The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ევროპის გაერთიანების ახალი იდეა (შუმანის დეკლარაცია - 1950-2000)

ევროპის გაერთიანების ახალი იდეა (შუმანის დეკლარაცია - 1950-2000)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ფონტენი პასკალ
თემატური კატალოგი სამართალი|საერთაშორისო სამართალი
საავტორო უფლებები: © ევროკომისიის წარმომადგენლობა
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


1.1 ევროპა მშვიდობისა და დემოკრატიის სამსახურში

▲ზევით დაბრუნება


ევროპის თანამეგობრობამ თავისი 50-ე წლისთავი იზეიმა.

1950 წლის 9 მაისს რობერტ შუმანმა დასაბამი დაუდო ისტორიულ მოვლენას - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ევროპის სხვა სახელმწიფოებს მიაწოდა იდეა, შეექმნათ მშვიდობიანი ინტერესებით გაერთიანებული თანამეგობრობა. ამით მან ხელი გაუწოდა გუშინდელ მტრებს და ბოლო მოუღო ომით მოტანილ სასოწარკვეთილებასა და წარსულის მძიმე ტვირთს. გარდა ამისა, შუმანმა საერ თაშორისო ურთიერთობებში სრულიად ახლებურ პროცესს დაუდო დასაბამი - შესთავაზა ხანგრძლივი ისტორიის მქონე ერებს, თავიანთი სუვერენიტეტის გაერ თიანებით ერთობლივად დაებრუნე-ბინათ გავლენა, რომელიც ცალ-ცალკე არც ერთს აღარ ჰქონდა.

ევროპის გაერთიანების საქმე მას შემდეგ დღითიდღე წინ მიიწევს. ის მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი წამოწყებაა და ახალი იმედი ახალი საუკუნის მიჯნაზე. ამ წამოწყებას საფუძვლად დაედო რამდენიმე სახელმწიფო მოღვაწის შორსმჭვრეტელური იდეა. მეორე მსოფლიო ომის მწარე გამოცდილების წყალობით ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, ევროპის ხალხებს შორის ხანგრძლივი მშვიდობის პირობები დაემყარებინათ. ეს იდეა მუდმივ აღორძინებას და განვითარებას განიცდის, რასაც ხელს უწყობს იმ პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა, რომლებთან შეჯეხებაც ჩვენს ქვეყნებს ასე ხშირად უწევთ.

ალბათ, არავის შეეძლო ეწინასწარმეტყველა დემოკრატიისა და მშვიდობისაკენ ის უზომო სწრაფვა, რომელმაც ბოლოს ბერლინის კედელი დასცა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს საკუთარ ბედზე პასუხისმგებლობა დაუბრუნა და ევროპის მოწყობის იდეას ახლი განზომილება შესძინა.

1.2 ისტორიული წარმატება

▲ზევით დაბრუნება


მესამე ათასწლეულის დასაწყისში 50 წლით უკან გახედვა გვიჩვენებს, რომ ევროპული ინტეგრაცია ისტორიულ წარმატებას წარმოადგენს. მანამდე ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ და სისხლისმღვრელ ომებში ჩართულ ქვეყნებს დღეს საერთო ფულადი ერთეული, ევრო, აქვთ და თავიანთ ეკონომიკურ და კომერციულ ინტერესებს საერთო ინსტიტუტების მეშვეობით აგვარებენ.

თავიანთ უთანხმოებებს ევროპელები მშვიდობიანი გზებით და სამართლებრივი ნორმების გამოყენებით ჭრიან და ყველასათვის მისაღებ გადაწყვეტილებებს ეძებენ. წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში აღარ არსებობს სხვებთან შედარებით უპირატესობისა და დისკრიმინაციის სულისკვეთება; ამ სახელმწიფოებმა თანამეგობრობის ოთხ ინსტიტუტს - ევროკავშირის საბჭოს, პარლამენტს, კომისიასა და მართლმსაჯულების სასამართლოს - მიანდეს მათი კონფლიქტების მოგვარების, ევროპელთა ძირითადი ინტერესის განსაზღვრისა და საერთო პოლიტიკის გატარების პასუხისმგებლობა.

0x01 graphic

ადამიანების ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად ამაღლდა, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე შესაძლებელი იქნებოდა, ყოველი ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკას რომ არ მისცემოდა საშუალება, ესარგებლა საერთო ბაზრის შექმნისა და ვაჭრობის გააქტიურების შედეგად წარმოების მასშტაბის გაზრდით.

ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ მოძრაობა, ხოლო სტუდენტებს მუშაობა ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე. უკვე ჩაეყარა საფუძველი საერთო უცხოურ და თავდაცვის პოლიტიკას და წამოწყებულია მოძრაობა საერთო პოლიტიკის მისაღებად სოციალურ, რეგიონულ, გარემოს დაცვის, კვლევისა და ტრანსპორტის სფეროებში.

ეკონომიკური ინტეგრაცია ყოველდღიურად წინა პლანზე წევს პოლიტიკური ერთობის საჭიროებას და გვიბიძგებს მისკენ. საერთაშორისო დონეზე ევროკავშირს ხელთ უპყრია სულ უფრო მზარდი ზეგავლენა, რომელიც შეესაბამება მის ეკონომიკურ მნიშვნელობას, მის მოქალაქეთა ცხოვრების დონეს, მის ადგილს დიპლომატიურ, კომერციულ და მონეტარულ ფორუმებზე.

ევროპის თანამეგობრობის სიძლიერე მომდინარეობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სფეროში საზიარო ფასეულობებიდან, რომლებიც კავშირში შემავალ ხალხებს აერთიანებს; ევროკავშირმა შეინარჩუნა კულტურათა, ენებისა და ტრადიციების მრავალფეროვნება, რომე-ლიც მას განსაკუთრებულ სახეს სძენს.

ევროკავშირის ტრანსატლანტიკურმა სოლიდარობამ და მისი მოდელის მიმზიდველობამ საშუალება მისცა გაერთიანებულ ევროპას, წინააღმდეგობა გაეწია ტოტალიტარიზმის წნეხისთვის და მოეხ-დინა სამართლებრივი ნორმების კონსოლიდირება. ევროპის თანამეგობრობა წააგავს შუქურას იმ ქვეყნების მისწრაფებებისთვის, რომლებიც კავშირის წინსვლას ინტერესით აკვირდებიან, რამეთუ ამოძრავებთ სურვილი, გააერთიანონ აღორძინების გზაზე მდგარი თავიანთი დემოკრატიული სახელმწიფოები ანდა თავიდან ააშენონ დანგრეული ეკონომიკა.

15 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ევროკავშირი დღეს აწარმოებს მოლაპარაკებას გაწევრიანების ახალ ტალღასთან დაკავშირებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანასთან, აგრეთვე, მალტასა და კვიპროსთან. შემდგომ ეტაპზე დადგება კავშირში ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებისა და ევროპის სხვა ქვეყნების გაერთიანების საკითხიც. პირველად თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე კონტინენტი აპირებს საერთო მშვიდობისა და თავისუფლების გარემოში თანაარსებობას.

თანამეგობრობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო წონასწორობის თვალსაზრისით და უზარმაზარ ზეგავლენას მოახდენს ევროპის ურთიერთობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რუსეთთან, აზიასა და ლათინურ ამერიკასთან. უკვე დღეს ევროპა აღარ არის მხოლოდ ძალა, რომელმაც დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოში - ის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გზით მიმავალ ხალხთა ორიენტირი და იმედია.

როგორ შეიძლება ასეთი სერიოზული წარმატების ახსნა? არის კი ის ხანგრძლივად ჩაბეჭდილი კონტინენტის ისტორიაში, საკმარისად ფესვგადგმული კოლექტიურ მეხსიერებაში? არის კი ის ნებისმიერი შიდაევროპული ომის თავიდან აცილების ქმედითი საშუალება?

1.3 სამომავლო ამოცანები

▲ზევით დაბრუნება


თუმცა თანამეგობრობის არსებობა ნახევარსაუკუნოვან ისტორიას ითვლის, ევროპელებს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი საკუთარი თავის ანალიზის სფეროში - რა არის ის ძირითადი ფასეულობები, რომლებსაც ისინი ერთგულებენ, და რა საშუალებებით შეიძლება ამ ფასეულობების დაცვა? როგორ შეიძლება კავშირის განვითარება, რათა მაქსიმუმადე იქნეს მიყვანილი ერთობის საფუძველზე წარმოშობილი სიძლიერე, ოღონდ ისე, რომ არ მოხდეს ცალკეული წევრი ქვეყნების იმ ინდივიდუალური ხასიათისა და თვისებების ხელყოფა, რომლებიც ჩვენი ეროვნებების, რეგიონებისა და კულტურების სიმდიდრეს წარმოადგენს?

ერთად ვივლით მომავლისკენ იმ ბუნებრივი ჰარმონიის წყალობით, რომელიც ხელს უწყობს 15 წევრ სახელმწიფოს შორის კონსენსუსის დამყარებას, თუ უნდა ვაღიაროთ შეუსაბამობა ჩვენს გლობალურ მიდგომებს შორის და განვასხვავოთ ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი ნაბიჯები? აწესებს თუ არა ევროპის თანამეგობრობა ლიმიტს იმ დროს, როცა ამდენი ნაცია - ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ბალკანეთის ახალი დემოკრატიული სახელმწიფოები, თურქეთი - სურვილს გამოთქვამენ, შემოუერთდნენ გაერთიანების პროცესს? როგორ შეგვიძლია ყველა ქვეყანა შევიყვანოთ კავშირში და განვაცდევინოთ მათ ევროპული ერთიანობის გრძნობა, რომელიც ბევრად მეტია უბრალო სოლიდარობაზე? როგორ შეგვიძლია, უფრო დავუახლოვოთ ევროპის თითოეული მოქალაქე კავშირის ინსტიტუტებს და მივცეთ შესაძლებლობა, გაეცნოს და გაითავისოს ერთიანი ევროპის იდეა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ დიპლომატების მსჯელობის საგანი და სახელმწიფო მოხელეთა საქმე იყო?

ეს პრინციპული ხასიათის კითხვებია და შეუძლებელია მათთვის თავის არიდება, თუკი არ გვინდა, რომ ჩიხში მოვექცეთ; სწორედ ამ ძირითად კითხვებზე პასუხები განაპირობებს იმ უამრავი სპეციფიური და ტექნიკური საკითხის განსაზღვრას, რომელთა რეალური გადაჭრა ყოველდღი-ურად უწევთ ევროპის თანამეგობრობის სამომავლო პერსპექტივაზე მზრუნველ ადამიანებს.

ევროპის ხალხებისათვის საკითხი მარტივად დგას: ან ისინი გააგრძელებენ ორგანიზებულ ძალად ქცევის პროცესს, გააერთიანებენ თავიანთ სიძლიერეს, რათა მთელმა მსოფლიომ მიუგდოს ყური, შეეცდებიან დემოკრატიის იდეის დამკვიდრებას და დაიცავენ თავის ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებს - ასეთ შემთხვევაში ევროპა გახდება წონასწორობისა და ზომიერების ფაქტორი ჰიპერინდუსტრიალიზებულ ძალთა და იმ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, რომელთა განვითარება ჩამორჩება ამ ძალებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპის ხალხები ვერ მოახერხებენ, სრულად გააცნობიერონ იმ რეალურ ფასეულობათა სიდიადე, რომლებსაც ისინი იზიარებენ, და, შესაბამისად, ვერ მოახერხებენ თავიანთი საერთო ინტერესების სათანადოდ და სრულყოფილად დაცვას. ამ შემთხვევაში ყოველი ქვეყნის ეკონომიკის როლი დავა, ასე ვთქვათ, ქვეკონტრაქტორობამდე, ხოლო მომხმარებელთა ცხოვრების დონე დაეცემა. ევროპა, უბრალოდ გეოგრაფიული ერთეული, აღმოჩნდება გარეშე ძალთა ზეგავლენის სფეროში და ეს ძალები დააკისრებენ მას მათზე დამოკიდებულებისა და დამცავი მექანიზმებით უზრუნველყოფის საფასურს.

1.4 თანამეგობრობის მეთოდის აქტუალურობა

▲ზევით დაბრუნება


ახალ ინსტიტუციურ პროცესს დასაბამი დაუდო 1999 წლის 11 დეკემბერს ევრო-პული საბჭოს ჰელსინკის სხდომაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ, მოწვეულიყო მთავრობათაშორისი კონფერენცია, რომლის ერთ-ერთი მიზანი იქნებოდა შეთანხმებების შემუშავება იმ პირობებთან დაკავშირებით, რომელთა საშუალებითაც გაზრდილი (20 წევრზე მეტის შემცველი) ევროკავშირი ნორმალურ ფუნქციონირებას მოახერხებდა.

თანამეგობრობა, რომელსაც 50 წელი შეუსრულდა, აქტივობის ცენტრს წარმოადგენს. სწორი განვითარების იმედთან ერთად არსებობს წარუმატებლობის საფრთხეც.

ისმის კითხვები: ევროპა მხოლოდ სავაჭრო ზონა იქნება თუ მსოფლიო მასშტაბის მოთამაშე? ტექნოკრატიული ევროპა თუ დემოკრატიული ევროპა?ევროპა, სადაც ყოველი ადამიანი თავისთვის იცხოვრებს, თუ ევროპა, რომელიც იზრუნებს თავის მოქალაქეებზე?

თანამეგობრობის მეთოდი, რომელსაც ამდენი სერიოზული ამოცანა ხვდება, ამდენი გაურკვეველი საკითხის გადაჭრა უწევს, და რომელსაც საფუძვლად წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული დიალოგი და დელეგირებული ძალაუფლების მქონე საერთო ინსტიტუტები უდევს, ისევე აქტუალურია, როგორც ყოველთვის. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი 50 წლის წინ ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანების (ECSC) შექმნა, რასაც მოჰყვა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა (EEC) და ატომური ენერგიის დარგში ევროპის თანამშრომლობის (Euratom) ორგანიზაციების დაარსება, ერთიანი ევროპული აქტის მიღება, მაასტრიხტისა და ამსტერდამის ხელშეკრულებების დადება. ევროპის ხალხებს შორის ურთიერთობები, რომლებიც ამ მეთოდზეა დამყარებული, ყოველდღიურად ახალ შედეგებს გვაძლევს. უახლოეს მომავალში კი მეთოდმა შეიძ-ლება განსაკუთრებული როლი ითამაშოს ევროპელთა წინაშე წამოჭრილი უმთავრესი პრობლემების გადაჭრაში.

ევროკავშირის სტრუქტურის დამაარსებელი პრინციპები არ არის მხოლოდ ინსტიტუციური მექანიკის საკითხი. თანამეგობრობის სულისკვეთებას დასაბამი ჩაუყარეს და განავითარეს სახელმწიფო მოღვაწეებმა, რომელთაც, უპირველეს ყოვლისა, ამოძრავებდათ მისწრაფება, აეშენებინათ ადამიანების სამსახურში ჩამდგარი ევროპა, და რომელთათვისაც გაერთიანებული ევროპის იდეა ცივილიზაციის განვითრების საშუალება იყო. შუმანის დეკლარაცია დღესაც „ახალი იდეაა ევროპისთვის“.

2 I - შუმანის გეგმა: ომისშემდგომი პერიოდისპრობლემების გამოხმაურება

▲ზევით დაბრუნება


2.1 ისტორიული ფონი

▲ზევით დაბრუნება


სიტუაციის დროებითი შემსუბუქება, რაც, ჩვეულებრივ, მოჰყვება ხოლმე საომარი მოქმედებების დასრულებას, არ შეხებია ევროპელებს. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სულ მალე წარმო-იშვა მესამე - აღმოსავლეთსა და დასავ-ლეთს შორის - მსოფლიო ომის საშიშრო-ება. 1947 წლის 24 აპრილის მოსკოვის კონფერენციის (რომელიც გერმანულ საკით-ხებს ეხებოდა) წარუმატებლობამ დაარწმუნა დასავლეთი, რომ საბჭოთა კავშირი, ერთ-ერთი მოკავშირე ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, სულ მალე დასავლეთის დემოკრატიისთვის საფრთხის წყარო გახდებოდა. 1947 წლის ოქტომბერში კომინფორმის, მსოფლიოს კომუნისტური პარტიების კოალიციის, ჩამოყალიბებამ, 1948 წლის 25 თებერვალს მომხდარმა, ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტების დომინირების განმაპირობებელმა პრაღის სახელმწიფო გადატრიალებამ, შემდეგ კი 1948 წლის ბერლინის ბლოკადამ, რომელიც გერმანიის ორად გაყოფის მიმანიშნებელი იყო, კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია. 1949 წლის 4 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებ-თან ატლანტიკური პაქტის ხელმოწერით დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა საფუძველი ჩაუყარეს თავიანთ კოლექტიურ უსაფრ-თხოებას. მაგრამ 1949 წლის სექტემბერში აფეთქებულმა პირველმა საბჭოთა ატომურმა ბომბმა და კრემლის ლიდერების მხრიდან მუქარის სწრაფმა ზრდამ ხელი შეუწყო დაძაბულობისა და საყოველთაო შიშის კლიმატის გავრცელებას, რაც „ცივი ომის“ სახელით არის ცნობილი.

დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გაჩენილი მტრობის ცენტრში აღმოჩნდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (რომელიც თავის შიდა პოლიტიკას დამოუკიდებლად მართავდა 1949 წლის 23 მაისს ძირითადი კანონმდებლობის მიღების დღიდან) სტატუსი.

შეერთებული შტატების სურვილი იყო კონტინენტის გულში განლაგებული სახელმწიფოს ეკონომიკის აღდგენა, ვაშინგ-ტონში უკვე გაისმოდა მოწოდებები დამარცხებული სამხედრო ძალების ხელახალი შეიარაღების შესახებ. ფრანგ დიპლომატებს ვერ გადაეწყვიტათ დილემა: ისინი ან უნდა დამორჩილებოდნენ ძალდატანებას ამერიკის მხრიდან და, საზოგადოებრიობის თვალში, დათანხმებულიყვნენ გერმანიის ძალის აღდგენას რურსა და საარზე, ან მტკიცედ უნდა დამდგარიყვნენ თავისი მთავარი მოკავშირის საწინააღმდეგო პოზიციაზე და ჩიხში მოექციათ თავისი ურთიერთობა ბონთან.

