The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

პოლიტიკური ეკონომიის და დაბეგვრის საფუძვლები

პოლიტიკური ეკონომიის და დაბეგვრის საფუძვლები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: რიკარდო დავიდ
თემატური კატალოგი ეკონომიკა
წყარო: UDC: 33
საავტორო უფლებები: © ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თარიღი: 1937
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თარგმნილი ინგლისურიდან ფ. გოგიჩაიშვილის მიერ ; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიურ მეცნიერებათა კაბინეტი - თბ. : სახუნტის გამომცემლობა და სტ., 1937 - VIII,384გვ. : პორტრ. ; 22სმ - - თავფურცელი და ტექსტი რუსულ-ინგლისურ ენებზე - ბიბლიოგრაფია: ლიტერატურა მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსები რიკარდოს შესახებ (გვ. 371-385). - : 9მ. ყდა 1მ., 4.000ც. [MFN: 48661] ტფილისის სახელმწფო უნივერსიტეტი ეკონომიურ მეცნიერებათა კაბინეტი კ. ორაგველიძის წინასიტყვაობით თარგმნილი ინგლისურიდან ფ. გოგიჩაიშვილის მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა ტფილისი 1937 ДАВИД РИКАРДО НАЧАЛА ПОЛИТИЧЕСКОЙ ЭКОНОМИИ И ПОДАТНОГО ОБЛОЖЕНИЯ ТБИЛИСИ - 1937 David Ricardo The Principles of Political Economy and Taxication Tbilisi - 1937



1 წინასიტყვაობა ქართული გამოცემისათვის

▲ზევით დაბრუნება


მარქსის მოძღვრება არ ატარებს „სექტანტურ“ ხასიათს. ლენინის თქმით მარქსის მოძღვრება „კანონიერი მემკვიდრეა იმ საუკეთესოსი, რომელიც შექმნა კაცობრიობამ მე-19 საუკუნეში გერმანული ფილოსოფიის, ინგლისური პოლიტიკური ეკონომიის და საფრანგეთის სოციალიზმის სახით“.1 მარქსი კრიტიკულად დამძლევი, გამგრძელებელი და გენიალური დამსრულებელია ამ სამივე იდეური მიმართულებისა.

კლასიკური პოლიტიკური ეკონომია პროდუქტი იყო ინგლისის, ამ მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნის განვითარებისა. ლენინის აზრით, კლასიკური პოლიტიკური ეკონომია მარქსიზმის ერთ-ერთი წყაროთაგანია. აქედან ბუნებრივია ის დიდი მნიშვნელობა, რომელსაც ლენინ-სტალინის პარტია ანიჭებს კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის შესწავლას.

რიკარდო უკანასკნელი საუკეთესო წარმომადგენელია ინგლისის კლასიკური ეკონომიისა. რიკარდოთი დაასრულა ბურჟუაზიულ ეკონომიურ მეცნიერებამ თავისი აღმავლობითი გზა და მის შემდეგ საბოლოოდ შესდგა ფეხი დაცემისა და გახრწნის გზაზე.

0x01 graphic

კლასიკური ეკონომიის გამოჩენილი წარმომადგენლები (სმიტი, რიკარდო) მოღვაწეობდნენ იმ დროს, როდესაც ბურჟუაზია წარმოადგენდა პროგრესიულ ძალას. ეს ის დრო იყო, როდესაც ბურჟუაზია იბრძოდა ფეოდალური ურთიერთობის წინააღმდეგ და ყოველნაირი საშუალებებით ცდილობდა გზა გაეკაფა ფეოდალიზმის წიაღში მზარდი კაპიტალისტური წარმოების წესისათვის. ეს იყო ხანა სამრეწველო გადატრიალებისა და უდიდეს გამოგონებათა ინგლისში, ხანა საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიულ რევოლუციისა, რომელმაც ძირბუდიანად შეარყია მაშინდელი ფეოდალური ევროპის საფუძვლები. ნაპოლეონის ბრწყინვალე გამარჯვებები მომასწავებელი იყო იმის, რომ დადგა აღსასრულის ჟამი დამყაყებული ფეოდალური ურთიერთობისათვის, რომ ამ უკანასკნელმა თავისი ადგილი უნდა დაუთმოს კაპიტალისტურ ურთერთობას.

მაგრამ ეს იყო ამავე დროს ხანა, როდესაც ბურჟუაზიულ წყობილებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკმაოდ გამომჟღავნებული საკუთარი ბუნება, როდესაც მისი დამახასიათებელი შინაგანი წინააღმდეგობანი სათანადოდ გაშლილი არ იყო. კლასთა ბრძოლა ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის უკვე ფაქტი იყო, მაგრამ იგი ფარულ და ჯერ კიდევ შეუგნებელ ფორმაში იყო მოცემული.

ასეთი იყო ის პირობები, რომლებშიაც მოუხდათ სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლა და მოღვაწეობა კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის დიად წარმომადგენლებს, სმიტსა და რიკარდოს. ბუნებრივია, რომ ამ პირობებმა თავისი დაღი დააჩინა მათ მოღვაწეობას. გამოხატავდნენ რა ახალი, უფრო პროგრესიულ კლასის-სამრეწველო ბურჟუაზიის ინტერესებს, სმიტი და რიკარდო თავიანთ მახვილს მიმართავდნენ ფეოდალური წყობილების და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ. რიკარდო გარკვევით აცხადებდა, რომ მიწათმფლობელთა ინტერესები პირდაპირ წინააღმდეგობაში იმყოფება საზოგადოების სხვა კლასების ინტერესებთან. შემთხვევითი არ იყო ის გარემოება, რომ რიკარდო იბრძოდა ვაჭრობის თავისუფლებისათვის და სასტიკად ილაშქრებდა პურის კანონების წინააღმდეგ ინგლისში, რომელთა შედეგად პურის ფასები მაღალი იყო. მაღალი პურის ფასები კი იწვევდა ხელფასის ზრდას და კაპიტალისტების მოგების შემცირებას, რაც ეწინააღმდეგებოდა სამრეწველო ბურჟუაზიის ინტერესებს.

სმიტი და რიკარდო იბრძოდნენ ფეოდალიზმის წინააღმდეგ, ისინი აიარაღებდნენ სამრეწველო ბურჟუაზიას მიწათმფლობელთა კლასის წინააღმდეგ. მაგრამ ამავე დროს ბურჟუაზიული წყობილება მათ წარმოდგენილი ჰქონდათ როგორც მუდმივი წყობილება. ისინი კაპიტალისტური წარმოების წესს განიხილავდნენ არა როგორც ისტორიულად გარდამავალ განვითარების საფეხურს, არამედ როგორც წარმოების აბსოლუტურ ფორმას. მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენადაც მაშინ კლასობრივ ბრძოლას ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის არ ჰქონდა მიღებული აშკარა და მწვავე ხასიათი, სმიტსა და რიკარდოს შეეძლოთ თავისი კვლევის დროს მეცნიერულ საფუძველზე მდგარიყვნენ. მარქსი ამბობს: „რამდენადაც პოლიტიკური ეკონომია ბურჟუაზიულია... მას შეუძლია დარჩეს მეცნიერებად მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე კლასთა ბრძოლა ფარულ მდგომარეობაშია, ანდა მხოლოდ ცალკე მოვლენებში აშკარავდება. ავიღოთ ინგლისი. მისი კლასიკური პოლიტიკური ეკონომია განუვითარებელი კლასთა ბრძოლის პერიოდს ეკუთვნის. დაბოლოს, ამ პოლიტიკური ეკონომიის უკანასკნელი დიადი წარმომადგენელი, რიკარდო, შეგნებულად იღებს თავის გამოკვლევათა გამოსავალ წერტილად კლასთა ინტერესების, შრომის ხელფასისა და მოგებისა, მოგებისა და მიწის რენტის წინააღმდეგობას, გულუბრყვილოდ განიხილავს რა ამ წინააღმდეგობას, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ბუნებრივ კანონს. მაგრამ მასთან ერთად ბურჟუაზიულმა ეკონომიურმა მეცნიერებამ თავის გარდაუვალ საზღვარს მიაღწია.2 ასეთი იყო ზოგადად კლასიკური პოლიტიკური ეკონომია და ის ეპოქა, რომელშიდაც უხდებოდა მოღვაწეობა რიკარდოს.

* * *

დავიდ რიკარდო წარმოშობით ჰოლანდიელი ებრაელი იყო. იგი დაიბადა 1772 წ. დავიდის ბავშვობის დროს მისი მამა გადასახლდა ინგლისში და საბირჟო ოპერაციების შედეგად დიდი ქონება შეიძინა. ასეთივე პრაქტიკული საქმიანობისათვის უნდოდა მამას მოემზადებია თავისი შვილი.

რიკარდო მხოლოდ ორი წლის განმავლობაში სწავლობდა სავაჭრო სკოლაში. ამით დასრულდა მისი განათლება სკოლის ფარგლებში საზოგადოდ.

რიკარდო თავიდანვე დიდ ნიჭს იჩენდა საბირჟო და საერთოდ ფულის საქმეებში. ჯერ კიდევ 14 წლის ახალგაზრდა, იგი ცხოველ მონაწილეობას იღებს თავის მამასთან ერთად საბირჟო და სავაჭრო ოპერაციებში. მაგრამ დავიდი მალე სტოვებს მშობლიურ კერას და დამოუკიდებლად გამოდის თავისი ოპერაციებით ლონდონის ბირჟაზე.

სამეცნიერო მუშაობა ყმაწვილობის პერიოდში რიკარდოს არ აინტერესებდა. იგი ჩაბმული იყო პრაქტიკულ საქმიანობაში, რის შედეგად გახდა მსხვილი კაპიტალისტი - მილიონერი.

რიკარდო მეცნიერებას ეწაფება 25 წლის შესრულების შემდეგ. მაგრამ მეცნიერების შესწავლა მას პოლიტიკური ეკონომიით არ დაუწყია. რიკარდო გატაცებული იყო პირველ ხანებში საბუნებისმეტყველო დისციპლინებით. იგი ხარბად დაეწაფა ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის, გეოლოგიის და მინერალოგიის შესწავლას. 1807 წ. რიკარდო გამოდის გეოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთ დამაარსებლად.

პოლიტიკური ეკონომიის შესწავლას რიკარდომ მოჰკიდა ხელი შედარებით მოგვანებით. იგი ეცნობა სმიტისა და სხვა ეკონომისტების ნაშრომებს და თავისი კვლევითი მუშაობის საგნად სწორედ პოლიტიკურ ეკონომიას იხდის.

1809 წელს იბეჭდება რიკარდოს პირველი ეკონომიური ნაშრომი სათაურით „ოქროს ფასი“. იმ პოლემიკის გამო, რომელიც გაიმართა ამ ნაშრომის გარშემო, რიკარდომ მოათავსა წერილი ერთ-ერთ ინგლისურ ჟურნალში. პირველი და მეორე წერილი რიკარდოს მიერ გადამუშავებულ იქნა და გამოქვეყნებული 1810 წ. სათაურით: „ზოდების მაღალი ფასი, როგორც საბუთი ბანკნოტების ფასების დაცემისათვის“ 1811 წ. რიკარდო აქვეყნებს ნაშრომს: „პასუხი ბოზანკეტის პრაქტიკულ შენიშვნებზე“. 1815 წ. იბეჭდება მისი ახალი ნაშრომი: „პურის დაბალი ფასის ზეგავლენის შესახებ კაპიტალის მოგებაზე“ და 1816 წ. კი: „პროექტი ეკონომიური და მტკიცე ფულის მიმოქცევისა“.

ყველა ეს ნაშრომები დაწერილი იყო ცალკე პრაქტიკული საკითხების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ ჰქონდა არა მარტო პრაქტიკული, არამედ დიდი თეორიული მნიშვნელობაც.

ძირითადი ეკონომიური ნაშრომი რიკარდოსი დაიბეჭდა 1817 წ. სახელწოდებით: „პოლიტკური ეკონომიის და დაბეგვრის საფუძვლები“.

როგორც ეკონომისტი, რიკარდო ცნობილი იყო ამ თავისი მთავარი ნაწარმოების გამოქვეყნებამდისაც. მაგრამ აღნიშნული ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ იგი გახდა პოლიტიკური ეკონომიის ცნობილი გენიალური წარმომადგენელი.

გარდა სამეცნიერო მუშაობისა რიკარდო აწარმოებდა აგრეთვე პოლიტიკურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1819 წ. იგი არჩეულ იქნა ინგლისის პარლამენტში, სადაც არაერთხელ გამოსულა სიტყვით სხვადასხვა ეკონომიურ და პოლიტიკურ საკითხებზე. რიკარდო ოპოზიციურად იყო განწყობილი და აყენებდა პარლამენტში რადიკალურ მოთხოვნილებებს განსახორციელებლად.

სიკვდილმა შესწყვიტა რიკარდოს ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. იგი გარდაიცვალა 1823 წელს.

* * *

თავისი ეკონომიური კვლევის დროს რიკარდო იყენებდა აბსტრაქციის მეთოდს. მოვლენის შესწავლისას იგი ამარტივებდა მას, განაყენებდა გამართულებელ მომენტებს, ეძებდა მოვლენის საფუძველს. ამრიგად, რიკარდო მიდიოდა ანალიზური გზით, რის შედეგად კაპიტალისტური წარმოების კატეგორიები დაყავდა მარტივ კატეგორიებამდი.

მაგრამ ამ აბსტრაქტულ-ანალიზური გზით სვლას არ ჰყვებოდა მეორე - სინტეტიურ-გენეტიური გზით სვლა. რიკარდოს ეკონომიური კატეგორიები არ წარმოადგენდნენ ერთმანეთის ისტორიულ და ლოგიკურ განვითარებას. მათ შორის გაწყვეტილი იყო დამაკავშირებელი ძაფები, არ იყო გენეტიური კავშირი. ამიტომ როდესაც რიკარდო ცდილობდა სხვადასხვა კატეგორიების ერთმანეთთან დაკავშირებას, ეს ხელოვნური ამბავი იყო და იგი არ შეიძლებოდა მეცნიერულად დასაბუთებული და დამაჯერებელი ყოფილიყო. მარქსი სამართლიანად აღნიშნავდა, რომ „კლასიკური პოლიტიკური ეკონომია დაინტერესებულია არა იმაში, რომ გენეტიურად განავითაროს სხვადასხა ფორმები, არამედ იმაში, რომ ანალიზის გზით დაიყვანოს ისინი მათ ერთიანობამდის, რადგან ის გამოდის მათგან, როგორც მოცემული წინაპირობებისაგან“.3

ანალიზი, მარქსის აზრით, აუცილებელი წინაპირობაა გენეტიური გადმოცემისა. იქ სადაც შეუძლებელია მიკროსკოპითა და ქიმიური რეაქტივებით სარგებლობა, გამოყენებულ უნდა იქმნას აბსტრაქციის ძალა. მაგრამ მარქსის აზრით კლასიკოსების და კერძოდ რიკარდოს აბსტრაქცია მეტად არა სრული იყო. მარქსი უკიჟინებდა კლასიკოსებს აბსტრაქტული ძალის ნაკლებობას და აგრეთვე იმას, რომ მათი აბსტრაქცია ფორმალური და არადიალექტიკური იყო.

რიკარდო თავისი კვლევის დროს ხშირად არ სცნობდა შუალედ რგოლებს, რაც გაუგებრად ხდიდა განვითარების ნამდვილ პროცესს. რიკარდოს მეთოდს „მივყევართ მცდარ შედეგებამდე, ვინაიდან იგი გადაახტება აუცილებელ შუალედ რგოლებს და ცდილობს დაამტკიცოს უშუალო წესით ეკონომიურ კატეგორიათა ერთმანეთს შორის შესაბამობა“.4

კვლევა-ძიების მეთოდის მხრივ რიკარდომ ნაბიჯი გადასდგა წინ თავის წინამორბედებთან შედარებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, რიკარდოს აბსტრაქტულ-ანალიზური მეთოდი მაინც ცალმხრივი და არა დიალექტიკური იყო. მას არ შეეძლო აეხსნა ბურჟუაზიული წარმოების წარმოშობის, განვითარების და მოსპობის პროცესი.

რიკარდოსათვის ბურჟუაზიულ საზოგადოების ეკონომიური კატეგორიები მუდმივი ზეისტორიული კატეგორიები არიან. თვით ბურჟუაზიული წარმოება განხილულია მის მიერ როგორც საბოლოო, აბსოლუტური ფორმა წარმოებისა. მუდმივობა, მეტაფიზიკური უძრაობა კაპიალისტური ეკონომიკის კატეგორიებისა, - ასეთია შედეგი რიკარდოს კვლევა-ძიების მეთოდისა.

უეჭველია, რომ როგორც ეს დასკვნები, ისე თვით კვლევა-ძიების აღნიშნული მეთოდი შეესაბამებოდა ბურჟუაზიის ინტერესებს კაპიტალისტური წარმოების წესის მუდმივობის ქადაგებაშია კლასობრივი არსი ინგლისური პოლიტიკური ეკონომიისა.

რაში მდგომარეობს რიკარდოს ეკონომიური მოძღვრება?

თავისი ეკონომიური მოძღვრების ძირითადი დებულებანი რიკარდოს „პოლიტიკური ეკონომიის და დაბეგვრის საფუძვლების“ პირველ თავებშივე აქვს მოცემული.

პირველ ყოვლისა აღსანიშნავია კლასიკოსების შრომითი ღირებულების თეორია. რიკარდო ამტკიცებდა, რომ პროდუქტების საცვლელი ღირებულება, ცლკე გამონაკლისების გარდა, განისაზღვრება მათზე დახარჯული შრომით.

მაგრამ როგორია ეს შრომა, რომლითაც განისაზღვრება საცვლელი ღირებულება?

უნდა ითქვას, რომ რიკარდოს ამ საკითხზე არ შეეძლო და არც მიუცია სათანადო პასუხი. „ადამ სმიტმა და დავიდ რიკარდომ, იკვლევდნენ რა ეკონომიურ წყობილებას, ჩაუყარეს საფუძველი შრომითი ღირებულების თეორიას. მარქსმა განაგრძო მათი საქმე. მან ზუსტად დაასაბუთა და თანმიმდევრობით განავითარა ეს თეორია. მან გვიჩვენა, რომ ყოველი საქონლის ღირებულება განისაზღვრება საზოგადოებრივად აუცილებელ სამუშაო დროს იმ რაოდენობით, რომელიც მიდის ამ საქონლის წარმოებაზე. იქ, სადაც ბურჟუაზიული ეკონომისტები ხედავდნენ დამოკიდებულებას ნივთებს შორის (საქონლის საქონელზე გაცვლა), იქ მარქსმა აღმოაჩინა დამოკიდებულება ადამიანებს შორის“5

რიკარდოს არ ჰქონდა წარმოდგენა საქონლის შემქმნელ შრომის ორმაგი ხასიათის შესახებ, მას არ ესმოდა ღირებულების კატეგორიის ისტორიული ხასიათი.

როგორც ამხ. ლენინი ამბობს, მარქსმა განავითარა კლასიკოსების შრომითი ღირებულების თეორია. მარქსმა ამომწურავი პასუხი გასცა ღირებულების თეორიის ყველა საკითხებს. მან მოგვცა ჩვენ კერძოდ მოძღვრება შრომის ორმაგი ხასიათის და საქონლის ფეტიშიზმის შესახებ.

არ გაგება ბურჟუაზიული წარმოების ისტორიული ხასიათისა, ცალმხრივი აბსტრაქტული მეთოდი, რომელსაც იყენებდა რიკარდო კვლევის დროს, შეუძლებლად ხდიდა შემდგომი კატეგორიების მეცნიერულ ახსნას ღირებულების თეორიის საფუძველზე. ღირებულების ანალიზიც, მოცემული რიკარდოს მიერ, უფრო რაოდენობრივ ხასიათს ატარებს, ვიდრე თვისობრივს. ასეთივეა მდგომარეობა სხვა კატეგორიების ანალიზის დროსაც. რიკარდოს აინტერესებს ღირებულება, ფული, ხელფასი და სხვა, როგორც გარკვეული ოდენობანი.

ფულის საკითხში რიკარდომ განავითარა ე.წ. რაოდენობრივი თეორია, რომელსაც წინამორბედებმა ჩაუყარეს საფუძველი.

რენტის საკითხში რიკარდომ გადასდგა ნაბიჯი წინ. დიფერენციალურ რენტას მისი აზრით იძლევა უკეთესი მიწები, ცუდ მიწას კი მისი მოცემა არ შეუძლია. აბსოლუტურ რენტას რიკარდო არ სცნობდა.

პოლიტიკური ეკონომიის ძირითადი საკითხები - ზედმეტი ღირებულება და წარმოების ფასები, აუხსნელი დარჩა რიკარდოს მიერ შრომითი ღირებულების თეორიის საფუძველზე. რიკარდო თვითონ ხედავდა წინააღმდეგობას თავის მოძღვრებაში, ის ხედავდა, რომ თავისი მიდგომით ღირებულების საფუძველზე მას არ შეეძლო ახსნა აღნიშნულ მოვლენებისა. ამის შედეგად რიკარდოს თეორია უნდა დამსხვრეულიყო და დაიმსხვრა კიდეც.

ამ საკითხზე ამომწურავ პასუხს იძლევა ფრიდრიხ ენგელსი „კაპიტალის“ მეორე ტომის წინასიტყვაობაში. იგი სწერს:

რიკარდოს სკოლამ დაახლოებით 1830 წელში ფეხი მოიტეხა ზედმეტ ღირებულებაზე. ის, რაც მან ვერ ახსნა, მით უფრო აუხსნელი გახდა მისი მემკვიდრე ვულგარული ეკონომიისთვის. ის ორი პუნქტი, რომელზედაც აღნიშნული სკოლა დაიმსხვრა, იყო შემდეგი:

1. შრომა საზომია ღირებულების, მაგრამ ცოცხალ შრომას კაპიტალზე გაცვლისას ნაკლები ღირებულება აქვს, ვიდრე გასაგნობრივებულ შრომას, რომელზედაც იგი გაიცვალა. შრომის ხელფასი, განსაზღვრული რაოდენობის ცოცხალი შრომის ღირებულება, ყოველთვის ნაკლებია, ვიდრე ღირებულება პროდუქტის, რომელიც იმავე რაოდენობის ცოცხალი შრომით არის წარმოებული, ანუ რომელშიაც ეს შრომა გამოისახება. ეს საკითხი, ასე დაყენებული, მართლაც შეუძლებელია ახსნილ იქნეს. მარქსმა იგი სწორედ დააყენა და მით მასზე პასუხი მოცემულია. შრომას არა აქვს ღირებულება. როგორც ღირებულების შემქნელ მოქმედებას მას ისევე არ შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული ღირებულება, როგორც სიმძიმეს არ შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული წონა, სითბოს-განსაკუთრებული ტემპერატურა, ელექტრონს-დენის განსაკუთრებული ძალა. იყიდება და გაიყიდება, როგორც საქონელი არა შრომა, არამედ სამუშაო ძალა. როგორც კი იგი საქონლად იქცევა, მისი ღირებულება გაიზომება იმ შრომით, რომელიც განხორციელებულია მასში, როგორც საზოგადოებრივ პროდუქტში; ეს ღირებულება უდრის მისი წარმოებისა და რეპროდუქციისთვის საზოგადოებრივად აუცილებელ შრომას, მაშასადამე, სამუშაო ძალის ყიდვა და გაყიდვა ამ მისი ღირებულების საფუძველზე სრულიადაც არ ეწინააღმდეგება ღირებულების ეკონომიურ კანონს.

2. რიკარდოს ღირებულების კანონის თანახმად, ორი კაპიტალი, რომელნიც ერთნაირი რაოდენობისა და ერთნაირ გასტუმრებულ ცოცხალ შრომას გამოიყენებენ, თუ ყველა სხვა პირობებს უცვლელს ვიგულისხმებთ, ერთნაირი ხანგრძლივობის დროის განმავლობაში აწარმოებს ერთნაირი ღირებულების პროდუქტებს, აგრეთვე ერთნაირი სიდიდის ზედმეტ ღირებულებას ანუ მოგებას. ხოლო თუ ისინი არა თანატოლი რაოდენობის ცოცხალ შრომას გამოიყენებენ, მათ არ შეუძლიათ აწარმოონ თანატოლი სიდიდის ზედმეტი ღირებულება ანუ, როგორც რიკარდიანელები ამბობენ, მოგება. მაგრამ სინამდვილეში ამის წინააღმდეგს აქვს ადგილი. ფაქტიურად ერთნაირი კაპიტალები ერთნაირ დროში საშუალოდ ერთნაირ მოგებას აწარმოებენ იმისგან დამოუკიდებლად, ბევრ თუ ცოტა ცოცხალ შრომას გამოიყენებენ ისინი. მაშასადამე, აქ ცხადი წინააღმდეგობაა ღირებულების კანონის მიმართ, წინააღმდეგობა, რომელიც ჯერ კიდევ რიკარდომ შენიშნა და რომლის ახსნა ვერ შესძლო აგრეთვე მისმა სკოლამ“.6

ასეთია მოკლედ ზოგიერთი ძირითადი მომენტები რიკარდოს ეკონომიური მოძღვრებისა, რომელიც მოცემულია წინამდებარე ნაშრომში.

* * *

რიკარდოს ეკონომიური მოძღვრება ეს ის უკანასკნელი, ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალი იყო, რომელსაც მიაღწია ბურჟუაზიულმა ეკონომიურმა მეცნიერებამ. ამის შემდეგ ბურჟუაზიულმა ეკონომიამ საბოლოოდ დაჰკარგა მეცნიერული ხასიათი და გადაიქცა ცარიელ აპოლოგეტიკად.

კაპიტალისტური წარმოების შინაგანი წინააღმდეგობების მძაფრად გამომჟღავნება, სამრეწველო კრიზისების პერიოდული განმეორება, კლასობრივი ბრძოლის გამწვავება, მუშათა კლასის მასობრივი ჩაბმა რევოლუციურ ბრძოლაში, ასეთი იყო ის შეცვლილი პირობები, რომელშიაც მოექცა ბურჟუაზიული ეკონომია.

მარქსი ამბობს: „ბურჟუაზიამ საფრანგეთსა და ინგლისში პოლიტიკური ძალა-უფლება დაიპყრო. ამ დროიდან დაწყებული კლასთა ბრძოლა, პრაქტიკულად და თეორულად, უფრო და უფრო მკაფიო და მრისხანე ფორმებს იღებს. მასთან ერთად მეცნიერული ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიის სასიკვდილო ზარმაც დაჰკრა. ამიერიდან ბურჟუაზიულ ეკონომისტისათვის საკითხი ის კი არაა, თუ რამდენად სწორია ესა თუ ის თეორემა, არამედ-სასარგებლოა იგი კაპიტალისთვის თუ საზარალო, ვარგისია მისთვის თუ უვარგისი, შეეფერება პოლიციურ მოსაზრებებს თუ არა. უანგარო კვლევა-ძიების ადგილს დაქირავებული მჯღაბნელების მყვირალა პოლემიკა იჭერს და მიუდგომელი მეცნიერულ გამოკვლევის ადგილს - არა კეთილსინდისიერი, მლიქვნელური აპოლოგეტიკა (გამართლება)“.7

ბურჟუაზიამ ზურგი შეაქცია რიკარდოს, კლასიკური ეკონომიის ამ გენიალურ წარმომადგენელს. მან უარყო იგი, მიუსია რა მას დაქირავებული „კრიტიკოსები“. ამ „კრიტიკოსების“ ამოცანას შეადგენდა უარყოფა ან გაყალბება ყოველივე იმის, რაც საუკეთესო და მეცნიერული იყო რიკარდოს მოძღვრებაში. დაიწყო ხანა ვულგარული ეკონომიისა, ხანა ბურჟუაზიული ეკონომიის დაცემისა.

პროლეტარიატის გენიალურმა თეორეტიკოსმა კარლ მარქსმა შეინარჩუნა პოლიტიკური ეკონომიის კლასიკოსების და კერძოდ რიკარდოს მემკვიდრეობა. მარქსმა გამოიყენა კლასიკოსების მიღწევანი, გააკრიტიკა მათი შეცდომები და გადასწყვიტა მათ მიერ გადაუწყვეტელი მრავალი ძირითადი საკითხები პოლიტიკური ეკონომიისა.

მეცნიერული პოლიტიკური ეკონომიის დროშა ხელთ აიღო პროლეტარიატმა თავისი საუკეთესო წარმომადგენლების სახით. მარქსმა, შეიარაღებულმა დიალექტიკური მატერიალიზმის მეთოდით, კრიტიკულად აითვისა ის მეცნიერული განძი, რომელიც დასტოვა კლასიკურმა ეკონომიამ. გამოამჟღავნა რა მისი წინააღმდეგობანი და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა რა მისი შეცდომები, მარქსმა განაგრძო თავისი წინამორბედების - კლასიკოსების საქმე და მათი კრიტიკულად დაძლევის საფუძველზე მოგვცა გრანდიოზული შენობა პროლეტარული ე.ი. ნამდვილი მეცნიერული პოლიტიკური ეკონომიისა.

ბურჟუაზიას არ შეუძლია სწორად შეაფასოს რიკარდოს მეცნიერული მოღვაწეობა. ის ამაში დაინტერესებული არ არის და ამას არც ცდილობს. ბურჟუაზია და, პირველ რიგში, მისი ყველაზე უფრო შავბნელი და ბარბაროსული წარმომადგენელი - სისხლიანი ფაშიზმი, კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ბანდასთან ხელიხელ ჩაკიდებული, დევნის და ცეცხლს აძლევს კლასიკოსების ნაშრომებს.

მუშათა კლასი აფასებს და კრიტიკულად ითვისებს კლასიკოსების ნაშრომებს, კერძოდ ბურჟუაზიული ეკონომიის კლასიკოსებს, რომელთა კანონიერ მემკვიდრედაც იგი გამოდის.

ამიტომ გასაგებია ის დიდი ყურადღება, რომელსაც აქცევენ მარქსისტ-ლენნელები, კომუნისტური პარტია და მისი ბელადი - დიდი სტალინი კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის შესწავლას. შემთხვევითი არ არის ის გარემოება, რომ საბჭოთა კავშირში არა ერთხელ გამოცემულა სმიტისა და რიკარდოს ნაშრომები.

მხოლოდ მარქსის, ენგელსის, ლენინისა და სტალინის ნაშრომები გვაძლევს ჩვენ საშუალებას კრიტიკულად ავითვისოთ ბურჟუაზიული ეკონომიის კლასიკოსები და ზუსტად წარმოვიდგინოთ მათი ადგილი პოლიტიკური ეკონომიის ისტორიულ განვითარებაში.

ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა მშობლიურ ენაზე კლასიკური ბურჟუაზიული ეკონომიის საუკეთესო წარმომადგენლის რიკარდოს მთავარ ნაწარმოებს. ეს ნაწარმოები უნდა იქნას კრიტიკულად შესწავლილი მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების ნაშრომების საფუძველზე.

რიკარდოს „პოლიტიკური ეკონომიის და დაბეგვრის საფუძველების“ პირველი ქართული გამოცემა (1937 წ.) ემთხვევა მისი პირველი ინგლისური გამოცემის (1817 წ.) ასოცი წლის თავს. ეს გარემოება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად და აქტუალურად ხდის აღნიშნული შრომის გამოცემას ქართულ ენაზე და მის კრიტიკულ შესწავლას.

კ. ორაგველიძე

_______________

1. Ленин, Избранные произведения , т. VI ,стр.1.

2. მარქსი, კაპიტალი. ტ. I, გვ. LVII-LVIII

3. Маркс, Теории приб. стоимости, т. III, 1924 წ. გვ. 388

4. მარქსი, ზედმეტი ღირებულების თეორიები, ტ. II ნაწ. 1, 1933წ. გვ. 2 იხ. აგრეთვე გვ. 35 და 66

5. Ленин, Избр. произведения, т. VI, стр. 3.

6. მარქსი, კაპიტალი, ტ. II, 1933 წ., გვ. XXIV-XXV

7. მარქსი, კაპიტალი, ტ. I, გვ. LVIII-LIX

2 წინასიტყვაობა პირველი გამოცემისათვის

▲ზევით დაბრუნება


მიწის პროდუქტი, - ყველაფერი, რაც მიწის ზედაპირიდან მიიღება შრომის, მანქანებისა და კაპიტალის შეერთებული გამოყენების გზით, - ნაწილდება საზოგადოების სამ კლასს შორის, სახელდობრ მემამულეებსა, მიწის დასამუშავებლად საჭირო ფონდების ანუ კაპიტალის მესაკუთრეებსა და მუშებს შორის, რომელთა შრომით იგი დამუშავდება.

მაგრამ ის წილი, რომელიც, საზოგადოების განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, თითოეულ ამ კლასს ხვდება მთელი პროდუქტიდან რენტის, მოგების და ხელფასის სახელწოდებით, არსებითად სხვადასხვა არის, რამდენადაც იგი დამოკიდებულია უმთავრესად ნიადაგის არსებულ ნაყოფიერებაზე, კაპიტალის დაგროვებასა და მოსახლეობის ზრდაზე, აგრეთვე მიწათმოქმედებაში გამოყენებულ დახელოვნებასა, გამომგონებლობასა და იარაღებზე.

იმ კანონების გარკვევა, რომელნიც ამ განაწილებას განაგებენ, პოლიტიკური ეკონომიის მთავარ პრობლემას შეადგენს: რაგინდ დიდად გამდიდრებულიყოს მეცნიერება ტიურგოს, სტიუარტის, სმიტის, სეის, სისმონდის და სხვათა ნაწერების მეოხებით, მაინც ეს უკანასკნელი ძალიან მცირედ დამაკმაყოფილებელ განმარტებას იძლევიან რენტის, მოგებისა და ხელფასის ბუნებრივი მოძრაობის შესახებ.

1815 წელს ბ-ნმა მალთუსმა თავის „Inquiry into the Nature and progress of Rent“-ში და უსახელო ავტორმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლეგიის წევრმა, თავის „Essay on the Application of Capital to Land“-ში თითქმის ერთსა და იმავე დროს გამოაქვეყნეს ჭეშმარიტი მოძღვრება რენტის შესახებ. ამ მოძღვრების გაუცნობლად შეუძლებელია გავიგოთ სიმდიდრის ზრდის გავლენა მოგებასა და ხელფასზე ანდა დამაკმაყოფილებლად გავითვალისწინოთ დაბეგვრის გავლენა საზოგადოების სხვადასხვა კლასებზე, განსაკუთრებით როდესაც საგანს ისეთი პროდუქტები შეადგენს, რომელნიც უშუალოდ მიწის ზედაპირიდან მიიღებიან. ადამ სმიტმა და სხვა ნიჭიერმა მწერლებმა, რომლებიც მოვიხსენიე, რადგან მათ არ ჰქონდათ სწორი წარმოდგენა რენტის პრინციპებზე, ვერ შეამჩნიეს, როგორც მე მგონია, ბევრი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, რომლის აღმოჩენა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სავსებით შეცნობილია რენტის არსი.

ამ ნაკლის შესავსებად გაცილებით უფრო დიდი ნიჭია საჭირო, ვიდრე აქვს შემდგომი კაბადონების დამწერს. მაგრამ იგი იმედოვნებს, რომ კადნიერებად არ ჩაუთვლიან, თუ იგი გამოსთქვამს თავის შეხედულებას მოგებისა და ხელფასის კანონებზე და დაბეგვრის გავლენის შესახებ, - შეხედულებას, რომელიც მან შეადგინა ამ საგნის უაღრესად გულდასმით განხილვის შემდეგ, ზემოაღნიშნული სახელოვანი მწერლების ნაწარმოებთა დახმარებით და იმ ძვირფასი გამოცდილების საფუძველზე, რომელიც ახლანდელ თაობას მისცა უკანასკნელმა წლებმა, ესოდენ მდიდარმა ახალი ფაქტებით, თუ ის პრინციპები, რომლებიც მას მიაჩნია სწორად, აღიარებული იქნა ასეთებად, - სხვების, მასზე უფრო ნიჭიერი მწერლების, ამოცანა იქნება ეს, რომ გაარკვიონ ამ პრინციპების ყველა მნიშვნელოვანი შედეგი.

ავტორმა, როდესაც იგი კრიტიკაში ატარებს გადმოცემულ შეხედულებებს, საჭიროდ სცნო განსაკუთრებით ყურადღება მიექცია იმ ადგილებისათვის ადამ სმიტის ნაწერებში, რომლებსაც მას აქვს საფუძველი არ ეთანხმებოდეს. მაგრამ მას იმედი აქვს, რომ ამის გამო არავინ შესწამებს, რომ იგი, ყველა იმათთან ერთად, რომელნიც სცნობენ პოლიტიკური ეკონომიის დიდ მნიშვნელობას, არ იზიარებდეს იმ გაკვირვებას, რომელსაც ესოდენ სამართლიანად იწვევს ამ სახელგანთქმული ავტორის ღრმა ნაწარმოები.

იგივე შენიშვნა უნდა ითქვას აგრეთვე ბ-ნი სეის ჩინებულ თხზულებათა შესახებ. იგი არა თუ იყო პირველი ანუ ერთ-ერთი პირველთაგანი კონტინენტის მწერლებში, რომელთაც სმიტის სისტემა სისწორით შეაფასეს და გამოიყენეს; მან არა თუ გააკეთა მეტი, ვიდრე ყველამ, ერთად აღებულმა, იმ განათლებული და სასიკეთო სისტემის პრინციპების გასაცნობად ევროპის ერებისათვის, არამედ მან მოხერხა აგრეთვე შეეტანა მეცნიერებაში მეტი ლოგიკური და საგულისხმიერო წესრიგი და გაამდიდრა ეს მეცნიერება მრავალი ორიგინალური, ზედმიწევნითი და ღრმა განმარტებებით,1 მაგრამ პატივისცემამ, რომელიც ავტორს აქვს ამ მწერლის ნაწარმოებთა მიმართ, ვერ დაუშალა მას, ისე თავისუფლად, როგორც ამას მოითხოვს, მისი აზრით, მეცნიერების ინტერესი, კომენტარები მიეცა „Economie Politique”-ის იმ ადგილებისთვის, რომლებიც, როგორც მას ეჩვენება, განსხვავდება მისი საკუთარი იდეებისაგან.

_________________

1. განსაკუთრებით თავი XV, ნაწ. I, „Des Débouchés”, შეიცავს რამდენსამე ფრიად მნიშვნელოვან პრინციპს, რომელიც, ჩემი აზრით, პირველად ამ გამოჩენილი მწერლის მიერ იქნა გაშუქებული.

3 წინასიტყვაობა მესამე გამოცემისათვის

▲ზევით დაბრუნება


ამ გამოცემაში მე შევეცადე განმემარტებია უფრო სრულად, ვიდრე წინა გამოცემაში, ჩემი შეხედულება ძნელი საკითხის: „ღირებულებების“ - შესახებ, და ამ მიზნით მე რამდენიმე დამატება გავუკეთე პირველ თავს. მე მივუმატე აგრეთვე ახალი თავი შესახებ „მანქანებისა“ და მათი გაუმჯობესების გავლენისა სახელმწიფოს სხვადასხვა კლასების ინტერესებზე. თავში „ღირებულებისა და სიმდიდრის განმასხვავებელი ნიშნების“ შესახებ მე განვიხილე ბ-ნი სეის მოძღვრება ამ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც იგი არის გადმოცემული, შესწორებული სახით, მისი თხზულების მეოთხე და უკანასკნელ გამოცემაში. უკანასკნელ თავში მე შევეცადე წინანდელზე უფრო მკაცრად ჩამომეყალიბებია მოძღვრება, რომლის თანახმად ქვეყანას ძალუძს გადაიხადოს დამატებითი ფულადი ხარკები, თუნდაც რომ მის საქონელთა მასის მთლიანმა ფულადმა ღირებულებამ დაიწიოს: იქნება ეს იმის გამო, რომ, სასოფლო მეურნეობაში გაუმჯობესებათა მეოხებით, შემცირდა იმ შრომის რაოდენობა, რომელიც საჭიროა პურის საწარმოებლად თვით ქვეყნის შიგნით, თუ იმის გამო, რომ პურის ნაწილი ახლა უფრო იაფ ფასში მიიღება საზღვარგარეთიდან იმ ქვეყნის მანუფაქტურულ საქონელთა ექსპორტის საშუალებით. ამ მოსაზრებას დიდი მნიშვნელობა აქვს საკითხისათვის იმ პოლიტიკის მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც ნებას რთავს უცხოეთის პურის შეუზღუდველ იმპორტს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, რომელიც, ვეება ნაციონალური ვალის გამო, მძიმე მუდმივი ფულადი ხარკებით არის დატვირთული. მე შევეცადე დამენახვებია, რომ ხარკების გადახდის უნარი დამოკიდებულია არა საქონელთა მასის მთლიან ფულად ღირებულებებზე და არც კაპიტალისტებისა და მემამულეების შემოსავალთა წმინდა ფულად ღირებულებაზე, არამედ თითოეული ადამიანის შემოსავლის ფულად ღირებულებაზე იმ საქონელთა ფულად ღირებულებასთან შედარებით, რომელთაც იგი ჩვეულებრივ მოიხმარებს.

26 მარტი 1821 წ.

4 თავი I: ღირებულება

▲ზევით დაბრუნება


4.1 განყოფილება I

▲ზევით დაბრუნება


საქონლის ღირებულება, ანუ ყოველი სხვა საქონლის რაოდენობა, რომელზედაც ეს საქონელი გაიცვლება, დამოკიდებულია შრომის შეფარდებითს რაოდენობაზე, რომელიც საჭიროა მის საწარმოებლად, და არა მეტ ან ნაკლებ გასამრჯელოზე, რომელსაც იმ შრომისათვის იხდიან

ადამ სმიტს აღნიშნული აქვს, რომ „სიტყვა ღირებულებას ორი სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს: ზოგჯერ იგი გამოსახავს რომელიმე ცალკეული საგნის სარგებლიანობას და ზოგჯერ - მსყიდველობით ძალას სხვა დოვლათთა მიმართ, რომელსაც იმ საგნის ფლობა იძლევა. პირველს შეიძლება ეწოდოს სახმარი ღირებულება, მეორეს საცვლელი ღირებულება.” ნივთებს, განაგრძობს იგი, „რომლებსაც უდიდესი სახმარი ღირებულება აქვს, ხშირად აქვს მცირე ან სრულიად არა აქვს საცველელი ღირებულება, და, პირიქით, ნივთებს, რომლებსაც აქვს უდიდესი საცველელი ღირებულება, აქვს მცირე ან სრულიად არა აქვს სახმარი ღირებულება“. წყალი და ჰაერი უაღრესად სასარგებლოა, ისინი პირდაპირ აუცილებელია არსებობისათვის, მაგრამ ჩვეულებრივ პირობებში მათში არაფრის მიღება არ შეიძლება გაცვლის გზით. პირიქით, ოქრო, თუმცა მისი სარგებლიანობა ჰაერთან და წყალთან შედარებით მცირეა, სხვა დოვლათთა დიდ რაოდენობაზე გაიცვლება.

ამრიგად, სარგებლიანობა არ შეადგენს საცვლელი ღირებულების საზომს, თუმცა იგი აბსოლუტურად აუცილბელია მისთვის. თუ რაიმე დოვლათი არაფრისთვის არაა გამოსადეგი, სხვა სიტყევებით, თუ მას არაფრით არ შეუძლია ხელი შეუწყოს ჩვენს კეთილდღეობას, იგი მოკლებული იქნება საცვლელ ღირებულებას, მიუხედავად, შესაძლებელია, მისი დიდი იშვიათობის ან შრომის რაოდენობისა, რომელიც საჭირო იყო მის მოსაპოვებლად.

საქონელთ რაკი აქვთ სარგებლიანობა, თავის საცვლელ ღირებულებას ისინი მოიღებენ ორი წყაროდან: თავისი იშვიათობიდან და შრომის იმ რაოდენობიდან, რომელიც საჭიროა მათ მოსაპოვებლად.

არსებობს ზოგი ისეთი საქონელი, რომლის ღირებულება განისაზღვრება მხოლოდ მისი იშვიათობით. არავითარ შრომას არ შეუძლია ასეთი დოვლათის რაოდენობის გადიდება, და ამიტომ მისმა ღირებულებამ არ შეიძლება დაიწიოს მიწოდების ზრდის გამო. ამ კატეგორიას ეკუთვნის ზოგი იშვიათი ქანდაკებები და სურათები, იშვიათი წიგნები და მონეტები, სპეციფიკური თვისების მქონე ღვინოები, რომლებიც მხოლოდ იმ ყურძნიდან შეიძლება დამზადებულ იქნეს, რაც აღმოცენდება განსაკუთრებულ ნიადაგზე, რომლის რაოდენობა ფრიად შეზღუდული არის. მათი ღიღებულება სრულიად დამოუკიდებელია შრომის რაოდენობისგან, რომელიც თავდაპირველად დახარჯული იყო მათ წარმოებაზე, და იცველება იმ ადამიანთა სიმდიდრისა და მიდრეკილების ცვალებადობის მიხედვით, რომელთაც სურთ მათი მოპოება.

მაგრამ ასეთი პროდუქტები ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს იმ საქონელთა მასაში, რომელთა გაცვლა-გამოცვლა სწარმოებს ყოველდღიურად ბაზარზე. იმ დოვლათთა გაცილებით უდუდესი ნაწილი, რომელნიც შეძენის სურვილის საგანს შეადგენენ, მოიპოება შრომით; და მათი გამრავლება შეძლება თითქმის უსაზღვროდ არა მარტო ერთ ქვეყანაში, არამედ ბევრში, უკეთუ ჩვენ გვაქვს ხალისი დავხარჯოთ შრომა, რომელიც საჭიროა მათ მოსაპოებლად.

როდესაც, ამრიგად, ჩვენ ვლაპარაკობთ საქონელთა შესახებ, მათ საცვლელ ღირებულებაზე და იმ კანონებზე, რომელნიც მათ შეფარდებითს ფასებს აწესრიგებენ, ჩვენ ყოველთვის ვგულისხმობთ ისეთ საქონელთ, რომელთა რაოდენობა შეიძლება გადიდებულ იქნეს ადამიანის შრომით და რომელთა წარმოებაზე კონკურენცია შეუზღუდველად მოქმედებს.

საზოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურებზე ამ საქონელთა საცვლელი ღირებულება, ანუ წესი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ ერთი საქონლის რა რაოდენობა უნდა გაიცვალოს მეორეზე, დამოკიდებულია თითქმის მხოლოდ და მხოლოდ შრომის შეფარდებითს რაოდენობაზე, რომელიც დახარჯულია თითოეულ მათგანზე.

„ყოველი საგნის ნამდვილი ფასი“, ამბობს ადამ სმიტი, „ე.ი. ის, რადაც ყოველი საგანი ნამდვილად უღირს იმას, ვისაც მისი შეძენა სწადია, არის ის ჯაფა და გარჯა, რომელიც საჭიროა ამ საგნის მოსაპოებლად. რადაც ყოველი საგანი ნამდვილად ღირებულია იმ ადამიანისათვის, რომელმაც იგი შეიძინა და რომელსაც უნდა თავის განკარგულებაში ჰქონდეს იგი ან გასცვალოს სხვა რამეზე, ეს არის ის ჯაფა და გარჯა, რომელიც იმ საგანს შეუძლია თავიდან ააცილოს ამ ადამიანს და სხვებისათვის დააკისრებინოს“. „შრომა იყო პირველი ფასი, თავდაპირველი სანასყიდო ფული, რომელსაც იხდიდნენ ყველა საგანში“. და შემდეგ: „საზოგადოების ადრეულ და განუვითარებელ მდგომარეობაში, რომელიც წინ უძღოდა კაპიტალის დაგროვებას და მიწის მითვისებას კერძო საკუთრებად, შეფარდება სხვადასხვა საგნების მოსაპოებლად საჭირო შრომის რაოდენობათა შორის წარმოადგენს, როგორც ეტყობა, ერთადერთ გარემოებას, რომელიც შეიძლება შეადგენდეს რაიმე სახელმძღვანელო წესს საგნების ერთი მეორეზე გაცვლისათვის. თუ მაგალითად, მონადირე ხალხში წავის მოკვლას ჩვეულებრივ ორჯერ მეტი შრომა სჭირდება, ვიდრე ირმის მოკვლას, იმ შემთხვევაში - ბუნებრივია - ერთი წავი ორ ირემზე გაიცვლება ანუ ორი ირმის ღორებულებისა იქნება. სრულიად ბუნებრივია, რომ პროდუქტი, რომლის დამზადებას ჩვეულებრივ ორი დღის ან ორი საათის შრომა სჭირდება, ორჯერ მეტი ღირებულების იქნება, ვიდრე ის პროდუქტი რომელიც ერთი დღის ან ერთი საათის შრომით მზადდება“.1

რომ ასეთია ნამდვილად საფუძველი ყველა საგანთა საცვლელი ღირებულების, იმათ გამოკლებით, რომელთა რაოდენობის გამრავლება არ შეიძლება ადამიანის შრომით, - ეს წარმოადგენს მოძღვრებას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ეკონომიაში: არაფერს არ წარმოუშვია იმდენი შეცდომა და აზრთა უთანხმოება ამ მეცნიერებაში, რამდენიც წარმოშვა იმ ბუნდოვანმა ცნებებმა, რომლებსაც უკავშირებდნენ სიტყვა „ღირებულებას“.

თუ საქონელში განხორციელებული შრომის რაოდენობა განსაზღვრავს მის საცვლელ ღირებულებას, - შრომის რაოდენობის ყოველმა გადიდებამ უნდა გაადიდოს ღირებულება სათანადო საქონლის, რომელზედაც იგი დახარჯული არის, ხოლო ყოველმა შემცირებამ დაბლა უნდა დასწიოს იგი.

მაგრამ ადამ სმიტმა, რომელმაც ესოდენ ზედმიწევნილად განსაზღვრა საცვლელი ღირებულების თავდაპირველი წყარო და რომელიც ამის შესაბამისად ვალდებული იყო მაგრად მდგარიყო პრინციპზე, რომ ყველა საგანი მეტი თუ ნაკლები ღირებულებისაა იმის მიხედვით, მეტი თუ ნაკლები შრომა იყო დახარჯული მის წარმოებაზე, თვითონვე წამოაყენა კიდევ ღირებულების სხვა ნორმალური საზომი და ამბობს, რომ საგნები მეტად ან ნაკლებად ღირს იმის მიხედვით, ან ნორმალური საზომის მეტ თუ ნაკლებ რაოდენობაზე გაიცვლებიანო. ზოგჯერ იგი ლაპარაკობს პურზე, ზოგჯერაც შრომაზე, როგორც ნორმალურ საზომზე, - არა ამა თუ იმ საგნის წარმოებაზე დახარჯული შრომის რაოდენობაზე, არამედ მის იმ რაოდენობაზე, რომლის ყიდვა იმ საგნით შეიძლება ბაზარზე: თითქოს ეს გამოთქმები ერთიმეორის ეკვივალენტი იყოს, თითქოს მუშა აუცილებლად წინანდელზე ორჯერ მეტს მიიღებდეს გაცვლისას თავის შრომის სანაცვლოდ, რაკი მისი შრომა ორჯერ უფრო ნაყოფიერი გახდა და მას, ამიტომ, ორჯერ მეტი საქონლის წარმოება შეუძლია.

ეს რომ ნამდვილად მართალი იყოს, მუშის გასამრჯელო რომ ყოველთვის პროპორციული იყოს იმის, რაც მან აწარმოვა, - შრომის რაოდენობა, რომელიც საქონელზეა დახარჯული, და შრომის ის რაოდენობა, რომელიც იმ საქონელს შეუძლია იყიდოს, თანასწორი იქნებოდა და თითოეული მათგანი შეიძლებოდა ზედმიწევნით გამზომველი ყოფილიყო სხვა საგანთა ღირებულების ცვლილებისა. მაგრამ ისინი არ არიან ერთი მეორის თანასწორნი; პირველი ბევრ გარემოებაში უცვლელ მასშტაბს წარმოადგენს, რომელიც ზედმიწევნით აღნიშნავს სხვა საგანთა ღირებულების ცვლილებას, უკანასკნელი კი იმდენსავე რყევას ექვემდებარება, რამდენსაც ის პროდუქტები, რომელთაც მათ ვადარებთ. ადამ სმიტმა, მას შემდეგ რაც ფრიად მოხერხებულად დაგვანახვა არასაკმარისი გამოსადეგობა ისეთი ცვალებადი საზომის, როგორიც ოქრო და ვერცხლია, სხვა საგანთა ცვალებადი ღირებულების განსასაზღვრავად, თვითონ არანაკლებ ცვალებადი საზომი აირჩია, როდესაც პურზე ან შრომაზე გაჩერდა.

უეჭველია, ოქროს და ვერცხლის ღირებულება რყევას ექვემდებარება ახალი და უფრო მდიდარი სამადნეების აღმოჩენის გამო; მაგრამ ასეთ აღმოჩენას ადგილი აქვს იშვიათად, და მისი მოქმედება, თუმცა ძლიერი არის, შედარებით მოკლე ხანგრძლივობის პერიოდებითაა შემოფარგლული. ოქრო-ვერცხლის ღირებულება რყევას ექვემდებარება. აგრეთვე გაუმჯობესებათა გამო დახელოვნებასა და მანქანებში, რომლებითაც სამადნეების დამუშავება სწარმოებს; ამ გაუმჯობესებათა შედეგად შრომის იმავე რაოდენობით ოქროს და ვერცხლის უფრო დიდი რაოდენობა შეიძლება მოპოვებულ იქნეს. შემდეგ, ოქრო-ვერცხლის ღირებულება რყევას ექვემდებარება სამადნეების გამოფიტვის გამო, რომელნიც საუკუნეთა განმავლობაში მსოფლიოს აწოდებდნენ ამ ლითონებს. მაგრამ აბა რყევის რომელი ამ წყაროს ზეგავლენისაგან არის პურის ფასი თავისუფალი? განა იგი, ერთის მხრივ, არ იცვლება გაუმჯობესებათა გამო მიწათმოქმედებაში, შედეგად გაუმჯობესებული მანქანების და იარაღებისა, რომლებიც სასოფლო მეურნეობაში იხმარება, და აგრეთვე სხვა ქვეყნებში ნაყოფიერი მიწის ახალი ფართობების აღმოჩენის გამო, რომლებიც შეიძლება დამუშავებულ იქნეს და გავლენას მოახდენს პურის ფასზე ყოველ ბაზარზე, სადაც მისი შეტანა თავისუფალი არის? განა, მეორეს მხრივ, მისი ღირებულება მაღლა არ იწევს იმპორტის აკრძალვის გამო, მოსახლეობის და სიმდიდრის ზრდისა და მიწოდების გადიდების უფრო დიდი სიძნელის გამო, ვინაიდან უფრო დაბალი ხარისხის მიწების დამუშავება დამატებით შრომას მოითხოვს? და განა ასევე ცვალებადი არაა შრომის ღირებულებაც, რომელზედაც, როგორც ყველა სხვა ნივთზე, გავლენა აქვს არა მარტო შეფარდებას მოთხოვნასა და მოწოდებას შორის, - შეფარდებას, რომელიც მუდამ იცვლება საზოგადოების ყოველ ცვლილებასთან ერთად, - არამედ საზრდოს და სხვა საარსებო საგანთა ცვალებად ფასსაც, რომელზედაც შრომის ხელფასი იხარჯება?

ერთდაიმავე ქვეყანაში საზრდოს და სხვა საარსებო საგანთა წარმოება ერთ ეპოქაში შეიძლება შრომის ორჯერ მეტ რაოდენობას მოითხოვდეს, ვიდრე სხვა, შორეულ ეპოქაში; მუშის გასამრჯელო კი, ამასთან, შესაძლებელია ძალიან ცოტათი იყოს შემცირებული. თუ წინანდელ პერიოდში მუშის ხელფასი საზრდოსა და სხვა საარსებო საგანთა განსაზღვრულ რაოდენობას შეადგენდა, -მუშა, ალბათ, ვერ იარსებებდა, ეს რაოდენობა რომ შემცირებულიყო. ამ შემთხვევაში საზრდოს და სხვა საარსებო საგანთა ღირებულება 100%25-ით იქნება აწეული, თუ იმ შრომის რაოდენობის მიხედვით ვიანგარიშებთ, რომელიც საჭიროა მათ საწარმოებლად; ხოლო თუ მათ ღირებულებას იმ შრომის რაოდენობით გავზომავთ, რომელზედაც ისინი გაიცვლებიან, - ამ ღირებულებას სრულიადაც არ განუცდია ცვლილება.

იმავე მოვლენას შევამჩნევთ, თუ ორ ან რამდენიმე ქვეყანას ავიღებთ. ამერიკასა და პოლონეთში იმ მიწაზე, რომელიც უკანასკნელადაა დამუშავებაში შესული, ადამიანთა მოცემული რიცხვის წლიური შრომა მეტ ხორბალს აწარმოებს, ვიდრე ასეთსავე მიწაზე ინგლისში. ვიგულისხმოთ, რომ ყველა სხვა საარსებო საგნები ერთნაირად იაფია ამ სამ ქვეყანაში; ამ შემთხვევაში განა დიდი შეცდომა არ იქნება დავასკვნათ, - ხორბლის რაოდენობა, რომელსაც მუშა იღებს, თითოეულ ამ ქვეყანაში პროპორციული იქნება მისი წარმოების სიადვილისო?

მუშის ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის დამზადება რომ, მანქანების გაუმჯობესების გამო, იმ შრომის მეოთხედით იყოს შესაძლებელი, რაც ახლა მათ საწარმოებლად არის საჭირო, მათი ღირებულება, ალბათ, 75%25-ით დაიწევდა; მაგრამ აქედან სრულიადაც ის არ გამომდინარეობს, რომ მუშას ამით შესაძლებლობა მიეცემოდა მუდმივად ოთხი სერთუკი ან ოთხი წყვილი ფეხსაცმელი მოეხმარნა, ერთის ნაცვლად. უფრო სარწმუნოა, რომ მოკლე ხანში მისი ხელფასი, კონკურენციის ზეგავლენით და მოსახლეობის გამრავლებისთვის სტიმულის გაჩენის გამო, შეუფარდდებოდა საარსებო საშუალებათა ახალ ღირებულებას, რომელზედაც იგი იხარჯება. იმ შემთხვევაში, თუ ეს გაუმჯობესება მუშის მოხმარების ყველა საგანზე გავრცელდებოდა, ჩვენ, ალბათ, რამდენიმე წლის გასვლისას ვნახავდით, რომ მის მიერ მიღებულ მოხმარების საგანთა რაოდენობა ძალიან მცირედ გადიდდა, თუ საზოგადოდ გადიდდა, თუმცა აღნიშნულ საქონელთა საცვლელმა ღირებულებამ რომელიმე სხვა საქონლის ღირებულებასთან შედარებით, რომლის წარმოებაშიც არავითარი ასეთი გაუმჯობესება არ მომხდარა, მნიშვნელოვნად დაიწია, და თუმცა ის საქონელნი მნიშვნელოვნად შემცირებული შრომის რაოდენობის პროდუქტს წარმოადგენენ.

ამრიგად, სწორი არაა თქმა ადამ სმიტთან ერთად, რომ „უკეთუ, შესაძლებელია, შრომა სხვადასხვა დოვლათთა ზოგჯერ მეტ და ზოგჯერ ნაკლებ რაოდენობას ყიდულობს, - აქ ცვლილებას განიცდის მხოლოდ იმ დოვლათთა ღირებულება და არა ღირებულება შრომისა, რომელიც მათ ყიდულობს“; და რომ, მაშასადამე, „შრომა, რომელიც მარტოდმარტო არ იცვლება არასოდეს თავის საკუთარ ღირებულებაში, შეადგენს ერთადერთ უკანასკნელ და ნამდვილ საზომს, რომლითაც ყველა საქონელთა ღირებულება ყველა დროსა და ყველა ადგილას შეიძლება შეფასდეს და შედარებულ იქნეს“; მაგრამ სწორია თქმა, როგორც ეს წინათ ადამ სმიტმა სთქვა, „რომ შეფარდება სხვადასხვა სგნების მოსაპოებლად საჭირო შრომის რაოდენობათა შორის წარმოადგენს, როგორც ეტყობა, ერთადერთ გარემოებას, რომელიც შეიძლება შეადგენდეს რაიმე სახელმძღვანელო წესს საგნების ერთი მეორეზე გაცვლისათვის“, ანუ, სხვა სიტყვებით, რომ საქონელთა ახლანდელ ან წინანდელ შეფარდებით ღიებულებას განსაზღვრავს შედარებითი მათი რაოდენობა, რომელსაც აწარმოებს შრომა, და არა შედარებითი რაოდენობა საქონელთა, რომლებიც მუშას ეძლევა გაცვლისას მისი შრომის სამაგიეროდ.

ორი საქონლის შეფარდებითი ღირებულება იცვლბა: როგორ გავიგოთ, იმათგან რომელში მოხდა ნამდვილად ცვლილება? როდესაც ერთი საქონლის ახლანდელ ღირებულებას ვადარებთ ფეხსაცმელის, წინდების, ქუდების, რკინის, შაქრისა და ყველა სხვა საქონელთა ღირებულებას, ჩვენ ვხედავთ, რომ იგი ყველა ამ საგნების სწორედ იმავე რაოდენობაზე იცვლება, როგორც წინათ, როდესაც მეორე საქონელს ვადარებთ იმავე საქონელთ, ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ღირებულება შეცვლილა ყველა იმათ მიმართ; ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დიდი ალბათობით დავასკვნათ, რომ ცვლილება მომხდარა ამ საქონელში და არა იმათში, რომლებსაც ჩვენ იგი შევადარეთ. თუ ჩვენ, გამოვიკვლევთ - რა უფრო დაწვრილებით ყველა გარემოებას, რომელიც ამ სხვადასხვა საქონელთა წარმოებასთანაა დაკავშირებული, ვნახავთ, რომ ფეხსაცმელის, წინდების, ქუდების, რკინის, შაქრისა და სხვათა საწარმოებლად შრომისა და კაპიტალის სწორედ იგივე რაოდენობაა საჭირო, რაც უწინ, მაგრამ იგივე რაოდენობა, რაც უწინ, საჭირო არაა იმ ერთადერთი საქონლის საწარმოებლად, რომლის შეფარდებითი ღირებულება შეიცვალა, იმ შემთხვევაში ალბათობა გადაიქცევა უეჭველობად, და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ ამ საქონელშია მომხდარი: ჩვენ ამგვარად აღმოვაჩენთ მისი ცვლილების მიზეზს.

თუ მე ვპოვე, რომ ერთი უნცი ოქრო ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საქონელთა და ბევრ სხვათა ნაკლებ რაოდენობაზე იცვლება, თუ, გარდა ამისა, მე ვპოვე, რომ, ახალი და უფრო მდიდარი სამადნეების აღმოჩენის გამო ან მანქანების განსაკუთრებით ხელსაყრელად გამოყენების გამო, ოქროს მოცემული რაოდენობა ნაკლები შრომის რაოდენობით შეიძლება მიღებულ იქნეს, მე უფლება მექნება ვთქვა, რომ მიზეზი ოქროს ღირებულების ცვლილებისა სხვა საქონელთა მიმართ არის მისი წარმოების უფრო დიდი სიადვილე ანუ შრომის ნაკლები რაოდენობა რომელიც საჭიროა მის მოსაპოებლად. ასევე, თუ შრომის ღირებულება მნიშვნელოვნად დაეცა ყველა სხვა საგანთა ღირებულებასთან შედარებით, და თუ მე ვპოვე, რომ ეს დაცემა შედეგი იყო უხვი მიწოდების, რასაც ხელს უწყობდა ის დიდი სიადვილე, რომლითაც პური და მუშის სხვა საარსებო საგნები იწარმოებოდა, იმ შემთხვევაში, მგონია, სწორი იქნება, თუ მე ვიტყვი, რომ პურის და სხვა საარსებო საგანთა ღირებულება დაეცა იმიტომ, რომ მათ საწარმოებლად ნაკლები შრომის რაოდენობაა საჭირო, და რომ მუშის გამოკვების ამ გაადვილებას შედეგად მოჰყვა შრომის ღირებულების დაცემა. არაო, - გვეუბნებიან ადამ სმტი და მალთუსი, - იმ შემთხვევაში, რომელიც ოქროს შეეხებოდა, თქვენ მართალი იყავით, როდესაც ოქროს ცვლილებას მისი ღირებულების დაცემას უწოდებდით, იმიტომ რომ მაშინ პურის და შრომის ღირებულება არ შეცვლილაო; და რადგან ოქროთი არა თუ მათი, არამედ ყველა სხვა საგანთა ნაკლები რაოდენობა მიიღებოდა, ვიდრე წინათ, ამიტომ სწორი იყო იმის თქმა, ყველა საგანი უცვლელი დარჩა და რომ მხოლოდ ოქრომ განიცადა ცვლილებაო. მაგრამ თუ პურის და შრომის ღირებულება ეცემა, - იმ საგანთა ღირებულება, რომელნიც ჩვენ ნორმალურ საზომად ავირჩიეთ ყველა იმ ცვლილებათა მიუხედავად, რომელთაც ისინი - ჩვენ ამას ვსცნობთ - ექვემდებარებიან, მაშინ უაღრესად უსწრო იქნება ასეთი დასკვნაო; სწორი მეტყველება მოითხოვს, რომ ვთქვათ: პურის და შრომის ღირებულება არ შეცვლილა და მხოლოდ სხვა დანარჩენ საგანთა ღირებულება გაიზარდაო.

მაგრამ სწორედ ასეთი მეტყელების წინააღმდეგ გამოვთქვამ მე პროტესტს. მე ვპოებ, რომ სწორედ ისე, როგორც ოქროს შემთხვევაში, მიზეზი ღირებულების ცვლილებისა პურსა და სხვა საგნებს შორის არის შრომის ნაკლები რაოდენობა, რომელიც საჭიროა პურის საწარმოებლად; ამიტომ, ვსჯელობ-რა თანამიმდევნურად, პურის და შრომის ღირებულების ცვლილებას მე უნდა ვუწოდო მათი ღირებულების დაწევა და არა ღირებულების აწევა იმ საგანთა, რომლებსაც ისინი შეედარებიან. თუ მე მუშა უნდა დავიქირავო ერთი კვირით და მას ათი შილინგის ნაცვლად რვას ვაძლევ, და ამასთან ფულის ღირებულებაში არ მომხდარა არავითარი ცვლილება, - მუშას შეუძლია, ალბათ, მეტი საზრდო და სხვა საარსებო საგნები მიიღოს თავისი რვა შილინგით, ვიდრე წინათ იღებდა ათი შილინგით. მაგრამ ეს წარმოსდგება არა მისი ხელფასის ნამდვილი ღირებულების აწევის გამო, როგორც ამას ამტკიცებდა ადამ სმიტი და ახლახან მალთუსი, არამედ იმ საგანთა ღირებულების დაწევის გამო, რომლებზედაც იგი ხარჯავს თავის ხელფასს; ეს კი სრულიად სხვა რამ არის. და მაინც, როდესაც მე ამას ხელფასის ნამდვილი ღირებულების დაწევას ვუწოდებ, ჩემზე ამბობენ, რომ მე ვხმარობ ახალ და უჩვეულო გამოთქმას, რომელიც შეუთანხმებელია მეცნიერების ჭეშმარიტ პრინციპებთანო. მე კი მგონია, რომ უჩვეულო და ნამდვილად შეუფერებელი გამოთქმა ის არის, რიმელსაც ჩემი ოპონენტები ხმარობენ.

ვიგულისხმოთ, რომ მუშას ერთი კვირის შრომაში აძლევენ ერთ ბუშელ ხორბალს, როდესაც ხორბლის ფასი 80 შილინგია კვარტერისთვის, და აძლევენ ბუშელს და მეოთხედს, როდესაც ფასი დაცემულია 40 შილინგამდე. ვიგულისხმოთ, შემდეგ, რომ იგი კვირაში ნახევარ ბუშელს მოიხმარს თავის ოჯახში, ხოლო დანარჩენს გასცვლის სხვა საგნებზე, როგორიცაა სათბობი მასალა, საპონი, სანთელი, ჩაი, შაქარი, მარილი და სხვა და სხვა. თუ სამი მეოთხედი ბუშელი, რომელიც მას დარჩება ერთ შემთხვევაში, იმდენსავე აღნიშნულ საქონელთ ვერ მოუპოებს, რამდენსაც ნახევარი ბუშელი მეორე შემთხვევაში, - აიწია თუ დაიწია შრომის ღირებულებამ? აიწიაო, უნდა ეთქვა ადამ სმიტს, იმიტომ რომ მისთვის მასშტაბი არის ხორბალი, მუშა - კი ერთი კვირის შრომაში მეტ ხორბალს იღებს. დაიწიაო, უნდა ეთქვა ადამ სმიტს, „იმიტომ რომ ნივთის ღირებულება დამოკიდებულია მსყიდველობით ძალაზე, რომელსაც ამ ნივთის ფლობა იძლევა სხვა დოვლათთა მიმართ“, ხოლო შრომას აქ ნაკლები მსყიდველობითი ძალა აქვს სხვა ასეთ დოვლათთა საყიდლად.

________________

1. „ხალხთა სიმდიდრე”, წიგ. I, თავი V.

4.2 განყოფილება II

▲ზევით დაბრუნება


სხვადასხვა ხარისხის შრომას სხვადასხვა გასამრჯელო ეძლევა. ეს გარემოება არ შეადგენს საქონელთა შეფარდებითი ღირებულების ცვლილების მიზეზს.

მაგრამ თუ მე ვამბობ, რომ შრომა წარმოადგენს ყოველი ღირებულების საფუძველს და რომ შეფარდებითი მისი რაოდენობა თითქმის მარტოდმარტო განსაზღვრავს საქონელთა შეფარდებითს ღირებულებას, ამის გამო არავინ არ უნდა მომაწეროს, რომ მე ყურადღებას არ ვაქცევ შრომის სხვადასხვა ხარისხს და იმ სიძნელეს, რომელსაც წარმოადგენს შედარება ერთი საათის ან ერთი დღის შრომისა ერთ მოსაქმეობაში იმავე ხანგრძლივობის შრომასთან მეორე მოსაქმეობაში, სხვადასხვა ხარისხის შრომის შეფასება მალე მყარდება ბაზარზე საკმარისი ზედმიწევნილობით ყველა პრაქტიკულ მიზნისათვის და დიდწილად დამოკიდებულია მუშის შედარებითს დახელოვნებასა და გაწეული შრომის ინტენსივობაზე. რაკი ერთხელ შესდგება სკალა, შემდეგ იგი მცირე ცვლილებას ექვემდებარება, თუ მუშა - იუველირის ერთი დღის შრომა უფრო ღირებულია, ვიდრე უბრალო მუშის ერთი დღის შრომა, - უკვე დიდი ხანია რაც ეს შეფასებულ იქნა და მას სათანადო ადგილი მიეკუთვნა ღირებულებათა სკალაში.1

ამრიგად, ერთი და იმავე საქონლის ღირებულების შედარებისას სხვადასხვა ეპოქებში არც კია ანგარიშში მისაღები შრომის შედარებითი დახელოვნება და ინტენსივობა, რომლებიც საჭიროა იმ განსაკუთრებული საქონლის საწარმოებლად, ვინაიდან ეს გარემოება ერთნაირად მოქმედებს ერთსა და მეორე ეპოქაში. განსაზღვრული სახის შრომა მოცემულ ეპოქაში შეედარება იმავე სახის შრომას მეორე ეპოქაში; ერთი მეათედი, ერთი მეხუთედი ან ერთი მეოთხედი ნაწილი თუ მიემატა ან მოაკლდა, - ამით წარმოიშობა მიზეზის პროპორციული გავლენა საქონლის შეფარდებითს ღირებულებაზე.

თუ ერთი ნაჭერი მაუდი ახლა ორი ნაჭერი ტილოს ღირებულებისაა, და თუ დღეიდან ათი წლის გასვლის შემდეგ ერთი ნაჭერი მაუდის ჩვეულებრივი ღირებულება ოთხ ნაჭერ ტილოს უდრის, აქედან ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ან მეტი შრომა სჭირდება მაუდის დამზადებას, ან ნაკლები - ტილოს დამზადებას, ანდა რომ ადგილი ჰქონდა ორივე მიზეზის მოქმედებას.

რადგან გამოკვლევა, რომელზედაც მე მინდა მკითხველის ყურადღება მივაქციო, საქონელთა არა აბსოლუტური, არამედ შეფარდებითი ღირებულების ცვლილებათა გავლენას შეეხება, ამიტომ ჩვენთვის მცირე მნიშვნელობა აქვს შეფასების იმ შედარებითი ხარისხის გარკვევას, რომელიც ადამიანის სხვადასხვა სახის შრომას აქვს მიკუთვნებული. ჩვენ უფლება გვაქვს დავასკვნათ, რომ, როგორიც შეიძლება ყოფილიყოს თავდაპირველად უთანასწორობა სხვადასხვა სახის შრომას შორის, რაოდენ მეტი საზრიანობა, დახელოვნება ან დრო შეიძლება საჭირო ყოფილიყოს ერთი რომელიმე სპეციალური ხელობის შესათვისებლად მეორესთან შედარებით, ეს უთანასწორობა განაგრძობს არსებობას თითქმის უცვლელად თაობიდან თაობაში ან, ყოველ შემთხვევაში, ყოველწლიური ცვლილება ფრიად უმნიშვნელო არის და ამიტომ მას, თუ მოკლე პერიოდებს ავიღებთ, მცირე გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქონელთა შეფარდებითს ღირებულებაზე.

„შრომისა და კაპიტალის გამოყენების სხვადასხვა დარგებში ხელფასისა და მოგების სხვადასხვა ნორმებს შორის შეფარდებაზე, ეტყობა, დიდი გავლენა არა აქვს, როგორც ეს უკვე აღნიშნული იყო ქვეყნის სიმდიდრეს ან სიღარიბეს, მის პროგრესიულ, სტაციონარულ ან რეგრესიულ მდგომარეობას. ასეთი რევოლუციები სახელმწიფოში თუმცა კი შეეხებიან ხელფასის და მოგების ნორმას საერთოდ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მათ თანაბარი ზემოქმედება უნდა ჰქონდეთ ამ ნორმაზე ყველგან მრეწველობის სხვადასხვა დარგებში. ამიტომ შეფარდება მათ შორის წინანდებური უნდა რჩებოდეს, და არ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში რაოდენადმე ხანგრძლივი დროის მანძილზე შეიცვალოს ამგვარი რევოლუციების გამო“.2

__________________

1. „მაგრამ, თუმცა შრომა ყველა საქონლის საცვლელი ღირებულების ნამდვილი საზომი არის, იგი მაინც არ წარმოადგენს იმ საზომს, რომლის მიხედვით ჩვეულებრივ შეფასდება საქონელთა ღირებულება. ხშირად ძნელი არის ზედმიწევნით გარკვეულ იქნეს შეფარდება შრომის ორ სხვადასხვა რაოდენობას შორის. ორ სხვადასხვა სახის სამუშაოზე დახარჯული დრო მარტო არ განსაზღვრავს ყოველთვის ამ შეფარდებას. ანგარიშში მისაღებია აგრეთვე გაწეული ჯაფის სიძნელისა და ხმარებული ოსტატობის სხვადასხვა ხარისხიც. რაიმე მძიმე მუშაობის ერთი საათი შეიძლება მეტ შრომას შეიცავდეს, ვიდრე ადვილი საქმიანობის ორი საათი; და ასევე ისეთი ხელობის ერთი საათი, რომლის შესასწავლად ათი წელიწადი იყო საჭირო, შეიძლება მეტ შრომას შეიცავდეს ვიდრე ერთ თვეს მოსაქმეობა რომელსამე ჩვეულებრივსა და ყველასთვის ხელმისაწვდომ ხელობაში. მაგრამ ადვილი არაა ზუსტი საზომის პოვნა სიძნელის ან ოსტატობის ხარისხის განსაზღვრისათვის. მართალია, სხვადასხვა სახის შრომის სხვადასხვა პროდუქტების ერთმანეთზე გაცვლისას მხედველობაში მიიღება რაოდენადმე სიძნელე და ოსტატობა. მაგრამ ეს ხდება არა რაიმე ზუსტი საზომის მიხედვით, არამედ საბაზრო მოთხოვნა-მიწოდების კვალობაზე, ტლანქი გათანასწორების სახით, რომელიც თუმცა მთლად ზუსტი არაა, მაგრამ მაინც ცხოვრების ჩვეულებრივი საქმეებისთვის საკმარისი არის”. („ხალხთა სიმდიდრე”, წიგ. I, თავი X. [ შეცდომაა; უნდა იყოს: თავი V. - შენიშნ. ქართ. გამოც.])

2. ,,ხალხთა სიმდიდრე”, წიგ. I, თავი X

4.3 განყოფილება III

▲ზევით დაბრუნება


საქონელთა ღირებულებაზე გავლენა აქვს არა მარტო იმ შრომას, რომელიც უშალოდ მათ წარმოებაზეა დახარჯული, არამედ იმ შრომასაც, რომელიც შრომის დამხმარე ხელსაწყოებსა, იარაღებსა და შენობებშია მოქცეული.

საზოგადოების იმ პირველყოფილ მდგომარეობაშიც კი, რომელზედაც ადამ სმიტი მიუთითებს, მონადირესთვის აუცილებელი იქნებოდა ცოტაოდენი კაპიტალი, თუნდაც თვით მის მიერ შექმნილი და დაგროვილი, რათა მას საშუალება ჰქონებოდა მოეკლა ნადირი. უიარაღოდ არც წავის მოკვლა შეიძლება და არც ირმის, და ამიტომ ამ ცხოველების ღირებულების განმსაზღვრელი იქნებოდა არა მარტო ის დრო და შრომა, რომელიც მათ მოსაკლავადაა საჭირო, არამედ ის დრო და შრომაც, რომელიც საჭირო იყო იმისთვის, რომ მონადირეს მოეპოვა კაპიტალი, ე.ი. იარაღი, რომლის დახმარებით მათი მოკვლა სწარმოებდა.

ვიგულისხმოთ, რომ წავის მოსაკლავად საჭირო იარაღის დამზადებაზე ბევრად მეტი შრომა იყო დახარჯული, ვიდრე ირმის მოსაკლავად საჭირო იარაღის დამზადებაზე, ვინაიდან პირველ ცხოველთან ახლო მისვლა უფრო ძნელი არის და ამიტომ იარაღი ნიშანში უფრო მარჯვედ მესროლი უნდა იყოს; ბუნებრივია, რომ ერთი წავი მეტი ღირებულების იქნებოდა, ვიდრე ორი ირემი, და სწორედ იმ საფუძვლით, რომ მის მოსაკლავად საერთოდ მეტი შრომა იქნებოდა საჭირო, ანდა, ვიგულისხმოთ, რომ შრომის ერთნაირი რაოდენობა იყო საჭირო ორივე იარაღის დასამზადებლად, მაგრამ რომ ამ იარაღებს ფრიად არათანატოლი გამძლეობა ჰქონდა; ხანგრძლივად გამძლე იარაღიდან მისი ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილი გადავიდოდა სათანადო საქონელზე, ხოლო ნაკლებ გამძლე იარაღის ღირებულების გაცილებით უფრო დიდი ნაწილი განხორციელდებოდა იმ საქონელში, რომლის წარმოებასაც იგი ხელს უწყობდა.

ყველა ის იარაღები, რომლებიც წავის და ირმის მოსაკლავადაა საჭირო, შეიძლება ადამიანთა ერთ კლასს ეკუთვნოდეს, ხოლო იმ ცხოველთა მოკვლისთვის საჭირო შრომას შეიძლება სხვა კლასი იძლევოდეს; და მაინც მათი შედარებითი ფასები შეფარდებული იქნება იმ შრომასთან, რომელიც ნამდვილად დაიხარჯა როგორც კაპიტალის შედგენაზე, ისე იმ ცხოველთა მოკვლაზე. შრომასთან შედარებით კაპიტალის სიუხვის თუ ნაკლებობის სხვადასხვა პირობებზე დამოკიდებულებით, საზრდოს და სხვა - ადამიანთა შესანახად არსებითად საჭირო - საგნების სიუხვის თუ ნაკლებობის სხვადასხვა პირობებზე დამოკიდებულებით, იმათ, რომელთაც თანატოლი ღირებულების კაპიტალი მოსცეს ამა თუ იმ მოსაქმეობისთვის, შესაძლებელია მიიღონ მოპოებული პროდუქტის ნახევარი, მეოთხედი ან მერვედი ნაწილი, ხოლო დანარჩენი ხელფასად მიეცეს იმათ, რომელთაც შრომა შეასრულეს; მაგრამ ეს განაწილება გავლენას ვერ მოახდენს ამ საქონელთა შეფარდებითს ღირებულებაზე, იმიტომ რომ, იქნება კაპიტალის მოგება მეტი თუ ნაკლები, შეადგენს იგი 50, 20 თუ 10 პროცენტს, იქნება შრომის ხელფასი მაღალი თუ დაბალი, - ყველაფერი ეს თანაბრად იმოქმედებს ორსავე მოსაქმეობაზე.

თუ ჩვენ ვიგულისხმებთ, რომ მოსაქმეობათა რაოდენობა საზოგადოებაში უფრო გადიდებულია, რომ ზოგნი იძლევიან ნავებს და ნავთმოწყობილობას რაც საჭირო არის თევზის საჭერად, სხვები - თესლს და იმ ტლანქ იარაღებს, რომლებიც დასაწყისში იხმარებოდა მიწათმოქმედებაში, მაშინაც ძალაში რჩება ის პრინციპი, რომ წარმოებულ საქონელთა საცვლელი ღირებულება პროპორციულია იმ შრომის რომელიც დახარჯული არის მათ წარმოებაზე, - არა მარტო მათ უშუალო წარმოებაზე, არამედ აგრეთვე ყველა იმ იარაღებსა ან მანქანებზე, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ წარმატება მიეცეს იმ სპეციალურ შრომას, რომლისთვისაც ისინი იხმარებიან.

თუ ჩვენ იმ საზოგადოების მდგომარეობას დავაცქერდებით, რომელშიაც დიდი წარმატებებია მიღწეული, რომელშიაც მრეწველობა და ვაჭრობა ჰყვავის, - წინანდებურად ვნახავთ, რომ საქონელთა ღირებულების ცვლილება ამ პრინციპის თანახმად სწარმოებს; მაგალითად, წინდების საცვლელი ღირებულების შეფასებისას ჩვენ ვნახავთ, რომ მათი ღირებულება, სხვა ნივთებთან შედარებით, მთელი იმ შრომის რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომელიც საჭირო არის მათ საწარმოებლად და ბაზარზე მისატანად. აქ შედის, ჯერ ერთი, შრომა იმ მიწის დამუშავებისათვის, რომელზედაც ნედლი ბამბა მოიყვანება; მეორე, - შრომა ბამბის გაზიდვისთვის იმ ქვეყანაში, სადაც წინდები უნდა დამზადდეს, რაც იმავე დროს შეიცავს იმ შრომის ნაწილს, რომელიც მის გადასაზიდად გამოყენებული გემის ასაგებადაა დახარჯული და რომელიც საქონელთა ფრახტის ანგარიშში შეიტანება; მესამე, - მრთველის და ფეიქრის შრომა; მეოთხე, - ნაწილი მანქანათმშენებლის, მჭედლის და ხუროს შრომისა, რომელთაც ააგეს ის შენობა და მანქანები, რომლების დახმარებითაც წინდები მზადდება; მეხუთე, - შრომა წვრილი ვაჭრის და მრავალ სხვათა, რომელთა ცალცალკე ჩამოთვლა საჭირო არაა. შრომის ამ სხვადასხვა სახეთა საერთო ჯამი განსაზღვრავს სხვა ნივთების იმ რაოდენობას, რომელზედაც ეს წინდები გაიცველბა; ამ გვარადვე იმ სხვა ნივთებზე დახარჯული შრომის რაოდენობის საფუძველზე განისაზღვრება მათი ის ნაწილი, რომელიც წინდებში იქნება მიცემული.

რათა დავრწმუნდეთ, რომ სწორედ ეს წარმოადგენს საცვლელი ღირებულების ნამდვილ საფუძველს, ვიგულისხმოთ, რომ განხორციელებულ იქნა რაიმე გაუმჯობესება ერთ-ერთში იმ სხვადასხვა პროცესებიდან, რომლებიც უნდა გაიაროს ნედლმა ბამბამ, ვიდრე წინდა დამზადდებოდეს და ბაზარზე გაიტანებოდეს სხვა ნივთებზე გასაცვლელად, და დავხედოთ, რა შედეგები მოჰყვება ამას. თუ ნედლი ბამბის მოსაყვანად ნაკლები მუშა იყო საჭირო, ან ნაკლები მეზღვაურები მოსაქმეობდნენ მის გადაზიდვაზე, ან ნაკლები სახომალდო ხუროები მუშაობდნენ იმ გემის აგებაზე, რომლითაც იგი მოტანილ იქნა ჩვენამდე; თუ ნაკლები მუშახელი მუშაობდა შენობებისა და მანქანების აგებაზე, ან ეს მანქანები უფრო პროდუქტიული გახდა,-იმ შემთხვევაში წინდის ღირებულება აუცილებლად დაბლა დაიწევს და ამიტომ გაცვლით მასში სხვა საგნების ნაკლები რაოდენობა იქნება მიღებული. მისი ღირებულება დაიწევს, იმიტომ რომ მის საწარმოებლად საჭირო შრომის რაოდენობა შემცირდა. ამის გამო იგი იმ საგნების ნაკლებ რაოდენობაზე გაიცვლება, რომელთა წარმოებაში ადგილი არ ჰქონებია შრომის ასეთ შემოკლებას.

ეკონომია შრომის გამოყენებაში ყოველთვის დაბლა სწევს საქონლის შეფარდებითს ღირებულებას, სულერთია, შეეხება იგი თვით საქონლის დასამზადებლად საჭირო შრომას, თუ - იმ შრომას, რაც საჭიროა კაპიტალის შესადგენად, რომლის დახმარებით საქონელი იწარმოება. წინდის ფასი ყველა შემთხვევაში დაიწევს, ნაკლები ადამიანები იქნებიან მოსაქმენი მის დამზადებაზე როგორც მთეთრობლები, მრთველები და ფეიქრები, ე.ი. პირნი, რომელნიც უშუალოდ საჭირონი არიან მის საწარმოებლად, თუ - როგორც მეზღვაურები, გადამზიდავები, მანქნათმშენებლები და მჭედლები, ე.ი. პირნი, რომელნიც არაპირდაპირ ეხებიან ამ წარმოებას. პირველ შემთხვევაში შრომის მთელი დანაზოგი წინდას ხვდება, იმიტომ რომ შრომის ის ნაწილი სულ მთლად წინდის წარმოებას ხმარდებოდა; მეორე შემთხვევაში დანაზოგის მხოლოდ ნაწილი მოუწევს წინდას, ხოლო დანარჩენი - ყველა იმ სხვა საქონელთ, რომელთა წარმოებას შენობები, მანქანები და ტრანსპორტის საშუალებანი ემსახურებოდნენ.

ვიგულისხმოთ, რომ საზოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურებზე მონადირის შვილდებს და ისრებს იგივე ღირებულება და გამძლეობა აქვს, რაც მეთევზის ნავსა და იარაღებს, ვინაიდან ორთავენი შრომის ერნაირი რაოდენობის პროდუქტებს წარმოადგენენ. ამ პირობებში ირმის - მონადირის დღიური შრომის პროდუქტის - ღირებულება ზედმიწევნით თანასწორი იქნება თევზის - მეთევზის დღიური შრომის პროდუქტის - ღირებულებისა. თევზის და ნადირის შედარებითი ღირებულების განმსაზღვრელი იქნება სავსებით შრომის ის რაოდენობა, რომელიც თითოეულ მათგანშია განხორციელებული, როგორიც უნდა იყოს პროდუქტის რაოდენობა, ან რაგინდ მაღალი ან დაბალი იყოს საერთოდ ხელფასი ან მოგება. თუ, მაგალითად, მეთევზის ნავები და იარაღები 100 გირვ. სტერლ. ღირებულების იყო და მათი გამძლეობა 10 წლით იყო ნაანგარიშევი, და თუ მეთევზე 10 კაცს ამუშავებდა, რომელთა წლიური შრომა 100 გირვ. სტერლ. ღირდა, და იგი მათი შრომით დღეში 20 ორაგულს მოიპოვებდა; თუ მონადირის მიერ ხმარებული იარაღები აგრეთვე 100 გირვ. სტერლ. ღირებულების იყო და მათი გამძლეობა 10 წლით იყო ნაანგარიშევი, და თუ მონადირეც 10 კაცს ამუშავებდა, რომელთა წლიური შრომა 100 გირვ. სტერლ. ღირდა და რომელნიც მას დღეში 10 ირემს მოუპოებდნენ, - იმ შემთხვევაში, რაგინდ დიდი ან პატარა ყოფილიყო მთელი პროდუქტის ის ნაწილი, რომელიც მის მომპოებელ მუშა ხელს ხვდებოდა, ირმის ბუნებრივი ფასი 2 ორაგულის თანასწორი იქნებოდა. იმას, თუ პროდუქტის რა წილი გაიცემა ხელფასად, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოგების საკითხისათვის; ვინაიდან დაუყოვნებლივ უნდა აღინიშნოს, რომ მოგება მაღალი და დაბალი იქნებოდა სწორედ იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ხელფასი დაბალი ან მაღალი იყო, მაგრამ ამას სრულიადაც ვერ ექნებოდა გავლენა თევზის და ნადირის შეფარდებითს ღირებულებაზე, ვინაიდან იმავე დროს ხელფასი ორსავე მოსაქმეობაში ერთნაირად მაღალი ან დაბალი იყო. თუ მონადირე თავისი ნადირის სანაცვლოდ მეტ თევზს მოსთხოვდა მეთევზეს იმ საფუძვლით, რომ მან ნადირის დიდი ნაწილი ანუ დიდი ნაწილის ღირებულება გაიღო ხელფასად, - მეთევზე უპასუხებდა, რომ თვითონ მასაც ასევე შეეხო იგივე გარემოება. ამიტომ, რაგინდ იცვლებოდეს ხელფასი და როგორი მოქმედებაც ჰქონდეს კაპიტალის დაგროვებას, - ვიდრე მეთევზე და მონადირე განაგრძობენ ერთი დღის შრომით თევზის იმავე რაოდენობის და ნადირის იმავე რაოდენობის მოპოებას, გაცვლა-გამოცვლის ბუნებრივი ნორმა იქნება: ერთი ირემი ორი ორაგულისათვის.

თუ შრომის იმავე რაოდენობით თევზის ნაკლები რაოდენობა ან ნადირის მეტი რაოდენობა მოიპოებოდა, - თევზის ღირებულება აიწევდა ნადირის ღირებულებასთან შედარებით. თუ, პირიქით, შრომის იმავე რაოდენობით ნადირის ნაკლები რაოდენობა ან თევზის მეტი რაოდენობა მოიპოებოდა, - ნადირის ღირებულება აიწევდა თევზის ღირებულებასთან შედარებით.

რაიმე ისეთი სხვა საქონელი რომ არსებობდეს რომელიც უცვლელია თავის ღირებულებაში, ჩვენ შევსძლებდით, თევზის და ნადირის ღირებულების შედარებით ამ საქონლის ღირებულებასთან, განგვესაზღვრა, რამდენად ცვლილება უნდა მისწერებოდა იმ მიზეზს, რომელსაც გავლენა ჰქონდა თევზის ღირებულებაზე, და რამდენად - იმ მიზეზს, რომელსაც ნადირის ღირებულებაზე ჰქონდა გავლენა.

ვიგულისხმოთ, რომ ასეთ საქონელს ფული წარმოადგენს. თუ ორაგული 1 გირვ. სტერლინგად ღირებული იყო და ირემი - 2 გირვ. სტერლინგად ღირებული, მაშინ ერთ ირემს ორი ორაგულის ღირებულება ექნებოდა. მაგრამ ირემი შეიძლება სამი ორაგულის ღირებულებისა გახდეს, უკეთუ ირმის მოსაკლავად მეტი შრომა ან ორაგულის დასჭერად ნაკლები შრომა იქნება საჭირო, ანდა ორივე ეს მიზეზი შეიძლება ერთსა და იმავე დროს მოქმედებდეს. ჩვენ რომ გვქონოდა ასეთი უცვლელი მასშტაბი, ადვილად შევძლებდით განგვესაზღვრა, რა ზომით მოქმედებდა თითოეული ეს მიზეზი. თუ ორაგული წინანდებურად იყიდებოდა 1 გირვ. სტერლინგად, ხოლო ირმის ფასი 3 გირვ. სტერლინგზე ავიდა, ჩვენ შეგვეძლო დაგვესკვნა, რომ მეტი შრომა შეიქნა საჭირო ირმის მოსაკლავად. თუ ირემი წინანდელ ფასში - 2 გირვ. სტერლინგად - იყიდებოდა, ხოლო ორაგული - 13 შილინგად და 4 პენსად, - ჩვენ შეგვეძლო დარწმუნებით გვეთქვა, რომ ორაგულის დასაჭერად ნაკლები შრომა გახდა საჭირო. და თუ ირმის ფასმა 2 გირვ. სტერლ. და 10 შილინგამდე აიწია, ხოლო ორაგულის ფასი 16 შილინგამდე და 8 პენსამდე დაეცა, ჩვენ შეგვეძლო დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ ორივე მიზეზი მოქმედებდა ამ საქონელთა შეფარდებითი ღირებულების ცვლილების გამოსაწვევად.

ვერავითარი ცვლილება შრომის ხელფასში ვერ გამოიწვევდა რაიმე ცვლილებას ამ საქონელთა შეფარდებითს ღირებულებაში. და აი რატომ: რომც ვიგულისხმოთ, რომ ხელფასმა აიწია, მაინც არც ერთ იმ ორ მოსაქმეობაში შრომის რაოდენობა არ გადიდდებოდა, არამედ გადიდდებოდა მხოლოდ ამ შრომის სასყიდელი; და იგივე საფუძველი, რომელიც მონადირეს და მეთევზეს აიძულებდა ცდილიყვნენ მაღლა აეწიათ თავიანთი ნადირის და თევზის ღირებულება, სამადნის პატრონსაც ააწევინებდა თავისი ოქროს ღირებულებას. რადგან ამ მოტივის მოქმედება ერთნაირი ძალის იქნებოდა ყველა ამ სამი მოსაქმეობისათვის და რადგან მათში მოქმედ ადამიანთა შეფარდებითი მდგომარეობა როგორც ხელფასის აწევამდე, ისე ხელფასის აწევის შემდეგ ერთნაირი იქნებოდა, ამიტომ ნადირის, თევზის და ოქროს შეფარდებითი ღირებულება უცვლელი დარჩებოდა. ხელფასმა შეიძლება აიწიოს 20%25-ით, და მოგებამ ამის გამო დაიწიოს მეტი ან ნაკლები პროპორციით, რაიმე ცვლილების, სრულიად მცირედისაც კი, გამოუწვევლად ამ საქონელთა შეფარდებითს ღირებულებაში.

ვიგულისხმოთ ახლა, რომ იმავე შრომით და ძირითადი კაპიტალით შეიძლებოდა მეტი თევზის მოპოება, მაგრამ არა მეტი ოქროს ან ნადირისა: ამ შემთხვევაში თევზის შეფარდებითი ღირებულება დაბლა დაიწევდა ოქროს ან ნადირის ღირებულებასთან შედარებით. თუ ერთი დღის შრომის პროდუქტს, 20 ორაგულის ნაცვლად, 25 შეადგენდა, ორაგულის ფასი 1 გირვ. სტერლინგის ნაცვლად, 16 შილინგი იქნებოდა, და გაცვლისას ერთ ირემში 2 1/2 ½ ორაგულს მისცემდნენ 2-ის ნაცვლად, მაგრამ ირმის ფასი წინანდებურად 2 გირვ. სტერლ. იქნებოდა. ამგვარადვე, თუ იმავე კაპიტალით და შრომით ნაკლები თევზის მოპოება შეიძლებოდა, თევზის შედარებითი ფასი აიწევდა. ამრიგად, თევზის საცველელი ღირებულება აიწევდა ან დაიწევდა მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი ან ნაკლები შრომა იყო საჭირო მოცემული რაოდენობის მისაღებად. მაგრამ ეს აწევა ან დაწევა ყოველთვის პროპორციული იქნებოდა საჭირო შრომის რაოდენობის გადიდების ან შემცირებისა.

ამგვარად, უცვლელი მასშტაბი რომ გვქონებოდა, რომლითაც შევსძლებდით გაგვეზომა სხვა საქონელთა ღირებულების ცვლილება, ჩვენ ვპოებდით, რომ უკიდურესი საზღვარი, სადამდეც იმ საქონელთა ღირებულებამ, თუ ისინი ჩვენ მიერ ნაგულისხმევ პირობებში იწარმოებიან, შეიძლება აიწიოს, პროპორციულია შრომის დამატებითი რაოდენობის, რომელიც საჭიროა მათ საწარმოებლად; და რომ, თუ მათ საწარმოებლად მეტი შრომა არაა საჭირო, მათი ღირებულება საერთოდ სრულიად ვერ აიწევს. ხელფასის გადიდება მათ ღირებულებას მაღლა არ ასწევდა არც ფულის მიმართ, არც სხვა საქონელთა მიმართ, რომელთა წარმოებისთვის არ მოითხოვებოდა დამატებითი შრომა და გამოყენებული იყო ძირითადი და საბრუნავი კაპიტალის იგივე რაოდენობა, ამასთან ძირითადი კაპიტალი - იმავე გამძლეობისა. თუ რომელიმე სხვა საქონლის საწარმოებლად მეტი ან ნაკლები შრომაა საჭირო, მაშინ ეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მყისვე გამოიწვევს ცვლილებას მის შეფარდებითს ღირებულებაში, მაგრამ ეს ცვლილება წარმოსდგება საჭირო შრომის რაოდენობის შემცირების გამო და არა ხელფასის აწევის გამო.

4.4 განყოფილება IV

▲ზევით დაბრუნება


ის პრინციპი, რომ საქონელთა წარმოებაზე დახარჯული შრომის რაოდენობა განსაზღვრავს მათ შეფარდებითს ღირებულებას, მნიშვნელოვან სახეცვლას განიცდის მანქანებისა და სხვა ძირითადი და გამძლე კაპიტალის გამოყენების გამო.

წინა განყოფილებაში ჩვენ ვიგულისხმეთ, რომ ირმის მოსაკლავად და ორაგულის დასაჭერად საჭირო ხელსაწყოები და იარაღები ერთნაირად გამძლე არის და შრომის ერთნაირი რაოდენობის პროექტს წარმოადგენს. და ჩვენ ვნახეთ, რომ ცვლილებები ირმის და ორაგულის შეფარდებითს ღირებულებაში დამოკიდებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ცვლილებებზე შრომის რაოდენობაში, რომელიც საჭიროა მათ მოსაპოებლად; მაგრამ საზოგადოების განვითარების თითოეულ საფეხურზე შრომის იარაღები და ხელსაწყოები, რომლებიც მოსაქმეობის სხვადასხვა დარგებში იხმარება, შეიძლება სხვადასხვა ხარისხის გამძლეობისა იყოს და შრომის სხვადასხვა რაოდენობას მოითხოვდეს თავის საწარმოებლად. გარდა ამისა, პროპორციები შრომის შესანახად დანიშნულ კაპიტალსა და იმ კაპიტალს შორის, რომელიც შრომის იარაღებში და მანქანებშია დაბანდებული, შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს კომბინებული. ამ განსხვავებას, რომელსაც ადგილი აქვს ძირითადი კაპიტალის გამძლეობის ხარისხში, და პროპორციების მრავალსახეობას, რომელთა მიხედვით ამ ორი ფორმის კაპიტალს შეიძლება კომბინება ჰქონდეს, შემოაქვს, გარდა საქონელთა საწარმოებლად საჭირო შრომის მეტი ან ნაკლები რაოდენობისა, სხვა მიზეზი მათი შეფარდებითი ღირებულების ცვლილებისათვის; ამ მიზეზს შეადგენს შრომის ღირებულების გადიდება ან შემცირება.

საზრდოს და ტანსაცმელს, რომელსაც მუშა მოიხმარებს, შენობას, რომელშიაც იგი მუშაობს, ხელსაწყოებს, რომლებიც მის მუშაობას შველის, - ყველა ამას წარმავალი ხასიათი აქვს. მაგრამ არსებობს დიდი განსხვავება დროის მხრივ, რომლის განმავლობაშიაც ეს სხვადასხვა კაპიტალი გასძლებს: ორთქლის მანქანა მეტ ხანს სძლებს, ვიდრე გემი. გემი - მეტხანს, ვიდრე მუშის ტანსაცმელი, ხოლო მუშის ტანსაცმელი - მეტხანს, ვიდრე საზრდო, რომელსაც იგი მოიხმარებს.

იმის მიხედვით, სწრაფად ცვდება კაპიტალი და თხოულობს ხშირად აღდგენას, თუ ექვემდებარება ნელ გაცვეთას, - იგი მიეკუთვნება საბრუნავს ან ძირითად კაპიტალს1 ლუდის მხდელის შესახებ, რომლის შენობები და მანქანები ძვირად ღირებულია და გამძლე, ამბობენ, თავისი კაპიტალის დიდ ნაწილს ძირითადი კაპიტალის სახით ხმარობსო; პირიქით, მეჩექმის შესახებ, რომლის კაპიტალი უმთავრესად ხელფასზე მიდის, რაც იხარჯება საჭმელსა და ტანსაცმელზე, ე.ი. უფრო წარმავალ პროდუქტებზე, ვიდრე შენობები და მანქანები არის, - ასეთ მეჩექმეზე ამბობენ, თვისი კაპიტალის დიდ ნაწილს საბრუნავი კაპიტალის სახით ხმარობსო.

უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ საბრუნავი კაპიტალი შეიძლება მიმობრუნდეს ანუ მის გამომყენებელს დაუბრუნდეს ფრიად არათანატოლ პერიოდებში. ფერმერის მიერ სათესლედ ნაყიდი ხორბალი ძირითადი კაპიტალია იმ ხორბალთან შედარებით, რომელიც ნაყიდი აქვს მეპურეს პურის გამოსაცხობად. ერთი მას მიწაში სტოვებს და უკან მისი მიღება არ შეუძლია წელიწადზე ადრე, მეორეს კი შეუძლია დაფქვას, მიჰყიდოს პურის სახით თავის მუშტრებს და ამგვარად თავისი კაპიტალი ერთი კვირის განმავლობაში ისევ მიიღოს თავის თავისუფალ განკარგულებაში იმავე საქმისთვის ან სხვა საქმის დასაწყებად.

ამრიგად, მრეწველობის ორ დარგში შეიძლება ერთნაირი სიდიდის კაპიტალები გამოიყენებოდეს, მაგრამ ეს კაპიტალები ძალიან სხვადასხვაგვარად იყოს დაყოფილი ძირითადის წილად და საბრუნავის წილად.

ერთ დარგში შეიძლება ძალიან მცირე კაპიტალი გამოიყენებოდეს საბრუნავ კაპიტალად, ე.ი. შრომის შესანახად; შეიძლება კაპიტალი უმთავრესად მანქანებში, იარაღებში, შენობებში და სხვ. იყოს დაბანდებული, - ეს კაპიტალი შედარებით ძირითადი და გამძლე ხასიათისაა. მრეწველობის მეორე დარგში შეიძლება კაპიტალის იგივე რაოდენობა იხმარებოდეს, მაგრამ იგი უმთავრესად შრომის შესანახად გამოიყენებოდეს და ძალიან მცირე ნაწილი იყოს დაბანდებული იარაღებში, მანქანებში, შენობებში. შრომის ხელფასის აწევა არ შეიძლება არათანაბარი გავლენა არ იქონიოს ესოდენ სხვადასხვა პირობებში წარმოებულ პროდუქტებზე.

შემდეგ ორი ფაბრიკანტი შეიძლება ხმარობდეს ერთი და იმავე სიდიდის ძირითად და საბრუნავ კაპიტალს, მაგრამ მათი ძირითადი კაპიტალების გამძლეობა ძალიან სხვადასხვა იყოს. ერთს შეიძლება ჰქონდეს ორთქლის მანქანები 10000 გირვ. სტერლინგის ღირებულებისა, მეორეს - იმავე ღირებულების გემები.

ადამიანები რომ წარმოებაში მანქანებს არ ხმარობდნენ, არამედ მხოლოდ შრომას გამოიყენებდნენ, და რომ ერთი და იმავე ხანგრძლივობის დროის განმავლობაში მოსაქმეობდნენ, ვიდრე თავიანთ საქონელთ ბაზარზე გაიტანენ, - იმ შემთხვევაში მათ საქონელთა საცვლელი ღირებულება ზედმიწევნით პროპორციული იქნებოდა გამოყენებული შრომის რაოდენობისა.

ისინი რომ ხმარობდნენ ერთი და იმავე ღირებულებისა და გამძლეობის ძირითად კაპიტალს, მაშინაც წარმოებულ საქონელთა ღირებულება ერთნაირი იქნებოდა და ამ ღირებულებას ცვლილება ექნებოდა მათ წარმოებაზე დახარჯული მეტი ან ნაკლები შრომის რაოდენობის მიხედვით.

თუმცა მსგავს პირობებში წარმოებულ საქონელთა ღირებულება შეიცვლებოდა მხოლოდ იმ შრომის რაოდენობის გადიდებისა ან შემცირების გამო, რომელიც მათში ერთის და მეორის საწარმოებლადაა საჭირო, მაგრამ სამაგიეროდ სხვებთან შედარებით, რომლებიც ძირითადი კაპიტალის იმავე შეფარდებითი რაოდენობით არ იყო წარმოებული, მათი ღირებულება შეიცვლებოდა სხვა მიზეზის გამოც, რომელიც მე ზემოთ მოვიხსენიე: სახელდობრ შრომის ღირებულების აწევის გამო, თუმცა არც მეტი შრომა ყოფილა მათ წარმოებაზე დახარჯული და არც ნაკლები. ქერი და შვრია ხელფასის ყოველ ცვლილებისას ერთსა და იმავე შეფარდებაში იქნებოდა ერთი მეორის მიმართ. ასევე ჩითიც ან მაუდი, თუ ისინი სრულიად მსგავს პირობებში იყო წარმოებული. და მაინც ხელფასის აწევისას ან დაცემისას ქერის ღირებულება შეიძლება მეტნაკლებ შეიცვალოს ჩითის ღირებულებასთან შედარებით და შვრიის ღირებულება - მაუდის ღირებულებასთან შედარებით.

ვიგულისხმოთ, რომ ორი ადამიანი ამუშავებს ას-ას მუშას წლის განმავლობაში ორი მანქანის აგებაზე, ხოლო მესამე პირი მუშების იმავე რაოდენობას ამუშავებს ხორბლის წარმოებაზე; თითოეული მანქანა წლის ბოლოს იმავე ღირებულების იქნება, რისიც ხორბალი, იმიტომ რომ ორივე ერთნაირი შრომითაა წარმოებული. ვიგულისხმოთ, რომ ერთი მანქანის მფლობელი მანქანას გამოიყენებს იმისთვის რომ შემდეგ წელში 100 მუშის დახმარებით მაუდი აწარმოოს, მეორე მფლობელი თავის მანქანას გამოიყენებს ასევე 100 მუშის დახმარებით ჩითის საწარმოებლად, ხოლო ფერმერს წინანდებურად ხორბლის წარმოებაზე ჰყავს 100 მუშა. მეორე წლის განმავლობაში ყველა მათ მიერ შრომის იგვე რაოდენობა იქნება გამოყენებული, მაგრამ საქონელი და მანქანა როგორც მაუდის ფაბრიკატის, ისევე ჩითის ფაბრიკანტისა, შედეგი იქნება 200 მუშის შრომის, რომელნიც მუშაობდნენ წლის განმავლობაში, ანუ, უკეთ, 100 მუშის შრომისა, რომელნიც ორ წელიწადს მუშაობდნენ; მაშასადამე, თუ ხორბლის ღირებულება 500 გირვ. სტერლინგს უდრის, - მაუდის ფაბრიკანტის მანქანა და მაუდი უნდა წარმოადგენდეს 1000 გირვ. სტერლინგის ღირებულებას და ჩითის ფაბრიკანტის მანქანისა და ჩითის ღირებულება ასევე ორჯერ მეტი უნდა იყოს ხორბლის ღირებულებაზე. მაგრამ ის ღირებულება ხორბლის ორკეც ღირებულებაზე მეტი იქნება, იმიტომ რომ მაუდის და ჩითის ფაბრიკანტების კუთვნილი კაპიტალის მოგება პირველი წლისა მათ კაპიტალებს მიემატა, მაშინ როდესაც ფერმერმა თავისი მოგება საჭიროებისათვის დახარჯა. მაშასადამე, მათი კაპიტალების სხვადასხვა გამძლეობის გამო ანუ, რაც იგივეა, იმ პერიოდების სხვადასხვა ხანგრძლივობის გამო, რომლებმაც უნდა განვლოს, ვიდრე საქონელთა ერთი წყება შეიძლება გატანილ იქნეს ბაზარზე, პროდუქტების ღირებულება იქნება არა ზუსტად პროპორციული მათზე დახარჯულ შრომისა, ე.ი. მათ ღირებულებათა შეფარდება იქნება არა როგორც 2:1, არამედ ცოტათი მეტი, რათა კონპენსაცია წარმოსდგეს იმ დროის უფრო ხანგრძლივობისათვის, რომელმაც უნდა განვლოს, ვიდრე უფრო ძვირფასი საქონელი შეიძლება ბაზარზე იქნეს გატანილი.

ვიგულისხმოთ, რომ თითოეულ მუშას ეძლეოდა შრომაში 50 გირვ. სტერლ. წლიურად ანუ რომ 5000 გირვ. სტერლ. კაპიტალი იყო გამოყენებული და მოგება უდრიდა 10%25-ს. მაშინ თითოეული მანქანის, ისე როგორც ხორბლის, ღირებულება პირველი წლის ბოლოს იქნებოდა 5500 გირვ. სტელინგი. მეორე წელში ფაბრიკანტები და ფერმერები გამოიყენებენ, თითოეული, 5000 გირვ. სტერლინგს შრომის შესანახად და ამიტომ თავიანთ საქონელს ისევე 5500 გირვ. სტერლინგად გაჰყიდიან. მაგრამ იმ პირებმა, რომელნიც მანქანებს ხმარობენ, თანატოლ კაპიტალებზე 5000 გირვ. სტერლინგის რაოდენობისა, რომლებიც შრომაზე იყო დახარჯული, უნდა მიიღონ. რათა თანასწორ პირობებში იმყოფებოდნენ ფერმერთან, არა მარტო 5500 გირვ. სტერლინგი, არამედ კიდევ 550 გირვ. სტერლინგი, როგორც მოგება 5500 გირვ. სტერლ. კაპიტალისა, რომელიც მათ მანქანებში მოათავსეს. მაშასადამე, მათი პროდუქტები 6050 გირვ. სტერლინგად უნდა გაიყიდოს. ჩვენ აქ, ამრიგად, ვხედავთ კაპიტალისტებს, რომელნიც შრომის სრულიად ერთნაირ რაოდენობას გამოიყენებენ თავიანთ საქონელთა წარმოებაში და, მიუხედავათ ამისა, მათ მიერ წარმოებული პროდუქტების ღირებულება ერთნაირი არაა იმის გამო, რომ ერთნაირი არაა ძირითადი კაპიტალის ანუ დაგროვილი შრომის რაოდენობა, რომელიც თითოეულმა მათგანმა გამოიყენა. მაუდს და ჩითს ერთი და იგივე ღირებულება აქვს, იმიტომ რომ ისინი პროდუქტებია შრომის ერთნაირ რაოდენობათა და ძირითადი კაპიტალის ერთნაირ რაოდენობათა; მაგრამ ხორბალს არა აქვს იგივე ღირებულება, რაც აქვს ამ პროდუქტებს, იმიტომ რომ, ძირითადი კაპიტალის მხრივ, იგი სხვა პირობებშია წარმოებული.

მაგრამ რა გავლენას მოახდენს მათ შეფარდებითს ღირებულებაზე შრომის ღირებულების აწევა? ცხადია, რომ მაუდის და ჩითის შეფარდებითი ღირებულება არავითარ ცვლილებას არ განიცდის, ვინაიდან, ჩვენ მიერ ნაგულისხმევ პირობებში, ყველაფერი, რაც ერთ საქონელზე მოქმედებს, ისევე უნდა მოქმედებდეს მეორე საქონელზეც. არავითარ ცვლილებას არ განიცდის პურის და ქერის შეფარდებითი ღირებულებაც, იმიტომ რომ, რამდენადაც საქმე ძირითადსა და საბრუნავ კაპიტალს შეეხება, ისინი ერთნაირ პირობებში იწარმოებიან. მაგრამ ხორბლეულის ღირებულება მაუდის მიმართ ან ჩითეულის მიმართ უნდა შეიცვალოს შრომის ღირებულების აწევის გამო.

შრომის ღირებულების აწევა შეუძლებელია უიმისოდ, რომ მოგებამ არ დაიწიოს. თუ პური იყოფა ფერმერსა და მუშას შორის, - რაც უფრო დიდი იქნება წილი, რომელიც უკანასკნელს ეძლევა, მით უფრო ნაკლები დარჩება პირველისთვის. ამგვარადვე, თუ მაუდი და ჩითი იყოფა მუშასა და მის დამქირავებელს შორის, - რაც უფრო დიდი წილი ეძლევა პირველს, მით უფრო ნაკლები რჩება უკანასკნელისთვის. ვიგულისხმოთ, რომ ხელფასის აწევის გამო მოგებამ დაიწია 10-იდან 9%25-ამდე. ამ შემთხვევაში თავიანთი პროდუქტების საერთო ფასს (5500 გირვ. სტერლინგს) ფაბრიკანტები, მათი ძირითადი კაპიტალის მოგებად 550 გირვ. სტერლილნგის ნამატების ნაცვლად, წაუმატებენ იმ თანხის მხოლოდ 9%25-ს ანუ 495 გირვ. სტერლინგს, და, მაშასადამე ფასი იქნება 5995 გირვ. სტერლ., 6050-ის ნაცვლად. რადგან ხორბალი მერმისაც 5500 გირვ. სტერლინგად გაიყიდება, ამიტომ მანუფაქტურულ საქონელთა ღირებულება, რომლებისთვისაც მეტი ძირითადი კაპიტალი იყო გამოყენებული, დაიწევს ხორბლის ან რაიმე სხვა პროდუქტის ღირებულებასთან შედარებით, რომელშიაც ძირითადი კაპიტალის ნაკლები ნაწილია შესული. პროდუქტების ღირებულების ცვლილების ხარისახი, შრომის ღირებულების აწევის ან დაწევის გამო, დამოკიდებული იქნება იმ შეფარდებაზე, რომელშიაც ძირითადი კაპიტალი იმყოფება მთელი გამოყენებული კაპიტალის მიმართ. დაიწევს ყველა იმ საქონელთა შეფარდებითი ღირებულება, რომლების საწარმოებლად ძალიან ძვირად ღირებული მანქანები ან ძვირად ღირებული შენობები იხმარება, ან რომელნიც უფრო ხანგრძლივ დროს საჭიროებენ, ვიდრე მათი ბაზარზე გატანა შესაძლებელი იქნებოდეს, ხოლო ყველა იმ საქონელთა შეფარდებითი ღირებულება აიწევს, რომელნიც უმთავრესად შრომით იწარმოებიან ან რომელნიც ბაზარზე სწრაფად გაიტანებიან.

მაგრამ მკითხველმა უნდა შენიშნოს, რომ საქონელთა ღირებულების ცვლილების ეს მიზეზი შედარებით სუსტად მოქმედებს. ხელფასის ამგვარ აწევისას, რომელიც გამოიწვევს მოგების დაწევას 1%25-ით, შეფარდებითი ღირებულება საქონელთა, რომლებიც ჩემ მიერ ნაგულისხმევ პირობებში იყო წარმოებული, დაიწევდა მხოლოდ 1%25-ით; მოგების ასეთ დაწევისას მათი ღირებულება 6050 გირვ. სტრლინგიდან დაიწევს 5995-ამდე. უდიდესი გავლენა, რომელიც კი შეიძლება ხელფასის აწევას მოეხდინა ამ საქონელთა შეფარდებითს ფასებზე, ვერ აღემატებოდა 6-7%25-ს, იმიტომ რომ მოგება, ალბათ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიტანდა ამ ზომაზე უფრო დიდ საერთო და ხანგრძლივ დაწევას.

სხვაგვარდაა საქმე საქონელთა ღირებულების ცვლილების მეორე დიდი მიზეზის შესახებ, სახელდობრ-მათ საწარმოებლად საჭირო შრომის რაოდენობის გადიდების ან შემცირების შესახებ. თუ ხორბლის საწარმოებლად 80 კაცია საჭირო 100-ის ნაცვლად, - ხორბლის ღირებულება დაიწევს 20%25-ით ანუ 5500 გირ. სტერლინგიდან ჩამოვა 4000 გირ. სტერლინგზე. თუ მაუდის საწარმოებლად საკმარისია 80 მუშის შრომა 100-ის ნაცვლად, - მაუდის ფასი 6050 გირ. სტერლინგიდან დაიწევს 4950-ამდე. რაოდენადმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოგების მუდმივ ნორმაში შედეგია მიზეზების. რომელნიც მოქმედებენ წლების განმავლობაში, მაშინ როდესაც ცვლილებებს შრომის რაოდენობაში, რომელიც საჭიროა საქონელთა საწარმოებლად, ყოველდღე აქვს ადგილი. ყოველი გაუმჯობესება მანქანებში, სამუშაო იარაღებში, შენობებში, ნედლი მასალის მოპოებაში - დამზოგველია შრომის და შესაძლებლობას გვაძლევს უფრო ადვილად ვაწარმოოთ საქონელი, რომლისთვისაც ის გაუმჯობესება გამოიყენება და ამის გამო მისი ღირებულება იცვლება. ამრიგად, თუმცა პროდუქტების ღირებულების ცვლილებათა მიზეზების გამოკვლევისას სწორი არ იქნებოდა სავსებით მხედველობიდან გაგვეშვა შრომის ღირებულების აწევისა ან დაწევის გავლენა, მაგრამ ასევე არ იქნებოდა სწორი მისთვის დიდი მნიშვნელობა მიგვეწერა. ამიტომ, ამ თხზულების შემდგომ ნაწილებში, თუმცა ზოგჯერ კი ვიხსენიებ ცვლილების ამ მიზეზს, მე მაინც საქონელთა შეფარდებითს ღირებულებაში წარმომდგარ ყველა დიდ ცვლილებას განვიხილავ როგორც წარმოშობილს მეტი ან ნაკლები შრომის რაოდენობით, რომელიც სხვადასხვა დროს საჭიროა მათ საწარმოებლად.

არც კია საჭირო იმის აღნიშვნა, რომ საქონელთა საცვლელი ღირებულება, რომლების წარმოებაზე ერთი და იგივე შრომის რაოდენობაა დახარჯული, ერთნაირი არ იქნება, უკეთუ ისინი არ შეიძლება გატანილი იქნენ ბაზარზე ერთი და იმავე დროის განმავლობაში.

ვიგულისხმოთ, რომ საქონლის წარმოებაში მე ვამუშავებ 20 მუშას 1000 გირ. სტერლინგის დახარჯვით წელიწადში, ხოლო წლის გავლისას მე კვლავ ვამუშავებ 20 მუშას კიდევ 1000 გირ. სტერლინგის დახარჯვით იმავე საქონლის დასასრულებლად ანუ სრულსაყოფად, და რომ მე იგი ბაზარზე გამაქვს ორი წლის გასვლისას. ამ შემთხვევაში, თუ მოგება 10%25-ს შეადგენს, ჩემი საქონელი უნდა გაიყიდოს 2310 გირ. სტერლინგად, იმიტომ რომ ერთ წელში მე გამოვიყენე 1000 გირ. სტერ. კაპიტალი და მეორე წელში კიდევ - 2100 გირ. სტერლ. კაპიტალი. სხვა ვინმე შრომის სწორედ ამდენსავე რაოდენობას ხმარობს, მაგრამ ხმარობს სულ პირველ წელიწადში; იგი ამუშავებს 40 მუშას 2000 გირ. სტერლინგის დახარჯვით და პირველი წლის ბოლოს ჰყიდის საქონელს 10%25 მოგებით, ე.ი. 2200 გირ. სტერლინგად. ამრიგად, ორი საქონელი, რომელთა წარმოებაზე ერთნაირი შრომის ზედმიწევნით ერთნაირი რაოდენობა იყო დახარჯული, იყიდება ერთი 2310 გირ. სტერლინგად, მეორე - 2200 გირ. სტერლინგად.

ეს შემთხვევა თითქოს განსხვავდება წინა შემთხვევისაგან, მაგრამ ფაქტიურად იგივე არის. ორსავე შემთხვევაში ერთი საქონლის მეტი ფასი გამოწვეულია დროის ხანგრძლივობით, რომელმაც უნდა განვლოს, ვიდრე საქონელი ბაზარზე იქნებოდეს გატანილი. პირველ შემთხვევაში მანქანებს და მაუდს ხორბლის ორკეც ღირებულებაზე მეტი ღირებულება ჰქონდა, თუმცა მათზე დახზრჯული იყო მხოლოდ ორჯერ მეტი შრომა. მეორე შემთხვევაში ერთ საქონელს მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე მეორეს, თუმცა მეტი შრომა არ წასულა მის წარმოებაზე. ღირებულების განსხვავება ორსავე შემთხვევაში წარმოსდგება იქედან, რომ მოგება გროვდება კაპიტალის სახით და წარმოადგენს მხოლოდ სამართლიან კონპენსაციას იმ დროისთვის, რომლის განმავლობაშიაც მოგება არ იყო ხელში მოსული.

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ კაპიტალის დაყოფას სხვადასხვა პროპორციით ძირითად და საბრუნავ კაპიტალად, რასაც ადგილი აქვს წარმოების სხვადასხვა დარგებში, მნიშვნელოვანი სახეცვლა შეაქვს წესში, რომელსაც საყოველთაოდ აქვს გამოყენება, როდესაც წარმოებაში თითქმის მხოლოდ და მხოლოდ შრომა იხმარება, სახელდობრ: რომ საქონელთა ღირებულება არასოდეს არ იცვლება, თუ მათ წარმოებაზე არ იხარჯება მეტი ან ნაკლები შრომა; ხოლო ამ განყოფილებაში ნაჩვენები იყო, რომ, შრომის რაოდენობაში რაიმე ცვლილების გარეშე, მარტოოდენ შრომის ღირებულების აწევა იმ საქონელთა საცვლელი ღირებულების დაწევას გამოიწვევს, რომელთა ნაწარმოებში ძირითადი კაპიტალი გამოიყენება; რაც უფრო დიდ წილს შეადგენს ძირითადი კაპიტალი, მით უფრო დიდი იქნება ეს დაწევა.

_______________

1. არა არსებითი დანაწილებაა, რომელშიაც არ შეიძლება ზედმიწევნით გავლებულ იქნეს გამმიჯვნელი ხაზი.

4.5 განყოფილება V

▲ზევით დაბრუნება


ის პრინციპი, რომ ღირებულება არ იცვლება ხელფასისი აწევის ან დაწევის გამო, სახეცვლას განიცდის აგრეთვე კაპიტალის არაერთნირი გამძლეობის გამო და იმ არაერთნაირი სისწრაფის გამო, რომლითაც კაპიტალი უბრუნდება მის გამომყენებელს.

უკანასკნელ განყოფილებაში ჩვენ ვიგულისხმეთ, რომ მრეწველობის ორი სხვადასხვა დარგის ორ თანასწორ კაპიტალში ძირითადი კაპიტალის წილი და საბრუნავი კაპიტალის წილი არაა თანასწორი; ახლა ვიგულისხმოთ, რომ მათში ძირითადის და საბრუნავის წილი ერთნაირი არის, მაგრამ მათი გამძლეობა არაა ერთნაირი, რაც უფრო ნაკლები გამძლეობისაა ძირითადი კაპიტალი, მით უფრო უახლოვდება იგი საბრუნავი კაპიტალის ბუნებას. იგი მოიხმარება და მისი ღირებულების რეპროდუქცია ხდება უფრო მოკლე ხანში, რათა ფაბრიკანტის კაპიტალი შენარჩუნებულ იქნეს. ჩვენ ეს არის ვნახეთ, რომ იმ ზომით, რა ზომითაც ძირითადი კაპიტალი სჭარბობს რომელსამე მანუფაქტურაში, მასში წარმოებულ საქონელთა ღირებულება, ხელფასის აწევისას, შედარებით უფრო დაბალია, ვიდრე იმ საქონელთა ღირებულება, რომლებიც იმ მანუფაქტურებში იწარმოება, სდაც, საბრუნავი კაპიტალი სჭარბობს. იგივე შედეგი წარმოიშობა იმავე მიზეზით, რამდენადაც ძირითადი კაპიტლის გამძლეობა ნაკლები არის და იგი უახლოვდება საბრუნავი კაპიტალის ბუნებას.

თუ ძირითად კაპიტალს გამძლე ბუნება არა აქვს, - ყოველ წელიწადს შრომის დიდი რაოდენობა იქნება საჭირო იმისათვის, რომ მას შეუნარჩუნდეს ეფექტივობის თავდაპირველი მდგომარეობა; მაგრამ ამგვარად დახარჯული შრომა შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ დახარჯულად დამზადებულ საქონელზე, რომელზედაც ამიტომ უნდა გადავიდეს ამ შრომის შესაბამისი ღირებულება. თუ მე მაქვს 20.000 გირვ. სტერლინგის ღირებულების მანქანა, რომლის გამოყენებისას ძალიან ცოტა შრომაა საქონელთა საწარმოებლად საჭირო, და თუ ასეთი მანქანის გაცვეთა მცირედი არის და მოგების საერთო ნორმა 10%25-ს შეადგენს, იმ შემთხვევაში მე დამჭირდება მხოლოდ 2000 გირვ. სტერლინგზე ცოტათი მეტი მივუმატო ჩემი საქონლის ფასს ჩემი მანქანის ხმარებისათვის. მაგრამ თუ მანქანის გაცვეთა დიდია, თუ იმისთვის, რომ მან მუშაობის უნარი შეინარჩუნოს, საჭირო არის 50 ადამიანის შრომა წლის განმავლობაში, მაშინ მე ჩემი საქონლისათვის უნდა მოვითხოვო დამატებითი ფასი, იმის თანასწორი, რასაც მიიღებდა ყოველი სხვა ფაბრიკანტი, რომელიც 50 კაცს ამუშავებდა სხვა საქონელთა წარმოებაში და სრულიად არ ხმარობდა მანქანებს.

მაგრამ შრომის ხელფასის აწევა თანაბრად არ იმოქმედებს იმ მანქანებით წარმოებულ პროდუქტებზე, რომლებიც მალე ცვდება, და იმ მანქანებით წარმოებულებზე, რომლებიც ნელა ცვდება. პირველთა წარმოებისას დამზადებულ საქონელზე მუდამ გადავა შრომის დიდი რაოდენობა, მეორეთა წარმოებისას კი - ძალიან მცირე რაოდენობა. ამიტომ ხელფასის ყოველი აწევა - ანუ, რაც იგივეა, მოგების ყოველი დაწევა - დაბლა სწევს იმ საქონელთა შეფარდებითს ღირებულებას, რომლებიც გამძლე ბუნების მქონე კაპიტალით იწარმოება, და შესაბამისად მაღლა სწევს იმათ ღირებულებას, რომლებიც უფრო წარმავალი კაპიტალით იწარმოება. ხელფასის დაწევას სწორედ წინააღმდეგი მოქმედება ექნება.

მე უკვე ავღნიშნე, რომ ძირითად კაპიტალს სხვადასხვა ხარისხის გამძლეობა აქვს. ვიგულისხმოთ ახლა, რომ ჩვენს წინაა მანქანა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მრეწველობის რომელსამე განსაკუთრებულ დარგში 100 მუშის სამუშაოს შესასრულებლად წელიწადში, და რომ ეს მანქანა მხოლოდ ერთ წელიწადს გასძლებს. ვიგულისხმოთ აგრეთვე, რომ ეს მანქანა ღირს 5000 გირვ. სტერლინგი და რომ 100 მუშის ხელფასი წელიწადში 5000 გირვ. სტერლინგს შეადგენს. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ფაბრიკანტისათვის სავსებით სულერთია, იყიდის მანქანას თუ დაიქირავებს მუშებს. მაგრამ ვთქვათ, შრომის ღირებულებამ აიწია და 100 მუშის ხელფასი 5500 გირვ. სტერლინგზე ავიდა. ცხადია, ფაბრიკანტი ახლა ყოყმანს აღარ დაიწყებს: მისი ინტერესია იყიდოს მანქანა, რომელიც შეუსრულებს მის სამუშაოს 5000 გირვ. სტერლინგად. მაგრამ ხომ არ აიწევს აგრეთვე მანქანის ფასიც, ხომ არ ეღირება ისიც 5500 გირვ. სტერლინგი შრომის ღირებულების აწევის გამო? მისი ფასი აიწევდა, მის აგებისას რომ არავითარი კაპიტალი არ გამოიყენებოდეს და მანქანის მშენებელი რომ არავითარ მოგებას არ იღბდეს. თუ, მაგალითად, მანქანა პროდუქტია 100 ადამიანის შრომის, რომელნიც მასზე ერთ წელიწადს მუშაობდნენ და ხელფასად კაცზე 50 გირვ. სტერლინგს იღებდნენ, და, მაშასადამე, მანქანის ფასი 5000 გირვ. სტერლინგს შეადგენს, მაშინ, ხელფასის აწევისას 55 გირვ. სტერლინგამდე, მისი ფასი იქნებოდა 5500 გირვ. სტერლინგი, მაგრამ ეს შეუძლებელია: ან 100-ზე ნაკლები მუშა მუშაობდა მანქანაზე, ანდა არ შეიძლება მანქანა 5000 გირვ. სტერლინგად გაიყიდოს. ვინაიდან ამ 5000 გირვ. სტერლინგიდან უნდა გადახდილ იქნეს - მოგება კაპიტალზე, რომელიც მუშებს ამუშავებდა. ამრიგად, ვიგულისხმოთ, რომ მუშაობდა მხოლოდ 85 კაცი 50 გირვ. სტერლინგის ხარჯვით თითოსთვის ანუ 4250 გირვ. სტერლინგის დახარჯვით წელიწადში და რომ 750 გირვ. სტერლინგი, რომელიც მიიღება მანქანის გაყიდვით მუშებისთვის ავანსად გაღებულ ხელფასზე მეტად, შეადგენდა მოგებას მანქანის მშენებლის კაპიტალზე. ხელფასის 10%25-ით აწევისას იგი იძულებული იქნება 425 გირვ. სტერლინგის რაოდენობის დამატებითი კაპიტალი გამოიყენოს და ამიტომ, 4250 გირვ. სტერლინგის ნაცვლად, დახარჯავს 4675 გირვ. სტერლინგს, - კაპიტალს, რომელზედაც მიიღებს მხოლოდ 325 გირვ. სტერლინგ მოგბას, თუ მანქანას წინანდებურად 5000 გირვ. სტერლინგად გაჰყიდის. მაგრამ სწორედ ასეთსავე მდგომარეობაშია ყველა ფაბრიკანტი და კაპიტალისტი: ხელფასის აწევა თანაბრად ეხება ყველას. ამიტომ, თუ მანქანის მშენებელმა მანქანის ფასი ხელფასის გადიდების გამო ასწია, ასეთი მანქანების მშენებლობას კაპიტალის დიდი რაოდენობა მიაწყდება ვიდრე მათი ფასი იმ დონეზე არ დადგება, რომ მოგების ჩვეულებრივ ნორმას იძლეოდეს.1 ჩვენ ვხედავთ, მაშასადემე, რომ მანქანები ხელფასის აწევის გამო არ აიწევს ფასში.

ფაბრიკანტს კი, რომელსაც შეუძლია ხელფასის საერთო აწევისას მანქანას მიმართოს, - მანქანას, რომელიც მისი საქონლის წარმოების ხარჯებს არ გაადიდებს, განსაკუთრებული სარგებლობა ექნებოდა, თუ იგი შესძლებდა წინანდელი ფასი აეღო თავის პროდუქტებში; მაგრამ იგი, როგორც ჩვენ უკვე ვნახეთ, იძულებული იქნება დაბლა დასწიოს თავის საქონელთა ფასი; წინააღმდეგ შემთხვევაში კაპიტალი იწყებს მისი მრეწველობისკენ დენას, სანამ მისი მოგება საერთო დონემდე არ დაიწევს. ამრიგად, მანქანების წყალობით მოგებაშია საზოგადოება: ის მუნჯი აგენტები ყოველთვის გაცილებით ნაკლები შრომის პროდუქტს წარმოადგენენ, ვიდრე ის შრომა არის, რომელსაც ისინი შეენაცვლებიან, თუნდაც რომ მათ იგივე ფულადი ღირებულება ჰქონდეთ. მათი გავლენის მეოხებით ნაკლებ ადამიანთ ეხება სურსათის ფასის გადიდება, რაც მაღლა სწვს ხელფასს. ზემოაღნიშნულ მაგალითში იგი შეეხება 85 ადამიანს, 100-ის ნაცვლად, და აქედან გამომდინარე დაზოგვა გამოისახება დამზადებული საქონლის შემცირებულ ფასში. მანქანების და მათი დახმარებით დამზადებულ საქონელთა ნამდვილი ღირებულება არა თუ მაღლა იწევს, არამედ, პირიქით, მანქანების დახმარებით წარმოებული ყველა საქონლის ფასი დაბლა იწევს, და ამასთან დაბლა იწევს მანქანების გამძლეობის პროპორციულად.

ჩვენ ვხედავთ, ამრიგად, რომ საზოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურზე, მანქანების ანუ გამძლე კაპიტალის ხმარებამდე დიდი მასშტაბით, თანასწორი კაპიტალებით წარმოებულ საქონელთ დაახლოებით თანასწორი ღირებულება აქვთ, და ეს მათი ღირებულება ერთი მეორესთან შედარებით მაღლა იწევს ან დაბლა იწევს მხოლოდ მეტი ან ნაკლები შრომის რაოდენობის გამო, რომელიც მათ წარმოებას სჭირდება. ამ ძვირად ღირებული და გამძლე სამუშაო იარაღების შემდეგ კი თანასწორი კაპიტალების გამოყენების გზით წარმოებულ პროდუქტებს ფრიად არათანასწორი ღირბულება ექნება; და თუმცა მათი შეფარდებითი ღირებულება ყოველთვის აიწევს ან დაიწევს ხოლმე მათ საწარმოებლად საჭიროდ გამხდარი მეტი ან ნაკლები შრომის რაოდენობის მიხედვით, ისინი, გარდა ამისა, ქვემდებარე იქნებიან კიდევ სხვა, თუმცა უფრო მცირედი, ცვლილებისა ხელფასის და მოგების აწევის ან დაწევის გამო. რადგან პროდუქტები, რომლებიც 5000 გირვ. სტერლინგად იყიდება, შესაძლებელია ნაწარმოები იყოს კაპიტალის, რომელიც თავისი სიდიდით იმ კაპიტალის თანასწორი არის, რითაც წარმოებულია სხვა პროდუქტები, რომლებიც 10000 გირვ. სტერლინგად იყიდება, ამიტომ მათ წარმოებაზე მიღებული მოგება ერთნაირი იქნება; მაგრამ მოგება არ იქნებოდა ერთნაირი, პროდუქტების ფასი რომ არ იცვლებოდეს მოგების ნორნმის აწევასა და დაწევასთან ერთად.

ამრიგად, აშკარავდება, რომ, რომელსამე წარმოების დარგში გამოყენებული კაპიტალის გამძლეობის მიხდვით, იმ საქონელთა შეფარდებითს ფასებს, რომელთა წარმოებისთვის ამგვარი გამძლე კაპიტალი იხმარება, ცვლილება ექნება შებრუნებული მიმართულებით ხელფასთან შედარებით; ეს ფასები დაიწევს ხელფასის აწევისას და აიწევს ხელფასის დაწევისას; პირიქით, ის საქონელნი, რომელნიც უმთავრესად შრომით იწარმოებიან და ნაკლები ძირითადი კაპიტალით ან ნაკლებ გამძლე ხასიათის მქონე ძირითადი კაპიტალით, ვიდრე ის საზომი არის, რითაც ფასი გაიზომება, - ასეთი საქონელნი აიწევენ ფასში ხელფასის აწევისას და დაიწევენ ხელფასის დაწევისას.

________________

1. ჩვენ აქ ვხედავთ, რატომ აქვთ ძველ ქვეყნებს მიდრეკილება მანქანების გამოყენებისაკენ და ახალ ქვეყნებს - შრომის გამოყენებისაკენ. ყოველ გაძნელებასთან ადამიანების შესანახ საგანთა მოპოებაში აუცილებლად იწევს მაღლა შრომის ღირებულება, ხოლო შრომის ღირებულების ყოველ აწევასთან ჩნდება ახალი იმპულსი მანქანების ხმარებისათვის. ადამიანების შესანახ საგანთა მოპოების ეს სიძნელე ყოველთვის მოქმედებს ძველ ქვეყნებში, ახალ ქვეყნებში კი შეიძლება მოსახლეობის ძალიან დიდ ზრდას ჰქონდეს ადგილი უიმისოდ, რომ შრომის ხელფასის რაიმე აწევა ხდებოდეს. იქ ისევე ადვილად შეიძლება ასეთი საგნებით მომარაგება ადამიანთა მეშვიდე, მერვე და მეცხრე მილიონის, როგორც მეორე, მესამე და მეოთხე მილიონისა.

4.6 განყოფილება VI

▲ზევით დაბრუნება


ღირებულების უცვლელი საზომი

ვინაიდან საქონელთა შეფარდებითი ღირებულება მუდამ იცვლება, - სასურველი იქნებოდა გვქონდეს საშუალება იმის განსასაზღვრავად, თუ იმათგან რომლების ნამდვილმა ღირებულებამ დაიწია და რომლებისამ აიწია. ეს შეიძლებოდა შესრულებულიყო მხოლოდ იმ გზით, რომ ჩვენ მათ ერთი მეორის მოყოლებით შევადარებდით ღირებულების რაიმე უცვლელ ნორმალურ საზომს, რომელიც თვითონ არც ერთ იმ რყევას, რომელსაც სხვა საქონელნი განიცდიან, არ უნდა ყოფილიყო დაქვემდებარებული. ასეთი საზომი ჩვენ არ შეგვიძლია გვქონდეს, ვინაიდან არ არსებობს ისეთი საქონელი, რომელიც არ ექვემდებარებოდეს იმავე ცვლილებებს, რასაც ექვემდებარება სხვა საგანთა ღირებულება, რომელიც ჩვენ გვინდა გავზომოთ. სხვა სიტყვებით, არ არსებობს ისეთი საქონელი, რომლის წარმოება არ მოითხოვდეს ხან მეტ, ხან ნაკლებ შრომას. მაგრამ რომ კიდეც შეიძლებოდეს ჩვენ მიერ საზომად არჩეული საქონლისთვის ღირებულების ცვლილების ეს მიზეზი მოვსპოთ, რომ კიდეც იყოს შესაძლებელი, რომ, მაგალითად, ჩვენ ფულის საწარმოებლად ყველა ეპოქაში შრომის ერთი და იგივე რაოდენობა მოითხოვებოდეს, მაინც ფული ვერ იქნებოდა ღირებულების სრულყოფილი მასშტაბი ანუ უცვლელი საზომი, ვინაიდან, როგორც მე უკვე ვეცადე განმემარტებია, მისი შეფარდებითი ღირებულება დაქვემდებარებული იქნებოდა ცვლილებას ხელფასის აწევის ან დაწევის გამო, როდესაც საჭირო ძირითადი კაპიტალის წილი სხვადასხვა იქნებოდა ფულის წარმოებაში და იმ სხვა საქონელთა წარმოებაში, რომელთა ღირებულების გაზომვა ჩვენ გვწადია. ფულის შეფარდებითი ღირებულება ცვლილებას იქნებოდა დაქვემდებარებული, გარდა ამისა, იმავე მიზეზის გამო კიდევ იმიტომაც, რომ გამძლეობა ძირითადი კაპიტალისა, რომელიც გამოიყენება მის საწარმოებლად და მასთან შესადარებელ სხვა საქონელთა საწარმოებლად, ფრიად სხვადასხვა არის, რომ დრო, რომელიც საჭიროა პირველის გასატანად ბაზარზე, შეიძლება უფრო გრძელი ან მოკლე იყოს იმ დროზე, რომელიც საჭიროა მასთან შესადარებელ საქონელთა გასატანად ბაზარზე. ყველა ეს გარემოება ხელს უშლის ყოველ საქონელს იყოს ღირებულების სრულიად ზუსტი საზომი.

ვთქვათ, ჩვენ ოქრო ავირჩიეთ ღირებულების მასშტაბად. ცხადია, რომ იგი წარმოადგენს საქონელს, რომლის მოპოება ისეთსავე შემთხვევითობას ექვემდებარება, როგორც ყოველი სხვა საქონლის, და რომელიც თავის საწარმოებლად მოითხოვს შრომას და ძირითად კაპიტალს. ყოველი სხვა საქონლის მსგავსად, ოქროს წარმოებაშიც შესაძლებელია განხოციელებულ იქნეს გაუმჯობესება შრომის დასაზოგავად და, მაშასადამე, მისი შეფარდებითი ღირებულება სხვა საგნების მიმართ შესაძლებელია შემცირდეს უკვე მისი წარმოების უფრო გაადვილების გამო.

რომ კიდეც ვიგულისხმოთ, რომ ცვლილების ეს მიზეზი მოსპობილ იქნა და რომ ოქროს ერთი და იმავე რაოდენობის მოსაპოებლად საჭიროა ყოველთვის შრომის ერთი და იგივე რაოდენობა, მაინც ოქრო არ იქნებოდა ღირებულების სრულყოფილი საზომი, რომლის შემწეობით ჩვენ შეგვეძლო ზუსტად განგვესაზღვრა ყველა სხვა საქონელთა ღირებულების ცვლილება, და ეს იმიტომ, რომ იგი არ იქნებოდა ძირითადი და საბრუნავი კაპიტალის სწორედ იმავე კომბინაციის გზით წარმოებული, როგორითაც ყველა სხვა საგნები, არც იმავე გამძლეობის მქონე ძირითადი კაპიტალით წარმოებულ, და აგრეთვე იმიტომაც, რომ იგი ზედმიწევნით იმავე დროის მსაჭიროებელი არ იქნებოდა, როგორისაც სხვა საქონელნი, ვიდრე შეიძლებოდა მისი ბაზარზე გატანა. იგი ღირებულების სრულყოფილი საზომი იქნებოდა ყველა, სწორედ ასეთსავე პირობებში წარმოებული საგნისთვის, მაგრამ არა სხვებისთვის. თუ ოქრო, მაგალილთად, ისეთსავე პირობებში იწარმოებოდა, როგორიც ჩვენი ნაგულისმევის თანახმად საჭიროა მაუდის და ჩითის წარმოებისთვის, მაშინ იგი ღირებულების სრულყოფილი საზომი იქნებოდა ამ საგნებისთვის, მაგრამ არა ხორბლისთვის, ნახშირისთვის და სხვა პროდუქტებისთვის, რომლებიც ძირითადი კაპიტალის მეტი ან ნაკლები წილის მონაწილეობით იყო წარმოებული, იმიტომ რომ, როგორც ჩვენ ვუჩვენეთ, ყოველი ცვლილება მოგების მუდმივ ნორმაში განსაზღვრულ გავლენას იქონიებდა ყველა ამ პროდუქტების შეფარდებითს ღირებულებაზე, დამოუკიდებლად ყოველგვარი ცვლილებისგან შრომის იმ რაოდენობაში, რომელიც მათ საწარმოებლად იყო გამოყენებული. ოქრო რომც იწარმოებოდეს იმავე პირობებში, რომლებშიაც ხორბალი იწარმოება, და ეს პირობები კიდევაც რომ არასოდეს არ იცვლებოდეს, იგი მაინც, აღნიშნული მიზეზების გამო, ვერ იქნებოდა მაუდის და ჩითის ღირებულების სრულყოფილი საზომი ყველა ეპოქისთვის. ამრიგად, არც ოქრო, არც რომელიმე სხვა საქონელი არ შეიძლება იყოს ოდესმე ღირებულების სრულყოფილი საზომი ყველა საგანთათვის. მაგრამ მე უკვე აღვნიშნე, რომ მოგების ცვლილება შედარებით მცირე გავლენას ახდენს საგნების შეფარდებითს ღირებულებაზე, რომ გაცილებით უფრო დიდ გავლენას წარმოშობს შრომის ცვალებადი რაოდენობა, რომელიც საჭიროა წარმოებისათვის. ამიტომ, თუ ვიგულისხმებთ, რომ ცვლილების ამ მნიშვნელოვან მიზეზს ადგილი არა აქვს ოქროს წარმოებაში, ჩვენ, ალბათ, ოქროს სახით გვექნება ისეთი დიდი დაახლოება ღირებულების ნორმალურ მასშტაბთან, როგორიც კი თეორიულად შეიძლება მოსაზრებული იქნეს. არ შეიძლება განა განვიხილოთ ოქრო, როგორც საქონელი, რომელიც ორი სახის კაპიტალის ისეთი შეფარდების გზით იწარმოება, როგორიც ყველაზე უფრო უახლოვდება საშუალო შეფარდებას, რომელსაც ადგილი აქვს მეტწილ საქონელთა წარმოებაში? არ შეგვიძლია განა განვიხილოთ ეს შეფარდება, როგორც ერთნაირად დაშორებული ამ ორ უკიდურესობას, როდესაც ერთ შემთხვევაში ცოტა ძირითადი კაპიტალი იხმარება ან როდესც მეორე შემთხვევაში ცოტა შრომა გამოიყენება, და განა არ უჭირავს მას საშუალო ადგილი მათ შორის?

ამგვარად, თუ მე შემიძლია ვიგულისხმო, რომ ხელთ მაქვს ნორმალური საზომი, ესოდენ ძალიან დაახლოებული უცვლელ საზომს, ამით ის სარგებლობა მექნება, რომ მე შემეძლება ვილაპარაკო საგნების ღირებულების ცვლილებებზე ისე, რომ თითოეული შემთხვევის გამოისობით არ გამოვუდგე იმ საზომის ღირებულების შესაძლებელი ცვლილების განხილვას, რომლითაც ფასი და ღირებულება შეფასდება.

ამიტომ, თუმცა სავსებით ვსცნობ, რომ ოქროსგან გაკეთებული ფული ექვემდებარება მეტწილ იმ ცვლილებებს, რომლებსაც ექვემდებარება სხვა საგნების ღირებულება, მე მაინც, ამ გამოკვლევის საგნის გასაადვილებლად, ვიგულისხმებ, რომ იგი უცვლელი არის, და ამიტომ ფასების ყველა ცვლილებას მე განვიხილავ როგორც შედეგს იმ საქონლის ღირებულების ცვლილებისა, რომელზედაც სწორედ ლაპარაკი მაქვს.

ვიდრე ამ საგანს მოვრჩებოდე, უადგილო არ იქნება აღვნიშნო, რომ ადამ სმიტი და ყველა მისი მომდევნო მწერლები, - რამდენადაც ვიცი, ყველანი გამოუკლებლივ, - ამტკიცებდნენ: შრომის ფასის აწევას შედეგად ექნებოდა ყველა საქონელთა ფასის თანაბრად აწევაო. იმედი მაქვს, მე შევსძელი საკმარისად დამემტკიცებია, რომ ასეთი შეხედულებისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, და რომ აიწევდა მხოლოდ იმ საქონელთა ფასი, რომლებზედაც ნაკლები ძირითადი კაპიტალი იხმარება, ვიდრე საზომად არებულ პროდუქტზე, რომლის თანახმად ფასი გამოითვლება, და რომ იმ საქონელთა ფასი, რომელთა წარმოებაში მეტი ძირითადი კაპიტალი გამოიყენება, ხელფასის აწევის შემთხვევაში ნამდვილად დაიწევდა. პირიქით, ხელფასის დაწევის შემთხვევაში მხოლოდ იმ საქონელთა ფასი დაიწევდა, რომელთა წარმოებაში ნაკლები შეფარდების ძირითადი კაპიტალი გამოიყენება, ვიდრე საზომად აღებული პროდუქტის წარმოებაში, რომლის თანახმად ფასი გამოითვლება, ხოლო ყველა იმ საქონელთა ფასი, რომელთა წარმოებაში უფრო დიდი შეფარდების ძირითადი კაპიტალი იხმარება, ნამდვილად აიწევდა.

საჭიროდ მიმაჩნია აგრეთვე აღვნიშნო, რომ მე არ მითქვამს: რადგან ერთ საქონელზე დაიხარჯა შრომა, რომელიც 1000 გირვ. სტერლ. ღირს, და მეორეზე დაიხარჯა შრომა, რომელიც 2000 გირვ. სტერლ. ღირს, ამიტომ პირველის ღირებულება 1000 გირვ. სტერლინგი და მეორის ღირებულება 2000 გირვ. სტერლინგი იქნება მეთქი. მაგრამ მე ვთქვი კი, რომ მათი ღირებულების შეფარდება იქნება ერთი მეორისადმი როგორც 1:2 და რომ ისინი ამ პროპორციით გაიცვლებიან. ამ მოძღვრების ჭეშმარიტებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, გაიყიდება პირველი საქონელი 1100 გირვ. სტერლინგად და მეორე - 2200 გირვ. სტერლინგად, თუ პირველი - 1500 გირვ. სტერლინგად და მეორე - 3000 გირვ. სტერლინგად. ამ საკითხს მე არც კი ვიკვლევ ამჟამად; მე ვამტკიცებ მხოლოდ, რომ მათი შეფარდებითი ღირებულება განისაზღვრება შრომის შეფარდებითი რაოდენობით, რომელიც დახარჯულია მათ წარმოებაზე.1

__________________

1. ბ-ნი მალთუსი შენიშნავს ამ მოძღვრების შესახებ: ,,ჩვენ, რასაკვირველია, შეგვიძლია საქონელზე მოხმარებულ შრომას თვითნებურად მისი ნამდვილი ღირებულება ვუწოდოთ, მაგრამ, ვიქცევით რა ასე, ჩვენ ვხმარობთ სიტყვებს არა იმ აზრით, რა აზრითაც ისინი ჩვეულებრივ იხმარებიან. ჩვენ მით ერთბაშად ბურუსში ვხვევთ ფრიად მნიშვნელოვან განსხვავებას ხარჯსა და ღირებულებას შორის და თითქმის შეუძლებელს ვხდით სიმდიდრის წარმოების მთავარი სტიმულის გარკვევით ახსნას; ხოლო სინამდვილეში ეს სტიმული ამ განსხვავებაზეა დამოკიდებული”.

ბ-ნი მალთუსი, ეტყობა, რომ ჩემი მოძღვრების ნაწილს შეადგენს ეს: რომ რაიმე ნივთის ხარჯი და ღირებულება ერთიდაიგივე უნდა იყოს. ეს ასეა, თუ იგი ხარჯად ,,წარმოების ხარჯს” გულისხმობს, მოგების ჩათვლით. მაგრამ ზემოაღნიშნულ სტრიქონებში იგი ამას არ გულისხმობს და, მაშასადამე, მას ნათლად არ აქვს ჩემი აზრი გაგებული.

4.7 განყოფილება VII

▲ზევით დაბრუნება


სხვადასხვა შედეგები, რომლებსაც იწვევს ფულის ღირებულების ცვლილება, .. იმ საზომის ღირებულების ცვლილება, რომლითაც ყოველთვის გამოისახება ფასი, ან იწვევს იმ საქონელთა ღირებულების ცვლილება, რომლებიც ფულით იყიდება.

თუმცა უკვე განვმარტე, ფულის ღირებულებას, სხვა საგანთა შეფარდებითი ღირებულების ცვლილებათა მიზეზების ნათლად გარკვევის მიზნით, უცვლელად მივიჩნევ მეთქი, მაგრამ მე მაინც სასარგებლოდ ვთვლი აღვნიშნო სხვადასხვა შედეგები საქონელთა ფასების ცვლილებისა, რომელიც წარმოსდგება ჩემ მიერ უკვე აღნიშნული მიზეზების გამო, სახელდობრ: საქონელთა საწარმოებლად საჭირო შრომის რაოდენობის სხვადასხვაობის გამო და თვით ფულის ღირებულების ცვლილების გამო.

რადგან ფული ცვალებადი საქონელია, ამიტომ ფულადი ხელფასის აწევა ხშირად გამოიწვევა ფულის ღირებულების დაწევით. ამ მიზეზით ხელფასის აწევას სინამდვილეში ყოველთვის ახლავს საქონელთა ფასის აწევა; მაგრამ ასეთ შემთხვევებში ჩვენ ყოველთვის ვპოებთ, რომ შრომის და სხვა საქონელთა ღირებულება ერთი მეორის მიმართ არ შეცვლილა, არამედ რომ ცვლილება მხოლოდ ფულს შეეხო.

ფული, რადგან იგი წარმოადგენს საქონელს, რომელიც უცხო ქვეყნიდან მიიღება რადგან იგი საშუალებაა გაცვლა-გამოცვლისა ყველა ცივილიზებულ ქვეყნებს შორის და რადგან განაწილდება მათ შორის იმ პროპორციით, რომელიც იცვლება ყოველ გაუმჯობესებასთან ვაჭრობასა და მანქანებში, აგრეთვე სიძნელის ყოველ გადიდებასთან მზარდი მოსახლეობისათვის საზრდოს და სხვა საარსებო საგნთა მოპოებაში, - ყველა ამის გამო ფული განუწყვეტლივ ცვლილებებს ექვემდებარება. და როდესაც ჩვენ საცვლელი ღირებულების და ფასების მომწესრიგებელ პრინციპებს ვამყარებთ, უნდა გულდასმით განვასხვავოთ ცვლილებები, რომლებიც თვით საქონელს მიეკუთვნება, იმ ცვლილებებისაგან, რასაც იწვევს ცვლილება საზომში, რომლითაც შეფასდება ღირებულება ანუ გამოისახება ფასი.

ფულის ღირებულების ცვლილების გამო ხელფასის აწევას საყოველთაო ზემოქმედება აქვს ფასზე და ამ მიზეზით არავითარ რეალურ გავლენას არ ახდენს მოგებაზე. პირიქით, ხელფასის აწევა იმ გარემოების გამო, რომ მუშა უხვ გასამრჯელოს იღებს, ანუ სიძნელის გამო საარსებო საგნების მოპოებაში, რომლებზედაც ხელფასი იხარჯება, არ წარმოშობს შედეგად ფასის აწევას, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მცირეოდენ გამონაკლისებს, მაგრამ დიდ გავლენას ახდენს მოგების დაწევაზე. პირველ შემთხვევაში მუშის შესანახად არ გამოიყოფა ქვეყნის წლიური შრომის პროდუქტის უფრო დიდი ნაწილი; მეორე შემთხვევაში კი გამოიყოფა ამისათვის უფრო დიდი ნაწილი.

რენტის, მოგების და ხელფასის აწევა ან დაწევა ჩვენ უნდა განვსაჯოთ იმის მიხედვით, თუ როგორ განაწილდება რომელიმე ცალკეული ფერმის მიწის მთელი პროდუქტი სამ კლასს შორის: მემამულეებსა, კაპიტალისტებსა და მუშებს შორის, და არა იმ ღირებულების მიხედვით, რადაც ეს პროდუქტი შეიძლება შეფასდეს საზომი დოვლათით, რომელიც უცილობლად ცვალებადი არის.

არა პროდუქტის აბსოლუტური რაოდენობის მიხედვით, რომელსაც თითოეული კლასი იღებს, შეგვიძლია ჩვენ სისწორით განვსაჯოთ მოგების, რენტის და ხელფასის ნორმა, არამედ იმ შრომის რაოდენობის მიხედვით, რომელიც საჭიროა ამ პროდუქტის მოსაპოებლად. მანქანების და მიწათმოქმედების გაუმჯობესების მეოხებით მთელი პროდუქტი შეიძლება გაორკეცდეს; მაგრამ თუ ხელფასი, რენტა და მოგება აგრეთვე გაორკეცდა, შეფარდება მათ შორის უცვლელი დარჩება, და არც ერთ მათგანზე არ შეიძლება ითქვას, რომ შეფარდებით იგი შეიცვალა. მაგრამ თუ ხელფასი სრული ზომით არ მონაწილეობდა ამ გადიდებაში; თუ იგი, გაორკეცების ნაცვლად, მხოლოდ ნახევრით გადიდდა; თუ რენტა, გაორკეცების ნაცვლად, მხოლოდ სამი მეოთხედით გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ნამატი მოგებას ხვდა წილად, - ამ შემთხვევაში, მგონია, მე უფლება მაქვს ვთქვა, რომ რენტა და ხელფასი დაეცა, ხოლო მოგებამ აიწია. ჩვენ რომ უცვლელი მასშტაბი გვქონდეს ამ პროდუქტის ღირბულების გასაზომად, ვნახავდით, რომ მუშების და მემამულეთა კლასს ხვდა წინანდელზე ნაკლები წილი და კაპიტალისტთა კლასს-წინანდელზე მეტი წილი. ჩვენ შეგვეძლო გვენახა, მაგალითად, რომ, თუმცა საქონელთა აბსოლუტური რაოდენობა გაორკეცდა, ისინი მაინც შრომის სწორედ ისეთივე რაოდენობის პროდუქტს შეადგენენ, როგორც წინათ. თუ თიოეული 100 წარმოებული ქუდიდან, სერთუკიდან და კვარტერი ხორბლიდან

მუშებს ხვდებოდა წინათ - 25
მემამულეებს ხვდებოდა წინათ - 25
და კაპიტალისტებს ხვდებოდა წინათ - 50

_______

100

და თუ ამ საქონელთა რაოდენობის გაორკეცების შემდეგ ყოველი 100-იდან

მუშებს ხვდება მხოლოდ - 22
მემამულეებს - 22
და კაპიტალისტებს - 56

_______

100

ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ ხელფასი და რენტა დაეცა, ხოლო მოგებამ აიწია, თუმცა სიუხვის გამო საქონელთა რაოდენობა, რომელიც მუშას და მემამულეს ეძლევა, ამ პროპორციით გადიდდა: 25:44. ხელფასი უნდა გაიზომოს მისი ნამდვილი ღირებულების მიხედვით, ე.ი. შრომისა და კაპიტალის მიხედვით, რომელიც გამოყენებული იყო მის საწარმოებლად. და არა მისი ნორმალური ღირებულების მიხედვით, რომელიც გამოისახება სერთუკებით, ქუდებით, ფულით ან ხორბლით. იმ გარემოებებში, რომლებიც მე ეს არის ვიგულისხმე, საქონელთა ღირებულება წინანდელის ნახევარზე დაიწევდა და, თუ ფულის ღირებულებას ცვლილება არ განუცდია, მათი ფასიც წინანდელის ნახევარზე დაიწევდა. ამრიგად, ამ საზომის მიხედვით, რომლის ღირებულებას ცვლილება არ განუცდია, რომც აღმოჩნდეს, რომ მუშის ხელფასი დაეცა, ეს მაინც სრულიად არ იქნება რეალური დაცემის მომასწავებელი, ვინაიდან მუშას ახლანდელი ხელფასით იაფ საქონელთა მეტი რაოდენობის მოპოება შეუძლია, ვიდრე შეეძლო წინანდელი ხელფასით.

რაგინდ დიდი იყოს ფულის ღირებულების ცვლილება, იგი არავითარ სხვაობას არ ჰქმნის მოგების ნორმაში. ვინაიდან: ვიგულისხმოთ, რომ ფაბრიკანტის საქონელთა ფასმა აიწია 1000 გირვ. სტერლინგიდან 2000 გირვ. სტერლინგამდე, ე.ი. 100%25-ით, - მისი მოგების ნორმა უცვლელი დარჩება, უკეთუ მისი კაპიტალი, რომელზედაც ფულის ღირებულების ცვლილება ისევე მოქმედებს, როგორც პროდუქტების ღირებულებაზე, უკეთუ მისი მანქანების, შენობების და საქონლური მარაგის ღირებულება აგრეთვე 100%25-ით აიწევს, და მას მოცემული ქვეყნის შრომის იგივე რაოდენობა - და არა მეტი - ექნება თავის განკარგულებაში.

თუ იგი განსაზღვრული ღირებულების კაპიტალით შესძლებს გააორკეცოს შრომის დაზოგვის გზით პროდუქტების რაოდენობა, და მათი ფასი წინანდელის ნახევარზე დაიწევს, - შეფარდება კაპიტალსა და წარმოებულ პროდუქტს შორის იგივე დარჩება და, მაშასადამე, მოგების ნორმაც არ შეიცვლება.

თუ იმავე დროს, როდესაც მან იმავე კაპიტალის გამოყენებით პროდუქტის რაოდენობა გააორკეცა, ფულის ღირბულებამ, რაიმე მიზეზის გამო, ნახევრით დაიწია, - პროდუქტი ორჯერ მეტ ფულად ღირებულებად გაიყიდება, ვიდრე უწინ; მაგრამ მის წარმოებაზე გამოყენებულ კაპიტალსაც ორჯერ მეტი ფულადი ღირებულება ექნება წინანდელთა შედარებით. მაშასადამე, ამ შემთხვევაშიც პროდუქტის ღირებულებას იგივე შეფარდება ექნება კაპიტალის ღირებულების მიმართ, როგორც უწინ. და თუმცა პროდუქტის რაოდენობა გაორკეცდა, - რენტა, ხელფასი და მოგება შეიცვლება მხოლოდ იმ პროპორციის ცვლილების მიხედვით, რა პროპორციითაც ეს გაორკეცებული პროდუქტი შეიძლება ნაწილდებოდეს იმ სამ კლასს შორის, რომელნიც მას იყოფენ.

5 თავი II: რენტა

▲ზევით დაბრუნება


ახლა უნდა განვიხილოთ კიდევ, იწვევს თუ არა მიწის მითვისება საკუთრებად და მის შემდგომად რენტის შექმნა რაიმე ცვლილებას საქონელთა შეფარდებითს ღირებულებაში, წარმოებისთვის საჭირო შრომის რაოდენობისგან დამოუკიდებლად. საგნის ამ მხარის მისახვედრად საჭიროა გამოვიკვლიოთ რენტის ბუნება და კანონები, რომელნიც მის აწევას და დაწევას განაგებენ.

რენტა არის მიწის პროდუქტის ის ნაწილი, რომელსაც მემამულეს უხდიან მიწის თავდაპირველი და უხრწნელი ძალებით სარგებლობისათვის. მაგრამ რენტას ხშირად სარგებელში და კაპიტალის მოგებაში ურევენ, და დაბიურ ენაში ამ ტერმინით აღნიშნავენ ყველაფერს, რასაც კი ფერმერი ყოველწლიურად უხდის მემამულეს. ვთქვათ, ერთი მეორის გვერდით მდებარე, ერთნაირი სიდიდის და ერთნაირი ბუნებრივი ნაყოფიერების მქონე ორი ფერმიდან ერთს აქვს ყველა სამეურნეო შენობა და, გარდა ამისა სათანადოდ გაშრობილია, პატივებულია და ჯეროვანად დაყოფილი არის ტრუშულით, ღობით და კედლებით, მაშინ როდესაც მეორეს არც ერთი ეს უპირატესობა არა აქვს. სრულიად ბუნებრივია, რომ პირველით სარგებლობისათვის მეტი სანაზღაურო იქნება გაღებული, ვიდრე მეორით სარგებლობისათვის; მაგრამ ამ სანაზღაუროს ორსავე შემთხვევაში რენტას უწოდებენ. ხოლო ცხადია, რომ იმ ფულს, რომელსაც წლიურად აძლევენ გაუმჯობესებული ფერმისთვის, მხოლოდ ნაწილს იხდიან ნიადაგის თავდაპირველი და უხრწნელი ძალებისათვის, მეორე ნაწილს კი იხდიან იმ კაპიტალით სარგებლობისათვის, რაიც მოხმარებული იყო ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებაზე და შენობების აგებაზე, რომლებიც საჭიროა პროდუქტის შესანახად და მის დასაცავად გაფუჭებისაგან. ადამ სმიტი რენტაზე ზოგჯერ იმ მკაცრი აზრით ლაპარაკობს, რა აზრითაც რენტის შემოფარგვლა მე მსურს, მაგრამ უფრო ხშირად მასზე იმ დაბიური აზრით ლაპარაკობს, რა აზრითაც ეს სიტყვა ჩვეულებრივ იხმარება. იგი მოგვითხრობს, რომ ხე-ტყის მოთხოვნა და, ამის გამო, მისი მაღალი ფასი ევროპის ქვეყნებში იმის მიზეზი იყო, რომ ნორვეგიაში იწყეს რენტის გადახდა ტყვეებისათვის, რომელთაც წინათ რენტა არ მოჰქონდათ. მაგრამ განა ცხადი არ არის, რომ ის პირი, რომელიც ამ ეგრეთწოდებულ რენტას იხდიდა, იხდიდა მას ღირებულების მქონე საქონლისათვის, რომელიც იმჟამად მიწაზე იდგა, და რომ იგი სინამდვილეში მის მიერ გადახდილს მოგებით აინაზღაურებდა ხე-ტყის გაყიდვის გზით? ტყის გაჩეხის შემდეგ რომ მემამულეს მართლა რაიმე სასყიდელი მისცემოდა მიწით სარგებლობისათვის ტყის ან რაიმე სხვა პროდუქტის გასაშენებლად, სამერმისო მოთხოვნის ანგარიშით, იმ შემთხვევაში ასეთი სასყიდლისათვის სამართლიანად შეიძლებოდა რენტა გვეწოდებია, იმიტომ რომ იგი მიწის პროდუქტიული ძალებისთვის იქნებოდა გადახდილი. მაგრამ იმ შემთხვევაში, რომელზედაც ადამ სმიტი ლაპარაკობს, სასყიდელს იხდიდნენ ტყის გაჩეხვის და გაყიდვის უფლებისათვის, და არა მისი გაშენების უფლებისათვის. იგი ლაპარაკობს აგრეთვე ქვანახშირის მაღაროების და ქვასამტვრევების რენტაზე, რომელსაც ასევე შეეხება ეს შენიშვნა, სახელდობრ, რომ მაღაროსთვის ან ქვასამტვრევისათვის გაღებულ სასყიდელს იმ ნახშიის და ქვის ღირებულებისათვის იხდიან, რომელიც შეიძლება იქიდან გამოღებულ იქნეს, და მას არავითარი კავშირი არა აქვს მიწის თავდაპირველ და უხრწნელ ძალებთან. ამ განსხვავებას დიდი მნიშვნელობა აქვს რენტის და მოგების გამოკვლევისათვის, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ კანონები, რომელნიც რენტის მოძრაობას განაგებენ, ფრიად განსხვავდებიან იმ კანონებისაგან, რომელნიც მოგების მოძრაობას განაგებენ, და იშვიათად მოქმედებენ ერთი და იმავე მიმართულებით. ყველა კულტურულ ქვეყანაში ის სასყიდელი, რომელსაც მემამულეს უხდიან ყოველწლიურად და რომელიც რენტისა და მოგების შერეულ ხასიათს ატარებს, საწინააღმდეგო მიზეზების მოქმედებით ზოგჯერ სტაციონარული რჩება, ზოგჯერაც მაღლა იწევს და დაბლა იწევს იმის მიხედვით, თუ რომელია იმ მიზეზთაგან უფრო ძლიერი. ამიტომ ამ თხზულების შემდგომ გვერდებზე რამდენჯერაც კი მე რენტაზე ვლაპარაკობ, ყოველთვის იმ სასყიდელს ვგულისხმობ, რომელსაც მიწის მესაკუთრეს აძლევენ მიწის თავდაპირველი და უხრწნელი ძალებით სარგებლობისათვის.

