![]() |
დომინო |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სახელმძღვანელო, როგორ გამოვიყენოთ თანატოლთა ურთიერთგანათლება, როგორც რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება მესამე განახლებული გამოცემა 2004 ფრანგული გამოცემა: „Domino“ - Un manuel sur l'emploi de l'éducation par groupes de pairs en tant que moyen de lutte contre le racisme, la xénophobie, l'antisémitisme et l'intolérance გამოცემაში გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელი არიან ავტორები და ისინი არ გამოხატავენ ევროპის საბჭოს ოფიციალურ შეხედულებებს. ყველა საავტორო უფლება დაცულია. წინამდებარე მასალების რეპროდუქცია დასაშვებია კომერციული მიზნების გარდა, შესაბამისი წყაროს მითითებით. ინგლისური ვერსია ორიგინალია. პირველი გამოცემის გაფორმება და დიზაინი: სიუ ჩადუიკი და დევიდ პიტი, Small World Design, გაერთიანებული სამეფო „all different – all equal“ ლოგო: LBW, France„ მესამე გამოცემის გაფორმება: Art Factory, ბუდაპეშტი გამოცემულია ევროპის საბჭოს ახალგაზრდობისა და სპორტის დირექტორატის მიერ პირველი გამოცემა, 1995 მესამე განახლებული გამოცემა, 2004 © ევროპის საბჭო, 2004 დომინო სახელმძღვანელო, როგორ გამოვიყენოთ თანატოლთა ურთიერთგანათლება, როგორც რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება პირველი გამოცემის სარედაქციო ჯგუფი დორის ანგსტი, Insight Kulturmanagement, Sveicaria mark farari, Community Service Volunteers, CSV Media, გაერთიანებული სამეფო ასმა მუნა, Stop the Violence, დანია ანტიე როთმუნდი, ახალგაზრდობის დირექტორატი, ევროპის საბჭო, სტრასბურგი, საფრანგეთი დიდი მადლობა ღირებული მხარდაჭერისთვის კურტ ფალერს, Jugendbildungswerk Offenbach, გერმანია ელს ვან მურიკს, Something Else, ნიდერლანდები პროექტის კოორდინატორი და მთავარი რედაქტორი ანტიე როთმუნდი, ახალგაზრდობის დირექტორატი, ევროპის საბჭო გამოცემის განახლება უზრუნველყვეს პატ ბრანდერი, რუი გომესი, მარკ ტეილორი იანვარი 2004 |
![]() |
1 * * * |
▲back to top |
„...ახალგაზრდები თანატოლებს უფრო მეტი დამაჯერებლობით ელაპარაკებიან და უფრო მეტ გავლენას ახდენენ მათზე სხვებთან შედარებით. იმიგრაციასთან და ლტოლვილთა საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს განსხვავებული შეხედულებები ექნებათ. მთავარი ყველაფერზე დათანხმება კი არ არის, არამედ საჭიროა ერთიანი ძირითადი პოზიცია დაუცველი ჯგუფების მხარდასაჭერად. თუ ახალგაზრდები დაელაპარაკებიან ერთმანეთს და ერთმანეთის სასარგებლოდ კლუბებში, მედიაში ისე, რომ აშკარად გაემიჯნებიან რასიზმსა და შეუწყნარებლობას, ქსენოფობიური სუბკულტურების დღეები დათვლილია, რასაც ჩვენ ასე ვესწრაფვით. მომავლის იმედს ჩვენს ახალგაზრდობაზე ვამყარებთ. ისეთი ახალგაზრდა თაობები მოდიან, რომელთა წიაღში არსებული მოქალაქეობრიობა, შემწყნარებლობა და ღირსება შემდგომშიც გაუძღვება ქვეყნებსა და ხალხებს ...“
გრო ჰარლემ ბრუნდტლანდი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, 1993.
![]() |
2 სამადლობელო შენიშვნა |
▲back to top |
საგამომცემლო ჯგუფს სურს მადლობა გადაუხადოს ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ სახელმძღვანელოს შექმნაში პროექტებისა და ახალგაზრდების მონათხრობის გამოგზავნით, გამოცდილების გაზიარებითა და რჩევების მიცემით. ესენია:
წვრთნის პროგრამის „თანატოლთა ურთიერთგანათლება, როგორც რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება“ ყველა მონაწილე. წვრთნის პროგრამა, რომელიც ნაწილია ევროპული ახალგაზრდული კამპანიისა „ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორი“, ჩატარდა ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში, სტრასბურგში, 1995 წლის 6-12 თებერვალს
ევროპის ახალგაზრდული ცენტრის საკონსულტაციო კომიტეტი და ევროპის ახალგაზრდული ფონდი, განსაკუთრებით რასიზმის საკითხების მეორე სამუშაო ჯგუფი: რაინერ ლენცე, ახალგაზრდული კლუბების ევროპული კონფედერაცია; ლარს ნიკტელიუსი, საერთაშორისო ჰომოსექსუალთა ორგანიზაცია და ბარბარა სტალდერი, შვეიცარიის ეროვნული ახალგაზრდული საბჭო
გეორგიანა ანტონი, რუმინეთი
Albatros, საფრანგეთი
Arcréation, პარიზი, საფრანგეთი
კულტურის ასოციაცია Maghrebo Européenne, ბურგანბრესი, საფრანგეთი
ასოციაცია Espace Pluriel, საფრანგეთი
ასოციაცია la Marmite, gრენობლი, საფრანგეთი
ბრიტანული წითელი ჯვარი, ახალგაზრდული დეპარტამენტი
კატალინე ბუიტენვეგი და მოჰამედ დალექი, ევროპის საბჭოს ახალგაზრდული კამპანიის „ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორი“ ევროპული საორგანიზაციო ჯგუფის წევრები
სტატის ელიადესი, კვიპროსი
ედინა გაბორი, უნგრეთი
Europe at School
The Guardian Angels, გერმანია/შვედეთი/გაერთიანებული სამეფო
Instituut voor Kategoriaal Overleg, ლიმბურგი, ნიდერლანდები
წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება, ახალგაზრდული დეპარტამენტი
National Coalition Building Institute, ინგლისი და შვეიცარია
ანა სმოლენი, პოლონეთი
Syriac Youth Federation, შვედეთი
სიუზან ვეიგლი, RFSL, შვედეთი
Youth for Development and Cooperation
Youth for Understanding/European Educational Exchanges
წინასწარ ბოდიშს მოვითხოვთ შეცდომებისა და უზუსტობებისთვის. ვწუხვართ, რომ ვერ შევძელით გამოგზავნილი მასალის სახელმძღვანელოში სრულად მოთავსება.
ჩემთვის რასიზმი ნიშნავს სამუშაოს პოვნის სირთულეს არა იმიტომ, რომ არ გამაჩნია სათანადო ცოდნა და დიპლომები, არამედ ჩემი უცხოური გვარის გამო. აი ეს არის რასიზმი.
აიშა აჰმადი, 19 წლის, დანიაში მცხოვრები პაკისტანელი
![]() |
3 პირველი ნაწილი |
▲back to top |
![]() |
3.1 შესავალი |
▲back to top |
„დომინო“ შეიქმნა 1994-95 წლებში ევროპის საბჭოს ახალგაზრდული კამპანიის „ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი“ ფარგლებში.
„კომპასის, სახელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა საკითხებზე ახალგაზრდების მონაწილეობით“ წარმატებამ განაპირობა გათანამედროვეობა იმ გამოცემებისა, რომლებსაც დაეფუძნა საგანმანათლებლო ძალისხმევა კამპანიისა „ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი“. ამასთანავე, საჭიროდ იქნა მიჩნეული, ისინი უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო ევროპის საბჭოს ახალგაზრდობისა და სპორტის დირექტორატის ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამის კონტექსტში.
მაშ რა შეიცვალა ამჯერად? ტექსტის ძირითადი ნაწილი უცვლელი დარჩა. ჩვენ მხოლოდ ახალი მინიშნებები და მაგალითები მოვიშველიეთ, ხოლო მოძველებული ამოვიღეთ
იმედი გვაქვს, ეს გამოცემა იოლი გამოსაყენებელი იქნება და მისი მოხმარების სურვილს აღგიძრავთ.
ევროპის საბჭოს ახალგაზრდული კამპანია „ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი“ მიზნად ისახავდა თითოეული ადამიანის ღირსებაზე დამყარებული ტოლერანტული საზოგადოებისადმი ყურადღების მიპყრობას. ახალგაზრდობა ასრულებდა და დღესაც ასრულებს მნიშვნელოვან როლს ამ კამპანიის პოპულარიზების საქმეში.
ახალგაზრდების პოტენციალი, დაეხმაროს თანატოლებსა და უფროს თაობას ხვალინდელი დღის საზოგადოების შექმნაში არ არის ხოლმე ჯეროვნად დაფასებული და იშვიათადაა გათვალისწინებული უფროსების მიერ. ახალგაზრდობის, როგორც კონკრეტული სოციოლოგიური და საზოგადოებაში ადვილად განსასაზღვრი ჯგუფის მარგინალიზაციას, ხშირად იმ მოსაზრებამდე მივყავართ, რომ ახალგაზრდების ქმედება ევროპულ საზოგადოებებში არსებულ მხოლოდ დაცულ და იზოლირებულ სივრცეში აღიქმება.
თანატოლების ურთიერთგანათლების მნიშვნელობა ყოველთვის განსაზღვრავდა ევროპის საბჭოსა და მასთან მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციების ახალგაზრდობასთან მუშაობის ძირითად კონცეფციას. ძლიერი გავლენა, რომელსაც თანატოლთა ჯგუფების წევრები ერთმანეთზე ახდენენ, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებას. ამ მექანიზმების გეგმაზომიერი და გააზრებული განხორციელება სწავლების მეთოდისა და კონცეფციების შემუშავებისას, განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ჯანმრთელობის, სექსუალური განათლებისა და ნარკოტიკების მოხმარების თავიდან აცილების სფეროებში.
თუმცა, არც თუ ისე ბევრია კარგად დამუშავებული პროგრამა თანატოლთა ურთიერთგანათლების სფეროში, რომლებიც ხელს უწყობს შემწყნარებლობის ფართოდ დანერგვასა და მრავალფეროვნებასთან შეგუებას. სახელმძღვანელოს „დომინო“ მიზანია თანატოლთა ურთიერთგანათლების მეტად დამკვიდრება ფორმალური და არაფორმალური განათლების სისტემებში. „დომინო” განკუთვნილია ახალგაზრდებისა და სოციალურ მუშაკთათვის, მასწავლებელებისა და ახალგაზრდა ლიდერებისათვის, ისევე როგორც იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამგვარ პროგრამებში.
![]() |
3.2 „დომინოსთან“ მუშაობის წესი |
▲back to top |
საგანმანათლებლო მუშაობის მზა რეცეპტი სინამდვილეში არ არსებობს, განსაკუთრებით არ არსებობს ერთიანი რეცეპტი საერთო ევროპული საზოგადოებისთვის. ახალგაზრდები და სოციალური მუშაკები, ახალგაზრდა ლიდერები და მასწავლებლები მუდმივად ცდილობენ, მიესადაგონ და სწორი რეაგირება მოახდინონ ყმაწვილებისა და მათი სოციალური გარემოს ამა თუ იმ საჭიროებაზე. „დომინო“ შეძლებისდაგვარად ეხმარება მათ, ვინც მუშაობს ან აპირებს მუშაობას ახალგაზრდებთან თანატოლთა ურთიერთგანათლების პროექტებზე.
„დომინოს“ სხვადასხვა ნაწილები შეიცავს როგორც თანატოლთა ურთიერთგანათლების ამსახველ თეორიულ მასალას, ასევე პროექტების აღწერას, მეთოდიკას, ციტირებას და ახალგაზრდების მიერ მონათხრობს. გამოყენებულ წყაროებზე მითითებანი ჩასმულია ფრჩხილებში და თვით ამ წყაროების მოძიება შეიძლება გამოცემის ბოლოს დართულ ბიბლიოგრაფიაში.
„დომინო“ რამდენიმე ევროპული ქვეყნის ახალგაზრდების მუშაობის პრაქტიკის შედეგია, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების სექტორში. გამომცემლებმა ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ინიციატივების, სკოლების გამოცდილება გამოიყენეს. ევროპაში არსებული მრავალფეროვნება აგრეთვე ასახულია სხვადასხვა პრაქტიკული მიდგომების წარდგინებისას, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდა და უფროს თაობებს შორის და ამ ჯგუფებს შიგნით დიალოგის გაღრმავებას.
თქვენზეა დამოკიდებული თქვენს სოციალურ გარემოში ამა თუ იმ პროგრამის განხორციელების ყველაზე უფრო შესაფერისი ფორმის შერჩევა. „დომინოს“ გამომცემლებს იმედი აქვთ, დაგეხმარებიან იმ განსაკუთრებულ საქმეში, რაც ნიშნავს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი როლის მინიჭებას ხვალინდელი დღის ევროპის მშენებლობის საქმეში; იმ ევროპისა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მასში მცხოვრები ყველა ხალხის ღირსეული არსებობა.
![]() |
4 მეორე ნაწილი |
▲back to top |
![]() |
4.1 რას გულისხმობს თანატოლთა ურთიერთგანათლება? |
▲back to top |
განსაზღვრება
„თანაბართა ჯგუფი. ტექნიკური თვალსაზრისით, თანაბართა ჯგუფი არის კოლექტივი, რომლის წევრები საერთო ნიშნით ერთიანდებიან, მაგალითად, წარმოადგენენ ერთ ასაკობრივ ან ეთნიკურ ჯგუფს. საკმაოდ ხშირად გვხვდება ასაკობრივი, განსაკუთრებით კი მოზარდთა ჯგუფები, რომლებშიც წევრთა ერთმანეთთან სიახლოვეს საერთო ახალგაზრდული კულტურა განაპირობებს. მოზარდთა ჯგუფებს აერთიანებთ: (1) სოციალური სოლიდარობის მაღალი ხარისხი, (2) იერარქიული ორგანიზაცია, (3) კოდექსი, რომელიც უარყოფს უფროსი თაობის ღირებულებებსა და გამოცდილებას ან ძლიერ განსხვავდება მათგან. უფროსების თვალთახედვით, მოზარდთა ჯგუფები ხშირად ნორმის საზღვრებს სცდებიან, რადგან კანონდარღვევა გამართლებულია ჯგუფის წევრობით“.
(აბერკრომბი, 1988)
„თანატოლთა ურთიერთგანათლება არის ინფორმაციის გადაცემისა ან მისაბაძი მაგალითის შექმნის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ვრცელდება გარკვეული ტიპის ქცევა ან ინფორმაცია. პროგრამის ხელმძღვანელები ზედმიწევნით არჩევენ ჯგუფის წევრებს ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის და ა.შ. მიხედვით“.
(ბრამერი, უოკერი 1995)
ეს გამოცემა ასახავს 14-დან 20 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდებთან მუშაობას, თუმცა ურთიერთგანათლების პროგრამებში ჩართული ახალგაზრდების ასაკი საკმაოდ განსხვავებულია.
ახალგაზრდები როგორც აღმზრდელები
ახალგაზრდებს ხშირად უარყოფითად წარმოაჩენენ, როგორც შფოთისთავებს, წამქეზებლებს, აგრესიულად მომართულებს და მრავალი სოციალური პრობლემის სათავედ მიიჩნევენ. თუკი ახალგაზრდებს განათლებისა და ინფორმაციის საკუთარი პროგრამების შექმნის საშუალება მიეცემათ, მათ გაუძლიერდებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა ვალდებულების, ერთგულებისა და იდეალიზმის შეგრძნება.
თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამები ეხმარება ახალგაზრდებს, შეეჭიდონ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებს. ეს პროცესი შესაძლოა იყოს ნაწილობრივ სოციალური და ახალგაზრდებისთვის ქმნის ფორუმებს, რაც მათ სიახლეების აღმოჩენასა და პრობლემების გადაჭრას უადვილებს. ამასთანავე, ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც ხელეწიფება, გაიზიარონ ახალგაზრდების თვალსაზრისი.
თანაბართა ჯგუფის ზეწოლა, ჩვეულებრივ, განიხილება როგორც ზეწოლა ახალგაზრდობაზე, როდესაც ყმაწვილები „ცუდ თვისებებს იძენენ, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება“.
ამ დინამიკის დადებითი კუთხით განხილვა ურთიერთგანათლების მიზანია.
ამბობენ, რომ ყველა ადამიანში ცოტა მაინც არის რასიზმი დამალული. ჩემი აზრით, თუ ეს ასეა, ვინც ამას ამბობს, აზვიადებს. ჩემს ქალაქში რასისტული განწყობის ადამიანთა უმრავლესობას, როგორც ჩანს, თავისი მიზეზები აქვს იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან და ამ მიზეზთაგან უმთავრესი სიბეცე და შურია.
რენე მაარლენი, 21 წლის, ესპანეთი
„ჯგუფის წევრი, რომელსაც კარგად ესმის მოზარდის დაუოკებელი სწრაფვა დამოუკიდებლობისა და მოწიფულობისაკენ და შეუძლია ეს ყოველივე პასუხისმგებლობითა და საღი აზრით გააწონასწოროს, გადამწყვეტ როლს თამაშობს ყალბი ინფორმაციის შესწორებასა და მისი ჯგუფის ღირებულებების ჩამოყალიბებაში ისე, რომ არ დაკარგოს ნდობა ახალგაზრდებს შორის. მოზარდებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა მათი მეგობრების ქცევასა და ღირებულებებზე, განსაკუთრებით, სარისკო სიტუაციებში“.
(Centre for Population Options, აშშ, 1993)
ბევრი ახალგაზრდისთვის სწორედ თანატოლთა ურთიერთგანათლების ჯგუფი ახდენს გავლენას ღირებულებებზე და ქცევაზე. ამგვარი მეთოდები ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ არსებობდა სხვადასხვა ფორმით, არისტოტელეს ნაშრომებიდან მოყოლებული ვიდრე მე-18 საუკუნის ევროპაში გავრცელებული ძალზე პოპულარული ორმხრივი სწავლების სისტემამდე. ბევრისთვის შესამჩნევი გახდა ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის დადებითი შედეგი ფორმალურ თუ არაფორმალურ საგანმანათლებლო ჩარჩოში, რაც ახალგაზრდებს ურთიერთდახმარებას ასწავლის.
ჩვენ ვიცით, რომ სოციალური თუ თანატოლთა ურთიერთგანათლების ჯგუფები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ახალგაზრდების საზოგადოებაში ჰარმონიულად ცხოვრების გაადვილებაში. გარდატეხის პერიოდში თანატოლთა ჯგუფები ძლიერ გავლენას ახდენენ ახალგაზრდა ადამიანის ჩამოყალიბებაზე. ცხადია, რომ საშუალოდ ბავშვი უფრო მეტ დროს ჯგუფის თანატოლებთან ატარებს, ვიდრე თავის მშობლებთან, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. ჯ. რუტი თავის პედაგოგიურ კვლევისადმი მიძღვნილ სტატიაში „თანატოლთა ურთიერთგანათლების მნიშვნელობა“ ამტკიცებდა, რომ რაკი ეს ჯგუფები გარკვეულწილად ზემოქმედებს ბავშვებზე, ამდენად დიდწილად ეხება მათ განათლებასაც. ის მოითხოვს თანატოლთა ჯგუფების, როგორც სწავლების სტრატეგიის განუყოფელი ნაწილის აღიარებას. საერთო გამოცდილებისა და ურთიერთთანაგრძნობის გათვალისწინებით, ჯგუფის ახალგაზრდა აღმზრდელებს რეალური უპირატესობა აქვთ მათ პროფესიონალ კოლეგებთან შედარებით ინფორმაციისა და განათლების სფეროში.
გამოცემაში „დომინო“ განვიხილავთ ბევრ ისეთ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია თანატოლთა ურთიერთგანათლებასთან; ასეთია: თანატოლთა უერთიერთგანათლების პროგრამებში ჩართულ ახალგაზრდებზე ზედამხედველობა; ახალგაზრდების, როგორც მასწავლებლებისა და ტრენერების ურთიერთობა უფროსებთან; ახალგაზრდებსა და სოციალურ მუშაკებს შორის პარტნიორული ურთიერთობა, ხელმძღვანელებისა და ტრენერების როლში და ამ პროგრამების შექმნის დასაბუთება. გამოცემის ეს ნაწილები ილუსტრირებულია მოწინავე პრაქტიკის მაგალითებით. „დომინოში“ მოცემული სავარჯიშოები და თამაშები დაეხმარება მათ, ვისაც სურს ახალი პროგრამების შემუშავება და ახალგაზრდებთან მუშაობის გაღრმავება.
თანატოლთა ურთიერთგანათლების ისტორიის მოკლე მიმოხილვა
ისევე როგორც არისტოტელემ ძველ საბერძნეთში, დოქტორმა ენდრუ ბელმა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადრეული დასაბუთებული მაგალითი თანატოლთა ურთიერთგანათლების სფეროში, როცა დანერგა ორმხრივი სწავლების სისტემა ინდოეთში, მადრასის სკოლაში. ბელის მსგავსად, მოგვიანებით ჯოზეფ ლანკასტერმა შემოიტანა თანატოლთა უერთიერთგანათლების მეთოდი მე-18 საუკუნის ბოლოს სასკოლო პროგრამებში, რომელთა მიხედვით, არაშეძლებული ახალგაზრდები ზედმიწევნით ორგანიზებული ზედამხედველობის ქვეშ ასწავლიდნენ თანატოლებს წერა-კითხვასა და არითმეტიკას. ლანკასტერისა და მისი თანამედროვეებისათვის ამ ადრეულ ეტაპზე ორმხრივი სწავლების სისტემებში გათვალისწინებული
„ხარჯი სრულად არის კომპენსირებული და წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების საშუალებას“.
(ლანკასტერი, 1805)
„ბელისა და ლანკასტერის სისტემის გავრცელება დანიაში, ინგლისში, საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი წინსვლის ნიმუშია განათლების სფეროში... ეს წარმატება განპირობებული იყო ფარდობითი ეფექტურობით იმ დროს, როცა სიიაფის ცნებას ყველაზე მეტი უპირატესობა ენიჭებოდა“
(პოლარდი, 1982)
ლილია ვაგნერი თავის ნაშრომში „ურთიერთგანათლების სწავლების ზოგადი ისტორია“ განიხილავს განათლების ამ მიმდინარეობის განვითარებას და სათანადო პატივს მიაგებს შვეიცარელ პედაგოგს, პესტალოცის, რომელიც მუშაობდა ობოლ ბავშვებთან შვეიცარიაში. პესტალოცის მიდგომა უფრო არაფორმალური იყო ბელთან და ლანკასტერთან შედარებით.
„...წვრთნიან რა ბავშვებს მშრალი დავალებების ხელოვნური მექანიზმით, მერე იყენებენ მათ სხვა ბავშვების ასეთივე მეთოდითა და ხერხებით აღსაზრდელად“.
(ლეიჩი, 1876)
1831 წლის ერთი ამერიკული მოხსენების მიხედვით, არსებობდა დაახლოებით 2000 ორმხრივი სწავლების სკოლა დანიაში, ამდენივე შვედეთში, ესპანეთსა და სარდინიაში. ჰოლანდიელებმა უფრო ადრე შექმნეს სისტემა, რომელიც შემდეგ ინგლისელებმა გადაიღეს. მე-19 საუკუნის ევროპის განათლების დარგის მესვეურების თაოსნობით გატარებულმა რეფორმებისა და ევოლუციის ამ ეპოქამ დიდი გავლენა მოახდინა სწავლების თეორიის განვითარებაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
ლანკასტერმა და სხვებმა აღწერეს თუ რა სარგებლობა მოაქვს ამ პირველ ფორმალურ სისტემებს თვით ახალგაზრდა აღმზრდელებისთვის.
„ლანკასტერს ზედმიწევნით ჰქონდა გაცნობიერებული, რამდენად წამახალისებელი ეფექტი აქვს აღმზრდელის ფუნქციის მინიჭებას, არა მარტო ბიჭების სწავლის ხარისხზე, არამედ მათ ქცევაზეც. ის ამბობდა, რომ ცელქი და ენერგიული ბიჭები ყველაზე ხშირად არღვევენ წესრიგს და ურთულესი საქმეა მათი დაშოშმინება. ყმაწვილების აღმზრდელებად ქცევა საუკეთესო გზაა მათი ჩამოყალიბებისთვის“.
(გუდლენდი, 1979)
მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს თანატოლთა ურთიერთგანათლების სისტემა გამოცოცხლდა ევროპაში, კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში. განათლების ეს ფორმა დღესაც მოიაზრება, როგორც ეფექტური მიდგომა, რომელიც აადვილებს ძნელად საპოვნელ ახალგაზრდებთან ურთიერთობას და მათ ინფორმირებას ჯანმრთელობის, კეთილდღეობის და სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. მე-20 საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში მინესოტას (აშშ) უნივერსიტეტში უმცირესობების დასახმარებლად შემუშავდა პროგრამები მეცნიერებისა და მათემატიკის შესასწავლად. ამ და სხვა პროგრამებმა ჩიკაგოსა და საკრამენტოში განსაზღვრეს უფროსის, როგორც შორს მყოფი აღმზრდელის როლი თანატოლთა ურთიერთგანათლების პროცესში.
ცნობილია, რომ ეს მეთოდოლოგია ამცირებს ბარიერს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, რადგანაც სწორედ ახალგაზრდას ასწავლიან აღზრდის ხელოვნებას. სამხრეთ ამერიკელმა პედაგოგმა, პაულო ფრეირემ ყურადღება მიაქცია, როგორც ის უწოდებდა, „მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის წინააღმდეგობას“ (ფრეირე, 1972), რომელიც აბრკოლებს სწავლისა და განვითარების პროცესს. სწორი დაგეგმვისა და სათანადო რესურსების არსებობის შემთხვევაში თანატოლთა ურთიერთგანათლების პრინციპს, ფორმალურ თუ არაფორმალურ მოდელში, შეუძლია ძალიან დადებითი გავლენა მოახდინოს ახალგაზრდის განწყობასა და ქცევაზე.
ამ ბოლო დროს თანატოლთა ურთიერთგანათლება ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროებში, კერძოდ, ესენია: შიდსის პრევენცია და მასთან დაკავშირებული საკითხები, სექსუალური განათლება, ნარკოტიკების მოხმარება და თამბაქოსთვის თავის დანებება. აფრიკისა და აზიის კონტინენტებზე შეზღუდულმა შესაძლებლობებმა და საგანმანათლებლო მიდგომების საჭიროებამ შეაჩეროს შიდსის პანდემია განაპირობა მრავალი პროგრამის შექმნა ახალგაზრდების ენერგიისა და ქმედითუნარიანობის გამოყენებით. ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში თანატოლთა ურთიერთგანათლების განვითარება ჯანდაცვის სფეროში კარგადაა შესწავლილი და საშუალებას იძლევა მოიცვას ახალგაზრდობის ის ნაწილი, რომელსაც არ აქვს ურთიერთობა ჯანდაცვისა და განათლების სფეროს ხელმძღვანელობასთან.
![]() |
4.2 თანატოლთა ურთიერთგანათლების სარგებლიანობა |
▲back to top |
მრავალი მიზეზი არსებობს საიმისოდ, რომ განიმარტოს თანატოლთა ურთიერთგანათლების პრინციპის გამოყენება, როგორც საგანმანათლებლო მიდგომა სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში. სპეციალისტები გვთავაზობენ ამ მეთოდის სარგებლიანობის თანამედროვე დასაბუთებას (მანჩესტერის უნივერსიტეტი), აქცევენ რა ყურადღებას ოთხ ძირითად ფაქტორს:
1. ეფექტურობა
2. კომუნიკაცია
3. რენტაბელობა
4. ახალგაზრდობის როლის გაძლიერება
1. ეფექტურობა
ახალგაზრდები დასრულებული ექსპერტები არიან, რადგან ნათლად აღიქვამენ მსგავს სიტუაციაში მყოფი ახალგაზრდების პრობლემატიკას. მათ ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ, თუკი საამისო პირობები და შესაძლებლობა ექნებათ.
2. კომუნიკაცია
ახალგაზრდები ბუნებრივად არიან მისაბაძი მოდელები, რადგან როგორც ამ ჯგუფის წევრებს, აქვთ საჭირო პოტენციალი, განსაზღვრონ ეფექტური მეთოდი და მიდგომა. ეს შეიძლება განხორციელდეს სემინარების, თამაშების, მუსიკის, მასმედიის, დისკუსიისა და ამბების მოყოლის საშუალებით. სწორედ ახალგაზრდებს ხელეწიფებათ ამ მეთოდების საუკეთესოდ შემუშავება.
3. რენტაბელობა
იქ, სადაც შესაძლებლობები შეზღუდულია და როდესაც დიდი რაოდენობის ახალგაზრდის ჩართვაა საჭირო, თანატოლთა ურთიერთგანათლების შედეგი უსასრულოდ მრავლდება. შესაძლებელია, ამგვარ პროგრამებს ჰქონდეთ არაფორმალური, ჯაჭვური რეაქციის თუ უწყვეტი ნაკადის ეფექტი, რასაც გამოძახილი აქვს ადგილობრივ მოსახლეობაში.
ჩემთვის დიდი ბოროტება და რასიზმის გამოვლინებაა, როდესაც ხალხი ლაპარაკობს ჩემზე და ჩემს მეგობარ ყმაწვილზე, რომელიც გამბიიდან არის და ჰქვია საგილი. ზოგიერთი ჩემი „ახლო“ მეგობარი დაგვცინის კიდეც, როდესაც ჩვენზეა საუბარი. ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე არის ცრურწმენა და რასიზმი ერთდროულად.
ტანია კლიკენბორგი, 18 წლის, დანია
4. ახალგაზრდების როლის გაძლიერება
სწორი დაგეგმვის შემთხვევაში ახალგაზრდებს მშვენივრად შეუძლიათ თვალყური ადევნონ სასწავლო პროცესსა და ინფორმაციის გაცვლას. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ პროგრამის რომელი მოდელია გამოყენებული. თანატოლთა ურთიერთგანათლება ხელს უწყობს ახალგაზრდებს, მიიღონ მონაწილეობა ფორმალური და არაფორმალური განათლების პროგრამებში.
![]() |
4.3 თანატოლთა ურთიერთგანათლება, სწავლა და მიდგომები |
▲back to top |
თანატოლთა ურთიერთგანათლების სფეროში ბევრი სხვადასხვა მიდგომა არსებობს. გამოცემის ამ ნაწილში მოცემულია ნაირგვარი მოდელის აღწერა. ზოგ შემთხვევაში ფორმალური განათლების ფორმაა უფრო მეტად მისაღები, ზოგჯერ კი საჭიროა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ჩართვა პროგრამებში.
თანატოლთა ურთიერთგანათლება შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა საგანმანათლებლო მოდელისთვის. საამისოდ მხოლოდ „ერთი გზა“ არ არის, არამედ არსებობს მიდგომების მრავალფეროვნება.
საგანმანათლებლო მიდგომები, სკოლაში თუ სკოლის გარეთ, უაღრესად მნიშვნელოვანია. ის, თუ როგორ განვიხილავთ ამ მიდგომებს, უმეტესწილად კონტექსტზეა დამოკიდებული. აშკარაა, რომ არსებობს უფრო მეტად ფორმალური მეთოდები კლასგარეშე სწვალებაში (დარიგება, თემის წერა, წერითი სავარჯიშოები....) და ასევე ვხვდებით უფრო მეტად არაფორმალურ მეთოდებსაც სკოლაში (პროექტებზე ჯგუფური მუშაობა, ადგილობრივი გარემოს გამოყენება....). „დომინოს“ გამოცემისას 1994-95 წლებში, ჩვეულებრივ ჩვენ ვანსხვავებდით ფორმალურსა და არაფორმალურ განათლებას და იმ დროს შედარებით ნაკლებად ვლაპარაკობდით „ფორმალურს გარე განათლებაზე“ ან „ფორმალურს გარე სწავლაზე“. მას შემდეგ დისკუსია გაგრძელდა იქამდე, რომ ევროპის ახალგაზრდობის ფორუმმა ამას წინათ გამოაქვეყნა ძირითადი მიმართულებების დოკუმენტი „ახალგაზრდული ორგანიზაციები, როგორც ფორმალურს გარე განათლებაში მოღვაწე პედაგოგების როლის აღიარება“ (2003 წლის ნოემბერი). ტერმინი „არაფორმალური განათლება“ ამჟამად უფრო ხშირად იხმარება, როდესაც საუბარია დაუგეგმავ სასწავლო პროცესზე: ოჯახში, ავტობუსში, მეგობრებთან ურთიერთობისას. თუმცა, ამ გამოცემაში ჩვენ ვარჩიეთ არ შეგვეცვალა ტერმინოლოგია. ეგებ უფრო საინტერესოდაც მოგეჩვენოთ!
გამოწვევა, რომლის პირისპირ აღმოჩნდნენ საგანმანათლებლო სისტემები დღეს და ფორმალურ და ფორმალურს გარე განათლების ურთიერთშევსების საჭიროება აღწერილია „კომპასის“ განათლებისადმი მიძღვნილ მე-5 თავში.
დაგეგმვის გასაადვილებლად და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად სამი ძირითადი მიდგომა უნდა გამოიყოს:
1. თანატოლთა ურთიერთგანათლება ფორმალური განათლების ჩარჩოში
თანატოლთა ურთიერთგანათლების პრინციპი სკოლაში მასწავლებლებს შემოაქვთ იმ მიზნით, რომ შემდგომში ამ პროგრამის წაყვანა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა შეძლონ. განხორციელების პროცესში მასწავლებლის როლი იცვლება და ის ფასილიტატორისა და კონსულტანტის ფუნქციას იძენს. საუკეთესო შემთხვევაში მასწავლებელი თანდათანობით ზედმეტიც კი უნდა გახდეს.
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ეს ნიშნავს ჯგუფებს მასწავლებლის გარეშე, მოსწავლეების წყვილებად მუშაობას, მათთვის პასუხისმგებლობის მინიჭებას (კელერი, 1968) და ფორმალური განათლების სისტემის უფრო ფართო საზოგადოების წინაშე გამოტანას.
(იხ. მეხუთე ნაწილი: მედიატორული პროგრამა Jugendbildungswerk-ის სკოლებში, ოფენბახი, გერმანია).
2. თანატოლთა ურთიერთგანათლება არაფორმალური განათლების ჩარჩოში
არასასკოლო თანატოლთა ურთიერთგანათლება ეხება ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სამსახურებსა და სააგენტოებს, ასევე ზოგადად ახალგაზრდობას და სოციალურ სფეროში მუშაობას. მიზანი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდებმა შეიგრძნონ პასუხისმგებლობა თანატოლების განათლებაში, შეიძლება მიღწეულ იქნას კლასგარეშე მუშაობის მეშვეობით. უფროსებისთვის არასასკოლო განათლების ამოცანაა, თანდათანობით ჩამოშორდნენ თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამებს, შეურიგდნენ „კონტროლის დაკარგვას“ და ხელი შეუწყონ მათ განვითარებას, სტრუქტურული პროგრამების პარალელურად ორგანიზაციებში, სააგენტოებსა და სამსახურებში. თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამებს შეუძლიათ მოიცვან საზოგადოების უფრო ფართო ფენები, ვიდრე ორგანიზაციისა და ინსტიტუტების წევრები და ამდენად, წვლილი შეიტანონ სინთეზსა და გამრავალფეროვნებაში.
(იხ. მეხუთე ნაწილი: NCBI-ის სტერეოტიპების აღმოფხვრის პროგრამა, RSFL-ის პროგრამა სტოკჰოლმში).
3. ახალგაზრდობის მიერ ინიცირებული თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამა - ფართო მასების ინიციატივები.
ახალგაზრდები გრძნობენ აუცილებლობას, მოიპოვონ სხვა ახალგაზრდების მხარდაჭერა იმ საკითხებში, რაც მათ მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. ამისათვის, ისინი აწყობენ აქციას, რომელიც სულ უფრო მეტ და მეტ ახალგაზრდას მოიცავს. ეს მართლაც ნამდვილი თანატოლთა ურთიერთგანათლების მიდგომაა, თავიდან ბოლომდე უფროსების ყოველგვარი გავლენის გარეშე.