1950 წლის გაზაფხულზე რობერტ შუმანს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ამერიკელმა და ბრიტანელმა პარტნიორებმა დააკისრეს სასიცოცხლო მნიშვნელობის მისია: მას უნდა შეემუშავებინა წინადადება, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას დააბრუნებდა დასავლეთის ქვეყნების ოჯახში. სამი ქვეყნის მთავრობათა შეხვედრა 1950 წლის 10 მაისისთვის დაიგეგმა; საფრანგეთს უკვე აღარ შეეძლო პასუხისმგებლობის თავიდან აცილება.

პოლიტიკურად გამოუვალ სიტუაციას ეკონომიკური პრობლემებიც დაერთო. ევროპის მთელი რიგი ქვეყნების მიერ ფოლადის წარმოების მასშტაბი განაპირო-ბებდა ჭარბ წარმოებასთან დაკავშირე-ბული კრიზისის გაჩენას. მოთხოვნა მცირდებოდა, ფასები კლებულობდა და ჩნდებოდა ნიშნები იმისა, რომ კონკურენციის გამკაცრების მიზნით ომებს შორის პერიოდის „მჭედლის” ტრადიციების ერთგული მწარმოებლები ააღორძინებდნენ კარტელს. რეკონსტრუქციის ფაზის შუაგულში ევროპის სახელმწიფოების ეკონომიკებს არ შეეძლოთ განზე დარჩენა და თავისი მრეწველობის ძირითადი დარგების დატოვება სპეკულაციისა თუ ორგანიზებული დეფიციტის ანაბარა.

2.2 ჟან მონეს იდეები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ჟან მონე და რობერტ შუმანი

სიძნელეთა ქსელიდან თავის დაღწევის მიზნით (რაშიც ტრადიციული დიპლომატია უძლური აღმოჩნდა) რობერტ შუმანმა მიმართა იმ ადამიანის გამომგონებლურ გენიას, რომელმაც, თუმცა უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის, ხანგრძლივი და მრავალფეროვანი საერთაშორისო მოღვაწეობის განმავლობაში განსაკუთ-რებული გამოცდილება მიიღო. ჟან მონე, რომელსაც დაეკისრა საფრანგეთის მო-დერნიზების გეგმის შემუშავება, 1945 წელს დანიშნა შარლ დე გოლმა ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად. იგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროპელი იყო დასავლეთის სამყაროში. პირველი მსოფლიო ომის დროს მონე სათავეში ჩაუდგა მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების ერთიანი მომარაგების სტრუქტურებს. ჟან მონე, ერთა ლიგის გენერალური მდივნის მოადგილე, ბანკირი შეერთებულ შტატებში, დასავლეთ ევროპასა და ჩინეთში, იყო პრეზიდენტ რუზველტის ერთ-ერთი მრჩეველი და გამარჯვების იმ პროგრამის არქიტექტორი, რომელიც ამყარებდა ამერიკის სამხედრო ძალის უპირატესობას. შეუზღუდავი პოლიტიკური უფლებამოსილების მქონე მონე კონსულტაციებს უწევდა მთავრობებს და მოიხვეჭა ისეთი პრაგმატიკოსის რეპუტაცია, რომლის უპირველეს საზრუნავს ეფექტურობა წარმოადგენდა.

ფრანგმა მინისტრმა თავის პრობლემებით ჟან მონეს მიაშურა. კითხვა „როგორ მოვიქცეთ გერმანიასთან დაკავ-შირებით?“ უმთავრესი საზრუნავი იყო რობერტ შუმანისთვის, ქრისტიანისათვის, რომელსაც ამოძრავებდა მიზანი, ეღონა ყველაფერი იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოესპო ყველანაირი შესაძლებლობა მომავალში კიდევ ერთი ომისა ორ ქვეყანას შორის.

ამასობაში მარტინიაკის ქუჩაზე, კომისარიატის შენობაში, ჟან მონე თავის გუნდთან ერთად მუშაობდა იმავე საკით-ხის გადაწყვეტაზე. მისი ძირითადი საფიქრალი საერთაშორისო პოლიტიკა იყო. მონემ იცოდა, რომ „ცივი ომი“ ევროპაში ორ დიდ ძალას შორის კონკურენციის შედეგი იყო, ხოლო გახლეჩილი ევროპა - საშიშროების წყარო. ევროპაში ერთიანო-ბისკენ ლტოლვა შეასუსტებდა დაძაბულო-ბას. ჟან მონე ცდილობდა, მოეფიქრებინა საერთაშორისო დონის ისეთი ინიციატივა, რომელიც შეძლებდა სიტუაციის შემსუბუ-ქებას და მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას, თუკი აღნიშნულ პროცესში სათანადო როლს აღორძინებული, განახლებული ევროპა შეასრულებდა.

ჟან მონემ კარგად იცოდა ინტეგრაციის სხვადასხვა წარუმატებელი მცდელობის შესახებ, რომლებიც მოჰყვა კონტინენტის გაერთიანებისადმი მიძღვნილ კონგრესს (1948 წელი, ჰააგა).

1948 წელს შექმნილ ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას მხოლოდ კოორდინირების მისია ეკისრა და სრულიად უძლური იყო, შეეჩერებინა იმ ევროპული ქვეყნების ეკონომიკური აღორძინება, რომლებიც მკაცრად ეროვნულ ჭრილში იცვლიდნენ მიმართულებას. 1949 წლის 5 მაისს ევროსაბჭოს ჩამოყალიბებამ გამოავლინა, რომ მთავრობები არ იყვნენ მზად თავიანთი პრეროგატივების დასათმობად. საკონსულტაციო ორგანოებს ჰქონდათ მხოლოდ სათათბირო ძალა და ყოველი მათი გადაწყვეტილება, რომლისთვისაც ხმა უნდა მიეცა უმრავლესობის ორ მესამედს, შეიძლებოდა სამინისტრო კომიტეტის ვეტოს ქვეშ მოქცეულიყო.

ჟან მონეს ესმოდა, რომ ყოვლისმომცველი ინსტიტუციური სტრუქტურის წამოყენების ნაჩქარევი მცდელობა გამოიწვევდა სხვადასხვა ქვეყნის პროტესტს და დასაღუპავად იქნებოდა განწირული. ჯერჯერობით ადრე იყო სუვერენიტეტის ფართომასშტაბიანი გადაცემის დაგეგმვა. ადამიანებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ ომი, ეროვნული გრძნობებიც ისევ გამძაფრებული იყო.

წარმატება დამოკიდებული იყო მიზნების შეზღუდვაზე სპეციფიურ სფე-როებამდე, რაშიც დიდი როლი უნდა ეთამაშა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, და გადაწყვეტილებათა ერთობლივად მიმ-ღები მექანიზმის შემოღებაზე; ამ მექანიზმს შემდგომში თანდათანობით მიენიჭებოდა დამატებითი პასუხისმგებლობები.

2.3 1950 წლის 9 მაისის დეკლარაცია

▲ზევით დაბრუნება


1950 წლის აპრილის ბოლოს ჟან მონემ და მისმა თანამოაზრეებმა შეადგინეს სულ რამდენიმე გვერდისგან შემდგარი დოკუმენტის პროექტი; პროექტში ჩამოყალიბებული იყო იმ წინადადების არსი და ხორცშესხმის სამომავლო ნაბიჯები, რომელსაც რადიკალურად უნდა შეეცვალა ტრადიციული დიპლომატია. დავალების შესრულების დაწყებისას შესაბამისი სამინისტროების დეპარტამენტებისგან ჩვეულებრივი კონსულტაციების მიღების ნაცვლად ჟან მონემ განსაკუთრებულ კონსპირაციას მიმართა, რათა თავიდან აეცილებინა გარანტირებული წინააღმდეგობები და კონტრწინადადებები, რომლებიც დააკნინებდნენ პროექტის რევულუციურ ბუნებას და იმ უპირატესობას, რასაც სიურპრიზი განაპირობებს. როცა ჟან მონემ თავისი დოკუმენტი წარუდგინა ბერნარდ კლეპიეს, რობერტ შუმანის ოფისის დირექტორს, მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მინისტრის გადა-წყვეტილებას შეეძლო, მთლიანად შეეცვალა მოვლენათა მსვლელობა. მშობლიური ლორანიდან დაბრუნების შემდეგ რობერტ შუმანის მიერ კოლეგებისთვის ნათქვამი სიტყვები: „წავიკითხე ეს წინადადებები; მე გამოვიყენებ მათ“, ნიშნავდა, რომ ინიციატივამ ადგილი დაიმკვიდრა პოლიტიკურ სფეროში. იმავე დროს, როცა 9 მაისის დილით ფრანგი მინისტრი ამ წინადადებას იცავდა კოლეგების წინაშე, მისი ოფისის შიკრიკმა პერსონალურად გადასცა წინადადების პროექტი კანცლერ ადენაუერს ბონში. წერილს დაუყოვნებელი და ენთუზიაზმით აღსავსე რეაქცია მოჰყვა. კანცლერმა განაცხადა, რომ იგი მთელი სულითა და გულით უჭერდა მხარს ამ ინიციატივას.

0x01 graphic

შუმანის გეგმის დასაბამი, 1950 წლის 9 მაისი, კე დორსე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამი-ნისტრო. მიკროფონთან დგას რობერტ შუმანი; მისგან მარჯვნივ - ჟან მონე.

მინისტრისა და გერმანიის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის მიღების შემდეგ რობერტ შუმანმა საზოგადოებრიობისთვის გააკეთა განცხადება პრესკონფერენციაზე, რომელიც 16 საათზე გაიმართა კე დორსეზე (საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში). თავის განცხადებას შუმანმა რამდენიმე წინადადება წარუმძღვარა შესავლად: „აღარა გვაქვს დრო ფუჭი სიტყვებისათვის, ახლა საჭიროა გაბედული, კონსტრუქციული მოქმედება. საფრანგეთმა უკვე დაიწყო მოქმედება, რასაც შეიძლება წარმოუდგენლად დიდი შედეგი მოჰყვეს. ვიტოვებთ ამის იმედს. საფრანგეთის ძალისხმევა მხოლოდ მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად, ხოლო მშვიდობას ერთიანი ევროპა სჭირდება. თითქმის ხუთი წელიწადი გავიდა გერმანიის უპირობო დანებების შემდეგ. საფრანგეთი ახლა პირველ ნაბიჯებს დგამს ევროპის გაერთიანებისკენ, რაშიც ის გერმანიის დიდ როლს ხედავს. ამ ზომებმა მთლიანად უნდა შეცვალოს ევროპა და შესაძლებელი გახადოს ისეთი ერთობლივი მოღვაწეობა, როგორიც აქამდე წარმოუდგენელი იყო. ყველაფერი ეს საფუძვლად დაედება მყარი და ერთიანი ევროპის შექმნას, ევროპისა, სადაც წარმოების დაჯგუფება და ბაზრების გაფართოება შეამცირებს ფასებს და აამაღლებს ადამიანთა ცხოვრების დონეს...“

ასე შეიქმნა ფონი. ეს არ იყო კიდევ ერთი ახალი ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც გამოიწვევდა მწვავე კამათს. საფრანგეთმა გერმანიას ხელი გაუწოდა და შესთავაზა თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა ახალი ერთობისკენ მოძრაობაში. თავიდან ორ ქვეყანაში ერთობლივად უნდა მოეწესრიგებინათ ქვანახშირის მოპოვებისა და ფოლადის წარმოების სფეროები. აღნიშნული ნაბიჯი, ფართო გაგებით, ევროპული ფედერაციის აღმშენებლობისთვის საძირკვლის ჩაყრის პირველი მცდელობა იყო.

დეკლარაციამ წინა პლანზე წამოწია მთელი რიგი პრინციპებისა:

0x01 graphic

ერთიანი ევროპა ვერ შეიქმნება ერთბაშად ანდა რაიმე ერთი გეგმის საფუძველზე. მისი აშენება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული მიღწევების საშუალებით, პირველ რიგში კი უნდა დამყარდეს ჭეშმარიტი სოლიდარობა;

- დაძლეული უნდა იქნეს საფრანგეთისა და გერმანიის ძველთაძველი ოპოზიცია; ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი პირველ რიგში ამ ორ ქვეყანას უნდა შეეხებოდეს, თუმცა დაიშვება ყველა იმ ევროპული სახელმწიფოს მონაწილეობა, რომელიც აღნიშნულ მიზნებს გაიზიარებს;

- დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული ზომები ერთ თითქოსდა პატარა, მაგრამ ამ დროს არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხთან დაკავშირებით: საფრანგეთისა და გერმანიის ქვანახში-რის მოპოვება და ფოლადის წარმოება მთლიანად დაექვემდებაროს საერთო უმაღლეს ორგანოს;

- ამ ეკონომიკური ინტერესების შერწყმა გაზრდის ცხოვრების დონეს და ჩამო-აყალიბებს ევროპის თანამეგობრობას;

- უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება წევრი ქვეყნე-ბისათვის. თვით უმაღლესი ორგანო უნდა შედგებოდეს დამოუკიდებელი პირებისგან და მასში თანაბარი წარმომადგენლობა უნდა იყოს. ორგანოს გადაწყვეტილებების შესრულება აუცი-ლებელი იქნება.

2.4 ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მომზადება

▲ზევით დაბრუნება


ფრანგული ინიციატივის (რომელიც ძალიან მალე ფრანგულ-გერმანულ ინიციატივად იქცა) ხორცშესასხმელად საჭირო იყო სწრაფი მოქმედება. 1950 წლის 20 ივნისს საფრანგეთმა პარიზში მოიწვია მთავრობათაშორისი კონფერენცია, რომელსაც ჟან მონე თავმჯდომარეობდა. მოწვევას გამოეხმაურა ბენელუქსის სამი ქვეყანა და იტალია. დაიწყო მოლაპარაკების პროცესი. ჟან მონემ განსაზღვრა მოლაპარაკების ხასიათი: „ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა განვახორციელოთ საერთო მიზანი - მოვილაპარაკოთ არა ჩვენი კერძო ეროვნული კეთილდღეობის, არამედ საყოველთაო კეთილდღეობის შესახებ. გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ ჩვენს საუბარში გამოვრიცხავთ პარტიკულარისტულ გრძნობებს. თუ ჩვენ, აქ შეკრებილნი, შევძლებთ ჩვენი მეთოდების შეცვლას, მაშინ ყველა ევროპელის დამოკიდებულებაც თანდათანობით შესაბამისად გამოიცვლება“.(1)

დისკუსია იძლეოდა შესაძლებლობას, გარკვეულიყო და განსაზღვრულიყო ახალი საერთაშორისო სტრუქტურის ტიპი. საკამათო არ გამხდარა უმაღლესი ორგანოს დამოუკიდებლობისა და ძალაუფლების საკითხი, რადგან ეს წინადადების ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა. ნიდერლანდების მოთხოვნით შეიქმნა მინისტრთა საბჭო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა ყველა წევრი ქვეყანა და რომელსაც გარკვეულ საკითხებზე თანხმობის მიცემა დაეკისრა. საპარლამენტო ასამბლეასა და მართლმსაჯულების სასამართლოს საბოლოოდ უნდა დაეხვეწათ სტრუქტურა, რომელიც საფუძვლად ედო არსებული თანამეგობრობების ინსტიტუციურ სისტემებს.

0x01 graphic

1951 წლის 18 აპრილს ხელი მოეწერა პარიზის ხელშეკრულებას; ეს იყო პირველი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაარსდა ევროპული თანამეგობრობა.

მოლაპარაკების მონაწილეთა ყურადღების ცენტრში იყო ის ფაქტი, რომ მათ მინიჭებული ჰქონდათ პოლიტიკური მანდატი, შეექმნათ აბსოლუტურად ახლებური ორგანიზაცია ამ უკანასკნელის მიზნებისა და მეთოდების გათვალისწინებით. დაარსების პროცესში მყოფი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტრადიციული მთავრობათაშორისი ორგანიზაციებისთვის დამახასიათებელი გაუგებრობის თავიდან აცილება: ერთსულოვნების მოთხოვნა ეროვნული ფინანსური წვლილის საკითხში და აღმასრულებლის დაქვემდებარება ეროვნული სახელმწიფოების წარმომადგენლებისადმი.

1951 წლის 18 აპრილს 50 წლით მოეწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც დაარსდა ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება (ECSC). ხელშეკრულება რატიფიცირებული იქნა ექვსი ხელისმომწერი ქვეყნის მიერ და 1952 წლის 10 აგვისტოს უმაღლესმა ორგანომ ჟან მონეს ხელმძღვანელობით ბინა დაიდო ლუქსემბურგში.

_____________________

(1) ჟან მონე, მოგონებები

3 II - შუმანის გეგმა: ევროპის თანამეგობრობის დაბადება

▲ზევით დაბრუნება


3.1 ევროპის პირველი თანამეგობრობის ნოვატორული პრინციპები

▲ზევით დაბრუნება


შუმანის წინადადებები რევოლუციური ხასიათისაა. ამ წინადადებათა უპირველესი ფასდაუდებელი პრინციპია სუვერენიტეტზე უარის თქმა შეზღუდულ, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სფეროში. გეგმა, რომელიც არ ეფუძნება ამ პრინციპს, ვერ შეძლებს მნიშვნელოვანი და სასარგებლო წვლილის შეტანას იმ უმთავრეს პრობლემათა გადაჭრის საქმეში, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს არსებობას. თუმცა ნაციებს შორის თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ ეს ვერ გადაწყვეტს ჩვენს პრობლემას. საჭიროა ევროპის ხალხთა ინტერესების გაერთიანება და არა მხოლოდ ამ ინტერესების წონასწორობის შენარჩუნების ახალი მცდელობა...“

ჟან მონე

მიზეზი იმისა, რომ პარიზის ხელ-შეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დასრულებას დაახლოებით ერთი წელიწადი დასჭირდა, იყო ის გარემოება, რომ ამ მოლაპარაკებებმა წამოჭრა ისეთი მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებზეც ჟან მონეს სურდა, სათანადო პასუხები გაცემულიყო. როგორც დავინახეთ, ეს არ იყო ტრადიციული დიპლომატიური მოლაპარაკება. ექვსი მთავრობის მიერ დანიშნული პირები შეიკრიბნენ, რათა საფუძველი ჩაეყარათ სრულიად ახლებური - და ხანგრძლივი - სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემისათვის.

ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერ თიანების დამფუძნებელი ხელშეკრულე-ბის პრეამბულაში, რომელშიც ხუთი მოკლე აბზაცი შედის, სრულად არის მოცემული ერთიანი ევროპის მშენებლობის მესვეურთა მამოძრავებელი დოქტრინა:

„ვითვალისწინებთ რა, რომ შეუძლე-ბელია მსოფლიოში მშვიდობის გარანტირება, თუკი არ იქნა მიღებული მუქარისა და საფრთხის პროპორციული ქმედითი ზომები;

დარწმუნებულნი ვართ რა, რომ მშვი-დობიან ურთიერთობათა შესანარჩუნებლად ფასდაუდებელია წვლილი, რომელიც გაერთიანებულ და სათანადოდ ორგანიზებულ ევროპას შეუძლია შეიტანოს ცივილიზაციაში;

ვაღიარებთ რა, რომ ერთიანი ევროპის აშენება შესაძლებელია, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი სოლიდარობის განმაპირობებელი მხოლოდ კონკრეტული მიღწევების საშუალებით, აგრეთვე, ეკონომიკური განვითარე-ბისთვის ერთიანი საფუძვლის ჩაყრით;

გვამოძრავებს რა სურვილი, წევრი ქვეყნების ძირითადი წარმოების გაფართოების საშუალებით დავეხმაროთ მათ ცხოვრების დონის ამაღლებაში და გავაგრძელოთ მშვიდობისაკენ სწრაფვა;

გვამოძრავებს რა მისწრაფება, ძველთაძველი მტრობა წევრ ქვეყნებს შორის მათი უმთავრესი ინტერესების ერთობით შევცვალოთ; საერთო ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებით დასაბამი დავუდოთ უფრო ფართო და ყოვლისმომცველ ერთობას იმ ხალხებს შორის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთის მიმართ სისხლიანი დაპირისპირებით გამოირჩეოდნენ, და საძირკველი ჩავუყაროთ ისეთი ინსტიტუტების შექმნას, რომლებიც მიმართულებას მისცემენ მომავალში საერთო, საზიარო ბედ-იღბალს“.

0x01 graphic

პირველი ევროპული რკინის ზოდიამოისხა 1953 წლის 30 აპრილს ლუქსემბურგში, ეშ-სიურ-ალზეტში. ამ მოვლენას ზეიმობენ ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანების უმაღლესი ორგანოს პრეზიდენტი ჟან მონე და სხვა წევრები.

„მსოფლიო მშვიდობა“, „პრაქტიკული მიღწევები“, „ჭეშმარიტი სოლიდარობა“, „უმთავრესი ინტერესების გაერთიანება“, „თანამეგობრობა“, „მომავალში საერთო, საზიარო ბედიღბალი“ - ეს არის ის ძირითადი სიტყვები, რომლებიც წარმოადგენს როგორც სულისკვეთების, ისე თანამეგობრობის მეთოდის ემბრიონულ ფორმას და დღესაც კი ინარჩუნებს თავის მამოძრავებელ პოტენციალს.

თუმცა ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ძირითადი მიზანი - ქვანახშირისა და ფოლადის ბაზრის მართვა - დღეს აღარ არის ისევე მნიშვნელოვანი, როგორც 1950-იანი წლების ევროპული ეკონომიკისთვის იყო, ინსტიტუციური პრინციპები, რომლებიც ამ ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბდა, ახლაც მეტად აქტუალურია. სწორედ ეს პრინციპები იყო ის მამოძრავებელი ძალა, რომლის მოსავალსაც ჩვენ ახლა ვიმკით და რომელიც ასაზრდოებს პოლიტიკურ მრწმასს, არას გზით რომ არ უნდა ვუღალატოთ, თუ არ გვინდა, ჩვენი ძვირფასი „acquis communautaire“ (ტერიტორია, რომელზეც საერთო კანონმდებლობა ვრცელდება) საშიშროების წინაშე რომ აღმოჩნდეს.

შუმანის გეგმამ დასახა თანამეგობ-რობის ოთხი პრინციპი, რომლებიც თანამეგობრობის ამჟამინდელი შენობის საფუძველს წარმოადგენს.

ინსტიტუტების უმნიშვნელოვანესი როლი

ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებული თანასწორუფლებიანობის, კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრისა და უთანხმოებათა მშვიდობიანი გზით მოგვარების საერთაშორისო პრინციპების გამოყენება ცივილიზაციის წარმატებაზე მეტყველებს. ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს გამოცდილი ჰქონდათ ქაოსი, ძალადობა და დესპოტიზმი, რომლებიც თან სდევენ ნებისმიერ ომს. მთელი მათი ძალები მიმართული იყო იმისაკენ, რომ ჩამოეყალიბებინათ თანამეგობრობა, სადაც უფლება ძალაზე მაღლა იდგებოდა. ჟან მონეს ხშირად მოჰყავდა შვედი ფილოსოფოსის, ამიელის, სიტყვები: „ყოველი ცალკეული ადამიანის გამოცდი-ლება ახალი სტარტია. ბრძენდებიან მხოლოდ ინსტიტუტები: ისინი აგროვებენ კოლექტიურ გამოცდილებას და, იმავე გამოცდილების წყალობით, იძენენ სიბრძნეს; ამ წესს დამორჩილებული ადამიანის ბუნება არ შეიცვლება, მაგრამ თანდათანობით შეიცვლება მისი საქციელი.“

ქვეყნებს შორის ურთიერთობების მშვიდობიან და დემოკრატიულ საფუძველზე დამყარება, დომინირებისა და ნაციონალიზმის სულიკვეთების აღმოფხვრა იყო ის ფესვგადგმული მოტივაცია, რომელმაც პირველ თანამეგობრობას მიანიჭა მისი პოლიტიკური არსი და მიუჩინა ადგილი მნიშვნელოვან ისტორიულ მიღწევათა შორის.

თანამეგობრობის ორგანოთა დამოუკიდებლობა

თუ ინსტიტუტებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ფუნქციები, მათ საკუთარი უფლებამოსილებაც უნდა ჰქონდეთ. დღევანდელი თანამეგობრობის ინსტიტუტებიც სარგებლობენ იმ სამი გარანტიით, რომლებიც მინიჭებული ჰქონდა ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანების უმაღლეს ორგანოს:

- წევრების (დღევანდელი კომისრების) დანიშვნა მთავრობებს შორის მიღებული ერთობლივი თანხმობის საფუძველზე.(1) ისინი არ წარმოადგენენ ეროვნულ დელეგატებს. ისინი უბრა-ლოდ ადამიანები არიან, რომლებიც კოლეგიალურად იყენებენ თავიანთ ძალებს და რომლებსაც შეუძლიათ, არ მიიღონ მითითებები წევრი ქვეყნებისგან. ევროპის სახელმწიფო სამსახური ექვემდებარება იმავე წესსა და ლოიალობას თანამეგრობის მიმართ;

- ფინანსური დამოუკიდებლობა ხორციელდება საკუთარ რესურსებზე გადასახადების დაწესებით და არა ისე, როგორც ამას აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ანუ აწესებენ ეროვნულ შენატანებს, რაც შეიძლება ყოველთვის კითხვის ქვეშ მოექცეს;

- უმაღლესი ორგანოს, ანუ დღევანდელი კომისიის, პასუხისმგებლობა ექსკლუზიურად ასამბლეის მიმართ (დღევანდე-ლი ევროპარლამენტი), რომელსაც კენჭისყრისას კვალიფიცირებული უმრავლესობის საშუალებით შეუძლია მისცეს საწინააღმდეგო ხმა.

თანამშრომლობა ინსტიტუტებს შორის

ჟან მონესათვის უმაღლესი ორგანოს დამოუკიდებლობა სისტემის საფუძველს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების პერიოდში მან აღიარა, რომ წევრი ქვეყნებისათვის საჭირო იყო მათი ეროვნული ინტერესების გამოთქმის საშუალების მიცემა. ეს ყველაზე უსაფრთხო გზა იყო განვითარების პროცესში მყოფი თანამეგობრობის დასაცავად ზედმეტად ტექნიკური მიზნებისგან. მას უნდა შეძლებოდა, ჩარეულიყო ისეთ სექტორებში, სადაც ხდებოდა მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებების (რაც მთავრობების პრეროგატივა იყო) მიღება. ამას მოჰყვა უმაღლესი ორგანოს პარალელურად მინისტრთა საბჭოს შექმნა, რომლის როლი მკაცრად იყო შეზღუდული - გადაწყვეტილება მას ერთსულოვნად კი არ უნდა გამოეტანა, არამედ უმრავლესობის აზრზე დაყრდნობით. მისი თანხმობა მხოლოდ გარკვეულ საკითხებში იყო აუცილებელი. უმაღლესმა ორგანომ დაიტოვა მონოპოლია საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით; ეს პრეროგატივა, თუ მას ახლანდელი კომისიის კომპეტენციის ჭრილში განვიხილავთ, მნიშვნელოვანია იმით, რომ თანამეგობრობის ინტერესების დაცვის გარანტიაა. დაწყებული 1951 წლიდან, ოთხ ორგანიზაციას შორის დაიწყო დიალოგი, რომელიც ეფუძნება არა იერარქიას, არამედ თანამშრომლობას. თითოეული ორგანიზაცია ახორციელებს თავის საკუთარ ფუნქციებს გადაწყვეტილებათა მიმღები ყოვლისმომცველი სისტემის საზღვრებში.

თანასწორუფლებიანობა წევრ ქვეყნებს შორის

ვინაიდან საბჭოში ქვეყნების წარმომადგენლობის პრინციპი შერჩეული იყო, რჩებოდა დელიკატური საკითხი მათ მნიშვნელობასთან და წონასთან დაკავშირებით. ვინაიდან ბენელუქსის ქვეყნები და იტალია შიშობდნენ, რომ მოექცეოდნენ უმცირესობაში საერთო წარმოებასთან შედარებით მათ მიერ წარმოებული ქვანახშირისა და ფოლადის მცირე მოცულობის გამო, დაიჭირეს ერთსულოვნების მხარი. გერმანია, მეორეს მხრივ, იცავდა წარმოების პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპს. ამ წინადადებამ არა თუ დაამშვიდა, არამედ უფრო ააღელვა პარტნიორები.

ჟან მონე დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ სახელმწიფოთა თანასწორუფ-ლებიანობას შეეძლო ახალი აზროვნების ჩამოყალიბება. მიუხედავად ამისა, მას მშვენივრად ესმოდა, რა რთული იყო არათანაბარი განზომილებების მქონე ექვსი ქვეყნის იძულება, გადაელახათ ვეტოს არჩევა. დიდი ქვეყნების - ერთმანეთთან მიმართებაში - და პატარა ქვეყნების - დიდ ქვეყნებთან-მიმართებაში - „უსაფრთხოებას საფუძვლად ედო „არა“-ს თქმის ძალა, რაც ეროვნული სუვერენიტეტის პრივილეგიაა“ (ჟან მონე). კონფერენციის თავმჯდომარე 1951 წლის 4 აპრილს ბონში შეხვდა კანცლერ ადენაუერს, რათა დაერწმუნებინა თანასწორუფლებიანობის პრინციპის ფასეულობაში:

„უფლებამოსილი ვარ, შემოგთავაზოთ, ურთიერთობა საფრანგეთსა და გერმანიას შორის ევროპის თანამეგობრობაში დაეფუძნოს თანასწორუფლებიანობას საბჭოში, ასამბლეასა და მომავალ თუ არსებულ ინსტიტუტებში. . . ნება მიბოძეთ, დავამატო, რომ სწორედ ასე მესახებოდა ურთიერთობები გაერთიანებაზე ფიქრისას, რაც საწყისი წერტილი იყო ახლანდელი ხელშეკრულებისა; მე მგონი, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი პირველი შეხვედრისას თქვენი შეხედულებაც ასეთი იყო. დისკრიმინაცია ყოველთვის მსოფლიოს ყველა უბედურების დედა იყო, თანამეგობრობას კი მისი დამარცხება სურს.“

კანცლერმა უპასუხა:

„კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი სერიოზულობით ვეკიდები ჩემი ქვეყნის უფლებების თანასწორობას მომავალში და როგორ ვწუხვარ, რომ წარსულში შესაძ-ლებელი გახდა მისი ჩათრევა დისკრიმინაციულ აზროვნებაში. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვხატო თქვენი წინადადების მიმართ. ვერ წარმომიდგენია თანამეგობრობა, რომელიც თანასწორუფლებიანობაზე არ იქნება დამყარებული.“

ასე ჩაეყარა იურიდიული და მორალური საფუძველი თანამეგობრობას, საფუძველი, რომელიც თანამეგობრობის ცნებას განსაზღვრავს.

3.2 ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება - პირველი ქვა საერთოევროპულ შენობაში

▲ზევით დაბრუნება


წარსულში ერთმანეთთან მეომარ ქვეყნებს შორის არ არსებობდა ხელშეკრულება მშვიდობის შესახებ, ამიტომ პირველი ევროპული თანამეგობრობა წარმოადგენდა ნდობის აქტს როგორც გერმანიისა და საფრანგეთისათვის, ისე მათი პარტნიორებისათვის, დაევიწყებინათ წარსულის შეცდომები და მომავალში ემოქმედათ კეთილი ნებისა და ერთმანეთის ნდობის საფუძველზე. ისტორიისა და ნაციონალისტური ოპოზიციის წარმატება-წარუმატებლობის მიუხედავად, პროცესი, რომელიც 1950 წელს დაიწყო, აღარ შეჩერებულა. ევროპის თავდაცვის გაერთიანების პროექტს, რომელმაც მარცხი განიცადა 1954 წლის 30 აგვისტოს, 1952 წლის 27 მაისს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემდეგ, არ დაუკარგავს თავდაპირველი იმპულსი. ბენელუქსის ქვეყნების სახელმწიფო მოღვაწეებმა, პოლ ჰენრი სპააკმა, იან ბეიენმა და ჯოზეფ ბეჩმა, შეძლეს პროცესის გადატანა მესინაში 1955 წლის ივნისისათვის. მიზანმიმართული მოძრაობა რომის ხელშეკრულებისაკენ, რომელსაც ხელი მოეწერა 1957 წლის 25 მარტს და რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა და „ევრატომი“, კიდევ უფრო გაამძაფრა საერთაშორისო მოვლენებმა: სუეცის კრიზისმა და უნგრეთში გატარებულმა რეპრესიებმა მიანიშნეს ევროპას, რომ აუცილებელი იყო გაერთიანება. ევროპული გაერთიანებები, რომლებმაც ბინა დაიდეს ბრიუსელსა და ლუქსემბურგში, გაიზარდნენ როგორც აზრობრივი, ისე მონაწილეთა რაოდენობის თვალსაზრისით.

მოხდა საერთო ბაზრების გაერთიანება საერთო პოლიტიკის საფუძველზე სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობაში, რეგიონულ და სოციალურ საკითხებში, კვლევაში, გარემოს დაცვაში, განათლებასა და მესამე სამყაროსთან თანამშრომლობაში. 1972 წელს თანამეგობრობას შემოუერთდნენ გაერთიანებული სამეფო, ირლანდია და დანია, მოგვიანებით კი საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია, რითაც გაიზარდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის მონაწილეობა თანამეგობრობაში. 1955 წელს გაერთიანებაში შევიდნენ ავსტრია, ფინეთი და შვედეთი; ევროპის თანამეგობრობა ახლა უკვე თხუთმეტი სახელმწიფოსაგან შედგებოდა.

1973 და 1979 წლების ნავთობის კრიზისებით დასუსტებულმა თანამეგობრობამ მაინც წინააღმდეგობა გაუწია ცენტრისკენულ ტენდენციებს, მოახდინა თავისი ერთიანობის კონსოლიდირება და 1979 წელს შემოიღო ევროპული მონეტარული სისტემა. აღნიშნულმა სისტემამ თანდათანობით გაკვალა გზა ნელი, მაგრამ შეუქცევადი მოძრაობისათვის ეკონომიკური და სავალუტო ერთიანობისკენ, რომელმაც ნაყოფი 1999 წლის 1 იანვარს გამოიღო - ევროკავშირის 11-მა ქვეყანამ მიიღო ევრო.

როგორც ნებისმიერმა ახალმა წამოწყებამ, ვერც ევროპის გაერთიანებამ აუარა გვერდი „კბილების გაჭრის“ პრობლემას: ორგანიზაციული კრიზისი, როცა 1965 წელს ერთ-ერთი წევრი ქვეყანა დააეჭვა კენჭისყრის უმრავლესობის სისტემამ; ფინანსური კრიზისი, გამოწვეული შეუსაბამობით საკუთარ რესურსებსა და ხარჯების სწრაფ ზრდას შორის, რაც, თავის მხრივ, შედეგად მოჰყვა ახალი წესების გავრცელებას და საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ხარჯების ზრდას.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კატეგორიული იყო მათი მოთხოვნები, არც ერთ წევრ ქვეყანას არ უფიქრია თანამეგობრობის დატოვება - ეს თანამეგობრობა შეუცვლელ საფუძველს წარმო-ადგენდა მისი წევრი ქვეყნების განვითარებისა და საერთაშორისო სტატუსისათვის.

1984 წელს ევროპარლამენტმა მიიღო პროექტი ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებისა, რომლის მიხედვითაც ინსტიტუტებს უნდა შეესრულებინათ მნიშვნელოვანი ნახტომი ინტეგრაციის თვალსაზრისით. 1985 წელს დიდ საშინაო ბაზარზე „თეთრი ფურცლის“ მიღებით კომისიამ, ჟაკ დელორის ხელმძღვანელობით, გამოხატა კონკრეტული შეხედულება ამ გადაწყვეტილებაზე და მიზნის მიღწევისათვის დასახა დღე - 1993 წლის 1 იანვარი.

1986 წელს წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს ერთიან ევროპულ აქტს; მათი სულისკვეთება და ინსტიტუციური მეთოდი შუმანისეული გეგმიდან საზრდოობდა. რომის ხელშეკრულების მთავარ მიზანს წევრმა სახელმწიფოებმა დაუმატეს მთელი რიგი სპეციფიური მიზნებისა, რომლებიც ეხებოდა დიდ ბაზარს საზღვრების გარეშე, და იქვე შეიმუშავეს შესაბამისი განრიგი. მათ განაახლეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, ანუ გააფართოეს გადაწყვეტილების მიღების მასშტაბი კვალიფიცირებული უმრავლესობის საშუალებით. მათ ევროპის მილიონობით მოქალაქეს აღუდგინეს იმედი - შესთავაზეს ფართო ჰორიზონტი და მისცეს ცვლილებების პროცესში მყოფი მსოფლიოს პირობების მისაღებად აუცილებელი სახსრები.

