბრწყინვალებას თ. რაფიელ დავითისძეს ერისთავს,
თქვენი ჭირიმე, კნიაზო რაფიელ, ამ სტრიქონს ნუ ამოშლით. «Многая лето» ნუ თუ აკრძალული სიტყვაა? გეფიცებით, ამ ლექსს ამოუშლელად თვითონ ლუკა სტეფანისძეც კი დაუბრკოლებლად გაუშვებდა. თქვენი ჭირიმე, ლექსს ნუ წაახდენთ. პასუხის გება ჩემი იყო, თუ ვინმემ რამ შეჰნიშნოს.
თქვენი ილია ჭავჭავაძე
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №955)
2
საყვარელო კნიაზო
რაფიელ დავითისძე!
მე იმედი მქონდა ქართულთა წიგნთა მბეჭდავის საზოგადოების ფული მომეხმარა თქვენის იგავ-არაკთათვის, მაგრამ ამ საზოგადოებამ ამას წინად გადაჰსწყვიტა, რაც ფულია სულ ალექ. ჭავჭავაძის ლექსების ბეჭდვას მოახმაროს. თუ ამ გზით აღარა გახდარა, მე ვეცდები, სიით ფული მოვაგროვო და მაგით ხელი გაუმართო ჭიჭინაძეს.
თქვენი მარად პატივისმცემელი
ილია ჭავჭავაძე
21 ივნისი.
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №956)
3
თ. რაფიელ ერისთავს:
პარასკევს 1ს ივნისს სადილად სამს საათზე ჩემს სახლში მოწვეული მყავს თქვენი პატივისმცემელი გერმანიელი მწერალი არტურ ლეისტი. გთხოვთ თქვენც მობრძანდეთ.
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №957)
4
კნიაზო რაფიელ: თუ შეიძლება გაისარჯეთ და პატარა ხანს მობრძანდით ჩემთან: ძლიერ საჭირო საქმე მაქვს.
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №957)
ბესარიონ ნიჟარაძე
1 თებერვალი 1887 წ.
მოწყალეო ხელმწიფეო
რაფიელ დავითისძევ!
ბოდიშს ვიხდი თქვენთან, რომ სახლში ვერ გიახელ მეორეთ თქვენს სანახავათ. მიზეზი ის გახლდათ, რომ ქუთაისში ვიჩქაროდი. არ ვიცი, რამდენათ გასაგები იქნება თქვენთვის ჩემი თარგმანი, ეს კია, რომ ტექსტი სიტყვა-სიტყვით ვთარგმნე, ვგონებ თქვენც ეგრე გერჩიოსთ. რამოდენიმე შენიშვნა კიდევ: 1) ფრაზა „ჴიჩაანბღუ - ბაანბღუა“-ს იძახის (მღერის) ის კაცი, რომელსაც ზურგზე მეორე კაცი ჰკიდია. 2) „ლევღულაშ“ არსება არის, რომელსაც ეხვეწებიან გამრავლებას ღორებისას და პირუტყვისას. 3) „კალენდა“ ახალ წელიწადს ჰქვია საბატონო სვანეთში. 4) „ოვ“ უდრის ქარულს „ეი!“ 5) „გელოოდ, ბელოდ“ მგელია და არის ნათქვამი ასე, როგორც ქართულათ ვამბობთ: დათ ვო-დათუნავ, ჩიტო-ჩიტუნავ, კატა-კატუნავ და სხვა. ფრაზა: „ფისევხაბა“ პირდაპირ იქმნება: ფისი დაესხას, ხალხი ხმარობს შემდეგის აზრით: წაწყმდეს, დაიღუპოს, დასწყევლოს ღმერთმა! პირად რომ მენახეთ, უფრო კარგათ აგიხსნიდით მაგგვარებს; შეიძლება თარგმანი ბუნდათ გამოვიდეს. ჩემ სტატიის შესახებ პირადაც მოგახსენე და ახლაც გწერ: სიამოვნებით გაძლევთ ნებას გადათარგმნოთ რუსულათ. კარგი იქმნობდა, ვიცოდე, სახელდობ რომელს სტატიას თარგმნით; შეიძლება რამე ჩამემატა, რადგანაც ზოგიერთებში რაღაცეები გამომჩა.
მარად თქვენი პატივისმცემელი ბესარიონ ნიჟარაძე
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №872)
დიმიტრი ყიფიანი
1
Ваши бѣглые замѣтки, любезный Князь, совершенно и вполнѣ совпадаютъ моему взгляду и моему пламенному желанiю - провести дѣло такъ, что-бы ни отъ кого и ни откуда не падало на насъ нареканiй. - Подумайте, пока есть время и помогите, помогите не мнѣ, а дѣлу.
Настроенiе умовъ такоѣ у всѣхъ (т. е. за исключенiемъ чрезвычайно малаго меньшинства современныхъ), какъ и у Телавскихъ.
Какъ склонить это настроенiе къ тому, чтобъ согласились на до[...]ное разрешенiе вопроса:
а.) О собственномъ имѣнiи крестьян (вопросъ о скотѣ разрешается законами Ц. Вахт. и разрѣшается хорошо для крестьянъ)? и
в.) Объ усадьбахъ.
Указывать же источникъ денегъ, которыхъ просятъ, - они ни могутъ. Въ этомъ мы должны помочь; - просить денегъ за личную свободу - это, извините меня за них, вздоръ; не вѣдаютъ дочего просятъ! - Если просить за что нибудь, значитъ требовать; тогда какъ мы должны не требовать, а именно просить!
Подумайте до возврашенiе; а [...] считайте меня, какъ я Вамъ говорилъ, другомъ въ личномъ Вашемъ дѣлѣ, - хотья и считаю Васъ врагомъ, въ не личномъ моем здѣшнемъ дѣлѣ, - впредь до разясненiе недоразумѣнiй.
Самый злѣйшiй врагъ человѣка это - недоразумѣнiе.
Д. К.
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №907)
2
Любезный сынокъ Князь Рафаилъ!
Прошу Васъ пожертвовать часами двумя совѣщанию со мною о нашемъ общественномъ дѣле и для этого завернуть ко мнѣ завтра въ 10 или 11 часовъ утра. Княгиня Ваша будетъ скучать безъ Васъ; но еслибъ и ей было возможно пожаловать вместѣ съ Вами, я былъ бы тѣмъ искреннѣе радъ, что быть можѣтъ на долго буду лишенъ удовольствiй быть оченъ миломъ и прекрасномъ обществѣ.
Вашъ посаженый
Д. Кипиани
Четверг.
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №908)
ივანე კერესელიძე
1
მაისის 21-ს. 1856 წელს ტფილისით.
ძმაო რაფაელ!
ძლივს ერთი მეღირსა შენგნით წიგნის მოწერა და შენც ძლივს გეღირსა განცხადების მიღება... აბა ახლა შენ იცი, როგორც დამეხმარებით, მაგრამ სად შენი აქ ყოფნა და სად მანდა, გეთაყვანე რაფაელ, რომ ეცადნეთ ჴელის მომწერთათვის, შენ მანდ ახლა ძალიან შეგიძლიან, თუ ღუბერნატორს განკარგულება მოახვდენინე, უფრო კარგი, აქ კი თუმანოვმა ეცადა ღუბერნატორთან, და მიაწერინა ყოფილ უეზდების ნაჩალნიკებთან. თუ ეს განცხადება ცოტა იყვეს, შემატყობინეთ, კიდევ გამოგიგზავნი. ამასთანავე გამოგიგზავნეთ სია ჴელის მომწერთა. დაწვლილებით დაანიშვნინეთ: ვინ სადა სდგას? შემდგომში არ მოხვდეს უწესობა, მაიცა, ჩემო რაფიელ, მე შენ გაცნობებ ახლა ჩემს თავს, თუ არ გადაფარო რუსეთის სალიტერატურო ჟურნალის რედაკტორები! ამითი უფრო მაქვს იმედი, რომ შენისთანა პოეტი თანამშრომელათა მყვანან, მგონია კი, რომ არ მოგასვენებენ იმერეთის მუზები და დღე-ღამ თავს გეხვევიან. მაგრამ ესეც უნდა გითხრა, რომ როგორც ქრისტე აღზდგა საფლავით, ისე შენი ნატო მობრუნდა, ნუ გეშინიან, შენი ბედია უთუოთ, აქ ვიძახი, რადგანაც იმას არ მისცეს, ამისთვის ღმერთმან დასაჯა მეთქი, ახლა მე აღმითქვეს და კიდეც მობრუნდა. აი, კიდევ სხვა სუჟეტი რომანისა, წერე და წერე! ჯერ ეს საკმაოა მოსაწერად, შენი ჭირიმე, რომ ძალიან უნდა ეცადნეთ ჴელის მომწერთათჳს და ამასთანავე სტატიების გამოგზავნაზედ. ეგება იყვნენ მანდაც მწერლები, ურჩიეთ ჩვენი თანამშრომლობა და თხზულებების გამოგზავნა. აქ ჩვენ დიდი ამბავები გვაქვს და ლიტერატორთ ვაჩერებთ კვირაში ერთხელ... დედაჩემმა მადლობა მოგახსენათ მოკითხვისათვის და შენს ნახვას ღმერთსა სთხოვს.
შენი, სამარემდენ და იმას იქით
პ. რ. დ. და მ. ივ. კერესელიძე
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №828)
2
20 სეკტემბერს 1862 წ.
ტფილისი
საყუარელო ძმაო რაფიელ!
შენი პროზა მივიღე, რომელსაც დავბეჭდავ დიდის კმაყოფილებით, თუმცა მეც გამათრახული ვარ ერთის მხრით და მეორეს მხრით კიდეც მამართლებ. მაინც მთლიანი მომეწონა. ახლა გიგზავნი ერთს ჩემს ნაჩხაბს, რომელიცა დავწერე თელავში უქმობის დროს. შენზედ კარგს მსჯელს ვერა ვპოვებ. გთხოვ, როგორც იცოდე, ისე გამართო, გაასწორო, დააკლო, მოუმატო, ერთის სიტყვით, როგორც შენი ნება იყოს და დროით გამამიგზავნო!..
მარად შენი, სიკვდილამდენ ერთგული ივ. კერესელიძე
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №830)
3
1867 წ. 3 თებერვალი
საყვარელო ძმაო რაფიელ!
შენი წიგნი მივიღე და ისე ღმერთმა ნუ დაგილიოს სიხარული, როგორც მე გამეხარდა და ვისიამოვნე, რომ ჩემის საქმისათვის იმედსა მწერ. და უფრო ამისათვის, რომ მანდ ამოსვლას და ხარჯს მომარჩინე, არა ვიცი, რა კაცი ვიქნები, რომ არ გადაგიხადო სიკეთე, ღმერთმა მიცოცხლოს შენი თავი, ღმერთმა გიცოცხლოს კარგი ცოლ-შვილი, რომ პატრონათ შენ გამამიჩნდი თორემ მაგ ტიელს ქვეყანაში, ვინ მყავს მოსარჩლე. თუმცა შენ ჩემგან ჭკუა არ გესწავლება, მაგრამ როცა ელაპარაკებოდე ჩემ საქმეზედ მაგ გადარეულს ხალხს, ასე უთხროდე, თუნდა ჩემს მაგიერ, რატომ სასახელოთ არ მიგაჩნიათ, რომ ჩემისთანა საქვეყნო კაცი თქუენ გევედრებით და გეთვისებით თქო; შენ იცი, უკეთ, მე რა მოგწერო, თუ კაცი ვარ, გადაგიხდი რაფიელჯან, რითაც კი შემეძლება, ახლა მექნება მოლოდინი შენის წიგნისა, რამწამს გათავდება კეთილათ, იმედი მაქუს ორს შაურს არ დაიშურებ და გამახარებ, რომ მწერ ცისკარებისთვის და გუთნის დედებისათვის, რატომ არ იცი, რომ მთხოვო, სულს არ დაგიჭერ, ახლა მეორეს ფოჩტით მოგივათ იანვრის ნომერი ცისკრისა და იმასთან იქნება აი ეს ნომრები. მთელი 1864 წლ. ცისკარი №8, / 1861 წლის პირველი ნომერი მაქუს, მაგრამ ყდაში არის შეკრული მრთელის წლის ჟურნალებთან, პუპლიასა ვთხოვ, მინდა მეთქი, მათხოვე და შენ კი გამოგიზავნი თუ იმისაგან ვერ მოვახერხე, ჩემის შეკრულის წიგნითაგან ამოვიღებ და გამოგიგზავნი, გუთნის დედის ნომრები კი მზათა მაქუს. იანვრის ნომერთან, სულ ერთიან მოგართმევ. თესლეული, რა ვქნა, მეიდნისას, ვერ ვენდობი, არც საჭირო არის, რადგანაც ზოგი ერთი თესლეული თითონ მე მაქუს, წოდორეთის ბაღითგან აღებული, მხოლოდ დეპო თუ არ გახსნეს, აბა სად ვიშოვნო და ვის ვენდო, რომ ძველი არ იყოს, უმეტესად ბოლოკები თვისა და კომბოსტო კარგისა არის საჭირო, მე ვიცი, შენთვისა. კიდევ ყვითელი სტაფილო, ამას სულ ერთიან გამოგიგზავნი დიდ მარხვის პირველ კვირამდინ. ხრისტომატია კი ჩუბინოვისა, რა ვქნა, ენფიაჯიანცსა ჰქონია და გაუყიდნია, ძველს ხომ ვერ გამოგიგზავნი, შემამფიცა დავიბარეო, მალე მივედიო, ნეტავი ჰქონიყო, თუნდა ოცს გამოგიგზავნიდი, უფულოთ, რადგანაც მე ამასთან სხუა ანგარიშები მაქუს და მოსაცემს არის, თუ სხუა წიგნი გინდოდეს მომწერე, მოგართმევ. არ ვიცი გაქუს თუ არა, «Переписка Грузинских царей», თუ არა გა ქუს, მამწერე, გამოგიგზავნი.
კნეინა ფეოდოსიას უღრმესის გულით პატივისცემას განუცხადებ, შენს ბალღებს დაგიკოცნი.
მარად შენი ერთგული ძმა ი. კერესელიძე
1967 წელსა
3 თებერვალსა.
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №832)
4
8 მარტი 1867 წ.
ტფილისი
ძმაო რაფიელ!
შენი ჭირიმე, რაფიელ, ბევრს სიკეთეს გვიშვრები, ისე რომ შენის სიკეთისაგან, ყელამდინ სავსე ვარ, და ამ სიკეთესთან ნუ მოგვაკლებ შემწეობას, რომელიცა შეეხება საქვეყნო საქმეს, ორიოდე ჴელისმომწერნი ცისკარზედ გვიშოვნე, შენი სულისა, მერე ეხლა უნდა იცოდე, თუ რა მდგომარეობაში ვარ. რა გეხვეწო, წარმოიდგინე, ცისკრები ფებერვლისა ეს ორი კვირა არის გამოვიდა და ფოჩტაში არ იღებენ, შინ მიწყვია კანვერტებში, ამისათვის არ იღებენ, რომ ფულსა ვარ შესატანს, მანამ არ შევიტან, არა გზავნიან. შენი ჭირიმე რაფიელჯან. შენ სიკეთეს განა სიკვდილამდინ დავივიწყებ. წიგნებს ქართულს ახალს რასაც ჩავიგდებ, მაშინვე გამოგიგზავნი, ამ ორიოდ დღეში გამოვა აქ დაბეჭდილი ვეფხვის ტყაოსანი. იმასაც გთხოვ, დიდის პატივისცემით მომიკითხო კნეინა, თჳსის კარგის შვილებით.
მარად შენი ერთგული ი. კერესელიძე
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №833)
5
ბრწყინვალეო კნიაზო რაფიელ!
ცისკრის რედაქცია, წარმოგზავნის რა ამასთანავე განცხადებას და ჴელის-მომწერთა სიას, უმორჩილესად ითხოვს, მიიღოთ მონაწილეობა ამ საზოგადოდ სასარგებლოს საქმეში, მოუპოვოთ ჴელის მომწერნი, რომელთზედაც დამოკიდებულია უკეთ და წარმატებით გამოცემა სამშობლოს ლიტერატურისა და, რომლით დაავალებთ თქუჱნის შემწეობის მოცემით არა ერთ ოდენ რედაქციასა, რომელიცა ზრუნავს ქართულის სიტყვიერების განვრცელებისათჳს, არამედ თჳთ შთამომავლობასაცა. უკეთუ მიიღებთ რედაქციის თხოვნას, უპატივცემულესად გთხოვთ ჴელის-მომწერთა ფული და სიაცა წარმოგზავნოთ რედაქციაში, რომლითაცა ვალდებულ ჰყოფთ, უმორჩილეს მონას და მოსამსახურეს.
ცისკრის რედაკტორი ი. კერესელიძე
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №835)
ნიკო ნიკოლაძე
1
Князь, рукопись Вашу я присылаю с подозрениемъ Вашей записи, но прошу Васъ прислать мнѣ ее обратно хотя я, по нѣкоторымъ обстоятельствомъ, не могъ уѣхать в Тифлисъ до сих поръ, но надеюсь и доложете уехать со следующим, мальпостомъ и какъ будте любезны, список, набранных Вамъ сцены, прислать мне рукопись.
Преданный Вам!
Н. Николадзе
3/IV.70
Тифлись.
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №870)
2
Тифлисъ, 26 мая 1870
Многоуважаемый Рафайль Давыдовичъ!
несказанно виноватъ передъ Вами въ томъ, что до сихъ поръ не выслалъ Вамъ грузинскiх изданiй, заказанных Вами передъ моимъ отъѣздомъ сюда; Но здесь гораздо труднее, чѣмъ можно себя вооброзить, достать разныя изданiя, большею частью неимеющiя у книгопродавцы. Въ пятницу я новерное вышлю Вамъ большую часть заказанных изданiй, и кромѣ того „სალხინო საზანდარი“, надѣясь, что Вамъ будетъ прiятно имѣть и этотъ сборникъ.
Въ 20 нумерѣ „დროება“ Вы вѣроятно увидели часть Ваших сценъ. Редакторъ и сотрудники „დროება“, прочитавши Вашу рукопись, потребовали помѣстить въ „დროება“ нѣсколько сценъ, и я, имея въ виду же въ сборникъ.
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №871)
პლატონ იოსელიანი
Милостивый Государь, Князь Рафаилъ Давидовичъ! Письмо ваше и при немъ стихотворенiе [имѣлъ] удовольствiе получить. Въ отвѣть на него долженъ я вамъ сказать, что стихотворенiя въ Вѣстникѣ, болѣе уже не помѣщается, потому именно, какъ справедливо многiе намъ замѣтили, что Вѣстникъ не есть газета литтературная. А потому покорнейше прошу снобжать насъ статьями описательными, статистичесткими, историческими и т. п. Мы ихъ примемъ съ благодарностью. Кахетiя и при ея окружностья, - продметь неистащимаго письма. Вы же къ нимъ там близки по [..], перу и многимъ отношениямъ, что мы всѣ вправѣ ожидать отъ васъ многаго и много положительныхъ свѣдений.
П. Iоселиани
21 Февр. 1948
Тифлись.
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №818)
ალექსანდრე ოქროპირიძე
თქუ᷉ჱნო ბრწყინვალებავ, კნიაზ რაფაილ დავითის ძე!
გაკურთხოს უფალმა. გთხომ წერილით მაცნობო, როდის დათავდება საბა ორბელიანის ლექსიკონი.
თქუჱნი ბრწყინვალების მშვიდობის მოსურნე მდაბალი ეპისკოპოსი ალექსანდრე.
1893
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №373)
გრიგოლ გურიელი
ჩემო კარგო ძმაო რაფაელ!
გრძნობითა ძმათა მოყვარებისათა, ვისურვებ კეთილდღეობასა და წარმატებასა შენსა, კაცობრიობის ბრძოლასა შინა. მე ვითარცა მოხუცი და დროთა უკუღმა ბრუნვისაგან უღონოთ ქმნილი, შემწეობისათვის მოყვასთა ჩვენთა, თუმცა მსურველი სულითა და გულით, მაგრამ ხშირად ვისიამოვნობ წაკითხვითა ქართულსა მწიგნობრობასა შინა ერთგულთა მამულის შვილებისაგან გამოთქმულთა თანაგრძნობასა წარმატებისათვის ჩვენისა ტკბილისა დედა ენისა, რომელიც აქამომდე დროისაგან მიძინებულ იყო საკუთარს ოჯახში, სიზმრებისაგან შეშფოთებული, რომლისაგან ვგონებ თქვენის წყალობით ახლა კი გამოიღვიძა და თუმცა დადგა ფეხებზედ, მაგრამ ჯერ შიშისაგან გავლას ვერ ბედავს თავის სოფელშიდ გამომგზავრებას შვილების სანახავათ, რადგან იჭვნეულობს, ვაი თუ დამივიწყესო და აღარ მიმიღონო, არა ბატონო, მადლობა ღმერთს, ჯერ საკუთარი მშობელი ჩვენში არავის დავისწყებია და არც შეიძლება, ჩვენი გურულები ნატრობენ და დიდის მხიარულებით ელიან მის მობრძანებას და მასთან ჩვეულებისამებრ მუსაიფობას და დარბაისლობას გალობით მხოლოდ საჭიროა კარგი წინამძღვარი მცოდნე გზის კაცი, რომ მისი შვილები ყოველს კუთხეში აჩვენოს; მეტი არა უნდა რა, მერმე თვითონ მან იცის, რა ჰქნას, ვინ ხარ კაცი, მივეხმარეთ, ენა ამოგვაბმევინეთ!
ძმაო რაფაელ, მინდა მოგაგონო იგი ფრიად ჩვენთვის მძიმე და დამჩაგვრელი ჩვენი გარემოება, რომლითაც ჩვენ შემოზღუდულ ვართ ადამიანთა უმეცრებისაგან, განზრახულებით ქმნილი ჩვენთა მართლ მსაჯულებთაგან.
აგერ ოთხმოცი წელიწადი არის, რაც რომ საქართველოში მართლ მადიდებელი რუსეთის მართებლობა სუფევს და არსებობს ვითარცა ერთ სარწმუნობით ჩვენთანა შეკავშირებულნი ძმები; მაგრამ ყოვლად სანუგეშოდ ჩვენდა აქამომდე რას ვხედავთ: არცა ერთსა რუსთაგანსა მოუსურვებიათ ჩვენი დედა ენა, ჩვეულება, ზნეობა, ხასიათი, ადგილობრივი ბუნებითი ჩვენი ეროვნების ცხოვრება, ძველი და ახალი ისტორიულად შესწავლით და მის და შესაბამად მართლ მსაჯულება მიენიჭებიათ ჩვენთვის. არამედ ახლა კი ნათლად სჩანს განზრახულება და ხელოვნებითი მოქმედება მათი ჩვენი დაჩაგვრისათვის წინააღმდეგ ბუნებისა ჩვენისა, და მგონია საზოგადოთ კაცობრიობისაცა, ეს გარემოება სამწუხარო ფაკტია თუ არა? მაშ ნუღარ გავიკვირვებთ, რომ ჩვენი ეტლი დღეს უკუღმა ბრუნავდეს. მართალია, ამბობს ჩვენი ანდაზა, ფიცი მრწამს მაგრამ ბოლო კი მაკვირებსო. დიაღ ბატონო, პირველ უეჭველად ვჰგრწამდა მათი ძმობის სიყვარული და მათგან ბოძებული პირობაებიც, რომელიც წაგიხდათ. კაცი თურმე შეჩვენებულის მაკიაველის ცნებაზედ იყო დაფუძნებული; რომლისაც ცნობა იმ დროებაში არავის ჩვენს მეცნიერთაგანს არ შეეძლო, მაგრამ ეს გაგრძელებული ბოლო, ჭოროხამდი და ტაოს კარამდი, მხოლოდ რამოდენიმე ოჯახის შვილების საგრძნობელად თუ აკვირებს თორემ სხვათა უმრავლესთა მემამულეთა ჩვენთა უმეტეს რუსულს ენაზედ და მათ შორის განვითარებულთა ყრმათა დედა ენის დავიწყება აღარ აკვირებს და არცა საგრძნობელად და სასირცხოდ უჩანთ. მიიურთმევიათ მოსკოვში კვასი ბოლოკით შემზადებული და ურჩევნიათ კახურს ღვინოს და ჩვენს მწვანილსა, უფრო მისთვის რომ უკეთ სლავიანურად ამოაქარვებინებს პირისაგან სხვა და სხვა კატკოვის ადმინისტრაციულ ლექციებს ხოლოდ ქანქართა და ტალანტთა შეძინებისათვის მისდაურად კარაპეტ... ავეტიკიანცებისა, მაგრამ არა მგონია, რომ ესრეთი გრძნობის შებღალვა ჩვენთა ყრმათაგან და ოჯახის პატრონად დაგდება ბოლოს სანაღვლელად და მოსანანებელად რომ არ დაურჩესთ უფრო მათ, ვისაც ჰგონიათ, ვითომც ევროპიული განათლება მიიღეს და მით უფრო სიამოვნებით ვიცხოვრებთ ევროპიის სასტუმროებშიო. ვაი ამ დღის მომსწრეს! ვაი შენს ბუჭუას! განა სხვის სასტუმროში ნაყიდი საჭმელი სასმელით კიდე ვინ იცის, ვისი და რისგან შემზადებულია. სიამოვნებით ყოველთვის ცხოვრება შეიძლება ქართულ ბუნებისაგან! ეი, ადამ! არ შეიძლება, კარგი მამულის შვილისაგან სიამოვნებით ცხოვრება გარდა საკუთარის ოჯახისა, რომელსაც გონიერი მამულის შვილი არასოდეს არ დაშორდება თავის ბუდეს, რომელშიდაც გამოზრდილია და დიდის მსხვერპლით მამა პაპათა მათა აუგიათ და მათი კეთილი ცხოვრებაშიდ დაუფუძნებიათ, ვითარცა ჩვენი შთამომავლობის ისტორია მოგვითხრობს.
მარად შენი ერთგული ძმა გრიგოლ გურიელი
ოკდობერს 30 დღე 1882 წლისა
ოზრახეთი
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №469)
ეკატერინე დადიანი
თქვენო ბრწყინვალებავ
კნიაზო რაფიელ დავითის ძევ!
წასრულს ქრისტეშობას და მომავალ ახალ წლის დღესასწაულს მოგილოცავთ. ღმერთს ვსთხოვ, მსგავს დღესასწაულთ მიგებებოდეთ სურვილისმებრ თქვენისა. გთხოვ, თქუენი მშვიდობის ანბავი მიბრძანო.
თქუენის ბრწყინვალების წარმატების ღვთისადმი მთხოვნელი კნეინა ეკატირინა დადიანისა
1860 წ-სა
დეკენბრის შობას
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №473)
დავით ერისთავი
12 იანვარს 1881 წელს.
თბილისი.
პატივცემულო კნიაზო რაფიელ!
როინოვისაგან მომივიდა გადაღებული სურათები, მთხოვს, რომ მოსკოვის გამოფენაში გავგზავნო. რადგანაც ზედ წარწერა უზა და როინოვი ორთოგრაფიაში სუსტად გახლავს, ამიტომ ვარჩიე, თქვენა გთხოვოთ ამის გასწორება... თუ დრო გექნებათ და დღეს საღამოზედ 7 1/2 საათზედ ჩემკენ შემოივლით, დიდათ დამავალებთ. ამას გარდა, რამდენიმე პიესები მაქვს თქვენთვის მომზადებული.
თქვენი მშვიდობის მოსურნე
დავით ერისთავი
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №514)
კოტე ყიფიანი
ფრიად-პატივცემულო
კნიაზო რაფიელ დავითის ძე!
უმორჩილესად გთხოვთ, თუ მოიცლით როგორმე და არ დაგზარდებათ, ეს ჩემი გადმოკეთებული ვოდევილი გარდაიკითხეთ; და თუ ნახამთ, რომ გასწორების და შეცვლის ღირსია - უყურადღებოთ არ დასტოვოთ. თქვენგან გასწორებული, რასაკვირველია, კარგი იქნება.
დავშთები თქვენი უერთგულესი მონა და მოსამსახურე
კოტე ყიფიანი
1880 წ. ფებერვლის 2 დღესა
ქ. თბილისი
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №909)
გრიგოლ ყიფშიძე
ენკენისთვეს კნიაზო რაფაელ!
მოგიკითხავთ დიდის პატივისცემით და თქვენს უვნებლად ყოფნას ღმერთსა ვთხოვ. უმორჩილესად გთხოვთ ბ-ნო რაფაელ, უკეთუ შეიძლებოდეს, ხვნისა და გუთნის ლექსი გამამიგზავნოთ ამ ბარათის მომტანის ხელით. დღეს უნდა დაიბეჭდოს ივერიაში. უკეთუ სხვა ლექსსაც გამოგზავნით, დიდათ დაგიმადლებთ მეც, ჟურნალიც, რედაქციაც და საზოგადოებაც.
უღრმესად თქვენი პატივისმცემელი და მოსამსახურე გრ. ყიფშიძე
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №910)
დავით ჩუბინაშვილი
ბრწყინვალეო თავადო,
რაფაილ დავითის ძევ!
ჩემად სახსოვრად მოგართვით ერთი ეგზ. რუსულ ქართულის ლექსიკონისა, გამოვაგზავნე უფ. გრიგოლ ჩარაშევიანის სახელზედ. თუ არ მიგიღიათ, გაისარჯეთ და კაცი გაგზავნეთ და გამოართვით.
თქვენი მორჩილი მონა და მოსამსახურე დავით ჩუბინოვი
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №925)
გიორგი წერეთელი
30 ოქტომბერი 1895 წ.
ფრიად პატივცემულო ბატონო რაფიელ დავითის ძე
საიუბილეო კამიტეტმა მომანდო გადმოგცეთ ას ოცი მანეთი ფულათ, რომელსაც გიგზავნით და ფრიად ბედნიერათ დავსახავ ჩემთავს, თუ ამ წვლილმა თქვენი გული ასიამოვნა. ჯერ ვფიქრობდით, ამ ფულით წიგნი რაიმე მოგვეძღვნა, მაგრამ ბოლოს ვიფიქრეთ, ვაითუ თქვენი გულის შესაჯერებელი ვერა გამოვნახოთ რა-მეთქი და უმჯობესათ გადავწყვიტეთ ისევ ფულათ მოგვერთმია.
დავშთები თქვენი მარად ერთგული პატივისმცემელი გიორგი წერეთელი
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №926)
სილოვან ხუნდაძე
ძვირფასო პოეტო რაფიელ!
ვბედავ, მოგმართოთ უცნობმა ნაცნობს და იმედია უზრდელობაში არ ჩამომართმევთ ამგვარ ქცევას. მე მაიძულებს შემდეგი გარემოება. ამასწინეთ „ივერიაში“ დასაბეჭდათ გამოვგზავნე ერთი არაკი, სახელდობ „არჩევა“. როგორც ჰგავს, რედაქცია არ ბეჭდავს იმას. ცენზორის ბრალი ეგ არ იქნება, მისთვის რომ ცენზორს იქ შეიძლება ორიოდე სიტყვა გამოეშვა, სხვა კი არაფერი საცენზორო იყო. იქნება რედაქციამ არ იდვა თავზე შინაარსი და იმ პირის გაკითხვა, რომელსაც ეგ შინაარსი ეხება. მაგრამ მე ხომ ფსევდონიმს ქვეშ არ ვიმალები: თუ საჭიროა, სახელთან ჩემი გვარიც მოაწერონ. თუ რამეს გასწორება საჭიროთ აღმოჩთება, უმორჩილესათ გთხოვ, ძვირფასო პოეტო, გაჰკრათ შალაშინი თქვენი საარაკო ენით ჩემს არაკს... სათაურათ „არჩევის“ მაგიერ გთხოვთ „ვირი“ დაუსვათ. რაც შეეხება მეგრელების სიტყვებს, გთხოვთ სრულიად ამოშალოთ, რადგან ნამდვილათ დამარწმუნეს, რომ ისინი კეთილის მსურველთ დასში მოქმედებდენ. იმედია, არ ითაკილებთ მონაწილეობის მიღებას ახალგაზდა „მწერლუკას“ - პირდაპირ ვიტყვი - თავმოყვარეობაში და დააბეჭდვინებთ თუ შეიძლება „ივერიაში“, თუ არა და რომელიმე გამოცემაში გარდა „იმედისა“...
დავშთები თქვენი პატივისმცემელი, ს-პტბ. უნივ. სტუდენტი
სილოვან ხუნდაძე
პეტერბურგი, 3 მწიფობისთვე 1882 წ.
P. S. წინეთ გამოვგზავნე კიდევ ერთი ლექსი, მაგრამ როგორც ბ. გრ. ყიფშიძემ მომწერა, ვგონებ, არ ჩამოსულა, დაკარგულა. აი გიგზავნით ეხლა და გთხოვთ უმორჩილესათ, გაასწოროთ საჭიროებისდაგვარათ და თუ რამე დაბრკოლება არ ექმნეს, დააბეჭდვინოთ.
(კკსსხეც, რაფიელ ერისთავის არქ. №965)

