![]() |
ანგარიში პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის სფეროში სანებართვო სისტემის კვლევის შესახებ |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე გადასვლამ არაერთი პრობლემის წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყანა. საკანონმდებლო სისტემის დაბალი დონე, რესურსების არარაციონალური მართვა, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული ხედვის არ არსებობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ქვეყნის სამეურნეო სექტორი თითქმის მთლიანად განადგურდა და დამკვიდრდა რიგი ნეგატიური ტენდენციები, რომელთა ნაწილი დღესაც შენარჩუნებულია. შედეგად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება, კვლავაც არსებობს სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო და ექსპორტირებული/იმპორტირებული პროდუქციის არასასურველი სასაქონლო სტრუქტურა.
ექსპორტი წარმოადგენს საქონლის გატანას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მისი საგარეო ბაზარზე რეალიზაციის მიზნით. ის გვევლინება ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. ქვეყანაში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ფუნქციონირებს რიგი საკანონმდებლო ბერკეტები, მათ შორის აღსანიშნავია ნულოვანი საბაჟო განაკვეთი ექსპორტირებულ პროდუქციაზე. 2004 წლის მაჩვენებლებით ექსპორტირებული პროდუქციის საერთო რაოდენობა სამჯერ მცირე იყო იმპორტზე. გარდა ამისა, ექსპორტირებული პროდუქციის უდიდესი წილი მოდის ბუნებრივ რესურსებსა და ნედლეულზე, როგორიც არის შავი და ფერადი ლითონების ჯართი, აზოტის სასუქები, სპილენძის მადნები და ფეროშენადნობები, ასევე მცირე რაოდენობით საფრენი აპარატები, ღვინოები და მინერალური წყლები. ექსპორტირებული პროდუქციის ასეთი სასაქონლო ნომენკლატურა არარაციონალურია, რამდენადაც ქვეყნისთვის ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა რესურსების გადამუშავება, გამოყენება და მზა პროდუქციის წარმოება.
იმპორტი წარმოადგენს საქონლის უცხო ქვეყნიდან შემოტანას შიდა ბაზარზე რეალიზაციის მიზნით. იმპორტის სასაქონლო ნომენკლატურაში ჭარბობს ნავთობი და ნავთობპროდუქტები, საწვავი აირი, სამკურნალო საშუალებები, მსუბუქი ავტომობილები, რადიო და სატელევიზიო აპარატურა, თამბაქოს ნაწარმი, ასევე ისეთი პროდუქტები, რომელთა წარმოებას ჩვენს ქვეყანაში ხელს არ უშლის რესურსების სიმცირე, როგორიც არის კვების პროდუქტები (მაგ.: ხორბალი და შაქარი). არაადეკვატური პოლიტიკის შედეგად საქართველოში მეტწილად შემოდის დაბალხარისხიანი პროდუქცია, რაც განპირობებულია ქვეყანაში მოსახლეობის შემოსავლების დაბალი დონით.
ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპიდან გამომდინარე ზემოაღნიშნული ტენდენცია სავარაუდოდ მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რასაც საფუძვლად უდევს ქვეყნის შიდა მოთხოვნილების სწრაფი ზრდა, ადგილობრივი წარმოების შედარებით ნელი ტემპით განვითარება და ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის დაბალი კონკურენტუნარიანობა.
ექსპორტის ხელშეწყობისთვის აუცილებელია შიდა წარმოების განვითარება, ასევე იმ სახელმწიფო ბერკეტების ამოქმედება, რომლებიც სათანადოდ დაიცავენ შიდა ბაზარს უცხო ქვეყნის უხარისხო პროდუქციისგან, ხოლო ქართველ მეწარმეებს უბიძგებენ საქონლის ექსპორტირებისკენ. პროდუქციის ექსპორტი/იმპორტი რეგულირდება როგორც საერთაშორისო შეთანხმებებით (მაგ.: გაეროს კონვენციით - ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებები), ასევე ეროვნული კანონმდებლობით, მათ შორის მნიშვნელოვანია ის კანონები, რომლითაც სახელმწიფოს მიერ დაწესებულია ადმინისტრაციული და ტექნიკური ბარიერები, კერძოდ კი ექსპორტ-იმპორტის სფეროში მოქმედი ნებართვების სისტემა.
ნებართვა წარმოადგენს ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ბარიერს, რომელიც საჭიროა კანონით დადგენილ სფეროებში პროდუქციის ექსპორტის/იმპორტის განსახორციელებლად. იგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამ სფეროში რეგულირებისა და აღრიცხვის მექანიზმი. ნებართვა წესდება ისეთ პროდუქციაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, მავნე ზემოქმედებას ახდენს გარემოზე და ა.შ.
სანებართვო სისტემას არეგულირებდა მრავალი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. ხშირად საქმე იქამდე მიდიოდა, რომ ადმინისტრაციულ ბარიერებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყება სხვა დასახელებას არქმევდა (მაგ. ლიცენზია, შეტყობინება, შეთანხმება და სხვა) და მათ პირობებს დაბალი ინსტანციის პირები განსაზღვრავდნენ (მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის დირექტორი). საერთოდ გარუკვეველი იყო სანებართვო მოსაკრებლები, რომელსაც პრეისკურანტის სახით დგინდებოდა.
ზემოაღნიშნულის ნათელი მაგალითია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების სფერო, რომელზეც 1993 წლის 7 ივლისს მიღებული დებულების საფუძველზე სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექცია გასცემდა წინასწარ ნებართვას. 1995 წლის 14 ივნისს „ვეტერინარიის შესახებ“ კანონით ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტი/იმპორტი ერთმნიშვნელოვნად დაექვემდებარა ნებართვას, თუმცა ნებართვის გაცემის მარეგულირებელი სხვა რაიმე ნორმატიული აქტი ამ ეტაპზეც არ არსებობდა.
ანალოგიური სიტუაცია იყო სამკურნალო საშუალებების ექსპორტი/იმპორტის სფეროშიც. 1997 წლიდან 2002 წლამდე სამკურნალო საშუალებების ექსპორტზე/იმპორტზე გაიცემოდა ლიცენზია, თუმცა იგი შინაარსობრივად არ განსხვავდებოდა ნებართვისგან, ხოლო გაცემის წესი განისაზღვრებოდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონით.
მას შემდეგ, რაც 2002 წლის 14 მაისს მიღებულ იქნა „სამეწამეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონი, დადგინდა ათი სფერო, რომლის ექსპორტიც/იმპორტიც დაექვემდებარა ნებართვას.
ექსპორტის/იმპორტის ნებართვის სისტემის კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სფეროების აქტუალურობა და მნიშვნელობა: ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციისა და სამკურნალო საშუალებების სფერო, რომლებიც ხასიათდებიან იმპორტის დიდი მაჩვენებლით, აგრეთვე შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების სფერო, რომელიც ექსპორტის მაჩვენებლით პირველ ადგილზე დგას.
![]() |
2 საკანონმდებლო რეგულირება |
▲ზევით დაბრუნება |
პირველი დოკუმენტი, რომელმაც სახელმწიფო რეგულირების ქვეშ მოაქცია ექსპორტის/იმპორტის სფერო იყო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ექპორტისა და იმპორტის კვოტირებისა და ლიცენზირების დროებითი წესის შესახებ“. აღნიშნული დადგენილებით საქონლის ექსპორტის/იმპორტის განხორციელებისთვის საჭირო იყო ლიცენზია, რომლის გამცემი ორგანო განსხვავებული იყო იმის მხედვით, თუ სად ხდებოდა საქონლის ექსპორტირება. ლიცენზია იყო ორი სახის: ერთჯერადი და გენერალური. განსხვავებული იყო ამ ლიცენზიების მოქმედების ვადაც: ერთჯერადი ლიცენზია გაიცემოდა ერთი წლის ვადით და მის მფლობელს აძლევდა ერთი გარიგებით საქონლის გადაადგილების უფლებას, ხოლო გენერალური ლიცენზია გაიცემოდა საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციების განსახორციელებლად ერთი კალენდარული წლის ვადით. ასევე შესაძლებელი იყო ლიცენზიის ვადის გაგრძელება მფლობელის მოტივირებული განცხადებით. ყოველივე ზემოაღნიშნული მიგვითითებს სრულ ქაოსზე და ექსპორტის/იმპორტის რეგულირების ერთიანი სისტემის არ არსებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროს დასარეგულირებლად მიღებულ იქნა სხვა მრვალი საკანონმდებლო ნორმატიული აქტი, სისტემა 2002 წლამდე ვერ მოწესრიგდა.
2002 წელს მიღებული კანონით „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ განისაზღვრა იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ექვემდებარება ნებართვას, გამცემი ორგანოები, ნებართვის გაცემის ზოგადი წესი, გაცემაზე უარის თქმის, მოქმედების შეჩერების, განახლებისა და გაუქმების საფუძვლები. ამ კანონითვე განისაზღვრა შემდეგი ძირითადი პრინციპები:
აკრძალულია ისეთი ნებართვის დაწესება, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული;
დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ისეთი დოკუმენტის შემოღება, რომელიც გულისხმობს რაიმე საქმიანობაზე შინაარსობრივად სალიცენზიო ან სანებართვო რეჟიმის დაწესებას;
ნებართვას დაქვემდებარებული კონკრეტული საქმიანობის ჩამონათვალი განისაზღვრება მხოლოდ კანონით;
ნებართვის მისაღებად საჭირო დამატებითი პირობები განისაზღვრება მხოლოდ კანონით.
სანებართვო მოსაკრებელი განსაზღვრულია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონით, რომელიც მიღებულ იქნა 2003 წლის 12 აგვისტოს. ნებართვის გაცემის წესი, პასუხისმგებლობა და გასაჩივრების წესი შესაბამისობაშია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან.
„საფუძვლების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა რიგი სხვა კანონები, რომლითაც განისაზღვრა დამატებითი სანებართვო პორობები. ეს კანონებია:
ვეტერინარიის სფეროში - „ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ კანონი.