როცა ევროპის ინსტიტუტებს საბოლოო შესწორებები შეჰქონდათ შიდა ბაზარში და აფართოებდნენ ევროპის თანამეგობრობის ეკონომიკურ და სოციალურ განზომილებებს, ისტორიამ კვლავ შეახსენა მათ თავისი არსებობა და ის, რომ მისი გათვალისწინება შეუძლებელია, რომ ის არის დიდი ძალა, რომელიც ცდის ევროპელებს - როგორ მიიღებენ ისინი და შეეწყობიან ცვლილებების პროცესში მყოფ მსოფლიოს.

1990 წლის 3 ოქტომბერს ბერლინის კედლის დაცემას მოჰყვა გერმანიის გაერთიანება და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დემოკრატიზება, გათავისუფლება საბჭოთა კავშირის უღლისაგან, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლამ 1991 წლის დეკემბერში ჩვენი კონტინენტის პოლიტიკურ სტრუქტურას დიდი ცვლელებები მოუტანა.

ქვეყნები კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ დილემის წინაშე, გაეკეთებინათ უმტკივ-ნეულო არჩევანი ეროვნული პოლიტიკის მიმდინარე ინტერესების საფუძველზე თუ აერჩიათ თავისი ერთობლივი მომავლის საერთო ხედვა და მართვა. წევრმა ქვეყნებმა ირჩიეს, უპირატესობა ერთიანი ევროპის ინტერესებისთვის მიენიჭებინათ და ჩაერთოთ ეს გადატრიალება საერთო პერსპექტივაში. მათ გადაწყვიტეს ევრო-კავშირის კონსოლიდირება ახალი ხელშეკრულებით. ახალი სახელმძღვანელო იდეები ამ ხელშეკრულებისთვის მიღებული იქნა ევროპული საბჭოს მაასტრიხტის სხდომაზე 1991 წლის 9-10 დეკემბერს.

ხელშეკრულებამ ევროკავშირის შესახებ, რომელიც ძალაში 1993 წლის 1 ნოემბერს შევიდა, წევრ ქვეყნებს დიდი გეგმები დაუსახა: მონეტარული ერთიანობა 1999 წლისათვის, ახალი საერთო პოლიტიკის ჩამოყალიბება, ევროპის მოქალაქეობის დადგენა, საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის შემუშავება და შიდა უსაფრთხოება. მაასტრიხტის ხელშეკრულების შესწორებულმა მუხლმა წევრ ქვეყნებს უკარნახა მოლაპარაკების გამართვა ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი 1997 წლის 2 ოქტომბერს მოეწერა ამსტერდამში. ხელშეკრულებამ შესწორებები შეიტანა და გააძლიერა კავშირის პოლიტიკა და რესურსები, განსაკუთრებით იურიდიული თანამშრომლობის სფეროში, მოქალაქეებს მისცა თავისუფლად გადაადგილების უფლება, გააუმჯობესა საგარეო პოლიტიკა და გააჯანსაღა საზოგადოება. ევროპარლამენტმა, კავშირის უშუალო დემოკრა-ტიულმა რუპორმა, იკისრა ახალი ვალდებულებები და კანონმდებლობის შემუშავე-ბაში მონაწილის როლი.

არსებობის ორმოცდაათმა წელიწადმა ვერ შეძლო იმ მამოძრავებელი სულისკვეთების შემცირება, რომლიდანაც წარმო-იშვა ევროპის ქვეყნების თანამეგობრობა.

ნეტა თუ იღებენ ყურად დამფუძნებელი მამების მემკვიდრეები, რომლებიც დღეს არიან პასუხისმგებელნი ადამიანების ბედზე მთელს კონტინენტზე, ლისაბონიდან ტალინამე, დუბლინიდან ვარშავამდე, ჟან მონეს უკანასკნელ შეგონებას(2), შეგონებას იმ ადამიანისა, რომელიც იყო პირველი თანამეგობრობის გზის გამკვალავი და რომელიც ემუდარება შთამომავლებს, გაიზიარონ მომავლის მისეული ხედვა?

____________________

(1)ევროკომისია ასევე ექვემდებარება ევროპარლამენტის მიერ მიცემულ ფორმალურ ხმას

(2) „ჩვენ ვერ გავჩერდებით, როცა მთელი მსოფლიო ჩვენს გარშემო მოძრაობის პროცესშია. საკმაოდ გასაგებად გამოვთქვი ჩემი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჩვენს მიერ დაფუძნებული თანამეგობრობა არ წარმოადგენს საბოლოო ვარიანტს? ეს ცვლილებების პროცესია, რომელიც აგრძელებს იმ პროცესს, ისტორიის უფრო ადრეულ პერიოდში ცხოვრების ჩვენი ეროვნული ფორმები რომ შექმნა. ისევე, როგორც წარსულში ჩვენმა პროვინციებმა, დღეს ჩვენმა ერებმაც უნდა ისწავლონ ერთად ცხოვრება საერთო წესების გათვალისწინებით. წარსულში სუვერენულ ერებს აღარ ძალუძთ დღევანდელი პრობლემების გადაჭრა; მათ არ შეუძლიათ საკუთარი წინსვლის უზრუნველყოფა ანდა საკუთარი მომავლის გაკონტროლება. თანამეგობრობა კი მხოლოდ საფეხურია მომავლის ორგანიზებული მსოფლიოსაკენ მიმავალ გზაზე” (ჟან მონე, მემუარები).

4 III - კითხვები XXI საუკუნის ევროპას

▲ზევით დაბრუნება


1999 წლის 10-11 დეკემბერს ჰელსინკიში გამართულ ევროპული საბჭოს სხდომას ევროპის აღმშენებლობის მემატიანეები უთუოდ ევროკავშირისთვის გარდატეხის წერტილად მოიხსენიებენ. ამ დღეს წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებმა გადაწყვიტეს, კავშირის წევრობასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაზე დაშვებულ სახელმწიფოთა რაოდენობა 12-მდე გაეზარდათ. სწორედ ჰელსინკიში მიენიჭა თურქეთს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ამის საფუძველზე კი მასთან მოლაპარაკების დაწყება შესაძლებელი გახდებოდა დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილებული იქნებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმები. 2003 წლის 1 იანვარი დაისახა დღედ, როცა, ხელშეკრულებათა გადახედვასთან დაკავშირებული კონფერენციის დამთავრების შემდეგ, ევროკავშირის კარი გაიღება ახალი კანდიდატების პირველი ნაკადისთვის. ამით სახელმწიფოების თუ მთავრობების მეთაურებმა ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის მეტად პატივმოყვრული პროგრამა დასახეს. გარდა ამისა, ევროპულ საბჭოს სურდა, გამოტანილიყო დასკვნები კოსოვოს კონფლიქტიდან, რომელმაც წარმოაჩინა ევროკავშირის ზღურბლზე განვითარე-ბული კონფლიქტის აღმოსაფხვრელად შეიარაღებული ძალების აუცილებლობა.

ამგვარად, ჰელსინკის შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა უზარმაზარ ნაგებობას, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ფუძემდებელი მამების მიერ 50 წლის წინ დაწყებულ მშენებლობას. დღეს ევროკავშირის ინსტიტუტებმა და მოქალაქეებმა უნდა გასცენ პასუხი მომავალთან დაკავშირებულ სამ ძირითად კითხვას:

* ევროკავშირი: რა ზომის და ვისთვის?

ახლა ყურადღება უნდა მივაქციოთ ევროკავშირის გეოგრაფიულ საზღვრებს. რა არგუმენტები არსებობს იმისათვის, რომ უარი ეთქვას ევროკავშირში შემოსვლაზე კავშირის ახლანდელი თუ მომავალი წევრი სახელმწიფოების მოსაზღვრე ქვეყნებს (გარდა იმ არგუმენტებისა, რომლებიც დაკავშირებულია დემოკრატიის პრინციპების პატივისცემასთან და „acquis communautaire“-თან, კერძოდ, საერთო პოლიტიკასა და თანამეგობრობის კანონმდებლობასთან)?

* ევროკავშირი: როგორ?

მომავალი დეკადის განმავლობაში 15 ქვეყნისგან შემდგარი ევროკავშირის ზრდა 30 წევრამდე წარმოშობს კითხვას, რომელიც დაკავშირებულია კავშირის ფუნქციონირებასთან, გადაწყვეტილების მიღების მისი პროცედურების ეფექტიანობასთან, მის ჰომოგენურობასა და კავშირის ურთიერთობასთან თავის მოქალაქესთან: რას წარმოადგენს ევროკავშირი: სახელმწიფოების ფედერალურ გაერთიანებას, რაც გულისხმობს საერთო ვალუტას, თავდაცვასა და მოქალაქეობას, თუ თავისუფალ ტერიტორიას, რომელსაც მეთვალყურეობენ საარბიტრაჟო ორგანოები, რათა უზრუნველყონ კონკურენციის წესების დაცვა?

* ევროკავშირი: რისთვის?

გლობალიზაციის პროცესი, რომელიც სახელმწიფოებსა და საზოგადოებებს აიძულებს, გიგანტური ნაბიჯებით იარონ სოციალური ყოფის მისასადაგებლად პლანეტის ახლებურ წესებთან, ევროპელებს გაუჩენს საჭიროებას, უფრო ღრმად ჩაწვდნენ, თუ რა ანიჭებს მათ ინდივიდუალურობას და რა აერთიანებს ევროპელებად. არსებობს თუ არა განვითარების რაიმე მოდელი, რომელიც დამახასიათებელია ჩვენი კონტინენტისთვის და დაფუძნებულია საზიარო ფასეულობებსა და იდეაზე, რომ ყველანი ერთ ცივილიზაციას მივეკუთვნებით? იზიარებენ თუ არა ევროპელები ერთნაირ შეხედულებას ადამიანის ადგილის შესახებ საზოგადოებაში, ერთად გამოეხმაურებიან თუ არა სამომავლო ამოცანებს, მაგალითად, მდგრად განვითარებას და ბიოეთიკას? მზად არიან თუ არა, ერთად აიღონ პასუხისმგებლობა თავის შიდა უსაფრთხოებასა და კოლექტიურ თავ-დაცვაზე?

ყველა ეს კითხვა ევროპის გარშემო წარმოქმნილ დებატებს განუყოფელს ხდის შიდა პოლიტიკური დებატებისგან, რომლებშიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა აქტიური დემოკრატიის კონტექსტში.

4.1 გაფართოების მიმდინარე პროცესი: სამშვიდობო ინვესტიცია ევროპაში

▲ზევით დაბრუნება


„ევროპის გაერთიანებას ვერ მივაღწიეთ, ამიტომ გაიმართა ომი“

რობერტ შუმანის 1950 წლის 9 მაისის დეკლარაცია

1989 წლის ნოემბერში ბერლინის კედლის დაცემა მშვენიერი სიგნალი იყო კონტინენტისთვის. გერმანელი ხალხის ლტოლვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ, რაც სწრაფად გაიზიარა კომუნისტურმა ბლოკმა, ლენინური პარტიების დიქტატურაზე ძლიერი აღმოჩნდა და გაუმკლავდა ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მიერ თავსმოხვეულ შეიარაღებულ მუქარას. თავის მხრივ, საბჭოთა კავშირმა 1991 წლის 26 ნოემბერს გამოაცხადა ქვეყნის დაშლის შესახებ. ცივი ომის დასასრული ახალი სამყაროს შექმნის მაუწყებელი იყო. ეს შედარებით ნაკლებად სტაბილური სამყარო უფრო ღია და თავისუფალი გახდებოდა, ადამიანები შეძლებდნენ თავიანთი ბედ-იღბლის თავად განსაზღვრას. შეისხამს ხორცს, ბოლოს და ბოლოს, რობერტ შუმანისეული ხედვა მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობებში გამთლიანებული კონტინენტისა? ევროპის თანამეგობრობა ცდილობს, შესაბამისად გამოეხმაუროს იმ ახალი ქვეყნების მოთხოვნებს, რომლებიც, ბოლოს და ბოლოს, გათავისუფლდნენ გარეშე ძალთა ბატონობისგან, მაგრამ ძირი აქვთ გამოთხრილი დაქცეული ეკონომიკის წყალობით და მიისწრაფიან სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისკენ.

1989 წლის ივლისში პარიზში დიდი შვიდეულის სამიტზე წამყვანმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა ევროკომისიას პოლონეთისა და უნგრეთისათვის ეკონომიკური დახმარების პროგრამის კოორდინირება სთხოვეს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დანარჩენმა წევრებმა მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას და შეთანხმდნენ, ჩამოეყალიბებინათ 24 წევრისგან (თანამეგობრობის 12 იმდროინდელი წევრი, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ექვსი წევრი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია, ავსტრალია და თურქეთი) შემდგარი ჯგუფი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და პროგრამამ „PCARE“ 1990 წელს ფინანსური დახმარება გაუწიეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. პროგრამა „PCARE“ (დახმარება პოლონეთისა და უნგრე-თისათვის ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის მიზნით) გავრცელდა ჩეხეთის რესპუბლიკაზე, სლოვაკიაზე, ბულგარეთ-ზე, რუმინეთზე, ბალტიისპირეთის სამსახელმწიფოზე, ალბანეთზე და ყოფილი იუგოსლავიის ზოგ სახელმწიფოზე.

0x01 graphic

წლის 2 ოქტომბერს ამსტერდამის ხელშეკრულების ხელმოწერა ახალი ეტაპი იყო ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

პროგრამები მოიცავს ხუთ პრიორიტეტულ სფეროს: დახმარების მიმღები ქვეყნების მიერ წარმოებული საქონლის-თვის დონორი ქვეყნების ბაზრების ხელმისაწვდომობას; სოფლის მეურნეობას და საკვების წარმოებას; ინვესტირების ხელშე-წყობას; პროფესიულ მომზადებას და გარემოს დაცვას.

მთავარი მოსაზრება, რომელიც პროგრამებს უდევს საფუძვლად, არის ის, რომ გაწეულმა დახმარებამ ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებათა პროცესის მიმდინარეობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და საშუალება მისცეს მათ, მონაწილეობა მიიღონ ევროპულ ინტეგრაციაში.

ევროკავშირის პოლიტიკის ტენდენცია უფრო პროგრამების დაფინანსებაა, ვიდრე ცალკეული პროექტებისა. პროგრამების მართვა და განხორციელება დეცენტრა-ლიზებულია და ყოველთვის მიიღება ზომები სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების ჩასართავად, რათა ამ პროცესში საზოგადოების რაც შეიძლება ფართო მასები იქნეს მოზიდული.

ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა 1990 წლიდან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო-ებისათვის თითქმის 140 მილიარდი ეკიუ გამოყვეს კრედიტებისა და დახმარების სახით.

კონტინენტის მასშტაბით უფრო სრული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ევრო-კავშირმა განავრცო და გააფართოვა პროგრამა „PCARE“ და ასოცირებული შეთანხმებები დადო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან. ეს ,,ევროპული შეთანხმებები,“ რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებით, ზღვარს ავლებს ეროვნული და ევროკავშირის კომპეტენციის სფეროებს შორის.

ამ შეთანხმებათა ძირითადი მიზნებია:

  • პოლიტიკური დიალოგი;

  • თავისუფალი ვაჭრობა და გადაადგი-ლება;

  • ეკონომიკური თანამშრომლობა;

  • ფინანსური თანამშრომლობა;

  • კულტურული თანამშრომლობა.

1993 წლის 22 ივნისს ევროპული საბჭოს კოპენჰაგენის სხდომაზე მიღებული იქნა პრინციპი, რომლის თანახმადაც ასოცირებულ წევრებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, თუკი სურთ, შეუძლიათ გახდნენ ევროკავშირის წევრები: ,,ასოცირებული სახელმწიფო ევროკავ-შირის წევრად მიღებული იქნება მაშინვე, როგორც კი შეძლებს იკისროს წევრო-ბასთან დაკავშირებული ვალდებულებები ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების შესრულების თაობაზე.“ ეს პირობები გულისხმობს სტაბილურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, უმცირესობათა პატივისცემას, ისეთი საბაზრო ეკონომიკის არსებობას, რომელიც შეძლებს ევროკავშირში არსებული კონკურენციის პირობებში მოქმედებას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავალუტო ერთიანობასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებას.

აღნიშნული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმები კანდიდატი ქვეყნებისაგან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს; ამ ქვეყნების მოქალაქეებმა დიდი მსხვერპლი უნდა გაიღონ თავიანთი ქვეყნების ეკონომიკის რეკონსტრუქციისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისათვის. თუმცა თავად ევროკავშირიც ასრულებს მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ ხალხების მიმართ, რომლებიც ისტორიის დრამატული მოვლენე-ბის გამო დღევანდელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. გერმანიის გაერთიანება, 1992 წლის 7 თებერვალს ხელმოწერილი მაასტრიხტის ხელშეკრულების გადაწყვე-ტილებათა ხორცშესხმა, 1999 წლის 1 იანვარს ევროს შემოღება, რასაც მოჰყვა ამსტერდამის ხელშეკრულების ხელმოწერა, გამოხატავს კავშირის სურვილს, კვლავაც განაგრძოს ინტეგრაციის გზით სვლა.

ევროკავშირის სტრუქტურის კონსო-ლიდირებისათვის კანდიდატი ქვეყნებისთვის კარის გაღებამდე ინსტიტუტებმა უმთავრეს ამოცანებად განსაზღვრეს საერთო წესების შემოღება და ამოქმედება ისეთ სექტორებში, რომლებიც წარმოიშობა და მოახდენს შიდა ბაზრის კონსოლიდირებას საერთო ვალუტის საფუძველზე და ამით ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების წარმოქმნას და მოქალაქეების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას კავშირის მასშტაბით.

