![]() |
მიგრაციის და განვითარების პოლიტიკა და პრაქტიკა დიასპორათა და მათი პოტენციალის ჭრილში |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: სპანიული აირინ |
თემატური კატალოგი კვლევები |
საავტორო უფლებები: © მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია(მსო) |
თარიღი: 2019 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოს მისია თბილისი, 2010 წლის თებერვალი-მარტი |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 1. კვლევის სფერო |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე კვლევის უპირველეს მიზანს წარმოადგენს წარმოშობის ქვეყანაში მიმდინარე განვითარების პროცესებში დიასპორათა ჩართვისკენ მიმართულ განსხვავებულ მიდგომათა ანალიზი. ეს მიდგომები მოიცავს განხორციელების პრაქტიკულ გზებს, პროგრამებს, პროექტებს, წამახალისებელ ინიციატივებს და განსაკუთრებულ ზომებს, მიმართულს დიასპორის წარმომადგენელთა ჩართვისკენ მათი წარმოშობის ქვეყნებში მიმდინარე განვითარების პროცესებში. ამ მხრივ, ეს კვლევა სწავლობს წარმატებულ მაგალითებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთაც მნიშვნელოვანი დიასპორა ჰყავთ და მათი ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე შიდა პროცესებში მნიშვნელოვანია. მაგალითები მოიცავს სფეროებს, როგორიცაა ჯანმრთელობა, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორი, განათლება, ფინანსები, კანონმდებლობა, პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა. ამ სფეროებში მიმდინარე საქმიანობები ითვალისწინებს ადამიანური კაპიტალის ბრუნვას, ფულადი გზავნილების და ფინანსური ტრანსფერების მაქსიმალურად სარგებლიანი ათვისების ხელშეწყობას, მიგრანტთა ინტეგრაციის და მონაცემთა შეგროვების და ინფორმაციის მართვის სისტემის გაუმჯობესებას.
აღნიშნული განვითარების სტრატეგიების ძირითადი განმახორციელებელი ორგანო არის წარმოშობის ქვეყნის მთავრობა. მიმდინარე კვლევა სწორედ ამ როლის გამოკვეთას ეხება. თუმცა აღსანიშნავია, რომ მთავრობები დიასპორებთან დაკავშირებული პოლიტიკის განვითარებაში სხვადასხვა სახის პარტნიორობას არჩევენ. საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების უმრავლესობა თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მსოფლიო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან; და ასევე, დიასპორათა გაერთიანებებთან, სავაჭრო სამრეწველო პალატებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, საავადმყოფოებთან, ბანკებთან, ბიზნეს-პარტნიორებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო განვითარების სააგენტოებთან (როგორიცაა DANIDA, USAID, AusAid) და ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
აღნიშნულ თემაზე არსებული მრავალი საინფორმაციო წყაროსგან განსხვავებით, აღნიშნულ კვლევაში მოცემული ძირითადი ინფორმაცია სტრუქტურირებულია ქვეყნის და არა კატეგორიის მიხედვით. ეს არჩევანი ეფუძნება მოსაზრებას, რომ კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ დინამიკასა და პოლიტიკაში გარკვევა ამ ქვეყანაში სრულყოფილ და საფუძვლიან კვლევას საჭიროებს. თუმცა, შეიძლება აღნიშნული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განვაზოგადოთ და შემდეგნაირად დავაჯგუფოთ (უფრო ზუსტი და დეტალური აღწერა მოცემული იქნება დასკვნებში):
- „ტვინების გადინების“ გარდაქმნა „ტვინების მიერ მოტანილ სარგებლად“ („ტვინების მოდინებად“);
- ფულადი გზავნილების მაქსიმალურად სარგებლიანი გამოყენება მდგრადი განვითარების მიზნით;
- კულტურული და პოლიტიკური კავშირების განმტკიცება დიასპორებსა და წარმოშობის ქვეყნებს შორის;
- დიასპორათა შესახებ მონაცემების მოპოვება და მართვა;
- დიასპორათა მიერ წამოშობის ქვეყანაში ინვესტირების ხელშეწყობა.
წარმოშობის ქვეყნების მიერ ინიცირებული წინადადებების შესწავლის თავდაპირველი მიზნის გამო წინამდებარე კვლევაში არ არის დეტალურად განხილული ის მრავალი სხვადასხვა და ხშირად უფრო დამკვიდრებული ფორმა განვითარების ერთობლივი თანამშრომლობისა, რომელიც არსებობს მიგრანტთა ორგანიზაციებს, ადგილობრივ და რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთავრობებს შორის (როგორც წარმოშობის, ასევე მიმღები ქვეყნების). ასევე, კვლევაში არ არის აღწერილი ინდივიდუალურ მიგრანტთა და მათ ორგანიზაციათა მიერ გაწეული, განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული მრავალი სპონტანური და ინდივიდუალური ხასიათის ცალკეული მცდელობა. თუმცა, კვლევის საგანმა არ უნდა შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მიგრანტთა და დიასპორათა ორგანიზაციები პასიურად ელოდებიან ან უკიდურესად საჭიროებენ მთავრობათა და განვითარების სააგენტოების დახმარებას. უმეტეს შემთხვევებში, მიგრანტები თავად ირჩევენ განვითარების პროცესებში ჩართვას, საკუთარი დროის, ძალისხმევის და ფულის ხარჯზე.1 უნდა ითქვას, რომ კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვების პროცესში აღმოჩნდა სოლიდური მასალა არასამთავრობო სექტორის შესახებ, რომლის მეშვეობით მსოფლიო მასშტაბით არსებული ბევრი დიასპორა ჩართულია თავიანთი წარმოშობის ქვეყნის განვითარების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ წინამდებარე კვლევის თემის ირგვლივ არაერთი კვლევაა ჩატარებული (მაგალითად, „Closing the Distance. How Governments strengthen ties with their diasporas“, Dovelyn Rannveig Agunias Editor, Migration Policy Institute, 2009 წლის სექტემბერი). ამდენად, წინამდებარე კვლევის მიზანია არა მათი დუბლირება, არამედ კონკრეტული მიზნისთვის საჭირო შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება. მეტიც, წინადებარე კვლევა განსხვავებულია, ვინაიდან ეფუძნება IOM-ის კონკრეტულ დოკუმენტებს და მასალებს, რომლებიც მხოლოდ ორგანიზაციის შიდა მოხმარების ვებპორტალზე მოიპოვება და ასახავს IOM-ის რეგიონული ოფისებისა და მასპინძელი ქვეყნის მთავრობათა მიერ განხორციელებულ პროექტებს.
კვლევის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენს დიასპორათა შესახებ მონაცემთა ბაზის მონახაზის და დიასპორათა შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად საჭირო კითხვარის ნიმუშის შექმნა. ინფორმაცია დიასპორათა შესახებ საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს შესაბამისი პოლიტიკის შესამუშავებლად. მთავრობებს გაუძნელდებათ დიასპორათა ჩართვისკენ მიმართული პოლიტიკის შემუშავება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ადგილმდებარეობის, შემადგენლობის (ასაკის, სქესის და წარმოშობის რეგიონის მიხედვით), ადამიანური რესურსების, შემოსავლის ოდენობის და სხვა ძირითადი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მოპოვების გარეშე. შემუშავებულია დიასპორის შესახებ მონაცემთა ბაზის და კითხვარის ორი ნიმუში, რომელიც უკვე გამოიყენება რიგ ქვეყნებში ან განხილვის ფაზაშია.
წინამდებარე კვლევაში მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რეკომენდაციების ნუსხა. იგი მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა თემის ირგლივ მოპოვებულ საინფორმაციო მასალას წარმოადგენს.
![]() |
1.2 2. მეთოდოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე კვლევა ჩატარდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თბილისის ოფისში, 2010 წლის თებერვალსა და მარტში.
თავდაპირველად შესწავლილ იქნა IOM-ის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები და პუბლიკაციები (იხ. ბიბლიოგრაფია); რაც ემსახურებოდა საემიგრაციო ქვეყნებში არსებული მიგრაციის და განვითარების პოლიტიკის და მისი განხორციელების გზების კვლევას. პარალელურად, დამატებით, ინტერნეტ-რესურსების მეშვეობით შესწავლილ იქნა აღნიშნულ პუბლიკაციებში მითითებულ ბმულებზე არსებული ლიტერატურა (იხ. ბიბლიოგრაფია).
კვლევის მიმდინარეობის პროცესში ასევე შესწავლილ და გამოყენებულ იქნა IOM-ის თბილისის ოფისის მიერ მოწოდებული სხვადასხვა მასალა (შესაბამისი დოკუმენტები და ელექტრონული კორესპონდენცია). რიგი IOM-ის საინტერესო და საჭირო პუბლიკაციებისა, რომლებიც არ მოიპოვება ნაბეჭდი სახით IOM-ის თბილისის ოფისის ბიბლიოთეკაში, ჩამოტვირთულ იქნა IOM-ის ვებგვერდებიდან.
სადაც ეს შესაძლებელი იყო, ავტორი დაუკავშირდა IOM-ის შესაბამის ოფისს პუბლიკაციის ელექტრონული ასლის გამოგზავნის თხოვნით. გამოკვლეულ იქნა ასევე IOM-ის შიდა ვებპორტალი არსებითი საინფორმაციო წყაროების მოპოვების მიზნით, როგორიცაა პროექტების კონცეფციები, პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია, დონორთა ანგარიშები, ბიუჯეტები.ზოგ შემთხვევაში აუცილებელი გახდა მიგრაციისა და განვითარების სფეროებში მოქმედ კონკრეტულ ორგანიზაციებთან პირდაპირ დაკავშირება, მათი საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის დადგენის მიზნით, რაც არმოიპოვებოდა ინტერნეტ-წყაროებში ან არსებულ ლიტერატურაში. ასეთიორგანიზაციის მაგალითია ბანგლადეშის საწარმოო ინსტიტუტი (Bangladesh Enterprise Institute (BEI)), რომელმაც მოგვაწოდა სასარგებლო ინფორმაცია დიასპორათა საინფორმაციო ქსელის შექმნის მიზნით ბანგლადეშში მუდმივის ცხოვრების უფლების არმქონე პირთა შესახებ მონაცემთა შეგროვების თაობაზე. ასევე, ინტერნეტ-წყაროებში არარსებული ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩვენ დავუკავშირდით დიასპორათა საკითხებზე მომუშავე სამინისტროებს დასამთავრობო უწყებებს (დავუკავშირდით 10 ორგანიზაციას, ვერ დავუკავშირდით დანარჩენ 3-ს). ინფორმაცია მოგვაწოდეს შემდეგმა პირებმა:
- Seydou Keita, საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა და აფრიკული ინტეგრაციის საკითხთა სამინისტროს ტექნიკური მრჩეველი;
- Mr. Balasubramaniyan, საზღვარგარეთ მცხოვრები ინდოელების საკითხთა სამინისტრო;
- Abdesselam El Ftouh, ეკონომიკური განვითარების ცენტრის დირექტორი საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა ფონდი Hassan II;
- Jose Maria J. Palabrica, აღმასრულებელი დირექტორი, საზღვარგარეთ მცხოვრები ფილიპინელების საკითხთა კომისია.
ასევე, დავუკავშირდით IOM-ის ოფისებს სხვადასხვა ქვეყანაში იმ ინფორმაციის დასადგენად, რომელიც სხვა წყაროებით ვერ იქნა მოპოვებული. კერძოდ, საჭირო გახდა დიასპორებთან დაკავშირებით იურიდიული ასპექტების დადგენა, რაშიც დაგვეხმარნენ:
- Antoine Huss, IOM მალი;
- Mourad Ennar, IOM ტუნისი;
- Lina Zekri, IOM ტუნისი - 1035 დასახლების პროექტი/თIDO (წარმოშობის ქვეყნის განვითარების პროცესში ჩართული ტუნისელი მიგრანტები);
- Jose Alfaro Diaz, IOM ბრიუსელი;
- Dorien Deketele, IOM მაროკო;
- Biruk Asmellash, IOM ეთიოპია.
კვლევისას ძირითად სამუშაო ენად გამოიყენებოდა ინგლისური. ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე არსებული ინფორმაცია (რომელიც ძირითადად, შეეხებოდა აფრიკულ და სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებს) შესაბამისად, ითარგმნა ინგლისურად.
კვლევის სამიზნე ქვეყნები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით:
- დიასპორათა მნიშვნელობა: მსხვილი დიასპორების მქონე (აბსოლუტურ და შედარებით რიცხვებში გამოხატული ოდენობით) ქვეყნებს სავარაუდოდ, ექნებათ მეტი გამოცდილება დიასპორათა პოტენციალის მართვაში და მის მიმართვაში წარმოშობის ქვეყანაში განვითარების ხელშეწყობისკენ (ამ მხრივ აღსანიშნავია ფილიპინები და ინდოეთი);
- ინფორმაციის არსებობა ლიტერატურასა და ინტერნეტში;
- განხორციელებული პოლიტიკის და პრაქტიკის საინტერესო ხასიათი და თვითმყოფადობა.
ეს კრიტერიუმები არ ამცირებს ან აბრკოლებს მსოფლიო მასშტაბით გეოგრაფიული რეგიონების ფართო და დაბალანსებული ასახვის მცდელობებს.
![]() |
1.3 3. კვლევის სტრუქტურა |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე ანალიზის მიგრაციასა და განვითარებაზე გლობალურად მზარდი აქცენტების კონტექსტთან ინტეგრირების მიზნით თავში 1 მოცემულია, თუ რატომ და როგორ ჩამოაყალიბეს შესაბამისმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სააგენტოებმა მიგრაციისა და განვითარების კავშირის განმტკიცებისკენ მიმართული იდეები და პოლიტიკა. ამ თავში აღწერილია აგრეთვე დიასპორისგანსხვავებული განსაზღვრებები და სხვადასხვა მნიშვნელობა; და ერთიანი ტერმინის შემუშავებისკენ მიმართული მცდელობები.
მანამ, სანამ ქვეყნების მიხედვით პოლიტიკის დეტალურ განხილვას შეუდგება, თავი 2 აღწერს საერთაშორისო სააგენტოების და ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ და განხორციელებულ (ან განხორციელების ფაზაში მყოფ) რეგიონულ და საერთაშორისო პროგრამებს. გაეროს მიერ შემუშავებული პროგრამა „ცოდნის გაზიარება ექსპატრიანტთა ქსელების მეშვეობით“ (Transfer of Knowledge through Expatriate Networks - TOKTEN) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივა „მიგრაცია აფრიკის განვითარებისთვის“ (Migration for Development in Africa - MIDA) ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ მაგალითებ წარმოადგენს ამ მხრივ.
თავში 3 - კვლევის ცენტრალური ნაწილში - მოცემულია ქვეყნების მიხედვითშესრულებული ანალიზი, რომელიც ჯერ წარმოდგენილია მაკრო დონეზე,ხოლო შემდგომ - ქვეყნის მიხედვით. თითოეული ქვეყნის ნაწილი იწყება მიგრაციის კუთხით არსებული ტენდენციების განხილვით და დიასპორის დახასიათებით (დემოგრაფიული, გეოგრაფიული ასპექტები), ასევე, თუ ასეთი მოპოვებულ იქნა - მოცემულია სამართლებრივი სახის ინფორმაცია დიასპორის სტატუსის შესახებ. შემდგომ აღწერილია კონკრეტული ეროვნული პოლიტიკა და ჩამოთვლილია დიასპორებთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ეროვნული განვითარების პროცესში ჩართვისკენ მიმართული ზომების შემუშავებაზე ორიენტირებული სტრუქტურები.
კვლევაში განხილული ერთადერთი ევროპული ქვეყანა ბულგარეთია. ხმელთაშუა ზღვის აუზის აფრიკული ქვეყნებიდან წარმოდგენილი ტუნისი და მაროკომსხვილი დიასპორის მქონე ქვეყნების ორ წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს.რაც შეეხება დანარჩენ აფრიკას, განხილულია მალი და განა (სუბ-საჰარული აფრიკის ქვეყნები) და ეთიოპია, როგორც აღმოსავლეთ აფრიკული ქვეყანა.ფილიპინები, ინდოეთი და ბანგლადეში ამ კვლევაში აზიის კონტინენტს წარმოადგენენ. და ბოლოს, სოლიდურად წარმოდგენილი ამერიკის კონტინენტი, სადაც განვიხილავთ შესაბამის სამთავრობო ინიციატივებს მექსიკაში, ჰაიტიზე, კოლუმბიასა და ელ სალვადორში.
თავი 4 იკვლევს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ემიგრაციის ქვეყნების მთავრობებთან და სხვა ინსტიტუტებთან (მასპინძელი ქვეყნების მთავრობები, სამოქალაქო საზოგადოება, სხვ.) ერთობლივად განხორციელებულპროგრამებს და პროექტებს, რომლებიც მიმართულია დიასპორათა ჩართვისკენ წარმოშობის ქვეყანაში განვითარების ხელშწყობაში. აღნიშნულია პროექტების შემდეგი კატეგორიები: მიგრაციის და თემთა ეკონომიკური განვითარების პროექტები, შესაძლებლობათა ზრდაზე ორიენტირებული პროექტები კვალიფიციური ადამიანური რესურსების და ექსპერტული ცოდნის დანერგვის ხელშეწყობის გზით, სოციოლოგიური კვლევები, პოლიტიკური საკონსულტაციო პროგრამები და სხვა სახის ინიციატივები. ამ ბოლო კატეგორიაში ხვდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა კამპანიები, სასწავლო ტურები, დიასპორებთან კავშირებზე პასუხისმგებელი ინსტიტუციების ჩამოყალიბება და მსგავსი კავშირების განმტკიცებისკენ მიმართული ზომები. აგრეთვე, აღნიშნულთავში დეტალურადაა განხილული კონკრეტული მაგალითები, რომლებიც პირდაპირ შეესაბამება კვლევის კონტექსტს.
თავი 5 შეიცავს კონკრეტულ წინადადებებს შემდეგი ორი მიმართულებთ:
- საინფორმაციო კითხვარი, რომელიც წარმოადგენს დიასპორათა, მათი ძირითადი რესურსების (ადამიანური, სოციალური, სამეწარმეო. ფინანსური), უნარ-ჩვევათა, ნოუ-ჰაუს და კვალიფიკაციის შესახებ მონაცემების შეგროვების და კომპეტენციათა და განვითარების პოტენციალის შეფასების პილოტურ მექანიზმს;
- დიასპორათა მონაცემების ბაზის ნიმუში, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რაც დიასპორათა პროფილირების და კონკრეტული ანალიზის საშუალებას იძლევა.
დასკვნაში მოცემულია კვლევის ძირითადი შედეგები: სამთავრობო ინიციატივები და გატარებული ღონისძიებები, და დიასპორებთან მიმართებაში არსებულიპრაქტიკა მოცემულია შეჯამებული სახით, სადაც ასახულია ძირითადისფეროები და შესაბამისი ინიციატივები. მრავალი სხვადასხვა ელემენტისარსებობა იძლევა წარმოშობის ქვეყნების განვითარებისკენ მიმართული, დიასპორათა მრავალფეროვანი კაპიტალის მომდევნო და უფრო სიღრმისეული კვლევის საფუძველს.
_________________
1. Haas, de, H., „Engaging Diasporas: how governments and developing agencies can support diaspora involvement in the development of origin countries“, Oxfam Novib and International Migration Institute (IMI), Oxford, 2006, p. 6.
![]() |
2 თავი 1. დიასპორები და განვითარება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 1. დიასპორის განსაზღვრება |
▲ზევით დაბრუნება |
თავდაპირველი მნიშვნელობით, სიტყვა დიასპორა თესლების მიმობნევას ან დათესვას ნიშნავს.
თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინის საერთო შეთანხმებული განსაზღვრება არ არსებობს და განსხვავებული მომხმარებლები მას განსხვავებულ დატვირთვას ანიჭებენ. ტერმინის შინაარსი ყველაზე უკეთ გამოიხატება ე.წ. გარდამავალი მოქალაქეების მაგალითზე, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნის გარეთ, მაგრამ მასთან კავშირს არ წყვეტენ; და ასე ვთქვათ, ცხოვრობენ „იქაც“ და „აქაც“. ტერმინის მოდერნიზების მიზნით და ძლიერი ისტორიული აქცენტის თავიდან ასაცილებლად (თავდაპირველად ინგლისური სიტყვა Diaspora, რომელიც იხმარებოდა მხოლოდ მხოლობით რიცხვში და იწერებოდა მთავრული „D“-თი - გამოიყენებოდა ერთადერთი მნიშვნელობით და ისტორიულ ებრაულ დიასპორას აღნიშნავდა), სადღეისოდ ინგლისურ ენაში მას წერენ მთავრული „D“-ს გარეშე და იყენებენ მრავლობით რიცხვში, რათა თემის საერთო ნიშნის მქონე მახასიათებლების პარალელურად, უკეთ აისახოს დიასპორათა შიგნით არსებული პლურალიზმი, მრავალფეროვნება და ინდივიდუალური ინტერესები.1
ზოგი დიასპორებს განსაზღვრავს, როგორც მოსახლეობის ან ცალკეული ეთნიკური ჯგუფის მიერ ტრადიციული და ეთნიკურად მშობლიური გარემოს ნებაყოფილობით ან იძულებითი დატოვების პროცესს და შედეგს, რაც აისახება გაბნევის შედეგად განვითარებულ ახალ ცვლილებებსა და კულტურაში.2
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია დიასპორის ტერმინს ფართო მნიშვნელობით იყენებს, მოიაზრებს რა მის ქვეშ წარმოშობის ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ მიგრანტთა ნებისმიერ ჯგუფს; მაშინ, როდესაც ტრადიციული მნიშვნელობით დიასპორა აღნიშნავს ქვეყნის გარეთ მუდმივად დასახლებულ ექსპატრიანტთა თემებს, რომლებშიც თაობები იზრდება. IOM-თვის ტერმინი „დიასპორა“ „აღნიშნავს ნებისმიერ, მოქალაქეთა ან ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც ტოვებს თავის ტრადიციულ ეთნიკურ სამშობლოს და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში განიბნევა“3.
მიგრანტთა შრომითი უფლებების დაცვის გაეროს საერთაშორისო კონვენცია განსაზღვრავს დიასპორებს, როგორც „იმიგრანტთა ტრანსნაციონალურ ჯგუფებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, მაგრამ ინარჩუნებენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და ემოციურ კავშირებს თავიანთ სამშობლოსთან და იმავე წარმომავლობის სხვა დიასპორულ თემებთან“.4
დიასპორის ზემოთმოყვანილ საერთაშორისო დეფინიციათა სიმრავლე და სხვადასხვაობა ცხადყოფს, რომ არ არსებობს ტერმინის საერთო, შეთანხმებული და სამართლებრივი დეფინიცია5. ამდენად, ეს სამართლებრივი ვაკუუმი შევსებულ უნდა იქნას თითოეული ქვეყნის კანონმდებლობის მიერ. კვლევა აჩვენებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში დიასპორის შინაარსი სხვადასხვაგვარად გაიგება. ზოგი ქვეყნის მთავრობა დიასპორაში მოიაზრებს მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს, ზოგი - ექსპატრიანტებს, ზოგიც კი დიასპორაში აერთიანებს ემიგრანტთა შთამომავლებსაც.6
ეს ნაშრომი მკითხველს სთავაზობს დიასპორათა რამოდენიმე ცნებას და დეფინიციას, რომლებიც მოწოდებულ იქნა რიგი ქვეყნების დაინტერესებული უწყებების მიერ (IOM-ის ოფისების ან დიასპორათა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო ორგანოთა მიერ).
![]() |
2.2 2. დიასპორები და განვითარება |
▲ზევით დაბრუნება |
მიგრაციასა და განვითარებას შორის ბუნებრივი კავშირი არ არსებობს. განვითარების ქვეშ იგულისხმება მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სოციალური წინსვლა, ადამიანების შესაძლებლობათა გაძლიერება და სოციალური სამართლიანობაა, თუმცა ბევრი ავტორი თანხმდება, რომ განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევის უპირველესი ამოცანა სიღარიბის შემცირებაა.7
დიასპორები ავტომატურად დადებითი ეფექტის მომტანი არ არის წარმოშობის ქვეყნის განვითარებისთვის. აცნობიერებენ რა, რომ მიგრაციის და განვითარების პოლიტიკას განსხვავებული საფუძველი აქვს და სხვადასხვა მიზნებს ემსახურება, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელ პირებს შეუძლიათ განიხილონ მიგრანტების საკითხი, როგორც განვითარების რესურსი.
კონკრეტული მიმართულების არმქონე და მუდმივი ხასიათის მოსალოდნელი ტენდენციის სანაცვლოდ, მიგრაცია სულ უფრო მეტად ხდება დროებითი, სეზონური და ცირკულარული. ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციოტექნოლოგიები აადვილებს კავშირების დამყარებას მიგრანტებსა და წარმოშობისქვეყანაში მათ ახლობლებს შორის; მნიშვნელოვანი ტექნიკური წინსვლა კი საერთაშორისო მგზავრობის სფეროში ასევე აადვილებს მგზავრობას დაამცირებს მის ხარჯებს. ბევრ ქვეყანაში უფრო მიმზიდველი ეკონომიკური გარემოს შექმნის და ორმაგ მოქალაქეობაზე შეზღუდვების შემცირების შედეგად მიგრანტებს შესაძლებლობა ეძლევათ იცხოვრონ ასე ვთქვათ, “ორმაგი ცხოვრებით” - სხვა სიტყვებით, შეინარჩუნონ და დაამყარონ ახლო კავშირები როგორც წარმოშობის, ასევე მუდმივი საცხოვრებლის მქონე ქვეყანაში. შედეგად, მიგრანტები სადღეისოდ უფრო მეტად არიან ჩართულნი განვითარების პროცესებში თავიანთი წარმოშობის ქვეენებში.8
მიგრაცია სულ უფრო მზარდად აღიქმება, როგორც განვითარების ხელშემწყობი შესაძლო ფაქტორი და როგორც მსოფლიო განვითარების პროცესის შემადგენელი ასპექტი. მიგრაციის საკითხი გათვალისწინებულია სიღარიბის შემცირების სტრატეგიებში და უფრო ფართო დაგემგვის პოლიტიკაში და იგი გავლენას იქონიებს ათასწლეულის განვითარების მიზნებზე.
მიგრაცია ხშირად დროებითია ან ცირკულარული, და ბევრი მიგრანტი ინარჩუნებს კავშირებს წარმოშობის ქვეყანასთან. შეაქვთ რა მნიშვნელოვანი წვლილი მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაში, ისინი, ამავე დროს ფინანსური, ტექნოლოგიური, სოციალური და ადამიანური კაპიტალის საკუთარიწარმოშობის ქვეყნებისკენ წარმართვით მნიშვნელოვნად უწყობენ ხელსსიღარიბის შემცირებას და ეკონომიკურ განვითარებას. მიგრანტთა მიერგამოგზავნილი ფულადი გზავნილები განვითარებადი ქვეყნების კაპიტალის ძირითადი წყაროა.
მიჩნეულია, რომ მიგრაციას განვითარებისთვის შემდეგი სარგებელი მოაქვს:9
- მიგრანტები წარმოშობის ქვეყნებში გადასცემენ უნარ-ჩვევებს, რაც ცნობილია „სოციალური გზავნილის“ სახელწოდებით - რაც ხელს უწყობს
განვითარებას;
- „ტვინების გადინება“ იცვლება „ტვინების ცირკულირებით“, რასაც სარგებელი მოაქვს როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები ქვეყნისთვის;
- დროებით (ან ცირკულარულ) შრომით მიგრაციას შეუძლია განვითარების ხელშწყობა, ამიტომ აუცილებელია მისი მხარდაჭერა;
- მიგრანტთა დიასპორებმა შეიძლება მძლავრი ბიძგი მისცენ განვითარებას, უზიარებენ რა რესურსებს და იდეებს გამგზავნ ქვეყნებს;
- ეკონომიკური განვითარების შედეგად შემცირდება მიგრანტთა ნაკადები, ხელი შეეწყობა მიგრანტთა დაბრუნების პროცესს და შეიქმნება ხელსაყრელი პირობები დიასპორათა მიერ მოწოდებული კაპიტალის და ნოუ-ჰაუს ასათვისებლად.
![]() |
2.3 3. დაზუსტებები |
▲ზევით დაბრუნება |
ფაქტების ანალიზის დაწყებამდე უპრიანი იქნება მოვიყვანოთ რამოდენიმე დაზუსტება. ჩვეულებრივ, დიასპორათა წარმოშობის ქვეყნების განვითარების (ან, უმჯობესია, სიღარიბის შემცირების) პროცესებში მონაწილეობის ყველაზე მეტად აპრობირებულ გზას ფულადი გზავნილები წარმოადგენს. ფულადი გზავნილები მნიშვნელოვანი რესურსია განვითარებად ქვეყნებში და ვინაიდან ეს თანხები უშუალოდ ერთი პიროვნების მიერ მეორეს ეგზავნება, ისინი, შესაძლოა,წარმოშობის ქვეყანაში ინვესტირების ან ჩართულობის გაცილებით ეფექტურიგზა აღმოჩნდეს სხვა სახის რესურსებთან შედარებით. მაგრამ ფულადი გზავნილების სარგებელი სელექციურია. როგორც წესი, (თუმცა ეს ტენდენცია უნივერსალური არაა) ფულადი გზავნილები იგზავნება განვითარებადი ქვეყნების შედარებით უკეთეს პირობებში მყოფ თემებში არსებულ შედარებით უკეთესი პირობების მქონე ოჯახებში; თუმცა, ამავდროულად, ეს ოჯახები, თემები და ქვეყნები მიგრანტთა წყაროს წარმოადგენს.10
ამ ასპექტით, ფულადმა გზავნილებმა შეიძლება ხელი შეუწყოს უთანასწორობის გაღრმავებას; ვინაიდან,ჩვეულებრივ, უფრო შეძლებულ ადამიანებს შეუძლიათ მიგრირება და შემდგომ, ფულადი გზავნილების გამოგზავნა.11
ასევე, მნიშვნელოვანია, თუ რაში ხარჯავენ მიმღებნი ფულად გზავნილებს. თუ ისინი იხარჯება პირველადი აუცილებლობის სამომხმარებლო საგნებში ანსოციალურ დანახარჯებში (მალის და ელ სალვადორის მაგალითები), ისინიმაინცდამაინც განვითარების მიზნებს არ ემსახურება. განვითარება, თავისიარსით, უნდა იყოს მდგრადი. ფულადი გზავნილების როლი ეკონომიკურიგანვითარების ხელშეწყობაში დაკავშირებულია არსებულ ფინანსურ სექტორთანდა საინვესტიციო შესაძლებლობებთან.12
იმ შემთხვევაში, თუ ფულადი გზავნილები იხარჯება, ან უფრო უკეთესი - ხდება მათი ინვესტირება მომგებიან საქმიანობებში, სოციალურ ან კოლექტიურ დასახლებებში, ინფრასტრუქტურაში, საგანმანათლებლო ან ნებისმიერ სხვა საქმიანობებში, რაც მიმართულია სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის სამომავლოდ გაუმჯობესებისკენ, ისინი წარმოადგენს განვითარების მექანიზმს. ფულადი გზავნილების მიმღებნი ხდებიან განვითარების აგენტები, როდესაც მიღებული ფული აჩენს ახალ ბაზრებს ან განათლების და სოციალურ-ეკონომიკური ყოფის ხელშეწყობის გზით ოჯახების კეთილდღეობას აუმჯობესებს.13
უნდა აღინიშნოს, რომ ფულადი გზავნილები ძირითადად გამოიყენება საარსებო საჭიროებებისთვის, სამომხმარებლო საგნების შესაძენად და უბრალოდ,საჩუქრად და არა მოგებაზე გათვლილი ინვესტიციების მიზნით, ანუ სხვასიტყვებით, ისინი არ გამოიყენება განვითარების მიზნით, ამ სიტყვის უფრო ფართო გაგებით:14 ფულადი გზავნილები იშვიათად გამოიყენება შემოსავლის წყაროს ან დასაქმების ადგილების შემქმნელი წარმოების ან ინვესტიციების მიზნით.15
ფულადმა გზავნილებმა უარყოფითი ეფექტიც შეიძლება მოახდინოს. პირველ რიგში, გზავნილების მიმღებებმა შეიძლება თავი შეიკავონ ადგილობრივ შრომის ბაზარში ჩართვისგან. ამან შეიძლება შეამციროს ადგილობრივი პროდუქტიულობა, ვინაიდან ოჯახები აღარ არიან დამოკიდებული სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე და აწარმოებენ ნაკლებს. მეორე მხრივ, ფულადი გზავნილები ხელს უწყობს ადგილობრივი ვალუტის რევალვაციას, რაც პირდაპირ აისახება ექსპორტზე და ამავე დროს, ხელს უწყობს იმპორტის ზრდას.ყოველივე ამან, შეიძლება, ეკონომიკის ვარდნა და ემიგრაციის სტიმულირება გამოიწვიოს.16
აღნიშნულ მიზეზთა გამო, წინამდებარე ნაშრომი არ არის განსაკუთრებით ფოკუსირებული ფულადი გზავნილების საკითხზე და იმ გზების შესწავლაზე, რომლებითაც მთავრობები (საერთაშორისო სააგენტოებთან და ორგანიზაციებთან ერთად) ცდილობენ მათი გადმოგზავნის გაადვილებას (მაგ. გადმოგზავნის ხარჯების შემცირების გზით).
ამის სანაცვლოდ, ეს ნაშრომი სწავლობს იმ გზებს, რომლებითაც გამგზავნქვეყანათა მთავრობები ახდენენ საკუთარ დიასპორათა ჩართვას ქვეყნის სოციალურ, სამართლებრივ, პოლიტიკურ, ადამიანურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ფულადი გზავნილების ინვესტიციებად გარდაქმნის ერთ-ერთი ამგვარი გზა მათი სამთავრობო არხებით მდგრადი განვითარების პროექტებისკენ მიმართვაა, რაც გულისხმობს: თითოეული ფულადი გზავნილის გარკვეული წილის გადადებას განვითარების ფონდებში, ოფიციალური ფინანსური ინსტრუმენტების შექმნას ინდივიდუალური გზავნილების წილის მონიტორინგისთვის, მიგრანტების ფულადი გზავნილების და ინვესტიციების ეფექტურ გამოყენებას და დაბრუნებულ მიგრანტთა ეკონომიკური საქმიანობების მხარდაჭერას საინვესტიციო შეღავათების და ტრენინგების გზით, და მიგრანტთა თანამონაწილეობას ერთობლივი საწარმოების შექმნაში.17
და ბოლოს, გადაწყდა, სიღრმისეულად არ განხილულიყო ფულადი გზავნილების საკითხი, ვინაიდან ეს სფერო მეტნაკლებად განხილულია და IOM-ის საქართველოს მისიის მიერ ჩატარებულია კონკრეტული კვლევები („სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან“ თანამშრომლობით).პროგრამის „ახალი არხების და პროდუქტების გამოცდა საქართველოს სოფლისღარიბი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფულადი გზავნილების მაქსიმალურად სარგებლიანად ასათვისებლად განვითარების მხარდაჭერის მიზნით“ ფარგლებში ჩატარდა შემდეგი 3 კვლევა:
- „საბანკო ინსტიტუტების შეფასება“ (2008 წლის სექტემბერი - 2009 წლის იანვარი);
- „თიანეთის მოსახლეობის აღწერა 2008 და მიგრანტები თიანეთიდან საბერძნეთში 2008“ - საველე ანგარიში (2009 წლის მარტი - ოქტომბერი);
- „საქართველოში საერთაშორისო ფულადი გზავნილებისხელშესაწყობად მობილური ტელეფონების გამოყენების მატერიალურტექნიკური დასაბუთება“ (2009 წლის მაისი).
მეორე მნიშვნელოვანი დაზუსტება დიასპორათა სამართლებრივ სტატუსს შეეხება. ეს ფუნდამენტური საკითხია და თუ გავითვალისწინებთ, რომ დიასპორის ჩართვისკენ მიმართული პოლიტიკა და პრაქტიკა კანონმდებლობითაა გამაგრებული, მისი სამართლებრივი განმარტებაც უნდა არსებობდეს. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობათა აღნიშნული კუთხით შესწავლამ გამოავლინა ინფორმაციის სიმწირე ამ საკითხთან მიმართებაში და გავრცელებული შეცდომა:
განმარტება „დიასპორის წარმომადგენელი“ ხშირად აღრეულია „მოქალაქის“ განმარტებასთან. სიმართლეა, რომ მუდმივად საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქე მისი წარმოშობის ქვეყნის დიასპორის წარმომადგენელია. მაგრამ, აუცილებელია, აქვე მიეთითოს, რომ დიასპორის წარმომადგენელი იმთავითვე წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირი არ არის. ეს განცხადება პრაქტიკით დასტურდება. მაგალითად, ბულგარეთი ანიჭებს მოქალაქეობას მისი დიასპორის წარმომადგენლებს. ინდოეთი მხარს უჭერს დიასპორათა წევრების რეგისტრირებას მათ მიერ ინდოეთის საერთაშორისო მოქალაქეობის სტატუსის მისაღებად, რაც განსხვავებულია ინდოეთის მოქალაქეობისგან ან ნაციონალური სტატუსისგან.
ვინაიდან წინამდებარე ნაშრომის ფოკუსი დიასპორებია, ამდენად, მისი მიზანია დიასპორების სამართლებრივი განმარტების დადგენა, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, რთული აღმოჩნდა. თუმცა, გარკვეული ინფორმაცია (მცირე რაოდენობით ქვეყნებისთვის: მაროკო, მალი, ფილიპინები, ინდოეთი) მოპოვებულ და აღნიშნულ იქნა, და ეს ინფორმაცია შესაძლოა აღმოჩნდეს საინტერესო ათვლის წერტილი აღნიშნულ საკითხზე დისკუსიის გასაღრმავებლად.
![]() |
2.4 4. ინტერესის ახალი ტალღა |
▲ზევით დაბრუნება |
უკანასკნელ წლებში საერთაშორისო მიგრაციის (განსაკუთრებით, სამხრეთიდან ჩრდილოეთით) ზრდის და რიგი ქვეყნების მდგრადი განვითარების პროცესზე ასახული თანამდევი პრობლემების შედეგად აშკარად გამოიკვეთა მიგრანტთა და დიასპორათა როლი განვითარების კონტექსტში, იმის გაცნობიერების პარალელურად, რომ დიასპორების მიერ განვითარების პროცესის ხელშეწყობის ხარისხი დიდად არის დამოკიდებული წარმოშობის და დანიშნულების ქვეყნებში არსებულ პოლიტიკაზე, ინსტიტუციონალურ ჩარჩოზე, და პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოზე. 2005 წელს IOM-მა ჩაატარა დიასპორათა განვითარების პროცესში ჩართვის ეროვნულ პოლიტიკათა კვლევა 49 ქვეყნის მაგალითზე(საქართველო ამ ქვეყნების ჩამონათვალში არ შედიოდა).18 შედეგები აღწერილია ნაშრომში „მიგრაციის და განვითარების ჰარმონიზაცია პოლიტიკაში“,საერთაშორისო დიალოგი მიგრაციის შესახებ, №8, რომელიც წინამდებარე ნაშრომის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.
IOM-ის კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მთავრობები სულ უფრო მზარდად ინტერესდებიან და იკვლევენ ინოვაციურ საშუალებებს საკუთარ დიასპორათა რესურსების გამოსაყენებლად განვითარების ხელშეწყობისთვის. ამდენად, უპრიანია ისტორიული კონტექსტის მოკლე მიმოხილვა.19
1950 და 1960-იან წლებში ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ ინდუსტრიალიზაციის და ფართომასშტაბიანი კაპიტალური ტრანსფერების პოლიტიკის გზით ღარიბი ქვეყნები შეძლებდნენ სწრაფი ეკნომიკური განვითარების და მოდერნიზაციის მიღწევას. ამავე პერიოდში იწყება მასშტაბური შრომითი მიგრაცია განვითარებადი ქვეყნებიდან განვითარებული ქვეყნებისკენ. განვითარებადი ქვეყნების მთავრობებმა ემიგრაციის აქტიური ხელშეწყობა დაიწყეს, მიიჩნევდნენ რა მას ეროვნული განვითარების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად. ძირითადი მოლოდინი გულისხმობდა იმას, რომ ფულადი გზავნილები - ისევე, როგორც გამოცდილება, უნარ-ჩვევები და ცოდნა, რასაც მიგრანტები შეიძენდნენ დაბრუნებამდე - დიდად შეუწყობდა ხელს განვითარებად ქვეყნებს ეკონომიკურ წინსვლაში. მიიჩნეოდა, რომ დაბრუნებული მიგრანტები დიდ ფულს დააბანდებდნენ სამრეწველო საწარმოებში წარმოშობის ქვეყნებში. მოლოდინები დიდი იყო. ამავდროულად, იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ ფართომასშტაბიანი ემიგრაცია მსოფლიოს ორივე ნაწილს წაადგებოდა, გამოიწვევდა რა სწრაფ ზრდას როგორც იმიგრაციის, ასევე წარმოშობის ქვეყანაში.
1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდგომ ევროპამ მასშტაბური ეკონომიკური ვარდნა განიცადა, რასაც სამრეწველო რესტრუქტურიზაცია და მზარდი უმუშევრობა მოჰყვა შედეგად. ეს ეტაპი დაემთხვა მიგრაციისა და განვითარების საკთხების აღქმაში შემობრუნების წერტილს. გვიან 1960-იან წლებში მიგრაციისა და განვითარების საკითხების დომინანტურად ოპტიმისტური აღქმა ნელ-ნელა შეიცვალა და გაჩნდა მიგრაციის ახალი - როგორც არა მხოლოდ ტვინების გადინების, არამედ ემიგრაციის რეგიონების მიგრანტთა ფულად გზავნილებზე პასიური დამოკიდებულების ხელშემწყობი ფაქტორის - აღქმა. ახალგაზრდა ნიჭიერი ქალებისა და მამაკაცების გადინებამ კიდევ უფრო გააღრმავა ქვეყნის განვითარების პროცესებისგან ჩამორჩენა. სულ უფრო განმტკიცდა აზრი, რომ მიგრანტები უმიზნოდ ხარჯავენ თავიანთ გზავნილებს და ფულს ძირითადად არაპროდუქტიულ საწარმოებში აბანდებენ.
მიგრაციის სოციალურ-კულტურული ეფექტი ასევე ნეგატიურ ჭრილში წარმოჩნდა. შედარებით უკეთეს და წარმატებულ პირობებში აღმოჩენამ, გემოვნების ცვლილებამ და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვამ მიგრანტებისთვის მათი წარმოშობის ქვეყნებს და რეგიონებს მომხიბვლელობა დაუკარგა.
ადრეულ 1970-იან წლებში მწიფდება აზრი, რომ მიგრაციის დიდი ეპოქა დასრულდა, რომ შრომით მიგრანტთა უმეტესობა წარმოშობის ქვეყანას უნდადაუბრუნდეს, რის გამოც დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა, როგორიცაა ნიდერლანდები, გერმანია და საფრანგეთი, დაიწყეს კონკრეტული ზომების მოსინჯვა ოჯახების (დანიშნულების ქვეყნებში) გაერთიანების იდეის საწინააღმდეგოდ და ამის საპირისპიროდ, მიგრანტთა წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნების იდეის პოპულარიზებისთვის. ეს ზომები გულისხმობდა ბონუსებს გამგზავრების შემთხვევაში, ტრენინგ-პროგრამებს მიგრანტთა დაბრუნებამდე და საინვესტიციო პროგრამებს დაბრუნებული მიგრანტებისთვის. თუმცა ამ პოლიტიკამ ძირითადად, არ გაამართლა, მეტწილად, მწირი საინვესტიციო და დასაქმების შესაძლებლობების გამო წარმოშობის ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ მაღალი იყო უმუშევრობის მაჩვენებელი, პოლიტიკური არასტაბილურობა და შეზღუდვები.
მიგრაციისა და განვითარების მიმართ სკეპტიციზმი დომინირებდა 1970-იანი წლების შუა ხანებიდან გვიანდელ 1990-იან წლებამდე. ეს პერიოდი ასევე დაემთხვა ევროპაში არა დროებითი, არამედ მეტწილად მუდმივი იმიგრაციის რეალობის გაცნობიერებას. შედეგად, აქცენტმა საერთაშორისო მიგრაციის თვალსაზრისით მიმღები ქვეყნის რესურსებსა და შესაძლებლობებზე გადაინაცვლა, და პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელ ევროპელ მოხელეთა ზრუნვის საგანი არა გამგზავნი ქვეყნებისთვის განვითარების თვალსაზრისით მიგრაციის შედეგები, არამედ უფრო მეტად, იმიგრანტთა ინტეგრაცია გახდა. პესიმიზმისა და იგნორირების ხანგრძლივი პერიოდის ფონზე, 2000-იან წლებშიმიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის ხელახალი უეცარი აღმოჩენადა ამ საკითხის მიმართ პესიმისტური განწყობის ოპტიმისტურით შეცვლა საერთაშორისო ორგანიზაციების, მთავრობებისა და განვითარების სააგენტოების მხრიდან განსაკუთრებით აღსანიშნავი ფენომენია. ეს ინტერესი მრავალ სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივათა შემუშავებაში გამოიხატა.
4.1 საერთაშორისო მიგრაციის გლობალური კომისია20
2003 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის ხელშეწყობით საერთაშორისო მიგრაციის გლობალური კომისია (Global Commission on International Migration - GCIM) შეიქმნა. კომისიის მანდატით განისაზღვრა საერთაშორისო მიგრაციის მიერ წამოჭრილი ამოცანების გადასაჭრელად ერთიანი, ყოვლისმომცველი და გლობალური პოლიტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ეს დამოუკიდებელი ორგანო შეიქმნა შვედეთის და შვეიცარიის მთავრობათა ინიციატივით, რომლებსაც შეუერთდნენ ბრაზილია, მაროკო და ფილიპინები; ინიციატივას მხარი დაუჭირა 32-მა ქვეყანამ. ინიციატივის მიზანს შეადგენდა რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო მიგრაციის მართვის გაძლიერების თვალსაზრისით.
2005 წლის ოქტომბერში წარმოდგენილ GCIM-ის ანგარიშში მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან ერთად აღწერილია შედარებით მრავალმხრივი მიდგომა მიგრაციასა და განვითარებას შორის, რაც სცილდება ტრადიციულ - ფულადი გზავნილების საკითხს. ანგარიშის ცალკე თავი „მიგრაცია და განვითარება: ადამიანთა მობილურობის პოტენციალის გააზრება“ აღიარებს როლს, რომელსაც მიგრანტები თამაშობენ წარმოშობის ქვეყნებში განვითარების ხელშწყობაში და სიღარიბის შემცირებაში.
ზემოთაღნიშნულ ანგარიშში მოცემული 33 რეკომენდაციიდან ოთხი პირდაპირ კავშირშია მიგრაციისა და განვითარების საკითხებთან:
1. ფულადი გზავნილები კერძო საკუთრებაა და სახელმწიფოებმა მათი აპროპრიაცია არ უნდა მოახდინონ. მთავრობებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა გააადვილონ და გააიაფონ გზავნილების გადმოგზავნის პროცედურა და ამით დააინტერესონ მიგრანტები, გამოიყენონ გზავნილთა გადაგზავნის ოფიციალური არხები (რეკომენდაცია№8). გადაგზავნის ხარჯები უნდა შემცირდეს, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას, მაგალითად, გზავნლთა მომსახურე ოფიციალურ სისტემებს შორის კონკურენციის შექმნის ხელშეწყობის გზით;
2. წარმოშობის ქვეყნებში ფულად გზავნილთა გადაგზავნის და ინვესტირების მხარდაჭერისკენ მიმართული ზომები შერწყმულ უნდა იქნას ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშემწყობ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან (რეკომენდაცია №9).
3. უნდა გატარდეს ზომები დიასპორების დასაინტერესებლად წარმოშობის ქვეყნებში განვითარების ხელშესაწყობად ინვესტირებაში და მათ მონაწილეობაში ცოდნის გაცვლის ტრანსნაციონალურ ქსელებში (რეკომენდაცია №10);
4. სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა შეიმუშავონ პოლიტიკა და პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს განვითარების სტიმულირებას დაბრუნებულ მიგრანტთა და ცირკულარული მიგრაციის რესურსების საფუძველზე (რეკომენდაცია №11).
საგულისხმოა, რომ GCIM მიგრანტთა გაერთიანებებისა და სამოქალაქო ინსტიტუციების როლს ხედავს შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებაში, ანალიზსა და გავრცელებაში გადაგზავნის არსებული სამსახურების შესახებ ფულის გადაგზავნის მსურველთათვის. ეს გამჭვირვალობა ფინანსურ სექტორში საშუალებას მისცემს მიგრანტებს, მოახდინონ ფულის გადამგზავნი სხვადასხვა სამსახურის ღირებულებათა შედარება.
GCIM ასევე ხედავს წარმოშობის რეგიონებში არსებული გაერთიანებებისა და დიასპორათა ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს კოლექტიურ გზავნილთა შეგროვებასა და გადაგზავნაში, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფრასტრუქტურული ან თემისთვის (და არა ცალკეული ოჯახებისთვის) სარგებლის მომტანი სხვა პროექტების განსახორციელებლად. GCIM ასევე წარდგა რეკომენდაციით კოლექტიური გზავნილების გაერთიანებისა სახელმწიფო ან განვითარების სააგენტოების მიერ გამოყოფილ ფულად სახსრებთან, როგორც ესმექსიკური პროგრამების „ორი ერთზე“ და „სამი ერთზე“ პროგრამების ფარგლებში განხორციელდა.
GCIM-ის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პრაქტიკული მაგალითია „ახალი პარტნიორობა აფრიკის განვითარებისთვის“ (New Partnership for Africa's Development - NEPAD) და UNESCO-ს ერთობლივი „ადამიანური რესურსების აფრიკული პროგრამა“, რომლის მიზანია ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის და დანარჩენი მსოფლიოს უნივერსიტეტებში და უმაღლეს სკოლებში მომუშავე აფრიკული წარმოშობის პროფესორ-მასწავლებლების მონაცემთა ბაზის შექმნა. ეს მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომი იქნება აფრიკული სახელმწიფოებისთვის და აფრიკაში განათლებისა და სწავლების სფეროში მოღვაწე ყველა სხვა ორგანიზაციისთვის. აფრიკის ეკონომიკურ საკითხთა კომისია (Economic Commission for Africa-ECA) ახდენს აფრიკელი ექსპერტების და დიასპორათა მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობათა კოორდინირებას და უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას წევრ სახელმწიფოთა, განვითარების სააგენტოთა და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის.
დაასრულა რა საკუთარი მისია, საერთაშორისო გლობალური კომისია დაიხურა 2005 წლის 31 დეკემბერს.21
4.2. დიალოგი გაეროს უმაღლეს დონეზე საერთაშორისო მიგრაციის და
განვითარების საკითხებზე22
საერთაშორისო მიგრაციის და განვითარების საკითხებზე გაეროს უმაღლეს დონეზე დიალოგი შედგა 2006 წლის 14 და 15 სექტემბერს გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში. გაეროს უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა სრულად მიგრაციის და განვითარების საკითხს მიეძღვნა და მასში მონაწილეობდნენ გაეროს წევრი ქვეყნების მინისტრები, გაეროს სააგენტოთა, მთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ორდღიანი დიალოგი წარიმართა ოთხი პლენარული შეხვედრის და ოთხი თემატური მრგვალი მაგიდის სახით. მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- საერთაშორისო მიგრაციის გავლენა ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე;
- მიგრანტთა ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის, მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის და ტრეფიკინგის აღკვეთის მიზნით გატარებული ზომები;
- საერთაშორისო მიგრაციის და განვითარების მრავალმხრივი ასპექტები, მათ შორის, ფულადი გზავნილების საკითხი;
- სხვადასხვა დონეზე პარტნიორობის ჩამოყალიბების, შესაძლებლობათაზრდის და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის ხელშეწყობა, მათ შორის,ორმხრივ და რეგიონულ დონეზე, ქვეყნების და მიგრანტთა სასარგებლოდ.
დიალოგის მონაწილეებს ასევე საშუალება მიეცათ, ემსჯელათ მუდმივმოქმედი გლობალური საკონსულტაციო ფორუმის სტრუქტურასა და შინაარსზე. როგორც საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარებისადმი მიძღვნილ ანგარიშში გაეროს უმაღლესი მდივანი აღნიშნავს, ამგვარი ფორუმის შექმნა შესაძლებელს გახდის, ერთობლიობაში იქნას განხილული მიგრაციასთან და განვითარებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, დაინტერესებულ მხარეთა შორის მოსაზრებათა, არსებულ ინიციატივათა და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლის შედეგად.
ფაქტობრივად, მიგრაციისა და განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი გლობალური ფორუმი უმაღლეს დონეზე დიალოგის ერთ-ერთი ძირითადი შედეგია.
4.3 მიგრაციის და განვითარების გლობალური ფორუმი23
მიიჩნევა რა არაფორმალურ, მრავალმხრივ და სახელმწიფოთა მიერ წარმართულ პროცესად, მიგრაციის და განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი გლობალური ფორუმის (Global Forum on Migration and Development - GFMD) მიზანია საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების საკითხების უფრო მეტად გამოკვეთა, საერთაშორისო თანამშრომლობის, სახელმწიფოთაშორისო დიალოგის, ახალი სტრატეგიული წინადადებების ხელშეწყობის გზით მიგრაციის სფეროში და განვითარებასთან მის ურთიერთკავშირში.
განვითარებულ და განვთარებად ქვეყნებს შორის კარგად მომზადებული და უწყვეტი დიალოგის წარმართვის გზით ფორუმი ცდილობს მიაღწიოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით საერთო ხედვის შემუშავებას იმ სფეროებში, სადაც მიგრაციის პოლიტიკას განვითარების ხელშეწყობის ყველაზე მეტი პოტენციალი აქვს და სადაც განვითარების პოლიტიკა ყველაზე მეტად ითვალისწინებს მიგრაციას და მის პოტენციურ სარგებელს. ფორუმის მიზანია ასევე იმ ფაქტის საყოველთაო აღიარების ხელშეწყობა, რომ საერთაშორისო მიგრაცია განვითარების პროცესის ნორმალური და საკვანძო ელემენტია. მიგრაციის და განვითარების გლობალური ფორუმი, როგორც არაფორმალური საკონსულტაციო პროცესი, მიგრაციის წარმოშობის, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყნებს, მათი განვითარების დონის მიუხედავად, იწვევს თავიანთ ეროვნულ გამოცდილებათა, სპეციფიკურ პრობლემათა და გამოწვევათა გასაზიარებლად და მიგრაციასა და განვითარებას შორის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობათა განმტკიცებისკენ მიმართული პრაქტიკული და ინოვაციური პოლიტიკის შესამუშავებლად.