ამა თუ იმ ქვეყნის პირველად დასახლებისას, სადაც უხვად მოიპოება მდიდარი და ნაყოფიერი მიწა, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილის დამუშავებაა საჭირო არსებული მოსახლეობის დასარჩენად ან მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება დამუშავდეს იმ კაპიტალით, რომელიც იმ მოსახლეობის განკარგულებაშია, - რენტა სრულიად არ არსებობს. აბა ვინ გადაიხდის რამეს მიწით სარგებლობისათვის, როდესაც კიდევ მოიპოება საკუთრებად გადაუქცევი უამრავი მიწა, რომელიც, ამიტომ, ყველას შეუძლია აიღოს თავის განკარგულებში, ვისაც კი მისი დამუშავება სწადია.

მიწოდების და მოთხოვნის ზოგადი პრინციპების თანახმად, არავინ არ გადაიხდის რენტას ასეთ მიწაში, იმავე საფუძვლით, რა საფუძვლითაც არავინ არ გადაიხდის ჰაერისთვის და წყლისთვის ან ბუნების სხვა ნაბოძვარისთვის, რომელიც უსაზღვრო რაოდენობით არსებობს. მასალის მოცემული რაოდენობით და ატმოსფერის წნევისა და ორთქლის დრეკადობის დახმარებით მანქანებს შეუძლიათ განსაზღვრული სამუშაოს შესრულება და ადამიანის შრომის მნიშვნელოვნად შემოკლება. მაგრამ ამ ბუნებრივი ძალებით სარგებლობის გამო ხარჯები არ წარმოსდგება, ვინაიდან ეს ძალები ულეველია და ყველას მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს. ამგვარადვე ლუდის მხდელი, არყის მხდელი, მღებვარი განუწყვეტლივ სარგებლობენ ჰაერით და წყლით თავიანთი პროდუქტების საწარმოებლად; მაგრამ რადგან აღნიშნული საგნების მარაგი უსაზღვროა, - მათ ფასი არ აქვთ.1 ყველა მიწას რომ ერთნაირი თვისებები ჰქონდეს, იგი რომ უსაზღვრო რაოდენობით მოიპოებოდეს და ხარისხის მხრივ ერთგვაროვანი იყოს, მაშინ მით სარგებლობისათვის სასყიდელი ვერ აიღებოდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მას მდებარეობის მხრივ განსაკუთრებულ უპირატესობა ექნებოდა. მაშასადამე, რენტა გადაიხდება მიწით სარგებლობისათვის მხოლოდ იმიტომ, რომ მიწის რაოდენობა არაა უსაზღვრო და მისი ხარისხი არ არის ერთნაირი და რომ მოსახლეობის მატებისას უფრო ცუდი ხარისხის მიწა ან ნაკლებ ხელსაყრელი მდებარეობის მქონე მიწა შედის დამუშავებაში. როდესაც, საზოგადოების განვითარებისას, დამუშავებაში შედის მეორე ხარისხის ნაყოფიერების მიწა, პირველი ხარისხის მიწაზე მაშინვე რენტა წარმოსდგება, და ამ რენტის სიდიდე დამოკიდებული იქნება ამ ორი ნაკვეთის ხარისხის განსხვავებაზე.

როდესაც დამუშავებაში მესამე ხარისხის მიწა შედის, მაშინვე მეორე ხარისხის მიწა რენტის მოცემას იწყებს, და რენტის განმსაზრვრელია წინანდებურად ამ მიწების პროდუქტიული ძალის განსხვავება. იმავე დროს მაღლა იწევს პირველი ხარისხის მიწის რენტა, იმიტომ რომ იგი ყოველთვის მეორე ხარისხის მიწის რენტაზე უფრო დიდი უნდა იყოს სხვაობის ოდენობით პროდუქტში, რომელსაც ეს მიწები იძლევიან კაპიტალისა დაშრომის განსაზღვრული რაოდენობით. მოსახლეობის ყოველ მატებასთან, რომელიც ქვეყანას აიძულებს უფრო ცუდი ხარისხის მიწას მიმართოს, რათა შესაძლებლობა ქონდეს თავისი საზრდოს მოთხოვნილება დაჰფაროს, ყველა უფრო ნაყოფიერი მიწის რენტა მაღლა აიწევს.

ვიგულისხმოთ, რომ მიწის ნაკვითები: №№1, 2 და 3 იძლევიან, თანასწორი კაპიტალის და შრომის დახარჯვისას, წმინდა პროდუქტს 100, 90 და 80 კვარტერი ხორბლის რაოდენობით. ახალ ქვეყანაში, სადაც ნაყოფიერი მიწა, მოსახლეობასთან შედარებით, უხვად მოიპოება და სადაც, ამიტომ, მხოლოდ №1-ის დამუშავება არის საჭირო, მთელი წმინდა პროდუქტი მიწათმოქმედის კუთვნილი იქნება და შეადგენს მოგებას მის მიერ ავანსად გაღებულ კაპიტალზე. როდესაც მოსახლეობა იმდენად გაიზრდება, რომ №2-ის დამუშავება გახდება საჭირო, რომლიდანაც, მუშებუს შესანახის გამოკლების შემდეგ, მხოლოდ 90 კვარტერი მიიღება, მაშინ №1 იწყებს რენტის მოცემას, ვინაიდან: ახლა ან მოგების ორი ნორმა უნდა არსებობდეს სამიწათმოქმედო კაპიტალზე, ანდა 10 კვარტერი - ან 10 კვარტერის ღირებულება - უნდა გამოკლებულ იქნეს №1-ის პროდუქტიდან რაიმე სხვა მიზნისთვის. მიწის მესაკუთრე ეწევოდა №1-ის დამუშავებას თუ - სხვა ვინმე, ეს 10 კვარტერი, სულერთია, მაინც რენტას შეადგენს, იმიტომ რომ №2-ის დამმუშავებელი იმავე შედეგს მიიღებს თავისი კაპიტალით, დაამუშავებს იგი №1-ს, 10 კვარტერი რენტის გადახდით, თუ წინანდებურად №2-ს დაამუშავებს, რენტის გადაუხდელად. ამგვარადვე შეიძლება ცხადვყოთ, რომ როდესაც №3-ის დამუშავებას შეუდგებიან, №2-ის რენტა უნდა უდრიდეს 10 კვარტერს ან მის ღირებულებას, ხოლო №1-ის რენტა აიწევს 20 კვარტერამდე, იმიტომ რომ №3-ის დამმუშავებელს ერთნაირი მოგება ექნება, გადაიხდის იგი 20 კვარტერ რენტას №1-ისთვის ან 10 კვარტერ რენტას №2-ისთვის, თუ დაამუშავებს №3-ს, რენტის გადაუხდელად.

ხშირად მოხდება, - და სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, - რომ, №№2-ის, 3-ის, 4-ის ან 5-ის ან უფრო ცუდი მიწის დამუშავებაზე გადასვლამდე, კაპიტალი შესაძლებელია უფრო პროდუქტიულად იქნეს გამოყენებული იმ მიწებზე, რომლებიც უკვე დამუშავებაშია შესული. შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ თავდაპირველი კაპიტალის გაორკეცებისას, რომელიც №1-ისთვის გამოიყენებოდა, პროდუქტი, თუმცა არ გაორკეცდება, ანუ არ გადიდდება 100 კვარტერით, მაინც გაიზრდება 85 კვარტერით, და ეს რაოდენობა მეტი იქნება იმაზე, რაც მიღებული იქნებოდა იმავე კაპიტალის გამოყენებისას №3-ის მიწაზე.

ასეთ შემთხვევებში კაპიტალი უპირატესად ძველ მიწაზე იქნება გამოყენებული და შეჰქმნის აგრეთვე რენტას, ვინაიდან რენტა ყოველთვის წარმოადგენს განსხვავებას პროდუქტში, რომელიც ორი, ერთნაირი რაოდენობის კაპიტალითა და შრომით მიიღება. თუ, 1000 გირ. სტერლ. კაპიტალის შემწეობით, მოიჯარადრე 100 კვარტერ ხორბალს იღებს მის მიერ იჯარით აღებული მიწიდან და თუ, მეორე 1000 გირვ. სტერლ. კაპიტალის გამოყენების გზით, იგი მიიღებს კიდევ 85 კვარტერს, - მემამულეს შეუძლია, იჯარის ვადის გასვლისას, ვალდებული გახადოს იგი უხადოს მას დამატებით რენტად 15 კვარტერი ანუ მისი ეკვივალენტი ღირებულება, ვინაიდან მოგების ორი სხვადასხვა ნორმის არსებობა შეუძლებელი არის. თუ მოიჯარადრე შეურიგდა თავისი მეორე 1000 გირვ. სტერლინგით მიღებული შემოსავლის შემცირებას 15 კვარტერით, იგი ამას იზამს იმიტომ, რომ ამ კაპიტალისთვის უფრო მოსაგებიან გამოყენებას ვერ პოულობს. ასეთი იქნებოდა მოგების საერთო ნორმა, და თუ პირველი მოიჯარადრე უარს იტყოდა, გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, რომელიც დათანხმდებოდა მოგების ამ ნორმის მთელი გარდამეტი მიეცა იმ მიწის პატრონისთვის, რომლიდანაც იგი მიიღებს მას.

ამ მაგალითში, ისე როგორც პირველ მაგალითში, უკანასკნელად გამოყენებული კაპიტალი რენტას არ იძლევა. პირველი 1000 გირვ. სტერლინგის უფრო დიდი პროდუქტიული ძალისთვის 15 კვარტერი გადაიხდება რენტის სახით, მეორე 1000 გირვ. სტერლინგის გამოყენებისთვის არავითარ რენტას არ იახდიან. თუ იმავე მიწაზე მესამე 1000 გირვ. სტერლინგი იქნა გამოყენებული, 75 კვარტერის მიღებით, - მეორე 1000 გირვ. სტერლინგის გამოყენებისთვის რენტა იქნება გადახდილი, და ეს რენტა თანასწორი იქნება სხვაობისა პირველი და მეორე 1000 გირვ. სტერლინგის პროდუქტებს შორის, და იმავე დროს რენტა პირველ 1000 გირვ. სტერლინგისთვის აიწევს 15-იდან 25 კვარტერამდე, ხოლო უკანასკნელი 1000 გირვ. სტერლინგი არავითარ რენტას არ გადაიხდის.

მაშასადამე, კარგი მიწა რომ გაცილებით უფრო უხვად მოიპოებოდეს, ვიდრე რამდენსაც მოითხოვს მზარდი მოსახლეობისთვის საზრდოს წარმოება, ან რომ შეიძლებოდეს კაპიტალი უსაზღვროდ იქნეს ძველ მიწაზე გამოყენებული შემოსავლის შეუმცირებლად, - რენტა ვერ წარმოსდგებოდა, ვინაიდან რენტა ყოველთვის იქიდან წარმოსდგება, რომ შრომის დამატებითი რაოდენობის გამოყენება პროპორციულად ნაკლებ შემოსავალს იძლევა.

უნაყოფიერესი და ყველაზე უფრო ხელსაყრელი მდებარეობის მქონე მიწა სხვებზე ადრე შედის დამუშავებაში, და მისი პროდუქტის საცვლელი ღირებულება იმგვარადვე განისაზღვრება, როგორც ყველა სხვა საქონელთა საცვლელი ღირებულება, ე.ი. შრომის ერთობლივი რაოდენობით, რომელიც - სხვადასხვა ფორმაში, დასაწყისიდან დასასრულამდე - საჭირო იყო მის დასამზადებლად და ბაზარზე მისატანად. როდესაც დამუშავებაში შევა უფრო ცუდი ხარისხის მიწა, ნედლი პროდუქტის საცვლელი ღირებულება აიწევს, იმიტომ რომ მის საწარმოებლად მეტი შრომაა საჭირო.

ყველა საქონელთა საცვლელი ღირებულება - იქნება ეს ფაბრიკული ნაწარმოები, სამადნეების პროდუქტები თუ მიწის ნაწარმოები - ყოველთვის განისაზღვრება არა შრომის უმცირესი რაოდენობით, რაც საკმარისია მათ საწარმოებლად უაღრეს ხელსაყრელ პირობებში, რომლებითაც მხოლოდ და მხოლოდ ისინი სარგებლობენ, ვისაც ხელთ აქვს წარმოების განსაკუთრებული სიადვილე. პირიქით, ეს ღირებულება, განისაზღვრება შრომის უდიდესი რაოდენობით, რომელიც აუცილებლად იხარჯება მათ წარმოებაზე იმათ მიერ, ვისაც ასეთი სიადვილე არა აქვს, ვინც განაგრძობს წარმოებას უაღრესად არახელსაყრელ პირობებში. ასეთ პირობებად ჩვენ ვგულისხმობთ იმ უაღრესად არა ხელსაყრელ პირობებს, რომლებშიაც წარმოება აუცილებელია, რათა წარმოებულ იქნეს პროდუქტის საჭირო რაოდენობა.

ასე, საქველმოქმედო დაწესებულებაში ღარიბებს ამუშავებენ ქველმოქმედთა სახსრებით, მაგრამ ასეთი მუშაობით წარმოებულ საქონელთა საერთო ფასები განისაზღვრება არა იმ განსაკუთრებული სიადვილით, რომელიც ამ მუშებისთვის არის შექმნილი, არამედ იმ ჩვეულებრივი და ბუნებრივი სიძნელით, რომელსაც ყველა სხვა ფაბრიკანტი ხვდება. ფაბრიკანტი, რომელიც ვერ სარგებლობს ასეთი სიადვილით, შეიძლება სინამდვილეში სრულიად განდევნილ იქნეს ბაზრიდან, უკეთუ ამ მუშების მინაწოდები, რომელნიც ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებიან, ჰფარავს საზოგადოების მთელ მოთხოვნას. ხოლო თუ იგი განაგრძობს თავის მოსაქმეობას, - ეს მხოლოდ იმ პირობით, რომ მიიღოს აქედან ჩვეულებრივი საშუალო მოგება კაპიტალზე; ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თავის საქონელს ასეთ ფასში ჰყიდის, რომელიც მის წარმოებაზე დახარჯული შრომის რაოდენობის პროპორციული არის.2

მართალია, საუკეთესო მიწაზე იგივე პროდუქტები ისევ წინანდებური შრომის დახარჯვით მიიღება, მაგრამ ამ პროდუქტის ღირებულება აიწევს იმის გამო, რომ ისინი, ვინც ახალ შრომას და კაპიტალს ხმარობს ნაკლებ ნაყოფიერ მიწაზე, ნაკლებ პროდუქტს ღებულობენ. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ნაყოფიერი მიწების უპირატესობა ნაკლებ ნაყოფიერ მიწებთან შედარებით არავითარ შემთხვევაში არ იკარგება, არამედ გადადის დამმუშავებლისგან ან მომხმარებლისგან მემამულეზე, მაინც, რადგან უფრო ცუდი მიწის დასამუშავებლად მეტი შრომაა საჭირო, და რადგან ჩვენ მხოლოდ ასეთი მიწიდან შეგვიძლია მოვიპოოთ ნედლი პროდუქტის საჭირო დამატებითი რაოდენობა, ამ პროდუქტის შედარებითი ღირებულება წინანდელ დონეზე მაღლა აწეული იქნება მუდამ და იგი ქუდების, ტანსაცმელის, ფეხსაცმელის და სხვ. მეტ რაოდენობაზე გაიცვლება, რომელთა საწარმოებლად ასეთი დამატებითი შრომა არაა საჭირო.

ამრიგად, ნედლი პროდუქტის შედარებითი ღირებულება მაღლა იწევს იმიტომ, რომ უკანასკნელად მოპოებული წილის საწარმოებლად მეტი შრომა გამოიყენება, და არა იმიტომ, რომ მემამულეს რენტას უხდიან. პურის ღირებულება იმ შრომის რაოდენობით განისაზღვრება, რაც გამოიყენება იმ ხარისხის მიწაზე ანუ კაპიტალის იმ წილით, რომელიც რენტას არ იხდის. პურის ფასი მაღალია არა იმიტომ, რომ რენტა გადაიხდება, არამედ რენტა გადაიხდება იმიტომ, რომ პურის ფასი მაღალი არის. და სამართლიანად იყო აღნიშნული, რომ პურის ფასი სრულიადაც არ დაიწევდა, მემეამულეებს რომც ეთქვათ უარი მთელ თავის რენტაზე. ასეთი ღონისძიება მხოლოდ შესაძლებლობას მისცემდა ზოგ ფერმერებს ბატონურად ეცხოვრათ, მაგრამ არ შეამცირებდა იმ შრომის რაოდენობას, რაც საჭირო ნედლი პროდუქტის საწარმოებლად უმცირესი პროდუქტივობის მქონე მიწაზე, რომელიც დამუშავებაში იმყოფება.

ჩვენ ხშირად გვესმის ლაპარაკი შესახებ მიწის უპირატესობისა სასარგებლო პროდუქტების ყველა სხვა წყაროების მიმართ იმ გარდამეტის გამო, რომელსაც იგი იძლევა რენტის სახით. მაგრამ როდესაც მიწა უაღრეს უხვად მოიპოება, როდესაც იგი ფრიად პროდუქტიული და ნაყოფიერია, რენტას სრულიად არ იძლევა; და მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ძალა კლებულობს და იგი ნაკლებ სამაგიეროს იძლევა შრომისათვის, - უფრო ნაყოფიერი ნაკვეთების თავდაპირველი პროდუქტის ნაწილი გამოცალკავდება რენტის სახით. უცნაურია, რომ მიწის განსაკუთრებულ უპირატესობად სთვლიან სწორედ მის იმ თვისებას, რომელიც მის ნაკლოვანებად უნდა მიჩნეულიყო იმ ბუნებრივ ფაქტორებთან შედარებით, რომელთა ფაბრიკანტები დახმარებას ჰპოებენ. ჰაერი, წყალი, ორთქლის დრეკადობა და ატმოსფერის წნევა რომ სხვადასხვა ხარისხისა იყოს, მათი საკუთრებად გადაქცევა რომ შეიძლებოდეს და თითოეული ხარისხი რომ შეზღუდული რაოდენობით მოიპოებოდეს, ისინი მიწასავით რენტის მომცემნი იქნებოდნენ, რამდენადაც ის სხვადასხვა ხარისხი ერთიმეორის მიყოლებით ხმარებაში შევიდოდა. თითოეულ უფრო ცუდი ხარისხის გამოყენებისას იმ საქონელთა ღირებულება, რომლების წარმოებაში იგი იქნებოდა ხმარებული, მაღლა აიწევდა, იმიტომ რომ შრომის იგივე რაოდენობა ნაკლებ პროდუქტიული იქნებოდა. ადამიანი იმუშავებდა ოფლითა პირისა თვისისათა, ბუნება ნაკლების შემსრულებელი იქნებოდა, და მიწას დიდებას აღარ მიუზღავდნენ მისი ძალების შეზღუდულობისათვის.

თუ დამატებითი პროდუქტი, რომელსაც მიწა იძლევა რენტის სახით, უპირატესობა არის, მაშინ სასურველი უნდა იყოს, რომ ახლად აგებული მანქანები ყოველ წელს ნაკლებ პროდუქტიული იყოს, ვიდრე ძველები; ეს ხომ უეჭველად უფრო დიდ საცვლელ ღირებულებას მისცემდა საქონელთ, რომლების დამზადება ხდება არა მარტო ამ მანქანების დახმარებით, არამედ ყველა სხვა, სამეფოში არსებული მანქანების დახმარებითაც; და ყველა იმათთვის, რომელნიც უფრო პროდუქტიული მანქანების მფლობელნი იქნებოდნენ, რენტა გადაიხდებოდა.3

რენტის ზრდა ყოველთვის ქვეყნის სიმდიდრის ზრდისა და მისი გადიდებული მოსახლეობის საზრდოთი მომარაგების სიძნელის შედეგი არის. ეს ნიშანია სიმდიდრის, მაგრამ არასოდეს არაა მისი მიზეზი, ვინაიდან სიმდიდრე ყველაზე უფრო მაშინ იზრდება, როდესაც რენტა სტაციონარულია, ან ეცემა კიდეც. რენტის ზრდა უსწრაფესია მაშინ, როდესაც ადამიანთა განკარგულებაში არსებული მიწის პროდუქტიული ძალა კლებულობს. სიმდიდრე ყველაზე უფრო სწარაფად იზრდება იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანთა განკარგულებაში არსებული მიწა უაღრესად ნაყოფიერია, სადაც იმპორტი ყველაზე ნაკლებ შეზღუდულია და სადაც, სამიწათმოქმედო გაუმჯობესებათა გზით, პროდუქტის რაოდენობა შეიძლება გამრავლებულ იქნეს შრომის რაოდენობის პროპორციულ გაუდიდებლად, სადაც, მაშასადამე, რენტა ნელა იზრდება.

ხორბლის მაღალი ფასი რომ შედეგი იყოს რენტის და არა მისი მიზეზი, ფასი პროპორციულად გავლენას განიცდიდა, როდესაც რენტა აიწევდა ან დაიწევდა, და რენტა ამ შემთხვევაში ფასის შემადგენელი ნაწილი იქნებოდა. მაგრამ ის ხორბალი, რომელიც შრომის უდიდესი რაოდენობით იწარმოება, ხორბლის ფასის რეგულატორი არის; და რენტა არ შედის და არც შეიძლება, უმცირესი ზომითაც კი, შედიოდეს შემადგენელ ნაწილად მის ფასში.4 ამიტომ ადამ სმიტი უეჭველად სცდება, როდესაც ფიქრობს, რომ თავდაპირველი წესი, რომელიც საქონელთა საცვლელ ღირებულებას განსაზღვრავდა, - სახელდობრ შრომის შედარებითი რაოდენობა, რომელიც საჭიროა მათ საწარმოებლად, - შეიძლება საზოგადოდ შეიცვალოს მიწის საკუთრებად მითვისებისა და რენტის გადახდის გამო. ნედლი მასალა შედის მეტწილ საქონელთა შედგენილობაში, მაგრამ იმ ნედლი მასალის ღირებულება, ისე როგორც ხორბლისა, კაპიტალის იმ ნაწილის პროდუქტივობით განისაზღვრება, რომელიც უკანასკნელად იყო მიწაზე გამოყენებული და რენტას არ იხდის. ამიტომ რენტა არაა საქონელთა ფასის შემადგენელი ნაწილი.

აქამდე ჩვენ გამოვიკვლიეთ სიმდიდრისა და მოსახლეობის ბუნებრივი განვითარების გავლენა განსაზღვრული ქვეყნის რენტაზე, სადაც მიწას სხვადასხვა პროდუქტივობა აქვს, და ვნახეთ, რომ ყოველჯერ, როდესაც აუცილებელი ხდება დამატებითი კაპიტალის გამოყენება ნაკლები პროდუქტის მომცემ მიწაზე, რენტა მატულობს. იმავე პრინციპებიდან გამომდინარეობს, რომ ყოველი გარემოება საზოგადოების ცხოვრებაში, რომელიც საჭიროდ არ ხდის კაპიტალის უწინდელი რაოდენობის გამოყენებას მიწაზე და რომელიც ამიტომ უფრო პროდუქტიულს ხდის მის იმ ნაწილს, რომელიც უკანასკნელად იყო გამოყენებული, რენტას დაბლა დასწევს. ქვეყნის კაპიტალის ყოველ მნიშვნელოვან შემცირებას, რომელიც შრომის შესანახად დანიშნულ ფონდს შეამცირებდა მატერიალურად, ეს შედეგი ექნებოდა ბუნებრივად. მოსახლეობის რეგულიატორია ის ფონდი, რომელიც დანიშნულია მის ჩასაბმელად მოსაქმეობაში, და, მაშასადამე, მოსახლეობა ყოველთვის მატულობს ან კლებულობს კაპიტალის მატებასა ან კლებასთან ერთად. ამიტომ კაპიტალის ყოველ შემცირებას აუცილებელ შედეგად აქვს პურის ნაკლებ ეფექტური მოთხოვნა, აგრეთვე ფასის დაწევა და ხვნათესვის შემცირება. კაპიტალის შემცირება დაბლა დასწევს რენტას შებრუნებული რიგით იმის მიმართ, რა რიგითაც კაპიტალის დაგროვება მაღლა სწევს მას. ხელს აიღებენ რიგრიგობით ნაკლები პროდუქტივობის მქონე მიწებზე, პროდუქტის საცვლელი ღირებულება დაეცემა, და უმაღლესი ხარისხისა იქნება ის მიწა, რომელიც კიდევღა უკანასკნელად დამუშავდება, და იგი მაშინ რენტის მომცემი არ იქნება.

მაგრამ ასეთივე შედეგები შეიძლება წარმოსდგეს, როდესაც ქვეყნის სიმდიდრე და მოსახლეობა იზრდება, თუ ამ ზრდას თან ახლავს ისეთი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მიწათმოქმედებაში, რომლის გამო უფრო ცუდი მიწების დამუშავების საჭიროება მცირდება, ანუ კაპიტალის იგივე რაოდენობა უფრო ნაყოფიერი ნაკვეთების დამუშავებაზე იხარჯება.

თუ მოცემული მოსახლეობის გამოსაკვებად საჭიროა ერთი მილიონი კვარტერი პური, რომელიც №1, 2 და 3 ხარისხის მიწებიდან მიიღება, და თუ შემდგომ აღმოჩენილი იქნება გაუმჯობესება, რომლის მეოხებით ეს რაოდენობა №1-იდან და №2-იდან შეიძლება მიღებულ იქნეს, №3-ისადმი მიუმართავად, მაშინ, ცხადია, ამის უშუალო შედეგი უნდა იქნეს რენტის დაწევა. ვინაიდან ამ შემთხვევაში ურენტოდ დამუშავდება №2, №3-ის ნაცვლად, და №1-ის რენტა, ნაცვლად იმისა, რომ №3-ის და №1-ის პროდუქტის სხვაობას უდრიდეს, თანასწორი იქნება მხოლოდ სხვაობისა №1-სა და 2-ს შორის. იმავე მოსახლეობის - და არა მეტის - არსებობისას მოთხოვნა პურის დამატებითი რაოდენობისთვის ვერ წარმოსდგება; კაპიტალი და შრომა, რომლებიც №3-ზე გამოიყენებოდა, მოხმარებული იქნება სხვა საქონელთა წარმოებაზე, რომლებიც საზოგადოებისთვის სასურველი არის, და ამას არ შეუძლია გავლენა იქონიოს რენტის აწევაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნედლი მასალა, რომლისგანაც იმ საქონელთა დამზადება ხდება, არ შეიძლება მოპოებულ იქნეს გარეშე მიწათმოქმედებაში კაპიტალის ნაკლებ პროდიქტიულად გამოყენებისა, და მაშინ №3 კვლავ უნდა იქნეს დამუშავებული.

უეჭველად მართალია, რომ ნედლეულის შეფარდებითი ფასის დაცემა, მიწათმოქმედებაში მომხდარ გაუმჯობესებათა გამო ანუ, უკეთ, იმის გამო, რომ ნაკლები შრომა იხარჯება ნედლეულის წარმოებაზე, ბუნებრივად გამოიწვევს კაპიტალის დაგროვების გადიდებას, ვინაიდან კაპიტალის მოგება მნიშვნელოვნად გადიდდება. ეს დაგროვება გამოიწვევს შრომის მოთხოვნის გადიდებას, ხელფასის აწევას, მოსახლეობის გაზრდას, შემდგომ მოთხოვნას ნედლეულისათვის და ხვნათესვის გაფართოებას. მაგრამ რენტა მიაღწევს თავის წინანდელ სიმაღლეს მხოლოდ მოსახლეობის გაზრდის შემდეგ, ე.ი. შემდეგ რაც №3 დამუშავებაში შევა. მანამდე კი მნიშვნელოვნად ხანგრძლივი პერიოდი გაივლის, რომლის თანმყოლი იქნება რენტის ფაქტიური შემცირება.

მაგრამ გაუმჯობესებები მიწათმოქმედებაში ორგვარი არის: ერთნი ადიდებენ მიწის პროდუქტიულ ძალას, სხვანი საშუალებას გვაძლევენ, ჩვენი მანქანების გაუმჯობესბის გზით, ნაკლები შრომით მივიღოთ მიწის პროდუქტი. ერთნიც და მეორენიც იწვევენ ნედლი პროდუქტის ფასის დაწევას; ერთნიც და მეორენიც გავლენას ახდენენ რენტაზე; მაგრამ - არა თანაბრად. ისინი რომ არ იწვევდნენ ნედლი პროდუქტის ფასის დაწევას, - აღარ იქნებოდნენ გაუმჯობესებანი, ვინაიდან გაუმჯობესების არსებითი თვისებაა - შეამციროს შრომის რაოდენობა, რომელიც წინათ საჭირო იყო საქონლის საწარმოებლად, ხოლო ამ შემცირებას არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს საქონლის ფასის ანუ შეფარდებითი ღირებულების დაწევის გამოუწვეველად.

გაუმჯობესებათ, რომელნიც მიწის პროდუქტიულ ძალას ადიდებენ, მიეკუთვნება, მაგალითად, უფრო რაციონალური თესლბრუნვა ან მიწის უმჯობესი პატივება. ეს გაუმჯპბესებანი სრულს შესაძლებლობას გვაძლევენ იგივე პროდუქტი მივიღოთ მიწის ნაკლებ ფართობზე. თუ მე, თესლბრუნვაში თალგამის შეტანით, შევძელი მივიღო, პურს გარდა, საკვები ჩემი ცხვრებისათვის, მაშინ ის მიწა, რომელზედაც წინათ ცხვრები სძოვდნენ, საჭირო აღარ იქნება, და პროდუქტის იგივე რაოდენობა მიწის ნაკლებ ფართობზე იქნება მიღებული. თუ მე შევძელი აღმოვაჩინო ისეთი სასუქი, რომელიც შესაძლებლობას მომცემს - პურის მოსავალი მოცემულ ფართობზე გავადიდო 20 %25-ით, მაშინ მე შემიძლია უკან წავიღო ჩემი კაპიტალის ნაწილი მაინც, რომელსაც ჩემი ფემის უაღრეს არაპროდუქტიულ ნაწილზევხარჯავდი. მაგრამ, როგორც მე უკვე აღვნიშნე წინათ, რათა რენტამ დაიწიოს, აუცილებელი არაა, რომ მიწა დაუმუშავებლად იქნეს მიტოვებული. ამ შედეგის წარმოსაშობად საკმარისია, რომ კაპიტალის თანამიმდევნო ნაწილები ერთსა და იმავე მიწაზე გამოიყენებოდეს არაერთნაირი შედეგით, და რომ ის ნაწილი, რომელიც უმცირეს შედეგს იძლევა, უკან იქნეს წაღებული. თუ მე, თალგამის თესვის შემოღებით ან უფრო ღონიერი სასუქის გამოყენების გზით, შემიძლია იგივე პროდუქტი მივიღო ნაკლები კაპიტალით და ამასთან ისე, რომ არ შევშალო განსხვავება კაპიტალის თანამიმდევნო ნაწილების პროდუქტიულ ძალებს შორის, იმ შემთხვევაში მე დაბლა დავწევ რენტას, ვინაიდან ახლა კაპიტალის განსხვავებული და უფრო პროდუქტიული ნაწილი იქნება იმ მაშტაბის შემადგენელი, რომლის მიხედვით თითოეული სხვა ნაწილი შეფასდება. თუ მაგალითად, კაპიტალის თანამიმდევნო ნაწილები იძლეოდა 100, 90, 80 და 70 კვარტერს, მაშინ, ამ ოთხი ნაწილის დახარჯვისას, ჩემი რენტა იქნებოდა 60, ანუ სხვაობა

70-სა და 100-ს შორის=30
70-სა და 90-ს შორის=20
70-სა და 80-ს შორის=10

____

60,

მაშინ როდესაც პროდუქტი იქნებოდა

100
90
80
70

___

340.

ვიდრე მე ამ ოთხ ნაწილს ვხარჯავ, რენტა იგივე დარჩება, თუნდაც რომ თითოეული ნაწილის პროდუქტი თანასწორ გადიდებას გვიჩვენებდეს. თუ 100, 90, 80 და 70-იდან პროდუქტი 125, 115, 105 და 95-ამდე გადიდდა, რენტა მაინც იქნება 60, ანუ სხვაობა

95-სა და 125-ს შორის=30
95-სა და 115-ს შორის=20
95-სა და 105-ს შორის=10

____

60,

მაშინ როდესაც პროდუქტი გადიდდება 440-ამდე:

125
115
105
95

____

440.

მაგრამ პროდუქტის ასეთ გადიდებას, მოთხოვნის გაუდიდებლად5, არ იქნებოდა მოტივი ასე ბევრი კაპიტალის დასახარჯავად მიწაზე; ერთი ნაწილი ამოიღებოდა იქიდან და, მაშასადამე, კაპიტალის უკანასკნელი ნაწილი იქნებოდა ის, რომელიც იძლევა 105-ს, და არა 95-ს, და რენტა დაიწევდა 30-ამდე, ანუ სხვაობამდე

105-სა და 125-ს შორის=20
105-სა და 115 შორის=10

_____

30,

ხოლო პროდუქტი მაინც კიდევ საკმარისი იქნებოდა მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ვინაიდან იქნებოდა 345 კვარტერი ანუ

125
115
105

_____

345.

მაშინ როდესაც მოთხოვნა მხოლოდ 340 კვარტერისა იქნებოდა.

მაგრამ არის ისეთი გაუმჯობესებანიც, რომელთაც შეუძლიათ პროდუქტის შეფარდებითი ღირებულების დადაბლება, ხორბლით გამოსახული რენტის დაუდაბლებლად, თუმცა ისინი დაბლა სწევენ მიწის ფულად რენტას. ასეთი გაუმჯობესებანი არ ადიდებენ მიწის პროდუქტიულ ძალას, მაგრამ შესაძლებლობას გვაძლევენ ნაკლები შრომით მივიღოთ მისი პროდუქტი. ისინი მიწაზე გამოსაყენებელი კაპიტალის შედგენისაკენ არიან უფრო მიმართული, ვიდრე თვით მიწის დამუშავებისაკენ. ასეთი ხასიათისაა გაუმჯობესება სამიწათმოქმედო იარაღებში, როგორიცაა გუთანი და სალეწი მანქანა, ეკონომია ცხენების გამოყენებაში სასოფლო მეურნეობისათვის და გაუმჯობესება საბეითლო ხელოვნებაში. მიწაზე, მათი მეოხებით, გამოიყენება ნაკლები კაპიტალი ანუ, რაც იგივეა, ნაკლები შრომა, მაგრამ იმავე პროდუქტის მისაღებად ნაკლები მიწის დამუშავება როდია საჭირო. ხოლო იქონიებენ ასეთი გაუმჯობესებანი ზემოქმედებას ხორბლის რენტაზე თუ არა, ეს იმაზეა დამოკიდებული, იზრდება თუ უცვლელი რჩება ან კლებულობს კაპიტალის სხვადასხვა ნაწილების გამოყენებით მიღებული პროდუქტის სხვაობა. თუ მიწაზე გამოიყენება კაპიტალის ოთხი ნაწილი: 50, 60, 70 და 80, რომელნიც ყველანი ერთნაირ შედეგს იძლევიან, და თუ რაიმე გაუმჯობესება ასეთი კაპიტალის შედგენილობაში მე საშუალებას მომცემს თითოეული ნაწილი შევამციროთ 5-ით, რის შემდეგ ის ნაწილები იქნება: 45, 55 და 75, იმ შემთხვევაში ხორბლით გამოსახულ რენტაში არავითარი ცვლილება არ წარმოსდგება. მაგრამ თუ გაუმჯობესება ისეთი იყო, რომ მე საშულება მომეცა კაპიტალის მხოლოდ ის ნაწილი დამეზოგა, რომელიც ყველაზე უფრო ნაკლებ პროდუქტიულად გამოიყენება, მაშინ ხორბლის რენტა დაუყოვნებლივ დაიწევს, იმიტომ რომ შემცირდება სხვაობა ყველაზე უფრო პროდუქტიულად გამოყენებულ კაპიტალსა და ყველაზე უფრო ნაკლებ პროდუქტიულ კაპიტალს შორის, და სწორედ ეს სხვაობა შეადგენს რენტას.

მე აღარ გავამრავლებ მაგალითებს. იმედი მაქვს, ნათქვამიც საკმაოდ ამტკიცებს, რომ ყოველ მიზეზს, რაც ამცირებს არათანასწორობას პროდუქტში, რომელიც მიიღება ერთსა და იმავე ან ახალ მიწაზე გამოყენებული კაპიტალის თანამიმდევნო ნაწილებით, აქვს ტენდენცია რენტის დაბლა დაწევისა, ხოლო ყველაფერი, რაც ადიდებს ამ არათანასწორობას, აუცილებლად წარმოშობს საწინააღმდეგო შედეგს, და მას აქვს ტენდენცია რენტის მაღლა აწევისა.

როდესაც მემამულის რენტაზე ვლაპარაკობდით, ჩვენ მას განვიხილავდით უპირატესად როგორც ნაწილს პროდუქტისას, რომელიც მიიღება მოცემული კაპიტალით მოცემულ ფერმაში, და სრულიად არ ვეხებოდით ამ ნაწილის საცვლელ ღირებულებას; მაგრამ რადგან იგივე მიზეზი, ე.ი. წარმოების სიძნელე, მაღლა სწევს ნედლი პროდუქტის საცვლელ ღირებულებას და მაღლა სწევს აგრეთვე ნედლი პროდუქტის იმ წილს, რომელიც მემამულეს ეძლევა რენტის სახით, ამიტომ ცხადია, რომ წარმოების სიძნელის გადიდება ორმაგ სარგებლობას აძლევს მემამულეს. ჯერ ერთი, იგი უფრო დიდ წილს იღებს და, მეორე, იმ საქონელს, რომლითაც მას ამას უხდიან, უფრო დიდი ღირებულება აქვს.6

_______________

1. ,,როგორც ჩვენ უკვე ვნახეთ, მიწა არაა ერთადერთი ბუნებრივი აგენტი, რომელსაც პროდუქტიული ძალა აქვს, მაგრამ იგი ერთადერთი ანუ თითქმის ერთადერთი ასეთი აგენტია, რომელიც ადამიანმა შესძლო მიეთვისებია და, მაშასადამე, მიეთვისებია მისი სარგებლიანობა. მდინარეების და ზღვების წყალსაც, იმის მეოხებით, რომ აქვს ძალა მოძრაობაში მოიყვანოს ჩვენი მანქანები, გაატაროს ჩვენი გემები, ჰკვებოს თევზები, - აქვს პროდუქტიული ძალა; ქარი, რომელიც ჩვენს წისქვილებს აბრუნებს, და მზის სითბოც კი, ჩვენთვის მუშაობს; მაგრამ, საბედნიეროდ, დღემდე კიდევ ვერავინ შესძლო ეთქვა: ქარი და მზე ჩემია, და იმ სამსახურისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან, სასყიდელი უნდა გადამიხადოთო”. - ,,Economie Politique”, par J.-B. Say, vol. II, p. 124.

2. ხომ არ დაავიწყდა ბ-ნ სეის შემდეგ ადგილას, რომ ფასი, ბოლოს და ბოლოს, წარმოების ხარჯებით განისაზღვრება? ,,მიწაზე გამოყენებული შრომის პროდუქტს ის განსაკუთრებული თავისებურება აქვს, რომ იგი არ ძვრდება, როდესაც უფრო იშვიათი ხდება, იმიტომ რომ, საზრდოს შემცირების იმავდროულად, ყოველთვის კლებულობს მოსახლეობა, და მაშასადამე, მოთხოვნილი რაოდენობა ამ პროდუქტებისა კლებულობს მიწოდებული რაოდენობის შემცირებასთან ერთად. გარდა ამისა, ჩვენ არ ვხედავთ, რომ იქ, სადაც უხვად მოიპოება დამუშავებული მიწა, პური უფრო ძვირი იყოს, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მთელი მიწა დამუშავებულია. ინგლისის და საფრანგეთის მიწები საშუალო საუკუნეებში გაცილებით უფრო ცუდად იყო დამუშავებული, ვიდრე ახლა, და გაცილებით ნაკლები ნედლი მასალა იწარმოებოდა; მაგრამ, მიუხედავად ამისა, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ სხვა საგნების ღირებულებასთან შედარების გზით, პური მაშინ უფრო ძვირად არ იყიდებოდა. თუ ნაკლები იყო პროდუქტი, სამაგიეროდ მოსახლეობაც ნაკლები იყო; მოთხოვნის სისუსტე აწონასწორებდა მიწოდების სისუსტეს” (Vol. II, p. 338). ბ-ნი სეი, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქონელთა ფასი შრომის ფასით განისაზღვრება, და სრულიად სისწორით ფიქრობს, რომ ყველა სახის საქველმოქმედო დაწესებულებებს აქვთ ტენდენცია მოსახლეობის გადიდებისა იმაზე მეტად, რაც იგი სხვებრ იქნებოდა, და, მაშასადამე, ხელფასის დაწევისა, - ამბობს შემდეგ: ,,მე გუმანი მაქვს, რომ ინგლისიდან მოსულ საქონელთა სიიაფე გამოწვეულია საქველმოქმედო საზოგადოებებით, რომლებიც იმ ქვეყანაში არსებობენ” (Vol. II, p.227). - ეს სრულიად ლოგიკური შეხედულებაა იმის მხრივ, ვინც ამტკიცებს, რომ ხელფასი განსაზღვრავს ფასს.

3. ,,მიწათმოქმედებაშიც - ამბობს ადამ სმიტი - ადამიანთან ერთად მუშაობს ბუნება, და თუმცა მისი შრომა არავითარ ხარჯებს არ იწვევს, მის პროდუქტს მაინც თავისი ღირებულება აქვს უძვირესი მუშის შრომის პროდუქტის თანაბრად”. ბუნების შრომაში სასყიდელი გადაიხდება არა იმიტომ, რომ იგი ბევრს აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ ცოტას აკეთებს. რაც უფრო უფრო გამოუმეტებელი ხდება ბუნება თავისი ნაბოძვარით, მით უფრო დიდ ფასს თხოულობს თავის შრომაში. როდესაც იგი ძალიან ხელგაშლილად კეთიკმყოფელი არის, ყოველთვის მუქთად მუშაობს. “მუშა საქონელი, რომელიც მიწათმოქმედებაში გამოიყენება, მრეწველობაში მოქმედ მუშასავით როდი ახდენს მარტო რეპროდუქციას ღირებულებისას, რომელიც უდრის მის საკუთარ მოხმარებას ანუ მის გამომყენებელ კაპიტალს მისი მესაკუთრის მოგებითურთ, არამედ ანხორციელებს უფრო დიდი ღირებულების რეპროდუქციას. ფერმერის კაპიტალისა და მთელი მისი მოგების ზედმეტად იგი რეგულარულად იწვევს მემამულის რენტის რეპროდუქციას. ეს რენტა შეიძლება განვიხილოთ როგორც ბუნების იმ ძალების პროდუქტი, რომლებითაც სარგებლობას მემამულე ასესხებს ფერმერს. იგი მეტია ან ნაკლებია ამ ძალების ნაგულისხმევი მოცულობის მიხედვით, ანუ, სხვა სიტყვებით, მიწის ბუნებრივი ან ხელოვნური ნაყოფიერობის მიხედვით. იგი ბუნების ნამოქმედარია, რომელიც რჩება ყველა იმის გამოკლების ანუ გახადის შემდეგ, რაც ადამიანის ნამოქმედარად შეიძლება ჩაითვალოს. იგი იშვიათად არის მთელი პროდუქტის ერთ მეოთხეზე ნაკლები და ხშირად მესამესზე მეტი არის. ვერასოდეს თანატოლი რაოდენობა მრწველობაში გამოყენებული შრომისა ვერ მოიღებს ასე დიდ რეპროდუქციას. მრწველობაში ბუნება არას აკეთებს, ადამიანი - ყველაფერს, და რეპროდუქცია ყოველთვის პროპორციული უნდა იყოს მისი გამომწვევი ძალებისა. მიწათმოქმედებაში გამოყენებული კაპიტალი, ამიტომ, არა თუ მოძრაობაში მოიყვანს ხოლმე პროდუქტიული შრომის მეტ რაოდენობას, ვიდრე რომელიმე მისი თანასწორი კაპიტალი, რომელიც მრეწველობაში გამოიყენება, არამედ, მის მიერ მოხმარებული პროდუქტიული შრომის პროპორციულად, გაცილებით მეტ ღირებულებასაც მატებს ქვეყნის მიწისა და შრომის წლიურ პროდუქტს, მის მცხოვრებთა ნამდვილ სიმდიდრესა და შემოსავალს. ყველა იმ წესში, რომლითაც კაპიტალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, ეს უაღრესად სასარგებლოა საზოგადოებისთვის” (წიგნი მე-2, თავი V, გვ. 15).

განა ბუნება არაფერს აკეთებს ადამიანისთვის მრეწველობაში? განა ქარის და წლის ძალა, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ჩვენი მანქანები და გემები, არაფერია? ატმოსფერის წნევა და ორთქლის დრეკადობა, რაც ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს ყოვლად საკვირველი მანქანები ავამოძრაოთ, - განა ბუნების მონაცემს არ წარმოადგენს? მე არას ვამბობ სითბოს მოქმედებაზე ლითონების გალხვობისა და გადადნობისას, დამშლელ ძალაზე ატმოსფერისა ღებვის და დუღილის პროცესებში. ვერ დავასახელებთ მრეწველობის ვერც ერთ დარგს, სადაც ბუნება ადამიანს არ უწევდეს დახმარებას, ამასთან - ხელგაშლილად და მუქთად.

უკეთებს რა კომენტარს იმ ადგილს, რომელიც მე ადამ სმიტიდან გადმოვწერე, ბ-ნი ბიუკენენი შენიშნავს: ,,პროდუქტიული და არაპროდუქტიული შრომის შესახებ შენიშვნებში, რომლებიც მეოთხე ტომშია მოქცეული, მე ვეცადე დამენახვებია, რომ მიწათმოქმედება ეროვნულ სიმდიდრეს არ მატებს მეტს, ვიდრე წარმოების ყოველი სხვა დარგი. როდესაც დოქტორი სმიტი დაჟინებით მიუთითებს რენტის რეპროდუქციაზე, როგორც ესოდენ დიდ სარგებლობაზე საზოგადოებისათვის, მას ავიწყდება, რომ რენტა შედეგია მაღალი ფასის და რომ რასაც მემამულე იგებს, იმას იგი საერთოდ საზოგადოების ხარჯზე იგებს. რენტის რეპროდუქციით საზოგადოებას არა აქვს აბსოლუტური მოგება; მით მხოლოდ ერთი კლასი პოულობს მოგებას მეორის ხარჯზე. წარმოდგენა, რომ მიწათმოქმედება პროდუქტს და, მის შედეგად, რენტას იძლევა იმიტომ, რომ მიწათმოქმედების პროცესში ბუნება მონაწილეობს ადამიანის შრომასთან ერთად, უბრალო ოცნებაა. რენტა მიმდინარეობს არა პროდუქტიდან, არამედ იმ ფასიდან, რადაც ეს პროდუქტი იყიდება; ხოლო ეს ფასი არა იმიტომ მიიღება, რომ ბუნება შველის წარმოებას, არამედ იმიტომ, რომ ის იმ ფასს წარმოადგენს, რომელიც მოხმარების შემფარდებელია მიწოდებისადმი”.

4. ამ პრინციპის ნათლად გაგებას, ჩემის რწმენით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური ეკონომიის მეცნიერებისთვის.

5. იმედი მაქვს, ჩემს აზრს ისე არ გაიგებენ, რომ მე საკმარისად არ ვაფასებ მიწათმოქმედებაში განხორციელებულ ყოველგვარ გაუმჯობესებათა მნიშვნელობას მემამულეებისათვის. ამ გაუმჯობესებათა უშუალო მოქმედება გამოისახება რენტის შემცირებაში. მაგრამ რადგან ისინი დიდ იმპულსს აძლევენ მოსახლეობის გამრავლებას და იმავე დროს შესაძლებლობას გვაძლევენ უფრო მწირი მიწები დავამუშაოთ ნაკლები შრომით, ამიტომ, ბოლოს და ბოლის, მათ ვეება სარგებლობა მოაქვთ მემამულეებისათვის. მხოლოდ მანამდე უნდა განვლოს განსაზღვრულმა პერიოდმა, და პერიოდის განმავლობაში ის გაუმჯობესებანი მათთვის ზარალის მიმცემნი არიან.

6. რათა ეს ნათელი გავხადოთ და დავანახოთ მკითხველს, რა ზომით იცვლება ხორბლით გამოსახული და ფულით გამოსახული რენტა, - ვიგულისხმოთ, რომ განსაზღვრული ხარისხის მიწაზე 10 მუშის შრომით მიიღება 180 კვარტერი ხორბალი, კვარტერი 4 გირვ. სტერლინგად ღირებული, ანუ სულ 720 გირვ. სტერლ. ღირებულებისა, და რომ დამატებითი 10 მუშის შრომა იმავე ან სხვა მიწაზე აწარმოებს მხოლოდ 170 კვარტერ დამატებით პროდუქტს. ხორბლის ფასი ამ შემთხვევაში აიწევს 4 გირვ. სტერლინგიდან 4 გირვ. სტერლ. 4 შილ. და 8 პენსამდე, ვინაიდან 170: 180=4 გირვ. სტერლ.: 4 გირვ. სტერლ. 4 შილ. და 8 პენსს; ანუ, რადგან 170 კვარტერის საწარმოებლად ერთ შემთხვევაში საჭიროა 10 მუშის შრომა, მეორეში კი - მხოლოდ 9,44-ის, ამიტომ ფასის აწევა = 9,44: 10 ანუ 4 გირვ. სტერლ.: 4 გირვ. სტერლ. 4 შილ. და 8 პენსს. თუ კიდევ 10 მუშა იქნა გამოყენებულლი და პროდუქტი უდრის

160 კვარტერს, ფასი აიწევს 4 გირვ. სტერლ. და 10 შილინგამდე,
150 კვარტერს, ფასი აიწევს 4 გირვ. სტერლ. და 16 შილინგამდე,
140 კვარტერს, ფასი აიწევს 5 გირვ. სტერლ. და 2 შილინგამდე და 10 პენსამდე

თუ იმ მიწისთვის, რომელიც 180 კვარტერს იძლეოდა, კვარტერს 4 გირვ. სტერლინგად ღირებულს, ახლა, როდესაც მხოლოდ 170 კვარტერი შეიძლება მიღებულ იქნეს, რენტად გადაიხდება 10 კვარტერი, რაც, კვარტერისთვის 4 გირვ. სტერლ. 4 შილ. 8 პენსი ფასის კვალობაზე, შეადგენს 42 გირვ. სტერლ. 7 შილ. და 6 პენსს. რენტა იქნება:

20 კვარტერი, როდესაც წარმოებულია 160 კვარტ. და შეადგენს 4 გირვ. სტერლ. 10 შილ. 0 პენსი ფასის საფუძველზე 90 გირვ. სტერლ. 0 შილ. 0 პენსს.
30 კვარტერი, როდესაც წარმოებულია 150 კვარტ. და შეადგენს 4 გ. სტ. 16 შილ. 0 პენსი ფასის საფუძველზე 144 გირვ. სტერლ. 0 შილ. 0 პენსს.
40 კვარტერი, როდესაც წარმოებულია 140 კვარტ. და შეადგენს 5 გ. სტ. 2 შილ. 10 პენსი ფასის საფუძველზე 205 გირვ. სტერლ. 13 შილ. 4 პენსს.

პურით გამოსახული რენტა გაიზრდება ამ პროპორციით:

100
200
300
400,

ხოლო ფულით გამოსახული რენტა ამ პროპორციით:

100
212
340
485

6 თავი III: სამადნეების რენტა

▲ზევით დაბრუნება


ლითონები, როგორც სხავა საგნები, მოიპოება შრომით, მართალია, მათ ბუნება აწარმოებს, მაგრამ ადამიანის შრომას გამოაქვს ისინი მიწის წიაღიდან და მოამზადებს მათ ჩვენი საჭიროებისათვის. სამადნეები საზოგადოდ, ისე როგორც მიწა, რენტას აძლევენ მათ მესაკუთრეს, და ეს რენტა, ისე როგორც მიწის რენტა შედეგია, და არასოდეს მიზეზი, მათი პროდუქტის მაღალი ღირებულებისა.

უხვად რომ მოიპოებოდეს თანაბრად მდიდარი სამადნეები, რომლების დაუფლება ყველას შეეძლებოდა, ისინი არავითარი რენტის მომცემი არ იქნებოდნენ; მათი პროდუქტის ღირებულება იმ შრომის რაოდენობაზე იქნებოდა დამოკიდებული, რომელიც საჭიროა ლითონის გამოსაღებად სამადნიდან და მის მისატანად ბაზარზე. სამადნეები სხვადასხვა ხარისხისაა, და მათ დამუშავებაზე შრომის ერთნაირ რაოდენობათა დახარჯვა ფრიად სხვადასხვა შედეგს იძლევა. ლითონს, რომელიც უღარიბესი სამადნიდან ამოიღება, უნდა ჰქონდეს - სულ ცოტა - ისეთი საცვლელი ღირებულება, რომელიც საკმარისია არა მარტო ტანსაცმელის, საზრდოს და სხვა საარსებო საგნების მოსაპოებლად ყველა იმათთვის, ვინც მის მოპოებასა და ბაზრად გატანაზე მოსაქმეობს, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვეულებრივი საშუალო მოგება მიიღოს იმან, ვინც კაპიტალი გაიღო ავანსად სარეწაო წარმართვისათვის. კაპიტალის ანაზღაურება, რასაც უღარიბესი სამადნე იძლევა, რომელიც არავითარ რენტას არ იხდის, განმსაზღვრელი იქნება ყველა სხვა უფრო დიდი პროდუქტივობის მქონე სამადნეების რენტისა. იგულისხმება, რომ ეს სამადნე იძლევა ჩვეულებრივ მოგებას კაპიტალზე. ყველაფერი, რასაც ამაზე მეტად იძლევიან სხვა სამადნეები, აუცილებლობის გზით რენტად მიეცემა მათ მეპატრონეებს. რადგან ეს პრინციპი სრულიად იგივეა, რაც ჩვენ უკვე დავამყარეთ მიწის შესახებ, ამიტომ საჭირო აღარაა უფრო ვრცლად ვილაპარაკოთ ამაზე.

საკმარისი იქნება ავღნიშნოთ, რომ იგივე საერთო წესი, რომელიც ნედლეულისა და სამრეწველო საქონელთა ღირებულებას განსაზღვრავს, გამოსაყენებელია ლითონების შესახებაც; მათი ღირებულება დამოკიდებულია არა მოგების ნორმაზე, არც ხელფასის ნორმაზე, არც სამადნის რენტაზე, არამედ იმ შრომის რაოდენობაზე, რომელიც საჭიროა ლითონის მოსაპოებლად და მის მისატანად ბაზარზე.

ლითონთა ღირებულება, ისე როგორც ყოველი სხვა საქონლის ღირებულება, ცვლილებას ექვემდებარება. იარაღებსა და მანქანებში, რომლების სამთამადნო საქმეში იხმარება, შეიძლება მოხდენილ იქნეს გაუმჯობესებანი, რომელნიც მნიშვნელოვნად ამოკლებენ შრომას; შესაძლებელია აღმოჩენილ იქნეს ახალი, უფრო პროდუქტიული სამადნეები, საიდანაც, იმავე შრომის რაოდენობით, შეიძლება მეტი ლითონი იქნეს მოპოებული; შესაძლებელია აგრეთვე გაადვილდეს პროდუქტის მიტანა ბაზარზე. თითოეულ ამ შემთხვევაში ლითონების ფასი დაიწევს, და ისინი ამიტომ სხვა საგანთა ნაკლებ რაოდენობაზე გაიცვლებიან. მეორეს მხრივ, თუ ლითონის მოპოების სიძნელემ იმატა, - მოხდება ეს იმის გამო, რომ ლითონი უფრო დიდი სიღრმიდანაა ამოსაღები, თუ წყლის დაგროვების გამო ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, - მისმა ღირებულებამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმატოს სხვა საგანთა ღიებულებასთან შედარებით.

ამიტომ სწორად შეუმჩნევიათ, რომ, რაგინდ ძალიან შეესაბამებოდეს ამა თუ იმ ქვეყნის მონეტა თავის მასშტაბს, მაინც ოქროს და ვერცხლის ფული, ისე როგორც ყოველი სხვა საქონელი, ექვემდებარება ღირებულების რყევას, არა მარტო შემთხვევითსა და დროებითს ცვლილებას, არამედ ბუნებრივსა და მუდმივსაც.

ამერიკის აღმოჩენას მისი მრავალრიცხოვანი სამადნეებითურთ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ძვირფას ლითონთა ბუნებრივ ფასზე. ბევრნი ფიქრობენ, რომ ეს გავლენა დღესაც კიდევ არაა გათავებული. მაგრამ ყველა ის გავლენა, რომელიც ამერიკის აღმოჩენამ მოახდინა ლითონთა ღირებულებაზე, ალბათ დიდი ხანია შესწყდა, და თუ უკანასკნელ წლებში ადგილი ჰქონდა მათი ღირებულების დაწევას, იგი სამადნეების დამუშავების გაუმჯობესებულ წესს უნდა მიეწეროს.

მაგრამ ეს მოქმედება, რა მიზეზთაც უნდა ყოფილიყოს იგი გამოწვეული, ისე ნელი და თანდათანი იყო, რომ პრაქტიკულ ცხოვრებაში უხერხულობას მცირეს გრძნობდნენ იმის გამო, რომ ოქრო და ვერცხლი შეადგენს იმ საერთო საზომს, რომლითაც ყველა სხვა საგანთა ღირებულება შეფასდება. თუმცა ისინიც, უეჭველია, ღირებულების ცვალებად საზომს წარმოადგენენ, მაგრამ არ არსებობს, ალბათ, არც ერთი სხვა საქონელი, რომელიც ნაკლებ ცვლილებებს ექვემდებარებოდეს. ამ და სხვა უპირატესობათ, რომლებიც ძვირფასს ლითონებს აქვს, როგორიცაა: გამძლეობა, ჭედადობა, დაყოფადობა და კიდევ ბევრი სხვა, სამართლიანად უზრუნველუყვეს ამ ლითონებს ფულისთვის ნორმალური მასშტაბის როლი ცივილიზებულ ქვეყნებში.

შრომის ერთნაირი რაოდენობით და ძირითადი კაპიტალის ერთნაირი რაოდენობით რომ ყოველთვის ოქროს ერთნაირი რაოდენობა მოიპოებოდეს იმ სამადნიდან, რომელიც რენტას არ იხდის, - ოქრო ღირებულების ისეთი უცვლელი საზომი იქნებოდა, როგორიც კი ჩვენ საგანთა ბუნებისამებრ შესაძლებელია გვქონებოდა. მართალია, ოქროს რაოდენობა გადიდდებოდა მოთხოვნასთან ერთად, მაგრამ მისი ღირებულება უცვლელი იქნებოდა, და იგი ჩინებულად გამოსადეგი იქნებოდა ყველა სხვა საგანთა ღირებულების ცვლილების გასაზომავად. ამ თხზულების წინა ნაწილში მე უკვე მივიჩნიე ოქრო ასეთი სიმტკიცის მქონედ, და მე ამ ჰიპოთეზზე ვდგევარ შემდგომ თავშიც. ამრიგად, როდესაც ლაპარაკი იქნება ფასის ცვლილებაზე, ყოველთვის იგულილსხმება, რომ ცვლილება წარმოსდგება საქონელში და არასოდეს იმ საზომში, რომლითაც საქონელი შეფასდება.

7 თავი IV: ბუნებრივი და საბაზრო ფასი

▲ზევით დაბრუნება


თუ ჩვენ საქონელთა ღირებულების საფუძვლად შრომას ვთვლით და მათ საწარმოებლად საჭირო შრომის შედარებითს რაოდენობას - იმ ნორმად, რომელიც განსაზღვრავს საქონელთა სათანადო, გაცვლა-გამოცვლაში ერთი მეორისთვის გასაცემ ოდენობას, აქედან ის დასკვნა არ უნდა იქნეს გამოტანილი, რომ ჩვენ უარვყოფთ საქონელთა ნამდვილი ანუ საბაზრო ფასის შემთხვევითს და დროებითს გადახრას ამ მათი პირველადი და ბუნებრივი ფასისაგან.

მოვლენათა ჩვეულებრივ მსვლელობაში, არ არსებობს არც ერთი ისეთი საქონელი, რომელიც რაოდენადმე ხანგრძლივი დროის განმავლობაში სწორედ იმ რაოდენობით იყოს მიწოდებული, რომელსაც მოითხოვს ადამიანთა მოთხოვნილება და წადილი. და ამიტომ არ არსებობს არც ერთი ისეთი საქონელი, რომლის ფასი არ ექვემდებარებოდეს შემთხვევითს და დროებითს ცვლილებებს.

მხოლოდ ასეთ ცვლილებათა გამო ხდება კაპიტალის განაწილება სწორედ საჭირო რაოდენობით, და არა ამაზე მეტად, სხვადასხვა საქონელთა წარმოებაზე, რომელთათვის არსებობს მოთხოვნა. ფასის აწევასა ან დაწევასთან ერთად მოგება საერთო დონეზე მაღლა იწევს ან ამ დონეზე დაბლა ეცემა, და მით კაპიტალს ეძლევა ან წახალისება მრეწველობის იმ განსაკუთრებულ დარგში შესასვლელად, სადაც ცვლილება წარმოსდგა, ან გაფრთხილება იქიდან გასასვლელად.

ვიდრე თითოეული ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული თავისი კაპიტალი იქ მოათავსოს, სადაც სურს, იგი, რასაკვირველია, ისეთ გამოყენებას მოსძებნის მისთვის, რომელიც ყველაზე უფრო ხელსაყრელი არის; ბუნებრივია, რომ იგი კმაყოფილი არ იქნება 10%25 მოგებით, თუ თავისი კაპიტალის გადანაცვლებით 15%25 მოგება შეუძლია მიიღოს. ყველა კაპიტალისტთა ამ დაუდგრომელ მისწრაფებას, რომ დასტოვონ ნაკლებ მოგებიანი საქმე უფრო ხელსაყრელის გულილსთვის, აქვს ტენდენცია - გაათანასწოროს ყველას მოგების ნორმა ანუ დაამყაროს ამ მოგებათა შორის ისეთი პროპორცია, როგორიც, დაინტერესებულ მხარეთა შეფასებით, აწონასწორებს უპირატესობას, რომელიც ერთს აქვს ნამდვილად თუ გარეგნულად მეორესთან შედარებით. იქნებ ძალიან ძნელიც იყოს იმ პროცესის საფეხურების აღნიშვნა, რომელიც ამ ცვლილებას წარმოშობს; ეს ალბათ, იმგვარად წარმოსდგება, რომ ცალკეული ფაბრიკანტი სრულიად კი არ იცვლის თავის საქმეს, არამედ ამცირებს მხოლოდ კაპიტალის რაოდენობას, რომელიც მასში აქვს მოთავსებული. ყველა მდიდარ ქვეყანაში მოიპოება განსაზღვრული რაოდენობა ადამიანთა, რომელნიც ეგრეთწოდებულ ფულიან კლასს შეადგენენ. ეს ადამიანები მრეწველობის არც ერთ დარგში არ არიან მოსაქმენი, არამედ ცხოვრობენ თავისი ფულის სარგებლით; ამ ფულს ისინი ხმარობენ თამასუქების სადისკონტოდ ანუ სესხის მისაცემად საზოგადოების უფრო მრეწველი ნაწილისათვის. ბანკირებიც დიდ კაპიტალს ხმარობენ ასეთივე საქმეებისთვის. ამგვარად გამოყენებული კაპიტალი შეადგენს ვეება მოცულობის საბრუნავ კაპიტალს, და მით სარგებლობენ მეტნაკლები ოდენობით ქვეყნის მრეწველობის ყველა სხვადასხვა დარგები. იქნებ არც მოიპოებოდეს ისეთი ფაბრიკანტი, რომელსაც, რაგინდ მდიდარი იყოს იგი, თავისი საქმე იმ ზომით ჰქონდეს შემოფარგლული, რომლის შესაძლებლობას იძლევა მისი საკუთარი სახსრები, მას ყოველთვის აქვს ხელთ ამ დენედი კაპიტალის განსაზღვრული ნაწილი, რომელიც იზრდება ან კელბულობს მის საქონელთა მიმართ მოთხოვნის გაცხოველების მიხედვით. როდესაც მატულობს მოთხოვნა აბრეშუმის მიმართ და კლებულობს მაუდის მოთხოვნა, მაუდის მწარმოებელს თავისი კაპიტალი არ გადააქვს აბრეშუმის მრეწველობაში, არამედ ითხოვს თავისი მუშების ნაწილს და ამცირებს თავის მხრივ სესხის მოთხოვნას ბანკირებისა და ფულიანი კაცებისაგან. აბრეშუმის ფაბრიკანტისთვის საქმე პირიქითადაა: მას მეტი მუშების გამოყენება სურს, და ამიტომ ძლიერდება მისი მოტივი სესხის ასაღებად; იგი მეტს სესხულობს, და ამგვარად კაპიტალი გადადის ერთი მოსაქმეობიდან მეორეში ისე, რომ აუცილებელი არაა ფაბრიკანტმა ხელი აიღოს თავის ჩვეულებრივ მოსაქმეობაზე. ჩვენ თუ გადავხედავთ დიდი ქალაქის ბაზრებს და დავაკვირდებით, როგორ რეგულარულად მარაგდება ეს ბაზრები ადგილობრივი და უცხო პროდუქტების იმ რაოდენობით, რომელიც მოითხოვება, მიუხედავად მოთხოვნის ცვლილებისა, რაც დამოკიდებულია გემოვნების კაპრიზზე ან ცვლილებაზე მოსახლეობის სიდიდეში, თუ მივაქცევთ ყურადღებას, როგორ იშვიათად ხდება ამ ბაზრების ზომაზე მეტად გავსება ჭარბი მიწოდების გამო, ან წარმოსდგება უზომო სიძვირე იმის გამო, რომ მიწოდება არ უდრის მოთხოვნას, - უნდა ვსცნათ, რომ ის პრინციპი, რომელიც მრეწველობის თითოეულ დარგს კაპიტალს უნაწილებს სწორედ საჭირო რაოდენობით, ბევრად უფრო ძლიერად მომქმედი არის, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ჰგონიათ.

კაპიტალისტი, რომელიც მოგებიან გამოყენებას ეძებს თავის ფონდებისთვის, რასაკვირველია, მხედველობაში მიიღებს ყველა იმ უპირატესობას, რომელიც ამა თუ იმ მოსაქმეობას აქვს სხვებთან შედარებით. ამიტომ მან შეიძლება ხელი აიღოს თავისი ფულადი მოგების ნაწილზე კაპიტალის დაბანდების საიმედობის გამო, სისუფთავისა ან სიადვილის გამო ან რაიმე სხვა ნამდვილი თუ მოჩვენებული უპირატესობის გამო, რომელიც ერთ მოსაქმეობას შესაძლებელია ჰქონდეს მეორესთან შედარებით.

თუ, ამ გარემოებათა მხედველობაში მიღების შედეგად, კაპიტალის მოგება ისე დამყარდა, რომ ერთ დარგში იგი შეადგენს 20-ს, მეორეში 25-ს და მესამეში 30%25-ს, - ეს მოგება, ალბათ, დიდხანს შეინარჩუნებს ამ შეფარდებითს სხვაობას, მარტოოდენ ასეთ სხვაობას, ვინაიდან ერთ-ერთ ამ დარგში რაიმე მიზეზის გამო მოგებამ რომც აიწიოს 10%25-ით, ეს მოგება იქნება დროებითი და იგი მალე დაიწევს თავის ჩვეულებრივ დონემდე, ანდა სხვა დარგების მოგება აიწევს იმავე პროპორციით.

ახლანდელი დრო, ეტყობა, ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს ამ დაკვირვების სისწორის მიმართ. ომის დასრულებამ ისე არივდარია მოსაქმეობათა განაწილება, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინათ ევროპაში, რომ ყოველ კაპიტალისტს ჯერ კიდევ არ აქვს ნაპოვნი თავისი ადგილი ახალს განაწილებაში, რომელიც აუცილებელი შეიქნა ამჟამად.

ვთქვათ, ყველა საქონელი მათ ბუნებრივ ფასში იყიდება და, მაშასადამე, კაპიტალის მოგების ნორმები ყველა მოსაქმეობაში ერთნაირი არის ან ერთი მეორისგან განსხვავდება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს განსხვავება, დაინტერესებული მხარეების აზრით, შეესაბამება რაიმე ნამდვილ ან მოჩვენებულ სარგებლობას, რომელიც მათ აქვთ ან რომელზედაც ისინი ხელს იღებენ. ვიგულისხმოთ ახლა, რომ მოდის ცვლილებამ გაადიდა მოთხოვნა აბრეშუმეულის მიმართ, ხოლო მოთხოვნა შალეულის მიმართ შეამცირა; ამ შემთხვევაში მათი ბუნებრივი ფასი, ე.ი. მათ საწარმოებლად საჭირო შრომის რაოდენობა, უცვლელი დარჩება, მაგრამ აბრეშუმის ქსოვილების საბაზრო ფასი აიწევს, ხოლო შალეულისა დაიწევს. ამის გამო აბრეშუმეულის ფაბრიკანტის მოგება მოგების ჩვეულებრივ და საერთო ნორმაზე მაღლა იქნება და შალეულის ფაბრიკანტისა ამ ნორმაზე დაბლა იქნება. არა მარტო მოგება განიცდის გავლენას ამ დარგებში, არამედ მათში მომქმედი მუშების ხელფასიც. მაგრამ აბრეშუმის ქსოვილების გადიდებული მოთხოვნა მალე დაფარული იქნება კაპიტალისა და შრომის გადანაცვლებით შალეულის წარმოებიდან აბრეშუმეულის წარმოებაში; მაშინ აბრეშუმის და შალის ქსოვილების საბაზრო ფასები ისევ მიუახლოვდება მათ ბუნებრივ ფასებს, და ამ საქონელთა სათანადო ფაბრიკანტები ჩვეულებრივ მოგებას მიიღებენ.

ამრიგად, ყოველი ფაბრიკანტის მისწრაფება, რომ თავისი ფონდები ნაკლებ მოგებიან საქმიდან ამოიღოს და უფრო მოგებიანში გადაიტანოს, შეუძლებელს ხდის, რომ საქონელთა ფასი დიდხანს მათ ბუნებრივ ფასზე ბევრით მაღლა ან ბევრით დაბლა იყოს გაჩერებული. ფაბრიკანტების ეს მეტოქეობა საქონელთა საცვლელ ღირებულებას ამყარებს იმგვარად, რომ მათ საწარმოებლად საჭირო შრომისთვის ხელფასის გადახდის შემდეგ და ყველა იმ ხარჯების დაფარვის შემდეგ, რომლებიც მოითხოვება, რათა კაპიტალს შეუნარჩუნდეს მისი თავდაპირველი ვარგისობის მდგომარეობა, ღირებულების ნაშთი ანუ გარდამეტი დახარჯული კაპიტალის ღირებულების პროპორციული იქნება თითოეულ დარგში.

ყველაფერი, რაც ამ საკითხს შეეხება, ჩინებულად არის გარკვეული ,,ხალხთა სიმდიდრის” მე-VII თავში. ჩვენ სავსებით ვსცნობთ იმ დროებით გავლენას, რომელიც შემთხვევითმა მიზეზებმა შეიძლება მოახდინოს საქონელთა ფასებზე, აგრეთვე შრომის ხელფასსა და კაპიტალის მოგებაზე კაპიტალის გამოყენების ცალკეულ დარგებში; მაგრამ რადგან ეს გავლენა არ ეხება საქონელთა საერთო ფასს, ხელფასს ან მოგებას და იგი ერთნაირად მომქმედია საზოგადოების განვითარების ყველა სტადიაზე, ამიტომ ჩვენ მას სრულიად არ მივიღებთ მხედველობაში, როდესაც ვარკვევთ კანონებს, რომელნიც ბუნებრივ ფასს, ბუნებრივ ხელფასს და ბუნებრივ მოგებას აწესრიგებენ, - მოვლენებს, რომლებიც დამოუკიდებელია ამ შემთხვევითი მიზეზებისაგან. ამრიგად, როდესაც მე ამა თუ იმ საქონლის საცვლელ ღირებულებაზე ანუ მსყიდველობით ძალაზე ვლაპარაკობ, ყოველთვის იმ ძალას ვგულისხმობ, რომელიც ექნებოდა საქონელს, მას რომ არ აბრკოლებდეს რაიმე დროებითი ანუ შემთხვევითი მიზეზი, და რომელიც მის ბუნებრივ ფასს წარმოადგენს.

8 თავი V: ხელფასი

▲ზევით დაბრუნება


როგორც ყველა სხვა საგნებს, რომლებსაც ყიდულობენ და ჰყიდიან და რომელთა რაოდენობა შეიძლება გადიდებულ ან შემცირებულ იქნეს, შრომას თავისი ბუნებრივი და თავისი საბაზრო ფასი აქვს. შრომის ბუნებრივ ფასს წარმოადგენს ის ფასი, რომელიც საჭიროა, რათა მუშებმა შესძლონ არსებობა და თავისი მოდგმის განგრძობა, მათი რიცხვის გაუდიდებლად ან შეუმცირებლად.

მუშის უნარი თავის თავის და თავისი ოჯახის შენახვისა ისე, რომ მუშების რიცხვმა არ იკლოს, დამოკიდებულია არა ფულის რაოდენობაზე, რომელსაც იგი იღებს ხელფასის სახით არამედ საზრდოს რაოდენობაზე, აგრეთვე სხვა საარსებო და კომფორტის საგნების რაოდენობაზე, რომლებიც, ჩვეულების გამო მისთვის აუცილებელ საგნებადაა გადაქცეული და რომელთა ყიდვა შესაძლებელია ამ ფულით. ამიტომ შრომის ბუნებრივი ფასი დამოკიდებულია საზრდოს, საარსებო და კომფორტის საგნების ფასზე, რომლებიც საჭიროა მუშის და მისი ოჯახის შესანახად. საზრდოს და სხვა საარსებო საგნების ფასის აწევასთან ერთად შრომის ბუნებრივი ფასი აიწევს; მათი ფასის დაწევასთან ერთად შრომის ბუნებრივი ფასი დაიწევს.

საზოგადოების პროგრესის მსვლელობაში, შრომის ფასს აქვს ყოველთვის მაღალი აწევის ტენდენცია, იმიტომ რომ ერთ-ერთ მთავარ პროდუქტს, რომელიც შრომის ბუნებრივ ფასს აწესრიგებს, ტენდენცია აქვს გაძვირებისა, მისი წარმოების სიძნელის გამო. მაგრამ რადგან გაუმჯობესებას მიწათმოქმედებაში და ახალი ბაზრების აღმოჩენას, საიდანაც შესაძლებელია სურსათის შემოტანა, შეუძლია შეასუსტოს საარსებო საგნების ფასის ტენდენცია აწევისადმი და მათი ბუნებრივი ფასის დაწევაც კი გამოიწვიოს, ამიტომ იგივე მიზეზები სათანადო გავლენას მოახდენს შრომის ბუნებრივ ფასზე.

ყველა საქონელთა ბუნებრივ ფასს, ნედლეულისა და შრომის გამოკლებით, სიმდიდრისა და მოსახლეობის პროგრესის მსვლელობაში ტენდენცია აქვს დაწევისადმი, ვინაიდან: თუმცა მათი ნამდვილი ღირებულება, ერთის მხრივ, მაღლა იწევს ნედლი მასალის ბუნებრივი ფასის აწევის გამო, რომლისგანაც ისინი არიან დამზადებული, მაგრამ ეს აწევა, მეორეს მხრივ, ჭარბად წონასწორდება მანქანების გაუმჯობესებით, შრომის უკეთესი დანაწილებითა და განაწილებით და მწარმოებელთა უფრო დიდი დახელოვნებით მეცნიერებასა და ტექნიკაში.

შრომის საბაზრო ფასი ის ფასია, რომელიც მასში ნამდვილად მიიცემა მოთხოვნისადმი მიწოდების ბუნებრივი შეფარდების საფუძველზე; შრომა ძვირია, როდესაც იგი იშვიათია, და იაფია, როდესაც იგი უხვად მოიპოება. მაგრამ შრომის საბაზრო ფასი რაგინდ გადაიხრებოდეს მისი ბუნებრივი ფასისაგან, მას მაინც, საქონელთა ფასის მსგავსად, ტენდენცია აქვს მასთან შეთანხმებისა.

როდესაც შრომის საბაზრო ფასი აღემატება მის ბუნებრივ ფასს, მუშის მდგომარეობა არის წარმატებული და სვიანი, მას აქვს თავის განკარგულებაში საარსებო და ცხოვრების კომფორტის საგანთა უფრო დიდი რაოდენობა და შეუძლია ამიტომ ჯანსაღი და მრავალრიცხოვანი ოჯახი გამოჰკვებოს. ხოლო როდესაც იმ სტიმულის გამო, რომელსაც მაღალი ხელფსი უქმნის მოსახლეობის გადიდებას, მუშების რიცხვი გამრავლდება, ხელფასი ისევ დაიწევს მისი ბუნებრივი ფასის დონემდე; იგი შეიძლება ზოგჯერ, რეაქციის გამო, უფრო დაბლაც დაეცეს.

როდესაც შრომის საბაზრო ფასი მის ბუნებრივ ფასზე დაბლაა ჩამოსული, მუშების მდგომარეობა უაღრესად უბადრუკი არის; მაშინ სიღარიბე მათ უსპობს ყველა იმ კომფორტს, რომელსაც აბსოლუტურ აუცილებლობად ხდის დაჩვევა. მხოლოდ მას შემდეგ რაც გაჭირვებამ მათი რიცხვი შეამცირა ანუ შრომის მოთხოვნა გაიზარდა, შრომის საბაზრო ფასი აიწევს მისი ბუნებრივი ფასის დონემდე, და მუშას ექნება ის ზომიერი კომფორტი, რომელსაც მას აძლევს ხელფასის ბუნებრივი ნორმა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელფასს ტენდენცია აქვს შეეთანხმოს თავის ბუნებრივ ნორმას, შრომის საბაზრო ფასი, პროგრესის გზაზე მყოფ საზოგადოებაში, შეიძლება განუსაზღვრელი პერიოდის განმავლობაში მუდამ იმ ნორმაზე მაღლა იყოს, იმიტომ რომ, როგორც კი ის იმპულსი, რომელსაც კაპიტალის გადიდება აძლევს შრომის ახალ მოთხოვნას, განსაზღვრულ შედგეს მოიღებს, კაპიტალის ახალ გადიდებას შეუძლია იქონიოს იგივე მოქმედება. ამრიგად, თუ კაპიტალი მუდამ და თანდათან იზრდება, შრომის მოთხოვნა შეიძლება ხანგრძლივ სტიმულს აძლევდეს მოსახლეობის ზრდას.

კაპიტალი ქვეყნის სიმდიდრის ის ნაწილია, რომელიც იხმარება წარმოებაში და შესდგება საზრდოსგან, ტანსაცმლისგან, სამუშაო იარაღებისგან, ნედლი მასალებისგან, მანქანებისგან, მოკლედ, - ყველა იმისგან, რაც საჭიროა იმისთვის, რომ შრომას მიეცეს ეფექტივობა.

კაპიტალის რაოდენობა შეიძლება მატულობდეს იმავე დროს, როდესაც მისი ღირებულება მაღლა იწევს. შეიძლება გადიდდეს საზრდოს და ტანსაცმელის რაოდენობა ქვეყანაში იმავე დროს, როდესაც მათი დამატებითი რაოდენობის საწარმოებლად მეტი შრომაა საჭირო, ვიდრე წინათ იყო; ამ შემთხვევაში გადიდდება არა მარტო კაპიტალის რაოდენობა, არამედ მისი ღირებულებაც აიწევს.

ანდა კაპიტალის რაოდენობა შეიძლება გადიდდეს, მაშინ როდესაც მისი ღირებულება უცვლელი რჩება ან ფაქტიურად კლებულობს კიდეც; არა თუ შესაძლებელია გადიდდეს საზრდოს და ტანსაცმელის რაოდენობა ქვეყანაში, არამედ, მანქანების მეოხებით, დამატებითი რაოდენობა შეიძლება მიღებული იქნეს მის საწარმოებლად საჭირო შრომის შეფარდებითი რაოდენობის სრულიად გაუდიდებლად, და ამ რაოდენობის აბსოლუტურად შემცირების დროსაც კი. Kკაპიტალის რაოდენობა შეიძლება გაიზადოს, და იმავე დროს მისი ღირებულება მთლიანად ან მისი ცალკე ნაწილების ღირებულება უფრო დიდი არ გახდება, ვიდრე წინათ იყო, ან ფაქტიურად შემცირდება კიდეც.

პირველ შემთხვევაში შრომის ბუნებრივი ფასი, რომელიც ყოველთვის საზრდოს, ტანსაცმელის და სხვა საარსებო საგანთა ფასზეა დამოკიდებული, მაღლა აიწევს; მეორე შემთხვევაში იგი ან უცვლელი დარჩება, ანდა დაბლა დაიწევს; ორსავე შემთხვევაში ხელფასის საბაზრო ნორმა აიწევს, ვინაიდან კაპიტალის ზრდის პროპორციულად გაიზრდება შრომის მოთხოვნა; შესასრულებელი სამუშაოს პროპორციულად გაიზრდება მოთხოვნა იმათ მიმართ, ვინც იგი უნდა შეასრულოს.

გარდა ამისა, ორსავე შემთხვევაში შრომის საბაზრო ფასი მის ბუნებრივ ფასზე მაღლა აიწევს, და ორსავე შემთხვევაში მას ექნება ტენდენცია შეეთანხმოს მის ბუნებრივ ფასს, მაგრამ ეს შეთანხმება უფრო მალე განხორციელდება პირველ შემთხვევაში. მუშის მდგომარეობა გაუმჯობესდება, მაგრამ არა ბევრით, ვინაიდან საზრდოს და სხვა საარსებო საგანთა გადიდებული ფასი შეიწოვს მისი გადიდებული ხელფასის დიდ ნაწილს. ამიტომ შრომის ცოტა მეტი მიწოდება ანუ მოსახლეობის უმნიშვნელო გადიდება საბაზრო ფასს მალე დაიყვანს შრომის ახლა უკვე გადიდებული ბუნებრივი ფასის დონემდე.

მეორე შემთხვევაში მუშის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება; იგი მიიღებს გადიდებულ ფულად ხელფასს, და ამავე დროს მას არ მოუხდება არავითარი გადიდებული ფასის გადახდა იმ პროდუქტებში, რომლებსაც ის და მისი ოჯახი მოიხმარებს, და, შესაძლებელია, ნაკლებ ფასსაც კი იხდიდეს მათში და მხოლოდ მას შემდეგ რაც მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, შრომის საბაზრო ფასი ისევ დაიწევს მისი ახლა უკვე დაბალი და შემცირებული ბუნებრივი ფასის დონემდე.

ამრიგად, საზოგადოების ყოველ პროგრესთან ერთად, მისი კაპიტალის ყოველ გადიდებასთან ერთად, შრომის საბაზრო ფასი მაღლა აიწევს, მაგრამ ამ აწევის სიმყარე დამოკიდებული იქნება ამ კითხვაზე: შრომის ბუნებრივმა ფასმაც აიწია თუ არა; და ეს კვლავ დამოკიდებული იქნება იმ საარსებო საგანთა ბუნებრივი ფასის აწევაზე, რომლებზედაც შრომის ხელფასი იხარჯება.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ შრომის ბუნებრივი ფასი, თუნდაც საზრდოთი და სხვა საარსებო საგნებით შეფასებული, აბსოლუტურად მტკიცე და მყარი არის. იგი იცვლება სხვადასხვა დროს ერთსა და იმავე ქვეყანაში და ძალიან არსებითად განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანაში.1 იგი არსებითად ხალხის ზნე-ჩვეულებაზეა დამოკიდებული. ინგლისელი მუშა ჩასთვლიდა, რომ მისი ხელფასი ბუნებრივ ნორმაზე დაბალი არის და მეტისმეტად მცირეა ოჯახის შესანახად, თუ იგი მას შესაძლებლობას არ აძლევს სხვა საჭმელი იყიდოს, გარდა კარტოფილისა, და ფაცხაზე უკეთეს სადგომში იცხოვროს; მაგრამ ეს ზომიერი ბუნებრივი მოთხოვნილებები ხშირად საკმარისად ითვლება ისეთ ქვეყნებში, სდაც “ადამიანის ცხოვრება იაფია” და მისი მოთხოვნილება ადვილად კმაყოფილდება. ბევრი რამ იმ კომფორტიდან, რომელიც ახლა მოიპოება ინგლისურ ქოხში, ფუფუნებად ჩაითვლებოდა ჩვენი ისტორიის უფრო ადრეულ პერიოდში.

რადგან, საზოგადოების განვითარებასთან ერთად ფაბრიკატების ფასი მუდამ ეცემა, ხოლო ნედლი პროდუქტის ფასი ასევე მუდამ მაღლა იწევს, ამიტომ, ბოლოს და ბოლოს, ისეთი დისპროპორცია იქმნება ამ სხვადასხვა საქონელთა ღირებულებას შორის, რომ მუშას, მსხვერპლად გაიღებს რა მარტოოდენ მცირე ნაწილს თავის საზრდოსას, შეუძლია უხვად დაიკმაყოფილოს თავისი ყველა სხვა მოთხოვნილება.

დამოუკიდებლად ფულის ღირებულების ცვლილებებისგან, რომლებსაც აუცილებლად გავლენა აქვს ფულად ხელფასზე, მაგრამ რომელთა მოქმედებას ჩვენ აქამდე არ ვაქცევდით ყურადღებას, ვინაიდან ვგულისხმობდით, რომ ფულს უცვლელად ერთი და იგივე ღირებულება აქვს, - ხელფასი, როგორც სჩანს, აწევას ან დაწევას ექვემდებარება შემდეგი ორი მიზეზის გამო:

მუშების მიწოდება - მოთხოვნის გამო:

იმ პროდუქტების ფასის გამო, რომლებზედაც იხარჯება შრომის ხელფასი.

საზოგადოების განვითარების სხვადასხვა საფეხურზე კაპიტალის ანუ იმ საშუალებების დაგროვება, რომლებიც შრომის მუშაობაში ჩასაბმელადაა დანიშნული, მეტი ან ნაკლები სისწრაფით მიმდინარეობს და იგი ყველა შემთხვევაში დამოკიდებული უნდა იყოს შრომის პროდუქტიულ ძალაზე. საერთოდ შრომის პროდუქტიული ძალა ყველაზე უფრო მაღალია მაშინ, როდესაც ნაყოფიერი მიწა უხვად მოიპოება: ასეთ პერიოდებში დაგროვება ხშირად ისე სწრაფად მიმდინარეობს, რომ მუშების მიწოდების ზრდა უკან ჩამორჩება კაპიტალის ზრდას.

გამოანგარიშებული იყო, რომ, ხელსაყრელ პირობებში, მოსახლეობა შესაძლებელია გაორკეცდეს 25 წელიწადში; მაგრამ, იმავე ხელსაყრელ პირობებში, ქვეყნის მთელი კაპიტალი შესაძლებელია კიდევ უფრო მოკლე დროშიც გაორკეცდეს. ამ შემთხვევაში ხელფასს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ტენდენცია ექნება აწევისადმი, იმიტომ რომ შრომის მოთხოვნა უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე მიწოდება.

ახალ კოლონიებში, სადაც კულტურულად უფრო წინწასული ქვეყნების ხელოვნება და მეცნიერება შეიტანება, კაპიტალს, ალბათ, უფრო სწრაფად ზრდის ტენდენცია აქვს, ვიდრე ადამიანები მრავლდებიან. და თუ მუშების ნაკლებობა მოსახლეობით მდიდარი ქვეყნებიდან არ იქნა შევსებული, ეს ტენდენცია ძალიან მაღლა ასწევს შრომის ფასს. იმ ზომით, რა ზომითაც ამ ქვეყნების დასახლება ხდება და უფრო ცუდი ხარისხის მიწა შედის დამუშავებაში, კლებულობს კაპიტალის ტენდენცია გადიდებისადმი, ვინაიდან პროდუქტის გარდამეტი, რომელიც არსებული მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ რჩება, აუცილებლად პროპორციული უნდა იყოს წარმოების სიადვილისა, ე.ი. ადამიანთა ნაკლები რიცხვის, რომელნიც წარმოებაში მოსაქმეობენ. მაშასადამე, თუმცა უაღრესად ხელსაყრელ პირობებში პროდუქტიული ძალა, ალბათ, უფრო დიდია, ვიდრე მოსახლეობის უნარი გამრავლებისა, მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება, ვინაიდან, რადგან, მიწა შეზღუდულია რაოდენობრივად და სხვადსხვა არის ხარისხობრივად, მასზე გამოყენებული კაპიტალის ყოველ ახალ გადიდებისას მისი წარმოების ნორმა იკლებს, მაშინ როდესაც მოსახლეობის უნარი გამრავლებისა მუდამ იგივე რჩება.

იმ ქვეყნებში, სადაც ნაყოფიერი მიწა უხვად მოიპოება, მაგრამ სადაც, უვიცობისა, სიზარმაცისა და ბარბაროსობის გამო, მოსახლეობა გაჭირვებისა და შიმშილის ყველა უბედურებას განიცდის, სადაც, როგორც უთქვამთ, მოსახლეობა საარსებო საშუალებებს აწყდება, ხმარებული უნდა იქნეს სულ სხვა წამალი, ფრიად განსხვავებული იმისაგან, რომელიც საჭიროა დიდი ხნიდან დასახლებულ ადგილებში, რომელნიც განიცდიან ჭარბი მოსახლეობის ყველა უბედურებას ნედლი პროდუქტის კლებადი მიწოდების გამო. ერთ შემთხვევაში ბოროტება წარმოსდგება იქიდან, რომ მართვა-გამგეობა ცუდია, საკუთრება არ არის უზრუნველყოფილი და სწავლა-განათლების ნაკლებობაა ხალხის ყველა ფენაში. რათა ხალხი უფრო ბედნიერი გახდეს, საჭიროა მხოლოდ მართვა-გამგეობის და სწავლა-განათლების სისტემის გაუმჯობესება, და მაშინ კაპიტალი აუცილებლად გაიზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე მოსახლეობა. მოსახლეობის არავითარი გადიდება არ იქნება ნამეტნავად დიდი, როდესაც პროდუქტიული ძალები კიდევ უფრო მეტად დიდდება. მეორე შემთხვევაში მოსახლეობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მის დასარჩენად საჭირო საშუალებები. სამრეწველო გამრჯელობის ყოველი გადიდება, თუ მას არ ახლავს მოსახლეობის ზრდის ნორმის შემცირება, მარტოოდენ გაადიდებს კიდევ უფრო ბოროტებას, რადგან წარმოება ვერ მიჰყვება მხარდამხარ მოსახლეობის ზრდას.

იმ მოსახლეობისთვის, რომელიც საარსებო საშუალებებს აწყდება, ერთად ერთ წამალს შეადგენს ან მოსახლეობის შემცირება, ანდა კაპიტალის უფრო სწრაფი დაგროვება. მდიდარ ქვეყნებში, სადაც მთელი ნაყოფიერი მიწა უკვე შესულია დამუშავებაში, უკანასკნელი საშუალება არც მაინცდამაინც პრაქტიკულია და არც ძალიან სასურველი, იმიტომ რომ, თუ იგი ძალიან ფართოდ იქნა გამოყენებული, მისი შედეგი იქნება ყველა კლასთა თანაბრად გაღარიბება. მაგრამ ღარიბ ქვეყნებში, სადაც წარმოების საშუალებები ბლომად მოიპოება, ვინაიდან მთელი ნაყოფიერი მიწა ჯერ კიდევ არაა დამუშავებაში შესული, ეს ერთადერთი საიმედო და ნამდვილი საშუალებაა ბოროტების მოსასპობად, მით უფრო, რომ მისი შედეგი იქნება მოსახლეობის ყველა კლასთა მდგომარეობის გაუმჯობესება.

კაცობრიობის მეგობრებს შეუძლიათ მხოლოდ ინატრონ, რომ ყველა ქვეყანაში მშრომელ კლასებს უნვითარდებოდეთ კომფორტისა და გართობის მოთხოვნილება და რომ ამის დაკმაყოფილებისადმი მათ მისწრაფებას ხელშეწყობა ეძლევოდეს ყველა კანონიერი საშუალებით. არ არსებობს უკეთესი გარანტია ჭარბი მოსახლეობის წინააღმდეგ. იმ ქვეყნებში, სადაც მშრომელ კლასებს ფრიად მცირე მოთხოვნილებები აქვთ და უიაფესი საზრდოთი კმაყოფილდებიან, ხალხი განიცდის ბედის უდიდეს ცვალებადობას და გაჭირვებას. მას არსად არა აქვს თავშესაფარი უბედურების წინააღმდეგ; იგი თავშესაფარს ვერ მოსძებნის უფრო დაბალ მდგომარეობაში: მისი მდგომარეობა უკვე იმდენად დაბალია, რომ მისი უფრო დაბლა დაწევა აღარ შეიძლება. მისი მთავარი საარსებო პროდუქტის ნაკლებობისას მას მხოლოდ მცირეოდენ სუროგატებს შეუძლია მიმართოს, და გაძვირებას თან ახლავს მისთვის შიმშილის თითქმის ყველა უბედურება.

საზოგადოების ბუნებრივ წინმსვლელობისას შრომის ხელფასს ტენდენცია აქვს დაცემისადმი, რამდენადაც მისი რეგულატორია მიწოდება და მოთხოვნა, იმიტომ რომ მუშების მიწოდება იმავე ზომით განაგრძობს ზრდას, მაშინ როდესაც საიმათო მოთხოვნის ზრდა უფრო ნელი იქნება. თუ, მაგალითად, ხელფასს აწესრიგებს კაპიტალის წლიური მატება, რომელიც 2%25-ს უდრის, ხელფასი დაეცემა, როდესაც კაპიტალის დაგროვების ნორმა 1 1/2%25 იქნება. იგი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს, როდესაც კაპიტალი მხოლოდ 1%25-ით ან 1/2%25-ით გაიზრდება. და ასე გაგრძელდება მანამდე, სანამ კაპიტალი სტაციონარული არ გახდება; ამ შემთხვევაში ხელფასიც სტაციონარული გახდება და მხოლოდ საკმარისი იქნება არსებული მოსახლეობის დასარჩენად. მე ვამბობ, ასეთ გარემოებებში შრომის ხელფასი, თუ მას მხოლოდ და მხოლოდ მუშების მიწოდებით და მოთხოვნით ეძლევა მოწესრიგება, დაიწევს მეთქი; მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ხელფასს მოწესრიგება ეძლევა აგრეთვე იმ საქონელთა ფასებით, რომლებზედაც იგი იხარჯება.

მოსახლეობის ზრდასთან ერთად ამ საარსებო საგნების ფასი მუდამ ზრდაში იქნება, იმიტომ რომ მათ საწარმოებლად მეტი შრომა იქნება საჭირო. თუ, ამრიგად შრომის ფულადი ხელფასი დაეცემოდა და იმავე დროს ყოველი საქონელი, რომელზედაც იგი იხარჯება, ფასში აიწევდა, - მუშა ორმაგად იქნებოდა დატანჯული და მას მალე სრულიად მოესპობოდა არსებობის საშუალება. ამიტომ შრომის ფულადი ხელფასი როდი დაიწევს, არამედ აიწევს, მაგრამ აიწევს არა საკმაო ზომით, რათა მუშამ შესძლოს იყიდოს კომფორტის და საარსებო საგნების ის რაოდენობა, რამდენსაც ის ამ საქონელთა ფასის აწევამდე ყიდულობდა. თუ წინათ მისი წლიური ხელფასი 24 გირვ. სტერლინგს ანუ, კვარტერისთვის 4 გირვ. სტერლინგის კვალობაზე, 6 კვარტერ ხორბალს უდრიდა, იგი, ალბათ, მხოლოდ 5 კვარტერის ღირებულებას მიიღებს, როდესაც კვარტერი ხორბლის ფასი 5 გირვ. სტერლინგამდე აიწევს. მაგრამ 5 კვარტერი ეღირება 25 გირვ. სტერლინგი; მაშასადამე, იგი მომატებულ ფულად ხელფასს მიიღებს, თუმცა მას ამ მომატებითაც არ შეეძლება მოიპოვოს იმდენი ხორბალი და სხვა საქონელი, რამდენსაც ის და მისი ოჯახი მოიხმარებდა წინათ.

მიუხედავად იმისა, რომ მუშა რეალურად უფრო ცუდ გასამრჯელოს მიიღებს, მისი ხელფასის ეს გადიდება აუცილებლად შეამცირებს ფაბრიკანტის მოგებას, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი თავის საქონელს უფრო მაღალ ფასში ვერ გაჰყიდის, ხოლო წარმოების ხარჯები კი გადიდებული იქნება. მაგრამ ამ მოვლენას ჩვენ განვიხილავთ შემდგომ, როდესაც გამოვიკვლევთ იმ პრინციპებს, რომელნიც მოგებას აწესრიგებენ.

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე მიზეზი, რომელიც მაღლა სწევს რენტას, სახელდობრ მზარდი სიძნელე საზრდოს დამატებითი რაოდენობის მოპოებისა შრომის იმავე პროპორციული დამატებითი რაოდენობით, მაღლა ასწევს ხელფასსაც. და ამიტომ, თუ ფული უცვლელი ღირებულებისაა, რენტასაც და ხელფასსაც ზრდის ტენდენცია ექნება, სიმდიდრისა და მოსახლეობის ზრდასთან ერთად.

მაგრამ რენტის ზრდასა და ხელფასის ზრდას შორის შემდეგი არსებითი განსხვავება არსებობს. რენტის ფულადი ღირებულების მაღლა აწევას თან ახლავს რენტის წილის გადიდება პროდუქტში; მემამულის არა მარტო ფულადი რენტა ხდება უფრო დიდი, არამედ ხორბლით გამოსახული რენტაც; იგი მეტ ხორბალს მიიღებს, და ამ ხორბლის თითოეული განსაზღვრული ზომა გაიცვლება უფრო დიდ რაოდენობაზე ყველა სხვა საქონელთა, რომელთა ღირებულება არ აწეულა. მუშის ხვედრი ნაკლებ საბედნიერო იქნება; მართალია, იგი მეტ ფულად ხელფასს მიიღებს, მაგრამ ხორბლით გამოსახული მისი ხელფასი შემცირებული იქნება. და მას არა მარტოოდენ ხორბლის ნაკლები რაოდენობა ექნება ახლა თავის განკარგულებაში, - მისი საერთო მდგომარეობაც გაუარესდება, ვინაიდან მისთვის უფრო საძნელო იქნება ხელფასის საბაზრო ნორმის შეკავება მის ბუნებრივ ნორმაზე მაღლა. როდესაც ხორბლის ფასი 10%25-ით აიწევს, ხელფასი ყოველთვის აიწევს 10%25-ზე ნაკლებით, რენტა კი ყოველთვის უფრო აიწევს. მუშის მდგომარეობა საზოგადოდ გაუარესდება, მემამულისა კი უფრო და უფრო გაუმჯობესდება.

ვიგულისხმოთ, რომ მუშის ხელფასი, როდესაც ხორბლის ფასი იყო 4 გირვ. სტერლინგი კვარტერისთვის, შეადგენდა 24 გირვ. სტერლინგს წელიწადში, ანუ უდრიდა ღირებულებით ექვს კვარტერ ხორბალს, და მივიღოთ, რომ თავისი ხელფასის ნახევარს იგი ხარჯავდა ხორბალზე, ხოლო მეორე ნახევარს, ანუ 12 გირვ. სტერლინგს სხვა საგნებზე.

ამ შემთხვევაში იგი

მიიღებდა

როდესაც ხორბალი ღირდა

ანუ მიიღებდა

24 გ. სტ. 14 შილინგს

4 გ. სტ. 4 შილ. 8 პენსი

5,83 კვარტ. ღირებულებას

25 გ. სტ. 10 შილინგს

4 გ. სტ. 10 შილ. 8 პენსი

5,66 კვარტ. ღირებულებას

26 გ. სტ. 8 შილინგს

4 გ. სტ. 16 შილ. 8 პენსი

5,50 კვარტ. ღირებულებას

27 გ. სტ. 8 შილინგს

6 პენს 5 გ. სტ. 2 შილ. 10 პენსი

5,33 კვარტ. ღირებულებას

ამ ხელფასის აღებით მას შესაძლებლობა ექნებოდა ისევე კარგად ეცხოვრა, როგორც უწინ, მაგრამ არა უკეთესად, იმიტომ რომ, როდესაც ხორბალი ღირდა, 4 გირვ. სტერლ. კვარტერი, იგი დახარჯავდა:

3 კვარტერ ხორბალზე, კვარტერისთვის 4 გირვ. სტერლინგის კვალობაზე - 12 გირვ. სტერლ.
და სხვა საგნებზე - 12 გირვ. სტერლ.

__________________

24 გირვ. სტერლ.

როდესაც ხორბალი ღირდა 4 გირვ. სტერ. 4 შილ. 8 პენსი 3 კვარტერი, რომელსაც ის და მისი ოჯახი მოიხმარებდა, მას დაუჯდებოდა - 12 გირვ. სტერლ. 14 შილ.
ხოლო სხვა საგნები, რომლების ფასი არ შეცვლილა, - 12 გირვ. სტერლ. 14 შილ.

__________________

24 გირვ. სტერლ. 14 შილ.

როდესაც ხორბალი ღირდა 4 გირვ. სტერლ. 10 შილ., 3 კვარტერი ეღირებოდა - 13 გირვ. სტერლ. 10 შილ. ხოლო სხვა საგნები - 12 გირვ. სტერლ. 10 შილ.

__________________

25 გირვ. სტერლ. 10 შილ.

როდესაც ხორბალი ღირდა 4 გირვ. სტერლ. 16 შილ., 3 კვარტერი ეღირებოდა - 14 გირვ. სტერლ. 8 შილ.

და სხვა საგნები - 12 გირვ. სტერლ. 8 შილ.

__________________

26 გირვ სტერლ. 8 შილ.

როდესაც ხორბალი ღირდა 5 გირვ. სტერლ. 2 შილ. 10 პენსი, 3 კვარტერი ეღირებოდა - 15 გირვ. სტერლ. 8 შილ. 6 პენსი.

და სხვა საგნები - 12 გირვ. სტერლ. 8 შილ. 6 პენსი.

__________________

27 გირვ. სტერლ. 8 შილ. 6 პენსი.

ხორბლის გაძვირების პროპორციულად მუშა მიიღებდა ნაკლებ ხელფასს, რამდენადაც იგი ხორბლით გამოისახება, ხოლო მისი ფულადი ხელფასი სულ უფრო და უფრო გადიდდებოდა, მაშინ როდესაც მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ზემოთ ნაგულისხმევის თანახმად, სრულიად უცვლელი დარჩებოდა. მაგრამ რადგან სხვა საქონელთა ფასი აიწევდა მათში შემავალი ნედლი პროდუქტის რაოდენობის პროპორციულად, ამიტომ ზოგიერთ მათგანში მას მეტის გადახდა დასჭირდებოდა. თუმცა მისი ჩაი, შაქარი, საპონი, სანთელი და ბინის ქირა, ალბათ, უფრო ძვირი არ იქნებოდა, მაგრამ მას მეტის გადახდა დასჭირდებოდა ლორში, ყველში, კარაქში, ტილოში, ფეხსაცმელსა და ტანსაცმელში. ამიტომ, ხელფასის ზემოთ ნაგულისხმევი გადიდების შემთხვევაშიც კი, მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდებოდა. მაგრამ შეიძლება მითხრან, რომ როდესც მე განვიხილავდი ხელფასის გავლენას ფასზე, ვგულისხმობდი, რომ ოქრო ანუ ის ლითონი, რომლიდანაც ფული მზადდება, იმ ქვეყნის პროდუქტი არის, რომელშიაც ხელფასი ცვლილებას განიცდის, და რომ ჩემ მიერ გამოტანილი დასკვნები ნაკლებ ეთანხმება საქმის ნამდვილ ვითარებას, იმიტომ რომ, ოქრო საზღვარგარეთის ნაწარმოებ ლითონს წარმოადგენს. მაგრამ ის გარემოება, რომ ოქრო უცხო პროდუქტი არის, არ არღვევს არგუმენტაციის ჭეშმარიტებას, ვინაიდან შეიძლება ნაჩვენები იქნეს, რომ - ადგილი აქვს ოქროს მოპოებას შინ, თუ შემოიზიდება იგი საზღვარგარეთიდან - შედეგი, ბოლოს და ბოლოს, და უშუალოდაც, ერთი და იგივე იქნება.

როდესაც ხელფასი მაღლა იწევს, ეს ხდება საზოგადოდ იმიტომ, რომ სიმდიდრისა და კაპიტალის გადიდება იწვევს შრომის ახალ მოთხოვნას, რაც აუცილებლად დაკავშირებული იქნება საქონელთა წარმოების გადიდებასთან. ამ დამატებით საქონელთა მიმოქცევისათვის, თუნდ წინანდებურ ფასებშიც, საჭიროა მეტი ფული, მეტი ის უცხო საქონელი, რომლიდანაც ფული მზადდება და რომელიც მხოლოდ იმპორტის გზით შეიძლება მიღებულ იქნეს. ყოველთვის, როდესაც განსაზღვრული საქონელი უფრო დიდი რაოდენობით მოითხოვება, ვიდრე უწინ, მისი შეფარდებითი ღირებულება მაღლა იწევს იმ საქონელთა ღირებულებასთან შედარებით, რომელთა საშუალებით მისი ყიდვა სწარმოებს. თუ ქუდების მეტი რაოდენობა იქნა მოთხოვნილი, მათი ფასი აიწევს და მათში მეტ ოქროს მისცემენ. თუ მოთხოვნილ იქნა მეტი ოქრო, ოქროს ფასი აიწევს და ქუდების ფასი დაეცემა, ვინაიდან ოქროს წინანდელი რაოდენობის საყიდლად ახლა ქუდების და ყველა სხვა საგანთა მეტი რაოდენობა იქნება საჭირო. მაგრამ, ნაგულისხმევ შემთხვევაში, ამის თქმა: საქონელთა ფასმა აიწია, იმიტომ რომ ხელფასმა აიწიაო, ნიშნავს ცხადი წინააღმდეგობის დაშვებას, ვინაიდან, ჩვენ ჯერ ვამბობთ, რომ, მოთხოვნის გამო, ოქროს შეფარდებითი ღირებულება მაღლა იწევს, და შემდეგ - რომ მისი შეფარდებითი ღირებულება ეცემა, იმიტომ რომ ფასები მაღლა იწევს, ე.ი. ვამტკიცებთ ორ შედეგს, რომელიც სრულიად შეუთავსებელია ერთი მეორესთან. იმისი თქმა, რომ პროდუქტების ფასმა აიწია, იგივეა, რომ ვთქვათ, - ფულის შეფარდებითმა ღირებულებამ დაიწიაო, იმიტომ რომ ოქროს შეფარდებითი ღირებულება საქონლით შეფასდება. ამიტომ, ყველა საქონელთა ფასი რომ აწეულიყო, ოქრო ვერ შემოვიდოდა საზღვარგარეთიდან ამ ძვირ საქონელთა საყიდლად, არამედ იგი გავიდოდა სახელმწიფოდან და უფრო ხელსაყრელად იქნებოდა გამოყენებული შედარებით იაფ უცხო საქონელთა საყიდლად. ამრიგად, სჩანს, რომ ხელფასის გადიდება მაღლა არ ასწევს საქონელთა ფასებს, - სულერთია, იწარმოება ის ლითონი, რომლიდანაც ფული მზადდება, შინ თუ საზღვარგარეთ. ყველა საქონელთა ფასმა არ შეიძლება მაღლა აიწოს ერთსა და იმავე დროს, თუ ფულის რაოდენობას არ მიემატა.Eეს მიმატება არ შეიძლება მიღებულ იქნეს შინ, როგორც ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, და არ შეიძლება აგრეთვე შემოზიდულ იქნეს საზღვარგარეთიდან. ოქროს რაიმე დამატებითი რაოდენობის საყიდლად უცხოეთისაგან საჭიროა, რომ ჩვენი საქონელი იაფი იყოს და არა ძვირი. ოქროს შემოზიდვა და ფასის აწევა ყველა შინ წარმოებულ საქონელთა, რომლებითაც სწარმოებს ოქროს ყიდვა ანუ მისი ღირებულების გადახდა, ისეთი მოვლენებია, რომლებიც აბსოლუტურად შეუთავსებელია ერთი მეორესთან. ქაღალდის ფულის ფართო გამოყენება არაფერს არ სცვლის ამ საკითხში, ვინაიდან ქაღალდის ფული შეეთანხმება - ან უნდა შეეთანხმებოდეს - ოქროს ღირებულებას, და ამიტომ მის ღირებულებაზე იმავე მიზეზებს აქვს გავლენა, რომლებსაც გავლენა აქვს ამ ლითონის ღირებულებაზე.

ასეთია, მაშასადამე, კანონები, რომელნიც ხელფასს განსაზღვრავენ და ყოველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ბედს განაგებენ, ყველა სხვა ხელშეკრულების მსგავსად, ხელფასი ნორმალურ და თავისუფალ საბაზრო კონკურენციაზე უნდა იყოს მინებებული და არასოდეს არ უნდა ექვემდებარებოდეს კონტლოს კანონმდებლობის ჩარევით.

ღარებების შესახები კანონების ნათელი და პირდაპირი ტენდეცია გადაჭრით ეწინააღმდეგება ამ ცხად პრინციპებს: ეს კანონები ემსახურება არა იმას, როგორც კეთილისმნდომ კანონმდებლობას ჰქონდა განზრახვა, რომ ღარიბების მდგომარეობა გააუმჯობესოს, არამედ იმას, რომ როგორც მდიდრების, ისე ღარიბების მდგომარეობა გააუარესოს. ნაცვლად იმისა, რომ ღარიბები გაამდიდროს, ისინი იმისთვისაა ნავარაუდევი, რომ მდიდრები გააღარიბოს; და ვიდრე ახლანდელი კანონები ძალაში არის, სრულიად ბუნებრივია, რომ ღარიბების შესანახი ფონდები პროგრესიულად უნდა გაიზარდოს, სანამ ისინი სულ არ შთანთქავენ ქვეყნის მთელ წმინდა შემოსავალს ან, ყოველ შემთხვევაში, იმას, რასაც ჩვენ დაგვინარჩუნებს სახელმწიფო, მას შემდეგ რაც დაიკმაყოფილებს თავის მუდამ შეუწყვეტელ მოთხოვნილებებს სახწლმწიფო ხარჯებისთვის.2

ღარიბთა შესახები კანონების ეს მავნებელი ტენდენცია აღარ შეადგენს ჩვენთვის საიდუმლოებას, მასშემდეგ რაც იგი სავსებით განმარტა მალთუსის ნიჭიერმა კალამმა, და ღარიბთა ყოველი მეგობარი მხურვალედ მსურველი უნდა იყოს ამ კანონების გაუქმებისა. მაგრამ, საუბედუროდ, ისინი ისე დიდი ხნის გამოცემულია, და ღარიბები ისე შეეჩვივნენ მათ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემიდან მათ რადიკარულად აღმოსაფხვრელად უდიდესი სიფრთხილე და ოსტატობაა საჭირო. ყველა ისინი, რომელნიც გულმოდგინედ ემხრობიან მათ გაუქმებას, თანახმანი არიან, რომ, უკეთუ სასურველია იმათი დაფარვა მჩაგვრელი გაჭირვებისაგან, ვის კეთილდღებისთვისაც ეს კანონები შეცდომით იყო გამოცემული, ამ უკანასკნელთა გაუქმება მეტად დიდი თანდათანობით უნდა იქნეს გატარებული.

უეჭველი ჭეშმარიტება არის, რომ ღარიბების კომფორტი და კეთილმდგომარეობა არ შეიძლება დიდი ხნით უზრუნველყოფილი იქნეს, უკეთუ, თვით მათი გონიერების მეოხებით ან შედეგად მცდელობისა კანონმდებლობის მხრივ, მოწესრიგებული არ იქნა მათი რიცხვის ზრდა და არ შემცირდა მათში ნაადრევ და მოუფიქრებელ ქორწინებათა რიცხვი. ღარიბთა კანონების სისტემის მოქმედება პირდაპირ ამის წინააღმდეგი იყო. ისინი ზედმეტად ხდიდნენ თავშეკავებას და ხელს უწყობდნენ უგუნურთ მით, რომ მათ აძლევდნენ გონიერთა და მუყაითთა ხელფასის ნაწილს.3

ამ ბოროტების ბუნება მიგვითითებს წამალზე. ღარიბთა შესახები კანონების მოქმედების სფეროს თანდათანი შევიწროებით, მით, რომ ღარიბს ჩავუნერგავთ დამოუკიდებლობის მნიშვნელობის შემეცნებას, ვასწავლით - თავის გამოკვების საქმეში იმედი ჰქონდეს არა სისტემატური ან შემთხვევითი ქველმოქმდების, არამედ თავისი საკუთარი მცდელობისა, განვუმარტებთ, რომ გონიერება და წინდახედულობა არ წარმოადგენს არც ზედმეტს და არც უსარგებლო სათნოებას, - ჩვენ თანდათან დავუახლოვდებით უფრო ნორმალურ და ჯანსაღ მდგომარეობას.

ღარიბთა კანონების რეფორმის არც ერთი გეგმა, რომელიც მიზნად არ ისახავს მათ საბოლოო გაუქმებას, ღირსი არაა არავითარი ყურადღების. და ღარიბებისა და კაცობრიობის საქმის საუკეთესო მეგობრად ჩვენ ვსცნობთ იმას, ვისაც შეუძლია მიგვითითოს ყველაზე უფრო სწორსა და, იმავე დროს, ნაკლები ძალადობის შემცვლელ ღონისძიებებზე ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ რომ რაიმე ახალი წესით, ახლანდელისგან განსხვავებულით, გავადიდოთ ღარიბების შესანახი ფონდი, - ამით ჩვენ სრულიადაც ვერ შევასუსტებდით ბოროტებას. ჩვენ რომ გავადიდოთ ეს ფონდი ან, როგორც ზოგნი იძლევიან წინადადებას, შევაგროვოთ იგი როგორც საერთო ფონდი მთელს ქვეყანაში, ჩვენ არა თუ შევქმნით გაუმჯობესებას, არამედ გავაძლიერებთ იმ გაჭირვებას, რომლის მოსპობა გვწადია. ახლანდელი წესი ამ ფონდის მოგროვების და დახარჯვისა ხელს უწყობდა მისი მავნებელი მოქმედების შერბილებას. თითოეული სამრევლო აგროვებს ცალკე ფონდს თავისი საკუთარი ღარიბების შესანახად. ამიტომ ადამიანები უფრო დაინტერესებულნი არიან და მათთვის მეტი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ღარიბებისათვის ადგილობრივი გამოსაღების ნორმები დაბალ დონეზე შეაჩერონ, ვიდრე ეს იქნებოდა მაშინ, ერთი საერთო ფონდი რომ გროვდებოდეს მთელი სამეფოს ღარიბების დასახმარებლად. სამრევლო უფრო დაინტერესებულია ნორმის ეკონომიურად მოგროვებში და შემწეობის მომჭირნეობით განაწილებაში, როდესაც მთელი ეკონომია მის საკუთარ სასარგებლოდ მიდის, ვიდრე იქნებოდა მაშინ, ასეული სხვა სმრევლოები რომ მონაწილენი იყვნენ იმ სარგებლობაში.

ამ მიზეზს უნდა მივაწეროთ ჩვენ, რომ ღარიბთა კანონებმა არ შთანთქეს ქვეყნის მთელი წმინდა შემოსავალი: სიმკაცრის დაცვას მათი გამოყენებისას უნდა მიეწეროს ის, რომ ამ კანონების შემავიწროებლობა უზომო არ შეიქმნა. თუ ყოველი ადამიანი, შემწეობის მსაჭიროებელი, დარწმუნებული იქნებოდა, რომ შემწეობას მიიღებდა კანონის ძალით და მიიღებდა იმ ზომით, რომ არსებობა საკმაოდ სასიამოვნო ექნებოდა, იმ შემთხვევაში, თეორიის საფუძვლით, ჩვენ მოლოდინი უნდა გვქონებოდა, რომ ყველა სხვა ხარჯები არარა იქნებოდა ღარიბთა სასარგებლოდ დაწესებულ მარტო ერთ ხარკთან შედარებით. მიმზიდველობის კანონი არაა უფრო უცილობელი, ვიდრე ასეთი კანონების ტენდენცია, - ტენდენცია სიმდიდრისა და ძლიერების გადაქცევისა სიღატაკედ და სისუსტედ; ეს კანონები ყველა გარჯა-მცდელობას მიმართავენ მხოლოდ ერთი საგნისკენ, - საარსებო საშუალებების მოპოებისაკენ; ისინი სპობენ ყოველ გონებრივ განსხვავებას და ერთი აზრით მოიცავენ გონებას, - აზრით შესახებ ფიზიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა, ვიდრე, და ბოლოს, საყოველთაო გაღატაკების ჭირი არ მოედება ყველა კლასს. საბედნიეროდ, ეს კანონები მოქმედებდნენ მზარდი კეთილდღეობის პერიოდში, როდესაც შრომის შესანახი ფონდი რეგულარულად იზრდებოდა და როდესაც ბუნებრივად მოითხოვებოდა მოსახლეობის ზრდა. მაგრამ თუ ჩვენი პროგრესი უფრო ნელი შეიქნა, თუ ჩვენ მივადექით სტაციონარულ მდგომარეობას, რომლისგანაც, მე მწამს, ჯერ კიდევ ძალიან შორსა ვართ, მაშინ ამ კანონების მავნებელი ბუნება უფრო ცხადი და საშიში გახდება, და მაშინ, გარდა ამისა, მათ გაუქმებას ბევრი ახალი სიძნელის სახით გაუჩნდება დაბრკოლება.

_________________

1. ,,სადგომი და ტანსაცმელი, რომელიც აუცილებელია ერთ ქვეყანაში, შეიძლბა სრულებით საჭირო არ იყოს მეორეში; ინდოსტანში მუშას შეუძლია სრული ძალით განაგრძოს მუშაობა, თუმცა იგი, ბუნებრივი ხელფასის სახით, ისეთ სადგომს და ტანსაცმელს იღებს, რომელიც რუსეთში საკმარისი არ იქნებოდა, რომ მუშა დაეცვა დაღუპვისაგან. იმ ქვეყანებშიც კი, რომელნიც ერთსა და იმავე ჰავაში მდებარეობენ, განსხვავება საყოფაცხოვრებო ჩვეულებაში ხშირად ისეთ მნიშვნელოვან განსხვავებას იწვევს შრომის ბუნებრივ ფასში, როგორიც ის განსხვავებაა, რომელიც ბუნებრივი მიზეზებით არის წარმომდგარი”. (,,An Eassy on the External Corn Trade”, by R.Torrens, Esq. p.68.- მთელი ეს საკითხი ჩინებულად არის გაშუქებული კოლონელ ტორენსის მიერ.

2. თუ ბ-ნი ბიუკენენი შემდეგ ციტატაში სიღარიბის დროებითს მდგომარეობაზე ლაპარაკობს, მე ვეთანხმები მას, რომ ,,დიდ ბოროტებას მუშის მდგომარეობაში სიღარიბე წარმოადგენს, რომელიც წარმოსდგება საზრდოს ან სამუშაოს ნაკლებობიდან, და ყველა ქვეყანაში უამრავი კანონები იყო გამოცემული მის საშველად. მაგრამ საზოგადოებრივ წყობილებაში არსებობს ბევრგვარი ისეთი გაჭირვება, რომლის შველა კანონმდებლობას არ შეუძლია, და ამიტომ სასარგებლოა ვიცოდეთ ამ უკანასკნელის ძალღონის საზღვარი, რათა ჩვენ, განუხორციელებელისთვის გამოდევნებისას, ხელიდან არ გავუშვათ ის კარგი რამ, რაც ნამდვილად ჩვენი შემძლებლობის ფარგლებში არის”.Buchanan, p.61.

3. საბედნიეროდ, პროგრესი, რომელიც თემთა პალატამ გამოიჩინა ამ საკითხის გაგებაში 1796 წელს შემდეგ, საკმაოდ დიდი არის, როგორც ამას გვიჩვენებს ღარიბთა კანონებისთვის დაწესებული კომიტეტის უკანასკნელი მოხსენების დაპირისპირება ბ-ნი პიტის სანტიმენტალობასთან, რომელიც მან გამოსთქვა აღნიშნულ წელს: ,,დეე - სთქვა მან - იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვთა რიცხვი მრავალია, დახმარების მიღება შეადგენდეს საგანს უფლების და პატივისა და არა მიზეზს სირცხვილის და კდემულებისა. ეს აქცევს მრავალრიცხოვან ოჯახს კურთხევად და არა წყევად, და გაავლებს სათანადო განმასხვავებელ ხაზს იმათ შორის, ვისაც საკუთარი შრომით შეუძლია თავის დარჩენა, და იმათ შორის, რომელთაც, გაამდიდრეს რა თავიანთი ქვეყანა ბავშვთა დიდი რიცხვით, უფლება აქვთ მიიღონ შემწეობა ამ ქვეყნისგან მათ გამოსაკვებად”. - Hansard's Parliamentary History, vol. XXXII p. 710.

9 თავი VI: მოგება

▲ზევით დაბრუნება


მას შემდეგ რაც ჩვენ უკვე დავანახვეთ მკითხველს, რომ კაპიტალის მოგება სხვადასხვა დარგებში განსაზღვრულ შეფარდებაშია ერთი მეორის მიმართ და ტენდენცია აქვს იცვლებოდეს იმავე ხარისხით და იმავე მიმართულებით, ჩვენ გვრჩება განვიხილოთ, რა არის მიზეზი ცვლილებებისა მოგების ნორმაში და აქედან გამომდინარე ხანგრძლივი ცვლილებებისა სარგებლის ნორმაში.

ჩვენ ვნახეთ, რომ პურის ფასს1 განსაზღვრავს მის საწარმოებლად საჭირო შრომის რაოდენობა კაპიტალის იმ ნაწილის დახმარებით, რომელიც რენტას არ იხდის. ჩვენ ვნახეთ, შემდეგ, რომ ყველა მანუფაქტურულ საქონელთა ფასი მაღლა იწევს ან ეცემა იმის მიხედვით, მეტი თუ ნაკლები შრომაა საჭირო მათ საწარმოებლად. არც ფერმერი, რომელიც მიწის იმ ფართობის დამუშავებას ეწევა, რაც ფასს განსაზღვრავს, და არც ფაბრიკანტი, რომელიც მანუფაქტურულ პროდუქტებს ამზადებს, პროდუქტის არავითარ ნაწილს არ გაიღებს სხვერპლად რენტისთვის. მათი პროდუქტების მთელი ღირებულება მხოლოდ ორ ნაწილად იყოფა: ერთი შეადგენს კაპიტალის მოგებას, მეორე - შრომის ხელფასს.

თუ ვიგულისხმებთ, რომ პური და მანუფაქტურული პროდუქტები ყოველთვის ერთსა და იმავე ფასში იყიდება, - მოგება მაღალი ან დაბალი იქნება იმის შესაბამისად, დაბალი თუ მაღალია ხელფასი. მაგრამ ვიგულისხმოთ, რომ პურის ფასმა აიწია, იმიტომ რომ მეტი შრომაა საჭირო მის საწარმოებლად; ეს მიზეზი მაღლა არ ასწვს მანუფაქტურული პროდუქტების ფასს, რომელთა წარმოებისთვის საჭირო არაა არავითარი დამატებითი შრომის რაოდენობა. თუ, მაშასადამე, ხელფასი წინანდელი დარჩა, ფაბრიკანტის მოგებაც წინანდელი დარჩება; მაგარამ თუ - და ეს აუცილებლად მოხდება - ხელფასმა აიწია პურის ფასთან ერთად, მოგება აუცილებლად დაიწევს.

თუ ფაბრიკანტი თავის საქონელს ყოველთვის ერთ და იმავე ფულად ჰყიდის, მაგალითად, 1000 გირვ. სტერლინგად, მისი მოგება იმ შრომის ფასზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ამ საქონლის დასამზადებლადაა საჭირო. მისი მოგება ნაკლები იქნება, როდესაც ხელფასი 800 გირვ. სტერლინგს შეადგენს, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი მხოლოდ 600 გირვ. სტერლინგს შეადგენს. მაშასადამე, მოგება დაიწევს იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ხელფასი აიწევს. მაგრამ შეიძლება მკითხონ: რაკი ნედლი პროდუქტის ფასი აიწევს, განა ფერმერს, ბოლოს და ბოლოს, იგივე მოგების ნორმა არ ექნება, თუნდაც რომ იგი იძულებული იყოს დამატებით თანხა იხადოს ხელფასისთვისო? ნამდვილად არა; იმიტომ რომ მან ფაბრიკანტსავით არა მარტო გადიდებულილ ხელფასი უნდა აძლიოს თითოეულ მუშას, რომელსაც იგი ამუშავებს, არამედ უნდა გადაიხადოს აგრეთვე ან რენტა ანდა მუშების დამატებითი რიცხვი უნდა ამუშავოს პროდუქტის იმავე რაოდენობის მისაღებად. ხოლო ნედლი პროდუქტის ფასის აწევა პროპორციული იქნება მხოლოდ ამ რენტის ან მუშების ამ დამატებითი რიცხვისა, და მას არ აუნაზღაურებს ხელფასის აწევას.

თუ ორნივე - ფაბრიკანტიც ან ფერმერიც - ათ-ათ მუშას ამუშავებდნენ, თითოეულს 24 გირვ. სტერლინგი წლიური ხელფასით, რომელმაც ახლა 25 გირვ. სტერლინგამდე აიწია, - თითოეულის მიერ გაღებული მთელი თანხა იქნება 250 გირვ. სტერლინგი, ნაცვლად 240 გირვ. სტერლინგისა. ფაბრიკანტს მხოლოდ ამ დამატებითი ხარჯის გაწევა დასჭირდება საქონლის იმავე რაოდენობის მისრებად; მაგრამ ახალი მიწის დამმუშავებელი ფერმერი, ალბათ, იძულებული იქნება ერთი მეტი მუშა დაიჭიროს და ამიტომ დამატებით ხელფასად 25 გირვ. სტერლინგის რაოდენობის თანხა გადაიხადოს, ხოლო ძველი მიწის დამმუშავებელი ფერმერი იძულებული იქნება სწორედ ასეთივე დამატებითი თანხა 25 გირვ. სტერლინგის რაოდენობისა გადაიხადოს რენტად: დამატებითი შრომა რომ არ ყოფილილყო საჭირო, ვერც პურის ფასი აიწევდა და ვერც რენტა გადიდდებოდა. ამრიგად, ერთ ფერმერს დასჭირდება 275 გირვ. სტერლინგის გადახდა ხელფასისითვის და მეორეს - ხელფასისა და რენტისთვის ერთად; თითოეულს დასჭირდება 25 გირვ. სტერლინგით მეტის გადახდა, ვიდრე ფაბრიკანტს. ამ უკანასკნელი 25 გირვ. სტერლინგის ანაზღაურებას ფერმერი ღებულობს ნედლი პროდუქტის ფასის აწევის გზით, და ანიტომ მისი მოგება კიდევ მაინც შესაბამებული იქნება ფაბრიკანტის მოგებას. რადგან ეს დებულება მნიშვნელოვანი არის, მე შევეცდები კიდევ უფრო განვმარტო იგი.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ საზოგადოების განვითარების ადრეულ სტადიებზე როგორც მემამულის, ისე მუშის წილი მიწის პროდუქტის ღირებულებაში მცირე არის და რომ იგი იზრდება სიმდიდრის ზრდისა და საზრდოს მოპოვების სიძნელის პროპორციულად. ჩვენ დავანახვეთ, გარდა ამისა, რომ, თუმცა მუშის წილის ღირებულება იზრდება საზრდოს მაღალი ღირებულების გამო, მისი ნამდვილი წილი მცირდება, მაშინ როდესაც მემამულის წილი იზრდება არა მარტო ღირებულების მხრივ, არამედ აგრეთვე რაოდენობის მხრივ.

მიწის პროდუქტის ის ნაწილი, რომელიც მემამულისა და მუშის გასტუმრების შემდეგ რჩება, აუცილებლად ეკუთვნის ფერმერს და შეადგენს მისი კაპიტალის მოგებას. მაგრამ შეიძლება მითხრან, რომ, თუმცა საზოგადოების განვითარების მსვლელობაში, ფერმერის წილი მთელ პროდუქტში მცირდება, მას, მიუხედავად ამისა, ისე როგორც მემამულეს და მუშას, შეუძლია უფრო დიდი ღირებულება მიიღოს, რადგან მაღლა აიწევს მთელი პროდუქტის ღირებულება.

შეიძლება მითხრან, მაგალითად, რომ როდესაც პურის ფასი 4 გირვ. სტერლინგიდან 10 გირვ. სტერლინგზე ადის, საუკეთესო მიწაზე მიღებული 180 კვარტერი 1800 გირვ. სტერლინგიდან გაიყიდება, ნაცვლად 720 გირვ. სტერლინგისა, და ამიტომ, თუნდაც რომ დამტკიცებული იქნეს, რომ მემამულე და მუშა რენტად და ხელფასად უფრო დიდ ღირებულებას მიიღებენ, ფერმერის მოგების ღირებულებამაც შეიძლება იმატოს. მაგრამ ეს შეუძლებელი არის, როგორც მე შევეცდები ახლავე დავანახვო მკითხველს.

ჯერ ერთი, პურის ფასი აიწევს მხოლოდ იმ სიძნელის ზრდის პროპორციულად, რომელიც ახლავს მის მოყვანას უფრო ცუდი ხარისხის მიწაზე.

უკვე აღნიშნული იყო, რომ თუ 10 მუშის შრომა განსაზღვეული ხარისხის მიწაზე იძლევა 180 კვარტერ ხორბალს, რომლის ღირებულება, კვარტერისთვის 4 გირვ. სტერლინგის კვალობაზე, სულ 720 გირვ. სტერლინგას შეადგენს, და თუ 10 დამატებითი მუშის შრომა იმავე ან სხვა მიწაზე მხოლოდ 170 დამატებითს კვარტერს წარმოშობს, - ხორბლის ფასი 4 გირვ. სტერლინგიდან აიწევს 4 გირვ. სტერლ. 4 შილ. 8 პენსამდე, ვინაიდან 170 შეეფარდება 180-ს, როგორც 4 გირვ. სტერლინგი შეეფარდება 4 გირვ. სტერლ. 4 შილ. 8 პენსს. სხვა სიტყვებით, რადგან 170 კვარტერი ხორბლის საწარმოებლად მეორე შემთხვევაში 10 კაცის შრომაა საჭირო, ხოლო პირველში - მხოლოდ 9,44-ის, ამიტომ ფასის აწევა იქნება ამ პროპორციით: როგორც 9,44-ისა 10-ისადმი, ანუ როგორც 4 გირვ. სტერლინგისა 4 გირვ. სტერლ. 4 შილ. 8 პენსისადმი. ამგვარადვე შეიძლებოდა დაგვენახვებია, რომ თუ 10 დამატებითი კაცის შრომა მხოლოდ 160 კვარტერს აწარმოებს, - ფასი კიდევ აიწევს 4 გირვ. სტერლ. 10 შილინგამდე; თუ 150 კვარტერს აწარმოებს, - ფასი აიწევს 4 გირვ. სტერლ. 14 შილინგამდე და სხვ. და სხვ.

მაგრამ როდესაც იმ მიწაზე, რომელიც რენტას არ იხდის, 180 კვარტერი იწარმოებდა და ფასი 4 გირვ. სტერლინგს შეადგენდა კვარტერისთვის, ხორბალი იყიდებოდა 720 გირვ. სტერლინგად.

და როდესაც იმ მიწაზე, რომელიც რენტას არ იხდის, 170 კვარტერი იწარმოებოდა და ფასი 4 გირვ. სტერლ. 4 შილ. 8 პენსზე იყო ასული, ხორბალი ისევ იყიდებოდა 720 გირვ. სტერლინგად.

ასევე 160 კვარტერი, 4 გირვ. სტერლ. 10 შილინგის კვალობაზე, იძლევა 720 გირვ. სტერლინგს.

და 150 კვარტერი, 4 გირვ. სტერლ. 16 შილ. კვალობაზე, იძლევა იმავე თანხას 720 გირვ. სტერლინგს.

ახლა ცხადია, რომ თუ ფერმერი იძულებულია ამ თანასწორი ღირებულებიდან დღეს იხადოს ის ხელფასი, რომელსაც განსაზღვრავს ხორბლის ფასი 4 გირვ. სტერლინგის რაოდენობისა და ხვალ - ის ხელფასი, რომელსაც უფრო მაღალი ფასები განსაზღვრავს, - მისი მოგების ნორმა შემცირდება პურის ფასის აწევის შესაბამისად.

ამრიგად, მე მგონია, ამ შემთხვევაში ცხადადაა დამტკიცებული, რომ პურის ფასის აწევა, რომელიც ადიდებს მუშის ფულად ხელფასს, ამცირებს ფერმერის მოგების ფულად ღირებულებას.

მაგრამ სრულიადაც განსხვავებული არ იქნება იმ ფერმერის მდგომარეობა, რომელიც ძველი და უკეთესი მიწის დამუშავებას ეწევა. მასაც უფრო მაღალი ხელფასი ექნება გადასახდელი, და რაგინდ მაღალი იყოს მისი პროდუქტის ფასი, იგი მისი ღირებულებიდან ვერასოდეს ვერ მიიღებს 720 გირვ. სტერლინგზე მეტს; ეს თანხა უნდა განაწილებულ იქნეს მასა და მის მუშემს შორის, რომელთა რიცხვი ყოველთვის უცვლელი არის. და ამიტომ, რაც უფრო მეტს მიიღებენ მუშები, იმავე პროპორციით ნაკლები დარჩება მას.

როდესაც პურის ფასი 4 გირვ. სტერლინგი იყო, ყველა 180 კვარტერი მიწათმომქმედს ეკუთვნოდა, და იგი მას 720 გირვ. სტერლინგად ჰყიდდა. როდესაც პურის ფასმა აიწია 4 გირვ. სტერლ. 4 შილ. 8 პენსამდე, იგი იძულებული გახდა 10 კვარტერის ღირებულება თავისი 180 კვარტერიდან რენტად გადაეხადა; მაშასადამე, დანარჩენი 170 კვარტერი მას 720 გირვ. სტერლინგზე მეტს არ აძლევდა. როდესაც პურის ფასმა კიდევ აიწია და 4 გირვ. სტერლ. 10 შილინგზე ავიდა, იგი 10 კვარტერს - ან მის ღირებულებას - იხდიდა რენტად და, მაშასადამე, თავის სასარგებლოდ ინარჩუნებდა მხოლოდ 160 კვარტერს, რომელიც მას აძლევდა იმავე თანხას, - 720 გირვ. სტერლინგს.

ჩვენ ვხედავთ, ამგვარად, რომ, როგორც უნდა აიწიოს პურის ფასმა მეტი შრომის და კაპიტალის გამოყენების აუცილებლობის გამო პროდუქტის განსაზღვრული დამატებითი რაოდენობის მისაღებად, ეს ფასის აწევა ყოველთვის გაწონასწორდება დამატებითი რენტით ან დამატებითი შრომით, ასე რომ, იყიდება პური 4 გირვ. სტერლინგად, 4 გირვ. სტერლინგად და 10 შილინგად, თუ 5 გირვ. სტერლინგად 2 შილინგად და 10 პენსად, ფერმერი ყოველთვის ერთსა და იმავე ღირებულებას მიიღებს პროდუქტის იმ ნაწილისთვის, რომელიც მას დარჩება რენტის გადახდის შემდეგ. ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, შეადგენს ფერმერის კუთვნილი პროდუქტი 180, 170, 160 თუ 150 კვარტერს, ფერმერი ყოველთვის მიიღებს იმავე თანხას, - 720 გირვ. სტერლინგს; ფასი იზრდება შებრუნებული პროპორციით რაოდენობის მიმართ.

ამგვარად, რენტა, როგორც ვხედავთ, ყოველთვის დაეკისრება მომხმარებელს და არასოდეს - ფერმერს, ვინაიდან: თუ მისი ფერმის პროდუქტი მუდამ 180 კვარტერს შეადგენს, ფერმერი, ფასის გადიდებისას, თავის სასარგებლოდ დაინარჩუნებს ნაკლები რაოდენობის ღირებულებას, ხოლო უფრო დიდი რაოდენობის ღირებულებას მისცემს მემამულეს. მაგრამ ეს გამოკლება იმგვარი უნდა იყოს, რომ მას ყოველთვის რჩებოდეს ერთი და იგივე თანხა - 720 გირვ. სტერლინგი.

ჩვენ ვხედავთ, გარდა ამისა, რომ ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე თანხა, 720 გირვ. სტერლინგის რაოდენობით, უნდა გაიყოს ხელფასსა და მოგებას შორის. თუ მიწიდან მიღებული ნედლი პროდუქტის ღირებულება აღემატება ამ ღირებულებას, გარდამეტი, როგორიც უნდა იყოს მისი სიდიდე, ეკუთვნის რენტას. თუ გარდამეტი არ არის, არ იქნება რენტაც. მაღლა იწევს ხელფასი ან მოგება, თუ ეცემა, - სულერთია, ერთიც და მეორეც ამ თანხიდან - 720 გირვ. სტერლინგიდან - უნდა იქნეს აღებული. ერთის მხრივ, მოგებამ არასოდეს არ შეიძლება ისე მაღლა აიწიოს, რომ ამ 720 გირვ. სტერლინგიდან შთანთქას ისეთი დიდი ნაწილი, რომ ნაშთი არ კმაროდეს მუშების მომარაგებისათვის აბსოლუტურად აუცილებელი საგნებით; მეორეს მხრივ, ხელფასმა არასოდეს არ შეიძლება ისე მაღლა აიწიოს, რომ ამ თანხიდან არაფერი რჩებოდეს მოგებისათვის.

ამრიგად, ყველა შემთხვევაში მოგება, როგორც მიწათმოქმედებაში, ისე მრეწველობაში, დაბლა იწევს ნედლი პროდუქტის ფასის აწევისას, თუ ამ ფასის აწევას თან ახლავს ხელფასის აწევა.2 თუ ფერმერი არ იღებს დამატებით ღირებულებას იმ პურისთვის, რომელიც მას რჩება რენტის გადახდის შემდეგ, თუ ფაბრიკანტი არ იღებს დამატებით ღირებულებას მის მიერ წარმოებული საქონლისათვის და თუ ისინი ორნივე იძულებული არიან უფრო დიდი ღირებულება იხადონ ხელფასად, - განა შეიძლება კიდევ-ღა უფრო ნათლად იქნეს დამტკიცებული, რომ ხელფასის აწევისას მოგება უნდა დაეცეს?

ამგვარად, თუმცა ფერმერი სინამდვილეში თავისი მემამულის რენტის არავითარ ნაწილს არ იხდის, რადგან ამ რენტას ყოველთვის განსაზღვრავს პროდუქტის ფასი და იგი მომხმარებელს დაეკისრება მუდამ, მაგრამ ის მაინც გადაჭრით დაინტერესებულია იმაში, რომ რენტა ანუ, უფრო სწორად, პროდუქტის ბუნებრივი ფასი დაბალ დონეზე იდგეს. როგორც ნედლი პროდუქტის და ისეთი საგნების მომხმარებელი, რომლებშიაც ნედლი პროდუქტი შემადგენელ ნაწილად შედის, იგი, ყველა სხვა მომხმარებლებთან ერთად, დაინტერესებულია იმაში, რომ ფასი დაბალ დონეზე იყოს გაჩერებული. მაგრამ განსაკუთრებით შეეხება მას პურის მაღალი ფასი, რადგან ამას გავლენა აქვს ხელფასზე. პურის ფასის თითოეულ გადიდებისას მას დასჭირდება ერთი და იმავე უცვლელი თანხიდან - 720 გირვ. სტერლინგიდან - დამატებითი თანხის გადახდა ხელფასად 10 მუშისთვის, რომლებსაც იგი, ჩვენი ნაგულისხმევის თანახმად, მუდამ ამუშავებს. ჩვენ ვნახეთ, როდესაც ხელფასს განვიხილავდით, რომ ეს უკანასკნელი ყოველთვის მაღალა იწევს ნედლი პროდუქტის ფასის აწევასთან ერთად. 68 გვერდზე მოცემულილ გამოანგარიშების საფუძველზე ჩვენ ვნახავთ, რომ, თუ ხელფასი უნდა იყოს 24 გირვ. სტერლინგი წელიწადში, როდესაც ხორბლის ფასი 4 გირვ. სტერლინგია კვარტერისთვის, მაშინ -

როდესაც ხორბლის ფასია

გირვ. სტერლ.

4

4

4

5

შილ.

4

10

16

2

პენსი

8

0

0

10

ხელფასი იქნება

გირვ. სტერლ.

24

25

26

27

შილ.

14

10

8

8

პენსი

0

0

0

6

როდესაც ხორბლის
ფასია

ხელფასი
იქნება

ფერმერი
მიიღებს

გირვ.
სტერლ.

შილ.

პენსი

გირვ.
სტერლ.

შილ.

პენსი

გირვ.
სტერლ.

შილ.

პენსი

4

0

0

240

0

0

480

0

0

4

4

8

247

0

0

473

0

0

4

10

0

255

0

0

465

0

0

4

16

0

264

0

0

456

0

0

5

2

10

274

5

0

445

15

03

ახლა, 720 გირვ. სტერლინგის რაოდენობის უცვლელი ფონდიდან, რომელიც მუშებსა და ფერმერს შორის უნდა იქნეს განაწილებული,

და თუ ვიგულისხმებთ, რომ ფერმერის თავდაპირველიკაპიტალი 3 000 გირვ. სტერლინგი იყო, მისი კაპიტალის მოგება, რადგან იგი პირველ მაგალითში 480 გირვ. სტერლინგს უდრიდა, შეადგენს 16%25-ს. როდესაც მისი მოგება 473 გირვ. სტერლინგამდე ეცემა, იგი შეადგენს 15,7%25-ს და როდესაც ეცემა

465 გირვ. სტერლინგამდე, - 15,5%25-ს
456 გირვ. სტერლინგამდე, - 15,2%25-ს
445 გირვ. სტერლინგამდე, - 14,8%25-ს.

მაგრამ მოგების ნორმა კიდევ უფრო დაეცემა, იმიტომ რომ ფერმერის კაპიტალი, როგორც ჩვენ უკვე ვნახეთ, დიდ წილად შესდგება ნედლი პროდუქტებისგან, როგორიცაა მისი პური და თივის მარაგი, გაულეწავი ხორბალი და ქერი, ცხენები და ძროხები, რომლების ფასი - ყველასი - აიწევს პროდუქტების ფასის აწევის გამო. მისი აბსოლუტური მოგება 480 გირვ. სტერლინგიდან დაეცემა 445 გირვ. სტერლ. და 15 შილინგამდე; მაგრამ თუ, ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, მისმა კაპიტალმა 3 000 გირვ. სტერლინგიდან აიწია 3 200 გირვ. სტერლინგამდე, მისი მოგება, როდესაც პურის ფასი 5 გირვ. სტერლ. 2 შილ. და 10 პენსი არის, 15%25-ზე დაბლა იქნება.

თუ ფაბრიკანტს მოთავსებული აქვს თავის საქმეში აგრეთვე 3 000 გირვ. სტერლინგი, იგი იძულებული იქნება, ხელფასის აწევის გამო, გაადიდოს თავისი კაპიტალი, რათა შესძლოს წინანდებურად წარმართვა საქმის. თუ მისი საქონელი წინათ 720 გირვ. სტერლინგად იყიდებოდა, იგი კვლავაც ამ ფასში გაიყიდება, მაგრამ ხელფასი, რომელიც წინათ 240 გირვ. სტერლინგს შეადგენდა, აიწევს 274 გირვ. სტერლ. 5 შილინგამდე, როდესაც პურის ფასი 5 გირვ. სტერლ. 2 შილ. და 10 პენსი არის. პირველ შემთხვევაში მას რჩებოდა 3 000 გირვ. სტერლინგიდან მოგებად 480 გირვ. სტერლინგი, მეორეში კი იგი მიიღებს გადიდებულ კაპიტალზე მხოლოდ 445 გირვ. სტერლ. 15 შილინგ მოგებას; მაშასადამე, მისი მოგება შეუთანხმდება ფერმერის მოგების შეცვლილ ნორმას.

იშვიათია ისეთი საქონელი, რომლის ფასს მეტად თუ ნაკლებად არ შეეხებოდეს ნედლეულის ფასის გადიდება, იმიტომ რომ მიწიდან მიღებული რაიმე ნედლი მასალა შედის მეტწილ საქონელთა შემადგენლობაში. ისეთი პროდუქტების ფასი, როგორიცაა ჩითი, ტილო და მაუდი, აიწევს ხორბლის ფასის აწევასთან ერთად; მაგრამ იგი აიწევს იმიტომ, რომ ნედლ მასალაზე, რომლიდანაც ეს პროდუქტები მზადდება, მეტი შრომა იხარჯება, და არა იმიტომ, რომ ფაბრიკანტი მეტს აძლევს მუშებს, რომლებსაც ამუშავებს ამ პროდუქტების დამზადებაზე.

ყველა ამ შემთხვევაში პროდუქტების ფასი მაღლა იწევს, იმიტომ რომ მეტი შრომა იხარჯება მათზე, და არა იმიტომ, რომ შრომას, რომელიც მათზე იხარჯება, უფრო მაღალი ღირებულება აქვს. ოქრომჭედლური საგნების ფასი, რკინისგან, თუნუქისგან და სპილენძისგან დამზადებული საგნების ფასი არ აიწევს, იმიტომ რომ მათ შემადგენლობაში არ შედის არავითარი ისეთი ნედლი მასალა, რომელიც მიწის ზედაპირიდანაა მიღებული.

შეიძლება მითხრან, რომ მე დამტკიცებულად მივიჩნიე, რომ ფულადი ხელფასი მაღლა იწევს ნედლი პროდუქტის ფასის აწევასთან ერთად, ხოლო ეს კი სრულიადაც არ შეადგენს აუცილებელ შედეგს, იმიტომ რომ მუშა შეიძლებანაკლები კომფორტით დაკმაყოფილდეს. მართლაც, ხელფასი შეიძლება წინათ მაღალ დონეზე იდგა და შემდეგ მან შემცირება განიცადა. თუ ეს ასეა, - მოგების დაბლა დაწევა შეფერხდება; მაგრამ შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ხელფასის ფულადი ფასი დაეცა ან სტაციონარული დარჩა საარსებოსაგნების ფასის თანდათანი გადიდებისას, და ამიტომ შეიძლება დამტკიცებულად მივიჩნიოთ, რომ ჩვეულებრივ გარემოებებში საარსებო საგნების ფასის ხანგრძლივ აწევას არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს უიმისოდ, რომ არ გამოიწვიოს ხელფასის აწევა, ან უიმისოდ, რომ მას წინ არ უძღოდეს ხელფასის აწევა.

იმავე ან თითქმის იმავე გავლენას იქონიებდა მოგებაზე აგრეთვე, საზრდოს გარდა, სხვა საარსებო საგნების ფასის აწევაც, რომლებზედაც იხარჯება შრომის ხელფასი. ის აუცილებლობა, რომ მუშამ უფრო მაღალი ფასი უნდა იხადოს ამ საგნებში, აიძულებს მას მეტი ხელფასი მოითხოვოს, ხოლო ყველაფერი, რაც ადიდებს ხელფასს, აუცილებლად ამცირებს მოგებას. მაგრამ ვიგულისხმოთ, რომ გადიდდა ფასი აბრეშუმის, ხავერდის, სახლის მოწყობილობის და რაიმე სხვა პროდუქტებისა, რომლებსაც მუშა არ საჭიროებს, და რომ ეს გადიდება წარმოსდგა იმის გამო, რომ მეტი შრომა იხარჯება მათზე. მოახდენს ეს გავლენას მოგებაზე? რასაკვირველია, არა, ვინაიდან, გარდა ხელფასის აწევისა, არაფერს არ შეუძლია გავლენა იქონიოს მოგებაზე; აბრეშუმს და ხავერდს არ ხმარობს მუშა და ამიტომ მათი ფასის აწევა ვერ ასწევს ხელფასს.

მკითხველს უნდა ახსოვდეს, რომ მე ვლაპარაკობ მოგებაზე საზოგადოდ. მე უკვე ავღნიშნე, რომ საქონლის საბაზრო ფასი შეიძლება აღემატებოდეს მის ბუნებრივ ანუ აუცილებელ ფასს, იმიტომ რომ საქონელი შეიძლება იწარმოებოდეს ნაკლები რაოდენობით, ვიდრე რამდენსაც საჭიროებს ახალი მოთხოვნა მის მიმართ. მაგრამ ეს მხოლოდ დროებით მოთხოვნას წარმოადგენს. იმ კაპიტალის მაღალი მოგება, რომელიც ასეთი საქონლის წარმოებაშია გამოყენებული, ბუნებრივად მიიზიდავს კაპიტალებს მრეწველობის მოცემულ დარგში, და როგორც კი მიწოდებული იქნება საჭირო ფონდები და საქონლის რაოდენობა ჯეროვანად გადიდდება, ამ უკანასკნელის ფასი დაიწევს და მოგება მოცემულ დარგში შეუთანხმდება საერთო ნორმას. მოგების საერთო ნორმის დაცემა სრულიადაც არაა შეუთავსებელი ცალკე დარგებში მოგების ნაწილობრივ აწევასთან. მოგებათა უთანასწორობის გამო ხდება ეს, რომ კაპიტალი ერთი მოსაქმეობიდან გადაინაცვლებს მეორეში. ამრიგად, იმ დროს, როდესაც საერთო მოგება ეცემა და მისთვის თანდათან მყარდება უფრო დაბალი ნორმა, ხელფასის აწევისა და იმ მზარდი სიძნელის გამო, რომელსაც ადგილი აქვს მზარდი მოსახლეობის მომარაგებაში საარსებო საგნებით, - იმ დროს ფერმერის მოგება შეიძლება, მოკლე ხნის განმავლობაში, უფრო მაღალ დონეზე იყოს წინანდელთან შედარებით. აგრეთვე რამოდენიმე ხნით შეიძლება არაჩვეულებრივი იმპულსი მიეცეს საგარეო ან კოლონიალური ვაჭრობის განსაზღვრულ დარგს; მაგრამ ამ ფაქტის აღიარება სრულიადაც არ უკარგავს ძალას იმ თეორიას, რომლის თანახმად მოგება დამოკიდებულია მაღალ ან დაბალ ხელფასზე, ხელფასი - საარსებო საგნების ფასზე და საარსებო საგნების ფასი, უმთავრესად, - სურსათის ფასზე, ვინაიდან ყველა სხვა საგანთა რაოდენობა შეიძლება თითქმის უსაზღვროდ იქნეს გადიდებული.

უნდა გვახსოვდეს აგრეთვე, რომ ფასები ბაზარზე განუწყვეტლივ იცვლება და პირველ რიგში - მოთხოვნის და მიწოდების შედარებითი მდგომარეობის გამო. თუმცა მაუდი შეიძლება ჩაბარებულ იქნეს 40 შილინგად იარდი და ამით კაპიტალმა ჩვეულებრივი მოგება ნახოს, - მისმა ფასმა მაინც შეიძლება აიწიოს 60 ან 80 შილინგამდე, მოდის საერთო ცვლილებების გამო ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, რომელიც უცებ და მოულოდნელად გაადიდებს მოთხოვნას ან შეამცირებს მიწოდებას. მაუდის ფაბრიკანტებს დროებით არაჩვეულებრივი მოგება ექნება, მაგრამ კაპიტალი, რასაკვირველია დაიწყებს დენას მრეწველობის ამ დარგისკენ, ვიდრე მიწოდება და მოთხოვნა კვლავ არ გაწონასწორდება, და მაშინ მაუდის ფასი ისევ დაიწევს 40 შილინგამდე, ე.ი. მისი ბუნებრივი ანუ აუცილებელი ფასის დონემდე. ასევე, პურის მოთხოვნის ყოველ გადიდებასთან ერთად, მისმა ფასმა ისე მაღლა შეიძლება აიწიოს, რომ ფერმერს საერთო მოგებაზე მეტი მოგება მისცეს. თუ ნაყოფიერი მიწა უხვად მოიპოება, - პურის ფასი ისევ დაიწევს წინანდელ დონემდე, მას შემდეგ რაც მის საწარმოებლად კაპიტალის საჭირო რაოდენობა იქნება გამოყენებული, და მოგება ისევ დაუბრუნდება თავის წინანდელ ნორმას; მაგრამ თუ ნაყოფიერი მიწა უხვად არ მოიპოება, თუ დამატებითი რაოდენობის საწარმოებლად მეტი კაპიტალი და შრომაა საჭირო, ვიდრე წინათ, იმ შემთხვევაში პურის ფასი არ დაიწევს მის წინანდელ დონემდე. მისი ბუნებრივი ფასი აიწევს, და ფერმერი, ნაცვლად იმისა, რომ ხანგრძლივად უფრო დიდ მოგებას იღებდეს, იძულებული გახდება დაკმაყოფილდეს შემცირებული ნორმით, როგორც აუცილებელი შედეგით ხელფასის გადიდებისა, რომელსაც გამოიწვევს საარსებო საგნების ფასის აწევა.

ამრიგად, მოგებას ბუნებრივი ტენდენცია აქვს დაცემისა, იმიტომ რომ საზოგადოებისა და სიმდიდრის პროგრესთან ერთად საზრდოს საჭირო დამატებითი რაოდენობა უფრო და უფრო მეტი შრომის მსხვერპლად გაღების გზით მიიღება. საბედნიეროდ, მოგების ეს ტენდენცია, მოგების ეს, ასე ვთქვათ, მიზიდულობა დროგამოშვებით ფერხდება მანქანების გაუმჯობესებით, რომლებიც საარსებო საგნების წარმოებასთანაა დაკავშირებული, აგრეთვე აგრონომიულ მეცნიერებაში მოხდენილი აღმოჩენებით, რომელნიც შესაძლებლობას გვაძლევენ დავზოგოთ ნაწილი შრომისა, რომელიც წინათ მოითხოვებოდა, და ამის გამო დაბლა დავწიოთ მუშის პირველი მოთხოვნილების საგანთა ფასი. მაგრამ საარსებო საგნების ფასის და ხელფასის აწევას საზღვარი უდევს: როგორც კი ხელფასი გაუთანასწორდება (როგორც ზემოაღნიშნულ მაგალითში) 720 გირვ. სტერლინგს, - ფერმერის მთელ ანაღებს, - დასასრული უნდა მიეცეს დაგროვებას, იმიტომ რომ მაშინ არავითარ კაპიტალს აღარ შეუძლია რაიმე მოგების მოცემა, და არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს დამატებითი შრომის მოთხოვნას, და, მაშასადამე, მოსახლეობა მიაღწევს თავის უმაღლეს წერტილს. სინამდვილეში კი უკვე დიდი ხნით ადრე ამ პერიოდამდე მოგების ფრიად დაბალი ნორმა შეაჩერებს ყოველ დაგროვებას, და ქვეყნის თითქმის მთელი პროდუქტი, მუშების გასტუმრების შემდეგ, მიწის მესაკუთრეთა და ათისთავის და ხარკების მიმღებთა საკუთრება გახდება.

ამრიგად, თუ გამოანგარისების საფუძვლად ავიღებთ ჩემს წინანდელ, მართალია, არასრულყოფილ ანგარიშს, - ვნახავთ, რომ, როდესაც კვარტერი პური ეღირება 20 გირვ. სტერლინგი, ქვეყნის მთელი წმინდა შემოსავალი მემამულეების საკუთრება იქნება, იმიტომ რომ მაშინ შრომის იგივე რაოდენობა, რომელიც წინათ საჭირო იყო 180 კვარტერის საწარმოებლად, საჭირო იქნება 36-ის საწარმოებლად, ვინაიდან 20 გირვ. სტერლ. : 4 გირვ. სტერლ. როგორც 180 : 36. ფერმერი, რომელმაც 180 კვარტერი აწარმოვა (უკეთუ აღმოჩნდა ასეთი, იმიტომ რომ მიწის დამუშავებაზე გამოყენებული ძველი და ახალი კაპიტალი ისე შერეული იქნება ერთი მეორეში, რომ შეუძლებელი იქნება მათი გარჩევა), გაჰყიდის

180 კვარტერს 20 გირვ. სტერლ. თითოს 3600 გირვ. სტერლ. მინუს 144 კვარტერის ღირებულება (როგორც სხვაობა 36 და 180 კვარტერს შორის, მემამულეს ეკუთვნის რენტად) - 2880 გირვ. სტერლ. - 36 კვარტერი - 720 გირვ. სტერლ. მინუს 36 კვარტ. ღირებულება 10 მუშისთვის 720 გირვ. სტერლ.

_________________________________

ამრიგად, მოგებისთვის არა რჩება რა.

მე ვგულისხმობდი, რომ, როდესაც კვარტერი პურის ფასი 20 გირვ. სტერლინგია, მუშები წინანდებურად მოიხმარებენ 3 კვარტერს წელიწადში თითოეული ანუ - 60 გირვ. სტერლინგს და რომ სხვა პროდუქტებზე დახარჯავენ - 12 გირვ. სტერლინგს

___________________________________

სულ თითოეული მუშა - 72 გირვ. სტერლინგს და ამიტომ 10 მუშა ეღირება წელიწადში 720 გირვ. სტერლ.

ყველა ამ გამოანგარიშებით მე მინდოდა მხოლოდ გამერკვია ძირითადი პრინციპი, და არც კია საჭირო იმის აღნიშვნა, რომ მთელი ჩემი გამოანგარიშება შემთხვევით ციფრებზეა აგებული და მარტოოდენ განმარტებისთვის არის აღებული. მე შემეძლო სრულიად ზედმიწევნით განმესაზღვრა სხვაობა მუშების რიცხვში, რომელნიც საჭირონი არიან პურის უფრო და უფრო დიდი რაოდენობის საწარმოებლად, რასაც მოითხოვს მზარდი მოსახლეობა, განმესაზღვრა მუშის ოჯახის მიერ მოხმარებული რაოდენობა და სხვ. და სხვ. მაგრამ შედეგი არსებითად იგივე იქნებოდა, მიუხედავად აბსოლუტური ციფრების განსხვავებისა. მე მიზნად მქონდა საკითხის გამარტივება და ამიტომ მხედველობაში არ მიმიღია სხვა საარსებო საგნების ფასის აწევა გარდა მუშის საზრდოსი, - ფასის აწევა, რაც შედეგი იქნებოდა ნედლი მასალების ღირებულების გადიდებისა, რომლებისგანაც ის საგნები მზადდება, და რაც, რასაკვირველია, კიდევ უფრო გაადიდებდა ხელფასს და დაბლა დასწევდა მოგებას.

მე უკვე ვთქვი, რომ ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე მანამდე, ვიდრე ფასების ეს მდგომარეობა ხანგრძლივი გახდებოდეს, გაჰქრება სტიმული კაპიტალის დაგროვებისა, იმიტომ რომ არავინ არ დააგროვებს სხვებრ, თუ არ იმ მიზნით, რომ პროდუქტიულად გამოიყენოს თავისი დანაგროვები; და მხოლოდ ასე გამოყენების გზით მოქმედებს დაგროვილი კაპიტალი მოგებაზე. ასეთი სტიმულის გარეშე არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს დაგროვებას და, მაშასადამე, არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფასების ასეთ მდგომარეობასაც. ფერმერს და ფაბრიკანტს ისევე არ შეუძლიათ ცხოვრება უმოგებოდ, როგორც მუშას უხელფასოდ. მათი სტიმული დაგროვებისა შემცირდება მოგების ყოველ შემცირებასთან ართად, და დაგროვება სრულიად შესწყდება, თუ მათი მოგება ისე დაბალია, რომ არ აძლევს მათ სათანადო ანაზღაურებას მათი გარჯისთვის და იმ რისკისთვის, რომელსაც ისინი აუცილებლად უნდა ექვემდებარებოდნენ მათი კაპიტალის პროდუქტიულად გამოყენებისას.

მე კვლავ უნდა აღვნიშნო, რომ მოგების ნორმა გაცილებით უფრო სწრაფად დაეცემა, ვიდრე მე მივიღე ჩემს გამოანგარიშებაში; ვინაიდან, პროდუქტის იმ ღირებულების არსებობისას, რომელიც მე მივიღე ნაგულისხმევ გარემოებებში, ფერმერის კაპიტალის ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდებოდა, რადგან ეს კაპიტალი აუცილებლად ბევრ ისეთ საქონელთაგან შესდგება, რომელთა ღირებულება აიწევდა. პურის ფასის 4 გირვ. სტერლინგიდან 12 გირვ. სტერლინგზე ასვლამდე ფერმერის კაპიტალი, ალბათ, გაორკეცდება საცვლელი ღირებულების მხრივ და, ნაცვლად 3 000 გირვ. სტერლინგისა, 6 000 გირვ. სტერლინგის ღირებულების იქნებოდა. და მაშინ, მისი მოგება შეადგენდა 180 გირვ. სტერლინგს ანუ 6%25-ს მის თავდაპირველ კაპიტალზე, სინამდვილეში მოგება იქნებოდა არა უმეტეს 3%25-ის ნორმისა, იმიტომ რომ 6 000 გირვ. სტერლინგი 3%25-ის კვალობაზე იძლევა 180 გირვ. სტერლინგს; და მხოლოდ ამ პირობებში შეეძლო ახალ ფერმერს, ჯიბეში 6 000 გირვ. სტერლინგის მქონებელს, ხელი მოეკიდნა სასოფლო მეურნეობისათვის.

მრეწველობის ბევრი დარგი მეტნაკლებ სარგებლობას მიიღებდა იმავე წყაროდან, ლუდის მხდელი, არყის მხდელი, მაუდის და ტილოს ფაბრიკანტი მიიღებდნენ ნაწილობრივ ანაზღაურებას მათი მოგების შემცირებისთვის მათი ნედლი და დამუშავებული მასალების მარაგის ღირებულების აწევის გამო; მაგრამ რკინეულობის, ოქრომჭედლური საგნების და ზოგ სხვა საქონელთა ფაბრიკანტები, აგრეთვე ისინი, რომელთა კაპიტალი საზოგადოდ ფულისგან შესდგება, სრული ზომით განიცდიდნენ მათი მოგების ნორმის შემცირებას, რაიმე ანაზღაურების მიუღებლად.

ჩვენ აგრეთვე მოლოდინი უნდა გვქონებოდა, რომ, თუმცა კაპიტალის მოგების ნორმა შეიძლება შემცირდეს მიწაზე გამოყენებული კაპიტალის დაგროვებისა და ხელფასის აწევის გამო, მოგების ერთობლივი ჯამი მაინც გაიზრდება. ასე, ვიგულისხმოთ, რომ თითოეული 100 000 გირვ. სტერლინგის განმეორებით დაგროვებისას მოგების ნორმა მცირდება და 20%25-იდან ჩამოდი 19%25-ზე, 18%25-ზე, 17%25-ზე, - ვიგულისხმოთ, მაშასადამე, განუწყვეტლივ კლებადი ნორმა; ამ შემთხვევაში მოლოდინი უნდა გვქონებიდა, რომ კაპიტალის ამ თანამიმდევნო მესაკუთრეების მიერ მიღებული მოგების მთელი ჯამი მუდამ უფრო და უფრო დიდი იქნება, რომ იგი უფრო დიდი იქნება, როდესაც კაპიტალი არის 200 000 გირვ. სტერლილნგი, ვიდრე როდესაც არის 100 000 გირვ. სტერლინგი, და კიდევ უფრო დიდი იქნება, როდესაც კაპიტალი არის 300 000 გირვ. სტერლინგი, ვიდრე როდესაც არის 200 000 გირვ. სტერლინგი, და კიდევ უფრო დიდი იქნება, როდესაც კაპიტალი არის 300 000 გირვ. სტერლინგი, ვიდრე როდესაც არის 200 000 გირვ. სტერლინგი, და ასე მატებადი იქნება, თუმცა კლებადი ნორმით, კაპიტალის თითოეულ მატებისას. მაგრამ ეს პროგრესია მართალია მხოლოდ განსაზღვრული დროისთვის; ასე, 200 000 გირვ. სტერლინგის 19%25 მეტია 100 000 გირვ. სტერლინგის 20%25-ზე და 300 000 გირვ. სტერლინგის 18%25 კიდევ მეტია 200 000 გირვ. სტერლინგის 19%25-ზე. მაგრამ როდესაც უკვე დაგროვილია დიდი რაოდენობის კაპიტალი და მოგება დაწეულილ არის, თითოეული შემდგომი დაგროვება ამცირებს მოგების ჯამს. ასე, თუ ვიგულისხმებთ, რომ დაგროვება არის 1 000 000 გირვ. სტერლ. და მოგება 7%25, მოგების მთელი ჯამი იქნება 70 000 გირვ. სტერლ.; ახლა თუ იმ მილიონს 100 000 გირვ. სტერლ. კაპიტალი მიემატა და მოგება 6%25-ზე დავიდა, კაპიტალის მეპატრონეები მიიღებენ 66 000 გირვ. სტერლინგს ანუ 4 000 გირვ. სტერლინგით ნაკლებს, თუმცა კაპიტალის მთელი ჯამი 1 000 000 გირვ. სტერლინგიდან გადიდდა 1 100 000 გირვ. სტერლინგამდე.