სამკურნალო საშუალებების სფეროში - „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონი, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონი;
შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების სფეროში - „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ კანონი.
![]() |
3 სამკურნალო საშუალებების ექსპორტი და იმპორტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 კანონმდებლობის ისტორიული მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
სამკურნალო საშუალებების ექსპორტი/იმპორტის სფეროს რეგულირების მიზნით 1997 წელს მიღებულ იქნა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონი. ამ კანონის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე სამკურნალო საშუალებების იმპორტი ხორციელდებოდა წამლის დეპარტამენტის მიერ გაცემული ლიცენზიით, რომლის მისაღებად ძირითადი პირობა იყო სამკურნალო საშუალებების შემცველი ტვირთის დამუშავებისა და საბითუმო გაცემის უზრუნველყოფა ფარმაცევტული ბაზის პირობებში. რაც შეეხება ექსპორტს, კანონის მიხედვით, ფიზიკურ პირს უფლება ჰქონდა გაეტანა სამკურნალო საშუალებები პირადი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით, ხოლო იმ სამკურნალო საშუალებების, ნედლეულისა და მცენარეული ნედლეულის ნომენკლატურა, რომელიც არ ექვემდებარებოდა ექსპორტს ან ექვემდებარებოდა შეზღუდული ოდენობით - დამტკიცებული უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ (უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ნორმატიული აქტი არ მოიპოვება).
აღნიშნული კანონით რეგულირდებოდა ასევე წამლის სახელმწიფო რეგისტრაციის წესი (იხ. დანართი №1) და პირობები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე სამკურნალო საშუალების გაცემა-გამოყენება ნებადართული იყო მხოლოდ სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ, გარდა კანონით დაშვებული გამონაკლისებისა.
სამწუხაროდ ამავე კანონით არ იყო გაწერილი ლიცენზიის მიღებისთვის საჭირო პირობები, გაცემის წესი ვადა და სხვა. შესაბამისად ლიცენზიის აღების პროცესში სრულიად შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა კორუფციულ გარიგებებს.
2001 წლის 18 დეკემბერს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში განხორციელდა ცვლილებები და დამატებები, რომლის საფუძველზეც წამლის დეპარტამენტი და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო შეიცვალა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდ და შესაბამისად სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო მართვას და ლიცენზიის გაცემას ახორციელებდა ეს სამინისტრო.
ამავე ცვლილებით დადგინდა, რომ ფარმაცევტული სუბსტანციებისა და საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი ან ექსპორტი შესაძლებელი იყო მხოლოდ შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატის თანხლებით.
ზემოაღნიშნული ცვლილება თავის მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც მანამდე, საკანონმდებლო დონეზე, არ იყო განსაზღვრული ლიცენზიის მიღების ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:
სალიცენზიო პირობები;
ლიცენზიის გაცემის წესი;
ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა;
ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი;
ლიცენზიის დაზიანება ან დაკარგვა;
სალიცენზიო მოსაკრებელი;
ლიცენზიის გაუქმება;
არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და სხვა.
2003 წელს განხორციელებული საკონონმდებლო რეფორმა, თავის მხრივ, ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც მის საფუძველზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონი შესაბამისობაში მოვიდა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონთან. აღსანიშნავია, რომ ამ კანონმა მკაცრად გამიჯნა ერთმანეთისაგან ლიცენზია და ნებართვა. შესაბამისად სამკურნალო საშუალებების ექსპორტი/იმპორტი დაექვემდებარა ნებართვას, ნებართვის გაცემის წესი და ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საკითხი განისაზღვრა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
ბოლო ცვლილებები და დამატებები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში განხორციელდა 2004 წლის 13 აგვისტოს, რომლის საფუძველზეც სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - წამლის სააგენტოს (შემდგომში - წამლის სააგენტო) მეშვეობით, რომელზედაც მოხდა სამინისტროს უფლებამოსილების დელეგირება. წამლის სააგენტოსთვის გადაცემული ფუნქციებიდან აღსანიშნავია: წამლის რეგისტრაციის, ნებართვების გაცემისა და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების ფუნქცია.
ამჟამად „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონი არეგულირებს სამკურნალო საშუალებების ბრუნვის განმახორციელებელ სუბიექტთა საქმიანობას და ქმნის ამ სფეროში მართლზომიერების სახელმწიფო გარანტიის სამართლებრივ საფუძველს. ამ კანონის მიზანია:
შექმნას ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტური წამლებით მოსახლეობის უზრუნველყოფის საფუძველი;
დაარეგულიროს წამლის მიმოქცევისა და გამოყენების სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა;
განსაზღვროს:
- სპეციალისტთა და ფარმაცევტული დაწესებულებების თანამდებობის პირთა უფლება და პასუხისმგებლობა;
- სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის მართვის სფეროში დასაქმებული სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებების უფლება-მოვალეობები;
- სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სხვა სუბიექტების საქმიანობის რეგულირების პრინციპები.
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონით განსაზღვრულია სამკურნალო საშუალებებთან და ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:
სამკურნალო საშუალების წარმოება;
წამლის რეგისტრაცია;
სამკურნალო საშუალებების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი;
სამკურნალო საშუალების გაცემა, გადამუშავება და განადგურება;
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, საშუალებები და მათი წამლის ფორმები;
სამკურნალო საშუალების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო სისტემა;
წამლის გვერდითი მოქმედების მონიტორინგი;
ფარმაციის სპეციალისტი და ფარმაცევტული დაწესებულების საქმიანობა და სხვა.
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვისა და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონი. იგი მიზნად ისახავს ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულებას. ამ კანონის ძირითადი პრინციპებია:
გაეროს კონვენციების მოთხოვნათა შესრულება;
სპეციალური კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა;
ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ცალკეულ სახეობებზე სახელმწიფოს კომპეტენციის განსაზღვრა;
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ცალკეულ სახეობათა ლიცენზირების უზრუნველყოფა;
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ მიმართულ პროფილაქტიკურ ღონისძიებათა პრიორიტეტულობა, ნარკომანიის საწინააღმდეგო პროპაგანდის სტიმულირება.
ამ კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შემდეგ სიებში:
I სია - ნარკოტიკული საშუალებების კრებსითი ჩამონათვალი;
II სია - მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალი;
III სია - შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალი;
IV სია - ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩამონათვალი;
V სია - პრეკურსორების ჩამონათვალი.
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები სიებში შეიტანება მათი საერთაშორისო არაპატენტირებული (გენერიკული) ან ქიმიური დასახელებებით, ასეთის არარსებობისას კი - სავაჭრო, სამეცნიერო ან საყოველთაოდ მიღებული დასახელებებით.
ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანა და ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოების მოცულობის განსაზღვრა ხორციელდება მხოლოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახელმწიფო კვოტებს ყოველწლიურად განსაზღვრავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს.
ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია:
II სიაში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა, გარდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და არკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ნარკოტიკული საშუალებების ანალოგების ბრუნვა;
III სიაში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა.
იურიდიული პირები ვალდებულნი არიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მის მიერ დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით, ყოველწლიურად წარუდგინონ ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ.
პრეპარატებზე ვრცელდება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების მიმართ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონით წაყენებული ყველა მოთხოვნა და მათზე დაწესებულია კონტროლის ისეთივე რეჟიმი, როგორიც მათ შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე. ნებადართულია კონტროლის რეჟიმის შერბილება ან მოხსნა საქართველოში რეგისტრირებულ პრეპარატებზე, თუ ისინი არ მოიხმარება უკანონოდ ან მცირეა მათი ბოროტად გამოყენების რისკი ან ტექნიკური საშუალებების გარეშე შეუძლებელია მათგან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმ ოდენობით გამოყოფა, რომლითაც შეიქმნება ამ ნივთიერებების უკანონო ბრუნვის საშიშროება და ისინი თავისი შემადგენლობით ან სავაჭრო დასახელებით არ არის შეტანილი სიებში.
ნებადართულია კონტროლის რეჟიმის გამკაცრება ფსიქოაქტიური მოქმედების იმ სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან და არ შეიცავენ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, მაგრამ მათი მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან/და ართულებს ქვეყანაში შექმნილ ნარკოვითარებას.
III და IV სიებში მითითებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირს.
II სიაში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით. ამ მიზნით შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებების მიმღებ ორგანიზაციათა ნუსხას განსაზღვრავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ექსპორტის/იმპორტის განსახორციელებლად საჭიროა წინასწარი ნებართვა, რომელიც გაიცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. წინასწარი ნებართვის არსებობა წინააღმდეგობაში მოდის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონთან, რადგანაც იგი არ იცნობს ასეთი ნებართვის სახეს.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის საფუძველზეც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების წინასწარი ნებართვის გარეშე შემოტანის მცდელობისას ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი უზრუნველყოფს ტვირთის უკან დაბრუნებას მომწოდებლის ხარჯით.
აგრეთვე, აღნიშნული კანონი აწესრიგებს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სფეროში შემდეგ საკითხებს:
ლეგალური ბრუნვის სფეროში საქმიანობის ლიცენზირება;
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო მართვის ორგანიზაციული საფუძვლები;
განადგურება;
პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესები;
სამედიცინო მიზნით გამოყენება;
ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფის მკურნალობისათვის გამოყენება;
გამოყენება საექსპერტო საქმიანობაში;
გამოყენება ვეტერინარიაში;
სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და დიაგნოსტიკური მიზნით გამოყენება;
ანგარიშგება ლეგალური ბრუნვის სფეროში საქმიანობის შესახებ;
ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაცია.
![]() |
3.2 სამკურნალო საშუალებების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა |
▲ზევით დაბრუნება |
სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის სანებართვო სახეები და დამატებითი სანებართვო პირობები განისაზღვრა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონებით.
აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების:
შემოტანა და გატანა საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით;
გატანა მიწერითი საბაჟო საწყობის მისამართით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ წინასწარ ნებართვაში მითითებულია მიწერითი საბაჟო საწყობი;
ტრანზიტი;
რეექსპორტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას.