(იხ. მეხუთე ნაწილი: პროგრამები „შეაჩერეთ ძალადობა“ დანიაში და „მფარველი ანგელოზები“)
![]() |
5 მესამე ნაწილი |
▲back to top |
![]() |
5.1 რატომ ვიყენებთ თანატოლთა ურთიერთგანათლებას კამპანიისთვის „ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორი“? |
▲back to top |
10 პუნქტი იმის ასახსნელად, თუ რატომ ვიყენებთ თანატოლთა ურთიერთგანათლებას კამპანიისთვის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ.
1. თანატოლთა ურთიერთგანათლება ებრძვის რასიზმს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს და შეუწყნარებლობის სხვა ფორმებს ახალგაზრდებისთვის ნაცნობი ხერხებით.
რასობრივი ცრურწმენა მჭიდროდაა დაკავშირებული ჯგუფური იდენტურობის და ჯგუფური ქცევის ცნებასთან. ეს განპირობებულია იმითი, თუ როგორ აღიქვამს ინდივიდი თავის თავს, როგორც გამორჩეული სოციალური თუ ეთნიკური ჯგუფის წევრი სხვა ჯგუფებთან ურთიერთობაში. ამავე დროს, ყრმობის ხანა ადამიანის განვითარების საკვანძო ეტაპია, როდესაც ინდივიდის იდენტურობა ყალიბდება. ოჯახური კავშირების შესუსტება გზას უხსნის ახალგაზრდას ჯგუფური იდენტურობის სხვადასხვა არჩევანში. ეთნიკური წარმოშობა, როგორც აშკარად გამორჩეული იდენტურობა, შეიძლება გახდეს უაღრესად მნიშვნელოვანი ცხოვრების ამ მონაკვეთზე.
თანატოლთა ურთიერთგანათლება ძალას იკრებს თითოეული ახალგაზრდა ლიდერის პოტენციალიდან და ეყრდნობა ახალგაზრდული ჯგუფების ღირებულებებს. ამ არხების მეშვეობით გადაიცემა ის გზავნილი, რომელიც დიდად მნიშვნელოვანია მოზარდებს შორის.
2. თითოეულმა ახალგაზრდამ საკუთარი გამოცდილების საფუძველზე იცის, რას ნიშნავს დისკრიმინაცია
რასიზმი და ქსენოფობია, სხვა განსაზღვრებებთან ერთად, არის მართვის სტრუქტურების არეკვლა: ძლიერნი ჩაგრავენ სუსტებს.
იგივე შეიძლება ითქვას „უფროსობაზე“. ამ ტერმინით ჩვენ ავღნიშნავთ თანამედროვე საზოგადოების უმეტეს ნაწილში გაბატონებულ სისტემას, რომელიც უფრო მეტად უწევს ანგარიშს და სცემს პატივს უფროსების ქმედებებსა და შეხედულებებს ახალგაზრდობის ქმედებებთან და გადაწყვეტილებებთან შედარებით. ჩვეულებრივ, ბავშვებსა და მოზარდებს ეუბნებიან და ასწავლიან, რომ მათ უნდა მიაღწიონ მოწიფულობას, რათა სრულად დაიმსახურონ პატივისცემა. რადგანაც ახალგაზრდებს უფროსებთან შედარებით ნაკლები ძალაუფლება აქვთ, ისინი დისკრიმინირებული არიან. ამგვარად, ყველა მოზარდმა ასე თუ ისე იცის, რას ნიშნავს დისკრიმინაცია. თქვენ ანგარიშს არ გიწევენ, თქვენს სამართლიან სურვილებს არად მიიჩნევენ, რადგან ხართ ბავშვი, ესაა თითოეული ადამიანის პირველი დისკრიმინაციული გამოცდილება ჩვენს საზოგადოებაში (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. მილერი, 1979; ვან დენ ბროკი, 1993; იუნგკი/მიუელერტი, 1989).
ჩემთვის რასიზმი ის ავადმყოფობაა, რომლისგანაც ჩვენ ყველა უნდა განვიკურნოთ. ფერადკანიანი ხალხის მიმართ სიძულვილი სიბრიყვეა და სიბნელე. ის ფაქტი, რომ არსებობენ დედამიწაზე ადამიანები, ვინც თავის ცხოვრებას მხოლოდ სხვების სიძულვილში ატარებენ, გულს მირევს. ამავე დროს მაშინებს ის, რომ ადამიანებს აბრმავებს სიძულვილი. როდესაც ვფიქრობ იმაზე, თუ რაოდენ დიდია ჩვენი ცოდნა და რამდენად განვითარებულია ჩვენი საზოგადოება დღევანდელ დღეს, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რასიზმი წარსულის გადმონაშთი უნდა იყოს. ჩანს, კაცობრიობას ჯერ კიდევ არ შეუძლია სათანადოდ პატივი სცეს იმ აზრს და აღიაროს, რომ ჩვენ ყველა თანასწორნი ვართ.
ანტონიო კარასი, 21 წლის, ცხოვრობს ნორვეგიაში, წარმოშობით ესპანელი
მოგვიანებით ახალგაზრდები ქმნიან თანასწორთა ჯგუფებს და ძალას იკრებენ ამ ახალი ჯგუფის იდენტურობის მეშვეობით. ძლიერი ახალგაზრდული ჯგუფები და მათი ქცევა შესაძლოა იყოს გამოსავალი ახალგაზრდა და უფროსი თაობების დასაახლოვებლად.
თანასწორთა ჯგუფები და მათი ღირებულებები დიდ როლს თამაშობენ სოციალურად თუ ეთნიკურად განსხვავებულ ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. თუკი რასისტული, ქსენოფობიური და ანტისემიტური იდეები და არატოლერანტული ქცევა მომძლავრებულია, მაშინ თანასწორთა ჯგუფები ამ იდეების გადამტანები ხდებიან (ჯგუფის წევრები არაწევრთა წინააღმდეგ). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ შეხედულებების მსხვრევა და მათი არარასისტული ღირებულებებით, განწყობითა და განსხვავებული აზრის უნარით შეცვლა. როგორც ჩანს, თანატოლთა ურთიერთგანათლება წარმოადგენს ყველაზე მეტად მისაღებ საშუალებას ამ მიზნის მისაღწევად.
3. თანატოლთა ურთიერთგანათლება ხელს უწყობს ახალგაზრდების როლის გაძლიერებას და მათ ლიდერებად ჩამოყალიბებას
როგორც წესი, რასიზმი, ანტისემიტიზმი, ქსენოფობია და შეუწყნარებლობა მომდინარეობს უმწეობის განცდიდან და არასწორი მოპყრობიდან. „ის ადამიანები, რომლებსაც მუდმივად ცუდად ეპყრობიან, მერე ასევე ექცევიან სხვებს“ (National Coalition Building Institute, 1992).
ამ დროს ულტრანაციონალისტური, რასისტული, ანტისემიტური და ქსენოფობიური მოძრაობები თავს იჩენენ და მანიპულირებენ არასრულყოფილების განცდით, რაც ცუდი მოპყრობის შედეგია. ამგვარად ვლინდება მოჩვენებითი უპირატესობა, რომელიც დამყარებულია ძალადობასა და სხვების ჩაგვრაზე.
თანატოლთა ურთიერთგანათლება აქეზებს ახალგაზრდებს მოქმედებისკენ და ლიდერობისკენ და სიამაყით აღავსებს მიღწეული წარმატების გამო. ეს დადებითი შეგრძნებები ანელებს წარსულში ცუდი მოპყრობით გამოწვეულ ტკივილებს.
4. გრძნობების გაზიარება გზას უხსნის მრავალფეროვნების აღიარებას
დისკრიმინაცია ჯგუფური ჩაგვრის ფორმას წარმოადგენს. ადამიანთა ჯგუფებს მოიხსენიებენ, როგორც „ჭუჭყიანს“, „უუნაროს“, „საშიშს“, „ხარბს“, „უხეშს“ ისე, რომ არ ითვალისწინებენ ჯგუფის თითოეული წევრის ხასიათს. თუმცა კი მსხვერპლი ცალკეული ადამიანია, რომელიც იჩაგრება ამ დისკრიმინაციისგან. ეს ტკივილი სირცხვილით გამოიხატება და საკმაოდ ხშირად იქცევა სიშმაგედ ამ სირცხვილის შესანიღბად.
მოზარდებს შორის ჩაგვრისა და მისგან გამოწვეული წუხილის გამოცდილების გაზიარებით, სირცხვილის გრძნობა ნაწილდება და ზოგჯერ შეიძლება გაქრეს კიდეც. ინდივივიდუალურ და ჯგუფურ შეგნებას ერთმანეთის მხარდაჭერა აძლიერებს.
ადამიანში საკუთარი ღირსების დადებითი განცდა ჩნდება და ის სხვის ღირსებასაც ადვილად ითავისებს. საკუთარი თავის გაგება, სხვების გაგებასაც ეხმარება. ამგვარად, მრავალფეროვნება მნიშვნელოვანი შენაძენია ცხოვრებაში.
„თეთრკანიან და შავკანიან ახალგაზრდობას მსგავსი გამოცდილება და სიძნელეები აერთიანებთ, როგორიცაა უმუშევრობა, გაუნათლებლობა და უსახლკარობა. შეკავშირების მაგივრად, ხშირად ცალ-ცალკე არიან და პრობლემების სათავეს სხვაგან ეძებენ. ადგილობრივი ქალაქური ცხოვრების სტრუქტურებში არსებულ რასისტულ და ეთნიკურ საკითხებში წვდომის მცდელობა, როგორც ჩანს, ხანგრძლივი და მერყევი პროცესია, თუმცა ხელს უწყობს ახალგაზრდების დაახლოვებას“
(რიჩი/მარკენი, 1986, გვ. 17)
5. თანატოლთა ურთიერთგანათლება რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ძველ ღირებულებებს ახლით ანაცვლებს
რასისტული და არატოლერანტული ქცევები ხშირად გადამდები სენივითაა ახალგაზრდული ჯგუფებისთვის. იგივე რამ შეიძლება ვთქვათ ჩაგვრის სხვა ფორმებზე, ისეთებზე როგორიცაა დისკრიმინაცია სქესობრივი ნიშნის მიხედვით, ინვალიდთა დისკრიმინაცია და სხვა. ვერავინ ბედავს ხმა ამოიღოს ან შეეწინააღმდეგოს ჯგუფის რასისტულ ლიდერს ან თვით ამ ჯგუფს. ასე იწამლება გარემო თანდათანობით.
თანატოლთა ურთიერთგანათლების ჯგუფის ლიდერები ქმნიან ახალ მისაბაძ ნიმუშებს და ჯგუფებში ამკვიდრებენ სხვაგვარ ფასეულობებსა და პროგრესულ ნორმებს, რაც ასევე მიმზიდველი ხდება ჯგუფის სხვა წევრებისათვის.
6. თანატოლთა ურთიერთგანათლება რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ აგორებული თოვლის გუნდასავით მოქმედებს ჯგუფის ფარგლებს გარეთ
რასიზმი და შეუწყნარებლობის სხვა ფორმები დაავადებასავით ვრცელდება ჯგუფის გარემოში და წამლავს იქაურობას. თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამების მიმზიდველი და წარმატებული გამოცდილება სწრაფად არის გაზიარებული ჯგუფის სხვა წევრების მიერ, რაც საწინააღმდეგო მოძრაობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. დადებითმა შედეგმა შეიძლება საბოლოოდ დაარწმუნოს ის უფროსები, რომელნიც თავიდან ყოყმანობდნენ შეერთებოდნენ ამ მოძრაობას.
7. თანატოლთა ურთიერთგანათლება რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ იდეალისტური სულისკვეთების მატარებელია
ახალგაზრდები, რომელთაც ბედმა გაუღიმა და ჩაგვრა არ უგემიათ, გამსჭვალული არიან იდეალისტური სულისკვეთებითა და სიყვარულით სამყაროსა და მასში მცხოვრებ ყველა ჯურის ადამიანის მიმართ. ისინი ჯერ კიდევ არ არიან ბოლომდე ნაზიარები სიხარბეს, კონკურენციას და შოვინიზმს, რაც დამახასიათებელია ჩვენი სოციალური სისტემისთვის. ინტუიცია კარნახობს მათ, როდესაც ბოროტებაა ჩადენილი და დისკრიმინაცია იჩენს თავს.
თანატოლთა ურთიერთგანათლების ჯგუფების ქმედება რასიზმის წინააღმდეგ ეხმარება ახალგაზრდებს არ დაკარგონ ეს იდეალები, არამედ პირიქით, გააცნობიერონ, რომ ისინი წარმოადგენენ იმ გამაერთიანებელ ძალას, რომლის საშუალებითაც სამყაროს ერთობლივად შეცვლაა შესაძლებელი. „უფროსობის“ (იხ. ზემოთ, მე-2 ქვეთავი) თვალსაზრისით, მათ მოუწევთ, უარი თქვან იდეალებზე იმისათვის, რომ „რეალურ ცხოვრებას“ დაუბრუნდნენ. რასიზმის წინააღმდეგ მიმართული ურთიერთგანათლების ჯგუფების ქმედება ამყარებს ახალგაზრდების მიერ სამყაროს სამართლიან აღქმას და ძალას აძლევს იდეალების ხორცშესხმის საქმეში.
ახალგაზრდობის როლის ამგვარი გაძლიერება მოქმედებს მათი ცხოვრების სხვა ასპექტებზეც, რომლებიც ზოგჯერ არ არიან უშუალოდ დაკავშირებული თავდაპირველ თემასთან.
8. წარმატება წამახალისებელია და შემდგომ წარმატებულ ქმედებებს განაპირობებს
ჯგუფური თუ ინდივიდუალური დადებითი გამოცდილება და წარმატებული ხელმძღვანელობა წინსვლის საწინდარია. თუ ურთიერთგანათლების ჯგუფი შეძლებს რასიზმთან დაკავშირებული შედარებით მცირე უთანხმოების მოგვარებას, მაგალითად, ახალგაზრდულ კლუბში, საერთო ძალისხმევისა და ურთიერთგანათლების სფეროში მიღებული ცოდნის წყალობით, დადებითი იმპულსი ჩნდება.
თანატოლთა ურთიერთგანათლება სწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალებას იძლევა, მაგალითად, ანტირასისტული აქციის მოწყობის, გაზეთებში გაგზავნილი წერილების, საჯარო გამოსვლებისა თუ სემინარების ჩატარების მეშვეობით. უფრო ნაკლები მნიშვნელობის რასისტული ინციდენტების მოგვარების შედეგად მიღებული ცოდნა შესაძლებელია გაღრმავდეს და სასარგებლო გახდეს მეტად სერიოზული პრობლემების დასაძლევად, როგორიცაა კონფლიქტები ჯგუფებს შორის, ან ძალადობის შემთხვევები. ჯგუფის დინამიკა წევრთა შორის უაღრესად მნიშვნელოვანია. ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას მთელი ინსტიტუტების შეცვლა შეუძლია, რაც ხანგრძლივი, მაგრამ შეუქცევადი პროცესია. თავდაპირველად ეს შესაძლოა დაიწყოს კრიზისულ სიტუაციაში ჩარევით, მერე კი კრიზისის პრევენციად იქცეს და შეხედულებებსა თუ ზოგად ატმოსფეროს ცვლის თვით ჯგუფისა და შესაბამისი ინსტიტუტის შიგნით.
9. თვითდაჯერებული ახალგაზრდობა გამომწვევად უყურებს უფროს თაობას
რასისტული, ქსენოფობიური შეხედულებები და ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობათა ჯგუფებისადმი არათანაბარ მოპყრობას შეუძლია ჩამოაყალიბოს სკოლისა ან ახალგაზრდული ორგანიზაციის სტრუქტურის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს რასიზმის წინააღმდეგ თანატოლთა ურთიერთგანათლების პროექტის განხორციელებას.
ინსტიტუტები სიფრთხილით ეკიდებიან: ა) ანტირასისტული პროგრამების განხორციელებას და ბ) თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამების დაწყებას. ამის მიზეზად მოტანილია საჭირო ინსტიტუციონალური ცვლილებების შემოღების შიში და მმართველობის საკითხი. ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების გაძლიერებით, რასიზმის წინააღმდეგ მიმართულმა ურთიერთგანათლების პროგრამებმა შეიძლება ეჭვის ქვეშ დააყენონ სისტემაში არსებული გარკვეული რასისტული შეხედულებები, ხელმძღვანელი სტრუქტურები და ეთნიკური სხვაობა. სწორედ ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და თვალსაჩინო მოტრიალებას უკეთესობისკენ შეუძლია დაამსხვრიოს ინსტიტუციონალური წინაღობები.
„ანტირასისტული მუშაობის დაწყება გარკვეულწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მორგებული იქნება ახალგაზრდების მუშაობა იმ დისკომფორტთან, რომელსაც იწვევს როგორც საკუთარი რასიზმის შეგნება, ასევე თეთრკანიანი ახალგაზრდა რასისტებისთვის სათანადო პასუხის გაცემის უუნარობა“.
(რიჩი/მარკენი, 1986, გვ. 7)
რასიზმი ნიშნავს, მოექცე სხვებს ისე, თითქოს ისინი შენნაირები არ არიან.
დან პაუნესკუ, 17 წლის, რუმინეთი
10. თანატოლთა ურთიერთგანათლებას ახალგაზრდების ოჯახური გარემოს შეცვლა შეუძლია
ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობენ რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებში, სახლში ბრუნდებიან ახალი იდეებით სამყაროს მოწყობაზე. სავარაუდოა, რომ მათ მშობლებთან დაპირისპირება მოუწევთ ან უკეთეს შემთხვევაში, მათი ინფორმირება განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებთან ახალი ურთიერთობის შესახებ. ეს ზოგჯერ გარკვეული დაძაბულობის მიზეზიც ხდება, თუმცა საბოლოოდ შესაძლოა, ოჯახის წევრთა შეხედულებებიც კი შეიცვალოს. როდესაც მშობლები დაინახავენ, რომ მათი შვილები ბედნიერი და გალაღებული არიან, ისინი ზოგ სტერეოტიპს თვითონვე უარყოფენ. აგორებული თოვლის გუნდის ეფექტმა შესაძლოა ახალი ანტირასისტული საქმიანობა გამოიწვიოს ოჯახურ გარემოსა და სამეზობლოში.
თუ გსურთ უფრო დაწვრილებით განიხილოთ თემა დისკრიმინაციასა და ქსენოფობიაზე, მიმართეთ სახელმძღვანელოს „კომპასი“, სადაც შეხვდებით სხვა მოსაზრებებსა და თემატურ სფეროებს თანატოლთა ურთიერთგანათლების გამოყენებასთან დაკავშირებით.
![]() |
6 მეოთხე ნაწილი |
▲back to top |
![]() |
6.1 ახალგაზრდების მონათხრობი |
▲back to top |
გამარჯობა, მე მქვია მელანი, ვარ 21 წლის. ყველაზე მეტად მიჭირს ის, რომ ჩემი მშობლების სხვადასხვა წარმოშობის გამო (სპილოს ძვლის სანაპირო და შვეიცარია), არსად არ ვგრძნობ თავს საკუთარ სახლში. სადაც არ უნდა ვიყო, უცხოელად მიღებენ, ზოგჯერ თეთრკანიანად, ზოგჯერ შავკანიანად. ასე ხდება მაშინ, როდესაც დედაჩემის ქვეყანაში, შვეიცარიაში, ვცხოვრობ და მაშინაც, როდესაც მამაჩემის ქვეყანაში, სპილოს ძვლის სანაპიროზე, ვცხოვრობდი. თავს ვიგრძნობდი საკუთარ სახლში იქ, სადაც მიმიღებდნენ ისეთად, როგორიც ვარ!
ბავშვობისას თავიდან ვერ ხვდები, რომ განსხვავებული ხარ, მაგრამ მალე ამას სხვები მიგახვედრებენ, ბავშვებიც კი სასტიკად ეპყრობიან „უცნაურ ბავშვს“.
ზოგჯერ, დაუჯერებელი ამბავიც ხდება. ერთხელ, შვეიცარიაში, ჩემი სახლის მახლობლად ველოსიპედით ვსეირნობდი. მანქანამ ჩამიარა და საჭესთან მჯდომმა მამაკაცმა მომაძახა: „Scheiss-Neger - ბინძურო ზანგო!“ ადგილზე გავშეშდი. უმწეოდ ვიგრძენი თავი, ვერ შევძელი თავის დაცვა. მანქანის ნომერს შევხედე, გერმანული იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ შეურაცხყოფა იმ ადამიანმა მომაყენა, ვინც თვითონ იყო უცხოელი ამ ქვეყანაში. როგორ გამიბედა? მზად ვიყავი, მომეკლა. ცოტა რომ გადამიარა, უფრო საღად დავიწყე განსჯა. ეს რასისტები უბრალოდ ბრიყვნი არიან და ამ ცხოვრებაში არაფერი გაეგებათ.
შეუწყნარებლობა მართლაც რომ ყველაზე მეტად მაწუხებს. ჩემი აზრით, ყველა განსხვავებულია და ყველას აქვს უფლება, იყოს განსხვავებული გამონაკლისის გარეშე, რა მნიშვნელობა აქვს მენტალიტეტს, კანის ფერს, რელიგიას. ამ განსხვავებების გამო, არავინ უნდა ჩაითვალოს მეორეხარისხოვნად. შემწყნარებლობა არ ნიშნავს თანხმობას ყველაფერზე, არამედ მხოლოდ იმას, რომ უპირობოდ მიიღო ყველაფერი. ნეტავ, ადამიანები უფრო გონებაგახსნილები იყვნენ უცხოელებისა და მათი ცხოვრების წესის მიმართ, ეს არის ჩემი ოცნება!
მელანი, 21 წლის, შვეიცარია
მე მქვია ნიკოლა ბობანი, ნახევრად დანიელი, ნახევრად ბოსნიელი ვარ. სამი წლის წინ მომხდარი ამბავი მინდა გიამბოთ. ბიზნესის კოლეჯი დავამთავრე და ერთ დიდ, რესპექტაბელურ კომპანიაში საბუთები შევიტანე სამუშაოს მოსაპოვებლად. ყველა საჭირო დიპლომი და ხარისხი მქონდა, ამიტომაც ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული. პირადად წარვადგინე ჩემი განცხადება, მინდოდა კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა.
კომპანიაში შემპირდნენ, რომ პასუხს ერთ თვეში მივიღებდი. ორი თვის ლოდინის შემდეგ, გადავწყვიტე ჩემი განცხადება გამომეტანა. იმედგაცრუებული ვიყავი, თუმცა მაინც უნდა გამეგო, რატომ არ მიპასუხეს.
მეორეჯერ მივედი კომპანიაში მენეჯერთან დასალაპარაკებლად. ქაღალდებით მოფენილ დიდ მაგიდასთან იჯდა. განცხადების გატანის მიზეზი მკითხა, მეც ვუპასუხე. მან დოკუმენტების ორი დასტა აიღო და ჩემი გვარი იკითხა. როცა ჩემი ვინაობა გაიგო, გაოცდა. მკითხა, სადაური ხარო. მივხვდი, რომ ერთ დასტაში დანიური გვარები იყო თავმოყრილი, მეორეში კი მხოლოდ უცხოელების.
მაშინვე გასაგები გახდა ჩემთვის, რატომ ჰქონდა გაოცებული სახე. ჩემი ცისფერი თვალების და ქერა თმის გამო ფიქრობდა რომ დანიელი ვარ, თუმცა განცხადების წაკითხვისას დარწმუნებული იყო, რომ უცხოელი ვიყავი.
ამ შემთხვევამ დამანახა, რომ რასიზმი არსებობს ისეთ სოლიდურ კომპანიებშიც კი, სადაც, წესით, გონიერი ხალხი უნდა მუშაობდეს.
ნიკოლა ბობანი, დანია
გამარჯობა! მე მქვია ჯულიანა ვიოლარი, კვიპროსიდან. ვარ 18 წლის. ვარ ნახევრად კათოლიკე, ნახევრად მართლმადიდებელი. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი განსაკუთრებული რამ ჩემს ცხოვრებაში. ჩემი მშობლები 1974 წლიდან თურქულ ნაწილში არიან. სასწავლებლად კვიპროსის სამხრეთში წავედი. 12 წლის რომ გავხდი, ოჯახის დატოვება მომიხდა, რომ ნიქოზიის სკოლაში მესწავლა. ოჯახის ნახვა მხოლოდ სკოლის არდადაგების დროს შემეძლო, შობის, აღდგომის დღესასწაულებზე და ზაფხულში. ასე გრძელდებოდა გასულ წლამდე, როდესაც 17 წლის გავხდი. შარშანდლიდან აღარ მაქვს ოჯახის მოსანახულებლად წასვლის უფლება. ჩემს მშობლებს შეუძლიათ ჩემთან და ჩემს და-ძმასთან ჩამოსვლა თვეში ერთხელ.
ერთხელ, როდესაც 13 წლის ვიყავი, საშობაო არდადაგებზე მშობლებს ვესტუმრე. ძალიან კარგი დრო გავატარე. დასრულდა არდადაგები და მეც სკოლას დავუბრუნდი ბერძნულ ნაწილში. მაგრამ იქ საქმე გართულდა. როდესაც ეგრეთ წოდებულ „მწვანე ზოლს“ მივადექით, თურქულ სასაზღვრო პოლიციას ჩვენი გაშვება ბერძნულ ნაწილში არ უნდოდა. გვითხრეს, თუ იქით გადავიდოდით, ჩვენი ოჯახების ნახვის ნებართვას ვეღარასდროს ვეღირსებოდით. ასე მეგონა, ქვეყნის დასასრული დადგა-მეთქი. არ ვიცოდი, რა მექნა, ან რა მეფიქრა. როგორ მოითხოვეს ასეთი რამ? როგორ შეიძლებოდა, ჩემთვის აეკრძალათ საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახთან ერთად ყოფნა? როგორ? რა გაეწყობოდა. თურქები ფიქრობდნენ, რომ ეს ერთადერთი გზა იყო, მშობლიური კერა მიგვეტოვებინა. თუმცა, საწადელს ვერ მიაღწიეს. მას შემდეგ, ბევრი სირთულე გამოვიარე, მაგრამ ეს დღე ყველაზე ცუდად მახსენდება. მიუხედავად ყველა ამ სიძნელისა, ჩემს მშობლებს სახლის დატოვება და ბერძნულ ნაწილში გადასახლება არც უფიქრიათ. იმედი მაქვს, ასეთ დღეში არასდროს ჩავვარდები. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ერთერთი ადამიანის უფლებათაგანია, შენს ქვეყანაში იცხოვრო იქ, სადაც მოგესურვება. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ მე ბერძენი ვარ, ისინი კი თურქები. მხოლოდ ესაა მიზეზი.
ჯულიანა ვიოლარი, 18 წლის, კვიპროსი
რასიზმი სხვა ადამიანთა პრობლემების გაგების უუნარობის გამოხატულებაა.
რომან რარესი, 24 წლის, რუმინეთი
ვარ 24 წლის უნგრელი ებრაელი და ბუდაპეშტში ვცხოვრობ. ლიცეუმში სწავლისას შევიგრძენი ყველაზე მძაფრად, თუ რას ნიშნავს შეუწყნარებლობა. ერთხელ, ქიმიის გაკვეთილზე, საპნის წარმოების პროცესს ვსწავლობდით. უცებ, პირველ რიგში მჯდომი ერთ-ერთი თანაკლასელი მომიბრუნდა და მომაძახა: „გაბორ! გესმის?“ გაკვეთილის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელი იყო, რასაც გულისხმობდა. დაფაზეც კი დავინახე ასეთი წარწერები: „გაბორ! წადი ისრაელში!“, „სუნიანო ებრაელო“. ჩვეულებრივ, „ებრაელი“ და „ბოშა“ სალანძღავი სიტყვები იყო. მასწავლებლები კი ამაზე არაფერს ამბობდნენ.
გაბორ რონა, 24 წლის, ბუდაპეშტი
გამარჯობა, მე ანა ვარ პოლონეთიდან, 21 წლის. მსურს, მოგიყვეთ ერთი ჩემთვის გულდასაწყვეტი ამბავი, რომელიც ერთი წლის წინ გადამხდა თავს, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. სტუდენტების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის გამო, ჰოლანდიაში ვიმყოფებოდი. ძალიან მეგობრულ ოჯახში მოვხვდი. მათი ქალიშვილი, სანდრა, მერე პოლონეთში გვესტუმრა. ერთხელ, როდესაც მე და სანდრა საყიდლებიდან სახლში ვბრუნდებოდით, სანდრას მეზობელ ყმაწვილს შევხვდით. ის მხოლოდ სანდრას მიესალმა და ჰოლანდიურად დაუწყო ლაპარაკი. მართალია, ეს ენა არ მესმის, მაგრამ ვიგრძენი, რომ ჩემზე თქვა რაღაც. როდესაც მას დავშორდით, სანდრას ვკითხე, რა გითხრა-მეთქი. აი სანდრასა და მის მეზობელს შორის დიალოგის შინაარსიც:
სანდრა: „გამარჯობა, როგორ ხარ?“
მეზობელი: „ძალიან კარგად. მე პოლონელები სახლში არ მყავს“.
ამან ჩემზე საშინლად იმოქმედა. ვერ გავიგე, რატომ არ დატუქსა ის ჩემმა მეგობარმა. სანდრას დედამ მითხრა, ალბათ, შეშურდა, რადგან უცხოელებს თვითონ ვერ დაპატიჟებდაო. არ ვიცი, ეგებ დედამისი მართალი იყო. მაგრამ ჩემი აზრით, ამ ბიჭს არც კი ესმოდა, რა ბრიყვულად მოიქცა. ასეთი ადამიანები საცოდავნი არიან!
ანა სმოლენი, 20 წლის, პოლონეთი
მე მქვია დანიელი, ვარ 21 წლის, ვცხოვრობ დანიაში. სამი წლის წინ მომხდარს გიამბობთ. ჩემს ახლო მეგობრებთან ერთად დაბადების დღეს ავღნიშნავდით. გადავწყვიტეთ, საღამო ქალაქის დისკოთეკაში გაგვეგრძელებინა. იქ მისვლისას, გავიყავით, მე ბარისკენ წავედი.
ბართან ერთი კაცი შევამჩნიე, ის უცნაურად მიყურებდა. არც მისი გამომეტყველება, არც სიტუაცია არ მესიამოვნა, მაგრამ ყურადღება დიდად არ მიმიქცევია. უცბად, ეს კაცი მომიახლოვდა და მკითხა, სად ვიყიდე ჰალსტუხი. რა უცნაური კითხვა არის-მეთქი, გავიფიქრე, თუმცა ეს არ გამომიხატავს, რადგან კარგ გუნებაზე ვიყავი და ახალი ადამიანების გაცნობაც მინდოდა. კითხვას რომ ვუპასუხე, მოულოდნელად ჯიბიდან დანა დააძრო, ჩემს ჰალსტუხს ეცა და გაჭრა. მერე, დანა თეძოზე დამისვა და წავიდა. ეს ყველაფერი დისკოთეკაში მოხდა. თავზარდაცემულმა გაქცევა ვიფიქრე. როდესაც ქურთუკის ასაღებად გავემართე, შევამჩნიე, რომ სისხლი მდიოდა. ტკივილს ვერ ვგრძნობდი, ჭრილობაც სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ გვარიანად კი შევშინდი. პოლიცია რომ მოვიდა, ყველაფერი მოვუყევი. მართალია, ის კაცი დაიჭირეს, მაგრამ სხვა ვერაფერი ქნეს, ვერც მოწმე იპოვეს, ვერც იარაღი და ბოლოს ის გაუშვეს.
მას შემდეგ პრობლემები მქონდა. მუდმივად დამფრთხალი ვიყავი და ხალხმრავალ ადგილებში თავს ცუდად ვგრძნობდი. ადამიანებისადმი ნდობა აღარ მქონდა და ბევრი მეგობარიც დავკარგე. მერე თერაპიის ჯგუფში ვმკურნალობდი, თუმცა უშედეგოდ.
ხშირად მიფიქრია, ნეტავ თუ მიხვდა ის კაცი, ვინც მე დამჭრა, რა ჩაიდინა იმ ღამეს.
დანიელი, 21 წლის, დანია
გამარჯობა, მე მქვია მარსელა, ვარ 23 წლის. კოლუმბიაში დავიბადე და ბოლო ხუთი წელია, რაც შვედეთში ვცხოვრობ. კოლუმბიის დატოვების მიზეზები რთული ასახსნელია, მაგრამ ერთერთი მათგანი ჩემი ტრანსსექსუალობაა. მოკლედ ავუხსნი მათ, ვინც არ იცის, რას ნიშნავს ეს. ბიჭის სხეულში დავიბადე, თუმცა გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ ქალი ვიყავი. ცხოვრება რომ შევძლო, საამისოდ გრძელი გზა უნდა გავიარო, ჯერ შუა გზაზე ვარ. სქესი ჯერ არ შემიცვლია, მაგრამ ჰორმონებს ვიღებ და უკვე ნამდვილი ქალივით გამოვიყურები. ძალზე ძნელია, იყო ერთდროულად კოლუმბიელი და შვედეთში მცხოვრები ტრანსსექსუალი. ხშირად, ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლი ვარ, ალბათ გესმით რატომაც. ნაცემიც ვარ მრავალჯერ, როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად. აქამდე, ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთია, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ სქესის შეცვლა შესაძლებელია. ოდესმე, იმედი მაქვს, ისეთად მიმიღებენ, როგორიც ვარ. მე ვერც გარყვნილებას, ვერც უცნაურობას დამწამებენ. უბრალოდ, ვარ ადამიანი, რომელსაც უნდა, ბედნიერი იყოს.
მარსელა, 23 წლის, შვედეთი
მე მქვია ტედროს ტესფეი, ვარ 20 წლის. ეთიოპიაში დავიბადე, მაგრამ ახლა შვედეთში ვცხოვრობ. დისკრიმინაციის მაგალითს მოგიყვებით, იმ ამბავს, რომელიც მე გადამხდა. 1992 წლის ზაფხულს ორ მეგობართან ერთად სტოკჰოლმში ვიყავი. საღამო ჰომოსექსუალების კლუბში გავატარეთ, მერე მაკდონალდსში წავედით ჰამბურგერების საჭმელად. რადგან მანამდე, იმ კლუბში მასკარადზე ვიყავით, სამივეს „უცნაურად“ გვეცვა.
მაკდონალდსში უმეტესობისთვის სასაცილო ვიყავით, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ჩვენთვის არ მოუქცევიათ. ერთი მაინც გამოერია, ვისაც თვალში არ მოუვედით. საკმაოდ ნასვამი იყო და გამომწვევად გამოგველაპარაკა. მკითხა, „ცისფერი“ ხომ არ ვიყავი. ვუპასუხე: „დიახ, თქვენ რამე გაწუხებთ?“ რა თქმა უნდა, აწუხებდა, ისიც კი მითხრა, რას მიზავდა. არ მოსწონდა, ცოცხალი რომ ვიყავი, დიდი სურვილი ჰქონდა, საკუთარი საფლავი ჩემი ხელით ამომეთხარა და მერე მიმახრჩობდა. ამ სიტყვებმა სრულიად გამანადგურა და მისი მეგობრები რომ მოვიდნენ, ძალზე შემეშინდა და გავიქეცი. ბოლოს რაც გავიგე ის იყო, რომ ჰომოსექსუალი ზანგი ვიყავი და არ მქონდა არსებობის უფლება. ეს მე არასდროს დამავიწყდება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ვერავინ ჩემს ღირსებას ვერ შემილახავს.
თედროს ტესფეი, შვედეთში მცხოვრები 20 წლის ბედნიერი ჰომოსექსუალი ამ ამბების გაცნობისას, ბევრი კითხვა ჩნდება იდენტურობაზე და იმასთან დაკავშირებით, თუ ა) როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს და ბ) როგორ აღგვიქვამენ სხვები. ამ კუთხით, შეიძლება გამოგადგეთ „იდენტურობის ფესვების“ თემის გარშემო გამართულმა მსჯელობა და საქმიანობა, რაც საგანმანათლებლო პაკეტშია მოთავსებული.
![]() |
7 მეხუთე ნაწილი |
▲back to top |
![]() |
7.1 მოწინავე პრაქტიკის მაგალითები |
▲back to top |
„დომინოს“ მომზადებისას, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სამსახურებსა და საინიციატივო ჯგუფებს დაეგზავნათ კითხვარი, რომლის მიზანი იყო თანატოლთა ურთიერთგანათლების ინოვაციური პროექტების შემოთავაზება. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო კითხვარის შევსებაში. სამწუხაროდ, ამ პროექტების მხოლოდ მცირე ნაწილის შერჩევა მოხერხდა ამ სახელმძღვანელოსთვის.
