![]() |
უსაფრთხოება პარტნიორობის მეშვეობით |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საერთაშორისო ორგანიზაციები |
საავტორო უფლებები: ©NATO/OTAN 2005 საქართველო ნატოში |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: NATO Public Diplomacy Divisio/Division Diplomatie Publique de l’OTAN 1110 Brussels, Belgium/1110 Bruxselles, Belgique Web site: www.nato.int Site web: www.otan.nato.int E-mail/Courriel: natodoc@hg.nato.int |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲back to top |
ამ ბროშურის მიზანია, მკითხველს გააცნოს ევროატლანტიკური პარტნიორობის ფუძემდებლური პრინციპები და უმთავრესი მექანიზმები. ამ მიზნით, მასში ყურადღება საქმიანობის ხუთ ძირითად სფეროზე მახვილდება: დიალოგი და თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებზე; მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციები; თავდაცვის სისტემის რეფორმირება; მზაობა საგანგებო სიტუაციებისათვის და თანამშრომლობა მეცნიერებისა და ეკოლოგიის დარგში, რაც ნათელს ხდის, თუ როგორ ძლიერდება ევროატლანტიკური უსაფრთხოება პარტნიორობის მეშვეობით და რამდენად რეალური და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნებისათვის. შეიძლება ჩაითვალოს, რომ პარტნიორული საქმიანობა დადებით გავლენას ახდენს რეფორმებზე, დემოკრატიული სტრუქტურების განვითარებასა და მრავალეროვნულ თანამშრომლობაში პარტნიორი ქვეყნების, როგორც უფრო ფართო საერთაშორისო ერთობის წევრების, მონაწილეობაზე.
ერთ პუბლიკაციაში შეუძლებელია საქმიანობის იმ სპექტრის სრული სიგრძე-სიგანით წარმოჩენა, რომლის ფარგლებშიც პარტნიორი ქვეყნები ნატო-სთან ერთად მუშაობენ. ამგვარი საქმიანობა მოიცავს როგორც ფართოდ გაშუქებულ სამშვიდობო ოპერაციებს ბალკანეთსა და ავღანეთში, ისე თანამშრომლობას მრავალ სხვა სფეროში როგორიცაა, მაგალითად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, თავდაცვის სისტემის რეფორმირება, უსაფრთხოების ეკონომიკური ასპექტები, მზაობა საგანგებო სიტუაციებისათვის, შეიარაღების კონტროლი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საჰაერო თავდაცვა, საჰაერო სისტემის მართვა, შეიარაღებული ძალები, განათლება და სწავლება, მეცნიერება და გარემოს დაცვა, საინფორმაციო პროგრამები.
ნატო ასევე ავითარებს ურთიერთობებს ორ პარტნიორ ქვეყანას, რუსეთსა და უკრაინასთან, ასევე ხმელთაშუა ზღვის დიალოგში მონაწილე შვიდ ქვეყანასთან. მეტიც, 2004 წლის ივნისის სტამბოლის სამიტზე წამოყენებული ინიციატივის მეშვეობით, ალიანსი ცდილობს გაიფართოოს მოქმედების სფერო და შესაძლებელი გახადოს თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებთან. თუმცა მათთან ურთიერთობის კონკრეტული საკითხები წინამდებარე ბროშურაში არ განიხილება, ამჟამინდელი და სამომავლო თანამშრომლობა ამ ქვეყნებთან ევროატლანტიკური პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროცესებსა და შემუშავებულ მექანიზმებს ეფუძნება.
![]() |
2 პარტნიორობის წარმოშობა და განვითარება |
▲back to top |
1989 წლის ნოემბერში დაინგრა ბერლინის კედელი. რითაც დასრულდა ცივი ომი. დროის მცირე მონაკვეთში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დიდი სისწრაფით განვითარებულმა მოვლენებმა ნატო უსაფრთხოების ახალი და სრულიად განსხვავებული გამოწვევების წინაშე დააყენა,. ევროპაში მომხდარმა უპრეცედენტო პოლიტიკურმა ცვლილებებმა შექმნა უსაფრთხოების გაძლიერების ბრწყინვალე შესაძლებლობა, თუმცა ამასთან გარდაუვალად იჩინა თავი ახალი ტიპის გაურკვევლობამ და პოტენციურმა არასტაბილურობამაც.
რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ცივი ომის დროინდელი დაპირისპირების დასრულების შემდეგ ხელიდან არ იქნეს გაშვებული ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ახალი, უფრო პოზიტიური მიმართულებით გავითარების შანსი? რა ზომები უნდა გატარდეს ყველა ევროპულ ქვეყანას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ნორმალური ურთიერთობების აღსადგენად? რა დახმარება უნდა გაეწიოს ცენტრალური და აღმოსაველთის ევროპის ქვეყნებს, რათა მათ განიმკიტიცონ ახლადმოპოვებული სახელმწიფოებრიობა და ხორცი შეასხან თავიანთ მისწრაფებას, დემოკრატიული ქვეყნების სტატუსით სრულფასოვანი მონაწილოება მიიღონ უსაფრთხოების საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტაში როგორც რეგიონულ, ისე უფრო ფართო დონეზე?
> ცივი ომის დასრულების შემდეგ გაჩნდა ახალი შესაძლებლობები უსაფრთხოების გამყარებისა და თანამშრომლობისათვის
ამის საპასუხოდ, მოკავშირე ქვეყნების ლიდერების 1990 წლის ივლისის უმაღლესი დონის შეხვედრაზე ლონდონში მათ „მეგობრობის ხელი“ გაუწოდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ძველ გამყოფ ხაზს იქით მდებარე ქვეყნებს და ახალი ურთიერთობები შესთავაზეს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ყველა ქვეყანას. მომზადდა საფუძველი 1991 წლის დეკემბერში ჩრდილოატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის (ჩასც) შესაქმნელად. რაც ჩაფიქრებულია როგორ ფორუმი, სადაც ნატო და მისი ახალი პარტნიორი ქვეყნები საერთო პრობლემებს განიხილავენ. (ცვლილებების ტემპი იმ დროს ევროპაში იმდენად მაღალი იყო, რომ თვით ჩასც-ის პირველ შეხვედრაზე გახდნენ ისტორიული მოვლენის მოწმე: საბოლოო კომუნიკეს თაობაზე მოლაპარაკებისას საბჭოთა კავშირის ელჩმა გამოაცხადა, რომ შეხვედრის მიმდინარეობის დროს საბჭოთა კავშირი დაიშალა და ის ამჟამად მხოლოდ რუსეთის ფედერაციიას წარმოადგენს). საკითხებისადმი მნიშვნელოვნად ახალი მიდგომები აისახა 1991 წლის ნოემბერში შემუშავებულ ალიანსის ახალ, სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც უსაფრთხოების საკითხის უფრო ფართო ხედვით ხასიათდება. ალიანის მიზნების პოლიტიკური საშუალებებით მიღწევის მიზნით შესაძლებლობა უფრო დიდი იყო, ვიდრე ოდესმე. თუმცა, თავდაცვის საკითხი კვლავაც მნიშვნელოვანია, ამჟამად შესაძლებელია მეტი ყურადღება დაეთმოს ეკონომკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებს, რაც მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში სტაბილურობისა და უსართხოების ხელშეწყობის საშუალებაა. დიალოგი და თანამშრომლობა ამგვარი მიდგომის განუყოფელი ნაწილებია, რაც აუცილებელია ალიანსის წინაშე მდგარი მრავალი პრობლემის მოსაგვარებლად. ცივი ომის დასრულების შემდეგ, მთავარ მიზნებად იქცა გაუგებრობის საფუძველზე, ან ფარული გეგმის მეშვეობით, ახალი კონფლიქტების საფუძველზე, ან ფარული გეგმების მეშვეობით, ახალი კონფლიქტების წარმოშობის რისკის შემცირება და იმ კრიზისული სიტუაციების უკეთესად გადაჭრა, რომლებიც მოკავშირეების უსაფრთხოებას ემუქრება, აგრეთვე ევროპის ყველა სახელმწიფოს შორის ურთიერთგაგებისა და ნდობის ამაღლება და უსაფრთხოების საერთო პრობლემების გადაჭრის პროცესში ჭეშმარიტი პარტნიორობის ჩამოყალიბების შესაძლებლობის ამაღლება.
,,ამ პარტნიორობის ჩამოყალიბება იმ საერთო რწმენის გამოხატულებაა, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარება შეიძლება მხოლოდ თანამშრომლობისა და ერთობლივი მოქმედების გზით. ძირითადი თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვა და სტიმულირება, თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა დემოკრატიისა და პარტნიორობისათვის საერთო ძირითადი ღირებულებების მეშვეობით.
(თანამშრომლობა მშვიდობისათვის ჩარჩო დოკუმენტი - ბრიუსელის სამიტი, 1994 წლის 10 იანვარი)
|
უშუალოდ ცივი ომის დამათავრების შემდეგ. ჩასც-ის კონსულტაციებზე ყურადღება, ძირითადად, ცივი ომის პერიოდიდან შემორჩენილ უსაფრთხოების ისეთ პრობლემას ეთმობოდა, როგორიცაა რუსეთის ჯარების გაყვანა ბალტიის ქვეყნებიდან. დასაბამი მიეცა აგრეთვე პოლიტიკურ თანამშრომლობას უსაფრხოებისა და თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხში. ჩასც-მა მრავალ სფეროში თქვა ახალი სიტყვა. ამასთან, ძირითადად, ის მრავალმხრივ პოლიტიკურ დიალოგზე ამახვილებდა ყურადღებას და არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ ყოველ პარტნიორს ინდივიდუალური თანამშრომლობის ფარგლებში დაემყარებინა ურთიერთობები ნატოს-თან.
ვითარება შეიცვალა 1994 წელს, როდესაც ჩამოყალიბდა პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“, რომელიც ნატო-სა და ცალკეულ პარტნიორ ქვეყნებს შორის უმნიშვნელოვანესი ორმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობის პროგრამა და თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. დაბოლოს, 1997 წელს შეიქმნა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (ეაპს), რომელმაც შეცვალა ჩასც და, მის მიღწევებზე დაყრდნობით, გზა გაუხსნა უფრო ღრმა და ოპერატიული პარტნიორობის ჩამოყალიბებას.
მრავალეროვნულ დონეზე პარტნიორობისა და თანამშრომლობის არსი მდგომარეობს რეგულარულ კონლუსტაციებსა და ერთობლივ მოქმედებებში, რომელთა მიზანია გამჭვირვალეობისა და ნდობის დამყარება მთელ ევროატლანტიკურ არელაში. ორმხრივ დონეზე მათი მიზანია შექმნილი კონკრეტული სიტუაციებისა და, მათი მოთხოვნების შესაბამისად, პრაქტიკული სამუშაო ურთიერთობების დამყარება ცალკეულ პარტნიორ ქვეყნებსა და ნატო-ს შორის.
პარტნიორობის პროცესი გულისხმობს დიალოგისა და ურთიერთგაგების დამყარებას ყველა მონაწილე ქვეყანას შორის, რომელთაგან ბევრი დაპირისპირებული ალიანსების წევრი ყოფილი მოწინააღმდეგეა, ბევრს კი ხანგრძლივი რეგიონული, ტერიტორიული, პოლიტიკური, ეთნიკური ან რელიგიური დავა აქვს ერთმანეთთან. ერთობლივმა ქმედებებმა, რომელთა მიზანი უსაფრთხოების საერთო პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტის პოვნა იყო. საფუძველი დაუდო მნიშვნელოვან მიღწევებს: დაიწყო წარსულის ცრურწმენების გადალახვის პროცესი და თვალნათელი გახდა, რომ თანამშრომლობას ყველასათვის შეუძლია სარგებლობის მოტანა.
პარტნიორობის პროცესის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა იყო წრუმატებლობები და სიძნელეებიც, რაც ალბათ, გარდაუვალი იყო. თუ გავითვალისწინებთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების რთულ პროცესს. ეაპს-მ და პროგრამამ „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ თანადათანობით წარმოშვეს თავიანთი მამოძრავებელი ძალები, ვინაიდან ნატო და მისი პარტნიორი ქვეყნები თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამდნენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაფართოებლად, პარტნიორობის ფარგლებში მათ მიერვე გატაცებული ზომების საფუძველზე. უსაფრთხოების ცვალებად გარემოში წარმოქმნილი ახალი პრობლემების გადასაჭრელად პარტნიორობა ვითარდებოდა იმ წლების განმავლობაში, როცა იცვლებოდა ნატო-ც. ალიანსის დინამიზმისა და მნიშვნელობის შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდა პარტნიორული ქმედებებისა და მექანიზმების მისადაგება ნატო-ს ახალ პრიორიტეტებთან (იხ. „უმთავრესი მექანიზმები)“
აუციელებელი გახდა ასევე პარტნიორობის გაღრმავება და გაფართოება, რათა დაკმაყოფილებულიყო სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის მისწრაფებები და პარტნიორობა მათთვის კვლავაც მიმზიდველი ყოფილიყო. ნატო-ს გაფართოების ორი რაუნდის შემდეგ. შეიცვალა თანაფარდობა მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის (იხ. ჩარჩო) 2004 წლის მარტისთვის ნატოს- მეტი მოკავშირე ჰყავდა, ვიდრე პარტნიორი. დანარჩენი პარტნიორობის ჯგუფის შემადგენლობა ძალზე მრავალფეროვანია. მათ შორის არიან ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც ჯერ ვერ განთავისუფლებულან წარსულის მემკვიდრეობისაგან, კავკასიისა და ცენტრალური აზიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მაგრამ სუსტი ქვეყნები და დასავლეთი ევროპის კავშირს გარეთ მყოფი ქვეყნები. მათგან ზოგი საკუთარ თავდაცვით სისტემასა პოტენციალს ამჟამად ქმნის, ზოგს შეუძლია თავისი ძალებით მნიშვნელოვანი წვლილი შეტანოს ნატო-ს მიერ წარმართულ სამშვიდობო ოპერაციებში და სხვა პარტნიორებს დაეხმაროს რჩევებით, ასევე პერსონალის მომზადებასა და სხვა სფეროში.
ამჟამად, ეაპს-ში 20 პარტნიორი ატარებს კონსულტაციებს 26 მოკავშირესთან და ავითარებს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოებუის მრავალი სხვადასხვა ასპექტის მომცველ საკითხებში. მათი სამხედრო ძალები ხშირად ატარებენ ერთობლივ წვრთნებს და აქვთ ურთიერთობა; მათი ჯარისკაცები გვერდიგვერდ მსახურობენ ნატო-ს მიერ წარმართულ სამშვიდობო ოპერაციებში; მოკავშირეები და პარტნიორები ერთობლივად იბრძვიან ისეთი საერთო მტრის წინააღმდეგ, როგორიცაა ტერორიზმი ცივი ომის დამთავრების მომენტისათვის ვერავინ იწინასწარმეტყველებდა ევროატლანტიკური სტრატეგიული გარემოს ამგვარ დრამატულ ცვლილებას.
ნატო-ს პარტნიორული პოლიტიკის თავდაპირველი მიზანი იყო ქვეყნებს შორის ბარიერის რღვევა და უსაფრთხოების მიღწევა დიალოგისა და თანამშრომლობის გზით. დღეს მიზნები გაცილებით უფრო ამბიციურია, რადგან პარტნიორი ქვეყნები ნატოს-თან ერთად ცდილობენ ებრძოლონ XXI საუკუნის უსაფრთხოების პრობლემებს. მათ შორის ტერორიზმს, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასა და არშემდგარ სახელმწიფოებს.
მოკავშირეები და პარტნიორები
ბოლო წლების განმავლობაში პარტნიორობას შეუერთდა 30 ქვეყანა: ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, თურქმენეთი, ირლანდია, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, საქართველო, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგზიეთი, იუგოსლავიის ყოფილი რესბუბლიკა მაკედონია* შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი და ხორვატია.
1997 წლიდან სპეციალური ურთიერთობები მყარდება რუსეთსა და უკრაინასთან მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ნატო-რუსეთის დამფუძნებელ აქტს ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების თაობაზე და ნატო-უკრაინის ქარტიას განსაკუთრებული პარტნიორობის თაობაზე. მას შემდეგ, რაც 2002 წელს შეიქმნა ნატო-რუსეთის საბჭო, რომლის ფარგლებშიც მოკავშირეები და რუსეთი თანაბარ საფუძველზე ელაპარაკებიან ერმანეთს, ურთიერთობა რუსეთთან უფრო ინტენსიური გახდა. მას შემდეგ, რაც 2002 წლის ნოემბერში მიღებულ იქნა ნატო-უკრაინის სამოქმედო გეგმა, რომელიც მხარს უჭერს უკრაიმის ძალისხმევას გაატაროს რეფორმები უსაფრთხოების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული გაწევრიანების მიზნით გადაიდგა ნაბიჯები ნატო-უკრაინის ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაფართოებლად.