მიგრაციის და განვითარების პირველი გლობალური ფორუმი შედგა ბრიუსელში (ბელგია) 2007 წლის ივლისში; მეორე - მანილაში (ფილიპინები) 2008 წლის ოქტომბერში; მესამე - ათენში (საბერძნეთი) 2009 წლის ნოემბერში; მეოთხე გაიმართება პუერტო ვალარტაში (მექსიკა) 2010 წლის ნოემბერში.
4.4 მიგრაციის და განვითარების ერთობლივი ინიციატივა (Joint Migration and Development Initiative (JMDI)24
JMDI წარმოადგენს ევროკავშირის მიერ ინიცირებულ სამწლიან პროგრამას, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, გაეროს მოსახლეობის ფონდთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანაშრომლობით. ევროკომისიის და გაეროს აღნიშნული ერთობლივი ინიციატივის საბოლოო ამოცანა საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მხარდაჭერაა, რომლებიც თავიანთ ძალისხმევას მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის განმტკიცებისკენ მიმართავენ.
ევროკომისიის და გაეროს ერთობლივი ინიციატივა მიგრაციასა და განვითარებას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირს გამოხატავს. მიგრაციისა და განვითარების გაეროს უმაღლესი დონის 2006 წლის დიალოგის და მიგრაციისა და განვითარების მომდევნო გლობალური ფორუმის მსვლელობისას ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მიგრანტთა მიერ წარმოშობის ქვეყნებისთვის გაწეულისარგებელი, შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტის შევსების და ადგილობრივ კულტურათა გამდიდრების ხელშეწყობის გზით.
ერთობლივი ინიციატივის საბოლოო ამოცანა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მხარდაჭერაა, რომლებიც თავიანთძალისხმევას მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის განმტკიცებისკენ მიმართავენ. ერთობლივი ინიციატივა ასევე მიზნად ისახავს:
- მიგრაციასა და განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების ქსელების შექმნას და მხარდაჭერას;
- აღნიშნულ სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენას და ინფორმაციის გაზიარებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არსებული ქმედითი მექანიზმების შესახებ დაინტერესებულ მხარეთა შორის;
- მიგრაციისა და განვითარების საკითხებში პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერას.
ინიციატივა ფოკიუსირებულია ოთხ თემატურ სფეროზე: მიგრანტთა შესაძლებლობები, მიგრანტთა თემები, მიგრანტთა ფულადი გზავნილები და მიგრანტთა უფლებები, და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. სამიზნე ქვეყნებია: მაროკო, ტუნისი, ალჟირი, ეგვიპტე, კაბო ვერდე, ნიგერია, განა, მალი, სენეგალი, ეთიოპია, ეკვადორი, იამაიკა, საქართველო, მოლდოვა, შრი ლანკა და ფილიპინები.
ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში გამოცხადდა საპროექტო წინადადებათა ტენდერი სამოქალაქო ჯგუფებისთვის და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, რაც გულისმობს სათემო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფონდებს, დიასპორათა ორგანიზაციებს, პროფესიულ და მეცნიერულ კავშირებს, წარმოშობის ქვეყნების მხარდაჭერაზე მომუშავე მიგრანტთა გაერთიანებებს, აკადემიურ კავშირებს, სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და სხვ. პროექტები დაფინანსდება შემდეგი ოთხი მიმართულებით: ფულადი გზავნილები, მიგრანტთა შესაძლებლობები და უნარები, მიგრანტთა თემები და კავშირები და მიგრანტთა უფლებები.
4.5 ვირტუალური ცოდნის ბაზრობა25
ევროკომისიის და გაეროს მიგრაციის და განვითარების ერთობლივი ინიციატივის (JMDI) ფარგლებში მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმის (GFMD) 2009 წლის სამოქალაქო საზოგადოების დღეების პარალელურად ათენში ჩატარდა მიგრაციისა და განვითარებისადმი მიძღვნილი ორდღიანი ვირტუალური ცოდნის ბაზრობა. ბაზრობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, უმასპინძლა რა 153 ქვეყნის წარმომადგენელ 3800 სტუმარს და მიაღწია რა მთავარ მიზანს, რაც (JMDI)-ის კონკრეტული საკვანძო ამოცანების მოგვარების ხელშეწყობაში მდგომარეობდა; კერძოდ, მიგრაციისა და განვითარების კონცეფციის, ამ სფეროშიარსებული საუკეთესო პრაქტიკის და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციათა მნიშვნელობის საყოველთაო აღიარებაში მხარდაჭერის მოპოვება.
ვირტუალურმა ბაზრობამ აღნიშნულ მიზანს მიაღწია, მიიტანა რა ათენში მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმის (GFMD) სამოქალაქო საზოგადოების დღეების მიმდინარეობისას განხილული საკითხები უფრო ფართო აუდიტორიამდე ბაზრობის მონაწილეებთან ჩაწერილი ვიდეოინტერვიუებისგავრცელების, საუკეთესო პრაქტიკის მოდელების ჩვენების და მცირე აქტორების მნიშვნელობის გამოკვეთის გზით.
გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა მსოფლიო მასშტაბით საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ შემუშავებული, მიგრაციისა და განვითარებაზე ფოკუსირებული 60 ინიციატივა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ თითოეული პროექტის დეტალებს მიღწევების და გამოცდილების გაცნობის და ფოტოგალერის დათვალიერების გზით. ამ პროექტების წარმოდგენამ გაზარდა მსგავსი იდეების ცნობადობა ვირტუალური გამოფენის და ათენის (JMDI)-ის პავილიონის მონაწილე სამთავრობო წარმომადგენლებსა და დონორებს შორის.
4.6 მიგრაციის გლობალური ჯგუფი26
მიგრაციის გლობალური ჯგუფი (Global Migration Group - GMG) არის სააგენტოთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს სააგენტოთა ხელმძღვანელებს და ემსახურება მიგრაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტის და ნორმის ფართოდ გამოყენების დანერგვის და საერთაშორისო მიგრაციის საკითხისადმი უფრო ერთიან, ყოვლისმომცველ და უკეთ კოორდინირებულ მიდგომათა შემუშავების მხარდაჭერას. კერძოდ, GMG დაინტერესებულია საკუთარ წევრთა და დაინტერესებულ მხარეთა ეფექტურობის ამაღლებაში პოტენციურ შესაძლებლობებზე აქცენტის გამახვილების და საერთაშორისო მიგრაციით განპირობებულ გამოწვევებზე რეაგირების გზით.
GMG აერთიანებს 13 ორგანიზაციას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო მიგრაციასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებში:
- შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
- მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
- ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი
- გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენცია
- გაეროს განვითარების პროგრამა
- ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა გაეროს განყოფილება
- განათლების, მეცნიერების და კულტურის გაეროს ორგანიზაცია
- გაეროს მოსახლეობის ფონდი
- გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი
- გაეროს ბავშვთა ფონდი
- სწავლების და კვლევის გაეროს ინსტიტუტი
- ნარკოტიკების და დანაშაულის საკითხთა გაეროს ოფისი
- მსოფლიო ბანკი
ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა სამუშაო მასალის დამუშავება, რომლებიც განთავსებულია ჯგუფის ოფიციალური ვებ გვერდის „მიგრაციის განვითარებისათვის“ დასათაურებულ სექციაში: სამართლებრივი და პოლიტიკური დოკუმენტები (მაგ.: უმაღლესი დონის დიალოგი საერთაშორისო მიგრაციის და განვითარების საკითხებზე, 2006 წლის 14-15 სექტემბერი),პუბლიკაციები (მაგ.: ადამიანური განვითარების ანგარიში 2009. ბარიერების გადალახვა: ადამიანების მობილურობა და განვითარება, გაეროს განვითარებისპროგრამა), პოლიტიკური სემინარების ანგარიშები (მაგ.: დიასპორათა შენატანი, გაეროს სწავლების და კვლევის ინსტიტუტის/გაეროს მოსახლეობის ფონდის/მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში, 2006 წლის 11 მაისი).
4.7 ევროპის დონეზე ნაკისრი ვალდებულებები27
უკანასკნელი წლების განმავლობაში ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მიგრაციისა და განვითარების ურთიერკავშირს. ევროკავშირის სტრუქტურების მიერ გამოიცა და დამტკიცებულ იქნა რიგი სახელმძღვანელო მითითებებისა და ოფიციალური განაცხადებებისა, რომლებშიც ასახულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვალდებულება, შეიმუშავონ ერთიანი მიდგომა მიგრაციისა და განვითარების სფეროში მესამე ქვეყნებთან და საერთაშორისო და რეგიონულ სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
გაეროს უმაღლესი დონის დაიალოგისთვის მზადებისას ევროკავშირის საბჭომ 2006 წლის 17 ივლისს დაამტკიცა ევროკავშირის ერთიანი ოფიციალური პოზიცია, რაც წარედგინა გაეროს უმაღლეს მდივანს. დოკუმენტში აისახა ევროკავშირის პოზიცია აღნიშნული ორი სფეროს ურთიერკავშირის შესახებ და ხაზი გაესვა ერთიანი მიდგომის შემუშავების აუცილებლობას.
არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის აუცილებლობის და მიგრანტთა, როგორც განვითარების ხელშემწყობი ფაქტორის პოტენციალის და ინტეგრაციაზე ფოკუსირებული ეფექტური პოლიტიკის გატარების მნიშვნელობის აღნიშვნასთან ერთად, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მიგრანტთა ადამიანის დაშრომის უფლებები, ევროკავშირის პოზიციაში, ასევე, აღნიშნულია:
- მიგრაციის განზომილების უფრო მეტად გამოკვეთა პარტნიორი ქვეყნების სიღარიბის შემცირების და განვითარების ეროვნულ სტრატეგიებში;
- პერსონალის დაქირავების უფრო ეთიკური და მწყობრი პოლიტიკის შემუშავება და ცირკულარული მიგრაციის პოლიტიკის უკეთესი ათვისებამიგრანტთა გამგზავნი ქვეყნებიდან ტვინების გადინების პროცესზე ადექვატური რეაგირებისთვის;
- ფულადი გზავნილების მომსახურეობის სფეროში კონკურენტუნარიანობის გაზრდა ფულის გადაგზავნის ხარჯების შემცირების მიზნით;
- ფულადი გზავნილების მომგებიანი ინვესტიციების და განვითარებისკენ მიმართვის ხელშეწყობა;
- გენდერული ბალანსის გათვალისწინება მიგრაციის და განვითარების პოლიტიკასა და პროგრამებში.
ევროკავშირი ასევე ითვალისწინებს მიგრაციული ნაკადების „სამხრეთისამხრეთი“ მნიშვნელობას, რომლის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა გამოიხატა პარტნიორი ქვეყნებისთვის გაწეული დახმარებით მიგრაციის მართვის შესაძლებლობათა ზრდისკენ მიმართული ინიციატივების გზით. 2007 წლის 16 მაისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი „ცირკულარული მიგრაცია და პარტნიორობა მობილურობისთვის ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის“. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ნაწილს ევროკომისიის „მიგრაციისადმი გლობალური მიდგომისა“, რომელმაც ოფიციალურად კურსი 2005 წლის დეკემბერში აიღო და შემდგომ ევროკომისიის სხვადასხვა პოლიტიკურ დოკუმენტში ჩამოყალიბდა. დოკუმენტი მიმოიხილავს ახალ საშუალებებს, მიმართულს კანონიერი მიმოსვლის ორგანიზებისკენ ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიგრაციისადმი გლობალური მიდგომის განხორციელების მიზნით თანამშრომლობაში.
მობილურობისთვის პარტნიორობის განვითარების მიზნით მესამე ქვეყნებმა ვალდებულება უნდა აიღონ, იბრძოლონ არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად, რაც გულისხმობს საზღვრის კონტროლის და მართვის გაუმჯობესების, მიგრანტთა არალეგალური გადაყვანის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარებას. თავის მხრივ, ევროკავშირის ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყონ აღნიშნული მესამე ქვეყნების მოქალაქეთა მიგრაციას. ასევე, ევროკომისია სწავლობს ცირკულარული მიგრაციის ხელშწყობის გზებს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაეხმარება თავიანთი შრომითი ბაზრის საჭიროებათა მოგვარებაში - მიგრაციის განვითარებაზე პოტენციური დადებითი ეფექტის გაძლიერების და წარმოშობის ქვეყნების საჭიროებებზე რეაგირების შედეგად, მათთვის პროფესიული უნარ-ჩვევების გადაცემის და ტვინების გადინების უარყოფითი ეფექტის შემცირების გზით.
დოკუმენტში მიმოხილულია ცირკულარული მიგრაციის კონცეფცია და გამოყოფილია მისი შემდეგი ძირითადი სახეები:
- ევროკავშირში მუდმივად მცხოვრებ მესამე ქვეყნების მოქალაქეთა ცირკულარული მიგრაცია. ეს კატეგორია მოიცავს მაღალკვალიფიციურ მიგრანტთა შერჩეულ ჯგუფებს, როგორიცაა საქმიანი ან სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ვისაც სურს საქმიანობის წამოწყება წარმოშობის ქვეყანაში. IOM-ის პროგრმა MIDA (მიგრაცია აფრიკის განვითარებისთვის) ამ სქემის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს.
- მესამე ქვეყნებში მცხოვრებ მოქალაქეთა დროებითი ცირკულარული მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის, სწავლის, ტრენინგის ან მათი კომბინირებული ფორმის მიზნით. ეს მოდელი იმ პირობას ეფუძნება, რომ მიგრანტები, ევროკავშირის ქვეყნებში მათი კანონიერი ყოფნის ვადის ამოწურვისას, დაუბრუნდებიან თავიანთ საქმიანობას წარმოშობის ქვეყანაში. ევროკომისია ასევე წინადადებით გამოდის, მიგრაციის ცირკულარულობის გაადვილების მიზნით, მიანიჭოს მიგრანტებს ერთგვარი პრივილეგირებული ფორმა შესვლა-გამოსვლისა ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ისინი მანამდე ცხოვრობდნენ; რაც შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად, შესვლის/ხელახალი შესვლის გამარტივებულ პროცედურებში.ქვემოთ მოყვანილია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული მიგრაციასა დაგანვითარებაზე (კერძოდ, კი ცირკულარულ მიგრაციაზე) ორიენტირებული პროექტების რამდენიმე მაგალითი:28
- „შრომითი მიგრაციის მართვა, როგორც განვითარების ინსტრუმენტი“;
- „ევროპაში მცხოვრებ მაროკოელი წარმოშობის მეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამა მდგრად ეკონომიკურ საქმიანობათა შექმნის მიზნით მაროკოში“. პროექტი მხარს უჭერს ევროპაში მცხოვრებ მაროკოელი წარმოშობის მეწარმეთა კერძო ინიციატივებს, მიმართულს მცირე და საშუალო საწარმოთა შექმნისკენ;
- „მაროკოს თანაგანვითარების პროგრამა“. პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირში მცხოვრებ მაროკოელთა ხელშეწყობას, მოახდინონ ინვესტირება თავიანთ წარმოშობის თემებში, მცირე და საშუალო საწარმოთა შექმნის და ქვეყნის მასშტაბით ტურისტული ბიზნესის განვითარების გზით;
- „მაროკოელი მიგრანტი იტალიაში, როგორც მისი წარმოშობის თემის განვითარების და ინოვაციის დანერგვის ხელშემწყობი აგენტი: მაროკოს ჩრდილოეთ რეგიონში განხორციელებული პილოტური პროექტი“.
__________________
1. „Mainstreaming migration into development policy agendas”, International Dialogue on ??????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????
2. ?Diaspora Dialogues”, IOM, Geneva, 2007, p.6.
3. ?Glossary on Migration - International Migration Law”, IOM, Geneva, 2004, p.19.
4. ?Migration for Development: Within and Beyond Frontiers”, IOM, Geneva, 2006, p.211.
5. ?Asylum and migration glossary. A tool for better comparability”, European Migration Network/IOM, Jan 2010, p.45 http://emn.sarenet.es/Downloads/prepareShowFiles.do;jsessionid=D32C9AAE1968099E5BD3CC82CF3963A3?direc toryID=117
6. ?Mainstreaming migration into development policy agendas”, International Dialogue on Migration, No. 8,?Department for International Development (DFID), IOM, Buitenlandse Zaken, Geneva, 2005, p. 99.
7.Van Hear N., Sorensen N. N., “The migration-Development Nexus”, IOM, United Nations, Geneva, 2003, p. 288.
8. Migration for Development: Within and Beyond Frontiers”, IOM, Geneva, 2006, p. 16.
9.Castles S., Delgado Wise R., ?Migration and Development: Perspectives from the South”, IOM, International?Network in Migration and Development, Universidad Autonoma de Zacatecas, Geneva, 2008, p. 8.
10. Van Hear N., Sorensen N. N., op. cit., p. 291.
11. ?Migration for Development: Within and Beyond Frontiers”, IOM, Geneva, 2006, p. 133.
12.“Tianeti Household Census 2008 & Tianeti Migrants to Greece 2008. Fieldwork Report”, IOM and IFAD, Tbilisi, March-October 2009, p. 6.
13. Van Hear N., Sorensen N. N., op. cit., p. 295.
14.Freinkman, L.M., ?Role of the diasporas in transition economies: lessons from Armenia”, presented at the 11th annual meeting of the Association for the Study of the Cuban Economy (ASCE) in Coral Gables, August 2-4, 2001, p. 333; available on http://lanic.utexas.edu/project/asce/pdfs/volume11/freinkman.pdf
15. ?Migration for Development: Within and Beyond Frontiers”, IOM, Geneva, 2006, p. 133.
16. ?Tianeti Household Census 2008 & Tianeti Migrants to Greece 2008. Fieldwork Report”, IOM and IFAD, Tbilisi, March-October 2009, p. 6.
17. Van Hear N., Sorensen N. N., op. cit., p. 295.
18. ?International Migration and Development. Perspectives and Experiences of the International Organization for Migration (IOM), IOM, 2006, p. 18.
19. Haas, de, H., “Engaging Diasporas: how governments and developing agencies can support diaspora involvement in the development of origin countries”, Oxfam Novib and International Migration Institute (IMI), Oxford, 2006, p. 9-13.
20. Haas, de, H., op. cit., p. 22-24.
21. http://www.gcim.org: საერთაშორისო მიგრაციის გლობალური კომისია.
22.http://www.migrationdevelopment.org: მიგრაცია და განვითარება.
23. http://www.gfmd-fmmd.org: მიგრაციის და განვითარების გლობალური ფორუმი (პირველი გამოცემა).
24. http://www.migration4development.org/content/about-jmdi: მიგრაცია განვითარებისთვის.
25. http://www.iom-nederland.nl/english/Programmes/Migration Development/news/Results of the Migration for Development Virtual Fair: IOM-ის ნიდერლანდების ოფისი.
26. http://www.globalmigrationgroup.org: მიგრაციის გლობალური ჯგუფი.
27. http://www.migrationdevelopment.org: „მიგრაცია განვითარებისთვის”.
28. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://europa.eu/rapid/pressReleasesAction.do?reference=MEMO/07/197
![]() |
3 თავი 2. საერთაშორისო და რეგიონული ინიციატივები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 1. პროგრამა „ცოდნის გაზიარება ექსპატრიანტთა ქსელების მეშვეობით“ (TOKTEN) |
▲ზევით დაბრუნება |
გაეროს პროგრამა „ცოდნის გაზიარება ექსპატრიანტთა ქსელების მეშვეობით“ (Transfer of Knowledge through Expatriate Networks - TOKTEN) ერთობლივად ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს მოხალისეების მიერ. ოფიციალურად დაიწყო რა არსებობა 1977 წელს, პროგრამის მიზანია ექსპატრიანტთა პროფესიული ცოდნის გადაცემა მათი წარმოშობის ქვეყნებისთვის მოკლევადიანი კონსულტაციების სახით. ეს სამსახური არ წარმოადგენს გრძელვადიან დასაქმებას, იგი უფრო მეტად მოკლევადიანი საკონსულტაციო შეხვედრების სახეს ატარებს. TOKTEN-ის მოხალისეებს არ უხდიან ხელფასს, თუმცა გაერო ანაზღაურებს მათი მგზავრობის და ყოველთვიურ საცხოვრებელ ხარჯებს. 1977-1997 წლებში TOKTEN-ის დაახლოებით 5.000 მოხალისემ ჩაატარა საკონსულტაციო შეხვედრები 49 განვითარებად ქვეყანაში სხვადასხვა სფეროებში საზოგადოებრივი ადმინისტრაციიდან და საწარმოთა მართვიდან დაწყებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებით და კომპიუტერული ტექნოლოგიებით დამთარებული. TOKTEN-ის პროექტები ტარდებოდა ავღანეთში, ბრაზილიაში, ჩინეთში, განაში, ლიბანში, მალიში, პაკისტანში, პალესტინაში, რუანდაში, სენეგალში, სუდანში, თურქეთსა და ვიეტნამში.1
![]() |
3.2 2. პროგრამა „მიგრაცია აფრიკის განვითარებისთვის“ (MIDA)2 |
▲ზევით დაბრუნება |
აფრიკის კონტინენტის ბევრი სახელმწიფო განიცდის კვალიფიციური ადამიანური რესურსების ნაკლებობას, ძირითადად, უმაღლესი განათლების მქონე პირთა მასიური გადინების გამო. პოლიტიკური არასტაბილურობა, შეიარაღებული კონფლიქტები, უმუშევრობა და არაეფექტური მმართველობა ასევე ხელს უწყობს ნაკლებად მტრული შიდა გარემოს მქონე ქვეყნებში ემიგრირების წინაპირობის შექმნას. ბევრი აფრიკული ქვეყნისთვის ტვინების გადინება მდგრადი განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია. კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა განსაკუთრებულად აისახება ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობის განვითარება და დასაქმების ხელშემწყობი ეკონომიკური საქმიანობები. ამდენად, ვინაიდანტვინების გადინება აფრიკის გარკვეული რეგიონების დაბალი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, იგი აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნას ამ მიგრანტთა პოტენციალის მაქსიმალურად სარგებლიანად გამოყენებისკენ მიმართული პოლიტიკის შემუშავებისას.
1983 წელს IOM-მა კვალიფიციურ აფრიკელ მოქალაქეთა დაბრუნების და რეინტეგრაციის (Return and Reintegration of Qualified African Nationals) პროგრამა წამოიწყო. პროგრამა 3 და 4-წლიანი ფაზებით მიმდინარეობდა. პირველი პილოტური ფაზა 1983 წელს დაიწყო აშშ-ს და ევროკავშირის დაფინანსებით:პროგრამის ფარგლებში კენიაში, სომალისა და ზიმბაბვეში 503 კვალიფიციური აფრიკელი მოქალაქე დაბრუნდა. მეორე ფაზა ევროკომისიის მიერ Lome-ACP კონვენციების ფარგლებში დაფინანსდა და 619 კვალიფიციური მოქალაქის დაბრუნება უზრუნველყო 6 მონაწილე ქვეყანაში: განა, კენია, უგანდა, სომალი, ზამბია და ზიმბაბვე. მესამე ფაზის შედეგად კი დაბრუნდა 887 კვალიფიციური მოქალაქე მეორე ფაზით განსაზღვრულ ქვეყნებსა და დამატებით კიდევ 6 ქვეყანაში - ანგოლა, კაბო ვერდე, გვინეა ბისაუ, სიერა ლეონე და მოზამბიკი.3
MIDA-ს კონცეფცია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1990-იანი წლების დასასრულს შემუშავდა. იმ დროისთვის მიგრაციულ გადაადგილებათა მართვა და მიგრაციასა და განვითარებას შორის ურთიერთკავშირი თანდათან საერთაშორისო ფორუმებზე მსჯელობის საგანი ხდება. 2000 წლის 23 ივნისს ხელმოწერილი კოტონუს (ბენინი) შეთანხმების შედეგად ევროკავშირსა და აფრიკულ, კარიბის ზღვის აუზისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო. კოტონუს შეთანხმება, მათ შორის,ითვალისწინებდა მიგრაციისა და განვითარების საკითხებს; და სწორედ ამ კონტექსტში და მიგრაციის სარგებლის აფრიკის განვითარებისკენ მიმართვისთვის IOM-მა და გაბონმა ლიბერვილში (გაბონი) 2001 წლის აპრილში მოაწყვეს სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა დელეგატმა ოცი აფრიკული ქვეყნიდან. უორკშოპმა თავი მოუყარა აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორის, დიასპორათა ორგანიზაციების, აფრიკული კავშირის, ევროკავშირის და გაეროს აფრიკის ეკონომიკურ საქმეთა კომისიის წარმომადგენლებს. 3-დღიანი მუშაობის შედეგად მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ აუცილებელია სტრატეგიათა და მეთოდოლოგიათა შემუშავება აფრიკული დიასპორების ინსტიტუციურ შესაძლებლობათა გასაძლიერებლად, რათა ისინი მომავალში ეფექტურად დაეხმარონ საკუთარ თემებს წარმოშობის ქვეყნებში. ლიბერვილის სემინარის რეკომენდაციები მიღებულ იქნა 2001 წლის ივლისში აფრიკულ სახელმწიფოთა ლიდერების მიერ აფრიკული ერთიანობის ორგანიზაციის სამიტზე ლუსაკაში (რეზოლუცია № 614). ამ საკონსულტაციო პროცესმა საშუალება მისცა IOM-ს ნიადაგი მოემზადებინა ახალი პროგრამისთვის „მიგრაცია აფრიკის განვითარებისთვის“. ლიბერვილის სემინარის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აფრიკულ ქვეყნებს და ჩრდილოეთ ქვეყნებს აფრიკული მოსახლეობით ასევე შეუძლიათ პროგრამაში მონაწილეობა. ლიბერვილის უორკშოპში მონაწილე ოცმა ქვეყანამ დაადასტურა საკუთარი მონაწილეობა პროგრამაში (ალჟირი, ბენინი, ბურკინა ფასო, ბურუნდი, კაბო ვერდე, კონგო ბრაზავილი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, განა, გვინეა ბისაუ, კენია, მალი, მოზამბიკი, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, უგანდა, ზამბია და ზიმბაბვე).4
MIDA წარმოადგენს შესაძლებლობათა ზრდისკენ მიმართულ პროგრამას, რომლის მიზანია ურთიერთკავშირის დამყარება აფრიკელ მიგრანტთა და ქვეყნის საჭიროებათა შორის. იგი ხელს უწყობს აფრიკულ დიასპორათა კომპეტენციებისდა რესურსების (ინტელექტუალური და ფინანსური) გაზიარებას წარმოშობის ქვეყნებისთვის.
MIDA-ს ძირითადი მიზნებია:5
- სამიზნე ქვეყნებში განვითარების პრიორიტეტულ სფეროებსა და პროგრამებში საჭირო უნარ-ჩვევათა განსაზღვრა, რომლებიც ყევლაზე უკეთ შეიძლება მოწოდებულ იქნას აფრიკულ დიასპორათა მიერშეძენილი უნარ-ჩვევების, ფინანსური და სხვა რესურსების გაზიარების შედეგად;
- დიასპორის აფრიკელთა უნარ-ჩვევების, ფინანსური და სხვარესურსების შესწავლა, რაც შეიძლება გაზიარებულ იქნას აფრიკისთვის, განვითარების პროგრამების მხარდასაჭერად;
- წარმოშობის ქვეყნებში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისობის დადგენა დიასპორათა უნარ-ჩვევებთან, ფინანსურ და სხვა რესურსებთან;
- აფრიკული ქვეყნების მთავრობებთან და კერძო ინსტიტუციებთან, ისევე როგორც დონორებთან და სხვა სააგენტოებთან კავშირების დამყარება მდგრადი თანამშრომლობის განსამტკიცებლად განვითარების პროექტების განხორციელების მიზნით.
ადამიანების და რესურსების მობილიზება ყოველთვის დაკავშირებულია მიგრანტთა დროებით დაბრუნებასთან, იქნება ეს გრძელვადიანი თუ ვირტუალური - ნებაყოფილობით საფუძველზე. დაბრუნების რომელ ფორმასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, პროგრამის მიზანი არამც და არამც არარის რაიმე ორაზროვანი პოზიციის შექმნა მიგრანტთა სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით ქვეყანაში, სადაც მათ მუდმივი საცხოვრებელი აქვთ ან ქვეყანაში, სადაც ისინი ახლად განსახლდებიან.
![]() |
3.3 3. „მიგრაცია აფრიკის განვითარებისთვის“ პროგრამის პროექტი „დიდი ტბები“6 |
▲ზევით დაბრუნება |
MIDA-ს დიდი ტბების პროექტი ფინანსდება ბელგიის მიერ სამიზნე ქვეყნებისშრომის და დასაქმების სამინისტროებთან თანამშრომლობით და ხორციელდება IOM-ის ბრიუსელის ოფისის მიერ. პროექტის მიზანია ევროკავშირში მცხოვრებ ბურუნდის, კონგოს და რუანდის დიასპორების წარმომადგენელთა გაერთიანება თავიანთ წარმოშობის ქვეყნებში განვითარების პროცესების ხელშესაწყობად.პროგრამის ფარგლებში ეწყობა შესაძლებლობათა გადაცემა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურების მეშვეობით (დისტანციური სწავლა). პროგრამა ასევე ფონდების გადაგზავნაზეც მუშაობს, ვინაიდან მისი ერთ-ერთი ამოცანაა დიასპორათა წახალისება, გადაგზავნონ ფულადი სახსრები განვთარების პროექტების დასაფინანსებლად. IOM-ის მიერ დაფინანსებულ ექსპერტულ მისიათა ხანგრძლივობა 2-დან 12 თვემდეა. MIDA-ს დიდი ტბების პროექტმა განვლო სამი ფაზა და ახლა იგი მიმდინარეობის მეოთხე ფაზაშია.
პირველი ფაზა (2001-2003)7
პროგრამის პირველი ნაწილი გულისხმობდა სამიზნე ქვეყნებში ცოდნის, გამოცდილების, ნოუ-ჰაუს და ინვესტიციათა მხრივ არსებულ საჭიროებათა გამოვლენას, რომელთა დაკმაყოფილება შესაძლებელია დიასპორათა რესურსებით.
ამავე დროს, ბელგიის IOM-ის ოფისმა შეადგინა ბელგიაში მცხოვრებ ამ ქვეყნების წარმომადგენელ მაღალკვალიფიციურ და პროგამაში მონაწილეობის მსურველ მქონე აფრიკელთა სია. წარმატება თვალნათელი იყო: დაახლოებით 500-მდე კანდიდატმა გამოთქვა ინიციატივის მხარდაჭერის სურვილი. მომდევნო ეტაპზე საჭირო გახდა მოთხოვნის და მიწოდების შეფასება. ამდენად, შემუშავდა საჭიროებების და რესურსების შედარებითი სისტემა, რის შედეგად MIDA-ს 115 აგენტის მიერ განხორციელდა 163 მისია, აქედან 74 შედგა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 71 ბურუნდიში და 18 რუანდაში.
ვირტუალური ტრანსფერების შედეგად განხორციელდა დისტანციური სწავლის სესიები გაუტკივარების და რეანიმაციის საკითხებში ლუბუმბაშის უნივერსიტეტში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა). ტრენინგი ჩატარდა ბელგიაში მცხოვრები კონგოელი ექიმის ხელმძღვანელობით და შემდგომ მასში სამეცნიერო ხარისხის მაძიებელმა 700-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.ამ მნიშვნელოვანმა შედეგებმა ავტორებს მეორე ფაზის განხორციელების საფუძველი შეუქმნეს.
მეორე ფაზა (2005 წლის თებერვალი - 2006 წლის მარტი)
პროგრამის მეორე ფაზა გულისხმობდა ევროკავშირში, კერძოდ, ბელგიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ნიდერლანდებში მცხოვრები ბურუნდის, კონგოს და რუანდის დიასპორათა რესურსების მობილიზებას.
პროგრამის მიერ შემუშავდა მექანიზმები ბურუნდის, კონგოს და რუანდის განვითარების პრიორიტეულ სექტორებში არსებულ საჭიროებათა გამოსავლენად. სამთავრობო სტრუქტურებთან და განვითარების აგენტებთან კონსულტაციების შედეგად ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობის განვითარება აღინიშნა, როგორც სამი პრიორიტეტული სფერო. ეს ანალიზი მუდმივად ახლდება, ვინაიდან შესაბამისი პროგრამა მრავალმხრივ სექტორულ სტრატეგიულ გეგმებს შეიცავს. პროცესი ასევე ავლენს დამქირავებლებს, რომლებსაც შეუძლიათ მიწოდებული ცოდნის და ფინანსური რესურსების ათვისება.
ამაეე დროს, MIDA-ს დიდი ტბების პროექტის ფარგლებში შემუშავდა მექანიზმი ბურუნდის, კონგოს და რუანდის დიასპორებში არსებული რესურსების დოკუმენტირებისთვის გამოვლენილ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად შემოთავაზებულ იქნა შემდეგი სამი ტიპის ტრანსფერი:
- ფიზიკური - 10 ინსტიტუციაში მივლენილ იქნა 16 მისია: ორი უნივერსიტეტი და ერთი პარამედიცინის სკოლა, სამი საზოგადოებრივი მართვის უწყება (სახელმწიფო სამსახურის, შრომის და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის და მსხვილფეხა პირუტყვის მოშენების საკითხთა სამინისტრო, სამოქალაქო ინჟინერიის და აღჭურვილობის საკითხთა სამინისტრო), ორი ინსტიტუცია კერძო სექტორიდან და ერთი - სამოქალაქო საზოგადოებიდან. სექტორალური სქემა მოიცავდა შვიდ მისიას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ექვსს - განათლებისთვის, ორს ჯანდაცვისთვის და ერთს - შერეული სექტორებისთვის. ერთი მიგრანტი მუდმივად საცხოვრებლად დაბრუნდა ბურუნდის უნივერსიტეტში, აგრონომიულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
- ვირტუალური - 2006 წლის თებერვალში რუანდაში ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა განათლების სფეროში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დიასპორების წარმომადგენელ მასწავლებლთა როლი. შეხვედრა ემსახურებოდა დისტანციური სწავლის რეგიონული სამოქმედო გეგმის განხორციელებას.
- ფინანსური - MIDA-ს დიდი ტბების პროექტის მიზანს კერძო სექტორისთვის და სათემო პროექტებისთვის ფინანსური საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება შეადგენდა. „დიდი ტბების“ პროგრამით განხორციელებული დიასპორათა მიერ გადმოგზავნილი ფულადი ტრანსფერების კვლევა,რომლის ანგარიშიც 2006 წლის მარტში გამოქვეყნდა, შეიცავს რეკომენდაციებს დიასპორათა მიერ გადმოგზავნილი ფულადი რესურსების პოზიტიური ეფექტის გასაძლიერებლად განვითარებისკენ პროცესების ხელშეწყობისთვის.
მესამე ფაზა (2006 წლის აპრილი - 2008 წლის მარტი)
მესამე ფაზა ძირითადად დაეყრდნო იმავე მექანიზმებს და მეთოდებს, რაც გამოყენებულ იქნა მეორე ფაზაში, მაგრამ იგი ნაწილობრივ განსხვავდება წინამორბედებისგან, ვინაიდან აქ მეტი აქცენტია გაკეთებული კერძო სექტორზე დიასპორათა რესურსების წარმოშობის ქვეყნისკენ მიმართვისას, განვითარების პროცესების ხელშესაწყობად.
მეოთხე ფაზა (2008-2012)8
MIDA-ს მეოთხე ფაზა ეფუძნება 2001 წლიდან შეძენილ გამოცდილებას და ამ ფაზაში ადგილობრივ ინსტიტუციათა შესაძლებლობათა ზრდისკენ მიმართული საქმიანობები მრავაწლიანი პროექტების სახით ხორციელდება. ამგვარი მიდგომით MIDA-ს დიდი ტბების პროგრამა ხელს უწყობს მდგრადი განვითარების შესაძლებლობებათა ზრდას 30-ზე მეტი ადგილობრივი ინსტიტუციისთვის ბურუნდიში, კონგოსა და რუანდაში დიასპორათა კვალიფიციური წევრების მობილიზების გზით
2009 წლის მარტში IOM-მა გამოაცხადა საპროექტო წინადადებათა 2-ეტაპიანი ტენდერი ბურუნდის, კონგოს და რუანდის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნებში განვითარების პროექტებზე მუშაობენ ჯანდაცვის, განათლების და სოფლის მეურნეობის სექტორებში.
პროექტების ეფექტურობის უზრუნველყოფისმიზნით ტენდერი შემუშავდა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
პირველ რიგში განმცხადებელმა ორგანიზაციებმა წარადგინეს MIDA-ს დიდი ტბების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის აღწერილობა (შესავალი ნაწილი). 2009 წლის მაისისთვის შეირჩა დაახლოებით 50 პროექტი. მომდევნო ეტაპზე ორგანიზაციებს დეტალურად უნდა შეემუშავებინათ პროექტიდა წარედგინათ IOM-ში 2009 წლის 15 ოქტომბრამდე. თითოეულ პროექტს ასისტირებას უწევდა MIDA-ს პროგრამის ფარგლებში დატრენინგებული ექსპერტი დიასპორიდან; პროექტის ავტორებს შეეძლოთ MIDA-ს ადგილობრივი ოფისების ტექნიკური დახმარებით სარგებლობა.
პროექტები საბოლოოდ შეირჩა IOM-ის მიერ 2009 წლის ნოემბერში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ადგილობრივი ტექნიკური კომიტეტის შეფასების საფუძველზე. MIDA-ს დიდი ტბების პროგრამა ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს შერჩეულ პროექტებს მათი განხორციელების პროცესში 2010-2012 წლებში.
MIDA-ს პროგრამაში მონაწილე დიასპორის წარმომადგენელი პროფესიონალები IOM-ის მიერ განხორციელებული მრავალწლიანი პროექტების ფარგლებში შეირჩა. 2-დან 5 წევრამდე შემდგარი გუნდები მოკლევადიანი მოხალისე მისიების ფორმატში მუშაობენ ბენეფიციარ ორგანიზაციებთან და მათ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ.
აღნიშნული ექსპერტები:
- არიან წარმოშობით ბურუნდიდან, კონგოდან ან რუანდიდან;
- მუდმივად ცხოვრობენ ევროპაში;
- აქვთ კვალიფიციური და პროფესიული გამოცდილება, რომელიც შეესაბამება ბენეფიციარ ორგანიზაციათა საჭიროებებს;
- აქვთ კვალიფიკაცია პროგრამის სამი პრიორიტეტული სფეროდან ერთერთში (ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა).
MIDA-ს დიდი ტბების პროგრამა უზრუნველყოფს:
- გუნდს თითოეული პროექტისთვის და კონტაქტს ექსპერტებთან მსგავსი
უნარ-ჩვევებით;
- თითოეული მისიის ორგანიზებას და მიმოხილვითი სესიების ჩატარებას;
- ექსპერტების დახვედრას აფრიკაში და მისიის მხარდაჭერას MIDA-ს ოფისების მიერ;
- ტრანსპორტირებას ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე;
- სამედიცინო დაზღვევას მისიის მთელი მიმდინარეობის პერიოდში;
- დღიური ხარჯების ანაზღაურებას მისიის მიმდინარეობის პერიოდში;
- საცხოვრებელი ხარჯების დღიურ ანაზღაურებას და ადგილობრივი ტრანსპორტირების ხარჯებს (საჭიროებისამებრ).
პროგრამა მხარს უჭერს შერჩეულ ინსტიტუტებს:
- პარტნიორულ ურთიერთობათა დამყარებით თითოეულ ორგანიზაციასა დადიასპორის წარმომადგენელი ექსპერტებით დაკომპლექტებულ გუნდს შორის;
- დიასპორათა წარმომადგენელ პროფესიონალთა მინიმუმ ორიდან ოთხამდე მისიის ფინანსირებით თითოეული წლის და თითოეული პროექტის ფარგლებში, სამი წლის განმავლობაში;
- აღჭურვილობის შეძენით და სხვა პრიორიტეტული საქმიანობით პროექტების ფარგლებში;
- გრანტების გაცემით პერსონალზე მოკლევადიანი სამუშაო კურსებისთვის ევროპაში, დიასპორათა პროფესიული წარმომადგენელთა დახმარებით;
- პროექტის მონიტორინგის და შეფასების განხორციელებით. მდგრადობის პერსპექტივიდან გამომდინარე, პროგრამის ამოცანაა ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმების სწორი აღქმის ჩამოყალიბება ბენეფიციართა მხრიდან და მათი სათანადოდ გადაცემა დაინტერესებულ მხარეთათვის. MIDA-ს დიდი ტბების პროგრამის დასასრულს ეს მექანიზმები წარმოშობის ქვეყნების და დიასპორათა წევრების მიერ პირდაპირ უნდა იმართებოდეს.
_______________________
1. „Human Capital Development and Labor Mobility: Maximizing Opportunities and Minimizing Risks. Session 1.4: How can circular migration and sustainable return serve as development tools?“, მიგრაციის და განვითარების გლობალური ფორუმი , ბრიუსელი, 2007 წლის 9-11 ივლისი, გვ. 7.
2. http://mida.belgium.iom.int
3. „Migration for Development in Africa (MIDA). A capacity building program for African countries“, IOM, p. 6.
4.იგივე, გვ. 9, 12.
5.იგივე, გვ. 12-13.
6. „Migration, Development and Poverty Reduction“, მიგრაციის, განვითარების და სიღარიბის შემცირების შესახებ სემინარის (2006 წლის 8-10 აგვისტო, დაკარი) ანგარიში, IOM, 2007, გვ. 58-59.
8.საინფორმაციო ბუკლეტი „MIDA Great Lakes (2008-2012)“, მოგვაწოდა IOM-ის ბრიუსელის ოფისმა.
![]() |
4 თავი 3. ეროვნული ინციატივები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 1. ევროპა |
▲ზევით დაბრუნება |
1.1 ბულგარეთი
ა) მიმოხილვა
ბულგარეთი წარმოშობის და ტრანზიტის ქვეყნიდან თანდათან მიგრანტთა საბოლოო დანიშნულების ქვეყნად ტრანსფორმირდება. სტატისტიკა უჩვენებს, რომ ქვეყანას მიგრაციის უარყოფითი მაჩვენებელი აქვს, რაც ბულგარეთიდან ემიგრირებულ და ქვეყანაში შემოსულ უცხოელთა თანაფარდობას ეყრდნობა. ეს აიხსნება ბულგარეთის ევროკავშირის წევრობით, თანდათან გაუმჯობესებადი ეკონომიკური მდგომარეობით, უცხოურ ინვესტიციათა ზრდით და ერთიანი ევროპული ბაზრის ხელმისაწვდომობით, რაც ბულგარეთს მიმზიდველს ხდის მუშაობისა და სწავლისთვის. თუმცა, ახალგაზრდები - ყველაზე დინამიური ჯგუფი მიგრაციის თვალსაზრისით - ესწრაფიან უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ტვინების გადინებას და ადგილობრივ შრომით ბაზარზე წნეხს იწვევს. ბულგარეთის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები ამჟამად ევროკავშირის საერთო საზღვარია, კერძოდ კი, სამხრეთ-აღმოსავლეთ სახმელეთო საზღვარი თურქეთთან, შავი ზღვის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ, ასევე ქვეყნის დასავლეთ საზღვარი სერბიის რესპუბლიკასთან და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან.1
ბ) პოლიტიკა და პრაქტიკა2
საზღვარგარეთ მცხოვრებ ბულგარელთა საკითხების სააგენტო 1992 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა, როგორც ბულგარელ ექსპატრიანტებთან და მსოფლიოში ბულგარელ თემებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი საკოორდინაციო ორგანო. 2000 წლის 21 თებერვალს იგი საზღვარგარეთ მცხოვრებ ბულგარელთა საკითხების სახელმწიფო სააგენტოდ გადაკეთდა. სააგენტოს მთავარი მიზნები გულისხმობს ერის სულიერი მემკვიდრეობის - ენის, კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიის - შენარჩუნებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ბულგარელთა შორის და ბულგარელთა ლობის შექმნას საზღვარგარეთ, რომელიც დახმარებას გაუწევს როგორც ბულგარეთს, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ ბულგარელთა თემებს. სააგენტოს პრიორიტეტს წარმოადგენს კონტაქტების დამყარება სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ბულგარელთა საზოგადოებებთან, გაერთიანებებთან, საეკლესიო თემებთან, მედიასთან და სკოლებთან და მათი საქმიანობების მხარდაჭერა.
პრიორიტეტს წარმოადგენს საზღვარგარეთ მცხოვრებ ბულგარელთა კულტურის და საინფორმაციო სამსახური: ჟურნალი Ek („ექო“) და მისი ელექტრონული ვერსია, ელექტრონული გაზეთი BG po Sveta („ბულგარეთი მსოფლიოში“), სხვადასხვა აუდიოვიზუალური პროდუქტი, ხელოვნება, სასწავლო ლიტერატურა და პერიოდიკა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ბულგარელთათვის. სააგენტო ორგანიზებას უკეთებს და/ან მხარს უჭერს კულტურული ღონისძიებების - კონცერტები, გამოფენები, წიგნების და ფილმების პრეზენტაცია - ჩატარებას.
სააგენტოს დახმარებით საზღვარგარეთ მცხოვრები ბევრი ბულგარელი ახორციელებს ინიციატივებს ბულგარული კულტურის მხარდასაჭერად. ვინაიდან ამ პროექტების განხორციელებას ესაჭიროება ინფორმაცია და კონტაქტებიბულგარეთის პროფესიული წრეებიდან, სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულს. ამ გზით სააგენტო აღრმავებს თავის მისიას „ბულგარიანიზმის უფრო ფართო ვერსიამდე“, რაც ემსახურება ქვეყნის უკეთესი იმიჯის შექმნას და მის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. 2005 წელს სააგენტომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დაგეგმა ღონისძიებები 41 ქვეყანაში. ყურადღება ექცევა ყველაზე ახალგაზრდა დიასპორებსაც - სააგენტო პერიოდულად აწყობს ლიტერატურულ და მხატვრულ კონკურსებს პატრიოტულ თემებზე. სააგენტო ასევე ატარებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოს: ანალიზი და პროგნოზები ეხმარება საზღვარგარეთ მცხოვრებ ბულგარელთა თემებს ბულგარეთთან კავშირების დამყარებასა და განმტკიცებაში, ეფუძნება რა ფაქტს, რომ ყოველი თემი ჩამოყალიბდა განსხვავებულ სოციალურ, დემოგრაფიულ, ენობრივ, რელიგიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პირობებში. ტარდება სამეცნიერო კონფერენციები და მრგვალი მაგიდები ბულგარელებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე და სხვადასხვა ქვეყანაში ბულგარელთა თემების ჩამოყალიბებაზე, სტატუსსა და პერსპექტივებზე. სააგენტო ასევე მნიშვნელოვანი რგოლია ბულგარეთის მოქალაქეობის ან ბულგარეთში გრძელვადიანი ცხოვრების ნებართვის მოპოვებით დაინტერესებულ პირთათვის, ვინაიდან იგი ამავდროულად ამგვარ პირთა ბულგარული წარმოშობის დამდასტურების საკითხების მარეგულირებელი სპეციალური ორგანოა.
ამის გარდა, სააგენტო აწყობს საზაფხულო პრაქტიკას:
- ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთ და თანამშრომლობენ ახალგაზრდულ ასოციაციებთან, ახორც იელებენ ინიციატივებს ან სურთ გამოცდილების მოპოვება თავიანთიორგანიზაციისთვის;
- ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სწავლობენ ბულგარეთში და დაინტერესებული არიან მიგრაციასთან და იმიგრაციიასთან დაკავშირებული საკითხებით;
- ბულგარული წარმოშობის ახალგაზრდებით, რომლებიც ბულგარულ უნივერსიტეტებში სწავლობენ.
სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულია ასევე:
- ბულგარული ენის თვითმასწავლებელი დამწყებთათვის;
- ბულგარული ანბანის შემსწავლელი საგანმანათლებლო თამაში;
- საგანმანათებლო შარადა - ბულგარეთის რუკა;
- საზღვარგარეთ ბულგარელთა ორგანიზაციების ჩამონათვალი.
ბულგარეთის მთავრობა მხარს უჭერს ვირტუალურ გაცვლებს დიასპორის მაღალკვალიფიციურ წევრებს შორის და ორგანიზებას უკეთებს მათ დროებით დაბრუნებას არასამთავრობო ორგანიზაციის Bulgarian Velikden Movement Activity3 და სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით. ორგანიზაცია The Rojen 2000 Movement ასევე ჩართულია ამ პროცესში, თუმცა, ბულგარეთის მთავრობა დიდი ძალისხმევას არ მიმართავს დიასპორათა მუდმივად დასაბრუნებლად.4
რაც შეეხება დიასპორათა შესახებ მონაცემთა შეგროვებას, მთავრობა საქმის კურსშია ბულგარულ დიასპორათა კვალიფიკაციის შესახებ.5
![]() |
4.2 2. აფრიკა (ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები) |
▲ზევით დაბრუნება |
2.1 ტუნისი
ა) მიმოხილვა6
ტრადიციულად, ტუნისი ემიგრაციის ქვეყანაა. ემიგრაციის ტენდენცია იზრდება ათწლეულების განმავლობაში, ძირითადად, ეკონომიკური ფაქტორების გამო. შრომითი მიგრაცია პოტენციურ მიგრანტთა მიერ აღიქმება უკეთესი მომავლის შექმნის საშუალებად, ვინაიდან სამშობლოში არსებული შესაძლებლობები შეზღუდულია.
შედეგად, ტუნისს ჰყავს სოლიდური დიასპორა, ძირითადად ევროპაში.საზღვარგარეთ ტუნისის საკონსულო სამსახურების მონაცემებით, ტუნისელ დიასპორათა რაოდენობა გაიზარდა 1977 წლის მაჩვენებლიდან (321.000) და 2008 წელს მილიონს გადააჭარბა. ტუნისის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2008 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები ტუნისელების რაოდენობა 1.057.797-ია.7 მიგრანტთა გადაადგილების ძირითადი მიმართულება საფრანგეთია (54.6%25 ანუ 577 668 პირი), შემდეგი ქვეყნებია იტალია (13.4%25 ანუ 141 772 პირი) და გერმანია (7.8%25 ანუ 82 524 პირი).
2005 წლის მონაცემებით8, ნაწილი ტუნისელებისა ცხოვრობს არაბულ ქვეყნებში, როგორიცაა ალჟირი (13 ათასი ადამიანი), ლიბია (60 ათასი) და მაროკო (4 ათასი). ტუნისის სოციალურ საკითხთა, სოლიდარობის და საზღვარგარეთ მცხოვრებ ტუნისელების საქმეთა სამინისტრო ავრცელებს შემდეგ ინფორმაციას ტუნისელ დიასპორებთან დაკავშირებით:9
სოციალური კატეგორიები 2008 წელს
სკოლის მოწაფეები |
164 882 |
სტუდენტები |
45 246 |
მუშამოსამსახურეები |
432 710 |
აღმასრულებელ |
49 730 |
თვითდასაქმებულები |
61 331 |
გენდერული გადანაწილება 2008 წელს
სქესი |
რაოდენობა |
%25 |
მამაკაცი |
679 806 |
64.26 |
ქალი |
377 991 |
35.74 |
სულ |
1 057 797 |
100 |
ბ) პოლიტიკა და პრაქტიკა10
1988 წლის ივნისში შეიქმნა საზღვარგარეთ მცხოვრები ტუნისელების საქმეთა ოფისი (Office des Tunisiens а l'Etranger - OTE), ძირითადი მიზნით, მიეწოდებინა ტუნისის მთავრობისთვის საჭირო ინფორმაცია შესაბამისი პოლიტიკის და პრაქტიკული ნაბიჯების შესამუშავებლად საზღვარგარეთ მცხოვრებ ტუნისელებთან ურთიერთობის საწარმოებლად. ოფისი ტუნისის სოციალურ საკითხთა, სოლიდარობის და საზღვარგარეთ მცხოვრები ტუნისელების საქმეთა სამინისტროს ნაწილია.
კერძოდ, ოფისის საქმიანობებია:
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ტუნისელებზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავების და განხორციელების უზრუნველყოფა;
- საზღვარგარეთ მცხოვრები ტუნისელების და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და განხორციელება ტუნისსა და მასპინძელ ქვეყნებში;
- ფართო პროფილის კულტურულ პროგრამათა შემუშავება და განხორციელება, რომლებიც აძლიერებს დიასპორათა ბავშვების კავშირს წარმოშობის ქვეყანასთან;
- დაბრუნებულ ტუნისელთა ეროვნულ გარემოში რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ტუნისელთათვის საინფორმაციო სისტემის შექმნა და უწყვეტი განახლება.
ოფისის ამოცანები სხვადასხვა სფეროს მოიცავს:
- სოციალური ამოცანები. ოფისი არეგულირებს საზღვარგარეთ მცხოვრებტუნისელთა და მათი ოჯახების, დაბრუნებულ ტუნისელთა და მათიოჯახების, დიასპორების წარმომადგენელთა ოჯახების, რომლებმაც დარჩენა გადაწყვიტეს - სოციალური დახმარების საკითხებს.
- ეკონომიკური ამოცანები. ოფისის პირველადი ამოცანაა, წაახალისონ დიასპორის წარმომადგენლები, აქტიურად ჩაერთონ თავიანთი წარმოშობის ქვეყნის განვითარების პროცესში და ამ მიზნით მიაწოდონ მათ ინფორმაცია ტუნისში დანაზოგების და ინვესტირების შესაძლებლობებზე და მხარი დაუჭირონ დიასპორათა მიერ ინიცირებული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას ტუნისში.
- კულტურული ამოცანები. ოფისი ზრუნავს სოლიდარობის დაურთიერთდახმარების ტრადიციის დანერგვაზე დიასპორათა წევრებს შორის და წარმოშობის ქვეყნის და მისი კულტურისადმი კუთვნილების შეგრძნების გაღრმავებაზე დიასპორათა ახალ თაობებში.
