The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიები და ნებართვები


საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიები და ნებართვები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალი|სახელმწიფო სამართალი
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ცნობარი თბილისი 2005 ცნობარი „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიები და ნებართვები“ განკუთვნილია მეწარმეთა ფართო წრისთვის. მისი ძირითადი მიზანია ინფორმაციული დახმარების გაწევა ლიცენზიებითა და ნებართვებით დაინტერესებულ პირთათვის.



1 წინასიტყვაობა

▲back to top


ცნობარი „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიები და ნებართვები“ განკუთვნილია მეწარმეთა ფართო წრისთვის. მისი ძირითადი მიზანია ინფორმაციული დახმარების გაწევა ლიცენზიებითა და ნებართვებით დაინტერესებულ პირთათვის. ცნობარში მოცემულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო და სანებართვო სახეები და შესაბამისი მოსაკრებლები, ასევე ზოგად ადმინისტრაციული კოდექსისა და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონის შესაბამისად დადგენილი ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის პროცედურები. ცნობარში აგრეთვე მოცემულია ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანოები, მათი კოორდინატები, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.

ცნობარი მომზადებულია „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ მიერ, „აირის საქართველოს“ მხარდაჭერით.

ცნობარი მომზადებული 2005 წლის 31 იანვრის მდგომარეობით.
გისურვებთ წარმატებებს!

2 შესავალი

▲back to top


ლიცენზია და ნებართვა წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების საფუძველს კანონმდებლობით განსაზღვრულ 75 სამეწარმეო სფეროში. ლიცენზია და ნებართვა გაიცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

ლიცენზია და ნებართვა შინაარსით მსგავსი დოკუმენტებია, თუმცა შეიძლება გამოვყოთ მათ შორის არსებული ძირითადი განსხვავებები:

  • ლიცენზიის მოქმედება უვადოა, ხოლო ნებართვა გაიცემა ერთჯერადად ან გარკვეული ვადით1.

  • ლიცენზია გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვა - მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით2.

  • დაუშვებელია ლიცენზიის გაცემა არასამეწარმეო საქმიანობაზე, განსაზღვრულ შემთხვევაში ნებართვა შეიძლება გაცემულ იქნეს არასამეწარმეო საქმიანობაზეც.

________________

1 არსებობს გამონაკლისები: ნავთობის, გაზის, ელექტროენერგიის, კავშირგაბმულობისა და აუდიტორული საქმიანობის სფეროებში ლიცენზია ვადიანია.

2 არსებობს გამონაკლისები: მშენებლობის, არქიტექტურული ობიექტების სტრუქტურულ-ფუნქციონალური წყობისა და იერსახის შეცვლის, ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის და საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წესით.

3 საკანონმდებლო რეგულირება

▲back to top


ლიცენზიებისა და ნებართვების სისტემა მოიცავს მრავალ კანონსა და კანონქვემდებარე

ნორმატიულ აქტს, რომელთაგან ძირითადია:

  • „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონი;

  • „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონი;

  • „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონი;

  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

  • „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ“ კანონი.

4 აგროქიმიკატების სფერო

▲back to top


აგროქიმიკატების წარმოება და ვაჭრობა

აგროქიმიკატების წარმოებისა და ვაჭრობის განსახორციელებლად საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს

  1. „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ კანონი;

  2. „აგროქიმიკატების წარმოების, აგროქიმიკატებით ვაჭრობის, აგროქიმიური და ნიადაგის დაცვისა და აგროიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობის ლიცენზიისა და აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვის შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • აგროქიმიკატების წარმოება - 438 ლარი;

  • აგროქიმიკატებით ვაჭრობა - 414 ლარი.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი 0123, კოსტავას № 41
ტელეფონი: 92-11-78; 98-40-68
ფაქსი: 98-40-68
სახაზინო კოდი: 3019

აგროქიმიკატების ექსპორტ-იმპორტი

აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის შემთხვევაში საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს შემდეგი ნორმატიული აქტები:

  1. „აგროქიმიკატების წარმოების, აგროქიმიკატებით ვაჭრობის, აგროქიმიური და ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობის ლიცენზიისა და აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვის შესახებ“ კანონი;

  2. „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

სანებართვო სახე

მოსაკრებელი (ლარი)

1

მინერალური სასუქების ექსპორტი ან/და იმპორტი

300

2

მიკროსასუქების ექსპორტი ან/და იმპორტი

300

3

რთული სასუქების ექსპორტი ან/და იმპორტი

300

4

ქიმიური მელიორანტების ექსპორტი ან/და იმპორტი

300

5

ორგანული სასუქების ექსპორტი ან/და იმპორტი

300

6

ორგანულ-მინერალური სასუქების ექსპორტი ან/და
იმპორტი

300

7

წარმოების ნარჩენების ექსპორტი ან/და იმპორტი

300

8

მეცხოველეობისა და მეფრინველეობის საკვების
გასამდიდრებლად საკვები დანამატების ექსპორტი
ან/და იმპორტი

300

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური;

მისამართი: ქ. თბილისი 0123, კოსტავას № 41
ტელეფონი: 92-11-78; 98-40-68
ფაქსი: 98-40-68
სახაზინო კოდი: 3058

აგროქიმიური და ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობა

აგროქიმიური და ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს შემდეგი ნორმატიული აქტები:

  1. „აგროქიმიკატების წარმოების, აგროქიმიკატებით ვაჭრობის, აგროქიმიური და ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობის ლიცენზიისა და აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვის შესახებ“ კანონი;

  2. „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • აგროქიმიური და ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობა - 462 ლარი.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური;

მისამართი: ქ. თბილისი 0123, კოსტავას № 41

ტელეფონი: 92-11-78; 98-40-68

ფაქსი: 98-40-68

სახაზინო კოდი: 3030

5 ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობა

▲back to top


ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობა - 20 ლარი (1 კვ. მეტრზე)

ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვა გაიცემა სამი წლის ვადით.

ნებართვის გამცემი უწყების კოორდინატები

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი

მისამართი: ქ. თბილისი, მარჯვენა სანაპიროს №4

ტელეფონი: 99-85-21;

სახაზინო კოდი: 3043

6 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისთვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობა

▲back to top


ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისთვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს პრეზიდენტის ბრძანებულება №40 „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერებისთვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების ლიცენზირების პირობებისა და მუშაობის წესის შესახებ“.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისთვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობა - 200 ლარი.

ნებართვის გამცემი უწყების კოორდინატები

შინაგან საქმეთა სამინისტრო
მისამართი: თბილისი 0114, გ. გულუას №10
ტელ.ეფონი: 99-62-96; 93-23-00
სახაზინო კოდი: 3046

7 არასახიფათო ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი

▲back to top


არასახიფათო ნარჩენების იმპორტისა და ტრანზიტისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • არასახიფათო ნარჩენების ტრანზიტი;

  • არასახიფათო ნარჩენების იმპორტი.

არასახიფათო ნარჩენების იმპორტისა და ტრანზიტისთვის მოსაკრებელი კანონით დადგენილი არ არის.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის 15

ტელეფონი: 39-91-81

სახაზინო კოდი: 5056

8 არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლის ნებართვა

▲back to top


არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური სწობისა და იერსახის შეცვლისათვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით (იხ. გვ. 47).

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს და/ან იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემედგენლობაში. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 ლარს ობიექტის ფასადის ერთ კვადრატულ მეტრზე.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

ადგილობრივი მმართველობითი ორგანო ან/და მისი შესაბამისი ადგილობრივი

სამსახურები

სახაზინო კოდი: 4038

9 აუდიტორული საქმიანობა

▲back to top


აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონით მოსაკრებლები გათვალისწინებულია შემდეგი სალიცენზიო სახეების მიხედვით:

  • აუდიტორული ფირმის საქმიანობა - 156 ლარი;

  • აუდიტორის საქმიანობა - 84 ლარი.

ლიცენზიის მოქმედების ვადა ხუთ წელს არ აღემატება (ლიცენზია გაიცენმა 3 წლის ვადით).

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო

მისამართი: ქ. თბილისი 0179, ჭავჭავაძის გამზ. 17

ტელეფონი: 22-58-15; 22-06-94

სახაზინო კოდი: 3008

10 აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობა

▲back to top


აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობისთვის საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით (იხ. გვ. 45).

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს შემდეგი ნორმატიული აქტები:

  1. „განათლების შესახებ“ კანონი;

  2. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

სანებართვო სახე

მოსაკრებელი
(ლარი)

1

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება

200

2

ყველა საფეხურის სკოლა, სპორტული სკოლა, სკოლა-
იტერნატი, ლიცეუმი, გიმნაზია, სარეაბილიტაციო
ცენტრი და ბავშვთა სახლი

300

3

დაწყებითი პროფესიული, საშუალო პროფესიული და
დამატებითი პროფესიული განათლების სასწავლებელი

400

4

თითოეული სპეციალობა

50

5

უმაღლესი სასწავლებელი

500

6

თითოეული სპეციალობა

100

7

სკოლისგარეშე დაწესებულება და საგანმანათლებლო
კომპიუტერული ცენტრი

200

8

სასწავლო და აღმზრდელობითი კურსი

200

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი 0102, დ. უზნაძის №52

ტელეფონი: 95-32-13

სახაზინო კოდი: 3007

11 ბეჭდებისა და შტამპების დამზადება

▲back to top


ბეჭდებისა და შტამპების დამზადებისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • ბეჭდებისა და შტამპების დამზადება - 10 ლარი.