ათი პარტნიორი ქვეყანა მოკავშირე გახდა. პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი ალიანსს 1999 წელს შეუერთდნენ, ხოლო 2004 წელს მათ მოჰყვა ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. სამი კანდიდატი ქვეყანა უკვე ემზადება წევრობისათვის ესენია ალბანეთი, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია* და ხორვატია.
ბოსნიასა და ჰერცეგოვინას, აგრეთვე სერბიასა და ჩერნიგორიეს იმედი აქვთ, რომ შეუერთდებიან „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამასა და ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს ნატო მხარს უჭერს ამ მისწრაფებებს, მაგრამ ასევე აყენებს მოთხოვნებს, რომლებიც მათ თავდაპირველად უნდა დააკმაყოფილონ. ამ მოთხოვნებს შორისაა სრულყოფილი თანამშრომლობა საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალთან, ყოფილი იუგოსლავიის საკიტხებზე, კერძოდ კი საომარი მოქმედებების დროს ჩადენილ დანაშაულებში ყველაზე ცნობილი ეჭვმიტანილების, რადოვან კარაჯიჩისა და რატკო მლადიჩის დაპატიმრება. ამასობაში, ნატო უკვე აფინანსებს თავდაცვის სისტემის რეფორმას ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში. ნატო შეზღუდულ ფარგლებში თანამშრომლობს აგრეთვე სერბიასა და ჩერნოგორიასთან. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი ელემენტია სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების მონაწილეობა ნატო-ზე საორიენტაციო კურსებში, სადაც მონაწილეები გაეცნობიან ალიანსს. კრიზისების მართვის საკითხებს, მშვიდობის მხატრდამჭერ ოპერაციებსა და სამოქალაქო და სამხედრო სექტორების თანამშრომლობას. |
______________________
შენიშვნა: ამ პუბლიკაციაში იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია მონიშნულია ვარსკვლავით (*), რომელსაც სქოლიოში ახლავს განმარტება: თურქეთი ცნობს მაკედონიის რესპუბლიკას მისი კონსტიტუციური სახელით.
![]() |
3 ძირითადი მექანიზმები |
▲back to top |
ნატო რეგულარულ კონსულტაციებს აწარმოებს თავის პარტნიორებთან ეაპს-ის მეშვეობით, რაც პარტნიორებთან ურთიერთობის ზოგად პოლიტიკურ ჩარჩოს ქმნის. ყოველ პარტნიორს შეუძლია აგრეთვე ინდივიდუალური ურთოერთობები დაამყაროს ალიანსთან „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პრაქტიკული საქმიანობის პროგრამის მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც პარტნიორებს შეუძლიათ შეარჩიონ თავიანთი პრიორიტეტები თანამშრომლობისათვის. პარტნიორობის ეს ორი უმთავრესი მექანიზმი ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ძირითად ელემენტად იქცა.
ალიანსის მომდევნო სამიტზე მადრიდში (1997წ.) ვაშინგტონში (1999წ.) პრაღასა (2002წ.) და სტამბოლში (2004წ.) მიოღებულ იქნა ზომები, მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გარღმავების მიზნით. ეს ინიციატივები ემყარებოდა საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც საფუზვლად დაედო თანამშრომლობას და რომელთა მეშვეობით ხდებოდა მუდმივი ერთგულების დემონსტრირება პარტნიორობის უმთავრესი მიზნისადმი - მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერება და გავრცელება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ.
პარტნიორობის ეპოქალური მოვლენები
1991 ჩრდილოატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის სხდომა
1994 ჩამოყალიბდა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამა; დაიწყო ნატო-ს პარტნიორული მისიები; ევროპაში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლეს შტაბ-ბინასთან შეიქმნა პარტნიორობის საკოორდინაციო უჯრედი.
1995 ევროპაში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლეს შტაბ-ბინასთან შეიქმნა საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრი.
1996 პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობდნენ ნატო-ს ხელმძრვანელობით ჩამოყალიბებულ ძალებში, რომელთა მიზანი იყო ბოსნიის სამშვიდობო შეთანხმების განხორციელება.
1997 შედგა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს (ეაპს) პირველი სხდომა სინტრაში (პორტუგალია). „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის სამოქმედო როლი გაიზარდა ნატო-სა და ეაპს-ის შემდგომ სამიტებზე მადრიდში. (ესპანეთი)
1998 შეიქმნა კატასტროფაებზე რეაგირების ევროატლანტიკური ქვედანაყოფი.
1999 ნატო-ს წევრი გახდა სამი პარტნიორი: ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი; დიალოგი და თანამშრომლობა შეტანილია ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში როგორც უსაფრთხოების სფეროში მისი ამოცანების ნაწილი;
ვაშინგოტნის სამიტზე გადაწყდა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის გაფართოება და მისი სამოქმედო როლის გაძლიერება; პარტნიორმა ქვეყნებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს კოსოვოს ძალებში ნატო-ს ხელმძღვანელობით, როცა ეს ძალები რეგიონში განლაგდა.
2001 12 სექტემბერს ეაპს შეიკრიბა, რათა დაეგმო აშშ-ში მომხდარი ტერორისტული აქტები და პირობა დაედო, რომ შეებრძოლება ტერორიზმის საფრტხეს.
2002 მრავალმხრივი მიმოხილვის შედგად, პრაღის სდამიტზე გაძლიერდა ეაპს და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამა; დაიწყო ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორობის დამოქმედო გეგმის განხორციელება.
2003 პარტნიორი ქვეყნების ჯარები შეუერთდნენ ავღანეთში განლაგებულ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ძალებს ნატო-ს ხელმძღვანელობით.
2004 ნატო-ს წევრი გახდა შვიდი პარტნიორი ქვეყანა; ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია;
სტამაბოლის სამიტზე დამატებითი ზომები იქნა მიღებული პარტნიორობის განსამტკიცებლად;
დაიწყო პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელება, თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური აღმშენებლობისათვის. |
ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო
ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოში გაერთიანებული არიან ნატო-ს წევრები და პარტნიორები. აჟამამად სულ 446 ქვეყანა. ეს არის მრავალმხრივი ფორუმი, რომლის მიზანია რეგულარული დიალოგისა და კონსულტაციების წარმართვა პოლიტიკასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ის არის აგრეთვე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის ჩარჩოებშიც ვითარდება ინდივიდუალური ორმხრივი ურთიერთობები ნატო-სა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის.
1997 წელს მიღებული გადაწყვეტილება ეაპს-ს შექმნის თაობაზე ემყარება ჩრდილოატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის ფარგლებში მიღწეული წარმატებების განვრცობისა და უფრო ფართო და ოპერატიული პარტნიორობისათვის უსაფრთხოების ფორუმის შექმნის სურვილს. ახალი ფორუმის მიზანია მიესადაგებოდეს, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორებთან სულ უფრო რთული დონის ურთიერთობებს, აგრეთვე ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშვა სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის დროს ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, სადაც 14 პარტნიორი ქვეყნის საჯარისო ნაწილები განლაგდა და მოკავშირეების მხარდამხარ იცავს მშვიდობას 1996 წელს. ამ დამატებითი ზომების პარალელურად იზრდება „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის როლი, რაც იმაში გამოიხატება, რომ პარტნიორი ქვეყნები სულ უფრო ფართოდ მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღებისა და დაგეგმვის პროცესში, პარტნიორობის პროგრამით გათვალისწინებული ქმედებების მთელ სპექტრში. ეაპს-მა შექმნა აგრეთვე პარტნიორობის ჩარჩოები, რომლებიც, თავდაპირველად, ყოფილი ვარშავის პაქტის წევრი და დასავლეთი ევროპის კავშირს გარეთ მყოფი ქვეყნების მოსაზიდად ჩამოყალიბდა.
ეაპ-ის ფარგლებში ტარდება მოკლევადიანი კონსულტაციები მიმდინარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე. ამასთან, მხარეები ატარებენ აგრეთვე გრძელვადიან კონსულტაციებს და თანამშრომლობენ საკითხთა ფართო სპექტრში. ამ საკითხთა შორისაა კრიზისების მართვისა და მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციები; შეიარაღების კონტროლი და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრობლემა; საერთაშორისო ტერორიზმი; თავდაცვის სფეროს დაგეგმვა, დაფინანსება, პოლიტიკა და სტრატეგია; სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვა და მზაობა კატასტროფებისათვის; თანამშრომლობა შეიარაღების სფეროში; ბირთვული უსაფრთხოება; თანამშრომლობა სამოქალაქო და სამხედრო სექტორებს შორის საჰაერო მოძრაობის მართვაში; სამეცნიერო თანამშრომლობა და სხვა.
> ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს ნატო-ს გენერალური მდივანი.
იმის შესაბამისად, თუ რა საკითხი განიხილება, ეაპს-ს განკარგულებაშია რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი: შეხვედრები ყველა მოკავშირესა და პარტნიორს შორის, ან სამუშაო ჯგუფების სხდომები უფრო მცირე შემადგენლობით, რომელიც შეიძლება გაფართოვდეს. მოქნილობა ამ ორგანოს წარმატების გადამწყვეტი ელემენტია.
პარტნიორების უმრავლესობას გახსნილი აქვს დიპლომატიური მისიები ნატო-ს შტაბ-ბინაში ბრიუსელში, რაც აადვილებს რეგულარულ ურთიერთობებს და საშუალებას იძლევა ჩატარდეს კონსულტაციები, როცა კი ეს საჭიროა. ეაპს-ს სხდომები ელჩების დონეზე ყოველთვიურად ტარდება,ხოლო საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების, აგრეთვე თავდაცვის სფეროს ხელმძღვანელობის დონეზე - ყოველწლიურად. აგრეთვე, დროდადრო ტარდება შეხვედრები უმაღლეს დონეზე. 2005 წლიდან ყოველწლიურად შეიკრიბება ეაპს-ს მაღალი დონის ახალი ფორუმი უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც განიხილავს უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს და ნატო-სა და მისი პარტნიორი ქვეყნების მიერ მათი გადაჭრის საუკეთესო გზებს.
პარტნიორობა მშვიდობისათვის
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის საფუძველია პრაქტიკული თანამშრომლობა და დემოკრატიული პრინციპების ერთგულება, რაც თვით ალიანსსაც უდევს საფუძვლად. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის მიზანია სტაბილურობის განმტკიცება, მშვიდობის დარღვევის საფრთხეების შემცირება და უსაფრთხოების სფეროში ცალკეულ პარტნიორ ქვეყნებს შორის უფრო მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბება.
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პარტნიორული ურთიერთობები მყარდება ყოველ ცალკეულ პარტნიორ ქვეყანასა და ნატო-ს შორის, ერგება ამ ქვეყნების კონკრეტულ მოთხოვნებს და ხორციელდება ერთობლივად, თითოეული მონაწილე ქვეყნის მთავრობის მიერ არჩეულ დონეზე და მათ მიერ შერჩეული ტემპით. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის მეშვეობით შემუშავდა ზომების კომპლექსი ამ პროგრამის მიზნების განხორციელებისა და იდეების ქმედებებად გარდაქმნისათვის. შემუშავებული ზომები და ინიციატივები, რომლებიც ქვემოთაა აღწერილი, წარმოადგენს ჩარჩოს, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი მოქმედებისათვის და პარტნიორებს სთავაზობს ქმედით და გამჭვირვალე პროგრამებს ნატო-სთან მათი ურთიერთობებისათვის.
ოფიციალურდა, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის საფუძველია ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ყოველი პარტნიორი ქვეყნის კონკრეტულ ვალდებულებებს განსაზღვრავს. ყოველი პარტნიორი იღებს რამდენიმე სერიოზულ პოლიტიკურ ვალდებულებას დემოკრატიული საზოგადოების მხარდაჭერის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცის, გაერო-ს ქარტიით, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით, ჰელსინკის დასკვნითი აქტითა და განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის თაობაზე საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარისაგან თავის შეკავების, არსებული საზღვრების დაცვისა და სადავო საკითხების მშვიდობიანი გადაჭრის კუთხით. არსებობს აგრეთვე კონკრეტული ვალდებულებები, რომლებიც გულისხმობს გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ეროვნული თავდაცვის სისტემის დაგეგმვისა და ბიუჯეტის გამოყოფისას, რაც აუცილებელია შეიარაღებულ ძალებზე კონტროლის დასამყარებლად, და შეიარაღებული ძალების პოტენციალის ამაღლებას იმ მიზნით, რომ მათ შეძლონ ნატოს-თან ერთად მიიღონ მონაწილეობა სამშვიდობო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში. ჩარჩო დოკუმენტში ლაპარაკია ასევე მოკავშირეების ვალდებულებაზე, გამართონ ნებისმიერ პარტნიორ ქვეყანასთან, რომელიც თავისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ან უსაფრთხოების დაკარგვის პირდაპირი საფრთხის წინაშე დგას. ეს მექანიზმი გამოიყენეს, მაგალითად, ალბანეთმა და იუგოსლავიის ყოფილმა რესპუბლიკამ მაკედონიამ* კოსოვოს კრიზისის დროს.
> 2000 წლის მაისში ხორვატიამ ხელი მოაწერა ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ჩარჩო დოკუმენტს.
პარტნიორი ქვეყნები ინდივიდუალურად ირჩევენ მოქმედების გეგმას, თავიანთი მისწრაფებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. ეს გეგმა საპრეზენტაციო დოკუმენტის სახით წარედგინება მოკავშირეებს. ნატო და ყოველი პარტნიორი ქვეყანა ხშირად ერთად ამუშავებენ და ათანხმებენ ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამებს. ეს ორწლიანი პროგრამები იქმნება საქმიანობის სახეობათა ვრცელის ჩამონათვალის საფუძველზე, ყოველი ქვეყნის კონკრეტული ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით. თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებული საქმიანობა, თავდაცვის სისტემის რეფორმა და მისი შედეგების მართვა, მაგრამ ის აგრეთვე მოიცავს ნატო-ს საქმიანობის ყველა სფეროს, მათ შორის თავდაცვის პოლიტიკასა და დაგეგმვას, ურთიერთობას სამოქალაქო და სამხედრო სფეროებს შორის, განათლებასა და წვრთნას, საჰაერო თავდაცვას, საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემებს. კრიზისების მართვას და სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვას.
მნიშვნელოვანი კრიზისები იქნა წამოწყებული 1999 წლის აპრილში ვაშინგტონის სამიტზე იმ მიზნით, რომ გაძლიერებულიყო „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის პრაქტიკული მიმართულებები და გაზრდილიყო პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობის ხარისხი, პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღებასა და დაგეგმვაში. მათ შორის იყო ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფცია და სამხედრო-პოლიტიკური ჩარჩო. წვრთნისა და განათლების გაუმჯობესების პროგრამის მიზანი იყო დახმარების გაწევა პარტნიორი ქვეყნებისათვის სამხედრო პირების წვრთნისა და განათლების მეშვეობით მათი ოპერატიული შესაძლებლობების ამაღლებაში.
ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შემუშავების მიზანი იყო ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ძალების პოტენციალის ამაღლება, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ოპერაციებში ნატო-ს ხელმძღვანელობით ერთობლივი მოქმედებისათვის. კონცეფციის მიზანია, გაადვილდეს სპეციალიზებული მრავალმხრივი ძალების შექმნა და მომავალში, „პატნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში, ნატო-ს ხელმძღვანელობით ოპერაციების დაწყება და ჩატარება. ეს მექანიზმი ძირითადად ეყრდნობა იმ ძალებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ასეთი ოპერაციებისათვის პოტენციურად არსებობს. მშვიდობიანობის დროის უფრო ინტენსიური სამუშაო ურთიერთობები, რომლებიც თანდათანობით ვიტარდება პარტნიორებსა და ალიანსის შტაბ-ბინასა და შტაბებს შორის, აგრეთვე ალიანსისა და პარტნიორების ძალებს შორის, აადვილებს ამ ძალების ინტეგრაციას ნატო-ს ძალებში. სტამბოლის სამიტზე წამოყენებული იყო მოთხოვნა, რომ ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის განხორციელების ფარგლებში, ურთიერთქმედების სტანდარტები და მათ საფუძველზე გაკეთებული შეფასებები შესაბამისობაში ყოფილიყო მოყვანილი ნატო-ს შესაბამის მექანიზმებთან.