ეს ამოცანები ეყრდნობა მკაფიოდ შემუშავებულ სტრატეგიას, სახელმწიფო იმიგრაციულ პოლიტიკასთან შესაბამისობით. სტრატეგიის მიზანია:
- დიასპორათა წევრების, და განსაკუთრებით, ახალგაზრდების წახალისება,უფრო აქტიურად ჩაერთონ საზღვარგარეთ მცხოვრებ მათ თემთა სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
- სხვადასხვა სტრუქტურათა (გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქალაქო საბჭოების, ადმინისტრაციათა და სხვ.) ჩართვა ფართო თანამშრომლობის და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად;
- განვითარებისკენ მიმართული ეროვნული ძალისხმევის მხარდაჭერადიასპორათა რესურსების წარმოშობის ქვეყანაში მომართვის ხელშეწყობის;
ისევე, როგორც კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და უმუშევრობის შემცირებისკენ მიმართული პროექტების შემუშავების გზით.
I. კულტურული საქმიანობები
საზღვარგარეთ მცხოვრები ტუნისელების საქმეთა ოფისი აწყობს არაბული ენის ყოველწლიურ კურსებს დიასპორათა ახალი თაობებისთვის და ზაფხულის უნივერსიტეტს საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტებისთვის. ასევე, ეწყობა სასწავლო ტურები და დასასვენებელი ბანაკები ტუნისელი დიასპორის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ბანაკები განკუთვნილია 9-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, გაატარონ საზაფხულო არდადეგები ტუნისში, გაეცნონ წარმოშობის ქვეყანას და განუვითარდეთ კუთვნილების განცდა.
სასწავლო ტურები ეწყობა დიასპორათა მოზარდებისთვის 16 წლიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, გაიღრმავონ ცოდნა ტუნისში მიმდინარე მოვლენების შესახებ არდადეგების პერიოდში. ტურების შედეგად მოზარდები ეცნობიან მათიწარმოშობის ქვეყნების კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას დათანამედროვე ტუნისში განხორციელებულ მიღწევებს. მთელი ზაფხულის განმავლობაში ეწყობა კულტურული და მხატვრული ღონისძიებები და მოგზაურობები ტუნისის სხვადასხვა რეგიონში.
საზღვარგარეთ მცხოვრები ტუნისელების საქმეთა ოფისი ასევე აწყობს კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებებს დიასპორათა წევრებისთვის, მათშიტუნისის სახელმწიფოსადმი და არაბულ-მუსლიმური იდენტურობისადმი კუთვნილების შეგრძნების გასაძლიერებლად. ამ მიზნით ეწყობა შემდეგი საქმიანობები:
- სპეციალური ღონისძიებები დიასპორათათვის კულტურის და ხელოვნების დარგში, ტუნისური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით საზღვარგარეთ და გავრცელებისთვის მასპინძელ ქვეყნებში;
- ეროვნული დღესასწაულებისადმი მიძღვნილი სპეციალური ღონისძიებები („Le Changement“11-ის წლისთავი, დამოუკიდებლობის დღე და ა.შ.) და რელიგიური სემინარები (იმამთა გაგზავნა ტუნისელ მიგრანტთა ძირითადი დასახლების ქვეყნებში მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულებისას, როგორიცაა რამადანი, მულედი [მოჰამედის დაბადების დღე] და სხვ.)
II. საინფორმაციო საქმიანობები
საზღვარგარეთ მცხოვრებ ტუნისელთა ოფისი რამდენიმე წელია მუშაობს მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რომელშიც გაერთიანდება ინფორმაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ ტუნისელთა კვალიფიკაციის და უნარ-ჩვევებისშესახებ. ოფისი უზრუნველყოფს მონაცემთა მუდმივ განახლებას და შეიცავს ინფორმაციას სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა, მკვლევართა, მედიკოსთა, იურისტთა, ინჟინერთა, არქიტექტორთა, მწერალთა, მხატვართა და ბიზნესმენთაშესახებ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, რაც ჯამში 7000-მდე ადამიანს აერთიანებს.
მონაცემთა ბაზაში გაერთიანება ოფისის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობის საშუალებას იძლევა: სემინარებში, ფორუმებში,გამოფენებში, კონფერენციებში, განვითარების მხარდაჭერის დღეებში (Journйesd'Appui au Dйveloppement - JAD); და მისი წევრს მუდმივად აქვს კონტაქტიადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს სისტემა საშუალებას იძლევა სწრაფი და ეფექტური კონტაქტისა სამეცნიერო, მხატვრულ დაეკონომიკურ რესურსებთან თანამედროვე გლობალიზებულ გარემოში ტუნისელთა საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირებისთვის.
საყურადღებოა ოფისის მიერ ორგანიზებული შემდეგი ორი ფორუმი:
- ევროპაში მცხოვრებ ტუნისელ ბიზნესმენთა სიმპოზიუმი (Colloque des hommes d'affaires tunisiens rйsidents en Europe), რომელიც მონაწილეებს მათი საქმიანობის მარეგულირებელ კანონებს და დირექტივებს, ტუნისში განსახორციელებლად მიზანშეწონილი პროექტების კონცეფციებს და არსებულ სარგებელს და შეღავათებს აცნობს;
- საზღვარგარეთ წარმატებული ტუნისური წარმოშობის სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული ნოუ-ჰაუს კონფერენცია.
ასევე, ოფისი ყოველწლიურად აწყობს განვითარების მხარდაჭერის დღეებს (Journйes d'Appui au Dйveloppement) ტუნისის რეგიონებში, განვითარების რეგიონულ ოფისებთან ერთად. ამ ღონისძიების გზით (როგორც ტუნისში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ) ბიზნესმენებს მიეწოდება ინფორმაცია საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და ძლიერდება წარმოშობის ქვეყანაში განვითარების პროცესებში მათი მონაწილეობის ვალდებულება. ღონისძიების მომდევნო სარგებელი მონაწილეთა მიერ კონტაქტების დამყარებაა. მონაწილეები ასევეატარებენ საველე ვიზიტებს ტუნისელ დიასპორათა მხარდაჭერით განხორციელებული ეკონომიკური პროექტების გასაცნობად.
მეტიც, ექსპატრიანტებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ტუნისს საკონსულო განყოფილებები აქვს, რომლებიც სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობენ დიასპორას, სოციალურ საქმეთა ატაშეთა მომსახურების ჩათვლით. საკონსულო განყოფილებები მჭიდრო კავშირში არიან მიგრანტთა გაერთიანებებთან და ახორციელებენ ტუნისელ მიგრანტთა თემებსა დაწარმოშობის ქვეყანას შორის კავშირის განმტკიცებისკენ მიმართულ სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამას.
III. ეკონომიკური საქმიანობები
ოფისის მონაცემების მიხედვით, ტუნისში ხელსაყრელი გარემოა:
- მყიდველთათვის: ტუნისური პროდუქტები მრავალფეროვანია, კონკურენტუნარიანი და დამატებითი ღირებულების მქონე;
- გამყიდველთათვის: შიდა და გარე ვაჭრობის ლიბერალიზაცია დადებითი ფაქტორია გაცვლების ინტენსიფიკაციისთვის;
- მრეწველებისთვის, ვინც ეძებს კვალიფიციურ სამუშაო ძალას, რომელიც ადვილად ითვისებს ახალ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს და ფინანსურ სტიმულატორებს;
- ინვესტორებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ მდგრადი ზრდის პოტენციალით, უფასო საბანკო გადარიცხვებით ტუნისის სააქციო ბირჟაზე და სტაბილური კურსებით.
ამავდროულად, ტუნისის ეკონომიკური გარემო განსაკუთრებით მიმზიდველია საზღვარგარეთ მცხოვრებ დიასპორათა წევრებისთვის, რომელთაც თავიანთი წარმოშობის ქვეყანაში სურთ ინვესტიციების დაბანდება.
საზღვარგარეთ მცხოვრები ტუნისელები, ფაქტობრივად, გადამწყვეტ როლს თამაშობენ ამ საკითხში, წარმოადგენენ რა ტუნისსა და დიასპორების მასპინძელ ქვეყნებს შორის კომერციული და ეკონომიკური გაცვლების ხელშეწყობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.
1987-2000 წლებში დარეგისტრირდა 10.986 პროექტი შემდეგ სფეროებში:
- 10%25 სოფლის მეურნეობის სფეროში;
- 25%25 მრეწველობის სფეროში;
- 65%25 მომსახურების სფეროში.
ამ პროექტების ფარგლებში დაახლოებით 45 782 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მონაცემთა შეგროვების და მართვის თვალსაზრისით ტუნისის მთავრობა აწარმოებს ყოველწლიურად განახლებად მონაცემთა ბაზას დემოგრაფიული სტატისტიკის და საზღვარგარეთ მცხოვრებ ტუნისელთა განვითარების შესახებ (რიცხოვნობა და პროფესიული/დასაქმებითი მონაცემები).12
და ბოლოს, ფინანსთა სამინისტრო - ტუნისის საბაჟო სამსახურის გენერალური დირექტორატი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას.13 წარმოშობის ქვეყანაში ინვესტირებისას დადგენილი სტიმულირების წესით გათვალისწინებულ ფისკალურ შეღავათებთან ერთად, საზღვარგარეთ მცხოვრები და წარმოშობის ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების სურვილის მქონე ტუნისელები თავისუფლდებიან გადასახადისგან ისეთი საქონლის იმპორტირებისას, როგორიცაა პროექტის მიზნით გასაზღვრული მასალები, სამუშაო იარაღები და აღჭურვილობა. ამ მასალების შეძენა უნდა დაფინანსდეს პროექტის ავტორების საზღვარგარეთ არსებული რესურსებიდან, ტუნისიდან ფულადი სახსრების გადინების გარეშე.
2.2 მაროკო
ა) მიმოხილვა
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მაროკო მსოფლიო მასშტაბით ერთერთი წამყვანი ქვეყანაა ემიგრაციის მაჩვენებლების მიხედვით. მაროკოელები ქმნიან არა მარტო ერთ-ერთ უდიდეს, არამედ ასევე ერთ-ერთ ყველაზე მეტად გაბნეულ მიგრანტთა თემებს დასავლეთ ევროპაში. 2004 წელს მაროკოს 30-მილიონიანი მოსახლეობიდან დაახლოებით 3 მილიონზე მეტი საზღვარგარეთ ცხოვრობს. ამ რაოდენობაში არ შედის ამჟამად ისრაელში მცხოვრები მაროკოელი წარმოშობის 700.000-მდე ებრაელი. 1974-2004 წლებში ევროპაში მაროკოელ ექსპატრიანტთა თემები წელიწადში 72.000 ადამიანამდე გაიზარდა, რაც ხშირად მზარდად შემზღუდავი საემიგრაციო პოლიტიკის დარღვევით ხორციელდებოდა; თუმცა, ნაწილობრივ, ეს ზრდა ბუნებრივი მატების შედეგია; 1997 წლის შემდგომი მატება უმეტესად გამოხატავს იტალიასა და ესპანეთში ფართომასშტაბიანი მარეგულირებელი კამპანიების შედეგს.14
საფრანგეთი კვლავ წარმოადგენს კანონიერად დასახლებულ მაროკოელი წარმოშობის მოქალაქეთა მიმღებ ქვეყანას (1 მილიონზე მეტი მოსახლე), შემდგომ სიდიდით მოდის ესპანეთი (547 000), იტალია (379 000), ბელგია (285 000), ნიდერლანდები (278 000) და გერმანია (130 000). სულ ევროპაში დაახლოებით 2.800.000 მაროკოელი ცხოვრობს. მაღალკვალიფიციურ მიგრანტთა შედარებითმცირე, მაგრამ სწრაფად ზრდადი მაროკოელთა თემი ცხოვრობს შეერთებულშტატებში (100 000) და კანადაში (60 000). მაროკოელები ასევე ცხოვრობენ არაბულ ქვეყნებში - ლიბიაში, ალჟირსა და ტუნისში, მთლიანი რაოდენობით 281.631.15
უკანასკნელი კვლევების მიხედვით მაროკოელთა დიასპორები საშუალო და მაღალი კვალიფიკაციის არიან (განსაკუთრებით ბევრია კვალიფიციური ექთანი და მასწავლებელი). კანადის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით (2006), კანადაში მცხოვრებ მაროკოელთა ერთ მესამედს ბაკალავრზე უმაღლესი დიპლომი აქვს.16
სამართლებრივი კუთხით, ვინ ითვლება მაროკოელი დიასპორის წევრად?17
მაროკოელი დიასპორის წევრად ითვლება საზღვარგარეთ მცხოვრები ნებისმიერი მაროკოელი. უნდა აღინიშნოს, რომ 1958 წლის 6 სექტემბრის მოქალაქეობის კოდექსის 1-58-250 („Code de Nationalitй“) და 2007 წლის 23 მარტის კანონთი შეტანილი ცვლილებების და დამატებების თანახმად, მაროკოს მოქალაქეობას ახალდაბადებული იღებს, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობით, ავტომატურად მშობლისგან (მშობლებისგან) დაბადების ქვეყნისგან დამოუკიდებლად.
ბ) პოლიტიკა და პრაქტიკა
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მაროკოელ დიასპორათა შენატანი წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში ძირითადად ფოკუსირებულია ფულად გზავნილებზე, რომლებიც უცხოური ვალუტის უმთავრესი და შედარებით მდგრადი წყაროა და ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის შემადგენელი სასიცოცხლო ელემენტია, მაროკოს მთავრობა ცდილობს დიასპორათა და ინდივიდების სხვადასხვა რესურსების ეფექტურად მიმართვას სხვა სექტორებშიც.18
ამ სფეროში ძირითად როლს თამაშობს შემდეგი ორი უწყება: საზღვარგარეთმცხოვრები მაროკოელების საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა ფონდი Hasan II.
I. საზღვარგარეთ მცხოვრები მაროკოელების საქმეთა სამინისტრო19
ნაციონალურ და საერთაშორისო არენაზე მიგრაციის მზარდი მნიშვნელობის საპასუხოდ, 2007 წელს განახლებული სტრუქტურით შექმნილი საზღვარგარეთ მცხოვრები მაროკოელების საქმეთა სამინისტრო მიზნად ისახავს რიგი ამოცანების გადაჭრას გამგზავნ და მიმღებ ქვეყნებთან მიმართებაში: მიმღებ ქვეყნებში:
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა თემების უფლებების დასაკუთრების კონსოლიდირება და ამ თემების დაცვა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან, რასიზმისა და ძალადობისგან;
- მიგრაციისადმი გლობალური მიდგომის მხარდაჭერა და მიგრაციის პოლიტიკის განახლება, მათო შორის, საზოგადოებრივი კამპანიების გზით;
- მიმღებ ქვეყნებში ინტეგრაციის მხარდაჭერა მაროკოელთა იდენტურობის დაცვით მუსლიმური, არაბული თუ ბერბერული განზომილებებით;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა თემის ძლიერ დიასპორად ჩამოყალიბების და მასში ლობის ფუნქციის გაძლიერების ხელშეწყობა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს სტრატეგიათა შემუშავებაში ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა თემის წახალისება ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად და პირობების შექმნა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად;
- მიმღებ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება რაციონალური პოლიტიკის შესამუშავებლად და ერთიანი მიდგომის გამოსამუშავებლად კანონიერი მიგრაციის საკითხებისადმი;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა ჩართვა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.
წარმოშობის ქვეყანაში:
- მაროკოში დაბრუნებულ მიგრანტთათვის უკეთესი პირობების შეთავაზება;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა მიერ მაროკოში პირდაპირი ინვესტიციების მხარდაჭერა და მათი ფულადი გზავნილების, როგორც ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალის მნიშვნელობის აღიარება;
მიგრანტთა მეშვეობით ცოდნის და ტექნოლოგიათა გადაცემა, რაც აუცილებელია განვითარებისთვის;
- ნაციონალური ტურიზმის სექტორის მოდერნიზება საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა წასახალისებლად კონკურენტუნარიან შემოთავაზებათა და ახალ შემოქმედებით იდეათა შემუშავებისკენ ემიგრანტების ახალგაზრდა თაობათა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ზემოთ აღნიშნული ამოცანები დაჯგუფებულია პრიორიტეტების და სამოქმედო გეგმის მიხედვით.
სამინისტროს პრიორიტეტები:
- სტრატეგიული ეროვნული კონცეფციების დაცვა, განსაკუთრებით, მაროკოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვა;
- განათლების და სწავლების სისტემის მოდერნიზება მიგრანტთა ბავშვების სასარგებლოდ;
- ძირითადი საემიგრაციო ქვეყნების დედაქალაქებში მულტიდისციპლინარული ცენტრების შექმნა მაროკოს თემების სხვადასხვა საქმიანობათა მხარდაჭერის და მიმღები ქვეყნების მოსახლეობასთან კავშირების გაღრმავების მიზნით;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა შორის ტოლერანტულობაზე, დიალოგსა და თანაარსებობაზე დაფუძნებულ რელიგიურ და კროსკულტურულ ღირებულებათა პოპულარიზება;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა სრულფასოვანი მოქალაქეობრივი უფლებების დაცვა, მათი თემის მაროკოში უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით.
სამოქმედო გეგმას მოკლე და გრძელვადიანი ასპექტები აქვს. მოკლევადიანი საქმიანობები შემდეგია:
- პილოტური პროექტების ინიცირება სამი კულტურული სივრცის შექმნის შედეგად დეცენტრალიზებული თანამშრომლობის ფარგლებში ანდალუზიაში (ესპანეთი), ბელგიაში და ნიდერლანდებში და სხვა ქვეყნებში, სადაც ეს შესაძლებელია;
- გასატარებელ საქმიანობათა ერთიანი ხედვის შემუშავება მიგრაციის ახალ გამოწვევებზე უკეთ რეაგირებისთვის;
- საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება თანამედროვე მეთოდების მიხედვით, რომლებიც უკეთ შეესაბამება საზღვარგარეთ მცხოვრები მაროკოელი ბავშვების საჭიროებებს; და ამ პროცესში მიმღები ქვეყნების შესაბამის უწყებებთან აქტიური თანამშრომლობა;
- მიმღებ ქვეყნებთან თანამშრომლობა არაბული ენის შესწავლის შესაძლებლობის შექმნის მიზნით საგანმანათლებლო სისტემის ყველა საფეხურზე, კულტურული მრავალფეროვნების გაღრმავების მიზნით;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთათვის ვებგვერდის შექმნა მოსაზრებათა, იდეათა და გამოცდილებათა გაზიარების მიზნით;
- ცხელი ხაზის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა ინფორმირებისთვის;
- ძალისხმევის გაღრმავება საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა დაბრუნებისას ტრანიზიტის პროცედურების გასაადვილებლად და დაბრუნების პირობების გასაუმჯობესებლად;
- ადმინისტრაციულ და იურიდიულ პროცედურათა გაადვილება შესაბამის სამინისტროებთან და ორგანიზაციებთან მუდმივი თანამშრომლობისშედეგად საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა პრობლემების ადეკვატურად მოსაგვარებლად;
- „ემიგრანტის ეროვნული დღის“ მოწყობა;
- ყოველწლიური მარათონის მოწყობა მაროკოელთა თემებისთვის არდადეგების პერიოდში;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა თემებისთვის ტელე და რადიოგადაცემების შემუშავება და საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება ახალგაზრდების გათვითცნობიერებულობის ასამაღლებლად არალეგალური მიგრაციის საფრთხეებთან დაკავშირებით.
საშუალო ვადით დაგეგმილი საქმიანობები მოიცავს საკანონდებლო, დიპლომატიურ, სამოქალაქო საზოგადოების, ეკონომიკურ და თანამშრომლობით დონეებს.
საშუალო ვადით დაგეგმილი საქმიანობები საკანონმდებლო დონეზე:
- სხვადასხვა პარტნიორებთან ორმხრივ შეთანხმებათა განახლება და ახალი შეთანხმებების გაფორმება მაროკოელ მიგრანტთა ღირსების, უფლებების, თავისუფლების და საკუთრების პატივისცემის პრინციპების დაცვით;
- არასრულწლოვანთა ემიგრაციის, ოჯახების გაერთიანების და პერსონალურ სტატუსთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყევეტის გზების მოძიება;
- საკანონმდებლო დებულებთა შემუშავება ადმინისტრაციულ პროცედურათა გამარტივებისთვის მაროკოელი დიასპორებისთვის;
- საბაჟო, საგადასახადო, საგზაო და საჰაერო მგზავრობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის გზების მოძიებადა მაროკოში გაცემული ავტომანქანის მართვის მოწმობის საერთაშორისოდ ცნობაზე მუშაობა.
საშუალო ვადით დაგეგმილი საქმიანობები მაროკოს დიპლომატიური მისიებისთვის:
- საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობებში მონაწილეობა და თანამშრომლობა საკონსულოს რუკის განახლების და მორგების მიზნით;
- დიპლომატიურ და საკონსულო მისიებში მომუშავე სოციალური დაეკონომიკური საკითხების მრჩეველთა კვალიფიკაციის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
- ადმინისტრაციის დეცენტრალიზება ადმინისტრაციულ პროცედურათა გამარტივების მიზნით საკონსულოთა დონეზე;
- მუშაობა მაროკოელი თემების ცხოვრების პირობების გამარტივებისთვის, განსაკუთრებით, მარგინალიზებულ ზონებში მცხოვრები თემების შემთხვევაში, მიმღები ქვეყნების სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით.
საშუალო ვადით დაგეგმილი საქმიანობები სამოქალაქო საზოგადოებისთვის:
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა სრულფასოვანი მოქალაქეობრივი უფლებების დაცვა, მათი თემის მაროკოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ზრდის უზრუნველყოფის გზით;
- ახლო კავშირებზე და დიალოგზე დაფუძნებული პოლიტიკის მხარდაჭერა გაერთიანებათა ორგანიზებული ქსელების მეშვეობით;
- ხელსაყრელი პირობების შექმნა მაროკოელთა საერთო ინტერესების დასაცავად;
- პარტნიორობის მხარდაჭერა მაროკოელ და უცხოურ გაერთიანებებს შორის ძალადობის და ადამიანის უფლებების შემლახველი ნებისმიერი სხვა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
საშუალო ვადით დაგეგმილი საქმიანობები ეკონომიკურ დონეზე:
- საინვესტიციო პროცედურების შემუშავების ხელშეწყობა დაინტერესებულ უწყებებთან, კერძოდ, ინვესტიციათა რეგიონულ ცენტრებთან (Centres Rйgionales d'Investissment) პარტნიორობით;
- მუშაობა მაროკოს ბანკებთან, რათა მათ დაბალი საპროცენტო განაკვეთებით გასცენ კრედიტები მაროკოელი მიგრანტებისთვის და მოახდინონ მათი დანაზოგების ინვესტირება;
- პარტნიორობის სტიმულირება სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და სპეციალიზირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საზღვარგარეთ არსებული მაროკოელი თემების სასარგებლოდ მიმართული პროექტების განსახორციელებლად;
- საინვესტიციო პროექტების მონიტორინგის უზრუნველყოფა ეკონომიკის საკითხთა ექსპერტებთან ერთად;
- საზღვარგარეთ მოღვაწე მაროკოელ მეცნიერთა მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი წახალისება ეროვნული ეკონომიკის ინტეგრირებისკენ;
- მაროკოს ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზება მიმღებ ქვეყნებში გადაწყვეტილების მიმღებთა პირებთან.
საშუალო ვადით დაგეგმილი საქმიანობები თანამშრომლობით დონეზე:
- მიგრაციის პრობლემების გადაწყვეტის მიზნით პარტნიორობის ჩამოყალიბება გლობალური და ადამიანური მიდგომის საფუძველზე;
- კანონიერ იმიგრანტთა უფლებების დაცვა, ძირითადად, თანაბარი მოპყრობის უფლების დაცვა, სოციალური ინტეგრაციის, ოჯახების გაერთიანების, სოციალური უსაფრთხოების და კულტურული და რელიგიური იდენტურობის შენარჩუნების პრინციპების უზრუნველყოფის გზით;
- მაროკოს პარტნიორების წახალისება მაროკოელ მიგრანტთა ცხოვრების, დარჩენის, მუშაობის და პროფესიული მობილურობის პირობების გაუმჯობესების მიზნით;
- დინამიზმის შეტანა მაროკოს და მისი პარტნიორების კულტურულ თანამშრომლობაში კულტურათა ურთიერთგაგებისთვის და კონსტრუქციული კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვისთვის;
მაროკოს პარტნიორებთან ერთობლივი განვითარების პოლიტიკის განხორციელება;
- არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა;
- მაროკოს პარტნიორების ხელშეწყობა, მეტად ჩაერთონ მაროკოს გავლით ტრანზიტული მიგრაციის შედეგების კვლევაში, რაც წარმოადგენს სახელმწიფოზე გავლენის მქონე ახალ ფენომენს.
სამინისტრო მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით - ეკონომიკური საკითხები და სოციალური საკითხები - თუმცა, პირველი მიმართულებით არსებობს მაროკოს განვითარებისკენ მიმართული, მაროკოელთა ჩართვაზე ორიენტირებული უფრო მეტი ინიციატივა. საუბარია შემდეგ პროგრამებზე:20
- MDM ინვესტი. საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა წასახალისებლად წარმოშობის ქვეყანაში ინვესტიციათა დაბანდებისთვის მაროკოს მთავრობამ შექმნა მაროკოს დიასპორათა ინვესტიციების ათვისების ფონდი. ფონდის მართვა დაევალა Caisse Centrale de Garantie. აღნიშნული მექანიზმი საშუალებას აძლევს ინვესტირების სურვილის მქონე დიასპორებს, ისარგებლონ ინვესტიციის თანხის 10%25-იანი გრანტით შემდეგი 3 პირობით:
პროექტის მთლიანი ღირებულება უნდა იყოს 1 მილიონ მაროკოულ დირჰამზე21 მეტი, მაგრამ არ აღემატებოდეს 5 მილიონ დირჰამს;
საკუთარი შენატანი პროექტში უნდა ფარავდეს პროექტის მთლიანი ხარჯების 25%25-ს;
ბანკის შენატანი არ უნდა აღემატებოდეს პროქტის მთლიანი ხარჯების 65%25-ს.
- სხვა ეკონომიკური ზომები. მაგალითად, ფულადი სახსრების ანსოციალური სუბსიდიების გადაგზავნის ხარჯების შემცირება მაროკოელ დიასპორათათვის მიმღებ ქვეყნებში.
- გადასახადებისგან გათავისუფლება. მაროკოში საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით საკუთრების შესყიდვის მსურველი მაროკოელი დიასპორების წევრები თავისუფლდებიან გარკვეული გადასახადებისგან.
II. საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა დახმარების ფონდი Hasan II22
ფონდი Hasan II შეიქმნა 1990 წლის ივლისში მაროკოს მთავრობის მიერ. მის ფუნქციათა დეტალური აღწერილობა მოცემულია კანონში №19/89. ფონდისამოცანებია: საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა დახმარება კულტურულ, რელიგიურ და სოციალურ საკითხებში, სამთავრობო ინიციატივების და რესურსების ფარგლებში.23
ფონდი განსაკუთებით აქტიურია შემდეგ სფეროებში:
- განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხები
- იურიდიული კონსულტაცია
- სოციალური დახმარება
- ეკონომიკური განვითარება
- თანამშრომლობა და პარტნიორობა
- კომუნიკაცია.
IOM-თან თანამშრომლობით ფონდმა ჩამოაყალიბა დამხმარე სტრუქტურა l'Observatoire de la Communautй Marocaine Rйsidant а l'Etranger (OCMRE), რომელიც პასუხისმგებელია საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა შესახებ მონაცემების შეგროვებასა და ანალიზზე. ამ ორგანოს მუშაობაში ჩართული არიან ექსპერტები, მკვლევარები, პროფესორები და პარტნიორები.
განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ეგიდის ქვეშ ფონდი შემდეგ სამ პროგრამას ახორციელებს:
- მაროკოს კულტურის და არაბული ენის სწავლება. ეს პროგრამა მოიცავს დიასპორათა დაახლოებით 60.000-მდე ბავშვს, მასში ჩართულია 540 მასწავლებელი და მასზე იხარჯება ფონდის დაფინანსების 80%25.
- კულტურული ვიზიტები. ეს პროგრამა საშუალებას აძლევს დიასპორის ბავშვებს, გაატარონ არდადეგები მაროკოში. ბავშვების შერჩევა ხდება აკადემიური მოსწრების და სოციალური მდგომარეობის მიხედვით.ბავშვები ჩართული იქნებიან სხვადასხვა კულტურულ, სოციალურ დამხატვრულ საქმიანობებში, თავიანთი წარმოშობის ქვეყნის კულტურულ გარემოში.
- რელიგიური განათლება. პროგრამა მხარს უჭერს ევროპაში მასშტაბით არსებულ დიდ მეჩეთებს ფინანსურად, ტექნიკურად და ნოუ-ჰაუს მიწოდებით.
მაროკოს დიასპორის წევრთა წარმოშობის ქვეყანაში ინვესტირების სურვილის გათვალისწინებით ფონდმა შექმნა ეკონომიკური განვითარების საკითხთა განყოფილება, რომლის ფუნქციებშიც შედის:
- ეროვნული ეკონომიკური გარემოს მონიტორინგი და შეფასება;
- პოტენციურ ინვესტორთა ინფორმირება საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ;
- ინვესტორთა დახმარება პროექტის კონცეფციის შემუშავებიდან მის განხორციელებამდე.
ასევე, განყოფილება:
- ახორციელებს კვლევებს მიგრაციის ეკონომიკის შესახებ;
აწყობს სემინარებს და კონფერენციებს საჭირო ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
- ავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან, არასამთავრობო სექტორთან და ეროვნულ თუ საერთაშორისო უნივერსიტეტებთან;
- აქვეყნებს დიასპორათა საჭიროებების საფუძველზე შემუშავებულ ეკონომიკურ დოკუმენტაციას.
თანამშრომლობის და პარტნიორობის განყოფილება პასუხისმგებელია არსებულ პარტნიორულ ურთიერთობათა მართვაზე და ახალი პარტნიორობის განვითარებაზე მიგრაციის მარეგულირებელ სხვადასხვა ინსტიტუტთან თუ ორგანიზაციასთან.
და ბოლოს, კომუნიკაციის განყოფილება პასუხისმგებელია ფონდის საქმიანობათა პოპულარიზებაზე სხვადასხვა საშუალების გამოყენებით (ინტერნეტი, პრესა) ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
III. საგარეო და საერთაშორისო თანამშრომლობის საქმეთა სამინისტრო - საკონსულო და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტი აღნიშნული სამინისტროს ფუნქციებში შედის:
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა დაფუძნებასთან თუ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკონსულო თუ სოციალური საკითხების აღიარება და რეგულირება;
- საზღვარგარეთ მყოფ მაროკოელ მოქალაქეთა ინტერესების და საკუთრების დაცვა;
- მაროკოს საგარეო ურთიერთობების განვითარების მონიტორინგი საკონსულო და სოციალურ საკითხთა ჭრილში;
- მოლაპარაკებათა წარმოება საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა დაფუძნებასთან, გადაადგილებასთან და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა და შრომით ხელშეკრულებათა დადების მიზნით.
IV. საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა საკონსულტაციო საბჭო
საბჭო 2007 წლის დეკემბერში შეიქმნა. მისი წევრები (50 ადამიანი) მონაწილეობითი და ურთიერთთანხმობითი მიდგომით შეირჩა. არჩევანი გაკეთდა კანდიდატების კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, ისევე, როგორც მაროკოელთა საკითხებისადმი, მაროკოელთა ღირებულებებსა და იდენტურობისადმი მათი ინტერესის საფუძველზე; ამავე დროს, იმიგრაციისსაკითხებზე მუშაობაში, განსაკუთრებით კი, მაროკოელ მიგრანტთა საკითხებზე მუშაობაში მათი წვლილის მნიშვნელოვნობის გათვალისწინებით. საბჭოს ფუნქციაში წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება შედის და იგი, ნაციონალურ მთავრობასთან ერთად, ხელს უწყობს იმიგრაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას.
![]() |
4.3 3. აფრიკა (სუბ-საჰარის ქვეყნები) |
▲ზევით დაბრუნება |
3.1 მალი
ა) მიმოხილვა24
მალი ისტორიულად მიგრანტთა სახელმწიფოს წარმოადგენს: მისი ამჟამინდელი მოსახლეობა აღმოსავლეთ აფრიკიდან (ძირითადად, ეგვიპტიდან და ეთიოპიიდან) წამოსული მოსახლეობაა. მე-20 საუკუნეში ერთმანეთს მიგრაციის სამი ნაკადი მოჰყვა: 1939 წლამდე აფრიკული სამუშაო ძალა გადაადგილდა კონტინენტის შიგნით კოლონიზატორების მიერ დაარსებული სამშენებლო წერტილებისკენ; მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნავთობის კრიზისამდე 1973-74 წლებში სამუშაო ძალა აფრიკიდან ევროპაში გადაადგილდა აღდგენით სამუშაოებში დასაქმების მიზნით; და ბოლო ორი ათწლეულის მიგრაციული ტალღა. მალიდან მოსახლეობის მიგრაციის ძირითადი მიზეზებია:
- მზარდი სიღარიბე, უმუშევრობა და ეკონომიკური პერსპექტივების არარსებობა;
- დაბალი ანაზღაურება და არადამაკმაყოფილებელი სამუშაო პირობები;
- ბუნებრივი რესურსების მუდმივი დეგრადაცია;
- (უკვე მიგრირებული) ოჯახების გაერთიანება.
მოსახლეობა მალის ყველა რეგიონიდან მიგრირებს; თუმცა, ისტორიული მიზეზებით, მიგრანტები ევროპასა და საფრანგეთში ძირითადად კაიეს რეგიონიდან და მისი დედაქალაქიდან - ბამაკოდან მიდიან.მალის დიასპორათა წევრები შედარებით ახალგაზრდები არიან, დაბალი დონის განათლებით, ქალების მზარდი რაოდენობით, დაბალი კვალიფიკაციით და უნარ-ჩვევებით.
მალის დიასპორათა ძირითადი დანიშნულების ქვეყნებია:
- მალის მოსაზღვრე და სხვა აფრიკული ქვეყნები (ემიგრირებულ მალელთა უმრავლესობა აფრიკის სხვა ქვეყნებში ცხოვრობს); მათი მხოლოდ 35%25ცხოვრობს ევროპაში. 2 მილიონამდე მალელი ცხოვრობს კოტ დევუარში, და მხოლოდ 120.000 მალელი ცხოვრობს საფრანგეთში - ყველაზე მნიშვნელოვან მიმღებ ქვეყანაში).25
- ევროპული ქვეყნები (ძირითადად საფრანგეთი და ესპანეთი), ჩრდილოეთ ამერიკა, აზია (ქუვეითი, საუდის არაბეთი).
მონაცემების თანახმად, მალის ეროვნული მოსახლეობის ერთი მესამედი (დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი) საზღვარგარეთ ცხოვრობს.
საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა გადანაწილება26
გეოგრაფიული |
მიგრანტები |
%25 |
აფრიკა |
3 631 385 |
96,5 |
ევროპა |
102 000 |
2,7 |
ამერიკა |
1 705 |
0,1 |
აზია |
26 550 |
0,7 |
სულ |
3 761 530 |
100 |
ამდენად, მალის დიასპორებთან ურთიერთობა არაერთგვაროვანია. მთავრობას სურს ჩრდილოეთში მცხოვრებ მაღალკვალიფიციურ მიგრანტთა ფულადი სახსრების, უნარ-ჩვევების და ცოდნის მოზიდვა, მაგრამ ამავე დროს მან უნდა გაითვალისწინოს და დააკმაყოფილოს ღარიბ მალელთა საჭიროებები, რომლებიც ტრადიციული მიგრაციული მარშრუტებით მოძრაობენ დასავლეთ აფრიკაში.27
სამართლებრივი კუთხით, ვინ ითვლება მალელი დიასპორის წევრად?28
მალის კანონმდებლობით, მალის დიასპორის წევრად ითვლება საზღვარგარეთ მცხოვრები ნებისმიერი მალელი, მალელ ექსპატრიანტთა საზღვარგარეთ დაბადებული მეორე და მესამე თაობის ჩათვლით. მალის კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას ითვალსწინებს.
ბ) პოლიტიკა და პრაქტიკა
აღადგინა რა დემოკრატიული მმართველობა 1993 წელს, მალის სახელმწიფომ დაიწყო საკუთარ დიასპორათა ეროვნულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში ინტეგრირებაზე ზრუნვა. მალის მთავრობა მიგრანტებს და მათ შთამომავლებს „მალის მეცხრე რეგიონს“ უწოდებს.
საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელებთან დაკავაშირებულ საკითხებს დაწარმოშობის ქვეყანასთან მათ ურთიერთობას არეგულირებს მალის მთავრობა, დიასპორათა გაერთიანებები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
I. მალის მთავრობა
მალის შესაბამისი სამთავრობო ჩართულობა მოიცავს:
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა და აფრიკული ინტეგრაციის საქმეთა სამინისტროს;
- დიპლომატიურ და საკონსულო მისიებს (საგარეო და საერთაშორისო თანამშრომლობის საქმეთა სამინისტროს);
- ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პროექტებს.
ამ ინსტიტუციათა ძირითადი ამოცანებია:
- მალელ დიასპორათა ინტერესების დაცვა;
ქვეყნის განვითარების პროცესებში მალელ დიასპორათა ჩართვასა და კოორდინაციაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, მიგრანტთა დაბრუნების ხელშეწყობა;
- აფრიკული ინტეგრაციის ეროვნული პოლიტიკის29 განხორციელება. საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა გენერალური დირექტორატი შეიქმნა სამთავრობო ბრძანებულებით No. 00- 46/PRM of 200730. 2004 წელს დირექტორატს სამინისტროს უფლებამოსილებები დაეკისრა და იგი გადაკეთდა საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა და აფრიკული ინტეგრაციის საქმეთა სამინისტროდ (Ministиre des Maliens de l'Йxterieur et de l'Intйgration Africaine). თუმცა, დირექტორატის სტრუქტურა შენარჩუნდა სამინისტროს ერთიან ქსოვილში და მას მეორე - აფრიკული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი დაემატა.საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა და აფრიკული ინტეგრაციის საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა გენერალურ დირექტორატს შემდეგი ამოცანები აკისრია:
- საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად მცხოვრებ მალელთა ინტერესების დაცვა;
- მალელ მიგრანტთა დაბრუნებისკენ მიმართულ საქმიანობათა ინიცირება, კოორდინირება და მონიტორინგი;
- ხელსაყრელი გარემოს შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ჩართვის მიზნით;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა საქმეების მარეგულირებელი საკონსულო მისიების საქმიანობათა მხარდაჭერა და კოორდინაცია;
- ადამიანების და საკუთრების მოძრაობის მარეგულირებელ ხელშეკრულებათა განხორციელების უზრუნველყოფა.
ბრძანებულება №00-611/P-RM of 200031 განსაზღვრავს გენერალური დირექტორატის ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც შემდეგი ქვეგანყოფილებებისგან შედგება:
- მიგრაციის სტატისტიკისა და პროგნოზირების ოფისი: აწარმოებს მალიდან საერთაშორისო მიგრაციის კვლევას, სტატისტიკური მონაცემების ანალიზს და საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე მალელთა აღწერას.
- საკონსულო საქმეთა დეპარტამენტი: აწარმოებს საზღვარგარეთ მცხოვრებმალელთათვის შემუშავებულ ინიციატივათა და საქმიანობათა კოორდინაციას მალის დიპლომატიურ და საკონსულო მისიებთან ერთობლივად.
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა ეკონომიკური მხარდაჭერის და რეინტეგრაციის დეპარტამენტი: საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთათვის საერთაშორისო ორგანიზაციების და დანიშნულების ქვეყნების მიერ შეთავაზებული დაბრუნების პროგრამების კოორდინაცია მალელთათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, რათა ისინი, დაბრუნების შემდგომ, მალის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩაერთონ. საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა და აფრიკული ინტეგრაციის საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა, შეინარჩუნოს ერთიანი პოლიტიკა ცვლადი გარემოს და მეტად მრავალფეროვანი და მომთხოვნი დიასპორის პირობებში. სამინისტრო თანამშრომლობს სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან, კერძოდ,საგარეო და საერთაშორისო თანამშრომლობის საქმეთა სამინისტროსთან, რომლის 30 საელჩო და 9 საკონსულო საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელებს ემსახურება.
სამინისტრომ შექმნა სრულყოფილი მონაცემთა ბაზა, რომლის გაცნობა შეიძლება ონლაინ რეჟიმში (http://www.mmeia.gov.ml) და რომელზეცთავმოყრილია ინფორმაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ მაღალკვალიფიციურ მალელთა შესახებ. მონაცემთა ბაზაში შეტანილია პიროვნების სახელი/გვარი, მისამართი, ტელეფონი, სამუშაო ადგილი და განათლება.
ასევე, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მოთავსებულია პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც იძლევა ინფორმაციას საზღვარგარეთ კანონიერი და უსაფრთხო ემიგრირების და უკან დაბრუნების შესახებ, ფულად გზავნილთა უსაფრთხოდ და იაფად გადაგზავნისა და წარმოშობის ქვეყანასთან და საზღვარგარეთ არსებულ წარმომადგენლობებთან კავშირების დამყარების შესაძლებლობათა შესახებ. ასევე, ვებგვერდზე განთავსებულია „გზამკვლევი საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთათვის“, რომელიც იძლევა სასარგებლო ინფორმაციას დიასპორათა წევრებისთვის.32
საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა ინვესტიციების საწარმოო სექტორში უკეთ მიმართვისთვის მთავრობამ 2000 წლის ნოემბერში მალელ დიასპორათა წარმომადგენელი ინვესტორების ფორუმი ჩაატარა. ფორუმის მიზანი იყო წარმოშობის ქვეყანაში ინვესტირების მსურველ მალელთა წინაშე მდგარი პრობლემების ირგვლივ მოსაზრებათა გაცვლა და მსჯელობის მოწყობა. რაც შეეხება ემიგრანტთა თემებს, საგარეო და საერთაშორისო თანამშრომლობის საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულოთა მეშვეობით აწარმოებს საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთათვის კონსულტაციების გაწევას, დახმარებას და დაცვას. საელჩოთა და საკონსულოთა მეშვეობით საგარეო და საერთაშორისო თანამშრომლობის საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ მალის მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის:
- მალიში და/ან შესაბამის დანიშნულების ქვეყანაში ორგანიზებულ, საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელებზე ორიენტირებულ საქმიანობათა შესახებ ინფორმაციას;
- ინფორმაციას მალის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარების პროცესების შესახებ;
- მიგრანტთა და მიგრანტთა ასოციაციების რეგისტრაციას.33
მიგრაციის მართვის და ინფორმაციის ცენტრი (Centre d'Information et de Gestion des Migrations) ოფიციალურად 2006 წელს გაიხსნა, როგორც მალის მთავრობის და აფრიკული ქვეყნების ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის (Communautй Economiquedes Etats de l'Afrique de l'Oues) პილოტური პროექტი, დაფინანსებული ევროკავშირის მიერ, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა და აფრიკული ინტეგრაციის სამინისტროს ნაწილი.34 მისი ფუნქციებია:
- მიგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ ცოდნის ამაღლება;
- პოტენციურ მიგრანტთა და დაბრუნებულთა ინფორმირება, წარმართვა და დახმარება;
- ინფორმირება მიგრაციის სამართლებრივი ასპექტების ირგვლივ და გათვითცნობიერებულობის ამაღლება არალეგალური მიგრაციის თავიდან ასაცილებლად;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური კაპიტალის მაქსიმალური ხელშეწყობა.
ამასთან, მალის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ტექნიკური თანაგანვითარების განყოფილება (Cellule technique du codйveloppement) 2002 წელს შეიქმნა, 2000 წელს ხელმოწერილი ფრანგულ-მალიურითანაგანვითარების შესახებ კონვენციის განხორციელების მიზნით. საფრანგეთსადა მალის შორის გაფორმებული ეს კონვენცია ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერას გულისხმობს: ორმაგი მოქალაქეობის შედეგად, მიგრანტებს შეუძლიათ, თავიანთი ფრანგი პარტნიორების (ადგილობრივი თემები, შრომითი საბჭოები და ა.შ.) დახმარებით, წამოიწყონ წარმოშობის რეგიონსა თუ დასახლებისკენ მიმართული განვითარების პროექტების განხორციელება.
ხელშეკრულება შეიცავს „დისტანციური ინვესტიციის“ კომპონენტს, რაც მიგრანტებს საშუალებას აძლევს, დააბანდონ თავიანთი დანაზოგი მალის კერძო სექტორის განვითარებაში სოფლის მეურნეობის განვითარების ეროვნული ბანკისმეშვეობით, რომლის აქციების მეწილე განვითარების ფრანგული სააგენტოა.მიგრანტების დანაზოგის დაბანდება 3.5%25-ით წარმოებს და მათ შეუძლიათისარგებლონ 4 მილიონი აფრიკული ფრანკის 14%25-იანი კრედიტით. თანაგანვითარების გრანტით დაფინანსებული ექსპერტები ეხმარებიან მათ მატერიალურ-ტექნიკური დასაბუთების ჩატარებაში და უწევენ ასისტირებას ტექნიკურ საკითხებში პროექტებთან დაკავშირებით.35
II. გაერთიანებები და ჯგუფები
საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა სხვადასხვა გაერთიანებიდან, რომლებიც მათ წარმოშობის, ინტერესების და საჭიროებების მიხედვით აჯგუფებს (მხოლოდ საფრანგეთში 400 ამგვარი გაერთიანება მოქმედებს), აღსანიშნავია საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა უმაღლესი საბჭო.
1993 წელს შექმნილი აღნიშნული საბჭო 50-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრებ მალელთა ეროვნული საბჭოების მიერ არჩეულ წარმომადგენელთა მიერ დაკომპლექტებული საკონსულტაციო ორგანოა და მთავრობისთვისდიასპორებთან ურთიერთობის უნიკალურ შუამავალს წარმოადგენს. უმაღლესი საბჭოს წევრები მალელ დიასპორათა ინტერესებს და შეხედულებებს ოფიციალურად წარუდგენენ ბამაკოს მთავრობას. თავიანთი განსახლების ქვეყნებში კი ისინი დიასპორათა წარმოშობის ქვეყანასთან კავშირის გაძლიერებისკენ მიმართული მალის მთავრობის ინტერესების გამტარებლები არიან.36
უმაღლესი საბჭოს ამოცანებია:
- მალელ დიასპორათა უკლებლივ ყველა წევრის შეკრება, დისკრიმინაციის გარეშე;
- მალელ დიასპორათა წარმოშობის ქვეყნის განვითარების პროცესებში ჩართვისკენ მიმართვა;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა წარმოდგენა სხვადსხვა ეროვნულ ინსტიტუციაში;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა თავიანთი მიმღები ქვეყნის შესახებ ინფორმაციით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით, კანონების, კონვენციების, იურიდიული აქტების შესახებ და სხვა; ამ ქვეყნებში მათი ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით;
- ახლო ურთიერთობები და თანამშრომლობა მალის დიპლომატიურ მისიებთან.37
უფრო კონკრეტულად, დიასპორათა პოტენციალის ქვეყნის განვითარებისკენ მიმართვის სახელმწიფო პოლიტიკით განსაზღვრულია კონკრეტული ზომები შემდეგ საქმიანობათა ხელშესაწყობად:38
- დისტანციური ჩართვა (ფულადი გზავნილები და ადგილობრივი განვითარების დახმარება). 2004 წელს საფრანგეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, მალელი დიასპორები წარმოშობის ქვეყანაში ყოველწლიურად 120 მილიარდ აფრიკულ ფრანკს39 აგზავნიან (რაც დაახლოებით მალის სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ მეოთხედს შეადგენს). ამ თანის 80%25 იხარჯება სოციალურ საჭიროებებზე (ქორწინებები, დაკრძალვები) და მხოლოდ 8%25-ს ინვესტირება ხდება უძრავ ქონებაში, 5%25 კოლექტიურგაერთიანებებში და 5%25 მოგების მომტან საქმიანობებში. მთავრობა ცდილობს ფულადი გზავნილების ოპტიმიზაციას მათი მდგრადი განვითარებისკენ მიმართვის გზით.
- დროებითი დაბრუნება (ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები). ამ სფეროში ორი წარმატებული მაგალითია: პროგრამა TOKTEN (ფრანგული მთავრობა და PNUD) და UNESCO -ს პროგრამა TALMALI („მალის ტალანტები“). წინამდებარე კვლევაში ზემოთ აღნიშნული პირველი პროგრამა მალიში ორ ფაზად განხორციელდა: პირველი ფაზა განხორციელდა 1999-2003წლებში და მოიცვა მხოლოდ უმაღლესი განათლების სფერო, რისისაჭიროებაც გაჩნდა 1996 წელს მალის უნივერსიტეტის დაარსების შედეგად. მეორე ფაზა განხორციელდა 2004-2008 წლებში და გავრცელდა ასევე საშუალო განათლებასა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დეცენტრალიზებულ კოლექტიურ გაერთიანებებზე.
პროგრამა TALMALI ეფუძნება იმავე მიზნებს, რაც TOKTEN, მხოლოდ მისი არეალი უფრო ფართოა და მოიცავს მაგისტრატურულ სწავლებასაც (Diplфme d'Etudes Approfondies - DEA, Diplфme d'Etudes Supйrieures Spйcialisйes - DESS, Doctorat).
ორივე პროგრამის შედეგები დამაკმაყოფილებელია: კონსულტანტთა რაოდენობამ 276-ს მიაღწია; ჩატარდა 400-მდე სასწავლო და კვლევითი მისია (2007 წლის მონაცემი); დაიდო 12 მთავრობათაშორისო შეთანხმება; შემუშავდა რიგი ახალი სასწავლო პროგრამებისა, შეიქმნა TOKTEN-ის 11 ქსელი მსოფლიო მასშტაბით, საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა შორის კონტაქტების და გაცვლის ხელშეწყობის მიზნით.
- გრძელვადიანი დახმარება. მალის მთავრობა და მისი პარტნიორები ცდილობენ მართონ მიგრაცია დიასპორათა წარმოშობის ქვეყნისკენ მიმართული ინიციატივების ხელშესაწყობად, მალიში მათი ინტეგრირების საბოლოო მიზნით. ამ მიზნის მისაღწევად შემუშავდა შესაბამისი პროექტები.
2002 წელს საფრანგეთმა და მალიმ დაიწყეს თანაგანვითარების პროგრამის განხორციელება, ჯერჯერობით მხოლოს მალის კაიეს რეგიონში, რომლისმიზანია დიასპორათა დანაზოგების მომგებიან საინვესტიციო პროექტებში დაბანდება, სახელმწიფო გრანტების დახმარებით.
საფრანგეთის, მალის და ვიეტნამის მთავრობათა მიერ დაფინანსებული პროგრამა PADDY (Programme d'Appui au Dйveloppement Durable du Cercle duYйlimanй) მიზნად ისახავს ბრინჯის მოყვანის ხელშეწყობას, რათა ამ სფეროში საზღვარგარეთ მცხოვრები მალელები მოიზიდონ და ქვეყნის დატოვების მსურველებს ადგილობრივად დასაქმების შესაძლებლობები შეუქმნან.
მიგრაციის მართვის და ინფორმაციის ცენტრის (CIGEM - Centre d'Information et Gestion de la Migrationt) პროექტი ფოკუსირებულია ინფორმაციის შეგროვებაზე მიგრაციის ნაკადების და მიმღებ ქვეყანათა შესახებ, მიგრაციის პოლიტიკის უკეთესი ფორმულირების მიზნით. საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა და აფრიკული ინტეგრაციის სამინისტრომ, უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით, მალელ დიასპორათა წევრებს შორის მსჯელობის და ინფორმაციის და მოსაზრებათა გაცვლის შესაძლებლობის შექმნის მიზნით ორჯერ, 2003 და 2007 წლებში მოაწყო ფორუმი.
სამთავრობო დონეზე მალი სთავაზობს სხვადასხვა სახის ფინანსურ წახალისებას მალელ დიასპორათა წევრებს. ამ მატერიალურ წახალისებათა სამართლებრივი ჩარჩოები შემდეგია:40
- მალის ინვესტიციათა კოდექსი. მასში მოცემულია ინიციატივები, რომლებიც ორიენტირებულია უცხოური ინვესტორების და საზღვარგარეთ მცხოვრები მალელების ჩართვაზე მალის განვითარების პროცესში. ეს ღონისძიებები მიმართულია ინვესტორებზე და გულსხმობს კორპორატიული საქმიანობების მხარდაჭერას მალიში:
გადასახადებისგან და მოსაკრებლებისგან გათავისუფლება საინვესტიციო პროექტებისთვის საჭირო აღჭურვილობის და სამშენებლო მასალების იმპორტირებისას;
კომპანიის, კორპორატიული და ლიცენზიის გადასახადებისგან გათავისუფლება;
ფისკალური სარგებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას.
- საბაჟო საკითხების რეგულირება საქონლის იმპორტირების და ექსპორტირებისას მალის ტერიტორიაზე, რაც ითვალისწინებს შემდეგისახის ფინანსურ წახალისებას დაბრუნების მსურველ მალელ მიგრანტთათვის:
მალიში დაბრუნების მსურველ მიგრანტთა გათავისუფლება გადასახადებისგან და მოსაკრებლებისგან საყოფაცხოვრებო საქონლის იმპორტირებისას;
საზღვარგარეთ სწავლის დასრულების შემდეგ მალიში დაბრუნებულ სტუდენტთა გათავისუფლება გარკვეული სახის საქონლის იმპორტირებისას;
საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა და აფრიკული ინტეგრაციის სამინისტრომ ემიგრანტთა თემებთან მიმართებაში შემდეგი ინიციატივები განახორციელა:41
- მალელ დიასპორათა წარმომადგენელი ინვესტორების პირველი ფორუმი(Premier Forum des Investisseurs de la Diaspora malienne - FIDIMA), 2009 წლის 11-13 დეკემბერი, ბამაკო;
- დაბრუნების ხელშეწყობა - ინფორმაციის და საკონსულტაციო ოფისები(Bureaux d'accueil, d'information et d'orientation) მალიში დაბრუნების გზაზე ძირითად შესვლის და ტრანზიტულ ქვეყნებში;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა გზამკვლევის (Guide de Malien d l'Extйrieur) გამოქვეყნება, რომელიც განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე;
სამეცნიერო და ინტელექტუალური მალელი ემიგრანტი თემების ცნობარისგამოქვეყნება (Rйpertoire de la Diaspora Scientifique et Intellectuelle du Mali - RDSIM), 2009 წლის მარტი.