ნებართვის გამცემი უწყების კოორდინატები

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი 0114, გენერალ გ. გულუას №10

ტელეფონი: 99-10-09; 99-13-80

სახაზინო კოდი: 4020

12 ბირთვული და რადიაციული საქმიანობა

▲back to top


ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • ბირთვული და რადიაციული ობიექტების დაპროექტება, სამეცნიერო-კვლევითი, საკონტროლო, მონიტორინგის, სააღრიცხვო, ინსპექტირების, ატესტირების ექსპერტიზის სამუშაოები - 90 ლარი;

  • ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების შეძენა, გადაცემა, გადამუშავება, ტრანსპორტირება და მათთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები - 200 ლარი;

  • ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობა, ფლობა და ექსპლოატაცია - 380 ლარი.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის 15

ტელეფონი: 39-91-81

სახაზინო კოდი: 3013

13 ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა (გარდა ნავთობისა და გაზის, მიწის რესურსებითა და ტყით სარგებლობისა)

▲back to top


ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს შემდეგი ნორმატიული აქტები:

  1. „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონი;

  2. „წყლის შესახებ“ კანონი;

  3. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახეები და შესაბამისი მოსაკრებლები

1. წყლის რესურსებით სარგებლობა:

  • ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღება - 200 ლარი;

  • წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლის ჩაშვება - 180 ლარი;

  • წყლის ობიექტებით სარგებლობისთვის წყლის ამოღების გარეშე - 150 ლარი;

  • წყლის ობიექტიდან ნივთიერებების ამოღება - 300 ლარი;

  • საკურორტო და სპორტული მიზნისთვის - 250 ლარი.

2. ცხოველთა სამყაროთი სარგებლობა:

  • სამონადირეო მეურნეობის შექმნისა და მის ფარგლებში ნადირობაზე მოსაკრებელი დიფერენცირებულია ჰექტრების მიხედვით 800-დან 5300 ლარამდე

  • თევზის რესურსებითა და წყლის ცხოველებით სარგებლობაზე მოსაკრებელი დიფერენცირებული წონის მიხედვით 30-დან 400 ლარამდე

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი 0177, თამარაშვილის 15

ტელეფონი: 39-91-81

სახაზინო კოდი: 3022

14 გარე რეკლამის განთავსება

▲back to top


გარე რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „რეკლამის შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

მოსაკრებელი დიფერენცირებულია რაიონების მიხედვით.

მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.

მოსაკრებლის ოდენობას ადგენს საკრებულო სარეკლამო საშუალებების განთავსების ადგილის მიხედვით.

საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა სტაბილური გარე რეკლამის განთავსებისთვის არ უნდა აღემატებოდეს რეკლამის ერთ კვადრატულ მეტრზე წლიურად 300 ლარს, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის განთავსებისთვის - წლიურად 100 ლარს.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

ადგილობრივი მმართველობის ორგანო

სახაზინო კოდი: 4035

15 გეოლოგიური საქმიანობა

▲back to top


გეოლოგიური საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

სალინცეზიო სახე

მოსაკრებელი (ლარი)

1

რეგიონული გეოლოგიური სამუშაოები და
გეოლოგიური აგეგმვა

160

2

ლითონური სასარგებლო წიაღისეულის საბადოების
ძებნა-ძიება

190

3

არალითონური სასარგებლო წიაღისეულის
საბადოების ძებნა-ძიება

190

4

მყარი საწვავი წიაღისეულის საბადოების ძებნა-ძიება

190

5

ჰიდროგეოლოგიური სამუშაოები

190

6

საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოები

190

7

გეოფიზიკური სამუშაოები

190

8

გეოქიმიური სამუშაოები

190

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი 0177, თამარაშვილის 15
ტელეფონი: 39-91-81
სახაზინო კოდი: 3027

16 გარემოსდაცვითი საქმიანობა

▲back to top


ლიცენზია გარემოსდაცვით საქმიანობაზე

გარემოსდაცვითი საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • გარემოსდაცვითი საქმიანობა - 150 ლარი;

  • გარემოზე მავნე ზემოქმედება - 150 ლარი;

  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა - 150 ლარი.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი 0177, თამარაშვილის 15

ტელეფონი: 39-91-81

სახაზინო კოდი: 3023

გარემოსდაცვითი ნებართვა

გარემოსდაცვითი საქმიანობა იყოფა ოთხ კატეგორიად მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით. თითოეული საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა ნებართვა, რომელსაც გასცემს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო1.

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • პირველი კატეგორიის საქმიანობა - 500 ლარი;

  • მეორე კატეგორიის საქმიანობა - 300 ლარი;

  • მესამე კატეგორიის საქმიანობა - 200 ლარი;

  • მეოთხე კატეგორიის საქმიანობა - 100 ლარი.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი 0177, თამარაშვილის № 15

ტელეფონი: 39-91-81

სახაზინო კოდი: 3044

__________________

1 ნებართვის გაცემის წესი იხ. „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ კანონში.

17 დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადება, შეძენა, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა

▲back to top


დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადება - 100 ლარი;

  • დაკვირვების ელექტრონული საშუალებების შეძენა, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა - გარიგების ღირებულების 1%.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო

სახაზინო კოდი: 3068

18 ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, დისპეტჩერიზაცია, განაწილება, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, რეიმპორტი

▲back to top


ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და რეიმპორტისთვის საჭიროა ლიცენზია1.

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • ელექტროენერგიის წარმოება2, გადაცემა, დისპეტჩერიზაცია, განაწილება, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, რეიმპორტი - მოსაკრებელი კანონით არ არის განსაზღვრული.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის №45
ტელეფონი: 92-3-60; 31-17-98
სახაზინო კოდი: 3017

____________________

1 ლიცენზიის გაცემის წესი იხ. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში.

2 „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მნიშვნელობით

19 ვეტერინარიის სფერო

▲back to top


ვეტერინარული საქმიანობა

ვეტერინარული საქმიანობის სფეროში სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

სალიცენზიო სახე

მოსაკრებელი
(ლარი)

1

ვეტერინარული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება:

ა)

ვეტერინარულ აფთიაქებში

20

ბ)

ვეტერინარულ კლინიკებში

20

გ)

ვეტერინარულ კოსმეტიკურ კაბინეტებში

20

დ)

ვივარიუმებში

20

ე)

ცხოველთა სასაკლაოებზე

20

ვ)

სანიტარიულ ჩეხურ ორმოებში

20

თ)

ზოოლოგიურ მაღაზიებში

20

ი)

ცხოველთა სასტუმროებში

20

კ)

ცხოველთა ვოლიერებში

20

2.

მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი
ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-
ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა საკვების
საკვებდანამატების) წარმოება

30

3.

კერძო ვეტერინარულ სანიტარიული
ზედამხედველობის სამსახურების (ლაბორატორიების)
საქმიანობა

არ არის

განსაზღვრული

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ვეტერინარიის დეპარტამენტი

მისამართი: ქ. თბილისი 0177, თამარაშვილის №15

ტელეფონი: 39-21-32

სახაზინო კოდი: 3019

ვეტერინარიის სფეროში ექსპორტი, იმპორტი რეექსპორტი და ტრანზიტი

მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების (ნედლეულის), ცხოველთა საკვების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

სანებართვო სახე

მოსაკრებელი
(ლარი)

1

მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი
ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა
ქიმიურფარმაცევტული პრეპარატების იმპორტი,
ექსპორტი, ტრანზიტი1 და რეექსპორტი

50

2.

სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს
დაქვემდებარებული ცხოველების (მათ შორის, ყველა
სახის ძუძუმწოვარა ცხოველი, ფრინველი, თევზი,
ფუტკარი), ემბრიონის, საინკუბაციო კვერცხის,
განაყოფიერებული ქვირითის, ცხოველური
წარმოშობის ნედლეულის (მათ შორის ტყავი, მატყლი,
ქურქ-ბეწვეული, ძვალი, ნაწლავი, ძვალხორცის
ფქვილი) იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და
ტრანზიტი

30

3.

ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) იმპორტი,
ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი

50

4.

ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტი,
ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი

50

ნებართვა იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე გაიცემა ერთი თვის ვადით.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ვეტერინარიის დეპარტამენტი

მისამართი: ქ. თბილისი 0177, თამარაშვილის №15

ტელეფონი: 39-21-32

სახაზინო კოდი: 3057

____________________

1 მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ტრანზიტზე სანებართვო მოსაკრებელი არ არის დადგენილი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონით.

20 თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა

▲back to top


თამბაქოს ვაჭრობისა და გადაზიდვისთვის საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ კანონი (შეჩერებულია კანონმდებლობაში თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისა და ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით სათანადო ცვლილებების განხორციელებამდე).

სალიცენზიო სახე

  • იმპორტიორის ან მწარმოებლის მიერ თამბაქოს ნაწარმის საბითუმო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან;

  • სხვა პირის მიერ თამბაქოს ნაწარმის საბითუმო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან;

  • თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვა;

  • პირის მიერ თამბაქოს ნაწარმით საცალო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან*.

*ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის საგადასახადო ინსპექცია.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი

მისამართი: ქ. თბილისი 0105, იაშვილის №4

ტელეფონი: 93-37-30;

ფაქსი: 92-08-62, 92-20-54

21 იარაღის სფერო

▲back to top


იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადება, შეკეთება და მათით ვაჭრობა

იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალის დამზადებისა და შეკეთებისთვის და მათით ვაჭრობისთვის საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „იარაღის შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • „იარაღის შესახებ“ კანონით განსაზღვრულია შემდეგი სალიცენზიო სახეები:

იარაღისა და საბრძოლო მასალების დამზადება, შეკეთება და ვაჭრობა.

თითოეულ სახეზე მოსაკრებელი შეადგენს 100 ლარს.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მისამართი: თბილისი 0146, რუსთაველის გამზირი №30

ტელეფონი/ფაქსი: 75-82-37

სახაზინო კოდი: 3010

იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება

იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირებისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით (იხ. გვ. 47).

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „იარაღის შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება - 100 ლარი.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მისამართი: თბილისი 0146, რუსთაველის გამზირი №30
ტელეფონი/ფაქსი: 75-82-37
სახაზინო კოდი: 3051

იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის, (გარდა ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა), ტარის, სასროლეთის, სასროლო სანადირო სტენდის გახსნისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „იარაღის შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • პნევმატური სანადირო იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ნებართვაზე მოსაკრებელი ფიზიკური პირისთვის შეადგენს 10 ლარს, ხოლო იურიდიულისთვის - 20

  • ხრახნილლულიანი სანადირო იარაღისა და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტი, რევოლვერი) შეძენის, შენახვისა და ტარების ნებართვაზე მოსაკრებელი ფიზიკური პირისთვის შეადგენს 8 ლარს, ხოლო იურიდიულისთვის - 16

  • სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის იარაღის (პისტოლეტი, რევოლვერი, აეროზოლური მოწყობილობა) შეძენის, შენახვისა და ტარების ნებართვაზე მოსაკრებელი ფიზიკური პირისთვის შეადგენს 6 ლარს, ხოლო იურიდიულისთვის - 12

  • ტირის, სასროლეთის, სასროლო სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა - 10 ლარი.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მისამართი: თბილისი 0114, გენერალ გულუას №10
სახაზინო კოდი: 3051

შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს შემდეგი ნორმატიული აქტები:

1. „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ კანონი.

2. „იარაღის შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურებისა და საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა1 - გარიგების ღირებულების 0,5%.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მისამართი: თბილისი 0146, რუსთაველის გამზირი №30
ტელეფონი/ფაქსი: 75-82-37
სახაზინო კოდი: 3051

___________________

1 გარდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის თაობაზე გაცემული ნებართვებისა

22 კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფერო

▲back to top


კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა ლიცენზია და ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია1

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზია გაიცემა შემდეგ საქმიანობაზე:

  • საფოსტო კავშირით მომსახურება ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვითა და დატარებით მომსახურება - 1000 ლარი;

ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება:

  • ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება - 2500 ლარი;

  • საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება - 3000 ლარი;

  • საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება - 1000 ლარი;

  • მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება - 1000 ლარი;

  • ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება - 3000 ლარი.

თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება:

  • ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება - 1000 ლარი;

  • საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით - 3000 ლარი;

  • მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით - 1000 ლარი.

სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა:

  • მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობა - 1000 ლარი;

  • მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება რადიოხაზების გამოყენებით - 1000 ლარი;

  • პერსონალური რადიოგამოძახებითი კავშირით მომსახურება - 1000 ლარი;

  • ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება - 3000 ლარი;

  • საეთერო ტელერადიომაუწყებლობა - 1000 ლარი;

  • მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის მიწისზედა ქსელით მომსახურება სიხშირეების გამოყენებით - 1000 ლარი;

  • პეიჯინგური სისტემით მომსახურება - 1000 ლარი;

  • თრანქული სისტემით მომსახურება - 1000 ლარი;

  • საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სანავიგაციო სისტემებით მომსახურება - 1000 ლარი.

ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით.

თუ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები, მას კომისიის გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით2.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ნებართვა:

  • რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტება, მშენებლობა, წარმოება, გამოყენება, ექსპლუატაცია, იმპორტი, რეალიზაცია.

სანებართვო მოსაკრებელი თითოეული სახის მიხედვით შეადგენს 20 ლარს.

  • შიდატექნოლოგიური მიზნებისთვის რადიოსარელეო ხაზების გამოყენება - 200 ლარი;

  • ლიცენზიის გარეშე საქმიანობისას ნუმერაციის რესურსის გამოყენება - 300 ლარი.

ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

მისამართი: ქ. თბილისი 0177, ყაზბეგის გამზ. 42
ტელეფონი: 92-16-67
სახაზინო კოდი: 3062

___________________

1 ლიცენზიის გაცემის წესი იხ. კანონში „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“.

2 ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდის ვადას განსაზღვრავს კომისია.

23 კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფერო

▲back to top


კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოებისთვის საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს შემდეგი ნორმატიული აქტები:

  1. „კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კანონი;

  2. „წყლის შესახებ“ კანონი;

  3. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

„კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კანონით განსაზღვრულია შემდეგი სალიცენზიო სახეები1:

  • ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის წარმოების სფეროში განსაზღვრულია 16 სალიცენზიო სახე;

  • ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მათ შორის, მინერალური წყლის სასაქონლო პროდუქციის სფეროში - 8 სახე;

  • ყველა სხვა სახის კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში - 29 სახე.

მოსაკრებელი თითოეულ ქვესახეობაზე შეადგენს 200 ლარს.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი სამტრესტი

მისამართი: ქ. თბილისი, 0123, მ. კოსტავას ქ. №41.

ტელეფონი: 93-13-26; 33-37-01;

სახაზინო კოდი: 3014

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - დეპარტამენტი საქმინხილწყალი

მისამართი: ქ. თბილისი, 0123, მ. კოსტავას ქ. №41.
ტელეფონი: 33-32-51; 33-50-81;
სახაზინო კოდი: 3015

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი, 0186, მინდელის ქ. №5;
ტელეფონი: 32-14-35;
სახაზინო კოდი: 3016

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურენობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - კვების პროდუქტების ექსპერტიზის, მონიტორინგის და ლიცენზირების აჭარის სამსახური

მისამართი: ქ. ბათუმი, 6017, გოგებაშვილის ქ. №46.

ტელეფონი: (8-88 222) 7-51-20;

სახაზინო კოდი: ალკოჰოლიანი სასმელები - 4004;

უალკოჰოლო სასმელები - 4005;

კვების სხვა პროდუქტები - 4006.

___________________

1 დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. გზამკვლევი „როგორ მივიღოთ ლიცენზია კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოებაზე“.

24 კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტი და ტრანზიტი

▲back to top


კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქტების იმპორტისა და ტრანზიტისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „პესტიციდების წარმოებასა და ვაჭრობაზე ლიცენზიისა და ექსპორტ-იმპორტზე, ასევე კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტსა და ტრანზიტზე ნებართვების გაცემის შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტი და ტრანზიტი - 25 ლარი.

ნებართვა გაიცემა ერთჯერადად ან 6 თვის ვადით.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება მცენარეთა დაცვის სამსახური.

მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის №82
ტელეფონი: 23-40-55;
სახაზინო კოდი: 3059

25 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფერო

▲back to top


ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კანონი.

ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (უძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვა

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებლი

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კანონით განსაზღვრულია შემდეგი სანებართვო სახეები: უძრავი ძეგლის დაზვერვა, გაწმენდა, გათხრა, კონსერვაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, ადაპტაცია, რეგენერაცია, უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება, გადაადგილება, დაშლა.

თითოეულ სახეზე მოსაკრებელი შეადგენს 340 ლარს.

ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვა

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კანონით განსაზღვრულია შემდეგი სანებართვო სახეები: მოძრავი ძეგლის გაწმენდა, კონსერვაცია, რესტავრაცია, რეგენერაცია, მოძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დანაწევრება.

თითოეულ სახეზე მოსაკრებელი შეადგენს 340 ლარს.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი

მისამართი: ქ. თბილისი, მარჯვენა სანაპიროს №4
ტელეფონი: 99-85-21
სახაზინო კოდი: 3106

26 კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანა და საქართველოში შემოტანა

▲back to top


კულტურული ფასეულობის საქართველდან დროებით გატანისა და საქართველოში შემოტანისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და მოსაკრებელი

  • საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა - 14 ლარი (1 კვ. მეტრზე).