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის/ექსპორტის შემდეგ საქართველოს საბაჟო ორგანოები აფიქსირებენ შემოტანილი/გატანილი ნივთიერებების რაოდენობას და ამ ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზავნიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც, შემოტანის შემდეგ, ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით აწვდის ინფორმაციას შემოტანილი ნივთიერებების ოდენობის შესახებ. ასევე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გატანის შემდეგ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით მოითხოვს ინფორმაციას გატანილი ნივთიერებების ოდენობისა და დანიშნულების ადგილამდე მიტანის შესახებ.
სანებართვო სახე და შესაბამისი მოსაკრებლები
სამკურნალო საშუალებების ექსპორტ-იმპორტის სფეროში სანებართვო სახეები დადგენილია „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლები - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონით.
ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, კონკრეტული ოპერაციის განხორციელების ვადით.1
№ |
სანებართვო სახე
|
მოსაკრებელი |
1 |
სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი |
100 |
2 |
სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის რეექსპორტი |
100 |
3 |
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი |
100 |
4 |
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტი |
100 |
ნებართვა გაიცემა მხოლოდ რეგისტრირებულ სამკურნალო საშუალებებზე, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.
არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალება, კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება შემოტანილ იქნეს:
კლინიკამდელი და კლინიკური კვლევისთვის;
სახელმწიფო რეგისტრაციისთვის - ნიმუშის სახით;
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისთვის;
საერთაშორისო მიმართულებაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალების ბრიგადის მიერ მგზავრთა სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ოდენობით;
გამოფენების, სიმპოზიუმების, კონფერენციების, ფორუმებისა და კონგრესებისთვის - ნიმუშის სახით;
რეექსპორტისთვის.
დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალების რეალიზაცია.
განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება) ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი სამთავრობო კომისიის დასკვნის (თანხმობის) საფუძველზე დასაშვებია საქართველოში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების შემოტანა და გამოყენება, თუ წარდგენილია საზღვარგარეთის ქვეყნებში მათი რეგისტრაციისა და გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტები.
სანებართვო პირობები
სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის მისაღებად მაძიებელმა განცხადებით უნდა მიმართოს წამლის სააგენტოს.
განცხადებაში აღინიშნება:
ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - წამლის სააგენტო);
განმცხადებლის ვინაობა - იურიდიული პირის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;
თუ რომელი ნებართვის მიღებას მოითხოვს განმცხადებელი (სანებართვო სახის მითითება);
თანდართული საბუთების ნუსხა;
განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:
სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
წარმომადგენლობისას - სათანადო წესით გაფორმებული რწმუნებულება;
ინფორმაცია პროდუქციის ნომენკლატურის, რაოდენობის, ერთეულის ფასის, თანხის, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრის (იხ. დანართი №1) მომწოდებლის ან/და მიმღების დასახელებისა და მისამართის, მწარმოებლისა და მწარმოებელი ქვეყნის, საიდენტიფიკაციო კოდისა და ტვირთის გამტარებელი საბაჟოს დასახელების შესახებ;
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციას ახორციელებს წამლის სააგენტო და შესაბამისად ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს. ალოგიკურია იმ სარეგისტრაციო ნომრის სანებართვო პირობად მოთხოვნა, რომელსაც თვითონ ნებართვის გამცემი აწვდის მეწარმეს. ამ შემთხვევაში მეწარმემ უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა: წერილობითი ფორმით ანდა პირადი ნაცნობობის საფუძველზე მოითხოვოს მის მიერ სანებართვო პროდუქციის ნომენკლატურის მიხედვით სარეგისტრაციო კოდები და მისი მიღების შემდეგ უკან დაუბრუნოს გამცემს. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტების ხედვა მდგომარეობს შემდეგში, რომ ამოღებულ იქნეს სანებართვო პირობა წამლის სახელმწიფო რეგისტრაცის ნომრის შესახებ.
სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი არ მიეთითება იმ სამკურნალო საშუალებებზე, რომელთა შემოტანა დასაშვებია რეგისტრაციის გარეშე (იხ. ზემოთ აღნიშნული შემთხვევები).
მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება შესაბამისი სპეციფიკაციის ამსახველი დანართით;
შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მოწმობის ასლი;
ექსპორტ-იმპორტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ლიცენზიის მფლობელ ფარმაცევტულ ბაზაზე.
წინასწარი ნებართვის ასლი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის შემთხვევაში.
წინასწარი ნებართვა არ არის საჭირო სტიქიური უბედურებების ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანისას.
წინასწარი ნებართვის მისაღებად საჭიროა მხოლოდ წერილობითი განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს შემოსატანი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების დასახელება, მოცულობა, რომელი ქვეყნიდან შემოდის ან სად გააქვთ და ა.შ. წინასწარი ნებართვის არსებობას გააჩნია ინფორმაციული ფუნქცია, რითაც სახელმწიფო წინასწარ იგებს თუ რისი გატანა ან შემოტანა იგეგმება.
ნებართვის მისაღებად სხვა პირობების დაწესება აკრძალულია ნებართვის მიღების პროცესში ან ნებართვის მიღების შემდეგ განცხადებაში მითითებული სამეწარმეო რეესტრის მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვიის მინისტრმა 2004 წლის 27 სექტემბერს დაამტკიცა ბრძანება №259/ნ „სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“, აღნიშნულ ნებართვის ფორმაში მოითხოვება წამლის სერიის მითითება, რომელიც არ წარმოადგენს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ სანებართვო პირობას.
აღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონს, რომელმაც მკაცრად განსაზღვრა, რომ სანებართო პირობები უნდა დადგინდეს მხოლოდ კანონით.
_______________
1 შინაარსობრივად ოპერაციის განხორციელების ვადა პროდუქციის გადაზიდვის უფლებას, რომელიც არის ერთჯერადი და შემოიფარგლება ერთი კონკრეტული ოპერაციით (ერთი საბაჟო გაფორმებით).
![]() |
3.3 სტატისტიკური ინფორმაცია სამკურნალო საშუალებების ექსპორტისა და იმპორტის სფეროში |
▲ზევით დაბრუნება |
სტატისტიკის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით სამკურნალო საშუალებების იმპორტი 2000 წლიდან მოყოლებული დღემდე საგრძნობლად გაიზარდა.
მაგ.: 2000 წელს იმპორტის მოცულობა შეადგენდა 46 050 ათ. აშშ დოლარს; 2001 წელს - 54 686 ათ. აშშ დოლარს; 2002 წელს - 62 616 ათ. აშშ დოლარს; 2003 წელს - 67 611 ათ. აშშ დოლარს; ხოლო 2004 წელს - 77955,464 ათ. აშშ დოლარს, რომელიც მთლიანი იმპორტის 4.3 % - ია.
სამკურნალო საშუალებების ექსპორტის მოცულობაში უკვე 2001 წლიდან შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია. თუ 2001 წელს ექსპორტის მოცულობა იყო 105 ათ. აშშ. დოლარი, 2004 წელს შეადგინა 2551,8356 ათ. აშშ. დოლარი, რაც საერთო ექსპორტის 0.4 %-ს წარმოადგენს. რაც შეეხება სამკურნალო საშუალებების რეექსპორტის თანხობრივ მაჩვენებელს, იგი უმნიშვნელოა და წარმოადგენს 59 ათ. აშშ. დოლარს.
უნდა აღინიშნოს, რომ წამლის სააგენტოდან მოძიებული ინფორმაცია იმპორტის მოცულობასთან მიმართებაში, არ შეესაბამებოდა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულს. მაგ.: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2003 წელს იმპორტირებული იყო 67 611 ათ. აშშ დოლარის სამკურნალო საშუალება, ხოლო წამლის სააგენტოსგან მოძიებული ინფორმაციით იგი შეადგენს 63 166 ათ. აშშ დოლარს.
გაცემული ნებართვების მხრივ კი სიტუცია შემდეგია: წამლის სააგენტოდან მოძიებული ინფორმაციის მიხედვით 2002-დან 2003 წლამდე შეიმჩნევა გაცემული ნებართვების მნიშვნელოვანი ზრდა, ხოლო 2003 წლიდან 2004 - მდე გაცემული ნებართვების რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა (2003 წელი - 1976 ნებართვა; 2004 წელი - 1985 ნებართვა).
წამლის სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით სფეროში 61 იმპორტიორი ფირმაა. ამათგან იმპორტის 50% -ზე მეტს ახორციელებს 2 ფირმა, ესენია: შპს „ავერსი ფარმა“ - 31 % - ზე მეტი და შპს „პსპ ფარმა“ - 24 %-მდე. საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს სამკურნალო საშუალებების სფეროში 50-მდე ქვეყანა წარმოადგენს, ამათგან მნიშვნელოვანი წილი მოდის გერმანიაზე (13,14%); საფრანგეთზე (12,68%); რუსეთზე (4,25%); უკრაინაზე (4,24%); თურქეთზე (4,20%); ინდოეთზე (4,15%).
![]() |
3.4 სამკურნალო საშუალებების ექსპორტისა და იმპორტის სფეროში არსებული პრობლემები და რეკომენდაციები |
▲ზევით დაბრუნება |
სამკურნალო საშუალებების ექსპორტისა და იმპორტის სფეროს კვლევის შედეგად გამოვლინდა რიგი პრაქტიკული და ნორმატიული სახის პრობლემები, რომელთა გადაჭრის მიზნით შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 2004 წლის 27 სექტემბერს დამტკიცებულ №259/ნ ბრძანებში „სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებულია წამლის სერიის1 მისათითებელი გრაფა. შესაბამისად სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მეწარმეს ნებართვის მისაღებად სთხოვენ მის მითითებას. ხოლო „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონის შესაბამისად სანებართვო პირობები განისაზღვრება მხოლოდ კანონით, მაშასადამე ნებართვის გამცემს არ აქვს უფლება მოითხოვოს ისეთი პირობა, რომელიც კანონით არ არის განსაზღვრული. გარდა ამისა, მეწარმეთა თქმით წამლის სერია აღნიშნულია იმ დოკუმენტებში, რომელიც თან ახლავს საქონელს მისი ტრანსპორტირების დროს და მეწარმემ იგი არ იცის წინასწარ. შესაბამისად, სერიის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა დამაბრკოლებელი ფაქტორია იმპორტიორისთვის საქმიანობის განსახორციელებლად.