საზღვარგარეთ მალელთა საკონსულოების და საელჩოების დახმარებით შემდეგი ინიციატივები შემუშავდა:
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა უმაღლესი საბჭოს განახლებისკენ მიმართულ საქმიანობათა კოორდინირება ეროვნულ ინსტიტუტებთან, 2004 წ.;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ მიგრანტ მალელ მეცნიერთა მიერ ინიცირებული მალის გამოყენებითი მეცნიერების საკითხებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის მხადაჭერა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. მომდევნო სიმპოზიუმი დაგეგმილია 2010 წლის 1-7 აგვისტოს ბამაკოში. აღნიშნული ინიციატივების პარალელურად მალის მთავრობამ შეიმუშავა საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა მრავალმხრივი ინსტიტუციური მხარდაჭერის მექანიზმები, როგორიცაა:42
- ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს ინვესტიციათა მხარდაჭერის სააგენტოში არსებული „უნიკალური ოფისი“ (Guichet Unique). ძირითადი ამოცანები: ადმინისტრაციულ პროცედურათა გამარტივება ბიზნესის შექმნის, ხარჯების და ინვესტიციათა კოდექსის პრაქტიკაში გატარებისთვის ლიცენზიათა მოპოვებისთვის საჭირო დროის შემცირების მიზნით და საიდენტიფიკაციო ნომრის მოპოვებისთვის აუცილებელ ფორმალობათა შესამოკლებლად. ოფისი შემდეგი სამსახურებისგან შედგება:
ბიზნესის შექმნის სამსახური (ერთსაფეხურიანი ოფისი საწარმოთა შექმნისთვის);
სარეგისტრაციო სამსახური ლიცენზიათა მოსაპოვებლად („უნიკალური ოფისი“ პრაქტიკულ საქმიანობათა წარმოებაზე უფლებამოსილების მოსაპოვებლად).
- მალის ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლების და საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა ოფისი (Bureau des Exonйrations Douaniиres et des Maliens de l'Extйrieur - BEMEX). ოფისის ძირითადი ამოცანაა საბაჟო გადასახადებისგან და მოსაკრებლებისგან ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლებული საქონლის განბაჟების პროცედურათა სრულყოფა და გამარტივება.
სამინისტრო და საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა უმაღლესი საბჭო მიმართავენ ძალისხმევას მიგრანტთა ხელშეწყობისკენ პარტნიორულ ურთიერთობათა განვითარების მიზნით ადგილობრივ დონეზე. საფრანგეთის ქალაქმა მონტრემ მაგალითად, განახორციელა განვითარების პროგრამა მალის იელიმანის რეგიონში, რომელიც 6.000 მალელი მიგრანტის სამშობლოა. ამ პროგრამაში მოზიდულ იქნა დიასპორათა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საფრანგეთის მთავრობის და სახელმწიფო და კერძო სექტორების ფინანსური რესურსები.43
3.2 განა
ა) მიმოხილვა44
განასთან დაკავშირებული მიგრაციის ყველაზე მეტად აღსანიშნავი ასპექტია ის, რომ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 50%25-ზე მეტი ქვეყნის შიგნით გადაადგილდება. ძირითადად გადაადგილება მიმდინარეობს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და გადაადგილებული მოსახლეობის 40%25-ზე მეტი განსახლებულია აკრაში, ბრონგ აჰაფოსა და დასავლეთ რეგიონებში. შიდა მიგრაცის ერთ-ერთი არასრულად შესწავლილი სეგმენტი ბავშვებია, რომელთა გადაადგილება ხშირად მიჩნეულია იძულებითად, თუმცა რეალური სურათი უფრო კომპლექსურია.45
განელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ქვეყანა 1970-იანი წლებიდან დატოვა და ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრა სამუშაოდ და სასწავლებლად. შეფასებებით, 3 მილიონზე მეტი განელი, რაც მოსახლეობის 15%25-ს წარმოადგენს, ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და ეს ძირითადად ეხება მოსახლეობის მეტად კვალიფიციურ ნაწილს. გარე მიგრაციის დამახასიათებელი განზომილებაა ჯანდაცვის და განათლების პროფესიონალ მუშაკთა გადინება. შეფასებებით, განაში განათლებამიღებული ექიმების 60%25 ქვეყნის გარეთ მუშაობს. 1992 წლიდან განელი ექთნების დიდმა პროცენტმა ქვეყანა დატოვა. საუნივერსიტეტო ფაკულტეტებზე თანამდებობათა 40%25, ხოლო ტექნიკურ კოლეჯებში მათი 60%25 ვაკანტურია.
ამ მასშტაბური და მაღალკვალიფიციური მიგრაციის შედეგი ფულადი გზავნილების მნიშვნელოვან ზრდაში გამოიხატა.
ბ) პოლიტიკა და პრაქტიკა46
აღნიშნული ფართომასშტაბიანი მიგრაციის განის განვითარების პროცესებზე დადებითად ასახვის მიზნით გატარდა გარკვეული ინიციატივები:
- 2006 წლის თებერვალი. მიგრაციის საკითხების მარეგულირებელ სამთავრობო ინსტიტუციათა საქმიანობის კოორდინირების მიზნით კაბინეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში დაამტკიცა მიგრაციის საკითხთა განყოფილება. განყოფილება შეიქმნა 2008 წლის ივლისში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით.47 იგი პასუხისმგებელია ეროვნული ძალისხმევის კოორდინირებაზე და იმის უზრუნველყოფაზე, რომ მიგრაციის საკითხები გათვალისწინებულ იქნას განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართულ საქმიანობათა დაგეგმვისას. განყოფილებას სამი ძირითადი ორგანო აქვს: სამინისტროთაშორისი კომიტეტი, სამდივნო და თემატური სამუშაო ჯგუფები. სამინისტროთაშორისი კომიტეტი, რომელშიც მუშაობს დაინტერესებული ორგანიზაციების უმაღლესი საფეხურის წარმომადგენელი, დახმარებას უწევს კომიტეტს შესაბამისი პოლიტიკის და პროგრამების შემუშავებაში.
- მიგრაციის საინფორმაციო ბიუროს ამოცანაა განელ მიგრანტთა და განაში ჩასულ იმიგრანტთა შესახებ მონაცემთა შეგროვება, მიგრაციის მსურველგანელთათვის შერჩეულ ქვეყნებში არსებული პირობების და წესების შესახებ უფრო სრულყოფილი ინფორმაციის და მომსახურების მიწოდების მიზნით. ბიუროში მოქმედებს მიგრაციის საინფორმაციო განყოფილება, ადამიანით ტრეფიკინგის საკითხთა განყოფილება და ლტოლვილთა საკითხების განყოფილება, რომლებიც ემსახურება მიგრანტთათვის ინფორმაციის მიწოდებას და მათ დაცვას.48
- განის უნივერსიტეტში შეიქმნა კომიტეტი, რომელიც უნივერსიტეტში მიგრაციის სწავლების ცენტრის შექმნაზე იმუშავებს.
- 2005 წლის ნოემბერში განა IOM-ის წევრი გახდა და მიგრაციის ინტეგრირებისთვის ეროვნული ზრდის და სიღარიბის შემცირების სტრატეგიის დაფინანსება მოითხოვა.
- მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კვამე ნკრუმაჰის უნივერსიტეტმა (KNUST) განის განათლების ფონდის მხარდაჭერით დაიწყო დოქტორის ხარისხის მაძიებელ ახალგაზრდა სტუდენტთა სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა უნივერსიტეტის დამთავრებიდან ორი წლის განმავლობაში.
- გადასინჯულ იქნა მოქალაქეობის საკითხთა მარეგულირებელი კანონმდელობა (2003 წ.), მის მისასადაგებლად დიასპორის წარმომადგენელ განელებთან, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, მაგრამ განის მოქალაქეობის შენარჩუნება სურთ.
- პარლამენტმა 2006 წლის თებერვალში მიიღო „მოსახლეობის წარმომადგენლობითი აქტი“ საზღვარგარეთ მცხოვრებ განელთა საარჩევნო პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობისთვის; დოკუმენტი საზღვარგარეთ მცხოვრებ განელებს საშუალებას აძლევს, გაიარონ რეგისტრაცია და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებსა და რეფერენდუმში.49
- 2001 წელს მოეწყო საზღვარგარეთ მცხოვრებ ერთ ათას განელთა სამიტი სახელწოდებით „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ განელთა პოტენციალის ამოქმედება ეროვნული განვითარების დასაჩქარებლად. სამიტის ერთ-ერთი შედეგი იყო სამდივნოს შექმნა 2003 წლის მაისში,რომელს ერთ-ერთ ამოცანად საზღვარგარეთ მცხოვრებ განელთა დაბრუნების ხელშეწყობა განისაზღვრა. სამიტს მოჰყვა მიგრაციისა და განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია 2004 წლის სექტემბერში, რომლის ძირითადი თემა განელი წარმოშობის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთა განაში მუშაობის ხელშეწყობა იყო.
- „ემანსიპაციის დღე“ აფრიკული წარმოშობის პირთა დიასპორებისადმი მიძღვნილი ყოველწლიური პროგრამაა. ამ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ განის მოქალაქეობის მიღების და განაში დასახლების სხვადასხვა შესაძლებლობით.
- ჯანდაცვის სექტორში შემუშავდა შეღავათიანი პაკეტები ჯანდაცვის მუშაკებისთვის. შეიქმნა განელ თერაპევტთა და ქირურგთა კოლეჯი დაშემუშავდა ახალი პროგრამები ექთნებისთვის და სამედიცინო სფეროს სხვა მუშაკებისთვის.
- განამ ასევე მონაწილეობა მიიღო ზემოთაღნიშნულ MIDA-ს პროგრამაში. 2007 წლამდე ამ პროგრამით 300-მა განელმა ისარგებლა. 2007 წელს განელი წარმოშობის ოთხმა ექიმმა, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ დიდ ბრიტანეთში, განას ორ სამედიცინო კოლეჯში ლექციების კურსი წაიკითხეს. ასევე, ცნობილმა განელმა კარდიოლოგმა, რომელიც დაბრუნდა განაში 2000-იანი წლების პირველ ნახევარში, უხელმძღვანელა განაში კარდიოცენტრის ჩამოყალიბებას, რომელიც მთელ რეგიონს ემსახურება.
![]() |
4.4 4. აღმოსავლეთ აფრიკა |
▲ზევით დაბრუნება |
4.1 ეთიოპია
ა) მიმოხილვა50
აფრიკის კონტინენტზე მოსახლეობის გადაადგილების პროცესები ახალ მოვლენას არ წამოადგენს. მაგრამ ეთიოპიიდან „აფრიკის რქის“ ქვემოთ მდებარე ქვეყნებისკენ მიგრაცია დაკავშირებულია 1974 წლის რევოლუციასთან, რომლის შედეგად იმპერატორ ჰაილე სალასის მეფობა დერგის მარქსისტულმა სამხედრო რეჟიმმა შეცვალა. 1974 წლამდე ეთიოპიელთა მხოლოდ მცირე,ელიტური ნაწილი მიდიოდა საზღვარგარეთ დროებით, ძირითადად სასწავლებლად.
დერგის სისხლიანმა რეჟიმმა აიძულა ასობით ეთიოპიელი, დაეტოვებინა ქვეყანა იძულებითი განსახლების, ეთნიკური ძალადობის და ჰუმანიტარული გაჭირვების გამო. ეთიოპიასა და სომალის შორის დაწყებულმა კონფლიქტმა, გამძაფრებულმა ცივის ომის წინააღმდეგობებით, ქვეყანა კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაატოვებინა. დერგის რეჟიმს გარიდებული ლტოლვილები ჯერ მეზობელ ქვეყნებში, ხოლო შემდეგ დასავლეთში გადაბარგდნენ და იქ თავიანთი თემები ჩამოაყალიბეს.
მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო ქვეყნის დატოვების პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზების განსხვავება ლტოლვილთა შორის - მით უმეტეს, რომ ზოგ შემთხვევაში მიზეზი ორივე კომპენენტს შეიცავდა - საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო ხედვით, ეთიოპიაში არსებული მდგომარეობა ლტოლვილთა გადინებასთან დაკავშირებით კრიზისად მოინათლა. დერგის რეჟიმის შეცვლის შემდეგ 1991 წელს ეთიოპიელთა გარკვეული რაოდენობა უკანდაბრუნდა; მაგრამ ეთიოპიურ პოლიტიკაში ეთნიკური ნიშნის გამოკვეთამ დაეთნიკური ფედერალიზმისკენ სვლამ 1991 წლის შემდეგ პროფესიონალთა ქვეყნიდან მომდევნო მიგრაცია და შიდა მიგრაციული პროცესებიც გამოიწვია, ვინაიდან ქვეყანა ეთნიკური ნიშნით დაიყო.
მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი მიგრაციული პროცესების უმრავლესობისგან განსხვავებით, როდესაც განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა მათი კოლონიზატორი ქვეყნებისკენ გადაადგილდებოდა, ეთიოპიელებმა სხვა გზას მიმართეს. იტალიის მიერ ეთიოპიის ოკუპაცია ხანმოკლე აღმოჩნდა. 1976 წლისთვის მხოლოდ 2.345 ეთიოპიელი დასახლდა იტალიაში, რომელიც, ფაქტობრივად, მიგრანტთა გამგზავნი ქვეყნიდან მიგრანტთა მიმღებ ქვეყნად სულ ახლახანს გარდაიქმნა.
დასავლეთში მცხოვრები ეთიოპიელები ძირითადად კონცენტრირებულნი არიან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელში, თუმცა, ისინი ასევე ცხოვრობენ შვედეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, კანადაში, ავსტრალიაში, ბელგიაში, შვეიცარიასა და ახალ ზელანდიაში.
ეთიოპიელები არა მხოლოდ განვითარებული ქვეყნებისკენ მიგრირებენ.
შეფასების მიხედვით, მათი 15 ძირითადი მიმღები ქვეყნიდან 5 ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის განვითარებადი ქვეყნები იყო.
ბ) პოლიტიკა და პრაქტიკა51
I. საგარეო საქმეთა სამინისტრო - ეთიოპიელ ექსპატრიანტთა საკითხების გენერალური დირექტორატი
აღიარა რა წარმოშობის ქვეყნისთვის ეთიოპიურ დიასპორათა მნიშვნელობა, ეთიოპის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში 2002 წლის იანვარში ეთიოპიელ ექსპატრიანტთა საკითხების გენერალური დირექტორატი შექმნა. დიასპორის წარმომადგენელ ეთიოპიელთა და წარმოშობის ქვეყნის მოსახლეობას შორის ახლო და კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარების მიზნით გენერალური დირექტორატი შემდეგ ამოცანებს ისახავს მიზნად:
- სხვადასხვა სამინისტროსა და ეთიოპიურ დიასპორათა შორის შუამავლის როლის შესრულება;
- ეთიოპიურ დიასპორათა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობებში აქტიური ჩართვის ხელშეწყობა;
- ეთიოპიურ ექსპატრიანტთა უფლებების და პრივილეგიების დაცვა;
- საზღვარგარეთ ეთიოპიური თემის მობილიზება მდგრადი და ორგანიზებული იმიჯის შესაქმნელად.
ამ ამოცანებზე დაყრდნობით, გენერალური დირექტორატის ძირითადი საქმიანობებია:
- სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ეთიოპიურ დიასპორათათვის სხვადასხვა მედია საშუალებით;
- კვლევათა ჩატარება ეთიოპიურ დიასპორათა პრობლემების გამოსავლენად კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მათ მონაწილეობას სახელმწიფოს აღმშენებლობაში;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთიოპიელთა კეთილდღეობის, უსაფრთხოების, უფლებების და პრივილეგიების დაცვა;
- დიასპორათა რეგულარული ინფორმირება მათთვის საინტერესო საკითხების ირგლივ.
დაარსების დღიდან გენერალური დირექტორატი იღწვის ეთიოპიელე ქსპატრიანტებთან კავშირის განმტკიცებაზე და ეთიოპიური წარმოშობის სხვა ქვეყნების მოქალაქეთა წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას მათ სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ საკითხთა გამარტივებაზე.
ამ მხრივ ეთიოპიის მთავრობა ეთიოპიური წარმოშობის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს უფლებების და შეღავათების მთელ რიგს სთავაზობს: დაბრუნების მსურველთა გათავისუფლებას გადასახადებისგან და საბაჟო მოსაკრებლისგან, მიწის ნაკვეთებს ქალაქის ტიპის დასახლებებში უფასოდ ან იჯარით საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად ამ მიზნით ორგანიზებულ მიგრანტთა სამშენებლო კოოპერატივებისთვის.
საქმიანობათა ჰარმონიულად წარმართვის მიზნით ექსპატრიანტთა საკითხების გენერალურმა დირექტორატმა დაამყარა კავშირი ფედერალურ სამინისტროებთან და რეგიონულ ადმინისტრაციებთან ქვეყნის მასშტაბით.
გადაწყვეტილება ეთიოპიის წინამდებარე კვლევაში ჩართვის შესახებ ეფუძნება კონკრეტული ფინანსური შეღავათების პრაქტიკას (განსხვავებულს ზემოთ აღნიშნულიდან), როგორიცაა:
- უცხოური ვალუტის ანგარიშის შექმნას და ამოქმედებას ეთიოპიის მუდმივი მოქალაქეობის არმქონე (არარეზიდენტი) ეთიოპიელებისა და ეთიოპიური წარმოშობის პირთათვის;
- საერთაშორისო ფულადი გზავნილების სამსახურების უზრუნველყოფას.
II. უცხოური ვალუტის ანგარიში ეთიოპიის მუდმივი მოქალაქეობის არმქონე (არა-რეზიდენტი) ეთიოპიელებისა და ეთიოპიური წარმოშობის პირთათვის52
ეთიოპიურ დიასპორათათვის ფინანსური შეღავათების შესაქმნელად, რათა მათ იქონიონ უცხოური ვალუტის ანგარიში წარმოშობის ქვეყანაში და ამავე დროს, ეთიოპიაში ადგილობრივ ინვესტიციათა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციათა ხელშესაწყობად, ეთიოპიის ეროვნულმა ბანკმა და ეთიოპიის მთავრობამ შეიმუშავეს ქცევის კოდექსი და შეღავათების პაკეტი ეთიოპიის მუდმივი მოქალაქეობის არმქონე („არარეზიდენტი“) ეთიოპიელებისა და ეთიოპიურიწარმოშობის პირთათვის უცხოური ვალუტის ანგარიშის გახსნის მიზნით. პირველი ტიპის შეღავათი საპროცენტო განაკვეთებს ეხება:
- უცხოური ვალუტის აღნიშნულ ანგარიშს პროცენტი არ დაერიცხება;
- კომერციულ ბანკებს შეუძლიათ დააწესონ საკუთარი საპროცენტო განაკვეთი აღნიშნულ ანგარიშზე, იმ პირობით, რომ იგი არ გადააჭარბებს საპროცენტო განაკვეთს LIBOR53;
- პროცენტი აღნიშნულ ანგარიშზე არსებული უცხოური ვალუტის ფიქსირებულ დანაზოგზე დაირიცხება მხოლოდ დანაზოგის მინიმალური თვის ვადით შენახვის შემთხვევაში;
- პროცენტის დარიცხვა ფიქსირებულ დანაზოგზე, რომელიც იზრდება შაბათს/კვირას/უქმე დღეებში - იწარმოებს მომდევნო სამუშაო დღის მიხედვით;
- პროცენტი არაბრუნვად ეროვნულ სავალუტო ანგარიშზე54 დაირიცხება მინიმალური შემნახველი დეპოზიტის შემთხვევაში ეთიოპიის ეროვნულიბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთის ორმაგი ოდენობით. შეღავათების მომდევნო სახეობა გულისხმობს:
- სადეპოზიტო ანგარიში შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დამხმარე ანგარიში ადგილობრივი ბანკებიდან ადგილობრივ ვალუტაში კრედიტის ასაღებად სამიზნე ბანკის საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად;
- საპროცენტო სარგებელი მუდმივი მოქალაქეობის არმქონე ეთიოპიელთა უცხოური ვალუტის ფიქსირებული დანაზოგის ანგარიშზე თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან;
- ზემოთაღნიშნულ შეღავათებთან ერთად, ბანკებმა უნდა შექმნან შემდეგი სახის ხელსაყრელი პირობები ანგარიშის მფლობელთათვის:
ბანკებმა უნდა უზრუნველყონ ყოველთვიური ამონაწერი ანგარიშის მფლობელისთვის.
ბანკებმა უნდა შექმნან სპეციალური კოდი ანგარიშის მფლობელისთვის, რათა მან შეძლოს დამოუკიდებლად თანხის გამოტანა და/ან ადგილობრივი გადასახადების გადახდა.
ბანკებმა უნდა დაარიცხონ სარგებელი ანგარიშს მინიმალური ყოველკვარტალური პერიოდის შემდგომ.
ბანკებმა უნდა შექმნან მექანიზმი, რომლის მეშვეობით ანგარიშის მფლობელი შეძლებს მუდმივი ნებართვის გაცემას სამიზნე ბანკისთვის რეგულარული გადასახადების გადასახდელად.
ბანკებმა უნდა შექმნან უცხოური სავალუტო ანგარიშების განმკარგველი პარტნიორი საკორესპონდენტო ბანკების ან აგენტების ზუსტი ნუსხა საზღვარგარეთ, მუდმივი მოქალაქეობის არმქონეეთიოპიელების მიერ მათთან დაკავშირების გასაადვილებლად.
III. საერთაშორისო ფულადი გზავნილების სამსახურების მარეგულირებელი დებულებები55
იმის გამო, რომ ეთიოპიის ეროვნულ ბანკს არ შეუმუშავებია მკაფიო სახელმძღვანელო მითითებები ფულადი გზავნილების სფეროს რეგულირების და დახვეწის შესახებ, ეროვნულმა ბანკმა და ეთიოპიის მთავრობამ შეიმუშავეს რეკომენდაციები შესაბამისი მომსამსახურების მომწოდებელი ინსტიტუციებისთვის.
ეთიოპიაში საერთაშორისო ფულადი გზავნილების შედარებით დაბალი ტარიფითმომსახურება შეუძლიათ განახორციელონ შემდეგ ინსტიტუციებს თუ ორგანიზაციებს:
ბანკებთან ასოცირებული საერთაშორისო ფულად გზავნილთა ოპერატორები;
კომერციული ბანკები;
არასაფინანსო ორგანიზაციები.
ფულად გზავნილთა მომსახურე სააგენტოების სამსახური გამჭვირვალე უნდა იყოს მომხმარებლისთვის. ამ მიზნით, აღნიშნულმა სტრუქტურებმა მაქსიმალურად საჯარო და ხელისაწვდომი უნდა გახადონ შემდეგი სახის ინფორმაცია:
ფულად გზავნილებთან დაკავშირებული პირობები და ტარიფები,საკორესპონდენტო ბანკების და აგენტთა მომსახურების გადასახადები და მათ მიერ გაწეული სხვადასხვა მომსახურების ჩამონათვალი.
ფულადი გზავნილის დანიშნულების ადგილას მისვლის საშუალო დრო და ვალუტის გაცვლის კურსი.
ბანკის საიდენტიფიკაციო კოდი (BICS) და ანგარიშების ნომრები საერთაშორისო (საკორესპონდენტო) ბანკებში (IBANS).
ფულადი გზავნილების სააგენტოთა ხელშეკრულება და დებულება უნდა შემუშავდეს კონკურენტუნარიანი საბაზრო ოპერაციების საფუძველზე. ამდენად:
ფულად გზავნილთა მომსახურე სააგენტოები ერთმანეთს შორის ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა შეთანხმდნენ არაექსკლუზიურ პირობებზე;
მომსახურების მომწოდებელებს შორის კონტრაქტის მოქმედების ვადა უნდა გაგრძელდეს არა უმეტეს 2 წლისა. მაგრამ, კონტრაქტი შეიძლება განახლებულ იქნას ეთიოპიის ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე.
მომსახურების მომწოდებელები უნდა მოემსახურონ ფულად გზავნილებს ტარიფის გარეშე ან მინიმალური ტარიფით და საქმის კურსში ჩააყენონ ეროვნული ბანკი.
საერთაშორისო ფულად გზავნილებთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების მიზნით ახალი პარტნიორული ხელშეკრულების გასაფორმებლად მომსახურების მომწოდებელებმა ეთიოპიის ეროვნული ბანკის თანხმობა უნდა მოიპოვონ. ხელშეკრულება უნდა დაიდოს მხოლოდ ლიცენზირებულ ოპერატორებთან და ეთიოპიის ეროვნულ ბანკში უნდა გაიგზავნოს შემდეგი საბუთები:
ფულადი თანხის გამომგზავნი აგენტის ეთიოპიის საელჩოთა ან სხვა პარტნიორ ორგანიზაციათა მიერ დადასტურებული საიდენტიფიკაციო საბუთის ასლი;
ონტრაქტის პროექტი;
განახლებული ხელშეკრულების პროექტი.
- ბანკებმა ეფექტურად უნდა გამოიყენონ SWIFT სისტემა ფულადი გზავნილების მომსახურებისას.
- ბანკებმა, ეთიოპიის ეროვნული ბანკის ჩათვლით, უნდა გახსნან ფულადი გზავნილების მომსახურე განყოფილებები, რომლებიც იმუშავებს 24 საათის განმავლობაში.
- ფულადი გზავნილების მომსახურების მომწოდებლებმა რეკლამირება უნდა გაუწიონ თავიანთ სერვისს და BIC და IBAN ანგარიშებს ბროშურების, ვებგვერდების, ეთიოპიის საელჩოებისა და საკონსულოთა მეშვეობით.
ამასთან:
- ბანკებმა და ფულადი გზავნილების მომსახურების მომწოდებლებმა ყოველთვიურად უნდა მიაწოდონ დეტალური მონაცემები წინასწარ შეთანხმებული ფორმით სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ინდივიდუალური პირების, შპს-თა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ფულადი გზავნილების შესახებ ეთიოპიის ეროვნულიბანკის უცხოურ გზავნილთა სტატისტიკის და მონიტორინგის განყოფილებას.
- ბანკებმა და ფულადი გზავნილების მომსახურების მომწოდებლებმა უნდა მიაწოდონ არასაფინანსო ორგანიზაციათა (როგორიცაა ეთიოპიური ავიახაზები და ეთიოპიური გადამზიდავები) მიერ წარმოებული უცხოური გაცვლითი ოპერაციების ანგარიში ყოველთვიურად.
- ეთიოპიის ეროვნულ ბანკს, შეხედულებისამებრ, შეუძლია ნებისმიერ დროს მოაწყოს ფულადი გზავნილების მომსახურების მომწოდებლების ინსპექცია.
IV. ეთიოპიის საელჩოები და საკონსულოები56
ეთიოპიასა და ძირითად მიმღებ ქვეყნებში დასახლებულ ეთიოპიის ემიგრანტთა თემებს შორის კავშირების განმტკიცების მიზნით ეთიოპიამ ახლებურად განსაზღვრა საკუთარი დიპლომატიური და საკონსულო მისიების როლი. ქვეყანამ სხვა ზომებთან ერთად, მიავლინა დიპლომატები მისიებში, რომელთა მანდატი საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთიოპიელებთან დაკავშირებულ საკითხთა რეგულირებით განისაზღვრა, კერძოდ:
- ეთიოპიელ ექსპატრიანტებთან კავშირების დამყარება;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთიოპიელთა რეგისტრაცია;
- ეთიოპიელ ემიგრანტთა თემების ჩართვაზე ფოკუსირებული განყოფილებების ჩამოყალიბება შერჩეულ მისიებში.
შედეგად, 2007 წელს 13 საელჩოში ჩამოყალიბდა ემიგრანტ თემებთან კავშირებზე პასუხისმგებელი განყოფილებები. მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი სტრუქტურის
- საგარეო საქმეთა სამინისტროს ეთიოპიელ ექსპატრიანტთა საკითხების გენერალური დირექტორატის ძირითადი საქმიანობებია:
- სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ეთიოპიურ დიასპორათათვის სხვადასხვა მედია საშუალებით;
- კვლევათა ჩატარება ეთიოპიურ დიასპორათა პრობლემების გამოსავლენად კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მათ მონაწილეობას სახელმწიფოს აღმშენებლობაში;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთიოპიელთა კეთილდღეობის, უსაფრთხოების, უფლებების და პრივილეგიების დაცვა;
- დიასპორათა რეგულარული ინფორმირება მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ;
- საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური გეგმის დამტკიცებასაზღვარგარეთ მცხოვრებ ეთიოპიელთა ჩართვის შესახებ ადგილობრივ კონტექსტში და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელება;
- ეთიოპიის შესახებ განახლებული ობიექტური ინფორმაციის მიწოდება;
- კვლევების წარმოება კითხვარებისა და შეხვედრების მეშვეობით საზღვარგარეთ მცხოვრები ეთიოპიური თემების შესახებ;
- ემიგრანტთა თემებში და მათ შორის კავშირების შექმნა;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთიოპიელთა ინფორმირება მთავრობის მიერდაწესებული პრივილეგიების შესახებ მათ წასახალისებლად ეთიოპიის განვითარების პროცესებში ჩართვისკენ.
V. შესაძლებლობათა ზრდის საქმეთა სამინისტრო - დიასპორათა
საკოორდინაციო ოფისი57
საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთიოპიელთა წარმოშობის ქვეყანაში შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობის როლის აღიარების კვალდაკვალ, შესაძლებლობათა ზრდის საქმეთა სამინისტროში 2005 წელს შეიქმნა დიასპორათა საკოორდინაციო ოფისი, რომლის ძირითადი ფუნქციებია ეთიოპიელი ემიგრანტი თემების ჯგუფებთან და ინდივიდუალურ პირებთან ურთიერთობათა დამყარება და განმტკიცება, მათი ცოდნის და მატერიალური რესურსების წარმოშობის ქვეყანაში შესაძლებლობათა ზრდისკენ მიმართვის მიზნით.
დიასპორათა საკოორდინაციო ოფისი პასუსისმგებელია შესაძლებლობათა ზრდისკენ მიმართული ინიციატივების წახალისებასა და გაძღოლაზე როგორც სამთავრობო, ასევე საზოგადოებრივ სექტორში.
VI. ინსტიტუციათაშორისი კოორდინაცია58
საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთიოპიელებთან დაკავშირებულ საკითხთა ირგვლივ ინსტიტუციათაშორისი კოორდინაციის და დიალოგის უზრუნველყოფის მიზნით 2006 წელს ეთიოპიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპატრიანტთა საქმეების გენერალური დირექტორატის ეგიდით დაარსდა ფედერალური მთავრობის ორგანოების ემიგრანტი თემების საკითხთა მარეგულირებელი ტექნიკური კომიტეტი. ტექნიკურ კომიტეტს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ხელმძღვანელობს და იგი შედგება შემდეგი უწყებების განყოფილებათა ხელმძღვანელებისგან:
- საგარეო საქმეთა სამინისტრო
- ვაჭრობის და მრეწველობის სამინისტრო
- კულტურის და ტურიზმის სამინისტრო
- შრომის და სოციალურ საქმეთა სამინისტრო
- შემოსავლების და საბაჟო სამსახური
- იმიგრაციის დეპარტამენტი
- ეთიოპიის ეროვნული ბანკი.
კომიტეტის ძირითადი ფუნქცია საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთიოპიელთათვის ეფექტური მომსახურების უზრუნევლყოფის მინოტორინგია, შესაბამის ინსტიტუციათა მიერ ემიგრანტთა ჩართვის მიზნით შემუშავებული ყოველწლიური გეგმის შესაბამისად. კომიტეტი ყოველთვიურად შეიკრიბება შესრულებულ საქმიანობათა მონიტორინგისა და მომდევნო საქმიანობათა დაგეგმვის მიზნით.
VII. ემიგრანტთა თემებთან მომუშავე რეგიონული სამთავრობო უწყებები
საზღვარგარეთ მცხოვრები ეთიოპიელებისკენ მიმართული ეროვნული პოლიტიკის რეგიონულ დონეზე წარმართვისა და სახელმწიფო მასშტაბით წარმოებულ საქმიანობათა დეცენტრალიზაციის მიზნით ეთიოპიის 9 რეგიონულ ცენტრსა და 2 ადმინისტრაციულ ქალაქში 2006 წლიდან ამოქმედდა ემიგრანტთა საკითხების მარეგულირებელი ორგანოები - დიასპორათა საკოორდინაციო ოფისები. თითოეულმა ოფისმა შეიმუშავა ყოველწლიური სამოქმედო გეგმა ემიგრანტ თემებთან მიმართებაში, რაც გულისხმობს:
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთიოპიელთათვის სამსახურების მიწოდების ტექნიკური ხერხების შემუშავებას;
- მკაფიო ინსტრუქტაჟის ფორმულირების მიზნით სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას ისეთი საკითხების დასარეგულირებალდ, როგორიცაა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების გამოყოფა, ინვესტიციების გაცემა და სხვ.
- ემიგრანტთა თემების მომსახურე განყოფილებების შექმნას თითოეული რეგიონის მსხვილ ქალაქებსა და დასახლებებში;
- რეგიონული მონაცემთა ბაზების შექმნას განხორციელების ფაზაში მყოფი და დაგეგმილი განვითარების პროექტების შესახებ, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთიოპიელთათვის ხელსაყრელი საშუალება იქნება თითოეული რეგიონული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა.
ვინაიდან ეთიოპია არ გასცემს ორმაგ მოქალაქეობას, 2002 წლიდან იგი ეთიოპიური წარმოშობის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეთიოპიური წარმოშობის დამადასტურებელ საიდენტიფიკაციო მოწმობებს სთავაზობს. ეს დოკუმენტი მის მფლობელს ეთიოპიის მოქალაქეთათვის დაწესებულ ყველა უფლებას ანიჭებს, გარდა საარჩევნო უფლებისა.59
5. აზია
5.1 ფილიპინები
ა) მიმოხილვა60
ფილიპინები მიგრანტთა გამგზავნი სიდიდით მესამე ქვეყანაა მსოფლიოში. 2007 წლის დეკემბრისთვის, დაახლოებული შეფასებით, მოსახლეობის 10%25 (8.7 მილიონი) საზღვარგარეთ იმყოფებოდა, აქედან 3.6 მილიონი სამუდამოდ, ხოლო 4.1 მილიონი დროებით ემიგრირებული კანონიერი მიგრანტია (მათგან 274,497 საზღვაო სამუშაოებზე დაკავებული პირია), ხოლო 900,023 კი არალეგალური მიგრანტი.61
ფილიპინელი შრომითი მიგრანტების ძირითადი 5 სამიზნე ქვეყანაა საუდის არაბეთი, იაპონია, ჰონკონგი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები და ტაივანი. მუდმივად ემიგრირებულთა (მათ შორის, იმ ფილიპინელთა, ვისაც უცხოელი მეუღლე ან პარტნიორი ჰყავს) სამიზნე ქვეყნები კი აშშ, კანადა, ავსტრალია,იაპონია, ინგლისი და გუამი (აშშ-ს მმართველობის ქვეშ არსებული კუნძული წყნარ ოკეანეში).
საზღვარგარეთ მცხოვრები და მომუშავე ფილიპინელები წარმოშობის ქვეყნისთვის გაწეული დახმარების ძირითადი წყაროა. ისინი დახმარებას უწევენ ფილიპინებში მცხოვრებ სხვადასხვა თემს და მათი დახმარება ქვეყანაში ფულადი გზავნილების, ინვესტიციების და შენატანის სხვა ფორმებით შემოდის.ფულადი გზავნილები ფილიპინების ეკონომიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, ვინაიდან, შეადგენს რა მთლიანი შიდა პროდუქტის მეათედს, ისინი საყოფაცხოვრებო საქონელზე დანახარჯების, ეროვნული ვალუტის (პესოს) გამყარების და ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის გამყარების მნიშვნელოვანი წყაროა.
ფულადი გზავნილების რაოდენობა ფილიპინებში 12.7 მილიარდი აშშ დოლარიდან (2006 წ.) 14.4 მილიარდ აშშ დოლარამდე (2007 წ.) გაიზარდა.62
სამართლებრივი კუთხით, ვინ ითვლება ფილიპინების დიასპორის წევრად?63
ფილიპინური კანონმდებლობა ტერმინს „დიასპორა“ არ განსაზღვრავს. „ფილიპინური დიასპორა“ უფრო მეტად სამეცნიერო ტერმინია და მოიცავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ყველა ფილიპინური წარმოშობის თემს. ტერმინი ფართოდ გამოიყენებოდა ბოლო წლებამდე, თუმცა პოლიტიკური კორექტულობის მოსაზრებებით, უპრიანი იქნებოდა მასში გარკვეულ დაზუსტებათა შეტანა. ამავე დროს, ფილიპინური კანონმდებლობით განსაზღვრულია შემდეგი:
- შრომითი მიგრანტი: „პირი, რომელიც ჩართული იყო, ჩართულია ან ჩაერთვება ანაზღაურებად საქმიანობაში ქვეყანაში, რომლის კანონიერი მოქალაქეც იგი არ არის - ტერმინი გამოიყენება საზღვარგარეთ შრომით საქმიანობაში დროებით ჩაბმულ ფილიპინელთა მისამართით.“ (ფილიპინების რესპუბლიკის 1995 წლის აქტი № 8042 ფილიპინელ შრომით მიგრანტებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებთა შესახებ - ნაწილი 3.ა)
- საზღვარგარეთ მცხოვრები ფილიპინელი: „საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები ფილიპინელები, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის კანონიერი მოქალაქეები; ასევე ემიგრანტები, რომლებიც გახდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ან არიან ჯერ კიდევ ფილიპინების მოქალაქეები დაელოდებიან მოქალაქეობის მიღებას; და ასევე მათი შთამომავლები.“ (აქტისაზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა საკითხების შემსწავლელი კომისიის შესახებ, ნაწილი 2).
ბ) პოლიტიკა და პრაქტიკა64
საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა საკითხების კომისია ფილიპინების მთავრობის მიერ 80-იან წლებში შექმნილი სამთავრობო ორგანოა, რომლის მიზანია ეკონომიკური და კულტურული კავშირების განმტკიცება საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა და მათი წარმოშობის ქვეყანას შორის. კომისიის მანდატი მოცავს:
- ფილიპინების პრეზიდენტისა და კონგრესის ხელშეწყობას საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელებთან დაკავშირებული პოლიტიკის ფორმულირებაში და კონკრეტული ზომების შემუშავებაში;
- პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, რომლებიც ორიენტირებულია საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა ინტერესების და კეთილდღეობის ხელშეწყობაზე;
- კომისიის, როგორც ფორუმის ფუნქციის გამოკვეთას და სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა და წარმოშობის ქვეყანას შორის;
საზღვარგარეთ მცხოვრები ფილიპინელების შესაბამის მთავრობებთან და კერძო სააგენტოებთან კავშირის განმტკიცებას ფილიპინებში ბიზნეს პროექტების განხორციელების მიზნით.
კომისია მუშაობს შემდეგი ოთხი პროგრამის მიმართულებით:
- მიგრანტთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია
- ფილიპინების განათლება და მემკვიდრეობა
- ფილიპინების ერთიანობა და ეროვნული განვითარება
- პოლიტიკის განვითარება და მონაცემთა ბანკი
I. ფილიპინების განათლების და მემკვიდრეობის პროგრამა
ფილიპინების განათლების და მემკვიდრეობის პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები ფილიპინელების განათლების მხარდაჭერა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდა ფილიპინელთათვის ფილიპინური ენის,ისტორიის, კულტურის და ინსტიტუციათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება. პროგრამა მხარს უჭერს საზღვარგარეთ მცხოვრები ფილიპინელ ბავშვთა სასკოლო განათლებას მათი ფილიპინების საგანმანათლებლო სისტემაში საბოლოო ინტეგრაციის/რეინტეგრაციის მიზნით.
პროგრამის მიზანია ფილიპინური ენის სწავლის და სწავლების მხარდაჭერა სხვადასხვა დონეზე სკოლაში და მის გარეთ, მით უმეტეს ქვეყნებში, რომლებშიც მუდმივ ფილიპინელ მიგრანტთა დიდი რაოდენობა სახლობს. პროგრამა ასევე მხარს უჭერს პროექტებს და საქმიანობებს, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდა ფილიპინელთა წარმოშობის ქვეყანაში მისავლენად ფილიპინების და მისი ინსტიტუტების უკეთ გასაცნობად, და მათში იმ რწმენის გასაღვივებლად, რომ მათი იდენტურობა და ინტერესები თავიანთი კულტურული კავშირების საერთო ფილიპინური თემის კონტექსტში დაცვის შედეგად კიდევ უფრო განმტკიცდება.
II. ფილიპინების ერთიანობის და ეროვნული განვითარების პროგრამა
ფილიპინების ერთიანობის და ეროვნული განვითარების პროგრამის მიზანია სხვადასხვა ფილიპინურ ორგანიზაციას შორის ახლო კავშირების დამყარების ხელშეწყობა, რათა თითოეულმა მათგანმა თავიანთი ინტერესები ფილიპინელთა ფართო თემის კონტექსტში წარმოაჩინოს.
მეტი ერთიანობის მიღწევის და საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანების ამოცანახორციელდება საზღვარგარეთ ფილიპინურ თემთა ლიდერების ინიციატივების მაქსიმალური შესაძლო მხარდაჭერის გზით. მთავრობა ახორციელებს მხარდაჭერას იმ პრინციპით, რომ საყოველთაო ფილიპინური ერთიანობა ეფუძნება თავისუფალი წარმოების ხელშეწყობას და ადამიანების შესაძლებლობათა ზრდას, და გათვლილია გრძელვადიანი მდგრადობის მიღწევაზე.
პროგრამა ასევე მიმართავს პარალელურ ძალისხმევას, გააღვივოსსაზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა თემებში ეროვნული სიამაყის გრძნობადა ხელი შეუწყოს იმ პიროვნებათა საზოგადოებრივ აღიარებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავიანთი მიმღები ქვეყნების ან ფილიპინების პროგრესში.
პროგრამის ფოკუსში ასევე მდგრადი ეროვნული განვითარების ხელშეწყობაა. პროფესიული და ტექნიკური ცოდნა, ფინანსური რესურსები, ტრენინგი და საინფორმაციო რესურსები სისტემატურად მიმართულია ფილიპინების ეკონომიკის პრიორიტეტული სფეროებისკენ.
წინამდებარე კვლევის განსაკუთრებული ინტერესის საგანია პროგრამა Lingkod sa Kapwa Pilipino (LINKAPIL), რომელიც ფილიპინების ერთიანობის და ეროვნული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამა LINKAPIL65
პროგორმა LINKAPIL ან დიასპორათა განვითარების კავშირი მუშაობს აქტიური პარტნიორობის დამყარებაზე საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელებსა დაწარმოშობის ქვეყანას შორის, რაც ემსახურება კოლექტიური სარგებლისმოტანის და ეროვნული განვითარების ხელშეწყობის ერთიან მიზანს.საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა საკითხების კომისიის მიერ 1989 წელს შემუშავებული პროგრამის LINKAPIL მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა რესურსების მიმართვა განათლების, ჯანდაცვის, კეთილდღეობისდა მცირემასშტაბიანი პროექტების ხელშეწყობისკენ. ეს რესურსები შეიძლებაიყოს ფულად ან ნატურალურ გამოხატულებაში, შემოწირულობების, გრანტების ან სუბსიდიების სახით.
LINKAPIL პროექტების დეტალურ დოკუმენტაციას და მონიტორინგს საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა საკითხების კომისია მონიტორინგის მექანიზმის მეშვეობით აწარმოებს. პროგრამა ხორციელდება პროექტში ჩართულ მხარეთა შორის გამჭვირვალობის და ნდობის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში.
LINKAPIL -ის მიზნებია:
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა შორის კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა ეროვნული განვითარების პროცესებში მათი აქტიური ჩართვის მიზნით;
- უცხო ქვეყნების დონორულ სააგენტოთა და ბენეფიციართა შორის კოორდინაციის გასაუმჯობესებლად მექანიზმის შემუშავება;
- საზღვარგარეთიდან მომართული დახმარების ასათვისებლად არსებული პროცედურების და მითითებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
უცხო ქვეყნების დონორთა შორის ნდობის განტკიცების ხელშეწყობა მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის საშუალებით;
- პარტნიორობის მხარდაჭერა საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელებსა დაწარმოშობის ქვეყნის ინსტიტუციებს შორის ეროვნული განვითარების მიზნების შესაბამისად.
LINKAPIL-ის ბენეფიციარებია ნაკლებად განვითარებული თემები, მარგინალიზირებული სექტორები, უნარშეზღუდულები და მოხუცები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები, საგანმანათლებლო ინსტიტუციები, კერძო და სახელმწიფო საავადმყოფოები.
LINKAPIL ეფუძნება თანამშრომლურ ურთიერთობებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა შორის, ისევე როგორც ეროვნულ მთავრობას, ადგილობრივ ადმინისტრაციათა, არასამთავრობო ორგანიზაციათა და კერძო სექტორს შორის, რაც შესაძლებელს გახდის საზღვარგარეთიდან ცოდნის და რესურსების ფილიპინელ ბენეფიციართათვის ეფექტურ გადაცემას.
საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა საკითხების კომისია ძირითადი შუამავალია პროექტში მონაწილე უცხოელ დონორთა და ადგილობრივბენეფიციართა შორის. იგი არჩევს და უცხოელ დონორებს სთავაზობსფილიპინების სხვადასხვა რეგიონში განსახორციელებელ პროექტებს, ასევე ცდილობს კოორდინაციის გაუმჯობესებას სამთავრობო უწყებებს შორის, რომელთაც შეუძლიათ დახმარების გაწევა. კომისია აგრეთვე ჩართულია პროექტების განხორციელების, მონიტორინგის და შეფასების პროცესებში და რეგულარულად აწვდის ანგარიშს პროექტების სტატუსის შესახებ როგორც ადგილობრივ სპონსორებს ფილიპინებში, ასევე უცხოელ დონორებს საზღვარგარეთ.
პროგრამის სექტორებია:
ა) განათლება
დონორთა ინტერესი შეიძლება გამოიწვიოს ფილიპინელი ბავშვების და ახალგაზრდების დახმარებამ, რომლებსაც სურთ, მაგრამ უკიდურესი სიღარიბის გამო ვერ ახერხებენ სკოლაში სიარულს. დახმარება განათლების სფეროში გულისხმობს შემდეგს:
- სტიპენდიების ან გრანტების ფონდის შექმნა LINKAPIL პროგრამის „Adopt-AScholar“ („იშვილე მეცნიერი“) პროექტის ფარგლებში. დაინტერესებული ასოციაციებისა და ინდივიდუალური პირებისთვის შემუშავებულია მექანიზმი შერჩეულ საჯარო სკოლებსა და კოლეჯებში სასტიპენდიო გრანტების დასაწესებლად ან ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად სოციალურად შეჭირვებულ ნიჭიერ მოსწავლეთათვის და სტუდენტებისთვის.
- წიგნების და სხვა საგანმანათლებლო მასალების, მათ შორის კომპიუტერების და სამეცნიერო ლაბორატორიათა აღჭურვილობის შეძენა საჯარო სკოლებისთვის.
დახმარება შეიძლება გადაეგზავნოს პირდაპირ სახელმწიფო კოლეჯებს და უნივერსიტეტებს ფილიპინებში ან აკრედიტებულ და ლიცენზირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. კომისია, უცხოელ დონორთა ეგიდით, მოქმედებს, როგორც ფონდების მენეჯერი და კოორდინირებას უწევსსასტიპენდიო გრანტის ათვისებას შერჩეულ სკოლასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად.
ბ) მცირე საწარმოები და ბენეფიციარი ოჯახები
პროექტის მიზანია ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, მცირე საწარმოთა გახსნის ან შემოსავლის მიღების სხვა ალტერნატიულ საქმიანობათა მხარდაჭერის გზით და თვითდახმარების პრინციპის დანერგვის ხელშეწყობით თემის წევრებს შორის. დახმარება აღნიშნულ სფეროში გულისხმობს შემდეგს:
- შერჩეული ბენეფიციარი ოჯახის კაპიტალური ფონდებით დახმარება.
- აღჭურვილობის ან რესურსების მიწოდება ბენეფიციარი ოჯახის მიერ პროექტის წამოსაწყებად ან უკვე წარმოებულ საქმიანობათა მხარდასაჭერად, პროდუქტიულობის ან შემოსავლის გაზრდის მიზნით.
- დაბალპროცენტიანი კრედიტების შეთავაზება რეგისტრირებული კოოპერატივებისა და ორგანიზაციებისთვის. კრედიტის გადახდის სქემა შემუშავდება ადგილობრივ ბანკთან ერთად.
- დახმარება შეიძლება პირდაპირ მიმართულ იქნას ადგილობრივი თემების, არასამთავრობო ორგანიზაციების და კოოპერატივებისადმი. საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა საკითხების კომისიის მოთხოვნის საფუძველზე ხელმისაწვდომი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სიაფილიპინების სექტორული განვითარების და საჭიროებათა გამოვლენის სისტემის მეშვეობით.
გ) მცირე ინფრასტრუქტურა
საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა და დონორთა ინტერესის სფეროში შეიძლება მოექცეს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად საჭირო შენობა-ნაგებობები, და შესაბამისად, მათიმშენებლობის დაფინანსება. დახმარება აღნიშნულ სფეროში გულისხმობს შემდეგს:
- ფონდების უზრუნველყოფა წყლის ნაგებობების მშენებლობისთვის(როგორიცაა ღრმა ჭები, მექანიკური და ელექტრონული საქაჩები, წყლის რეზერვუარები), ჯანდაცვის ცენტრებში, საპირფარეშოებსა და საკლასო ოთახებში, სხვა დაწესებულებებს შორის.
- მასალების შესყიდვა ან მიწოდება მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისთვის.
- ბენეფიციარები შეიძლება იყვნენ სკოლები და სხვა მსგავსი ინსტიტუციები, რომლებიც არ ან შეზღუდულად ფინანსდება ნაციონალური თუ ადგილობრივი ფონდებით.
დ) ჯანდაცვა და კეთილდღეობა
პროექტის მიზანია ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება ფილიპინელთა შორის, განსაკუთრებით, სოფლად და ეკონომიკურად შეჭირვებულ დასახლებებში. იგი მოემსახურება მოსახლეობის სოციალურად შეჭირვებულ ფენებს (უდედმამოებს, ქუჩის ბავშვებს, მოხუცებს, უნარშეზღუდულებს) უკეთესი ჯანდაცვის სამსახურების და სოციალური შეღავათების მიწოდებაში. დახმარება აღნიშნულ სფეროში გულისხმობს შემდეგს:
- სამედიცინო, მათ შორის ქირურგიული დახმარების მისიების ორგანიზებას, რომელთა ფარგლებში პაციენტებს უფასოდ მიეწოდება მომსახურება და მედიკამენტები.
- სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება სახელმწიფო და კერძო პირველადი ჯანდაცვის და სპეციალიზირებული საავადმყოფოებისთვის, რომლებიც აკრედიტებულია ჯანდაცვის საკითხთა დეპარტამენტის მიერ.
- ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ბუნებრივი კატასტროფების რეგიონებში ნაღდი ფულის, საკვების და სხვა ძირითად საჭიროებათა მიწოდების გზით ჰუმანიტარულ სააგენტოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომლებიც ლიცენზირებულია/აკრედიტებულია სოციალური კეთილდღეობის და განვითარების დეპარტამენტის მიერ.
ე) უნარ-ჩვევების, ცოდნის და ტექნოლოგიების გაზიარება
პროექტი გულისხმობს უნარ-ჩვევების და ცოდნის გაზიარებას სამთავრობო ინსტიტუციებისთვის, სკოლებისთვის, უნივერსიტეტებისა და თემებისთვის საზღვარგარეთ მცხოვრებ მოხალისე ფილიპინელ ექსპერტთა ჩართვის გზით განვითარებასთან პირდაპირ დაკავშირებულ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება, ტექნოლოგიები, განათლება, სოფლის მეურნეობა და სხვ. დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება მიმართონ საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა საკითხების კომისიას ინფორმაციის მოსაპოვებლად დახმარების გაწევის მიზნით შემდეგ სფეროებში:
- ტრენინგების ჩატარება სხვადასხვა პროფესიულ სფეროში;
- მოხალისეთა სამსახურის გავრცელება სამთავრობო და არასამთავრობო სააგენტოებზე, ან სოფლად მცხოვრებ თემებზე.
III. პოლიტიკის განვითარება და მონაცემთა ბანკის წარმოება
პოლიტიკის განვითარების და მონაცემთა ბანკის წარმოების მიზანიაეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული გარემოს რეგულარული შესწავლა და მიმოხილვა, რომელიც გავლენას ახდენს საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა მდგომარეობაზე.
პროგრამა აწარმოებს მულტიდისციპლინარულ კვლევას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ინფორმირებული რჩევის და დახმარებისგაწევის თაობაზე პოლიტიკის და თანამდევ ღონისძიებათა პაკეტის შემუშავების შესახებ, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებების და ვალდებულებათა სფეროში. ასევე, იგი სთავაზობს კონსულტაციას სხვა სამთავრობო სააგენტოებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა დახმარება, უსაფრთხოების და ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედების გეგმები, კერძო და პროფესიული მომსახურების პოლიტიკა. პროგრამის ერთ-ერთი მიზანია სამთავრობო სააგენტოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინდივიდუალურ მკვლევართა, სამეცნიერო ცენტრთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა თანამშრომლობითი ქსელების შექმნის მხარდაჭერა ინფორმაციის რეგულარული გაცვლის გზით.