სამხედრო პოლიტიკურ ფორმატში მოცემულია პრინციპები და სხვა მითითებები იმის თაობაზე, თუ როგორ ჩაერთონ პარტნიორები პოლიტიკურ კონსულტაციებში და გადაწყვეტილებების მიღებაში, ოპერატიულ დაგეგმვასა და სარდლობის საქმიანობაში. სტამბოლის სამიტზე ხაზი გაესვა იმის აუცილებლობას, რომ პარტნიორები უფრო ადრე ჩაერთონ გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში. ამ ჩარჩო დოკუმენტის დებულებები ხორციელდება ნატო-ს ხელმძღვანელობით პარტნიორებთან ერთად ჩატარებულ ყველა ოპერაციაში და ასევე გამოიყენება, როგორც ზოგადი სახელმძრვანელო მითითებები პარტნიორების მონაწილეობის თაობაზე ნატო-ს სხვა ღონისძიებებძი, მაგალითად, წვრთნასა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ნდობის ფარგლებში.
პარტნიორი ქვეყნების პარტნიორობის ყოველდღიურ საქმიანობაში უკეთესად ჩართვის მიზნით, ნატო-ს რამდენიმე შტაბ-ბინაში ჩამოყალიბდა პარტნიორი ქვეყნების წარმომდგენლებისაგან დაკომპლექტებული „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის საკადრო შემადგენლობები. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში წვრთნისა და სწავლების ჩატარებას უზრუნველყოფს ბელგიის ქალაქ მონში განლაგებულ ოპერატიულ სარდლობასთან არსებული პარტნიორობის საკოორდინაციო უჯრედი. მეტიც, საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრი უზრუნველყოფს საინფორმაციო და დაგეგმარების საშუალებებს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრები და თავიანთ ძალებს აგზავნიან ნატო-ს ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად (იხ გვ. 23).
პარტნიორთა ძალებმა უკეთ რომ შეძლონ ნატო-ს სამხედროებთან თანამშრომლობა სამშვიდობო ოპერაციების დროს, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ დაგაგმვისა და მიმოხილვის პროცესი აწვდის მათ მითითებებს შეთავსებადობისა და პოტენციალის სფეროში არსებული მოთხოვნების თაობაზე. ამ პროცესმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პარტნიორი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფაში ბალკანეთსა და ავღანეთში ნატო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში. დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის მექანიზმი ნატო-ს საკუთარი ძალების დაგეგმვის სისტემის შესაბამისადაა ჩამოყალიბებული. პარნიორებს მას ალტერნატიულ საფუძველზე სთავაზობენ. პარტნიორობის მიზნების დასახვა ხდება ყოველ მონაწილე ქვეყანასთან კონსულტაციების გზით, ხოლო მიღწეული წარმატებები ინტენსიური მიმოხილვის პროცესში ფასდება. წლების განმავლობაში დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის მოთხოვნები გაიზარდა და უფრო კომპლექსური გახდა. ისინი დაუკავშირდა მოკავშირეების მიერ შესაძლებლობების ამაღლების სფეროში აღებული ვალდებულებების შესრულებას. დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესს პარტნიორები იყენებენ აგრეთვე ქმედითი, მათთვის ხელმისაწვდომი და მდგრადი შეიარაღებული ძალების შესაქმნელად და თავდაცვის სისტემის უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმის გასატარებლად. მაგალითად, ამ მექანიზმმა გადამწყვეტი როლი შეასრულა უკრაინის თავდაცვის სისტემის ფართომასშტაბიან რეფორმაში. (იხ. გვ. 25)
პარტნიორობის ფარგლებში წამოყენებული რამდენიმე ინიციატივა პარტნიორებს ეხმარება თავდაცვის სისტემის რეფორმათა შედეგების მართვაში. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ნდობის ფონდი (იხ. ჩარჩო, გვ. 28), რომელიც პრაქტიკულ დახმარებას უწევს პარტნიორებს ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებისა და ზედმეტი იარაღის განადგურებაში, ასევე სამხედრო კადრების გადამზადებასა და სამხედრო ბაზების კონვერსიაში.
თანამშრომლობის გაღრმავება
შემდგომი ნაბიჯები ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზაზე პრაღის 2002 წლის ნოემბრის სამიტზე გადაიდგა. ეაპ-ისა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფართომასშტაბიანი მიმოხილვის შედეგად დადგინდა, რომ უნდა გაძლიერდეს პოლიტიკური დიალოგი პარტნიორებთან და კიდევ უფრო გაიზარდოს მათი წვლილი იმ ქმედებების დაგეგმვას, ჩატარებასა და მეთვალყურეობაში, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ.
> კოსოვოს ძალებში შემავალი შვეიცარიული თვითმფრინავი ქალაქ პრიშტინას თავზე კოსოვოში: თანამშრომლობის ხელშეწყობა ნატო-ს ხელმძღვანელობით წარმართულ სამშვიდობო ოპერაციებში პარტნიორობის ძირითადი ელემენტია.
პრაღაში მიღებულ იქნა თანამშრომლობის ახალი მექანიზმი - პარტნიორობის სამოქმედო გეგმა. პირველად უნდა დამუშავებულიყო ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (იხ გვ. 15). კიდევ ერთი ახალი ინიციატივა იყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, რომელიც არ შეიცავს ქმედებების მზა ჩამონათვალს და საშუალებას აძლევს ალიანსს, თავისი დახმარება მოარგოს იმ პარტნიორების მოთხოვნებს, რომლებსაც სურთ საშინაო რეფორმების გატარებისას მიიღონ უფრო სტრუქტურირებული დახმარება, მათ ქვეყნებში არსებული კონკრეტული მოთხოვნილებებისა და გარემოებების შესაბამისად. ეს განსაკუთრებით შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს (იხ. ჩარჩო).
პრაღის სამიტზე მიღწეული პროგრესი გააღრმავა 2004 წლის ივნისში სტამბოლის სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, რომელთა მიზანი იყო ევროატლანტიკური პარტნიორობის გაძლიერება, რათა მას შეძლებოდა უმნიშვნელოვანესი თემატური საკითხების გადაჭრა ცალკეული პარტნიორების მოთხოვნილებებისა და პოტენციალის შესაბამისად. თავდაცვის სისტემის ინსტიტუციონალურ აღმშენებლობაზე პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მიზანი იყო პარტნიორობის წახალისება და მათთვის დახმარების გაწერვა ქმედითი და დემოკრატიული საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული თავდაცვითი სისტემის შექმნაში (იხ. გვ. 24).
იმისათვის, რომ პარტნიორ ქვეყნებს მიეცეთ შესაძლებლობა გაზარდონ თავიანთი მონაწილეობა ოპერაციებში ნატო-ს ხელმძღვანელობით, ის ქვეყნები, რომელთა შეიარაღებული ძალებიც მონაწილეობენ ამ ოპერაციებში, უფრო ადრე უნდა ჩაებან გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მეტი საშუალება მიეცეთ პოლიტიკური კონსულტაციებისათვის. ამას გარდა, გაფართოვდება ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფცია და პარტნიორებს შესთავაზებენ შესაძლებლობას, თავიანთი წარმომადგენლები გაგზავნონ მოკავშირეთა სარდლობის ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობაში, რომელიც პასუხისმგებელია ალიანსის ძალებისა და პოტენციალის მუდმივი ტრანსფორმაციის ხელშეწყობასა და მეთვალყურეობაზე. ეს შექმნის პირობებს ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების ძალების სამხედრო ურთიერთქმედების გაზრდისათვის და თავდაცვითი სისტემების ტრანსფორმაციისათვის, ნატო-ს ცვლადი ოპერატიული როლისა და პოტენციალის შესაბამისად.
გადაწყდა აგრეთვე, რომ საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობას ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში - კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) და ცენტრალურ აზიაში (თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი). ნატო-მ ამ ორ რეგიონში დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი და ორი მოკავშირე ოფიცერი. მათი ფუნქციაა საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ და კონსულტაციები გაუწიონ პარტნიორებს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესაბამისი ასპექტების განხორციელების, აგრეთვე თავდაცვიდ სისტემის ინსტიტუციონალურ აღმშენებლობაზე და ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორობის სამოქმედო გეგმებისა და დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის მექანიზმის თაობაზე.
დამატებითი ინფორმაცია იხ. მისამართებზე:
www.nato.int/issues/eapc/index.html
www.nato.int/issues/pfp/index/html
ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა
2002 წლის პრაღის სამიტზე ჩამოყალიბებული ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმები ღიაა იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური ნება და უნარი გააღრმაონ ურთიერთობები ნატო-სთან. ორ წელიწადზე გათვლილი ამგვარი გეგმები იმისათვის იქმნება, რომ შეჯერებულ იქნეს თანამშრომლობის ყველა განსხვავებული მექანიზმი, რომელთა მეშვეობითაც პარტნიორი ურთიერთობას ამყარებს ალიანსთან და ქმედებების განხორციელებისას მეტი ყურადღება მიექცეს კონკრეტულ ქვეყნებში გასატარებელ რეფორმებს.
ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს კონკრეტულ პარტნიორთან თანამშრომლობის მიზნები და პრიორიტეტები და უზრუნველყოს იმგვარი მექანიზმების გამოყენება, რომლებიც უშუალოდ ამ პრიორიტეტებს შეესაბამება. ნატო-ს რეკომენდაციები რეფორმების მიზნების თაობაზე იქნება მიზანმიმართული და ცალკეულ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას მორგებული. ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განუყოფელი ნაწილი შეიძლება გახდეს უფრო ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვან საკითხებზე. ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმები გაადვილებს აგრეთვე ცალკეული მოკავშირეებისა და პარტნიორების, აგრეთვე სხვა შესაბამისი საერთაშორისო დაწესებულებების მიერ გაწეული ორმხრივი დახმარების კოორდინაციას.
გეგმების მიზანი იყოფა შემდეგ ზოგად კატეგორიებად: პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები; თავდაცვა, უსაფრთხოება და სამხედრო საკითხები; საჯარო ინფორმაცია; მეცნიერება და ეკოლოგია; სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვა; ადმინისტრაციული თავდაცვითი უსაფრთხიოებისა და რესურსების საკითხები.
2004 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ნატო-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა ჩამოაყალიბა. ამჟამად მუშავდება ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან. ამგვარი გგმის შექმნაში დაინტერესება გამოხატა სომხეთმაც. |
> ევროატლანტიკური პარტნიორობა კიდევ უფრო გამყარდა 2004 წლის ივნისის სტამბოლის სამიტზე.
![]() |
4 დიალოგი და თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებზე |
▲back to top |
უსაფრთხო გარემოს გაფართოებასთან ერთად, ფართოვდება ევროატლანტიკური პარტნიორობაც, რომელიც ცდილობს გადაჭრას როგორც მოკავშირეების, ისე პარტნიორებისათვის ერთნაირად მნიშვნელოვანი უამრავი პრობლემა უსაფრთხოების სფეროში. ხდება მოსაზრებების რეგულარული გაცვლა უსაფრთხოების სიტუაციის ცვლასთან დაკავშირებით ბალკანეთსა და ავღანეთში. სადაც მოკავშირეებისა და პარტნიორების სამშვიდობო ძალები ერთად არიან განლაგებულნი. პირველი ნაბოჯები იდგმება პრაქტიკული თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობისა და კოორდინაციის მიზნით ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, როგორიცაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და მასობრივი განადგურების იარაღისა და მცირე მსუბუქი შეიარაღების გავრცელება.
უსაფრთხოების ბევრი პრობლემა ყველაზე უკეთ მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით წყდება. ეაპს და ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამა ქმნიან ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც პარტნიორი ქვეყნები თანამშრომლობენ უმთავრეს საკითხებზე რეგიონულ და სუბრეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ამჟამად ნატო-ს უპირველესი პრიორიტეტია. 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, ნატო-მ ისტორიაში პირველად მოითხოვა მე-5 მუხლის გამოყენება (ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ). შეხვედრაზე, რომელიც მეორე დღესვე გაიმართა, ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა უპირობოდ დაგმეს ტერორისტული აქტი და პირობა დადეს, რომ ყოველგვარ ღონეს იხმარდნენ ტერორისტული ჭირის დასამარცხებლად.
,,ჩვენ შეგვაძრწუნა ამ ბარბაროსულმა აქტებმა, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ მათ. ეს იყო შეტევა ჩვენი საერთო ღირებულებების წინააღმდეგ. არ დავუშვებთ ძალადობის გზაზე დამდგარ ხალხთან კომპრომისზე წასვლას, ამ ღირებულებების ხარჯზე. პირობას ვდებთ, რომ ყოველგვარ ღონეს ვიხმართ ტერორიზმის სენთან საბრძოლველად. ჩვენ ყველას ერთნაირად გვწამს, რომ პარტნიორობისა და თანამშრომლობის იდეალები გაიმარჯვებს“.
(ეაპს-ის განცხადება, 2001 წლის 12 სექტემბერი)
სოლიდარობა, რომელიც იმ დღეს გამოხატეს ეაპს-ს წევრებმა, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროპიდან დაწყებული ცენტრალური აზიით დამთავრებული და თანამშრომლობა, რომელიც მას შემდეგ ტერორიზმის საწინააღმდეგო კამპანიაში ვლინდება. ცხადყოფს, რომ ნატო-ს პარტნიორობის ინიციატივების ნაყოფი ჭეშმარიტი ევროატლანტიკური უსაფრთხოების კულტურაა.
ერთობლივმა გადაწყვეტილებამ ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ ძალების გაერთიანების თაობაზე კონკრეტული გამოხატულება ჰპოვა პრაღის სამიტზე მიღებულ ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში. სამოქმედო გეგმა ქმნის ჩარჩოს ამ სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისათვის, პოლიტიკური კონსულტაციებისა და პრაქტიკული ღონისძიებების გზით. მას შედეგად მოჰყვება სადაზვერვო მონაცემების გაცვლისა და თანამშრომლობის გაუმჯობესება ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვრების უსაფრთხოება, ტერორიზმის საპასუხო მზადება და წვრთნა და ტერორისტული აქტებისგან თავდაცვის პოტენციალის ამაღლება, ან მაგვარი აქტების შედეგების ლიკვიდაცია (იხ.გვ.32). ის აგრეთვე ხელს უწყობს ჭარბი აღჭურვილობისა და მცირე და მსუბუქი შეიარაღების (მაგალითად, პორტატიული ყუმბარმტყოცნებისა და ნაღმმტყორცნების) ფიზიკური უსაფრთხოებისა და უსაფრთხო განადგურებისაკენ მიმართულ ძალისხმევას.
შეიარაღების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა
მასობრივი განადგურების იარაღი
მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების შეზღუდვა ერთერთი საკვანძო პრობლემაა XXI საუკუნეში უსაფრთხოების საკითხში. ნატო-ს დიალოგი პარტნიორებთან გამორჩეულ როლს თამაშობს ამ სფეროში ალიანსის მიერ დასახული მიზნების მიღწევაში. რწმენა და ნდობა აუცილებელი პირობებია იმისათვის, რომ იარაღის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები წარმატებული აღმოჩნდეს. მიზნის მიღწევა მხოლოდ ღია და გამჭვირვალე მოქმედებით შეიძლება.
პარტნიორებთან კონსულტაციების მეშვეობით, ალიანსი ცდილობს გაზარდოს ურთიერთგაგება და ინფორმაციის გაცვლა, იარაღის გავრცელების პრობლემასთან დაკავშირებით. ამგვარ კონსულტაციებს, რომლებიც პოლიტიკურ და თავდაცვის საკითხებს შეეხება და რომლებშიც მონაწილეობენ როგორც საგარეო საქმეთა, ისე თავდაცვის მინისტრები, დიდი სარგებლობა მოაქვს ნდობის განმტკიცების თვალსაზრისით. მეტიც, რამდენიმე პარტნიორ ქვეყანას დიდი გამოცდილება აქვს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის მზაობის თვალსზრისით. ამდენად, მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ერთობლივ ძალისხმევაში.
> მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება სერიოზული გამოწვევაა უსაფრთხოებისათვის XXI საუკუნეში.
კონკრეტული საკითხები განხილული იქნა სემინარებზე. ამ საკითხებს შორის იყო აშშ-ში ციმბირის წყლულის ბაცილების შემცვლელი წერილების გავრცელების შედეგად მიღებული გამოცდილების სიღრმისეული განხილვა, რის შედეგადაც გამოვლინა გაუთვალისწინებელ შემთხვევებში მოქმედებასთან დაკავშირებული რამდენიმე უმთავრესი საკითხი, რომლებიც 2001 წლის შემოდგომაზე აშშ-სა სა სხვა ადგილებში მომხდარი მოვლენების დროს წამოიჭრა. კიდევ ერთი საკითხი იყო სამრეწველო ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებული და სხვა სამედიცინო პრობლემები.