ნებართვის მოქმედების ვადაა 3 თვე.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მოძრავი ძეგლების სამმართველო

მისამართი: ქ. თბილისი, მარჯვენა სანაპიროს №4.
ტელეფონი: 99-85-21
სახაზინო კოდი: 3065

27 ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობა

▲back to top


ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

სანებართვო სახე

მოსაკრებელი
(ლარი)

1

ტირაჟიანი ლატარიის მოწყობა

1500

2

მომენატალური ლატარიის მოწყობა

1500

3

მიზნობრივი ლატარიის მოწყობა

1500

4

წამახალისებელი ლატარიის მოწყობა

1500

5

ლოტოს მოწყობა

1500

6

ბინგოს მოწყობა

1500

7

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა

2000

8

ტოტალიზატორის მოწყობა

3000

9

სამორინეს (კაზინოს) საქმიანობა

20000

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი 0162, ირ. აბაშიძის ქ. №70
ტელეფონი: 23-53-00; 23-52-09
სახაზინო კოდი: 3048

28 მედიცინის სფერო

▲back to top


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ კანონით

სამედიცინო საქმიანობაში განსაზღვრულია 311 სალიცენზიო სახე, ხოლო ფარმაცევტულ საქმიანობაში - 13 სალიცენზიო სახე1. მოსაკრებლები დიფერენცირებულია შესაბამისი სახეების მიხედვით.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

ფარმაცევტული საქმიანობა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - წამლის სააგენტო.

მისამართი: ქ. თბილისი 0160, ალ. ყაზბეგის გამზ. №23
ტელეფონი: 29-00-13
სახაზინო კოდი: 3005

სამედიცინო საქმიანობა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციის,

ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი.

მისამართი: ქ. თბილისი 0102, დ. უზნაძის №78, მე-3 სართული
ტელეფონი: 94-29-13
სახაზინო კოდი: 3005

სამკურნალო საშუალებების ექსპორტ-იმპორტი

სამკურნალო საშუალებების ექსპორტისა და იმპორტისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს შემდეგი ნორმატიული აქტები:

  1. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონი;

  2. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი - 100 ლარი;

  • სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის რეექსპორტი - 100 ლარი;

  • სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი - 100 ლარი;

  • სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტი - 100 ლარი.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - წამლის სააგენტო.

მისამართი: ქ. თბილისი 0160, ალ. ყაზბეგის გამზ. №23

ტელეფონი: 29-00-13

სახაზინო კოდი: 3052

_______________________

1 დამატებითი ინფორმაცია იხ. გზამკვლევში „როგორ მივიღოთ ლიცენზია და ნებართვა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში“.

29 მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება და შეკეთება

▲back to top


მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოებისა და შეკეთებისთვის საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახეები და შესაბამისი მოსაკრებლები

  • მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება - 50 ლარი;

  • მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების შეკეთება - 50 ლარი.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი

მისამართი: ქ. თბილისი 0141, ჩარგლის №67
ტელეფონი: 61-25-30;
ფაქსი: 94-09-13
სახაზინო კოდი: 3009

30 მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბეჭდვა და შენახვა

▲back to top


მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბეჭდვისა და შენახვისთვის საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით (იხ. გვ. 45).

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • პირველი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა - 18000 ლარი;

  • მეორე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა - 15000 ლარი;

  • მესამე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა - 12000 ლარი.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მისამართი: თბილისი 0162, ირ. აბაშიძის ქ. №70

ტელეფონი: 23-21-94; 22-68-05; 29-07-78

ფაქსი: 29-23-68

სახაზინო კოდი: 3028

31 მშენებლობის სფერო

▲back to top


საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა

საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა ლიცენცია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

სალიცენზიო სახე

მოსაკრებელი
(ლარი)

1

საინჟინრო-საძიებო სამუშაოები

100

2

ქალაქთგეგმარება

100

3

საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი
დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება

100

4

სამრეწველო, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო
შენობა-ნაგებობათა დაპროექტება

100

5

სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტება

100

6

ენერგეტიკის, ჰიდროტექნიკური და სამელიორაციო

ობიექტების აპროექტება

100

7

წყალსამეურნეო, საინჟინრო სისტემებისა და ქსელების
დაპროექტება

100

8

მშენებლობის პროექტების ექსპერტიზა

100

9

ისტორიისა და კულტურის ძეგლების კონსერვაცია,
რესტავრაციარეკონსტრუქცია, ადაპტაცია

200

10

სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება

200

11

საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი
დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა

200

12

სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-
ნაგებობების მშენებლობა

200

13

ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა

200

14

საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების
მშენებლობა

200

15

სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობა

200

16

ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა

200

17

საკაბელო ხაზების, რადიო-სატელეფონო და
სატელევიზიო-სარელეო ხაზების, რადიოსადგურების
მშენებლობა

200

18

სპეციალური ნაგებობების მშენებლობა

20

19

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების
მშენებლობა

200

20

ჰიდროტექნიკური და მელიორაციული მშენებლობა

200

21

ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და
კომუნიკაციების მონტაჟი და გასაშვებ-გამმართავი
სამუშაოები

200

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას №12
ტელეფონი: 98-43-11
სახაზინო კოდი: 3006

მშენებლობის სფეროში ნებართვა

სანებართვო სახეები და გამცემი ორგანოები

მშენებლობის ნებართვა გაიცემა ობიექტის:

  • მშენებლობაზე;

  • რეკონსტრუქციაზე1;

  • დემონტაჟზე2.

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების 19 კატეგორია3, რომელთა მშენებლობა საჭიროებს ნებართვას და ამ ნებართვების გამცემი ორგანოები განსაზღვრულია „მშენებლობის შესახებ“ კანონით

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვაზე მოსაკრებელი განსაზღვრულია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონით. მოსაკრებლები დაწესებულია ობიექტის ღირებულების შესაბამისად. აღნიშნული განაკვეთებია:

  • 500 ათას ლარამდე ღირებულების ობიექტი - 1000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.5%;

  • 500 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი - 8000 ლარი.;

  • 1 დან 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი - 14000 ლარი;

  • 3 დან 5 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი - 19000 ლარი;

  • 5-დან 10 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი - 24000 ლარი;

  • 10 მილიონი და მეტი ლარის ღირებულების ობიექტი - 24000 + ობიექტის ღირებულების 0.01%.

ადგილობრივი მმართველობის არქიტექტურის სამსახურის მიერ გასაცემ მშენებლობის ნებართვებზე მოსაკრებელს განსაზღვრავს შესამაბისი რაიონის (ქალაქის) საკრებულო. მოსაკრებლის ოდენობის ზოგადი ფარგლები განსაზღვრულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონით, რომლის მიხედვითაც „მოსაკრებლის ოდენობა ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 1 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის - 5 ლარს“.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას №12
ტელეფონი: 98-43-11
სახაზინო კოდი: 4033

_____________________

1 გადაკეთება;

2 დანგრევა, მოხსნა, აღება, ლიკვიდაცია;

3 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილიეთ გზამკვლევი „როგორ მივიღოთ მშენებლობის ნებართვა“

32 ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის სფერო

▲back to top


ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობისთვის საჭიროა ლიცენზია1, რომელსაც გასცემს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო.

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობა, ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირება2:

ა) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობა:

  • გეოლოგიური რესურსები 20 მილიონამდე ტონა/კვადრატულ კილომეტრზე - 65000 ლარი;

  • გეოლოგიური რესურსები 20-დან 60 მილიონ ტონა/კვადრატულ კილომეტრამდე - 130000 ლარი;

  • გეოლოგიური რესურსები 60 მილიონი ტონა/კვადრატულ კილომეტრზე და ზევით - 220000 ლარი;

ბ) ნავთობის გადამუშავება - 3000 ლარი;

გ) გაზის დამუშავება - 2500 ლარი;

დ) ნავთობის, გაზისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირება - 2000 ლარი.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო

მისამართი: ქ. თბილისი 0177, ალ.ყაზბეგის №45
ტელეფონი: 25-33-00
ფაქსი: 25-33-11
სახაზინო კოდი: 3061

___________________

1 ლიცენზიის გაცემის წესი იხ. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში.

2 „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში

33 ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი და იმპორტი

▲back to top


ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ კანონით განსაზღვრულია შემდეგი სანებართვო სახეები: ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი1.

თითოეულ სახეზე მოსაკრებელი შეადგენს 30 ლარს.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო

მისამართი: თბილისი ალ. ყაზბეგის №42

ტელეფონი: 23-40-09; 39-30-32

ფაქსი: 23-40-09

სახაზინო კოდი: 3054

___________________

1 ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტზე ნებართვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ იგი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხაში აღნიშნულია ვარსკვლავით. ნუსხას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. გზამკვლევი „როგორ მივიღოთ პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ნებართვა“

34 პესტიციდების სფერო

▲back to top


პესტიციდების წარმოება და პესტიციდებით ვაჭრობა

პესტიციდების წარმოებისა და ვაჭრობისთვის საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს შემდეგი ნორმატიული აქტები:

  1. „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ კანონი;

  2. „პესტიციდების წარმოებასა და ვაჭრობაზე ლიცენზიისა და ექსპორტ-იმპორტზე, ასევე კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტსა და ტრანზიტზე ნებართვების გაცემის შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • ქიმიური პესტიციდების წარმოება - 460 ლარი;

  • ბიოლოგიური პესტიციდების წარმოება - 280 ლარი;

  • პესტიციდებით ვაჭრობა - 415 ლარი.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება მცენარეთა დაცვის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის №82.
ტელეფონი: 23-40-55;
სახაზინო კოდი: 3019

პესტიციდების ექსპორტი და იმპორტი

პესტიციდების ექსპორტისა და იმპორტისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „პესტიციდების წარმოებასა და ვაჭრობაზე ლიცენზიისა და ექსპორტ-იმპორტზე, ასევე კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტსა და ტრანზიტზე ნებართვების გაცემის შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

სანებართვო სახე

ნებართვის მოქმედების
ვადა

მოსაკრებელი
(ლარი)

1

გამოსაყენებლად დაშვებული
პესტიციდების იმპორტი

ერთჯერადად ან 1
კალენდარული წლით

165

2

მკაცრად შეზღუდული
პესტიციდების იმპორტი

ერთჯერადი

560

3

მკაცრად შეზღუდული
პესტიციდების ექსპორტი

ერთჯერადი

520

ებართვის გამცემი ორგანოს კორდინატები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება მცენარეთა დაცვის სამსახური.

მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის №82
ტელეფონი: 23-10-44; 22-04-18
სახაზინო კოდი: 3055

35 საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობა, ვალუტის გამცვლელი პუნქტების საქმიანობა

▲back to top


საბანკო და არასაბანკო, ასევე ვალუტის გამცვლელი პუნქტების საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა ლიცენზია, რომელსაც გასცემს საქართველოს ეროვნული ბანკი.

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს შემდეგი ნორმატიული აქტები:

  1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი;

  2. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონი;

  3. „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ კანონი;

  4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე“. 2002 წლის 18 ოქტომბერი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • საბანკო საქმიანობა - 500 ლარი;

  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა - 50 ლარი;

  • არასაბანკო-სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების საქმიანობა - 10 ლარი.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს ეროვნული ბანკი

მისამართი: ქ. თბილისი 0105, ლეონიძის 3/5
ტელეფონი: 99-65-05,
ფაქსი: 99-93-46
სახაზინო კოდი: 3003

36 საბაჟო ბროკერისა და საბაჟო გადამზიდველის საქმიაქნობა

▲back to top


საბაჟო გაფორმებისთვის საჭირო ოპერაციების განხორციელების უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ ლიცენზირებულ საბაჟო ბროკერს. ლიცენცია გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს შემდეგი ნორმატიული აქტები:

  • საქართველოს საბაჟო კოდექსი;

  • ფინანსთა სამინისტროს 2003 წლის 3 ოქტომბრის №501 ბრძანება.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • საბაჟო ბროკერის საქმიანობა - 1000 ლარი;

  • საბაჟო გადამზიდველის საქმიანობა - 1000 ლარი.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი

მისამართი: ქ. თბილისი 0109; აბზიანიძის ქ №4
ტელეფონი: 76-83-33; 76-89-38
ფაქსი: 76-89-48
სახაზინო კოდი: 3012

37 საბაჟო ტერიტორიაზე ვაჭრობა, საქონლის გადამუშავება და საწყობების საქმიანობის ნებართვა

▲back to top


საბაჟო ტერიტორიაზე ვაჭრობისთვის, საქონლის გადამუშავებისა და საწყობების საქმიანობისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს შემდეგი ნორმატიული აქტები:

  • საქართველოს საბაჟო კოდექსი;

  • ფინანსთა სამინისტროს 2003 წლის 3 ოქტომბრის №501 ბრძანება.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის შექმნა - 500 ლარი;

  • საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება - 1000 ლარი;

  • საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავება - 1000 ლარი;

  • საბაჟო და დროებითი შენახვის საწყობის შექმნა - 500 ლარი;

  • საერთო მოხმარების შემდეგი ფართობის საბაჟო საწყობზე:

  • 1000 კვადრატულ მეტრზე ნაკლები - 500 ლარი;

  • 1000-დან 2000 კვადრატულ მეტრამდე - 700 ლარი;

  • 2000 კვადრატულ მეტრზე მეტი - 1000 ლარი.

საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი

მისამართი: ქ. თბილისი 0109; აბზიანიძის ქ №4
ტელეფონი: 76-83-33; 76-89-38; ფაქსი: 76-89-48
სახაზინო კოდი: 3012

38 სადაზღვევო საქმიანობა და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა

▲back to top


სადაზღვევო საქმიანობისა და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით (იხ. გვ. 45).

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „დაზღვევის შესახებ“ კანონი;

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

სალიცენზიო სახე

მოსაკრებელი (ლარი)

1

სიცოცხლის დაზღვევა

500

2

საპენსიო დაზღვევა (დამატებითი შემოსავლის
დაზღვევა

500

3

უბედური შემთხვევისა და ავადმყოფობისაგან
დაზღვევა

500

4

სამედიცინო დაზღვევა

500

5

სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა

500

6

საჰაერო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა

500

7

საწყლოსნო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა

500

8

ტვირთების დაზღვევა

500

9

ყველა სახის ქონების დაზღვევა

500

10

ფინანსური რისკის დაზღვევა

500

11

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო
პასუხისმგებლობის დაზღვევა

500

12

გადამზიდველთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის
დაზღვევა

500

13

პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა

500

14

ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე
პასუხისმგებლობის დაზღვევა

500

15

ყველა სახის სამოქალაქო პასუხისმგებლობის
დაზღვევა

500

16

გადაზღვევა

500

17

დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა

500

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი 0164, გ. ჩიტაიას №21,
ტელეფონი: 95-72-33
ფაქსი: 95-71-42
სახაზინო კოდი: 3002

39 სამთომოპოვებითი და სამთამადნო საქმიანობა

▲back to top


სამთომოპოვებითი და სამთამადნო საქმიანობისთვის საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „წიაღის შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა - 1500 ლარი;

  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება - 3500 ლარი;

  • სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება - 3500 ლარი;

  • სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავება - 3500 ლარი;

  • სამთამადნო საქმიანობა - 3500 ლარი;

  • სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობა:

  • ნახშირბადის საბადოზე - 1300 ლარი;

  • ტორფისა და საპროპელიტის საბადოზე - 450 ლარი;

  • შავი ლითონის საბადოზე - 1400 ლარი;

  • ფერადი ლითონის საბადოზე - 1200 ლარი;

  • კეთილშობილი ლითონის საბადოზე - 850 ლარი;

  • იშვიათი ლითონის საბადოზე - 600 ლარი;

  • სამთო-ქიმიური ნედლეულის საბადოზე - 1100 ლარი;

  • არამადნეული ნედლეულის საბადოზე:

ა) მცირე და საშუალო სიდიდის საბადოზე - 900 ლარი;

ბ) დიდ საბადოზე - 1250 ლარი;

  • ძვირფასი ქვების საბადოზე - 650 ლარი;

  • საშენი მასალების საბადოზე:

ა) მცირე და საშუალო სიდიდის საბადოზე - 900 ლარი;

ბ) დიდ საბადოზე - 1250 ლარი;

  • მინერალური წყლის საბადოზე:

ა) მცირე და საშუალო სიდიდის საბადოზე - 600 ლარი;

ბ) დიდ საბადოზე - 1800 ლარი;

  • ტალახის საბადოზე - 500 ლარი;

  • ნახშირორჟანგის გაზის საბადოზე - 450 ლარი;

  • მიწისქვეშა თერმული წყლის საბადოზე - 550 ლარი;

  • მიწისქვეშა მტკნარი წყლის საბადოზე - 400 ლარი;

  • მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და გადამუშავების ნარჩენებისა და კუდებით სარგებლობისათვის - 500 ლარი;

  • ბუნებრივი სიცარიელეების, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან და წიაღის იმ ობიექტების შექმნასთან, რომლებიც განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს - 300 ლარი.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი 0177, თამარაშვილის №15
ტელეფონი: 39-91-81
სახაზინო კოდი: 3025

40 სამყნობი, სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სფერო

▲back to top


სამყნობი, სათესლე და სარგავი მასალის საწარმოებლად საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „სამყნობი, სათესლე და სარგავი მასალის წარმოებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • სამყნობი მასალის წარმოება (გარდა ვაზისა) - 139 ლარი;

  • სათესლე მასალის წარმოება - 139 ლარი;

  • სარგავი მასალის წარმოება (გარდა ვაზისა) - 139 ლარი;

  • ვაზის სამყნობი მასალების სასაქონლო წარმოება - 200 ლარი;

  • ვაზის სარგავი (ნამყენი ნერგი) მასალების სასაქონლო წარმოება - 200 ლარი.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტი

მისამართი: ქ. თბილისი, 0123, მ. კოსტავას ქ. №41.
ტელეფონი: 99-69-60
სახაზინო კოდი: 3031

41 სანაშენე მეცხოველეობის სფერო

▲back to top


სანაშენე საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „სანაშენე მეცხოველეობის შესახებ“ კანონი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

სალიცენზიო სახე

მოსაკრებელი
(ლარი)