პროგრამის ფარგლებში ასევე მუშავდება და ახლდება საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა თემების შესახებ ყოვლისმომცველი მონაცემთა ბანკი და საინფორმაციო სისტემა. ხდება არსებული მონაცემების და ინფორმაციის გადამოწმება და დახვეწა, საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა ეკონომიკური და დემოგრაფიული პროფილების შექმნა საცხოვრებელი ადგილის/ქვეყნის მიხედვით და კომპიუტერიზებული საინფორმაციო სისტემის წარმოება განახლებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ფილიპინებში დიასპორათა შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე მუშაობს რამდენიმე ორგანიზაცია: საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა საკითხების კომისია აგროვებს სტატისტიკურ ინფორმაციას და ადგენს ფილიპინურ დიასპორათა საერთო რაოდენობრივ მაჩვენებლებს საზღვარგარეთ;
საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა საინფორმაციო სისტემა მომხმარებელს სთავაზობს ინფორმაციას ემიგრანტთა შესახებ; მოქმედებს ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა აღწერის და ამომრჩეველთა ეროვნული რეესტრი66. საინფორმაციო წყაროთა ეს მრავალფეროვნება საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა შესახებ სარწმუნო მონაცემებს იძლევა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაცია საზღვარგარეთ ფილიპინელ შრომით მიგრანტთა შესახებ მეტია, ვიდრე ინფორმაცია ფილიპინურ დიასპორათა შესახებ, არადა ეს უკანასკნელი ადამიანთა მეტ რაოდენობას ითვლის (ოჯახები, მუდმივადსაზღვარგარეთ დასახლებული ფილიპინელი მოქალაქეები, მათი მეორე და მესამე თაობები).67
საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა საკითხების კომისია საზღვარგარეთ მცხოვრები ფილიპინელებისთვის შემდეგ ძირითად პუბლიკაციებს ამზადებს:
- Filipino Ties („ფილიპინური კავშირები“). კომისიის ოფიციალური ბიულეტენი, რომელიც ვრცელდება მსოფლიო მასშტაბით;
- Gintong Patnubay. კომიქსების ჟურნალი, რომელიც ასახავს ფილიპინელთა თავგადასავლებს - მათ თავს გადახდენილ ნამდვილ ამბებს საზღვარგარეთ;
- Handbook for Overseas Filipinos (საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა ცნობარი). ცნობარში მოცემულია ინფორმაცია ფილიპინების მთავრობისმიერ წარმოებული საზღვარგარეთ მცხოვრებ და დაბრუნების პროცესში მყოფ ფილიპინელთა საკითხების ამსახველი პოლიტიკის, პროგრამების და საქმიანობათა შესახებ. ცნობარი ასევე შეიცავს ინფორმაციას იმ პროგრამების შესახებ, რომელთა მეშვეობით ფილიპინელებს შეუძლიათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ფილიპინების განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობათა განხორციელებაში;
LINKAPIL Operations Manual (პროგრამა LINKAPIL-ის პროცედურული სახელმძღვანელო). სახელმძღვანელო იკვლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა და სხვა დონორთა საინფორმაციო საჭიროებებს ფილიპინებისთვის გასაწევი სხვადასხვა სახის დახმარებასთან დაკავშირებით და უცხოეთიდან გამოგზავნილი მატერიალური დახმარების ათვისების პროცედურებსა და მოთხოვნებს;
- Invest in the Philippines: Investment and Business Guide for Overseas Filipinos (ინვესტიცია ფილიპინებში: საინვესტიციო და ბიზნეს გზამკვლევისაზღვარგარეთ მცხოვრები ფილიპინელებისთვის). ცნობარში მოცემულია ინფორმაცია ფილიპინებში ინვესტიციის და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ბიზნეს საქმიანობათა შესახებ;
- Guide to Learning Filipino (ფილიპინების გზამკვლევი). გზამკვლევში მოცემულია სასწავლო მასალა საზღვარგარეთ არსებული ორგანიზაციებისა დაჯგუფებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფილიპინური ენისსწავლებით ფილიპინელი ბავშვებისთვის საზღვარგარეთ, და ასევე სხვა ინდივიდებისთვის, ვისაც სურს ზოგადი ან სასაუბრო ფილიპინური ენის შესწავლა;
- Manual of Policies and Regulations for Philippine Schools Overseas (საზღვარგარეთ ფილიპინურ სკოლათა მართვის გზამკვლევი). გზამკვლევში აღწერილია სახელმძღვანელო პოლიტიკა და პროცედურული საკითხები საზღვარგარეთ დაწყებით და საშუალო სკოლათა დაარსების, აკრედიტების, ფუნქციონირების და მართვისთვის;
- The Year 2008 Presidential Awards Primer (2008 წლის საპრეზიდენტო ჯილდო)პრეზიდენტის ჯილდო წელიწადში ორჯერ გაიცემა და განკუთვნილია იმ ფილიპინელებისთვის და ორგანიზაციებისთვის, ვინც წვლილი შეიტანა ფილიპინების განვითარებაში და პოპულარიზება გაუწია ფილიპინელი თემების ინტერესებს საზღვარგარეთ. ჯილდოთი ასევე აღინიშნება ის ფილიპინელები საზღვარგარეთ, რომლებიც დახელოვდნენ და თავი გამოიჩინეს საკუთარ პროფესიებში.
რაც შეეხება მონაცემთა მართვას, the Philippines' Brain Gain Network (filipinebis „ტვინების მოდინების“ ქსელი) წარმოადგენს ფილიპინების საინფორმაციო ტექნოლოგიათა განვითარების სახელმწიფო მართვის უმაღლეს ორგანოსთან - ECommerce Council (ITECC) (ელექტრონული კომერციის საბჭო) ერთად შემუშავებულ ინიციატივას. ქსელს აქვს ადამიანური რესურსების ფართო მონაცემთა ბაზა და იგი მხარს უჭერს ერთობლივ ბიზნეს პროექტებს.68
წარმოშობის ქვეყნის განვითარების პროცესებში დიასპორათა ჩართვაში აქტიურად არიან ჩართული ფილიპინების მთავრობის სხვა დეპარტამენტები. ამ მხრივ კარგი მაგალითია მეცნიერების და ტექნოლოგიის დეპარტამენტი,რომელიც ახორციელებს სამეცნიერო პროგრამას Balik. პროგრამის მიზანიასამეცნიერო, საზოგადოებრივ და კერძო ინსტიტუციათა მეცნიერული და ტექნოლოგიური ადამიანური რესურსების გაძლიერება ტექნოლოგიათა გაცვლის დასაჩქარებლად და ახალ ან სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტექნოლოგიათა დასანერგად, რომლებიც სასიცოცხლოდ საჭიროა ეროვნული განვითარებისა და პროგრესისთვის.
Balik პროგრამის მეცნიერი აღნიშნავს მეცნიერების ან ტექნოლოგიის დარგის ექსპერტს, რომელიც ფილიპინების მოქალაქე ან ფილიპინური წარმოშობის უცხოელია, რომელიც სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის მიხედვით უნდა დაბრუნდეს და იმუშავოს მის სფეროში ფილიპინებში.
Balik პროგრამის მეცნიერის სტატუსის მაძიებელმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ორ პროგრამაში: გრძელვადიანში (1-დან 3 წლამდე) ან მოკლევადიანში (1 თვიდან 1 წლამდე). პრიორიტეტული სფეროებია: ალტერნატიული საწვავი, ბიოტექნოლოგია, გარემოს დაცვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტექნოლოგია, ფარმაცევტიკა.69
რაც შეეხება ეკონომიკურ სექტორს, ფილიპინების მთავრობა მუშაობს ღონისძიებათა პაკეტზე ინვესტიციების მხარდასაჭერად წარმოშობის ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი ქვეყანაში ექვემდებარება გადასახადებს, გარკვეული პროდუქცია თავისუფლდება გადასახადებისგან, შესაბამისი სამთავრობო უწყებების მიერ ინსპექტირების შემდეგ. ეს პროდუქცია შემდეგია:
- წიგნები, ჟურნალ-გაზეთები და საგანმანათლებლო ხასიათის სხვა პერიოდული გამოცემები;
- კომპიუტერები და სხვა მსგავსი საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტები;
- მედიკამენტები და სხვა ფარმაცევტული პროდუქცია, რომელიც რეგისტრირებულია საკვების და მედიკამენტების ბიუროს მიერ;
- აუცილებელი აღჭურვილობა და სათადარიგო და დამატებითი ნაწილები;
- საკვები და არასაკვები/ჰუმანიტარული პროდუქტები უფასოდ გასავრცელებლად;
- მასალები და აღჭურვილობა გზების და ხიდების მშენებლობისა და შეკეთებისთვის და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიზნებისთვის, სანაგვე ყუთებისა და სხვა მსგავს მოწყობილობათა მოწოდების ჩათვლით;
- სამედიცინო აღჭურვილობა, სათადარიგო და დამატებითი ნაწილების ჩათვლით.
მოქალაქეობის გახანგრძლივების და ხელახლა მინიჭების რესპუბლიკის აქტის №9225 მიღების შედეგად 2003 წელს მთავრობამ საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელებს ქვეყნის ეკონომიკაში მონაწილეობისთვის მეტი შესაძლებლობები მიანიჭა. ყოფილ ფილიპინელთათვის ფილიპინების მოქალაქეობის მინიჭების შესახებ კანონის არარსებობის გათვალისწინებით, ზემოთაღნიშნული აქტის წყალობით ამჟამად საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელებს ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ. მათ შეუძლიათ შეუზღუდავად იქონიონ უძრავი ქონება, განავითარონ ბუნებრივი რესურსები ფილიპინებში და მოახდინონ ინვესტირება ბიზნესის სხვადასხვა სფეროში, რისი უფლებაც, ჩვეულებრივ, ფილიპინელ მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ - საუბარი ეხება, სხვა ინსტიტუციათა შორის, აგროსამრეწველო ბანკებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს და მას მედიას.70
რაც შეეხება ფულად გზავნილებს განვითარების ინიციატივებისთვის, საინტერესოა ახალი გზების მოძიება, რომლებითაც ფილიპინების მთავრობა ცდილობს პარტნიორულ ურთიერთობათა დამყარებას სხვა სამთავრობო ინსტიტუციებთან და კერძო სექტორთან. მაგალითად, ვაჭრობის და მრეწველობის დეპარტამენტის კოორდინირებით მთავრობა თანამშრომლობს სავაჭრო სამრეწველო პალატებთან უცხოელ ინვესტორთათვის (დიასპორათა ჩათვლით) წარმოების და მომსახურების ბიზნესის პროგრამების შექმნის მიზნით. პროექტი „Classroom Galing sa Mamamayang Filipino Abroad“ განხორციელდა 2003 წელს და გულისხმობდა საკლასო ოთახების აშენება-მოწყობას სკოლებში, პროექტი განხორციელდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა პირდაპირი ინვისტიციის შედეგად. შრომის და დასაქმების დეპარტამენტის, საგარეო საქმეთა დეპარტამენტის და ფილიპინურ-ჩინური სავაჭრო-სამრეწველო პალატის ამ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხდება გზავნილების მიმართვა განვითარების პროექტებისადმი და დიასპორათა მიერ განსახორციელებელი ადგილობრივი საინვესტიციო პროექტების გამოვლენა. შრომის და დასაქმების დეპარტამენტმა,საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა დასაქმების ოფისმა და საზღვარგარეთ მცხოვრებ შრომით მიგრანტთა ოფისმა ასევე გასცეს ლიცენზიები დაქირავების სააგენტოების და სამრეწველო გაერთიანებების, როგორც განვითარებაში პარტნიორი ორგანიზაციების ამოქმედებაზე.71
5.2 ინდოეთი
ა) მიმოხილვა72
ინდოეთს მსოფლიოში სიდიდით მეორე დიასპორა ჰყავს. საზღვარგარეთ ინდურიდიასპორა ითვლის 25 მილიონ ადამიანს, რომლებიც გაბნეული არიან მსოფლიოს ყველა მსხვილ რეგიონში.
საზღვარგარეთ მცხოვრები ინდური თემი ჩამოყალიბდა ასეულობით წლის განმავლობაში მიმდინარე, სხვადასხვა მიზეზით - მერკანტილიზმით, კოლონიალიზმით და გლობალიზაციით - განპირობებული მიგრაციის განმეორებითი ტალღების შედეგად.
1947 წელს ინდოეთის და პაკისტანის გაყოფამ გარე მიგრაციის დიდი ტალღა გამოიწვია. ინდოეთიდან ბრიტანელების გასვლამ და ქვეყნის გაყოფამგანაპირობა მოსახლეობის მასიური გასვლა, რამაც 1947-51 წლებში 14.5 მილიონი შეადგინა. ქვეყნის გაყოფის შემდეგ 5 მილიონი ინდუსი და სიკხი ჩავიდაინდოეთში პაკისტანიდან და დაახლოებით 6 მილიონი მუსლიმი გადავიდა ინდოეთიდან პაკისტანში.
ამის საპირისპიროდ, ნებაყოფილობითი მიგრაცია ძირითადად ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული, და მიუხედავად იმისა, რომ მისი რაოდენობრივი მაჩვენებლები შედარებით მცირეა პოლიტიკური ფაქტორებით გამოწვეულ მიგრაციასთან შედარებით, ეს მაჩვენებლები იზრდება. მიგრაცია ძირითადად შემდეგი ქვეყნებისკენ ხორციელდება:
- იმიგირაცია ბრიტანეთში, რაც ტრადიციულად პრიორიტეტული ქვეყანა იყო დროებითი მიგრაციისთვის და მოგვიანებით მიმზიდველი გახდა სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენელთათვის მუდმივად დასასახლებლად.
- დასახლების სამი ტრადიციული ქვეყანა - ავსტრალია, კანადა და აშშ - გახდა მიმზიდველი ამ ქვეყანათა მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ. ეს განვითარებული ქვეყნები, რომლებსაცშემდგომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, მაღალკვალიფიციური ინდოელი შრომითი მიგრანტების დანიშნულების ქვეყნები გახდა.
- მიგრაციის ახალი მიმართულება, რომელიც პოპულარული გახდა ახლო აღმოსავლეთში. ნავთობით მდიდარმა ქვეყნებმა ძირითადად მიიზიდა საშუალო კვალიფიკაციის ან კვალიფიკაციის არმქონე შრომითი მიგრანტები დროებით, ცირკულარულად. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად, მალაზია, მხოლოდ შემდგომ გახდა მიგრანტთა დანიშნულების ქვეყანა.
მე-20 საუკუნის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მიგრაციის ხასიათი შეიცვალა, რის შედეგად დასავლეთში სამუშაოდ მიმავალ კვალიფიციურ პროფესიონალთა და სპარსეთის ყურეში, დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კონტრაქტით დაქირავებულ საშუალო კვალიფიკაციის მიგრანტთა ხარჯზე „ახალი დიასპორები“ გაჩნდა.
სამართლებრივი კუთხით, ვინ ითვლება ინდური დიასპორის წევრად?
ტერმინი „ინდური დიასპორა“ არ არის განსაზღვრული არც ერთიკანონმდებლობით ან მარეგულირებელი დოკუმენტით. პრაქტიკაში იგი აღნიშნავსსაზღვარგარეთ მცხოვრებ მსხვილ ინდურ თემს, რომლებიც მოიცავს ინდური წარმოშობის პირებს - PIOs (Persons of Indian Origin), რომლებიც შესაბამისი ქვეყნების მოქალაქეები არიან და მუდმივი მოქალაქეობის არმქონე ინდოელებს - NRIs (Non Resident Indians) - ინდოეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ ბიზნესის, დასაქმების, პროფესიული ან განათლების მიზნით.73
სამართლებრივი მიდგომის თვალსაზრისით, შეიძლება მოვიყვანოთ იურიდიულიგანმარტება პირისა, ვინც შეიძლება გახდეს ინდოეთის საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქე - Overseas Citizen of India (OCI).
“უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვინც უფლებამოსილი იყო, გამხდარიყო ინდოეთის მოქალაქე 1950 წლის 26 იანვრის მდგომარეობით* ან იყო ინდოეთის მოქალაქე ამდროისთვის ან მას შემდეგ, ან ცხოვრობდა ტერიტორიაზე, რომელიც შევიდა ინდოეთის შემადგენლობაში 1947 წლის 15 აგვისტოდან. ასევე, მათი შვილები და შვილიშვილები, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის კანონმდებლობა უშვებს ორმაგ მოქალაქეობას ამა თუ იმ ფორმით,უფლებამოსილია დარეგისტრირდეს, როგორც ინდოეთის საზღვარგარეთმცხოვრები მოქალაქე (Overseas Citizen of India). ამ პირთა მცირეწლოვანი შვილებიასევე შეიძლება გახდნენ იმავე სტატუსის მატარებელნი. მაგრამ, თუ განმცხადებელი ოდესმე იყო პაკისტანის ან ბანგლადეშის მოქალაქე, იგი
აღნიშნულ სტატუსს ვერ მიიღებს.
* „ვინც უფლებამოსილი იყო, გამხდარიყო ინდოეთის მოქალაქე 1950 წლის 26 იანვრის მდგომარეობით” - ნებისმიერი პირი, ვინც (ან მისი მშობლები და ამუკანასკნელთა მშობლები) დაიბადა ინდოეთში, როგორც ამას განსაზღვრავსინდოეთის მთავრობის 1935 წლის აქტი; და ცხოვრობდა ნებისმიერ ქვეყანაში ინდოეთის საზღვრებს გარეთ.“ 74
ბ) პოლიტიკა და პრაქტიკა75
2000 წლის სექტემბერში ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის უმაღლეს დონეზე შექმნა ინდური დიასპორის საქმეთა კომიტეტი, რომლის ფუნქციებად განისაზღვრა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ინდური წარმოშობის პირთა (PIOS) და ინდოეთში არამაცხოვრებელი ინდოეთის მოქალაქეების (NRIS) როლის,და ინდოეთში მათი უფლებების შესწავლა და რეკომენდაციების გაწევამთავრობისთვის ფართო და ყოვლისმომცველი პოლიტიკური ჩარჩოს შექმნის თაობაზე, ინდოეთის ეკონომიკაში ამ პირთა მონაწილეობის ხელშეწყობისთვის. კომიტეტის ძირითადი მიზნებია:
- PIOS და NRIS პირთა ტატუსის შესწავლა;
- ამ პირთა სტატუსის მარეგულირებელი კანონების და წესების შესწავლა, რომლებიც მოქმედებს ინდოეთში და ქვეყნებში, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ;
- ინდურ დიასპორათა მახასიათებლების, მათი სურვილების, მოთხოვნების,ძლიერი და სუსტი მხარეების და ინდოეთის მხრიდან მათი მოლოდინების შესწავლა;
- იმ როლის შესწავლა, რაც PIOS და NRIS შეუძლიათ შეასრულონ ინდოეთის ეკონომიკურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ განვითარებაში;
- მგზავრობის და ცხოვრების არსებული რეჟიმის შესწავლა;
- PIO-თათვის ინდოეთში მგზავრობის და ცხოვრების მარეგულირებელი პროცედურების შესწავლა, ინდოეთში საინვესტიციო შეზღუდვების კვლევის პარალელურად.
კომიტეტმა გამოიკვლია ფართო სფერო ინდურ დიასპორებთან მიმართებაში - კულტურა, განათლება, მედია, ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვა, მეცნიერება და ტექნოლოგია, ქველმოქმედება და ორმაგი მოქალაქეობა. ამ კვლევის საფუძველზე კომიტეტმა 2002 წლის იანვარში მოამზადა ანგარიში, რომელშიც აღწერა სარეკომენდაციო ზომები ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობათაგანსამტკიცებლად PIOS და NRIS შორის, ინდოეთის ეკონომიკურ განვითარებაში მათი ინსტიტუციური ფორმით მონაწილეობის ხელშესაწყობად. უმაღლესიკომიტეტის რეკომენდაციების კვალდაკვალ, დაგეგმვაზე პასუხისმგებელი კომისიის და პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის მსგავსად, უნდაშექმნილიყო ახალი ავტონომიური და უფლებამოსილი ორგანო, რომელიც დიასპორის დაინტერესებულ წევრებს გააცნობდა საპარლამენტო პროცედურებს და პრაქტიკას; შეასრულებდა დიასპორის გავლენიან წევრებთან საკონტაქტო მექანიზმის როლს და ორგანიზებას გაუწევდა PIO პარლამენტართა შეხვედრას ორ წლიწადში ერთხელ.76
მოლოდინის მიუხედავად, ინდოეთის მთავრობამ არ შეასრულა კომიტეტის რეკომენდაცია და გადაწყვიტა, ინდურ დიასპორებთან ურთიერთობათა გაძღოლის მიზნით სრულუფლებიანი სამინისტრო შეექმნა.
ფაქტობრივად, 2004 წელს შექმნილი საზღვარგარეთ მცხოვრები ინდოელების საქმეთა სამინისტრო უძღვება ინდოეთის მთავრობასა და ინდურ დიასპორათა შორის ურთიერთობებს მთელი რიგი ინიციატივებისა და პრაქტიკის განხორციელების გზით.სამინისტრო ფოკუსირებულია საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელებს შორის და მათთან კავშირების გაღრმავებაზე, დიასპორებთან ურთიერთობების დამყარების მიზნით. ამას გარდა, სამინისტრო ჩართულია ერთობლივ ინიციატივებში ვაჭრობასთან და ინვესტიციებთან, ემიგრაციასთან, განათლებასთან, კულტურასთან, ჯანდაცვასთან, მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებში. ემსახურება რა განვითარების პროცესის ხელშეწყობის საბოლოო მიზანს, სამინისტრო უზრუნველყოფს
ინფორმაციას და თანამშრომლობას საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში. საკითხთა ფართო სპექტრის დაფარვის მიზნით, უწყება შედგება შემდეგი ოთხი განყოფილებისგან:
- დიასპორის სამსახური
- ფინანსური სამსახური
- ემიგრაციის სამსახური
- მართვის სამსახური.
წინამდებარე კვლევის მიზნით ჩვენთვის უფრო საინტერესოა დიასპორათა და ფინანსური სამსახურების საქმიანობები და ინიციატივები. თუმცა,სისრულისთვის, მოკლედ მიმოხილული იქნება ემიგრაციის და მართვის სამსახურების საქმიანობებიც.
I. დიასპორის სამსახური
სამინისტროს დიასპორის სამსახური არეგულირებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელებთან (PIOS და NRIS) დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა რეგულირება არ ხდება არც ერთი სხვა სამინისტროს/დეპარტამენტის ან აღნიშნული სამინისტროს სხვა განყოფილების მიერ.
დიასპორის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია:
- ინდოეთის საზღვარგარეთ მოქალაქეობის პროგრამა. პროგრამა საშუალებას აძლევს ინდური წარმოშობის ნებისმიერ პირს (PIO) დარეგისტრირდეს, როგორც ინდოეთის საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქე (OCI). OCI არ უნდა იქნას გაგებული, როგორც „ორმაგი მოქალაქეობა“. საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს არ აქვთ ინდოეთის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება, ასევე მათ არ აქვთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ან პლანტაციის საკუთრებაში შეძენის უფლება.77 OCI დოკუმენტები შედგება OCI სარეგისტრაციო ბუკლეტისგან და უნივერსალური ფორმის სავიზო სტიკერისგან. დარეგისტრირებულმა OCI -მ ინდოეთში შესვლაგასვლისას აუცილებლად უნდა წარმოადგინოს პასპორტი უნივერსალური ფორმის ვიზით. რეგისტრირებულ OCI -ს ინდოეთში სამოგზაუროდ ეძლევა მრავალჯერადი ვიზა, მრავალფუნქციური დამუდმივი ვიზა; იგი გათავისუფლებულია რეგისტრაციისგან უცხოელთა რეგიონული რეგისტრაციის ოფისში ინდოეთში ყოფნის ვადისგან დამოუკიდებლად.
- პროგრამა „გაიცანი ინდოელები“. ეს პროგრამა დიასპორის ახალგაზრდა წევრებზე ფოკუსირებული 3-კვირიანი საორიენტაციო პროგრამაა, რომლის მიზანია მათთვის ინდოეთის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის დააღნიშნულ სფეროებში - ეკონომიკაში, მრეწველობაში, განათლებაში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, კომუნიკაციებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში - მიღწეული პროგრესის გაცნობა. ეს საქმიანობები ერთ ან ორ სამთავრობო უწყებასთან ერთად ხორციელდება. პროგრამის მონაწილეების - 18-დან 26 წლამდე PIO-ს შერჩევა ხდება საზღვარგარეთ ინდური თემების ხელმძღვანელთა რეკომენდაციების საფუძველზე. შერჩეული მონაწილეები სარგებლობენ მომსახურების ფართო პაკეტით ინდოეთში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. თვითმფრინავის ბილეთის მთლიანი ღირებულების („ეკონომ“ კლასი) 90%25 აუნაზღაურდებათ პროგრამის მონაწილეებს პროგრამის წარმატებული დასრულების შემთხვევაში.
- სასტიპენდიო პროგრამები დიასპორათა ბავშვებისთვის. ეს პროგრამაშემოღებულ იქნა 2006-2007 აკადემიურ წელს და მისი მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელთა ბავშვებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინდოეთის, როგორც უმაღლესი განათლების მიღების ცენტრის იდეის პოპულარიზება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 100 PIO/NRI სტუდენტის ასპირანტურული სწავლება მაქსიმალური თანხით 3600 აშშ დოლარი წელიწადში შემდეგ სფეროებში: საინჟინრო საქმე, ტექნოლოგია, ჰუმანიტარული დისციპლინები, კომერცია, მართვა, ჟურნალისტიკა,სასტუმროს მენეჯმენტი, სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა და სხვ. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტ NRIS/PIOS შედარებით მსხვილი ინდური დიასპორის მქონე 40 ქვეყნიდან.
II. საფინანსო სამსახური
საზღვარგარეთ მცხოვრები ინდოელები შეადგენენ პოტენციურ ინვესტორთა, ბიზნესმენთა და კორპორატიულ ლიდერთა დიდ მასას, რომელთა საქმიანობა შეიძლება წარმატებულად წარიმართოს ინდოეთში. მათ ასევე აქვთ ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები სხვადასხვა სექტორში, რაც შეიძლება წარმატებულად იქნას ათვისებული ეკონომიკური ზრდის პროცესში; შესაძლოა, მოიტანოს მნიშვნელოვანი საინვესტიციო შესაძლებლობები და ამდენად, პრიორიტეტული საინვესტიციო მიმართულებაა. საფინანსო სამსახურის მიზანია ამ პოტენციურ პარტნიორთა შორის თანამშრომლობის დამყარება, უფრომარტივად კი, საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელთა აქტიური ჩართვა ინდოეთის განვითარების პროცესში.
საფინანსო სამსახურის ძირითადი ფოკუსია:
- ინდოეთში ბიზნესის წარმოების გამარტივება ტრანსაქციის ხარჯების გარეშე.
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ინვესტორთათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა ინდოეთის ბაზრის მოთხოვნისამებრ შემუშავებულ კონსულტაციათა მიწოდების გზით.
- „ბიზნესი-ბიზნესს“ ტიპის მდგრადი პარტნიორობის ხელშეწყობა ადგილობრივ და საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელთა შორის.
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელთა ცოდნაზე, უნარ-ჩვევებსა დაგამოცდილებაზე დაყრდნობით დამატებითი ღირებულების შექმნა.
საფინანსო სამსახურის მიერ განხორციელებულ პროგრამათა შორის აღსანიშნავია:
- საგადასახადო შეღავათები NRI-თვის (დეტალები იხილეთ MOIA ვებგვერდზე).
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელთა ფასილიტაციის ცენტრი. საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელთა საინვესტიციო საქმიანობებში ჩართვის მიზნით ინდურ სამრეწველო კონფედერაციასთან თანამშრომლობით შეიქმნა არაკომერციული ფონდი „საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელთა ხელშეწყობის ცენტრი“. ცენტრი ახორციელებს ინვესტიციათა ფასილიტაციას, ხელს უწყობს კონტაქტებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელებთან ცოდნის გასაცვლელად და სთავაზობსდაინტერესებულ მხარეებს საკონსულტაციო მომსახურებას საინვესტიციოპოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის ირგვლივ, მათ შორის საინვესტიციო შესაძლებლობათა შესახებ და სხვა ფინანსური სამსახურების თაობაზე.
- ინდოეთის განვითარების ფონდი საზღვარგარეთ მცხოვრები ინდოელებისთვის. ეს არის საზღვარგარეთ მყოფ ინდოელთა საქმეებისსამინისტროს მიერ რეგისტრირებული არაკომერციული ფონდი, რომელიც ხელს უწყობს საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელთა საქველმოქმედო საქმიანობას, მიმართულს ინდოეთის სოციალური განვითარებისკენ. ფონდის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელთა საქველმოქმედო საქმიანობათა ხელშეწყობა ისეთი ინოვაციური პროექტების დაინსტრუმენტების სახით, როგორიცაა მიკროკრედიტები სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეებისთვის, თვითდახმარების ჯგუფები ქალთა ეკონომიკური ჩართულობისთვის, ინტერვენციის საუკეთესო პრაქტიკა პირველადი განათლების სფეროში და ტექნოლიგიური ინტერვენციები ჯანდაცვისსფეროში სოფლად. ფონდის მანდატი განისაზღვრება საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელთა საქველმოქმედო კაპიტალის მიმართვით ინდოეთის სოციალური სექტორისკენ, დონორთა დაინდოეთის სოციალურ სექტორში მომუშავე არასამთავრობო დაარაკომერციულ მოხალისე ორგანიზაციათა შორის პარტნიორობის ხელშეწყობის გზით.
- Global INK. ეს პროგრამა შეიქმნა, როგორც ელექტრონული პორტალი,მიმართული დიასპორათა ცოდნის და უნარ-ჩვევების ასათვისებლად ქვეყნის განვითარებისკენ. ონლაინ ვებპორტალის საშუალებით შესაძლებელი გახდება მომავალი თაობების ცოდნის მართვა, თანამშრომლობის გაღრმავება და გადაწყვეტათა მოძიება; იგი ასევე იქნება სხვადასხვა სფეროებში სამიზნე თემების მობილიზების საშუალება, რომლებიც უზრუნველყოფენ ექსპერტთა დაკავშირებას პროფესიული ცოდნის მაძიებლებთან. მსგავს ამოცანათა სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტისთვის Global-INK ასევე ინფორმაციის მსხვილი საძიებო პორტალის ფუნქციასაც ასრულებს.
- პრემიერ-მინისტრის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი საზღვარგარეთ მცხოვრებ ინდოელთა საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭო. ეს ორგანო შეიქმნა ინდური წარმოშობის მქონე მსოფლიოში ცნობილ პირთა გამოცდილების და ცოდნის აკუმულირებისთვის ქვეყნის განვითარების პროცესების ხელშესაწყობად.
III. საემიგრაციო სამსახური
სამინისტროს საემიგრაციო პოლიტიკის სამსახური შეიქმნა 2006 წლის მარტში და მისი მიზანია ინდოეთიდან ემიგრანტების მხარდაჭერა და დახმარება.
სამსახური არეგულირებს ინდოეთიდან შრომით მიგრანტთა ემიგრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი ძირითადი ფუნქციებია:
- პოლიტიკის ფორმულირება ემიგრაციის მართვის გასაუმჯობესებლად;
- საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება;
- რეფორმების განხორციელება საემიგრაციო სფეროში (ინსტიტუციური ცვლილებების და მმართველობის ელექტრონული ფორმის ჩათვლით);
- ემიგრანტთა სოციალური დაცვის სქემების ფორმულირება;
- საერთაშორისო მიგრაციის სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ინდოელი ემიგრანტები ადვილად ხდებიან ექსპლუატაციის მსხვერპლი და როგორც წესი, მათ არ იციან შესაბამისი კანონები და პროცედურები. მიგრაციასთან დაკავშირებული დიდი ხარჯები და მიმღებ ქვეყნებშიდამკვიდრების პოლიტიკა ამცირებს ემიგრაციის სარგებელს მიგრანტისთვის. ამდენად, სამინისტრო აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს საემიგრაციო სისტემის გარდასაქმნელად და ემიგრანტთა დასახმარებლად ნაციონალურ, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე რეგულარული ინტერვენციების გზით.
IV. მართვის სამსახური
სამინისტროს მართვის სამსახური პასუხისმგებელია სამინისტროს პერსონალის ფუნქციონირების ტექნიკურ მხარეებზე:
- აგვარებს ხელფასებთან, შვებულებებთან, დანიშვნასთან თუ გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს;
- პასუხისმგებელია ოფიციალური ენის გამოყენებასთან, პარლამენტთან,სამინისტროს სხვა განყოფილებებთან და სხვა სამინისტროებთან კონტაქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- პასუხისმგებელია სამინისტროს პერსონალის საკადრო-დისციპლინარულ საკითხებზე;
- ხელს უწყობს პერსონალს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში, რითაც უმჯობესდება შრომითი ატმოსფერო და თანამშრომელთა მოტივაცია.
დაბოლოს, გამოიცემა სამინისტროს ჟურნალი „ინდოელები საზღვარგარეთ“ 5 ენაზე, რომლის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ინტერნეტში.78
5.3 ბანგლადეში
ა) მიმოხილვა
უკეთესი სოციალური პირობების ძებნის მიზნით ბანგლადეშიდან ემიგრირებული მოსახლეობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია მიმობნეული. დასავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია მათი პრიორიტეტული მიმართულებებია. ბანგლადეშელთა გარკვეული რაოდენობა განსახლებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორიცაა ბულგარეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი, რუმინეთიდა პოლონეთი. ასევე, მათი მცირე რაოდენობა არის აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში, ერთადერთი გამონაკლისი სამხრეთ აფრიკაა.
სტრუქტურირებული და მზა ინფორმაცია ხანგრძლივი დროით ემიგრირებულ ბანგლადეშელებზე არ არსებობს. მოსახლეობის აღწერის მონაცემები არშეიცავს შიდა თუ გარე მიგრაციის მაჩვენებლებს, თუმცა „დიასპორათა კავშირების ინსტიტუციონალიზაცია. ბანგლადეშელი ემიგრანტები ინგლისსა და აშშ-ში“ კვლევის ავტორების მიერ გაკეთებულ შეფასებებზე დაყრდნობით შეგვიძლია მოვიყვანოთ შემდეგი მიახლოებული მაჩვენებლები:
ბანგლადეშელ იმიგრანტთა რაოდენობა ინდუსტრიულ ქვეყნებში, 2004 წ.79
გაერთიანებული სამეფო |
500 000 |
აშშ |
500 000 |
იტალია |
70 000 |
კანადა |
35 000 |
იაპონია |
22 000 |
ავსტრალია |
15 000 |
საბერძნეთი |
11 000 |
ესპანეთი |
7 000 |
გერმანია |
5 000 |
სამხრეთ აფრიკა |
4 000 |
საფრანგეთი |
3 500 |
ჰოლანდია |
2 500 |
ბელგია |
2 000 |
შვეიცარია |
1 400 |
სულ |
1 178 400 |
ბანგლადეშელთა დიასპორა განსხვავდება მიმღები ქვეყნების მიხედვით. მაშინ, როდესაც სპარსეთის ყურის ქვეყნები ძირითადად არაკვალიფიციურ შრომით მიგრანტთა დანიშნულების ქვეყნებია, ინგლისის გაერთიანებულ სამეფოსა დააშშ-ში ბანგლადეშური წარმოშობის მქონე პირთა მეორე და მესამე თაობები სახლობს. ბანგლადეშური დიასპორები ძირითადად სამი ტიპისაა:
მაღალკვალიფიციური, მაღალი და საშუალო შემოსავლების მქონე, ძირითადად ინგლისსა და აშშ-ში დასახლებული პირები; სხვადასხვა ინდუსტრიულ ქვეყანაში დასახლებული ბანგლადეშური წარმოშობის მქონე პირები, რომლებიც მოსახლეობის დაბალი შემოსავლის მქონე ან უმუშევარ ფენებს განეკუთვნებიან; და შრომით მიგრანტთა მსხვილი ჯგუფი, რომლებიც გარკვეული დროით სახლობენ ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის და რიგ ინდუსტრიულ ქვეყანაში.80
ეს გეოგრაფიული დიფერენცირება დასტურდება ემიგრაციის ტალღებით ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. საერთაშორისო მიგრაცია ბანგლადეშიდან,როგორც ბევრი სხვა აზიური ქვეყნიდან, მნიშვნელოვნად შეიცვალა უკანასკნელიორი ათწლეულის განმავლობაში.81 70-იანი წლების შუა ხანებამდე მიგრაცია ბანგლადეშიდან ძირითადად მიმართული იყო (ოჯახების სპონსორობის შედეგად) ინგლისის გაერთიანებული სამეფოსკენ და მიგრანტთა მხოლოდ მცირე, კვალიფიციური ნაწილი მიემართებოდა აშშ-სკენ. 1970-იანი წლების შუა ხანიდან, განსაკუთრებით კი 1990-იანი წლებიდან ეკონომიკური მიზეზებით განპირობებულმა დროებითმა მიგრაციამ ფართო ხასიათი მიიღო. ეს ტენდენცია ძირითადად ნავთობმწარმოებელ აზიურ ქვეყნებში სამუშაო ძალაზე მოთხოვნითაიხსნება და კვლავაც ძალაში რჩება, თუმცა, სამხრეთ-აღმოსავლეთ დაშორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში შობადობის მაჩვენებლების კლებამ გამოიწვია სამუშო ძალაზე მოთხოვნის ზრდა აღნიშნულ რეგიონებში. ამასთან, სხვადასხვა ფორმის - სტუდენტთა და ტურისტთა მიგრაციამ, ოჯახების დასპონსორების პრაქტიკამ, კვალიფიციური და არარეგულარული სამუშაო ძალის მიგრაციამ, არაკანონიერ მიგრანტთა საკითხების დარეგულირებამ და სავიზო სქემების შემოღებამ განაპირობა ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპისგანვითარებულ ქვეყნებში მიგრირებული ბანგლადეშელების მნიშვნელოვანი ოდენობა.
მიგრაციის მოტივები განსხვავდება დანიშნულების ქვეყნის და მიგრაციის დროის მიხედვით. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მიგრანტთა ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორებია კვალიფიციური განათლების მიღების, დასაქმების და საკუთარი ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები. მიგრანტთა გარკვეულმა რაოდენობამ გამოიცვალა საცხოვრებელი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნის სურვილის გამო.
მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებშიმიგრირებული დროებითი მიგრანტები ამ ქვეყნებში ძირითადად შემოსავლისწყაროს ძიების და ეკონომიკური სტატუსის გასაუმჯობესებლად მიდიან. და ბოლოს, მომდევნო ფაქტორი საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობრები, ნათესავები, მეზობლები და შვილების სასწავლებლად გამზგავნი მშობლები არიან.
ბ) პოლიტიკა და პრაქტიკა
ბანგლადეშის ექსპატრიანტთა კეთილდღეობის და საზღვარგარეთ დასაქმების საქმეთა სამინისტრო ბანგლადეშურ დიასპორასთან ურთიერთობათა მართვაზე პასუხისმგებელი ერთადერთი ორგანოა. სამინისტრო 2001 წლის დეკემბერში შეიქმნა და მისი მიზანი მიმღებ ქვეყნებში მიგრანტთა უფლებების და ინტერესების დაცვაა, და იმავე სამსახურის გაწევა მათი დაბრუნებისას ან გამგზავრებისას.
სამინისტროს მიზნები და ამოცანებია:82
- სფეროში მოქმედ შესაბამის მხარეთა შორის ურთიერთობათა სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა და ამოქმედების უზრუნველყოფა საქმიანობის გამჭვირვალობის, ანგარიშგების და ეფექტური მონიტორინგის მიზნით;
- სამუშაო ძალის ექსპორტის მხარდაჭერა სამთავრობო და კერძო დონეზე შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობით;
- თანამშრომლობა სხვა სამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებთან სამუშაო ძალის მობილურობის გასამარტივებლად, რაც ხელს შეუწყობს წარმოების მაჩვენებლების ზრდას და სიღარიბის შემცირებას გლობალური მასშტაბით, რაც, თავის მხრივ, მსოფლიო თანამეგობრობაში მეტი კეთილგანწყობის და ერთსულოვნების შემტანი ფაქტორი იქნება;
- სოციალური კეთილდღეობისკენ მიმართული ღონისძიებების გატარება ბანგლადეშელი ექსპატრიანტებისა და დიასპორებისთვის, მათი იმიჯის ასამაღლებლად წარმოშობის ქვეყნის მოსახლეობისა და მთავრობის თვალში.
სამინისტროს უწყებაში კიდევ ორი სამთავრობო სტრუქტურა მუშაობს - სამუშაო ძალის დასაქმების და ტრენინგის ბიურო (Bureau of Manpower Employment and Training (BMET), რომელიც პასუხისმგებელია მიგრაციის ხელშეწყობისკენ მიმართული გეგმების და პოლიტიკის განხორციელებაზე, მიგრანტებისსოციალური კეთილდღეობისა და სწავლების პროცესის უზრუნველყოფაზე და მთავრობის მიერ ლიცენზირებული 700-მდე კერძო დამქირავებელი სააგენტოს ტრენინგზე, მონიტორინგსა და კონტროლზე; და ბანგლადეშის საზღვარგარეთდასაქმებულთა სამსახური (Bangladesh Overseas Employment Services Limited (BOESL),რომელიც წარმოადგენს შეზღუდული უფლებების სამსახურს, ახორციელებს პირდაპირ დაქირავებას და ახდენს სხვა მთავრობათა და ინდივიდუალურ პირთა სამუშაო ძალაზე მოთხოვნების დამუშავებას. ზემოთაღნიშნულთან ერთად, სამინისტრო ახდენს ექსპატრიანტ ბანგლადეშელთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული სხვადასხვა ინტერვენციის კოორდინირებას შესაბამის ქვეყნებში ბანგლადეშის საელჩოთა მეშვეობით. მაგალითად, აშშ-შიბანგლადეშის მოქალაქეებს გაეწიათ იურიდიული დახმარება და კონსულტაციები იმიგრაციის და მოქალაქეობის მიღების საკითხთა სამსახურში.83
ზემოთაღნიშნულიდან ნათელი ხდება, რომ სამინისტროს ფუნქციები ქვეყნის განვითარების მიზნით დიასპორებთან კავშირების დამყარებაზე უფრო მეტადბანგლადეშიდან შრომითი მიგრაციის მართვას უკავშირდება. იგივე შეიძლება ითქვას ზემოთაღნიშნულ ორ უწყებაზე (BMET და BOESL), რომლებიც დიასპორებთან კავშირების თვალსაზრისით განსაკუთრებულს არაფერს გვთავაზობს.84
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, საინტერესოა, განვიხილოთ ბანგლადეშისმთავრობის ძალისხმევა დიასპორათა წასახალისებლად წარმოშობის ქვეყანაში ინვესტირებისთვის.85
საზღვარგარეთ მცხოვრებ ბანგლადეშელთა ინვესტიციების მოსაზიდად მთავრობამ შეიმუშავა რიგი შეღავათებისა. შესაბამის უწყებებთან კონსულტირების საფუძველზე, ფულად გზავნილთა მხარდაჭერის მიზნით დაწესდა რეგულარულ ფულად გზავნილთა ბარათი, რომლის მეშვეობითაც საზღვარგარეთ მყოფ ბანგლადეშელებს შეუძლიათ ფულის გამოგზავნა ოფიციალური არხებით. ბანგლადეშის 5 ნაციონალიზებული ბანკის დაახლოებით 2.945 ფილიალი ემსახურება ფულად გზავნილებს. უფრო მეტიც, გაიხსნა ვალუტის გადამცვლელი 15 ცენტრი. ფულად გზავნილთა არაკანონიერი მიმოცვლის აღკვეთის მიზნით მიღებულ იქნა ფულის გათეთრების პრევენციის კანონი.
2002 წლის ივლისში შემოსავლების ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა ფულადი გზავნილების გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით განახლებული შეღავათების ნუსხა. ეს შეღავათები გულისხმობს ფულადი გზავნილის მთლიანად გათავისუფლებას გადასახადისგან მისი ოფიციალური არხებით გადმოგზავნის შემთხვვევაში. ახალი განაწესის მიხედვით, ექსპატრიანტებისთვის სავალდებულო აღარ არის TIN სერტიფიკატის წარმოდგენა ბანგლადეშში უძრავი ქონების შეძენისას. სასოფლო-სამეურნეო წარმოების გახსნის მსურველი ბანგლადეშელი ექსპატრიანტებისთვის დაწესებულია შემდეგი შეღავათები:
- უცხოური ვალუტით წარმოებული საპროცენტო სარგებელი თავისუფლდება გადასახადისგან;
- ხელფასის მქონე დასაქმებულთა მიერ შეძენილი განვითარების ობლიგაციები (Wage Earners Development Bonds) თავისუფლდება გადასახადისგან;
- აღარ არის საჭირო საშემოსავლო გადასახადის გადახდისდამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა ბანგლადეშელი ექსპატრიანტების და მათი ოჯახის წევრების მიერ, რომელთაც უცხო ქვეყნის პასპორტი აქვთ.
სახელმწიფოს მხარდაჭერით მიმდინარე საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროექტების ფარგლებში ექსპატრიანტებისთვის 1.000 მიწისნაკვეთი გამოიყო და შემუშავდა წინადადებები შეღავათიან ფასებში მშენებლობისთვის; დაგეგმვის პროცესშია ასევე სპეციალური შეღავათებიკომუნიკაციისა და ტრანსპორტის სფეროთი დაინტერესებული ექსპატრიანტებისთვის. საზღვარგარეთ მცხოვრები ბანგლადეშელები
სარგებლობენ იაფი ტარიფებით დენაციონალიზებულ საწარმოთა შესყიდვისას. ასევე, მომდევნო შეღავათებია:
- ექსპატრიანტები სარგებლობენ 40%25-იანი ფასდაკლებით, თუ ერთიანად ფარავენ მთელ თანხას 30 დღის ვადაში;
- 20%25-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ ისინი, ვინც 30 დღის ვადაში იხდიან მთლიანი თანხის 75%25-ს;
- 5%25-იანი ფასდაკლება, თუ გადახდა უცხოურ ვალუტაში წარმოებს.
მთავრობამ გადაწყვიტა შეღავათების დაწესება არარეზიდენტი ბანგლადეშელებისთვის (Important Non-Resident Bangladeshis - INRB), რომლებსაც ქვეყანაში ინვესტირების სურვილი აქვთ. შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების მიზნით ბანგლადეშის ექსპატრიანტთა კეთილდღეობის და საზღვარგარეთ დასაქმების საქმეთა მინისტრის ზედამხედველობის ქვეშ ჩამოყალიბდა სპეციალური კომიტეტი. ექსპატრიანტებს, ვინც მოახდენს 500.000 აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიციას და ასევე ექსპატრიანტებს, ვინც გამოაგზავნის ფულად გზავნილს 750.000 აშშ დოლარის ოდენობით, მიენიჭებათ INFB წოდება. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ბანგლადეშური დიასპორის საინტერესო ჯგუფი, რომელიც ცნობილია „მუდმივი ცხოვრების უფლების არქმონე ბანგლადეშელთა ხმა - ბანგლადეშური დიასპორის რესურსების ათვისება“ (NRB Voice - Leveraging the Power of Bangladeshi Diaspora) სახელწოდებით.86 ჯგუფის არასამთავრობო ბუნების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ იგი ბანგლადეშის საწარმოო ინსტიტუტის (Bangladesh Enterprise Institute (BEI)) და აზიური ვეფხვების დედაქალაქთა პარტნიორების (Asian Tiger Capital Partners (AT Capital) ერთობლივი პროგრამის ნაყოფია, რომელსაც აფინანსებს დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების ფონდი (DFID). პროგრამის პრეზენტაცია 2009 წლის 23 სექტემბერს შედგა ბანგლადეშურ-ბრიტანულ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ლონდონში. პროგრამის მიზანია ბანგლადეშში მუდმივი მოქალაქეობის არმქონე, მსოფლიოში გაბნეულ სხვადასხვა პროფესიის პირთა პოტენციალის მოძიება და ამოქმედება. ბანგლადეშში ფულადი გზავნილების მაქსიმალურად ეფექტურად ათვისების ამოცანის პარალელურად, პროგრამა ასევე იღვწის ბანგლადეშში დიასპორათა ცოდნის გადაცემის გაუმჯობესებისთვის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდისთვის.
აღნიშნული ჯგუფის არსებობა და ფუნქციონირება აღსანიშნავია აგრეთვე იმისგამო, რომ მისი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ბანგლადეშში მუდმივი მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ გლობალური მონაცემთა ბაზის (NRB Diaspora Knowledge Network) ფორმირებაა.
იმის გათვალისწინებით, რომ დიასპორათა შესახებ მონაცემთა შეგროვება სამთავრობო უწყებათა ამოცანაა, აღნიშნული შემთხვევა ინოვაციური დასაინტერესო გამონაკლისია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბანგლადეშის მთავრობის მიგრაციის და განვითარების პოლიტიკის პრაქტიკულმა არარსებობამ გარკვეულ დაინტერესებულ მხარეებს უბიძგა ამ ხარვეზის შევსების მიზნით NRB Voice ჯგუფის შექმნისკენ.
![]() |
4.5 6. ამერიკის კონტინენტი |
▲ზევით დაბრუნება |
6.1 ჰაიტი
ა) მიმოხილვა87
ითვლის რა ორ მილიონამდე ადამიანს, ჰაიტის დიასპორები წარმოშობის ქვეყნისეკონომიკისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს (2006 წლის მონაცემებით, ფულადი გზავნილები ჰაიტის ეროვნული შემოსავლის 22%25-ს შეადგენდა). 800.000- დან 1 მილიონამდე ჰაიტელი მოქალაქე დაკავებულია შრომითი საქმიანობით დომინიკელთა რესპუბლიკის ოფიციალურ ან არაოფიციალურ შრომის ბაზარზე, ძირითადად სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებში, და შეადგენს სამუშაო ძალის კრიტიკულ მასას. ჰაიტიდან ემიგრაციას დომინიკელთა რესპუბლიკაში და მეზობელ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში არალეგალურიმიგრაციის ფორმა აქვს და ძირითადად არაკანონიერი არხებით ხორციელდება.
ბ) პოლიტიკა და პრაქტიკა88
ჰაიტის მთავრობამ დიასპორათა საკითხების რეგულირების მიზნით 1988 წელს საზღვარგარეთ მცხოვრებ ჰაიტელთა საკითხების შემსწავლელი კომისია შექმნა.უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ამ სტრუქტურამ ცვლილებები განიცადა და ამჟამად, წარმოადგენს რა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჰაიტელთა საქმეების სამინისტროს (the Ministry of Haitians Living Abroad - MHAVE), არეგულირებს ურთიერთობებს ჰაიტის სახელმწიფოსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჰაიტელთა შორის. კომისია სამინისტროდ ჰაიტელთა დიასპორის წარმოშობის ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის აღიარების შედეგად გარდაიქმნა.
სამინისტროს ფუნქციებია დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირება, დიასპორათა წარმოშობის ქვეყანასთან კავშირის დამყარება, საზღვარგარეთ დიასპორათა წევრების და/ან დაბრუნების მსურველთა კონსულტირება, ურთიერთგაცვლების ხელშეწყობა და ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევის კოორდინირება.
საზღვარგარეთ მცხოვრები ჰაიტის თემი ყოველწლიურად ჰაიტიში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთ მესამედზე მეტს გზავნის; იგი დაკომპლექტებულია რაოდენობრივად და თვისობრივად გამორჩეული ადამიანური კაპიტალით და ორგანიზებულია პროფესიონალთა ეფექტური ქსელის სახით: სამინისტრო ამდენად ცდილობს დიასპორათა მნიშვნელოვანი პოტენციალის მოზიდვას ჰაიტის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
სამინისტროს საქმიანობა ორიენტირებულია დიასპორების შესაძლებლობათაზრდაზე, მათ ჩართულობაზე ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში დასაბოლოოდ, ჰაიტიში მათ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ რეინტეგრირებაზე.
კერძოდ, სამინისტროს ამოცანებია:
- კავშირების განმტკიცება ქვეყანასა და მისი საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეთა შორის;
- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ დიასპორათა შორის კავშირების განმტკიცება;
- დიასპორათა სახელით მათი ინტერესების წარდგენა მთავრობისთვის;
- დიასპორათა საბოლოო სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაცია;
საზღვარგარეთ მცხოვრებ ჰაიტელთა და წარმოშობის ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა ჰაიტის განვითარების პროცესებში მათი მონაწილეობის წახალისების მიზნით.
სამინისტროს საკვანძო ამოცანების საბოლოო მიზანი წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში დიასპორათა ჩართვაა:
- დიასპორათა მასპინძელ ქვეყნებთან თანამშრომლობის დამყარება განვითარების ხელშესაწყობად;
- ჰაიტელთა საჭიროებებზე მორგებული განვითარების პროგრამების შემუშავება პარტნიორებთან ერთად;
- პარტნიორთა ჩართვა პროგრამების შეფასებაში და განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში;
- ჰაიტის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება დიასპორებში;
- „დიასპორათა ინიციატივების მხარდაჭერის ფონდის“ („Fonds d'appui aux initiatives de la diaspora“) შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჰაიტელთაწარმოშობის ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით.
ამ მიზნების მისაღწევად სამინისტრო, დიასპორათა საჭიროებებზე და მოთხოვნებზე დაყრდნობით, სხვადასხვა სამსახურს ახორციელებს:
- განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერა მთავრობის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად;
- დიასპორათა წევრების მხარდაჭერა მათი დაბრუნებისა და
რეინტეგრაციისას;
- დიასპორათა ინფორმირება ჰაიტიში საინვესტიციო შესაძლებლობათა შესახებ;
- დიასპორათა დახმარება ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებისას;
- დიალოგის ხელშეწყობა და გამოცდილებათა გაცვლა;
- დიასპორის კვალიფიციურ წევრთა გამოვლენა და ჩართვა ადგილობრივ და ქვეყნის მასშტაბით წარმოებულ საქმიანობებში ჰაიტიში;
- თანამშრომლობასა და განვითარებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოთა ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება.
ამჟამად სამინისტრო ახორციელებს განვითარების ფრანგულ-ჰაიტურ თანამონაწილეობით პროგრამას ჰაიტიში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობის და კულტურის სამსახურის მეშვეობით (Service de Coopйration et d'Action Culturelle - SCAC). 2007 წლიდან სამინისტრო და საფრანგეთის საელჩო თანამშრომლობენ საფრანგეთში ჰაიტის დიასპორათა მობილიზებისთვის ჰაიტის მდგრადი განვითარების პროცესებში ეფექტური ჩართვის ხელშესაწყობად. ეს პროგრამა საფრანგეთში მცხოვრებ ჰაიტელებს სთავაზობს საგრანტო პროგრამებს ჰაიტის ტერიტორიაზე განსახორციელებლად, რაზეც მათ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად შეუძლიათ განაცხადის შეტანა. პროექტები ორიენტირებულია ადგილობრივ განვითარებაზე, ნოუ-ჰაუს და კომპეტენციათა გაცვლაზე და საინვესტიციო პროექტებზე.
პროგრამის ბენეფიციარები არიან:
საფრანგეთში დაარსებული ჰაიტური არასამთავრობო ორგანიზაციები და ასოციაციები, რომლებსაც სურთ ჰაიტიში პროექტების განხორციელება;
- საფრანგეთში მცხოვრები ჰაიტელები, რომლებსაც ჰაიტიში დაბრუნება სურთ და ამდენად მოწადინებულნი არიან, განახორციელონ მცირე დასაშუალო შემოსავლის მომტანი პროექტები, რაც მათ ჰაიტიში მუშაობის და ცხოვრების საშუალებას მისცემს;
- საფრანგეთში მცხოვრები მაღალკვალიფიციური ჰაიტელები, რომლებსაცსურთ თავიანთი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება წარმოშობის ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ.