ეაპს-ს სემინარებმა, ბიოლოგიური და ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული პოტენციურ საფრთხეების შესახებ, საშუალება მისცა პარტნიორებს გაეცვალათ ინფორმაცია და შეემუშავებინათ საუკეთესო მეთოდები. განიხილება მასობრივი განადგურების იარაღისგან დაცვის ახალი შესაძლებლობებისა და აღჭურვილობის სფეროში კვლევისა და განვითარების საკითხი, რაც აადვილებს საყოველთაო მზადყოფნის ამაღლებისათვის საუკეთესო საშუალებების მოძიებას.
ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების განიარაღების ექსპერტებს შესაძლებლობა მიეცათ განეხილათ მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებული პოლიტიკური და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის საკითხები. კონსულტაციებზე განხილულ იქნა რამდენიმე ძირითადი ტენდენცია იარაღის გავრცელების პრობლემასთან დაკავშირებით. რეგიონული პერსპექტივების თაობაზე მოხსენებები წაიკითხეს იმ ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებიც არ არიან ეაპს-ს წევრები (მაგალითად, იაპონია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ჩინეთი). პარტნიორებმა გაცვალეს ინფორმაცია ექსპორტის კონტროლისა და იარაღის გავრცელების საწინააღმდეგო ისეთი ბოლოდროინდელი ინიციატივების თაობაზე, როგორიცაა გაერო-ს უშიშროების კომიტეტის რეზოლუცია №1540.
ალიანსის წევრებმა ასევე მიაწოდეს ინფორმაცია პარტნიორებს ნატო-ს ქმედებების შესახებ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) თავდაცვის სფეროში. კერძოდ, ეს ეხებოდა ნატო-ს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) თავდაცვის ბატალიონის შექმნასა და განლაგებას.
ნაღმებისა და მცირე იარაღის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები
საერთაშორისო თანამეგობრობის მზარდ შეშფოთებას იწვევს სხვადასხვა სახის იაფი საომარი იარაღის გავრცელებით გამოწვეული საფრთხეები. მცირე იარაღი, რომელიც ადვილად საშოვნი და გამოსაყენებელია, შეიარაღებული კონფლიქტების გაღვიებასა და გახანგრძლივებას ემსახურება. ძალიან ხშირად, ძალადობის სამიზნე და მსხვერპლი სამოქალაქო პირები არიან. გაერო-სა და სხვა წყაროების თანახმად, 90-იან წლებში ომების დროს დაღუპული 4 მილიონი ადამიანიდან 90%25 სამოქალაქო პირი იყო, მათგან 80%25 კი - ქალი და ბავშვი. როგორც ვარაუდობენ, მსოფლიოში ნახევარ მილიარდზე მეტი მცირე და მსუბუქი იარაღია, რაც საკმარისია ყოველი 12-დან ერთი ადამიანისთვის. ყოველდღე ათას ადამიანზე მეტი იღუპება მათ გამო. ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებთან დაკავშირებით 100 მილიონი ასეთი ნაღმია მიწაში ჩამარხული. საშუალოდ, ყოველ 22 წუთში ერთი ნაღმი ფეთქდება და ყოველწლიურად დაახლოებით 26 ათას ადამიანს კლავს ან ასახიჩრებს.
წამოყენებულ იქნა ინიციატივები მსოფლიო, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე იმ მიზნით, რომ შეჩერებულიყო ჰუმანიტარული განაღმვის აქციები. ნატო და პარტნიორი ქვეყნები ცდილობენ ერთმანეთს შეუთავსონ ეს ზომები, პარტნიორობის სამხედრო-პოლიტიკური გამოცდილების ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული პრობლემის გადასაჭრელად.
> მცირე და მსუბუქი შეარაღების გავრცელება საერთაშორისო საზოგადოებრიობის მზარდი შეშფოთების ძირითადი მიზეზია.
ეაპს-მ შექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი მცირე და მსუბუქი შეიარაღებისა და განაღმვის საკითხებზე, როგორც ფორუმი, რომელზეც გაიცვლება ინფორმაცია ამგვარი იარაღის გავრცელების გაკონტროლების საუკეთესო გზების (მაგალითად, ეროვნული პროდუქციის ექსპორტის კონტროლისა და გადაწყვეტილებების განხორციელების მექანიზმების შემუშავების) შესახებ. ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის მიზანია ასევე ხელი შეუწყოს შეიარაღების მარაგის მართვასა და უსაფრთხო შენახვას, ზედმეტი მარაგის განადგურებას, სამშვიდობო ოპერაციების დროს. ამასთან, ცალკეული ქვეყნების მოთხოვნების შესაბამისად ხდება მათი უზრუნველყოფა სპეციალური დახმარებით.
ნაღმების საკითხის გადაჭრას ცდილობს იგივე სამუშაო ჯგუფი. ამ საკითხზე ასევე მუშაობენ ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში. სემინარებზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა პრობლემების კონკრეტულ ასპექტებს. მეტიც, თუმც ადგილებზე ჰუმანიტარული განაღმვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, სწორედ გაერო-ს განნაღმვის სამსახურებს აკისრია. ნატო-სა და მისი პარტნიორების ჯარები, რომლებიც ბალკანეთსა და ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად არიან განლაგებული, რეგულარულად ეხმარებიან სამოქალაქო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული განნაღმვის ოპერაციების ჩატარებაში. ბალკანეთში ნაღმებისგან გაიწმინდა 26 მილიონი კვ კმ ფართობი, ავღანეთში კი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები მონაწილეობენ ნაღმებისაგან ქაბულის საერთაშორისო აეროპორტისა და თავიანთი მოქმედების არეალში მყოფი რაიონების გაწმენდაში.
> ნატო და მისი პარტნიორი მშვიდობისმყოფელები ხშირად ატარებენ განაღმვის ჰუმანიტარულ ოპერაციებს.
,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ნდობის ფონდის მექანიზმი (იხ. გვ.28) 2000 წელს შეიქმნადონორი ქვეყნებიდან თანხების მოსაზიდად, ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების განადგურების მიზნით, 2004 წლის დეკემბრისათვის განადგურდა ორ მილიონზე მეტი ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმი. მომავალში ამგვარი პროექტების განხორციელება კვლავაც იგეგმება. მას შემდეგ, ნდობის ფონდის პოლიტიკის ჩარჩოები გაფართოვდა და მოიცვა აგრეთვე ჭარბი აღჭურვილობისა და მსუბუქი შეიარაღების განადგურების საკითხები.
![]() |
5 ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების რუკა |
▲back to top |
![]() |
6 მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციები |
▲back to top |
პარტნიორმა ქვეყნებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ბალკანეთის სამშვიდობო ოპერაციებში ნატო-ს ხელმძღვანელობით. ამჟამად მათ დიდი წვლილი შეაქვთ აგრეტვე ნატო-ს მისიაში ავღანეთში. პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა ამ ოპერაციებში ამყარებს უსაფრთხოებას ევროატლანტიკურ სივრცესა და მის გარეთ. ის საშუალებას აძლევს პარტნიორების ძალებს, მოკავშირეთა ძალებთან ერთობლივი ქმედებების დროს პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ კრიზისულ რეგიონებში სტაბილურობის აღდგენაში. ის ასევე უმსუბუქებს ალიანსის წევრებს მრავალი მისიის შესრულების ტვირთს. ამასთან, პარტნიორების მონაწილეობა ნატო-ს ხელმძღვანელობით ჩატარებულ ოპერაციებში ხაზს უსვამს ფართო საერთაშორისო კონსესუსს კრიზისების მართვასა და არასტაბილურობის გავრცელების შეჩერების თაობაზე.
ჯარისკაცები მრავალი პარტნიორი ქვეყნიდან შეეჩვივნენ თავიანთ ნატო-ელ კოლეგებთან მუშაობას, გაიგეს, თუ როგორ მოქმედებს ალიანსი რთულ გარემოებებში. ეს ფაქტორი სხვებზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ნდობისა და ურთიერთგაგების აღდგენაში, იმ სამხედრო ძალებს შორის, რომლებიც ცივი ომის დამთავრებამდე, ერთმანეთისადმი მტრულად განწობილი ალიანსების წევრები იყვნენ და ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ორად გაყოფილ კონტინენტზე. ამჟამად, ნატო და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად მუშაობენ XXI საუკუნეში გამოწვევებთან გასამკლავებლად.
მისია ავღანეთში.
2003 წლის აგვისტოდან, ნატო ხელმძღვანელობს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ძალებს ავღანეთში. გაერო-ს მანდატით აღჭურვილი ეს ძალები ეხმარება ავღანეთის ხელისუფლებას მის ძალისხმევაში. დაამყაროს მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში, რომელიც ძალებს იკრებს ოცწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ და არ დაუშვას მისი ხელმეორე გამოყენება ტერორისულ ბაზად.
> მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა ავღანეთში მოქმედ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ძალებში.
თავდაპირველი მანდატით, საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მოქმედების არეალი შემოიფარგლებოდა ქაბულით და მისი შემორაგენით. მოგვიანებით მიღებული გაერო-ს მანდატით კი ეს არეალი გაფართოვდა. საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მოქმედების სფერო თანდათანობით გაფართოვდა და ქვეყნის ჩრდილოეთიც მოიცვა, სამოქალაქო და სამხედრო პირებისაგან შემდგარი რეგიონული რეკონსტრუქციის ჯგუფების მეშვეობით. რეგიონებში ამ ჯგუფების ფუნქციაა ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტის ამაღლება და ქვეყნის განვითარებასა და აღდგენის გაადვილება. მზადება მოქმედების არეალის ქაბულის დასავლეთით, კიდევ უფრო გასაფართოებლად, 2004 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მეტიც, 2004 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მისი მიმდნარეობის დროს, დამატებითი ძალები რვა კვირით განლაგდა საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.
2004 წლის სექტემბერში, ათი პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობდა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ძალებში ნატო-ს ხელმძღვანელობით. ზოგიერთმა მათგანმა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სპეციალური ძალებით, მაგალითად, სამხედრო პოლიციითა და გამნაღმველი ჯგუფებით. მეტიც, პარტნიორმა ქვეყნებმა ცენტრალური აზიიდან დიდი დახმარება გაუწიეს ალიანსს იმით, რომ უზრუნველყვეს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალებისათვის ლოგისტიკური დახმარება, რადგან აუცილებელი იყო რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიის გადაკვეთა, მოწყობილობის ჩასატანად ავღანეთში. ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის მეშვეობით დამყარებულმა ურთიერთობებმა შექმნა საფუძველი იმისათვის, რომ მოკავშირეებს დაედოთ ორმხრივი შეთანხმებები ამ სახელმწიფოებზე მასალების გატარებისა და მათ ტერიტორიაზე სამხედრო ძალებისა და რესურსების განლაგების თაობაზე. მაგალითად, გერმანიამ და უზბეკეთმა ოფიციალურ შეთანხმებას მიაღწიეს ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე თერმეზის სამხედრო აეროდრომის გამოყენების თაობაზე, რაც ქაბულსა და ავღანეთის ჩრდილოეთ რეგიონებს შორის საჰაერო ხიდის გადების საშუალებას იძლეოდა; შეთანხმება ნიდერლანდებსა და ყირგიზეთს შორის საშუალებას აძლევს ჰოლანდიის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გამოიყენონ ბიშკეკის აეროპორტი, ხოლო საფრანგეთის ანალოგიური შეთანხმება აქვს დადებული ტაჯიკეთთან, რაც მას საშუალებას აძლევს ლოგისტიკური ცენტრი იქონიოს დუშამბეში. ავღანეთის ეთნიკური შემადგენლობა ჭრელია, რის გამოც ცენტალური აზიის ზოგიერთ პარტნიორს ასევე აქვს გავლენა ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებზე და შეუძლია მისი გამოყენება საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მიზნების მისაღწევად.
დახმარების სახეობა, რომელსაც პარტნიორები უწევენ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ძალებს ნატო-ს ხელმძღვანელობით და რომლებიც ნატო-სთვის ტრადიციული ოპერაციებისგან ძალიან განსხვავდება, ერთერთი მიზეზია იმისა, თუ რატომაა პარტნიორობა ამდენად მნიშვნელოვანი ალიანსისათვის.
ოპერაციები ბალკანეთში
მას შემდეგ, რაც ალიანსის პირველი სამშვიდობო ძალები განლაგდნენ ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, პარტნიორი ქვეყნები მუდმივად წარმოადგენდნენ ბალკანეთში ნატო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციის განუყოფელ ნაწილს. წლების განმავლობაში, იმ ძალების თითქმის 10 პროცენტი, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოსნიისა და ჰერცოგოვინაში მშვიდობის მხარდამჭერ ოპერაციებში ნატო-ს ხელმძღვანელობით და იმ სამშვიდობო ძალების 18 პროცენტი, რომლებიც შეადგენდა კოსოვოს ძალებს (კოსოვოში უსაფრთხოებისა და შენარჩუნების ძალები) პარტნიორი და ნატო-ს გარეთ მყოფი ქვეყნებიდან იყო.
ბოსნია და ჰერცოგოვინა
1995 წლის 14 დეკემბერს დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, 14 პარტნიორი ქვეყნის საჯარისო ნაწილები შევიდა ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში განლაგებულ, გადაწყვეტილებების განმახორციელებელ ძალებში. განმახორციელებელ ძალებს (ბოსნიის სამშვიდობო შეთანხმება) ჰქონდათ გაერო-ს მანდატი სამშვიდობო შეთანხმების სამხედრო ასპექტების განსახორციელებლად ადგილზე. მათი მიზანი იყო საომარი მოქმედებების დასრულება, ომით დანგრეული ქვეყნის ახლადშექმნილი სუბიექტების (ბოსნიისა და ჰერცოგოვინას ფედერაციისა და სერბიის რესპუბლიკის) შეიარაღებული ძალების დაშორიშორება და ამ ორ სუბიექტს შორის მდებარე ტერიტორიის გადანაწილება.
1996 წლის დეკემბერში, განმახორციელებლი ძალები (ბოსნიის სამშვიდობო შეთანხმება) შეცვალა შედარებით მცირერიცხოვანმა სტაბილიზაციის ძალებმა (ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში). სტაბილიზაციის ძალების მოვალეობა იყო საომარი მოქმედებების თავიდან აცილება და სამშვიდობო პროცესის განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, მაგრამ, მისიის გაფართოების შემდეგ, ამ მოვალეობებში ასევე შედიოდა იმ სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში, ამ ქვეყანაში მსგრადი მშვიდობის დასამყარებლად. სამშვიდობო ძალები თავიანთ სახლებში დაბრუნებაში დაეხმარნენ ლტოლვილებს და იძულებით ადგილნაცვალ პირებს. მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს ბოსნიის სამხედრო ძალების რეფორმირებაში. უსაფრთხოების სიტუაციის თანდათანობით გაუმჯობესებასთან ერთად, ამ ქვეყანაში განლაგებული სამშვიდობო ძალები განუხრელად მცირდებოდა. თუ თავდაპირველად აქ 60-ათასიანი ჯარები იყო განლაგებული, 2004 წელს მათგან მხოლოდ 7 ათასი დარჩა.
> სტაბილიზაციის ძალების (ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში) შვედი წარმომადგენელი და მისი ძაღლი ეძებენ ნაღმებს.
ნატო-ს ხელმძღვანელობით ჩატარებული ოპერაცია ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში დამთავრად 2004 წლის დეკემბერში, როცა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა გადაეცა შემდეგ მისიას ევროპის კავშირის ხელმძღვანელობით. სტაბილიზაციის ძალების (ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში) მისიის წარმატებული დასრულება მოწმობს, რომ მშვიდობის დამყარებისა და რეკონსტრუქციის ძალისხმევისადმი ფართო და გრძელვადიანი მიდგომის შემუშავება ბრძნული გადაწყვეტილება იყო. ის აგრეთვე მოწმობს მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების მოთმინებასა და სიმტკიცეს, რომლებიც მათ გამოამჟღავნეს ბალკანეთის მთელ რეგიონში და ამჟამადაც ამჟღავნებენ კოსოვოსთან მიმართებაში.
სტაბილიზაციის ძალების მოქმედების დამთავრება არ ნიშნავდა ნატო-ს წინსვლას ბოსნია და ჰერცოგოვინადან. ნატო-მ შეინარჩუნა ქვეყანაში თავისი სამხედრო შტაბ-ბინა, რომლის უმთავრესი მიზანია დაეხმაროს ბოსნიის ხელსუფლებას თავდაცვის სისტემის რეფორმირებაში და მოამზადოს ქვეყანა ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში გასაწევრიანებლად. ის ასევე მუშაობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, საომარი დანაშაულებების ჩადენაში ეჭვმიტანილთა დაპატიმრებისა და სადაზვერვო მონაცემთა შეგროვების სფეროში.
