The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა (სტუდენტის სახელმძღვანელო)


საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა (სტუდენტის სახელმძღვანელო)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალდამცავი ორგანოები
საავტორო უფლებები: © ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სახელმძღვანელო ქართულ ენაზე მომზადდა ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს” მიერ. თბილისი 2006 © ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტი“ (OSI) ყველა უფლება დაცულია. სახელმძღვანელო დაიბეჭდა ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტთან“ შეთანხმებით. ამ სახელმძღვანელოს ან მისი ნაწილი ნებისმიერი სახით რეპროდუცირება ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია



1 თავი I შესავალი

▲back to top


აღნიშნულ თავში განხილულია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები. პირველ პარაგრაფში მოცემულია პოლიციის იმიჯი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სიტუაციებში. მეორე პარაგრაფში ახსნილია პოლიციელთა და მოქალაქეთა მიერ ჯარიმის გამომწვევი დარღვევების განსხვავებული აღქმა.

1.1 1.1 პოლიციის იმიჯი

▲back to top


პოლიციის იმიჯი მეტწილად განისაზღვრება პოლიციელთა ყოველდღიური საქმიანობით. პოლიციელებზე შეხედულება ყალიბდება მათ მიერ ქუჩებში პატრულირებისას და განსაკუთრებით კი, მოქალაქეების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დროს პოლიციელის ქცევაზე დაკვირვებით. პოლიციელთა და მოქალაქეთა შორის ურთიერთობა 65% შემთხვევებში სწორედ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დროს მყარდება.

ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ პოლიციელის ცუდი ან არაპროგნოზირებადი ქცევის შესახებ მოქალაქე დაახლოებით 10-14-ჯერ უყვება თავის მეგობრებს, ახლობლებსა და მეზობლებს. ამის შედეგად კი საზოგადოებაში მყარდება პოლიციაზე ნეგატიური შეხედულება. პოლიციისადმი მოქალაქეთა დამოკიდებულების შეცვლის წინაპირობა დადებით იმიჯზე მიზანმიმართული მუშაობაა, განსაკუთრებით კი, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დროს.

პრაქტიკაში პოლიციელები დარღვევების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის სხვადასხვა პროცედურებს მიმართავენ. ზოგიერთმა პროცედურამ შესაძლოა მოქალაქის გაღიზიანება გამოიწვიოს, რის შედეგადაც მოქალაქის არაკეთილგანწყობილი ქცევა ხდება სიტუაციის გართულების მიზეზი.

მოქალაქის მშვიდი რეაქციისა და მის მიერ სიტუაციის ნაკლებად-ემოციური აღქმისთვის მნიშვნელოვანია პოლიციელთა მიერ სხვადასხვა პროცედურების გამოყენების მინიმუმამდე შემცირება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დროს ჯარიმის შესახებ პოლიციელმა მოქალაქეს აცნობოს ზედმეტი ემოციების გამოხატვის გარეშე (ნეიტრალური მანერით). მნიშვნელოვანია სტანდარტული პროცედურის შესრულება, რათა არ გამოიწვიოთ მოქალაქის გაღიზიანება.

პოლიციელის ქცევა არ უნდა იყოს მოულოდნელი. მოქალაქეებთან საუბრისას მიზანშეწონილია სტანდარტული პროცედურის გამოყენება, ეს დაგეხმარებათ პოლიციის იმიჯის დადებითად შეცვლაში.

1.2 1.2 საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის განსხვავებულად აღქმის მიზეზები

▲back to top


დაჯარიმების შემთხვევებში უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს ორი მონაწილე მხარის, პოლიციელისა და მოქალაქის ქცევასთან და აღქმასთან.

განსხვავებული აღქმა განპირობებულია:

- ორივე მხარის მიერ საპირისპირო მხარის ქცევის აღქმითა და ინტერპრეტაციით;

- ერთმანეთთან დამოკიდებულებაში თითოეული მათგანის ქცევით;

სხვადასხვა მხარის მიერ სიტუაციის განსხვავებულად აღქმამ შესაძლოა გამოიწვიოს ქცევის არასწორი გაგება, რაც, თავის მხრივ, იწვევს სიტუაციის გართულებას.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დროს გამოიყოფა კონკრეტული სიტუაციის სხვადასხვაგვარი აღქმის სამი ძირითადი მიზეზი:

1. ყოველდღიური რუტინა და ინციდენტი;

2. ძალაუფლების შეგრძნება და უძლურება;

3. ინტერესთა თანხვედრა (ჰარმონია) და კონფლიქტი.

0x01 graphic

ყოველდღიური რუტინა და ინციდენტი

პოლიციელისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დროს მოქალაქეებთან ურთიერთობა ყოველდღიური რუტინაა. მოქალაქეთა დაჯარიმება ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც თითქმის ყოველდღე ხდება. მეორე მხრივ, მოქალაქე, რომელიც ჯარიმდება, ამ სიტუაციას ემოციურად აღიქვამს. ის შეიძლება შეშინდეს, ან გაუჩნდეს სირცხვილის გრძნობა გაჩერების გამო, გარდა ამისა, იგი შფოთავს ჯარიმის გამო.

პოლიციელისა და მოქალაქის რეაქცია განპირობებულია სიტუაციის საკუთარი გადასახედიდან შეფასებით, თითოეულ მათგანს აღიზიანებს მეორე მხარის ქცევა. ამან შესაძლოა კონფლიქტურ სიტუაციამდე მიგვიყვანოს.

ძალაუფლების შეგრძნება და უძლურება

მეორე მაგალითი - გარკვეულ ვითარებაში ძალაუფლების შეგრძნების სხვადასხვაგვარი აღქმა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დროს შეიმჩნევა პოლიციელსა და მოქალაქეს შორის ძალაუფლების განაწილების დისბალანსი. მთელი ძალაუფლება თავმოყრილია პოლიციელის ხელში, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქის დაჯარიმების ან გაფრთხილების შესახებ. მოქალაქეს ამ დროს ეუფლება უძლურების განცდა. ის უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფება. მან შეიძლება სცადოს პოლიციელის სიმპათიის მოპოვება (გააცინოს იგი), გამოხატოს კეთილგანწყობა და, ამის შედეგად, დააღწიოს თავი ჯარიმას. როგორც წესი, მოქალაქე ასეთ შემთხვევებში ღიზიანდება, თავს დამცირებულად გრძნობს.

ინტერესთა თანხვედრა და კონფლიქტი

პოლიციელი და მოქალაქე კონფლიქტის ეტაპს სხვადასხვანაირად აღიქვამენ. პოლიციელს მიაჩნია, რომ მსგავს სიტუაციებში ორივე მხარე თანასწორია და ორივე მხარე ჰარმონიულად ურთიერთქმედებს. ძირითადად პოლიციელები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტი არსებობს მოქალაქესა და კანონს შორის, ხოლო საკუთარ ფუნქციად კონფლიქტის ,,რეგისტრაციას“ თვლიან, ისინი შექმნილ მდგომარეობას არ აფასებენ, როგორც პირად კონფლიქტს და, შესაბამისად, საკუთარ თავს კონფლიქტის მხარედ ვერ აღიქვამენ. თავის მხრივ კი, მოქალაქე სიტუაციას მიიჩნევს პირად კონფლიქტად - კონფქლიტად მასსა და პოლიციელს შორის. ისინი პოლიციელს მიიჩნევენ მათთან დაპირისპირებულ მხარედ. აღქმაში ასეთი განსხვავება და ერთმანეთის ქცევის ინტერპრეტაცია შესაძლოა გამოიხატოს შემდეგი სქემით:

პოლიციელი

მოქალაქე

0x01 graphic

პოლიციელს ინტერესთა თანხვედრაზე (ჰარმონიაზე) საკუთარი შეხედულება აქვს და აქედან გამომდინარე, საკუთარ ქცევას კრიტიკულად არ აფასებს. ის ფიქრობს რომ მის ქცევას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან მისი აზრით, თუ ადამიანები ერთმანეთთან დაპირისპირებულნი არ არიან, მათ შეუძლიათ მოთმინების გამომჟღავნება. მეორე მხრივ, პოლიციელი ძალიან კრიტიკულად აფასებს მოქალაქის არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას და მიიჩნევს, რომ ასეთი დამოკიდებულება არ შეესაბამება შექმნილ სიტუაციას (მისი აზრით, ჰარმონიულს).

მოქალაქე ძალიან კრიტიკულია პოლიციელის ქცევის მიმართ, რადგან ის ვითარებას კონფლიქტურად მიიჩნევეს. მისი აზრით, კონფლიქტური სიტუაციისთვის დამახასიათებელი ქცევა გარდაუვალია და შესაბამისად, ასეთ ქცევას ნორმალურად მიიჩნევს.

ასე რომ, განსხვავებული აღქმა და სიტუაციის სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია შესაძლოა არაკეთილგანწყობილი ქცევის და სიტუაციის გართულების საწყისი ეტაპი გახდეს. პროფესიონალი პოლიციელი ისე უნდა მოიქცეს, რომ მოქალაქე უარესად არ გააღიზიანოს. თქვენ შეძლებთ სიტუაციის გართულების თავიდან აცილებას და ჯარიმის დაკისრების პროცედურის შესრულებას შემდეგი გზით:

- გამოიყენეთ საუბრის სტანდარტული პროცედურა;

- საუბრისას გამოიყენეთ სწორი მეთოდები, იყავით ზრდილობიანი და კეთილგანწყობილი მოქალაქესთან მიმართებაში;

- შეაცვლევინეთ მოქალაქეს არაკეთილგანწყობილი ქცევა.