2008 წელს შესარჩევ კომიტეტს 19 პროექტი წარედგინა, რომელთაგან 12 შეირჩადასაფინანსებლად. ფრანგული თანამშრომლობის (Coopйration Franзaise) მიერ დაფინანსებული პროექტების საერთო ღირებულებამ 500.000 ევრო შეადგინა (მთლიანი დაფინანსება 620.000 ევრო). ეს პროექტები პირდაპირ ან არაპირდაპირ სარგებელს მოუტანს დაახლოებით 10.000 ჰაიტელს.
ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე პროექტი დაფინანსებული პროექტების ნუსხიდან:
- „საკვების უსაფრთხოება და ჰიდრავლიკური განვითარება კაიე ეპინის რეგიონში“ („Sйcuritй alimentaire et amйnagements hydrauliques de ravines dans la zone de Cayes Epin“);
- „სოფლის მეურნეობის წარმოების ხელშეწყობა მირებალში“ („Appui а la
production agricole а Mirebalais“);
- „შესაძლებლობათა ზრდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სფეროში“ („Renforcement de la formation en soins hospitaliers d'urgence“).
6.2 ელ სალვადორი
ა) მიმოხილვა
ელ სალვადორი უმცირესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა ცენტრალურ ამერიკაში. შეფასებით, მოსახლეობის 25%25-ზე მეტმა ქვეყანასამოქალაქო ომის შედეგად დატოვა, რომელიც 1979 წელს დაიწყო და 1992 წელს დასრულდა.89
ქვეყანში მცხოვრებ სალვადორელთა რიცხვი 6.2 მილიონს აღწევს. მაგრამ, არსებული შეფასებით, 817.000-დან 2.7 მილიონამდე სალვადორელი ანუ მათიდაახლოებით 13%25 ქვეყნის გარეთ ცხოვრობს. სალვადორელები შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აღმოაჩინოთ, მაგრამ მათი უმეტესობა აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში,90 სადაც სადღეისოდ დაახლოებით 1.5 მილიონი სალვადორელი ცხოვრობს და მუშაობს (მათი უმეტესობა კონცენტრირებულია ლოს ანჟელესში, სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში91); 39.000 სალვადორელი ცხოვრობს კანადაში (კანადის სტასტისტიკის თანახმად),დაახლოებით 20.000-მდე - ავსტრალიაში და 12.000 - იტალიაში; სალვადორის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით.92
ბ) პოლიტიკა და პრაქტიკა93
ეკონომიკურ სფეროში ფულადი გზავნილები დიასპორათა წარმოშობის ქვეყნისგანვითარებაში მონაწილეობის ყველაზე თვალსაჩინო ფორმაა.94 ფულადი გზავნილები ელ სალვადორის ეროვნული შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილია და შეადგენს საექსპორტო შემოსავლების ნახევარზე და მთლიანი შიდა პროდუქტის 17%25-ზე მეტს.
ინტერამერიკული განვითარების ბანკის საინვესტიციო ფონდის 2004 წელს გაკეთებული შეფასებების თანახმად, სალვადორელი ოჯახების 28%25-ს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჰყავს ფულადი გზავნილის გამომგზავნი ოჯახის ერთი წევრიდა ეს გზავნილი არა მარტო ოჯახის საერთო შემოსავლის ნახევარს უტოლდება,არამედ საკმარისია ოჯახის საარსებო საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად.95
ვინაიდან ფულადი გზავნილები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სალვადორის ფინანსურ სექტორზე, მთავრობა სულ უფრო აქტიურად ერთვება ადამიანების და ფულადი გზავნილების მიმოცვლის წახალისებასა და მართვაში.
სახელმწიფო ინსტიტუციათა ადაპტირების ერთ-ერთ მაგალითს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებაში შექმნილი საზღვარგარეთელ დიასპორათა საქმეების გენერალური დირექტორატი (Directorate General of Attention for the Community Abroad -DGACE),96 წარმოადგენს, რომელიც ფრანცისკო ფლორესის პრეზიდენტობის პერიოდში (1999-2004) ჩამოყალიბდა. დირექტორატის კრედო შეჯამებულია 2002 წლის დოკუმენტში სათაურით „საზღვარგარეთ მცხოვრებ სალვადორელთა ინტეგრაციის და მათთან კავშირების დამყარების 21-ე საუკუნის სტრატეგიისკენ“, რომელშიც მოცემულია საზღვარგარეთ მცხოვრებ სალვადორელთა დეტალური სტატისტიკური სურათი და მათი ფულადი გზავნილების რაოდენობა და დინამიკა. დოკუმენტი აღნიშნავს სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების საჭიროებას, რომელიც მიმართული იქნება დიასპორების დახმარების და საკონსულო მომსახურების უზრუნველყოფისკენ. აღნიშნული პოლიტიკის უმთავრესი მიზანი იქნება განვითარების ძირითადი ღერძის აგება საზღვარგარეთ მცხოვრებ სალვადორელთა პოტენციალზე დაყრდნობით და მათი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გათვალისწინებით.
აღნიშნული მიზნების მიღწევის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეცვალა დაგანაახლა საკუთარი სამსახურები. სამინისტროს აქვს ვებგვერდი (ასევეარსებობს აშშ-ში ელ სალვადორის საელჩოთა ვებგვერდი), სადაც განთავსებულია ინფორმაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ სალვადორელთა შესახებ, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში გამგზავრების მსურველთა იურიდიული დახმარების და საკონსულო მომსახურების შესახებ; განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის ვიზების შესახებ, რომელთა მიღებაც სალვადორელებს შეუძლიათ და ჩამოთვლილია არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ მიგრანტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების მიმართულებით.
გენერალური დირექტორატი მოწადინებულია სალვადორელ დიასპორებთანკავშირების მოძიება-განმტკიცებაზე და ამ მიზნით აქტიურად მუშაობსსაკონსულოებსა და საელჩოებთან, ახდენს რა პროექტების კოორდინირებას სხვა სამთავრობო სააგენტოებთან, რეგულარულად სტუმრობს რა დიასპორებს და მათ ხელმძღვანელებს და ახდენს დიასპორათა ინფორმირებას ინტერნეტ-გამოცემის Comunidad en Acciуn მეშვეობით, რომელიც აშუქებს დიასპორათა მიერ ცალკე, ანსამთავრობო თუ კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით განხორციელებულ საქმიანობებს და პროექტებს.
მთავრობის დიასპორებთან ურთიერთობების სტრატეგიას სხვა სააგენტოებიც იზიარებენ - მაგალითად, ელ სალვადორის მედიამ წარმოშობის ქვეყანაშიმიმდინარე მოვლენების შესახებ დიასპორათა ინფორმირების აქტიურისტრატეგია შეიმუშავა. გაზეთებს La Pensa Grбfica da Diario de Hoy აქვთ სალვადორელი დიასპორებისთვის მიძღვნილი სპეციალური ნაწილი, სადაცშუქდება დიასპორებთან დაკავშირებული საკითხები პოლიტიკური თუსოციალური ჭრილით, ისეთი საკითხების ჩათვლით, როგორიცაა დანაშაული და დიასპორათა მდგომარეობა.97
ამასთან, ელ სალვადორის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა „საზღვარგარეთ მცხოვრები სალვადორელები - განვითარების სტრატეგიული პარტნიორები“,რომლის მიზანია ერთიანი პოლიტიკის ფორმულირება, რომელშიც აისახება მიგრანტებთან დაკავშირებული მრავალი სხვადასხვა საკითხი.98
პროგრამის ფარგლებში მთავრობამ დიასპორებისთვის საპრეზიდენტო ფორუმი მოაწყო,რომელიც შედგა 2004 წლის ნოემბერში და გააერთიანა 600-ზე მეტი მიგრანტი თემის ლიდერი მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ფორუმის ამოცანა იყო დიასპორათა საჭიროებების, მოლოდინების, მოსაზრებებისა და პრობლემების გაგება და მათთან კონსტრუქციული დიალოგის გამართვა, განვითარების პროცესში მათი აქტიური ჩართვის გზით. ფორუმის მიმდინარეობისას გაჩნდა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის რამდენიმე ინიციატივა. ფორუმის შედეგად შეიქმნა საინვესტიციო შესაძლებლობების პროექტების პაკეტი, მიმართული მიგრანტთა თემების ჩართულობის წახალისებისკენ. ეს პროექტები სალვადორის კომპანიებისთვის შექმნიან ექსპორტის გაფართოების შესაძლებლობებს „ნოსტალგიური ვაჭრობის“ საზღვრებს მიღმა. სალვადორული ნაწარმის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის და საცალო მოვაჭრეებსა და დისტრიბუტორებს შორის ეფექტური კონტაქტის დამყარების მიზნით გადაწყდა, მოწყობილიყო საექსპორტო საქონლის ბაზრობები. ასევე, ეს პროდუქტები წარმოდგენილია სპეციალურ ვებგვერდებზე,რომლებიც შეიცავს საჭირო ინფორმაციას უცხოელთათვის და ადგილობრივი მოქალაქეებისთვის ელ სალვადორში ინვესტირების და ბიზნესის გახსნის შესახებ.99
მთავრობამ ასევე განაახლა საკუთარი ინსტიტუტები დიასპორების და ფულად გზავნილთა საკითხების უკეთესი რეგულირების მიზნით. ამ ინსტიტუტებსშორისაა: სოციალური ინვესტიციების fondi (Fondo de Inversiуn Social para el Desarrollo Local, or FISDL), რომელმაც დიასპორებთან ურთიერთობების საკითხი წინა პლანზე ჯერ კიდევ 1999 წელს წამოსწია. 1990 წელს შექმნილი ფონდი ამოიზარდა სოციალურ ინვესტიციათა მიდგომიდან, რომელიც მიმართულიაადგილობრივი მთავრობის და თემის ჩართულობის ხელშეწყობისკენ. ფონდის პროგრამა „ერთიანობა სოლიდარობისთვის“ (Unidos por la Solidaridad) მიმართულია მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სალვადორელთა ადგილობრივი და საზღვარგარეთ არსებული ორგანიზაციების მოზიდვისკენ ადგილობრივი პროექტების ფინანსირებასა და განხორციელებაში. ელ სალვადორი თანამშრომლობს დიასპორათა მიმღებ ქვეყნებთან, განვითარების სფეროში მოქმედ კერძო და საზოგადოებრივ აგენტებთან ფულადი გზავნილების მიმართვისკენ საგანგებოდ შერჩეული საინვესტიციო პროგრამებისდასაფინანსებლად.
ამ ტრანსნაციონალური პროექტების ფინანსირებისთვის ძირითად თანხებს (60%25) უზრუნველყოფს სოციალური ინვესტიციების ფონდი, 19%25-ს - სალვადორელთა საზღვარგარეთ არსებული ორგანიზაციები და 20%25-ს - მუნიციპალიტეტები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივით მობილიზებული დიასპორათა თანხები ძალზე ბევრი არაა, პროგრამა ქმნის საფუძველს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ჩართულობისა დიასპორასთან. პოლიტიკური ჭრილით, მთავრობა ცდილობს რეგულირების გაფართოებას საზღვარგარეთ მცხოვრებ მიგრანტთა ჩართვის მიზნით.
ეს მსხვილი პროგრამა გამართლებულია იმით, რომ ფულადი გზავნილების დაახლოებით 81%25 სამომხმარებლო საქონელზე, ძირითადად საკვებსა დაკომუნალურ გადასახადებზე გამოიყენება (იხ. ცხრილი). ამ ორი მნიშვნელოვანიდანახარჯის შემდგომ მოდის დანახარჯები ადამიანურ კაპიტალზე (სამედიცინო დანახარჯები, დანახარჯები განათლებაზე), რომელიც მომდევნო, ასევე მნიშვნელოვანი დანახარჯია და საერთო დანახარჯის 10%25-ს შეადგენს. დანახარჯების ამ ჩამონათვალით თუ ვიმსჯელებთ, გასაკვირი არაა, რომ ფულადგზავნილებს მცირე შედეგი მოაქვთ სალვადორის ეკონომიკის განვითარებისთვისდა რომ მთავრობამ გადაწყვიტა მათი მიმართვა განვითარების პროექტების მხარდასაჭერად.100
ფულად გზავნილთა გამოყენება ელ სალვადორში კატეგორიების მიხედვით101
გამოყენება |
ეროვნული |
ქალაქებში |
სოფლად |
სამომხმარებლო |
80.5 |
78.8 |
83.6 |
კომუნალური |
0.7 |
0.9 |
0.3 |
მცირე ვაჭრობა |
0.7 |
1.0 |
0.1 |
დანახარჯები |
4.8 |
3.9 |
6.3 |
განათლება |
6.6 |
7.7 |
4.7 |
სოფლის |
0.5 |
0.2 |
0.9 |
დანაზოგი |
5.6 |
6.6 |
3.8 |
სხვა |
0.7 |
0.9 |
0.3 |
სულ |
100 |
100 |
100 |
უფრო მეტიც, საზღვარგარეთ მცხოვრებ სალვადორელთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობების და მათი გულმოდგინე გადარჩევის შედეგად 2004 წელს სალვადორელებთან ურთიერთობათა სამინისტრო შეიქმნა. მისი ძირითადი მიზანია საზღვარგარეთ სალვადორელ თემთა საჭიროებებზე რეაგირება და მათზე მიმართული საგარეო პოლიტიკის ფორმირება. ასევე, რიგი საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციებისა იყო ჩართული უფრო ფართო ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნაში სალვადორელ მიგრანტთა დასახმარებლად და წარმოშობის ქვეყანასთან სასარგებლო ურთიერთობათა დასამყარებლად მათი ხელშეწყობისთვის. შედეგად, სამინისტროს საქმიანობამმოიცვა საკითხთა ფართო სფერო, როგორიცაა საკონსულო სამსახურები, ადამიანის უფლებები და იურიდიული დახმარება მიმღებ ქვეყნებში, ოჯახების გაერთიანება, ეროვნული იდენტურობა, ფულადი გზავნილები, ადგილობრივი განვითარება და სოციალური საკითხები.102
განვითარების პროგრამები, როგორიცაა საჭიროებათა შემხვედრი დაფინანსების პროგრამები - შედარებით ახალი ინიციატივაა, მაგრამ მან უკვე მონიშნა განვითარებისკენ მიმართული თანამშრომლობის სფეროები არატრადიციულ პარტნიორთა შორის. მცირე მუნიციპალური საბჭოს პროგრამა Canada-El SalvadorAction Network (CELSAN) ელ სალვადორში ახდენს შემხვედრ დაფინანსებას „სამი ერთზე“
(Tres por Uno) პროგრამის საშუალებით, რომლის შედეგად დიასპორათამიერ შემოწირული თითოეული დოლარი ელ სალვადორელი სამთავრობო სტრუქტურებისგან შემხვედრ დაფინანსებას პოულობს, მექსიკური სქემის შესაბამისად.103
საზღვარგარეთ მცხოვრებ სალვადორელთა აქტიური ჩართულობის გამოხატულება იყო სალვადორელთა კონფერენცია „სალვადორელები მსოფლიოში“ („Salvadoreсos en el Mundo“). მსგავსი კონფერენციები ჩატარდა ლოს ანჟელესში, ვაშინგტონსა და ბოსტონში და თავი მოუყარა დიასპორათა ორგანიზაციებს საერთო პოლიტიკური პლატფორმის შესაქმნელად. პლატფორმა მოიცავს საარჩევნო ხმის უფლების მოთხოვნას და დიასპორათა, როგორც ინვესტორთა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელთა საჭიროებათა გამოკვეთას.
რაც შეეხება დიასპორათა შესახებ მონაცემთა შეგროვებას, ელ სალვადორის მთავრობა აწარმოებს მონაცემთა შეგროვებას კვალიფიციურ დიასპორათაშესახებ; ამის მაგალითია 150 გამოჩენილი სალვადორელის, საზღვარგარეთ მცხოვრებ სალვადორელთა 400 ასოციაციის, სალვადორელთა ხელმძღვანელობით მომუშავე კომპანიების და სხვ. ჩამონათვალი. მთავრობა ასევე აგროვებს მონაცემებს დიასპორათა კვალიფიკაციის და განათლების ხარისხის შესახებ საკონსულოთა მეშვეობით; და მან შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ ნიჭიერ სალვადორელთა ვირტუალური მონაცემთა ბაზა. ამ ვირტუალური ჟურნალის მეშვეობით (Communidad en Accion) ელ სალვადორი მხარს უჭერს გაცვლებს კვალიფიციურ დიასპორათა წევრებთან და ორგანიზებას უკეთებს კვალიფიციური წევრების დროებით ვიზიტებს წარმოშობის ქვეყანაში.104
6.3 მექსიკა
ა) მიმოხილვა
ესპანეთის მიერ დამყარებულმა კოლონიურმა წარსულმა და მის სავაჭრო სისტემაში მექსიკის პერიფერიულმა ჩართულობამ განაპირობა მექსიკური ეკონომიკის დაბალგანვითარებულობა. კოლონიური მმართველობის ქვეშ მექსიკა ესპანელ იმიგრანტთა დანიშნულების ქვეყანა იყო, რის შედეგადაც ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეერივნენ. კაპიტალიზმის დამყარებასთან ერთად მექსიკა ნედლეულის მიმწოდებელი ქვეყანა გახდა ჯერ ინგლისისთვის, შემდეგკი აშშ-სთვის. მექსიკაში კაპიტალიზმის მოძლიერებასთან ერთად ეკონომიკა უფრო მეტად დაექვემდებარა და გახდა დამოკიდებული აშშ-ზე, რამაც, შესაბამისად, შეერთებულ შტატებში მიგრაციის ახალი ტალღები გამოიწვია.105
გვიანი 70-იანი წლებიდან მექსიკელებმა აშშ-ში მასიურად მიგრირება დაიწყეს, რის გამოც აშშ დღემდე მექსიკურ დიასპორათა ძირითად მიმღებ ქვეყანასწარმოადგენს. 1980 წლიდან იმიგრანტები მექსიკიდან აშშ-ს ყველაზე მსხვილი დიასპორაა. 2007 წელს აშშ-ში დაფიქსირდა 11.7 მილიონი მექსიკაში დაბადებული პირი, რაც აშშ-ში მცხოვრებ სხვა ქვეყანაში დაბადებულთა თითქმის ერთ მესამედს შეადგენს. შტატებში მცხოვრებ მექსიკელ იმიგრანტთა რაოდენობა მექსიკის მთლიანი მოსახლეობის - 106 მილიონის 10%25-ს აჭარბებს და მექსიკელიმიგრანტთა 95%25 აშშ-ში ცხოვრობს. მექსიკელ იმიგრანტთა თითქმის მესამედი აშშ-ში 2000 და მომდევნო წლებში ჩავიდა.106
მექსიკელთა აშშ-ში მიგრირების ძირითადი მიზეზი დასაქმების ძიებაა. შრომითიასაკის ზრდასრულები აშშ-ში მექსიკელ იმიგრანტთა სამ მეოთხედზე მეტს შეადგენენ; აშშ-ში მცხოვრებ მექსიკელ მამაკაცთა 85%25-ზე მეტი შრომითი მიგრანტია.
მექსიკელ იმიგრანტთა დაახლოებით სამი მეოთხედი აღნიშნავს, რომ ინგლისურ ენას “ძალიან კარგად” შეფასებაზე ნაკლებად ფლობს. 2007 წელს ხუთიდან სამმექსიკელ იმიგრანტს არ ჰქონდა სასკოლო განათლება. ჯანდაცვის სისტემასთანხელმისაწვდომობა და შესაბამისი მომსახურება არადამაკმაყოფილებელია; მექსიკელ იმიგრანტთა 56%25-ს არ აქვს სამედიცინო დაზღვევა, ხოლო 47%25 აცხადებს, რომ მათ აშშ-ში არ გააჩნიათ სამედიცინო მომსახურების რეგულარული წყარო107
ბ) პოლიტიკა და პრაქტიკა108
მექსიკის მიგრაციული პოლიტიკა ეფუძნება ადაპტაციის ლოგიკას დაგამოიხატება მიგრაციასთან დაკავშირებულ რომელიმე კონკრეტული საკითხისკენმიმართული ცალკეული, ერთმანეთთან კავშირის არმქონე პროგრამების განხორციელებაში. მთავრობის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს მიგრაციისპოზიტიური ეფექტი მაკროეკონომიკურ ბალანსსა და სოციალურ სტაბილურობაზე. არსებული პროგრამები შეიძლება 6 კატეგორიად დაიყოს:
- ადამიანის უფლებები. მიგრანტთა ადამიანის უფლებების კონკრეტული ასპექტების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებები, როგორიცაა Beta Groups,პროგრამა Paisano, საკონსულოში რეგისტრაციის დოკუმენტები და თავადსაკონსულოთა ქსელის გაფართოება. რაც შეეხება დიპლომატიურ რეგისტრაციას, მექსიკის მთავრობამ საგარეო საქმეთა დეპარტამენტის მეშვეობით გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვით საკონსულოები ახდენენ საზღვარგარეთ მცხოვრები ყველა მექსიკელის რეგისტრაციას. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ძალისხმევა გატარდა ამ ინიციატივის პოპულარიზებისთვის აშშ-ში არსებულ 48 საკონსულოში და 2000-დან 2005 წლამდე პერიოდში შეივსო 4.7 მილიონი სარეგისტრაციო ბარათი. ესპროცესი გატარდა 337 ქალაქში, 163 რეგიონში, 178 ფინანსურიინსტიტუტისა და 1180 პოლიციის განყოფილების მიერ აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე.
- ტრანსნაციონალური კავშირები. იდენტურობის განმტკიცება საზღვარგარეთ მექსიკური თემების კონცეფციის ირგვლივ. ამან გამოიწვია მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში 2002 წელს საზღვარგარეთ მცხოვრები მექსიკური თემების ინსტიტუტის (Instituto de los Mexicanos en el Exterior - IME)109 შექმნა. IME-ს მიზანია აშშ-ში სადღეისოდ მცხოვრებ 10 მილიონ მექსიკაში დაბადებულ პირთა და მათ 19 მილიონ შთამომავალთა მომსახურება და მხარდაჭერა. IME ინოვაციური წამოწყებაა და ეფუძნება დაშვებას, რომ დანიშნულების ქვეყანაში წარმატებული ინტეგრაცია განაპირობებს დიასპორის შესაძლებლობას და სურვილს, მონაწილეობა მიიღოს წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში. ამდენად, IME-ს პროგრამები ეფუძნება დიასპორათა საჭიროებებს, განსაკუთრებით, განათლების,ჯანდაცვის, ფინანსური განათლების, კოლექტიური ქველმოქმედების და ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებში(განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან აშშ-ში უამრავი მექსიკელი ცხოვრობს კანონიერი დოკუმენტების გარეშე). აშშ-ში არსებული 50 მექსიკურ საკონსულოში არსებობს თემებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიცია და ეს პირები პასუხისმგებელნი არიან IME-ს პროგრამების განხორციელებაზე. მექსიკურ დიასპორათა ინსტიტუტის მიერ წარმოებული მუშაობა დაეხმარა დიასპორათა და მექსიკის მთავრობას შორის ურთიერთობათა მშენებლობის პროცესს. ნდობის განმტკიცების ერთ-ერთი მექანიზმია IME-ს საკონსულტაციო საბჭო, რომლის არჩეული წევრებიც სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან და წარმოადგენენ მექსიკის მთავრობის წარმომადგენლობით და სანდო პარტნიორებს.110
- პოლიტიკური უფლებები. მექსიკური კონგრესის მიერ მექსიკელ მოქალაქეთათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ კანონისმიღებიდან 8 წლის შემდეგ კონგრესის ქვედა პალატამ 2005 წლის თებერვალში შემოიღო რეფორმა, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ მექსიკელებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ. სხვადასხვა ვარიანტის განხილვის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხმის მიცემის წერილობითი ფორმის დამტკიცების შესახებ. ეროვნულ საარჩევნო ინსტიტუტს დაეკისრა სარეგისტრაციოპროცესის ადმინისტრირება და წერილობითი ხმების დათვლა.მცდელობათა მიუხედავად, ინსტიტუტმა 2006 წლის საპრეზიდენტოარჩევნებისას მხოლოდ 40.854 მიგრანტი დაარეგისტრირა, მაშინ, როდესაც წინასწარი შეფასებებით, სავარაუდოდ, შეიძლება 4.5 მილიონი ხმა დარეგისტრირებულიყო.
- სოციალური განვითარება კოლექტიურ გზავნილთა მეშვეობით. პროგრამა „სამი ერთზე“ მაგალითია სოციალურად მომგებიანი პროექტების განხორციელებისკენ მიმართული ურთიერთშემხვედრი თანამშრომლობისა,რომელიც შეიცავს „ქვემოდან ზემოთ“ ტრანსნაციონალიზმის კომპონენტს. პროგრამის საფუძველი შეიძლება ვიპოვოთ ზაკატეკასში (მექსიკა) 1992 წელს განხორციელებულ მსგავს პროგრამაში „ორი ერთზე“ (Dos por Uno) სახელწოდებით. 1999 წელს ნაციონალური პროგრამის „სამი ერთზე“ გაჩენასთან ერთად მიგრანტთა ფულად გზავნილებს შემხვედრი დაფინანსება გაეწია მუნიციპალურ, სახელმწიფო და ფედერალურ დონეზე. გაერთიანებული ფონდები მიმართულია საზოგადოებრივი კეთილდღეობის პროექტებისკენ: ავტომაგისტრალების, გზების და ქუჩების მშენებლობა; სასმელი წყალი, კანალიზაცია, ელექტრიფიკაცია. 2004 წელს ამ მიმართულებით გადაირიცხა 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. ამ სქემების წარმატებულობა დამტკიცდა ფულის აკუმულირების თვალსაზრისით, თუმცა მათი ეფექტურობა ნაკლებად შესწავლილია.111
- ფულად გზავნილთა მიღება. გადაგზავნის შემცირებული ხარჯები და ფულად გზავნილთა ფინანსური გამოყენება კონკურენტულობის ზრდის და ფორმალურ საბანკო სისტემაში დამატებით მომხმარებელთა მოზიდვისახალი ინიციატივის შედეგად, კერძოდ კი, დეპოზიტებისა და ფინანსურიმომსახურების ეროვნული ბანკის (National Savings and Financial Services Bank - BANSEFI) და სახალხო ქსელის მეშვეობით.
- ფულადი გზავნილების ინვესტირება. ფულადი გზავნილების ეფექტური გამოყენება სარგებლის მომტანი პროექტების განხორციელების შედეგად. 2001 წელს მექსიკის ცენტრალურ შტატებში Guanajuato, Hidalgo, Jalisco, Michoacan და Zacatecas ინტერამერიკული განვითარების ბანკის (IDB) და მექსიკის განვითარების ბანკის (Nacional Financera) ინიციატივით შეიქმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ წარმატებულ მექსიკელთა მიერ მექსიკაში ინვესტირების მხარდაჭერის პროგრამა. ეს მიკროსაფინანსო პროგრამა გულისხმობს ტექნიკურ მხარდაჭერას და სესხებს მიგრანტთათვის, რომლებსაც სურთ ინვესტირება პროექტებში/მცირე ბიზნესში, როგორიცაა აფთიაქები, მცირე სასურსათო მაღაზიები, რესტორნები, ბენზინგასამართი სადგურები, სხვ.
- სტუდენტური პროგრამა. ექსპატრიანტი ადამიანური კაპიტალის სფეროში სამთავრობო ინიციატიავათა სამიზნეს სტუდენტები წარმოადგენს. მექსიკახელს უწყობს სტიპენდიების მიმღებ სტუდენტთა დაბრუნებას Repatriacionde ex becarios del CONACYT პროგრამის მეშვეობით: საზღვარგარეთ სწავლა ფინანსდება მთავრობის მიერ, რომელიც, ამავე დროს, დაინტერესებულია სწავლის დასრულებისას სტუდენტთა წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებაში.112
უნდა აღინიშნოს, რომ მექსიკის მთავრობამ ორგანიზება გაუკეთა მის კვალიფიციურ მოქალაქეთა მუდმივად დაბრუნებას, ეროვნული საბჭოსმეცნიერებისა და ტექნოლოგიის გრანტების ყოფილ მფლობელთა დაბრუნებისპროგრამის (Repatriacion de Ex Becarios del Consejo Nacional de Ciencia y Tecnologнa) საშუალებით. ეს პროგრამა ხელს უწყობს „ტვინების მოდინებას“ მექსიკაში, ეხმარება რა საბჭოს მიერ გაცემულ სტიპენდიათა მიმღებთ, დაბრუნდნენ მექსიკაში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ წინსვლაში.113
6.4 კოლუმბია
ა) მიმოხილვა114
70-იან და 80-იან წლებში აშშ და ვენესუელა ასეულობით კოლუმბიელის მიგრირების ქვეყნები იყო. 90-იან წლებში კოლუმბიიდან მიგრაცია გაიზარდა გაუარესებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის და პოლიტიკური მიზეზების გამო. მიგრაციის მიმართულება გაცდა ტრადიციულ ქვეყნებს (ესპანეთი, კოსტა რიკა, ინგლისი და იტალია) და მიგრანტთა შემადგენლობა უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირებით აღინიშნა.115
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოლუმბიის ოფისის მონაცემების თანახმად, 2005 წელს საზღვარგარეთ ცხოვრობდა 3 მილიონზე მეტი კოლუმბიელი (3 331 107), რაც ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 10%25-ს შეადგენს.
კოლუმბიიდან მოსახლეობის მიგრაციის მაჩვენებლები 1985 წლიდან
წელი |
საზღვარგარეთ მცხოვრებ |
1985 |
1 500 000 |
1990 |
1 704 000 |
1995 |
1 852 000 |
2000 |
2 371 000 |
2005 |
3 331 107 |
კოლუმბიელ დიასპორათა გადანაწილება 2005 წლის მიხედვით გვიჩვენებს, რომ მიგრანტთა 37,6%25 ირჩევს აშშ-ს ან კანადას; 23,3%25 მიგრირებს ევროპაში (უმეტესად, ესპანეთში, სავარაუდოდ, ენის გამო); 24,7%25 ირჩევს სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებს (ვენესუელა ყველაზე მეტად გამორჩეულია ამ მხრივ; დანარჩენები კი სხვა ქვეყნებს ირჩევენ (ავსტრალია, ინგლისი, იტალია და ნიდერლანდები).116
კოლუმბიური დიასპორები ხასიათდებიან ძლიერი ფემინიზაციით (მიგრანტთა 51,4%25 ქალია), ახალგაზრდების ჭარბი რაოდენობით (საშუალო მიგრანტი 30-34 წლისაა), რაც აქტიურ სამუშაო ძალას აღნიშნავს; და განათლების დამაკმაყოფილებელი დონით (41%25-ს აქვს საშუალო განათლების ატესტატი).
ბ) პოლიტიკა და პრაქტიკა
კოლუმბიაში საერთაშორისო მიგრაციის პროცესი იმგვარად წარიმართა, რომ საზოგადოებრივი და კერძო ინსტიტუტები ამჟამად საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელებს და მათ ოჯახებს თავიანთ მომსახურებას სთავაზობენ.
კოლუმბიის მთავრობამ მიგრაცია პრიორიტეტად გამოაცხადა. შესაბამისად, 2002- 2006 წლების ეროვნული განვითარების გეგმა სახელწოდებით „კომუნალური სახელმწიფოს შექმნის გზაზე“ ემსახურება საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელებთან კავშირების განმტკიცებას და ამ თემებისთვის სარგებლის მომტანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც მათი კუთვნილების და ეროვნული იდენტობის შეგრძნებას განამტკიცებს. პოლიტიკა ითვალისწინებს შემდეგს:
- საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა გამოვლენა და მათი საქმიანობების და საჭიროებების დახასიათება;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა გაერთიანებებთან ურთიერთობების გაღრმავება პარტნიორული ეროვნული სააგენტოების მეშვეობით;
- თემატური საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და მხარდაჭერა;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელებზე ორიენტირებული სოციალური და იურიდიული დახმარების პროგრამები;
- შეთანხმებათა გაფორმება შრომითი მიგრაციის და სოციალური უსაფრთხოების სფეროში;
- მექანიზმების შემუშავება, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელებს ფულადი გზავნილების გადმორიცხვას გაუადვილებს.
კოლუმბიის კანონებსა და ნორმებში ასახული მიგრაციის და კერძოდ, დიასპორათა მნიშვნელობა სხვადასხვა დოკუმენტით არის დადასტურებული. დოკუმენტის „კოლუმბიის ხედვა 2019“ (Vision Colombia 2019) მე-6 თავი აღნიშნავს თანამედროვე ცვლად სამყაროსთან მისადაგებული საგარეო პოლიტიკის ფორმულირების საჭიროებას. ამავე დოკუმენტში აღნიშნული მე-4 მიზანი აღნიშნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელებთან კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას, მათი ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო, ხოლო ეროვნული განვითარების 2006-2010 წლების გეგმის თავი 7.9 აღნიშნავს, რომ მიგრაციის პოლიტიკის გაღრმავება განვითარების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორია და, ამდენად, მნიშვნელოვანია მიგრაციის დადებითი ეფექტის აქცენტირება როგორც წარმოშობის, ასევე დანიშნულების ქვეყნებში. კოლუმბიის 2006-2010 წლების საგარეო პოლიტიკით განსაზღვრული მე-5 ამოცანა მიგრაციის ერთიანი პოლიტიკის შექმნას გულისხმობს. კოლუმბიის საგარეო პოლიტიკა ხაზს უსვამს განვითარების საჭიროებას, იმგვარი პოლიტიკის შექმნის საჭიროებას, რომელიც სრულად ასახავს მიგრაციის სფეროში განხორციელებად სხვადასხვა ღონისძიებას და არსებულ პრაქტიკას.
პოზიტიური დაბრუნების გეგმა (Plan de Retorno Positivo) საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც სარგებლობს პრეზიდენტის სოციალურ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით. ამ ინიციატივაში უნდა მონაწილეობდეს მთელი საზოგადოება, სახელმწიფო დაკერძო სამეცნიერო, მთავრობათაშორისი სააგენტოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენენ იმიგრაციის სფეროზე. გეგმის მიზანია მიგრანტთა უფლებების დაცვა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას. გეგმის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა მიერ შეძენილი ცოდნის და უნარ-ჩვევების, და წარმოშობის ქვეყანაში მათი ინვეტირების (კოლუმბიის მთავრობასთან თანამშრომლობით) პოტენციალის აღიარება, რაც შექმნის ქვეყნის ეროვნული განვითარებასადმი მიმართულ სოციალურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს №3131 რეზოლუციის თანახმადშეიქმნა შიდა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაეკისრა საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელებთან დაკავშირება და მათი და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერა. ჯგუფი შემდეგ ამოცანებზე მუშაობს:
- ინსტრუმენტების შემუშავება საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელებთან კავშირების გასაღრმავებლად, იდეათა, მონაცემთა, ინფორმაციის, რესურსების, საქონლის და მომსახურების გაცვლა-ამოქმედების გზით, რაც ხელს შეუწყობს კოლუმბიაზე დადებითი შთაბეჭდილების შექმნას.
- კვლევითი პროექტების განხორციელება „კოლუმბია გვაერთიანებს“ (Colombia Nos Unes) პროგრამის კონცეფციის შესაბამისად, რაც სასარგებლო ცოდნის მიღების საშუალებას იძლევა მიგრაციის პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელებისთვის.
- საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა და საკონსულო საქმეთა დირექტორატის მხარდაჭერა.
2001 წელს კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა დახმარების კავშირი შექმნა, მიგრანტთა თემებისთვის შესაბამისი და ეფექტური დახმარების მიწოდების მიზნით. ასევე, სამინისტრო მუშაობს პუბლიკაციათა კრებულზე მიგრაციის ნაკადების შესახებ სარწმუნო ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით - რაც მოიცავს სემინარების ანგარიშებს, კვლევებს, სტატისტიკურ ინფორმაციას და გამოუქვეყნებელ ანგარიშებს.
სამინისტროს კარგი ურთიერთობა აქვს უნივერსიტეტებთან და ადგილობრივ დასაერთაშორისო ინსტიტუტებთან კოლუმბიიდან მიგრაციის და მის სოციალურ დაეკონომიკურ სფეროებზე ასახული შედეგების შესახებ ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. სამინისტრომ გააფორმა რიგი შეთანხმებებისა სამეცნიერო ინსტიტუტებთან მიგრაციისა და განვითარების შესახებ კვლევების ჩატარების, სხვადასხვა დოკუმენტის გამოქვეყნების და აღნიშნულ საკითხზე სემინარების და ლექციების ორგანიზების მიზნით.
I. „კოლუმბია გვაერთიანებს“ (Colombia Nos Unes)117
90-იანი წლების შუა ხანებიდან მზარდი მიგრაციული ნაკადების გამო და საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა დახმარების მიზნით შემუშავდა დაამოქმედდა პროგრამა „კოლუმბია გვაერთიანებს“ (Colombia Nos Unes). ემიგრაციის ნაკადების და ეროვნულ ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და საზოგადოებაზე მათი გავლენის მიზეზები განსხვავებულია. ეკონომიკური გავლენა აშკარაა ფულადი გზავნილების მზარდი ოდენობის გათვალისწინებით. რესპუბლიკის ბანკის (Banco de la Repъblica) 2004 წლის მონაცემებით, შრომით მიგრანტთა ფულადი გზავნილები შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 3,3%25-ს; საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე შემოსავლის 3,3%25-ს და საქონლის ექსპორტის 18,6%25-ს. ამავე დროს ფულად გზავნილებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, თუ ისინი დაკავშირებულია ექსპორტის შედეგად მიღებულ შემოსავლებთან: 2004 წელს ფულადი გზავნილები 3.3-ჯერ აღემატებოდა ყავის ექსპორტით მიღებულ შემოსავლებს და 1.7-ჯერ - ნახშირის ექსპორტით მიღებულ შემოსავლებს. ისინი ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 116%25-ს შეადგენდა.
ამ მონაცემებმა ცხადყო საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა მიმართ სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ყურადღების აუცილებლობა. Colombia Nos Unes პროგრამა შეიქმნა 2002-2006 წლების ეროვნული განვითარების გეგმის “კომუნალური სახელმწიფოს შექმნის გზაზე” ფარგლებში 2004 წლის აგვისტოში და მისი მიზანია როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა, ასევე კოლუმბიაში მათი წარმოშობის რეგიონებსა და ოჯახებს შორის კავშირების გაღრმავება. პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებკოლუმბიელთა შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება მათ საჭიროებათა უკეთ გასაცნობიერებლად და მათზე რეაგირებისთვის შესაბამისი პოლიტიკის შესამუშავებლად. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩოლომბია Nos Unes პროგრამის ფარგლებში მიზნად დაისახა მიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, ისევე როგორც მისი ეფექტური განხორციელების და შეფასების ამოცანებისაზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა საჭიროებებსა და მოთხოვნებზე რეაგირებისთვის, მათი წარმოშობის ქვეყანასთან დაკავშირების და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის შექმნის მიზნით.118 აღნიშნული პოლიტიკა მოიცავს საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა ჯგუფების იდენტიფიკაციას და შესწავლას; დახმარების პროგრამების განხორციელებას საზღვარგარეთ არსებული თემებისთვის; შეთანხმებების დადებას შრომითი მიგრაციის და სოციალური უსაფრთხოების სფეროში; კოლუმბიელთა გაერთიანებების მხარდაჭერას და მექანიზმების შემუშავებას ფულადი გზავნილების ხელშეწყობისა და მათი მეშვეობით დანაზოგების ზრდისთვის. ასევე კოლუმბიის მთავრობის პრიორიტეტია კონსტრუქციული კავშირების დამყარება საზღვარგარეთ მცხოვრებ და კოლუმბიაში არსებულ სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინტელექტუალურ თემებს შორის თემატური, საწარმოო, კულტურული, თანამშრომლობითი და სხვა ქსელების შექმნის და კოორდინირების გზით.
აღნიშნული სამოქმედო სტრატეგიების გაძლიერების მიზნით საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელ მოსახლეობასთან ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად 2003 წლის ივნისში მოეწყო სემინარი „კოლუმბიიდან საერთაშორისო მიგრაცია და ტრანსნაციონალური თემების განათლება“ („Migraciуn Internacional Colombiana y Formaciуn de Comunidades Transnacionales“). სემინარზე განხილულ იქნა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე მიგრაცია და მისი მახასიათებლები; ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო პროგრამის Colombia Nos Unes პრეზენტაცია. სემინარის საშუალებით შესაძლებელი გახდა საზოგადოების და კერძო და აკადემიური სექტორების ხედვის წარმოჩენა ახალი თემატური სფეროების მიმართ და მათი დასკვნები და რეკომენდაციები მიღებულ იქნა პროგრამის სასტარტო პლატფორმად.
„კოლუმბია გვაერთიანებს“ პროგრამა ემსახურება საზღვარგარეთ მცხოვრებკოლუმბიურ თემთა შორის კავშირების გაღრმავებას, მათ ერის სასიცოცხლონაწილად აღიარებას და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებას. ამ მიზნების მისაღწევად პროგრამა ძალისხმევას მიმართავს შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:
- საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა და წარმოშობის ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავება;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა ინტერესების და საჭიროებების გამოვლენა;
- მექანიზმების შემუშავება საცხოვრებელ ადგილზე სოციალურ ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელებთან შეხვედრების ორგანიზება.
პროგრამა ფოკუსირებულია შვიდ ძირითად მაკროსფეროზე.
ა) ტრანსნაციონალური ქსელები: საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ტრანსნაციონალური კავშირების დამყარება დიასპორების წარმოშობის ქვეყანასთან დასაახლოვებლად. 2004-2005 წლებში შემუშავდა მედია-საშუალებები და გავრცელდა ინფორმაცია კოლუმბიასა და პროგრამის შესახებ ბუკლეტების მეშვეობით: „კოლუმბია, პოზიტიური ქვეყანა“ (Colombia Un Paнs Positivo), „კულტურული კოლუმბია“ (Colombia Cultural), „კოლუმბია - სურპრიზი“ (ColombiaUna Sorpresa) და საინფორმაციო ბიულეტენი ექსპორტის შეხახებ (Boletнn de Proexport).
ასევე შემუშავდა პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღებით დაინტერესებულ პირთა სია და 2005 წლის აპრილიდან საზღვარგარეთ მცხოვრებ ამ პირებს ყოველთვიურად ელექტრონული ცნობარები ეგზავნება.
პროგრამა ხელს უწყობს საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა პირდაპირ კავშირებს. ტრანსნაციონალური ქსელები მათი უკეთ დაახლოების საშუალებას იძლევა, კომუნიკაციის უახლესი ტექნოლოგიების, და მათ შორის, ინტერნეტის გამოყენებით. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ IOM-ის ბოგოტის ოფისის მხარდაჭერით შეიქმნა ტექნოლოგიური პლატფორმა „კოლუმბიელთა ქსელების ამოქმედება“. ეს ვებპორტალი, სახელწოდებით RedEsColombia,119 მომხმარებლებს სხვადასხვა თემატიკის მიხედვით დაჯგუფების და კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. ამ მექანიზმის ძირითადი მიზანი კოლუმბიელთა შორის კავშირების გაღრმავებაა, რაც სოციალურ კაპიტალს შეაკავშირებს და საბოლოოდ, მას კოლუმბიის განვითარებისკენ მიმართავს.
პორტალის ქსელებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი:
- კოლუმბიელ სტუდენტთა და საზღვარგარეთ მცხოვრებ პროფესიონალთა ქსელი (Red de Estudiantes y Profesionales Colombianos en el Exterior) - ხელს უწყობს სამეცნიერო და პროფესიულ გაცვლებს;
- კომერციულ საქმიანობათა ხელშეწყობის ქსელი - PROEXPORT (Red Colombiana de Apoyo Comercial - PROEXPORT) - კომერციული საქმიანობით დაკავებულ კოლუმბიელთათვის შექმნილი ქსელი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პარტნიორთა ან წარმომადგენელთა მოძიებით საზღვარგარეთ. ამ ქსელის მეშვეობით კოლუმბიელთა პროდუქტებმა ან სამსახურებმა შეიძლება შეიძინონ კონკურენტუნარიანი პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე, გაამყარებენ რა ამავდროულად კოლუმბიელ დიასპორათა ეკონომიკურ ძალაუფლებას.
ბ) ეკონომიკური მონაწილეობა: პოლიტიკის შემუშავება, რომელიც მიმართულიაფულადი გზავნილების მიმოსვლის და მათგან დანაზოგების აკუმულირების ხელშეწყობისკენ.
გ) სოციალური დაცვა: სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა შრომითი მიგრაციის, პენსიების და ჯანდაცვის საკითხებს მოაგვარებს.
დ) საკონსულოთა საკითხები: საკონსულო სამსახურის საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა საჭიროებებისადმი მისადაგება.
მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებმა კოლუმბიელებმა 2002 წელს გამოხატეს ინტერესი, ჰქონოდათ თავიანთ საკონსულოთა მიერ გაცემული პირადობის აღმნიშვნელი დოკუმენტი, განხორციელდა პილოტური პროექტი სახელწოდებით „საკონსულოს რეგისტრაციის ბარათი“ (Tarjeta de Registro Consular) ვაშინგტონში კოლუმბიის საკონსულოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ კოლუმბიელთათვის. ბარათი ხუთი წლით გაიცემა და შეიცავს მისი მფლობელის პერსონალურ მონაცემებს. პროექტი გამოხატავს კოლუმბიის მთავრობის მიერ დიასპორებთან კავშირების გაღრმავებისკენ მიმართულ ვალდებულებებს, რაც ასახულია ეროვნული განვითარების გეგმაში.
2006 წლის პირველ კვარტალში აშშ-ში ჩატარდა ორი ტური საკონსულო რეგისტრაციის ბარათის პროექტის საპრეზენტაციოდ. ტურებმა მოიცვა ყველა ძირითადი ქალაქი - ლოს ანჟელესი, სან-ფრანცისკო, ჰიუსტონი, ჩიკაგო, ბოსტონი და ატლანტა. პრეზენტაციები ხელსაყრელი საშუალება იყო კოლუმბიელ თემებთან შეხვედრისა, მათი ინფორმირებისა Colombia Nos Unesპროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატებების შესახებ და მათი მოწვევისა მიგრაციის და განვითარების საკითხების განსახილველად.
ე) განათლება და კულტურა: განათლებისა და კულტურის, და მიგრაციის საკითხებზე დისკუსიის ფასილიტაცია. Colombia Nos Unes პროგრამასა და კოლუმბიის განათლების სამინისტროს შორის პარტნიორული ურთიერთობისშედეგად გამოიკვეთა დიასპორათა პრობლემები კოლუმბიის სასწავლებლებში მიღებული დიპლომების და სამეცნიერო ხარისხების საზღვარგარეთ აღიარებასთან დაკავშირებით. მიღებულ იქნა რეზოლუცია №5547, რომლის საფუძველზე მოხდა აღიარების პროცესის გამარტივება და შემცირდა შესაბამისი პროცედურებისთვის საჭირო დრო.
დიპლომის აღიარების საკითხები განხილულ იქნა ასევე შერეული კოლუმბიურარგენტინული კომისიის მიერ. კომისიის მუშაობის შედეგად შემუშავდა ოთხი პროექტი ზოგად და საშუალო განათლებასთან და საშუალო განათლების ატესტატების აღიარებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კულტურას, გაფორმდა ინსტიტუციათაშორისი შეთანხმება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კულტურის და ტურიზმის რეგიონულ ინსტიტუტსშორის Colombia Nos Unes პროგრამის მხარდასაჭერად მუდმივი თანამშრომლობითი პროგრამის შემუშავების მიზნით რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე.
ვ) პროექტების პაკეტი: სხვა მონაწილეებთან ერთად საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელებზე ფოკუსირებული პროექტების იდენტიფიცირება. სოციალურ დონეზე ზემოქმედების გავლენის მქონე პროექტების პაკეტის შექმნის მიზნით მთავრობამ პარტნიორობა დაამყარა „სოციალური სოლიდარობის ქსელთან“ (Red de Solidaridad Social), „კოლუმბიის კავშირებთან“ (Conexiуn Colombia) და სხვა ორგანიზაციებთან. ამ ერთობლივი შრომის შედეგად შეიქმნა „არაფულადი შენატანების სახელმძღვანელო“ (Manual de Donaciones en Especie), რომელიც აღწერს პროცესებს და მოთხოვნებს მსგავსი ტიპის შემოწირულობათა განხორციელებისას.
ზ) პოლიტიკური მონაწილეობა: კოლუმბიურ დიასპორათა ჩართულობა შიდა პოლიტიკურ საქმეებში.
პროგრამა Colombia Nos Unes მხარს უჭერს კოლუმბიის კონგრესში წარმოდგენილ ინიციატივას, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები კოლუმბიელების უფლების - აირჩიონ თავიანთი პოლიტიკური წარმომადგენლები - მარეგულირებელი კანონმდებლობის შეცვლას. ინიციატივა ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთათვის სპეციალური საერთაშორისო უფლებათა დამცველის დანიშვნას, რომელიც მათ უფლებებს ეროვნულ კონგრესში დაიცავს.
და ბოლოს, ჩატარდა მუშაობა ფულადი გზავნილების გადარიცხვისას ხარჯების შესამცირებლად. ასევე, ფულადი გზავნილები თანდათან თავისუფლდება გადასახადებისგან.120
_________________
1. „Migration Initiatives Appeal 2009”, IOM, Geneva, 2009, p. 101.
2. www.aba.government.bg: საზღვარგარეთ მცხოვრებ ბულგარელთა საკითხების სააგენტო.
3.“The Bulgarian Velikden Movement Activity” დამოუკიდებელი არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ბულგარელებს.
4. „Mainstreaming migration into development policy agendas”, International Dialogue on Migration, No. 8, Department for International Development (DFID), IOM, Buitenlandse Zaken, Geneva, 2005, p. 250.
5. იგივე, p. 243.
6. „Study on the contributions of Tunisians Residing Abroad on the Social and Economic Development of Tunisia” (“Etude sur la contribution des Tunisiens rйsidents а l'etranger au dйveloppment йconomique et social de la Tunisie”), proeqtis dokumentebi, IOM-is tunisis ofisi, 2009.
7. http://www.ijtimaia.tn: ტუნისის სოციალურ საკითხთა, სოლიდარობის და საზღვარგარეთ მცხოვრები ტუნისელების საქმეთა სამინისტრო.
8. Castles S., Delgado Wise R., op. cit., p. 160.
9. http://www.ijtimaia.tn: ტუნისის სოციალურ საკითხთა, სოლიდარობის და საზღვარგარეთ მცხოვრები ტუნისელების საქმეთა სამინისტრო
10. http://www.ote.nat.tn: Office des Tunisiens а l'Йtranger - საზღვარგარეთ მცხოვრები ტუნისელების საქმეთა ოფისი - ტუნისის მთავრობა
11. 1987 წლის 7 ნოემბერს პრეზიდენტი ბურგუიბა ძალის გამოყენებით შეცვალა ზინე ელ აბიდინგ ბენ ალიმ, რომელიც დღემდე ტუნისის პრეზიდენტია. მას შემდეგ ეს დღე მოიხსენიება Le Changement (“ცვლილება”) სახელწოდებით და აღინიშნება, როგორც ეროვნული დღესასწაული.
12. „Mainstreaming migration into development policy agendas”, International Dialogue on Migration, No. 8, Department for International Development (DFID), IOM, Buitenlandse Zaken, Geneva, 2005, p. 225.
13. 50 http://www.douane.gov.tn: finansTa saministro - tunisis sabaJo samsaxuris generaluri direqtorati
14. Castles S., Delgado Wise R., op. cit., p. 158-159.
15. Йtude sur la contribution des Marocains Rйsidant а l'Йtranger au dйveloppement йconomique et social du Maroc - საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში მონაწილეობის კვლევა, საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა საქმეების სამინისტრო და IOM, 2009 წლის ივნისი, გვ. 10-11.
16. იქვე, გვ. 13.
17. ინფორმაცია მოგვაწოდეს M Abdesselam El Ftouh, საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა ფონდის Hასსან II ეკონომიკური განვითარების მიმართულების დირექტორმა, on (Directeur du Pфle Promotion Economique), (2010 wlis 10 marti) da Dorien Deketele, IOM-is marokos ofisi, 2010 wlis 12 marti.
18. Castles S., Delgado Wise R., op. cit., p. 164.
19. Sadiqi, F., „Migration-Related Institutions and Policies in Morocco”, იმიგრანტთა სოციალურ ინტეგრირებაზე, მიგრანტთა და ადამიანების მიმოსვლაზე ფოკუსირებული პროექტები, საერთაშორისო მიგრაციის საკითხების გამოყენებით კვლევათა ევრო-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კონსორციუმი (Euro-Mediterranean Consortium for Applied Research in International Migration - CARIM), firencis (italia) evropuli universiteti 2004, გვ. 4-7; http://www.carim.org/Publications/CARIM-AS04_05-Sadiqi.pdf
20. http://www.marocainsdumonde.გოვ.: საზღვარგარეთ მცხოვრები მაროკოელების საქმეთა სამინისტრო.
21. მაროკოს არაბული ბანკის 2010 წლის 4 მარტის მონაცემებით, 1 მაროკოული დირჰამი = 0,122654 აშშ დოლარს.
22. http://www.alwatan.ma: საზღვარგარეთ მცხოვრებ მაროკოელთა ფონდი Hასსან II
23. Belguendouz, A., „Le traitement institutionnel de la relation entre les Marocains resident a l'etranger et le Maroc”, იმიგრანტთა სოციალურ ინტეგრირებაზე, მიგრანტთა და ადამიანების მიმოსვლაზე ფოკუსირებული პროექტები, საერთაშორისო მიგრაციის საკითხების გამოყენებით კვლევათა ევრო-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კონსორციუმი 2006, გვ. 7; http://cadmus.eui.eu/dspace/bitstream/1814/6265/1/CARIM-RR2006_06.pdf.
24. „La migration comme facteur incitatif au developpement: l'experience malienne”, Dr. M. Keita, p. 4-6.
25. Closing the Distance. How Governments strengthen ties with their diasporas”, Dovelyn Rannveig Agunias Editor, Migration Policy Institute - MPI, September 2009, p. VII-VIII
26. Keita, S., “La contribution des Maliens de l'exterieur au developpement de leur pays”, კვლევა წარდგენილ იქნა ვაჭრობის და განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაზე, 2009 წლის ივლისი, ჟენევა, გვ. 3
27. „Closing the Distance. How Governments strengthen ties with their diasporas”, Dovelyn Rannveig Agunias Editor, Migration Policy Institute - MPI, September 2009, p. VII-VIII
28. ინფორმაცია მოგვაწოდა მალელთა და აფრიკული ინტეგრაციის სამინისტროს მრჩეველმა M. Seydou Keita, 2010 წლის 23 მარტი.