არამართებულია ისეთი სანებართვო პირობის დაწესება, რომელიც ერთის მხრივ კანონსაწინააღმდეგოა და მეორეს მხრივ კი ხელს უშლის მეწარმეს საქმიანობის განხორციელებაში. შესაბამისად, საჭიროა ზემოაღნიშნულ ბრძანებაში განხორციელდეს ცვლილება და ეს პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ერთ-ერთი სანებართვო პირობა - ინფორმაცია პროდუქციის ფასების შესახებ კონფედენციალური ხასიათისაა. არსებობდა არაერთი პრეცენდენტი, როდესაც ადგილი ჰქონდა ფასების შესახებ ინფორმაციის გადინებას, რამაც გამოიწვია იმპორტიორის დაზარალება.
აღნიშნული პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, მეწარმეს შეუძლია ფასების შესახებ ინფორმაციის წარდგენისას მიუთითოს, რომ იგი კომერციული საიდუმლოებაა. ამ შემთხვევაში ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ ასეთი სახის ინფორმაციის გაცემა დაისჯება კანონით. თუმცა ფასების შესახებ ინფორმაციას იმპორტიორი საბაჟოზე წარადგენს, იგი მიეთითება ინვოისში. შესაბამისად, თუ ნებართვის გამცემს აღნიშნული ინფორმაცია აინტერესებს შეუძლია მიმართოს საბაჟო დეპარტამენტს.
ერთ-ერთ სანებართვო პირობას წარმოადგენს სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრის მითითება. იმპორტიორი/ექსპორტიორი სამკურნალო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის შესახებ ინფორმაციისთვის მიმართავს წამლის სააგენტოს.
ალოგიკურია ისეთი სანებართვო პირობის არსებობა, რომლის დასაკმაყოფილებლადაც ნებართვის მაძიებელი მიმართავს თავად ნებართვის გამცემს. უმჯობესი იქნება ამ პირობის გაუქმება და ამით იმპორტიორისთვის/ექსპორტიორისთვის ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერის თავიდან აცილება.
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონით სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას უნდა ერთვოდეს ფარმაკოპეის სტატია ან ფარმაკოპეის სტატიის საწყისი ტექსტი. აღნიშნული კანონით ფარმაკოპეის სტატიის საწყისი ტექსტი სტანდარტია და ერთნაირია ყველა სამკურნალო პრეპარატისთვის. შესაბამისად, მისი სარეგისტრაციო პირობად მოთხოვნა უსაფუძვლოა.
საჭიროა ამ საკითხთან მიმართებაში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შეტანილ იქნეს ცვლილება, რომლის საფუძველზეც აღნიშნული სარეგისტრაციო პირობა გაუქმდება.
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში თითქმის არ არსებობს სტანდარტები, ტექნიკური რეგლამენტები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა წამლის ხარისხის უზრუნველყოფა და შესაბამისად მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.
სამკურნალო საშუალებების ხარისხი მაქსიმალურად უზრუნველყოფისთვის საჭიროა სფეროში შემუშავდეს აუცილებელი სტანდარტები. რეკომენდებულია მათ შემუშავებაში მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს წარმომადგენლებმა და სფეროში მოქმედმა ესპერტებმა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების შედეგად ადგილი ჰქონდა შემდეგი სახის პრობლემას: მინისტრის ცვლილებისას ვერ მოიძებნა პირი, რომელიც ხელს მოაწერდა ადმინისტრაციულ აქტს ნებართვის მინიჭების შესახებ, რითაც მნიშვნელოვნად გაიწელა ნებართვის გაცემის პროცედურა და დაზარალდა ნებართვის მაძიებელი.
ნებართვის გაცემის ვადის დარღვევა ექვემდებარება გასაჩივრებას, მაგრამ აქ თავს იჩენს სხვა გარემოება: მეწარმეთა აზრით, სასამართლო ვერ მოაგვარებს მათ პრობლემას და შესაბამისად, ისინი ერიდებიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ურთიერთობის „გაფუჭებას“. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მეწარმეთა უნდობლობას სასამართლოსადმი.
_________________
1.სერია - საწყისი ნედლეულის, შესაფუთი მასალის ან პროდუქციის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც ექვემდებარება დამუშავებას ერთ ან რამდენიმე შემდგომ ტექნოლოგიურ პროცესში იმგვარად, რომ მიღწეულ იქნეს მისი ერთგვაროვნება.
![]() |
4 ვეტერინარული პროდუქციის ექსპორტი და იმპორტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 კანონმდებლობის ისტორიული მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
1993 წლამდე საქართველოს ტერიტორიაზე ექსპორტი/იმპორტი ხორციელდებოდა ვეტერინარიის დეპარტამენტის ნებართვის გარეშე. პირველი დოკუმენტი, რომელმაც სცადა ვეტერინარიის სფეროში ექსპორტის/იმპორტის მოწესრიგება იყო მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 7 ივლისის დებულება „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის გაძლიერების ღონისძიებათა შესახებ“, ამ დებულებით განისაზღვრა სახელმწიფო ვეტერინარულ ზედამხედველობას დაქვემდებარებული ტვირთების ნუსხა, რომელთა ექსპორტზე, იმპორტსა და ტრანზიტზე კონტროლი დაევალა სახელმწიფო ვეტერინარულ ინსპექციას, მის კომპეტენციაში ასევე შევიდა ზემოაღნიშნული ტვირთების ექსპორტ/იმპორტსა და ტრანზიტზე წინასწარი ნებართვის გაცემა.
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ 1994 წლის 9 მაისს მიღებულ იქნა ბრძანება „საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო ზონებში საბაჟო სამსახურის, სახელმწიფო სასაზღვრო ვეტერინარული სამსახურისა და მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო სამსახურის მიერ ექსპორტ-იმპორტი და ტრანზიტული ტვირთების კომისიური შემოწმების შესახებ“. საბაჟო სამსახურს, სახელმწიფო სასაზღვრო ვეტერინარულ სამსახურსა და მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო სამსახურს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაევალათ საბაჟო ზონებში ექსპორტირებული, იმპორტირებული და ტრანზიტული ტვირთების კომისიური შემოწმება 1994 წლის 24 ნოემბერს დამტკიცებული დროებითი ინსტრუქციის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც:
საბაჟოს მუშაკები, სასაზღვრო ზედამხედველობის სახელმწიფო ვეტინსპექტორი, მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექტორი, ტვირთის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის დროს ეცნობოდნენ მის თანმხლებ დოკუმენტებს, რის შემდეგაც ამოწმებდნენ კონტროლს დაქვემდებარებულ ტვირთს. სანიტარიულ მოთხოვნათა შეუსრულებლობისა და სხვა შეუსაბამობის არსებობისას, ახდენდნენ ტვირთის გადაზიდვის აღკვეთას, დაკავებას, ამოღებას, გაუვნებლობას ან მოსპობას სათანადო აქტის გაფორმებით.
საბაჟოს მუშაკებს ეკრძალებოდათ სასაზღვრო ვეტერინარული და მცენარეთა კარანტინის წარმომადგენლების გარეშე იმ ტვირთების გაფორმება, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ზემოთ ხსენებული სამსახურების კონტროლს. მათ კომპეტენციაში შედიოდა არ დაეშვათ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ტვირთების მიღება, ტვირთის მფლობელი ქვეყნის შესაბამისი სამსახურების სერტიფიკატის გარეშე.
სასაზღვრო ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ლაბორატორიულ გამოკვლევას მის დამთავრებამდე იმყოფებოდნენ საბაჟო ზონაში საბაჟო რეჟიმის ქვეშ.
საბაჟოს მუშაკები მგზავრთა ბარგსა და ხელბარგში, საფოსტო და სარკინიგზო გზავნილებში, სასაზღვრო ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების, ნედლეულისა და მასალის გამოვლენისას წარუდგენდნენ მათ ზემოთ ხსენებული სამსახურების სპეციალისტებს.
მოცემულ ინსტრუქციას თან ერთვოდა ვეტერინარულ და საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის, ნედლეულისა და მასალების ნუსხა.
1995 წლის 14 ივნისს მიღებულ იქნა კანონი „ვეტერინარიის შესახებ“, რომელმაც განსაზღვრა, რომ საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ცხოველების შემოყვანა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვებისა და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების ექსპორტი/იმპორტი დაიშვებოდა მხოლოდ ვეტერინარული მედიცინის სახელმწიფო ინსპექტორის ნებართვით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნებართვის გაცემის მარეგულირებელი სხვა რაიმე ნორმატიული აქტი არ არსებობდა.
2002 წლის 14 მაისს მიღებულ იქნა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონი, რომელმაც ჩამოაყალიბა სალიცენზიო და სანებართვო სახეები და მათი გამცემი ორგანოები. ამ კანონის მიხედვით ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ცხოველთა საკვების იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი. 2003 წლის 20 ივნისს მიღებულ იქნა კანონი „ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“, რომელმაც განსაზღვრა ლიცენზიისა და ნებართვის მისაღებად საჭირო დამატებითი პირობები.
გარდა ამისა, ვეტერინარიის სფეროში ნებართვის გაცემას არეგულირებენ შემდეგი ნორმატიული აქტები:
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შეახებ“ კანონი;
„ვეტერინარიის შესახებ“ კანონი;
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ კანონი;
„საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლების შესახებ“ კანონი;
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონი;
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ კანონი;
„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ კანონი.
![]() |
4.2 ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა |
▲ზევით დაბრუნება |
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისთვის პირს ესაჭიროება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვა.
ვეტერინარიის სფეროში სანებართვო სახეები და ნებართვის მისაღებად საჭირო პირობები განსაზღვრულია „ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ კანონით, ხოლო მოსაკრებლები დადგენილია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონით.