![]() |
10 „ვეფხისტყაოსნის“ ქართველიშვილისეული გამოცემა და რაფიელ ერისთავი |
▲ზევით დაბრუნება |
ნესტან სულავა
„ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამოცემიდან მეორემდე, 1712 წლიდან 1841 წლამდე, 129 წელი გავიდა. პოემის ტექსტის ისტორიაში ორივე გამოცემა იყო საეტაპო. 1888 წლამდე კიდევ რამდენიმეჯერ გა მოიცა შოთა რუსთველის პოემა. 1888 წლის გამოცემა, ისევე როგორც 1712 წლის ვახტანგ მეექვსისეული და 1841 წლის ბროსე-ჩუბინაშვილი-ფალავანდიშვილისეული გამოცემები, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული კრიტიკულად დადგენილი ტექსტია. რაც შეეხება კომისიის მუშაობის სტილს და მეთოდს, თითოეული მათგანი იმ ეპოქის მოთხოვნებს, მეცნიერულ დონეს, კერძოდ, ტექსტოლოგიური მეცნიერების დონეს შეესაბამებოდა, რომელშიც თითოეული მათგანი დადგინდა და მომზადდა გამოსაცემად.
შოთა რუსთველის პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ - ტექსტოლოგიური საკითხების შესწავლასთან დაკავშირებით XIX საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნაზე, 1880 წელს, შეიქმნა კომისია, რომლის წევრები, პოემის სხვადასხვა ხელნაწერისა და რედაქციის შედარების საფუძველზე, ცდილობდნენ რუს თველისეული ტექსტის აღდგენას, რაც შეუძლებელი თუ არა, ძნელად მოსაგვარებელი საქმე იყო და უმჯობესია, თუ ვიტყვით, რომ ცდილობდნენ დედანთან მიახლოებას. 1880-1881 წლებში შოთა რუსთველის პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ - ტექსტის დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის წევრები, შემფერხებელი პრობლემების არსებობის მიუხედავად, მაინც ახერხებდნენ ინტენსიურად შეკრებას. უმთავრესი პრობლემა, რომელიც დადგა კომისიის წინაშე, სხვადასხვა რედაქციის ხელნაწერის საკმარისი რაოდენობით უქონლობა იყო, რათა მათი შედარების საფუძველზე შესაძლებელი გამ ხდარიყო პოემის ტექსტის რუსთველისეულ ვარიანტთან ასე თუ ისე მიახლოება.
წერილობითი და ზეპირი წყაროები მოწმობს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის მომზადებაზე მუშაობისა და გამოცემის ინიციატორები იყვნენ რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი და იონა მეუნარგია, რომელთაც გამოცემის მიზნად დასახეს ახალი რედაქციის ტექსტის დადგენა ნაბეჭდი ტექსტისა და ხელნაწერების ერთმანეთთან შეჯერების საფუძველზე. 1880 წლის 15 ნოემბერს გაზეთ „დროების“ №241-ე ნომერში გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის, იაკობ გოგებაშვილისა და იონა მეუნარგიას პირველი ერთობლივი საინფორმაციო წერილი, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო ავტორთა მოსაზრებები „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის მომზადების თაობაზე. მათი აზრით, ეს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე იყო და მის აღსრულებაში შესაძლებლობისამებრ მონაწილეობა უნდა მიეღო ყველას, მთელ ქართველ საზოგადოებას, ვისთვისაც ძვირფასი იყო რუსთველის სახელი და ვისთვისაც რუსთველი ნაციონალურ სიმდიდრეს წარმოადგენდა (ერისთავი, გოგებაშვილი, მეუნარ გია, 1880: 1-2). ავტორებმა საგანგებოდ მოიხმეს ჰომეროსის თხზულებებზე მუშაობის გამოცდილება ანტიკურ ეპოქაში, როდესაც „არისტოტელი და შემდეგ მთელი ალექსანდრიის აკადემია შრომობდნენ აღედგინათ ნამდვილი პოემა ჰომერისა“ (ერისთავი, გოგებაშვილი, მეუნარგია, 1880: 1). ამ კონტექსტში აღნიშნეს, რაც ჰომეროსი იყო ბერძნებისათვის, ისაა რუსთველი საქართველოსთვის. ეს ორი ბუმბერაზი შემოქმედი პირველებმა სწორედ რაფიელ ერისთავმა, იაკობ გოგებაშვილმა და იონა მეუნარგიამ შეადარეს ერთმანეთს. ისაუბრეს მომავალი გამოცემის მიზანდასახულობის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო და რით იქნებოდა გამორჩეული წინა გამოცემებისაგან ახალი, კომისიის მიერ მომზადებული გამოცემა, რადგან საუკუნეების განმავლობაში ტექსტი შეიცვალა, გა დამწერთაგან ზოგმა შეგნებულად, ზოგმა უნებლიეთ, ზოგი რამ დაამატა, ზოგი რამ ამოიღო და დღეს რომ რუსთველს თავისი თხზულება ენახა, იქნებ უარიც კი ეთქვა მის ავტორობაზე. ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, მათ მომავალ კომისიას მიზნად დაუსახეს: 1. „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის შეთანხმება ხელნაწერთა ტრადიციულ წაკითხვებთან და გამოცემათა ვარიანტების გათვალისწინება; კერძოდ: ნაკლული ადგილების აღდგენა ხელნაწერული მონაცემების მიხედვით და ჩამატებულ//შემატებული სტროფების ამოღება; ე.ი. ტექსტი უნდა გამართულიყო ხელნაწერთა ვარიანტებისა და გამოცემების კვალობაზე; 2. მართლწერისა და ორთოგრაფიის მოწესრიგება, რადგან ერთი ასოს შეცდომით და წერა, ერთი სასვენი ნიშნის შეცდომით დასმაც კი ტექსტის არასწორ აღქმას გამოიწვევდა და 3. შესაძლებლობისამებრ, ინტერპოლატორთა ვინაობის გამორკვევა, ტექსტიდან მათი ჩანართ//დანართი სტროფების გამოყოფა. წერილის ავტორები მიზნად ისახავდნენ პოეტის ბიოგრაფიის აღდგენას არსებული მონაცემების საფუძველზე. ამის შემდეგ იყო თხოვნები საზოგადოების მიმართ ხელნაწერი წიგნების თხოვების თაობაზე და კონკრეტულ პირთა მიმართ „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. წერილის ავტორებმა წარმოადგინეს გეგმა, რომლის განხორციელებისათვის საჭირო იყო კომპეტენტური კომისიის შექმნა, ხოლო კომისიის წევრობა სთხოვეს გრიგოლ ორბელიანს, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ვახტანგ ორბელიანს, გიორგი წერეთელს, სერგეი მესხს, ნიკ. ტ. დადიანს, დავით გიორგის ძე ერისთავს, იმერეთის ეპისკოპოსს გაბრიელ ქიქოძეს და სხვებს. კომისიას შესთავაზეს ამ საკმაოდ მძიმე და შრომატევადი სამუშაოს დასრულება 25 შეხვედრის შემდეგ. პირველი შეკრება დაინიშნა 24 ნოემბერს 6 საათზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიის შენობაში. ყოველი მომდევნო სხდომა ორი დღის შემდეგ უნდა გამართულიყო. სხდომების მოწვევის შესახებ ცნობა// განცხადება გამოქვეყნდებოდა გაზეთ „დროებაში“, რომლის რედაქტორებთან უკვე შეთანხმებულნი იყვნენ და გაზეთში გვერდი გამოეყოფოდათ. დასახელებულმა პირებმა პატივად მიიჩნიეს კომისიაში მუშაობა და თანხმობა განაცხადეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 31 მარტს გამართულ მე-13 სხდომაზე, რომლის თავმჯდომარე დავით ერისთავი იყო და რომელსაც დასწრებია ნიკო ნიკოლაძე (ეს საგანგებოდაა აღნიშნული კომისიის ანგარიშში), პეტრე უმიკაშვილმა გააკეთა განსაკუთრებული განცხადება იმის თაობაზე, რომ საზოგადოებისათვის აეხსნათ და კარგად განემარტათ ტექსტის დადგენის მეთოდი, რომ კომისიის მიზანი „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის გასწორება კი არ არის, არამედ მხოლოდ ხელნაწერთა ვარიანტების ერთმანეთთან შეთანხმება; რედაქცია „თავის მხრით არც ერთ ასოს არ ასწორებს პოემაში“ (იმედაშვილი, 1957: 74).
სამუშაოს შესასრულებლად შეიქმნა უაღრესად ავტორიტეტული და კომპეტენტური კომისია, რომელშიც შედიოდნენ ქართველი მწერლები და მეცნიერები: გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, არქიმანდრიტი გრიგოლი, ივანე მაჩაბელი, თედო ჟორდანია, იაკობ გოგებაშვილი, იონა მეუნარგია, გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), დიმიტრი ყიფიანი, დავით ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, სერგეი მესხი, ვახტანგ ორბელიანი, პეტრე უმიკაშვილი, ნიკო დადიანი, დავით ჯორჯაძე, ნინო ორბელიანი, ეკატერინე გაბაშვილი, გიორგი იოსელიანი, ილია წინამძღვრიშ ვილი, ოლღა გურამიშვილი და სხვები. კომისიას მისი დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე, ე.ი. 1883 წლამდე, ხელმძღვანელობდა გრიგოლ ორბელიანი, მდივნის მოვალეობას ასრულებდა იონა მეუნარგია, რომელსაც ევალებოდა სხდომების ოქმების შედგენა და საზოგადოებისათვის სხდომების შედეგების მიწოდება; შესაბამისად, სხდომების ანგარიშები დროდადრო იბეჭდებოდა გაზეთ „დროებაში“, რომელშიც, რედაქციასთან შეთანხმებით, გვერდი გამოყოფილი იყო. იონა მეუნარგია გადმოგვცემს, რომ ილია ჭავჭავაძეს „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობა იმდენად საპატიო საქმედ მიაჩნდა, რომ თავის ორფურცლიან ავტობიოგრაფიაში, რომელიც მან ენციკლოპედიისათვის დაწერა, სპეციალურად აღნიშნა: „ვიღებდი მონაწილეობას „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენელ კომისიაში“.
კომისიას პირველ ხანებში ხელთ არ ჰქონდა საკმაო რაოდენობის „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები. როდესაც 1880 წლის 15 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის, იაკობ გოგებაშვილისა და იონა მეუნარგიას ზემოხსენებული საინფორმაციო წერილი, რომელშიც საუბარი იყო „ვეფხისტყაოსნის“ რაობისა და მნიშვნელობის შესახებ ქართველი ერისათვის და მოწოდება, აღინიშნა, რომ ამ ეროვნულ საქმეზე ზრუნვა თითოეული ქართველი მოქალაქის მოვალეობა იყო. ამის შემდეგაც რამდენჯერმე გამოქვეყნდა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მიმართვის ტექსტი საზოგადოებისადმი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა თხოვების თაობაზე. სოფელ-სოფელ დაიგზავნა წერილები, პირადად გაუგზავნეს ოცამდე პირს, რომლებთანაც ეგულებოდათ „ვეფხის ტყაოსნის“ ხელნაწერები. მოსახლეობას თხოვნით მიმართეს: „ვისაც აქვს, დროებით გამოგზავნოს წერა-კითხვის საზოგადოების კანცელარიაში ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც შემდეგ შესწორებისა დაუბრუნდება პატრონს უკლებლად ყოვლის მიზეზის გარეშე“... მაგრამ ამ განცხადებამ და მიმართვებმა დადებითი შედეგი ვერ გამოიღო, რის გამოც გაზეთ „დროების“ 27 დეკემბრის №266-ში დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის მიერ ხელმოწერილი შემდეგი შინაარსის მიმართვის ტექსტი: „ქართულის გაზეთით მოხსენებული გექნებათ, რომ სურვილია შეთანხმდეს დაბეჭდილი „ვეფხის ტყაოსანი“ სხვადასხვა ხელნაწერ „ვეფხისტყაოსნებთან“. ამისათვის მოწვეულნი არიან ქართულის მცოდნე პირნი და აგრეთვე ყოველივე, ვისაც ექნება ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, ათხოვოს წიგნი ამ კეთილის საქმის მოსურნეთა. მე თვით მივიღე მონაწილეობა ამ სასარგებლო საქმეში და უმორჩილესად გთხოვთ, თუ გქონდესთ, ან თუ შოვნა შეგეძლოსთ, დროებით გამოგვიგზავნოთ ქვემოთ მოყვანილი ადრესით ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ შემდეგ შესწორებისა, თქვენი წიგნი უნაკლოდ მოგერთმევათ. თქვენი გულითადი პატივისმცემელი თავადი გრიგოლ ორბელიანი, 30 ნოემბრის 1880 წ. ადრესი: Тифлис, в концелярию общества распространения грамотности, на Саперной ул. 41“ (იმედაშვილი, 1957: 66). გრიგოლ ორბელიანის თხოვნის შემდეგ კიდევ რამდენიმე ხელნაწერი შემოვიდა კომისიაში და 22 ხელნაწერი შეგროვდა.
1881 წელს თებერვალში „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისია მუშაობას შეუდგა. იონა მეუნარგია გაზეთ „დროების“ ფურცლებზე მთელი წლის განმავლობაში დროდადრო აქვეყნებდა მუშაობის ანგარიშს.
გაზეთ „დროების“ 1880 წლის რამდენიმე ნომერში, კერძოდ: 6 ივლისის №143, 9 დეკემბრის №259, 13 დეკემბრის №263 და 21 დეკემბრის №270-ში, ქვეყნდებოდა ცნობები „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა ოჯახებში აღმოჩენის შესახებ, რასაც ერთვოდა მათი მოკლე დახასიათება-აღწერილობა. ეს ხელნაწერებია: 1. პოლიევქტოს კარბელაშვილისაგან მიღებული ხელნაწერი, რომელიც ვრცელი რედაქციისაა, მასში ყურადღებას იქცევს სხვა ხელნაწერთაგან განსხვავებული უცნობი დაბოლოება ბეჭდური ტექსტით; 2. თავად გრ. დ. გურიელისაგან კომისიამ მიიღო ცნობა, რომ პელაგია წერეთლისას, გურიელთა შთამომავალს, ჰქონდა იმერეთის მეფის, სოლომონ დიდის, სოლომონ პირველის ნაქონი ხელნაწერი, რომელიც სოლომონის ასულის, დარეჯან ბატონიშვილისაგან მის ვაჟს ივანე აბაშიძეს გადაეცა („დროება“, 1880, №259), შემდეგში ხელნაწერი ინახებოდა გურიელების ოჯახში და პელაგია გურიელმა ნესტორ წერეთელზე ქორწინებისას მზითვად წაიღო. აქედანაა მისი ზედწოდებაც, წერეთლისეული ხელნაწერი, ესაა S-5006, რომელიც მდიდარია მინიატიურებით და რომლის საარაკო თავგადასავალი მოთხრობილი აქვს ექვთიმე თაყაიშვილს, რომელმაც, ფაქტობრივად, ეს ხელნაწერი საქართველოდან გატანას, შესაბამისად, დაკარგვას გადაარჩინა (თაყაიშვილი, 1968); 3. დავით ბეგთაბეგოვის სახლში დაცული ხელნაწერი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია ბეგთაბეგისეული//გიორგი მეფისეული ხელნაწერის სახელით, რადგან იგი გადაუწერია გიორგი მეთერთმეტის დაკვეთით მის მდივან-მწიგნობარს ბეგთაბეგ თანიაშვილს 1680 წელს. ესაა ხელნაწერი H-54, რომელიც ტექნიკური და ვიზუალური თვალსაზრისით „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ტექსტობრივად არ გამოირჩევა; 4. პელაგია გურიელ-წერეთელმა დიმიტრი ყიფიანს მიაწოდა ცნობა იმის შესახებ, რომ საჩხერელ თავადს ა. დავითის ძე წერეთელს ჰქონია ძვირფასი ხელნაწერი, რომელიც სიძველითა და სანდოობით თვით პელაგიას კუთვნილ ხელნაწერს აღემატებოდა („დროება“, 1880, №270). ესაა 1671 წელს „აღმურაანთ გასპარას“ მიერ გადაწერილი ხელნაწერი, რომელიც ბეჟან წერეთლისეული ხელნაწერის სახელითაცაა ცნობილი (აღმურაანთ გასპარამ „ვეფხისტყაოსნის“ სხვა ხელნაწერიც გადაწერა).
კომისიის პირველი სხდომა უნდა გამართულიყო 1880 წლის სექტემბრის დასაწყისში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს ვერ მოხერხდა. ძირითადი მიზეზი ხელნაწერთა უკმარისობა იყო. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, პოემის ხელნაწერის რამდენიმე ეგზემპლარი საკმარისი არ იქნებოდა შესადარებლად, რადგან პირველ ეტაპზე კომისიას ხელთ მხოლოდ 10 ხელნაწერი ჰქონდა. 1881 წლის დამდეგისათვის ასე თუ ისე მოგროვდა ხელნაწერები, სულ - 22 ხელნაწერი, მაგრამ ეს რაოდენობაც მოწმობს, რომ საზოგადოება დიდი გულისყურით არ მოჰკიდებია ამ ეროვნულ-კულტურული საქმის წამოწყებას. 1881 წლიდან მაინც შესაძლებელი გახდა მუშაობის დაწყება.
„ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენმა კომისიამ პირველი სხდომის ჩატარება შეძლო 1881 წლის 6 თებერვალს, როდესაც სარედაქციო კოლეგია შეიკრიბა და მუშაობას შეუდგა. სხდომას ესწრებოდნენ: გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, პეტრე უმიკაშვილი, არქიმადრიტი გრიგოლი, სერგეი მესხი, ნიკო დადიანი, ივანე მაჩაბელი, თედო ჟორდანია, ილია წინამძღვრიშვილი, ვლადიმერ მიქელაძე, დავით ჯორჯაძე, დიმიტრი დადიანი, გიორგი იოსელიანი, ვახტანგ თულაშვილი, მომავალი ჟურნალ „იმედის“ ახალი რედაქტორი მიხეილ გურგენიძე; „ნესტან-დარეჯნის სქესიდამ სხდომას დაესწრნენ და ვარიანტის კითხვაში მონაწილეობა მიიღეს: კნ. ოლ. თად. ჭავჭავაძისამ, ქეთ. ირ. ბაგრატიონ-მუხრანსკიმ, კნ. ნინო ორბელიანისამ, ეკატ. გაბაშვილისამ და ა. შაიშმელოვისამ“ (იმედაშვილი, 1957: 64). აკაკი წერეთელი არ ესწრებოდა სხდომას, რაც ყველასათვის მოულოდნელი და საკვირველი იყო. კომისიამ გადაწყვიტა, რომ კომისიის ანგარიშები საჯარო გაეხადა; შესაბამისად, იონა მეუნარგია, რომელსაც სხდომების მდივნობა დაევალა, გაზეთ „დროების“ ფურცლებზე მთელი წლის განმავლობაში დროდადრო აქვეყნებდა მუშაობის ანგარიშს.
უკვე აღინიშნა, რომ პირველი სხდომის დაწყებისას კომისიას ხელთ ჰქონდა 22 ხელნაწერი. იონა მეუნარგიამ ჩამოთვალა გამოცემები, რაც ხელთ ჰქონდათ და მოკლედ დაახასიათა შეგროვილი ხელნაწერები; მათ შორისაა პოემის უძველესი თარიღიანი ხელნაწერი 1646 წლისა, რომელიც ეკუთვნოდა ნიკო კორინთელს; ესაა მამუკა თავაქალაშვილისეული ხელნაწერი, რომელიც მან გადაწერა დადიანის კარზე ტყვეობისას და დაურთო მინიატიურები; ასევე კომისიას ჰქონდა ზემოხსენებული ბეჟან წერეთლის მემკვიდრეების წიგნი, „აღმურაანთ გასპარას“ გადაწერილი ხელნაწერიც; სამი ეგზემპლარი ნანუჩა ციციშვილის მიერ გადაკეთებული; ოთხი - ლარაძის მიერ არტანუჯში ნაპოვნი წიგნებიდან (შემდეგში ექვთიმე თაყაიშვილმა, აკაკი შანიძემ, სარგის ცაიშვილმა გაარკვიეს, რომ ეს ხელნაწერები არ იყო არტანუჯული რედაქციისა; მეტიც, არტანუჯული რედაქციის არსებობა არ დადასტურდა, მისტიფიკაცია აღმოჩნდა); ხუთიოდე - გადმოწერილი ვახტანგ მეექვსისეული და 1841 წლის ნაბეჭდი წიგნებიდან, დანარჩენი კი - სხვადასხვა ვარიანტი პოემისა. ხელნაწერ წიგნთა შორის კომისიის წევრთა კუთვნილი ხელნაწერებიც იყო. საბოლოოდ, რედაქციას მუშაობის დაწყებისას ხელთ ჰქონდა კონკრეტულ პირთა ხელნაწერები, კერძოდ: ელისაბედ ქავთარაძის, თავად დავით თუმანოვის, თავად ალექსანდრე მამაცოვის, თავად გიგო მუხრანსკის, ბატონ ზაქარია ჭიჭინაძის (სამი ცალი), თავად ალექსანდრა მელიქოვის, დიმიტრი ბაქრაძის, ეფრემ მარჯანიძის, თავად ბეჟან წერეთლის მემკვიდრეების, თავად ნესტორ წერეთლის, იოსებ მერკვილაძის, ნიკო კორინთელის, თავად რაფიელ ერისთავის, თავად გიორგი თუმანოვის, აღალო თუთაევის, პეტრე უმიკაშვილის, ბატონ კეზელისა და იონა მეუნარგიას პირადი ბიბლიოთეკებიდან (იმედაშვილი, 1957: 71). პირველი სხდომის ანგარიშის გამოქვეყნების დროისათვის იონა მეუნარგიამ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ თელავიდან კნეინა ნინო ივანეს ასულმა ყარალოვმა გამოგზავნა თავისი კუთვნილი „ვეფხისტყაოსანი“; ე.ი. კომისიას 23 ხელნაწერი დაუგროვდა. ამ წიგნების გარდა რედაქციას ჰქონდა ერთი ეგზემპლარი ვახტანგ მეფის მიერ 1712 წელს გამოცემული რედაქციიდან; 1841 წელს მარი ბროსეს, დავით ჩუბინაშვილისა და ზაქარია ფალავანდიშვილის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“; 1860 წელს დავით ჩუბინაშვილის მიერ პეტერბურგში გამოცემული წიგნი; 1867 და 1875 წლებში თბილისში გამოცემული ეგზემპლარები პოემისა. რედაქციის თავმჯდომარის, გრიგოლ ორბელიანის, თქმით, ამ ხელნაწერებიდან უპირატესად მიიჩნევდნენ ვახტანგისეულ გამოცემას, რადგან „მეფეს შეეძლო უკეთესი „ვეფხისტყაოსნები“ ეშოვა და უკეთესი ვარიანტებიდან დაებეჭდა პოემის პირველი გამოცემა“ (მეუნარგია 1881: 3). მაგრამ „დროებაში“ გამოქვეყნებულ ცნობებზე დაკვირვება მოწმობს, რომ კომისია აქტიურად იყენებდა მეორე გამოცემასაც, რადგან პირველსავე სხდომაზე ბროსე-ფალავანდიშვილ-ჩუბინაშვილის სანკტ-პეტერბურგული გამოცემის ტექსტსაც კითხულობდნენ. მათ მიზნად დაისახეს რუსთველის პოემის დედანთან მიახლოებული ტექსტის დადგენა ვარიანტების საშუალებით; ასევე, წიგნისთვის მცირე ლექსიკონისა და განმარტებების შედგენა, ლიტერატურული მასალისათვის ჩანართი სტროფების აღწერა.
პირველსავე სხდომაზე გადაწყდა მუშაობის მეთოდი და ხანგრძლივობა, სულ 25 შეხვედრა დაიგეგმა. სხდომებზე თავმჯდომარეები იცვლებოდა, პირველ სხდომას გრიგოლ ორბელიანი თავმჯდომარეობდა. ოცდაორ წამკითხველს შორის დარიგდა 22 ხელნაწერი სათითაოდ და დაიწყო მუშაობა. იონა მეუნარგიამ თავის გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ პირველ სხდომაზე ბროსეს გამოცემიდან ტექსტს ხმამაღლა კითხულობდა რაფიელ დავითის ძე ერისთავი, სხვები ხელნაწერებს ადევნებდნენ თვალს. წაიკითხეს 31 სტროფი და მასში 12 შესწორება შეიტანეს. გაზეთში გამოქვეყნებულ ანგარიშში ჩამოთვლილია ეს შესწორებები, რომელთაგან ზოგი მართებული იყო, ზოგი კი ეჭვს იწვევდა და შემდგომ გამოცემებში შესწორდა კიდეც. ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ სიტყვა „ვეფხვი“ შეესწორებინათ და დაეწერათ „ვეფხი“; ეს წინადადება წამოაყენა გრიგოლ ორბელიანმა და კომისიამ იგი ერთხმად გაიზიარა; სტროფში მეოთხე ტაეპის წინ შემაერთებელი „და“ კომისიამ ზედმეტად მიიჩნია და იგი ამოღებულ იქნა, რადგან, კომისიის აზრით, იგი მე-17 მარცვლად აღიქმებოდა და რიტმს არ ღვევდა. უნდა აღინიშნოს, რომ 1888 წლის გამოცემაში მეოთხე ტაეპის წინ „და“ მართლა არ დაბეჭდილა. მეორე სხდომა 17 თებერვალს გაიმართა და ტექსტს კითხულობდა ილია ჭავჭავაძე, რომლის ჩინებული, საოცრად ტკბილხმოვანი კითხვა, იონა მეუნარგიას დახასიათებით, ერთობ სასიამოვნო მოსასმენი იყო. ამ სხდომაზე 52 სტროფი წაიკითხეს. პირველი სხდომის შესწორებების თაობაზე აკაკი წერეთელმა გამოთქვა თავისი მოსაზრებები, რომელთა ნაწილი კომისიამ გაიზიარა, ნაწილი - არა. 26 თებერვალს სხდომას თავმჯდომარეობდა რაფიელ ერისთავი, წაიკითხეს 23 სტროფი. იონა მეუნარგიამ „დროებაში“ გამოქვეყნებულ ანგარიშში საგანგებოდ გამოყო 10 მარტის სხდომა, რიგით მეშვიდე, რადგან სხდომაზე იმყოფებოდნენ „ვეფხისტყაოსნის“ საუკეთესო მცოდნე ქალები. ამ სხდომას ესწრებოდა რაფიელ ერისთავი და აქტიურად მონაწილეობდა განხილვებში ტექსტის დასადგენად. ასევე, მე-16 სხდომას 24 აპრილს თავმჯდომარეობდა რაფიელ ერისთავი. იონა მეუნარგიამ გაზეთში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა 13 მარტს გამართული მერვე სხდომის მიმდინარეობის შესახებ, რომელზეც კომისიის წევრები მოითხოვდნენ 88-ე სტროფის ამოღებას, რასაც მხარი არ დაუჭირეს რაფიელ ერისთავმა და თედო ჟორდანიამ. იონა მეუნარგიასავე ცნობით, 1881 წლის ივნისში კომისიამ მუშაობა დროებით შეწყვიტა და კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოებას, ეთხოვებინათ ხელნაწერები. იქვე ნახსენებია ერთ-ერთი ხელნაწერის შესახებ ცნობა, რომლის მიხედვით, ნიკოლოზ ელიოზოვის ოჯახში პლატონ იოსელიანს უნახავს ალექსანდრე მეფის (1443 წ.) ნაქონი „ვეფხისტყაოსანი“, რომლის მოძებნა სურდათ, მაგრამ კვალს ვერ მიაგნეს. ეს ხელნაწერი დღემდე მიუგნებელია.
კომისიამ მუშაობა განაახლა შემოდგომაზე. 6 თებერვლიდან მოყოლებული სხდომები ტარდებოდა საადგილმამულო ბანკის შენობაში. გაზეთ „შრომაში“ ქუთაისში 28 ოქტომბრის მეცხრე ნომერში გამოქვეყნდა ცნობა ბანკის შენობაში შეკრებილი კომისიის წევრთა შენობიდან ბანკის თანამშრომელთა მიერ გაყრის თაობაზე, რომლებმაც განაცხადეს, ნაბრძანები გვაქვსო, რის გამოც „დროების“ რედაქტორი თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ამ ურიგო საქციელისთვის უჩიოდა საადგილმამულო ბანკის მმართველს თავად ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძეს“, რაც საკმაოდ კურიოზულად გამოიყურებოდა, რადგან სრულიად ნათელი იყო, რომ ბრძანების გამცემი ილია ჭავჭავაძე არ იყო, ცხადია, არც მისი თანათავმჯდომარე სერგეი მესხი. ეს ცნობა ირიბად მიუთითებს, რომ ბრძანება, როგორც ჩანს, ცენზურიდან მოდიოდა. 1881 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ქაიხოსრო გელოვანმა გამოაქვეყნა მომცრო წერილი, რომელშიც აღშფოთება გამოხატა საადგილმამულო ბანკის შენობაში „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კოლეგიის სხდომების აკრძალვის გამო („დროება“, 1881, №271). მიუხედავად ამგვარი წინააღმდეგობებისა, კომისიამ იმუშავა მთელი 1881 წლის განმავლობაში და თავისი დროის კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური დონის ტექსტი მოამზადა გამოსაცემად, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი გახდა გიორგი ქართველიშვილის მეცენატობით 1888 წელს. ამ გამოცემის სტერეოტიპული ასლი გამოქვეყნდა 1988 წელს. პოლიგრაფიული თვალსაზრისით ქართველიშვილისეული გამოცემა ერთ-ერთი საუკეთესოა „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა შორის, მაგრამ ტექსტოლოგიური თვალსაზრისით იგი სათანადოდ მომზადებული არ იყო, რაზეც მიუთითებდნენ სამეცნიერო ლიტერატურაში. ივანე ჯავახიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გამოცემის მომზადებაში არ მონაწილეობდნენ პეტერბურგისა და მოსკოვის უნივერსიტეტების ის პროფესორები, რომელთაც ხელეწიფებოდათ ტექსტოლოგიური მუშაობის წარმართვა და მეტნაკლებად ჰქონდათ საამისო გამოცდილებაც (ჯავახიშვილი, 1956: 8). იგულისხმებოდნენ დავით ჩუბინაშვილი და ალექსანდრე ცაგარელი, რომლებიც კომისიის წევრებად იყვნენ არჩეულნი, რამდენიმე სხდომის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ, მაგრამ დასახელებულ ქალაქებში საუნივერსიტეტო პედაგოგიურ-სამეცნიერო საქმიანობა აქტიური თანამშრომლობის საშუალებას არ აძლევდა. ამიტომ, მიუხედავად ქართველ მწერალთა და თბილისელ მეცნიერთა უდიდესი ძალისხმევისა რუსთველის პოემის ტექსტის დასადგენად, კომისიამ ვერ ჩაატარა წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები, რადგან არ იყო შესწავლილი პოემის ტექსტის ისტორია, არ იყო განსაზღვრული ხელნაწერთა და იმ დროისათვის არსებულ გამოცემათა მნიშვნელობა, განსაკუთრებით ვახტანგისეული, ბროსე-ჩუბინაშვილ-ფალავანდიშვილისეული და ჩუბინაშვილისეული გამოცემების ღირსება-ნაკლოვანებები, რის გამოც 1888 წლის გამოცემამ სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა. მაგრამ ივანე ჯავახიშვილის სიტყვით, სარედაქციო კომისიის მუშაობას ამაოდ არ ჩაუვლია, რადგან კომისიის წევრები „ტექსტს ზოგად ესთეტიკისა და ლოგიკური კავშირის თვალსაზრისითა და საზომით მიუდგნენ: წინათ ხომ ასეთი განხილვა არავის სერიოზულად ფიქრადაც არ მოსვლია“ (ჯავახიშვილი, 1956: 8).
1888 წლის გამოცემისათვის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებისა და მხატვრული გაფორმების საქმეში საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მიხაი ზიჩისა და გრიგოლ ტატიშვილის უდიდესი წვლილი. გამოცემისთვის სპეციალურად ჩამოასხმევინეს ახალი შრიფტი, ილუსტრაციები დაუკვეთეს საგანგებოდ ამ საქმისათვის მოწვეულ რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარს - მიხაი ზიჩის, ეროვნებით უნგრელს, რომელმაც თავისი შემოქმედების ეს საუკეთესო ნიმუშები საქართველოს უსასყიდლოდ დაუტოვა (მიხაი ზიჩის ღვაწლის შესახებ: შარაძე, 1978). მიხაი ზიჩიმ წიგნისათვის 27 ილუსტრაცია შექმნა, ამათგან ერთი ფერადი ილუსტრაციაა, რომელიც პეტერბურგში დამზადდა, ხოლო სურათების ცინკოგრაფიული დამუშავება თვით ზიჩიმ შეუკვეთა უცხოეთში.
ცნობილია, რომ მიხაი ზიჩიმ ქართული ენა არ იცოდა, მას გაუჭირდებოდა ქართული თხზულების ღრმა და საფუძვლიანი წვდომა. ამიტომ ილია ჭავჭავაძის წინადადებით გადაწყდა პოემის თარ გმნა რომელიმე ევროპულ ენაზე, რაც იკისრა იონა მეუნარგიამ, რომელსაც საფრანგეთსა და ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში ჰქონდა განათლება მიღებული და შესანიშნავად იცოდა ევროპული ენები, მათ შორის ფრანგული ენა. მხატვარს მალევე ხელთ ჰქონდა მეუნარგიასეული ფრანგული თარგმანი, რომლის გამართვაში მთარგმნელს კონსულტაციებს უწევდნენ და ეხმარებოდნენ ფრანგი ჟიულ მურიე, ავსტრიელი ბერტა და არტურ ზუტნერები.
ზიჩი საქართველოში ჩამოვიდა 54 წლის ასაკში. მას ლერმონტოვის „დემონისათვის“ უნდა შეექმნა ილუსტრაციები. იგი იმყოფებოდა თბილისშიც. როდესაც მიხაი ზიჩის რუსთველის პოემის და სურათება შესთავაზეს, თავდაპირველად თანხითაც იყო დაინტერესებული, მაგრამ ქართველი საზოგადოების გაცნობის შემდეგ უარი განაცხადა გაწეული სამუშაოს საფასურის აღებაზე. იმდენად შეუყვარდა საქართველო, რომ უნგრეთში ჩასული დაუკავშირდა იქაურ საზოგადო მოღვაწეს ბელა ვიკარს, რომელსაც ასევე შეაყვარა რუსთველის პოემა, რის შემდეგაც თარგმნა ბელა ვიკარმა „ვეფხისტყაოსანი“ უნგრულ ენაზე და 1917 წელს გამოსცა უნგრეთში. ეს ევროპულ ენაზე და, საერთოდ, მსოფლიოში რუსთველის ქმნილების სრულად თარგმნის ერთ-ერთი პირველი ცდა იყო.
„ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე მუშაობის დაწყებამდე მიხაი ზიჩი მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ტიპების შესარჩევად ცოცხალ სურათებს დგამდა პოემის ცალკეული ეპიზოდისათვის. მასში მონაწილეობდნენ სილამაზითა და მოხდენილობით განთქმული ქართველი მანდილოსნები და ვაჟკაცები, ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები. თამარ მეფისათვის „პოემის მირთმევის“ ცნობილ სცენაში თამარ მეფეს განასახიერებდა ნინო წერეთელი-ჩოლოყაშვილი, რომლის მშვენიერებას პოეტმა გიორგი შარვაშიძემ ლექსი მიუძღვნა; შოთა რუსთველს - პოეტი მამია გურიელი, ხოლო „ვეფხისტყაოსნის“ გმირებიდან: ტარიელს - პოეტი გიორგი შარვაშიძე, ნესტან-დარეჯანს - დესპინე ფაღავა, თინათინს - ნინო წერეთელი, ფატმანს - მარიამ მირიანაშვილი, როსტევანს - რუსეთ-თურქეთის ომის გმირი, გურიის ლაშქრის უფროსი, ქაიხოსრო ქაჯაია. ამათ გარდა, ცოცხალ სურათებში მონაწილეობდნენ: დიმიტრი წერეთელი, მარო მაჩაბელი, ანტონ წულაძე, ჯაბა გურიელი, თათარხან დადეშქელიანი და სხვები.
ჟურნალ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ქართული თეატრის შესახებ პეტრე უმიკაშვილი გაკვრით აღნიშნავდა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ცოცხალი სურათების დადგმის მნიშვნელობა მიხაი ზიჩის ილუსტრაციების მიხედვით, რომლებიც თეატრსა და სხვა შენობებში იდგმებოდა, ხალხს მიიზიდავ და თეატრში და ვარაუდობდნენ, რომ ქართულ თეატრსაც ეშველებაო (უმიკაშვილი, 1885: 122-133; იმედაშვილი, 1957: 102).
ზემოთ აღინიშნა, რომ წიგნის გაფორმებაზე იმუშავა გრიგოლ ტატიშვილმა, რომელიც პირველი ქართველი გრავიორი მხატვარ-ქსილოგრაფი იყო; თავის დროზე მან გააფორმა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ და „ბუნების კარი“, შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ ქართველიშვილისეული გამოცემა, ილიას, აკაკის, ვაჟას, ყაზბეგის, შიო მღვიმელის, ავქსენტი ცაგარელის თხზულებათა გამოცემები. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გრავიურა გრიგოლ ტატიშვილს დაუმზადებია „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემისათვის. მას საგანგებოდ სთხოვეს წიგნის მხატვრულად გასაფორმებლად საჭირო ესკიზების დამზადება, რისთვისაც გამოიყენა ძველი ქართული ხელნაწერების საზედაო და სათაურის ასოები, ძველი ეკლესიების ფრესკული მხატვრობა და ჩუქურთმები. მან შემოიარა და გადმოხატა ქართული ეკლესია-მონასტრების ჩუქურთმების მოხაზულობა, გრაფიკულად დაამუშავა, გაეცნო ძველი ქართული ხელნაწერების მხატვრული გაფორმების ელემენტებს, თავსამკაულებსა და ბოლოსამკაულებს, რამაც ქართველიშვილისეული გამოცემა მხატვრული გაფორმებისა და დასურათების ბრწყინვალე ნიმუშად აქცია, რის შედეგადაც ამ წიგნმა პოლიგრაფიული თვალსაზრისით 1901 წელს იოჰან გუტენბერგის მშობლიურ ქალაქში, მაინცში, გამართულ წიგნის კონკურსზე გუტენბერგის სახელობის ჯილდო დაიმსახურა, ხოლო მაინცის ქალაქის თავმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: „ეს მშვენიერი საჩუქარი სასახელოა ქართული სტამბისათვის და სამუდამოდ უნდა დარჩეს გუტენბერგის ქალაქში“. უნდა აღინიშნოს, რომ გრიგოლ ტატიშვილმა შექმნა ქართული, სომხური და რუსული სააფიშო შრიფტი. 1892 წელს გამოსცა ალბომი „ქართული ანბანი“, 1900 წელს - „ქართული ჩუქურთმა“, რომელმაც პარიზში მსოფლიო გამოფენაზე ქების ფურცელი დაიმსახურა.
როცა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი მომზადდა და მისი გამოცემის ტირაჟის საკითხი დაისვა, ილია ჭავ ჭავაძემ 2000 ცალის დაბეჭდვა მოითხოვა; აღნიშნა, რომ ქართველ ხალხში „ვეფხისტყაოსანზე“ ყოველთვის დიდი მოთხოვნილება იყო და არის. ძველად ამ პოემას ქალებს მზითევში ატანდნენ და ახლაც ასე იქნებაო. დავით ერისთავს ამის გამო ილიასათვის უთქვამს: „ძველად არ ვიცი, მაგრამ ახლანდელი სასიძოები ასეთ მზითევს არ დასჯერდებიანო“. როგორც მიუთითებენ, დაიბეჭდა 2700 ცალი. გამოცემა იმდენად მდიდრული და ძვირფასი აღმოჩნდა, რომ კომისია დაივიწყეს და ის გამომცემლის სახელით გავრცელდა. ქართველიშვილისეულის სახელით ცნობილი ეს მდიდრული გამოცემა დაიბეჭდა და გამოვიდა 1888 წელს.
„ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემაზე ინიციატორთა მუშაობამ იმ მხრივაც შეასრულა დადებითი როლი, რომ შემდგომში სტიმული მიეცა რუსთველის პოემის ნუსხათა შეკრებისა და აღწერის საქმეს. ამ მხრივ ენერგია, დრო და სახსრები არ დაიშურა დიდმა მეცნიერმა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც გამოავლინა და შეაგროვა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, რომელთა შორისაა საუკეთესო ეგზემპლარები. მან არაერთი მათგანი გადაარჩინა დაღუპვას, დაკარგვას, შეადგინა ხელნაწერთა კატალოგი, აღწერა და მოგვცა მათი ზუსტი კლასიფიკაცია. ექვთიმე თაყაიშვილის სიტყვით, მან შეძლო სხვადასხვა გზით თექვსმეტი თუ ჩვიდმეტი ხელნაწერის შეგროვება, რომელთა შორის ზოგიერთი ძალზე საყურადღებო გამოდგა როგორც ვარიანტებით, ისე საუცხოო მხატვრობითა და აშიათა შემკულობით. საერთოდ კი მოკრიბა ცნობა 24 ხელნაწერის შესახებ და თვითონვე ამბობდა, რომ ზოგი მათგანის შეძენა პირდაპირ საარაკო თავგადასავლად იქცა თვით ხელნაწერთათვისაც, მათი პატრონებისათვისაც და ჩემთვისაცო. მათ შორის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ხელნაწერები შეიძინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა-მუზეუმისათვის.
მოკლე ცნობა „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის შესახებ:
„ვეფხისტყაოსანი“ - ტფილისი, გამოცემული გ. დ. ქართველიშვილის მიერ, ი. მარტიროსიანცის სტამბა. 1888. - ყდა, 359 გვ. [26] ჩართ. ფურც. ილ. (34x26) - სურათები: მხატვარი მიხაი ზიჩი; სურათების ფოტო-ცინკოგრაფია - ვ. ანგერერი (ვენა); ფერადი ილუსტრაცია - ქრომოლითოგრაფია - ბრეზე (პეტერბურგი); არშიები, მთავრული ასოები და ბოლოსამკაულები - გრიგოლ ტატიშვილი, ამომჭრელი - ლემანი (პეტერბურგი). მხატვრობა გადმოღებულია საქართველოს სიძველეებიდან. გამოცემაზე პასუხისმგებელი - ივანე მაჩაბელი, რომელმაც წაიკითხა ბეჭდური გამოცემისათვის მომზადებული საბოლოო ტექსტი და თვალყურს ადევნებდა სტამბის საქმიანობას. ახლავს დანართი: „გამომცემლობისაგან“. მწვანე ყდა. ოქროტვიფრული ორნამენტი ჩარჩოს სახით გასდევს ყდის პირველ ფრთას, რომლის შუაგულში შოთა რუსთველის მოოქრული პორტრეტია; ფორზაცი თეთრი მუარისებრი. ფერადი ფრონტისპისი. ილუსტრაციები ვიქტორ ანგერერს ვენის ფოტოცინკოგრაფიაში დაუმზადებია. წიგნის სათაური ასოებისა და ორნამენტების შესრულებისას პირველმა ქართველმა გრავიორ-ქსილოგრაფმა, გრიგოლ ტატიშვილმა ძველი ქართული ხელნაწერებითა და ციხე-ეკლესიების ორნამენტებით ისარგებლა, ხოლო წიგნის სამკაულები ბრეზეს ქრომოლითოგრაფიაში განახორციელა.

„ვეფხისტყაოსანი“, ყდა, 1888 წლის გამოცემა
„The Knight in the Panther's Skin“, Cover, edition of 1888

„ვეფხისტყაოსანი“, თავფურცელი, 1888 წლის გამოცემა
„The Knight in the Panther's Skin“, Title-page, edition of 1888
აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ამ გამოცემის განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიის ცენზურისაგან 1887 წელს კომისიამ მიიღო თანხმობა. წიგნის გამოსაცემად დამზადდა ახალი შრიფტი, სათაურის ასოები, სხვადასხვა ქართული ტაძრიდან აღებული ორნამენტები, გასაფორმებელი ნახატები. მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა 1888 წელს და ისტორიაში შევიდა როგორც „ქართველიშვილისეული გამოცემა“. „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემაზე დაიხარჯა 12000 მანეთი. ქართველიშვილმა გამოცემის მთელი ტირაჟი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა საჩუქრად და მისგან შემოსული თანხით სტამბის გამართვის საკითხი დააყენა.
მნიშვნელოვანია გაზეთ „დროებაში“ 1885 წლის 9 და 10 მარტს გამოქვეყნებული ცნობები (9.03, №52; 10.03. №53), რომლებიც გვამცნობენ, რომ არწრუნისეული თეატრის შენობაში რაფიელ ერისთავმა წაიკითხა საჯარო ლექცია IV-XI საუკუნეების ქართული ლიტერატურის შესახებ და ყველაზე ვრცლად ისაუბრა შოთა რუსთველსა და მის „ვეფხისტყაოსანზე“. გაზეთის 53-ე ნომერში რ. ერისთავს უსაყვედურეს, რომ მან წუნი დასდო „ვეფხისტყაოსანს“ იმაში, რომ მისი გმირები იდეალს არ წარმოადგენენ და ავტორი უბრალო კაცებს გვიხატავს თავიანთი სიკეთითა და სიავითო. ამავე დროს, აქებდა, რომ „ღვთისმოყვარეობა უმთავრესს თვისებას შეადგენს მასში გამოხატული პირებისა“ („დროება“, 1885, №53).
ამრიგად, როგორც „დროებიდან“ დამოწმებული მასალა და ყოველივე ზემოთქმული მოწმობს, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის შედგენის ინიციატივა ეკუთვნით რაფიელ ერისთავს, იაკობ გოგებაშვილსა და იონა მეუნარგიას. ამაში წვლილი უნდა მიუძღოდეს იმ ფაქტს, რომ პატარა რაფიელს „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარული ბავშვობიდანვე ჩაუნერგა დედამ, ნინო ავთანდილის ასულმა ამილახვარმა, და აზიარა მის სიბრძნეს, როდესაც „ასმენდა „ვეფხისტყაოსანს“; შესაბამისად, რაფიელ ერისთავს კარგად ჰქონდა გათავისებული რუსთველის პოემის როგორც შინაარსი, ისე მისი მნიშვნელობა-ფასეულობა ქართველთათვის, რაც არაერთგზის აღინიშნა მის ბიოგრაფიაში. „დროებაში“ გამოქვეყნებული საინფორმაციო სტატიით ირკვევა, რომ ამ დიდი საქმის ინიციატორი ილია ჭავჭავაძე არ არის. ამ წერილით რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი და იონა მეუნარგია მიმართავენ კომისიის მომავალ წევრებს, მათ შორის ილია ჭავჭავაძეს, მონაწილეობა მიიღონ სარედაქციო საქმიანობაში. რაფიელ ერისთავი აქტიურად იყო ჩართული „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობაში, იყო რამდენიმე სხდომის თავმჯდომარე, ტექსტის წამკითხველი და ტექსტის დადგენის მონაწილე. კომისიას სამუშაოდ სხვა ხელნაწერებთან ერთად ჰქონდა მისი კუთვნილი წიგნი რუსთველის პოემისა. აგრეთვე, რაფიელ ერისთავი მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებისათვის შესაქმნელად ცოცხალი სურათების დადგმაში. მანვე არწრუნისეული თეატრის შენობაში შოთა რუსთველისა და მისი პოემის შესახებ საჯარო მოხსენებაც წაიკითხა, გამოთქვა მოსაზრებები „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა რაგვარობის თაობაზე, რაც მიუთითებს მის დამოკიდებულებასა და სიყვარულს შოთა რუსთველის პოემისადმი.

![]() |
11 მიხაი ზიჩის ილუსტრაციები შოთა რუსთაველის პოემისთვის „ვეფხისტყაოსანი“ |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ ბელაშვილი
1888 წელს ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევით და განსაკუთრებული მონდომებით გამოიცა ე.წ. გიორგი ქართველიშვილისეული „ვეფხისტყაოსანი“. წიგნი უხვად შეიმკო სხვადასხვა ტიპის „სამკაულით“, მათ შორის აღსანიშნავია მხატვრული შრიფტი, დეკორირებული საზედაო ასოები, თავსართ-ბოლოსართები, შექმნილი გრიგოლ ტატიშვილის მიერ ქართული შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრული ორნამენტის მოტივებზე. ეს დეტალები პეტერბურგში ამოიჭრა და მომზადდა სტამბისთვის. „ვეფხისტყაოსნის“ საბოლოოდ გარედაქტირებულ-შედარებული ტექსტი ივანე მაჩაბლის უშუალო ზედამხედველობით თბილისში დაიბეჭდა. წიგნს მხატვარ მიხაი ზიჩის 27 ილუსტრაცია ამშვენებდა. ნამუშევრები იმ 34 ნახატიდან აირჩა, გრაფიკოსმა „ვეფხისტყაოსნისთვის“ თავდაპირველად გამიზნული 12 ილუსტრაციის ნაცვლად რომ შექმნა და უსახსოვრა ქართველ ხალხს. ილუსტრაციების კლიშეები (ფოტოცინკოგრაფია) ვენაში, ანგერერ-გეშლის სახელოსნოში დაამზადებინა თავად ხელოვანმა და მეთვალყურეობაც თვითონ იკისრა („დროება“. 1885. 3 სექტემბერი. №188); დაბეჭდვით კი კომპოზიციები გერმანიაში, ლაიფციგში დაიბეჭდა. მეტი ზეიმურობისთვის გამოცემაში ფერადი ილუსტრაციაც განთავსდა, რომელიც ნაწარმოების გაფორმებისთვის შექმნილ კომპოზიციებს შორის არ განიხილებოდა. ამ გამოსახულებაზე შოთა რუსთაველი თამარ მეფეს გადასცემს დიდ გრაგნილს, წარწერით - „ვეფხისტყაოსანი“. ეს სცენა მკითხველისთვის უმთავრესი ამბის მაუწყებელი გახდა. ის საკუთრივ პოემის შექმნის შესახებ მოუთხრობდა მნახველს და გასაგებია, რატომაც გაკეთდა მასზე აქცენტი (იგულისხმება მისი ფერადოვნება). აღნიშნული ილუსტრაცია პეტერბურგში, ბრეზეს ქრომოლითოგრაფიის სახელოსნოში დაიბეჭდა. რელიეფური ტვიფრით დამუშავდა წიგნის ყდა და ყუა.
„ასე რომ 1888 წლის გაზაფხულზე დამთავრდა მოწინავე ქართველი ინტელიგენციის მიერ რვა წლის წინათ დაწყებული დიდი კულტურული საქმე“, - წერს ბენო გორდეზიანი. „ჩვენ ვნახეთ ეს მდიდრულად დაბეჭდილი სურათებიანი „ვეფხისტყაოსანი“ და უნდა ვსთქვათ, რომ ამისთანა ლამაზსა და კარგს სანახავს იშვიათად შეხვდება კაცი არამც თუ ჩვენში, არამედ რუსეთშიაც კი. ასომთავრულები მეტად ლამაზები და ხელოვნებით ნაკეთებია, აშიები ქართულის ჩუქურთმის გემოვნებაზეა შეფარდებული, თითეულის კარის ბოლოში დახატულია თითო რამ ნახატი, სავსე თავისებურის მშვენიერებითა და სილამაზით. თვითონ ზიჩისაგან ნახატი სურათები ხომ ისეთია, რომ დიდხანს არ გინდა თვალი მოაშორო. ეს წიგნი განძი იქნება სწორედ ყოველ ქართველის ოჯახისათვის“ („ივერია“. 1888. 13 მარტი. №54).
„ვეფხისტყაოსნის“ ამ გამოცემის მომზადების ისტორიის ზოგადკულტურული კონტექსტი თავადაც მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონეა. ამბავი, რომელიც ქართველი ხალხის წარჩინებულმა შვილებმა შექმნეს... ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა შოთა რუსთაველის პოემის საბოლოოდ შეჯერება-შეთანადების ურთულესი პროცესი და როგორ ითარგმნა ტექსტი ფრანგულად. მოვლენებს განსაკუთრებულ სიმძაფრეს ეროვნული იდენტობის საკითხისადმი გამორჩეულად საფუძვლისმიერი დამოკიდებულება სძენს. ერთადერთი მუდმივა, რომელიც საშუალებას გაძლევს, საკუთარი თავი საერთაშორისო პრიზმაში დაინახო და იმავდროულად ზოგადსაკაცობრიო კონტექსტთან შენი კულტურის და, შესაბამისად, მსოფლმხედველობრივი მახასიათებლის უწყვეტი ბმა გახადო სხვათათვის საცნაური. ამისთვის ყველა იმ მხატვრულ ნაწარმოებზე, რომელიც კონცეფციისა თუ შინაარსის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, ფორმისმიერად ორიგინალური და არსებითი ისტორიულ-პოლიტიკური დატვირთვის მქონეა, ხელმისაწვდომობა მარტივად უნდა ხორციელდებოდეს. „რადგან ქართველი ერი, როგორც შემადგენელი კაცობრიობისა მის წინაშეცაა ანგარიშვალდებული და ფლობა მსგავსი მასშტაბის სიმაღლისა და მნიშვნელობის მხატვრული ნაწარმოების კიდევ სხვა პასუხისმგებლობებსაც მოიცავს, თუ გლობალურ ჭრილში ვიმსჯელებთ. ამასთან ეს შენატანი მსოფლიო კაცობრიობის ისტორიაში ეროვნული შენატანია და ის ქვეყნისა და საკუთარი ხალხის წინაშეც გავალდებულებს“ (ბ. გორდეზიანი. გვ. 34).

მიხაი ზიჩი, „ვეფხისტყაოსანი“, ილუსტრაცია, 1888
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
Mihály Zichy, Illustrations for „The Knight in the Panther's Skin“, 1888
K. Kekelidze Georgian National Center of Manuscripts
ამ თვალსაზრისით, სახვითი ხელოვნება, ეფუძნება რა ვიზუალურ სახე-ხატებებს, ლიტერატურასა და პოეზიასთან შედარებით, მეტად უნივერსალურ ენას ფლობს. ეს უკანასკნელნი კი, ვერბალურ-ტექსტუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, სათანადო თარგმანებას საჭიროებენ. ცხადია, თარგმანების მხოლოდ პირველი და კატეგორიულად აუცილებელი საფეხური იგულისხმება, რადგან პროცესი რეალურად ბევრად რთული და მრავალპლანიანია. თუმცა, მანამ სანამ ენობრივი თარგმანი არ არსებობს, მოვლენის სხვა, მეტად სიღრმისეულ წვდომაზე ფიქრიც კი შეუძლებელია. ამიტომ ცალსახად აუცილებელი იყო „ვეფხისტყაოსნის“ საბოლოო რედაქციის შექმნა, მისი სათანადოდ გამოცემა და სხვადასხვა ენაზე თარგმანის დაწყება. 1887 წელს ამ გამოცემის პირველი, საცდელი ფორმის დაბეჭდვასთან დაკავშირებით იონა მეუნარგია ივანე მაჩაბელს სწერდა: „...ეს პირველი გამოცემა არის „როშკოშისა“, მაგრამ ხომ უნდა დაიწყოს როდისმეო?“ (მ. ურუშაძე. გვ. 96).
აუცილებელია აღინიშნოს, რომ მთელი ეს ამბავი ცარისტული რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის ფონზე ვითარდება, ამის გამო გარეშე თვალისთვის ზოგჯერ ბუნდოვანიც კია ამა თუ იმ მოვლენის საფუძვლისმიერი განმაპირობებელი და ორიენტირი.
1880 წლის 15 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ (№241) გამოქვეყნდა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის ინიციატორთა ერთგვარი განცხადება. რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი და იონა მეუნარგია „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერებთან შედარება-შეთანადების საფუძველზე ახალი რედაქტირებული გამოცემის მომზადების საჭიროებას ამცნობდნენ საზოგადოებას და მოუწოდებდნენ ყველას, მონაწილეობა მიიღეთ ამ მნიშვნელოვანს საქმეშიო.
1881 წელს იონა მეუნარგიას თაოსნობით შემდგარ „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენ კომისიაში შედიოდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გრიგოლ ორბელიანი, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, პეტრე უმიკაშვილი და სხვა მნიშვნელოვანი ქართველი მოღვაწენი („დროება“. 1881. 24 ოქტომბერი. №222). ტექსტის რედაქტირებამ დიდხანს გასტანა, პროცესი არცთუ იშვიათად წინააღმდეგობრივ ხასიათსაც კი იძენდა, და მაინც, გიორგი ქართველიშვილისეული „ვეფხისტყაოსნის“ მომზადება-გამოცემა იმ მოვლენებს შორისაა - თუ როგორ ქმნიდა ერთიანი ეროვნული იდეის ირგვლივ შეკრულ-კონსოლიდირებული ქართული საზოგადოება თავის მომავალს. ეს ყოველივე ისე, როგორც „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირების ისტორია, საფუძვლიანა დაანაკვლევი. ბენო გორდეზიანი მონოგრაფიაში „ზიჩი საქართველოში“ (თბ., 1960), გურამ შარაძე წიგნში „მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა“ (თბ., 1978) და მიხეილ ქვლივიძე თავის ნაშრომში „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებანი (თბ., 1967) დეტალური სიზუსტით აღადგენენ პროცესების თანმიმდევრობას და სრულად აცოცხლებენ მოვლენათა ქარგას. ძნელია, რაიმე დაამატო, ან ახალი თქვა, მით უფრო, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ გაზეთები „დროება“ და „ივერია“ მუდმივი ანგარიშვალდებულების განცდით, უწყვეტად აცნობდნენ მკითხველს ნებისმიერ ინფორმაციას „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის მომზადების შესახებ - მნიშვნელოვანს თუ უმნიშვნელოს. ასე რომ, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, ისტორიული პირველწყაროს მოძიებაც არ არის რთული.