მაგრამ, ვიდრე კაპიტალი საზოგადოდ რაიმე მოგებას იძლევა, შეუძლებელია ადგილი ჰქონდეს კაპიტალის დაგროვებას უიმისოდ, რომ იგი არ იწვევდეს არა თუ პროდუქტის რაოდენობის გადიდებას, არამედ მისი ღირებულების გადიდებასაც. დამატებითი 100 000 გირვ. სტერლინგის დახარჯვა არ აქცებს წინანდელი კაპიტალის არც ერთ ნაწილს ნაკლებ პროდუქტიულად. პროდუქტი ქვეყნის მიწის და შრომისა უნდა გადიდდეს, და მისი ღირებულება გადიდდება არა მარტო იმ დამატებითი ღირებულებით, რომელიც მიეცემა ნაწარმოებთა წინანდელ რაოდენობას, არამედ იმ ახალი ღირებულებითაც, რომელიც ეძლევა მიწის მთელ პროდუქტს მისი უკანასკნელი ნაწილის წარმოების გადიდებული სიძნელის გამო. მაგრამ როდესაც კაპიტალის დაგროვება ძალიან დიდი გახდება, მაშინ, ღირებულების ამ გადიდების მიუხედავად, პროდუქტი განაწილდება ისე, რომ მოგებას წინანდელზე ნაკლები ღირებულება ერგება, მაშინ როდესაც რენტისა და ხელფასის ხვედრი ღირებულება გადიდდება. ასე, კაპიტალისთვის თითეულჯერ თანამიმდევნოდ 100 000 გირვ. სტერლინგის მიმატებისას და მოგების ნორმის დაწევისას 20%25-იდან 19%25-ამდე, 18%25-ამდე, 17%25-ამდე და სხვ., წლიური პროდუქტის რაოდენობა გადიდდება, და იგი მეტი ღირებულების იქნება, ვიდრე მთელი ის დამატებითი ღირებულება არის, რომელსაც დამატებითი კაპიტალი, ანგარიშისამებრ, აწარმოებს. პროდუქტის ღირებულება 20 000 გირვ. სტერლინგიდან აიწევს 39 000 გირვ. სტერლინგზე მეტად, შემდეგ 57 000 გირვ. სტერლინგზე მეტად; და როდესაც დახარჯული კაპიტალი, როგორც ჩვენ წინათ ვიგულისხმეთ, ერთ მილიონს უდრის, მაშინ, თუმცა ახალი 100 000 გირვ. სტერლინგის მიმატებისას მოგების საერთო ჯამი სინამდვილეში წინანდელზე ნაკლები იქნება, მაინც ქვეყნის შემოსავალს მიემატება 6 000 გირვ. სტერლინგზე მეტი, მხოლოდ ეს მიმატება ხვდება მემამულეების და მუსების შემოსავალს; ისინი მიიღებენ დამატებით პროდუქტზე მეტს და თავისი მდგომარეობით მათ შესაძლებლობა ექნებათ წინანდელი მოგებაც კი შეუკვეცონ კაპიტალისტს. ვიგულისხმოთ, რომ კვარტერი პურის ფასი უდრის 4 გირვ. სტერლინგს და რომ ამიტომ, როგორც ჩვენ წინათ ვანგარიშობდით, თითოეული 720 გირვ. სტერლინგიდან, რომელიც რენტის გადახდის შემდეგ რჩება ფერმერს, ეს უკანასკნელი ინარჩუნებს თავისთვის 480 გირვ. სტერლინგს, ხოლო 240 გირვ.სტერლინგს აძლევს მუშებს. როდესაც ფასი აიწევს 6 გირვ. სტერლინგამდე კვარტერისთვის, იგი იძულებული იქნება მუშებს 300 გირვ. სტერლინგი მისცეს და თავისთვის მოგებად დაინარჩუნოს მხოლოდ 420 გირვ. სტერლინგი: იძულებული იქნება მუშებს 300 გირვ. სტერლ. მისცეს, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ საარსებო საგნების იგივე რაოდენობა მოიხმარონ, რაც წინათ, და არა მეტი. ახლა, თუ გამოყენბული კაპიტალი ისე დიდია, რომ ასიათასჯერ 720 გირვ. სტერლინგს ანუ 72 000 000 გირვ. სტერლინგს იძლევა, მოგების ერთობლივი ჯამი იქნება 48 000 000 გირვ. სტერლინგი, თუ კვარტერი ხორბალი ღირს 4 გირვ. სტერლინგი; და თუ, უფრო დიდი კაპიტალის გამოყენების გამო, მიღებული იქნება 105 000-ჯერ 720 გირვ. სტერლინგი, როდესაც ხორბალი ღირს 6 გირვ. სტერლინგი, ე.ი. მიღებული იქნება 75 600 000 გირვ. სტერლ., მოგება ფაქტიურად 48 000 000 გირვ. სტერლინგად დაიწევს 44 100 000 გირვ. სტერლინგამდე ანუ 105 000-ჯერ 420 გირვ. სტერლინგამდე, ხოლო ხელფასი 24 000 000 გირვ. სტერლინგიდან აიწევს 31 500 000 გირვ. სტერლინგამდე. ხელფასი აიწევს იმიტომ, რომ, კაპიტალის პროპორციულად, მეტი მუშა იქნება გამოყენებული, და თითოეული მუშა მეტ ფულად ხელფასს მიიღებს; მუშის მდგომარეობა კი, როგორც ჩვენ უკვე დავანახვეთ მკითხველს, გაუარესებული იქნება, იმიტომ რომ ქვეყნის პროდუქტის ნაკლები რაოდენობა იქნება მის განკარგულებაში. ნამდვილად მოიგებენ მარტო მემამულეები; ისინი მიიღებენ უფრო მაღალ რენტას, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პროდუქტს მეტი ღირებულება ექნება, და, მეორე, იმიტომ, რომ მათი იქნება ამ პროდუქტის ბევრად უფრო დიდი ნაწილი.

თუმცა უფრო დიდი ღირებულება იწარმოება, მაგრამ სამაგიეროდ უფრო დიდი ნაწილი იმისა, რაც რენტის გადახდის შემდეგ რჩება ამ ღირებულებიდან, მწარმოებლების მიერ მოიხმარება, და სწორედ ეს - და მარტო ეს - განსაზღვრავს მოგებას. ვიდრე მიწა უხვ მოსავალს იძლევა, ხელფასმა შეიძლება დროებით აიწიოს, და მწარმოებლებს შეუძლიათ ჩვეულებრივზე მეტი მოიხმარონ; მაგრამ იმპულსი, რომელიც ამგვარად ეძლევა მოსახლეობის გამრავლებას, მალე აიძულებს მუშებს დაუბრუნდნენ თავიანთ ჩვეულებრივ მოხმარებას. ხოლო როდესაც დამუშავებაში შედის ცუდი მიწები ან როდესაც მეტი კაპიტალი და შრომა იხარჯება ძველ მიწაზე, და პროდუქტის რაოდენობა მცირდება, მაშინ შედეგი უფრო მუდმივი უნდა იყოს. უფრო დიდი წილი პროდუქტის იმ ნაწილისა, რომელიც რენტის გადახდის შემდეგ რცება და კაპიტალის მესაკუთრეებსა და მუშებს შორის უნდა იქნეს განაწილებული, ამ უკანასკნელთ ხვდება. თითოეულ მუშას შეიძლება ექნეს და ალბათ ექნება კიდეც ნაკლები აბსოლუტური რაოდენობა, მაგრამ რადგან მეტი მუშა იქნება გამოყენებული მთელი - ფერმერის ხელთ დარჩენილი - პროდუქტის პროპორციულად, ამიტომ მთელი პროდუქტის უფრო დიდი ნაწილის ღირებულება მოუნდება ხელფასს და, მაშასადამე, უფრო პატარა ნაწილის ღირებულება ხვდება მოგებას. ეს იქნება აუცილებლად მუდმივი მოვლენა ბუნების კანონების მეოხებით, რომელთაც შეზღუდეს მიწის პროდუქტიულილ ძალა.

ამრიგად, ჩვენ კვლავ მივედით იმ დასკვნასთან, რომელიც წინათ ვეცადეთ დაგვემყარებია, სახელდობრ: რომ ყველა ქვეყანაში და ყველა დროში მოგება დამოკიდებულია შრომის რაოდენობაზე, რომელიც საჭიროა მუშების საარსებო საგნების მოსაპოებლად იმ მიწაზე ან იმ კაპიტალით, რაც რენტას არ იძლევა. დაგროვების მოქმედება, ამგვარად, სხვადასხვა იქნება სხვადასხვა ქვეყანაში და დამოკიდებული იქნება უმთავრესად მიწის ნაყოფიერებაზე. რაგინდ დიდი იყოს ქვეყანა, რომლის მიწა მდარე ხარისხისაა და სადაც საზრდოს იმპორტი აკრძალული არის, კაპიტალის ფრიად ზომიერ დაგროვებას თან ახლდება მოგების ნორმის მნიშვნელოვანი შემცირება და რენტის სწრაფი აწევა. და, პირიქით, პატარა, მაგრამ ნაყოფიერ ქვეყანას, განსაკუთრებით უკეთუ იგი საზრდოს თავისუფალ იმპორტს ნებას რთავს, შეუძლია დააგროვოს დიდი კაპიტალი ისე, რომ ამ დაგროვებას არ ახლდეს მოგების ნორმის მნიშვნელოვანი შემცირება ან მიწის რენტის მნიშვნელოვანი გადიდება. ხელფასის შესახებ თავში ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებია, რომ საქონელთა ფულადი ფასი არ აიწევს ხელფასის აწევის გამო, სულერთია, ოქრო, ფულის ნორმალური საზომი, მოცემული ქვეყნის პროდუქტი არის, თუ შემოიზიდება საზღვარგარეთიდან. მაგრამ რომ ეს კიდეც სხვაგვარად იყოს, რომ კიდეც მაღალი ხელფასი იწვევდეს საქონელთა ფასების მუდმივ აწევას, მაინც სწორია დებულება, რომელიც ამტკიცებს, რომ მაღალი ხელფასი უცვლელად ეხება შრომის დამქირავებლებს, აკლებს რა მათ მათი ნამდვილი მოგების ნაწილს. ვიგულისხმოთ, რომ მექუდე, წინდის მქსოველი და მეჩექმე - თითოეული - იხდის ხელფასად 10 გირვ. სტერლინგით მეტს თავისი პროდუქტების დამზადებისას და რომ ქუდების, წინდების და ჩექმების ფასმა აიწია ისეთი თანხით, რომელიც საკმარისია ფაბრიკანტისთვის ამ 10 გირვ. სტერლინგის ასანაზღაურებლად; ამ შემთხვევაში ფაბრიკანტების მდგომარეობა უკეთესი არ იქნება, ვიდრე იყო ფასის ამ აწევამდე. თუ მეწინდემ თავისი წინდები 110 გირვ. სტერლინგად გაჰყიდა, 100-ის ნაცვლად, მისი მოგება თანასწორი იქნება სწორედ იმ ფულადი თანხის, რაც უწინ იყო; მაგრამ რადგან გაცვლისას ამ თანასწორ თანხაში იგი მიიღებს ერთი მეათედით ნაკლებ ქუდებს, ჩექმებს და ყოველგვარ სხვა საქონელს და რადგან მას თავისი წინანდელი დანაზოგი თანხით შეუძლია ნაკლები მუშა ამუშაოს, ხელფასის გადიდების გამო, და ნაკლები ნედლი მასალა იყიდოს, მისი ფასის აწევის გამო, ამიტომ იგი უკეთეს მდგომარეობაში არ იქნება, ვიდრე იქნებოდა, მისი ფულადი მოგება რომ ფაქტიურად შემცირებულიყო და ყოველ საგანს თავისი წინანდელი ფასი შეენარჩუნებია. ამრიგად, მე შევეცადე დამემტკიცებია, ჯერ ერთი, რომ ხელფასის აწევა მაღლა არ სწევს საქონელთა ფასს, მაგრამ ყოველთვის დაბლა სწევს მოგებას, და, მეორე, რომ, ყველა საქონელთა ფასებმა რომ კიდეც აიწიოს, მოგებაზე ზემოქმედება იგივე დარჩებოდა, და ფაქტიურად დაიწევდა მხოლოდ იმ საზომი საშუალების ღირებულება, რომლითაც ფასები და მოგება იანგარიშება.

_________________
1. სასურველია, მკითხველს ახსოვდეს, რომ, საგნის უფრო სიცხადისათვის, მე მიღებული მაქვს, რომ ფული უცვლელია თავის ღირებულებაში, და ამიტომ ფასის ყოველი ცვლილება უნდა მიეკუთვნოს ცვლილებას საქონლის ღირებულებაში.

2. მკითხველმა იცის, რომ ჩვენ ყურადღების გარეშე ვტოვებთ შემთხვევით ცვლილებებს, რომლებიც დამოკიდებულია ცუდ და კარგ წლებზე ან მოთხოვნის გადიდებასა თუ შემცირებაზე რაიმე უეცარი ცვლილებების გამო მოსახლეობის მდგომარეობაში ჩვენ ვლაპარაკობთ პურის ბუნებრივ და მუდმივ ფასზე, არა შემთხვევითსა და მერყევზე.

3. 180 კვარტერი ხორბალი, ხორბლის ღირებულების ზემოაღნიშნული ცვლილებების შემთხვევაში შემდეგი პროპორციით განაწილდება მემამულეებსა, ფერმერებსა და მუშებს შორის:

ფასი
კვარტერის

რენტა
(ხორბლით
გამოსახული)

მოგება
(ხორბლით
გამოსახული)

ხელფასი
(ხორბლით
გამოსახული)

სულ

გირვ. სტერლ.

შილ.

პენსი

180 კვარტ.

4

0

0

არავითარი

120 კვარტ.

60 კვარტ.

4

4

8

10 კვარტ.

111,7 კვარტ.

58,3 კვარტ.

4

10

0

20 კვარტ.

103,4 კვარტ.

56,6 კვარტ.

4

16

0

30 კვარტ.

95 კვარტ.

55 კვარტ.

5

2

10

40 კვარტ.

86,7 კვარტ.

53,3 კვარტ.

და იმავე პირობებში ფულადი რენტა, ხელფასი და მოგება იქნება:

ფასი
კვარტერის

რენტა

მოგება

ხელფასი

სულ

გ.სტ.

შილ.

პენ.

გ.სტ.

შილ.

პენ.

გ.სტ.

შილ.

პენ.

გ.სტ.

შილ.

პენ.

გ.სტ.

შილ.

პენ.

4

0

0

არავითარი

480

0

0

240

0

0

720

0

0

4

4

8

42

7

6

473

0

0

247

0

0

762

7

6

4

10

0

90

0

0

465

0

0

255

0

0

810

0

0

4

16

0

144

0

0

456

0

0

264

0

0

864

0

0

5

2

10

245

13

4

445

15

0

274

0

0

925

13

4

10 თავი VII: საგარეო ვაჭრობა

▲ზევით დაბრუნება


საგარეო ვაჭრობის არავითარ გაფართოებას არ შეუძლია უშუალოდ აადიდოს ქვეყანაში ღირებილებათა ჯამი, თუმცა იგი ძლიან შეუწყობს ხელს საქონელთა მასის და, მაშასადამე, საცხოვრებო კომფორტის ჯამის გადიდებას. რადგან ყველა უცხო საქონელთა ღირებულება ჩვენი მიწისა და შრომის პროდუქტების რაოდენობით გაიზომება, რომელსაც ვაძლევთ მათ სამაგიეროდ, ამიტომ ჩვენ მეტი ღირებულება არ გვექნება, თუ, ახალი ბაზრების აღმოჩენის გამო, უცხო პროდუქტების ორჯერ მეტ რაოდენობას მივიღებთ ჩვენი პროდუქტების განსაზღვრული რაოდენობისთვის. თუ ვაჭარს 1000 გირვ. სტერლინგის ინგლისური პროდუქტების ყიდვის გზით, შეუძლია მიიღოს უცხო საქონელთა ისეთი რაოდენობა, რომელიც მას ძალუძს ინგლისის ბაზარზე გაჰყიდოს 1200 გირვ. სტერლინგად, - თავისი კაპიტალის ასე გამოყენებით იგი მიიღებს 20%25 მოგებას; მაგრამ არც მისი მოგება, არც შემოზიდულ საქონელთა ღირებულება არ გადიდება ან არ შემცირდება მიღებულ უცხო საქონელთა რაოდენობის გადიდების ან შემცირების გამო. შემოიტანს იგი, მაგალითად 25 თუ 50 კასრ ღვინოს, ამას მის მოგებაზე სრულიად არავითარი გავლენა არ ექნება, თუ იგი პირველ შემთხვევაში 25 კასრსს და მეორე შემთხვევაში 50-ს იმავე 1200 გირვ. სტერლინგად ჰყიდის. ორსავე შემთხვევაში მისი მოგება იქნება 200 გირვ. სტერლ. ანუ მისი კაპიტალის 20%25, ორსავე შემთხვევაში იგივე ღირებულება შემოიზიდება ინგლისში, 50 კასრი რომ 1200 გირვ. სტერლინგზე მეტად გაიყიდებოდეს, ამ ცალკეული ვაჭრის მოგება საერთო ნორმას გადააჭარბებდა, და, რასაკვირველია, კაპიტალი მიაწყდებოდა ვაჭრობის ამ მოგებიან დარგს, ვიდრე ღვინის ფასის დაცემა მის წინანდელ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა ყოველ საგანს.

სინამდვილეში ზოგნი ამტკიცებდენ, რომ დიდი მოგება, რომელსაც ზოგჯერ ცალკეული ვაჭრები მოიპოებენ საგარეო ვაჭრობაში, ადიდებს მოგების საერთო ნორმას ქვეყანაში და რომ კაპიტალის გადანაცვლება წინანდელი მოსაქმეობიდან უფრო მოგებიან საგარეო ვაჭრობაში საზოგადოდ მაღლა სწევს ფასებს და მით ადიდებს მოგებას. ერთი დიდი ავტორიტეტი ამბობს, რომ, რადგან ხორბლის მოყვანას და მაუდის, ქუდების, ფეხსაცმელის და სხვ. დამზადებას აუცილებლობის გზით ნაკლები კაპიტალი მოხმარდება, მაშინ როდესც მოთხოვნა იგივე რჩება, ამ პროდუქტების ფასი ისე აიწევს, რომ ფერმერი, მექუდე, მაუდის დამმზადებელი და მეჩექმე გადიდებულ მოგებას მიიღებენ საგარეო ვაჭრობის მწარმოებელი ვაჭრის თანაბრადო.1

ისინი, რომელნიც ამ არგუმენტს ეყრდნობიან, აღიარებენ ჩემთან ერთად, რომ მოგებას სხვადასხვა მოსაქმეობაში ტენდენცია აქვს ერთი მეორეს გაუთანასწორდეს, ერთად აიწიოს და დაიწიოს. ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა ამაში მდგომარეობს: ისინი ამტკიცებენ, რომ მოგებათა გათანასწორება წარმოსდგება მოგებათა საერთო აწევის გზით; მე კი იმ აზრისა ვარ, რომ მოგება, რომელიც მიიღება ვაჭრობის ხელსაყრელ დარგში, მალე დაიწევს სართო დონემდე.

მე, ჯერ ერთი, უარვყოფ, რომ მაუდის, ქუდების, ფეხსაცმლის და სხვ. დამზადებას აუცილებლობის გზით ნაკლები კაპიტალი მოხმარდება, რაკი ამ საქონელთა მოთხოვნა არ შემცირებულა; და თუ ეს ასეა, მათი ფასი არ აიწევს.უცხო საქონელთა ყიდვას მოხმარდება ინგლისის მიწისა და შრომის პროდუქტების იგივე, ან მეტი ან ნაკლები ნაწილი, თუ იგივე ნაწილი იქნა ასე გამოყენებული, მაუდის, ფეხსაცმელის, პურის და ქუდების მიმართ ისეთივე მოთხოვნა იქნება, რაც წინათ იყო, და მათ წარმოებას კაპიტალილს იგივე ნაწილი მოხმარდება. თუ, უცხო საქონელია ფასის გაიაფების გამო, მათ საყიდლად ინგლისის მიწისა და შრომის წლიური პროდუქტის ნაკლები ნაწილი იქნა გამოყენებული, სხვა საგნების საყიდლად მეტი დარჩება. თუ ქუდების, ფეხსაცმელის, პურის და სხვ. მოთხოვნა გადიდდა წინანდელთა შედარებით, - და ეს სავსებით შესაძლებელია, რადგან უცხო საქონელთა მომხმარებლებს აქვთ თავის განკარგულებაში მათი შემოსავლის დამატებითი ნაწილი, - იმ შემთხვევაში ხელთ არის კიდეც კაპიტალი, რომელიც წინათ უცხო საქონელთა ყიდვას ხმარდებოდა, როდესაც მათი ღირებულება უფრო დიდი იყო; ამრიგად, პურის, ფეხსაცმელის და სხვ. მოთხოვნის გადიდებასთან ერთად არსებობს საშუალებებიც მათი გადიდებული რაოდენობის მოსაპოებლად, და ამიტომ ვერც ფასები და ვერც მოგება დიდი ხნით მაღლა ვერ აიწევს. თუ უცხო საქონელთა საყიდლად გამოყენებულ იქნა ნაკლები პროდუქტი ინგლისის მიწის და შრომისა, - სხვა საგნების საყიდლად ნაკლების გამოყენება იქნება შესაძლებელი; მაშასადამე, ნაკლები ქუდი, ფეხსაცმელი და სხვ. იქნება მოთხოვნილი. იმავე დროს, როდესაც კაპიტალი ფეხსაცმელის, ქუდების და სხვ. წარმოებიდან თავისუფლდება, მისი უფრო დიდი რაოდენობა უნდა იქნეს გამოყენებული იმ საქონელთა საწარმოებლად, რომლებითაც უცხო პროდუქტებს ყიდულობენ. მაშასადამე, ყველა შემთხვევაში მოთხოვნა უცხო და ადგილობრივ საქონელთა ერთად, რამდენადაც საქმე ღირებულებას შეეხება, ქვეყნის შემოსავლითა და კაპიტალით არის შემოფარგლული. თუ მოთხოვნამ პირველთა მიმართ იმატა, მეორეთა მიმართ მოთხოვნამ უნდა იკლოს. თუ გაცვლისას ინგლისურ საქონელთა იმავე რაოდენობაში ორჯერ მეტ ღვინოს იძლევიან, ვიდრე უწინ - ინგლისის ხალხს შეუძლია მოიხმაროს ან ორჯერ მეტი ღვინო, ვიდრე წინათ, ანდა ღვინის წინანდელი რაოდენობა და ინგლისურ საქონელთა უფრო დიდი რაოდენობა. თუ ჩემი შემოსავალი 1000 გირვ. სტერლინგს უდრიდა და მით მე წლიურად ვყიდულობდი ერთ კასრ ღვინოს 100 გირვ. სტერლინგად და ინგლისურ საქონელთა განსაზღვრულ რაოდენობას 900 გირვ. სტერლინგად, იმ შემთხვევაში, თუ კასრი ღვინის ფასი 50 გირვ. სტერლინგამდე დაეცა, მე შემიძლია მონარჩენი 50 გირვ. სტერლინგი გამოვიყენო ან კიდევ ერთი კასრი ღვინის საყიდლად ანდა ინგლისურ საქონელთა უფრო დიდი რაოდენობის საყიდლად. თუ მე მეტ ღვინოს ვიყიდი, და თითოეული მომხმარებელი ასევე მოიქცევა, ამით საგარეო ვაჭრობა სრულიადაც არ განიცდის რაიმე დაბრკოლებას; ღვინის სანაცვლოდ გაიზიდება ინგლისურ საქონელთა წინანდელი რაოდენობა, და ჩვენ მივიღებთ ღვინის ორჯერ მეტ რაოდენობას, მაგრამ არა ორჯერ მეტ ღირებულებას. მაგრამ თუ მე და ყველა სხვა ღვინის მსმელი ღვინის წინანდელი რაოდენობით დავკმაყოფილდებით, - გაიზიდება ინგლისურ საქონელთა ნაკლები რაოდენობა, და ღვინის მსმელები მოიხმარებენ ან იმ საქონელთ, რომლებიც წინათ გაიზიდებოდა, ანდა, მიდრეკილებისამებრ, რაიმე სხვა საქონელთ. ამ საქონელთა საწარმოებლად საჭირო კაპიტალის მომცემი იქნება ის კაპიტალი, რომელიც განთავისუფლდება საგარეო ვაჭრობიდან.

არსებობს ორი გზა, რომლითაც შეიძლება კაპიტალის დაგროვება: კაპიტალის დაზოგვა შეიძლება მოხდეს ან შემოსავლის გადიდების გზით, ანდა მოხმარების შემცირების გზით. თუ ჩემმა მოგებამ 1000 გირვ. სტერლინგიდან აიწია 1200 გირვ. სტერლინგამდე, ხოლო ხარჯები წინანდელი დარჩა, მე შემეძლება წლიურად 200 გირვ. სტერლინგით მეტის დაგროვება, ვიდრე წინათ. თუ მე ჩემს ხარჯებში 200 გირვ. სტერლინგს დავზოგავ, მაშინ როდესაც ჩემი მოგება წინანდელი რჩება, - შედეგი იგივე იქნება; ჩემს კაპიტალს 200 გირვ. სტერლინგი მიემატება წელიწადში. ვაჭარმა, რომელმაც შემოზიდა ღვინო მას შემდეგ რაც მოგებამ 20%25-იდან აიწია 40%25-მადე, ან თავისი ინგლისური საქონელი უნდა იყიდოს 857 გირვ. სტერლინგად 2 შილინგად და 10 პენსად, 1000 გირვ. სტერლინგის ნაცვლად, უკეთუ იგი იმ საქონლის სანაცვლოდ შემოზიდულ ღვინოს წინანდებურად 1200 გირვ. სტერლინგად ჰყიდის, ანდა, თუ იგი თავის ინგლისურ საქონელს ისევ 1000 გირვ. სტერლინგად ყიდულობს, უნდა ასწიოს თავისი ღვინის ფასი 1400 გირვ. სტერლინგამდე; ამ გზით იგი მიიღებს 40%25 მოგებას, 20%25-ის ნაცვლად, თავის კაპიტალზე. მაგრამ თუ, ყველა იმ საქონელთა გაიაფების გამო, რომლებზედაც მისი შემოსავალი იხარჯებოდა, მას და ყველა სხვა მომხმარებელთ ძალუძთ 200 გირვ. სტერლინგის რაოდენობის ღირებულება დაზოგონ თითოეული 1000 გირვ. სტერლინგიდან, რომელსაც ისინი წინათ ხარჯავდნენ, იმ შემთხვევაში ისინი უფრო არსებითად შეუწყობენ ხელს ქვეყნის ნამდვილი სიმდიდრის გადიდებას; ერთ შემთხვევაში დაზოგვა განხორციელებული იქნებოდა შემოსავლის გადიდების გამო, მეორეში - ხარჯის შემცირების გამო.

თუ ყველა საქონელთა ღირებულებამ, რომლებზედაც ჩემი შემოსავალი იხარჯებოდა, მანქანების შემოღების გამო 20%25-ით დაიწია, მე შემეძლება ისევე წარმატებით ვაწარმოო დაზოგვა, როგორც მაშინ, ჩემი შემოსავალი რომ 20%25-ით გადიდებულიყო; მაგრამ ერთ შემთხვევაში მოგების ნორმა უცვლელი რჩება, მეორეში კი 20%25-ით მაღლა აიწევს. თუ იაფ უცხო საქონელთა იმპორტის გამო მე შემიძლია ჩემ ხარჯებში 20%25-ით დაზოგვა განვახორციელო, შედეგი სრულიად ისეთივე იქნება, როგორიც მაშინ, მანქანებს რომ იმ საქონელთა წარმოების ხარჯები შეემცირებია; მაგრამ მოგება როდი გადიდდებოდა.

ამრიგად, მოგების ნორმა მაღლა იწევს არა ბაზრის გაფართოების გამო, თუმცა ასეთ გაფართოებას შეუძლია სათანადოდ გაადიდოს საქონელთა მასა და მით შესაძლებლობა მოგვცეს გავადიდოთ შრომის შესანახად დანიშნული ფონდები და ის მასალები, რომლებზედაც შრომა გამოიყენება. კაცობრიობის ბედნიერებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, წარმოსდგება ჩვენი კომფორტის გადიდება შრომის უკეთ განაწილების გზით, ე.ი. იმით, რომ თითოეული ქვეყანა იმ პროდუქტებს აწარმოებს რომელთა წარმოებისთვის იგი, მისი მდებარეობის, მისი ჰავისა და სხვა ბუნებრივ ან ხელოვნურ უპირატესობათა გამო, შესაფერისი არის, თუ წარმოსდგება ის გადიდება მოგების ნორმის აწევის გზით.

მე ვცდილობდი მთელ ამ ნაწარმოებში მეჩვენებია, რომ მოგების ნორმამ შეიძლება აიწიოს მხოლოდ ხელფასის დაწევის გამო, და რომ ხელფასის დაწევა დიდი ხნით არ შეიძლება მოხდეს სხვაგვარად თუ არ საარსებო საგანთა ღირებულების დაწევის გამო, რომლებზედაც ხელფასი იხარჯება. თუ, მაშასადამე, საგარეო ვაჭრობის გაფართოების მეოხებით ან სამანქანო გაუმჯობესებათა მეოხებით, საზრდო და მუშის სხვა საარსებო საგნები უფრო დაბალ ფასში შეიძლება მოტანილ იქნეს ბაზარზე, - მოგება მაღლა აიწევს. თუ ჩვენ, ნაცვლად იმისა, რომ თვითონ მოვიყვანოთ ჩვენი პური და თვითონ დავამზადოთ მუშის ტანსაცმელი და სხვა საარსებო საგნები, აღმოვაჩენთ ახალ ბაზარს, საიდნაც უფრო იაფ ფასში შეგვიძლია მივიღოთ ეს პროდუქტები,- ხელფსი დაეცემა და მოგება მაღლა აიწევს; მაგრამ თუ პროდუქტები, რომლებსაც ჩვენ, საგარეო ვაჭრობის გაფართოების გამო ან მანქნების გაუმჯობესების გამო, უფრო იაფ ფასში ვიღებთ, მხოლოდ და მხოლოდ ისეთი პროდუქტებია, რომლებსაც მდიდრები მოიხმარებენ, - მოგების ნორმაში არავითარი ცვლილება არ წარმოსდგება. ხელფასის ნორმა არ შეიცვლება, თუ ღვინომ, ხავერდმა, აბრეშუმმა და სხვა ძვირფასმა პროდუქტებმა ფასში დაიწია 50%25-ით; და, მაშასადამე, მოგება უცვლელი დარჩება.

ამრიგად, თუმცა საგარეო ვაჭრობა ძალიან სასარგებლოა ქვეყნისთვის, რადგან იგი ადიდებს იმ საგნთა მასას და მრავალფეროვანობას, რომლებზედაც შეიძლება შემოსავალი დაიხარჯოს და, საქონელთა სიუხვისა და სიიაფის გამო, იძლევა სტიმულს დაზოგვისა და კაპიტალის დაგროვებისათვის, მაგრამ მას არა აქვს კაპიტალის მოგების აწევის ტენდენცია, უკეთუ შემოზიდული პროდუქტები იმ საქონელთა კატეგორიას არ ეკუთვნის, რომლებზედაც შრომის ხელფასი იხარჯება.

საგარეო ვაჭრობის შესახებ გაკეთებული შენიშვნები ძალაშია შინაგანი ვაჭრობის შესახებაც. მოგების ნორმა არასოდეს არ აიწევს შრომის უკეთესი განაწილების გამო, მანქანების გამოგონებისა, გზების და არხების გაყვანისა ან რაიმე სხვა საშუალებების გამო, რომელნიც ამცირებენ შრომას საქონელთა წარმოებაში ან გადაზიდვაში. Eეს არის მიზეზები, რომელნიც მოქმედებენ ფასზე და ყოველთვის დიდ სარგებლობას აძლევენ მომხმარებლებს, რადგან მათ შესაძლებლობას აძლევენ იმავე შრომით ან იმავე შრომის პროდუქტის ღირებულებით გაცვლისას იმ საქონლის უფრო დიდი რაოდენობა მიიღონ, რომლის წარმოებაშიაც გაუმჯობესებული წესია გამოყენებული; მაგრამ ამ მიზეზებს მოგებაზე არავითარი გავლენა არა აქვს. მეორეს მხრივ, ხელფასის ყოველი შემცირება მაღლა სწევს მოგებას, მაგრამ არავითარ გავლენას არ ახდენს საქონელთა ფასზე. ერთი სასარგებლოა ყველა კლასისთვის, ვინაიდან ყველა კლასი მომხმარებელი არის; მეორეს სარგებლობა მოაქვს მხოლოდ მწარმოებლებისთვის; ისინი იღებენ მეტ მოგებას, მაშინ როდესაც ყოველი საგნის ფასი უცვლელი რჩება. პირველ შემთხვევაში ისინი იმდენსავე იღებენ, რამდენსაც წინათ იღებდნენ; მაგრამ საცვლელი ღირებულება ყოველი საგნისა, რომელზედაც ისინი თავიანთ მოგებას ხარჯავენ, მცირდება.

კანონი, რომელიც განსაზღვრავს საქონელთა შეფარდებითს ღირებულებას ერთ ქვეყანაში, არაა რეგულატორი იმ საქონელთა შეფარდებითი ღირებულების, რომელთა გაცვლა-გამოცვლა სწარმოებს ორ ან მეტ ქვეყანას შორის.

თავისუფალი ვაჭრობის სისტემის არსებობისას ყოველი ქვეყანა, რასაკვირველია, თავის კაპიტალს და შრომას მრეწველობის ისეთ დარგებზე ხარჯავს, რომელნიც მას უდიდეს სარგებლობას აძლევენ. ეს ინდივიდუალური სარგებლობის ძიება საკვირვლად დაკავშირებულია ყველას საერთო სარგებლობასთან. მით, რომ ეს პრინციპი სტიმულს აძლევს მრეწველობის განვითარებას, აჯილდოებს გამომგონებლობას, გამოიყენებს ყველაზე უფრო ნაყოფიერად იმ განსაკუთრებულ ძალებს, რომელნიც ბუნების მიერ მოიცემიან, - ამით იგი ახდენს შრომის განაწილებას ყველაზე უფრო ეფექტიურად და ყველაზე ეკონომიურად. და იმავე დროს, ადიდებს რა პროდუქტთა საერთო მასას, იგი ავრცელებს საყოველთაო კეთილდღეობას და ინტერესის და გაცვლა- გამოცვლის საერთო გადაჯაჭვულობით ქვეყნიერობის ცივილიზებულ ერებს ერთმანეთთან აკავშირებს ერთ უნივერსალურ საზოგადოებად. სწორედ ეს პრინციპი გვიხსნის, თუ რატომ ღვინო უნდა იწარმოებდეს საფრანგეთსა და პორტუგალიაში, რატომ პური უნდა მოიყვანებოდეს ამერიკასა და პოლონეთში, ხოლო სხვადასხვა ლითონური ნაწარმოები და სხვა პროდუქტები უნდა მზადდებოდეს ინგლისში.

ერთსა და იმავე ქვეყანაში მოგების ნორმა, თუ საზოგადოდ ვიტყვით, ყოველთვის ერთსა და იმავე დონეზე იმყოფება; ანდა განსხვავებას ადგილი აქვს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც კაპიტალის ერთი გამოყენება უფრო საიმედოა და სასიამოვნო, ვიდრე მეორე. მაგრამ ეს ასე არაა სხვადასხვა ქვეყნებს შორის. თუ მოგება კაპიტალისა, რომელიც იორკშირში გამოიყენება, აღემატება ლონდონში გამოყენებული კაპიტალის მოგებას, - კაპიტალი სწრაფად გადავა ლონდონიდან იორკშირში, და მოგების თანასწორობა აღდგენილი იქნება. მაგრამ თუ ინგლისში, სამიწათმოქმედო შრომის პროდუქტივობის შემცირების გამო, კაპიტალისა და მოსახლეობის გადიდების გამო, ხელფასმა აიწია, ხოლო მოგებამ დაიწია, აქედან კიდევ ის არ გამომდინარეობს, რომ კაპიტალი და მოსახლეობა აუცილებლად გადავა ინგლისიდან ჰოლანდიაში, ან ესპანეთში, ან რუსეთში, სადაც მოგება, შეიძლება, უფრო დიდი არის.

პორტუგალიას რომ სავაჭრო ურთიერთობა არ ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან, იგი, ნაცვლად იმისა, რომ თავისი კაპიტალის და შრომის დიდი ნაწილი ღვინოების წარმოებას მოახმაროს, რომლებითაც თავისთვის საჭირო ლითონურ ნაწარმოებთ და მაუდებს ყიდულობს სხვა ქვეყნებისგან, იძულებული იქნებოდა ამ კაპიტალის ნაწილი ამ საქონელთა დამზადებისთვის მოეხმარებია, რომლებსაც იგი ამ გზით, ალბათ, ნაკლებს მიიღებდა რაოდენობით და ხარისხითაც.

ღვინის ის რაოდენობა, რომელიც პორტუგალიამ უნდა მისცეს ინგლისური მაუდის სანაცვლოდ, არ განისაზღვრება სათანადო შრომის რაოდენობით, რომელიც იხარჯება თითოეული ამ პროდუქტის წარმოებაზე, როგორც ეს იქნებოდა, ორივე ეს საქონელი რომ ან ინგლისში ან პორტუგალიაში იწარმოებოდეს ინგლისში შეიძლება ისეთი პირობები იყოს, რომ მაუდის წარმოებისთვის მოითხოვებოდეს 80 ადამიანის შრომა წლის განმავლობაში, ხოლო თუ იგი ღვინის წარმოებას მოინდომებდა, ამისთვის, შესაძლებელია, საჭირო იქნებოდა 120 ადამიანის შრომა იმავე ხნის განმავლობაში. ამიტომ ინგლისისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება ღვინო შემოზიდოს და შეისყიდოს იგი მაუდის გაზიდვის გზით.

ღვინის წარმოება პორტუგალიაში შესაძლებელია მოითხოვდეს მხოლოდ 80 ადამიანის შრომას წლის განმავლობაში, ხოლო მაუდის წარმოებისთვის საჭირო იქნებოდა 90 ადამიანის შრომა იმავე ხნის განმავლობაში. ამიტომ პორტუგალიისთვის ხელსაყრელი იქნება ღვინის გაზიდვა მაუდზე გასაცვლელად. ამ გაცვლას შეიძლება ადგილი ჰქონდეს იმის მიუხედავადაც, რომ პორტუგალიაში შეზიდული საქონელი შეიძლებოდა იქ წარმოებულ ყოფილიყო ნაკლები შრომით, ვიდრე ინგლისში. თუმცა მას შეეძლო 90 ადამიანის შრომით დაემზადებია მაუდი, იგი მაინც ამ პროდუქტს იმ ქვეყნიდან შეზიდავს, სადაც მის დამზადებას 100 ადამიანის შრომა სჭირია: მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება თავისი კაპიტალი უპირატესად ღვინის წარმოებას მოახმაროს, რომელ ღვინოშიაც ინგლისისგან მეტ მაუდს მიიღებს, ვიდრე იგი შესძლებდა თვითონ ეწარმოებია თავისი კაპიტალის ნაწილისათვის მეღვინეობის გზის აქცევით და მაუდის წარმოებაში შეტანით.

ამრიგად, ინგლისი 100 ადამიანის შრომის პროდუქტს მისცემდა 80-ის შრომის პროდუქტში. ასეთ გაცვლა-გამოცვლას ადგილი ვერ ექნებოდა ერთი და იმავე ქვეყნის მოქალაქეებს შორის. 100 ინგლისელის შრომა ვერ მიიცემა 80 ინგლისელის შრომაში, მაგრამ 100 ინგლისელის შრომა შეიძლება მოცემულ იქნეს 80 პორტუგალელის, 60 რუსის ან 120 ოსტ-ინდოელის შრომის პროდუქტში. განსხვავება ამ მხრივ ერთ ცალკეულ ქვეყანასა და რამდენსამე ქვეყანას შორის ადვილად აიხსნება, თუ მხედველობაში მივიღებთ სიძნელეს, რომელიც ახლავს, უფრო მოგებიანი გამოყენების ძიებისას, კაპიტალის გადანაცვლებას ერთი ქვეყნიდან მეორეში, და იმ სიადვილეს, რომლითაც კაპიტალი ერთსა და იმავე ქვეყანაში განუწყვეტლივ გადაინაცვლებს ერთი პროვინციიდან მეორეში.2

უეჭველია, ინგლისელი კაპიტალისტებისთვის და ორივე ქვეყნის მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი იქნებოდა, რომ, ასეთ გარემოებაში, ღვინოც და მაუდიც პორტუგალიაში დამზადდეს და, მაშასადამე, ინგლისის კაპიტალი და შრომა, რომლებიც მაუდის წარმოებაში გამოიყენება, გადავიდეს იმავე მიზნისთვის პორტუგალიაში. ამ შემთხვევაში ამ საქონელთა საცვლელი ღირებულება იმავე პრინციპის თანახმად იქნებოდა განსაზღვრული, როგორც რომ ერთი მათგანი იორკშირში ყოფილიყო წარმოებული და მეორე - ლონდონში; და ყოველ სხვა შემთხვევაში, თუ კაპიტალი თავისუფლად გადავიდოდა იმ ქვეყნებში, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ყველაზე უფრო ხელსაყრელად მისი გამოყენება, მოგების ნორმაში არ იქნებოდა არავითარი განსხვავება და საქონელთა ნამდვილს ანუ შრომითს ფასში არავითარი სხვა განსხვავება გარდა იმ დამატებითი შრომისა, რომელიც საჭიროა მათ გადასაზიდად სხვადასხვა ბაზრებზე, სადაც ისინი უნდა გაიყიდოს.

მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კაპიტალის მოჩვენებული თუ ნამდვილი არაუზრუნველყოფა, როდესაც იგი მისი პატრონის უშუალო კონტროლს ქვეშ არ იმყოფება, ყველა ადამიანის ბუნებრივი უხალისობა - დასტოვოს თავისი ქვეყანა, სადაც დაბადებულა და სხვა ადამიანებთან კავშირი აქვს, და მიენდოს, ყველა თავისი განმტკიცებული ჩვეულებებით, უცხო მთავრობას და უცხო კანონებს, აბრკოლებს კაპიტალის ემიგრაციას. ეს გრძნობები, რომელთა შესუსტება მე დამანაღვლიანებდა, აიძულებს შეძლებულ ადამიანთა უმრავლესობას დაკმაყოფილდეს უფრო მოგების დაბალი ნორმით თავის სამშობლოში, ვიდრე უცხო ქვეყნებში ეძიოს უფრო ხელსაყრელი გამოყენება თავისი სიმდიდრისთვის.

რადგან ოქრო და ვერცხლი მიმოქცევის საყოველთაო საშუალებადაა არჩეული, ამიტომ ისინი, სავაჭრო კონკურენციის გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის განაწილდებიან იმ პროპორციით, რაც შეესაბამება ბუნებრივ აღებმიცემობას, რომელსაც ადგილი ექნებოდა, ასეთი ლითონები რომ არ არსებულიყო და საერთაშორისო ვაჭრობა რომ წმინდა გაცვლითი ვაჭრობა ყოფილიყო.

ამიტომ მაუდი არ შეიძლება შეზიდულ იქნეს პორტუგალიაში, უკეთუ იქ ოქროს იმაზე მეტ რაოდენობად არ გაიყიდება, რადაც იმ ქვეყანაში ღირს, საიდანაც იგი გაიზიდება, და ღვინო არ შეიძლება შეზიდულ იქნეს ინგლისში, უკეთუ იგი იქ უფრო ძვირად არ გაიყიდება, ვიდრე ღირს პორტუგალიაში. ვაჭრომა რომ წმინდა გაცვლითი ვაჭრობა იყოს, მას შეეძლო მხოლოდ მანამდე გაგრძელებულიყო, სანამ ინგლისს შეეძლებოდა მაუდის ისე იაფად დამზადება, რომ, მაუდის დამზადებისას, შრომის განსაზღვრული რაოდენობით ღვინის იმაზე მეტი რაოდენობა მიეღო, რასაც მიიღბდა ვაზის გაშენებით, და სანამ პორტუგალიის მრეწველობას პირიქითი შედეგები ექნებოდა. ვიგულისხმოთ ახლა, რომ ინგლისმა ღვინის დამზადების ისეთი წესი აღმოაჩინა, რომ მისთვის უფრო ხელსაყრელია თვითონ მოიყვანოს ღვინო, ვიდრე შემოზიდოს; ბუნებრივია, რომ თავისი კაპიტალის ნაწილს იგი საგარეო ვაჭრობიდან შინაგან ვაჭრობაში გადაიტანს; იგი ხელს აიღებს მაუდის დამზადებაზე საექსპორტოდ და თავისთვის ვაზის გაშენებას მიჰყობს ხელს. ამ პროდუქტების ფასიც ამის შესაბამისად მოწესრიგდება: ინგლისში ღვინის ფასი დაიწევს, ხოლო მაუდის ფასი უცვლელი დარჩება; პორტუგალიაში კი არავითარი ცვლილება არ წარმოსდგება არც ერთი და არც მეორე პროდუქტის ღირებულებაში. მაუდი რამდენსამე ხანს წინანდებურად შეიზიდება ჩვენგან, იმიტომ რომ მისი ფასი პორტუგალიაში შემდეგშიაც უფრო მაღალი იქნება, ვიდრე აქ; მაგრამ მასში ღვინის ნაცვლად ფულს მოგვცემენ ხოლმე, სანამ ფულის დაგროვება ჩვენში და მისი შემცირება საზღვარგვარეთ ისე არ იმოქმედებს მაუდის შეფარდებითს ღირებულებაზე ორსავე ქვეყანაში, რომ მაუდის ექსპორტი აღარ იქნება ხელსაყრელი. თუ ღვინის დამზადებაში განხორციელებული გაუმჯობესება ფრიად მნიშვნელოვანი არის, შეიძლება ორივე ამ ქვეყნისთვის ხელსაყრელი შეიქნეს, რომ ერთმანეთს გაუცვალონ თავიანთი მოსაქმეობა, სახელდობრ რომ ინგლისმა აწარმოოს მთელი ის ღვინო და პორტუგალიამ მთელი ის მაუდი, რომელსაც ისინი მოიხმარებენ; მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ძვირფასი ლითონების ახალი განაწილების გზით, რაც მაუდის ფასს ასწვდა ინგლისში და დასწევდა პორტუგალიაში. ღვინის შეფარდებითი ფასი ინგლისში დაიწევდა მისი დამზადების გაუმჯობესებით წარმომდგარი ნამდვილი სარგებლობის გამო, ე.ი. დაიწევდა მისი ბუნებრივი ფასი; მაუდის შეფარდებითი ფასი კი იქ აიწევდა ფულის დაგროვების გამო.

ასე, ვიგულისხმოთ, რომ, ინგლისში ღვნის დამზადებაში გაუმჯობოსების განხორციელებამდე, ერთი კასრი ღვინის ფასი აქ შეადგენდა 50 გირვ. სტერლინგს და მაუდის განსაზღვრული რაოდენობის ფასი - 45 გირვ. სტერლინგს, მაშინ როდესაც პორტუგალიაში ღვინის იმავე რაოდენობის ფასი იყო 45 გირვ. სტერლინგი და მაუდის იმავე რაოდენობის ფასი - 50 გირვ. სტერლინგი. ამ შემთხვევაში ღვინო პორტუგალიიდან გამოიზიდებოდა 5 გირვ. სტერლინგის მოგებით, ხოლო ინგლისიდან მაუდი გაიზიდებოდა იმავე ზომის მოგებით.

ვიგულისხმოთ, რომ გაუმჯობესების შემდეგ ღვინის ფასმა ინგლისში დაიწია 45 გირვ. სტერლინგამდე, ხოლო მაუდის ფასი უცვლელი დარჩა. თითოეული გარიგება ვაჭრობაში დამოუკიდებელ გარიგებას შეადგენს. სანამ ვაჭარს შეუძლია 45 გირვ. სტერლინგად იყიდოს მაუდი ინგლისში და გაჰყიდოს იგი ჩვეულებრივი მოგებით პორტუგალიაში, იგი განაგრძობს მის გაზიდვას ინგლისიდან. მისი საქმე უბრალოდ იმაში მდგომარეობს, რომ ინგლისური მაუდი იყიდოს და იგი თამასუქით გადაიხადოს, რომელსაც ის პორტუგალური ფულით ყიდულობს. მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა მოუვა ამ ფულს: მან თავისი ვალი გაასწორა თამასუქის გადაგზავნით. მისი გარიგება, უეჭველია, იმ პირობებით განისაზღვრება, რა პირობებშიაც მას ამ თამასუქის მიღება შეუძლია; მაგრამ ეს პირობები მისთვის ცნობილია ამ მომენტში, ხოლო იმ მიზეზებთან, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ თამასუქების საბაზრო ფასზე ანუ სათამასუქო კურსზე, მას საქმე არა აქვს.

თუ საბაზრო პირობები ხელსაყრელია პორტუგალიიდან ინგლისში ღვინის ექსპორტისთვის, ღვინის ექსპორტერი გამოვა გამყიდველად თამასუქისა, რომელსაც იყიდის ან მაუდის იმპორტერი ან ის პირი, რომელმაც ამ უკანასკნელს მიჰყიდა მისი თამასუქი. ამგვარად, ექსპორტერებს თითოეულ ქვეყანაში მათი საქონლის საფასი მიეცემა უიმისოდ, რომ ფული აუცილებლად წავიდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში. პორტუგალიაში მაუდის იმპორტერის მიერ გადახდილი ფული მიეცემა პორტუგალელ ღვინის ექსპორტერს, თუმცა ამ ორ პიტრს შორის არ ჰქონია ადგილი არავითარ უშუალო გარიგებას, ხოლო ინგლისში, იმავე თამასუქის დისკონტის გზით, მაუდის ექსპორტერი უფლებას მოიპოებს მისი ღირებულება მიიღოს ღვინის იმპორტერისგან.

მაგრამ თუ ღვინის ფასები ისეთია, რომ არ შეიძლება ღვინის გაზიდვა ინგლისში, მაუდის იმპორტერი წინანდებურად მყიდველი იქნება თამასუქის; მაგრამ ამ თამასუქის ფასი უფრო მაღალი იქნება, იმიტომ რომ მისმა გამყიდველმა იცის, რომ ბაზარზე არ მოიპოება სამაგიერო თამასუქი, რომლითაც მას შეეძლებოდა, ბოლოს და ბოლოს, გაესწორებია ანგარიში ამ ორ ქვეყანას შორის. შეიძლება მან იცის, რომ ოქროს ან ვერცხლის ფული, რომელსაც იგი იღებს თავისი თამასუქის საფასად, ნამდვილად უნდა გადაეგზავნოს მის კორესპონდენტს ინგლისში, რათა მას შესაძლებლობა მისცეს გაისტუმროს ის თამასუქი, რომლის მის მიმართ გაცემის უფლება მან მისცა ვინმეს; და ამიტომ შეიძლება მან თავისი თამასუქის ფასში ჩარიცხოს თავისი ნორმალური და ჩვეულებრივი მოგებითურთ ყველა ის ხარჯი, რომელიც უნდა გასწიოს.

თუ, მაშასადამე, ეს პრემია ინგლისზე გაცემული თამასუქისთვის უდრის იმ მოგებას, რომელიც მაუდის იმპორტით მიიღება, იმ შემთხვევაში იმპორტი, რასაკვიველია, შესწყდება; მაგრამ თუ სათამასუქო პრემია შეადგენს მხოლოდ 2%25-ს, ე.ი. თუ 100 გირვ. სტერლინგის რაოდენობის ვალის გასასტუმრებლად ინგლისში საჭიროა 102 გირვ. სტერლინგის გადხდა პორტუგალიაში, მაშინ როდესაც 45 გირვ. სტერლინგად ღირებული მაუდი 50 გირვ. სტერლინგად გაიყიდება, იმ შემთხვევაში მაუდს შეზიდავენ, თამასუქებს იყიდიან და ფულს გაზიდავენ, სანამ ფულის შემცირება პორტუგალიაში და მისი დაგროვება ინგლისში ფასების ისეთ მდგომარეობას არ გამოიწვევს, რომ ხელსაყრელი აღარ იქნება ამ ოპერაციების განგრძობა.

მაგრამ ფულის რაოდენობის შემცირება ერთ ქვეყანაში და მისი რაოდენობის გადიდება მეორეში გავლენას ახდენს არა ერთი საქონლის ფასზე, არამედ ყველა საქონელთა ფასზე. ამიტომ როგორც ღვინის, ისე მაუდის ფასი ინგლისში აიწევს და პორტუგალიაში დაიწევს. მაუდის ფასი 45 გირვ. სტერლინგიდან ერთ ქვეყანაში და 50 გირვ. სტერლინგიდან მეორეში, ალბათ დაიწევს 49 ან 48 გირვ. სტერლინგამდე პორტუგალიაში და აიწევს 46 ან 47 გირვ. სტერლინგამდე ინგლისში და, სათამასუქო პრემიის გადხდის შემდეგ, მომცემი აღარ იქნება საკმაო მოგების, რათა რომელსამე ვაჭარს სტიმული ჰქონდეს შეზიდოს ეს საქონელი.

ამგვარად თითოეულ ქვეყანას ფული მიეწყვის მხოლოდ იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა მოგებიანი გაცვლითი ვაჭრობის მოსაწესრიგებლად. ინგლისს გაჰქონდა მაუდი ღვინის სამაგიეროდ, იმიტომ რომ, როდესაც იგი ასე იქცეოდა, მისი შრომა მისთვის უფრო პროდუქტიული იყო; მას მეტი მაუდი და ღვინო ჰქონდა, ვიდრე ექნებოდა, თვითონ რომ დაემზადებია თავისთვის ერთიც და მეორეც, ხოლო პორტუგალიას შეჰქონდა მაუდი და გაჰქონდა ღვინო, იმიტო რომ პორტუგალიის შრომა ორივე ქვეყნისთვის მეტი სარგებლობით შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო ღვინის დასამზადებლად. თუ ინგლისში უფრო ძნელი გახდა მაუდის წარმოება ან პორტუგალიაში ღვინის წარმოება, ანდა ინგლისში უფრო გაადვილდა ღვინის წარმოება და პორტუგალიაში მაუდის წარმოება, - ვაჭრობა დაუყონებლივ უნდა შესწყდეს, თუ პორტუგალიის პირობებში ადგილი არ ჰქონებია არავითარ ცვლილებას, მაგრამ ინგლისი სთვლის, რომ მას შეუძლია, უფრო პროდუქტიულად გამოიყენოს თავისი შრომა ღვინის წარმოებაში, იმ შემთხვევაში გაცვლითი ვაჭრობა ამ ორ ქვეყანას შორის ხელად შეიცვლება. არა თუ შეჩერდება ღვინის ექსპორტი პორტუგალიიდან, არამედ მოხდება აგრეთვე ძვირფას ლითონთა ახალი განაწილება, და შესწყდება მაუდის შეზიდვაც პორტუგალიაში.

ორივე ქვეყანა, ალბათ, თავთავისთვის სასარგებლოდ ჩასთვლის აწარმოოს თავისი საკუთარი ღვინო და თავისი საკუთარი მაუდი; მაგრამ ადგილი ექნება შემდეგ საკვირველ მოვლენას: თუმცა ინგლისში ღვინო გაიაფდება, მაგრამ მაუდის ფასი აიწევს, და მომხმარებელი მასში მეტს გადაიხდის, მაშინ როდესაც პორტუგალიაში როგორც ღვინის, ისე მაუდის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ეს პროდუქტები უფრო იაფად იყიდონ. იმ ქვეყანაში, სადაც გაუმჯობებსება იყო განხორციელებული, ფასები აიწევს, ხოლო იმ ქვეყანაში, სადაც არავითარ გაუმჯობესებას არ ჰქონებია ადგილი, მაგრამ რომელსაც საგარეო ვაჭრობის მოგებიანი დარგი მოესპო, ფასები დაეცემა.

მაგრამ ეს პორტუგალიისათვის იქნება მარტოოდენ მოჩვენებული უპირატესობა, ომიტომ რომ მასში წარმოებული ღვინისა და მაუდის საერთო რაოდენობა შემცირდება, მაშინ როდესაც ინგლისში გადიდდება. ფულის ღირებულება რაოდენადმე შეიცვლება ორსავე ქვეყანაში; იგი დაიწევს ინგლისში და აიწევს პორტუგალიაში. პორტუგალიის მთელი შემოსავალი, ფულით გამოსახული, შემცირდება, ინგლისისა კი გადიდდება.

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ რომ, ამა თუ იმ წარმოების გაუმჯობებსებას რომელსამე ქვეყანაში ტენდენცია აქვს - შესცვალოს ძვირფას ლითონთა განაწილება მსოფლიოს სხვადასხვა ერებს შორის; იგი ადიდებს საქონელთა რაოდენობას და იმავე დროს მაღლა სწევს საერთოდ ფასებს იმ ქვეყანაში, სადაც მას ადგილი აქვს.

საკითხის გასამარტივებლად მე ვგულისხმობდი, რომ ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის მხოლოდ ორი საქონლით - ღვინით და მაუდით - არის შემოფარგლული. მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ საექსპორტო და საიმპორტო სიაში მრავალი სხვადასხვა საქონელია შეტანილი. ფულის მიქცევა ერთი ქვეყნიდან და მისი დაგროვება მეორე ქვეყანაში გავლენას ახდენს ყველა საქონლის ფასზე და, მაშასადამე, სტიმულს ჰქმნის, ფულის გარდა, ბევრი სხვა საქონლის ექსპორტისთვისაც, და ეს ხელს უშლის იმას, რომ ორსავე ქვეყანაში ფულის ღირებულებაზე მომხდარი გავლენა ისე დიდი იყოს, როგორც ეს სხვებრ მოსალოდნელი იქნებოდა.

გარდა გაუმჯობესებისა ტექნიკასა და მანქანებში, არსებობს კიდევ მრავალი სხვა მიზეზი, რომელიც მუდამ გავლენას ახდენს ვაჭრობის ბუნებრივ მსვლელობაზე და არღვევს წონასწორობას და ფულის შეფარდებითს ღირებულებას. საექსპორტო ან საიმპორტო პრემიები და ახალი ხარკები პროდუქტებზე, ზოგჯერ პირდაპირ და ზოგჯერ არაპირდაპირ, აღმრევად მოქმედებენ ბუნებრივ გაცვლითს ვაჭრობაზე და იწვევენ ამიტომ ფულის იმპორტის ან ექსპორტის საჭიროებას, რათა ფასები შეესაბამოს ვაჭრობის ბუნებრივ მსვლელობას; და ეს შედეგი წარმოიშობა არა მარტო იმ ქვეყანაში, სადაც პერტურბაციის მომხდენ მიზეზს აქვს ადგილი, არამედ, მეტნაკლებ, სავაჭრო მსოფლიოს ყოველ ქვეყანაში.

ეს რაოდენადმე გასგებად გვიხდის ფულის ღირებულების სხვადასხვაობას სხვადასხვა ქვეყნებში; იგი გვიხსნის, თუ რატომ არის ადგილობრივი პროდუქტების ფასები, აგრეთვე დიდი მოცულობის მქონე პროდუქტების ფასები, თუმცა მათ შედარებით მცირე ღირებულება აქვთ, - რატომ არის, სხვა მიზეზებისგან დამოუკიდებლად, უფრო მაღალი იმ ქვეყნებში, სადაც ჰყვავიან მანუფაქტურები. ორი ქვეყნიდან, რომელთაც ზედმიწევნით ერთნაირი მოსახლეობა ჰყავთ და ერთნაირი ნაყოფიერობის შემცველი მიწის ერთნაირი რაოდენობა - აგრეთვე სასოფლო მეურნეობის ერთნაირი ცოდნით - აქვთ დამუშავებული, ნედლი პროდუქტის ფასები უფრო მაღალი იქნება იმ ქვეყანაში, რომელიც უფრო დახელოვნებულია საექსპორტო საქონელთა წარმოებაში და უკეთეს მანქანებს ხმარობს. მოგების ნორმას, ალბათ, ძალიან მცირე განსხვავება ექნება, იმიტომ რომ ხელფასი, ანუ მუშისთვის რეალურად მიცემული გასამრჯელო, შეიძლება ერთნაირი იყოს ორსავე ქვეყანაში; მაგრამ ეს ხელფასი, ისე როგორც ნედლი პროდუქტი, ფულის უფრო დიდი ჯამით შეფასება იმ ქვეყანაში, რომელშიაც, მისი ტექნიკისა და მანქანების უპირატესობის გამო, ბევრი ფული შეიზიდება მისი პროდუქტების სამაგიეროდ.

თუ ამ ორი ქვეყნიდან ერთს უპირატესობა აქვს ერთი განსაზღვრული ხარისხის საქონელთა წარმოებაში და მეორეს - სხვა ხარისხის საქონელთა წარმოებაში, იმ შემთხვევაში არც ერთ მათგანში ადგილი არ ექნება ძვირფას ლითონთა მნიშვნელოვან მიქცევას; მაგრამ თუ ერთის უპირატესობა გადაჭრით სჭარბობს მეორისას, - ეს შედეგი აუცილებელი იქნება.

ამ თხზულების წინა ნაწილში ჩვენ, საგნის გასამარტივებლად, ვგულისხმობდით, რომ ფულს ყოველთვის ერთნაირი ღირებულება აქვს შენარჩუნებული; ახლა კი ჩვენ შევეცდებით დავანახვოთ მკითხველს, რომ, ფულის ღირებულების ჩვეულებრივ ცვლილებებს გარდა და იმ ცვლილებებს გარდა, რომლებიც საერთოა მთელი სავაჭრო ქვეყნიერობისთვის, არის კიდევ ნაწილობრივი ცვლილებები, რომლებსაც ფული ექვემდებარება ცალკეულ ქვეყნებში, და რომ ფაქტიურად ფულის ღირებულება არასოდეს არაა ერთნაირი ორ ქვეყანაში, ვინაიდან იგი დამოკიდებულია მათ ხარკთა სისტემაზე, სამრეწველო დახელოვნებაზე, ჰავის უპირატესობაზე, ბუნებრივ სიმდიდრეზე და მრავალ სხვა მიზეზზე.

თუმცა ფული განუწყვეტლივ ექვემდებარება ამგვარ ცვლილებებს და ამის გამო იმ საქონელთა ფასებსაც, რომლებიც მეტწილ ქვეყნებში იწარმოება, მნიშვნელოვანი განსხვავება აქვს, მაგრამ ფულის არც მიქცევა და არც მოქცევა არ ახდენს არავითარ გავლენას მოგების ნორმაზე. კაპიტალის რაოდენობა არ დიდდება მიმოქცევის საშუალებათა რაოდენობის გადიდების გამო. თუ რენტა, რომელსაც ფერმერი უხდის მემამულეს, და ხელფასი, რომელსაც იგი აძლევს თავის მუშებს, ერთ ქვეყანაში 20%25-ით უფრო მაღალია, ვიდრე მეორეში, და თუ იმავე დროს ფერმერის კაპიტალის ნომინალური ღირებულებაც მეტია 20%25-ით, - მისი მოგების ნორმა ზედმიწევნით ისეთივე იქნება, როგორც წინათ იყო, თუმცა იგი 20%25-ით მეტადაც ჰყიდის თავის ნედლ პროდუქტს.

მოგება - და ეს ხშირად უნდა გავიმეოროთ - დამოკიდებულია ხელფასზე; არა ნორმალურ ხელფასზე, არამედ რეალურზე; არა გირვ. სტერლინგების რიცხვზე, რომელსაც ყოველწლიურად აძლევდენ მუშას, არამედ იმ შრომის დღეების რიცხვზე, რომელიც საჭიროა ამ გირვანქის მისაღებად. ამიტომ ხელფასი შეიძლება სრულიად ერთნაირი იყოს ორ ქვეყანაში, შეიძლება ერთნაირ შეფარდებაში იყოს რენტის მიმართ და მთელი პროდუქტის მიმართ, რომელიც მიწისგან მიიღება, თუნდ რომ ერთ ქვეყანაში მუშა კვირეში ათ შილინგს იღებდეს და მეორეში - თორმეტს.

საზოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურებზე, როდესაც მრეწველობა მცირედ განვითარებულია და ყველა ქვეყანაში დაახლოებით ერთნაირი პროდუქტები - დიდი მოცულობის შემცველი და უაღრესად საჭირო პროდუქტები - იწარმოება, ფულის ღირებულება სხვადასხვა ქვეყნებში განისაზღვრება უმთავრესად იმ მანძილით, რომლითაც ეს ქვეყნები დაშორებული არიან ძვირფას ლითონთა მომცემ სამადნეებს; მაგრამ რამდენადაც საზოგადოებაში ვითარდება საწარმოო ხელოვნება და პროგრესი და სხვადასხვა ერები იძენენ განსაკუთრებულ გამოცდილებას მანუფაქტურებში, - ძვირფას ლითონთა ღირებულების რეგულიატორად იქცევა უმთავრესად უპირატესობა იმ მანუფაქტურებში, თუმცა მანძილი მაინც კიდევ შედის ანგარიშში.

ვიგულისხმოთ, რომ ყველა ხალხი აწარმოებს მხოლოდ პურს, ხვასტაგს და მსხვილ მაუდს და რომ ოქრო მხოლოდ ამ პროდუქტების გაზიდვის გზით მიიღება იმ ქვეყნებიდან, რომელნიც მას აწარმოებენ. ან იმათგან, რომელთაც ის ქვეყნები ექვემდებარებიან, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ოქროს უფრო დიდი საცვლელი ღირებულება ექნება პოლონეთში, ვიდრე ინგლისში, იმ უფრო დიდი ხარჯების გამო, რომლებიც გაწეული უნდა იქნეს ისეთი დიდი მოცულობის შემცველი პროდუქტის გადასაზიდად შორეულ მანძილზე, როგორიც არის პური, და აგრეთვე იმ უფრო დიდი ხარჯების გამო, რომლებიც დაკავშირებულია ოქროს გაგზავნასთან პოლონეთში.

ოქროს ღირებულების ამ განსხვავებას ანუ, რაც იგივეა, პურის ფასის ამ განსხვავებას ორ ქვეყანაში ადგილი ექნებოდა, თუნდაც რომ პურის წარმოების სიადვილე ინგლისში, მიწის უფრო დიდი ნაყოფიერობისა და უპირატესობის გამო დახელოვნებასა და მუშის იარაღებში, გაცილებით აღემატებოდეს პურის წარმოების სიადვილეს პოლონეთში.

მაგრამ თუ პოლონეთმა პირველმა განავითარა თავისი მრეწველობა, თუ მან წარმატებით დაამზადა ისეთი საქონელი, რომელიც ყველგან მოითხოვება და რომელიც პატარა მოცულობაში დიდ ღირებულებას შეიცავს, ან თუ იგი დაჯილდოებული აღმოჩნდა რაიმე ისეთი განსაკუთრებული ბუნებრივი პროდუქტით, რომელიც ყოველგან მოითხოვება და რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანას არ მოეპოება, იმ შემთხვევაში იგი ამ საქონლის გაცვლის გზით მიიღებს ოქროს დამატებით რაოდენობას, რაც მისი პურის, ხვასტაგის და მსხვილი მაუდის ფასზე გავლენას მოახდენს. მანძილის არახელსაყრელობა, ალბათ, უხვად გაწონასწორდება იმ სარგებლობით, რომელსაც იძლევა დიდი ღირებულების მქონე საექსპორტო საქონლის ფლობა, და ფულს პოლონეთში ხანგრძლივად უფრო დაბალი ღირებულება ექნება, ვიდრე ინგლისში. თუ, პირიქით, დახელოვნებისა და მანქანების მხრივ უპირატესობა ინგლისის მხარეზე არის, - უკვე არსებულს კიდევ მიემატება ერთი საფუძველი იმისა, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ოქროს ნაკლები ღირებულება ინგლისში, ვიდრე პოლონეთში, და რატომ პურს, ხვასტაგასა და მსხვილ მაუდს უნდა ჰქონდეს უფრო მაღალი ფასი პირველ ქვეყანაში.

ეს არის, ჩემის აზრით, ის ორადორი მიზეზი, რომელიც განსაზღვრავს ფულის შეფარდებითს ღირებულებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში; თუმცა ხარკები კი იწვევს წონასწორობის დარღვევას ფულის რაოდენობაში, მაგრამ ეს წარმოსდგება იმის გამო, რომ ხარკები ართმევს იმ ქვეყანას, რომელშიაც შემოღებული არის, ზოგ უპირატესობას, რომელიც მას აქვს დახელოვნებისა, გამრჯელობისა და ჰავის მეოხებით.

მე ვცდილობდი გულდასმით გამეტარებია განსხვავება ფულის დაბალ ღირებულებასა და პურის ღირებულებას შორის ან რომელიმე სხვა საქონლის ღირებულებას შორის, რომელთანაც შეიძლება ფული იქნეს შედარებული. ჩვეულებრივ სთვლიან, რომ აქ ჩვენ საქმე გვაქვს ერთ და იმავე მოვლენასთან; მაგრამ ცხადია, რომ, როდესაც პურის ფასი 5-იდან მაღლა იწევს 10 შილინგამდე მუშებისთვის, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ან ფულის ღირებულების დაწევით, ან პურის ღირებულების აწევით. ასე, ჩვენ დავინახავთ, რომ, რადგან, მზარდი მოსახლეობის გამოსაკვებად, აუცილებელი ხდება სულ უფრო და უფრო ცუდი ხარისხის მიწის დამუშავებაზე გადასვლა, პურრის ღირებულებამ უნდა აიწიოს სხვა საგნების ღირებულებასთან შედარებით. ამიტომ, თუ ფულს იგივე ღირებულება აქვს შენარჩუნებული, პური ამ ფულის მეტ რაოდენობაზე გაიცვლება, ე.ი. მისი ფასი აიწევს. პურის ფასის ასეთივე აწევა შეიძლება წარმოსდგეს მანქანების ისეთი გაუმჯობებსების გამო მრეწველობაში, რომლის მეოხებით ჩვენ შესაძლებლობა გვექნება განსაკუთრებით იაფად დავამზადოთ საქონელი, ვინაიდან ამის შედეგი იქნება ფულის მოქცევა; ფულის ღირებულება დაიწევს, და ამიტო იგი პურის ნაკლებ რაოდენობაზე გაიცვლება. მაგრამ პურის მაღალი ფასიდან გამომდინარე შედეგები, როდესაც ეს შედეგები წარმოშობილია პურის ღირებულების აწევით, და როდესაც გამოწვეულია ფულის ღირებულების დაწევით, სრულიად სხვადასხვა არის. ორსავე შემთხვევაში ხელფასის ფულადი ფასი აიწევს, მაგრამ თუ ეს წარმოსდგება ფულის ღირებულების დაწევის გამო, იმ შემთხვევაში მაღლა აიწევას არა მარტო ხელფასის ფულადი ფასი, არამედ პური და ყველა სხვა საქონელთა ფასიც. თუ ფაბრიკანტმა მეტი უნდა გადაიხადოს ხელფასად, სამაგიეროდ მეტსაც მიიღებს მის მიერ დამზადებულ პროდუქტებში, და მოგების ნორმა უცვლელი დარჩება. მაგრამ როდესაც პურის ფასის აწევა წარმოების სიძნელის შედეგი არის, მოგება დაეცემა, იმიტომ რომ ფაბრიკატი იძულებული იქნება მეტი იხადოს ხელფასად და შესაძლებლობა კი არ ექნება აინაზღაუროს ეს თავისი მანუფაქტურული საქონლის ფასის აწევით.

ყოველი გაუმჯობესება, სამადნეების დამუშავების გასაადვილებლად მოხდენილი, რომლის გამო ძვირფასი ლითონები ნაკლები შრომით შეიძლება მოპოებულ იქნეს, საერთოდ დაბლა სწევს ფულის ღირებულებას. ფული მაშინ საქონელთა ნაკლებ რაოდენობაზე გაიცვლება ყველა ქვეყანაში. მაგრამ თუ რომელიმე ქვეყანა განირჩევა თავის მანუფაქტურებით, ასე რომ ძლიერდება ფულის მიქცევა მასში, იმ შემთხვევაში ფულის ღირებულება იმ ქვეყანაში იქნება უფრო დაბალი და პურის და შრომის ფასი - შედარებით უფრო მაღალი, ვიდრე რომელსამე სხვა ქვეყანაში.

ფულის ამ მაღალი ღირებულების მაჩვენებელი არ იქნება სათამასუქო კურსი; თამასუქების გაცვლა შეიძლება წინანდებურად ალ პარი ხდებოდეს, თუნდაც რომ პურის და შრომის ფასი ერთ ქვეყანაში 10, 20 ან 30%25-ით უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მეორეში. ნაგულისხმევ გარემოებებში ფასების ასეთი განსხვავება ბუნებრივი მოვლენა იქნება, და სათამასუქო კურსი შეიძლება მხილოდ ალ პარი-ზე იყოს, უკეთუ იმ ქვეყანაში, რომელიც თავისი მანუფაქტურებით განირჩევა, შეზიდული იყო ფულის საკმაო რაოდენობა, რათა ამის გამო მისი პურის და შრომის ფასი მაღლა აწეულიყო. მართალია, თუ სხვა ქვეყნებმა აკრძალეს ფულის გაზიდვა და გაატარეს იძულებითი დამორჩილება ასეთი კანონისადმი, მათ შეუძლიათ ნამდვილად ხელი შეუშალონ პურის და შრომის ფასის აწევას სამრეწველო ქვეყანაში, ვინაიდან ასეთ აწევას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მხოლოდ ძვირფას ლითონთა მიქცევის შემდეგ, თუ ვიგულისხმებთ, რომ ქაღალდის ფული არაა ხმარებაში; მაგრამ მათ არ ძალუძთ ხელი შეუშალონ იმას, რომ სათამასუქო კურსი ფრიად არახელსაყრელი იყოს მათთვის. თუ ინგლისი იქნებოდა ეს სამრეწველო ქვეყანა და შესაძლებელი იქნებოდა ფულის იმპორტისთვის ხელის შეშლა, მაშინ სათამასუქო კურსი საფრანგეთთან, ჰოლანდიასთან და ესპანეთთან შესაძლებელია 5, 10 ან 20%25-ით ყოფილიყო ამ ქვეყნების წინააღმდეგ.

როდესაც ფულის დენას გზა ძალად შეკრული აქვს, და ფულს არ შეუძლია თავის ნორმალურ დონეზე დამყარდეს, მაშინ არ არსებობს არავითარი საზღვარი სათამასუქო კურსის შესაძლებელი ცვლილებებისთვის. შედეგები იმ შედეგების მსგავსი არის, რომლებიც წარმოსდგება, როდესაც ქაღალდის ფულს, რომელსაც არ ეძლევა ლითონზე განაღდება მისი მქონებელის სურვილისამებრ, სავალდებულო კურსი აქვს მიკუთვნებული. ასეთი ფულის მიმოქცევა აუცილებლად შემოფარგულია იმ ქვეყნით, სადაც იგი გამოშვებული არის; ამ ფულს არ შეუძლია, როდესაც იგი მეტად ჭარბად მოიპოება, გავრცელდეს სხვა ქვეყნებში. მიმოქცევის დონე დარღვეულია, და სათამასუქო კურსი აუცილებლად არახელსაყრელი იქნება იმ ქვეყნისთვის, სადაც ეს ფული ზომას გადაჭარბებული რაოდენობით მოიპოება. სწორედ ასეთივე იქნებოდა ლითონური მიმოქცევის შედეგები, თუ იძულებითი საშუალებებით, გვერდაუვლელი კანონების გზით, ფული დაჭერილი იქნებოდა ქვეყანაში, მაშინ როდესაც ვაჭრობის მიმდინარეობა მას ეწევა სხვა ქვეყნებისაკენ.

თუ თითოეულ ქვეყანას ფულის სწორედ ის რაოდენობა აქვს, რაც მას უნდა ჰქონდეს, ფულს, სინამდვილეში, არ ექნება ერთნაირი ღირებულება ყველა ქვეყანაში: ბევრი საქონლის მიმართ ეს განსხვავება შეიძლება შეადგენდეს 5-ს, 10-ს ან 20%25-საც კი; მაგრამ სათამასუქო კურსი იქნება ალ პარი. 100 გირვ. სტერლინგი ინგლისში, ან ვერცხლი, რომელსაც 100 გირვ. სტერლინგი შეიცავს, იყიდის 100 გირვ. სტერლინგის თამასუქს ანუ თანატოლ ვერცხლის რაოდენობას საფრანგეთში, ესპანეთში ან ჰოლანდიაში.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სათამასუქო კურსზე და ფულის შედარებითს ღირებულებაზე სხვადასხვა ქვეყნებში, სრულიად არ უნდა მივიღოთ მხედველობაში ის ფულის ღირებულება, რომელიც გამოისახება პროდუქტებით ამა თუ იმ ქვეყანაში. სათამასუქო კურსი არასოდეს არ გაიგება ფულის შედარებითი ღირებულების პურით, მაუდით ან სხვა რაიმე საქონლით შეფასების გზით, არამედ - ერთი ქვეყნის სამიმოქცევო საშუალების მეორე ქვეყნის სამიმოქცევო საშუალებით შეფასების გზით.

სათამასუქო კურსი შეიძლება აგრეთვე განვსაზღვროთ სამიმოქცევო საშუალების შედარებით რაიმე, ორივე ქვეყნისთვის საერთო საზომთან. თუ 100 გირვ. სტერლინგის თამასუქი, ინგისზე გაცემული, საქონლის იმავე რაოდენობას იყიდის საფრანგეთში ან ესპანეთში, რასაც იმავე თანხის თამასუქი, ჰამბურგზე გაცემული, იმ შემთხვევაში კურსი ჰამბურგსა და ინგლისს შორის ალ პარი არის; მაგრამ თუ ინგლისზე გაცემული თამასუქი 130 გირვ. სტერლინგისა იმაზე მეტს ვერ იყიდის, რასაც ჰამბურგზე გაცემული თამასუქი 100 გირვ. სტერლინგის თანხისა, იმ შემთხვევაში სათამასუქო კურსი 30%25-ით არის ინგლისის წინააღმდეგ.

ინგლისში იქნებ შესაძლებელია 100 გირვ. სტერლინგმა იყიდოს თამასუქი ანუ უფლება 101 გირვ. სტერლინგის მიღებისა ჰოლანდიაში, 102 გირვ. სტერლინგის მიღებისა საფრანგეთში და 105 გირვ. სტერლინგის მიღებისა ესპანეთში. ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ სათამასუქო კურსი ინგლისსა და ამ ქვეყნებს შორის 1%25-ით არის ჰოლანდიის წინააღმდეგ, 2%25-ით - საფრანგეთის წინააღმდეგ და 5%25-ით - ესპანეთის წინააღმდეგ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მიმოქცევის საშუალებათა დონე ამ ქვეყნებში უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს, და მათი სამიმოქცევო საშუალებების შედარებითი ღირებულება და ინგლისისა დაუყონებლივ ალ პარი გახდება, როდესაც პირველთა სამიმოქცევო საშუალებები შემცირდება ან ინგლისის გამრავლდება.

იმათ, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ჩვენმა სამიმოქცევო საშუალებამ ფასდაცემა განიცადა, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, როდესაც სათამასუქო კურსი ირყევოდა 20-სა და 30%25-ს შორის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არასოდეს არ უთქვამთ, - როგორც მათ ამას აბრალებდნენ, - რომ ფულს არ შეიძლება ჰქონდეს ერთ ქვეყანაში სხვადასხვა საქონელთან შედარებით მეტი ღირებულება, ვიდრე მეორეში; მაგრამ ისინი ამტკიცებდნენ, რომ არ შეიძლება დაჭერილ იქნეს ინგლისში 130 გირვ. სტერლინგი, თუ იგი ფასდაცემული არაა, თუ, ჰამბურგის ან ჰოლანდიის ფულით შეფასებული, იგი მეტ ღირებულებას არ წარმოადგენს, ვიდრე ზოდი 100 გირვ. სტერლინგისა.

ჰამბურგში 130 სრულფასიანი გირვანქის გაგზავნის შემდეგ, გაგზავნის ხარჯად 5 გირვ. სტერლინგის გაღებით, მე იქ მექნებოდა 125 გირვ. სტერლინგი; მაშ, ამ შემთხვევაში, რა მაიძულებდა დავთანხმებულიყავი 130 გირვ. სტერლინგი მიმეცა თამასუქში, რომელიც 100 გირვ. სტერლინგს მომცემდა ჰამბურგში, თუ არ ის გარემოება, რომ ჩემი გირვანქები არ იყო სრულფასიანი გირვ. სტერლინგები? ეს გირვანქები გაფუჭებული იყო, მათი შინაგანი ღირებულება ჰამბურგის გირვანქებისაზე დაბალი იყო, და თუ მე მათ მართლა გავგზავნიდი იქ, ხარჯად 5 გირვ. სტერლინგის გაღებით, ისინი იქ მხოლოდ 100 გირვ. სტერლინგად გაიყიდებოდა. ჩემ 130 ლითონურ გირვ. სტერლინგში მე ჰამბურგში 125 გირვ. სტერლინგს მივიღებდი, მაგრამ ქაღალდის გირვ. სტერლინგებში მე შემიძლია მივიღო მხოლოდ 100 გირვ. სტერლინგი; და, მიუხედავად ამისა, ამტკიცებდნენ მაინც, 130 ქაღალდის გირვ. სტერლინგს იგივე ღირებულება აქვს, რაც 130 გირვ. სტერლინგს ვერცხლით ან ოქროთიო.

მართალია, ზოგნი ამტკიცებდნენ უფრო საფუძვლიანად, რომ 130 ქარალდის გირვ. სტერლინგის ღირებულება არ უდრის 130 ლითონური გირვ. სტერლინგის ღირებულებას; მაგრამ ისინი ამბობდნენ, ლითონური ფულის ღირებულება შეიცვალა და არა ქაღალდის ფულისო. მათ სურდათ სიტყვის “ფასდაცემის” მნიშვნელობა შემოეფარგლათ ღირებულების ნამდვილი დაცემით და არა შედარებითი განსხვავებით ფულის ღირებულებასა და იმ ნორმალურ მასშტაბს შორის, რომლითაც ფულს მოწესრიგება აქვს კანონის მიერ მიცემული. წინათ 100 გირვ. სტერლინგ ინგლისურ ფულს იგივე ღირებულება ჰქონდა, რაც 100 გირვ. სტერლინგ ჰამბურგის ფულს; 100 გირვ. სტერლინგის თამასუქს, ინგლისზე ან ჰამბურგზე გაცემულს, ყოველ სხვა ქვეყანაში საქონლის სრულიად ერთნაირი რაოდენობის ყიდვა შეეძლო. ახლახან კი იმავე საგნების მისაღებად მე იძულებული ვიყავი 130 გირვ. სტერლინგი ინგლისური ფული გამეცა, მაშინ როდესაც ჰამბურგს მათი მიღება შეეძლო 100 გირვანქა ჰამბურგის ფულით. უკეთუ ინგლისურ ფულს შენარჩუნებული ჰქონდა წინანდელი ღირებულება, მაშ ჰამბურგის ფულის ღირებულება უნდა აწეულიყოს. მაგრამ სადაა ამის დამამტკიცებელი საბუთი? როგორ დავრწმუნდეთ, რომ ინგლისის ფულის ღირებულება დაეცა ან რომ ჰამბურგის ფულის ღირებულებამ აიწია? არ არსებობს მასშტაბი, რომლითაც შესაძლებელი იყოს ამის განსაზღვრა. ესაა მოსაზრება, რომელიც დამტკიცებას ვერ დაემყარება, არ შეგვიძლია მისი არც გადაჭრით მტკიცება, არც გადაჭრით უარყოფა. მსოფლიოს ხალხები ადრიანად უნდა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ბუნებაში არ არსებობს ღირებულების ნორმალური მასშტაბი, რომლისათვის მათ შეეძლოთ შეუცდომლად მიემართათ, და ამიტომ აირჩიეს საზომი იარაღი, რომელიც მათ საერთოდ ნაკლებ ცვალებადი ეჩვენათ, ვიდრე რომელიმე სხვა საქონელი.

ამ მასშტაბს უნდა ვიყოთ ჩვენ დაყრდნობილი, სანამ კანონი არ შეცვლილა და ნაპოვნი არაა რაიმე სხვა ისეთი საქონელი, რომლით სარგებლობა ჩვენ მოგვცემს უფრო სრულყოფილ ნორმალურ მასშტაბს, ვიდრე არის ის, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწესებული. სანამ ოქრო შეადგენს ჩვენს ქვეყანაში ერთადერთ ნორმალურ მასშტაბს, ფული ფასდაცემული იქნება, როდესაც გირვ. სტერლინგი არ უდრის თავისი ღირებულებით 5 დრახმ და 3 გრან ოქროს, დაწესებული სიწმინდისას, - სულერთია, მაღლა იწევს თუ დაბლა იწევს ოქროს საერთო ღირებულება.

_________________

1. ადამ სმიტი, ხალხთა სიმდიდრე, წიგნი I, თავი IX.

2. ამრიგად, გასაგები არის, რომ იმ ქვეყანას, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს მანქანათმშენებლობასა და ტექნიკაში და, ამიტომ, შესაძლებლობა აქვს ბევრად ნაკლები შრომით დაამზადოს საქონელი, ვიდრე მისმა მეზობლებმა, შეუძლია, ასეთი საქონლის სამაგიეროდ, შემოზიდოს მისი მოხმარებისთვის საჭირო პურის ნაწილი მაშინაც კი, როდესაც მისი მიწა უფრო ნაყოფიერი არის და პურის მოყვანა იქ ნაკლებ შრომას მოითხოვს, ვიდრე იმ ქვეყანაში, საიდანაც იგი შემოიზიდება. ორ ადამიანს შეუძლია დაამზადოს როგორც ფეხსაცმელი, ისე ქუდები, მხოლოდ ერთი მათგანი ორსავე მოსაქმეობაში სჯობნის მეორეს. მაგრამ ქუდების დამზადებაში მას შეუძლია თავის მეტოქეს აჯობოს 1/5-ით ანუ 20%25-ით, ფეხსაცმელის დამზადებაში კი - 1/5-ით ანუ 35%25-ით, ამ შემთხვევაში განა ორივესთვის უფრო ხელსაყრელი არ იქნება, რომ უფრო დახელოვნებულმა ხელი მოჰკიდოს მხოლოდ და მხოლოდ ფეხსაცმელის დამზადებას და ნაკლებ დახელოვნებულმა - ქუდების წარმოებას?

11 თავი VIII: ხარკები

▲ზევით დაბრუნება


ხარკი შეადგენს ქვეყნის მიწისა და შრომის პროდუქტის ნაწილს, რომელიც გადადის მთავრობის განკარგულებაში; იგი გადაიხდება ყოველთვის, ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის ან კაპიტალიდან, ან შემოსავლიდან.

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ქვეყნის კაპიტალი არის ან ძირითადი, ან საბრუნავი, მისი მეტი თუ ნაკლები გამძლეობის მიხედვით. ძნელია ზედმიწევნით იმის განსაზღვრა, თუ სად იწყება განსხვავება ძირითადსა და საბრუნავ კაპიალს შორის, იმიტომ რომ კაპიტალის გამძლეობის საფეხურთა რიცხვი თითქმის უსასრულო არის. ქვეყნის საზრდო მოიხმარება და აღიდგინება ერთხელ მაინც წელიწადში; მუშის ტანსაცმელი მოიხმარება და აღიდგინება, ალბათ, არა უხშირესად, ვიდრე ყოველ ორ წელიწადში; მისი სახლი და ავეჯეულობა კი ათი ან ოცი წლის პერიოდის ხანგრძლივობისთვისაა ნაანგარიშევი.

როდესაც პროდუქტის რაოდენობა, რომლებიც წლის განმავლობაში მიიღება განსაზღვრულ ქვეყანაში, აღემატება მის წლიურ მოხმარებას, ამბობენ, - მისი კაპიტალი დიდდებაო; როდესაც მის წლიურ მოხმარებას არც კი ჰფარავს მისი წლიური წარმოება, ამბობენ, - მისი კაპიტალი მცირდებაო. ამრიგად, კაპიტალი შეიძლება გადიდდეს ან წარმოების გადიდების გამო, ანდა არაპროდუქტიული მოხმარების შემცირების გამო.

თუ მთავრობის მოხმარება დიდდება დამატებითი ხარკების გადახდევინების გამო და იგი იფარება ან წარმოების გადიდებით, ანდა ხალხის მხრივ მოხმარების შემცირებით, იმ შემთხვევაში ხარკები შემოსავალს დააწვება და ეროვნული კაპიტალი ხელუხლები დარჩება; მაგრამ თუ წარმოება არ გადიდდა ან მთელი ხალხის მოხმარება არ შემცირდა, - ხარკები აუცილებლად კაპიტალს დააწვება, ე.ი. შეეხება იმ ფონდს, რომელიც პროდუქტიული მოხმარებისათვისაა დანიშნული.1

იმ პროპორციით, როგორც ქვეყნის კაპიტალი შემცირდება, შემცირდება მისი პროდუქტებიც. ამიტომ, თუ არაპროდუქტიული ხარჯების გაწევა განიგრძობა ხალხისა და სახელმწიფოს მხრივ და თუ წლიური რეპროდუქცია მუდამ მცირდება, - ხალხისა და სახელმწიფოს რესურსები მზარდი სისწრაფით დაიშრიტება, და შედეგი იქნება სიღატაკე და განადგურება.

მიუხედავად ინგლისის მთავრობის უზარმაზარი ხარჯებისა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ძნელად რომ შეიძლებოდეს ეჭვის შეტანა იმაში, რომ გადიდებული წარმოება ხალხის მხრივ ჭარბად აწონასწორებდა ამ ხარჯებს. ეროვნული კაპიტალი არა თუ ხელუხლები დარჩა, არამედ მნიშვნელოვნადაც გაიზარდა, და ხალხის წლიური შემოსავალი, მისი ხარკების გადახდის შემდეგაც კი, ამჟამად, ალბათ, უფრო დიდია, ვიდრე იყო ჩვენი ისტორიის რომელსამე წინანდელ პერიოდში.

ამის დასამტკიცებლად ჩვენ შეგვიძლია ავღნიშნოთ მოსახლეობის ზრდა, მიწათმოქმედების გაფართოება, გემთმშენებლობის და მანუფაქტურების განვითარება, დოკების აგება, მრავალი არხის გახსნა და ბევრი სხვა ძვრად ღირებული სარეწაო; ყველაფერი ეს მოწმობს როგორც კაპიტალის, ისე წლიური წარმოების ზრდას.

მაგრამ უხარკებოდ კაპიტალის ეს ზრდა, უეჭველია, კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. ისეთი ხარკები არ არსებობს, რომელთაც არ ჰქონდეთ ტენდენცია შეასუსტონ ძალა კაპიტალის დაგროვებისა. ყველა ხარკი აუცილებლად აწვება ან კაპიტალს, ან შემოსავალს. თუ იგი აწვება კაპიტალს, - შესაბამისად უნდა შემცირდეს ის ფონდი, რომლის სიდიდის მიხედვით განისაზღვრება სიდიდე ქვეყნის პროდუქტიული გამრჯელობისა; და თუ იგი აწვება შემოსავალს, - იგი ან ამცირებს დაგროვებას, ან აიძულებს ხარკის გადამხდელთ ხარკის დასაფარავად სათანადო ზომით შეამცირონ არსებობისა და კომფორტისთვის საჭირო საგნების წინანდელი არაპროდუქტიული მოხმარება. ზოგ ხარკებს ბევრად მეტი ზომით აქვთ ასეთი მოქმედება, ვიდრე სხვაბს; მაგრამ დაბეგვრის დიდი ბოროტება მდგომარეობს არა იმდენად იმაში, რომ იგი დაედება ამა თუ იმ ობიექტს, რამდენადაც მისი მოქმედების საერთო ჯამში.

ხარკი არა აუცილებლად აწვება კაპიტალს, როდესაც დაბეგრილია კაპიტალი, და შემოსავალს, როდესაც დაბეგრილია შემოსავალი. თუ 1000 გირვ. სტერლინგის ოდენობის წლიური შემოსავლიდან მე 100 გირვ. სტერლინგი ხარკი უნდა გადავიხადო, ეს ნამდვილად იქნება შემოსავლის ხარკი, უკეთუ მე დავკმაყოფილდები დანარჩენი 900 გირვ. სტერლინგის დახარჯვით; მაგრამ თუ მე წინანდებურად 1000 გირვ. სტერლინგს ვხარჯავ, - ეს იქნება კაპიტალის ხარკი.

ვთქვათ, კაპიტალი, რომელიც მე 1000 გირვ. სტერლინგი შემოსავალს მაძლევს, უდრის 10 000 გირვ. სტერლინგს. 1%25-ის ოდენობის ხარკი ამ კაპიტალზე შეადგენს 100 გირვ. სტერლინგს. მაგრამ ჩემი კაპიტალი მით შეუხებელი დარჩება, უკეთუ მე, ამ ხარკის შემდეგ, ვკმაყოფილდები 900 გირვ. სტერლინგის დახარჯვით ჩემს თავზე.

ყველა ადამიანის თვისებადი სურვილი, რომ შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა ცხოვრებაში და თავისი სიმდიდრე დაიცვას იმ სიმაღლეზე, რომელსაც ერთხელ უკვე მიაღწია, იწვევს იმას, რომ მეტი წილი ხარკები, კაპიტალზე იქნება დაწესებული თუ შემოსავალზე, შემოსავლიდან გადაიხდება. ამიტომ დაბეგვრის ზრდასა ანუ მთავრობის ხარჯების გადიდებასტან ერთად, რაოდენობა ხალხის მიერ ყოველწლიურად მოხმარებულ საგანთა უნდა შემცირდეს, უკეთუ ხალხს არ ძალუძს სათანადოდ გაადიდოს თავისი კაპიტალი და შემოსავალი. მთავრობის პოლიტიკის ამოცანა იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ ხალხის ამ მისწრაფებას დაგროვებისადმი ხელი შეუწყოს. მთავრობა არასოდეს არ უნდა აწესებდეს ისეთ ხარკებს, რომლებიც აუცილებლად კაპიტალს დააწვება, ვინაიდან, თუ იგი ასე არ მოიქცევა, შეასუსტებს შრომის შესანახად დანიშნულ ფონდს და მით შეამცირებს ქვეყნის სამერმისო წარმოებას.

ინგლისში ასეთი პოლიტიკა უგულებელყოფილი იყო. ასე, შემორებული იყო ხარკი ანდერძის დამტკიცებაზე, ხარკი მემკვიდრეობაზე და სხვადასხვა ხარკი საკუთრების გადასვლაზე გარდაცვლილთაგან ცოცხლებზე. თუ 1000 გირვ. სტერლინგის ოდენობის მემკვიდრეობა 100 გირვ. სტერლინგის ოდენობის ხარკით არის დაბეგრილი, მემკვიდრე 900 გირვ. სტერლინგად სთვლის ამ მემკვიდრეობას და არავითარი განსაკუთრებული სტიმული არა აქვს ეს 100 გირვ. სტერლინგი ხარკი დაჰფაროს თავის ხარჯებში დაზოგვის მოხდენის გზით; ქვეყნის კაპიტალი, ამრიგად, მცირდება. ხოლო, მას რომ ნამდვილად 1000 გირვ. სტერლინგი მიეღო და ვალდებული ყოფილიყო 100 გირვ. სტერლინგი გადაეხადა როგორც ხარკი შემოსავალზე, ღვინოზე, ცხენებზე, ან მოსამსახურეებზე, იგი, ალბათ, შეამცირებდა ანუ, უფრო სწორად, არ გაადიდებდა თავის ხარჯებს ამ თანხით, და ქვეყნის კაპიტალი ხელუხლები დარჩებოდა.

,,ხარკები საკუთრების გადასვლაზე გარდაცვლილთაგან ცოცხლებზე”, ამბობს ადამ სმიტი, ,,აწვება ბოლოს და ბოლოს, და უშუალოდაც, იმ პირთ, რომლებზედაც საკუთრება გადადის. მიწის გაყიდვაზე დაწესებული ხარკები მთლად გამყიდველს აწვება. გამყიდველი თითქმის ყოველთვის იძულებულია გაჰყიდოს და ამიტომ ის ფასი უნდა აიღოს, რასაც აძლევენ. მყიდველი მხოლოდ იშვიათ შემთხვევაშია იძულებული იყიდოს, და ამიტომ მხოლოდ იმ ფასს აძლევს, რაც მას უნდა. იგი ანგარისობს, რა დაუჯდება მას მიწა ფასით და ხარკით ერთა. რაც უფრო მეტის გადხდა დასჭირდება მას ხარკის სახით, მით უფრო ნაკლების მიცემის მსურველი იქნება იგი ფასის სახით. მაშასადამე, ასეთი ხარკები თითქმის ყოველთვის აწვება გაჭირვებაში მყოფ ადამიანს და ამიტომ ძალიან მკაცრია და შემავიწროვებელი”. „საღერბო საფასურები და ფულად ვალდებულებათა და სასესხო ხელწერილების სარეგისტრაციო საფასურები მთლად მოვალეს აწვება და ფაქტიურად ყოველთვის მის მიერ გადაიხდება. იმგვარივე სასამართლოს საფასურები აწვება მესარჩლეს. ეს საფასურები ამცირებს მესარჩლისთვის და მოპასუხისათვისაც სადავო საგნის კაპიტალღირებულებას. რაც უფრო დიდია რაიმე ქონების შესაძენად გაწეული ხარჯები, მით უფრო ნაკლებია შენაძენის წმინდა ღირებულება. ყველა ხარკი, სხვადასხვაგვარი ქონების გადაცემაზე დაწესებული, რამდენადაც იგი ამ ქონების კაპიტალღირებულებას ამცირებს, იწვევს იმ ფონდების სემცირებას, რომლებიც შრომის შესანახადაა დანიშნული. ყველა ისინი მეტნაკლებ საზიანო ხარკებს წარმოადგენენ, რომელნიც ადიდებენ ხელმწიფის შემოსავალს, რაც იშვიათად ხმარდება სხვა მშრომელების შენახვას თუ არ არაპროდუქტიულებისა, და ამსთან ხმარდება ხალხის კაპიტალის ხარჯზე, რაც მხოლოდ პროდუქტიული მშრომელების შენახვას ემსახურება”.

მაგრამ ეს არაა ერთადერთი საწნაარმდეგო შენიშვნა ქონების გადაცემაზე დაწესებული ხარკების მიმართ; ისინი ხელს უსლიან კაპიტალის განაწილებას უაღრეს ხელსაყრელად საზოგადოებისათვის. საერთო კეთილდღეობის ინტერესისათვის საჭიროა ყოველგვარი გაადვილება ეძლეოდეს ყოველგვარი ქონების გადაცემას და გაცვლა-გამოცვლას, რადგან ამის მეოხებით ყოველგვარი კაპიტალი უფრო ადვილად იპოვის გზას იმათ ხელში გადასასვლელად, რომელნიც მას საუკეთესოდ გამოიყენებენ, - ქვეყნის წარმოების გასადიდებლად. ,,რატომ” - კითხულობს ბ-ნი სეი - ,,სურს ვინმეს თავისი მიწის გაყიდვა? იმიტომ, რომ მხედველობაში აქვს სხვა, უფრო პროდუქტიული გამოყენება თავისი ფონდებისათვის. რისთვის სურს სხვას ამ მიწის ყიდვა? იმისთვის, რომ გამოყენება მისცეს კაპიტალს, რომელიც მას მეტად მცირე შემოსავალს აძლევს, ან რომელიც მას უქმად უდევს, ან რომელიც, მისი აზრით, შეიძლება უკეთ იქნეს გამოყენებული. ეს გაცვლა-გამოცვლა გაადიდებს საერთო შემოსავალს, ვინაიდან ადიდებს ამ პირთა შემოსავალს. მაგრამ თუ გადასახადები ისე უზომოდ დიდია, რომ შეუძლებელს ხდის ამ გაცვლა-გამოცვლას, მაშინ ისინი დაბრკოლებას შეადგენენ საერთო შემოსავლის გადიდებისათვის”. მაგრამ ეს ხარკები ადვილასაკრეფია, და ეს გარემოება, ბევრის აზრით, რაოდენადმე ანაზღაურებს მათ მავნებელ მოქმედებას.

____________________

1. უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყნის ყველა პროდუქტი მოიხმარება; მაგრამ განუზომელად დიდი განსხვავებაა, - მოიხმარება იგი იმათ მიერ, რომელნიც მისი ღირებულების რეპროდუქციას ახდენენ, თუ იმათ მიერ, რომელნიც ასეთ რეპროდუქციას არ ახდენენ, როდესაც ვამბობთ, შემოსავალი დაიზოგება და კაპიტალს მიემატებაო, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ შემოსავლის ის ნაწილი, რომელზედაც ნათქვამია, კაპიტალს ემატებაო, მოიხმარება პროდუქტიული მუშების მიერ, ნაცვლად არაპროდუქტიულობისა. იმაზე უფრო დიდი შეცდომა არ შეიძლება იყოს, ვიდრე ეს ფიქრი არის: კაპიტალი არმოხმარებით დიდდებაო. თუ შრომის ფასმა ისე მაღლა აიწია, რომ კაპიტალი, მიუხედავად მისი გადიდებისა, ვერ გამოიყენებოდა უფრო დიდი რაოდენობით, მე ვიტყოდი, რომ კაპიტალის ასეთი გადიდება არაპროდუქტიულად მოხმარებული იქნებოდა.

12 თავი IX: ხარკები ნედლ პროდუქტზე

▲ზევით დაბრუნება


ამ თხზულების ერთ-ერთ წინა თავში, მგონია, სრულიად დამაკმაყოფილებლად დავამყარე ის დებულება, რომ პურის ფასი განისაზღვრება მისი წარმოების ხარჯებით მხოლოდ და მხოლოდ იმ მიწაზე ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, იმ კაპიტალით, რომელიც არავითარ რენტას არ იხდის. აქედან გამომდინარეობს, რომ ყველაფერი, რასაც შეუძლია გაადიდოს წარმოების ხარჯები, გაადიდებს ფასს, და ყველაფერი, რასაც შეუძლია დასწიოს წარმოების ხარჯები, დაბლა დასწევს ფასს. აუცილებლობა უფრო ღარიბი მიწის დამუშავებისა, ანუ პროდუქტის შემცირება მოცემული დამატებითი კაპიტალის გამოყენებისას უკვე დამუშავებაში მყოფ მიწაზე, აუცილებლად მაღლა ასწევს ნედლი პროდუქტის საცვლელ ღირებულებას. მანქანების გამოგონება, რომელნიც შესაძლებლობას აძლევენ მიწათმომქმედს ნაკლები საწარმოო ხარჯებით მიიღოს თავისი პური, აუცილებლად დაბლა დასწევს პურის საცვლელ ღირებულებას. ყოველი ხარკი, რომელიც შეიძლება მიწათმომქმედს დაკისრებული ჰქონდეს საადგლმამულო ხარკის სახით, ათისთავისა თუ მიღებულ პროდუქტზე დაწესებული ხარკის სახით, გაადიდებს წარმოების ხარჯებს და, მაშასადამე, მაღლა ასწევს ნედლი პროდუქტის ფასს.

თუ ნედლი პროდუქტის ფასმა იმდენად არ აიწია მაღლა, რომ მიწათმომქმედს ხარკი აუნაზღაუროს, - იგი, რასაკვირველია, თავს დაანებებს მოსაქმეობას, რომელშიაც მისი მოგება მოგების საერთო დონეზე დაბლა დაეცა; ეს გამოიწვევს მიწოდების შემცირებას, ვიდრე შეუსუსტებელი მოთხოვნა ნედლი პროდუქტის ფასის ისეთ აწევას არ გამოიწვევს, რომ მისი წარმოება ისევე მოგებიანი გახდება, როგორც კაპიტალის მოთავსება ყოველ სხვა საქმეში.

ფასის აწევა ერთადერთი საშუალებაა, რითაც მიწათმომქმედს შეუძლია გადაიხადოს ხარკი და მიიღოს წინანდებურად ჩვეულებრივი საერთო მოგება თავისი კაპიტალის გამოყენებით. იგი ვერ გამორიცხავდა ხარკს რენტიდან და ვერ გადააკისრებდა მას მემამულეს, იმიტომ რომ იგი არავითარ რენტას არ იხდის. იგი ხარკს ვერ გამორიცხავდა თვისი მოგებიდანაც, იმიტომ რომ მას არა აქვს საფუძველი განაგრძოს საქმე, რომელიც პატარა მოგებას იძლევა, როდესაც ყველა სხვა მოსაქმეობა უფრო დიდი მოგების მომცემი არის. ამიტომ არ შეიძლება დავეჭვდეთ იმაში, რომ მას ექნება შესაძლებლობა მაღლა ასწიოს ნედლი პროდუქტის ფასი იმ თანხის ოდენობით, რომელიც ხარკს უდრის.

ნედლ პროდუქტზე დაწესებულ ხარკს მემამულე არ გადაიხდის; არ გადაიხდის ფერმერიც, არამედ გადაიხდის, გადიდებული ფასის სახით, მომხმარებელი.

რენტა - და ეს უნდა გვახსოვდეს - არის სხვაობა პროდუქტის რაოდენობათა შორის, რაიც მიიღება თანატოლი ნაწილებით შრომის და კაპიტალისა, რომელნიც ერთი და იმავე ხარისხის ან სხვადასხვა ხარისხის მიწაზე გამოიყენებიან. უნდა გვახსოვდეს, გარდა ამისა, რომ ფულადი და ხორბლით გამოსახული მიწის რენტა ერთნაირი პროპორციით არ იცვლება. ნედლ პროდუქტზე დაწესებული ხარკი, საადგილმამულო ხარკი ან ათისთავი ცვლილებას მოახდენს ხორბლით გამოსახულ რენტაში, მაშინ როდესაც ფულად რენტას უცვლელს დასტოვებს.

თუ, როგორც ჩვენ წინათ ვიგულისხმეთ, დამუშავებაში არის სამი ხარისხის მიწა და კაპიტალის ერთნაირი რაოდენობით

№1-იდან მიიღება 180 კვარტერი პური,
№2-იდან - 170,
№3-იდან - 160.

იმ შემთხვევაში №1-ის რენტა იქნება 20 კვარტერი, სხვაობა №1-სა და №3-ს შორის, რენტა №2-ისა - 10 კვარტერი, სხვაობა №2-სა და №3-ს შორის, ხოლო №3 სრულიად არ იქნება რენტის გადამხდელი.

თუ პურის ფასი იყო 4 გირვ. სტერლინგი კვარტერისთვის, - №1-ის ფულადი რენტა შეადგენს 80 გირვ. სტერლინგს და №2-ისა - 40 გირვ. სტერლინგს.

ვიგულისხმოთ ახლა, რომ პური დაბეგრილია 8 შილ. ხარკით კვარტერზე. ამ შემთხვევაში მისი ფასი აიწევს 4 გირვ. სტერლ. და 8 შილინგამდე; და თუ მემამულეები პურით გამოსახულ რენტას იმავეს იღებდნენ, რასაც უწინ, - №1-ის რენტა შეადგენს 88 გირვ. სტერლინგს და №2-ის - 44 გირვ. სტერლინგს. მაგრამ ისინი ვერ მიიღებენ ხორბლით გამოსახულ წინანდელ რენტას; ხარკი უფრო მძიმედ დააწვება №1-ს, ვიდრე №2-ს, და №2-ს უფრო მძიმედ, ვიდრე №3-ს, იმიტომ რომ იგი პურის უფრო დიდ რაოდენობაზე იქნება აღებული. ფასს განსაზღვრავს სიძნელე წარმოებისა №3-ზე, და პურის ფასი მაღლა აიწევს 4 გირვ. სტერლ. და 8 შილინგამდე, რათა №3-ზე გამოყენებული კაპიტალის მოგებას შეეძლოს გაუთანოსწორდეს კაპიტალის საერთო მოგების დონეს.

პროდუქტი და ხარკი აღნიშნული სამი ხარისხის მიწაზე ასეთი იქნება:

№1 იძლევა 180 კვარტერს, რაც 4 გირვ. სტერლ. 8 შილინგის კვალობაზე კვარტერისთვის შეადგენს - 792 გირვ. სტერლ. აქედან გამოიკლება 16,3 კვარტერის ღირებულება ანუ რვა-რვა შილინგი 180 კვარტერზე - 72 გირვ. სტერლ. წმინდა პროდუქტი ხორბლად 163,7 კვარტერი; წმინდა პროდუქტი ფულად - 720 გირვ. სტერლ.

№2 იძლევა 170 კვარტერს, რაც 4 გირვ. სტერლ. 8 შილინგის კვალობაზე კვარტერისთვის შეადგენს - 748 გირვ. სტერლ. აქედან გამოიკლება 15,4 კვარტერის ღირებულება 4 გირვ. სტერლ. 8 შილინგის კვალობაზე კვარტერისთვის ანუ რვა-რვა შილინგის 170 კვარტერზე - 68 გირვ. სტერლ.

წმინდა პროდუქტი ხორბლად 154,6 კვარტ. წმინდა პროდუქტი ფულად - 680 გირვ. სტერლ. №3 იძლევა 160 კვარტერს, რაც 4 გირვ. სტერლ. 8 შილინგის კვალობაზე კვარტერისთვის შეადგენს - 704 გირვ. სტერლ აქედან გამოიკლება 14,5 კვარტერის ღირებულება 4 გირვ. სტერლ 8 შილინგის კვალობაზე კვარტერისთვის ანუ რვა-რვა შილინგი 160 კვარტერზე - 64 გირვ. სტერლ.

წმინდა პროდუქტი ხორბლად 145,5 კვარტ; წმინდა პროდუქტი ფულად - 640 გირვ. სტერლ.

№1-ის ფულადი რენტა წინანდებურად შეადგენს 80 გირვ. სტერლინგს ანუ სხვაობას 720 გირვ. სტერლინგსა და 640 გირვ. სტერლინგს შორის, და №-2-ისა - 40 გირვ. სტერლინგს, ანუ სხვაობას 680 გირვ. სტერლინგსა და 640 გირვ. სტერლინგს შორის; მაგრამ ხორბლით გამოსახული რენტა №1-ისა დაიწევს, 20 კვარტერიდან ჩამოვა 18,2 კვარტერზე, ანუ სხვაობაზე 163,7 კვარტერსა და 145,5 კვარტერს შორის, და №2-ისა - 10 კვარტერიდან 9,1 კვარტერზე, ანუ სხვაობაზე 154,6 კვარტერსა და 145,5 კვარტერს შორის.

ამრიგად პურზე დაწესებული ხარკი პურის მომხმარებლებს დააწვება და მის ღირებულებას, ყველა სხვა საქონლის ღირებულებასთან შედარებით, ასწევს ხარკის პირდაპირ პროპორციულად. რამდენადაც ნედლი პროდუქტი შედის სხვა საქონელთა შემადგენლობაში, ამ უკანასკნელთა ღირებულებაც სათანადოდ მაღლა აიწევს, უკეთუ ხარკის მოქმედება არ წონასწორდება სხვა მიზეზთა მოქმედებით. ფაქტიურად ისინი დაბეგრილი იქნებიან არაპირდაპირი ხარკით და მათი ღირებულება აიწევს ხარკის შესაბამისად.

მაგრამ ნედლ პროდუქტზე და მუშის საარსებო საგნებზე დაწესებულ ხარკს სხვა მოქმედებაც ექნება: იგი მაღლა ასწევს ხელფასს. სამოსახლეო პრინციპის მოქმედების გამო კაცობრიობის გამრავლებაზე უდაბლესი კლასის ხელფასი არასოდე არ შეიძლება დიდხანს იმ დონეზე მნიშვნელოვნად მაღლა იდგეს, რომელსაც ბუნება და ჩვეულება მოითხოვს მუშის შენახვისათვის. ამ კლასს არასოდეს არ ძალუძს აიტანოს დაბეგვრის რაოდენადმე მნიშვნელოვანი ნაწილი, და ამიტომ, თუ მუშებს უხდებათ ზედმეტი 8 შილინგის გადახდა კვარტერ ხორბალში და უფრო ნაკლები წანამატის გადახდა სხვა საარსებო საგნებში, მათ არ შეეძლებათ წინანდელი ხელფასით არსებობა და თავიანთი მოდგმის განგრძობა. ხელფასი აუცილებლად და გარდუვალად აიწევს, და მისი აწევის პროპორციულად მოგება დაიწევს. მთავრობა მიიღებს 8 შილინგ ხარკს თითოეულ კვარტერზე, რომელიც ქვეყანაში მოიხმარება; ამ ხარკის ერთ ნაწილს გადაიხდიან პირდაპირ პურის მომხმარებლები; მეორე ნწილს გადაიხდიან პირდაპირ შრომის დამქირავებლები; და ეს გავლენას მოახდენს ხელფასზე იმგვარადვე, როგორც რომ ხელფასი აწეულიყო შრომის მოთხოვნის გადიდების გამო მოწოდებასთან შედარებით ან მუშისთვის საჭირი საზრდოს და სხვა საარსებო საგნების მოპოების უფრო დიდი სიძნელის გამო.

რამდენადაც ხარკი მომხმარებლებს შეეხება, იგი იქნება თანაბარი ხარკი, მაგრამ რამდენადაც მოგებას შეეხება, იგი იქნება ცალმხრივი ხარკი, იმიტომ რომ არ შეეხება არც მემამულეს და არც ფულად კაპიტალისტს, ვინაიდან ისინი შემდეგშიაც მიიღებენ: პირველი - წინანდელ ფულად რენტას და მეორე - წინანდელ ფულად დივიდენდს. ამრიგად, მიწის პროდუქტზე დაწესებული ხარკი მოქმედებს ამგვარად:

ჯერ ერთი, იგი მაღლა სწევს ნედლი პროდუქტის ფასს ხარკის თანატოლო თანხით და, ამიტომ, აწვება მომხმარებელს მისი მოხმარების პროპორციულად.

მეორე, იგი მაღლა სწევს ხელფასს და დაბლა სწევს მოგებას.

ასეთი ხარკის წინააღმდეგ შემდეგი შენიშვნები შეიძლება გაკეთებულ იქნეს:

პირველი: ის, რომ, სწევს რა მაღლა ხელფასს და დაბლა მოგებას, იგი წარმოადგენს არათანაბარ ხარკს, რადგან ამცირებს ფერმერის, ვაჭრისა და მრეწველის შემოსავალს და დაუბეგრავს სტოვებს მემამულის, ფულადი კაპიტალისტის და ყველა იმათ შემოსავალს, რომელნიც მტკიცე შემოსავალს იღებენ.

მეორე: ის, რომ პურის ფასის აწევასა და ხელფასის აწევას შორის გაივლის მნიშვნელოვნად ხანგრძლივი დრო, რომლის განმავლობაშიაც მუშა დიდ გაჭირვებას განიცდის.

მესამე: ის, რომ, სწევს რა მაღლა ხელფასს და დაბლა მოგებას, იგი ასუსტებს დაგროვებისადმი მისწრაფებას და მოქმედებს იმგვარადვე, როგორც მიწის ბუნებრივი სიღარიბე.

მეოთხე: ის, რომ, ნედლი პროდუქტის ფასის აწევის გამო, მაღლა იწევს ყველა იმ საქონელთა ფასები, რომლებშიაც ნედლი პროდუქტი შედის, და ამიტომ საერთო ბაზარზე ჩვენ უცხო მრეწველებს თანაბარ პირობებში ვერ შევხვდებით.

პირველ შენიშვნაზე, რომ ასეთი ხარკი, სწევს რა მაღლა ხელფასს და დაბლა მოგებას, მოქმედებს არათანაბრად, ვინაიდან შეეხება ფერმერის, ვაჭრის და მრეწველის შემოსავალს და დაუბეგრავს სტოვებს მემამულის, ფულადი კაპიტალისტის და ყველა იმათ შემოსავალს, რომელნიც მტკიცე შემოსავალს იღებენ, - პასუხად შეიძლება იმის თქმა, რომ, თუ ხარკის მოქმედება არათანაბარი არის, კანონმდებლობის საქმეა - თანაბარი გახადოს იგი იმ გზით, რომ პირდაპირ დაბეგროს საადგილმამულო რენტა და კაპიტალის დივიდენდები. თუ ეს მოხდება, მიღწეულ იქნება საშემოსავლო ხარკის ყველა მიზანი ისე, რომ ადგილი არ ექნება საძულველ ღონისძიებას - ყოველი ადამიანის საქმეებში ხელის ფათურს და მოხელეებისთვის ისეთი უფლებების მინიჭებას, რაც თავისუფალი ქვეყნის ჩვეულებებსა და გრძნობებს ეწინააღმდეგება.

მეორე შენიშვნაზე, - რომ პურის ფასის აწევასა და ხელფასის აწევას შორის გაივლის საკმაოდ ხანგრძლივი დრო, რომლის განმავლობაში დაბალი კლასები დიდ გაჭირვებას განიცდიან, - მე ვუპასუხებ, რომ ხელფასი სხვადასხვა გარემოებაში ფრიად სხვადასხვა სისწრაფით მიჰყვება ნედლი პროდუქტის ფასს; რომ ერთ შემთხვევებში პური ფასის აწევა სრულიად არავითარ გავლენას არ ახდენს ხელფასზე, სხვა შემთხვევებში პურის ფასის აწევას წინ უძღვის ხელფასის აწევა; გარდა ამისა, ხელფასზე მოქმედება ზოგჯერ არის ნელი, ზოგჯერ სწრაფი.

ისინი, რომელნიც ამტკიცებნ, შრომის ფასს საარსებო საგნების ფასი განსაზღვრავსო, - განვითარების იმ განსაკუთრებული მდგომარეობის ყოველთვის ანგარიშში მიღებით, რომელშიაც საზოგადოება შეიძლება იმყოფებოდეს, - როგორც ეტყობა, ნამეტნავად აჩქარებით თანხმდებიან, რომ ხელფასის აწევა ან დაწევა ძალიან ნელა მიჰყვება საარსებო საგნების ფასის აწევას ან დაწევას. სურსათ-სანოვაგის მაღალი ფასი შეიძლება შედეგი იყოს ფრიად სხვადასხვა მიზეზების და, ამის შესაბამისად, შეიძლება მას ფრიად სხვადსხვა მოქმედება ჰქონდეს. იგი შეიძლება წარმოსდგეს:

არასაკმარისი მოწოდების გამო.

თანდათანობით მზარდი მოთხოვნის გამო, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, გადიდებული საწარმოო ხარჯებით შეიძლება დაკმაყოფილებულ იქნეს.

ფულის ღირებულების დაცემის გამო.

საარსებო საგნებზე დაწესებული ხარკების გამო.

ამ ოთხ მიზეზს არასაკმარისად განარჩევდნენ და განაცალკევებდნენ ერთმანეთისგან ისინი, რომელნიც იკვლევდნენ საარსებო საგნების მაღალი ფასის გავლენას ხელფასზე. განვიხილოთ ისინი ცალცალკე.

ცუდი მოსავალი წარმოშობს სურსათის მაღალ ფასს, და მაღალი ფასი არის ერთადერთი საშუალება, რომლიც მოხმარებას აიძულებს შეეთანხმოს მოწოდების მდგომარეობას. პურის ყველა მყიდველი რომ მდიდარი იყოს, ფასი შეიძლება ყოველ სიმაღლემდე ასულიყო, მაგრამ შედეგი უცვლელი დარჩებოდა; ბოლოს და ბოლოს, ფასი ისე მაღალი გახდებოდა, რომ ნაკლებ მდიდრები იძულებული იქნებოდნენ ხელი აეღოთ იმ რაოდენობის განსაზღვრული ნაწილის მოხმარებაზე, რომელსაც ისინი ჩვეულებრივ მოიხმარებდნენ, ვინაიდან მარტოოდენ მოხმარების შემცირების გზით შეიძლებოდა მოთხოვნა დაწეულიყო მიწოდების ზომამდე. ასეთ გარემოებებში იმაზე უფრო უაზრო პოლიტიკა არ შეიძლება იყოს, როგორიცაა ფულადი ხელფასის ძალად მოწესრიგება საზრდოს ფასის მიხედვით, და ამას კი ხშირად სჩადიან ღარიბთა შესახები კანონებით ყალბად გამოყენების დროს. ასეთი ღონისძიება მუშას არ აძლევს ნამდვილ შეღავათს, იმიტომ რომ მისი შედეგი იქნება პურის ფასის კიდევ უფრო მაღლა აწევა, და, ბოლოს და ბოლოს, მუშა იძულებული გახდება თავისი მოხმარება შეზღუდოს შეზღუდული მოწოდების შესაბამისად. გარემოების ბუნებრივ მსვლელობისას, საზიანო და უგნური ჩარევის გარეშე, ცუდი მოსავლის გამო წარმომდგარ არასაკმარის მოწოდებას არ მოჰყვებოდა შედეგად ხელფასის აწევა. ხელფასის აწევა წმინდა ნომინალურია იმათთვის, ვინც მას იღებს; იგი ადიდებს კონკურენციას პურის ბაზარზე, და მისი საბოლოო შედედგი არის პურის მწარმოებლების და პურით მოვაჭრეების მოგების გადიდება. სინამდვილეში ხელფასი განისაზღვრება შეფარდებით საარსებო საგნების მიწოდებასა და მოთხოვნასა და შრომის მოწოდებას და მოთხოვნას შორის; და ფული მარტოოდენ მოსაშუალე იარაღია ანუ საზომი არის, რომლითაც ხელფასი გამოისახება. ამ შემთხვევაში, მაშასადამე, მუშის გაჭირვება აუცილებელია, და არავითარ კანონმდებლობას არ ძალუძს მისთვის წამლის დადება; ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს დამატებით საზრდოს შემოზიდვა ან მისი შენაცვლება შესაფერისი სუროგატებით.

როდესაც პურის მაღალი ფასი გადიდებული მოთხოვნის შედეგი არის, მას ყოველთვის წინ უძღვის ხელფასის გადიდება, იმიტომ რომ მოთხოვნა ვერ გაიზრდება, თუ ხალხს არ გაუდიდდა საშუალებები იმის საყიდლად, რასაც იგი ნდომობს. კაპიტალის დაგროვება წარმოშობს, რასაკვირველია, გადიდებულ კონკურენციას შრომის დამქირავებელთა შორის და ამის გამო შრომის ფასი მაღლა იწევს. გადიდებული ხელფასი ყოველთვის არ იხარჯება უშუალოდ საზრდოზე; პირველად იგი მუშის სხვა, კომფორტის საგნების მოპოებას ემსახურება. მაგრამ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება მუშას აძლევს სტიმულს და შესაძლებლობასაც დაქორწინდეს, და მაშინ საზრდოს მოთხოვნა ოჯახის გამოსაკვებად განდევნის კომფორტის საგნების მოთხოვნას, რომლებზედაც დროებით მისი ხელფასი იხარჯებოდა. მაშასადამე, პურის ფასი მაღლა იწევს, იმიტომ რომ მისი მოთხოვნა მატულობს, იმიტომ რომ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომელთაც გაუდიდდათ საშუალებები მის საყიდლად; და ფერმერის მოგება მაღლა იწევს და მოგების საერთო დონეზე მაღლა იქნება, სანამ კაპიტალის საჭირო რაოდენობა არ იქნება პურის საწარმოებლად გამოყენებული. დაიწევს პურის ფასი, მას შემდეგ რაც ეს მოხდება, თავის წინანდელ დონემდე, თუ ხანგრძლივად დარჩება უფრო მაღლა, ეს დამოკიდებული იქნება იმ მიწის ხარისხზე, რომელზედაც პურის დამატებითი რაოდენობაა მიღებული. თუ ეს რაოდენობა ისეთივე ნაყოფიერების მქონე მიწაზეა მიღებული, როგორიც უკანასკნელად დამუშავებაში მყოფი მიწა იყო, და ამასთან არა შრომის უფრო დიდი ხარჯით, იმ შემთხვევაში ფასი დაიწევს თავის წინანდელ დონემდე; ხოლო თუ უფრო ღარიბ მიწაზეა მიღებული, ფასი ხანგრძლივად აწეული დარჩება. თავდაპირველად ხელფასის გადიდება წარმოსდგებოდა შრომის მოთხოვნის გადიდების გამო; რამდენადაც იგი ხელს უწყობდა დაქორწინებას და ბავშვების გამოკვებას ხმარდებოდა, მას შედეგად ჰქონდა შრომის მიწოდების გადიდება. მაგრამ როდესაც მიწოდება გადიდდება, ხელფასი ისევ თავის წინადელ ზომამდე დაიწევს, თუ პურის ფასმა დაიწია თავის წინანდელ დონემდე; თუ პურის დამატებითი რაოდენობა უფრო დაბალი ხარისხის მიწაზე იყო მიღებული, ხელფასი მაინც წინანდელზე უფრო მაღალი იქნება. მაღალი ხელფასი სრულიადაც არაა უხვ მიწოდებასთან შეუთავსებელი: ფასი ხანგრძლივად აწეული არის არა იმიტომ, რომ პროდუქტის რაოდენობა არაა საკმარისი, არამედ იმიტომ, რომ იგი გადიდებული ხარჯებით იყო წარმოებული, სინამდვილეში ხშირად მოხდება, რომ, როდესაც მოსახლეობის გამრავლებას ბიძგი აქვს მიცემული, ამ უკანასკნელის მოქმედება უფრო ძლიერი არის, ვიდრე ამას მოითხოვს მდგომარეობა; მოსახლეობა შეიძლება გაიზარდოს და ჩვეულებრივ იზრდება იმდენად, რომ, შრომის მოთხოვნის გადიდების მიუხედავად, იმ ფონდების მიმართ, რომლებიც მუშების შესანახადაა დანიშნული, იგი პროპორციულად უფრო დიდი იქნება, ვიდრე კაპიტალის გადიდებამდე იყო. მაშინ ადგილი აქვს რეაქციას, - ხელფასი თავის ბუნებრივ დონეზე დაბლა ეცემა და ასეთ მდგომარეობაში დარჩება მანამდე, ვიდრე აღდგენილი არ იქნება ჩვეულებრივი შეფარდება მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. ამ შემთხვევაში, მაშასადამე, პურის ფასის აწევას წინ უძღვის ხელფასის აწევა, და ამიტომ პირველი არავითარ გასაჭირს არ აყენებს მუშას.

საზრდოს ფასის აწევის მეორე მიზეზს წარმოადგენს ფულის ღირებულების დაცემა, სამადნეებიდან ძვირფას ლითონთა უხვად მოქცევის გამო ან საბანკო პრივილეგიების ბოროტად გამოყენების გამო. მაგრამ ფულის ღირებულების დაცემა არავითარ ცვლიებას არ იწვევს წარმოებული საზრდოს რაოდენობაში. იგი ხელუხლებს სტოვებს აგრეთვე მუშების რიცხვს, ისე როგორც მოთხოვნას მათ მიმართ, იმიტომ რომ აქ არ ხდება კაპიტალის არც გადიდება, არც შემცირება. საარსებო საგანთა რაოდენობა, რომელიც მუშას ხვდება, დამოკიდებულია როგორც საარსებო საგანთა შედარებითს მოთხოვნასა და მოწოდებაზე, ისე შრომის შედარებითს მოთხოვნასა და მიწოდებაზე, - ფული კი მარტოოდენ საზომი იარაღია რაოდენობის გამოსასახავად, - და რადგან არც ერთი და არც მეორე არ შეცვლილა, ამიტომ მუშის ნამდვილ გასამჯელოშიც ცვლილება არა იქნება რა. ფულადი ხელფასი აიწევს, მაგრამ ის შესაძლებლობას მისცემს მუშას საარსებო საგანთა მხოლოდ იგივე რაოდენობა ჰქონდეს, რაც წინათ ჰქონდა. ისინი, ვინც ამ პრინციპს არ სცნობს, მოვალენი არიან გვიჩვენონ, რატომ არ უნდა ჰქონდეს ფულის გამრავლებას შედეგად შრომის ფასის აწევა, როცა ამ შრომის რაოდენობა არ გადიდებულა, მაშინ როდესაც, როგორც თვით ისინი აღიარებენ, ფულის გამრავლება გამოიწვევდა ფეხსაცმელის, ქუდების და პურის ფასის აწევას, უკეთუ ამ საქონელთა რაოდენობა არ ყოფილა გადიდებული. ქუდების და ფეხსაცმელის შეფაერდებითს საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს ფეხსაცმელის მოთხოვნა და მიწოდება ქუდების მოთხოვნასა და მიწოდებასთან შედარებით, ხოლო ფული მარტოოდენ საზომი იარაღია, რომლითაც მათი ღირებულება გამოისახება. თუ ქუდების ფასი გაორკეცდა, - გაორკეცდება ფეხსაცმლის ფასიც, და ისინი იმავე შედარებითს ფასს შეინარჩუნებენ. ასევე, თუ პურის ფასი და მუშის საარსებო საგანთა ფასი გაორკეცდა, გაორკეცდება შრომის ფასიც; და ვიდრე საარსებო საგნებისა და შრომის ჩვეულებრივს მოთხოვნაში და მიწოდებაში ცვლილება არა მომხდარა რა, არ არის საფუძველი, რატომ არ უნდა შეინარჩუნონ მათ თავიანთი შეფარდებით ღირებულება.

არც ფულის ღირებულების დაცემა, არც ნედლ პროდუქტზე დაწესებული ხარკი, თუმცა თითოეული ეს გარემოება ფასს მაღლა სწევს, გავლენას აუცილებლად არ ახდენს ნედლი პროდუქტის რაოდენობაზე ან იმ ადამიანთა რიცხვზე, რომელთაც ძალუძთ მისი ყიდვა და სწადიათ მისი მოხმარება. ძლიან ადვილი გასაგებია, თუ რატომ, როდესაც ქვეყნის კაპიტალი არარეგულარულად მატულობს, ხელფასი მაღლა იწევს, მაშინ როდესაც პურის ფასი წინანდელი რჩება ან ნაკლები პროპორციით იწევს მაღლა; და რატომ, როდესაც ქვეყნის კაპიტალი კლებულობს, ხელფასი ეცემა, მაშინ როდსაც პურის ფასი სტაციონარული რჩება ან გაცილებით ნაკლები პროპორციით იწევს დაბლა. ეს მოვლენა საკმაოდ დიდხანს გრძელდბა; მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ შრომა ისეთი საქონელი არის, რომელიც არ შეიძლება გადიდებულ ან შემცირებულ იქნეს სურვილისამებრ. თუ ბაზარზე ქუდები ნამეტნავად ცოტაა მოთხოვნასთან შედარებით, მათი ფასი აიწევს, მაგრამ - მოკლე ხნით, იმიტომ რომ წლის განმავლობაში ქუდების რაოდენობა, მრეწველობის ამ დარგში მეტი კაპიტალის გამოყენების გზით, შეიძლება რა ზომაც გვინდა იმ ზომამდე იქნეს გადიდებული, და ამიტომ მათი საბაზრო ფასი არ შეიძლება დიდხანს მნიშვნელოვნად აღემატებოდეს მათ ბუნებრივ ფასს. მაგრამ ადამიანების შესახებ ასე არაა. არ შეიძლება მათი რიცხვის გადიდება ერთ-ორ წელიწადში, თუ ადგილი აქვს კაპიტალის გადიდებას, ან მათი რიცხვის სწრაფად შემცირება, როდესაც კაპიტალი უკუსვლაშია. და ამიტომ, რადგან მუშა-ხელის რიცხვი მატულობს ან კლებულობს ნელა, ხოლო შრომის შესანახად დანიშნული ფონდები მატულობს ან კლებულობს სწრაფად, - მნიშვნელოვნად ხანგრძლივი დრო გაივლის ხოლმე მანამდე, სანამ შრომის ფასს განსაზღვრა მიეცემოდეს ზედმიწევნილად პურის და სხვა საარსებო საგნების ფასის მიხედვით. მაგრამ ფულის ღირებულების დაწევის შემთხვევაში ან პურზე ხაკის არსებობის შემთხვევაში აუცილებლობას არ შეადგენს შრომის ჭარბი მიწოდება ან შრომის მიმართ მოთხოვნის შემცირება, და ამიტომ არ არის საფუძველი, რატომ უნდა განიცადოს აქ მუშამ ხელფასის ნამდვილი შემცირება.

პურზე დაწესებული ხარკი არ ამცირებს პურის რაოდენობას აუცილებლად, იგი მხოლოდ მაღლა სწევს მის ღირებულებას; იგი არ ამცირებს აუცილებლად პურის მოთხოვნას მიწოდებასთან შედარებით. მაშ რატომ უნდა შეამციროს მან მუშისთვის გადახდილი წილი? ვიგულისხმოთ სიმართლედ, რომ იგი შეამცირებს იმ რაოდენობას, რომელიც ეძლევა მუშას, სხვა სიტყვებით, რომ იგი მაღლა არ ასწევს მუშის ხელფასს იმავე პროპორციით, როგორც მაღლა ასწევს მუშის მიერ მოხმარებული პურის ფასს. განა არ გადააჭარბებს მაშინ პურის მიწოდება მის მოთხოვნას? განა პურის ფასი არ დაიწევს? და განა, ამრიგად, მუშა არ მიიღებს თავის ჩვეულებრივ წილს? ასეთ შემთხვევაში ნამდვილად კაპიტალი გამოეცლებოდა მიწათმოქმედებას, ვინაიდან, თუ პურის ფასი არ აიწევდა ხარკის მთელი ოდენობის შესაბამისად, მოგება მიწათმოქმედებაში მოგების საერთო ნორმაზე დაბლა იქნებოდა და კაპიტალი უფრო ხელსაყრელ გამოყენებას მოსძებნიდა. ამრიგად, რაც შეეხება ნედლ პროდუქტზე დაწესებულ ხარკს, რომელიც ჩვენი განხილვის საგანს შეადგენს ამჟამად, - მე მგონია, ნედლი პროდუქტის ფასის აწევასა და მუშის ხელფასის აწევას შორის არ იქნება ისეთი ინტერვალი, რომლის განმავლობაში გაჭირვება მიადგება მუშას; და ამიტომ ეს კლასი არავითარ შევიწროებას არ განიცდიდა, გარდა იმისა, რაც მას ყოველგვარი სხვა ხარკისგან ექნებოდა, სახელდობრ: გარდა რისკისა, რომ ხარკი იქნებ შეასუსტებდა შრომის შესანახად დანიშნულ ფონდებს და მით შრომის მიმართ მოთხოვნას დააბრკოლებდა ან დაბლა დასწევდა.

რაც შეეხება მესამე საწინააღმდეგო შენიშვნას ნედლ პროდუქტზე დაწესებული ხარკების შესახებ, სახელდობრ, რომ ხელფასის აწევა და მოგების დაწევა ასუსტებს დაგროვებისადმი მისწრაფებას და ისევე მოქმედებს, როგორც მიწის ბუნებრივი სიღარიბე, - მე შევეცადე ამ ნაშრომის სხვა ნაწილში მეჩვენებია, რომ დაზოგვის განხორციელება თანაბარ ეფექტურად შეიძლება როგორც ხარჯების შემცირების გზით, ისე წარმოების გაფართოების გზით, როგორც საქონელთა ღირებულების დაწევისას, ისე მოგების ნორმის აწევისას. თუ ჩემმა მოგებამ 1000 გირვ. სტერლინგიდან აიწია 1200 გირვ. სტერლინგამდე, მაშინ როდესაც ფასები წინანდელია დარჩენილი, იმ შემთხვევაში ჩემი უნარი დაზოგვის გზით ჩემი კაპიტალის გადიდებისა იზრდება; მაგრამ იმდენად არ იზრდება, როგორც ეს იქნებოდა, ჩემი მოგება რომ წინანდელი დარჩენილიყო, ხოლო საქონელთა ფასი ისე დაწეულიყო, რომ 800 გირვ. სტერლინგით იმდენი საქონლის ყიდვა შემძლებოდა, რამდენსაც წინათ 1000 გირვ. სტერლინგით ვყიდულობდი.

თანხა, რომელიც ხარკით მოითხოვება, უნდა იქნეს აკრეფილი, და საკითხი უბრალოდ იმაში მდგომარეობს, იქნება ეს თანხა კერძო პირთაგან აღებული მათი მოგების შემცირების გზით თუ საქონელთა ფასის აწევის გზით, რომლებზედაც ეს მოგება დაიხარჯება.

დაბეგვრა, რა ფორმისაც უნდა იყოს იგი, წარმოადგენს მხოლოდ არჩევას ორ ბოროტებაში; თუ იგი გავლენას არ ახდენს მოგებაზე ან შემოსავლის სხვა წყაროებზე, გავლენა უნდა იქონიოს ხარჯებზე; და სავსებით სულერთია, რას დაედება ხარკი, ოღონდ მისი ტვირთი თანაბრად განაწილდებოდეს და რეპროდუქციას არ აფერხებდეს. წარმოებაზე ან კაპიტალის მოგებაზე დაწესებულ ხარკებს - შეეხებიან ისინი მოგებას უშუალოდ, თუ არაპირდაპირ შეეხებიან მას მიწის ან მისი პროდუქტის დაბეგვრის გზით - სხვა ხარკების წინაშე ის უპირატესობა აქვს, რომ - უკეთუ ყველა სხვა შემოსავალიც დაბეგრილი არის - საზოგადოების არც ერთ კლასს არ შეუძლია თავი დააღწიოს მათ, და ყოველი ადამიანი იხდის თავისი საშუალებების კვალობაზე.

ხარჯზე დაწესებული ხარკებისაგან თავის დაღწევა შეუძლია ძუნწს; მას, შეიძლება, 10000 გირვ. სტერლ. შემოსავალი აქვს წელიწადში და ხარჯავს მხოლოდ 300 გირვ. სტერლინგს; მაგრამ მოგებაზე დაწესებული ხარკების - პირდაპირის თუ არაპირდაპირის - გადახდას იგი თავს ვერ დააღწევს; იგი მათ გადაიხდის ან იმ გზით, რომ გაიღებს თავისი პროდუქტის ნაწილს ან ამ ნაწილის ღირებულებას, ანდა იმ გზით, რომ, წარმოებისთვის აუცილებელი საგნების ფასის აწევის გამო, იგი მოკლებული იქნება შესაძლებლობას წინანდელი ზომით დააგროვოს კაპიტალი. მართალია, მან შეიძლება შემოსავალი წინანდელი ღირებულებისა მიიღოს, მაგრამ იგი ვერ მიიღებს თავის განკარგულებაში შრომისა და იმ მასალების წინანდელ რაოდენობას, რომლებზედაც ეს შრომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს.

უკეთუ ესა თუ ის ქვეყანა სხვებისაგან განცალკევებულია და არც ერთ თავის მეზობელთან ვაჭრობას არ აწარმოებს, - მას არას გაზით არ შეუძლია თავისი ხარკების რაიმე ნაწილი სხვებს გადააკისროს. ნაწილი მისი მიწის და შრომის პროდუქტისა სახელმწიფო საჭიროებას მოხმარდება, და მე მგონია, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ საიდან აიღება ხარკები: მოგებიდან, სასოფლო-სამეურნეო თუ სამრეწვწლო პროდუქტებიდან, მცირე მნიშვნელობა აქვს, - უკეთუ, რასაკვირველია, ხარკები არათანაბარ ტვირთად არ აწვება იმ კალსს, რომელიც დაგროვებას და დაზოგვას ეწევა. თუ ჩემი წლიური შემოსავალი 1000 გირვ. სტერლინგს შეადგენს და უნდა გადავიხადო ხარკები 100 გირვ. სტერლინგის რაოდენობით, - ჩემთვის მცირე მნიშვნელობა აქვს, ვიხდი მე ამ თანხას ჩემი შემოსავლიდან, ვტოვებ რა ჩემთვის მხოლოდ 900 გირვ. სტერლინგს, თუ ვიხდი 100 გირვ. სტერლინგს ზედმეტად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში და მანუფაქტურულ ნაწარმოებში. უკეთუ 100 გირვ. სტერლინგი შეადგენს ჩემს სამართლიან წილს ქვეყნის ხარჯებში, დაბეგვრის ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ უზრუნველჰყოს სწორედ ამ 100 გირვ. სტერლინგის, და არა მეტის ან ნაკლების, ჩემ მიერ გადახდა; და არც ერთი სხვა წესით არ შეიძლება ისე საიმედოდ ამის განხორციელება, როგორც ხელფასის, მოგების ან ნედლი პროდუქტის დაბეგვრის გზით.

მეოთხე და უკანასკნელი საწინააღმდეგო შენიშვნა, რომელიც ჩვენ დაგვრჩა განსახილველი, იმაში მდგომარეობს, რომ ნედლი პროდუქტის ფასის აწევის გამო ყველა იმ საქონელთა ფასი აიწევს, რომლებშიაც ნედლი პროდუქტი შედის, და ამის გამო ჩვენ უცხო მრეწველს თანაბარ პირობებში ვერ შევხვდებით საერთო ბაზარზე.

უწინარეს ყოვლისა, პურის და ყველა შინაურ საქონელთა ფასმა არ შეიძლება ფაქტიურად მაღლა აიწიოს ძვირფას ლითონთა მოქცევის გარეშე, იმიტომ რომ მაღალი ფასების დროს საქონელთა მოცემულ რაოდენობას ვერ მიმოაქცევს ფულის იგივე რაოდენობა, რაც მიმოაქცევს დაბალი ფასების არსებობისას; და ძვირფას ლითონთა ყიდვა ძვირი საქონლით არასოდეს არ შეიძლება. თუ მეტი ოქრო არის საჭირო, მის მისაღებად უნდა გაცემულ იქნეს გაცვლის გზით მეტი და არა ნაკლები საქონელი. ფულის ნაკლებობა არ შეიძლება ქაღალდის ფულით იქნეს დაფარული, იმიტომ რომ ქაღალდი კი არ განსაზღვრავს ოქროს, როგორც საქონლის, ღირებულებას, არამედ ოქრო განსაზღვრავს ქაღალდის ღირებულებას. მაშასადამე, თუ ოქროს ღირებულებამ არ დაიწია, ქაღალდი არ შეიძლება მიემატოს მიმოქცევის საშუალებას უიმისოდ, რომ მან ფასდაცემა არ განიცადოს. და რომ ოქროს ღირებულება ვერ დაიწევს, ეს ჩვენთვის ნათელი გახდება, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ოქროს, როგორც საქონლის, ღირებულება იმ საქონელთა რაოდენობით უნდა წესრიგდებოდეს, რომლებიც უცხოელებს უნდა მიეცეს გაცვლისას მის სამაგიეროდ. როდესაც ოქრო იაფია, საქონელი ძვირი არის, ხოლო როდესაც ოქრო ძვირია, საქონელი იაფი არის და მისი ფასი დაბლა იწევს. მაგრამ რადგან არ არის არავითარი საფუძველი მოველოდეთ, რომ უცხოელებმა ჩვეულებრივზე უფრო იაფად გაჰყიდონ თავიანთი ოქრო, ამიტომ არაა დასაჯერებელი, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ექნეს საზოგადოდ ოქროს მოქცევას. ხოლო ასეთი მოქცევის გარეშე არ შეიძლება მისი რაოდენობა გადიდდეს ანუ მისმა ღირებულებამ დაიწიოს და, მაშასადამე, საქონელთა ფასმა საერთოდ აიწიოს.1

ნედლ პროდუქტზე დაწესებულ ხარკის მოსალოდნელი შედეგი იქნება ნედლი პროდუქტის და ყველა იმ საქონელთა ფასის აწევა, რომლებშიაც ნედლი პროდუქტი შედის, მაგრამ - სრულიადაც არა ხარკის პროპორციულად; სხვა საქონელთა ფასი, რომლებშიაც ნედლი პროდუქტი არ შედის, როგორიცაა, მაგალითად, ლითონისგან და მიწისგან გაკეთებული საგნები, დაიწევს, ასე რომ ფულის წინანდელი რაოდენობა საკმარისი იქნება მთელი მიმოქცევისათვის.

ხარკი, რომელიც ყველა შინაურ ნაწარმოებთა ფასის აწევას გამოიწვევდა, ექსპორტს არ შეასუსტებდა მეტად, ვიდრე მოკლე ხნით. თუ მათი ფასი ქვეყნის შიგნით აწეული იქნებოდა, მათი გაზიდვა მოგებით იმ მომენტში მართლა შეუძლებელი გახდებოდა, იმიტომ რომ მათ აქ ტვირთად ექნებოდათ გადასახადი, რომლისგან ისინი საზღვარგარეთ თავისუფალი იქნებოდნენ. ხარკი ისევე იმოქმედებდა, როგორც ფულის ღირებულების ცვლილება, რომელიც საყოველთაოდ და ყველა ქვეყანაზე კი არ გავრცელდებოდა, არამედ მარტო ერთი ქვეყნით იქნებოდა შემოფარგლული. თუ ეს ქვეყანა ინგლისი იქნებოდა, მას, იქნებ, არ შეეძლებოდა გაყიდვა, მაგრამ შეეძლებოდა ყიდვა, იმიტომ რომ შემოსაზიდ საქონელთა ფასი არ იქნებოდა აწეული. ასეთ გარემოებებში უცხო საქონელთა სამაგიეროდ ვერაფერი გაიზიდებოდა, გარდა ფულისა, და ასეთი ვაჭრობა კი დიდხანს ვერ გასტანდა. ერის ფულადი ფონდი ვერ ამოიწურება სრულიად, რადგან, ფულის განსაზღვრული რაოდენობის გაზიდვის შემდეგ, დანარჩენის ღირებულება აიწევს და შედეგად ამისა საქონელთა ფასი ისეთ დონეს მიაღწევს, რომ შესაძლებელი იქნება მათი გაზიდვა მოგებით. მაშასადამე, როდესაც ფულის ღირებულება აიწევდა, ჩვენ აღარ გავიტანდით ფულს საქონელში მისაცემად, არამედ გავზიდავდით იმ ფაბრიკანტებს, რომელთა ფასამა პირველად აიწია ნედლი პროდუქტის ფასის აწევის გამო და შემდეგ ისევ დაიწია ფულის გაზიდვის გამო.

ამის საწინააღმდეგოდ შეიძლება სთქვან, რომ, როდესაც ფულის ღირებულება ასე აიწევს, ეს ღირებულება ისევე აწული იქნება უცხო პროდუქტების მიმართ, როგორც ადგილობრივი პროდუქტების მიმართ, და, მაშასადამე, ყოველი სტიმული უცხო საქონელთა შემოსაზიდად მოისპობაო. ასე, თუ ვიგულისხმებთ, რომ ჩვენ შემოგვქონდა პროდუქტები, რომლებიც საზღვარგარეთ 100 გირვ. სტერლინგად ღირდა და ჩვენში 120 გირვ. სტერლინგად გაიყიდებოდა, - ჩვენ ხელი უნდა აგვეღო მათ შემოზიდვაზე, როდესაც ფულის ღირებულება ინგლისში ისე აიწევდა, რომ ის პროდუქტები აქ მხოლოდ 100 გირვ. სტერლინგად გაიყიდებოდა. მაგრამ ეს არასოდეს არ შეიძლება მოხდეს. მოტივი, რომლის გამო ჩვენ რაიმე პროდუქტის იმპორტს ვეწევით, არის აღმოჩენა მისი შედარებითი სიიაფისა საზღვარგარეთ; ეს არის შედარება მისი ფასისა საზღვარგარეთ მის ფასთან ჩვენში. თუ ქვეყანას ქუდები გააქვს და მაუდი შემოაქვს, ის ამას სჩადის იმიტომ, რომ ქუდების დამზადებით და მათი გაცვლით მაუდზე მეტი მაუდის მიღება შეიძლება, ვიდრე თვითონ რომ დაემზადებია იგი. თუ ნედლი პროდუქტის ფასის აწევა იწვევს ხარჯის გადიდებას ქუდების წარმოებაში, იგი გამოიწვევს ხარჯის გადიდებას აგრეთვე მაუდის წარმოებაში. ამიტომ, ორივე საქონელი რომ ადგილობრივ დამზადებულიყო, ორივეს ფასი მაღლა აიწევდა. მაგრამ რადგან ერთი მათგანი ჩვენ შემოგვაქვს, - მისი ფასი არ აიწევს, აგრეთვე არც დაიწევს ფულის ღირებულების აწევისას, ხოლო ვინაიდან მისი ფასი არ დაიწევს, იგი ისევ მოიპოებს თავის ბუნებრივ შეფარდებას საექსპორტო საქონლის ფასის მიმართ. ნედლი პროდუქტის ფასის აწევა იწვევს ქუდის ფასის აწევას 30 შილინგიდან 33-ამდე ანუ 10%25-ით, იმავე მიზეზის გამო მაუდის ფასი, ჩვენ რომ დაგვემზადებია, აიწევდა იარდზე 20 შილინგიდან 22-ამდე. ფასის ეს აწევა არ არღვევს შეფარდებას მაუდის ფასსა და ქუდის ფასს შორის: ქუდს ჰქონდა და კვლავაც აქვს 1 1/2 იარდი მაუდის ღირებულება. მაგრამ თუ ჩვენ მაუდი შემოგვაქვს, მისი ფასი წინანდებურად 20 შილინგი იქნება იარდისთვის და მასზე გავლენა არ ექნება ფულის ღირებულების ჯერ დაწევას და შემდეგ აწევას; ქუდების ფასი კი, რომელმაც 30-იდან აიწია 33 შილინგამდე, ისევ დაიწევს 33-იდან 30 შილინგამდე., ე.ი. იმ დონემდე, რომელზედაც აღდგენილ იქნება წინანდელი შეფარდება მაუდსა და ქუდებს შორის.

ამ საგნის გარკვევა რომ გამემარტივებია, მე ვიგულისხმე, რომ ნედლი მასალების ღირებულების აწევა თანასწორი პროპორციით ასწევს მაღლა ყველა ადგილობრივი საქონლის ფასს, რომ, თუ ამ აწევის გამო ერთი საქონლის ფასი 10%25-ით იწევს მაღლა, ყველა სხვა საქონელთა ფასებიც 10%25-ით აიწევს. მაგრამ რადგან საქონელთა ღირებულება ფრიად სხვადასხვაგვარადაა შემდგარი ნედლი მასალის და შრომის ღირებულებისაგან; რადგან ზოგ საქონელზე, მაგალითად, ლითონისგან დამზადებულ პროდუქტებზე, სრულიად არ მოახდენს გავლენას დედამიწის ზედაპირიდან მოპოებული ნედლი პროდუქტის აწევა ფასში, ამიტომ ცხადია, ნედლ პროდუქტზე დაწესებული ხარკი ფრიად სხვადასხვაგვარად იმოქმედებს საქონელთა ღირებულებაზე. რამდენადაც ამ მოქმედებას ადგილი აქვს, ნედლეულის დაბეგვრა ზოგ საქონელთა ექსპორტს ხელს უწყობს და ზოგ საქონელთა ექსპორტს აბრკოლებს, და, უეჭველია, მას იგივე უხერხულობა ახლავს, რაც ახლავს საქონელთა დაბეგვრას; იგი არღვევს ბუნებრივ შეფარდებას მათ ღირებულებას შორის. ასე, ქუდის ბუნებრივი ფასი, ნაცვლად იმისა, რომ 1½ იარდ მაუდს უდრიდეს, შეიძლება მხოლოდ 11/4 იარდის ღირებულებისა იყოს, ანდა 1¼ იარდის ღირებულებისა იყოს, და ამიტომ საგარეო ვაჭრობამ შეიძლება რაოდენადმე სხვაგვარი მიმართულება მიიღოს. ყველა ეს უხერხულობა, ალბათ, არ შეარყევს ექსპორტის და იმპორტის ღირებულებას, იგი მხოლოდ ხელს შეუშლის მთელი ქვეყნიერობის კაპიტალის საუკეთესოდ განაწილებას, რომელიც არასოდეს ისე კარგად არ ხდება, როგორც მაშინ, როდესაც ყოველ საქონელს შესაძლებლობა აქვს თავისუფლად, ხელოვნური შეზღუდვით შეუბოჭველად, დაუახლოვდეს თავის ბუნებრივ ფასს.

ამრიგად, თუმცა მეტწილ ჩვენ საკუთარ საქონელთა ფასის აწევა დროებით დააბრკოლებდა ექსპორტს საზოგადოდ და იქნებ ზოგ მცირეოდენ საქონელთა გაზიდვას ხანგრძლივად შესწყვეტდა, მაგრამ მაინც არსებით ზიანს ვერ მიაყენებდა საგარეო ვაჭრობას და ჩვენ ვერ ჩაგვაყენებდა შედარებით არა ხელსაყრელ მდგომარეობაში, რამდენადაც საქმე შეეხება კონკურენციას საზღვარგარეთის ბაზრებზე.

__________________

1. შეიძლება საეჭვოდ ჩაითვალოს, - როდესაც საქონელთა ფასი მხოლოდ დაბეგვრის გამო არის აწეული, იქნება კი საჭირო მეტი ფული მათი მიმოქცევისთვის? მე მგონია, რომ არ იქნება საჭირო.

13 თავი X: ხარკები რენტაზე

▲ზევით დაბრუნება


რენტაზე დაწესებული ხარკი გავლენას ახდენს მხოლოდ რენტაზე, იგი მთლიანად აწვება მემამულეებს და არ შეიძლება გადაკისრებულ იქნეს მომხმარებელთა რომელსამე კლასზე. მემამულეს არ ძალუძს ტავისი რენტის გადიდება, ვინაიდან იგი ვერ შესცვლის სხვაობას დამუშავებაში მყოფ, უმცირესი პროდუქტივობის მქონე მიწაზე მიღებულ პროდუქტსა და იმ პროდუქტს შორის, რომელიც მიიღება ყოველი სხვა ხარისხის მიწაზე. დამუშავებაშია სამი ხარისხის მიწა, №1, №2 და 3, რომელიც, შრომის ერთნაირი რაოდენობის დახარჯვისას, იძლევა შესაბამისად 180, 170 და 160 კვარტერ ხორბალს. მაგრამ №3 რენტას არ იხდის და ამიტომ დაუბეგრავი რჩება, ხოლო №2-ის რენტა არ შეიძლება აღემატებოდეს 10 კვარტერის ღირებულებას და №1-ის რენტა - 20 კვარტერის ღირებულებას. რენტაზე დაწესებულ ხარკს არ შეუძლია ნედლი პროდუქტის ფასის აწევა, ვინაიდან №3-ის დამმუშავებელს, რახან იგი არც რენტას იხდის და არც ხარკს, არას გზით არ სეუძლია წარმოებული პროდუქტის ფასის აწევა. რენტის ხარკი ხელს ვერ შეუშლის ახალი მიწის დამუშავებას, ვინაიდან ეს მიწა არ იხდის რენტას და რჩება დაუბეგრავი. თუ დამუშავებაში შევიდა №4, რომელიც 150 კვარტერს იძლევა, რენტას ეს მიწა არ გადაიხდის; მაგრამ წარმოსდგება რენტა, 10 კვარტერის რაოდენობით, №3-ზე, რომელიც დაიწყებს მაშინ ხარკის გადახდას.

რენტაზე დაწესებული ხარკი, როგორც რენტა ახლაა შედგენილი, არახელსაყრელ გავლენას იქონიებდა მიწათმოქმედებაზე, ვინაიდან იგი მემამულის მოგებაზე დადებული ხარკი იქნებოდა. სახელწოდებით ,,მიწის რენტა”, როგორც მე სხვა ადგილას მოვიხსენიე, აღნიშნავენ მთელ იმ ღირებულებას, რომელსაც ფერმერი უხდის მემამულეს, მაშინ როდესაც მისი მხოლოდ ნაწილი წარმოადგენს ნამდვილად რენტას. შენობები, სამეურნეო მოწყობილობა და სხვა ნაგებობანი, მემამულის მიერ გაკეთებული თავის ხარჯზე, შეადგენენ, თუ სწორად ვიტყვით, ფერმის კაპიტალის ნაწილს, და ფერმერს უნდა გაეკეთებია, მემამულეს რომ არ ეზრუნა მათზე. რენტა არის ის თანხა, რომელსაც მემამულეს უხდიან მიწით სარგებლობისთვის, და მარტო მიწით სარგებლობისთვის. დანარცენი თანხა, რომელსაც მას უხდიან რენტის სახელწოდებით, გადიხდება შენობებით და სხვ. სარგებლობისთვის და სინამდვილეში შეადგენს მემამულის კაპიტალის მოგებას. რადგან რენტის დაბეგვრისას არავითარ განსხვავებას არ გაატარებდნენ მიწით სარგებლობისთვის გადახდილ ნაწილსა და იმ ნაწილს შორის, რომელიც გადაიხდება მემამულის კაპიტალით სარგებლობისთვის, ამიტომ ხარკის ნაწილი მემამულის მოგებას დააწვებოდა და, მაშასადამე, მიწათმოქმედებას კაპიტალს დაუფრთხობდა, უკეთუ ნედლი პროდუქტის ფასი არ აიწევდა. იმ მიწაზე, რომლით სარგებლობისთვის რენტას არ იხდიდნენ, მემამულეს შეეძლო მიეღო ამავე სახელწოდებით სასყიდელი მისი შენობებით სარგებლობისთვის. ეს შენობები არ იქნებოდა აგებული, და ნედლი პროდუქტი არ მოიყვანებოდა ასეთ მიწაზე, ვიდრე ფასი რადაც ეს პროდუქტი გაიყიდება, არ აანაზღაურებდა არა თუ ყველა ჩვეულებრივ ხარჯს, არამედ ამ დამატებით ხარჯსაც ხარკის გადასახდელად. ხარკის ეს ნაწილი არ აწვება მემამულეს, არც ფერმერს, არამედ ნედლი პროდუქტის მომხმარებელს.

ძნელად რომ ეჭვის შეტანა შეიძლებოდეს იმაში, რომ თუ რენტაზე ხარკი იქნებოდა დაწესებული, მემამულეები მალე იპოვიდნენ გზას, რათა ის ნაწილი, რომელსაც მათ მიწით სარგებლობისთვის უხდიან, განერჩიათ იმ ნაწილისგან, რასაც მათ უხდიან შენობებით და გაუმჯობესებებით სარგებლობისთვის, რომლებიც მემამულის კაპიტალით არის გაკეთებული. ამ უკანასკნელ ნაწილს სახლების და შენობების რენტას დაარქმევდნენ, ანდა დამუშავებაში ახლად შესულ მიწაზე მემაულე კი არ ააგებდა საჭირო შენობებს და მოახდენდა გაუმჯობესებას, არამედ - მოიჯარადრე, სინამდვილეში შესაძლებელია მემამულის კაპიტალი იყოს ამ მიზნისთვის გამოყენებული; ნომინალურად ხარჯებს გასწევდა მოიჯარადრე, მაგრამ სახსარს მისცემდა მემამულე, ან სესხის სახით, ანდა იმ გზით, რომ ანუიტეტს იყიდდა იჯარის ვადის განმავლობისთვის. აქვს ადგილი ამ გარჩევის გატარებას თუ არა, ფაქტიურად მაინც არსებობს განსხვავება იმ ანაზრაურების ხასიათში, რომელსაც მემამულე იღებს ამ სხვადასხვა საგნებისთვის. და სრულიად სარწმუნოა, რომ მიწის ნამდვილ რენტაზე დაწსებული ხარკი მთლიანად მემამულეს აწვება, ხოლო ხარკი იმ სასყიდელზე, რომელსაც მემამულე იღებს მისი ფერმაზე დახარჯული კაპიტალით სარგებლობისთვის, წინამავალ ქვეყანაში აწვება ნედლი პროდუქტის მომხმარებელს. თუ რენტას ხარკს დაადებდენ და არავითარ ღონისძიებას არ მიიღებდნენ, რათა განეცალკევებიათ იმ ანაზღაურების სხვადასხვა ნაწილები, რომელსაც ახლა მოიჯარადრე მემამულეს უხდის რენტის სახელწოდებით, იმ შემთხვევაში ხარკი, რამდენადაც იგი შენობებსა და ნაგებობათ შეეხება, არასოდეს არ დააწვებოდა რაოდენადმე დიდხანს მემამულეს, არამედ დააწვებოდა მომხმარებელს. ამ შენობებზე და სხვ. დახარჯული კაპიტალი უნდა იძლევოდეს ჩვეულებრივ მოგებას; მაგრამ იგი ამ მოგების მომცემი აღარ იქნებოდა უკანასკნელად დამუშავებულ მიწაზე, უკეთუ იმ შენობების და სხვ. ხარჯები არ აწვა მოიჯარადრეს. ხოლო თუ ეს ხარჯები მოიჯარადრეს აწვა, - ეს უკანასკნელი ვეღარ მიიღებდა თავის ჩვეულებრივ მოგებას კაპიტალზე, უკეთუ მას არ შეეძლებოდა მათი გადაკისრება მომხმარებელზე.

14 თავი XI: ათისთავი

▲ზევით დაბრუნება


ათისთავი წარმოადგენს მიწის მთლიან პროდუქტზე დაწესებულ ხარკს და, ნედლეულზე დადებული ხარკების მსგავსად, მთლად მომხმარებელს აწვება. რენტის ხარკისაგან იგი მით განსხვავდება, რომ ეხება იმ მიწასაც, რომელსაც პირველი არ ეხება, და მაღლა სწევს ნედლეულის ფასს, რომელშიაც რენტის ხარკი ცვლილებას არ იწვევს. ათისთავი დაიბეგრება როგორც საუკეთესო ხარისხის მიწა, ისე უდაბლესი ხარისხის მიწაც, და ამასთან - ზედმიწევნით პროპორციულად მიწის მიერ მოცემული პროდუქტის რაოდენობისა. ათისთავი, ამიტომ, თანაბარ ხარკს წარმოადგენს.

თუ უკანასკნელი ხარისხის მიწა, ანუ ის მიწა, რომელიც რენტას არ იხდის და პურის ფასს განსაზღვრავს, იძლევა საკმაო რაოდენობას, რათა ფერმერმა კაპიტალის ჩვეულებრივი მოგება მიიღოს, როდესაც კვარტერი პურის ფასი 4 გირვ. სტერლინგი არის, იმ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ეს მიწა ათისთავით დაიბეგრა, პურის ფასმა 5 გიტვ. სტერლ. და 8 შილინგამდე უნდა აიწიოს, უამისოდ ფერმერის მოგება შემცირდება, იმიტომ რომ თითოეულ კვარტერ ხორბალზე მან ეკლესიის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 8 შილინგი; ხოლო თუ იგი იმავე მოგებას არ იღებს, მისთვის აღარ იქნება საფუძველი, თუ რატომ არ უნდა აიღოს ხელი თავის მოსაქმეობაზე, როდესაც მას შეუძლია ეს მოგება მიიღოს სხვა მოსაქმეობაში.

ერთადერთი განსხვავება ათისთავსა და ნედლეულის ხარკებს შორის იმაში მდგომარეობს, რომ პირველი წარმოადგენს ცვალებად ფულად ხარკს, მეორენი კი - მტკიცე ფულად ხარკებს. საზოგადოების სტაციონარულ მდგომარეობაში, როდესაც პურის წარმოების სიადვილე არც მატულობს და არც კლებულობს, ორივეგვარ ხარკებს სრულიად ერთნაირი მოქმედება ექნება, იმიტომ რომ, ასეთ მდგომარეობაში, პურს უცვლელი ფასი ექნება და ხარკიც, ამიტომ, უცვლელი იქნება. რეგრესიულ მდგომარეობაში კი, ისე როგორც იმ მდგომარეობაში, როდესაც მიწათმოქმედებაში მრავალი დიდი გაუმჯობესება ხორციელდება, როდესაც, მაშასადამე, ნედლი პროდუქტის ღირებულება დაბლა იწევს სხვა საგნების ღირებულებასთან შედარებით, ათისთავი უფრო ადვილი ხარკი იქნება, ვიდრე მუდმივი ფულადი ხარკი: თუ პურის ფასმა 4 გირვ. სტერლინგიდან 3 გირვ. სტერლინგამდე დაიწია, ხარკიც 8 შილინგიდან დაიწევს 6 შილინგამდე. საზოგადოების პროგრესიულ მდგომარეობაში, მაგრამ უიმისოდ, რომ მიწათმოქმედებაში რაიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ადგილი ჰქონდეს, პურის ფასი აიწევს, და ათისთავი უფრო სამძიმო ხარკი იქნება, ვიდრე მუდმივი ფულადი ხარკი. თუ პურის ფასმა 4 გირვ. სტერლინგიდან 5 გირვ. სტერლინგამდე აიწია, იმავე მიწის ათისთავიც აიწევს 8 შილინგიდან 10 შილინგამდე.

არც ათისთავი და არც ფულადი ხარკი არ შეეხება მემამულის ფულად რენტას, მაგრამ ორივეს არსებითი გავლენა ექნება ხორბლით გამოსახულ რენტაზე. ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, თუ როგორ მოქმედებს რენტაზე ფულადი ხარკი; ცხადია აგრეთვე, რომ ასეთივე მოქმედება ექნება ათისთავს. თუ მიწა №1, 2 და 3 იძლევა შესაბამისად 180, 170 და 160 კვარტერს, იმ შემთხვევაში №1-ის რენტა შეიძლება იყოს 20 კვარტერი და №2-ისა - 10 კვარტერი. მაგრამ ათისთავის გადახდის შემდეგ ეს პროპორცია დაირღვევა, იმიტომ რომ, თუ თითოეული ხარისხის მიწის პროდუქტიდან მეათედ ნაწილს გამოვაკლებთ, დანარჩენი პროდუქტი იქნება 162, 153 და 144 კვარტერი, და, მაშასადამე, ხორბლით გამოსახული რენტა №1-ისა დაიწევს 18-ამდე და №2-ისა - 9 კვარტერამდე. მაგრამ პურის ფასი 4 გირვ. სტერლინგიდან აიწევს 4 გირვ. სტერლ. 8 შილ. და 10 1/2 პენსამდე, ვინაიდან 114 კვარტერი შეეფარდება 4 გირვ. სტერლინგს, როგორც 160 კვარტერი შეეფარდება 4 გირვ. სტერლ. 8 შილ. და 10 2/3 პენსს, და, მაშადამე, ფულადი რენტა უცვლელი დარჩება; №1-ისთვის იგი იქნება 80 გირვ. სტერლინგი1 და №2-ისთვის - 40 გირვ. სტერლინგი.2

მთავარი საწინააღმდეგო შენიშვნა ათისთავის მიმართ არის ეს: რომ იგი არაა მუდმივი და მტკიცე ხარკი, რომ მისი ღირებულება მატულობს პურის წარმოების სიძნელის ზრდის შესაბამისად. თუ ეს სიძნელე პურის ფასს 4 გირვ. სტერლინგზე ამყარებს, - ხარკი 8 შილინგს შეადგენს; თუ ამ სიძნელემ ეს ფასი 5 გირვ. სტერლინგამდე ასწია, ხარკი უდრის 10 შილინგს, ხოლო თუ 6 გირვ. სტერლინგამდე ასწია, ხარკი 12 შილინგი იქნება. დიდდება ხარკის არა მარტო ღირებულება არამედ მისი ჯამიც. ასე, როდესაც დამუშავებაში იყო №1, ათისთავი აიღებდა მხოლოდ 180 კვარტერზე; როდესაც დამუშავებაში შევიდა №2, ხარკი აიღებოდა 180+170 ანუ 350 კვარტერზე, ხოლო როდესაც №3 შევიდა დამუშავებაში, ხარკი აიღებოდა 180+170+160 ანუ 510 კვარტერზე. პროდუქტის გაზრდისას ერთი მილიონიდან 2 მილიონ კვარტერამდე არა მარტო ხარკის ჯამი იზრდება 100 000 კვარტერიდან 200 000-ამდე, არამედ აგრეთვე ნედლი პროდუქტის შეფარდებითი ღირებულება, იმ გადიდებული შრომის გამო, რომელიც მეორე მილიონის საწარმოებლადაა საჭირო, ისე მაღლა იწევს, რომ 200 000 კვარტერი, თუმცა იგი რაოდენობით მხოლოდ ორჯერ აღემატება წინათ გადახდილ 100 000 კვარტერს, ღირებულებით შეიძლება სამჯერ აღემატებოდეს მას.