კავშირის საზღვრებთან სტაბილურობა წევრი სახელმწიფოების მთავრობათა უმთავრესი საზრუნავი იყო 1990-იან წლებში. არსებობდა ტერიტორიული კონფლიქტების, ეთნიკური სიძულვილისა და ნაციონალისტური ტენდენციების წარმო-შობის სერიოზული საშიშროება იმ ადგილებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობში ტოტალიტარული რეჟიმების უღლის ქვეშ იყო. ყოფილი იუგოსლავიის დაშლა უკვე მაუწყებელი იყო მომავალში საშინელი კონფლიქტების წარმოშობისა ბოსნიასა და კოსოვოში, იგივე ემუქრებოდა სხვა რეგიონებსაც. დასავლეთ ევროპის მიერ გამოვლენილი სოლიდარობა ასეთივე საფრთხის წინაშე იდგა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ევროკავშირის შემადგენელ ნაწილად ქცევა, მისი დემოკრატიული ინსტიტუტებითა და ღია ეკონომიკით სარგებლობა არის და მომავალშიც იქნება სტიმული, რომელმაც უნდა ამოძრაოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები.

თავისი გადაწყვეტილებით, დახმარებოდა წევრობის კანდიდატ ქვეყნებს და ევროპის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი - 80 მილიარდი ევრო (ანუ 2000-2006 წლების ვალდებულების 11,83%25) გამოეყო მათთვის, ბერლინის ევროპულმა საბჭომ 1999 წლის 25 მარტს აშკარად დაგვანახა სოლიდარობის საჭიროება. ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინვესტირება კონტინენტის სტაბილურობისა და მისი ერთიანი მომავლისათვის. მაგრამ სიძნელეს მხოლოდ ფინანსური მხარე არ წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია პოლიტიკურ ნაწილთან, კერძოდ კი, შუმანისეულ პროექტთან შესაბამისობასთან. XX საუკუნის პირველი ნახევრის მოსისხლე მტრების შერიგება და მშვიდობიანი თანაარსებობა საუკუნის ბოლოსთვის უმნიშვნელოვანესი წარმატებაა. საუკუნის მეორე ნახევარში კონტინენტს, რომელიც მიისწრაფის გაერთიანებისაკენ, ელოდება ისეთივე მნიშვნელოვანი ამოცანა: ხალხმა უნდა ისწავლოს ერთად ცხოვრება მშვიდობისა და ტოლერანტობის პირობებში, შეძლოს ეთნიკური პრობლემებისა და წარსულის სიძულვილის დაძლევა, მოახერხოს ინდივიდუალურობისა და ერთმანეთზე დამოკიდებულების შეთავსება. სახელ-მწიფოები, რომლებმაც ახლახანს დაიბრუნეს სუვერენიტეტი, უნდა დათანხმდნენ ევროკავშირის საერთო წესების შესრულებაზე. მათ უნდა გაიგონ, რომ თანამეგობრობის ძალა ეფუძნება ევროკავშირის კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტებისთვის მინიჭებულ ძალაუფლებას.

4.2 ძლიერი, დემოკრატიულიევროკავშირის ინსტიტუციური რეფორმა

▲ზევით დაბრუნება


მთავარია, სწრაფად მივყვეთ იმ რამდე-ნიმე პრინციპს, რომლებითაც თავიდანვე ვხელმძღვანელობთ: ევროპელებს თანდათანობით შევუქმნათ ფართო საერთო ინტერესები, რომლებსაც მოემსახურება ის საერთო დემოკრატიული ინსტიტუტები, აუცილებელი სუვერენი-ტეტი რომ გადაეცა. ასეთი დინამიკა ყოველთვის ამართლებს, გვაშორებს ცრურწმენას, გვათავისუფლებს საზღვრებისაგან და აფართოებს მათ კონტინენტის მასშტაბით სულ რამდენიმე წელიწადში მაშინ, როცა ამ პროცესს ჩვენი უძველესი ერების ჩამოსაყალიბებლად საუკუნეები დასჭირდა.“

ჟან მონე („მემუარები“)

ევროკავშირის კარი ღიაა ყველა ევრო-პული სახელმწიფოსათვის. ეს ნიშნავს, რომ არსებულმა და მომავალმა წევრმა სახელ-მწიფოებმა ორი პრობლემა უნდა გადაჭრან. პირველი პრობლემაა ის, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს ევროკავშირი ისე, რომ ძირი არ გამოეთხაროს გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმს ან კავშირის პოლიტიკურ ინდივიდუალობას, რადგან მისი ინსტიტუტების შექმნისას წევრი სახელმწიფოების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე დღეს, ხოლო მეორე პრობლემაა, თუ როგორ უნდა განავითარონ ასეთი განსხვავებული ნიადაგისა და კულტურის ხალხებმა ერთად ცხოვრების სურვილი, იქნებიან თუ არა ისინი მზად თავიანთი სუვერენიტეტის ნა-წილის დასათმობად.

მოახერხებს თუ არა ევროკავშირი, რომლის წევრთა რაოდენობა ახლად დაწყებული დეკადის განმავლობაში 25-მდე გაიზარდა (შეიძლება 30-35-მდეც გაიზარდოს) ფუნქციონირებას 1950 წელს ექვსი ქვეყნისათვის ჩამოყალიბებული ინსტიტუტების საზღვრებში?

უეჭველია, რომ, როგორი შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს საერთოევროპული ძალისხმევის წარმატებით განპირობებული მიღწევები, შეიძლება საგრძნობლად გაუარესდეს ამ მიღწევების საფუძველი და შესუსტდეს გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმი, თუ თავიდანვე რეფორმების განხორციელება დაიწყება. ევროპის თანამეგობრობა თანდათან გადაიზარდა პოლიტიკურ კავშირში, გააერთიანა რა სახელმწიფოები და ხალხები. 1979 წლიდან ევროპარლამენტის არჩევნებმა პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით და მისი საკანონმდებლო და ზედამხედველობითი ძალაუფლების თანდათანობითმა ზრდამ ინსტიტუტებს დემოკრატიული გამოცდი-ლება შესძინა. 25 ქვეყნის კავშირი, რომე-ლიც 500 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს, მომავალი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოქმედი პირი იქნება.

ამსტერდამის ხელშეკრულებასთან (ძალაში შევიდა 1999 წლის 1 მაისს) დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე დაიწყო მცდელობა, ხელშეკრულების ტექსტსა და ინსტიტუციურ პრაქტიკაში შეტანილიყო და დანერგილიყო ევროკავშირის პასუხისმგებლობის ზრდა როგორც მისი მოქალაქეების, ისე დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. მაგრამ ასევე აუცილებელი გახდა გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ეფექტიანობის შენარჩუნება და წევრ ქვეყნებს შორის ბალანსის დაცვა, რაც დაკავშირებული იყო მათ შესაბამის დემოგრაფიულ მდგომარეობასთან. ამიტომ 1999 წლის 11 დეკემბრის ჰელსინკის ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, მოეწვია ახალი მთავრობათაშორისი კონფერენცია, რომელიც განსაზღვრავდა, თუ რა ცვლილებები უნდა შეტანილიყო ევროპულ ხელშეკრულებებში 2000 წლის დეკემბრისათვის. აღნიშნული კონფერენცია გაიმართება წლის პირველ ნახევარში პორტუგალიის თავმჯდომარეობით, ხოლო მეორე შეკრებას უხელმძღვანელებს საფრანგეთი. კონფერენციის მიზანია, განსაზღვროს ევროკომისიის მოცულობა, შეაფასოს ხმები მინისტრთა საბჭოში და იმ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესაძლო ზრდა, რომლებიც შეიძლება მიიღოს კვალიფიცირებულმა უმრავლესობამ. შესაძლებელი იქნება სხვა რეფორმების გატარებაც, რომლებმაც, ალბათ, უნდა გაითვალისწინოს მექანიზმი იმისათვის, რომ გაზრდილ ევროკავშირს ძველებურად შეეძლოს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება და მოქალაქეთა მოლოდინის დაკმაყოფილება. 1999 წლის ივნისის ევროპული არჩევნებისას მოქალაქეებმა გამოავლინეს უფრო დიდი გამჭვირვალეობის და ინსტიტუტებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. მათ გაუჩნდათ კითხვები: ვინ იღებს გადაწყვეტილებებს კავშირში? როგორ ხდება გადაწყვეტილებათა მიღება? როგორ შეუძლია საზოგადოებას თანამეგობრობის ბიუჯეტში ჩარიცხული ფულადი სახსრების განკარგვის შემოწმება?

0x01 graphic

ევროპის პარლამენტის პლენარული სესია: უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური როლი ევროპის მოქალაქეების სამსახურში.

რეზოლუციაში, რომელსაც კენჭი ეყარა 1999 წლის 18 ნოემბერს, ევროპარლამენტმა შეაფასა მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმა და მნიშვნელოვანი ამოცანა, კერძოდ, გაერთიანების „კონსტიტუციონალიზაცია“, დაუსახა. ამის მიზანია ევროპის დაახლოება თავისივე მოქალაქეებთან, საერთო ინსტიტუტების სხვადასხვა პასუხისმგებლობათა მკაფიოდ და ყოვლისმომცველად განსაზღვრა. ამ მცდელობას უნდა მოეხდინა ხელშეკრულებათა გაერთიანება ერთ ტექსტში და ორი ნაწილის დიფერენცირება:

- კონსტიტუციის ნაწილი, რომელიც დასახავდა კავშირის მიზნებს, ფუნდამენტურ უფლებებს და ინსტიტუტებთან და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებთან დაკავშირებულ დებულებებს;

- ნაწილი, რომელიც აღწერდა საერთო პოლიტიკას, რაც პროცედურების განხილვას უფრო მოქნილს გახდიდა.

წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ეროვნულ პარლამენტებთან და ევროკომისიასთან ერთად ევროპარლამენტი ჩართულია ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების წესდების შექმნაში; მუშაობა დაიწყო 1999 წლის დეკემბერში, კოლონის ევროპული საბჭოს მიერ 1999 წლის 4 ივნისს გაცემული მანდატის საფუძველზე.

კომისიამ, რომელსაც 1999 წლის 15 სექტემბრიდან რომანო პროდი თავმჯდომარეობდა, ევროპარლამენტის დახმარებით თავის თავზე აიღო კავშირის რეფორმირება. 1999 წლის 10 ნოემბერს კომისიის პრეზიდენტისა და პასუხისმგებელი წევრის, მიშელ ბარნიეს მიერ წარდგენილ დოკუმენტში - „ინსტიტუტების ადაპტირება, რათა გაფართოების პროცესი წარმატებული გამოდგეს“ - გამოთქმულია აზრი, რომ მიმდინარე რეფორმა არ ნიშნავს მხოლოდ გზის გაკვალვას გაფართოებისათვის, ის ნიშნავს სტაბილურობას ევროპული ინსტიტუციური სისტემისათვის. კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კვალიფიცირებული უმრავლესობის საარჩევნო ხმების გაზრდას საბჭოში:

„ის ფაქტი, რომ წევრი ქვეყნების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, ნიშნავს, რომ გაცილებით წინ უნდა წავიწიოთ. სხვადასხვა წევრების ინტერესები სულ მალე ისეთი მრავალფეროვანი გახდება, რომ ადვილი შესაძლებელი იქნება კავშირის მუშაობის ბლოკირება. . . აქედან გამომდინარე, კვალიფიცირებული უმრავ-ლესობით კენჭისყრა ნორმა უნდა გახდეს, ძალიან მცირედი გამონაკლისის გარდა იმ საკითხებისათვის, რომლებიც ნამდვილად ფუნდამენტურია ან სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა აქვს.“

ჟან მონე ერთა ლიგის გამოცდილების თვითმხილველი იყო და იცნობდა ისეთ ინსტიტუტებს, რომელთა საზღვრებშიც სახელმწიფოს ჰქონდა უფლება, ეთქვა „არა“. მონე გრძნობდა, რომ „ვეტო ერთდრულად იყო მიზეზიც და სიმბოლოც იმისა, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დადგომა“.

თანამეგობრობის ინსტიტუციური სისტემის საფუძველს წარმოქმნის დღიდან წარმოადგენს საბჭოში კვალიფიცირებული უმრავლესობით კენჭისყრის გაფართოება, გადაწყვეტილების ევროპარლამენტის თანამონაწილეობით მიღება და ევრო-კომისიის განსაკუთრებული უფლების - გამოიჩინოს ინიციატივა - პატივისცემა. შეიძლება თუ არა 30 წევრი ქვეყნისაგან შემდგარი კავშირი მიჩნეული იქნეს სიცოცხლისუნარიანად, თუ ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილების შეჩერება ვეტოს უფლების გამოყენებით?

დაუშვებელია კავშირის გაძლიერების, კონსოლიდირების და გაფართოების გამიჯვნა ან მიჩნევა ერთმანეთთან შეუთავსებელ აუცილებლობად. კანდიდატი ქვეყნების ინტერესებშია, გახდნენ ისეთი ინსტიტუციური სისტემის ნაწილი, რომლის სტრუქტურები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ეფექტურია გადაწყვეტილების მიღების პროცედურების თვალსაზრისით. აღნიშნული სტრუქტურა რაციონალური უნდა იყოს კავშირის მოქალაქეების თვალში და მისი აღქმა უნდა შეეძლოთ იმ არაწევრ ქვეყნებსაც, რომლებიც ევროკავშირში გაერთიანებას ელიან. მიმდინარე მთავრობათაშორისი კონფერენცია უნდა დამთავრდეს 2000 წლის ბოლოს და მოამზადოს კავშირი გაწევრიანებასთან დაკავშირებული პირველი ხელშეკრულებების ხელმოსაწერად დაწყებული 2003 წლიდან იმ პირობით, რომ ამ პერიოდისათვის დამთავრებული იქნება მოლაპარაკებები კანდიდატ ქვეყნებთან, ხელშეკრულებები რატიფიცირებული იქნება წევრი ქვეყნების მიერ და წარდგენილი იქნება დასამტკიცებლად ევროპარლამენტისათვის. ევროპარლამენტის 2004 წლის ივნისის არჩევნებში (შემდეგ კი, 2005 წლიდან, ახალ ევროკომისიაში) აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები. აღნიშნული პერსპექტივა გვაფიქრებინებს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი ქვეყნების მთავრობები, კანდიდატი ქვეყნების მთავრობებთან ერთად, მზად არიან ამ პრობლემასთან შესაჭიდებლად. კავშირი, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი ინსტიტუტების რეფორმირებას, გაფართოებას, წარმატებების კონსოლიდირებას პოლიტიკური მშენებლობის გზაზე, დამფუძნებელი მამების ოცნების ხორცშესხმა იქნება.

4.3 ევროპის მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად ჩამოყალიბებული პოლიტიკური კავშირი

▲ზევით დაბრუნება


თავდაცვის მნიშვნელობა ევროკავშირის მიერ სამშვიდობო მისიის შესრულების საკითხში

მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის ადამიანების მისწრაფება უსაფრთხოებისა და მშვიდობისაკენ წარმოადგენს მოქალაქესა და სახელმწიფო უწყებებს შორის არსებული სოციალური შეთანხმების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და სამართლებრივ საფუძველს. ამ უკანასკნელ წლებში საერთაშორისო საზოგადოებრიობა ნაკლებად ზრუნავს უსაფრთხოებაზე ევროპის კონტინენტზე. დრამატულმა მოვლენებმა ბოსნიაში, კოსოვოსა და ჩეჩნეთში უდანაშაულო ადამიანებისათვის სასტიკი შედეგი გამოიღო, გაახსენა კაცობრიობას მასიური ძალმომრეობის მაგალითები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა XX საუკუნეში და რომლებიც, სიძულვილისა და თავდაცვის იდეოლოგიის სახელით, ხორციელდებოდა მილიციის ძალებით.

ევროკავშირს ნაკისრი აქვს, წინ აღუდგეს ძალადობას არა მარტო ყველა ხელშეკრულებაში ძირითად პრინციპად ინტერესთა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის შეტანით, არამედ მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხის გატანით თავის საზღვრებს გარეთ და აქტიური დამცავი დიპლომატიის საშუალებით განმტკიცებით. აღნიშნულ დიპლომატიას ზურგს უმაგრებს ფინანსური წყაროები, ეკონომიკური დახმარება და დადგენილი „ნოუ-ჰაუ”, როცა საქმე ეხება კონფლიქტების გადაწყვეტას.

მაასტრიხტის ხელშეკრულებამ, რომელიც ძალაში შევიდა 1993 წლის 1 ნოემბერს, სისტემის სახე მისცა და გააძლიერა დიპლომატიური ურთიერთობის ის წესები და გამოცდილება, რომლებიც უკვე გამოიყენებოდა ევროპის ქვეყნებს შორის. ხელშეკ რულების მიზანი განსაზღვრულია მე-5 თავში: „საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ევროკავშირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ყოველივე ეს გულისხმობს საბოლოოდ თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რამაც, დროთა განმავლობაში, შეიძლება საერთო თავდაცვამდე მიგვიყვანოს.“ ევროპის ქვეყნების ტრადიციულ საგარეო მოღვაწეობასთან შესაბამისობის გაძლიერებით ამსტერდამის ხელშეკრულება საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ამდიდრებს ახალი ინსტრუმენტებით. ამჟამად ევროკავშირს აქვს ისეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტრუქტურები, რომლებიც მას აძლევს საერთაშორისო პოლიტიკაში ყველა წევრის სახელით „ერთი ხმით“ ლაპარაკის საშუალებას. საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალი რანგის წარმომადგენელი ისევე, როგორც მინისტრთა საბჭოს გენერალური მდივანი, მოქმედებს ევროპული საბჭოს უფლებამოსილებისა და კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე და განუხრელად იცავს კავშირის დიპლომატიურ ხაზს. ევროკავშირის მიზანია, მსოფლიო მასშტაბით აამოქმედოს მის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობები. მან ყურადღება უნდა მიაქციოს საერთო ფასეულობების, ფუნდამენტური ინტერესების, კავშირის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და უსაფრთხოების დაცვას. თავისი მოქმედებით ევროკავშირი ცდილობს მშვიდობის შენარჩუნებას, დემოკრატიისა და კანონის უზენაესი ძალის განმტკიცებას.