ფოტო „ვეფხისტყაოსნისთვის“ დადგმული ცოცხალი სურათების სერიიდან
ტარიელის როლში დავით ლეონიძე
XIX საუკუნის მიწურული. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
Photo from series of live pictures staged for „The Knight in the Panther's Skin“ David Leonidze in the role of Tarieli, End of the 19th century K. Kekelidze Georgian National Center of Manuscripts
აქ საყურადღებოა ამ გამოცემისთვის შესრულებული ილუსტრაციები და მათი მხატვრულ-სტილისტური მახასიათებლები.
უჩვეულოდ წარიმართა მიხაი ზიჩის (1827-1906) ბიოგრაფია. წარჩინებული გვარის უნგრელი მხატვარი, ცნობილი ავსტრიელი ფერმწერის ფერდინანდ-გეორგ ვალდმიულერის მოსწავლე, რუსეთის მეფის კარზე XIX ს-ის 40-იან წლებში ხატვის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. მართალია, ის მალევე ტოვებს სამეფო კარს, თუმცა, არ ტოვებს რუსეთს და რჩება სანკტ-პეტერბურგში. ზიჩი რვა წლის განმავლობაში ფოტოგრაფ ვენინგერის ატელიეში რეტუშორად მუშაობს. ფოტოგრაფიაში მისი ცოდნა შემდგომაც ბევრჯერ იჩენს თავს მისსავე გრაფიკულ ნამუშევრებში, განსაკუთრებით კომპოზიციური მახასიათებლების აწყობა-გადანაწილების თვალსაზრისით. ფოტოგრაფიას ილუსტრაციების შექმნისას ტექნიკური დამხმარე ელემენტის სახითაც იყენებს. ცოცხალი სურათები „ვეფხისტყაოსნისთვის“ ამის კარგი მაგალითია. პოემის გაფორმებაზე მუშაობა მხატვარმა სწორედ ცოცხალი სურათების შექმნა-ჩახატვით დაიწყო. ან პირიქით, შესაძლოა, „ვეფხისტყაოსნის“ ცოცხალი სურათების დადგმა-გაფორმების დროს გაჩნდა იდეა ამ ნაწარმოებისთვის ილუსტრაციების შექმნისა. ამ თანმიმდევრობის ზედმიწევნითი სიზუსტით აღდგენა უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც შედეგის რაგვარობის თვალსაზრისით, მაინც არანაირ ცვლილებას იწვევს. ფაქტია, ილუსტრირების პროცესზე, როგორც ცოცხალმა სურათებმა, ისე ამ სურათების ამსახველმა ფოტომასალამ გადამწყვეტი როლი შეასრულა.
ამ ეპოქის მხატვართა უმეტესობა ევროპასა და რუსეთში ისედაც გატაცებულია ფოტოგრაფიით. XIX ს-ის მეორე ნახევრიდან, იმპრესიონიზმის გაჩენის კვალდაკვალ, ეს ტენდენცია ძლიერდება და სახვით ხელოვნებაში მიმდინარე ახალი ფორმათქმნის ურთულეს პროცესებშიც კი აისახება. მიხაი ზიჩი ქრონოლოგიურად აღნიშნულ მოვლენებს ოდნავ წინ უსწრებს. ის, როგორც მისი არაერთი თანამედროვე, ჯერ მხოლოდ აღფრთოვანებულია ფოტოკამერის შესაძლებლობებით და სამყაროს ხედვის იმ ახალი რაკურსით, რაც მსგავს ტექნიკურ ნოვაციას სდევს თან. თუმცა, ფოტოკადრისეული სპეციფიკური მახასიათებლების და მხატვრის მიერ თვალით დანახული გარემოს ზედდება-გამთლიანების შედეგად ტრანსფორმირებული გამოსახულების შექმნა მაინც ზიჩის შემდგომი თაობის ხელოვანთა შესასრულებელი ამოცანაა.
მიხაი ზიჩისთვის უცხო არ არის ფერწერული ან გრაფიკული ნამუშევრების, მით უფრო, ფიგურატიული კომპოზიციების, ფოტოგამოსახულებების მიხედვით აწყობის პრაქტიკა. წინასწარული ფოტო იძლეო და ხელოვანისთვის მაქსიმალურად მისაღები კომპოზიციური მოდელის შერჩევის საშუალებას. ამასთან, მსგავსი ანაბეჭდი უბრალოდ აიოლებდა შემდგომში მუშაობის პროცესს, რადგან მხატვარს არ სჭირდებოდა ყოველ ჯერზე ნატურასთან მუშაობა, ის გამოსახულების ფოტოთი ხელმძღვანელობდა.
აშკარაა, რომ ზიჩი კარგად მუშაობს ფოტოკომპოზიციის საფუძველზე. მართალია, საქართველოში ცოცხალი სურათები მანამდეც იდგმებოდა, თუმცა, ზიჩის გადაწყვეტილება - სწორედ ამ ფორმით გაეცნო და ზიარებოდა ვეფხისტყაოსნისეულ სამყაროს - მრავლისმეტყველია.
ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსთაველის პოემის ახალ, ყოველმხრივ გამორ ჩეულ გამოცემას გეგმავდა, მალევე მიხვდა, რომ მაღალი მხატვრული რანგის ილუსტრაციები მათ ამოცანას მხოლოდ დაეხმარებოდა. XIX ს-ის მიწურულის საქართველოში, არაერთი უცხოელი მხატვარი მოღვაწეობდა. იყვნენ ადგილობრივი პროფესიონალი მხატვრებიც, თუმცა, იმ წოდებისა და სახელის გარეშე, რასაც იმპერატორის კარის მხატვარი ფლობდა. ამასთან, ზიჩი ევროპულ მხატვრულ ტრადიციასაც კარგად იცნობდა და, რაც მთავარია, უკვე ბევრი ჰქონდა ნამუშევარი წიგნის ილუსტრირების მიმართულებით (ბაირონის „დონ ჟუანი“ (1880); პუშკინის „ბაღჩისარაის შადრევანი“ (1860); გოეთეს, შილერის, შექსპირის, გოტიეს ნაწარმოებები, შუასაუკუნეების რუსული საგმირო ეპოსი „იგორის ლაშქრობის ამბავი“ (1854) და ა.შ.). ასე რომ, არაა რთული იმის მიხვედრა, თუ რატომ შეაჩერეს ქართველებმა არჩევანი მიხაი ზიჩიზე, რომელიც 1881 წელს საქართველოს სტუმრობდა, ლერმონტოვის „დემონის“ ილუსტრაციებისთვის გარემოსა და ტიპაჟების უკეთ შესწავლის მიზნით.
საგულისხმოა, რომ ზიჩი მანამდეც მუშაობდა კავკასიის თემატიკაზე. კავკასიაში მიმდინარე უწყვეტი ომების ფონზე ეს თემა მეფის რუსეთში იმხანად მოღვაწე მხატვრებისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობით გამოირჩეოდა. 1842 წელს გრიგოლ გაგარინი დაღესტნის ექსპედიციაში მონაწილეობს, 1848 წლიდან კი საქართველოში გადმოჰყავთ ვორონცოვთან სამუშაოდ. ამ დროს ზიჩიც ითხოვს, რომ კავკასიაში გაუშვან, თუმცა, უარს ეუბნებიან და ისიც საკუთარი ფანტაზიით იწყებს კავკასიის სცენების ხატვას (იგულისხმება მისი 12 ავტოლითოგრაფია, გამოცემული 1853 წ.). მას შემდეგ დიდმა დრომ განვლო. ასე რომ, „დემონის“ ილუსტრირებისთვის საქართველოში ჩამოსული მხატვარი, უკვე საკუთარი მკაფიო ხელწერის მქონე, შემოქმედებითად დასრულებული ხელოვანია.
საყურადღებოა თავად მოვლენის - „ცოცხალი სურათები“ - რაობის საკითხიც. ეს სიმბიოზია, ამასთან, პარადოქსული სიმბიოზი, სადაც თეატრალური წარმოდგენა და ფოტოატელიეში, აპარატის წინ, მარადისობასთან ზიარებას მომლოდინე სტატიკური, კოსტიუმირებული სანახაობა ერწყმის ურთიერთს. ერთი მხრივ, თეატრი, რომელიც მხოლოდ აწმყოში არსებობს და ფოტოგრაფია - რომელიც უმთავრესად მომავალზეა ორიენტირებული. ცოცხალი სურათებისთვის სასცენო გარემოს შესაქმნელად ზიჩი დეკორაციებს იყენებს, რომელთაც ქაღალდზე დახატული უკანა ფონის სახე აქვს. წინასწარ იდგმება მიზანსცენები, იქმნება და იკერება კოსტიუმები; პერსონაჟებს უკეთდებათ გრიმი და, საჭიროების შემთხვევაში, იყენებენ ცოცხალ ცხენებსაც კი.
სცენარის მონახაზს თავად მხატვარი ქმნიდა, მოქმედი გმირების როლებს კი წარმოსადეგი გარეგნობის, ქართველი დიდგვაროვნები ასრულებდნენ (აღსანიშნავია, რომ სხვა არაერთ ქართველ დიდგვაროვანთან ერთად, თბილისში გამართულ ცოცხალ სურათებში რაფიელ ერისთავიც მონაწილეობდა და ის როსტევანს განასახიერებდა).
ცოცხალი სურათების მიხედვით შექმნილი ზიჩისეული ნამუშევრები სწრაფი ჩანახატისთვის ჩვეული ესკიზურობით და თამამი, თავისუფალი მონასმით ხასიათდება. აშკარაა, მხატვრის ამოცანა გამოსახულების გამთლიანებული ერთიანი კომპოზიციური სქემების შექმნა და მათში ცალკეული ფიგურებისთვის სათანადო ადგილების მონიშვნაა. საწყისი ეტაპის ამ ნამუშევრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ადვილი მისახვედრია, რომ ზიჩი მხოლოდ ამბის ვიზუალურ ვერსიას ქმნის. მას მოსწონს აღმოსავლეთის ქვეყნებში განვითარებული, პოემის ნახევრად ზღაპრული, ჰეროიკულ-რომანტიკული ხასიათის შინაარსობრივი ქარგა და ხიბლავს შესაძლებლობა, იმუშაოს უამრავ სახასიათო ელემენტზე, იქნება ეს სამოსი, აქსესუარები, ავეჯისა თუ ჭურჭლის დეტალები და ა.შ. აქ ჯერ არანაირი სიღრმისეული ინტერპრეტაცია საკუთრივ ნაწარმოებისა არ ხდება, რაც გასაგებიცაა, რადგან მხატვარს „ვეფხისტყაოსანი“ გარდამთხრობთა ვერსიებით აქვს მოსმენილი და დიდი ალბათობით, მხოლოდ შინაარსს იცნობს. შესაბამისად, ლოგიკურია ისიც, რომ „ვეფხისტყაოსნისთვის“ ცოცხალი სურათების მიხედვით შექმნილი ზიჩის პირველი ჩანახატები მკაფიო თეატრალური ელფერის მქონეა და ამბის ზედაპირული, მექანიკური გაფორმების ნიშნებით ხასიათდება.

მიხაი ზიჩი, „ვეფხისტყაოსანი“, ილუსტრაცია, 1888
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
Mihály Zichy, Illustrations for „The Knight in the Panther's Skin“, 1888
K. Kekelidze Georgian National Center of Manuscripts

მიხაი ზიჩი, „ვეფხისტყაოსანი“, ილუსტრაცია, 1888
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
Mihály Zichy, Illustrations for „The Knight in the Panther's Skin“, 1888
K. Kekelidze Georgian National Center of Manuscripts
ცოცხალი სურათების სპეციფიკიდან გამომდინარე, კატეგორიულად იკრძალებოდა სცენაზე ყოველგვარი მოძრაობა თუ საუბარი. მხოლოდ რამდენიმე სურათში იყო ნებადართული მოსამსახურეების გადაადგილება და ცეკვა. ამ დროს ფარდის მიღმა პოემის შესაბამისი მონაკვეთი იკითხებოდა. სანამ ზიჩი „ვეფხისტყაოსნისთვის“ ათ სურათს ააწყობდა (რამაც დამოუკიდებელი სანახაობის სახე შეიძინა), მანამდე ამგვარი ჩვენებების პრაქტიკა ბევრად მოკრძალებული იყო. რაიმე თეატრალური წარმოდგენის ბოლოს ერთი ან ორი ცოცხალი სურათი, როგორც დამატებითი „სამშვენისი“, ისე იდგმებოდა.
1882 წელს გაზეთი „კავკაზი“ მკითხველს აუწყებს, რომ „მხატვრულ-დრამატული საღამო 6 თებერვალს, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი წარმატებით ჩატარდა. „ვეფხისტყაოსნიდან“ ცოცხალი სურათების ნახვამ თეატრში იმდენ ადამიანს მოუყარა თავი, რომ თეატრი უკიდურესად გაძვირებული ბილეთების ფასების მიუხედავად, გადავსებული იყო. მთელი თბილისი იყო აქ. საღამო კრილოვის ერთმოქმედებიანი კომედიით „ეს ჩემი პატარა ახირებაა“ დაიწყო. კომედიის დასრულებისთანავე დაიწყო ცოცხალი სურათები. ფარდა აიწია და მაყურებლის წინაშე თინათინის კორონაციის სცენა გამოჩნდა, თითქოს სცენა „ათასერთი ღამიდან“. სცენის სიღრმეში დიდი ფუფუნებით მორთულ ესტრადაზე აღმართული იყო სამეფო ტახტი; მასზე იჯდა მშვენიერი თინათინი (თავადის ქალი ს. ჩოლოყაევა), რომელიც მამისკენ როსტევანისკენ (თავადი რ. ერისთავი) იწვდიდა ხელს. როსტევანი დაიხარა დედოფლისკენ და უწვდის მას სკიპტრას, დიდებული ქალბატონები, ბატონები და პაჟები გადანაწილებული არიან სამეფო ტახტის მარჯვნივ და მარცხნივ. უკან როსტევანის შეიარაღებული ჯარი იდგა ალმებით. რამდენიმე წამი უყურებდა მაყურებელი ამ სურათს, შემდეგ ფარდა დაეშვა და ისევ ორჯერ აიწია, რათა კიდევ რამდენიმე დამატებითი წუთი ეცქირა მაყურებელს“ («Кавказъ». 1882. №36).
ამ ამბავს გაზეთი „დროებაც“ გამოეხმაურა. „როგორც ეტყობა, ბატონი ზიჩი დიდის ამბით აპირებს ამ შაბათს „ვეფხვისტყაოსნიდამ“ ცოცხალ სურათების დადგმას საზაფხულო თეატრში. სულ, როგორც გვაცნობებენ, ათი სურათი იქნებაო, რომელშიაც მომეტებული ნაწილი ქართველი არისტოკრატები და არისტოკრატკები იღებენ მონაწილეობასო. ნამდვილი ვეფხვის ტყავი იქნებაო, ნამდვილი ხავერდისა და სხვა ძვირფასი ტანისამოსები; ხელოვნურად დახატული დეკორაციები ასს კაცზე და ქალზე მეტი არიან მონაწილეები. მარტო ტანისამოსებში და დეკორაციებზე ას თუმანზე მეტი დაიხარჯაო. სურათების ბოლოს იქნება ქორწილი ლეკურით, რომელშიაც სამი საუკეთესო მოლეკურეები მიიღებენ მონაწილეობასო. ამ დიდი ხარჯის ამოსაგებად სამჯერ აპირებენ ცოცხალი სურათების გამეორებას და მერე კი, როგორც დიდის სიამოვნებით შევიტყვეთ, მოთავეთ ჩინებული განზრახვა აქვთ თურმე, რომ ყველა ტანისამოსი და დეკორაციები ქართულ დრამმატიულ დასს შესწირონ“ („დროება“. 1882. 5 თებერვალი. №26).
პარალელურად ზიჩი ესკიზებს ქმნიდა, ამ მიზანსცენებს ფოტოებსაც უღებდნენ, ფოტოს უღებდნენ ცოცხალი სურათის მონაწილე, შესაბამის კოსტიუმში გამოწყობილ პერსონაჟებსაც სხვადასხვა მოძრაობის დროს. მსგავსი გამოსახულებები ეხმარებოდა მხატვარს საბოლოო ვერსიაზე მუშაობისას. ზიჩის დადგმული „ვეფხისტყაოსნის“ ცოცხალი სურათების ჩვენება გაიმართა როგორც თბილისში, ისე ქუთაისში (ჯერ დაიდგა 10 სცენა, შემდგომ დაემატა ერთი - შოთა რუსთაველის მიერ თამარ მეფისთვის პოემის გადაცემის ეპიზოდი (ამის შესახებ აღნიშნულია: „დროება“. 1882. 18 თებერვალი. №35; «Кавказъ». 1882. 17 თებერვალი. №44; «Кавказъ». 21 თებერვალი. №48). ორივე ქალაქში ხელოვანი თავად ხელმძღვანელობდა სანახაობის აწყობას. მაყურებელი აღფრთოვანებული იყო წარმოდგენით. ამის შესახებ ბევრს წერს იმდროინდელი პრესა. საყურადღებოა, რომ ერთსადა იმავე პერსონაჟს სხვადასხვა დროს სხვადასხვა პიროვნება განასახიერებდა. ქუთაისში სანახაობა სრულად ახალი ტიპაჟებით დაკომპლექტდა, აქაც გამორჩეულად წარმოსადეგი აღნაგობის ქართველი თავადაზნაურობა შეირჩა და მხატვარმაც ისინი ისევ დახატა.
ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისთვის“ შექმნილ, ჩვენს ხელთ არსებულ, ყველა ილუსტრაციას მთლიანობაში თუ განვიხილავთ, ნათელი გახდება, რომ საბოლოო ვერსიას არაერთი მოსამზადებელი ეტაპი უძღოდა წინ. აქ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ცოცხალი სურათების ჩანახატები და ილუსტრაციების საბოლოო ვარიანტები, გამიზნული წიგნისთვის.
მხატვარი ბევრს მუშაობდა პერსონაჟებზე, ცალკე გარემო-ანტურაჟზე, შემდგომ კრავდა და ამთლიანებდა მათ ერთ კომპოზიციად. პერიოდი, როცა ის დგამდა ცოცხალ სურათებს, ნაწილ-ნაწილ უყვებოდნენ ტექსტის შინაარსს, აცნობდნენ ქართულ რეალობას, ადამიანებს და წეს-ჩვეულებებს, სტუმრობდა ქართველი დიდებულების სახლებს, მოგზაურობდა და ნახულობდა საქართველოს რეგიონებს და ა.შ. - იყო მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი ნამუშევრების საბოლოო ვერსიების შესაქმნელად. აღწერილიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე ზიჩი რუსეთში გაემგზავრა. ამ დროისთვის მას შეგროვებული ჰქონდა უამრავი, სხვადასხვა ტიპის მასალა წიგნის საბოლოო გაფორმების შესაქმნელად. და მაინც, ილია ჭავჭავაძემ მიიღო გადაწყვეტილება სპეციალურად მხატვრისთვის ფრანგულად ეთარგმნათ „ვეფხისტყაოსანი“ (ცხადია, იგულისხმება პროზაული თარგმანი). თარგმანის მომზადება იონა მეუნარგიას დაევალა, რასაც ამ უკანასკნელმა წარმოუდგენლად მოკლე დროში გაართვა თავი. „ი. მეუნარგიას თარგმანი, როგორც შევიტყვეთ, ამ დღეებში გაეგზავნება მხატვარ ზიჩის სახელმძღვანელოდ იმ სურათების დახატვისათვის, რომელნიც უნდა „ვეფხისტყაოსნის“ მდიდრულს გამოცემას ჩაერთოს“ („დროება“. 1884. 28 ნოემბერი. №257).
აშკარა იყო, სარედაქციო კომისია ხვდებოდა, რომ უცხო ტომის კაცისთვის „ვეფხისტყაოსნის“ არსისა და მასშტაბის საფუძვლიანი წვდომა მხოლოდ მონაყოლის ან ფრაგმენტულად დადგმული სანახაობის საშუალებით შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომაც გაუგზავნეს ზიჩის პოემის ფრანგული ვერსია; თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სარედაქციო ჯგუფის ერთ-ერთ შეკრებაზე ილია ჭავ ჭავაძე აღნიშნავს - ამ თარგმანს თავად მხატვარიც ითხოვს და ელისო. ამის შემდეგ პროცესში იმხანად პეტერბურგში მყოფი ქართველებიც ერთვებიან და ნიკო ნიკოლაძისა და ვასო მაჩაბლის (ივანე მაჩაბლის ძმა) აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს გამოსახულებების საბოლოო ვარიანტებზე მუშაობის ურთულესი ეტაპი (იგულისხმება როგორც ილუსტრაციები, ისე ტატიშვილისეული ასო-ნიშნებისა და ორნამენტების კლიშეების დამზადების საქმე), რაც თბილისში სარედაქციო ჯგუფისთვის ნამუშევრების შესამოწმებლად გამოგზავნასაც მოიცავდა.
ილუსტრაციების ბოლო ვერსიაში მხატვარმა უამრავი ნიუანსი შეცვალა და გაითვალისწინა. თითქმის სრულად გაქრა ყოველგვარი პორტრეტული მსგავსება ცოცხალ სურათებში მონაწილე პროტოტიპებთან. სასურათე ზედაპირზე საბოლოოდ გამოსახული ნებისმიერი გმირი (ცხადია, გრძნეულების გარდა) ზუსტი მინიშნებებისგან თავისუფალი და ზოგადქართული მახასიათებლების მქონე გახდა. ამ ხერხით „ვეფხისტყაოსნის“ აღნიშნულმა დასურათებამ განზოგადებულის კატეგორია შეიძინა. მხატვრობა ზიჩისეულ რეალისტურ მანერაში იყო შესრულებული, თუმცა, დოკუმენტური ნამდვილობის ელემენტი არ ფიგურირებდა, რაც „ვეფხისტყაოსნისეულ“ მასშტაბს მეტად ესადაგებოდა.
ნამუშევრებში იმძლავრა ისტორიული დროისა და სივრცის მიღმა მყოფმა სამყაროსეულმა განცდამ. ეს აღარ იყო კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტულ დროს მომხდარი ამბის დასურათხატებული თხრობა და მხატვრის გამომსახველობითი მანერაც, რომელიც ილუსტრაციებისთვის შეირჩა, შორს იყო გრაფიკულ-კონტურული დეტალური, ზედმიწევნითი გამოწერილობისაგან, რაც პირველ ესკიზებს გამოარჩევდა. ზღაპრისმიერი გარემოს ელფერი გამოსახულებებმა შეინარჩუნა, მაგრამ ზღაპარი ამჯერად იგავმეტყველების მხატვრული ხერხის ვიზუალური მეტაფორის შემოტანის საშუალებად იქცა და შესაბამისად ნაწარმოებთან ორგანული ბმაც შეიძინა. ილუსტრაციების საბოლოო ვერსიაში მხატვარმა აბსოლუტური უპირატესობა დრეკად, მოქნილ, მსხვილ მონასმს მიანიჭა. კომპოზიციის დინამიკამ და ფორმის გამოწერის ოდნავმა ბუნდოვანებამ, განპირობებულმა ემოციისმიერი საწყისის პრიორიტეტით, რომანტიზმისთვის ჩვეული, ძლიერი მხატვრული ნაკადი გახადა საცნაური. გამომსახველობითმა აქცენტებმა მთლიანად პერსონაჟებზე გადაინაცვლა. მსგავს კომპოზიციებში შენარჩუნებულია ზოგადი ხასიათის მითითება გარემოზე (როსტევანის სასახლე თინათინის გამეფების სცენაში, ტყე - ტარიელის ნახვის სცენაში, ქაჯეთის ციხე - როცა ნაწარმოების გმირები მის დასალაშქრად ემზადებიან). პირობითობის შთაბეჭდილება კი რაიმე მცირე დეტალის ზუსტი გამოწერის საშუალებით მიიღწევა. ამ განცდას გამოსახულების შექმნისას გამოყენებული ამოდიდებული კადრის ეფექტიც აძლიერებს. მით უფრო, რომ პლანობრივი დაცილების ინტერვალები დიდია, ფონის მონაკვეთი კი საგრძნობლად გაბუნდოვანებული. ამით ავტორი ახერხებს მკვეთრი ვიზუალური აქცენტების შემოტანას, რასაც შუქ-ჩრდილის ეფექტითაც აძლიერებს. მაქსიმალურად მოახლოებული, მხოლოდ მთავარ მოქმედ გმირებზე კონცენტრირებული კომპოზიციის აგების ხერხი, შესაძლოა, მხატვარზე, მაყურებელზე, ან, გნებავთ, კამერაზე ორიენტირებული პოზირების განცდას აჩენდეს. ზოგ შემთხვევაში მოქმედების არე იმდენად წინა პლანზეა წამოწეული, რომ ის ძალაუნებურად მის წინ არსებულ არა სასურათე სივრცესაც მოიაზრებს კომპოზიციის წარმოსახვით გაგრძელებად. თუმცა, ილუსტრაციების ის ნაწილი, რომელშიც სიუჟეტური სცენები სიღრმეშია სრულად გაშლილი - საპირისპიროს ავლენს.

მიხაი ზიჩი, „ვეფხისტყაოსანი“, ილუსტრაცია, 1888
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
Mihály Zichy, Illustrations for „The Knight in the Panther's Skin“, 1888
K. Kekelidze Georgian National Center of Manuscripts

მიხაი ზიჩი, „ვეფხისტყაოსანი“, ილუსტრაცია, 1888
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
Mihály Zichy, Illustrations for „The Knight in the Panther's Skin“, 1888
K. Kekelidze Georgian National Center of Manuscripts
ზიჩი იყენებს როგორც ზიარი სივრცეების პრინციპს, როცა კადრი იმდენადაა ამოდიდებული, რომ მაყურებლისა და მხატვრული ერთეულის სივრცეთა თანაზიარობა ნამუშევარშივეა დეკლარირებული, ისედამოუკიდებელი სივრცეების ხერხს, როცა კონტაქტი ასეთი მკაფიო და გამოხატული არ არის. თუმცა, გამოსახულების ფრაგმენტულობაში გაცხადებული ხედვის წერტილი აღმქმელის ფაქტორს მაინც მუდმივად მოიაზრებს.
გამორჩეულად დასამახსოვრებელია ქაჯეთის ციხისკენ მიმართული გრძნეულის ფრენის ამსახველი კომპოზიცია, რომელშიც დინამიკა რაკურსის ხარჯზე მიიღწევა. დაღმავალი სპირალის პრინციპზე აწყობილი მოძრაობა მაყურებელს აიძულებს ნამუშევარი ვერტიკალზე, ზევიდან ქვევით აღიქვას, რაც იმ სააზროვნო სივრცისთვის, რომელიც ფურცელზე გამოსახულებას უმთავრესად მარცხნიდან მარჯვნივ ხედავს, ცალსახად, ძლიერი ეფექტის მატარებელია. კომპოზიცია, ბევრ სხვა მახასიათებელთან ერთად, ჯერ ისევ საწყისი ეტაპის მოდერნისეულ ელემენტებსაც ამჟღავნებს. ეს თავისებურება მხატვრის სხვა არაერთ ნამუშევარშიც იჩენს თავს.
ზიჩის ნამუშევრები XIX ს-ის ხელოვნებისთვის სახასიათო ბევრ ნიშანს მოიცავს: რეალიზმი, ფორმისმიერი ნამდვილობა, რომანტიზმი და მისთვის დამახასიათებელი ემოციური ნაკადი, ფოტოკადრის ეფექტები და მოდერნისეული ელემენტები. თუმცა, არის კიდევ ერთი თავისებურება, ის რის შესახებაც მიხეილ ქვლივიძე თავის ნაშრომში წერს: „ზიჩი ხდება სამეფო ოჯახის წევრთა ცხოვრების ამსახველი მხატვარი-ქრონიკერი, სალონური ფუქსავატობა, კოსმოპოლიტური გააზრება ამა თუ იმ თემისა ზიჩის შემოქმედების ნიშანდობლივ თვისებას წარმოადგენს“ (მ. ქვლივიძე. გვ. 127). მეფის კარზე ხანგრძლივმა მუშაობამ, უფრო ზუსტად კი, სხვათათვის მოსაწონი სურათების შექმნის აუცილებლობამ, ზიჩის მხატვრობას სპეციფიკური კვალი დაამჩნია. ზედაპირულობა და მსუბუქი, თუმც კი, მკაფიოდ განცდადი ბიდერმეიერის ეპოქისეული „მოტკბო“ ელფერი სდევს ზიჩის სხვადასხვა დროის დაზგურ ნამუშევრებს. აქ საკმარისია ლერმონტოვის „დემონისთვის“ და იმრე მადაჩის „ადამიანის ტრაგედიისთვის“ შესრულებული ილუსტრაციების დასახელებაც, მით უფრო, რომ ქრონოლოგიურად ისინი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე მუშაობის პერიოდს ემთხვევა სრულად.
რუსთაველის პოემისთვის შექმნილი ილუსტრაციების საბოლოო ვერსიებში აღნიშნული ეფექტი თითქმის მინიმუმზეა დაყვანილი. მეტიც, ის მხოლოდ იმ სცენებში შეინიშნება და თან მსუბუქად, სადაც შინაარსობრივი ქარგა თავისთავად რომანტიკულისკენაა მიდრეკილი. ყველა სხვა შემთხვევაში ზიჩი ახერხებს წიგნის ილუსტრაციის იმ სტანდარტის მიღწევას, როცა ფორმისმიერი გამომსახველობითობა საკუთარ თავში იტევს ნაწარმოების მსოფლმხედველობრივ მასშტაბს.
ვფიქრობ, ქართველთა დაჟინებამ, მხატვარი მაქსიმალური სისრულით გასცნობოდა ტექსტს, თავისი შედეგი გამოიღო და ისიც ხელოვანის უტყუარი ალღოთი მიხვდა, რომ ოპტიმალური გამოსავალი დეტალიზაციის მინიმუმამდე დაყვანასა და განზოგადების ხარისხის მაქსიმალურ ზრდაში მდგომარეობდა. ზიჩი XIX ს-ის რეალიზმის წარმომადგენელია, რაც გულისხმობს, რომ მისთვის არ არის ადვილი, უარი თქვას ფორმისმიერ ნიუანსირებაზე, ცალკეული ელემენტების სკრუპულოზური სიზუსტით ასახვაზე, ფაქტურების აქცენტირებაზე და ა.შ.
თუმცა, ნამუშევრები ცხადყოფს, რომ ხელოვანი ამჯერად უპირატესობას ძლიერ ლაქობრივ კონტრასტებს და მკვეთრი შუქ-ჩრდილებით დიფერენცირებული სივრცითი თუ მოცულობითი არეების ურთიერთმონაცვლეობას ანიჭებს. აქ არსებითია მასალაც, რითაც მხატვარი მუშაობს. ნახშირი ისედაც არ იძლევა მოჭარბებული დეტალიზაციის ეფექტის შექმნის საშუალებას. თეთრი გუაშის მონასმებით ამოყვანილ გამოსახულების ცალკეულ აქცენტებს სასურათე ზედაპირის საერთო სიშავეში მოზომილი დეკორატიულობის განცდა შემოაქვს, განათების უჩვეულო წყაროდ გვევლინება და ფაქიზი რაფინირებულობის შეგრძნებას ბადებს. ცხადია, ანაბეჭდებში ეს დეტალები აღწერილის ანალოგიურად აღარ იკითხება, თუმცა, კომპოზიციებში გაბნეული ნათელი ტონით მოვარაყების ეფექტი სწორედ მისი დამსახურებაა.
1888 წლის ქართველიშვილისეული გამოცემა „ვეფხისტყაოსნის“ სტამბურ გამოცემებს შორის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეულია. მისი შემკულობა უცნაურად ირეკლავს ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიას. გრიგოლ ტატიშვილისეული შრიფტი და ჩუქურთმა შუა საუკუნეების ქართული სატაძრო ხუროთმოძღვრების შემამკობელი რელიეფისა და ამავე პერიოდის ჭედურობის თუ ხელნაწერების ნიმუშების მიხედვით იყო შექმნილი. ამის თაობაზე „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემას ბოლოსიტყვაობაში კონკრეტული შენიშვნაც კი ერთვოდა თან:
„მხატვრობა ამ მორთულობისათვის გადმოღებულია ძველის მწერლობიდან და საქართველოს ციხე-ეკლესიებიდან, მხოლოდ ზოგიერთი ამ მხატვრობათაგანი უფრო დამთავრებული და დასრულებულია. თითქმის ყოველ მონასტერსა და ციხეს - მცხეთას, უფლის-ციხეს, ბეთანიას, ქუთაისს, გელათს, საფარას, კაბენს, ახტალას, ფიტარეთს, სამთავისს, ატენს - თავისი წილი უდევს ამ წიგნში, თავისი კვალი აქვს აღბეჭდილი“.
ილუსტრაციები XIX ს-ისთვის ჩვეული მხატვრული გამომსახველობითობის შესაბამისი ჰქონდა, რუსეთის მეფის კარზე მოღვაწე, თუმც კი, ევროპული წარმომავლობის და იქვე განსწავლული მიხაი ზიჩის მიერ შექმნილი. იმპერატორი მკაცრად აკონტროლებდა ზიჩის მუშაობას. როგორც ბენო გორდეზიანი აღნიშნავს თავის ნაშრომში, მას შემდეგ, რაც „ვეფხისტყაოსნის“ ცოცხალი სურათების მოწყობის ამბავმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, რუსეთის სამეფო კარმა სასწრაფოდ მოითხოვა მეფის კარის მხატვრის მუშაობის შემოწმება, რის გამოც პოლიციამ ყველა სურათს ფოტო გადაუღო და პეტერბურგში გაგზავნა (ბ. გორდეზიანი. გვ. 43).
XIX საუკუნე ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია საქართველოს ისტორიაში. სახელმწიფოებრიობის ყოველგვარი ნიშნისგან განძარცული ქვეყანა ამ დროს უკიდეგანო იმპერიის გუბერნიადაა ქცეული.

მიხაი ზიჩი, „ვეფხისტყაოსანი“, ილუსტრაცია, 1888
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
Mihály Zichy, Illustrations for „The Knight in the Panther's Skin“, 1888
K. Kekelidze Georgian National Center of Manuscripts

მიხაი ზიჩი, „ვეფხისტყაოსანი“, ილუსტრაცია, 1888
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
Mihály Zichy, Illustrations for „The Knight in the Panther's Skin“, 1888
K. Kekelidze Georgian National Center of Manuscripts
გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. გახშირდა შიდა და გარე დაპირისპირებები, გლეხთა აჯანყებები და ა.შ. გაუქმდა ბატონყმობა. არაერთხელ დადგა საფრთხის ქვეშ ქართველთა ეროვნული ერთიანობის საკითხი, რამაც საბოლოოდ, საუკუნის მიწურულს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სახე შეიძინა და ცარიზმს დაუპირისპირდა.
აღნიშნულის მიუხედავად, შესაძლოა, გარკვეულწილად ამის გამოც, ეს პერიოდი ზოგადკულტურულ კონტექსტში არაერთმნიშვნელოვანი მახასიათებლებით გამოირჩა. საქართველოში პოპულარობა მოიპოვა ევროპული კულტურული სივრცისთვის ორგანულმა არაერთმა მოვლენამ თუ ტენდენციამ. მათი უმეტესობა რუსეთზე გავლით, ნაწილი კი, თავისთავადი იმპორტის შედეგად იმკვიდრებდა ადგილს ქართულ რეალობაში. ასევე მნიშვნელოვანი იყო აღმოსავლური გავლენები, მით უფრო, რომ ამ დროს რუსეთი, თავად ევროპელი რომანტიკოსების დარად ორიენტალიზმით გატაცებული, ცდილობდა კავკასიის რეგიონების და მათ შორის, საქართველოს ეგზოტიკურ კონტექსტში წარმოჩენას. ეს მახასიათებელი ზიჩის კავკასიის თემაზე შექმნილ ნამუშევრებშიც მკაფიოდ იკვეთება, მათ შორის, „ვეფხისტყაოსანშიც“. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსგავსი ტენდენცია ნაწარმოების შინაარსიდან გამომდინარედაც შეიძლება აიხსნას, თუმცა, ზოგადად ამ რეგიონის თემაზე მხატვრის მიერ შექმნილ ნამუშევრებს თუ ჯამურად განვიხილავთ, მარტივი მისახვედრია, რომ კავკასიის, როგორც აღმოსავლურ-ეგზოტიკური გარემოს ინტერპრეტაციის ხაზი მასთანაც ძლიერია. მსგავს ვითარებაში „ვეფხის ტყაოსნის“ სასტამბო ვერსიის მომზადებას, ამ პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას, მოვლენის ირგვლივ ქართული სამეცნიერო თუ მხატვრული სააზროვნო გონის საუკეთესო წარმომადგენლების კონსოლიდირებას და ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო სიმბოლოს, ქართულ-ევროპულ ყაიდაზე გაფორმებული გამოცემის უზრუნველყოფას, ცხადია, ისტორიულ-პოლიტიკურ პლანშიც სათანადო, სრულიად გამორჩეული დატვირთვა ჰქონდა.
ტყუილად ხომ არ სწერდა 1887 წელს სვანეთში მყოფი, იონა მეუნარგია „ვეფხისტყაოსნის“ ამ გამო ცემის რედაქტორს - ივანე მაჩაბელს პოემის პირველი საცდელი ფორმის დაბეჭდვის შესახებ, „ჩვენი თაობის შეცდომაზე მეორე თაობა დალაქობას ისწავლისო“ (მ. ურუშაძე. გვ. 96).
1888 წლის შემოდგომაზე ზიჩი ისევ ჩამოდის საქართველოში. მან კვლავ არაერთი ნამუშევარი შექმნა, ქართულ თემატიკას მისადაგებული. ამ ვიზიტის დროს ხელოვანმა „ვეფხისტყაოსნის“ „ბეჭდვის კომიტეტს“ პოემის ილუსტრირებისთვის მის მიერ შექმნილი ნამუშევრები უსახსოვრა. იგულისხმება ის 34 გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც პირველად 1885 წელს გამოიგზავნა საქართველოში და საიდანაც სარედაქციო ჯგუფის წევრებს ნაწარმოების შესამკობად საჭირო ილუსტრაციები უნდა შეერჩიათ. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერს: „ზიჩის განუზრახავს ამ სურათების დედნები საჩუქრად უძღვნას ჩვენს წ.-კ. საზოგადოებას“ („ივერია“. 1889. 14 მარტი. №55). მომდევნო ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ ივერიაში მკითხველს ამცნობს, რომ მხატვარმა აღნიშნული განახორციელა კიდეც და „როგორც უწინ ვაუწყეთ მკითხველებს, ზიჩის თავის ხელით ნახატი სურათები „ვეფხისტყაოსნისა“, რომელთა რიცხვში ურევია იმისთანანიც, რაც არ დაბეჭდილა, შეუწირავს წ.-კ. საზოგადოებისათვის ნიშნად თავისის თანაგრძნობისა საქართველოს ერის მიმართ“ („ივერია“. 1889. 6 აპრილი. №74).