2 თავი II პროცედურები

▲back to top


2.1 2.1 პროცედურული თანმიმდევრობა

▲back to top


აღნიშნულ თავში განხილულია სტანდარტული პროცედურების განხორციელების თანმიმდევრობა. ამ პროცედურების გამოყენების მნიშვნელობა განმტკიცებულია მაგალითებით, ასევე ამ თავში მოცემულია ზოგადი ინფორმაცია.

დაჯარიმების დროს პოლიციელის ქცევა გავლენას ახდენს მოქალაქის ქცევაზე. პრაქტიკაში პოლიციელები სხვადასხვა მიდგომებსა და ხერხებს იყენებენ. ზოგიერთმა მათგანმა კი, შესაძლოა, სიტუაციის გართულება უფრო სწრაფად გამოიწვიოს.

სტანდარტული პროცედურების გამოყენების მთავარი მიზანია სიტუაციის გართულებისა და დაჯარიმების დროს მოქალაქის არაკეთილგანწყობილი ქცევის თავიდან აცილება.

2.1.1 პროცედურული თანმიმდევრობა: 4 ეტაპი

კანონის თანახმად, პოლიციელს შეუძლია გააჩეროს მოქალაქე, სთხოვოს მართვის მოწმობა და დააჯარიმოს იგი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, მას შემდეგ რაც ასეთი დარღვევა ჩადენილი იქნება.

მოქალაქის გაჩერება

პიროვნების დადგენა

თუმცა პრაქტიკაში, ასეთი პროცედურა საკმარისი არ არის და საჭირო ხდება დამატებითი მოქმედებების განხორციელება. ასეთი მოქმედებები ძირითადად უკავშირდება პოლიციელის მოქალაქესთან საუბარს.

მოქალაქის გაჩერება

პიროვნების დადგენა

საუბრის დაწყება

- დარღვევის დასახელება

- გაფრთხილება/ჯარიმა

დასრულება

მოქალაქის გაჩერების შემდეგ, როგორც წესი, პილიციელი პირდაპირ პიროვნების დადგენას კი არ ცდილობს, არამედ იწყებს საუბარს. პოლიციელი მოქალაქეს აცნობებს რა სახის სამართალდარღვევა ჩაიდინა მან, შემდეგ კი, ჩვეულებრივ, უხსნის, რომ ის უნდა დააჯარომოს. („ჩვეულებრივ” ვამბობთ იმიტომ, რომ ყოველთვის დაჯარიმება აუცილებელი არ არის. ზოგჯერ, შესაძლოა, მოქალაქე უბრალოდ გავაფრთხილოთ, თუ მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა უმნიშვნელოა). პიროვნების დადგენის მიზნით კითხვების დასმის შემდეგ, პოლიციელმა შეიძლება დასვას დამატებითი კითხვები. ამ კითხვების დასმა სავალდებულო არ არის, მოქალაქეს შეუძლია ამ კითხვებს არ უპასუხოს.

ამ 4 ეტაპისგან შემდგარ პროცედურაში ჩვენ არ ვითვალისწინებთ ორ ასპექტს, მოქალაქის ქცევასა და პოლიციელის ქცევას.

პირველ რიგში, მოქალაქე საერთოდ არ ელოდება შეკითხვას, რათა აუხსნას დარღვევის მიზეზები ან შესთავაზოს საკუთარი ვერსია. მას სურს პოლიციელს უამბოს, თუ რატომ ჩაიდინა დარღვევა და ელის, რომ პოლიციელი მისი ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ აღარ დააჯარიმებს. თავის მხრივ, პოლიციელი ნაკლებ ყურადღებას აქცევს მოქალაქის არგუმენტაციას და არ აძლევს მას აზრის ბოლომდე გამოთქმის საშუალებას. პოლიციელის ასეთმა მოქმედებამ, შესაძლოა, ვითარების გართულება გამოიწვიოს. ამას ეწოდება მოქალაქის რეაქციის იგნორირება.

ამასთან, 4 ეტაპისგან შემდგარი პროცედურის განხორციელებისას, ივარაუდება, რომ პოლიციელს უკვე განსაზღვრული აქვს მისი მოქმედების მიზანი. მიზანი შეიძლება მდგომარეობდეს გაფრთხილებაში ან დაჯარიმებაში. თუმცა, ხშირად პოლიციელები თავიდანვე, მოქალაქის გაჩერებამდე არ განსაზღვრავენ მიზანს. ასეთ შემთხვევაში პოლიციელი მიზანს განსაზღვრავს მოგვიანებით, უკვე საუბრის განმავლობაში. დასჯის კრიტერიუმი კი ხდება არა სამართალდარღვევა, არამედ მოქალაქის ქცევა.

პოლიციელს შეუძლია თავიდანვე მიიღოს გადაწყვეტილება, რომ იგი გააფრთხილებს მოქალაქეს, თუმცა საუბრის მსვლელობისას მოქალაქის ქცევაზე დაყრდნობით მან შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილება და დააჯარიმოს მოქალაქე. ამას ეწოდება მოქალაქის რეაქციის გავლენა გადაწყვეტილებაზე.

2.1.2 პროცედურული თანმიმდევრობა. მოქალაქის რეაქციის იგნორირება

პოლიციელმა შესაძლოა შეასრულოს 4 ეტაპისგან შემდგარი პროცედურა, თუ მოქალაქე ავლენს თანამშრომლობის სურვილს. პრობლემები წარმოიშობა მაშინ, როდესაც მოქალაქეს სურს საკუთარი არგუმენტების მოყვანა და არ არის მზად, მისდიოს პროცედურის თანმიმდევრობას. მას სურს დაუყოვნებლივ ასხნას, რა გახდა დარღვევის მიზეზი და არ ელოდება გამოკითხვის ეტაპს.

0x01 graphic

გამოუცდელი პოლიციელები ცდილობენ მოახდინონ მოქალაქის რეაქციის იგნორირება და გააგრძელონ პროცედურა, მათ სურს პიროვნების დასადგენად კითხვებზე პასუხების მიღება. როგორც წესი, პოლიციელის რეაქცია შემდეგი სახით ვლინდება: `ბატონო, მოდით ჯერ ფორმალური პროცედურები შევასრულოთ, შემდეგ კი ვისაუბროთ”. ამრიგად, პოლიციელს სურს თავდაპირველად შეასრულოს მისი მოვალეობა, რის შემდეგაც იგი მზად არის მოქალაქეს მისცეს საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება. სიტუაცია იძაბება, თუკი პოლიციელი მოქმედებს ზემოთ აღწერილი მეთოდით და არ უსმენს მოქალაქეს. ამის შემდეგ პოლიციელს შექმნილი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად უკიდურესი ზომების გამოყენება დასჭირდება, მაგალითად: მოქალაქის შეშინება, დამუქრება...

განხილულის საფუძველზე შემდეგი დასკვნის გაკეთება შეიძლება: პოლიციელი, რომელიც ცდილობს მკაცრად დაიცვას პროცედურის ოთხივე ეტაპის თანმიმდევრობა იწვევს მოქალაქის არაკეთილგანწყობილ ქცევას, ნაცვლად იმისა, რომ თავიდან აიცილოს ასეთი გამოვლინება. ამ პრობლემის გადაჭრა, მდგომარეობს შემდეგში: პოლიციელმა პროცედურის მსვლელობისას მოქალაქეს უნდა მისცეს რეაგირების შესაძლებლობა: მაგალითად, მას შემდეგ, რაც პოლიციელი მოქალაქეს ინფორმაციას მიაწვდის მის მიერ ჩადენილი დარღვევისა და მისი გაჩერების მიზეზის შესახებ და, ასევე, მანამდე სანამ დაადგენს პიროვნების ვინაობას და დაიწყებს გამოკითხვას.

ამრიგად, პროცედურა უნდა შედგებოდეს 5 ეტაპისგან:

პიროვნების დადგენა

დასრულება

მოქალაქის რეაქცია

საუბრის დაწყება

მოქალაქის გაჩერება

2.1.3 პროცედურული თანმიმდევრობა. მოქალაქის რეაქციის გავლენა

ხშირად პოლიციელებს მოქალაქის გაჩერებისას, წინასწარ არა აქვთ განსაზღვრული მიზანი: დააჯარიმებენ თუ გაფრთხილებენ მოქალაქეს. ასეთ შემთხვევაში, დაჯარიმება იქნება გამოყენებული თუ გაფრთხილება, დამოკიდებულია მოქალაქის ქცევაზე და არა დარღვევის ჩადენის პირობებზე.