თუ ადგილი ექნებოდა ეკლესიის სასარგებლოდ ასეთივე ღირებულების აღებას რაიმე სხვა გზით, და ეს ღირებულება იმგვარადვე იმატებდა, როგორც ათისთავი მატულობს, მიწის დამუშავების სიძნელის პროპორციულად, - შედეგი იგივე იქნებოდა. ამიტომ შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ათსთავი, რადგან იგი მიწაზე აიღება, უფრო არახელსაყრელად მოქმედებს მიწათმოქმედებაზე, ვიდრე მისი თანატოლი ღირებულება იმოქმედებდა, უკეთუ რაიმე სხვა წესით იქნებოდა აღებული. ორსავე შემთხვევაში ეკლესია ყოველთვის ქვეყნის მიწისა და შრომის წმინდა პროდუქტის სულ უფრო და უფრო დიდ ნაწილს მიიღებდა. საზოგადოების პროგრესულ მდგომარეობაში მიწის წმინდა პროდუქტი, მიწის მთლიან პროდუქთან შეფარდებით, მუდამ კლებულობს; და ყველა ხარკი ხომ, საბოლოო ანგარიშით, ქვეყნის წმინდა პროდუქტიდან გადაიხდება, იმყოფება ქვეყნა პროგრესიულ მდგომარეობაში, თუ სტაციონარულში. ხარკი, რომელიც იზრდება მთლიან შემოსავალთან ერთად და თავისი სიმძიმით წმინდა შემოსავალს აწვება, აუცილებლად ძალიან შემავიწროებელი და აუტანელი ხარკი უნდა იყოს. ათისთავი შეადგენს მიწის არა წმინდა პროდუქტის მეათედ ნაწილს, არამედ მთლიანისას. მაშასადამე, საზოგადოების სიმდიდრის განვითარებასთან ეთად, იგი, თუმცა მას მთლიანი პროდუქტის მიმართ იგივე პროპორცია აქვს, წმინდა პროდუქტის სულ უფრო და უფრო დიდ ნაწილს უნდა შეადგენდეს.

მაგრამ ათისთავი შეიძლება მემამულეებისთვის საზიანოდ იქნეს მიჩნეული, რამდენადაც იგი მოქმედებს როგორც იმპორტის პრემია მით, რომ პურის წარმოებას ქვეყნის შიგნით ბეგრავს, მაშინ როდესაც უცხო პურის შემოზიდვას თავისუფალს სტოვებს. და თუ, მემამულეების დასაცავად მიწის მოთხოვნის შემცირების შედეგებისაგან, რომელ შემცირებასაც ხელს შეუწყობდა ასეთი პრემია, შემოზიდული პურიც ისევე დაბეგრილი იქნებოდა, როგორც ადგილობრივ წარმოებული პური, და ამგვარად წარმომდგარი შემოსავალი სახელმწიფოს შეუვიდოდა, - ეს იქნებოდა ყველაზე უფრო სწორი და სამართლიანი ღონისძიება, ვინაიდან სახელმწიფოს მიერ ასეთი ხარკის გზით მოპოებული შემოსავალი შეამცირებდა სხვა, სახელმწიფოს ხარჯების დასაფარავად საჭირო ხარკებს, მაგრამ თუ ასეთი ხარკი მხოლოდ ეკლესიის სასარგებლოდ დანიშნული ფონდის გასადიდებლად იქნებოდა გადახდილი, იმ შემთხვევაში, თუმცა იგი შეიძლება საერთოდ პროდუქციის მასას გაადიდებდა, შეამცირებდა ამ მასის იმ ნაწილს, რომელიც პროდუქტიული კალსების სასარგებლოდ მიდის.

თუ მაუდით ვაჭრობა სრულიად თავისუფალი იქნებოდა, ჩვენი ფაბრიკანტები იქნებ შესძლებდნენ მაუდი უფრო იაფად გაეყიდათ, ვიდრე ჩვენ უცხოეთიდან შემოზიდული მაუდი დაგვიჯდებოდა. თუ ადგილობრივ ფაბრიკანტს გადასახდელი ექნებოდა ხარკი, რომლისგანაც თავისუფალი იქნებოდა მაუდის შემომზიდველი, იმ შემთხვევაში ეს საზიანოდ იმოქმედებდა კაპიტალზე და მას მაუდის წარმოებას დაატოვებინებდა და რაიმე სხვა პროდუქტის წარმოებაში გადასვლას აიძულებდა, რადგან შემოზიდული მაუდი ქვეყნის შიგნით წარმოებულ მაუდზე უფრო იაფი იქნებოდა. თუ შემოზიდული მაუდიც დაიბეგრებოდა, - ისევ შესაძლებელი გახდებოდა ჩვენში მაუდის წარმოება. პირველად მომხმარებელი ადგილობრივ მაუდს ყიდულობდა, იმიტომ რომ იგი საზღვარგარეთისაზე უფრო იაფი იყო; შემდეგ იგი უცხო მაუდს ყიდულობდა, იმიტომ რომ, რადგან იგი დაუბეგრავი იყო, უფრო იაფად ღირდა, ვიდრე ადგილობრივი დაბეგრილი მაუდი. დაბოლოს იგი ისევ ადგილობრივ მაუდს ყიდულობს, იმიტომ რომ, ადგილობრივი და უცხო მაუდის ერთნაირად დაბეგვრისას, ადგილობრივი მაუდი უცხოზე ისევ უფრო იაფი გახდა. სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევაში იხდის მომხმარებელი უდიდეს ფასს მაუდში, მაგრამ რასაც იგი დამატებით იხდის, მთლად სახელმწიფოს სასარგებლოდ მიდის. მეორე შემთხვევაში იგი მაუდში მეტს იხდის, ვიდრე პირველ შემთხვევაში, მაგრამ რასაც იგი მეტად იხდის, არ მიდის სახელმწიფოს სასარგებლოდ; ფასის ეს აწევა გამოწვეულია წარმოების სიძნელის გადიდებით იმის გამო, რომ ჩვენ უადვილესი საწარმოო საშუალებები წაგვერთვა, რადგან მათ ხარკი დაედო ტვირთად.

___________________

1. 18 კვარტერი, თითო 4 გირვ. სტერლ. 8 შილ. და 10 2/3 პენსად.

2. 9 კვარტერი, თითო 4 გირვ. სტერლ. 8 შილ. და 10 2/3 პენსად.

15 თავი XII: საადგილმამულო ხარკი

▲ზევით დაბრუნება


საადგილმამულო ხარკი, რომელიც აიღება მიწის რენტის პროპორციულად და იცვლება რენტის ყოველ ცვლილებასთან ერთად, სინამდვილეში წარმოადგენს რენტის ხარკს. რადგან ასეთი ხარკი არ შეეხება არც იმ მიწას, რომელიც რენტას არ იძლევა, და არც იმ კაპიტალის პროდუქტს, რომელიც მარტოოდენ მოგების მიღების განზრახვით გამოიყენება მიწაზე და არასოდეს არ იხდის რენტას, ამიტომ იგი სრულიადაც გავლენას არ მოახდენს ნედლი პროდუქტის ფასზე, არამედ მთლიანად დააწვება მემამულეებს. ასეთი ხარკი არაფრით არ განსხვავდება რენტის ხარკისაგან. მაგრამ თუ საადგილმამულო ხარკი მთელ დამუშავებულ მიწაზეა დადებული, იმ შემთხვევაში, რაგინდ ზომიერი იყოს, იგი პროდუქტის ხარკი იქნება და ამიტომ მაღლა ასწევს პროდუქტის ფასს. თუ უკანასკნელი დამუშავებული მიწა №3 იყო, - თუმცა იგი რენტას არ იხდის, ხარკის შემოღების შემდეგ იგი ვეღარ დამუშავდება და ვერ მისცემს მოგების საერთო ნორმას, უკეთუ ხარკის შესაბამისად პროდუქტის ფასმა არ აიწია. კაპიტალი ან თავს აარიდებს ასეთ გამოყენებას, ვიდრე პურის ფასი არ აიწევს მოთხოვნის გამო იმდენად, რომ ჩვეულებრივ მოგებას იძლეოდეს, ანდა, თუ იგი უკვე გამოიყენება ასეთ მიწაზე, დასტოვებს მას, რათა უფრო ხელსაყრელი საქმე გამონახოს. ხარკი არ შეიძლება მემამულეს გადაეკისროს, იმიტომ რომ, ჩვენი ნაგულისხმევის თანახმად, იგი რენტას არ იღებს. ასეთი ხარკი შეიძლება შეფარდებული იყოს მიწის ხარისხთან და მისი პროდუქტის მასასთან და მაშინ იგი არაფრით არ განსხვავდება ათისთავისგან, ანდა იგი შეიძლება მტკიცე ხარკი იყოს დამუშავებული მიწის ყოველი აკრისთვის, სულერთია, როგორი ხარისხისაც იყოს მიწა.

უკანასკნელი სახის საადგილმამულო ხარკი ძალიან არათანაბარ ხარკს წარმოადგენს და ეწინააღმდეგება ერთ წესს იმ ოთხი წესიდან, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ხარკი. ეს ოთხი წესი შემდეგია:

„ყოველი სახელმწიფოს ქვეშევრდომნი მთავრობის შესანახად ხარკს უნდა იხდიდნენ, რამდენადაც კი შესაძლებელია, თავიანთი უნარის პროპორციულად. ხარკი, რომლის გადახდას ვალდებული არის თითოეული, უნდა იყოს ზედმიწევნით განსაზღვრული და არა თვითნებური. ყოველი ხარკი უნდა გადაიხდევინებოდეს იმ დროს და იმ წესით, რომელიც ყველაზე უფრო მოხერხებულია მის გადასახდელად გადამხდელისათვის. ყოველი ხარკის გადახდევინება ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ხალხის ჯიბიდან რაც შეიძლება ნაკლები აიღებოდეს იმაზე მეტად, რაც სახელმწიფოს ხაზინაში შედის“.

თანაბარი საადგილმამულო ხარკი, რომელიც დადებულია ყველა დამუშავებულ მიწაზე განურჩევლად და მისი ხარისხის განსხვავების მხედველობაში მიუღებლად, პურის ფასს მაღლა ასწევს პროპორციულად ხარკისა, რომელსაც იხდის უცუდესი ხარისხის მიწის დამმუშავებელი. სხვადასხვა ხარისხის მიწები, ერთნაირი კაპიტალის გამოყენებისას, იძლევიან პროდუქტის ფრიად არაერთნაირ რაოდენობას. თუ მიწა, რომელიც განსაზღვრული კაპიტალის გამოყენებისას 1000 კვარტერ პურს იძლევა, 100 გირვ. სტერლინგის რაოდენობის ხარკით იქნა დაბეგრილი, პურის ფასი აიწევს 2 შილინგით, რათა ფერმერს ხარკი აუნაზღაურდეს. მაგრამ შესაძლებელია უკეთესი ხარისხის მიწაზე, იმავე კაპიტალის დახარჯვისას, 2000 კვარტერი იქნეს წარმოებული, რაც, ფასის 2 შილინგით აწავისას, შეადგენს ზედმეტ 200 გირვ. სტერლინგს. ხოლო ხარკი, რადგან იგი ორსავე მიწას თანაბრად ბეგრავს, უკეთეს მიწაზე და უცუდესზეც 100 გირვ. სტერლინგს, და მაშასადამე, პურის მომხმარებელი გადაიხდის არა მარტო ხარკს სახელმწიფოს საჭიროების დასაკმაყოფილებლად, არამედ კიდევ 100 გირვ. სტერლინგს უკეთესი მიწის მოიჯარადრის სასარგებლოდ იჯარის ვადის გასვლამდე ყოველწლიურად; ვადის გასვლის შემდეგ კი მემამულე გაადიდებს ამ თანხით რენტას. ამრიგად, ამგვარი ხარკი ეწინააღმდეგება ადამ სმიტის მე-4 წესს, - იგი წაიღებს ხალხის ჯიბიდან მეტს, ვიდრე სახელმწიფოს ხაზინას მისცემს. ამგვარი ხარკი იყო საფრანგეთში საადგილმამულო ხარკი (ტაილლე) რევოლუციამდე; დაბეგრილი იყო მხოლოდ ის მიწები, რომლებიც არათავადაზნაურთა ხელში იმყოფებოდა; ნედლი პროდუქტის ფასი მაღლა იწევდა ხარკის პროპორციულად, და, მაშასადამე, ისინი, ვინც ხარკს არ იხდიდა, სარგებლობას პოულობდნენ რენტის აწევის გამო. ეს წუნი ვერ დაედება ნედლი პროდუქტის ხარკებს, ვერც ათისთავს: ისინი მაღლა სწევენ ნედლი პროდუქტის ფასს, მაგრამ თითოეული ხარისხის მიწა ხარკს იხდის თავისი ნამდვილი პროდუქტის შასაბამისად და არა იმ მიწის პროდუქტის შესაბამისად, რომელიც უმცირესი პროდუქტივობის შემცველი არის.

თავისებურმა შეხედულებამ, რომელიც ადამ სმიტს ჰქონდა რენტაზე, და იმ გარემოებამ, რომ მან ვერ შეამჩნია, თუ რაოდენ ბევრი კაპიტალი იხარჯება თითოეულ ქვეყანაში იმ მიწაზე, რომლისთვისაც არავითარი რენტა არ გადაიხდება, იგი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საერთოდ ყველა საადგილმამულო ხარკს, - დადებულია ეს ხარკი თვით მიწაზე საადგილმამულო ხარკის სახით თუ ათისთავის სახით, ან დადებულია მიწის პროდუქტზე თუ ფერმერის მოგებაზე, - ყოველთვის მემამულე იხდის, და რომ ყველა შემთხვევაში ეს უკანასკნელი წარმოადგენს ნამდვილ გადამხდელს, თუნდაც რომ ნომინალურადა ხარკს ფერმერი იხდიდეს. ,,მიწის პროდუქტზე დაწესებული ხარკები,“ - ამბობს ის - „სინამდვილეში რენტის ხარკებს წარმოადგენს; თუმცა მათ თავდაპირველად შეიძლება ფერმერი გაიღებდეს ავანსად, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, მათ მაინც მემეამულე იხდის. თუ პროდუქტის განსაზღვრული ნაწილი გადახდილი უნდა იქნეს ხარკისთვის, ფერმერი ცდილობს შესაძლებელი ზედმიწევნილობით განსაზღვროს, თუ რაოდენ დიდი იქნება საშუალოდ ამ ნაწილის ყოველწლიური ღირებულება და ამის შესაბამისად ახდენს გამოკლებას რენტიდან, რომელზედაც იგი თანხმდება გადაუხადოს მემამულეს. არ იქნება ისეთი ფერმერი, რომელსაც წინასწარ არ გამოენგარიშებიოს, თუ რამდენს შეადგენს წლიდან წლამდე საეკლესიო ათისთავი, რომელიც ამ სახის საადგილმამულო ხარკს წარმოადგენს”. უეჭველად მართალია, რომ ფერმერი გამოიანგარიშებს თავის ყოველგვარ მოსალოდნელ ხარჯებს, ვიდრე დათანხმდებოდეს უხადოს მემამულეს განსაზღვრული რენტა. და თუ ეკლესიის სასარგებლოდ ფადახდილი ათისთავისთვის ან მიწის პროდუქტზე დაწესებული ხარკისთვის იგი ანაზღაურებას ვერ მიიღებდა ღავისი პროდუქტების შეფარდებითი ღირებულების აწევის გზით, იგი, რასაკვირველია, შეეცდებოდა რენტიდან სათანადო გამოკლება მოეხდინა, მაგრამ საკამათო საკითხი სწორედ ამაში მდგომარეობს: მოახდენს იგი სათანადო გამოკლებას რენტიდან, თუ პროდუქტის ფასის აწევის გზით მიიღებს კომპენსაციას. იმ საფუძველთა გამო, რომელნიც უკვე აღვნიშნე, მე სულ მცირედი ეჭვიც კი არ შემდის იმაში, რომ ეს ხარკები პროდუქტის ფასის აწევას გამოიწვევს და რომ, მაშასადამე, ადამ სმიტს ამ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ყალბი შეხედულება აქვს.

დოქტორ სმიტის შეხედულება ამ საგანზე არის ალბათ იმის საფუძველი, თუ რატომ გვიხატავს იგი „ათისთავს და ყოველი სხვა ამ სახის საადგილმამულო ხარკს როგორც ისეთებს, რომელიც, სრული თანასწორობის გარეგნობის ქვეშ, ძალიან არათანასწორ ხარკებს წარმოადგენენ, ვინაიდან პროდუქტის განსაზღვრული ნაწილი სხვადასხვა შემთხვევბში რენტის ფრიად სხვადასხვა ნაწილის ეკვივალენტს წარმოადგენს“. მე შევეცადე დამემტკიცებია, რომ ამ სახის ხარკები არ აწვება არათანასწორ ტვირთად ფერმერთა სხვადასხვა ჯგუფებს ან მემამულეებს, რადგან ერთნიც და მეორენიც ანაზღაურებას იღებენ ნედლი პროდუქტის ფასის აწევით და ხარკის გადახდაში მონაწილეობენ მათ მიერ ნედლი პროდუქტის ფასის აწევით და ხარკის გადახდაში მონაწილეობენ მათ მიერ ნედლი პროდუქტის მოხმარების პროპორციულად მხოლოდ. სინამდვილეში, რამდენადაც ხარკის გამო იცვლება ხელფასი და, ხელფასის ზეგავლენით, მოგების ნორმაც, მემამულეები არა თუ არიან თავიანთი სრული წილის გამღებნი ამ ხარკისთვის, არამედ შეადგენენ ისეთ კლასს, რომელიც განსაკუთრებით განთავისუფლებულია ამ ხარკის გადახდისაგან. სახელდობრ კაპიტალის მოგებიდან აიღება ხარკის ის ნაწილი, რაც აწვება მუშებს, რომელთაც, სახსრის ნაკლებობის გამო, აუ ძალუძთ მისი გადახდა; ეს ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ იმათ მიერ გაიდაიხდება, რომელნიც კაპიტალის გამოყენების გზით იღებენ თავიანთ შემოსავალს, და, მაშასადამე, იგი სრულებით არ ეხება მემამულეებს.

მაგრამ აქედან კიდევ ის არ გამომდინარეობს, რომ ათისთავი და მიწაზე და მის პროდუქტზე დადებული ხარკები არ აფერხებს მიწათმოქმედების განვითარებას. ყოველ გარემოებას, რომელიც ადიდებს სხვადასხვა საქონელთა საცვლელ ღირებულებას, რომლებზედაც საყოველთაო მოთხოვნა არსებობს, ტენდენცია აქვს შეაფერხოს როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურა, ისე წარმოება საერთოდ. მაგრამ ეს ბოროტება განუყრელად დაკავშირებულია ყოველ დაბეგვრასთან და იმ ხარკების თავისებურობას არ შეადგენს, რომლებზედაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ.

მართლაც, ეს შეიძლება ჩავთვალოთ აუცილებელ ზიანად, რომელიც ახლავს ყველა სახელმწიფო ხარკის აკრეფასა და ხარჯვას. ყოველი ახალი ხარკი იქცევა ახალ ტვირთად წარმოებისათვის და მაღლა სწევს ბუნებრივ ფასს. ქვეყნის შრომის ნაწილი, რომელიც წინათ ხარკის გადამხდელის განკარგულებაში იყო, ახლა გადადის სახელმწიფოს ხელში და ამიტომ აღარ შეიძლება პროდუქტიულად გამოყენებული იქნეს. ეს ნაწილი შესაძლებელია ისე დიდი გახდეს, რომ მის შემდეგ საკმაო გარდამეტი პროდუქტი აღარ დარჩება, რათა სტიმული მისცეს იმ ადამიანთა მცდელობას, რომელნიც თავიანთი დანაზოგით ჩვეულებრივ ადიდებენ სახელმწიფოს კაპიტალს. საბედნიეროდ, არც ერთ თავისუფალ ქვეყანაში დაბეგვრა არასოდეს ისე შორს არ წასულა, რომ წლიდან წლამდე მუდამ შეემცირებია მისი კაპიტალი. ასეთი დაბეგვრის ატანა დიდხანს შეუძლებელი იქნებოდა; ან, თუ აიტანებოდა, ხარკები ქვეყნის წლიური პროდუქტის ისე დიდ ნაწილს შთანთქავდა მუდამ, რომ სათანადო ქვეყანა სიღატაკის, შიმშილისა და მოსახლეობის დაშრეტის საშინელი სურათის წარმომადგენელი გახდებოდა.

„საადგილმამულო ხარკი“, ამბობს ადამ სმიტი, ,,რომელიც როგორც დიდ ბრიტანეთში, თითოეული ოლქისთვის განსაზღვრული უცვლელი ნორმის მიხედვით არის დაწესებული, თუნდაც რომ მისი დაწესებისას იგი თანაბარ ხარკს წარმოადგენდეს, დროის განმავლობაში მაინც არათანაბარ ხარკად იქცევა იმის გამო, რომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში მიწათმოქმედება განიცდის არათანაბარ გაუმჯობესებას ან უგულბელყოფას. შეფასება, რომლის მიხედვით ინგლისში ვილიამის და მარიამის მე-4 წელს სხვადასხვა საგრაფოები და სამრევლოები საადგილმამულო ხარკით იქნა დაბეგრილი, უკვე იმთავითვე ძალიან არათანაბარი იყო. ამიტომ ეს ხარკი სცოდავს ზემოაღნიშნული ოთხი წესიდან პირველის წინააღმდეგ. დანარჩენ სამს იგი სავსებით შეესაბამება. ხარკი ზუსტად არის განსაზღვრული, რადგან მისი გადახდის დრო იგივეა, რაც რენტის გადახდისათვის, ამიტომ ეს დრო იმდენად მოხერხებულია გადამხდელისთვის, რამდენადაც კი შეიძლება იყოს. თუმცა ყველა შემთხვევაში ხარკის ნამდვილი გადამხდელი მემამულე არის, ხარკი ავანსად გაიღება ჩვეულებრივ მოიჯარადრის მიერ, რომლის მიმართ მემამულე ვალდებული არის ეს გადასახადი რენტის გადახდისას ანგარიშში მიითვალოს.

რახან ხარკი მიჯარადრის მიერ გადიკისრება არა მემამულეზე, არამედ მომხმარებელზე, იგი, უკეთუ იმთავითვე არ იყო არათანაბარი, არასოდეს არ შეიძლება გახდეს არათანაბარი ხარკი, იმიტომ რომ პროდუქტის ფასმა ერთბაშად აიწია ხარკის პროპორციულად და შემდეგ იგი აღარ შეიცვლება ამ მიზეზის გამო. იგი შეიძლება სცოდავდეს ზემოაღნიშნული მეოთხე წესის წინააღმდეგ, უკეთუ, როგორც მე შევეცადე დამენახვებია, ის არათანაბარი ხარკი არის, მაგრამ პირველი წესის წინააღმდეგ ის არ სცოდავს. მას შეიძლება ხალხის ჯიბიდან მეტი მიჰქონდეს, ვიდრე აძლევს ხაზინას, მაგრამ იგი არათანაბრად არ აწვება გადამხდელთა რომელსამე განსაკუთრებულ კლასს. ბ-ნმა სეიმ, მე მგონია, ყალბად გაიგო ინგლისის საადგილმამულო ხარკის ბუნება და მოქმედება; იგი ამბობს: “მრავალი მწერალი ფიქრობს, რომ ინგლისის მიწათმოქმედებამ სწორედ ამ მყარი შეფასების მეოხებით მიაღწია უმაღლეს აყვავებას. უეჭველია, მან დიდად შეუწყო ხელი იმ აყვავებას. მაგრამ რას ვიტყოდით იმ მთავრობაზე, რომელიც ასეთი სიტყვებით მიმართავდა წვრილ ვაჭარს: „პატარა კაპიტალით შენ შეზღუდულ ვაჭრობას აწარმოებ, და ამის გამო შენი პირდაპირი სახარკო ტვირთი ფრიად მცირე არის. ისესხე და დააგროვე კაპიტალი, გააფართოვე შენი ვაჭრობა, რათა იგი შენ ვეება მოგებას გაძლევდეს: და მაინც შენ ყოველთვის მხოლოდ იმავე ხარკს გადაიხდი. კიდევ მეტი: როდესაც შენს მემკვიდრეებზე გადავა შენი მონაგები და ისინი ამას კიდევ უფრო გაადიდებენ, ეს მონაგები შეფასებული იქნება ხარკის გადასახდევინებლად ისე, როგორც რომ შენთვის ყოფილიყო შეფასებული, და შენს მემკვიდრეებს საზოგადოებრივი ტვირთის უფრო დიდი წილი არ ექნებათ სატარებელი.“

„უეჭველია, ამით ძალიან დიდი გამხნევება იქნებოდა მრეწველობისა და ვაჭრობისთვის მიცემული; მაგრამ იქნებოდა ეს სამართლიანი? განა მათ პროგრესს მხოლოდ ამ ფასით შეიძლება ადგილი ჰქონდეს? განა თვით ინგლისში სამრეწვწლო და სავაჭრო საქმიანობამ, იმ პერიოდის შემდეგ, არ მიაღწია კიდევ უფრო სწრაფ წარმატებას, თუმცა ასეთი მეცადინეობის, ეკონომიისა და დახელოვნების მეოხებით, თავის წლიურ შემოსავალს ადიდებს 5000 ფრანკით. თუ სახელმწიფო მას მოსთხოვს თაცის სასარგებლოდ მისი შემოსავლის გადიდების მეხუთედს, განა დანარჩენი 4000 ფრანკი არ იქნება მისთვის სტიმული შემდგომი მცდელობისათვის?“

ბ-ნი სეის გულისხმობის თანახმად, „მემამულე, თავისი მეცადინეობის, ეკონომიისა და დახელოვნების მეოხებით, თავის წლიურ შემოსავალს ადიდებს 5000 ფრანკით“; მაგრამ მემამულეს არავითარი არა აქვს გამოიყენოს თავის მიწაზე თავისი მეცადინეობა, ეკონომია და დახელოვნება, უკეთუ იგი თვითონ არ ეწევა მასზე მეურნეობას; და უკანასკნელ შემთხვევაში კი იგი ახდენს გაუმჯობესებასროგორც კაპიტალისტი და ფერმერი და არა როგორც მემამულე. გაუგებარია, როგორ უნდა შეძლოს მან თავისი ფერმის პროდუქტის გადიდება რაიმე განსაკუთრებული დახელოვნების მეოხებით თავის მხრივ, თუ წინასწარ არ გაადიდა იმ ფერმაში გამოყენებული კაპიტალის რაოდენობა. ხოლო თუ მან კაპიტალი გაადიდა, მისი გადიდებული შემოსავალი შეიძლება იყოს იმავე შეფარდებაში გადიდებული კაპიტალის მიმართ, როგორც ყველა სხვა ფერმერთა შემოსავალი მათი კაპიტალების მიმართ.

თუ, ბ-ნი სეის რჩევის თანახმად, სახელმწიფო მოითხოვდა თავისთვის ფერმერის შემოსავლის გადიდების მეხუთედ ნაწილს, ეს იქნებოდა ცალმხრივი ხარკი, ფერმერებზე დაწესებული, რომელიც მათ მოგებას დააწვებოდა და არ შეეხებოდა სხვა მოსაქმეობაში მომქმედ პირთა მოგებას. ხარკი გადაიხდებოდა ყველა მიწაზე, როგორც მწირი მოსავლის მომცემზე, ისე უხვი მოსავლის მომცემზე, და მისი ანაზღაურება რენტიდან გამოკლების გზით შეუძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც მიწა არავითარ რანტას არ იხდის. მაგრამ ცალმხრივი ხარკი მოგებაზე არასოდეს არ აწვება იმ მრეწველობას, რომელიც მით არის დაბეგრილი, იმიტომ რომ მრეწველი ან მიატოვებს თავის მოსაქმეობას, ანდა ხარკს აინაზღაურებს. იმათ, ვინც არავითარ რენტას არ იხდის, შეუძლიათ ანაზღაურება მიიღონ მხოლოდ პროდუქტის ფასის აწევის გზით, და, ამგვარად, ბ-ნი სეის მიერ ნარჩევი ხარკი მომხმარებელს დააწვება და არა მემამულეს ან ფერმერს.

თუ ეს ნარჩევი ხარკი გადიდდებოდა მიწისგან მიღებული მთლიანი პროდუქტის რაოდენობის ან ღირებულების პროპორციულად, იგი არაფრით განსხვავებული არ იქნებოდა ათისთავისგან და იმგვარადვე გადაეკისრებოდა მომხმარებელს. ამრიგად, მიწის მთლიანი პროდუქტი არის დაბეგრილი თუ წმინდა პროდუქტი, ხარკი თანაბრად მოხმარების ხარკს წარმოადგენს და მემამულეს და ფერმერს მარტოოდენ იმგვარად შეეხება, როგორც სხვა, ნედლ პროდუქტზე დაწესებული ხარკები.

მიწაზე რომ არავითარი ხარკი არ იყოს დადებული და იგივე თანხა რომ რაიმე სხვა საშუალებით აიღებოდეს, - მიწათმოქმედება, ყოველ შემთხვევაში, ისესვე აყვავდებოდა, როგორც ეს ფაქტიურად მოხდა, ვინაიდან შეუძლებელია მიწაზე დაწესებული რაიმე ხარკი სტიმულს აძლევდეს მიწათმოქმედების განვითარებას; ზომიერი ხარკი შესაძლებელია არ აფერხებდეს - და ალბათ არც აფერხებს - დიდად წარმოებას, მაგრამ სტიმულის მიცემა წარმოებისათვის მას არ შეუძლია. ინგლისის მთავრობას ისეტი ენით არ ულაპარაკნია, რასაც მას ბ - ნი სეი მიაწერს. მას არ მოუცია დაპირება, მიწათმომქმედ კლასს და მის მემკვიდრეებს მერმისში ყოველგვარი დაბეგვრისგან გავანთავისუფლებო და იმ სახსრებს, რომლებიც შემდეგში სახელმწიფოს შეიძლება დასჭირდეს, საზოგადოებას სხვა კლასებისგან ავიღებო. მან სთქვა მხოლოდ: „ამ წესით ჩვენ მეტ ტვირთს აღარ დავადებთ მიწას, მაგრამ ვიტოვებთ სრულს თავისუფლებას რაიმე სხვა გზით თქვენ თქვენი სრული წილი გაგაღებინოთ სახელმწიფოს სამერმისო ხარჯების დასაფარავადო“.

როდესაც იგი ლაპარაკობს ნატურალურ ხარკებზე, ან ისეთ ხარკზე, რომელიც პროდუქტის განსაზღვრულ ნაწილს შეადგენს და სავსებით იგივეა, რაც ათისთავი, ბ-ნი სეი ამბობს: „ამ სახის ხარკი ისე სჩანს, რომ ყველაზე ყფრო სამართლიანი არის, მაგრამ სინამდვილეში ძნელია მასზე უფრო უსამართლო ხარკის პოვნა; ასეთი ხარკი არავითარ ანგარიშს არ უწევს მწარმოებლის მიერ ავანსად გაღებულ ხარჯებს; იგი პროპორციულია მთლიანი პროდუქტის და არა წმინდა პროდუქტისა. ორი მიწათმოქმედი აწარმოებს სხვადასხვა სახის ნედლ პროდუქტს. ერთს პური მოჰყავს საშუალო ხარისხის მიწაზე, და მისი წარმოების ხარჯები საშუალოდ წელიწადში 8000 ფრანკს აღწევს. თავისი მიწის მთლიან პროდუქტს იგი ჰყიდის 12000 ფრანკად; მაშასადამე, მას 4000 ფრანკის წმინდა შემოსავალი აქვს.

მის მეზობელს აქვს საძოვრები და ტყეები, რაც მას ყოველ წელს აგრეთვე 12000 ფრანკს აძლევს, მაგრამ მისი ხარჯები მხოლოდ 2000 ფრანკს შეადგენს. ამრიგად, მას საშუალოდ 10000 ფრანკის წმინდა შემოსავალი აქვს.

და აი, კანონი მოითხოვს, რომ გადახდევინებულ იქნეს ნატურით მიწის პროდუქტების ერთი მეთორმეტედი, როგორიც უნდა იყოს ეს პროდუქტები. პირველს, ამ კანონის თანახმად, გამოართმევენ პურს, ღირებულებით 1000 ფრანკისას, და მეორეს - თივას, ცხოველებს ან ხე-ტყეს, ღირებულებით ასევე 1000 ფრანკისას. რა მოხდა? ის, რომ ერთს გამოართვეს 1/4 მისი წმინდა შემოსავლის, რომელიც 4000 ფრანკს უდრის, და მეორეს - მხოლოდ 1/10 მისი შემოსავლის, რომელიც 10000 ფრანკს შეადგენს, რომელიც რჩება მას შემდეგ რაც კაპიტალი აღდგენილია ისე, როგორც იგი წინათ იყო. განა ვაჭრის შემოსავალს ის თანხა შეადგენს, რომელიც წარმოსდგება გაყიდვის ყველა აქტით წლის განმავლობაში? რასაკვირველია, არა. მის შემოსავალს მხოლოდ ის თანხა შეადგენს, რომელიც გარდამეტია მის განაყიდთა თანხისა ხარჯებზე და ამიტომ ხარკი მხოლოდ ამ გარდამეტზე უნდა აიღებოდეს“

ბ-ნი სეის შეცდომა ზემოაღნიშნულ ციტატში ის არის, რომ იგი გულისხმობს, - ერთი მიწათმომქმედის წმინდა მოგება სწორედ იმდენით აღემატება მეორის წმინდა მოგებას, რამდენითაც ერთი ფერმის პროდუქტის ღირებულება აღემატება, კაპიტალის ანაზღაურების შემდეგ, მეორე ფერმის პროდუქტის ღირებულებას. წმინდა შემოსავალი ტყის მფლობელის და მოიჯარადრისა ერთად შესაძლებელია ბევრად უფრო დიდი იყოს სახნავი მიწის მფლობელისა და მოიჯარადრის წმინდა შემოსავალზე, მაგრამ ეს განსხვავება წარმოსდგება რენტის განსხვავების გამო და არა მოგების ნორმის განსხვავების გამო. ბ-მა სეიმ სრულიად დაივიწყა რენტის იმ სხვადასხვა თანხის განხილვა, რომელიც უნდა გადაიხადონ იმ მიწათმომქმედებმა. მრეწველობის ერთსა და იმავე დარგში არ შეიძლება არსებობდეს მოგების ორი სხვადასხვა ნორმა; და ამიტომ, თუ პროდუქტის ღირებულება სხვადასხვა პროპორციაშია კაპიტალის მიმართ, განსხვავება ექნება რენტას და არა მოგებას. აბა რა საბაბით უნდა იღებდეს ერთი ადამიანი 2000 ფრანკი კაპიტალის გამოყენებით 10000 ფრანკ წმინდა მოგებას, მაშინ როდესაც მეორე 8000 ფრანკით მხოლოდ 4000 იღებს? ბ-მა სეიმ ინებოს და ანგარიშში მიიღოს ჯეროვანი წილი რენტისათვის; მხედველობაში მიიღოს, შემდეგ, ის გავლენა, რომელსაც ასეთი ხარკი მოახდენდა იმ სხვადასხვა სახის ნედლი პროდუქტის ფასებზე, და მაშინ იგი დაინახავს, რომ ეს ხარკი სრულიადაც არ წარმოადგენს არათანაბარ ხარკს, და რომ მის გადახდაში თვით მწარმოებლები ისევე მონაწილენი იქნებიან, როგორც მომხმარებელთა ყოველი სხვა კლასი.

16 თავი XIII: ხარკები ოქროზე

▲ზევით დაბრუნება


საქონელთა ფასის აწევა, შედეგად დაბეგვრისა ანუ წარმოების გაძნელებისა, ბოლოს და ბოლოს ყოველთვის წარმოსდგება. მაგრამ თუ რამდენი დრო გაივლის, ვიდრე საბაზრო ფასი ბუნებრივ ფასს შეეთანხმებოდეს, - ეს დამოკიდებულია საქონლის ბუნებაზე და იმ სიადვილეზე, როგორითაც შესაძლებელია მისი რაოდენობა შემცირებულ იქნეს. დაბეგრილი საქონლის რაოდენობის შემცირება რომ არ ყოფილიყო შესაძლებელი, მაგალითად, ფემერს ან ქუდების ფაბრიკანტს რომ არ შესძლებოდათ თავიანთი კაპიტალის გადატანა მრეწველობის სხვა დარგებში, იმ შემთხვევაში ხარკის გამო მათი მოგების დაწევას საერთო დონეზე დაბლა სხვა შედეგები არა ახლდებოდა რა. თუ მათი პროდუქტების მიმართ მოთხოვნა არ გადიდდებოდა, მათ არასოდეს არ ექნებოდათ შესაძლებლობა პურის და ქუდების საბაზრო ფასი მათი გადიდებული ბუნებრივი ფასის დონემდე აეწიათ. მათი მუქარა - ჩვენს მოსაქმეობას მივატოვებთ და ჩვენს კაპიტალებს უფრო ხელსაყრელ სამრეწველო დარგებში გადავიტანოთო - ცარიელ მუქარად იქნებოდა მიჩნეული; ისინი ამ მუქარას საქმედ ვერ აქცევდნენ და, მაშასადამე, მაღლა ვერ ასწევდნენ ფასს წარმოების შემცირების გზით. მაგრამ - თუმცა არაერთნაირის სისწრაფით - ყოველგვარი საქონლის რაოდენობა შეიძლება შემცირებულ იქნეს, და კაპიტალი შეიძლება გადატანილ იქნეს მრეწველობის ნაკლებ მოგებიანი დარგიდან უფრო მოგებიანში. რაც უფრო სწრაფად შეიძლება, მწარმოებლისთვის ზიანის მიუყენებლად, ამა თუ იმ საქონლის მიწოდების შემცირება, მით უფრო სწრაფად აიწევს მისი ფასი, მას შემდეგ რაც მისი წარმოების სიძნელემ იმატა დაბეგვრისა ან რაიმე სხვა მიზეზის გამო. რადგან პური ისეთი პროდუქტია, რომელიც აუცილებლად საჭიროა ყველასთვის, ამიტომ მისი მოთხოვნა არსებით ცვლილებას არ განიცდის ხარკის შემოღების გამო, და ამიტომ პურის მოწოდებაც ალბათ დიდხანს არ იქნებოდა მოჭარბებული, იმ შემთხვევაშიც კი, უკეთუ მწარმოებლები დიდ სიძნელეს შეხვდებოდნენ მიწათმოქმედებიდან კაპიტალის დაძვრის საქმეში. ამ მიზეზითაა, რომ პურის ფასი, დაბეგვრის გამო, სწრაფად აიწევს, და ფერმერს შესაძლებლობა მიეცემა ხარკი თავისგან მომხმარებელს გადააკისროს.

ის სამადნეები, საიდანაც ჩვენ ოქროს ვიღებთ, ჩვენს ქვეყანაში რომ იყოს და ოქროს რომ ხარკი ედოს, მისი შეფარდებითი ღირებულება სხვა საგნების მიმართ ვერ აიწევდა, ვიდრე მისი რაოდენობა არ შემცირდებოდა. ეს ასე იქნებოდა განსაკუთრებით მაშინ, უკეთუ ოქრო მხოლოდ და მხოლოდ ფულად მოჭრისათვის იქნებოდა გამოყენებული. მაგრამ ამ შემთხვევაში შეუძლებელი გახდებოდა იმ სამადნეების დამუშავების განგრძობა, რომლებიც ყველაზე უფრო არაპროდუქტიული სამადნეებია, ე.ი. რომელნიც რენტას არ იხდიან, ვინაიდან ისინი მოგების ჩვეულებრივი ნორმის მომცემი აღარ იქნებოდნენ, ვიდრე ოქროს შეფარდებითი ღირებულება ხარკის თანასწორი თანხის ოდენობით არ აიწევდა. ოქროს რაოდენობა და, მაშასადამე, ფულის რაოდენობა თანდათან შემცირდებოდა: პირველი წლის განმავლობაში იგი ცოტათი შემცირდებოდა, რაოდენადმე უფრო - მეორე წლის განმავლობაში, და ბოლოს და ბოლოს ოქროს ღირებულება აიწევდა ხარკის პროპორციულად. ამ გარდამავალ პერიოდში იზარალებდნენ მემამულეები ან მოიჯარადრეები, ვინაიდან ისინი იქნებოდნენ ხარკის გადამხდელნი, და არა ისინი, ვინც ფულს ხმარობს. თუ თითოეული 1000 კვარტერი ხორბლიდან, რომელიც ქვეყანაში მოიპოება, და თითოეული 1000 კვარტერიდან, რომელიც მერმისში იქნება წარმოებული, სახელმწიფომ ხარკად წაიღო 100 კვარტერი, იმ შემთხვევაში დანარჩენი 900 კვარტერი სხვა საქონელთა იმავე რაოდენობაზე გაიცვლება, რომელზედაც წინათ 1000 კვარტერი გაიცვლებოდა, მაგრამ თუ ეგევე მოხდა ოქროს შესახებ, თუ თითოეული 1000 გირვ. სტერლ. ფულიდან, რომელიც ქვეყანაში მოიპოება ან რომელიც შემოზიდული იქნება შემდეგში, მთავრობა შესძლებდა ხარკად წაეღო 100 გირვ. სტერლინგი, დანარჩენ 900 გირვ. სტერლინგს ძალიან ცოტათი თუ ექნებოდა იმაზე მეტი მსყიდველობითი ძალა, რაც წინანდელ 900 გირვ. სტერლინგს ჰქონდა. ხარკი იმათ დააწვება, ვისი საკუთრბაც ფულშია მოქცეული, და ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ფულის რაოდენობა არ შემცირდება მისი საწარმოო ხარჯების გადიდების პროპორციულად, რამდენადაც ეს გადიდება ხარკით არის გამოწვეული.

ასეთ მოვლენას იქნებ უფრო მეტადაც ჰქონდეს ადგილი ფულად ხმარებული ლითონის შესახებ, ვიდრე რომელიმე სხვა საქონლის შესახებ, იმიტომ რომ ფულის მოთხოვნა არ არის მოთხოვნა განსაზღვრული რაოდენობისათვის, როგორიც არის მოთხოვნა ტანსაცმელისა და საზრდოს მიმართ. ფულის მოთხოვნას აწესრიგებს სავსებით მისი ღირებულება, ხოლო მის ღირებულებას - მისი რაოდენობა. თუ ოქროს ღირებულება გაორკეცდა, მისი ნახევარი რაოდენობა შეასრულებს იმავე სამიმოქცევო ფუნქციას, და თუ მისი ღირებულება განახევრდა, ოქროს ორმაგი რაოდენობა იქნება საჭირო იმავე ფუნქციის შესასრულებლად. თუ პურის საბაზრო ღირებულებამ, დაბეგვრის გამო ანუ წარმოების გაძნელების გამო, ერთი მეთედით აიწია, საეჭვოა, რომ ამ გარემოებამ რაიმე გავლენა იქონიოს მოხმარებული პურის რაოდენობაზე: თითოეულ ადამიანს პურის განსაზღვრული რაოდენობა ესაჭიროება და ამიტომ, თუ მას ყიდვის საშუალება აქვს, იგი იმდენსავე პურს მოიხმარებს, რამდენსაც წინათ; რაც შეეხება ფულს, მისი მოთხოვნა პირდაპირ პროპორციულია მისი რაოდენობისა. ვერავინ ვერ მოიხმარებდა პურის იმ რაოდენობაზე ორჯერ მეტს, რაც ჩვეულებრივ საჭირო არის მის საარსებოდ, მაგრამ ყოველი ადამიანი, საქონელთა ერთი და იმავე რაოდენობის ყიდვის ან გაყიდვისას, შეიძლება ფულის ორმაგი, სამმაგი ან მეტი რაოდენობის ხმარებას იყოს იძულებული.

ის არგუმენტაცია, რომელიც მე ეს არის აღვნიშნე, ძალაშია საზოგადოების ისეთი მდგომარეობისათვის, როდესაც ფულად ძვირფასი ლითონები იხმარება და ქაღალდის ფული შემოღებული არაა. ლითონ ოქროს, ისე როგორც ყველა სხვა საქონელს, აქვს თავისი საბაზრო ღირბულება, რომელსაც, საბოლოო ანგარიშით, აწესრიგებს მისი წარმოების შედარებითი სიადვილე ან სიძნელე; თუმცა, მისი გამძლეობის გამო და მისი რაოდენობის შემცირების სიძნელის გამო, ოქროს საბაზრო ღირებულება დიდ ცვლილებებს არ განიცდის, მაგრამ ეს სიძნელე კიდევ უფრო დიდდება მით, რომ იგი ფულად იხმარება. თუ ოქროს რაოდენობა, რომელიც ბაზარზე მიმოიქცევა მხოლოდ საქონლის სახით, 10 000 უნცს შეადგენდა, და მისი სამრეწველო მოხმარება 2000 უნცს უდრიდა წლიურად, მისმა ღირებულებამ ერთი მეოთხედით ანუ 25%25-ით შეიძლება აიწიოს წლიური იმპორტის შეჩერების გამო; მაგრამ თუ, იმის გამო, რომ ოქრო ფულად იხმარება, მისი რაოდენობა 100 000 უნცს შეადგენდა, მისი ღირებულება 10 წელზე ადრე ვერ აიწევს ერთი მეოთხედით. რადგან ქაღალდის ფულის რაოდენობა ადვილად შეიძლება შემცირებულ იქნეს, მისი ღირებულება, თუნდაც რომ ოქრო ყოფილიყო მისი ნორმალური საზომი, ისევ სწრაფად შეიძლებოდა გადიდებულიყო, როგორ სწრაფადაც შეიძლებოდა გადიდებულიყო თვით ოქროს ღირებულება, უკეთუ ეს ლითონი, შეადგენდა რა მიმოქცევის საშუალების ძალიან მცირე ნაწილს, ძალიან მცირედ დაკავშირებული იყო ფულთან.

ოქრო რომ მარტო ერთი ქვეყნის ნაწარმოებს შეადგენდეს და ყველა ქვეყანაში ფულად იხმარებოდეს, შესაძლებელი იქნებოდა მეტად მნიშვნელოვანი ხარკის დადება მასზე, რომელიც ყოველ ქვეყანას მხოლოდ იმ ზომით დააწვებოდა, რა ზომითაც იგი ოქროს მოიხმარებდა სამრეწველო მიზნით და სხვადასხვა ავეჯეულობის საწარმოებლად; ოქროს იმ ნაწილზე, რომელიც ფულად იქნებოდა ხმარებული, არავინ გადაიხდიდა ხარკს, თუმცა შესაძლებელია ფრიად დიდი ხარკი იქნებოდა ოქროზე აღებული. ეს თავისებურობაა ფულისა. ყველა სხვა საქონელთა ღირებულება, რომელთა რაოდენობა შეზღუდულია და არ შეიძლება გადიდებულ იქნეს კონკურენციის გზით, მყიდველთა გემოვნებასა, კაპრიზსა და სახსარზე არის დამოკიდებული. მაგრამ ფული ისეთი საქონელია, რომლის რაოდენობის გადიდებას არც ერთი ქვეყანა არ სთვლის სასურველად ან აუცილებლად: მიმოქცევის საშუალებად 20 მილიონის ხმარებით მეტი სარგებლობა არ მიიღება, ვიდრე 10 მილიონის ხმარებით. ამა თუ იმ ქვეყანას შეიძლება აბრეშუმის ან ღვინის წარმოების მონოპოლია ჰქონდეს, და აბრეშუმის და ღვინის ფასებმა მაინც შეიძლება დაიწიოს, იმიტომ რომ, კაპრიზის, მოდისა ან გემოვნების ცვლილების გამო, აბრეშუმსა და ღვინოს შესაძლებელია მაუდსა და არაყს ამჯობინებენ და მათ ადგილს ეს უკანასკნელნი იჭერენ. ეგევე შეიძლება რაოდენადმე მოხდეს ოქროს შესახებაც, რამდენადაც ოქროს მოხმარება მრეწველობით არის შემოფარგლული. მაგრამ რამდენადაც ფული საყოველთაო საშუალებაა გაცვლა-გამოცვლისა, მისი მოთხოვნა არასოდეს არაა თავისუფალ არჩევაზე დამოკიდებული და ყოველთვის აუცილებლობის საგანს წარმოადგენდა: თქვენ უნდა მიიღოთ იგი გაცვლისას თქვენი საქონლის სამაგიეროდ. ამიტომ, ოქროს ღირებულების დაწევისას, არ არსებობს საზღვარი ფულის გადიდებული რაოდენობისთვს, რომლის მიღება თქვენ შეიძლება გაიძულოთ საგარეო ვაჭრობამ, და ასევე, ოქროს ღირებულების აწევისას, არ არსებობს მისი ისეთი შემცირება, რომელზედაც დათანხმებას თქვენ იძულებული არ იყოთ. მართალია, ოქროს თქვენ შეგიძლიათ ქაღალდის ფული შეუნაცვლოთ, მაგრამ ამით თქვენ არ შეამცირებთ და ვერც შეამცირებთ ფულის რაოდენობას, იმიტომ რომ უკანასკნელი იმ სამასშტაბო პროდუქტის ღირებულებით განისაზღვრება, რომელზედაც ქაღალდის ფულის გადაცვლა ხდება. მხოლოდ საქონელთა ფასების აწევის გზით შეიძლება შეწყვეტილ იქნეს საქონელთა გაზიდვა იმ ქვეყნიდან, სადაც ისინი ნაკლები ფულით იყიდებიან, იმ ქვეყანაში, სადაც ისინი მეტ ფულზე შეიძლება გაყიდულ იქნენ; და ფასების ეს აწევა კი შესაძლებელია განხორციელებულ იქნეს მხოლოდ ლითონური ფულის შემოზიდვით საზღვარგარეთიდან ანდა ქაღალდის ფულის შემოღებით ან გამრავლებით ქვეყნის შიგნით. ამრიგად, თუ ესპანეთის მეფე, - უკეთუ ვიგულისხმებთ, რომ ოქროს სამადნეები მის მონოპოლიურ მფლობელობაში იმყოფება და რომ მარტო ოქრო იხმარება ფულად, - თუ ესპანეთის მეფე დიდ ხარკს დაადებდა ოქროს, იგი მნიშვნელოვნად მაღლა ასწევდა ოქროს ბუნებრივ ღირებულებას. და რადგან ოქროს საბაზრო ღირებულება ევროპაში, ბოლოს და ბოლოს, განისაზღვრება მისი ბუნებრივი ღირებულებით ესპანეთის ამერიკაში, ამიტომ ევროპა მეტ საქონელს მისცემდა ოქროს განსაზღვრულ რაოდენობაში. მაგრამ მაშინ ამერიკაში ადგილი აღარ ექნებოდა ოქროს წინანდელი რაოდენობის წარმოებას, იმიტომ რომ ოქროს ღირებულება აწეულ იქნებოდა პროპორციულად მისი რაოდენობის შემცირებისა, რასაც გამოიწვევდა მისი წარმოების ხარჯების გადიდება. ამრიგად, ამერიკა გაზიდული ოქროს სამაგიეროდ წინანდელზე მეტ საქონელს ვერ მიიღებდა. მაშ - შეიძლება ვიკითხოთ - რაღაში იქნებოდა ესპანეთის და მისი კოლონიების სარგებლობა? ეს სარგებლობა იმაში იქნებოდა, რომ, ნაკლები ოქროს წარმოებისას, ნაკლები კაპიტალი დაიხარჯებოდა მის წარმოებაზე; ესპანეთი შეზიდავდა ევროპიდან, ნაკლები კაპიტალის გამოყენებით, საქონელთა იმავე ღირებულებას, რასაც წინათ - უფრო დიდი კაპიტალის გამოყენებით. მაშასადამე, მთელი ის მასა პროდუქტებისა, რომელიც სამადნეებიდან განთავისუფლებული კაპიტალით მიიღებოდა, იქნებოდა პირდაპირი სარგებლობა, რომელსაც ესპანეთი მოიპოებდა ოქროს დაბეგვრით და რომელსაც იგი ვერ მიიღებდა ასე ბლომად ან ასე ნამდვილად, რაიმე სხვა საქონლის მონოპოლია რომ ჰქონებოდა. ასეთი ხარკი, რამდენადაც საქმე ფულს შეეხება, არავითარ ზიანს არ მიაყენებდა ევროპის ხალხებს; მათ ექნებოდათ პროდუქტების იგივე რაოდენობა და, მაშასადამე, მოხმარების საშუალებათა იგივე რაოდენობა, რაც წინათ ჰქონდათ; მხოლოდ ესაა, რომ ამ პროდუქტების მიმოქცევა ფულის ნაკლები რაოდენობით შესრულდებოდა, ვინაიდან ოქროს ღირებულება აწეული იქნებოდა.

სამადნეებიდან რომ, ხარკის გამო, მხოლოდ ერთი მეათედი მიიღებოდეს იმ ოქროსი, რომელიც ახლა მიიღება, ეს მეათედი იმავე ღირებულების იქნებოდა, რისიც ამჟამად მიღებული ათი მეათედი არის. მაგრამ ესპანეთის მეფე არ არის ძვირფას ლითონთა სამადნეების მონოპოლიური მფლობელი. და კიდევაც რომ ყოფილიყო, ის სარგებლობა, რომელიც მას ექნებოდა იმ სამადნეების მფლობელობიდან და სახარკო სუვერენობიდან, შეიძლებოდა მნიშვნელოვნად შემცირებულიყო ევროპაში მოთხოვნისა და მოხმარების შეზღუდვის გამო, რაც შედეგი იქნებოდა, მეტნაკლები ზომით, საყოველთაოდ ლითონური ფულის შენაცვლებისა ქაღალდის ფულით. ყველა საქონლის საბაზრო და ბუნებრივი ფასების შეთანხმებულობა დამოკიდებულია იმ სიადვილეზე, რომლითაც მიწოდება შეიძლება გადიდებულ ან შემცირებულ იქნეს. იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ ისეთ პროდუქტებთან გვაქვს საქმე, როგორიცაა ოქრო, სახლები, შრომა და ბევრი სხვა საგანი, ეს შედეგი, ზოგ გარემოებაში, სწრაფად ვერ წარმოსდგება. მაგრამ სხვაგვარადაა საქმე იმ საქონელთა შესახებ, რომელნიც წლიდან წლამდე მოიხმარებიან და კვლავ იწარმოებიან, როგორიცაა, მაგალითად, ქუდები, ფეხსაცმელი, პური და მაუდი. მათი რაოდენობა, თუ საჭირო გახდა, ადვილად შეიძლება შემცირებულ იქნეს, და დიდი ხანი არ გაივლის, ვიდრე მიწოდება შეიკვეცებოდეს მათი გადიდებული საწარმოო ხარჯების შესაბამისად.

მიწის ზედაპირიდან მიღებულ ნედლ პროდუქტზე დაწესებული ხარკი, როგორც ჩვენ ვნახეთ, მომხმარებელს აწვება; და იგი სრულებით ხელუხლებს სტოვებს რენტას, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ შემთხვევას, როდესაც ხარკი ამცირებს შრომის შესანახად დანიშნულ ფონდს და, დაბლა სწევს რა ამგვარად ხელფასს, ამცირებს მოსახლეობას და მასთან ერთად პურის მოთხოვნას. მაგრამ ოქროს სამადნეების პროდუქტზე დაწესებული ხარკი, ადიდებს რა ამ ლითონის ღირებულებას, აუცილებლად გამოიწვევს მისი მოთხოვნის შემცირებას და ამიტომ ასევე აუცილებლად გამოიწვევს კაპიტალის გასვლას იმ მოსაქმეობიდან, რომელშიაც იგი გამოიყენებოდა. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ოქროზე დაწესებული ხარკით ესპანეთი მიიღებდა ყველა იმ სარგებლობას, რომელიც მე აღვნიშნე, იმ სამადნეების მესაკუთრენი, საიდანაც კაპიტალი გავიდოდა, დაჰკარგავდნენ მთელ თავის რენტას. ეს ცალკეულ პირთათვის იქნებოდა დანაკარგი და არა ერისთვის, ვინაიდან რენტა ახალი სიმდიდრის შექმნას კი არ წარმოადგენს, არამედ, - მხოლოდ მის გადანაცვლებას ხელიდან ხელში: ესპანეთის მეფე და იმ სამადნეების მესაკუთრენი, რომელთა დამუშავება განიგრძობოდა, მიიღებდნენ ერთად არა მარტო ყველა იმას, რაც განთავისუფლებული კაპიტალი შეჰქმნიდა, არამედ ყველა იმასაც, რასაც სხვა მესაკუთრენი დაჰკარგავდნენ.

ვიგულისხმოთ, რომ დამუშავებაშია 1-ლი, მე-2 და მე-3 ხარისხის სამადნეები, და ისინი იძლევიან შესაბამისად 100, 80 და 70 გირვანქა ოქროს, და, მაშასადამე, №1-ის რენტა უდრის 30 გირვანქა და №2-ისა-10 გირვანქას. ვიგულისხმოთ, ახლა, რომ თითოეული დამუშავებაში მყოფი სამადნე 70 გირვანქა ოქროთია დაბეგრილი წლიურად, და რომ, ამის გამო, მხოლოდ №1-ის დამუშავება შეიძლება სარფიანად; ამ შემთხვევაში, ცხადია, ყოველი რენტა მყისვე გაჰქრებოდა. ხარკის შემოღებამდე №1-ში წარმოებული 100 გირვანქიდან გადაიხდებოდა 30 გირვანქა რენტა, და სამადნის დამმუშავებელს რჩებოდა კიდევ 70 გირვანქა, ე.ი. რაოდენობა, რომელიც უმცირესი პროდუქტივობის მქონე სამადნის პროდუქტს უდრიდა. ამგვარად, ის ღირებულება, რომელიც №1 სამადნის კაპიტალისტს რჩება, უნდა უდრიდეს წინანდელს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ მიიღებს კაპიტალის მოგების ჩვეულებრივ ნორმას; მაშასადამე, იმ 30 გირვანქის ღირებულება, რომელიც 100 გირვანქიდან 70 გირვანქა ხარკის გამოკლების შემდეგ დარჩება, უნდა უდრიდეს წინანდელი 70 გირვანქის ღირებულებას და, ამიტომ, მთელი 100 გირვანქის ღირებულებაც - წინანდელი 233 გირვანქის ღირებულებას. ის ღირებულება უფრო მაღალი კი შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო დაბალი ვერ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სამადნის დამუშავებაც შესწყდებოდა. რადგან ოქრო მონოპოლიური საქონელი იქნებოდა, მის ღირებულებას შეეძლო მისი ბუნებრივი ღირებულებისათვის გარდაემეტებია, და მაშინ ოქრო რენტის მომცემი იქნებოდა და ეს რენტა იმ გარდამეტის თანასწორი იქნებოდა; მაგრამ არავინ არ დახარჯავდა სამადნის დამუშავებაზე კაპიტალს, თუ ოქროს ღირებულება მის ბუნებრივ ღირებულებაზე დაბლა იქნებოდა. წინანდელი შრომისა და კაპიტალის ერთი მესამედის დახარჯვით ესპანეთი მიიღებდა ოქროს ისეთ რაოდენობას, რომელიც საქონელთა იმავე ან თითქმის იმავე რაოდენობაზე გაიცვლებოდა, რაზედაც წინათ იცვლებოდა: იგი უფრო მდიდარი გახდებოდა შრომის და კაპიტალის იმ ორი მესამედის პროდუქტით, რომელიც სამადნეებიდან განთავისუფლდებოდა. თუ 100 გირვანქა ოქროს ღირებულება წინათ მოპოებული 250 გირვანქის ღირებულებას უდრიდა, - მეფის წილი, 70 გირვანქა, წინანდელი ღირებულებით 175 გირვანქის თანასწორი იქნებოდა: სამეფო ხარკის მხოლოდ მცირე ნაწილი დააწვებოდა მეფის ქვეშევრდომებს, ხოლო მისი უდიდესი ნაწილი კაპიტალის უკეთესი განაწილების მეოხებით იქნებოდა მიღებული.

ესპანეთის ანგარიში ასეთი იქნებოდა:

იწარმოებოდა წინათ:

250 გირვანქა ოქრო, რომლის ღირებულება, ვთქვათ, უდრიდა 10 000 იარდ მაუდს.

იწარმოება ახლა:

ორი კაპიტალისტის მიერ, რომლებმაც ხელი აიღეს სამადნეებზე, იგივე ღირებულება, რაზედაც 140 გირვ. ოქრო იცვლებოდა; უდრის 5 600 იარდ მაუდს.

იმ კაპიტალისტის მიერ, რომელიც ეწევა №1 სამადნის დამუშავებას, 30 გირვანქა ოქრო, რომლის ღირებულება ახლა აწეულია ამ პროპორციით: 1:2 1/2 და ამიტომ უდრის ახლა 3 000 იარდ მაუდს.

სამეფო ხარკი, რომლის ღირებულებამ აგრეთვე აიწია ამ პროპორციით: 1:2 1/2 და ამიტომ უდრის ახლა 7 000 იარდ მაუდს.

________________________

სულ. 15 600 იარდ მაუდს.

ესპანეთის მეფის მიერ მიღებულ 7000-ში ესპანეთის ხალხი გადამხდელი იქნებოდა მხოლოდ 1400-ის, ხოლო 5 600 იქნებოდა წმინდა მოგება, რომელიც განთავისუფელებული კაპიტალის მეოხებით იქნებოდა მიღწეული.

თუ ხარკი, ნაცვლად იმისა, რომ მტკიცე თანხით ყოფილიყო დამუშავებაში მყოფ თითოეულ სამადნეზე დაწესებული, განსაზღვრული ნაწილი იქნებოდა მისი პროდუქტის, - ამის გამო ამოღებული რაოდენობა არ შემცირდებოდა დაუყონებლივ ხარკის შემოღების შემდეგ. აიღებდნენ თითოეულ სამადნეზე ხარკად ამოღებული ოქროს ნახევარს, მესამედს თუ მეოთხედს, სამადნეების მესაკუთრენი მაინც დაინტერესებული იქნებოდნენ იმაში, რომ მათ სამადნეებში ოქროს წინანდელი რაოდენობა ყოფილიყო ამოღებული; ხოლო თუ ამოღებული ოქროს რაოდენობა არ შემცირდება, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი გადავიდოდა მესაკუთრისაგან მეფის ხელში, - მაშ ოქროს ღირებულება არ აიწევდა; ხარკი დააწვებოდა კოლონიების მოსახლეობას, და არავითარი სარგებლობა არ იქნებოდა მიღწეული. ამგვარ ხარკს ისეთივე მოქმედება ექნებოდა, როგორც, ადამ სმიტის აზრით, ნედლ პროდუქტზე დაწესებულ ხარკებს აქვს საადგილმამულო რენტაზე: იგი სამადნის რენტას დააწვებოდა მთლიანად. სინამდვილეში ეს ხარკი, უკეთუ იგი კიდევ იქნებოდა ცოტათი გადიდებული, არა თუ მთელ რენტას შთანთქავდა, არამედ კაპიტალის ჩვეულებრივ მოგებასაც მოუსპობდა სამადნის დამმუშავებელს, და ეს უკანასკნელი, ამის გამო, ოქროს წარმოებიდან გაიტანდა თავის კაპიტალს: ხარკის კიდევ უფრო გადიდებისას შთაინთქმებოდა აგრეთვე უფრო მდიდარი სამადნეების რენტა, და კაპიტალი კვლავ გაიტანებოდა ოქროს წარმოებიდან. ამრიგად, ოქროს რაოდენობა სულ უფრო და უფრო შემცირდებოდა, და მისი ღირებულება აიწევდა, და წარმოსდგებოდა იგივე შედეგები, რომლებზედაც ჩვენ წინათ მივუთითეთ: ხარკის ერთ ნაწილს ესპანეთის კოლონიების ხალხი გადაიხდიდა, ხოლო მისი დანარჩენი ნაწილი იქნებოდა ახლად შექმნილი პროდუქტი, წარმომდგარი იმ იარაღის ღირებულების გადიდების გამო, რომელიც გაცვლა-გამოცვლის საშუალებად იხმარება.

ოქროზე დადებული ხარკი ორგვარია: ერთია ის, რომელიც დაედება ფაქტიურად მიმოქცევაში მყოფ ოქროს, და მეორე - ის, რომელიც დაედება ოქროს იმ რაოდენობას, რაც სამადნეებიდან ამოიღება. ორივეს აქვს ტენდენცია - შეამციროს ოქროს რაოდენობა და ასწიოს მისი ღირებულება; მაგრამ არც ერთის მეოხებით ოქროს ღირებულება არ აიწევს მანამდე, ვიდრე მისი რაოდენობა არ შემცირდება. ამიტომ დროებით, ვიდრე ოქროს მიწოდება შემცირდებოდეს, ასეთი ხარკები დააწვება ფულის მესაკუთრეებს; მაგრამ ბოლოს და ბოლოს ის ნაწილი, რომელიც ხანგრძლივად საზოგადოებას აწვება, გადახდილი იქნება, ერთის მხრივ, სამადნის მესაკუთრის მიერ რენტის შემცირების სახით, და, მეორეს მხრივ, - ოქროს იმ ნაწილის მყიდველების მიერ, რომელიც იხმარება ისეთი პროდუქტის სახით, რაც ადამიანთა ფუფუნებას დააკმაყოფილებს და რომელიც მონარჩუნებული არაა მხოლოდ და მხოლოდ როგორც საშუალება მიმოქცევისათვის.

17 თავი XIV: ხარკები სახლებზე

▲ზევით დაბრუნება


ოქროს გარდა არის კიდევ სხვა პროდუქტი, რომელთა რაოდენობა არ შეიძლება სწრაფად შემცირებულ იქნეს. ამიტომ ყოველი ხარკი, ასეთ პროდუქტებზე დაწასებული, მათ მესაკუთრეს დააწვება, უკეთუ ფასის აწევამ მოთხოვნა შეასუსტა.

ამ კატეგორიის ხარკებს მიეკუთვნება სახლებზე დაწესებული ხარკები. თუმცა ეს ხარკები დამქირავებლებს გადახდება, მაგრამ ხშირად მემამულეს დააწვება რენტის შემცირების სახით. მიწის პროდუქტი წლიდან წლამდე მოიხმარება და კვლავ იწარმოება. ეგევე შეიძლება ითქვას ბევრ სხვა საქონელზე. და რადგან მათი რაოდენობა, იმის გამო, სწრაფად შეიძლება დაყენებულ იქნეს მოთხოვნის შესაბამის დონეზე, ამიტომ მათი ფასი დიდი ხნით ვერ გადააჭარბებს მათ ბუნებრივ ფასს. მაგრამ სახლების ხარკი შეიძლება განვიხილოთ როგორც დამქირავებლის მიერ გადახდილი დამატებითი რენტა; მას აქვს ტენდენცია შეამციროს მოთხოვნა ერთნაირი წლიური რენტის მომცემი სახლების მიმართ, მათი მიწოდების შეუმცირებლად. მაშასადამე, რენტა დაბლა დაიწევს და ხარკის ნაწილი, ამიტომ, არაპირდაპირ გადახდილი იქნება მემამულის მიერ.

„სახლის რენტა“, ამბობს ადამ სმიტი, „შეიძლება ორ ნაწილად იქნეს დაყოფილი, რომელთაგან ერთს სრულის სისწორით შეიძლება ეწოდოს შენობის რენტა, ხოლო მეორეს ჩვეულებრივ საშენებო ადგილის რენტას უწოდებენ. შენობის რენტა წარმოადგენს იმ კაპიტალის სარგებელს ანუ მოგებას, რომელიც დახარჯულია სახლის ასაგებად. რათა მშენებელი მესარეწის მოსაქმეობა სხვა მოსაქმეობის თანაბარ დონეზე იყოს დაყენებული, საჭიროა, რომ შენობის რენტა საკმაოდ დიდი იყოს, ჯერ ერთი, იმავე სარგებლის მისაღებად, რომელსაც მესარეწე მიიღებდა თავის კაპიტალზე, იგი რომ მას გაეხსენებია კარგი უზრუნველყოფის ქვეშ, და მეორე, - სახლის შესანახად კარგ მდგომარეობაში ანუ, რაც იგივეა, იმ კაპიტალის აღსადგენად განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, რომელიც სახლის ასაგებად იყო დახარჯული“. „თუ მესარეწე სააღმსენებლო საქმეში გაცილებით მეტ მოგებას იღებს ოდესმე, ფულის სარგებელთან შედარებით, იმ შემთხვევაში ეს საქმე მალე იმდენ კაპიტალს მიიზიდავს თავისკენ სხვა დარგებიდან, რომ მით მოგება მის სათანადო დონეზე იქნება დაყვანილი. ხოლო თუ იგი რომელსამე პერიოდში ბევრად ამაზე ნაკლებ მოგებას იღებს, - სხვა დარგები მალე იმდენ კაპიტალს გამოაცლიან სააღმშენებლო საქმეს, რომ მოგება ისევ მაღლა აიწევს. სახლის მთელი რენტის ის ნაწილი, რომელიც იმის გარადამეტს შეადგენს, რაც საკმარისია ამ ჯეროვანი მოგების შესადგენად, შედის, რასაკვირველია, საშენებო ადგილის რენტაში; და როდესაც მიწის მესაკუთრე და შენობის მესაკუთრე ორი სხვადასხვა პირი არის, ამ ნაწილს უმრავლეს შემთხვევაში მთლად პირველი იღებს. სოფლის შენობებისთვის, დიდი ქალაქებისგან დაშორებით, სადაც საშენობო ადგილები ბლომად მოიპოება, საშენობო ადგილის რენტა თითქმის არად შესარაცხი არის ან იმაზე მეტი არაა, რასაც ის ადგილი, რომელზედაც სახლი დგას, მოიტანდა, ხვნათესვისთვის რომ ყოფილიყო გამოყენებული. სოფლის აგარაკებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ დიდი ქალაქის ახლოსაა აგებული, ეს რენტა ზოგჯერ ბევრად უფრო მაღალი არის, და განსაკუთრებული კომფორტისთვის და ლამაზი ადგილმდებარეობისთვის აქ ხშირად სასყიდელს იხდიან. საშენობო ადგილის რენტა ჩვეულებრივ ყველაზე უფრო მაღალია დედაქალაქში, და მის იმ განსაკუთრებულ ნაწილებში, სადაც უდიდესი მოთხოვნა არსებობს სახლების მიმართ, სულერთია, რა მიზეზებიც იწვევდეს ამ მოთხოვნას: ვაჭრობის და მრეწველობის მოთხოვნილება, სიამოვნების და გართობის მოთხოვნილება, თუ მედიდურობა და მოდა“. სახლის რენტაზე დაწესებული ხარკი შეიძლება დააწვეს ან დამქირავებელს, ან საშენობო ადგილის მესაკუთრეს, ანდა შენობის მფლობებლს. ჩვეულებრივ პირობებში, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მთელი ხარკი - უშუალოდ და საბოლოო ანგარიშითაც - გადაიხდება დამქირავებლის მიერ.

თუ ხარკი ზომიერი არის, და თუ ქვეყნის პირობები ისეთია, რომ ეს ქვეყანა ან სტაციონარულ მდგომარეობაშია, ან - პროგრესიულში, მაშინ დამქირავებელს ნაკლებ აქვს საფუძველი დაკმაყოფილდეს უფრო ცუდი ხარისხის სახლით. მაგრამ თუ ხარკი მაღალია ან რაიმე სხვა გარემოება ამცირებს მოთხოვნას სახლების მიმართ, იმ შემთხვევაში მემამულის შემოსავალი დაეცემა, ვინაიდან დამქირავებელი ნაწილობრივ აინაზღაურებს ხარკს რენტის შემცირების გზით. მაგრამ ძნელია იმის თქმა, თუ რა პროპორციით განაწილდება შენობის რენტასა და საშენობო ადგილის რენტას შორის ხარკის ის ნაწილი, რომელიც დამქირავებლის მიერ დაიზოგება რენტის შემცირების გზით. სარწმუნოა, რომ პირველ შემთხვევაში შემცირება შეეხებოდა ერთსაც და მეორესაც; ხოლო რადგან სახლები, თუმცა ნელნელა, მაგრამ მაინც აუცილებლივ ექვემდებარება ნგრევას, და ახლებს აღარავინ ააგებდა, ვიდრე მშენებელი მესარეწის მოგება წინანდელ დონეს არ მიაღწევდა, ამიტომ, განსაზღვრული შუალედი პერიოდის შემდეგ, შენობის რენტა ისევ დაუბრუნდებოდა თავის ბუნებრივ ფასს. რადგან სახლის ამშენებელი რენტას მხოლოდ მანამდე იღებს, ვიდრე სახლი სძლებს, ამიტომ იგი, უაღრესად არახელსაყრელ პირობებში, შესძლებდა ხარკის არავითარი ნაწილი არ გადაეხადა უფრო დიდი ხნით.

ამრიგად, ამ ხარკის გადახდა, ბოლოს და ბოლოს, დააწვება დამქირავებელს და საშენობო ადგილის მესაკუთრეს, მაგრამ, - ამბობს ადამ სმიტი, - „თუ რა პროპორციით განაწილდება მათ შორის ეს საბოლოო გადახდა, ამის განსაზღვრა ადვილი საქმე არ არის. ეს განაწილება, ალბათ, ფრიად სხვადასხვა იქნება სხვადასხვა გარემოებაში, და ამგვარი ხარკი, იმ სხვადასხვა გარემოების შესაბამისად, შეიძლება ძალიან არათანაბრად შეეხოს როგორც სახლის მდგმურს, ისე საშენობო ადგილის მესაკუთრეს“.1

საშენობო ადგილის რენტა ადამ სმიტს მიაჩნია განსაკუთრებით შესაფერ ობიექტად დაბეგვრისათვის. „როგორც საშენობო ადგილის რენტა, ისე ჩვეულებრივი რენტა მიწისა ისეთი სახის შემოსავალს წარმოადგენს, რომელსაც მესაკუთრე ბევრ შემთხვევაში იღებს ყოველგვარი გარჯისა და ზრუნვის გაუწევლად თავის მხრივ. და თუ მას ამ შემოსავლის ნაწილს გამოართმევენ სახელმწიფო ხარჯების დასაფარავად, ამით მრეწველობის არც ერთ დარგს არ მიეცემა რაიმე შეფერხება. მიწის და მთელი საზოგადოების შრომის წლიური პროდუქტი, ხალხის დიდი მასის ნამდვილი სიმდიდრე და შემოსავალი, ასეთი ხარკის შემოღების შემდეგ, შეიძლება იგივე დარჩეს, რაც წინათ იყო. ამიტომ საშენობო ადგილის რენტა და მიწის ჩვეულებრივი რენტა წარმოადგენს, იქნებ, შემოსავლის იმ ფორმებს, რომლებსაც საუკეთესოდ შეუძლია მათზე დაწესებული სპეციალური ხარკის ატანა“. უნდა ვაღიაროთ, რომ ხარკების შედეგები ისეთი იქნებოდა, როგორც ეს ადამ სმიტმა აგვიწერა. მაგრამ უეჭველად უსამართლობა იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ერთი რომელიმე განსაკუთრებული კლასის შემოსავლის დაბეგვრა. სახელმწიფოს ხარჯების ტვირთი განაწილებული უნდა იყოს ყველას შორის მათი სახსრების პროპორციულად; ეს არის ერთერთი იმ 4 წესიდან, რომლებიც, ადამ სმიტის აზრით, უნდა ხელმძღვანელობდეს ყოველ დაბეგვრას: რენტა ხშირად ისეთ ადამიანებს ეკუთვნის, რომელთაც, რამდენიმე წლის გარჯის შემდეგ, მოახდინეს თავიანთი მონაგების რეალიზაცია და თავიანთი ქონება დახარჯეს მიწის ან სახლების საყიდლად; და თუ რენტას არათანაბარი ხარკით დავბეგრავდით, ჩვენ დავარღვევდით პრინციპს, რომელიც ყოველთვის წმინდად უნდა იყოს დაცული: საკუთრების ხელშეუხებლობას. სამწუხაროა, რომ საღერბო ამოსაღები, რომელიც ტვირთად ადევს საადგილმამულო საკუთრების გადაცემას, არსებითად ხელს უშლის ამ საკუთრების იმათ ხელში გადსვლას, ვინც, ალბათ, შესძლებდა ყველაზე უფრო პროდუქტიული გამოყენება მიეცა მისთვის. და თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მიწა, უკეთუ მხოლოდ და მხოლოდ იგი იქნებოდა დაბეგვრისთვის შესაფერ ობიექტად მიჩნეული, არა თუ დაჰკარგავდა თავისი ფასის ნაწილს იმ რისკის ასანაზღაურებლად, რომელიც ამ დაბეგვრით წარმოსდგებოდა, არამედ იგი, გარდა ამისა, ამ რისკის განუსაზღვრელი ბუნებისა და გაურკვეველი ღირებულების გამო, გადაიქცევოდა შესაფერ საგნად სპეკულაციისთვის, რომელსაც უფრო თამაშის ხასიათი აქვს, ვიდრე საღი ვაჭრობის, - თუ ყველა ამას მხედველობაში მივიღებთ, ცხადი იქნება, ალბათ, რომ მიწა ამ შემთხვევაში უფრო ადვილად იმათ ხელში ჩავარდებოდა, ვისაც უფრო მოთამაშის თვისება აქვს, ვიდრე გონებადამჯდარი მესაკუთრისა, რომელიც უდიდესი სარგებლობით გამოიყენებდა თავის მიწას.

__________________

1. Book V., chap. II.

18 თავი XV: ხარკები მოგებაზე

▲ზევით დაბრუნება


ისეთ პროდუქტებზე დაწესებული ხარკები, რომლებსაც ჩვეულებრივ ფუფუნების საგნებს უწოდებენ, აწვება მხოლოდ იმათ, ვინც ამ პროდუქტების მომხმარებელია. ღვინის ხარკი გადაიხდება ღვინის მომხმარებლის მიერ. ფუფუნების ცხენებზე ან ეტლებზე დაწესებულ ხარკებს იხდიან ისინი, რომელნიც ასეთი საამო საგნების მქონებელნი არიან, და ამასთან - პირდაპირ პროპორციულად ამ საამო საგანთა რაოდენობისა. საარსებო საგნებზე დაწესებული ხარკები კი, პირიქით, მომხმარებლებს შეეხება არა მხოლოდ იმ რაოდენობის პროპორციულად, რომელსაც ისინი შეიძლება მოიხმარებენ, არამედ ხშირად ბევრად უფრო მაღალი პროპორციით. ჩვენ ვნახეთ, რომ პურის ხარკი ფაბრიკანტს არა მხოლოდ იმ ზომით ეხება, რა ზომითაც იგი და მისი ოჯახი შეიძლება პურს მოიხმარებს, არამედ ეს ხარკი კიდევ ცვლილებას იწვევს კაპიტალის მოგების ნორმაში და, მაშასადამე, ამცირებს ფაბრიკანტის შემოსავალს. ყველაფერი, რაც მაღლა სწევს შრომის ხელფასს, დაბლა სწევს კაპიტალის მოგებას; ამიტომ ყოველ ხარკს, რომელიც დაწესებულია მუშის მოხმარების ამა თუ იმ საგანზე, ტენდენცია აქვს - დაბლა დასწიოს მოგების ნორმა.

ქუდებზე დადებული ხარკი მაღლა ასწევს ქუდების ფასს, ფეხსაცმელზე დაწესებული ხარკი - ფეხსაცმლის ფასს. ეს რომ ასე არ იყოს, ხარკი ბოლოს და ბოლოს ფაბრიკანტის მიერ იქნებოდა გადახდილი; მისი მოგება საერთო დონეზე დაბლა დაიწევდა, და იგი თავის მოსაქმეობას მიატოვებდა. მოგების სპეციალური ხარკი მაღლა ასწევს იმ საქონლის ფასს, რომელსაც იგი აწვება: მაგალითად, მექუდის მოგებაზე დაწესებული ხარკი მაღლა ასწევდა ქუდების ფასს, ვინაიდან, თუ მექუდის მოგება დაბეგრილი იქნებოდა და არც ერთი სხვა დარგისა კი არა, - ეს მოგება, უკეთუ მექუდე თავისი ქუდების ფასს მაღლა ვერ ასწევდა, მოგების ჩვეულებრივ ნორმაზე დაბლა იქნებოდა, და მექუდე თავის მოსაქმეობაზე ხელს აიღებდა და სხვაზე გადავიდოდა.

ამგვარადვე ფერმერის მოგებაზე დაწესებული ხარკი გამოიწვევდა პურის ფასის აწევას; მაუდის მწარმოებლის მოგებაზე დაწესებული ხარკი - მაუდის ფასის აწევას; და თუ მოგების პროპორციულად ხარკს დაადებდნენ მრეწველობის ყველა დარგს, ყოველი საქონლის ფასი მაღლა აიწევდა. მაგრამ თუ ის სამადნე, საიდანაც ჩვენ ჩვენი ფულის ნორმალური საზომი გვეძლევა, ჩვენს ქვეყანაში იქნებოდა, და სამთამადნო მესარეწის მოგებაც დაბეგრილი იქნებოდა, იმ შემთხვევაში არც ერთი საქონლის ფასი არ აიწევდა, იმიტომ რომ მაშინ ყოველი ადამიანი პროპორციულად ერთნაირ ნაწილს გაიღებდა თავის შემოსავლისას, და ასე ყველაფერი წინანდელ მდგომარეობაში დარჩებოდა.

თუ ფული არ იქნებოდა დაბეგრილი და, მაშასადამე, თავის ღირებულებას შეინარჩუნებდა, მაშინ როდესაც ყოველი სხვა საგანი დაბეგრილი იქნებოდა და მისი ღირებულება აიწევდა, იმ შემთხვევაში მექუდეც, ფერმერიც და მაუდის მწარმოებელიც - უკეთუ ისინი ერთნაირ კაპიტალს ხმარობენ და ერთნაირ მოგებას იღებენ - ხარკის იმავე თანხას გადაიხდიდა. თუ ხარკი 100 გირვ. სტერლინგს შეადგენდა, ქუდების, მაუდის და პურის ღირებულება - თითოეულის - 100 გირვ. სტერლინგით აიწევდა. თუ მექუდე თავის ქუდებზე 1100 გირვ. სრეტლინგს იგებს, 1000 გირვ. სტერლინგის ნაცვლად იგი მთავრობას გადაუხდის ხარკად 100 გირვ. სტერლინგს და, მაშასადამე, მას დარჩება კიდევ 1000 გირვ. სტერლინგი თავისი საკუთარი მოხმარების საგნებზე დასახარჯად. მაგრამ რადგან, იმავე მიზეზის გამო, პური, მაუდი და ყველა სხვა საქონელი ფასში აიწევს, ამიტომ მექუდე თავისი 1000 გირვ. სტერლინგით იმაზე მეტს ვერ მიიღებს, რასაც წინათ 910 გირვ. სტერლინგით იღებდა, და ამგვარად იგი თავისი ხარჯების შემცირების გზით მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფოს საჭიროების დაფარვაში. ხარკის გადახდით იგი ქვეყნის მიწისა და ქვეყნის შრომის პროდუქტის ნაწილს, ნაცვლად იმისა, რომ თვითონ მოიხმაროს, მთავრობის განკარგულებაში გადასცემს. თუ მან თავისი 1000 გირვ. სტერლინგი, დახარჯვის ნაცვლად, თავის კაპიტალს მიუმატა, დაინახავს, რომ მისი 1000 გირვ. სტერლინგის რაოდენობის დანაზოგი ახლა, ხელფასის აწევისა და ნედლი მასალის და მანქანების გადიდებული ხარჯების გამო, იმაზე მეტს არ შეადგენს, რასაც წინათ 910 გირვ. სტერლინგის რაოდენობის დანაზოგი შეადგენდა.

თუ ფული დაბეგრილი იქნებოდა ან მისი ღირებულება რაიმე მიზეზის გამო შეიცვლებოდა, და ყველა საქონელთა ფასები სწორედ წინანდელ დონეზე იქნებოდა გაჩერებული, - ფაბრიკანტის და ფერმერის მოგება უცვლელი დარჩებოდა: იგი ისევე 1000 გირვ. სტერლინგი იქნებოდა, როგორც წინათ; და რადგან მათ - თითოეულმა - 100 გირვ. სტერლინგი უნდა გადაუხადონ მთავრობას, ამიტომ თავისთვის მათ მხოლოდ 900 გირვ. სტერლინგი დარჩებოდათ, და ამ თანხის საშუალებით კი ისინი ქვეყნის მიწის და შრომის პროდუქტის ნაკლებ ნაწილს მიიღებდნენ თავის განკარგულებაში, სულერთია, პროდუქტიულ შრომაზე იქნება ეს თანხა დახარჯული თუ - არაპროდუქტიულზე. სწორედ იმდენს, რამდენსაც ისინი ჰკარგავენ, მთავრობა იძენს. პირველ შემთხვევაში ხარკის გადამხდელი 1000 გირვ. სტერლინგით საქონელთა იმ რაოდენობას მიიღებდა, რასაც წინათ 91 გირვ. სტერლინგით; მეორე შემთხვევაში კი მხოლოდ იმდენს, რამდენსაც წინათ 900 გირვ. სტერლინგით, ვინაიდან საქონელთა ფასები შეცვლილი არ იქნებოდა, და მას მხოლოდ 900 გირვ. სტერლინგი ექნებოდა ხელში დარჩენილი თავისი ხარჯებისთვის. ეს წარმოსდგება ხარკის სიდიდის განსხვავებისაგან; პირველ შემთხვევაში ხარკი მისი შემოსავლის 1/11-ს შეადგენს, მეორეში - 1/10-ს, რადგან ფულს ამ ორ შემთხვევაში სხვადასხვა ღირებულება აქვს.

თუმცა, უკეთუ ფული არაა დაბეგრილი და მისი ღირებულება არ იცვლება, ყველა საქონელთა ფასები მაღლა იწევს, მაგრამ მაინც ეს ფასების აწევა არ ხდება ერთნაირი პროპორციით. დაბეგვრის შემდეგ საქონელთ აღარ ექნებათ ერთმანეთის მიმართ იგივე შეფარდებითი ღირებულება, რაც წინათ ჰქონდათ. ამ ნაშრომის ერთ წინა ნაწილში ჩვენ განვიხილეთ ის გავლენა საქონელთა ფასებზე, რომელიც შედეგად აქვს კაპიტალის დაყოფას ძირითად და საბრუნავ კაპიტალად ანუ, უფრო სწორად, გამძლე და წარმავალ კაპიტალად. ჩვენ დავანახვეთ მკითხველს, რომ ორმა ფაბრიკანტმა შესაძლებელია კაპიტალის სწორედ ერთნაირი რაოდენობა გამოიყენოს და აგრეთვე მოგების სწორედ ერთნაირი თანხა მიიღოს, მაგრამ რომ ისინი თავიანთ საქონელს ფულის ფრიად სხვადასხვა თანხად გაჰყიდიან, იმის მიხედვით, სწრაფად თუ ნელა მოიხმარება და კვლავ აღიდგინება მათ მიერ დახარჯული კაპიტალები. ერთ მათგანს შეეძლო გაეყიდა თავისი საქონელი 4 000 გირვ. სტერლინგად, მეორეს - 10 000 გირვ. სტერლინგად, მაშინ როდესაც თითოეული მათგანი ხმარობდა 10 000 გირვ. სტერლინგ კაპიტალს და იღებდა 20%25 ანუ 2 000 გირვ. სტერლინგ მოგებას. ერთის კაპიტალი შეიძლება შემდგარი ყოფილიყო, მაგალითად, 2 000 გირვ. სტერლ. საბრუნავი კაპიტალისაგან, რომელიც უნდა აღდგენილიყო, და 8 000 გირვ. სტერლ. ძირითადი კაპიტალისაგან, რომელიც შენობებსა და მანქანებში იყო მოთავსებული; მეორის კაპიტალი, პირიქით, შეიძლება შემდგარი ყოფილიყო 8 000 გირვ. სერლ. საბრუნავი კაპიტალისაგან და მხოლოდ 2 000 გირვ. სტერლ. ძირითადი კაპიტალისაგან, რომელიც მანქანებსა და შენობებში იყო მოთავსებული. და აი, თუ თითოეული მათგანი დაბეგრილი იქნებოდა მისი შემოსავლის 10%25-თ ანუ 200 გირვ. სტერლინგით, - ერთს, რათა მოგების ჩვეულებრივი მოგება მიეღო, თავისი პროდუქტის ფასი 10 000 გირვ. სტერლინგიდან უნდა აეწია 10 200 გირვ. სტერლინგამდე; მეორეც ასევე იძულებული იქნებოდა თავისი პროდუქტების ფასი 4 000 გირვ. სტერლინგიდან აეწია 4 200 გირვ. სტერლინგამდე. ხარკის დაწესებამდე პირველის მიერ გაყიდული საქონლის ღირებულება 2 1/2 ჯერ მეტი იყო, ვიდრე მეორისა; ხარკის დაწესების შემდეგ იგი მეტი იქნება მხოლოდ 2,42 ჯერ. პირველის ფასი აიწევს 2%25-ით, მეორესი 5%25-ით. მაშასადამე შემოსავალზე დადებული ხარკი, ვიდრე ფულის ღირებულება უცვლელი დარჩებოდა, შესცვლიდა საქონელთა შეფარდებითს ფასებსა და ღირებულებას. ეს მართალი იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ ხარკი, მოგების ნაცვლად თვით პროდუქტებზე იქნებოდა დადებული. თუ ვიგულისხმებთ, რომ პროდუქტები მათ წარმოებაზე მოხმარებული კაპიტალის პროპორციულადაა დაბეგრილი, მათი ფასები, როგორიც უნდა იყოს მათი ღირებულება, ერთნაირი ზომით აიწევს და, მაშასადამე, წინანდელი შეფარდება მათ შორის დარღვეული იქნება. ერთი საქონლის ფასს რომელმაც 10 000 გირვ. სტერლინგიდან 11 000-ამდე აიწია, აღარ ექნება წინანდელი შეფარდება მეორე საქონლის ფასის მიმართ, რომელმაც 2 000 გირვ. სტერლინგიდან 3 000-ამდე აიწია. თუ ასეთ პირობებში ფულის ღირებულებამ, რაიმე მიზეზით, აიწია, - ეს გარემოება ერთი და იმავე ზომით არ მოახდენს გავლენას საქონელთა ფასებზე. იგივე მიზეზი, რომელიც ერთი საქონლის ფასს დასწევს 10 200 გირვ. სტერლინგიდან 10 000 გირვ. სტერლინგამდე ანუ 2%25-ზე ნაკლებით, მეორე საქონლის ფასს დასწევს 4 200 გირვ. სტერლინგიდან 4 000 გირვ. სტერლინგამდე ანუ 4 ¾%25-ით. ეს ფასები რომ სხვა პროპორციით დაწეულიყო, მოგება ერთნაირი აღარ იქნებოდა. რათა ეს მოგება ერთნაირი იყოს, საჭიროა, რომ როდესაც ერთი საქონლის ფასი 10 000 გირვ. სტერლინგს შეადგენს, მეორე საქონლის ფასი 4 000-ს შეადგენდეს, ხოლო როდესაც პირველი საქონლის ფასი 10 200 გირვ. სტერლინგს შეადგენს, მეორე საქონლისა 4 200-ს შეადგენდეს.

ამ ფაქტის მხედველობაში მიღება ხელს შეგვიწყობს გავიგოთ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ძირითადი დებულება, რომელიც, როგორც მე მგონია, დღემდე არასოდეს არ ყოფილა ყურადღებამიქცეული. ეს დებულებაა შემდეგი: იმ ქვეყანაში, სადაც არავითარი დაბეგვრა არ არსებობს, ფულის ღირებულების ცვლილება, მისი ნაკლებობით ან სიუხვით გამოწვეული, ერთნაირი ზომით იმოქმედებს ყველა საქონელთა ფასებზე, ასე რომ, თუ ერთი საქონლის ღირებულება, რომელიც უდრის 1000 გირვ. სტერლინგს, 1200 გირვ. სტერლინგამდე აიწევს, ან 800 გირვ. სტერლინგამდე დაიწევს, მეორე საქონლის ღირებულებაც, რომელიც 10 000 გირვ. სტერლინგს უდრის, აგრეთვე აიწევს 12 000 გირვ. სტერლინგამდე ან დაიწევს 8 000 გირვ. სტერლინგამდე; მაგრამ იმ ქვეყანაში, სდაც ფასები დაბეგვრის გამო ხელოვნურად მაღლაა აწეული, ფულის მოჭარბებულობა, საზღვარგარეთიდან შემოზიდვით გამოწვეული, ან მისი ნაკლებობა, საზღვარგარეთის მოთხოვნის გამო მისი გაზიდვით გამოწვეული, ერთნაირი ზომით არ იმოქმედებს ყველა საქონელთა ფასებზე: ზოგი საქონლის ფასი აიწევს ან დაიწევს 5, 6 ან 12%25-ით, სხვებისა - 3, 4, ან 7%25-ით. თუ ქვეყანა დაუბეგრავი იყო, და ფულის ღირებულებამ დაიწია, მისი მოჭარბებულობა მსგავს შედეგს წარმოშობდა ყველა ბაზარზე. თუ ხორცის ფასი აიწევდა 20%25-ით, ასევე 20%25-ით აიწევდა აგრეთვე პურის, ლუდის, ფეხსაცმელის, შრომის და საერთოდ ყოველი საქონლის ფასი. აუცილებელია ეს ასე მოხდეს, რათა მრეწველობის ყოველ დარგს მოგების ერთნაირი ნორმა ჰქონდეს უზრუნველყოფილი. მაგრამ ეს მართალი აღარ არის, როდესაც ხარკი დაედება ერთ რომელსამე ამ საქონელს. ამ შემთხვევაში ყველა საქონელთა ფასები რომ ფულის ღირებულების დაწევის პროპორციულად აწეულიყო, მოგება აღარ იქნებოდა ერთნაირი. საქონელთა დაბეგვრის შემთხვევაში მოგება საერთო დონეზე მაღლა აიწევდა, და კაპიტალი დაიძვროდა მრეწველობის ერთი დარგიდან სხვა დარგებისაკენ, ვიდრე მოგებათა წონასწორობა არ იქნებოდა კვლავ აღდგენილი, რაც მხოლოდ შეფარდებითი ფასების ცვლილების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი.

ეს დებულება განა არ გვიხსნის იმ სხვადასხვა გავლენას, რომელიც, როგორც შემჩნეული იყო, ფულის ღირებულების ცვლილებას ჰქონდა საქონელთა ფასებზე იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ინგლისის ბანკმა ბანკნოტების განაღდება შესწყვიტა? ვინც ამტკიცებდა, რომ იმ პერიოდში მიმოქცევის საშუალება ფასდაცემული იყო ქაღალდის ფულის დიდი სიჭარბის გამო, იმათ წინააღმდეგ ამბობდნენ, რომ თუ ეს ასეა, ყველა საქონელთა ფასი ერთნაირი პროპორციით უნდა აწეულიყოო; აღმოჩნდა კი, რომ ზოგ საქონელთა ფასები გაცილებით უფრო შეიცვალა, ვიდრე სხვებისა, და აქედან იმ დასკვნას აკეთებდნენ, რომ ფასების აწევის გამომწვევი იყო რაღაც ისეთი რამ, რაც საქონელთა ფასებზე ახდენდა გავლენას, და არა რაიმე ცვლილება მიმოქცევის საშუალების ღირებულებაში. მაგრამ ჩვენ ეს არის ვნახეთ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც საქონელთ ხარკი აქვთ დადებული, ყველას ფასები ერთნაირი პროპორციით არ შეიცვლება მიმოქცევის საშუალების ღირებულების აწევისა თუ დაწევის გამო.

თუ მრეწველობის ყველა დარგის მოგება დაბეგრილი იქნებოდა, ფერმერის მოგების გარდა, - ყველა საქონლის ფულადი ღირებულება აიწევდა, გარდა ნედლი პროდუქტისა. ფერმერს იგივე შემოსავალი ექნებოდა პურის სახით, რაც წინათ ჰქონდა, და აგრეთვე თავის პურს იმავე ფულად ფასში გაჰყიდდა; მაგრამ რადგან იგი იძულებული იქნებოდა დამატებითი ფასი გადაეხადა ყველა იმ საქონელში, - გარდა პურისა, - რომელსაც მოიხმარებდა, ამიტომ ეს მისთვის მოხმარების ხარკი იქნებოდა. ამ ხარკისგან მას არ გაანთავისუფლებდა ფულის ღირებულების ცვლილებაც, ვინაიდან ამ ცვლილებას შეეძლო ყველა დაბეგრილი საქონლის ფასები მათ წინანდელ დონემდე დაეწია, მაგრამ დაუბეგრავი საქონლის ფასი წინანდელ დონეზე დაბლა დაიწევდა. მაშასადამე თუმცა ფერმერი წინანდელ ფასებში იყიდდა მისთვის საჭირო პროდუქტებს, მაგრამ მას ნაკლები ფული ექნებოდა მათ საყიდლად.

სწორედ ასეთსავე მდგომარეობაშიც იქნებოდა მემამულეც; თუ ყველა საქონელთა ფასები აიწევდა, და ფულის ღირებულება არ შეიცვლებოდა, იგი მიიღებდა იმავე რენტას ხორბლის სახით და იმავე ფულად რენტას, რასაც წინათ იღებდა; ხოლო თუ ყველა საქონელთა ფასები უცვლელი დარჩებოდა, მას იგივე რენტა ექნებოდა ხორბლის სახით, მაგრამ - ნაკლები ფულადი რენტა. ამრიგად, ორსავე შემთხვევაში, იგი პირდაპირ მონაწილე იქნებოდა ხარკის გადახდაში, თუმცა მისი შემოსავალი უშუალოდ არ იქნებოდა დაბეგრილი.

ვიგულისხმოთ ახლა, რომ ფერმერის მოგებაც დაბეგრილი არის. მაშინ იგი იმავე მდგომარეობაში იქნება, როგორც ყველა სხვა მრეწველი: მისი ნედლი პროდუქტის ფასი აიწევს, ასე რომ მას, ხარკის გადახდის შემდეგ, იგივე ფულადი შემოსავალი ექნება, მხოლოდ იგი დამატებით ფასს გადაიხდის ყველა იმ საქონელში, რომელსაც მოიხმარებს, - ნედლი პროდუქტის ჩათვლით.

მაგრამ სხვაგვარი მდგომარეობა ექნება მემამულეს. მისი ფერმერის მოგებაზე დადებულლი ხარკი მას სარგებლობას მისცემს, ვინაიდან იგი ანაზღაურებას მიიღებს იმ დამატებითი ფასისთვის, რომელიც მან უნდა იხადოს მანუფაქტურული პროდუქტების ყიდვისას, როდესაც ეს პროდუქტები ფასში აწეულია; და მას იგივე ფულადი შემოსავალი ექნება, თუ, ფულის ღირებულების აწევის გამო, ძველ ფასში ხდება პროდუქტების გაყიდვა. ფერმერის მოგებაზე დადებული ხარკი არ წარმოადგენს მიწის მთლიანი პროდუქტის პროპორციულ ხარკს; იგი პროპორციულია წმინდა პროდუქტისადმი, რომელიც რჩება რენტის, ხელფასის და სხვა ხარჯების გასტუმრების შემდეგ. რადგან სხვადასხვა სახის მიწების: №1-ის, №2-ის და №3-ის, დამმუშავებლები სრულიად ერთნაირ კაპიტალებს ხარჯავენ, ამიტომ მათი მოგებაც სავსებით ერთნაირი იქნება, თუმცა მთლიანი შემოსავალი ერთს შეიძლება მეტი ჰქონდეს, ვიდრე მეორეს; მაშასადამე, ყველა ისინი თანაბრად იქნებიან დაბეგრილნი. ვიგულისხმოთ, რომ №1-ის მთლიანი პროდუქტი უდრის 180 კვარტერს, №2-ისა - 170 კვარტერს და №3-ისა - 160 კვატერს, და რომ თითოეული დაბეგრილი არის 10 კვარტერის ოდენობის ხარკით. სხვაობა №1-ის, №2-ის და №3-ის მთლიან პროდუქტებს შორის, ხარკის გადახდის შემდეგ, იგივე იქნება, რაც წინათ იყო: თუ №1-ის მთლიანმა პროდუქტმა დაიწია 170-ამდე, №2-ისამ - 160-ამდე და №3-ისამ - 150 კვარტერამდე, სხვაობა №3-სა და №1-ს შორის წინანდებურად იქნება 20 კვარტერი, და სხვაობა №3-სა და №2-ს შორის - 10 კვარტერი. თუ, ხარკის შემოღების შემდეგ, პურის და ყველა სხვა საქონელთა ფასები უცვლელი დარჩა, იმ შემთხვევაში ფულადი რენტაც, ისე როგორც ხორბლით გამოსახული რენტაც, უცვლელი დარჩება; მაგრამ თუ, ხარკის გამო, პურის და ყველა სხვა საქონელთა ფასებმა აიწია, - ფულადი რენტაც იმავე პროპორციით აიწევს. თუ პურის ფასი უდრიდა 4 გირვ. სტერლინგს კვარტერისთვის, №1-ის რენტა იქნებოდა 80 გირვ. სტერლინგი და №2-ისა - 40 გირვ. სტერლინგი; მაგრამ თუ პურის ფასმა აიწია 5%25-ით ანუ 4 გირვ. სტერლ. და 4 შილინგამდე, იმ შემთხვევაში რენტაც აიწევდა 5%25-ით, ვინაიდან მაშინ 20 კვარტერი ღირებული იქნებოდა 84 გირვ. სტერლინგად და 10 კვარტერი - 42 გირ. სტერლინგად, ასე რომ ყოველ შემთხვევაში მემამულე ასეთი ხარკის მხრივ შეუხებელი დარჩებოდა. კაპიტალის მოგებაზე დაწესებული ხარკი არავითარ ცვლილებას არ იწვევს ხორბლით გამოსახული რენტის სიდიდეში და ამიტომ ფულადი რენტა იცვლება პურის ფასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ ნედლ პროდუქტზე დაწესებული ხარკი, ანუ ათისთავი, ყოველთვის იწვევს ცვლილებას ხორბლით გამოსახულ რენტაში, მაგრამ ფულად რენტას საერთოდ იმავეს სტოვებს, რაც წინათ იყო. ამ თხზულების სხვა ნაწილში მე უკვე აღვნიშნე, რომ, თუ ყველა დამუშავებაში მყოფ მიწაზე ნაყოფიერობის განურჩევლად, ერთნაირი ფულადი საადგილმამულო ხარკი იქნებოდა დადებული, ეს ხარკი ძალიან არათანაბარი იქნებოდა, რადგან განსაკუთრებულ მოგებას მისცემდა უფრო ნაყოფიერი მიწების მფლობელებს. იგი პურის ფასს ასწევდა იმ ტვირთის პროპორციულად, რომელიც უცუდესი მიწის მოიჯარადრეს დააწვებოდა; მაგარამ რადგან ეს დამატებითი ფასი მიღებული იქნებოდა პროდუქტის მეტი რაოდენობისთვისაც, რომელსაც უკეთესი მიწები მოიცემიან, ამიტო ამ მიწების მოიჯარადრეებს, იჯარის ვადის განმავლობაში, განსაკუთრებული სარგებლობა ექნებოდათ, ხოლო იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ეს სარგებლობა მემამულის ხელში გადავიდოდა რენტის გადიდების სახით. თანაბარი ხარკის მოქმედება ფერმერის მოგებაზე სავსებით იგივე არის; იგი მაღლა სწევს მემამულის ფულად რენტას, უკეთუ ფული თავის ღირებულებას ინარჩუნებს. მაგრამ რადგან ყველა სხვა დარგშიც მოგება ისე დაბეგრილია, როგორც ფერმერის მოგება, და, მაშასადამე, ყველა საქონელთა ფასები, ისე როგორც პურის ფასი, მაღლა იწევს, ამიტომ მემამულე, იმის გამო, რომ გადიდებულია საქონელთა და პურის ფულადი ფასი, რომლებზედაც იგი თავის რენტას ხარჯავს, იმდენსავე კარგავს, რამდენსაც თავისი რენტის გადიდების გამო იგებს. თუ ფულის ღირებულებამ აიწია, და, კაპიტალის მოგებაზე ხარკის დაწესების შემდეგ, ყველა საგნის ფასი წინანდელ დონეზე დავიდა, - რენტაც წინანდელი ზომისა გახდება. მემამულე მიიღებს იმავე რენტას და მოიპოებს ყველა იმ საქონელს, რომელზედაც წინათ ამ რენტას ხარჯავდა. ამგვარად, ყველა გარემოებაში იგი დაუბეგრავი რჩება.1

ეს მოვლენა საინტერესოა. მისი მოგების დაბეგვრით თქვენ მეტ ტვირთს არ ადებთ ფერმერს, ვიდრე დაადებდით მისი მოგების სრულიად ხარკისაგან განთავისუფლებით; და მემამულე დიდად დაინტერესებულია იმაში, რომ მისი მოიჯარადრის მოგება დაბეგრილი იყოს, ვინაიდან თვით იგი მხოლოდ ამ პირობით რჩება ფაქტიურად ხარკისგან თავისაუფალი.

კაპიტალის მოგებაზე დაწესებული ხარკი შეეხებოდა ფულად კაპიტალისტსაც, - თუმცა მისი ფულადი სარგებელი წინანდებურად დაუბეგრავი იქნებოდა, - უკეთუ ყველა საქონელი ფასში აიწევდა ხარკის პროპორციულად. მაგრამ თუ, ფულის ღირებულების ცვლილების გამო, ყველა საქონლის ფასი მის წინანდელ დონემდე დაიწევდა, იმ შემთხვევაში ფულადი კაპიტალისტი არას გადაიხდიდა ხარკისათვის; ყველა მისთვის საჭირო საქონელს იგი იყიდდა წინანდელ ფასში და კვლავაც წინანდელ ფულად სარგებელს მიიღებდა.

უკეთუ დაგვეთანხმებიან, რომ, როდესაც მარტო ერთი ფაბრიკანტის მოგებაა დაბეგრილი, მისი საქონლის ფასი მაღლა აიწევს, რათა ეს ფაბრიკანტი გათანასწორებული იყოს სხვა ფაბრიკანტებთან, და რომ, როდესაც ორი ფაბრიკანტის მოგებაა დაბეგრილი, ორი სახის საქონელმა უნდა აიწიოს ფასში, - მაშინ ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ყველა ფაბრიკანტთა მოგების დაბეგვრის შემთხვევაში ყველა საქონელთა ფასები აიწევს, თუ ვიგულისხმებთ, რომ ის სამადნეები, რომლებიც ჩვენთვის ფულის მომწოდებელია ჩვენს ქვეყანაში მდებარეობს და დაუბეგრავი არის. მაგრამ რადგან ფული, ანუ ფულის ნორმალური მასშტაბი, ისეთი პროდუქტია, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოიზიდება, ამიტომ ყველა საქონელთა ფასებმა არ შეიძლება აიწიოს, ვინაიდან ფასების ასეთი აწევა ვერ მოხდებოდა ფულის დამატებითი რაოდენობის გარეშე,2 და ამ უკანასკნელის მიღება კი შეუძლებელია ძვირი პროდუქტების გაცვლის გზით, როგორც ეს მეხუთე თავში იყო ნაჩვენები. და, თუნდ რომ მომხდარიყო კიდეც ფასების ასეთი აწევა, იგი მაინც დიდხანს ვერ გასტანდა, ვინაიდან ძლიერ გავლენას მოახდენდა საგარეო ვაჭრობაზე. შემოზიდულ საქონელთა სამაგიეროდ ეს ძვირი პროდუქტები ვერ გაიზიდებოდა, და ამიტომ ჩვენ იძულებული ვიქნებოდით, ერთხანს გაგვეგრძო ყიდვა, თუმცა გაყიდვა შეწყვეტილი გვექნებოდა, და გვეწარმოებია ფულის ან ზოდების გაზიდვა, სანამ საქონელთა შეფარდებითი ფასები დაახლოებით იგივე არ გახდებოდა, რაც წინათ იყო. მე სრულიად უეჭველი მგონია, რომ კარგად მოწესრიგებული ხარკი მოგებაზე, ბოლოს და ბოლოს, გამოიწვევდა იმავე ფულადი ფასების აღდგენას, რომლებიც ადგილობრივ და უცხო ფაბრიკატებს ჰქონდა ხარკის შემოღებამდე.

რადგან ნედლი პროდუქტის ხარკები, ათისთავი, ხელფასის ხარკები და მუშის საარსებო საგნებზე დადებული ხარკები მაღლა სწევს ხელფასს და, მაშასადამე, დაბლა სწევს მოგებას, ამიტომ ყველა მათ, თუმცა არა ერთნაირი ზომით, ერთი და იგივე შედეგები მოჰყვება.

ახალი მანქანების გამოგონებას, რომელნიც არსებითად ხელს უწყობენ ეროვნული მრეწველობის განვითარებას, მუდამ აქვს ტენდენცია მაღლა ასწიოს ფულის შეფარდებითი ღირებულება და, მაშასადამე, სტიმული მისცეს ფულის იმპორტს. პირიქით, ყოველ დაბეგვრას, ყოველ გადიდებულ დაბრკოლებას, შექმნილს ფაბრიკანტისათვის ან ნედლი პროდუქტის მწარმოებელისათვის, აქვს ტენდენცია დაბლა დასწიოს ფულის შეფარდებითი ღირებულება და, მაშასადამე, სტიმული მისცეს ფულის ექსპორტს.

__________________

1. მემამულეებისთვის ფრიად ხელსაყრელი იქნებოდა, დაბეგრილი რომ იყოს მხოლოდ ფერმერის მოგება და არა რომელიმე სხვა კაპიტალისტთა მოგება. ფაქტიურად ეს იქნებოდა ნედლი პროდუქტის მომხმარებლებზე დადებული ხარკი, რომელიც ნაწილობრივ წავიდოდა სახელმწიფოს სასარგებლოდ და ნაწილობრივ - მემამულეების სასარგებლოდ.

2. საგნის კვლავ განხილვის შემდეგ მე მეეჭვება, - საჭირო იქნებოდა კი მეტი ფული საქონელთა იმავე რაოდენობის მიმოქცევისათვის, თუ მათი ფასები აწეული იქნებოდა დაბეგვრის გამო და არა წარმოების სიძნელის გამო? ვიგულისხმოთ, რო განსაზღვრულ დროსა და განსაზღვრულ ოლქში უნდა გაიყიდოს 100 000 კვარტერი პური, 4 გირვ. სტერლინგად კვარტერი, და რომ პირდაპირი ხარკის გამო, რომელიც დადებულია კვარტერზე 8 შილინგის რაოდენობით, პურის ფასმა აიწია 8 შილინგით კვარტერზე ანუ 4 გირვ. სტერლ. და 8 შილინგამდე; ამ შემთხვევაში, მე მგონია, საჭირო იქნება ფულის იგივე რაოდენობა, და არა მეტი, ამ პურის მიმოქცევისათვის გადიდებულ ფასში. თუ მე წინათ 11 კვარტერს ვყიდულობდი, თითოს 4 გირვ. სტერლინგად, და, ხარკის გამო, იძულებული ვარ ჩემი მოხმარება 10 კვარტერზე დავიყვანო, - მე მეტი ფული არ დამჭირდება, ვინაიდან ყოველ შემთხვევაში 44 გირვ. სტერლინგს გავიღებ პურში. სინამდვილეში, მოსახლეობა მოიხმარებდა ერთი მეთერთმეტედით ნაკლებს, და ის რაოდენობა მთავრობის მიერ იქნებოდა მოხმარებული. ამ პურის საყიდლად საჭირო ფული წარმოსდგებოდა იმ შილინგებიდან, 8-ის რაოდენობით კვარტერზე, რომლებსაც ფერმერები გადაიხდიდნენ ხარკის სახით, მაგრამ ეს გადახდილი თანხა, იმავე დროს, პურისთვის გადახდილ ფასში დაუბრუნდებოდათ ფერმერებს. მაშასადამე, ეს ხარკი ფაქტიურად წარმოადგენს ნატურალურ ხარკს, და აუცილებელს არ ხდის მეტი ფულის ხმარებას, ხოლო თუ ხდის, - ისე მცირე რაოდენობით, რომ ჩვენ თამამად შეგვიძლია არ მივიღოთ მხედველობაში.

19 თავი XVI: ხარკები ხელფასზე

▲ზევით დაბრუნება


ხელფასზე დადებული ხარკები მაღლა სწევს ხელფასს და ამის გამო ამცირებს კაპიტალის მოგების ნორმას. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ საარსებო საგნებზე დადებული ხარკი მაღლა სწევს მათ ფასს, რასაც მოჰყვება ხელფასის აწევა. ერთადერთი განსხვავება საარსებო საგნებზე დადებულ ხარკსა და ხელფასის ხარკს შორის იმაში მდგომარეობს, რომ პირველს აუცილებლად მოჰყვება საარსებო საგნების ფასის აწევა, მეორეს კი - არა. ამიტომ ხელფასზე დაწესებული ხარკი კი წარმოადგენს ნაწილობრივ მოგების ხარკს, ნაწილობრივაც - მდიდარ მომხმარებლებზე დადებულ ხარკს. საბოლოო შედეგები, რომლებიც ასეთი ხარკებიდან გამომდინარეობს, სავსებით ისეთივეა, როგორც ის შედეგები, რომლებსაც მოგების პირდაპირი ხარკი იწვევს.

„მუშათა დაბალი ფენების ხელფასს“, ამბობს ადამ სმიტი, - „ყველგან აუცილებლობის გზით განსაზღვრავს, როგორც მე ეს შევეცადე დამენახვებია პირველ წიგნში, ორი სხვადასხვა გარემოება: შრომის მოთხოვნა აწესრიგებს მუშის შესანახს: იმის მიხედვით, მატულობს შრომის მოთხოვნა, სტაციონარული რჩება თუ კლებულობს, ანუ იმის მიხედვით, საჭიროებს იგი მზარდ, სტაციონარულ თუ კლებად მოსახლეობას, იგი განსაზღვრავს მუშის შესანახს და გადამჭრელია იმის, თუ რაოდენ უხვი, ზომიერი ან ნაკლოვანი იქნება ეს უკანასკნელი. სურსათის ჩვეულებრივი ანუ საშუალო ფასი განსაზღვრავს ფულის იმ რაოდენობას, რომელიც უნდა მიეცეს მუშას, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს წლიდან წლამდე იყიდოს ეს უხვი, ზომიერი თუ ნაკლოვანი შესანახი. ამიტომ, სანამ შრომის მოთხოვნა და სურსათის ფასი უცვლელი რჩება, შრომის პირდაპირი ხარკი მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ ხელფასი მაღლა აიწევს ცოტათი მეტად, ვიდრე ხარკის თანხა არის“.

იმ მოსაზრების გამო, რომელიც აქ დოქტორ სმიტის მიერ არის გამოთქმული, ბ-ნი ბიუკენენი ორ საწინააღმდეგო შენიშვნას აკეთებს. განსაზღვრავს, და, მეორე, იგი უარჰყოფს, რომ შრომის ხელფასის ხარკი მაღლა ასწევს შრომის ფასს. პირველი პუნქტის შესახებ ბ-ნი ბიუკენენის არგუმენცია ასეთია (გვ. 59):”შრომის ხელფასს, როგორც უკვე აღნიშნული იყო, შეადგენს არა ფული, არამედ ის, რასაც ფული ყიდულობს, სახელდობრ სურსათი და სხვა საარსებო საგნები; და ის წილი, რომელიც მუშას ხვდება საერთო ქონებრივი ფონდიდან, ყოველთვის პროპორციული იქნება მიწოდებისა. სადაც სურსათი იაფია და უხვად მოიპოება, იქ მუშის წილი უფრო დიდი იქნება; სადაც სურსათ-სანოვაგე ნაკლოვანი და ძვირია, იქ მისი წილი ნაკლები იქნება. მისი ხელფასი მას ყოველთვის მისცემს სამართლიან წილს, და მეტის მიცემა მას არ შეუძლია. დოქტორი სმიტი და ბევრი სხვა მწერალი კი იმ აზრის არიან, რომ შრომის ფულადი ფასი სურსათის ფულადი ფასით განისაზღვრება, და რომ სურსათის ფასის აწევისას პროპორციულად მაღლა იწევს ხელფასიც. მაგრამ ცხადია, რომ შრომის ფასი არავითარ აუცილებელ კავშირში არ იმყოფება საზრდოს ფასთან, ვინაიდან იგი სავსებით დამოკიდებულია მუშების მიწოდებაზე შედარებით მოთხოვნასთან. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი ფასი სურსათისა უცილობელი ნიშანია ამ უკანასკნელის არასაკმაო მოწოდების და, საგანთა ბუნებრივი მსვლელობისას, მყარდება იმ მიზნით, რომ დააყოვნოს მოხმარება. უფრო მცირე მიწოდება საზრდოსი, რომელიც მომხმარებელთა იმავე რიცხვს უნაწილდება, ცხადია, ნაკლებ წილს არგუნებს თითოეულს, და მუშამ უნდა დაიკისროს თავისი ხვედრი საერთო ნაკლებობაში. ფასებე სწორედ იმისთვის იწევს მაღლა, რომ ეს ტვირთი თანაბრად განაწილდეს და მუშამ ვერ მოახერხოს საზრდოს ისე თავისუფლად ხარჯვა, როგორც როგორც წინათ ხარჯავდა. მაგრამ, ფასების აწევის შემდეგ, ხელფასმა, თითქოს, უნდა იმატოს, რათა მუშას შესაძლებლობა მიეცეს მოიხმაროს იგივე რაოდენობა პროდუქტის, რომლის მიწოდება შემცირდა; და ამგვარად ბუნებას ისე წარმოგვიდგენენ, თითქოს იგი ეწინააღმდეგება თავის საკუთარ მიზნებს: რომ იგი ჯერ მაღლა სწევს სურსათის ფასს, რათა შეამციროს მოხმარება, და შემდეგ მაღლა სწევს სურსათის ფასს, რათა შეამციროს მოხმარება, და შემდეგ მაღლა სწევს ხელფასს, რათა მუშას მისცეს ისეთივე მარაგი, როგორიც წინათ ჰქონდა.”

ბ-ნი ბიუკენენის ამ არგუმენტაციაში, მე მგონია, ძალიან არეულია ერთმანეთში ჭეშმარიტება და ცდომილება. რადგან სურსათის მაღალი ფასი ზოგჯერ არასაკმაო მიწოდებით გამოიწვევა, ამიტომ ბ-ნ ბიუკენენს მაღალი ფასი არასაკმაო მიწოდების უცილობელ ნიშნად მიაჩნია. შედეგს, რომელიც შეიძლება მრავალმა მიზეზებმა წარმოშვას, იგი მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზეზს მიაწერს. უეჭველად მართალია, რომ არასაკმაო მიწოდების შემთხვევაში მომხმარებელთა იმავე რიცხვს ნაკლები რაოდენობა გაუნაწილდება და თითოეულს უფრო პატარა წილი ხვდება. რათა თანაბრად განაწილდეს ეს დანაკლისი და მუშმა ვერ მოახერხოს ისე თავისუფლად ხარკვა თავისი შესანახის, როგორც წინათ ხარჯავდა, - ფასი მაღლა იწევს. ამიტომ უნდა დავეთანხმოთ ბ-ნ ბიუკენენს, რომ სურსათ-სანოვაგის ფასის ყოველი აწევა, არასაკმაო მიწოდებით გამოწვეული, მაღლა არ ასწევს აუცილებლად შრომის ფულად ხელფასს, ვინაიდან მოხმარება უნდა იქნეს შეკვეცილი, როს მიღწევა მხოლოდ მომხმარებელთა მსყიდველობითი ძალის შემცირების გზით შეიძლება. მაგრამ მარტო ის გარემოება, რომ სურსათის ფასი მათლა იწევს არასაკმაო მიწოდების გამო არ გვაძლევს კიდევ უფლებას დავასკვნათ, როგორც ამას სჩადის ბ-ნი ბიუკენენი, რომ, მაღალი ფასის არსებობისას, არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს უხვ მიწოდებას, - მაღალი ფასის: არა მარტო ფულთან შედარებით, არამედ ყველა სხვა საგნებთან შედარებითაც.

საქონელთა ბუნებრივი ფასი, რომელიც ყოველთვის, ბოლოს და ბოლოს, განსაზღვრავდეს მათ საბაზრო ფასს, დამოკიდებულია მათი წარმოების სიადვილეზე; მაგრამ წარმოებული რაოდენობა არაა ამ სიადვილის პროპორციული. თუმცა ამჟამად დამუშავებაში მყოფი მიწები თავისი ხარისხით მნიშვნელოვნად ჩამოივარდება იმ მიწებს, რომლებიც დამუშავებაში იყო 300 წლის წინათ, და, მაშასადამე, მიწის დამუშავების სიძნელემ იმატა, მაგრამ უეჭველი არის, რომ ამჟამად წარმოებული რაოდენობა გაცილებით დიდია იმ რაოდენობაზე, რომელიც მაშინ იწარმოებოდა. მაღალი ფასი არათუ შეიძლება შეთავსებული იყოს მზარდ მიწოდებასთან, არამედ თითქმის ყოველთვის თან ახლავს ამ უკანასკნელს. და, ამრიგად, თუ, ხარკების ანუ წარმოების გაძნელების გამო, სურსათის ფასმა აიწია რაოდენობის შეუმცირებლად, - შრომის ფულადი ხელფასი მაღლა აიწევს, ვინაიდან: როგორც ბ-ნი ბიუკენენი სწორად აღნიშნავს, “შრომის ხელფასს შეადგენს არა ფული, არამედ ის, რასაც ფული ყიდულობს, სახელდობრ, სურსათი და სხვა საარსებო საგნები; და ის წილი, რომელიც მუშას ხვდება საერთო ქონებრივი ფონდიდან, ყოველთვის პროპორციული იქნება მიწოდებისა”.

მეორე პუნქტის შესახებ - გამოიწვევს თუ არა შრომის ხელფასის ხარკი შრომის ფასის აწევას, - ბ-ნი ბიუკენენი ამბობს: ,,მას შემდეგ რაც მუშამ მიიღო ჯეროვანი გასამრჯელო თავისი შრომისთვის, როგორღა შეუძლია მას მოსთხოვოს თავის დამქირავებელს იმის ანაზღაურება, რომ რაც მან შემდეგ უნდა გაიღოს ხარკის სახით? არ არსებობს ისეთი კანონი ან პრინციპი ადამიანთა ურთიერთობაში, რომელიც ამართლებდეს ასეთ დასკვნას. მას შემდეგ რაც მუშამ მიიღო თავისი ხელფასი, ეს უკანასკნელი მის სრულს განკარგულებაშია, და მან, თავისი უნარისამებრ, თვითონ უნდა ატაროს ყველა იმ გადასახადის ტვირთი, რომელიც შემდეგსი მას შეიძლება დაეკისტოს, ვინაიდან: მას არავითარი საშუალება არა აქვს აიძულოს ისინი, ვინც მას მისი შრომის ჯეროვანი ფასი უკვე მისცა, აუნაზღაურონ ეს დანაკარგი.” მაგრამ თვით ბ-ნი ბიუკენენი აღნიშნავს, მოწონებით, ციტატად შემდეგ მარჯვე ადგილს მალთუსის თხუზულებიდან მოსახლეობის შესახებ, რომელიც, ჩემი აზრით, ამომწურველ პასუხს იძლევა მის შენიშვნაზე. ,,შრომის ფასი, - უკეთუ მას შესაძლებლობა აქვს თავისუფლად ჰპოვოს თავისი ბუნებრივი დონე, - წარმოადგენს ფრიად მნიშვნელოვან ბარომეტრს, რომელიც გამოსახავს შეფარდებას სურსათის მიწოდებასა და მის მოთხოვნას შორის, იმ რაოდენობასა, რომელიც მოხმარებულ უნდა იქნეს, და მომხმარებელთა რიცხვს შორის; და, აღებული საშუალოდ, შემთხვევითი გარემოებებისაგან დამოუკიდებლად, ეს ფასი, გარდა ამისა, ნათლად გამოსახავს საზოგადოების მოთხოვნილებას მოსახლეობის შესახებ; ე.ი.: როგორიც უნდა იყოს ყოველი ქორწინების ბავშვთა რიცხვი, რომელიც საჭიროა მოსახლეობის შესანარჩუნებლად მის ახლანდელ დონეზე, შრომის ფასი სწორედ საკმარისი იქნება ამ რიცხვის შესანარჩუნებლად, ან ამაზე მარლა ან დაბლა იქნება, იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია შრომის შესანახად დანიშნული ფონდები: სტაციონარულ მდგომარეობაში იმყოფება, პროგრესიულში თუ რეგრესიულში. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ შრომის ფასს ამ თვალსაზრისით განვიხილავდეთ, ჩვენ მას ვუცქერით როგორც ისეთ რამეს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავსწიოთ ან დავსწიოთ ჩვენი სურვილისამებრ, როგორც ისეთ რამეს, რომელიც უმთავრესად მისი უდიდებულესობის მომრიგებელ მოსამართლეებზეა დამოკიდებული. როდესაც სურსათის ფასის აწევა უკვე გვიჩვენებს, რომ მისი მოთხოვნა მეტად დიდია მიწოდებისათვის, ჩვენ მაშინ, რათა მუშა ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, როგორც წინათ იყო, ვადიდებთ შრომის ფასს, ე.ი. ვადიდებთ მოთხოვნას, და შემდეგ ძალიან გვიკვირს, რომ სურსათის ფასი განაგრძობს ზრდას. ჩვენ ამ შემთხვევაში ისე ვიქცევით, როგორც რომ, როდესაც ბარომეტრი „ქარიშხალს“ გვიჩვენებდა, ჩვენ ხელოვნური წნევით აგვეწია „კარგ დარზე“, და შემდეგ ძალზე გავვოცებულიყავით, რომ წვიმა შეუწყვეტლივ თქრიალით მოდის“.

„შრომის ფასი ნათლად გამოსახავს საზოგადოების მოთხოვნილებას მოსახლეობის შესახებ“; იგი სწორედ საკმარისი იქნება იმ მოსახლების შესანახად, რომელსაც მოითხოვს მუშების შესანახად დანიშნული ფონდების მდგომარეობა მოცემულ მომენტში. თუ მუშის ხელფასი მაშინ მარტოოდენ საკმარისი იყო საჭირო მოსახლეობის შესანახად,- იგი, ხარკის შემოღების შემდეგ, აღარ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ მუშას აღარ ექნება იგივე საშუალებები თავის ოჯახისთვის დასახარჯავად. მაშასადამე, შრომის ფასი აიწევს, იმიტომ რომ მოთხოვნა წინანდებურია; და მხოლოდ ფასის აწევის გამოა, რომ მიწოდება არ ფერხდება.

ამაზე უფრო ჩვეულებრივი სანახავი არა არის რა: ქუდები ან ალაო ფასში აიწევს, თუ ხარკი დაედვა: მათი ფასი აიწევს, იმიტომ რომ საჭირო რაოდენობა არ იქნება ბაზარზე მოტანილი, უკეთუ მათი ფასი არ აიწევდა. ასევე შრომის შესახებაც; თუ ხელფასზე ხარკი დაწესდა, შრომის ფასი აიწევს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭირო მოსახლეობა ვერ შეინახებოდა. და განა თავად ბ-ნი ბიუკენენი არ აღიარებს ყველა ამას, როდესაც ამბობს: „უკეთუ ის (მუშა) ნამდვილად მარტოოდენ უაღრესი აუცილებლობის საგნებით დაკმაყოფილებას იქნებოდა იძულებული, იმ შემთხვევაში იგი ვეღარ აიტანდა ხელფასის მეტად შემცირებას, რადგან, ამ პირობებში, ვეღარ შესძლებდა თავისი მოდგმის განგრძობასო“? ვთქვათ, ქვეყანა ისეთ პირობებში იმყოფება, რომ მუშათა დაბალმა ფენებმა არა თუ უნდა განაგრძონ თავიანთი მოდგმა, არამედ კიდეც უნდა გაამრავლონ იგი; მაშინ მათი ხელფასი ამის შესაბამისად დამყარდებოდა. მაგრამ შესძლებდნენ ისინი საჭირო ზომით გამრავლებას, უკეთუ ხარკი მათ ხელფასის ნაწილს წაართმევდა და აიძულებდა მარტოოდენ უკიდურესი აუცილებლობის საგნებით დაკმაყოფილებულიყვნენ?

უეჭველად მართალია, რომ დაბეგრილი საქონლის ფასი არ აიწევს ხარკის პროპორციულად, უკეთუ იმ საქონლის მოთხოვნამ იკლო და მისი რაოდენობა არ შეიძლება შემცირებულ იქნეს. თუ ყვლეგან ლიტონის ფული იქნებოდა ხმარებაში, ფულის ღირებულება ხარკის პროპორციულად დიდი ხნით არ აიწევდა, იმიტომ რომ ფულის უფრო მაღალი ფასის არსებობისას მისი მოთხოვნა შემცირდებოდა და არა მისი რეოდენობა; და უეჭველია, იგივე მიზეზი ხშირად მოქმედებს შრომის ხელფასზე. მუშების რიცხვი არ შეიძლება სწრაფად გადიდებულ ან შემცირებულ იქნეს იმ ფონდის გადიდების ან შემცირების პროპორციულად, რომელიც მათ შესანახადაა დანიშნული; მაგრამ ჩვენ მიერ ნაგულისხმევ შემთხვვევაში აუცილებელი არაა, რომ შრომის მოთხოვნა შემცირდეს, და თუ შემცირდა, ეს შემცირება არ იქნება ხარკის პროპორციული. ბ-ნ ბიუკენენს ავიწყდება რომ ხარკის გზით მოროვილი ფონდი მთავრობის მიერ მუშების შენახვაზე იხარჯება, - მართალია, არა პროდუქტიული მუშების, მაგრამ მაინც მუშებისა. ხელფასზე ხარკის დაწესებისას რომ შრომის ფასი არ იზრდებოდეს, - დიდად დაიზრდებოდა კონკურენცია შრომის მოთხოვნაში, იმიტომ, რომ კაპიტალის მესაკუთრეებს, რომელნიც ასეთი ხარკისთვის არაფრის გადამხდელნი არ იქნებოდნენ, იგივე სახსრები ექნებოდათ თავის განკარგულებაში შრომის გამოსაყენებლად, მაშინ როდესაც მთავრობას, რომელმაც ეს ხარკი მიიღო, დამატებითი ფონდი ექნებოდა ამ მიზნისათვის. ამრიგად, მთავრობა და ხალხი ერთმანეთის მეტოქეები გახდებოდნენ, და მათი კონკურენციის შედეგი იქნებოდა მუშების მხოლოდ იგივე რაოდენობა, მაგრამ ისინი მიიღებდნენ დამატებით ხელფასს.

თუ ხარკი ერთბაშად კაპიტალისტთა კლასს ექნებოდა დაკისრებული, ამ კლასის ფონდი, რომელიც შრომის შესანახადაა დანიშნული, იმავე ზომით შემცირდებოდა, რა ზომითაც გაიზრდებოდა იმავე მიზნისთვის დანიშნული ფონდი, რომელიც შრომის შესანახადაა დანიშნული, იმავე ზომით შემცირდებოდა, რა ზომითაც გაიზრდებოდა იმავე მიზნისთვის დანიშნული ფონდი მთავრობის ხელში; და, ამრიგად, ხელფასის არავითარ გადიდებას არ ექნებოდა ადგილი, ვინაიდან თუმცა მოთხოვნა იგივე იქნებოდა, წინანდელი კონკურენცია მაინც აღარ იქნებოდა. თუ მთავრობა, ხელად ხარკის აკრეფის შემდეგ, მტელ ანაღებს უცხო სახელმწიფოს გაუგზავნიდა სუბსიდიის სახით და, მაშასადამე, ხარკი საზღვარგარეთის მუშების - და არა ინგლისელი მუშების: ჯარისკაცების, მატროსების და სხვ. - შესანახად იქნებოდა დახარჯული, იმ შემთხვევაში შრომის მოთხოვნა მართლა შემცირდებოდა, და ხელფასი შეიძლება არ გაზრდილიყო, თუმცა იგი დაბეგვრილი იქნებოდა დახარჯული, იმ შემთხვევაში შრომის მოთხოვნა მართლა შემცირდებოდა, და ხელფასი შეიძლება არ გაზრდილიყო, თუმცა იგი დაბეგვრილი იქნებოდა. მაგრამ იგივე მოხდებოდა, ხარკი რომ დაწესებული ყოფილიყო მოხმარების საგნებზე, კაპიტალის მოგებაზე, ან რომ იგივე თანხა რაიმე სხვა გზით ყოფილიყო სუბსიდიის გასაცემად აღებული: ქვეყნის შიგნით ნაკლები შრომის გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი. ერთ შემთხვევაში ხელფასის ზრდა შეფერხებული იქნებოდა, მეორე შემთხვევაში კი ხელფასი აუცილებლად დაიწევდა. მაგრამ ვიგულისხმოთ, რომ ხელფასის ხარკის მთელი თანხა, მუშებისაგან აღების შემდეგ, მათ დამქირავებლებს გადაეცემოდა მუქთად. ამ შემთხვევაში ამით გადიდდებოდა ამ უკანასკნელთა ფულადი ფონდი შრომის შესანახად, მაგრამ მით არ გადიდდებოდა არც საქონელთა ფასი, არც შრომის ფასი. შედეგად წარმოსდგებოდა კონკურენციის გაძლიერება მუშების დამქირავებლებს შორის, და ხარკი, ბოლოს და ბოლოს, ზარალს არ მიაყენებდა არც მესარეწეს, არც მუშას. მესარეწე უფრო მაღალ ფასს მისცემდა მუშას შრომაში; მომატებას, რომელსაც მუშა მიიღებდა, ეს უკანასკნელი მისცემდა მთავრობას ხარკის სახით, და შემდეგ იგი ისევ მესარეწეებს დაუბრუნდებოდათ. მაგრამ ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის თანხები, რომლებიც ხარკების გზით იკრიფება, ჩვეულებრივ დაუზოგავად იხარჯება, რომ ხარკების გადახდევინება სწარმოებს ყოველთვის ხალხის კომფორტისა და სიამის მოთხოვნილებათა ხარჯზე და რომ ისინი ან კაპიტალს ამცირებენ, ან მის დაგროვებას აყოვნებენ. კაპიტალის შემცირებით ისინი ამცირებენ სრომის მოთხოვნასაც. ამიტომ ხარკის საალბათო შედეგს ხელფასისათვის, - შედეგს, თუმცა არა აუცილებელს ან განსაკუთრებულად მის თვისებადს, - წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხელფასი, მისი აწევის შემთხვევაში, არ დიდდება ხარკის სწორედ ტოლი თანხით.

ადამ სმიტი, როგორც ჩვენ ვნახეთ, სავსებით სცნობს, რომ ხარკის შედეგს ხელფასისათვის წარმოადგენს ხელფასის აწევა ხარკის თანასწორი თანხით მაინც და რომ ეს ხარკი - თუ უშუალოდ არა, ბოლოს და ბოლოს მაინც - შრომის დამქირავებლის მიერ გადაიხდება. აქამომდე ჩვენ სრული თანხმობა გვქვს ერთმანეთთან; მაგრამ ჩვენი შეხედულება არსებითად განსხვავდება საკითხში ხარკის შემდგომი შედეგების შესახებ.

„მაშასადამე, შრომის ხელფასზე დაწესებული პირდაპირი ხარკი“, - ამბობს ადამ სმიტი, - „თუმცა მას, შეიძლება, მუშა გაიღებს თავისი ხელით, ნამდვილად რომ ვთქვათ, მუშის მიერ ავანსად გაღებულადაც კი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო, ყოველ შემთხვევაში, უკეთუ შრომის მოთხოვნა და სურსათის ფასი იგივე დარჩა, რაც წინათ იყო. ყველა ასეთ შემთხვევაში არა მარტო ხარკს, არამედ სინადვილეში ხარკზე ცოტათი მეტსაც გაიღებდა ავანსად ის პირი, რომელიც მუშას გამოიყენებდა. საბოლოო გადახდა, სხვადასხვა შემთხვევაში, განაწილდებოდა სხვადასხვა პირთ შორის. სამრეწველო მუშის დამატებით ხელფასს, რასაც ასეთი ხარკი გამოიწვევდა, ავანსად გაიღებდა ფაბრიკანტი, რომელსაც უფლება ექნებოდა - და იძულებულიც იქნებოდა მაგრამ ვიგულისმოთ, რომ ხელფასის ხარკის მთელი თანხა, მუშებისგან აღების შემდეგ, მათ დამქირავებლებს გადაეცემოდა მუქთად. ამ შემთხვევაში ამით გადიდდებოდა ამ უკანასკნელთა ფულადი ფონდი შრომის შესანახად, მაგრამ მით არ გადიდდებოდა არც საქონელთა ფასი, არც შრომის ფასი. შედეგად წარმოსდგებოდა კონკურენციის გაძლიერება მუშების დამქირავებლებს შორის, და ხარკი, ბოლოს და ბოლოს, ზარალს არ მიაყენებდა არც მესარეწეს, არც მუშას. მესარეწე უფრო მაღალ ფასს მისცემდა მუშას შრომაში; მომატებას, რომელსაც მუშა მიიღებდა, ეს უკანასკნელი მისცემდა მთავრობას ხარკის სახით, და შემდეგ იგი ისევ მესარეწეებს დაუბრუნდებოდათ. მაგრამ ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის თანხები, რომლებიც ხარკების გზით იკრიბება, ჩვეულებრივ დაუზოგავად იხარჯება, რომ ხარკების გადახდევინება სწარმოებს ყოველთვის ხალხის კომფორტისა და სიამის მოთხოვნილებათა ხარჯზე და რომ ისინი ან კაპიტალს ამცირებენ, ან მის დაგროვებას აყოვნებენ. კაპიტალის შემცირებით ისინი ამცირებენ შრომის შესანახად დანიშნულ ნამდვილ ფონდს და, ამრიგად, ამცირებენ შრომის ნამდვილ მოთხოვნას. მაშასადამე, ხარკები საზოგადოდ, რამდენადაც ქვეყნის ნამდვილ კაპიტალს ამცირებენ, ამცირებენ შრომის მოთხოვნასაც. ამიტომ ხარკის საალბათო შედეგს ხელფასისათვის, - შედეგს, თუმცა არა აუცილებელს ან განსაკუთრებულად მის თვისებადს, - წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხელფასი, მისი აწევის შემთხვევაში, არ დიდდება ხარკის სწორედ ტოლი თანხით.

ადამ სმიტი, როგორც ჩვენ ვნახეთ, სავსებით სცნობს, რომ ხარკის შედეგს ხელფასისათვის წარმოადგენს ხელფასის აწევა ხარკის თანასწორი თანხით მაინც და რომ ეს ხარკი - თუ უშუალოდ არა, ბოლოს და ბოლოს მაინც - შრომის დამქირავებლის მიერ გადაიხდება. აქამომდე ჩვენ სრული თანხმობა გვაქვს ერთმანეთთან; მაგრამ ჩვენი შეხედულება არსებითად განსხვავდება საკითხში ხარკის შემდეგომი შედეგების შესახებ.

„მაშასადამე, შრომის ხელფასზე დაწესებული პიდაპირი ხარკი“, - ამბობს ადამ სმიტი, - „თუმცა მას, შეიძლება, მუშა გაიღებს თავისი ხელით, ნამდვილად რომ არ ვთქვათ, მუშის მიერ ავანსად გაღებულადაც კი არ შეიძლება ჩათვლილიყო, ყოველ შემთხვევაში, უკეთუ შრომის მოთხოვნა და სურსათის ფასი იგივე დარჩა, რაც წინათ იყო. ყველა ასეთ შემთხვევაში არა მარტო ხარკს, არამედ სინამდვილეში ხარკზე ცოტათი მეტსაც გაიღებდა ავანსად ის პირი, რომელიც მუშას გამოიყენებდა. საბოლოო გადახდა, სხვადასხვა შემთხვევაში, განაწილდებოდა სხვადასხვა პირთ შორის. სამრეწველო მუშის დამატებით ხელფასს, რასაც ასეთი ხარკი გამოიწვევდა, ავანსად გაიღებდა ფაბრიკანტი, რომელსაც უფლება ექნებოდა - და იძულებულიც იქნებოდა - თავის საქონლის ფასი გაედიდებია მთელი ამ დამატებითი ხელფასის ოდენობით პლიუს მოგება. სოფლის მუშის დამატებითი ხელფასი, რასაც ასეთი ხარკი გამოიწვევდა, ავანსად გაღებული იქნებოდა ფერმერის მიერ, რომელიც, რათა მუშების წინანდელი რიცხვი ჰყოლოდა, იძულებული იქნებოდა უფრო დიდი კაპიტალი დაეხარჯა. რათა ეს უფრო დიდი კაპიტალი მას კაპიტალის ჩვეულებრივი მოგებითურთ უკანვე მიეღო, საჭირო იქნებოდა, რომ მიწის პროდუქტის უფრო დიდი ნაწილი ანუ, რაც იგივეა, უფრო დიდი ნაწილის ფასი მას თავისთვის დაენარჩუნებია და, მაშასადამე, ნაკლები რენტა გადაეხადა მემამულისთვის. ამ შემთხვევაში დამატებითი ხელფასის საბოლოო გადახდა მემამულეს დაეკისრებოდა, რომელსაც უნდა გადეხადა კიდევ დამატებითი მოგება ფერმერის მიერ ავანსად გაღებულ კაპიტალზე. ყოველ შემთხვევაში, შრომის ხელფასზე დაწესებულ პირდაპირ ხარკს, ბოლოს და ბოლოს, უნდა გამოეწვია მიწის რენტის უფრო დიდი შემცირებაც და მანუფაქტურულ საქონელთა ფასის უფრო დიდი აწევაც, ვიდრე ამას ადგილი ექნებოდა, ხარკის ჯამის თანასწორი თანხა რომ, სპეციალური დაბეგვრის გზით, დადებული ყოფილიყო გადასახდელად ნაწილობრივ მიწის რენტაზე და ნაწილობრივ მოხმარების საგნებზე“ (ტომი III, გვ.337). ამრიგად, ამ ადგილას ადამ სმიტი ამტკიცებს, რომ ფერმერების მიერ გადახდილი დამატებითი ხელფასი, ბოლოს და ბოლოს, მემამულეებს დაეკისრება, რომელნიც შემცირებულ რენტას მიიღებენ, მაგრამ რომ ფაბრიკანტების მიერ გადახდილი დამატებითი ხელფასი მანუფაქტურულ საქონელთა ფასის აწევას გამოიწვევს და, მაშასადამე, დაეკისრება ამ საქონელთა მომხმარებელს.

ვიგულსხმოთ ახლა, რომ საზოგადოება შესდგება მემამულეებისა, ფაბრიკანტებისა, ფერმერებისა და მუშებისაგან. დავთანხმდეთ, რომ მუშები მათ მიერ გადახდილი ხარკის ანაზღაურებას მიიღებენ. მაგრამ ვისგან? ვინ გადიხდის იმ ნაწილს, რომელიც მემამულეს არ დაეკისრება? ფაბრიკანტები აქედან ვერსა გადაიხდიან, ვინაიდან: თუ მათ საქონელთა ფასი აიწევდა მათ მიერ გადახდილი დამატებითი ხელფასის პროპორციულად, ისინი ხარკის შემოღების შემდეგ უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდნენ, ვიდრე წინათ იყვნენ. თუ მაუდის მწარმოებელს, მექუდეს, ფეხსაცმლის მწარმოებელს და სხვ. შეეძლებოდათ თავიანთი საქონლის ფასი აეწიათ - თითოეულს - 10 %25-ით, ვიგულისმეთ რა, რომ ეს 10%25 სრულიად ამნაზღაურებელი იქნებოდა მათ მიერ გადახდილი დამატებითი ხელფასის, თუ, როგორც ადამ სმიტი ამბობს, “მათ უფლება ექნებოდათ - და იძულებულიც იქნებოდნენ - თავიანთი საქონლის ფასი გაედიდებიათ მთელი ამ დამატებითი ხელფასის ოდენობით პლიუს მოგება”, იმ შემთხვევაში თითოეულ მათგანს შეეძლებოდა იმდენი სხვა საქონელი მოეხმარა, რამდენსაც წინათ მოიხმარებდა, და, მაშასადამე, სინამდვილეში, არავინ არ იქნებოდა მათში ხარკის გადამხდელი. თუ მაუდის მწარმოებელი მეტს გადაიხდიდა ქუდებსა და ფეხსაცმელში, სამაგიეროდ მეტს მიიღებდა თვის მაუდში, და თუ მექუდე მეტს გადაიხდიდა მაუდსა და ფეხსაცმელში, სამაგიეროდ ისიც მეტს მიიღებდა თავის ქუდებში. ამგვარად, ისინი ისევე ხელსაყრელად იყიდდნენ მანუფაქტურულ პროდუქტებს, როგორც წინათ და, რამდენადაც პური არ იქნებოდა ფასში აწეული, - და სწორედ ამას გულისმობს დოქტორი სმიტი, - ვიდრე მათ დამატებითი თანხა ექნებოდათ თავის განკარგულებაში პურის საყიდლად, ასეთი ხარკის გამო სარგებლობას ნახავდნენ და არა ზარალს.

თუ, ამრიგად, არც მუშები, არც ფაბრიკანტები არ იქნებოდნენ მონაწილენი ასეთი ხარკის გადახდაში, თუ ფერმერებიც რენტის შემცირების გზით მიიღებდნენ აგრეთვე ანაზღაურებას, მაშ მარტო მემამულეებს უნდა ეტარებიათ არა მხოლოდ ხარკის მთელი ტვირთი, არამედ, გარდა ამისა, ხელი უნდა შეეწყოთ ფაბრიკანტების მოგების გადიდებისათვის. მაგრამ ამისათვის საჭირო იქნებოდა, რომ მათ მოეხმარათ ქვეყნის ყველა მანუფაქტურული საქონელი, ვინაიდან დამატებითი ფასი, საქონელთა მთელ მასაზე დადებული ცოტათი თუა იმაზე მეტი, რასაც ის ხარკი შეადგენდა, რომლითაც თავდაპირველად მუშები იყვნენ დაბეგრილი.

მაგრამ უეჭველია, რომ მაუდის მწარმოებელი, მექუდე და ყველა სხვა ფაბრიკანტი ერთმანეთის პროდუქტების მომხმარებელნი არიან; უეჭველია აგრეთვე, რომ ყველა კატეგორიის მუშები მოიხმარებენ საპონს, მაუდს, ფეხსაცმელს, სანთელს და კიდევ სხვადსხვა პროდუქტებს. მაშასადამე, შეუძლებელია, რომ ამ ხარკების მთელი სიმძიმე მარტო მემამულეებს აწვებოდეს.

მაგრამ თუ მუშები არავითარ მონაწილეობას არ იღებენ ხარკის გადახდაში, და მანუფაქტურულ საქონელთა ფასები კი მაღლა იწევს, ხელფასმაც უნდა აიწიოს: არა მარტო იმისათვის, რომ მუშებმა ხარკი აინაზღაურონ, აერამედ იმისთვისაც, რომ მათ ანაზღაურება მიეცეს მანუფაქტურულ საქონელთა ფასის აწევისათვის. რამდენადაც ამ საქონელთა ფასის აწევა სასოფლო-სამეურნეო შრომას ეხება, იგი ახალი მიზეზი იქნება რენტის დაწევისათვის, ხოლო რამდენადაც სამანუფაქტურო შრომას ეხება, იგი საქონლეთა ფასის ახალ აწევას გამოიწვევს. საქონლეთა ფასის ეს აწევა კვლავ გავლენას იქონიებს ხელფასზე, და ეს მოქმედება და უკუმოქმედება: ჯერ ხელფასისა - საქონლეზე და შემდეგ საქონლისა - ხელფასზე, გაგრძელდება, საზღვრის უქონელად, დაუსრულებლივ. იმ არგუმენტებს, რომლებსაც ეს თეორია ეყრდნობა ისეთ უაზრო დასკვნებამდე მივყევართ, რომ ხელად შეიძლება დავინახოთ ძირითადი პრინციპის დაცვის შეუძლებლობა.

ისეთივე გავლენა, რომელიც - საზოგადოების ბუნებრივი პროგრესისა და წარმოების მზარდი სიძნელის არსებობისას - კაპიტალის მოგებასა და შრომის ხელფასზე აქვს რენტისა და საარსებო საგნების ფასის აწევას, ექნება აგრეთვე ხელფასის აწევას დაბეგვრის გამო. ამიტომ როგორც მუშის, ისე მისი დამქირავებლის მოხმარება ხარკის გამო შეიკვეცება; და არა მარტო სპეციალურად ამ ხარკის გამო, არამედ ყოველი სხვა ხარკის გამოც, რომელიც ისეთივე თანხის ამღები იქნებოდა, ვინაიდან ყველა ხარკს აქვს ტენდენცია შეამციროს ის ფონდი , რომელიც შრომის შესანახადაა დანიშნული.

ადამ სმიტის შეცდომა, უპირველეს ყოვლისა, იქიდან წარმოსდგება, რომ მას ჰგონია, - ყველა ხარკი, რომელსაც ფერმერი იხდის, აუცილებლად მემამულეს უნდა დააწვეს მისი რენტიდან გამოკლების სახითო. ამ საგანზე მე შესაძლებელი სირთულით გამოვთქვი ჩემი აზრი და, იმედი მაქვს, საკმაოდ დავანახვე მკითხველს, რომ, ვინაიდან იმ მიწაზე, რომელიც რენტას არ იხდის, დიდი კაპიტალი იხარჯება და ვინაიდან სწორედ ამ კაპიტალით მიღებული პროდუქტი განსაზღვრავს ნედლი პროდუქტის ფასს, შეუძლებელია ადგილი ჰქონდეს რენტიდან რაიმე გამოკლებას. მაშასადამე, ან ფერმერი ვერ მიიღებს ხელფასის ხარკის ანაზღაურებას, ანდა, თუ მიიღებს, ეს უნდა მოხდეს ნედლი პროდუქტების ფასზე წამატების გზით.

თუ ხარკები არა თანაბრად აწვება ფერმერს მას შესაძლებლობა ექნება ასწიოს ნედლი პროდუქტის ფასი, რათა სხვა დარგებში მომქმედ მრეწველთა თანასწორ დონეზე დააყენოს თავის თავი. მაგრამ ხელფასის ხარკს, რომელიც მას მეტად არ აწვება, ვიდრე სხვა დარგის მრეწველებს, იგი სხვას ვერ გადააკისრებდა ანუ ვერ აინაზღაურებდა ნედლი პროდუქტის ფასზე წარმატების გზით, ვინაიდან: იგივე მიზეზი, რომელიც მას აიძულებდა აეწია ნედლი პროდუქტის ფასი, სახელდობრ სურვილი ანაზღაურების მიღებისა ხარკისათვის, აიძულებდა აგრეთვე მაუდის მწარმოებელს აეწია მაუდის ფასი, ფეხსაცმელის მწარმოებელს, მექუდეს და მეავეჯეს - აიეწიათ ფეხსაცმელის, ქუდების და ავეჯის ფასი.

ვთქვათ, მათ შესძლეს თავიანთი ფასის აწევა ისე, რომ აინაზღაურეს ხარკი მოგებითურთ. მაგრამ ყველა ისინი იმავე დროს ერთმანეთის საქონლის მომხმარებლები არიან, მაშასადამე, ამ გზით ხარკი არასდროს არ იქნებოდა გადახდილი, ვინაიდან ვინ იქნებოდა მისი გადმხდელი, უკეთუ ყველა მიიღებდა მის ანაზღაურებას.

მე იმედი მაქვს, - შევსძელი დამენახვებია, რომ ყოველი ხარკი, რომელიც ხელფასის აწევას იწვევს, გადაიხდება მოგების შემცირების გზით და რომ, მაშასადამე, ხელფასის ხარკი ფაქტიურად მოგების ხარკს წარმოადგენს.

ეს პრინციპი შრომის და კაპიტალის პროდუქციის დანაწილებისა ხელფასად და მოგებად, რომელიც მე შევეცადე დამემყარებია, მე აუცილობლად მიმაჩნია, და ჩემი აზრით, თუ ასეთი ხარკების უშუალო მოქმედებას მხედველობაში არ მივიღებთ, - თითქმის სულერთი არის, კაპიტალის მოგება დაიბეგრება თუ შრომის ხელფასი. კაპიტალის მოგების დაბეგვრით თქვენ, ალბათ, შესცვლიდით იმ ნორმას, რომლის მიხედვით შრომის შესანახად დანიშნული ფონდი იზრდება, და ხელფასი დისპროპორციაში იქნებოდა ამ ფონდის მდგომარეობის მიმართ, რადგან იგი მეტად დაბალი იქნებოდა. ბუნებრივი წონასწორობა მოგებასა და ხელფასს შორის აღდგენილი იქნებოდა: პირველ შემთხვევაში - ფულადი ხელფასის დაწევის გზით, მეორეში - მისი აწევის გზით. ამრიგად, ხელფასის ხარკი აწვება არა მემამულეს, არამედ - კაპიტალის მოგებას; ის არ “აძლევს უფლებას და” არ “აიძულებს ფაბრიკანტს გაადიდოს თავისი საქონლის ფასი ხარკის მთელი თანხის ოდენობით პლიუს მოგება”, ვინაიდან მას ამ ფასის გადიდების შესაძლებლობა არ ექნება. და ამიტომ მან, მთლიანად და აუნაზღაურებლად, უნდა გადაიხადოს ეს ხარკი.1

თუ ხელფასის ხარკების შედეგი ისეთია, როგორც მე ავღწერე, იმ შემთხვევაში ეს ხარკები ისე დასაგმობი არაა, როგორც ეს დოქტორ სმიტს აქვს გამოთქმული. ასეთი ხარკების შესახებ იგი ამბობს: “როგორც ამბობენ, ამ და მსგავსმა ხარკებმა, შრომის ფასის აწევის გზით, გაანადგურა ჰოლანდიის მანუფაქტურების უმრავლესობა. ასეთივე ხარკები, თუმცა არა ისე სამძიმო, არსებობს მოდენის საჰერცოგოში, პარმის, პიაჩეცის და გვასტალას საჰერცოგოებში, აგრეთვე საეკლესიო სახელმწიფოში. საფრანგეთის ერთი გვარიანად ცნობილი მწერალი მისი ქვეყნის ფინანსების რეფორმისთვის იძლევა წინადადებას, რომლის თანახმად ამ ყველაზე უფრო გამანადგურებელიხარკებით უნდა იქნეს მეტი წილი სხვა ხარკები შეცვლილი. „არ არსებობს არც ერთი ისეთი უაზრობა, რომელიც ზოგჯერ არ დაეცვას ფილოსოფოსსო“, ამბობს ციცერო. მეორე ადგილას სმიტი ამბობს: „მოხმარების საგნებზე დაწესებულ ხარკებს, ადიდებს რა შრომის ხელფასს, აუცილებლად აქვს ტენდენცია მაღლა ასწიოს ყველა მანუფაქტურულ საქონელთა ფასი და, მაშასადამე, შეამციროს მათი გასაღებისა და მოხმარების ზომა”. ეს ხარკები ასე ავად ხსენების ღირსი არ იქნებოდა, რომ კიდეც სწორი ყოფილიყო დოქტორ სმიტის პრინციპი: რომ ეს ხარკები მაღლა სწევს მანუფაქტურულ საქონლეთა ფასს. ამ ხარკების ასეთი მოქმედება მხოლოდ დროებითი იქნებოდა და არავითარ ზიანს არ მოგვაყენებდა ჩვენს საგარეო ვაჭრობაში. თუ რაიმე მიზეზი ზოგ მანუფაქტურულ საქონელთა ფასის აწევას გამოიწვევდა, - იგი მათ ექსპორტს შესწყვეტდა ან შეაფერხებდა; მაგრამ თუ იგივე მიზეზი იმოქმედებდა საერთოდ ყველა საქონელზე, მაშინ მისი მოქმედება მარტოოდენ ნომინალური იქნებოდა: იგი არ შესცვლიდა საქონელთა შეფარდებითს ღირებულებას და ოდნავაც არ შეასუსტებდა მისწარფებას გაცვლითი ვაჭრობისადმი, რასაც სინამდვილეში წარმოადგენს ყველა ვაჭრობა, როგორც შინაგანი, ისე საგარეო.

მე უკვე შევეცადე დამენახვებია, რომ, როდესაც რაიმე მიზეზი იწვევს ყველა საქონელთა ფასების აწევას, მისი მოქმედება თითქმის ისეთივეა, როგორც ფულის ღირებულების დაცემისა. თუ ფულის რირებულება დაეცა, ყველა საქონელთა ფასები აიწევს; და თუ ეს მოქმედება ერთი ქვეყნითაა შემოფარგლული, იგი ისეთსავე გავლენას მოახდენს საგარეო ვაჭრობაზე, როგორც საქონელთა მაღალი ფასი, საყოველთაო დაბეგვრით გამოწვეული. მაშასადამე, როდესაც ჩვენ ვიკვლევთ ფულის დაბალი ღირებულების შედეგებს ერთი ქვეყნის ფარგალში, ჩვენ მით იმავე დროს ვიკვლევთ აგრეთვე გავლენას საქონელთა მაღალი ფასისას, რომელიც ერთი ქვეყნით არის შემოფარგლული. ნამდვილად, ადამ სმიტს სავსებით შეცნობილი ჰქონდა მსგავსება ამ ორ შემთხვევას შორის, და იგი ამტკიცებდა, ამის თანახმად, რომ ფულის ანუ, როგორც იგი ამბობს, ვერცხლის დაბალმა ღირებულებამ ესპანეთში, მისი გაზიდვის აკრძალვის გამო, ვეება ზიანი მიაყენა ესპანეთის მრეწველობას და ვაჭრობას, „მაგრამ ვერცხლის ღირებულების იმ შემცირებას, რომელიც ცალკეული ქვეყნის განსაკუთრებული მდგომარეობის ან მის პოლიტიკურ დაწესებულებათა შედეგს წარმოადგენს და რომელსაც მხოლოდ იმ ქვეყანაში აქვს ადგილი, ახლავს ფრიად მნიშვნელოვანი შედეგი, რადგან მისი ტენდენციაა არა თუ უფრო მდიდარი გახადოს ვინმე ნამდვილად, არამედ, პირიქით, თითოეული უფრო ღარიბად აქციოს ფაქტიურად. ყველა საქონელთა ფულადი ფასის აწევას, რაც, ამ შემთხვევაში, ამ ქვეყნის თავისებურობას წარმოადგენს, ტენდენცია აქვს შეაფერხოს მასში მეტნაკლებ ყოველგვარი მრექველობის განვითარება და შესაძლებლობა მისცეს უცხო ერებს, რომელთაც ძალუძთ თითქმის ყველა სახის საქონლის ჩაბარება ვერცხლის ნაკლებ რაოდენობად, ვიდრე ეს შეუძლიათ იმ ქვეყნის საკუთარ მრეწველებს, დაამარცხონ ეს უკანასკნელნი არა თუ საგარეო ბაზარზე, არამედ შინაურზედაც“ (ტ. II, გვ. 278).

ერთი და, როგორც მე ვფიქრობ, მხოლოდ ერთი, რაც მოაქვს მოცემული ქვეყნისთვის ვერცხლის დაბალ ღირებულებას, რომელიც მისი რაოდენობის გადიდებიდან წარმოსდგება, ჩინებულად იყო დოქტორ სმიტის მიერ გარკვეული. თუ ოქროთი და ვერცხლით ვაჭრობა თავისუფასი იქნებოდა, იმ შემთხვევაში „ოქრო და ვერცხლი, რომელიც საზღვარგარეთ წავიდოდა, მუქთად კიარ წავიდოდა იქ, არამედ უკან მოიტანდა თანატოლ ღირებულებას ასეთი თუ ისეთი პროდუქტების სახით. ამასთან ეს პროდუქტები არ იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ფუფუნების საგნები, უქმი ადამიანების მიერ მოსახმარებელი, რომელნიც არას აწარმოებენ მათ მიერ მოხმარებული პროდუქტების სამაგიეროდ. და რადგან უქმ ადამიანთა ნამდვილი სიმდიდრე და შემოსავალი არ გადიდდება ოქროს და ვერცხლის იმ არაჩვეულებრივი გაზიდვის გამო, ამიტომ სრულიად არ გადიდდება, იმის გამო, მათი მოხმარებაც. ეს პროდუქტები, - ალბათ მათი უდიდესი ნაწილი, უეჭველად მათი რამოდენიმე ნაწილი - იქნებოდა მასალები, სამუშაო იარაღები და სურსათი, მრეწველი ხალხის სამოსაქმეოდა და შესანახად დანიშნული, - ხალხის, რომელიც მოახდენდა მათ რეპროდუქციას მოგებითურთ. ამრიგად, საზოგადოების მკვდარი ნაწილი გადაიქცევოდა მოქმედ კაპიტალად და მოძრაობაში მოიყვანდა შრომის უფრო დიდ რაოდენობას, ვიდრე წინათ გამოიყენებოდა“.

როცა თვენ ნებას არა რთავთ ძვირფასი ლითონებით თავისუფალ ვაჭრობას, მაშინ როდესაც, დაბეგვრის გამო ან ძვირფას ლითონთა მოქცევის გამო, საქონელთა ფასები აწეული არის, თქვენ ხელს უშლით საზოგადოების მკვდარი კაპიტალის ნაწილის გადაქცევას მოქმედ კაპიტალად. ამაშია მთელი უბედურობა, რომელსაც არ იცნობენ ის ქვეყნები, სადაც ვერცხლის ექსპორტი ნებადართული არ არის ან სადაც მას ცალი თვალით უცქერიან.

სათამასუქო კურსი ქვეყნებს შორის ალ პარი არის მანმადე, ვიდრე მათ მიმოქცევის საშუალებათა სწორედ ის რაოდენობა აქვთ, რომელიც, მოცემულ პირობებში, საჭიროა მათ საქონელთა მიმოქცევისათვის. ძვირფასი ლითონებით ვაჭრობა რომ სრულებით თავისუფალი ყოფილიყო და ლითონური ფულის გაზიდვა რომ შესაძლებელი ყოფილიყო სრულიად ხარჯების გაუწევლად, - სათამასუქო კურსი თითოეულ ქვეყანაში ყოველთვის ალ პარი იქნებოდა. ძვირფასი ლითონებით ვაჭრობა რომ სრულებით თავისუფალი ყოფილიყო, ეს ლითონები რომ ყველგან მიმოქცევის საშუალებად ყოფილიყო ხმარებული, იმ შემთხვევაში, თუნდ მისი ტრანსპორტისათვის ხარჯებიც ყოფილიყო საჭირო, სათამასუქო კურსი მარტოოდენ ამ ხარჯების თანხის ოდენობით გადაიხდებოდა ალ პარი-საგან. მე მგონია, ეს პრინციპები ახლა არსად არაა საკამათოდ მიჩნეული. თუ რომელსამე ქვეყანას ხმარებაში ქაღალდის ფული ექნებოდა, რომელიც არ იქნებოდა გასანაღდებელი და, მაშასადამე, არც რაიმე მტკიცე მასშტაბით მოწესრიგებული, იმ შემთხვევაში სათამასუქო კურსი იმ პროპორციით გადაიხრებოდა ალ პარი-საგან, რა პროპორციითაც იმ ქვეყნის ფული იმ რაოდენობაზე მეტად იქნებოდა გამრავლებული, რაც აღნიშნულ ქვეყანას, საყოველთაო ვაჭრობის მიხედვით, დასჭირდებოდა, ფულით ვაჭრობა რომ თავისუფალი ყოფილიყო და ფულად ანუ ფულის მასშტაბად რომ ძვირფასი ლითონები ყოფილიყო ხმარებაში.