29. „La migration comme facteur incitatif au developpement: l'experience malienne”, Dr. M. Keita, p. 6-7.
30. ინფორმაცია მოგვაწოდა IOM-ის მალის ოფისმა.
31. იქვე.
32. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.mmeia.gov.ml
33. ინფორმაცია მოგვაწოდა IOM-ის მალის ოფისმა.
34. Keita, S., op. cit., p.6.
35. იქვე.
36. „Closing the Distance. How Governments strengthen ties with their diasporas”, Dovelyn Rannveig Agunias Editor, Migration Policy Institute - MPI, September 2009, p. VII.
37. „La migration comme facteur incitatif au developpement: l'experience malienne”, Dr. M. Keita, p. 7.
38. იქვე, გვ. 8-13.
39. აფრიკული ბანკის 2010 წლის 4 მარტის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი უტოლდება 476.5 აფრიკულ ფრანკს.
40. ინფორმაცია მოგვაწოდა IOM-ის მალის ოფისმა.
41. იქვე.
42. ინფორმაცია მოგვაწოდა IOM-ის მალის ოფისმა.
43. „Closing the Distance. How Governments strengthen ties with their diasporas”, Dovelyn Rannveig Agunias Editor, Migration Policy Institute - MPI, September 2009, p. VIII.
44. “Migration, Development and Poverty Reduction”, მიგრაციის, განვითარების და სიღარიბის შემცირების შესახებ სემინარის (2006 წლის 8-10 აგვისტო, დაკარი) ანგარიში, IOM, 2007, გვ. პ. 50- 51
45. http://www.migrationdrc.org: Department Research Centre (DRC) on Migration, Globalization & Poverty.
46. „Migration, Development and Poverty Reduction”, მიგრაციის, განვითარების და სიღარიბის შემცირების შესახებ სემინარის (2006 წლის 8-10 აგვისტო, დაკარი) ანგარიში, IOM, 2007, გვ. 50-51
47. http://mint.gov.gh: განის შინაგან საქმეთა სამინისტრო - მიგრაციის საკითხთა განყოფილება.
48. http://www.migration4development.org: „მიგრაცია განვითარებისთვის”.
49. http://www.ghana.gov.gh: განის მთავრობა - ოფიციალური ვებპორტალი.
50. Terrazas, A. M., “Beyond Regional Circularity”, June 2007; http://www.migrationinformation.org /Profiles/display.cfm?ID=604
51. http://www.mfa.gov.et: ეთიოპიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეთიოპიელ ექსპატრიანტთა საქმეები.
52. ბრძანებულება № FXD/31/2006, ცვლილება # XD/25/2004 “Establishment and Operation of Foreign Currency Account for Non-Resident Ethiopians and Non-Resident Ethiopian Origin”, http://www.mfa.gov.et/Ethiopians_Origin_Abroad/AmendedDiasporaAccountsDirective.pdf.
53. LIBOR - The London Interbank Offered Rate - ლონდონის ბანკთაშორისო ყოველდღიური საორიენტაციო განაკვეთი; დგინდება საპროცენტო განაკვეთების მიხედვით, რომლებითაც ბანკები იღებენ არაუზრუნველყოფილ ფონდებს სხვა ბანკებისგან ლონდონის საბითუმო სავალუტო ბაზარზე.
54. ბირ - ეთიოპიის ეროვნული ვალუტა.
55. ბრძანებულება №FXD/30/2006, “Provisions for International Remittance Services”, http://www.mfa.gov.et/Ethiopians_Origin_Abroad/RemittanceDirective.pdf
56. informacia mogvawoda M Bruk Ashmellash, IOM eTiopiis ofisi, 2010 wlis 15 marti.
57. იქვე.
58. იქვე.
59. Terrazas, A. M., „Beyond Regional Circularity”, June 2007; http://www.migrationinformation.org /Profiles/display.cfm?ID=604
60. ცნობარი საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთათვის; მე-7 გამოცემა, საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა კომისიის ოფისი, მანილა, 2005 წლის სექტემბერი, გვ. 9
61. „Migration Initiatives Appeal 2009”, IOM, Geneva, 2009, p. 72.
62. Migration Initiatives Appeal 2009”, IOM, Geneva, 2009, p. 72.
63. ინფორმაცია მოგვაწოდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა M Jose Maria J. Palabrica, 2010 წლის 12 მარტი.
64. 101 http://www.cfo.gov.ph
65. LINKAPIL-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამის ოფიციალური ვებგვრდი http://www.cfo-linkapil.org.ph da “LINKAPIL. Lingkod sa Kapwa Pilipino- Link for Philippine Development Programme. Operations Manual”, საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთა კომისიის ოფისი, მანილა, 2001.
66. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.census.gov.ph.
67. „Mainstreaming migration into development policy agendas”, International Dialogue on Migration, No. 8, Department for International Development (DFID), IOM, Buitenlandse Zaken, Geneva, 2005, p. 225-226.
68. „Engaging Diasporas as Development Partners for Home and Destination Countries: Challenges for Policymakers”, IOM-ის მიგრაციის კვლევათა სერია, №26, 2006, გვ.. 42.
69. ნობარი საზღვარგარეთ მცხოვრებ ფილიპინელთათვის; მე-7 გამოცემა, საზღვარგარეთ
მცხოვრებ ფილიპინელთა კომისიის ოფისი, მანილა, 2005 წლის სექტემბერი, გვ. 133-139.
70. იქვე, გვ. 166.
71. „Mainstreaming migration into development policy agendas”, International Dialogue on Migration, No. 8, Department for International Development (DFID), IOM, Buitenlandse Zaken, Geneva, 2005, p. 241.
72. Castles S., Delgado Wise R., op. cit., p. 84-85.
73. ინფორმაცია მოგვაწოდა საზღვარგარეთ მცხოვრები ინდოელების საქმეთა სამინისტროს აღმასრულებელმა მდივანმა M Balasubramaniyan, 2010 წლის 10 მარტი.
74. http://mha.nic.in: indoeTis Sinagan saqmeTa saminsitro (MHA).
75. http://www.moia.gov.in
76. Ifty Islam, „Beyond Remittances. A strategy to unlock the potential of the Bangladeshi Diaspora”, At Capital Research, 2009, p. 6-8; available on http://www.nrbvoice.org/wp-content/uploads/2010/01/Beyond-Remittances- Ifty-Islam.pdf
77. ინფორმაცია მოგვაწოდა საზღვარგარეთ მცხოვრები ინდოელების საქმეთა სამინისტროს აღმასრულებელმა მდივანმა M Balasubramaniyan, 2010 წლის 10 მარტი.
78. Castles S., Delgado Wise R., op. cit., 2008, p. 101.
79. Siddiqui, T., “Institutionalizing diaspora linkage. The emigrant Bangladeshis in UK and USA”, IOM Dhaka and the Ministry of Expatriates' Welfare and Overseas Employment, Dhaka, 2004, p. 15.
80. Ifty Islam, op. cit., p. 9.
81. Safi Rahman Khan, „Diaspora giving. An agent of change in Asian Pacific communities?”, Asia Pacific Philanthropy Consortium, p. 35-36; http://www.nrbvoice.org/wpcontent/uploads/2010/01/Diaspora-Giving-Bangladesh-Articleby- Safi-Khan.pdf
82. http://probashi.gov.bd: ბანგლადეშის ექსპატრიანტთა კეთილდღეობის და საზღვარგარეთ დასაქმების საქმეთა სამინისტრო - ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა.
83. Safi Rahman Khan, op. cit., p. 47.
84. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი ჰttp://probashi.gov.bd: ბანგლადეშის ექსპატრიანტთა კეთილდღეობის და საზღვარგარეთ დასაქმების საქმეთა სამინისტრო - ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა.
85. Siddiqui, T., op. cit., p. 67-69.
86. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი http://www.nrbvoice.org: „მუდმივი ცხოვრების უფლების არქმონე ბანგლადეშელთა ხმა - ბანგლადეშური დიასპორის რესურსების ათვისება”
87. „Migration Initiatives Appeal 2009”, IOM, Geneva, 2009, p. 56.
88. www.mhave.gouv.ht: Ministиre des Haitiens Vivant а l'Йtranger (MHAVE) - საზღვარგარეთ მცხოვრებ ჰაიტელთა საქმეების სამინისტრო - ჰაიტის მთავრობა.
89. Gammage, S., “El Salvador: despite end of civil war, emigration continues”, July 2007 http://migrationinformation.org
90. Andrade-Eekhoff, K., „Migration and development in El Salvador: ideals versus reality”, April 2006 http://migrationinformation.org
91. Nosthas, E., “El caso de El Salvador: Programa Unidos por la Solidaredad”, p. 45 http://www.estudiosdeldesarrollo.net
92. Gammage, S., op. cit.
93,. იქვე.
94. „Mainstreaming migration into development policy agendas”, International Dialogue on Migration, No. 8, Department for International Development (DFID), IOM, Buitenlandse Zaken, Geneva, 2005, p. 84
95. Nosthas, E., op. cit., p. 49.
96. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.rree.gob.sv
97. „Living Across World: Diaspora, Development and Transnational Engagement”, IOM, Geneva, 2007, p. 26.
98. “Mainstreaming migration into development policy agendas”, International Dialogue on Migration, No. 8, Department for International Development (DFID), IOM, Buitenlandse Zaken, Geneva, 2005, p. 85.
99. იგივე, გვ. 86.
100. Andrade-Eekhoff, K., op. cit.
101. იგივე.
102. „Mainstreaming migration into development policy agendas”, International Dialogue on Migration, No. 8, Department for International Development (DFID), IOM, Buitenlandse Zaken, Geneva, 2005, p. 86.
103. “Migration and Development: Achieving Policy Coherence”, IOM Migration Research Series (MRS), n.34, 2008, p.71.
104. “Mainstreaming migration into development policy agendas”, International Dialogue on Migration, No. 8, Department for International Development (DFID), OM, Buitenlandse Zaken, Geneva, 2005, p. 244.
105. Castles S., Delgado Wise R., op. cit., 2008, p. 118.
106. Laglagaron, L., „Protection through Integration: The Mexican Government's Efforts to Aid Migrants in the United States”, Migration Policy Institute, Washington DC, 2010, p. 4.
107. იქვე, გვ. 5.
108. Castles S., Delgado Wise R., op. cit., p. 130-132
109. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.ime.gob.mx
110. „Closing the Distance. How Governments strengthen ties with their diasporas”, Dovelyn Rannveig Agunias Editor, Migration Policy Institute - MPI, September 2009, p. IX.
111. Migration and Development: Achieving Policy Coherence”, IOM Migration Research Series (MRS), n.34, 2008, p. 70.
112. „Engaging Diasporas as Development Partners for Home and Destination Countries: Challenges for Policymakers”, IOMis migraciis kvlevaTa seria, #.26, 2006, გვ. 42.
113. “Mainstreaming migration into development policy agendas”, International Dialogue on Migration, No. 8, Department for International Development (DFID), IOM, Buitenlandse Zaken, Geneva, 2005, p. 249.
114. http://www.oim.org.co.
115. http://www.minrelext.gov.co/wps/portal/colnosune: პროგრამა “კოლუმბია გვაერთიანებს” (Colombia Nos Une).
116. იქვე.
117. http://www.minrelext.gov.co/wps/portal/colnosune.
118. „Informal inquiry on policy and institutional coherence - country responses. Annex I”, მიგრაციის და განვითარების გლობალური ფორუმი, ათენი, 2009, გვ. http://gfmdathens2009.org/fileadmin/material/docs/workp/09_08_18_Annex_I_Background_Paper_3.1.pdf
119. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.redescolombia.org
120. „Mainstreaming migration into development policy agendas”, International Dialogue on Migration, No. 8, Department for International Development (DFID), IOM, Buitenlandse Zaken, Geneva, 2005, p. 240.
![]() |
5 თავი 4. IOM-ის პროგრამები და პროექტები |
▲ზევით დაბრუნება |
ამ თავში აღწერილია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიგრაციისა და განვითარების ჰარმონიზაციისკენ მიმართულ საქმიანობათა შედეგები. IOM აღიარებს, რომ „მიგრაცია და განვითარება თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში განუყოფელი და ურთიერთდამოკიდებული პროცესებია: ცხადია, მიგრაცია ვერ ჩაანაცვლებს განვითარებას და განვითარება უცილობლად მიგრაციაზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ამ პროცესებმა შეიძლება ერთმანეთზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ“1. კერძოდ, დიასპორათა მნიშვნელოვანი პოტენციალი („დიასპორებს გააჩნიათ ადამიანური, ფინანსური და სოციალური კაპიტალი თავიანთი წარმოშობის ქვეყნებში განვითარების ხელშესაწყობად“2) გათვალისწინებულია წარმოშობის და მიმღებ ქვეყნებთან თანამშრომლობით კონკრეტული პროგრამების და პროექტების შემუშავებისას. აღნიშნულია წარმოშობის ქვეყნების მთავრობათა საკვანძო როლი: „წარმოშობის ქვეყნების მთავრობებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ დიასპორათა ინიციატივის, ენერგიისა და რესურსების ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებისკენ მიმართვის და წარმოშობის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში მათი ჩართვის ინსტიტუციონალიზაციის პროცესებში“3.
ამ თავში მოყვანილი პროექტები და პროგრამები შერჩეულ იქნა IOM-ის ოფიციალურ ვებრესურსებზე და ინტრანეტში განთავსებული ჩამონათვალის საფუძველზე.
![]() |
5.1 1. მიგრაციის და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული პროექტები4 |
▲ზევით დაბრუნება |
აღნიშნული კატეგორია სამი ტიპის საქმიანობებს აერთიანებს. პირველი ტიპის საქმიანობის მიზანია მიგრაციის დადებითი ეფექტის ათვისება, რაც მიგრაციას შეიძლება ჰქონდეს წარმოშობის და დანიშნულების ქვეყნებში განვითარების პროცესებზე. აღნიშნული ინიციატივები ფოკუსირებულია მთავრობათა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა შესაძლებლობათა ზრდაზე, დაამყარონ ეფექტური კავშირები ექსპატრიანტ თემებთან და ჩართონ ისინი წარმოშობის ქვეყნის განვითარებისკენ მიმართულ ინიციატივებში და მიგრაციის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავებაში.
საქმიანობათა მეორე ტიპი გულისხმობს ეკონომიკურად მოტივირებული მიგრაციის საფუძვლების შესწავლას და მთავრობის და სხვა მნიშვნელოვან მონაწილეთა დაინტერესების ხელშეწყობას, განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობებისას მიგრაციის დინამიკა სტრატეგიულ დონეზე გაითვალისწინონ. პროექტები ფოკუსირებულია ეკონომიკურ შესაძლებლობათა გაფართოებაზე და სოციალური სამსახურების და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გეოგრაფიულ რეგიონებში, რომლებიც ხასიათდება ეკონომიკური მიზეზებით განპირობებული მიგრაციის შედარებით მაღალი მაჩვენებლებით ან ესაჭიროებათ განვითარება დაბრუნებულ მიგრანტთა ასიმილაციისთვის.
საქმიანობათა მესამე ტიპი უკავშირდება ფულად გზავნილებს. გზავნილები, წარმოადგენს რა კერძო ინსტრუმენტს ძირითადად, ასევე სთავაზობს განვითარების უფრო ფართო შესაძლებლობებს ოჯახებს, თემებს და რეგიონებს.გზავნილთა სფეროში წარმოებულ საქმიანობათა მიზანია პოლიტიკის და მექანიზმების შემუშავება, რომლებიც მიმართულია ფულად გზავნილთა სამსახურების გაუმჯობესებისკენ და განვითარების პროცესებისხელშეწყობისკენ. ამ სფეროში IOM ძირითად აქცენტს აკეთებს მონაცემთა შეგროვებაზე, პოლიტიკის შემუშავებისკენ მიმართული დიალოგის ინიცირებაზე და წარმატებული პრაქტიკის დანერგვასა და პილოტური პროექტების განხორციელებაზე.
- ფულადი გზავნილების მიღმა: მოლდოველი თემების მობილიზება
წარმოშობის ქვეყნის განვითარების მიზნით (მიმდინარე პროექტი)5
- შესაძლებლობათა ზრდა შიდა მიგრაციის და განვითარების სფეროში მადაგასკარში
- შესაძლებლობათა ზრდა მიგრაციის და განვითარების სფეროში სუბსაჰარის აფრიკის ქვეყნებში
- განვითარების და მიგრაციის სფეროები ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და სუბ-საჰარის აფრიკის ქვეყნებში
- მიგრანტ ქალთა ჩართვა აფრიკის განვითარებისთვის
- განვითარების შესაძლებლობების მხარდაჭერა ნიკარაგუაში
- ფულადი გზავნილების ათვისება განვითარების მხარდასაჭერად და კანონიერი მიგრაციის ხელშეწყობა ტაჯიკეთის რეგიონებში
- საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლუმბიელთა ქსელების მხარდაჭერა
- ფულად გზავნილთა დერეფნების შესახებ ცოდნის ამაღლება და განვითარების ხელშეწყობა რეგიონთაშორისი დიალოგის და პილოტური პროექტების განხორციელების შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ევროპაში (განსაკუთრებული აქცენტით ფილიპინებსა და ინდონეზიაზე)
- მიგრაცია აფრიკის განვითარებისთვის (MIDA): მიკრო საწარმოთა განვითარება გვინეელი ქალებისთვის მიკროკრედიტების გაცემის და დიასპორის წარმომადგენელ ქალთა მობილიზაციის გზით
- მიგრაცია აფრიკის განვითარებისთვის, პროექტი „დიდი ტბები“
- მიგრაცია აფრიკის განვითარებისთვის - განა
- მიგრაცია აფრიკის განვითარებისთვის - იტალია
- მიგრაციის, ფულადი გზავნილების და განვითარების დაფინანსებისკენ მიმართულ ინიციატივათა კვლევა ბალკანეთის და შვეიცარიის მაგალითზე
- MigRESSOURCES - მიგრაცია და დაბრუნება, რესურსები განვითარებისთვის
- სენეგალელ ექსპატრიანტთა და მათი მასპინძელი თემების მობილიზება იტალიაში (MIDA - იტალია)
- პილოტური პროექტი - ბურკინა ფასოს დიასპორის მობილიზაცია დაპრიორიტეტულ საჭიროებათა გამოვლენა (MIDA - ბურკინა ფასო) საზღვარგარეთ მცხოვრებ პერუელთა ჩართულობის პოლიტიკის მხარდაჭერა.
ქვემოთ განხილულია რამოდენიმე ზემოთ აღნიშნულ პროექტი და აღწერილია მათი კონკრეტული ამოცანები, საქმიანობები და დინამიკა. პროექტები შერჩეულ იქნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, წარმოშობის ქვეყნის მთავრობის აქტიური ჩართულობის და კრიტერიუმებთან შესაბამისობის ნიშნების მიხედვით.
ა) ფულადი გზავნლების მიღმა: მოლდოველი თემების მობილიზება წარმოშობის ქვეყნის განვითარებისთვის
IOM-ის შედარებით ბოლოდროინდელი პროგრამული საქმიანობები, მიმართული სამართლებრივი, მარეგულირებელ-საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნისკენ მოლდოვაში ფულადი გზავნილების ასათვისებლად სამეწარმეო საქმიანობების და ინვესტიციების მხარდაჭერის მიზნით. შემოთავაზებული პროგრამირება ცდება ფულადი გზავნილების საკითხს და ფოკუსირებულია მოლდოვას განვითარების პროცესებში დიასპორათა მონაწილეობის სხვა გზების მოძიებაზე. ამ მიზნით IOM ხელს უწყობს მაღალკვალიფიციურ მოლდოველთადაბრუნების სამ სხვადასხვა პროგრამას, მათ შორის: ა) პილოტურ საინტერნო პროგრამას მოლდოველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ამთავრებენ უნივერსიტეტებს საზღვარგარეთ, და მათ პროფესიულ დასაქმებას; ბ) პილოტურ პროექტს ათი მაღალკვალიფიციური მოლდოველი პროფესიონალისთვის, რომლებსაც სურთ დროებითი დასაქმება მოლდოვაში; და გ) ეროვნული დასაქმების სააგენტოს ხელშეწყობას გადამზადების პროგრამის უზრუნველყოფით დაბრუნების სურვილის მქონე 300 მასწავლებლისა და სამედიცინო პერსონალისთვის, ადგილობრივ შრომის ბაზარზე მათი რეინტეგრაციის მიზნით.
ბ) განვითარების შესაძლებლობების მხარდაჭერა ნიკარაგუაში
ნიკარაგუელი ოჯახების დაახლოებით 15%25-ს ჰყავს ნათესავები საზღვარგარეთ. მეზობელი კოსტა რიკა ძირითადი დანიშნულების ქვეყანაა: იქ 350.000 ნიკარაგუელი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 8%25-ს შეადგენს. კოსტა რიკაშიმცხოვრებ ნიკარაუელ მოსახლეობას გარკვეული პრობლემები აქვს - ბევრს მათგანს არ აქვს კანონიერი დოკუმენტები და ისინი არ არიან რეგისტრირებულნი სოციალური უსაფრთხოების სისტემაში. ამდენად, პროექტის ძირითად ამოცანებად განისაზღვრა მიგრანტთა მიმოსვლის მიმართვა კოსტა რიკის და ნიკარაგუას განვითარების სასარგებლოდ და სოციალური პირობებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ორივე ქვეყნის რეგიონებში, სადაც მიგრაციის მაღალი მაჩვენებლებია.
ამ მიზნების მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი საქმიანობები:
- ნიკარაგუაში მიგრაციის ოფისის მომსახურების განვითარება დოკუმენტების დასაჩქარებლად. შრომის და დასაქმების სამინისტროში „ერთი ფანჯრის“ შექმნა მიგრაციის პროცედურათა დასაჩქარებლად მიგრანტთა გამგზავნ ადგილებში.
ინფორმაციის გაცვლის საშუალებათა განვითარება შესაბამის უწყებათა შორის ორივე ქვეყანაში (ასევე ქვეყნების შიგნით და მათ შორის).
- ნიკარაგუას საკონსულოთა უნარ-ჩვევების, ცოდნის და რესურსების გაძლიერება კოსტა რიკაში ნიკარაგუელთა უფლებების დაცვის მიზნით.
- დასაქმებულთათვის, შრომითი კავშირებისთვის, შრომითი მიგრანტებისთვის და მოსახლეობის სხვა ფენებისთვის საინფორმაციო კამპანიების წარმოება ორივე ქვეყანაში.
- სასაზღვრო სამსახურების ორგანიზება კოსტა რიკაში დროებითი შრომითი მიგრანტების ჩასვლა-წამოსვლის სწრაფად დასარეგისტრირებლად. ესგულისხმობს ასევე კოსტა რიკის საკონსულოს გახსნას რივასში, ნიკარაგუა.
- კოსტა რიკის მიგრაციის საკითხთა დირექტორატის უნარ-ჩვევების, ცოდნისდა რესურსების განვითარება ნიკარაგუელ მიგრანტთა რეგისტრაციისთვის, ამ უკანასკნელთა სოციალური სამსახურებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
გ) ფულადი გზავნილების ათვისება განვითარების მხარდასაჭერად და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა ტაჯიკეთის რეგიონებში ტაჯიკეთის ოთხი ოჯახიდან ერთის წევრი (წევრები) ტოვებს ქვეყანას დასაქმების ძიების მიზნით, და მათი დანიშნულების ძირითადი ქვეყანა რუსეთია.ამ ოჯახების უმრავლესობა რეგულარულად იღებს ფულად გზავნილებს თავიანთი ნათესავებისგან. ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2007 წელს საბანკო სისტემის მეშვეობით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო ოდენობამ 1.800 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. IOM-ის კვლევა გვიჩვენებს, რომ ფულადი გზავნილები დადებით ეფექტს ახდენენ მიგრანტთა გამგზავნი ოჯახების ეკონომიკურ განვითარებაზე. ეს განსაკუთებით აშკარაა მაშინ, როდესაც ოჯახები ახდენენ ფულადი დახმარების ნაწილის ინვესტირებას შემოსავლის მომტან საქმიანობებში, როგორიცაა მცირე ბიზნესი.
შესაბამისად, პროექტების ძირითად ამოცანად განისაზღვრა ფულადი გზავნილების მაქსიმალური პოტენციალის გამოყენება ტაჯიკეთის მიგრანტთა გამგზავნ რეგიონებში განათლების და ინვესტიციების მხარდაჭერით დაკანონიერი მიგრაციის პოპულარიზებით, რისი განხორციელებაც დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიების და თემის წევრების და მოსახლეობის ადგილობრივი ჯგუფებისთვის შრომითი მიგრაციის საკითხებში ტრენინგების ორგანიზების გზით.
ამ მიზნით ჩატარდა შემდეგი საქმიანობები:
- ფინანსური განათლების მიწოდება მიგრანტთა ოჯახებისთვის შემოსავლების ეფექტური მართვის, დაზოგვის და ინვესტირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად.
- ადგილობრივი თემების წევრთა და თემზე დაფუძნებულ ინსტიტუციათა შესაძლებლობების განვითარება კანონიერი მიგრაციის ხელშესაწყობად ტრენინგებისა და კონსულტაციების გზით.
მიგრანტთა ფულადი გზავნილების პრაქტიკულ ინდივიდუალურ და/ან ჯგუფურ ეკონომიკურ საქმიანობებში ინვესტირების მხარდაჭერა მიკროკრედიტების გაცემის გზით.
- მიგრანტთა ოჯახების გაერთიანებების შექმნა ტაჯიკეთის 15 ჯამოათში6 გზავნილების საფუძველზე ერთობლივი ინვესტიციების მხარდასაჭერად განვითარების პროექტებისთვის.
- ინტერნეტ-ტელეფონის და ინტერნეტ-კაფის მოწყობა თითოეულ სამიზნეჯამოათში არსებულ რესურს ცენტრებში კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად სასოფლო თემებში.
- კვლევის ჩატარება „მიგრანტთა ფულადი გზავნილების ეკონომიკური დინამიკა“ რაშტის ხეობაში, მანამდე ხატლონის ოლქში ჩატარებული კვლევის ანალოგიურად.
დ) ფულად გზავნილთა ) დერეფნების შესახებ ცოდნის ამაღლება და განვითარების ხელშეწყობა რეგიონთაშორისი დიალოგის და პილოტური პროექტების განხორციელების შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა დაევროპაში (განსაკუთრებული აქცენტით ფილიპინებსა და ინდონეზიაზე)
ფილიპინებში გადმორიცხულ ფულად გზავნილთა რაოდენობა მატულობს და 2008 წელს 16.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ევროპა ფილიპინელი შრომითი მიგრანტებისთვის მესამე უმსხვილესი დანიშნულების რეგიონია. იტალიაში, მაგალითად, მათი რაოდენობა 2007 წლის დეკემბრისთვის 128 080-ს შეადგენდა. მიუხედავად ფილიპინელთა შრომითი მიგრაციის მართვის მოდელის კომპლექსურობისა, ფაქტობრივად, არ არსებობს მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის და ფულად გზავნილთა განვითარებისკენ მიმართვის ორგანიზების ეფექტური პოლიტიკა და პრაქტიკა.
რაც შეეხება ინდონეზიას, შეფასებებით, შრომითი ასაკის მქონე 3-დან 5მილიონამდე ინდონეზიელი საზღვარგარეთაა დასაქმებული და აქედან, დიდირაოდენობა მიგრირებს მალაზიაში. ისტორიულად, ნიდერლანდები ინდონეზიელთა ტრადიციული დანიშნულების ქვეყანაა, სადაც სადღეისოდ ინდონეზიელთა მსხვილი თემი სახლობს. ინდონეზიელ მიგრანტთა უმრავლესობა შინ ფულად გზავნილებს აგზავნის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ფულადი გზავნილების ოდენობამ ინდონეზიაში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მოიმატა და ისინი ექსპორტით მიღებული შემოსავლების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პარალელურად, უცხოეთთან გაცვლის ერთ-ერთ მსხვილმექანიზმს წარმოადგენს. 2008 წლის შეფასებით, ფულადი გზავნილების საერთო ოდენობამ 6 მილიარდს მიაღწია.
ძირითადი გამოწვევები ინდონეზიისთვის გულისხმობს ფულადი გზავნილების ოფიციალურ არხებთან ხელმისაწვდომობის გაადვილებას, თანამდევი პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და გადმორიცხვის ხარჯების შემცირებას.
ამდენად, პროექტების ძირითადი მიზნებია:
- ეროვნული განვითარების დაგეგმვის გაუმჯობესება ინდონეზიასა და ფილიპინებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და აზიასა და ევროპას შორის არსებული ნაკლებად შესწავლილი მნიშვნელოვანი არხებისგავლით ფულადი გზავნილების შესახებ ახალი მონაცემების გენერირების გზით.
- ფორუმის ორგანიზება რეგიონთაშორისი დიალოგის, ინფორმაციის გაცვლის და თანამშრომლობითი განვითარების დაგეგმვისთვის.
- მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დიასპორათა ჯგუფების და სხვა ძირითად მონაწილეთა შესაძლებლობათა ზრდა სამხრეთ-აღმოსავლეთაზიასა და ევროპაში, განვითარებისკენ მიმართულ ინიციატივათა ეფექტურობის ზრდისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
- ფულადი გზავნილების მომსახურების გაუმჯობესება, გზავნილთაოფიციალური ფინანსური ინსტიტუტებით გადაგზავნის ხელშეწყობა დაღონისძიებათა მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია დანაზოგების შექმნისკენ და/ან განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებში ინვესტირებისკენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
ამ მიზნების მისაღწევად გატარდა შემდეგი საქმიანობები:
- ჩატარდა წინასწარ მოკვლევათა შედეგებზე დაფუძნებული ყოვლისმომცველი კვლევა შემდეგ სფეროებში: ინდონეზიასა დანიდერლანდებს შორის ფულადი გზავნილების მიმოსვლა, ფულადი გზავნილების მიმოსვლა ფილიპინებსა და იტალიას შორის; ფულადი გზავნილების არაოფიციალური მიმოსვლა მალაზიასა და ფილიპინებს, და ინდონეზიას შორის.
- ჩატარდა ორი მნიშვნელოვანი დიალოგი ფულადი გზავნილებისა და განვითარების საკითხებზე მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, დიასპორათა ჯგუფებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან: პირველი - ფილიპინები-იტალია ფულადი გზავნილების დერეფნის შესახებ და მეორე - ინდონეზიანიდერლანდები დერეფნის შესახებ. ამ დიალოგების შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები პრაქტიკული ნაბიჯების განსახორციელებლად ფულად გზავნილებსა და განვითარებას შორის კავშირის გასამყარებლად.
- ფულადი გზავნილების გამგზავნ და მიმღებ ქვეყნებში გატარდა შესაძლებლობათა ზრდაზე, ინფორმირებულობის ამაღლებაზე დაპირდაპირი მომსახურების მიწოდებაზე ორიენტირებული ღონისძიებები,რომელთა მიზანი იყო ფულადი გზავნილების განვითარების სფეროში გამოყენების წახალისება ოჯახის და თემის დონეზე.
ე) MigRESSOURCES - მიგრაცია და დაბრუნება, რესურსები განვითარებისთვის
პროგრამა ორიენტირებულია მაროკოელ მიგრანტებზე, როგორც განვითარების პოტენციურ აგენტებზე. მისი მიზანია ხელსაყრელი პირობების შექმნა იტალიასა და მაროკოში მცხოვრები ექსპატრიანტებისთვის, რათა მათ მოახდინონ წარმოშობის ქვეყანაში ინვესტირება დროებითი ან მუდმივი დაბრუნების პროგრამების ან ფულად გზავნილთა მიზნობრივი ინვესტირებისგანხორციელების გზით; ან კომპანიების, მიგრანტთა ასოციაციების დასახელმწიფო მმართველობის ორგანოების ტრანსნაციონალური ქსელის შექმნის გზით, როგორც წარმოშობის, ასევე მიმღებ ქვეყანაში.
იმის გათვალისწინებით, რომ საშუალო მაროკოელი წარმოშობის ქვეყანას ტოვებს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციით, რაც იშვიათად პოულობს იტალიაში ადექვატურ გამოყენებას, პროექტის მიზანია ამ ხარვეზის შევსება და იტალიაში მაროკოელ მიგრანტთა უკეთესი სოციალური და პროფესიული ინტეგრაციისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. პროექტი ასევე ემსახურება მაროკოს ეფექტური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას მიგრანტთა ფულადი გზავნილების მიზნობრივი ინვესტირების, სოციალური და ტექნოლოგიური ტრანსფერების და მიგრანთა დაბრუნების ხელშეწყობით.
მიგრანტთა თავდაპირველი უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია, გამდიდრებული მიგრაციის პერიოდში შეძენილი გამოცდილებით და ფულად გზავნილთა ეკონომიკური პოტენციალით, წარმოადგენს საკვანძო ფაქტორს განვითარებისთვის. ამ მხრივ, პროექტი იზიარებს იტალიის მთავრობის ხედვას მიგრანტთა როლის გაძლიერების შესახებ, ვინაიდან მონაწილეები აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
პროექტის ძირითად ამოცანებად განისაზღვრა:
- უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა კვალიფიციური მიგრაციისთვის იტალიასა და მაროკოს შორის.
- მიგრანტთა წარმატებული ინტეგრაციისა და ადექვატური პროფესიული ჩართულობისთვის პირობების შექმნა, როგორც მაროკოდან მათ გამგზავრებამდე, ასევე იტალიაში უკვე მცხოვრები დაუსაქმებელი მიგრანტებისთვის მათი კვალიფიკაციის მიხედვით.
- „კვალიფიციური დაბრუნების“ (დროებითი ან მუდმივი) შესაძლებლობათა შესწავლა იტალიაში მცხოვრებ მაროკოელ მიგრანტებთან მიმართებაში, რათა ისინი ეფექტურად ჩაერთონ ადგილობრივ განვითარებაში და ხელი შეუწყონ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის.
- გზების მოძიება მიგრანტთა ფულადი გზავნილების საუკეთესოდ გამოსაყენებლად მაროკოს ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.
- მონაცემების შეგროვება მაროკოელ დიასპორათა გეოგრაფიული გავრცელების შესახებ იტალიაში, მაროკოსა და იტალიას შორის დეცენტრალიზებული თანამშრომლობის ხელშესაწყობად.
ამ მიზნების მისაღწევად გატარდა შემდეგი საქმიანობები:
- ჩატარდა კვლევა შემდეგი საკითხების ირგვლივ: შრომის ბაზრის ხელმისაწვდომობის და მასში ინტეგრირების, „კვალიფიციური დაბრუნების“ წარმატებული პრაქტიკა, მაროკოდან მიგრაციის პოტენციალი იტალიასთან მიმართებაში; იტალიაში სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის შესაძლებლობები; ფულად გზავნილთა და მიგრანტთა სოციალური ინვესტიციების ეფექტური გამოყენების საუკეთესო გზები და შესაძლებლობები.
- კვალიფიციურ მიგრანტთა სწავლება და მხარდაჭერა მაროკოში, მათ დასახმარებლად იტალიაში დასაქმებისთვის, უნარ-ჩვევათა შესაბამისად.
- კვალიფიციურ მიგრანტთა სწავლება და მხარდაჭერა იტალიაში, მათი წარმატებული და კვალიფიციური დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
- ბენეფიციართათვის სემინარის ორგანიზება, სადაც მათ შეეძლებათ ერთმანეთის გაცნობა და მაროკოს და იტალიის პოლიტიკური,ინსტიტუციონალური, სოციალური და ეკონომიკური სექტორების წარმომადგენლებთან შეხვედრა.
- ბენეფიციარების მიერ წარმოდგენილი პროექტების იდეათა შეფასების და მათი განხორცილებისას დახმარების ორგანიზება.
- ბენეფიციართა შეხვედრის ორგანიზება იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტთან, თანამშრომლობის ოფისთან, თანამშრომლობის შესაძლებლობათა და ფინანსირების შესაძლო გზების განსახილველად.
- გამოცდილების გაზიარება და სახელმძღვანელო მითითებების მომზადება პროგრამებისთვის, რომლებიც მხარს უჭერს იტალიაში მაროკოელ მიგრანტთა სოციალურ ინტეგრაციას და პროფესიულ ჩართულობას; და ასევე დროებითი და მუდმივი დაბრუნების პროექტების შემუშავებას მაროკოს განვითარების პროცესების ხელშესაწყობად.
- საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება მაროკოში, სადაცწარმოდგენილ და განხილულ იქნება საქმიანობები, გამოცდილება და შედეგები.
![]() |
5.2 2. შესაძლებლობათა ზრდაზე ორიენტირებული პროექტები კვალიფიციური ადამიანური რესურსების და ექსპერტული ცოდნის დანერგვის გზით7 |
▲ზევით დაბრუნება |
კვალიფიციურ მიგრანტთა წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება და სოციალურეკონომიკური ჩართულობა მნიშვნელოვანი მექანიზმი შეიძლება აღმოჩნდეს ეროვნული განვითარების ან რეაბილიტაციისა და აღმშენებლობის პროცესების ხელშეწყობისთვის განვითარებად ქვეყნებში, გარდამავალ პერიოდში მყოფ ანპოსტკონფლიქტური სიტუაციების მქონე ქვეყნებში. კვალიფიციურ მოქალაქეთა დაბრუნება და რეინტეგრაცია (Return and Reintegration of Qualified Nationals) და მსგავსი პროექტები გულისხმობს ამ პირთა დაქირავებას, დასაქმებას, ტრანსპორტირებას და მათთვის შეზღუდული მოცულობით დახმარების გაწევას,და ამდენად, წარმოშობის ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური გარემოსშექმნის ხელშეწყობას იმგვარად, რაც ხელს შეუწყობს დაბრუნების მომდევნო პროცესებს.
- ავღანელ ექპატრიანტთა მხარდაჭერის პროგრამა - ARTF Afghan Expatriate Services Program (ARTF - EXS)
- დიასპორა კაბო ვერდეს განვითარებისთვის - DIAS de Cabo Verde ერაყელები აშენებენ ერაყს - Iraqis Rebuilding Iraq (RQN-TOKTEN)
- ფონდების მართვა კვალიფიციური ადამიანური რესურსების დაჰუმანიტარული მობილიზაციის უზრუნველსაყოფად - Management of Funds to Transfer Qualified Human Resources and Humanitarian Mobilization (QHHM)
- აფრიკული დიდი ტბების დიასპორის ადამიანური და სხვა რესურსებისმობილიზება წარმოშობის ქვეყნის განვითარებისთვის - Mobilization of Humanand other Resources from the African Great Lakes Diaspora for the Development of the Country of Origin (MIDA Great Lakes)
- კვალიფიციური ბენინური დიასპორის მობილიზება და ბენინის საჭიროებათა განსაზღვრა სამეცნიერო და ტექნიკური გამოცდილებისკუთხით - Mobilization of Qualified Benin Diaspora and Identification of Benin's needs in terms of Scientific and Technical Expertise (MQBDI)
- ევროკავშირში მცხოვრებ ავღანელ ექსპატრიანტ პროფესიონალთა ჩართვაავღანეთის სახელმწიფო ადმინისტრირების სისტემაში - Placement of Afghan Expatriate Professionals from EU Countries into the Public Administration of Afghanistan (PAEP-EU)
- კვალიფიციური ავღანელთა დაბრუნება და რეინტეგრაცია ჯანდაცვის და პირველადი განთლების სექტორებში - Return and Reintegration of Qualified Afghan Nationals in the Health and Primary Education Sectors8
- კვალიფიციურ ავღანელთა დაბრუნება - Return of Qualified Afghans (RQAFN)
- კვალიფიციურ ავღანელთა დაბრუნება ინგლისიდან - Return of Qualified Afghans from Finland (RQAF)
- კვალიფიციურ ავღანელთა დაბრუნება მეზობელი ქვეყნებიდან - Return of Qualified Afghans from Neighboring Countries (RQA-NC)
- კვალიფიციურ ლათინოამერიკელთა დაბრუნება - Return of Qualified Latin American Nationals (RQNLA)
- შერჩევითი მიგრაცია ლათინურ ამერიკაში - Selective Migration to Latin America (SMLA)
- ხელოვნების და ვაჭრობის სფეროში ჩართული კვალიფიციური ავღანელები
- Skilled Afghan Artists and Tradespersons (SAAT)9
- კვალიფიციურ მოქალაქეთა დროებითი დაბრუნება ჰააგაში - Temporary Return of Qualified Nationals (TRQN) in The Hague
- კვალიფიციურ და მაღალკვალიფიციური ავღანელთა ჩართვა სახელმწიფო სექტორში, კერძოდ კი, ავღანეთის გარდამავალი მთავრობის სექტორში -Transfer of Qualified and Highly Qualified Afghan Nationals to the Public Sector, in particular the Afghan Transitional Government (RQAFG Public)
- კვალიფიციურ ავღანელთა დასაქმება ავღანეთის კერძო და სახელმწიფო სექტორში (მიკროკრედიტების გაცემის ჩათვლით) - Transfer of Skilled and Qualified Afghan Nationals to Jobs in the Public and Private Sector in Afghanistan (including Provision of Micro-credit Facilities) (RQAPP Private).
ქვემოთ დეტალურად განილულია პროექტი „დიასპორა კაბო ვერდეს განვითარებისთვის“ (DIAS de Cabo Verde).10
პროექტი DIAS de Cabo Verde გულისმობს დიასპორის აქტიურ თანამშრომლობას, მიმართულს კაბო ვერდეს განვითარებისკენ, რომელსაც მხარს უჭერს Instituto das Comunidades de Cabo Verde (IC) და რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ევროკომისიის და პორტუგალიის მთავრობის მიერ.
IOM პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია. პროექტის მიზანია კაბო ვერდეს მნიშვნელოვან სექტორებში დასაქმებულ პროფესიონალთა შესაძლებლობების და კომპეტენციების ზრდის ხელშეწყობა, პორტუგალიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში არსებულ დიასპორათა ეფექტური ჩართულობის გზით. პროექტი ხელს უწყობს ასევე დიასპორის ტრანსნაციონალური კავშირების და კომუნიკაციური ქსელის გაღრმავებას დიასპორათა წევრებს და კაბო ვერდეს ინსტიტუციათა შორის. ამ ინიციატივამ დიასპორათა წევრებს კონკრეტული შესაძლებლობები შესთავაზა წარმოშობის ქვეყნის განვითარების პროცესში აქტიური ჩართვისთვის, თავიანთი უნარ-ჩვევების და გამოცდილების კაბო ვერდეში დასაქმებულ პროფესიონალთათვის გადაცემის და ადგილობრივი და მიმღები ქვეყნების თემებთან და პარტნიორებთან ერთობლივი პროექტების შემუშავების გზით. პროექტი ვრცელდება პორტუგალიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში მცხოვრებ კაბო ვერდელი წარმოშობის მქონე ყველა პირზე, ვისაც აქვს პირადი მონაწილეობის სურვილი კაბო ვერდეს საკვანძო სექტორების განვითარებაში, როგორიცაა ჯანდაცვა, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა და კერძო სექტორი.
პროექტის ძირითადი საქმიანობებია:
- განვითარების ძირითად სექტორებში კაბო ვერდეში არსებულ პროფესიულ საჭიროებათა შეფასება;
- ვებგვერდის შექმნა, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება დარეგისტრირდეს და ამით საკუთარი პროფილი შესთავაზოს კაბო ვერდეში დაგეგმილ ტრენინგ-მივლინებებს;
- საზღვარგარეთ მცხოვრები კაბო ვერდელების კომპეტენციათა და უნარ- ჩვევათა და წარმოშობის ქვეყანაში არსებულ საჭიროებათა ამსახველი მონაცემთა ბაზის შექმნა;
- მოკლევადიანი ტრენინგ-მივლინებების ორგანიზება კაბო ვერდეში დასაქმებული პროფესიონალებისთვის;
- ქსელური კავშირების განმტკიცებისკენ მიმართული მისიების ორგანიზება მიგრანტთა მიერ განვითარების პროექტების ინიცირების ხელშეწყობისთვის;
- ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა მიგრანტთა საინვესტიციო შესაძლებლობების და მიგრანტთა მიერ ინიცირებული ბიზნეს პარტნიორობის პროექტების შესახებ.
![]() |
5.3 3. სხვა11 |
▲ზევით დაბრუნება |
- დიასპორათა 24-საათიანი ინფორმირებულობის უზრუნველყოფისკენმიმართული საზოგადოებრივი კამპანიები (პროექტის პრეზენტაცია შედგა ლონდონში, 2006 წლის მარტში)
- ერაყის ადგილნაცვალ პირთა და მიგრაციის სამინისტროს შესაძლებლობათა ზრდა დაბრუნებითი მიგრაციის და კვალიფიციურ ერაყელ მოქალაქეთა დაბრუნების პროცესების მართვაში (CBMM - Iraq: Capacity Building for the Ministry of Displacement and Migration in Management of Return Migration and Return of Qualified Iraqi Nationals, 2004-2006)12
- დიასპორათა ჩართვა სასწავლო ტურში ფილიპინებში, სამთავრობო წარმომადგენელთა მონაწილეობით დასავლეთ აფრიკის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და აზიის 10 ქვეყნიდან - Diasporas for Development Study Tour to the Philippines, organized with senior government officials from ten West African, North African, Middle Eastern and Asia countries, 2003
- დიასპორათა ჩართვა სასწავლო ტურში, აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, 2002-200313
- კავშირების გაღრმავება ეგვიპტის დიასპორასა და წარმოშობის ქვეყანას შორის - Enhancing Bonds between Egyptian Diaspora zn Diaspora and their Homeland (EBED), 2006-2009
- კავშირების გაღრმავება რუანდის მთავრობასა და დიასპორას შორის განვითარების და ინვესტიციათა მხარდასაჭერად - Enhancing Linkages Between the Rwandan Government and Diaspora to Promote Development and Investment (ELBER), 2009
- შრომითი მიგრაციის განყოფილების შექმნა კენიის შრომის და ადამიანური რესურსების სამინისტროში და კენიაში და კენიის დიასპორაში შრომითი მიგრაციის დინამიკის შეფასების მექანიზმის შემუშავება - ELMU:
Establishment of a Labour Migration Unit at the Ministry of Labour and Human ResourceDevelopment and the Creation of Tools for the Assessment of Dynamics of Labour Migration in Kenya and of the Kenya Diaspora, 2008-200914
- საზღვარგარეთ მცხოვრები მაროკოელი თემის, IOM-ის და საზღვარგარეთმცხოვრებ მაროკოელთა ფონდის Hassan II წარმომადგენელთაგან ერთობლივი საზედამხევდელო ორგანოს ჩამოყალიბება
- ემიგრანტი თემების კავშირების ხელშეწყობა ფართო განვითარებისთვის - ინსტიტუციურ შესაძლებლობათა და პრაქტიკის რეესტრის შექმნა - LECOM: Linking Emigrant Communities for More Development - Inventory of Institutional Capacities and Practices, 2009-201015
- ჩრდილოეთის და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მცხოვრებ სომალელთა უნარ-ჩვევების შესწავლა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა, სომალიში არსებულ სამუშაო ძალის საჭიროებათა გათვალისწინებით -Research and Skills Bank Development to Link Qualified Somaliland Nationals Residing in Nordic and EU Countries with Manpower Needs in Somaliland, 2005
- ჰაიტის ტექნიკური დახმარების პროექტი - დიალოგი ჰაიტის დიასპორის სამოქალაქო საზოგადოებასთან - Technical Assistance Haitian Project (HTPA) Dialogue with the Haitian diaspora civil society, 2000
- ტრანსნაციონალურ მიგრანტთა პოტენციალის ამოქმედება ჟენევის ჯანდაცვის სექტორში - The Development Potential of Transnational Migrants in the Health Sector in Geneva, 2006-2007.16
ქვემოთ განხილულია რამდენიმე ზემოთ აღნიშნული პროექტი, რომლებიც შერჩეულია შესაძლებლობათა ზრდაზე და სახელმწიფო ინსტიტუციათა დახმარებაზე (ძირითადად, მონაცემთა შეგროვების და მართვის საკითხებში) განსაკუთრებული აქცენტის გამო.
ა) კავშირების გაღრმავება ეგვიპტის დიასპორასა და წარმოშობის ქვეყანას შორის17
1950-იანი წლების შუა ხანებიდან ეგვიპტეს ახასიათებს დიდი მიგრაციული ნაკადები, რომლებიც კვალიფიციურ შრომით მიგრანტთა მნიშვნელოვან რაოდენობას შეიცავს. რეგულარული შრომითი მიგრაცია ეგვიპტის სოციალურეკონიმიკური განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტი გახდა, ვინაიდან შეარბილა წნეხი ადგილობრივ შრომის ბაზარზე და შესაბამისად, შეამცირა უმუშევრობის მაჩვენებლები.
სახელმწიფო მობილიზაციის და სტატისტიკის ეგვიპტის ცენტრალური სააგენტოს ბოლოდროინდელი შეფასებით, სპარსეთის ყურის და არაბულ ქვეყნებში დროებით ეგვიპტელ შრომით მიგრანტთა რაოდენობამ 2000 წელს 1.9 მილიონი შეადგინა, ხოლო მუდმივ მიგრანტთა რაოდენობამ არაარაბულ ქვეყნებში - 824 000, რაც არაბულ ქვეყნებში ეგვიპტელთა რაოდენობის ნახევარზე ნაკლებია.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განმტკიცება საზღვრგარეთ მცხოვრებ ეგვიპტელთა და წარმოშობის ქვეყანას შორის შრომითი რესურსების და ემიგრაციის საკითხთა სამინისტროს ემიგრაციის სექტორის ამოცანაა, რაც მოიცავს მიგრანტთა დაცვის, სოციალური კეთილდღეობის დაკულტურული/სულიერი კავშირების განმტკიცებას წარმოშობის ქვეყანასთან. ამ ძალისხმევის მიზანია ემიგრანტთა საკითხების სამინისტროს დახმარება ემიგრაციის პოლიტიკის დაკავშირებაში ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ეროვნულ ინტერესთან, რაც ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ ეგვიპტელთა სოციალურ კეთილდღეობაზე და წარმოშობის ქვეყანასთან მათი სულიერი კავშირის შენარჩუნებაზე ზრუნვას გულისხმობს. პროექტი ეგვიპტის მთავრობას დაეხმარება აშშ-ს და კანადის 8 ქალაქში მცხოვრები ეგვიპტური დიასპორის კვლევის და შეფასების განხორციელებაში. სასწავლო ტური გულისხმობს ასევე შიდა კოორდინაციის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობათა ზრდას ეგვიპტელ ექსპატრიანტთა და წარმოშობის ქვეყანას შორის მდგრად ურთიერთსასარგებლო ურთიერთობათა დამყარების მიზნით.
სასწავლო ტურის ფარგლებში შესწავლილ იქნება შემდეგი ძირითადი საკითხები:
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ეგვიპტურ თემთა პრობლემები და მათი შემოთავაზებული გადაწყვეტა ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალური ინტეგრაციის, რელიგიური შემწყნარებლობის და სხვ. თვალსაზრისით.
- ეგვიპტეში ინვესტირების შესაძლებლობები მოქმედი პოლიტიკის, შეღავათების და სხვა გათვალისწინებით.
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ეგვიპტელთათვის განკუთვნილი ტურისტული პროგრამა ეგვიპტეში სამოგზაუროდ (ფასდაკლება თვითმფრინავის ბილეთებზე, ტურისტულ ადგილებში სასტუმროებში, გადასახადებისგან გათავისუფლება, კულტურულ/რელიგიური ტურები და სხვ.).
- დასაქმების შესაძლებლობები დანიშნულების ქვეყნებში, პროფესიული ტრენინგები, განათლება, გამგზავრების წინა კონსულტაცია და სხვ.
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ეგვიპტელთა მიერ გამოყენებული ფულადი გზავნილების მექანიზმების ანალიზი, მომსახურების ხარჯების შემცირების შესაძლებლობების განხილვა და სხვა.
- საინფორმაციო ტექნოლოგიათა გაუმჯობესების საჭიროება კაიროში ეგვიპტის სამთავრობო წარმომადგენლებთან კოორდინაციის გასაუმჯობესებლად (მონაცემთა ბაზა, ინტერნეტ რესურსები).
- საზღვარგარეთ მცხოვრებ ეგვიპტელთა შორის ინფორმაციის გავრცელების მექანიზმების გაუმჯობესება, ეგვიპტის მთავრობის და საზღვარგარეთ მცხოვრებ ეგვიპტელთა კავშირის ჩართვით.
- საუკეთესო პრაქტიკა, დასკვნები და რეკომენდაციები.
ბ) კავშირების გაღრმავება რუანდის მთავრობასა და დიასპორას შორის განვითარების და ინვესტიციათა მხარდასაჭერად18
მსოფლიოს სხვადსხვა კუთხეში მცხოვრებ რუანდელ დიასპორათა დიდძალ ადამიანურ და ეკონომიკურ რესურსებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად (მათი მნიშვნელოვანი კონცენტრაცია მეზობელ ქვეყნებში აღინიშნება, მნიშვნელოვანი დიასპორებია ასევე დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში) რუანდის მთავრობამ უნდა განავრცოს საკუთარი შესაძლებლობები დიასპორებთან კავშირის დასამყარებლად, განსაკუთრებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ამის გათვალისწინებით, ეს პროექტი უზრუნველყოფს რუანდის საგარეო საქმეთა დათანამშრომლობის სამინისტროს დიასპორათა გენერალური დირექტორატის ტექნიკურ დახმარებასშემდეგ საკითხებში:
- მონაცემთა ბაზის შექმნა რუანდელ დიასპორათა შესახებ და ამ მიზნით ბელგიის, როგორც პილოტური ქვეყნის გამოყენება.
- დინამიკური ვებგვერდის შექმნა დიასპორათა შესახებ ინფორმაციის უზრუნველსაყოფად. რუანდას და მის დიასპორებს შორის ეფექტური და ეფექტიანი კომუნიკაციის და მუდმივი კავშირის უზრუნველყოფისთვის დიასპორათა გენერალური დირექტორატი ჩართულია არსებული ვებ გვერდების www.rwandainvest.com და rwandagateway.ორგ გაფართოების გზით ახალი დინამიკური ვებგვერდის შექმნაში, რომელიც დაუკავშირდება IOM-ის და რუანდის სახელმწიფო დასაქმების სამინისტროს მიერ „აფრიკული დიასპორა განვითარებისთის - დიდი ტბების“ პროგრამის ფარგლებში შექმნილ ვებგვერდს. ვებ გვერდზე განთავსდება ინფორმაცია პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის, სავაჭრო და ინვესტიციათა შესაძლებლობების შესახებ, ასევე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები დიასპორათა წარმომადგენელ რუანდელი ინვესტორებისთვის და მათი ბიზნეს პარტნიორებისთვის.