თუკი პოლიციელს წინასწარვე აქვს მოქალაქის დაჯარიმება განზრახული, ჯარიმის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუკი მოქალაქე იქნება მორჩილი და კეთილგანწყობილი. თუკი მოქალაქე არაკეთილგანწყობილია (პოლიციელის აზრით), მას მოუწევს ასეთი ქცევისთვის პასუხისგება. ის მიიღებს საჯარიმო ქვითარს. და პირიქით, თუ კი პოლიციელს წინასწარვე აქვს მოქალაქის გაფრთხილება განზრახული, მოქალაქე კი ამ დროს არაკეთილგანწყობილია, პოლიციელმა შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილება და დააჯარიმოს იგი. ამრიგად, ორივე შემთხვევაში მოქალაქის ქცევა გავლენას ახდენს პოლიციელის გადაწყვეტილებაზე.

თუ პოლიციელი, მოქალაქის გაჩერებამდე, მკაფიოდ არ განსაზღვრავს სახდელის სახეს, დასაწყისი ეტაპი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მოქალაქის ,,გამოწვევა” რეაგირებაზე: პოლიციელი ახდენს რეაქციის პროვოცირებას. ასეთი საუბრის მაგალითად შეიძლება დასახელდეს შემდეგი ფრაზა: ,,თქვენ დაინახეთ ეს ნიშანი?” მოქალაქის რეაქციაზე დაკვირვებით პოლიციელი განსაზღვრავს სახდელის სახეს ან ცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას და გაფთხილების ნაცვლად მიმართავს დაჯარიმებას. თუკი მოქალაქე რეაგირებს ისე, როგორც ეს მაგალითშია მოცემული: ,,ღმერთო ჩემო, ამ ქუჩაზე არცერთი მანქანა არ მოძრაობდა, მე უბრალოდ ქუჩა გადავჭერი, ძალიან მეჩქარებოდა.” პოლიციელი მას დააჯარიმებს. მაგრამ, თუ მოქალაქის რეაქცია იქნება ,,მაპატიეთ, მეჩქარებოდა და ამიტომ გადავწყვიტე ქუჩაზე სწრაფად გადავსულიყავი”, პოლიციელმა მას შეიძლება მისცემს გაფრთხილება. დასკვნა ნათელია, მოქალაქის რეაქცია არსებით გავლენას ახდენს პოლიციელის გადაწყვეტილებაზე.

0x01 graphic

პოლიციელები ამ მეთოდს მიმართავენ სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად. პოლიციელთა ასეთი მოქმედება გამომდინარეობს იქიდან, რომ თავდაპირველად მათ სურთ დაადგინონ დარღვევის მიზეზი, ხოლო შემდეგ განსაზღვრონ დასჯის ზომა და სახე. პოლიციელებს სურთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართონ მოქალაქის რეაქციაც, რის შედეგადაც საბოლოოდ განსაზღვრავენ სახდელის სახეს. ის ფაქტი, რომ მოქალაქის რეაქცია გავლენას ახდენს პოლიციელის გადაწყვეტილებაზე ჯარიმის გამოყენების შესახებ, გარკვეულ რისკსაც უკავშირდება. მოქალაქეს შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ჯარიმის სახე გამომდინარეობს მისი რეაქციიდან და არა დარღვევის სიმძიმიდან. მოქალაქემ შეიძლება ჩათვალოს, რომ ის დაისაჯა თავისი ქცევის გამო, რამაც პოლიციელებისადმი არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება შეიძლება გაუჩინოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციელმა მოქალაქის გაჩერებამდევე მკაცრად განსაზღვროს თავისი მოქმედება, რათა თავიდან აიცილოს სიტუაციის გართულება, დაძაბვა და მოქალაქეს არ მისცეს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის საშუალება.

ზემოთ აღნიშნულზე დაყრდნობით, მოქალაქის ქცევის ნორმებიდან გადახვევის აღსაკვეთად საუბრის სტანდარტული პროცედურა უნდა შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:

0x01 graphic

შემდეგ ნაწილში დეტალურადაა განხილული თითოეული ეტაპი:

2.2 2.2 პროცედურის ეტაპები

▲back to top


პროცედურის ყველა ეტაპის თანმიმდევრობის სწორად შესრულებისას მნიშვნელობა ენიჭება პოლიციელის საუბრის მანერასაც. საუბრის სწორი მეთოდების გამოყენებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არაკეთილგანწყობილი ქცევის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულ ნაწილში განმარტებულია პროცედურის თითოეული ეტაპი და თითოეული მათგანზე საუბრის მეთოდები.

2.2.1 მიზნის განსაზღვრა (დასჯა)

მოქალაქის გაჩერებამდე პოლიციელი იღებს გადაწყვეტილებას მოქალაქის დაჯარიმების ან გაფრთხილების შესახებ. პოლიციელი ასეთ გადაწყვეტილებას შეგნებულად უნდა იღებდეს და ამის ორი მიზეზი არსებობს.

პირველი: გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს სამართალდარღვევის სიმძიმეს და არა მოქალაქის ქცევას. როგორც უკვე აღინიშნა, მოქალაქე არ დაეთანხმება დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას, თუკი იგრძნობს რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მის ქცევას და არა მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ობიექტურ შეფასებას. მოქალაქეს ეუფლება განცდა, რომ ის ხაფანგში გაება.

მეორე: პოლიციელს შეუძლია დაჯარიმების შესახებ მისი გადაწყვეტილების არგუმენტირება შემდგომ სტადიაზე, როცა წააწყდება მოქალაქის არაკეთილგანწყობილ ქცევას. თუკი ჯარიმის თაობაზე მოქალაქესა და პოლიციელს შორის გაიმართება დისკუსია, პოლიციელს შეუძლია დაასაბუთოს და მოქალაქეს აუხსნას, თუ რა გახდა მის მიერ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

თუ პოლიციელმა მიიღო გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ, მას შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და გამოიყენოს გაფრთხილება მოქალაქის რეაქციის საპასუხოდ, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია იმდენად, რამდენადაც გამონაკლისია და არა წესი.

2.2.2 მოქალაქის გაჩერება

მას შემდეგ, რაც პოლიციელი განსაზღვრავს მიზანს, იგი აჩერებს მოქალაქეს, რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. პოლიციელმა მოქალაქე უნდა გააჩეროს უსაფრთხო ადგილას. ხანდახან საჭიროა დაცდა მანმადე, სანამ მოქალაქე უსაფრთხო ადგილას არ გაჩერდება. მოქალაქის გაჩერებისას პოლიციელი ზრდილობიანად, თავაზიანად და კორექტულად უნდა იქცეოდეს. თუ მოქალაქე მანქანით მოძრაობს, შესაძლოა საყვირით მინიშნება გაჩერებაზე. თუ მოქალაქე ფეხით გადაადგილდება, მიიქციეთ მისი ყურადღება, მაგალითად მისალმებით.

2.2.3 საუბრის დაწყება

,,საუბრის დაწყების” ეტაპზე პოლიციელი უნდა გაეცნოს მოქალაქეს, უჩვენოს მას მოწმობა ან სამკერდე ნიშანი. წარდგენის შემდეგ პოლიციელმა უნდა გააკეთოს ორი განცხადება.

თავდაპირველად, პოლიციელი მოქალაქეს ატყობინებს მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ. ამ დროს პოლიციელი უნდა იყოს ყურადღებიანი და საქმიანი. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ 80%25 შემთხვევაში პოლიციელი საუბარს იწყებს უარყოფითი ტონით, მოქალაქეს მიმართავს შეურაცხმყოფელი შეკითხვით. მაგალითად ,,ქალბატონო, არ გესმით, რომ მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობთ?” ან ,,ხომ არ დაბრმავდით?”. თუ პოლიციელი ზემოთ აღნიშნულ მაგალითებში მოცემული ფორმით იწყებს მოქალაქესთან ურთიერთობას, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მოქალაქე მისი ქცევის მიმართ უარყოფითად და კრიტიკულად განეწყობა, რაც თავის მხრივ, მოქალაქის მხრიდან არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების საფუძველია.

შემდგომი განცხადება ეხება გაჩერების მიზეზის განმარტებას: მოქალაქის დაჯარიმების ან გაფრთხილების განზრახვას. ეს განცხადება ნეიტრალურად და პროფესიონალურად უნდა გაკეთდეს. მოქალაქეს უნდა შეექმნას შთაბეჭდილება, რომ პოლიციელმა ეს გადაწყვეტილება კანონის საფუძველზე მიიღო. მეორე მხრივ, მოქალაქეს, რომელიც ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, არ უნდა დაეუფლოს განცდა, რომ ის გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. პოლიციელმა სამართალდარღვევის შესახებ შეტყობინების შემდგომ, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მოქალაქეს დაჯარიმების შესახებ. მაგალითად: ,,თქვენ ცალმხრივ გზაზე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოდიოდით, ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა და ამის გამო დაგაჯარიმებთ”.

თუ პოლიციელმა გაფრთხილების გამოყენება გადაწყვიტა, მან მოქალაქეს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ. თუმცა, პრაქტიკაში, პოლიციელები მაშინვე არ ატყობინებენ მოქალაქეებს ამგვარი გადაწყვეტილებების შესახებ. ისინი ეუბნებიან მოქალაქეს, რომ ის უპასუხისმგებლოდ მოიქცა და მოქალაქისგან თანხმობას ელიან. (გარკვეულ შემთხვევებში, თუ მოქალაქე არ ავლენს კეთილგანწყობას, როგორც ეს უკვე წინა მაგალითებში განვიხილეთ, პოლიციელმა შესაძლოა შეცვალოს გადაწყვეტილება და გაფრთხილების ნაცვლად ჯარიმა გამოიყენოს, რასაც მდგომარეობის გართულებამდე მივყავართ).