სანებართვო საქმიანობის სახეები და შესაბამისი მოსაკრებლები
№ |
სანებართვო სახე |
მოსაკრებელი (ლარი) |
1 |
მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურფარმაცევტული პრეპარატების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი* და რეექსპორტი |
50 |
2 |
სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველების (მათ შორის, ყველა სახის ძუძუმწოვარა ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი) ემბრიონის, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის (მათ შორის, ტყავი, მატყლი, ქურქბეწვეული, ძვალი, ნაწლავი, ძვალ-ხორცის ფქვილი) იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი |
30 |
3 |
ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი |
50 |
4 |
ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი |
50 |
„ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ კანონით სანებართვო სახეს წარმოადგენს მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ტრანზიტი, რომელზეც „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონით მოსაკრებელი დადგენილი არ არის. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროდუქციის ტრანზიტზე ნებართვა უფასოა. ვეტერინარიის დეპარტამენტთან და სფეროში დასაქმებულ მეწარმეებთან ჩატარებული შეხვედრების და კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა, რომ გამცემი ორგანო მაინც ავალდებულებს ნებართვის მაძიებლებს გადაიხადონ მოსაკრებელი ზემოთ ხსენებული პრეპარატების ტრანზიტისთვის ნებართვის ასაღებად. ეს კანონდარღვევაა და შესაბამისად უნდა იქნეს აღმოფხვრილი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელებამდე, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულ იქნება მოსაკრებელი აღნიშნულ პროდუქციის ტრანზიტზე.
კანონით განსაზღვრულ ერთ-ერთ სანებართვო სახეს წარმოადგენს ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი, „აგროქიმიკატების წარმოების, აგროქიმიკატებით ვაჭრობის, აგროქიმიური და ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობის ლიცენზიის და აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვების გაცემის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ერთ-ერთ სანებართვო სახეს საწმოადგენს ზუსტად იდენტური პროდუქციის - მეცხოველეობის და მეფრინველეობის საკვების გასამდიდრებლად საკვები დანამატების იმპორტი და ექსპორტი, რომელზეც ნებართვას გასცემს სოფლის მეურნეონბის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური. შესაბამისად ზემოაღნიშნული პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტისთვის მეწარმე ვალდებულია აიღოს ნებართვა ორი უწყებიდან, რაც არ არის მართებული.
სანებართვო პირობები
ნებართვის მისაღებად მაძიებელმა უნდა დააკმაყოფილოს „სამეწარმეო საქმიანობის
ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონით და „ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ დადგენილი პირობები, ესენია:
განცხადება, რომელშიც აღინიშნება:
1. ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი (სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი);
2. განმცხადებლის ვინაობა და მისამართი (სამეწარმეო რეესტრის მონაცემები):
ფიზიკური პირისთვის - დაბადების ადგილი და თარიღი, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები; ინდივიდუალური მეწარმისთვის -სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;
იურიდიული პირისთვის - სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;
3. თუ რომელი ნებართვის მიღებას მოითხოვს მაძიებელი (სანებართვო სახის მითითება);
4. თანდართული საბუთების ნუსხა;
5. განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:
სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
წარმომადგენლობისას - სათანადო წესით გაფორმებული რწმუნებულება;
საბუთი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის სახეობის, რაოდენობის, იმპორტიორი ან სატრანზიტო ქვეყნის და ტრანსპორტირების მარშრუტის შესახებ, ხოლო ბიოლოგიურ და სამკურნალო პრეპარატებზე - სარეგისტრაციო მოწმობა1 (იხ. დანართი №1).
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტი და ტრანზიტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით ითვლებიან კეთილსაიმედოდ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის „ა“ და „ბ“ ჯგუფების დაავადებების მიმართ, ხორციელდება შეუზღუდავად, ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე.
დებულება, რომლის მიხედვითაც ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტი და ტრანზიტი კეთილსაიმედო ქვეყნებიდან ხორციელდება შეუზღუდავად, იძლევა სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშულებას, რამდენადაც გაურკვეველია სიტყვა „შეუზღუდავის“ ზუსტი მნიშვნელობა. ვეტერინარიის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის გადაადგილებაზე რაოდენობრივი შეზღუდვა არ არის დაწესებული, ამიტომ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ჩანაწერი ეხება ნებართვას, როგორც ერთერთ შემზღუდავ ადმინისტრაციულ ბარიერს და გულისხმობს, რომ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტისთვის ნებართვა არ არის საჭირო და მის განსახორციელებლად აუცილებელია მხოლოდ ვეტერინარული სერტიფიკატი.
მიუხედავად ამისა, ვეტერინარიის დეპარტამენტი მაინც ავალდებულებს იმპორტიორს მიიღოს ნებართვა სერტიფიკატის საფუძველზე, მათი განმარტებით „ვეტერინარიის შესახებ“ კანონი ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ „საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ცხოველების შემოყვანა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების შემოტანა ან საქართველოდან მათი გაყვანა, გატანა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ნებართვით“. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს კოლიზიას „ვეტერინარიის შესახებ“ კანონს და „ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ კანონს შორის, მაგრამ რამდენადაც ეს უკანასკნელი წარმოადგენს ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტს, უპირატესი ძალა მას ენიჭება.
საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულია ქვეყნები, სადაც გამოვლინდა საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის „ა“ და „ბ“ ჯგუფების დაავადებები. ამ ქვეყნებიდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტსა და ტრანზიტზე ნებართვის გაცემა ხორციელდება ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის საფუძველზე მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით.
სანებართვო პირობას წარმოადგენს „ვეტერინარული სერტიფიკატი“. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ნებართვის მაძიებელი ვეტერინარიის დეპარტამენტს წარუდგენს სერტიფიკატის ქსეროასლს, რადგან დედანი გადაადგილებისას თან უნდა ახლდეს საქონელს და წარედგინოს საბაჟო ორგანოებს. სანებართვო პირობას წარმოადგენს სერტიფიკატის დედანი და არა ქსეროასლი, შესაბამისად ასლის წარდგენა ვეტერინარიის დეპარტამენტში არ შეიძლება ჩაითვალოს სანებართვო პირობის დაკმაყოფილებად. არსებული უკანონობის აღმოსაფხვრელად საჭიროა „ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელება, რომლის მიხედვით სანებართვო პირობა იქნება სერტიფიკატის ასლი, მანამდე კი პრობლემას შესაძლოა გამოენახოს შემდეგი გადაჭრის გზა: თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული სერტიფიკატი (რომელსაც ისეთივე ძალა აქვს, როგორც დედანს) წარედგინოს საბაჟო ორგანოებს ხოლო დედანი, თარგმნილ და ნოტარიულად დამოწმებულ ეგზემპლართან ერთად - ნებართვის გამცემ ორგანოს.
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ტრანზიტზე ნებართვა შესაძლებელია გაიცეს ექსპორტიორ ქვეყანაში ვეტერინარი ინსპექტორის მივლინების გარეშე, თუ ტვირთის კონკრეტული პარტიის გარანტირებულ მიღებაზე არსებობს მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის წერილობითი
თანხმობა.
„ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ კანონის მიხედვით სანებართვო პირობას ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის წარმოადგენს საბუთი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის სახეობის, რაოდენობის, იმპორტიორი ან სატრანზიტო ქვეყნის და ტრანსპორტირების მარშრუტის შესახებ. ვეტერინარიის დეპარტამენტის განმარტებით ასეთი ინფორმაციის შემცველი საბუთი არის ვეტერინარული სერტიფიკატი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იგივე ინფორმაციას შეიცავს სხვა დოკუმენტი - „ინვოისი“. თუ ნებართვის მაძიებელი გამცემ ორგანოში წარადგენს ინვოისს, ის ვალდებულია გასცეს ნებართვა მის საფუძველზე. ამ შემთხვევაში ზემოაღნიშნული დოკუმენტი იძენს ვეტერინარული სერტიფიკატის ფუნქციას, რაც არ არის მართებული, რადგან ინვოისი სერტიფიკატისგან განსხავებით, ვერ უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხს, შესაბამისად, შინაარსი ეკარგება ნებართვასაც. საჭიროა ვეტერინარიის დეპარტამენტმა ერთმნიშვნელოვნად გადაწყვიტოს, რომ ნებართვის ერთ-ერთი ფუნქციაა ხარისხიანი პროდუქციის გადაადგილების უზრუნველყოფა და ამის მიხედვით განსაზღვროს სანებართვო პირობები.
ნებართვა, იმპორტზე, ექსპორტზე, ტრანზიტსა და რეექსპორტზე გაიცემა ერთი თვის ვადით.
ზემოაღნიშნული დებულება ორაზროვანია. ერთი განმარტებით, მეწარმეს უფლება აქვს განცხადებაში მითითებული გარკვეული რაოდენობის პროდუქტი შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის იმდენჯერ გადაკვეთით, რამდენიც საჭიროა ამ რაოდენობის ტვირთის შემოსატანად ერთი თვის ვადაში. მეორე განმარტებით კი, მეწარმეს შეუძლია შემოიტანოს განცხადებაში მითითებული პროდუქციის რაოდენობა ერთი საბაჟო გაფორმებით ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლი შესაძლებელია გახდეს მეწარმეთა და სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა გაურკვევლობის საფუძველი საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებით ერთმნიშვნელოვნად განისაზღვროს ნებართვის ვადიანობის საკითხი.
„ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ კანონში 26 ოქტომბრამდე ნებართვის მოქმედების ვადა იყო ერთჯერადი. ხოლო ტვირთის პარტიების სახით იმპორტირების შემთხვევაში საჭირო იყო თითოეული პარტის რაოდენობისა და შემოტანის ვადის შესახებ ინფორმაციის მითითება. 26 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ნებართვა გახდა ვადიანი და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი თვით.
______________
* მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურფარმაცევტული პრეპარატების ტრანზიტისთვის მოსაკრებელი არ არის დადგენილი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონით, შესაბამისად ნებართვა ზემოაღნიშნული პრეპარატების ტრანზიტისთვის უფასოა.