ქვემოთ მოცემულია ხუთი პროექტის აღწერა, სადაც განხილულია თანატოლთა ურთიერთგანათლების, როგორც შეუწყნარებლობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალების, სხვადასხვა მიდგომები. ეს პროექტები ასახავენ იმ მრავალგვარ მეთოდებს, რომლებსაც უკვე შევხვდით „დომინოს“ მეორე ნაწილში, ანუ საუბარია პროექტებზე ფორმალური თუ არაფორმალური განათლების სფეროში და თანატოლთა ურთიერთგანათლებისა თუ ახალგაზრდობის „ფართო მასების“ ინიციატივებზე. თითოეული პროექტის ბოლოს მოთავსებული საკონტაქტო მონაცემები დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში დაგეხმარებათ.
5.1. მშვიდობის მხარდაჭერის პროექტი ოფენბახში, გერმანია
თანატოლთა შუამავლობის მაგალითი სკოლებში
მშვიდობის მხარდამჭერი არის ისეთი ადამიანი, ვინც უთანხმოების მოგვარებას უწყობს ხელს. სხვადასხვა კულტურებში, განასაკუთრებით ტრადიციულში, ამგვარ ადამიანებს დიდ ანგარიშს უწევენ. მათ სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ, მაგრამ ყველანი ერთსა და იმავე როლს ასრულებენ, რაც უთანხმოების მოგვარებას გულისხმობს ძალადობისა და სისხლისღვრის გარეშე. ეს ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამედროვე საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც პრობლემები და კონფლიქტები კიდევ უფრო გართულებულ სახეს იღებს.
სწორედ ამიტომაც შევარჩიეთ ეს ტრადიციული მოდელი კონფლიქტის მოგვარების პროექტისთვის ოფენბახის სკოლებში (გერმანია). პროექტს ხელმძღვანელობს ახალგაზრდობისა და განათლების ადგილობრივი ოფისი, ნაწილი ჩვენი ეროვნული ახალგაზრდული სამსახურისა, რომელიც მართავს საგანმანათლებლო ღონისძიებებს იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქის ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობა კოორდინირებული იყოს.
„მშვიდობის მხარდაჭერის“ პროექტი უფრო მსხვილი პროექტის, „ძალადობის თავიდან აცილება“, ნაწილია და ის ორი თეორიული მიდგომის საფუძველზე შეიქმნა, ესენია: თანატოლთა ურთიერთგანათლება და შუამავლობა. პროექტი ასევე დაფინანსებულია ევროპული ახალგაზრდული კამპანიის ევროპული საორგანიზაციო კომიტეტის გრანტის მეშვეობით
ქსენოფობია დრამატული შემთხვევის შედეგად მიღებული ფსიქიური ტრამვაა, რაც დაკავშირებულია უცხო მოვლენასთან ან ადამიანთან. ეს აშლილობა გამოიხატება არარაციონალური შიშით ყველაფერი უცხოსადმი...
ანტონი ბარგილი, 17 წლის, კვიპროსი
თანატოლთა ურთიერთგანათლების მნიშვნელობა ფორმალური და არაფორმალური განათლების სფეროებში სკოლის კურიკულუმის გარე პროექტებისთვის.
თანატოლთა ურთიერთგანათლება სკოლებში დიდი ხნის წინ დაიწყო. მრავალი საუკუნეა, რაც მასწავლებლები ზრუნავენ მოსწავლეთა შორის ურთიერთობის ხელშეწყობაზე სკოლის კედლებში. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, თანატოლთა ურთიერთგანათლების პირველი ნიშნები ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში შეიმჩნეოდა, სხვები კი ამ მეთოდის გამოყენებას შუა საუკუნეებს მიაკუთვნებენ. თუმცა, თანატოლთა ურთიერთგანათლების ფართო მასშტაბით გამოყენება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში მე-18 და მე-19 საუკუნეების მიჯნაზე აშკარა ხდება. იმ დროს, ევროპის სხვა ქვეყნებში ეს მიდგომა არც ისე გავრცელებული იყო.
მოგვიანებით, ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში, წერა-კითხვის ცოდნა ღარიბებისთვისაც კი აუცილებელი გახდა, მაგრამ ვერც მასწავლებლები და ვერც სკოლები შესაბამის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, შემოიღეს ისეთი საგანმანათლებლო მიდგომები, როგორიცაა ენდრუ ბელის მადრასის სისტემა და ჯოზეფ ლანკასტერის ორმხრივი სწავლების სისტემა, რომელთა მიხედვით, რამდენიმე მოსწავლეს (აღმზრდელს) ევალებოდა შეძენილი ცოდნის გადაცემა სხვა ბავშვებისთვის. ეს მეთოდი ჯგუფური სწავლების ძალზე ფორმალურ მეთოდს და როგორც წესი, სიმკაცრეს გულისხმობდა, თუმცა იმ დროისთვის, საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა.
იმის გათვალისწინებით, რომ დასავლური განათლების სისტემა მე-19 საუკუნეში განვითარდა, ორმხრივი სწავლება ნაკლებად გამოსადეგი გახდა. თანატოლთა ურთიერთგანათლება მხოლოდ მცირე ზომის ერთკლასიან სკოლებში არსებობდა. განვითარებად ქვეყნებში, კერძოდ, ლათინურ ამერიკაში ეს მეთოდი წერა-კითხვის სწავლებისთვის კვლავ ღირებული იყო. სწორედ ამიტომაც თანატოლთა ურთიერთგანათლება დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეული იყო, როგორც არაძვირადღირებული გზა ელემენტარული ცოდნის მისაღებად.
თუმცა, განათლების საკითხებზე მსჯელობისას, მაშინ ყურადღება არ ექცეოდა თანატოლთა ურთიერთგანათლების დადებით მხარეებს, რასაც დღევანდელი სკოლის სისტემაში ძალზე ვაფასებთ: მოსწავლეები, რომლებიც სათანადოდ არ პასუხობენ უფროსებს, ხშირად თანატოლ აღმზრდელებთან ერთად უფრო მეტს სწავლობენ; ამავე დროს, ეს პროცესი ახალგაზრდა პედაგოგებსაც სწავლების უნარ-ჩვევებს მეტად უღვივებს. სწავლა ურთიერთდახმარების მეშვეობით, უფრო შედეგიანია, ვიდრე პაექრობაზე დამყარებული ტრადიციული სწავლების სისტემა.
უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, თანატოლთა ურთიერთგანათლების სარგებლიანობა კვლავ მსჯელობის საგანი გახდა, კერძოდ, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღევანდელი ევროპის განვითარებული განათლების სისტემების პირობებში არც მასწავლებლების, არც სკოლების ნაკლებობაა საბაზისო განათლებისთვის, მაგრამ „ფაქტობრივი ცოდნის“ მიღების მიღმა, ფორმალური მეთოდები თითქმის არ არის ეფექტური. აშკარაა, რომ ახალგაზრდები სულ უფრო მეტად და დაუფარავად ლაპარაკობენ ძალადობაზე, შეუწყნარებლობაზე, ნარკოტიკებზე და ა.შ. სწორედ ამ კონტექსტში, თანატოლთა ურთიერთგანათლება შესაძლებელია ფორმალური განათლების შემავსებელი იყოს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასკოლო აღზრდის ჰუმანიზაციის საქმეში.
კონსტრუქციული გზით კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის და შუამავლობა
ბევრი ახალგაზრდისთვის ძალადობა პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თუმცა მათ ეს განსაკუთრებულ სიამოვნებას არ ანიჭებს, მაგრამ სხვა გზასაც ვერ ხედავენ. თანაც უფროსებისგან სწავლობენ, რომ არაფერი შავდება, თუ საკუთარი წარმატებისთვის კონკურენტების განადგურებაა საჭირო. ისეთ ფილმებსაც უყურებენ, სადაც საწადელის მიღწევა ამ ქვეყანაზე მხოლოდ ძალადობითაა შესაძლებელი და არ უნდათ, თანატოლთა ჯგუფში ვინმემ სუსტებად მიიჩნიოს.
ზოგჯერ გვგონია, რომ ბავშვებსა და ყმაწვილებს შეუძლიათ ისწავლონ, როგორ აღუდგენ წინ ძალადობას და ბევრი პრობლემაც თვითონვე გადაჭრან. თუმცა ცხადია, რომ ჩვენი შესაძლებლობანი კონსტრუქციული გზით მოგვარების საქმეში საკმაოდ ჩამორჩება თანამედროვე საზოგადოების ტექნოლოგიურ და სოციალურ განვითარებას. ამიტომაცაა საჭირო ძალადობის წრის გარღვევა და ახალგაზრდებს შორის ამ სენის დამარცხება. მრავალგვარი მოდელი არსებობს კონფლიქტების დასაძლევად დემოკრატიული და არაძალადობრივი გზით.
ერთ-ერთი ასეთი საშუალება არის „შუამავლობა“, ანუ კონფლიქტის მოგვარება მესამე პირის დახმარებით. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს მოწინააღმდეგეებს, იპოვონ ყველასათვის მისაღები გამოსავალი ისე, რომ ორივე მხარე გამარჯვებული დარჩეს. შუამავალი ოპონენტებს პრობლემებისა და უთანხმოების საბაბის ნაბიჯ-ნაბიჯ გამოაშკარავებას სთავაზობს, რასაც საბოლოოდ კონფლიქტის მოგვარებისკენ მივყავართ.
შუამავლობის მეთოდმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიკიდა ფეხი და უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში გამოიყენება, ესაა მეზობლებს შორის უთანხმოება, მეუღლეებს შორის კონფლიქტი თუ ეგრეთ წოდებული დამნაშავის/მსხვერპლის კომპენსაცია ახალგაზრდებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის სფეროში. უმთავრესი პირობა და ასევე შეზღუდვა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა მხარე უნდა მზად იყოს, მონაწილეობა მიიღოს მსჯელობაში და ეძებოს გამოსავალი. შუამავალს შეუძლია, მხარეებს სწორი გზა ურჩიოს, მაგრამ ის მათ მაგივრად არსებულ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს.
სანიმუშო პროექტის „ძალადობის თავიდან აცილება“ სტრუქტურა ოფენბახში
1993 წლის ივნისში ოფენბახის ქალაქის საკრებულომ თხოვნით მიმართა ახალგაზრდულ ოფისს, შეემუშავებინათ ძალადობის, რასიზმის, ანტისემიტიზმისა და მემარჯვენეების ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა. ეს განპირობებული იყო გარკვეული პოლიტიკური ფონით გერმანიაში: მომძლავრებული რასიზმი 90-იან წლებში და ადგილობრივ არჩევნებში მემარჯვენე ექსტრემისტული პარტიის, „რესპუბლიკელების“ წარმატება. უკანასკნელ ადგილობრივ არჩევნებში ამ პარტიამ ხმების 15% მოიპოვა ოფენბახში, ზოგიერთ საარჩევნო უბანში კი ხმათა რაოდენობამ 30%-ს გადააჭარბა. საკრებულომ ეს მდგომარეობა პოტენციურ საფრთხედ მიიჩნია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიის ქალაქებს შორის იმიგრანტთა ყველაზე დიდი რიცხვი ოფენბახზე მოდის. აქ ყოველ მესამე მაცხოვრებელს უცხოური პასპორტი აქვს.
ახალგაზრდულმა განათლების ოფისმა დაიწყო მუშაობა საპილოტე პროექტზე, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა და ამჟამად განხორციელების პროცესშია. პროექტის მთავარი მიზნებია:
ა) პრობლემათა კონსტრუქციული გზით გადაწყვეტის სისტემის დანერგვა ოფენბახის ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და სკოლებში.
საამისოდ სამი სამუშაო მეთოდი გამოიყენება:
„კონფლიქტის ტიპების“ შექმნა კლასებსა თუ ახალგაზრდების ჯგუფებში, როგორც სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებსა და ახალგაზრდულ ცენტრებში იმისათვის, რომ განისაზღვროს არსებული პრობლემებისა და კონფლიქტის შინაარსი.
ბავშვებისა და ყმაწვილებისთვის ისეთი პროგრამების შემუშავება, რომლებიც კონფლიქტების კონსტრუქციული გზით მოგვარებას ასწავლის. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით „მშვიდობის მხარდაჭერის პროგრამაა“, რომელიც მოიცავს შუამავლობის პრინციპს კონფლიქტის დროს და ტრეინინგს პრობლემის კონსტრუქციული გზით გადაწყვეტის საკითხებზე.
მასწავლებელთა და სოციალურ მუშაკთა მომზადება კონფლიქტის მოგვარების მეთოდოლოგიაში. ამგვარი თანდათანობით მომზადების საშუალებით, მასწავლებლები შეისწავლიან მეთოდებს, როგორ მისცენ რჩევა იმ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომელთაც პრობლემები აქვთ.
ბ) ინფრასტრუქტურის შექმნა შემწყნარებლობისა და ადამიანის უფლებათა საკითხების სწავლებისთვის.
გ) ადგილობრივი ქსელისა და საინფორმაციო სამსახურის დაარსება სკოლებისა და ახალგაზრდული ცენტრებისთვის.
მშვიდობის მხარდაჭერის პროექტი მოსწავლეებს შორის კონფლიქტების მოგვარებაზე შუამავლის საშუალებით
ამ პროექტს საფუძვლად უდევს თანატოლთა ურთიერთგანათლების გამოცდილება. ეს გულისხმობს შუამავლის პრინციპის გარდაქმნას საგანმანათლებლო პროცესად და ბავშვებისადმი ნდობის გამოხატვას საკუთარი პრობლემების თავად გადაჭრის საქმეში.
შუამავლის პრინციპის გამოყენება თანატოლთა ჯგუფებში დაახლოებით ასე გამოიყურება:
ორ მოსწავლეს შორის უთანხმოებაა. თუმცა განსაკუთრებულად აგრესიულნი არ არიან, მაგრამ საქმე მაინც წყენამდე და ცრემლებამდე მიდის. ორივე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, დახმარებისთვის მიმართოს შუამავალს. ოთხივე მოსწავლე, ორი მოდავე და ორი შუამავალი, უთანხმოების ეტაპობრივად მოგვარების პროცესში ერთვებიან: შუამავლები ჯერ გულდასმით უსმენენ კონფლიქტის ორივე მხარეს, ცდილობენ მათი განცდებისა და მოთხოვნების დადგენას, მერე კი სათანადო ქმედებაზე თანხმდებიან. ამ პროცესის მიზანი მიღწეულია, როდესაც მოდავეები მოკლე შეთანხმებას აფორმებენ და ერთმანეთს ხელს ართმევენ.
ეს სცენარი ასახავს საშუამავლო პროცესს, როდესაც ის, მასწავლებელთა საშუალებით, კლასში ან სკოლაში ხორციელდება. მომავალი სამი წლის განამვლობაში იმედი გვაქვს, შევქმნით შესაბამის პირობებს ამ ტიპის პროცესის დასანერგად.
პირველ ეტაპზე, როდესაც შევიმუშავეთ მოსწავლეებისა და მასწავლებლების წვრთნის პროგრამა, ნათლად დავინახეთ, რომ ყველა მოსწავლეს არ შეუძლია შუამავლის როლის შესრულება. ისინი, ან საკმარისად დაინტერესებულნი არ არიან, ან მათივე ჯგუფში სათანადო ნდობით არ სარგებლობენ.
დღესაც კი, რასიზმი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ადამიანები თავს მოვალედ თვლიან, გააკრიტიკონ სხვები კანის ფერის, რელიგიური, პოლიტიკური თუ სექსუალური შეხედულებების გამო. ამგვარი დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელი და აღმაშფოთებელია. უბრალოდ ვიტყოდი, რომ ადამიანმა ჯერ საკუთარი თავი უნდა დაინახოს კარგად, სანამ სხვებს გაჰკიცხავდეს.
მირანდა მარატეფტუ, 18 წლის, კვიპროსი
ამიტომაც წვრთნის პროგრამისთვის ორი ვარიანტი შევარჩიეთ. პირველი ვარიანტის მიხედვით, მომზადება გაიარა სხვადასხვა კლასის (ათიდან თორმეტ წლამდე ასაკის) წარმომადგენელთა ერთმა ჯგუფმა, რომელთა სწავლება კონფლიქტების შუამავლის გზით მოგვარების თემაზე მიმდინარეობდა ორი მთლიანი დღისა და სამჯერ სამსაათიანი გაკვეთილების განმავლობაში ნაშუადღევს. ტრეინინგის შემდეგ, თანაკლასელებს ისინი შუამავლებად წარვუდგინეთ.
პროგრამის მეორე ვარიანტის თანახმად, კლასის სრულ შემადგენლობასთან ჩავატარეთ მუშაობა, რომელიც სამსაათიან ხუთ განყოფილებას მოიცავდა. ამის შემდგომ, გავმართეთ შუამავლის არჩევნები. არჩეულმა მოსწავლეებმა დამატებითი მომზადება გაიარეს კონფლიქტის შუამავლის გზით მოგვარებაზე. იმ მოსწავლეებმა, ვინც ტრეინინგი წარმატებით დაასრულეს, სერთიფიკატი ან „მშვიდობის მხარდამჭერის“ ბარათი მოიპოვეს. ტრეინინგის ჩატარების პროცესში ჩვენთვის ცხადი გახდა, რაოდენ მნიშვნელოვანია კლასის მასწავლებლებმა ხელი შეუწყონ მოსწავლეებს და სხვა მასწავლებლები და მშობლები კი დადებითად შეხვდნენ შუამავლებად არჩეულებს. ამჟამად, მიმდინარეობს ერთი მხრივ, წვრთნის პროგრამები მასწავლებელთათვის, რომელნიც ეხმარებიან მოსწავლეებს და მეორე მხრივ, საინფორმაციო შეხვედრები მშობელთათვის. ამგვარმა მუშაობამ განაპირობა კონსტრუქციული ატმოსფერო დიდი ზომის საშუალო სკოლაში „Schiller-Schule“, სადაც ეს პროექტი პირველად განხორციელდა. მეორე ეტაპზე, მუშაობა დავიწყეთ სხვა კლასებთან უკვე ჩამოყალიბებული წვრთნის პროგრამის მიხედვით და „მშვიდობის მხარდაჭერის“ პროექტის შემდეგი საფეხურებით წარმართვა:
წვრთნას გადიან მასწავლებლები ექვსი სხვადასხვა კლასიდან, რომელნიც პრობლემების კონსტრუქციული გზით გადაწყვეტისა და შუამავლობის პრინციპის ძირითად წესებს შეისწავლიან.
შემდეგ, ეს მასწავლებლები უტარებენ მოსწავლეებს პირველი ეტაპის წვრთნას შუამავლის არჩევნებამდე, რომელთა შედეგად შეირჩევა დაახლოებით 6 მოსწავლე თითოეული კლასიდან. პროექტის ამ ნაწილს „მოთელვის“ ფაზა ვუწოდეთ.
მერე, ამ ექვსი კლასიდან შერჩეული მოსწავლეებიდან ვქმნით ორ ჯგუფს, რომლებსაც შუამავლის ტრეინინგი უტარდებათ საამისოდ გაწვრთნილი თანატოლების მიერ, მასწავლებლების გარეშე.
როდესაც გაწვრთნილი შუამავლები წარსდგებიან თანაკლასელების წინაშე, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ საქმიანობას და ვმართავთ რეგულარულ შეხვედრებს შუამავლებისთვის.
ამავე დროს, ვატარებთ შეხვედრებსა და ღონისძიებებს სკოლებს შორის დისკუსიის ხელშეწყობის მიზნით ამ პროექტების გარშემო. მაგალითად, დავაწესეთ კონკურსი პრიზით გამარჯვებულისთვის, გავმართეთ თეატრალური წარმოდგენები სკოლის ეზოებში და სხვა.
პროექტი 1994 წლის ოქტომბერში დაიწყო. პირველი შედეგები ძალიან იმედის მომცემია და ხშირად გაკვირვებულნიც კი ვართ, რა სისხარტით ართმევენ თავს ბავშვები კონფლიქტურ სიტუაციებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
Jugendbildungswerk des Jugendamtes der Stadt Offenbach
Landgrafenstrasse 5
63071 Offenbach, Germany
Tel.: 069/85000911, Fax: 069/85000946
Email: jugendbildungswerk@jugendamt-of.de
http://www.offenbach.de/Themen/Leben_in_Offenbach/Kinder_Jugend_&_Familie/Jugend/Jugendbildung/Jugendbildungswerk
5.2. მოძრაობა „შეაჩერეთ ძალადობა“ დანიაში
თანატოლთა ურთიერთგანათლების ახალგაზრდული
ინიციატივის მაგალითი
პროექტის სათაური „Stop Volden“ (ქართულად „შეაჩერეთ ძალადობა“) შეირჩა ამავე სახელწოდების ამერიკული მოძრაობის შთაგონებით და ჩვენი სურვილის გამოც, შევაჩეროთ სულ უფრო მზარდი ძალადობა ჩვენს ქვეყანაში დანიელი ახალგაზრდების დახმარებით.
1993 წლის შემოდგომაზე, კოპენჰაგენში, ხუთმა ახალგაზრდამ ერთად მოიყარა თავი, რომ ერთობლივი ძალისხმევით წინააღმდეგობა გაეწიათ საზოგადოების ინდიფერენტულობისთვის განსაკუთრებით ახალგაზრდობაში მომძლავრებული აგრესიისა და უხეშობის მიმართ. ყველანი კარგად ვხედავდით, რამდენად იმატა ძალადობის ხარისხმა კოპენჰაგენში იმ დროს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გავერთიანებულიყავით, რათა დაგვერწმუნებინა ჩვენი ახალგაზრდები, რომ ძალადობას ძალადობით არ უნდა უპასუხო.
პროექტის დასაწყისი
მას მერე, რაც ჩვენი საერთო მეგობარი კინაღამ შეეწირა დანით ექვსჯერ მიყენებულ ჭრილობებს, ძალადობის წინააღმდეგ კონცერტის მოწყობა გადავწყვიტეთ. ცოტა ხნის მერე, ამგვარი რამ განმეორდა კიდევ უფრო პატარა ასაკის ყმაწვილებს შორის და ამჯერად, ამ ამბავს მსხვერპლი მოჰყვა. ამის შემდგომ, განცხადება გამოვაქვეყნეთ პრესაში და ძალიან მალე მთელ ქვეყანაში პოპულარული გავხდით, როგორც ყმაწვილთა ჯგუფი სახელწოდებით „შეაჩერეთ ძალადობა“.
პროექტის სამიზნე ჯგუფი და განხორციელების ადგილი
პროექტის სამიზნე ჯგუფად შევარჩიეთ 12-დან 25 წლამდე ასაკის დანიელი ახალგაზრდები, ძირითადად დიდი ქალაქებიდან და ურბანული ზონიდან, სადაც წარმატების მოპოვება ბევრად ძნელია, ვიდრე სოფლად. სწრაფად მივხვდით, რომ მარტო ახალგაზრდების ჩართვა არ იყო საკმარისი, არამედ ასევე საჭირო იყო იმ ხალხთან მუშაობა, ვინც მათ გარშემო ტრიალებდა: მშობლები, სკოლის მასწავლებლები, ახალგაზრდული კლუბების წარმომადგენლები, პოლიცია, მეგობრები და ა.შ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავეხმარეთ ამ ადამიანებს, სრულად გაეცნობიერებინათ სირთულეები, ჩვენი საქმიანობის შედეგებიც მაშინ გამოჩნდა.
პროექტი დანიის მთელ ტერიტორიაზე ხორციელდება და მოიცავს ახალგაზრდულ კლუბებს, საშუალო სკოლებს, კოლეჯებს, მუსიკალურ ფესტივალებსა და კონცერტებს.
ახალგაზრდებთან ურთიერთობის სხვადასხვა ხერხს მივმართეთ. პირველი კონცერტის შედეგად, 1500 ადამიანი შეუერთდა ჩვენს მოძრაობას საგანგებო ღია ბარათის გამოგზავნის საშუალებით, სადაც აღნიშნული იყო მათი ვინაობა, მისამართი, ასაკი და ა.შ. ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ, რომ კონცერტის მსგავსი კულტურული ღონისძიებანი ძალიან კარგი ხერხია ჩვენი წუხილის გადმოსაცემად და საერთო პრობლემებზე დასაფიქრებლად, რაც ყველა ახალგაზრდის საზრუნავია, დამოუკიდებლად მუსიკალური გემოვნებისა და ასევე მიუხედავად იმისა, ის არის პაკისტანელი, მაროკოელი თუ დანიელი. ახალგაზრდებთან დაახლოებისთვის კიდევ ერთ გზად სასწავლო დაწესებულებები მივიჩნიეთ. სკოლებმა დაიწყეს ჩვენი მიწვევა შეხვედრებზე და მალე მივხვდით, რომ ხალხთან უშუალო ლაპარაკი კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანდა. ასე შევუდეგით ლექციების ჩატარებას მთელ ქვეყანაში. როცა ჩვენს საქმიანობაზე პრესაშიც დაიწერა, ლექციებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა.
პროექტის არსი
ჩვენი პროექტი ძირითადად ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება და ცდილობს, ამოიცნოს ამ სენის ბუნება და დაადგინოს მისი გამომწვევი სოციალური გარემოებები. ჩვენ დავინახეთ, რომ ძალადობის, რასიზმის, ანტისემიტიზმისა და ნარკოტიკების საშუალებით, ხშირად, ახალგაზრდები გარშემო მყოფთ მიმართავენ: უნდათ, რომ აღიარებული იყოს მათი იდენტურობა, ცდილობენ, დაიმკვიდრონ საკუთარი თავი და გამოხატონ თავიანთი პოზიცია. ჩვენ არ გვჯეროდა, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ძალადობის მატარებელი გახდეს უბრალოდ იმიტომ, რომ ასე სურს. ძალადობა ბევრად უფრო რთული, ლოგიკური მოვლენაა, რომელიც აზრს მოკლებულია საზოგადოებისთვის, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდობისთვის.
მეთოდოლოგიური მიდგომა და ერთი კონკრეტული მეცადინეობის აღწერა
მეცადინეობის ჩატარების წინ არასოდეს საგანგებოდ არ მოვმზადებულვართ, ყოველთვის გვერჩია საუბრის მიმართულებას ბუნებრივად მივყოლოდით. ზოგჯერ, მონაწილეების სურვილი იყო, განეხილათ მათ კონკრეტულ გარემოსთან დაკავშირებული კერძო შემთხვევა. ყველაფერზე პასუხის გაცემა არ შეგვეძლო, მაგრამ გვჯეროდა ამ ახალგაზრდების და გვინდოდა, იმაზე გველაპარაკა, რაც მათ აწუხებდათ. განსაკუთრებით, ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებდით, რადგან ვიცოდით, რომ მსგავსს წააწყდებოდნენ თვითონაც მომავალში.
არასოდეს გვიცდია, გვეკარნახა, როგორ უნდა ეცხოვრათ. არ ვდებდით თავს იმაზე, თითქოს ვიცოდით, რა იყო მათთვის უკეთესი. ეს მათ ჩვენი მშობლების თაობის თვალთახედვას მოაგონებდა და ჩვენც ამ „ესტებლიშმენტის“ ნაწილად მიგვიჩნევდნენ, რაც ახალგაზრდების ჩვენდამი რწმენას შეარყევდა.
ჩვენ ვთხოვთ ახალგაზრდებს, ისწავლონ ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით იმისათვის, რომ თვითონ არ მოუხდეთ იგივე გზის გავლა და მიხვდნენ, რა სირთულეების გადალახვა მოგვიწია ჩვენ. რადგანაც ცოტათი მაინც უფროსი და უფრო მეტად გამოცდილი ვართ მათზე, ვუხსნით, რომ მოგვიანებით დაახლოებით იგივე იდეები გაუჩნდებათ, როგორიც ჩვენ.
თუმცა, ახალგაზრდებს სამი პრინციპის დაცვა მაინც მოვთხოვეთ:
ჩვენ ძალადობის ყოველგვარი ფორმის წინააღმდეგი ვართ (ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური)
ჩვენ რასიზმის ყოველგვარ ფორმას ვუარყოფთ (ყველასთვის არის ადგილი საზოგადოებაში)
ჩვენ ნარკოტიკების მოხმარებაზე უარს ვაცხადებთ
მაგალისთვის, განვიხილოთ ერთი მეცადინეობა, რომელიც ნახევარ საათს ან ცოტა მეტ ხანს გრძელდება. გვთხოვეს, მივსულიყავით ერთერთ სკოლაში, სადაც ბიჭების ერთი ნაწილი სხვა მოსწავლეებს ჩაგრავდა.
ჩვენი ჯგუფის თითოეული წევრი განსხვავებული წარმოშობის იყო. მაგალითად, ნახევრად დანიელი და ნახევრად ებრაელი ძმები, დანი და რონი. ისინი
ჩემი აზრით, რასიზმი საშინელი სენია და ვფიქრობ, ყველა ერი უნდა გაერთიანდეს მის აღმოსაფხვრელად. მიმაჩნია, რომ თითოეული ადამიანი და ხალხი ასე უნდა ფიქრობდეს.
დია, 17 წლის, კვიპროსი
ცხოვრობდნენ კოპენჰაგენში, დედასთან, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს სამუშაოზე ატარებდა. მათი უბანი ცნობილი იყო მომეტებული დანაშაულით, ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკებითა და განსაკუთრებით, უმუშევრობით. დანის და რონის ზედამხედველობას არავინ უწევდა და საბოლოოდ, დაადგნენ იმ გზას, რომელმაც ისეთებად ჩამოაყალიბა, როგორებიც დღეს არიან.
თუმცა, ორივემ მოახერხა, დანაშაულებრივი სამყაროსგან დროულად დაეღწია თავი. მწარე გამოცდილებამ დაანახა არასწორი არჩევანი. ახლო მეგობრების მძიმე ხვედრმა აუხილა თვალები მათ.
მე 20 წლის ვარ. ჩემი მშობლები მაროკოდან არიან. ხუთი და და სამი ძმა მყავს. ძნელი იყო საერთო ჭერქვეშ ყოფნასთან ერთად საკუთარი თავის დამკვიდრება. ვცხოვრობდით ვესტერბროში, კოპენჰაგენის ცენტრალურ უბანში, რომელიც დანის და რონის უბანს ძალიან წააგავდა, თუმცა, ყველაფერთან ერთად, პროსტიტუციის და ნარკოტიკების პრობლემაც იყო. აქ უფროსებისთვის ყველაფერი არსებობდა, ბავშვებისთვის კი არაფერი, სკოლის გარდა. ჩემი ძმა, ისევე როგორც უცხოელი მუშების შვილების უმეტესობა, რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინა, რითაც მშობლებს გული მოუკლა. გოგონები თავგამოდებით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ის, რაც ეკრძალებოდათ სქესის ან რელიგიის (მუსულმანური) გამო.
ჩემმა დებმა სხვადასხვანაირად იბრძოლეს საკუთარი არჩევანისთვის, რაც არც ისე იოლია, როცა შვილების მაგივრად მშობლები იღებენ გადაწყვეტილებას მათ მომავალთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი კი იმით აიხსნება, რომ ქალს მეტი დაცვა სჭირდება.
ჩემი მშობლები ასე იტყოდნენ, ქალიშვილს ოჯახის შერცხვენა ათჯერ მეტად შეუძლია, ვიდრე ვაჟიშვილსო.
ახლა ჩვენს მეცადინეობას დავუბრუნდეთ.
მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ გაგვერკვია „ბოროტი ხუთეულის“ ქცევის მიზეზი. ისინი სკოლაში იარაღით დადიოდნენ. მასწავლებლები ჯერ ყმაწვილებს დაელაპარაკნენ, მერე მშობლებს (რამაც უარესი შედეგი გამოიღო).
თავიდან არ ვიცოდით, რა გვექნა, რადგან წარმოდგენა არ გვქონდა, რატომ იქცეოდნენ ასე. იმ დღეს სამნი ვიყავით (ორი ბიჭი და ერთი გოგო). შევედით საკლასო ოთახში, სადაც მეცადინეობა უნდა ჩატარებულიყო. მე-7, მე-8 და მე-9 კლასის ყველა მოსწავლე იქ შეკრებილიყო. ვათვალიერებდით ჩვენს წინაშე მყოფ ახალგაზრდებს და ვცდილობდით მათ შეფასებას გარეგნობისა და გამომეტყველების, განსაკუთრებით მათი თვალების, მიხედვით.
პირველი, რაც შევამჩნიეთ, ეს იყო სრული სიჩუმე ჩვენი საუბრის დროს. იმიტომ კი არა, რომ არაფერი ჰქონდათ სათქმელი, არამედ ძალზე გულდასმით გვისმენდნენ, სანამ თავის სათქმელს იტყოდნენ. ლაპარაკის საშუალება ყველას მიეცა. შემდეგ, სკოლის ამბებზეც ვისაუბრეთ. შევამჩნიეთ, რომ ხუთი შფოთისთავი ძალიან ცოტამ თუ ახსენა.
ადვილია, დაასახელო, ბრალი დასდო და დასაჯო დამნაშავეები. მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. ამიტომაც შევეცადეთ, ყველასათვის საუკეთესო გამოსავალი მოგვეძებნა.
ვთხოვეთ „ხუთეულს“, აეხსნათ მათი ამგვარი მოქცევის მიზეზი და ეს თხოვნა მათ შეასრულეს მეცადინეობის შემდეგ, როდესაც მარტო დავრჩით.
აღმოჩნდა, რომ სურვილი ჰქონდათ, სხვა საქმიანობითაც ყოფილიყვნენ დაკავებული, რადგან სკოლა არ იყო საკმარისი მათი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. უნდოდათ, რაიმე განსაკუთრებულად საინტერესო ეკეთებინათ და საუბრისას სიტყვას „პატივისცემა“ იმეორებდნენ ხშირად. თვითდამკვიდრებისთვის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ და ამიტომ „ამბოხის“ გზას ირჩევდნენ. ის, რომ ქუჩაში გამოსვლისთანავე, ხალხი მათთან შეხვედრას ერიდებოდა, ისინი ამას პატივისცემად მიიჩნევდნენ. ჩვენ ყოველი ღონე ვიხმარეთ, აგვეხსნა, რომ ეს პატივისცემის კი არა, შიშის მანიშნებელი იყო და ადამიანების შეშინება კი ძალიან მარტივია. ბოლოს, მივიწვიეთ ჩვენს სამუშაო ადგილას, რომ გვენახა, თუ შეძლებდნენ ჩვენს საქმიანობაში დახმარების გაწევას.
ერთერთი რამ, რაც მათი ყურადღება მიიპყრო, ეს იყო ჩვენი ზოგჯერ იუმორით სავსე დამოკიდებულება სერიოზული საკითხებისადმი. ხშირად, პრობლემის გაზვიადება და სიცილის გამოწვევა ბევრად უფრო შედეგიანია და სათქმელიც უფრო იოლად აღწევს მსმენელამდე, ვიდრე აკადემიური და უხალისო ლექცია ახალგაზრდა აუდიტორიის წინ.
პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები
წარმატება და მარცხი
არაერთხელ გვქონია უმწეობის შეგრძნება, რადგან ჩვენთვის ახალ სფეროს ვეჭიდებოდით. პროექტის ოფისისა და ადმინისტრაციის მართვა ბევრ სირთულეს გვიქმნიდა. უნდა გვეზრუნა ფინანსურ და ჩვენს ინიციატივებთან დაკავშირებულ იურიდიულ მხარეზე, თვეში 7000 ადამიანთან ელექტრონული ფოსტით ურთიერთობაზე, კონცერტების მოწყობაზე და სხვა.
ჩვენთვის ჯერჯერობით ყველაფერი ახალია და ხშირად, დახმარებასაც ვითხოვთ. თუმცა ზოგჯერ, დეპრესიული განწყობა გვეუფლება, რაც მართალია, დიდხანს არ გრძელდება ხოლმე, გუნდში საერთო დაძაბულობა მაინც იგრძნობა, ძირითადად, მხარდაჭერის ნაკლებობის გამო. მაგრამ უკან რომ მოვიხედავთ და ვხვდებით, რომ ამდენი სირთულისა და ხანგრძლივობის მიუხედავად, შედეგი ამ ძალისხმევად ღირდა და ის ადამიანები, ვისთვისაც ეს ყველაფერი კეთდებოდა, კმაყოფილნი არიან, ჩვენც კმაყოფილნი ვართ.