1

სანაშენე საქმიანობა მეძროხეობაში

270

2

სანაშენე საქმიანობა მეკამეჩეობაში

270

3

სანაშენე საქმიანობა მეცხენეობაში

270

4

სანაშენე საქმიანობა მეცხვარეობაში

258

5

სანაშენე საქმიანობა მეთხეობაში

258

6

სანაშენე საქმიანობა მეღორეობაში

258

7

სანაშენე საქმიანობა მეფრინველეობაში

246

8

სანაშენე საქმიანობა მებოცვრეობაში

246

9

სანაშენე საქმიანობა მეთევზეობაში

246

10

სანაშენე საქმიანობა მეფუტკრეობაში

246

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი 0177, თამარაშვილის №15
ტელეფონი: 39-00-60; 39-35-21; 39-85-95
სახაზინო კოდი: 3032

42 საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების სფერო

▲back to top


საშიში საწარმოო ობიექტის კონსტრუირებასთან (შენობა-ნაგებობების დაპროექტების გარდა), ექსპლუატაციასთან, გაუქმებასთან, შეწყვეტასა და კონსერვაციასთან, საშიშ საწარმოო ობიექტზე გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობის დამზადებასთან, მონტაჟთან, გამართვასთან, დიაგნოსტიკასთან, მომსახურებასა და რემონტთან, რკინიგზის ტრანსპორტით საშიში ტვირთების გადაზიდვასთან, ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარებასთან, საწარმოო უსაფრთხოების სფეროში პერსონალის მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისა და მშენებლობის წარმოებისას საშიში საწარმოო მექანიზმების გამოყენებისას საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  1. სამთო, მათ შორის მადნეული და არამადნეული წიაღისეულის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების, მიწისქვეშა გამონამუშევრების, მღვიმეებისა და ხელოვნური ნაგებობების; მეტალურგიული, ქიმიური, ნავთობქიმიური, ქიმიურფარმაცევტული, ბიოლოგიური და მიკრობიოლოგიური საწარმოების, ამიაკის სამაცივრო დანადგარების, საშიში ქიმიური ნივთიერებების საწყობების; ბირთვულრადიაციული ან სხვა მავნე მაიონებელი გამოსხივების ხელსაწყოებისა და მოწყობილობების, აგრეთვე, დოზიმეტრული კონტროლისთვის გამოყენებული აპარატურის; ნავთობ-გაზმომპოვებელი, ნავთობ და გაზგადამამუშავებელი საწარმოების, ნავთობპროდუქტსაცავებისა და მიღება-გაცემის პუნქტების, გეოლოგიურსაძიებო სამუშაოებთან დაკავშირებული საწარმოებისა და ობიექტების, თხევადი ქლორის მომხმარებელი ობიექტების; მარცვლეული კულტურების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების; გაზის მეურნეობის ობიექტების (გარდა საყოფაცხოვრებო დანადგარებისა), მათ შორის გაზმომარაგების სისტემების (როგორც ბუნებრივი, ასევე თხევადი გაზის), თხევადი აირების (პროპან-ბუტანი) და დაწნეხილი ბუნებრივი გაზის ობიექტების; საქვაბე დანადგარების, წნევაზე მომუშავე ჭურჭლებისა და მილსადენების, ტვირთამწე მექანიზმების, ლიფტების, ესკალატორების, საბაგირო გზების, ფუნიკულიორების:

    • ექსპლუატაცია - 80 ლარი;

    • კონსტრუირება - 60 ლარი;

    • გაუქმება, ექსპლუატაციის შეწყვეტა, კონსერვაცია - 55 ლარი;

    • სამთო საწარმოების ელექტრო და მექანიკური დანადგარების, მოწყობილობის, ტექნოლოგიური ტრანსპორტის; აფეთქება-ხანძარსაშიში, ტოკსიკური, მეტალურ-გიული, ქიმიური, ნავთობქიმიური, ნავთობ და გაზგადამამუშავებელი, ცელულოზა-ქაღალდის, მიკრობიოლოგიური წარმოების მოწყობილობების; ბირთვულ-რადიაციული ან სხვა მაიონებელი გამოსხივების მქონე ხელსაწყოებისა და მოწყობილობების, აგრეთვე, დოზიმეტრული კონტროლისათვის გამოყენებული აპარატურის; ნავთობგაზმომპოვებელი საწარმოების, მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის, ნავთობ და აირგადამამუშავებელი საწარმოების, თხევადი ქლორის მომხმარებელი ობიექტების; ნავთობპროდუქტსაცავების და მიღება-გაცემის პუნქტებისა და გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების ტექნიკური მოწყობილობის, მარცვლეული კულტურების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების მოწყობილობის; საქვაბე დანადგარების, წნევაზე მომუშავე ჭურჭლებისა და მილსადენების, ტვირთამწე მექანიზმების, ლიფტების, ესკალატორების, საბაგირო გზების, ფუნიკულიორების, გაზის მეურნეობის, მათ შორის, თხევადი და ბუნებრივი გაზის აპარატურის მოწყობილობისა და დანადგარების, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალებების, სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სარკინიგზო კონტეინერებისა და მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ტექნიკური სისტემებისა და მოწყობილობების, ავარიასაწინააღმდეგო დაცვის, სიგნალიზაციის საკონტროლო აპარატურის სისტემების; თბოელექტროსადგურების მოწყობილობების:

      • დამზადება - 60 ლარი;

      • მონტაჟი, რემონტი, მომსახურება - 60 ლარი;

      1. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობა:

      • შეძენა, გამოცდა, გამოყენება, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი - 40 ლარი;

      • დამზადება, შენახვა, რეალიზაცია - 40 ლარი;

      1. მშენებლობის წარმოებისას საშიში საწარმოო მექანიზმების გამოყენება (გარდა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სფეროებისა) - 50 ლარი;

      2. სახელმწიფო დაკვეთით სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირება - 40 ლარი;

      3. საწარმოო უსაფრთხოების სფეროში პერსონალის მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობა - 60 ლარი.

      ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

      საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია

      მისამართი: თამარ მეფის გამზ. №14
      ტელეფონი: 34-53-70
      ფაქსი: 35-53-08
      სახაზინო კოდი: 3040

43 ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი საქმიანობის ნებართვა

▲back to top


ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აერო-გადაღებითი საქმიანობისთვის, გარდა თემატიკური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური საქმიანობა ფიზიკური პირისთვის - 100 ლარი;

  • ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური საქმიანობა იურიდიული პირისთვის - 200 ლარი;

  • აეროგადაღებითი საქმიანობა - 500 ლარი.

ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი 0177, თამარაშვილის № 15
ტელეფონი: 39-91-81
სახაზინო კოდი: 3049

44 ტრანსპორტის სფერო

▲back to top


საავტომობილო ტრანსპორტი

საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა სახეების მიხედვით ან საჯარო (იხ. გვ. 45) ან მარტივი (იხ. გვ. 47) ადმნისტრაციული წარმოების წესით.

საკანონმდებლო რეგულირება

საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს არეგულირებს შემდეგი ნორმატიული აქტები:

  • „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონი;

  • „საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის ჩატარების შესახებ“ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანება;

  • „საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანება;

  • „რეგულარულ მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის საკონკურსო პირობებისა და ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

სანებართვო სახე

გამცემი ორგანო

მოსაკრებე-ლი (ლარი)

გაცემის წესი

ვადა

1

საერთაშორისო
საავტომობილო
რეგულარული
სამგზავრო
გადაყვანა

საქართველოს
საავტომობილო
ტრანსპორტის
ადმინისტრაცია

დადგენილი
არ არის

მარტივი
ადმინისტრ-
აციული
წარმოება

ხელ-
შეკრ-
ულე-
ბით

2

საერთაშორისო
საავტომობილო
არარეგულარული
სამგზავრო
გადაყვანა

საქართველოს
საავტომობილო
ტრანსპორტის
ადმინისტრაცია

დადგენილი
არ არის

მარტივი
ადმინისტრ-
აციული
წარმოება

ხელ-
შეკრ-
ულე-
ბით

3

საერთაშორისო
სატვირთო
გადაზიდვა

საქართველოს
საავტომობილო
ტრანსპორტის
ადმინისტრაცია

დადგენილი
არ არის

მარტივი
ადმინისტრ-
აციული
წარმოება

ხელ-
შეკრ-
ულე-
ბით

4

საქართველოს
ტერიტორიიდან
საერთაშორისო
სატვირთო
გადაზიდვა
(დადგენილი
კვოტის ზევით),
რომელიც
ხორციელდება
უცხო ქვეყნის
გადამზიდველის
მიერ

საქართველოს
საავტომობილო
ტრანსპორტის
ადმინისტრაცია

500

მარტივი
ადმინისტრ-
აციული
წარმოება

ერთ-
ჯერ-
ადი

5

საქალაქთაშორისო
საავტომობილო
რეგულარული
სამგზავრო
გადაყვანა*

საქართველოს
საავტომობილო
ტრანსპორტის
ადმინისტრაცია

დადგენილი
არ არის

საჯარო
ადმინისტრა
ციული
წარმოება

5
წელი

6

საგარეუბნო
საავტომობილო
რეგულარული
სამგზავრო
გადაყვანა*

საქართველოს
საავტომობილო
ტრანსპორტის
ადმინისტრაცია

დადგენილი
არ არის

საჯარო
ადმინისტრა
ციული
წარმოება

5
წელი

7

ადგილობრივი
საავტომობილო
რეგულარული
გადაყვანა*

ადგილობრივი
თვითმმართვე-
ლობის ორგანოს
ან/და მისი
შესაბამისი
ადგილობრივი
სამსახურის მიერ