თუ, საერთო სავაჭრო ოპერაციების შესაბამისად, ინგლისს უნდა ჰქონებოდა 10 მილ. გირვ. სტერლინგი, ცნობილი წონისა და ლითონური სიწმინდის შემცველი, და მისი ადგილი 10 მილიონ ქაღალდის გირვანქას ექნებოდა დაჭერილი, იმ შემთხვევაში სათამასუქო კურსი უცვლელი დარჩებოდა. მაგრამ თუ, ქაღალდის ფულის გამოშვების უფლების ბოროტად გამოყენების გამო, მიმოქცევაში გამოყენებული იყო 11 მილიონი, მაშინ სათამასუქო კურსი იქნებოდა ინგლისის წინააღმდეგ 9%25-ით; თუ 12 მილიონი, - 16%25-ით; თუ 20 მილიონი, - 50%25-ით. მაგრამ ამ სედეგის გამოსაწვევად არაა აუცილებელი, რომ ხმარებაში ქაღალდის ფული იყოს; ზედმიწევნით ასეთსავე შედეგს წარმოშობდა ყოველი მიზეზი, რომელიც გორვ. სტერლინგების იმაზე მეტ რაოდენობას აჩერებს მიმოქცევაში რაც ამ მიმოქცევაში იქნებოდა, ვაჭრობა რომ თავისუფალი ყოფილიყო და ფულად ან ფულის მასშტაბად რომ ცნობილი წონისა და სიწმინდის შემცველი ძვირფასი ლითონები ყოფილიყო ხმარებაში. ვთქვათ, ყოველი გირვ. სტერლინგის მონეტა, ჩამოჭრის გამო, აღარ შეიცავს ოქროსა და ვერცხლის იმ რაოდენობას რასაც, კანონის თანახმად, უნდა შეიცავდეს. ამ შემთხვევაში მიმოქცევაში გირვ. სტერლინგების მეტი რაოდენობა შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე მაშინ, ჩამოჭრილი რომ არ ყოფილიყო. თუ თითოეულ გირვანქას ჩამოჭრილი ქონდა მისი 1/10, - მიმოქცევაში უნდა ყოფილიყო, 10 მილიონის ნაცვლად, 11 მილიონი; თუ ჩამოჭრილი იყო 2/10, - 12 მილიონი, ხოლო თუ დაკლებული ჰქონდა 1/2, - მიმოქცევის მოთხოვნილებისათვის საჭირო იქნებოდა არა ნაკლებ 20 მილიონისა. თუ ხმარებაში ეს უკანსაკნელი რაოდენობა იქნებოდა, 10 მილიონის ნაცვლად, - ყველა საქონელთა ფასები ინგლისში გაორკეცდებოდა, წინანდელთან შედარებით. და სათამასუქო კურსი ინგლისის წინააღმდეგ იქნებოდა 50%25-ით, მაგრამ ეს არავითარ პერტურბაციას არ გამოიწვევდა საგარეო ვაჭრობაში, არც შეაფერხებდა რაიმე საქონლის წარმოებას. თუ, მაგალითად, ერთი თოფი მაუდის ფასი ინგლისში 20 გირვ. სტერლინგიდან 40-მადე აიწევდა, ჩვენ მაინც წინანდებურად გავზიდავდით მას, ვინაიდან საზღვარგარეთელი მყიდველი 50%25-ის ანაზღაურებას მოიპოვებდა სათამასუქო კურსის მეოხებით: თავისი ქვეყნის 20 გირვ. სტერლინგით მას შეეძლებოდა ეყიდა თამასუქი, რომლითაც გადაიხდიდა 40 გირვ. სტერლინგის ვალს ინგლისში. ასევე, თუ იგი გამოზიდავდა საქონელს, რომელიც მის ქვეყანაში 20 გირ. სტერლ. ღირეს და რომელიც ინგლისში 40 გირვ. სტერლინგად შეიძლება გაიყიდოს, იგი არსებითად, მიირებდა მხოლოდ 20 გირვ. სტერლინგს, ვინაიდან 40 გირვ. სტერლინგი ინგლისში იყიდდა მხოლოდ 20 გირვ. სტერლინგის საგარეო თამასუქს. იგივე შედეგები წარმოსდგებოდა, თუ, როდესაც მიმოქცევისთვის ინგლისში მხოლოდ 10 მილიონი იყო საჭირო, ეს მიმქოცევა სულერთია, რა მიზეზიც უნდა ყოფილიყო ამის მაიძულებელი - 40 მილიონის საშუალებით შესრულდებოდა. თუ ასეთი უაზრო იძულებითი კანონი იქნებოდა გამოცემული, როგორიცაა ძვირფას ლითონთა გაზიდვის აკრძალვა, და, შედეგად ამისა, მიმოქცევაში იძულებით მოქცეული იქნებოდა 10 მილიონის ნაცვლად, 11 მილიონი სრულღირებულებიანი ახლად მოჭრილი გირვანქა, - სათამასუქო კურსი ინგლისის წინააღმდეგ იქნებოდა 9%25-ით; თუ 12 მილიონი, - 16%25-ით, და თუ 20 მილიონი, - 50%25-ით. მაგრამ ეს არ შეაფერხებდა ინგლისსი მრეწველობის განვითარებას; თუ შინაური პროდუქტები მაღალ ფასში გაიყიდებოდა ინგლისში, ასევე მაღალ ფასში გაიყიდებოდა უცხო პროდუქტებიც. მაღალი იქნებოდა ეს ფასი თუ დაბალი, ამას მცირე მნიშვნელობა ექნებოდა უცხოელი ექსპორტერის და იმპორტერისათვის; თუ, ერთის მხრივ, იგი იძულებული იქნებოდა, როდესაც თავის პროდუქტებს ძვირად გაჰყიდდა, სათამასუქო კურსზე გაეღო ხოლმე სათანადო კომპენსაცია, მეორეს მხრივ, იგი მიიღებდა ამავე კომპენსაციას, როდესაც მოუხდებოდა ინგლისის პროდუქტების შესყიდვა მაღალ ფასში. ამრიგად, ერთადერთი ზიანი, რომელიც ქვეყნისთვის წარმოსდგებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც, ამკრძალველი კანონების გამო, მიმოქცევაში ოქროს და ვერცხლის უფრო დიდი რაოდენობა იქნებოდა მოქცეული, ვიდრე სხვებრ მასში დარჩებოდა, - ერთადერთი ზიანი ამ შემთხვევაში იქნებოდა ისე ზარალი, რომელსაც სათანადო ქვეყანა განიცდიდა იმის გამო, რომ მას მისი კაპიტალის ნაწილი პროდუქტიულად კი არა, არამედ არაპოდუქტიულად ექნებოდა გამოყენებული. ფულის სახით ეს კაპიტალი არავითარ მოგებას არ იძლევა, ხოლო მასალების, მანქანებისა და საზრდოს სახით, რაც მის სამაგიეროდ იქნებოდა მიღებული, იგი წარმოშობდა შემოსავალს და ხელს შეუწყობდა სიმდიდრისა და რესურსების გადიდებას. ამრიგად, მე - იმედი მაქვს - საკმაოდ დავამტკიცე, რომ შედარებით დაბალი ფასი ძვირფას ლითონთა, მათი დაბეგვრით გამოწვეული, ანუ, სხვა სიტყვებით, საქონელთა ფასების საყოველთაო აწევა არავითარ ზიანს არ მიაყენებდა სახელმწიფოს რადგან ამ ლითონთა ნაწილი გაიზრდებოდა, ხოლო ეს, თავის მხრივ, მათი ღირებულების აწევის გამო, ისევ დაბლა დასწევდა საქონელთა ფასებს. გარდა ამისა, მე დავანახვე მკითხველს, რომ თუ ლითონები არ იქნებოდა გაზიდული, თუ, ამკრძალველი კანონების გამო, ისინი შეჩერებულნი იქნებოდნენ ქვეყანაში, სათამასუქო კურსის ცვლილება გააწონასწორებდა მაღალი ფასების მოქმედებას. თუ, ამრიგად, საარსებო საგნებზე და ხელფასზე დაწესებული ხარკები მაღლა ასწევს ყველა საქონელთა ფასს, რომლებზედაც შრომა იხარჯება, - მაშ ამ საფუძვლით ეს ხარკები არ შეიძლება უარყოფილ იქნეს. და კიდევ მეტი: ადამ სმიტის შეხედულება, - ამ ხარკების ამგვარი მოქმედება აქვსო, რომ კიდეც სავსებით საბუთიანი იყოს, აღნიშნული ხარკები მაინც არ იქნებოდა ამ მხრივ არავითარი ზიანის წარმომშობი. მათ წინააღმდეგ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რისი თქმაც შესაძლებელია სამართლიანად ყოველგვარი ხარკის წინააღმდეგ.

მემამულეები, როგორც ასეთი თავისუფალი იქნებოდნენ სახარკო ტვირთისაგან; მაგრამ რამდენადაც ისინი, თავიანთი შემოსავლის დახარჯვისას, შრომას გამოიყენებდნენ მებაღეების, შინამოსამსახურეების და სხვ. სახით, იმდენადვე ისინიც ამ ხარკის მოქმედების ქვემდებარენი იქნებოდნენ.

უეჭველად მართალია, რომ „ფუფუნების საგნებზე დადებულ ხარკებს სრულიად არა აქვს ტენდენცია ასწიოს რაიმე სხვა საქონელთა ფასი, გარდა დაბეგრილთა“, მაგრამ არაა მართალი, რომ „საარსებო საგნებზე დადებულ ხარკებს, შრომის ხელფასის აწევის გზით, აუცილებლად აქვს ტენდენცია მაღლა ასწიოს ყველა მანუფაქტურულ საქონელტა ფასი“. მართალი არის, რომ “ფუფუნების საგნებზე დადებულ ხარკებს, საბოლოო ანგარიშით, იხდიან დაბეგრილ საქონელთა მომხმარებლები, - იხდიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ეს ხარკები აწვება განურჩევლად ყველა სახის შემოსავალს: შრომის ხელფასს, კაპიტალის მოგებას და საადგილმამულო რენტას”; მაგრამ არაა მართალი, „რომ საარსებო საგნებზე დადებულ ხარკებს, რამდენადაც ისინი მშრომელ ღარიბს ეხებიან, ბოლო და ბოლოს იხდიან ნაწილობრივ მემამულეები მათი მიწების რენტის შემცირების სახით, ნაწილობრივაც მდიდარი მომხმარებლები - მემამულეები იქნებიან ისინი თუ სხვანი - მანუფაქტურულ საქონელთა აწეული ფასის სახით“; არაა მართალი, ვინაიდან რამდენადაც ეს ხარკები მშრომელ ღარიბს ეხება, ისინი თითქმის მთლად გადაიხდება კაპიტალის შემცირებული მოგების სახით, და მათი მხოლოდ მცირე ნაწილი გადაიხდება თვით მუშების მიერ შრომის შემცირებული მოთხოვნის სახით, რაც ყოველგავრი დაბეგვრის შედეგს წარმოადგენს ყოველთვის.

ამ ხარკების მოქმედების შესახებ თავისი მცდარი შეხედულების გამო დოქტორი სმიტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „ხალხის საშუალო და მაღალი ფენები, მათ რომ გაეგებოდეთ თავიანთი საკუთარი ინტერესები, ყოველთვის უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ხარკებს საარსებო საგნებზე, ისე როგორც ყველა პირდაპირ ხარკს შრომის ხელფასზე“. ეს დასკვნა გამომდინარეობს მისი შემდეგი მსჯელობიდან: „როგორც პირველ, ისე მეორე ხარკთა საბოლოო გადახდა თვით მათ აწვება მთლად, და ამასთან - მნიშვნელოვანი წანამატითურთ. უმძიმესად აწვება ეს ხარკები მემამულეებს,2 რომელნიც იხდიან ყოველთვის: როგორც მემამულეები რენტის სემცირების სახით, და როგორც მომხმარებლები - ხარჯების გაღების სახით. სერ მეტიუ დეკერის დაკვირვება, რომ ზოგი ხარჯები ზოგ საქონლეთა ფასში ოთხჯერ თუ ხუთჯერ განმეორდება და გროვდება, სავსებით სწორია საარსებო საგნებზე დაწესებული ხარკების შესახებ. ტყავის ფასში, მაგალითად, თქვენ უნდა გადაიხადოთ ხარკი არა მარტო თქვენი საკუთარი ფეხსაცმელის ტყავზე, არამედ ნაწილობრივ ხარკი იმ ტყავზეც, რომელიც მეჩექმის და მეტყავის ფეხსაცმისთვისაა დანიშნული. თქვენ უნდა გადაიხადოთ გარდა ამისა, ხარკი მარილზე, საპონზე და სანთელზე, რომლებსაც ის ხელოსნები მოიხმარებენ იმ დროის განმავლობაში, როდესაც თქვენთვის სამუშაოს ასრულებენ, აგრეთვე ხარკი იმ ტყავზე, რომელსაც მოიხმარებს მარილის მხარშველი, საპნის მხარშველი და სანთლის ჩამომსხმელი, როდესაც ისინი მუშაობას ეწევიან“.

მაგრამ, რადგან დოქტორი სმიტი არ ფიქრობს, რომ მეტყავე, მარილის მხარშველი, საპნის მხარშველი და სანთლის ცამომსხმელი სარგებლობას მიიღებენ ტყავზე, მარილზე, საპონზე და სანთელზე დაწესებული ხარკიდან, და რადგან უეჭველია, რომ მთავრობა იმაზე მეტს არას მიიღებს, რაც ხარკად არის დაწესებული, - შეუძლებელიხდება გავიგოთ, რანაირად შეიძლება მოსახლეობამ მეტი გადაიხადოს, სულერთია, რომელ ფენასაც უნდა აწვებოდეს ხარკი. მდიდარმა მომხმარებლებმა შეიძლება გადაიხადონ და ისინი მართლაც გადაიხდიან - ღარიბი მომხმარებლის მაგიერ, მაგრამ ხარკის მთელ თანხაზე მეტ სკი არას გადაიხდიან, და ის, რომ „ხარკი ოთხჯერ ან ხუთჯერ განმეორდეს ან მოგროვდეს“, წინააღმდეგი იქნებოდა საგნის ბუნების.

ყოველ სახარკო სისტემას შეიძლება ნაკლი ჰქონდეს; ხალხს შესაძლებელია იმ თანხაზე მეტი გადახდებოდეს, რაც სახელმწიფოს სალაროში შედის, რადგან ხარკის ნაწილს, ფასებზე მისი გავლენის გამო, შესაძლებელია ისინი იღებდნენ, ვისაც სარგებლობა ეძლევა ხარკების გადახდევინების განსაკუთრებული წესის მეოხებით. ასეთი ხერკები მავნებელია, და მათ ხელს არ უნდა ვუწყობდეთ, ვინაიდან შეიძლება პრინციპად მივიჩნიოთ, რომ ყოველი ხარკი, უკეთი იგი სამართლიანად მოქმედებს, უნდა ეთანხმებოდეს დოქტორ სმიტს. პირველ წესს და რაც შეიძლება ნაკლებს ართმევდეს ხალხს იმაზე მეტს, რაც სახელმწიფოს ხაზინაში შედის. ბ-ნი სეი ამბობს: “ზოგნი გვაძლევენ საფინანსო გეგმებს და გვირჩევენ საშუალებებს ხელმწიფის სალაროს გასავსებად ისე, რომ ქვეშევრდომები ტვირთს არას გრძნობდნენ. მაგრამ საფინანსო გეგმას, უკეთუ მას სამრეწველო სარეწაოს ხასიათი არა აქვს, არ შეუძლია მთავრობას მისცეს იმაზე მეტი, რასაც იგი, ამა თუ იმ ფორმით, კერძო პირით ან თვით მთავრობას გამოართმევს. შეუძლებელია ჯადოსნური ჯოხის გაქნევით რისამე შექმნა არაფრისაგან. როგორი გადაცმულობაც უნდა მივცეთ ჩვენს ოპერაციებს, როგორი ფორმებიც უნდა მივაღებინოთ ღირებულებას, რა მეტამორფოზებიც უნდა განვაცდევინოთ მას, ჩვენ ღირებულებას მივიღებთ მხოლოდ იმ გზით, რომ მას შევქმნით ან სხვებს წავართმევთ. საუკეთესო საფინანსო გეგმას წარმოადგენს ის, რომ ცოტა ვხარჯოთ, და საუკეთესო ხარკია, ის, რომელიც ყველაზე მცირე არის.”

დოქტორი სმიტი ამტკიცებს ყოველთვის, - და, ჩემი აზრით, სამართლიანადაც, - რომ მშრომელ კლასებს არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არსებითად სახელმწიფოს ტვირთის ზიდვაში. ამიტომ საარსებო საგანზე ან ხელფასზე დადებული ხარკი ღარიბებისგან მდიდრებს გადაეკისრება; და თუ, დოქტორ სიმიტის აზრით, ,,ზოგი ხარკები ზოგ საქონელთა ფასში ოთხჯერ ან ხუთჯერ მეორდება და გროვდება” მხოლოდ აღნიშნული მიზნის შესასრულებლად, ე.ი. ხარკის გადასაკისრებლად ღარიბებისგან მდიდრებზე, - ამისთვის ეს ხარკები არ შეიძლება დაგმობილ იქნეს.

ვიგულისხმოთ, რომ რომელიმე მდიდარი მომხმარებლის სამართლიანი სახარკო წილი 100 გირვ. სტერლინგს უდრის, და იგი ამას პირდაპირ გადაიხდიდა, თუ შემოსავალზე, ღვინოზე ან ფუფუნების რაიმე სხვა საგანზე ხარკი იქნებოდა დადებული. ამ შემთხვევაში იგი არავითარ უსამართლობას არ განიცდის, უკეთუ იგი, საარსებო საგნების დაბეგვრის გამო, მხოლოდ 25 გირვ. სტერლინგს გადაიხდის მის მიერ და მისი ოჯახის მიერ მოხმარებული პროდუქტების შესაბამისად და გარდა ამისა კიდევ ამ ხარკს განმეორებით სამჯერ გადაიხდის სხვა საქონელთა დამატებითი ფასის სახით, რათა მუშებს ან მათ დამქირავებლებს აუნაზღაუროს მათ მიერ ავანსად გაღებული ხარკი. მაგრამ ასეთი შემთხვევისათვის ადამ სმიტის დასკვნა არ არის მისაღები: მდიდარი მომხმარებლისთვის, უკეთუ მას იმაზე მეტის გადახდა არ სჭირდება, რასაც მთავრობა მოითხოვს, განა სულ ერთი არ არის, გადაიხდის იგი ჯეროვან ხარკს პირდაპირ, რაიმე ფუფუნების საგნის აწეული ფასის გადახდის გზით, თუ გადაიხდის არაპირდაპირ, მის მიერ მოხმარებული საარსებო საგნების და სხვა პროდუქტების აწეული ფასის გადახდის გზით? თუ ხალხი იმაზე მეტს არ იხდი, რასაც მთავრობა იღებს, მდიდარი მომხმარებელიც მხოლდო თავის სამართლიან წილს გადაიხდის; ხოლო თუ ხალხი მეტს იხდის, ადამ სმიტს უნდა გაერკვია, ვინ იღებს ამ მეტს. მაგრამ მთელი მისი არგუმენტაცია შეცდომაზეა დამყარებული, ვინაიდან ასეთი ხარკები არ იწვევს საქონელთა ფასების აწევას.

ბ-ნი სეი, მგონია არ ადგას იმ ცხად პრინციპს, რომელიც მე აღვნიშნე მისი ჩინებული წიგნიდან. ასე, შემდეგ გვერდზე, სადაც დაბეგვრის შესახებ ლაპარაკობს, იგი სწერს: “თუ დაბეგვრამ მეტად დიდი ზომა მიიღო, იგი ამ სამწუხარო შედეგს იწვევს: ხარკის გადამხდელს ართმევს მისი ქონების ნაწილს და იმავე დროს სახელმწიფოს არ ამდიდრებს. ეს ადვილი გასაგებია, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ყოველი ადამიანის უნარი მოხმარებისა - პროდუქტიულად თუ არაპროდუქტიულად - მის შემოსავალზეა დამოკიდებული. მაშასადამე, არ შეიძლება მას მისი შემოსავალი წაერთვას უიმისოდ, რომ იგი იძულებული არ გახდეს ამის შესაბამისად შეჰკვეცოს თავისი მოხმარება. აქედან წარმოსდგება მოთხოვნის შემცირება იმ საქონლეთა მიმართ, რომელთაც იგი აღარ მოიხმარებს, განსაკუთრებით იმათ მიმართ, რომლებზედაც ხარკია დადებული. მოთხოვნის ამ შემცირებიდან წარმოსდგება წარმოების და, მაშასადამე, დასაბეგრ საქონელთა რაოდენობის შემცირება. ხარკის გადამხდელი, ამრიგად, ჰკარგავს ნაწილს თავის სიამეთა, მწარმოებელი ნაწილს თავისი მოგებისა და სახელმწიფო ხაზინა ნაწილს თავისი შემოსავლისას.”

ბ-ნი სეი აღნიშნავს, მაგალითის სახით, მარილის ხარკს საფრანგეთში, რომელიც იქ არსებობდა რევოლუციამდე. მისი სიტყვით, ამ ხარკმა სანახევროდ შეამცირა მარილის წარმოება. მაგრამ, თუ მარილი ნაკლები მოიხმარებოდა, კაპიტალიც ნაკლები გამოიყენებოდა მის საწარმოებლად; მაშასადამე, მწარმოებელი, თუმცა ნაკლებ მოგებას იღებდა მარილის წარმოებაში, მეტს მიიღებდა სხვა საგანთა წარმოებაში. თუ ხარკი, რაოდენ სამძიმოც უნდა იყოს იგი, შემოსავალს აწვება და არა კაპიტალს, არ ამცირებს მოთხოვნას, არამედ სცვლის მხოლოდ მის ბუნებას. იგი შესაძლებლობას აძლევს მთავრობას მოიხმაროს ქვეყნის მიწისა და შრომის პროდუქტის ის რაოდენობა, რასაც წინათ ხარკის გადამხდელნი მოიხმარდნენ; და ეს ბოროტება უკვე თავისთავად საკმაოდ დიდია, რათა საჭიროებდეს გაზვიადებას. თუ ჩემი შემოსავალი 100 გირვ. სტერლინგს შეადგენს წელიწადში და ხარკად 100 გირვ. სტერლინგს მახდევინებენ, მე შემეძლება პროდუქტთა იმ რაოდენობის მხოლოდ 9/10 მოვითხოვო, რომელსაც წინათ მოვიხმარებდი, მაგრამ მთავრობას ვაძლევ შესაძლებლობას დანარჩენი 1/10 მან მოითხოვოს. თუ დაბეგრილ პროდუქტს პური შეადგენს, იმ შემთხვევაში აუცილებელი არაა, რომ ჩემი მოთხოვნა პურის მიმართ შემცირდეს, რადგან მე შემიძლია ვარჩიო 100 გირვ. სტერლინგით მეტი გადავიხადო წლიურად პურში და ამავე თანხით შევამცირო მოთხოვნა ღვინის, ავეჯის და ფუფუნების მიმართ3 .შედეგად ამისა, თუმცა ნაკლები კაპიტალი იქნება გამოყენებული მეღვინეობასა და ავეჯეულობის წარმოებაში, მაგრამ სამაგიეროდ უფრო დიდი რაოდენობა გამოიყენება იმ საქონელთა წარმოებაში, რომლებზედაც დაიხარჯება მთავრობის მიერ აღებული ხარკები.

ბ-ნი სეი ამბობს, რომ, როდესაც ტიურგომ ნახევრით შეამცირა საბაზრო ბაჟი თევზზე (les droits a'entrée et de halle sur la mareé) პარიზში, ამით სრულიადაც არ შემცირებულა ბაჟის გამოსავალი. აქედან იგი იმ დასკვნას აკეთებს, რომ თევზის მოხმარება გაორკეცდა. გარდა ამისა, მისი აზრით, გაორკეცდა აგრეთვე მებადურების და ყველა იმ პირთა მოგება, რომელნიც მრეწველობის ამ დარგში მოსაქმეობდნენ, და ქვეყნის შემოსავალი გადიდდა მთელი იმ თანხით, რომლითაც გადიდდა მოგება, ხოლო ამას, თავის მხრივ, - რადგან მან სტიმული მისცა კაპიტალის დაგროვებას, - უნდა გაედიდებია სახელმწიფოს რესურსებიო.4

მე არ შევდივარ იმ პოლიტიკის განხილვაში, რომლითაც ნაკარნახევი იყო ხარკის ეს ცვლილება, მაგრამ ვეჭვობ, რომ ამას რაიმე დიდი სტიმული მიეცეს კაპიტალის დაგროვებისთვის. თუ მრეწველობის ამ დარგში მოსაქმე მებადურის და სხვა პირთა მოგება გაორკეცდა თევზის გაორკეცებული მოხმარების გამო, - საჭირო უნდა გამხდარიყო კაპიტალის და შრომის ამოღება სხვა დარგებიდან ამ სპეციალურ დარგში გამოსაყენებლად. მაგრამ რადგან სხვა დარგებში კაპიტალი და შრომა მოგებას აწარმოებდა, მაშ, იქიდან კაპიტალისა და შრომის გასვლის შემდეგ, იმ დარგებში მოგების წარმოება უნდა შეწყვეტილიყო. ქვეყნის უნარი კაპიტალის დაგროვებისა გადიდდა მხოლოდ სხვაობით იმ წარმოებაში მიღებულ მოგებასა, რომელშიაც კაპიტალი ახლად იყო შეტანილი, და იმ დარგებში მიღებულ მოგებას შორის, საიდანაც კაპიტალი იქნა გადატანილი.

მოგებიდან აიღება ხარკები თუ კაპიტალიდან, ისინი ყოველ შემთხვევაში ამცირებენ სახელმწიფოს მიერ დასაბეგრ საქონელთა რაოდენობას. თუ მე აღარ ვხარჯავ ღვინოზე 100 გირვ. სტერლინგს, იმიტომ რომ ამ თანხის ოდენობის ხარკის გადახდით მე მთავრობას შესაძლებლობა მივეცი ეს 100 გირვ. სტერლინგი დახარჯოს ჩემ მაგიერ, მაშ დასაბეგრავ საქონელთა სიაში წაიშლება 100 გირვ. სტერლინგის საქონელი. თუ რომელიმე ქვეყნის მცხოვრებთა შემოსავალი 10 მილიონს შეადგენს, მათ, ყოველ შემთხვევაში, 10 მილიონის დასაბეგრავი პროდუქტები ექნებათ. უკეთუ, ზოგ პროდუქტთა დაბეგვრის გზით, ერთი მილიონი მთავრობის განკარგულებაში უნდა გადავიდეს, მცხოვრებლების შემოსავალი თუმცა ნომინალურად ისევ 10 მილიონი ექნება, მაგრამ მათ მხოლოდღა 9 მილიონის ღირებულება დარჩებათ დასაბეგრავი პროდუქტების სახით. არ არსებობს ისეთი გარემოება, რომელშიაც დაბეგვრა არ ამცირებდეს იმათ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას, ვისაც ხარკები საბოლოოდ აწვება, და არ არსებობს არავითარი საშუალება ამ დაკმაყოფილების გასადიდებლად, გარდა ახალი შემოსავლის დაგროვებისა.

დაბეგვრა არასოდეს არ შეიძლება ისე თანაბრად იყოს განხორციელებული, რომ იგი ერთი და იმავე პროპორციით ახდენდეს ყველა საქონელთა ღირებულებაზე ზემოქმედებას და ერთსა და იმავე დონეზე აჩერებდეს მათ შეფარდებითს ღირებულებას. ხშირად იგი მოქმედებს კანონმდებლის განზრახვისგან ფრიად განსხვავებულად თავისი არაპირდაპირი ზეგავლენით. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ პურსა და ნედლ პროდუქტზე დაწესებული პირდაპირი ხარკი - უკეთუ ფულიც იმავე ქვეყანაში იწარმოება - მაღლა სწევს ყველა საქონელთა ფასს იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ნედლი მასალა შედის მათ შემადგენლობაში, და მით არღვევს იმ ბუნებრივ შეფარდებას, რომელიც მათ შორის წინათ არსებობდა. ამ ხარკის სხვა არა პირდაპირ შედეგს წარმოადგენს ხელფასის აწევა და მოგების ნორმის დაწევა; და ამ თხზულების სხვა ნაწილში ჩვენ ვნახეთ აგრეთვე, რომ, ხელფასის აწევის და მოგების დაწევის გამო, დაბლა იწევს იმ საქონელთა ფასები, რომელთა წარმოებაში უფრო დიდი ზომით გამოიყენება ძირითადი კაპიტალი.

საქონელი, რომელზედაც ხარკია დაწესებული, აღარ შეიძლება გაზიდულ იქნეს ისეთი სარგებლობით, როგორც წინათ. ეს იმდენად ცხადია, რომ, საქონლის გაზიდვისას, გადახდილ ხარკს ხშირად უკან უბრუნებენ, ხოლო ამგვარ შემოზიდულ საქონელზე ბაჟს აწესებენ. უკეთუ ხარკის ასეთი უკუდაბრუნება და ბაჟი დაწესებულია ზედმიწევნით არა მარტო სათანადო პროდუქტისთვის, არამედ აგრეთვე ყველა იმათთვის, რომლებზედაც ხარკის უკან დაბრუნებამ და ბაჟმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს, იმ შემთხვევაში არავითარი პერტურბაცია არ წარმოსდგება ძვირფას ლითონთა ღირებულებაში. რადგან ესა თუ ის საქონელი ჩვენ ისევე ადვილად შეგვეძლებოდა გაგვეზიდა, როგორც წინათ, და რადგნა იმპორტს არავითარი განსაკუთრებული შეღავათი არ ექნებოდა მინიჭებული, ამიტომ ძვირფასი ლითონებიც აღარ იქნებოდა გასაზიდ საქონელტა სიაში წინანდელზე მეტად მოქცეული.

ყველაზე უფრო შესაფერ ობიექტს დაბეგრისათვის ის პროდუქტები წარმოადგენს, რომლებიც, ბუნების თუ ხელოვნების მეოხებით, განსაკუთრებით ადვილად იწარმოება. უცხო ქვეყნების მიმართ ეს პროდუქტები შეიძლება იმ პროდუქტების კატეგორიაში ჩაირიცხოს, რომელთა ღირებულება განისაზღვრება არა დახარჯული შრომის რაოდენობით, არამედ - უფრო - მყიდველთა კაპრიზით, გემოვნებით და სახსრებით. თუ ინგლისს სხვა ქვეყნებზე უფრო მდიდარი კალის სამადნეები ექნებოდა, ან თუ, უკეთესი მანქანებისა ან საწვავი მასაის გამო, განსაკუთრებით გაადვილებული ექნებოდა ბამბეულის წარმოება, - კალის და მაბბეულის ფასების განმსაზღვრელი ინგლისში შემოდგომაც შრომის და კაპიტალის ის შედარებითი რაოდენობა იქნებოდა, რომელიც მათ წარმოებას დასჭირდებოდა, და მათი ფასები, ჩვენი ვაჭრების კონკურენციის გამო, შესამჩნევად აწეული ვერ იქნებოდა უცხო მომხმარებლებისთვის. ჩვენი უპირატესობა ამ პროდუქტების წარმოებაში, იქნებ, ისე დიდი იყო, რომ პროდუქტებს შეეძლო აეტანა ფასის მნიშვნელოვანი წამატება უცხო ბაზრებზე ისე, რომ მათი მოხმარება ამით არსებითად არ შემცირებულიყო. მაგრამ, ჩვენში თავისუფალი კონკურენციის არსებობისას, ეს პროდუქტები ამ ფასს ვერასოდეს ვერ მიაღწევდა სხვადვარად, თუ არ მათ ექსპორტზე ხარკის დაწესების გზით. ეს ხარკი სავსებით უცხო მომხმარებლებს დააწვებოდა და ამგვარად ინგლისის მთავრობის ხარჯების ნაწილი სხვა ქვეყნების მიწისა და შრომის პროდუქტის ხარკით დაიფარებოდა. ჩაის ხარკი, რომელსაც ამჟამად ინგლისში ხალხი იხდის და რომელიც ინგლისის მთავრობის ხარჯების დაფარვას ემსახურება, შეიძლებოდა ჩინეთის მთავრობის ხარჯების დასაფარავად ყოფილიყო გამოყენებული, უკეთუ ჩაის ექსპორტს ჩინეთიდან ხარკი ექნებოდა დადებული.

ფუფუნეის საგნების ხარკებს ერთგვარი უპრატესობა აქვს საარსებო საგნების ხარკებთან შედარებით. ისინი ჩვეულებრივ გადაიხდებიან შემოსავლიდან და ამიტომ არ ამცირებენ ქვეყნის პროდუქტიულ კაპიტალს. თუ ღვინომ ძალიან აიწია ფაში დაბეგვრის გამო, ყოველი ადამიანი, ალბათ, უფრო ხალისით აიღებს ხელს ღვინის სმაზე, ვიდრე დათანხმდება მნიშვნელოვნად შეამციროს თავისი კაპიტალი მისი ყიდვის გულისთვის. აღნიშნული ხარკები ისე გაიგივებულია ფასთან, რომ ხარკის გადამხელი თითქმის არც კი ამჩნევს რომ ხარკს იხდის. მაგრამ იმათ აქვთ უარყოფითი მხარეც. ჯერ ერთი, ისინი არასოდეს არ ეხებიან კაპიტალს, მაშინ როდესაც, ზოგ არაჩვეულებრივ შემთხვევებში, შესაძლებელია საჭირო იყოს, რომ კაპიტალმაც შეიტანოს განსაზღვრული წილი სახელმწიფო ხარჯების დაფარვაში; და მეორე, ძნელი გასარკვევია სისწორით მათი თანხა, რადგან ხარკი შესაძლებელია შემოსავალსაც არ ეხებოდეს. დაზოგვის მოსურნე თავს გაინთავისუფლებს ღვინის ხარკისაგან მით, რომ მის მოხმარებაზე ხელს აიღებს. ქვეყნის შემოსავალი შეიძლება არ იყოს შემცირებული და მთავრობა მაინც ერთ შილინგსაც ვერ მიიღებს ასეთი ხარკით.

ისეთ საგნებზე, რომლების მოხმარება ჩვეულებამ სიამედ გადააქცია, ადამიანები დიდი უხალისობით ამბობენ უარს და მეტად მაღალი ხარკის მიუხედავად, განაგრძობენ მათ მოხმარებას. მაგრამ ამ უხალისობას აქვს თავისი საზღვარი და ყოველდღიური გამოცდილება გვიმტკიცებს, რომ ხარკის ნომინალური ზომის გადიდება ხშირად ამცირებს ხარკის გამოსავლიანობას. ის, ვინც განაგრძობს ღვინის იმავე რაოდენობის სმას, თუმცა ბოთლი ღვინის ფასმა აიწია 3 შილინგამდე, უფრო ადრე უარს უტყვის ღვინის მოხმარებაზე ვიდრე დათანხმდება მასში 4 შილინგი გადაიხადოს. მეორე და თანხმდება 4 შილინგი გადაიხადოს, მაგრამ უარს იტყვის 5 შილინგის გადახდაზე, ეგევე შეიძლება ითქვას ფუფუნების სხვა საგანთა ხარკების შესახებაც: ის, ვინც თანახმა იქნება გადიხადოს ხარკად 5 გირვ. სტერლინგი ფუფუნების ისეთი საგნისათვის, როგორიცაა ცხენი, უარს იტყვის 10 ან 20 გირვ. სტერლინგის გადახდაზე. ისინი ხელს იღებენ ღვინის ან ცხენის ხმარებაზე არა იმიტომ, რომ მეტის გადახდა არ შეუძლიათ, არამედ იმტიომ, რომ არ სურთ. თითოეულ ადამიანს აქვს თავის წარმოდგენაში მასშტაბი, რომლითაც იგი შეაფასებს თავის სიამეთა ღირებულებას, მაგრამ ეს მასშტაბი ისევე მრავალგვარია, როგორც ადამინათა ხასიათი. განსაკუთრებით ძლიერად განიცდის იმ უხერხულობას, რომელიც ხარკების აღების ამ წესთანაა დაკავშირებული, ისეთი ქვეყანა რომლის ფინასური მდგომარეობა ძალიან შერყეულია დიდი ეროვნული ვალის დაგროვების არაგონივრული პოლიტიკისა და აქედან გამომდინარე ვეება დაბეგვრის გამო. მას შემდეგ რაც დაბეგვრილია ფუფუნების თითქმის ყველა საგანი, მას შემდეგ რაც ხარკი დაედვა ცხენებს, ეტლებს, შინამოსამსახურეებს და მდიდარი მომხმარებლის სიამოვნების ყველა სხვა საგანს, ფინანსთა მინისტრი იძულებულია მიმართოს უფრო პირდაპირ ხარკებს, როგორიცაა საშემოსავლო და საქონებო ხარკები; და ამგვარად დავიწყებასაა მიცემული ბ-ნი სეის ოქროს წესი: „საუკეთესო საფინანსო გეგმა არის ის, რომ ცოტა ვხარჯოთ და საუკეთესო ხარკია ის, რომელიც ყველაზე მცირე არის“.

_________________

1. ბ-ნი სეი, როგორც ეტყობა, იზიარებს საერთო შეხედულებას ამ საგნის შესახებ. როდესაც პურზე ლაპარაკობს, იგი ამბობს: ,,აქედან წარმოსდგება ის, რომ მის ფასს გავლენა აქვს ყველა სხვა პროდუქტის ფასზე. ფერმერი, ფაბრიკანტი ან ვაჭარი გამოიყენებს მუშების განსაზღვრულ რიცხვს, და მათ ყველას ესაჭიროება, მოსახმარებლად, პურის განსაზღვრული რაოდენობა. თუ პურის ფასმა იმატა, ისინი იძულებული არიან იმავე პროპორციით გაადიდონ თავიანთი პროდუქტების ფასი” (ტ. I, გვ. 255).

2. სრულიად არა: ეს ხარკები თითქმის არც კი შეეხება მემამულეებსა და ფულად კაპიტალისტებს.

3. ბ-ნი სეი ამბობს, რომ ,,საქონლის ფასისთვის მიმატებული ხარკი მაღლა სწევს საქონლის ფასს. პროდუქტის ყოველი გაძვირება ამცირებს აუცილებლად იმათ რიცხვს, რომელთაც შეუძლიათ მისი ყიდვა, ან, ყოველ შემთხვევაში, იმ რაოდენობის, რომელსაც ისინი მოიხმარებენ”. ეს სრულიადაც არაა აუცილებელი შედეგი. მე არ მგონია, რომ, პურის დაბეგვრის შემთხვევაში, პურის მოხმარება უფრო შემცირებულიყო, ვიდრე შემცირდებოდა მაუდის, ღვინის ან საპნის დაბეგვრის შემთხვევაში.

4. ასევე მცარი მგონია მე იმავე ავტორის შემდეგი შენიშვნა: ,,როდესაც ბამბას მაღალი ბაჟი დაედება, ყველა იმ ქსოვილთა წარმოება მცირდება, რომლებისთვისაც ბამბა საფუძველს შეადგენს, თუ ერთობლივი ღირებულება, რომელიც მოცემულ ქვეყანაში ბამბას ემატება ყოველწლიურად სხვადასხვა მანუფაქტურებში, 100 მილიონ ფრანკს შეადგენს, და, ხარკის შედეგად, მოხმარება ნახევრით შემცირდა, იმ შემთხვევაში ხარკი 50 მილიონ ფრანკს ართმევს ქვეყანას, გარდა ამისა, რასაც იგი აძლევს ხაზინას” (ტ. II, გვ. 314).

20 თავი XVII: ხარკები დამუშავებულ პროდუქტებზე

▲ზევით დაბრუნება


იმავე პრინციპის მიხედვით, რომლის თანახმად პურის ხარკი მაღლა სწევს პურის ფასს, ყოველი სხვა საქონლის ხარკიც იწვევს ამ საქონლის ფასის აწევას. საქონლის ფასი რომ არ აწეულიყო ხარკის თანასწორი ოდენობით, ეს საქონელი წინანდელ მოგებას ვერ მისცემდა მის მწარმოებელს, და ეს უკანასკნელი თავის კაპიტალს რომელსამე სხვა მოსაქმეობაში გადაიტანდა.

ყველა საქონლის დაბეგვრა, საარსებო საგანი იქნება ეს საქონელი თუ ფუფუნების საგანი, იწვევს - ვიდრე ფულის ღირებულება უცვლელია - საქონლის ფასის აწევას, ყოველ შემთხვევაში, ხარკის თანასწორი ოდენობით.1 ფაბრიკატებზე დაწესებული ხარკი, რომელნიც მუშის მოხმარების საგნებს შეადგენენ, ისეთსავე ზემოქმედებას იქონიებს ხელფასზე, როგორსაც ხარკი პურისა, რომელიც სხვა საარსებო საგნებისაგან მხოლოდ მით განსხვავდება, რომ მათში პირველი და უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს; და იგი სწორედ ისეთსავე გავლენას მოახდნს კაპიტალის მოგებაზე და საგარეო ვაჭრობაზე, როგორსაც პურის ხარკი. სამაგიეროდ ფუფუნების საგნების ხარკს სხვა არა ექნება რა შედეგად, გარდა მათი ფასის აწევისა. იგი მთლად მომხმარებელს დააწვება და ხელფასსაც ვერ ასწვს და მოგებასაც ვერ დასწევს.

ხარკები, რომლებითაც ქვეყანა იბეგრება ომის საწარმოებლად ან სახელმწიფოს ჩვეულებრივი ხარჯების დასაფარავად და რომლებიც, უმთავრესად, არაპროდუქტიული მუშის შესანახადაა დანიშნული, ქვეყნის პროდუქტიული მრეწველობიდან აიღება; და ყოველი დანაზოგი, რომელიც შესაძლებელია განხორციელებულ იქნეს ასეთ ხარჯებში, ჩვეულებრივ მიემატება ხარკის გადამხდელთა შემოსავალს, თუ კაპიტალს არა. თუ ერთი წლის ომის ხარჯებისათვის 20 მილიონი მოპოებულ იქნა სესხის საშუალებით, ეს 20 მილიონი აიღება ნაციის პროდუქტიული კაპიტალიდან. ერთი მილიონი, რომელიც ყოველწლიურად იკრიფება ხარკის გზით ამ სესხის სარგებლის გადასახდელად, მარტოოდენ გადადის იმათ ხელიდან, რომელნიც მას იხდიან, იმათ ხელში, რომელნიც მას იღებენ, ე.ი. ხარკის გადამხდელისგან გადადის სახელმწიფოს კრედიტორის ხელში. ნამდვილ ხარჯს წარმოადგენს 20 მილიონი, და არა სარგებელი, რომელიც ამ სესხისთვის უნდა იქნეს გადახდილი.2 გადახდილი იქნება ეს სარგებელი, თუ არ იქნება გადახდილი, ამით ქვეყანა არც უფრო მდიდარი გახდება და არც უფრო ღარიბი. მთავრობას შეეძლო 20 მილიონი ერთბაშად მოეთხოვნა ხარკების სახით, და ამ შემთხვევაში საჭირო არ იქნებოდა ყოველწლიურად ერთი მილიონის ოდენობის ხარკის აკრეფა. მაგრამ ეს სრულიადაც არ შესცვლიდა გარიგების ბუნებას. ცალკეული პირი, ნაცვლად იმისა, რომ ყოველწლიურად 100 გირვ. სტერლინგი ეხადა, იძულებული იქნებოდა ერთბაშად გადაეხადა 2 000 გირვ. სტერლინგი. შესაძლებელია მისთვის უფრო ხელსაყრელი ყოფილიყო სესხად აეღო 2000 გირვ. სტერლინგი და წლიურად 100 გირვ. სტერლინგი ეხადა სარგებლის სახით თავის კრედიტორისათვის, ვიდრე დიდი თანხა გაეღო თავის საკუთარი სახსრებიდან, ერთ შემთხვევაში ეს არის კერძო გარიგება A-სა და B-ს შორის, მეორეში მთავრობა გარანტიას აძლევს B-ს, რომ გადახდილი იქნება სარგებელი, რომელიც ისევ A-მა უნდა გადაიხადოს. ეს რომ კერძო გარიგება ყოფილიყო, მის შესახებ საჯარო სიგელი არა იქნებოდა რა შედგენილი, და ქვეყნისთვის შედარებით სულერთი იქნებოდა, პირნათლად შეასრულებდა A თავის ხელშეკრულობას B-ის მიმართ, თუ მისთვის ყოველწლიურად მისაცემ 100 გირვ. სტერლინგს თავის სასარგებლოდ დაიტოვებდა. ქვეყანა, რასაკვირველია, საზოგადოდ დაინტერესებული კი არის იმაში, რომ ხელშეკრულობა პირნათლად სრულდებოდეს, მაგრამ, ეროვნული სიმდიდრის თვალსაზრისით, იგი დაინტერესებული იქნებოდა მხოლოდ იმაში, ვინ უფრო პროდუქტიულად გამოიყენებდა ამ 100 გირვ. სტერლინგს, A თუ B; მაგრამ ქვეყანას ამ საკითხის გადაჭრისათვის არც უფლება აქვს და არც საშუალება. შესაძლებელია A-ს რომ დაენარჩუნებია თავის სასარგებლოდ ეს 100 გირვ. სტერლინგი, იგი მას ყოვლად უსარგებლოდ გაფლანგავდა, ხოლო B-ისთვის რომ გადაეხადა, ეს უკანასკნელი მას თავის კაპიტალს მიუმატებდა და პროდუქტიულად გამოიყენებდა. შესაძლებელია პირიქითაც მომხდარიყო: შეიძლება B-ს იგი გაეფლანგა და A-ს პროდუქტიულად გამოეყენებია. მარტოოდენ ეროვნული სიმდიდრის თვალსაზრისით, შესაძლებელია სულერთი იყოს ან უფრო სასურველი იყოს, რომ A-მა იგი გადაუხადოს B-ს ან არ გადაუხადოს. მაგრამ სამართლიანობის და პატიოსნების მოთხოვნა, რასაც უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, არ შეიძლება მსხვერპლად შეეწიროს ნაკლებ მნიშვნელოვან მოთხოვნას; და ამიტომ, როდესაც სახელმწიფოს მიმართავენ სამართლის გასაჩენად, სასამართლო აიძულებს A-ს შეასრულოს თავისი ვალდებულება. მთელი ნაციის მიერ გარანტია ქმნილი ვალი არაფრით არ განსხვავდება ზემოაღნიშნული გარიგებისაგან, სამართლიანობა და პატიოსნება მოითხოვს, რომ ეროვნული სესხის სარგებლის გადახდა გრძელდებოდეს შეუწყვეტლივ და რომ ისინი, რომელთაც თავიანთი კაპიტალი სესხად გასცეს საერთო კეთილდღეობისათვის, იძულებული არ იყვნენ, სახელმწიფოს სარგებლობის საბაბით, ხელი აიღონ თავიანთ სამართლიან მოთხოვნაზე.

მაგრამ, ამ მოსაზრებისგან დამოუკიდებლადაც, სრულიადაც არაა უეჭველი, რომ პოლიტიკური პატიოსნების შეწირვით რაიმე პოლიტიკური სარგებლობა იქნება მოპოებული. არ გვაქვს არავითარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისინი, რომელნიც ეროვნული ვალის სარგებლის გადახდისგან განთავისუფლებული იქნებოდნენ, იმ სარგებელს უფრო პროდუქტიულად გამოიყენებდნენ, ვიდრე ისინი, რომელთაც აქვთ მისი მიღების უცილობელი უფლება. ეროვნული ვალის მოსპობის გამო, ერთი ადამიანის შემოსავალი შესაძლებელია გადიდდებოდა 1000 გირვ. სტერლინგიდან 1500-ამდე, მაგრამ მეორეს შემოსავალი შემცირდებოდა 1500 გირვ. სტერლინგიდან 1000-ამდე. იმ ორი ადამიანის შემოსავალი ახლაც იქნებოდა და 2 500 გირვ. სტერლინგი, ე.ი. იქნებოდა იგივე თანხა, რაც წინათ იყო. თუ მთავრობას დასჭირდებოდა ხარკების გადიდება, მას ერთ შემთხვევაში სწორედ იმდენი კაპიტალი და მოგება ექნებოდა თავის წინაშე დასაბეგრავად, რამდენიც მეორე შემთხვევაში. მაშასადამე, არა ეროვნული ვალის სარგებელის გადახდითაა, რომ ქვეყანა გაჭირვებაშია ჩავარდნილი, და არც სარგებლის გადახდისგან განთავისუფლების გზითაა, რომ მას შეიძლება შვება მიეცეს. მხოლოდ შემოსავლის დაზოგვის გზით და ხარჯების შემცირების გზით შეიძლება ეროვნული კაპიტალის გადიდება, ხოლო ეროვნული ვალის გაუქმებით არც შემოსავალი გადიდდება და არც ხარჯები შემცირდება. ქვეყანა ღარიბდება მთავრობისა და კერძო პირთა მფლანგველობითი მხარჯველობის გამო და სესხთა გამო. ამიტომ ყოველი ღონისძიება, რომელსაც მიზნად აქვს საზოგადოებრივი და კერძო დამზოგველობისთვის ხელის შეწყობა, ამსუბუქებს საზოგადოების მძიმე მდგომარეობას. მაგრამ შეცდომა და თავის მოტყუება იქნებოდა გვეფიქრა, რომ ნამდვილი ეროვნული ტვირთი მოიხსნება, უკეთუ იგი საზოგადოების ერთი კლასის მხრებიდან, რომელმაც იგი, სამართლით, უნდა ატაროს, მეორე კლასის მხრებს დაედება, რომელსაც, სამართლიანობის ყოველი პრინციპის მიხედვით, თავის წილზე მეტი არ უნდა ჰქონდეს დაკისრებული ამ ტვირთიდან.

მაგრამ ჩემ მიერ ნათქვამიდან ის დასკვნა არ უნდა იქნეს გამოტანილი, რომ მე სესხთა სისტემა საუკეთესო სისტემად მიმაჩნია სახელმწიფოს არაჩვეულებრივი ხარჯების დასაფარავად. პირიქით, ეს ისეთი სისტემაა, რომელიც ჩვენ ნაკლებ დამზოგველად გვაქცევს და გვართმევს თვალის სინათლეს ჩვენი ნამდვილი მდგომარეობის დასანახად. თუ ომის ხარჯები წელიწადში 40 მილიონს უდრის და ის წილი, რომელიც ვინმეს უწევს გადასახდელად ამ წლიური ხარჯის დასაფარავად, 100 გირვ. სტერლინგს შეადგენს, იმ შემთხვევაში გადამხდელი, უკეთუ იგი იძულებული იქნებოდა ერთბაშად გადაეხადა თავისი წილი, ეცდებოდა თავისი შემოსავლიდან მოენარჩუნებია ეს 100 გირვ. სტერლინგი. სესხთა სისტემის არსებობისას მან ამ 100 გირვ. სტერლინგის მარტო სარგებელი ანუ 5 გირვ. სტერლინგი უნდა იხადოს ყოველ წლიურად; და იგი ფიქრობს, რომ სრულიად საკმარისია, თუ თავის ხარჯებში 5 გირვ. სტერლინგს დაზოგავს, და ჰგონია, რომ ისევე მდიდარი არის, როგორც წინათ იყო, თუ მთელი ხალხი ამგვარად ფიქრობს და იქცევა, იგი 40 მილიონის სარგებელს ანუ 2 მილიონს დაზოგავს მხოლოდ. ამიტომ იგი ჰკარგავს არა მარტო მთელ იმ სარგებელს ანუ მოგებას, რომელსაც 40 მილიონის კაპიტალი მოტანდა, პროდუქტიულად რომ ყოფილიყო გამოყენებული, არამედ კიდევ 38 მილიონს, ე.ი. სხვაობას დანაზოგსა და ხარჯებს შორის. თითოეულ კერძო პირს რომ, როგორც მე უკვე აღვნიშნე, თვითონ აეღო სესხი და მთელი თავისი წილი გადაეხადა A სახელმწიფოს საჭიროებისათვის, იმ შემთხვევაში, როგორც კი ომი გათავდებოდა, ხარკის გადახდევინებაც შესწყდებოდა, და ჩვენ დაუყოვნებლივ ფასების ბუნებრივი მდგომარეობა დაგვიბრუნდებოდა. შესაძლებელია, A-ს უნდა ეხადა თავის კერძო სახსრებიდან B-ისთვის იმ ფულის სარგებელი, რომელიც მან B-ისგან ისესხა ომის დროს, რათა გადაეხადა თავისი წილი ხარჯებში, მაგრამ ნაციას ამასთან არავითარი საქმე არ ექნებოდა.

ქვეყანა, რომელმაც დიდი ვალი დააგროვა, ძალიან ხელოვნურ მდგომარეობაში იმყოფება. თუმცა იგი, შესაძლებელია, ხარკების ოდენობის გამო და შრომის გადიდებული ფასის გამო, უცხო ქვეყნებთან შედარებით არ განიცდიდეს და, როგორც მე მგონია, ფაქტიურად არც განიცდის რაიმე სხვა ზიანს, გარდა იმ აუცილებელი ზიანისა, რომელსაც ხარკების გადახდა წარმოადგენს, მაგრამ მაინც ხარკის თითოეული გადამხდელი დაინტერესებულია იმაში, რომ ტვირთისგან თავი გაინთავისუფოს და გადახდა სხვას გადააკისროს. ეს ცდუნება: რომ თავისი კაპიტალით გადასახლდეს სხვა ქვეყანაში, სადაც იგი თავისუფალი იქნება ამ ტვირთისაგან, დაბოლოს უძლეველი ხდება, იგი სძლევს იმ ბუნებრივ უხალისობას, რომლითაც ყოველი ადამიანი სტოვებს თავის სამშობლოს და ახალგაზრდობის მომაგონებელ მიდამოებს. ქვეყანა, რომელიც ამ ხელოვნურ სისტემასთან დაკავშირებულ სიძნელეებშია გახლართული, გონივრულად მოიქცევოდა, თუ თავისი ქონების ერთი ნაწილის შეწირვის გზით, რაც საჭირო იქნებოდა მისი ვალის დასაშრეტად, თავს გაინთავისუფლებდა ამ სიძნელეებისაგან. რაც გონივრულია ცალკეული პირისთვის, გონივრულია ხალხისთვისაც. ვისაც აქვს 10 000 გირვ. სტერლინგი, რომელიც მას 500 გირვ. სტერლ. შემოსავალს აძლევს, საიდანაც იგი ყოველწლიურად 100 გირვ. სტერლინგს იხდის სესხის სარგებლის სახით, იმას სინამდვილეში აქვს მხოლოდ 8 000 გირვ. სტერლინგი; და იგი ერთნაირად მდიდარი იქნება, განაგრძობს ყოველწლიურად 100 გირვ. სტერლინგის გადახდას, თუ ერთბაშად გაიღებს 2000 გირვ. სტერლინგს. მაგრამ შეიძლება გვკითხონ: საიდან გაჩნდება იმ საკუთრების მყიდველი რომელიც ამ კაცმა უნდა გაჰყიდოს, რათა მიიღოს ეს 2000 გირვ. სტერლინგი? პასუხი ცხადია: სახელმწიფოს კრედიტორს, რომელიც ამ ფულს მიიღებს, დასჭირდება თავისი ფულის მოთავსება და ამიტომ თანახმა იქნება ასესხოს იგი მემამულეს ან ფაბრიკანტს, ანდა იყიდოს მათგან მათ განკარგულებაში არსებული საკუთრების ნაწილი. თვით ფულადი კაპიტალისტები შეუწყობდნენ ხელს ასეთ გადახდას. ეს გეგმა არა ერთხელ ყოფილა წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს, მე ვშიშობ, არც საკმაო გონიერება და არც საკმაო გამბედაობა იმისათვის, რომ იგი მივიღოთ. ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა ვსცნათ: რომ მშვიდობიანობის პერიოდში ჩვენი შეუნელებელი მცდელობა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ვალის ის ნაწილი, რომელიც ომის დროს იყო აღებული, გადავიხადოთ; და არავითარმა ცდამ შვების მოპოებისა, არავითარმა სურვილმა დღევანდელი - მე იმედი მაქვს, დროებითი - გაჭირვებისაგან თავ- არიდებისა არ უნდა შეასუსტოს ჩვენი ყურადღება ამ დიდი საგნის მიმართ.

არავითარი საამორტიზაციო ფონდი არ გვიშველის ჩვენი ვალის შემცირების საქმეში, უკეთუ იგი არ იქნება გამომდინარე სახელმწიფო შემოსავლის გარდამეტიდან სახელმწიფოს ხარჯებზე. სამწუხაროა, რომ საამორტიზაციო ფონდი ჩვენში მარტო სახელით არის ასეთი, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს გარდამეტი შემოსავლისა ხარჯებზე. ეკონომიის გზით იგი უნდა გადაიქცეს იმად, რადაც გამოცხადებული არის - ვალის გადახდის ნამდვილ ფაქტიურ ფონდად. თუ ახალი ომის წარმოდგომისას, ჩვენ მნიშვნელოვნად არ დაგვირჩა ჩვენი ვალი შემცირებული, ორში ერთი უნდა მოხდეს: ან იმ ომის ყველა ხარჯი უნდა დაიფაროს ხარკებით, რომლებიც წლიდან წლამდე აიკრიფება, ანდა იმ ომის დასასრულს, თუ უფრო ადრე არა, ჩვენ უნდა განვიცადოთ ეროვნული გაკოტრება. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევსძლებთ ავიტანოთ რაიმე დიდი მიმატება ჩვენს ვალზე: ძნელია საზღვრის დადება დიდი ერის შემძლეობისთვის; არამედ იმიტომ, რომ, უცილობლად, საზღვარი უდევს იმ ფასს, რომელსაც ცალკეული პირი თანახმა იქნება იხდიდეს, მუდმივი ხარკის სახით, მარტო იმ პრივილეგიისთვის, რომ თავის სამშობლოში იცხოვრებს.3

თუ რომელსამე საქონელს მონოპოლიური ფასი აქვს, ეს ფასი ესოდენ უმაღლესი ფასი იქნება, რომელშიაც კი მომხმარებელნი მზად არიან იყიდონ ეს სქონელი. საქონელს მხოლოდ მაშინ აქვს მონოპოლიური ფასი, როდესაც არავითარი საშუალებით არ შეიძლება მისი რაოდენობის გადიდება და როდესაც, მაშასადამე, კონკურენცია მხოლოდ ერთ მხარეზეა, - მომხმარებლების მხარეზე. მონოპოლიური ფასი ერთ პერიოდში შეიძლება ბევრად უფრო დაბალი ან მაღალი იყოს, ვიდრე მეორე პერიოდში, იმიტომ რომ კონკურენცია მომხმარებელთა შორის არ შეიძლება დამოკიდებული არ იყოს მათ სიმდიდრეზე, გემოვნებასა და კაპრიზზე. ის განსაკუთრებული ღვინოები, რომლებიც ფრიად შეზღუდული რაოდენობით იწარმოება, აგრეთვე ხელოვნების ისეთი ნაწარმოებნი, რომელთაც, მათი საუცხოობისა ან იშვიათობის გამო, საზღაპრო ღირებულება აქვთ მოპოებული, ჩვეულებრივი შრომის პროდუქტთა ფრიად სხვადასხვა რაოდენობაზე გაიცვლებიან, - იმის მიხედვით, მდიდარი თუ ღარიბი არის საზოგადოება, ბევრი თუ ცოტა აქვს მას ასეთი ნაწარმოები, კულტურის დაბალ საფეხურზე იმყოფება იგი თუ მაღალზე. ამიტომ იმ საქონლის საცვლელი ღირებულება, რომელსაც მონოპოლიური ფასი აქვს, არსად არ განისაზღვრება წარმოების ხარჯებით.

ნედლ პროდუქტს არა აქვს მონოპოლიური ფასი, იმიტომ რომ ქერის ან ხორბლის საბაზრო ფასი წარმოების ხარჯებით წესრიგდება ისევე, როგორც მაუდის და ტილოს საბაზრო ფასი. ერთადერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მიწათმოქმედებაში ხორბლის ფასს აწესრიგებს კაპიტალის ერთი ნაწილი, სახელდობრ ის ნაწილი, რომელიც არავითარ რენტას არ იხდის, მაშინ როდესაც მანუფაქტურულ საქონელთა წარმოებაში დახარჯული კაპიტალის ყველა ნაწილი ერთნაირ შედეგებს იძლევა; და რადგან არც ართი ნაწილი რენტას არ იხდის, ამიტომ თითოეული ნაწილი თანაბრად არის ფასის რეგულატორი. ამასთან, პურის და სხვა ნედლი პროდუქტის რაოდენობა ადვილად შეიძლება გადიდებულ იქნეს, მიწაზე ახალი კაპიტალის გამოყენბის გზით, და ამიტომ ასეთ პროდუქტებს არა აქვს მონოპოლიური ფასი. კონკურენცია აქ ერთნაირად არსებობს როგორც გამყიდველებს შორის, ისე მყიდველებს შორისაც. სხვაგვრადაა საქმე იმ ღვინოებისა და ხელოვნების იმ იშვიათ ნაწარმოებთა შესახებ, რომლებზედაც ჩვენ ვლაპარაკობდით. მათი რაოდენობა არ შეიძლება გადიდებულ იქნეს, და მათი ფასი მარტოოდენ მყიდველთა მსყიდველობითი ძალით და ნდომით არის შეზღუდული. ამ ვენახების რენტამ შეიძლება ყოველ ზომიერად დასადებ საზღვარს გადააჭარბოს, იმიტომ რომ, რადგან არც ერთ სხვა მიწას არ შეუძლია ისეთი ღვინის მოცემა, ვერც ერთი ნაკვეთი ვერ გაუწევს მათ კონკურენციას.

რასაკვირველია, ხორბალი და ქვეყნის სხვა ნედლი პროდუქტი შეიძლება ზოგჯერ გაიყიდოს მონოპოლიურ ფასებში; მაგრამ ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაპიტალი ვეღარ გამოიყენება მოგებით მიწის დასამუშავებლად და, მაშასადამე, მიწის პროდუქტის რაოდენობის გადიდება აღარ შეიძლება. ასეთ დროში მიწის ყოველი ნაკვეთი, რომელიც დამუშავებაში არის, და მიწაზე გამოყენებული კაპიტალის ყოველი ნაწილი რენტის მომცემი იქნება, და ამ რენტაში განსხვავება იქნება პროდუქტის რაოდენობაში არსებული განსხვავების პროპორციულად. ასეთ დროში აგრეთვე ყოველი ხარკი, რომელიც შესაძლებელია ფერმერს აქვს დაკისრებული, რენტას დააწვება და არა მომხმარებელს. ფემერს არ შეეძლება თავისი პურის ფასის აწევა, რადგან - ჩვენი ნაგულისხმევის თანახმად - პურმა უკვე მიაღწია იმ უმაღლეს ფასს, რომელშიაც მომხმარებლებს სურთ ან შეუძლიათ მისი ყიდვა. ფერმერი არ დასჯერდება იმაზე ნაკლებ ნორმას, რასაც სხვა კაპიტალისტები იღებენ, და ამიტომ მას მხოლოდ ეს არჩევანი ექნება: ან მემამულეს რენტა შეამცირებინოს, ანდა თავის მოსაქმეობაზე ხელი აიღოს.

ბ-ნი ბიუკენენის აზრით, პურს და სხვა ნედლ პროდუქტს მონოპოლიური ფასი აქვს, იმიტომ რომ იგი რენტას იძლევა. მას ჰგონია, რომ ყოველ პროდუქტს, რომელიც რენტას იძლევა, მონოპოლიური ფასი აქვს; და აქედან იგი დაასკვნის, რომ ნედლ პროდუქტზე დაწესებული ყველა ხარკი მემამულეს აწვება და არა მომხმარებელს, „პური - ამბობს იგი - ყოველთვის იძლევა რენტას, და რადგან მის ფასზე სრულიად არავითარი გავლენა არა აქვს წარმოების ხარჯებს, ამიტომ ხარკით გამოწვეული ხარჯები რენტიდან უნდა იქნეს გადახდილი; და თუ ხარკი მატულობს ან კლებულობს, მისი შედეგი არის არა მაღალი ან დაბალი ფასი, არამედ მაღალი ან დაბალი რენტა. ამ თვალსაზისით, ყველა ხარკი, რომელიც დაწესებულია ფერმის მოჯამაგირეებზე, ცხენებზე ან სამიწათმოქმედო იარაღებზე, სინამდვილეში წარმოადგენს საადგილმამულო ხარკს, რომლის ტვირთი იჯარის ვადის გასვლამდე აწვება ფერმერს, ხოლო შემდეგ, როდესაც საიჯარო ხელშეკრულება განახლდება, - მემამულეს. ამრიგადვე, ყველა ის გაუნმჯობესებული სასოფლო-სამეურნეო იარაღები, რომელნიც მას შესაძლებლობას აძლევენ ხარჯები შეამციროს, როგორიცაა სალეწი და სამკალი მანქანები, ყველაფერი ის, რაც მას ბაზარზე მისვლას უადვილებს, როგორც, მაგალითად, კარგი გზები, არხები და ხიდეები, - ყველაფერი ეს თუმცა ამცირებს პურის წარმოების თავდაპირველ ხარჯებს, მაგრამ არ ამცირებს მის საბაზრო ფასს. მაშასადამე, ყველაფერი, რაც ამ გაუნმჯობესებათა გზით დაიზოგება, ეკუთვნის მემამულეს, როგორც მისი რენტის ნაწილი“.

ცხადია, თუ ჩვენ იმ საფუძველს, რომელზედაც ბ-ნი ბიუკენენის არგუმენტაცია არის აგებული, სწორად ვაღიარებდით, სახელდობრ, რომ პურის ფასი ყოველთვის იძლევა რენტას, იმ შემთხვევაში უნდა გვეცნა ყველა იქიდან გამომდინარე დასკვნა, რომელსაც ბ-ნი ბიუკენენი იცავს. ფერმერის ხარკი მაშინ დააწვებოდა არა მომხმარებელს, არამედ რენტას, და სასოფლო მეურნეობაში განხორციელებული ყველა გაუნმჯობესება რეტის გადიდებას გამოიწვევდა. მაგრამ, იმედი მაქვს, მე საკმაოდ ვცხადვყავი, რომ, ვიდრე მოცემულ ქვეყანაში ყველა მიწა არაა დამუშავებაში შესული, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო კულტურას მასში არ მიუღწევია უმაღლეს განვითარებამდე, მასში ყოველთვის არის კაპიტალის ნაწილი, მიწის დამუშავებაში გამოყენებული, რომელიც არ იძლევა რენტას, და რომ კაპიტალის სწორედ ეს ნაწილი, რომლის პროდუქტი, ისე როგორც მრეწველობაში, იყოფა მოგებასა და ხელფასს შორის, განსაზღვრავს პურის ფასს. და რადგან იმ პურის ფასზე, რომელიც რენტას არ იძლევა, გავლენა აქვს მისი წარმოების ხარჯებს, ამიტომ ეს ხარჯები არ შეიძლება რენტიდან იქნეს გადახდილი. მაშასადამე, ამ ხარჯების გაზრდის შედეგი იქნება უფრო მაღალი ფასი და არა უფრო დაბალი რენტა.4

აღსანიშნავია, რომ ადამ სმიტი და ბ-ნი ბიუკენენი, ორნივე, თუმცა მათ, სრულიად ერთმანეთის თანახმად, სჯერათ, რომ ნედლი პროდუქტის ხარკები, საადგილ-მამულო ხარკი და ათისთავი - ყველა - საადგილ-მამულო რენტას ეხება და არა ნედლეულის მომხმარებლებს, იძულებულნი არიან მაინც აღიარონ, რომ ალაოს ხარკი ლუდის მომხმარებელს აწვება და არა მემამულის რენტას. ადამ სმიტის არგუმენტაცია ისე კარგად გამოსახავს იმ თვალსაზრისს, რომლითაც მე განვიხილავ ალაოს ხარკს და ნედლი პროდუქტის ყოველ სხვა ხარკს, რომ მე არ შემიძლია არ წარვუდგინო იგი მკითხველის ყურადღებას.

„საქერე მიწის რენტა და მოგება ყოველთვის თითქმის თანასწორი უნდა იყოს ისეთივე ნაყოფიერების შემცველი და ისევე კარგად დამუშავებული ყოველი სხვა მიწის რენტისა და მოგების. თუ ის რენტა და მოგება ნაკლები იქნებოდა, საქერე მიწის ნაწილი რაიმე სხვა მიზნისთვის გამოიყენებოდა, ხოლო თუ მეტი იქნებოდა, მალე ქერის თესვას უფრო დიდი ფართობი მოხმარდებოდა. თუ მიწის რაიმე განსაკუთრებული პროდუქტის ჩვეულებრივი ფასი ისეთ ზომას აღწევს, რომ ამ ფასს შეიძლება მონოპოლიური ფასი ეწოდოს, - აღნიშნულ პროდუქტზე დაწესებული ხარკი აუცილებლად გამოიწვევს იმ მიწის რენტისა და მოგების5 შემცირებას, რომელზედაც ეს პროდუქტი აღმოცენდება. ძვირფასი ვენახების პროდუქტზე დაწესებული ხარკი, რომელთაგან მიღებული ღვინო ისე ცოტაა მოთხოვნასთან შედარებით, რომ მისი ფასი ბევრად მაღალია სხვა, ისეთივე ნაყოფიერობის შემცველი და ისევე კარგად დამუშავებული მიწის პროდუქტთა ფასზე, აუცილებლად გამოიწვევდა იმ ვენახების რენტისა და მოგების6 შემცირებას. რადგან ღვინის ფასმა უკვე მიაღწია უმაღლეს დონეს, რომელიც კი შესაძლებელია იმ რაოდენობისთვის, რაც ჩვეულებრივად ბაზარზე გამოდის, ამიტომ ეს ფასი უფრო მაღლა ვეღარ აიწევდა ღვინის იმ რაოდენობის შეუმცირებლად. ხოლო ამ რაოდენობის შემცირებას უფრო დიდი ზარალი მოჰყვებოდა, იმიტომ რომ განთავისუფლებული მიწა სხვა, ისევე ძვირფასი პროდუქტის საწარმოებლად ვერ გამოიყენებოდა. ამიტომ ხარკის მთელი სიმძიმე დააწვებოდა რენტასა და მოგებას, თუ უფრო სწორად ვიტყვით, - ვენახის რენტას.“ - „მაგრამ ქერის ჩვეულებრივი ფასი არასოდე არ იყო მონოპოლიური ფასი, და საქერე მიწის რენტა და მოგება არასოდეს არ ყოფილა ბუნებრივ შეფარდებაზე მაღლა სხვა, ისევე ნაყოფიერი და ისევე კარგად დამუშავებული მიწის რენტისა და მოგების მიმართ. სხვადასხვა ხარკს, რომელიც დადებული იყო ალაოზე, ლუდზე და ელზე, არასოდეს არ დაუწევია დაბლა ქერის ფასი, და არასოდეს არ შეუმცირებია საქერე მიწის რენტა და მოგება.7 ალაოს ფასი ლუდის მხდელისთვის ყოველთვის აწეული იყო მასზე დადებული ხარკის პროპორციულად, და ასეთი ხარკები, ლუდის და ელის სხვადასხვა ბაჟებთან ერთად, ყოველთვის მაღლა სწევდა მომხმარებლისთვის იმ პროდუქტების ფასს ანუ, რაც იგივეა, დაბლა სწევდა მათ ხარისხს. ასეთი ხარკების საბოლოო გადახდა ეკისრებოდა ყოველთვის არა მწარმოებელს, არამედ მომხმარებელს.“ ამ ადგილის გამო ბ-ნი ბიუკენენი შენიშნავს: „ალაოს ბაჟი ვერასოდეს ვერ დასწევს ქერის ფასს, იმიტომ რომ, თუ ქერი ალაოს სახით ნაკლები მოგების მომცემი იქნებოდა, ვიდრე ქერი უცვლელი სახით, - საჭირო რაოდენობა არ იქნებოდა ბაზარზე გამოტანილი. ცხადია, ამიტომ, რომ ალაოს ფასმა უნდა აიწიოს მასზე დადებული ხარკის პროპორციულად, რადგან სხვებრ მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა. მაგრამ ქერის ფასი მონოპოლიური ფასია სწორედ იმდენადვე, რამდენადაც შაქრის ფასიც; ორივე იძლევა რენტას, და ორივეს საბაზრო ფასმა დიდი ხანია დაჰკარგა ყოველივე კავშირი თავდაპირველ საწარმოო ხარჯებთან“.

ამრიგად, ბ-ნი ბიუკენენის აზრი, როგორც ჩანს, ეს უნდა იყოს, რომ ალაოს ხარკი მაღლა ასწევს ალაოს ფასს, მაგრამ ხარკი, დადებული ქერზე, რომლიდანაც ალაო მზდდება, არ გაადიდებს ქერის ფასს, რომ, მაშასადამე, ალაოს დაბეგვრის შემთხვევაში ხარკი გადახდილი იქნება მომხმარებლის მიერ, ხოლო თუ ქერია დაბეგრილი, ხარკს გადაიხდის მემამულე, რადგან იგი ნაკლებ რენტას მიიღებს. ბ-ნი ბიუკენენის აზრით, ქერს მონოპოლიური ფასი აქვს, ე.ი. ისეთი მაღალი ფასი, რომლის მასში გადახდას ნდომობენ მყიდველები, მაგრამ ქერიდან დამზადებულ ალაოს არ აქვს მონოპოლიური ფასი და, მაშასადამე, მისი ფასი შეიძლება აწეულ იქნეს მასზე დადებული ხარკის პროპორციულად. ბ-ნი ბიუკენენის ეს აზრი ალაოს ხარკის მოქმედების შესახებ, როგორც მე მგონია, პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომელიც მან გამოსთქვა ანალოგიური ხარკის - პურის ხარკი - შესახებ. „პურის ხარკი, ბოლოს და ბოლოს, გადაიხდება არა ფასის აწევის გზით, არამედ რენტის შემცირების გზით.“ თუ ალაოს ხარკი ადიდებს ლუდის ფასს, პურის ხარკმაც უნდა გაადიდოს პურის ფასი.

ბ-ნი სეის შემდეგი არგუმენტაცია იმავე შეხედულებაზეა დამყარებული, რაზედაც ბ-ნი ბიუკენენის არგუმენტაცია. „ღვინის ან პურის რაოდენობა, რომელსაც განსაზღვრული მიწა იძლევა, დაახლოებით იგივე რჩება, რაოდენ დიდიც უნდა იყოს ხარკი, რომელიც ამ მიწას აწევს. ხარკმა შეიძლება წაიღოს მიწის წმინდა პროდუქტის ანუ, თუ გნებავთ, მისი რენტის ნახევარი ან სამი მეთხედიც კი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიწა მაინც კვლავაც დამუშავდება იმ ნახევრის ან მეოთხედის გულისთვის, რომელიც ხარკის შემდეგ დარჩება. რენტის ნორმა ანუ, სხვა სიტყვებით, მემამულის წილი ნაკლები იქნება, - ეს არის და ეს. ჩვენ გავიგებთ ამ მოვლენის მიზეზს, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ნაგულისხმევ შემთხვევაში პროდუქტის რაოდენობა, მიწის მიერ მოცემული და ბაზარზე გაგზავნილი, მაინც იგივე რჩება. მეორეს მხრივ, მოტივები, რომლებზედაც დამყარებულია პროდუქტის მოთხოვნა, აგრთვე იგივე რჩება.

„და აი, თუ მიწოდებული პროდუქტის რაოდენობა და მოთხოვილი რაოდენობა, დაბეგვრის შემოღების ან მისი გადიდების მიუხედავად იგივე რჩება, მაშ პროდუქტის ფასიც უცვლელი დარჩება; ხოლო თუ ფასი არ იცვლება, მაშ მომხმარებელი ამ ხარკის უმცირეს ნაწილსაც კი არ გადაიხდის.

„შესაძლებელია გვითხრან, რომ ფერმერი, რომელიც შრომას და კაპიტალს იძლევა, იქნება, მემამულესთან ერთად, ხარკის ტვირთის მატარებელი?. შეცდომა იქნება, ვინაიდან ხარკის დაწესებას არც საიჯარო ფერმების რიცხვი შეუმცირებია და არც ფერმერების რიცხვი გაუდიდებია. რადგან ამ შემთხვევაში მიწოდებული რაოდენობა და მოთხოვნილი რაოდენობა უცვლელი დარჩა, მაშ რენტის ნორმაც იგივე უნდა დარჩენილიყო. მაგალითი მარილის მხარშველისა, რომელსაც ხარკის მხოლოდ ნაწილი შეუძლია მომხმარებლებს გადააკისროს, აგრეთვე მაგალითი მემამულისა, რომელიც ხარკის სულ მცირე ნაწილსაც კი ვერ ინაზღაურებს, ამტკიცებს იმათ შეცდომას, რომელნიც, წინააღმდეგ ეკონომისტებისა, იმ აზრს ადგანან, რომ ყოველი ხარკი ბოლოს და ბოლოს მომხმარებლებს აწვება“ (ტ. II, გვ. 338).

თუ ხარკმა „წაიღო მიწის წმინდა პროდუქტის ნახევარი და სამი მეოთხედიც კი“ და პროდუქტის ფასი არ აწეულა, როგორღა მიიღებდნენ კაპიტალის ჩვეულებრივ მოგებას ის ფერმერები, რომელნიც ძალიან ზომიერ რენტას იხდიან? იმათ ხელში ხომ ისეთი ხარისხის მიწებია, რომელნიც პროდუქტის იმავე რაოდენობის მისღებად შრომის ბევრად უფრო დიდ რაოდენობას მოითხოვენ, ვიდრე უფრო ნაყოფიერი მიწები? სულ მთლადაც რომ დაეთმოთ მათთვის რენტა, ისინი მაინც ნაკლებ მოგებას მიიღებდნენ, ვიდრე მრეწველობის სხვა დარგებში, და ამიტომ აღარ განაგრძობდნენ მიწის დამუშავებას, უკეთუ არ შეეძლებოდათ თავისი პროდუქტის ფასის აწევა. თუ ხარკი ფერმერებს დააწვებოდა, - ნაკლები ფერმერი იქნებოდა ფერმის იჯარით აღების მსურველი, ხოლო თუ ხარკი მემამულეს დააწვებოდა, ბევრი ფერმა დარჩებოდა იჯარით გაუცემელი, ვინაიდან ეს ფერმები არავითარი რენტის მომცემი არ იქნებოდა. მაგრამ რომელი წყაროდან გადაიხდიდნენ ხარკს ისინი, რომელნიც პურს აწარმოებენ და რენტას კი სრულიად არ იხდიან? სავსებით ცხადია, რომ ხარკი უნდა დააწვეს მომხმარებელს. აბა როგორ გადაიხდიდა ხარკს თავისი პროდუქტის ნახევრის ან სამი მეოთხედის რაოდენობით ისეთი მიწა, რომელსაც ბ-ნი სეი აგვიწერს შემდეგი სიტყვებით?

„შოტლანდიაში ჩვენ ვხედავთ ცუდ მიწებს, რომლების დამუშავებას მესაკუთრეები ეწევიან და რომლებიც სხვა ვინმეს მიერ ვერ დამუშავდებოდა. ასევე ვხედავთ შეერთებული შტატების მივარდნილ ადგილებში ფართო და ნაყოფიერ მიწებს, რომელთა შემოსავალი არ ჰყოფნის მათი მესაკუთრის გამოკვებას; და ეს მიწები მაინც არის დამუშავებული. მაგრამ საჭიროა, რომ თვით პატრონმა დაამუშავოს ისინი ანუ, სხვა სიტყვებით, რენტას, რაც მცირე რამეს ან სრულიად არას შეადგენს, მან უნდა მიუმატოს თავისი კაპიტალით და თავისი გარჯით მიღებული მოგება, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს იცხოვროს გაუჭირვებლად. ყველამ იცის, რომ მიწა, თუმცა იგი დამუშავებაშია, არავითარ შემოსავალს არ აძლევს მემამულეს, თუ არც ერთმა ფერმერმა არ ისურვა მასში რენტის გადახდა. ეს ამტკიცებს, რომ ასეთი მიწა იძლევა მოგებას მხოლოდ კაპიტალსა და შრომაზე, რომლებიც საჭიროა მის დასამუშავებლად“ (Say, vol. II, პ. 117).

____________________

1. ბ-ნი სეი შენიშნავს, ,,რომ ფაბრიკანტს არ შეუძლია მომხმარებელს გააღებინოს იმ ხარკის მთელი თანხა, რომელიც მის საქონელზე აიღება, იმიტომ რომ საქონლის ფასის აწევა გამოიწვევს მისი მოხმარების შემცირებას”, თუ ეს მოხდა, თუ მოხმარება შემცირდა, განა მოწოდებაც არ შემცირდებოდა ისევე სწრაფად? რატომღა უნდა გაჩერდეს ფაბრიკანტი მრეწველობის რომელსამე დარგში, თუ მოგებამ მასში საერთო დონეზე დაბლა დაიწია? ბ-ნი სეის, ეტყობა, აქაც დაავიწყდა მოძღვრაბა, რომელსაც თვითონვე იცავს სხვა ადგლას, სახელდობრ, რომ ,,წარმოების ხარჯები განსაზღვრავს უდაბლეს ფასს, ე.ი. იმ ფასს, რომლის ქვევით დიდი ხნით ვერ დაიწევს პროდუქტები, რადგან ამ შემთხვევაში მათი წარმოება შესწყდებოდა ან შემცირდებოდა” (ტ. II, გვ. 26)

2. ,,მელონი ამბობს, რომ სახელმწიფოს ვალი ისეთი ვალია, რომელსაც მარცხენა ხელი მარჯვენა ხელიდან იღებს და რომლის გამო სხეული არ სუსტდება. მართლაც, საერთო სიმდიდრე არ შემცირდება სარგებლის ანუ სასესხო ნაშთების გადახდის გამო. სარგებელი წარმოადგენს ღირებულებას, რომელიც ხარკის გადამხდელის ხელიდან გადადის სახელმწიფოს კრედიტორის ხელში. მე თანახმა ვარ, რომ მთელი საზოგადოებისთვის სულერთი არის, თუ ვინ დააგროვებს ან მოიხმარებს ამ ღირებულებას, - კრედიტორი თუ ხარკის გადამხდელი. მაგარამ ვალის კაპიტალური თანხა? რა მოუვიდა მას? იგი აღარ არის. მოხმარება, რომელიც სესხს მოჰყვა, მოსპო კაპიტალი, რომელიც ამიერიდან აღარ მოიტანს შემოსავალს. საზოგადოებას დაეკარგა არა სარგებელი, ვინაიდან იგი ერთი ხელიდან გადადის მეორე ხელში არამედ მოსპობილი კაპიტალის შემოსავალი. ეს კაპიტალი რომ გამოყენებული ყოფილიყო პროდუქტიულად იმის მიერ, ვინც იგი სახელმწიფოს ასესხა, იგი იმასაც მოუტანდა აგრეთვე სარგებელს, მაგრამ ეს სარგებელი მოცემული იქნებოდა ნამდვილი წარმოების მიერ, იგი როდი იქნებოდა თანამოქალაქის ჯიბიდან აღებული” (Say, vol, II, p.357) ეს ადგილი აზრითაც და გამოსახვითაც მეტყველია ნამდვილი მეცნიერების შესაბამისად.

3. ,,კრედიტი საერთოდ, სასარგებლოა, რადგან იგი შესაძლებლობას აძლევს კაპიტალს იმათ ხელიდან, ვისაც არ შეუძლია სარგებლობით მისი გამოყენება, იმათ ხელში გადავიდეს, ვინც მას პროდუქტიულად გამოიყენებს. იგი განარიდებს კაპიტალს ისეთი მოსაქმეობიდან, რომელიც მხოლოდ კაპიტალისტისთვისაა სახეირო, როგორიც არის, მაგალითად, სახელმწიფო ფონდებში მოთავსება, რათა პროდუქტიული გახადოს იგი მრეწველობაში. იგი აადვილებს ყველა კაპიტალის გამოყენებას და არც ერთს არ სტოვებს უსაქმოდ” (,,Economie Politique”, ტ.II, გვ. 463, მე-4 გამოც.). ბ-ნი სეის მხრივ ეს, ალბათ, უყურადღებობით წარმომდგარი შეცდომა არის. ფასიანი ქაღალდების მფლობელის კაპიტალი არასოდეს არ შეიძლება გახდეს პროდუქტიული, - ფაქტიურად იგი არც არის კაპიტალი. თუ კაპიტალისტი მოინდომებდა თავისი ფასიანი ქაღალდები გაეყიდა და მათში აღებული კაპიტალი პროდუქტიულად გამოეყენებია, იგი ამის შესრულებას შესძლებდა მხოლოდ იმ გზით, რომ მისი ქაღალდების მყიდველის კაპიტალს მოაშორებდა იმ პროდუქტიულ მოსაქმეობას, რომელშიაც იმყოფებოდა.

4. ,,მრეწველობა თავისი პროდუქტების რაოდენობას ადიდებს მოთხოვნის პროპოციულად, და ფასი ეცემა; მაგრამ მიწის პროდუქტის რაოდენობა არ შეიძლება გადიდებულ იქნეს, და მაღალი ფასი ყოველთვის აუცილებელია, რათა ხელი შეუშალოს მოხმარების გადაჭარბებას მიწოდებაზე” (Buchanan, vol. IV, p. 40) - ნუ თუ ბ-ნ ბიუკენენს შეუძლია სერიოზულად ამტკიცოს, რომ მიწის პროდუქტის რაოდენობა ვერ გადიდდება, თუ მოთხოვნამ იმატა?

5. მე ვისურვებდი, რომ სიტყვა ,,მოგება” გამოტოვებული ყოფილიყო. დოქტორი სმიტი ამას გულისხმობს: რომ ამ ძვირფასი ვენახების მოიჯარადრეთა მოგება მოგების საერთო ნორმაზე უფრო მაღალი უნდა იყოს. თუ იგი არ იქნებოდა უფრო მაღალი, მოიჯარედრეები არ გადაიხდიდნენ ხარკს, უკეთუ მას მემამულეს ან მომხმარებელს ვერ დააკისრებდნენ.

6. იხ. შენ. გვ. 208.

7. იხ. შენ. გვ. 208.

21 თავი XVIII: ხარკები ღარიბთა სასარგებლოდ

▲ზევით დაბრუნება


ჩვენ ვნახეთ, რომ ნედლ პროდუქტზე და ფერმერის მოგებაზე დადებული ხარკები ნედლეულის მომხმარებლებს დააწვება, ვინაიდან, თუ ფერმერი ფასის აწევის გზით ვერ აინაზღაურებდა ხარკს, იმ შემთხვევაში მისი მოგება, ხარკის გამო, დაიწევდა მოგების საერთო ნორმასთან შედარებით, და იგი იძულებული იქნებოდა თავისი კაპიტალით მრეწველობის რომელსამე სხვა დარგში გადასულიყო. ჩვენ ვნახეთ, გარდა ამისა, რომ ფერმერს არ შეუძლია, რენტიდან გამოკლების გზით, ეს ხარკი მემამულეს გადააკისროს, ვინაიდან ის ფერმერიც, რომელიც არავითარ რენტას არ იხდის, უკეთესი მიწის დამმუშავებელსავით ექვემდებარება ხარკს, ნედლეულზეა ეს უკანასკნელი დადებული თუ ფერმერის მოგებაზე. მე ვეცადე აგრეთვე დამენახვებია, რომ, თუ ხარკი საყოველთაო იქნებოდა და ყველა მოგებას, სამრეწველოს და სასოფლო სამეურნეოს, თანაბრად შეეხებოდა, იგი ზემოქმედებას არ იქონიებდა საქონელთა ან ნედლი პროდუქტების ფასზე, არამედ უშუალოდ, და საბოლოოდაც, მწარმოებლების მიერ იქნებოდა გადახდილი. აღნიშნული იყო აგრეთვე, რომ რენტაზე დადებული ხარკი დააწვებოდა მხოლოდ მემამულეს და არავითარი საშუალებით არ შეიძლებოდა ფერმერს გადაკისრებოდა.

ხარკი ღარიბთა სასარგებლოდ ისეთ ხარკს წარმოადგენს, რომელიც ყველა ამ ხრკთა თვისებებს შეიცავს და, სხვადასხვა გარემოებაში, აწვება ნედლეულისა და საქონელთა მომხმარებელს, კაპიტალის მოგებას და მიწის რენტას. ეს არის ხარკი, რომელიც განსაკუთრებული სიმძიმით აწვება ფერმერის მოგებას და ამიტომ შეიძლება განიხილებოდეს როგორც ხარკი, რომელიც გავლენას ახდენს ნედლეულის ფასზე. იმდენად, რამდენადაც იგი თანაბრად აწვება მოგებას მრეწველობასა და სასოფლო მეურნეობაში, იგი წარმოადგენს საყოველთაო ხარკს კაპიტალის მოგებაზე და არავითარ ცვლილებას არ იწვევს ნედლეულისა და მანუფაქტურულ საქონელთა ფასში. რამდენადაც ფერმერს არ ძალუძს ნედლეულის ფასის აწევის გზით აინაზღაუროს ხარკის ის ნაწილი, რომელიც მას აწვება, ღარიბთა სასარგებლოდ დაწესებული ხარკი იქცევა რენტის ხარკად და გადაიხდება მემამულის მიერ. ამიტომ, რათა განვსაზრვროთ ღარიბთა სასარგებლოდ დაწესებული ხარკის გავლენა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, ეხება იგი თუ არა იმ დროში ფერმერის და ფაბრიკანტის მოგებას თანაბრად, და აგრეთვე აძლევს თუ არა ფერმერს პირობები შესაძლებლობას ასწიოს ნედლი პროდუქტის ფასი.

ზოგნი ფიქრობენ, რომ ღარიბთა სასარგებლოდ დაწესებული ხარკები ფერმერს გადახდება მისი რენტის პროპორციულად, და, ამის მიხედვით, ის ფერმერი, რომელიც პატარა რენტას იხდის ან სრულიად არ იხდის რენტას, პატარა ხარკს გადაიხდის ან სრულიად არ გადაიხდის. თუ ეს მართალია, ღარიბების სასარგებლო ხარკი, რამდენადაც იგი მიწათმომქმედი კლასის მიერ გადაიხდება, მთლად მემამულეს დააწვება და ნედლი პროდუქტის მომხმარებელს ვერ გადაეკისრება. მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არ არის მართალი. ღარიბების სასარგებლოდ ხარკი სრულიადაც არ აიღება იმ რენტის პროპოციულად, რომელსაც ფერმერი მოცემულ მომენტში უხდის მემამულეს, - იგი ყოველთვის პროპორციულია მისი მიწის წლიური ღირებულებისა, სულერთია, მემამულის კაპიტალით ეძლევა მიწას ეს წლიური ღირებულება თუ მოიჯარადრის კაპიტალით.

ვთქვათ, ორმა ფერმერმა იჯარით აიღო ორი სხვადასხვა ხარისხის მიწა ერთსა და იმავე სამრევლოში: ერთი იხდის წლიურ რენტად 100 გირვ. სტერლინგს 50 აკრ ფრიად ნაყოფიერი მიწისთვის, ხოლო მეორე აგრეთვე 100 გირვ. სტერლინგს იხდის 1000 აკრ უმცირესად ნაყოფიერი მიწისთვის. ამ შემთხვევაში ისინი, თუ არც ერთ მათგანს არ უცდია მიწის გაუმჯობესება, ერთნაირ ხარკს გადაიხდიან ღარიბთა სასარგებლოდ. მაგრამ თუ ცუდი მიწის ამღებმა ფერმერმა, გრძელი საიჯარო ვადის მოლოდინში, გადასწყვიტა, დიდი ხარჯების მიუხედავად, გაადიდოს თავისი მიწის პროდუქტიული ძალა სასუქის, დრენაჟის, შეღობვის და სხვ. საშუალებით, იგი ღარიბთა სასარგებლოდ ხარკს გადაიხდის არა იმ რენტის პროპორციულად, რომელსაც განსაზღვრულ მომენტში აძლევს მემამულეს, არამედ მიწის ნამდვილი წლიური ღირებულების პროპორციულად. ხარკი შეიძლება რენტას ეთანასწორებოდეს, შეიძლება მასზე მეტიც იყოს; მაგრამ ასე იქნება, თუ ისე, ამ ხარკის არავითარი ნაწილი არ იქნება მემამულის მიერ გადახდილი. ფერმერი წინასწარ იანგარიშებდა ყველა ამას; პროდუქტის ფასი რომ არ ყოფილიყო საკმარისი, რათა მას ანაზღაურებოად ყველა მისი ხარჯი, დამატებითი ხარჯითურთ ღარიბების სასარგებლოდ გასაღები ხარკისათვის, იგი არ დაიწყებდა მიწის გაუმჯობესებას. ამრიგად, ცხადია, რომ ამ სემთხვევაში ხარკი გადაიხდება მომხმარებლის მიერ; ხარკი რომ სრულიად არ არსებულიყო, მიწის გაუმჯობესება იქნებოდა სესრულებული, და მოგების ჩვეულებრივი ნორმა გამოყენებულ კაპიტალზე მირებული იქნებოდა პურის უფრო დაბალი ფასის არსებობისას.

ამ საკითხში არა შეიცვლებოდა რა, მემამულეს რომ თვითონ შეესრულებია ყველა ეს გაუმჯობესება და, ამის გამო, თავისი რენტა 100 გირვ. სტერლინგიდან 500-მდე გაედიდებია. ხარკი ისევ გადაეკისრებოდა მომხმარებელს, ვინაიდან იმ საკითხის გადაწყვეტა, დახარჯავს თუ არა მემამულე ფულის უფრო დიდ თანხას მიწაზე. დამოკიდებულილ იქნებოდა რენტის სიდიდეზე ანუ იმის სიდიდეზე, რასაც რენტას უწოდებენ, რომელსაც იგი მიიღებდა ანაზღაურების სახით. ეს კი კვლავ დამოკიდებული იქნებოდა პურის ან სხვა ნედლი პროდუქტის ფასზე, რომელიც საკმარისად მაღალი უნდა ყოფილიყო, რათა დაეფარა არა მარტო ეს დამატებითი რენტა, არამედხარკიც, რომლითაც დაბეგრილი იქნებოდა მიწა. თუ, იმავე დროს, მთელი სამრეწველო კაპიტალიც ისეთივე მონაწილე იქნებოდა ღარიბთათვის დანიშნული ხარკის გადახდაში, როგორც ის კაპიტალი, რომელიც ფერმერმა ან მემამულემ დახარჯა მიწის გასაუმჯობესებლად, იმ შემთხვევაში ღარიბთა სასარგებლოდ დანიშნული ხარკი ფერმერის ან მემამულის კაპიტალის მოგებაზე დადებული სპეციალური ხარკიდან გადაიქცეოდა ხარკად ყველა კატეგორიის მწარმოებალთა კაპიტალზე. იგი, მაშასადამე, ვერ გადაეკისრებოდა ნედლეულის მომხმარებელს, ვერც მემამულეს. ფერმერის მოგება ხარკის ზემოქმედებას არ განიცდიდა მეტად, ვიდრე ფაბრიკანტის მოგება, და ფერმერს ისევე ნაკლებ შეეძლო, როგორც ფაბრიკანტს, ხარკი თავისი პროდუქტის ფასის გადიდების საბაბად გამოეყენებია. მოგების აბსოლუტური შემცირება კი არ უშლის ხელს კაპიტალის გამოყენებას მრეწველობის რომელსამე ცალკეულ დარგში, არამედ მისი შეფარდებითი შემცირება; სახელდობრ მოგებათა სხვაობა ერეკება კაპიტალს ერთი მოსაქმეობოდან მეორისაკენ.

მაგრამ უნდა აღიარებულ იქნეს, რომ, ღარიბთა სასარგებლოდ დანიშნული ხარკის ახლანდელი ორგანიზაციის არსებობისას, ხარკის ბევრად უფრო დიდი თანხა აწვება ფერმერს, ვიდრე ფაბრიკანტს, მათ სათანადო მოგებასთან შედარებით, ვინაიდან ფერმერი იბეგრება პროდუქტის ნამდვილი რაოდენობის მიხედვით, რომელსაც მიიღებს, ფაბრიკანტი კი - იმ შენობების ღირებულების მიხედვით, რომელშიაც მუშაობს, იმ მანქანებისა, შრომისა ან კაპიტალის ღირებულების მხედველობაში მიუღებლად, რომლებსაც იგი ხმარობს. ამ გარემოებიდან გამომდინარეობს, რომ ფერმერს შესაძლებლობა აქვს თავისი პროდუქტის ფასი მაღლა ასწიოს მთელი ამ სხვაობის ოდენობით. რადგან ხარკი არათანაბრად აწვება და აწვება განსაკუთრებით მის მოგებას. ამიტომ მას ნაკლები მოტივი ექნებოდა თავისი კაპიტალი უფრო მიწის დამუშავებაში გამოეყენებია, ვიდრე მრეწველობის რომელსამე სხვა დარგში, უკეთუ ნედლი პროდუქტის ფასი არ აიწევდა. პირიქით, ტუ ხარკი მეტი სიმძიმით ფერმერს კი არა, ფაბრიკანტს დააწვებოდა, - ამ უკანასკნელსაც შეეძლებოდა მთელი სხვაობით აეწია თავისი საქონელთა ფასი, იმავე საფუძვლით, რა საფუძვლითაც ფერმერი მსგავს პირობებში ასწევდა ნედლი პროდუქტის ფასს. მაშასადამე, იმ საზოგადოებაში, რომელიც თავის მიწათმოქმედებას აფართოებს, ღარიბთა სასარგებლოდ დაწესებული ხარკი, თუ იგი განსაკუთრებული სიმძიმით აწვება მიწას, ნაწილობრივ გადახდილი იქნება კაპიტალის გამომყენებელთა მიერ მათი კაპიტალის მოგების შემცირების სახით და ნაწილობრივ - ნედლი პროდუქტის მომხმარებელთა მიერ უფრო მაღალი ფასების გადახდის სახით. საგანთა ასეთ მდგომარეობაში, ხარკი, ზოგ გარემოებაში, შესაძლებელია - უფრო - ხელსაყრელიც კი იყოს მემამულეებისათვის, ვიდრე საზარალო. თუ უცუდესი მიწის დამმუშავებლის მიერ გადახდილილ ხარკი, მის მიერ მიღებულ პროდუქტის რაოდენობასთან შედარებით, უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე უფრო ნაყოფიერი მიწების მოიჯარადრეების მიერ გადახდილი. სამაგიეროდ პურის ფასის აწევა, რომელიც გავრცელდება საერთოდ პურზე, საკმარისზე მეტად აუნაზღაურებს ფერმერებს ხარკს. ეს სარგებლობა მათ ხელთ ექნებათ მათი იჯარის მთელი ვადის განმავლობაში, მხოლოდ ამის შემდეგ კი იგი გადავა მემამულეების ხელში. ასეთი იქნებოდა ღარიბთა სასარგებლოდ დაწესებული ხარკის შედეგები პროგრესიული განვითარების გზაზე მყოფ საზოგადოებაში. პირიქით, სტაციონარულ ან უკუმავალ საზოგადოებაში, რამდენადაც აქ კაპიტალი ვერ ამოიღებოდა მიწის დამუშავებიდან, ყოველი ახალი ხარკის შემოღებისას ღარიბების დასახმარებლად, ხარკის ის ნაწილი, რომელიც მიწათმოქმედებას აწვება, საიჯარო ვადის განმავლობაში გადახდილი იქნებოდა ფერმერების მიერ, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი თითქმის მთლიანად დააწვებოდა მემამულეებს. თუ ფერმერმა წინანდელი იჯარის დროს თავისი კაპიტალი დახარჯა მიწის გასაუმჯობესებლად და ეს მიწა ისევ მის ხელში იყო, - ამ ახალი ხარკისთვის იგი დაიბეგრებოდა იმ ახალი ღირებულების პროპორციულად, რომელიც მიწამ მოიპოვა გაუმჯობესების გამო, და ეს თანხა მას უნდა ეხადა იჯარის მთელი ვადის განმავლობაში, თუნდაც მისი მოგება ამის გამო დაცემულიყო მოგების საერთო ნორმაზე დაბლა, იმიტომ რომ მის მიერ დახარჯული კაპიტალი შესაძლებელია ისე მჭიდროდ შეუერთდა მიწას, რომ იგი იქიდან ვერ გამოიტანებოდა. ისე კი, თუ თვითონ მას ან მის მემამულეს (უკეთუ კაპიტალი ამის მიერ იყო დახარჯული) შესაძლებლობა ექნებოდათ ეს კაპიტალი ამოეღოთ მიწის დამუშავებიდან და ამგვარად მიწის წლიური ღირებულება შეემცირებიათ, იმ შემთხვევაში ხარკი პროპორციულად შემცირდებოდა, და რადგან პროდუქტის რაოდენობა იმავე დროს შემცირდებოდა, ამიტომ მისი ფასი აიწევდა. ფერმერი ხარკს აინაზღაურებდა მისი გადაკისრებით მომხმარებელზე, და ამ ხარკის არც ერთი ნაწილი არ დააწვებოდა რენტას. მაგარამ ეს შეუძლებელია, ყოველ სემთხვევაში კაპიტალის განსაზღვრული ნაწილისათვის, და, მაშასადამე, ამ პროპორციით ხარკის გადამხდელები იქნებიან იჯარის ვადის განმავლობაში ფერმერები, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ - მემამულეები. ეს დამატებითი ხარკი, იგი რომ განსაკუთრებული სიმძიმით დასწოლოდა ფაბრიკანტებს, რასაც ადგილი არა აქვს ნამდვილად, ასეთ გარემოებებში მიემატებოდა მათ საქონელთა ფასს, ვინაიდან არ არსებობს საფუძველი, თუ რატომ უნდა დაცემულიყო მათი მოგება მოგების საერთო ნორმაზე დაბლა, როდესაც მათ ადვილად შეეძლებოდათ თავიანთი კაპიტალების გადატანა მიწათმოქმედებაში.1

_________________

1. ამ თხზულებების წინა ნაწილში მე აღვნიშნე ის განსხვავება, რომელიც არსებობს საკუთრივ რენტასა და იმ ანაზღაურებას შორის, რომელიც რენტის სახელწოდებით ეძლევა მემამულეს იმ სარგებლობისათვის, რომელიც მემამულის კაპიტალის დახარჯვამ შეუქმნა მოიჯარადრეს. მაგრამ მე, იქნებ, საკმაო სიცხადით არ აღვნიშნე ის განსხვავება, რომელიც ამ კაპიტალის შესაძლებელი სხვადასხვაგვარი გამოყენებიდან წარმოსდგება. რადგან კაპიტალი, ერთხელ ფერმის გასაუმჯობესებლად დახარჯული, განუყრელად შეერთებულია მიწასთან და ადიდებს ამ მიწის პროდუქტიულ ძალას, ამიტომ ის ანაზღაურება, რომელსაც მემამულეს აძლევენ მით სარგებლობისთვის, სავსებით რენტის ხასიათის შემცველია და რენტის ყველა კანონს ემორჩილება. სრულდება ეს გაუმჯობესება მემამულის ხარჯზე თუ მოიჯარადრის ხარჯზე, იგი, სულერთია, არ იქნება დაწყებული, თუ დიდი ალბათობა არ არსებობს იმისათვის, რომ შემოსავალი, ყოველშემთხვევაში, იმ მოგების თანასწორი იქნება, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს თანატოლი კაპიტალის დახარჯვის გზით. ხოლო რაკი ეს გაუმჯობესება შესრულებული არის, შემდეგ ის შემოსავალი, რომელიც მიიღება სავსებით რენტის ხასიათის სემცველია და ექვემდებარება ყველა იმ ცვლილებას, რომელიც რენტის თვისებადი არის. მაგრამ ამ ხარჯებიდან ზოგი აუმჯობესებს მიწას მხოლოდ განსაზღვრული პერიოდისთვის და სამუდამოდ არ ადიდებს მის პროდუქტიულ ძალას. ასე, თუ ხარჯი შენობებზე და სხვა წარმავალი თვისების გაუმჯობესებაზე არის გაწეული, ეს ხარჯები ხელახლა უნდა იქნეს განმეორებული და ამიტომ მემამულეს არ უქმნის მისი ნამდვილი რენტის მუდმივ დამატებას.

22 თავი XIX: უეცარი ცვლილებები ვაჭრობის მსვლელობაში

▲ზევით დაბრუნება


ყოველი დიდი ქვეყანა, რომელსაც განვითარებული მრეწველობა მოეპოება, განსაკუთრებით ექვემდებარება დროებით სიძნელეებს და გართულებებს, რომლებიც წარმოსდგება კაპიტალის გადასვლის გამო ერთი მოსაქმეობიდან მეორეში. მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მიმართ ერთფეროვანია; იგი არ იმყოფება მოდის, ცრურწმენის და კაპრიზის გავლენის ქვეშ. სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭიროა საზრდო, და ამიტომ საზრდოს მოთხოვნა ყოველთვის არსებობს, ყველა დროს და ყველა ქვეყანაში. სხვგვარადაა საქმე მრეწველობის შესახებ: სხვადასხვა მანუფაქტურული საქონელთა მოთხოვნა დამოკიდებულია არა მარტო საჭიროებაზე, არამედ აგრეთვე მყიდველთა გემოვნებასა და კაპრიზზე. გარდა ამისა, ახალმა ხარკმა შეიძლება მოსპოს ის შედარებითი უპირატესობა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანას წინათ ჰქონდა განსაზღვრული საქონლის წარმოებაში. ანდა, ომის გამო, შეიძლება ამ საქონლის ტრანსპორტის და დაზღვევის ხარჯები ისე გაიზარდოს, რომ აღნიშნული საქონელი კონკურენციას ვეღარ გაუწევს იმ ქვეყნის საქონელს, სადაც იგი მანამდე შეიზიდებოდა. ყველა ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვან გაჭირვებას და, უეჭველია, განსაზღვრულ ზარალსაც განიცდიან ისინი, რომელნიც ასეთ საქონელთა წარმოებაში მოსაქმეობენ; და ეს არახელსაყრელი გავლენა საგრძნობი იქნება არა მარტო იმ მომენტში, როდესაც ასეთი ცვლილებები წარმოსდგა, არამედ მთელი გარდამავალი პერიოდის განმავლობაშიც, ვიდრე ისინი მოახერხებდნენ თავიანთი კაპიტალის და მათ განკარგულებაში არსებული შრომის გადატანას ერთი მოსაქმეობიდან მეორეში.

ამ გაჭირვებას განიცდის არა მარტო ის ქვეყანა, რომელშიაც იგი წარმოსდგა; მას ასევე განიცდიან ის ქვეყნებიც, რომლებშიაც მანამდე იმ ქვეყნის პროდუქტები შეიზიდებოდა. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია დიდი ხნით იმპორტი აწარმოოს, უკეთუ იგი თვითონაც ექსპორტს არ ეწევა, და არ შეუძლია დიდი ხნით ექსპორტი აწარმოოს, თუ იგი იმპორტს არ ეწევა. ამიტომ, თუ, რაიმე გარემოების გამო, ქვეყანას შესაძლებლობა აღარა აქვს შემოზიდოს საქონელთა ჩვეულებრივი რაოდენობა, მან, აუცილებლობის გზით, უნდა შეამციროს ზოგ საქონელთა წარმოება, რომლებიც მას ჩვეულებრივ გაჰქონდა. თუმცა ქვეყნის პროდუქტების ერთობლივი ღირებულება, ალბათ, მცირედ შეიცვლება, რადგან იგივე კაპიტალი იქნება გამოყენებული, მაგრამ მაინც ეს პროდუქტები ისე ბლომად და ისე იაფი აღარ იქნება, როგორც წინათ იყო; გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიძნელეები წარმოსდგება აგრეთვე კაპიტალის გადასვლის გამო მრეწველობის ერთი დარგიდან მეორეში. თუ ჩვენ, საექსპორტო ბამბის პროდუქტების წარმოებაში 10 000 გირვ. სტერლინგის მოთავსების გზით, ყოველწლიურად 1000 წყვილი აბრეშუმის წინდა შემოგვქონდა 2 000 გირვ. სტერლინგის ღირებულებისა, და თუ შემდეგ, საგარეო ვაჭრობის შეჩერების გამო, იძულებული გავხდით ეს კაპიტალი ბამბეულის წარმოებიდან ამოგვეღო და წინდების წარმოებაზე გამოგვეყენებინა, იმ შემთხვევაში - უკეთუ კაპიტალის არც ერთი ნაწილი არ მოისპობოდა - ჩვენ წინანდებურად მივიღებდით 2 000 გირვ. სტერლინგის ღირებულების წინდებს, მაგრამ; 3 000-ის ნაცვლად, იქნებ მივიღებდით მხოლოდ 2 500-ს კაპიტალის გადასვლისას ბამბეულის მრეწველობიდან აბრეშუმის წინდების მრეწველობაში, შეიძლება, ჩვენ ბევრ სიძნელეს განვიცდიდით, მაგრამ ამით მნიშვნელოვნად არ შემცირდებოდა ეროვნული ქონების ღირებულება, თუმცა, ამ გადასვლისას, შესაძლებელია, ჩვენ მიერ წლიურად წარმოებულ საქონელთა რაოდენობა შემცირდებოდა.1

ომის დასწყისი ხანგრძლივი მშვიდობიანობის შემდეგ, ან მშვიდობიანობის დასაწყისი ხანგრძლივი ომის შემდეგ, ჩვეულებრივ იწვევს მნიშვნელოვან სიძნელეებს მრეწველობასა და ვაჭრობაში. იგი მნიშვნელოვნად სცვლის მოსაქმეობათა ბუნებას, რომლებშიაც გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყნების კაპიტალები. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე კაპიტალი იმ საქმეებს დაადგებოდეს, რომლებიც ყველაზე უფრო ხელსაყრელია ახალ გარემოებაში, ბევრი ძირითადი კაპიტალი გამოუყენებლად არის გაჩერებული, იქნებ მთლადაც იკარგება, და მუშებს არა აქვთ სრული მუშაობა. ეს გაჭირვება მეტნაკლებ დიდხანს გრძელდება, იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერია მეტწილ ადამიანთა უნდობლობა მიატოვონ ის მოსაქმეობა, რომელსაც დიდი ხანია შეჩვეულნი არიან. და აღნიშნული გაჭირვება ხშირად ხანგრძლივდება კიდევ იმ შეზღუდვათა და აკრძალვათა გამო, რომელთაც წარმოშობს სავაჭრო მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების უაზრო შურიანობა ურთიერთის მიმართ.

ხშიად გაჭირვებას, რომელიც გამოწვეულია ვაჭრობის მსვლელობაში მომხდარი პერტურბაციით, შეცდომით ურევენ იმ გაჭირვებაში, რომელიც ეროვნული კაპიტალის შემცირებას და საზოგედოების რეგრესს ახლავს. და მართლაც, ძნელია რაიმე ისეთი ნიშნის გამონახვა, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა მათ შორის ზედმიწევნილად განსხვავების გატარება.

მაგრამ თუ ჩვენ ვიცით, რომ ასეთი გაჭირვება ომიდან მშვიდობიან ცხოვრებაზე გადასვლას მოჰყვა უშუალოდ, ჩვენ გვაქს საფუძველი ვიფიქროთ, რომ შრომის შესანახი ფონდები - უფრო - მოცილებული იყვნენ მათ ჩვეულებრივ გზას, ვიდრე განიცადეს მათ რაიმე არსებითი შემცირება, და რომ, დროებითი ტანჯვის შემდეგ. ერის კეთილდეღეობა კვლავ აყვავდება. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ უკუსვლა წარმოადგენს ყოველთვის არაბუნებრივ მდგომარეობას საზოგადოებისათვის. ადამიანი, ახალგაზრდობის შემდეგ, დავაჟკაცდება, შემდეგ უძლურდება და, დაბოლოს, კვდება. მაგრამ ერების განვითარება ასე არ მიმდინარეობს. როდესაც ერი მიაღწევს თავის ძალთა უდიდეს განვითარებას, შემდეგ იგი შესაძლებელია შეჩერდეს ამ სტადიაზე, მაგრამ მისი განვითარების ბუნებრივი ტენდენცია იმაში მდგომარეობს, რომ მთელი საუკუნეების განმავლობაში მას შეუნარჩუნდეს მისი სიმდიდრე და მოსახლეობა.

მდიდარ და ძლიერ ქვეყნებში, სადაც დიდი კაპიტალებია მანქანებში დაბანდებული, ვაჭრობის მსვლელობაში წარმომდგარი ცვლილება მეტ გაჭირვებას იწვევს, ვიდრე უფრო ღარიბ ქვეყნებში, სადაც პროპორციულად ნაკლები ძირითადი და მეტი საბრუნავი კაპიტალი მოიპოება და სადაც, მაშასადამე, მეტი სამუშაო ადამიანის ხელით სრულდება. საბრუნავი კაპიტალის ამოღება ისე ძნელი არაა, როგორც ძირითადის ამოღება, იმ მოსაქმეობიდან, რომელშიაც იგი არის გამოყენებული. ხშირად შეუძლებელია მრეწველობის ერთი დარგისთვის გამართული მანქანები გამოყენებულ იქნეს სხვა დარგისთვის. მაგრამ მუშის ტანსაცმელი, საზრდო და ბინა ერთ მოსაქმეობაში ადვილი მოსახმარია მის შესანახად სხვა მოსაქმეობაში, ანდა იმავე მუშამ შეიძლება იგივე საზრდო, ტანსაცმელი და ბინა მიიღოს, თუნდაც რომ მისი მოსაქმეობა შიცვალოს. მაგრამ ეს სიავე ისეთი ხასიათისაა, რომ მდიდარი ერი მას უნდა შეურიგდეს. მასზე ჩივილი უფრო საბუთიანი არ იქნებოდა, ვიდრე რომ ვაჭარას დაეწყო გოდება იმაზე, რომ მისი გემი ზღვის ხიფათს განიცდის, მაშინ როდესაც მისი ღარიბი მეზობლის ქოხი უზრუნველყოფილია ყველა ასეთი შემთხვევითობისგან.

ამგვარ გართულებათაგან, თუმცა ნაკლები ზომით, სასოფლო მეურნეობაც არაა თავისუფალი. ომი, რომელიც ვაჭრობის მაწარმოებელ ქვეყანაში შესწყვეტს ხოლმე ვაჭრობას სხვა ქვეყნებთან. ხელს უშლის ხშირად პურის გაზიდვას იმ ქვეყნებიდან, სადაც იგი მცირე ხარჯებით იწარმოება, სხვა ქვეყნებში, რომელნიც ასეთ ხელსაყრელ მდგომარეობაში არ იმყოფებიან. ასეთ პირობებში კაპიტალის არაჩვეულებრივი რაოდენობა მიაწყდება სასოფლო მეურნეობას, და ქვეყანა, რომელსაც წინათ პური შემოჰქონდა, ახლა უცხოეთის დახმარებისგან დამოუკიდებელი ხდება. ომის გათავებისას ისპობა ის დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლიდა იმპორტს, და შინაური მწარმოებლისთვის იწყება გამანადგურებელი კონკურენცია, რომელსაც იგი თავს ვერ დააღწევს თავისი კაპიტალის დიდი ნაწილის შეუწირავად. სახელმწიფოს მხრივ, ამ შემთხვევაში, საუკეთესო პოლიტიკას წარმოადგენს ის, რომ მან რამდენიმე წლით უცხო პურის იმპორტს ხარკი დაადვას, რომლის თანხა დროდადრო შემცირებულ იქნება, რათა შინაურ მწარმოებელს შესაძლებლობა მიეცეს თანდათან ამოიღოს თავისი კაპიტალი მიწის დამუშავებიდან.2 ამ გზით ქვეყანა, შესაძლებელია, ვერ აღწევს ძალიან ხელსაყრელ განაწილებას თავისი კაპიტალისას, მაგრამ დროებითი ხარკი, რომელსაც იგი დაქვემდებარებული იქნებოდა, სარგებლობას მისცემდა განსაკუთრებულ კლასს, რომლის კაპიტალის განაწილება ფრიად სასარგებლო იყო საზრდოს მიწოდების უზრუნველსაყოფად იმ დროს, როდესაც ამ საზრდოს იმპორტი შეჩერებული იყო. თუ ასეთ მცდელობას, რომელსაც მწარმოებლები გასწევდნენ კრიტიკულ მომენტში, თან ახლდებოდა მათთვის განადგურების რისკი იმ სიძნელეთა დასრულებისას, - კაპიტალი გვერდს აუვლიდა ასეთ გამოყენებას. კაპიტალის ჩვეულებრივი მოგების გარდა, ფერმერები მომლოდინენი იქნებოდნენ იმ რისკის ანაზღაურებისაც, რომელიც მათ თავს დაატყდებოდათ პურის უეცრად შემოზიდვის გამო, მაშასადამე, პურის ფასი მომხმარებლისათვის - და სწორედ ისეთ მომენტებში, როდესაც იგი განსაკუთრებით საჭიროებს პურის მიწოდებას - აიწევდა არა მხოლოდ პურის წარმოების უფრო მაღალი ხარჯების გამო ქვეყნის შიგნით. არამედ აგრეთვე იმის გამოც, რომ საჭირო იქნებოდა პურის ფასში გადახდილი ყოფილიყო სადასაზღვევო პრემია იმ განსაკუთრებული რისკისთვის, რომლის ქვემდებარე იქნებოდა კაპიტალის ასეთი გამოყენება. ამრიგად, თუმცა ქვეყნის კეთილდღეობისათვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა ნებადართული ყოფილიყო იაფი პურის შემოზიდვა, კაპიტალის რაგინდ დიდი მსხვერპლი იყოს ამისთვის გასაწევი, მაგრამ მაინც, შეიძლება ითქვას, უფრო გონივრული ის იქნება, რომ რამდენიმე წლით ბაჟი იყოს პურის იმპორტზე დადებული.

რენტის საკითხის გამოკვლევისას ჩვენ ვნახეთ, რომ პურის მიწოდების ყოველ გადიდებისას და, ამის გამო, მისი ფასის დაწევისას, კაპიტალი უფრო ცუდი მიწების დამუშავებიდან ამოიღება და პურის ბუნებრივი ფასის მომწესრიგებელ მასშტაბად ხდება უკეთესი ხარისხის მიწა, რომელიც ამ შემთხვევაში აღარ იძლევა რენტას. როდესაც ფასი 4 გირვ. სტერლინგია კვარტერისათვის, შეიძლება დამუშავებულ იქნეს დაბალი ხარისხის მიწა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ №6-ით, როდესაც ფასი 3 გირვ. სტერლ. და 10 შილინგია, დამუშავდება №5, როდესაც ფასი 3 გირვ. სტერლინგია, - №4 და სხვ. თუ პურის ფასმა, ხანგრძლივი სიუხვის გამო, დაიწია 3 გირვ. სტერლ. და 10 შილინგამდე, კაპიტალს №6-ზე აღარ გამოიყენებენ, რადგან მას მხოლოდ მაშინ შეეძლო ჩვეულებრივი მოგების მიღება, რენტის გადაუხდელადაც კი, როდესაც პურის ფასი 4 გირ. სტერლინგი იყო. ამის გამო მას ამოიღებენ №6-იდან, რათა გამოიყენონ იმ საქონელთა საწარმოებლად, რომლებიც გაცვლის გზით იყიდიან და შემოზიდავენ მთელ იმ პურს, რაც წინათ №6-ზე მოჰყავდათ. ამ მოსაქმეობაში კაპიტალი აუცილებლად უფრო პროდუქტიული იქნება მისი მფლობელისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ იქნებოდა სხვა მოსაქმეობიდან ამოღებული, ვინაიდან: ამ კაპიტალის მფლობელს მის მიერ წარმოებული პროდუქტებით რომ იმაზე მეტი პურის ყიდვა არ შესძლებოდა, რასაც იგი იღებდა იმ მიწიდან, რომელშიაც რენტას არ იხდიდა, - პურის ფასი ვერ დაიწევდა 4 გირვ. სტერლინგზე დაბლა.

მაგრამ ზოგნი ამტკიცებენ, რომ კაპიტალი არ შეიძლება ამოღებულ იქნეს მიწის დამუშავებიდან, რომ იგი ისეთი ფორმით იხარჯება, - გაპატივება, შეღობვა, დრენაჟი, - რომელშიაც აუცილებლობის გზით განუყრელად უერთდება მიწას. რაოდენადმე ეს მართალი არის; მაგრამ ის კაპიტალი, რომელიც მოთავსებულილა რქოსან საქონელში, ცხვრებში, ბეღლებსა და საბძელებში, ურმებში და სხვ; შეიძლება განთავისუფლებულ იქნეს. უბრალო კალკულაციით გაირკვევა ეს: უნდა დარჩეს ეს საგნები კვლავაც მიწის ექსპლოატაციის მიზნით, თუ უმჯობესია გაიყიდოს და აღებული მათი ღირებულება სხვა მოსაქმეობაში იქნეს გადატანილი.

ვიგულისხმოთ ფაქტად, რომ კაპიტალის არავითარი ნაწილი არ შეიძლება ამოღებულ იქნეს მიწის დამუშავებიდან.3 ამ შემთხვევაში ფერმერი განაგრძობდა პურის მოყვანას და ამასთან - იმავე რაოდენობით, როგორიც უნდა ყოფილიყო ფასი, რომელშიაც პური გაიყიდებოდა. ფერმერისთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა ნაკლების წარმოება. და თუ იგი თავის კაპიტალს ამგვარად არ მოიხმარდა, სულაც ვერ მიიღებდა მასზე რაიმე მოგებას. პურის შემოზიდვა არ იქნებოდა შესაძლებელი, იმიტომ რომ ფერმერი ამჯობინებდა - უფრო - პური 3 გირვ. სტერლინგსა და 10 შილინგზე ნაკლებად გაეყიდა, ვიდრე სულ არ გაეყიდა; იმპორტი კი, ჩვენ მიერ ნაგულისხმევ პირობებში, ვერ შესძლებდა პურის გაყიდვას ამ ფასზე უფრო იაფად. ვთქვათ, ფერმერები, რომელნიც აღნიშნული ხარისხის მიწის დამუშავებას ეწევოდნენ, ნამდვილად დაზარალდებოდნენ მათი პროდუქტის საცვლელი ღირებულების დაცემის გამო; მაგრამ რამდენად შეეხებოდა ეს მთელ ქვეყანას? ჩვენ ყოველგვარი პროდუქტის იგივე რაოდენობა გვექნებოდა, რაც წინათ გვქონდა, მაგრამ ნედლი პროდუქტი და პური უფრო იაფ ფასში გაიყიდებოდა. ქვეყნის კაპიტალი მისი პროდუქტებისგან შესდგება, და რადგან მათი რაოდენობა უცვლელი დარჩებოდა, ამიტომ მათი რეპროდუქციაც იმავე მასშტაბით განიგრძობოდა. მაგრამ პურის ეს დაბალი ფასი კაპიტალის ჩვეულებრივი მოგების მომცემი იქნებოდა მხოლოდ №5-ის მიწაზე, რომელიც ამ შემთხვევაში არავითარ რენტას არ გადაიხდიდა, და ყველა უკეთესი მიწის რენტა დაიწევდა; დაიწევდა აგრეთვე ხელფასი, ხოლო მოგება აიწევდა.

მაგრამ რაგინდ დაბლა დაწეულიყო პურის ფასი, მაინც, თუ კაპიტალი ვერ ამოიღებდა მიწათმოქმედებიდან და მოთხოვნა არ გადიდდებოდა, შეუძლებელი იქნებოდა პურის შემოზიდვა, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით იმდენივე პური იქნებოდა მოყვანილი, რამდენიც წინათ. თუმცა ამ შემთხვევაში პროდუქტი სულ სხვაგვარად განაწილდებოდა, და ზოგიერთი კლასები მოიგებდნენ, მაშინ როდესაც სხვები წააგებდნენ, მაგრამ პროდუქციის ერთობლივი ჯამი უცვლელი დარჩებოდა, და ერთ მთლიანად არც უფრო მდიდარი გახდებოდა და არც უფრო ღარიბი.

ეს მართალია იმ შემთხვევაშიც, როდესაც კაპიტალი არ შეიძლება ამოღებულ იქნეს მიწათმოქმედებიდან, და იგი ან იქ უნდა იქნეს გამოყენებული, ანდა სრულიად გამოუყენებელი დარჩეს. მაგარამ თუ კაპიტალის უდიდესი ნაწილი შეიძლება ამოღებულ იქნეს, - და ეს ნამდვილად არის შესაძლებელი, - მაშინ კაპიტალი მხოლოდ იმ შემთხვევაში განთავისუფლდება, თუ ეს განთავისუფლება მის მესაკუთრეს მეტ სარგებლობას მოუტანს, ვიდრე მას ექნებოდა, ეს კაპიტალი რომ დარჩენილიყო იქ, სადაც იყო; კაპიტალს მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოიღებენ მიწათმოქმედებიდან, თუ იგი სადმე სხვაგან უფრო პროდუქტიულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მესაკუთრისათვის, ისე საზოგადოებისათვის. კაპიტალის მესაკუთრე თანხმდება ხელი აიღოს კაპიტალის იმ ნაწილის ღირებულებაზე, რომელიც მიწისგან ვერ გამოცალკევდება, ვინაიდან მეორე ნაწილით, რომელიც ძალუძს გაანთავისუფლოს, მას შეუძლია მიიღოს ნედლი პროდუქტის უფრო დიდი ღირებულება და უფრო დიდი რაოდენობაც, ვიდრე მიიღებდა, ხელი რომ აეღო კაპიტალის ერთ ნაწილზე. იგი ისეთსავე მდგომარეობაში იმყოფება, როგორშიაც ის ადამიანი, რომელმაც დიდი ხარჯების გაწევით თავის ფაბრიკაში მანქანები გამართა, მაგრამ შემდეგში ამ სახის მანქანები, ახალ გამოგონებათა მეოხებით, ისე გაუმჯობესდა, რომ მის მიერ წარმოებულ საქონელთა ღირებულებამ ძალიან დაიწია. სავსებით კალკულაციის საკითხს შეადგენს ეს: უნდა აიღოს მან ხელი ძველ მანქანებზე და მათ ადგილას გაუმჯობესებული მანქანები გამართოს, ამ შემთხვევაში დაჰკარგოს მთლად ძველი მანქანების ღირებულება, თუ უმჯობესია განაგრძოს ძველი მანქანებით სარგებლობა, რომელთა ძალა შედარებით სუსტია. აბა ვინ ურჩევდა მას, ასეთ პირობებში, უკეთესი მანქანების გამოყენებაზე უარის თქმას მხოლოდ იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ძველი მანქანების ღირებულება შემცირდებოდა ან მოისპობოდა? და, მაინც, ამ არგუმენტს ეყრდნობა ყველა, ვინც გვირჩევს ავკრძალოთ პურის იმპორტი, იმიტომ რომ იგი ამცირებს ან სპობს ფერმერის კაპიტალის იმ ნაწილს, რომელიც სამუდამოდ შეერთებულია მიწასთან. ისინი ვერ ხედავენ, რომ ყოველი ვაჭრობის მიზანს შეადგენს წარმოების გადიდება და რომ წარმოების გადდებით იზრდება საერთო კეთილდღეობა, თუმცა ამასათან ნაწილობრივი ზარალიც წარმოსდგბა. უკეთუ თანამიმდევნობას დაიცავდნენ, ისინი უნდა ცდილიყვნენ შეეყენებიათ ყოველი პროგრესი მიწათმოქმედებასა და მრეწველობაში და ყოველი გაუმჯობესება მანქანებში, ვინაიდან ყველაფერი ეს, თუმცა ხელს უწობს საერთო კეთილდღეობას და, მაშასადამე, ბედნიერებას, მაინც შემოღების მომენტში ყოველთვის იწვევს ფერმერთა და მრეწველთა არსებული კაპიტალის ნაწილის ღირებულების შემცირებას ან მოსპობას.4

მრეწველობის ყველა სხვა დარგსავით მიწათმოქმედებაც - განსაკუთრებით მოვაჭრე ქვეყნებში - ექვემდებარება რეაქციის პერიოდებს, რომლებიც მოჰყვება - პირდაპირ საპირისპირო მიმართულებით - უაღრესად ინტენსიური საქმიანობის პერიოდებს. ასე, როდესაც ომი შეაჩერებს პურის იმპორტს, პურის ფასის გადიდება მიიზიდავს მიწისკენ კაპიტალს იმ დიდი მოგების გამო, რომელსაც იძლევა კაპიტალის ასეთი გამოყენება. შედეგად ამისა წარმოსდგება ის, რომ მეტი კაპიტალი გამოიყენება მიწათმოქმედებაში და მეტი ნედლი პროდუქტი გამოიტანება ბაზარზე, ვიდრე საჭიროებს ქვეყნის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში პურის ფასი დაეცემა ბაზრის გავსების გამო, და მიწათმოქმედება გაჭირვებას განიცდის, სანამ სშუალო მიწოდება არ გაუწონასწორდება საშუალო მოთხოვნას.

___________________

1. ,,ვაჭრობა ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას საქონელი მივიღოთ იმ ადგილას, სადაც იგი მოიპოება, და მივზიდოთ იმ ადგილას, სადაც მას მოიხმარებენ. ამრიგად, იგი ჩვენ გვაძლევს საშუალებას გავადიდოთ საქონლის ღირებულება მთელი იმ სხვაობით, რომელიც არის მის ფასში სხვადასხვა ადგილას” (Say, ტ. II, გვ. 458) მართალია; მაგრამ რა გვარად მიეცემა საქონელს ეს დამატებითი ღირებულება? იმ გზით, რომ წარმოების ხარჯებს მიემატება, ჯერ ერთი, გადაგზავნის ხარჯები, მეორე, - მოგება ვაჭრის მიერ დახარჯული კაპიტალისთვის. მაშასადამე, სქონელი მეტი ეღირება იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ყოველი სხვა საქონელი მეტი ეღირება, ვინაიდან მის წარმოებასა და გადაგზავნაზე მეტი შრომა იყო დახარჯული მანამდე, ვიდრე მას მომხმარებელი იყიდდა. მაგრამ ეს არ უნდა იქნეს დასახული როგორც ვაჭრობის ერთ-ერთი განსაკუთრებული უპირატესობა. თუ ჩვენ ამ სგანს უფრო ყურადღებით განვიხილავთ, ვნახავთ რომ მთელი ის სარგებლობა, რომელიც ვაჭრობიდან გამომდინარეობს, ბოლოს და ბოლოს იმაში გამოისახება, რომ მისი დახმარებით ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა შევიძინოთ არა უფრო ღირებულებიანი, არამედ უფრო სასარგებლო საგნები.

2. ,,ბრიტანეთის ენციკლოპედიის” უკანასკნელ ტომში, სტატიაში: ,,სახორბლო კანონები და ვაჭრობა”, შემდეგი ჩინებული რჩევა და მოსაზრება მოიპოება: ,,თუ ჩვენ მოვისურვებდით მერმისში გადაგვესინჯა ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, ჩვენ შეგვეძლო შემოგვეღო ბაჟის თანდათან კლებადი სკალა, რათა მწარმოებლებს დრო ჰქონდათ კაპიტალი ამოეღოთ ჩვენი ღარიბი მიწების დამუშავებიდან და უფრო ხელსაყრელ მოსაქმეობაში გადაეტანათ. ის ფასი, რომლის დროსაც უცხოეთის ხორბალი უბაჟოდ უნდა იქნეს შემოზიდული, შეიძლებოდა წლიურად შემცირებულიყო 4 ან 5 შილინგით კვარტერისთვის, ვიდრე 80 შილინგის ნაცვლად, რომელიც ახლა საზღვარს შეადგენს, იგი მიაღწევდა 50 შილინგს. მაშინ შესაძლებელი იქნებოდა სრულიად გაგვეღო ყველა ნავთსადგური და სამუდამოდ გაგვეუქმებია აკრძალვითი სისტემა. როდესაც ეს ბედნიერი დრო დადგება, მაშინ საჭირო აღარ იქნება ძალადობის ხმარება ბუნებაზე. ჩვენი ქვეყნის კაპიტალი და სამეურნეო თაოსნობა მრეწველობის იმ დარგებს მიმართავს, რომლებშიაც ბუნებრივი მდებარეობა, ეროვნული ხასიათი ან პოლიტიკური დაწესებულებები უზრუნველგვიყოფს განსაკუთრებულ უპირატესობას. მაშინ ადგილი ექნება პოლონეთის პურის და კაროლინის ნედლი ბამბის გაცვლას ბირმინგამის ლითონურ პროდუქტებზე და გლაზგოს მუსლინზე. ჭეშმარიტი კომერციული სული, რომელიც უზრუნველჰყოფს ყოველთვის ხალხთა კეთილდღეობას, შეუთავსებელია მონოპოლიების ბნელ და უილაჯო პოლიტიკასთან. მთელი დედამიწის ერები ერთი და იმავე სამეფოს პროვინციებს ემსგავსებიან, _ თავისუფალი და დაუბრკოლებელი აღებმიცემა წარმოშობს საყოველთაო და ადგილობრივ სარგებლობასაც”. მთელი სტატია ღირსია დიდი ყურადღებისა: იგი მეტად საგულისხმიეროა, ნიჭიერად დაწერილია და მოწმობს, რომ ავტორი სავსებით დაუფლებულია თავის საგანს.

3. ყოველი კაპიტალი, რომელიც ჩამაგრებულია მიწაში, აუცილებლობის გზით, იჯარის გათავების შემდეგ, მემამულის საკუთრებად რჩება, - არა მოიჯარადრისა. რა ანაზღაურებასაც უნდა იღებდეს მემამულე თავისი მიწის კვლავ იჯარით გაცემისას, ეს ანაზღაურება ყოველთვის იღებს რენტის ფორმას; მაგრამ რენტას არავინ არ გადაიხდის, უკეთუ განსაზღვრული კაპიტალით მეტი პურის მიღება შეიძლება საზღვარგარეთიდან, ვიდრე შინ იმ მიწაზე შესაძლებელია მოყვანილ იქნეს. უკეთუ საზოგადოებაში არესებული გარემოება მოითხოვს პურის შემოტანას, და განსაზღვრული კაპიტალის ხარჯვის გზით 1000 კვარტერის მიღებაა შესაძლებელი, და თუ ეს მიწა, იმავე კაპიტალის დახარჯვისას, 1100 კვარტერს მოსცემს, იმ შემთხვევაში 100 კვარტერი აუცილებლად რენტას შეადგენს. მაგრამ თუ საზღვარგარეთიდან 1200 კვარტერის მიღება შეიძლება, მაშინ ეს მიწა აღარ დამუშავდება, ვინაიდან ამ შემთხვევაში იგი მოგების საერთო ნორმის მომცემიც არ იქნება. მაგრამ ეს არ შეადგენს არავითარ ზიანს, რაგინდ დიდი ყოფილიყოს ის კაპიტალი, რომელიც დახარჯული იყო ამ მიწაზე. ეს კაპიტალი პროდუქტის რაოდენობის გასადიდებლად იყო დახარჯული, - ეს იყო, არ უნდა დაგვავიწყდეს, საბოლოო მიზანი. და რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის, ნახევრით დაიკლო მისი კაპიტალის ღირებულებამ, თუ სულაც მოისპო, უკეთუ საზოგადოება ყოველწლიურად პროდუქტების მეტ რაოდენობას იღებს? ვინც დასტირის ამ შემთხვევაში კაპიტალის დაკარგვას, იგი მომხრეა იმის, რომ მიზანი საშუალებას შეეწიროს მსხვერპლად.

4. ჩინებულ თხზულებათა რიცხვში, რომელნიც ამტკიცებენ პურის იმპორტის აკრძალვის პოლიტიკის მიზანშეუწონლობას, შეიძლება ჩაითვალოს მაიორ ტორენსის ,,Essay on the external Corn Trade.“ მისი არგუმენტები, მგონია, არავის მიერ არაა დარღვეული და არც შეიძლება დარღვეულ იქნეს.

23 თავი XX: ღირებულება და სიმდიდრე, მათი განმასხვავებელი ნიშნები

▲ზევით დაბრუნება


„ყოველი ადამიანი მდიდარია ან ღარიბი“, ამბობს ადამ სმიტი, „იმ ზომით, რა ზომითაც მას შეუძლია უზრუნველჰყოს თავისთვის არსებობისა, კომფორტისა და სიამოვნების საგნებით სარგებლობა“.

მაშასადამე, ღირებულება არსებითად განსხვავდება სიმდიდრისაგან, რადგან ღირებულება დამოკიდებულია არა სიუხვეზე, არამედ სიძნელესა ან სიადვილეზე წარმოებისა. ერთი მილიონი ადამიანის შრომა ფაბრიკებში ყოველთვის ყოველთვის ერთსა და იმავე ღირებულებას წარმოშობს, მაგრამ ყოველთვის არ წარმოშობს ერთსა და იმავე სიმდიდრეს. ახალი მანქანების გამოგონება, გაუმჯობესება ტექნიკაში, შრომის უკეთესი დანაწილება ან ახალი ბაზრების აღმოჩენა, სადაც შეიძლება უფრო ხელსაყრელი გაცვლა-გამოცვლის წარმოება, - ყველაფერი ეს შესაძლებლობას აძლევს ერთ მილიონ ადამიანს აწარმოოს ერთ ეპოქაში ორჯერ და სამჯერაც მეტი სიმდიდრე, „არსებობის, კომფორტისა და სიამოვნების საგნები“, ვიდრე მეორე ეპოქაში. მაგრამ მარტო ამ მიზეზით ისინი ვერას მიუმატებენ ღირებულებას, რადგან ყოველი საგნის ღირებულება მაღლა ან დაბლა იწევს წარმოების სიადვილისა ან სიძნელის შესაბამისად ანუ, სხვა სიტყვებით, იმ შრომის რაოდენობის შესაბამისად, რომელიც დახარჯულია მის წარმოებაზე. ვიგულისხმოთ, რომ ადამიანთა განსაზღვრული რიცხვის შრომა განსაზღვრული კაპიტალის დახმარებით აწარმოებდა 1000 წყვილ წინდას და რომ, მანქანის გამოგონების გამო, ადამიანთა იმავე რიცხვს შეუძლია აწარმოოს 2 000 წყვილი, ან რომ, აწარმოებს რა წინანდებურად 1000 წყვილს, შეუძლია, გარდა ამისა, აწარმოოს 500 ქუდი. ამ შემთხვევაში 2 000 წყვილი წინდის ღირებულება ან 1000 წყვილი წინდის და 500 ქუდის ღირებულება არც მეტი იქნება და არც ნაკლები 1000 წყვილ წინდაზე მანქანის შემოღებამდე, რადგან იქნება პროდუქტი შრომის იმავე რაოდენობისა. მაგრამ პროდუქტთა მთელი მასის ღირებულება მაინც შემცირდება; თუმცა ღირებულება პროდუქტთა გადიდებული მასის, რომელიც მანქანების გაუმჯობესების გამო წარმოსდგება, სავსებით იგივე იქნება, რაც იმ ნაკლები მასის ღირებულება იქნებოდა, რომელიც დამზადდებოდა, არავითარი გაუმჯობესება რომ არ ყოფილიყო შემოღებული, მაგრამ ზემოქმედებას მაინც განიცდის იმ საქონელთა ჯერ კიდევ მოუხმარებელი ნაწილი, რიმლებიც მანქანების გაუმჯობესებამდე იყო წარმოებული: ამ საქონელთა ღირებულება შემცირდება, რამდენადაც მათი ღირებულება იმ საქონელთა სათანადო ღირებულების დონემდე დაიწევს, რომლებიც გაუმჯობესების შემდეგაა წარმოებული. ამრიგად, საზოგადოებას, მიუხედავად საქონელთა გადიდებული რაოდენობისა, მიუხედავად გაზრდილი სიმდიდრისა, მიუხედავად სიამოვნების საგანთა გამრავლებისა, ღირებულების ნაკლები ჯამი ექნებოდა თავის განკარგულებაში. მით რომ ჩვენ ვადიდებთ განუწყვეტლივ წარმოების სიადვილეს, იმავე დროს ვამცირებთ ზოგ წინათ წარმოებულ საქონელთა ღირებულებას, თუმცა იმავე საშულებით ვადიდებთ არა მარტო ეროვნულ სიმდიდრეს, არამედ სამერმისო წარმოების ძალასაც. ბევრი შეცდომა პოლიტიკურ ეკონომიაში წარმოსდგა მცდარი შეხედულებიდან ამ საგანზე, სახელდობრ იქიდან, რომ სიმდიდრის ზრდას და ღირებულების ზრდას ერთ და იმავედ სთვლიდნენ, აგრეთვე იქიდან, რომ დაუსაბუთებელი ცნებები ჯქონდათ იმის შესახებ, თუ რა წარმოადგენს ღირებულების ნორმალურ საზომს. ზოგი ფულს თვლის ღირებულების მასშტაბად, და, მისი აზრით, ერი უფრო მდიდარი ან უფრო ღარიბი ხდება შესაბამისად ფულის მეტი ან ნაკლები რაოდენობისა, რომელზედაც შეიძლება გაცვლილ იქნეს ყოველგვარი მისი საქონელი. სხვაბი ფულს სთვლიან ძალიან შესაფერ საშუალებად გაცვლითი ვაჭრობის მიზნებისათვის, მაგრამ არ მიაჩნიათ იგი ვარგის საზომად, რომლის მიხედვით შეიძლებოდეს სხვა საგნების ღირებულების შეფასება; მათი აზრით, ღირებულების ნამდვილ საზომს პური წარმოადგენს.1 და ქვეყანა მდიდარია ანუ ღარიბია იმის მიხედვით, პურის მეტ თუ ნაკლებ რაოდენობაზე გაიცვლება ხოლმე მისი პროდუქტები.2 სხვები კიდევ ფიქრობენ, რომ ქვეყანა მდიდარი ან ღარიბი არის შრომის იმ რაოდენობის მიხედვით, რომლის ყიდვაც მას შეუძლია. მაგარამ რატომ უნდა წარმოადგენდეს ოქრო, პური ან შრომა ღირებულების უფრო სწორ ნორმალურ საზომს, ვიდრე ნახშირი ან რკინა, ვიდრე მაუდი, საპონი, სანთელი და სხვა საარსებო საგნები მუშისა? ანუ, მოკლედ, რატომ უნდა შეადგენდეს ერთი რომელიმე საქონელი ან ყველა საქონელი ერთად მასშტაბს, თუ თვით ამ მასშტაბის ღირებულება რყევას ექვემდებარება? პურის ღირებულება, ისე როგორც ოქროს ღირებულება, წარმოების გაძნელებისა ან გაადვილების გამო შეიძლება სხვა საგნებთან შედარებით ირყეოდეს 10, 20 ან 30%25-ით. რატომ უნდა ვამბობდეთ ჩვენ ყველა ამ შემთხვევაში, რომ შეიცვალა სხვა საგნების ღირებულება და არა პურის ღირებულება? უცვლელი საზომი მხოლოდ ისეთი პროდუქტი იქნებოდა, რომლის საწარმოებლად ყველა დროში შრომისა და გარჯის ერთნაირი რაოდენობა იქნებოდა მსხვერპლად გასაღები. ჩვენ ასეთი პროდუქტი არ ვიცით; მაგარამ შეგვიძლია ჰიპოტეზურად ვიმსჯელოთ და მასზე ვილაპარაკოთ, თითქოს იგი ნამდვილად მოგვეპოებოდეს, და შეგვიძლია ჩვენი მეცნიერული ცოდნა შევავსოთ მით, რომ ცხადვყოფთ ყველა იმ მასშტაბის აბსოლუტურ გამოუსადეგობას, რომელიც კი მიღებული იყო დღემდე. რომ კიდეც გვეგულისხმნა, რომ ერთ-ერთი ეს საქონელი სწორი მასშტაბია ღირებულების, იგი მაინც სიმდიდრის სწორი მასშტაბი არ იქნებოდა, ვინაიდან სიმდიდრე არაა ღირებულებაზე დამოკიდებული. ადამიანი მდიდარია ან ღარიბია არსებობისა და ფუფუნების საგნების რაოდენობის მიხედვით, რომელიც მის განკარგულებაში მოიპოება; და მაღალია თუ დაბალია ამ საგნების საცვლელი ღირებულება ფულის, პურის ან შრომის მიმართ, ყველა ისინი მაინც თანბრად ხელს შეუწყობენ მათი მფლობელის კომფორტს. ღირებულებისა და სიმდიდრის ანუ კეთილდღეობის ცნებათა ერთმანეთში შერევის გამო იყო, რომ ამტკიცებდნენ, საქონელთა რაოდენობის შემცირების გზით, ე.ი. არსებობის, კომფორტის და სიამოვნების საგანთა შემცირების გზით, შეიძლება სიმდიდრის გადიდებაო. ღირებულება რომ იყოს სიმდიდრის საზომი, ჩვენ უნდა დავთანხმებულიყავით ამაზე, იმიტომ რომ საქონელთა ღირებულება მატულობს მათი იშვითობის გამო; მაგრამ თუ მართალი არის ადამ სმიტი, თუ სიმდიდრეს არსებობისა და კომფორტის საგნები შეადგენს, მაშინ სიმდიდრე არ შეიძლება გადიდებულ იქნეს მათი რაიდენობის შემცირების გზით.

რასაკვირველია, რაიმე იშვიათი პროდუქტის მფლობელი ადამიანი უფრო მდიდარი არის, თუ მისი მეოხებით მას შეუძლია არსებობისა და კომფორტის საგნების მეტი რაოდენობა მიიღოს თავის განკარგულებაში. მაგრამ რადგან საერთო ჯამი, საიდანაც თითოეული ადამიანის სიმდიდრე აიღება, მცირდება იმ რაოდენობით, რასაც ცალკეული პირი იღებს იქიდან, ამიტომ სხვა ადამიანთა წილი შემცირდება აუცილებლად იმ ზომით, რა ზომითაც იქიდან უფრო დიდი რაოდენობის მითვისება ძალუძს ხსენებულ ადამიანს, რომელიც ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფება.

თუ წყალი იშვიათი საგანი გახდაო, ამბობს ლორდი ლოდერდალი, და ერთი ადამიანის მონოპოლიურ საკუთრებად იქცა, ამ ადამიანის სიმდიდრე გადიდდება, იმიტომ რომ მაშინ წყალი ღირებულებას მოიპოებსო; და თუ საერთო სიმდიდრე ინდივიდუალურ სიმდედრეთაგან შესდგება, მაშ ამ გზით საერტთო სიმდიდრეც გადიდებაო. უეჭველია, ამ ადამიანის სიმდიდრე გადიდდება; მაგარამ რადგან ფერმერმა უნდა გაჰყიდოს თავისი პურის ნაწილი, მეჩექმემ - ჩექმების ნაწილი, და ყოველმა ადამიანმა უნდა გასცეს თავისი საკუთრების ნაწილი მარტოოდენ იმისთვის, რომ მიიღოს წაყალი, რომელშიაც წინათ არას იხდიდნენ, ამიტომ ისინი უფრო ღარიბნი გახდებიან პროდუქტების იმ რაოდენობით, რომელიც მათ უნდა დახარჯონ ამ მიზნისათვის. ამრიგად, წლის მესაკუთრე მოიგებს სწორედ იმდენს, რამდენსაც სხვები წააგებენ. საზოგადოებას წყალის იგივე რაოდენობა და პროდუქტების იგივე რაოდენობა ექნება, მაგრამ ისინი სხვაგვარად იქნებიან განაწილებული. მხოლოდ ეს შესაძლებელია - უფრო - წყალზე მონოპოლიის არსებობის შემთხვევაში, ვიდრე მისი ნაკლებობის შემთხვევაში. თუ წყალი არასაკმაო რაოდენობით იქნებოდა საზოგადოებაში, ქვეყნისა და ცალკეულ პირთა სიმდიდრე ფაქტიურად შემცირდებოდა, რამდენათაც ქვეყანა ერთ-ერთი საარსებო საგნის ნაწილს მოკლებული იქნებოდა. ასე, ფერმერს არა თუ ნაკლები პური ექნებოდა სხვა პროდუქტებზე გასაცვლელად, რომლებიც შეიძლება მისთვის აუცილებელი ან სასურველი იყოს, არამედ იგი, ისე როგორც ყოველი სხვა პიროვნება, იძულებული იქნებოდა შეეკვეცა თავისი კომფორტის ერთ-ერთი ყველაზე უფრო არსებითი საგნის მოხმარება. ამ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა არა მარტო სიმდიდრის სხვაგვარ განაწილებას, არამედ მის ნამდვილ დაკარგვასაც.

ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი ქვეყანა, რომლებიც არსებობისა და კომფორტის საგნების ერთნაირი რაოდენობა აქვს, ერთნაირად მდიდარი არის, მაგრამ თითოეუილი მათგანის სიმდიდრის ღირებულება მისი წარმოების შედარებითს სიადვილესა ან სიძნელეზე არის დამოკიდებული. თუ გაუმჯობესებული მანქანა ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, დამატებითი შრომის დაუხარჯავად, ორი წყვილი წინდა ვაწარმოოთ ერთის ნაცვლად, იმ შემთხვევაში ერთი იარდი მაუდი წინდის ორმაგ რაოდენობაზე გაიცვლება. თუ ასეთივე გაუმჯობესება მაუდის წარმოებაშიც განხორციელდა, - წინდები და მაუდი იმავე პროპორციით გაიცვლება ერთი მეორეზე, როგორც წინათ, მაგრამ ორივეს ღირებულება დაიწევს, რადგან საჭირო იქნება მათი ორმაგი რაოდენობის მიცემა გაცვლისას ქუდებში, ოქროში და ყოველგვარ სხვა საქონელში. ხოლო თუ ეს გაუმჯობესება გავრცელდა ოქროს და ყოველი სხვა საქონლის წარმოებაზე, - ყველა საქონლის ღირებულება ისევ წინანდელ შეფარდებაში ჩადგება. ქვეყანაში წლიურად წარმოებულ საქონელთა რაოდენობა გაორკეცდება, მაშასადამე, გაორკეცდება ქვეყნის სიმდიდრეც, მაგრამ ამ სიმდიდრის ღირებულება არ გადიდდება.

თუმცა ადამ სმიტმა მოგვცა სიმდიდრის სწორი განსაზღვრა, რომელიც მე რამდენჯერმე ავღნიშნე, მაგრამ შემდეგ იგი სხვა განსაზღვრასაც იძლევა. ასე, იგი ამბობს, „რომ ადამიანი მდიდარია ან ღარიბია შრომის იმ რაოდენობის მიხედვით, რომელიც მას ძალუძს იყიდოს”. ეს განსაზღვრა კი არსებითად განსხვავდება პირველისაგან და აუცილებალად არ არის სწორი. ვთქვათ, სამადნეები უფო პროდუქტიული გახდა, ასე რომ ოქროს და ვერცხლის ღირებულება, მათი წარმოების უფრო გაადვილების გამო, დაიწია. ან ვიგულილსხმოთ, რომ ხავერდის საწარმოებლად გაცილებით ნაკლები შრომაა საჭირო, ვიდრე წინათ იყო, და რომ მისი ღირებულება წინანდელი ღირებულების ნახევარზე ჩამოვიდა. ამ შემთხვევაში ყველა იმ პირთა სიმდიდრე, რომელნიც ამ პროდუქტებს იყიდნენ, გადიდდებოდა: ერთს შეეძლო გაედიდებია თავისი ვერცხლის ჭურჭლის რაოდენობა, მეორეს შეეძლო ეყიდა ხავერდის ორმაგი რაოდენობა. მაგრამ ჭურჭლისა და ხავერდის დამატებითი რაოდენობის ფლობის მეოხებით ისინი წინანდელზე მეტ შრომას ვერ იყიდდნენ, ვინაიდან, ხავერდისა და ჭურჭლის საცვლელი ღირებულების დაწევის გამო, მათ ამ სახის სიმდიდრე პროპორციულად მეტი უნდა გაეღოთ, რათა ეყიდათ ერთი დღის შრომა. ამიტომ, სიმდიდრე არ შეიძლება შეფასდეს შრომის იმ რაოდენობის მიხედვით, რომელიც მას შეუძლია იყიდოს.

ყველა ზემოთ ნათქვამიდან სჩანს, რომ ქვეყნის სიმდიდრე ორგვარი გზით შეიძლება გადიდდეს: იგი შეიძლება გადიდდეს შემოსავლის უფრო დიდი ნაწილის გამოყენებით პროდუქტიული შრომის შესანახად, რაც გაადიდებს არა მარტო საქონელთა მთელი მასის რაოდენობას, არამედ მის ღირებულებასაც; ანდა შეიძლება გადიდებულ იქნეს, შრომის დამატებითი რაოდენობის დაუხარჯავად, შრომის იმავე რაოდენობის უფრო პროდუქტიულად გადაქცევის გზით, რაც გაადიდებს პროდუქტების რაოდენობას, მაგრამ არა მათ ღირებულებას.

პირველ შემთხვევაში ქვეყანა არა თუ მდიდარი გახდებოდა, არამედ მისი სიმდიდრის ღირებულებაც გაიზრდებოდა. ქვეყანა გამდიდრდებოდა დაზოგვის გზით, მით, რომ იგი შეამცირებდა ხარჯებს ფუფუნებისა და კომფორტის საგნებისთვის და ამ დანაზოგს რეპროდუქციისთვის მოიხმარდა.

მეორე შემთხვევაში არ შემცირდებოდა აუცილებლად, ხარჯები ფუფუნებისა და კომფორტის საგნებისთვის, არც გამოყენებულილ პროდუქტიული შრომის რაოდენობა გადიდდებოდა, არამედ იმავე შრომით მეტი პროდუქტი იქნებოდა წარმოებული; გაიზრდებოდა სიმდიდრე, მაგრამ არა ღირებულება. სიმდიდრის გადიდების ამ ორი წესიდან უპირატესობა უნდა მიეკუთვნოს უკანასკნელს, იმიტომ რომ იგი იმავე ეფექტს წარმოშობს და იმავე დროს მას არ ახლავს კომფორტის საგნების შემცირება, რაც აუცილებლად შეკავშირებულია პირველ წესთან. კაპიტალი ქვეყნის სიმდიდრის იმ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც გამოიყენება სამერმისო წარმოების მიზნით და შეიძლება იმავე წესით იქნეს გადიდებული, როგორც სიმდიდრე, დამატებითი კაპიტალი თანაბრად ეფექტური იქნება სამერმისო სიმდიდრის წარმოებისათვის, სულერთია, ტექნიკისა და მანქანების გაუმჯობესების გზით არის მიღებული ეს კაპიტალი, თუ შემოსავლის უდიდესი ნაწილის პროდუქტიულად გამოყენების გზით, ვინაიდან სიმდიდრე ყოველთვის დამოკიდებულია წარმოებულ საქონელთა რაოდენობაზე, იმ სიადვილისგან დამოუკიდებლად, რომლითაც შეიძლება მოპოებული იყოს წარმოებაში გამოყენებული იარაღები. მაუდის და სურსათის განსაზღვრული რაოდენობა ადამიანთა იმავე რაოდენობას შეინახავს და მისცემს სამუშაოს, მაშასადამე, იმავე რაოდენობის სამუშაოს შესრულებას მოაპოებინებს მის მფლობელს, სულერთია, 100 კაცის შრომითაა იგი მიღებული თუ 200 კაცის შრომით; მაგრამ იმ რაოდენობის ღირებულება ორჯერ მეტი იქნება, თუ მის წარმოებაზე 200 კაცის შრომაა დახარჯული.

იმ შესწორების მიუხედავად რომლებიც ბ-ნმა სეიმ შეტანა თავისი ნაწარმოების: „Traite d'Economie Politicue”-ის მეოთხე და უკანასკნელ გამოცემაში, მე მგონია, სიმდიდრისა და ღირებულების განსაზღვრაში იგი მაინც არ არის ბედიანი. იგი ამ ორ ცნებას სინონიმად სთვლის. მისი აზრით, ადამიანი მდიდარია იმდენად, რამდენადაც იგი ადიდებს თავისი ქონების ღირებულებას და შესაძლებლობა აქვს საქონელთა დიდი რაოდენობა ჰქონდეს თავის განკარგულებაში. „შემოსავლის ღირებულება - შენიშნავს იგი - მაშინაა გადიდებული, როდესაც, რაიმე მიზეზის გამო, მას შეუძლია მოგვიპოვოს პროდუქტების უფრო დიდი რაოდენობა”. ბ-ნი სეის აზრით, თუ მაუდის წარმოების სიძნელე ორჯერ გადიდდა, და მაუდი საქონელთა ორჯერ მეტ რაოდენობაზე იცვლება, ვიდრე წინათ იცვლებოდა, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ მაუდის ღირებულება გაორკეცდა. და ამაში მე მას სავსებით ვეთანხმები. მაგრამ თუ რაიმე განსაკუთრებული გაადვილება მიეცა საქონელთა წარმოებას და მაუდის წარმოების სიძნელე არ გაზრდილა, თუ, მაშასადამე, მაუდი წინანდებურად საქონელთა ორმაგ რაოდენობაზე იცვლებოდა, ბ-ნი სეი ამ შემთხვევაშიც იტყოდა, მაუდის ღირებულება გაორკეცდაო, მაშინ როდესაც საგანზე ჩემი სეხედულების თანახმად მას უნდა ეთქვა, რომ მაუდმა შეინარჩუნა თავისი წინანდელი ღირებულება და რომ ნახევრით შემცირდა სხვა საქონელთა ღირებულება. განა არ ეწინააღმდეგება ბ-ნი სეი თავის თავს, როდესაც ამბობს, რომ წარმოების გაადვილების გამო ორი ტომარა პური შეიძლება წარმოებულ იქნეს იქ, სადაც წინათ ერთი იწარმოებოდა, და რომ, მაშასადამე, თითოეული ტომრის ღირებულება წინანდელი ღირებულების ნახევრამდე დაეცემა, და ამის შემდეგ მაინც ამტკიცებს, - მაუდის მწარმოებელი, რომელიც ორ ტომარა პურზე სცვლის თავის მაუდს, ორჯერ მეტ ღირებულებას იღებს, ვიდრე წინათ, როდესაც თავის მაუდში მხოლოდ ერთი ტომარა პურის მიღება შეეძლოო. თუ ორი ტომარა პურს იგივე ღირებულება აქვს, რაც წინათ ერთს ჰქონდა, - ცხადია, მაუდის მწარმოებელი იღებს იმავე ღირებულებას და არა მეტს; მართალია, იგი იღებს სიმდიდრის ორმაგ რაოდენობას, სარგებლობის ორმაგ რაოდენობას ანუ ორმაგ რაოდენობას იმისას, რასაც ადამ სმიტი სახმარ ღირებულებას უწოდებს, მაგრამ არ იღებს ღირებულების ორმაგ რაოდენობას. ამიტომ ბ-ნი სეი მართალი არაა, როდესაც ღირებულებას, სიმდიდრეს და სარგებლობას სინონიმებად სთვლის. მართალია, ბ-ნი სეის ნაწარმოებში მოიპოება ბევრი ადგილი, რომელსაც მე შემიძლია გულმშვიდად დავეყრდნო ჩემი მოძღვრების დასამტკიცებლად შესახებ არსებითი განსხვავებისა ღირებულებასა და სიმდიდრეს შორის, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იქ მოიპოება აგრეთვე სხვა ადგილები, სადაც ავტორი წინააღმდეგ მოძღვრებას იცავს. ეს ადგილები მე არ ძალმიძს შევათანხმო ერთმანეთს. ამიტომ მე გადავწყვიტე ავღნიშნო ისინი და დავუპირისპირო ერთი მეორეს, რათა ბ-ნ სეის, უკეთუ იგი პატივს დამდებს და ყურადღებას მიაქცევს ჩემ შენიშვნებს, შესძლოს თავისი ნაწარმოების ერთ-ერთ შემდგომ გამოცემაში შეიტანოს ისეთი განმარტებები, რომლებიც მოსპობს იმ სიძნელეს, რასაც ჩვენ - როგორც მე, ისე ბევრი სხვაც - ვგრძნობთ, როდესაც გვინდა მისი ნამდვილი შეხედულება გამოვარკვიოთ.

1. ორი პროდუქტის ერთი მეორეზე გაცვლისას ჩვენ ნამდვილად იმ სხვადასხვა სამსახურს ვსცვლით, რომელიც გაწეული იყო იმ პროდუქტების შესაქმნელად. გვ. 504.

2. არ არსებობს ნამდვილი სიძვირე გარდა იმისა, რომელიც წარმოების ხარჯებისგან წარმოსდგება. ნამდვილ ძვირი ნივთი მხოლოდ ის ნივთია, რომლის წარმოება ბევრი ღირს. გვ. 497.

3. ყველა იმ პროდუქტიული სამსახურის ღირებულება, რომელიც საჭიროა პროდუქტის შექმნისათვის, შეადგენს ამ პროდუქტის წარმოების ხარჯებს. გვ. 505.

4. სარგებლობა განსაზღვრავს საქონლის მოთხოვნას, მაგრამ წარმოების ხარჯები ზღუდავს ამ მოთხოვნას. თუ საქონლის სარგებლობა საკმარისი არა იმისთვის, რომ წარმოების ხარჯების დონეზე აიყვანოს მისი ღირებულება, იმ შემთხვევაში ეს საქონელი არ ღირს იმად, რაც მასზე დაიხარჯა; და ამაში უნდა ვხედავდეთ იმის დამტკიცებას, რომ იგივე პროდუქტიული სამსახური შეიძლებოდა მეტი სარგებლობით გამოყენებული ყოფილიყო მრეწველობის სხვა დარგში. პროდუქტიული ფონდების მესაკუთრეები, ისინი, რომელთაც აქვთ თავიანთ განკარგულებაში კაპიტალი, მიწა ან შრომა, მუდამ ადარებენ წარმოების ხარჯებს წარმოებულ საგანთა ღირებულებას ანუ, რაც იმასვე ნიშნავს, ადარებენ სხვადასხვა საქონელთა საცვლელ ღირებულებას ერთი მეორეს. სინამდვილეში წარმოების ხარჯები სხვა არა არის რა, თუ არ ღირებულება პროდუქტიული სამსახურისა, რომელიც გაწეულია საქონლის საწარმოებლად, და პროდუქტიული სამსახურის ღირებულება სხვა არა არის რა, თუ არ წარმოებული საქონლის ღირებულება. აქედან გამომდინარეობს, რომ საქონლის ღირებულება, პროდუქტიული სამსახურის ღირებულება, წარმოების ხარჯების ღირებულება - წარმოადგენს ეკვივალენტ ღირებულებას, უკეთუ ყოველი სგანი მის ბუნებრივ მსვლელობაზეა მინებეული.

5. შემოსავლის ღირებულება მაშინ არის გაზრდილი, როდესაც იგი - სულერთია, რა საშუალებით - პროდუქტების მეტ რაოდენობას მოგვიპოებს.

6. ფასი საზომია საგანთა ღირებულების, და საგანთა ღირებულება საზომია მათი სარგებლიანობის. ტ. II, გვ. 4.

7. თავისუფლად შესრულებული გაცვლა-გამოცვლა გვიჩვენებს მოცემული დროისა, ადგილისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისთვის, რომელშიაც ვიმყოფებით, იმ ფასს, რომელსაც ჩვენ ვაკუთვნებთ გაცვლილ ნივთებს. გვ. 466.

8. წარმოება ნიშნავს ღირებულების შექმნას ნივთისთვის სარგებლიანობის მიცემით ან სარგებლიანობის გადიდებით, მაშასადამე, ნივთის მიმართ მოთხოვნის გაჩენით, რაც პირველი მიზეზია მისი ღირებულებისა. ტ. II, გვ.487.

9. შექმნილი სარგებლიანობა შეადგენს პროდუქტს. აქედან გამომდინარე საცვლელი ღირებულება მარტოოდენ საზომია ამ სარგებლიანობის, საზომია წარმოების, რომელსაც ადგილი ჰქონდა. გვ. 490.

10. სარგებლიანობა, რომელსაც განსაზღვრული ქვეყნის მოსახლეობა პოულობს პროდუქტში, სხვაფრივ არ შეიძლება შეფასებულ იქნეს თუ არ იმ ფასით, რომელსაც მოსახლეობა აძლევს პროდუქტში. გვ. 502.

11. ფასი საზომია სარგებლიანობის, რომელიც, ადამიანთა აზრით, აქვს პროდუქტს; საზომია დაკმაყოფილების, რომელსაც გვაგრძნობინებს მისი მოხმარება, იმიტომ რომ არავინ არ მოიხმარებდა ამ ღირებულებას, თუ იმავე ფასით შესაძლებელი იქნებოდა უფრო დიდი სარგებლიანობის მოპოება, უფრო დიდი სიამოვნების მიღება. გვ. 506.

12. ყველა სხვა საგნის რაოდენობა, რომელიც შეიძლება ხელად მიღებულ იქნეს გაცვლით იმ საგანში, რომლის გაცემა ადამიანს სურს, შეადგენს ყველა დროში უცილობელ ღირებულებას. ტ. II, გვ. 4.

თუ არ არსებობს ნამდვილი სიძვირე გარდა იმისა, რომელიც წარმოების ხარჯებისგან წარმოსდგება (იხ. №2), მაშ როღორღა შეიძლება გადიდდეს საქონლის ღირებულება (იხ. №5), თუ მისი წარმოების ხარჯები არ გადიდებულა? ნუ თუ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი გაიცვლება მეტ იაფ საქონელზე, - მეტ ისეთ საქონელზე, რომლის წარმოების ხარჯები შემცირდა? თუ მე ერთ გირვანქა ოქროში 2 000-ჯერ მეტ მაუდს ვაძლევ, ვიდრე გირვანქა რკინაში, განა ეს იმას ამტკიცებს, რომ სარგებლიანობა, რომელსაც მე ოქროს მივაწერ, 2 000-ჯერ მეტია რკინის სარგებლიანობაზე? რასაკვირველია, არა. ეს ამტკიცებს მხოლოდ, როგორც ბ-ნი სეიც თანახმა არის (იხ. №4), რომ ოქროს წარმოების ხარჯები 2000-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე რკინის წარმოების ხარჯები. თუ ამ ორი ლითონის წარმოების ხარჯები ერთნაირი იყო, მე მათში ერთნნაირ ფასს მივცემდი,; მაგრამ თუ სარგებლიანობა იქნებოდა ღირებულების საზომი, მე ალბათ რკინაში მეტს მივცემდი. სწორედ მწარმოებელთა კონკურენცია, „რომელნიც მუდამ ადარებენ წარმოების ხარჯებს წარმოებულ საგანთა ღირებულებას” (იხ. №4), აწესრიგებს სხვადასხვა პროდუქტის ღირებულებას. ამიტომ, თუ მე შილინგს ვაძლევ ერთ შოთ პურში და 21 შილინგს ერთ გინეაში, ეს კიდევ იმას არ ამტკიცებს, რომ, ჩემი შეფასებით ესაა შედარებითი საზომი მათი სარგებლიანობისა.

№4-ში ბ-ნი სეი ადგას, თითქმის უცვლელად, ღირებულების იმ მოძღვრებას, რომელსაც მე ვიცავ. თავის პროდუქტიულ სამსახურში მას შეაქვს მიწის, კაპიტალის და შრომის სამსახური; მე კი შემაქვს მხოლოდ კაპიტალი და შრომა და სავსებით ვრიცხავ იქიდან მიწას. ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა გამომდინარეობს იმ სხვადასხვა შეხედულებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს რენტის შესახებ: მე რენტას განვიხილავ ყოველთვის როგორც ნაწილობრივი მონაპოლიის შედეგს, რომელიც სინემდვილეში არასოდეს არ განსაზღვრავს ფასს. არამედ - უფრო - თვითონ წარმოადგენს მის ნამოქმედარს. მემამულეებს რომ კიდეც ეთქვათ რენტაზე უარი, მიწაზე წარმოებული პროდუქტები მაინც, მე ვფიქრობ. არ გახდებოდა უფრო იაფი, იმიტომ რომ ამ პროდუქტების ნაწილი ყოველთვის იწარმოება ისეთ მიწაზე, რომლისათვის რენტა არ ან ვერ გადაიხდება, ვინაიდან გარდამეტი პროდუქტი მხოლოდ კაპიტალის მოგების გასასტუმრებლადაა საკმარისი.