გვიხაროდა, როცა ვხედავდით, რომ ახალგაზრდები, რომელთაც ვუსმენდით და ველაპარაკებოდით, მეცადინეობის დასასრულს სხვანაირები ხდებოდნენ. ზოგჯერ, გოგონები მოდიოდნენ ჩემთან საქებარი სიტყვების სათქმელად. აღტაცებული იყვნენ იმით, რომ თითქმის იმავე ასაკის ახალგაზრდა ესაუბრებოდა მოსწავლეებს, ეს ხომ ძალიან იშვიათი რამ იყო. ერთი რამ კარგად მახსოვს ჩემი სკოლაში სწავლისას: არ ყოფილა შემთხვევა, ჩემი ხნის ხალხთან დამელაპარაკა. სამაგიეროდ, პოლიციასთან თუ კბილის ექიმთან კი გვქონია საქმე იმისათვის, რომ ეთქვათ, რისი გაკეთება არ შეიძლებოდა. ერთადერთხელ მოხდა ისე, რომ შიდსით დაავადებულთან გვქონდა შეხვედრა და მან მოგვიყვა, რაც გადაიტანა, გაგვიზიარა ნამდვილი განცდები თავისი ცხოვრებიდან.
ასევე ძალიან სასიამოვნოდ გვაგონდება ჯილდოს მიღება თუ სხვა რაიმე სახით ჩვენი მუშაობის დაფასების შემთხვევები.
თანატოლთა ჯგუფებისა და/ან მათი მწვრთნელების გაწვრთნა!
როდესაც პროექტმა ფართო აღიარება მოიპოვა, გადავწყვიტეთ, სხვა ახალგაზრდების დახმარებით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეები ჩვენს საქმიანობაში ჩაგვერთო. გარკვეული დროის შემდეგ მივხვდით, რომ არც ისე ადვილი იყო ახლების ინტეგრირება ყოველკვირეულად და ყოველთვიურად. ჩვენს თანატოლებს საშუალება მივეცით, ჩვენთან ერთად ჩაეტარებინათ მეცადინეობები და შეხვედრები, რომ უკეთესად გაეგოთ სამუშაოს არსი. უმეტესობამ ერთი-ორი რამ ისწავლა, სხვებმა მხოლოდ ოდნავ გაუგეს გემო. ბოლოს, ერთი ხელმძღვანელი მივუჩინეთ ხუთი მოწაფისგან შემდგარ თითო ჯგუფს, რამაც დატვირთვა საკმაოდ შეამცირა.
პროექტის შედეგები
პროექტი ამჟამადაც მიმდინარეობს და ამდენად, შემიძლია მხოლოდ ამ დროისთვის მიღწეულ შედეგებზე ვილაპარაკო. საინფორმაციო ბუკლეტი სახელწოდებით „სიცოცხლე საკმაოდ ხანმოკლეა, ძალადობას ადგილს ვერ დავუთმობთ“ დაურიგდა 40000 მოსწავლეს დანიაში. ის დაიბეჭდა სოციალურ საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტს „შეაჩერეთ ძალადობა“ 7000 წევრი ჰყავს. მათი უმეტესობა 12-დან 18 წლამდე ასაკისაა. ჩვენ გამოვუშვით დისკი, სადაც ჩავიწერეთ ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები, რომელთაც სხვა შემთხვევაში საზოგადოება ვერ გაიცნობდა. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 13 წლის, ხოლო ყველაზე უფროსი 25 წლის იყო. ჩანაწერი კულტურის სამინისტროს დახმარებით გამოიცა.
პროექტმა „შეაჩერეთ ძალადობა“ გამართა ხუთი კონცერტი, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს მუსიკოსებმა საფრანგეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დანიიდან. თითოეულმა მათგანმა დიდი წარმატება მოიპოვა.
ჩვენ მოვიწვიეთ ცნობილი ფოტოგრაფი, ჯაკობ ჰოლდტი და გამოვფინეთ ბევრი ახალგაზრდისთვის საოცნებო ქვეყანაში, ამერიკაში გადაღებული მისი ფოტოები. ეს ნამუშევრები ასახავდნენ სიღარიბეს, რასიზმს, ნარკოტიკების მოხმარების პრობლემას და ძალადობას ამერიკის ქალაქებში.
ჩვენ მოვიარეთ 250 სკოლა და კლუბი, სადაც ვლაპარაკობდით რასიზმზე, ძალადობაზე, იმედზე და ბევრ სხვა საკითხზე. მონაწილეობა მივიღეთ ახალგაზრდობისა და მათი პრობლემებისადმი მიძღვნილი სამი წიგნის გამოცემაში.
ანტისემიტიზმი ნიშნავს ყველა ებრაელის სიძულვილს კონკრეტული მიზეზის გარეშე. ჩემი აზრით, ეს სკეპტიციზმი მომდინარეობს გაუნათლებელი ადამიანებისგან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამ თვალსაზრისის აღმოსაფხვრელად.
სოტირულა არისტოდემუ, 18 წლის, კვიპროსი
5.3. „ხიდების შენება“ შეფილდში/დიდი ბრიტანეთი
არასამთავრობო ორგანიზაციის თანატოლთა
ურთიერთგანათლების პროგრამა
ეროვნული კოალიციის შექმნის ინსტიტუტი (NCBI, The National Coalition Building Institute) ინგლისში რეგისტრირებული NCBI International-ის ფილიალი საქველმოქმედო ორგანიზაციაა.
პროექტის სამიზნე ჯგუფი და განხორციელების ადგილი
ამ პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს 15-დან 26 წლის ასაკის ახალგაზრდებმა, რომლებიც შეფილდის რეგიონის ახალგაზრდული კლუბების წევრები იყვნენ. მათ შორის ყველა ჯურისა და ფერის ხალხი ირეოდა: ებრაელები, ქრისტიანები და მუსულმანები; კარიბიელები, აზიელები, თეთრკანიანი და შავკანიანი ინგლისელები; ინვალიდები და ჯანმრთელები; ჰომოსექსუალები, ბისექსუალები და ჰეტეროსექსუალები; მოსამსახურეები, უმუშევრები და სტუდენტები. იმ დროს, ისინი ან მოხალისეებად ან ნახევარი განაკვეთის საფასურად მუშაობდნენ ახალგაზრდობის საკითხებზე. ისეთებიც იყვნენ, ვინც სპეციალურ დახმარებას იღებდა ახალგაზრდული საქმიანობისთვის.
ის ყმაწვილები, რომლებიც ტრენერის ფუნქციას ასრულებდნენ, სპეციალური დახმარებით სარგებლობდნენ. პროექტი შეფილდის საცხოვრებელ ცენტრში განხორციელდა.
NCBI-მ ახალგაზრდებთან ურთიერთობა ახალგაზრდული სამსახურებისა და ორგანიზაციების მეშვეობით დაამყარა.
პროექტის დასაწყისი
ჯგუფის წევრები ერთმანეთს მანამდეც ხვდებოდნენ, რადგან ისინი ახალგაზრდობისთვის სამოქმედო ჯგუფის წევრებიც იყვნენ. მათ სურვილი გამოხატეს, ცრურწმენის დაძლევასა და მრავალფეროვნების საკითხებზე ემუშავათ. NCBI-ს დაუკავშირდა ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე პირი, რომელმაც უკვე იცოდა ჩვენი წარმატებული მუშაობის შესახებ ამ სფეროში.
პროექტის არსი
პროექტის მთავარი მიზანი იყო მრავალფეროვნებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულის ხელშეწყობა; ახალგაზრდებში საკუთარი თავისადმი პატივისცემის გაღვივება; მრავალფეროვნების საკითხების სწორად გაგება; ცრურწმენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; სხვა ახალგაზრდებისთვის იმის ჩვენება, რა მეთოდებით უნდა დაიძლიოს ცრურწმენა.
მეთოდოლოგიური მიდგომა და ერთი კონკრეტული მეცადინეობის აღწერა
გვინდოდა, ჩვენს იდეებს თითოეული სოფელი, დასახლება, სტუდენტური ქალაქი და ორგანიზაცია მოეცვა. ჩვენი თანამშრომლები და პარტნიორები დაგვეხმარნენ სხვადასხვა ადგილას ადგილობრივი ასოციაციების შექმნაში. ვატარებდით ან ერთდღიან ზოგადი სახის სემინარებს ცრურწმენის დაძლევაზე, ან სამდღიან სემინარებს მომავალი ტრენერების მოსამზადებლად იმისათვის, რომ მონაწილეებისათვის (სულ ცოტა 15 კაციანი ჯგუფები, რომლებიც შედგებოდა საზოგადოებრივი ჯგუფის ლიდერებისგან, სკოლების, რელიგიური ჯგუფების, ადგილობრივი მმართველობის, პოლიციის, კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებისგან) აგვეხსნა NCBI-ის ცრურწმენის დაძლევის პროგრამის სემინარის წარმართვა და კონფლიქტის მოგვარების მოდელები.
დამატებითი დახმარება გავუწიეთ და ტრეინინგები ჩავუტარეთ ადგილობრივ ჯგუფებსა და ეროვნულ პარტნიორებს (საზოგადოებრივი ჯგუფების ლიდერებს, რომლებიც NCBI-ის საკონტაქტო პირებად შეირჩნენ).
NCBI-ის მეთოდოლოგია ყველა სხვისგან გამოირჩევა ამ სფეროში იმით, რომ ოპტიმისტური, სახალისო და პრაქტიკულია. ის ასევე გვთავაზობს სპეციფიურ და კონკრეტულ ცოდნას, რომლის ადაპტირება ადვილია და შედეგიც მყისიერი. დადანაშაულება და დანაშაულის განცდა უსარგებლოა და პარალიზებას იწვევს, ამიტომაც ჩვენი მეთოდიდან ეს გამოვრიცხეთ. მონაწილეებს მოვუწოდებთ, დაფიქრდნენ არსებულ პრაქტიკაზე, გაზარდონ საკუთარი ქმედითუნარიანობა, დასახონ მომავლის გეგმები და მიმართულებები. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქალებისთვის გამართულ ერთერთ სემინარზე, რასისტული, რელიგიური და ეთნიკური ხასიათის ცრურწმენის შემთხვევების გაზიარებამ, ამ ახალგაზრდებს პირადი ტკვილი გაახსენა და უკეთესად დაანახა ის კომპლექსური კავშირი, რომელიც ყველა ამგვარ გამოცდილებას შორის არსებობს.
პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები
წარმატება და მარცხი
პროექტი ორმაგად წარმატებული აღმოჩნდა. ერთი მხრივ, როგორც თითოეულმა მონაწილემ მოგვიყვა, მათი დამოკიდებულება მრავალფეროვნების არსებობის, ცრურწმენისა და დისკრიმინაციის მიმართ სრულიად შეიცვალა ისევე, როგორც მათი ქცევა და გარკვეული სიტუაციის მართვის უნარი. მეორე მხრივ, ბევრმა მონაწილემ მიღებული ცოდნა სხვა ახალგაზრდებს გაუზიარა. პროექტის ძირითადი უარყოფითი მხარე კი ის იყო, რომ სახსრების სიმცირის გამო, ვერ შევინარჩუნეთ მთავარი მწვრთნელი რომელსაც ჩვენი ჯგუფის მუშაობის გაგრძელებისთვის აუცილებელი დახმარება და ზედამხედველობა უნდა გაეწია დამატებითი ტრეინინგების ჩატარებასთან ერთად.
თანატოლთა ჯგუფებისა და/ან მათი მწვრთნელების გაწვრთნა?
თვით ამ პროექტის მიზანი თანატოლთა ჯგუფების გაწვრთნის უზრუნველყოფა იყო.
ფინანსური და მატერიალური რესურსები
პროექტი დააფინანსეს პროგრამამ YIP, NCBI-ის ინგლისის ოფისმა და შეფილდის რეგიონის ახალგაზრდულმა ასოციაციამ. მთავარი მწვრთნელის მომზადება NCBI International-მა უზრუნველყო.
პროექტის შედეგები
პროექტმა ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა ამ საქმიანობაში უშუალოდ ჩართულ ახალგაზრდებზე და მათზეც, ვისთანაც თანატოლთა ჯგუფებმა მუშაობა გაწიეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით:
Building Bridges Against Prejudice
National Coalition Building Institute
75 Colby Road, Leicester LE4 8LG, UK
www.ncbiuk.org.uk
5.4. „მფარველი ანგელოზები”
თანატოლთა ჯგუფების მოღვაწეობა დიდ ქალაქებში
ამ პროექტის ინიციატორები ინგლისელი ახალგაზრდები იყვნენ. ისინი დაუკავშირდნენ ორგანიზაციას „მფარველი ანგელოზები“ ნიუ-ორკში, სადაც ეს მოძრაობა 1979 წელს დაარსდა. ინგლისელი დამფუძნებლები იყვნენ: დეივ ედმონდსი, ტომ ჰიბერდი და კოლინ ჰეტჩერი, ხოლო ნიუ-იორკიდან: კოლინზ პომპი, სებასტიან მეტსი, რობერტ პაუელი და „მფარველი ანგელოზების“ დამაარსებელი, კერტის სლივა. მე (კოლინ ჰეტჩერი) ვიყავი მათ შორის, ვინც მიმართა ნიუ-იორკის ჯგუფს და ასევე ერთ-ერთი პირველი წევრი ამ პროექტისა, რომელიც ლონდონში 1989 წლის იანვარში შეიქმნა.
პროექტის დასაწყისი
1988 წელს, ლონდონის ქუჩებში, სხვა დიდი ქალაქებისა და დედაქალაქების მსგავსად, ძალადობა მძვინვარებდა. ხშირი იყო ახალგაზრდებს (კაცები და ქალები) შორის ჩხუბი ქუჩაში. ამის მთავარი მიზეზი რასისტული სიძულვილი და შეუწყნარებლობა იყო. არსებოდნენ შავკანიანების, თეთრკანიანების და აზიური წარმოშობის ახალგაზრდების დაჯგუფებები. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდა ფეხბურთის გულშემატკივარი თეთრკანიანი ჰულიგანებისა და რასისტებისგან შემდგარი მსხვილი ქუჩის ბანდა, რომელიც იმ წელს ძალადობის სასტიკ აქციებში მონაწილეობდა. შაბათ საღამოს მეტროში დაძრწოდნენ შფოთის ასატეხად, რასაც, ჩვეულებრივ, აღწევდნენ ხოლმე.
ამავე წელს კიდევ ერთმა დაჯგუფებამ იჩინა თავი, სახელწოდებით „სტიმერი“, რომლის დანებით შეიარაღებული 10 ან მეტი წევრი მეტროს ვაგონებში ადიოდა და გაჩერებებს შორის ყველა მგზავრს ძარცვავდა და თან მათ აგრესიულად ეპყრობოდა. რადგან სწრაფად უნდა ემოქმედათ, ნებისმიერი გაძალიანება მსხვერპლის მხრიდან, სასტიკად ისჯებოდა. ხშირად, სამიზნედ იმავე ასაკის ახალგაზრდა კაცებს ან ქალებს ირჩევდნენ. მოზარდი მძარცველების თავდასხმის მსხვერპლი ისევ მოზარდები იყვნენ.
იმ დროს არც ქალების მიმართ ძალადობის გამოყენება იყო ახალი რამ, მაგრამ 1988 წლის განმავლობაში ასეთმა შემთხვევებმა ძალზე იმატა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კერძოდ მეტროში, სადაც უსაფრთხოების ნაკლებობა სამოთხე იყო მოძალადეებისთვის, ეგზიბიციონისტებისთვის და სექსუალური მანიაკებისთვის. უფრო მეტად ქალები, განსაკუთრებით კი მოზარდი ასაკისა, ერიდებოდნენ ღამე მარტო მგზავრობას.
სულ უფრო მეტი უმუშევრობა, არჩევანის სიმცირე და აპათია ბევრ ყმაწვილს ძალადობისა და დანაშაულისკენ უბიძგებდა იმ ხანად. უმეტესობისთვის ეს ფულის საშოვნელი ერთადერთი გზა იყო. ახალგაზრდებისთვის მისაბაძ მაგალითს (რომლის სიმბოლო ფული, წარმატება, სტატუსი იყო) ნარკოტიკებით მოვაჭრენი და ქუჩის განგსტერები წარმოადგენდნენ და ისინიც ამგვარი ცხოვრებისკენ ილტვოდნენ. გარემო სულ უფრო იჟღინთებოდა შეუწყნარებლობით, სიძულვილითა და ძალადობით. ინდიფერენტულობამაც იმატა. მგზავრები მატარებელში ისხდნენ და ხედავდნენ, როგორ სცემდნენ ხალხს და არავინ ხმას არ იღებდა.
შეუწყნარებლობა ახასიათებს ბევრ ადამიანს, რომელნიც გვერდზე მყოფებს მრავალი მიზეზის გამო ვერ იტანენ. შესაბამისად, ისინი ჩაგრავენ სხვებს და მათ მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას იჩენენ.
მარინა პიტა, 16 წლის, კვიპროსი
თუმცა, არა ერთი ახალგაზრდა იყო შეშფოთებული იმით, რაც ლონდონის ქუჩებში ხდებოდა. შექმნილი ვითარება ძალზე აწუხებდა მათ: ერთი მხრივ, ახალგაზრდების გახლეჩა ორ ნაწილად და მეორე მხრივ, შიში, სიძულვილი და ძალადობა, რაც ძირითადად, შაბათ საღამოს იჩენდა ხოლმე თავს.
ლონდონი ყველა სხვა დიდი ქალაქის მსგავსია. შაბათ საღამოს დროის გასატარებლად ხალხი გარეთ გადის. მერე სახლში უნდათ დაბრუნება, მაგრამ ამას ყველა ვერ ახერხებს. ზოგი ციხეში ხვდება, ზოგი კი საავადმყოფოში. ყველაზე საშიში ასაკი 16-დან 25 წლამდეა. მეც და ჩემმა მეგობრებმაც საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ, რას ნიშნავს ძალადობა: ჩხუბი ქუჩაში, რასისტული გამოვლინებები, თავდასხმები და სექსუალური აგრესია.
ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი, გვემოქმედა. მოგეხსენებათ, როგორც არის ხოლმე. უმეტესობა, ტელევიზორის ყურებისას ან გაზეთის კითხვისას, იტყვის ხოლმე: „ოჰ, რა საშინელ სამყაროში ვცხოვრობთ“, თუმცა მის შესაცვლელად არაფერს აკეთებენ. ჩვენ კი გვინდა, რომ შევცვალოთ, ჩვენი ქალაქი უსაფრთხო გავხადოთ და ახალგაზრდობა გავაერთიანოთ, განსაკუთრებით, რასისტული სიძულვილისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ახალგაზრდობა ხომ ჩვენი ყველასი მომავალია.
რადაგანაც დიდი ხნის წინ გვქონდა გაგებული „მფარველი ანგელოზების“ შესახებ და აღფრთოვანებულნი ვიყავით, როგორ შეძლეს ნიუ-იორკელი ახალგაზრდობის გაერთიანება, დავუკავშირდით მათ და ვკითხეთ, თუ ჩამოვიდოდნენ ინგლისში და გვასწავლიდნენ, როგორ გავმხდარიყავით ჩვენც „მფარველი ანგელოზები“.
დაგვთანხმდნენ და ინსტრუქტორებიც გამოაგზავნეს ნიუ-იორკიდან ინგლისში წვრთნის პროგრამის დასანერგად.
სამიზნე ჯგუფი
პროექტი 1989 წლის იანვარში დაიწყო და მის შტაბ-ბინად ლონდონის უბანი, კინგს კროსი შევარჩიეთ, ცნობილი ძალადობით, ნარკოტიკების დიდი რაოდენობით, პროსტიტუციით. სახლიდან გაქცეული ყმაწვილები, ხშირად, ამ ადგილს აფარებდნენ თავს. კიდევ ერთი ადგილი პროექტის განხორციელებისთვის გადავწყვიტეთ, ყოფილიყო ლეიტონსტოუნი, აღმოსავლეთ ლონდონში, „უესტ ჰემ იუნაიტედ“-ის სტადიონის ახლოს. ამ რაიონში აზიური უმცირესობა ცხოვრობდა და რასისტული ძალადობა ფართოდ გავრცელებული მოვლენა იყო.
პროექტის სამიზნე ჯგუფი ქალაქის ახალგაზრდები იყვნენ, თითოეული მათგანი! ჩვენი ამოცანა იყო, შეგვეკრიბა ახალგაზრდა კაცები და ქალები ყველა რასის, ყველა რელიგიის, ყველა კულტურის („სკინჰედების“, „B-ბოიზის“ და „ჰიპ-ჰოპერების“ ჩათვლით), ყველანაირი უნარის და პოლიტიკური შეხედულებების მქონე (რასისტებისა და არატოლერანტული განწყობის ადამიანების გარდა). ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა და ჩვენს ჯგუფთან ურთიერთობის შედეგად, მათი შეხედულებები შეიცვალა.
კონტაქტის დამყარება ქალაქის ახალგაზრდებთან მარტივად და უშუალოდ ხდებოდა. „მფარველი ანგელოზები“ დადიოდნენ ქუჩებში, მგზავრობდნენ მეტროთი და ხალხს სახლში აცილებდნენ. როდესაც „უსაფრთხო პატრულირებას“ ვაწარმოებდით, საგანგებო უნიფორმა გვეცვა, წითელი ჩაფხუტი და თეთრი მაისური ზედ წითლად გამოსახული ჩვენი ორგანიზაციის ლოგოთი (ამას ჩვენს „ფერებს“ ვუწოდებთ). ამ უნიფორმის გარდა, შეიძლებოდა ნებისმიერი რამ გვცმოდა და საკუთარი თავი ჩაცმულობის მეშვეობით გამოგვეხატა. ასე, რომ ლონდონის ქუჩებში სიარულისას, ახალგაზრდები გვცნობდნენ და ჩვენთან დალაპარაკების სურვილს გამოთქვამდნენ. ჩვენი მთავარი საქმეც ყველა შემხვედრთან გასაუბრება იყო. ამავე დროს, ჩვენი ჯგუფის შესახებ ვარიგებდით საინფორმაციო ბუკლეტებსაც, რომელთა საშუალებით ყველას ვიწვევდით, მონაწილეობა მიეღოთ ჩვენს საქმიანობაში.
ყველაზე საშიში და ძალადობით ცნობილი უბნების ქუჩაში ახალგაზრდებთან შეხვედრების გარდა, ინფორმაცია ჩვენს მოღვაწეობაზე ასევე მედიის საშუალებით ვრცელდებოდა, ტელე და რადიო გადაცემებსა და გაზეთებში, რადგან ამგვარი ინიციატივა პირველად ხორციელდებოდა ინგლისში. ზოგიერთები ამბობდნენ: „ინგლისში ამ საქმეს წარმატება არ უწერია, ამან მხოლოდ ამერიკაში გაამართლა“, მაგრამ ნიუ-იორკის „მფარველი ანგელოზების“ წარმომადგენლები გვამშვიდებდნენ: „ეს უნივერსალური იდეაა, რომელიც უნივერსალური პრობლემის დაძლევისკენ მოუწოდებს“, გვეუბნებოდნენ ისინი. მერე, ისიც დაამატეს: „როდესაც ინგლისში კოკაინი და ამერიკული სტილის ჯგუფური ძალადობა შემოვიდა, არავის უთქვამს, ეს ინგლისია და ამიტომ აქ ფეხს ვერ მოიკიდებსო“.
პროექტის არსი
ყველა ქალაქში, სადაც პროექტი ხორციელდება, „მფარველ ანგელოზებს“ ერთდროულად ორი მიზანი ამოძრავებს. პირველი რიგის ამოცანაა, ქუჩის ძალადობასა და დანაშაულს შევუშალოთ ხელი ვიზუალური და თუ საჭიროა, ფიზიკური შეშინების გზით. მაგალითად, თუ ქუჩაში ძალადობის მოწმენი გავხდით, მოჩხუბართა ჯგუფში გავერევით და ვითარების განმუხტვას შევეცდებით მოძალადეებსა და მათ მსხვერპლთა შორის შუაში ჩადგომით. ჩვენი ჯგუფი ძალადობის წინააღმდეგია და იარაღს არ ატარებს. მაგრამ, თუ საჭირო გახდა, ფიზიკურ ჩარევას არ მოვერიდებით. ქუჩა ულმობელია და ასევე ჩვენც. თუმცა, ყველგან, სადაც ვმუშაობთ, ქვეყნის „საკუთარი თავის დაცვის“ კანონს პატივს ვცემთ.
ჩვენ ვართ აქტივისტები, რომლებიც ვიცავთ გაერთიანებული ერების 1948 წლის ადამიანის უფლებათა დეკლარაციას, განსაკუთრებით, მე-3 მუხლს: „ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
ჩვენი არანაკლებ მნიშვნელოვანი მეორე რიგის ამოცანაა, ახალგაზრდებს შევთავაზოთ კონკრეტული მაგალითები, როგორ უნდა იცხოვრონ. მათივე თანატოლთა ჯგუფის წევრებზე მივუთითებთ, რომელთაც მსგავსი პრობლემები აწუხებთ, მაგრამ მათი გადაწყვეტის კონსტრუქციულ და მშვიდობიან გზას ირჩევენ. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდები ძალადობას ჩამოვაშოროთ და სასარგებლო საქმიანობაში ჩავრთოთ. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ეს საქმიანობა მიმზიდველი იყოს მათთვის!
„ამ ქვეყანაზე, კეთილი ადამიანი სიკეთეს ბოლომდე ინარჩუნებს, ბოროტი კი - ბოროტებას“. ადამიანთა დიდი უმრავლესობა კი ამ ორს შორის მერყეობს და არჩევანს, დიდწილად, მოზარდობისას აკეთებს. ის, თუ რომელ გზას დაადგება ყმაწვილი, ხშირად დამოკიდებულია იმაზე, რას შევთავაზებთ მას. „მფარველი ანგელოზები“ სწორედ ასეთი ახალგაზრდებისთვის დაარსდა, ასეთივე ახალგაზრდების მიერ. ჩვენს შორის ბევრი ბანდის ყოფილი წევრია, რომელთაც საშუალება მიეცათ, საკუთარი ენერგია კეთილი საქმისკენ მიემართათ.
ნიუ-იორკის მოძრაობის დამაარსებელმა, კერტის სლივამ შეძლო ჩამოეყალიბებინა ისეთი ჯგუფი, რომელიც დანაშაულებრივი სამყაროსთვის დამახასიათებელ ყველა ნიშან-თვისებას ატარებდა: „ფერები“, გარეგნობა, მეტყველების მანერა, ქცევა. თუმცა ეს ყოველივე ნეგატიურობას მოკლებული იყო.
ჯგუფის ახალი წევრები სამთვიან მომზადების კურსს გადიან. ამ ხნის განმავლობაში, მათ საშუალება აქვთ, სრულიად უფასოდ, რეალურად ეფექტური ცოდნა შეიძინონ ურბანულ გარემოში საარსებოდ.
ამავე დროს, ახალი წევრები თავიდანვე ქუჩაში მუშაობას იწყებენ და ხალხთან უერთიერთობას, მათ დაცვასა და დახმარებას სწავლობენ. ამგვარი პასუხისმგებლობის შეძენა უმნიშვნელოვანესი რამაა. ჩვენი აზრით, ახალგაზრდები დანაშაულებრივ სამყაროსკენ ილტვიან სიყვარულისა და პატივისცემის, მეგობრობისა და სტატუსის და რაც მთავარია, ძალაუფლების მოსაპოვებლად. „მფარველი ანგელოზების“ მეშვეობით, ჩვენ შევძელით ახალგაზრდებისთვის სიძლიერის შეგრძნების მინიჭება, რაც მანამდე მხოლოდ კრიმინალურ გარემოში თუ გამოეცადათ.
ჩვენ, „მფარველ ანგელოზებს“, სხვადასხვა ქუჩებსა და მოედნებზე გვხედავენ. სიმშვიდისა და უშუალობის გამო, ახალგაზრდები ჩვენში მისაბაძ მაგალითს ხედავენ. უნდათ, ჩვენნაირები იყონ და ჩვენც მათნაირად გამოვიყურებით. ამიტომაც, როდესაც გვხედავენ, თავისთვის ფიქრობენ: „მეც ხომ ასეთი შეიძლება ვიყო!“, რადგან ჩვენთან არ არიან მხოლოდ კაცები, ან შავკანიანები, ან კიდევ დამრტყმელი ბიჭები. ახალგაზრდებს მოსწონთ ჩვენი გარეგნობის სტილი, მიზანდასახულობა და ისიც, რომ ხედავენ, რა სიამოვნებას გვანიჭებს ეს საქმიანობა. ჩვენი მუშაობის თანმდევი საფრთხე და რისკი კიდევ უფრო იზიდავს მათ. კომიქსების ნამდვილ ძლევამოსილ გმირებად გამოვიყურებით. საბრძოლო ხელოვნება დიდწილად იჩენს თავს ჩვენს წვრთნის პროგრამასა და საერთოდ, მსოფლმხედველობაში.
კონკრეტული საწვრთნელი მეცადინეობის აღწერა:
მოკლედ აღვწერ ტიპიურ საწვრთნელ მეცადინეობასა და უსაფრთხოების პატრულის მუშაობის მაგალითს შაბათ საღამოს:
ტრეინინგი
20 კაცისგან შემდგარი ახალგაზრდების ჯგუფი იკრიბება ლონდონის უბნის, კინგს კროსის ახალგაზრდული ცენტრის მეორე სართულზე მდებარე ოთახში. ეს მრავალეთნიკური ჯგუფია. დღეს, მთავარი ინსტრუქტორი, ყველას გასაკვირად, ინდოელი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც მეტსახელად „მოსამართლეს“ ეძახიან. სხვა ინსტრუქტორები არიან: ერთი ზორბა შავკანიანი, რომელიც თავის თავს „მისტერ X“-ს უწოდებს და ერთი თეთრკანიანი სახელად „გაბრიელი“ საწვრთნელი ჯგუფი შედგება როგორც გამოცდილი „მფარველი ანგელოზებისგან“, ასევე ახალბედა მოსწავლეებისგან. ახლები და გამოუცდელები თავიდანვე ძველების პარტნიორები ხდებიან. მოსწავლეთა უმეტესობას „მფარველი ანგელოზების“ მაისური აცვია და წითელი ჩაფხუტი ახურავს. გამოცდილი კურსდამთავრებულების მაისურებს „მფარველი ანგელოზების უსაფრთხოების პატრული“ აწერია. პატრულირების გამოცდილების მქონე, მაგრამ კურსდაუმთავრებლების წარწერა კი ასეთია: „მხარს ვუჭერ მფარველ ანგელოზებს“.
„მოსამართლე“ წარადგენს თავის თავს და ესალმება ორ ახალ მონაწილეს. ეს ძალიან დამახასიათებელია მთელი წვრთნის პროცესისთვის: მიუხედავად დაძაბულობისა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებისა, „ანგელოზები“ ერთმანეთს მუდმივად დიდი ყურადღებით ეპყრობიან. მეცადინეობა იწყება ვარჯიშით პირისპირ შერკინებაში, რომელსაც ჰქვია „Sticky Elbows Defensive Wall Drill“. ეს გრძელი სახელწოდება აღნიშნავს მარტივ სავარჯიშოს, რომელიც მოთელვის ფუნქციას ასრულებს და ახლო კონტაქტის შეგრძნებას აღვივებს. ის ასევე კარგი საშუალებაა თავდაცვის შესასწავლად.
არ მგონია, რომ რასიზმი კარგის მომტანია ადამიანებისა და სამყაროსთვის. ჩემი აზრით, არავინაა სხვაზე უკეთესი, ან უარესი. უაზრობაა ხალხის დაყოფა რაიმე ნიშნის მიხედვით.
ანამარია ბიკესი, 21 წლის, უნგრეთი
მერე, ჭიდაობის ჯერი დგება. მონაწილეები ერთმანეთს ძირს აგდებენ და ერთი ცდილობს, მეორე ქვეშ მოიქციოს. ამის შემდგომ, როლების გათამაშება იწყება. რამდენიმე გამოცდილი „ანგელოზი“ ჩაფხუტს და მაისურს იხდის და ბოროტი ბიჭი, ან როგორც „ანგელოზები“ უწოდებენ, „მუტანტი“ ხდება. „პატრული“ იქმნება 6 „ანგელოზისგან“ და ისინი ოთახიდან გადიან. მერე ისინი ბრუნდებიან პატრულის როლში შემდეგი სახის სიტუაციის მოსაგვარებლად: ეს შეიძლება იყოს ორი მოჩხუბარი ადამიანი, ბანდასთან შეტაკება ან კიდევ, კაცის მიერ ქალზე ძალადობის შემთხვევა. რაც არ უნდა იყოს, პატრული ცდილობს ვითარების განმუხტვას, დააშოშმინოს ეს ადამიანები მინიმალური ფიზიკური ძალის გამოყენებით და თუ აუცილებლობა მოითხოვს, უზრუნველყოს პირველადი სამედიცინო დახმარება.
„ანგელოზებმა“ უნდა იცოდნენ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა“, ამბობს „მოსამართლე“. „ბევრისთვის სამარცხვინოც კი არის, თავმომწონე ვაჟკაცებისთვის ეს სისუსტეა, სექსისტებისთვის ეს გოგოების საქმეა. „ანგელოზებს“ კი მიაჩნიათ, რომ ეს ძალიან მაგარი რამეა და ისევე, როგორც ომის დროს ჯარში მომსახურე ექიმები, ისინიც გმირულ საქციელს ჩადიან. ჩვენც გმირები ვართ. მერე, როცა ქუჩაში ამ ცოდნას გამოიყენებ და ის გაამართლებს, ყველა მადლობას გიხდის, განსაკუთრებით, თუ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ამ დროს წარმოუდგენელი განცდა გეუფლება, რამდენიმე დღე ბედნიერებისგან ცაში დაფრინავ“.
ზოგჯერ, როლის გათამაშებისას, პატრულს შეცდომაც მოსდის და სიტუაცია არასწორ მიმართულებას იღებს. „ტრეინინგის მთავარი აზრიც ამაშია“, აღნიშნავს „მოსამართლე“. „თქვენ საკუთარ შეცდომებზე სწავლობთ და აქ კი ყველაზე უსაფრთხო გარემოა საამისოდ“.
„უნდა იცოდეთ დროულად ზღვარის გავლება“, ამბობს „მოსამართლე“ და მოსწავლეებს ასრულებინებს მთელ რიგ სავარჯოშოების, რომლებიც მათ ასწავლის, როდის დაუსვან წერტილი მოლაპარაკებებს, როდის დაიწყონ ძალის გამოყენება და როგორ მოიქცნენ ამ ორ მოქმედებას შორის. „ეს მუტანტების არჩევანია“, აღნიშნავს „მოსამართლე“, ჩვენ ჩხუბი არ გვინდა, მაგრამ თუ „მუტანტები“ გვაიძულებენ, მაშინ „ანგელოზები“ მათ სათანადოდ გაუსწორდებიან“.
ჩვენს გარშემო „მუტანტები“ ზღვარს გადადიან და „ანგელოზები“ ცუდ დღეში აგდებენ მათ ქუჩური ჩხუბის ხერხების გამოყენებით. მაგალითად, თმებზე მოქაჩვა ნებადართულია და „მუტანტების“ მხრიდან კბენაცაა მოსალოდნელი. „ქუჩაში წესები არ არსებობს“, კომენტარს აკეთებს „მისტერ X“-ი, „ჩხუბის დროს ყველაფერი მოსულა: კბენა, თვალების დათხრა, წიხლების ამორტყმა, დაკაწვრა, მთავარია გაიმარჯვო. „ანგელოზები“ ყველაფრისთვის მზად არიან. ქუჩა ულმობელია და ასევე ჩვენც, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ოქროს გული გვაქვს. უკიდურეს შემთხვევაში ვიყნებთ ძალას იმისათვის, რომ ბრძოლა შეწყდეს. მაგრამ არ გაბრიყვდეთ: ჩვენი მიზანი მშვიდობის დამყარებაა, პაციფისტები არ გეგონოთ“.
ხომ გესმით, რატომაცაა ეს ტრეინინგი ასე პოპულარული. ტანით ყველაზე პატარასაც კი შეუძლია, ბოროტებს გაუსწორდეს. „მოსამართლის“ თქმით, მთავარია წვრთნამ, „მეომარი სული“ როგორც „ანგელოზები“ უწოდებენ, ჩამოაყალიბოს და განამტკიცოს.
წვრთნა სრულდება „knuckle push-up“-ის სეანსით, რომელიც მეომარი სულის ჩამოყალიბებას ემსახურება. შემდეგ, ჯგუფის წევრები ერთმანეთთან საუბარს იწყებენ. თითოეული წარადგენს თავის თავს, გამოთქვამს აზრს ტრეინინგის შესახებ და სვამს სხადასხვა ხასიათის შეკითხვებს.