კოსოვო
სამშვიდობო ძალები ნატო-ს ხელმძღვანელობით სერბიის კოსოვოს მხარეში მას შემდეგ განლაგდა, რაც მოკავშირეებს 78-დღიანმა საჰაერო დარტყმებმა სამიზნეებზე იუგოსლავიის ფედერალურ რესპუბლიკაში აიძულა მილოშევჩის რეჟიმი დათანხმებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს და გაეყვანა სერბიის ძალები კოსოვოდან, შეეწყვიტა სასტიკი რეპრესიები ეთნიკური ალბანელების წინააღმდეგ და დაბრუნების საშუალება მიეცა ლტოლვილებისათვის.
სამხედრო ტექნიკურმა შეთანხმებამ ნატო-სა და იუგოსლავიის სარდლობას შორის შესაძლებელი გახადა 1999 წლის ივნისში კოსოვოს ძალების (კოსოვოში უსაფრთხოებისა და შენარჩუნების ძალების) განლაგება ამ რეგიონში გაერო-ს მანდატით. მათი მიზანია ხელი შეუშალონ საომარი მოქმედებების განახლებას, შექმნან უსაფრთხო გარემო და ხელი შეუწყონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ძალისხმევასა და კოსოვოში გაერო-ს დროებითი ადმინისტრაციის მუშაობას.
კოსოვოს ძალების (კოსოვოში უსაფრთხოებისა და შენარჩუნების ძალების) სრული შემადგენლობა, ქვეყანაში თავდაპირველი განლაგებისას, დაახლოებით 43 ათას კაცს შეადგენდა. ჯარების რაოდენობის განუწყვეტელმა შემცირებამ ეს მაჩვენებელი ორჯერ და მეტად შეამცირა. 2004 წლის ოქტომბერში ნატო-ს წევრი ქვეყნების უმეტესობის, ცხრა პარტნიორი ქვეყნისა და ნატო-ს გარეთ მყოფი კიდევ ორი ქვეყნის (კერძოდ, არგენტინისა და მაროლოს) ჯარისკაცებისაგან შეიქმნა 18-ათასიანი შენაერთი.
კოსოვოში გაერო-ს დროებით ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით კოსოვოს ძალები (კოსოვოში უსაფრთხოებისა და შენარჩუნების ძალები) ქმნიან უსაფრთხო გარემოს, რომელშიც შესაძლებელია დემოკარტიის განვითარება, საერთაშორისო დახმარებით. მიმდინარეობს სამოქალაქო აღმშენებლობა, ხოლო უსაფრთხოება და ცხოვრების ნორმალური პირობები ამ მხარეში, გარკვეულწილად, აღდგენილია. ამასთან, როგორც 2004 წელს მომხდარმა ეთნიკურმა ძალადობამ გვიჩვენა, მნიშვნელოვანი პრობლემები კვლავაც გადაუჭრელი რჩება და მნიშვნელოვანი სამხედრო ძალების ყოფნა კოსოვოში კვლავაც აუცილებელია.
ერთობლივი ქმედებები
,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია პარტნიორი ქვეყნების ძალების იმგვარი განვითარება, რომ მათ შეძლონ ნატო-ს ძალებთან ერთად მოქმედება სამშვიდობო ოპერაციებში (იხ. აგრეთვე გვ.10-11). ორმხრივი პროგრამები და სამხედრო წვრთნები ეხმარება პარტნიორ ქვეყნებს შექმნან ძალები, რომლებსაც შეეძლებათ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა ნატო-ს ძალების გვერდიგვერდ. უპირველესი მნიშვნელობა აქვს საერთო ენის, ინგლისურის შესწავლას და ურთიერეთქმედების უნარის შემუშავებას. მათი სამხედრო ძალები სულ უფრო ეჩვევიან ალიანსის სამოქმედო ნორმებს, რომელთა მიზანია ქმედითობის უზრუნველყოფა საველე პირობებში. ისინი იღებენ პროცედურებისა და სისტემებს, რომლებიც შეთავსებადია ნატო-ს პროცედურებსა და სისტემებს, რომლებიც შეთავსებადია ნატო-ს პროცედურებთან და სისტემებთან. ამ მხრივ, უმთავრეს როლს თამაშობს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფცია. პარტნიორობის საკოორდიანციო უჯრედი, რომელიც ევროპაში შეიარაღებული ძალების უმაღლეს შტაბ-ბინასთან შეიქმნა 1994 წელს, ნატო-ს სტრატეგიულ სარდლობას ეხმარება ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის წვრთნებისა და სწავლების კოორდინაციაში.
ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში პარტნიორებისა და ნატო-ს გარეთ მყოფი ქვეყნების მონაწილეობის წარმართვა ხორციელდება სამხედრო-პოლიტიკურ ფორმატით. ნატო-ს გარეთ მყოფ ქვეყნებს, რომელთა ჯარებიც მონაწილეობენ ოპერაციებში, საინფორმაციო და დაგეგმვის საშუალებებით უზრუნველყოფს 1995 ოქტომბერში ევროპაში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლეს შტაბ-ბინასთან ჩამოყალიბებული საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრი. სხვადასხვა სახელმწიფოს ინდივიდუალური მონაწილეობა ხორციელდება ფინანსური და ტექნიკური შეთანხმების საფუძველზე. ეს შეთანხმებები იდება ყოველ მონაწილე ქვეყანასა და ნატო-ს შორის მას შემდეგ, რაც ჩატარდება ამგვარ ოპერაციებში მონაწილეობის შეფასება. ყოველი პარტნიორი ქვეყანა პასუხისმგებლობას იღებს თავისი კონტინგენტის განთავსებასა და მათი ფუნქციონირების ქმედითობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ზომების გატარებაზე. ზოგ შემთხვევაში მხარდაჭერა ორმხრივია ნატო-ს წევრი ქვეყნის მონაწილეობით.
თუმცა იმ ქვეყნების უმეტესობა, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრები და რომელთა ჯარებიც ნატო-ს ხელმძღვანელობით ჩატარებულ ოპერაციებში არიან ჩართულნი, ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილეობენ და ევროპის ტერიტორიაზე მდებარეობენ, ზოგიერთი ქვეყანა სხვა კონტინენტიდანაც აგზავნის ჯარებს ასეთ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, ზოგს კი არც აქვს ოფიციალური ურთიერთობები ალიანსთან. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან, არგენტინამ გააგზავნა მშვიდობისმყოფელები, როგორც სტაბილიზაციის ძალებში (ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში), ისე კოსოვოს ძალებში (კოსოვოში უსაფრთხოებისა და შენარჩუნების ძალებში), ხოლო ჩილე მონაწილეობდა სტაბილიზაციის ძალებში (ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში). ნატო-ს ხმელთაშუა ზღვის დიალოგში მონაწილე ქვეყნებიდან, იორდანიამ და მოროკომ გააგზავნეს მშვიდობისმყოფელები სტაბილიზაციის ძალებში (ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში) და კოსოვოს ძალებში (კოსოვოში უსაფრთხოებისა და შენარჩუნების ძალები). ხოლო ეგვიპტელი მშვიდობისმყოფელები მსახურობენ ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში განლაგებულ ძალებში ნატო-ს ხელმძღვანელობით. კიდევ ერთმა არაბულმა ქვეყანამ, არაბთა გაერთიანებულმა ემიგრანტებმა გაგზავნა თავისი კონტინგენტი კოსოვოს ძალებში (კოსოვოში უსაფრთხოებისა და შენარჩუნების ძალებში). სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან, მალაიზიამ შეიტანა თავისი წვლილი როგორც განმახორციელებელ ძალებში (ბოსნიის სამშვიდობო შეთანხმება), ისე სტაბილიზაციის ძალებში (ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში). დიდ ბრიტანეთთან, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან არსებული გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. ამ ქვეყნებმა თავიანთი ჯარისკაცები ბალკანეთში გააგზავნეს, როგორც მშვიდობისმყოფელები. საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ძალებში, ნატო-ს ხელმძღვანელობით, ახალზელანდიელებს მცირერიცხოვანი ჯგუფიც მონაწილეობდა.
რუსი მშვიდობისმყოფელები
2003 წლის ზაფხულში სტაბილიზაციის ძალებიდან (ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში) და კოსოვოს ძალებიდან (კოსოვოში უსაფრთხოებისა და შენაჩუნების ძალები) გასვლამდე შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რუსეთის ბალკანეთში განლაგებულ სამშვიდობო ძალებში უდიდესი კონტინგენტი ჰყავდა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არ იყვნენ ნატო-ს წევრები. რუსი ჯარისკაცები მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად იღწვოდნენ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ძალისხმევის მხარდასაჭერად, რეგიონში მდგრადი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების მიზნით.
რუსი მშვიდობისმყოფელები პირველად ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში განლაგდნენ 1996 წლის იანვარში, როგორც ჩრდილოეთის სექტორში განლაგებული მრავალეროვნული ბრიგადის ნაწილი. ისინი ეწეოდნენ ყოველდღიურ პატრულირებასა და შემოწმებას და მონაწილეობდნენ აღდგენითი და ჰუმანიტარული ამოცანების შესრულებაში. რუსეთმა უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური როლი შეასრულა კოსოვოს კონფლიქტის დასრულებაში. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებისა ნატო-ს 1999 წლის საჰაერო კამპანიის თაობაზე, 1999 წლის ივნისში რუსეთის ძალები განლაგდა კოსოვოში, ამ რეგიონის აღმოსავლეთში, ჩრდილოეთსა და სამხრეთში დისლოცირებული მრავალეროვნული ბრიგადების შემადგენლობაში. ისინი მონაწილეობდნენ პრიშტინის აეორდრომის დაცვაში. მათი ქმედებების სფეროში ასევე შედიოდა სამედიცინო დაწესებულებების ჩამოყალიბება და სამედიცინო მოსახურების გაწევა. |
![]() |
7 თავდაცვის სისტემის რეფორმა |
▲back to top |
ცივი ომის დასრულებასთან ერთად გაქრა აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირების საფრთხე. აღარ იყო საჭირო მრავალრიცხოვანი არმიები და იარაღისა და აღჭურვილობის უზარმაზარი მარაგი. ბევრი მოუთმენლად ელოდა დივიდენდების მიღებას მშვიდობიანი პერიოდისაგან, როცა თავდაცვისთვის გამოყოფილი ხარჯები უნდა შემცირებულიყო. თავდაცვის სისტემის რეფორმირება კი არც იაფია და არც ადვილი. მეტიც, ნატო და პარტნიორი ქვეყნები მალე დადგნენ უსაფრთხოების ახალი პრობლემების წინაშე, როცა მათ უნდა გარდაექმნათ თავიანთი შეიარაღებული ძალები, უსაფრთხოების შეცვლილი მოთხოვნების შესაბამისად, რასაც გარდაუვალად მოჰყვება ეკონომიკური შედეგები.
ნატო-ს წევრი ქვეყნები თანდათანობით ამცირებენ სამხედრო მოსამსახურეებს, შეიარაღებისა და ბაზების რაოდენობას და ახდენენ თავიანთი ძალების იმგვარ ტრანსფორმაციას, რომ მათ უკეთ შეძლონ თავდაცვის თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილება. ბევრი პარტნიორი ქვეყანა ახლა იწყებს ამ ხანგრძლივ და რთულ პროცესს, თუმცა ხშირად ამისათვის მწირი რესურსები და შეზღუდული გამოცდილება აქვს. მათ წინასე დგას ურთულესი ამოცანა - იმ შეიარაღებული ძალების რესტუქტურიზაცია და გადამზადება, რომლებიც უაღრესად მილიტარიზებული გარემოს ნაწილი იყო, მაგრამ, დემოკრატიული გარდაქმნების პირობებში აღარ ყოფნის სახსრები და შეუსაბამოა. შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისას უმთავრესი პრიორიტეტია აგრეთვე ისეთი პოტენციალის განვითარება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა პარტნიორ ქვეყნებს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკურ სივრცეში კრიზისების მართვასა და სამშვიდობო ოპერაციებში. თავდაცვის სისტემის რეფორმირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა.
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამამ რეფორმების განხორციელებაში წვლილი იმითაც შეიტანა, რომ შექმნა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი (იხ. გვ. 11), რომელშიც ჩადებული იყო მიზნის დასახვისა და განხილვის მექანიზმები, აგრეთვე ნატო-სა და კონკრეტული პარტნიორი ქვეყნების მიერ ორმხრივად შემუშავებული პროგრამები, რაც საშუალებას აძლევს ნატო-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთი ევროპის პარტნიორებს, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და სცადონ იმ კონცეპტუალური და პრაქტიკული პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ხშირად წარმოიშობა თავდაცვის სისტემის რეფორმისას.
თავდაცვის სისტემის სრულფასოვანი რეფორმის ხელშეწყობა
ქმედითი ორგანოების შექმნა
ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო დემოკრატიულ კონტროლს დაქვემდებარებული თავდაცვის სისტემის ქმედითი დაწესებულებების არსებობსა, რაც ასევე არსებითია უსაფრთხოების სფეროში საერთასორისო თანამშრომლობისათვის. ამის დასტურად, ეაპს-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა მოიწონეს თავდაცვის სისტემის ინსტიტუციონალურ აღმშენებლობაზე პარტნიორობის ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიღებულ იქნა სტამბოლის სამიტზე, 2004 წლის ივნისში.
ამ ახალი მექანიზმის მიზანია პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევის გაძლიერება თავდაცვის სისტემაში რეფორმებისა და რესტრუქტურიზაციის წამოწყებასა და განხორციელებაში იმ მიზნით, რომ მათ შეძლებოდათ ქვეყნის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესრულებაც. ის განსაზღვრავს პარტნიორობის მოქმედების საერთო მიზნებს ამ სფეროში და ხელს უწყობს შესაბამისი გამოცდილების გაცვლასა და თავდაცვიდ და უსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი პროგრამების შექმნასა და წარმართვას.
სამოქმედო გეგმის მიზნებია: ქმედითი და გამჭვირვალე დემოკრატიული კონტროლის დაწესება თავდაცვით ღონისძიებებზე; სამოქალაქო პირების მონაწილეობის უზრუნველყოფა თავდაცვითი და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში; საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მხრივ, თავდაცვის სექტორის ქმედითი და გამჭვირვალე მეთვალყურეობა; უსაფრთხოების სფეროში არსებული რისკ- ფაქტორებისა და ეროვნული თავდაცვითი სისტემის მოთხოვნილებების სრული შეფასება და არსებული სახსრებისადა პარტნიორებთან თანამშრომლობის საფუძველზე, შესაბამისი პოტენციალის განვითარება და შენარჩუნება; თავდაცვის სამინისტროებისა და მათთან დაკავშირებული სხვა ძალოვანი სტრუქტურების მქონე ორგანოების მართვის ოპტიმიზაცია; საერთაშორისო ნორმებთან და პრაქტიკასთან თავდაცვის სექტორის, მათ შორის კონტროლის შესაბამისობაში მოყვანა; ქმედითი და გამჭვირვალე საფინანსო, გეგმარებითი და რესურსების განაწილების პროცედურების ჩამოყალიბება თავდაცვის სფეროში; თავდაცვის ხარჯებისა და თავდაცვის სფეროს რესტრუქტურიზაციის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების ქმედითი მართვა; კადრების ქმედითი და გამჭვირვალე სტრუქტურიზაცია და მართვა თავდაცვით ძალებში; ქმედითი საერთაშორისო თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.
სამოქმედო გეგმის განხორციელებისას მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ეაპს-ისა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის საშუალებები და მექანიზმები. დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის მექანიზმი სამოქმედო გეგმის მიზნის განხორციელების ძირითადი საშუალება იქნება და საგანგებოდ უნდა მოერგოს ამ ფუნქციას. პროცესის ეფექტური განხორციელებისათვის აუცილებელია თავდაცვასთან, თავდაცვის სფეროს მართვასა და თავდაცვის სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებული ნორმებისა და ცნებების ერთიანი გაგების შემუშავება. ამ „კონცეპტუალური“ ურთიერთქმედების მისაღწევად, აუცილებელია სერიოზული ინვესტიციები განათლების სფეროში და მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისაკენ მიმართული ძალისხმევის გაძლიერება.
სასწავლო მაგალითი: უკრაინა
თავდაცვის სისტემის რეფორმირების სფეროში ნატო-ს მიერ უკრაინასთან ერთად შემუშავებული თანამშრომლობის პროგრამა უფრო ინტენსიურია, ვიდრე რომელიმე სხვა პარტნიორთან. ეს პროგრამა შეეხება ერთობლივი ქმედებების ფართო სპექტრს, რომელთა განხორციელებაც პარტნიორ ქვეყნებს ამ სფეროში შეუძლიათ.