დაბოლოს, მე, თუმცა დიდად ვაფასებ იმ სარგებლობას, რომელიც მომხმარებელთა ყველა კლასისთვის წარმოსდგება საქონელთა რეალური სიუხვისა და სიიაფისაგან, ვერ დავეთანხმები ბ-ნ სეის, როდესაც იგი ერთი საქონლის ღირებულებას სხვა საქონელთა რაოდენობით ზომავს, რომელზედაც პირველი გაიცვლება. მე სავსებით ვიზიარებ ერთი ფრიად გამოჩენილი მწერლის ბ-ნი დესტიუტ დე ტრასის, აზრს, რომელიც ამბობს, რომ „რაიმე საგნის გაზომვა ნიშნავს მის შედარებას განსაზღვრულ რაოდენობასთან სხვა საგნისა, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული შედარების მასშტაბად, ზომის ერთეულად. მაშასადამე, სიგრძის, წონის, ღირებულების გაზომვა ნიშნავს იმას, რომ განვსაზღვროთ, რამდენს შეიცავენ ისინი მეტრს, გრამს, ფრანკს, ერთი სიტყვით, ერთი და იმავე სახის ერთეულს“. ფრანკი ღირებულების საზომია არა ყოველი საგნისთვის, არამედ მხოლოდ იმავე ლითონის რაოდენობისთვის, რომლისგანაც იგი არის გაკეთებული, უკეთუ ფრანკი და გასაზომი საგანი არ შეიძლება შევადაროთ რაიმე სხვა საზომს, რომელიც საერთოა ორივესთვის. ეს, მე მგონია, არის შესაძლებელი, რადგან ორივე შრომის შედეგს წარმოადგენენ. ამიტომ, შრომა არის ის საერტო საზომი, რომლითაც შეიძლება განსაზღვრულ იქნეს მათი როგორც რეალური, ისე შეფარდებითი ღირებულება. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ აზრს, როგორც ეტყობა, ბ-ნი დესტიუტ დე ტრასიც იზიარებს.3 იგი ამბობს: „რადგან უცილობელია, რომ ჩვენი ფიზიკური და მორალური უნარი წარმოადგენს ჩვენს ერთადერთს თავდაპირველ სიმდიდრეს, ამიტომ ამ უნარის გამოყენება შეადგენს ჩვენს ერთადერთ თავდაპირველ საუნჯეს; და ამ გამოყენებითაა, რომ იქმნება ყველა ის საგნები, რომლებსაც ჩვენ სიმდიდრეს ვუწოდებთ, - როგორც აუცილებელი მოთხოვნილების საგნები, ისე ის საგნებიც, რომელნიც მარტოოდენ ჩვენს სიამოვნებას ემსახურებიან. ცხადია აგრეთვე, რო ყველა ეს საგნები წარმოადგენს მხოლოხ შრომას, რომელმაც ისინი შეჰქმნა, და თუ მათ აქვთ ღირებულება, ან ორი სხვადასხვა ღირებულებაც კი, ამას ისინი მიიღებენ იმ შრომის რაოდენობისგან, რომლიდანაც წარმოსგებიან.“

ბ-ნი სეი, როდესაც ადამ სმიტის დიადი ნაწარმოების ღირსებასა და ნაკლზე ლაპარაკობს, შეცდომად უთვლის სმიტს იმას, რომ „იგი მარტო ადამიანის შრომას მიწერს ღირებულების წარმოშობის უნარს. უფრო ზედმიწევნითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ღირებულება წარმოსდგება შრომის ანუ, უფრო სწორად, ადამიანთა შრომის მოყვარეობის, ბუნების ძალის და კაპიტალის შეერთებული მოქმედებით. ამ პრინციპის უცოდნელობამ ხელი შეუშალა სმიტს დაემყარებია ჭეშმარიტი თეორია მანქანების გავლენისა სიმდიდრის წარმოებაზე“.

წინააღმდეგ ადამ სმიტის შეხედულებისა, ბ-ნი სეი, მეოთხე თავში, ლაპარაკობს ღირებულებაზე, რასაც პროდუქტებს აძლევენ ისეთი ბუნებრივი ფაქტორები, როგორიცაა მზე, ჰაერი, ატმოსფერის წნევა და სხვ. რომელნიც ზოგჯერ ადამიანის შრომის მაგიერობას ეწვიან და ზოგჯერ მასთან ერთად მოქმედებენ წარმოებაში.4 მაგრამ ეს ბუნებრივი ფაქტორები, თუმცა დიდად მატებენ საქონელს სახმარ ღირებულებას, არასოდეს არ მატებენ მას საცვლელ ღირებულებას, და სწორედ ამ უკანასკნელზე ლაპარაკობს აქ ბ-ნი სეი. როგორც კი ჩვენ მანქანებისა ან ბუნების მეცნიერებათა დახმარებით ბუნებრივ ძალებს ვაიძულებთ ის სამუშაო შეასრულონ, რასაც წინათ ადამიანი ასრულებდა, - ამ სამუშაოს საცვლელი ღირებულება დაბლა დაიწევს შესაბამისად. თუ აქამომდე ხორბლის წისქვილი 10 ადამიანის შრომას მოჰყავდა მოძრაობაში, და აღმოაჩინეს, რომ ამ 10 ადამიანის შრომა შეიძლება დაზოგვილ იქნეს ჰაერის ან წყლის მოქმედებით, - ფქვილის ღირებულება, რამდენადაც ფქვილი ნაწილობრივ წისქვილის მუშაობის პროდუქტს წარმოადგენს, მაშინვე დაიწევს დაზოგვილი შრომის რაოდენობის შესაბამისად. საზოგადოება უფრო მდიდარი გახდება საქონელთა მთელი იმ რაოდენობით, რომლის წარმოება შეუძლია 10 ადამიანის შრომას, ვინაიდან ამ უკანასკნელთა შესანახად დანიშნული ფონდი სრულიად არ შემცირებულა. ბ-ნი სეი ვერ არჩევს გამუდმემბით არსებით განსახვავებას სახმარ ღირებულებასა და საცვლელ ღირებულებას შორის.

ბ-ნი სეი უსაყვედურებს დოქტორ სმიტს, რომ ამ უკანასკნელმა ვერ შენიშნა ღირებულება, რომელსაც პროდუქტებს აძლევევნ ბუნებრივი ფაქტორები და მანქანებიო, რადგან ფიქრობდა, ყველა საგნის ღირებულება ადამიანის შრომიდან გამომდინარეობსო. მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს საყვედური საფუძვლიანი იყოს, ვინაიდან ადამ სმიტი ყველგან აღიარებს იმ სამსახურს, რომელსაც ჩვენ გვიწევენ ბუნებრივი ფაქტორები და მანქანები. მაგრამ იგი სისწორით განასხვავებს იმ ღირებულების ბუნებას, რომელსაც ისინი მატებენ პროდუქტებს: ისინი სამსახურს გვიწევენ მით, რომ ადიდებენ პროდუქტების რაოდენობას, რომ ხდიან ადამიანს უფრო მდიდარს, ადიდებენ რა სახმარ ღირებულებას; მაგრამ ისინი მუშაობას ასრულებენ მუქთად, ვინაიდან ჩვენ არას ვიხდით ჰაერით, სითბოთი და წყლით სარგებლობისათვის, და ამიტომ მათი დახმარება არას მატებს საცლელ ღირებულებას.

___________________

1. ადამ სმიტი ამბობს: ,,განსხვავება პროდუქტების და შრომის ნამდვილსა და მინიმალურ ფასს შორის წარმოადგენს არა მარტო თეორიულ ინტერესს, არამედ მას შეიძლება ხშირად დიდი მნიშვნლობა ჰქონდეს პრაქტიკაშიც”. მე თანახმა ვარ მისი; მაგრამ პროდუქტების და შრომის ნამდვილ ფასს უკეთ არ განსაზღვრავს მათი ფასი საქონელთა სახით, რაც ადამ სმიტისთვის ნამდვილ საზომს წარმოადგენს, ვიდრე მათი ფასი ოქროს და ვერცხლის სახით, რასაც სმიტი ნომინალურ საზომად სთვლის. მუშა მხოლოდ მაშინ იღებს ნამდვილ მაღალ ფასს თავის შრომისათვის, როდესაც მას თავისი ხელფასით შრომის უფრო დიდი რაოდენობის პროდუქტი შეუძლია იყიდოს.

2. I ტომში, გვ. 108, ბ-ნი სეი ამბობს, რომ ვერცხლს ამჟამად იგივე ღირებულება აქვს, რაც ლუი მე-XIV-ის მეფობის დროს ჰქონდა, ,,იმიტომ რომ ვერცხლის იმავე რაოდენობას პურის იმავე რაოდენობის ყიდვა შეუძლიაო”.

3. Elements d'Ideologie, vol. IV. p. 99. - ამ თხზულებაში ბ-ნმა დესტიუტ დე ტრასიმ მოგვცა სასარგებლო და ჩინებული გამოკვლევა პოლიტიკური ეკონომიის ზოგადი პრინციპების შესახებ. და მე უნდა დავსძინო, ჩემდა სამწუხაროდ, რომ იგი თავისი ავტორიტეტით მხარს უჭერს იმ განსაზღვრას, რომელიც ბ-ნმა სეიმ მისცა სიტყვებს: ,,ღირებულებას”, ,,სიმდიდრეს” და ,,სარგებლიანობას”.

4. ,,პირველი ადამიანი, რომელმაც ისწავლა ლითონის დნობა ცეცხლით არ არის ნამდვილლი შემქმნელი იმ ღირებულებისა, რომელსაც ეს პროცესი მატებს დამდნარ ლითონს. ეს ღირებულება შედეგია ცეცხლის ფიზიკური მოქმედებისა, რომელიც შეერთებულია იმ ადამიანთა შრომის მოყვარეობასა და კაპიტალთან, ვინც ამ პროცესს გამოიყენებს ხოლმე”.

,,ამ შეცდომიდან სმიტმა მცდარი დასკვნა გააკეთა: რომ ყველა პროდუქტის ღირებულება წარმოადგენს ადამიანის ახლანდელ ან წინანდელ შრომას ანუ, სხვა სიტყვებით, რომ სიმდიდრე სხვა არა არის რა, თუ არა დაგროვილი შრომა, და აქედან იგი აკეთებს მეორე, ასევე ყალბ, დასკვნას, რომ შრომის ერთადერთი საზომია სიმდიდრისა ანუ პროდუქტების ღირებულებისა” (თავი IV, გვ. 31). დასკვნები, რომლებსაც ბ-ნი სეი აღნიშნავს, მას ეკუთვნის და არა დოქტორ სმიტს. ეს დასკვნები სწორია, თუ ღირებულებას არ განვასხვავებთ სიმდიდრისგან, და აღნიშნულ ადგილას ბ-ნი სეი არ განასხვავებს. თუმცა ადამ სმიტი, რომლის აზრით სიმდიდრე მდგომარეობს არსებობის, კომფორტისა და სიამოვნების საგანთა სიუხვეში, კი დათანხმდებოდა რომ მანქანები და ბუნებრივი ფაქტორები მნიშვნელოვნად ადიდებენ ქვეყნის სიმდიდრეს, მაგრამ არ დათანხმდებოდა, რომ ისინი მატებენ რაიმე ღირებულებას”.

24 თავი XXI: დაგროვების გავლენა მოგებასა და სარგებელზე

▲ზევით დაბრუნება


იმ ცნობების შემდეგ, რომლებიც კაპიტალის მოგების შესახებ მოცემული იყო ჩვენ მიერ, თითქოს ცხადია, რომ კაპიტალის დაგროვება დიდი ხნით ვერ დასწევს დაბლა მოგებას, თუ ამასთანავე არ არსებობს რაიმე მუდმივი მიზეზი, რომელიც იწვევს ხელფასის აწევას. შრომის შესანახად დანიშნული ფონდები რომც გაორკეცდეს, გასამკეცდეს ან გაოთხკეცდეს, ძნელი არ იქნებოდა მაინც მუშა ხელის საჭირო რაოდენობის პოვნა, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო ამ ფონდების საშუალებით. მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში საზრდოს რაოდენობის განუწყვეტლივ გადიდებას მზარდი სიძნელე აქვს, იმავე ღირებულების ფონდები, ალბათ, აღარ იქნებოდა საკმარისი შრომის იმავე რაოდენობის შესანახად. იმავე სიადვილით რომ შეიძლებოდეს მუშის საარსებო საგნების გამრავლება, მაშინ - რა ზომითაც ხდებოდეს კაპიტალის დაგროვება - მოგების ან ხელფასის ნორმა არ განიცდიდა მუდმივ ცვლილებას. მაგრამ ადამ სმიტი არავითარ ყურადღებას არ აქცევს დამატებითი კაპიტალის მიერ გამოსაყენებელი დამატებითი მუშების რიცხვისთვის საზრდოს მოპოების მზარდ სიძნელეს, და მოგების დაწევას ყოველთვის კაპიტალის დაგროვებას და აქედან გამომდინარე კონკურენციას მიაწერს. „კაპიტალის ზრდას”, ამბობს იგი, „რომელიც მაღლა სწევს ხელფასს ტენდენცია აქვს დასწიოს მოგება. როდესაც მრავალ მდიდარ ვაჭართა კაპიტალები მრეწველობის ერთსა და იმავე დარგს მიაწყდებიან, მათი საურთიერთო კონკურენცია, რასაკვირველია, იწვევს მოგების დაწევას. და თუ კაპიტალის ამ ზრდას თანაბრად ადგილი აქვს ერთი და იმავე საზოგადოების მრეწველობის ყველა დარგში, - იგივე კონკურენცია იმავე შედეგს გამოიღებს ყველაში”. ადამ სმიტი ამ ადგილას ხელფასის აწევაზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს არის დროებითი აწევა, რომელიც გამოწვეულია მით, რომ შრომის შესანახად დანიშნული ფონდები გაიზარდა მოსახლეობის გადიდებაზე უფრო ადრე. იგი, როგორც ეტყობა, ვერ ამჩნევს, რომ იმავე დროს, როდესაც კაპიტალი იზრდება, იმავე პროპორციით იზრდება კაპიტალით შესასრულებელი სამუშაოც. მაგრამ ბ-ნმა სეიმ ფრიად დამაკმაყოფილებლად დაგვანახვა, რომ არ არსებობს კაპიტალის ისეთი თანხა, რომელიც შეუძლებელი იყოს გამოყენებულ იქნეს ქვეყანაში, ვინაიდან მოთხოვნა მხოლოდ წარმოებითაა ზღვარდებული. ყოველი ადამიანი მხოლოდ იმ განზრახვით აწარმოებს, რომ მოახმაროს ან გაჰყიდოს, და იგი ჰყიდის მხოლოდ იმ განზრახვით, რომ იყიდოს რაიმე სხვა საქონელი, რომელიც შეიძლება უშუალოდ სასარგებლო იყოს მისთვის ან ხელისშემწყობი იყოს შემდგომი წარმოებისთვის. ამრიგად, ყოველი მწარმოებელი ხდება აუცილებლად ან თავის ნაწარმოებთა მომხმარებელი ან რომელიმე სხვა მწარმოებლის პროდუქტების მყიდველი და მომხმარებელი. არაა საფიქრელი, რომ დიდი ხნის განმავლობაში იგი ცუდად იქნება ცნობებით აღჭურვილი იმის შესახებ, თუ რა და რა საქონელი შეუძლია მას აწარმოოს უდიდესი სარგებლობით, რათა მიაღწიოს თავის მიზანს, სახელდობრ, - შეიძინოს სხვა საქონელი. ამიტომ, არაა მოსალოდნელი, რომ იგი განაგრძობს ისეთი საქონლის წარმოებას, რომლისთვის მოთხოვნა არ არსებობს.1

ამრიგად, კაპიტალის ყოველი თანხა, რომელიც დაგროვილია განსაზღვრულ ქვეყანაში, შეიძლება მასში გამოყენებული იქნეს პროდუქტიულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელფასი, საარსებო საგნებზე ფასების გადიდების გამო, ისე მაღლა იწევს და, ამიტომ, კაპიტალის მოგებისთვის ისე ცოტა რჩება, რომ ჰქრება ყოველი სტიმული დაგროვებისათვის.2 ვიდრე კაპიტალის მოგება მაღალია, ადამიანთ აქვთ სტიმული დაგროვებისათვის. ვიდრე ადამიანს ჯერ კიდევ სავსებით არ დაუკმაყოფილებია ყველა თავისი მოთხოვნილება, მას ექნება მოთხოვნა მეტი პროდუქტებისათვის, და ეს მოთხოვნა იქნება ნამდვილი მოთხოვნა, სანამ იმ ადამიანს მოეპოება რაიმე ახალი ღირებულება, რათა იმ პროდუქტების სამაგიეროდ მისცეს გაცვლისას, თუ 10 0000 გირვ. სტერლინგის მქონებელ ადამიანს 10 000 გირვ სტერლინგს აძლევენ წლიურად, იგი არ ჩაჰკეტავს სკივრში ამ თანხას, არამედ ან თავის ხარჯებს გაადიდებს 10 000 გირვ. სტერლინგით, ან მას გამოიყენებს პროდუქტიულად, ანდა იმავე მიზნისთვის ვინმეს მისცემს სესხად. ყოველ შემთხვევაში, მოთხოვნა გაიზრდება, თუმცა - სხვადასხვა საგნების მიმართ. თუ მან თავისი ხარჯები გაადიდა, მისი ნამდვილი მოთხოვნა, ალბათ, ისეთი საგნებისკენ იქნება მიმართული, როგორიცაა სახლები, ავეჯეულობა ან რაიმე სხვა საგანი კომფორტისა. თუ მან თავისი 10 000 გირვ. სტერლინგი პროდუქტიულად გამოიყენა, მისი ნამდვილი მოთხოვნა მიმართულილ იქნება სარჩოზე, ტანსაცმელზე და ნედლ მასალაზე, რომელთა საშუალებით სამუშაო მიეცემოდა ახალ მუშებს. მაგრამ ერთსა და მეორე შემთხვევაშიც ეს იქნება მოთხოვნა.3

პროდუქტებს ყოველთვის პროდუქტებით ყიდულობენ ან სამსახურით; ფული მარტოოდენ საშუალებაა, რომლითაც გაცვლა-გამოცვლა სრულდება. რომელიმე ცალკეული საქონელი შეიძლება ძალზე ბლომად იყოს წარმოებული; იგი შეიძლება ისე ჭარბად მოიპოებოდეს ბაზარზე, რომ არ ანაზღაურებდეს მასზე დახარჯულ კაპიტალს. მაგრამ ამას ადგილი ვერ ექნება ყველა საქონლის შესახებ. პურის მოთხონა შემოფარგლულია მჭამელთა რიცხვით, რომლებმაც იგი უნდა მოიხმარონ, ფეხსაცმლის და სერთუკების მოთხოვნა - იმ პირთა რიცხვით, რომლებმაც ისინი უნდა ატარონ. მართალია, საზოგადოებას - ან საზოგადოების ნაწილს - შეუძლია ჰქონდეს იმდენი პური და იმდენი ქუდი და ფეხსაცმელი, რამდენიც ძალუძს ან სურს მოიხმაროს; მაგრამ ეგევე არ შეიძლება ითქვას ყოველი პროდუქტის შესახებ, რომელსაც ბუნება ან ხელოვნება აწარმოებს. ზოგნი მეტ ღვინოს მოიხმარებდნენ, მისი მოპოების შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ. სხვები, რომელთაც ღვინო საკმაოდ აქვთ, ისურვებდნენ თავიანთი ავეჯეულობის რაოდენობის გადიდებას ან მისი ხარისხის გაუმჯობესებას. სხვები კიდევ ისურვებდნენ იქნებ თავიანთი პარკების გამშვენიერებას ან თავიანთი სახლების გაფართოებას. ყველა ამის ან რაიმე მის მსგავსის გაკეთების სურვილი ყველა ადამიანის გულშია ჩანერგილი; ამისთვის საჭიროა მხოლოდ სახსარი, და ამ სახსრის მოცემა მხოლოდ წარმოების გადიდებას შეუძლია. თუ მე მექნებოდა ჩემს განკარგულებაში საზრდო და სხვა საარსებო საგნები, არ გამიჭირდებოდა მუშების პოვნა, რომლებიც დამიმზადებდნენ ჩემთვის ყველაზე უფრო სასარგებლო ან სასურველ საგნებს.

ეს გადიდებული წარმოება და იქიდან გამომდინარე მოთხოვნა, რომელსაც იგი იწვევს, დასწევს დაბლა მოგებას თუ არ დასწვს, - დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ხელფასის ზრდაზე; და ხელფასის აწევა, - მოკლე პერიოდის გამორიცხვით, - მუშის სარჩოს და სხვა საარსებო საგნების წარმოების სიადვილეზეა დამოკიდებული. მე ვამბობ, მოკლე პერიოდის გამორიცხვით მეთქი, იმიტომ რომ არც ერთი დებულება არაა ისე კარგად დასაბუთებული, როგორც ეს: რომ მუშების მიწოდება ყოველთვის, ბოლოს და ბოლოს, შეფარდებული იქნება მათი შენახვის საშუალებებთან.

არის მხოლოდ ერთი შემთხვევა, და ისიც დროებითი, როდესაც კაპიტალის დაგროვება, საზრდოს დაბალი ფასის არსებობისას, შეიძლება დაკავშირებული იყოს მოგების დაწევასთან. ეს მოხდება ხოლმე მაშინ, როდესაც მუშების შესანახი ფონდები გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მოსახლეობა: ამ შემთხვევაში ხელფასი იქნება მაღალი, ხოლო მოგება - დაბალი. ყოველი ადამიანი თუ ხელს აიღებდა ფუფუნების საგნებზე და მხოლოდ კაპიტალის დაგროვებაზე იფიქრებდა, - შესაძლებელია საარსებო საგნების ისე დიდი რაოდენობა ყოფილიყო წარმოებული, რომ იგი დაუყოვნებლივ ვერ ჰპოებდა მომხმარებლებს. ეს პროდუქტები, სხვებრ რიცხვით ესოდენ შეზღუდული, უეჭველია, ყველგან ჭარბად იქნებოდა, და ამის გამო არც მოთხოვნა იქნებოდა მათი დამატებითი რაოდენობის მიმართ და არც მოგებას მოიტანდა დამატებითი კაპიტალის გამოყენება. თუ ადამიანები მოხმარებას შესწყვეტდნენ, - შესწყვეტდნენ წარმოებას. ეს გამონაკლისი არ სპობს საზოგადო წესს. ძენალად საფიქრალია, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც, მაგალითად, ინგლისია, არსებობდეს მიდრეკილება, რომ ქვეყნის მთელი კაპიტალი და შრომა მარტოოდენ საარსებო საგნების წარმოებაზე იყოს მოხმარებული.

თუ ვაჭრები თავიანთ კაპიტალებს საგარეო ვაჭრობაში ან სატრანსპორტო ვაჭრობაში ათავსებენ, ისინი ამას სჩადიან არა აუცილებლობის გამო, არამედ მოქმედებენ თავისუფალი არჩევის საფუძველზე; მოქმედებენ ასე იმტომ, რომ მოგება იმ ვაჭრობაში ცოტათი უფრო მაღალია, ვიდრე შინაურ ვაჭრობაში.

ადამ სმიტს სისწორით აქვს აღნიშნული, „რომ საზრდოს მოთხოვნილება ყოველი ადამიანისათვის შემოფარგლულია ადამიანის სტომაქის შეზღუდული ტევადობით, მაგრამ კომფორტისა და სახლის მოწყობილობისა, მორთულობისა, ეტლებისა და საოჯახო ავეჯეულობის მოთხოვნილებას, როგორც ეტყობა, არავითარი საზღვარი ან გარკვეული ზღუდე არ უდევს”. მაშასადამე, აუცილებლად არის ბუნების მიერ შეზღუდული კაპიტალის ის რაოდენობა, რომელიც ამა თუ იმ მომენტში შეიძლება მოგებით იქნეს გამოყენებული მიწათმოქმედებაში; მაგრამ ბუნებას არავითარი საზღვარი არა აქვს დადებული იმ კაპიტალის სიდიდისთვის, რომელიც, „კომფორტისა და მორთულობის” საგნების წარმოებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს. იმ საამო საგანთა მაქსიმალური რაოდენობის მოპოება, - აი, მიზანი, რომელიც თვალწინ აქვთ ადამიანთ, და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მიზანი უკეთ მიიღწევა საგარეო ვაჭრობის ან სატრანსპორტო ვაჭრობის გზით, ისინი რჩევობენ უფრო ამ ვაჭრობაში მოაქციონ თავიანთი კაპიტალი, ვიდრე გაიღონ იგი მოთხოვნილი პროდუქტების ან მათი სუროგატების საწარმოებლად ქვეყნის შიგნით. მაგ. რამ თუ რაიმე განსაკუთრებულმა გარემოებამ ხელი შეგვიშალა დავაბანდოთ კაპიტალი საგარეო ან სატრანსპორტო ვაჭრობაში, ჩვენ მას გამოვიყენებთ, თუმცა ნაკლები სარგებლობით, ქვეყნის შიგნით. და რადგან „კომფორტისა, სახლის მოწყობილობისა, მორთულობისა, ეტლებისა და საოჯახო ავეჯეულობის მოთხონილება” უსაზღვრო არის, ამიტომ იმ კაპიტალის რაოდენობაც, რომელიც შეიძლება მათ საწარმოებლად იქნეს გამოყენებული, არ უდევს არავითარი ზღუდე გარდა იმისა, რაიც ზღუდავს ჩვენს უნარს იმ მუშათა შენახვისას, რომლებმაც ეს საგნები უნდა აწარმოონ.

მაგრამ ადამ სმიტი ლაპარაკობს სატრანსპორტო ვაჭრობაზე არა როგორც არჩევის საგანზე, არამედ როგორც აუცილებლობის საგანზე, თითქოს კაპიტალი თუ იგი მასში არ იქნებოდა მოთავსებული, უმოქმედო დარჩებოდა, თითქო კაპიტალი, შინაურ ვაჭრობაში მოთავსებული, ამ უკანასკნელის არხებში ვერ დაეტევოდა და გადმოხეთქავდა, თუ იგი განსაზღვრული სიდიდით არ იქნებოდა ზღვარდებული. სმიტი ამბობს: „როდესაც რომელიმე ქვეყნის კაპიტალი იმ ზომამდე გაიზარდა, რომ იგი აღარ შეიძლება მთლად გამოყენებულ იქნეს მოხმარების საგნების საწარმოებლად და იმ ცალკეული ქვეყნის პროდუქტიული შრომის შესანახად, მაშინ ამ კაპიტალის გარდამეტი თავისთავად გადაეშვება სატრანსპორტო ვაჭრობაში და იქ გამოიყენება იმისთვის, რომ იგივე სამსახური შეასრულოს სხვა ქვეყნისათვის”.

„დაახლოებით 96 000 კასრ თამბაქოს ვყიდულობთ ყოველწლიურად ბრიტანეთის სამრეწველო გარდამეტი პროდუქტის ერთი ნაწილი. მაგრამ დიდი ბრიტანეთის მოთხოვნა საჭიროებს, იქნებ, არა უმეტეს 14 000-ისა, მაშასადამე, თუ დანარჩენი 82 000 ვერ გაიგზავნებოდა საზღვარგარეთ და არ გაიცვლებოდა სხვა რამეზე, რის მიმართ ქვეყნის შიგნით მეტი მოთხოვნა არსებობს, იმ შემთხვევაში თამბაქოს იმპორტი ხელად შესწყდებოდა და მასთან ერთად შესწყდებოდა პროდუქტიული შრომა დიდი ბრიტანეთის მცხოვრებთა, რომელნიც ამჟამად იმ საქონელთა წარმოებაში მოსაქმეობენ, რითაც ჩვენ ყოველწლიურად იმ 82 000 კასრ თამბაქოს ვყიდულობთ”. მაგრამ განა დიდი ბრიტანეთის პროდუქტიული შრომის ეს ნაწილი ვერ გამოიყენებოდა რომელიმე სხვა სახის საქონლის დასამზადებლად, რითაც შეიძლებოდა ქვეყნისათვის უფრო საჭირო რამ გვეყიდა? და თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა, განა ჩვენ ვერ შევსძლებდით ამ პროდუქტიული შრომის გამოყენებას, თუნდაც ნაკლები სარგებლობით, იმ პროდუქტების საწარმოებლად შინ, რომლების მიმართ აქ მოთხოვნა არსებობს, ან, ყოველ შემთხვევაში, მათი სუროგატების საწარმოებლად? თუ ჩვენ ხავერდი გვესაჭიროებოდა, განა არ შეგვეძლო გვეცადნა თვითონ დაგვეწყო ხავერდის წარმოება? ხოლო თუ ეს ჩვენ ვერ მოგვიხერხდებოდა, განა არ შეგვეძლო გვეწარმოებია მეტი მაუდი ან რაიმე სხვა, ჩვენთვის საურველი საგანი?

ჩვენ ვამზადებთ საქონელს და მით ვყიდულობთ პროდუქტებს საზღვარგარეთ, იმიტომ რომ ამ გზით ჩვენ ასეთი პროდუქტების მეტი რაოდენობა შეგვიძლია მივიღოთ, ვიდრე მივიღებდით, შინ რომ დაგვემზადებია. წაგვართვით ეს ვაჭრობა, და ჩვენ მაშინვე თვითონ დავიწყებთ ასეთი პროდუქტების წარმოებას. მაგრამ ადამ სმიტის აღნიშნული აზრი ეწინააღმდეგება მის ზოგად შეხედულებას ამ საგანზე. „თუ უცხო ქვეყანას შეუძლია განსაზღვრული საქონელი მოგვაწოდოს უფრო იაფად, ვიდრე თვითონ ჩვენ შეგვიძლია იგი ვაწარმოოთ, იმ შემთხვევაში უმჯობესია ვიყიდოთ იგი ჩვენი საკუთარი მრეწველობის პროდუქტის ნაწილით, - მრეწველობის, რომელიც იმგვარად მოსაქმეობს, რომ ჩვენ მასში განსაზღვრული უპირატესობა გვაქვს. ქვეყნის საერთო სამრეწველო საქმიანობა, რაც ყოველთვის შეფარდებულია კაპიტალთან, რომელსაც იგი მოძრაობაში მოჰყავს, ამის გამო სრულიად არ შემცირდება, - მან მხოლოდ უნდა გამონახოს გზა, რომლითაც ეს კაპიტალი უდიდეს ხელსაყრელად შეიძლება იქნეს გამოყენებული”.

შემდეგ: „ამიტომ ისინი, ვისაც საზრდოს იმაზე მეტი რაოდენობა აქვს, რაც თვითონ მათ შეუძლიათ მოიხმარონ, ყოველთვის მზად არიან მისი გარდამეტი ანუ, რაც იგივეა, მისი ფასი გასცვალონ სამაგიეროზე ან სხვა საგანთა სახით. ის, რაც აღნიშნული ზღვარდებული მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ რჩება, იხარჯება იმ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, რომელთა სავსებით დაკმაყოფილება შეუძლებელი არის და რომელთაც საზოგადოდ, როგორც სჩანს, არ უდევთ საზღვარი. ღარიბნი, რათა საზრდო მოიპოვონ, წელებზე ფეხს იდგამენ მდიდრების იმ სურვილთა დასაკმაყოფილებლად, და რათა ეს საზრდო ნამდვილად მოიპოვონ, ისინი ერთმანეთს მეტოქეობას უწევენ შრომის სიიაფისა და სრულყოფის მხრივ. მშრომელთა რიცხვი მატულობს საზრდოს რაოდენობის ზრდასთან ერთად ანუ მიწის გაუმჯობესებისა და დამუშავების განვითარებასთან ერთად; და რადგან მათი მოსაქმეობის თვით ბუნება შესაძლებელს ხდის შრომის უაღრესად დანაწილებას, - იმ მასალის რაოდენობა, რომლის დამუშავება მათ შეუძლიათ, იზრდება უფრო დიდი პროპორციით, ვიდრე რიცხვი თვით მშრომელთა. აქედან წარმოსდგება მოთხოვნა ყოველგვარი მასალისა, რომლის გამოყენებაც კი შეუძლია ადამიანის გამომგონებლობას, სასარგებლო მიზნით თუ მორთულობისთვის, ტანსაცმელისთვის, სახლის მოწყობილობისთვის თუ ავეჯეულობისთვის; მოთხოვნა მიწის წიაღის მადნეულის და მინერალებისა, ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვებისა”.

ყველა ზემონათქვამიდან გამომდინარეობს, რომ არავითარი ზღვარი არ უდევს მოთხოვნას, მაშასადამე, ზღვარი არ უდევს კაპიტალის გამოყენებასაც, ვიდრე კაპიტალს მოგება მოაქვს, და რომ, რაოდენ უხვადაც მოიპოებოდეს კაპიტალი, მოგების დაწევისათვის არ არსებობს სხვა მიზეზი, გარდა ხელფასის აწევისა. ამას შეიძლება დაემატოს, რომ ხელფასის აწევის ერთადერთ, ნამდვილ და მუდმივ მიზეზს შეადგენს მზარდი სიძნელე საზრდოს და სხვა საარსებო საგნების მოპოებისა მუშების მზარდი რიცხვისთვის.

ადამ სმიტმა სწორად აღნიშნა, რომ უაღრესად ძნელია კაპიტალის მოგების ნორმის განსაზღვრა. „მოგება ისე მერყევია, რომ ძნელია მისი საშუალო ნორმის განსაზღვრა მრეწველობის ცალკეული დარგისთვისაც კი, მით უფრო მთელი მრეწველობისთვის საზოგადოდ. და სრულიად შეუძლებელია შევადგინოთ რაოდენადმე სწორი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი იყო იგი წინათ ან უფრო შორეულ ხანში”. მაგრამ რადგან ცხადია, რომ ფულით სარგებლობისათვის მით უფრო მეტს გადაიხდიან, რაც უფრო მეტის გაკეთება შეიძლება ამ ფულით, ამიტომ იგი ფიქრობს, რომ „სარგებლის საბაზრო ნორმა ჩვენ ერთგვარ წარმოდგენას შეგვადგენინებს მოგების ნორმაზე, და სარგებლის განვითარების ისტორია მოგვცემს წარმოდგენას მოგების განვითარების შესახებ”. უეჭველია, ჩვენ რომ გვქონდეს ცნობები სარგებლის ზუსტი საბაზრო ნორმის შესახებ დროის ხანგრძლივი პერიოდისთვის, ხელთ გვექნებოდა საკმაოდ სწორი საზომი მოგების განვითარების განსაზაზღვრავად.

მაგრამ ყველა ქვეყანაში მთავრობა, რომელიც ყალბი პოლიტიკური შეხედულებით ხელმძღვანელობდა, ერევოდა ამ პროცესში. იგი ხელს უშლიდა სარგებლის სამართლიანი და თავისუფალი საბაზრო ნორმის დამყარებას, ადებდა რა მძიმე და გამანადგურებელ ჯარიმებს ყველას, ვინც კანონით დაწესებულზე უფრო მაღალ სარგებელს იღებდა. ყველა ქვეყანაში ასეთ კანონებს, ალბათ, გვერდს უხვევდნენ, მაგრამ ისტორია ცოტა ცნობას იძლევა ამ საგნის შესახებ. ჩანაწერებში, რომლებიც დაცულა, აღნიშნულია - უფრო - კანონიერი და მტკიცე სარგებელი, ვიდრე მისი საბაზრო ნორმა. ახლანდელი ომის განმავლობაში ხაზინისა და საზღვაო უწყების ბილეთების სადისკონტო ნორმა ხშირად ისე მაღალი იყო, რომ მათი მყიდველები 7%25-ს, 8%25-ს და მეტსაც იღებდნენ სარგებლად მათ მიერ გაცემულ ფულში. მთავრობის მიერ აღებულ სესხთა სარგებელი 6%25-ს აღემატებოდა, ხოლო კერძო პირები ხშირად იძულებული იყვნენ, არაპირდაპირი გზით, სესხში 10%25-ზე მეტი გადაეხადათ სარგებლად. და, მიუხედავად ამისა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სარგებლის კანონიერი ნორმა შეადგენდა უცვლელად 5%25-ს. ამრიგად, ჩვენ მცირე ანგარიში შეგვიძლია გავუწიოთ იმას, რაც, ინფორმაციით, კანონიერ და მტკიცე სარგებელს შეადგენს, რადგან ვხედავთ, რომ იგი ასე მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს საბაზრო ნორმისაგან. ადამ სმიტი გვაცნობებს, რომ სარგებლის კანონიერი ნორმა ჰენრი მე-VIII-ის მეფობის მე-37 წლიდან დაწყებული იაკობ I-ის მეფობის მე-21 წლამდე 10%25-ს შეადგენდა. მალე რესტავრაციის შემდეგ იგი დაწეულ იქნა 6%25-ზე, და ანას მეფობის მე-12 წლის კანონით - 5%25-ზე. სმიტი ფიქრობს, რომ სარგებლის კანონიერი ნორმა საბაზროს მიჰყვებოდა, და არა პირიქით. ამერიკის ომამდე ინგლისის მთავრობა სესხს იღებდა 3%25-ად, ხოლო კრედიტუნარიანი კერძო პირები, როგორც დედაქალაქში, ისე სამეფოს ბევრ სხვა ადგილას, ფულს სესხულობდნენ 4 და 4 ½%25-ად.

თუმცა სარგებლის ნორმა, საბოლოოდ და ხანგრძლივად, მოგების ნორმით განისაზღვრება, მაგრამ დროებით ცვლილებებს იგი სხვა მიზეზებითაც განიცდის. ფულის რაოდენობისა და ღირებულების ყოველ რყევისას, - ბუნებრივია, - იცვლება საქონელთა ფასებიც. როგორც ჩვენ უკვე დავანახვეთ მკითხველს, ეს ფასები იცვლება აგრეთვე მიწოდებისა და მოთხოვნის შეფარდების ცვლილების გამო, თუნდაც რომ არ გადიდებულიყოს წარმოების არც სიადვილე და არც სიძნელე. როდესაც საქონელთა საბაზრო ფასები დაბლა იწევს უხვი მიწოდების გამო, ან მოთხოვნის შემცირებისა ან ფულის ღირებულების აწევის გამო, ფაბრიკანტს, რასაკვირველია, უგროვდება უჩვეულო რაოდენობა მზა საქონლისა, ვინაიდან მას არ სურს იგი ძალიან დაწეულ ფასებში გაჰყიდოს. და აი, რათა შესძლოს თავის მიმდინარე გადასახდელთა გასტუმრება, რომლებსაც წინათ ჩვეულებრივად საქონლის გაყიდვით ფარავდა, იგი მიმართავს კრედიტს, და იძულებულია ხშირად სარგებლის მაღალი ნორმა გადაიხადოს. მაგრამ ეს მოვლენა მოკლე ხანგრძლივობისაა, ვინაიდან ან ფაბრიკანტის მოლოდინი საფუძვლიანი იყო, და საბაზრო ფასი ისევ აიწევს ანდა იგი რწმუნდება, რომ ადგილი აქვს მოთხოვნის შემცირებას ხანგრძლივი დროით, და იგი ხელს იღებს ვაჭრობის საქმეთა ახალი მსვლელობის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მაშინ ფასები დაიწევს და ფული და მოგება ისევ მოიპოებს თავის ნამდვილ ღირებულებას. თუ, ახალი სამადნის აღმოჩენის გამო, ბანკების ბოროტქმედობისა ან რაიმე სხვა მიზეზის გამო. ფულის რაოდენობა მნიშვნელოვნად გადიდდა, ამის საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ საქონელთა ფასები აიწევს ფულის გადიდებულ რაოდენობის პროპორციულად. მაგრამ, ვიდრე ეს მოხდებოდეს, ალბათ გაივლის ყოველთვის განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაში ერთგვარ ზემოქმედებას განიცდის სარგებლის ნორმა.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კურსი არაა მტკიცე საზომი სარგებლის ნორმის გასასაზღვრავად. ომის დროს საფონდო ბაზარი ისე ძალიან დატვირთულია მთავრობის განუწყვეტელი სესხით, რომ ფასიანი ქაღალდების კურსი ვერ ასწრებს თავის სათანადო დონეზე დამყარებას, ვიდრე ახალი საფინანსო ოპერაციის გატარებას შეუდგებოდნენ; ანდა მასზე გავლენას ახდენს წინათგრძნობა მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლენათა შესახებ. მშვიდობიანობის პერიოდში, პირიქით, საამორტიზაციო ფონდის მოქმედება, განსაზღვრული კლასის ადამიანთა უნდომლობა - შესცვალონ თავიანთი ქონების გამოყენების წესი, ხელი აიღონ ძველ წესზე, რომელიც მათ ძალიან საიმედოდ მიაჩნიათ და რომლის დროსაც ისინი ფრიად რეგულარულად იღებენ თავიანთ დივიდენდებს, - ყველა ეს იწვევს ფასიანი ქაღალდების კურსის აწევას და, მაშასადამე, საბაზრო ნორმაზე დაბლა სწევს ამ ობლილგაციების სარგებლის ნორმას. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობა სარგებლის ფრიად სხვადასხვა ნორმას იხდის სხვადასხვა ობლიგაციებში. მაშინ როდესაც 100 გირვ. სტერლინგის კაპიტალი 5-პროცენტიან ქაღალდებში 95 გირვ. სტერლინგად იყიდება, ხაზინის ბილეთი 100 გირვ. სტერლინგისა ზოგჯერ იყიდება 100 გირვ. სტერლინგად და 5 შილინგად, თუმცა ხაზინის ბილეთს 4 გირვ. სტერლინგსა და 11 შილინგსა და 3 პენსზე მეტი სარგებელი არ მოაქვს წელიწადში. ამრიგად, ერთი ქაღალდი, აღნიშნული ფასების არსებობისას, მყიდველს აძლევს 5 1/4 %25-ზე მეტ სარგებელს, ხოლო მეორე - 41/4%25-ზე ცოტათი მეტს. საქმე იმაშია, რომ ხაზინის ბილეთების განსაზღვრული რაოდენობა, როგორც ფულის საიმედო და ადვილსარეალიზაციო მოთავსება, წარმოადგენს ბანკირების მოთხოვნის საგანს; თუ მათი რაოდენობა ამ მოთხოვნას მნიშვნელოვნად გადააჭარბებდა, ხაზინის ბილეთებიც ისევე ღირებულებადაცემული იქნებოდა, როგორც 5%25-იანი სახელმწიფო ქაღალდი. ქაღალდი, რომელიც წელიწადში 3%25-ს იძლევა, ყოველთვის პროპორციულად უფრო დიდ ფასში გაიყიდება, ვიდრე 5-პროცენტიანი ქაღალდი, იმიტომ რომ კაპიტალური ვალი ორივე ქაღალდით მხოლოდ ალ პარტყ შეიძლება გადახდილ იქნეს, ე.ი. 100 გირვ სტერლინგი ფულად 100 გირვ. სტერლინგისთვის ქაღალდში. სარგებლის საბაზრო ნორმა შესაძლებელია 4%25-ამდე დაეცეს, და მთავრობა მაშინ ალ პარტყ გადაუხდის ვალს 5%25-იანი ქაღალდის მქონებელს, უკეთუ ეს უკანასკნელი არ დათანხმდა აიღოს 4%25 ან 5%25-ზე რაოდენადმე ნალები ნორმა სარგებლისა; 3%25-იანი ქაღალდის მქონებელთან ამგვარადვე ვალის გასწორება ხელსაყრელი არ იქნება მთავრობისთვის, სანამ 3%25-ზე დაბლა არ დაიწევს სარგებლის წლიური საბაზრო ნორმა. ეროვნული ვალის სარგებლის გადასახდელად წელიწადში ოთხჯერ ამოიღება ვეება თანხები მიმოქცევიდან რამდენიმე დღით. რადგან ფულის ეს მოთხოვნა დროებითია, - იგი იშვიათად მოქმედებს ფასებზე; ამ მოთხოვნას საერთოდ დაკმაყოფილება ეძლევა სარგებლის უფრო მაღალი ნორმის გადახდის გზით.4

____________________

1. ადამ სმიტი მიუთითებს ჰოლანდიის მაგალითზე, სადაც, მისი სიტყვით, ადგილი ჰქონდა მოგების დაწევას კაპიტალის დაგროვებისა და მით მრეწველობის ყველა დარგის გავსების გამო. ,,მთავრობა იქ სესხულობს 2%25-ად, ხოლო კრედიტუნარიანი კერძო ადამიანები 3%25-ადო. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჰოლანდია იძულებული იყო შეეზიდა თითქმის მთლად ის პური, რომელსაც მოიხმარებდა, და მით, რომ მუშის საარსებო საგნებს მძიმე ხარკებს ადებდა, იგი კიდევ უფრო მაღლა სწევდა შრომის ხელფასს. ეს ფაქტები საკმაოდ გვიხსნის მოგებისა და სარგებლის დაბალ ნორმას ჰოლადიაში.

2. ეთანხმება სავსებით შემდეგი დებულება ბ-ნი სეის პრინციპს? ,,რაც უფრო უხვად მოიპოება თავისუფალი კაპიტალები მათი გამოყენების შესაძლებლობასთან შედარებით, მით უფრო დაბლა დაიწევს სასესხო კაპიტალის სარგებელი” (ტ. II, გვ. 108). თუ კაპიტალის ყოველი თანხის გამოყენება არის ქვეყანაში შესაძლებელი, როგორღა შეიძლება ითქვას, ქვეყანაში კაპიტალი უხვად მოიპოება მისი გამოყენების შესაძლებლობასთან შედარებითო?

3. ადამ სმიტი ამბობს: ,,როდესაც მრეწველობის რომელიმე ცალკეული დარგის პროდუქტი აღემატება იმას, რასაც ქვეყნის მოთხოვნა საჭიროებს, - გარდამეტი უნდა გაიგზავნოს საზღვარგარეთ და გაცვლილ იქნეს რამეზე, რის მიმართ შინ მოთხოვნა არსებობს. ასეთი ექსპორტის გარეშე ქვეყნის პროდუქტიული შრომის ნაწილი უნდა შეწყვეტილიყო, და მისი წლიური პროდუქტის ღირებულება შემცირებულიყო. დიდი ბრიტანეთის მიწა და შრომა ჩვეულებრივ მეტ პურს, შალეულს და ლითონურ პროდუქტს იძლევა, ვიდრე მოითხოვს შინაური ბაზარი. მაშასადამე, გარდამეტი ნაწილი საზღვარგარეთ უნდა გაიგზავნოს და იქ გაცვლილ იქნეს რამეზე, რომლისათვის მოთხოვნა არსებობს შინ. მხოლოდ ასეთი ექსპორტის გზით შეუძლია ამ გარდამეტს მიიღოს ღირებულება, რომელიც საკმარისია მის წარმოებაზე გაწეული შრომისა და ხარჯების ასანაზღაურებლად.” ამოწერილი ადგილის საფუძველზე ადამიანს შეიძლებოდა ეფიქრა რომ ადამ სმიტის დასკვნა ასეთია: რომ ჩვენ ერთგვარ იძულებული ვართ პურის, შალეულის და ლითონური პროდუქტების გარდამეტი ვაწარმოოთ, და რომ კაპიტალი, რომელიც ამ საგნებს აწარმოებს, ვერ იქნებოდა სხვა რამეზე გამოყენებული. მაგრამ, სინამდვილეში, ყოველთვის არჩევის საგანს შეადგენს, თუ რა წესით იქნება კაპიტალი გამოყენებული, და ამიტომ არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს დიდი ხნით რაიმე პროდუქტის გარდამეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ფასი მის ბუნებრივ დონეზე დაბლა დაიწევდა, და კაპიტალი უფრო მოსაგებიან მოსაქმეობაში გადავიდოდა. არც ერთ მწერალს არ უჩვენებია დოქტორ სმიტზე უფრო კარგად და ნიჭიერად, რომ კაპიტალს ყოველთვის აქვს ტენდენცია გავიდეს მრეწველობის ისეთი დარგებიდან, სადაც წარმოებულ საქონელთა ფასი არ ჰფარავს მათ საწარმოებლად და ბაზარზე გასაგზავნად გაწეულ ყველა ხარჯს, ჩვეულებრივი მოგების ჩათვლით (იხ. წიგ. I, თავი X).

4. ,,ყველა სახის სახელმწიფო სესხს ის უხერხულობა ახლავს, რომ მით კაპიტალი ან კაპიტალის ნაწილები გამოეცლება პროდუქტიულ გამოყენებას და გადაეცემა მოხმარებას, ხოლო თუ სესხის აღებას ადგილი აქვს ისეთ ქვეყანაში, რომლის მთავრობა დიდ ნდობას არ იწვევს, სესხს, გარდა ამისა ის უხერხულობა ახლავს, რომ კაპიტალის სარგებელი მაღლა იწევს. აბა ვინ ისურვებდა ფული ესესხებია სოფლის მეურნეობისთვის, მრეწველობისთვის ან ვაჭრობისთვის 5%25-ად წელიწადში, როდესაც მას გვერდით ჰყავს სესხის ამღები, რომელიც მზადაა გადაიხადოს 7 ან 8%25 სარგებელი? იმ სახის შემოსავალი, რომელსაც კაპიტალის მოგება ეწოდება, მაშინ მაღლა იწევს მომხმარებლის ხარჯზე. მოხმარება მცირდება პროდუქტების გაძვირების გამო; და ნაკლები მოთხოვნა არსებობს სხვა პროდუქტიული სამსახურის მიმართ, ნაკლებ კარგი გასამრჯელო გაიღება ამ სამსახურისთვის მთელი საზოგადოება, კაპიტალისტების გამოკლებით, იტანჯება ასეთი მდგომარეობის გამო”. კითხხვაზე: ,,ვინ ისურვებდა ფული ესესხებია სოფლის მეურნეობისთვის, ფაბრიკანტებისთვის და ვაჭრებისთვის 5%25-ად წელიწადში, როდესაც სხვა მოსესხე, ნაკლები კრედიტის მქონებელი, მზადაა 7 ან 8 %25 გადაიხადოსო?” მე ვუპასუხებ: ყველა ჭკვიანი და გონიერი ადამიანი. რადგან სარგებლის ნორმა 7 ან 8 %25-ს შეადგენს იქ, სადაც ფულის გამსესხებელი არაჩვეულებრივ რისკს განიცდის, ამიტომ განა სარგებლის ნორმა ასევე მაღალი უნდა იყოს იქაც, სდაც გამსესხებელი ასეთი რისკისგან თავისეუფალია? ბ-ნი სეი სცნობს, რომ სარგებლის ნორმა მოგების ნორმაზეა დამოკიდებული; მაგრამ აქედან კიდევ არ გამომდინარეობს, რომ მოგების ნორმა სარგებლის ნორმაზეა დამოკიდებული. ერთი არის მიზეზი, მეორე არის შედეგი, და შეუძლებელია რაიმე გარემოებამ მათ ადგილები შეაცვლევინოს.

25 თავი XXII: საექსპორტო პრემიები და იმპორტის აკრძალვა

▲ზევით დაბრუნება


პურის საექსპორტო პრემიას ტენდენცია აქვს დასწიოს პურის ფასი საზრვარგარეთელი მომხმარებლისთვის, მაგარამ მას არა აქვს მუდმივი ზემოქმედება პურის შინა-საბაზრო ფასზე.

ვთქვათ, პურის ფასი, რათა კაპიტალის საერთო ჩვეულებრივ მოგებას იძლევოდეს, უნდა შეადგენდეს ინგლისში 4 გირვ. სტერლინგს კვარტერისთვის. ამ შემთხვევაში პური ვერ გაიზიდებოდა ისეთ ქვეყნებში, სდაც იგი გაიყიდებოდა 3 გირვ. სტერლინგად 15 შილინგად კვარტერი. მაგრამ თუ ექსპორტისთვის კვარტერზე 10 შილინგი პრემია გაიცემოდა, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა საგარეო ბაზარზე პურის გაყიდვა 3 გირვ. სტერლინგად და 10 შილინგად, და, მაშასადამე, პურის მწარმოებელი ერთნაირ მოგებას მიიღებდა, გაჰყიდდა იგი პურს საგარეო ბაზარზე 3 გირვ. სტერლ. და 10 შილინგად, თუ შინაურ ბაზარზე 4 გირვ. სტერლინგად.

ამრიგად, პრემია, რომელიც ბრიტანეთის პურის ფასს უცხო ქვეყანაში დასწევდა იმ ქვეყნის პურის წარმოების ხარჯებზე დაბლა, რასაკვირველია, მოთხოვნას ბრიტანებთის პურის მიმართ გაადიდებდა და დაგილობრივი პურის მოთხოვნას შეამცირებდა. ბრიტანეთის პურის მოთხოვნის გაფართოება უთუოდ ასწევდა დროებით შინაურ ბაზარზე მის ფასს და ხელს შეუშლიდა მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ფასის ისე დაწევას საგარეო ბაზარზე, როგორც პრემიას აქვს ტენდენცია ეს გამოიწვიოს. მაგრამ ის მიზეზი, რომლებიც ამგვარად იმოქმედებდა პურის საბაზრო ფასზე ინგლისში, არავითარ გავლენას არ იქონიებდა მის ბუნებრივ ფასზე ანუ მისი წარმოების ნამდვილ ხარჯებზე. პურის საწარმოებლად მეტი კაპიტალი ან მეტი შრომა არ იქნებოდა საჭირო. მაშასადამე, თუ ფერმერის კაპიტალის მოგება მანამდე სხვა მრეწვწლთა კაპიტალის მოგებას უდრიდა, ფასის აწევის შემდეგ იმ დონეზე გაცილებით მაღლა იქნება. ადიდებს რა ფერმერის კაპიტალის მოგებას, პრემია სტიმულს აძლევს მიწათმოქმედების განვითარებას, და ამიტომ ადგილი ექნება კაპიტალის ამოღებას მრწველობიდა და მის გადატანას მიწათმოქმედებაში, სანამ დაკმაყოფილებული არ იქნება გადიდებული მოთხოვნა საგარეო ბაზრისათვის; მაშინ კი შინაურ ბაზარზე ისევ დამყარდება პურის ბუნებრივი და აუცილებელი ფასი, და მოგება დაუბრუნდება თავის ჯეროვან და ჩვეულებრივ დონეს. მარცვლელულის გადიდებულილ მიწოდება თავის ზემოქმედებას იქონიებს საგარეო ბაზარზე: იგი დასწევს აგრეთვე ფასს იმ ქვეყანაში, სადაც ეს მარცვლეულლი შეიზიდება, და, ამიტომ, ექსპორტერის მოგებასაც დასწევს ისეთ დაბალ ნორმამდე, რომლის დროსაც კიდევღა შესაძლებელია მისთვის ვაჭრობის წარმოება.

ამრიგად, პურის საექსპორტო პრემიის საბოლოო შედეგს წარმოადგენს არა პურის ფასის აწევა ან დაწევა შინაურ ბაზარზე, არამედ მისი ფასის დაწევა საზღვარგარეთელი მომხმარებლისთვის; ამასთან ფასმა შეიძლება დაიწიოს პრემიის მთელი თანხით, თუ პურის ფასი წინათ საგარეო ბაზარზე არ იყო უფრო დაბალი, ვიდრე შინაურზე, და ნაკლები ზომით, თუ პურის ფასი შინაურ ბაზარზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე საგარეო ბაზარზე.

ერთმა მწერალმა, „Edinburgh Review”-ში (Vol. V) მოთავსებულ სტატიაში პურის საექსპორტო პრემიების შესახებ, ნათლად დაგვიხატა, თუ რა გავლენა აქვს ამ პრემიებს მოთხოვნაზე ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ. მან აგრეთვე სისწორით აღნიშნა, რომ ეს პრემიები უთუოდ უწყობს ხელს მიწათმოქმედების განვითარებას ექსპორტის მაწარმოებელ ქვეყანაში; მაგრამ მას, როგორც ეტყობა შეთვისებულილ აქვს ის ჩვეულებრივი ყალბი შეხედულება, რამაც შეცდომაში შეიყვანა დოქტორი სმიტი და, როგორც მე მგონია, აგრეთვე ბევრი სხვა მწერალი, რომელნიც ამ საგანს იკვლევდნენ. მისი აზრით, პურის ფასი, რადგან იგი ხელფასს აწესრიგებს, ამიტომ აწესრიგებს ყველა საქონლის ფასსაც. იგი ამბობს, რომ პრემია ,,მით, რომ ფერმერების მოგებას მაღლა სწევს, სტიმულს აძლევს მიწათმოქმედების განვითარებას. ადიდებს რა პურის ფასს შინაური მომხმარებლებისათვის, დროებით ამცირებს მათ მსყიდველობის ძალას ამ აუცილებელი საარსებო საგნის მიმართ და, ამგვარად, ასუსტებს მათ რეალურ სიმდიდრეს. მაგარამ ცხადი არის, რომ ეს უკანასკნელი მოქმედება შეიძლება მხოლოდ დროებითი იყოს; მშრომელი მომხმარებლის ხელფასი უკვე წინათ იყო განსაზღვრული კონკურენციის გზით, და იგივე მიზეზი აღადგენს ძველ ნორმას, ვინაიდან იგი გაადიდებს შრომის ფულად ფასს და, მისი საშუალებით, ყველა სხვა საქონელთა ფასებს პურის ფასისი შესაბამისად. მაშასადამე, საექსპორტო პრემია, ბოლოს და ბოლოს, პურის ფულად ფასს ასწევს შინაურ ბაზარზე, მაგრამ არა პირდაპირი გზით, არამედ საგარეო ბაზრის გაფართოებული მოთხოვისა და მის შემდგომად თვით ქვეყნის შიგნით ნამდვილი ფასის აწევის საშუალებით. და ფულადი ფასისი ეს აწევა, როდესაც იგი სხვა პროდუქტებზეც გავრცელდება, რასაკვირველია, მტკიცე ხდება.”

მაგრამ თუ მე შევძელი დამენახვებია, რომ შრომის ფულადი ხელაფასის აწევა არ ადიდებს საქონელთა ფასს, არამედ რომ ასეთი აწევა ყოველთვის მოგებაზე ახდენს გავლენას, - აქედან ის გამომდინარეობს, რომ პრემიის შედეგად არ აიწევს საქონელთა ფასები.

პურის ფასის დროებითი აწევა, რომელიც საზღვარგარეთის მოთხოვნის გადიდებითაა გამოწვეული, არავითარ ზემოქმედებას არ იქონიებს ფულად ხელფასზე. პურის ფასის აწევას იწვევს კონკურენცია მისი იმ რაოდენობისთვის, რომელიც წინათ მხოლოდ და მხოლოდ შინაური ბაზრისთვის იყო დანიშნული. მოგების ზრდა დამატებით კაპიტალს მიიზიდავს მიწათმოქმედებაში, და ამის შედეგად მიწოდება გადიდდება. მაგრამ, სანამ ეს არ მომხდარა, მაღალი ფასი აბსოლუტურად აუცილებელია, რათა მოხმარება შეეფარდებოდეს მიწოდებას, რასაც ხელფასის აწევა დააბრკოლებდა. პურის ფასის აწევა პურის ნაკლებობის შედეგი არის და წარმოადგენს საშუალებას, რომლითაც ხდება შინაური მყიდველების მოთხოვნის შემცირება. ხელფასი რომ აწეულიყო, გადიდდებოდა კონკურენცია, და ისევ აუცილებელი გახდებოდა პურის ფასის აწევა. აქამომდე, პრემიის მოქმედების გარკვევისას, ჩვენ მიერ ნაგულისხმევი იყო, რომ ადგილი არა აქვს არაფერ ისეთ რამეს, რამაც უნდა გაადიდოს პურის ბუნებრივი ფასი, რომლითაც, ბოლოს და ბოლოს, განისაზღვრება მისი საბაზრო ფასი; არც ერთხელ არ გვიგულისხმია, რომ პროდუქტის მოცემული რაოდენობის მისაღებად შრომის რაიმე დამატებითი რაოდენობის დახარჯვაა საჭირო მიწათმოქმედებაში; პურის ბუნებრივი ფასის აწევა კი მხოლოდ ამ უკანასკნელ გარემოებას შეუძლია გამოიწვიოს. თუ მაუდის ბუნებრივი ფასი იარდზე 20 შილინგს შეადგენდა, საზღვარგარეთის მოთხოვნის გაფართოებას შეეძლო მისი ფასი გაედიდებია 25 შილინგამდე ან მეტადაც, მაგრამ მაუდის მწარმოებლის მიერ მიღებული მოგება აუცილებლად მიიზიდავდა კაპიტალს მაუდის წარმოებაში, და, თუნდაც რომ მოთხოვნა გაორკეცებულიყო. გასამკეცებულიყო ან გაოთხკეცებულიყო, მაუდის საჭირო რაოდენობა, ბოლოს და ბოლოს, მაინც იქნებოდა მიღებული და, მაშასადამე, მაუდის ფასი ისევ დაიწევდა მისი ბუნებრივი ფასის დონემდე, - 20 შილინგამდე იარდისთვის, ასეა პურის მიწოდების შესახებაც; თუნდაც რომ ჩვენ 200 000, 300 000 ან 800 000 კვარტერი გაგვეზიდა წლიურად, მაინც პური, ბოლოს და ბოლოს, წარმოებული იქნებოდა მის ბუნებრივ ფასში, რომელიც არასოდეს არ იცვლება, თუ შრომის განსხვავებული რაოდენობა არ გახდა საჭირო მის საწარმოებლად.

იქნებ, ადამ სმიტის ჭეშმარიტად სახელოვანი ნაწარმოების არც ერთი ნაწილი არ იძლევოდეს იმდენი საწინააღმდეგო შენიშვნის საბაბს, რამდენსაც იძლევა თავი პრემიების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, სმიტი ლაპარაკობს პურზე, როგორც ისეთ პროდუქტზე, რომლის წარმოება არ შეიძლება გადიდდეს საექსპორტო პრემიის გამო; იგი ყოველთვის იმას გულისხმობს, რომ პრემია მოქმედებს მხოლოდ პურის უკვე წარმოებულ რაოდენობაზე და არ ჰქმნის სტიმულს შემდგომი წარმოებისათვის. “სიუხვის წლებში”, - ამბობს იგი, - “პრემია, რადგან იგი პურის არაჩვეულებრივ ექსპორტს იწვევს, მის ფასს აუცილებლად უფრო მაღალ დონეზე აჩერებს შინაურ ბაზარზე, ვიდრე იგი იქნებოდა საგანთა ბუნებრივი მსვლელობისას. თუმცა ნაკლებობის წლებში პრემიის გაცემა ხშირად შეწყვეტილი არის, მაგრამ ის დიდი ექსპორტი, რომელსაც პრემია იწვევს სიუხვის წლებში, მეტნაკლებ ხელს უშლის იმას, რომ პურის სიუხვემ ერთ წელში დაფაროს მისი ნაკლებობა მეორე წელში. მაშასადამე, პრემიას, როგორც სიუხვის წლებში, ისე ნაკლებობის წლებში, აუცილებლად აქვს ტენდენცია იმ დონეზე მაღლა ასწიოს შინაურ ბაზარზე პურის ფულადი ფასი, რომელზედაც იგი იქნებოდა სხვა პირობებში”.1

ადამ სმიტი, როგორც ეტყობა, კარგად გრძნობდა, რომ მისი არგუმენტაციის სისწორე სავსებით ამ საკითხის გადაჭრაზეა დამოკიდებული: ,,პურის ფულადი ფასის აწევა, რომელიც უფრო მოსაგებიანს ხდის ფერმერისთვის ამ პროდუქტის წარმოებას, ხომ არ მისცემდა აუცილებლად სტიმულს წარმოების გაფართოებას.” ,,მე ვუპასუხე, - ამბობს იგი, - რომ ეს მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, პრემიას რომ გამოეწვია პურის ნამდვილი ფასის აწევა ანუ შესაძლებლობა მიეცა ფერმერისთვის პურის იმავე რაოდენობით მუშების უფრო დიდი რიცხვი შეენახა ისევე უხვად, ზომიერად ან ნაკლებულად, როგორც სხვა მუშების შენახვა სწარმოებს საზოგადოდ მის ოლქში”.

მუშა რომ მარტო პურს მოიხმარებდეს და წილი, რომელსაც იგი იღებს, სულ უმცირესი იყოს, რაც კი აუცილებლად საჭიროა მის შესანახად, - ჩვენ ერთგვარი საფუძველი გვექნებოდა გვეფიქრა, რომ მუშისთვის მიცემული რაოდენობა არავითარ პირობებში არ შეიძლება შემცირებულ იქნეს. შრომის ფულადი ხელფასი ზოგჯერ სრულიად არ მატულობს და არსოდეს არ მატულობს პურის ფულადი ფასის მატების პროპორციულად, იმიტომ რომ პური, მართალია, მუშის მოხმარების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, მაგრამ მაინც - ნაწილს მისი მოხმარებისა. თუ მისი ხელფასის ნახევარი პურზე იხარჯებოდა და მეორე ნახევარი - საპონზე, სანთელზე, სათბობზე, ჩაიზე, შაქარზე, ტანსაცმელზე და სხვ., ე.ი. ისეთ პროდუქტებზე, რომელთა ფასი, ჩვენი ნაგულისხმევის თანახმად, არ აწეულა, იმ შემთხვევაში, ცხადია, მუშის ხელფასი სავსებით ერთნაირი იქნება, იღებს 1 1/2 ბუშელ ხორბალს, როდესაც ფასი 16 შილინგია, თუ 2 ბუშელს, როდესაც ბუშელი ხორბლის ფასი 8 შილინგია, იღებს ფულად 24 შილინგს, თუ წინანდებურად 16 შილინგს. მისი ხელფასი გადიდდებოდა მხოლოდ 50 %25-ით, თუმცა პურის ფასი 100 %25-ით გადიდდა, მაშასადამე, საკმაო საფუძველი იქნებოდა მეტი კაპიტალის მოსაზიდად მიწის დამუშავებაში, უკეთუ მოგება მრეწველობის სხვა დარგებში იმავე დონეზეა დარჩენილი. მაგრამ ხელფასის ასეთი აწევა აიძულებდა აგრეთვე ფაბრიკანტებს თავიანთი კაპიტალები ამოეღოთ სამრეწველო წარმოებიდან და მიწების დამუშავებაში გამოეყენებიათ, ვინაიდან იმ დროს, როდესაც ფერმერი თავისი პროდუქტის ფასს 100 %25-ით ასწევდა და ხელფასს - მხოლოდ 50 %25-ით, ფაბრიკანტიც იძულებული იქნებოდა ხელფასი 50 %25-ით აეწია, და წარმოების ხარჯის ამ გადიდებისთვის კი იგი არავითარ ანაზღაურებას არ მიიღებდა თავისი ნაწარმოების ფასის გადიდების სახით. ამის გამო კაპიტალი იწყებდა დენას მრეწველობიდან მიწათმოქმედებისაკენ, სანამ მიწოდება პურის ფასს ისევ დაბლა არ დასწევდა 8 შილინგამდე ბუშელისთვის და ხელფასს 16 შილინგამდე კვირაში; და ამ შემთხვევაში ფაბრიკანტიც იმავე მოგებას მიიღებდა, რასაც ფერმერი, და კაპიტალის დარგიდან დარგში დენაც შესწყდებოდა. ასეთია სინამდვილეში ის გზა, რომლითაც მიმდინარეობს მიწათმოქმედების გაფართოება და რომლილთაც დაკმაყოფილება ეძლევა ბაზრის გადიდებულ საჭიროებას. შრომის შესანახად დანიშნული ფონდი იზრდება, და ხელფასი მატულობს. მუშის სასიამო მდგომარეობა იწვევს მასში დაქორწინებისადმი მისწრაფებას, - მოსახლეობა იზრდება, და პურის მოთხოვნა მაღლა სწევს მის ფასს სხვა საგნებთან შედარებით, - კაპიტალს მეტი მოგება მოაქვს მიწათმოქმედებაში და იგი იწყებს დენას მიწათმოქმედებისაკენ, სანამ მიწოდება მოთხოვნას არ გაუთანასწორდება, რის შემდეგ ფასი ისევ დაბლა დაიწევს და მიწათმოქმედების და მრეწველობის მოგება გაუთანასწორდება ერთი მეორეს.

დარჩება ხელფასი პურის ფასის აწევის შემდეგ სტაციონარული თუ იმატებს, ზომიერად ან მნიშვნელოვნად, - ამას ამ საკითხისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ რომ ხელფასს ფაბრიკანტიც ისევე იხდის, როგორც ფერმერი; მაშასადამე პურის ფასის აწევა ერთსაც ისევე შეეხება, როგორც მეორეს. მაგრამ არაერთნაირი ზეგავლენა აქვს ფასის ამ აწევას მათ მოგებაზე: ფერმერი თავის პროდუქტს უფრო მაღალ ფასში ჰყიდის, მაშინ როდესაც ფაბრიკანტი თავის საქონელს ჰყიდის წინანდელ ფასში. და სწორედ მოგების განსხვავება წარმოადგენს ყოველთვის სტიმულს კაპიტალის გადასანაცვლებლად ერთი მოსაქმეობიდან მეორეში. ამიტომ ადგილი ექნება მეტი პურის წარმოებას და ნაკლები სამრეწველო პროდუქტებისას: იმიტომ, რომ უკანასკნელთა წარმოება შემცირდება, მათი ფასი არ აიწევს, ვინაიდან სამრეწველო პროდუქტების მიწოდება გაცვლის გზით იქნება მიღებული იმ პურის სამაგიეროდ, რომელიც გაიზიდება.

უკეთუ პრემია მაღლა სწევს პურის ფასს, იგი მას ადიდებს სხვა საქონელთა ფასებთან შედარებით, ან არ ადიდებს. პირველ შემთხვევაში შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ფერმერის მოგება მნიშვნელოვნად აიწევს და რომ კაპიტალი მიწათმოქმედებისაკენ დაიწყებს დენას, სანამ პურის ფასი ისევ არ დაიწევს უფრო უხვი მიწოდების გამო. ხოლო თუ პრემია არ ადიდებს პურის ფასს სხვა საქონელთა ფასებთან შედარებით, მაშინ რაღა ზარალი ეძლევა შინაურ მომხმარებელს, გარდა იმ უხერხულობისა, რაც ხარკის გადახდასთანაა დაკავშირებული? თუ ფაბრიკანტი უფრო მაღალ ფასს იხდის თავის პურში, იგი ამის ანაზღაურებას იღებს იმ ფასით, რომელშიაც თავის საქონელს ჰყიდის, და ამ საქონლითაა, ბოლოს და ბოლოს, რომ იგი თავის პურს ყიდულობს.

ადამ სმიტის შეცდომა იმავე წყაროდან მომდინარეობს, საიდანაც მომდინარეობს “Eდინბურგჰ ღევიწ-ში მოთავსებული სტატიის ავტორის შეცდომა, ვინაიდან ისინი ორივე ფიქრობენ, “რომ პურის ფულადი ფასი განსაზღვრავს ყველა სხვა, ქვეყნის შიგნით წარმოებულ საქონელთა ფასს”.2 ,,იგი განსაზღვეავს” - ამბობს ადამ სმიტი, - ,,შრომის ფულად ფასს, რომელიც ყოველთვის ისეთი უნდა იყოს, რომ მუშას შეეძლოს იყიდოს პურის ის რაოდენობა, რომელიც საკმარისია მისი და მისი ოჯახის ისე უხვად, ზომიერად ან ნაკლებულად შენახვისთვის, როგორც საზოგადოების პროგრესიული სტაციონარული თუ დაცემის მომასწავებელი მდგომარეობა აიძულებს დამქირავებელს შეინახოს მუშა. პურის ფულადი ფასი, განსაზღვრავს რა მიწის ყველა სხვა ნედლი პროდუქტის ფულად ფასს, განსაზღვრავს მით თითქმის ყველა მანუფაქტურის მასალის ფულად ფასსაც. განსაზღვრავს რა შრომის ფულად ფასს, იგი მით განსაზღვრავს სახელოვნებო და სამრეწველო შრომის ფულად ფასს. და განსაზღვრავს რა ორივეს, იგი მით განსაზღვრავს მზა პროდუქტის ფულად ფასსაც. შრომის ფულადმა ფასმა, ისე როგორც ფასმა ყოველი საგნისა, რომელიც მიწის ან შრომის პროდუქტს წარმოადგენს, აუცილებლად უნდა აიწიოს ან დაიწიოს პურის ფულადი ფასის შესაბამისად”.

მე უკვე წინათ შევეცადე ადამ სმიტის ამ შეხედულების დარღვევას. სთვლის რა საქონელთა ფასის აწევას პურის ფასის აწევის აუცილებელ შედეგად, სმიტი ისე მსჯელობს, თითქოს არ არსებობდეს სხვა ფონდი, საიდანაც შეიძლება გადიდებული ხარჯის დაფარვა. მას სრულიად ყურადღების გარეშე აქვს დატოვებული მოგება, და სწორედ მოგების შემცირების გზით, საქონელთა ფასის გაუდიდებლად, შესდგება აღნიშნული ფონდი. დოქტორ სმიტის ეს შეხედულება რომ საბუთიანი იყოს მოგება ნამდვილად ვერასოდეს ვერ დაიწევდა, რანაირიც უნდა ყოფილიყო კაპიტალის დაგროვება. თუ, ხელფასის აწევისას, ფერმერი შესძლებდა თავისი პურის ფასი აეწია, თუ მაუდის, ქუდების და ფეხსაცმელის მწარმოებელი, აგრეთვე ყველა სხვა ფაბრიკანტი შესძლებდა თავისი საქონლის ფასი აეწია ხელფასის გადიდების შესაბამისად, იმ შემთხვევაში ყველა ამ საქონელთ, თუმცა ფულით გამოსახული მათი ფასი აიწევდა, იგივე შეფარდებითი ღირებულება ექნებოდათ ერთი მეორის მიმართ. თითოეული ამ სამრეწველო დარგის წარმომადგენელი სხვების საქონელთა იმავე რაოდენობას მიიღებდა თავის განკარგულებაში, რასაც უწინ; და მხოლოდ ეს გარემოებაა ის, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან არა ფული, არამედ პროდუქტები შეადგენს სიმდიდრეს. ამრიგად, ნედლი პროდუქტის და სხვა საქონელთა ფასის აწევა საზარალო იქნებოდა მხოლოდ მათთვის, რომელთა ქონება ოქროსგან და ვერცხლისგან შესდგება ან რომელნიც ამ ლითონთა განსაზღვრული რაოდენობის სახით, ზოდის ან მონეტის სახით, იღებენ თავის წლიურ შემოსავალს. ვთქვათ, ადამიანებმა სავსებით ხელი აიღეს ფულის ხმარებაზე და რომ მთელი ვაჭრობა სრულდება უშუალო გაცვლის გზით. შეეძლო თუ არა, ასეთ პირობებში პურის საცვლელ ღირებულებას სხვა საგნების მიმართ აწეულიყო? თუ შეეძლო, მაშ არ არის სწორი, რომ პურის ღირებულება განსაზღვრავს ყველა სხვა საქონელთა ღირებულებას, ვინაიდან, ეს რომ ასე იყოს, პურის შეფარდებითი ღირებულება სხვა საგნების მიმართ არ უნდა აწეულიყო. თუ არ შეეძლო, მაშინ იმ აზრს უნდა ვადგეთ, რომ - სულერთია, მდიდარ მიწაზე იქნებოდა პური მიღებული თუ ღარიბ მიწაზე, ბევრი თუ ცოტა შრომით, მანქანების დაზმარებით თუ უმანქანოდ, - იგი ყველა სხვა საქონელთა ერთნაირ რაოდენობაზე გაიცვლებოდა ყოველთვის.

თუმცა ადამ სმიტის საერთო მოძღვრება ეთანხმება იმ ადგილს, რომელიც მე ეს არის ციტადად აღვნიშნე, მაგრამ მაინც უნდა შევნიშნო, რომ თავისი თხზულების ერთ ნაწილში მას, როგორც ეტყობა, სწორი შეხედულება აქვს ღირებულების ბუნების შესახებ მოცემული. ,,შეფარდება ოქროს და ვერცხლის ღირებულებასა და ყოველი სხვა სახის საქონლის ღირებულებას შორის”, - ამბობს იგი, - “დამოკიდებულია ყველა შემთხვევაში შეფარდებაზე შრომის იმ რაოდენობასა, რომელიც საჭიროა ოქროს და ვერცხლის განსაზღვრული რაოდენობის მისატანად ბაზარზე, და შრომის იმ რაოდენობას შორის, რომელიც საჭიროა ყოველი სხვა სახის საქონლის განსაზღვრული რაოდენობის მისატანად იქვე.” განა იგი არ აღიარებს ამ ადგილას სავსებით, რომ, თუ გადიდდა შრომის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ერთი სახის საქონლის მისატანად ბაზარზე, აუცილებლად, უკეთუ არ შრცვლილა შრომის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა მეორე სახიას საქონლის მისატანად იქვე, პირველი სახის საქონლის შეფარდებითი ღირებულება გაიზრდება? თუ იმისთვის, რომ მაუდი ან ოქრო იქნეს ბაზარზე მიტანილი, წინანდელზე მეტი შრომა არაა საჭირო, - მათი საცვლელი ღირებულება არ შეიცვლება; მაგრამ თუ პურის და ფეხსაცნლის მისატანად ბაზარზე შრომის მეტი რაოდენობაა საჭირო, განა ამ შემთხვევაში არ აიწევს პურის და ფეხსაცმლის ღირებულება მაუდისა და ოქროს მონეტის მიმართ?

შემდეგ, ადამ სმიტი ფიქრობს, რომ პრემიის შედეგი იქნება აგრეთვე ფულის ღირებულების ნაწილობრივი შემცირება. ,,ვერცხლის ღირებულების ის შემცირება”. - ამბობს ის, - ,,რომელიც სამადნეთა ნაყოფიერობის შედეგი არის და რომლის მოქმედება თანბრად ან თითქმის თანაბრად ვრცელდება მოვაჭრე ქვეყნიერობის უდიდეს ნაწილზე, ძალიან მცირე მნიშვნელობისაა ამა თუ იმ ცალკეული ქვეყნისათვის. თუმცა ყველა ფულადი ფასის აწევა, რაც ამას მოჰყვება, ფაქტიურად უფრო მდიდარს არ ხდის ამ აწეული ფასების მიმღებთ, მაგრამ მაინც არც უფრო ღარიბს ხდის სინამდვილეში. ვერცხლის ავეჯ-ჭურჭლეული ხდება ნამდვილად უფრო იაფი, და ყველა სხვა საქონელი თავის წინანდელ ნამდვილ ღირებულებას ინარჩუნებს”. ეს შენიშვნა სავსებით სწორი არის.

,,მაგრამ ვერცხლის ღირებულების იმ შემცირებას, რომელიც ცალკეული ქვეყნის განსაკუთრებული მდგომარეობის ან მის პოლიტიკურ დაწესებულებათა შედეგს წარმოადგენს და რომელსაც მარტო იმ ქვეყანაში აქვს ადგილი, ახლავს ფრიად მნიშვნელოვანი შედეგი, რადგან მისი ტენდენციაა არა თუ უფრო მდიდარი გახადოდ ვინმე ნამდვილად, არამედ, პირიქით, თითოეული უფრო ღარიბად აქციოს ფაქტიურად. ყველა საქონელთა ფულადი ფასის აწევას, რაც, ამ შემთხვევაში, ამ ქვეყნის თავისებურებას წარმოადგენს, ტენდენცია აქვს შეაფერხოს მასში მეტნაკლებ ყოველგვარი მრეწველობის განვითარება და შესაძლებლობა მისცეს უცხო ნაციებს, რომელთაც ძალუძთ თითქმის ყველა სახის საქონლის ჩაბარება ვერცხლის ნაკლებ რაოდენობად, ვიდრე ეს შეუძლიათ იმ ქვეყნის საკუთარ მრეწველებს, დაამარცხონ ეს უკანასკნელნი არა თუ საგარეო ბაზარზე, არამედ შინაურზედაც”.

სხვა ადგილას მე უკვე შევეცადე მეჩვენებია, რომ ფულის ღირებულების ნაწილობრივი შემცირება, რომელიც უნდა შეეხოს როგორც სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს, ისე მანუფაქტურულ ნაწარმებს, არ შეიძლება ხანგრძლივი იყოს. ამ შემთხვევაში თქმა: ფულს ნაწილობრივი ღირებულება დაეკარგაო, ნიშნავს იმის თქმას, რომ ყველა საქონელი ფასში აწეული არის. მაგრამ რადგან ოქრო და ვერცხლი თავისუფლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საყიდლად უიაფეს ბაზარზე, ამიტომ მათ გაზიდავენ სხვა ქვეყნების უფრო იაფ საქონელთა სამაგიეროდ, და შემდეგ მათი რაოდენობის შემცირება გამოიწვევს მათი ღირებულების აწევას ქვეყნის შიგნით. მაშინ საქონელთა ფასები ისევ დადგება მათ ჩვეულებრივ დონეზე, და ის პროდუქტები, რომლებიც უცხო ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისია, გაიზიდება წინანდებურად.

მე ვფიქრობ, ამიტომ, რომ ამ საფუძველით არაფრის თქმა არ შეიძლება პრემიის წინააღმდეგ.

ამრიგად, თუ პრემია მაღლა სწევს პურის ფასს ყველა სხვა საგნებთან შედარებით, მაშ აქედან ფერმერს სარგებლობა ექნება, და მეტი მიწა შევა დამუშავებაში; ხოლო თუ პრემია არ სწევს მაღლა პურის ღირებულებას სხვა საგნებთან შედარებით, მაშინ მასთან არავითარი სხვა უხერხულობა არ იქნება დაკავშირებული, გარდა ამ პრემიის გადახდის აუცილებლობისა, - უხერხულობა, რომლის მნიშვნელობა მე არ მსურს არც უარვყო და არც შევამცირო.

დოქტორ სმიტი ამტკიცებს, რომ ,,პურის იმპორტზე მაღალი ბაჟებისა და მის ექსპორტზე პრემიების დაწესებით ჩვენი მემამულეები, როგორც ეტყობა, ჩვენი ფაბრიკანტების საქციელს ჰბაძავდნენ”. ერთნიც და მეორენიც ერთი და იმავე საშუალებით ცდილობდნენ თავიანთ საქონელთა ღირებულების აწევასო. ,,მემამულეებმა, ალბათ, არ მიაქციეს ყურადღება იმ დიდ და არსებით განსხვავებას, რომელიც ბუნებამ დააწესა პურსა და თითქმის ყველა სხვა სახის პროდუქტებს შორის. როდესაც თქვენ ერთ-ერთი ზემოაღნიშნული საშუალებით შესაძლებლობას აძლევთ ჩვენს ფაბრიკანტებს თავიანთი პროდუქტები გაჰყიდონ ცოტათი იმაზე უკეთეს ფასში, რასაც ისინი მიიღებდნენ სხვა პირობებში, თქვენ ამით ადიდებთ ამ პროდუქტების არა მარტო ნომინალურ ფასს, არამედ ნამდვილ ფასსაც. თქვენ ადიდებთ ამ ფაბრიკანტების არა მარტო ნომინალურ მოგებას, არამედ აგრეთვე ნამდვილ მოგებას, ნამდვილ სიმდიდრეს და შემოსავალს, - თქვენ ნამდვილად აძლევთ სტიმულს მანუფაქტურების განვითარებას. მაგრამ როდესაც, ასეთივე ღონისძიებებით, თქვენ ადიდებთ პურის ნომინალურ ანუ ფულად ფასს, - თქვენ ამით სრულიადაც არ ადიდებთ მის ნამდვილ ღირებულებას, არ ადიდებთ ჩვენი ფერმერების ან მემამულეების სიმდიდრეს, არ აძლევთ სტიმულს პურის კულტურას. საგანთა ბუნებამ პურზე აღბეჭდა ნამდვილი ღირებულება, რომელიც არ შეიძლება შეცვლილ იქნეს მარტოოდენ მისი ფულადი ფასის შეცვლის გზით. მთელ მსოფლიოში საერთოდ ეს ღირებულება ეთანასწორება შრომის იმ რაოდენობას, რომლის შენახვა მას შეუძლია”.

მე უკვე შევეცადე დამენახვებია, რომ პურის საბაზრო ფასი, პრემიის ზეგავლენით მოთხოვნის გადიდების გამო, პურის ბუნებრივ ფასზე მაღალი ქინება, ვიდრე დამატებითი მიწოდება არ წარმოსდგება, და რომ იგი მაშინ ისევ დაიწევს ბუნებრივი ფასის დონემდე. მაგრამ პურის ბუნებრივი ფასი ისე მტკიცე არაა, როგორც სხვა საქონელთა ბუნებრივი ფასი, იმიტომ რომ პურის ყოველ დიდ დამატებით მოთხოვნასთან ერთად დასამუშავებლად აღებული უნდა იქნეს უფრო ცუდი ხარისხის მიწა, რომელზედაც პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობის მისაღებად საჭირო იქნება მეტი შრომის დახარჯვა, და ამის გამო პურის ბუნებრივი ფასი აიწევს. მაშასადამე, პურის მუდმივი საექსპორტო პრემიის არსებობისას იქმნება ტენდენცია პურის ფასის მუდმივ აწევისა, რაც, როგორც მე ეს სხვა ადგილას3 დავანახვე მკითხველს, აუცილებლად გამოიწვევს რენტის აწევას. ამიტომ მემამულეები არა თუ დროებით, არამედ მუდმივ დაინტერესებული არიან პურის იმპორტის აკრძალვაში და პურის საექსპორტო პრემიებში; ფაბრიკანტებს კი მუდმივი ინტერესი არა აქვთ საქონელთა იმპორტზე მაღალი ბაჟების და ექსპორტზე პრემიების დაწესების მიმართ; მათი ინტერესი სავსებით დროებითია.

უეჭველია, მანუფაქტურულ საქონელთა საექსპორტო პრემია, როგორც ამას დოქტორი სმიტი ამტკიცებს, დროებით ასწევს მათ საბაზრო ფასს, მაგრამ იგი არ გაადიდებს მათ ბუნებრივ ფასს. 200 ადამიანის შრომა ამ საქონელთა ორჯერ მეტ რაოდენობას წარმოშობს, ვიდრე წინათ 100 ადამიანის შრომა წარმოშობდა. ამიტომ, როდესაც დახარჯული იქნება კაპიტალის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა მანუფაქტურულ საქონელთა დამატებითი რაოდენობის საწარმოებლად, უკანასკნელთა ფასი ისევ დაიწევს ბუნებრივი ფასის დონემდე და გაჰქრება ყველა ის სარგებლობა, რომელიც მაღალ საბაზრო ფასთან არის დაკავშირებული. მაშასადამე, ფაბრიკანტები ისარგებლებენ მაღალი მოგებით მხოლოდ შუალედი პერიოდის განმავლობაში: საქონელთა საბაზრო ფასის აწევიდან დამატებითი მიწოდების წარმოდგომამდე. როგორც კი ფასები კვლავ დაიწევს, ფაბრიკანტების მოგებაც დაიწევს თავის ჩვეულებრივ დონემდე.

ამიტომ მე არა თუ არ შემიძლია დავეთანხმო ადამ სმიტს, რომ მემამულეები ნაკლებ დაინტერესებული არიან პურის იმპორტის აკრძალვაში, ვიდრე ფაბრიკანტები მანუფაქტურულ საქონელთა იმპორტის აკრძალვაში, არამედ, პირიქით, ვფიქრობ კიდეც, რომ ისინი უფრო დაინყერესებული არიან, იმიტომ რომ მათი სარგებლობა მუდმივია, მაშინ როდესაც ფაბრიკანტებისა მარტოოდენ დროებითი არის. დოქტორ სმიტი აღნიშნავს რომ ბუნებამ დიდი და არსებითი განსხვავება დაამყარა პურსა და სხვა პროდუქტებს შორის, ნამდვილი დასკვნა, რომელიც აქედან გამომდინარეობს, პირდაპირ წინააღმდეგია იმისა, რასაც იგი იქიდან დაასკვნის; სახელდობრ, ამის საფუძველზეა, რომ რენტა იქმნება, და მემამულეები დაინტერესებული არიან პურის ბუნებრივი ფასის აწევაში. ნაცვლად ფაბრიკანტის ინტერესის მემამულის ინტერესთან შედარებისა, დოქტორ სმიტს პირველის ინტერესი უნდა შეედარებია ფერმერის ინტერესთან, რომელიც ძალიან განსხვავდება მემამულის ინტერესისაგან. არც ფაბრიკანტები არიან დაინტერესებული მათი პროდუქტების ბუნებრივი ფასის აწევაში და არც ფერმერები - პურის ან სხვა ნედლი პროდუქტის ბუნებრივი ფასის აწევაში, თუმცა ორივე ეს კლასი მოგებაში არის, ვიდრე მათი პროდუქტების საბაზრო ფასი აღემატება ამ უკანასკნელთა ბუნებრივ ფასს. პირიქით, მემამულეები განსაკუთრებით დაინტერესებული არიან პურის ბუნებრივი ფასის აწევაში, ვინაიდან რენტის აწევა აუცილებელი შედეგია ნედლი პროდუქტის წარმოების სიძნელისა, ურომლისოდ პურის ბუნებრივი ფასი ვერ გადიდდება. და რადგან პურის საექსპორტო პრემია და იმპორტის აკრძალვა ადიდებს პურის მოთხოვნას და გვაიძულებს უფრო ღარიბი მიწების დამუშავებას მივყოთ ხელი, ამიტომ ეს პრემია და აკრძალვა აუცილებლად იწვევს წარმოების სიძნელის გადიდებას.

მანუფაქტურული პროდუქტების და პურის იმპორტზე დაწესებული მაღალი ბაჟების ან მათ ექსპორტზე დაწესებული პრემიების ერთადერთ შედეგს წარმოადგენს კაპიტალის ნაწილის მიქცევა ისეთ მოსაქმეობაში, რომელსაც იგი საგანთა ბუნებრივი მსვლელობისას არ მოსძებნიდა. აღნიშნული ბაჟები და პრემიები იწვევს საზარალო განაწილებას საზოგადოების ქონებისას, ცდუნებაში შეჰყავს ფაბრიკანტი შედარებით ნაკლებ სახეირო საქმე დაიწყოს ან განაგრძოს. ისინი წარმოადგენენ დაბეგვრის უცუდეს სახეს, ვინაიდან უცხო ქვეყანასაც არ აძლევენ ყველა იმას, რასაც იღებენ საკუთარი ქვეყნისაგან, - საბალანსო დანაკარგს მთელი კაპიტალის ნაკლებ ხელსაყრელი განაწილების გზით ეძლევა გაწონასწორება. ასე, თუ პურის ფასი ინგლისში 4 გირვ. სტერლინგს შეადგენს და საფრანგეთში - 3 გირვ. სტერ. და 15 შილინგს, - 10 შილინგის ოდენობის პრემია პურის ფასს საფრანგეთში ბოლოს და ბოლოს დაიყვანს 3 გირვ. სტერლ. 10 შილინგზე, ხოლო ინგლისში ფასს შეაკავებს 4 გირვ. სტერლინგზე. თითოეული გაზიდული კვარტერი პურისთვის ინგლისი იხდის 10 შილინგს. თითოეულ კვარტერ პურზე, რომელიც საფრანგეთში შეიზიდება, საფრანგეთი იგებს 5 შილინგს, ასე რომ კვარტერზე 5 შილინგის ოდენობის ღირებულება აუცილებლად იკარგება ქვეყნიერობისთვის მისი ფონდების ასეთი განაწილების გამო, რაც იწვევს წარმოების შემცირებას, თუ პურისას არა, რაიმე სხვა საარსებო ან კომფორტის საგნისას.

ბ-ნმა ბიუკენენმა, როგორც სჩანს, დაინახა, რომ დოქტორი სმიტის არგუმენტაცია პრემიების საკითხში მცდარი არის, და იგი სამართლიანად შენიშნავს უკანასკნელი ადგილის შესახებ, რომელიც მე ციტადად აღვნიშნე: ,,როდესაც დოქტორი სმიტი ამტკიცებს, ბუნებამ პურზე ისეთი ნამდვილი ფასი აღბეჭდა, რომელიც შეუძლებელია შეცვლილ იქნეს მარტოოდენ მისი ფულადი ფასის შეცვლის გზითო, იგი ურევს პურის სახმარ ღირებულებას მის საცვლელ ღირებულებაში. ერთი ბუშელი ხორბალი ნაკლებობის დროს მეტ ხალხს ვერ გამოჰკვებავს, ვიდრე სიუხვის დროს; მაგრამ ბუშელი ხორბალი ფუფუნების და კომფორტის საგანთა მეტ რაოდენობაზეგაიცვლება, როდესაც იგი ნაკლებად არის, ვიდრე მაშინ, როდესაც უხვად არის. ამიტომ, მემამულეები, რომელთაც გარდამეტი პური აქვთ თავიანთ განკარგულებაში, ნაკლებობის წლებში მდიდრები გახდებიან; ისინი თავიანთ გარდამეტს სხვა საგნების უფრო დიდ რაოდენობაზე გასცვლიან, ვიდრე მაშინ, როდესაც პური უხვად არის. მაშასადამე, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ პრემია, თუ იგი პურის იძულებით ექსპორტს იწვევს, არ გამოიწვევს აგრეთვე მისი ნამდვილი ფასის აწევას”. ბ-ნი ბიუკენენის არგუმენტაცია საკითხის ამ ნაწილში, ჩემი შეხედულებით, სრულიად ნათელი და დამაკმაყოფილებელია.

მაგრამ შესახებ შრომის ფასის აწევის გავლენისა მანუფაქტურულ პროდუქტებზე ბ-ნ ბიუკენენს, ჩემი აზრით, უფრო სწორი შეხედულება არა აქვს, ვიდრე დოქტორ სმიტს ან ,,Edinburgh Review”-ში მოთავსებული სტატიის ავტორს. იმ განსაკუთრებული თვალსაზრისის გამო, რომელიც მას აქვს და რომელიც მე აღვნიშნე სხვა ადგილას, იგი ფიქრობს, რომ შრომის ფასს არავითარი კავშირი არა აქვს პურის ფასთანდა რომ, მაშასადამე, პურის ნამდვილი ფასი შეიძლება გადიდდეს, და ნამდვილადაც დიდდება, შრომის ფასზე სრულიად გავლენის მოუხდენელად. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შრომის ფასი განიცდიდა გავლენას, ბ-ნი ბიუკენენი, ადამ სმიტსა და ,,Edinburgh Review”-ის სტატიის ავტირთან ერთად, იტყოდა, - მანუფაქტურულ საქონელთა ფასიც აიწევდაო. და ჩემთვის გაუგებარია, რანაირად გაარჩევდა იგი პურის ფასის ასეთ აწევას ფულის ღირებულების დაცემისაგან, ან რანაირად აღწევს იგი რაიმე სხვა - სმიტის დასკვნისაგან განსხვავებულ - დასკვნას. ,,ხალხთა სიმდიდრის” 1-ლი ტომის 276 გვერდზე გაკეთებულ შენიშვნაში ბ-ნი ბიუკენენი ამბობს, რომ ,,პურის ფასი არ განსაზღვრავს მიწის ნედლი პროდუქტის ყველა სხვა ნაწილის ფასს. იგი არ განსაზრვრავს არც ლითონების, არც სხვა სასარგებლო მასალების ფასს, როგორიცაა ნახშირი, ხე, ქვა და სხვ. და რადგან იგი არ განსაზრვრავს შრომის ფასს, ამიტომ არ განსაზღვრავს მანუფაქტურულ საქონელთა ფასსაც. ამრიგად, პრემია, რამდენადაც იგი მაღლა სწევს პურის ფასს, უეჭველად აძლევს ფერმერს ნამდვილ სარგებლობას. ამიტომ, საპრემიო პოლიტიკა განსჯილი უნდა იქნეს არა ამ საფუძვლით. უნდა ვაღიაროთ, რომ იგი, პურის ფასის აწევის გზით, ხელს უწყობს მიწათმოქმედების განვითარებას; და საკითხი აქ ამაში მდგომარეობს: უნდა ჰქონდეს თუ არა ამგვარი ხელშეწყობა მიწათმოქმედებას”? - ამრიგად, ბ-ნი ბიუკენენის აზრით, პრემია ნამდვილ სარგებლობას აძლევს ფერმერს, იმიტომ რომ მაღლა არ სწევს შრომის ფასს; და მას რომ ასეთი ზემოქმედება მოეხდინა, იგი შესაბამისად აამაღლებდა ყველა სხვა საქონელთა ფასებს და, ამ შემთხვევაში, მიწათმოქმედებას არავითარი განსაკუთრებული სარგებლობა არ ექნებოდა.

უნდა აღიარებულ იქნეს, რომ ყოველი საქონლის საექსპორტო პრემიას აქვს ტენდენცია რაოდენადმე დაბლა დასწიოს ფულის ღირებულება. ყველაფერი, რაც ექსპორტს აადვილებს, ხელს უწყობს ფულის დაგროვებას ქვეყანაში; და, პირიქით, ყველაფერი, რაც ექსპორტს ხელს უშლის, ამცირებს ფულის რაოდენობას ქვეყანაში. ყოველ ხარკს, დაბეგრილ საქონელთა ფასების აწევის გზით, აქვს ტენდენცია შეამციროს ექსპორტი და, მაშასადამე, შეაფერხოს ფულის მოქცევა. იმავე მიზეზით პრემია აძლიერებს ფულის მოქცევას. მაგრამ ეს საკითხი ჩვენ უფრო დაწვრილებით განვმარტეთ ზოგად შენიშვნებში დაბეგვრის შესახებ.

მერკანტილური სისტემის მავნებელი შედეგები ამომწურველად არის დოქტორ სმიტის მიერ მოთხრობილი. ამ სისტემის ერთადერთ მიზანს შეადგენდა საქონელთა ფასების აწევა შინაურ ბაზარზე უცხო კონკურენციის განდევნის გზით. მაგრამ ეს სისტემა მიწათმოქმედი კლასებისთვის უფრო საზიანო არ იყო, ვიდრე საზოგადოების სხვა კლასებისთვის. მით, რომ იგი ისეთ არხებში უშვებდა ძალად კაპიტალს, რომლებშიაც ეს უკანასკნელი სხვა პირობებში, არ იდენდა, იგი ამცირებდა წარმოებულ საქონელთა საერთო ჯამს. ფასი, თუმცა ყოველთვის შედარებით მაღალი, ამ მაღალ დონეზე იყო გაჩერებული არა საქონელთა ნაკლებობის გამო, არამედ მათი წარმოების სიძნელის გამო; და ამ საქონელთა გამყიდველნნი, თუმცა უფრო მაღალ ფასში ჰყიდდნენ მათ, ამიტომ არ ჰყიდდნენ მათ უფრო მაღალი მოგებით, მას შემდეგ რაც მათ წარმოებაზე კაპიტალის საჭირო რაოდენობა იყო დახარჯული.4

თვით მრეწველებსაც უხდებოდათ, როგორც მომხმარებლებს, დამატებითი ფასის გადახდა ასეთ პროდუქტებში. და ამიტო სწორი არაა ამის თქმა: რომ ,,ფასის აწევა, ორივე მიზეზით (საამქრო კანონებით და უცხო საქონელთა იმპორტზე დადებული მოგებით) გამოწვეული, ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის გადაიხდება მემამულეების, ფერმერებისა და მუშების მიერ”.

ამ შენიშვნის გაკეთება საჭიროა მით უფრო, რომ ამჟამად მემამულეები უცხო პურის იმპორტზე ასეთივე მაღალი ბაჟების დასაწესებლად ადამ სმიტის ავტორიტეტს იმოწმებენ. იმიტომ, რომ, მცდარი კანონმდებლობის მეოხებით, გადიდებული არის სხვადასხვა მანუფაქტურულ საქონელთა წარმოების ხარჯები და, მაშასადამე, ფასებიც მომხმარებლებისათვის, ქვეყნისგან მოითხოვენ, სამართლიანობის საბაბით, რომ მან გულმშვიდად ახალი გადასახადები იკისროს. იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი დამატებით ფასს ვიხდით ჩვენს ტილოში, მუსლიმში და ბამბის ქსოვილში, სამართლიანად სთვლიან, რომ ჩვენ დამატებითი ფასი ვიხადოთ აგრეთვე ჩვენს პურში. რადგან ჩვენ ხელი შევუშალეთ, რომ შრომის ჩვენმა წილმა საერთოდ შრომის განაწილებაში, რომელსაც ადგილილ აქვს დედამიწაზე, მანუფაქტურულ საქონელთა უდიდესი რაოდენობა მოგვაპოებინოს, ამიტომ ჩვენ თურმე შემდეგში კიდევ უნდა დავსაჯოთ ჩვენი თავი ნედლი პროდუქტის მოპოებაში ერთობლივი შრომის პროდუქტიული ძალის შემცირებით. უფრო გონივრული იქნებოდა გვეცნო შეცდომები, რომლებიც ყალბმა პოლოტიკამ ჩაგვადენია, და დაუყოვნებლივ დაგვეწყო თანდათან საყოველთაო თავისუფალი ვაჭრობის საღ პრინციპებზე გადასვლა.5

,,მე მქონდა შემთხვევა აღმენიშნა”, ამბობს ბ-ნი სეი, ,,როდესაც ლაპარაკი მქონდა იმაზე, რასაც - შეუფერებლად - სავაჭრო ბალანსს უწოდებენ, რომ, თუ ვაჭარი ხელსაყრელად ჰპოებს გაზიდოს სხვა ქვეყნებში ძვირფასი ლითონები, და არა სხვა საქონელი, - სახელმწიფოს ინტერესსაც შეადგენს, რომ მან ისინი გაზიდოს, ვინაიდან სახელმწიფო იგებს ან ზარალობს მხოლოდ თავის მოქალაქეთა მეშვეობით; და რამდენადაც ეს საგარეო ვაჭრობას შეეხება, ყველაფერი, რაც კერძო პირისთვის სასარგებლოა, - სასარგებლოა სახელმწიფოსთვისაც. ამიტომ, როდესაც დაბრკოლებას უქმნიან ძვირფას ლითონთა გაზიდვას კერძო პირთა მიერ, ამით მხოლოდ იმას აღწევევნ, რომ ის პირნი იძულებული ხდებიან რაიმე სხვა საქონელი გაზიდონ, რაც ნაკლებ სარგებლობას აძლევს როგორც მათ, ისე სახელმწიფოსაც. არ უნდა იქნეს დავიწყებული, რომ მე ვამბობ მხოლოდ: რამდენადაც ეს საგარეო ვაჭრობას შეეხება მეთქი, იმიტომ რომ მოგება, რომელსაც ვაჭრები იღებენ თავიანთ თანამოქალაქეებთან სავაჭრო ოპერაციების წარმოების გზით ან კოლონიებთან მონოპოლიური ვაჭრობით, არ წარმოადგენს, მთლიანად მოგებას სახელმწიფოსთვის. ერთი და იმავე ქვეყნის მოქალაქეთა შორის წარმოებულ ვაჭრობაში მოგებას ყველასთვის წარმოადგენს მხოლოდ შექმნილი სარგებლიანობის ღირებულება, ქუე ლა ვალეურ დ'უნე უტილიტე პროდუიტე” (Vol. I, 401)6 მე არ მესმის ეს განსხვავება შინაური ვაჭრობის მოგებასა და საგარეო ვაჭრობის მოგებას შორის. ყოველი ვაჭრობის მიზანს შეადგენს პროდუქტების რაოდენობის გადიდება. თუ მე ერთი კასრი ღვინის საყიდლად შემეძლო გამეზიდა ოქროს ზოდი, რომელიც 100 დღის შრომად ღირებული პროდუქტით იყო ნაყიდი, და თუ მთავრობამ, ზოდის გაზიდვის აკრძალვის გზით, მაიძულა ღვინო 106 დღის შრომად ღირებული პროდუქტით ვიყიდო, იმ შემთხვევაში მე დავკარგავ - და ცემთან ერთად მთავრობაც - 5 დღის შრომის პროდუქტს. მაგრამ თუ ასეთ გარიგებას ადგილი ექნებოდა ერთი და იმავე ქვეყნის სხვადასხვა პროვინციებში მცხოვრებ პირთ შორის, მაშინ ცალკეული პირისთვის, და მისი მეშვეობით სახელმწიფოსთვისაც, თანაბარი სარგებლობა წარმოიშობოდა, უკეთუ ის პირი თავისუფალი იქნებოდა იმ საქონელთა არჩევაში, რომელთა საშუალებით იგი ყიდვას აწარმოებს; და თანაბარი ზარალი წარმოსდგებოდა; უკეთუ იგი სახელმწიფოს მხრივ იძულებული იქნებოდა ყველაზე უფრო ნაკლებ ხელსაყრელი საქონლით ეწარმოებია ყიდვა. თუ ფაბრიკანტს შეეძლებოდა იმავე კაპიტალით მეტი რკინა დაემუშავებია იქ, სადაც ნახშირი უხვად მოიპოება, ვიდრე იქ, სადაც ნახშირის ნაკლებობა არის, - ქვეყანას სარგებლობა ექნებოდა მთელი იმ სხვაობის ოდენობით. მაგრამ თუ ნახშირი არსად არ მოიპოებოდა უხვად, და ფაბრიკანტი რკინას შემოზიდავდა და ამ დამატებით რაოდენობას რაიმე პროდუქტის წარმოების გზით მიიღებდა, რასაც იმავე კაპიტალს და შრომას მოახმარდა, - იგი იმგვარადვე სარგებლობას მისცემდა თავის ქვეყანას რკინის მთელი დამატებითი რაოდენობით. ამ ნაშრომის მე-6 თავში მე შევეცადე დამემტკიცებია, რომ ყოველ ვაჭრობას, როგორც შინაურს, ისე საგარეოს, სარგებლობა მოაქვს არა იმით, რომ იგი ადიდებს პროდუქტების ღირებულებას, არამედ იმით, რომ ადიდებს მათ რაოდენობას. ჩვენ არ მივიღებთ უფრო დიდ ღირებულებას; სულ ერთია, ვეწევით უაღრესად ხელსაყრელ შინაურ ან საგარეო ვაჭრობას, თუ, ამკრძალველი კანონების გზით შებოჭვის გამო, იძულებული ვართ ნაკლებ ხელსაყრელი ვაჭრობით დავკმაყოფილდეთ. როგორც მოგების ნორმა, ისე წარმოებული ღირებულება უცვლელი დარჩება. სარგებლობა ყოველთვის ის იქნება ბოლოს და ბოლოს, რასაც ბ-ნი სეი, როგორც ეტყობა, მარტო შინაურ ვაჭრობას მიაწერს. ორსავე შემთხვევაში მოგება ერთი და იგივეა: ეს არის ღირებულება რაიმე utilite produite-ისა.

_________________

1. სხვა ადგილას იგი ამბობს: ,,რაგინდ დიდი შეიძლება იყოს პრემიით გამოწვეული გაფართოება საგარეო ბაზრისა, იგი ყოველთვის ხდება შინაური ბაზრის ხარჯზე. ვინაიდან ყოველი ბუშელი პური, რომელიც გაიზიდება პრემიის დახმარებიტ და რომელიც უპრემიოდ არ იქნებოდა გაზიდული, შინაურ ბაზარზე დარჩებოდა, რათა გაედიდებია მოხმარება და დაეწია ამ პროდუქტის ფასი. უნდა აღინიშნოს, რომ პურის ექსპორტზე დაწესებული პრემია, როგორც ყოველი სხვა საექსპორტო პრემია, ორ სხვადასხვა ხარკს აკისრებს ხალხს: ჯერ ერთი, ხარკს, რომელიც მან უნდა გაიღოს პრემიის გადასახდელად, და, მეორე, ხარკს, რომელიც წარმოსდგება პროდუქტის ფასის აწევის გამო შინაურ ბაზარზე და რომელიც, ამ განსაკუთრებული სახის პროდუქტისთვის, გადახდილი უნდა იქნეს ხალხის მთელი მასის მიერ, ვინაიდან ხალხის მთელი მასა არის პურის მყიდველია. ამიტომ, როდესაც საქმე ამ განსაკუთრებულ პროდუქტს შეეხება, ამ ორი ხარკიდან მეორე ხარკი გაცილებით უმძიმესი არის”. ,,ამრიგად, ყოველ 5 შილინგზე, რომელიც მოსახლეობამ უნდა გაიღოს პირველ ხარკის გადასახდელად, მან კიდევ 6 გირვანქა და 4 შილინგი უნდა გაიღოს მეორე ხარკის გადასახდელად”. ,,ამრიგად, პურის არაჩვეულებრივი გაზიდვა, რომელსაც პრემია იწვევს, ამცირებს ყოველწლიურად შინაურ ბაზარს და მოხმარებას სწორედ იმდენით, რამდენითაც უცხო ბაზარს და მოხმარებასაფართოებს; გარდა ამისა, ზღუდავს რა ქვეყნის მოსახლეობას და მრეწველობას, მას აქვს საბოლოოდ ტენდენცია შეზღუდოს და შეაფერხოს შინაური ბაზრის თანდათანი გაფართოება და, ამრიგად, ბოლოს და ბოლოს, პურის მთელი ბაზარი და მოხმარება - უფრო - შეზღუდოს, ვიდრე გაადიდოს”.

2. ამავე აზრისაა ბ-ნი სეიც (Vol. II, p. 335).

3. იხ. თავი რენტის შესახებ.

4. ბ-ნი სეი ფიქრობს, რომ ადგილობრივი მრეწველობის სარგებლობა არაა მარტოოდენ დროებითი. ,,მთავრობა, რომელიც განსაზღვრულ უცხო საქონელთა იმპორტს აბსოლუტურად კრძალავს, მონოპოლიას აწესებს იმათ სასარგებლოდ, რომელნიც ქვეყნის შიგნით აწარმოებენ იმ საქონელთ, და იმათ საზარალოდ, რომელნიც მათ მოიხმარებენ. სხვა სიტყვრბით, რადგან ადგილობრივ მწარმოებლებს იმ საქონელთა გაყიდვის მონოპოლია აქვთ, - მათ შეუძლიათ მათი ფასი ბუნებრივ ფასზე მაღლა ასწიონ, და შინაური მომხმარებლები, რადგან მათ საქონლის სხვაგან შეძენა არ შეუძლიათ, იძულებული არიან უფრო მაღალ ფასში იყიდონ იგი” (Vol. I, p.201). - მაგრამ რანაირად შეუძლიათ ამ მწარმოებლებს თავიანთ საქონელთა ფასის გაჩერება ხანგრძლივად მათ ბუნებრივ ფასზე მაღლა, თუ თითოეულ მათ თანამოქალაქეს თავისუფლად შეუძლია მრეწველობის იმავე დარგში მოსაქმეობის დაწყება? ისინი დაცულნი არიან უცხო კონკურენციისგან, მაგრამ არა შინაურისგან. ნამდვილი ზიანი, რომელიც ქვეყნისთვის წარმოსდგება ასეთი მონოპოლიების გამო, - უკეთუ შეიძლება მათ ეს სახელწოდება მივცეთ - მდგომარეობს არა ასეთ საქონელთა საბაზრო ფასის აწევაში, არამედ მათი ნამდვილი და ბუნებრივი ფასის აწევაში. წარმოების ხარჯების გადიდების გამო. ქვეყნის შრომის ნაწილს ნაკლებ პროდუქტიული გამოყენება ეძლევა.

5. ,,ისეთი ქვეყანა, როგორც დიდი ბრიტანეთი არის, რომელიც მდიდარია სხვადასხვაგვარი მანუფაქტურული პროდუქტებით და რომელსაც ყოველი საზოგადოების სავაჭრო მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია, საჭიროებს მხოლოდ თავისუფალ ვაჭრობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს პურის ნაკლებობისაგან. მსოფლიო ხალხები ისეთ მდგომარეობაში არ არიან, რომ იძულებული იყვნენ წილი ჰყარონ იმის შესახებ, თუ ვინ უნდა განიცადოს მათში შიმშილი. მსოფლიოში ყოველთვის უხვად მოიპოება საზრდო. იმისთვის, რომ სიუხვეში ვიმყოფებოდეთ, საჭიროა მხოლოდ ხელი ავიღოთ ჩვენში არსებულ აკრძალვასა და შეზღუდვაზე და წინააღმდეგობა აღარ გავუწიოთ განგების კეთილ სიბრძნეს”. (სტატია ,,სახორბლო კანონები და ვაჭრობა”. ,,Encyclopaedia Britannica”-ს დამატებით ტომში).

6. განა არ ეწინააღმდეგება შემდეგი ადგილები ტექსტში აღნიშნულ ციტატას? ,,გარდა იმისა, რომ შინაური ვაჭრობა თუმცა მას ნაკლები ყურადღება ექცევა (იმიტომ რომ იგი მრავალ სხვადასხვა ხელში იმყოფება). მოცულობით უმნიშვნელოვანესი არის, იგი უდიდესი სარგებლობის მომცემიც არის. პროდუქტები, რომელთა გაცვლა-გამოცვლას აქვს ადგილი ამ ვაჭრობაში, ერთი და იმავე ქვეყნის პროდუქტებია აუცილებლად” (Vol. I, p. 84).

,,ინგლისის მთავრობამ ვერ შენიშნა, რომ ყველაზე უფრო ხელსაყრელი გაყიდვის ოპერაციები ის ოპერაციებია, რომლებსაც ერი აწარმოებს თავის თავთან. იმიტომ რომ ამ ოპერაციებს ადგილი აქვს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ერს ორი ღირებულება აქვს შექმნილი: ღირებულება, რომელსაც ყიდიან, და ღირებულება, რომლითაც ყიდულობენ” (Vol. I, p. 221).

26-ე თავში მე განვიხილავ ამ შეხედულების საბუთიანობას.

26 თავი XXIII: საწარმოო პრემიები

▲ზევით დაბრუნება


იქნებ საგულისხმიერო მნიშვნელობას მოკლებული არ იყოს განვიხილოთ ნედლი პროდუქტის და სხვა საქონელთა წარმოებაზე დაწესებული პრემიის გავლენა, რათა გავითვალისწინოთ იმ პრინციპების გამოყენება, რომლებიც მე შევეცადე დამემყარებია კაპიტალის მოგებისა, მიწის და შრომის წლიური პროდუქტის განაწილებისა და ფაბრიკატების და ნედლი პროდუქტის შეფარდებითი ფასების შესახებ. ვიგულისხმოთ, ჯერ, რომ ყველა პროდუქტზე ხარკია დადებული იმ მიზნით, რომ შესდგეს ფონდი, საიდანაც მთავრობა პრემიას გასცემს პურის წარმოებისათვის. რადგან ამ ხარკის არც ერთი ნაწილი არ იქნება თვით მთავრობის მიერ დახარჯული, და რადგან ყველაფერი, რაც აღებული იქნება ხალხის ერთი კლასისგან, მეორე კლასს გადაეცემა, ამიტომ ერი, კოლექტიურად, ასეთი ხარკისა და პრემიის გამო, არც უფრო მდიდარი გახდება და არც უფრო ღარიბი. ყველა ადვლად დაგვეთანხმება, რომ პროდუქტებზე დადებული ხარკი, რომლისგანაც ფონდი შესდგება, მაღლა ასწევს დაბეგრილი პროდუქტების ფასს; მაშასადამე, იმ პროდუქტების ყველა მომხმარებელი მონაწილე იქნება ამ ფონდის შედგენაში; სხვა სიტყვებით, რადგან საქონელთა ბუნებრივი ანუ აუცილებელი ფასი აიწევს, აიწევს მათი საბაზრო ფასიც. მაგრამ იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ამ საქონელთა ბუნებრივი ფასი აიწევს, დაიწევს პურის ბუნებრივი ფასი. წარმოებაზე პრემიის დაწესებამდე ფერმერები თავიანთ პურში იღებდნენ ისეთ მაღალ ფასს, რომელიც უნაზღაურებდა მათ რენტას და ხარჯებს და აძლევდა მათ მოგების ჩვეულებრივ ნორმას. პრემიის დაწესების შემდეგ კი ისინი უფრო მაღალ მოგებას მიიღებდნენ, თუ პურის ფასი არ დაიწევდა, ყოველ შემთხვევაში, პრემიის ოდენობით მაინც. ამრიგად, ხარკისა და პრემიის შედეგი იქნება საქონელთა ფასის გადიდება მათზე აღებული ხარკის შესაბამისად და პურის ფასის შემცირება გაცემული პრემიის თანასწორი თანხით. უნდა აღინიშნოს კიდევ, რომ კაპიტალის განაწილებაში მიწათმოქმედებასა და მრეწველობას შორის ხანგრძლივი ცვლილება ვერა წარმოსდგება რა, იმიტომ რომ სავსებით იგივე მოთხოვნა იქნება პურის და მანუფაქტურულ საქონელთა მიმართ, რადგან არც კაპიტალის და არც მოსახლეობის რაოდენობაში არავითარი ცვლილება არ იქნება წამომდგარი. ფერმერის მოგება, პურის ფასის დაწევის შემდეგ, არ იქნება საერთო დონეზე უფრო მაღალი, და ასევე ფაბრიკანტის მოგება არ დაიწევს მანუფაქტურულ საქონელთა ფასის აწევის შემდეგ. ამრიგად, პრემია არ გამოიწვევს მეტი კაპიტალის გამოყენებას მიწათმოქმედებაში პურის საწარმოებლად და არც ნაკლების გამოყენებას მანუფაქტურულ საქონელთა საწარმოებლად. მაგრამ რაგვარად შეეხება პრემია მემამულის ინტერესს? რა საფუძვლითაც ნედლი პროდუქტის ხარკი დაბლა სწევს ხორბლით გამოსახულ რენტას მიწისას, ხოლო ფულად რენტას უცვლელს სტოვებს, იმავე საფუძვლით საწარმოო პრემია, რომელიც ხარკის პირდაპირ წინააღმდეგს წარმოადგენს, მაღლა სწევს ხორბლით გამოსახულ რენტას და უცვლელს დასტოვებს ფულად რენტას.1 მიიღებდა რა იმავე ფულად რენტას, მემამულეს დასჭირდებოდა უფრო მაღალი ფასის გადახდა მანუფაქტურულ პროდუქტებში და უფრო დაბალის გადახდა პურში; ამიტომ იგი ალბათ არც უფრო მდიდარი გახდებოდა და არც უფრო ღარიბი.

ახლა ხელფასი. იქონიებს თუ არა ასეთი ღონისძიება რაიმე გავლენას შრომის ხელფასზე, ეს დამოკიდებულია შემდეგი საკითხის გადაჭრაზე: მოუხდება თუ არა მუშას პროდუქტების ყიდვისას იმდენის გადახდა ხარკის სახით, რამდენსაც იგი მიიღებს საზრდოს დაბალი ფასის სახით, რომელსაც პრემია გამოიწვევს. თუ ეს ორი რაოდენობა თანატოლია, ხელფასი უცვლელი დარჩება; ხოლო თუ დაბეგრილი პროდუქტები მუშის მოხმარების საგნებს არ ეკუთვნის, მისი ხელფასი დაიწევს, და სხვაობა მისი დამქირავებლის სასარგებლოდ წავა. მაგრამ უკანასკნელისთვის ეს არ შეადგენს ნამდვილ სარგებლობას. მართალია, მისი მოგების ნორმა აიწვს, როგორც ეს ხდება ხელფასის ყოველ დაცემის შემთხვევაში, მაგრამ რამდენადაც მუშა ნაკლებ იქნება მონაწილე იმ ფონდის შედგენაში, რომლიდანაც პრემიები გაიცემა და რომელიც, როგორც ნათქვამი იყო, უნდა შესდგეს, იმდენადვე მეტის გადახდა დასჭირდება მუშის დამქირავებელს. სხვა სიტყვებით, ამ უკანასკნელს იმდენითვე მოუხდება მონაწილეობის მიღება ხარკის გადახდაში თავისი ხარჯების გზით, რამდენსაც იგი პრემისს მოქმედებისა და მოგების უფრო მაღალი ნორმის გამო მოიგებს. იგი იღებს მოგების უფრო მაღალ ნორმას, რომელმაც მას უნდა აუნაზღაუროს მის მიერ გადახდილი არა მარტო მისი საკუთარი სახარკო წილი, არამედ მისი მუშის წილიც. ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებს მუშის წილის გადახდისთვის, გამოისახება შემცირებულ ხელფასში ანუ - რაც იგივეა - უფრო მაღალ მოგებაში, ხოლო ანაზღაურება მისი საკუთარი წილის გადახდისთვის გამოისახება მის მიერ მოხმარებული პურის ფასის შემცირებაში, რაც პრემიის გამო არის წარმომდგარი.

აქ უადგილო არ იქნება აღვნიშნოთ ის სხვადასხვა ზემოქმედება, რომელიც მოგებაზე აქვს პურის ნამდვილი შრომითი ანუ ბუნებრივი ღირებულების ცვლილებას და პურის შეფარდებითი ღირებულების იმ ცვლილებას, რომელიც დაბეგვრის გამო ან პრემიების გამო წარმოსდგება. თუ პურის ფასმა მისი შრომითი ფასის ცვლილების გამო დაიწია, - შეიცვლება არა მარტო კაპიტალის მოგების ნორმა, არამედ გაუმჯობესდება აგრეთვე კაპიტალისტის მდგომარეობა. მას მაღალი მოგება ექნება, და ამავე დროს წინადელზე მეტს არ გადაიხდის იმ საგნებში, რომლებზედაც იგი ამ მოგებას ხარჯავს; და ამას, როგორც ჩვენ ეს არის ვნახეთ, ადგილი არა აქვს, როდესაც პურის ფასის დაწევა პრემიითაა ხელოვნურად გამოწვეული. პურის ღირებულების ნამდვილ დაწევისას, რაც იქიდან წარმოსდგება, რომ ადამიანთა მოხმარების ამ უმნიშვნელოვანესთაგანი საგნის საწარმოებლად ნაკლები შრომა მოითხოვება, შრომა უფრო პროდუქტიული ხდება იმავე კაპიტალით იგივე შრომა გამოიყენება, და შედეგად კი მიიღება პროდუქტთა რაოდენობის გადიდება; მაშასადამე, არა მარტო მოგების ნორმა დიდდება, არამედ უმჯობესდება აგრეთვე იმისი მდგომარეობა, ვინც ამ მოგებას იღებს. თითოეულ კაპიტალისტს არა მარტო უფრო დიდი ფულადი შემოსავალი ექნება იმავე ფულადი კაპიტალის გამოყენებისას, არამედ იგი, ამ ფულის დახარჯვისას, მიიღებს აგრეთვე საქონელთა, სიამოვნების ყოველგვარ საგანთა მეტ რაოდენობას. პრემიის დაწესების შემთხვევაში კი სარგებლობა, რომელსაც იგი იღებს ერთი საქონლის ფასის დაწევის გამო, წონასწორდება ზარალით, რომელიც მას აქვს იმის გამო, რომ პროპორციულად უფრო მაღალი ფასი უნდა იხადოს მეორე საქონელში; იგი იღებს მოგების უფრო მაღალ ნორმას, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს გადაიხადოს ეს უფრო მაღალი ფასი; ამრიგად, მისი ნამდვილი მდგომარეობა, თუმცა არ უარესდება, მაინც სრულიად არ უმჯობესდება. იგი, მართალია, მოგების უფრო მაღალ ნორმას იღებს, მაგრამ მას არა აქვს თავის განკარგულებაში თავისი ქვეყნის მიწისა და შრომის პროდუქტის უფრო დიდი რაოდენობა. როდესაც პურის ღირებულების დაწევა ბუნებრუვი მიზეზითაა გამოწვეული, მის საწინააღმდეგოდ არ მოქმედებს სხვა საქონელთა ფასის აწევა. პირიქით, უკანასკნელთა ღირებულება კლებულობს იმის გამო, რომ კლებულობს ღირებულება ნედლი პროდუქტის, რომლისგანაც მათ ამზადებენ. ხოლო როდესაც პურის ფასის დაწევა ხელოვნური საშუალებითაა გამოწვეული, მის საწინააღმდეგოდ ყოველთვის მოქმედებს რაიმე სხვა პროდუქტის ღირებულების ნამდვილი აწევა, ასე რომ, თუ პურის ყიდვა შესაძლებელია უფრო იაფად, სხვა პროდუქტები უფრო ძვირ ფასში იყიდება.

ამრიგად, ეს კიდევ ერთი დამტკიცებაა იმისა, რომ საარსებო საგნებზე დაწესებული ხარკებიდან, რამდენადაც მათი მოქმედება გამოისახება ხელფასის აწევაში და მოგების ნორმის დაწევაში, არ წარმოსდგება რაიმე განსაკუთრებული ზიანი. მართალია, მოგება დაბლა იწევს, მაგრამ - იმ თანხის ოდენობით, რომელიც მუშის სახარკო წილს უდრის, და ეს წილი გადახდილი უნდა იქნეს ყოველ შემთხვევაში ან მუშის დამქირავებლის მიერ, ან მუშის შრომის პროდუქტის მომხმარებლის მიერ. გამოაკლებთ თქვენ მუშის დამქირავებლის შემოსავლიდან ყოველწლიურად 50 გირვ. სტერლინგს, თუ მის მირ მოხმარებულ საქონელთა ფასს მიუმატებთ 50 გირვ. სტერლინგს, - ამ გარემოებას მისთვის ან საზოგადოებისთვის მხოლოდ იმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც იგი შეიძლება თანაბრად შეეხოს საზოგადოების ყველა სხვა კლასს. თუ ეს თანხა ფასზე იქნებოდა მიმატებული, ძუნწი შესძლებდა ხარკის თავიდან აცილებას მით, რომ დაბეგრილ პროდუქტს არ მოიხმარებდა, ხოლო თუ იგი რაიმე არაპირდაპირი გზით ყოველი ადამიანის შემოსავლიდან იქნებოდა გამოკლებული, ჩვენი ძუნწი ვეღარ შესძლებდა თავიდან აეცილებია თავისი წილის გადახდა, მას რომ უწევს სახელმწიფო ხარჯებში.

ამრიგად, პურის წარმოებაზე დაწესებული პრემია არავითარ რეალურ ზემოქმედებას არ იქონიებდა ქვეყნის მიწისა და შრომის წლიურ პროდუქტზე, თუმცა იგი პურს შედარებით გააიაფებდა და მანუფაქტურულ პროდუქტებს შედარებით გააძვირებდა. მაგრამ ვიგულისხმოთ, რომ წინააღმდეგი ღონისძიება იქნა მიღებული, რომ პურზე არის ხარკი დაწესებული, რათა შესდგეს ფონდი, საიდანაც პრემია უნდა გაიცეს საქონელთა წარმოებისათვის.

ცხადია, რომ ამ შემთხვევაში პური ძვირი იქნებოდა და დანარჩენი პროდუქტები - იაფი; შრომის ფასი უცვლელი დარჩებოდა, უკეთუ მუშა საქონელთა გაიაფებით იმდენსავე სარგებლობას ნახავდა, რამდენსაც იგი პურის გაძვირებით იზარალებდა. თუ ეს ასე არ მოხდებოდა, - ხელფასი აიწევდა და მოგება დაიწევდა, მაშინ როდესაც ფულადი რენტა წინანდელი დარჩებოდა. მოგება დაიწევდა იმიტომ, რომ, როგორც ჩვენ ეს არის განვმარტეთ, სახელდობრ ამ წესით მოხდებოდა მუშის სახარკო წილის გადახდა მუშის დამქირავებლის მიერ; ხელფასის აწევით მუშა ანაზღაურებას მიიღებდა ხარკისთვის, რომელიც მან პურის აწეული ფასის სახით გადაიხადა; თუ იგი თავისი ხელფასის არც ერთ ნაწილს არ დახარჯავდა მანუფაქტურულ პროდუქტებზე, - პრემიის არავითარ წილს არ მიიღებდა, პრემიას მთლად მისი დამქირავებლები მიიღებდნენ, და ხარკი ნაწილობრივ მუშების მიერ იქნებოდა გადახდილი; მუშები იმ გადიდებული ტვირთისთვის, რომელიც მათ დაეკისრათ, ანაზღაურებას მიიღებდნენ ხელფასის გადიდების სახით, და, ამგვარად, მოგების ნორმა დაიწევდა. ამ შემთხვევაშიც ჩვენ საქმე გვექნებოდა რთულ ღონისძიებასთან, რომელსაც მთელი ერისათვის არავითარი რეალური შედეგი არ ექნებოდა.

ამ საკითხის განხილვისას ჩვენ განზრახ არ ვაქცევდით ყურადღებას ასეთი ღონისძიების გავლენას საგარეო ვაჭრობაზე; ჩვენ, პირიქით, ვგულისხმობდით განცალკევებულ ქვეყანას, რომელსაც არავითარი სავაჭრო დამოკიდებულება არა აქვს სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ვნახავთ, რომ რადგან ქვეყნის მოთხოვნა პურისა და საქონელთა მიმართ იგივე დარჩებოდა, რა მიმართულებაც უნდა მიეღო პრემიას, ამიტომ არავითარი სტიმული არ იქნებოდა იმისათვის, რომ კაპიტალი ერთი მოსაქმეობიდან სხვაში გადასულილყო. მაგრამ ეს შეიცვლებოდა, თუ საგარეო ვაჭრობას არსებობა ექნებოდა და ეს ვაჭრობა თავისუფალი იქნებოდა. მით, რომ საქონელთა და პურის შეფარდებითს ღირებულებას შევცვლიდით, რომ მათ ბუნებრივ ფასებზე ასეთ ძლიერ გავლენას მოვახდენდით, ჩვენ ძალუმ სტიმულს შევუქმნიდით იმ საქონელთა ექსპორტს, რომელთა ბუნებრივი ფასები დაწეული იქნებოდა, და ასევე ძალუმ სტიმულს იმ საქონელთა იმპორტს, რომელთა ბუნებრივი ფასი აწეული იქნებოდა. ამრიგად, ასეთ საფინანსო ღონისძიებას შეეძლო სრულიად შეეცვალა მოსაქმეობათა ბუნებრივი განაწილება. ეს, მართალია, სარგებლობას მისცემდა უცხო ქვეყნებს, მაგრამ გაანადგურებდა იმ ქვეყანას, რომელშიაც ასეთი უაზრო პოლიტიკა იქნებოდა მიღებული.

____________________

1. იხ. ზევით გვ. 120-121

27 თავი XXIV: ადამ სმიტის მოძღვრება მიწის რენტის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


,,როგორც ჩვეულებრივი წესი”, ამბობს ადამ სმიტი, ,,მიწის მხოლოდ ისეთი პროდუქტები შეიძლება ბაზარზე იქნეს გატანილი, რომელთა ჩვეულებრივი ფასი საკმარისია იმისათვის, რომ ანაზღაურებულ იქნეს მათი იქ გასატანად დახარჯული კაპიტალი ჩვეულებრივი მოგებითურთ. თუ ჩვეულებრივი ფასი ამ ნორმას აღემატება, მისი გარდამეტი, რასაკვირველია, რჩება მიწის რენტად; ხოლო თუ იგი არ აღემატება ამ ნორმას, მაშინ თუმცა საქონელი კი შეიძლება ბაზარზე იქნეს გატანილი, მაგრამ მას არავითარი რენტა არ მოაქვს მემამულისათვის. მოთხოვნაზეა დამოკიდებული, აღემატება ამ დონეს ფასი თუ არა”.

ეს ადგილი მკითხველს, რასაკვირველია, იმ დასკვნაზე დააყენებს, რომ მის ავტორს სწორად ჰქონდა გაგებული რენტის ბუნება და რომ მას დანახული ჰქონდა, რომ ხარისხი მიწისა, რომლის დამუშავებას შეიძლება საზოგადოების საჭიროება მოითხოვდეს, დამოკიდებულია ,,მისი პროდუქტის ჩვეულებრივ ფასზე: საკმარისია თუ არა ეს ფასი იმ კაპიტალის ასანაზღაურებლად, - მისი ჩვეულებრივ მოგებითურთ, - რომელიც იმ მიწის დამუშავებაზე უნდა დაიხარჯოს”.

მაგრამ სმიტი იმავე დროს ფიქრობს, რომ ,,არსებობს მიწის პროდუქტების ისეთი ნაწილები, რომელთა მიმართ მოთხოვნა ისე ძლიერი არის, რომ მათი ფასი ყოველთვის უფრო დიდია იმაზე, რაც საკმარისი არის ბაზარზე მათი მიტანისთვის”; და ერთ ასეთ ნაწილად იგი სთვლის საზრდოს.

იგი ამბობს, რომ ,,მიწა, თითქმის ყოველ მდგომარეობაში, საზრდოს იმაზე მეტ რაოდენობას წარმოშობს, რაც აუცილებელი არის მთელი იმ შრომის შესანახად, რომელიც საჭიროა იმ სარჩოს ბაზარზე გატანისთვის, თუნდაც რომ უაღრეს უხვად ეძლევოდეს ამ შრომის შესანახი. ამასთან ის გარდამეტი, რომელიც აქ რჩება, ყოველთვის იმაზე მეტი არის, რაც საკმარისია ამ შრომის გამოყენებისთვის დახარჯული კაპიტალის ასანაზღაურებლად და აგრეთვე ამ კაპიტალზე მოგების მისაღებად. ამიტომ მუდამ რჩება განსაზღვრული გარდამეტი მემამულის რენტის წილად”.

მაგრამ რა დამამტკიცებელ საბუთს იძლევა იგი ამისთვის? - სხვას არას გარდა ამ მტკიცებისა: რომ “ნორვეგიის და შოტლანდიის ყოვლად უდაბნო ადგილებიც კი იძლევიან ერთგვარ საკვებს ხვასტაგისთვის, რომლისგანაც იმდენი რძე და ნაშენი მიიღება, რომ საკმარისია არა მარტო ამ ხვასტაგის მოვლისთვის საჭირო შრომის შესანახად და ფერმერისთვის ან ჯოგის პატრონისთვის ჩვეულებრივი მოგების მისაცემად, არამედ მემამულისთვის პატარა რენტის მისაცემადაც”. მაგრამ მე ნებას მივცემ ჩემ თავს ამ ნათქვამის სისწორეში ეჭვი შევიტანო. მე ვფიქრობ, რომ ყოველ ქვეყანაში ყოვლად განუვითარებლიდან დაწყებული უაღრეს ცივილიზებულამდე, მოიპოება ისეთი ხარისხის მიწა, რომელიც ვერ მოიღებს იმაზე მეტი ღირებულების პროდუქტს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ანაზღაურებულ იქნეს მასზე დახარჯული კაპიტალი ჩვეულებრივი მოგებითურთ, რომელიც იმ ქვეყანაში არსებობს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამას ადგილი აქვს ამერიკაში, და მაინც არავინ არ ამრკიცებს, რომ რენტის გამსაზღვრელი პრინციპები ამერიკაში სხვაა, ვიდრე ევროპაში. მაგრამ რომ კიდეც მართალი იყო, რომ მიწათმოქმედებამ ინგლისში განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია და რომ აქ ამჟამად აღარ მოიპოება ისეთი მიწა, რომელიც რენტას არ იძლევოდეს, მაინც თანაბრად მართალია ის, რომ ასეთი მიწები წინად არსებობდა. გარდა ამისა, არსებობს ასეთი მიწები თუ არა, ამას საკითხისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან, თუ დიდ ბრიტანეთში კაპიტალი კი იხარჯება მიწაზე, რომელიც ანაზღაურებს მხოლოდ კაპიტალს მისი მოგებითურთ, - სავსებით სულერთი არის, ძველ მიწაზე იხარჯება იგი თუ ახალ მიწაზე. ფერმერს, რომელიც 7 ან 14 წლის ვადით იღებს მიწას იჯარით, შეიძლება აზრად ჰქონდეს მასზე 10 000 გირვ. სტერლინგი დახარჯოს, რადგან იცის, რომ მარცვლეულსა და ნედლ პროდუქტზე არსებული ფასის მიხედვით მას შეუძლია აინაზღაუროს თავისი კაპიტალის ის ნაწილი, რომელიც უნდა დახარჯოს, და გადაიხადოს რენტა და მიიღოს მოგების ჩვეულებრივი ნორმა. მაგრამ იგი 11 000 გირვ. სტერლინგს არ დახარჯავს, თუ უკანასკნელი 1 000 გირვ. სტერლინგი ვერ გამოიყენება ისე პროდუქტიულად, რომ მან მისცეს კაპიტალის ჩვეულებრივი მოგება მას. როდესაც იგი ანგარიშობს, ხელსაყრელია მისთვის თუ არა, რომ დამატებითი კაპიტალი დაიხარჯოს, იგი ყურადღებას აქცევს მხოლოდ იმას, რომ ნედლი პროდუქტის ფასი საკმარისი იყოს მისი ხარჯების ასანაზღაურებლად და მისთვის მოგების მისაცემად, რადგან იცის, რომ დამატებითი რენტის გადახდა არ დასჭირდება. იჯარის ვადის გასვლის შემდეგაც კი ფერმერის რენტა არ იქნება აწეული, ვინაიდან, თუ მემამულე მოინდომებდა რენტის აწევას მხოლოდ იმიტომ, რომ მიწაზე 1000 გირვ. სტერლინგის რაოდენობის დამატებითი კაპიტალია დახარჯული, ამ კაპიტალს ფერმერი უკანვე წაიღებდა: ეს უკანასკნელი, ჩვენ მიერ ნაგულილსხმევის თანახმად, ამ კაპიტალის გამოყენებით მხოლოდ ჩვეულებრივ მოგებას იღებს, რომლის მიღება მას შეუძლია კაპიტალის ყოველი სხვაგვარი გამოყენებით. ამიტომ იგი თანხმობას ვერ განაცხადებს დამატებითი რენტის გადახდაზე, გარეშე იმ შემთხვევისა, თუ ნედლი პროდუქტის ფასმა კიდევ აიწია ან, რაც იგივეა, მოგების ჩვეულებრივმა საერთო ნორმამ დაიწია.

ადამ სმიტს თავისი გამჭრიახი გონება რომ ამ ფაქტისაკენ მიემართა, იგი აღარ დაიწყებდა მტკიცებას, - რენტა ნედლი პროდუქტის ფასის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენსო, ვინაიდან ფასს ყველგან კაპიტალის იმ უკანასკნელი ნაწილითმოპოებული ანაღები განსაზღვრავს, რომლისათვის არავითარი რენტა არ გადაიხდება. სმიტს რომ მხედველობაში მიეღო ეს პრინციპი, იგი არავითარ განსხვავებას არ დაინახავდა სამადნეების რენტის განმსაზღვრელ კანონსა და იმ კანონს შორის, რომელიც მიწის რენტას განსაზღვრავს.

..ასე, მაგალითად, ნახშირის მაღაროდან რენტის მიღება - ამბობს იგი - ნაწილობრივ დამოკიდებულია მის ნაყოფიერობაზე, ნაწილობრივ - მის მდებარეობაზე. სამადნეს ან მაღაროს, როგორიც უნდა იყოს იგი, შეიძლება ეწოდოს მდიდარი ან მწირი იმის მიხედვით, მეტია თუ ნაკლებია მინერალების ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება იქიდან ამოღებულ იქნეს შრომის განსაზღვრული რაოდენობით, მინერალების იმ რაოდენობაზე, რომელიც თანატოლი შრომის დახრჯვით შეიძლება მიღებულ იქნეს იმავე სახის მეტი წილი სამადნეებიდან. ზოგი ნახშირის მაღარო, ხელსაყრელი მდებარეობის მქონე, არ შეიძლება დამუშავებულ იქნეს მისი სიმწირის გამო. მისი პროდუქტი არ ჰფარავს ხარჯებს. ასეთ მაღაროს არ მოაქვს არც მოგება და არც რენტა. არსებობს ისეთი მაღაროებიც, რომელთა პროდუქტს შეუძლია მხოლოდ გაისტუმროს შრომა და აანაზღაუროს მათ დამუშავებაზე დახარჯული კაპიტალი მისი ჩვეულებრივი მოგებითურთ. ეს მაღაროები მესარეწეს აძლევს ერთგვარ მოგებას, მაგრამ მემამულეს არ აძლევს არავითარ რენტას. ისინი შეიძლება სარგებლობით დამუსავებულ იქნენ მხოლოდ მემამულის მიერ, რომრლიც, რადგან იგი თვითონ არის მესარეწე, იღებს იმაზე დახარჯული კაპიტალის ჩვეულებრივ მოგებას. ბევრი ნახშირის მაღაროს დამუშავება შოტლანდიაში სწარმოებს სწორედ ამ წესით, და არავითარი სხვა წესით არ შეიძლება მათი დამუშავება. მემამულე არავის არ დაანებებს მათ დამუშავებას რენტის გადაუხდელად, ხოლო რენტის გადახდა არავის არ შეუძლია.

,,სხვა ნახშირის მაღაროები იმავე ქვეყანაში, რომლებიც საკმაოდ მდიდარია ნახშირით, არ შეიძლება დამუშავებულ იქნეს მათი მდებარეობის გამო. ამ მაღაროებიდან შეიძლება შრომის ჩვეულებრივი რაოდენობის დახარჯვით, და ჩვეულებრივზე ნაკლების დახარჯვითაც კი, ამოღებულ იქნეს მინერალის ისეთი რაოდენობა, რომელიც საკმარისია წარმოების ხარჯების დასაფარავად; მაგრამ ეს რაოდენობა წყლის ნაპირებისგან დაშორებულ ადგილებში, რომლებიც მეჩხრად დასახლებულია და რომლებსაც კარგი სამიმოსვლო გზები ხმელეთსა ან წყალზე არ გააჩნია, არ შეიძლება გაყიდულ იქნეს”. რენტის მთელი პრინციპი აქ საუცხოოდ და სავსებით ნათლად არის გარკვეული; მაგრამ ყოველი სიტყვა, რომელიც აქ ნათქვამია, ისევ შეეხება მიწას, როგორც მაღაროებს. ადამ სმიტი კი ამტკიცებს, რომ ,,სხვაგვარადაა საქმე სესახებ მემამულეებისა მიწის ზედაპირზე. მათი როგორც პროდუქტის, ისე რენტის ოდენობა პროპორციულია მათი აბსოლუტური ნაყოფიერობის და არა მათი შეფარდებითი ნაყოფიერებისა”. მაგრამ ვიგულისხმოთ, რომ არ არსებობს ისეთი მიწა, რომელიც რენტას არ იძლევოდეს. ამ შემთხვევაში უცუდესი მიწის რენტა შეფარდებული იქნება კაპიტალის დანახარჯსა და კაპიტალის მოგებაზე პროდუქტის ღირებულების გარდამეტთან. ამავე პრინციპის მიხედვით იქნება განსაზღვრული ცოტათი უკეთესი ხარისხის მიწის ან უკეთესი მდებარეობის მქონე მიწის რენტაც, და, მაშასადამე, ამ მიწის რენტა, მისი უპირატესობის გამო, უცუდესი მიწის რენტაზე მეტი იქნებოდა. იგივე შეიძლება ითქვას მესამე კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მიწაზე, და ასე სულ საუკეთესომდე. განა ცხადი არ არის, ამის შემდეგ, რომ სწორედ მიწის შეფარდებითი ნაყოფიერობა განსაზღვრავს პროდუქტის იმ ნაწილს, რომელიც რენტად გადაიხდება, ისე როგორც სამადნეების შეფარდებითი ნაყოფიერობა განსაზღვრავს მათი პროდუქტის იმ ნაწილს, რომელიც რენტად გადაიხდება?

მას შემდეგ რაც ადამ სმიტმა განაცხადა, რომ ზოგი მაღაროები მხოლოდ მათი მესაკუთრეების მიერ შეიძლება დამუშავდეს, ვინაიდან ისინი პროდუქტის ისეთ რაოდენობას იძლევიან, რომელიც საკმარისია მხოლოდ დამუშავების ხარჯების ასანაზღაურებლად, დახარჯული კაპიტალის ჩვეულებრივი მოგებითურთ, ჩვენ მოლოდინი უნდა გვქონებოდა, რომ, მისი აზრით, სწორედ ეს განსაკუთრებული მაღაროები განსაზღვრავს ყველა მაღაროდენ მპოებული პროდუქტის ფასს, თუ ძველი მაღაროები ვერ იძლევა ნახშირის საჭირო რაოდენობას, - ნახშირის ფასი აიწევს და იგი განაგრძობს აწევას, სანამ ახალი და უფრო ღარიბი მაღაროს მესაკუთრე არ ჰპოებს, რომ მას შეუძლია კაპიტალის ჩვეულებრივი მოგება მიიღოს, უკეთუ იგი თავის მაღაროს დამუშავებას შეუდგება. თუ მისი მაღარო ძალიან ღარიბი არაა, საჭირო არ არის, ნახშირის ფასის აწევა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მესაკუთრემ თავისთვის ხელსაყრელად დაინახოს მისი დამუშავება; ხოლო თუ მაღარო ძალიან ღარიბი არის, იმ შემთხვევაში, ცხადია, ნახშირის ფასმა მანამდე უნდა განაგძოს აწევა, ვიდრე იგი მესაკუთრეს ყველა ხარჯის დაფარვისა და კაპიტალის ჩვეულებრივი მოგების მიღების შესაძლებლობას არ მისცემს. აქედან, თითქოს, გამომდინარეობს, რომ უმცირესად ნაყოფიერი მაღარო განსაზღვრავს ყოველთვის ნახშირის ფასს. მაგარამ ადამ სმიტი სხვა აზრისაა. იგი შენიშნავს, რომ “ნახშირი უმდიდრესი მაღარო განსაზღვრავს ყველა სხვა მაღაროთა ნახშირის ფასს იმ მიდამოში. როგორც მაღაროს მესაკუთრე, ისე მისი დამმუშავებელი მესარეწე, ჰპოებენ, რომ, თუ თავიანთ მეზობლებზე ცოტათი უფრო იაფად გაჰყიდიან, მათ შეუძლიათ მიიღონ: პირველმა უფრო დიდი რენტა და მეორემ უფრო დიდი მოგება. მათი მეზობლები მალე იძულებული ხდებიან ნახშირი იმავე ფასში გაჰყიდონ ხოლმე, თუმცა ეს მათ არ შეუძლიათ უზარალოდ და თუმცა ეს ყოველთვის ამცირებს და ხშირად სულ არარად აქცევს მათ რენტას და მოგებას. ზოგ მაღაროებს სულ მიატოვებენ; სხვები რენტას ვეღარ იძლევიან და მხოლოდ მესაკუთრეების მიერ შეიძლება დამუშავებულ იქნენ”. თუ ნახშირის მოთხოვნა შემცირდა ან, ნახშირის ამოღებაში გაუმჯობესების შეტანის გამო, მისი რაოდენობა გადიდდა, - მისი ფასი დაეცემა, და ზოგ მაღაროთა დამუშავება შესწყდება; მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ნახშირის ფასი საკმარისი უნდა იყოს იმ მაღაროს ხარჯების და მოგების დასაფარავად, რომელიც რენტის გადაუხდელად მუშაობს. მაშასადამე, ფასს უმცირესად ნაყოფიერი მაღარო განსაზღვრავს. ფაქტიურად ამას ადამ სმიტი თვითონვე ადასტურებს მეორე ადგილას, სადაც ამბობს: ,,უდაბლესი ფასი, რა ფასშიაც შეიძლება ნახშირის გაყიდვას ჰქონდეს ადგილი რაოდენადმე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არის ის ფასი, რომელიც სწორედ საკმარისია იმისათვის, რომ ანაზღაურებულ იქნეს კაპიტალი, - მისი ჩვეულებრივი მოგებითურთ, - რომელიც დახარჯულილ იყო ბაზრად მისი გატანისათვის. იმ მაღაროდან მიღებული ნახშირის ფასი, რომლისგანაც რენტას ვერ იღებს მისი მესაკუთრე და რომელიც ამ უკანასკნელმა ან თვითონ უნდა დაამუშავოს, ანდა სულ მთლად მიატოვოს, უნდა უახლოვდებოდეს საერთოდ ამ ფასს.“

მაგრამ იგივე გარემოება, სახელდობრ ნახშირის სიუხვე და აქედან გამომდინარე მისი სიიაფე, - სულერთია, რა მიზეზითაც იყოს ეს გამოწვეული, - რაც აუცილებელს გახდიდა იმ მაღაროების დამუშავების მიტოვებას, რომელნიც სრულებით არ იძლევიან რენტას ან ძალიან მცირეს იძლევიან, - იგივე გარემოება, უკეთუ ნედლი პროდუქტის ასეთსავე სიუხვეს და, ამის გამო, სიიაფეს ექნებოდა ადგილი, აუცილებელს გახდიდა ისეთი მიწების დამუშავების შეწყვეტას, რომლებისთვის არავითარ რენტას არ იხდიდნენ ან ძალიან ცოტას იხდიდნენ. თუ, მაგალითად, კართოფილი ხალხის საყოველთაო მოხმარების საგნად იქცევოდა, როგორც ბრინჯი არის ზოგიერთ ქვეყანაში, - იმ მიწის მეოთხედს ან ნახევარს, რომელიც ახლა დამუშავებაში არის, მაშინ ალბათ დაუყოვნებლივ მიატოვებდნენ, ვინაიდან: თუ, როგორც ადამ სმიტი გვარწმუნებს, ,,კარტოფილით დათესილი ერთი აკრი მიწა 6 000 გირვანქა საღ საზრდოს იძლევა, ე.ი. სამჯერ მეტს, ვიდრე, ერთი აკრი პურით დათესილი მიწა”, - მოსახლეობა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ვერ გაიზრდებოდა ისე ძალიან, რომ მოეხმარებია მთელი ის რაოდენობა, რაც შეიძლება მიღებულ იქნეს იმ მიწებზე, რომლებზეც წინათ პური მოიყვანებოდა. ამიტომ ბევრ მიწას მიატოვებდნენ, და რენტა დაიწევდა; და მხოლოდ მას შემდეგ რაც მოსახლეობა გაორკეცდებოდა ან გასამკეცდებოდა, შესაძლებელი გახდებოდა მიწის იგივე რაოდენობა, რაც წინათ, შესულიყო დამუშავებაში, და ისეთივე მაღალი რენტა გადახდილიყო, როგორსაც წინათ იხდიდნენ.

მემამულე არ მიიღებს აგრეთვე მთლიანი პროდუქტის უფრო დიდ ნაწილს, შესდგება ეს პროდუქტი კართოფილისაგან, რომელსაც 300 ადამიანის გამოკვება შეუძლია, თუ ხორბლისგან, რომელიც მხოლოდ 100 ადამიანს გამოკვევბავს, ვინაიდან: თუმცა წარმოების ხარჯები ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, თუ მუშის ხელფასი უმთავრესად კართოფილის ფასის მიხედვით იქნებიდა განსაზღვრული და არა ხორბლის ფასის მიხედვით, და თუმცა, ამიტომ, მუშების გასტუმრების შემდეგ დარჩენილი ნაწილი მთლიანი პროდუქტისა მნიშვნელოვნად გადიდებული იქნებოდა, მაგრამ მაინც ამ დამატებითი ნაწილიდან არაფერი არ ხვდებოდა რენტას, არამედ მთლად წავიდოდა მოგებად, რომელიც ყოველთვის მაღლა იწევს ხელფასის დაცემისას და დაბლა იწევს ხელფასის აწევისას. ხორბალი იქნება მოყვანილი თუ კართოფილი, - რენტას, სულერთია, იგივე პრინციპი განაგებს: რენტა ყოველთვის უდრის სხვაობას პროდუქტის რაოდენობათა შორის, რომლებიც ერთნაირი კაპიტალით მიიღება ერთსა და იმავე მიწაზე ან სხვადასხვა მიწებზე. და ამიტომ ვიდრე ერთი და იმავე ხარისხის მიწებია დამუშავებაში და არავითარი ცვლილება არ მომხდარა მათს შეფარდებითს ნაყოფიერობაში ან სხვა უპირატესობაში, რენტა ყოველთვის იმავე შეფარდებაში იქნება მთლიანი პროდუქტის მიმართ. მაგრამ ადამ სმიტი ამტკიცებს, რომ მემამულის ხვედრი წილი გადიდდებოდა წარმოების ხარჯების შემცირების გამო, და რომ, მაშასადამე, უხვი პროდუქტიდან იგი უფრო დიდ ნაწილსაც მიიღებდა და უფრო დიდ რაოდენობასაც, ვიდრე მცირე პროდუქტიდან. ,,საბრინჯე მინდორი”, ამბობს იგი, ,,საზრდოს ბევრად უფრო დიდ რაოდენობას იძლევა, ვიდრე უნაყოფიერესი საპურე მიწა, როგორც ამბობენ, აკრზე ჩვეულებრივ ორ მოსავალს იღებენ წელიწადში, თითოს 30-იდან 60 ბუშელამდე. თუმცა ბრინჯის მოყვანა მეტ შრომას მოითხოვს, - მაინც, ამ შრომის შენახვის ხარჯების დაფარვის შემდეგ, გაცილებით უფრო დიდი გარდამეტი რჩება. იმ ქვეყნებში, სადაც ბრინჯი მოჰყავთ და ეს ბრინჯი საყოველთაო და საუპირატესო მცენარეულ საზრდოს შეადგენს ხალხისთვის და სადაც მიწათმომქმედნი უმთავრესად ბრინჯით იკვებებიან, მემამულეს ამ უფრო დიდი გარდამეტის უფრო დიდი ნაწილი უნდა ეკუთვნოდეს, ვიდრე პურის მწარმოებელ ქვეყნებში”.

ბ-ნი ბიუკენენიც შენიშნავს: ,,ცხადია, რომ, თუ ხალხის საყოველთაო მოხმარების საგნად რაიმე სხვა პროდუქტი გახდებოდა, რომელსაც მიწა პურზე უხვად წარმოშობდა, მემამულის რენტა გადიდდებოდა ამ პროდუქტის უფრო დიდი სიუხვის შესაბამისად.”

თუ კარტოფილი გახდებოდა ხალხის საყოველთაო საზრდოდ, მემამულეები, ფრიად ხანგრძლივი დროის განმავლობაში, უნდა შერიგებოდნენ რენტის დიდად შემცირებას. ისინი, ალბათ, დაახლოებითაც კი იმდენ საარსებო საშუალებებს ვერ მიიღებდნენ, რამდენსაც დღეს იღებენ, მაშინ როდესაც ამ საარსებო საშუალებათა ღირებულება დღევანდელის ერთ მესამედამდე დაეცემოდა. სამაგიეროდ მანუფაქტურულ საქონელთა ღირებულება, რომლებზედაც მემამულის რენტის ნაწილი იხარჯება, დაიწევდა მხოლოდ იმდენით, რამდენითაც დაიწევდა მათ დასამზადებლად ხმარებული ნედლი მასალის ღირებულება, რაც მხოლოდ იმ მიწის უფრო დიდი ნაყოფიერობის გამო წარმოსდგებოდა, რომელიც ახლა ამ ნედლი მასალის საწარმოებლად გამოიყენებოდა.

თუ, მოსახლეობის ზრდის გამო, წინანდელი ხარისხის მიწა შევიდა დამუშავებაში, არ შეიცვლება არც პროდუქტის ის ნაწილი, რომელსაც მემამულე იღებს, და არც ამ ნაწილის ღირებულება. მაშასადამე, რენტა იგივე იქნება, რაც წინათ იყო, მაგრამ მოგება მნიშვნელოვნად აიწევს, იმიტომ რომ საზრდოს ფასი და, მაშასადამე, ხელფასიც დიდად დაწეული იქნება. მაღალი მოგება ხელს უწყობს კაპიტალის დაგროვებას. შრომის მოთხოვნა უფრო და უფრო იმატებს, და მემამულე განუწყვეტლივ მოგებაში იქნებოდა მიწის მიმართ გაძლიერებულლი მოთხოვნის გამო.

და მართლაც, იგივე მიწები შეიძლება გაცილებით უფრო ინტენსიურად დამუშავებულიყო, უკეთუ შესაძლებელი იქნებოდა საზრდოს ესოდენ დიდი რაოდენობა ყოფილიყო მათზე მიღებული. ამიტომ მათი რენტაც, საზოგადოების განვითარების მიხედვით, შეიძლება კიდევ უფრო მაღალი გამხდარიყო და ამ მიწებს ბევრად უფრო დიდი მოსახლეობა გამოეკვება, ვიდრე წინათ. ეს აუცილებლად სასარგებლო იქნებოდა მემამულეებისთვის, და სავსებით ეთანხმება იმ დებულებას, რომელსაც ეს გამოკვლევა, მე მგონია, აუცილებლად ამყარებს. სახელდობრ: რომ ყველა არაჩვეულებრივი მოგება, თვით მისი ბუნებისამებრ, მოკლე ხანგრძლივობისა არის, რადგან მიწის მთელი ზედმეტი პროდუქტი, ისეთი ზომიერი მოგების გამოკლების შემდეგ, რაც საკმარისია კაპიტალის დაგროვებისათვის ხელშესაწყობად, ბოლოს და ბოლოს, მემამულეს უნდა დარჩეს.

შრომის ასეთი დაბალი ფასის არსებობისას, რასაც აუცილებლად პროდუქტის სიუხვე გამოიწვევდა, არა თუ პროდუქტის უფრო დიდ რაოდენობას მოიღებდა უკვე დამუშავებაში მყოფი მიწები, არამედ შესაძლებელი გახდებოდა ადრეთვე დამატებითი კაპიტალი დახარჯულიყო ამ მიწებზე, და უფრო დიდი ღირებულება მიღებულიყო მათგან: და ამავე დროს შესაძლებელი გახდებოდა მაღალი მოგებით დამუშავება ბევრად უფრო დაბალი ხარისხის მიწებისაც, რაც დიდად სასარგებლო იქნებოდა როგორც მემამულეებისთვის , ისე მომხმარებელთა მთელი კლასისთვისაც. მიწა - ეს მანქანა, რომელიც მოხმარების უმნიშვნელოვანეს საგანს წარმოშობს - გაუმჯობესებულილ იქნებოდა და კარგ სასყიდელსაც მიიღებდა მის მიერ გაწეული სამსახურისათვის, როდესაც ეს მოითხოვებოდა. მთელი სარგებლობა პირველ რიგში ხვდებოდა მუშებს, კაპიტალისტებს და მომხმარებლებს; მაგრამ, მოსახლეობის პროგრესთან ერთად, ეს სარგებლობა თანდათან მიწის მესაკუთრეების ხელში გადავიდოდა.

ამ გაუმჯობესებათაგან დამოუკიდებლად, რომლებშიაც საზოგადოება უშუალოდ არის დაინტერესებული, ხოლო მემამულეები - შორეულად, მემამულეების ინტერესები ყოველთვის წინააღმდეგია მუშების და და ფაბრიკანტების ინტერესებისა. პურს შეიძლება გამუდმებით მაღალი ფასი ჰქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მის საწარმოებლად დამატებითი შრომაა საჭირო, რომ მისი წარმოების ხარჯები გადიდებული არის. იგივე მიზეზი მაღლა სწევს ყოველთვის რენტას, და ამიტომ პურის წარმოების ხარჯების აწევა მემამულისათვის ხელსაყრელი არის. მაგრამ მომხმარებლის ინტერესი პირდაპირ წინააღმდეგი არის. მომხმარებლისთვის სასურველი ესაა: რომ პურის ღირებულება ფაულის და საქონელთა მიმართ დაბალი იყოს, რადგან პურის ყიდვა ხდება ყოველთვის საქონლით ან ფულით. პურის მაღალი ფასი ხელსაყრელი არაა აგრეთვე ფაბრიკანტისთვისაც, იმიტომ რომ იგი იწვევს ხელფასის აწევას, მაგრამ არა ფაბრიკანტის საქონლის ფასის აწევას. ამრიგად, ფაბრიკანტმა არა თუ მეტი საქონელი ანუ - რაც იგივეა - მეტი საქონლის ღირებულება უნდა გაიღოს მის მიერ მომხმარებელ პურში, არამედ აგრეთვე მეტი საქონელი ანუ მეტი საქონლის ღირებულება უნდა მისცეს ხელფასად თავის მუშებს, და ყველა ამისთვის იგი ანაზღაურებას არას იღებს. მაშასადამე, საზოგედოების ყველა კლასი, მემამულეების გამოკლებით, ზარალობს პურის ფასის აწევით. დამოკიდებულება მემამულესა და საზოგადოებას შორის ისეთი ხასიათისა არაა, როგორც დამოკიდებულება ვაჭრობაში, სადაც მყიდველიც და გამყიდველიც, ასე ვთქვათ, შეიძლება თანაბრად იგებს, არამედ ხარალი აქ მთლად ერთ მხარეზეა და მოგება მთლად მეორე მხარეზე არის. და თუ პურის უფრო იაფად მოპოება შეიძლებოდა იმპორტის გზით, იმ შემთხვევაში მისი შემოუტანლობის გამო წარმომდგარი ზარალი ბევრად უფრო დიდია ერთ მხარეზე, ვიდრე მოგება მეორე მხარეზე.

ადამ სმიტი არასოდეს არ განასხვავებს ფულის დაბალ ღირებულებას პურის მაღალი ღირებულებისაგან და ამიტომ იმ დასკვნამდე მიდის, რომ მემამულის ინტერესები წინააღმდეგი არაა დანარჩენი საზოგადოების ინტერესებისა. პირველ შემთხვევაში, პურის ღირებულება, ყველა საქონელთან შედარებით, დაბალი არის; მეორე შემთხვევაში, პურის ღირებულება, ყველა საქონელთან შედარებით, მაღალი არის. პირველ შემთხვევაში პურს და საქონელს იგივე შეფარდებითი ღირებულება აქვს შენარჩუნებული; მეორე შემთხვევაში, პურის ღირებულება როგორც საქონლის, ისე ფულის მიმართ უფრო მაღალი არის.

ადამ სმიტის შემდეგი შენიშვნა შესაბამისია ფულის დაბალი ღირებულებისათვის, მაგრამ სრულიად შეუსაბამოა პურის მაღალი ღირებულებისათვის. ,,იმპორტი (პურის) რომ ყოველ ჟამს თავისუფალი ყოფილიყო, ჩვენი ფერმერები და მემამულეები, ალბათ, თავიანთ პურში წლიდან წლამდე ნაკლებ ფულს მიიღებდნენ, ვიდრე ამჟამად იღებენ, როდესაც იმპორტი უმრავლეს შემთხვევაში აკრძალული არის; მაგრამ ფულს, რომელსაც ისინი მიიღებდნენ, მეტი ღირებულება ექნებოდა, იგი ყოველგვარ სხვა საქონელს მეტს იყიდდა და მეტ შრომას გამოიყენებდა. მაშასადამე, მათი ნამდვილი სიმდიდრე, მათი ნამდვილი შემოსავალი ისეთივე იქნებოდა, როგორიც ამჟამად არის, თუმცა იგი ვერცხლის ნაკლები რაოდენობით იქნებოდა გამოსახული. და ისინი არც უნარს იქნებოდნენ მოკლებული და არც სტიმულს იმისთვის, რომ იმდენივე პური მოეყვანათ, რამდენიც ამჟამად მოჰყავთ. პირიქით, რადგანვერცხლის ნამდვილი ღირებულების აწევა, პურის ფაულადი ფასის დაწევის გამო, რაოდენადმე დაბლა სწევს ყველა სხვა საქონელთა ფულად ფასს, ამიტომ იგი იმ ქვეყნის მრეწველობას, სადაც წარმოსდგება, ერთგვარ უპირატესობას აძლევს ყველა საგარეო ბაზარზე, და ამის გამო მას ტენდენცია აქვს ამ მრეწველობის განვითარებას სტიმული მისცეს და იგი გაზარდოს. მაგრამ პურის შინაური ბაზრის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს იმ ქვეყნის საერთო მრეწველობას, სადაც ეს პური მოდის, ანუ იმ ადამიანთა რიცხვს, რომელნიც რაიმე სხვა საქონელთ აწარმოებენ პურზე გასაცვლელად. ხოლო ყოველ ქვეყანაში შინაური ბაზარი, როგორც უახლოესი და ყველაზე უფრო მოხერხებული, იმავე დროს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ბაზარია პურისთვის. მაშასადამე, ვერცხლის ნამდვილი ღირებულების აწევას, რომელიც პურის საშუალო ფულადი ფასის დაწევის შედეგს წარმოადგენს. ტენდენცია აქვს გააფართოოს პურის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ბაზარი და, შეფერხების ნაცვლად, სტიმული მისცეს პურის კულტურას”.

პურის მაღალ ან დაბალ ფასს, რომელიც ოქროს და ვერცხლის სიუხვიდან და სიიაფიდან წარმოსდგება, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მემამულისთვის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, როგორც უკვე აღნიშნა ადამ სმიტმა, აწევა ან დაწევა თანაბრად შეეხება ყველა საქონელს. მაგრამ პურის მაღალი ფასი დანარჩენ საქონელთა მიმართ ყოველთვის უაღრესად ხელსაყრელი არის მემამულისთვის: ჯერ ერთი, იგი მას აძლევს პურის უფრო დიდ რაოდენობას რენტის სახით, და, მეორე, თანასწორი ზომის პურით მემამულეს შეუძლია მოიპოვოს უფრო დიდი რაოდენობა არა მარტო ფულის, არამედ უფრო დიდი რაოდენობა ყოველი საქონლისაც, რომლის ყიდვაც კი შესაძლებელია ფულით.

28 თავი XXV: კოლონიური ვაჭობა

▲ზევით დაბრუნება


თავის შენიშვნებში კოლონიალური ვაჭრობის შესახებ ადამ სმიტმა ფრიად დამაკმაყოფილებლად დაგვანახვა თავისუფალი ვაჭრობის ყველა უპირატესობა და ის უსამართლობა, რომელსაც განიცდიან კოლონიები იმის გამო, რომ მეტროპოლია ხელს უშლის მათ უძვირეს ბაზარზე გაჰყიდონ თავიანთი პროდუქტები და უიაფეს ბაზარზე იყიდონ მათთვის საჭირო სხვადასხვა მანუფაქტურული საქონელი და მასალები. მან დაგვანახვა, რომ ყოველი ქვეყნისთვის ნებართვის მიცემით, რათა მან თვისი მრეწველობის პროდუქტები გასცვალოს, სადაც და როდესაც სურს, გამოიწვევა შრომის საუკეთესოდ განაწილება მსოფლიოში და უზრუნველყოფილი ხდება არსებობისა და კომფორტის საგნების მაქსიმალური წარმოება.

იგი შეეცადა აგრეთვე დაენახვებია, რომ ვაჭრობის ეს თავისუფლება, რომელიც უეჭველად ხელსაყრელია მთელი მსოფლიოსთვის, სასარგებლოა აგრეთვე ყოველი ცალკეული ქვეყნისთვის, და რომ ის ვიწრო პოლიტიკა, რომელიც მიღებული აქვთ ევროპის ქვეყნებს მათი კოლონიების მიმართ, ნაკლებ საზიანო არაა თვით მეტროპოლიებისთვის, ვიდრე კოლონიებისთვის, რომელთა ინტერესები აქ მსხვერპლად არის შეწირული.