- უნარ-ჩვევების და დიასპორათა საჭიროებების შეფასება.
გ) ერაყის ადგილნაცვალ პირთა და მიგრაციის სამინისტროს შესაძლებლობათაზრდა დაბრუნებითი მიგრაციის და კვალიფიციურ ერაყელ მოქალაქეთა დაბრუნების პროცესების მართვაში
პროექტი გულისხმობდა ერაყის ადგილნაცვალ პირთა და მიგრაციის სამინისტროს შესაძლებლობათა ზრდას მიგრაციის მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ადექვატური რეაგირებისთვის და იძულებით ადგილნაცვალთა და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ერაყელ მიგრანტთა დაბრუნებისას არსებულ საჭიროებებზე საპასუხოდ. სამინისტროს ინფორმაცია ადამიანური რესურსების სფეროში არსებული მოთხოვნების შესახებ გავრცელდა შესაბამის დაინტერსებულ მხარეებს და პროგრამებს შორის და განისაზღვრა კონკრეტული უნარ-ჩვევების საჭიროებები. აღნიშნულის საფუძველზე შეირჩა რამდენიმე კვალიფიციური ერაყელი და შესაბამისი შეთავაზება წარედგინა სამინისტროს მათი დაუყოვნებლივი მივლინების შესახებ; პარალელურად, შესწავლილ იქნაერაყელ ექსპატრიანტთა დაქირავების და პროფესიული ინტეგრაციის ხელშეწყობის საშუალებები.
![]() |
5.4 4. კვლევები19 |
▲ზევით დაბრუნება |
- მიგრანტთა ფულადი გზავნილების განვითარებისკენ მიმართვის ხელშეწყობა ტაჯიკეთში - Enhancing the Development Impact of Migrant Remittances Tajikistan, IOM / UNDP, 2004
- სალვადორული დიასპორის გავლენის გაძლიერება ელ სალვადორის განვითარებაზე - Enhancing the Impact of the Salvadorian Diaspora in the Development of El Salvador, IOM 1035 Fund, 2006
- ზამბიასა და ანგოლაში მიგრაციის და განვითარების ინიციატივების ეკონომიკური დასაბუთება - on Migration and Development Initiatives for Zambia and Angola, 2005
- ალბანელ მიგრანტთა რეგისტრაციის ეკონომიკური დასაბუთება - Feasibility Study on Registration of Albanian Emigrants, IOM 1035 Fund, 2005
ოჯახების ფულადი გზავნილების ეროვნული კვლევა, IOM გვატემალა - National and Household Survey on Family Remittances in Guatemala, IOM Guatemala 2004
- ფულადი გზავნილები დიდი ტბების რეგიონში - Remittances in the Great Lakes Region, IOM ბრიუსელი, 2006
- ფულადი გზავნილების კვლევა ალბანეთში - Remittances Survey Albania, IOM ალბანეთი, 2005
- ფულადი გზავნილების კვლევა კოლუმბიაში - Remesas en Colombia Desarrallo y Marco legal, 2004
- ფულადი გზავნილების კვლევა მოლდოვაში - Remittances Survey in Moldova, IOM მოლდოვა, 2005
- ფულადი გზავნილების კვლევა კენიაში, ტანზანიასა და უგანდაში - Remittances Research in Kenya, Tanzania and Uganda, 2005
- დიდ ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკაში ზიმბაბვეს მოქალაქეთა კვლევა - A Research on Zimbabwean Nationals in the UK and South Africa, IOM ლონდონი, 2004
- ტუნისის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში საზღვარგარეთ მცხოვრებ ტუნისელთა შენატანის შესწავლა - Study on the Contributions ofTunisians Resident Abroad towards the Economic and Social Development of Tunisia(TURA) - Etude sur la Contribution des Tunisiens Rйsidents а l'Etranger au Dйveloppment Economique et Social de la Tunisie
- დიასპორათა ჩართვა განვითარების ხელშეწყობისკენ - არსებული პოლიტიკის კვლევა, IOM ჟენევა, 2005 (Survey of Policies Engaging Diasporas forDevelopment) - გამოქვეყნებულია ჟურნალში International Migration Dialogue, Mainstreaming Migration into Development Agendas, 2006
- ლუსოფონურ20 დიასპორათა გაერთიანებების კვლევა პორტუგალიაში, IOM ლისაბონი; სემინარი პორტუგალიურად მოსაუბრე ქვეყნების დიასპორათაშესახებ - Survey of Lusophone Diaspora Associations in Portugal, IOM Lisbon, Portugal Seminar on diasporas from the Community of Portuguese Speaking Countries (CPLP)
- ბელგიაში მცხოვრებ მაღალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე ბურუნდელ მოქალაქეთა სოციოლოგიური კვლევა - Survey of Highly Qualified, Qualified and Skilled Burundian Nationals Currently Living in Belgium21
პროექტი ტუნისის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში საზღვარგარეთ მცხოვრებ ტუნისელთა შენატანის შესწავლა22 განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტუნისი ბოლო ათწლეულების განმავლობაში დიდიგარე მიგრაციული ნაკადებით ხასიათდება. შედეგად, საზღვარგარეთ მცხოვრები ტუნისელები წარმოადგენენ სოციალური, ფინანსური და პროფესიული რესურსების მსხვილ კაპიტალს, რაც შეიძლება წარმატებით იქნას გამოყენებული წარმოშობის ქვეყნის განვითარების პროცესში.
ტუნისის სოციალურ საქმეთა, სოლიდარობის და საზღვარგარეთ მცხოვრებ ტუნისელთა სამინისტროსთან თანამშრომლობით პროექტი შემდეგი სამი მიმართულებით ხორციელდება:
- საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში მცხოვრები ტუნისელების შენატანის შესწავლა ტუნისის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. კვლევა მოიცავს შემდეგს: საზღვარგარეთ მცხოვრებ ტუნისელთა გამოცდილების ანალიზი და მათ კომპეტენციათა მომდევნო გაუმჯობესების გზების განსაზღვრა; ტუნისელ დიასპორათა მიერ უნარ-ჩვევათა გაზიარების მექანიზმების შესწავლა; საზღვარგარეთ მცხოვრებ ტუნისელთა მიერ ტუნისში წარმატებული ინვესტირების ანალიზი; ინვესტიციათა ხელშეწყობის მექანიზმების და შესაძლო დაბრკოლებათა ანალიზი.
- ტუნისელ დიასპორათა მონაცემთა ბაზის ეკონომიკური დასაბუთება.
- შემაჯამებელი სემინარი ტუნისში, სადაც წარმოდგენილი იქნება კვლევის შედეგები, რეკომენდაციები და წინადადებები.
![]() |
5.5 5. მიგრაციის პოლიტიკის ამსახველი რამდენიმე დოკუმენტი23 |
▲ზევით დაბრუნება |
- დიასპორებთან კავშირის ინსტიტუციონალიზაცია: ემიგრანტი ბანგლადეშელები ინგლისსა და აშშ-ში, 2004 წლის თებერვალი,ექსპატრიანტთა სოციალური კეთილდღეობის და საზღვარგარეთ დასაქმების სამინისტრო და IOM დაკა
- მიგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა, 2005 წლის თებერვალი, IOM ალბანეთი
_________________
1. www.iom.int.
2. იქვე.
3. იქვე.
4. www.iom.int.
5. „Migration Initiatives Appeal 2009”, IOM, Geneva, 2009, p. 96.
6. ჯამოათი აღნიშნავს მესამე დონის ადმინისტრაციულ დანაყოფს ტაჯიკეთში და უტოლდება თემებს და მუნიციპალიტეტებს.
7.www.iom.int.
8. „The MIDA experience and beyond”, IOM, Geneva, 2009, p. 158.
9. იგივე, გვ. 160.
10. http://www.iom-nederland.nl: IOM-ის ნიდერლანდების მისია და IOM-ის ინტრანეტი.
11. „Engaging Diasporas as Development Partners for Home and Destination Countries: Challenges for Policymakers”, IOM Migration Research Series (MRS), n.26, 2006, p. 71.
12. „The MIDA experience and beyond”, IOM, Geneva, 2009, p. 166.
13. იქვე, გვ. 164.
14. იქვე, გვ. 166.
15. იქვე, გვ. 164.
16.იქვე.
17.. იქვე და IOM-ის ინტრანეტი.
18. „The MIDA experience and beyond”, IOM, Geneva, 2009, p. 168; and IOM Intranet.
19. “Engaging Diasporas as Development Partners for Home and Destination Countries: Challenges for Policymakers”, IOM Migration Research Series (MRS), n.26, 2006, p. 71-72
20. პორტუგალიურ ენაზე მოსაუბრე.
21. „The MIDA experience and beyond”, IOM, Geneva, 2009, p. 160.
22. IOM-ის ინტრანეტი.
23. “Engaging Diasporas as Development Partners for Home and Destination Countries: Challenges for Policymakers”, IOM Migration Research Series (MRS), n.26, 2006, p. 72.
![]() |
6 თავი 5. მონაცემების შეგროვება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 1. მონაცემების შეგროვება |
▲ზევით დაბრუნება |
2008 წელს ფილიპინებში ორგანიზებული მიგრაციისა და განვითარების საერთაშორისო ფორუმის საბოლოო ანგარიშში1 მოცემული რეკომენდაციების თანახმად, მთავრობებმა:
- უნდა აიღონ ვალდებულება მონაცემთა შეგროვებაზე, იმ როლის გათვალისწინებით, რაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ შეასრულონ ამ სფეროში - არასრული მონაცემების შევსების დასამთავრობო წყაროების მიერ მოპოვებული მონაცემების კონსტრუქციული კრიტიკის თვალსაზრისით;
- აღიარონ მონაცემების წარმოების და გაცვლის მნიშვნელოვნობამიგრაციის და განვითარების საკითხების ირგვლივ ყოვლისმომცველი სურათის შექმნისას;
- უზრუნველყონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მონაცემთაშეგროვება წარმოშობის და დანიშნულების ქვეყნებში, მათ შორის,სქესობრივი ნიშნით დიფერენცირებული მონაცემების ჩათვლით. ასევე, მთავრობებმა:
- უნდა გაზარდონ მონაცემებთან ხელმისაწვდომობა კვლევის ხელშეწყობის მიზნებით, გაზარდონ მონაცემთა გაცვლა ჩრდილოეთი-სამხრეთი მიმართულებით, მხარი დაუჭირონ მიგრაციის კვლევის და მონაცემების ფილტრის ფუნქციის ამოქმედებას;
- უზრუნველყონ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა მეტი ჩართულობა მონაცემთა შეგროვებაში, რათა მათ გააკონტროლონ მთავრობათა მიერ მონაცემთა შეგროვების და გამოყენების ეფექტურობა; გაამყარონ კავშირები და პარტნიორული ურთიერთობები კვლევით და დიასპორათა ორგანიზაციებთან;
- უზრუნველყონ სრულფასოვანი მონაცემების მოპოვება „რთულ“ საკითხებში, მათ შორის: სიკვდილიანობის შემთხვევები საზღვარზე, რასიზმის გამოვლინების შემთხვევები საზღვარზე, მიგრანტთა სპეციფიკური ჯგუფები: ბავშვები, ქალები, ტრეფიკინგის მსხვერპლნი, იძულებითი ან არასრულწლოვანი შრომითი მიგრანტები.
ამდენად, დიასპორათა პოლიტიკის შემუშავებისას ფუნდამენტურ კომპონენტს დიასპორათა შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს. მთავრობებს გაუჭირდებათ დიასპორათა ჩართულობისკენ მიმართული პოლიტიკის შემუშავება დიასპორათა ადგილმდებარეობის, შემადგენლობის (ასაკის, სქესის, წარმომავლობის რეგიონის მიხედვით), ადამიანური კაპიტალის, შემოსავლების ოდენობის და სხვა ძირითადი მახასიათებლების ცოდნის გარეშე.
დიასპორათა შესახებ ინფორმაციის შეგროვების ყველაზე ეფექტური გზა შიდა და გარე რესურსების, და გამგზავნი და მიმღები ქვეყნების მონაცემთა კომბინირებაა. შიდა რესურსებია საკონსულოები, საგარეო საქმეთა, განათლების და იუსტიციის სამინისტროები, სახელმწიფო სტატისტიკის ოფისები. მოსახლეობის რეესტრებმა, აღწერის და დასაქმების სააგენტოებმა ასევე შეიძლება უზრუნველყონ მონაცემების შეგროვება. გარე რესურსები მოიცავს საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკის განყოფილებებს და აღწერის საერთაშორისო ბიუროებს. გამგზავნი ქვეყნები აწარმოებენ ქვეყნიდან გასვლის რეგისტრაციის მონაცემებს, რაც შეიძლება შედარებულ იქნას მიმღებ ქვეყნებში შესვლის რეგისტრაციის მონაცემებთან, და ასევე მიმღებ ქვეყნებში მაცხოვრებელ სხვა ქვეყნებში დაბადებულთა სტატისტიკურ მონაცემებთან. მონაცემები ასევე შეიძლება მოპოვებულ იქნას დიასპორათა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, როგორიცაა, მაგალითად, განვითარების აფრიკული ფონდი (African Foundation for Development - AFFORD)2, რომელმაც პირველი და მეორე თაობის დიასპორათა პროფილები შეადგინა. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ (The Organization for Economic Co-operation and Development - OECD) 2004 წელს შექმნა მონაცემთა ბაზა, რომლის მიზანიც იყო შედარებითი მონაცემების დადგენა უცხო ქვეყნებში დაბადებულ მოქალაქეთა შესახებ OECD -ის არეალში, რაც 227 წარმოშობის ქვეყანას და 29 მიმღებ ქვეყანას მოიცავს. მონაცემთა ბაზაში ასევე არსებობს ინფორმაცია უცხო ქვეყნებში დაბადებულთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ. მონაცემთა ბაზა მნიშვნელოვანი რესურსია გამგზავნი ქვეყნებისთვის, მათი ცოდნის ასამაღლებლად ექსპატრიანტების შესახებ საზღვარგარეთ.
დიასპორათა შესახებ სასარგებლო ინფორმაციის შემდეგი ხუთი ძირითადი დონე შეიძლება გამოიყოს:3
ა) ინდივიდუალური მონაცემები
საზღვარგარეთ დიასპორათა წევრების რეგისტრირებისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სამიზნე მოსახლეობის განსაზღვრა. ეს დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიცაა მოქალაქეობა დაცხოვრების უფლება, ასევე რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემებთან. დიასპორათა შესახებ მონაცემები, სხვა ფაქტორებთან ერთად, მოიცავს დემოგრაფიულ მონაცემებს, ადგილმდებარეობას, დანიშნულების ქვეყანას, სქესს, ასაკს, კვალიფიკაციას, სამუშაო ადგილს და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობას.
ბ) კოლექტიური მონაცემები
აღნიშნული ტიპის მონაცემები გულისხმობს სტატისტიკურ ინფორმაციას სხვადასხვა ასოციაციაზე, ქსელზე, თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციაზე,კლუბსა და საზოგადოებაზე, მათ შორის, არაკომერციულ, რელიგიურ, პოლიტიკურ, ადამიანის უფლებათა დამცველ, საგანმანათლებლო, პროფესიულ და სამეცნიერო ორგანიზაციათა ჩათვლით. კოლექტიური მონაცემები კარგი საშუალებაა დიასპორათა ორგანიზების ხარისხის და მათი პრიორიტეტების გამოსავლენად. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საჭიროა თანამშრომლობისთვის პარტნიორთა მოძიებისას დიასპორათა შორის.
გ) ტრანსნაციონალური ნაკადები
დიასპორათა პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინტერესი ნაკარნახევია ექსპატრიანტთა მოსახლეობის მიერ განვითარებული ტრანსნაციონალური კავშირებით წარმოშობის და მიმღებ ქვეყნებს შორის. სარწმუნო ინფორმაციის არსებობა საკვანძო მნიშვნელობას ატარებს პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხიმგებელ პირთა ინფორმირებისთვის საქონლის დაფონდების არსებული ნაკადების შესახებ დიასპორებთან თანამშრომლობისა და სამოქმედო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით.ფულადი გზავნილები, რომლებიც განისაზღვრება, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ექსპატრიანტების მიერ წარმოშობის ქვეყანაში გაგზავნილი კერძო თანხები, წარმოადგენს აღნიშნული ტრანსნაციონალური მიმოცვლის მაგალითს, რაც მნიშვნელოვანი ყურადღების საგანი შეიძლება გახდეს დღესვე.
დ) ხარისხობრივი მონაცემები
ხარისხობრივი მონაცემები მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დიასპორათა პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისთვის. საქონლის მარაგის და მისი მიმოცვლის შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია დაბრუნების პოლიტიკის შემუშავებისას. გადაწვეტილება დაბრუნების თაობაზე, იქნება ეს დროებითი თუ მუდმივი, დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე, რომლებიც შეიძლება შეფასდეს დიასპორათა ჯგუფების გამოკითხვის და მათი პერსონალური სტრატეგიების ანალიზის საფუძველზე. კონკრეტული დიასპორის შესახებ კვლევა გვაწვდის კონკრეტულ ინფორმაციას, კითხვარების და vis-a-vis ინტერვიუების შედეგად. ცირკულარული და დროებითი მიგრაციის შესახებ ინფორმაციის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა ასევე შესაძლებელსგახდის დიასპორათა მოზიდვას განვითარების პროცესებში. საჭიროა გამჭოლი კვლევების ჩატარება დიასპორათა გრძელვადიანი მონიტორინგის მიზნით მათი ინტერესების, დამოკიდებულებათა და სტრატეგიების გამოსავლენად.
ე) გენდერულად დიფერენცირებული მონაცემები
გენდერულად დიფერენცირებული მონაცემები მნიშვნელოვანია განვითარებაზე მიგრაციის გავლენის საუკეთესოდ შესაფასებლად და გასაანალიზებლად, და შესაბამისად, იმ პოლიტიკის განსაზღვრისთვის, რომლებიც შეესაბამება დიასპორათა მოლოდინს და საჭიროებებს. ქალდა მამაკაც მიგრანტებს სხვადასხვა შესაძლებლობებთან აქვთ საქმე, სხვადასხვაგვარად მოწყვლადები არიან მიგრაციის ყოველ ეტაპზე დაშედეგად, სხვადასხვაგვარ სარგებელს იღებენ მიგრაციისგან შემოსავლის და უნარ-ჩვევათა ჭრილში.
დიასპორების შესახებ მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებით არსებობს რიგი კონკრეტული გამოწვევებისა: პირველ ყოვლისა, სარწმუნო რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების მოპოვება გულისხმობს დიასპორათა ზუსტ განსაზღვრას; მეორე რიგში, რთულია დიასპორათა ორგანიზაციებზე მონაცემთა მოპოვება; მესამე - რთულია ტრანსნაციონალურ დიასპორათა განსაზღვრა და გაზომვა; და მეოთხე - რთულია დიასპორათა შესახებ მონაცემთა შეგროვებაზე პასუხისმგებელ ინსტიტუციათა განსაზღვრა. ძირითადი წინააღმდეგობა დიასპორათა შესახებ მონაცემთა შეგროვებაში მდგომარეობს იმაში, რომდიასპორები თავად არ არიან ძალზე მოწადინებულნი და ხშირად თავს იკავებენ გამოკითხვებში და სახელმწიფო კვლევებში მონაწილეობისგან, რაც ნათელს ხდის მსგავსი სამსახურის განმახორციელებელ ნეიტრალურ ორგანოთა არსებობის საჭიროებას.4
![]() |
6.2 2. კითხვარი |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვარი ყველაზე მეტად გავრცელებული მეთოდია დიასპორათა შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. გასაგები მიზეზების გამო, კითხვარის ელექტრონული ფორმა საუკეთესო საშუალებაა სწრაფი და სრული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
კვლევისას შესწავლილ იქნა მრავალი სხვადასხვა სახის კითხვარი:
ა) IOM-ის მიერ MIDA პროგრამისთვის შემუშავებული რეგისტრაციის ფორმა აფრიკული დიასპორის მონაცემთა ბაზისთვის;5
ბ) IOM-ის მიერ MIDA - ეთიოპია პროგრამისთვის შემუშავებული რეგისტრაციის ფორმა ეთიოპიელი დიასპორის მონაცემთა ბაზისთვის;
გ) ეგვიპტის შრომითი რესურსებისა და ემიგრაციის სამინისტროს მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმა საზღვარგარეთ მცხოვრებ ეგვიპტელთა მონაცემთა ბაზისთვის;6
დ) ბანგლადეშის საწარმოო ინსტიტუტის მიერ შემუშავების ფაზაში მყოფი საინფორმაციო ფორმა ბანგლადეშის დიასპორის ცოდნის ქსელისთვის.7 ყველა ეს დოკუმენტი გამოყენებულ იქნა დიასპორათათვის განკუთვნილი ახალი და სრული კითხვარის შესაქმნელად.
კითხვარის ნიმუში დიასპორის წევრისთვის
*აუცილებლად უნდა შეივსოს
1. პირადი ინფორმაცია
*გვარი __________
*სახელი __________
*სქესი: მამაკაცი ქალი
*დაბადების ადგილი და თარიღი __________
*მოქალაქეობა დაბადების მომენტში __________
*მოქალაქეობა მოცემულ მომენტში __________
*ქვეყანა, სადაც ახლა ცხოვრობთ (მიუთითეთ წელი) __________
ოჯახური მდგომარეობა:
დაუოჯახებელი
ცხოვრობთ პარტნიორთან ერთად
დაოჯახებული
განქორწინებული
ქვრივი
მეუღლის სახელი, გვარი __________
მეუღლის მოქალაქეობა _________
*საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც გირჩევნიათ, რომ დაგიკავშირდეთ
(აღნიშნეთ სასურველი პუნქტები)
მისამართი (ქუჩა, ქალაქი, საფოსტო ინდექსი, ქვეყანა) __________
ტელეფონი __________
მობილური __________
ფაქსი __________
ელფოსტა __________
გთხოვთ, არ დამიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ დროს (რესპონდენტებს, რომლებიც მიუთეთებენ აღნიშნულ ინფორმაციას, ვთხოვთ, დაუკავშირდნენ მონაცემთა ბაზის შექმნაზე პასუხისმგებელ დაწესებულებას __________)
2. მიგრაცია
ემიგრაციის წელი __________
რამდენი წელია საზღვარგარეთ ცხოვრობთ __________
*საცხოვრებელი სტატუსი:
მუდმივი
დროებითი
სეზონური
სხვა (მიუთითეთ) __________
ემიგრაციის მიზეზი (მიზეზები):
მუშაობა
სწავლა
ოჯახის წევრებთან გაერთიანება
ქორწინება
ჯანმრთელობა
სხვა (მიუთითეთ) __________
შესრულებულია თუ არა ემიგრაციის მიზანი? დიახ არა
გსურთ თუ არა სამშობლოში დაბრუნება? დიახ არა
*წევრობა დიასპორულ გაერთიანებებში (არასამთავრობო ორგანიზაციები,
კლუბები, კავშირები, ქსელი, სხვ.)? დიახ არა
კერძოდ? (მიუთითეთ) __________
3. პროფესიული კვალიფიკაცია და ამჟამინდელი საქმიანობა განათლება
*უმაღლესი კვალიფიკაცია _________
ინსტიტუტი (დასახელება და სრული მისამართი) _________
*სწავლის სფერო __________
პროფესიული გამოცდილება
*ამჟამინდელი საქმიანობა (სფერო, კონკრეტული საქმიანობა) _________
ორგანიზაციის დასახელება და სრული მისამართი __________
*აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილების ხანრგძლივობა _______
4. განვითარების პროცესებში ჩართულობა წარმოშობის ქვეყანაში
*ხართ თუ არა დაინტერესებული თქვენი წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში
მონაწილეობით? დიახ არა
შეაფასეთ თქვენი ინტერესი 1 (დაბალი) 2 (საშუალო) 3
(მაღალი)
*როგორ აპირებთ მონაწილეობის მიღებას? (მიუთითეთ ერთი ან
რამდენიმე პასუხი)
ფინანსური დახმარება
უნარ-ჩვევათა ვირტუალური ტრანსფერი
მოკლევადიანი დაბრუნება უნარ-ჩვევათა გასაზიარებლად
კონსულტაცია/ინტერესების დაცვა/მხარდაჭერა/ლობი
ინვესტიციები
ვაჭრობა
მუდმივი დაბრუნება
სხვა (აღნიშნეთ) _________
რომელ სექტორში გსურთ დახმარების გაწევა?
როდის შეძლებთ აღნიშნული საქმიანობის დაწყებას?
3 თვის განმავლობაში
4-12 თვის განმავლობაში
12 თვის შემდეგ
მანამდე თუ მიგიღიათ მონაწილეობა თქვენი წარმოშობის ქვეყნის
განვითარებაში? დიახ არა
კერძოდ, როგორ?
ფინანსური დახმარება (ფულადი გზავნილების შემთხვევაში რა არხებს
იყენებდით? ______________)
უნარ-ჩვევათა ვირტუალური ტრანსფერი
მოკლევადიანი დაბრუნება უნარ-ჩვევათა გასაზიარებლად
კონსულტაცია/ინტერესების დაცვა/მხარდაჭერა/ლობი
ინვესტიციები
ვაჭრობა
მუდმივი დაბრუნება
სხვა (აღნიშნეთ) _________
გთხოვთ, დაურთეთ თქვენი რეზიუმე/ჩV (სავალდებულო არაა)
ზემოთაღნიშნული ინფორმაცია შეიძლება გამჟღავნებულ იქნას ____________
(მონაცემთა ბაზის შექმნაზე პასუხისმგებელი ორგანო ) მიერ
ზემოთაღნიშნული ინფორმაცია არ უნდა იქნას გამჟღავნებული ____________
(მონაცემთა ბაზის შექმნაზე პასუხისმგებელი ორგანო ) მიერ
თარიღი და ადგილი ____________
გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შენიშვნები აღნიშნული კითხვარის და
ზოგადად, პროგრამის გაუმჯობესებათან დაკავშირებით:
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
_________
გმადლობთ!
![]() |
6.3 3. დიასპორის მონაცემთა ბაზა |
▲ზევით დაბრუნება |
ქვემოთ მოყვანილია ჩვენს მიერ შემუშავებული დიასპორის მონაცემთა ბაზის ნიმუში, რომელიც ეფუძნება საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა და აფრიკული ინტეგრაციის სამინისტროს8 მოქმედი მონაცემთა ბაზის მაგალითს. მასში ასევე ასახულია ზემოთ მოყვანილ კითხვარში მოცემული ინფორმაცია.
მონაცემთა აღნიშნული ბაზა იძლევა კომპიუტერული სისტემის გამოყენების საშუალებას ურთიერთგადამკვეთი და კომბინირებული მონაცემების მისაღებად.
დიასპორის მონაცემთა ბაზის ნიმუში
![]() |
7 დასკვნები |
▲ზევით დაბრუნება |
ნაშრომი აღწერს დიასპორათა და წარმოშობის ქვეყანას შორის ახლო კავშირების დამყარებისკენ მიმართულ სხვადასხვა ინიციატივას, ღონისძიებას და პოლიტიკას, რომელთა საბოლოო მიზანი წარმოშობის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობაა. ნაშრომი, რასაკვირველია, არ წარმოგვიდგენს მათ ამომწურავ ანალიზს, მაგრამ, ამავდროულად, თვალნათლივ აღნიშნავს ყველა შესაბამისი მხარის აქტიური თანამშრომლობის საჭიროებას - უპირველეს ყოვლისა, ეს ეხებაგ ამგზავნი ქვეყნების მთავრობებს, რომლებმაც მიგრაცია განვითარების სასარგებლოდ უნდა მიმართონ.
როგორც აღნიშნულია ნაშრომში, დიასპორათა ძალისხმევის განვითარების პროცესებში ჩართვის ხელშესაწყობად მთავრობები სხვადასხვა მიდგომას იყენებენ (სთავაზობენ მათ სხვადასხვა არამატერიალურ შეღავათს). ქვემოთ მოყვანილია ამ ინიციატივათა შეჯამებული ცხრილი, სადაც ასევე აღწერილია კვლევისას დადგენილი დამატებითი ინიციატივები, რომლებიცცალკე არ განხილულა. მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის და ღონისძიებათა ძირითადი კატეგორიებია: სექტორული მიდგომები, კერძო სექტორი, განათლება, ფინანსური და ბიზნესის ხელშეწყობის ინსტრუმენტები, მარეგულირებელი და საკანონმდებლო მექანიზმები, პოლიტიკა, კულტურა და კომუნიკაცია, ინფორმაცია და მონაცემები.
სექტორი |
ინიციატივები |
სექტორული მიდგომები |
დიასპორის კვალიფიციურ წევრთა მიერ |
კერძო სექტორი |
პარტნიორობა დამქირავებელ სააგენტოებთან |
განათლება |
დიასპორის კვალიფიციურ წევრთა მიერ |
ფინანსები და ეკონომიკა |
ვალუტის გაცვლის წინასწარ დადგენილი |
კანონმდებლობა |
ორმაგი მოქალაქეობა, ხმის მიცემის უფლება |
პოლიტიკა |
საარჩევნო კამპანიები მიმღებ ქვეყანაში, |
კულტურა და |
დიასპორათა წევრებისთვის სამთავრობო |
ინფორმაცია და |
მონაცემთა ბაზის შემუშავება, ინფორმაციის |
მთავრობათა ინიციატივები ასახავს განსხვავებულ მოლოდინებს, რაც მთავრობებს დიასპორების მიმართ აქვთ. როგორც კვლევა უჩვენებს, ფაქტობრივად, მთავრობებს დიასპორათა პოლიტიკაში განსაზღვრული აქვთ განვითარების პროცესებში მათი ჩართვის მიზნები, სახელმწიფო პრიორიტეტების შესაბამისად.
მაგალითად, ფილიპინების მთავრობის მიმართულება, ფოკუსირებულიმიგრანტთა საზღვარგარეთ განთავსებასა და დაცვაზე, ასახავს მთავრობის პრიორიტეტს, უზრუნველყოს ფულად გზავნილთა შეუფერხებელი მიმოსვლა (სიღარიბის შესამცირებლად და საგადასახდელო ბალანსის გასამყარებლად), რაც შეამცირებს უმუშევრობას და საბოლოოდ, მოქალაქეთა დაცვას ემსახურება.
მალის მთავრობა აღიარებს მიგრანტთა ფულადი გზავნილების მნიშვნელობას, მაგრამ თანაბრად, თუ მეტად არა - დაინტერესებულია დიასპორათა წევრებთან მუშაობის წარმართვაში მათ დასარწმუნებლად, გამოიყენონ თავიანთი უნარ-ჩვევები და საერთაშორისო კავშირები მალის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის.
მექსიკის, რომელიც საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყანაა და სადაც ფულადი შემოსავლები მთლიანი ეროვნული პროდუქტის მცირე ნაწილს შეადგენს, გრძელვადიანი მიზანია მექსიკელთა ინტეგრირება აშშ-სსოციალურ და ეკონომიკურ გარემოში (რომელიც მექსიკურ დიასპორათა ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულების ქვეყანაა), იმის გათვალისწინებით, რომ მათი წარმატება და სრულფასოვანი ჩართვა წარმოშობის თემებისთვისაც სასარგებლო იქნება.
წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში დიასპორათა ჩართვისკენ მიმართული ღონისძიებების და ასევე, IOM-ის პროგრამების და პროექტების ანალიზი ცხადყოფს, რომ ძირითადად შესწავლის ობიექტია დიასპორათა 5 ტიპის კაპიტალი: ადამიანური, სოციალური, ემოციური, ფინანსური და ადგილობრივი.11 ეროვნული და/ან მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით, პოლიტიკის ქვაკუთხედი სხვადასხვა ტიპის კაპიტალი ხდება.
ადამიანური კაპიტალი
დიასპორათა ადამიანური კაპიტალი ძალზე ფართო მცნებაა, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს დიასპორათა განათლების, ტრენინგის, უნარ-ჩვევების, ცოდნის და ნოუ-ჰაუს დონეებს. ადამიანური კაპიტალისადმი ინტერესი დაკავშირებულია კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ მიგრანტთა გადაადგილებასთან, თუმცა არსებობს მაღალკვალიფიციურ მიგრანტებზე ფოკუსირებული მკაფიო პოლიტიკა. ზოგ ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის დანაკარგები საგანგაშოა.
გაეროს შეფასებით, კვალიფიციურ მოქალაქეთა დანაკარგი იწვევს ინოვაციის და შემოქმედებითი რესურსების დეფიციტს, და ასევე, დაკავშირებულია განათლებაში ინვესტირების შემცირებასთან. ზოგი ავტორი და მკვლევარი აღნიშნავს, რომ „ტვინების გადინება“ არა მხოლოდ მაღალკვალიფიციურ მოქალაქეთა ქვეყნიდან დიდი რაოდენობით გამგზავრებას აღნიშნავს, არამედ მას თან მოაქვს უარყოფითი ეკონომიკური შედეგები. შესაბამისად, სადღეისოდ შემუშავებულია რიგი პროგრამებისა, რომლებიც მიმართულია დიასპორათა ადამიანური კაპიტალის მობილიზებისკენ განვითარების ხელშესაწყობად, დიასპორათა მონაცემთა ბაზის ან „უნარ-ჩვევათა ბანკის“ შექმნის გზით, როგორიცაა, მაგალითად, „ფილიპინების ტვინების მოდინების ქსელი“ ან მალის მთავრობის მიერ შემუშავებული მონაცემთა ბაზა და ვებგვერდი.
ადამიანურ კაპიტალზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელების IOM-ის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დიასპორათა წევრები დაინტერესებულნი არიან წარმოშობის ქვეყნებში განვითარების პროცესების მხარდაჭერით, იმის უზრუნველყოფით, რომ შეთავაზებული წინადადებები სერიოზულია და რომ წარმოშობის და დანიშნულების ქვეყნებს შორის დამყარებული თანამშრომლობის მექანიზმები მათ საშუალებას მისცემს, შეინარჩუნონ თავიანთი სამუშაო ადგილები მიმღებ ქვეყნებში.
სოციალური კაპიტალი
სოციალური ქსელები, რომლებსაც თანაზიარი ღირებულებები და ნდობა აერთიანებთ, წოდებულნი არიან „სოციალურ კაპიტალად“. სოციალურმა კაპიტალმა მიიპყრო პოლიტიკის ინტერესი, როგორც ეკონომიკური, სოციალური და მიგრაციის პოლიტიკის შემადგენელმა კომპონენტმა. არსებობს სოციალური კაპიტალის ორი ძირითადი ტიპი, რომელიც გავლენას ახდენს დიასპორებზე: ერთი მხრივ, ოჯახები, მშობლები და მეგობრები, და მეორე მხრივ, ადგილობრივი თემები და ინსტიტუციები წარმოშობის ქვეყანაში. სოციალური კაპიტალის ცნება ძირითადი ფაქტორია დიასპორათა პოლიტიკაში, ვინაიდან გამოკვეთს სოციალური კავშირების როლს იმიგრანტთა მიმღებ ქვეყანაში ინტეგრირების და წარმოშობის ქვეყანასთან კავშირების შენარჩუნებაში.
რაც შეეხება სოციალური კაპიტალის ეკონომიკურ ეფექტს, ცხადი ხდება, რომ ახლო სოციალური კავშირების და ნდობის ფაქტორის არსებობა აადვილებს სავაჭრო ურთიერთობებს და ამცირებს ტრანსაქციათა ხარჯებს, და ამდენად, ზრდის დიასპორებისადმი, როგორც ვაჭრობის ხელშემწყობებისადმი, ინტერესს. ნდობის ნაკლებობა ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლებაა განვითარების პროცესში დიასპორათა ჩართვის პოლიტიკის განხორციელებისას და იგი აშკარაა მთავრობათა და მიგრანტთა, მიგრანტთა და კერძო სექტორს, და თავად მიგრანტებს შორის.
ემოციური კაპიტალი
ტერმინი „ემოციური კაპიტალი“ ორ განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებს: ერთი მხრივ, იგი აღნიშნავს დიასპორათა პირად ინტერესს,გარკვეული წვლილი შეიტანონ წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში, მის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის (ან დანაშაულის გრძნობისაც კი) გამო; და მეორე მხრივ, აღნიშნავს ეგრეთ წოდებულ სენტიმენტალური პროდუქტით ვაჭრობას. „ეთნიკური და ნოსტალგიური“ პროდუქციის მაგალითია ესპანური პროდუქტის ექსპორტი აშშ-ში, რაც შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება იყოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის წარმოშობის ქვეყანაში.
ფინანსური კაპიტალი
დიასპორების ფინანსური კაპიტალი სხვადასხვაგვარია და გულისხმობს ფულადი გზავნილების ტრანსფერებს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსდა სავაჭრო გაცვლებს. დიასპორათა ფინანსური კაპიტალისადმი პოლიტიკის ინტერესმა გამოიწვია ინიციატივების შემუშავება, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია განვითარების პროცესებთან: ახალი საბანკო სისტემების და მომსახურების შექმნა საერთაშორისო ფულადი გზავნილების მომსახურებისთვის და მომხმარებლის ფინანსური ქცევის შეცვლაც კი, იმათი მოზიდვით, ვინც მანამდე არ სარგებლობდა საბანკო მომსახურებით.
ინვესტიციებსა და ქცევებს შორის სხვაობა ქვეყნებს შორის შეიძლება აიხსნას განსხვავებებით პირდაპირ ინვესტიციათა მოზიდვის პოლიტიკაში, მაკროეკონომიკურ პირობებში წარმოშობის ქვეყნებში და დიასპორათა შემოსავლის ოდენობაში მიმღებ ქვეყნებში. დიასპორათა განსხვავებული ტიპის ფულად გზავნილთა თანაფარდობის შესწავლა პოლიტიკისდაინტერესების ერთ-ერთი ძირითადი სფეროა. ჩვეულებრივ, ღარიბ ქვეყნებში, რომლებიც უფრო მეტად არიან ფულად გზავნილებზე დამოკიდებულნი, პირდაპირ ინვესტიციათა ოდენობა ნაკლებია.
დიასპორათა წარმოშობის ქვეყნებში ინვესტირების სურვილის ნაკლებობა განპირობებულია პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემისადმი მათი ნდობის ნაკლებობით და ბიუროკრატიული მექანიზმების სიმრავლით.
მიუხედავად ამისა, ასევე აშკარაა ფულად გზავნილთა და ინვესტიციათა პოზიტიური ურთიერთკავშირი. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, უკეთესი საინვესტიციო გარემოს პირობებში ფულადი გზავნილების ოდენობაც მეტია.
ადგილობრივი კაპიტალი
ერთი შეხედვით, პარადოქსულია ის ფაქტი, რომ გლობალური და ტრანსნაციონალური ბუნების პარალელურად, მიგრაციას ძალზე ლოკალური განზომილებაც აქვს. შემთხვევითი არაა, რომ ყველაზე განვითარებული რეგიონები (გამგზავნ ქვეყნებში), როგორც წესი, დიასპორათა დიდი რაოდენობით ხასიათდება. მართლაც, ხშირად, მიგრანტები სახლდებიან იმავე ტიპის დასახლებებში, რომლებსაც ტოვებენ წარმოშობის ქვეყანაში - ძირითადად, ეს ქალაქის ტიპის დასახლებებს ეხება. ეს ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ ამყარებენ მიმღები ქვეყნის ადგილობრივი თემები კავშირებს გეოგრაფიულად კონცენტრირებულად დასახლებულ თემებთან წარმოშობის ქვეყნებში. თემზე დაფუძნებული ინიციატივები, როგორიცაა მექსიკაში ან მალიში განხორციელებული მაგალითები (მონტრე (საფრანგეთი) - ელიმანის (მალი) რეგიონული პარტნიორობა) ასევე დიასპორათა ტრანსნაციონალური კავშირების ადგილობრივ განზომილებას გამოხატავს. მსგავსი პროგრამების წარმატება მდგომარეობს დიასპორათა ადგილობრივ კავშირებში, რომლებსაც ისინი წარმოშობის ქვეყნის რეგიონებთან ინარჩუნებენ და მათ მიერ შეტანილ წვლილში ადგილობრივი განვითარების პროცესებში (სამუშაო ადგილების შექმნა, საწარმოების დაფუძნება, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება).
___________________
1. „მიგრაციის და განვითარების გლობალური ფორუმი. სამოქალაქო საზოგადოების დიალოგი”, მანილა, 2008. გვ.5
2. AFFORD წარმოადგენს დიდ ბრიტანეთში არსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას.
3. „Engaging Diasporas as Development Partners for Home and Destination Countries: Challenges for Policymakers”, IOM Migration Research Series (MRS), n.26, 2006, p. 15-19.
4. „Mainstreaming migration into development policy agendas”, International Dialogue on Migration, No. 8, Department for International Development (DFID), IOM, Buitenlandse Zaken, Geneva, 2005, p. 174.
5. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.iom.int/jahia/Jahia/pid/1810.
6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.emigration.gov.eg/Emigrants/EmigrantBeginMessage.aspx.
7. ინფორმაცია და კითხვარი მოგვაწოდა ბანგლადეშის საწარმოო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა და პროექტის მენეჯერმა M Rashedur Rahman, 2010 წლის 2 მარტი.
8. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.mmeia.gov.ml
9. კითხვარის ნიმუშში მითითებულ კატეგორიათა მიხედვით.
10. აღსანიშნავია წარმოშობის ქვეყანაში ადამიანური რესურსების კონკრეტული საჭიროებების მიხედვით შემუშავებული და დიასპორათა შესაბამის პროფესიულ ჯგუფებზე მიმართული სექტორული პროგრამების განვითარების ტენდენცია. ქვეყნებმა უნდა განსაზღვრონ კონკრეტული სექტორები, სადაც ექსპატრიანტთა ინვესტიციები სოციალურ ამონაგებს მოიტანს, რომელიც საბაზრო მოგებაზე უფრო მნიშვნელოვანი და მდგრადი იქნება და ამდენად, მრავალ სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობის სანაცვლოდ, კონკრეტულ პროფესიულ სექტორებზე ფოკუსირებას გვთავაზობს („Engaging Diasporas as Development Partners for Home and Destination Countries: Challenges for Policymakers”, IOM-ის მიგრაციის კვლევათა სერია, №26, 2006, გვ. 42)
11. „Mainstreaming migration into development policy agendas”, International Dialogue on Migration, No.8, Department for International Development (DFID), IOM, Buitenlandse Zaken, Geneva, 2005, p. 178-181.
![]() |
8 დანართი 1. ბიბლიოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
IOM-ის ბიბლიოთეკა
Castles S., Delgado Wise R., “Migration and Development: Perspectives from the South”, IOM, International Network in Migration and Development, Universidad Autonoma de Zacatecas, Geneva, 2008.
“Diaspora Dialogues”, IOM, Geneva, 2007.
“Engaging Diasporas as Development Partners for Home and Destination Countries: Challenges for Policymakers”, IOM Migration Research Series (MRS), n.26, 2006.
“Engaging Diasporas for Development”, IOM Policy-Oriented Research.
Йtude sur la contribution des Marocains Rйsidant а l'Йtranger au dйveloppement йconomique et social du Maroc - Study on the Contribution of Moroccan Living Abroadto the Economic and Social Development of Morocco, Ministиre Chargй de la Communautй Marocaine Rйsidant а l'Йtranger/IOM, June 2009.
“Glossary on Migration - International Migration Law”, IOM, Geneva, 2004.
“Harnessing the potential of Migration and Return to Promote Development”, IOM Migration Research Series (MRS), n.5, 2001.
“International Migration and Development. Perspectives and Experiences of the International Organization for Migration (IOM), IOM, 2006.
“Living Across World: Diaspora, Development and Transnational Engagement”, IOM, Geneva, 2007.
“Mainstreaming migration into development policy agendas”, International Dialogue on Migration, No. 8, Department for International Development (DFID), IOM, Buitenlandse Zaken, Geneva, 2005.
“Migration, Development and Poverty Reduction”, Report on the Workshop on Migration, Development and Poverty Reduction (Dakar, 8-10 August 2006), IOM, 2007.
“Migration and Development: Achieving Policy Coherence”, IOM Migration Research Series (MRS), n.34, 2008.
“Migration and Development: Opportunities and Challenges for Policymakers”, IOM Migration Research Series (MRS), n.22, 2006.
“Migration for Development in Africa (MIDA). A capacity building program for African countries”, IOM.
“Migration for Development: Within and Beyond Frontiers”, IOM, Geneva, 2006.
“Migration Initiatives Appeal 2009”, IOM, Geneva, 2009.
Siddiqui, T., “Institutionalizing diaspora linkage. The emigrant Bangladeshis in UK andUSA”, IOM Dhaka and the Ministry of Expatriates' Welfare and Overseas Employment, Dhaka, 2004.
Sorensen N. N., “Living across worlds: Diaspora, Development and Transnational Engagement”, IOM, Geneva, 2007.
“The MIDA experience and beyond”, IOM, Geneva, 2009.
“The Migration-Development Nexus: Evidence and Policy Options”, IOM Migration Research Series (MRS), n.8, 2002.
“Tianeti Household Census 2008 & Tianeti Migrants to Greece 2008. Fieldwork Report”, IOM and IFAD, Tbilisi, March-October 2009.
Van Hear N., Sorensen N. N., “The migration-Development Nexus”, IOM, United Nations,
Geneva, 2003.
სხვა პუბლიკაციები:
Andrade-Eekhoff, K., “Migration and development in El Salvador: ideals versus reality”, April 2006; available at http://migrationinformation.org
Appave, G., “Diasporas as Agents of Development. Notes for presentation by IOM on the initial analysis of the questionnaires”, International Dialogue on Migration -Intersessional Workshop - Migration and Development: Mainstreaming Migration into Development Policy Agendas, IOM/DFID/Ministerie van Buitenlandse Zaken, Geneva, February 2005; available at:
http://www.iom.int/jahia/webdav/site/myjahiasite/shared/shared/mainsite/microsites/IDM/workshops/Mainstreaming_02030205/pre_appave.pdf
“Asylum and migration glossary. A tool for better comparability”, European Migration Network/IOM, January 2010; available at:
http://emn.sarenet.es/Downloads/prepareShowFiles.do;jsessionid=D32C9AAE1968099E 5BD3CC82CF3963A3?directoryID=117
Belguendouz, A., “Le traitement institutionnel de la relation entre les Marocains resident a l'etranger et le Maroc”, Cooperation projects on the social integration of immigrants, migration and the movement of persons, Euro-Mediterranean Consortium for Applied Research in International Migration (CARIM), European University Institute, Firenze (Italy), 2006; available at:
“Closing the Distance. How Governments strengthen ties with their diasporas”, DovelynRannveig Agunias Editor, Migration Policy Institute - MPI, September 2009.“Final Report of the Global Forum on Migration & Development. Civil Society Dialogue”, Manila, 2008.
Freinkman, L.M., “Role of the diasporas in transition economies: lessons from Armenia”,presented at the 11th annual meeting of the Association for the Study of the Cuban Economy (ASCE) in Coral Gables, August 2-4, 2001; available at http://lanic.utexas.edu/project/asce/pdfs/volume11/freinkman.pdf
Gammage, S., “El Salvador: despite end of civil war, emigration continues”, July 2007; available at http://migrationinformation.org
Garcitorena, V. P., “Diaspora Philanthropy: the Philippine Experience”, 2007; available at http://www.tpi.org/downloads/pdfs/Philippines_Diaspora_Philanthropy_Final.pdf
Haas, de, H., “Engaging Diasporas: how governments and developing agencies cansupport diaspora involvement in the development of origin countries”, Oxfam Novib and International Migration Institute (IMI), Oxford, 2006.
“Handbook for Filipinos Overseas. Seventh Edition”, Office of the President of the Commission on Filipinos Overseas, Department of Foreign Affairs, Manila, September 2005.
“Human Capital Development and Labor Mobility: Maximizing Opportunities and Minimizing Risks. Session 1.4: How can circular migration and sustainable return serve as development tools?”, Global Forum on Migration & Development, Background Paper, Brussels, 9-11 July 2007.
Keita, S., “La contribution des Maliens de l'exterieur au developpement de leur pays”, paper presented for the United Nations Conference on Trade and Development (CNUCED) - Special meeting on the migrants' contributions to development, 29 July 2009, Geneva.192
Ifty Islam, “Beyond Remittances. A strategy to unlock the potential of the Bangladeshi Diaspora”, At Capital Research, 2009; available at http://www.nrbvoice.org/wpcontent/ uploads/2010/01/Beyond-Remittances-Ifty-Islam.pdf
“Informal inquiry on policy and institutional coherence-country responses.”, Global Forum on Migration & Development, Background Paper, Athens, 2009; available at
“La migration comme facteur incitatif au developpement: l'experience malienne”, Dr. M. Keita ; available at http://www.cek.com.ml/La_gestion_de_la_migration_au_Mali_Franz.pdf
Laglagaron, L., “Protection through Integration: The Mexican Government's Efforts to Aid Migrants in the United States”, Migration Policy Institute, Washington DC, 2010.
“LINKAPIL. Lingkod sa Kapwa Pilipino- Link for Philippine Development Programme.Operations Manual”, Office of the President of the Commission on Filipinos Overseas, Department of Foreign Affairs, Manila, 2001.
“Making Migration Work for Development”, Department Research Centre on Migration, Globalization & Poverty; available at http://www.migrationdrc.org
Nosthas, E., “El caso de El Salvador: Programa Unidos por la Solidaredad”; available at http://www.estudiosdeldesarrollo.net
Sadiqi, F., “Migration-Related Institutions and Policies in Morocco”, Cooperation projects on the social integration of immigrants, migration and the movement of persons, Euro-Mediterranean Consortium for Applied Research in International Migration (CARIM), European University Institute, Firenze (Italy), 2004; available at http://www.carim.org/Publications/CARIM-AS04_05-Sadiqi.pdf
Safi Rahman Khan, “Diaspora giving. An agent of change in Asian Pacific communities?”, Asia Pacific Philanthropy Consortium; available at http://www.nrbvoice.org/wpcontent/ uploads/2010/01/Diaspora-Giving-Bangladesh-Article-by-Safi-Khan.pdf
Terrazas, A. M., “Beyond Regional Circularity”, June 2007; available at http://www.migrationinformation.org/Profiles/display.cfm?ID=604
ინტერნეტ წყაროები:
Balik Scientist Program - Government of the Philippines
Colombia Nos Unes - Colombia Unites Us
Department of Sciences and Technology - Government of the Philippines
Department Research Centre (DRC) on Migration, Globalization & Poverty
DIAS DE Cabo Verde
Diaspora Haitienne - Haitian Diaspora
Direcciуn General de Atenciуn a la Comunidad en el Exterior, Ministerio de Relaciones Exteriores de la Republica de El Salvador (DGACE) - General Direction for the Attention to the Abroad Community, Ministry of Foreign Affairs of the Republic of El Salvador
Fondation Hassan II pour les Marocains Rйsidant l'Йtranger - Hassan II Foundation for the Moroccans Living Abroad
Global Commission on International Migration
Global Forum on Migration and Development (First Edition)
Global Forum on Migration and Development (Second Edition)
Global Forum on Migration and Development (Third Edition)
Global Forum on Migration and Development (Fourth Edition)
Global Migration Group
Guнa Oficial para Salvadoreсos en el Exterior - Official Guide for the Salvadorian Abroad
Instituto de los Mexicanos en el Exterior - Institute of Mexicans Abroad (IME)
International Organization for Migration (IOM)
International Organization for Migration (IOM) Mission to Colombia
International Organization for Migration (IOM) Mission to Georgia
for Migration (IOM) Mission to Mexico
International Organization for Migration (IOM) Mission to Morocco
International Organization for Migration (IOM) Mission to The Netherlands
Joint Migration and Development Initiative (JMDI)
Lingkod sa Kapwa Pilipino - Link for Philippine Development (LINKAPIL) Program
Migration and Development
Migration Information Source
Migration for Development in Africa Programme (MIDA)
Migration for Development
Migration Policy Institute
Ministиre des Affaires Sociales de Solidaritй et des Tunisiens а l'Йtranger - the Ministry
for Social Affaires and Tunisians Abroad - Government of Tunisia
Ministиre des Affaires Йtrangиres et de la Coopйration, Direction des Affaires Consulaires
et Sociales (DACS)- The Ministry of Foreign Affairs and Cooperation, Consular and Social
Affairs Department - Kingdom of Morocco
Ministиre des Haitiens Vivant а l'Йtranger (MHAVE) - the Ministry of Haitians Living Abroad - Government of Haiti
Ministиre des Finances de Tunisie - Direction Gйnйrale des Douanes - Ministry of Finance - General Direction of Customs of Tunisia
Ministиre des Maliens de l'Йxterieur et de l'Intйgration Africaine - The Ministry for
Malians Abroad and African Integration
National Statistics Office - Republic of the Philippines
NRB Voice - Leveraging the power of the Bangladeshi Diaspora
Office des Tunisiens а l'Йtranger - Office of the Tunisians Abroad - Government of Tunisia
Office of the President of the Philippines - Commission on Filipinos Overseas
People move - a blog about migration, remittances and development
Philippines Today - on line newspaper for Filipinos in Japan
RedEsColombia
Salvadoreсos en el Mundo - Salvadorans in the World
State Agency for Bulgarians Abroad
The Government of Ghana - official portal
The Ministry of Expatriates' Welfare and Overseas Employment - Government of the
People's Republic of Bangladesh
The Ministry of Foreign Affair
s of El Salvador - Directorate General for Communities Abroad
The Ministry of Foreign Affairs of Ethiopia - Ethiopian Expatriates Affairs
The Ministry of Home Affairs of India (MHA)
The Ministry of Interior of Ghana - Migration Unit
The Ministry of Manpower and Emigration, Emigration and Egyptians Abroad Sector
(MME) - Arab Republic of Egypt
The Ministry of Overseas Indian Affairs (MOIA)
The Ministry of Social Affairs, Solidarity and Tunisians Abroad of the Republic of Tunisia
The Ministry for Moroccans Residing Abroad (MRE)
Transfer of Knowledge Through Expatriate Nationals (TOKTEN) - Sudan
________________
1. მოგვაწოდა ავტორმა, საზღვარგარეთ მცხოვრებ მალელთა და აფრიკული ინტეგრაციის სამინისტროს ტექნიკურმა მრჩეველმა M Seydou Keita, 2001 წლის 23 მარტი.