1. ვეტერინარიის დეპარტამენტის განმარტებით, ბიოლოგიური და სამკურნალო პრეპარატების ტრანზიტისას მაძიებელს მოეთხოვება იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, საიდანაც ხორციელდება პროდუქციის ტრანზიტი.
![]() |
4.3 ვეტერინარული კარანტინი |
▲ზევით დაბრუნება |
ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისას ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტები ექვემდებარებიან ვეტერინარულ კარანტინს. ვეტერინარული კარანტინის განხორციელების წესი დადგენილია 1997 წლის 15 მაისს მიღებული კანონით „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“.
ვეტერინარული კარანტინი წარმოადგენს სახელმწიფო საკარანტინო ღონისძიებათა კომპლექსს ცხოველებისა და ადამიანებისთვის საერთო, აგრეთვე ცხოველთა სხვა ინფექციური და გადამდები დაავადებების საქართველოში შემოტანისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
ვეტერინარული კარანტინის ძირითადი ამოცანებია:
ქვეყნის ტერიტორიის დაცვა სხვა სახელმწიფოებიდან ცხოველებისა და ადამიანებისთვის საერთო, აგრეთვე ცხოველთა სხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევთა შემოტანისა და გავრცელებისგან;
ცხოველებისა და ადამიანებისთვის საერთო, აგრეთვე ცხოველთა სხვა ინფექციური და გადამდები დაავადებების დროული აღმოჩენა, გავრცელების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ორგანიზება;
სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის დაწესება საკარანტინო წესების შესრულებაზე ცხოველის, ფრინველის, თევზის, სხვა ცოცხალი ორგანიზმის, მეცხოველეობისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტ-ნედლეულის, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქტებისა და მასალების წარმოების, შენახვის, გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის დროს.
ვეტერინარულ კარანტინს ექვემდებარება პროდუქცია, მასალა და ობიექტი, ცოცხალი ორგანიზმი, ტვირთი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფექციური და გადამდები დაავადებების გავრცელება. შესაბამისად ვეტერინარული კარანტინის ობიექტი შეიძლება იყოს დაავადებული ან საეჭვო ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი, მათი განთავსებისა და შენახვის ადგილი და ტერიტორია, ინფიცირებული ან საეჭვო მეცხოველეობისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ნედლეული, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქტი, ნედლეული, ტვირთი და მასალა.
სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს საქართველოს საზღვრებზე ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი საბაჟო სამსახურთან ერთად. საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე არსებულ საბაჟო კონტროლის ზონაში.
საკარანტინო მომსახურების გაწევისთვის დაწესებულია მოსაკრებელი, რომლის სტრუქტურა და ოდენობა განისაზღვრება 2003 წლის 7 მაისს მიღებული კანონით „საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლის შესახებ“.
საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ მცენარეული და ცხოველური წარმოშობის და სხვა, კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის წარმოებას, ტვირთის ტრანსპორტირებას, შენახვას, გადამუშავებასა და რეალიზაციას. იგი გადაიხდება სახელმწიფოს მიერ აუცილებელი საკარანტინო ღონისძიებების ჩასატარებლად გაწეული მომსახურებისთვის.
საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლის გადახდევინებას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.
![]() |
4.4 საქართველოს ტერიტორიის დაცვა უცხო ქვეყნებიდან ცხოველთა საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრელების შემოტანისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
1995 წლის 14 ივნისს მიღებული „ვეტერინარიის შესახებ“ კანონით დადგენილია ის აუცილებელი პირობები, რომელიც უნდა შესრულდეს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის გადაადგილებისას, ასევე საკარანტინო ღონისძიებები, რომლის განხორციელების ვალდებულებაც აკისრია ვეტერინარიის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებს:
კანონის მიხედვით, საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ნებადართულია მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველების შემოყვანა და ასეთი ცხოველებისაგან მიღებული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემოტანა. აუცილებელია, ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყანა იყოს ცხოველთა გადამდები სნეულებების თვალსაზრისით კეთილსაიმედო.
საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ცხოველების შემოყვანა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვებისა და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების შემოტანა ან საქართველოდან მათი გაყვანა, გატანა დაიშვება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ნებართვით.
ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობით და ყველა სახის გზავნილებით (სარკინიგზო, საფოსტო, მათ შორის, მგზავრთა ხელბარგით) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრელების შემოტანის აღკვეთის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები:
ამოწმებენ სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტ-იმპორტირებულ და ტრანზიტულ ტვირთებს;
აფორმებენ ვეტსერტიფიკატებსა და ვეტმოწმობებს ტვირთგადაზიდვების განხორციელების შემდგომი უფლებით;
ტვირთების კეთილსაიმედოობასა და ვარგისიანობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში ან მათი ტრანსპორტირების ვეტსანიტარიული ნორმების დარღვევისას ახდენენ ტვირთების დაკავებას, გაუვნებლობას ან ამოღება-მოსპობას დადგენილი წესით.
ვეტერინარული კონტროლი ხორციელდება საქართველოს სასაზღვრო გადასასვლელებში (საერთაშორისო მიმოსვლის რკინიგზის სადგურებში, ავტოსადგურებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, ავტოტრასებზე), უშუალოდ საბაჟო კონტროლის ზონაში.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ცხოველთა გაყვანა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვებისა და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების გადაზიდვა ნებადართულია მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ფუნქციონირებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები.
![]() |
4.5 სერტიფიკაცია |
▲ზევით დაბრუნება |
„პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ კანონით რეგულირდება პროდუქციის, მომსახურებისა და სხვა ობიექტების სავალდებულო და ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის, აგრეთვე მონაწილეთა უფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები.
პროდუქციის სერტიფიკაცია ნიშნავს დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დადასტურებას.
დადგენილ მოთხოვნებთან სერტიფიცირებული პროდუქციის შესაბამისობას ადასტურებს შესაბამისობის სერტიფიკატი (შემდგომში სერტიფიკატი) - დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სერტიფიკაციის წესებით.
დადგენილ მოთხოვნებთან ნიშანდებული პროდუქციის შესაბამისობას ადასტურებს შესაბამისობის ნიშანი.
სერტიფიკაციის სისტემას ქმნიან აღმასრულებელი ხელისუფლების ან სხვა სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული პირები. ეს არის ერთობლიობა სერტიფიკაციის მონაწილეებისა, რომლებიც თავის სისტემაში დადგენილი წესებით ახორციელებს სერტიფიკაციას „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
სერტიფიკაციის მიზნები მდგომარეობს შემდეგში:
ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საქართველოს ერთიან სასაქონლო ბაზარზე საქმიანობის, აგეთვე საერთაშორისო ეკონომიკური, სამეცნიერო ტექნიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის პირობების შექმნა;
პროდუქციის არჩევაში მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა;
მომხმარებლის პროდუქციის არაკეთილსინდისიერი დამამზადებლისგან დაცვა;
პროდუქციის უსაფრთხოების გაკონტროლება ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებისა და გარემოს დასაცავად;
დამამზადებლის მიერ განცხადებული პროდუქციის ხარისხის მაჩვენებლების დადასტურება.
სერტიფიკაცია შეიძლება იყოს სავალდებულო ან ნებაყოფლობითი. სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ საქსტანდარტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებათ სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და ჩატარება.
სავალდებულო სერტიფიკაციის ორგანიზება და სამუშაოთა ჩატარება ეკისრება საქსტანდარტს და ცალკეული პროდუქციის მიმართ შეიძლება დაეკისროს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და იურიდიულ პირებს საკუთრების ფორმის განურჩევლად.
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის სერტიფიკაციას ახორციელებს სავაჭრო პალატა.
განმცხადებელს უფლება აქვს სავალდებულო სერტიფიკაციის ორგანოსგან მოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია პროდუქციის სერტიფიკაციის წესების შესახებ.
შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე აკრძალულია სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის რეკლამირება.
სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოებში მინაწილეობენ:
საქსტანდარტი;
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები;
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
სერტიფიკაციის ორგანოები;
საგამოცდო ლაბორატორიები;
იურიდიული პირები;
სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოები, რომელთაც ეკისრებათ ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციის სისტემის სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია.
სასერტიფიკაციო სისტემაში მონაწილეობა შეუძლიათ:
საკუთრების ნებისმიერი ფორმის რეგისტრირებულ არაკომერციულ აკრედიტებულ გაერთიანებებს, კავშირებსა და ორგანიზაციებს, თუ ისინი აკრედიტებულნი არიან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ან საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.
საქსტანდარტსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზების მიზნით გააჩნიათ შემდეგი უფლება-მოვალეობანი:
ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციის სისტემების შექმნა, ამ სისტემებში სერტიფიკაციის ჩატარების პროცედურისა და მართვის წესებს დადგენა;
ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის ადასტურების ხერხების (სერტიფიკაციის სქემების) შერჩევა;
სავალდებულო სერტიფიკაციის ჩასატარებლად აკრედიტაციის წესების დადგენა;
სერტიფიკაციის ორგანოების, საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების) აკრედიტაცია;
სერტიფიკაციის მონაწილეთა და ობიექტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
სერტიფიკატების, შესაბამისობის ნიშნების და გამოცდების შედეგების აღიარების წესის დადგენა;
სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელება, სერტიფიკაციის წესების დაცვისა და სერტიფიცირებული პროდუქციის საინსპექციო კონტროლის წესის დადგენა;
სერტიფიკაციის თაობაზე აპელაციების განხილვა;
შესაბამისობის ნიშნის გამოსაყენებლად სერტიფიკატების გაცემა;
სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოების და მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.
სერტიფიკაციის ორგანოს ვალდებულებებია:
პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაცია და შესაბამისობის ნიშნის გამოსაყენებლად სერტიფიკატების გაცემა;
გაცემული სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება;
განმცხადებლისთვის (მისი მოთხოვნით) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ინფორმაციის წარდგენა.
სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის დამამზადებლის ვალდებულებებია:
პროდუქციის რეალიზაცია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ან აღიარებული შესაბამისობის სერტიფიკატის საფუძველზე;
ნორმატიულ დოკუმენტებთან ამ პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
პროდუქციის თანმხლებ ტექნიკურ დოკუმენტებში სერტიფიკაციის და იმ ნორმატიული დოკუმენტაციის ცნობების შეტანა, რომელთაც უნდა შეესაბამებოდეს
პროდუქცია, ასევე მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
პროდუქციის რეალიზაციის შეჩერება ან შეწყვიტა, თუ პროდუქცია არ პასუხობს შესაბამისობის სერტიფიკატის მოთხოვნებს, სერტიფიკატის მოქმედების ვადა გასულია, ან შეჩერებულია მოქმედება;
იმ ორგანოს თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სავალდებულო სერტიფიკაციას და სერტიფიცირებულო პროდუქციის კონტროლს, თავიანთი მოვალეობის შეუფერხებელ შესრულებაში დახმარების გაწევა;
სერტიფიცირებული პროდუქციის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ან წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში შეტანილი ცვლილებების სერტიფიკაციის ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება.
სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისას დასაკმაყოფილებელი პირობები:
სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის შესაბამისობის ნიშნის გათვალისწინება კონტრაქტის პირობებში;
პროდუქციის შემოტანის დროს ნებართვის მისაღებად საბაჟო დეკლარაციასთან ერთად სერტიფიკატის ან აღიარების მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოსთვის.
სავალდებულო სერტიფიკატს დაქვემდებარებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის წესს ადგენს საბაჟო დეპარტამენტი და საქსტანდარტი.
საგამოცდო ლაბორატორიასა (ცენტრში) და სერტიფიკაციის ორგანოში სავალდებულო სერტიფიკაციის წესების დაცვას სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას უწევენ საქსტანდარტი და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალურად უფლებამოსილი სხვა სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
პროდუქციის სერტიფიკატთან შეუსაბამობისას გამცემ ორგანოს შეუძლია შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი და შესაბამისობის ნიშნის მოქმედება თუ პროდუქცია საშიშროებას უქმნის ადამიანის (მომხმარებლის) სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საქსტანდარტს უფლება აქვს სერტიფიკაციის შესაბამის ოგანოებთან ერთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.
სერტიფიკაციასთან დაკავშირებული სამუშაოს ღირებულებას ანაზღაურებს განმცხადებელი.
განმცხადებლის მიერ პროდუქციის სერტიფიკაციისთვის გაწეული ხარჯები შედის პროდუქციის თვითღირებულებაში.
სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა დადგენილია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის, საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი ბრძანებით „საქართველოში სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“. (იხ. დანართი №2)
![]() |
4.6 სტატისტიკური ინფორმაცია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის სფეროში |
▲ზევით დაბრუნება |
2004 წელს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტი საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ხასიათდება და წარმაოდგენს საერთო იმპორტის 4,2%-ს, ექსპორტი შეადგენს მთლიანი ექსპორტის 0,35%-ს, ხოლო რეექსპორტი შეადგენს 5 744 ათ. აშშ. დოლარს.
ვეტერინარიის დეპარტამენტიდან მოპოვებული მონაცემების მიხედვით 2004 წელს „ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის შესახებ“ კანონის შესაბამისად ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების გადაადგილებაზე (იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი) გაცემულ იქნა 4088 ნებართვა, 1,5-ჯერ მეტი, ვიდრე 2003 წელს, მათ შორის იმპორტზე - 2133 ნებართვა (2,1-ჯერ მეტი, ვიდრე 2003 წელს), ტრანზიტზე - 1768, ექსპორტზე -160 (1,6- ჯერ მეტი) და რეექსპორტზე - 27. წინა წელთან შედარებით გაზრდილი ნებართვების რაოდენობა საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ გაიზარდა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის გადაადგილების ლეგალურობა.
რაც შეეხება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული გადაადგილებული პროდუქციის სასაქონლო ნომენკლატურას, სტატისტიკა გვიჩვენებს შემდეგ შედეგს: განსაკუთრებით გაიზარდა შემდეგი პროდუქციის იმპორტი: რძისა და რძის ნაწარმის - 3,7-ჯერ, კვერცხის - 2,4-ჯერ, თევზისა და თევზის პროდუქტების - 1,8-ჯერ, ხორცპროდუქტების - 2,2-ჯერ. ძალზედ მოიმატა ცხოველთა საკვების იმპორტმა, განსაკუთრებით კი ფურაჟისა და პრემიქსების. რაც შეეხება ტრანზიტს, აქაც მნიშვნელოვანია რძისა და რძის პროდუქტების (3,5-ჯერ), ხორცპროდუქტების (2,1- ჯერ) რაოდენობის მატება. ექსპორტირებული პროდუქციიდან კი განსაკუთრებით საგრძნობია თევზისა და თევზის პროდუქციის მატება (3,6-ჯერ).
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა შეუსაბამობა ვეტერინარიის დეპარტამენტიდან და სტატისტიკის დეპარტამენტიდან მოძიებულ ინფორმაციას შორის. ამაზე მეტყველებს ქვემოთ მოყვანილი ცხრილი:
საბაჟო რეჟიმი |
ვეტერინარიის დეპარტამენტიდან მოძიებული ინფორმაცია |
სტატისტიკის დეპარტამენტიდან მოძიებული ინფორმაცია |
იმპორტი |
95 234,2 ტონა |
101 294 ტონა |
ექსპორტი |
9 615,6 ტონა |
6 462 ტონა |
რეექსპორტი |
6 353,05 ტონა |
6 702 ტონა |
![]() |
4.7 ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის სფეროში არსებული პრობლემები და რეკომენდაციები |
▲ზევით დაბრუნება |
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის სფეროს კვლევის შედეგად გამოვლინდა რიგი პრაქტიკული და ნორმატიული სახის პრობლემები, რომელთა გადაჭრის მიზნით შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები.
„ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სანებართვო სახისთვის - მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და ქიმიურფარმაცევტული პრეპარატების ტრანზიტისთვის მოსაკრებელი არ არის დადგენილი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონით.
ვეტერინარიის დეპარტამენტში ჩატარებული კონსულტაციებისა და მეწარმეთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ვეტერინარიის დეპარტამენტი მაინც ახდევინებს მაძიებლებს მოსაკრებლებს ზემოაღნიშნულ სახეობაზე. შანებართვო მოსაკრებლების ოდენობა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონის მიხედვით განისაზღვრება მხოლოდ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონით. ამიტომ საჭიროა დაუყოვნებლივ შეჩერდეს მოსაკრებლის გადახდევინება ზემოაღნიშნული პრეპარატების ტრანზიტზე, უმოკლეს ვადებში განხორციელდეს ცვლილებები „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში და განისაზღვროს მოსაკრებლის ოდენობა.
კანონით განსაზღვრულ ერთ-ერთ სანებართვო სახეს წარმოადგენს ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი, „აგროქიმიკატების წარმოების, აგროქიმიკატებით ვაჭრობის, აგროქიმიური და ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობის ლიცენზიის და აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვების გაცემის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ერთ-ერთ სანებართვო სახეს საწმოადგენს ზუსტად იდენტური პროდუქციის - მეცხოველეობის და მეფრინველეობის საკვების გასამდიდრებლად საკვები დანამატების იმპორტი და ექსპორტი, რომელზეც ნებართვას გასცემს სოფლის მეურნეონბის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური. შესაბამისად ზემოაღნიშნული პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტისთვის მეწარმე ვალდებულია აიღოს ნებართვა ორი უწყებიდან, რაც არ არის მართებული.
აღნიშნული პროდუქტი არის ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული, შესაბამისად მასზე ნებართვას უნდა გასცემდეს ვეტერინარიის დეპარტამენტი. ამიტომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ცხოველთა საკვებდანამატების ექსპორსა და იმპორზე ნებართის გაცემა ერთმნიშვნელოვნად დაექვემდებაროს ვეტერინარიის დეპარტამენტს.
ერთ-ერთ სანებართვო პირობას ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების ექსპორტსა და რეექსპორტზე წარმოადგენს საბუთი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის სახეობის, რაოდენობის, იმპორტიორი ან სატრანზიტო ქვეყნისა და ტრანსპორტირების მარშრუტის შესახებ. ვეტერინარიის დეპარტამენტის განმარტებით საბუთი, რომელიც შეიცავს აღნიშნულ ინფორმაციას არის ვეტერინარული სერტიფიკატი. Iდენტური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტია ინვოისი, ე.ი. მაძიებლის მიერ ინვოისის წარდგენისას, ვეტერინარიის დეპარტამენტი ვალდებულია გასცეს ნებართვა ზემოაღნიშნული პრეპარატების ექსპორტსა და რეექსპორტზე.
სანებართვო პირობები აუცილებლად უნდა დადგინდეს ნებართვის ხასიათიდან გამომდინარე. რეკომენდირებულია „ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ კანონში შეტანილ იქნეს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი სანებართვო პირობა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების ექსპორტსა და რეექსპორტზე იქნება ვეტერინარული სერტიფიკატი.
„ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ კანონის მიხედვით „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტი და ტრანზიტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით ითვლებიან კეთილსაიმედოდ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის „ა“ და „ბ“ ჯგუფების დაავადებების მიმართ, ხორციელდება შეუზღუდავად, ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულსანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე“.