„კოლონიალური ვაჭრობის მონოპოლია”, - ამბობს იგი, - „როგორც მერკანტილური სისტემის ყველა სხვა უბადრუკი და მავნებელი ღონისძიება, შემავიწროებელია ყველა სხვა ქვეყნის მრეწველობისა, მაგრამ უმთავრესად კოლონიების მრეწველობისა, და ამასთან ოდნავაც არ ადიდებს და, პირიქით, ამცირებს იმ ქვეყნის მრეწველობას, რომლის სასარგებლოდაც იგი არის დაწესებული”.

მაგრამ მისი საგნის ეს ნაწილი ისე ნათლად და დამარწმუნებლად არაა გარკვეული, როგორც ის, სადაც იგი გვიჩვვენებს ამ სისტემის უსამართლობას კოლონიების მიმართ.

მე მგონია, შეიძლება ეჭვი ვიქონიოთ, რომ მეტროპოლიას არ შეეძლოს ზოგჯერ სარგებლობა ნახოს იმ შეზღუდვის გამო, რომელსაც იგი უწესებს თავის კოლონიებს. აბა ვისთვის უნდა იყოს საეჭვო, მაგალითად, ეს, რომ ინგლისი კოლონია ყოფილიყო საფრანგეთის, ეს უკანასკნელი მოგებაში იქნებოდა, თუ ინგლისი დიდ პრემიას გადაიხდიდა პურის, მაუდის ან სხვა საქონელთა ექსპორტისთვის? პრემიის საკითხის განხილვისას ჩვენ ვნახეთ, რომ, როდესაც ფასი 4 გირვ. სტერლინგი იქნებოდა კვარტერისათვის, 10 შილინგის ოდენობის პრემიის დაწასება ინგლისიდან გაზიდულ კვარტერ პურზე ამ უაკანასკნელის ფასს საფრანგეთში დასწევდა 3 გირვ. სტერლ. 10 შილინგამდე, და აი, თუ წინათ საფრანგეთში პური 3 გირვ. სტერლინგად 15 შილინგად იყიდებოდა კვარტერი, ახლა საფრანგეთის მომხმარებლები ყოველ კვარტერ შეზიდულ პურზე 5 შილინგის სარგებლობას მიიღებდნენ, ხოლო თუ წინათ საფრანგეთში პურის ბუნებრივი ფასი 4 გირვ. სტერლინგს შეადგენდა, ისინი ყოველ კვარტერზე მოიგებდნენ მთლიანად 10 შილინგ პრემიას. საფრანგეთი, ამრიგად, ინგლისის ზარალით სარგებლობას ნახავდა: იგი მოიგებდა არა თუ იმის ნაწილს, არამედ მთლიანად იმას, რასაც ინგლისი დაჰკარგავდა.

მაგრამ შეიძლება გვითხრან, რომ საექსპორტო პრემია საშინაო პოლიტიკის ღონისძიებას წარმოადგენს და იგი არ შეიძლება ადვილად დაწესებულ იქნეს მეტროპოლიის მიერ.

თუ იამაიკისა და ჰილონდიისთვის ხელსაყრელია, რომ მათ ინგლისის შუამავლობის გარეშე გასცვალონ ის პროდუქტები, რომლებსაც თითოეული მათგანი აწარმოებს, იმ შემთხვევაში, ცხადია, იამაიკის და ჰოლანდიის ინტერესი შელახული იქნება, თუ ისინი დაბრკოლებული არიან ასეთ თავისუფალ გაცვლა-გამოცვლაში. ხოლო თუ იამაიკა იძულებულია თავისი პროდუქტები ინგლისში გაგზავნოს და იქ გასცვალოს ჰოლანდიის პროდუქტებზე, - მაშინ ინგლისის კაპიტალი ან ინგლისური სააგენტო მონაწილეობს იმ ვაჭრობაში, რომელშიაც სხვებრ არ იქნებოდა მონაწილე. მას მიიზიდავს ამ ვაჭრობაში პრემია, რომელსაც იხდის არა ინგლისი, არამედ ჰოლანდია და იამაიკა.

თვითონ ადამ სმიტსაც კი აქვს აღნიშნული, რომ ზარალი, რომელიც გამოწვეულია არახელსაყრელად შრომის განაწილებით ორ ქვეყანაში, შეიძლება სასარგებლო იყოს ერთი მათგანისათვის, მაშინ როდესაც მეორე უფრო მეტს ჰკარგავს, ვიდრე რამდენსაც შეადგენს ფაქტიურად ასეთი განაწილებიდან გამომდინარე ზარალი; და თუ ეს მართალია, ამით ის მტკიცდება, რომ ღონისძიება, რომელმაც შესაძლებელია დიდი ზიანი მიაყენოს კოლონიას, შეიძლება ნაწილობრივ სასარგებლო იყოს მეტროპოლიისათვის.

როდესაც სავაჭრო ხელშეკრულებებზე ლაპარაკობს, სმიტი ამბობს: „თუ ერი ხელშეკრულების გზით ვალდებულებას კისრულობს ნება დართოს განსაზღვრულ საქონელთა იმპორტს, რომელიმე უცხო ქვეყნიდან, რომლების შემოზიდვა ყელა სხვა ქვეყნიდა მას აკრძალული აქვს, ან ერთი ქვეყნის პროდუქტები გაანთავისუფლოს ბაჟებისაგან, რომლებსაც ყველა სხვა ქვეყნის პროდუქტები დაქვემდებარებული არის, მაშინ ის ქვეყანა ან, ყოველ შემთხვევაში, იმ ქვეყნის ვაჭრები და ფაბრიკანტები, რომლის ვაჭრობასაც ასეთი შეღავათი ეძლევა, აუცილებლად დიდ სარგებლობას იღებენ ხელშეკრულობიდან. ეს ვაჭრები და ფაბრიკანტები ერთგვარი მონოპოლიით სარგებლობენ იმ ქვეყანაში, რომელიც ესოდენ ლმობიერია მათ მიმართ. ის ქვეყანა ხდება უფრო ფართო და უფრო ხელსაყრელი ბაზარი მათი პროდუქტებისათვის; უფრო ფართო - იმიტომ, რომ, რადგან ყველა სხვა ქვეყნის საქონელი იქიდან ან გამორიცხულია ან მძიმე ბაჟებს არის დაქვემდებარებული, მათი პროდუქტების უფრო დიდი რაოდენობა მიაქვს იმ ბაზარს; უფრო ხელსაყრელი - იმიტომ, რომ შეღავათმიცემული ქვეყნის ვაჭრები მეორე ქვეყანაში, რადგან ისინი აქ ერთგვარი მონოპოლიით სარგებლობენ, თავიანთ საქონელს ხშირად უკეთეს ფასში გაჰყიდიან, ვიდრე გაჰყიდდნენ, ყველა სხვა ერის კონკურენციასთან რომ ჰქონებოდათ საქმე”.

ვიგულისხმოთ, რომ იმ ორი ქვეყნიდან, რომელნიც სავაჭრო ხელშეკრულებას სდებენ, ერთი არის მეტროპოლია, ხოლო მეორე - კოლონია, და ადამ სმიტმა, ცხადია, უნდა სცნოს, რომ მეტროპოლიას შეუძლია სარგებლობა მიიღოს კოლონიის შევიწროებით. ესეც კია, რომ წინააღმდეგ შეიძლება სთქვან, რომ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ბაზრის მონოპოლია ხელთ არ უპყრია პრივილეგიან კომპანიას, უცხო მყიდველები მეტს არ გადაიხდიან საქონელში, ვიდრე შინაური მყიდველები; ფასი, რომელსაც ისინი, ორნივე, გადაიხდიან, დიდად განსხვავებული არ იქნება საქონლის ბუნებრივი ფასისგან იმ ქვეყანაში, სადაც ეს საქონელი იწარმოება. ინგლისს, მაგალითად, ჩვეულებრივ პირობებში, ყოველთვის შეეძლება საფრანგეთის საქონლის ყიდვა მისი ბუნებრივი ფასის მიხედვით საფრანგეთში, და საფრანგეთსაც ასეთივე პრივილეგია ექნება ინგლისის საქონელი იყიდოს მისი ბუნებრივი ფასის მიხედვით ინგლისში. მაგრამ ასეთ ფასებში საქონელთა ყიდვას ხომ უხელშეკრულობოდაც ექნებოდა ადგილი. მაშ რაღა სარგებლობას ან ზიანს აძლევს ასეთი ხელშეკრულება თითოეულ იმ ქვეყანას?

ამ ხელშეკრულობით წარმომდგარი ზიანი შემზიდველი ქვეყნისთვის იქნებოდა შემდეგში: ეს ქვეყანა ვალდებული იქნებოდა ეყიდა რაიმე საქონელი, ვთქვათ ინგლისისგან, მისი ბუნებრივი ფასის მიხედვით ინგლისში, მაშინ როდესაც მას, იქნებ, უფრო დაბალ ბუნებრივ ფასში შეეძლო ამ საქონლის ყიდვა რომელიმე სხვა ქვეყნისგან. ამრიგად, აღნიშნული ხელშეკრულობა იწვევს მთელი კაპიტალის არახელსაყრელ განაწილებას, რომელსაც უმთავრესად ის ქვეყანა განიცდის, რომელიც ხელშეკრულობით იძულებული არის უმცირესად პროდუქტიულ ბაზარზე იყიდოს საქონელი. და იმავე დროს, გამყიდველს, მიუხედავად იმისა, რომ მას, თითქოს, მონოპოლია აქვს მინიჭებული, არავითარი სარგებლობა არ ეძლევა ხელშეკრულობით, იმიტომ რომ თანამემამულეთა კონკურენცია მას ხელს უშლის თავისი საქონელი მის ბუნებრივ ფასზე უფრო ძვირად გაჰყიდოს; და ამ ფასში კი მას იგი მაინც გაასაღებდა, გაიტანდა მას საფრანგეთში, ესპანეთში ან ვესტ-ინდოეთში, თუ გაჰყიდდა შინ მოსახმარებლად.

რაში-ღა მდგომარეობს ის სარგებლობა, რომელიც ხელშეკრულობაში მოქცეული შეთანხმების საფუძველზე წარმოსდგება? იმაში, რომ ეს განსაკუთრებული პროდუქტები ვერ იქნებოდა საქსპორტოდ წარმოებული ინგლისში, მას რომ ამ განსაკუთრებული ბაზრის მომსახურების მონოპოლიური პრივილეგია არ ჰქონებოდა მინიჭებული; უამისოდ, იმ ქვეყნების კონკურენცია, სადაც ესეთი პროდუქტების ბუნებრივი ფასი უფრო დაბალი არის, მოუსპობდა მას იმ პროდუქტების გაყიდვის ყოველ შესაძლებლობას. მაგრამ ამას ნაკლები მნიშვნელობა ექნებოდა თუ ინგლისი სრულიად უზრუნველყოფილი იქნებოდა, რომ მას შესაძლებლობა აქვს იმავე თანხის რაიმე სხვა საქონელი, რომელსაც იგი აწარმოებდა, გაჰყიდოს საფრანგეთის ბაზარზე ან ისეთივე სარგებლობით რომელსამე სხვა ბაზარზე, მიზანი, რომელსაც ისახავს ინგლისი, მდგომარეობს, მაგალითად, იმაში, რომ იყიდოს საფრანგეთის ღვინოების განსაზღვრული რაოდენობა, ღირებულებით 5 000 გირვ. სტერლინგისა; მას სურს, ამიტომ, სადმე საქონელი გაჰყიდოს, რათა მით 5 000 გირვ. სტერლინგი მოიპოვოს ამ მიზნისთვის. თუ მას საფრანგეთმა მონოპოლია მისცა მაუდის ბაზარზე, ინგლისი მაშინვე გაზიდავს ამ მიზნით მაუდს; მაგრამ თუ ვაჭრობა თავისუფალი არის, შესაძლებელია სხვა ქვეყნის კონკურენციამ ხელი შეუშალოს ამას, - მაუდის ბუნებრივი ფასი ინგლისში არ აღმოჩნდეს საკმარისად დაბალი, რათა ინგლისს მოაპოებიოს ამ მაუდის გაყიდვის გზით 5 000 გირვ. სტერლინგი და მიაღებიოს ჩვეულებრივი მოგება ამ მიზნით გამოყენებულ კაპიტალზე. მაშინ ინგლისის მრეწველობამ რაიმე სხვა საქონელს უნდა მიმართოს; მაგრამ აქ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არ არსებობს არც ერთი ისეთი პროდუქტი, რომლის გაყიდვა მისთვის შესაძლებელი იყოს, ფულის არსებული ღირებულების დროს, იმ ბუნებრივი ფასის მიხედვით, რომელიც მას აქვს სხვა ქვეყნებში. და რა იქნება შედეგი? ღვინის მომხმარებლებს ინგლისში წინანდებურად სურთ დახარჯონ 5 000 გირვ. სტერლინგი ღვინოში, და, მაშასადამე, 5 000 გირვ. სტერლინგი ფულად გაიზიდება საფრანგეთში ამ მიზნისთვის, ფულის ამ გაზიდვის გამო მისი ღირებულება მაღლა აიწევს ინგლისში და დაბლა დაიწევს სხვა ქვეყნებში, და ამასთან ერთად დაბლა დაიწევს ყველა საქონელთა ბუნებრივი ფასიც, რომლებიც ბრიტანეთის მრეწველობის მიერ არის წარმოებული. ფულის ღირებულების აწევა იგივეა, რაც არის საქონელთა ფასის დაწევა. 5 000 გირვ. სტერლინგის მისაღებად ახლა შეიძლება გაზიდულ იქნეს ბრიტანეთის პროდუქტები, რადგან მათ შეუძლიათ, მათ ახლანდელ დაწეულ ბუნებრივ ფასში, კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნის პროდუქტებს. მხოლოდ ესაა, რომ პროდუქტების მეტი რაოდენობა უნდა გაიყიდოს დაწეულ ფასში, რათა მიღებულ იქნეს საჭირო 5 000 გირვ. სტერლინგი, და ეს თანხა ვერ იყიდის ღვინის იმავე რაოდენობას: მაშინ როდესაც ინგლისში, ფულის რაოდენობის შემცირების გამო, საქონელთა ბუნებრივმა ფასმა დაიწია, საფრანგეთში, პირიქით, ფულის რაოდენობის გადიდების გამო, საქონელთა და ღვინის ბუნებრივმა ფასმა აიწია. ამიტომ ინგლისში ვაჭრობის სრული თავისუფლების არსებობისას, ნაკლები ღვინო შემოიზიდება მის საქონელთა სამაგიეროდ, ვიდრე მაშინ, როდესაც ინგლისს, სავაჭრო ხელშეკრულების საფუძველზე, განსაკუთრებული შეღავათები აქვს მინიჭებული. მაგრამ მოგების ნორმა არ იქნება შეცვლილი; შეცვლილი იქნება ფულის შეფარდებითი ღირებულება ამ ორ ქვეყენაში, და საფრანგეთის მოგება ის იქნება, რომ იგი გაცვლის გზით საფრანგეთის საქონელთა განსაზღვრულ რაოდენობაში ინგლისის საქონელთა უფრო დიდ რაოდენობას მიიღებს, ხოლო ინგლისის ზარალი ის იქნება, რომ იგი გაცვლის გზით ინგლისის საქონელთა განსაზღვრულ რაოდენობაში საფრანგეთის საქონელთა ნაკლებ რაოდენობას მიიღებს.

ამრიგად, საგარეო ვაჭრობა, დაბრკოლებულია იგი, შეღავათებით სარგებლობს თუ თავისუფალი არის, მაინც განაგრძობს არსებობას, როგორიც უნდა იყოს წარმოების სიძნელე სხვადასხვა ქვეყნებში; მაგრამ მას შეიძლება მოწესრიგება მიეცეს მხოლოდ ბუნებრივი ფასის - არა ბუნებრივი ღირებულების - ცვლილების გზით, რა ფასშიაც პროდუქტები შესაძლებელია წარმოებულ იქნეს იმ ქვეყნებში, და ეს ცვლილება წარმოსდგება ცვლილებით ძვირფას ლითონთა განაწილებაში. ეს გარემოება ადასტურებს ჩემ მიერ სხვა ადგილას გამოთქმულ აზრს, რომ არ არსებობს საქონელთა იმპორტის ან ექსპორტის ისეთი ხარკი, პრემია ან აკრძალავა, რომელიც არ წარმოშობდეს ძვირფას ლითონთა სხვაგვარ განაწილებას და, მაშასადამე, არ იწვევდეს ყველგან საქონელთა როგორც ბუნებრივი, ისე საბაზრო ფასის ცვლილებას.

ამიტომ, ცხადია, რომ კოლონიასთან ვაჭრობა შეიძლება ისე იქნეს მოწესრიგებული, რომ იგი ერთსა და იმავე დროს კოლონიისთვის იყოს ნაკლებ ხელსაყრელი და მეტროპოლიისთვის - უფრო სასარგებლო, ვიდრე სრულიად თავისუფალი ვაჭრობა. როგოც ცალკეული მომხმარებლისთვის საზარალოა, თუ იგი იძულებულია მხოლოდ ერთ დუქანში იყიდოს ყველა საქონელი, ისევე საზარალოა მომხმარებელთა მთელი ერისთვის, როდესაც იგი იძულებულია მხოლოდ ერთი ქვეყნისგან იყიდოს მისთვის საჭირო პროდუქტები. თუ ის დუქანი ან ქვეყანა მოთხოვნილ პროდუქტებს უიაფეს ფასებში იძლევა, იგი უზრუნველყოფილია, რომ მათ ასეთი მონოპოლიური პრივილეგიის უქონლადაც გაჰყიდის. ხოლო თუ იგი უფრო იაფად არ ჰყიდის, იმ შემთხვევაში საყოველთაო ინტერესი მოითხოვს, რომ მას დახმარება არ ეძლეოდეს ვაჭრობის განსაგრძობად, რომლის წარმართვა მას არ შეუძლია ისეთივე სარგებლობით, როგორც სხვებს. აღნიშნული დუქანი ან ქვეყანა რომელიც ასეთ პროდუქტებს ჰყიდის, შეიძლება იზარალებდა მოსაქმეობის გამოცვლის გამო, მაგრამ საერთო სარგებლობა საუკეთესოდ მიიღწევა მხოლოდ საყოველთაო კაპიტალის უაღრეს პროდუქტიულად განაწილების გზით, ე.ი. საყოველთაო თავისუფალი ვაჭრობით.

საქონლის წარმოების ხარჯების გადიდებას, თუნდაც რომ იგი პირველ მოთხოვნილების საგანს შეადგენდეს, არ მოჰყვება აუცილებლად მისი მოხმარების შემცირება: თუმცა მოხმარების საერთო უნარი მყიდველებისა მცირდება ცალკეული საქონლის ფასის აწევის გამო, მაგრამ მათ შეუძლიათ ხელი აიღონ რაიმე სხვა საქონლის მოხმარებაზე, რომლის წარმოების ხარჯები არ გადიდებულა. ამ შემთხვევაში მიწოდებული და მოთხოვნილი რაოდენობა იგივე იქნება, რაც წინათ იყო; გადიდებული იქნება მხოლოდ წარმოების ხარჯები, და მაინც ფასი აიწევს, და უნდა აიწიოს, რათა გაძვირებული საქონლის მწარმოებლის მოგება გაუთანასწორდეს მრეწველობის სხვა დარგებში მიღებულ მოგებას.

ბ-ნი სეი სცნობს, რომ წარმოების ხარჯები შეადგენს ფასის საფუძველს, და მაინც თავისი წიგნის სხვადასხვა ადგილას ამტკიცებს, რომ ფასი განისაზღვრება შეფარდებით მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. რაიმე ორი საქონლის შეფარდებითი ღირებულების ნამდვილ და უკანასკნელ რეგულატორს წარმოადგენს წარმოების ხარჯები, და არა თითოეული მათგანის რაოდენობა, რომელიც შეიძლება წარმოებულ იქნეს, და არც კონკურენცია მყიდველებს შორის.

ადამ სმიტის აზრით, კოლონიალურმა ვაჭრობამ, ვინაიდან მასში მხოლოდ ბრიტანეთის კაპიტალი შეიძლება იქნეს გამოყენებული, მაღლა ასწია ყველა სხვა სავაჭრო დარგების მოგების ნორმა; და რდგან, მისი აზრით, მაღალი მოგება, ისე როგორც მაღალი ხელფასი, მაღლა სწევს საქონელთა ფასს, იგი ფიქრობს, რომ კოლონიალური ვაჭრობის მონოპოლია საზიანო იყო მეტროპოლიისთვის, ვინაიდან მან შეამცირა ამ უკანასკნელის უნარი მანუფაქტურულ საქონელთა ისე იაფად გაყიდვისა, როგორც სხვა ქვეყნები ჰყოდიან. იგი ამბობს: „მონოპოლიის შედეგად, კოლონიალური ვაჭრობის ზრდას იმდენად არ გამოუწვევია გადიდება ვაჭრობისა, რომელიც დიდ ბრიტანეთს წინათ ჰქონდა, რამდენადაც გამოიწვია სრული ცვლილება მის მიმართულებაში. მეორე, ამ მონოპოლიამ აუცილებლად ხელი შეუწყო მოგების ნორმის აწევას უფრო მაღალ დონეზე ბრიტანეთის ვაჭრობის სხვადასხვა დარგებში, ვიდრე ამას ადგილი ექნებოდა ბუნებრივად, ყველა ერს რომ ნებადართული ჰქონებოდა თავისუფალი ვაჭრობა ბრიტანეთის კოლონიებთან.” „მაგრამ ყველაფერი, რაც ხელს უწყობს რომელსამე ქვეყანაში მოგების ჩვეულებრივი ნორმის აწევას უფრო მეტად, ვიდრე იგი სხვებრ აიწევდა, აუცილებლად როგორც აბსოლუტურს, ისე შეფარდებითს ზიანს აძლევს ამ ქვეყანას ვაჭრობის ყოველ დარგში, რომელშიაც მას მონოპოლია ხელთ არ უპყრია. აბსოლუტურ ზიანს აძლევს იმიტომ, რომ ვაჭრობის ასეთ დარგებში მის ვაჭრებს უფრო მაღალი მოგების მიღება არ შეუძლიათ, უკეთუ მათ როგორც უცხო ქვეყნების პროდუქტები, რომლებიც მათ შეაქვთ თავის სამშობლოში, ისე თავის ქვეყნის პროდუქტები, რომლებიც მათ გააქვთ უცხოეთში, უფრო ძვირად არ გაჰყიდეს, ვიდრე გაჰყიდდნენ სხვა პირობებში. მათმა სამშობლომ უნდა იყიდოს უფრო ძვირად და გაჰყიდოს უფო ძვირად; უნდა იყიდოს ნაკლები და გაჰყიდოს ნაკლები: უნდა მოიხმაროს ნაკლები და აწარმოოს ნაკლები, ვიდრე ამას მოიქმედებდა სხვა პირობებში”.

„ჩვენი ვაჭრები ხშირად სჩივიან ბრიტანეთის მუშების მაღალ ხელფასზე, როგორც მიზეზე იმისა, რომ მათი მანუფაქტურული პროდუქტები კონკურენციას ვერ უძლებს უცხო ბაზრებზე; მაგრამ კაპიტალის მაღალ მოგებაზე ისინი სდუმან. ისინი სჩივიან სხვების უზომო მოგებაზე, მაგრამ თავიანთი მოგბის შესახებ კრინტს არ სძრავენ. ნამდვილად კი ბრიტანეთის კაპიტალის მაღალი მოგება შეიძლება ბევრ შემთხვევაში ბრიტანეთის მანუფაქტურული პროდუქტების ფასის აწევას ისევე უწყობს ხელს, და ზოგ შემთხვევაში იქნებ მეტადაც, როგორც და ვიდრე ბრიტანეთის მაღალი შრომის ხელფასი”.

მე თანახმა ვარ, რომ კოლონიალური ვაჭრობის მონოპოლია შესცვლის - და ხშირად საზიანოდაც - კაპიტალის მიმართულებას. მაგრამ ყველა იმიდან, რაც უკვე ვთქვი მოგების შესახებ, გამომდინარეობს, რომ საგარეო ვაჭრობის ერთი დარგის შეცვლას მეორეთი ან შინაური ვაჭრობის შეცვალას საგარეოთი არ შეუძლია, ჩემი აზრით, გავლენა იქონიოს მოგების ნორმაზე. ასეთი შეცვლიდან გამომდინარე ზიანი მე ეს იყო ავწერე; შედეგად წარმოსდგება მთელი კაპიტალის და მრეწველობის უფრო ცუდი განაწილება და, მაშასადამე, მოხდება წარმოების შემცირება. საქონელთა ბუნებრივი ფასი აიწევს, და ამიტომ მომხმარებელი, თუმცა მას შეეძლება იმავე ფულადი ღირებულების საქონელი იყიდოს, საქონელთა ნაკლებ რაოდენობას მიიღებს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ, კიდეც რომ წარმომდგარიყო მოგების აწევა, ამით სრულიადაც არ შეიცვლებოდა ფასები, ვინაიდან ფასები არც ხელფასით განისაზღვრება და არც მოგებით.

და განა ადამ სმიტი არ იზიარებს ამ შეხედულებას, როდესაც ამბობს: „პროდუქტების ფასები ანუ ოქროს და ვერცხლის ღირებულება სხვა პროდუქტებთან შედარებით დამოკიდებულია შეფარდებაზე შრომის იმ რაოდენობისა, რომელიც საჭიროა ოქროს და ვერცხლის განსაზღვრული რაოდენობის მისატანად ბაზარზე, და შრომის იმ რაოდენობას შორის, რომელიც საჭიროა რაიმე სხვა სახის პროდუქტთა განსაზღვრული რაოდენობის იქვე მისატანადო”? ეს რაოდენობა არ შეიცვლება, მაღალი იქნება მოგება თუ დაბალი, ან დაბალი იქნება ხელფასი თუ მაღალი. მაშ რანაირად შეიძლება ფასებმა აიწიოს მაღალი მოგების გამო?

29 თავი XXVI: მთლიანი და წმინდა შემოსავალი

▲ზევით დაბრუნება


ადამ სმიტი მუდამ აზვიადებს სარგებლობას, რომელიც ქვეყანას ეძლევა მთლიანი შემოსავლით, იმ სარგებლობასთან შედარებით, რომელიც მას ეძლევა წმინდა შემოსავლით. „ქვეყნის კაპიტალის რაც უფრო დიდი ნაწილი გამოიყენება მიწათმოქმედებაში”, ამბობს იგი, „მით უფრო დიდი იქნება პროდუქტიული შრომის რაოდენობა, რომელიც ამ კაპიტალს მოძრაობაში მოჰყავს ქვეყნის შიგნით, და ასევე ღირებულებაც, რომელსაც კაპიტალის გამოყენება მატებს საზოგადოების მიწისა და შრომის წლიურ პროდუქტს. მიწათმოქმედების შემდეგ, შრომის უდიდეს რაოდენობას მოიყვანს მოძრაობაში და უდიდეს ღირებულებას მატებს წლიურ პროდუქტს ის კაპიტალი, რომელიც მანუფაქტურულ მრეწველობაშია გამოყენებული. უმცირესი მოქმედება აქვს საექსპორტო ვაჭრობაში გამოყენებულ კაპიტალს”.1

დავთანხმდეთ ერთი წუთით, რომ ეს მართალი არის; აბა რა სარგებლობა ექნებოდა ქვეყანას პროდუქტიული შრომის დიდი რაოდენობის გამოყენების შედეგად, თუ - სულერთია, შრომის ამ რაოდენობას გამოიყენებდა თუ ნაკლებს - მისი რენტა და მოგება, ერთად აღებული, უცვლელი დარჩებოდა? ყოველი ქვეყნის მიწისა და შრომის მთელი პროდუქტი იყოფა სამ ნაწილად; ამათგან ერთი ნაწილი მიდის ხელფასზე, მეორე - მოგებაზე და მესამე - რენტაზე. მხოლოდ უკანასკნელი ორი ნაწილიდან შეიძლება რისამე გამოკლება ხარკების გადასხდელად გინა დასაზოგავად; პირველი ნაწილი კი, თუ ზომიერია, შეადგენს ყოველთვის წარმოების აუცილებელ ხარჯს.1 იმ ადამიანისთვის, ვისაც 20 000 გირვ. სტერლ. კაპიტალი აქვს, რომელიც წლიურად 2 000 გირვ. სტერლ. მოგებას იძლევა, სავსებით სულერთია, 100 თუ 1 000 ადამიანს აძლევს სამუშაოს მისი კაპიტალი, 10 000 გირვ. სტერლინგად თუ 100 000 გირვ. სტერლინგად იყიდება წარმოებული საქონელი, უკეთუ მოგება, რომელსაც იგი იღებს, არავითარ შემთხვევაში არ დაიწევს 2 000 გირვ. სტერლინგზე დაბლა. განა ასეთივე არაა მთელი ერის ინტერესიც? უკეთუ მისი წმინდა ნამდვილი შემოსავალი, მისი რენტა და მოგება არ იცვლება, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ათი მილიონი ადამიანისგან შესდგება ეს ერი თუ თორმეტი მილიონისგან. მისი უნარი ფლოტის და არმიის და ყოველგვარი არაპროდუქტიული შრომის შენახვისა შეფარდებული უნდა იყოს მის წმინდა შემოსავალთან და არა მთლიან შემოსავალთან. თუ ხუთ მილიონ ადამიანს შეუძლია იმდენი საზრდო და ტანსაცმელი აწარმოოს, რამდენიც ათ მილიონს ესაჭიროება, იმ შემთხვევაში ხუთი მილიონი ადამიანის საზრდო და ტანსაცმელი წმინდა შემოსავალს შეადგენს. განა რაიმე უპირატესი სარგებლობა ექნებოდა ქვეყანას, იმავე წმინდა შემოსავლის საწარმოებლად რომ შვიდი მილიონი ადამიანი ყოფილიყო საჭირო, ე.ი. თორმეტი მილიონი ადამიანის საზრდოს და ტანსაცმელის საწარმოებლად რომ შვიდი მილიონი ადამიანი ყოფილიყო გამოყენებული? ხუთი მილიონი ადამიანის საზრდო და ტანსაცმელი ისევ ისე წმინდა შემოსავალი იქნებოდა. ადამიანთა უფრო დიდი რიცხვის გამოყენება ჩვენ არ მოგვცემდა შესაძლებლობას თუნდ ერთი ადამიანი მიგვემატებია ჩვენი არმიის ან ფლოტისათვის ან თუნდ ერთი მეტი გინეა გაგვეღო ხარკის სახით.

და თუ ადამ სმიტი უპირატესობას აძლევს კაპიტალის ისეთ გამოყენებას, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს სამრეწველო შრომის მაქსიმალური რაოდენობა, ამას იგი სჩადის არა იმიტომ, რომ, მისი აზრით, მოსახლეობის დიდი რაოდენობა რაიმე განსაკუთრებულ სარგებლობას იძლევა ან რომ ადამიანთა მეტი რიცხვი შეიძლება განიცდიდეს ბედნიერებას; არა, უპირატესობას აძლევს მხოლოდ იმიტომ, რომ კაპიტალის ასეთი გამოყენება ადიდებს ქვეყნის ძლიერებას.3 ასე, იგი ამბობს: „სიმდიდრე და, რამდენადაც ძლიერება სიმდიდრეზეა დამოკიდებული, ძლიერება ყოველი ქვეყნისა ყოველთვის შეფარდებულია მისი წლიური პროდუქტის ღირებულებასთან, ე.ი. იმ ფონდის ღირებულებასთან, საიდანაც, საბოლოო ანგარიშით, გადახდილი უნდა იქნეს ყველა ხარკი”. მაგრამ, ცხადია, უნარი ხარკის გადახდისა შეფარდებულია არა მთლიან შემოსავალთან, არამედ - წმინდა შემოსავალთან.

სხვადასხვა მოსაქმეობათა განაწილებისას ყველა ქვეყანას შორის, უფრო ღარიბი ერების კაპიტალი, ბუნებრივია, გამოყენებული იქნება მრეწველობის ისეთ დარგებში, რომელთა გზით ადგილი აქვს შრომის უფრო დიდი რაოდენობის შენახვას ქვეყნის შიგნით, ვინაიდან ასეთ ქვეყნებში საზრდო და სხვა საარსებო საგნები მზარდი მოსახლეობისათვის ძალიან ადვილად არის მოსაპოებელი. პირიქით, მდიდარ ქვეყნებში, სადაც საზრდო ძვირია, კაპიტალს, თუ ვაჭრობა თავისუფალია, ბუნებრივად ისეთ მოსაქმეობაში ექნება მიდენილობა, სადაც შრომის მინიმალური რაოდენობაა ქვეყნის შიგნით შესანახი. ასეთია სატრანსპორტო ვაჭრობა, საგარეო ვაჭრობა შორეულ ქვეყნებთან და მრეწველობის დარგები. რომელნიც ძვირფას მანქანებს საჭიროებენ, ერთი სიტყვით, ვაჭრობა-მრეწველობის ისეთი დარგები, რომლებშიაც მოგება პროპორციულია კაპიტალის რაოდენობისა და არა - გამოყენებული შრომის რაოდენობისა.4

თუმცა მე თანახმა ვარ, რომ განსაზღვრულ კპიტალს, რომელიც, რენტის ბუნებისამებრ, გამოიყენება მიწათმოქმედებაში რომელსამე მიწაზე, უკანასკნელად დამუშავებაში შესულის გამოკლებით, შრომის უფრო დიდი რაოდენობა მოჰყავს მოძრაობაში, ვიდრე თანატოლ კაპიტალს მრეწველობასა და ვაჭრობაში, მაგრამ არ შემიძლია დავეთანხმო, რომ არსებობს რაიმე განსხვავება საშინაო ვაჭრომბაში მომქმედი კაპიტალის მიერ გამოყენებულ შრომის რაოდენობასა და იმ რაოდენობას შორის, რომელსაც საგარეო ვაჭრობაში მოსაქმე კაპიტალი გამოიყენებს.

„კაპიტალი, რომელიც ლონდინში გზავნის შოტლანდიის მანუფაქტურულ პროდუქტებს და რომელსაც უკან ედინბურგში მოაქვს ინგლისის პური და მანუფაქტურული პროდუქტები”, ამბობს ადამ სმიტი, „თითოეულ ასეთ ოპერაციაში შეენაცვლება აუცილებლად ორ ბრიტანულ კაპიტალს, რომლებიც, ორნივე, გამოყენებული იყო დიდი ბრიტანეთის მიწათმოქმედებაში ან მრეწველობაში.

,,კაპიტალი, რომელიც გამოიყენება უცხო საქონელთა საყიდლად საშინაო მოხმარებისათვის, უკეთუ ეს ყიდვა შინ წარმოებულ პოდუქტთა საშუალებით სრულდება, თითოეულ ასეთ ოპერაციაში შეენაცვლება აგრეთვე ორ სხვადასხვა კაპიტალს, მაგრამ იმათგან მხოლოდ ერთი ეხმარება შინაურ მრეწველობა. კაპიტალი, რომელიც ბრიტანეთის საქონელს პორტუგალიაში გზავნის და რომელსაც უკან დიდ ბრიტანეთში პორტუგალიის საქონელი მოაქვს, ყოველ ასეთ ოპერაციაში შეენაცვლება ბრიტანეთის მხოლოდ ერთ კაპიტალს, მეორე კაპიტალი კი პორტუგალიისა არის. მაშასადამე, თუნდაც რომ მოხმარების საგნებით წარმოებულ საგარეო ვაჭრობაში ბრუნვა ისევე სწრაფად ხდებოდეს, როგორც საშინაო ვაჭრობაში, მაინც მასში გამოყენებული კაპიტალი მხოლოდ სანახევროდ იქნება სტიმულის მიმცემი ქვეყნის მრეწველობის ანუ პროდუქტიული შრომის განვითარებისათვის”.

ეს არგუმენტაცია მე მცდარად მიმაჩნია, თუმცა, დოქტორ სმიტის ნაგულისხმევის თანახმად, ორი კაპიტალი გამოიყენება, ერთი პორტუგალური და ერთი ინგლისური, მაგრამ მაინც კაპიტალი, რომელიც საგარეო ვაჭრობაშია გამოყენებული, ორჯერ უფრო დიდია იმაზე, რაც შინაურ ვაჭრობაში იქნებოდა გამოყენებული. ვთქვათ, შოტლანდია 1000 გირვ. სტერლინგის ოდენობის კაპიტალს ხმარობს ტილოს საწარმოებლად, რასაც იგი სცვლის თანატოლი კაპიტალის პროდუქტზე, რომელი კაპიტალიც ინგლისში აბრეშუმეულის წარმოებაზე არის დახარჯული. ამ შემთხვევაში 2 000 გირვ. სტერლინგი და შრომის სათანადო რაოდენობა იქნება ამ ორი ქვეყნის მიერ გამოყენებული. ახლა ვიგულისხმოთ, რომ ინგლისმა აღმოაჩინა, რომ იმ აბრეშუმეულში, რომელიც მას წინათ შოტლანდიაში გაჰქონდა, მეტი ტილოს შემოზიდვა შეუძლია გერმანიიდან, და შოტლანდიამ აღმოაჩინა, რომ თავისი ტილოს სამაგიეროდ მას საფრანგეთიდან მეტი აბრეშუმეულის მიღება შეუძლია. განა ამ შემთხვევაში ინგლისი და შოტლანდია დაუყოვნებლივ არ აიღებენ ხელს ერთმანეთთან ვაჭრობაზე, და განა მაშინ მოხმარების საგნებით წარმოებული საშინაო ვაჭრობა არ შეიცვლება მოხმარების საგნებით წარმოებულ საგარეო ვაჭრობად? მაგარამ, თუმცა ვაჭრობაში ორი ახალი კაპიტალი შევა, ერთი ინგლისური და ერთი გერმანული, განა შოტლანდიისა და ინგლისის კაპიტალის იგივე თანხა არ იქნება შემდეგშიაც გამოყენებული? და განა ეს კაპიტალი სამრეწველო შრომის იმავე რაოდენობას არ აამოძრავებს, რასაც აამოძრავებდა, თუ საშინაო ვაჭრობაში იქნებოდა მომქმედი?

_________________

1. ბ-ნი სეი იზიარებს ადამ სმიტის შეხედულებას. ,,კაპიტალის ყველაზე უფრო პროდუქტიულ გამოყენებას წარმოადგენს, მიწათმოქმედების შემდეგ, მისი გამოყენება მანუფაქტურულ მრეწველობაში და საშინაო ვაჭრობაში, იმიტომ რომ მას მოძრაობაში მოჰყავს სამრეწველო საქმიანობა, რომლის მოგება მოპოებულია ქვეყნის შიგნით, მაშინ როდესაც საგარეო ვაჭრობაში გამოყენებული კაპიტალი განურჩევლად ყველა ქვეყნის მრეწველობის და მიწის პროდუქტივობას ადიდებს”.

,,კაპიტალის ყველაზე ნაკლებ ხელსაყრელ გამოყენებას ერისთავის წარმოადგენს მისი გამოყენება იმ ვაჭრობაში, რომელიც ეწევა პროდუქტის ტრანსპორტს უცხოეთიდან უცხოეთში” (Say, Vol. II, p. 120).

2. ეს, იქნებ, ნამეტან მკაცრად არის გამოთქმული, ვინაიდან მუშას ხელფასის სახელწოდებით საზოგადოდ მეტი ეძლევა, ვიდრე რაც აბსოლუტურად აუცილებელ წარმოების ხარჯს შეადგენს. ამ შემთხვევაში მუშა იღებს ქვეყნის წმინდა პროდუქტის ნაწილს. მას შეუძლია იგი დაზოგოს ან დახარჯოს; ანდა შეიძლება ამ ნაწილმა შესაძლებლობა მისცეს მას ხელი შეუწყოს ქვეყნის დაცვას.

3. ბ-ნმა სეიმ სრულიად ყალბად გაიგო ჩემი აზრი, იფიქრა რა, რომ მე არად ვაგდებ ბედნიერებას ესოდენ მრავალ ადამიანთა. მე მგონია, ტექსტი საკმაოდ უჩვენებს, რომ ჩემი შენიშვნები მხოლოდ იმ არგუმენტებს შეეხება, რომლებსაც ეყრდნობა ადამ სმიტი.

4. ,,შეიძლება ბედნიერებად ჩაითვალოს, რომ სგანთა ბუნებრივი მსვლელობა კაპიტალს იზიდავს უპირატესად არა იქ, სადაც ისინი უდიდეს მოგებას მიიღებდნენ, არამედ იქ, სადაც მათი მოქმედება უაღრესად ხელსაყრელია მთელი საზოგადოებისათვის” (ტ. II, გვ. 122). ბ-ნმა სეიმ არ გვაცნობა, რომელია ის მოსაქმეობა. კერძო პირთათვის რომ უაღრესად ხელსაყრელია და სახელმწიფოსთვის კი არ არის უაღრესად ხელსაყრელი. თუ ქვეყნები, რომელთაც ცოტა კაპიტალი აქვთ, მაგრამ - ბევრი ნაყოფიერი მიწა, ადრიანად არ ჰკიდებენ ხელს საგარეო ვაჭრობას, ამის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ვაჭრობა ნაკლებ ხელსაყრელია კერძო პირთათვის და, მაშასადამე, ასევე ნაკლებ ხელსაყრელია სახელმწიფოსთვისაც.

30 თავი XXVII: ფულის მიმოქცევა და ბანკები

▲ზევით დაბრუნება


ფულის მიმოქცევის შესახებ უკვე ისე ბევრი დაწერილა, რომ ყველა იმ პირთაგან, რომელნიც ასეთ საგნებს აქცევდნენ ყურადღებას, მხოლოდ ისინი თუ არ იცნობენ მის ჭეშმარიტ პრინციპებს, რომელნიც წინასწარ ცრუ აზრით არიან გამსჭვალულნი. ამიტომ მე დავკმაყოფილდები მხოლოდ მოკლე მიმოხილვის მოცემით რამდენიმე ზოგადი კანონის შესახებ, რომელიც მიმოქცევაში მყოფი ფულის რაოდენობას და ღირებულებას განსაზღვრავს.

ოქროს და ვერცხლს, ისე როგორც ყველა სხვა საქონელს, ღირებულება აქვს მხოლოდ შრომის იმ რაოდენობის პროპორციულად, რომელიც საჭიროა მათ საწარმოებლად და ბაზარზე მისატანად. ოქრო თითქმის 15-ჯერ უფრო ძვირი არის ვერცხლზე. არა იმიტომ, რომ არსებობს უფრო დიდი მოთხოვნა მის მიმართ, არც იმიტომ, რომ ვერცხლის მიწოდება 15-ჯერ მეტია ოქროს მიწოდებაზე, არამედ მხოლოდ იმიტომ, ოქროს განსაზღვრული რაოდენობის საწარმოებლად 15-ჯერ მეტი შრომაა საჭირო, ვიდრე ვერცხლის საწარმოებლად.

ფულის რაოდენობა, რომელიც შეიძლება იხმარებოდეს ქვეყანაში დამოკიდებულია მის ღირებულებაზე: თუ მარტო ოქრო იქნებოდა ხმარებაში საქონელთა სამიმოქცევოდ, ამ მიზანს დასჭირდებოდა 15-ჯერ ნაკლები რაოდენობა ვერცხლის იმ რაოდენობაზე, რომელიც საჭირო იქნებოდა, თუ იმავე მიზნისთვის ვერცხლი იქნებოდა გამოყენებული.

ფული მიმოქცევაში არასეოდეს არ შეიძლება იყოს ისე ბლომად, რომ მისი ნაპირები გადმოხეთქოს, ვინაიდან თუ თქვენ ამცირებთ მის ღირებულებას, იმავე პროპორციით გაადიდებთ მის რაოდენობას, ხოლო თუ ადიდებთ მის ღირებულებას, - შეამცირებთ მის რაოდენობას.

ვიდრე სახელმწიფო მონეტის მოჭრას აწარმოებს და მოჭრისთვის საფასურს არას იღებს, ლითონურ ფულს ისეთივე ღირებულება ექნება, როგორც იმავე ლითონის ყოველ ნაჭერს, თანატოლი წონისა და სიწმინდის შემცველს. მაგრამ თუ სახელმწიფო განსაზღვრულ საფასურს იღებს მონეტის მოჭრაში, მონეტის ღირებულება ლითონის ნაჭერის ღირებულებაზე მეტი იქნება მოჭრისთვის გადახდევინებული საფასურის მთელი ოდენობით, ვინაიდან მის მოსაპოებლად საჭირო იქნება შრომის უფრო დიდი რაოდენობა ანუ, რაც იგივეა, შრომის უფრო დიდი რაოდენობის პროდუქტის ღირებულება. სანამ სახელმწიფოს თავის ხელში აქვს მონეტის მოჭრის პრივილეგია, ძნელია რაიმე საზღვრის აღნიშვნა მოჭრის საფასურისთვის, ვინაიდან მონეტის ღირებულება შეიძლება, მისი რაოდენობის გზით, აწეულ იქნეს ისეთ სიმაღლემდე, რომელიც კი შესაძლებელია წარმოვიდგინოთ.

ამ პრინციპზეა დამყარებული ქაღალდის ფულის მიმოქცევა: მთელი ის ხარჯი, რომელიც ქაღალდის ფულისთვის არის გასაწევი, შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მოჭრის საფასური. თუმცა ქაღალდის ფულს არავითარი შინაგანი ღირებულება არა აქვს, მაგრამ, მისი რაოდენობის შეზღუდვის გამო, მისი საცვლელი ღირებულება შეიძლება ისევ დიდი იყოს, როგორც ღირებულება იმავე სახელწოდების მონეტისა ან ამ მონეტაში მოქცეული ზოდისა. ამავე პრინციპის საფუძვლითაა, სახელდობრ რაოდენობის შეზღუდვის გზით, რომ გადახეხილ მონეტას მიმოქცევა აქვს იმ ღირებულების მიხედვით, რომელიც მას უნდა ჰქონებოდა, კანონიერი წონისა და სიწმინდის შემცველი რომ ყოფილიყო, და არა იმ ღირებულების მიხედვით, რომელსაც იგი ნამდვილად შეიცავს. ამიტომაა, რომ ბრიტანეთის სამონეტო საქმის ისტორიაში ჩვენ ხშირად ვამჩნევთ, რომ მიმოქცევის საშუალება არასოდეს არ იყო ღირებულებადაკარგული პირდაპირ პროპორციულად მისი წონის შემცირებისა. ამის მიზეზს ის წარმოადგენდა, რომ მისი რაოდენობა არასოდეს არ ყოფილა გადიდებული მისი შინაგანი ღირებულების შემცირების პროპორციულად.1

ქაღალდის ფულის გამოშვებისას არაფერს ისე დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როგორც იმას, რომ სავსებით იყოს შეგნებული ის შედეგები, რომელნიც რაოდენობის შეზღუდვის პრინციპიდან გამომდინარეობენ. 50 წლის შემდეგ გაუჭირდებათ დაჯერება, რომ ჩვენს დროში ბანკების დირექტორები და მინისტრები, როგორც პარლამენტში ისე პარლამენტის კომისიებში, სერიოზულად ამტკიცებდნენ, რომ ინგლისის ბანკის მიერ ბანკნოტების გამოშვება, რასაც ლაგამს არ სდებდა ბანკნოტების მფლობელთა მხრივ მათ სანაცვლოდ ოქროს მონეტის ან ზოდის მოთხოვნის უფლება, არავითარ გავლენას არ ახდენდა და ვერც მოახდენდა საქონელთა და ზოდების ფასებზე ან სათამასუქო კურსზეო.

ბანკების დაწესების შემდეგ სახელმწიფოს აღარა აქვს მონოპოლიური პრივილეგია ფულის მოჭრის ან მისი გამოშვებისა. ფულის მიმოქცევა შეიძლება ისევე ეფექტურად იქნეს გადიდებული ქაღალდის საშუალებით, როგორც მონეტის საშუალებით, ასე რომ თუ სახელმწიფო მიმოქცევაში არასრულწონიან მონეტას გაუშვებდა და იმავე დროს შეამცირებდა მის რაოდენობას, იგი ვერ შესძლებდა უზრუნველეყო მისი ღირებულება, ვინაიდან ბანკებს შეეძლოთ გაედიდებიათ მიმოქცევის საშუალებათა საერთო რაოდენობა.

ამ პრინციპების თანახმად, ჩვენ ვხედავთ, რომ საჭირო არაა, ქაღალდის ფული, რათა მან შეინარჩუნოს თავისი ღირებულება, ნაღდდებოდეს ლითონის ფულზე. საჭიროა მხოლოდ, რომ მისი რაოდენობა იმ ლითონის ღირებულების მიხედვით იყოს მოწესრიგებული, რომელიც ნორმალურ საზომადაა გამოცხადებული. თუ ასეთ საზომად განსაზღვრული წონისა და სიწმინდის ოქრო იქნებოდა მიღებული, შეიძლებოდა ქაღალდის ფულის რაოდენობის გადიდება ოქროს ღირებულების ყოველ დაწევისას ან, რაც იგივე არის თავისი შედეგით, საქონელთა ფასის ყოველ აწევისას, „იმის გამო, რომ ქაღალდის ფულის ნამეტნავად დიდი რაოდენობა იყო გამოშვებული”, ამბობს დოქტორი სმიტი „რომლის გარდამეტი მუდამ უკან ბრუნდებოდა ოქროზე და ვერცხლზე გადასაცვლელად, ინგლისის ბანკი, მთელი რიგი წლების განმავლობაში, იძულებული იყო ოქროს ფული მოეჭრა ყოველწლიურად 800 000 - 1000 000 გირვ. სტერლინგის რაოდენობით, ანუ საშუალოდ 850 000 გირვ. სტერლინგის რაოდენობით. რათა მიეღო ოქრო, რომელიც საჭირო იყო მონეტის ესოდენ დიდი რაოდენობის მოსაჭრელად ინგლისის ბანკი (გაფუჭებისა და იმ ცუდი მდგომარეობის გამო, რომელშიაც ოქროს მონეტა ჩავარდა რამდენიმე წლით ადრე) ხშირად იძულებული იყო მაღალ ფასში - 4 გირვ. სტერლინგად უნცი - ეყიდა ოქროს ზოდი, რომელსაც იგი შემდეგ მონეტად სჭრიდა 3 გირვ. სტერლ. 17 შილ. და 10 1/2 პენსის ღირებულებით უნცს და, ამგვარად, ესოდენ დიდი თანხის მონეტის მოჭრაზე ჰკარგავდა დაახლოებით 2 1/2 თუ 3%25-ს. თუმცა ბანკი საფასურს არ იხდიდა მონეტის მოჭრაში, თუმცა მოჭრის ხარჯს ნამდვილად მთავრობა ეწეოდა, მაგრამ მთავრობის ეს გულუხვობა ბანკს მაინც არ იფარავდა მთლად ხარჯებისაგან”.

ზემოთ დამყარებული პრინციპი, მე მგონია, სავსებით ნათლად გვიჩვენებს, რომ, თუ ბანკი ისევ მიმოქცევაში არ უშვებდა მისთვის გასანაღდებლად წარდგენილ ქაღალდის ფულს, ყველა სამიმოქცევო საშუალებათა ღირებულება, როგორც წონადაკლებულის, ისე ახალი ოქროს მონეტებისა, აიწევდა, და მაშინ ბანკისადმი მოთხოვნის წარდგენას ბოლო მოეღებოდა.

ბ-ნი ბიუკენენი კი სხვა აზრსა არის. მისი აზრით, ”დიდი ხარჯები, რომლებიც მაშინ ბანკს აწვა, ქაღალდის ფულის მოჭარბებული გამოშვებით კი არ იყო გამოწვეული, როგორც ამას, ეტყობა, ფიქრობს დოქტორი სმიტი, არამედ მიმოქცევის საშუალებების ცუდი მდგომარეობით და, ამის გამო, ზოდების მაღალი ფასით. რადგან, უნდა აღინიშნოს, ბანკს გინეების მოპოებისათვის სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ზოდი უნდა გადაეგზავნა ზარაფხანაში მონეტის სახით მოსაჭრელად, ამიტომ იგი იძულებული იყო მუდამ ახლად მოჭრილი გინეები გაეცა მისთვის წარდგენილ ბანკნოტებში. როდესაც მიმოქცევაში საერთოდ ბევრი წონადაკლებული მონეტა მოიპოებოდა, და ზოდის ფასი, ამის პოპორციულად, მაღალი იყო, - დიდი მოგების მიღება შეიძლებოდა ბანკნოტების სანაცვლოდ ბანკისაგან სრულწონიანი გინეების მიღებით: ამ გინეებს ზოდად გადაადნობდნენ, ამას მოგებით გაჰყიდდნენ ბანკნოტებზე და ამ უკანასკნელთ ისევე ბანკს წარუდგენდნენ გინეების ახალი თანხის მისაღებად, რომელსაც ისევ გადაადნობდნენ და გაჰყიდდნენ. და ოქროს მონეტის ასეთი მიქცევა ბანკმა უნდა განიცადოს ყოველთვის, როდესაც მიმოქცევაში წონადკებული მონეტები არის, რადგან ამ შემთხვევაში ბანკნოტების მუდმივი გადაცვლა მონეტებზე იძლევა ადვილ და უეჭველ მოგებას. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რაგინდ დიდი ყოფილიყოს ის უხერხულობა და ხარჯი, რომელსაც მაშინ ბანკი განიცდიდა მისი ოქროს მონეტების მიქცევის გამო, მაინც არასოდეს არ მიუჩნევიათ საჭიროდ გაენთავისუფლებიათ ბანკი მისი ბანკნოტების ლითონზე განაღდების მოვალეობისაგან.”

ბ-ნი ბიუკენენი, ცხადია, ფიქრობს, რომ მთელი იმ ფულის ღირებულება, რომელიც მიმოქცევაშია, დაიწევს გაფუჭებული მონეტის ღირებულების დონემდე; ნამდვილად კი, მიმოქცევაში მყოფი ფულის რაოდენობის შემცირების გზით, შეიძლება მიმოქცევაში დარჩენილი ფულის ღირებულება აწეულ იქნეს საუკეთესო მონეტების ღირებულების დონემდე.

დოქტორ სმიტს, როგორც ეტყობა, დაავიწყდა მისი საკუთარი პრინციპი, როდესაც იგი მსჯელობს შესახებ ფულის მიმოქცევისა კოლონიებში. ნაცვლად იმისა, რომ კოლონიებში ქაღალდის ფულის ღირებულების დაწევა მისი მეტად დიდი რაოდენობით ახსნას, იგი კითხულობს: ექნება კი, თუ ვიგულისხმებთ, რომ კოლონიის ფასიანი ქაღალდი სავსებით საიმედოა, - ექნება კი 100 გირვ. სტერლინგს, რომელიც 15 წლის შემდეგ უნდა იქნეს გადახდილი, იგივე ღირებულება, რაც იმ 100 გირვ. სტერლინგს აქვს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასახდელიო? მე ვუპასუხებ: ექნება, უკეთუ ჭარბად არ არის გამოშვებული.

მაგრამ გამოცდილება გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფო ან ბანკი, რომელსაც ქაღალდის ფულის გამოშვების შეუზღუდველი უფლება ჰქონდა, ყოველთვის ბოროტად იყენებდა ამ უფლებას. ამიტომ, ქაღალდის ფულის გამოშვება ყველა სახელმწიფოში განსაზღვრულ შეზღუდვას და კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. და ძნელია ამ მიზნის მისაღწევად უკეთესი საშუალების გამოძებნა, ვიდრე ეს: რომ ქაღალდის ფულის გამომშვებნი ვალდებული იყვნენ მათ მიერ გამოშვებულ ქაღალდში, როდესაც ამას მათ წარუდგენენ, გადაიხადონ ოქრო მონეტის ან ზოდის სახით.

[„საზოგადოების უზრუნველყოფა2 მიმოქცევის საშუალებათა ღირებულების ყველა სხვა ცვლილებისგან, გარდა იმ ცვლილებისა, რომელსაც თვით მონეტის ღირებულება ექვემდებარება, და იმავე დროს მიმოქცევის შესრულება ყველაზე უფრო იაფი საშუალებით, - აი, ეს ნიშნავს ისეთი სრულყოფილი მდგომარეობის მიღწევას, რომელსაც ფულის მიმოქცევას შეუძლია საზოგადოდ მიაღწიოს. და ჩვენ ასეთი სრულყოფილი მიმოქცევიდან გამომდინარე ყველა უპირატესობა ხელთ გვექნებოდა, თუ ჩვენ ვალდებულებას დავაკისრებდით ბანკს, რომ მას მისი ბანკნოტების გაცვლისას გინეები კი არ გაეცა, არამედ გაეცა ოქროს ან ვერცხლის ზოდი, სამონეტო ლითონური სიწმინდისა და მონეტური ფასის შესაბამისად. ამის მეოხებით ქაღალდის ფულის ღირებულება არასოდეს არ დაიწევდა ზოდის ღირებულებაზე დაბლა უიმისოდ, რომ ამას არ მოჰყოლოდა მისი რაოდენობის შემცირება. და რათა ქაღალდის ფულის ღირებულება ზოდის ღირებულებაზე მაღლა არ აწეულიყო, ბანკი ვალდებული უნდა ყოფილიყო თავისი ბანკნოტები გაეცა კანონიერი სიწმინდის შემცველი ოქროს სამაგიეროდ 3 გირვ. სტერლ. და 17 შილინგის ფასად უნცისთვის. რათა ბანკს ბევრი ჯაფა არ ჰქონებოდა, ოქროს ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება მოთხოვნილი ყოფილიყო ბანკნოტების სამაგიეროდ მონეტური ფასის კვალობაზე. ე.ი. 3 გირვ. სტერლ. 17 შილ. და 101/2 პენსად უნცი, ან ოქროს ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება ბანკისთვის ყოფილიყო მიყიდული 3 გირვ. სტერლ. და 17 შილინგად, არასოდეს არ უნდა ყოფილიყო 20 უნცზე ნაკლები. სხვა სიტყვებით, ბანკი ვალდებული იქნებოდა ეყიდა მისთვის შეძლეული ყოველი რაოდენობა ოქროსი, მაგრამ არა ნაკლები 20 უნცისა, 3 გირვ. სტერლ. და 17 შილინგად უნცი3 და გაეყიდა ოქროს ყოველი რაოდენობა, რომელსაც მას შესაძლებელია მოსთხოვდნენ, 3 გირვ. სტერლ. 17 შილ. 101/2 პენსად უნცი. ვიდრე ბანკს ხელთ აქვს მისი ბანკნოტების რაოდენობის მოწესრიგების შესაძლებლობა, შეუძლებელია რაიმე უხერხულობა წარმომდგარიყო მისთვის ასეთი წესიდან.

„იმავე დროს ყოველგვარი ზოდის ექსპორტი და ინპორტი უნდა იყოს სრულიად თავისუფალი. ასეთი საზოდო ოპერაციების რიცხვი ძალიან მცირე იქნებოდა, უკეთუ ბანკი თავის სესხსა და ბანკნოტების ემისიას იმ კრიტერიუმის მიხედვით წარმართავდა, რომელიც მე ასე ხშირად მოვიხსენიე, სახელდობრ - კანონიერი სიწმინდის შემცველი ზოდის ფასის მიხედვით, ყურადღების მიუქცევლად ბანკნოტების აბსოლუტური რაოდენობისათვის, რომელიც არის მიმოქცევაში.

„მიზანი, რომელიც მე მხედველობაში მაქვს, მეტწილად მიღწეული იქნებოდა მაშინაც, თუ ბანკი ვალდებული იქნებოდა, მისი ბანკნოტების გადაცვლისას, ზოდი გაეცა მონეტური ფასისა და სიწმინდის შესაბამისად, თუნდაც რომ იგი იმავე დროს ვალდებული არ ყოფილიყო ეყიდა განსაზღვრულ ფასში მისთვის შეძლეული ზოდის ყოველი რაოდენობა, - განსაკუთრებით, რომც ზარაფხანა წინანდებურად ღია დარჩენილიყო მონეტის მოსაჭრელად კერძო პირთა მოთხოვნის მიხედვით. იმ ღონისძიებას, რომლის წინადადებას მე ვიძლევი, ეს მიზანი აქვს: რომ შეუძლებელი გახადოს ფულის ღირებულების გადახრა ზოდის ღირეულებისგან იმ მცირე განსხვავებაზე მეტად, რასაც ადგილი ექნებოდა დაწესებულ ფასებს შორის, რომლებშიაც ბანკი იყიდდა და გაჰყიდდა ოქროს. ეს ღონისძიება, ამგვარად, დაგვაახლოებდა ფულის ღირებულების ერთფეროვნებას, რომელიც ესოდენ სასურველადაა მიჩნეული.

„თუ ბანკი სრულიდ თვითნებურად შეამცირებდა თავისი ბანკნოტების რაოდენობას, უკანასკნელთა ღირებულება აიწევდა, და ოქროს ღირებულება, თითქოს, იმ ნორმაზე დაბლა დაიწევდა, რომლის მიხედვით, ჩემი ნაგულისხმევის თანახმად, ბანკს უნდა ეყიდა იგი. ამ შემთხვევაში ოქრო გაიგზავნებოდა ზარაფხანაში, საიდანაც გამოვიდოდა მონეტის სახით და, შეემატებოდა რა მიმოქცევას, დაბლა დასწევდა ფულის ღირებულებას და შეუთანხმებდა მას ისევ მონეტურ ღირებულებას. მაგარამ ამ გზით ეს ვერ მოხდებოდა ისე ნამდვილად, ისე ეკონომიურად და ადვილად, როგორც ჩემ მიერ ნარჩევი საშუალებების გზით, რომელთა წინააღმდეგ ბანკს სათქმელი არა ექნებოდა რა, რადგან მისი ინტერესი უფრო ის არის, რომ ქაღალდი გაუშვას მიმოქცევაში, ვიდრე ის, რომ სხვებს მონეტა შეატანინოს მასში.

ასეთი სისტემის და ამგვარად მოწესრიგებული ფულის მიმოქცევის არსებობისას, ბანკს არასოდეს არ ექნებოდა რაიმე გაჭირვება, გარდა იმისა, რომელიც წარმოსდგება არაჩვეულებრივ შემთხვევებში, როდესა პანიკა მოიცავს მთელ ქვეყანას და ყველა სურვილი ის არის, რომ ხელში ჰქონდეს ძვირფასი ლითონები, როგორც საუკეთესო საშუალება თავისი ქონების სარეალიზაციოდ ან დასამალავად. ასეთი პანიკისგან ბანკები არც ერთი სისტემის დროს არ არიან უზრუნველყოფილი. ისინი მის მოქმედებას ექვემდებარებიან თვით თავიანთი ბუნებისამებრ, რადგან არც ბანკში და არც ქვეყანაში არასოდეს არ შეიძლება მოიპოებოდეს ლითონური ფულის ან ზოდის ისეთი რაოდენობა, რომლის მოთხოვნის უფლება აქვთ მოცემული ქვეყნის ფულიან ადამიანებს. თუ ყველამ ერთსა და იმავე დღეს მოითხოვა ბანკირებისგან თავისი ანაბარები, ბანკნოტების რამდენჯერმე გადიდებული რაოდენობაც კი არ იქნება საკმარისი ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამგვარი პანიკა იყო 1797 წლის კრახის მიზეზი, და არა, როგორც ზოგნი ფიქრობდნენ, ის დიდი სესხი, რომელიც ბანკმა მისცა მაშინ მთავრობას. არც ბანკი და არც მთავრობა არ იყო მაშინ გაკიცხვის ღირსი. საზოგადოების ფრთხილი ნაწილის უსაფუძვლო შიში გადაედვა ყველას და გამოიწვია იერიში ბანკზე, და ამ იერიშს ასევე ექნებოდა ადგილი, თუნდაც რომ ბანკს არავითარი სესხი არ მიეცა მთავრობისათვის და ახლანდელზე ორჯერ მეტი კაპიტალიც ჰქონებოდა. ბანკს რომ ლითონის ფულის გაცემა განეგრძო, პანიკა ალბათ უფრო ადრე დაცხრებოდა ვიდრე გამოილევოდა ბანკის ლითონური მარაგი.

„თუ მხედველობში მოვიღებთ ბანკის დირექტორების ცნობილ შეხედულებას ქაღალდის ფულის გამოშვების წესის შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ ისინი საკმაოდ თავდაჭერილად სარგებლობდნენ თავიანთი უფლებებით. ცხადია, ისინი დიდი სიფრთხილით ეწევოდნენ თავიანთი პრინციპების გატარებას პრაქტიკაში. ახლანდელი კანონის ძალით, მათ აქვთ უფლება ყოველგვარი კონტროლის გარეშე გაადიდონ ან შეამცირონ მიმოქცევა იმ ზომით, როგორც ეს მათ საჭიროდ მიაჩნიათ. ეს არის უფლება, რომელიც არ უნდა ჰქონდეს მინიჭებული არც თვით სახელმწიფოს, არც რომელსამე კორპორაციას სახელმწიფოში, რადგან, უკეთუ მიმოქცევის საშუალებათა რაოდენობის გადიდება ან შემცირება მხოლოდ საემისიო დაწესებულების სურვილზეა დამოკიდებული, არავითარი გარანტია არ არსებობს მათი ღირებულების ერთფეროვნობისათვის. რომ ბანკს შესაძლებლობა აქვს მინიმალურ ზომამდე შეჰკვეცოს მიმოქცევა, ამას ისინიც კი არ უარჰყოფენ, რომელნიც ბანკის დირექტორებთან ერთად ფიქრობენ, რომ ამ უკანასკნელთ არ ძალუძთ მიმოქცევის საშუალებათა გამრავლება უსასრულოდ. თუმცა მე სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ბანკი არ ისურვებდა, და მისთვის არც იქნებოდა სასარგებლო, ეს უფლება საზოგადოების საზიანოდ გამოეყენებია, მაგრამ მაინც, ვიღებ რა მხედველობაში იმ საზიანო შედეგებს, რომლებიც შეიძლება წარმოსდგეს მიმოქცევის უეცარი და მნიშვნელოვანი შეკვეციდან, აგრეთვე მისი ძლიერ გადიდებიდან, არ შემიძლია სამწუხაროდ არ მივიჩნიო ის სიადვილე, რომლითაც სახელმწიფომ გადასწყვიტა ბანკის აღჭურვა ესოდენ ვეება პრივილეგიით.

„უხერხულობა, რომელსაც განიცდიდნენ პროვინციული ბანკები იმ ხანაში, ვიდრე ინგლისის ბანკი ნაღდ გადახდას შესწყვეტდა, დროდადრო ძალიან დიდი უნდა ყოფილიყო. ყოველ შფოთიანობის მომენტში ან შფოთიანობის მოლოდინის დროს ისინი იძულებული იყვნენ გინეები მოემარაგებიათ, რათა მზად ყოფილიყვნენ იმ მოთხოვნისათვის რომელიც შეიძლებოდა მათთვის წარედგინათ. ასეთ შემთხვევებში გინეები გამოიტანებოდა ინგლისის ბანკიდან მსხვილ ბანკნოტებზე გადაცვლის გზით და, მათი ხარჯით და რისკით, გადაეგზავნებოდა პროვინციულ ბანკებს მათი რწმუნებული აგენტების მეშვეობით. იმ ფუნქციის შესრულების შემდეგ, რომლისთვისაც დანიშნული იყო, ეს გინეები ისევ ლონდონში იგზავნებოდა და, ალბათ, კვლავ ინგლისის ბანკში შეიტანებოდა, უკეთუ ამ მონეტებს წონაში იმდენი არ ჰქონდა დაკლებული, რომ მათი წონა კანონიერ ნორმაზე ნაკლები იყო.

„თუ ის გეგმა ბანკნოტების განაღდებისა ზოდებით, რომელსაც მე ვიძლევი, მიღებული იქნებოდა, მაშინ საჭირო გახდებოდა ამავე პრივილეგიის გავრცელება პროვინციულ ბანკებზე ანდა ბანკნოტების გამოცხადება გადახდის კანონიერ საშუალებად. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საჭირო არ იქნებოდა რაიმე ცვლილების მოხდენა პროვინციული ბანკების შესახებ კანონმდებლობაში, რადგან ეს ბანკები ვალდებული იქნებოდნენ, ისე როგორც ამჟამად არიან, თავიანთი ბანკნოტების სამაგიეროდ, მოთხოვნისამებრ, ინგლისის ბანკის ბანკნოტები გაეცათ.

„ეკონომია, რომელიც ამის გამო წარმოსდგებოდა, საკმაოდ დიდი იქნებოდა: გინეებს წონა არ დაეკარგებოდა განუწყვეტლივ გადატან-გადმოტანაში გახეხვის გამო და ჩვენ, გარდა ამისა, დაგვეზოგებოდა მისი გადაგზავნ-გადმოგზავნის ხარჯები. მაგრამ კიდევ უფრო დიდი სარგებლობა გვექნებოდა იმის გამო, რომ მიმოქცევის მოთხოვნილება, როგორც პროვინციაში, ისე ლონდონში, რამდენადაც საქმე წვრილ გადასახდელ თანხებს შეეხება, ყოველთვის დაკმაყოფილებული იქნებოდა, ძალიან ძვირი იარაღის - ოქროს - ნაცვლად, ისეთი იაფი იარაღით, როგორიც ქაღალდი არის; ამგვარად ქვეყანას შეეძინებოდა ის მოგება, რომელიც შეიძლებოდა მიღებული ყოფილიყო დაზოგვილი ოდენობის თანატოლი კაპიტალის პროდუქტიულად გამოყენებით. და ჩვენ, რასაკვირველია, არა გვაქვს უფლება უარი ვთქვათ ასეთ ცხად სარგებლობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შესძლებდა მიეთითებია რაიმე სპეციფიკურ უხერხულობაზე, რომელიც მოჰყვებოდა ასეთი იაფი იარაღის ხმარებას”].

ფულის მიმოქცევა უაღრესად სრულყოფილ მდგომარეობაშია მაშინ, როდესაც იგი მთლად ქაღალდის ფულისაგან შესდგება, მაგრამ - ქაღალდის ფულისაგან, რომლის ღირებულება უდრის იმ ოქროს ღირებულებას, რის წარმომადგენლად იგი არის გამოცხადებული. ოქროს მაგივრად ქაღალდის ფულის ხმარება მოასწავებს ფრიად ძვირი იარაღის შენაცვლებას ფრიად იაფით და შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, კერძო პირთათვის რაიმე ზარალის მიუყენებლად, მთელი ის ოქრო, რომელიც მიმოქცევის მიზნისთვის იხმარებოდა, გასცვალოს ნედლ მასალებზე, სამუშაო იარაღებზე და საზრდოზე; და ამ საგნების გამოყენების გზით შეიძლება გადიდდეს როგორც ქვეყნის სიმდიდრე, ისე მის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.

მთელი ერის თვალსაზრისით, სავსებით სულერთია, ასეთ კარგად მოწესრიგებულ ქაღალდის ფულს ვინ გამოუშვებს: მთავრობა თუ ბანკი; საერთოდ, სიმდიდრე თანაბრად იქნება წარმოებული, ერთი გამოსცემს ამ ქაღალდის ფულს თუ მეორე. მაგრამ სხვაგვარადაა საქმე კერძო პირთა ინტერესის თვალსაზრისით. იმ ქვეყანაში, სადაც სარგებლის საბაზრო ნორმა 7 %25-ს უდრის და სადაც მთავრობა რაიმე განსაკუთრებული ხარჯისთვის მოითხოვს 70 000 გირვ. სტერლინგს წლიურად, მოქალაქეებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს: დაბეგრილი უნდა იქნენ ისინი ამ 70 000 გირვ. სტერლინგის გადასხდელად ყოველ წელიწადს, თუ შეუძლიათ მათ მისი გადახდა ხარკის გაუღებლად. ვთქვათ, რაიმე ექსპედიციის მოწყობისთვის საჭიროა ფულად ერთი მილიონი. თუ სახელმწიფო ერთი მილიონის ქაღალდის ფულს გამოუშვებდა და, ამრიგად, მიმოქცევას გამოაცლიდა ერთი მილიონის მონეტას, - ექსპედიცია მოეწყობოდა ხალხისათვის რაიმე ტვირთის დაუკისრებლად. მაგრამ თუ ეს მილიონი გამოშვებული იქნებოდა ბანკის მიერ, რომელიც მიმოქცევიდან ამოღებულ ერთი მილიონის მონეტას მთავრობას ასესხებდა 7%25-ად, - ქვეყანას სამუდამო ხარკი დაეკისრებოდა წლიურად 70 000 გირვ. სტერლინგის რაოდენობით. ხალხი გადიხდიდა ხარკს, ბანკი მიიღებდა ამ ხარკს, და საზოგადოება მთლიანად ისევე მდიდარი იქნებოდა, როგორც წინათ იყო; ექსპედიცია ნამდვილად ჩვენი ფულის სისტემის გაუმჯობესების გზით იქნებოდა მოწყობილი, მით, რომ ერთი მილიონის ოდენობის კაპიტალი პროდუქტიული გახდებოდა პროდუქტების სახით, ნაცვლად იმისა, რომ იგი არაპროდუქტიული დარჩენილიყო მონეტის სახით. მაგრამ მთელი სარგებლობა ხვდებოდა ქაღალდის ფულის გამომშვებ დაწესებულებას. და რადგან სახელმწიფო ხალხის წარმომადგენელია, ეს მილიონი რომ მას გამოეშვა, და არა ბანკს, ხალხს დაეზოგებოდა ხარკის თანხა.

მე წინათ აღვნიშნე, რომ, თუ სრული გარანტია არის იმის, რომ ქაღალდის ფულის გამოშვების უფლება ბოროტად არ იქნება გამოყენებული, ეროვნული სიმდიდრის თვალსაზრისით სულერთი არის, თუ ვინ აწარმოებს ქაღალდის ფულის გამოშვებას; და ახლა მე დავანახვე მკითხველს, რომ მოსახლეობა პირდაპირ დაინტერესებულია იმაში, რომ ქაღალდის ფულის გამოშვებას სახელმწიფო აწარმოებდეს, და არა ვაჭრებისა ან ბანკირების კომპანია. მაგრამ არსებობს შიში, რომ ეს უფლება უფრო ადვილად იქნება ბოროტად გამოყენებული, როდესაც იგი მთავრობის ხელში არის, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი საბანკო კომპანიას აქვს მინიჭებული. კომპანია - ამბობენ - უფრო იქნება კანონის კონტროლს ქვეშ დაყენებულიო, და თუმცა შეიძლება მისთვის ხელსაყრელი ყოფილიყო თავისი ბანკნოტები იმაზე მეტად გამოეშვა, რასაც წინდახედულობა მოითხოვს, მაგრამ ამაში მისთვის დაბრკოლების შემქნელი და საზღვრის დამდები იქნებოდა ის უფლება, რომელიც კერძო პირთ აქვთ, - ბანკნოტების ნაცვლად მოსთხოვონ ლითონი ზოდად ან მონეტის სახითო. ფიქრობენ, რომ თუ მთავრობას ექნებოდა ქარალდის ფულის გამოშვების პრივილეგია, იგი ყურადღებას არ მიაქცევდა ამგვარ დაბრკოლებას, ვინაიდან მას მიდრეკილება აქვს მხედველობაში მიიღოს - უფრო - დღევანდელი სარგებლობა, ვიდრე ხვალინდელი ინტერესიო, და ამიტომ იგი, ვითომდა მიზანშეწონილობის საფუძვლით, მზად იქნებოდა ყოველთვის გაეუქმებია ყველა ის დაბრკოლება, რომლითაც შეზღუდული იქნებოდა მისი ემისიაო.

ეს შენიშვნა დიდი წონისაა, რამდენადაც დესპოტური მთავრობა გვყავს მხედველობაში. მაგრამ თავისუფალ ქვეყანაში, რომელსაც განათლებული კანონმდებლობა აქვს, ქაღალდის ფულის გამოშვების უფლება, - იმ პირობის დაცვით, რომ იგი განაღდებული იქნებოდა მისი მქონებლის სურვილისამებრ, - სრულიად უშიშრად შეიძლებოდა მინიჭებული ქონებოდა ამ მიზნისათვის დანიშნულ კომისრებს, და ეს კომისრები ყოფილიყვნენ სრულიად დამოუკიდებელნი მინისტრთა კონტროლისაგან.

საამორტიზაციო ფონდი ასეთი კომისრების გამგებლობაშია, რომელნიც მხოლოდ პარლამენტის წინაშე არიან პასუხისმგებელნი, და მათდამი მინდობილი ფულის მოთავსება უაღრესი სისწორით სწარმოებს. რა საფუძვლით შეიძლება საეჭვოდ მივიჩნიოთ, რომ ქაღალდის ფულის გამოშვებაც ასევე სწორად იქნებოდა წარმოებული, უკეთუ მას ასეთივე დაწესებულება განაგებდა?

შეიძლება სთქვან, რომ თუმცა სარგებლობა, რომელიც ქაღალდის ფულილს გამოშვებიდან წარმოსდგება სახელმწიფოსათვის და, მაშასადამე, ხალხისათვის, საკმაოდ ცხადი არის, რადგან ნაწილი ეროვნული ვალისა, რომლისათვის მოსახლეობა სარგებელს იხდის, ისეთ ვალად გადაიქცეოდა, რომელშიაც სარგებელი არ იქნებოდა გადასახდელი, მაგრამ მაინც ქაღალდის ფულის გამოშვება მთავრობის მიერ საზიანო იქნებოდა ვაჭრობისათვის, რადგან ვაჭრები ამგვარად დაჰკარგავდნენ შესაძლებლობას ესესხათ ფული და დისკონტი ეყოთ თავიანთი თამასუქებისათვის, რაც წარმოადგენს იმ მეთოდს, რომლითაც ბანკი ნაწილობრივ გამოუშვებს ხოლმე თავის ბანკნოტებს.

მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ გვეფიქრა, რომ ფულის სესხად აღება შეუძლებელი იქნებოდა, თუ მას ბანკი არ გაასესხებდა, და რომ სარგებლისა და მოგების საბაზრო ნორმა დამოკიდებულია ფულის ემისიის სიდიდეზე და იმ არხზე, რომლითაც ხდება ამ ფულის გამოშვება. მაგრამ როგორც ქვეყანა არ განიცდიდა მაუდის, ღვინის ან რაიმე სხვა საქონლის ნაკლებობას, თუ მას სახსარი ექნებოდა ამ საგნებში მისაცემად, ისევე არავითარი ნაკლებობა არ იქნებოდა ფულისაც მის გასასესხებლად, უკეთუ მსესხებელნი კარგი უზრუნველყოფის წარმდგენელნი იქნებოდნენ და ისურვებდნენ სარგებლის საბაზრო ნორმის გადახდას.

ამ თხზულების სხვა ნაწილში მე შევეცადე მეჩვენებია, რომ საქონლის ნამდვილი ღირებულება განისაზღვრება არა იმ შემთხვევითი უპირატესობით, რომლითაც შეიძლება სარგებლობდნენ ზოგიერთი მისი მწარმოებლები, არამედ იმ ნამდვილი სიძნელით, რომელსაც განიცდის ნაკლებ ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი მწარმოებებლი. ეგევე შეიძლება ითქვას ფულის სარგებლის შესახებაც; მას განსაზღვრავს არა ის ნორმა, რომლის მიხედვით ბანკი ასესხებს ფულს, - შეადგენს ეს ნორმა 5, 4 თუ 3 პროცენტს, - არამედ მოგების ის ნორმა, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს კაპიტალის გამოყენების გზით და რომელიც სრულიად დამოუკიდებელია ფულის რაოდენობისა ან ღირებულებისაგან. გასცემდა ბანკი 1 მილიონის, 10 მილიონის თუ 100 მილიონის სესხს, იგი, სულერთია, დიდი ხნით ვერ შესცვლიდა სარგებლის საბაზრო ნორმას; იგი შესცვლიდა მხოლოდ იმ ფულის ღირებულებას, რომელსაც იგი ამგვარად გამოუშვებდა. ერთი და იმავე საქმის წარსამართავად ერთ შემთხვევაში საჭირო იქნებოდა 10 ჯერ ან 20 ჯერ მეტი ფული, ვიდრე მოთხოვნილი იქნებოდა მეორე შემთხვევაში. ამრიგად, ბანკისადმი წარდგენილი მოთხოვნა ფულისა დამოკიდებულია შედარებაზე მოგების ნორმასა, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს ამ ფულის გამოყენებით, და სარგებლის იმ ნორმას შორის, რომლის მიხედვით ბანკი იძლევა სესხად ფულს. თუ ბანკი მის მიერ გაცემულ სესხში სარგებლის ნორმაზე ნაკლებ სარგებელს იხდევინება, იმ შემთხვევაში არ არსებობს ფულის ისეთი თანხა, რომელსაც იგი ვერ გაასესხებდა; ხოლო თუ იგი იმ ნორმაზე მეტს თხოულობს, მაშინ მხოლოდ ფანტიები და მფლანგველები იქნებიან მისგან ფულის სესხად აღების მსურველნი. ჩვენ ვხედავთ, ამიტომ, რომ, როდესაც სარგებლის საბაზრო ნორმა აღემატება 5 %25-ის ნორმას, რა ნორმითაც ბანკი ჩვეულებრივ იძლევა ფულს სესხად, ბანკის სადისკონტო განყოფილება სესხის აღების მსურველებით არის ალყაშემორტყმული; და, პირიქით, როდესაც საბაზრო ნორმა, თუნადაც დროებით, 5%25-ზე დაბლაა, ამ განყოფილების მოსამსახურეები უსაქმოდ სხედან.

და თუ ბანკი, როგორც ამბობენ, უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში დიდ დახმარებას უწევდა ვაჭრობას, აძლევდა რა ვაჭრებს ფულს, ეს აიხსნება მით, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბანკი საბაზრო ნორმაზე დაბალი სარგებლით იძლევოდა სესხად ფულს, ე.ი. ნორმაზე დაბალით, რა ნორმითაც ვაჭრებს შეეძლოთ სხვაგან სესხის აღება. მაგრამ მე უნდა ვაღიარო, რომ, ჩემი აზრით, ეს გარემოება ამ დაწესებულების წინააღმდეგ ლაპარაკობს უფრო, ვიდრე მის სასარგებლოდ.

რას ვიტყოდით იმ დაწესებულებაზე, რომელიც მაუდის მწარმოებელთა ნახევარ რიცხვს რეგულარულად მიაწოდებდა მატყლს მის საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასში? რა სარგებლობას მოუტანდა ეს მთელ საზოგადოებას? ასეთი პრაქტიკა ხელს არ შეუწყობდა ჩვენი მრეწველობის გაფართოებას, რადგან მატყლს, სულერთია, მაინც იყიდნენ, თუნდაც რომ იმ დაწესებულებას სრული საბაზრო ფასი აეღო მასში. იგი დაბლა არ დასწევდა მაუდის ფასს მომხმარებლისთვის, ვინაიდან ფასი, როგორც მე უკვე აღვნიშნე, იმ მწარმოებელთა საწარმოო ხარჯებით განისაზღვრება, რომელნიც ნაკლებ ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებიან. მისი ერთადერთი შედეგი იქნებოდა, ამიტომ, მაუდის მწარმოებელთა ერთი ნაწილის მოგების აწევა მოგების საერთო და ჩვეულებრივ დონეზე მაღლა. დაწესებულებას დააკლდებოდა მისი ჯეროვანი მოგების ნაწილი, და ამავე პროპორციით მოიგებდა საზოგადოების მეორე ნაწილი. და აი, სწორედ ასეთია ჩვენი საბანკო დაწესებულებების მოქმედება. კანონით დადგენილია სარგებლის ნორმა, რომელიც იმ ნორმაზე დაბალი არის, რა ნორმითაც ბაზარზე შეიძლება ფულის სესხად აღება, და ბანკმა ამ დაბალი ნორმით უნდა გასცეს ფული სესხად ან სრულებით არ გასცეს სესხი. თვით თავისი ბუნებისამებრ, ბანკს თავის განკარგულებაში აქვს დიდი თანხები, რომლებითაც სარგებლობა მას მხოლოდ მათი სესხად გაცემის გზით შეუძლია, და მრეწველთა ერთი ნაწილი ქვეყანაში, სრულიად უსამართლოდ და ქვეყნისთვის სარგებლობის გაუჩენლად, განსაკუთრებულ ხელსაყრელ მდგომარეობაშია ჩაყენებული მით, რომ შესაძლებლობა აქვს ნაკლები ხარჯით მოიპოვოს სააღებმიცემო სახსარი, ვიდრე ეს შეუძლიათ იმათ, რომელნიც საბაზრო ფასის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან ამ სახსრების მოპოების საქმეში.

სამრეწველო საქმიანობა, რომელიც მთელ საზოგადოებას შეუძლია განავითაროს, დამოკიდებულია მისი კაპიტალის რაოდენობაზე, ე.ი. ნედლი მასალების, მანქანების, საზრდოს, გემების და სხვ. რაოდენობაზე, რომლებიც იხმარება წარმოებაში. მას შემდეგ რაც დამყარებულია კარგად მოწესრიგებული ქაღალდის ფული, აღნიშნულ საგანთა რაოდენობა არ შეიძლება არც გადიდდეს და არც შემცირდეს საბანკო ოპერაციების გზით. ამიტომ, თუ სახელმწიფო გამოუშვებდა მიმოქცევაში ქაღალდის ფულს, თუნდაც მას ამასთან ერთი თამასუქის დისკონტიც კი არ გაეკეთებია და არავისთვის სესხად ერთი შილინგიც კი არ მიეცა, მრეწველობის მოცულობაში არავითარი ცვლილება არ წარმოსდგებოდა, რადგან ჩვენ ნედლი მასალების, მანქანების, საზრდოს და გემების იგივე რაოდენობა გვექნებოდა. გარდა ამისა, სესხად გაიცემოდა ალბათ ფულის იგივე თანხები, თუმცა არა 5%25-ით, - კანონის მიერ დაწესებული ნორმით, თუ იგი საბაზრო ნორმაზე დაბალი იქნებოდა, არამედ 6, 7 ან 8%25-ით, ე.ი. იმ ნორმით, რომელიც შედეგი იქნებოდა აშკარა კონკურენციისა გამსესხებლებსა და მსესხებლებს შორის.

ადამ სმიტი ლაპარაკობს სარგებლობაზე, რომელსაც ვაჭრებს აძლევს შოტლანდიური საკრედიტო სისტემა, მიმდინარე ანგარიშების გახსნის გზით, - სისტემა, რომელიც მას მიაჩნია უპირატესობის შემცველად ინგლისურ სისტემასთან შედარებით. ასეთი მიმდინარე ანგარიშები წარმოადგენს კრედიტებს, რომლებსაც შოტლანდიის ბანკირი აძლევს თავის კლიენტებს დამატებად იმ თამასუქებისა, რომლებსაც იგი დისკონტს უკეთებს მათთვის. მაგრამ რადგან ბანკირი, რა ზომითაც იგი ფულს ავანსად გასცემს და მიმოქცევაში გაუშვებს ერთი გზით, იმ ზომითვე იკვეცს შესაძლებლობას მიმოქცევაში გაუშვას ფული სხვა გზით, ამიტომ ძნელი გასაგები არის, რაში მდგომარეობს სარგებლობა. თუ მთელი მიმოქცევა მხოლოდ ერთი მილიონი ქაღალდის ფულის ამტანი არის, მიმოქცევაში იქნება მხოლოდ ერთი მილიონი. და არც ბანკირისთვის, არც ვაჭრისთვის არავითარი რეალური მნიშვნელობა არა აქვს, გამოიშვება მთელი ეს თანხა თამასუქების დისკონტის გზით, თუ მხოლოდ ერთი ნაწილი გამოიშვება ამ გზით, და დანარჩენი ნაწილი გამოიშვება აღნიშნული მიმდინარე ანგარიშების საშუალებით.

იქნებ საჭირო იყოს რამდენიმე სიტყვა ვთქვათ იმ ორი ლითონის, ოქროს და ვერცხლის, საკითხის შესახებ, რომლებიც იხმარება ფულის მიმოქცევაში, მით უფრო, რომ ეს საკითხი, როგორც ეტყობა, ზოგ ადამიანთა წარმოდგენაში რევს ფულის მიმოქცევის ნათელ და მარტივ პრინციპებს. „ინგლისში”, ამბობს დოქტორი სმიტი, „ინგლისში ოქრო დიდხანს მას შემდეგაც, რაც იწყეს მისი ფულად მოჭრა, არ იყო გადახდის კანონიერ საშუალებად აღიარებული. შეფარდება ოქროს და ვერცხლის ფულის ღირებულებას შორის არ იყო დამყარებული რაიმე საკანონმდებლო აქტით ან ბრძანებით; ამის განსაზღვრა ბაზარზე იყო მინდობილი. თუ გადასახდელს მოვალე ოქროთი შესათავაზებდა მევალეს, ამ უკანასკნელს შეეძლო ან უარი ეთქვა ასეთის მიღებაზე, ანდა მიეღო ოქროს ისეთი შეფასების მიხედვით, რომლის შესახებ ის და მოვალე ერთმანეთთან მორიგდებოდნენ”.

ცხადია, რომ ასეთ მდგომარეობაში გინეა შეიძლებოდა ღირებულიყო ზოგჯერ 22 შილინგი ან მეტიც, და ზოგჯერ 18 შილინგი ან ნაკლებიც, რაც ოქროს და ვერცხლის შეფარდებითი საბაზრო ღირებულების ცვლილებაზე იყო სავსებით დამოკიდებული. გარდა ამისა, ყოველ ცვლილებას როგორც ოქროს ღირებულებაში, ისე ვერცხლის ღირებულებაში, განსაზღვრა ეძლეოდა ოქროს მონეტით, - და ისე სჩანდა, რომ თითქოს ვერცხლის ღირებულება არ იცვლებოდა, რომ აწევას ან დაწევას მხოლოდ ოქროს ღირებულება ექვემდებარებოდა. ამრიგად, თუმცა გინეა 22 შილ. ღირდა, 18 შილ. ნაცვლად, - ოქროს ღირებულება შეიძლება არ შეცვლილიყო, ცვლილება შეიძლება მხოლოდ ვერცხლის ღირებულებაში ყოფილიყო წარმომდგარი, და, მაშასადამე, 22 შილინგი შეიძლება წინანდელ 18 შილინგზე მეტი არ ღირებულილყო. და, პირიქით, მთელი ცვლილება შეიძლება ოქროს ღირებულებაში წარმომდგარიყო, და ღირებულება გინეის, რომელიც წინათ 18 შილ. ღირდა, შეიძლება 22 შილინგამდე აწეულიყო.

ვიგულისხმოთ ახლა, რომ ეს ვერცხლის ფული, ჩამოჭრის გამო, წონადაკარგული იყო და, გარდა ამისა, მისი რაოდენობა - გადიდებული; ამ შემთხვევაში ერთი გინეა შეიძლება 30 შილ. ღირებულიყო, რადგან ასეთი ფულის 30 შილინგში მოქცეული ვერცხლი მეტი ღირებულებისა არ ყოფილიყო, ვიდრე ოქრო ერთ გინეაში. თუ ვერცხლის ფული აღდგენილი იქნებოდა მის მონეტურ ღირებულებაში, მისი ღირებულება აიწევდა; მაგრამ ეს ისე გამოჩნდებოდა, თითქოს ოქროს ღირებულებამ დაიწია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ერთ გინეას, ალბათ, მეტი ღირებულება არ ექნებოდა, ვიდრე 21 ასეთ კარგ შილინგს.

თუ ოქრო, თავის მხრივ, აგრეთვე გადახდის კანონიერი საშუალება გახდა, და თითოეულ მოვალეს შეუძლია, თავის სურვილისამებრ, თავისი ვალი გადაიხადოს 420 ვერცხლის შილინგით ან 20 გინეით თითოეული 21 გირვ. სტერლინგისათვის, რომელიც მას მართებს, - იგი ან ერთი ან მეორეთი გადახდას აირჩევს იმის მიხედვით, თუ რომელით შეუძლია მას უფრო იაფად თავისი ვალის გასტუმრება. თუ 5 კვარტერ ხორბალში მას შეუძლია მიიღოს ოქროს ისეთი ზოდი, საიდანაც ზარაფხანაშ 20 გინეა იქნება მოჭრილი, და იმავე ხორბალში იმდენი ვერცხლი ზოდის სახით, რომ მონეტად მოჭრის შემდეგ იგი მიიღებს 430 შილინგს, მაშინ მოვალე არჩევს ვერცხლით გადაიხადოს თავისი ვალი, ვინაიდან იგი ამ შემთხვევაში 10 შილინგს იგებს. მაგრამ თუ, პირიქით, ამ ხორბალში მას იმდენი ოქრო შეუძლია მიიღოს, რომ მონეტად მოჭრის შემდეგ ხელთ 20 1/2 გინეა ექნება, და იმდენი ვერცხლი შეუძლია მიიღოს, რომ მონეტად მოჭრის შემდეგ მხოლოდ 420 შილინგი ექნება, მაშინ იგი, რასაკვირველია, არჩევს ოქროთი გადაიხადოს თავისი ვალი. ხოლო თუ მის მიერ მიღებული ოქროს რაოდენობიდან, მონეტად მოჭრის შემდეგ, მხოლოდ 20 გინეა გამოდის, და ვერცხლის რაოდენობიდან - 420 შილინგი, მაშინ მისთვის სავსებით სულ ერთი არის, რა ფულით გადაიხდის თავის ვალს, ვერცხლის თუ ოქროს ფულით. მაშასადამე, ეს არაა საგანი წმინდა შემთხვევითობისა; არა იმიტომ აძლევენ ოქროს ოდესმე უპირატესობას თავისი ვალის გადასახდელად, რომ იგი უფრო შესაფერისია მიმოქცევის იარაღის ფუნქციისთვის მდიდარ ქვეყანაში, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მოვალისთვის უფრო ხელსაყრელია ვალის ასე გადახდა.

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში 1797 წლამდე, - იმ წლამდე, როდესაც ინგლისის ბანკმა შესწყვიტა მონეტით გადახდა, ოქრო ისე იაფი იყო ვერცხლთან შედარებით, რომ ინგლისის ბანკისთვის და ყველა სხვა მოვალეებისთვის ხელსაყრელი იყო ოქროს ყიდვა ბაზარზე, და არა ვერცხლის, რათა იგი გადაეგზავნათ ზარაფხანაში მოსაჭრელად მონეტის სახით, რადგან ამ ლითონის მონეტით უფრო იაფად შეეძლოთ მათ თავიანთი ვალის გასტუმრება. ვერცხლის ფული ამ პერიოდის მეტი წილის განმავლობაში ძალიან გაფუჭებული იყო; მაგრამ მისი რაოდენობა შეზღუდული იყო და ამიტომ, ჩემ მიერ ზემოთ გარკვეული პრინციპის თანახმად, მისი სამსვლელობო ღირებულება არასოდეს არ დაცემულა: თუმცა ვერცხლის ფული ესოდენ გაფუჭებული იყო, მოვალეებისთვის მაინც ხელსაყრელი იყო ოქროს მონეტით ვალის გადახდა. რასაკვირველია, ამ გაფუჭებული ვერცხლის მონეტების რაოდენობა რომ ძალზე დიდი რაოდენობა ყოფილიყო ან ზარაფხანას რომ ასეთივე ცუდი მონეტები გამოეშვა, მოვალეებისთვის ხელსაყრელი იქნებოდა ასეთი გაფუჭებული მონეტით ვალის გადახდა; მაგრამ მისი რაოდენობა შეზღუდული იყო, და მან შეინარჩუნა თავისი ღირებულება, მაშასადამე, პრაქტიკაში ოქრო შეადგენდა ფულის მიმოქცევის ნამდვილ მასშტაბს.

არავინ არ უარჰყოფს, რომ საქმე სწორედ ასე იყო; მაგრამ ზოგნი ამტკიცებდნენ, რომ ეს გამოწვეული იყო კანონის მიერ, რომელიც აცხადებდა; რომ ვერცხლი არ იყო გადახდის კანონიერი საშუალება ყოველი ვალისთვის, რომელიც 25 გირვ. სტერლინგს აღემატებოდა, თუ არა წონით, სამონეტო ნორმის შესაბამისად.

მაგრამ ეს კანონი მოვალეს არ უშლიდა თავისი ვალი რაოდენ დიდიც უნდა ყოფილიყო მისი თანხა, ახალი სრულწონიანი ვერცხლის მონეტით გადაეხადა; და თუ მოვალე ამ ლითონით არ იხდიდა, ეს ხდებოდა არა შემთხვევით, არც იძულებით, არამედ სრულიად თავისუფალი არჩევით; მისთვის არ იყო ხელსაყრელი, რომ ვერცხლი ზარაფხანაში წაეღო; იქ ოქროს წაღება იყო მისთვის ხელსაყრელი. სარწმუნოა, რომ ამ გაფუჭებული ვერცხლის მონეტების რაოდენობა რომ ძალზე დიდი ყოფილიყო მიმოქცევაში და ამასთან იგი გადახდის კანონიერი საშუალებაც ყოფილიყო, გინეა ისევ 30 შილინგი ეღირებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში გაფუჭებული შილინგის ღირებულება იქნებოდა დაწეული, და არა გინეისა, რომლის ღირებულება აიწევდა.

ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ, ვიდრე ორივე ეს ლითონი თანაბრად ყოველი სიდიდის ვალის გადახდის კანონიერ საშუალებას შეადგენდა, ჩვენ განუწყვეტლივ განვიცდიდით ცვლილებას ჩვენს ღირებულების მთავარ ნორმალურ საზომში. სრულიად ამ ორი ლითონის შეფარდებითი ღირებულების ცვლილებაზე დამოკიდებულებით, ამ საზომს ხან ოქრო შეადგენდა, ხან ვერცხლი; და ყოველთვის, როდესაც ერთ-ერთი ეს ლითონი აღარ შეადგენდა ღირებულების საზომს, მთელი იმ დროის განმავლობაში ადგილი ჰქონდა მის გადადნობას და მიმოქცევიდან გატანას, რადგან მას ზოდის სახით უფრო დიდი ღირებულება ჰქონდა ვიდრე მონეტის სახით. ეს, რასაკვირველია, წარმოადგენდა ისეთ უხერხულობას, რომლისთვის წამლის დადება დიდად სასურველი იყო. მაგარამ გაუმჯობესებაში წინმსვლელობა ისე ნელა მიმდინარეობს; რომ, თუმცა ეს უხერხულობა უკვე ლოკმა ცხადჰყო უცილობლად და შემდეგ ყველა მწერალს აქვს აღნიშნული, ვისაც კი ფულის საკითხის შესახებ უწერია, - უფრო რაციონალური სისტემა მიღებულ იქნა მხოლოდ 1816 წლის პარლამენტის სესიაში, როდესაც დადგენილ იქნა, რომ მარტო ოქრო შეადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას ყოველი თანხისთვის, რომელიც 40 შილინგს აღემატება.

დოქტორ სმიტს, როგორც ეტყობა, არ ჰქონდა ნათლად წარმოდგენილი ყველა ის შედეგები, რომლებიც მოჰყვება ორი ლითონის ხმარებას როგორც მიმოქცევის საშუალებად, ისე გადახდის კანონიერ საშუალებად ყოველი სიდიდის ვალისთვის, ვინაიდან იგი ამბობს, რომ „მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც განაგრძობს არსებობას რაიმე დადგენილი შეფარდება სხვადასხვა ლითონების სათანადო ღირებულებათა შორის მონეტაში, უძვირესი ლითონის ღირებულება განსაზღვრავს ფაქტიურად ყველა მონეტის ღირებულებას”. რადგან მის დროს ოქრო მოვალეებისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი საშუალება იყო მათი ვალის გადასახდელად, ამიტომ ადამ სმიტი ფიქრობდა, რომ ოქროს აქვს რაღაც იმანენტური თვისება, რომლის გამო იგი იყო მაშინ და იქნება მუდამ ვერცხლის მონეტის ღირებულების განმსაზღვრელი.

ოქროს მონეტის რეფორმის შემდეგ, 1774 წელს, ახლად მოჭრილი გინეა, ზარაფხანიდან გამოსული, იცვლებოდა მხოლოდ 21 გაფუჭებულ შილინგზე; მეფე ვილიამის მეფობის დროს კი, როდესაც ვერცხლის მონეტა სრულიად იმავე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ასეთივე ახალი გინეა, ზარაფხანიდან გამოსული, იცვლებოდა უკვე 30 შილინგზე. ბ-ნი ბიუკენენი შენიშნავს ამის გამო: „ ჩვენ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალიან უცნაურ მოვლენასთან, რომელიც ვერ აიხსნება ფულის მიმოქცევის ჩვეულებრივ თეორიებით. ერთ ეპოქაში გინეა იცვლება 30 შილინგზე, ე.ი. მის იმანენტულ ღირებულებაზე, გაფუჭებული ვერცხლის ფულით გამოსახულზე, ხოლო მეორე ეპოქაში იგივე გინეა იცვლება მოლოდ 21 იმ გაფუჭებულ შილინგზე. ცხადია, რაიმე დიდი ცვლილება უნდა მომხდარიყოს ფულის მიმოქცევის მდგომარეობაში ამ ორ სხვადასხვა ეპოქას შორის, რის შესახებ დოქტორ სმიტის ჰიპოთეზი არავითარ ახსნას არ იძლევა”.

მე მგონია, ეს სიძნელე ადვილად დაიძლევა, თუ ჩვენ გინეის ორ სხვადასხვა ღირებულებას ამ ორ ეპოქაში დავუკავშირებთ იმ გაფუჭებული ვერცხლის ფულის რაოდენობას, რომელიც მიმოქცევაში იმყოფებოდა. ვილიამის მეფობის დროს ოქრო არ შეადგენდა გადახდის კანონიერ საშუალებას; მას მხოლოდ მორიგების საფუძველზე დამყარებული ღირებულების მიხედვით ჰქონდა მსვლელობა. ყველა დიდი გადასახდელის გასტუმრება ხდებოდა ალბათ ვერცხლის ფულით, მით უფრო, რომ ქაღალდის ფულის და საბანკო ოპერაციებისა მაშინ ცოტა რამ გაეგებოდათ. ამ გაფუჭებული ვერცხლის ფულის რაოდენობა აღემატებოდა იმ ვერცხლის ფულის რაოდენობას, რომელიც მიმოქცევაში იქნებოდა, მხოლოდ სრულწონიანი მონეტა რომ ყოფილიყო ხმარებაში, და ამიტომ ვერცხლის ფული ისევე ღირებულებადაკარგული იყო, როგორც წონადაკარგული. მაგრამ შემდგომ ეპოქაში, როდესაც ოქრო გადახდის კანონიერ საშუალებას შეადგენდა, როდესაც გადახდის საწარმოებლად ბანკნოტებიც იხმარებოდა, გაფუჭებული ვერცხლის ფულის რაოდენობა არ აღემატებოდა ზარაფხანაში ახალმოჭრილი და იქიდან ახლად გამოსული ვერცხლის მონეტის იმ რაოდენობას, რომელიც მიმოქცევაში იქნებოდა, მასში რომ სრულებით არ ყოფილიყო გაფუჭებული ვერცხლის ფული; ამიტომ ვერცხლის ფული, თუმცა იგი წონადაკარგული იყო, არ იყო ღირებულებადაკარგული. ბ-ნი ბიუკენენის განმარტება ცოტათი სხვანაირია; იგი ფიქრობს, რომ მხოლოდ მთავარ სამიმოქცევო საშუალებას შეიძლება ღირებულება დაეკარგოს, და არა დამხმარე სამიმოქცევო საშუალებას. მეფე ვილიამის მეფობის დროს ვერცხლი მთავარ სამიმოქცევო საშუალებას შეადგენდა და ამიტომ მას შეეძლო ღირებულება დაეკარგა. 1774 წელს კი იგი შეადგენდა დამხმარე სამიმოქცევო საშუალებას და ამიტომ მან შეინარჩუნა თავისი ღირებულება. მაგრამ ღირებულების დაკარგვა სრულიად დამოკიდებული არაა იმაზე, მიმოქცვის ესა თუ ის საშუალება მთავარი საშუალებაა თუ დამხმარე, არამედ სავსებით დამოკიდებულია მისი რაოდენობის სიჭარბეზე.4

ფულის მოჭრისთვის ზომიერი საფასურის აღების წინააღმდეგ თითქმის არაფრის თქმა არ შეიძლება, განსაკუთრებით, თუ იგი იმ სამიმოქცევო საშუალებას შეეხება, რომელიც პატარ-პატარა გადასახდელისთვის გამოიყენება. ლითონური ფული ჩვეულებრივ მატულობს ღირებულებაში საფასურის მთელი ოდენობით; მაშასადამე, ეს საფასური წარმოადგენს ისეთ ხარკს, რომელიც არ აწვება იმას, ვინც მას იხდის, ვიდრე მიმოქცევაში არაა ფულის ზედმეტი რაოდენობა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ქაღალდის ფულის მიმოქცევაა დამყარებული, თუნდაც რომ საემისიო დაწესებულებას ვალდებულება ჰქონდეს დაკისრებული ლითონური მონეტით გაანაღდოს ბანკნოტა წარდგენისთანავე, - როგორც ბანკნოტებს, ისე მონეტებსაც შეიძლება ღირებულება დაეკარგოს იმ მონეტის მოჭრის საფასურის მთელი ოდენობით, რომელიც მარტო წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას, და ეს ხდება მანამდე, ვიდრე ქაღალდის ფულის მიმოქცევის შემზღუდველი მექნიზმი დაიწყებდეს მოქმედებას. თუ ოქროს მონეტის მოჭრის საფასური, მაგალითად, 5%25-ს შეადგენდა, - შეიძლება მიმოქცევის საშუალებას ღირებულება დაჰკარგოდა 5%25-ით ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ბანკნოტების ხელთმქონებელთათვის ხელსაყრელი გახდებოდა მათ სამაგიეროდ ლითონური მონეტა მოეთხოვათ, რათა გადაედნოთ იგი ზოდად; და ეს ღირებულების დაკარგვა ვერ წარმოსდგებოდა, თუ ოქროს მონეტის მოჭრისთვის საფასური არ იქნებოდა დაწესებული, ან, საფასურის არსებობის შემთხვევაში, თუ ბანკნოტების ხელთმქონებელთ შეეძლებოდათ მათ სამაგიეროდ მოეთხოვათ არა ლითონური მონეტა, არამედ მხოლოდ ზოდი 3 გირვ. სტერლ. 17 შილ. და 10 1/2 პენსის ოდენობის მონეტური ფასის მიხედვით. ამიტომ, თუ ბანკს ვალდებულება არ ექნა დაკისრებული თავისი ბანკნოტები, წარმდგენელთა მოთხოვნისამებრ, გაანაღდოს ზოდით ან მონეტით, იმ შემთხვევაში უკანასკნელად გამოცემული კანონი, რომელიც აწესებს 6%25 საფასურს, ანუ 4 პენსს უნცზე, ვერცხლის მონეტის მოჭრისთვის, ხოლო ოქროს ფულის მოჭრას ზარაფხანაში ყოველგვარი საფასურისგან თავისუფალს აცხადებს, - ეს კანონი შეიძლება ფრიად მიზანშეწონილი იყოს, ვინაიდან იგი ფრიად ეფექტურად მოსპობს ყველა არასაჭირო ცვლილებას ფულის მიმოქცევის რაოდენობაში.

____________________

1. ყველაფერი, რასაც მე ოქროს მონეტაზე ვამბობ, თანაბრად შეეხება ვერცხლის მონეტასაც, მაგრამ საჭირო არაა თითოეულ შემთხვევაში ორივე იყოს მოხსენებული.

2. ეს და შემდეგი აბზაცები, რომლებიც ფრჩხილებში არის მოქცეული, ამოღებულია შემდეგი სათაურის მქონე პამფლეტიდან: ,,Proposals for all Economical and Secure Currency”, რომელიც ავტორმა 1816 წელს გამოაქვეყნა.

3. ფასი - 3 გირვ. სტერლ 17 შილ. რომელიც ტექსტშია აღნიშნული, რასაკვირველია, თვითნებური ფასი არის. იქნებ შესაძლებელი იყოს კარგი საბუთის მოყვანა იმისათვის, რომ იგი ცოტათი აწეულ იქნეს ან ცოტათი დაწეულ იქნეს. თუ მე ფასად 3 გირვ. სტერლ. 17 შილინგს ვიღებ, ამით მე მინდა მხოლოდ ილუსტრაცია მივცე პრინციპს. ფასი ისე უნდა იყოს დადგენილი, რომ ოქროს გამყიდველისთვის უფრო ხელსაყრელი იყოს ოქროს მიყიდვა ბანკისთვის, ვიდრე მისი გაგზავნა ზარაფხანაში მონეტად მოჭრის მიზნით.

იგივე შენიშვნა შეეხება აგრეთვე 20 უნცის რაოდენობას, რომელიც მე მაქვს მინიმუმად აღებული. შესაძლებელია აღმოჩნდეს კარგი საბუთი იმისათვის, რომ ეს მინიმუმი დამყარებულ იქნეს 10-ზე ან 30-ზე.

4. ახლახან ლორდი ლოდერდალი ამტკიცებდა პარლამენტში, რომ, აწინდელი სამონეტო კანონმდებლობის არსებობისას, ბანკი ვერ შესძლებდა თავისი ბანკნოტების განაღდებას მონეტით, ვინაიდან ამ ორი ლითონის შეფარდებითი ღირებულება ისეთია, რომ ყველა მოვალისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა ვერცხლით გადაეხადა თავისი ვალი, და არა ოქროთი, მაშინ როდესაც კანონი ბანკის ყველა კრედიტორს უფლებას აძლევს ოქრო მოითხოვოს ბანკნოტების სამაგიეროდ. ეს ოქრო, ლორდის აზრით, შეიძლება გაზიდულიყო მოგებით, და ამ შემთხვევაში, - ამტკიცებს იგი, - ბანკი, რათა საჭირო ოქროს მარაგი ჰქონებოდა, იძულებული იქნებოდა ოქრო ყოველთვის პრემიით ეყიდა და ალ პარი გაეყიდა. თუ ყოველ სხვა მოვალეს შეეძლებოდა ვერცხლით გადახდა, ლორდი ლოდერდალი მართალი იქნებოდა; მაგრამ მოვალეს არ შეუძლია ასე მოიქცეს, თუ მისი ვალი 40 შილინგს აღემატება. მაშასადამე, ეს გარემოება შეზღუდავდა მიმოქცევაში მყოფი ვერცხლის მონეტის რაოდენობას (უკეთუ თვითონ მთავრობას არ ჰქონდა თავისთვის უფლება დატოვებული შეეჩერებია ამ ლითონის მონეტად მოჭრა, როდესაც იგი ამას საჭიროდ ჩასთვლიდა), იმიტომ რომ, თუ მეტად ბევრი ვერცხლი იქნებოდა მონეტად მოჭრილი მისი შეფარდებითი ღირებულება ოქროს მიმართ დაიწევდა. და არავინ არ აიღებდა მას 40 შილინგზე მეტ ვალში, უკეთუ ანაზღაურებას არ მიიღებდა მისი უფრო დაბალი ღირებულებისათვის. 100 გირვ. სტერლინგის ვალის გადასახდელად საჭირო იქნებოდა 100 სოვერენი ან 100 გირვ. სტერლინგის თანხის ბანკნოტები; ვერცხლის მონეტით კი საჭირო იქნებოდა 105 გირვ. სტერლინგი, უკეთუ მიმოქცევაში მეტად ბევრი ვერცხლი მოიპოებოდა. ამრიგად, არსებობს ორი დამაბრკოლებელი საშუალება ვერცხლის მონეტის მეტად დიდი რაოდენობის წინააღმდეგ: ჯერ ერთი, პირდაპირი საშუალება, რაც იმაში გამოისახება, რომ მთავრობას შეუძლია ყოველთვის შეაჩეროს ვერცხლის მოჭრა მონეტად; მეორე, ის, რომ არავის არ ექნება ინტერესი თავისი ვერცხლი ზარაფხანაში გააგზავნოს, თუნდაც რომ მას ეს შეეძლოს, იმიტომ რომ, თუ ვერცხლი მოჭრილი იქნებოდა მონეტად, მას მსვლელობა ექნებოდა არა მისი მონეტური ღირებულების მიხედვით, არამედ მხოლოდ მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით.

31 თავი XXVIII: ოქროს, პურის და შრომის შეფარდებითი ღირებულება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში

▲ზევით დაბრუნება


„ოქრო და ვერცხლი”, ამბობს ადამ სმიტი, „ეძებს, რასაკვირველია, იმ ბაზარს, სადაც უკეთეს ფასს იძლევიან მათში, ხოლო უკეთეს ფასს ჩვეულებრივ იმ ქვეყანაში აძლევენ ყოველ ნივთში, რომელსაც უფრო ადვილად შეუძლია ასეთი ფასის გაღება. ბოლოს და ბოლოს შრომა - და ეს უნდა გვახსოვდეს - წარმოადგენს იმ ფასს, რომელიც გაიცემა ყოველ ნივთში, და იმ ქვეყნებში, სადაც ერთნაირად კარგი გასამრჯელო ეძლევა შრომას, შრომის ფულადი ფასი პროპორციულია მუშის საარსებო საშუალებათა ფულადი ფასისა. მაგრამ ოქრო და ვერცხლი საარსებო საშუალებათა უფრო დიდ რაოდენობაზე იცვლება, რასაკვირველია, მდიდარ ქვეყანაში, ვიდრე ღარიბში, უფრო დიდ რაოდენობაზე იმ ქვეყანაში, რომელსაც უხვად მოეპოება საარსებო საშუალება, ვიდრე იმაში რომელიც არასაკმაოდ არის მით მომარაგებული”.

მაგრამ პური საქონელია, ისე როგორც ოქრო, ვერცხლი და სხვა საგნები; თუ, მაშასადამე, ყველა საქონელს მდიდარ ქვეყანაში მაღალი საცვლელი ღირებულება აქვს, პური არ იქნება გამონაკლისის შემადგენელი. ამიტომ ჩვენ სრული საფუძვლით შეგვეძლო გვეთქვა: პური გაიცვლება ფულის დიდ რაოდენოვაზე, იმიტომ რომ ძვირი იქნებაო. და ფული გაიცვლება პურის დიდ რაოდენობაზე, იმიტომ რომ ისიც ძვირი იქნებაო; და ეს კი ამის თქმას ნიშნავს: რომ პური ერთსა და იმავე დროს ძვირიც არის და იაფიც. არც ერთი დებულება პოლიტიკურ ეკონომიაში უკეთ არ არის დამყარებული, ვიდრე შემდეგი: რომ მდიდარ ქვეყანაში, სწორედ ისევე, როგორც ღარიბში, მოსახლეობის ზრდა ფერხდება საზრდოს მოპოების მზარდი სიძნელის გამო. ამ სიძნელემ აუცილებლად უნდა ასწიოს მაღლა საზრდოს შეფარდებითი ფასი და სტიმული მისცეს მის იმპორტს. მაშ რანაირად შეიძლება ფული ანუ ოქრო და ვერცხლი პურის უფრო დიდ რაოდენობაზე გაიცვალოს მდიდარ ქვეყნებში, ვიდრე ღარიბ ქვეყნებში? მხოლოდ მდიდარ ქვეყნებშია, სადაც პური ძვირი არის, რომ მემამულეები კანონმდებლობას აკრძალვინებენ პურის შემოზიდვას. აბა ვის გაუგონია ოდესმე კანონი, რომელიც აკრძალავდეს ნედლი პროდუქტის შეზიდვას ამერიკაში ან პოლონეთში? - თვითონ ბუნება იმ ქვეყნებში ეფექტიურად აბრკოლებს ამ პროდუქტის შეზიდვას იქ მისი წარმოების შედარებითი სიადვილილს გამო.

მაშ როგორ შეიძლება მართალი არ იყოს ეს: რომ „თუ გამოვრიცხავთ პურს და სხვა მცენარეულობას, რომლებიც საერთოდ ადამიანის შრომით იწარმოება, ყველა დანარჩენი სახის ნედლი პროდუქტი, - პირუტყვი, შინაური ფრინველი, ყველა სახის ნადირი, სასარგებლო ლითონები და მინერალები მიწისა და სხვ. - ბუნებრივად უფრო ძვირი ხდება საზოგადოების განვითარებასთან ერთად”. რატომ უნდა იქნეს მარტო პური და მცენარეული მასალები გამორიცხული? დოქტორ სმიტის შეცდომა, რომელიც მთელ მის ნაწარმოებშია გატარებული, იმის გულისხმობაში მდგომარეობს, რომ პურის ღირებულება მყარი არის, რომ ყველა სხვა საგნის ღირებულებამ - ჰო, მაგრამ პურის ღირებულებამ არასოდეს არ შეიძლება აიწიოს. მისი აზრით, პურს ყოველთვის ერთი და იგივე ღირებულება აქვს, იმიტომ რომ ადამიანთა იმავე რიცხვს გამოჰკვებავს მუდამ. ამგვარადვე ჩვენ სეგვეძლო გვეთქვა, მაუდს ყოველთვის ერთი და იგივე ღირებულება აქვსო, იმიტომ რომ მისგან ყოველთვის სერთუკების ერთი და იგივე რაოდენობა გაკეთდება. რა აქვს ღირებულებას საერთო გამოკვების ან შემოსვის უნართან?

პურს, მსგავსად ყოველი სხვა საქონლისა, თითოეულ ქვეყანაშიაქვს თავისი ბუნებრივი ფასი, ე.ი. ის ფასი, რომელიც საჭიროა მისი წარმოებისათვის და ურომლისოდაც იგი ვერ იქნებოდა წარმოებული: ეს ფასია ის, რომელიც განაგებს მის საბაზრო ფასს და განსაზღვრავს მის უცხო ქვეყნებში ექსპორტის მიზანშეწონილობას. თუ პურის იმპორტი ინგლისში აკრძალული იქნებოდა, მისი ბუნებრივი ფასი ინგლისში შეიძლება აწეულიყო 6 გირვ. სტერლინგამდე კვარტერისთვის, მაშინ როდესაც საფრანგეთში იგი ნახევრით ნაკლები იქნებოდა. თუ ახლა იმპორტის აკრძალვა მოსპობილი იქნებოდა, პურის ფასი ინგლისის ბაზარზე დაიწევდა და ამ დაწევაში საბოლოოდ და ხანგრძლივად გაცერდებოდა არა რომელსამე წერტილზე 6 გირვ. სტერლინგსა და 3 გირვ. სტერლინგს შორის კვარტერისთვის, არამედ საფრანგეთის ბუნებრივ ფასზე, ე.ი.იმ ფასზე, რომელშიც იგი შეიძლება გამოტანილ იქნეს ინგლისის ბაზარზე და საფრანგეთის კაპიტალმა მიიღო ჩვეულებრივი ჯეროვანი მოგება; და ფასი ამ დონეზე იქნებოდა გაჩერებული, - სულერთია, 100 000 კვარტერს მოიხმარებდა ინგლისი თუ ერთ მილიონს. თუ ინგლისის მოთხოვნა უკანასკნელ ციფრს მიაღწევდა, იმ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ, რადგან საფრანგეთში, ამ დიდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, უფრო ცუდი ხარისხის მიწების დამუშავება გახდებოდა აუცილებელი, პურის ბუნებრივი ფასი აიწევდა საფრანგეთში; და ეს, რასაკვირველია, გავლენას მოახდენდა პურის ფასზე ინგლისში. ყველა ამ მტკიცებით მე იმ აზრს ვიცავ, რომ პროდუქტების ბუნებრივი ფასი მათი ექსპორტის მაწარმოებელ ქვეყანაში არის აწორედ ის ფასი, რომელიც, საბოლოო ანგარიშით, განსაზრვრავს იმ ფასებს, რომლებშიაც ის პროდუქტები - უკეთუ, რასაკვირველია, ისინი მონაპოლიის საგნებს არ შეადგენენ - უნდა გაიყიდოს იმპორტის ქვეყანაში.

მაგრამ დოქტორ სმიტმა, რომელიც ესოდენ დახელოვნებით იცავდა მოძღვრებას, რომლის თანახმად საქონელთა საბაზრო ფასი, ბოლოს და ბოლოს, მათი ბუნებრივი ფასით განისაზღვრება, ისეთი შემთხვევა იგულისხმა, როდესაც, მისი აზრით, საბაზრო ფასი არ განისაზღვრება არც გამზიდველი ქვეყნის და არც შემზიდველი ქვეყნის ბუნებრივი ფასით. „აბა შემცირდეს ჰოლანდიიდ ან გენუის ოლქის რეალური სიმდიდრე”, - ამბობს იგი, „ხოლო მცხოვრებთა რიცხვი უცვლელი დარჩეს; შემცირდეს მათი უნარი შორეული ქვეყნებიდან სურსათით თავის მომარაგებისა: ამ შემთხვევაში ხორბლის ფასი, ნაცვლად იმისა, რომ შემცირდეს მათი ვერცხლის რაოდენობის შემცირებასთან ერთად, რომელიც აუცილებლად თან უნდა ჰყვებოდეს ასეთ დაცემას მისი მიზეზის ან შედეგის სახით, მაღლა აიწევს შიმშილიანობის ფასის დონემდე”.

მე მგონია, რომ სწორედ პირიქითი მოვლენა წარმოსდგებოდა: ჰოლანდიელების ან გენუელების საერთო მსყიდველობითი ძალის შემცირება შეიძლება გამოიწვევდა პურის ფასის დაწევას მის ბუნებრივ ფასზე დაბლა როგორც იმ ქვეყანაში, საიდანაც პური გაიზიდება, ისე იმ ქვეყანაში, სდაც იგი შეიზიდება, მაგრამ ყოვლად შეუძლებელია, რომ ამ შემცირებას პურის ფასი აეწია მის ბუნებრივ ფასზე მაღლა. ჰოლანდიელების ან გენუელების სიმდიდრის გადიდების გზით შეიძლებოდა მხოლოდ გადიდებულიყო მოთხოვნა და პურის ფასი აწეულიყო მის წინანდელ ფასზე მაღლა: და ამასაც ადგილი ექნებოდა მხოლოდ მოკლე ხნის განმავლობაში, უკეთუ ახალი სიძნელეები არ წარმოსდგებოდა საჭირო რაოდენობის მიღებისათვის. შემდეგ დოქტორი სმიტი შენიშნავს ამ საგნის შესახებ: „როდესაც ჩვენ აუცილებლად საჭირო საგნების ნაკლებობას განვიცდით, ხელი უნდა ავიღოთ ყველაფერ ზედმეტზე, და ყველა ამ ზედმეტი საგნების ღირებულება, რომელიც მაღლა იწევს კეთილდღეობისა და აყვავების ხანაში, დაბლა იწევს სიღარიბისა და გაჭირვების პერიოდებში”. ეს უეჭველად მართალი არის; მაგრამ იგი განაგრძობს: „სხვაგვარადაა საქმე აუცილებლად საჭირო საგნების შესახებ. მათი ნამდვილი ფასი, ე.ი. შრომის რაოდენობა, რომლის ყიდვა ანუ თავის განკარგულებაში მიღება შეიძლება იმ საგნებით, მაღლა იწევს სიღარიბისა და გაჭირვების ხანაში და ეცემა კეთილდღეობის და აყვავების პერიოდებში, რომელნიც იმავე დროს დიდი სიუხვის პერიოდებს წარმოადგენენ; უამისოდ ეს პერიოდები ვერ იქნებოდა კეთილდრეობისა და აყვავების პერიოდები. პური წარმოადგენს აუცილებელი მოთხოვნილების საგანს, ვერცხლი კი - ფუფუნების საგანს, რომელიც აუცილებლად საჭირო არ არის”.

აქ ორი დებულებაა წამოყენებული, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვს ერთი მეორესთან. ერთი ეს: რომ ნაგულისხმევ პირობებში პურს შრომის უფრო დიდი რაოდენობის ყიდვა შეუძლია, - დებულება, რომელსაც არავინ არ უარჰყოფს; მეორე: რომ პური უფრო მაღალ ფულად ფასში გაიყიდება, რომ იგი ვერცხლის უფრო დიდ რაოდენობაზე გაიცვლება, - დებულება, რომელიც, ჩემი აზრით, ყალბი არის. ეს შეიძლებოდა მართალი ყოფილიყო, თუ იმავე დროს პურის ნაკლებობა იქნებოდა, თუ ჩვეულებრივ მიწოდებას არ ექნებოდა ადგილი. მაგრამ ამ შემთხვევაში პური უხვად მოიპოება; ადამ სმიტი არ გულილსხმობს, რომ ჩვეულებრივზე ნაკლები რაოდენობაა შეზიდული, ან რომ მეტი პურია საჭირო. პურის საყიდლად ჰოლანდიელებს და გენუელებს ფული ესაჭიროებათ და, რათა ეს ფული იშოვონ, ისინი იძულებული არიან გაჰყიდონ მათი ფუფუნების საგნები. სწორედ ამ ფუფუნების საგნების საბაზრო ღირებულება და ფასი დაიწევს, და ფული ისე გამოჩნდება, რომ მისმა ღირებულებამ მათთან შედარებით აიწია. მაგრამ ეს გარემოება არ გაადიდებს პურის მოთხოვნას, არც დაბლა დასწევს ფულის ღირებულებას, რაც წარმოადგენს იმ ორ მიზეზს, რომლებსაც მხოლოდ შეუძლია პურის ფასის აწევა. კრედიტის ნაკლებობის გამო, აგრეთვე სხვა მიზეზების გამო, ფულის მიმართ შეიძლება დიდი მოთხოვნა არსებობდეს და, მაშასადამე, ფული ძვირი იყოს პურთან შედარებით, მაგრამ არავითარი სწორი პრინციპის საფუძველზე არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ, ასეთ გარემოებაში, ფული იაფი იქნებოდა და რომ, მაშასადამე, პურის ფასი აიწევდა.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობათ ოქროს, ვერცხლის ან რაიმე სხვა საქონლის მაღალ ან დაბალ ღირებულებაზე სხვადასხვა ქვეყნებში, ყოველთვის უნდა აღვნიშნავდეთ იმ საზომს, რომლითაც ჩვენ მათ შევაფასებთ, თორემ, უამისოდ, გარკვეული აზრი არ ექნება ნათქვამს. ამრიგად, თუ ჩვენ გვეუბნებიან, ოქრო ინგლისში უფრო ძვირიაო, ვიდრე ესპანეთში, და ამასთან არ ასახელებენ არც ერთ პროდუქტს, აბა რა წარმოდგენის შედგენა შეგვიძლია ამ მტკიცების საფუძვლიანობაზე? თუ პურს, ზეთისხილს, ზეთს, ღვინოს და მატყლს უფრო იაფი ფასი აქვს ესპანეთში, ვიდრე ინგლისში, მაშინ ოქრო, რამდენადაც მას ამ პროდუქტებით შევაფასებთ, უფრო ძვირია ესპანეთში. პირიქით, თუ ლითონურ პროდუქტებს, შაქარს, მაუდს და სხვ. უფრო დაბალი ფასი აქვს ინგლისში, ვიდრე ესპანეთში, მაშინ ოქრო, ამ პროდუქტებით შეფასებული, უფრო ძვირია ინგლისში. ოქრო ესპანეთში უფრო ძვირი ან უფრო იაფი გამოჩნდება იმის მიხედვით, თუ რომელ საგანს აიღებს დამკვირვებელი თავის წარმოდგენაში საზომად, რომლითაც იგი მის ღირებულებას შეაფასებს. ადამ სმიტი, რადგან იგი პურს და შრომას სთვლის ღირებულების საყოველთაო საზომად, ოქროს შედარებითს ღირებულებას, რასაკვირველია, შეფასდება ამ ორი საგნის იმ რაოდენობით, რომელზედაც ოქრო გაიცვლება. ამიტომ, როდესაც იგი ლაპარაკობს ოქროს შედარებითს ღირებულებაზე ორ ქვეყანაში, იგი, ჩემი აზრით, გულისხმობს პურით და შრომით შეფასებულ მის ღირებულებას.

მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ოქრო, პურით შეფასებული, ორ ქვეყანაში ფრიად სხვადასხვა ღირებულების შეიძლება იყოს. მე უკვე შევეცადე მეჩვენებია, რომ ეს ღირებულება დაბალი იქნება მდიდარ ქვეყნებში და მაღალი - ღარიბ ქვეყნებში. ადამ სმიტი სხვა აზრისაა; იგი ფიქრობს, რომ ოქროს ღირებულება, პურით შეფასებული, ყველაზე უფრო მაღალია მდიდარ ქვეყნებში. ჩვენ აღარ გამოვუდგებით მეტად იმის გარკვევას, თუ რომელია ამ ორ აზრში სწორი; ერთიც და მეორე აზრიც საკმაოდ გვიჩვენებს, რომ ოქროს ღირებულება არ იქნება აუცილებლად უფრო დაბალი იმ ქვეყნებში, რომელნიც სამადნეებს ფლობენ, თუმცა ამ დებულებას ადამ სმიტი იცავს. ვიგულისხმოთ, რომ ინგლისს აქვს სამადნეები და რომ, როგორც ადამ სმიტი ფიქრობს, ოქროს ღიერებულება ყველაზე უფრო მაღალია მდიდარ ქვეყნებში. თუმცა ამ შემთხვევაში ოქრო, რასაკვირველია, წავიდოდა ინგლისიდან ყველა სხვა ქვეყნებში მათ საქონელზე გასაცვლელად, მაგრამ აქედან კიდევ ის არ გამომდინარეობს, რომ ოქროს ღირებულება პურის და შრომის ღირებულებასთან შედარებით ინგლისში უფრო დაბალი იქნებოდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ადამ სმიტი კი, სხვა ადგილას, ამბობს, - ძვირფას ლითონთა ღირებულება ესპანეთსა და პორტუგალიაში აუცილებლად დაბალი უნდა იყოს, ვიდრე ევროპის სხვა ნაწილებში, იმიტომ რომ თითქმის მარტოდმარტო ეს ორი ქვეყანა ფლობს იმ სამადნეებს, რომელნიც ოქროს და ვერცხლა იძლევიანო. „პოლონეთი, სადაც ფეოდალური სისტემა განაგრძობს არსებობას, წარმოადგენს ამჟამად ისევე ღატაკ ქვეყანას, როგორც იგი იყო ამერიკის აღმოჩენამდე. მაგრამ მაინც ხორბლის ფულადმა ფასმა იქ აიწია; ძვირფას ლითონთა ნამდვილი ღირებულება პოლონეთში ისევე დაეცა, როგორც ევროპის სხვა ნაწილებში. მათი რაოდენობა, ამიტომ, უნდა გადიდებულიყო იქ, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, და ამასთან - დაახლოებით იმავე პროპორციით მიწისა და შრომის წლიური პროდუქტისადმი. მაგრამ ძვირფას ლითონთა ამ გადიდებას, როგორც ეტყობა, არ გამოუწვევია ქვეყნის წლიური პროდუქტის გადიდება, არ გაუუმჯობესებია მისი მანუფაქტურები და მიწათმოქმედება, არც ცხოვრების პირობები მისი მცხოვრებლებისა. ესპანეთი და პორტუგალია, სამადნეთა მფლობელი ქვეყნები, წარმოადგენენ პოლონეთის შემდეგ, შეიძლება ითქვას, უღატაკეს ქვეყნებს ევროპაში. მაგრამ ძვრფას ლითონთა ღირებულება ესპანეთსა და პორტუგალიაში უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე ევროპის რომელსამე სხვა ნაწილში, ვინაიდან ეს ლითონები ამ ქვეყნებიდან ევროპის სხვა ნაწილებში შედის დამძიმებული არა მარტო ტრანსპორტისა და დაზღვევის ხარჯებით, არამედ კონტრაბანდით შეტანის ხარჯებითაც იმის გამო, რომ მათი ექსპორტი ბაჟს ექვემდებარება. ამიტომ მიწისა და შრომის წლიურ პროდუქტთან შედარებით მათი რაოდენობა უფრო დიდი უნდა იყოს ამ ქვეყნებში, ვიდრე ევროპის რომელსამე სხვა ნაწილში. და ის ქვეყნები მაინც ევროპის მეტწილ ქვეყნებზე უფრო ღარიბნი არიან. თუმცა ფეოდალური სისტემა მოსპობილ იქნა ესპანეთში და პორტუგალიაში, მაგრამ უკეთესს არას დაუჭერია იქ იმ სისტემის ადგილი”.

დოქტორ სმიტის არგუმენტაცია, მე მგონია, ასეთია: ოქრო, უკეთუ მას პურით შევაფასებთ, ესპანეთში უფრო იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, და ამის დამამტკიცებელია არა ის, რომ ესპანეთს ხვა ქვეყნები პურს აძლევენ ოქროში, არამედ ის, რომ ის ქვეყნები მას მაუდს, შაქარს, ლითონურ პროდუქტებს აძლევენ ოქროს სამაგიეროდ.

32 თავი XXIX: ხარკები, რომლებსაც იხდის მწარმოებელი

▲ზევით დაბრუნება


ბ-ნი სეი აზვიადებს იმ უხერხულობას, რომელიც წარმოსდგება, როდესაც დამუშავებულ პროდუქტზე დადებული ხარკი გადაიხდევინება პროდუქტის დამზადების უფრო ადრეულ სტადიაზე, ვიდრე ნაგვიანევზე. ფაბრიკანტებსო, ამბობს იგი, რომელთა ხელში თანამიმდევნურად გაივლის ასეთი პროდუქტი, უფრო დიდი კაპიტალის გამოყენება სჭირდებათ ხარკის ავანსად გაღების გამო, და ეს კი ხშირად მნიშვნებლოვან სიძნელეს წარმოადგენს იმ ფაბრიკანტისთვის, რომელიც შეზღუდული კაპიტალის და კრედიტის მქონებელი არისო. ამ შენიშვნის წინააღმდეგ არაფრის თქმა არ შეიძლება.

მეორე უხერხულობა, რომელზედაც იგი ჩერდება, მდგომარეობს იმაში, რომ, ხარკის ავანსად გაღების გამო, ამ ავანსზე ნაანგარიშევი მოგება მომხმარებელს უნდა დაეკისროს აგრეთვე გადასახდელად, და ხარკის ამ დანამატიდან კი სახელმწიფო ხაზინა სარგებლობას არას იღებს.

ამ უკანასკნელ მუხლში მე არ შემიძლია ბ-ნ სეის დავეთანხმო. ვიგულისხმოთ, რომ სახელმწიფოს დაუყონებლივ ესაჭიროება 1 000 გირვ. სტერლინგი და იგი ამას ახდევინებს ფაბრიკანტს, რომელსაც მხოლოდ თორმეტი თვის შემდეგ შეეძლება მისი მზა პროდუქტის მომხმარებელს გადააკისროს ეს თანხა. ამ დახანების გამო, იგი იძულებულია თავის საქონელში მოითხოვოს დამატებითი ფასი არა მარტო 1 000 გირვ. სტერლინგის, ე.ი. ხარკის თანხის, რაოდენობით, არამედ, ალბათ, 1 100 გირვ. სტერლინგის რაოდენობით, საიდანაც 100 გირვ. სტერლინგი იქნება სარგებელი ავანსად გაღებული 1 000 გირვანქა სტერლინგისათვის. მაგრამ ამ 100 გირვ. სტერლინგის სამაგიეროდ, რომელსაც იხდის მომხმარებელი, ამ უკანასკნელს რეალური სარგებლობა აქვს, რამდენადაც გადახდა ხარკისა, რომელსაც დაუყოვნებლივ მოითხოვს მთავრობა და რომელიც მან, ბოლოს და ბოლოს, მაინც უნდა გადაიხადოს, ერთი წლით არის გადადებული. ამის გამო მას შესაძლებლობა ეძლევა ასესხოს ფაბრიკანტს, რომელსაც ფული ესაჭიროება, 1 000 გირვ. სტერლინგი 10%25-ად ან სარგებლის რაიმე სხვა ნორმის საფუძველზე, მორიგებისამებრ. ათას ასი გირვ. სტერლინგი, რომელიც ერთი წლის გასვლის შემდეგ უნდა იქნეს გადახდილი, თუ ფულის სარგებელი 10%25-ს შეადგენს, უფრო დიდი ღიერბულების არაა, ვიდრე 1 000 გირვ. სტელინგი, რომელიც დაუყოვნებლივ არის გადასახდელი. მთავრობას რომ ხარკის გადახდევინება გადაედვა ერთი წლით, ვიდრე საქონლის დამზადება სავსებით დასრულდებოდა, იგი, იქნებ, იძულებული ყოფილიყო ხაზინის სარგებლიანი ობლიგაციები გამოეშვა და, ამრიგად, იმდენი ფული გადაეხადა სარგებლად, რამდენსაც მომხმარებელი დაზოგავდა ფასზე, - ფასის იმ ნაწილის გამოკლებით, რასაკვირველია, რომელიც ფაბრიკანტს, ხარკის გამო, იქნებ შესძლებოდა თავისი ნამდვილი მოგებისთვის მიემატებია. თუ მთავრობას 5%25 უნდა გადაეხადა სარგებლად ხაზინის ობლიგაციებში, იგი 50 გირვ. სტერლინგის ხარკს დაზოგავდა, უკეთუ ამ ობლიგაციებს არ გამოუშვებდა. თუ ფაბრიკანტმა 5%25-ად ისესხა დამატებითი კაპიტალი და მომხმარებელს დააკისრა 10%25, ისიც მის მიერ გაღებულ ავანსზე 5%25-ს მიიღებს, ჩვეულებრივი მოგების გარდა. ამრიგად, ფაბრიკანტი და მთავრობა ერთად სწორედ ისეთ თანხას მოიგებს ან დაზოგავს, რასაც მომხმარებელი იხდის.

ბ-ნმა სისმონდიმ, რომელიც თავის საუცხოო ნაწარმოებში: „De la Richesse Commerciale” ბ-ნი სეის არგუმენტაციის ხაზს ადგას, გამოიანგარიშა, რომ, თუ დამზადებულ საქონელს ხუთი სხვადასხვა პირის ხელში უნდა გაევლო 4 000 ფრანკის რაოდენობის ხარკი, რაც თავდაპირველად გადაიხადა ფაბრიკანტმა, რომლის ზომიერი მოგება 10%25-ს უდრის, მომხმარებლისთვის 6734 ფრანკზე ავიდოდა. ეს გამოანგარიშება იმის გულისხმობაზეა აგებული, რომ ის, ვინც პირველმა გაიღო ავანსად ხარკი, შემდგომი ფაბრიკანტისგან აიღებს 4 400 ფრანკს, და ეს ფაბრიკანტი, თავის მხრივ, მის შემდგომისგან - 4 840 ფრანკს, და ეს თითოეულჯერ, როდესაც საქონელი შემდგომი ფაბრიკანტის ხელში გადადის. ხარკს მისი ღირებულების 10%25 ემატება. მაგრამ ეს იმის გულისხმობას მოასწავებს, რომ ხარკის ღირებულება რთული პროცენტის მიხედვით გროვდება, არა წლიური 10%25-ის ნორმით, არამედ აბსოლუტური 10%25-ის ნორმით საქონლის წინსვლის ყოველ ნაბიჯზე. ბ-ნი სისმონდის ეს შეხედულება სწორი იქნება, თუ ხარკის პირველად ავანსად გაღებასა და დაბეგრილი საქონლის მომხმარებელზე გაყიდვას შორის ხუთმა წელიწადმა განვლო; მაგრამ თუ მხოლოდ ერთმა წელიწადმა განვლო, იმ შემთხვევაში ანაზღაურება 400 ფრაკის რაოდენობით, ნაცვლად 2 734-ისა, მისცემს ყველას, ვინც ხარკის ავანსად გაღებაში მონაწილეობდა, მოგებას წლიური 10%25-ის ნორმით, - ხუთი ფაბრიკანტის ხელში გაიაროს საქონელმა და თუნდ ორმოცდაათის ხელში.

33 თავი XXX: მოთხოვნისა და მიწოდების გავლენა ფასებზე

▲ზევით დაბრუნება


საქონელთა ფასს, საბოლოო ანგარიშით, განსაზღვრავს წარმოების ხარჯები, და არა, როგორც ამას ხშირად ამტკიცებდნენ, შეფარდება მოთხოვნასა და მოწოდებას შორის. მართალია, შეფარდებას მიწოდებასა და მოთხოვნას შორის შეუძლია რამდენიმე ხნით გავლენა იქონიოს საქონლის საბაზრო ღირებულებაზე, ვიდრე ეს საქონელი მეტი ან ნაკლები რაოდენობით არ იქნება მიწოდებული, მოთხოვნის გადიდებისა ან შემცირების შესაბამისად; მაგრამ ამ გავლენას დროებითი ხასიათი ექნება.

შეამცრეთ ქუდების წარმოების ხარჯები, და მათი ფასი, ბოლოს და ბოლოს, დაიწევს მათი ახალი ბუნებრივი ფასის ზომამდე, თუნდაც რომ მოთხოვნა გაორკეცებული, გასამკეცებული ან გაოთხკეცებულიც იყოს. შეამცირეთ ადამიანის შენახვის ხარჯები ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო საზრდოს და ტანსაცმლის ბუნებრივი ფასის შემცირების გზით, და ხელფასი, ბოლოს და ბოლოს, დაიწევს, მიუხედავად იმისა, რომ მუშების მიმართ მოთხოვნა შეიძლება ძალიან დიდად იმატოს.

შეხედულება, რომ საქონელთა ფასი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნის შეფარდებაზე მოწოდების მიმართ ან მიწოდების შეფარდებაზე მოთხოვნის მიმართ, თითქმის აქსიომად გადაიქცა პოლიტიკურ ეკონომიაში და წყარო გახდა მრავალი შეცდომისა ამ მეცნიერებაში. ამ შეხედულების ბრალია, თუ ბ-ნი ბიუკენენი ამტკიცებს, რომ ხელფასზე გავლენა არა აქვს სურსათის ფასის აწევას ან დაწევას, არამედ გავლენა აქვს მხოლოდ შრომის მოთხოვნას და მიწოდებას, და რომ ხელფასის ხარკი მაღლა არ ასწევს ხელფასს, იმიტომ რომ არ შესცვლის შეფარდებას მუშების მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.

არ შეიძლება თქმა რაიმე საქონლის მოთხოვნის შესახებ, რომ იგი მატულობს, თუ ამ საქონლის დამატებითი რაოდენობა არ იყიდება ან არ მოიხმარება; და მაინც, ასეთ გარემოებაში, ამ საქონლის ფულადმა ღირებულებამ შეიძლება აიწიოს. ასე, თუ ფულის ღირებულება დაიწევდა, ყოველი საქონლის ფასი იმატებდა, რადგან თითოეული კონკურენტი მზად იქნებოდა წინანდელზე მეტი ფული დაეხარჯა საქონლის საყიდლად. თუმცა საქონელს ფასი 10 ან 20%25-ით გადიდდებოდა, მაგრამ, უკეთუ საქონლის წინანდელზე მეტი რაოდენობით არ ყიდულობდნენ, ჩემი აზრით, არ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ცვლილება საქონლის ფასში მისი გადიდებული მოთხოვნით იყო გამოწვეული. მისი ბუნებრივი ფასი, მისი წარმოების ხარჯები, ფულით გამოსახული, ნამდვილად შეიცვლებოდა, და საქონლის ფასი, მოთხოვნის სრულიად გაუდიდებლად, შეეთანხმებოდა ბუნებრივად იმ ახალ ღირებულებას.

„ჩვენ ვნახეთ”, - ამბობს ბ-ნი სეი, - „რომ წარმოების ხარჯები განსაზღვრავს საგნების უდაბლეს ფასს, იმ ფასს, რომლის ქვევით მათი ფასი ვერ დაიწევს ხანგრძლივად, ვინაიდან მათი წარმოება ამ შემთხვევაში შესწყდებოდა ან შემცირდებოდა” (ტ. 2, გვ. 26).

მეორე ადგილას იგი ამბობს: რადგან ოქროს მოთხოვნა, სამადნეების აღმოჩენის შემდეგ, უფრო დიდი პროპორციით გადიდდა, ვიდრე მისი მიწოდება, ამიტომ „მისმა ფასმა, პროდუქტებით გამოსახულმა, ნაცვლად იმისა, რომ დაწეულიყო ამ პროპორციით: 10 : 1, დაიწია მხოლოდ შემდეგი პროპორციით: 4 : 1”; ე.ი. ნაცვლად იმისა, რომ მისი ბუნებრივი ფასის დაწევის პროპორციულად დაწეულიყო, დაიწია იმ პროპორციით, რა პროპორციითაც მიწოდებამ გადააჭარბა მოთხოვნას.1 „თითოეული საქონლის ღირებულება მაღლა იწევს ყოველთვის პირდაპირი პროპორციით მოთხოვნის მიმართ და შებრუნებული პროპორციით მიწოდების მიმართ”.

იმავე აზრს გამოსთქვამს ლორდი ლოდერდალიც. ,,ღირებულების იმ ცვლილებების გამოკვლევისას, რომლებსაც ექვემდებარება ღირებულების მქონე ყოველი საგანი, ჩვენ რომ შეგვეძლოს ერთი წუთით ვიგულისხმოთ, რომ რაიმე ნივთიერებას აქვს შინაგანი და მტკიცე ღირებულება, ასე რომ მის განსაზღვრულ რაოდენობას მუდამ, ყოველგვარ პირობებში, ერთნაირი ღირებულება ექნებოდა, - ასეთი საზომი - ვამბობთ - რომ გვქონდეს, მაშინ ყველა საქონლის ღირებულების ხარისხი, ასეთი მუდმივი მასშტაბით გაზომილი, შეიცვლებოდა ხოლმე იმ შეფარდების შესაბამისად, რომელიც არსებობს მის რაოდენობასა და მის მოთხოვნას შორის, და ამიტომ ყოველი საქონლის ღირებულება ცვლილებას დაქვემდებარებული იქნებოდა ოთხი სხვადასხვა გარემოების გამო:

,,საქონლის ღირებულება გადიდდებოდა, თუ შემცირდებოდა მისი რაოდენობა.”

,,მისი ღირებულება შემცირდებოდა, თუ გადიდდებოდა მისი რაოდენობა.”

,,მისი ღირებულება გადიდდებოდა, თუ გადიდდებოდა მისი მოთხოვნა.”

,,მისი ღირებულება შემცირდებოდა, თუ შემცირდებოდა მისი მოთხოვნა.”

,,მაგრამ რადგან სავსებით ცხადია, რომ არც ერთ საქონელს არ შეიძლება ჰქონდეს შინაგანი და მტკიცე ღირებულება, რომელიც მას გამოსადეგს გახდიდა იმისთვის, რომ შეესრულებია ყველა საქონელთა ღირებულების საზომის ფუნქცია, ამიტომ კაცობრიობა იძულებულია ღირებულების პრაქტიკულ საზომად ისეთი პროდუქტი აირჩიოს, რომლის ღირებულება ყველაზე ნაკლებ ექვემდებარება ცვლილების აღნიშნული ოთხი წყაროს გავლენას, რომლებიც ერთადერთი მიზეზებია ღირებულების ცვლილებისა.”

,,როდესაც ჩვენ, მაშასადამე, ჩვეულებრივ ენაზე რაიმე საქონლის ღირებულებას გამოვსახავთ, ეს ღირებულება შეიძლება ერთი პერიოდიდან მეორემდე იცვლებოდეს რვა სხვადასხვა გარემოების გამო:

1. ,,ზემოაღნიშნული ოთხი გარემოების გამო, რამდენადაც ისინი შეეხებიან იმ საქონელს, რომლის ღირებულების გამოსახვა ჩვენ გვსურს.”

2. ,,იმავე ოთხი გარემოების გამო, რამდენადაც ისინი შეეხებიან იმ საქონელს, რომელიც ჩვენ ღირებულების საზომად ავირჩიეთ”.2

ყველაფერი ეს მართალია იმ საქონელთათვის, რომელნიც მონოპოლიის სგანს შეადგენენ, და ფაქტიურად ყველა სხვა საქონლის საბაზრო ფასისათვის შეზღუდული პერიოდის განმავლობაში. თუ ქუდების მოთხოვნა გაორკეცდა, მათი ფასი დაუყონებლივ აიწევს; მაგრამ ფასის ეს აწევა მარტოოდენ დროებითი იქნება, უკეთუ, რასაკვირველია, ქუდების წარმოების ხარჯებმა ანუ მათმა ბუნებრივმა ფასმა არ აიწია. პურის ბუნებრივი ფასი, რომ, რაიმე დიდი აღმოჩენის გამო აგრონომიაში, 50%25-ით დაწეულიყო, მოთხოვნა დიდად არ იმატებდა, რადგან არავინ არ იქნებოდა იმაზე მეტი პურის მსურველი, რაც საჭიროა მისი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, და რადგან მოთხოვნა არ იმატებდა, არც მიწოდება იმატებდა, ვინაიდან საქონლის მიწოდებას ადგილი აქვს მარტოოდენ იმიტომ კი არა, რომ იგი შეიძლება წარმოებულ იქნეს, არამედ იმიტომ, რომ მისთვის მოთხოვნა არსებობს. ამრიგად, აქ ჩვენს წინ არის შემთხვევა, როდესაც მოთხოვნა და მიწოდება არც კი შეცვლილა, ან, თუ გაიხარდა, ორივე ერთნაირი პროპორციით გაიზარდა, და მაინც პურის ფასმა 50%25-ით დაიწია, და ამასთან - იმ დროს, როდესაც ფულის ღირებულება უცვლელი დარჩა.

იმ საქონელთა ფასი, რომელნიც ცალკეული პირის ან კომპანიის მონოპოლიის საგანს შეადგენენ, იცვლება ლორდ ლოდერდალის მიერ გადმოცემული კანონის თანახმად: იგი დაბლა იწევს გამყიდველების მიერ საქონელთა რაოდენობის გადიდების პროპორციულად, და მაღლა იწევს იმ ნდომის შესაბამისად, რომელსაც მყიდველები იჩენენ მათ შესაძენად; მათი ფასი არავითარ აუცილებელ კავშირში არაა მათ ბუნებრივ ფასთან. მაგრამ იმ საქონელთა ფასი, რომელნიც კონკურენციას ექვემდებარებიან და რომელთა მასა შეიძლება გადიდებულ იქნეს რაოდენადმე ზომიერი ოდენობით, დამოკიდებულია, ბოლოს და ბოლოს, არა მოთხოვნისა და მიწოდების მდგომარეობაზე, არამედ მათი წარმოების ხარჯების გადიდებასა ან შემცირებაზე.

________________

1. ,,ოქროს და ვერცხლის ის რაოდენობა, რომელიც ამჟამად არსებობს, მხოლოდ ჭურჭლის და სამკაულის დამზადებას რომ ემსახურებოდეს, აღნიშნული ლითონები ძალიან უხვად იქნებოდა და მათი ფასი - გაცილებით უფრო იაფი, ვიდრე დღეს არის. სხვა სიტყვებით, მათი გაცვლისას სხვა პროდუქტებზე ჩვენ უნდა მოგვეცა პროპორციულად უფრო დიდი რაოდენობა ამ ლითონებისა. მაგრამ რადგან მათი დიდი ნაწილი ფულის მოსაჭრელად იხმარება, და ეს ნაწილი სხვა არაფრისთვის არ იხმარება, ამიტომ ავეჯისა და სამკაულის საწარმოებლად ნაკლები რჩება: და აი, ეს იშვიათობა ადიდებს ამ ლითონების ღირებულებას” (Say, Vol. II. p.316).

2. An Inquiry into the Nature and Origin of Public Weaiths, p.13.

34 თავი XXXI: მანქანები

▲ზევით დაბრუნება


ამ თავში მე მინდა გამოვიკვლიო მანქანების გავლენა საზოგადოების სხვადასხვა კლასების ინტერესებზე. ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს, და იგი, როგორც ეტყობა, ჯერ კიდევ არასოდეს არ ყოფილა იმგვარად გამოკვლეული, რომ რაიმე გარკვეული ან დამაკმაყოფილებელი შედეგები მოეცა. მე მით უფრო ვთვლი ჩემ თავს ვალდებულად გადმოვცე ჩემი შეხედულება ამ საკითხის შესახებ, რომ ეს შეხედულება მე, ხანგრძლივი ფიქრის შემედგ, მნიშვნელოვნად შევიცვალე. თუმცა, რამდნადაც ვიცი, მანქანების შესახებ მე არსოდეს არა გამომიქვეყნებია რა ისეთი, რის უკან წაღებას საჭიროდ ვთვლიდე, მაგრამ მაინც სხვა გზით მე მხარი დავუჭირე თეორიებს, რომლებიც ახლა მცდარად მიმაჩნია. ამიტომ მე მოვალედ ვთვლი ჩემ თავს წარვუდგინო კრიტიკას განსახილველად ჩემი ახლანდელი შეხედულება, ყველა იმ საბუთებითურთ, რომლებმაც მე ეს შეხედულება მიმაღებინა.

მას შემდეგ რაც მე პირველად მივაქციე ყურადღება პოლიტიკური ეკონომიის საკითხებს, იმ აზრს ვადეგი, რომ მანქანების გამოყენება წარმოების რომელსამე დარგში, რამდენადაც იგი შრომის დამზოგველი არის, სიკეთეს წარმოადგენს ყველასთვის, და მას მხოლოდ ის უხერხულობა ახლავს, რაც, მეტწილ შემთხვევებში, გამოიწვევა კაპიტალისა და შრომის გადატანით ერთი მოსაქმეობიდან მეორეში. მე ვფიქრობდი, რომ მემამულეები, - უკეთუ ისინი იმავე ფულად რენტას იღებენ, - მოიგებდნენ ზოგიერთ საქონელთა ფასის შემცირების გამო, რომლებზედაც ისინი თავიანთ რენტას ხარჯავენ, და ეს ფასების შემცირება კი აუცილებელი შედეგი იქნებოდა მანქანების გამოყენებისა. ასევე მოიგებდა, ჩემი აზრით, კაპიტალისტიც. მართალია, იმას, ვინც მოახდინა მანქანის აღმოჩენა ან ვინც იგი ხელსაყრელად გამოიყენა, დამატებითი სარგებლობა ექნებოდა, რადგან განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, დიდ მოგებას მიიღებდა; მაგრამ რამდენადაც მანქანა საყოველთაო ხმარებაში შევიდოდა, წარმოებული საქონლის ფასი, კონკურენციის გამო, მისი წარმოების ხარჯებამდე დაიწევდა; და მაშინ კაპიტალისტი იმავე მოგებას მიიღებდა, რასაც წინათ, და საერთო სარგებლობაში მონაწილე იქნებოდა მხოლოდ როგორც მომხმარებელი, რადგან მას შესაძლებლობა ექნებოდა იმავე ფულადი შემოსავლით კომფორტის და სიამოვნების საგანთა დამატებითი რაოდენობა მიეღი თავის განკარგულებაში. მუშათა კლასიც, ვფიქრობდი მე მაშინ, ასევე მოიგებდა მანქანების შემოღების გამო, იმიტომ რომ მათ საშუალება ექნებოდათ მეტი პროდუქტები ეყიდათ იმავე ფულადი ხელფასით; მე მეგონა, რომ ხელფასის არავითარ შემცირებას არ ექნებოდა ადგილი, რადგან კაპიტალისტს შესაძლებლობა ექნებოდა შრომის იგივე რაოდენობა მოეთხოვა და გამოეყენებია, რაც წინათ, თუმცა იგი; შესაძლებელია, იძულებული კი იქნებოდა ეს შრომა ახალი, რაოდენადმე განსხვავებული საქონლის წარმოებაში გამოეყენებია. თუ, გაუმჯობესებული მანქანების გამო, შესაძლებელი გახდებოდა შრომის იმავე რაოდენობის გამოყენებით წინდების რაოდენობა გაოთხკეცებულიყო, მაშინ როდესაც წინდების მოთხოვნა მარტო ერთიორად იმატებდა, იმ შემთხვევაში ზოგი მუშები აუცილებლად უნდა დათხოვილიყვნენ წინდის მრეწველობიდან. მაგრამ რადგან ის კაპიტალი, რომელიც მათ სამუშაოს აძლევდა, განაგრძობდა არსებობას და მისი მფლობელებისთვის ხელსაყრელი იქნებოდა მისი პროდუქტიულად გამოყენება, - მე ვფიქრობდი, რომ ეს კაპიტალი დაიხარჯებოდა რაიმე სხვა, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქონლის წარმოებაზე, რომლისთვისაც მოთხოვნა საკმაოდ იქნებოდა; ვფიქრობდი ასე, რადგან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე - და ახლაც ახდენს - ადამ სმიტის სწორმა შენიშვნამ, რომ „საჭმლის მოთხოვნილება თითოეული ადამიანისთვის ზღვარდებულია ადამიანის სტომაქის ვიწრო ტევადობით, ხოლო კომფორტის, ბინის მორთულობის, ტანისამოსის, ავეჯეულობის და საოჯახო ნივთების მოთხოვნილებას, როგორც ეტყობა, არ უდევს არავითარი საზღვარი ანუ მტკიცე ზღუდე”. და რადგან მე მეგონა, რომ შრომის მოთხოვნა უცვლელი დარჩებოდა და რომ ხელფასი არ დაიწევდა, ამიტომ ვფიქრობდი, რომ მუშათა კლასიც ისევე, როგორც სხვა კლასები, სარგებლობას მიიღებდა საქონელთა საყოველთაო გაიაფებით, რომლებიც მანქანების გამოყენების შედეგი იქნებოდა.

ასეთი იყო ჩემი შეხედულება, და, რამდენადაც ეს მემამულეებს და კაპიტალისტებს შეეხება, მას ვიზიარებ ახლაც უცვლელად; მაგრამ მე დავრწმუნდი, რომ ადამიანის შრომის შენაცვლება მანქანით ხშირად ძალიან ვნებს მუშათა კლასის ინტერესებს.

ჩემი შეცდომა იქიდან გამომდინარეობდა, რომ მე ვგულისხმობდი, რომ საზოგადოების წმინდა შემოსავლის ყოველ გადიდებასთან ერთად მისი მთლიანი შემოსავალიც დიდდება. ახლა კი მე მაქვს საკმაო საფუძველი დარწმუნებული ვიყო, რომ ფონდი, საიდანაც თავიანთ შემოსავალს იღებენ მემამულეები და კაპიტალისტები, შეიძლება გადიდდეს, მაშინ როდესაც მეორე ფონდი, რომელზედაც უმთავრესად დამოკიდებულია მუშათა კლასი, შეიძლება შემცირდეს; და აქედან გამომდინარეობს, თუ არ ვცდები, რომ იმავე მიზეზმა, რომელიც ადიდებს ქვეყნის წმინდა შემოსავალს, შეიძლება იმავე დროს გამოიწვიოს ჭარბი მოსახლეობა და გააუარესოს მუშის მდგომარეობა.

ვიგულისხმოთ, რომ კაპიტალისტი ხმარობს 20 000 გირვ. სტერლინგის ღირებულების კაპიტალს და რომ იგი იმავდროულად ფერმერიც არის და საარსებო საგანთა ფაბრიკანტიც. ვიგულისხმოთ, შემდეგ, რომ მისი კაპიტალიდან 7 000 გირვ. სტერლინგი ძირითად კაპიტალშია მოქცეული, ე.ი. შენობებში, იარაღებში და სხვ., ხოლო დანარჩენი 13 000 გირვ. სტერლინგი გამოიყენება საბრუნავი კაპიტალის სახით, შრომის შესანახად. გარდა ამისა, ჩვენ ვიგულისხმოთ კიდევ, რომ მოგება შეადგენს 10%25-ს და რომ, მაშასადამე, ხსენებული კაპიტალისტის კაპიტალი ყოველწლიურად აღიდგინება მთლად და იძლევა 2 000 გირვ. სტერლ. მოგებას.

ყოველ წელიწადს, როდესაც კაპიტალისტი თავის ოპერაციებს იწყებს, მას აქვს თავის მფლობელობაში 13 000 გირვ. სტერლინგის. ღირებულების საზრდო და სხვა საარსებო საგნები, რომლებსაც, წლის განმავლობაში, ჰყიდის თავის მუშებზე აღნიშნულ ფულის თანხაში, და იმავე პერიოდის განმავლობაში აძლევს მათ ხელფასს იმავე თანხის ოდენობით: წლის ბოლოს ისინი აღადგენენ მის მფლობელობაში 15 000 გირვ. სტერლინგის ღირებულების საზრდოს და სხვა საარსებო საგნებს; აქედან 2 000 გირვ. სტერლინგს კაპიტალისტი თვითონ მოიხმარებს ან გამოიყენებს თავისი სურვილისა და გემოვნების მიხედვით, რამდენადაც საკითხი აღნიშნულ პროდუქტებს შეეხება, მთლიანი პროდუქტი წლის განმავლობაში შეადგენს 15 000 გირვ. სტერლინგს, და წმინდა პროდუქტი - 2 000 გირვ. სტერლინგს. ვიგულისხმოთ ახლა, რომ შემდეგ წელში კაპიტალისტი თავისი მუშების ნახევარს ამუშავებს მანქანის აგებაზე და მეორე ნახევარს - საზრდოს და სხვა საარსებო საგნების წარმოებაზე, როგორც უწინ. ამ წლის განმავლობაში იგი გაიღებდა ხელფასად იმავე 13 000 გირვ. სტერლინგის თანხას, როგორც წინათ, და გაჰყიდდა თავის მუშებზე ასეთივე თანხის საზრდოს და სხვა საარსებო საგნებს. მაგრამ როგორ იქნებოდა საქმე შემდეგ წელში?

ვიდრე მანქანის შენება გაგრძელდებოდა, საზრდოს და სხვა საარსებო საგნების ჩვეულებრივი რაოდენობის მხოლოდ ნახევარი იქნებოდა წარმოებული, და მათი ღირებულება ნახევრით ნაკლები იქნებოდა იმ რაოდენობის ღირებულებაზე, რომელიც წინათ იწარმოებოდა. მანქანა ეღირებოდა 7 500 გირვ. სტერლინგი, და საზრდო და საარსებო საგნები - 7 500 გირვ. სტერლინგი. მაშასადამე, ჩვენი კაპიტალისტის კაპიტალს ის სიდიდე ექნებოდა, რაც წინათ ჰქონდა; იმიტომ რომ, ამ ორი ღირებულების გარდა, კაპიტალისტს ექნებოდა კიდევ თავის განკარგულებაში 7 000 გირვ. სტერლინგის ღირებულების ძირითადი კაპიტალი, - მაშ სულ 20 000 გირვ. სტერლ. კაპიტალი და 2 000 გირვ. სტერლ. მოგება. ამ უკანასკნელი თანხის გამოკლების შემდეგ, რომელსაც იგი თავის საჭიროებისთვის დახარჯავდა, მას თავის განკარგულებაში ექნებოდა შემდგომი ოპერაციების საწარმოებლად, საბრუნავი კაპიტალი არა უმეტეს 5 500 გირვ. სტერლინგისა; ამრიგად, მისი საშუალებები შრომის შესანახად 13 000 გირვ. სტერლინგიდან შემცირდებოდა 5 5000 გირვ. სტერლინგამდე, და, მაშასადამე, მთელი ის შრომა, რომელსაც წინათ 7 500 გირვ სტერლინგი გამოიყენებდა საქმეში, ზედმეტი გახდებოდა.

შრომის შემცირებულმა რაოდენობამ, რომლის გამოყენება კაპიტალისტს შეუძლია, უნდა წარმოშვას, მანქანის დახმარებით, მისი რემონტის ხარჯების გამოკლების შემდეგ, 7 500 გირვ. სტერლინგის რაოდენობის ღირებულება, უნდა აანაზღაუროს საბრუნავი კაპიტალი 2 000 გირვ. სტერლინგის რაოდენობის მოგებითურთ მთელ კაპიტალზე. ხოლო თუ ეს შესრულებულია, თუ წმინდა შემოსავალი არ მცირდება, მაშინ განა სულერთი არ არის კაპიტალისტისთვის, წარმოადგენს მთლიანი შემოსავალი 3 000 გირვ. სტერლინგის ოდენობის ღირებულებას, თუ 10 000 გირვ. სტერლინგისას ან 15 000 გირვ. სტერლინგისას?

ამრიგად, ამ შემთხვევაში, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა პროდუქტის ღირებულება არ იქნება შემცირებული, რომ მისი მსყიდველობითი ძალა საქონელთა მიმართ შეიძლება გადიდებული იყოს, მთლიანი პროდუქტის ღირებულება 15 000 გირვ. სტერლინგიდან ჩამოვა 7 500 გირვ. სტერლინგზე; და რადგან უნარი მოსახლეობის შენახვისა და შრომის გამოყენებისა ერის მთლიან პროდუქტზეა ყოველთვის დამოკიდებული, და არა მის წმინდა პროდუქტზე, ამიტომ მთლიანი პროდუქტის შემცირებას აუცილებლად მოჰყვება შრომის მოთხოვნის შემცირება და მოსახლეობის სიჭარბის წარმოდგომა, მუშათა კლასის სიღატაკე და გაჭირვება.

რადგან შესაძლებლობა შემოსავლის ნაწილის დაზოგვისა კაპიტალისთვის მიმატების მიზნით დამოკიდებულია იმ შესაძლებლობაზე, რომელსაც წმინდა შემოსავალი იძლევა კაპიტალისტის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ამიტომ კაპიტალისტს, საქონელთა ფასების დაწევის გამო, რაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს მანქანების შემოღებას, შეუძლია უფრო დიდი ზომით აწარმოოს დაზოგვა, და, ამრიგად, მნიშვნელოვნად გაადვილდება შემოსავლის გადაქცევა კაპიტალად. ხოლო მისი კაპიტალის ყოველ გადიდებისას, კაპიტალისტი მუშების უფრო დიდ რიცხვს გამოიყენებს, და მაშასადამე, იმათი ნაწილი, რომელთაც წინათ სამუშაო დაეკარგათ, ისევ იქნებიან მოსაქმეობაში ჩაყენებული. და თუ წარმოება, მანქანების გამოყენების გამო, ისე დიდად გაიზრდებოდა, რომ, წმინდა პროდუქტის სახით, იგი საზრდოს და საარსებო საგანთა ისე დიდ რაოდენობას მიიღებდა, რამდენიც წინათ მთლიანი პროდუქტის სახით არსებობდა, იმ შემთხვევაში ჩვენ ისეთივე საშუალება გვექნებოდა ჩვენს განკარგულებაში მთელი მოსახლეობისთვის სამუშაოს მისაცემად, როგორიც უწინ გვქონდა, და, ამრიგად, მოსახლეობის რაიმე სიჭარბეს ადგილი აღარ ექნებოდა.