1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს უკრაინამ მემკვიდრეობით მიიღო ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო სტრუქტურისა და შეიარაღებული ძალების ნაწილი. უკრაინამ ცივი ომის მემკვიდრეობის გარდაქმნაში დახმარების თხოვნით მიმართა ნატო-ს. მისი სურვილით, ეს მემკვიდრეობა უნდა შეცვლილიყო უფრო მცირე, თანამედროვე და ქმედითი ძალებით, რომლებიც შეძლებდნენ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაეხმარებოდნენ უკრაინას, შეესრულებინა ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შემტანი აქტიური ქვეყნის როლი. ნატო-სათვის ამ წამოწყებაში პრიორიტეტულია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული და სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება და ნატო-ს ძალებთან მათი ერთობლივი ქმედებების პოტენციალის ამაღლება.
მას შემდეგ, რაც 1994 წელს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამას შეუერთდა, ნატო-სთან კონტაქტებისა და თანამშრომლობის გაძლიერებით უკრაინას საშუალება მიეცა მეტი ყურადღება გაემახვილებინა რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ დახმარებაზე. თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა 1997 წელს ნატო-სა და უკრაინას შორის განსაკუთრებული თანამშრომლობის ქარტიის ხელმოწერის შემდეგ. ერთი წლის შემდეგ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების რეფორმირების საკითხებზე კონსულტაციებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაადვილების მიზნით, შეიქმნა თავდაცვის სისტემის რეფორმებზე სამუშაო ერთობლივი ჯგუფი. დაბოლოს, 1999 წლის აპრილში კიევში შეიქმნა ნატო-ს სამოკავშირეო ოფისი თავდაცვის სისტემის რეფორმის მხარდასაჭერად.
> სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვის სისტემის რეფორმის მიმდინარეობისას მიღწეული პროგრესის შემოწმების მიზნით. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის (ცენტრის) თავმჯდომარე 2004 წლის თებერვალში ეწვია კიევს (უკრაინა).
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილეობა სასარგებლოა რეფორმების სფეროში უკრაინის ძალისხმევისა და მისი მისწრაფებისათვის ამაღლდეს ალიანსთან ერთობლივი ქმედებების პოტენციალი. დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის მექანიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ საშუალებას იძლევა გამოვლინდეს თავდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის ძირითადი მოთხოვნები. მათი უმნიშვნელოვანესი ელემეტია ტექნიკური დახმარება და კონსულტაციები თავდაცვის სფეროს მიმოხილვისათვის, რამაც საშუალება მისცა უკრაინას შეედგინა თავდაცვის სისტემის მიმოხილვა ობიექტური ანალიტიკური პროცესია, რომლის მიზანია, ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე, მისი თავდაცვის სფეროს მოთხოვნილებების დადგენა, ამ მოთხოვნილებების მისადაგება არსებულ სახსრებთან და წინადადებების წარდგენა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება საუკეთესო ძალებისა და პოტენციალის ჩამოყალიბება გადასახადების გადამხდელების ფულით. მიმოხილვის შედეგებმა შექმნა კონცეპტუალური ჩარჩო რეფორმების გაგრძელებისათვის, რაც უფრო მეტ ძალისხმევასა და დროს საჭიროებს.
თანამშრომლობის სხვა ძირითადი ასპექტია დახმარების გაწევა უკრაინისათვის უსაფრთხოების ახალი კონცეფციისა და სამხედრო დოქტრინის შექმნაში, თავდაცვის სფეროს უფრო ქმედითი და გამჭვირვალე დაფინანსებისა და დაგეგმვის უზრუნველყოფასა და სამოქალაქო და სამხედრო სექტორებს შორის ურთეირთობების გამყარებაში, მათ შორის უკრაინის თავდაცვის სისტემაში სამოქალაქო პირების როლის გაზრდაში. რესტრუქტურიზაციისა და ტრანსფორმაციისაკენ მიმართულ ძალისხმევაში უკრაინას ალიანსი მხარს უჭერს შეიარაღებული ძალების შემცირების, კონვერსიისა და პროფესიულ რელსებზე გადაყვანის, აგრეთვე სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის თაობაზე სტრუქტურირებული რჩევების მეშვეობით. ღონისძიებები შეიარაღებული ძალებითა და თავდაცვის სამინისტროთი არ შემოიფარგლება. ალიანსი ეხმარება აგრეთვე უკრაინის სასაზღვრო ძალებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ჯარებს.
წვრთნა და განათლება თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესის უმთავრესი ელემენტებია. მაღალი რანგის უკრაინელი ოფიცრები რეგულარულად ესწრებიან პარტნიორი ქვეყნებისათვის რომის (იტალია) ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში და ობერამეგრაუს (გერმანია) ნატო-ს სკოლაში გახსნილ კურსებს. ქმედებების ფართო სპექტრისა და სამხედრო წვრთნის მეშვეობით, სამხედრო მოსამსახურეები იძენენ აგრეთვე ნატო-ს ქვეყნებისა და სხვა პარტნიორების ძალებთან მოქმედების პრაქტიკულ გამოცდილებას.
იმ მიზნით, რომ დახმარებოდა უკრაინას თავდაცვის სისტემის რეფორმირების შედეგების მართვაში, უკრაინის ეროვნული საკოორდინაციო ცენტრთან თანამშრომლობით, ნატო-მ დააფინანსა და ჩაატარა ენებისა და მენეჯმენტის კურსები. ამ ცენტრის მოვალეობაა ჭარბი სამხედრო პერსონალის სოციალური ადაპტაცია. მეტიც, დემილიტარიზაციის პროექტების განხორციელებაში დახმარება მოდის აგრეთვე ცალკეული მოკავშირეებისაგან „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ნდობის ფონდის მექანიზმის მეშვეობით (იხ. გვ. 28).
თავდაცვის სისტემის რეფორმის შედეგების მართვა
თავდაცვის სისტემაში რეფორმის წამოწყებისას არსებითი მნიშვნელობა აქვს შესაბამისი ზომების გატარებას დასაწყისშივე, რათა შესაძლებელი გახდეს მისი შედეგების მართვა და შემცირდეს შესაძლო უარყოფითი შედეგები. იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამსახურს დაკარგავენ, აუცილებლად უნდა გაეწიოთ დახმარება სამოქალაქო ცხოვრებაში მათი ინტეგრაციის მიზნით. სამხედრო ბაზების დახურვამ შეიძლება უაღრესად უარყოფითი გავლენა იქონიოს ადგილობრივ მოსახლეობასა და ეკონომიკაზე. ამდენად, აუცილებელია შესაბამისი რეგიონების გარდაქმნის გეგმების შემუშავება. ჭარბი და მოძველებული იარაღისა და მოწყობილობის მარაგი სერიოზულ საფრთხეს ქმნის უსაფრთხოებისა და გარემოსათვის, ამიტომ ისინი უვნებლად უნდა განადგურდეს.
ნატო-მ წამოაყენა რამდენიმე ინიციატივა, რომელთა მიზანი იყო ამ სფეროში პარტნიორი ქვეყნებისათვის კონსულტაციების გაწევა და ცოდნის გაზიარება. მართალია პროექტებისა და პროგრამებისათვის მას შეუძლია გამოყოს მხოლოდ შეზღუდული ოდენობის სახსრები, იგი ცდილობს მოიძიოს დამატებითი ფინანსები და ამ მიზნით მუშაობს საერთაშორისო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე ცალკეულ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ ორმხრივი დახმარების გაწევის სურვილი და ინფორმაციას აწვდიან.
ჯარისკაცების გადამზადება
ცივი ომის დამტავრების შემდეგ ხუთ მილიონ ჯარისკაცზე მეტმა გაიარა მომზადება პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში. სასწრაფოდ უნდა შეიქმნას პროფესიული გადამზადებისა და ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობები. 2000 წლის დასაწყისში ნატო-მ პარტნიორ ქვეყნებს შესთავაზა, რომ გარკვეულ წვლილს შეიტანდა მათ ძალისხმევაში ჩაეტარებინათ სამხედრო მოსამსახურეების გადამზადება და ჩაერთოთ ისინი სამოქალაქო ცხოვრებაში.
შეიქმნა ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც პერსონალის გადამზადების პოლიტიკისა და პროგრამების თაობაზე რჩევებით, ანალიზით და მითითებებით უნდა დახმარებოდა ეროვნულ ხელისუფლებებს. ჯგუფის ამოცანაა აგრეთვე სამუშაოს პოვნის ან ბიზნესის წამოწყების თაობაზე რჩევებით დაეხმაროს სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მოკლე ხანებში იქნებიან დათხოვნილი, უზრუნველყოს ენების შესწავლა და გადამზადების ცენტრების გახსნა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც მოსალოდნელია, რომ 2010 წლისათვის დაიხურება 3000 სამხედრო ობიექტი და ბაზა და, წინასწარი მონაცემებით 175 ატასი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს, საკმაოდ დაინტერესებული არიან ამგვარი პროგრამებით. რუმინეთმა და ბულგარეთმა, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ პარტნიორი ქვეყნები იყვნენ, პირველებმა ისარგებლეს ამ ტიპის დახმარებით. 2004 წლისათვის თითოეული ქვეყნის დაახლოებით 20 ათასმა ოფიცერმა მიიღო მონაწილეობა გადამზადების პროგრამაში. ალბანეთი, სერბია და ჩერნოგორია და იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია* განიხილავენ ამ სფეროში ნატო-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. მეტიც, ნატო აფინანსებს გადამზადების ინიციატივებს რუსეთსა და უკრაინაში.
დახმარება დათხოვილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის
ნატო-რუსეთის ცენტრი დათხოვილი სამხედრო პირების სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნების საკითხებზე, რომელიც 2002 წლის მარტიდან ფუნქციონირებს, ცდილობს გადაჭრას რუსეთის სამხედრო სექტორის შემცირების შედეგად წარმოშობილი სოციალური პრობლემები. ამ მიზნით მთელ რუსეთში ყურადღება მახვილდება შემცირებული სამხედრო პირების გადამზადებასა და საზოგადოებაში რეინტაგტაციაზე. ცენტრი მოსკოვში დაფუძნდა, 2003 წლიდან კი თავისი საქმიანობა გაავრცელა რეგიონებზეც. ამ მიზნით დაარსდა ადგილობრივი წარმომადგენლობები იაროსლავლში, სანქტ-პეტერბურგში, ჩიტაში, პერმში, კალინინგრადსა და დონის როსტოვში.
ცენტრმა შექმნა ვებსაიტი იმ მიზნით, რომ გაავრცელოს პრაქტიკული ინფორმაცია გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე, ასევე რჩევები ახალი ბიზნესის წამოწყების თაობაზე. ის აგრეთვე ატარებს სასწავლო კურსებს, ამზადებს სამხედროების სამოქალაქო რელსებზე გადაყვანის სპეციალისტებს და ატარებს კონფერენციებს ამ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის მიზნით. არსებობს წელიწადნახევრის მანძილზე ცენტრმა უკვე მოამზადა 210 სპეციალისტი, რომლებიც ამჟამად სამხედროების სამოქალაქო რელსებზე გადაყვანის სფეროში მუშაობენ და დაიწყო დაახლოებით 200 ადამიანის მომზადება ისეთ დარგებში, როგორიცაა კომპიუტერის მოხმარება, მართვა და საბუღალტრო საქმე. |
სამხედრო ბაზების კონვერსია
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ორგანიზაციების კონვერსიის ნატო-სეულ ინიციატივის ფარგლებში, ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფი რჩევებითა და რეკომენდაციებით ეხმარება შესაბამისი ქვეყნების ეროვნულ მთავრობებს, რათა მათ შეძლონ, სამოქალაქო სექტორში ახალი და პროდუქციული გამოყენება მოუძებნონ სამხედრო ბაზებს. ინიციატივის მიზანია აგრეთვე ხელი შეუწყოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და ინფორმაციის გაზიარებას მონაწილე ქვეყნებს შორის. მათ შორისაა რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა და ნატო-ს ორი ახალი წევრი: ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, რუმინეთი, სერბია და ჩერნოგორია, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია* და ხორვატია.
რამდენიმე საცდელი პროექტის მიზანია სამხედრო ბაზების დახურვისა და მათი ინფრასტრუქტურის ახლებური გამოყენებისადმი სტრატეგიული მიდგომის შემუშავება. უმთავრესი პრიორიტეტებია ეკოლოგიური ნორმების დაცვა, სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური დივერსიფიკაცია იმ რაიონებში, სადაც სამხედრო ბაზები დასაქმების ერთადერთი წყაროა. ზოგიერთი ბაზა, მაგალითად, გარდაქმნის შედმეგ უნდა გადაიქცეს საცხოვრებელ რაიონად, საგანმანათლებლო დაწესებულებად, სამედიცინო ცენტრად, ციხედ ან ველური ბუნების დაცვის ზონად.
ნაღმების, აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდები (იხ. ჩარჩო გვ. 28) ეხმარებიან პარტნიორ ქვეყნებს, რათა მათ შეძლონ ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების, აღჭურვილობის, მცირე და მსუბუქი შეიარაღების ზედმეტი მარაგის განადგურება. ცალკეულ ქვეყნებთან მუშავდება სპეციალური პროექტები, რათა განადგურების პროცესი ჩატარდეს უსაფრთხოდ, გარემოსათვის ზიანის მიუყენებლად და საერთაშორისო ნორმების დაცვით. სადაც შესაძლებელია, პროექტების მიზანია ადგილობრივი რესურსებისა და ინფრასტრუქტურის გამოყენება დანახარჯების შესამცირებლად, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მომზადება ლიკვიდაციის პროცესისათვის, მათთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ახალი ხელობის დაუფლება.
2005 წლის დასაწყისისათვის ალბანეთში წარმატებით განადგურდა 1.6 მილიონი ფეხოსანთა საწინააღმდეგო ნაღმი; ლიკვიდირებულ იქნა 12 ათასი ფუგასი და 7 ათასი ტონა სხვა სამხედრო მოწყობილობა და რეაქტიული საწვავი მოლდოვაში; უკრაინაში განადგურდა 400 ათასი ფეხოსანთა საწინააღმდეგჰო ნაღმი; 1200 ფუგასი განადგურდა ტაჯიკეთში, ხოლო საქართველოში ჩატარდა 300 რაკეტის დემონტაჟი. დაგაგმილია აგრეთვე სხვა პროექტები დემილიტარიზაციის სფეროში, მაგალითად, აზერბაიჯანში, ალბანეთში, ბელარუსში, სერბიასა და ჩერნოგორიაში და უკრაინაში.
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდები
„პარტნიორობამშვიდობისათვის“ პროგრამის ნდობის ფონდის პოლიტიკა თავდაპირველად 2000 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა, როგორც დაგროვილი ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების უსაფრთხო განადგურებაში პარტნიორი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევის მექანიზმი. გადაწყვეტილია, რომ ამ გზით ხელმომწერ ქვეყნებს დახმარება უნდა გაუწიოს ქვეითთა საწინააღმდეგო ნეღმების გამოყენების, შენახვის, წარმოებისა და გადაცემის აკრძალვისა და მათი განადგურების თაობაზე ოტავის კონვენციის განხორციელებაში
ნაღმების განადგურების რამდენიმე წარმატებით განხორციელებული პროექტის საფუძველზე ფონდის მოქმედების სფერო გაიზარდა და მოიცვა დემილიტარიზაციის სხვა პროექტები, რომელთა მიზანია აღჭურვილობისა და მცირე და მსუბუქი შეიარაღების განადგურება. მოგვიანებით, ფონდის გამოყენება გაფართოვდა. ის პარტნიორ ქვეყნებს თავდაცვის სისტემის რეფორმების შედეგების მართვაში ეხმარება ისეთი ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა სამხედრო მოსამსახურეების გადამზადება და სამხედრო ბაზების კონვერსია. ნდობის ფონდები შეიძლება ჩამოყალიბდეს აგრეთვე ხმელთაშუა ზღვის დიალოგის ქვეყნებისათვის.
ფონდის ფარგლებში ნატო-ს წევრები მუშაობენ ცალკეულ პარტნიორ ქვეყნებთან კონკრეტული პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ნატო ან პარტნიორი ქვეყანა თავის თავზე იღებს პროექტის შესახებ განაცხადის დაფინანსებას და დამუშავებას, აგრეთვე პოტენციური კონტრიბუტორების პოვნას. პარტნიორმა ქვეყანამ, რომელიც ამ პროექტისაგან პირდაპირ სარგებელს იღებს, აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ სამუშაოს შესრულებაში და, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს პროექტს. ნატო-ს ექსპერტები კი მას დაეხმარებიან რჩევებით და მითითებებით.
ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები დამოუკიდებლად გამოყოფენ დაფინანსებას. წვლილის შეტანა შესაძლებელია აგრეთვე აღჭურვილობითა და ფიზიკურად. ლუქსემბურგში მდებარე ნატო-ს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტო პროექტებში ხშირად მოქმედებს როგორც აღმასრულებელი ორგანო და პასუხს აგებს ტექნიკური და ფინანსური ასპექტების განხორციელებაზე.
დამატებითი ინფორმაცია იხ. მისმართზე:
www.nato.int|pfp|trust-fund.htm |
ძველი რაკეტების განადგურება
2005 წლის დასაწყისში განხორციელებული „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ნდობის ფონდის პროექტის ფარგლებში, საქართველოში უსაფრთხოდ განადგურდა 300-მდე ძველი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა. დემონტაჟი გაუკეთდა ფონიჭალისა და ჭალადიდის ბაზებზე არსებულ რაკეტებს, მოიხსნა ქობინები, რომლებიც შემდეგ სხვა ადგილზე იქნა გადატანილი და განადგურებული, მეთვალყურეობის ქვეშ.
ამ პროექტმა საგრძნობლად აამაღლა უსაფრთხოების დონე იმ რაიონებში, სადაც ეს რაკეტები იყო განლაგებული და ხელი შეუშალა გარემოს მოწამვლას, რაც მათი ადგილზე დატოვების შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო. |
![]() |
8 კატასტროფებისთვის მზადყოფნა და მათზე რეაგირება |
▲back to top |
როგორც ადამიანი8ს ქმედებებით გამოწვეული, ისე ბუნებრივი კატასტროფები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს და ქვეყნები იძულებული გახდებიან ებრძოლონ მათ შედეგებს. უსაფრთხოებასა და სტაბილურობას პოტენციურად საფრთხეს უქმნის აგრეთვე მნიშვნელოვანი საგანგებო სიტუაციები. მართალია, ყოველი ქვეყანა ვალდებულია თვითონ გაუმკლავდეს თავის ტერიტორიაზე მომხდარ კატასტროფერბს და იზრუნოს დაზარალებულებზე, მაგრამ შესაბამისი ქვეყნის პოტენციალი შეიძლება ვერ გასწვდეს კატასტროფული სიტუაციის სიმძიმესა და ხანგრძლივობას, ხოლო კატასტროფის შედეგები შეიძლება საგრძნობი იყოს მისი საზღვრებიდან საკმაოდ დაშორებულ ადგილებშიც. ამდენად, საგანგებო სიტუაციებთან გამკლავებისა და მათზე რეაგირების პოტენციალის ამაღლებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე.
ნატო-ს ქვეყნები წლების განმავლობაში თანამშრომლობენ კატასტროფებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების სფეროში, რასაც ნატო-ში სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვას უწოდებენ. 90-იან წლებში ეს სფერო გაფართოვდა და მოიცვა პარტნიორი ქვეყნები. ამჟამად ის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის უდიდესი არასამხედრო კომპონენტია. 1988 წლის ივნისში, რუსეთის წინადადებით, ნატო-ს შტაბ-ბინასთან შეიქმნა კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ამოცანაა ევროატლანტიკურ სივრცეში მომხდარი კატასტროფების ეაპ-ის წევრი ქვეყნების ძალისხმევის კოორდინაცია.
ქმედითი კოორდინაციის უზრუნველყოფა
კატასტროფებზე ქმედითი რეაგირებისათვის აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებების, სამედიცინო რესურსების, კომუნიკსაციების, კატასტროფებზე რეაგირების პოტენციალისა და სხვა სამოქალაქო რესურსების კოორდინირებული გამოყენება. ყველა ქვეყანა ვალდებულია უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმის ჩამოყალიბება ეროვნულ დონეზე. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი კატასტროფა სეიძლება გასცდეს ერთი სახელმწიფოს საზღვრებს და საჭირო გახდეს საერთაშორისო დახმარება, აუცილებელი ხდება თანამშრომლობა და დაგეგმვა საერთაშორისო დონეზე.
> წითელი ნახევარმთვარის მუშაკები მონაწილეობენ ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის აქციაში.
ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვის სფეროში მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა სემინარები, წვრთნა და სასწავლო კურსები, რომლებზეც ერთმანეთს ხვდებიან ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული მთავრობების წარმომდაგენელი სამოქალაქო და სამხედრო პირები. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად, გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისი, გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისი, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და ევროპის კავშირი, ისეთივე მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან, როგორც არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციები.
გაუთვალისწინებელი შემთხვევევბისათვის გეგმების, შესაბამისი პროცედურებისა და აუცილებელი მოწყობილობის მომზადების, ასევე ჩვეულებრივი წვრთნისა და სწავლების წყალობით, ნატო-მ და პარტნიორმა ქვეყნებმა შეძლეს, რამდენიმე სტიქიური კატასტროფის შემდეგ, დახმარების ქმედითი კოორდინირება საგანგებო სიტუაციათა ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით. ამ კატასტროფებს შორის იყო წყალდიდობები აზერბაიჯანში, ალბანეთში, რუმინეთში, უკრაინაში, უნგრეთსა და ჩეხეთში, მიწისძვრები თურქეთში, ტყის ხანძრები იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას მაკედონიასა* და პორტუგალიაში და ექსტრემალური კლიმატური პირობები მოლდოვასა და უკრაინაში.
დახმარება საკვებით
გასული საუკუნის განმავლობაში უკრაინაში 13 დიდი წყალდიდობა მოხდა. ნატო-მ და პარტნიორმა ქვეყნებმა დახმარება გაუწიეს უკრაინას 1995, 1998 და 2001 წლების დამანგრეველი წყალდიდობების შემდეგ.
სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვისა და კატასტროფებისათვის მზადყოფნის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში 1997 წლიდან ამ სფეროში განხორციელებულმა თანამშრომლობის დიდმა პროგრამამ უაშუალო პრაქტიკული სარგებელი მოუტანა უკრაინას. მისი მთავარი მიზანი იყო დახმარებოდა უკრაინას, რომლის დასავლეთ რეგიონებში ხშირად ხდება წყალდიდობები, ამგვარი საგანგებო მდგომარეობებისათვის უკეთ მომზადებისათვის უკეთ მომზადებასა და მათი შედეგების უფრო ქმედით მართვაში. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის წვრთნებზე, როგორიც იყო, მაგალითად, უკრაინის კაპიტნების რეგიონში 2000 წლის სექტემბერში ჩატარებული წვრთნა, გამოცადა საგანგებო სიტუაციების დროს გასატარებელი ზომები, მაგალითად, საჰაერო დაზვერვა, ადამიანების ევაკუაცია და წყლის გამწმენდი მოწყობილობების გამოყენება. მეტიც, 2001 წელს შედგენილი საცდელი პროექტის ფარგლებში ერთად მოიყარა თავი საკვებისა და საგანგებო სიტუაციათა 40 ექსპერტმა 12 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთა მიზანი იყო პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება მდინარე ტისას აუზში წყალდიდობების პროგნოზირებისა და მათ შედეგებთან ბეძოლის თაობაზე. |
საგანგებო სიტუაციათა ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრი
1998 წლის ივნისში, ნატო-ს შტაბ-ბინასთან, რუსეთის წინადადებიშ შეიქმნა კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრი. ცენტრი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს, მთავარი პუნქტია ინფორმაციის გაცვლისათვის. გარდა ამისა, ის კოორდინაციას უწევს ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევას ევროატლანტიკურ სივრცეში მომხდარ კატასტროფებზე რეაგირებისას. ცენტრი ასევე უტარებს ორგანიზებას სამოქალაქო საგანგებო წვრთნებს, ბუნებრივი და ადამიანის ქმედებებით გამოწვეულ კატასტროფებზე რეაგირებისათვის, ისევე როგორც ქიმიური, ბიოლოგიური ან რადიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებით განხორციელებლი ტერორისტული აქტების შედეგების მართვისათვის მოსამზადებლად.
ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც წამყვან როლს თამაშობენ საერთაშორისო კატასტროფებზე რეაგირებისას და მათი შედეგების მართვაში. ეს ორგანიზაციებია გაერო-ს ჰუმანიტერულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისი, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია და სხვა.
ცენტრი ხელს უწყობს ქვეყნებს, რათა მათ შეიმუშაონ ორმხრივი და მრავალმხრივი ზომები ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა ვიზები, საზღვრის გადაკვეთის წესები, სატრანზიტო შეთანხმებები, საბაჟო მოსაკრებლები და სამხედრო პერსონალის სტატუსი. ამგვარი ზომები თავიდან აგვაცილებს საქმის ბიუროკრატიულ გაჭიანურებას იმ რეგიონში მაშველი ძალების განლაგებისა და აუცილებელი ნივთების ჩატანისას, სადაც საგანგებო სიტუაცია შეიქმნა. აგრეთვე მიღებულ იქნა ზომები კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური ქვედანაყოფის შესაქმნელად, სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. ეს ქვეყნები მზად არიან, კატასტროფის შემხვევაში, დაუყონებლივ გამოყონ შესაბამისი რესურსები.
დამატებითი ინფორმაცია იხ. მისამართზე:
www.nato.int/eadrcc/home.htm |
დახმარება ლტოლვილებისათვის
კატასროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს, რომელიც თავდაპირველად ბუნებრივ და ტექნოლოგიურ კატასტროფებზე რეაგირებისათვის შეიქმნა, საშველად პირველად მიმართეს ლტოლვილებისათვის დახმარების ორგანიზების მიზნით, როცა 1998 წელს გაიზარდა შეშფოთება მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის თაობაზე კოსოვოში და მის გარშემო. წლის ბოლოსათვის სერბიის სამხედრო და პოლიციის ძალებსა და კოსოვოს ალბანელების ძალებს შორის ღია დაპირისპირებას მრავალი ეთნიკური ალბანელი შეეწირა, 300 ათასი მათგანი კი იძულებული გახდა თავიანთი სახლები მიეტოვებინა.
1998 წლის ივნისში ჩამოყალიბებული კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრი დაუყონებლივ ჩაერთო მოვლენებში, როცა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა თხოვნით მიმართა 165 ტონა გადაუდებლად საჭირო ნივთები ჩაეტანა ალბანელი ლტოლვილებისათვის. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, კრიზისის ზრდასთან ერთად, შეიქმნა ქმედითი საფუძვლები კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრსა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს სორის თანამშრომლობისათვის. კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის მუშაკებმა რამდენიმეჯერ იმოგზაურეს რეგიონში, რათა უკეთ გაცნობოდნენ სიტუაციას. ამა, შესაძლებელი გახადა მისი უფრო ინტენსიური და ფართო მონაწილეობა დახმარების პროცესში, 1999 წელს, როცა მოხდა კონფლიქტის ესკალაცია მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა საჰაერო დარყმები განახორციელეს, რასაც მოჰყვა სერბიის ძალების მიერ ასობით ათასი ალბანელის განდევნა.
> საგანგებო სიტუაციათა ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრი მონაწილეობდა ლტოლვილთა დახმარების ოპერაციაში კოსოვოს კრიზისის დროს.
ცენტრი გადამწყვეტ როლს ასრულებდა ეაპს-ს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლაში. ის აგრეთვე კოორდინაციას უწევდა მათ ქმედებებს დახმარების მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარების სახით გაიგზავნა წამლები და სამედიცინო მოწყობილობა, ტელეკომუნიკაციის საშუალებები, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, აგრეთვე კარვები 20 ათასი ადამიანისათვის. კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით, რეგიონში აგრეთვე გაიგზავნა დახმარება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან პარტნიორები, მაგალითად, ისრაელიდან, რომელმაც სრულიად დაკომპლექტებული საველე ჰოსპიტალი გააგზავნა პერსონალთან ერთად და არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან, რომლის დახმარებითაც აღდგა კუკეშის აეროპორტი ჩრდილო-აღმოსავლეთ ალბანეთში.
დახმარებაში შედიოდა აგრეთვე თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ტვირთების გადამზიდი ჯგუფები და ლოგისტიკური რჩევების დახმარების ტრანსპორტირებისა და განაწილების მიზნით. კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურმა საკოორდინაციო ცენტრმა მნიშვნელობანი როლი ითამაშა ჰუმანიტერული საჰაერო რეისების კოორდინაციაში. მან ამ რეისებში საჰაერო მოძრაობის მართვის სფეროს უმთავრეს ძალებს მიაღებინა მონაწილეობა იმ მიზნით, რომ მათ შესაბამისი პროცედურები შეემუშავებინათ, და საჰაერო ტრანსპორტის სპეციალისტები მოიწვია გაერო-ს საჰაერო საკოორდინაციო . მან ამ რეისებში საჰაერო მოძრაობის მართვის სფეროს უმთავრეს ძალებს მიაღებინა მონაწილეობა იმ მიზნით, რომ მათ შესაბამისი პროცედურები შეემუშავებინათ, და საჰაერო ტრანსპორტის სპეციალისტები მოიწვია გაერო-ს საჰაერო საკოორდინაციო სექციაში.
კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრი კრიზისისაგან ყველაზე მეტად დაზარალებული ორი ქვეყნის, ალბანეთისა და იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის* სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებებს იმ ორგანოებთანაც, რომელთაგან ზოგიერთი შედიოდა ნატო-ში, ზოგიერთი კი - არა. ეს ორგანოები ცენტრის მეშვეობით ეცნობოდნენ კონკრეტულ მოთხოვნებს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო, ლტოლვილთა კრიზისის გაღრმავების კვალდაკვალ, მესამე ქვეყანაში ევაკუაციის მექანიზმების შექმნის, ჰუმანიტარული უსაფრთხოების ფარის რანგში მოქმედების სასწრაფო აუცილებლობა.
მზადება ტერორისტული აქტებისათვის
2001 წლია 11 სექტემბრის მოვლენებმა ცხადყო, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს თანამშრომლობა მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებით განხორციელებული შესაძლო ტერორისტული აქტებისათვის მომზადების თვალსაზრისით. ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (იხ. გვ 15) ხელს უწყობს შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას და მონაწილეობას სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვაში, რისკების შეფასებისა და ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღისაგან მოსახლეობის დაუცველობის შემცირებისათვის.
სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვის სამოქმედო გეგმა შეთანხმებული და მიღებულია იმ მიზნით, რომ დაეხმაროს ეროვნულ ხელისუფლებებს სამოქალაქო მზადყოფნისათვის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებით განხორციელებული ტერორისტული აქტების შემთხვევაში. ნატო-მ და პარტნიორმა ქვეყნებმა მოამზადეს და მუდმივად აახლებენ ეროვნული რესურსების სიას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ამგვარი აქტის განხორციელების შემთხვევაში. ეს რესურსები მოიცავს ყველაფერს, დაწყებული სამედიცინო დახმარებითა და დამთავრებული რადიოლოგიური წყაროების გამოვლინებების საშუალებით, ამოცნობის ლაბორატორიებით, საჰაერო-სამედიცინო ევაკუაციის პოტენციალით. იქმნება უფრო მნიშვნელოვანი საგნების მარაგიც, რაც სეიძლება მომავალში გახდეს საჭირო. საზღვრების გადაკვეთის პროცედურების გაუმჯობესებისაკენ მიმართული ძალისხმევის მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გახდეს შესაძლებელი დახმარების გაწევა, საგანგებო ვითარების დროს.
მუშავდება მინიმალური სტანდარტების წვრთნის, დაგეგმვისა და აღჭურვილობის სფეროში. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში, რეგულარუად ტარდება წვრთნა საველე პირობებში იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად ქმედითი იყოს ქვეყნების ერთობლივი მუშაობა ტერორისტულ აქტებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში. აქ კოკრეტულად იგულისხმება სხვადასხვა ჯგუფს შორის ურთიერთქმედების დონის ამაღლება სამედიცინო და სასწრაფო დახმარების გაწევისას, ასევე დეკონტამინაციისა და გაწმენდის სამუშაოების დროს. კიდევ ერთი ძირითადი განსახილველი საკითხია ამგვარ სტრესულ საგანგებო სიტუაციებში საჯარო ინფორმაციის მართვა.
წვრთნა სახელწოდებით „ბინძური ბომბი“
ამ წვრთნაზე ძალები ვარჯიშობდნენ „ბინძური ბომბის“ (რადიოლოგიური გაფანტვის მოწყობილობის) გამოყენებით განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე საერთაშორისო რეაგირებაში. იგი ჩატარდა 2003 წლის ოქტომბერში ქალაქ პიტეშტიში, რუმინეთი (იმ დროს პარტნიორი ქვეყანა). მასში მონაწილეობდა დაახლოებით 1300 რუმინული და 350 საერთაშორისო ძალების წარმომადგენელი. |
![]() |
9 უსაფრთხოება, მეცნიერება და ეკოლოგია |
▲back to top |
ნატო-ს ორი სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში საერთო პრობლემებზე მუდმივად ერთად მუშაობენ ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების მეცნიერები და სპეციალისტები. თანამშრომლობა ტრადიციაა მეცნიერთათვის და აუცილებლობა სამეცნიერო პროგრესისათვის. ჩამოყალიბებული ქსელები ასრულებს აგრეთვე სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთგაგებისა და ნდობის დამყარების პოლიტიკურ მიზანს.