მიზნის განსაზღვრა

მოქალაქის გაჩერება

საუბრის დაწყება

- დარღვევის დასახელება

- მიზანი (დასჯის სახე)

რჩევა

მოქალაქისთვის რჩევის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რჩევა კონკრეტულ სიტუაციას ეხება. მაგალითად, თუ მოქალაქეს არ ესმის, რომ მისი მოქმედება საფრთხეს უქმნის მასვე ან სხვებს.

თუ ამ ეტაპზე მოქალაქეს არ შეატყობინებთ თქვენი გადაწყვეტილების - დაჯარიმების ან გაფრთხილების შესახებ, მან შეიძლება ჩათვალოს, რომ შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენზე და თავი დააღწიოს ჯარიმას.

2.2.4 მოქალაქის რეაქცია

პოლიციელის მიერ მოქალაქის გაჩერებისას, როგორც წესი, მოქალაქეს უსიამოვნო განცდა ეუფლება. იგი თვლის, რომ უნდა მოახდინოს რეაგირება და გამოთქვას საკუთარი მოსაზრება სამართალდარღვევის ან პოლიციელის გადაწყვეტილების შესახებ. მოქალაქის აზრით, მას შეუძლია პოლიციელზე ზემოქმედება, რათა მან შეცვალოს გადაწყვეტილება. ამიტომ, პოლიციელმა მოქალაქეს უნდა მისცეს რეაგირების საშუალება. მოქალაქის პასუხის მოსმენა იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ გარკვეულ შემთხვევებში მისმა რეაქციამ მართლაც შესაძლოა გამოწვიოს პოლიციელის გადაწყვეტილების შეცვლა. მოქალაქის რეაქცია შესაძლოა იყოს:

- კეთილგანწყობილი;

- არაკეთილგანწყობილი;

განასხვავებენ არაკეთილგანწყობილი ქცევის სამ ტიპს: ქცევის ტიპი ,,ა”, ქცევის ტიპი ,,ბ” და ქცევის ტიპი ,,გ”. ქცევის სამივე ტიპი დეტალურადაა განხილული სახელმძღვანელოს მესამე თავში.

2.2.5 პოლიციელის პასუხი

მოქალაქის რეაქციის გამოხატვისა და მისი მოსმენის შემდეგ, პოლიციელმა პასუხი უნდა გასცეს მოქალაქეს. თუ მოქალაქე კეთილგანწყობილი იყო, პოლიციელი იმეორებს მის გადაწყვეტილებას დაჯარიმების შესახებ და განმარტავს ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზს. პოლიციელი შეიძლება დაეყრდნოს იმ არგუმენტებს, რაც პროცედურის პირველ ეტაპზე (მიზნის განსაზღვრა) იქნა განსაზღვრული. როგორც წესი, მოქალაქე ეთანხმება ასეთ გადაწყვეტილებას.

თუ მოქალაქე არაკეთილგანწყობილია, პოლიციელს შეუძლია შეაცვლევინოს მას ქცევა. პოლიციელი მოქმედებს იმის და მიხედვით, თუ როგორ იქცევა (შესაბამისი ,,ა”, ,,ბ” ან ,,გ” ქცევის ტიპის განსაზღვრა) მოქალაქე და ცვლის მის ქცევას საუბრის სპეციალური მეთოდების გამოყენებით. პოლიციელისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქის ქცევის ტიპის განსაზღვრა მანამ, სანამ ის მოახდეს მოქალაქის მოქმედებაზე რეაგირებას.

2.2.6 პიროვნების დადგენა

მოქალაქის რეაქციაზე საპასუხო მოქმედების შემდეგ, პოლიციელმა უნდა დაადგინოს სამართალდამრღვევის პიროვნება. პოლიციელმა მოქალაქეს უნდა მოსთხოვოს მართვის მოწმობის წარდგენა (გარკვეულ შემთხვევებში პოლიციელმა შესაძლოა ასევე მოითხოვოს ავტომანქანის მფლობელობის საბუთიც). დოკუმენტის მიღების შემდეგ, პოლიციელს შეუძლია შეამოწმოს მოქალაქის პიროვნება მისი გვარის, სახელის, დაბადების თარიღისა და ადგილის, საცხოვრებელი ადგილის შესახებ კითხვების დასმით.

2.2.7 დასრულება

დასრულების ეტაპზე პოლიციელს შეუძლია დასვას დამატებითი კითხვები, მაგალითად:

- თქვენ გესმით, რომ სამართალდარღვევა ჩაიდინეთ?

- სამართალდარღვევის ჩადენის საფუძველი გქონდათ?

მოქალაქეს შეუძლია პასუხი არ გასცეს ასეთ შეკითხვებს და ბოლოს პოლიციელმა მოქალაქეს უნდა აუხსნას, თუ სად შეუძლია მოქალაქეს ჯარიმის გადახდა.

დამატებითი კითხვების დასმის შემდეგ პოლიციელს კვლავ აქვს შესაძლებლობა შეცვალოს პირველადი გადაწყვეტილება. სამართლებრივი თვალსაზრისით ეს დაუშვებელია, თუმცა პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა პოლიციელები დაჯარიმების ნაცვლად მხოლოდ აფრთხილებენ მოქალაქეებს. მაგალითად, შეიძლება დასახელდეს შემთხვევა, როცა მოქალაქე მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით, მაგრამ იგი ჩქარობდა ავადმყოფის საავადმყოფოში მიყვანას. თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათად ხდება.

2.3 2.3 შეცდომები

▲back to top


ქცევის სხვადასხვა ტიპის მიუხედავად, პოლიციელებს უნდა ახსოვდეთ რამდენიმე სახის შეცდომა, რომელსაც ისინი ყველაზე ხშირად უშვებენ მოქალაქეებთან საუბრისას.

შეცდომების პირველი კატეგორია უკავშირდება საუბრის პროცედურას, მათ ეწოდებათ ,,პროცედურული შეცდომები”. პოლიციელის მხრიდან პროცედურული შეცდომების დაშვება პროცედურის კონკრეტული ეტაპის არასწორ განხორციელებაზე მიუთითებს. პირველი პროცედურული შეცდომაა მოქალაქის რეაქციის იგნორირება;

ხოლო მეორე შეცდომაა მოქალაქის რეაქციის გავლენა.

ორივე ტიპის შეცდომა განხილულია პარაგრაფში 2.3.1.1 და 2.3.1.2

შეცდომების მეორე კატეგორია უკავშირდება საუბრის მეთოდებს, შეკითხვების დასმის მანერას ან მოქალქის ქცევაზე რეაქციის გამოხატვას. ასეთი შეცდომები განხილულია პარაგრაფში 2.3.2.

2.3.1 პროცედურული შეცდომები

მოქალაქის მხრიდან რეაგირების შესაძლებლობა.

მოქალაქის რეაქციის იგნორირება

ხანდახან, პოლიციელები ჯარიმის გამოწერის გამო ახდენენ მოქალაქის რეაქციის იგნორირებას, უფრო მეტიც ხელს უშლიან მოქალაქეს რეაქციის გამოვლენაში. ასეთი მოქმედების მიზანი კამათის თავიდან აცილებაა. თუმცა ასეთი სტრატეგია არ ამართლებს და პირიქით, უფრო მეტად იწვევს მოქალაქის გაღიზიანებას, შესაბამისად დაპირისპირებასა და კამათს, რომლის თავიდან აცილებაც ასე სურდა პოლიციელს. გაღიზიანების თავიდან აცილებისთვის მნიშვნელოვანია თავად პროცედურებში იქნას გათვალისწინებული მოქალაქის მხრიდან რეაგირების შესაძლებლობა.

მოქალაქის რეაქციის გავლენა

პრაქტიკაში პოლიციელები ხშირად მიზნის განსაზღვრის გარეშე აჩერებენ მოქალაქეებს. ასეთ შემთხვევებში პოლიციელი დასაწყისშივე ექცევა მოქალაქის გავლენის ქვეშ და მისი შემდგომი გადაწყვეტილების მიღება ამ გავლენის ქვეშ ხდება. საბოლოოდ კი, ეს შეიძლება მოქალაქის ზედმეტად აღშფოთების მიზეზი გახდეს.

მოქალაქე არაკეთილგანწყობილია, პოლიციელი იღებს მისი დაჯარიმების გადაწყვეტილებას, ხოლო თუ კეთილგანწყობილად იქცევა, მაშინ პოლიციელი მხოლოდ მისი გაფრთხილებით შემოიფარგლება. ასეთი მოქმედების არსი და მიზანი ნათელია. კანონმორჩილ მოქალაქეებს ან მოქალაქეებს, რომლებსაც საკმაოდ კარგად შეუძლიათ კანონმორჩილის როლის თამაში, შეუძლიათ ჯარიმას თავი დააღწიონ. ხოლო დაუმორჩილებელ ან ემოციურ მოქალაქეებს უწევთ ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, მოქალაქის რეაქცია გავლენას ახდენს პოლიციელის გადაწყვეტილებაზე.