„ყველა „ანგელოზს“ ქუჩისთვის საგანგებოდ შერჩეული სახელი ჰქვია“, პასუხობს ერთერთ კითხვაზე „მოსამართლე“, ეს ჩვენი ტრადიციაა, რომ ყველა წევრი მეტსახელს ატარებდეს. ქუჩის სახელი ალტერ ეგოა. ის თქვენს ფერებს ეხამება. შესაძლებელია, ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იყოთ მამაცი, მაგრამ როდესაც პატრულის ფერებით შეიმოსებით, „ანგელოზი“ ხდებით და მეტსახელსაც ბუნებრივად ატარებთ. სახელი ჩვენი წევრებისთვის შთაგონების წყაროა. ეს ჩვენი კულტურის ნაწილია“
პატრულირება
პატრულს ვხვდები შტაბ-ბინაში, რომელიც კინგს კროსის ერთ ჩაბნელებულ ქუჩაზე მდებარეობს. საღამოს რვის ნახევარია. შტაბ-ბინა წარმოადგენს სარდაფში განლაგებულ ოფისს, რომლის კედლები მორთულია „ანგელოზების“ ფოტოებითა და მათზე გამოქვეყნებული სტატიებით. საპატრულო ჯგუფი მრავალეთნიკურია და მისი წევრები გოგონებიც არიან და ბიჭებიც. საშუალო ასაკი დაახლოებით 18 წელია. „ჩვენ ვიმოსებით ბრძოლისთვის, კომფორტისა და სტილისთვის, ზუსტად ამ თანამიმდევრობით“, განმარტავს მაიკლ „მისტერ X“ კუინი, ამ საღამოს პატრულის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. უნიფორმაზეც ვუსვამ შეკითხვას: „უნიფორმა მხოლოდ წითელი ჩაფხუტისა და თეთრი მაისურისგან შედგება, ჩვენ მას „ფერებს“ ვეძახით“, პასუხობს „მისტერ X“-ი და აგრძელებს: „ამ ჩაცმულობის გარდა, ჩვენი წევრები ატარებენ იმას, რაც მოესურვებათ. მრავალფეროვნების მომხრენი ვართ, ეს ტოლერანტულ დამოკიდებულებას აღვივებს.“
ამ საღამოს 18 „მფარველი ანგელოზი“ შევიკრიბეთ პატრულირებისთვის. „მისტერ X“-ი ყველას წესრიგისკენ მოგვიწოდებს და ოთახში ჩამოვარდნილ სიჩუმეში მოლოდინი იგრძნობა. „მისტერ X »-ი ხმამაღლა იწყებს ჩვენი სახელების ჩამოთვლას და საპატრულო ჯგუფებში გვანაწილებს. თითოეულ პატრულს რაღაც უნდა ერქვას. ამჯერად, ლონდონის ქუჩებს „Justice Machine“ მოევლინება (რომელსაც დომინი „მოსამართლე“ კიტაი უხელმძღვანელებს).
შტაბ-ბინის დატოვებამდე, ყველა იჩხრიკება. „მისტერ X“-ს ვეკითხები ამის მიზეზს. „ერთმანეთს ვამოწმებთ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ იარაღი და ნარკოტიკი არავის აქვს“, მიხსნის იგი, „მუშაობისას, „მფარველ ანგელოზებს“ მხოლოდ საკუთარი ძალის და სხვა წევრების იმედად უნდა იყვნენ მათი დაცვის უზრუნველსაყოფად“.
პატრული ჯგუფებად იყოფა. „Justice Machine“ მეტროსკენ მიემართება, აღმოსავლეთ ლონდონის საშიში უბნისკენ, სტრეტფორდისკენ, სადაც ცოტა ხნით ადრე, გაუპატიურების შემთხვევა მოხდა სადგურის ბაქანზე. სადგურის უფროსი „მფარველი ანგელოზების“ დიდი მხარდამჭერია. კიდევ ერთი პატრული, სახელად „Rapture“, უესტ ენდის ქვემო უბნებში მიდის. აქ უამრავი კლუბია და ყოველთვის დიდი რაოდენობის ხალხი ირევა. პატრული იმუშავებს ქალაქის ამ ნაწილში, სადაც ადგილობრივი ბანდა ტურისტებს ნარკოტიკებით ამარაგებს.
„Department of Correction“ კინგს კროსის მეტროს გაჩერების სიახლოვეს მოახდენს პატრულირებას. აქ, 2 თვის წინ 15 წლის თეთრკანიანი ბიჭი დანით სასიკვდილოდ დაჭრა 6 აზიელმა ახალგაზრდამ. ზოგიერთი მათგანი 13 წლის იყო. „რასისტული სიძულვილი და ძალადობა დიდი ხანია, რაც აქ ბატონობს“, ამბობს „მოსამართლე“, „მკვლელობა ზუსტად ჩვენი კარის წინ მოხდა. ეს ჩვენი უბანია, რამე უნდა ვიღონოთ“.
„ანგელოზები“ დრამონდ სტრიტს მიუყვებიან, ეს ქუჩა სავსეა აზიური მაღაზიებითა და რესტორნებით. ნახევარი გზაც არ აქვთ გავლილი, რომ ხედავენ აზიელი ბიჭების ჯგუფს, რომლებიც უსაქმურობისგან გაბეზრებულები, უაზროდ ხეტიალობენ. უბნის ნახევარზე მეტი ახალგაზრდული კლუბი დაკეტილია, რადგან მომსახურე პერსონალს ფულს ვერ უხდიან. აზიელი ახალგაზრდები ნერვიულობენ, ყოველ წუთას გარდაუვალ სამაგიერო იერიშს ელიან თეთრკანიანებისგან. დრამონდ სტრიტზე მათ ნაკლები საფრთხე ემუქრებათ.
„ანგელოზებ“ აზიელ ახალგაზრდებს ხელის ჩამორთმევით ესალმებიან, მათთან საუბარს იწყებენ და თან საინფორმაციო ბროშურებს ურიგებენ. ისინი ამ ბიჭების, რომელთაც ბევრი რამის მოყოლა შეუძლიათ, პატივისცემით სარგებლობენ. „ანგელოზები“ აზიურ უბანს შორდებიან და თეთრკანიანების ტერიტორიაზე გადადიან. მათ გვითხრეს, რომ შიშით ამ ქუჩებს არც ეკარებიან, თუმცა „ანგელოზებს“, ჩანს, ყველგან აქვთ სიარულის უფლება. „მოსამართლეს“ შევეკითხე, როგორ ხდებოდა ეს.
„ჯერ ერთი“, მპასუხობს ის, „ჩვენთან სხვადასხვა წარმოშობის ხალხია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რასისტულ უბანში ჩვენი გამოჩენაც კი დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენს. მეორეც ერთი, ქუჩის ბანდებს კარგად მოეხსენებათ ნებისმიერ კონფლიქტში ჩვენი ნეიტრალობის ამბავი. ვცდილობთ, მხარეების პოზიცია არ დავიჭიროთ. კონკრეტული ადამიანების კი არა, ძალადობის წინააღმდეგი ვართ. აზიელების ჯგუფი ურტყამს თეთრკანიან ბიჭს, თუ თეთრკანიანების ბანდა - აზიელს, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ერთნაირად მოვიქცევით. ძალადობას შევაჩერებთ და ეს ყველამ იცის. ჩვენდამი პატივისცემის კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ იარაღს არ ვატარებთ. და ბოლოს, ახალგაზრდები გვაფასებენ, რადგან ჩვენი საქმის საზღაურს არ ვითხოვთ, მოხალისეები ვართ. ხალხი კი თავდადებას პატივს სცემს.”
ერთერთი პაბის წინ, პატრული თეთრკანიანი ბიჭების ბანდას აწყდება. აზიელების მსგავსად, ისინიც უშინაარსოდ დაბორიალობენ. ჩანს, რაღაცის მოლოდინში არიან. ამჯერადაც, „ანგელოზები“ მათ ხელს ართმევენ და ლაპარაკს აბამენ.
„იცით, რასაც ახლა მიყვებით, ზუსტად იგივე მითხრეს აზიელმა ბიჭებმა დრამონდ სტრიტიდან“, ეუბნება მათ „მოსამართლე“, „ისინი ფიქრობენ, რომ ეს თქვენი წამოწყებულია, თქვენ კი მათ აბრალებთ. ისინი პოლიციელებს ვერ იტანენ და ჰგონიათ, თქვენს მხარეზე არიან. თქვენც გძულთ პოლიციელები და დარწმუნებული ხართ, აზიელებს მათი მხარდაჭერა აქვთ. სხედხართ აქ და მოწყენილობისგან არ იცით, რა ქნათ, ისინიც იქ თქვენნაირად უაზროდ არიან. არ გინდათ, შეიკრიბოთ და ერთად მოილხინოთ?“ ამ დროს, პოლიციის ფურგონი გამოჩნდა. ამ ქუჩებში ისინი ფეხით არ დადიან, პატრულირებისთვის მათ საგანგებოდ აღჭურვილი ავტომობილები ჰყავთ და ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ. „შეხედეთ ერთი ამ ტიპებს, აგერ იქ რომ არიან“, ამბობს ფალკონი და მიანიშნებს თაღლითური გარეგნობის რამდენიმე ახალგაზრდაზე. „ისინი ამას წინათ დავიჭირეთ, 65 წლის მოხუცს სცემდნენ და ძარცვავდნენ. რა ჩხუბი იყო! ჩვენ გავიმარჯვეთ. დავიჭირეთ ისინი და პოლიციას გამოვუძახეთ“.
ეს ღამე დაძაბული, თუმცა მშვიდია. „კარგი ღამეა ჩვენთვის“, აღნიშნავს ფალკონი, „კარგი ღამე „ანგელოზებისთვის“ არის ისეთი, რომლის განმავლობაში არაფერი არ ხდება“. ვბრუნდებით შტაბ-ბინაში, სადაც სხვა პატრულებს ვხვდებით. ყველა აგზნებულია. უნიფორმას ვიხდით და ვისვენებთ. სახლებში გამთენიისას ვბრუნდებით. „მოსამართლეს“ ბოლო შეკითხვას ვუსვამ: რისი გულისთვის აკეთებთ ამას ყველაფერს, ამ მოხალისეებს ხომ ფულს არავინ უხდის?
„ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, შაბათ საღამოს გარეთ გავიდეს სასიამოვნო საღამოს გასატარებლად, რომლის დროსაც არ უნდა ჰქონდეს მუქარის, თავდასხმის ან გაძარცვის შიში. ჩვენ ასევე გვწამს, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა იცავდეს ამ უფლებას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. გვსურს, ჩვენი ქალაქი უსაფრთხო იყოს. ჩვენს შორის ბევრს დასხმიან თავს ქუჩაში და ამ დროს არავინ აღმოჩენილა გვერდით, რომ დაგვხმარებოდა. არ გვინდა სხვას დაემართოს ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ“.
სხვების გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, რას ნიშნავს სექსუალური დისკრიმანაცია. ზოგიერთი ჩემი მეგობარი სამსახურიდან გაანთავისუფლეს მათი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო.
იერჟი როზიევიჩი, 20 წლის, პოლონეთი
პროექტის კარგი და ცუდი მხარეები
წარმატება და მარცხი
ჩვენი ჯგუფის მთავარ წარმატება ის არის, რომ ჩვენი საქმიანობა არა მხოლოდ ლონდონში, არამედ ევროპაშიც გავრცელდა. დღეისათვის ორი ჯგუფი მუშაობს ინგლისში (ლონდონსა და მანჩესტერში), სამი - შვედეთში (სტოკჰოლმში, მალმოსა და გოტენბურგში) და ორიც - გერმანიაში (ბერლინსა და ჰამბურგში). განსაკუთრებით ბერლინში ჩვენმა ჯგუფმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თეთრკანიან ახალგაზრდობაში ნეონაცისტური მოძრაობის ექსპანსიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც მოხერხდა გერმანელების, თურქების, აფრიკელების, გერმანელი ებრაელებისა და სხვა უმცირესობების ერთ ჯგუფში გაერთიანებით. ჩვენ უკვე მოვიარეთ ამსტერდამი, პარიზი, მილანი, კოპენჰაგენი, ლივერპული და მოსკოვი. იმედი გვაქვს, 1995 წლისთვის შევქმნით ჯგუფებს მილანში, კოპენჰაგენსა და მოსკოვში.
პროექტის მთავარ მარცხად კი ის მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ მცირერიცხოვანი ვართ ჩვენს ქალაქებში მცხოვრებ 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების რაოდენობასთან შედარებით. ამიტომაც მუდმივად ახალ საშუალებებს ვეძებთ ორგანიზაციის გასაზრდელად, რაც, ცხადია, თანხებს მოითხოვს. ჩვენ კი სულ გასაჭირში ვართ ტელეფონის გადასახადის გასტუმრებისას, ახალი მაისურების შეკვეთისას და ა.შ.
ჩემი აზრით, საუკეთესო დღე ჩვენი პროექტის ისტორიაში 50 „მფარველი ანგელოზისთვის“ დიპლომების გადაცემის დღე იყო ბერლინში, 1993 წლის ივნისში. ამ ქალაქში იგრძნობა ყველაზე მწვავედ რასისტული სიძულვილი, ამიტომაც ვანიჭებთ ჩვენს მუშაობას აქ დიდ მნიშვნელობას.
ყველაზე ცუდად ორი რამ მახსენდება:
ერთხელ, 1991 წელს, ერთი კაცის გადარჩენას ვლამობდი, გულის შეტევა მოუვიდა მეტროს სადგურში და მის რეანიმაციას შევეცადე, მაგრამ გარდაიცვალა.
მეორე სამწუხარო ამბავი შვედეთის ქალაქ, მალმოში მოხდა, სადაც პატრულირებას ვაწარმოებდით ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატით გამოწვეული არეულობისას. მგონი 1992 წლის ზაფხული იყო. იმ საღამოს ჩვენი პატრული ძალადობის ისეთ ტალღაში მოყვა, მიუხედავად ჩვენი წყალობით ბევრი გადარჩენილი ადამიანისა, უმწეონი ვიყავით, რამე გვეღონა. ასობით შეიარაღებული ჰულიგანი ირეოდა და პოლიციაც კი იქაურობას გაეცალა. ჩვენგან ბევრი პირველად პატრულირებდა, მათთვის ეს სასტიკი ცეცხლოვანი ნათლობა აღმოჩნდა.
ტრეინინგი
არა მარტო ახლების გაწვრთნაა აუცილებელი, არამედ ყველა წევრს მოვუწოდებთ, ლიდერობისთვის სათანადო მომზადება გაიარონ. ხელმძღვანელობისთვის საჭირო ცხოვრებისეული უნარების შეძენა ჯგუფისთვის უმნიშვნელოვანესია.
პროექტის შედეგები
ჩვენ ვიცით, რომ ევროპის ბევრი ქალაქის სახე შევცვალეთ. ახალგაზრდობას კარგის კეთების საშუალება მივეცით. ის ათასობით ახალგაზრდა, რომლებიც დღემდე გაიწვრთნენ ჩვენთან, ცდილობს ქუჩაში ძალადობის შეჩერებას. ჩვენი ჯგუფები არა მხოლოდ ქუჩებში პატრულირებენ, არამედ დავდივართ სკოლებსა და ახალგაზრდულ ცენტრებში, სადაც დაუფარავად ვლაპარაკობთ ძალადობაზე. ქალებს ვთავაზობთ თავდაცვის უფასო კურსს, ბავშვებს კი (6-დან 14 წლამდე) - „ქუჩაში სხარტად მოქმედების“ გაკვეთილებს. და ბოლოს, უსახლკარო ხალხისთვის საკვების დარიგებითაც ვართ დაკავებული.
ვიცით, რომ რაღაცის შეცვლა მოვახერხეთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
The Alliance of Guardian Angels
http://www.guardianangels.org
5.5. RFSL ; სასკოლო ინფორმაცია ჰომოსექსუალიზმზე
(შკოლინფორმატიონს) შვედეთის არასამთავრობო ორგანიზაციის
თანატოლთა ურთიერთგანათლების პროექტი
შვედეთის ჰომოსექსუალების უფლებების დაცვის ფედერაციამ (Riksforbunder for Sexuellt Likaberattigande, RFS) აიყვანა ახალგაზრდა წევრები საინფორმაციო ნაწილისა და კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.
პროექტის დასაწყისი
RFSL-მა საჭიროდ მიიჩნია ჰომოსექსუალიზმზე უკვე არსებული ინფორმაციის შევსება, რადგან შესაბამისი ლიტერატურა, ხშირად, უხარისხო იყო და მასწავლებლები არ ფლობდნენ სათანადო ცოდნას ამ თემაზე სასაუბროდ.
პროექტის სამიზნე ჯგუფი
მთავარი სამიზნე ჯგუფი 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები იყვნენ. (გამონაკლისის სახით ასევე მიიღეს მონაწილეობა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სკოლის პერსონალმა და ყმაწვილებთან მომუშავე სხვა ადამიანებმა.)
პროექტის განხორციელების ადგილი
ამჟამად საინფორმაციო პროექტი ხორციელდება შვედეთის დიდ ქალაქებში, მაგრამ RFSL-ი ცდილობს, სხვა რეგიონებიც მოიცვას. მეცადინეობა, ძირითადად, სკოლებში მიმდინარეობს, თუმცა მოსწავლეები RFSL-ის ოფისშიც დადიან ხოლმე, ზოგჯერ კი, ახალგაზრდულ ცენტრებსა და ორგანიზაციებში.
სამიზნე ჯგუფთან დაკავშირება
თავიდან RFSL-ი უშუალოდ სკოლებს უკავშირდებოდა ან ინფორმაციას ავრცელებდა იმ უწყებების საშუალებით, რომლებსაც სკოლებთან ჰქონდათ ურთიერთობა. ახლა თვითონ სკოლები უკავშირდებიან RFSL-ს ინფორმაციის მოსაპოვებლად; „მარკეტინგსა“ და სკოლებთან კავშირს კოორდინატორი გეგმავს.
მეთოდოლოგიური მიდგომა და ერთი კონკრეტული მეცადინეობის აღწერა
საინფორმაციო სამუშაო ტარდება უმეტესად სკოლებში ორგანიზებული თემატური მეცადონეობისას, რომელიც რამდენიმე დღეს ან კვირას გრძელდება. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, ისაუბრონ და ბევრი რამ შეიტყონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიყვარული, სექსი, ურთიერთობა და კონტრაცეფცია. ინფორმაციის მიმწოდებელი ჯგუფი წყვილისგან - კაცისგან და ქალისგან - შედგება. ერთი მეცადინეობა 40-დან 80 წუთამდე მიმდინარეობს. სასურველია, ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა 30 კაცს არ აღემატებოდეს. მუშაობა იწყება 10-20 წუთიანი ზოგადი მიმოხილვით, რომლის დროსაც RFSL-ის წევრები თავიანთ თავს და ფედერაციას წარუდგენენ მსმენელთ. ასევე განუმარტავენ მათ ზოგიერთ ტერმინსა თუ გამოთქმას და მოკლედ აღწერენ ჰომოსექსუალებთან დაკავშირებულ ვითარებას (ერთი-ორი სიტყვით განიხილება სამართლებრივი საკითხები, სექსუალური ორიენტაციის დამალვის შემთხვევები, ჰომოსექსუალიზმი საერთაშორისო და ისტორიული კუთხით).
შესავალი ნაწილის შემდეგ, ბევრ სკოლაში ჯგუფი ორ - ბიჭების და გოგოების - ნაწილად იყოფა. ასეთ შემთხვევაში ინფორმაციის მიმწოდებლები მეცადინეობის შუაში ცვლიან ჯგუფებს, რომ ყველას მისცენ საშუალება, ესაუბრონ როგორც მამაკაცს, ასევე ქალს. მიუხედავად იმისა, ჯგუფი გაყოფილია თუ არა, პირადი თუ ზოგადი ხასიათის შეკითხვების ჯერი დგება. მათი შინაარსი არ არის შეზღუდული, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, მოსწავლეებს განუმარტავენ, რომ პასუხის გაცემა ჭირს, რადგან შეკითხვა ძალზე პირადულია. ძირითადად, რა თქმა უნდა, შეკითხვებს პასუხები მოსდევს. მსმენელთა საჭიროებისა და სურვილებიდან გამომდინარე, მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი იცვლება. შესაძლოა, ყურადღება უფრო მეტად გამახვილდეს ახალგაზრდობის, ქალებისა და მამაკაცების, იმიგრაციის, შიდსის და სხვა საკითხებზე. ტიპიური შეკითხვები ასეთია: „რა გითხრეს მშობლებმა და მეგობრებმა, როდესაც გაიგეს, რომ ჰომოსექსუალი ხართ?“, „როგორ ამყარებთ სექსუალურ კავშირს?“, „როგორ გექცევიან სხვები, როდესაც შეიტყობენ, რომ ჰომოსექსუალი ხართ?“, „რას იზამთ, ბავშვის ყოლა, რომ მოგინდეთ?“, „შიდსის არ გეშინიათ?“
პროექტის კარგი და ცუდი მხარეები
პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ის იყო, რომ მოსწავლეებში ახლებური აზროვნება დაამკვიდრა. ისიც, რომ ჰომოსექსუალი ყმაწვილები, მიღებული ინფორმაციის წყალობით, აღარ ერიდებიან „გარეთ გამოსვლას“ და მათნაირ ახალგაზრდობასთან ურთიერთობის დამყარებას. ყველაზე დიდ წარუმატებლობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ზოგიერთი ფანატიკოსი მასწავლებლის თეორიული მსჯელობა მოსწავლეებისთვის გაუგებარი რჩება. (ამისთანებს ხშირად აუდიტორიაში არ აჩერებენ.) ფაშისტური და რელიგიური ფანატიზმით გაჟღენთილი იდეების მოსმენა სასიამოვნო არასოდეს არაა.
ინფორმაციის მიმწოდებლების ტრეინინგი
ტრეინინგი სამი საღამოსა და შაბათ-კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს უფრო მეტი ცოდნის მიწოდებას ისეთ თემებზე, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი, ზოგადად ახალგაზრდობა, ჰომოსექსუალიზმის ისტორია და საინფორმაციო მეთოდოლოგია.
როდესაც ტრეინინგის ეს ნაწილი დასრულებულია, ინფორმაციის მიმწოდებლები თავის გამოცდილ კოლეგებს მიყვებიან სკოლებში, სულ ცოტა სამჯერ მაინც, სანამ დამოუკიდებლად შეუდგებიან მუშაობას. ასევე სისტემატიურად ტარდება შეხვედრები, რომლებზეც საგანგებოდ მოწვეული სტუმარი საუბრობს ამ სფეროს ამა თუ იმ თემაზე.
ჩემი მეგობარი წლების მანძილზე ცდილობდა სამსახურის შოვნას, მაგრამ დამქირავებლები უარს ეუბნეობოდნენ, რადგან ვიღაცას უთქვამს მასზე, ლესბოსელი არიო. თუმცა დანამდვილებით არც კი იცოდნენ, ასე იყო თუ არა. ამ ადამიანს სიცოცხლე კი გაუმწარეს თავიანთი სიბრიყვისა და სიბნელის გამო. ერთ დღეს მიხვდა, რომ ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლებდა და თავი მოიკლა. ის 22 წლის იყო.
თემისი, 16 წლის, კვიპროსი
პროექტის შედეგები
რადგანაც პროექტის მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა, მისი შედეგების განსაზღვრა ძალზე რთულია. თუმცა RFSL-ი მიიჩნევს, რომ ეს არის ერთერთი გზა ჰომოსექსუალიზმზე დაუფარავად ლაპარაკისა, რასაც წვლილი შეაქვს ცრურწმენისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უებგვერდი შვედურ ენაზე:
http://www.rfsl.se/stockholm
![]() |
8 მეექვსე ნაწილი |
▲back to top |
![]() |
8.1 როგორ დავიწყოთ თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამა |
▲back to top |
სახელმძღვანელოს ეს ნაწილი წარმოადგენს სამუშაო იარაღს, რომლის მიზანია პრაქტიკული რჩევების მიცემა თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამის განხორციელებისას. როგორც ნებისმიერი პროგრამა, ესეც ითვალისწინებს გარკვეულ საწყის მომზადებას შემდეგ საკითხებში, ესენია სტერეოტიპები, ცრურწმენა, ადამიანის უფლებები და ურთიერთდამოკიდებულება. მერვე და მეცხრე ნაწილებში მოყვანილია სხვადასხვა სასწავლო მეთოდი, მათ შორის სიტუაციური მაგალითები, რომლებიც თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამის განსახორციელებლად იქნა შემუშავებული კონკრეტული სამუშაო სფეროს საჭიროებათა მიხედვით.
ქვემოთ ჩამოთვლილი შეკითხვები შეესაბამება პროგრამის მომზადებისა და განხორციელების პროცესის სხვადასხვა ეტაპს. მეექვსე ნაწილის ბოლოს მოცემულია გასათვალისწინებელი საკითხების მოკლე ჩამონათვალი.
6.1. პროგრამის მომზადება და შექმნა
რა არის პროგრამის მიზანი და ამოცანები?
რისი მიღწევა გსურთ?
რომელ საკითხებზე გსურთ იმსჯელოთ?
სწორად განსაზღვრეთ თქვენი საკითხების შესაბამისი სამუშაო დატვირთვა?
რომელია თქვენი პროგრამის სამიზნე ჯგუფი? (ასევე იხ. 6.2. აღმზრდელების შერჩევა)
სად განხორციელდება პროექტი? როგორ ივლიან სამუშაო ადგილას აღმზრდელები?
იგულისხმება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ავტომანქანითა თუ მიკროავტობუსით გადაადგილების უზრუნველყოფა პროგრამაში მონაწილე იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ (ქალაქად თუ სოფლად). ხშირად, გადაადგილების ხარჯი დაბრკოლებას უქმნის ზოგიერთ ახალგაზრდას, რომლებიც მშობლების ავტომანქანების იმედად ვერ იქნებიან.
როგორია თქვენი პროგრამის მეთოდოლოგია და რა სამუშაო მეთოდებია შესაფერისი მიზნის მისაღწევად?
რას ელოდებით ტრენერებისა და აღმზრდელებისგან?
დროისა და ენერგიის რა რაოდენობა უნდა დახარჯონ პროგრამისთვის?
რა მასალებია საჭირო პროგრამის ტრეინინგისთვის?
ყოველნაირად უნდა შეეცადოთ, არ გამოიყენოთ ისეთი მასალები და სასწავლო სტრატეგიები, რომლებიც მხოლოდ თეორიულ და დიდაქტიკურ მეთოდებს ეყრდნობა. თქვენც შეგიძლიათ მასალის მომზადება, რომელიც მიესადაგება ამა თუ იმ ჯგუფს. ამასთან, მშობლებთან ურთიერთობა მარტო საინფორმაციო ბროშურების მიწოდებით არ უნდა შემოიფარგლოს.
რა ფინანსური რესურსია საჭირო თქვენი პროგრამის განსახორციელებლად?
ყველა პროგრამისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია განისაზღვროს სათანადო ბიუჯეტი და საჭირო თანხები, იქნება ეს წვრთნის ჩატარება, ტრანსპორტით გადაადგილება, სარეკლამო საქმიანობა, შეხვედრების მოწყობა თუ სხვა. დაფინანსება ინოვაციური და საინტერესო ღონისძიებების მოფიქრების საშუალებას იძლევა, თუმცა არასაკმარისმა სახსრებმა არ უნდა შეზღუდოს შემოქმედებითი ხარისხი, ანუ ყოველთვის შესაძლებელია დაბალღირებულებიანი, მაგრამ ქმედითი საქმიანობის განხორციელება და დეცენტრალიზებული სტრუქტურების შექმნა. დამატებითი თანხის მოძიება უფრო ადვილია, როდესაც პროგრამა საზოგადოებისთვის ცნობილი და აღიარებულია. მნიშვნელოვანია დაფინანსების სხვადასხვა წყაროების არსებობა, მაგალითად, კერძო პირების მიერ გაცემული თანხები, უფასო მასალებისა და მომსახურების მოპოვება, სახელმწიფო მხარდაჭერა და ა.შ. ამა თუ იმ დაფინანსების მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპონსორის ინტერესები არ იკვეთება პროექტის მიზნებთან.
6.2. აღმზრდელების შერჩევა
რა კრიტერიუმებია საჭირო თანატოლი აღმზრდელების შერჩევისას?
თანატოლი აღმზრდელების შერჩევისას უფროსთა მიერ დადგენილი კრიტერიუმები არ გამოდგება. გთავაზობთ, შერჩევის პროცესისას გამოიყენოთ „პირადი სპეციფიკაცია“, თუნდაც ის ზოგადი ხასიათისა იყოს (მაგალითად, ყმაწვილის ასაკი უნდა იყოს 16-დან 18 წლამდე, მას უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის კარგი უნარი და სფეროში ზედმიწევნით უნდა ერკვეოდეს). აკადემიურ წარმატებებსა და უფროსების მიერ განსაზღვრულ სტატუსზე დაყრდნობით, შესაძლოა შეცდომა დავუშვათ და არ ავირჩიოთ ისეთი ახალგაზრდები, რომელთაც სტატუსი პირადი პოპულარობითა და სპორტული მიღწევებით აქვთ მოპოვებული. სწორედ ასეთი „არაწარმომადგენლობითი სტატუსის“ მქონე ახალგაზრდების ჩართვას გარკვეულ ჯგუფებში უფრო მეტი სარგებელი მოაქვს. რაც შეეხება წლოვანებას, ასაკობრივი ზღვარის დადგენა უნდა ხდებოდეს თემატიკისა და საკითხების შინაარსის შესაბამისად. კონკრეტულ შემთხვევაში სამიზნე ჯგუფის ასაკი მკაცრად უნდა განისაზღვროს, მაგალითად, ეს სამუშაო განკუთვნილია 18-20 წლის სტუდენტებისთვის, სხვა - 14-16 წლის მოზარდებისთვის. ძირითადი პრინციპი მაინც ისაა, რომ აღმზრდელების ასაკი მიახლოებული უნდა იყოს სამიზნე ჯგუფის წევრების ასაკთან.
შეუწყნარებლობა შემწყნარებლობის საპირისპიროა. ადამიანები ვერ ეგუებიან განსხვავებულობას, მაგალითად ტანსაცმელში, მუსიკალურ გემოვნებაში, თმის ვარცხნილობაში, რელიგიაში, სექსუალურ ორიენტაციაში და ა.შ. ვფიქრობ, ეს ხალხი ვერ იტანს იმათ, ვინც განსხვავებულია, რადგან თვითონ არ შეუძლიათ ორიგინალური იყვნენ. სხვების შურთ და საკუთარი თავის გამოხატვა არ შეუძლიათ.
ანა, 19 წლის, პოლონეთი
რა შემადგენლობის უნდა იყოს თანატოლი აღმზრდელების გუნდი?
გუნდის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს გოგო-ბიჭთა თანაბარი რაოდენობა, ეთნიკური მრავალფეროვნება, ინვალიდი ახალგაზრდების მონაწილეობა, რელიგია, სექსუალური ორიენტაცია. გარკვეული ჯგუფის შემადგენლობა შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა გარემოდან წარმოდგენილ ყმაწვილებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აღმზრდელებმა იდენტიფიცირება მოახდინონ სამიზნე ჯგუფის თანატოლებთან. პირადი გამოცდილება და ცოდნა ისეთი საკითხებისა, როგორიცაა შემწყნარებლობა და შეუწყნარებლობა სამიზნე ჯგუფთან კომუნიკაციის კარგ საფუძველს ქმნის.
რა სარგებლობა მოაქვს თანატოლი აღმზრდელებისთვის პროგრამაში მონაწილეობას?
თანატოლი აღმზრდელების გუნდის ჩამოყალიბებისას, დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რას მოუტანს მათ პროგრამაში მონაწილეობა. ამ ტიპის ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ბროშურების გავრცელებით, სადაც მოყვანილი იქნება დადებითი შეფასებები იმ ახალგაზრდების მხრიდან, ვინც უკვე მიიღო მონაწილეობა თანატოლთა ურთიერთგანათლების პროექტებში და ასევე ამ ახალგაზრდებთან შეხვედრებით და მათთან საუბრით.
შესაძლებელი არგუმენტები, რომლებიც ახალგაზრდებს სურვილს აღუძრავს, მიიღონ მონაწილეობა პროექტებში:
წვლილს შეიტანთ უფრო ტოლერანტული საზოგადოების შექმნაში
თვითონ შეძლებთ პრობლემების გადაჭრას
თქვენს თავში რწმენა მოგემატებათ
ისწავლით აზრის გამოხატვას საზოგადოების წინაშე
გააუმჯობესებთ საკომუნიკაციო უნარებს
გახდებით მისაბაძი მაგალითი სხვა ახალგაზრდებისთვის
განავითარებთ ლიდერობის პოტენციალს
გექნებათ საშუალება, ურთიერთობა დაამყაროთ თქვენივე დონის ახალგაზრდებთან
შეიძენთ ახალ მეგობრებს
შეგეძლებათ თქვენი ხმა და აზრი ძალაუფლების მქონე პირებს მიაწვდინოთ
სიამოვნებას მიიღებთ
საჭიროა შეთანხმების გაფორმება?
შესაძლებელია, სურვილი გაგიჩნდეთ, თანატოლ აღმზრდელებთან გააფორმოთ კონტრაქტი ან შეთანხმება, სადაც ხელმოწერით დაადასტურებენ მათ მონაწილეობას მთელი პროექტის განმავლობაში. თანატოლთა ურთიერთგანათლების პროექტი ზოგჯერ ერთი სემესტრი, ზოგჯერ ერთი სასკოლო წელი გრძელდება იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა გარკვეული ხნით აიღონ მონაწილეობის ვალდებულება. „მხარდაჭერის შეთანხმება“ შეიძლება ასევე შეიცავდეს იმ ადამიანის ვინაობას, მისამართს, ტელეფონის ნომერს, რომელმაც მხარდაჭერის პირობა დადო და ინფორმაციას, რომელ საათებში შეიძლება მასთან დაკავშირება.
საჭიროა თუ არა ფინანსური წახალისება?
პროექტში მონაწილეობის ანაზღაურება საჭიროა თუ არა? თანატოლი აღმზრდელების გუნდის ჩამოყალიბებისთვის წახალისების სისტემის არსებობა მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება იყოს უფასო კვების, სემინარების, შაბათ-კვირას გასვლითი ღონისძიებების, მედიაში გამოჩენის, აკადემიური კრედიტებისა თუ ფულადი ანაზღაურების სახით. ზოგიერთი ახალგაზრდისთვის მოხალისეობა ფუფუნებაა, რადგან მან თავისი თავი ან ოჯახი უნდა არჩინოს. საათობრივი ანაზღაურება კი მას საშუალებას აძლევს, დრო დაუთმოს თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამებს. წახალისება სხვადასახვა ფორმით შეიძლება განხორციელდეს: პროექტისთვის დათმობილი დროისა და სხვადასხვა ხარჯის ანაზღაურება, შეძენილი ცოდნის აღიარება, ან კიდევ განათლების ხელმძღვანელობის მიერ კრედიტების გაცემა. მონაწილეობის ანაზღაურება ძალიან დელიკატური საკითხია და პროექტის ყველა წევრთან განხილვის საგანი უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში ძირითადი პრინციპი ითვალისწინებს ყველა ზომის მიღებას იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა პროექტში მონაწილეობისას საკუთარი სახსრები არ გაიღონ.
6.3. თანატოლი ჯგუფის ხელმძღვანელები ან მწვრთნელები
ვის შეაქვს წვლილი წვრთნის წარმართვაში?
ზოგიერთი პროგრამისთვის კარგად მომზადებულ ტრეინინგის კოორდინატორთან მუშაობას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. წვრთნაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც თანატოლი ჯგუფის წევრების შერჩევა და მათი მხარდაჭერა ევალება, ახალგაზრდების უნდა ესმოდეს, ახალგაზრდობის საკითხების მუშაკის ან ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის მსგავსად. თანატოლთა ურთიერთგანათლების ბევრ პროექტში ამ ფუნქციას პროგრამაზე პასუხისმგებელი ადამიანი ასრულებს. მას უნდა ჰქონდეს უნარი, დაინახოს პოტენციური აღმზრდელები, უზრუნველყოს მათთვის საჭირო ტრეინინგი და მხარდაჭერა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების შესაძლებლობების ღრმად სწამდეს. ამ ხელმძღვანელის ან მწვრთნელის როლი მდგომარეობს ჯგუფის წევრების მუშაობის ხელის შეწყობაში, მათ წაქეზებაში, დახმარებაში, თუ ეს საჭიროა. შესაძლოა მან ეს პასუხისმგებლობა მთლიანად ახალგაზრდებს დააკისროს. (იხ. მეშვიდე ნაწილი: 12 პუნქტი მზრუნველი და ლიბერალური მწვრთნელისთვის)
6.4. მხარდამჭერი სტრუქტურები თანატოლი ჯგუფების აღმზრდელთათვის
რა სახის მხარდაჭერა დაგჭირდებათ?