დასავლეთ ევროპის კავშირი

დასავლეთ ევროპის კავშირი 1948 წელს კოლექტიური თავდაცვის მიზნითდააარსეს ბელგიამ, საფრანგეთმა, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა და გაერთიანებულმა სამეფომ. დასავლეთ ევროპის კავშირში შედის 28 ქვეყანა, რომლებისთვისაც იგი წარმოადგენს ფორუმს დიალოგისა და თანამშრომლობისათვის უსაფრთხოებასთან და თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში. კავშირის წევრი ათი ქვეყანა ამავე დროს ევროკავშირის წევრი სახელ-მწიფოა და ხელი აქვს მოწერილი ჩრდილო ატლანტიკის ხელშეკრულებებზე. ევროკავშირის ხუთ სახელმწიფოს (დანია, ირლანდია, ავსტრია, ფინეთი და შვედეთი, რომლებიც არ შედიან ნატო-ში) აქვს დამკვირვებლის სტატუსი.

ნატო-ს ევროპული წევრები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ევროკავშირს (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასთან ერთად) და რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროპულ შეთანხმებებს კავშირთან, წარმოადგენენ დასავლეთ ევროპის კავშირის წევრებს, როგორც ასოცირებული წევრები ან ასოცირებული პარტნიორები.

ევროკავშირი წარმოადგენს ეკონომი-კურ, სავალუტო და კომერციულ ძალას, რომელიც წარმოდგება დიპლომატიური როლის მქონე მოთამაშედ. ამ მოთამაშეს აქვს საშუალება, ხმა მიაწვდინოს მსოფლიოს. განვითარების პერსპექტივა კარნახობს ევროკავშირს, ისარგებლოს დასავლეთ ევროპის კავშირის გამოც-დილებით სამხედრო საკითხებში. ამსტერდამის ხელშეკრულება სახავს დასავლეთ ევროპის კავშირის ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის საშუალებას.

1999 წლის 11 დეკემბერს გამართულმა ჰელსინკის ევროპული საბჭოს შეხვედრამ დასახა შემდგომი ნაბიჯები ევროპული ინდივიდუალობის შექმნის საქმეში, რაც დაკავშირებული იყო უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან. პრინციპი, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის მითითების საფუძველზე სამხედრო ოპერაციების დაწყებისა და წარმართვის ავტონომიურ შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპის პოლიტიკური როლის განმტკიცების საქმეში. 1999 წლის 24 აპრილს ვაშინგტონში გამართული შეხვედრა, რომელმაც თავი მოუყარა ნატო-ს ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელებს, მიესალმა „ამსტერდამის ხელშეკრულების ახალ ძალისხმევას, რო-ელიც მიმართული იყო ევროპის საერთო პოლიტიკის გაძლიერებისკენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში.“ იქვე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ „ევროპის უფრო გაზრდილი როლი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი თანამშრომლობის განვითარების საქმეში, რაც ასე ძლიერ გვჭირდება XXI საუკუნეში. თანამშრომლობა კი, თავის მხრივ, წარმოადგენს კოლექტიური თავდაცვის საფუძველს წევრი ქვეყნებისათვის.“

ჰელსინკის ევროპულმა საბჭომ, შესა-ბამისად, გამოიტანა დასკვნები ევროკავ-შირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აიღოს ავტონომიური როლი ევროპის მიერ ალიანსის საზღვრებში განხორციელებულ მოქმედებებში. საბჭოზე გადაწყდა, რომ „წევრ ქვეყნებს, რომლებიც მოხალისეობის პრინციპით თანამშრომლობდნენ ევროკავშირის მიერ წარმოებულ ოპერაციებში, 2003 წლისათვის უნდა შეეძლოთ სამხედრო ძალების (დაახლოებით 50 000 - 60 000 ადამიანის) გაშლა 60 დღეში და მათი შენახვა, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში.“ ამ ძალებს ერთობლივად უნდა შეეძლოთ „ჰუმანიტარული და საევაკუაციო, მშვიდობის დაცვის და საბრძოლო მისიების შესრულება კრიზისის მართვის და მშვიდობის აღდგენის მიზნით,“ როგორც ეს გათვალისწინებულია ამსტერდამის ხელშეკრულების საფუძველზე შესწორებულ ევროკავშირის შექმნის შესახებ ხელშეკრულების მე-17 მუხლში. პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და სამხედრო კომიტეტებისა და საერთო შტაბბინის შექმნა ევროკავშირს მისცემს სამოქმედო ინსტრუმენტებს, რომლებიც აუცილებელია ამგვარი მისიის განსახორციელებლად.

ამგვარად, ევროკავშირი თანდათან შლის ადამიანთა მეხსიერებიდან ევროპის თავდაცვის გაერთიანებასთან დაკავშირებულ სამწუხარო მარცხს, რომელმაც 1954 წელს ხელი შეუშალა ინტეგრაციის მცდელობას. კოსოვოს მოვლენებმა, ახალმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ, რომელიც სათავეს „ცივი ომის“ ბოლო წლებიდან იღებს, საერთაშორისო საქმეებში ევროკავშირის როლის ზრდასთან დაკავშირებით პოლიტიკური კავშირის შექმნის აუცილებლობამ განამტკიცეს ძლიერი ავტონომიური ევროპის სამომავლო პერსპექტივა.

უმცირესობათა უფლებების გარანტირებასთან დაკავშირებული დიპლომატია

შეიარაღებული ინტერვენცია უკანას-კნელი ხერხია დემოკრატიისათვის მას შემდეგ, რაც წარუმატებლობას განიცდის ყველანაირი დიპლომატიური გზა და მოლაპარაკება. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა პრიორიტეტს ანიჭებს იმ პრინციპების ექსპორტირებას, რომლებმაც უზრუნველყო კავშირის მშვიდობიანი განვითარება: საერთო კეთილდღეობისკენ სწრაფვა, კანონის უზენაესობა, სადავო საკითხების მოგვარება ინსტიტუტების მიერ, დისკრიმინაციასა და უპირატესო-ბებზე უარის თქმა.

პრინციპებმა, რომლებსაც ემყარება საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, უკვე დაამტკიცა თავისი ნაყო-ფიერება და უკეთესი მომავალი დასახა მძიმე მდგომარეობაში მყოფი რეგიონებისათვის კონტინენტზე. მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად ევროკავშირის მიერ განხორციელებულმა პირველმა ერთობლივმა ღონისძიებამ უზრუნველყო პარიზში 1995 წლის 21 მარტს სტაბილურობის შესახებ პაქტის დადება. ამ პაქტის (რომელსაც იმ დროიდან მოყოლებული ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია მართავდა) მიზანს წარმოადგენდა საზღვრების კონსოლიდირება და ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მცხოვრებ უმცირესობათა უფლებების დაცვა. ევროკავშირმა დაამკვიდრა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონულ მოლაპარაკებათა მრგვალ მაგიდასთან წარმოების მეთოდი. ასეთი დიალოგის შედეგად შესაძლებელი გახდა ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების დადება მონაწილე სახელმწიფოებს შორის და ძველი, ისტორიული კონფლიქტებისთვის ბოლოს მოღება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის სტაბილურობის შესახებ პაქტის (მიღებული იქნა 1999 წლის ივნისში კოლონში და სათავეს იღებდა კოსოვოს ომის გაკვეთილებიდან) მხარდაჭერით ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მშვიდობიანი დიალოგის დიდი უპირატესობა და თავისი სწრაფვა საერთო კეთილდღეობისაკენ. შეიძლება თუ არა რეგიონული მრგვალი მაგიდის მეთოდის გამოყენება ბალკანეთის, კავკასიის თუ ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოების მიმართ? ევროკავშირი მოწოდებულია მშვიდობისა და რეგიონული ინტეგრაციის „ინჟინრად”. ამგვარად იგი აგრძელებს ჟან მონეს მიერ სტრასბურგში პარლამენტის წინაშე 1954 წლის 30 ნოემბერს გამოთქმულ აზრს: „სხვადასხვა ქვეყნებს შორის თითოეულის უპირატესობა შეზღუდულია ამ ქვეყნის მცდელობათა შედეგებით, მეზობლებთან შედარებით მიღებული მოგებითა და იმ სიძნელეებით, რომლებსაც ეს ქვეყანა იმავე მეზობლებს გადასცემს. ჩვენს თანამეგობრობაში თითოეული წევრი ქვეყნის უპირატესობას წარმოადგენს მთლიანობაში ყველას კეთილდღეობა.“

გადაადგილება ევროკავშირის ფარგლებში სრული თავისუფლებისა დაუსაფრთხოების პირობებში

თანამეგობრობის ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლება, ყველანაირი შემოწმებისა და შეზღუდვის გარეშე, ევროკავშირის მოქალაქეთა მიზანსა და უფლებას წარმოადგენდა ჯერ კიდევ 1986 წლის საერთო ევროპულ აქტსა და 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულებაში. წარმოუდგენელი იქნებოდა ისეთი საერთო ბაზრის არსებობა, სადაც საზღვრებზე თავისუფლად იმოძრავებდა საქონელი, კაპიტალი და მომსახურება, მაგრამ იგივე არ შეეხებოდა იმავე ტერიტორიის მოსახლეობას. გარდა ეკონომიკური ლოგიკისა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს შრომის მობილურობას და კადრების საუკეთესო განაწილებას, ეს საკითხი წარმოადგენს ევროპის მოქალაქეობის არსს, რომელმაც გადაწონა პირადი შემოწმების გაუქმების საკითხის დასაბუთებისას. 1985 წლის 14 ივნისის შენგენის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს წევრმა ქვეყნებმა, თანდათანობით გავრცელდა კავშირის ყველა სახელმწიფოზე (გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის გარდა) და შესაძლებელი გახადა აღნიშნული ზომის რეალურად განხორციელება, რასაც ევროპელები სიხარულით შეხვდნენ. რამდენი ჩვენგანი იტყვის დღეს უარს ამ ელემენტარულ უფლებაზე, ისევე თავისუფლად იმოგზაუროს ბერლინიდან ლისაბონში ან რომიდან სტრასბურგში, როგორც საკუთარ ქვეყანაში? 1997 წელს დადებულმა ამსტერდამის ხელშეკრულებამ შენგენის ხელშეკრულების პრინციპები შეიტანა ტექსტში, რომლის საფუძველზეც დაარსდა ევროკავშირი.

შეუძლებელი იქნებოდა, კითხვის ქვეშ დამდგარიყო სახელმწიფოს ისეთი ტრადიციული პრეროგატივა, როგორიც არის მისი ეროვნული სუვერენიტეტის ნაწილი - სასაზღვრო შემოწმება, თუ მოქალაქეებს ვერ შევუქმნიდით გარანტიას, რომ მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა მთლიანად ევროპასა და მათ საკუთარ ქვეყნებში. საზოგადოებრიობა უფრო და უფრო მეტ შეშფოთებას გამოთქვამს დღევანდელი დაუცველობის, მცირე და სერიოზული დანაშაულების (რომლებსაც აძლიერებს იარაღისა და ნარკოტიკულ ნივთიერებათა კონტრაბანდა), საერთაშორისო დანაშაულების, არალეგალური იმიგრაციისა და ტერორიზმის გამო.

0x01 graphic

ფინეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ტამპერეს ევროპულ საბჭოში მოწვეული იქნა სპეციალური შეხვედრა (1999 წლის 15-16 ოქტომბერი), რომელზეც განიხილეს ამსტერდამში მიღებული დებულებების განხორციელების საკითხი. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღნიშნული დებულებების გავლენას ევროპელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე: „თავისუფლების განცდა მოითხოვს შესაბამის კანონმდებლობას, როცა ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ სასამარ-თლოსა და მმართველ ორგანოებს ნებისმიერი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ისევე თავისუფლად, როგორც თავის მშობლიურ ქვეყანაში. დამნაშავეებმა ვერ უნდა შეძლონ სარგებლობა წევრი ქვეყნების კანონმდებლობაში არსებული განსხვავებებით... ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირი მზად არის მათი თავისუფლებისა და კანონიერი უფლებების დასაცავად ნებისმიერი მოძალადის მუქარისაგან. დანაშაულისა და კრიმინალური ორგანიზაციების წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა მთელს ევროკავშირში. პოლიციისა და სასამართლო მექანიზმების ერთობლივი მობილიზება აუცილებელია იმის გარანტირებისათვის, რომ ევროკავშირში არ იქნება დასამალი ადგილი ბოროტმოქმედისა თუ ბოროტმოქმე-დებისათვის.“

„ჩვენ არ ვაყალიბებთ კოალიციებს სახელმწიფოთა შორის, ჩვენი მიზანია ადამიანებს შორის კავშირის დამყარება,“ - თქვა ჟან მონემ.

ევროკავშირის ლტოლვამ როგორც საგარეო, ისე შიდა უსაფრთხოებისკენ უნდა მოიპოვოს მოქალაქეთა მხარდაჭერა და განხორციელებული უნდა იქნეს გამჭვირვალეობისა და დემოკრატიული კონტროლის პირობებში. ევროპულმა საბჭომ გამოთქვა თავისი განზრახვა, წაახალისოს ღია დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ სფეროში არსებული მიზნებისა და პრაქტიკული მხარეების შესახებ, რომლებიც ჯერ შემუშავების პროცესშია. უეჭველია, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი პროექტის განსახორციელებლად ფასდაუდებელია დემოკრატიული დებატები. ასევე უეჭველია, რომ ევროკავშირი დადგება ძალიან მნიშვნელოვანი და დელიკატური ამოცანის წინაშე, როცა მოლაპარაკებას დაიწყებს კანდიდატ ქვეყნებთან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან და საკითხი შეეხება კავშირის უკვე არსებულ მიღწევებს ამ სფეროში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს იმ გარე საზღვრების კონტროლი, რომლებიც აზიისა და რუსეთის საზღვრებამდე ვრცელდება.

5 დასკვნა: მოქალაქე - ევროპული პროექტის მთავარი საზრუნავი

▲ზევით დაბრუნება


ყველაზე მეტად გვჭირდება გულებისა და გონების ერთობის აშენება, რომელსაც ზურგს გაუმაგრებს საერთო ბედ-იღბლის შეგრძნება - იდეა, რომ ევროპის საერთო მოქალაქეები ვართ.“

რომანო პროდი,
ევროკომისიის პერეზიდენტი,
მიმართვა ევროპარლამენტისადმი 1999 წლის 14 სექტემბერს

0x01 graphic

ახალგაზრდობა ევროპის მომავალია. შესაბამისად, ევროკავშირმა მათთვის მოამზადა დიდი პროგრამები ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება, სპეციალური მომზადება, მოსწავლეთა გაცვლა და დასაქმება. ეს საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანე-სია ევროპის მოქალაქეებისათვის.

რა არის ინტეგრაციის უმთავრესი მიზანი? აშენდეს ევროპა ხალხისათვის თუ ევროპა ბიზნესმენთათვის? ევროპის თანამეგობრობის დამაარსებლებს ამოძრავებდათ სურვილი, შეექმნათ ისეთი სტრუქტურა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა ევროპის გახლეჩას ახალი ძმათამკვლელი ომით. ამათ ძლიერი, ეფექტიანი ინსტიტუციური სტრუქტურის დაარსება უნდოდათ და ამიტომ უფრო პრაგმატული მიდგომა აირჩიეს, მიდგომა, რომელიც კონცენტრირებული იყო ქვანახშირსა და ფოლადზე, საერთო ბაზარზე, სოფლის მეურნეობასა და კონკურენციაზე. შედეგად მივიღეთ თანამეგობრობა, რომელიც ზოგიერთებს ტექნოკრატიული ეჩვენებათ იმ მხრივ, რომ მას მართავენ სახელმწიფო მოხელეები, ეკონომისტები, იურისტები და მათი მსგავსნი. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ გრანდიოზული ჩანაფიქრი ჩანაფიქრად დარჩებოდა, რომ არა განუხრელი მხარდაჭერა თანამეგობრობის ინსტიტუტების მხრიდან და მათი პოლიტიკური ნება.

ხელშეკრულებებში დასახულ მიზანთა უმრავლესობა მიღწეულია: აღარ არსებობს საბაჟო ან საგადასახადო ბარიერები ან წესები, რომლებიც კრძალავენ ცალკეულ პირთა საქმიანობას ან მომსახურების და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას. ჩვენ შეიძლება ვერ ვხვდებოდეთ, მაგრამ ყოველდღიურად ვიღებთ სარგებელს ახლად შექმნილი საერთო ბაზრისაგან; ეს არის საქონლის ფართო ასორტიმენტის ხელმისაწვდომობა; კონკურენცია, რომლის შედეგადაც კლებულობს ფასები; პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისა და გარემოს დაცვას; უმაღლეს დონეზე ჰარმონიზებული სტანდარტები.

მაგრამ ევროპელობა არა მარტო ევროპელ მომხმარებლობას ან ევროპის ეკონომიკის ხელშეწყობას გულისხმობს. ეს უკვე ევროკავშირის მოქალაქეობასაც ნიშნავს.

იმის წყალობით, რომ თანამეგობრობა მუდამ ცდილობდა სხვადასხვა ქვეყნის დადგენილებათა ერთმანეთთან მიახლოებას, დღეს ყოველი წევრი სახელმწიფო აღიარებს პრაქტიკოსი ექიმების, იურისტების, მედდების, ვეტერინარების, ფარმაცევტების, არქიტექტორების, სადაზღვევო ბროკერების და სხვა მშრომელთა კვალიფიკაციას, რომელიც სხვა წევრ სახელმწიფოებშია მიღებული.

დადგა დრო კულტურული ინტეგრაციისა შემდგომი პროგრესის მისაღწევად და ერთიანი ცნობიერების ჩამოსაყალი-ბებლად.

ამ პროცესში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს განათლებამ და მოსამზადებელმა პროგრამებმა.

საერთო-სახალხო ევროპას ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი. უკვე არსებობს ევროპული პასპორტი (მოქმედებს 1985 წლიდან), ევროპის ჰიმნი („სიხარულის ოდა“ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიიდან) და დროშა (ცისფერ ფონზე თორმეტი ოქროსფერი წრიულად განლაგებული ვარსკვლავი). 1996 წლიდან წევრ სახელმწიფოებში გამოდის მართვის უფლება, რომელიც მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს. და, ალბათ, მალე დადგება დრო, როცა იარსებებს ევროპის ოლიმპიური გუნდები ან მრავალეროვნული შემადგენლობის სამხედრო შენაერთები.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც, ალბათ, უდიდესი ფსიქოლოგიური ზეგავლენა იქონია ხალხისთვის გამიზნული ევროპის შენების საქმეში, იყო 1999 წელს ერთიანი ვალუტის შემოღება.