პოლიციელს შეუძლია მარტივად დააღწიოს თავი ამ გავლენას, თუკი მას მოქალაქესთან საუბრის დაწყებისას უკვე ჩამოყალიბებული ექნება თავისი პოზიცია და მიზანი. პოლიციელმა საუბრის დასაწყისშივე უნდა აცნობოს მოქალაქეს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ.

ამ გზით შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქის მხრიდან პროტესტი ან გადამეტებული აღშფოთება და,შესაბამისად, პოლიციელის გადაწყვეტილებაზე მოქალაქის რეაქციის გავლენა.

2.3.2 საუბრისას დაშვებული შეცდომები

შეცდომების დაშვების მეორე გზაა - საუბრის წარმართვის მეთოდი, კითხვების დასმის მანერა და საპასუხო მოქმედება მოქალაქის ქცევაზე.

განასხვავებენ ვერბალურ და არავერბალურ შეცდომებს.

ვერბალური შეცდომები

ვერბალური შეცდომების მაგალითები:

- უარყოფითი დამოკიდებულება, დადანაშაულება საუბრის დასაწყისშივე: ,,მანქანა როგორც წესი ასე დაგყავს?“

- ცინიკური დამოკიდებულება: ,,ჰო, ეს ძვირი დაგიჯდება“.

- აგრესიული დამოკიდებულება: ,,ხომ არ დაბრმავდი?“

- ნეგატიური განცხადება: ,,ამკრძალავი ნიშანი ხომ დაინახეთ, რაშია საქმე?“

- მორალის წაკითხვა: ,,გესმით, რა ჩაიდინეთ?“

არავერბალური მინიშნებები - ჟესტების ენა

გარდა სიტყვებში გამოხატული ინფორმაციისა, ურთიერთობის დიდი ნაწილი მოდის არავერბალურ ურთიერთობაზე, რომელიც ჟესტებით გამოიხატება.

არავერბალური მინიშნებები:

ინტონაცია - ხმის ჟღერადობამ დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს საუბრისას. სხვადასხვა ინტონაციაზე გამოთქმულმა ერთი და იგივე ფრაზამ, შესაძლოა, აბსოლუტურად შეცვალოს ამ ფრაზის მნიშვნელობა. პოლიციელის ინტონაცია გავლენას ახდენს მოქალაქის მიერ სიტუაციის აღქმაზე, ასეთი გავლენა, შესაძლოა, ქვეცნობიერადაც განხორციელდეს.

სახის გამომეტყველება - ადამიანის სახის გამომეტყველება საკმაოდ ინფორმატიულია. ის შეიძლება ადასტურებდეს ნათქვამს ან ეწინააღმდეგებოდეს მას. ადამიანების დაბნევას იწვევს სახის გამომეტყველების შეუსაბამობა ნათქვამთან.

გამოხედვა - გამოხედვა ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს. ხშირად ადამიანის თვისებებსა და თავისებურებებს მისი გამოხედვით აფასებენ. თუმცა, კონკრეტულ სიტუაციაში შექმნილი პრობლემები, შესაძლოა, კულტურულ ფაქტორებსაც უკავშირდებოდეს.

2.3.3 რეკომენდაციები გასაუბრებისთვის

საუბრის წარმატება დამოკიდებულია, როგორც პროცედურული საკითხების გათვალისწინებაზე, ისე საუბრის სწორ წარმართვაზე. პროცედურის სწორი განხორციელების საკითხები განხილულია სახელმძღვანელოს 2.1. თავში.

ქვემოთ კი მოცემულია რჩევები საუბრის წარმართვისათვის:

  • საუბარი უნდა იყოს ხანმოკლე და პროფესიონალური;

  • იყავით ზრდილობიანი და კეთილგანწყობილი;

  • საუბრის დასაწყისშივე შეატყობინეთ მოქალაქეს, რას გამოიყენებთ - ჯარიმას თუ გაფრთხილებას (ამ გზით მოქალაქეს ეცოდინება თუ რა სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი);

  • გრძნობინეთ მოქალაქეს, რომ უსმენთ, თავის დაქნევით, მისი ნათქვამის შეჯერებით, უყურეთ მას პირდაპირ;

  • საკმარისი დრო დაუთმეთ მოქალაქესთან საუბარს;

  • სამართალდარღვევის სიმძიმის შესახებ მოიყვანეთ არგუმენტები და განუმარტეთ ისინი მშვიდად და ზრდილობიანად.

3 თავი III ქცევის ნორმების დარღვევა

▲back to top


დაჯარიმებისას, საუბრის სტანდარტული მეთოდების და პროცედურების გამოყენების დროსაც კი შესაძლოა მოქალაქე არ დაეთანხმოს დაჯარიმების გადაწყვეტილებას. ბევრი ადამიანი შეეცდება პოლიციელს შეაცვლევინოს გადაწყვეტილება და თავი დააღწიოს ამ უსიამოვნო პროცედურას. ასეთი მცდელობების დროს თქვენი მოქმედება დამოკიდებულია მოქალაქის რეაქციაზე.

ამიტომ, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ასეთ სიტუაციებში ქცევის რამდენიმე ტიპი. არსებობს ქცევის სამი ტიპი ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“, რომლებიც შინაარსობირვად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სახელმძღვანელოს 3.1 თავში განხილულია თითოეული მათგანი.

ქცევის ტიპის განსაზღვრის შემდეგ პოლიციელმა უნდა მოახდინოს სათანადო რეაგირება. პრაქტიკაში, ხშირად, სწორედ პოლიციელის რეაქცია იწვევს მოქალაქის გაღიზიანებას და ხანდახან სიტუაციის გართულებასაც. პოლიციელის ძირითადი რეაქციის შესახებ ინფორმაცია მოცემულია სახელმღვანელოს თავში 3.2.

ბოლო პარაგრაფში აღწერილია მოქალაქის სხვადასხვა ტიპის ქცევის გამოვლენის დროს გამოყენებული სწორი მიდგომები.

3.1 3.1 ქცევის სხვადასხვა ტიპები

▲back to top


3.1.1 ქცევის ტიპი ,,ა“

,,ა“ ტიპის ქცევის დროს სიტუაცია აღიწერება, როგორც გამონაკლისი და ამიტომ, მოქალაქე გამამართლებელ არგუმენტებს წარმოგიდგენთ. მოქალაქე დარწმუნებულია, რომ მას დარღვევისთვის საკმარისი საფუძველი გააჩნდა და მისი პირადი მდგომარეობა კანონის დარღვევისთვის საკმარის საფუძველს წარმოადგენს. იგი პოლიციელისგან მოელის მისი არგუმენტების კანონის მოთხოვნასთან შედარებას. მაგალითად: მანქანა გაჩერებულია ისეთ ადგილას, რომელზეც არის ნიშანი ,,გაჩერება აკრძალულია“.

მოქალაქის რეაქცია: ,,საქმე იმაშია, რომ ჩემი ავადმყოფი თანამშრომლისთვის დოკუმენტები უნდა მიმეტანა, სულ 5 წუთით შევირბინე, და ამიტომ უნდა დამაჯარიმოთ? მე მინდოდა ჩემს თანამშრომელს დავხმარებოდი, და ამისთვის ჯარიმა უნდა გადავიხადო?”

3.1.2 ქცევის ტიპი ,,ბ“

,,ბ“ ტიპის ქცევის დროს მოქალაქე ცდილობს ეს სიტუაცია წარმოგიდგინოთ, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა და, ამავდროულად, პოლიციელებს მოუწოდებს ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილონ. ასეთი ქცევის დროს მოქალაქეები აკრიტიკებენ პოლიციელთა ქცევას.

პირველი მაგალითი:

,,ხელისუფლების მოთხოვნა ავტომაგისტრალზე უსაფრთხოების ღვედების შეკვრის აუცილებლობის შესახებ აბსურდია, ეს ხომ ჩემი უსაფრთხოების საკითხია, თანაც, ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ ეს ღვედები უსაფრთხოების გარანტია”.

მეორე მაგალითი:

,,მანქანის არასწორად გაჩერების გამო ჩემი დაჯარიმების ნაცვლად აჯობებს ნარკომანიის პრობლემით დაინტერესდეთ”!

3.1.3 ქცევის ტიპი ,,გ“

,,გ” ტიპის ქცევის შემთხვევაში მოქალაქე აკრიტიკებს პოლიციელის ჯარიმის ამოღებასთან დაკავშირებულ მოქმედებას ან პირად შეურაცხყოფას აყენებს.

მაგალითი:

პოლიციელი: ,,ხომ არ დაბრმავდით?”

მოქალაქე: ,,უფრო თავაზიანი და ზრდილობიანი არ შეგიძლიათ იყოთ?”

3.2 3.2 მოქალაქის სხვადასხვა ტიპის ქცევისადმი პოლიციელის არასწორი მიდგომა

▲back to top


კვლევები ცხადყოფს, რომ მოქალაქის არაკეთილგანწყობილ ქცევაზე პოლიციელებს სტანდარტული რეაქცია აქვთ. ხშირად ასეთი რეაქციები არასწორ მიდგომაზე მეტყველებენ. პოლიციელი ისე უნდა რეაგირებდეს, რომ აკონტროლებდეს კონფლიქტურ სიტუაციას. ხშირად კი პოლიციელების ქცევა საპირისპიროა და იწევევს მოქალაქის მხრიდან არაკეთილგანწყობილ მოქმედებას.