თანატოლი გჯუფის აღმზრდელებს ხშირად უწევთ გაართვან თავი რთულ, დელიკატურ და წინააღმდეგობრივ საკითხებსა და სიტუაციას, რაც დატვირთვას კიდევ უფრო ზრდის, როგორც პრაქტიკული, ასევე ემოციური თვალსაზრისით, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებს. ისეთი სიტუაციის მართვა, რომელიც კომპლექსიურია და საკმაოდ ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვს, დამატებით ტვირთად აწვება ახალგაზრდას. არც პრაქტიკული ხასიათის დავალებებისა და პრობლემების, მაგალითად ტრანსპორტით უზრუნველყოფის, მოგვარებაა იოლი. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, შეიქმნას ხელშემწყობი სისტემა თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამის დაწყებამდე, რასაც შესაძლოა შეთანხმება ან კონტრაქტი ითვალისწინებდეს. ხელშეწყობა მრავალნაირად შეიძლება განხორციელდეს: საკონსულტაციო შეხვედრებისა და სისტემატიური გუნდური მსჯელობის, რთული დღის შემდეგ არაოფიციალური სატელეფონო საუბრების, მეცადინეობებისა და ტრეინინგის მონაწილეების მხრიდან კონსტრუქციული შეფასების სახით. მშობლები, მასწავლებლები თუ სხვა ნდობით აღჭურვილი ადამიანები ასევე დამხმარე საშუალებას წარმოადგენენ; მათთან მუდმივი კავშირი ახალგაზრდების მუშაობის ჟინს კიდევ უფრო გააძლიერებს.
მხარდაჭერის შეთანხმება
თანატოლი ჯგუფის აღმზრდელის სახელი და გვარი:....................................................... მისამართი: .................................................................................................................................. შეხვედრების ჩატარების ადგილი:.......................................................................................... თარიღი: ....................................................................................................................................... პროგრამის კოორდინატორი: ................................................................................................. მთავარი ოფისის მისამართი: .................................................................................................. ტელ: ............................................................................................................................................ თქვენი პირადი მხარდამჭერი: ............................................................................................... მას შეუძლია პრაქტიკული (ტრანსპორტი, ბავშვების მოვლა, და ა.შ.) ან ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა ..................................................................................... ამ პირის ტელ: ............................................................................................................................ რა დროს შეგიძლიათ მასთან დაკავშირება: ......................................................................... რა მისამართზე: .......................................................................................................................... დოკუმენტის ასლი შეიძლება გადაეცეს აღმზრდელს, მხარდამჭერს და მშობლებს/მეურვეს |
ზოგიერთი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, მათ საქმიანობას ესწრებოდეს უფროსი თაობის წარმომადგენელი, რომელიც მხარდაჭერასა და დახმარებას გაუწევს ახალგაზრდებს, სადაც და როდესაც ეს საჭიროა. ეს ადამიანი შეიძლება მოხალისე და მთელ ან ნახევარ შტატზე მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყოს.
6.5. ხელმძღვანელობა და მართვა
ვინ არის უფროსი?
პროექტს ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ და მის განხორციელებას ზედამხედველობას უწევენ. კომუნიკაციის გასაადვილებლად შესაძლოა ჩამოყალიბდეს მართვის სტრუქტურა, ანუ გუნდი დაკომპლექტებული დახმარების გაწევის მსურველებით, თვით თანატოლი აღმზრდელებით, სპონსორებით და ა.შ.
ჩემთვის რასიზმი ნიშნავს უცხოელების მოძულე „სკინჰედებს“, ძალადობას, ლაჩრობას და არა მამაცობას, ბანდებს შორის შეტაკებებს, სიბნელეს, საკუთარი თავისადმი უპატივცემულობას. რასისტებს რაღაცა ხომ მაინც უნდა ჰქონდეთ, რითიც იამაყებდნენ: „მე თეთრკანიანი ვარ, მე შვედი ვარ“. სამყარო მათ გარეშე უკეთესი იქნებოდა. თუ არ უნდათ, შეიცვალონ, მაშინ ეგებ თავიანთი სამყარო შექმნან სადმე შორს, მთვარეზე.
კარლა, 19 წლის, ჩილე/პერუ/შვედეთი
6.5. შემოწმება და შეფასება
ვახდენთ თუ არა ჩვენი პროექტის შემოწმებასა და შეფასებას?
პროექტის მიმდინარეობის შეფასება და შემოწმება მუდმივი პროცესია. თანატოლი ჯგუფების ტრენერებმა და აღმზრდელებმა ერთობლივად უნდა შეაფასონ
ა) მათ მიერ ჩატარებული ტრეინინგი
ბ) მათ მიერ წარმოებული საქმიანობა ადგილზე
გ) მათი პროფესიონალური განვითარება
შეფასების სისტემამ უნდა გამოააშკარავოს შეძენილი კომპეტენციის ხარისხი. ეს შეიძლება განხორციელდეს მეცადინეობის დასაწყისში და დასასრულს დარიგებული მარტივი კითხვარების მეშვეობით ან ისეთი ინფორმაციის მოგროვებით, როგორიცაა დამსწრე მონაწილეთა როადენობა, წამოჭრილი საკითხები და არსებული პრობლემები. ამ შეფასებებზე დაყრდნობით, თანატოლთა ჯგუფის ლიდერი ჯგუფის განვითარების გეგმას დასახავს. ახალგაზრდების მიერ ჩატარებული ტრეინინგის შეფასება თვით მათი შემდგომი ტრეინინგის საჭიროებებს წარმოაჩენს.
შეფასება მნიშვნელოვანი უნდა იყოს როგორც აღმზრდელთათვის, ასევე პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციებისა და პირებისთვის. ეს პროექტის მომავალი ორიენტაციისთვის აუცილებელია. სპონსორებისთვისაც საინტერესო იქნება, თვალი ადევნონ მათ მიერ დაფინანსებული პროექტის განვითარებას. მათ, შესაძლებელია, მოითხოვონ პროგრამის შედეგების შეფასება რაოდენობრივი თვალსაზრისით: აწარმოონ მონაწილეთა და პროგრამის გარშემო არსებული კონტაქტებისა და დახარჯული თანხების აღრიცხვა. ამ ინფორმაციის საფუძველზე, დასკვნების გამოტანაც შეიძლება, რამდენად რენტაბელურია თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამები.
![]() |
8.2 გასათვალისწინებელ საკითხთა ჩამონათვალი |
▲back to top |
რამდენიმე საჭირო მოსაზრება
- მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა ვისთან ერთად აპირებთ მუშაობას და რისი გაკეთება გსურთ?
- პროექტში დასაქმება
- გჭირდებათ შეთანხმება ან კონტრაქტი?
- რა მეთოდებს გამოიყენებთ? და ა.შ. - გჭირდებათ დაფინანსება? - თანატოლი ჯგუფების აღმზრდელების ტრეინინგი
- ჯგუფის ხელმძღვანელები
- დამხმარე სტრუქტურები პროექტზე პასუხისმგებლები იქნებიან? - როგორ მოახდენთ თქვენი პროგრამის შემოწმებასა და შეფასებას? - მედიასთან მუშაობა |
სხვადასხვა საშუალება არსებობს რასიზმის, შეუწყნარებლობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ მოქმედებისათვის. „კომპასი“ შეიცავს მრავალ სასარგებლო მოსაზრებასა და რჩევას კონკრეტული ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით, კერძოდ, თავში „მოქმედების დაწყება“. ამ საკითხის თაობაზე, იხილეთ აგრეთვე შემდეგი თავი „Alien 93“-ში: „კამპანიები, ქმედება, პროექტები, რეკლამა“.
![]() |
9 მეშვიდე თავი |
▲back to top |
![]() |
9.1 თქვენი პროექტი განხორციელების პროცესშია - როგორ უნდა მართოთ იგი? |
▲back to top |
რასიზმი, ანტისემიტიზმი, ქსენოფობია და კაცთმოძულეობა, ისევე როგორც შეუწყნარებლობის სხვა გამოვლინება, დისკრიმინაციისა და ცრურწმენის მრავალნაირ სახეს წარმოადგენენ. ამ მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლას დიდი ძალისხმევა სჭირდება და ამავე დროს, ამ საქმეში ჩაბმული ადამიანებისთვის სწავლისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. ეს ასევე გულისხმობს ძალიან მგრძნობიარე და ემოციურად დატვირთულ თემებთან შეხებას. თავს იჩენს დისკრიმინაციით გამოწვეული ტკივილი, ისევე როგორც სიშმაგე, სიბრაზე, სირცხვილი და ცრემლები ყველას საზიაროდ. იგივე განწყობა სუფევს თანატოლთა ურთიერთგანათლების პროექტებში, რომლებიც შიდსისა და ალკოჰოლიზმის პრევენციას ეხება.
თანატოლთა ურთიერთგანათლების პროექტის მეშვეობით, თითოეულმა მონაწილემ შეიძლება ბევრი რამ ისწავლოს ცხოვრებაზე და საკუთარ თავზე. ბუნებრივია, რომ ნებისმიერი სხვა პროცესის მსგავსად, აქაც ხშირია მოულოდნელი დაბრკოლება და სირთულე, რომლებიც სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
ეს შეიძლება იყოს:
პროექტის შინაარსი
პროექტის გარკვეული ეტაპი
გადასაჭრელი საკითხი
მონაწილეთა რიცხვი
გარემო
თანატოლი ჯგუფის სტრუქტურა
ხელმძღვანელობა ახალგაზრდებში
„მოწინავე პრაქტიკის“ თავში (სახელმძღვანელოს მეხუთე ნაწილი) აღწერილია თვით მონაწილეთა მიერ გამოცდილი ყველაზე დიდი სირთულეები.
ასევე ჩამოვთვლით ძირითად პრობლემებსაც (ცხადია, სხვების მოძიებაც შეიძლება):
გადაღლა
უჩვეულო დავალებების შესრულება
ადმინისტრაციული სამუშაოს დიდი მოცულობა
ფინანსური პრობლემები, სპონსორის მოძიება
პროექტის გაზრდა გაურკვეველი მოცულობით
არასაკმარისი დამხმარე ძალა
ხელმძღვანელობის პრობლემა, ჯგუფის შიგნით უთანხმოება, გუნდისთვის დამახასიათებელი სირთულეები
მონაწილეთა სხვადასხვა სქესთან დაკავშირებული პრობლემები
ძლიერი ემოციური ფონი
სიტყვა „რასიზმის“ გაგონებაზე გონებაში ერთბაშად ბევრი აზრი მიჩნდება. ყველაზე ხშირი რეაქცია, როდესაც მესმის, ვხედავ და ვგრძნობ რასიზმს, გაღიზიანებაა. რასიზმი უცოდინრობის, ინფორმაციის ნაკლებობის, მედიის მიერ მანიპულირების შედეგია; ერთადერთი გამოსავალი შემწყნარებლობაა.
ანდრე სიმონსენი, 18 წლის, ებრაელი პოლონელი, ცხოვრობს დანიაში
მონაწილეთა ნუგეშისა და დახმარების გაწევის შეზღუდული შესაძლებლობები
გადამეტებული მოლოდინი
არასასურველი გავლენა გარედან, სხვა ჯგუფებისა თუ ხელმძღვანელობის მიერ
მობეზრება
საშიში და ხარისკო სიტუაციები
მედიასთან ურთიერთობა
პროგრამის ვადამდე ადრე დატოვება
როდესაც მუშაობთ ახალგაზრდობის საკითხებზე, ხართ სკოლის მასწავლებელი ან ტრენერი და მონაწილეობას იღებთ თანატოლთა ურთიერთგანათლების პროექტში, ბედნიერებისა და სიამაყის გრძნობა გეუფლებათ, რომ შეძელით ამგვარი საქმის წამოწყება. ყველაფერს იღონებთ იმისათვის, რომ პროექტი წარმატებული იყოს და მასში მონაწილე ახალგაზრდებმა ლაღად იგრძნონ თავი. თქვენ მოგინდებათ მათი დამოძღვრა, თუმცა ამას არ აგრძნობინებთ და რაც შეიძლება დიდ სამოქმედო ასპარეზს დაუტოვებთ.
როგორ შევძინოთ ყველაფერს ამას შემოქმედებითი ელფერი?
გახსოვდეთ თანატოლთა ურთიერთგანათლების პროექტის საწყისი პრინციპები.
თქვენ, ტრენერმა, ახალგაზრდებს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გაუძლიეროთ. ამისათვის თქვენ უნდა
ხელი შეუწყოთ მიზნების განსაზღვრაში
დაეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში
შეასწავლოთ საჭირო უნარები და მათ გამოყენება
ასწავლოთ ურთიერთდახმარება, შემწყნარებლობა და ემოციური სიტუაციის მართვა ჯგუფში
შექმნათ მათი საქმიანობისთვის ხელშემწყობი გარემო
დაიცვათ მათი უფლებები
გაუწიოთ დახმარება ემოციონალური თვალსაზრისით
გამოხატოთ რწმენა მათი შესაძლებლობებისადმი
შექმნათ გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი სტრუქტურები და სისტემები, რომლებიც ახალგაზრდებს ასწავლის საპირისპირო აზრის გამოხატვას, აძლიერებს აღქმის უნარს, უჩვენებს ინფორმაციისა და გამოცდილების ეფექტურად გამოყენების გზას.
თქვენ ასევე ხელი უნდა შეუწყოთ ახალგაზრდებში რასიზმის, ქსენოფობიისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობის გააზრებას. ამისთვის თქვენ უნდა
მოამარაგოთ ისინი სასარგებლო მასალებით
ჩართოთ მსგავსი პროექტების ქსელში
გაიღრმავოთ ცოდნა რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმის და შეუწყნარებლობის სხვა სფეროებში
ისწავლოთ ახალგაზრდების ყოველდღიური გამოცდილებიდან
ჩამოაყალიბოთ მრავალფეროვანი ჯგუფი
პატივი სცეთ მრავალფეროვნებას და გაითვალისწინოთ სხვადასხვა მოთხოვნები
მოეპყრათ ყველას თანაბრად
უფრო მეტი დაკონკრეტებისთვის, მხედველობაში მიიღეთ შემდეგი მოსაზრებ
![]() |
9.2 12 პუნქტი მზრუნველი და ლიბერალური მწვრთნელისთვის |
▲back to top |
ზოგადი მიმოხილვა
თითოეულ მწვრთნელს მუშაობის საკუთარი სტილი აქვს. თუმცა, შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვა ყველასთვის სავალდებულოა:
ხელი უნდა შეუწყონ გუნდურ მუშაობასა და თანამშრომლობას.
უნდა შეაფასონ სხვადასხვა პარტნიორების ცოდნა და უნარი და მათ შესაბამისი ადგილი მიუჩინონ.
ზოგჯერ, გუნდი ისე არ რეაგირებს, როგორც მოსალოდნელი იყო. მწვრთნელი ეხმარება თანატოლებს, კარგად გაიაზრონ გამოცდილება იმისათვის, რომ მომავალში უფრო სწორად იმოქმედონ. პრაქტიკული მუშაობის დროს, მწვრთნელი განზე რჩება. როგორც წესი, ის სხვადასხვა როლს თამაშობს.
წარმოაჩინეთ ჯგუფის ლიდერები და ასწავლეთ შეხვედრებამდე და მათ შორის, დაგეგმვა, სტრატეგიის შემუშავება, შეხვედრების წაყვანა და მოსალოდნელ სირთულეებთან ჭიდილი. ახალგაზრდა ლიდერებს მხარდაჭერა და გაწვრთნა სჭირდებათ, რომ სხვებს გაუძღვნენ. ტრეინინგისა და დახმარების გარეშე ისინი შეიძლება „გადაიწვან“.
იმსჯელეთ სისტემატიური შეხვედრების დანერგვაზე, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს მშვიდ გარემოში კიდევ ერთხელ გადახედონ ჩატარებულ საქმიანობას და შეაფასონ იგი. არაფერი რომ არ გამოგრჩეთ, ჩამოწერეთ ხოლმე განვლილი მუშაობის დროს წამოჭრილი საკითხები, რა გამოგივიდათ, რა - არა, რა უნდა გაუმჯობესდეს მომავალში. ისეთი კითხვების დასმა, როგორიცაა „რისი გაკეთება შევძელით ყველაზე კარგად?“, „რისი გაკეთება შეგვიძლია უკეთესად?“, „რა საჭიროებს მსჯელობას/შეფასებას?“, ბარომეტრის ფუნქციას ასრულებს პროექტის შემდგომი განვითარებისთვის და ჯგუფში სასარგებლო განსჯას განაპირობებს. ყოველთვის ეცადეთ, დადებითი შედეგების ჩამოთვლით დაიწყოთ და ერთმანეთს ჰკითხოთ: „რა გამოგვივიდა კარგად, რას მივაღწიეთ ერთობლივად და თითოეულმა ცალ-ცალკე?“ მზად იყავით იმისათვის, რომ ახალგაზრდები თქვენს დამოძღვრას ყოველთვის არ მოუსმენენ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მუდამ მათ გვერდზე იყავით.
2. მოლოდინი და მიზნები. დიდი დატვირთვა და გადაღლა
მიზნების მიღწევას მწვრთნელი მარტო ვერ შეძლებს; ეს გუნდის გასაკეთებელია. მწვრთნელის როლია რეალობის შეგრძნება გააძლიეროს და თანაც ისე, რომ ამას იდეალების მსხვრევა არ მოჰყვეს. დიდ სამუშაო აქტივობას, როგორც წესი, „გადაწვა“ მოსდევს ხოლმე. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ურთიერთსიყვარულის გამოხატვა, დასვენება, დამხმარე ძალის გამოყენება, სამუშაო დატვირთვის განაწილება, რეალური მიზნების დასახვა, აუცილებელი რესურსების მოძიება (პატრონაჟი, თანხები და ა.შ.). თანატოლთა ურთიერთგანათლების თქვენი პროგრამის მთავარი თემა - რასიზმისა და ქსებოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა - სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. ახალგაზრდებისთვის და მათი მწვრთნელებისთვის ამგვარ პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობა სახალისოა და მათში კმაყოფილების გრძნობას აღძრავს.
3. ადმინისტრირება და დაგეგმვა
ჯგუფს დასჭირდება ადამიანი, რომელიც მზად იქნება ადმინისტრაციული საკითხები მოაგვაროს. მან ამ სამუშაოს კვირაში რამდენიმე საათი უნდა დაუთმოს. უზრუნველყავით მისთვის სათანადოდ აღჭურვილი საოფისე გარემოს მოწყობა.
ჯგუფთან ერთად იმსჯელეთ საქმიანობის დაგეგმვაზე. შეადგენინეთ წლიური და ყოველკვირეული გეგმები. განიხილეთ დაგეგმილი და სპონტანური მოქმედების დადებითი და უარყოფითი მხარეები. დაავალეთ ჯგუფს, აირჩიონ წევრი, რომელიც სისტემატიურად შეამოწმებს დაგეგმილი სამუშაოს შესრულებას. ასევე ისაუბრეთ პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ეტაპებზე, მაგალითად, ბანაკის ორგანიზება, ღონისძიებების მოწყობა, სასწავლო მასალის შედგენა და ა.შ.
4. ფინანსები და დაფინანსება
შესთავაზეთ ჯგუფს საუბარი თემაზე „ფული და მისი მნიშვნელობა“ თანამედროვე საზოგადოებისთვის. განიხილეთ მოხალისეობისა და ანაზღაურებული სამუშაოს დროს აღებული ვალდებულებები. ისაუბრეთ დაფინანსების მნიშვნელობაზე და როგორ შეუძლია მას პროექტის მასშტაბის შეცვლა. არც შესაძლო სპონსორების საკითხი გამოგრჩეთ.
როლების გათამაშების მეშვეობით უჩვენეთ, რა ხერხებით უნდა დაარწმუნონ სპონსორი, რომ წარმოდგენილი პროექტი განსაკუთრებული და უნიკალურია. განმარტეთ ბიუჯეტის გამოყენების სხვადასხვა პრინციპი, ის რომ მცირედი სახსრებითაც კი ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი. ავარჯიშეთ ბიუჯეტის შედგენაზე. ასწავლეთ თანხების მოზიდვის გზები.
5. პროექტის განვითარება
იმსჯელეთ აქამდე შესრულებულ საქმიანობაზე და პროექტის შემდგომ განვითარებაზე. უკვე მიღწეულის საფუძველზე, არის თუ არა შესაძლებელი ეტაპების გამოყოფა?
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც პროექტმა განვითარების ერთი ეტაპი დაასრულა?
რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ?
ვინ ელის მოუთმენლად ახალ გამოწვევებს, ვინ უფრთხის მათ და რატომ?
როგორ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს? გვჭირდება თუ არა უფრო მეტი ხალხი, მონაწილეები, დახმარება გარედან?
ჩემთვის რასიზმი ნიშნავს სამუშაოს პოვნის სირთულეს არა იმიტომ, რომ არ გამაჩნია სათანადო ცოდნა და დიპლომები, არამედ ჩემი უცხოური გვარის გამო. აი ეს არის რასიზმი.
აიშა აჰმადი, 19 წლის, დანიაში მცხოვრები პაკისტანელი
6. როგორი უნდა იყოს ლიდერი, როგორი უნდა იყოს გუნდი?
თქვენ, მწვრთნელი, როგორ იქცევით, როცა გუნდის აზრს არ იზიარებთ? მაშინვე გამოხატავთ თუ არა თქვენს საწინააღმდეგო პოზიციას? რომელია ახალგაზრდებისთვის ჭკუის სასწავლებელი შეცდომები და ისინი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან პროექტს? დარწმუნებული ხართ, რომ ახალგაზრდებზე უკეთესად იცით? როგორ მოახერხებთ ინფორმაციის მიწოდებას ისე, რომ მათ „უფროსობა“ არ დაგწამონ? („როცა გაიზრდები, მიხვდები, რომ... „ან კიდევ „დაფიქრდი, რა მოხდება თუ...“)
ჯგუფის ლიდერს მხარი დაუჭირეთ და არ მისცეთ სხვებს მისი უმოწყალო გაკიცხვისა და ჩაგვრის საშუალება. მშვიდად შეხვდით ჯგუფის მხრიდან კრიტიკულ შენიშვნებს, თუ ისინი კონსტრუქციულია, მაგრამ ამავე დროს, მოითხოვეთ, ისეთივე პატივისცემით მოგეპყრან, როგორითაც თქვენ ეპყრობით მათ.
გამოიყენეთ სხვადასხვა პედაგოგიური მეთოდი - კითხვარები, თავსატეხები, ამონაწერები გაზეთიდან და ა.შ. - რომლებიც შემდეგ საკითხებს ეხება:
რას ნიშნავს ლიდერობა?
ვის სურს, იტვირთოს ეს ფუნქცია? რატომ? ვის არ სურს? რატომ?
ლიდერობა მხოლოდ უპირატესობის მომტანია (აღტაცება, ძალაუფლება, მიღწევები, სიამაყე), თუ მას არასახარბიელო მხარეც აქვს (დიდი სამუშაო დატვირთვა, გამოფიტვა, გადაღლა, „გადაწვა“)?
არსებობს თუ არა ლიდერობის ალტერნატივები? გაზიარებული ლიდერობა? ლიდერობის როტაცია?
რა არის გუნდი? რისთვის ვარსებობთ, როგორც გუნდი? რა მიზნები გვამოძრავებს? რამ შეიძლება დაგვშალოს? რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ჩვენს ერთად ყოფნას?
როგორ აღვუდგეთ წინ დაშლას დროულად და მშვიდობიანად?
როგორ მოვიშოროთ თავიდან ხელისშემშლელი ადამიანები?
7. გენდერული საკითხები
მიმართეთ პედაგოგიურ მეთოდებს ამ საკითხებზე მსჯელობისას:
ჩვენ დავიწყეთ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება. რაიმე საერთო აქვს თუ არა რასიზმსა და შეუწყნარებლობას სექსიზმთან (ან პირიქით)?
რასიზმი და შეუწყნარებლობა ჩვენს პირად განცდებსაც ეხება. რა განცდა აქვთ ჩვენი ჯგუფის ახალგაზრდებს მათი იდენტურობისა და საზოგადოებაში მათი როლის მიმართ? როგორ შევიტყვეთ ჩვენ, გოგონებმა და ბიჭებმა პატარაობისას ჩვენ-ჩვენი როლების შესახებ ცხოვრებაში?
გრძნობენ თუ არა თავს განსხვავებულად სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი გოგონები საზოგადოებაში?
შეგვიძლია თუ არა ვებრძოლოთ დისკრიმინაციას ჩვენი ჯგუფის გარეთ, მაშინ როცა დისკრიმინაცია ჩვენსავე ჯგუფში არსებობს?
ჯგუფი ორ, გოგონებისა და ბიჭების, ნაწილად გაყავით. ჯერ ცალ-ცალკე იმუშაონ, მერე - ერთად. შემდეგ სთხოვეთ, დაფიქრდნენ, ამგვარი გაყოფა თუ გამართლებულია, როცა საქმე ეთნიკურ ჯგუფებს ეხება.
8. ემოციების მართვა
გამოიყენეთ სხვადასხვა პედაგოგიური მეთოდი შემდეგი სახის შეფასებებისთვის:
რა ნიშნავს ემოციები? რა ზეგავლენას ახდენენ ისინი ჩვენზე?
რას გვეუბნება მათზე საზოგადოება (ოჯახი, მეგობრები, ჩვენთვის საყვარელი ადამიანები, მასწავლებლები, სატელევიზიო გადაცემები, ჩვენი უფროსი)?
როდისაა ემოციების გამოხატვა « დასაშვები » და როდის « დაუშვებელი »?
იცვლება თუ არა ემოციური განცდა სხვადასხვა კულტურის მატარებელი ხალხის მიხედვით?
ვისთვისაა იოლი ემოციის გამოხატვა? ვისთვის არა?
ბიჭები და გოგონები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ ემოციებს?
რატომ შეიძლება შეგვაშინოს ემოციებმა?
რა კავშირი არსებობს ემოციებსა და დისკრიმინაციას შორის?
როგორ მოქმედებს ჩვენზე დისკრიმინაცია?
რას ვგრძნობთ, როცა დისკრიმინაციის მომსწრენი ვართ? პირადად ჩვენთვის ცნობილია ეს განცდა?
ჩვენი ცხოვრების მანძილზე როცა ცუდად გვიგრძნია თავი, სანუგეშოდ ვისთვის მიგვიმართავს? რა გზით? ახლა რას წარმოადგენს ეს პიროვნება?
როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ ის ადამიანი, რომელიც მწუხარებას, ტკივილსა თუ სევდას განიცდის?
შეგვიძლია ვისწავლოთ სხვისი ნუგეში და დამშვიდება? სხვადასხვანაირი იქნება ჩვენი ქცევა ბიჭებისა და გოგონების, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების, კულტურების, რელიგიების მიმართ?
9. პროექტის ფარგლებს გარეთ არსებული ზეწოლის მართვა
ინსტიტუტები თუ ინდივიდები - ახალგაზრდების მშობლები, დამფინანსებლები თუ სხვა ჯგუფები - შეიძლება შეეცადონ ხელი შეუშალონ და შეკვეცონ თანატოლთა ურთიერთგანათლების თქვენი პროექტი. როგორ შეგიძლიათ თქვენ და თქვენს ჯგუფს შეეწინააღმდეგოთ გარედან განხორციელებულ ამ ზეწოლას? როგორც მწვრთნელი, ყველა ღონეს იხმართ თქვენი ჯგუფის დასაცავად. შეიძლება დაგჭირდეთ პროექტისა და მისი შემადგენლობის წარდგენა მნიშვნელოვანი უწყებისა ან გავლენიანი ადამიანის, თქვენი ხელმძღვანელისა ან მენეჯერის წინაშე.
ამავე დროს, სასარგებლო იქნება, ჯგუფთან ერთად იმსჯელოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ძალაუფლება, ზეწოლა და მისი თავიდან აცილება, ზეწოლის განმახორციელებელი ჯგუფების როლი. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ და შეძლონ მათი გამოყენება.
ვის ხელშია ძალაუფლება ჩვენს საზოგადოებაში? რატომ?
რა კავშირია ძალაუფლებასა და რასიზმს შორის?
სად შეიძლება დავინახოთ საპირწონე ძალა? სად არსებობს ძალაუფლების ბალანსი? როგორ შეიძლება კომპრომისის მიღწევა?
რას ველით საზოგადოების სხვადასხვა სექტორიდან? (ინსტიტუტები, სკოლები, ახალგაზრდული კლუბები და სხვა)
რამდენად შეიძლება ჯგუფმა უკან დაიხიოს? როგორია კომპრომისის პირობები?
როგორ გავხდეთ დიპლომატები და მივაღწიოთ დასახულ მიზანთა უმრავლესობას?
ჯგუფის წევრებს, რადგან ახალგაზრდები არიან, ნაკლები უფლებები აქვთ, ვიდრე უფროსებს?
10. სახიფათო თუ საშიში სიტუაციები
შესაძლებელია, თქვენი ჯგუფი რასისტული, ანტისემიტური ან ქსენოფობური ჯგუფებისა თუ ინდივიდების მხრიდან წინააღმდეგობასა და აგრესიულ დამოკიდებულებას წააწყდეს. იმსჯელეთ, რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში სახიფათო ან საშიში. გაანალიზეთ რასისტულ ან აგრესიულ ჯგუფებთან შეხვედრის შესაძლო შედეგები.
სასარგებლო იქნება პროექტისთვის ამგვარ კონფრონტაციაში მონაწილეობა?
რა დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში დიდი რისკის გაწევის გარეშე?
ეგებ სურვილი გაგიჩნდეთ, დამატებით ისაუბროთ ძალადობაზე და მის სხვადასხვა გამოვლინებაზე. როგორაა დაკავშირებული ძალადობა რასიზმთან, ქსენოფობიასთან, ანტისემიტიზმთან და შეუწყნარებლობის სხვა ფორმებთან?
11. ურთიერთობა მედიასთან
მედიასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია როგორც თქვენი პროექტისთვის, ასევე ჯგუფის წევრებისთვის. განიხილეთ მედიის როლი.
რა გავლენა აქვს მედიას ჩვენს მსოფლმხედველობაზე?
რატომ არის მნიშვნელოვანი მედიის მიერ ჩვენი პროექტის გაშუქება?
გვჭირდება ჯგუფში „მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი“?
აუცილებელია მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრა?
ჯგუფს შესთავაზეთ შემდეგი სახის სავარჯიშოები: როგორ იწერება წერილი მთავარი რედაქტორის სახელზე, როგორი პასუხების გაცემაა საჭირო ინტერვიუს დროს. როგორ შეიძლება მედიამ ისინი გააშუქოს?
12. პროექტის ვადამდე ადრე მიტოვება - როგორ შევინარჩუნოთ „ანთებული ნაპერწკალი „
შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გარკვეულ ეტაპზე ზოგიერთმა პროექტს თავი დაანებოს. სავარჯიშოების საშუალებით ჯგუფთან ერთად განიხილეთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. როლების გათამაშებაც სცადეთ.
რას ფიქრობენ ჯგუფის წევრები ამის შესახებ?
რა შეიძლება იყოს საქმიანობის შეწყვეტის მიზეზი? გადაღლა? ახალი ინტერესები? ეს მიზეზები პროექტს უკავშირდება?
პროექტის მიტოვება ბუნებრივი მოვლენაა თუ განიხილება, როგორც ჯგუფის ღალატი?
ამბობენ, რომ ყველა ადამიანში ცოტა მაინც არის რასიზმი დამალული. ჩემი აზრით, თუ ეს ასეა, ვინც ამას ამბობს, აზვიადებს. ჩემს ქალაქში რასისტული განწყობის ადამიანთა უმრავლესობას, როგორც ჩანს, თავისი მიზეზები აქვს იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან და ამ მიზეზთაგან უმთავრესი სიბეცე და შურია.
რენე მაარლენი, 21 წლის, ესპანეთი
როგორ უნდა გააგრძელოს პროექტმა არსებობა?
როგორ ხდება შემცვლელების მოძიება? შესაძლებელია წინასწარი მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ ამ ადამიანებმა დატოვონ პროექტი მხოლოდ მაშინ, როცა შემცვლელი გამოჩნდება?
პროექტის ახალ მონაწილეებს შემოაქვთ ახლებური ხედვა და მიდგომა?
და ბოლოს
როგორ განსაზღვრავთ თქვენ და თქვენი ჯგუფი პროექტის მიერ მიღწეულ წარმატებას? შესაძლოა თქვენ შეხვდით სხვა ადამიანებს, გაუზიარეთ მათ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული გამოცდილება, წინ აღუდექით რასისტული ხასიათის ხუმრობებსა და შეურაცხყოფას, შეძელით ღონისძიების ორგანიზება, ეძიეთ სხვა მიზნები და საქმიანობა, შექმენით ქსელი, შეცვალეთ განწყობა თქვენს ჯგუფში, ახალგაზრდულ კლუბში, ან კიდევ სკოლაში.
როგორც ტაოისტები ამბობენ: გზა არის მიზანი.
ყველაფერი, რაც ამგვარი პროექტის განხორციელებას მოჰყვება, ღირებულია იმ პირობით, თუ
პროექტი ჩაშლის პირას არ მივა ან მას საფრთხე არ შეექმნება და მასში მონაწილე ახალგაზრდები და თქვენ არ „გადაიწვებით“
თქვენს მიერ დასახულ მიზნებს დაბრკოლება არ შეხვდებათ
პროექტში მონაწილე ადამიანები არ დაზიანდებიან
შეცდომები ჯგუფისთვის კარგი გაკვეთილია
![]() |
10 მერვე ნაწილი |
▲back to top |
![]() |
10.1 9 მეცადინეობა თანატოლი მწვრთნელის ტრეინინგისთვის |
▲back to top |
ამ ცხრა მეცადინეობის მთავარი მიზანია საშუალება მისცეს ახალგაზრდებს, ახალგაზრდული საკითხების მუშაკებსა და მწვრთნელებს შეიმუშავონ თანატოლთა ურთიერთგანათლების პროექტები რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებზე და ასევე მოიძიონ მეთოდები, რომლებიც დაეხმარება ამ საქმიანობის ინტეგრირებას მათ ახალგაზრდულ მოღვაწეობაში.
ჩვენ არ გვსურს ცალკე გამოვყოთ ისეთი საკითხები, როგორიცაა ერთმანეთის უკეთ გაცნობისთვის განკუთვნილი სავარჯიშოები, „მოთელვის“ სავარჯიშოები, პროექტის მიმდინარეობის შეფასება და ა.შ. რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ტრენერის საქმეა, რომელიც ადგენს პროგრამას. სახელმძღვანელოს ეს ნაწილი მოიცავს ცხრა მეცადინეობას, რომლებიც გთავაზობთ ისეთ იდეებსა და ორიენტირებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრეინინგის კურსის დასაგეგმად თანატოლთა ურთიერთგანათლებითა და კამპანიით „ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორი“ დაინტერესებული მწვრთნელებისთვის.
ყველა ამ მოდელსა და საწვრთნელ მეცადინეობას, რა თქმა უნდა, გარკვეული შეზღუდვები ახლავს. მაგალითად, შეუძლებელია განსაზღვრო ტრენერის მონაცემები, განწყობა ჯგუფის შიგნით, ცოდნის ხარისხი რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის სფეროში და წვრთნის ჩატარების ადგილი. შესაძლებელია ტრეინინგის ორგანიზება საცხოვრებლით უზრუნველყოფილ ადგილას, 6 დღის განმავლობაში ან საღამოს გამართული მეცადინეობების დროს, რომლებიც რამდენიმე კვირაზე ან თვეზე გადანაწილდება. ტრეინინგის სავარჯიშოები განკუთვნილია 15-35 კაციანი ჯგუფებისთვის. გთავაზობთ, გაეცნოთ მეცადინეობებს და შეარჩიოთ ისეთი მოდელი, რომელიც გამოდგებათ ტრეინინგის დასაგეგმად თქვენი ჯგუფის მოთხოვნების გათვალისწინებით.