რისი დამტკიცებაც მე მინდა, არის ეს: რომ მანქანების გამოგონება და გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს მთლიანი პროდუქტის შემცირებასთან; და ყოველთვის, როდესაც ამას ადგილი ექნება, იგი ზიანს მოუტანს მუშათა კლასს, იმიტომ რომ მუშათა ნაწილი სამუშაოს დაჰკარგავს, და მოსახლეობა ჭარბი გახდება მისთვის მოსაქმეობის მისაცემად დანიშნულ ფონდებთან შედარებით.

ჩემ მიერ ნაგულისხმევი შემთხვევა არის უმარტივესი, რომელიც კი მე შემეძლო ამერჩია; მაგრამ შედეგში განსხვავება არ იქნებოდა რა, ჩვენ რომ გვეგულისხმნა, რომ მანქანა მრეწველობაში იყო რომელიმე ფაბრიკანტის მიერ - მაგალითად, მაუდის ან ბამბეულის ფაბრიკანტის მიერ - გამოყენებული. თუ მანქანები მაუდის წარმოებაში იქნებოდა გამოყენებული, - მათი შემოღების შემდეგ ნაკლები მაუდი იქნებოდა წარმოებული, რადგან ნაწილი იმ რაოდენობისა, რომელიც წინათ სასყიდლად იყო მუშების დიდი რიცხვისთვის დანიშნული, მესარეწეს ახლა არ დასჭირდებოდა. მანქანის ხმარების გამო, მას ახლა უნდა ეწარმოებია იმ ზომის ღირებულება, რომელიც თანასწორი იქნებოდა მხოლოდ მოხმარებული ღირებულებისა პლიუს მოგება მთელს კაპიტალზე. და ამის შესრულება 7 500 გირვ. სტერლინგი ისევე წარმატებით შესძლებდა, როგორც წინათ 15 000 გირვ. სტერლინგი, იმიტომ რომ ეს მაგალითი არაფრით არ განსხვავდება წინანდელისაგან. მაგრამ შეიძლება სთქვან, რომ მაუდის მოთხოვნა ისევე დიდი იქნება, როგორც წინათ იყო, და შეიძლება იკითხონ, საიდან მოვიდოდა ეს მიწოდებაო? მაგარამ ვინ იქნებოდა მაუდის მომთხოვნელი? ფერმერები და საარსებო საგნების სხვა მწარმოებლები, რომლებიც თავიანთ კაპიტალს ხმარობდნენ საარსებო საგნების საწარმოებლად, რათა მით მაუდი მოეპოებიათ: ისინი მაუდის მწარმოებელს აძლევდნენ მის მაუდში პურს და საარსებო საგნებს, ხოლო უკანასკნელი ამ პურსა და საარსებო საგნებს აძლევდა თავის მუშებს იმ მაუდის სამაგიეროდ, რომელსაც მას მათი შრომა აძლევდა.

ეს ვაჭრობა ახლა შესწყდებოდა; მაუდის წარმოებისთვის საჭირო აღარ იქნებოდა საზრდო და ტანსაცმელი, რადგან იგი ახლა ნაკლებს მუშებს ამუშავებს და ნაკლები მაუდი აქვს თავის განკარგულებაში. ფერმერები და სხვა მწარმოებლები, რომელნიც საარსებო საგნებს აწარმოებდნენ მხოლოდ როგორც საშუალებას განსაზღვრული მიზნისათვის, მაუდს უკვე ვეღარ მიიღებდენენ მათი კაპიტალის ამგვარად გამოყენების გზით. ისინი, მაშასადამე, ან თვითონ გამოიყენებდნენ თავიანთ კაპიტალს მაუდის საწარმოებლად ანდა სხვებს ასესხებდნენ, რათა საქონელი, რომელიც ნამდვილად საჭიროა, მიწოდებული იქნეს, ხოლო ის საქონელი, რომლის საყიდლად საშუალება არავის აქვს ანუ რომლის მიმართ მოთხოვნა არ არის, აღარ იქნეს წარმოებული. ამრიგად, ყველა ამას იმავე შედეგთან მივყავართ: შრომის მოთხოვნა შემცირდება, და შრომის შესანახად საჭირო პროდუქტები აღარ იქნება ისე დიდი რაოდენობით წარმოებული, როგორც წინათ.

თუ ეს შეხედულება სწორია, აქედან გამომდინარეობს შემდეგი დასკვნები:

პირველი: მანქანების გამოგონება და სასარგებლოდ გამოყენება ყოველთვის იწვევეს ქვეყნის წმინდა პროდუქტის გადიდებას, თუმცა იგი ამ წმინდა პროდუქტის ღირებულებას, მოკლე პერიოდის გასვლის შემდეგ, შეიძლება არ ადიდებდეს და ნამდვილადაც არ ადიდებს.

მეორე: ქვეყნის წმინდა პროდუქტის გადიდება შეიძლება შეეთავსებოდეს მისი მთლიანი პროდუქტის შემცირებას; სტიმული მანქანების გამოყენებისა ყოველთვის საკმარისია იმისათვის, რომ მანქანები იქნეს გამოყენებული, უკეთუ ეს გამოყენება ადიდებს წმინდა პროდუქტს, თუნდაც იგი ამავე დროს შეიძლება ამცირებდეს და ხშირად უნდა ამცირებდეს კიდეც მთლიანი პროდუქტის როგორც რაოდენობას, ისე მის ღირებულებას.

მესამე: მუშათა კლასში გავრცელებული აზრი, რომ მანქანების გამოყენება ხშირად ზიანს აძლევს მათ ინტერესებს, არაა დამყარბული ცრუ რწმენაზე და შეცდომაზე. არამედ ეთანხმება პოლიტიკური ეკონომიის სწორ პრინციპებს.

მეოთხე: თუ გაუმჯობესებულმა საწარმოო საშუალებებმა, მანქანების გამოყენების გამო, ქვეყნის წმინდა პროდუქტი ისე დიდი ზომით გაადიდა, რომ მთლიანი პროდუქტი არ შემცირებულა (მე ყოველთვის ვგულისხმობ პროდუქტების რაოდენობას, და არა მათ ღირებულებას), იმ შემთხვევაში ყველა კლასის მდგომარეობა გაუმჯობესდება. მემამულე და კაპიტალისტი მოგებაში იქნება, არა რენტისა და მოგების გადიდების გამო, არამედ იმ სარგებლობის გამო, რომელიც იქიდან წარმოსდგება, რომ ისინი იმავე რენტას და მოგებას დახარჯავენ პროდუქტებზე, რომლების ღირებულებამ მნიშვნელოვნად დაიწია. მუშათა კლასის მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება: ჯერ ერთი, შინამოსამსახურეების მიმართ მოთხოვნის გადიდების გამო; მეორე, შემოსავლიდან ნაწილის დაზოგვის გამო, რის სტიმულს და შესაძლებლობას გამოიწვევს ესოდენ უხვი წმინდა პროდუქტი; და მესამე, მოხმარების ყველა საგანთა ფასის დაწევის გამო, რომლებზედაც ხელფასი იხარჯება.

მაგრამ მანქანების გამოგონებისა და გამოყენების საკითხისგან დამოუკიდებლად, რაც ჩვენ ეს არის გამოვიკვლიეთ, მუშათა კლასისთვის ნაკლები მნიშვნელობა არა აქვს იმ წესს, რა წესითაც იხარჯება ქავეყნის წმინდა შემოსავალი, თუნდაც რომ იგი, ყველა შემთხვევაში, იმ პირთა დაკმაყოფილებისა და სიამოვნებისთვის იხარჯებოდეს, რომელთაც სამართლიანი უფლება აქვთ მასზე.

თუ მემამულე ან კაპიტალისტი თავის შემოსავალს, ფეოდალურ ბარონსავით, მრავალრიცხოვანი ამალის ან მსახურების შენახვაზე ხარჯავს, იგი გაცილებით მეტ შრომას მისცემს მოსაქმეობას, ვიდრე რომ მას ეს შემოსავალი დაეხარჯა ლამაზ ტანსაცმელზე ან ძვირფას ავეჯეულობაზე, ეტლებზე, ცხენებზე ან ფუფუნების რაიმე სხვა საგნების ყიდვაზე.

ორსავე შემთხვევაში წმინდა შემოსავალი, და აგრეთვე მთლიანი შემოსავალი, იგივე არის, მაგრამ პირველს რეალიზაცია ეძლევა სხვა პროდუქტებში. თუ ჩემი შემოსავალი უდრიდა 10 000 გირვ. სტერლინგს, - პროდუქტიული შრომის თითქმის ერთი და იგივე რაოდენობა იქნებოდა გამოყენებული, დავხარჯავდი მე ჩემ შემოსავალს მდიდრულ სამოსელზე ან ძვირფას ავეჯეულობაზე და სხვ. და სხვ; თუ იმავე ღირებულების საზრდოზე და ტანსაცმელზე. მაგრამ თუ მე ჩემ შემოსავალს პირველი სახის პროდუქტებში მივცემდი რეალიზაციას, შემდეგში მეტი შრომა არ იქნებოდა გამოყენებული: მე ჩემი ავეჯეულობით და ჩემი სამოსით გავიხარებდი, და საქმე ამით გათავდებოდა. მაგარამ თუ მე ჩემ შემოსავალს საზრდოში და ტანსაცმელში მივცემდი რეალიზაციას და შინამოსამსახურეების ყოლას ვისურვებდი, იმ შემთხვევაში ყველა იმ ადამიანების რიცხვით, რომლებსაც მე სამუშაოზე დავაყენებდი ჩემი 10 000 გირვ. სტერლინგის ოდენობის შემოსავლით ან მით ნაყიდი საზრდოთი და ტანსაცმელით, გადიდდებოდა მოთხოვნილ მუშათა რიცხვი, და ეს მოთხოვნის გადიდება წარმოსდგებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ჩემი შემოსავლის დახარჯვის ეს წესი ავირჩიე. და რადგან მუშები დაინტერესებული არიან შრომის მოთხოვნის გაფართოებაში, ამიტომ ისინი, რასაკვირველია, მოსურნენი უნდა იყვნენ, რომ შემოსავლის რაც შეიძლება მეტი ნაწილი იხარჯებოდეს შინამოსამსახურეების შესანახად, ფუფუნების საგნებზე დახარჯვის ნაცვლად.

ამგვარადვე ქვეყანა, რომელიც ომშია ჩაბმული და იძულებული არის დიდი არიმია და ფლოტი შეინახოს, ადამიანთა გაცილებით უფრო დიდ რაოდენობას გამოიყენებს საქმეში, ვიდრე მაშინ, როდესაც ომი გათავდება და მასთან დაკავშირებული ხარჯები შესწყდება.

მე რომ ომიანობის დროს იძულებული არ ვყოფილიყავი გადამეხადა 500 გირვ. სტერლინგის რაოდენობის ხარკი, რომელიც ჯარისკაცების და მატროსების შენახვაზე იხარჯება, მე ალბათ შევძლებდი ჩემი შემოსავლის ან ნაწილის დახარჯვას ავეჯზე, ტანსაცმელზე, წიგნებზე და სხვ.; და ამ წესით დავხარჯავდი მას თუ იმ წესით, წარმოებაში შრომის იგვე რაოდენობა იქნებოდა გამოყენებული, რადგან ჯარისკაცებისთვის და მატროსებისთვის საზრდოს და ტანსაცმელის წარმოებას შრომის იგივე რაოდენობა დასჭირდებოდა, რაც უფრო მდიდრული პროდუქტების დამზადებას; მაგრამ ომის შემთხვევაში ადგილი ექნებოდა ადამიანების მეტ მოთხოვნას, ჯარისკაცების და მატროსების სახით. ამიტომ, ომი, რომელიც ქვეყნის შემოსავლის ხარჯზე იწარმოება, და არა კაპიტალის ხარჯზე, ხელშემწყობია მოსახლეობის ზრდისათვის.

ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ჩემი შემოსავლის ნაწილი უკან დამიბრუნდება და მე მას წინანდებურად ღვინის, ავეჯეულობის და ფუფუნების სხვა საგანთა საყდლად დავხარჯავ, მოსახლეობა, რომლის შენახვას ეს ნაწილი წინათ ხმარდებოდა და რომელსაც ომი აძლევდა მოსაქმეობას, მოჭარბებული გახდება, და მისი კონკურენცია დანარჩენ მოსახელობასთან სამუშაოს ძიებისას დაბლა დასწევს ხელფასის ღირებულებას და არსებითად გააუარესებს მუშათა კლასის მდგომარეობას.

აღსანიშნავია კიდევ სხვა შემთხვევა, როდესაც ქვეყნის წმინდა შემოსავლის გადიდებასთან და მისი მთლიანი შემოსავლის გადიდებასთანაც კი შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს შრომის მოთხოვნის შემცირებას, სახელდობრ ის შემთხვევა, როდესაც ცხენების მუშაობა ადამიანის შრომის ადგილს იჭერს. თუ მე ჩემ ფერმაში 100 კაცს ვამუშავებდი, და თუ აღმოვაჩინე, რომ 50 კაცისთვის საჭირო საზრდო საკმარისი იქნებოდა ცხენების შესანახად და ცხენების გამოყენებით, მათ საყიდლად დახარჯულ კაპიტალზე სარგებლის ანაზღაურების შემდეგ, ნედლი პროდუქტის უფრო დიდ რაოდენობას მივიღებდი, მაშინ ჩემთვის ხელსაყრელი იქნებოდა ადამიანების მაგივრად ცხენები მემუშავებია, რასაც ვიზამდი კიდეც. მაგრამ მუშებისთვის ეს არ იქნებოდა ხელსაყრელი, და უკეთუ შემოსავალი, რომელსაც მე მივიღებდი, ისე ძალიან არ გადიდდებოდა, რომ ადამიანებიც მემუშავებია და ცხენებიც, იმ შემთხვევაში, ცხადია, მოსახლეობა ჭარბი გახდებოდა, და მუშის მდგომარეობა საერთოდ დაბლა დაიწევდა. ცხადია, რომ მუშა ყოველ შემთხვევაში ვერ იქნებოდა მიწათმოქმედებაში გამოყენებული. თუ მიწის პროდუქტი გადიდდებოდა ცხენებით ადამიანების შენაცვლების გამო, მაშინ იგი იშოვიდა სამუშაოს ფაბრიკებში ან როგორც შინამოსამსახურე.

ჩემ მიერ გამოთქმული მოსაზრებებიდან, იმედი მაქვს, ის დასკვნა არ იქნება გამოტანილი, რომ ხელი არ უნდა შევუწყოთ მანქანების შემოღებას. პრინციპის ნათელსაყოფად მე ვიგულისხმე, რომ გაუმჯობესებული მანქანები უეცრად იყო აღმოჩენილი და ფართოდ გამოყენებული. სინამდვილეში კი ასეთი აღმოჩენები ხდება თანდათანობით და მოქმედებს უფრო იმგვარად, რომ განსაზღვრავს გამოყენებას კაპიტალისას, რომლისაც დაზოგვა და დაგროვება ხდება, ვიდრე იმგვარად, რომ კაპიტალი მოაშოროს მის აწინდელ მოსაქმეობას.

კაპიტალის და მოსახლეობის ყოველ მატებისას, საზრდოს ფასი საერთოდ აიწევს, მისი წარმოების სიძნელის გადიდების გამო. საზრდოს ფასის აწევას შედეგად მოჰყვება ხელფასის აწევა, ხოლო ხელფასის ყოველ აწევას ტენდენცია ექნება მანქანების გამოყენებისაკენ მიმართოს - უფრო დიდი ზომით, ვიდრე წინათ - ყოველი დაზოგვილი კაპიტალი. მანქანა და შრომა მუდამ მეტოქეობაშია ერთი მეორესთან, და პირველი ხშირად მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როდესაც ხელფასი აიწევს.

ამერიკაში და ბევრ სხვა ქვეყანაში, სადაც ადამიანის საზრდო ადვილმოსაპოებელი არის, ცდუნება მანქანების გამოყენებისა დაახლოებითაც კი ისე დიდი არაა, როგორც ინგლისში, სადაც საზრდოს ფასი მაღალია და მის წარმოებას ბევრი შრომა სჭირდება. იგივე მიზეზი, რომელიც მაღლა სწევს შრომის ფასს, არ ადიდებს მანქანების ღირებულებას, და ამიტომ, კაპიტალის ყოველ გადიდებისას, მისი უფრო დიდი ნაწილი მანქანებზე იქნება მოხმარებული. შრომის მოთხოვნა გაიზრდება კაპიტალის ზრდასთან ერთად, მაგრამ - არა კაპიტალის ზრდის პროპორციულად; ის პროპორცია უფრო და უფრო ნაკლები იქნება აუცილებლად.1

მე უკვე ავღნიშნე წინათ, რომ წმინდა შემოსავლის გადიდება, პროდუქტებით შეფასებული, რომელიც ყოველთვის მანქანების გაუმჯობესების შედეგს წარმოადგენს, იწვევს ახალ-ახალ დაზოგვას და კაპიტალის დაგროვებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დაზოგვა ყოველწლიურად სწარმოებს და რომ მით უნდა შეიქმნას ფონდი, იმ მთლიან შემოსავალზე ბევრად უფრო დიდი, რომელიც თავდაპირველად დაიკარგა მანქანის გამოგონების გამო; მაშინ შრომის მოთხოვნა ისევე დიდი გახდება, როგორც წინათ იყო, და ხალხის მდგომარეობა შემდგომად კიდევ უფრო გაუმჯობესდება გაძლიერებული დაზოგვის გამო, რის წარმოების შესაძლებლობას მას მისცემს გადიდებული წმინდა შემოსავალი.

მანქანების ხმარების დაბრკოლება ყოველთვის სახიფათოა სახელმწიფოსთვის: უკეთუ კაპიტალს ხელს უშლიან მიიღოს უუდიდესი წმინდა შემოსავალი, რომლის მიღებაც კი მისთვის შესაძლებელია აქ მანქანების გამოყენებით, ეს კაპიტალი საზღვარგარეთ იქნება გატანილი, და ეს ბევრად უფრო შეამცირებს შრომის მოთხონას, ვიდრე მანქანების უაღრესად ფართო გამოყენება. ვიდრე კაპიტალი ქვეყნის შიგნით გამოიყენება, მან ყოველთვის უნდა შეჰქმნას რაოდენიმე შრომის მოთხოვნა; მანქანა ვერ იმუშავებს ადამიანთა დაუხმარებლივ, მისი აგება შეიძლება მხოლოდ მათი შრომის შემწეობით. გაუმჯობესებულ მანქანებში კაპიტალის ნაწილის მოთავსების გამო წარმოსდგება შრომის მზარდი მოთხოვნის შემცირება; მისი სხვა ქვეყანაში გატანით კი მოთხოვნა სრულიად მოისპობა.

გარდა ამისა, საქონელთა ფასები განისაზღვრება მათი წარმოების ხარჯებით. გაუმჯობესებული მანქანების გამოყენების გზით თქვენ ამცირებთ საქონელთა წარმოების ხარჯებს, და ამის გამო შეგიძლიათ მათი უფრო იაფ ფასში გაყიდვა უცხო ბაზრებზე. მაგრამ თუ თქვენ უარს იტყოდით მანქანების გამოყენებაზე, მაშინ როდესაც ყველა სხვა ქვეყანა მის ხმარებას ხელს შეუწყობდა, თქვენ იძულებული იქნებოდით ფული გაგეზიდათ ხოლმე უცხო პროდუქტებზე გასაცვლელად, სანამ თქვენი პროდუქტების ფასები არ დაიწევდა სხვა ქვეყნების ფასების დონემდე. ამ ქვეყნებთან გაცვლა-გამოცვლის წარმოებისას, შეიძლება თქვენ თქვენში ორი დღის შრომად ღირებული საქონელი მისცეთ იმ საქონელში, რომელიც საზღვარგარეთ ერთი დღის შრომად ღირს, და ასეთი საზარალო გაცვლა შედეგი იქნება თქვენი საკუთარი მოქმედებისა, ვინაიდან საქონელი, რომელიც გაგაქვთ და თქვენ ორი დღის შრომად გიღირთ, მარტოოდენ ერთი დღის შრომად ეღირებოდა, თქვენ რომ უარი არ გეთქვათ მანქანების ხმარებაზე, რომელთა სამსახური თქვენმა მეზობლებმა უფრო გონივრულად გამოიყენეს თავიანთთვის.

_____________

1. ,,შრომის მოთხოვნა დამოკიდებულია საბრუნავი კაპიტალის, და არა ძირითადის, გადიდებაზე. ეს რომ მართალი იყოს, რომ შეფარდება ამ ორი სახის კაპიტალს შორის ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში ერთნაირი არის, მაშინ აქედან მართლაც ის დასკვნა გამოიტანებოდა, რომ მოსაქმეობაში ჩაბმული მუშების რიცხვი შეეფარდება სახელმწიფოს სიმდიდრეს. მაგრამ ასეთ ნაგულისხმევს არ ახლავს სიმართლის ნიშანწყალი. რამდენადაც ხელოვნება ვითარდება და ცივილიზაცია ვრცელდება, ძირითადი კაპიტალი სულ უფრო და უფრო დიდი ხდება საბრუნავის მიმართ. იმ ძირითადი კაპიტალის სიდიდე, რომელიც ერთი თოფი ბრიტანული მუსლინის წარმოებაზე იხმარება, ყოველ შემთხვევაში ასჯერ, და იქნებ ათასჯერაც, უფრო დიდია იმ კაპიტალზე, რომელიც ინდოეთის ასეთივე ერთი თოფი მუსლინის წარმოებაზე იხმარება, ხოლო გამოყენებული საბრუნავი კაპიტალის შეფარდება ასჯერ ან ათასჯერ უფრო პატარა არის. ადვილი გასაგებია, რომ, განსაზღვრულ პირობებში, ამა თუ იმ მრეწველი ხალხის წლიური დანაზოგის მთელი თანხა შეიძლება მიემატოს ძირითად კაპიტალს, და ამ შემთხვევაში ეს არ მოახდენდა არავითარ გავლენას შრომის მოთხოვნის გადიდებაზე”. (Barton, On the condition of the Labouring Classes of Society, p.16).

ჩემი აზრით, ადვილი გასაგები არაა, რომ რაიმე პირობებში, კაპიტალის ზრდას არ მოჰყვებოდეს შრომის მოთხოვნის ზრდა; დიდ-დიდი, რისი თქმაც ჩვენ შეგვიძლია, არის ეს, რომ შრომის მოთხოვნა კლებადი პროპორციით გაიზრდებოდა. ბ-ნი ბარტონი, ზემოაღნიშნულ თხზულებაში, მე მგონია, სწორ შეხედულებას გადმოგვცემს ზოგ იმ გავლენის შესახებ, რომელიც ძირითადი კაპიტალის მოცულობის გადიდებას აქვს მუშათა კლასის მდგომარეობაზე, მისი გამოკვლევა ბევრ ძვირფას ცნობას შეიცავს.

35 თავი XXXII: ბ-ნი მალთუსის შეხედულება რენტაზე

▲ზევით დაბრუნება


თუმცა ამ ნაშრომის წინა გვერდებზე მე დაწვრილებით ვილაპარაკე რენტის ბუნების შესახებ, მაგრამ მაინც საჭიროდ მიმაჩნია აღმოვაჩინო ამ საგნის შესახები ზოგი შეხედულება, რომელიც, ჩემი აზრით, მცდარია და რომელსაც მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იგი მოიპოვება ისეთი ადამიანის ნაწარმოებში, რომელსაც, ყველა ამჟამად ცოცხალთაგან, უდიდესი ღვაწლი მიუძღვის პოლიტიკური ეკონომიის ზოგიერთი დარგის გამდიდრებისათვის. მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შემთხვევა გამოვთქვა ჩემი აღტაცება ბ-ნი მალთუსის ,,Essay on Population”-ის [,,მოსახლეობის გამოკვლევის ცდის”] შესახებ. ამ დიდი ნაწარმოების მოწინააღმდეგეთა იერიშებმა მხოლოდ მისი სიმაგრე დაამტკიცა, და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ღირსეულად დამსახურებული სახელი უფრო და უფრო შორს მოეფინება, რამდენადაც განვითარდება იმ მეცნიერების დამუშავება, რომლის ესოდენ სასახელო მშვენებას ის წარმოადგენს. ბ-ნმა მალთუსმა რენტის პრინციპების დამაკმაყოფილებლად განმარტა, და დაგვანახა, რომ რენტა მატულობს ან კლებულობს დამუშავებაში მყოფი მიწების ნაყოფიერობისა და მდებარეობის შედარებითი უპირატესობის შესაბამისად, და, ამგვარად, მან დიდი ნათელი მოჰფინა რენტის საკითხთან დაკავშირებულ მრავალ ძნელ პუნქტს, რომელიც წინათ უცნობი იყო ან - ძალიან ცუდად გაგებული. მაგრამ მე მგონია, რომ ბ-ნი მალთუსს ზოგი შეცდომა მოუვიდა; და იმ დროს, როდესაც მისი დიდი ავტორიტეტი საჭიროდ ხდის ამ შეცდომების გამოაშკარავებას, მისი დამახასიათებელი პირდაპირობა ნაკლებ უსიამოვნოდ აქცევს ჩემთვის ამ ამოცანას. ერთ-ერთი შეცდომა მდგომარეობს იმის გულისხმობაში, რომ რენტა წმინდა მოსაგებს და ახლად შექმნილ სიმდიდრეს წარმოადგენს.

მე არ შემიძლია დავეთანხმო ბ-ნი ბიუკენენის ყველა შეხედულებას რენტის შესახებ, მაგრამ სავსებით ვემხრობი მის მიერ შემდეგ ციტატში გამოთქმულ აზრს, რომელიც ბ-ნ მალთუსს აქვს აღნიშნული; და ამიტომ მე ვერ დავეთანხმები იმ კომენტარსაც, რომელსაც ბ-ნი მალთუსი ამ ადგილს უკეთებს.

,,ამ თვალთაზრისით იგი (რენტა) არ შეიძლება წარმოადგენდეს მთელი საზოგადოების კაპიტალის დამატებას, რადგან ის გარდამეტი პროდუქტი, რომელზედაც აქ ლაპარაკია, სხვა არა არის რა, თუ არ ერთი კლასიდან სხვა კლასზე გადატანილი შემოსავალი; და ცხადია, რომ მარტოოდენ ასე ხელიდან ხელში გადასვლიდან ვერ წარმოადგება რაიმე ფონდი, საიდანაც ხარკების გადახდა შეიძლებოდეს. შემოსავალი, რომელსაც მიწის პროდუქტში აძლევენ, უკვე არსებობს იმათ ხელში, რომელნიც ამ პროდუქტს ყიდულობენ; და საარსებო საშუალებების ფასი რომ უფრო დაბალი ყოფილიყო, ის შემოსავალი იმათ ხელშივე დარჩებოდა და ამ შემთხვევაში ისევე იქნებოდა დასაბეგრად გამოსადეგი, როგორც მაშინ, უფრო მაღალი ფასის გამო რომ მემამულის ხელში გადასულიყო”.

შემდეგ რამდენიმე შენიშვნისა ნედლ პროდუქტებსა და მანუფაქტურულ პროდუქტებს შორის განსხვავების შესახებ, ბ-ნი მალთუსი კითხულობს: ,,ამრიგად, განა შესაძლებელია რენტა განვიხილოთ, ბ-ნი სისმონდისთან ერთად, როგორც შრომის უბრალო პროდუქტი, რომელსაც წმინდა ნომინალური ღირებულება აქვს და რომელიც მარტოოდენ შედეგია ფასის იმ გადიდებისა, რასაც გამყიდველი იღებს განსაკუთრებული პრივილეგიის მეოხებით, ან, ბ-ნ ბიუკენენთან ერთად, არა როგორც ეროვნული კაპიტალის დამატება, არამედ როგორც ღირებულების უბრალო გადატანა, რომელიც მხოლოდ მემამულეებისათვის არის ხელსაყრელი და იმავე ზომით საზარალოა მომხმარებნლისათვის?”.1

მე უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი ამ საგნის შესახებ, როდესაც რენტის შესახებ ვლაპარაკობდი, და ახლა შემიძლია მხოლოდ დავუმატო, რომ რენტა ღირებულების შექმნას კი წარმოადგენს იმ აზრით, რა აზრითაც მე ამ სიტყვას ვხმარობ, მაგრამ იგი არ წარმოადგენს სიმდიდრის შექმნას. თუ პურის ფასმა, მისი რომელიმე ნაწილის წარმოების სიძნელის გამო, 4 გირვ. სტერლინგიდან კვარტერზე 5 გირვ. სტერლინგამდე აიწია, ერთი მილიონი კვარტერი 5 000 000 გირვ. სტერლინგის ღირებულების იქნება, 4 000 000 გირვ. სტერლინგის ნაცვლად, და რადგან ეს პური არაა მარტო ფულის უფრო დიდ რაოდენობაზე, არამედ აგრეთვე ყოველი სხვა საქონლის უფრო დიდ რაოდენობაზე გაიცვლება, ამიტომ მემამულეები თავიანთ განკარგულებაში მიიღებენ ღირებულების უფრო დიდ ჯამს; რადგან ამის გამო არავის სხვას არ ექნება ნაკლები ღირებულება, ამიტომ მთელი საზოგადოებაც უფრო დიდი ღირებულების მქონებელი იქნება, და აი, ამ აზრით, რენტა წარმოადგენს ღირებულების შექმნას. მაგრამ ეს ღირებულება ნომინალურია, რამდენადაც იგი არას მატებს სიმდიდრეს, ე.ი. არსებობს, კომფორტისა და სიამოვნების საგანთა ჯამს, რომლებიც საზოგადოებას ეკუთვნის. ჩვენ გვექნება საქონელთა სწორედ იგივე რაოდენობა, და არა მეტი, და იგივე ერთი მილიონი კვარტერი პური, რაც წინათ გვქონდა; მაგრამ პურის უფრო მაღალი ფასის - 5 გირვ. სტერლინგი კვარტერისთვის, 4 გირვ. სტერლინგის ნაცვლად - შედეგად წარმოსდგება ის, რომ პურის და საქონელთა ღირებულების ნაწილი მათ წინანდელ მფლობელთაგან გადავა მემამულეების ხელში. მაშასადამე, რენტა ღირებულების შექმნას კი წარმოადგენს, მაგრამ არ წარმოადგენს სიმდიდრის შექმნას; იგი არას მატებს ქვეყნის რესურსებს; იგი არ ადიდებს ქვეყნის უნარს არმიეს და ფლოტის შენახვისას, ვინაიდან ქვეყანას უფრო დიდი ფონდი მაშინ ექნებოდა, მისი მიწა რომ უკეთესი ხარისხისა ყოფილიყო და მას იმავე კაპიტალის გამოყენება შესძლებოდა რენტის წარმოუშობლად.

მაშასადამე, უნდა აღიარებულ იქნეს, რომ ბ-ნი სისმონდი და ბ-ნი ბიუკენენი, რომელთა აზრი არსებითად ერთნაირია, მართალი არიან, როდესაც რენტას განიხილავენ როგორც წმინდა ნომინალურ ღირებულებას და მასში ხედავენ არა ეროვნული სიმდიდრის დამატებას, არამედ ღირებულების მარტოოდენ გადატანას, რომელიც მხოლოდ მემამულეებისთვისაა ხელსაყრელი და ამის შესაბამისად საზარალოა მომხმარებლისათვის.

თავისი ,,გამოკვლევის” სხვა ნაწილში ბ-ნი მალთუსი შენიშნავს, ,,რომ რენტის უშუალო მიზეზს, ცხადია, წარმოადგენს წარმოების ხარჯებზე გარდამეტი ფასისა, რომელშიაც ნედლი პროდუქტი იყიდება ბაზარზე”, და შემდეგ აღნიშნავს, ,,რომ არსებობს ნედლი პქოდუქტის მაღალი ფასის სამი მიზეზი:

,,ჯერ ერთი, და უმტავრესად, მიწის თვისება, რომლის მეოხებით მიწას ძალუძს საარსებო საშუალებების უფრო დიდი რაოდენობის მოცემა, ვიდრე იმ ადამიანთა შესანახადაა საჭირო, რომელნიც მის დამუშავებას ეწევიან.

,,მეორე, საარსებო საშუალებების განსაკუთრებული თვისება, რომლის მეოხებით თვითონ მათ შეუძლიათ შეჰქმნან თავის მიმართ მოთხოვნა ანუ მომხმარებელთა რიცხვი გაადიდონ წარმოებულ საარსებო საშუალებათა რაოდენობის პროპორციულად.

,,და მესამე, ძალიან ნაყოფიერი მიწების შედარებითი იშვიათობა”.

როდესაც პურის ფასზე ლაპარაკობს, ბ-ნი მალთუსი, ცხადია, გულისხმობს არა კვარტერის ან ბუშელის ფასს, არამედ უფრო იმ ფასს, რომელშიაც იყიდება მთელი პროდუქტი, გარდამეტს მისი წარმოების ხარჯებზე, და ამასთან ტერმინში: ,,წარმოების ხარჯები” მას ყოველთვის მოქცეული აქვს როგორც მოგება, ისე ხელფასიც. 150 კვარტერი პური 3 გირვ. სტერლინგის და 10 შილინგის კვალობაზე კვარტერისთვის მემამულეს ყოველთვის უფრო დიდ რენტას მისცემს, ვიდრე 100 კვარტერი 4 გირვ. სტერლინგის კვალობაზე, უკეთუ წარმოების ხარჯები ორსავე შემთხვევაში ერთნაირი არის.

ამრიგად, მაღალ ფასს, თუ ეს გამოთქმა ამ აზრითაა ნახმარი, არ შეიძლება ეწოდოს რენტის მიზეზი; არ შეიძლება თქმა, ,,რომ რენტის უშუალო მიზეზს, ცხადია, წარმოადგენს წარმოების ხარჯებზე გარდამეტი ფასისა, რომელშიაც ნედლი პროდუქტი იყიდება ბაზარზე”, რადგან თვით ეს გარდამეტი შეადგენს რენტას. ბ-ნი მალთუსის განსაზღვრით, ,,რენტა შეადგენს მთელი პროდუქტის იმ ნაწილს, რომელიც მიწის მესაკუთრეს რჩება მიწის დამუსავებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ხარჯების დაფარვის შედეგ, გამოყენებული კაპიტალის სარგებლის ჩათვლით მათში, რომელი სარგებელიც იანგარიშება მოცემულ მომენტში სასოფლო-სამეურნეო კაპიტალისთვის მოგების ჩვეულებრივი და საშუალო ნორმის თანახმად”. მაშასადამე, ყოველი თანხა, რადაც ეს გარდამეტი შეიძლება გაყიდულ იქნეს, შეადგენს ფულად რენტას; ეს არის სწორედ ის, რასაც ბ-ნი მალთუსი გულისხმობს, როდესაც ამბობს: “წარმოების ხარჯებზე გარდამეტი ფასისა, რომელშიაც ნედლი პროდუქტი იყიდება ბაზარზეო”. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიკვლევთ მიზეზებს, რომელთაც შეუძლიათ ნედლი პროდუქტის ფასის აწევა მისი წარმოების ხარჯებთან შედარებით, იმავე დროს ჩვენ ვიკვლევთ იმ მიზეზებს, რომელთაც შეუძლიათ რენტის აწევა.

პირველი მიზეზის გამო, რომელიც, ბ-ნი მალთუსის აზრით, რენტის აწევას იწვევს, სახელდობრ ,,მიწის თვისების” გამო, ,,რომლის მეოხებით მიწას ძალუძს საარსებო საშუალებების უფრო დიდი რაოდენობის მოცემა, ვიდრე იმ ადამიანთა შესანახადაა საჭირო, რომელნიც მის დამუსავებას ეწევიან”, ის შემდეგ შენიშვნებს აკეთებს: ,,ჩვენ გვჭირდება კიდევ გავიგოთ, - რატომაა მოთხოვნა და მიწოდება ისეთი, რომ იწვევს ფასის ესოდენ დიდ გარდამეტს წარმოების ხარჯზე. ცხადია, მთავარი მიზეზია მიწის ნაყოფიერობა საარსებო საშუალებების წარმოშობაში. შეამცირეთ ეს სიუხვე, შეამცირეთ მიწის ნაყოფიერობა, და გარდამეტი შემცირება; შეამცირეთ ეს სიუხვე კიდევ უფრო, და გარდამეტი გაჰქრება”. დიახ, მართალია, - საარსებო საშუალებების გარდამეტი შემცირდება და გაჰქრება, მაგრამ ეს როდია საკითხი. საკითხი ამაშია: მათი წარმოების ხარჯებზე მათი ფასის გარდამეტი შემცირდება ან გაჰქრება თუ არა, ვინაიდან ფულადი რენტა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. იქიდან, რომ რაოდენობის გარდამეტი იკლებს და გაჰქრება, განა ბ-ნ მალთუსს აქვს უფლება დაასკვას, რომ ,,მიზეზი საარსებო საშუალებების მაღალი ფასისა მათი წარმოების ხარჯებთან შედარებით უნდა ვეძიოთ - უფრო - მათ სიუხვეში, ვიდრე მათ იშვიათობაში, და ეს მაღალი ფასი არსებითად განსხვავდება არა თუ ხელოვნური მონოპოლიით გამოწვეული მაღალი ფასისგან, არამედ მაღალი ფასისგან მიწის იმ განსაკუთრებული პროდუქტებისაც, რომლებიც, საზრდოსთან არაა დაკავშირებული და რომლებსაც ბუნებრივი და აუცილებელი მონოპოლიის საგნები შეიძლება ეწოდოს”?

განა არ არსებობს ისეთი პირობები, რომელშიაც მიწის ნაყოფიერობა და მისი პროდუქტების სიუხვე შეიძლება შემცირდეს ისე, რომ მათი ფასის გარდამეტი მათი წარმოების ხარჯებზე არ შემცირდეს, ე.ი. რენტა არ შემცირდეს? თუ ასეთი პირობები არსებობს, მაშინ ბ-ნი მალთუსის დებულება მეტისმეტად განზოგადებულია; მე მგონია, იგი აცხადებს საყოველთაო პრინციპად, ყველა გარემოებაში ჭეშმარიტ დებულებად იმას, რომ რენტა მაღლა იწევს მიწის ნაყოფიერობის გადიდებასთან ერთად და დაბლა იწევს მისი ნაყოფიერობის კლებასთან ერთად.

ბ-ნი მალთუსი უეჭველად მართალი იქნებოდა, მემამულეს, რომ მიწის უფრო უხვი გამოსავლიანობის პროპორციულად, უფრო დიდი ნაწილი ეძლევოდეს რომელიმე მოცემული ფერმის ერთობლივი პროდუქტიდან. მაგრამ სინამდვილეში პირდაპირ ამის წინააღმდეგ მოვლენას აქვს ადგილი: როდესაც დამუსავებაში მხოლოდ უნაყოფიერესი მიწაა შესული, მემამულე მთელი პროდუქტის მინიმალურ ნაწილს იღებს, ისე როგორც მინიმალურ ღირებულებას, და მხოლოდ როდესაც, მზარდი მოსახლეობის გამოსარკვევად, ნაკლებ ნაყოფიერი მიწის დამუშავება ხდება საჭირო, პროგრესიულად მატულობს მემამულის წილი როგორც მთელ პროდუქტში, ისე ის ღირებულებაც, რომელსაც იგი იღებს.

ვიგულისხმოთ, რომ არსებობს მოთხოვნა ერთი მილიონი კვარტერი პურისთვის და რომ ეს პური შეადგენს იმ მიწის პროდუქტს, რომელიც ამჟამად არის დამუშავებაში. ვიგულისხმოთ ახლა, რომ მთელი მიწის ნაყოფიერება ისე შემცირდა, რომ სწორედ იგივე ფართობი მხოლოდ 900 000 კვარტერს იძლევა. რადგან ერთი მილიონი კვარტერისთვის არსებობს მოთხოვნა, ამიტომ პურის ფასი აიწევს, და აუცილებელი შეიქმნება ნაკლები ხარისხის მიწის დამუშავებაზე გადასვლა, რასაც ადგილი არ ექნებოდა, საუკეთესო მიწას რომ განეგრძო ერთი მილიონი კვარტერის წარმოშობა. და უფრო ცუდი ხარისხის მიწის დამუშავებაზე გადასვლის აუცილებლობაა სწორედ ის მიზეზი, რომელიც იწვევს რენტის გადიდებას და შემდგომად გაადიდებს მას, თუნდაც რომ შემცირდეს პურის ის რაოდენობა, რომელსაც მემამულე იღებს. უნდა გვახსოვდეს, რომ რენტა შეფარდებულია არა დამუშავებაში მყოფი მიწის აბსოლუტურ ნაყოფიერობასთან, არამედ მის შეფარდებითს ნაყოფიერობასთან. ყოველი მიზეზი, რომელიც უფრო ცუდი ხარისხის მიწის დამუშავებისაკენ ეწევა კაპიტალს, მაღლა სწევს უკეთესი მიწის რენტას, ვინაიდან რენტის მიზეზს, როგორც ბ-ნი მალთუსი თავის მესამე დებულებაში ამბობს, წარმოადგენს ,,ძალიან ნაყოფიერი მიწების შედარებითი იშვიათობა”. პურის ფასი, რათქმა უნდა, აიწევს მისი უკანასკნელი ნაწილის წარმოების გაძნელებასთან ერთად, და განსაზღვრულ ფერმაში წარმოებული მთელი რაოდენობის ღირებულება გადიდდება, თუმცა ეს რაოდენობა შემცირდება. და რადგან წარმოების ხარჯები უნაყოფიერეს მიწაზე არ იმატებს, ვინაიდან ხელფასი და მოგება, ერთად აღებული, მუდამ იმავე ღირებულებას შეინარჩუნებს,2 ამიტომ, ცხადია, ფასის გარდამეტმა წარმოების ხარჯებზე ანუ, სხვა სიტყვებით, რენტამ უნდა იმატოს მიწის ნაყოფიერობის შემცირებასთან ერთად, უკეთუ ამის წინააღმდეგ არ მოქმედებს დიდი შემცირება კაპიტალის, მოსახლეობის და მოთხოვნისა. ამრიგად, ბ-ნი მალთუსის დებულება, როგორც ჩანს, არაა სწორი: რენტა არ მატულობს ან დაბლა არ იწევს უშუალოდ და აუცილებლად მიწის ნაყოფიერობის ზრდასა ან შემცირებასთან ერთად, არამედ მიწის ნაყოფიერობის ზრდა მიწას უნარს აძლევს მოიღოს მერმისში უფრო მაღალი რენტა. ძალიან მცირე ნაყოფიერობის მქონე მიწას არასოდეს არ შეუძლია რენტის მოცემა; ზომიერი ნაყოფიერობის მქონე მიწას შეუძლია, მოსახლეობის გადიდებისას, ზომიერი რენტის მოცემა, ხოლო დიდი ნაყოფიერობის მქონე მიწას - მაღალი რენტის მოცემა. მაგრამ ორი სხვადასხვა რამ არის: უნარი რენტის მოცემისა და რენტსი ნამდვილად მოცემა. ქვეყანაში, სადაც მიწა უაღრესად ნაყოფიერია, რენტა შეიძლება უფრო დაბალი იყოს, ვიდრე იმ ქვეყანაში, სადაც მიწა ზომიერ შემოსავალს იძლევა, იმიტომ რომ რენტა შეფარდებაშია - უფრო - მიწის შედარებითს ნაყოფიერობასთან, ვიდრე მის აბსოლუტურ ნაყოფიერობასთან, პროდუქტის ღირებულებასთან და არა პროდუქტის სიუხვესთან.3

ბ-ნი მალთუსი ფიქრობს, რომ იმ განსაკუთრებული პროდუქტების მომცემი მიწის რენტა. რომელთაც მონოპოლიის ბუნებრივი და აუცილებელი საგნები სეიძლება ეწოდოს, წესრიგდება ისეთი პრინციპების მიხედვით, რომელნიც არსებითად განსხვავდებიან იმ პრინციპებისგან, რომელთა თანახმად განისაზღვრება საარსებო საშულაბების მომცემი მიწის რენტა. მისი აზრით, პირველ შემთხვევაში მაღალი რენტის მიზეზს შეადგენს ასეთი მონოპოლიური პროდუქტების იშვიათობა, მეორე შემთხვევაში, პირიქით, რენტა პროდუქტების სიუხვის შედეგს წარმოადგენს.

მე მგონია, რომ ეს განსხვავება ვერაა დასაბუთებული: პროდუქტის რაოდენობის გადიდების გზით თქვენ ისევე კარგად შეგიძლიათ გაადიდოთ იმ მიწის რენტა, რომელიც ძვირფას ღვინოს იძლევა, როგორც იმ მიწის რენტა, რომელიც პურს წარმოშობს, უკეთუ მოთხოვნა იმ განსაკუთრებული პროდუქტების მიმართ გადიდდა; და მოთხოვნის ასეთი გადიდების გარეშე პურის უხვი მიწოდება საპურე მიწის რენტას დაბლა დასწევდა, ნაცვლად მისი აწევისა. როგორიც უნდა იყოს მოცემული მიწის თვისება, მაღალი რენტა პროდუქტის მაღალ ფასზეა დამოკიდებული, მაგრამ, მოცემული მაღალი ფასის არსებობისას, რენტის სიმაღლე პროპორციულია არა პროდუქტის იშვითაობის, არამედ მისი სიუხვისა.

არავითარი აუცილებელი არ გვატანს ძალას, რომ რაიმე საქონელი მუდამ უფრო დიდი რაოდენობით ვაწარმოოთ, ვიდრე იგი მოითხოვება. თუ შემთვევით საქონელთა მეტი რაოდენობა იქნებოდა წარმოებული, მათი ფასი დაეცემოდა მათ ბუნებრივ ფასზე დაბლა და, მაშასადამე, ვერ აანაძრაურებდა წარმოების ხარჯებს, მათში კაპიტალის ჩვეულებრივი მოგების ჩათვლით. ამგვარად მათი მიწოდება უფრო და უფრო შემცირდებოდა, ვიდრე იგი არ შეეთანხმებოდა მოთხოვნას და მათი საბაზრო ფასი ბუნებრივი ფასის დონემდე არ აიწევდა.

მე მგონია, ბ-ნი მალთუსი ნამეტნავად იხრება იმ აზრისკენ, რომ მოსახლეობა მატულობს მხოლოდ, როდესაც ამას წინ უძღვის საზრდოს მარაგის დაგროვება, - ,,საზრდო თვით ჰქმნის თავისტვის მოთხოვნას”, - რომ მხოლოდ საზრდოთი მომარაგებულობა აძლევს სტიმულს ქორწინებათა რიცხვის გამრავლებას. ნამდვილად კი მოსახლეობის საერთო ზრდას იწვევს კაპიტალის ზრდა და როგორც ამ ზრდის შედეგი, შრომის მოთხოვნის გადიდება და ხელფასის აწევა, ასე რომ საზროდს წარმოება მარტოოდენ შედეგია ამ მოთხოვნისა.

მუშის მდგომარეობა მხოლოდ მაშინ უმჯობესება, როდესაც იგი იღებს მეტ ფულს ან მეტ რაოდენობას რაიმე სხვა საქონლისას, რომლითაც მას ხელფასს უხდიან და რომლის ფასი დაწეული არაა. საზრდოს გადიდება და მოსახლეობის გადიდება საზოგადოდ შედეგია მაღალი ხელფასის, მაგრამ ყოველთვის არაა მისი აუცილებელი შედეგი. მუშის მდგომარეობის გაუმჯობესება, იმ უფრო დიდი ღირებულების გამო, რომელსაც მას აძლევენ, არ აიძულებს მუშას, რომ იგი აუცილებლად დაქორწინდეს და ოჯახის ტვირთი დაიკისროს. უფრო მოსალოდნელია, რომ მუშა თავისი გადიდებული ხელფასის ნაწილს მოიხმარს საზრდოს და სხვა საარსებო საგნების საყიდლად, ხოლო დანარჩენით მას შეუძლია, სურვილისამებრ, იყიდოს ისეთი პროდუქტები, რომელნიც მის კომფორტს გაადიდებენ, - სკამები, მაგიდები, ლითონური პროდუქტები ან უკეთესი ტანსაცმელი, შაქარი და თამბაქო. ამრიგად, მუშის ხელფასის გადიდებას სხვა შედეგი არა ექნება რა გარდა იმისა, რომ გადიდდება ზოგ აღნიშნულ საქონელთა მოთხოვნა; და რადგან მუშების რიცხვი არ გადიდდება მნიშვნელოვნად, ამიტომ მათი ხელფასიც მაღალ დონეზე იქნება გაჩერებული. მაგრამ, თუმცა მაღალი ხელფასის შედეგი სწორედ ასეთი შეიძლება იყოს, როგორიც ჩვენ ეს არის აღვნიშნეთ, მაინც ოჯახური ცხოვრების უპირატესობა იმდენად დიდია, რომ, სინამდვილეში, მუშის მდგომარეობის გაუმჯობესება ყოველთვის იწვევს მოსახლეობის მატებას; და რადგან ეს ასეა, ამიტომ წარმოსდგება, ზემო აღნიშნულ მცირემნიშვნელოვან გამონაკლისს გარდა, ახალი და გადიდებული მოთხოვნა საზრდოსი. ამრიგად ეს მოთხოვნა არის შედეგი, და არა მიზეზი, კაპიტალის და მოსახლეობის გადიდებისა; მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის ხარჯები ასეთ მიმართულებას იღებს საარსებო საგნების საბაზრო ფასი აღემატება ბუნებრივ ფასს, იწარმოება საზრდოს საჭირო რაოდენობა, და, მოსახლეობის რიცხვის გადიდების გამო, ხელფასი ისევ ეცემა.

რა მოტივი შეიზლება ჰქონდეს ფერმერს იმაზე მეტი პური აწარმოოს, რაც სინამდვილეში მოითხოვება, თუ ამის სედეგი იქნებოდა პურის საბაზრო ფასის დაცემა მის ბუნებრივ ფასზე დაბლა და, მაშასადამე, მოგების ნაწილის დაკარგვა მის მიერ იმის გამო, რომ ეს მოგება საერთო ნორმაზე დაბლა დაეცემოდა? ,,საარსებო საშუალებებს”, ამბობს ბ-ნ მალთუსი ,,ე.ი. მიწის უმნიშვნელოვანეს პროდუქტებს რომ არ ქონეს თვისება გაადიდოს მოთხოვნა მათი რაოდენობის პროპორციულად, ეს გადიდებული რაოდენობა მათი საცვლელი ღირებულების დაცემას გამოიწვევდა.4 რაგინდ უხვი იყოს ამა თუ იმ ქვეყნის პროდუქტი, მისი მოსახლეობა შეიძლება სტაციონარული დარჩეს; და ამ სიუხვეს, როდესაც პროპორცილად მოთხოვნა არაა გადიდებული და არსებობს შრომის ძალიან მაღალი ფასი, პურით გამოსახული, რაც სრულიად ბუნებრივი იქნებოდა ამ პირობებში, - ასეთ სიუხვეს შეეძლო ნედლი პროდუქტის ფასი დაბლა დაეწია, მანუფაქტურული პროდუქტების ფასის მსგავსად, წარმოების ხარჯების დონემდე”.

შეეძლო ნედლი პროდუქტის ფასი დაბლა დაეწეია წარმოების ხარჯების დონემდე. განა მისი ფასი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამ ფასზე მაღლა ან დაბლა იყოს? და განა თვითონვე ბ-ნი მალთუსი არ ამბობს, რომ ეს არასოდეს არ ხდება? ,,მე იმედი მაქვს”, ამბობს იგი, ,,რომ მკითხველი მომიტევებს, თუ მე აქ ცოტათი შევჩერდები, რათა წარვუდგინო მას სხვადასხვა ფორმით მოძღვრება, რომლის თანახმად პური, რამდენადაც საკითხი შეეხება ნამდვილად წარმოებულ რაოდენობას, მის აუცილებელ ფასში იყიდება, ისე როგორც მანუფაქტურული პროდუქტები. ეს, ჩემი აზრით, ფრიად მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება არ იყო შემჩნეული არც ეკონომისტების მიერ, არც ადამ სმიტისა და ყველა იმ მწერლების მიერ, რომელთაც ნედლი პროდუქტი ისეთ პროდუქტად აქვთ დასახული, რომელიც ყოველთვის მონოპოლიურ ფასში იყიდება.”

,,ყოველი ფართო ქვეყანა შეიძლება განვიხილოთ როგორც მქონებელი განსაზღვრული გრადაციით დალაგებული მანქანებისა პურის და ნედლი მასალების საწარმეობლად, და ეს გრდაცია შეიცავს არა თუ ყველა სხვადასხვა ხარისხის მდარე მიწებს, რომლებიც საზოგადოდ ბლომად მოიპოება ყოველ ტერიტორიაზე, არამედ მდარე მანქანებსაც, რომლებიც, შეიძლება ვთქვათ, ხმარებაში შედის, როდესაც კარგ მიწას უფრო და უფრო აიძულებენ დამატებითი პროდუქტის გამოღებას. როდესაც ნედლი პროდქტის ფასი უფრო და უფრო მაღლა იწევს, ეს მდარე მანქანების თანდათან შედის ხმარებაში, ხოლო როდესაც ნედლი პროდუქტის ფასი იწყებს დაცემას, ეს მანქანები თანდათან ხმარებიდან გამოდის. ეს ილუსტრაცია აქ მხოლოდ იმისთვისაა ხმარებული, რომ მკითხველს დავანახვოთ აუცილებლობა პურის არსებული ფასისა არსებული პროდუქტისათვის და ის სხვადსხვა შედეგი, რომელიც ექნებოდა რომელიმე განსაზღვული მანუფაქტურული პროდუქტის ფასის დიდ შემცირებას და ნედლი პროდუქტის ფასის დიდ შემცირებას”.5

როგორ უნდა შეუთანხმოთ ეს ადგილები იმ ადგილს, სადაც ბ-ნი ბალთუსი ამტკიცებს, - საარსებო საშუალებებს რომ არ ჰქონებოდა თვისება მოთხოვნის გამოწვევისა მათი რაოდენობის გადიდების პროპორციულად, წარმოებული ჭარბი რაოდენობა მაშინ - და მხოლოდ მაშინ - დაბლა დასწევდა ნედლი პროდუქტის ფასს წარმოების ხარჯების დონემდეო? თუ პურის ფასი არასოდეს არაა მის ბუნებრივ ფასზე დაბლა, მაშ იგი არასოდეს არ მოიპოება იმაზე უფრო უხვად, რასაც არსებული მოსახლეობა მოთხოვს თავის საკუთარი მოხმარებისათვის; მაშ არ შეიძება მარაგი იქნეს მონარჩუნებული სხვების მიერ მოსახმრებლად და მაშ პურის სიიაფე და სიუხვე ვერასოდეს ვერ იქნება სტიმული მოსახლეობის გამრავლებისათვის. იმდენად, რამდენადაც პური უფრო იაფად შეიძლება იქნეს წარმოებული, მეტი შესაძლებლობა ექნება მუშას გადიდებული ხელფასით ოჯახის შენახვისა. ამერიკაში მოსახლეობა სწრაფად იზრდება, იმიტომ რომ იაფ ფასში შეიძლება საზრდოს წარმოება, და არა იმიტომ, რომ უხვი მარაგი იყო წინასწარ დაგროვილი. ევროპაში მოსახლეობა შედარებით ნელა იზრდება, იმიტომ რომ არ შეიძლება საზრდოს იაფად წარმოება. საგანთა ჩვეულებრივი მსვლელობისას, ყველა საქონელთა მოთხოვნა წინ უსწრებს მათ მიწოდებას. როდესაც ბ-ნი მალთუსი ამბობს, პურის ფასი, ისე როგორც მანუფაქტურული პროდუქტების ფასი, მათი წარმოების ფასის დონემდე დაიწევს, თუ მოთხოვნა არ გადიდდაო, იგი არ შეიძლება იმას ფიქრობდეს, რომ ყოველი რენტა გაქარწყლებული იქნება, ვინაიდან თვით მას სწორად აქვს აღნიშნული, რომ, მემამულეებს რომც უარი ეთქვათ ყოველგვარ რენტაზე, პური არ დაიწევდა ფასში; რენტა შედეგია და არა მიზეზი მაღალი ფასისა, და დამუშავებაში ყოველთვის არის ისეთი ხარისხის მიწა, რომელიც საზოგადოდ არავითარ რენტას არ იხდის და რომელზედაც მოყვანილი პური თავისი ფასით მხოლოდ ხელფასს და მოგებას ანაზღაურებს.

შემდეგ ადგილას ბ-ნი მალთუსი ჩნებულად გდამოქვცემს მდიდარსა და პროგრესიან ქვეყნებში ნედლი პროდუქტის ფასის აწევის მიზეზებს, და აქ მე ყოველ მის სიტყვას ვეთანხმები; მაგრამ მგონია, რომ აქ გამოთქმული აზრი ეწინააღმდეგება ზოგ დებულებას, რომელიც მან გამოსთქვა თავის გამოკვლევაში რენტის შესახებ. ,,მე ურყევლად ვაცხადებ, რომ, ქვეყნის ფულის მიმოქცევის ნაკლისგან და სხვა დროებითი და შემთხვევითი გარემოებისგან დამოუკიდებლად, პურის შედარებითი მაღალი ფულადი ფასის მიზეზი არის მისი მაღალი შედარებითი ნამდვილი ფასი ანუ კაპიტალის და შრომის უფრო დიდი რაოდენობა, რომელიც მის წარმოებაზე უნდა იქნეს დახარჯული; მე ვფიქრობ, რომ იმ ქვეყნებში, რომელნიც უკვე მდიდარნი არიან და რომელთა მოსახლეობა და კეთილდღეობა კიდევ მატულობს, პურის ნამდვილი ფასი უფრო მაღალია და განაგრძობს მუდამ ზრდას, იმიტომ რომ აუცილებლობა იძულებულჰყოფს ადამიანებს მუდამ უფრო და უფრო ღარიბი მიწების დამუშავებას მიმართონ, მიმართონ მანქანებს, რომელთა გამოყენება წარმოებაში უფრო დიდ ხარჯებს მოითხოვს, და ეს, მაშასადამე, იწვევს იმას, რომ ქვეყნის ნედლი პროდუქტის ყოველი ახალი დამატებითი რაოდენობა უფრო დიდი ხარჯების გაწევის გზით უნდა იქნეს მოპოებული; მოკლედ, პურის მაღალი ფასის მიზეზი უნდა ვეძიოთ ამ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებაში: რომ პროგრესიან ქვეყანაში პური იმ ფასში იყიდება, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი მარაგის მისაწოდებლად, და რომ, რამდენადაც ამ მარაგის მიღება უფრო და უფრო ძნელი ხდება, ფასი მატულობს შესაბამისად”.

აქ სწორად არის აღნიშნული, რომ საქონლის ნამდვილი ფასი დამოკიდებული შრომის და კაპიტალის (ე.ი. დაგროვილი შრომის) უფრო დიდ ან ნაკლებ რაოდენობაზე, რომელიც მის წარმოებაზე უნდა იქნეს მოხმარებული. საქონლის ნამდვილი ფასი დამოკიდებულია არა, როგორც ზოგნი ამტკიცებდნენ, მის ფულად ღირებულებაზე, არც, როგორც ამას სხვები ამტკიცებდნენ, მისი ღირებულების შეფარდებაზე პურის ღირებულების მიმართ, ან ყველა - ერთად აღებულ - საქონელთა ღირებულების მიმართ, არამედ როგორც ბ-ნი მალთუსი სწორად ამბობს, “კაპიტალის და შრომის უფრო დიდ (ან ნაკლებ) რაოდენობაზე, რომელიც მის წარმოებაზე უნდა იქნეს მოხმარებული”.

რენტის აწევის მიზეზებს შორის ბ-ნი მალთუსი აღნიშნავს ,,მოსახლეობის ისეთ მატებას, რომელიც გამოიწვევს შრომის ხელფასის დაწევას”. მაგრამ თუ, რამდენადაც შრომის ხელფასი ეცემა, იმდენადვე მოგება მაღლა იწევს, და ორნივე ერთად მუდამ ერთსა და იმავე ღირებულებას შეადგენენ,6 - ხელფასის არავითარ დაცემას არ შეუძლია გამოიწვიოს რენტის აწევა, ვინაიდან ამით არ შემცირდება არც ზომა და არც ღირებულება პროდუქტის იმ ნაწილის, რომელიც ხვდება ფერმერს და მუშას ერთად, და, მაშასადამე, მემამულის ხვედრად არ დარჩება არც უფრო დიდი წილი და არც უფრო დიდი ღირებულება. რა ზომითაც ხელფასს ნაკლები ხვდები იმ ზომითვე მეტი ხვდება მოგებას და ვიცე ვერსა. ეს გაყოფა ფერმერსა და მის მუშებს შორის მოხდება მემამულის სრულიად ჩაურევლად საქმეში; და ფაქტიურად ეს არის ისეთი საქმე, რომელშიაც მემამულე სრულიად არაა დაინტერესებული, გარდა იმ მხრივ, რომ გაყოფის ერთ წესს უფრო, ვიდრე მეორეს შეუძლია ხელი შეუწყოს ახალი კაპიტალის დაგროვებას და მიწის სამერმისო მოთხოვნას. თუ ხელფასმა დაიწია, აიწევს მოგება, და არა რენტა. თუ ხელფასმა აიწია, დაიწევს მოგება, და არა რენტა. რენტის და ხელფასის აწევა და მოგების დაცემა საერთოდ აუცილებელი შედეგია ერთი და იმავე მიზეზის, - საზრდოს მიმართ მოთხოვნის გაზრდისა, მის საწარმოებლად საჭირო შრომის რაოდენობის გადიდებისა და, ამის შედეგად, ფასის აწევისა. მემამულეს რომ უარიც ეთქვა მთელ თავის რენტაზე, მუშები ამით სრულიად ვერაფერს მოიგებდნენ. მუშებს რომ შესძლებოდათ მთელ თავიანთ ხელფასზე უარი ეთქვათ, მემამულეები ვერავითარ სარგებლობას ვერ მიიღებდნენ ასეი გარემოებიდან. მაგრამ ორსავე შემთხვევაში ფერმერები მიიღებდნენ და დაინარჩუნებდნენ თავიანთ, სასარგებლოდ ყველაფერს, რაზედაც მემამულე და მუშები ხელს აიღებდნენ. ამ თხზულებაში მე ვცდილობდი დამენახვებია, რომ ხელფასის დაცემას შედეგად ექნებოდა მხოლოდ მოგების აწევა. მოგების ყოველი აწევა ხელს უწყობს კაპიტალის დაგროვებას და მოსახლეობის შემდგომ ზრდას და ამიტომ, ალბათ, გამოიწვევს, ბოლოს და ბოლოს, რენტის გადიდებასაც.

რენტის აწევის მეორე მიზეზს, ბ-ნი მალთუსის აზრით, წარმოადგენს ,,ისეთი სასოფლო-სამეურნეო გაუმჯობესებანი ანუ პროდუქტივობის ისეთი გადიდება, რომელიც ამცირებს განსაზღვრული ეფექტის მისაღწევად საჭირო მუშების რიცხვის”. ამ ადგილას წინააღმდეგ მე იგივე მაქვს სათქმელი, რაც უკვე ვთქვი ბ-ნი მალთუსის იმ აზრის წინააღმდეგ, რომ ვითომ მიწის ნაყოფიერობის გადიდება უშუალო მიზეზია რენტის აწევისა. როგორც გაუმჯობესება სასოფლო მეურნეობაში, ისე ნაყოფიერობის გადიდება მიწას აძლევს უნარს უფრო მაღალი რენტა მოიღოს მეტნაკლებ შორეულ მერმისში, იმიტომ რომ, საზრდოს იმავე ფასის არსებობისას, საზრდოს დიდ დამატებით რაოდენობას ექნება ადგილი. მაგრამ სანამ მოსახლეობა წინანდელი ზომით განაგრძობს მატებას, არ ექნება მოთხოვნა საზრდოს დამატებითი რაოდენობისთვის, და ამიტომ რენტა დაიწევდა, და კი არ აიწევდა. ის რაოდენობა, რომელიც მაშინ არსებულ პირობებში შეიძლებოდა მოხმარებულიყო, შესაძლებელი იქნებოდა ნაკლები მუშა ხელით ან მიწის ნაკლებ ფართობზე ყოფილიყო მიღებული; მაშინ ნედლი პროდუქტის ფასი დაიწევდა, და კაპიტალი გაიტანებოდა მიწათმოქმედებიდან.7 რენტამ შეიძლება აიწიოს მხოლოდ იმის გამო, რომ წარმოსდგება მოთხოვნა დაბალი ხარისხის ახალი მიწის მიმართ, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, რომელიც გამოიწვევს ცვლილებას დამუშავებაში მყოფი მიწების შეფარდებითს ნაყოფიერობაში.8 სასოფლო-სამეურნეო გაუმჯობესება და შრომის დანაწლების განვითარება ვრცელდება ყველა მიწაზე, იგი ადიდებს მიწის სხვადასხვა ნაკვეთებზე მიღებული ნედლი პროდუქტის აბსოლუტურ რაოდენობას, მაგრამ, ალბათ, არ არღვევს მნიშვნელოვნად იმ შედარებითს პროპორციას, რომელიც წინათ მათ შორის არსებობდა.

ბ-ნმა მალთუსმა სისწორით აღნიშნა შეცდომა დოქტორ სმიტის არგუმენტაციაში, რომ პური წარმოადგენს განსაკუთრებული ხასიათის საქონელს და რომ მის წარმოებას არ შეიძლება სტიმული მიეცეს იმავე საშუალებით, რითაც სტიმული მიეცემა ყველა სხვა საქონლის წარმოებას. იგი შენიშნავს: ,,მე სრულიადაც არ ვფიქრობ ვუარვყო ის ძალუმი გავლენა, რომელიც პურის ფასს, მრავალი წლის მანძილზე საშუალოდ, აქვს შრომის ფასზე; მაგრამ რომ ეს გავლენა ისეთი არა, რომ კაპიტალი დააბრკოლოს მის მოძრაობაში მიწათმოქმედებისაკენ ან მიწათმოქმედებიდან, - და სწორედ ეს პუნქტი შეადგენს საკითხს, - ეს ნათლად გამოჩნდება, თუ ჩვენ, თუნდ მოკლედ, გამოვიკვლევთ იმ წესს, რა წესითაც შრომა იღებს სასყიდელს და გამოიატანება ბაზარზე, აგრეთვე თუ განვიხილავთ იმ შედეგებს, რომლებამდეც აუცილებლად მიგვიყვანდა ადამ სმიტის დებულების მიღება”.9

შემდეგ ბ-ნი მალთუსი გადადის იმის დამტკიცებაზე, რომ მოთხოვნა და მაღალი ფასი სიევე ეფექტურად სტიმულს მისცემს ნედლეული პროდუქტი წარმოებას, როგორც ყოველი სხვა საქონლის მოთხოვნა და მაღალი ფასი სტიმულს მისცემს ამ საქონლის წარმოებას. იქიდან, რაც მე წინათ ვთქვი პრემიების შედეგების შესახებ, მკითხველი დაინახავს, რომ მე ამ მუხლში სავსებით ვეთანხმები ბ-ნ მალთუსს. მე აღვნიშნე ადგილი ბ-ნი მალთუსის თხზულებიდან: ,,Observations on the Corn Laws”, იმ მიზნით, რომ დამენახვებია, რომ ტერმინი ,,ნამდვილი ფასი” ამ ნაწარმოებში იხმარება სრულიად სხვა აზრით, ვიდრე მის მეორე პამფლეტში, რომელსაც ეწოდება: ,,Grounds of an Opinion” სხვ. ამ ადგილას ბ-ნი მალთუსი ამბობს: “ცხადია, რომ მხოლოდ პურის ნამდვილი ფასის აწევას შეუძლია სტიმული მისცეს პურის წარმოებას, და აქ იგი ნამდვილი ფასით, ცხადია, გულისხმობს პურის ღირებულების გადიდებას სხვა საგნების მიმართა ანუ, სხვა სიტყვებით, მისი საბაზრო ფასის აწევას მის ბუნებრივ ფასზე მაღლა ანუ მისი წარმოების ხარჯებზე მაღლა. თუ ბ-ნი მალთუსი ამას გულისხმობს ნამდვილი ფასით, მისი აზრი უეჭველად სწორი არის, თუმცა ასეთი სახელწოდება არ შემიძლია ვსცნო მიზანშეწონილად; მხოლოდ საბაზრო ფასის აწევა აძლევს სტიმულს პურის წარმოებას, და ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ როგორც გამოუნაკლისო სწორი დებულება, რომ მხოლოდ საქონლის საბაზრო ფასის გარდამეტება მის ბუნებრივ ანუ აუცილებელ ღირებულებაზე არის უაღრესად ხელშემწყობი ამ საქონლის წარმოების გადიდებისათვის.

მაგრამ ბ-ნი მალთუსი, სხვა შემთხევებში, ამ მნიშვნელობას არ აძლევს ტერმინს: ,,ნამდვილი ფასი”. რენტის შესახებ გამოკვლევაში იგი ამბობს: ,,პურის ნამდვილი საწარმოო ფასით მე ვგულისმობ შრომისა და კაპიტალის ნამდვილ რაოდენობას, რაც გამოყენებული იყო იმ დამატებითი რაოდენობათა საწარმოებლად, რომლებიც ეროვნულ პროდუქტს მიემატა”. სხვა ადგილას ის ამბობს, რომ ,,პურის მაღალი შედარებითი ნამდვილი ფასის მიზეზი არის კაპიტალისა და შრომის უფრო დიდი რაოდენობა, რომელიც მის საწარმეობლად უნდა იქნეს გამოყენებული”.10 ვთქვათ, ზემოაღნიშნულ ციტატში ჩვენ მოვაქციეთ ნამდვილი ფასის ეს განსაზღვრა. განა იგი მაშინ ამის მთქმელი არ იქნება: ,,ცხადია, მხოლოდ შრომისა და კაპიტალის იმ რაოდენობის გადიდებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს პურის საწარმოებლად, შეუძლია მისი წარმოებისთვის სტიმულის მიცემაო”? მაგრამ ეს ხომ იგივე იქნებოდა, როგორც რომ გვეთქვა: ცახდია, პურის ბუნებრივი ანუ აუცილებელი ფასის აწევა მის წარმოებას სტიმულს აძლევსო, - დებულება, რომლის დაცვა შეუძლებელი იქნებოდა. არა ის ფასი, რომელშიაც პური შეიძლება წარმოებულ იქნეს, ახდენს რაიმე გავლენას მის წარმოებულ რაოდენობაზე, არამედ ის ფასი, რომელშიაც იგი შეიძლება გაყიდულ იქნეს. კაპიტალი მიიქცევა მიწათმოქმედებისაკენ ანუ უკუიქცევა მისგან იმის მიხედვით თუ რამდენად პურის ფასი მაღალია ან დაბალია წარმოების ხარჯებზე. თუ ეს გარდამეტება იმდენად დიდია, რომ მიწათმოქმედებაში გამოყენებულ კაპიტალს ჩვეულებრივზე უფრო მაღალი მოგება ეძლევა, კაპიტალი გაიწევს მიწათმოქმედებისაკენ, ხოლო თუ მოგება ნაკლები არის, კაპიტალი ამოიღება იქიდან.

ამრიგად, პურის წარმოებას ხელშეწყობა ეძლევა არა პურის ნამდვლი ფასის ცვლილებით, არამედ მისი საბაზრო ფასის ცვლილებით, არამედ მისი საბაზრო ფასის ცვლილებით. ,,მეტ კაპიტალს და შრომას აქვს მიწისადმი მიზიდულობა - არა ,,იმიტომ, რომ კაპიტალისა და შრომის უფრო დიდი რაოდენობა უნდა იქნეს პურის საწარმოებლად გამოყენებული (ნამდვილი ფასის სწორი განსაზღვრა ბ-ნი მალთუსის მიერ), არამედ იმიტომ, რომ პურის საბაზრო ფასი მის ნამდვილ ფასზე მაღალი არის და, ხარჯების გადიდების მიუხედავად, მიწათმოქმედებას უფრო ხელსაყრელ მოსაქმეობად ხდის კაპიტალისათვის”.

ბ-ნი მალთუსის შემდეგი შენიშვნები ღირებულების საზომის შესახებ, რომელიც ადამ სმიტს აქვს მიღებული, სავსებით სწორი არის. ,,ადამ სმიტი, ცხადია, არგუმენტაციის ამ გზაზე დამდგარია იმის გამო, რომ მას ჩვეულება აქვს განიხილოს შრომა, როგორც ღირებულების ნორმალური საზომი, და პური, როგორც შრომის საზომი. მაგრამ ჩვენი საკუთარი ქვეყნის ისტორია საკმარისად გვიმტკიცებს, რომ პური ძალიან არასწორი საზომია შრომისათვის: ეს ისტორია გვიჩვენებს, რომ შრომა, პურთან შედარებით, განიცდიდა მეტად დიდ და მკვეთრ ცვლილებებს არა თუ წლიდან წლამდე, არამედ საუკუნედან საუკუნემდე და ათი, ოცი და ოცდაათი წლის პერიოდშიც თანამიმდევნობით. და რომ არც შრომა და არც რაიმე სხვა საქონელი არ შეიძლება იყოს ზუსტი საზომი ნამდვილი საცვლელი ღირებულებისათვის, - ეს ამჟამად ყველაზე უფრო, უცილობელ მოძღვრებადაა მიჩნეული პოლიტიკურ ეკონომიაში, და, ნამდვილადაც, იგი თვით საცვლელი ღირებულების განსაზღვრიდან გამომდინარეობს”.

თუ, როგორც ეს ნათლად სჩანს, არც პური და არც შრომა არ შეადგენს საცვლელი ღირებულების ზუსტ საზომს, მაშ რომელ სხვა საქონელს შეუძლია ამ როლის შესრულება? უეჭველია, არც ერთს. ამიტომ, თუ გამოთქმას ,,საქონელთა ნამდვილი ფასი” რაიმე მნიშვნელობა აქვს, ეს უნდა იყოს, რომელსაც მას აძლევს ბ-ნი მალთუსი თავის სარენტო გამოკვლევაში, - საქონელთა ნამდვილი ფასი უნდა გაიზომებოდეს მათ საწარმოებლად საჭირო შეფარდებითი რაოდენობით შრომის და კაპიტალისა.

ბ-ნი მალთუსი ამბობს ,,Inquiry into the Nature of Rent”-ში. ,,რომ, ქვეყნის ფულის მიმოქცევის ნაკლისგან და სხვა დროებითი და შემთხვევითი გარემოებებისაგან დამოუკიდებლად, პურის შედარებითი მაღალი ფულადი ფასის მიზეზი არის მისი მაღალი შედარებითი ნამდვილი ფასი ანუ კაპიტალისა და შრომის უფრო დიდი რაოდენობა, რომელიც მის წარმოებაზე უნდა იქნეს გამოყენებული”.11

ეს არის, ჩემი აზრით, სწორი ახსნა ყველა იმ ცვლილებისათვის, რომელიც შეიძლება წარმოსდგეს პურის ან რაიმე სხვა საქონლის ფასში. საქონელმა შეიძლება მხოლოდ დიდი ხნით ფასში აიწიოს ან იმიტომ, რომ მის წარმოებაზე კაპიტალისა და შრომის მეტი რაოდენობა უნდა იქნეს გამოყენებული, ანდა იმიტომ, რომ ფულის ღირებულება დაწეული არის; და, პირიქით, საქონელმა შეიძლება ფასში მხოლოდ დაიწიოს ან იმიტომ, რომ მის საწარმოებლად კაპიტალისა და შრომის ნაკლები რაოდენობის გამოყენებაა შესაძლებელი, ანდა იმიტომ, რომ ფულის ღირებულება აწეული არის.

ცვლილება, რომელიც უკანასკნელი მიზეზის გამო - ფულის ღირებულების ცხვლილების გამო - წარმოსდგება, ვრცელდება ერთნაირად ყველა საქონელზე, მაშინ როდესაც პირველი მიზეზის გამო წარმომდგარი ცვლილება იმ განსაკუთრებული საქონლით შემოიფარგლება, რომლის საწარმოებლად მეტი ან ნაკლები შრომაა საჭირო. პურის თავისუფალი იმპორტის დაწესებისას ან სასოფლო მეურნეობაში გაუმჯობესებათა განხორციელების შემთხვევაში ნედლი პროდუქტი ფასში დაიწევს; სხვა საქონელთა ფასები კი მხოლოდ იმდენად განიცდის ამის გავლენას, რამდენადაც დაიწევს ნამდვილი ღირებულება ანუ წარმოების ხარჯები იმ ნედლი მასალის, რომელიც ამა თუ იმ საქონლის შემადგენლობაში შედის.

რადგან ბ-ნი მალთუსი ამ პრინციპს არარებს, მას, მე მგონია, არ შეიძლება, თუ თანამიმდევნობა სურს დაიცვას, იმ აზრისა იყოს, რომ ყველა საქონელთა მთელმა ფულადმა ფასმა ქვეყანაში უნდა დაიწყოს პურის ფასის დაცემის სავსებით პროპორციულად. თუ ყოველწლიურად ქვეყნის მიერ მოხმარებული პურის ღირებულება 10 მილიონს შეადგენდა, ხოლო მანუფაქტურული პროდუქტების და უცხო საქონელთა ღირებულება - 20 მილიონს, ანუ ერთად - 30 მილიონს, ჩვენ მარტო იმიტომ, რომ პურის ფასმა დაიწია 50%25-ით ანუ 10 მილიონიდან 5-მდე, არ შეგვეძლო დასკვნა გაგვეკეთებია, რომ წლიური ხარჯი შემცირდა 15 მილიონამდე.

ღირებულება ნედლი პროდუქტისა, რომელიც მანუფაქტურულ საქონელთა შემადგენლობაში შედიოდა, შეიძლება მათი მთელი ღირებულების, მაგალითად 20%25-ზე მეტს არ შეადგენდა, და, მაშასადამე, მანუფაქტურულ საქონელთა ღირებულება დაიწევდა არა 20 მილიონიდან 10-მდე, არამედ 20-იდან მხოლოდ 18 მილიონამდე. ამრიგად, პურის ფასის 50%25-ით დაწევის შემდეგ, წლიური ხარჯის მთელი ჯამი დაიწევდა არა 30 მილიონიდან 15-ამდე, არამედ 30-იდან მხოლოდ 23 მილიონამდე.12

ასეთი იქნებოდა, ჩემი აზრით, ყველა საქონელთა ღირებულება, შესაძლებელი რომ ყოფილიყო გვეგულისხმნა, რომ პურის ასეთი იაფი ფასის არსებობისას არ გადიდდებოდა პურის და სხვა საქონელთა მოხმარება. მაგრამ რადგან ყველა იმათ, ვინც კაპიტალს ხარჯავდა პურის მოსაყვანად იმ მიწებზე, რომლების დამუშავება შესწყდებოდა, შეეძლებოდათ ეს კაპიტალი მენუფაქტურულ საქონელთა წარმოებაში გამოეყენებიათ, და რადგან ამ საქონელთა მხოლოდ ნაწილი იქნებოდა გაზიდული უცხოეთის პურზე გასაცვლელად, - ვინაიდან ყოველი სხვა ნაგულისხმევის შემთხვევაში იმპორტი და დაბალი ფასები არავითარი სარგებლობის მომცემი არ იქნებოდა, - ამიტომ დამატებითი ღირებულება მანუფაქტურულ საქონელთა მთელი იმ რაოდენობისა, რომელიც ამგვარად იქნებოდა წარმოებული, ხოლოგაზიდული კი არ იქნებოდა, მიემატებოდა ზემოაღნიშნულ ღირებულებას, ასე რომ ქვეყანაში ყველა საქონელთა - პურის ჩათვლითაც - ღირებულების ნამდვილი შემცირება, თუნდ რომ მათი ფულადი ღირებულება ვიგულისხმოთ, თანასწორი იქნებოდა მხოლოდ იმ დანაკლისის, რომელსაც მემამულეები განიცდიან მათი რენტის შემცირების გამო, მაშინ როდესაც სიამოვნების საგანთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გადიდდებოდა.

ნაცვლად იმისა, რომ ამ თვალსაზრისით განეხილა ნედლი პროდუქტის ღირებულების დაწევის შედეგები, როგორც იგი უნდა მოქცეულიყო მისი წინანდელი განზრახვის თანახმად, ბ-ნი მალთუსი ამ დაწევას აიგივებს ფულის ღირებულების აწევასთან 100%25-ით და ამიტომ აკეთებს დასკვნას, ვითომ ყველა საქონელთა ფასი მათი წინანდელი ფასის ნახევარზე დაიწევდეს.

,,ორი წლის განმავლობაში, 1794 წლიდან დაწყებული 1813 წლამდე (ჩათვლით)”, ამბობს იგი, ,,ბრიტანეთის პურის საშუალო ფასი კვარტერისთვის შეადგენდა დაახლოებით 83 შილინგს; უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, 1813 წლამდე (ჩათვლით), - 92 შილინგს და ამ ოცი წლის პერიოდის უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში - 108 შილინგს. მთელი ამ ოცი წლის განმავლობაში მთავრობამ ისესხა დაახლოებით 500 მილიონი ნამდვილი კაპიტალი, რომლისთვისაც, საამორტიზაციო ფონდის გამორიცხვით, მან იკისრა ვალდებულება იხადოს, საშუალოდ, დაახლოებით 5%25, მაგრამ პურის ფასი თუ დაიწევდა 50 შილინგამდე კვარტერისთვის და, ამის შესაბამისად, დაიწევდა სხვა საქონელთა ფასიც, იმ შემთხვევაში მთავრობა, დაახლოებით 5%25 სარგებლის ნაცვლად, ფაქტიურად გადაიხდიდა სარგებლად 7, 8, 9%25-ს და, უკანასკნელი 200 მილიონისთვის, 10%25-ს.

,,მე სურვილი არ მექნებოდა მეთქვა რამ წინააღმდეგ ასეთი არაჩვეულებრივი გულუხვობისა კაპიტალისტების მიმართ, საჭირო რომ არ იყოს იმის გარკვევა, თუ ვის მიერ უნდა იქნეს გადახდილი ეს სარგებელი; და ცოტაოდენი დაფიქრება საკმარისია იმის დასანახად, რომ იგი მხოლოდ საზოგადოების მრეწველი კლასების და მემამულეების მიერ შეიძლება გადახდილ იქნეს, ე.ი. იმ კლასების მიერ, რომელთა ნომინალური შემოსავალი იცვლება ღირებულების საზომის ყოველ ცვლილებასთან ერთად. საზოგადოების ამ ნაწილის შემოსავალი, უკანასკნელი ხუთი წლის საშუალო შემოსავალთან შედარებით, შემცირდებოდა ნახევრით, და ამ ნომინალური შემცირებული შემოსავლიდან ამ კლასებს იგივე ნომინალური თანხა უნდა გადაეხადათ ხარკების სახით”.13

ჯერ ერთი, მე, მგონია, უკვე დავამტკიცე, რომ ღირებულება საერთოდ ქვეყნის მთლიანი შემოსავლისაც კი არ შემცირდება იმ პროპორციით, რა პროპორციაც აქ ბ-ნ მალთუსს აქვს აღებული. იმ გარემოებიდან, რომ თითოეული ადამიანის მთლიანი შემოსავლის ღირებულება შემცირდება 50%25-ით;14 სინამდვილეში მისი წმინდა შემოსავლის ღირებულებამ შეიძლება იმატოს.

მეორე, მკითხველი, იმედი მაქვს, დამეთანხმება, რომ ეს გადიდებული ტვირთი, კიდეც რომ, მივიღოთ, რომ მას ადგილი ექნებოდა, ან დააწვებოდა მხოლოდ და მხოლოდ ,,მემამულეებს და საზოგადოების მრეწველ კლასებს”; ფულად კაპიტალისტს, თავისი პირადი ხარჯების წარმოების გზით, იმგვარადვე შეაქვს თავისი წილი სახელმწიფო ხარჯების დასაფარავად, როგორც საზოგადოების სხვა კლასებს. ამიტომ, თუ ფულის ღირებულება მართლა აიწევდა, ფულადი კაპიტალისტი თუმცა უფრო დიდ ღირებულებას მიიღებდა, მაგრამ უფრო დიდ ღირებულებასაც გადაიხდიდა ხარკების სახით, და, ამრიგად, არ შეიძლება მართალი იყოს ეს, რომ სარგებლის ნამდვილი ღირებულების მთელ დამატებას გადაიხდიდნენ ,,მემამულეები და საზოგადოების მრეწველი კლასები”.

ბ-ნი მალთუსის მთელი არგუმენტაცია არამტკიცე საფუძველზეა აგებული: იგი იმის გულისხმობაზეა დამყარებული, რომ რახან ქვეყნის მთლიანი შემოსავალი შემცირდა, ამიტომ წმინდა შემოსავალიც უნდა შემცირდეს იმავე პროპორციით. ამ თხზულების ერთ-ერთ მიზანს შეადგენდა იმის დანახვება, რომ საარსებო საგნების ნამდვილი ღირებულების ყოველ შემცირებასთან ერთად ხელფასი დაბლა იწევს და, ამის შესაბამისად, მაღლა იწევს კაპიტალის მოგროვება; სხვა სიტყვებით, მოცემული წლიური ღირებულებიდან ნაკლეი წილი ეძლევა მუშათა კლასს და უფრო დიდი წილი - იმათ, რომელთა ფონდები სამუშაო აძლევდა ამ კლასს. ვიგულისხმოთ, რომ განსაზღვრულ ფაბრიკაში დამზადებული პროდუქტების ღირებულება შეადგენს 1 000 გირვ. სტერლინგს და რომ იგი ნაწილდება მესარეწესა და მის მუშებს შორის იმგვარად, რომ უკანასკნელნი იღებენ 800 გირვ. სტერლინგს, ხოლო პირველი - 200 გირვ. სტერლინგს. და აი, თუ ამ პროდუქტების ღირებულებამ 900 გირვ. სტერლინგამდე დაიწია და 100 გირვ. სტერლინგი, საარსებო საგნების ფასის დაწევის გამო, დაზოგვილი იქნა ხელფასი, - მესარეწის წმინდა შემოსავალი სრულიადაც არ შემცირდებოდა, და, მაშასადამე, მას შეეძლო გადაეხადა ხარკის იგივე თანხა ისევე ადვილად, როგორც წინათ, ფასის შემცირებამდე, იხდიდა.15

დიდი მნიშვნელობა აქვს განსხვავების გატარებას მთლიან შემოსავალსა და წმინდა შემოსავალს შორის, იმიტომ რომ ყველა ხარკი საზოგადოების წმინდა შემოსავლიდან უნდა იქნეს გადახდილი. ვიგულისმოთ, რომ ქვეყანაში არსებულ ყველა საქონელს, - მთელ არსებულ პურს, ყველა ნედლ პროდუქტს, მანუფაქტურულ პროდუქტებს და სხვ., - რომელიც წლის განმავლობაში შეიძლება ბაზარზე იქნეს გადატანილი, 20 მილიონის ღირებულება აქვს, რომ ამ ღირებულების მისაღებად ადამიანთა განსაზღვრული რიცხვის შრომაა საჭირო, და რომ ამ მუშებისთვის აუცილებელი მოთხვნილების საგნები მოითხოვს 10 მილიონის დახარჯვას. ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ ასეთი საზოგადოების მთლიანი შემოსავალი შეადგენს 20 მილიონს და წმინდა შემოსავალი - 10 მილიონს. ამ ნაგულისხმევიდან სრულიადაც არ გამომდინარეობს, რომ მუშები მხოლოდ 10 მილიონს მიიღებდნენ მათი შრომისთვის; მათ შეიძლება მიეღოთ 12, 14 ან 15 მილიონი, და ამ შემთხვევაში ისინი აიღებდნენ 2, 4 ან 5 მილიონს წმინდა შემოსავლიდან. ნაშთი გაიყოფებოდა მემამულეებსა და კაპიტალისტებს შორის, მაგრამ მთელი წმინდა შემოსავალი არ იქნებოდა 10 მილიონზე მეტი. ვთქვათ, ასეთი საზოგადოება 2 მილიონს იხდის ხარკების სახით: მაშინ მისი წმინდა შემოსავალი შემცირდება 8 მილიონამდე.

ვიგულისხმოთ ახლა, რომ ფულის ღირებულებამ იმატა ერთი მეათედით. მაშინ ყველა საქონელთა ფასი დაიწევდა, და დაიწევდა შრომის ფასიც, იმიტომ რომ მუშის აუცილებელი მოთხოვნილების საგნები ამ საქონელთა ნაწილს შეადგენდა; მაშასადამე, მთლიანი შემოსავალი შემცირდებოდა 18 მილიონამდე და წმინდა შემოსავალი - 9 მილიონამდე. თუ ხარკები ამავე პროპორციით დაიწევდა და, 2 მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 1 800 000 გირვ. სტერლინგი აიღებოდა, წმინდა შემოსავალი ახლა შემცირდებოდა 7 200 000 გირვ. სტერლინგამდე, რომელსაც იგივე ღირებულება ექნებოდა, რაც წინათ 8 მილიონს, და, მაშასადამე, საზოგადოება, ასეთი ცვლილების გამო არც არას დაჰკარგავდა და არც არას მოიგებდა. მაგრამ ვიგულისმოთ, რომ, ფულის ღირებულების აწევის შემდეგ, წინანდებურად 2 მილიონი გადაიხდევინებოდა; მაშინ საზოგადოება წელიწადში 200 000 გირვ. სტერლინგით უფრო ღარიბი გახდებოდა, რადგან ხარკი ნამდვილად გადიდდებოდა ერთი მეათედით. საქონელთა ფულად ფასში ცვლილების მოხდენა ფულის ღირებულების ცვლილების გზით და იმავე დროს ხარკად ფულის იმავე თანხის გადახდევინება - მოასწავებს, უეჭველად, იმ ტვირთის გადიდებას, რომელიც საზოგადოებას აწევს.

მაგრამ ვიგულისხმოთ, რომ იმ 10 მილიონიდან, რომელიც წმინდა შემოსავალს შეადგენს, მემამულეებმა 5 მილიონი მიიღეს რენტის სახით და რომ, წარმოების გაადვილებისა და პურის იმპორტის გამო, პურის აუცილებელი ხარჯები, შრომის სახით, შემცირდა ერთი მილიონით. ამ შემთხვევში რენტა შემცირდა ერთი მილიონით და ამავე ზომით დაიწევს საქონელთა მთელი მასის ფასებიც, მაგრამ წმინდა შემოსავალი იგივე დარჩება, რაც წინათ იყო. მართალია, მთლიანი შემოსავალი იქნება მხოლოდ 19 მილიონი და მის მისაღებად საჭირო ხარჯები - 9 მილიონი, მაგრამ წმინდა შემოსავალი მაინც 10 მილიონის შემადგენელი იქნება. ვიგულისხმოთ ახლა, რომ ამ შემცირებული მთლიანი შემოსავლიდან ხარკად აიღება 2 მილიონი. უფრო მდიდარი გახდებოდა ამ შემთხვევაში საზოგადოება თუ უფრო ღარიბი? უეჭველია, უფრო მდიდარი, რადგან, ხარკის გადახდის შემდეგ, მას ექნებოდა თავის განკარგულებაში წინანდებურად 8 მილიონის რაოდენობის წმინდა შემოსავალი პროდუქტების საყიდლად, რომელთა რაოდენობამ იმატა, ხოლო ფასმა დაიწია პროპორციით 20-ისა 19-ისადმი. ამრიგად, საზოგადოება შესძლებდა არა თუ წინანდელი დაბეგვრის ატანას, არამედ უფრო დიდისაც, და, მიუხედავად ამისა, ხალხის მასა უკეთ იქნებოდა კომფორტისა და არსებობის საგნებით მომარაგებული.

თუ საზოგადოების წმინდა შემოსავალი, იმავე სახარკო ფულადი თანხის გადახდის შემდეგ, ისევე დიდი იქნებოდა, როგორც წინათ იყო, და მემამულეთა კლასი ერთ მილიონს დაჰკარგავდა რენტის შემცირების გამო, - საზოგადოების სხვა პროდუქტიულ კლასებს უნდა მიეღოთ თავიანთ განკარგულებაში, ფასების დაწევის მიუხედავად, გადიდებული ფულადი შემოსავალი. ფულადი კაპიტალისტი ამ შემთხვევაში ორმაგად იქნება მოგებაში; შემცირებული იქნება პურის და ხორცის ფასი, რომლებსაც ის და მისი ოჯახი მოიხმარებს; და დაწეული იქნება აგრეთვე მისი შინამოსამსახურეების, მებაღეების და ყოველგავრი მუშების ხელფასი. ნაკლებ ეღირება მისი ცხენები და პირუტყვები და ნაკლები ხარჯი დასჭირდება მათ შენახვას, მაშინ როდესაც მისი ფულადი შემოსავალი გადიდებული არის, ორმაგად სარგებლობის მიმცემია მისთვის და აძლევს მას შესაძლებლობას არა მარტო გააფართოოს ფარგალი თავის სიამოვნებისა, არამედ დამატებითი ხარკებიც გადაიხადოს, უკეთუ ასეთები მოითხოვება. დაბეგრილი პროდუქტების გაძლიერებული მოხმარება მის მხრივ მოჭარბებით გაათანასწორებ მოთხოვნის შემცირებას მემამულეების მხრივ, მათი რენტის შემცირებით რომ არის გამოწვეული. ეგევე შენიშვნები შეეხება ფერმერებს და ყველა სახის მრეწველებს.

მაგრამ შეიძლება გვითხრან, რომ კაპიტალისტის შემოსავლაი არ გადიდდება, რომ ის მილიონი, რომელიც მემამულის რენტას მოაკლდება, მუშებს მიეცემა დამატებითი ხელფასის სახით! ასე იყოს; მაგრამ ეს არავითარ განსხვავებას არ გამოიწვევს ჩემს არგუმენტაციაში; საზოგადოების მდგომარეობა გაუმჯობესდება, და მას შესაძლებლობა ექნება წინანდელზე უფრო ადვილად ატაროს იგივე ფულადი ტვირთი; ეს გარემოება მხოლდო იმის დამამტკიცებელი იქნება, რომ - ეს კიდევ უფრო სასურველია - ახალი განაწილების გამო უმთავრესად გაუმჯობესდა საზოგადოების სხვა კლასის - უმნიშვნელოვანესი - მდგომარეობა. ყველაფერი, რასაც იგი 9 მილიონზე მეტად მიიღებს, შეადგენს ქვეყნის წმინდა შემოსავალის ნაწილს, და იგი არ შეიძლება დახრაჯულ იქნეს უიმისოდ, რომ ამან იმავე დროს არ გაადიდოს ქვეყნის შემოსავალი, კეთილდღეობა ან ძლიერება. ამრიგად, გაანაწილეთ წმინდა შემოსავალი, როგორც გნებავთ. მიეცით ერთ კლასს ცოტათი მეტი, მიეცით მეორეს ცოტათი ნაკლები, - თქვენ ამით მაინც ვერ შეამცირებთ ამ შემოსავალს; შრომის იმავე რაოდენობით საქონელთა მეტი რაოდენობა იქნება წარმოებული, თუმცა ასეთ საქონელთა მთლიანი ფულადი ღირებულების ოდენობა შემცირებული იქნება; მაგრამ ქვეყნის წმინდა ფულად შემოსავალს, იმ ფონს, საიდანაც ხარკები გადაიხდება და სახსრები მიიღება სიამოვნების საგნების მოსაპოებლად, წინანდლზე მეტი უნარი იქნება არსებული მოსახლეობის შესანახად, მისთვის კომფორტის და ფუფუნების საგნების მიასაცემად და ყოველი მოცემული სახარკო თანხის დასაფარავად.

უეჭველია, რომ ფულადი კაპიტალისტიც მოგებაში არის პურის ღირებულების მნიშვნელოვნად დაწევისას; მაგარამ თუ სხვას ზარალი არავის ეძლევა, არ არის საფუძველი ეცადოთ, რომ პური უფრო ძვირი გახდეს, ვინაიდან ფულადი კაპიტალისტის მოგება ეროვნული მოგება არის და, როგორც ყოველი სხვა მოგება, ადიდებს ქვეყნის ნამდვილ სიმდიდრეს და ძლიერებას. თუ მის მიერ მიღებული სარგებლობა მეტისმეტად დიდია, უნდა გამოერკვეს ზომა ამისი, და მაშინ კანონმდებლობამ უნდა გამონახოს სათანადო წამალი; მაგრამ იმაზე უფრო უგუნური პოლიტიკა არ შეიძლება იყოს, რომელიც უარს გვათქმევინებდა იმ დიდ სარგებლობაზე, რაც იაფ პურთან და უხვ წარმოებასთან არის დაკავშირებული, მხოლოდ იმიტომ, რომ ფულად კაპიტალისტს შეუძლია მეტისმეტად დიდი ნაწილის მიღება ამ სარგებლობიდან.

დღემდე ჯერ არავის უცდია კაპიტალის სარგებლის მოგვარება პურის ფულადი ფასის მიხედვით. თუ სამართლიანობა და კეთილსინდისიერება მოითხოვს ასეთ მოგვარებას, მაშინ ჩვენ დიდი ვალი გვაქვს წინანდელი დროის ფულადი კაპიტალისტებისა, ვინაიდან სიინი ასი წლის განმავლობაში ერთა და იმავე ფულად შემოსავალს იღებდნენ, თუმცა პურის ფასი ამ დროის განმავლობაში შეიძლება, გაორკეცდა ან გასამკეცდა.16

მაგრამ დიდი შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ფულადი კაპიტალისტის მდგომარეობა უფრო გაუმჯობესდება, ვიდრე ფერმერის, ფაბრიკანტის და სხვა კაპიტალისტთა მდგომარეობა ქვეყანაში; მისი მდგომარეობა, ნამდვილად, ნაკლებ გაუმჯობესდება.

ფულადი კაპიტალისტი უეჭველად იმავე ფულად შემოსავალს მიიღებს, მაშინ როდესაც დაიწევს არა მარტო ნედლი პროდუქტის და შრომის ფასი, არამედ აგრეთვე ბევრი სხვა საგანთა ფასი, რომლებშიაც ნედლი პროდუქტი შემადგენელ ნაწილადაა შესული. მაგრამ ეს, როგორც მე ეს არის ცხადვყავი, ისეთი სარგებლობაა, რაც მას ექნებოდა ყველა სხვა პირებთან თანაბრად, რომელთაც ასეთივე ფულადი შემოსავალი ექნებოდათ დასახარჯად თავიანთ განკარგულებაში; ფულადი კაპიტალისტის ფულადი შემოსავალი არ გადიდდებოდა, მაშინ როდესაც ფერმერის, ფაბრიკანტის და შრომის სხვა დამქირავებელთა ფულადი შემოსავალი გადიდდებოდა, და ყველა ისინი, მაშასადამე, ორმაგ მოგებაში იქნებოდნენ.

იქნებ გვითხრან: შეიძლება მართალი იყოს, რომ კაპიტალისტებს სარგებლობა ექნებოდათ მოგების აწევის გამო, შემდეგად ხელფასის დაწევისა, მაგრამ მათი შემოსავალი, მათ საქონელთა ფულადი ღირებულების დაწევის გამო, შემცირდებოდაო. რა შეამცირებდა ამ შემოსავალს? არა ფულის ღირებულების ცვლილება, ვინაიდან, ჩვენი ნაგულისხმევის თანახმად, არა მომხდარა რა ისეთი, რასაც შეეძლო მისი ღირებულების შეცვლა. და არა შემცირება შრომის რაოდენობისა, რომელიც სჭიროა ამ საქონელთა საწარმოებლად, რადგან არავითარ ასეთ მიზეზს არ უმოქმედნია, და რომც ემოქმედნა, იგი დაბლა არ დასწევდა ფულად მოგებას, თუმცა შეეძლო უფრო დაბალი გაეხადა ფულადი ფასები. მაგრამ, ჩვენი ნაგულისხმევის თანახმად, ფასში დაიწია ნედლმა მასალამ, რომლიდანაც პროდუქტები მზადდება, და, მაშასადამე, პროდუქტების ფასები ამ მიზეზით დაიწევს. ჰო, მართალია, ფასები დაიწევს, მაგრამ ეს დაწევა დაკავშირებული არ იქნება მწარმოებელთა ფულადი შემოსავლის რაიმე შემცირებასთან, თუ მწარმოებელი თავის საქონელს ნაკლებ ფულში ჰყიდის, იგი ამას სჩადის მხოლოდ იმიტომ, რომ ღირებულებაში დაწეულია ერთ-ერთი ნედლი მასალა, რომლიდანაც ეს საქონელი მზადდება. თუ მაუდის მწარმოებელი თავის მაუდს, 1000 გირვ. სტერლინგის ნაცვლად, 900 გირვ. სტერლინგად ჰყიდის, მისი შემოსავალი ნაკლები არ იქნება, უკეთუ მატყლი, რომლიდანაც მისი მაუდი მზადდება, 100 გირვ. სტერლინგითაა ღირებულებაში დაწეული.

ბ-ნი მალთუსი ამბობს: ,,მართალია, რომ განვითარებაში მყოფი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის უკანასკნელი დამატება დაკავშირებული არაა რენტის გადიდებასთან; და სწორედ ამ გარემოების გამო მდიდარ ქვეყანას შეუძლია გადასწყვიტოს მისთის საჭირო პურის ნაწილის შემოზიდვა, უკეთუ იგი დარწმუნებულია, რომ თანაბარი მიწოდება ექნება. მაგრამ თუ ყოველ შემთხვევაში უცხოეთის პურის შემოზიდვა ეროვნული ინტერესის წინააღმდეგი იქნება, თუ იმ პურზე, რომელიც შინ შეიძლება მოწეულ იქნეს, შემოზიდული პური იმდენით უფრო იაფი არაა, რამდენიც შეესაბამება იმ პურის მოგებასა და რენტას, რომელსაც იგი შეენაცვლება”. - ,,Grounds etc.”, გვ. 36.

ბ-ნი მალთუსის ეს შენიშვნა სრულიად სწორია; მაგრამ შემოზიდული პური უნდა იყოს ყოველთვის იმდენით უფრო იაფი იმ პურზე, რომელიც შინ შეიძლება მოწეულ იქნეს, ,,რამდენიც შეესაბამება იმ პურის მოგებასა და რენტას, რომელსაც იგი შეენაცვლება”. თუ ეს ასე არ იქნებოდა, არავის არ ექნებოდა რაიმე სარგებლობა მისი შემოზიდვით.

რადგან რენტა შედეგია პურის მაღალი ფასის, ამიტომ რენტის დაკარგვა დაბალი ფასის შედეგი არის. უცხოეთის პური არასოდეს არ უწევს კონკურენციას შინაურ პურს, რომელიც რენტას იძლევა; ფასის დაცემა ყოველთვის მემამულეს აძლევს ზარალს, ვიდრე, და ბოლოს, არ შეიწოვს მთელ მის რენტას; თუ ფასი კიდევ უფრო დაეცა, იგი კაპიტალის ჩვეულებრივი მოგების მომცემიც აღარ იქნება; კაპიტალი მაშინ დასტოვებს მიწას სხვა მოსაქმეობაში გადასავლელად, და პური, წინათ რომ იმ მიწაზე მოიყვანებოდა, მაშინ, და არა მანამდე, შემოიზიდება. რენტის დაკარგვა, მართალია, დაკარგვა იქნება ღირებულების, ფულით შეფასებული ღირებულების, მაგრამ სამაგიეროდ გადიდდება სიმდიდრე. ნედლი პროდუქტის და სხვა ნაწარმოეთა ერთობლივი რაოდენობა გადიდდება; იმ უფრო დიდი სიადვილის გამო, რომლითაც ეს პროდუქტები იწარმეობა, თუმცა მათი რაოდენობა გადიდდა, მათი ღირებულება შემცირებული იქნება.

ორი ადამიანი ხმარობს ერთნაირ კაპიტალს, ერთი - მიწათმოქმედებაში, მეორე - მრეწველობაში. მიწათმოქმედებაში მოსამქე კაპიტალი აწარმოებს წმინდა წლიურ ღირებულებას 1 200 გირვ. სტერლინგის რაოდენობით, რომლიდანაც 1 000 გირვ. სტერლინგი დაინარჩუნება მოგების სახით, და 200 გირვ. სტერლ. გადაიხდება რენტად; მეორე კაპიტალი, რომელიც მრეწველობაში მოქმედებს, აწარმოებს წლიურ ღირებულებას მხოლოდ 1 000 გირვ. სტერლინგის რაოდენობით. ვიგულისხმოთ, რომ, იმპორტის გზით, პურის იგივე რაოდენობა, რომელიც 1 200 გირვ. სტერლ. ღირს, შეიძლება მიღებულ იქნეს 950 გირვ. სტერლინგად ღირებულ პროდუქტებში, და რომ, ამის გამო, მიწათმოქმედებაში გამოყენებული კაპიტალი გადაიტანება მრეწვლობაში, სადაც მას 1000 გირვ. სტერლინგის რაოდენობის ღირებულება შეუძლია აწარმოოს. ამ შემთხვევაში ქვეყნის წმინდა შემოსავალი ნაკლები ღირებულების იქნება, 2 200 გირვ. სტერლინგიდან იგი შემცირდება 2000 გირვ. სტერლინგამდე; მაგრამ ამასთან ქვეყანას ექნება არა თუ საქონელთა და პურის იგივე რაოდენობა საკუთარი მოხმარებისათვის, არამედ კიდევ დამატებითი რაოდენობა, რომლის ყიდვა შეიძლება 50 გირვ. სტერლინგით, ე.ი. სხვაობით საზღვარგარეთ გაყიდულ შინაურ საქონელთა ღირებულებასა და იქ ნაყიდი პურის ღირებულებას შორის.

ამაში მდგომარეობს, არსებითად, მთელი საკითხი პურის იმპორტის ან ქვეყნის შიგნით მისი წარმოების ხელსაყრელობის შესახებ. პური ვერ შემოიზიდებოდა მანამდე, სანამ, განსაზღვრული კაიპტალის გამოყენების გზით, საზღვარგარეთიდან მირებული მისი რაოდენობა არ აღემატება იმ რაოდენობას, რომელიც, იმავე კაპიტალით, შეიძლება წარმოებულ იქნეს ქვეყნის შიგნით, - არა მარტო იმ რაოდენობას, რომელიც ფერმერს ხვდება წილად, არამედ იმ რაოდენობისაც, რომელიც მემამულეს ეძლევა რენტად.

ბ-ნი მალთუსი ამბობს: ,,ადამ სმიტის მიერ სწორად იყო აღნიშნული, რომ არასოდეს პროდუქტიული შრომის ერთსა და იმავე რაოდენობას, მრეწველობაში გამოყენებულს, არ შეუძლია წარმოშვას ისეთი დიდი რეპროდუქცია, როგორც მიწათმოქმედებაშიო”. თუ ადამ სმიტი ღირებულებაზე ლაპარაკობს, იგი მართალია; თუ სიმდიდრეზე ლაპარაკობს, იგი სცდება, ვინაიდან თვითონ მან განსაზღვრა სიმდიდრე როგორც ჯამი არსებობის, კომფორტის და სიმაოვნების საგანთა. არსებობის და კოპფორტის ერთი კატეგორიის საგნები არ შეიძლება შევადაროთ მეორე კატეგორიისას; არ არსებობს ისეთი საზომი, რომლითაც შეიძლებოდეს სახმარი ღირებულების გაზომვა; სხვადასხვა პირნი მას სხვადასხვაგვარ შეაფასებენ.

__________________

1. ,,An Inquiry into the Nature and Progress of Rent,“ p. 15.

2. შეად. გვ. 83-84, სადაც მე ვცდილობდი მეჩვენებია, რომ როგორც უნდა იყოს პურის წარმოების სიადვილე ან სიძნელე, ხელფასს და მოგებას, ერთად აღებულს, იგივე ღირებულება ექნება. როდესაც ხელფასი აიწევს, ეს ხდება ყოველთვის მოგების ხარჯზე, და როდესაც იგი დაიწევს, მოგება ყოველთვის აიწევს.

3. ერთ თავის უკანასკნელ ნაწარმოებში ბ-ნი მალთუსი აღნიშნავს, რომ მე მისი აზრი აღნიშნულ ციტატაში ყალბად გავიგე, ვინაიდან მას სრულიად არ უფიქრია იმის მტკიცება, რომ რენტა მატულობს ან დაბლა იწევს უშუალოდ და აუცილებლად მიწის ნაყოფიერობის ზრდასა ან შემცირებასთან ერთად. თუ ეს ასეა, მე მართლა ყალბად გამიგია მისი აზრი. ბ-ნი მალთუსის სიტყვები ასეთი იყო: ,,შეამცირეთ ეს სიუხვე, შეამცირეთ მიწის ნაყოფიერობა და გარდამეტი (რენტა) შემცირდება; შეამცირეთ ეს სიუხვე კიდევ უფრო და გარდამეტი გაჰქრება”. ბ-ნ მალთუსს გამოთქმული აქვს დებულება არა როგორც პირობითი, არამედ როგორც აბსოლუტური. მე წინააღმდეგი ვიყავი დებულებისა, რამდენადაც მე მისი აზრი იმგვარად გავიგე, რომ მიწის ნაყოფიერების შემცირება ვითომ შეუთავსებელია რენტის გადიდედბასთან.

4. რაოდენობის რა გადიდებაზე ლაპარაკობს ბ-ნი მალთუსი? ვინ აწარმოებს მას? ვის შეიძლება ჰქონდეს რაიმე მოტივი აწარმოოს იგი უფრო ადრე, ვიდრე დამატებითი რაოდენობის მოთხოვნა წარმოსდგებოდეს.

5. ,,Inquiry” და სხვ. ,,ყველა, განვითარების გზაზე მყოფ, ქვეყანაში პურის საშუალო ფასი არასოდეს არაა იმ ფასზე მაღალი, რომელიც პროდუქტის საშულოა ზრიდის განსაგრძობადაა საჭირო.” (,,Observations”, p. 21).

,,მიწაზე ახალი კაპიტალის გამოყენებისას, მზარდი მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა: გამოყენებული იქნება ეს კაპიტალი ახალი მიწების დასამუშავებლად, თუ უკვე დამუშავებაში მყოფი მიწების გასაუმჯობესებლად, ყოველთვის ამ კაპიტალის მოსალოდნელ გამოსავალზე არის დამოკიდებული; და მთლიანი მოგების ყოველი შემცირება ამცირებს სტიმულს კაპიტალის მაგვარად გამოყენებისათვის. ფასის ყოველი შემცირება, რომელსაც მაშინვე და სავსებით გაწონასწორება არ ეძლევა ფერმის ყველა საჭირო ხარჯის პროპორციული დაწევით. ყოველი საადგილმამულო ხარკი, სასოფლო-სამეურნეო კაპიტალზე დაწესებული ყოველი ხარკი, ფერმერის მოხმარების საგნებზე დაწესებული ყოველი ხარკი, - ყველა ეს სათვალავში მიიღება გამოანგარისების დროს; და თუ, ყველა ამ ხარჯების გამოკვლევის შემდეგ, პროდუქტის ფასი არ სტოვებს ჯეროვან ანაზღაურებას დახარჯული დახარჯული კაპიტალისთვის, მოგების საერთო ნორმის შესაბამისად, და რენტას, რომელიც იმ რენტას მაინც უდრის, რომელსაც იძლევოდა მიწა თავის წინანდელ მდგომარეობაში, იმ შემთხვევაში აღარ იქნება არავითარი საკმარისი მოტივი იმისათვის, რომ შესრულებულ იქნეს განზრდახული გაუმჯობესება”. (,,Observations”, p. 22).

6. იხ. გვ. 86.

7. იხ. გვ. 50 და შემდ.

8. საჭირო არაა აღნიშნული იქნეს თითოეულ შემთხვევაში, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ, რამდენადაც მხედველობაში გვაქვს ნედლი პროდუქტის ფასი და რენტის აწევა, შედეგები იგივე იქნება, დაიხარჯება განსაზღვრული სიდიდის დამატებითი კაპიტალი ახალ მიწაზე, რომლისათვის არავითარ რენტას არ იხდიან. თუ დაიხარჯება უკვე დამუშავებაში მყოფ მიწაზე, უკეთუ ორთავე ნაკვეთზე მიღებული პროდუქტის რაოდენობა სრულებით ერთნაირი არის (ის. გვ. 42).

ამ თხზულების ფრანგული თარგმანისთვის გაკეთებულ შენიშვნებში ბ-ნი სეი შეეცადა დაენახვებია, რომ არასოდეს არ არსებობს ისეთი მიწა, რომელიც დამუშავებაში კი იყოს შესული და რენტას არ იხდიდეს, და სრულიად კმაყოფილი თავისი არგუმენტაციით ამ პუნქტის შესახებ, იგი აცხადებს, რომ მან დაარღვია ყველა დასკვნა, რომელიც იმ მოძღვრებიდან გამომდინარეობს. ასე, მაგალითად, იგი ფიქრობს, რომ მე მართალი არ ვარ, როდესაც ვამტკიცებ, რომ პურზე და სხვა ნედლ პროდუქტზე დაწესებული ხარკი, ადიდებს რა მათ ფასს, აწვება მომხმარებელს და არა რენტას. იგი ამტკიცებს, რომ ასეთი ხარკები უნდა დააწვეს რენტას. მაგრამ ვიდრე ამ თავისი შენიშვნის სისწორის დასაბუთებას შესძლებდეს, ბ-ნმა სეიმ უნდა დაგვანახოს ჯერ, რომ სრულიად არ არსებობს ისეთი კაპიტალი, რომელიც იმგვარ მიწაზე გამიყენებოდეს, რომლისათვის არავითარ რენტას არ იხდიან (შეად. ამ შენიშვნის დასაწყისი და ამ თხზულების გვ. 39 და 43). ხოლო მას ეს არც კი უცდია. თავისი შენიშვნების არც ერთ ადგილას მას არ დაურღვევია, და არა თუ ეს, არც კი აღუნუშნავს ის მნიშვნელოვანი მოძღვრება. ფრანგული გამოცემის II ტომის 182 გვერდისთვის გაკეთებული შენიშვნიდან სჩანს, რომ მან, ეტყობა, არც კი იცის, რომ არსებობს ასეთი მოძღვრება.

9. ,,Observations on the Corn Laws,“ p. 4.

10. როდესაც მე, ამ ფურცლების სტამბაში გაგზავნის წინ, ეს ადგილი ბ-ნი მალთუსს ვაჩვენე, მან მითხრა: ,,ამ ორ შემთხვევაში უყურადღებობის მიზეზით, წარმოების ხარჯების ნაცვლად ტერმინი მანდვილი ფასი მაქვს ნახმარიო. ჩემ მიერ ყველა ზემონათქვამიდან სჩანს, რომ, ჩემი აზრით, სწორედ ამ ორ შემთხვევაში იხმარა ბ-ნმა მალთუსმა ტერმინი ,,ნამდვილი ფასი” მისი ჭეშმარიტი და სწორი მნიშვნელობით და მხოლოდ წინა შემთხვევაში აქვს მას იგი

11. იხ. გვ. 40.

12. მანუფაქტურული პროდუქტების ღირებულება, სინამდვილეში, ამ პროპორციითაც არ დაიწევდა, იმიტომ რომ, ჩვენ მიერ ნაგულისხმევ პირობებში, წარმოსდგება ძვირფას ლითონთა ახალი განაწილება სხვადასხვა ქვეყნებს შორის. ჩვენი იაფი პროდუქტები გაიზრდებოდა ოქროსა და პურზე გასაცვლელად, ვიდრე ოქროს დაგროვება არ დასწევდა ოქროს ღირებულებას და არ ასწევდა პროდუქტების ფასს.

13. ,,The Grounds of an Opinion etc.”, პ. 36.

14. იმავე თხზულების სხვა ადგილას ბ-ნ მალთუსს მიღებული აქვს, რომ საქონელთა ფასი იცვლება 25 ან 20%25-ით, როდესაც პურის ფასი 33 1/3%25-ით იცვლება.

15. აი, რას ამბობს ბ-ნი სეი მთლიანი და წმინდა პროდუქტის შესახებ: ,,მთელი წარმოებული ღირებულება შეადგენს მთლიან პროდუქტს; ეგევე ღირებულება, წარმოების ხარჯების გამოკლების შემდეგ, შეადგენს წმინდა პროდუქტს. (Vol. II, p. 491). ამრიგად, წმინდა პროდუქტი არ შეიძლება არსებობდეს, რადგან, ბ-ნი სეის თანახმად, წარმოების ხარჯები რენტისგან, ხელფასისგან და მოგებისგან შესდგება. 508 გვერდზე იგი ამბობს: ,,პროდუქტების ღირებულება, პროდუქტიული სამსახურის ღირებულება, წარმოების ხარჯების ღირებულება, ყველა ეს მსგავსი ღირებულებაა, უკეთუ საგნები მათ ბუნებრივ მსვლელობაშია დატოვებული”. გამოაკელით მთელი, და თქვენ დაგრჩებათ არაფერი.

16. მაკ კულოხი თავის ჩინებულ თხზულებაში იცავს იმ ღონისძიებებს, რომლებითაც სახელმწიფო ვალში გადასახდელი სარგებელი უნდა შეეთანხმოს პურის შემცირებულ ღირებულებას. იგი მომხრეა თავისუფალი ვაჭრობის, მაგრამ ფიქრობს, რომ ასეთი ვაჭრობის დაწესება დაკავშირებული უნდა იყოს სარგებლის შემცირებასთან სახელმწიფოს კრედიტორებისათვის.

36 მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსები რიკარდოს შესახებ

▲ზევით დაბრუნება


კ. მარქსი - ზედმეტი ღირებულების თეორიები. გამოუქვეყნებელი ხელნაწერებიდან: პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის. ტ. II, დ. რიკარდო, ნაწ. I. 1933 წ.

კ. მარქსი - Теории прибавочной стоимости. Из неизданной рукописи к критике политической экономии. т. II. , Д. Рикардо, ч. 2-я, Партиздат Ц К В К П (б) 1936 г.

კ. მარქსი - პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის. სახელგამი. 1932 წ. 1 თავის დამატება. პარაგრ. A. საქონლის ანალიზის ისტორიისათვის და 2 თავის დამატება, პარაგრ. ჩ. თეორიები მიმოქცევის საშუალებათა და ფულის შესახებ.

კ. მარქსი - კაპიტალი, ტ. I, თავი XV, XXII (პარაგრ. 2) და მთელი რიგი შენიშვნები სხვა და სხვა ადგილას.

კ. მარქსი - კაპიტალი, ტომი II, სახელგამი, 1933 წ. რიკარდოს თეორია ძირითადი და საბრუნავი კაპიტალის შესახებ (განყ. 2, თავი11) და რეპროდუქციის შესახებ (განყ. 3, თავი 19, ნაკ. III).

კ. მარქსი - კაპიტალი, ტომი III, ნაწ. 1, სახელგამი, 1932 წ. , თავი XI, XV.

კ. მარქსი - კაპიტალი, ტომი III, ნაწ. 2, თავი XXXIV, XXXIX.

კ. მარქსი - ფილოსოფიის სიღატაკე, 1931 წ.

კ. მარქსი - Теории прибавочной стоимости, т. III, Партиздат Ц К В К П (б) 1936 г.

მარქსი და ენგელსი - წერილები, ადორაცკის რედაქციით, გამ. 1923წ. (წერილები მიწის რენტის შესახებ).

ენგელსი - ანტი-დიურინგი, სახელგამი, 1933 წ., მეორე განყოფილება - პოლიტიკური ეკონომია.

ენგელსი - კაპიტალის მეორე ტომის წინასიტყვაობა.

ენგელსი - ფილოსოფიის სიღატაკის წინასიტყვაობა.

ლენინი - მარქსიზმის სამი წყარო და სამი შემადგენელი ნაწილი. რჩეული ნაწერები, ტომი VI, 1933.

ლენინი - მარქსი კ., რჩეული ნაწერები, ტომი VI, 1933 წ.

ლენინი - თხზულებანი, ტომი II (ეკონომიური რომანტიზმის დასახასიათებლად), 1929.

ლენინი - თხზულებანი, ტომი IV, 1929წ.

ლენინი - Соб. сочинений, том XII, изд. З-е.

სტალინი - ლენინიზმის საკითხები, გამ. მეათე, 1935 წ.

კ. მარქსი - ზედმეტი ღირებულების თეორიები. გამოუქვეყნებელი ხელნაწერებიდან: პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის. ტ. II, დ. რიკარდო, ნაწ. I. 1933 წ.

კ. მარქსი - Теории прибавочной стоимости. Из неизданной рукописи к критике политической экономии. т. II. , Д. Рикардо, ч. 2-я, Партиздат Ц К В К П (б) 1936 г.

კ. მარქსი - პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის. სახელგამი. 1932 წ. 1 თავის დამატება. პარაგრ. A. საქონლის ანალიზის ისტორიისათვის და 2 თავის დამატება, პარაგრ. ჩ. თეორიები მიმოქცევის საშუალებათა და ფულის შესახებ.

კ. მარქსი - კაპიტალი, ტ. I, თავი XV, XXII (პარაგრ. 2) და მთელი რიგი შენიშვნები სხვა და სხვა ადგილას.

კ. მარქსი - კაპიტალი, ტომი II, სახელგამი, 1933 წ. რიკარდოს თეორია ძირითადი და საბრუნავი კაპიტალის შესახებ (განყ. 2, თავი11) და რეპროდუქციის შესახებ (განყ. 3, თავი 19, ნაკ. III).

კ. მარქსი - კაპიტალი, ტომი III, ნაწ. 1, სახელგამი, 1932 წ., თავი XI, XV.

კ. მარქსი - კაპიტალი, ტომი III, ნაწ. 2, თავი XXXIV, XXXIX.

კ. მარქსი - ფილოსოფიის სიღატაკე, 1931 წ.

კ. მარქსი - Теории прибавочной стоимости, т. III, Партиздат Ц К В К П (б) 1936 г.

მარქსი და ენგელსი - წერილები, ადორაცკის რედაქციით, გამ. 1923წ. (წერილები მიწის რენტის შესახებ).

ენგელსი - ანტი-დიურინგი, სახელგამი, 1933 წ., მეორე განყოფილება - პოლიტიკური ეკონომია.

ენგელსი - კაპიტალის მეორე ტომის წინასიტყვაობა.

ენგელსი - ფილოსოფიის სიღატაკის წინასიტყვაობა.

ლენინი - მარქსიზმის სამი წყარო და სამი შემადგენელი ნაწილი. რჩეული ნაწერები, ტომი VI, 1933.

ლენინი - მარქსი კ., რჩეული ნაწერები, ტომი VI, 1933 წ.

ლენინი - თხზულებანი, ტომი II (ეკონომიური რომანტიზმის დასახასიათებლად), 1929.

ლენინი - თხზულებანი, ტომი IV, 1929წ.

ლენინი - Соб. сочинений, том XII, изд. З-е.

სტალინი - ლენინიზმის საკითხები, გამ. მეათე, 1935 წ.

37 საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


37.1 ა. სახელთა და თხზულებათა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


ბარტონი, ჯონ. Observation on the circumstances which influence the Condition of the labouring Classes of society. London 1817. 339.

ბიუკენენი, დავიდ. Observations and Notes on Ad. Smith's ,,Wealth of Nations”. Edinburgh 1814. 46, 71, 175, 178, 207 - 209, 261, 262, 278, 299, 314.

დესტიუდ დე ტრასი. Elements d'Ideologie. Paris 1815. 235, 236.

,,Edinburgh Review” 250.

ლოდერდალი. An Inquiry into the Nature and Origin of Public Wealth and into the Means and Causes of its Increase. Edinburgh 1804. 314 - 315, 327 - 328, 329.

ლოჯი, .

მაკ-კულოხი. Corn Laws and Trade. Supplement of the Encyclopedia Britannica, 1818; Essay on the Question of reducing the Interest of the Nation Debt, 1816, 220 - 221, 264, 265.

მალთუსი, თ. რ. Essay on Population. London 1798; Inquiry into the Nature and Progress of Rent and the Principles by which it is regulated. London 1815; The Grounds of an Opinion on the Policy of restricting the Importation of foreign Corn. London 1815; The Principles of Political Economy considered with a View to their practical Application. London 1820; Observation on Corn Laws and of a Rise on the Effects of the Corn Laws and of a Rise or Fall in the Prise of Corn on the Agriculture and general Wealth of the Country. London 1814. XV, 8, 32 - 33, 177, 178, 341 da S., 349, 350, 351, 352, 353, 354, 355 - 356, 357, 359, 360, 366, 367.

პიტი 72 შენ.

Ricardo, D. Proposals for an Economical and Sedure Currency. 1816. 300.

სეი, . . Traite d'economie politique ou simple exposition de la maniere, dont se forment, se distribuent et se consomment les richesses. Paris. 1819. XV, XVI, 39, 43, 118, 147 - 149, 184, 192, 193, 199, 200, 205, 210 - 211, 218, 228, 232 - 234, 236 - 237, 239, 248, 263, 264, 265, 291 - 293, 327, 361.

სისმონდი, . დე. Traite de la richesse commerciale ou principes de l'economie politique, appliques a la legislation du commerce. 2 vol. Geneve, 1863. XV, 324, 343.

სმიტი ადამ. An Inquiry into the Nature and Causes of the Wealth of Nations. Edinburgh 1814. XV, 1, 2, 3, 10, 11, 38, 45 - 47, 59, 94, 117, 143 - 146, 160 - 162, 174 -177, 180 - 182, 185, 186, 190 - 192, 207 - 210, 226 - 227, 230, 232, 236, 237, 238, 239, 240, 242, 243, 244, 245, 252 - 253; 255, 256, 257, 258, 259, 262, 272 - 281, 283 - 285, 289 - 290, 291 - 294, 298, 299, 300, 309, 310, 313, 317 - 322, 331, 367.

სტიუარტი XV.

უესტი, ედ. Essay on the Application of Capital to Land etc. By a fellow of University College Oxford, London 1815. XV.

ტიურგო XV.

ტორენსი, . An Essay on the External Corn Trade. 63.

ციცერო

Hansard's Parliamentary History, vol. XXXII.

37.2 ბ. საგანთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


ათისთავი: გავლენა ხორბლით გამოსახულ რენტაზე

განსხვავება ნედლეულის ხარკებისაგან

თანაბარ ხარკს წარმოადგენს

მიწის არა წმინდა პროდუქტის მეათედ ნაწილს შეადგენს, არამედ მთლიანისას

რამდენადაც იგი მოქმედებს როგორც იმპორტის პრემია, შეიძლება მემამულეებისთვის საზიანოდ იქნეს მიჩნეული

წარმოადგენს მიწის მთლიან პროდუქტზე დაწესებულ ხარკს და მთლად მომხმარებელს აწვება

ბანკი: ბანკის დაწესების შემდეგ სახელმწიფოა აღარა აქვს მონოპოლიური პრივილეგია ფულის მოჭრის ან მისი გამოშვებისა

ბოროტად იყენებდა ქაღალდის ფულის გამოშვების შეუზღუდველ უფლებას

ქაღალდის ფულის გამოშვების შესაზღუდავად საუკეთესო საშუალებაა, რომ ქაღალდის ფულის გამომშვებნი ვალდებული იყვნენ მათ მიერ გამოშვებულ ქაღალდში, როდესაც ამათ მათ წარუდგენენ, გადაიხადონ ოქროს მონეტის ან ზოგადის სახით

გაუმჯობესებანი (ტექნიკური): მათი მნიშვნელობა მიწათმოქმედებაში 50 შენ.

რენტა და სასოფლო-სამეურნეო გაუმჯობესებანი

გაუმჯობესებანი: და ძვირფასი ლითონების განაწილება სხვადასხვა ქვეყნებს შორის

დაგროვება: ორი გზა, რომლითაც შეიძლება კაპიტალის დაგროვება

სტიმული დაგროვებისა

შეიძლება დაკავშირებული იყოს მოგების დაწევასთან

დაზოგვა: კაპიტალის დაზოგვა შეიძლება მოხდეს ან შემოსავლის გადიდების გზით, ანდა მოხმარების შემცირების გზით

შრომის დანაზოგი დაბლა სწევს საქონლის შეფარდებითს ღირებულებას

და წმინდა შემოსავლის გადიდება მანქანების გაუმჯობესების გამო

ეროვნული ვალი: მელონი სახელმწიფო ვალის შესახებ

სესხთა სისტემა ნაკლებ დამზოგველად გვაქცევს და გვართმევს თვალის სინათლეს ნამდვილი მდგომარეობის დასანახად

ხარკები

ექსპორტი: არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დიდი ხნით იმპორტი აწარმოოს, უკეთუ იგი თვითნაც ექსპორტს არ ეწევა

პურის ექსპორტი და პურის ფასი

პურის საექსპორტო პრემიას ტენდენცია აქვს დასწიოს პურის ფასი საზღვრაგარეთელი მომხმარებლისათვის

ვაჭრობა: თავისუფალი ვაჭრობა ხელსაყრელია მთელი მსოფლიოსთვის, სასრგებლოა აგრეთვე ყოველი ცალკეული ქვეყნისთვის

თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობა დიდი ბრიტანეთისთვის

თავისუფალი ვაჭრობის უპირატესობა

ომის დასაწყისი ხანგრძლივი მშვიდობიანობის შემდეგ, ან მშვიდობიანობის დასაწყისი ხანგრძილი ომის შემდეგ, იწვევს მნიშვნელოვან სიძნელეებს

სატრანსპორტო ვაჭრობა

უეცარი ცვლილებანი ვაჭრობაში და სასოფლო მეურნეობ

უეცარი ცვლილებანი ვაჭრობაში და ამის მიზეზები

ვაჭრობა, საგარეო: ნ. საგარეო ვაჭრობა

ვაჭრობა, კოლონიალური: ნ. კოლონიალური ვაჭრობა

თამასუქი: მერყეობა კურსისა

სათამასუქო კურსის განსაზღვრა

ფულის მიმოქცევა და სათამასუქო კურსი

იმპორტი: პურის იმპორტი

პურის იმპორტის აკრძალვის შედეგები

იშვიათობა: როგორც წყარო წყარო საცვლელი ღირებულებისა

კაპიტალი: გამოყენების სხვადასხვა შემთხვევა

დაბანდება მანქანებში, იარაღებში, და სხვ. და ამის შედეგები

დაგროვების გავლენა მოგებასა და სარგებელზე

იმპორტზე და ექსპორტზე დაწესებული პრემიების ერთადერთ შედეგს წარმოადგენს კაპიტალის ნაწილის მიქცევა ისეთ მოსაქმეობაში, რომელსაც იგი საგანთა ბუნებრივი მსვლელბისას არ მოსძებნიდა

კაპიტალი: იმ საზოგადოებაში, რომელშიავ მრეწველობა და ვაჭრობა ჰყვავის

კაპიტალის გადიდება და შრომის ხელფასის აწევა

კაპიტალის რაოდენობის მატებისას, როდესაც მისი ღირებულება უცვლელი რჩება ან კლებულობს კიდეც, შრომის ბუნებრივი ფასი ან უცვლელი დარჩება, ანდა დაბლა დაიწევს

კაპიტალის რაოდენობის და ღირებულების მატებისას მაღლა აიწევს შრომის ბუნებრივი ფასი

მთავრობის პოლიტიკის ამოცანა იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ ხალხის მისწრაფებას დაგროვებისადმი ხელი შუწყოს

პრინციპი, რომ საქონელთა წარმოებაზე დახარჯული შრომის რაოდენობა განსაზღვრავს მათ შეფარდებითს ღირებულებას, მნიშვნელოვან სახეცვლას განიცდის მანქანებისა და სხვა ძირითადი და გამძლე კაპიტალის გამოყენების გამო

პრინციპი, რომ ღირებულება არ იცვლება ხელფასის აწევის ან დაწევის გამო, სახეცვლას განიცდის აგრეთვე კაპიტალის არაერთნაირი გამძლეობის გამო და იმ არაერთნაირი სისწარფის გამო, რომლითაც კაპიტალი უბრუნდება მის გამომყენებელს

როდესაც რენტას იძლევა

საზოგადოების პირველყოფის მდგომარეობაში

სარგებელს განსაზღვრავს მოგების ის ნორმა, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს კაპიტალის გამოყენების გზით

ქვეყნის სიმდიდირის ის ნაწილია, რომელიც იხმარება წარმოებაში

ქონების გადაცემაზე დაწესებული ხარკები ხელს უშლიან კაპიტალის უაღრეს ხელსაყრელად განაწილებას საზოგადოებისათვის

კაპიტალი: წმინდა შემოსავლის გადიდება იწვევს კაპიტალის დაგროვებას

კაპიტალისტი: ფულადი კაპიტალისტი მოგებაში არის პურის ღირებულების მნიშვნელოვნად დაწევისას

კოლონიალური ვაჭრობა: ა. სმიტის მოძღვრება

კოლონიასთან ვაჭრობა ისე უნდა იქნეს მოწესრიგებული, რომ იგი კოლონიისთვის იყოს ნაკლებ ხელსაყრელი და მეტროპოლიისათვის - უფრო სასრგებლო, ვიდრე სრულიად თავისუფალი ვაჭრობა

კოლონიები: მეტროპოლია ხელს უშლის მათ უძვირეს ბაზარზე გაჰყიდონ თავიანთი პროდუქტები და უიაფეს ბაზარზე იყიდონ საქონელი და მასალები

ფულის მიმოქცევა

კონკურენცია: კაპიტალის დაგროვება წარმოშობს გადიდებულ კონკურენციას შრომის დამქირავებელთა შორის

სმიტი მოგების დაწევას კაპიტალის დაგროვებას და აქედან გამომდინარე კონკურენციას მიაწერს

და შრომის ხელფასი

მანქანა: ადამიანთა შრომის შენაცვლება მანქანით ხშრირა ძალიან ვნებს მუშათა კლასის ინტერესებს

ავტორის პირვანდელი მცდარი შეხედულება მანქანების შესახებ

ახალი მანქანების გამოგონება და სიმდიდრე

გამოგონება და გამოყენება მანქანისა შეიძლება დაკავშირებული იყოს მთლიანი პროდუქტის შემცირებასთან

გაუმჯობესებული მანქანები მიწათმოქმედებაში და პურის ფასი

მანქანა: ღირებულების ცვლილება

შრომა და შრომის ხელფასი

წმინდა შემოსავლის გადიდება როგორც მანქანების გაუმჯობესების შედეგი

მერკანტილური სისტემა: მისი მავნებელი შედეგები

მთლიანი შემოსავალი: ა. სმიტი აზვიადებს სარგებლობას, რომელიც ქვეყნასა ეძლევა მთლიანი შემოავლით

სეი მთლიანი შემოავლის შესახებ

და წმინდა შემოსავალი

მიწა: ა. სმიტის მოძღვრება მიწის რენტის შესახებ

გაუმჯობესებანი, რომელიც მიწის პროდუქტიულ ძალას ადიდებენ

მიწების პროდუქტიული ძალის განსხვავება, როგორც რენტის განმსაზღვრელი

მიწათმოქმედება: გაუმჯობესებანი

გაუმჯობესებათა გავლენა რენტაზე

ომის გავლენა

სააგილმამულო ხარკი და მისი გავლენა

უეცარი ცვლილებანი ვაჭრობაში და სოფლის მეურნეობა

ხარკის გავლენა

მოგება: არის პროდუქტების აბსოლუტური რაოდენობის მიხედვით, რომელსაც თვითოეული კლასი იღებს, შეგვიძლია სისწორით განვსაჯოთ მოგების ნორმა, არამედ იმ შრომის რაოდენობის მიხედვით, რომელიც საჭიროა ამ პროდუქტის მოსაპოვებლად

დაგროვების გავლენა მასზე

დამოკიდებული რეალურ ხელფასზე

დამოკიდებულია შრომის რაოდენობაზე, რომელიც საჭიროა მუშების საარსებო საგნების მოსაპოებლად იმ მიწაზე ან იმ კაპიტალით, რაც რენტას არ იძლევა

მოგება: მოგების ნორმა და სარგებლის ნორმა

პურის ფასის აწევა, რომელიც ადიდებს მუშის ფულად ხელფასს, ამცირებს ფერმერის მოგების ფულად ღირებულებას

როგორც მიწათმოქმედებაში, ისე მრეწველობაში, დაბლა იწევს ნედლი პროდუქტის ფასის აწევისას, თუ ამ ფასის აწევას თან ახლავს ხელფასის აწევა

საგარეო ვაჭრობა და მოგების საერთო ნორმა

სარგებლის ნორმა, საბოლოოდ და ხანგრძლივად, მოგების ნორმით განისაზღვრება

და ფასების აწევ-დაწევა

ფულის ღირებულების ცვლილება არავითარ სხვაობას არ ჰქმნის მოგების ნორმაში

ძნელია კაპიტალის მოგების ნორმის განსაზღვრა

ხარკები მოგებაზე

ხელფასზე დადებული ხარკები მაღლა სწევს ხელფასს და ამის გამო ამცირებს კაპიტალის მოგების ნორმას

მოთხოვნა და მიწოდება: გავლენა ფასებზე

ლოდერდალი მოთხოვნის და მიწოდების გავლენის შესახებ ფასებზე

სეი მოთხოვნის და მიწოდების გავლენის შესახებ ფასებზე

შეფარებას მიწოდებასა და მოთხოვნას შორის შეუძლია რამდენიმე ხნით გავლენა იქონიოს საქონლის საბაზრო ღირებულებაზე, მაგრამ ამ გავლენას დროებითი ხასიათი ექნება

მონოპოლიური ფასი: და კონკურენცია

მონოპოლიური ფასი: ნედლი პროდუქტებისა

საქონელს მხოლოდ მაშინ აქვს მონოპოლიური ფასი, როდესაც არავითარი საშუალებით არ შეიძლება მისი რაოდენობის გადიდება და როდესაც კონკურენცია მხოლოდ ერთ მხარეზეა

ცვლილება იმ საქონელთა ფასისა, რომელნიც მონოპოლიის საგანს შეადგენენ

მონეტის მოჭრის საფასური: და ლითონური ფულის ღირებულება

მოსახლეობა: და მთლიანი პროდუქტის შემცირება

მიზეზმა რომელიც ადიდებს ქვეყნის წმინდა შემოსავალს, შეიძლება იმავე დროს გამოიწვიოს ჭარბი მოსახლეობა

რეგულიატორია ის ფონდი, რომელიც დანიშნულია მის ჩასაბმელად მოსაქმეობაში, და, მაშასადამე, მოსახლეობაყოველთვის მატულობს ან კლებულობს კაპიტალის მატებასა ან კლებასთან ერთად

და რენტის ზრდა

სამოსახლეო პრინციპის მოქმედების გამო კაცობრიობის გამრავლებაზე, უდაბლესი კლასის ხელფასი არასოდეს არ შეიძლება დიდიხანს იმ დონეზე მაღლა იდგეს, რომელსაც ბუნება და ჩვეულება მოითხოვს მუშის შენახვისათვის

მუშათა კლასი: მუშათა კლასისითვის მნიშვნელობა აქვს იმ წესს, რა წესითაც იხარჯება ქვეყნის წმინდა შემოსავალი

ოქრო (და ვერცხლი): არასაკმარისი გამოსადეგობა ისეთი ცვალებადი საზომის, როგორიც ოქრო და ვერცხლია, სხვა საგანთა ცვალებადი ღირებულების განსასაზღვრავად

თუმცა ისინი ღირებულების ცვალებად საზომს წარმოადგენენ, მაგრამ მთელ რიგ უპირატესობად სამართლიანად უზრუნველყვეს ამ ლითონებს ფულისთვის ნორმალური მაშტაბის როლი ცივილიზებულ ქვეყნებში

ოქრო (და ვერცხლი): ოქროს, პურის და შრომის შეფარდებითი ღირებულება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში

ოქოროს საბაზრო ღირებულებას, საბოლოო ანგარიშით, აწესრიგებს მისი წარმოების შედარებითი სიადვილე ან სიძნელე

როგორც ყოველი სხვა საქონელი, ექვემდებარება ღირებულების რყევას

ღირებულება აქვს მხოლოდ შრომის იმ რაოდენობის პროპორციულად, რომელიც საჭიროა მის საწარმოებლად და ბაზარზე მისატანად

ღირებულება რყევას ექვემდებარება მდიდარი სამადნეების აღმოჩენის გამო

შეადგენს იმ საერთო საზომს, რომლითაც ყველა სხვა საგანთა ღირებულება შეფასდება

მათი შეფარდებითი ღირებულების ცვლილება

ხარკები ოქროზე

პრემიები: გავლენა შრომის ხელფასზე

დაბეგვრის უცუდეს სახეს წარმოადგენს

მანუფაქტურული პროდუქტების და პურის იმპორტზე დაწესებული მაღალი ბაჟების ან მათ ექსპორტზე დაწესებული პრემიების ერთადერთ შედეგს წარმოადგენს კაპიტალის ნაწილის მიქცევა ისეთ მოსაქმეობაში, რომელსაც იგი საგანთა ბუნებრივი მსვლელბისას არ მოსძებნიდა

მანუფაქტურულ საქონელთა საექსპორტო პრემია დროებით ასწევს მათ საბაზრო ფასს, მაგრამ იგი არ გაადიდებს მათ ბუნებრივ ფასს

პრემიები: და მოსამქეობათა ბუნებრივი განაწილების ცვლილება

პემიის შედეგი იქნება ფულის ღირებულების ნაწილობრივი შემცირება არა ხანგრძლივად

პურის საექსპორტო პრემიას ტენდენცია აქვს დასწიოს პურის ფასი საზღვარგარეთელი მომხმარებლისთვის

პურის წარმოებაზე დაწესებული პრემია არავითარ რეალურ ზემოქმედებას არ იქონიებდა ქვეყნის მიწის და პროდუქტის წლიურ პროდუქტზე, თუმცა იგი პურს შედარებით გააიაფებდა და მანუფაქტურულ პროდუქტებს შედარებით გააძვირებდა

საექსპორტო პრემია ხელს უწყობს მიწათმოქმედების განვითარებას ექსპორტის მაწარმოებელ ქვეყანაში

საექსპორტო პრემიები და იმპორტის აკრძალვს

საწარმოო პრემიები

სმიტის მოძღვრება საექსპორტო პრემიების შესახებ

პროდუქტი: არა პროდუქტის აბსოლუტური რაოდენობის მიხედვით, რომელსაც თვითოეული კლასი იღებს, შეგვიძლია ჩვენ სისწორით განვსაჯოთ მოგების, რენტის და ხელფასის ნორმა, არამედ იმ შრომის რაოდენობის მიხედვით, რომელიც საჭიროა ამ პროდუქტის მოსაპოებლად

მოგება, როგორც მიწათმოქმედებაში ისე მრეწველობაში დაბლა იწევს ნედლი პროდუქტის ფასის აწევისას, თუ ამ ფასის აწევას თან ახლავს ხელფასის აწევა

ნედლი პროდუქტის შედარებითი ღირებულების ზრდა

ნედლ პროდუქტზე დაწესებული ხარკი მაღლა ასწევს ხელფასს

უხერხულობა, რომელიც წარმოსდგება, როდესაც დამუშავებულ პროდუქტზე დადებული ხარკი გადაიხდევინება პროდუქტის დამზადების უფრო ადრეულ სტადიაზე, ვიდრე ნაგვიანევზე

ხარკები ნედლ პროდუქციაზე

პური: ათისთავი და ფულადი ხარკი არ შეეხება მემამულის ფულად რენტას, მაგრამ ორივეს არსებითი გავლენა ექნება ხორბლით გამოსახულ რენტაზე

კაპიტალისტი მოგებაში არის პურის ღირებულების მნიშვნელოვნად დაწევისას

ოქოროს, პურის და შრომის შეფარდებითი ღირებულება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში

პრემია მაღლა სწევს პურის ფასს

პურის გაძვირება ხარკის დაწესების შედეგად, რათა შესდგეს ფონდი, საიდანაც პრემია უნდა გაიცეს საქონელთა წარმოებისათვის

პურის იმპორტის აკრძალვის შედეგები

პურის წარმოებაზე დაწესებული პრემია არავითარ რეალურ ზემოქმედებას არ იქონიებდა ქვეყნის მიწისა და შრომის წლიურ პროდუქტზე, თუმცა იგი პურს შედარებით გააიაფებდა და მანუფაქტურულ პროდუქტებს შედარებით გააძვირებდა

რენტა შედეგია პურის მაღალი ფასის, ამიტომ რენტის დაკარგვა დაბალი ფასის შედეგი არის

როგორც ღირებულების საზომი

საზოგადოების ყველა კლასი, მემამულეების გამოკლებით, ზარალობს პურის ფასის აწევით

ფულადი კაპიტალისტი მოგებაში არის პურის ღირებულების მნიშვნელოვნად დაწევისას

როგორც ცვალებადი საზომი საგანთა ცვალებადი ღირებულების განსასაზღვრავად

პური: ხორბალი, რომელიც შრომის უდიდესი რაოდენობით იწარმოება, ხორბლის ფასის რეგულატორი არის

ხორბლის ფასის გავლენა რენტაზე

რენტა: ამა თუ იმ ქვეყნის პირველად დასახელებისას, სადაც უხვად მოიპოება მდიდარი და ნაყოფიერი მიწა, რენტა სრულიად არ არსებობს

გაუმოჯობესებანი, რომელთაც შეუძლიათ პროდუქტის შეფარდებითი ღირებულების დადაბლება, ხორბლით გამოსახული რენტის დაუდაბლებლად, თუმცა ისინი დაბლა დასწევენ მიწის ფულად რენტას

დაეკისრება ყოველთვის მომხმარებელს და არასოდეს - ფერმერს

ზრდა რენტისა ყოველთვის ქვეყნის სიმდიდრის ზრდისა და მისი გადიდებული მოსახლეობის საზდროთი მომარაგების სიძნელის შედეგი არის

მიწის პროდუქტის ის ნაწილი, რომელსაც მემამულეს უხდიან მიწის თავდაპირველი და უხრწნელი ძალებით სარგებლობისათვის

ნედლ პროდუქტზე დაწესებლი ხარკი, საადგილმამულო ხარკი ან ათისთავი ცვლილებას მოახდენს ხორბლით გამოსახულ რენტაში, მაშინ როდესაც ფულად რენტას უცვლელს სტოვებს

და პურის მუდმივი საექსპორტო პრემია

პურის ფასის გავლენა რენტაზე

როდესაც დამუშავებაში მესამე ხარისხის მიწა შედის, მაშინვე მეორე ხარისხის მიწა რენტსი მოცემას იწყებს და იმავე დროს მაღლა იწევს პირველი ხარისხის მიწის რენტა

რენტა: როგორც ნაწილობრივი მონოპოლიის შედეგი, რომელიც სინამდვილეში არასოდეს არ განსაზღვრავს ფასს, არამედ - უფრო თვითონ წარმოადგენს მის ნამოქმედარს

სამადნეების რენტა, ისე როგორც მიწის რენტა, შედეგია და არასოდეს მიზეზი, მათი პროდუქტის მაღალი ღირებულებისა

საქონელთა ფასის შემადგენელი ნაწილის არ არის

სახლის რენტა

ღირებულების შექმნას კი წარმოადგენს, მაგრამ არ წარმოადგენს სიმდიდრის შექმნას

ხარკი რენტაზე მთლიანად აწვება მემამულეებს

საადგილმამულო ხარკი:

თანაბარი საადგილმამულო ხარკის გავლენა პურის ფასზე

სეიმ ყალბად გაიგო ინგლისის საადგილმამულო ხარკის ბუნება და მოქმედება

სინამდვილეში წარმოადგენს რენტის ხარკს

საამორტიზაციო ფონდი:

საგარეო ვაჭრობა:

გაფართოება საგარეო ვაჭრობისა და ამის შედეგები

მოგება, რომელიც მიიღება ვაჭრობის ხელსაყრელ დარგში, მალე დაიწევს საერთო დონემდე

სათამასუქო კურსი: ნ. თამასუქი

სამადნეები: ამერიკის აღმოჩენას მისი მრავალრიცხოვანი სამადნეებითურთ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ძვირფას ლითონთა ბუნებრივ ფასზე

გაუმჯობესება, სამადნეების დამუსავების გასაადვილებლად მოხდენილი, საერთოდ დაბლა სწევს ფულის ღირებულებას

სამადნეები: რენტა სამადნეებისა

სხვადასხვა ხარისხისაა, და მათ დამუშავებაზე შრომის ერთნაირ რაოდენობათა დახარჯვა ფრიად სხვადასხვა შედეგს იძლევა

სარგებელი: დაბალი ნორმა ჰოლანდიაში

დაგროვების გავლენა მასზე

და ეროვნული ვალი

სარგებლის ნორმა და მოგების ნორმა

სარგებლიანობა: არ შეადგენს საცვლელი ღირებულების საზომს, თუმცა იგი აბსოლუტურად აუცილებელია მისთვის

სასოფლო მეურნეობა: ნ. მიწათმოქმედება.

საფასურები: მონეტის მოჭრის საფასური

სასამართლოს საფასურები

საღერბო საფასური

საქონელი: ოქრო როგორც საქონელთა ღირებულების ცვლილების არასრულქმნილი საზომი

პური როგორც საქონელთა ღირებულების არასრულქმნილი საზომი

საქონელთა ღირებულებაზე გავლენა აქვს არა მარტო იმ შრომას, რომელიც უშუალოდ მათ წარმოებაზეა დახარჯული, არამედ იმ შრომასაც, რომელიც შრომის დამხმარე ხელსაწყოებსა, იარაღებსა და შენობებშია მოქცეული

სხვადასხვა ხარისხის შრომის სხვადასხვა გასამრჯელო არ შეადგენს საქონელთა შეფარდებითი ღირებულების ცვლილების მიზეზს

ფასები განისაზღვრება მათი წარმოების ხარჯებით

ფასი საქონელთა, რომელნიც მონოპოლიის საგანს შეადგენენ

ყველა საქონელთა საცვლელი ღირებულება ყოველთვის განისაზღვრება შრომის უდიდესი რაოდენობით, რომელიც აუცილებლად იხარჯება მათ წარმოებაზე იმათ მიერ, ვინც განაგრძობს წარმოებას უაღრესად არახელსაყრელ პირობებში

ონელი: ხელფასი და საქონელთა ფასი

ხელფასის აწევის გავლენა საქონელთა ღირებულებაზე

სახლები: სახლის რენტაზე დაწესებული ხარკი ჩვეულებრივ პირობებში გადაიხდება დამქირავებლის მიერ

სახლი რენტის ორი ნაწილი (ა. სმიტი)

ხარკები სახლებზე

სიმდიდრე: განსაზღვრა სიმდიდრისა

მისი გადიდების ორი გზა

მცდარი განსაზღვრა სეის მიერ

რენტის ზრდა ქვეყნის სიმდიდრის და მისი მოსახლეობის საზრდოთი მომარაგების სიძნელის შედეგი არის

ღირებულება არსებითად განსხვავდება სიმდიდრისაგან

და ღირებულება, მათი განმასხვავებელი ნიშნები

ყველაზე უფრო მაშინ იზრდება, როდესაც რენტა სტაციონალურია, ან ეცემა კიდეც,

ფაბრიკები: საექსპორტო პრემიები და ფაბრიკანტები

ღარიბთა სასრგებლოდ დაწესებული ხარკის ბევრად უფრო დიდი თანხა აწვება ფერმერს, ვიდრე ფაბრიკანტს

წარმოების გაუმჯობესებას რომელსამე ქვეყანაში ტენდეცია აქვს - შესცვალოს ძვირფას ლოთონთა განაწილება მსოფლიოს სხვადასხვა ერებს შორის

ფასი: ბუნებრივი და საბაზრო ფასი

მანუფაქტურულ საქონელთა საექსპორტო პრემია დროებით ასწევს მათ საბაზრო ფასს, მაგრამ იგი არ გაადიდებს მათ ბუნებრივ ფასს

მოთხოვნის და მიწოდების გავლენა ფასებზე

ნედლი პროდუქტის ფასის აწევა ერთადერთი საშუალებაა, რითაც მიწათმოქმედს შეუძლია გადაიხადოს ხარკი

პროდუქტთა ფასის განსაზღვრა

საბაზრო ფასის აწევა აძლევს სტიმულს პურის წარმოებას

საქონელთა ფასის გადიდება და ხელფასი

საქონელთა ფასს, საბოლოო ანგარიშით, განსაზღვრავს წარმოების ხარჯები და არა შეფარდება მოთხოვნასა და მიწოდებას შორის

შრომის ბუნებრივი და საბაზრო ფასი

შრომის ხელფასის გადიდება მაღლა არ ასწევს საქონელთა ფასებს

ფერმერი: და ღარიბთა სასრგებლოდ დანიშნული ხარკი

ხარკის მოქმედება ფერმერის მოგებაზე

ფული: ბრიტანეთის სამონეტო საქმის ისტორიაში ხშირად ვამჩნევთ რომ მიმოქცევის საშუალება არასოდეს არ იყო ღირებულება დაკარგული პირდაპირ თუ პროპორციულად მისი წონის შემცირებისა

მიმოქცევა ფულისა და ბანკები

მიმოქცევაში არასოდეს არ შეიძლება იყოს ისე ბლომად რომ მისინაპირები გადმოხეთქოს

მიმოქცევაში მყოფი რაოდენობის შემცირების გზით, შეიძლება მიმოქცევაში დარჩენილი ფულის ღირებულება აწეულ იქნეს საუკეთესო მონეტების ღირებულების დონემდე

ფული: რაგინდ დიდი იყო ფულის ღირებულება, იგი არვითარ სხვაობას არ ჰქმნის მოგების ნორმაში

რაოდენობა ფულისა, რომელიც შეიძლება იხმარეოდეს ქვეყანაში, დამოკიდებულია მის ღირებუელბაზე

საზოგადოების უზრუნველყოფა მიმოქცევის საშუალებათა ღირებულების ყველა სხვა ცვლილებისაგან, გარდა იმ ცვლილებისა, რომელსაც თვით მონეტის ღირებულება ექვემდებარება, და იმავე დროს მიმოქცეის შესრულება ყველაზე უფრო იაფი საშუალებით, - ეს ნიშნავს სრულყოფილი მდგომარეობის მიღწევას

სახელწიფო საფასურის მონეტის მოჭრისათვის

ფულის მოთხოვნას აწესრიგებს სავსებით მისი ღირებულება, ხოლო მის ღირებულებას - მისი რაოდენობა

ფულის რაოდენობისა და ღირებულების ყოველ რყევისას იცვლება საქონლეთა ფასებიც

ფულის ღირებულება და საექსპორტო პრემია

ფულის ღირებულება სხვადასხვა ქვეყნებში

ფულის ღირებულების დაცემა როგორც მიზეზი საზრდოს ფასის აწევისა

ყოველი გაუმჯობესება, სამადნეების დამუშავების გასაადვილებლად მოხდენილი, საერთოდ დაბლა სწევს ფულის ღირებულებას

შედეგები, რომლებსაც იწვევს ფულის ღირებულების ცვლილება

ქაღალდის ფული: არავითარი შინაგანი ღირებულება არა აქვს, მაგრამ, მისი რაოდენობის შეზღუდვის გამო, მისი საცვლელი ღირებულება შეიძლება ისევე დიდი იყოს, როგორც ღირებულება იმავა სახელწოდების მონეტისა ან ამ მონეტაში მოქცეული ზოდისა

ქაღალდის ფული: ერის თვალსაზრისით სავსებით სულერთია კარგად მოწესრიგებულ ქაღალდის ფულს ვინ გამოუშვებს: მთავრობა თუ ბანკი

რათა მან შეინარჩუნოს თავისი ღირებულება, საჭირო არაა ნაღდდებოდეს ლითონის ფულზე

რაოდენობა იმ ლითონის ღირებულების მიხედვით უნდა იყოს მოწესრიგებული, რომელიც ნორმალურ საზომადაა გამოცხადებული

ქაღალდის ფულის გამოსვების შესაზღუდავად საუკეთესო საშუალებაა, რომ ქაღალდის ფულის გამომშვებნი ვალდებული იყვნენ მათ მიერ გამოშვებულ ქაღალდში, როდესაც ამას მათ წარუდგენენ, გადაიხადონ ოქრო მონეტის ან ზოდის სახით

ღარიბთა სასაგებლო ხარკი:

ღარიბთა შესახებ კანონები: ზედმეტად ხდიდნენ თავშეკავებას და ხელს უწყობდნენ უგუნურთ მით, რომ მათ აძლევდნენ გონიერთა და მუყაითთა ხელფასის ნაწილს 72.

მათი მავნებელი ტენდენცია

მისი ყალბად გამოყენება

ღირებულება: განსაზღვრა ღირებულებისა

დამოკიდებულია შრომის შეფარდებითს რაოდენობაზე, რომელიც საჭიროა მის საწარმოებლად

დამოკიდებულია არა სიუხვეზე, არამედ სიძნელესა ან სიადვილეზე წარმოებისა

იშვიათობა როგორც ერთერთი წყარო საცვლელი ღირებულებისა

ღირებულება: მაღლა ან დაბლა იწევს წარმოების სიადვილა ან სიძნელის შესაბამისად ანუ, სხვა სიტყვებით, იმ შრომის რაოდენობის შესაბამისად, რომელიც დახარჯულია მის წარმოებაზე

ოქროს და ვერცხლის არასაკმარისი გამოსადეგობა სხვა საგანთა ცვალებადი ღირებულების განსასაზღვრავად

ოქროს და ვერცხლს ღირებულება აქვს მხოლოდ შრომის იმ რაოდენობის პროპორციულად, რომელიც საჭიროა მათ საწარმოებლად და ბაზარზე მისატანად

ოქროს, პურის და შრომის შეფარდებითი ღირებულება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში

პრინციპი რომ საქონელთა წარმოებაზე დახარჯული შრომის რაოდენობა განსაზღვრავს მათ შეფარდებითს ღირებულებას, მნიშვნელოვან სახეცვლას განიცდის მანქანებისა და სხვა ძირითადი და გამძლე კაპიტალის გამოყენების გამო

პრინციპი, რომ ღირებულება არ იცვლება ხელფასის აწევის ან დაწევის გამო, სახეცვლას განიცდის აგრეთვე კაპიტალის არაერთნაირი გამძლეობის გამოდა იმ არაერთნაირი სისწრაფის გამო, რომლითაც კაპიტალი უბრუნდება მის გამომყენებელს

რაგინდ დიდი იყოს ფულის ღირებულების ცვლილება, იგი არავითარ სხვაობას არ ჰქმნის მოგების ნორმაში

და რენტა

სარგებლიაონა აბსოლუტურად აუცილებელია საცვლელი ღირებულებისათვის

საქონელთა ახლანდელ ან წინანდელ შეფარდებითს ღირებულებას განსაზღვრავს შედარებითი მათი რაოდენობა, რომლსაც აწარმოებს შრომა, და არა შეფარდებითი რაოდენობა საქონელთა, რომლებიც მუშას ეძლევა გაცვლისას მისი შრომის სამაგიეროდ

ღირებულება: საქონელთა ღირებულებაზე გავლენა აქვს არა მარტო იმ შრომას, რომელიც უშუალოდ მათ წარმოებაზეა დახარჯული, არამედ იმ შრომასაც, რომელიც შრომის დამხმარე ხელსაწყოებსა, იარაღებსა და შენობებშია მოქცეული

და სიმდიდრე, მათი განმასხვავებელი ნიშნები

სმიტი და სეი ღირებულების შესახებ

უცვლელი საზომი ღირებულებისა

შეცდომა და აზრთა უთანხმოება პოლიტიკურ ეკონომიაში ,,ღირებულების” ცნების გარშემო

შრომის რაოდენობა, რომელიც დახარჯულია საქონლის საწარმოებლად, როგორც საცვლელი ღირებულების მთავარი წყარო

შრომის სხვადასხვა გასამრჯელო არ შეადგენს საქონელთა შეფარდებითი ღირებულების ცვლილების მიზეზს

შემოსავალი: ნ. მთლიანი შესავალი, წმინდა შემოსავალი.

შრომა: ბუნერბივი და საბაზრო ფასი

ეკონომია შრომის გამოყენებაში ყოველთვის დაბლა სწევს საქონლის შეფარდებითს ღირებულებას

მანქანების გავლენა

მოთხოვნა შრომისა დამოკიდებულია საბრუნავი კაპიტალის, და არა ძირითადის, გადიდებაზე

მუშათა კლასისთვის მნიშვნელობა აქვს იმ წესს, რა წესითაც იხარჯება ქვეყნის წმინდა შემოსავალი

შრომა: მუშების მიწოდება-მოთხოვნა და შრომის ხელფასი

ოქროს, პურის და შრომის ღირებულება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში

პრინციპი, რომ საქონელთა წარმოებაზე დახარჯული შრომის რაოდენობა განსაზღვრავს მათ შეფარდებითს ღირებულებას, მნიშვნელოვან სახეცვლას განიცდის მანქანებისა და სხვა ძირითადი და გამძლე კაპიტალის გამოყენების გამო

როგორც წყარო საცვლელი ღირებულებისა

საბაზრო ფასი შრომისა და მუშის მდგომარეობა

საქონლის ღირებულება დამოკიდებულია შრომის შეფარდებითს რაოდენობაზე, რომელიც საჭიროა მის საწარმოებლად

სხვადასხვა ხარისხის შრომას სხვადასხვა გასამრჯელო ეძლევა. ეს გარემოება არ შეადგენს საქონელთა შეფარდებითი ღირებულების ცვლილების მიზეზს

შრომის დანაწილება: თავისუფალი ვაჭრობის სისტემა შრომის დანაწილებას ყველაზე უფრო ეფექტიურად და ყველაზე უფრო ეკონომიურად ახდენს

და სიმდიდრე

შრომის ხელფასი: ბუნებრივი და საბაზრო ფასი შრომისა

ბუნებრივი ფასი შრომისა იცვლება სხვადასხვა დროს ერთსა და იმავე ქვეყანაში და ძლიან არსებითად განხვავდება სხვადასხვა ქვეყანაში

კაპიტალის ყოველ გადიდებასთან ერთად შრომის საბაზრო ფასი მაღლა აიწევს, მაგრამ ამ აწევის სიმყარე დამოკიდებული იქნება იმაზე, შრომის ბუნებრივმა ფასმაც აიწია თუ არა

შრომის ხელფასი: და მანქანების გაუმჯობესება

მზარდი სიძნელე საზრდოს დამატებითი რაოდენობის მოპოებისა შრომის იმავე პროპრციული დამატებითი რაოდენობით მაღლა ასწევს ხელფასსაც

მიწის პროდუქტზე დაწესებული ხარკი მაღლა სწევს ხელფასს

მუშების მიწოდება-მოთხოვნა როგორც მიზეზი ხელფასის აწევ-დაწევისა

ნორმალურ თავისუფალ საბაზრო კონკურენციაზე უნდა ოყოს მინებებული და არასოდეს არ უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს კანონმდებლობის ჩარევით

რენტის, მოგების და ხელფასის აწევა ან დაწევა უნდა განვსაჯოთ იმის მიხედვით, თუ როგორ განაწილდება მიწის მთელი პროდუქტი სამ კლასს შორის

როდესაც ხელფასი მაღლა იწევს, ეს ხდება საზოგადოდ იმიტომ, რომ სიმდიდრისა და კაპიტალის გადიდება იწვევს შრომის ახალ მოთხოვნას

ფულადი ხელფასის ძალად მოწესრიგება საზრდოს ფასის მიხედვით უაზრო პოლიტიკაა

ცვლილება შრომის ხელფასში და საქონელთა შეფარდებითი ღირებულება

ხარკები ხელფასზე

ხელფასის გადიდება მაღლა არ ასწევს საქონელთა ფასებს

წარმოება: საქონელთა ფასს, საბოლოო ანგარიშით, განსაზღვრავს წარმოების ხარჯები

წარმოების სიძნელის გადიდება სარგებლობას აძლევს მემამულეს

წმინდა შემოსავალი: არ მცირდება მთლიანი შემოსავლის შემცირების პროპორციულად

წმინდა შემოსავალი: ა. სმიტი წმინდა შემოსავლის შესახებ

გადიდება წმინდა შემოსავლისა იწვევს ახალ-ახალ დაზოგვას და კაპიტალის დაგროვებას

და მანქანების გაუმჯობესება

და მთლიანი შემოსავალი

მუშათა კლასისთვის მნიშვნელობა აქვს იმ წესს, რა წესითაც იხარჯება ქვეყნის წმინდა შემოსავალი

სეი წმინდა შემოსავლის შესახებ

ყველა ხარკი საზოგადოების წმინდა შემოსავლიდან უნდა იქნეს გადახდილი

ხარკები: ათისთავი თანაბარ ხარკს წარმოადგენს

არსი ხარკისა

ასუსტებენ კაპიტალის დაგროვების ძალას

გადახდის უნარი დამოკიდებული თითოეული ადამიანის შემოსავლის ფულად ღირებულებაზე იმ საქონელთა ფულად ღირებულებასთან შედარებით, რომელთაც იგი ჩვეულებრივ მოიხმარებს

გავლენა კაპიტალზე

განსხვავება ათისთავსა და ნედლეულის ხარკებს შორის

დამუშავებულ პროდუქტებზე დაწესებული ხარკები

და მიწათმოქმედება

მიწის პროდუქტებზე დაწესებული ხარკი მაღლა სწევს ხელფასს

მოგებაზე დაწესებული ხარკები

მწარმოებლების მიერ გადახდილი

ნედლ პროდუქტებზე

ნედლ პროდუქტზე დაწესებულ ხარკს მომხმარებელი გადაიხდის

ნედლ პროდუქტზე და მუშის საარსებო საგნებზე დაწესებული ხარკი მაღლა ასწევს ხელფასს

ხარკები: ოთხი წესი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ხარკი (სმიტი)

ოქროზე დაწესებული ხარკები

რენტაზე დაწესებული ხარკი მთლიანად აწვება მემამულეებს

საადგილმამულო ხარკი როგორც რენტის ხარკი

საკუთრების გადასვლაზე დაწესეული ხარკები მკაცრია და შემავიწროებელი (სმიტი)

სეი საადგილმამულო ხარკის შესახებ

სმიტის საადგილმამულო ხარკების შესახებ

უნარი ხარკის გადახდისა შეფარდებულია არა მთლიან შემოსავალთან, არამედ - წმინდა შემოსავალთან

ფასის აწევა ერთადერთი საშუალებაა, რითაც მიწათმოქმედს შეუძლია გადაიხადოს ხარკი

ფულადი ხარკი და ხორბლით გამოსახული რენტა

ფუფუნების საგნების ხარკები

ღარიბთა სასარგებლო ხარკი

ყველა ხარკი, საბოლოო ანგარიშით ქვყნის წმინდა პროდუქტიდან გადაიხდება

ყოველ ხარკს, რომელიც დაწესებულია მუშის მოხმარების ამა თუ იმ საგანზე, ტენდენცია აქვს - დაბლა დასწიოს მოგების ნორმა

ხარკები, რომლებსაც იხდის მწარმოებელი

ხარკები სახლებზე

ხელფასზე დაწესებული ხარკები

ხორბალი: ნ. პური.