3.2.1 არასწორი მდგომა - ქცევის ტიპი ,,ა“

,,ა” ტიპის ქცევის დროს არასწორი მიდგომა ყველაზე ხშირად ვლინდება იგნორირებაში, სიტუაციისადმი ბანალურ დამოკიდებულებაში და ფორმალურ რეაქციაში.

იგნორირება

ბევრი პოლიციელი არ უსმენს მოქალაქეს და,შესაბამისად, ახდენს მათი რეაქციის იგნორირებას. ასეთი ქცევის მიზეზი ყოველდღიური რუტინაა. გამოცდილ პოლიციელებს არაერთხელ სმენიათ მსგავსი მიზეზები და თავის მართლებები. ამიტომ, ისინი მოქალაქის რეაქციას სერიოზულად არ იღებენ და არ სურთ მოქალაქეთა მოსმენა.

მაგალითად: ,,ყველაფერი თქვით?..“

ასეთი დამოკიდებულება მოქალაქის გაღიზიანებას იწვევს და იმისათვის, რომ პოლიციელს როგორმე გააგებინოს საკუთარი აზრი, შესაძლოა კიდევ ერთხელ გაიმეოროს მონათხრობი.

სიტუაციისადმი, როგორც ბანალურისადმი დამოკიდებულება

როდესაც პოლიციელი სიტუაციას, როგორც ბანალურს ისე აღიქვამს, მოქალაქეს აგრძნობინებს, რომ შექმნილი სიტუაცია გამონაკლისს არ წარმოადგენს და შესაბამისად მოქალაქის ახსნა-განმარტებებს მნიშვნელობა არა აქვს.

მაგალითი:

,,მომისმინეთ, ათასჯერ მაინც მომისმენია თავის ასე მართლება, თუ არ გინდათ საცობში მოხვედრა, სახლიდან ადრე უნდა გამოხვიდეთ”

ასეთი მიმართვის შემდეგ, მოქალაქეს ჰგონია, რომ მან უნდა ამტკიცოს ამ კონკრეტული შემთხვევის გამონაკლისობა.

ფორმალური რეაქცია

ზოგჯერ პოლიციელი მოქალაქეს არ უხსის, რატომ გადაწყვიტა მისი დაჯარიმება. პოლიციელი ზოგად მითითებას აკეთებს კანონზე. მაგალითად: ,,თქვენ დაარღვიეთ საგზაო მოძრაობის წესები, ამიტომ დაჯარიმდებით“. ასეთმა მიმართვამ შესაძლოა მოქალაქის გაღიზიანება გამოწივიოს, ვინაიდან პოლიციელი არ მიუთითებს კონკრეტული ნორმის/წესის დარღვევაზე.

3.2.2 არასწორი მდგომა - ქცევის ტიპი ,,ბ“

,,ბ“ ტიპის ქცევის დროს დაშვებული შეცდომები: ფორმალური რეაქცია, შეშინება და შეურაცხყოფა.

ფორმალური რეაქცია:

პოლიციელი არ უხსნის მოქალაქეს მისი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზეზს. ის უბრალოდ ეუბნება მოქალაქეს, რომ მან დაარღვია კანონი, თუმცა არაფერს ამბობს კონკრეტულ მიზეზებსა და არგუმენტებზე.

მაგალითად: ,,თქვენ ჩაიდინეთ სამართალდარღვევა, დაარღვიეთ კანონი, ამიტომ გაჯარიმებთ”

მოქალაქე ღიზიანდება, მას სურს განიხილოს კონკრეტული წესი.

შეშინება:

პოლიციელი ცდილობს მოქალქის შეშინებას. მაგალითად: ,,აქ მე ვწყვეტ დაგაჯარიმებთ თუ არა. თუ ამას არ ეთანხმებით, თქვენთვისვე იქნება ცუდი.“

მოქალაქე ძალიან მტკივნეულად რეაგირებს შეშინებაზე, ზოგიერთმა მოქალაქემ, შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულოს შექმნილი სიტუაცია.

შეურაცხყოფა:

პოლიციელი წინააღმდეგობას თავის თავზე იღებს და გადადის პირად შეურაცხყოფაზე: მაგალითად: ,,მე მესმის რისი თქმაც გსურთ, სულელი არა ვარ, აი თქვენში კი დარწმუნებული არ ვარ“! ერთი მხარის მიერ შეურაცხყოფელი გამონათქვამი მეორე მხრიდანაც შესაბამის მოქმედებას იწვევს, შედეგად კი სიტუაცია იძაბება.

3.2.3 არასწორი მდგომა - ქცევის ტიპი ,,გ“

,,გ” ტიპის ქცევის დროს დაშვებული შეცდომები: პოლიციელი ექცევა მოქალაქის გავლენის ქვეშ, გამოდის წყობიდან და შედის მოქალაქესთან კამათში.

პოლიციელი ექცევა მოქალაქის გავლენის ქვეშ

პოლიციელის რეაქცია არის პასუხი მოქალაქის ქცევაზე. თუ მოქალაქე მას შეურაცხყოფას აყენებს, პოლიციელი რეაგირებს შეურაცხყოფაზე და ისიც გადადის მოქალაქის შეურაცხყოფაზე.

მაგალითი:

მოქალაქე: ,,რას აკეთებ, შე ღორო?”

პოლიციელი: ,,რას ვაკეთებ? ვაჯარიმებ დეგენერატ ვირს, რომელმაც მანქანა არასწორად გააჩერა. აი რას ვაკეთებ”

პოლიციელი გამოდის წყობიდან

პოლიციელი რეაგირებს მოქალაქის სიტყვიერ თავდასხმაზე და ახდენს რეაგირებას ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით, მაგალითად მუქარით.

მაგალითი:

მოქალაქე ,,ამაყობ არა საკუთარი თავით, წახვალ და ცოლს მოუყვები შენს საგმირო საქმეებს არა, როგორ გამომიწერე ჯარიმა”?!

პოლიციელი:

,,დიახაც, ვამაყობ საკუთარი თავით, კიდევ ერთი სიტყვა ჩემს ცოლზე და დიდხანს დაგამახსოვრებ ამას“.

პოლიციელი შედის მოქალაქესთან კამათში

პოლიციელი მოქალაქესთან შედარებით ცდილობს გამოჩნდეს უფრო ძლიერი და ხუმარა.

მაგალითი:

მოქალაქე: ,,აუ, რა მამაცი ხარ! დედაშენმა იცის პოლიცილი რომ ხარ? ალბათ ძალიან დებილი იყავი იმისთვის, რომ წესიერი პროფესია აგერჩია.”

პოლიციელი:

,,დებილი? შენ თვითონ ხარ დებილი, ცალმხრივ გზაზე საპირისპირო მიმართულებით მოდიოდი, აი ეს არის სიდებილე”!

3.3 3.3 მოქალაქის ქცევის შეცვლა

▲back to top


მას შემდეგ რაც პოლიცილი დაადგენს მოქალაქის ქცევის ტიპს: ,,ა“-ს, ,,ბ“-ს თუ ,,გ“-ს, მან უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. პოლიციელმა უნდა შეძლოს მოქალაქის არაკეთილგანწყობილი ქცევის შეცვლა და წარმართოს პროცესი წარმატებით დასრულებისკენ. მოქალაქის ქცევის შეცვლა შესაძლებელია საუბრის სპეციალური მეთოდისა და ხერხის გამოყენებით.

3.3.1 სწორი მდგომა - ქცევის ტიპი ,,ა“

იმ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქე ხაზს უსვამს ამ შემთხვევის გამონაკლისობას და გასამართლებელ არგუმენტებს იგონებს, თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ შემდეგნაირად:

უჩვენეთ მას, რომ ყურადღებით უსმენთ, რომ შედიხართ მის მდგომარეობაში და გესმით მისი მოსაზრება. მაგალითად, უთხარით: ,,დიახ, მესმის, რომ ჩქარობდით”.

ყურადღების გამოხატვის კიდევ ერთი გზაა მისი ნათქვამის შეჯერება და გამეორება, მაგალითად: ,,როგორც თქვენ თქვით . . .“

მნიშვნელოვანია ასევე არავერბალური სიგნალებიც. მაგალითად, მოქალაქის პირდაპირ ყურება და თანხმობის ნიშნად თავის დაქნევა.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ვინაიდან მოქალაქე ისედაც ღელავს. ასეთ შემთხვევაში კი პოლიციელის მხრიდან მოუთმენლობის გამომჟღავნებამ, შესაძლოა, მისი უფრო მეტად აღშფოთება და აღელვება გამოიწვიოს.

მას შემდეგ, რაც მოქალაქის რეაქციას ყურადღება მიაქციეთ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ და დეტალურად აუხსენით თქვენი გადაწყვეტილება.

საუბრის ეს ფაზა დაასრულეთ მათი პიროვნების (პირადობის) შესახებ შეკითხვით.