იმისათვის, რომ ევროპის მოქალაქეს გაეთავისებინა ცნება ,,ევროკავშირი,“ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების თანახმად დაარსდა ომბუდსმენის ინსტიტუტი. ომბუდსმენს (სახელი სკანდინავიური ტრადიციიდან მომდინარეობს) ნიშნავს ევროპარლამენტი და მისი უფლებამოსილების ვადა ემთხვევა ევროპარლამენტის უფლებამოსილების ვადას. ომბუდსმენს შეუძლია თანამეგობრობის ინსტიტუტების თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ საჩივრების მიღება. ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქეს, წევრ სახელმწიფოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს და ამ სახელმწიფოში რეგისტრირებული საქმიანობის მქონე პირებს შეუძლიათ ომბუდსმენს წარუდგინონ საკითხი განსახილველად. საჩივრის მიღების შემდეგ ომბუდსმენი ცდილობს, თანამეგობრობის ინსტიტუტებთან სადავო საკითხი მშვიდობიანად გადაწყვიტოს. ომბუდსმენის ინსტიტუტი 1995 წლის სექტემბერში ამოქმედდა და მას შემდეგ 1400-ზე მეტი საჩივარი მიიღო. მოქალაქეებსა და ინსტიტუტებს შორის კავშირის მნიშვნელოვანი წყაროა ევროპარლამენტის ტრადიცია, მიიღოს წევრი სახელმწიფოების მცხოვრებთა პეტიციები.

ამსტერდამის ხელშეკრულება მიზნად ისახავს, დაუახლოოს ევროკავშირი მოქალაქეებს უმუშევრობასთან, დაუცველობასა თუ იმიგრაციასთან დაკავშირებული მათი პრობლემების გადაჭრის გზით.

გარდა ამისა, ამსტერდამის ხელშეკრულებაში შეიმჩნევა პროგრესი ადამიანთა ძირითადი უფლებების განხორციელების სფეროში. ,,სანქციების პროცედურა“ გულისხმობს, რომ შეჩერებული იქნება იმ წევრი სახელმწიფოს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები, რომელშიც ირღვევა ადამიანთა ძირითადი უფლებები. ამსტერდამის მოლაპარაკებისას გაფართოვდა, აგრეთვე, პრინციპი, მიმართული ეროვნულ (მე-6(ა) მუხლი), სქესობრივ, რასობრივ, რელიგიურ, ასაკობრივ და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ადამიანთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პრინციპს დაემატა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობა.

დაბოლოს, ამსტერდამის ხელშეკრულება ითვალისწინებს იმ პოლიტიკის გაუმჯობესებას, რომელიც ეხება მოქალაქეთათვის ევროპული ინსტიტუტების მიერ შემუშავებული დოკუმენტების გამჭვირვალეობას და ხელმისაწვდომობას.

1979 წელს ევროპარლამენტის წევრთა პირდაპირი არჩევნების შემოღებამ ხელი შეუწყო ინტეგრაციის პროცესის დაკანონებას, ვინაიდან შესაძლებელი გახდა უშუალო კავშირის დამყარება ხალხთან. პარლამენტმა უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს; უფრო მჭიდრო კავშირი უნდა არსებობდეს ცალკეულ ადამიანებთან, რაც ასოციაციებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს; გარდა ამისა, უსათუოდ უნდა შეიქმნას ევროპული პარტიები. თუნდაც მარტო ეს ჩამონათვალი ადასტურებს, რომ, თუმცა თავად ევროპა რეალობას წარმოადგენს, ევროპის მოქალაქეობა ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია.

დიდი შეცდომა იქნებოდა, თუ ევროპის ინტეგრაციას განვიხილავდით მხოლოდ როგორც ჩვენი ქვეყნების ეკონომიკების მისადაგების მცდელობას თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალიზაციის ამოცანებთან. საერთოევროპულ იდეას საფუძვლად უდევს დაკვირვება, რომ „ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდებიან ახალ გარემოში ან რომლებსაც ეკისრებათ ახალი ვალდებულებების შესრულება, ახდენენ თავიანთი საქციელის ადაპტაციას და იცვლებიან. თუ ახალი კონტექსტი უკეთესია, ადამიანებიც უკეთესები ხდებიან: სწორედ ამაში მდგომარეობს ევროპული თანამეგობრობისა და თვით ცივილიზაციის პროცესის მთელი აზრი” (ჟან მონე). ადამიანი მოქცეულია ევროპული პროექტის ცენტრში. მან ნებაყოფლობითი მოქმედებისა და სურვილის საფუძველზე უნდა შეძლოს გაკვეთილის მიღება წარსულის შეცდომებიდან და უკეთესი მსოფლიო მოუმზადოს მომავალ თაობებს. XX საუკუნის ევროპა, კონტინენტი, რომელიც, როგორც ბრძოლის ველი, მოწმეა ისტორიის ყველაზე ტრაგიკული მოვლენებისა, სუვერენული სახელმწიფოებისა და ტოტალიტარული იდეოლოგიების შეჯახებისა, რის შედეგადაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანი იგზავნებოდა ომში ან ხდებოდა დაგეგმილი გენოციდის მსხვერპლი, ამთავრებს თავის ცვლილებას და მესამე ათასწლეულს ხვდება ერთობლივი ინსტრუმენტებით, რომლებიც ყველა ადამიანს ხანგრძლივ მშვიდობას ჰპირდება.

რობერტ შუმანისა და მისი დროის არქი-ტექტორების მიერ დატოვებული მემკვიდრეობის საფუძველზე ახლა უკვე ევროპის ხალხებმა უნდა დაასრულონ კონტინენტის გაერთიანება და მუდმივად იფიქრონ, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია გაერთიანებულ ევროპას ცივილიზაციაში.

6 დანართები

▲ზევით დაბრუნება


6.1 1950 წლის 9 მაისის დეკლარაცია

▲ზევით დაბრუნება


შეუძლებელია მსოფლიოში მშვიდობის გარანტირება, თუკი არ იქნა მიღებული მუქარისა და საფრთხის პროპორციული ქმედითი ზომები.

მშვიდობიან ურთიერთობათა შესანარ-ჩუნებლად ფასდაუდებელია წვლილი, რომელიც გაერთიანებულ და რეორგანიზებულ ევროპას შეუძლია შეიტანოს ცივილიზაციაში. საფრანგეთი, რომელმაც 20 წელიწადზე მეტი ხნის წინ იტვირთა ევროპის გაერთიანებისთვის მებრძოლის როლი, თავის უმნიშვნელოვანეს მიზნად ყოველთვის მშვიდობისთვის ბრძოლას მიიჩნევდა. ევროპის გაერთიანებას ვერ მივაღწიეთ და გაიმართა ომი.

ერთიანი ევროპა ვერ შეიქმნება ერთბაშად ანდა რაიმე ერთი გეგმის საფუძველზე. მისი აშენება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული მიღწევების საშუალებით, პირველ რიგში კი უნდა დამყარდეს დე ფაცტო სოლიდარობა. ევროპის ხალხთა გაერთიანების აუცილებელი პირობაა საფრანგეთისა და გერმანიის ძველთაძველი ოპოზიციის დაძლევა. ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი პირველ რიგში ამ ორ ქვეყანას უნდა შეეხებოდეს.

ითვალისწინებს რა აღნიშნულ მიზანს, საფრანგეთის მთავრობა გთავაზობთ, დაუყოვნებლივ მივიღოთ ზომები ერთ თითქოსდა პატარა, მაგრამ ამ დროს არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხთან დაკავშირებით:

გთავაზობთ, საფრანგეთისა და გერმანიის ქვანახშირის მოპოვება და ფოლადის წარმოება მთლიანად დაექვემდებაროს საერთო უმაღლეს ორგანოს და მოექცეს ერთიანი ორგანიზაციის ფარგლებში; ამ ორგანიზაციის კარი ღია უნდა იყოს ევროპის სხვა ქვეყნებისთვისაც.

ქვანახშირის მოპოვებისა და ფოლადის წარმოების გაერთიანების შედეგად დაუ-ყოვნებლივ უნდა შემუშავდეს საერთო პრინციპები ეკონომიკური განვითარე-ბისთვის, რაც პირველი ნაბიჯი იქნება ევროპის გაერთიანების გზაზე, ეს კი შეცვლის იმ რეგიონების ბედს და დანიშნულებას, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ იარაღისა და საომარი აღჭურვილობის წარმოება და რომლებიც თავად ყველაზე მეტად ზარალდებოდნენ ამ ომებისგან.

ამგვარად დამკვიდრებული ერთიანი წარმოება ნათლად დაგვანახებს, რომ ნებისმიერი ომი საფრანგეთსა და გერმანიას შორის არათუ წარმოუდგენელი, არამედ რეალურად შეუძლებელიც არის. წარმოების ამ მძლავრი სისტემის ჩამოყალიბება, სისტემისა, რომლის კარიც ღია იქნება მონაწილეობის მსურველი ყველა ქვეყნისთვის და რომელიც მოვალე იქნება, ყველა წევრი ქვეყანა თანაბრად უზრუნველყოს სამრეწველო პროდუქციის უმთავრესი ელემენტებით, საფუძველს ჩაუყრის ამ ქვეყნების ჭეშმარიტ ეკონომიკურ ერთიანობას.

ზემოხსენებული პროდუქცია მიეწოდება მთელ მსოფლიოს, არ იქნება არანაირი გარჩევა თუ გამონაკლისები. ამის მიზანია ადამიანთა ცხოვრების დონის ამაღლებისა და მშვიდობიან მიღწევათა ხელშეწყობა. გაზრდილი რესურსების მქონე ევროპას მიეცემა შესაძლებლობა, მიაღწიოს თავის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას - კერძოდ, აფრიკის კონტინენტის განვითარებას.

ამ გზით მარტივად და სწრაფად მოხდება ინტერესთა გაერთიანება, რომელიც ფასდაუდებელია საერთო ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის და რომლის საფუძველზეც წარმოიშობა უფრო ფართო და ყოვლისმომცველი ერთობა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთის მიმართ სისხლიანი დაპირისპირებით გამოირჩეოდნენ.

წარმოების ძირითადი სახეების გაერთიანებით და ისეთი ახალი უმაღლესი ორგანოს დაარსებით, რომლის გადაწყვე-ტილებებიც სავალდებულო იქნება საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა წევრი ქვეყნებისათვის, ეს იდეა მიგვიყვანს ევროპის ფედერაციის პირველ კონკრეტულ რეალიზებამდე, ამას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.

დასახული მიზნების მისაღწევად საფ-რანგეთის მთავრობა მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკებები შემდეგ საფუძველზე:

ზემოაღნიშნული საერთო უმაღლესი ორგანოს ამოცანა უნდა გახდეს წარმოების მოდერნიზება უმოკლეს დროში და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება; საფ-რანგეთისა და გერმანიის, აგრეთვე, სხვა წევრი ქვეყნების ბაზრებისათვის ქვანახშირისა და ფოლადის ერთნაირი პირობებით მიწოდება, სხვა ქვეყნებში ექსპორტის ერთნაირი პირობებით წარმოება და ექსპორტის განვითარება; ამ წარმოებებში მომუშავე პირთა საცხოვრებელი პირობების გათანაბრება და გაუმჯობესება.

დასახული მიზნების მისაღწევად, იმ მეტად განსხვავებული პირობების გათვალისწინებით, რომლებშიც წევრი ქვეყნების წარმოებები ამჟამად იმყოფება, განზრახულია გარკვეული გარდამავალი ღონისძიებების შემოღება (მაგალითად, წარმოებისა და ინვესტირების გეგმის გამოყენება, გათანაბრებული ფასების საკომპენსაციო მექანიზმის შემოღება და წარმოების რაციონალიზების ხელშესაწყობად რესტრუქტურიზაციის ფონდის დაარსება). წევრ ქვეყნებს შორის ქვანახშირისა და ფოლადის მოძრაობა დაუყოვნებლივ გათავისუფლდება ყოველგვარი საბაჟო გადასახადისგან და არ იმოქმედებს განსხვავებული სატრანსპორტო ტარიფები. თანდათანობით დამკვიდრდება პირობები, რომლებიც მწარმოებლურობის უმაღლესი დონის მიღწევის შემთხვევაში თავისთავად უზრუნველყოფს პროდუქციის განაწილებისას ცალკეული ქვეყნების საჭიროებათა გათვალისწინებას.

საერთაშორისო კარტელებისგან განსხვავებით, რომლებიც ეროვნული ბაზრების განაწილებასა და ამ ბაზრების ექსპლუატაციაზე შეზღუდვებს აწესებენ, და მაღალი მოგების შესანარჩუნებლად ჩვენი სტრუქტურა უზრუნველყოფს ბაზრების შერწყმას და წარმოების გაფართოებას.

ზემოთ განსაზღვრული უმთავრესი პრინციპები და ვალდებულებები დაექვემდებარება ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს მოაწერენ სახელმწიფოები, შემდეგ კი ხელშეკრულება ამ სახელმწიფოების პარლამენტებს წარედგინება რატიფიცირე-ბისთვის. თანამეგობრობაში გაწევრიანებაზე განაცხადებთან დაკავშირებული დეტალების მოსაგვარებლად საჭირო მოლაპარაკებები გაიმართება საერთო შეთანხმების საფუძველზე დანიშნული არბიტრის დახმარებით. ამ არბიტრს დაეკისრება თვალყურის მიდევნება, რომ მიღწეული შეთანხმებები შეესაბამებოდეს დასახულ პრინციპებს, ხოლო თუ მდგომარეობა ჩიხში შევა, არაბიტრმა უნდა გადაწყვიტოს, რა გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. ჩვენს მიერ დასახული პროგრამის მმართველ საერთო უმაღლეს ორგანოში შევლენ მთავრობათა მიერ თანაბარი წამომადგენლობის საფუძველზე დანიშნული დამოუკიდებელი პირები. თავმჯდომარე არჩეული იქნება მთავრობების საერთო შეთანხმების საფუძველზე. ამ უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებების ხორცშესხმა შესაძლებელი იქნება საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა წევრ ქვეყნებში. შემუშავდება სათანადო ზომები ამ ორგანოს გადაწყვეტილებათა გასასაჩივრებლად.

უმაღლეს ორგანოში მივლენილი იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელმაც გაერო-ს წელიწადში ორჯერ უნდა წარუდგინოს ანგარიში ახალი ორგანიზაციის მოღვაწეობის შესახებ, განსაკუთრებით კი დასახული მიზნების დაცვასთან დაკავშირებით.

უმაღლესი ორგანოს კომპეტენციაში არ შევა საწარმოთა მფლობელობის მეთოდების დადგენა. თავისი ფუნქციების განხორციელებისას საერთო უმაღლესი ორგანო გაითვალისწინებს რურის საერთაშორისო ორგანოსთვის მინიჭებულ ძალაუფლებას და გერმანიისთვის და-კისრებულ ყველანაირ ვალდებულებას, სანამ ეს ვალდებულებები ძალაში იქნება.

6.2 უმნიშვნელოვანესი თარიღები ევროპულიინტეგრაციის ისტორიაში

▲ზევით დაბრუნება


1950, 9 მაისი
ჟან მონეს მიერ შთაგონებულ სიტყვაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა წამოაყენა წინადადება, რომ საფრანგეთმა, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ და ევროპის ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც სურს მათთან შემოერთება, უნდა გააერთიანონ თავიანთი ქვანახშირისა და ფოლადის რესურსები.

1951, 18 აპრილი
ექვსმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც პარიზში დაარსდა ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება.

1952, 27 მაისი
პარიზში ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაარსდა ევროპის თავდაცვითი გაერთიანება (EDC).

1954, 30 აგვისტო
საფრანგეთის პარლამენტმა უარყო ხელშეკრულება ევროპის თავდაცვითი გაერთიანების შესახებ.

20-დან 23 ოქტომბრამდე
ლონდონის კონფერენციის შემდეგ პარიზში ხელმოწერილი იქნა შეთანხმებები ბრიუსელის მოდიფიცირებული ხელშეკ-რულების შესახებ და დაარსდა დასავლეთ ევროპის კავშირი.

1955, 1 და 2 ივნისი
ექვსი დამაარსებელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს მესინაში და გადაწყვიტეს ევროპული ინტეგრაციის გავრცელება ეკონომიკის ყველა სფეროზე.

1957, 25 მარტი
რომში ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულე-ბები, რომელთა საფუძველზე დაარსდა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და ევროპის თანამშრომლობის ორგანიზაცია ატომური ენერგიის დარგში.

1958, 1 იანვარი
ძალაში შევიდა რომის ხელშეკრულებები და ბრიუსელში ჩამოყალიბდა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ატომური ენერგიის დარგში ევროპის თანამშრომლობის ორგანიზაციის კომისიები.

1960, 4 იანვარი
გაერთიანებული სამეფოს ინიციატივით ხელმოწერილი იქნა სტოკჰოლმის კონვენცია, რომლის საფუძველზეც დაარსდა ევროპაში თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია.

1962, 30 ივლისი
შემოღებული იქნა საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა.

1963, 14 იანვარი
გენერალმა დე გოლმა პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ თანამეგობრობაში გაერთიანებული სამეფოს გაწევრიანებას-თან დაკავშირებით საფრანგეთი გამო-იყენებს ვეტოს უფლებას.

20 ივლისი
იაუნდეში ხელმოწერილი იქნა ასოცირებული შეთანხმება ევროგაერთიანებასა და აფრიკის 18 სახელმწიფოს შორის.

1965, 8 აპრილი
ბრიუსელში ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოხდა სამი თანამეგობრობის აღმასრულებელ ხელისუფლებათა შერწყმა. ეს ხელშეკრულება ძალაში შედის 1967 წლის 1 ივლისს.

1966, 29 იანვარი
მიღწეულია ,,ლუქსემბურგის კომპრომისი“; საფრანგეთმა კვლავ დაიკავა თავისი ადგილი საბჭოში, სანაცვლოდ კი შენარჩუნებული იქნა გადაწყვეტილების ერთხმად მიღების პროცედურა, როდესაც საფრთხე ემუქრება სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესებს.