![]() |
10.2 მერვე ნაწილის შინაარსი |
▲back to top |
მეცადინეობა 8.1 |
მე და ჩემი იდეები |
მეცადინეობა 8.2 |
ანალიზი სახელწოდებით „სიძლიერე, სისუსტე, |
მეცადინეობა 8.3 |
მდუმარე დისკუსია |
მეცადინეობა 8.4 |
აზრთა ბარათები |
მეცადინეობა 8.5 |
პროექტის დაგეგმვა |
მეცადინეობა 8.6 |
სიტუაციური მაგალითები |
მეცადინეობა 8.7 |
ქსელის შექმნა |
მეცადინეობა 8.8 |
აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენება |
მეცადინეობა 8.9 |
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა |
ჩემთვის დიდი ბოროტება და რასიზმის გამოვლინებაა, როდესაც ხალხი ლაპარაკობს ჩემზე და ჩემს მეგობარ ყმაწვილზე, რომელიც გამბიიდან არის და ჰქვია საგილი. ზოგიერთი ჩემი „ახლო“ მეგობარი დაგვცინის კიდეც, როდესაც ჩვენზეა საუბარი. ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე არის ცრურწმენა და რასიზმი ერთდროულად.
ტანია კლიკენბორგი, 18 წლის, დანია
![]() |
10.2.1 მეცადინეობა 8.1 |
▲back to top |
მე და ჩემი იდეები
რას ნიშნავს თანატოლთა ურთიერთგანათლება?
შესავალი
მეცადინეობის „მე და ჩემი იდეები“ მიზანია დაადგინოს თანატოლთა ურთიერთგანათლებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია და გვიჩვენოს, რატომ გამოიყენება ეს მეთოდი, როგორც საგანმანათლებლო მიდგომა, კამპანიისთვის „ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორი“.
სამუშაო მასალა
გადასაკეცფურცლებიანი დაფა
მსხვილი ფერადი ფლომასტერები
კითხვარები
ხანგრძლივობა
2 საათი - 2 საათი და 30 წუთი
მონაწილეთა რიცხვი
15-20 ადამიანი
მეცადინეობის პროცესი
მონაწილეები დაყავით 4-5 კაციან პატარა ჯგუფებად. დაურიგეთ ქვემოთ მოცემული კითხვარი და თითოეულ ჯგუფს სთხოვეთ, ამ თემაზე ისაუბროს. განუმარტეთ, რომ საუბრის ძირითადი საკითხები დიდ ფურცელზე უნდა იქნას დატანილი. მეცადინეობის ბოლოს, ყველა ჯგუფი, სხვა მონაწილეების დასანახად, წარმოადგენს ამ ნუსხას, რომელსაც მოკლე კომენტარებს დაურთავს.
განუსაზღვრეთ დრო ჯგუფური მსჯელობისა და ძირითადი საკითხების ჩამონათვალის შესადგენად. ეს სამუშაო, სულ ცოტა, ერთ საათს ან საათნახევარს მოითხოვს.
კითხვარი
რას გულისხმობთ სიტყვაში „თანატოლი“? თქვენი აზრით, რას ნიშნავს თანატოლთა ურთიერთგანათლება?
შეადგინეთ სია, სადაც აღწერილი იქნება, რა გიადვილებთ სწავლის პროცესს და რა ართულებს მას
მოგვიყევით იმ ადამიანებზე, ვისგანაც ბევრი რამ ისწავლეთ. რა ტიპის ცოდნა შეიძინეთ? ვინ მოახდინა ყველაზე უფრო დიდი და ნაკლებად მნიშვნელოვანი გავლენა თქვენზე?
ისაუბრეთ გავლენაზე, რომელსაც ახალგაზრდებზე ახდენენ
რას ფიქრობთ იმის თაობაზე, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ სხვა ახალგაზრდებისგან ისწავლონ? (თანატოლთა ურთიერთგანათლება). რაში მდგომარეობს ამ საგანმანათლებლო მიდგომის უპირატესობა და სირთულე?
დასკვნა
ეს გახლავთ შესავალი ნაწილი, რომელიც სიღრმისეულად დაგვაფიქრებს თანატოლთა ურთიერთგანათლებაზე და მის პროგრამებში შესაძლო მონაწილეობაზე. დასასრულს, ყველა მონაწილე ერთად იკრიბება და დროს უთმობს სხვა ჯგუფების განმარტებებისა და ზოგადი ხასიათის მოსაზრებების თუ კომენტარების მოსმენას.
![]() |
10.2.2 მეცადინეობა 8.2 |
▲back to top |
ანალიზი სახელწოდებით „სიძლიერე, სისუსტე,
შესაძლებლობა, საფრთხე“ (S.W.O.T)
თანატოლთა ურთიერთგანათლება თქვენს ორგანიზაციაში
შესავალი
სხვადასხვა საშუალება არსებობს იმისათვის, რომ ცალკეულმა ადამიანებმა, ჯგუფებმა ან ორგანიზაციებმა შეძლონ შეაფასონ თავიანთი მდგომარეობა მომავალი რეალური გეგმების განსასაზღვრად. ანალიზი . S.W.O.T. ერთერთი ასეთი მეთოდია.
სამუშაო მასალა
A-4 ზომის ფურცლები
კალმები
ხანგრძლივობა
2 საათი - 2 საათი და 30 წუთი
მონაწილეთა რიცხვი
10-30 ადამიანი
მეცადინეობის პროცესი
S.W.O.T ნიშნავს ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის მდგომარეობის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების ანალიზს.
ანალიზის S.W.O.T მეთოდი გამოდგება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურთ კრიზისულ ან გადამწყვეტ დროს, მოახდინონ პროფესიონალური თუ პირადი მდგომარეობის შეფასება. ზუსტად ასევე და ამავე მიზნით შეუძლიათ სოციალურ, საზოგადოებრივ, დროებით შექმნილ ან პროფესიულ ჯგუფებსაც ამ მეთოდის გამოყენება. ორგანიზაციები ამ ტიპის ანალიზს მიმართავენ აგრეთვე, როდესაც სჭირდებათ ვითარების შეფასება თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამის შესადგენად. სასურველია, ორგანიზაციებისა და ჯგუფების შემთხვევაში, ანალიზი S.W.O.T თავდაპირველად ცალკეული პირების მიერ ჩატარდეს.
თითოეული მონაწილე თავისი ორგანიზაციისა და ჯგუფის ანალიზს S.W.O.T ახორციელებს, რაც სხვადასხვა ფორმით ხდება: ზეპირად, წერილობით, ვიზუალური გამოსახვით. შემდეგ, დააწყვილეთ მონაწილეები, ან შექმენით პატარ-პატარა ჯგუფები იმისათვის, რომ მოხდეს მოსაზრებათა და შეხედულებათა გაზიარება. ანალიზის ოთხივე ასპექტს შორის მოცემული დრო თანაბრად უნდა განაწილდეს. ასევე საჭიროა დროის ლიმიტის დაწესება, რომ თითოეულ მონაწილეს ერთნაირი ხანგრძლივობის საუბრის საშუალება მიეცეს. მერე ტარდება გაერთიანებული ჯგუფების დისკუსია, რომლის განმავლობაშიც ყველა წევრი ერთმანეთს თავის თვალსაზრისს უზიარებს. მსჯელობა წარიმართება ანალიზის S.W.O.T. ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც ეხება თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამებით დაინტერესებულ ჯგუფსა თუ ორგანიზაციას.
ადრე თუ გვიან, შესაძლებელია, ეს ანალიზი მომავალი განვითარების სტრატეგიისთვის კარგი საფუძველი იყოს (იხ. მეექვსე ნაწილი: როგორ დავიწყოთ თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამა).
ჩემთვის რასიზმი ის ავადმყოფობაა, რომლისგანაც ჩვენ ყველა უნდა განვიკურნოთ. ფერადკანიანი ხალხის მიმართ სიძულვილი სიბრიყვეა და სიბნელე. ის ფაქტი, რომ არსებობენ დედამიწაზე ადამიანები, ვინც თავის ცხოვრებას მხოლოდ სხვების სიძულვილში ატარებენ, გულს მირევს. ამავე დროს მაშინებს ის, რომ ადამიანებს აბრმავებს სიძულვილი. როდესაც ვფიქრობ იმაზე, თუ რაოდენ დიდია ჩვენი ცოდნა და რამდენად განვითარებულია ჩვენი საზოგადოება დღევანდელ დღეს, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რასიზმი წარსულის გადმონაშთი უნდა იყოს. ჩანს, კაცობრიობას ჯერ კიდევ არ შეუძლია სათანადოდ პატივი სცეს იმ აზრს და აღიაროს, რომ ჩვენ ყველა თანასწორნი ვართ.
ნტონიო კარასი, 21 წლის, ცხოვრობს ნორვეგიაში, წარმოშობით ესპანელი
დასკვნა
ეს გახლავთ ეფექტური მეთოდი, რომელიც მონაწილეებს უფრო ღრმად დააფიქრებს თავიანთ ჯგუფსა თუ ორგანიზაციაზე და მისცემს კრიტიკული ანალიზის საშუალებას დასახულ მიზნებსა და საჭიროებებთან დაკავშირებით.
![]() |
10.2.3 მეცადინეობა 8.3 |
▲back to top |
მდუმარე დისკუსია
რასიზმი, ანტისემიტიზმი, შეუწყნარებლობა და
ქსენოფობია: რას ნიშნავს ეს ყოველივე ჩემთვის?
შესავალი
„მდუმარე დისკუსია“ ერთერთი საშუალებაა, გაიმართოს მსჯელობა კამპანიის „ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორი“ თემებთან დაკავშირებით. მთავარი წესი მდგომარეობს იმაში, რომ არავინ არ ლაპარაკობს მთელი მეცადინეობის მანძილზე.
სამუშაო მასალა
20 მსხვილი ფერადი ფლომასტერი
გადასაკეცფურცლებიანი დაფა ან კედელზე გასაკრავი დიდი ზომის ფურცლები
დასაწებებელი საშუალება
ხანგრძლივობა
1 საათი და 30 წუთი - 2 საათი
მონაწილეთა რიცხვი
10-20 ადამიანი
მეცადინეობის პროცესი
მონაწილეები წრიულად თავსდებიან იატაკზე, 4 უზარმაზარი ფურცლის გარშემო. მათზე დიდი ასოებით დაწერეთ შემდეგი სიტყვები:
რასიზმი ანტისემიტიზმი შეუწყნარებლობა ქსენოფობია
ჯგუფის წევრთა რაოდენობისა და ინტერესების მიხედვით, 2-3 სიტყვითაც შეიძლება შემოიფარგლოთ. სთხოვეთ მონაწილეებს, ჩამოწერონ ყველაფერი, რაც თავში გაუელვებთ და რაც მათთვის ამ სიტყვებთანაა ასოცირებული. მათ ასევე შეუძლიათ პასუხი გასცენ სხვის მიერ დაწერილს, ნაწერების კონტრარგუმენტირება მოახდინონ, მათ შორის კავშირი დაამყარონ, შეკითხვები დასვან და ა.შ. მაგრამ ძირითადი წესი არ უნდა დაირღვეს: ხმას არავინ იღებს.
დასაშვებია, რამდენიმე მონაწილემ ერთდროულად წეროს. 10 წუთის შემდეგ ან იმ შემთხვევაში, თუ ყველა წყვეტს მუშაობას, ანიშნეთ, რომ დისკუსია დასრულებულია. მდუმარე ნაწილის შემდეგ ლაპარაკის ჯერი დგება. მონაწილეები, ნაწერებთან დაკავშირებით, კითხვებს სვამენ და განმარტებებს ითხოვენ. მსჯელობა შეეხება როგორც მეცადინეობის თემატიკას და მასთან დაკავშირებულ მონაწილეთა ნააზრევსა და განცდებს, ასევე მათ შთაბეჭდილებებს მდუმარე დისკუსიის მეთოდზე.
დასკვნა
ეს მეცადინეობა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება რეაგირებისთვის ან უჭირს მრავალრიცხოვანი ჯგუფის წინ გამოსვლა. „მდუმარე დისკუსია“ საუკეთესო სავარჯიშოა ახალი თემის წარსადგენად.
რასიზმი ნიშნავს, მოექცე სხვებს ისე, თითქოს ისინი შენნაირები არ არიან.
დან პაუნესკუ, 17 წლის, რუმინეთი
![]() |
10.2.4 მეცადინეობა 8.4 |
▲back to top |
აზრთა ბარათები
ახალგაზრდებთან მუშაობა
შესავალი
„აზრთა ბარათების“ მეთოდი ემსახურება შეგნების ამაღლებას და საზოგადოებაში უფროსების ახალგაზრდებისადმი დამოკიდებულების განხილვას.
სამუშაო მასალა
თეთრი ბარათები, რომლებზეც სხვადასხვა შეხედულებაა დატანილი (ერთი დასტა ერთ ჯგუფს)
ხანგრძლივობა
1 საათი - 1 საათი და 30 წუთი
მონაწილეთა რიცხვი
10-25 ადამიანი
მეცადინეობის პროცესი
სთხოვეთ მონაწილეებს, დაიყონ 4-5 კაციან ჯგუფებად და მათ აზრთა ბარათების დასტა მიეცით. ჯგუფის წევრები ბარათებს სათითაოდ იღებენ და ხმამაღლა კითხულობენ. შემდეგ, თითოეული ბარათს დებს წარმოსახვით ხაზზე ორ პუნქტს შორის: „ვეთანხმები“ და „არ ვეთანხმები“. შეგიძლიათ ასევე ქვემოთ მოტანილი მოდელი გამოიყენოთ:
ახლა ჯგუფის სხვა წევრები გამოთქვამენ თავიანთ აზრს, ან ეთანხმებიან ბარათის განლაგებას, ან ფიქრობენ, რომ ის უნდა გადაადგილდეს ამა თუ იმ მიზეზით.
მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი ამ სამუშაოს დაასრულებს, მონაწილეები სხვების მიერ დაწყობილ ბარათებს ათვალიერებენ. მოაწყვეთ საერთო მსჯელობა.
საჭიროა, აგრეთვე, დაისვას შემდეგი სახის კითხვები:
რომელ აზრებს დაეთანხმა, ან არ დაეთანხმა მონაწილეთა უმრავლესობა? რატომ?
გაგიადვილდათ თუ გაგიჭირდათ ჯგუფში თანხმობის მიღწევა?
მონაწილეთა აზრით, ყველას თანაბარი დრო მიეცა სალაპარაკოდ?
შეხედულებები ახალგაზრდებზე(*)
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ამ მაგალითებს თქვენიც დაამატოთ, ან სთხოვოთ ჯგუფს ჩამოწერონ შეხედულებები ახალგაზრდებთან დაკავშირებით.
როგორც წესი, ახალგაზრდები უფრო მეტს იღებენ საზოგადოებიდან, ვიდრე გასცემენ
ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ უფროსებთან ცხოვრებაზე ლაპარაკი დროის ხარჯვაა
ჯერ საკუთარი თავის სიყვარული უნდა ისწავლო, სანამ სხვას შეიყვარებ
ნუ ელით, რომ სამყარო იზრუნებს თქვენზე
ახალგაზრდებს ამ ქვეყანაზე ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ
ახალგაზრდები ვერანაირ ზემოქმედებას ვერ ახდენენ უფროსების სამყაროზე
მნიშვნელოვანია იცხოვროთ ისე, როგორც თქვენი მეგობრები ცხოვრობენ
მნიშვნელოვანია იცხოვროთ ისე, როგორც თქვენ სწორად მიგაჩნიათ
როცა დახმარება გჭირდებათ, ყოველთვის ვიღაც დაგეხმარებათ
ახალგაზრდები ერთმანეთზე ცუდ გავლენას ახდენენ, მათ უფროსების დისციპლინა სჭირდებათ
უფროსების ჩარევის გარეშე ახალგაზრდები უკეთეს სამყაროს შემქმნიდნენ
პრობლემების მოგვარებისას უფროსების მხრიდან წაქეზება ახალგაზრდებისთვის სასარგებლოა
დასკვნა
ამ მეცადინეობის მიზანია, დაეხმაროს ჯგუფს გაერკვიოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დამოკიდებულება ახალგაზრდების მიმართ, ახალგაზრდობის საჭიროებანი, ახალგაზრდებთან მუშაობა და ა.შ. ამ ეტაპზე თუ მოგვიანებით, ამგვარი ვარჯიში კარგ საფუძველს შექმნის თანატოლი მწვრთნელის როლთან დაკავშირებული მსჯელობისთვის.
მეცადინეობის კიდევ უფრო დინამიური ვარიანტის წარმოდგენაც შეიძლება უფრო მცირე ზომის ჯგუფის შემთხვევაში. გაავლეთ წარმოსახვითი ხაზი ოთახის ორ წერტილს შორის. ერთი „თანხმობის“, მეორე კი „არ დათანხმების“ პოზიციას აღნიშნავს. ხმამაღლა წაიკითხეთ ერთერთი აზრთა ბარათი, რომლის მოსმენის შემდეგ მონაწილეები პოზიციას ირჩევენ და შესაბამისად ნაწილდებიან. შესაძლოა, ზოგიერთმა განმარტოს კიდეც თავისი არჩევანი. იმ მონაწილეებისთვის, ვისაც მტკიცე აზრი არ გააჩნიათ, ოთახის შუა ნაწილი არის განკუთვნილი.
_______________
(*ნაწყვეტი ნაშრომიდან „Just Us!: Young people in action with young people“, ჯონ ჰოლტი და ფილიპ ჰოუფი, ბრინატული წითელი ჯვარი, 1994)
![]() |
10.2.5 მეცადინეობა 8.5 |
▲back to top |
პროექტის დაგეგმვა
როგორ იწყება თანატოლთა ურთიერთგანათლების
პროგრამის განხორციელება
შესავალი
მეცადინეობის მიზანია, თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამის მონაწილეებს უჩვენოს, როგორ უნდა დაიწყოს პროექტის განხორციელება და საამისოდ რა ნაბიჯებია გადასადგმელი.
სამუშაო მასალა
გასათვალისწინებელ საკითხთა ჩამონათვალის (მეექვსე ნაწილი) ასლები
გადასაკეცფურცლებიანი დაფა ან კედელზე გასაკრავი დიდი ზომის ფურცლები
მსხვილი ფერადი ფლომასტერები
ხანგრძლივობა
2 საათი - 2 საათი და 30 წუთი
მონაწილეთა რიცხვი
10-25 ადამიანი
მეცადინეობის პროცესი
შეადგინეთ ოთხკაციანი ჯგუფები. სთხოვეთ, შეარჩიონ პროექტი, რომლის განხორციელების სურვილი ექნებოდათ. მნიშვნელოვანია, ყველას კარგად ჰქონდეს გააზრებული პროექტის საწყისი, კონკრეტული იდეა. დაურიგეთ გასათვალისწინებელ საკითხთა ჩამონათვალი, რაც დაეხმარება მათ თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამის შედგენაში.
ჩამოაწერინეთ პროექტის განხორციელების თითოეული საფეხური დაფის ფურცლებზე, რომლებიც კედელზე, ყველას დასანახად, იქნება დამაგრებული. ყველა მონაწილე უნდა გაეცნოს ერთმანეთის ნამუშევარს. შემდეგ, გამართეთ საერთო მსჯელობა, თუ მიიჩნევთ, რომ სასარგებლო შენიშვნების მიცემა საჭიროა ზოგიერთ ჩამოწერილ საკითხთან დაკავშირებით.
დასკვნა
ეს მეცადინეობა საინტერესოა იმით, რომ მონაწილეებს ასწავლის განხორციელების ეტაპების დაგეგმვას და მათი მიმდინარეობის სწორ გათვლას. ის ასევე ხელს უწყობს იმ აზრის განმტკიცებას, რომ იდეალისტურ მისწრაფებებს პრაქტიკული და რეალური საფუძველი შეიძლება ჰქონდეთ.
ანალიზის S.W.O.T. (მეცადინეობა 8.2) ჩატარებაც დაგეგმვის ეტაპს უთუოდ წაადგება.
რასიზმი სხვა ადამიანთა პრობლემების გაგების უუნარობის გამოხატულებაა.
რომან რარესი, 24 წლის, რუმინეთი
![]() |
10.2.6 მეცადინეობა 8.6 |
▲back to top |
სიტუაციური მაგალითები
თქვენი, როგორც მწვრთნელის, როლი
შესავალი
სიტუაციური მაგალითების მეთოდი განკუთვნილია თანატოლთა ურთიერთგანათლებაში მონაწილე მწვრთნელებისთვის, ეხმარება მათი მოვალეობის გაანალიზებაში და განიხილავს საკითხებს, როგორიცაა ახალგაზრდების როლის გაძლიერება და ამ თემასთან დაკავშირებული შესაძლო კონფლიქტები.
სამუშაო მასალა
სიტუაციური მაგალითები და შეკითხვები
ხანგრძლივობა
1 საათი და 30 წუთი - 2 საათი
მონაწილეთა რიცხვი
10-20 ადამიანი
მეცადინეობის პროცესის აღწერა
სთხოვეთ მონაწილეებს 4-5 კაციან ჯგუფებად იმუშაონ. თითოეულს მიეცით სიტუაციური მაგალითი. მონაწილეები უნდა გაეცნონ მათ შინაარსს, კითხვებს და ჩამოწერონ პასუხები. თითოეული ჯგუფი ირჩევს წარმომადგენელს, რომელიც პასუხებს შეაჯამებს მოგვიანებით გამართულ გაერთიანებულ შეხვედრაზე.
ამის შემდგომ, შესაძლებელია გაჩნდეს შეკითხვები და გამოაშკარავდეს ჯგუფებს შორის არსებული მსგავსება და განსხვავებები.
ვინ არის პასუხისმგებელი პირი?
რომელ სფეროში არსებობს კონფლიქტის საფრთხე?
რა აზრები გაუჩნდებათ ახალგაზრდებს ამგვარ ვითარებაში?
სიტუაციური მაგალითი 1
თქვენ მონაწილეობთ თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამაში, რომელიც ორი წელია წარმატებით მიმდინარეობს. ახალგაზრდები, სხვა ჯგუფებთან ერთად, ხელმძღვანელობენ სასწავლო სემინარების დაგეგმვასა და ორგანიზებას ადამიანის უფლებათა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე. მეცადინეობები ტარდება უმეტესწილად ახალგაზრდულ ცენტრებში, თუმცა ზოგჯერ სკოლებშიც. ახლების აყვანით გუნდი 15 კაცამდე გაიზარდა, რომელთაგანაც 10 საქმისთვის ყველაზე თავდადებული წევრია. ისინი უწევენ ორგანიზებას მოვალეობებისა და სამუშაო დატვირთვის განაწილებას, ახალ წევრთა შერჩევას, დაგეგმვას, რეკლამას, ადმინისტრაციულ მხარეს და ა.შ. პროექტის დამფუძნებლებს, რომლებიც ამავდროულად განათლების სფეროს ადგილობრივ ხელმძღვანელობასა და სპონსორებს წარმოადგენენ, მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდები დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ თანხების მართვას. მათ სურთ, რომ ახალგაზრდობის ლიდერმა ან მწვრთნელმა იკისროს პროექტის ფინანსური პასუხისმგებლობა. ახალგაზრდები კი ფიქრობენ, რომ ეს მათი მოვალეობაა.
|
სიტუაციური მაგალითი 2
თქვენ სკოლაში მასწავლებლად მუშაობთ. თქვენი საგანი, სხვა საკითხებს შორის, თანასწორობასა და ადამიანის უფლებებს ეხება. ცოტა ხნის წინ, თქვენი სკოლის დირექტორი დაესწრო თანატოლთა ურთიერთგანათლებისადმი მიძღვნილ კონფერენციას და სურვილი გაუჩნდა, თქვენს კლასთან ერთად ამგვარი პროგრამა შეიმუშავოთ. კონფერენციაზე განხილული მოდელის მიხედვით, მან დაგავალათ განახორციელოთ პროექტი, რომელიც შეეხება სკოლაში და ადგილობრივ მოსახლეობაში მომხდარ რასისტული ხასიათის ინციდენტებს. როდესაც ახალგაზრდებს უზიარებთ პროექტის იდეას, მოსწავლეებში ენთუზიაზმი არ შეიმჩნევა; თანატოლთა ურთიერთგანათლებისა და რასიზმის საკითხები მათში დიდ ინტერესს არ იწვევს.
|
სიტუაციური მაგალითი 3
თქვენ მუშაობთ ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც უკანასკნელი თორმეტი თვის განმავლობაში მონდომებული ახალგაზრდების ჯგუფი პროგრამას წარმატებით ახორციელებს. ისინი ქალაქის ახალგაზრდულ ცენტრებში მოღვაწეობენ ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანების მიმართ დამოკიდებულების შესაცვლელად. თავად ჯგუფის რამდენიმე წევრი ინვალიდია. ისინი დიდი ინტერესით ეკიდებიან ამ საქმეს და ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ პროექტი წარმატებულია, როგორც ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირების, ასევე თანატოლთა ურთიერთგანათლების სფეროში მათი საქმიანობის თვალსაზრისით. ახალგაზრდული ცენტრის სამ ახალ წევრს სურს ჯგუფთან ერთად მუშაობა, თუმცა ძველი წევრებისგან წინააღმდეგობა ხვდებათ, რადგან ფიქრობენ, რომ ახლები მათ ვერ შეეწყობიან.
|
დასკვნა
სიტუაციური მაგალითებით მუშაობა იმით არის კარგი, რომ მონაწილეებს ეხმარება შეისწავლონ სხვადასხვა სიტუაცია, სანამ თანატოლი მწვრთნელის როლს გაითავისებენ.
ქსენოფობია დრამატული შემთხვევის შედეგად მიღებული ფსიქიური ტრამვაა, რაც დაკავშირებულია უცხო მოვლენასთან ან ადამიანთან. ეს აშლილობა გამოიხატება არარაციონალური შიშით ყველაფერი უცხოსადმი...
ანტონი ბარგილი, 17 წლის, კვიპროსი
![]() |
10.2.7 მეცადინეობა 8.7 |
▲back to top |
ქსელის შექმნა
თანატოლ აღმზრდელთა საჭიროებების განსაზღვრა
შესავალი
მეცადინეობა ხელს უწყობს მონაწილეებს, მოიძიონ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა და ასევე შექმნან ქსელი იმ ადამიანების შემოკრებით, ვისაც ეხება ისეთი პრობლემები, როგორიცაა რასიზმი, ქსენოფობია, ანტისემიტიზმი და შეუწყნარებლობა.
სამუშაო მასალა
გადასაკეცფურცლებიანი დაფა
A4 ზომის ფურცლები
კალმები
ხანგრძლივობა
2 საათი - 2 საათი და 30 წუთი
მონაწილეთა რიცხვი
15-30 ადამიანი
მეცადინეობის პროცესი
უნდა ვაღიაროთ, რომ არავინაა თვითკმარი, რადგან ჩვენ ყველა ერთმანეთზე ვართ გარკვეულწილად დამოკიდებული. ამის საილუსტრაციოდ შემდეგი მცირე მოცულობის სამუშაო ჩავატაროთ მთლიან ჯგუფთან ერთად. ყველა მონაწილე A4 ზომის ფურცლის შუაში ავლებს ხაზს. მარხცნივ, ჩამოწერენ იმ ადამიანთა გვარებს, ვინც სჭირდებათ პროექტისთვის, სურთ მათ გვერდზე იდგნენ, ან ვისთანაც სისტემატიური კავშირი ექნებათ. მარჯვნივ, თითოეული გვარის გასწვრივ, განმარტავენ ამ ადამიანს რა სახის დახმარების აღმოჩენა შეუძლია, რატომ ჭირდებათ იგი, რისთვის გამოდგება მასთან კავშირის ქონა და ა.შ.
მონაწილეებს სთხოვეთ, ჩამოთვალონ ყველა ის დახმარება, რომელიც მათ გაუწიეს და ყველა ის საჭიროება, რომელიც დაუკმაყოფილეს (სახელების ხსენების გარეშე). ამ ხნის განმავლობაში, თქვენ დაფაზე საკითხების ჩამოწერით ხართ დაკავებული. გადახედეთ ნუსხას და შეეცადეთ, განსაზღვროთ საჭიროებისა და მხარდაჭერის სხვადასხვა ტიპი.
მაგალითად:
ფიზიკური მოთხოვნილებები: საკვები, ჰაერი, ძილი და ა.შ.
კეთილდღეობა და ჯანმრთელობა: ტანსაცმელი, საცხოვრებელი, ჯანდაცვის სამსახურებით სარგებლობა და ა.შ.
სოციალური საჭიროებანი: საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საზოგადოების სრულფასოვანი წევრობა და ა.შ.
პირადი განვითარება: ინტერესების გაღრმავება და ნიჭის განვითარება, ცხოვრების მიზნისკენ სწრაფვა და ა.შ.
გაიაზრეთ ყველა სიტუაცია, როდესაც თანატოლ აღმზრდელებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ. ეს შეიძლება იყოს ისეთი საკითხები, როგორიცაა გუნდური მუშაობა, ლიდერობა, რასიზმთან დაკავშირებული ინფორმაცია და საქმიანობა. გადახედეთ შედგენილ ნუსხას და სთხოვეთ მონაწილეებს, აირჩიონ თემა უფრო ღრმა განხილვისთვის. ამ სამუშაოს ჩასატარებლად მცირე ზომის ჯგუფების შედგენაა საჭირო. დაავალეთ მათ, დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა სახის დახმარებაა საჭირო მოცემულ სიტუაციაში და როგორ შეიძლება მისი განხორციელება. მთლიანი ჯგუფის დისკუსიისას, ხდება ყველა ჯგუფის იდეების შეჯერება, მთავარი დამხმარე სტრუქტურების დასახელება და განიხილება მათი ორგანიზების საკითხები.
დასკვნა
ეს მეცადინეობა ხელს უწყობს მონაწილეებს შემდგომში განსაზღვრონ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის, ინფორმაციისა და ტრეინინგის საჭიროება. თითოეულ ადამიანს გარკვეულ პერიოდებში განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს. თანატოლ მწვრთნელს უნდა ჰქონდეს უნარი, დააკმაყოფილოს ისინი სხვადასხვაგვარად და საჭიროებისდა მიხედვით.
![]() |
10.2.8 მეცადინეობა 8.8 |
▲back to top |
აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენება
საგანმანათლებლო საქმიანობა რასიზმის, ანტისემიტიზმის,
შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის სფეროებში
შესავალი
ეს მეცადინეობა საუკეთესო საშუალებაა ცალკეული ინდივიდებისა და ჯგუფებისთვის გამოამჟღავნონ შემოქმედებითი პოტენციალი მას შემდეგ, რაც გაივლიან მომზადების კურსს, რომელიც, როგორც თეორიასა ასევე პრაქტიკაში, ასწავლის და უჩვენებს, რას ნიშნავს თანატოლთა ურთიერთგანათლება, რასიზმი, ქსენოფობია, ანტისემიტიზმი და შეუწყნარებლობა.
სამუშაო მასალა
ვიდეო აღჭურვილობა
კამპანიის თემატიკასთან დაკავშირებული უკვე ნაცადი ვიდეო მასალა
გადასაკეცფურცლებიანი დაფა ან კედელზე გასაკრავი დიდი ზომის ფურცლები
ფერადი ფლომასტერები
კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია წებო, მაკრატელი, დასაწებებელი ფირი, ფერადი ქაღალდები, ფლომასტერები და ა.შ.
ხანგრძლივობა
2 საათი და 30 წუთი
მონაწილეთა რიცხვი
10-30 ადამიანი
მეცადინეობის პროცესი
განუმარტეთ ჯგუფს, რომ ამ სავარჯიშოს მიზანია, მოცემული ვიდეო მასალა შთაგონების წყაროდ გამოიყენონ და შეადგინონ 45 წუთიანი პროგრამა რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის თემატიკის გარშემო. ყველა ჯგუფი (5-6 წევრიანი) თვითონ გადაწყვეტს, პროგრამა რომელი ასაკის მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი და 45 წუთი როგორი სახით იქნება გამოყენებული. შემდეგ, ჯგუფის წევრები უყურებენ ვიდეო მასალას და მოკლე ჩანიშვნებს აკეთებენ, თუ ამის სურვილი აქვთ.
90 წუთის განმავლობაში მონაწილეებმა უნდა იმსჯელონ და განსაზღვრონ როგორც მათი პროგრამის შინაარსი, ასევე მეთოდოლოგია. საბოლოო ვარიანტი იწერება ფურცელზე და კედელზე მაგრდება. ჯგუფის ერთი წევრი დაწერილი პროგრამის გვერდით რჩება ახსნა-განმარტებისთვის საჭიროების შემთხვევაში. შემდეგ მას სხვა წევრები შეცვლიან, რათა ყველას ჰქონდეს პროგრამის გაცნობის საშუალება.
დღესაც კი, რასიზმი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ადამიანები თავს მოვალედ თვლიან, გააკრიტიკონ სხვები კანის ფერის, რელიგიური, პოლიტიკური თუ სექსუალური შეხედულებების გამო. ამგვარი დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელი და აღმაშფოთებელია. უბრალოდ ვიტყოდი, რომ ადამიანმა ჯერ საკუთარი თავი უნდა დაინახოს კარგად, სანამ სხვებს გაჰკიცხავდეს.
მირანდა მარატეფტუ, 18 წლის, კვიპროსი
დასკვნა
ამ სამუშაოს ჩასატარებლად სხვა მასალის მოძიებაც შეიძლება, მაგალითად, ესენია: მულტიპლიკაციური ფილმები, ფოტოები და სლაიდები, პოსტერები, სტატიები ჟურნალ-გაზეთებიდან. შემოთავაზებული პროგრამები ხშირად ინოვაციური ხასიათისაა და მუშაობამ შესაძლებელია, მთელი დღეც კი გასტანოს. დრო უნდა დაეთმოს აგრეთვე სხვადასხვა ჯგუფების მიერ გამოთქმულ შეფასებებსა და კომენტარებს.
![]() |
10.2.9 მეცადინეობა 8.9 |
▲back to top |
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა
რა ვისწავლე და როგორ ვაპირებ ჩემი ცოდნის გამოყენებას?
შესავალი
ამ მეცადინეობის მიზანია მონაწილეებმა ისწავლონ სამოქმედო გეგმის შემუშავება და შეაფასონ მიღებული ცოდნა.
სამუშაო მასალა
სამოქმედო გეგმის ასლები
კითხვები შეფასებისთვის
ხანგრძლივობა
2 საათი - 2 საათი და 30 წუთი
მონაწილეთა რიცხვი
10-30 ადამიანი
მეცადინეობის პროცესი
ამ მეცადინეობის მიზანია ასწავლოს მონაწილეებს კონკრეტული საქმიანობის დასახვა განსაზღვრული დროის (ერთი თვის, სამი თვის, ექვსი თვის) განმავლობაში. თითოეულს ხელთ უნდა ჰქონდეს სამოქმედო გეგმის ასლი, რომელსაც ინდივიდუალურად დაამუშავებს.
თავდაპირველად, მათ უმთავრესი მიზანი უნდა დაადგინონ, ანუ რისი გაკეთების სურვილი გაუჩნდათ მას შემდეგ, რაც უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვეს რასიზმის, ანტისემიტიზმის, შეუწყნარებლობის, ქსენოფობიისა და თანატოლთა ურთიერთგანათლების საკითხებზე. ეს შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სახით: მათი პირადი თუ პროფესიონალური საქმიანობით, ცოდნის გაღრმავებით ხსენებულ სფეროებში, ანტირასისტულ საგანმანათლებლო სწავლებაში მინაწილეობის მიღებით, თანატოლთა ურთიერთგანათლებაზე ნაშრომის წაკითხვით, წვრთნის კურსის მომზადებით თანატოლ აღმზრდელთათვის, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან რასისტულ ინცინდენტებზე საუბრით და ა.შ. ყველა შემთხვევაში არჩეული მიზანი მოცემულ დროში რეალური და მისაღწევად შესაძლებელი უნდა იყოს.
კითხვებზე დამოუკიდებლად პასუხების გაცემის შემდეგ, მონაწილეები შედეგების გასაზიარებლად წყვილებად იყოფიან. შემდგომ გამართულ გაერთიანებულ სხდომაზე, თითოეული წარადგენს თავის მიზანს და ახსნის, როგორ იზეიმებს მის მიღწევას. ძალზე მნიშვნელოვანია გადასალახი სირთულეების გააზრება, თუმცა არანაკლებ საგულისხმო და ღირებულია მიღწეული წარმატების აღიარება.