![]() |
12 რაფიელ ერისთავის საზოგადოებრივ-ლიტერატურული აზროვნება |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ შარაბიძე
შესანიშნავი მოთხრობა მიუძღვნა ეკატერინე გაბაშვილმა რაფიელ ერისთავს - „სამშობლო ხევსურისამ“ რა ჰქმნა“. სინდისის მხილებად აღიქვა გადაგვარებულმა მთავარმა პერსონაჟმა სკოლის მოსწავლის გამოთქმით ნათქვამი რაფიელის ლექსი. პოეტის გულში ჩამწვდომმა, „დიდმნიშვნელოვანმა“ სიტყვებმა - „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ...“ - დიდკაცობა დაატოვებინა მას და პატრიოტად აქცია. ტყუილად არ უწოდა გაბაშვილმა ლექსის სიტყვებს „დიდმნიშვნელოვანი“. სწორედ ამ სიტყვებმა „გამოაფხიზლა“ მოთხრობის პერსონაჟი და არა მარტო ის. გამოაფხიზლა მე-19 საუკუნის მთელი გადაგვარებული ქართული საზოგადოება, ხოლო ქართულ მწერლობას ამ გადაგვარების წინააღმდეგ ბრძოლა დაუსახა მიზნად. თუ ბარათაშვილის პოემამ - „ბედი ქართლისა“ - პირდაპირ უთხრა ქართველს, „უცხოობაში რაა სიამეო“, რაფიელმა მოწოდებასავით განუმტკიცა გონებაში, რომ „სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა!“ ეს ლექსი თავის დიდმნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს დღესაც. მას ზეპირად წარმოსთქვამს ყველა ქართველი ბავშვი და სიყრმიდანვე ისიგრძეგანებს თავისი ქვეყნის განუმეორებლობას, მის სიყვარულს და მისთვის თავდადებას. როგორ ცდებოდა ზოგიერთი კრიტიკოსი, როდესაც ხევსურის სამშობლოში მხოლოდ ხევსურეთს ხედავდა და ლექსის სიტყვებს მიზანმიმართულად ავიწროებდა: „რაფიელის ხევსურის გონება ვერ ამაღლებულა იქამდი, რომ შეეთვისებინა სამშობლოს ფართო ცნება: იგი სამშობლოთ მხოლოდ თავის სალკლდიან კუთხეს - ხევსურეთს სახავს, გაერთიანებული საქართველო კი, ეგ ჩვენი საერთო სამშობლო, მის გონებას შეგნებული არ აქვსო“ (სილოვან ხუნდაძე, „ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები, IV. რაფიელ ერისთავი“. „განათლების“ ამხანაგობის გამოცემა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბა, ქუთაისი, 1918 წ.). ასე თუ ვიმსჯელებთ, ილიას ყვარლის მთებიც სამშობლოს მთებად კი არ უნდა მოვიაზროთ, არამედ მხოლოდ კახეთის სიმბოლოდ. ვფიქრობთ, საქმე გვაქვს კრიტიკოსის მიერ დიდი იდეის დავიწროებასა და არასწორად გაგებასთან.
რაფიელ ერისთავი დაიბადა თავის დედულეთში, საამილახვროს სოფელ ქვემო ჭალაში 1824 წლის 9 აპრილს. 7 წლამდე იგი დედის უშუალო ხელმძღვანელობით იზრდებოდა ოჯახში, კახეთის სოფელ ქისტაურში. დედამ შეასწავლა მას ქართული წერა-კითხვა და ლიტერატურისადმი ინტერესი და სიყვარული გაუღვივა. უკვე 7 წლის რაფიელის აღზრდის ვალდებულება მამამ - დავით ერისთავმა - აიღო საკუთარ თავზე. მან ვაჟს სოფელ ქისტაურში მცხოვრებ, რამდენიმე ოჯახის მიერ სპეციალურად მიწვეულ, რუს პედაგოგ კრასნოსკულოვთან დააწყებინა მეცადინეობა, შემდეგ თელავის სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანა, ცოტა ხანში კი შუამთის მონასტრის ბერს - ფილადელფოს კიკნაძეს - მიაბარა. როგორც ვხედავთ, მამა ზრუნავს, რომ მისმა შვილმა ისეთი განათლება მიიღოს, რომელიც პრაქტიკულ საქმიანობაშიც („ჩინოვნიკობაში“) გამოადგება (ეს რუსული ენის თავისუფლად ფლობაა) და თან სულიერებასა და ეროვნულობას არ დააშორებს (ამით აიხსნება შუამთის მონასტერში მიბარება). ბერმა ფილადელფოსმა გადამწყვეტი როლი ითამაშა პატარა რაფიელის დიდ რაფიელად ჩამოყალიბებაში, ალბათ ისეთივე, როგორც სოლომონ დოდაშვილმა ნიკოლოზ ბარათაშვილის მსოფლიო მნიშვნელობის პოეტად ქცევაში. ფილადელფოსი თავის მოწაფეებს ლექსების დაწერაშიც ავარჯიშებდა და რაფიელმა პირველად სწორედ მასწავლებლის დავალებით მოსინჯა თავისი შესაძლებლობები პოეზიაში.
შუამთის სკოლიდან მამამ რაფიელი გორში გადაიყვანა და რუსულის შესასწავლად იქაურ ხაზინადარს - კაჩერგინს - მიაბარა. რუსულის ცოდნა იმდენად ფასობდა, რომ მშობლები იძულებულნი იყვნენ, ამ ენის შესასწავლად შვილები ეროვნებით რუს მოხელეებთან დაეყენებინათ. ორი წლის შემდეგ რაფიელი თბილისში გადაიყვანეს. მამა აქაც უცვლის შვილს სასწავლებლებს, რათა სრულყოფილი განათლება მიაიღებინოს. ის ჯერ არზანოვის პანსიონატშია, შემდეგ - ვალტერის, საბოლოოდ კი „კეთილშობილთა სასწავლებლის“ კურსს ასრულებს, თუმცა, რუსეთში ვეღარ ახერხებს სწავლის გაგრძელებას (ეს საკმაოდ ძვირი უჯდებოდა ოჯახს). რაფიელმა ერთი წელი დაისვენა, 1846 წლიდან კი დაიწყო ჩინოვნიკობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა თანამდებობაზე. მისი სამსახურეობრივი მოვალეობები შემდეგია: თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოლქის სასამართლოში თარჯიმანი, თბილისის მთავარმმართებლის კანცელარიის მოხელე, ქუთაისის გუბერნატორთან საგანგებო მინდობილობათა უფროსი მოხელე, ზუგდიდის მაზრის უფროსი, ოდიშის მმართველობის საბჭოს წევრი, ქუთაისის საგუბერნიო მმართველობის საბჭოს წევრი, ქუთაისის მომრიგებელი მოსა მართლე. 1870 წლიდან რაფიელმა სახელმწიფო სამსახურს თავი დაანება და მხოლოდ ვექილობდა 1881 წლამდე. 1889 წლიდან 1896 წლამდე კი ის ქართულ გამოცემათა ცენზორად მუშაობდა კავკასიის საცენზურო კომიტეტში. საქართველოს ეროვნული არქივის კავკასიის საცენზურო კომიტეტის (480-ე ფონდის) მასალებში (480-1-915) დაცულია ცნობა ზედწარწერით - «конфиденциально». დოკუმენტში კნიაზ ბაგრატიონ-მუხრანსკი შუამდგომლობას უწევს ოტსტავნოი კოლეჟსკი სოვენტნიკს, რაფაელ დავიდოვიჩ ერისტოვს (Рафаел Давидович Эристов), რომ დაიკავოს ცენზორ ლუკა ისარლოვის ადგილი. პატრიოტი პოეტისათვის ძნელი და უსიამოვნო საქმე იქნებოდა ცენზორად მუშაობა; ლიტერატორი თედო სახოკია იხსენებს: „რაფიელ ერისთავი იძულებული გახდა, მიუხედავად მოხუცებულობისა, ისევ სახელმწიფო სამსახური ეძებნა. მისი ხნოვანების შესაფერისი სამსახურის შოვნა იმ დროს მეტად გაჭირდა. პირდაპირ შიმშილს ებრძოდა პოეტი. გამოჩნდა ქართული ენის ცენზორის ადგილი საცენზურო კომიტეტში. მაშინ ცენზორობას მეტად ცუდი სახელი ჰქონდა. ისარლიშვილის დროის ცენზორობის სუსხი ქართულ ლიტერატურას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დავიწყებული. ამ ხელობას ისე უყურებდნენ, როგორც ადამიანის გონების ჯალათობას, სულთამხუთაობას. მაგრამ ულუკმაპუროდ დარჩენილ მოხუცებულ პოეტს სხვა გზა არ ჰქონდა: იკისრა ცენზორობა. ვერავინ იტყოდა, რაფიელ ერისთავის ცენზორობის დროს ქართულ ლიტერატურასა და ქართველ ლიტერატორებს გასჭირებოდეთ. ნებით თუ უნებლიეთ ბევრჯერ უღალატნია რაფიელ ერისთავს თავისი მოვალეობისთვის; ამისთვის ბევრჯერ საყვედურიც შეხვედრია უფროსებისგან, მაგრამ ყველაფერს ითმენდა, ოღონდ ქართველობა მომდურავი არა ჰყოლოდა“ (სახოკია, 2021 : 238-239). ალ. ჯაბადარი ასე ახასიათებს მის ცენზორობას: „რაფიელ ერისთავი გულით და სულით მოწადინებული იყო როგორც კარგი ქართველი და მსურველი სამშობლოს კულტურული განვითარებისა, რამდენადაც შეეძლო ხელი შეეწყო საზოგადოებრივი საქმიანობის წინსვლისათვის. ერთხელ შინაურულად მითხრა: „მე არ ვიცი ცენზორად როდემდე ვიქნებიო. თუ საეჭვო რამე გაქვთ დასაბეჭდი ცენზურის მხრივ, საჩქაროთ წარმოადგინეთ ცენზურაში, სანამ იქა ვარო“ (ვაშაყმაძე 1962 : 103). რაფიელ ერისთავმა მრავალ პატრიოტულ ნაწარმოებს მისცა დასაბეჭდად თანხმობის ბილეთი. მას უნდა ვუმადლოდეთ ალექსანდრე ყაზბეგის ოთხტომეულის (ცენზურას მისი ორ ტომად გამოშვება სურდა), პოეტი მამია გურიელის თხზულებების (იმპერიის საწინააღმდეგო პატრიოტული თემატიკის გამო აიკრძალა) და ბეჭვდას და სხვა მრავალი ეროვნული ინტერესის დაცვასა და ხელშეწყობას. გავიხსენოთ თუნდაც „ივერიაში“ 1896 წელს დაბეჭდილი ფელეტონი - „სურათები მოწაფეთა ცხოვრებიდან“, რომლის გამოც ილია ჭავჭავაძეს მითითება მიეცა, რაფიელ ერისთავს კი კავკასიის საცენზურო კომიტეტმა სასტიკი საყვედური გამოუცხადა“ (თ. შარაბიძე, თ. ციციშვილი 2023 : 537).
რაფიელ ერისთავი დაქორწინებული იყო გურიის თავად დავით ერისთავის ასულ თეოდოსიაზე (1863-1891 წწ.). მათ ჰყავდათ შვიდი ასული, აქედან ორი მცირეწლოვანი დაეღუპათ. თეოდოსია იყო ნამდვილი ქართული სილამაზის ქალბატონი. კავკასიაში ლერმონტოვის კრებულის ილუსტრაციების გასაფორმებლად ჩამოსულმა გამოჩენილმა მხატვარმა - მიხაი ზიჩიმ „დემონიდან“ თამარის პროტოტიპად სწორედ თეოდოსია ერისთავი აარჩია. ილუსტრაციებში მას აცვია ანასტასია ორბელიან-ოკლობჟიოს საქორწილო კაბა, რადგან სხვა ქართული ძველებური ტანისამოსი ვეღარსად იშოვეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ვეფხისტყაოსანის“ ახალი გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი რაფიელ ერისთავია იაკობ გოგებაშვილთან და იონა მეუნარგიასთან ერთად. 1880 წლის 15 ნოემბრის გაზეთ დროებაში სწორედ ეს ჯგუფი გამოდის ინიციატივით, დაიბეჭდოს პოემის ახალი, კრიტიკული რედაქცია ხელნაწერთა შეჯერების საფუძველზე. იმავე წლის 24 ნოემბერს იმართება „ვეფხისტყაოსანის“ ტექსტის დამდგენი კომისიის პირველი სხდომა. 1881 წლის თებერვალში კი, კომისია უკვე შეუდგა უშუალოდ ტექსტის დადგენას და გარკვეული მუშაობის შემდეგ დასაბეჭდად მოამზადა პოემის ახალი რედაქცია. ამას დაემთხვა 1881 წლის შემოდგომაზე თბილისში რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვრის - მიხაი ზიჩის ჩამოსვლა. იონა მეუნარგიამ გააცნო მას რუსთაველის პოემა და ზიჩიც მოიხიბლა „ვეფხისტყაოსანით“. მან გამოთქვა პოემის დასურათების სურვილი და ბარბარე ბარათაშვილის თაოსნობით, „ვეფხისტყაოსანის“ სიუჟეტიდან ცოცხალი სურათები დადგა, რომლებიც შემდგომ გამოიყენა თავისი ილუსტრაციებისთვის. სურათებში მეფე როსტევანს რაფიელ ერისთავი განასახიერებდა, ე.ი. ნახატშიც მეფე როსტევანის პროტოტიპი რაფიელ ერისთავია.
რაფიელი თბილი ბუნების კაცი ყოფილა, ამასთანავე ავტორიტეტული, ის გამორჩეულად უყვარდათ თანამედროვეებს. მოგონებების მიხედვით, თავის მრავალრიცხოვან სამსახურებში არავინ გაუნაწყენებია, მათ შორის - არც სასამართლო სისტემაში და არც საცენზურო კომიტეტში მუშაობისას. მან საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა არა გამორჩეული სამოხელეო ბიოგრაფიით, რაც რეალურად ჰქონდა, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, არამედ თავისი შემოქმედებით, ეროვნული პოეზიითა და მოღვაწეობის იმ მრავალმხრივობით, რაც 60-იანელთა თაობას ახასიათებდა. ყოველივე ამან ხალხის ცნობიერებაში რაფიელი ერთგვარად ჩამოაშორა ჩინოვნიკთა წრეს და 60-იანელთა რიგებში ჩააყენა.
1895 წელს ქართველმა ხალხმა მას გულით მიულოცა 50 წლის იუბილე, რომელიც სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. სცენაზე რაფიელი ილიასა და აკაკისთან ერთად შევიდა და დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი ესტრადის ქვემოთ. მარჯვნივ აკაკი ეჯდა, ხოლო მარცხნივ - ილია. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დელეგაციები იუბილარს გამარჯვებას ულოცავდნენ. თუშ-ფშავ-ხევსურები ჯაჭვ-ჯავშანში ჩაცმულნი ავიდნენ სცენაზე, „ვითომ ზღაპრული დევგმირები ყოფილიყვნენ“. ვისგან აღარ მიიღო მილოცვა მხცოვანმა მგოსანმა, არა მარტო საქართველოს, არამედ ქართველებით დასახლებული, რომელი კუთხე აღარ გამოეხმაურა, მათი ჩამოთვლა მთელ გვერდს დაიკავებდა. თავად რაფიელმა მის იუბილეზე გაერთიანებულ საქართველოს და ქართველ ხალხს „სამადლობელი ლექსი“ მიუძღვნა, რომელიც შემდეგი სიტყვებით სრულდებოდა:
„ერთი წავა და სხვა მოვა
ტურფასა საბაღნაროსა“,
მაგრამ რაღა სჯობს ამ გრძნობას,
საერთოს, სანეტაროსა!..“
რა თქმა უნდა, რაფიელის იუბილეს აღნიშვნა მის სახელმწიფოებრივ თუ კერძო საქმიანობასთან არ ყოფილა დაკავშირებული, რაფიელი ხალხს უყვარდა როგორც პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე (დრამატურგი, ისტორიკოსი, ლექსიკოლოგი, ეთნოგრაფი), რომლის ლექსები ხშირად იბეჭდებოდა ჟურნალ „ცისკარში“, ხოლო ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები გაზეთ „კავკაზში“. ისტორიკოს დოდო ჭუმბურიძის შეფასებით, „რაფიელ ერისთავი, მართალია, მაღალ სამოხელეო თანამდებობებზე იმყოფებოდა, მაგრამ ყოველთვის სწორად აფასებდა ისტორიულ პროცესებს, მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული საისტორიო აზროვნების განვითარებაში, დაწერა წერილები სამეგრელოს, რაჭის, იმერეთის შესახებ, ჩაიწერა და გამოსცა ძვირფასი ეთნოგრაფიული მასალები თუშ-ფშავ-ხევსურების ყოფაზე, მარი ბროსესთან კავშირში მოსკოვისა და პეტერბურგის საცავებში აღმოაჩინა რამდენიმე დოკუმენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, რასაც დღესაც ქართული ისტორიოგრაფიისათვის ძვირფასი წყაროს მნიშვნელობა აქვს და სხვ. მარი ბროსეს თან მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. 1847 წლის სექტემბერში საქართველოში მყოფი ბროსე სტუმრობდა მის ოჯახს სოფელ მატანში. რაფიელის მამამ, დავით ერისთავმა, იმ დროისთვის უჩვეულოდ მდიდარი თავისი ბიბლიოთეკით მოხიბლა დიდი ფრანგი ორიენტალისტი, მისი აღტაცება რაფიელისა და მისი უმცროსი დის - ანას (იმპერიაში ცნობილი გენერლის - ნიკო ჭავჭავაძის მეუღლე) ნაკითხობასა და განათლების დონესაც გამოუწვევია“ (ჭუმბურიძე 2024 : 198). რაფიელი მეგზურობასაც უწევდა მარი ბროსეს საქართველში მოგზაურობისას და საყურადღებო ცნობებსაც აწვდი და მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ. მარი ბროსეს მოუსმენია რაფიელ ერისთავის სიტყვა ლეკებთან შეტაკებაში მოკლული მიხეილ ანდრონიკაშვილის დაკრძალვაზე და აღფრთოვანებული დარჩენილა ერისთავის ორატორობით. მას ხშირად აღუნიშნავს, რომ რაფიელისთანა მოსაუბრესა და მრავლისმნახველ ქართველოლოგს იშვიათად შეხვედრია. რაფიელი ბევრს ესაუბრებოდა ბროსეს საქართველოს ისტორიაზე, პატარა რუკაც კი შეადგინა მისთვის. ბროსე განსაკუთრებით დაინტერესებულა ერისთავების გენეალოგიით, მათი კახეთში გადასახლების ისტორიით.
რაფიელ ერისთავის ლექსების განსაკუთრებული სიყვარული ხალხის მხრიდან განაპირობა მისმა სადა მეტყველებამ, მისი პოეზიის ფოლკლორთან სიახლოვემ და პოეტის მიერ ფოლკლორული რითმების გამოყენებამ. მან მთის კილო შემოიტანა ქართულ პოეზიაში. რაფიელ ერისთავის ღვაწლი ერის წინაშე იმაშიც მდგომარეობს, რომ ერისთავმა ის თამამი პოეტი - ვაჟა-ფშაველა - გვაჩუქა, რომელსაც გაბედულება სწორედ რაფიელის ლექსებმა შესძინა. მხცოვანი მგოსნის გავლენით ლუკა რაზიკაშვილმა თავის პოეზიაში გზა გაუხსნა ფშაურ კილოს, რამაც ის ვაჟა-ფშაველად აქცია.
ლექსებთან ერთად რაფიელი წერდა პიესებსა და მოთხრობებს. მისი დრამატურგიიდან განსაკუთრებით საყურადღებოა პიესა „ბიძიასთან გამოხუმრება“, მოთხრობებიდან კი - „ნინო“. რაფიელ ერისთავი იაკობ გოგებაშვილთან ერთად ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელიცაა. იგი ცნობილია როგორც კრილოვის იგავ-არაკების მთარგმნელიც. მას ეკუთვნის სამეცნიერო ნაშრომებიც - „ლათინურ, რუსულ, ქართული ბოტანიკური ლექსიკონი“, „მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებიდან“, რომლებიც მწერალმა ხანგრძლივი ლექსიკოლოგიური შრომის შედეგად შექმნა. მან ასევე დაამუშავა და ჩამოაყალიბა არითმეტიკისა და გეომეტრიის, ფიზიკისა და ასტრონომიის, ქიმიის, „ზღვისა და შიგ ცურვის“, სამხედრო ტერმინოლოგიები. ამ შრომათა ნაწილი „დროებამ“ დაბეჭდა. მწერალი მუშაობდა ქართულ-რუსული ლექსიკონის შედგენაზე, რომლის გეგმა „ივერიაში“ 1880 წელს დაიბეჭდა; რაფიელის რედაქციით გამოცემულია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიც, რომელსაც ლექსიკოგრაფმა თავისი შენიშვნები დაურთო. 1878 წელს მწერალმა გამოსცა „იგავ არაკნი გამოკრებილნი „სიბრძნე-სიცრუიდან“ და გალექსილნი თ. რაფ. ერისთავის მიერ“, რომლის წინასიტყვაობაშიც ვკითხულობთ:
„გავლექსე იმ განზრახვით, რომ ყრმათა დაინერგონ კეთილი ზნეობა, განშორდნენ ბოროტსა მიდრეკილებასა და შეისწავლონ ძველებური ქართული მდაბიო ენა“. ცალკე წიგნად გამოვიდა მის მიერ თარგმნილი რუსი მწერლის, ივანე კრილოვის იგავ-არაკებიც. რაფიელ ერისთავმა თარგმნა სომეხი დრამატურგის, გაბრიელ სუნდუკიანცის პიესები, ხოლო ცნობილი პიესის „პეპოს“ თარგმანზე ავტორთან ერთად იმუშავა. ერისთავი მთარგმნელია პუშკინის, ლერმონტოვის, ოგარიოვის, მიცკევიჩის, გრეკოვის, ტიუტჩევის ზოგიერთი ნაწარმოებისა. რაფიელ ერისთავმა და ილია ჭავჭავაძემ ერთად გამოსცეს „გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები შეკრებილი რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძისაგან“. რაფიელს დიდი ღვაწლი მიუძღვის ოსმალეთისაგან განთავისუფლებულ აჭარაში ქართული სწავლა-განათლების შეტანის საქმეში.
ერისთავი შეუცვლელი თამადა ყოფილა, ამავე დროს ღვინის დამფასებელიც და მწარმოებელიც; მისი სტატია - „ღვინის მოყვანისა და გასაღების მდგომარეობა ჩვენში“ - დღესაც აქტუალურია. რაფიელის იუმორზე ბევრს იხსენებენ თანამედროვენი. მას მსახიობური ნიჭიც ჰქონია და უთამაშია თავისი დის, ბარბარე ჯორჯაძის პიესაში - „რას ვეძებდი და რა ვპოვე“ - ავეტიკა სირაჯის როლი.
შეუფასებელია რაფიელ ერისთავის ქართული თეატრის აღორძინების საქმეში გაწეული ღვაწლი. 1877-1879 წლებში მწერალი ილიასთან, აკაკისა და სხვა მოღვაწეებთან ერთად ქართული თეატრის აღდგენაზე ზრუნავს, თანამშრომლობს ჟურნალ „თეატრთან“, ხოლო 1884 წელს თეატრალური საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარედ ირჩევენ. ქუთაისში მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობის პერიოდში რაფიელ ერისთავი აკაკი წერეთელთან ერთად აყალიბებს დრამატულ წრეს, რომელიც ყოველ კვირა მართავს სპექტაკლებს „სახელმწიფო სახლში“, სადაც სცენა დაუთმეს. აკაკი წერეთელი ასე იხსენებს ამ პერიოდს: „იმ დროს ქუთაისში მომრიგებელ მოსამართლედ იყო პოეტი რაფ. ერისთავი და მისი მეცადინეობით შედგა სცენისმოყვარეთა წრე. მუდმივ მოთამაშეები იყვნენ ქალთაგან: ქ-ნი ეფროსინე კლდიაშვილისა, ყიფიანის ქალი. კაცებთაგან მე, თქვენი უმორჩილესი მონა და ჭეიშვილი. წარმოდგენა იმართებოდა ხანგამოშვებით, მაგრამ უსუსტრად. ხალხი დიდძალი დაიარებოდა. თეატრი სავსე იყო ხოლმე“. დასი გასტროლებზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაიარებოდა. თბილისშიც ჩასულან და გორშიც. თბილისში „ყვარყვარე ათაბაგი“ დაუდგამთ. აკაკის სიტყვებით, წარმოდგენას დიდძალი ხალხი დასწრებია. ქუთაისის დრამატული წრე წარმოდგენებიდან შემოსული თანხით ინახავდა ქალთა უსასყიდლო სკოლას, რომელიც წერა-კითხვის საზოგადოების მიერ იყო დაარსებული.
სხვადასხვა სცენაზე იდგმებოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა რაფიელის პიესები, რომლებიც ქართული კლასიკური დრამატურგიული მწერლობის ნიმუშებია. თავად მწერალი კი გიორგი ერისთავის კომედიოგრაფიული სკოლის გამგრძელებლად მიიჩნევა. მართალია, რაფიელ ერისთავის პიესათა უმრავლესობა ვოდევილებია, მარტივი სიუჟეტის მქონე, რაც ვოდევილის ჟანრისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ მათში მაინც ასახულია თანამედროვეობა თავისი მანკიერებეით, ამიტომაც რაფიელ ერისთავის კომედიები ხშირად იმსახურებდა გაზეთ „ივერიის“ განსაკუთრებულ შექებას. ეს კომედიებია: „დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარის უმძლავრესია“, „პარიკმახერისას“, „ადვოკატები“, „ქაჩუა“, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწილეს“, „მბრუნავი სტოლები“, „იჭვიანი“, „ბრილიანტი“, „ნათლია და ნათლულები სცენაზე“, „ბიძიასთან გამოხუმრება“, „სადილი მარშლისას“, „მასწავლებელი სასოფლო სკოლისა“, „სცენები-სურათები ჩვენი ხალხის ცხოვრებიდამ“. მათში ასახულია სხვადასხვა სოციალური ფენის ინტერესები, მისწრაფებები, მანკიერებები; დაგმობილია განათლების მახინჯი სისტემა („მასწავლებელი სასოფლო სკოლისა“), მექრთამეობასა და უსამართლობაზე აგებული სასამართლო („ადვოკატები“), ყურადღებაა გამახვილებული ადვოკატთა საქმიანობაზე, რომელიც მწერლის მიერ მიჩნეულია ახალი დროის მიერ მოტანილი სივერაგის უმაღლეს გამოვლინებად კანონიერების ფარგლებში.
საყოველთაო პოპულარობით სარგებლობდა და დღესაც სარგებლობს კომედია „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“. ვოდევილი გადმოკეთებული იყო სერგეი მაქსიმოვის ამავე სათაურის პიესიდან, რაზეც თავად რაფიელ ერისთავმა მიუთითა „ცისკრის“ გამომცემლებს (პიესა ჟურნალ „ცისკარში დაიბეჭდა 1868 წელს ერისთავის სახელით. რაფიელმა არ მიითვისა სხვა ავტორის შემოქმედება და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ გადმოაკეთა ქართული ყოფის შესაბამისად). ამგვარი, გადმოკეთებული, პიესები ხშირი იყო ქართულ სცენაზე, რადგან დრამატურგები ითვალისწინებდნენ როგორც მაყურებლის გემოვნებას, ისემის მოთხოვნილებას - არანაციონალური ყოფა მიუღებელი და გაუგებარი იყო იმდროინდელი ქართველი პუბლიკისათვის. ვოდევილი „ბიძიასთან გამოხუმრება“ რაფიელ ერისთავმა კოტე ყიფიანისა და მაკო საფაროვა-აბაშიძისათვის შექმნა. არც მსახიობებზე მორგებული პიესების დაწერა იყო იმ დროისათვის უცხო. დრამატურგი წარმოიდგენდა, ვის შეეძლო კონკრეტული როლის განსახიერება და ისე წერდა პიესას, რადგან შესაფერისი მსახიობების მოძებნა ძნელი იყო, ყველას არ შეეძლო დრამატული როლის შესრულება. შექმნილ მდგომარეობასა და მასში რაფიელ ერისთავის როლს ძალიან კარგად ასახავს დავით ერისთავის მიერ 1881 წელს ვასო აბაშიძის საბენეფისოდ დაწერილი ტექსტი - „რა არის ბენეფისი? ინტერმედია. დივერტისმენტი (მიბაძვა გრაფ სოლოგუბისა)“: „...ხომ კარგათ მოგეხსენებათ რა მდგომარეობაშიც არის ჩვენი დრამატიული ლიტერატურა! პირველი ესა, რომ არა არის რა სათამაშო, და მეორე ესა, რომ არავინ არის მოთამაშე! მოდი და ამოირჩიე ჩვენ რეპერტუარში ხეირიანი პიესა!.. გადაჰქექე, გადმოჰქექე და ვერას იპოვნი... ან ისეთი უაზრო პიესებია, რომ მათი ყურება კაცს შეაწუხებს, ან ისეთი ძველია, რომ ყველამ ზეპირათ იცის. მართალია შეიძლება კარგი პიესების ამორჩევა უცხო რეპერტუარში, მაგალითად: შეკსპირის, მოლიერის, შილერის და სხვა ღენიოსების თხზულება... მაგრამ თქვენვე გკითხავთ, ვინ ითამაშებს ამ პიესებს? ერთი „მეფე ლირი“ გვაქვს გადმოთარგმნილი და მისი მთარგმნელი გონია, რვა წელიწადია ემზადება მის წარმოდგენას, მაგრამ როგორღაც ვერა ხერხდება... ჩვენ ყველანი ვოდევილების აკტიორები გახლავართ... კომიკები. მაგალითად, მე კომიკი გახლავართ... ჩემი ამხანაგებიც კომიკები გახლავან! ისე, ფაცაფუცითა ვთამა[შო]ბთ (უჩვენებს სუფლიორზედ) ამ ბატონის წყალობით. შარშან არ იყო, რაღაც ეშმაკად „ყომარბაზის ცხოვრება“ წარმოვადგინეთ... ისეთი დრამმა გამოვიდა, რომ კინაღამ ფერდების ანთება მოუვიდა მაყურებელს სიცილისაგან! ერთის სიტყვით სათამაშო არა არისრა, მოთამაშენი არ არიან! კეთილი, მაგრამ ცხოვრება რომ გვინდა?!... ჩვენ კარგად ვიცით „საზიზღარ მეტალის“ ფასი... ჰფიქრობს, ჰფიქრობს ბენეფიციანტი... და მიჰმართავს ჩვენს მწერლებს!.. მიხვალ რაფიელ ერისთავთან, დაეღრიჯები, ერთი პიესა დამიწერეო ან გადამიკეთეო... მაგრამ დალოცვილს, როგორც პოეტს, თუ გული არ მიუდის, ხელს არ ახლებს პიესას. ათასი პიესა რომ მიუტანო, ერთი არ მოეწონება... ჩვენ ცხოვრებას არ მოუხდებაო...“ (სეა, 480-1-490).
რაფიელ ერისთავის პიესებს ყოველთვის დიდძალი მაყურებელი ესწრებოდა, რადგან ეს კომედია-ვოდევილები ქართული საზოგადოების ცხოვრებას ასახავდა. მწერალი თვითონ არჩევდა, წარმოიდგენდა წერისას იმ მსახიობებსაც, რომლებსაც კონკრეტული პერსონაჟები უნდა განესახიერებინათ სცენაზე. თეატრის ცხოვრებაში ღრმად ჩახედულ მწერალს პიესებიც მაყურებელთა მოსაწონი გამოსდიოდა.
1896 წლიდან სამსახურიდან სრულიად თავისუფალი პოეტი თელავში ცხოვრობდა და იქ გარდაიცვალა 1901 წლის 19 თებერვალს, დაასაფლავეს სოფელ ქისტაურში. თელავიდან ქისტაურამდე, 18 ვერსის მანძილზე, მისი კუბო ხელით უტარებიათ. იმდროინდელმა პრესამ მხცოვან პოეტს „ქართუ ლი მწერლობის პატრიარქი“ უწოდა.
***
რაფიელ ერისთავის მამა - დავით ერისთავი - მთელ კახეთში ცნობილი და შეძლებული მებატონე გახლდათ, დედა - ავთანდილ ამილახვრის ასული - მსხვილ ფეოდალთა შთამომავალი; მათი შვილი რაფიელი კი იმით გამოირჩა ქართულ მწერლობაში, რომ გლეხთა ცხოვრებისა და ოცნების გამომხატველად იქცა; „ტეტიათა მოტრფიალეც“ კი უწოდეს, რადგან სოციალური თემა არა მარტო პროზაში შემოიტანა, არამედ პოეზიის საგნადაც აქცია. 1824 წელს დაბადებული რაფიელი ქრონოლოგიურად „ძველ თაობას“ ეკუთვნოდა და წესით რომანტიკოსი უნდა გამოსულიყო, მაგრამ ამჯერადაც ისე არ მოხდა, როგორც მოსალოდნელი იყო და, ნახევარ საუკუნეს გადაცილებული, რეალისტთა ლიტერატურული თაობის რიგებში აღმოჩნდა. მეტად ნიჭიერ მწერალს დრო და ეპოქა ალბათ უფრო წარმოაჩენდა, მაგრამ XIX საუკუნემ ის ილიასა და აკაკის ჩრდილქვეშ მოაქცია.
რაფიელის ლექსები თავისი ხალხური კილოთი და მოვლენების აღწერითი ხასიათით ძირითადად საყმაწვილოა, მაგრამ ეს საყმაწვილო ლიტერატურა მოზარდსაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ლექსში „ზამთარი“ აღწერილია წელიწადის ის დრო, როცა მოსწავლეებს საშობაოდ ითხოვენ. არდადეგებზე დათხოვილები სიხარულით ეგებებიან ახალ წელს მშობლებთან ერთად. ზამთრის დადგომისას პოეტსაც ბავშვობა ახსენდება - თოვლის მოსვლა, გუნდაობა, ჩიტების დევნა, ციგაობა, ჭიდაობა, ყი ნულზე სრიალი, სიცივე, გათოშვა, კოტრიალი... მხიარულ განწყობას ქმნის შეძახილი - „კოტრიელა, კოტრიელა“, რომელიც ლექსის ბოლო სტროფებს რეფრენად გასდევს:
„გადაბრუნდის ჩვენი ციგა, - კოტრიელა, კოტრიელა!..“
„ხან ერთი ძირს, ხან მეორე, - ჰერი, ბიჭო, კოტრიელა!..“
„უკან კოპი, შუბლზედ კოპი, კოტრიელა, კოტრიელა!..“ („ზამთარი“)
პოეტი პოულობს იმ სურათებს, რომელთა საშუალებითაც წელიწადის ყველა დროს სასურველად წარმოგვიდგენს; ნახულობს იმ სიტყვებს, ზმნებს, რომელთა გამოყენებით უსწრაფესი რითმი და დინამიკაა გამოხატული: „გაზაფხული გაგვიფრინდა, გაითოხნა სიმინდები... / თივა დადგეს, ანეულსა დადგომია ამინდები... / აგერ, აგერ ყანებშია „ჰოოპუმას“ იძახიან... / ჩამოგვიცხა, ჩამოგვიცხა, ქერს მორჩნენ და პურსა მკიან... („ზაფხული“). გარდა აღწერისა, რომელშიაც ყველაფერი მოძრაობს (ხალხი ჭიანჭველასავით ირევა ყანაში, ხორბალი საძნე ურმით მიაქვთ და სოფელში ლეწენ, კევრზე ბავშვები დგანან, ხარი ხვნეშის) და ყველაფერი ხმაურობს („მღერიან და კიჟინობენ, „ჰოოპუმას“ იძახიან...“), რაფიელს ლექსში სადღესასწაულო განწყობა შემოაქვს, რომლის საფუძველი შრომაა: „ქალი, კაცი, გოგო, ბიჭი - ეზიდება ზამთრის სარჩოს... / ვაშა, ვაშა, მუშა ხალხსა! ღმერთმა იმათ გაუმარჯოს!..“
ზაფხულს შემოდგომა ენაცვლება. ამ დროს კი ქართველი საკრალურ პროცესში ერთვება. რთველის მრავალკომპონენტიანი საქმიანობის არც ერთი დეტალი არ არის გამოტოვებული რაფიელის შედარებით მცირე მოცულობის ლექსში - „რთველი“, რომელიც ყველა მოსწავლემ ზეპირად იცოდა:
„ყურძენი დამწიფებულა!.. დახე, როგორ წითლად ღუის!..
ჩქარა, ჩქარა რთველი, თორემ კოღო, ბუზი თავს დაჰბზუის!..“ („რთველი“)
ყურძნის კრეფიდან დაწყებული, გაგრძელებული საწნახელში მტევნების ჭყლეტით და დასრულებული წმინდა სითხის „უმაძღარ“ ქვევრში ჩასხმით, ღვთისაგან ნაკურთხი პროცესი და ღვთისათვის მუშაკობაა აღწერილი:
„დაილოცა ღვთის ნაკურთხი, ჩვენის ოფლით მონაგარი!
მაშ პირველად ღვთისთვის იყოს - ზედაშე და კელაპტარი!..“ („რთველი“)
რაფიელის ლექსებში შრომის კულტია წარმოჩენილი. გლეხკაცის ბედნიერება მისი შრომის შედეგია. ვინც მოკლებულია შრომის უნარს, კეთილი მეზობლები ეხმარებიან. პოეტი აქებს ერთმანეთის უფასოდ მიხმარების ქართულ სახალხო ჩვეულებას, რომელსაც მამითადს ეძახიან. მწერალი ხშირად იმ აზრსაც აჟღერებს, რომ უფალია ქვრივ-ობოლთა შემწე. საწყალმა თინიამ ჩამოთხოვით შეაგროვა ორი მუჭა ხორბალი დასათესად. ამ მცირედისგან ზღვა მოვიდა და შიგ ღვთის თვალი დატრიალდა. მთელი სოფელი გამოვიდა მისახმარებლად, სოფელი კი უკვე ძალაა. არც თინია დარჩენილა ვალში, რაც კი რამ ებადა - მჭადები, მაწონი, ორი დედალი... - მუშებისთვის დაამზადა. ღვინის მაგივრად ცივი წყალი არ მოაკლო მამითადს, ციბრუტივით იტრიალა. რაფიელის საყმაწვილო ლექსები ყოველგვარი დიდაქტიკის გარეშე ერთმანეთის დახმარების სურვილს აღუძრავს ყმაწვილებს.
ლექსის პერსონაჟები ხშირად „მაშვრალი მუშები“ არიან, ამაყნი პატიოსნებით, მცირედითაც - ოჯახის წევრთა კარგად ყოფნით - კმაყოფილნი („სურათი“ სოფლის ცხოვრებიდამ). მათი დარდი ხშირად საქონელია, რომელიც ოჯახს პურს აჭმევს. თანდილას მწუხარება გიშერა ხარის სიკვდილმა განაპირობა - მისი ცალად დარჩენილი მეუღლე პატრონს აღარ ეკარება და ხარირემივით ყვირის. რაფიელ ერისთავმა შინაურ ცხოველში მარტო სამუშაო ძალა კი არ დაინახა, არამედ ღვთის გაჩენილი სულიერი არსება, რომელსაც ადამიანივით განცდა შეუძლია და არც მას სურს ქვეყანაზე ცალად დარჩენა.
აღწერითი ხასიათისაა ლექსი „აღდგომა“. პერსონაჟისადმი მიმართვა - „ადე, გიგო, ადე, ადე,“ - გარკვეულ რითმსა და დინამიკურობას სძენს მას. ლექსი ისეთი ხალისიანია, რომ პირდაპირ უბიძგებს ყმაწვილს ლიტანიობაზე წასასვლელად:
„ადე, ბიჭო, ტანთ ჩაიცვი, მაგ საბანში რაღას ძვრები?!
აგერ ზარებს მოუხშირეს, ხალხი იყრის მეტანიას,
საყდრები სულ ლაპლაპებენ, გარს უვლიან ლიტანიას!..
....
მოდი, ბიჭო, გადაგკოცნო! „ქრისტე აღსდგა!“ - „ჭეშმარიტად!..“ („აღდგომა“)
ლექსში არ არის არავითარი ქვეტექსტი, მოწოდება რწმენისადმი, ან აღდგომის დღესასწაულის რელიგიური შეფასება. ის მხოლოდ წარმოადგენს დღესასწაულის მხატვრულ და უაღრესად ხალისიან აღწერას, რომელიც ძალაუნებურად გიზიდავს და ამ დღის თანამონაწილედ გხდის. ამაშია სწორედ საბავშვო მწერლობის საიდუმლოებაც - კი არ დაგავალოს, არამედ მოგანდომოს!
დედაენის შეუცვლელობის დასამტკიცებლად პოეტი ყველა სულიერის - ორფეხისა თუ ოთხფეხის, მცურავისა თუ ფრინველის - ცხოვრების წესს წარმოგვიდგენს და გვაჩვენებს, რომ თითოეული მათგანი თავის ენაზე გამოხატავს მწუხარებასა თუ ლხინს, ვაებასა თუ გულისტკენას. რადგან ეს ბუნების კანონია, ე.ი. შემოქმედის დაწესებული ყოფილა, ამიტომ მისი შეცვლა შეუძლებელია. შედარებები მკვეთრია, ისეთი, როგორიც ყმაწვილის გონებას სჭირდება აღსაქმელად: მტრედი ვერ აჩხავლდება კატასავით, ბულბული ვერ დაიწყებს ყროყინს, თევზი - კნავილს, კრავი - ხავილს, გვრიტი - ჭიხვინს, ბუზი - ბღავილს. ამ ღვთიურ წესში წარმოჩნდება ყოველი სულიერის ბუნება და დედა ენა; ამიტომაც შეუძლებელია, ადამიანს არ უყვარდეს მშობლიური ენა, რომლითაც დედა ნანას უმღეროდა და უალერსებდა, რომლითაც თავის ტოლებთან თამაშობდა და მღეროდა, რომლითაც ტკივილს და ნაღველს, ვაებას და სიხარულს თამამად გამოხატავდა და გამოხატავს; რომელიც ერთდროულად აკვანიცაა და საფლავიც, ანუ განმსაზღვრელი ადამიანის იდენტობის („დედა-ენა“). რაფიელ ერისთავი ერთ-ერთი პირველი პოეტია, რომელმაც დაგმო ის ქართველი, ვისაც მშობლიურ ენაზე ლაპარაკი სირცხვილად მიაჩნდა. მისი პატრიოტული გრძნობის ეს მიმართულება - საზოგადოებაში ქართულ ენაზე ლაპარაკის მოთხოვნა - კიდევ უფრო მწვავედ, სატირულად გამოიხატა 60-იანელთა შემოქმედებაში („ის არ ხართ თქვენა / რომ ღვიძლი ენა / ბრძანებით დაჰსთმეთ / აღმოსაკვეთად?! შიშით არც კარში / და აღარც სახლში / მას აღარ ხმარობთ / თქვენდა სარცხვენად“. ი. ჭავჭავაძე, „პასუხის პასუხი“).
პატრიოტიზმი, რაფიელ ერისთავის აზრით, უპირველესად სამშობლოსათვის თავგანწირვაა. შვილის დედისადმი მიმართვაში - „ნეტა რას სტირი, დედილო?“ - უგულებელყოფილია სიკვდილის შიში. ადამიანისათვის უფრო დიდი ღირებულებაც არსებობს, ვიდრე სიცოცხლეა - ეს არის რჯული და სამშობლო. შვილის სიკვდილი უფერულდება ასეთ ცნებებთან მიმართებით, თუმცა, ტრაგიკულობას არ კარგავს:
„ნეტა რას სტირი, დედილო? დეე, აქ ვეგდო ღელოში...
ხომ ვეღარ ჰნახავ ურჯულოს ვეღარსად საქართველოში?“
ტრაგიზმი გამოიხატება დედის მუდმივ გლოვაში, ვაჟკაცის მშრომელი მკლავის გარეშე დარჩენილ ოჯახში, მისი ცოლის, ახალგაზრდა ქალის დაქვრივებაში, მაგრამ ყველაზე მეტად - დედისთვის შვილის შეუცვლელობაში, ამავე დროს - ლირიკული გმირის ხასიათში. მისთვის სათაკილოა, სასირცხვილოა, მოსარიდებელია, ძნელია, შეუძლებელია „მტირალი ქალის ცქერა“ - „ასი მკრან გულში, მირჩევნის, მტირალი ქალის ცქერასა!..“ („ნეტა რას სტირი, დედილო?“)
რაფიელ ერისთავის ხალხური შემოქმედებისადმი ინტერესი მხოლოდ რითმებისა და მთის კილოს გამოყენებით არ განისაზღვრება. ის ლექსავს ლეგენდებსაც, რითაც უფრო დასამახსოვრებელს ხდის მათ. „ქოროღლიში“ პოეტი ხატავს სახელგანთქმულ ვაჟკაცს, რომელიც გამორჩეულია არა იარაღის ძალით, არამედ თავისი უნარებითა და ღირსებით. მას თავზარს სცემს თოფის ფუნქციის გააზრება, ადამიანის ხელით მეორე ადამიანის სიკვდილი და ამ პროცესს ღვთიური კანონზომიერების დარ ღვევად მიიჩნევს:„ავი და კარგი გასწორდა, გასწორდა მთა და ბარია!“ („ქოროღლი“). პოეტი აღარ აანალიზებს ამ სიტყვებს არც სიმბოლურად, რომ ძალა აღმართსა ხნავს, არც მთის ხალხის მორალით ხსნის მათ, რომ თოფმა „მიაძინა“ ვაჟკაცური ბუნება, საწადელის იოლად მიღწევის გზა აჩვენა (მთაში სირცხვილად ითვლებოდა თოფის ხმარება ახლო მანძილზე, იქ, სადაც ხმლის გამოყენება შეიძლებოდა.). გმირის სიტყვებში კიდევ უფრო დიდი შიშიც იხატება, შიში დამანგრეველი ძალის წინაშე, მაგრამ პოეტის აზრი იმდენად ჩასმულია ლეგენდის ჩარჩოებში, რომ ფიქრის ამ მასშტაბებს ბადებს და იქვე ანეიტრალებს. კავკასიის საცენზურო კომიტეტის ცენზორმა, ეტყობა, კარგად უწყო და, როგორ ფორმაში დაწერილი ლექსი იხილავდა მზის სინათლეს.
რთულია ჩასწვდე „ქალი აყვანას“ დედააზრს. ამ ლექსსაც ლეგენდა უდევს საფუძვლად, მწყემსი ქალ-ვაჟის სიყვარულის ამბავი, ქალის თანხმობა ცოლობაზე იმ პირობით, რომ ვაჟი ზურგზე აიკიდებდა, სალამურს დაუკრავდა და ისე აიყვანდა გორაზე. ზღაპრის სიუჟეტი სწორედ პირობის დათქმაშია, მთავარი აზრი კი ის უნდა იყოს, რომ სიყვარული საწყლისთვის დიდი ტვირთია, რომელმაც შეიძლება გაანადგუროს. სოციალური მოტივები ლექსში თვალსაჩინოა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაფიელი ვაზისა და ღვინის ჭეშმარიტი დამფასებელია, რაც მის პოეზიაშიც აისახება. ქართველ პოეტთაგან ის განსაკუთრებულად შეიგრძნობს ქართული სუფრის ხასიათს. აი, რას წერს მწერალი თავის ერთ-ერთ მოგონებაში:
„ბოდბეში ჩავუარე ერთი ღვინის დუქანს, სადაც რამდენიმე ქართველი დროს მხიარულად ატარებდა. როცა დამინახეს, დაჟინებით მთხოვეს მათთან დავრჩენილიყავი და დამელია, მაგრამ მადლობა გადავუხადე და მოუბოდიშე. უკან ვბრუნდებოდი, ისინი შუა ქუჩაში გამოვიდნენ, ქუდები მოიხადეს და თასი მომაწოდეს. ამჯერად მის დაცლაზე უარი ვეღარ ვუთხარი, ჩემი კეთილი მასპინძლები სერიოზულად რომ არ გამენაწყენებინა. ეს პატარა ინციდენტი ქართული ხასიათის საუკეთესო გამოვლინებაა - როცა ქართველი მხიარულობს, სურს, რომ ეს სიხარული ყველამ გაიზიაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი უბედურად ჩათვლის თავის თავს... მე მინახავს ერთი ქართველი მემამულე, რომელმაც რამოდენიმე წუთით მიატოვა ლხინი და თავლაში შევიდა, რომ თავისი ერთგული ცხენისათვის გაეზიარებინა საყოველთაო მხიარულება იმით, რომ მას ბაგაში უამრავი ქერი დაუხვავა“.
„გაუმარჯოს გლეხკაცის მარჯვენას, ცის ნამს და დედამიწის მოსავალს!“ - ეს რაფიელ ერისთავის პირველი ჭიქით ნათქვამი სადღეგრძელოა; რაფიელ ერისთავი კი ის ქართველი პოეტია, რომელიც ზედმიწევნით იცნობდა ვენახებით დაფარულ „საქართველოს ბაღნარს“, თავისი ხალხის შრომისმოყვარე ბუნებასა და სტუმარმასპინძლობას, ქართული ღვინის თავისებურებას, ღირსებასა და ნაკლს, ღვინის სმის ტრადიციებს, სადღეგრძელოთა წესსა და რიგს, ღვინის სასმისებსა და ა.შ.
რაფიელ ერისთავმა იმ გლეხთა შრომის დასაფასებლად, ვინც „ნამდვილ“ ღვინოს აყენებდა, არ ერიდებოდა გარჯას იშვიათი, ძნელად მოსავლელი ჯიშების გადასარჩენად, თბილისში (დღევანდელი პუშკინის ქუჩაზე) დუქანი გახსნა, მაგრამ, ბუნებით პოეტს, ვაჭრობის ნიჭი არ აღმოაჩნდა, ყიდვა-გაყიდვის მაგივრად დუქანი საქველმოქმედო დაწესებულებად აქცია და მალე გაკოტრდა კიდეც. მართალია, პოეტმა ღვინით ვაჭრობას თავი ვერ მოაბა, მაგრამ ღვინის დამფასებლად სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. ის იყო ვაზის, მის მოვლაზე გაწეული შრომის, ქართული სუფრისა თუ ქართული ტრადიციული სასმისების პოეტური სიტყვით შემამკობელი. „ღვინო“, „ყანწი“, „რთველი“, „ფერხულის ხმაზე“, „მევენახის სიმღერა“... - ზემოთქმული ლექსთა ამ სათაურებითაც აშკარაა.
სამი ძირითადი მოტივი გამოიყოფა რაფიელ ერისთავის პოეზიაში: სატრფიალო, სოციალური და პატრიოტული. ამ სამივე მოტივში პოეტმა სახეობრივად გააცოცხლა ვაზი და თავისი მყარი ადგილი მოუნახა თავის შემოქმედებაში.
რაფიელ ერისთავი პირველი პოეტია ქართულ მწერლობაში, ვინც ქალის ბუნება და სილამაზე, კვიპაროსისა და საროს ნაცვლად, ვაზში აღიქვა და მას შეადარა:
„რისთვის მიყვარხარ? - მისთვის რომ ხარ ეგრე ლამაზი:
წყნარი და მშვიდი, მასთან მარდი, ვით რომ გავაზი,
ვარდის და ბროლის ხარ სადარი, ტურფა და ნაზი...
მისთვის მიყვარხარ, რადგან ხარ უფლისა ვაზი“ („რისთვის მიყვარხარ?“)
ვაზთან შედარება ქალის ტანის ვაზისებურ მოხრილობად არ უნდა წარმოვიდგინოთ; ვაზი მიხრილ-მოხრილია, რადგან მასში მზის ენერგია ანუ უფლის მადლია დატეული; ქალის სილამაზეც ამ მადლის გამოვლინებაა, - გვეუბნება პოეტი, - მისი გარეგნული მშვენებისა და უმანკო ბუნების შერწყმაა.
სოციალური თემატიკაც რაფიელ ერისთავმა ვაზის სიყვარულით გაათბო, როცა მუდამ გაჭირვებული გლეხის ერთადერთ იმედად და ნუგეშად ვაზი დასახა, ვაზი, რომელიც „წითელი ღვინის დედაა, გამხარებელი გულისა“. ამიტომაც ეთაყვანება გლეხკაცი მას და ერთგულად მსახურობს:
„შენის ზედაშის მადლს ვფიცავ,
შენ არ მოგაკლო ბარია,
გაგსხლა, შაგყელო, დაგთოხნო,
არც კი ჩნდეს მონათხარია,
გაგფურჩქო, გაგალამაზო,
როგორც რომ პატარძალია,
აღარ დავზოგო მე შენთვის
ჩემი ღონე და ძალია“ („რთველი“)
პოეტი წარმოაჩენს ვაზის უდიდეს ღირებულებას გლეხისათვის, მისი მოვლის სირთულეს, იმ მრავალგვარ სამუშაოს, რომელიც მას ესაჭიროება (გასხვლა, გათოხვნა, შეყელვა, გაფურჩქვნა), და ამავე დროს იმ სიხარულს, რომელიც ნაყოფის მიღებას მოაქვს. რაფიელ ერისთავისთვის რთველი რიტუალური პროცესია - შრომაში ყველა ჩართულია, ყველა აღგზნებული და გახარებულია, თითქოს შემოდგომის ბარაქიანობა და სავსეობა ადამიანებზეც გადმოდის და ბუნებრივად ათრობს მათ:
„მტევნებს ჰკრეფენ, ჰგლეჯენ, სჭრიან,
გაჰკრეს, გაჰკრეს ვენახს ხელი,
კალათები იზვირთება -
და შეიქნა ხშირი რთველი...
საურმეზე გოდრები სდგას,
კალათს სცლიან ზედი-ზედა,
აბა ბიჭო მარნისაკენ,
თორემ ძლიერ გაიჭედა...“ („რთველი“)
პოეტი ბოლომდე და თანაც დაწვრილებით აღწერს რთველის პროცესს, თავადაც ტკბება მისით და სხვასაც ამ განწყობილებას გადასცემს:
„აგერ ტკბილმაც მოიმატა,
ძლივსღა იტევს მოკლე ღარი,
ჩქაფა-ჩქუფით მოჩქრიალებს,
ქვევრი დახვდა უმაძღარი!“ („რთველი“)
რაფიელ ერისთავმა გვიჩვენა, რომ გლეხის ცხოვრება, რომელიც ლოგიკით მწუხარე უნდა იყოს (და არის კიდეც), სიხარულითაა აღსავსე, რადგან თავად გლეხიც ბუნების შვილია და ბუნებისგან მიღებული ჯილდოც უზომო სიხარულსა და სიყვარულს ანიჭებს. გლეხს და მასთან ერთად პოეტს ქალზე არა ნაკლებ ვნებიანად უყვარს ვაზი და გრძნობამოწოლილი დასძახის:„ვაზის ჭირიმე, ვაზისაო...“ პოეტის ალერსიან განცდებში პატრიოტული, მშობლიური გრძნობაც ერევა:
„ვაზო, შვილივით ნაზარდო,
ულვაშებ გადგიგრეხია,
ჩაჰკონებიხარ ჭიგოსა,
შუაზე გადგიტეხია...
მოვკვდები მე შენს ძირშია,
შენით ვარ მხნე და გულადი
იმედით გასაჭირშია“.
თუ რაფიელის სატრფიალო ლექსებში ვაზი ქალურობის განსახიერებაა, პატრიოტული განცდა მას ულვაშებგადაგრეხილი ვაჟკაცის სახეს აღებინებს, ვაჟკაცისა, რომელსაც სიყვარულიც შეუძლია (ჭიგოს კი არ ჩასჭიდებია, არამედ ჩაჰკონებია) და ძალის გამოვლინებაც (ეს ჭიგო შუაზე გადაუტეხია). ამიტომაც ნატრობს პოეტი მის ძირში სიკვდილს, მისით არის მხნე, გულადი და იმედიანი.
რაფიელ ერისთავის ესთეტიზირებული დამოკიდებულება ვაზისა და ღვინისადმი ქართული ხასიათის საუკეთესო გამოვლინებაა ზოგადად.
ძალზე საინტერესოა რაფიელისადმი მიძღვნილი ლექსები და პოეტის მხრიდან მათზე დაწერილი პასუხები, რომლებშიაც წარმოჩნდება რაფიელის პიროვნება, მისი კეთილშობილი, მადლიერი ბუნება, სხვისი დანახვისა და დაფასების უნარი, რაც ნამდვილი არისტოკრატის განმსაზღვრელი თვისებაა. რაფიელს ბევრმა თანამედროვე პოეტმა მიუძღვნა ლექსი, მაგრამ განსაკუთრებული ბაჩანას მიძღვნაა:
„შენი ჭირიმე, მოხუცო,
ია გესროლე, მამაო!
ძილშიით გამომაღვიძა
შენმა ფანდურის ხმამავო!...“ (ბაჩანა)
ამ მშვენიერ წერილზე რაფიელმა უპასუხა:
„გადმახალისა, ძმობილო,
შენგან ნასროლმა იამა,
შენი ფანდურის ჟღერაი
მოხუცს გულს მეტად იამა!..“
რაფიელი, სახელოვანი და მთელ საქართველოში დაფასებული პოეტი, გზას უთმობს ახალგაზრდობას და არ ეთაკილება მის წინაშე თავის დამდაბლება, რაც უიშვიათესი თვისებაა:
„ფრთები დავუშვი მე დაბლა,
ვეღარ მოგყვები ფრთებშია;
შენ ყმაწვილი ხარ, მე ბერი,
ღმერთმა გიკურთხოს ჩანგია!
მაწაფე, მოძმევ ახალო,
ბერსა ახალი ჰანგია!“
კაცობის, ადამიანის ღირსების, საკითხის დასმა დამახასიათებელია მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისათვის. ამ თემაზე თითქმის ერთნაირი სათაურის სამი ლექსი იქმნება: ვახტანგ ორბელიანის „კაცი ის არის“, ვაჟა-ფშაველას „ვინ არის კაცი?“ და რაფიელ ერისთავის „კაცი ის არის“. ვახტანგ ორბელიანისათვის კაცობა ღვთისმოსაობით განისაზღვრება, ვაჟა-ფშაველა ირონიაზე აგებს სათქმელს, მკითხველს ანტიგმირს წარმოუდგენს, რომლის უარყოფითმა ქცევებმა მწერლის მიერ დასმულ კითხვას - „კაცი ვინ არის?“ - უარყოფითი პასუხი უნდა შეაგებოს, რომ ასეთი ქცევის ადამიანი (ვინც სმა-ჭამასა და გართობაში ატარებს ცხოვრებას, უარყოფს განათლებას, წიგნისა და გაზეთის საყიდლად ფული ენანება, მოყვარეს სალამს არ აძლევს, ქართველთა შორის შუღლს აღვივებს, მეგრული და სვანური ანბანის შექმნის მომხრეა და ა.შ.), კაცი არ არის. რაფიელის ლექსში ადამიანის სულიერი ღირსება სრულ შესაბამისობაშია მის პრაქტიკულ საქმიანობასთან, რწმენიდან მომდინარეობს ადამიანის კეთილი საქმე, მაგრამ პოეტისათვის კაცობის უპირველესი ნიშანი მაინც მამულიშვილობაა:
„კაცი ის არის, ვინც მამულს
გამოადგება შვილადა,
ვისაც სამშობლო ტაძრად აქვს,
თავი - სამსხვერპლო წილადა“.
რაფიელ ერისთავის მხატვრული შემოქმედება (რა თემატიკაც არ უნდა იყოს მასში გაშლილი) თუ საზოგადოებრივი საქმიანობა თავიდან ბოლომდე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.
და ბოლოს, რა როლი ითამაშა რაფიელ ერისთავმა ქართული მწერლობის ისტორიაში? რაფიელმა პირველმა შემოიტანა ქართულ პოეზიაში გლეხკაცობის თემა და ამ სოციალური ფენის ტკივილი პოეზიის საგნამდე აამაღლა. თუმცა, ჩვენზე უკეთ ამას ილია ჭავჭავაძე იტყვის კრიტიკოსთათვის დღემდე სახელმძღვანელო წერილში - „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“: „ჯერ ბატონყმობის (გადავარდნის) ჩუჩუნიც არსად იყო, რომ კაცთმოყვარემ გულმა პოეტისამ იგრძნო უსამართლობა მისი... ეს პირველი ხმა იყო ჩვენში სამწედ უსამართლოდ ჩაგრულთათვის... რაფიელ ერისთავმა პირველმა დაჰძრა ენა ადამიანის გაუპატიურებელ ღირსებისათვის და ჩამოაგდო სიტყვა ადამიანურ დატყვევნილ უფლების აღსახსნელად და აღსადგენად“ (ჭავჭავაძე, 1977 : 186-188). რა თქმა უნდა, მხოლოდ სოციალური თუ მოქალაქეობრივი მოტივი არ წარმოადგენს რაფიელ ერისთავის დამსახურებას ქართული ლიტერატურის წინაშე. ჩვენი წერილი ამ დამსახურების, რაფიელ ერისთავის საზოგადოებრივ-ლიტერატურული აზროვნების წარმოჩენის, მოკრძალებული ცდაა.
![]() |
13 „მოდით და იხილეთ, სიკვდილი საზოგადო მოღვაწისა როგორ გარდიქცევის სიცოცხლედ...“ |
▲ზევით დაბრუნება |
ეკა კაჭარავა
1901 წლის 19 თებერვალს, ნაშუადღევს, თელავში გარდაიცვალა თავადი რაფიელ დავითის ძე ერისთავი.
რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე თანამედროვეთა მიერ „საერო დღესასწაულად“ იწოდა. 1901 წლის თებერვალში „დადაფნული“ ეროვნული მოღვაწის სიკვდილი მთელმა ერმა თუ ბერმა, ქართველმა თუ არაქართველმა, მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველობამ, დიდმა თუ პატარამ, თავადმა თუ გლეხმა, ვაჭარმა თუ ხელოსანმა, ერთნაირად იწყინა და გაითავისა. მთელი ქვეყანა სხვადასხვა ფორმით მიაგებდა პატივს ვალმოხდილ მამულიშვილს.
უნდა გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება პედაგოგისა და პუბლიცისტის - ილია ზარაფიშვილის მიმართ, რომელმაც „ნადიკვრელის“ ფსევდონიმით, რაფიელ ერისთავის დაკრძალვასთან დაკავშირებული რეალიები ზედმიწევნითი სიზუსტით შემოგვინახა. მისეულმა წყარომ, თანადროული პრესის მონაცემებთან ერთად, რაფიელ ერისთავის გარდაცვალებისა და დაკრძალვის ცერემონიის სრულფასოვანი რეკონსტრუქციის საშუალება მოგვცა.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები რაფიელ ერისთავმა თელავში, მეორე აღმართის ქუჩაზე, ქალიშვილის - ანასტასია ერისთავისა და სიძის - ვასილ კახიძის სახლში გაატარა.
ავადობით შეწუხებული და სიკვდილის ჟამს მიახლოებულიც არ წყვეტდა სამეცნიერო თუ ლიტერატურულ საქმიანობას. აგრძელებდა მუშაობას ქართულ-რუსულ ლექსიკონსა და ოპერა „ნუგზარის“ ლიბრეტოზე. როგორც მისი ერთ-ერთი ქალიშვილი - ფეოდოსია (ფოსია) ერისთავი იგონებდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაუძლურებელი იყო, ყოველდღიურად რამდენიმე სიტყვა მაინც შეჰქონდა ლექსიკონში.
რაფიელის თელავურ ყოფაზე ინფორმაცია იმდროინდელ ქართულ პერიოდულ პრესასა და საარქივო მასალებში შემოინახა. ქმედით ადამიანს, ასაკისა და გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად, მეტად უჭირდა პასიური ცხოვრების წესთან შეგუება.
კახეთში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ თავის მშობლიურ მამულში, ქისტაურში, ახალი სახლის მშენებლობის წამოწყებას გეგმავდა. დაგროვილი ცოდნა-გამოცდილებით, მისთვის კარგად ცნობილი, იმ დროისათვის თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მიღწევების გათვალისწინებით, საკუთარი მეურნეობისა და ნავთობის მოპოვების ადრე წამოწყებული საქმის განახლების დიდი სურვილი ჰქონდა - როგორც ჩანს, საამისოდ ჯანი აღარ შესწევდა... ფიქრისათვის დრო ბევრი რჩებოდა. თელავური სახლის აივანზე უყვარდა ჯდომა, წარსულის მოგონებებითა და მომავლით დადარდიანებული, ალაზნის ველის მშვიდი პეიზაჟით ატკბობდა თვალს.
1888 წლის 26 ივლისის გაზეთი „ივერია“ (№155) რუბრიკაში „ახალი ამბავი“ იტყობინება: „თელავიდამ ჩამოსულებისაგან გავიგონეთ ფრიად სამწუხარო ამბავი: ჩვენს უხუცესს პოეტსა და მწერალს თ. რაფიელს ერისთავს ამ სამის დღის წინად დამბლა დასცემია და თელავში თურმე წევს ავადმყოფი“. 28 ივლისის „ივერია“ (№157) საზოგადოებას რაფიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ შემდეგ ინფორმაციას აწვდის: „ვისწრაფვით შევატყობინოთ ჩვენს მკითხველებსა და მრავალს პატივის-მცემელთ ჩვენის პოეტის თ. რ. ერისთავისას, რომ იგი ამ ჟამად უკეთ არის. უხუცესს პოეტს დამბლა დასცემია მარჯვენა მხარეზე და პირველს ხანში იმისს ახლო მყოფთ ძალიან შეშინებიათ, მაგრამ ახლა აღარავითარი შიში აღარ არისო. ჩვენი ძვირფასი პოეტი უკვე ლაპარაკობს კიდეცა და, იმედია, მალე სრულიად მოიხედავს და სრულიად უკეთ შეიქნებაო“. ამის შემდეგ საგრძნობლად უჭირდა სიარული, და როგორც მისი თანამედროვე, თელავის მკვიდრი, საზოგადო მოღვაწე, „ცნობის ფურცლის“ ახალგაზრდა კორესპონდენტი, ვანო პაატაშვილი წერდა, პატარა ბავშვივით ტაატით დადიოდა.
თელავის ბულვარში ავალიშვილები, ვახვახიშვილები, რუსიშვილები და პენსიონერი სამხედროები სამუსაიფოდ ყოველდღიურად იყრიდნენ თავს. ენამოსწრებულმა თელაველებმა მოცალეობით გამორჩეულთ „ბულვარის კომიტეტი“ შეარქვეს. ბაღში სამუსაიფოს, ძველსა თუ ახალს რა გამოლევდა.
„ბულვარის კომიტეტს“ იშვიათად მარტოობით თავმობეზრებული რაფიელიც უერთდებოდა, ბაღში დაღმართით ნელ-ნელა ეშვებოდა და შემდგომ მუსაიფით გულმოჯერებული შინ ეტლით ბრუნდებოდა.
ვანო პაატაშვილი რაფიელს ვასო კახიძის შუამდგომლობით გაეცნო და სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მასთან. ვანო რაფიელს თავის ნაშრომებს უკითხავდა, მის კრიტიკასა და რჩევებს ითვალისწინებდა. მას, როგორც „ცნობის ფურცლის“ კორესპონდენტს, თბილისიდან პრესა დილიჟანის მეშვეობით ყოველდღიურად მიეწოდებოდა, ის კი, თავის მხრივ, ახალ გაზეთებს რაფიელს აწვდიდა. ასე ეცნობოდა ყოველდღიურად დედაქალაქის დუღილს მოწყვეტილი, უძლურებით დასევდიანებულ-დადარდიანებული სამშობლოს გულშემატკივარი ქვეყნის სიახლეებს.
1899 წელს თელავში რაფიელ ერისთავი აკაკი წერეთელმა მოინახულა. მათი თელავური შეხვედრის შინაარსი 1901 წლის გაზეთმა „ივერიამ“ (№57) შემოინახა. რაფიელისადმი მიძღვნილ მემორიალურ საღამოზე თავის ვრცელ სიტყვაში აკაკი იგონებდა:
„...ამ ორის წლის წინად ერთხელ კიდევ მქონდა შემთხვევა, რომ თელავში მენახა თ. რ. ერისთავი. დიდად გაიხარა და ახალგაზრდურ აღტაცებით იგონებდა ბევრს რასმე საზოგადო საქმის გამოისობით. ბოლოს ამოიხვნეშა და მწარე ღიმილით მითხრა:
დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
წვერი შემექმნა ჭაღარა;
შინ ცოლშვილს მოვძულებივარ,
ბატონს უნდივარ აღარა“-ო.
მე გავუტრიზავე: სცდები, არავის დავიწყებიხარ და კიდევაც ყველას უყვარხარ-მეთქი. - რაღადო? მიპასუხა ნაღვლიანად.
„ის აღარა ვარ რაც ვიყავ,
ძნელი ყოფილა ჭაღარა!
თამამად ვეღარ იძახის
ჩემი დაფი და ნაღარა“-ო.