50 (თითო-
ეულ სატრ-
ანსპორტო-
საშუალება-
ზე თვეში

საჯარო
ადმინისტრა
ციული
წარმოება

5
წელი

8

ადგილობრივი
სატაქსო (მსუბუქი ავტომობილით,
7კაცამდე)
გადაყვანა

ადგილობრივი
თვითმმართვე-
ლობის ორგანოს
ან/და მისი
შესაბამისი
ადგილობრივი
სამსახურის მიერ

1 (თითოე-
ულ სატრა-
ნსპორტო
საშუალება-
ზე თვეში

საჯარო
ადმინისტრა
ციული
წარმოება

1 თვე

9

სახიფათო
ტვირთის
საავტომობილო
გადაზიდვა

საქართველოს
საავტომობილო
ტრანსპორტის
ადმინისტრაცია

დადგენილი
არ არის

საჯარო
ადმინისტრა
ციული
წარმოება

1
წელი

* შენიშვნა: ნებართვები საქალაქთაშორისო, საგარეუბნო და ადგილობრივ რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე გაიცემა კონკურსის წესით.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია

მისამართი: ქ. თბილისი 0160 ალ. ყაზბეგის №12
ტელეფონი: 33-12-07; 33-12-02
ფაქსი: 98-25-22

ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი 0112 აბასთუმნის 8
ტელეფონი: 96-10-10;
ანგარიშის ნომერი: 201132801
სახაზინო კოდი: 4037

45 სამოქალაქო ავიაცია

▲back to top


სამოქალაქო ავიაციის სფეროში ლიცენზია გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. სფეროში საქმიანობისთვის ასევე საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით (იხ. გვ. 47).

საკანონმდებლო რეგულირება

სამოქალაქო ავიაციის სფეროს არეგულირებს შემდეგი ნორმატიული აქტები:

  • სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონი;

  • სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების საფასურის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ბრძანება.

სალიცენზიო სახე

  • საქართველოს ეროვნული ავიაგადამზიდველის მიერ რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულება; რომელიც სრულდება საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში (აეროპორტებიდან) კონკრეტულ საჰაერო ხაზზე;

  • უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის მიერ საქართველოში, საქართველოდან ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში რეგულარული საჰაერო გადაყვანაგადაზიდვის შესრულება.

სანებართვო სახე

  • საჰაერო ხომალდის სამგზავრო ტევადობების რეალიზაცია;

  • საჰაერო ხომალდის სატვირთო ტევადობების რეალიზაცია;

  • არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა;

  • საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების შესრულება.

სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა კანონმდებლობით განსაზღვრული არაა.

ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია

მისამართი: ქ. თბილისი 0160 ალ. ყაზბეგის 12
ტელეფონი: 36-41-38
ფაქსი: 36-40-51

საზღვაო ტრანსპორტი

საზღვაო სამგზავრო გადაყვანისთვის საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ხოლო საზღვაო ბუქსირზიდვის განსახორციელებლად საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს ზღვის კოდექსი.

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • საზღვაო სამგზავრო გადაყვანა - 2000 ლარს.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • საზღვაო ბუქსირზიდვა (გარდა სანავსადგურო ბუქსირზიდვისა) - 1100 ლარი.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია

მისამართი: ქ. თბილისი 0160 ალ. ყაზბეგის 12
ტელეფონი: 94-12-97
სახაზინო კოდი (ლიცენზია): 3011
სახაზინო კოდი (ნებართვა): 3070

ტყით სარგებლობა

ტყით სარგებლობისთვის საჭიროა ნებართვა, რომელსაც გასცემს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო1.

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „ტყის კოდექსი“.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • ხე-ტყის დამზადება (ტყითსარგებლობა მერქნის მიღების მიზნით)* - 8 ლარი;

  • პლანტაციური მეურნეობის წარმოება - 8 ლარი;

  • ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების (თესლი, ნაყოფი, ძირკვი, ლაფანი, ფიჩხი, ნეკერი და სხვა) დამზადება - 8 ლარი;

  • ტყის არამერქნული რესურსებით (სოკოები, სამკურნალო, ტექნიკური ნედლეული და სხვა ბალახეული, ბუჩქოვანი მცენარეები და მათი პროდუქტები) სარგებლობა - 8 ლარი;

  • სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;

  • სპეციალური და მიჩენის მიზნით სარგებლობა (სპეციალური დანიშნულების მიწებით სარგებლობა, წიაღის მოპოვება და სხვა) - 8 ლარი;

  • სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა - 8 ლარი;

  • საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა - 8 ლარი;

  • სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობა*.

* შენიშვნა: გარდა ტყითსარგებლობის ბილეთით ხე-ტყის დამზადებისა და სამონადირეო მეურნეობების წარმოებისა. დამატებითი ინფორმაცია იხ. „ტყის კოდექსში“.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

მისამართი: ქ. ტბილისი 0177, თამარაშვილის №15
ტელეფონი: 25-17-20
სახაზინო კოდი: 3050

__________________

1 ნებართვის გაცემის წესი იხ. „ტყის კოდექსში“.

46 ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალური დეპოზიტარის საქმიანობა

▲back to top


ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალური დეპოზიტარის საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა ლიცენზია, რომელსაც გასცემს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია.

საკანონმდებლო რეგილირება

სფეროს არეგულირებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონი

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

სალეცენზიო სახე

მოსაკრებელი
(ლარი)

1

საფონდო ბირჟის საქმიანობა

2000

2

ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის)
საქმიანობა

1000

3

ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის
საქმიანობა

500

4

საბროკერო კომპანიის საქმიანობის ერთი სახეობა

300

5

საბროკერო კომპანიის საქმიანობის ერთის ზევით
ყოველი დამატებითი სახეობა

50

6

ბროკერის საქმიანობის ერთი სახეობა

75

7

ბროკერის საქმიანობას ერთის ზევით ყოველი
დამატებითი სახეობა

25

8

აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა

300

9

სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობა.

500

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია

მისამართი: ქ. თბილისი 0162, ირ. აბაშიძის №70
ტელეფონი/ფაქსი: 25-03-79
სახაზინო კოდი: 3004

47 შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის ნებართვა

▲back to top


შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების (მათ შორის, საწარმოო ნარჩენების) ექსპორტი - 30 ლარი;

  • შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების (მათ შორის, საწარმოო ნარჩენების) რეექსპორტი - 30 ლარი.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო

მისამართი: ქ. თბილისი 0177, ჭანტურიას ქ. №12
ტელეფონი: 23-40-09;
ფაქსი: 23-40-09
სახაზინო კოდი: 3054

48 წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტი და ექსპორტი

▲back to top


წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერების იმპორტის ან ექსპორტისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“ კანონი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტი - 600 ლარი;

  • წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ექსპორტი - 600 ლარი.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი 0160, კ განსახურდიას გამზ №30
ტელეფონი: 29-00-13
სახაზინო კოდი: 3060

49 ხე-ტყის ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა

▲back to top


ხე-ტყის ექსპორტის ან იმპორტისთვის საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 47)

საკანონმდებლო რეგულირება

სფეროს არეგულირებს ტყის კოდექსი.

სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • ხე-ტყის ექსპორტი - 18 ლარი;

  • ხე-ტყის იმპორტი - კანონით არ არის განსაზღვრული.

ნებართვის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი 0177, თამარაშვილი №15
ტელეფონი: 25-17-20; 25-17-21; 25-17-22
სახაზინო კოდი: 3053

ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობა

ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა ლიცენზია, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. (იხ. გვ. 45)

სალიცენზიო სახე და შესაბამისი მოსაკრებელი

  • მშენებლობისა და ტერიტორიების ათვისების ჰიდრომეტეოროლოგიური ექსპერტიზა - 1600 ლარი;

  • ჰიდროლოგიური დაკვირვებები - 1600 ლარი;

  • საზღვაო და ოკეანოგრაფიული დაკვირვებები - 1350 ლარი;

  • ჰელიოგრაფიული დაკვირვებები - 1350 ლარი;

  • გარემოს დაბინძურების დაკვირვებები - 1350 ლარი.

ლიცენზიის გამცემი ორგანოს კოორდინატები

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

მისამართი: ქ. თბილისი 0177, თამარაშვილი №15
ტელეფონი: 25-17-20;
სახაზინო კოდი: 3026

50 ლიცენზიის გაცემის წესი

▲back to top


ლიცენზია გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. საქმისწარმოება იწყება წერილობითი განცხადებისა და მასზე თანდართული მასალების წარდგენით ლიცენზიის გამცემ ორგანოში. ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია განცხადება რეგისტრაციაში გაატაროს მიღებისთანავე და დაუსვას მას რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, ხოლო განმცხადებლის მოთხოვნისას - დაუყოვნებლივ გასცეს ცნობა განცხადების რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის ათვლა წარმოებს კალენდარული დღეების შესაბამისად, რომელშიც მიეთვლება ასევე უქმე და დასვენების დღეები1.