თუ ის თქვენი გადაწყვეტილების მიმართ წინააღმდეგობას გამოხატავს, არ წამოიწყოთ დისკუსია. კიდევ ერთხელ განუმარტეთ თქვენი გადაწყვეტილება.

3.3.2 სწორი მდგომა - ქცევის ტიპი ,,ბ“

თუ მოქალაქე შეეცდება სიტუაცია წარმოაჩინოს როგორც ჩვეულებრივი მოვლენა და, ამავდროულად, აკრიტიკებს წესებსა და დასჯის სისტემას, მიზანშეწონილია შემდეგი სახით მოქმედება:

გამოავლინეთ მოქალაქის მიმართ ყურადღება, აგრძნობინეთ, რომ შეგიძლიათ მოვლენებს მისი თვალითაც შეხედოთ და გაიგოთ მისი მოსაზრება. მნიშვნელოვანია პატივისცემის გამოვლენა და ზრდილობიანი ქცევა.

შემდეგ აუხსენით მას თქვენი პოზიცია. არ ამტკიცოთ თქვენი პოზიციის უპირატესობა, უბრალოდ წარადგინეთ ის, როგორც უბრალოდ სხვა შეხედულება. მაგალითად: თქვენ შეგიძლიათ მას აუხსნათ, რატომ არის შექმნილი ვითარება სახიფათო ან ავტომანქანის მართვისას ასეთი ქცევა დაუშვებელი ან აუხსენით, რომ დისკუსიის გამართვას აზრი არა აქვს, რადგან ასე შეთანხმებამდე ვერ მიხვალთ. თქვენ შეგიძლიათ ეს შემდეგი ფრაზით გადასცეთ: ,,მე მესმის თქვენი პოზიცია, მაგრამ მე სხვაგვარად ვაფასებ ამ მდგომარეობას, არა მგონია შევძლოთ შეთანხმების მიღწევა”. შეინარჩუნეთ ასეთი მიდგომა და გადადით მისი პიროვნების დადგენაზე.

3.3.3 სწორი მდგომა - ქცევის ტიპი ,,გ“

იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქე ცდილობს შეაშინოს პოლიციელი ან შეურაცხყოფა მიაყენოს მას, აუცილებელია შემდეგნაირად მოქცევა.

პირველ რიგში, ყურადღება არ მიაქციოთ შეურაცხყოფას. ხშირად მოქალაქეები აცნობიერებენ, რომ ზედმეტი მოუვიდათ და თვითონვე წყვეტენ თავდასხმას. თუ მოქალაქე არ წყვეტს შეურაცხყმყოფელ გამოსვლებს, მოუწოდეთ მას წესრიგისკენ. მაგალითად: ,,მოდით, ეს საკითხი მშვიდად გადავჭრათ. მე გთავაზობთ საკითხში ერთობლივად გარკვევას“.

თუ მოქალაქე ამ სტადიაზე არ დამშვიდდა, შესთავაზეთ მას არჩევანი: ან მასთან ერთად მშვიდად ადგილზევე გაარკვევთ ვითარებას ან მას განყოფილებაში წაიყვანთ.

4 დანართი

▲back to top


საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის

1. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, - გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის, - გამოიწვევს დაჯარიმებას 170 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, -

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, - გამოიწვევს დაჯარიმებას -

300 ლარის ოდენობით.

5. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის, -

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, -

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალ-დარღვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან.

2. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია: სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია; თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების შედეგად დასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები.

3. უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

4. ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.

5. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ პირს მართვის მოწმობა დაუბრუნდება სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი.

6. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით.

7. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

8. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

კაზუსი

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა არაყიშვილმა მის კუთვნილ ავტომანქანაზე საჭესთან დასვა აგრეთვე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ღვინიაშვილი და ორივენი ერთად ხაშურიდან ქარელში გაემგზავრნენ. რაიონული მნიშვნელობის გზაზე გამოსვლისთანავე ისინი დაკავებული იქნენ პატრულის მიერ სიჩქარის გადაჭარბებისათვის.

აღნიშნულ შემთხვევაში, თუ დაკავებულ პირებს 116-ე მუხლზე დართული შენიშვნის მე-2 და მე-3 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად დაუდგინდათ სიმთვრალე, საქმე გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პასუხისმგებლობის დამდგენ რამდენიმე ადმინისტრაციულ გადაცდომასთან. კერძოდ 116-ე მუხლის I, II ნაწილებით, ხოლო თუ მძღოლს არ აღმოაჩნდება მართვის მოწმობა, საქმე გვექნება III ნაწილით განსაზღვრულ ქმედებასთან.

მუხლი 117. ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება

1. სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, -

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.

კაზუსი

მელიქიშვილის გამზირზე პატრულმა გააჩერა მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომლის მძღოლს გოშაძეს აღენიშნებოდა სიმთვრალის აშკარა ნიშნები. იგი შესამოწმებლად გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიურ დისპანსერში სიმთვრალის ხარისხის დასადგენად, თუმცა ამ უკანასკნელმა ჯიუტად თავი აარიდა სამედიცინო შემოწმებას.

გოშაძის ქმედება არის 117-ე მუხლში მითითებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ვინაიდან მან, მიუხედავად იმისა, რომ მიყვანილ იქნა ნარკოლოგიურ დისპანსერში, მაინც უარი განაცხადა საბოლოო შემოწმებაზე. ამ შემთხვევაში პატრული სამართალდამრღვევაზე შეადგენს შესაბამის ოქმს.

მუხლი 118. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, ან სხვა პირისათვის ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა

1. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, ან მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისათვის ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, -

გამოიწვევს ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით.

3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

კაზუსი

სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა მოსახვევში ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა სავალი ნაწილიდან და შეეჯახა განათების ბოძს. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ შემთხვევის მომენტში სიჩქარე აჭარბებდა დასაშვებ ზღვარს, სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან იყო გამოსული. ავტომანქანას გავლილი არ ჰქონდა ყოველწლიური სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება.

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რამდენიმე სამართალდარღვევასთან. მაგალითად: გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირების (გამოცდის) არგავლა. აგრეთვე ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა 125-ეს V ნაწილით განსაზღვრული გადაცდომის ნიშნები _ დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, რასაც მოჰყვა სატრანსპოპრტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება. ქმედება თავისი შინაარსით შეიცავს მესამე სამართალდარღვევასაც, 119-ეს II ნაწილი - იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა. თუმცა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის შეფარდებისას ამისათვის უფლებამოსილმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა უნდა იხელმძღვანელოს 36-ე მუხლის მოთხოვნებით.

მუხლი 1181. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მისგან მარჯვენა (მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა საავტომობილო გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, -

გამოიწვევს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს.

2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

კაზუსი

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, სოფელ პატარძეულთან საპატრულო განწესის მიერ შემჩნეულ იქნა BMჭ-ს მარკის ავტომანქანა, რომლის მძღოლიც საუბრობდა მობილურ ტელეფონზე. იგი არ დაემორჩილა პატრულის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების თაობაზე და დიდი სიჩქარით გააგრძელა მოძრაობა. მოგვიანებით, ეს ავტომანქანა გაჩერებულ იქნა აღნიშინული საავტომობილო გზის 70-ე კილომეტრზე. მძღოლს, ალექსანდრე როგავას, არ ჰქონდა შეკრული უსაფრთხოების ღვედები.

პირველად როგავა შემჩნეულ იქნა 1182-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაში - სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მობილური ტელეფონით სარგებლობა, შემდეგი დარღვევა მან ჩაიდინა მაშინ, როდესაც იგი არ დაემორჩილა პატრულის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების თაობაზე 123-ეს I. გარდა ამისა, მძღოლმა გადააჭარბა დადგენილ სიჩქარეს, რაც შესაბამის ხელსაწყოზე დაფიქსირების შემთხვევაში განხილულ უნდა იქნეს, როგორც 125-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ადმინისტრაციული გადაცდომა და ბოლოს, გაჩერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ავტომაგისტრალზე მოძრაობისას დამაგრებული არ ჰქონდა უსაფრთხოების ღვედი - მუხლი 1181. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის შეფარდებისას ამისათვის უფლებამოსილმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა უნდა იხელმძღვანელოს 36-ე მუხლის მოთხოვნებით.

მუხლი 1182. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც მოქმედებდა „საგზაო მოძÕაობის უსაფÕთხოების შესახებ“ საქაÕთველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში.

2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

მუხლი 1183. მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა

მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

მუხლი 119. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა

1. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არა აქვს:

ა) მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა;

ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები;

გ) ავტომოტოტრანსპორტის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციაში რეგისტრირებული მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, მისით სარგებლობის ან სხვა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სატრანსპორტო საშუალების მფლობელის არყოფნისას მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, აგრეთვე თუ დარღვეულია სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის რეგისტრაციის წესები, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

2. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით.

3. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

4. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება, -

გამოიწვევს ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

5. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს), -

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

6. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის მართვის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

7. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობის გარეშე, - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ კოდექსის 116-ე, 117-ე, 118-ე, 1181, 1182, 119-ე, 120-ე, 121-ე, 1211, 123-ე, 125-ე და 1271 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მართვის მოწმობის ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტების უქონლობის შემთხვევაში დამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს; სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, თუ მას აქვს ისეთი ტექნიკური გაუმართაობა, რომლის არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, მისით სარგებლობის ან სხვა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეგისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციაში ხდება უსასყიდლოდ.

3. ამ კოდექსში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებად ჩაითვლება ყველა სახეობის ავტომობილი, ტრაქტორი და სხვა თვითმავალი მანქანა, ტრამვაი და ტროლეიბუსი, აგრეთვე მოტოციკლი და სხვა, ძრავით მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (მოპედის გარდა).

4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

6. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

7. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება პირზე, რომლის სატრანსპორტო საშუალების მინების დამუქება არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას.

კაზუსი

საპატრულო პოლიციისა და შპს ,,დიაგნოსტიკის“ თანამშრომლების ერთობლივი ღონისძიების დროს გამოვლენილ იქნა ავტომანქანა გაზ-3110, რომლის სპეციალური აპარატურით შემოწმებით დადგინდა, რომ გამონაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა რამდენჯერმე აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს 119-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ სამართალდარღვევას. ნორმაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ავტომოტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავი საშუალებების ექსპლუატაცია, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა აღემატება დადგენილ ნორმატივებს, გამოიწვევს დაჯარიმებას.

კაზუსი

ქ. ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე, პატრულის მიერ გაჩერებულ იქნა ავტომანქანა ვაზ -2109, რომლის მძღოლს ვახტანგ გოგუაძეს შემოწმების დროს არ აღმოაჩნდა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები.

აღნიშნული შემთხვევა შეიცავს 119-ე მუხლის I ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის ნიშნებს. ამავე მუხლის შენიშვნის I პუნქტის შესაბამისად სამართალდამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე, ა/მანქანის ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევ მძღოლს.

მუხლი 120. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან მისი არადანიშნულებით გამოყენება

1. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე დაყენება, ანდა ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილისათვის განკუთვნილი შეფერილობის უკანონოდ გამოყენება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ხელსაწყოს კონფისკაციას.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

3. იმ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის შეფერხება, რომლებზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალები და რომლებიც ახორციელებენ ესკორტს ან რომლებსაც მიაცილებენ, -

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 6 თვის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, -

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. სპეციალური სანათი ხელსაწყოს უკანონოდ დაყენებად ჩაითვლება ასეთი ხელსაწყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის სალონში საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის შესამჩნევ ადგილზე დადგმა (მუშა მდგომარეობაში ან უამისოდ).

2. სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენებად ჩაითვლება, თუ მისი გამოყენება ოპერატიული ან სპეციალური საშუალების დანიშნულებიდან გამომდინარე მოვალეობის შესრულებასთან არ არის დაკავშირებული.

3. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 300 ლარის ოდენობით.

4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

6. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან. იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის

1. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, -

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, -

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, იგი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.

3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

კაზუსი

გოდერძი კიღურაძემ თავის შვილს შალვა კიღურაძეს, რომელსაც არ ჰქონდა მართვის უფლება, ათხოვა საკუთარი ავტომანქანა მეზობელ სოფელში წასასვლელად. შალვა კიღურაძე გაჩერებულ იქნა პატრულის მიერ.

აღნიშნულ შემთხვევაში გოდერძი კიღურაძემ ჩაიდინა 121-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რაც აღინიშნება მის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ თუ შალვა კიღურაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის თექვსმეტი წლის იყო, მაშინ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხიც 121-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად.

კაზუსი

მოქალაქე გიორგი ძნელაძე გულის შეტევით გახდა ცუდად, ვინაიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, გიორგის მეუღლემ სთხოვა მეზობელს კახა გაბისკირიას, მათივე კუთვნილი ავტომანქანით გადაეყვანათ ავადმყოფი სამედიცინო სტაციონარში. კახამ განუმარტა გიორგის მეუღლეს, რომ არ ჰქონდა მართვის მოწმობა, თუმცა განმეორებით თხოვნაზე უარი აღარ უთხრა და მაინც მიუჯდა ავტომანქანის საჭეს. სიჩქარის გადაჭარბების გამო საავტომობილო გზის ერთ-ერთ უბანზე ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა საპირისპირო მხარეს და შეეჯახა იქიდან მომავალ მიკროავტობუსს. შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს ორივე სატრანსპორტო საშუალების მგზავრებმა.

ვითარება ამ შემთხვევაში მართლაც რთულია. რა თქმა უნდა, სახეზე გვაქვს რამოდენიმე სამართალდარღვევის ნიშნები. 121-ე მუხლის I ნაწილით სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის მოწმობის გარეშე, სიჩქარის გადაჭარბება, რასაც მოჰყვა საგზაო სატრანსპრტო შემთხვევა 125-ეს V; ხოლო, თუ საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაფიქსირდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მაშინ სახეზე გვექნება დანაშაულის ნიშნები და საქმის განმხილველმა ორგანომ (თანამდებობის პირმა) იგი უნდა გადაუგზავნოს საგამოძიებო ორგანოს.

მუხლი 1211. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვა ან ამ მოწმობით უკანონოდ სარგებლობა

1. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა, ან/და პირის მიერ მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო მართვის მოწმობის მიღების მიზნით, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით

1. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით,

გამოიწვევს დაჯარიმებას 60 ლარის ოდენობით.

2. სატრანსპორტო საშუალების მართვა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

3. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში (გარდა სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვისა, თუ არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სახელმწიფო სანომრე ნიშნის შეცვლის შესახებ) დამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ.

2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დამრღვევს მიეცემა დადგენილი ნიმუშის ცნობა, რომლის მოქმედების ვადაშიც სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაატაროს სატრანსპორტო საშუალება რეგისტრაციაში. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში გაუტარებლობის შემთხვევაში იკრძალება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.

3. ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტში მითითებული ცნობის ფორმას და მისი შევსების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

6. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა

1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის ბოროტად შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ხუთი დღის ვადით.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.

2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა

1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით,

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, -

გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას ერთი თვის ვადით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, -

გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

6. საქვეითო გადასასვლელის გავლის, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების ანდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

7. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკÕძალულია“, „მოძÕაობა აკÕძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

8. ამკრძალავი ნიშნის „დგომა-გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით

9. ამ მუხლის მე-6-მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

10. ამ მუხლის მე-6-მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. მიტოვებულ სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე ან განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება სპეციალური საშუალებით, თუ მინიშნება ამის თაობაზე ახლავს ამკრძალავ ნიშანს; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ. თუ სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანა შეუძლებელია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დადგენის შემდეგ დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 300 ლარის ოდენობით.

3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-6-მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალ-დარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

5. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

კაზუსი

ავტომანქანა მერსედესის მძღოლმა, პეტრე კომბალაძემ, რუსთაველის გამზირზე მოძრაობისას გადაკვეთა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზი. რის შედეგადაც დააზიანა შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ოპელის უკანა მარცხენა ფრთა. კობალაძეს არ შეუჩერებია ავტომანქანა და სიჩქარის მომატებით გააგრძელა მოძრაობა დასახული მიმართულებით. მოგვიანებით იგი დაკავებულ იქნა პატრულის მიერ.

ამ შემთხვევაში, კომბალაძემ ჩაიდინა რამდენიმე სამართალდარღვევა. 125-ე მუხლის X ნაწილით, ანუ შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების მსუბუქი დაზიანება, აგრეთვე 123-ეს I საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება, ქმედებაში არის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების ნიშნებიც, თუმცა მის ბრალეულად შესარაცხად საჭიროა მისი ტექნიკური საშუალებით (სიჩქარმზომით) დაფიქსირება.

მუხლი 127. ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა

1. ქვეითად მოსიარულის, ველოსიპედისტის, მზიდავის ან გზით მოსარგებლე სხვა პირის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ლარის ოდენობით.

2. სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გასწვრივ მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

მუხლი 1271. საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, ავტოსადგურის მუშაობის, სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და გამოყენების წესების დარღვევა

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. ავტოსადგურის მუშაობის წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. საავტომობილო ტრანსპორტზე სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და გამოყენების წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. მძღოლი ვალდებულია პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, წარუდგინოს მას სატრანსპორტო საგზაო ბარათი. სატრანსპორტო საგზაო ბარათის არქონის შემთხვევაში შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

4. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

მუხლი 1291. ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის გადაზიდვა

1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გავლა, რომელთა თითოეულ ღერძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა - 44 ტონას, -

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ოპერატორის ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 1000 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად).

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას და რომელთა გატარება დასაშვებია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებისა და შესაბამისი რეკომენდაციის მიღების შემდეგ.

შენიშვნა:

1. იმ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე), რომლის თითოეულ ღერძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და რომლის საერთო წონა - 44 ტონას, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ზედმეტი ტვირთის ჩამოცლას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ მითითებულ ადგილას), ტვირთის დაცვას/შენახვას და მის შემდგომ ტრანსპორტირებას.

2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.