1968, 1 ივლისი
განრიგით გათვალისწინებულზე 18 თვით ადრე სამრეწველო საქონლით თანამეგობრობის შიდა ვაჭრობაში უქმდება შემორჩენილი საბაჟო გადასახადები და შემოღებულია საბაჟოების საერთო ტარიფი.

1969, 1 და 2 დეკემბერი
ჰააგის სამიტზე წევრი სახელმწიფოების თუ მათი მთავრობების მეთაურებმა გადაწყვიტეს გარდამავალი პერიოდის დასრულება, რისთვისაც მიიღეს გადამწყვეტი ზომები საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შემოსაღებად და შეთანხმდნენ, რომ თანამეგობრობას მისცენ მისი საკუთარი რესურსები.

1970, 22 აპრილი
ლუქსემბურგში ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თანდათანობით უნდა შემოეღოთ საკუთარი რესურსების სისტემა. გარდა ამისა, ხელშეკრულებამ გააფართოვა ევროპარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილება.

30 ივნისი
ლუქსემბურგში დაიწყო მოლაპარაკება ოთხ მომავალ წევრთან (დანიასთან, ირლანდიასთან, ნორვეგიასა და გაერთიანებულ სამეფოსთან).

1972, 22 იანვარი
ბრიუსელში ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულება დანიის, ირლანდიის, ნორვეგიისა და გაერთიანებული სამეფოს გაწევრიანების შესახებ.

24 აპრილი
შემოღებულია სავალუტო „snake“; ევროკავშირის დამაარსებელი ექვსი სა-ხელმწიფო შეთანხმდა იმის თაობაზე, რომ 2.25%25-ით შემოეფარგლა ცვალებადობის ზღვარი მათ ფულად ერთეულებს შორის.

1973, 1 იანვარი
დანია, ირლანდია და გაერთიანებული სამეფო უერთდებიან ევროგაერთიანებას (რეფერენდუმის შემდეგ ნორვეგიამ უარი თქვა გაწევრიანებაზე).

1974, 9 და 10 დეკემბერი
პარიზის სამიტზე წევრი სახელმწიფოების თუ მათი მთავრობების მეთაურებმა გადაწყვიტეს, ევროპული საბჭოს სახით შეიკრიბონ წელიწადში სამჯერ; გარდა ამისა, დაადგინეს ევროპის პარლამენტის პირდაპირი არჩევნების ჩატარება საყოველთაო კენჭისყრის საშუალებით და შეთანხმდნენ ევროპის რეგიონული განვითარების ფონდის დაარსებაზე.

1975, 28 თებერვალი
ლომეში ხელმოწერილი იქნა პირველი კონვენცია თანამეგობრობასა და აფრიკის, კარიბის ზღვისპირეთისა და წყნარი ოკეანის აუზის 46 სახელმწიფოს შორის.

22 ივლისი
ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ევროპარლამენტს უფრო ფართო საბიუჯეტო უფლებამოსილება მიენიჭა და დაარსდა აუდიტორთა სასამართლო. ეს ხელშეკრულება ძალაში შევა 1977 წლის 1 ივნისს.

1978, 6 და 7 ივლისი
ევროპული საბჭოს ბრემენის სხდომაზე საფრანგეთმა და გერმანიამ წარმოადგინეს გეგმა ფულადი პოლიტიკის სფეროში უფრო მჭიდრო ურთიერთობის შესახებ (ევროპის მონეტარული სისტემა), რის შედეგადაც შესაძლებელი გახდებოდა სავალუტო „snake“-ის შეცვლა.

1979, 13 მარტი
მოქმედებას იწყებს ევროპის მონეტარული სისტემა.

28 მაისი
ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ევროგაერთიანებას შეუერთდა საბერძნეთი.

7 და 10 ივნისი
ჩატარდა 410 ადგილიანი ევროპარლამენტის პირველი პირდაპირი არჩევნები.

31 ოქტომბერი
ლომეში ხელმოწერილი იქნა მეორე კონვენცია თანამეგობრობასა და აფრიკის, კარიბის ზღვისპირეთისა და წყნარი ოკეანის აუზის 58 სახელმწიფოს შორის.

1981, 1 იანვარი
ევროგაერთიანებას უერთდება საბერძნეთი.

1984 28 თებერვალი
მიღებული იქნა ევროპის სტრატეგიული პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიის სფეროში სამეცნიერო კვლევისა და განვითარებისათვის (Esprit).

14 და 17 ივნისი
მეორედ ჩატარდა ევროპარლამენტის წევრთა პირდაპირი არჩევნები.

8 დეკემბერი
ტოგოში ხელმოწერილი იქნა ლომეს მესამე კონვენცია ევროგაერთიანების ათ წევრსა და აფრიკის, კარიბის ზღვისპირეთისა და წყნარი ოკეანის აუზის 66 სახელმწიფოს შორის.

1985, იანვარი
ევროკომისიის პრეზიდენტად ინიშნება ჟაკ დელორი.

2-დან 4 დეკემბრამდე
ევროპული საბჭოს ლუქსემბურგის სხდომაზე ევროგაერთიანების წევრი ათი სა-ხელმწიფო თანხმდება რომის ხელშე-კრულებაში შესწორებათა შეტანაზე და ,,ერთიანი ევროპული აქტის“ შემუშავებით ევროპული ინტეგრაციის პროცესის გამოცოცხლებაზე.

1986, 1 იანვარი
ევროგაერთიანებას უერთდებიან ესპანეთი და პორტუგალია.

17 და 28 თებერვალი
ლუქსემბურგში და ჰააგაში ხელმოწერილი იქნა ერთიანი ევროპული აქტი.

1987, 14 აპრილი
განაცხადი ევროგაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ წარადგინა თურქეთმა.

1 ივლისი
ძალაში შედის ერთიანი ევროპული აქტი.

27 ოქტომბერი
დასავლეთ ევროპის კავშირი ჰააგაში ღებულობს უსაფრთხოების ერთობლივი პოლიტიკის პლატფორმას.

1988, თებერვალი
განხორციელდა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პოლიტიკის დაფინანსების რეფორმა. დადგენილია ხარჯების მრავალწლიანი პროგრამა 1988-92 წლებისათვის. სტრუქტურული ფონდების რეფორმა.

1989, იანვარი
ჟაკ დელორი კიდევ ოთხი წლით ინიშნება ევროკომისიის პრეზიდენტად.

15 და 18 ივნისი
მესამედ ჩატარდა ევროპარლამენტის წევრთა პირდაპირი არჩევნები.

17 ივლისი
განაცხადი ევროგაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ წარადგინა ავსტრიამ.

9 ნოემბერი
ბერლინის კედლის დანგრევა.

9 დეკემბერი
ევროპული საბჭოს სტრასბურგის სხდომაზე გადაწყდა მთავრობათაშორისი კონფერენციის მოწვევა.

15 დეკემბერი
ხელმოწერილი იქნა ლომეს მეოთხე კონვენცია აფრიკის, კარიბის ზღვისპირეთისა და წყნარი ოკეანის აუზის სახელმწიფოებთან.

1990, 29 მაისი
პარიზში ხელმოწერილი იქნა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დაარსდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.

19 ივნისი
ხელმოწერილი იქნა შენგენის შეთანხმება სასაზღვრო შემოწმების გაუქმების თაობაზე.

4 ივლისი
განაცხადი ევროგაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ წარადგინა კვიპროსმა.

16 ივლისი
განაცხადი ევროგაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ წარადგინა მალტამ.

3 ოქტომბერი
გერმანიის გაერთიანება.

14 დეკემბერი
რომში გაიხსნა ორი მთავრობათაშორისი კონფერენცია, ერთი - ეკონომიკური და სავალუტო კავშირის, ხოლო მეორე - პოლიტიკური კავშირის თემაზე.

1991, 1 ივლისი
განაცხადი ევროგაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ წარადგინა შვეციამ.

21 ოქტომბერი
მიღწეულია შეთანხმება ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) დაარსების თაობაზე. ეს ზონა დააკავშირებს ევროგაერთიანებას აღმოსავლეთ ევროპელ მეზობლებთან.

9 და 10 დეკემბერი
ევროპული საბჭოს მაასტრიხტის სხდომა.

1992, 7 თებერვალი
მაასტრიხტში ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ.

18 მარტი
განაცხადი ევროგაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ წარადგინა ფინეთმა.

25 მარტი
განაცხადი ევროგაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ წარადგინა ნორვეგიამ.

2 მაისი
პორტოში ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ.

2 ივნისი
რეფერენდუმის შედეგად დანია უარს ამბობს, შეუერთდეს ევროკავშირს.

20 ივნისი
რეფერენდუმის შდეგად ირლანდია უერთდება მაასტრიხტის ხელშეკრულებას.

20 სექტემბერი
რეფერენდუმის შედეგად საფრანგეთი უერთდება მაასტრიხტის ხელშეკრულებას.

11 და 12 დეკემბერი
ევროპული საბჭოს ედინბურგის სხდომა.

1993, 1 იანვარი
დაარსებულია საერთო ბაზარი.

18 მაისი
ხელმეორედ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად დანია უერთდება მაასტრიხტის ხელშეკრულებას.

1 ნოემბერი
ძალაში შედის მაასტრიხტის ხელშეკრულება.

1994, 1 აპრილი
განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა უნგრეთმა.

8 აპრილი
განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა პოლონეთმა.

15 აპრილი
მარაკეშში ხელმოწერილი იქნა GATT-ის მოლაპარაკებათა ურუგვაის რაუნდის დასკვნითი აქტი.

9 და 12 ივნისი
მეოთხედ ჩატარდა ევროპარლამენტის წევრთა პირდაპირი არჩევნები. რეფერენდუმის შედეგად ავსტრია უერთდება მაასტრიხტის ხელშეკრულებას.

24 და 25 ივნისი
ევროპული საბჭოს კორფუს სხდომა.

ავსტრიის, ფინეთის, ნორვეგიისა და შვეციის მიერ ხელმოწერილია ხელშეკრუ-ლებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

16 ოქტომბერი
ფინეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე მო-წონებულია მაასტრიხტის ხელშეკრულება.

13 ნოემბერი
რეფერენდუმის შედეგად შვეცია უერთდება მაასტრიხტის ხელშეკრულებას.

27 და 28 ნოემბერი
რეფერენდუმის შემდეგ ნორვეგია უარს ამბობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

9 დეკემბერი
ევროპული საბჭოს ესენის სხდომა.

1995, 1 იანვარი
ევროკავშირს უერთდებიან ავსტრია, ფინეთი და შვეცია.

23 იანვარი
მუშაობას იწყებს ახალი ევროკომისია, რომლის პრეზიდენტია ჟაკ სანტერი (1995-2000).

26 მარტი
ძალაში შედის შენგენის შეთანხმება.

2 ივნისი

ხელშეკრულებათა შესწორებაზე პასუხისმგებელი ახალი მთავრობათაშორისი კონფერენციის მოსამზადებელი ჯგუფი ატარებს პირველ შეხვედრას.

12 ივნისი
დადებულია ევროპული შეთანხმებები ესტონეთთან, ლატვიასა და ლიტვასთან.

22 ივნისი
განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა რუმინეთმა.

26 და 27 ივნისი
ევროპული საბჭოს კანის სხდომა. მოსამზადებელ ჯგუფს დაევალა მთავრობათაშორისი კონფერენციისთვის მომზადება.

27 ივნისი
განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა სლოვაკიამ.

27 ოქტომბერი
განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა ლატვიამ.

24 ნოემბერი
განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა ესტონეთმა.

27 და 28 ნოემბერი
ბარსელონაში ჩატარდა ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების კონ ფერენცია.

8 დეკემბერი
განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა ლიტვამ.

14 დეკემბერი
განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა ბულგარეთმა.

15 და 16 დეკემბერი
ევროპული საბჭოს მადრიდის სხდომა.

1996, 16 იანვარი
განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა სლოვენიამ.

17 იანვარი
განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა ჩეხეთის რესპუბლიკამ.

29 მარტი
ევროპული საბჭოს ტურინის სხდომაზე იხსნება მთავრობათაშორისი კონფერენცია.

21 და 22 ივნისი
ევროპული საბჭოს ფლორენციის სხდომა.

13 და 14 დეკემბერი
ევროპული საბჭოს დუბლინის სხდომა.

1997, 17 თებერვალი
ევროპარლამენტის სხდომაზე ჟაკ სანტერი გამოდის მოხსენებით ე. წ. საქონლის ცოფის (BSE) შესახებ.

16 და 17 ივნისი
ევროპული საბჭოს ამსტერდამის სხდომა.

16 ივლისი
ევროპის პარლამენტს წარუდგინეს ,,პროგრამა 2000 წლისათვის.“

2 ოქტომბერი
ამსტერდამში ხელმოწერილი იქნა ,,კონსოლიდირებული“ ხელშეკრულება.

20 და 21 ნოემბერი
ლუქსემბურგში ჩატარდა სამიტი სამუშაო ადგილების თაობაზე.

12 და 13 დეკემბერი
ევროპული საბჭოს ლუქსემბურგის სხდომა.

1998, 1 იანვარი
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება გაერთიანებული სამეფო.

30 მარტი
იწყება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნისა და კვიპროსის გა წევრიანების პროცესი, რასაც მოჰყვება ორმხრივი მთავრობათაშორისი კონფერენციები ჯერჯერობით კვიპროსთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, ესტონეთთან, ჩეხეთის რესპუბლიკასა და სლოვენიასთან.

31 მარტი
შენგენი: იმიგრაციული კონტროლის გაუქმება იტალიის სახმელეთო საზღვრებზე.

1-დან 3 მაისამდე
ევროპის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ევროპული საბჭოს სხდომა. გადაწყვეტილება ევროპის სავალუტო კავშირის მესამე ეტაპისათვის წევრი სახელმწიფოების მზადყოფნის შესახებ.

15 და 16 ივნისი
ევროპული საბჭოს კარდიფის სხდომა.

1 ივლისი
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება ავსტრია.

1999, 1 იანვარი
ევროკავშირის თერთმეტი წევრი სა-ხელმწიფო შედის ევროპის სავალუტო კავშირის მესამე ფაზაში და ღებულობს ევროს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება გერმანია.

25 მარტი
ბერლინის ევროპული საბჭო - მრავალ-მხრივი შეთანხმება დოკუმენტის „პროგრამა 2000 წლისათვის“ შესახებ და ფინანსური პერსპექტივის განახლება.

1 მაისი
ძალაში შედის ამსტერდამის ხელშეკრულება.

3-4 ივნისი
კოლონის ევროპული საბჭო

8-13 ივნისი
ევროპარლამენტის მეხუთე პირდაპირი არჩევნები.

1 ივლისი
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება ფინეთი.

15 სექტემბერი
ევროპის პარლამენტის მიერ ევროკომისიის (რომანო პრადის თავმჯდომარეობით) ინვესტიტურა.

10-11 დეკემბერი
ჰელსინკის ევროპული საბჭო.

2000, 1 იანვარი
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება პორტუგალია.

1 ივლისი
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება საფრანგეთი.

2002, 1 იანვარი
ბრუნვას იწყებს ევროს მონეტები და ბანკნოტები.

1 ივლისი
უქმდება ეროვნული ფულადი ერთეულების მონეტები და ბანკნოტები.

7 დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ინფორმაცია ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში სერვერის Europa მეშვეობით (http:/europa.eu.int).

ინფორმაცია და პუბლიკაციები ევროკავშირის შესახებ ინგლისურად შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ ოფისებში:
ევროკომისიის წარმომადგენლობები:

ირლანდია

18 Dawson Street, Dublin 2, Ireland
Tel. (353-1) 662 51 13
Fax (353-1) 605 79 99

გაერთიანებული სამეფო

Jean Monnet House, 8
Storey's Gate, London SW1P 3AT
Tel. (44-20) 79 73 19 92
(www.cec.org.uk)

უელსი

4 Cathedral Road, Cardiff CF1 9SG
Tel. (44-29) 20 37 16 31

შოტლანდია

9 Alva Street, Edinburgh EH2 4PH
Tel. (44-131) 225 20 58

ჩრდილოეთ ირლანდია

Windsor House, 9/15
Bedford Street, Belfast BT2 7EG
Tel. (44-28) 90 24 07 08

საინფორმაციო სამსახური აშშ-ში

2300 M Street, NW, Suite 707,
Washington DC 20037
Tel. (1-202) 862 95 00
305 East 47th Street, 3 Dag Hammarskjöld Plaza
New York, NY 10017
Tel. (1-212) 371 38 04

ევროპის პარლამენტის ოფისები:

ირლანდია

European Union Hiuse,
43 Molesworth Street, Dublin 2
Tel. (353-1) 605 79 00
Fax (353-1) 605 79 99
E-mail: EPDublin@europarl.eu.int

გაერთიანებული სამეფო

2 Queen Anne's Gate
London SW1H 9AA
United Kingdom
Tel. (44-171) 227 43 00
Fax (44-171) 227 43 02
E-mail: EPLondon@europarl.eu.int

შოტლანდია

9 Alva Street, Edinburgh EH2 4PH
Tel. (44-131) 225 20 58
Fax (44-131) 226 41 05

ევროპკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლობები და ოფისები არსებობს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. გარდა ამისა, ევროკომისიას აქვს დელეგაციები მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც.

8 * * *

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რობერტ შუმანის 1950 წლის 9 მაისის დეკლარაციამ დასაბამი დაუდო ერთიანი ევროპის აღმშენებლობას და დღესაც გასაოცრად აქტუალურია. სწორედ ამ დეკლარაციამ დაამყარა მშვიდობა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ორ მსოფლიო ომში ებრძოდნენ ერთმანეთს. მან გზა გაუკვალა ევროპის თანამეგობრობებს. მესამე ათასწლეულის დასაწყისში ევროკავშირმა სრულწლოვანებას მიაღწია და ემზადება გაფართოების ახალი ფაზისათვის, რომელიც განსაზღვრავს მის ბედ-იღბალს მთელი კონტინენტის მასშტაბით. სწორედ კარგი დროა, იმ ადამიანმა, ვისაც სურვილი აქვს, ჩაწვდეს ამ ეპოქალური მოვლენის საწყისებს და არსს, შეისწავლოს, რაოდენ დიდი გზა გამოვიარეთ, და გამოიტანოს სამომავლო გაკვეთილი.