რაც შეეხება შეფასებას, უნდა შეირჩეს ისეთი მეთოდი, რომელიც ჯგუფს ყველაზე მეტად წაადგება. შეფასება უწყვეტი პროცესია და გაერთიანებულ ძალისხმევას გულისხმობს (მწვრთნელების მსჯელობისა და ჯგუფის რეაგირების ჩათვლით). ქვემოთ მოცემულია შეფასების ერთერთი მოდელი, რომელიც სხვადასხვა კონტექსტში წარმატებით იქნა გამოცდილი. შეარჩიეთ რამდენიმე წინადადება შეფასების პროცესის შესაბამისად და წერილობითი სახით ჯგუფს მიაწოდეთ. ასევე აუხსენით, რომ ფურცლები შემდგომ შეიკრიბება და რომ მათი ხელმოწერა არ არის საჭირო.
დაუმთავრებელი წინადადებები
ამ წუთას, ვგრძნობ, რომ ...
შემდეგ მეცადინეობაზე იმედი მაქვს, რომ ...
ყველაზე კარგი რამ, რაც ამ მეცადინეობისას მოხდა ის არის, რომ ...
ყველაზე უფრო, რაც მომეწონა ის არის, რომ ...
ნეტავ, შემეძლოს, რომ ...
ვფიქრობ, ჩვენ ისე უნდა გვექნა, რომ ...
ვისწავლე, რომ ...
რაც არ მომეწონა, ის იყო, რომ ...
მე შევცვლიდი იმას, რომ ...
შემდეგ ჯერზე, ჩვენ ...
ეს მეცადინეობა იყო ...
მსურს, ვიცოდე ...
გთავაზობთ, რომ ...
ჩემი აზრით, რასიზმი საშინელი სენია და ვფიქრობ, ყველა ერი უნდა გაერთიანდეს მის აღმოსაფხვრელად. მიმაჩნია, რომ თითოეული ადამიანი და ხალხი ასე უნდა ფიქრობდეს.
დია, 17 წლის, კვიპროსი
სამოქმედო გეგმა
![]() |
11 მეცხრე ნაწილი |
▲back to top |
![]() |
11.1 თანატოლ აღმზრდელთა გაწვრთნის მეთოდები |
▲back to top |
თანატოლ აღმზრდელთა მომზადების პროგრამის შედგენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ცოდნის მიღება სჭირდებათ დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით და რა ტიპის სტიმულია აუცილებელი ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც წარმოადგენს რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას. ტრეინინგის დაწყებამდე მცირე ზომის ჯგუფებში გამართული დისკუსია და მსჯელობა გამოააშკარავებს მათი ცოდნის ხარისხსა და უნარებს და ხელს შეუწყობს შემდგომი წვრთნის პროგრამის შემუშავებაში.
უმთავრესად წვრთნის პროგრამა შემდეგ საკითხებს ეხება:
თანატოლი აღმზრდელისთვის:
რატომ ვმონაწილეობ რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმიანობაში?
როგორია ჩემი პოზიცია?
რა დამხმარე სტრუქტურებით ვსარგებლობ?
პროგრამის შედგენისას:
რატომ მოიცავს პროგრამა გარკვეულ თემებს და სხვებს არა?
რისი ცოდნაა აუცილებელი?
რა მეთოდებს შევარჩევ და გამოვიყენებ?
თქვენ და ჯგუფი
როგორ გავართმევ თავს მოულოდნელ სიტუაციას?
როგორ ვიმუშავებ ჯგუფთან?
როგორ იქცევიან ადამიანები, როდესაც გუნდად ერთიანდებიან?
დაგეგმვა და შეფასება
რას მოელიან პროექტში მონაწილე ადამიანები?
რა ქმნის დადებით სამუშაო ატმოსფეროს?
როდის არის საჭირო მისი ორგანიზება?
ძირითადად, წვრთნა დილიდან საღამომდე (დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე), შაბათ-კვირის დროს მიმდინარეობს, რაც განაპირობებს მცირერიცხოვანი ჯგუფების უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობას. შესაბამისად, მონაწილეებს საშუალება აქვთ ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და შეიტყონ, რას ფიქრობენ სხვები სხვადასხვა პრობლემებსა და მათ მოგვარებაზე.
წვრთნის დღეების დაგეგმვასა და ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ნაწილდება თანატოლ აღმზრდელებსა და თანატოლ მწვრთნელს შორის. თითო დღისთვის სამი აღმზრდელი ოპტიმალური რაოდენობაა. ფუნქციები ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული. დაგეგმვაში მონაწილეობასთან ერთად, ჯგუფი საორგანიზაციო საკითხებშიც აიმაღლებს ცოდნას.
ცხადია, წვრთნის დღეები შინაარსობრივად ძალზე მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი დაინტერესებული იყოს თემატიკით, რომელიც ამავდროულად დაკავშირებულია თანატოლთა ურთიერთგანათლების დაგეგმილ პროექტთან რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის სფეროებში. თუ ეს ასეა, მონაწილეების სრული მობილიზება წვრთნის დღეების განმავლობაში გარანტირებულია.
არსებობს მრავალი სახის დამხმარე ლიტერატურა, რომელიც კარგი წყაროა სახალისო საქმიანობის წამოწყებისთვის, გუნდური აზროვნებისა და მსჯელობისთვის. სარმოსახვის უნარის მქონე ადამიანებს თემის მისადაგებაც არ გაუჭირდებათ.მთავარი დაწყებაა. ეს კი, დიდწილად, ჯგუფსა და თანატოლ მწვრთნელებზეა დამოკიდებული. სხვადასხვა დამხმარე მასალა, როგორიცაა კომიქსები, ვიდეო ფილმები, პოსტერები, საგაზეთო სტატიები თუ როლების გათამაშება ბიძგის მიმცემია და კონსტრუქციული მსჯელობისთვის სათანადო ატმოსფეროს ქმნის.
სახელმძღვანელოს მომდევნო ნაწილში აღწერილი სასწავლო სემინარების მიზანი სწორედ ამგვარი დისკუსიის წარმართვას ემსახურება. მათგანის უმეტესობა უკვე მრავალჯერ გამოიცადა და შეფასდა. სასურველია, მწვრთნელების რაოდენობიდან გამომდინარე, მონაწილეთა რიცხვი ათზე ნაკლები და ოცდაათზე მეტი არ იყოს. ჯგუფის წევრთა ასაკის გათვალისწინებით, ზოგჯერ შინაარსობრივი ცვლილებებიც იქნება საჭირო.
ანტისემიტიზმი ნიშნავს ყველა ებრაელის სიძულვილს კონკრეტული მიზეზის გარეშე. ჩემი აზრით, ეს სკეპტიციზმი მომდინარეობს გაუნათლებელი ადამიანებისგან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამ თვალსაზრისის აღმოსაფხვრელად.
სოტირულა არისტოდემუ, 18 წლის, კვიპროსი
![]() |
11.1.1 მეცადინეობა 9.1 |
▲back to top |
კარუსელი
შესავალი
ეს მეცადინეობა ხელს უწყობს შეხედულებებისა და იდეების თავისუფლად გამოხატვას კამპანიის „ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორი“ თემატიკის გარშემო. აგრეთვე, შეზღუდულ დროში მრავალრიცხოვან მონაწილეებთან დიალოგის გამართვის საშუალებას იძლევა.
სამუშაო მასალა და გარემო
მსჯელობის დასაწყებად აუცილებელი შეკითხვები
ორ რიგად, ერთმანეთის პირისპირ წრიულად განლაგებული სკამები
ხანგრძლივობა
2 საათი
მონაწილეთა რიცხვი
15-30 ადამიანი
მეცადინეობის პროცესი
სთხოვეთ მონაწილეებს დასხდნენ სკამებზე იმგვარად, რომ ზოგიერთის პირისპირ აღმოჩნდნენ, სხვებს კი ზურგი შეუქციონ. სკამებს შორის მანძილი იმხელა უნდა იყოს, რომ გვერდით მიმდინარე საუბარი ვერ გაიგონ და მთელი ყურადღება პარტნიორთან დიალოგზე გადაიტანონ. თუ მონაწილეთა რიცხვი კენტია, ერთი სკამი წრეს ოდნავ გადააცილეთ და ერთერთი წყვილი „სამეულად“ გადააკეთეთ.
განმარტეთ, რომ მონაწილეებმა უნდა შეიცვალონ ადგილები იმისათვის, რომ სხვებსაც დაელაპარაკონ. სასაუბრო დრო 3 წუთია. ყოველ ჯერზე ხმამაღლა კითხულობთ შეკითხვას, რომლის შინაარსი იცვლება მეცადინეობის თემის, მონაწილეების ასაკისა და ჯგუფის დონის მიხედვით.
გთავაზობთ კითხვების ნიმუშებს:
რა რეაქცია გექნებათ, თუ თქვენი საუკეთესო მეგობარი გეტყვით, რომ ვიღაცას თავს დაესხა?
მეგობრების წრეში იმყოფებით.ერთერთი რასისტული შინაარსის ხუმრობას ჰყვება. რას ამბობთ ამის გამგონე?
თქვენი ახალგაზრდული კლუბის კედელზე რასისტული ხასიათის წარწერებს ხედავთ. როგორია თქვენი რეაქცია?
რა არის რასიზმი?
რატომ წერია კედელზე: „ზანგებო, წადით სახლში“?
დიდი ხანია, რაც თქვენი მეგობრები თავმომწონედ ხმარობენ რასისტულ ზედმეტსახელებს, მაგალითად, „ბრუციანი“, „ზანგი“, „ციგანი“. რას ეუბნებით მათ?
რას ნიშნავს სტერეოტიპები?
როგორ შეიძლება შევეწინააღმდეგოთ უმცირესობათა მიმართ არსებულ ნეგატიურ შეხედულებებსა და სტერეოტიპებს?
შეკითხვის დასმისა და სამწუთიანი საუბრის შემდეგ, გარეთა რიგის მონაწილეები ადგილს იცვლიან და მარჯვნისაკენ გადაადგილდებიან. ამ დროს მომდევნო კითხვა ისმის. ხუთი-ექვსი კითხვის მერე, შიდა რიგი იწყებს მარცხნისკენ მოძრაობას. შეკითხვების რაოდენობა მეორდება და თითო ჯერზე მონაწილეები ერთი ადგილით იწევიან.
მონაწილეებს სთხოვეთ, მათ მიერ დასმული ორი-სამი შეკითხვით დაასრულონ მეცადინეობა. მათ უკვე იციან, როგორ მოიქცნენ და რა ტიპის კითხვებია საჭირო.
გამოჰკითხეთ ჯგუფს, რამდენად ადვილი იყო პასუხების გაცემა. გააცნობიერეს თუ არა საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი ამ საკითხებთან დაკავშირებით. გავლენას მოახდენს თუ არა სავარჯიშო მათ პედაგოგიურ მოღვაწეობაზე, როდესაც სხვა ახალგაზრდებს გადასცემენ ამ ცოდნას.
დასკვნა
მეცადინეობა გზას ხსნის ზოგიერთი კომპლექსური საკითხის ამოხსნისკენ. ის მერეც გამოდგება, როცა მონაწილეებს მოუნდებათ იდეების შემდგომი განვითარება თანატოლთა ურთიერთგანათლების ან მსგავსი მეთოდის გამოყენებით. ძალზე სასარგებლოა ახალგაზრდებისთვის ერთმანეთთან დისკუსიის გაგრძელება, რაც მათი სურვილის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მეცადინეობის ბოლოს ან შესვენებამდე.
![]() |
11.1.2 მეცადინეობა 9.2 |
▲back to top |
შემოქმედებითი მუშაობა
შესავალი
შემოქმედებითი მუშაობა ბევრი ადამიანისთვის საკუთარი წარმოსახვის შესწავლის და მისი პოტენციალის შეფასების საშუალებას წარმოადგენს. შემოქმედებითი ნიჭი ისეთივე მრავალწახნაგოვანია, როგორც ადამიანის ბუნება. ეს საინტერესო ალტერნატივაა მათთვის, ვინც სხვებთან ძნელად ახერხებს საკუთარი თავის გამოხატვას. შემოქმედებითი მუშაობა სასიცოცხლოა. მისი სხვადასხვა ფორმა არსებობს თითოეულ ადამიანზე მოსარგებად. გთავაზობთ ერთერთ ასეთ მაგალითს, ლექსის წერის ხელოვნებას.
სამუშაო მასალა
თეთრი ბარათები
A4 ზომის ფურცლები
ფერადი ფანქრები
კალიგრაფიული კალმები
საბეჭდი მანქანა
ხანგრძლივობა
2 საათი და 30 წუთი - სამი საათი
მონაწილეთა რიცხვი
10-30 ადამიანი
მეცადინეობის პროცესი
დაიწყეთ ლექსის, სიმღერის ტექსტის, ამბის ან ანდაზის კითხვით და განმარტეთ, რას ნიშნავს ისინი თქვენთვის. შეახსენეთ მონაწილეებს, რომ აუცილებლად ექნებათ მოსმენილი ისეთი სიმღერები, ლექსები, ამბები და წაკითხული ისეთი სიტყვები, ფრაზები გაზეთებსა თუ ჟურნალებში, რომლებსაც მათზე დიდი ემოციური გავლენა მოუხდენიათ, რადგან ასახავენ მათ მდგომარეობას, განცდებს ან მომავლის იმედს. სთხოვეთ, მეცადინეობის განმავლობაში გაიხსენონ და დაწერონ მათ მიერ შეთხზული ლექსები და მოთხრობები, რომლებიც რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის თემებს ეხება, სულერთია, იქნება ეს მათი პირადი თუ სხვების გამოცდილება.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ორი ლექსი ნიმუშად გამოგადგებათ:
შეუწყნარებლობა ახასიათებს ბევრ ადამიანს, რომელნიც გვერდზე მყოფებს მრავალი მიზეზის გამო ვერ იტანენ. შესაბამისად, ისინი ჩაგრავენ სხვებს და მათ მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას იჩენენ.
მარინა პიტა, 16 წლის, კვიპროსი
გაერთიანებული ევროპა სამყაროსთვის,
ჩვენს დიდ ევროპაში
არიან თეთრები, არიან ყვითლები
ზოგი მუშტს გიღერებს
სხვა შენი მტერი არაა
ერთად შეგიძლიათ მუშტის გახსნა
შენც განსხვავებული ხარ მათსავით
შენი სიტყვებით, შენი ფერებით
არტურ ოლო |
ვიბადები, შავი ვარ ვიზრდები, შავი ვარ მზეზე შავი ვარ მცივა, შავი ვარ მაგრამ შენ! იბადები, ვარდისფერი ხარ იზრდები, თეთრი ხარ მზეზე წითელი ხარ გცივა, ლურჯი ხარ კვდები, მეწამული ხარ და კიდევ ბედავ, ფერადი მიწოდო მე!!
უცნობი ავტორი |
ლექსები შეგიძლიათ ჯგუფს წაუკითხოთ. განაგრძეთ მეცადინეობა. მონაწილეებს სთხოვეთ თხზულებების გაფორმება კალიგრაფიული კალმით შესრულებული ორნამენტებისა და ილუსტრაციების საშუალებით. გადაიტანეთ მათი ასლები თეთრ ქაღალდზე ან ბარათებზე და წიგნად შეკარით.
დასკვნა
სანამ ლექსის წერას დააწყებინებთ, მონაწილეების შესაბამისი უნარი უნდა შემოწმდეს. მეცადინეობის შესაძლო ვარიანტია ასევე სიმღერისა თუ ლექსის ამსახველი ნახატის შექმნა. შემოქმედებითი სამუშაოს შესასრულებლად სხვა მეთოდებიც გამოდგება: კედლის მხატვრობა, მაისურების დეკორაცია, სიმღერისა თუ მუსიკის დაწერა, ფოტოგრაფია, მაკიაჟი და სხვა.
![]() |
11.1.3 მეცადინეობა 9.3 |
▲back to top |
სხვადასხვა განცხადების განხილვა
შესავალი
როცა ვსაუბრობთ, ვიყენებთ სიტყვებს ჩვენი შეხედულებებისა და თვალსაზრისის გამოსახატავად. ვცდილობთ, სიტყვებით აღვწეროთ რეალობა და ფაქტები. თუმცა, ჩვენს მიერ ნათქვამი ჩვენს საკუთარ თავსაც წარმოაჩენს, რადგან მშრალი ფაქტების გარდა, ის ჩვენს ღირებულებებსა და აზრებს გადმოსცემს. სიტყვები ხშირად ემოციურადაც დატვირთულია. ეს „ოთხწახნაგოვანი“ ვარჯიში გარკვეულ საკითხებზე მსჯელობას უწყობს ხელს.
სამუშაო მასალა და პირობები
ვრცელი ოთახი, სადაც მონაწილეები თავისუფლად გადაადგილდებიან
ოთხი პოზიციის აღმნიშვნელი წარწერები ოთახის ოთხივე კუთხეში:
++=სრულიად ვეთანხმები
+=ვეთანხმები
ხ=არ ვეთანხმები
ხ ხ=სრულიად არ ვეთანხმები
გადასაკეცფურცლებიანი დაფა და ქაღალდი
ფლომასტერები და დასაწებებელი ფირი
ხანგრძლივობა
45 წუთი
მონაწილეთა რიცხვი
15-30 ადამიანი
მეცადინეობის პროცესი
მონაწილეები ოთახის შუაში დგანან. გაისმის განცხადება რასიზმთან დაკავშირებით. უმჯობესია, განცხადებები თანდათანობით დაფაზე ჩამოიწეროს. ისინი ისე უნდა შეირჩეს, რომ შინაარსობრივად სრულიად განსხვავებულ შეხედულებებს გამოხატავდნენ. ექვსი განცხადების განხილვა ერთი მეცადინეობისთვის საკმარისია.
ეს განცხადებები კითხვის სახით არ უნდა იყოს დასმული, მაგალითად:
სტერეოტიპები ყველა ადამიანში არსებობს
ევროპა განსხვავებული კულტურებისგან შედგება
საჭიროა ერთდროულად გავეცნოთ ეროვნულ და საერთაშორისო კულტურებს
სხვა კულტურების მიმართ მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამოჩენა არ არის საკმარისი
მონაწილეებს ერთი წუთი აქვთ განცხადებაზე დასაფიქრებლად, რის შემდეგაც აირჩევენ ოთახის იმ კუთხეს, რომელიც მათ შეხედულებას ყველაზე მეტად შეესაბამება. არავინ უნდა დარჩეს ოთახის შუაში, ან
არ მგონია, რომ რასიზმი კარგის მომტანია ადამიანებისა და სამყაროსთვის. ჩემი აზრით, არავინაა სხვაზე უკეთესი, ან უარესი. უაზრობაა ხალხის დაყოფა რაიმე ნიშნის მიხედვით.
ანამარია ბიკესი, 21 წლის, უნგრეთი
ყოყმანი დაიწყოს პოზიციებს შორის. გადაწყვეტილება მტკიცედ უნდა იყოს მიღებული. თითოეულ კუთხეში ორ მონაწილეს შორის იმართება მსჯელობა, რომელიც სამ წუთს გასტანს. ამის შემდგომ, ისინი ოთახის საპირისპირო კუთხის მონაწილეებთან აგრძელებენ საუბარს. დასასრულს, უერთდებიან იმ ჯგუფს, რომლის პოზიცია მათთან ყველაზე ახლოა. ის შეიძლება შეიცვალოს ან იგივე დარჩეს.
დასკვნა
ეს მეცადინეობა გამოდგება სრულიად საპირისპირო განცხადებების გახილვისთვის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანების მიერ. როდესაც მონაწილეები თავიანთ პოზიციებს მიუბრუნდებიან, ჯგუფის წარმომადგენელს შესაძლებელია სთხოვოთ განმარტება არჩევანთან დაკავშირებით. დისკუსია გრძელდება.
![]() |
11.1.4 მეცადინეობა 9.4 |
▲back to top |
შავი და თეთრი
შესავალი
მეცადინეობის მიზანია, მონაწილეების ყურადღება მიაპყროს იმ სიტყვებსა და ხატოვან გამოთქმებს, რომლებიც სხვადასხვა კონტექსტში დაკავშირებულია „თეთრთან“ და „შავთან“ და განიხილოს მათი ხმარების შესაძლებელი ალტერნატივები. სავარჯიშო ასევე ემსახურება „პოლიტიკურად კორექტული საუბრის“ სწავლებას.
სამუშაო მასალა და გარემო
გადასაკეცფურცლებიანი დაფა
ფერადი ფლომასტერები
ვრცელი ოთახი
დასაწებებელი ფირი
ხანგრძლივობა
1 საათი
მონაწილეთა რიცხვი
15-20 ადამიანი
მეცადინეობის პროცესი
მონაწილეები დაყავით 4-5 კაციან პატარა ჯგუფებად და სთხოვეთ, ცალ-ცალკე ფურცლებზე დაწერონ „შავი“ და „თეთრი“. მათ უნდა ჩამოწერონ ყველა ის სიტყვა და ხატოვანი გამოთქმა, რომლებიც მათ წარმოდგენაში „შავთან“ და „თეთრთან“ ასოცირდება.
მაგალითად:
თეთრი შობა
თეთრი სახლი
თეთრი საყელო
თეთრზე შავად
შავი სიკვდილი
შავი იუმორი
როდესაც ორივე სია შეივსება, სთხოვეთ თითოეული ჯგუფის წარმომადგენელს მოახსენოს ყველა მონაწილეს მათი ნააზრევის შედეგები.
გამართეთ დისკუსია შემდეგი საკითხების გარშემო:
რას გვეტყვით თქვენს მიერ შედგენილ სიებზე? ძირითადად პოზიტიური თუ ნეგატიური ხასიათისაა?
რას მოგვითხრობენ ისინი იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც უმეტეს ადამიანს აქვს „შავისა“ და „თეთრის“ მიმართ? ახდენს თუ არა ეს ჩვენზე გავლენას?
შეგიძლიათ დაასახელოთ ალტერნატიური ფრაზები, რომლებიც იგივეს გულისხმობენ, მაგრამ „შავსა“ და „თეთრს“ ნეგატიური მნიშვნელობა არ აქვს?
დასკვნა
ჯგუფის წარმომადგენლების მოხსენების მაგივრად, შეგიძლიათ ასევე დაავალოთ მოკლე წარმოდგენის გამართვა სიაში ჩამოთვლილი რამდენიმე სიტყვის გარშემო. შემდეგ, გააგრძელეთ საერთო დისკუსია.
სხვების გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, რას ნიშნავს სექსუალური დისკრიმანაცია. ზოგიერთი ჩემი მეგობარი სამსახურიდან გაანთავისუფლეს მათი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო.
იერჟი როზიევიჩი, 20 წლის, პოლონეთი
![]() |
11.1.5 მეცადინეობა 9.5 |
▲back to top |
სიტუაციური მაგალითები
შესავალი
მეცადინეობის მთავარი თემა თანატოლთა ურთიერთგანათლების პროექტების დაგეგმვასთან დაკავშირებული სიტუაციური მაგალითების განხილვაა. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, კარგად გაიაზრონ ის დაბრკოლებები და სირთულეები, რომლებსაც პროექტის განხორციელებისას შეიძლება წააწყდნენ.
სამუშაო მასალა
სიტუაციური მაგალითები
გასათვალისწინებელ საკითხთა ჩამონათვალი (მეექვსე ნაწილი)
ხანგრძლივობა
2 საათი და 30 წუთი
მონაწილეთა რიცხვი
15-25 ადამიანი
მეცადინეობის პროცესი
თანატოლთა ურთიერთგანათლების მეთოდის მრავალნაირ კონტექსტში გამოყენების მოკლე განხილვის შემდეგ, მონაწილეები პატარ-პატარა ჯგუფებში გაანაწილეთ. ჯგუფებს დაურიგეთ სიტუაციური მაგალითები, რომლებიც განსხვავებულ შემთხვევებს ასახავენ; ზოგიერთი პროექტი სკოლაში თუ სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარეობს, ზოგი - სკოლის გარეთ, ახალგაზრდების ინიციატივით არის შედგენილი. სიტუაციური მაგალითები შესაძლებელია შეიცვალოს შეუწყნარებლობის სფეროში არსებული ვითარების მიხედვით.
თითოეულ მუშა ჯგუფს განსახილველად გადაეცემა „გასათვალისწინებელ საკითხთა ჩამონათვალი“. საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგიერთ საკითხს, მაგალითად, ფინანსებსა და მწვრთნელის როლს, უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა. ჯგუფებმა უნდა დაგეგმონ მოკლე პრეზენტაცია, რომლის მიზანია აზრთა და შეხედულებათა ურთიერთგაზიარება. ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზე, რომ მათი მსჯელობა თანატოლთა ურთიერთგანათლების მეთოდის გარშემო უნდა წარიმართოს.
სიტუაციური მაგალითები
სიტუაცია 1: პროექტი ფორმალურ გარემოში/სკოლაში
თქვენ მასწავლებელი ხართ. თქვენი კლასის 25 მოსწავლიდან 8 ლტოლვილია, რომლებიც სხვებს გასულ წელს დაემატნენ. ცოტა ხნის წინ, სკოლის ეზოში პრობლემები გაჩნდა: ძველები ახლებისადმი აგრესიას იჩენენ, თავს ესხმიან და შეურაცხყოფას აყენებენ. ახლად გადმოსულებიც, თავის დასაცავად, მწვავედ რეაგირებენ და მუშტი-კრივს არ ერიდებიან. მიუხედვად იმისა, რომ ჯერ ძალადობის ფაქტი არ მომხდარა, გეშინიათ, რომ ადრე თუ გვიან, ვითარება გაუარესდება. გადაწყვეტილებას იღებთ, შეუდგეთ თანატოლთა ურთიერთგანათლების პროექტის განხორციელებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. |
სიტუაცია 2: პროექტი ფორმალურ გარემოში/სკოლაში
თქვენ სწავლობთ სკოლაში, რომლის მეცხრე კლასის მოსწავლეთა უმეტესობა იმიგრანტია. ამ ბოლო დროს, იმიგრანტები და სხვები ხშირად ჩხუბობენ. ხედავთ, რომ სიტუაცია გაუარესებისკენ მიდის და იღებთ გადაწყვეტილებას, სცადოთ პრობლემის მოგვარება. თქვენ ასევე იმიგრანტი ხართ, მაგრამ ჩხუბში მონაწილეობა არ მიგიღიათ. გსურთ შექმნათ პოზიტიური მოდელი მშფოთავი იმიგრანტებისთვის, რომლებსაც ცუდი მასპინძლობა გაუწიეს. უკავშირდებით თქვენს მასწავლებელს და სთხოვთ დახმარებასა და რჩევას სკოლაში თანატოლთა ურთიერთგანათლების პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. |
სიტუაცია 3: პროექტი არაფორმალურ გარემოში/სკოლის გარეთ
თქვენ ახალგაზრდულ ცენტრში მუშაობთ. შორიახლოს, ბოშათა ბანაკია განლაგებული და ყოველ წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალგაზრდა ბოშები ცენტრს სტუმრობენ, რაც გარკვეულ დაძაბულობას იწვევს მათსა და იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც ცენტრში მთელი წელი დადიან. თითოეული ჯგუფი ძალაუფლების მოპოვებასა და ტერიტორიის მისაკუთრებას ცდილობს. რამდენიმე ახალგაზრდა მოდის თქვენთან და გეუბნება, რომ დაიღალნენ ამ კონფლიქტით და სურთ, მიიღონ ზომები მშვიდობის დასამყარებლად. სთავაზობთ ცენტრში თანატოლთა ურთიერთგანათლების პროექტის განხორციელებას. |
სიტუაცია 4: პროექტი არაფორმალურ გარემოში/სკოლის გარეთ
თქვენ მუშაობთ ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც მრავალი წლის ერთად მუშაობის შედეგად, ადგილობრივ ახალგაზრდებთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. ბოლო ხანს, ერთობლივად ადგენდით პროექტს სექსუალური განათლების საკითხებზე. ჯგუფის ერთერთმა წევრმა აღიარა, რომ ჰომოსექსუალია. მან ეს თავის ახლო მეგობრებს გაანდო. ზოგიერთმა მათგანმა ეს ამბავი სხვებს მოუყვა და მას შემდეგ, ამ ახალგაზრდას აბუჩად იგდებენ და თავისთან ახლოს არ უშვებენ. წევრთა ერთი მესამედის სურვილია, განხორციელდეს თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამა ჰომოფობიის საკითხებზე. დახმარებისთვის თქვენ მოგმართავენ.
|
სიტუაცია 5: ფართო მასშტაბის ინიციატივა
თქვენ ახალგაზრდა ადამიანი ხართ. თქვენს ქალაქში ებრაელების სასაფლაოა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაარბიეს, საფლავის ქვები და ქანდაკებები შეღებეს ან დაამსხვრიეს. ძალიან შეგაწუხათ ამ ამბავმა და ეჭვი გაქვთ, რომ ეს ახალგაზრდების ნახელავია. გსურთ, წამოიწყოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდობას, გაიგონ რას ნიშნავს ებრაელი ხალხი და მათი ისტორია. თქვენ და თქვენი მეგობრები ერთობლივად გეგმავთ თანატოლთა ურთიერთგანათლების პროგრამას სხვა ახალგაზრებისთვის.
|
სიტუაცია 6: ფართო მასშტაბის ინიციატივა
თქვენ ახალგაზრდა ხართ. ცხოვრობთ პატარა ქალაქში, სადაც დიდი ხანი არაა, ლტოლვილთა ცენტრი გაიხსნა. ერთ ღამეს, ახალგაზრდების ჯგუფი თავს ესხმის და არბევს ცენტრს. თქვენ შეშფოთებული ხართ ამ ამბით და გსურთ იმოქმედოთ. თქვენნაირად განწყობილ მეგობრებს უყრით თავს და იღებთ ვალდებულებას, ლტოლვილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ურთიერთგაგების გაუმჯობესებას შეუწყოთ ხელი. |
ჩემი მეგობარი წლების მანძილზე ცდილობდა სამსახურის შოვნას, მაგრამ დამქირავებლები უარს ეუბნეობოდნენ, რადგან ვიღაცას უთქვამს მასზე, ლესბოსელი არიო. თუმცა დანამდვილებით არც კი იცოდნენ, ასე იყო თუ არა. ამ ადამიანს სიცოცხლე კი გაუმწარეს თავიანთი სიბრიყვისა და სიბნელის გამო. ერთ დღეს მიხვდა, რომ ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლებდა და თავი მოიკლა. ის 22 წლის იყო.
თემისი, 16 წლის, კვიპროსი
![]() |
12 მეათე ნაწილი |
▲back to top |
![]() |
12.1 ბიბლიოგრაფია |
▲back to top |
(ბიბლიოგრაფია წარმოადგენს ნუსხას მხოლოდ იმ გამოცემებისა, რომლებიც მითითებული და გამოყენებული იქნა „დომინოს“ ავტორების მიერ სახელმძღვანელოს შესადგენად)
Abercrombie N.: Penguin Dictionary of Sociology, (second edition), UK - London 1988.
Ahlheim K., Heger B., Kuchinke T.: Argumente gegen den Hass, Band 1 & 2, Arbeitshilfen für die politische Bildung. D - Bonn 1993.
Brammer S., Walker S.: East London and the City Health Promotion. UK - London 1995.
British Red Cross, Holt J., Hope P.: Young people in action with young people. UK - London 1994.
Brundtland G.H.: We must involve young people. Article in Forum, Council of Europe, Strasbourg, May 1993.
Centre for Population Options: Peer to Peer. USA - Washington DC, 1993.
Christlicher Friedensdienst: Was tut der Rassismus uns an? Lese- und Arbeitsheft. CH - Bern 1987.
Clements I., Buczkiewicz M., HEA: Approaches to Peer Led Health Education, A Guide for Youth Workers. UK - London 1993.
Council of Europe: European Charter on the participation of young people in municipal and regional life/Charte européenne de la participation des jeunes à la vie municipale et regionale. Strasbourg, 1992.
Council of Europe: The Vienna Declaration. Vienna/Strasbourg, October 1993.
Council of Europe, Youth Directorate, compiled by Taylor M.: ALIEN 93, Youth Organisation combating racism and xenophobia. F -Strasbourg, 1993.
Faller R., Hahn R., Zeimentz R. (ed): Dem Hass keine Chance. Wie ist die Gewalt zu stoppen? D -Cologne 1993.
Freire P.: Pedagogy for the oppressed. UK- London 1972.
Goodland S.: Learning by Teaching. Community Service Volunteers. UK - London 1979.
International Federation of Red Cross and Red Crescent Societies: compiled by Hearty
D.: „What have I done to deserve this?“ - Minorities and Human Rights Action pack. CH - Geneva, 1993.
Do you see what I see?' -Youth Education Programme Action Pack. CH - Geneva, 1994.
Jäggi Chr. J.: Rassismus. Ein globales Problem. CH - Zürich, D -Cologne, 1992.
Jansen M., Prokop U., (ed): Fremdenangst und Fremden-feindlichkeit. D - Frankfurt/M., 1993.
Jungk R., Mullert N.R.: Zukunftswerkstätten. 4th edition, D - München 1989.
Kalin W., Moser R. (ed): Migrationen aus der Dritten Welt. Ursachen, Wirkungen, Handlungsmöglichkeiten. (3rd edition). CH - Bern, D - Stuttgart, A -Wien, 1993.
Kreidler W.J.: Creative Conflict Resolution. More than 200 activities for keeping peace in the classroom. USA - Glennview, Illn. 1984.
Kummer I. a.o.: Fremd in der Schweiz. Texte von Ausländern. CH - Muri 1987.
Lancaster J.: Improvements in Education. UK- London, 1805.
Leitch J.: Practical Educationalists and their Systems of Teaching. UK - Glasgow 1876.
Ligue des Sociétés de la Croix-Rouge et du Croissant-Rouge, Organisation Mondiale du Mouvement Scout: Agir avec les jeunes. Manuel de formation sur le SIDA. CH - Geneve 1990.
Manchester University, School of Education: Evaluation of Community Youth Project on HIV/AIDS Health Education Authority. UK - Manchester, n.d..
Marken M., Ritchie N., Youth Work Unit, National Youth Bureau: Recognizing racism and taking steps to combat it. UK - Leicester 1986.
Miller A.: Das Drama des begabten Kindes und die Suche nach dem wahren Selbst. D - Frankfurt/M., 1979.
National Coalition Building Institute: Train the Trainers program for American High Schools. USA -Washington DC 1992.
Otten H., Treuheit W. (ed): Interkulturelles Lernen in Theorie und Praxis. Ein Handbuch für Jugendarbeit und Weiterbildung. D -Opladen, 1994.
Perotti A.: Plaidoyer pour I'interculturel/The case for intercultural education. Council of Europe, Strasbourg 1994.
Pike G. and Selby D.: Global Teacher, Global Learner. Hodder and Stoughton in associaton with the Centre for Global Education, York University. UK - York, n.d..
Pollard (in Wagner L.): History of peer group education, Peer Teaching. Pioneers of popular education. USA -1982.
Rauchfleisch U. (ed): Fremd im Paradies. Migration und Rassismus. CH - Basel 1994.
Ritchie N. and Marken M., Youth Work Unit, National Youth Bureau, Leicester: Recognising racism and taking steps to combat it. UK - Leicester, 1986.
Ulbrich S. (ed): Multikopia. Gedanken zur multikulturellen Gesellschaft. D - Vilsbiburg 1991.
Van den Broeck L.: Hoe zit net nou met wit. NL - Amsterdam 1987. German: Am Ende der Weisheit -Vorurteile überwinden. D - Berlin, 1993.
WAGGGS, World Association of Girl Guides and Girl Scouts: Create Peace Worldwide. Education for a changing world. 12 Learning Modules. UK - London 1994.
The Woodcraft Folk Peer Education Project: Manchester Pilot Project, Report and Evaluation by the peer facilitators. UK - Leeds, 1994.
შეუწყნარებლობა შემწყნარებლობის საპირისპიროა. ადამიანები ვერ ეგუებიან განსხვავებულობას, მაგალითად ტანსაცმელში, მუსიკალურ გემოვნებაში, თმის ვარცხნილობაში, რელიგიაში, სექსუალურ ორიენტაციაში და ა.შ. ვფიქრობ, ეს ხალხი ვერ იტანს იმათ, ვინც განსხვავებულია, რადგან თვითონ არ შეუძლიათ ორიგინალური იყვნენ. სხვების შურთ და საკუთარი თავის გამოხატვა არ შეუძლიათ.
ანა, 19 წლის, პოლონეთი