რაფიელ ერისთავის სიძე, ანასტასია ერისთავის მეუღლე ვასილ კახიძე
მაია და გიორგი ყიფიანების კოლექცია
Vasil Kakhidze, son-in-law of Raphiel Eristavi, Anastasia Eristavi's husband Collection of Maia and Giorgi Kipiani
და მართლაც ის აღარ იყო, რაც მინახავს!.. ძალღონე აღარ შესტანდა, მაგრამ გულს-კი მაინც გულობა არ მოშლოდა... წამდაუწუმ საზოგადო საქმეებზე ლაპარაკობდა და წამდაუწუმ ღმერთს ახსენებდა: არაფერია, გულს ნუ გაიტეხთ, ღმერთი მოწყალეა, ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ და მისი მადლი არ გაგვწირავსო. მე ყურს ვუგდებდი და მაგონდებოდნენ ძველი გმირები, სხეულის დაძაბუნების შემდეგ რო ყრუ უდაბნოებს მიმართავდნენ ხოლმე და ლოცვაში ავედრებდნენ ღმერთს საქართველოს...“.
გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, 1900 წლის შობის ღამეს, რაფიელს „ალილოს“ საგალობლად თელავის სამოქალაქო სასწავლებლის მომღერალ მოსწავლეთა გუნდი სწვევია. გუნდს „ალილოს“ ნაცვლად „სამშობლო ხევსურისა“ შეუსრულებია.
„კარები გაიღო და რაფიელის სიძემ ვასილ კახიძემ მიგვიწვია სახლში, სადაც ფეხზე ამდგარი, სახეგაბრწყინებული, თვალებზე სიხარულის ცრემლებმომდგარი ღრმად მოხუცებული ნათელი სახე დაგვიხვდა“ (შ. ვაშაყმაძე, რაფიელ ერისთავი, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, თბ., 1962, გვ. 114, წყაროდ უთითებს - თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მასალებს, კერძოდ, მ. ყაზახიშვილის ჩანაწერს).
რაფიელი სუსტი, ნელი ღიღინით აჰყვა გუნდს. სიმღერის დასრულებისას მოსწავლეებმა მისი რჩეული სასიმღერო ლექსების კრებული გადასცეს. მომღერალთა გუნდი კრებულიდან სიმღერებს მისი სურვილით არჩევდა და ასრულებდა. გულაჩუყებული, უსაზღვროდ გახარებული, მოციმციმე თვალებით მათთან ერთად ხმადაბლა ღიღინებდა.
სიცოცხლის ბოლო დღეებში გამუდმებით ითხოვდა ქისტაურში წაყვანას, იქ მოვმჯობინდებიო. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სახლიდანაც გაიპარა. ქისტაურისკენ მიმავალს ვარდისუბანთან მისთვის კარგად ნაცნობი მეეტლე დააწიეს და უკან მოაბრუნეს. გაწბილებულ რაფიელს მეეტლისთვის უთქვამს:
„გიორგი, შენ როგორც ეტყობა, გადაბირებული ხარ და ღალატის გზას დადგომიხარ. ხალხნო, ხომ ხედავთ ჩემი დღეები დაილია, მინდა ჩემს მამა-პაპათა საფლავებს შორის დავიმარხოვო“ (შ. ვაშაყმაძე, რაფიელ ერისთავი, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, თბ., 1962, გვ. 114).

რაფიელ ერისთავის ქალიშვილი ფეოდოსია (ფოსია)
მარიამ მაყაშვილის კოლექცია
Feodosia (Fosia), daughter of Raphiel Eristavi Collection of Mariam Makashvili
ამის შემდეგ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
თავს ორი ქალიშვილი - ანასტასია (ტასო) და ფეოდოსია (ფოსია) დასტრიალებდა, გვერდიდან არ სცილდებოდნენ პირადი მკურნალი, დიმიტრი ახვლედიანი და სიძე, ვასილ კახიძე. 19 თებერვალს თითქოს უკეთ შეიქნა, თუმცა, საკვების მიღებაზე უარი თქვა.
„...არაფერი არ მინდა...“, - იყო მისი უკანასკნელი ფრაზა. ამაგდარმა მამულიშვილმა ნაშუადღევს, მშვიდად, ჩუმად, მზრუნველ და თბილ ოჯახურ გარემოში სამუდამოდ დატოვა ამიერი.
* * *
მისი გარდაცვალების ამბავი თელავში სწრაფად გავრცელდა:
„...დაჰკრეს ეს ზარი, ხმით შესაზარი,
თელავს ზრიალით ეს მოეფინა...“.
რაფიელის სიძემ, ანასტასია ერისთავის მეუღლემ, ვასილ კახიძემ, 20 თებერვალს, სამწუხარო ამბავი თბილისს, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, ჟურნალ-გაზეთების ქართულ და რუსულ რედაქციებს შეატყობინა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისადმი გაგზავნილ დეპეშაში ვასილ კახიძე იტყობინებოდა, რომ გასვენებისა და დაკრძალვის დრო ჯერ არ იყო გადაწყვეტილი და ამ საკითხის საბოლოოდ შესათანხმებლად თბილისს მოელოდა.

რაფიელ ერისთავის ქალიშვილი ანასტასია (ტასო)
მაია და გიორგი ყიფიანების ყიფიანების კოლექცია
Anastasia (Taso), daughter of Raphiel Eristavi Collection of Maia and Giorgi Kipiani
რაფიელს ანდერძი არ დაუტოვებია, მიუხედავად ამისა, ჭირისუფალმა მისი „სამშობლო ხევსურისა“ და ზეპირსიტყვიერი სურვილი „მამა-პაპათა საფლავებს შორის დამარხულიყო“, ანდერძად მიიჩნია და გადაწყვიტა მისი სოფელ ქისტაურში, ყველაწმინდაში, ერისთავიანთ საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალვა.
საბოლოო განსასვენებლის ადგილთან დაკავშირებით განსხვავებული იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოსაზრება, რის შესახებაც მაშინვე ეცნობა გარდაცვლილის ოჯახს. საზოგადოების სურვილი იყო რაფიელი დაკრძალულიყო თბილისში, დიდუბეში, ქართველ მწერალთა პანთეონში.
1901 წლის 22 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (№41) იუწყებოდა: „...21 თებერვალს, ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკკლესიაში პანაშვიდი იქმნა გარდახდილი ახლად გარდაცვალებულის პოეტის თავ. რაფიელ ერისთვის სულის მოსახსენებლად. პანაშვიდს დაესწრნენ: ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი თავადი მელიქიშვილი, კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი გაკელი, ქართულ ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენელნი, ქართველი ინტელიგენცია და სხვანი. პანაშვიდის შემდეგ ბევრმა გამოსთქვა სურვილი, რომ განსვენებული პოეტი აქ, ტფილისში იქმნას დასაფლავებული. გუშინვე ამის თაობაზედ დეპეშა გაეგზავნა თელავში განსვენებულის ოჯახს“.
სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო ილია ჭავჭავაძის 21 თებერვლით დათარიღებული დეპეშა:
«Общее желанiе
Похоронить дорогого Поэта Тифлисъ. Наше общество принимаетъ на себя все расходы.
Отъ ответа Вашего зависитъ дальнейшiе шаги. Илья Чавчавадзе».
ამ გადაწყვიტილების თაობაზე ილია თელავიდან ვასილ კახიძისგან ამავე 21 თებერვალს გამოგზავნილ შემდეგი შინაარსის დეპეშას იღებს:
«Точно выраженное желание покойного Рафаила быть похороненнымъ Кистаури семья и родные решили исполнить. Похороны назначены 25 Февраля. Кахидзе».
თუმცა, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო, ილიას დეპეშის შინაარსის გათვალისწინებით ოჯახი ყოყმანობს და 22 თებერვალს თელავიდან თბილისში ახალი დეპეშა იგზავნება:
«Если ваше общество найдутъ возможнымъ нарушить желание покойного, то семья и родные уступая настоянию и местного общества соглашаются похоронить Рафаила Тифлисъ. Кахидзе»,
რაზეც 23 თებერვალს ილია საპასუხო დეპეშას გზავნის, საიდანაც ჩანს, რომ ის უკმაყოფილოა შეთავაზებაზე მიღებული თავდაპირველი უარით:
«Въ виду Вашего перваго Категорического отказа Общество уже решило инымъ способомъ чествовать здесъ память покойнаго, о чемъ и сделаны соответсвующие распоряжения.
Илья Чавчавадзе»
21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციები აუწყებდნენ ქართველ საზოგადოებას, რომ თავ. რაფიელ დავითის ძე ერისთავის სულის მოსახსენებლად „21 თებერვალს, შუადღის 12 საათზედ, ქვაშვეთის ეკკლესიაში გარდახდილ იქნება პანაშვიდი“.
22 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ: „ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი თავადი მელიქიშვილი, კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი გაკელი, ქართულ ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენელნი, ქართველი ინტელიგენცია და სხვანი“.
თელავიდან მიღებული დეპეშების საფუძველზე, 1901 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა:
+ თავ. რაფიელ დავითის ძე ერისთავი ნეკროლოგი გუშინდელმა დეპეშამ მეტად სამწუხარო ამბავი მოგვიტანა: გარდაიცვალა მხცოვანი პოეტი, თავადი რაფიელ დავითის ძე ერისთავი, პოეტი, რომელიც 55 წელიწადი სამწერლო ასპარეზზედ იღვწოდა და რომელმაც მთელი თავისი ძალ-ღონე, ნიჭი, გამოცდილება, სამშობლო ქვეყნის სამსახურს მოანდომა... საუკუნოდ იყოს ხსენება დაუვიწყარ მგოსნისა და სამშობლოსათვის თავ-დადებულ მუშაკისა!
|
1901 წლის 22 თებერვლის გაზეთი „ივერია“ აქვეყნებს რაფიელ ერისთავის ოჯახის ნეკროლოგს:
კნეინა ბარბარე რაფაელის ასული ხიმშიაშვილი, ანასტასია რაფაელის ასული კახიძე, კნეინა ელენე რაფაელის ასული ტუსიშვილი, თავადის ასული თეოდოსია რაფაელის ასული ერისთავი, თავადი ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილი, ვასილი ბესარიონის ძე კახიძე, თავადი გიორგი დავითის ძე ტუსიშვილი, გულითადის მწუხარებით აუწყებენ ნათესავთა და ნაცნობთა გარდაცვალებასა ამა თებერვლის 19-სა რიცხვსა პირველნი ძვირფასის მამისას, ხოლო მეორენი - ძვირფასის სიმამრისას, თავად რაფაელ დავითის ძის ერისთავისას
პანაშვიდი გარდახდილ იქმნება დილა საღამოს განსვენებულის სადგომში, დასაფლავების დღე ცალკე იქმნება გამოცხადებული. |

რაფიელ ერისთავის ცხედარი ქალიშვილისა და სიძის სახლში თელავში
Body of deceased Raphiel Eristavi in the house of his daughter (Anastasia) and son-in-law,
Anastasia Eristavi's husband - Vasil Kakhidze

რაფიელ ერისთავისათვის მირთმეული სამგლოვიარო გვირგვინები
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
Funeral wreaths served to Raphiel Eristavi
Giorgi Leonidze State Museum of Georgian Literature

რაფიელ ერისთავისათვის მირთმეული სამგლოვიარო გვირგვინები
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
Funeral wreaths served to Raphiel Eristavi
Giorgi Leonidze State Museum of Georgian Literature
რაფიელის გარდაცვალების ამბავი ნათესაობას, საზოგადოებასა და სამღვდელოებას ვასილ კახიძემ იმავე დღეს აცნობა. თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, კახეთის მაზრების უფროსობასა და თავადაზნაურობას თელავის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა, თავადმა იოსებ ქობულაშვილმა შეატყობინა.
თავის მხრივ, ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა, თავადმა დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილმა, თელავის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, თავად იოსებ ქობულაშვილს, სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა.
დაკრძალვის საკითხთან დაკავშირებით ვასილ კახიძემ თელავში, საოჯახო „რჩევაზედ მიიწვია კერძო კაცნი“ და გააცნო თბილისიდან დეპეშით მიღებული ინფორმაცია. „შეიქმნა ბაასი“. „განსვენების“ თარიღად 25 თებერვალი შეირჩა, ხოლო დაკრძალვა საბოლოოდ, თავად რაფიელის სურვილის გათვალისწინებით, სოფელ ქისტაურში გადაწყდა. მოწვეულ იქმნა გორის ეპისკოპოსი ყოვლად სამღვდელო კირიონი.
აღნიშნულის თაობაზე, 1901 წლის 23 თებერვლის „ივერია“ იუწყებოდა:
„გუშინ, ხუთშაბათს, 22 თებერვალს, თელავიდგან დეპეშა მოვიდა განსვენებულის თავ. რ. ერისთავის ნათესავებისაგან, რომელიც იცნობება, რომ, აწ გარდაცვალებულის თავ. რაფ. ერისთავის სურვილის თანახმად, მისის გვამის ტფილისში მოსვენება არ შეიძლება, არამედ სოფ. ქისტაურში უნდა იქმნას დაკრძალულიო. გვამს დაჰკრძალავენ კვირას, 25 თებერვალს“.
23 თებერვლის საღამოს ვასილ კახიძეს დაკრძალვის დრამატურგიული პროგრამის შემუშავების მიზნით, აღმასრულებელი კომიტეტის წევრების შესარჩევად სახლში 30-მდე სამღვდელო და საერო პირი მიუწვევია. დამკრძალავ კომიტეტს თავად ვასილ კახიძე ხელმძღვანელობდა. კომიტეტის წევრებად შეურჩევიათ: თავადი იოსებ ჯანდიერი, თავადები - ალექსანდრე, ლევან და ილია ვახვახიშვილები, თავადი დ. ვ. სიდამონ-ერისთავი, ბატონი მ. დ. ცისკარაშვილი, პედაგოგი და თელავის სემინარიის დირექტორი - ნიკიფორე მამინაიშვილი, ვასილ ბარნოვი, რაფიელის ძმისწული - ნუგზარ ერისთავი, ბატონი ვ. ვ. საყვარელიძე, ვანო პაატაშვილი, და ვინმე „ი. ზ.“. ვინმე „ი. ზ.“ უნდა ყო ფილიყო „ივერიის“ კორესპონდენტი, ილია ზარაფიშვილი.
23 თებერვლისათვის პანაშვიდებისა და დაკრძალვის დრო და ადგილი დაზუსტებულია. „პანაშვიდები დილა-საღამოთი იქმნება განსვენებულის სადგომში, თელავში. კვირას, 25 თებერვალს, თელავში გარდახდილ იქმნება წირვა და პანაშვიდი და აქედგან განსვენებულს ს. ქისტაურში წაასვენებენ დასაკრძალავად“.
თელავში გარდაცვალების დღესვე, საღამოს ლოცვების შემდეგ, თელავის ტაძრის სამღვდელოება სახლში მიიწვიეს და პირველი პანაშვიდი გადაიხადეს. მიწვეულთა გარდა, პანაშვიდებს მთელი ადგილობრივი და ახლო მდებარე სოფლების სამღვდელოება დაესწრო. პანაშვიდებს შორის შუალედში იკითხებოდა დავითნი და სახარება.
ვასილ კახიძისა და ანასტასია ერისთავი-კახიძის თელავური სახლი თელაველ ქალებს ძაძით შეემოსათ. ტახტზე დასვენებული კუბოს ბალდახინი დაფნის ტოტებითა და ყვავილებით იყო მორთული. ბალდახინიდან წყვილ-წყვილად იყო დაშვებული წარწერიანი თეთრი ლენტები. ლენტებზე წარწერები „მსხვილის ასოებით“ ყოფილა შესრულებული.

რაფიელ ერისთავის დაკრძალვის პროცესია
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
Funeral procession of Raphiel Eristavi
Giorgi Leonidze State Museum of Georgian Literature

რაფიელ ერისთავის დაკრძალვის პროცესია
გიორგი სიდამონ-ერისთავის კოლექცია
Funeral procession of Raphiel Eristavi
Collection of Giorgi Sidamon-Eristavi

რაფიელ ერისთავის დაკრძალვის პროცესია
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
Funeral procession of Raphiel Eristavi
Giorgi Leonidze State Museum of Georgian Literature

რაფიელ ერისთავის დაკრძალვის პროცესიის დახვედრა იყალთოში
რაფიელ ერისთავის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი ქისტაურში
Greeting of Raphiel Eristavi's funeral procession in Ikalto
Raphiel Eristavi House Museum in Kistauri
ილია ზარაფიშვილის („ნადიკვრელის“) წყალობით, რამდენიმე ასეთი წარწერის შინაარსი შემოგვრჩა:
„შენ ხარ შემოქმედი სამშობლოს სიყვარულის
იმ დიადის ძალისა, რომელიც სამარადისოდ გზას
გაუნათებს ყველა მამულიშვილსა.“
„უკვდავება შენი, დაუვიწყარო მგოსანო,
და შენის სამშობლოსი ერთი-ერთზედ
უწყვეტელის ჯაჭვით გადაბმულია“.
„ბეჩავ ხალხის გულში გქონდა საიმედო, მკვიდრი ბინა,
მას სცდილობდი შენ ყოველთვის, რომ ნათელი მოგეფინა“.
თბილისში მიღებული გადაწყვეტილების ნაცვლად, თელავის მაზრის თავადაზნაურობამ გარდაცვლილს ვერცხლის გვირგვინი მიართვა. სამგლოვიარო გვირგვინები მიართვეს თელავის სათავადაზნაურო სკოლამ, წმ. ნინოს პროგიმნაზიის სასულიერო და კერძო სასწავლებლებმა, სამოქალაქო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, თელავის სცენის მოყვარულთა და წიგნსაცავის წევრებმა, თელავის მეწვრილმანეთა ამქარმა, წინანდლის საუფლისწულო მამულის ქართველმა მოხელეებმა და მუშებმა, სომეხმა ახალგაზრდობამ, კავკასიის მეხუთე ბატალიონის ქართველმა ოფიცრობამ, „კავკავის“ ქართველებმა, იყალთოს თავადობამ, ყვარლის, თიანეთის, ქისტაურის მკვიდრმა მოსახლეობამ, ნათესაობამ და სხვათა.
„ერთი კვირის განმავლობაში თელავის საზოგადოება თავს ევლებოდა ძვირფასი პოეტის გვამს“, „მთელი ერთი კვირა თელავის საზოგადოება ემზადებოდა, რომ ღირსეულად გაესვენებიათ ჩვენი გლეხის მესაიდუმლე და მისი ჭირისუფალი რაფიელი“. „განსაკუთრებული შნო გამოუჩენიათ თელაველ ქალებს“, „უკანასკნელი პანაშვიდი შემდგარა შაბათს, 11 საათზე, საღამოს შეკრებილან თელავის ამქრები, თავიანთი უსტაბაშები, თელავის მამასახლისის ხმოსნებით, პანაშვიდი გადაუხდია სომხურ სამღვდელოებას, რომელსაც ბევრი გარეშე ხალხიც დასწრებია“.
როგორც სამგლოვიარო ლენტების, ისე გვირგვინების წარწერების ნაწილი ზარაფიშვილმა („ნადიკვრელმა“) შემოგვინახა:
„შენნი სიმთა ჟღერანი ყველას, განურჩევლად ეროვნებისა, ღრმად უნერგავდნენ სამშობლოს სიყვარულს“
„შენ გააღვიძე ჩვენში სიყვარული ბეჭდვითი სიტყვისა“
„მოზარდ ყრმათ გუნდი ქვითინებს: ჩვენო აღმზრდელო მამაო“
„ჩანგი შენი უხვი მასპინძელი იყო სამშობლო სცენისა“
„შენ ხარ მოძღვარი, რომელმაც პატივი დასდევ მშრომელ მარჯვენას“
„მოდით და იხილეთ, სიკვდილი საზოგადო მოღვაწისა როგორ გარდიქცევის სიცოცხლედ“.
თელავში, განსვენებულის სახელზე ოჯახმა უამრავი სამძიმრის დეპეშა მიიღო. წაიკითხეს ილიას, ნიკო ნიკოლაძის, სოფრომ მგალობლიშვილის, ანტონ ფურცელაძის, კირილე ლორთქიფანიძისა და ნიკო ლომოურის სამძიმრის დეპეშები.
«Общество распространения грамотности проситъ Васъ передать дочерямъ незабвенного поэта и почетного члена общества Рафаела Эристова свое глубочайшее соболезнованiе въ горѣ постигшей ихъ и всехъ родном крае».
Председатель общества
Князь Чавчавадзе
«Оплакивая кончину незабвеннаго поэта целую его хладную десницу прославившую родную литературу».
Софроний Мгалоблишвили
«Потеря честнаго мужа родины талантливаго певца старца Рафаиля глубоко огорчило меня. Сожалею болъезнь мешает приехать отдать последний долгъ дорогому потерянному другу».
Антонъ Пурцеладзе
«Горийское Грузинское общество оплакиваетъ кончину знаменитаго старца, отца нашей народной поэзии».
Ломаури
«Глубоко огорчены незаменимою утратою драгоценнаго всѣеми любимого и высоко чтимаго поэта нашего Рафаила много потрудившагося на пользу родной литературы. Выражаю Вамъ самыя искренния мои соболезнования по случаю смерти дорагого отца Вашего».
Кирилъ Лордкипанидзе
დამკრძალავ აღმასრულებელ კომიტეტს 25 თებერვლისათვის დაკრძალვის ცერემონია სრულად ჰქონდა ორგანიზებული. მოვლენებიც წესისა და რიგის მიხედვით განვითარდა. ილია ზარაფიშვილი საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ მიუხედავად ხალხის სიმრავლისა, წესრიგი არ დარღვეულა: „ამისი მიზეზი ის არის, რომ ქართველი, რუსი, სომეხი, პოლონელი, ფრანგი, წარჩინებული, მოქალაქე, ხელოსანი, გუთნის დედა, მეცხვარე, მოხუცებული, ახალგაზრდა, ბავშვი - სულ ყველანი ერთისა და იმავე აზრით იყვნენ განმსჭვალულნი - შეძლებისდაგვარად პატივი ეცათ დიადის მამულიშვილისათვის და ამასთან წესიერება დაეცვათ.
თქმა არ უნდა, ადგილობრივი ადმინისტრაცია ყოველ ღონეს ჰხმარობდა პატივი ეცა, ასევე იქცეოდა ქალაქის გამგეობა და ამათი მეცადინეობაც ერთი მიზეზთაგანია, მაგრამ უმთავრესი მიზეზი წესიერებისა თვით ხალხია“.
დილის 9 საათისთვის თელავში, მეორე აღმართის ქუჩასა და ვასილ კახიძის სახლს უამრავი ხალხი მიაწყდა. 10 საათისთვის ყველაფერი მოწესრიგებული იყო.
დილის 10 საათისთვის მისულან თიანეთის მაზრის უფროსის თანაშემწე თ. ფურცელაძე და ფშავ-ხევსურები გვირგვინებით; მამასახლისმა ქალაქის სახელით, სოფ. წინანდლის მცხოვრებლებმა და მეხუთე მსროლელთა ბატალიონის ქართველმა ოფიცრობამ მიცვალებულს ხავერდზე დაქარგული ლირა მიართვეს.
11-ის ნახევარზე გაისმა სამგლოვიარო ზარის ხმა და რაფიელ ერისთავის ცხედარი სახლიდან ეზოში თავადაზნაურთა წინამძღოლმა, თავადმა იოსებ ქობულაშვილმა, კავკასიის მეხუთე ბატალიონის კომანდირმა, თელავის მაზრის უფროსმა განსევიჩმა, გენერლებმა - ვლადიმერ და დიმიტრი მაყაშვილებმა, სასწავლებლის ზედამხედველმა სოგინმა, გენერალ-მაიორმა თ. გ. ერისთავმა გადაასვენეს. ეზოშივე გადაუხადეს მცირე პანაშვიდი, გალობდა სამოქალაქო სასწავლებლის მოსწავლეთა გუნდი. შემდგომ სამგლოვიარო პროცესია თელავის საკათედრო ტაძრისაკენ დაიძრა.
პროცესიას წინ ალვანელი ცხენოსნები მოუძღოდნენ. ამქრის ბაირაღებს გვირგვინები, საიმპერატორო ორდენები და საეკლესიო ბაირაღები მოსდევდა, უკან ექვს ახალგაზრდა თავადის ქალს კუბოს სახურავი მოჰქონდა, მათ ელიზბაროვის ლოტბარობით სასულიერო სასწავლებლის მგალობელთა გუნდი მოჰყვებოდა, მგალობლებს - სამღვდელოება. სამ ამორჩეულ პირს თელავის თავად-აზნაურთაგან მოჰქონდათ ვერცხლის გვირგვინი, რომელსაც წარწერა ამშვენებდა: „ჩვენს სასიქდულო პოეტს თ. რ. ერისთავს თელავის მაზრის თავად-აზნაურთაგან“, შემდგომ მოასვენებდნენ რაფიელ ერისთავს, რომელსაც მიჰყვებოდნენ ჭირისუფალნი: ქალიშვილები - ანასტასია ერისთავი-კახიძე და ფეოდოსია ერისთავი, სიძე ვასილ კახიძე და სხვა ნათესავები.
ჭირისუფლებს უკან მიჰყვებოდნენ დეპუტატები, თავად-აზნაურობა, თელავის ამქარი და სხვა. გზად პროცესიას დამატებით ორმოცამდე თუში და ფშავი შეუერთდა. სასულიერო სასწავლებელს ჩაუარეს - სასწავლებლის ბიბლიოთეკის შუშაბანდიდან მოსჩანდა რაფიელის დიდი პორტრეტი გვირგვინითა და გირლიანდებით.
რაფიელის ქალიშვილების - ბარბარე ერისთავი-ხიმშიაშვილისა და ელენე ერისთავი-ტუსიშვილის მეუღლეებმა ოჯახებით და ბარბარე ჯორჯაძის ქალიშვილმა, მანანა ჯორჯაძე-გეხტმანმა დაკრძალვაზე დასწრება ვერ შეძლეს. მათ სამძიმრის დეპეშებით გამოხატეს თავიანთი მწუხარება და თანაგრძნობა. ბარბარე ერისთავი-ხიმშიაშვილის მეუღლე ნიკოლოზ ხიმშიაშვილი:
20 თებერვალი - «Глубоко огорченъ. Приъехать не могу, Бабуца томъ же полажении. Нико»
22 თებერვალი - «Почтительно прошу, похоронить старика достойно если можно Кистаури. глубоко сожалею, что не могу быть. Здоровье Бабуцы первоначальное, не могу оставлять... ободрите сестеръ. Нико»
ელენე ერისთავი ტუსიშვილის მეუღლე გიორგი (გიგლო) ტუსიშვილი:
22 თებერვალი - «Узнали поздно. Сожалеемъ. Приехать не можемъ. Гигло»
1 მარტი - მანანა ჯორჯაძე-გეხტმანი:
«Глубоко скорблю печалю, что не смогла присутствовать на похоронахъ дяди. Манана»
ჭირისუფლების მახლობლად მიდიოდა თავადაზნაურობა და თბილისის დეპუტაცია.
დაკრძალვის ცერემონიის მონაწილეები იყვნენ თელავის წმ. ნინოს პროგიმნაზიის მოსწავლეები, რომლებიც თელავის ბაღის წინ ყვავილებით დაუხვდნენ პროცესიას; აგრეთვე სამრევლო სკოლის მოსწავლე გოგონები და ვაჟები, ქალბატონ ეგოროვის კერძო სასწავლებლის, სასულიერო და სამოქალაქო სასწავლებლების მოსწავლეები, პედაგოგები, სამოქალაქო, სასულიერო თუ სამხედრო პირები.
უკანასკნელი გზა, სახლიდან ეკლესიამდე, ღვიითა და დაფნით იყო მოფენილი. პროცესიამ ბაღის წინ დიდი ქუჩა გაიარა, ჩაუარა სომხურ ტაძარს, დასავლეთის კარით შევიდა გალავანში, გაიარა წმ. ნინოს დედათა პროგიმნაზიის ეზო და თელავის ტაძრის ეზოში შევიდა.
მიცვალებული ეკლესიაში დაასვენეს. გალობდა სასულიერო სასწავლებლისა და სამრევლო სკოლის მგალობლები, ერთს ელიზბაროვი, მეორეს ჩიკაძე ლოტბარობდა. ტაძრის კარებს ორი ბოქაული იცავდა. ტაძარი, ტაძრის ეზო, ბაღი და მათ შორის არსებული ქუჩები ხალხით იყო სავსე.
მწირველები ყოფილან დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი და მღვდელი ივანე შიუკაშვილი. წირვისას, „განიცადეს“ დროს, სიტყვა ოჯახის ახლობელმა და თელავის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგმა, ვასილ ბარნოვმა წარმოსთქვა.
წირვის შემდეგ მიცვალებული ტაძრიდან ეზოში გადაასვენეს. სიტყვით გამომსვლელეთათვის ტრიბუნა - „გოლგოთა“ - იყო მოწყობილი. ანდერძის აგებისას სიტყვით გამოსულან მღვდლები - ი. შიუკაშვილი, დ. დეკანოზოვი, ი. ხატიაშვილი, ნ. მამინაიშვილი, წინანდლელი გლეხი სიმონ ჭიორელი, ქალბატონი ქეთევან ზარაფიშვილი; ლექსები წაიკითხეს: გლეხმა ვასო თუმანიშვილმა, მოქალაქე გეურქ მამუკაშვილმა და სხვებმა.
სამი საათისთვის სამოქალაქო სასწავლებლის მოსწავლეთა გუნდმა „წმ. ღმერთო!“ წამოიწყო. პროცესია ტაძრის გალავნიდან აღმოსავლეთის კარით გავიდა, ბაღს შემოუარა, გაიარა ბაზრის ქვემო ქუჩა, ხიდი, ძველი გალავნის ზემო ქუჩა, ჩაიარა თავდაღმართი, გადავიდა მაწანწარის ხიდით და სოფელ ვარდისუბნისაკენ გასწია. პროცესიის სიგრძე ვერს-ნახევარი ყოფილა - აქედან, 30 ცხენოსანი იყო, ხოლო დანარჩენი ქვეითი 5000 კაცს აღწევდა. ვარდისუბანთან კუბო ვარდისუბნელმა მამაკაცებმა გადაიბარეს.
ოთხი საათისთვის მიცვალებული ვარდისუბნის წმ. გიორგის ეკლესიაში დაასვენეს. ეკლესიის კართან თავად ზ. ერისთავის მეთაურობით მცველები დაუყენეს. დამსწრე საზოგადოებას მიცვალებულის პატივისცემისათვის მადლობა გამოეცხადა და ეცნობა, რომ ქისტაურს მომდევნო დილას 10 საათზე წაასვენებდნენ. გათენდა 26 თებერვლის თბილი და მზიანი დილა. 9 საათზე ვარდისუბნის წმ. გიორგის ეკლესიასთან ჭირისუფალსა და დამკრძალავი კომიტეტის წევრებს მოეყარა თავი. 10 საათზე ვარდისუბნის ეკლესიაში მცირე პანაშვიდი გადაუხადეს. შემდგომ იმავე წესისა და რიგის დაცვით პროცესია რუისპირისაკენ დაიძრა. მიცვალებულისათვის მოუწყვიათ დილიჟანი, მხლებლებისთვის - ეტლები. მაგრამ ვარდისუბნის გლეხობას პროტესტი გამოუცხადებია და რუისპირამდე მიცვალებულის ხელით წასვენება მოუთხოვია.
რუისპირთან პროცესიას რუისპირელი თავად-აზნაურობა და გლეხობა შეუერთდა. თავისი მესაიდუმლე ვარდისუბნელთაგან რუისპირელმა გლეხობამ გადაიბარა. განაგრძეს გზა იყალთოსაკენ. მიცვალებულს იყალთოში იყალთოელები დაუხვდნენ. იყალთოში დიდხანს დაყოვნებულან, გადაუხადეს მცირე პანაშვიდი, კუბოს თავი რუისპირელ „კნიაჟნებს“ იყალთოელმა „კნიაჟნებმა“ ჩამოართვეს, კუბო იყალთოს თავადობამ ასწია და მდუმარე პროცესიამ კვლავ გზა განაგრძო.
აწყურთან პროცესიას ოჟიოს, ხორხელის, ხოდაშნისა და აწყურის მოსახლეობა და სამღვდელოება შეუერთდა. აწყურშიაც გადაიხადეს პანაშვიდი. პანაშვიდის დროს აწყურის სამრევლო სკოლის მოსწავლეთა გუნდი გალობდა. იქვე იყვნენ ქალბატონი სვიმონოვისა და ბატონი ფიცხელაურის მეთვალყურეობით დამწკრივებული მოსწავლეებიც.
სიტყვა წარმოსთქვეს ბიქტორ გამყრელიძემ, მღვდელმა სფირიდონ მთვარელიშვილმა. აწყურთან პროცესია მნიშვნელოვნად გაიზარდა - იმატა როგორც ცხენოსანთა, ისე ქვეითთა ოდენობამ.
ქისტაურის მისადგომთან დამხვდურმა ქისტაურელებმა და ხევსურებმა მიცვალებულის კუბოს დაუჩოქეს. დაიწყო „ზარით ტირილი“. სამღვდელოებამ მცირე პანაშვიდი გადაიხადა. სიტყვა წარმოუთქვამს ქისტაურის მღვდელს - მ. მენთეშაშვილს, ლექსი უთქვამს ახალგაზრდა გლეხს, დათა ქისტაურელს, რასაც კვლავ „ზარით ტირილი“ მოჰყოლია. პროცესიამ გზა განსვენებულის ძმისწულების - ნუგზარ და ნიკოლოზ ერისთავების სახლისკენ განაგრძო, მხლებელნი მოსთქვამდნენ და ტიროდნენ. მიასვენეს და მცირე ხნით სახლის იმ ოთახში დაასვენეს, სადაც განსვენებულს განსაკუთრებით ჰყვარებია ყოფნა. შემდგომ კვლავ მცირე პანაშვიდი გადაუხადეს და პროცესია ერისთავთა საგვარეულო ყველაწმინდის ეკლესიისაკენ დაიძრა. სახლიდან ყველაწმინდის ეკლესიამდე მანძილი დაახლოებით ერთ ვერსს შეადგენდა.
თელავიდან მოყოლებული, ოცი ვერსის მანძილზე, ხალხმა მიცვალებული ხელით ატარა. მთელი გზა, თელავიდან წამოსულ, ქვეითად მოარულ თავად-აზნაურობას ცარიელი ეტლები მოსდევდა. ვასილ კახიძის სახლიდან ქისტაურის სასაფლაომდე კუბოს სახურავი ყმაწვილმა თავადის ქალებმა - „კნიაჟნებმა“ ატარეს. მთელი კახეთის გლეხობა ეგებებოდა მიცვალებულს.
სრულად შესრულდა საეკლესიო წესი. გამოსათხოვარი ლექსები წაიკითხეს: ე. მიქელაძემ და „ფშაურ“ გლეხის ცამეტი წლის შვილმა და ობოლმა ავქსენტი სიდამონიძემ. საბოლოო, გამოსათხოვარი სიტყვა მიცვალებულის სიძემ, ვასილ კახიძემ, წარმოსთქვა. ვასომ თავი ვერ შეიკავა და სიტყვა ქვითინით დაასრულა.
რაფიელ ერისთავი, მისივე სურვილის გათვალისწინებით, ქისტაურის ყველაწმინდის ეკლესიის ეზოში დაიკრძალა.
სასაფლაოდან დაბრუნებულმა ხალხმა რაფიელის ძმისწულების, ნუგზარ და ნიკოლოზ ერისთავების, კარმიდამო შეავსო. სიმრავლის გამო ხალხს ნაწილ-ნაწილ გამასპინძლებიან. ჯერ გლეხობა გაუსტუმრებიათ, შემდგომ სამღვდელოება და „კეთილშობილნი“ მიუწვევიათ.
დასაფლავების აღმასრულებელმა კომიტეტმა თავისი მოვალეობა სამაგალითოდ შეასრულა. ადგილობრივ ფოტოგრაფს, ბარკალაიას, „შვიდგან“ მოუსწრია „სურათის გადაღება“.
გასვენების დღეს არ ჰქონიათ გასაყიდი რაფიელის „სურათები“; ზაქარია ჭიჭინაძეს მხოლოდ ასი „საიუბილეო წიგნი“ - „საერო დღესასწაული“ გამოეგზავნა თელავში გასაყიდად, რომლებიც ნახევარ საათში გაყიდულა. როგორც ილია ზარაფიშვილი აღნიშნავს, რომ ყოფილიყო, „2000-მდე წიგნი და ამდენივე სურათი გაიყიდებოდაო“. დაკრძალვის შემდეგ მრავლად ყოფილა წიგნის შესყიდვის მსურველი და „კარგს ინებებს ბ-ნი ჭიჭინაძე, რამდენსამე ასს წიგნს კიდევ გამოჰგზავნიდეს გასაყიდადო“.
კახურმა მიწამ კიდევ ერთი არაგველი შვილობილი ჩაიკრა გულში. დამსწრე საზოგადოება სამუდა მოდ დაემშვიდობა მამულიშვილს, ზამთრის სიცივემ საფლავის გვირგვინების ცოცხალი ყვავილები მალევე დააჭკნო და რაფიელის განსასვენებელიც თანდათან დავიწყებას მიეცა.