ლიცენზიის გამცემი ორგანო განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი განცხადებისა და მასზე თანდართული მასალების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან (ლიცენზიის მისაღებ სალიცენზიო პირობებთან). დოკუმენტების არასრულად წარდგენისას ლიცენზიის გამცემმა ორგანომ უნდა მოსთხოვოს განმცხადებელს აუცილებელი დოკუმენტები წარდგენა და ამისთვის განუსაზღვროს ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები. ამ ვადაში დოკუმენტების წარუდგენლობისას, ლიცენზიის გამცემ ორგანოს უფლება აქვს (მაგრამ არ არის ვალდებული) განმცხადებლის მოთხოვნით, მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 15 დღით დამატებით გააგრძელოს დოკუმენტების წარდგენის ვადა.

ლიცენზიის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ვადის ათვლა განახლდება ინფორმაციის სრულად წარდგენის დღიდან.

თუ წარდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელა ერთთვიან ვადაში, იგი შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვემდე, რის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღება განცხადების შეტანიდან, რის შესახებაც განმცხადებელს უნდა ეცნობოს არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია განცხადების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებიდან 3 დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ. საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში ნებისმიერ პირს უფლება აქვს ლიცენზიის გამცემ ორგანოში გაეცნოს მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებებს. ნებისმიერი პირის მიერ მოსაზრების წარდგენის ვადის გასვლიდან 5 დღის ვადაში იმართება საქმის ზეპირი მოსმენა, რომლის გამართვის შესახებ მაძიებელს უნდა ეცნობოს 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ უნდა იქნეს ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.

განმცხადებელს ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემამდე წერილობითი სახით შეუძლია აცილება განუცხადოს ლიცენზიის გამცემი ორგანოს თანამდებობის პირს

ლიცენზიის გამცემი ორგანო ლიცენზიის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე, რომლის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ერთ სამუშაო დღეს. გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან.

სალიცენზიო მოწმობა გაიცემა ადმინისტრაციული აქტის გამოცემიდან 3 დღის ვადაში.

ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემიდან 10 დღის ვადაში ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

ლიცენზიის გაცემის ზოგადი (სტანდარტული) სქემა

0x01 graphic

__________________

1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილი.

51 ნებართვის გაცემის წესი

▲back to top


ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას ნებართვის გამცემი ორგანო იღებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით (გარდა გამონაკლისებისა: მაგ.: მშენებლობის ნებართვა გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წესით, იხ. ლიცენზიის გაცემის გაცემის წესი გვ. 45).

საქმისწარმოება იწყება წერილობითი განცხადებისა და მასზე თანდართული მასალების წარდგენით ნებართვის გამცემ ორგანოში, რომლის რეგისტრაციასაც ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურის კანცელარია. ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია განცხადება რეგისტრაციაში გაატაროს მიღებისთანავე და დაუსვას მას რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, ხოლო განმცხადებლის მოთხოვნისას - დაუყოვნებლივ გასცეს ცნობა განცხადების რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

ნებართვის გამცემი ორგანო განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი განცხადებისა და მასზე თანდართული მასალების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან (ნებართვის მისაღებ სანებართვო პირობებთან). დოკუმენტების არასრულად წარდგენისას ნებართვის გამცემმა ორგანომ უნდა მოსთხოვოს განმცხადებელს აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა და ამისთვის განუსაზღვროს 3 დღიანი ვადა. ამ ვადაში დოკუმენტების წარუდგენლობისას, ნებართვის გამცემ ორგანოს უფლება აქვს (მაგრამ არ არის ვალდებული) განმცხადებლის მოთხოვნით, მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 15 დღით დამატებით გააგრძელოს დოკუმენტების წარდგენის ვადა.

დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობა იწვევს ნებართვის მოთხოვნის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვებას.

თუ წარდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელა 15 დღიან ვადაში, იგი შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვემდე. ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოიცეს განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 3 დღისა, რის შესახებაც უნდა ეცნობოს მაძიებელს არა უგვიანეს მომდევნო დღისა.

ნებართვის გაცემის პროცესში მაძიებელი მონაწილეობს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. განმცხადებელს ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე შეუძლია, წერილობითი სახით აცილება განუცხადოს ნებართვის გამცემი ორგანოს თანამდებობის პირს. ნებართვის თაობაზე ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან (რეგისტრაციიდან) 15 დღის ვადაში (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).

თუ საქმის განხილვისას გამოვლინდება ისეთი გარემოებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნებართვის გაცემაზე უარის თქმა, გამცემი ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე, მისცეს განმცხადებელს უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ:

  • უარი ეფუძნება ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ (მაგ.: საქმისწარმოებისას გამოვლინდა, რომ განცხადება წარდგენილია არარსებული სუბიექტის მიერ ან არასწორია რეესტრული მონაცემები);

  • ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისგან.

აღნიშნულ გარემოებათა შესახებ განმცხადებელი ნებართვის გამცემს 3 დღის ვადაში წარუდგენს საკუთარ მოსაზრებას. თუ განმცხადებელს უარი ეთქვა ნებართვის მიღებაზე, მას ხელმეორედ იმავე მოთხოვნით განცხადების შეტანა შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ:

    1. აღმოიფხვრება ის გარემოება, რაც გახდა ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი;

    2. შეიცვლება ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული აქტის გამოცემას;

    3. არსებობს ახლად აღმოჩენილი, ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებენ განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას;

    4. სახეზეა ფაქტობრივი გარემოებების შეცვლა, ანუ ნებართვის გამცემი ორგანოსათვის ხელმეორედ მიმართვისას განმცხადებლის მდგომარეობა შეცვლილია (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მომსახურე პერსონალი, დოკუმენტაცის სრულყოფილება და ა.შ.);

    5. ადგილი აქვს საკანონმდებლო ცვლილებებს - ის პირობა, რომელსაც განმცხადებელი ადრე ვერ აკმაყოფილებდა, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ აკმაყოფილებს ან/და ცვლილებების შედეგად ესა თუ ის პირობა საერთოდ ამოღებულ იქნა კანონიდან.

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში გასცეს სანებართვო მოწმობა. ადმინისტრაციული აქტი ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ ძალაში შედის განმცხადებლისთვის გადაცემის მომენტიდან.

ნებართვის გაცემის ზოგადი (სტანდარტული) სქემა

0x01 graphic

საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ბიუჯეტების შემოსულობებისათვის გახსნილი სატრანზიტო ანგარიშები/ბანკის კოდი 220101107/

ტერიტორიული ერთეულებისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სატრანზიტო ანგარიშები

ტერიტორიული
ერთეულის
დასახელება

სატრანზიტო
ანგარიშის
ნომერი

ტერიტორიუ-

რთეულის
დასახელება

სატრანზიტო
ანგარიშის
ნომერი

არასაგადასახო
შემოსულობებ-
სთვის

არასაგადასა-
ხადო შემოსულობე-
ბის

1

გლდანი-
აძალადევი

507121701

38

ჩხოროწყუ

519121139

2

დიდუბე-
უღურეთი

507121002

39

წალენჯიხა

51912154

3

მთაწმინდა-
რწანისი

507121303

40

ხობი

519121841

4

ვაკე-საბურთალო

507121604

41

მესტია

519121142

5

ისანი-სამგორი

507121905

42

ფოთი

537121043

6

რუსთავი

507121206

43

გორი

514121244

7

დმანისი

507121507

44

კასპი

514121545

8

თეთრი წყარო

507121808

45

ქარელი

514121846

9

ბოლნისი

507121109

46

ხაშური

514121147

10

მარნეული

507121510

47

თიღვი

514121448

11

გარდაბანი

507121811

48

ერედვი

514121749

12

წალკა

507121112

49

ქურთა

514121150

13

მცხეთა

507121714

50

გურჯაანი

515121751

14

თიანეთი

507121015

51

გურჯაანი

515121052

15

დუშეთი

507121316

52

სიღნაღი

515121353

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 1999 წლიდან აქტიურად მონაწილეობს ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ ახალი კანონების მომზადებისა და დანერგვის პროცესში. ახალი კანონმდებლობის დანერგვის მიზნით გამოიცა რამდენიმე ნაშრომი, ჩატარდა კონფერენციები მეწარმეთა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. 2004 წლის 1ოქტომბრიდან 2005 წლის 31 მაისამდე ორგანიზაციაში წარმოებს სატელეფონო კონსულტაციები, რომლის მიზანია ნებისმიერ მსურველ პირს მისცეს განმარტებები ლიცენზიების ანდა ნებართვების თაობაზე.

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ უკვე გამოცემულია შემდეგი ნაშრომები:

  • „როგორ მივიღოთ ლიცენზია და ნებართვა კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში“, გზამკვლევი. 2003 წელი;

  • „როგორ მივიღოთ ლიცენზია და ნებართვა ვეტერინარიის სფეროში სამეწარმეო საქმიანობაზე“, გზამკვლევი. 2003 წელი;

  • „როგორ მივიღოთ ლიცენზია და ნებართვა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში“, გზამკვლევი. 2003 წელი;

  • „როგორ მივიღოთ მშენებლობის ნებართვა“, გზამკვლევი. 2004 წელი;

  • „როგორ მივიღოთ პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ნებართვა“, გზამკვლევი. 2004 წელი;

  • „როგორ მივიღოთ ნებართვა საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე“, გზამკვლევი. 2004 წელი;

  • „როგორ მივიღოთ ლიცენზია კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოებაზე“, გზამკვლევი. 2005 წელი.