ნატო-ს სამეცნიერო კომიტეტის „უსაფრთხოება მეცნიერების მეშვეობით“ პროგრამის მიზანია, მეცნიერების გამოყენების გზით, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სოლიდარობის განმტკიცების პრობლემების გადაწყვეტაში. პროგრამა ხელს უწყობს ნატო-ს, პარტნიორი ქვეყნებისა და ხმელთაშუა ზღვის დიალოგის ქვეყნების მოქმედი მეცნიერების თანამშრომლობას, ქსელებში მუშაობასა და პოტენციალის ამაღლებისათვის გაწეულ ძალისხმევას. „უსაფრთხოება მეცნიერების მეშვეობით“ პროგრამის დახმარება, ძირითადად, გამიზნულია თანამშრომლობის მხარდაჭერისათვის ისეთი საკითხების კვლევაში, როგორიცაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ან უსაფრთხოების სხვა რისკების წინააღმდეგ მისაღები ზომები. კიდევ ერთი მიზანია ტექნოლოგიების გაზიარებისა და გადაცემის ხელშეწყობა იმ მიზნით, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა შეძლონ თავიანთი კონკრეტული პრიორიტეტული პრობლემების გადაწყვეტა.
კომიტეტი თანამედროვე საზოგადოების გამოწვევებზე ცდილობს გადაჭრას ეკოლოგიური და საზოგადოებრივი პრობლემები ამ სფეროში კვლევებისას ეროვნული ორგანიზაციების მოკლევადიანი თანამშრომლობის ხელშეწყობით. ის ქმნის უნიკალურ ფორუმს ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის სოციალური და ეკოლოგიური საკითხების ტექნიკურ, მეცნიერულ და პოლიტიკურ ასპექტებზე როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სექტორებში. კომიტეტის მუშაობას განსაზღვრავს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული რამდენიმე მიზანი.
მეცნიერების გამოყენება უსაფრთხოების მიზნებისათვის
თავდაცვა ტერორიზმისაგან
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უმთავრესი პრიორიტეტი გახდა როგორც მოკავშირეების, ისე პარტნიორებისათვის. ნატო აფინანსებს სამეცნიერო კვლევის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და მათგან ფიზიკური დაცვის ზომების გაუმჯობესების ქმედითი მეთოდების შემუშავების დარგში. ასევე ტარდება კვლევები ამგვარი იარაღის განადგურების, დეკონტამინაციისა და სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების დარგში, მათ შორის ქიმიური ტექნოლოგიებისა და ვაქცინების გამოყენებით.
ტარდება სემინარები იმ მიზნით, რომ მეცნიერები შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის (მათ შორის ენერგეტიკის, კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სისტემების) დაუცველობის შემცირება; ეკოლოგიური და კიბერნეტიკული ტერორიზმისაგან დაცვა; საზღვრის დაცვის გაუმჯობესება; არალეგალური ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; ფეთქებადი ნივთიერებების აღმოჩენის უფრო ქმედითი საშუალებების ფამოძებნა.
უფრო ფართო საკითხები, როგორიცაა ტერორიზმის ძირეული მიზეზების დადგენა, მისი სოციალური და ფსიქოლოგიური შედეგები და ტერორიზმის საფრთხისადმი მოსახლეობის მდგრადობის ამაღლება ასევე განიხილება ამ სფეროებში პოლიტიკის შესამუშავებლად გამიზნულ რეკომენდაციებში.
ბრძოლა სხვა საფრთხეების წინააღმდეგ
თუმცა არც ისე ნათლად ჩანს, არსებობს სხვა პოტენციური საფრთხეების წყაროები უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის, მათ შორის განუახლებადი რესურსების სიმცირე და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, მაგალითად, გაუდაბნოება, ნიადაგის ეროზია ან წყლის მარაგის დაბინძურება, რამაც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს შორის დავა გამოიწვიოს. ამგვარი პრობლემების გადაწყვეტისათვის ხშირად საჭიროა არა მხოლოდ სამედიცინო ცოდნა, არამედ მრავალი მონაწილის მიერ განხორციელებული ქმედებებიც. ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ნატო აფინანსებს პროექტებსა და კვლევებს, რომლებიც ხელს უწყობს მეცნიერების მოწინავე მიღწევების გამოყენებას და ამ საქმეში გადამწყვეტი როლის მქონე ქვეყნების ჩაბმას.
მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდებოდა შესაძლებელი რომ იყოს ბუნებრივი კატასტროფების წინასწარმეტყველება, მათი შედეგების შერბილება ან, რაც უჯეთესი იქნებოდა, თავიდან აცილება. ეს საკითხები ზოგიერთ პარტნიორს ყველაზე მეტად აინტერესებს, ნატო-მ განახორციელა რამდენიმე პროექტი, რომელთა მიზანი იყო დიდი მიწისძვრების დამანგრეველი შედეგების შემცირება მსხვერპლის, მატერიალური ზარალისა და სოციალურ - ეკონომიკური ნგრევის თვალსაზრისით. ამ პროექტების მიზანია, მაგალითად მიწისძვრებისადმი ნაგებობების მედეგობის გაზრდის მეთოდების აღმოჩენა ან რომელიმე რეგიონის სეისმური და გეოლოგიური მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რათა შედგეს სეისმური რისკის ზონების რუკები, რომლებიც საშუალებას მისცემს ქალაქის დაგეგმარების სპეციალისტებს გადაწყვიტონ, თუ სად როგორი შენობა უნდა აიგოს. მუშავდება აგრეთვე პროექტები, რომელთა მიზანია უფრო ქმედითი ადრეული შეტყობინებისა და საკვების მომარაგების სისტემების განვითარება.
თანამედროვე საზოგადოება დიდად არის დამოკიდებული უსაფრთხო საკვებისა და სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ეს არის უმთავრესი სფეროები, რომელთა შესწავლა აუცილებელია, რათა საზოგადოება უფრო დაცული გახდეს.
ეკოლოგია და უსაფრთხოება
იმ ფაქტმა, რომ ეკოლოგიურ საკითხებს არ გააჩნია საზღვრები, საერთაშორისო თანამეგობრობა აიძულა, აქტიური როლი ეთამაშა ეკოლოგიური პროექტების წამოწყებაში, რათა ხელი შეეწყო არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის, არამედ უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვისაც. ასეთ პროექტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ,,კომიტეტის თანამედროვე საზოგადოების გამოწვევებზე“ პროგრამებში. მათი წილი მნიშვნელოვანია აგრეთვე ,,უსაფრთხოება მეცნიერების მეშვეობით“ პროგრამაში.
2002 წელს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, გაერო-ს ეკოლოგიურმა პროგრამამ და გაერო-ს განვითარების პროგრამამ წამოაყენეს ეკოლოგიისა და უსაფრთხოების ერთობლივი ინიციატივა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ეკოლოგიურ საკითხებასა და უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შორის კვშირის გამყარების საქმეში. ამ ინიციატივაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ დაუცველ რეგიონებს, როგორებიცაა ბალკანეთი, კავკასია და ცენტრალური აზია.
ვინაიდან ,,უსაფრთხოება მეცნიერების მეშვეობით“ პროგრამა და ,,კომიტეტი თანამედროვე საზოგადოების გამოწვევებზე“ ცდილობენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ამ რეგიონის პარტნიორ ქვეყნებთან სამეცნიერო და ეკოლოგიური თანამშრომლობის მეშვეობით, ისინი ამჟამად გაერთიანებულნი არიან ეკოლოგიისა და უსაფრთხოების პროგრამასთან. მათი საქმიანობა კოორდინირებულია, ხდება ინფორმაციის გაზიარება, ხოლო შედეგები მიეწოდება რეგიონის შესაბამის სახელისუფლებო ორგანოებს, რაც ბევრად გაზრდის მათ ქმედითობას. |
დახმარება მიწისძვრის დროს
მიწისძვრები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ცენტრალური აზიის მჭიდროდ დასახლებული სივრცისათვის. ნატო-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თურქი სეისმოლოგები თავიანთ უზბეკ და ყირგიზელ კოლეგებს ეხმარებიან დედაქალაქების, ტაშკენტისა და ბიშკეკისათვის, სახიფათო ზონების რუკების შექმნაში. ამ რუკების საფუძველზე მიღებულ იქნება გადაწყვეტილებები, ქალაქების დაგეგმარების შესახებ და ზომები, არსებული ნაგებობების გასამაგრებლად. |
ხალხების შეკავშირება
იმისათვის, რომ არ ჩამორჩნენ უახლეს მიღწევებს და კვლევებს, მეცნიერებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ინფორმაციაზე. ჯერჯერობით, ყველა სამეცნიერო ან აკადემიურ საზოგადოება ვერ ახერხებს ისარგებლოს საინფორმაციო ეპოქის დადგომით ან ინტერნეტის შესაძლებლობებით. მეტიც, ინფორმაციაზე მონოპოლიის არასებობა ხშირად დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების წინაპირობადაც კი ითვლება.
ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ნატო-ს სამოქალაქო სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ქვეყნებში გაიხსნა რამდენიმე კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებიც უზრუნველყოფილი იყვნენ ინტერნეტის გამოყენებისათვის აუცილებელი ქსელური ინფრასტრუქტურით.
დედაქალაქებში შეიქმნა ქსელები, რათა აკადემიურ წრეებს რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში და უკრაინაში უკეთ შეძლებოდათ ინტერნეტით სარგებლობა. შეიქმნა აგრეთვე ეროვნული ქსელები მოლდოვაში, რუმინეთსა და იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიაში. ნატო-ს მიერ დაფინანსებული ყველაზე დიდი და ამბიციური პროექტი ამ სფეროში არის ვირტუალური აბრეშუმის გზატკეცილის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ინტერნეტში თანამგზავრის მეშვეობით ჩაერთო სამხრეთი კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამეცნიერო და აკადემიური წრეები.
ვირტუალური აბრეშუმის გზატკეცილი
ვირტუალური აბრეშუმის გზატკეცილის პროექტის განხორციელება დაიწყო 2001 წლის ოქტომბერში (მისი სახელი უკავშირდება დიდ აბრეშუმის გზას, რომელიც ევროპას შორეულ აღმოსავლეთთან აკავშირებდა და ხელს უწყობდა საქონლის, ცოდნისა და იდეების გაცვლას). პროექტი ინტერნეტით უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რვა პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანის, თურქმენეთის, საქართველოს, სომხეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზაგეთისა და ყირგიზეთის) აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს. 2004 წელს მისი მოქმედება გავრცელდა ავღანეთზეც.
რენტაბელური და თანამედროვე სატელიტური ტექნოლოგიები დღესღეობით საშუალებას აძლევს პროგრამაში მონაწილე ქვეყნების მეცნიერებსა და აკადემიკოსებს, თანამგზავრის საერთო ტალღის მეშვეობით ჩაერთონ ინტერნეტში. ნატო-ს გრანტის საფუძველზე გამოიყო სატელიტური სიხშირე და დაიდგა ათი სატელიტური თეფში. პროექტის სხვა სპონსორებმა თავიანთი წვლილი ნატურით შეიტანეს. ოთხი წლის განმავლობაში ამ პროექტისთვის გამოიყო 3,5 მილიონი აშშ დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც ნატო-ს სამოქალაქო სამეცნიერო პროგრამას ოდესმე დაუფინანსებია. |
![]() |
10 ევროატლანტიკური უსაფრთხოების ჭეშმარიტი კულტურა |
▲back to top |
ალიანსის პარტნიორული მიდგომა უაღრესად წარმატებული გამოდგა, ევროატლანტიკურ სივრცეში სტრატეგიული გარემოს შეცვლის თვალსაზრისით. პოლიტიკური დიალოგისა და სამხედრო თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, პარტნიორობას თავისი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების ნამდვილი ევროატლანტიკური კულტურის ჩამოყალიბებაში, რაც გულისხმობს ერთობლივ ძალისხმევას უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტაში როგორც ევროატლანტიკური თანამეგობრობაში, ისე მის გარეთ.
მოკავშირეებისა და პარტნიორობის სამხედრო ძალები ერთობლივი ქმედებებისათვის პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში ემზადებიან. სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები მხარდამხარ მსახურობენ ბალკანეთსა და ავღანეთში. პარტნიორობა ქმნის ჩარჩოს მოკავშირეებისა და პარტნიორებისათვის, რათა მათ ერთობლივად მოახდინონ რეაგირება ტერორიზმის საფრთხეებზე და სცადონ ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება.
მრავალ პარტნიორ ქვეყანაში თავდაცვის სისტემის რეფორმის სტიმულირებისა და მხარდაჭერის გზით, პარტნიორობას დემოკრატიულ გარდაქმნაშიც შეაქვს თავისი წვლილი. ის ეხება პარტნიორ ქვეყნებს უფრო თანამედროვე, ქმედითი და დემოკრატიული პასუხისმგებლობით არჭურვილი შეიარაღებული ძალებისა და სხვა თავდაცვითი სტრუქტურების აღმშენებლობაში. ამის გარდა, ის ეხმარება ქვეყნებს ამგვარი რეფორმების სოციალური და მატერიალური შედეგების მართვაში.
პრაქტიკულ თანამშრომლობას სხვა საკითხების ფართო სპექტრში, რომელთა შორის მზადყოფნა კატასტროფებისათვის და სამეცნიერო და ეკოლოგიური თანამშრომლობა, ერთნაირად მოაქვს სარგებლობა უშუალოდ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისათვის.
პარტნიორობის ფარგლებში ნატო-ს წევრობისათვის უკვე მომზადდა ათი ქვეყანა. ნატო-ს კარები ღიაა სხვა ახალი წევრებისათვისაც. ამასთან, პარტნიორობა ასევე წარმოადგენს უნიკალურ ჩარჩოს დასავლეთ ევროპის კავშირს გარეთ მყოფი ქვეყნებისათვის, რომელთა მიზანი არ არის ამ ორგანიზაციის წევრობა, მაგრამ რომელთაც შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში ისე, რომ არ უღალატონ თავიანთი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრინციპები.
ევროატლანტიკური უსაფრთხოების პრობლემები იცვლება. ცვლად საფრთხეებს, მათ შორის ტერორიზმსა და არშემდგარ სახელმწიფოებს, საშინაო და საგარეო წყაროები და ტრანსნაციონალური ხასიათი აქვს. ბალკანეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში სტაბილურობას კვლავაც ემუქრება საფრთხე, ხოლო ავღანეთის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებას ახალი საფრთხეები ევროატლანტიკური სივრცის პერიფერიებიდან ემუქრება. ამგვარ გარემოში საერთაშორისო სტაბილურობა და უსაფრთხოება სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული, ერთის მხრივ, საშინაო რეფორმებზე, ხოლო მეორეს მხრივ, დართო საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ქმედითი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში შეუძლებელია ძირითადი დემოკრატიული დოქტრინებისა და დაწესებულებების არსებობის გარეშე. ევროატლანტიკურმა პარტნიორობამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს, ორივე თვალსაზრისით.
მოკავშირეებისა და პარტნიორების პარალელურ განვითარებასთან ერთად, გაიზრდება მათი უნარი, ერთობლივად მოახდინონ რეაგირება საერთო გადაწყვეტილებაზე და შექმნან უსაფრთხო გარემო მომავალი თაობებისათვის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საფუძველზე.
![]() |
11 *** |
▲back to top |
„ათი წლის გასვლის შემდეგ შეგვიძლია თვალი გადავავლოთ წარმატებებს. ევროატლანტიკურმა პარტნიორობამ ისტორიულად უპრეცენდენტო დონეზე აიყვანა ქვეყნების შინაგანი ტრანსფორმაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. ნატო ყოველთვის ამ ძალისხმევის ცენტრში იყო. პარტნიორობაც ყოველთვის ნატო-ს საქმიანობის ცენტრში ყოფნისაკენ მიისწრაფვოდა. ის სასარგებლო იყო მოკავშირეებისათვის. ის სასარგებლო იყო პარტნიორებისათვის. ის სასარგებლო იყო დემოკრატიისა და მშვიდობისათვის.“
ნატო-ს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი აღნიშნავს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის 10 წლისთავს თავის მიმართვაში ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსადმი, 2044 წლის 14 იანვარს.