ქისტაურის ყველაწმინდის ერისთავების საგვარეულო ეკლესია
Eristavi ancestral church of Kvelatsminda of Kistauri

რაფიელ ერისთავის მივიწყებული საფლავი
ქისტაურის ყველაწმინდის ერისთავების საგვარეულო ეკლესიის ტერიტორია
Forgotten grave of Raphiel Eristavi
Territory of Eristavi ancestral church of Kvelatsminda of Kistauri
* * *
ეს იყო კახეთში, ამ დროს თბილისში...
...იმას, ვინც თვითვე ამშვენებს კუბოს
რაფიელის ქისტაურში დაკრძალვით განაწყენებული ილია ჭავჭავაძის ვასილ კახიძისადმი მიწერილი დეპეშიდან კარგად ჩანს ილიას მიერ გახმოვანებული, კატეგორიული ტონით მიღებული, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გადაწყვეტილება - «инымъ способомъ чествовать здесъ память покойнаго...».
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხრივ ეს გამოიხატა პრესის აქტივობით, თელავში დეპუტაციის მივლინებით, ქაშუეთის ეკლესიაში ორჯერ გადახდილი პანაშვიდითა და რაფიელის სახელობის საქველმოქმედო ფონდის შექმნით. თანადროული ქართული პრესის ინფორმაცია ამ პროცესისათვის თვალის ცოცხლად გადევნების საშუალებას იძლევა.
1901 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობის საფუძველზე ირკვევა, რომ „ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა, მისის უმაღლესობის კარის ეგერმეისტერმა თავ. დ. ზ. მე ლიქიშვილმა, თავ. ი. გ. ჭავჭავაძემ, ვითარცა თავმჯდომარემ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკისამ, სამეურნეო ბანკის დირექტორმა თავ. ვ. ს. მიქელაძემ, ქართულ დრამატიული საზოგადოების თავმჯდომარემ ვ. ა. სულხანიშვილმა, „ივერიისა“, „მოამბისა“ და „ცნობის ფურცლის“ რედაქციების წარმომადგენელთა და სხვათა გუშინ, ხუთშაბათს, 22 თებერვალს, მოილაპარაკეს იმის თაობაზედ, თუ რა გვარად პატივსცენ განსვენებულის პოეტის თავ. რაფაელ დავითის ძე ერისთავის სახელს და, სხვათა შორის, დაადგინეს:
სთხოვონ განსვენებულის პატივის-მცემელთ, რომ, მიცვალებულის მგოსანის კუბოს შესამკობ გვირგვინების ნაცვლად, ამა გვირგვინების საფასური მოჰხმარდეს რომელსამე სამადლო საქმეს განსვენებულის სახელის საუკუნოდ სახსენებლად.
ამასთანავე ზემოხსენებულნი სთხოვენ, ვისაც ჰსურს ამ გვარად პატივ-სცეს მიცვალებულს, გვირგვინისათვის გადადებული ფული წარუდგინონ „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ რედაქციებს“.
„ამ გვარად პატივისცემის“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების მიზანი, როგორც რაფიელის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, 1902 წლის 17 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ (№1729) დაცული ინფორმაციიდან ირკვევა, რაფიელ ერისთავის სახელის უკვდავსაყოფად მისი სახელობის ფონდის დაარსება იყო: „...როდესაც ტფილისში მოვიდა სამწუხარო ამბავი საყვარელ მგოსნის გარდაცვალების შესახებ, ტფილისის ქართველ საზოგადოების წარმომადგენლებმა მოახდინეს კრება და დიდის ამბით გადასწყვიტეს სახსოვარ ჰყონ რაფიელ ერისთავის სახელი რაიმე სასარგებლო-საქველმოქმედო საქმით. დაადგინეს ფონდის დაარსება და მეტის გარჯის ასაცილებლად არც გვირგვინები, არც დეპუტაციები არ გაგზავნეს დაკრძალვის დროს. ყველა ამ დადგენილებათა შესახებ ოქმი იქმნა შედგენილი და საყოველთაოდ გამოცხადდა გაზეთების შემწეობით.
ქართველი საზოგადოება დიდის თანაგრძნობით მიეგება ტიფლისელთა გარდაწყვეტილებას და ჩვე ნის ქვეყნის სხვა-და-სხვა ადგილას შეუდგნენ ფულის შეგროვებას...“.
ამავე წერილიდან კარგად ჩანს ფონდის სამომავლო საქმიანობის შინაარსი და მიზანი:
„...როდესაც შარშან გაზეთებში ლაპარაკი ჩამოვარდა იმის გამო, თუ რას მოხმარდეს რაფიელის სახელობაზე დასაარსებელი ფონდიო, ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაფერზედ უფრო შესაფერისი და ღირსეული იქნება იმ ტეტიათა, ბერუათა, სესიათა შვილების აღზრდაზე ვიზრუნოთ, რომელთ შავისა და მწარე ბედის შესახებ ასე გრძნობიერად აჟღერებდა ჩანგს განსვენებული მგოსანი. აი ახლაც, როგორც ზევით მოვიხსენიეთ, იმ ტეტიათა მიყრუებულ და დავიწყებულ კუთხიდან მოგვესმა - დაგვეხმარეთ გლეხობის ყრმათა აღზრდის საქმეშიო. ამისთვის, ამ წმინდა საქმისთვის გვიწვევდა თვით მგოსანიც. ჩვენ გვახსენდება ერთი მისი ლექსი, რომელიც მშვენიერად ახასიათებს ჩვენის სოფლის უპატრონობა-უმწეობას, ერთის მხრით, და განათლებული საზოგადოების-ინტელიგენციის დაუდევრობა-დაძაბულობას, მეორეს მხრით. აი ეს ლექსიც:
მინდვრად აღარ ჩანს მომმკალი,
ლეწვაა გახშირებული,
ნათელი, ჩახურებული,
თავ-თავ დახრილი, ჩამწვარი.
ზედ დაჰხვევია ფრინველი:
გვრიტი, ქედანი, მტრედები,
მწყერი, კურდღელი, ჯინჭველი;
მარცვალი ყრია მიწაზე,
გასჭირებია ყანასა.
ნეტა ვისია, რომ ახდენს
ჭირნახულს ამისთანასა?
რა ჰქნას პატრონმა ბედ-კრულმა,
ლოგინად დაცემულია,
ხელ-მარტო არის ბეჩავი,
უწუხს ობოლი სულია!...
„გასჭირვებია ყანასა“, ჩვენ-კი დავძაბუნდით და ვახდენთ „ჭირნახულს ამისთანასა“...
საინტერესოა ამავე წერილში დაცული ცნობა იმის თაობაზე, რომ ჯერ კიდევ განსვენებულის 50 წლის საიუბილეო დღესასწაულის დღეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას მგოსნისათვის აღუთქვამს, შენს სოფელში ბიბლიოთეკას დავაარსებთო, რაც არ განხორციელებულა: „...წარმოუდგენელია, რომ ქართველმა ერმა იმდენის თანხის შეგროვება ვერ შეძლოს, რამდენიც დასჭირდება ორიოდე სტიპენდიის დანიშვნასა და ბიბლიოთეკის დაარსებას...“. აქედანვე ირკვევა, რომ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილი ფონდი და ფონდის ბიუჯეტი გარდაცვალების ერთი წლის თავზე ასევე მივიწყებულია:
„...ჩვენ არ ვიცით, სახელდობრ რამდენი შეიკრიბა ამ საგნისათვის, მაგრამ იმის თქმა შეუცდომლად შეგვიძლია, რომ ქართველ საზოგადოებას ახლაც, როგორც არა ერთხელ სხუმისაც, ენერგიამ მალე უმტყუნა: დიდის ამბითა და რიხით დაწყებული საქმე მიჩუმდა და ქართველ საზოგადოებამ, ისე როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობამ, აღთქმა მიივიწყა... სამწუხაროა, მეტი რომ არა ვსთქვათ ასეთი გულმავიწყობა, ასეთი დაუდევრობა!
აქ ცხადად სჩანს საქმის მოწყობის, ორგანიზაციის სისუსტე და ნაკლებობა, ნათლად სჩანს მეთაურთა დაუდევრობა. თუ არა ვცდებით, ტფილისელ ქართველობის წარმომადგენელი კომიტეტიც აირჩიეს თავის დადგენილების განსახორციელებლად; მაგრამ კომიტეტს ხელიც არ გაუნძრევია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიმე ნაყოფს მაინც დავინახავდით...“.
ხოლო ასეთი „ნაყოფის“ ხილვისათვის წერილის ავტორს მიაჩნია შემდეგი: „...დღეს ქართველ საზოგადოებას კვლავ ეძლევა შემთხვევა გაიხსენოს თავისი საყვარელი მგოსანი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტს ემსახურებოდა თავის საქმეს, და სირცხვილია, რომ თავისი აღთქმაც არ გაიხსენოს ამასთანავე. სამარადისოთ დაუვიწყარის მგოსნის ცხედარი გაციებულიც არ იყო ჯერ, როდესაც საზოგადოებამ აღუთქვა საზოგადო საქმის მოწყობა ძვირფასის მგოსნის სასახელოდა და პატივსაცემლად. დრო დაკარგული არ არის ჯერ და დღეიდან კვლავ შევუდგეთ ამ საქმეს; მოვთხოვოთ ანგარიში კომიტეტს, თუ იგი მართლა არსებობდა, და თუ არა, ახლა მაინც გაუჩინოთ მეთაურნი ამ საყურადღებო საქმეს... კარგა ხანია საჭიროა გამოღვიძება და ამ გამოღვიძების ნიშანიც იქნება, თუ ჩვენ შევსძლებთ ჩვენს მოჭირნახულეთა დაფასებასა და პატივისცემას. თორემ მუდამ „აღთქმის მივიწყება“ სრულიად დაგვცემს და წელში გაგვღუნავს...“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რაფიელ ერისთავის ბიოგრაფი - არტემ ახნაზაროვი - რაფიელისადმი მიძღვნილ, გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ ფელეტონში წერდა: „...სიამოვნებით ამოვიკითხე ის დადგენილება, რომ განსვენებულის მგოსნის სახელის სახსოვარ-საყოფელად, გამოსადეგარ და ფუჭ გვირგვინების შემკობის ნაცვლად, ფული შეიკრიბოს და სამადლო რამ საქმეს მოხმარდესო. ეს ღირს აღსანიშნავი მაგალითი, იმედია, საყოველთაოდ დარჩება და ბოლოს მოუღებს უქმად ფულის ფლანგვის წესსა და ჩვეულებას.
გვირგვინებით შემკობა იმასა სჭირია, ვისაც სხვათა უსარგებლოდ და ქვეყნის ბარგად უტარებია სი ცოცხლე და ვის კუბოსაც გვირგვინები და ათასი სხვა ზიზილ-პიპილა უნდა შემოაწყონ, რომ შეამკოს და ხალხის ყურადღება, სიცოცხლით მოკლებულმა, სიკვდილის ჟამს მაინც მიიქციოს. ხოლო იმას, ვინც თვითვე ამშვენებს კუბოს, ვისკენაც არის მიმართული მთელის ერის თვალი და გულის-ყური, იმას გარეგანი სამკაული, გარეგანი მორთულობა არ უნდა.
უკვე სამოცი თუმანი შეგროვდა განსვენებულის თავ. რაფიელის საგვირგვინო ფული და, თუ ყველამ მიჰბაძა ამ კეთილს მაგალითს, იმედია, ორას თუმნამდეც შეიკრიბება. ამ ფულით-კი, თუნდა, ჩვენის ძვირფასის მგოსნის თხზულებანი რომ დაისტამბოს ხალხში გასავრცელებლად, ათი ათასჯერ უკეთესია და უმჯობეს გვირგვინობასაც გასწევს განსვენებულის სახელის სამკაულად, ვიდრე ყველა სხვა გვირგვინი.
ძნელად წარმოსადგენია, რამდენი ფული იხარჯება და იკარგება ამაოდ ათასის ცრუ ჩვეულებისა და ყალბ თავ-მოყვარეობის გამო ...ასეთივე და უარესად უვარგისი ხარჯია ჩვენებური ქელეხ-აღაპები და ტირილები, რომლისთვისაც ზღვისოდენი ოფლით მონაგარი და ვალით აღებული ფული იხარჯება და რომელსაც წვეთის ოდენა სიკეთე არ მოაქვს არც მიცვალებულისა და არც ცოცხლად დარჩენილისათვის. მთელი ეს უქმად დაბნეული ფული, რომ საზოგადო რამ საქმეს მოჰხმარებოდა, ჩვენს ბედს გაცილებით წინ წასწევდა და გააწაღმართებდა.
ამ სასარგებლო და საუცხოვო მაგალითს - კუბოს გვირგვინებით შემკობის აღკვეთისა და ამ გვირგვინთა საფასურის სამადლო საქმისათვის გამოყენებისას თავ. რაფიელ ერისთავის გარდაცვალება გაუხდა მიზეზად, იმ ადამიანის გარდაცვალება, რომლის სიცოცხლე მარტოოდენ ქვეყნის სიკეთად და სადღეგრძელოდ იყო ამოძრავებული.
ამგვარად განსვენებული სიკვდილითაც კი დიდებულს აზრს, აზრს მისთვინ ესოდენ საყვარელ სამშობლოს სარგებლობისა და ბედნიერებისას, გაუხდა მიზეზად. ვისურვებთ, რომ ეს მაგალითი ზნედ და ჩვეულებად გაგვხდომოდეს და ცრუ თავმოყვარეობით გამოწვეულსა და არაფრის მარგე წეს-რიგს ერის საკეთილდღეო საქმისა და მოქმედებისათვის დაეთმოს ადგილი!..“.
1901 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციები, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობა, „ქართული დრამატიული საზოგადოება“, ტფილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტი და გამგეობა, ტფილისის ქართველი ხელოსნები და წვრილი ვაჭრები, ტფილისის ქართველი მოსამსახურენი, „კახეთის მევენახეთა საზოგადოება“, „გორის მაზრის მემამულეთა სამეურნეო ამხანაგობა“, რაფიელ ერისთავის ოჯახის წევრები, ცალ-ცალკე, სახელობითი განცხადებებით „აუწყებენ-რა ქართველს მკითხველს საზოგადოებას გარდაცვალებას მხცოვანის პოეტის თავ. რაფ. ერისთავისას“, აცნობებენ 25 თებერვალს, „განსვენებულის ს. ქისტაურში დასაფლავების დღეს, ტფილისში, ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკკლესიაში მობრძანდნენ წირვასა და პანაშვიდზედ დასასწრებლად. წირვა დილის 10 საათზედ დაიწყება“.
კვირას, 25 თებერვალს, ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკკლესიაში ახლად გარდაცვალებულის პოეტის თავ. რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენიებლად ყოვლად სამღვდელო კირიონისა და ტფილისის სამ ღვდელოების მიერ გარდახდილ იქმნა წირვა და პანაშვიდი. ეკკლესიაში ჰგალობდნენ სათავადაზნაურო სკოლისა, ბ-ნ მონადირიშვილისა და ბ-ნ კავსაძის ხოროები. პანაშვიდი ეზოში იქმნა გარდახდილი. წირვასა და პანაშვიდს დიდძალი ხალხი დაესწრო, როგორც ეკკლესია, აგრეთვე ეზო და ქუჩა ეკკლესიის წინ ხალხით იყო სავსე. სხვათა შორის იყვნენ: ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი თავ. დ. ზ. მელიქიშვილი, კავკასიის პირველ კორპუსის უფროსი გენ. ლეიტ. თავ. ამირეჯიბი, ტფილისის გუბერნატორი ი. ნ. სვეჩინი, ვიცე-გუბერნატორი ალიშევსკი, ტფილისის მაზრის თა ვადაზნაურთა წინამძღოლი საგინაშვილი, კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე გაკელი, ქალაქის მოურავი, ქართველი მწერლები: აკაკი წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ნ. ნიკოლაძე, ი. ჭავჭავაძე, ე. გაბაშვილისა, ა. ფურცელაძე და სხვანი, ადგილობრივ ჟურნალ გაზეთების თანამშრომელნი, ქართველი მსახიობნი, წარმომადგენელნი ქართველ დაწესებულებებისა და ტფილისის მუშა-ხელოსანთა, წმ. ნინოს დედათა სასწავლებლისა დეპუტაცია და მრავალნი სხვანი. წირვის შემდეგ ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკკლესიის მღვდელმა მამა ტყემელაძემ წარმოსთქვა სიტყვა, რომელსაც ქვემოდა ვბეჭდავთ“.
მნიშვნელოვნებიდან და სადღეისო აქტუალობიდან გამომდინარე, ჩვენც სრულად ვაქვეყნებთ ქაშვეთის წინამძღვრის - მარკოზ ტყემალაძის სიტყვას.
სიტყვა თქმული ქვაშვეთის ეკკლესიაში 25 თებერვალს პოეტის თავ. რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენებლად გარდახდილ წირვის შემდეგ ბლაღოჩინის მ. მ. ტყემალაძისაგან:
„უკეთუ მრავალთა წელთა ცხოვნდეს კაცმან და ფრიად იყოს დღენი წელიწადთა მისთანი და სული მისი არა განიძღოს კეთილთაგან... კეთილ უფროს მისა განგდება, რამეთუ ამაოებასა შინა ვალს და ბნელსა შინა დაიფაროს სახელი მისი და მზე არა იხილა და არცა სცნა განსვენება“. სოლომონ ბრძენი ამ სიტყვებით გვეუბნება ჩვენ: რამოდენი წელიწადიც უნდა იცხოვროს კაცმა, თუ მან საზოგადოებას რითიმე სამსახური არ გაუწია, კეთილი არ დასთესა, სულ ფუჭია მისი ცხოვრებაო, ამაოდ დაბადებულა, ბნელსა შინა უვლია თვისი დღენი, მის თვალებს მზე არ დაუნახავთ და მის სულს განსვენება არ მოუპოვებიაო.
ჩვენდა საუბედუროდ, მეასედს, მეათასედს ნაწილს კაცობრიობისას თუ ესმის, შეგნებული აქვს ეს ჭეშმარიტება, დანარჩენნი მხოლოდ თავ-თავის გამოკვებას და ჩაცმა-დახურვაზე ჰფიქრობენ; ყველგან და ყოველთვის ყველა ერს ჰყოლია ღვთისაგან მოვლინებული პირნი, რომელთაც სოლომონ ბრძენისამებრ, უმოძღრნიათ თავის ერისათვის, რომ კაცი უნდა გაირჩეოდეს ცხოველთაგან: მან ღვთის ხატება და მსგავსება არ უნდა დაჰკარგოს, არ დაემსგავსოს პირუტყვთა. „შემთხვევა ძეთა კაცთასა და შემთხვევა საცხოვართა ერთია, ამბობს იგივე სოლომონ ბრძენი, ვითაცა სიკვდილი მისი, ეგრეთ სიკვდილი ამათი და სული ერთი ყოველთა შინა და რათა უმეტესი აქვს კაცს პირუტყვთა? არა რამე, რა მეთუ ყოველნი მოვლენ ადგილსა ერთსა შინა, ყოველნი მიიქცევიან მიწადვე“. ე.ი. კაცი, რომლსაც არ უღვივის გულში სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი, არაფრით არ გაირჩევა პირუტყვისაგან; როგორც პირუტყვი, ისე ის იბადება და კვდება, მიწისაგან არის შექმნილი და მიწადვე იქცევა.
ბედნიერია ის ერი, რომელსაც რაც შეიძლება მოევლინება ღვთისაგან ასეთნი მოძღვარნი, მასწავლებელნი, დამრიგებელნი, რომელნიც, როგორც ვარსკვლავნი, ანათებენ და უჩვენებენ სიტყვით თუ საქმით ჭეშმარიტ გზას სიბნელეში მსხდომთ, სცდილობენ გააღვიძონ თვისი მოძმენი, ჩაუნერგონ მათ ღვთისა და კაცის სიყვარული.
საზოგადო მოღვაწენიც მაშინ ჩასთვლიან ბედნიერთა რიცხვში თავის თავს, მაშინ იტყვიან, ავასრულეთ ჩვენი უზენაესი დანიშნულებაო, მაშინ მოიპოვებენ სიმშვიდეს სულისას და უკანასკნელად ტკბილად გამოესალმებიან თავიანთ მოწაფეებს, როდესაც დაინახავენ, რომ უნაყოფოდ არ ჩაუვლია მათ შრომას.
ერიც ესალმება უკანასკნელად, ერთი მხრივ სწუხს, გლოვობს მათ ხორციელად დაკარგვას, მეორე მხრივ-კი უხარის, რომ სულიერად განუშორებელი რჩება მათთან. ისე ღრმად გაუდგავს ფესვი, იმოდენად შეუგნია საზოგადოებას ამ მოძღვართა სწავლა-დარიგება, რომ არამც თუ თანამედროვენი, იმათი შვილის-შვილნიც-კი მუდამ მათ ხსენებაში და მოგონებაში იქნებიან, რადგანაც „რაც ერთხელ სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაიცემის“.
ჩვენც ქართველები ვერ ვიტყვით, მოძულებულნი ვიყვნეთ ამ მხრივ ღვთისაგან. ღვთის მადლით, ჩვენც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყვანდნენ და გვყვანან ისეთნი პირნი, რომელთაც სიტყვით თუ საქმით დიდი კეთილი დაუთესიათ ჩვენ შორის, რომელთაც „სამშობლო ჰქონიათ და აქვთ ტაძრად“, მისთვის მსხვერპლად თავის დადება შეადგენდა და შეადგენს მათ წმიდათა წმიდას. მათ არ დაუზოგნიათ და არ ზოგავენ თავიანთ ძალ-ღონეს, ბევრს წვა და დაგვას, შიმშილს, სიცივეს ითმენენ ისინი, ოღონდ თვისი უზენაესი დანიშნულება ღირსეულად შეასრულონ. ჩვენშიაც „ღვთის თვალს დედობრივი ზრუნვით უზრდია და ზრდის ძვირფას შვილებს, ჩაგრულ მოძმის, მოყვასის, მამულისათვის გმირებს.
მათ რიცხვში ყოველთვის ჩაითვლება აწ გარდაცვალებული პოეტი რაფიელი „ნიჭით შემკული, პატივცემული მოღვაწე, მამულის, ერის ერთგული, რომლის სახელიც განძათ გახდა ყველასათვის, მითი ამაყობს სამშობლო, მითი ამაყობს ქართველი.“
ამ ხუთის წლის წინად, ე.ი. 22 ღვინობის თვეს 1895 წელს თვით ამ ადგილას, ამ წმ. ტაძარში იყო გარდახდილი სამადლობელი პარაკლისი ღვთისადმი ორმოცდა ათი წლის განმავლობაში თავგანწირული მოღვაწეობა-შრომისათვის ჩვენის ძვირფასის პოეტისა მამულის სასარგებლოდ. იმ დღესვე იყო საჯაროთ გამოთქმული, თუ რა ღირსებებით იყო შემკული, რითი დაიმსახურა ყველას სიყვარული განსვენებულმა. აღიარეს, რომ ის - „ფიცით უარს ჰყოფდა ყოველსა, მამულს სწირავდა სამსახურს და ძალას, დაუცხრომელად ხნავდა და სთესდა ორმოცდა ათის წლის განმავლობაში; რომ მან სამშობლოს სიყვარული ფარად და ხმლად ჩაუმარხა ჩვენებს თავისი უკვდავი სიტყვებით: რომ მისი მადლი და გავლენა ენით არ დაითვლების; რომ მისმა მჭევრმა ენამა ჩვენი ქვეყანა გააკეთილა და რომ მან ყველას ასწავლა - კაცი ვინ არის“.
ახლა მხოლოდ ამას ვიტყვით, რომ მაშინ თუ ხორციელად თავისის თვალით დაინახა რამდენად ღრმად შეუყვარებია იგი ქართველობას, როგორის პატივისცემით მიეგებნენ მის დღესასაწაულს ამერ-იმერნი, ახლა სულიერათ იგრძნობს, რომ „რასაც დასთესავს კაცი, იმასვე მოიმკის“. მისმა სიყვარულმა მამულისა და ერისადმი გამოიწვია და დაჰბადა უკანასკნელთა მისდამი სიყვარული და პატივისცემა, რომლის გამოსახატავად შევკრებილვართ ჩვენ აქ დღეს“.
1902 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში - ფელეტონი - „ჩიორას“ ფსევდონიმით იბეჭდება რაფიელ ერისთავის თანამედროვე ბიოგრაფის, არტემ ახნაზაროვის ესსე - სათაურით „წკიპურტი“ , რომელსაც ქვესათაურის ფორმით შინაარსის აქცენტები ერთვის: „სამაგალითო საერო მგოსანის გარდაცვალება - რას გვასწავებს მისი მოვლენა - ერის ღონიერობა და ძალმოსილობა - ხელთ-უქმნელი ძეგლი და დრო-ჟამთა სრბოლა - ღირს-აღსანიშნავი მაგალითი - უსარგებლოდ დაფანტული ფული - ერთი ჩვენებური ამბავი - ახირებული თავ-გამოდება და უცნაური შედეგი - დაუფიქრდი, მკითხველო...“, საიდანაც რამდენიმე, ჩვენთვის საინტერესო ვრცელ ამონარიდს დავიმოწმებთ.
„დღეს, ამ მეოცე საუკუნის პირველის წლის 25 თებერვალს, ქართველი ერი მიწას მიაყრის თავისს ღვიძლს შვილს, მისთვის თავ-დადებულს, მისთვის ნაჭირნახულევს, მისის ვარამ-ნაღველისა და ურვა-მწუხარების მარგალიტისებურის ლექსებით აღმომეტყველს, მისის მწიგნობრობის დამამშვენებელს...
...დღეს მიაბარებენ სოფ. ქისტაურში სამშობლო მიწას თავ. რაფიელის ნეშტს, მხოლოდ ნეშტს, ხოლო მისი გრძნობითა და ჰარმონიით აღსავსე, მისი სამშობლოს სიყვარულით გასხივცისკროვანებული სული ჩვენშივე ჰგიებს, ჩვენ შორისვე ტრიალებს და საუცხოვოდ არის დაძეგლებული და სპეტაკ თაგრძნობათა ვარდ-გვირგვინით დადაფნული ყოველის ქართველის გულში.
..არასოდეს დაივიწყებს ქართველი იმ ადამიანს, რომელსაც „სამშობლო ტაძრადა“ ჰქონდა, თავი - „სამსხვერპლოწილადა“,„ქვეყნისცრემლიჭირად“უჩნდა,მისიღიმილი„ლხინადა“!..დიაღგამოესალმა ჭეშმარიტად სამაგალითო საერო მგოსანი ამ წუთისოფელს, სად ყოველსავე თავისი დასასრული აქვს, გამოესალმა არსებით, მაგრამ სახელი კი დასასრულ-უყოფელი და უკვდავი დასტოვა!..
მწუხარება გვმართებს?! თავ. რაფიელ ერისთავის მოვლენა საქართველოს მეცხრამეტე საუკუნის მატიანეს ერთი ოქროს ასოებით აღსაბეჭდ ფურცელთაგანია, ისეთ ძვირფას ფურცელთაგანი, რომლის აღმოკითხვა ენას დაუდუმებს და ბაგეს შეუბოჭავს იმ ვაჟბატონთ, რომელთაც სწამთ, რომ ქართველის ერის ბედ იღბალი უკვე ღრუბლებით იმოსება, წარმავალია უკუღმართად და არა საწაღმართოდ მომავალიო, იმ ბატონებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ქართველი ერი დაბერდა და მისი სიკვდილიც შესაძლებელიაო.
თავ. რაფიელის მოვლენა დაანახვებს ამ ნაადრევად სასო-წარკვეთილთა და იმედ-გაცრუებულთ, რომ ის ერი, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნეში ასეთი ნიჭით აღსავსე, ასე ტკბილად-ქართულად მოუბარი და სამშობლოს სიყვარულით ამგვარ გაგრგძნობიერებული შვილი დაჰბადა, ის ერი, თუნდა მისი მრავალმრავალ-ფერადოვანი, ძლევა-მოსილი და სისხლის მორევით სამშობლოს გამპოხიერებელი წარსულიც რომ მცირეოდენს ხანს დავივიწყოთ, ის ერი, ვიმეორებთ, სამარისაკენ-კი არ არის მიზიდული, არამედ სასიცოცხლოდ იკრებს ძალას, საახალ-ცხოვრებოდ იმახვილებს მხნეობას და სულით არ გათახსირებულა, არ დაკნინებულა, დაანახვებს ამას და სასო-მიხდილს იმედით აღვსებს, სანუგეშოდ აუძგერებს ამ ოქროს ფურცლის აღმოკითხვისა გამო აღძრულ ფიქრებით შემ თბარსა და შეტოკებულს გულს...
ვოლტერისა არ იყოს, ნიჭიერთა კაცთა უყოლობა ჰქმნის ერსა უღონოდ, და თავ. რაფიელის მოვლენაც ქართველის ერის ღონისა და ძალა-მოსილების ნიშანია ...დღეს მიწას ვაბარებთ მხოლოდ ხორცს, სული - კი, თავ. რაფიელისა ჩვენს შორისვე არის და არც არასოდეს დაიმარხება, ვიდრე ქართული მწიგნობრობა და ქართული ენა კვალ-დაუტოვებლად არ აღმოიფხვრება, ამისი ერთი უტყუარი საბუთი და მისის, ერის, სიმტკიცის ერთი დედა-ბოძთაგანი იგივ აწ სულით უკვდავი და ხორცით გარდაცვალებული თავ. რაფიელ ერისთავია, რომლის ხელთ-უქმნელს ძეგლს - ზეგარდმო ნიჭით აღბეჭდილს, მარგალიტად წყობილს და ერის გულიდგან ტურფა ყვავილად ამონაგლეჯს ლექსებს, დროთა და ჟამთა სრბოლა ვერაფერს დააკლებს...“.
იშვიათია ისეთის ადამიანის მოვლენა, რომელსაც მთელი მშობელი ერი დასტრფის.
...ასეთის შვილის დაბადება ერის ღონეა, მისი სიქადულია და დიდება, მისის სიცოცხლის გამახანგრძლივებელია და, მწუხარება კი არა, თავის მოწონება გვმართებს.
დღეს კახეთში უკანასკნელად ესალმებიან, ეთხოვებიან ჩვენს დაუვიწყარს, მარადის მოსაგონებელს პოეტს რაფიელს არამც თუ მარტო მისი ნათესავნი, არამედ მთელი კახეთის მცხოვრებნი, ქალი და კაცი, დიდი და პატარა. ჩვენც, თუმცა სიშორისა გამო ვერ ძალგვიძს უკანასკნელად ამბორი ვუყოთ მის სხეულს, მაგრამ როგორც კახელები, ისე ჩვენ სულითა და გულით ვევედრებით ყოვლად შემძლებელს ღმერთს, რათა სულმან მისმან განისვენოს მართალთა თანა, და მით ერთი მხრივ ვასრულებთ ჩვენს მისდამი ზნეობრივ მოვალეობას, მეორე მხრივ ვალდებულად ვხდით ჩვენს თავს ნეტარხსენებულის მოძღვრებას ზურგი არ შეუქციოთ, მისი მცნება ჩვენც სავსებით ავასრულოთ და ჩვენ შვილიშვილთაც ანდერძათ გადავსცეთ და ამით მისი სახელი ჩვენ შორის უკვდავად გავხადოთ“.
„კვირას, 25 თებერვალს, თელავში გარდახდილ იქმნება წირვა და პანაშვიდი და აქედგან განსვენებულს ს. ქისტაურში წაასვენებენ დასაკრძალავად“.
თელავში დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისიდან გაიგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების, ჟურნალ-გაზეთების რედაქციების წარმომადგენლებისა და ფოტოგრაფებისაგან შემდგარი დელეგაცია. დელეგაციის წევრებს შორის სრულიად ახალ გაზრდა იაკობ ნიკოლაძეც იყო. იაკობმა ნიღაბი აუღო მიცვალებულს - „ტფილისიდგან მოსულმა მწახნაგებელმა (Скульпторъ) ბ-ნმა ი. ნიკოლაძემ განსვენებულის სახის წახნაგი გააკეთა“. ეს „სახის წახნაგი“ სადღეისოდ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
ასე იგონებდა ამ ამბავს იაკობ ნიკოლაძე: „ილია სამჯერ მყავს ნახული ...პირველად მას 1901 წლის თებერვალში შევხვდი, რაფიელ ერისთავი ახლად გარდაცვლილი იყო. კრუზენშტერნის (ახლა წულუკიძის) ქუჩაზე, ერთ-ერთ საზოგადო დაწესებულებაში შეკრებილნი იყვნენ ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, ნიკო ცხვედაძე და კიდევ რამდენიმე საზოგადო მოღვაწე. მათ გვერდით ტრიალებდა სოსიკო მერკვილაძეც.

რაფიელ ერისთავის ნიღაბი ავტორი: იაკობ ნიკოლაძე
ფოტოს ავტორი: მირიან კილაძე
Raphiel Eristavi's death mask Created by Iakob Nikoladze
photo by Mirian Kiladze
მაშინ ახალგაზრდა სკულპტორი ვიყავი, ოცდახუთი წლისა ვიქნებოდი. მე მათ მივმართე წინადადებით - რაფიელ ერისთავის ნიღაბს გადავიღებ-თქო. მაშინ ეს ჩვენში ახალი ამბავი იყო. სოსიკომ ხელად შეადგინა ზეპირი „ხარჯთაღრიცხვა“ - ჩვიდმეტი მანეთი და მოახსენა დავით სარაჯიშვილს.
დავითმა მაშინვე ჯიბიდან საფულე ამოიღო და მომცა ეს თანხა. ვიყიდე მასალა და მეორე დღესვე თელავისაკენ გავემგზავრე. იქიდან ქისტაურში წავედი. იქ ორ დღეს დავრჩი. ნიღაბი გადავიღე. გასვენებასაც დავესწარი.
თბილისში დაბრუნებისთანავე რაფიელის ნიღაბი წერა-კითხვის საზოგადოების მუზეუმს გადავეცი. ჩქარა ამის შემდეგ ისევ მივედი წერა-კითხვის საზოგადოებაში. კიბე ავათავე თუ არა, დავინახე ილია მობრძანდება დინჯად. დანახვისთანავე მიცნო.
- ყმაწვილო, ბიუსტი გააკეთე?
- დიახ, - ვუპასუხე მე, - მხოლოდ ბიუსტი კი არა - ნიღაბი: აი, აქ არის: წერა-კითხვის საზოგადოებაში. მან ყურადღებით დაათვალიერა „სამშობლო ხევსურის“ ავტორის ნიღაბი.
ეს იყო მეორე შეხვედრა ილიასთან“.
* * *
ქართული პრესა საზოგადოებრიობას რაფიელ ერისთავის დაკრძალვის დღეს, 1901 წლის 25 თებერვალს ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში პანაშვიდზე დასასწრებად არაერთგზის მოუწოდებდა.
ივერია, შაბათი, 24 თებერვალი, 1901 წელი, №43
ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციები აუწყებენ-რა
ქართველს მკითხველს საზოგადოებას გარდაცვალებას მხცოვანის პოეტის |
აქვე ქვეყნდებოდა ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის, „ქართული დრამატიული საზოგადოების“, „კახეთის მევენახეთა საზოგადოების“, ტფილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტისა და გამგეობის, ტფილისის ქართველი ხელოსნებისა და წვრილი ვაჭრების, „გორის მაზრის მემამულეთა სამეურნეო ამხანაგობის“ იგივე შინაარსის შავად მოჩარჩოებული განცხადებები.
გაზეთ „ივერიის“ მსგავსად, იმავეს იუწყებოდა საყოველკვირაო გაზეთი „კვალი“, რომელიც 1901 წლის 25 თებერვალს, პირველსავე გვერდზე შემდეგ განცხადებებს აქვეყნებდა:
ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციები, აუწყებენ-რა ქართველ მკითხველ საზოგადოებას გარდაცვალებას მხცოვანი პოეტის თ. რაფიელ ერისთავისას, თხოვენ კვირას, 25 თებერვალს, განსვენებულის სოფ. ქისტაურში დასაფლავების დღეს, თფილისში, ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკკლესიაში მობრძანდენ წირვასა და პანაშვიდზე დასასწრებლად. წირვა დილის 10 ს. დაიწყება.
ქართული დრამატიული საზოგადოება, აუწყებს-რა თავისს წევრებს გარდაცვალებას საზოგადოების საპატიო წევრის, პოეტისა და დრამატურგის თ. რაფიელ ერისთვისას, სთხოვს დღეს, 25 თებერვალს, ქვაშვეთის ეკკლესიაში მობრძანდენ, სადაც წირვა და პანაშვიდი იქნება გარდახდილი. წირვა დაიწყება დილის 10 საათზე.
თფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი უმორჩილესათა სთხოვს გუბერნიის თავად-აზნაურთ, კვირას, 25 თებერვალს ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკკლესიაში მობრძანდენ, სადაც განსვენებულის თავ. რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენებლად წირვა და პანაშვიდი იქმნება გარდახდილი. წირვა დილის 10 საათზე დაიწყება.
თფილისის ქართველი ხელოსნები და წვრილი ვაჭრები სთხოვენ ყველა თანამგრძნობელთ, მობრძანდენ დღეს, 25 თებერვალს, ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკკლესიაში, სადაც გარდახდილ იქმნება წირვა და პანაშვიდი გარდაცვალებულის ჩვენი საყვარელი და ძვირფასი პოეტის რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენებლად.
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ღირსეული მამულიშვილის სულის მოსახსენიებლად საქართველოს მრავალ ეკლესიაში ტარდებოდა წირვა და პანაშვიდი, რაც არაერთგზის დასტურდება სამძიმრის დეპეშებით. „ივერიის“ რედაქცია მთელი საქართველოდან იღებდა სამძიმრის დეპეშებს, გაზეთი იტყობინებოდა - „მხცოვანის პოეტის თავ. რ. ერისთავის გარდაცვალებისა გამო საქართველოს სხვა-და-სხვა ქალაქიდგან რედაქციამ ...მიიღო შემდეგი დეპეშები“:
ქუთაისიდგან: დღეს, ჩვენის დაუვიწყარის სახალხო პოეტის რაფიელის დასაფლავების დღეს, განსვენებულის ნიჭის აუარებელ თაყვანისმცემელთა თანადასწრებით იმერეთის ეპისკოპოსმა გარდაცვალებულის სულის მოსახსენებლად წირვა და პანაშვიდი გარდაიხადა, რომლის შემდეგაც მათმა უსამღვდელოესობამ შესაფერი სიტყვა წარმოსთქვა; სიტყვამ დამსწრე საზოგადოებაზედ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თავადნი: სვიმონ წერეთელი და პავლე თუმანიშვილი.
კავკავიდგან: დღეს მხცოვანის პოეტის რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენებლად მთელის ადგილობრივის ქართველ საზოგადოების თანდასწრებით პანაშვიდი გარდავიხადეთ. მღვდელმა ნათაძემ შესაფერი გრძნობით სავსე სიტყვა წარმოსთქვა. რაფიელის ფონდისათვის ფულსა ჰკრებენ. გოთუა.
სოხუმიდგან: მხცოვანის პოეტის რაფიელ დავითის ძის ერისთავის დაკარგვამ სამშობლო ლიტერატურისათვის ღრმად დაგვამწუხარა. ვუერთებთ-რა ჩვენს მწუხარებას საზოგადოდ მთლად ქართველობისას, უზენაესს შევთხოვთ, პოეტთა პატრიარქის დაუვიწყარის რაფიელის სულს განსვენება მიანიჭოს. სოხუმის ქართველები.
ნუხიდგან: დაუვიწყარის რაფიელის სულის მოსახსენებლად მთლად საქართველოს მწუხარებას ვუერთებ კერძოდ ჩემის სამშობლოს ხევსურეთისას, რომელმაც რაფიელის სიკვდილით თვისი დიდებული და კეთილშობილი მომღერალი დაჰკარგა. საუკუნოდ იყოს სახსენებელი შენი, სახალხო პოეტო და ავტორო ცნობილის „სამშობლო ხევსურისა“. კოტე უთურგაული.
სიღნაღიდგან: 25-ს თებერვალს მრავალის ხალხის თანდასწრებით განსვენებულის პოეტის რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი იქმნა გარდახდილი. რამდენიმე სიტყვა იქმნა წარმოთქმული. ბეგიევი, ნასიძე, ტყავაძე.
ნიგოითიდგან: განსვენებულის რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენებლად ზემო ჩიბათის ეკკლესიაში პანაშვიდი იქნა გადახდილი. ზემო ჩიბათის მცხოვრებნი დანაკარგს დი დადა სწუხან. მღ. მოსე ჯორჯეკაძე.
ცხინვალიდგან: ძვირფასის პოეტის რაფიელის დაკარგვას ცხინვალის ქართული საზოგადოება გულითა და სულითა სწუხს.
ბათუმიდგან: საყვარელის პოეტის რაფიელ ერისთავის დაკარგვას, რომლის ჩანგიც მოზარდ თაობას გულსა უნათლებს, ბათუმის ქართველთა სკოლა დიდადა სწუხს.
ახალ სენაკიდგან: სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელთა კორპორაციამ დღეს განსვენებულის ძვირფასის პოეტის რაფიელ დავითის ძის ერისთავის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გარდავიხადეთ. პანაშვიდს მრავალი ხალხი და თანამგრძნობელნი დაესწრნენ. განსვენებულის ნათესავებს გთხოვთ ჩვენი გულითადი მწუხარება განუცხადოთ. ირაკლი კალანდარაშვილი.
ოზურგეთიდგან: ძვირფასისა და დაუვიწყარის პოეტის რაფიელ ერისთავის დაკარგვამ დიდად დაგვაღონა. პანაშვიდს მთლად ნაგომრის მცხოვრებნი დაესწრნენ. ნაგომარელები.
დუშეთიდგან: დაუვიწყარის პოეტის რაფიელ ერისთავის დასაფლავების დღეს მისის სულის მოსახსენებლად დუშეთის ქართველმა საზოგადოებამ პანაშვიდი გარდაიხადა და საქართველოს ერის საერთო მწუხარებას თვისი შეუერთა.
ახალ სენაკიდგან: ძველი-სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელნი და მოსწავლენი მხცოვანის პოეტის რაფიელ ერისთავის დაკარგვას ჩვენის სამშობლო მწერლობისათვის გულითა ჰგლოვენ. პანაშვიდი ეკკლესიასა და სკოლაში იქმნა გარდახდილი. ფონდისათვის ფული იკრიბება. წითლიძე, მატარაძე, ლორთქიფანიძე, ჯანაშია.
ქუთაისიდგან: ქუთაისის გამომცემელი საზოგადოება სახალხო მწუხარების გამომთქმელ მგოსნის რაფიელ დავითის ძის ერისთავის დაკარგვას დიდადა სწუხს.
ონიდგან: გარდაცვალებულის მხცოვანის პოეტის თავადის რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენებლად მრავალის ხალხის თანდასწრებით დღეს ორგან იქმნა პანაშვიდი გარდახდილი: ეკკლესიაში და სახალხო სამკითხველოში. ხაინდრავა, მრევლიშვილი.
ქსნიდგან: საყვარელის, მხცოვანის პოეტის თავადის რაფიელ ერისთავის გარდაცვალებამ დიდად დაგვამწუხრა. კავთისხევის საზოგადოების ბლაღოჩინი-მღვდლები: გედევანიშვილი, კიკნაძე, კანდელაკი, ხიზანიშვილი.
გორი: 24 თებერვალს, წირვის შემდეგ, გორის ქართველმა საზოგადოებამ ოქონის ღვთის მშობლის ტაძარში გადიხადა პანაშვიდი განსვენებულ რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენებლად. პანაშვიდზედ ამ ეკლესიის მღვდელმა მ. ი. კაპანაძემ წარმოსთქვა სიტყვა, რომლითაც დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნო განსვენებულის პოეტის ცხოვრება და საზოგადო მოღვაწეობა. ქება-დიდებით მოიხსენა კურთხეული სახელი მისი, რომელიც გახდა ჩვენში სახალხო პოეზიის მამამთავრად და მოზარდის თაობისა და ქართველის გლეხის ბრწყინვალე მგოსნად.
სოფ. წინამძღვრიანთ-კარი: 24 თებერვალს წინამძღვრიანთ-კარის სამეურნეო სკოლაში ჩვენი ძვირფასის პოეტის რაფიელ დავ. ერისთავის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადავიხადეთ. გამგე სკოლისა სვ. ხუნდაძე.
სოფ. შულავერი: (ბორჩალოს მაზრა) 21 თებერვალს გაზეთებმა მეტის მეტად სამწუხარო ამბავი მოგვიტანეს: ჩვენი მხცოვანის პოეტი თავ. რაფ. ერისთავი გარდაიცვალაო. ამ სამგლოვიარო ამბავმა მთელის შულავერის ქართველი საზოგადოება დიდად დააღონა. მეორე დღესვე, შუადღისას, გულდამწვარი ქართველი საზოგადოება დროებით სამლოცველო ოთახში შეიკრიბა და გარდაცვალებულის პოეტის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გარდაიხადა. ბლაღოჩინმა მამა ხუნდაძემ მოკლე, მაგრამ გრძნობით სავსე სიტყვა წარმოსთქვა, რომლითაც აუხსნა საზოგადოებას, თუ როგორის თავ-განწირვით ემსახურებოდა პოეტი ჩვენს სამშობლო ლიტერატურას მთელი ნახევარი საუკუნე.
ბათომიდამ: აქაური საზოგადოება გულმხურვალედ ჰგლოვობს დაკარგვას მოხუცისას, დაუღალავ მშრომელისას ერის გულის თქმათა და მწუხარებათა. კვირას გადახდილ იქმნება პანაშვიდი, გვირგვინების გამოგზავნის ნაცვლად იკრიბება ფული.
ბაქოდგან: ბაქოელი ქართველები მხცოვანის პოეტის თავ. რაფ. ერისთავის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას აცხადებენ.
მიხაილოვიდგან: ხაშურის საზოგადოებამ განსვენებულის პოეტის თავ. რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გარდაიხადა. საზოგადოება სთხოვს რედაქციას დაუვიწყარის მხცოვანის პოეტის ნათესავებს ღრმა მწუხარება გამოუცხადოს.
აჯიქაბულიდან: დაუღალავის მოღვაწისა და ძვირფასის პოეტის თავ. რაფიელ დავითის ძის ერისთავის დაკარგვამ დიდად დაგვამწუხრა და დაგვაღონა. ქართველი საზოგადოების საერთო მწუხარებას ვუერთებთ ჩვენსას. აჯიქაბულის ქართველები.
ახალციხიდგან: დაუვიწყარის მხცოვანის პოეტის რაფიელის გარდაცვალებამ ახალციხელი ქართველები დიდად დაგვამწუხრა. ძვირფასის დანაკარგისა გამო მდუღარე ცრემლს ვაფრქვევთ.
თიანეთიდგან: მხცოვანის პოეტის თავ. რაფიელ ერისთავის გარდაცვალებამ დიდად დაგვაღონა. პანაშვიდი დასაფლავების დღეს იქნება გარდახდილი. დასაფლავებაზედ დასწრებას მრავალნი აპირებენ. განსვენებულის კუბოს გვირგვინებით შემკობის ნაცვლად ჯერ-ჯერობით შეკრებილია ორმოც-და-თხუთმეტი მანეთი. განსვენებულის სამახსოვროდ საზოგადოებას აზრად აქვს ადგილობრივი სამკითხველო აღდგენილ და შევსებულ იქმნას.
ფოთიდან: დღეს საკათედრო ტაძარში ყოვლად უსამღვდელოესის ეპისკოპოსის ალექსანდრეს მიერ მთელის კრებულის თანამსახურებით გარდახდილ იქმნა პანაშვიდი მხცოვანის რაფაელის სულის მოსახსენებლად. პანაშვიდს დიდძალი საზოგადოება დაესწრო.
სამძიმრის გამოხატვა თუ მისდამი მიძღვნილი ღონისძიებები არ წყდება დაკრძალვის შემდეგაც:
1901. 08. 03
ქუთაისის ქალაქის გამგეობის მიმართვა ვასილ კახიძისადმი - აცნობებენ, რომ ქუთაისის ქალაქის სათათბირომ 5 მარტის სხდომაზე ფეხზე ადგომით პატივი სცა რაფიელ ერისთავის ხსოვნას. სთხოვენ თანაგრძნობა გაუზიაროს მთელ ოჯახს.
„ივერია“, 1901 წელი, №57
1901 წლის 11 მარტს, თავადაზნაურთა თეატრში „განსვენებულ პოეტის თავ. რაფიელ ერისთავის სახსოვრად გამართულ იქმნა სალიტერატურო საღამო“. საღამო მრავალმხრივ საინტერესო იყო. „ივერიისვე“ ცნობით, „პირველად ქართულის თეატრის მსახიობთ ქ-ნმა საფაროვ-აბაშიძისამ, ბ-ნ აბაშიძემ, ყიფიანმა, გუნიამ და სვიმონიძემ წარ მოადგინეს განსვენებულ პოეტის პიესა „ბიძიასთან გამოხუმრება“. პიესამ კარგად ჩაიარა.
1901 წლის 27 ივნისის „ცნობის ფურცელი“ (№1507) იუწყებოდა, რომ 21 ივნისს თელავის კლუბის დარბაზში ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი. „აქ იყვნენ ყველა, ეროვნების და წოდების განურჩევლად, ბევრი საპატიო პირი, მოსწავლე ახალგაზრდობა, თელავის ინტელიგენცია და სხვა საზოგადოება. ამ საღამოთი საზოგადოება იხსენიებდა დიდებულ მგოსანს თავად რ. ერისთავს. საღამოს წმინდა შემოსავალი ემატება იმ ფონდს, რომელიც დაარსებულია თეატრის შენობის აგებისათვის... ამ საღამოთი ბ. აჯიმამუდოვმა თელავის სცენის მოყვარეთა დახმარებით გამართა წარმოდგენა და სალიტერატურო საღამო აპოთეოზით მგოსნისავე ტიპებით. როგორც წარმოდგენა, ისე სალიტერატურო განყოფილება სულ განსვენებულ პოეტის ნაწარმოებიდან იყო ამოღებული.
წარმოდგენის დაწყებამდე ქ. ზარაფიშვილისამ წაიკითხა პოეტის ბიოგრაფია. შემდეგ დაიწყო წარმოდგენა. წარმოადგინეს „ადვოკატები“ კომ. 3 მოქმედებად. მონაწილეობას იღებდნენ: ქ-ნნი კნ. მა ყაშვილისა, ზარაფიშვილისა. ბ-ნნი: თავ. ლ. და ილ. ვახვახიშვილები, ბ. აჯიმამუდოვი, გამყრელიძე, თელაველი და სხვ. საზოგადოების ყურადღება მიიქცია კნ. მაყაშვილისამ თამარის (სულხან ბრონდაძის ქალი) როლში. თავის მოხერხებულ და თავისუფალ თამაშით, როლის ცოდნით და მანერებით დიდათ ასიამოვნა საზოგადოება... დივერტისმენტში კითხულობდნენ ქართულ-რუსულ ლექსებს. ქართული ლექსები წაიკითხეს: „ღმერთო მაშორე“ თ. ლ. ვახვახიშვილმა, „ნასწავლი“, სცენა თ. ვახვახიშვილმა, იმერული სცენა ა. გამყრელიძემ. საზოგადოება ბევრი აცინეს. „სამშობლო ხევსურისა“ რუსულად ბ. ტურინიკმა კარგად და ხმის შეწყობით წაიკითხა. აგრეთვე რუსულად წაკითხა თავად ერისთავის ბიოგრაფია ნ. მიტროფანოვისამ.
ბოლოს აიხადა ფარდა და გამოჩნდა თავად რაფიელ ერისთავის დიდი სურათი ამაღლებულ ადგილას ყვავილებში ჩასმული. აქეთ-იქით ედგნენ მისი თხზ. ტიპნი, ჯაჭვ-ჩაჩქანში გამოწყობილი ძველ-დროის იარაღით ხელში, ხევსური, თავადი და რამდენიმე გლეხი. საზოგადოებამ პატივი სცა ფეხზე დგომით. სცენა განათებული იყო „ბენგალური“ ცეცხლით. დასასრულს ქ. ზარაფიშვილისამ სამგლო ვიარო ტექსტი წაიკითხა და გვირგვინით შეამკო პოეტის სურათი“.
1902 წლის 17 თებერვალი, „ცნობის ფურცელი“ (№1729)
„ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკკლესიაში გარდახდილ იქნება წირვა და პანაშვიდი ერთის წლის წინად გარდაცვალებულის ქართველ მგოსნის რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენებლად“.
1901 წლის გაზეთ „ივერიის“ №57 ნომერში გამოქვეყნებულია „თავ. აკაკი წერეთლის მიერ წარმოთქმული 11 მარტს განსვენებულ რაფიელ ერისთავის სახსოვრად გამართულს საღამოზედ“, საიდანაც რამდენიმე ვრცელ ამონარიდს დავიმოწმებთ:
„განსვენებულ რაფიელ ერისთავის სახელი, როგორც პოეტისა, ჩვენში ვის არ გაუგონია? მაგრამ როგორც საზოგადო მოღვაწეს ისე ყველა ვერ იცნობს. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ჩვენში საზოგადო საქმეებს გონების თვალით ვერ უჭვრეტენ და რაც თვალსა და ყურს ნაძალადევად არ ეჩხირება, იმაზე ბევრი არა იციან რა და სწორეთ ამითი აიხსნება ის სამწუხარო მოვლენაც, რომ ჩვენში, ვისაც ერთი-ორი ლექსი დაუწერია, ანდა სცენაზედ გაუკუნტრუშებია, გინდ უნიჭოც იყოს, მოღვაწედ იყო ცნობილი და იმათ-კი, რომელთაც თავისი სიცოცხლე ჩუმ შრომასა და ტანჯვაში გაუტარებიათ, ვერ ჰხედვენ. რაფიელ ერისთავიც, რომ პოეტი არ ყოფილიყო, როგორც საზოგადო მოღვაწე, უყურადღებოდ დარჩებოდა, მით უფრო რომ, ის მოღვაწეობდა დასავლეთ საქართველოში, ესე იგი, იმერეთში და არა საქართველოს იმ შუაგულში, რომელსაც „ქალაქი“ ეწოდება და სადაც ყოველი ნაბიჯი, გინდ მცირედიც იყოს, თვალსაჩინოა.
ამ ნახევარ საუკუნის წინეთ იმერეთისაკენ გადმოიყვანეს სამსახურში რაფიელ ერისთავი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, იმ დროისთვის შესაფერად, კარგად ნასწავლი და გამოზდილი. კალამი უჭრიდა და თანშობილ ნიჭთან ერთად შეკავშირებული თანშეზრდილი შრომისმოყვარეობა დიდებულ მომავალს უქადდა, მაგრამ ახალმა მოთხოვნილებამ, იმ „სულმა ბოროტმა“ რომელმაც მეორე ჩინებული მგოსანი ნ. ბარათაშვილიც აატირ-ააქვითინა, შეუშალა ხელი, შეაფერხა მისი ჩინოვნიკური წინ-მსვლელობა და, ნაცვლად აღმატებულებისა, ის გახდა მხოლოდ ჩვეულებრივად, ჩვენებურად, ხელწამოსაკრავ „ჩვენ რაფიელად“...
...ჯერ მესამოცე წლების მოღვაწეები არსადა სჩანდნენ, მაგრამ პირველი ბიჯი-კი მათკენ იყო მიმართული და ერთ განმაცხოველებელ წვეთთაგანი იყო თ. რ. ერისთავიც.
...ახალ ცხოვრების მონაბერით გამსჭვალულმა მგოსანმა მიმოიხედა გარეშემო და დაინახა მის წინ მდებარე ორტოტი, კაპარჭი, გზა: ერთი, საპარადო, გატკეპნილი, „ია-ვარდით“ მოფენილი „ზევსურ-მზეშინით“ და „იავ-ნანათი“ პირდაპირ საფუნდრუკოსაკენ წამტყუებელი; მეორე, საზოგადო, უსწორ-მასწორი, ოღრო-ჩოღრო, შამბნარ-ეკლიანი, სახიფათო და საშიში, მაგრამ ერთხელ ოდესმე უკვდავების წყალის სათავემდე მიმყვანი.
დაფიქრდა მგოსანი: რომელი ერთი მათგანი აირჩიოს? საპარადო, რომლის გავლაც ადვილია და დიდების მომნიჭებელიც, თუ საზოგადო, სიკვდილამდე სანაღველ-ძმარო?
ერთს აჰყავს მაღალ საფეხურზე, ადიადებს მიმდევარს და მისის გარეგნობით თვალმოჭრილ და მოხიბლულ ხალხის სათაყვანოდა ჰხდის. მეორე კი ამცირებს და სასაცილოდაც გამოჰყავს თანამედროვე ბრბოს თვალში, დღიურ მუშაკად და წვრილმან მებრძოლად გადაქცეულს, მის უანგაროდ მიმყოლს. ეს კარგად ესმის მგოსანსა და ყოყმობს. განსაცდელშია ჩავარდნილი მისი ადამიანური თავმოყვარეობა. აღარ იცის, რომელი შესწიროს? სული უმსხვერპლოს ხორცს თუ ხორცი ანაცვალოს სულს?
საფრხთეშია! მაგრამ ამ დროს თვალწინ ეხატება ნ. ბარათაშვილი და მგოსანი მგოსანს მაღლით ჩამოჰბერავს დაუვიწყარ სიტყვებს:
„ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს
განწირულის სულისკვეთება
და გზა უვალი, შენგან თელილი,
მერანო ჩემო, მაინც დარჩება.
და ჩემ შემდგომად მოძმესა ჩემსა
სიძნელე გზისა გაუადვილდეს
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი
შავის ბედის წინ გამოუქროლდეს“.
ამის გამგონე გამოერკვევა ახალგაზრდა მგოსანი და გადაჭრით ამბობს:
„არც კაცი ვარგა, თუ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფელს კი არა-რა არგოს“.
ამ გზით მიდიოდნენ ზღაპრული გმირები უკვდავების წყაროს მოსატანად, ამ გზით იარა ნესტან-დარეჯანის მძებნელმა ტარიელმაც: მინდვრად მეკობრენი უხვდებოდნენ, ტყეში მხეცები, შამბნარში ლომ-ვეფხვი და ქვაბში დევები, მაგრამ არ შეუშინდა ბედს!.. მხლებელნი გაუწყვიტეს და თვითონ-კი მაინც გადარჩა და გამოიხსნა სათაყვანო. აი, ამ გზით, სწორეთ ამ სახიფათო გზით გაივლის მომავალი ტარიელი, ჩვენის ცხოვრების საერო გმირიც და ჩვენ-კი, როგორც ტარიელს მისმა მხლებლებმა, ხელი უნდა შეუწყოთ მის გმირობას და თავი მსხვერპლად დავდვათო! - გადასწყვიტა გუნებაში და კიდევაც შერჩა სიკვდილამდე საზოგადოს, ისე როგორც ძველი გამდლები შერჩნენ უსასყიდლოდ ძველ, ოდესმე დიდებულ, მაგრამ ბოლოს-კი დაქცეულ ოჯახებს.
როგორც ნამდვილი ოპოზიციის წევრი - ის იყო ფრთხილი, წინდახედული, ამწონ-გამზომი საქმისა და გარემოებისა; გრძნობა მოუყიდველი და გამბედავ-შეუპოვარი“.
„...ჯერ მაზრის უფროსად იყო ზუგდიდში, სადაც დღესაც კიდევ იგონებენ და კურთხევით იხსენიებენ. შემდეგში დააყენეს ქუთაისის მომრიგებელ მოსამართლედ: აქაც სახელი გაითქვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იძულებული გახდა სამსახურისათვის თავი დაენებებია, წვრილ ცოლ-შვილით დატვირთულმა ადვოკატობას მიჰყო ხელი. ნუ დაივიწყებთ, რომ მაშინდელი ადვოკატობა სულ სხვა გვარი იყო. დღეს ძვირად მოიპოვება მისთანა ადვოკატი, რომ მდიდარს კლიენტს, რომლისგანაც გულ-საჯერო სასყიდელს გამოელის, ზურგი აქციოს და ღარიბს, მაგრამ მართალს მის მოპირდაპირეს გამოესარჩლოს უსასყიდლოდ. განსვენებულ რ. ერისთავს-კი, ისე როგორც სხვა მის თანამოღვაწეებსაც, ბევრჯელ ჰქონია ამგვარი შემთხვევა.
იმავე დროს ის იყო თეატრის მოყვარული. სცენა მიაჩნდა ერთ იმგვარ ადგილთაგანად, საიდამაც ხალხი იმოძღვრება და იწვრთნება. მაშინ ხომ სამუდამო თეატრის ხსენებაც არ იყო. იყვნენ მხოლოდ თეატრის მოყვარენი და მათში რ. ერისთავიც დაუღალავი მუშაკი იყო. სწერდა პიესებს, თამაშობდა სცენაზე, სუფლიორობდა, რეჟისორობდა და სხვანი, და სხვანი. ერთი სიტყვით, იმ დროის საზოგადო მოვლენა მისთანა არ ყოფილა რა, გინდ წვრილმანიც ყოფილიყოს, რომ მაშინდელ გუნდს და მასთან ერთად რ. ერისთავსაც გვერდი აექციოს, არ გარეულიყოს“.
საღამოზე, აკაკის სიტყვის შემდგომ „გამართულ იქმნა აპოთეოზი. შუა სცენაზედ, მაღლობზედ, იდგა გარეშემო ყვავილებით შემკული და ელექტრონით მშვენივრად განათებული განსვენებულ პოეტის სურათი. იქვე იდგნენ ქართული თეატრის მსახიობნი ქალნი და კაცნი. როდესაც ფარდა აიხადა, განსვენებულის ხსოვნის პატივსაცემად დარბაზსა და ლოჟებში მყოფი საზოგადოება ფეხზედ წამოდგა.
დასასრულს, ბ-ნმა ს. მგალობლიშვილმა წაიკითხა სურათები სოფლის ცხოვრებიდგან, ხოლო კ. ყიფიანმა რაფიელ ერისთავის ორი ლექსი - „სამშობლო ხევსურისა“ და „დედა-ენა“.
საზოგადოება დიდის აღტაცებით ეგებებოდა და ტაშის ცემით აჯილდოვებდა ყველას, ვინც ამ საღამოში მონაწილეობა მიიღო, განსაკუთრებით აკაკი წერეთელს. დიდ-ძალი ხალხი დაესწრო საღამოს. თეატრი სავსე იყო. დაესწრნენ, სხვათა შორის, გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი თავ. მელიქიშვილი, კორპუსის უფროსი თავ. ამირეჯიბი, ქართველი მწერლები და სხვანი“.
* * *
...ბარს ვინღა ასწევს მთამდინა,
ან მთას ვინ გააბარებსა?!...
პოეტთა შორის პოეტის - ვაჟა-ფშაველას - მიძღვნა პოეტს, რაფიელ ერისთავს (რაფიელმა გზა გაუხსნა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას და თავის მხრივ ვაჟა-ფშაველამაც - გენიამ - არ ითაკილა და იუკადრისა რაფიელ ერისთავის შემოქმედების გავლენა).
„თ. რაფიელ ერისთავის გარდაცვალებაზედ“
გულსა სწყინს, თუმცა ულმობელს
ვერ შევცვლით უფლის ცნებასა,
ყველასაცა ჰკლავს, არ ჰზოგავს,
ვინც გაუზრდია დედასა...
ეს ხომ გავიგეთ და ვიცით,
სხვა რაღა გვრჩება სათქმელად?
ერთი ის, მხოლოდ ჩვენგანსა
რაც ჩაეთვლება სახელად,
ან ისა, მკერდში ვისაცა
გული სდებია ქვისია
და არ სცოდნია მშობელი,
არც თანამოძმე თვისია.
კურთხეულიმც ხარ სულითა,
ღმერთმა გიკურთხა ჭაღარა,
მთა-ბარს გულს აუჩქროლებდა
შენი ხმა, შენი ნაღარა,
სამშობლომ ხევსურისამა
ყველასიც გული დაღარა.
გრძნობა შესწირე ზვარაკად,
შენსა სამშობლო მხარესა,
რბილსა და ნაზსა ღიღინში
ცრემლსაც ურევდი მწარესა,
გაესხივოსნა წყვდიადი,
ეხვეწებოდი მთვარესა.
საწყალსა ღამის მეხრესა
აწ ვიღა გაახარებსა,
დაჭრილი შვილი დედასთან
ამბავს ვის დააბარებსა?!
ბარს ვინღა ასწევს მთამდინა,
ან მთას ვინ გააბარებსა?!
სამგლოვიაროდ თავის ბედს
თინა ვის ჩააბარებსა?!
ვის დააღონებს ამიერ
წყლულები თავის დედისა?
შეჰბღალავს ტაძარს წმიდასა
ჭარტალა ენა ყბედისა...
ღმერთმა გიკურთხოს სამარე
და ყოფნა მოგცეს შვებისა!..
1901 წლის გაზეთ „კვალის“ მეცხრე ნომერში იბეჭდება იროდიონ ევდოშვილის ლექსი:
რაფიელ ერისთავს
ჩანგად ხმარობდა ხალხის გულს,
სიმებად - მაშვრალთ ცრემლებსა,
არწივის ფრთები მოავლო,
სამშობლოს სალსა კლდეებსა.
ის არ მომკვდარა... უკვდავათ
ჩადნა ხალხისა უბეში,
მარად იმისთვის მღერალი,
მისთვის უკვდავი ნუგეში.
ის არ მომკვდარა ...არ კვდება
ჩანგი მაშვრალთა კერაზე.
ის აღიმართა გვირგვინად,
სამშობლო მთების მწვერვალზე.

1911 წელს, 20 ივლისს ტრადიციად ქცეულ „ილიაობას“, თამარ ვახვახიშვილის ინიციატივითა და მიწვევით, აკაკი წერეთელი თელავში ჩადის, გვირგვინით შეამკობს ილიას ქანდაკებას, გუნდი შეასრულებს სულხანიშვილის „კანტატას“, ეროვნულ საგალობელს, რაც აკაკის ცრემლს მოჰგვრის, საღამოს გამართულ ვახშამზე აკაკის სიტყვა არ დასცდება; სიტყვა წარმოუთქვამს მეორე დღეს - ათასწლოვანი ჭადრის ჩრდილში გამართულ ნადიმზე. აკაკი თავისი სურვილით სოფელ ქისტაურსაც ეწვია და დაკრძალვიდან 10 წლის შემდგომ რაფიელის საფლავი მოინახულა.
ქისტაურში თავის მამულში უმასპინძლა რაფიელის ბიძაშვილმა - კიაზო ერისთავმა, დიდი პატივით მიიღო. პირველ დღეს დაღლილი მოხუცი კიაზოს აივნიდან დიდხანს უცქერდა ალაზნის ველს, გადაშლილ კავკასიონსა და ალავერდის ტაძარს. მეორე დღესვე სხვა სტუმრების თანხლებით ავიდა საფლავის მოსანახულებლად და რაფიელს პანაშვიდი გადაუხადა.
რაფიელის საფლავი ძლივს მოუნახავთ. აკაკი რამდენიმე წუთი მდუმარედ დაჰყურებდა საფლავის ქვას, მუხლი მოუყრია, ცრემლი დასცდენია, ამდგარა და უთქვამს: „ერთის მხრივ კარგია, რომ რაფიელი მამა-პაპათა საფლავებს შორის მიუბარებიათ მიწისათვის, მაგრამ მისი ადგილი უფრო საპატიოთა შორის იყოო - რაფიელი უნდა ყოფილიყო დასაფლავებული ქართველ მოღვაწეთა პანთეონში - დიდუბეში, და არა აქ, უღრან ტყეშიო“.
საფლავის მონახულების შემდეგ რაფიელის სახლის „ერისთავიანთ მარანში“ კახური სიმღერის ფონზე დიდად მოულხენიათ.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას რაფიელ ერისთავის ძეგლის შექმნა დაუდგენია, რაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო ვერ განხორციელებულა.
* * *
საბჭოური ცინიზმი
1895 წელს რაფიელ ერისთავს მოღვაწეობის 50 წლიანი იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე 16 წლის სემინარიელიც უძღვნის ლექსს სათაურით „თავად რაფიელ ერისთავს“:
როს მშობელ გლეხთა ვაებით
საბრალოთ აცრემლებული
ზეცას შეჰკვნესდი, მგოსანო,
ერისთვის თავდადებული;
როს ერის კეთილდღეობით
საამოთ აღტაცებული;
სიმთ აჟღერებდი ტკბილ-ხმაზე,
ვით ზეცით მოვლინებული;
როს დაჰგალობდი სამშობლოს,
ის იყო შენი ტრფიალი,
მისთვის გაჰქონდა შენს ჩანგსა
გულის წარმტაცი წკრიალი.
მაშინ, მგოსანო, ქართველი
თურმე ციურ ძეგლს გიგებდა
და წარსულთ შრომა-ვაებას
აწმყოთი გიგვირგვინებდა.
შენმა სიტყვებმა მის გულში
უკვე გაიდგა ფესვია,
მოიმკე, წმინდა მხცოვანო,
რაც სიყრმით დაგითესია;
ნამგლად იხმარე ერისგან
გრძნობით ჰაერში ძახილი;
ვაშა, რაფიელ! გამრავლდეს
მამულში შენებრი შვილი.
გავა დრო და სემინარიელის, რომელიც წლების წინ რაფიელს „მისებრ შვილთა“ გამრავლებას უსურვებს, რეჟიმი სიცოცხლეს მოუსპობს მის სამ შვილიშვილს და ორი შვილიშვილის მეუღლეს, სამუდამოდ დაუსახიჩრებს ყოფას და შეუცვლის ცხოვრებას სიცოცხლის მომსპობ რეპრესიებს გადარჩენილ შთამომავლობას.
1909 წელი. ნიკოლოზ ხიმშიაშვილი - რაფიელის ქალიშვილის - ბარბარე ერისთავი-ხიმშიაშვილის მეუღლე, ილია ჭავჭავაძის მკვლელების კვალზე გასვლის გამო მოკლეს...
დაიხვრიტა:
1923 წელი. გიორგი (გოგი) ხიმშიაშვილი - საქართველოს ეროვნული გმირი, პოლკოვნიკი, რაფიელის უფროსი ქალიშვილის ბარბარე ერისთავი-ხიმშიაშვილისა და ნიკოლოზ ხიმშიაშვილის ვაჟი
1938 წელი. პეტრე აღნიაშვილი - რაფიელის ქალიშვილის - ფეოდოსია ერისთავი-მაყაშვილის ქალიშვილის, მარიამ მაყაშვილის მეუღლე, საბჭოთა ფუნქციონერი - დაპატიმრებამდე აფხაზეთის ასსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; მანამდე - საქართველოს ცკ(ბ) მეორე მდივანი
მარიამ (მარუნია) მაყაშვილი - რაფიელის ქალიშვილის - ფეოდოსია ერისთავი-მაყაშვილისა და ლევან მაყაშვილის ქალიშვილი
რომან მაყაშვილი - რაფიელის ქალიშვილის - ფეოდოსია ერისთავი-მაყაშვილისა და ლევან მაყაშვილის ვაჟი
გიორგი კონსტანტინეს ძე ყიფიანი - რაფიელის ქალიშვილის - ანასტასია ერისთავისა და ვასილ კახიძის უფროსი ქალიშვილის მაია (ეკატერინე) კახიძის მეუღლე
ამავე 1938 წელს საბჭოთა ხელისუფლება თელავში გადასვენებით და ბატონის ციხის გალავანში დაკრძალვით პატივს მიაგებს რაფიელ ერისთავს...
1938 წლის 20 ნოემბერს რაფიელის ნეშტი გადმოასვენეს იმ დროისათვის თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში (ერეკლე II-ის სასახლის ბაღში) და დაკრძალეს ე.წ. „საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში“. მისი გადმოსვენების შემდეგ აქვე გადმოასვენებენ დის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ნეშტს.
საფლავის ქვაზე წარწერა:
„რაფიელ ერისთავი, 1824-1901 წ. გადმოსვენებულია 1938 წ“.
ასე დასრულდა ამბავი ადამიანისა, რომელიც საკუთარ თავს ყოველგვარი რეგალიების გარეშე, უბრალოდ „რაფიელ ერისთავად“ იხსენიებდა, რომელსაც „სამშობლო ტაძრადა“ ჰქონდა, თავი „სამსხვერპლო წილადა“, „ქვეყნის ცრემლი ჭირად“ უჩნდა, მისი ღიმილი „ლხინადა“... ამ „ლხინისთვის“ იღვაწა, სამშობლოს „ლხინის“ მოლოდინში გალია წუთისოფელი.

![]() |
14 ანოტირებული პერსონალია |
▲ზევით დაბრუნება |
ა

აბაშიძე ვასილ (ვასო) ალექსის ძე (1854-1926) - მსახიობი, დრამატურგი, მუდმივი ქართული დრამატული დასის წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების ნამდვილი წევრი, ჟურნალ „თეატრის“ რედაქტორ-გამომცემელი, მთარგმნელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

აბაშიძე გრიგოლ (გრიშა) დავითის ძე (1866-1903) - პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. ფსევდონიმები: „გ. თიხელი“, „მენავე“, „ვინმე“.

აბაშიძე-ორბელიანი ნინო სვიმონის ასული (1838-1919) - პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

ავალიშვილი ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე (1844-1929) - პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, თეატრალური მოღვაწე, ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორი 1869-1872 წლებში.

ალექსანდრე ეპისკოპოსი (ერისკაცობაში - ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) (1824-1907) - საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს აფხაზეთის, გორის, გურიის, ქართლ-კახეთის, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი; ილია ჭავჭავაძის მოძღვარი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი, ქველმოქმედი, დიდი თანხა შესწირა ამ საზოგადოებასა და საეკლესიო მუზეუმს.

ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ (ლადო) სარდიონის ძე (1857-1920) - მსახიობი, რეჟისორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების მუდმივი წევრი.
ამილახვარი ავთანდილ ერასტის ძე (1750-1808) - რაფიელ ერისთავის დედის, ნინო ამილახვრის მამა.
ამილახვარი ალექსანდრე (1805-1834) - რაფიელ ერისთავის დედის, ნინო ამილახვრის უფროსი ძმა.
ამილახვარი ნიკოლოზ (1806-1814) - რაფიელ ერისთავის დედის, ნინო ამილახვრის უმ ცროსი ძმა.
ამილახვარი ნინო ავთანდილის ასული (1804-1839) - რაფიელ ერისთავის დედა, დავით რაფიელის ძის მეუღლე.
ანტონ I კათოლიკოსი (ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი) (1720-1788) - საქართველოს კათოლიკოსი, პოეტი, მწერალი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე.
ანუჩინი დიმიტრი ნიკოლოზის ძე (1843-1923) - რუსი ანთროპოლოგი, გეოგრაფი, ეთნოგრაფი, არქეოლოგი.

ახვლედიანი დიმიტრი თომას ძე (1866-1951) - სამხედრო ექიმი; 1904 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი; 1900-იანი წლების დასაწყისში სამხედრო ექიმად მუშაობდა თელავში; უპოვართათვის ჰქონდა უფასო ამბულატორია სოფელ კურდღელაურში. დიმიტრი ახვლედიანის მეუღლე იყო ელისაბედ ერისთავი. დიმიტრი ახვლედიანისა და ელისაბედ ერისთავის ქალიშვილი იყო ელენე ახვლედიანი.

ახნაზაროვი არტემ მიხეილის ძე (1866-1942) - მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, სა ზოგადო მოღვაწე. თანამშრომლობდა „ივერიაში“. ფსევდონიმები: „ორანი“, „ჩიორა“, „მანოელიძე“, „ალფა“, „დუშიკო“, „კალმოსანი“.

აღლაძე (ბეჟანიშვილი) ოლღა ნიკოლოზის ასული (1869-1952) - მწერალი, ქველმოქმედი, პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის - ილია სიმონის ძე აღლაძის (აგლაძის) მეუღლე.
ბ
ბაგრატიონი ვახუშტი (1696-1757) - გეოგრაფი, ისტორიკოსი. მისი უმთავრესი ნაშრომია „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელშიც მოთხრობილია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XVIII საუკუნის შუა ხანებამდე. შეადგინა საქართველოსა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ზოგადგეოგრაფიული შინაარსის ატლასები.

ბაგრატიონ-მუხრანელი (ამილახვარი) ქეთევან ერეკლეს (ირაკლის) ასული (1852-1918) - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა კრების მონაწილე, მონაწილეობდა ოლივერ უორდროპის პატივსაცემად გამართულ ნადიმში.

ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანბატონი, მუხრანსკი) ივანე (იოანე) კონსტანტინეს ძე (1812-1895) - ერეკლე II-ის შვილთაშვილი, გენერალ-ლეიტენანტი, ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი 1853-1856 წლებში, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი 1881-1891 წლებში, კავკასიის საიმპერატორო სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი საპატიო წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, ქველმოქმედი.

ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანსკი) კონსტანტინე (კოწია) ივანეს ძე (1838-1903) - რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, ყირიმისა და რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, რუსეთის საიმპერატორო კარზე ეგერმაისტერი, თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი (1894-1900), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, ქველმოქმედი, აფინანსებდა ქართველ სტუდენტებს, დიდია მისი მატერიალური წვლილი ქართული გიმნაზიის მშენებლობაში.

ბაგრატიონ-გრუზინსკი პეტრე ალექსანდრეს ძე (1857-1922) - ერეკლე II-ის შთამომავალი, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს საგანგებო დავალებათა მოხელე, კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული დრამატული საზოგადოების კომიტეტის წევრი.

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) - პოეტი.
ბარტოლომეი (ბართოლომეი) ივანე ალექსის ძე (1813-1870) - რუსი არქეოლოგი და ნუმიზმატი, პეტერბურგის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, გენერალ-ლეიტენანტი.

ბარნოვი ვასილ ზაქარიას ძე (1856-1934) - მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890) - ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი.

ბახტაძე ილია (ილია ხონელი) ლუკას ძე (1859-1900) - პუბლიცისტი, მწერალი, კრიტიკოსი, მთარგმნელი.

ბებუთაშვილი (ბებუთოვი) ვასილ იოსების ძე (1789 ან 1791-1858) - ინფანტერიის გენერალი, იმერეთის მმართველი, ახალციხის გათავისუფლებისათვის ბრძოლის მონაწილე, ახალციხის მმართველი. 1847-1853 წლებში ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო მმართველისა და თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.
ბებუთაშვილი (ბებუთოვი) კონსტანტინე აშხარბეგის (ალექსანდრეს) ძე (1847-1907) - ჟურნალისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. გაზეთ „ტიფლისსკი ვესტნიკის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის საკრებულოს ხმოსანი დეპუტატი
ბებუთაშვილი (ბებუთოვი) მიხეილ პეტრეს ძე (1845-?) - თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი.

ბერჟე ადოლფ პეტრეს ძე (1828-1885) - ფრანგი ორიენტალისტი, კავკასიოლოგი, საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის, არქოლოგიის, ეთნოგრაფიისა და სტატისტიკის საკითხების მკვლევარი, კავკასიის განყოფილების მმართველი, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი (1857), „აზიის საზოგადოების“ წევრი (1864), საფრანგეთისა და გერმანიის აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოებების წევრი, კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის თავმჯდომარე (1894), კავკასიის არქეოლოგიური კომისიის აქტების ათი ტომის რედაქტორი.

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880) - ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. 1847-1848 წლებში იმოგზაურა საქართველოში. დიდია მისი წვლილი ქართველოლოგიური კვლევისა თუ ქართველოლოგიის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ორასზე მეტი ნაშრომის ავტორი.

ბოროზდინი კორნელი ალექსანდრეს ძე (1828-1896) - რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ საქართველოში გამოგზავნილი მოხელე, რუსი მწერალი, ადვოკატი, არაერთი ნაშრომის ავტორი სამეგრელოსა და სვანეთზე.
გ

გაბაშვილი (თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938) - მწერალი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის საადგილმამულო ბანკის წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო კომიტეტის, ქალთა სასწავლებლების დასახმარებლად დაფუძნებული ქალთა კომიტეტის, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი.

გაბრიელ ეპისკოპოსი (ერისკაცობაში - გიორგი სამსონის ძე ქიქოძე) (1825-1896) - სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, ფსიქოლოგი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, 1849-1858 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორი და რექტორის თანაშემწე, ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი; 1858 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად, შემდეგ - გორის ეპისკოპოსად, 1860 წელს - იმერეთის ეპისკოპოსად. საკუ თარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქტიურად ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას.

გაბუნია-ცაგარელი ნატო მერაბის ასული (1859-1910) - მსახიობი, მუდმივი ქართული დრამატული დასის წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე.
გაკელი მიხეილ პავლეს ძე (1842-?) - კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე 1891-1906 წლებში.

გამყრელიძე ვიქტორ (ბიქტორ) მერაბის ძე (1866-1942) - მსახიობი. მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, ფოთის, თელავის თეატრებსა და „სახკინმრეწვის“ კინოსტუდიაში.

გოგებაშვილი იაკობ სიმონის ძე (1840-1912) - მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.

გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე (1869-1941) - საზოგადო მოღვაწე, ადვოკატი, პუბლიცისტი, პოეტი, ფრანგულ ენაზე „ვეფხისტყაოსანის“ მთარგმნელი, კავკასიის იურიდიული საზოგადოების წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოს დამფუძნებელი კრების, ეროვნული საბჭოსა და პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი.

გრიბოედოვი ალექსანდრე სერგეის ძე (1794/95-1829) - რუსი მწერალი, დიპლომატი, ნინო ჭავჭავაძის მეუღლე.
გრიგოლ არქიმანდრიტი (ერისკაცობაში გიორგი ელიზბარის ძე დადიანი) (1824-1907) - გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი 1886-1898 წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938) - მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, სხვადასხვა პერიოდული გამოცემის რედაქტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების ნამდვილი წევრი, „საქართველოს კალენდრის“ შემდგენელ-გამომცემელი.

გურამიშვილი-ჭავჭავაძე ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) - საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი, ილია ჭავჭავაძის მეუღლე.
გურგენიძე მიხეილ გიორგის ძე (1842-1885) - ხალხოსანი მწერალი, ჟურნალ „იმედის“ რედაქტორ-გამომცემელი.

გურიელი გრიგოლ დავითის ძე (1819-1891) - გენერალ-მაიორი, ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი. მრავალი ხელნაწერი, წიგნი და არქეოლოგიური ნივთი შესწირა საზოგადოებას, ეხმარებოდა ქართულ სკოლებს, მუსლიმ ქართველებს.

გურიელი მამია დავითის ძე (1836-1891) - პოეტი, მთარგმნელი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, გურიის მთავართა შთამომავალი.
დ

დადიანი დავით ლევანის ძე (1812-1853) - სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, ეკატერინე ჭავჭავაძის მეუღლე და ნიკო დადიანის მამა.
დადიანი ელიზბარ - დადიანების საგვარეულოს წარმომომადგენელი, გენერალ ოტია დადიანის მამა.
დადიანი (მინგრელსკი) ნიკოლოზ (ნიკო) დავითის ძე (1847-1903) - სამეგრელოს მთავ რის, დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟი, ქართველთა შორის წერა-კით ხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი და საპატიო წევრი. 1885 წელს თავისი პირადი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. დღეს ნიკო დადიანის ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული.
დილავარდისა - რაფიელ ერისთავისა და მისი და-ძმის აღმზრდელი ძიძა.
დოდაშვილი კონსტანტინე (კოტე) ივანეს ძე (?-1919) - ენათმეცნიერი, ლიტერატურათ მცოდნე, მთარგმნელი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი. გრამატიკისა და ლექსწყობის საკითხებთან დაკავშირებული მისი წერილები იბეჭდებოდა „ივერიაში“, „კვალსა“ და „მოამბეში“, სოლომონ დოდაშვილის შვილიშვილი.
ე

ევდოშვილი (ხოსიტაშვილი) იროდიონ ისაკის ძე (1873-1916) - მწერალი, პუბლიცისტი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების ნამდვილი წევრი, მესამე დასის წევრი, ფსევდონიმები: „რიგოლეტო“, „იროდი ბერი“, „ნარიგლეჯია“, „იელი“, „ირა“.

ეკიმოვი ფეოდორ (ფედია) (1860-?) - რაფიელ ერისთავის ქალიშვილის, ნინო ერისთავის, მეუღლე.

ელიაშვილი ივანე სპირიდონის ძე (1864-1932) - ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, საზოგადოების რწმუნებული ბაქოში; ქართული დრამატული საზოგადოების ნამდვილი წევრი.
ენფიანჯიანცი ამბარცუმ (?-1896) - მეწარმე, თამბაქოს ფაბრიკის პირველი მსხვილი მფლობელი თბილისში, 1860 წელს დაარსებული სტამბის ერთ-ერთი მეპატრონე (გაბრილო მელქუძიანცთან ერთად). მის სტამბაში იბეჭდებოდა „ივერია“ 1878-1880 წლებში. 1879 წელს და ბეჭდა ილია ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და სხვა.

ერისთავი-ჭავჭავაძე ანა დავითის ასული (1835-1878) - რაფიელ ერისთავის და, საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის უზადო მცოდნე, ნიკოლოზ (დიდი ნიკო) ზურაბის ძე ჭავჭავაძის მეუღლე.

ერისთავი ანასტასია რაფიელის ასული (1869-1956) - რაფიელ და თეოდოსია ერისთავების ქალიშვილი, ვასილ ბესარიონის ძე კახიძის მეუღლე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი.

ერისთავი-ჯორჯაძე ბარბარე დავითის ასული (1833-1895) - რაფიელ ერისთავის და, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ქალთა უფლებების ერთ-ერთი პირველი დამცველი, ყოფილი სამხედრო პირისა და მემამულის - ზაქარია ჯორჯაძის მეუღლე.

ერისთავი ბარბარე რაფიელის ასული (1863-1925) - რაფიელ და თეოდოსია ერისთავების ქალიშვილი, თავად ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილის მეუღლე.

ერისთავი გიორგი დავითის ძე (1813-1864) - მწერალი, ქართული თეატრის დამაარსებელი, პირველი ქართული ჟურნალის „ცისკარი“ დამაარსებელი და რედაქტორი, ფსევდონიმი: „გლუხარიჩი“.
ერისთავი დავით რაფიელის ძე (1795-1875) - რაფიელ ერისთავის მამა, არაგვის ერისთავთა შთამომავალი, თელავის მაზრის მემამულე.

ერისთავი დავით - რაფიელ ერისთავის მეუღლის, თეოდოსია ერისთავის მამა, გურიის თავადი.

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) - მწერალი, მთარგმნელი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების კომიტეტის წევრი, ავტორი ცნობილი დრამისა „სამშობლო“, გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორი 1882-1884 წლებში.

ერისთავი დიმიტრი (ტიტიკო) კონსტანტინეს ძე (1862-1924) - ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი.
ერისთავი ეკატერინე დავითის ასული - რაფიელ ერისთავის და, ბავშვობაში გარდაცვლილი.

ერისთავი ელენე რაფიელის ასული (1871-1950) - რაფიელ და თეოდოსია ერისთავების ქალიშვილი, ილია ჭავჭავაძის ნათლული, თავად გიგლო ტუსიშვილის მეუღლე.

ერისთავი თეოდოსია დავითის ასული (1841-1891) - რაფიელ ერისთავის მეუღლე, გურიის ერისთავის - დავითის ასული.

ერისთავი იოსებ (სოსიკო) დავითის ძე (1829-1889) - რაფიელ ერისთავის ძმა.

ერისთავი კიაზო (გიორგი) გიორგის ძე (1821-1909) - გენერალი, რაფიელ ერისთავის ბიძაშვილი.

ერისთავი კონსტანტინე (კოტე) დავითის ძე (1850- 1891) - რაფიელ ერისთავის ნახევარძმა.
ერისთავი ლევან დავითის ძე (1865-?) - რაფიელ ერისთავის ნახევარძმა.
ერისთავი მიხეილ - რაფიელ ერისთავის მასპინძელი ქუთაისში.

ერისთავი ნიკოლოზ (კოლა) დავითის ძე (1865-1933) - სამხედრო პირი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, დეკლამატორი, ფსევდონიმი: „ტყვიაველი“.

ერისთავი ნიკოლოზ იოსების ძე - რაფიელის ძმის, იოსებისა და ალექსანდრე ყაზბეგის ნახევარდის, დარია თუმანიშვილის შვილი.

ერისთავი ნინო რაფიელის ასული (1865-189?) - რაფიელ და თეოდოსია ერისთავების ქალიშვილი, ფეოდორ ეკიმოვის მეუღლე.

ერისთავი ნუგზარ იოსების ძე - რაფიელის ძმის, იოსებისა და ალექსანდრე ყაზბეგის ნახევარდის, დარია თუმანიშვილის შვილი.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) - მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, რედაქტორი, ცენზორი, მსახიობი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, ლექსიკოგრაფი, ფოლკლორისტი, ისტორიკოსი, სამართლისმცოდნე და ადვოკატი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, დრამატული საზოგადოების დამაარსებელი და პირველი გამგეობის წევრი, თბილისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი, საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების საზოგადოებისა და კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ნამდვილი წევრი, არქეოლოგიური კვლევის ფუძემდებელი დასავლეთ საქართველოში, ქართული სიძველეების მაძიებელი და შემკრები, მუზეუმმცოდნე, კოლექციონერი, ფიტონომიის ფუძემდებელი, ქველმოქმედი.

ერისთავი სამსონ დავითის ძე - რაფიელ ერისთავის მეუღლის, თეოდოსიას ძმა. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პეტერბურგში.

ერისთავი ფეოდოსია რაფიელის ასული (1866-1948) - რაფიელ და თეოდოსია ერისთავების ქალიშვილი, თავად ლევან მაყაშვილის მეუღლე.
ვ

ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915) - მწერალი.

ვახვახიშვილი ალექსანდრე რევაზის ძე - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებული თელავში, 1907 წლის ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნილი „ქართველი ხალხის პეტიციის“ ერთ-ერთი ხელმომწერი.

ვახვახიშვილი-აბაშიძე თამარ (1875-1936) - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თელავის წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელის საქველმოქმედო საზოგადოების გამგეობის წევრი. დიდია მისი როლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნებასა და 1909 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების შექმნაში, 1911 წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის თელავის წერა-კით ხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის შექმნაში, თელავის ვაჟთა გიმნაზიისა და თელავის ჭრა-კერვის სკოლის დაარსებაში. 1915 წელს მისი ხელმძღვანელობით თელავის მაზრაში გაიხსნა ხუთი სამკითხველო და წიგნის მაღაზია; 1927 წლისათვის თამარ ვახვახიშვილი ოჯახით საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, სადაც ის ხელმძღვანელობდა თბილისის უსინათლოთა სკოლა-ინტერნატს, გამოსცა „ქართული ანბანი უსინათლოთათვის“ და საქართველოს რუკა.

ვახვახიშვილი ლევან რევაზის ძე (1871-1943) - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, მენშევიკების დროს თელავის ერობის თავმჯდომარე.
ვახვახიშვილი ილია ესტატეს ძე (1875-1951) - თავადი.

ველიჩკო ვასილ ლეონის ძე (1860-1903) - რუსი პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, გაზეთების - „კავკაზ“, „რუსსკი ვესტნიკ“ - რედაქტორი, კავკასიის იურიდიული საზოგადოების წევრი.
ვერდერევსკი ევგენი ალექსანდრეს ძე (1825-1867) - რუსი მწერალი, გაზეთ „კავკაზის“ თანამშრომელი, ალმანახის „ზურნა“ რედაქტორი (1855). დაინტერესებული იყო კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიით. 1854 წელს გამოსცა წიგნი „ამიერკავკასიისა და უპირატესად თბილისის ქრისტიანული მოსახლეობის სახალხო დღესასწაულებისა და სადღესასწაულო წეს-ჩვეულებების შესახებ“.

ვოლსკი გრიგოლ იოსების ძე (1860-1909) - პუბლიცისტი, პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

ვორონცოვი მიხეილ სიმონის ძე (1782-1856) - არისტოკრატიული საგვარეულოს წარმომადგენელი, აღიზარდა ინგლისში, რუსეთის ელჩის ოჯახში. მსახურობდა კავკასიაში პავლე ციციანოვის არმიაში. პეტრე ბაგრატიონის მეთაურობით იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ, კავკასიის საგანგებო კორპუსის მთავარსარდალი, 1844-1854 წლებში კავკასიის მეფისნაცვალი.
ვუჩეტიჩი ნიკოლოზ გაბრიელის ძე (1845-1912) - რუსი საბავშვო მწერალი და პუბლიცისტი, სერბ მეფეთა შორეული შთამომავალი, დაამთავრა თბილისის გიმნაზია და პეტერბურგის უნივერსიტეტი.
ზ

ზარაფიშვილი ილია აბრამის ძე (1856-1909) - მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ფსევდონიმი „ნადიკვრელი“.
ზარაფიშვილი ქეთევან - რაფიელ ერისთავის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამომსვლელი.
ზისერმანი არნოლდ ლევის ძე (1824-1897) - გერმანული წარმოშობის რუსი სამხედრო მოხელე, მემუარისტი, ავტორი წიგნისა „ოცდახუთი წელი კავკასიაში - 1842-1867“.

ზიჩი მიხაი (1827-1906) - უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი.
თ

თაყაიშვილი ექვთიმე სვიმონის ძე (1863-1953) - ისტორიკოსი, ფილოლოგი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, თბილისის სათავადაზნაურო სკოლისა და გიმნაზიის მასწავლებელი, თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე 1894-1904 წლებში, საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო სა ზოგადოების დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროფესორი.

თულაშვილი ვახტანგ დიმიტრის ძე (1834-1910) - პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

თუმანიშვილი-წერეთელი ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932) - საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ქალთა საზოგადოების „განათლება“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი.
თუმანიშვილი ანა (ანანა) ეგნატეს ასული (1788-1825) - რაფიელ ერისთავის დედის, ნინო ამილახვრის დედა, ავთანდილ ამილახვრის მეუღლე.

თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) - ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბ ლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ თანარედაქტორი 1891-1894 წლებში, რედაქტორი - 1894-1903 წლებში, თბილისის გუბერ ნიაში ერობის შემოღების საკითხის შემსწავლელი კომისიის წევრი (1897).
თუმანიშვილი დარია იოსების ასული (1835-1872) - იოსებ (სოსიკო) ერისთავის მეუღლე, ალექსანდრე ყაზბეგის ნახევარდა.

თუმანიშვილი ვასილ მიხეილის ძე (1857-1912) - ჟურნალისტი, მსახიობი, რეჟისორი, საზოგადო მოღაწე, ქართული დრამატული საზოგადოების კომიტეტის წევრი 1890 წელს, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ რედაქტორი 1891-1903 წლებში.
ი
იოანისიან აბგარ არტემის ძე (1849-1904) - სომეხი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, გაზეთ „არძაგანკის“ რედაქტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, თბილისის საბჭოს ხმოსანი დეპუტატი 1880-1890-იან წლებში, კომერციული ბანკის წევრი. 1877 წელს მის მფლობელობაში გადავიდა ივანე ალექსანდრეს ძე ივანოვის ბიბლიოთეკა. ფსევდონიმი „მახლას“.

იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1823-1902) - რუსი პედაგოგი, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი (1878-1899).
იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919) - მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, ფსევდონიმი: „წყალტუბოელი“.

იოსელიანი პლატონ ეგნატეს ძე (1809-1875) - ისტორიკოსი, ფილოლოგი, ჟურნალისტი. გაზეთის „ზაკავკაზსკი ვესტნიკ“ რედაქტორი.

ისარლიშვილი (ისარლოვი) ლუკა სტეფანეს ძე (1814/7-1893) - ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პოეტი, მთარგმნელი, კავკასიის საცენზურო კომიტეტის წევრი 1881-1889 წლებში.
კ

კახიძე ვასილ ბესარიონის ძე (?-1937) - პედაგოგი, რაფიელ ერისთავის ქალიშვილის - ანასტასია (ტასო) ერისთავის მეუღლე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებული თელავში.

კერესელიძე ივანე ივანეს ძე (1829-1892) - მწერალი, პუბლიცისტი, რედაქტორ-გამომცემელი, საზოგადო მოღვაწე, ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი 1857-1875 წლებში.
კვალიაშვილი მიხეილ - ქართული დრამატული საზოგადოების ნამდვილი წევრი.

კირიონ II (ერისკაცობაში - გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი) (1855-1918) - სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917-1918 წლებში.
კიკნაძე ფილადელფოს იოანეს ძე (1794-1833) - მწერალი, პედაგოგი, სასულიერო პირი, ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური.

კოლუბიაკინი ნიკოლოზ პეტრეს ძე (1811-1868) - გენერალი, ქუთაისის სამხედრო გუ ბერნატორი 1862 წელს.
კრასნოსკულოვი დ. - რაფიელ ერისთავის რუსული ენის პედაგოგი.
კოჩერგინი ნ. - გორში ხერსონის რაზმის ხაზინადარი, რაფიელ ერისთავის რუსული ენის პედაგოგი.

კრილოვი ივანე ანდრიას ძე (1769-1844) - რუსი მწერალი, დრამატურგი და მეიგავე.
ლ

ლაისტი არტურ (1852-1927) - გერმანელი მწერალი, მთარგმნელი, ქართველოლოგი, პუბლიცისტი. გერმანულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველი პოეტების არაერთი ლექსი. 1884 წელს, ილია ჭავჭავაძის მოწვევით, ერთი თვე იმყოფებოდა საქართველოში; გერმანიაში დაბრუნებულმა დაბეჭდა წიგნი „საქართველო, ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა“. 1887 წელს გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე; 1892 წლიდან საქართველოში დამკვიდრდა; 1904 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართველი ხალხი“, რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა; 1906 წელს თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი „Kaukasische Post“, რომელსაც წელიწადნახევრის განმავლობაში რედაქტორობდა; 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტში მიიწვიეს გერმანული ენის ლექტორად; 1923 და 1927 წლებში ორ წიგნად გამოიცა მისი კრებული „საქართველოს გული“.

ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1865-1931) - პუბლიცისტი, რედაქტორი, სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი, 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრი.
ლარაძე პეტრე გიორგი ძე (1770-1837) - პოეტი, კალიგრაფი, თბილისის სამეფო წიგნსაცავის გამგებელი. 1803-1810 წლებში თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად სპარსეთში იყო გადახვეწილი; 1810 წლიდან პეტერბურგში ცხოვრობდა; 1820-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა. ლირიკული ლექსების კრებულის „მრავალფერყვავილოვანი“, პოემების - „საქართველოს ძველი დროის თავგადასავალი“, „დილარიანი“, „სახე-მგოსანი“ ავტორი.

ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე) (1860-1921) - იმერეთის ეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1920-1921 წლებში, საეკლესიო მუზეუმის საპატიო წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) - პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
მ

მამინაიშვილი ნიკიფორე იესეს ძე (1870-1922) - თელავის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საზოგადო მოღვაწე.

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918) - იურისტი, ადვოკატი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი და საპატიო წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, ივანე მაჩაბლის ძმა.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) - მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალ „ივერიის“ თანარედაქტორი ილია ჭავჭავაძესთან ერთად 1881 წელს, გაზეთ „დროების“ რედაქტორი 1883-1885 წლებში, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი 1883 წელს.

მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927) - აგრონომი, საზოგადო მოღვაწე, „ნადვორნი სოვეტნიკი“, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი დეპუტატი 1887-1889 წლებ ი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებული, საგანგებო დავალებათა მოხელე თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების სამმართველოში, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებული გორის მაზრაში, საგლეხო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე 1907-1911 წლებში, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

მაღალაშვილი გიორგი (გეგე) გრიგოლის ძე (1842-1922) - ექიმი, საზოგადო მოღვაწე, ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

მაღალაშვილი ლუარსაბ (შაქრო) ალექსანდრეს ძე (1839-1907) - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, თბილისის საადგილმამულო ბანკის წესდების შემმუშავებელი სარედაქციო კომიტეტის წევრი, შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების გამგე კომიტეტის წევრი 1877 წელს და თავმჯდომარე 1889-1890 წლებში, თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი 1892-1894 წლებში.
მაჭავარიანი გ. - გურიის ოლქის უფროსი.

მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (1851-1925) - მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, გაზეთ „თემის“ რედაქტორი.

მელიქიშვილი დავით ზაქარიას ძე (1856-1909) - კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტი, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი 1900-1903 წლებში, გენერალ-ადიუტანტისა და სახელმწიფო საბჭოს წევრის, ლევან მელიქიშვილის ძმისშვილი.

მელიქიშვილი ლევან ივანეს ძე (1817-1892) - გენერალ-ადიუტანტი და სახელმწიფო საბჭოს წევრი, ნახჩევანის მაზრის უფროსი, კავკასიის არმიის ჯარების მთავარსარდლის მოადგილე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობარი.

მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) - მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების დამთავრების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში, „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) - მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ „დროების“ რედაქტორი 1868-1882 წლებში, იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

მესხი კოტე (იაკობ) სიმონის ძე (1857-1914) - დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ქართული დრამატული საზოგადოების ნამდვილი წევრი.

მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) - პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი, საზოგადო მოღვაწე. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი (1885-1898), მდივანი და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი (1886-1887).
მილიუტინი იური ნიკოლოზის ძე (1856-1912) - პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორი 1892-1897 წლებში.

მიქავა უტუ - სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856-1857) მეთაური.

მიქელაძე დავით ალექსანდრეს ძე (1843-1918) - მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, „ივერიის“ თანამშრომელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ნიკო ნიკოლაძესა და პავლე იზმაილოვთან ერთად პარიზში გამოსცემდა გაზეთ „დროშას“. ფსევდონიმი „მეველე“.

მრევლიშვილი ნიკოლოზ (ნიკო) ანდრიას ძე - სამხედრო პირი, პოდპოლკოვნიკი, ქუთაისის დასის მსახიობი, მუსიკოსი, ლოტბარი.

მურიე ჟიულ (1846-?) - ფრანგი ჟურნალისტი, მკვლევარი, მწერალ არტურ ფონ ზუტნერთან და მის მეუღლესთან, ნობელიანტ ბერტა ფონ ზუტნერთან ერთად „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულად თარგმნაში ეხმარებოდა იონა მეუნარგიას. ჟურნალ „Caucase illustre“-ს გამომცემელი.
ნ
ნაზარიანი ტიგრან - გამომცემლობის „აღბიური და ტარაზი“ რედაქტორი.

ნასიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (1859-1935) - პედაგოგი, მკვლევარი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, გაზეთ „ივერიის“ კორესპონდენტი.

ნიკოლაი ალექსანდრე პავლეს ძე (1821-1899) - ბარონი, კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, წარმოშობით შვედი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულის, სოფიოს მეუღლე.

ნიკოლაძე იაკობ ივანეს ძე (1876-1951) - მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო მხატვარი, სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პრო ფესორი.

ნიკოლაძე ნიკო იაკობის ძე (1843-1928) - პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო პოლიტიკური მოღვაწე, მეცენატი, ფოთის ქალაქისთავი (1894-1914), საქართველოს ეროვნული საბჭოს (1917-1918) და საქართველოს დამფუძნებელი კრების (1919-1920) წევრი.
ნიჟარაძე ბესარიონ შიოს ძე (1852-1919) - ეთნოლოგი, პუბლიცისტი, სასულიერო პირი, ფოლკლორისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემომწირველი, ფსევდონიმები: „თავისუფალი სვანი“, „ბესარიონ სვანი“, „სვანი“.
ო

ორბელიანი ალექსანდრე („პუპლია“) ვახტანგის ძე (1802-1869) - მწერალი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ერეკლე II-ის ასულის, თეკლა ბატონიშვილის ვაჟი, თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი 1828 წელს, 1932 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვნელი.

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) - პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე (1812-1890) - პოეტი, ერეკლე II-ის ასულის, თეკლა ბატონიშვილის ვაჟი, 1832 წლის შეთქმულების ინიციატორი, მომრიგებელი მოსამართლე.

ორბელიანი მარიამ ვახტანგის ასული (1852-1941) - მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, ვაჟთა ქართული გიმნაზიის სამზრუნველო კომიტეტის წევრი, მასწავლებელ ქალთა საზოგადოების წევრი, სამუსიკო სასწავლებლის კომიტეტის წევრი, შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ორბელიანი სულხან-საბა ვახტანგის ძე (1658-1725) - მწერალი, მეცნიერი, განმანათლებელი, პოლიტიკური მოღვაწე, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი.
პ

პაატაშვილი ივანე (ვანო) დიმიტრის ძე (1880-1964) - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ „ცნობის ფურცლის“ კორესპონდენტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ფსევდონიმები: „დამსწრე“, „დავიწყებული“, „გორის-ძირელი“, „თელაველი“, „დიმიტრაშვილი“.
ჟ

ჟორდანია თევდორე (თედო) დავითის ძე (1854-1916) - ისტორიკოსი, არქეოლოგი, ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, 60-მდე ისტორიული ნაშრომის ავტორი. 1888 წელს დაინიშნა საეკლესიო მუზეუმის გამგედ.
ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951) - ჟურნალისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების წევრი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. გარდაიცვალა ემიგრაციაში.
რ

რატილი (ნავრატილი) იოსებ ივანეს ძე (1840-1912) - ჩეხი კომპოზიტორი, ლოტბარი და მომღერალი (ტენორი), 1880-1912 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. 1880 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. გაეცნო ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს; 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ლადო აღნიაშვილის ხალხური სიმღერის გუნდს; 1890 წელს შეადგინა ცალკე გუნდი; პროპაგანდას უწევდა ქართულ სიმღერას; ჩაწერა და დაამუშავა რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა.

რადდე გუსტავ ივანეს ძე (1831-1903) - გერმანული წარმოშობის რუსი ბუნებისმეტყველი, მოგზაური, გეოგრაფი, ნატურალისტი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 1863 წლიდან თბილისში დამკვიდრდა. იმოგზაურა აჭარაში, ხევსურეთში, თუშეთსა და ფშავში, მოიარა კოდორის, რიონის, ცხენისწყლისა და ენგურის ხეობები, კოლხეთის დაბლობი, აფხაზეთი. შეაგროვა ზოოლოგიური, ბოტანიკური და ეთნოგრაფიული კოლექციები. იყო განახლებული კავკასიის მუზეუმისა და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი 1868 წლიდან.

როინაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1846-1898) - პირველი ქართველი ფოტოგრაფი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1880-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა სამი ფოტოგრაფიული სტუდია. ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა მოძრავი გამოფენები.

რომანოვი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე (1827-1892) - დიდი მთავარი, ნიკოლოზ I-ის ვაჟი.

რომანოვი მიხეილ ნიკოლოზის ძე (1832-1909) - იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ვაჟი, კავკასიის მეფისნაცვალი 1863-1888 წლებში, რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის დროს კავკასიის არმიის მთავარსარდალი, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 1881-1905 წლებში. დაქორწინებული იყო ბადენის პრინცესა ცეცილიაზე, რომელიც მართლმადიდებლურ ქორწინებაში ოლგა თევდორეს ასულად იწოდა.
ს

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) - მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი, „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი 1902-1903 წლებში, ფსევდონიმი: „რიშ-ბაბა“.

სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე (1848-1911) - მეწარმე, მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი.

საფაროვა-აბაშიძე მაკო (მარიამ) მიხეილის ასული (1860-1940) - მსახიობი, მუდმივი ქართული დრამატული დასის წევრი.
სემიონოვ-ტიან-შანსკი პეტრე პეტრეს ძე (1827-1914) - რუსი გეოგრაფი, ბოტანიკოსი, სტატისტიკოსი. რუსული საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-თავმჯდომარე, რუსული ენტომოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი.
სიდამონ-ერისთავი დავით ვასილის ძე - „გუბერნსკი სეკრეტარი“ (თელავის მაზრა, 1903).

სვიმონიძე (გოგოლაშვილი სვიმონ პავლეს ძე) (1863-1920) - მსახიობი, რეჟისორი, ქართული დრამატული საზოგადოების წევრი.

სულხანიშვილი ვასილ ალექსანდრეს ძე (1862-1909) - აგრონომი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. გაზეთ „მეურნის“ რედაქტორ-გამომცემელი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე 1901 წელს, თბილისის სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო საზოგადოების საბჭოს წევრი.
სოლოგუბი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე (1813-1882) - რუსი მწერალი და ეთნოგრაფი. 1850-იან წლებში მიხეილ ვორონცოვის მოწვევით ჩამოდის საქართველოში. 1853 წლიდან კავკასიის მუზეუმის პირველი დირექციის წევრი, ერასტ ანდრეევსკის თანადირექტორი.
სტალინი (ჯუღაშვილი იოსებ ბესარიონის ძე) (1879-1953) - საბჭოთა კავშირის მინის ტრთა საბჭოს თავმჯდომარე, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.

სუნდუკიანცი გაბრიელ მკრტიჩის ძე (1825-1912) - თბილისელი სომეხი დრამატურგი, ქართული დრამატული საზოგადოების საპატიო წევრი.
ტ

ტუსიშვილი გიორგი დავითის ძე (1870-1915) - რაფიელ ერისთავის ასულის, ელენეს მეუღლე.
ტუსიშვილი დავით (1848-1909) - რაფიელ ერისთავის ასულის, ელენეს მამამთილი.

ტოლსტოი ლევ ნიკოლოზის ძე (1828-1910) - რუსი მწერალი.

ტყემალაძე მარკოზ პავლეს ძე (1859-1937) - დეკანოზი, ქაშვეთის წმ. გორგის ეკლესიის მღვდელი, პროტოპრესვიტერი.
უ

უვაროვი ალექსანდრე სერგეის ძე (1825-1884) - გრაფი, რუსი არქეოლოგი, რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი, თბილისში 1881 წელს არქეოლოგთა V ყრილობის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი.

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) - საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი, მას წავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, მუშაობდა შავი ქვის წარმოებაში ზესტაფონსა და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.
ფ
ფითუაშვილი (ფითოევი) ისაია იაგორის ძე (1844-1904) - საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ქართული თეატრალური დასის გამგეობის წევრი, „საარტისტო საზოგადოების“ საბჭოს თავმჯდომარე, ჟურნალ „ფალანგის“ რედაქტორ-გამომცემელი 1880-1881 წლებში.

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913) - მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ - ზუგდიდში. ბეჭდავდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.
ქ

ქალანთარი (ყალანთარი) ალექსანდრე აირაპეტის ძე (1855-1913) - სომეხი აგრონომი, ჟურნალისტი, საზოგადო მიღვაწე, გაზეთ „მშაკის“ რედაქტორი 1892-1913 წლებში, 1893 წელს დასახელდა თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.
ქობულაშვილი ივანე - თავადი, თელავის თავადაზნაურთა წინამძღოლი.

ქორიძე ფილიმონ იასეს ძე (1829-1911) - მუსიკათმცოდნე, ლოტბარი, პედაგოგი, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი და მუსიკოსი, რომელმაც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა; 1864-1872 წლებში ვოკალურ ხელოვნებას სწავლობდა მილანში, მღეროდა „ლა სკალაში“. იტალიურმა პრესამ ის იტალიის საუკეთესო ბანად აღიარა. 1881 წელს დაბრუნდა საქართველოში და აქტიურ საზოგადო მოღვაწეობას შეუდგა; ამავე წლიდან გახდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერა-გალობის თავმოყრის, ჩაწერისა და გავრცელების საქმეში; 1893 წელს ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად, სადაც 5532 საგალობელი ჩაწერა; 1895-1911 წლებში შეკრიბა და გამოსცა საგალობლების 4 კრებული. 1895 წელს გამოსცა „სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის“.
ღ

ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879) - პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე.

ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920) - პუბლიცისტი, პედაგოგი, ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორი.
ყ

ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893) - მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, ის ტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

ყარანგოზიშვილი გიორგი (გიგო) გრიგოლის ძე - გორის მომრიგებელი მოსამართლე, დუშეთის მამასახლისი, ილია ჭავჭავაძის მეგობარი.

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) - მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ყიფიანი-კლდიაშვილი ეფროსინე (ეფრო) ქაიხოსროს ასული (1839-1913) - მსახიობი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის პროფესიული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი, დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი.

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921) - მსახიობი, მთარგმნელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკისა და საისტორიო და საეთნოგრა ფიო საზოგადოების წევრი.

ყიფიანი პავლე (პალიკო) იოსების (როსტომის) ძე (1864-1913) - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი, ხაზინადარი, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის უფროსი ბუღალტერი და გამგეობის წევრი, თბილისის ბანკის ბაქოს სააგენტოს მმართველი.

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916) - ისტორიკოსი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და ქართული დრამატული საზოგადოების ნამდვილი წევრი, ტფილისის საგუბერნიო საკრებულოს მდივანი, კავკასიის იურიდიული საზოგადოების წევრი.

ყიფშიძე გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე (1858-1921) - მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი, ქართული ჟურნალ-გაზეთების თანამშრომელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების ნამდვილი წევრი, ქართული სამეურნეო ბანკის დირექტორი მის გაუქმებამდე.
ჩ

ჩარკვიანი გრიგოლ (გიგო) ვასილის ძე (1852-1922) - ქველმოქმედი, ქართული წიგნის გამომცემელი, სტამბისა და წიგნის მაღაზიის მეპატრონე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების წევრი.

ჩერნიშევსკი ნიკოლოზ გაბრიელის ძე (1828-1889) - რუსი მწერალი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი.
ჩოლოყაშვილი ბიძინა ოთარის ძე (1830-1902) - გენერალ-მაიორი, მეცენატი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
ჩოლოყაშვილი დავით ოთარის ძე - ბიძინა ჩოლოყაშვილის ძმა.

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) - მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი, პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი, ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონის შემდგენელი.

ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე (1864-1926) - პოლიტიკური მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ბათუმის საკრებულოს ხმოსანი დეპუტატი, ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე.
ც

ცაგარელი ავქსენტი (ასიკო) ანტონის ძე (1857-1902) - მსახიობი, დრამატურგი, პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, მუდმივი ქართული დრამატული დასის წევრი, ავტორი კომედიებისა - „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ და „ხანუმა“, მსახიობ ნატო გაბუნიას მეუღლე.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) - პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი და პირველი გამგეობის წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, არაერთი ქართული სკოლის გახსნის ინიციატორი, ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების გამგე. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.
წ

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) - მწერალი, საზოგადო მოღვაწე.
წერეთელი ალექსანდრე - თავადი, რომლის საოჯახო ბიბლიოთეკაში რაფიელ ერისთავმა ალექსანდრე გრიბოედოვის ცნობილი თხზულების „ვაი ჭკუისაგან“ ხელნაწერი აღმოაჩინა.

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) - მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ „დროების“, შემდეგ კი „კვალის“ დამაარსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

წერეთელი გრიგოლ (გიგო) როსტომის ძე (?-1895) - ქველმოქმედი. ანდერძით დიდი თანხა დაუტოვა ზეპირსიტყვაობის ფონდს, საჩხერის ქართულ ბიბლიოთეკას, თბილისის ქალთა სკოლას, მოსკოველ ღარიბ სტუდენტებსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

წერეთელი-ჩოლოყაშვილი ნინო დავითის ასული (1847-1922) - მსახიობი, ქართული დრამატული საზოგადოების საპატიო წევრი, მიხაი ზიჩის მიერ გაფორმებული „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით 1882 წელს დადგმული „ცოცხალი სურათების“ მონაწილე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი. მისი თაოსნობით იმართებოდა საქველმოქმედო წარმოდგენები 1890-იან წლებში.

წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920) - აგრონომი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.

წულაძე აპოლონ ივანეს ძე (1871-1942) - აგრონომი, მეფუტკრე, სცენისმოყვარე, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.
ჭ

ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1846) - პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, 1804 წლის აჯანყების, 1832 წლის შეთქმულებისა და ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლების მონაწილე.

ჭავჭავაძე-დადიანი ეკატერინე (1816-1882) - თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული, სამეგრელოს სამთავროს დედოფალი, დავით ლევანის ძე დადიანის მეუღლე.
ჭავჭავაძე იასე ნოშრევანის ძე (1824-1898) - გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი, თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი თელავის მაზრიდან, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

ჭავჭავაძე ილია გრიგოლის ძე (1837-1907) - მწერალი, საზოგადო მოღვაწე.

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) - გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი.

ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) - იურისტი, ნაფიცი ვექილი, მთარგმნელი, ჟურნალ „მოამბის“ რედაქტორი, გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქტორ-გამომცემელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი, ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. ფსევდონიმები: „სანო“ და „ტატალა“.
ჭრელაშვილი დავით - ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი.
ხ

ხიზანაშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) - იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების ნამდვილი წევრი, თბილისის საკრედიტო საზოგადოების საბჭოს წევრი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, ფსევდონიმები: „ურბნელი“, „ნ. ურბნელი“, „პლებსი“.

ხიმშიაშვილი გიორგი (გიგო) ნიკოლოზის ძე (1892-1923) - რაფიელ ერისთავის ქალიშვილის, ბარბარე ერისთავისა და ნიკოლოზ ხიმშიაშვილის ვაჟი, პოლკოვნიკი, საქართველოს ეროვნული გმირი.
ხიმშიაშვილი ეკატერინე ნიკოლოზის ასული - რაფიელ ერისთავის ქალიშვილის, ბარბარე ერისთავისა და ნიკოლოზ ხიმშიაშვილის ქალიშვილი.

ხიმშიაშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე (1861-1909) - რაფიელ ერისთავის ქალიშვილის, ბარბარე ერისთავის მეუღლე, ილია ჭავჭავაძის მეგობარი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 1904 წლიდან. 1909 წელს ილია ჭავ ჭავაძის მკვლელების ძებნაში ქმედითი მონაწილეობისათვის ნიკოლოზ ხიმშიაშვილი ილია იმერლიშვილმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა და ლადო ფეიქრიშვილმა მოკლეს.

ხუდადოვი ნიკოლოზ (ნიკო) ალექსის ძე (1850-1907) - ექიმ-ფტიზიატრი, პუბლიცისტი, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი დეპუტატი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, ქველმოქმედი. ააშენა ტუბერკულოზის ცენტრი თბილისში და ჰაერის გასაჯანსაღებლად ნაძალადევის ფერდობზე გააშენა ტყე-პარკი.

ხუნდაძე სილოვან თომას ძე (1860-1928) - მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, მასწავლებლობდა სენაკსა და ქუთაისში, იყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი, ქუთაისის გიმნაზიის გამგე 1919-1920 წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან - „დროება“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ.
ჯ

ჯაბადარი ალექსანდრე გიორგის ძე (1851-1933) - მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქტორ-გამომცემელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. დააარსა სტამბა და საზოგადოება „წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა“.

ჯაფარიძე ბესარიონ (1849-1877) - პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საზოგადოების „უღელი“ ჟენევის განყოფილების ხელმძღვანელი, გაზეთ „დროების“ კორესპონდენტი ჟენევიდან, დავით ჩქოტუასთან ერთად „ივერიის“ თანარედაქტორი.

ჯორჯაძე დავით (დათა) გიორგის ძე (1867-1928) - მშენებელი ინჟინერი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებული თელავის მაზრაში, სოციალისტ-ფედერალისტი.

ჯორჯაძე მანანა - ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძისა და ზაქარია ჯორჯაძის ქალიშვილი.
ჰ
ჰალბი ალექსანდრე - შესაძლოა, იგულისხმება თბილისის რუსული თეატრის ხელმძღვანელის მამა.
![]() |
15 რაფიელ ერისთავის ჯილდოების ჩამონათვალი |
▲ზევით დაბრუნება |
List of Raphiel Eristavi's Awards

წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის საიმპერატორო და სამეფო ორდენი
Imperial and Royal Order of St. Stanislaus, 3rd degree

წმინდა სტანისლავის საიმპერატორო და სამეფო ორდენის ლენტი (წითელი ქსოვილი ორმაგი თეთრი კანტით)
Ribbon of the Imperial and Royal Order of St. Stanislaus (Red fabric with double white edging)

წმინდა ვლადიმირის მე-4 ხარისხის საიმპერატორო და სამეფო ორდენი
Imperial and Royal Order of St. Vladimir, 4th degree
![]()
წმინდა ვლადიმირის საიმპერატორო და სამეფო ორდენის ლენტი (წითელი და შავი ზოლებით)
Ribbon of the Imperial and Royal Order of St. Vladimir (With red and black stripes)

წმინდა ანას მე-3 ხარისხის საიმპერატორო და სამეფო ორდენი. მცირე ჯვარი მკერდზე სატარებელი (2, 2 სმ სიგანის ლენტზე) 100-90 მან. ყოველწლიური პენსია
Imperial and Royal Order of St. Anna, 3rd degree. A small cross worn on the chest (2, 2 cm wide ribbon) Annual pension of 100-90 Roubles

1853-1856 წლების ომის სამახსოვრო მედალი
(ე.წ. ნიკოლოზისა და ალექსანდრეს მედალი: 1853-1854-1855-1856)
Commemorative Medal of the War of 1853-1856
(The so-called Nicholas and Alexander medal: 1853-1854-1855-1856)
![]()
წმინდა ანდრია პირველწოდებულის საიმპერატორო და სამეფო ორდენის ლენტი (ცისფერი (ლურჯი) ქსოვილი)
Ribbon of the Imperial and Royal Order of St. Andrew the First (Blue fabric)

კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების დიდი ვერცხლის მედალი
Large silver medal of the Caucasian Agricultural Society

წმინდა ანას მე-2 ხარისხის საიმპერატორო და სამეფო ორდენი. მცირე ჯვარი ყელზე სატარებელი (4,5 სმ სიგანის ლენტზე), 150-120 მან. ყოველწლიური პენსია
Imperial and Royal Order of St. Anna - 2nd Class. A small cross worn around the neck (on a 4.5 cm wide ribbon), Annual pension of 150-120 Roubles
![]()
წმინდა ანას საიმპერატორო და სამეფო ორდენის ლენტი (წითელი ქსოვილი ყვითელი კანტით)
Ribbon of the Imperial and Royal Order of St. Anna (Red fabric with yellow edging)

ვერცხლის მედალი „გლეხების გასათავისუფლებლად გაწეული შრომისთვის“ (ჯილდო დაარსდა 1861 წლის 17 აპრილს იმპერატორ ალექსანდრე II-ის მიერ)
Silver Medal „for the work done for the liberation of the peasants“
(The award was established on April 17, 1861 by the Emperor Alexander II)
![]()
ალექსანდრეს ლენტი (წითელი ქსოვილი)
Alexander's ribbon (Red fabric)
![]() |
16 ბიბლიოგრაფია: |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურა
ანტონ I, ქართული ღრამატიკა, გამოცემული ალექსანდრე ეპისკოპოსის საფასით, ექვთიმე ხელაძის სტამბა, თბ., 1885.
ბერჟე, ა., ადოლფ ბერჟეს მოგზაურობა სამეგრელოში 1862 წელს, ფრანგულიდან თარგმნა პროფესორმა გიორგი ანთელავამ, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო პროფესორმა ბეჟან ხორავამ, 2021.
ბოროზდინი, კ., სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, სახელმწიფო გამომცემლობა, თბ., 1934.
ბოროზდინი კ., ერისთავი რ., ჟ. მურიე, „ბატონყმობა სამეგრელოში“ (მასალები), თარგმანი და წინასიტყვაობა თ. სახოკიასი, გამომცემელი ერმოლაოზ წულაია, ტფ., 1927.
ბროსე, მ., პირადი მიმოწერა, გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებლე ბი დაურთო ეთერ ქავთარაძემ, თბ., 2016.
გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები, შეკრებილი რ. ერისთავისა და ილ. ჭავჭავაძისაგან, ტფ., 1873.
გოდერიძე, ლ., კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობა საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში (ქართული თვითმოქმედი საზოგადოებები), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2005.
გორდეზიანი, ბ., ზიჩი საქართველოში. თბ., 1960.
ერისთავი, რ., ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული წერილები, გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა, შენიშვნები და კომენტარები დაურთო თემურ ჯაგოდნიშვილმა, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბ., 1986.
ერისთავი, რ., შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართული მცენარეთა ლექსიკონი შედგენილი რ. დ. ერისთოვისგან, 1873.
ერისთავი, რ., ღრამმატიკა: მოკლე სქემა პირველისა ნაწილისა ღრამმატიკისა, რომელიცა აჩუენებს ყრმათა მაგალითსა განყოფილებისა მათისასა მოკლედ რომლითაცა უადვილესად შესაძლო არს გულის ხმის ყოფა და ადვილად დაენერგვისთ გულთა შინა, რაფიელ ერისთავი, ტფ., 1880.
ერისთავი, რ., პარიკმახერისას: ხუმრობა-ვოდევილი, ერთ მოქმედებაში, თხზულება თავ. რაფიელ ერისთავისა, ტფ., 1880.
ერისთავი, რ., მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი /Краткiй грузино-русско-латинскiй словарь, изѣ трехѣ естественныхѣ царствѣ природы: მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებეებიდგან / შედგენილი თ. რაფ. ერისთოვისაგან. Тифлис, 1884 (Тип. Канцелярiи главноначальствующаго гражд. частiю на Кавказе). VII.
„ვაზი სიცოცხლის ხე“, კრებული, თსუ გამომცემლობა, 2010.
ვაშაყმაძე, შ., რაფიელ ერისთავი (ცხოვრება და მოღვაწეობა, შემოქმედება), სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1962.
ითონიშვილი, ვ., რაფიელ ერისთავის ეთნოგრაფიული ნარკვევები, წიგნში: ქართული ეთნოგრაფიის ნარკვევები, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბ., 1989.
ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედია (მასალები), გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ., 2022.
იმედაშვილი გ., რუსთველოლოგიური ლიტერატურის ანოტირებული ბიბლიოგრაფია, თბილისი, 1957.
იმედაშვილი ი., ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952, (ე-ლ), II ტომი, ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, თბ., 2021.
იოვიძე ა., ი. ჭავჭავაძე - დოკუმენტალური მასალები, „საისტორიო მოამბე“, №3, 1947.
კიკნაძე, მ., რაფიელ ერისთავი ქართულ თეატრში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი, №1 (62), თბ., 2015.
კიღურაძე, ნ., რაფიელ ერისთავი და საქართველოს არქეოლოგია, გაზეთი „თბილისი“, 1985, №42.
ლიტერატურის მატიანე, წიგნი 6, ნაკვეთი პირველი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადე მიის გამომცემლობა, თბ., 1952.
მაყაშვილი ზ., რაფიელ ერისთავი - ქართული ფიტონომიის ფუძემდებელი, გაზ. „თბილისი“, 1986, №77.
მესხი, ს., წერილები, თბ., 1950.
ორბელიანი საბა-სულხან, ქართული ლექსიკონი, რაფ. ერისთავის რედაქტორობით და შენიშვნებით, თბ., 1884.
ჟორდანია, გ., რაფიელ ერისთავი და კავკასიური მუზეუმი, წიგნში: კავკასიური მუზეუმის დაარსება, თბ., 1951.
რაზმაძე, მ., რაფიელ ერისთავი და საქართველოს სიძველენი, გამომცემლობა „ამირანი“, XIV-XV.
რაფიელ ერისთავი, კრებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2004.
საერო დღესასწაული, თ. რაფ. ერისთავის იუბილეს გამო (1895 წ. 22 ღვინობისთვეს), სტამბა ექვთიმე ივანეს-ძე ხელაძისა, თბ., 1899.
სახოკია თედო, ჩემი საუკუნის ადამიანები, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2021.
ურუშაძე, მ., პირველი ქართველი გრავიორი გრიგოლ ტატიშვილი. თბ., 1958.
ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი, შეადგინა, წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა, წ. I, თბ., 1981.
ქართული გამოცანები, შეკრებილი თ. რაფ. ერისთავის მიერ, ტფ., 1879.
ქვლივიძე მ., „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებანი, თბ., 1967.
ყიფიანი, კ., მოგონებები, წერილები, თბ., 1964.
შამილაძე, ვ., რაფიელ ერისთავი, ქართველ და უცხოელ მოგზაურ-მკვლევართა ეთნოლოგიური ცნობები კავკასიის ხალხების შესახებ, უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასასრულამდე, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ., 2001.
შარაბიძე თამარ, ციციშვილი თამარ, „ქართული დრამატურგიის ქრესტომათია. ნაცნობი და უცნობი ტექსტები“, ტ. II, თსუ, 2022.
შარაძე გ., მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა, თბ., 1978.
ჭავჭავაძე ი., თხზულებანი ორ ტომად, ტ. II, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1977.
ჭუმბურიძე დ., კავკასიის საცენზურო კომიტეტის ქართველი ცენზორები (XIX საუკუნე), სამეცნიერო ჟურნალი - „XIX საუკუნე - ეპოქათა მიჯნა“, თსუ გამომცემლობა, 2024.
ხუნდაძე ს., ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები, რაფიელ ერისთავი, ქუთაისი, 1918.
ჯაგოდნიშვილი, თ., რაფიელ ერისთავი, გამომცემლობა „ნაკადული“, თბ., 1986.
ჯაგოდნიშვილი, თ., დიდი მწიგნობარი და მოღვაწე (რაფიელ ერისთავის დაბადების 190 წლისთავის გამო), ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქართველოლოგიის საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, თბ., 2016.
ჯაგოდნიშვილი, თ., რაფიელ ერისთავი საუკუნეთა გადასახედიდან, მწიგნობარი, თბ., 2016.
ჯავახიშვილი, ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. I, თბ., 1960.
ჯავახიშვილი, ივ., ქართული ენისა და მწერლობის ისტორიის საკითხები, თბ., 1956.
უცხოენოვანი ლიტერატურა
Voyage Archeologique en Transcaucasie, Rapports sur un voyage archéologique dans La Géorgie et dans L'Armenie, executé en 1847-1848, par M. Brosset, membre de L'Academie Imperiale des Sciences, Premier raport, St.-Petrerburg, 1850.
Анненский орден // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: т. Ia (1890): Алтай - Арагвай. СПб., 1890.
Владимира святого орден // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: 82 т. (1892), с. 628.
Записки Кавказского отдела Императорского русского географического общество (ЗКОИРГО), III, 1855.
Записки Кавказского отдела Императорского русского географического общество (ЗКОИРГО), III, 1855.
Записки Кавказского общества сельского хозяества, 1875, №2.
Кавказская старина, №1-8, 1873.
Кавказская старина, №6.
«Кавказ», 1854, №64.
Кавказский Календарь на 1884 год, Типография Kaнц. Главвоначальст. гражданск . частью на Кавказе, Тифлис, 1883.
Кигурадзе, Н., Археология на страницах «Кавказская старина», კულტურის ისტორიის საკითხები, XX, თბ., 2004.
Кигурадзе, Н., Археология на страницах «Кавказская старина», კულტურის ისტორიის საკითხები, XX, თბილისი, 2004.
«Нива», 1897, №35.
«Новое обозрение», 1896, №№ 4426, 4442,4457; 1897, №4555.
Обзор деятельности Императорского Кавказского общества сельского хозяйства за пятьдесят лет (1850-1900). Выпуск I. Составил секретарь Общества Императорского Кавказского общества сельского хозяйства Иоселиани, Тифлис: Тип. К. П. Козловского, 1901.
Отчет Императорского Русского географического общества за 1855 год, СПб., 1856.
Очерк Имеретии в сельскохозяйственном отношении: С 14 таблицами рисунков и чертежей / [Соч.] действительного члена Кавказского о-ва сельского хозяйства кн. Р. Эристова, тип. Гл. упр. наместника кавк., Тифлис, 1876.
Петерс, Д. И., Наградные медали Российской империи XIX-XX веков. Каталог. М.: Археографический центр, № 135, 1996.
Пятый Съезд археологический в Тифлисе 8-го сентября 1881 года: [Материалы Подготовительного комитета], Москва: Синодальная тип., 1880.
Радде, Г. И., Хевсурия и хевсуры. Описание путешествия, соверш. летом 1876 г., Тифлис, 1881.
Семёнов, П., История полувековой деятельности Императорскаго Русскаго Географическаго Общества 1845-1895, составил по поручению совета Императорского Русского Географического Общества вице председатель общества П. П. Семенов при содействии действительного члена А. А. Достоевского, часть I, СПб., 1896.
Серков, С. Р., Орден святой Анны // Военно-исторический журнал. 1990. №5.
Станислава св. Орден, Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона, т. XXXI (1900): София - Статика.
«Тифлисский Вестник», 1880, №57.
Эристов, Р., Путевые записки о Менгелии, «Кавказская старина», 1873, №3.
Эристов, Р., Письма из Имеретии, «Кавказ», 1857, №55, 62, 76, 77, 79, 84.
Эристов, Р., Очерк Имеретии в сельскохозяйственном отношении, «Записки Кавказского общества сельского хозяества», 1875, №2-3.
Эристов, Р., Записки о Тушино-Пшаво-Хевсурском округе, Записки Кавказского отдела Императорского русского общество, III, 1855.
Эристов, Р., Записки о Тушино-Пшаво-Хевсурском округе, «Кавказ», 1854, №43, 45, 46, 47, 49, 50, 51, 52.
Эристов, Р. Д., О крестьянском сосовый в Менгрелии, Кавказская старина, 1873, №№4, 5, 6.
Эристов, Р. Д., О привилегированных сословиях в Мингрелии, Кавказская старина, №6, 1873.
Эристов, Р., Путевые записки о Менгелии, «Кавказская старина», 1873, №3.
Эристов, Р., Письма из Кахетии, «Кавказ», 1846, №25-26.
Эристов, Р., Письмо к другу, «Кавказ», №6.
Эристов, Р., Лазаре, «Кавказ», 1847, №10.
Эристов, Р., Свадьба у Грузин, «Кавказ», 1847, №14.
Эристов, Р., Охота за фазанами в Кахетии, «Кавказ», 1847, №20.
Эристов, Р., Признаки весны; Царство кукушек; Происхождение сов, «Кавказ», 1849, №18.
ქართული ჟურნალ-გაზეთები
დროება: 1872, №№19, 236
1876, №45.
1875, №№39, 40, 42, 45, 47.
1876, №№45, 101.
1877, №№73, 126, 127.
1879, №№101, 180.
1880, №№2, 3, 45, 80, 81, 143, 163, 212, 221, 226, 241, 250, 259, 270.
1881, №№31, 42, 271.
1883, №122.
1884, №210.
1885, №№52, 53.
თბილისი: 1985, №42.
1986, №77.
თეატრი: 1886, №27, 29, 30, 32, 33.
1888, №21, 23, 24.
1888, №№8,9,10,13,15.
ივერია: 1880, №№1, 2, 4, 144.
1881, №9.
1885, №1.
1886, №№3, 251.
1887, №2.
1888, №№144, 152.
1895, №№108, 141, 157, 206, 211, 213, 214, 215, 222, 224, 225, 226, 227.
1900, №321.
1901, №4, №40, №41, №42, №43, №44, №45, №46, №47, №49, №50, №51, №57.
კვალი: 1895, №4, №22, №29, №31, №40, №41, №42, №43, №44, №45, №46.
კრებული: 1873, №7, 10.
ლიტერატურა და ხელოვნება: 1945, №43 (95).
საისტორიო მოამბე: 1947, №3. 1978, №37-38.
ცნობის ფურცელი: 1902, №1729.
დოკუმენტური წყაროები
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (კკსსხეც)
რაფიელ ერისთავის პირადი არქივი: №№11, 77, 134, 154/7, 154/107-117, 156/7, 157/7, 158/10, 164/9, 165/13, 166/15, 168, 184, 184/12, 185-12, 227, 299, 360, 386-451, 469, 473, 514, 815, 818, 827, 831, 860-862, 872-874, 882, 907-908, 955, 956, 957.
გიორგი თუმანიშვილის ფონდი: ავტოგრაფი №№363, 957.
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ხელნაწერთა ფონდი (სსლმ-ხ) №№132 06, 1074, 1793, 2077, 2079,2080, 2154, 2269, 2696, 10740/53, 11321, 13206, 18490, 19696, 19928, 21456, 22269, 22303, 23911, 23912, 28896-3, 28896-23, 28896-33, 28896-27, 28896-29, 28896-30, 28896-31, 28896-33, 28896-34, 28896-35, 28896-38.
საქართველოს ეროვნული არქივი (სეა) ფ. 0-31916, ფ. № 480, ფ. № 481, ს. 2, ს. 3, 45; ფ. 1446, ს. 502.
ინტერნეტრესურსი
ჯაგოდნიშვილი, თ., დიდი ეროვნული მოღვაწე (რაფიელ ერისთავის დაბადების 200 წლისთავის გამო), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბ., 2023. Doi: https://doi.org/10.52340/idw.2023.67
https://iverieli.nplg.gov.ge/bitstream/1234/204739/1/Ilia-Chavchavazis Cxovrebis-da-Shemoqmedebis- Matiane.pdf.
https://www.google.ge/books/edition/Rapports-sur-un-voyage-arch%25C3%25A9ologique-da/n89JAQAA-IAAJ?hl=en&gbpv=1&dq=Marie-F%25C3%25A9licit%25C3%25A9+Brosset+Rapports&printsec=frontcover.
«Статут ордена Св. Станислава» https://antiquebooks.ru/book.php?book=106588№gallery-2-3.
Лозовский Е. В. Орден Святого Владимира. // «Награды императорской России 1702—1917 гг.» http://medalirus.ru/stati/lozovskiy-orden-svyatogo-vladimira.php.
https://drevlit.ru/docs/kavkaz/XIX/1860-1880/Radde-G-I/text3.php.
![]() |
17 ავტორები |
▲ზევით დაბრუნება |
ეკა კაჭარავა
ისტორიის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
Eka Kacharava
Doctor of History (Ph.D), The University of Georgia, T. Beradze Institute of Georgian Studies, Senior Scientific Researcher
აკა მორჩილაძე
მწერალი, რომანებთან ერთად, ავტორი რამდენიმე წიგნისა პოპულარული ისტორიის ჟანრში, რომელთა თემაც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ცხოვრებაა
Aka Morchiladze
The writer, along with the novels, Is the author of several books in the genre of popular history, the theme of which is nine-teenth-century Georgia
ია ღადუა
ფილოლოგიის დოქტორი, უნიკალურ წიგნთა კოლექციის კურატორი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
Ia Ghadua
Doctor of Philology (Ph.D), Curator of Unique Books Collection, Giorgi Leonidze State Museum of Georgian Literature
ესმა მანია
ფილოლოგიის დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
Esma Mania
Doctor of Philology (Ph.D), Senior Scientific Researcher at Korneli Kekelidze Georgian National Centre of Manuscripts
ხათუნა ქოქრაშვილი
ისტორიის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტი, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
Khatuna Kokrashvili
Doctor of History (Ph.D), The University of Georgia, Tamaz Beradze Institute of Georgian Studies, Senior Scientific Researcher
ნესტან სულავა
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი
Nestan Sulava
Doctor of Philology (Ph.D), Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Associate Professor.Samtskhe-Javakheti State Univer-sity, Professor
თამარ ბელაშვილი
აპოლონ ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ასოცირებული პროფესორი. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
Tamar Belashvili
Doctor of Art (Ph.D) Apollon Kutateladze Tbilisi State Academy of Art, Associate Professor; G. Chubinashvili National Re-search Centre for Georgian Art History and Heritage Preservation, Chief Researcher
თამარ შარაბიძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
Tamar Sharabidze
Doctor of Philology (Ph.D), Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Professor, Shota Rustaveli Institute of Georgian Liter-ature, Associate Professor
![]() |
18 შემოკლებანი |
▲ზევით დაბრუნება |
კკსსხეც - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
სსლმ - გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
სეა - საქართველოს ეროვნული არქივი