კანონით არ არის ფორმულირებული სიტყვა „შეუზღუდავის“ ზუსტი მნიშვნელობა. რადგან ერთადერთი შემზღუდავი ადმინისტრაციული ბარიერი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის გადაადგილებაზე არის ნებართვა. საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს ტერმინი აღნიშნავს კეთილსაიმედო ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვისგან განთავისუფლებას. ამაზე მეტყველებს კანონის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნულ შემთხვევაში პროდუქციის იმპორტი და ტრანზიტი ხორციელდება მხოლოდ ვეტერინარული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე. მიუხედავად ამისა, ვეტერინარიის დეპარტამენტი ზემოთ ხსენებული პროდუქციის იმპორტსა და ტრანზიტზე გასცემს ნებართვას იმ არგუმენტით, რომ „ვეტერინარიის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით „საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ცხოველების შემოყვანა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების შემოტანა ან საქართველოდან მათი გაყვანა, გატანა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ნებართვით“. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს „ვეტერინარიის შესახებ“ და „ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ კანონებს შორის კოლიზიას. ამასთანავე, ეს უკანასკნელი წარმოადგენს ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტს და შესაბამისად მას უპირატესი ძალა ენიჭება. ამრიგად, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტი და ტრანზიტი კეთილსაიმედო ქვეყნებიდან უნდა განხორციელდეს ნებართვის გარეშე, მხოლოდ ვეტერინარული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე.
„ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ კანონის მიხედვით საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ქვეყნებდან, სადაც გამოვლინდა საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის „ა“ და „ბ“ ჯგუფების დაავადებები, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტსა და ტრანზიტზე ნებართვის გაცემა ხორციელდება ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის საფუძველზე მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით.
ერთ-ერთ სანებართვო პირობას წარმოადგენს ვეტერინარული სერტიფიკატის დედანი. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ნებართვის მაძიებელი ვეტერინარიის დეპარტამენტს წარუდგენს სერტიფიკატის ასლს, რადგან დედანი გადაადგილებისას თან უნდა ახლდეს საქონელს და წარედგინოს საბაჟო ორგანოებს. გარდა ამისა, ვეტერინარიის დეპარტამენტისთვის წარდგენილი სერტიფიკატის ასლი არ არის თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული, რაც ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევაა. შესაბამისად, ნებართვის მაძიებელის მიერ არ ხდება კანონით დადგენილი სანებართვო პირობის დაკმაყოფილება. პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა „ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელება, რომლის მიხედვითაც სანებართვო პირობა გახდება სერტიფიკატის ასლი. მანამდე კი, პრობლემა შეიძლება მოგვარდეს შემდეგნაირად: თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული სერტიფიკატის ასლი (რომელსაც ისეთივე ძალა აქვს, როგორც დედანს) წარედგინოს საბაჟო ორგანოებს, ხოლო დედანი, თარგმნილ და ნოტარიულად დამოწმებულ ეგზემპლართან ერთად - ნებართვის გამცემ ორგანოს.
„ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ კანონის მიხედვით ნებართვა ტრანზიტზე, იმპორტზე, რეექსპორტზე და ექსპორტზე გაიცემა ერთი თვის ვადით.
ზემოაღნიშნული დებულება ორაზროვანია. ერთი განმარტებით, მეწარმეს უფლება აქვს განცხადებაში მითითებული გარკვეული რაოდენობის პროდუქტი შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის იმდენჯერ გადაკვეთით, რამდენიც საჭიროა ამ რაოდენობის ტვირთის შემოსატანად ერთი თვის ვადაში. მეორე განმარტებით კი, მეწარმეს უფლება აქვს შემოიტანოს განცხადებაში მითითებული პროდუქციის რაოდენობა ერთი საბაჟო გაფორმებით ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს. ზემოაღნიშნული მუხლი იწვევს მეწარმეთა და სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა გაურკვევლობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი ცვლილებების შეტანა კანონში და აღნიშნული დებულების ცალსახა განმარტება.
![]() |
5 შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტი და რეექსპორტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 კანონმდებლობის ისტორიული მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის სფეროს არეგულირებს კანონი „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“, რომელიც მიღებულ იქნა 1998 წლის 26 ივნისს. მას შემდეგ მასში განხორციელდა არაერთი დამატება და ცვლილება, ამათგან 2002 წელს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე იგი მოვიდა შესაბამისობაში „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონთან, რის შედეგადაც საქართველოდან შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტი და რეექსპორტი დაექვემდებარა ნებართვას, რომელსაც გასცემს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ კანონი აწესრიგებს სფეროში სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
აღნიშნული კანონით, საგარეო ვაჭრობის სფეროში, აღირიცხება ინფორმაცია შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის შესახებ საბაჟო სტატისტიკის წარმოების საერთო წესის შესაბამისად. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ინფორმაცია საქონლის სპეციფიკისთვის აუცილებელ სხვა პარამეტრებთან ერთად უნდა შეიცავდეს ექსპორტირებული ჯართის წონას ტონებში.
![]() |
5.2 შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის ნებართვა |
▲ზევით დაბრუნება |
შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის სფეროში სანებართვო სახეები დადგენილია „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლები - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონით.
შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტსა და რეექსპორტზე ნებართვა გაიცემა ერთჯერადად.
№ |
სანებართვო სახე |
მოსაკრებელი (ლარი) |
1 |
შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების (მათ შორის, საწარმოო ნარჩენების) ექსპორტი |
30 |
2 |
შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების (მათ შორის, საწარმოო ნარჩენების) რეექსპორტი |
30 |
სანებართვო პირობები
ნებართვის მისაღებად მაძიებელი განცხადებით მიმართავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
განცხადებაში აღინიშნება:
1. ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო);
2. განმცხადებლის ვინაობა და მისამართი (სამეწარმეო რეესტრის მონაცემები):
ფიზიკური პირისთვის - დაბადების ადგილი და თარიღი, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები; ინდივიდუალური მეწარმისთვის - სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;
იურიდიული პირისთვის - სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;
3. რომელი ნებართვის მიღებას მოითხოვს განმცხადებელი (სანებართვო სახის მითითება);
4. თანდართული საბუთების ნუსხა;
5. განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:
სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
წარმომადგენლობისას სათანადო წესით გაფორმებული რწმუნებულება.
ნებართვის მისაღებად სხვა პირობების დაწესება აკრძალულია.
ნებართვის მიღების პროცესში ან ნებართვის მიღების შემდეგ განცხადებაში მითითებული განმცხადებლის ვინაობისა და მისამართის (სამეწარმეო რეესტრის მონაცემები) ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღეში.
„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ კანონი არ ადგენს დამატებით სანებართვო პირობებს, რითაც შესაძლებელი გახდებოდა მოცემული სფეროს დარეგულირება. არსებული რეალობიდან გამომდინარე პირობების დადგენა მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოს ექსპორტის უმეტესობას შეადგენს შავი და ფერადი ლითონების ჯართი და ნარჩენები. შესაბამისად საჭიროა სფეროში არსებობდეს კონკრეტული დამატებითი სანებართვო პირობები, რომელთა მეშვეობითაც მოხდებოდა სფეროში არსებული სიტუაციის დარეგულირება.
„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის (ამჟამად ეკონომიკური განვითარების) მინისტრმა 2002 წლის 14 აგვისტოს № 111 ბრძანებით დამტკიცა „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის ნებართვის ფორმა“ (იხ დანართი №3)
აღნიშნული ნებართვის ფორმაში დამატებით აღნიშნება ისეთი ინფორმაცია რაც კანონით არ არის განსაზღვრული. ესენია:
კონტრაქტის №, თარიღი;
გარიგების ფორმა;
გარიგების ვალუტა;
ღირებულება (ათასებში);
რაოდენობა.
ეკონომიკური განვითარების მინისტრის № 01/01-01/111 ბრძანება ეწინააღმდეგება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონს, რომლის მიხედვითაც სანებართვო პირობები განისაზღვრება მხოლოდ კანონით. შესაბამისად ნებართვის გამცემს არ აქვს უფლება ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მოთხოვნისა.
![]() |
5.3 სტატისტიკური ინფორმაცია შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის სფეროში |
▲ზევით დაბრუნება |
2000 წლიდან 2004 წლის ჩათვლით შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტი მთლიანი ექსპორტის მნიშვნელოვან წილს შეადგენდა. 2000 წლიდან შეიმჩნეოდა ჯართის ექსპორტის კლება, ხოლო უკვე 2003 წლიდან თითქმის გაორმაგდა მისი მოცულობა (2002 წელი - 46 603; 2003 წელი - 80 826 ათ. აშშ დოლარი) 2004 წელს ჯართის ექსპორტი პირველ ადგილზე იყო და წარმოადგენდა მთლიანი ექსპორტის 17,7 %-ს, რაც თანხობრივად 114 679 ათ. აშშ დოლარია. ჯართის იმპორტი მეტად უმნიშვნელოა და წარმოადგენს საერთო იმპორტის 0,01 %-ს, ხოლო რეექსპორტი საერთოდ არ ხორციელდება.
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის სფეროში 2004 წლის ნოემბერ - დეკემბრის მონაცემით მხოლოდ 35 მაძიებელზეა გაცემული 63 ნებართვა.
![]() |
5.4 შავი და ფერადი ლითონების ექსპორტისა და რეექსპორტის სფეროში არსებული პრობლემები და რეკომენდაციები |
▲ზევით დაბრუნება |
შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის სფეროს კვლევის შედეგად გამოვლინდა რიგი პრაქტიკული და ნორმატიული სახის პრობლემები, რომელთა გადაჭრის მიზნით შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები.
შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის სფეროს მარეგულირებელი დარგობრივი კანონია „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“, თუმცა ამ კანონში განხორციელდა არა ერთი ცვლილება და დამატება. 2002 წელს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტი და რეექსპორტი დაექვემდებარა ნებართვას და ამით შესაბამისობაში მოვიდა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონთან. თუმცა, აღნიშნული დარგობრივი კანონი არ განსაზღვრავს რაიმე დამატებით სანებართვო პირობას.
საჭიროა დამატებითი სანებართვო პირობებისს საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა, რის საფუძველზეც შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტი/იმპორტი გახდება კონტროლირებადი.
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონმა მკაცრად განსაზღვრა, რომ სანებართვო პირობები უნდა დადგინდეს მხოლოდ კანონით. თუმცა შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტ-იმპორტის სფეროში ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულია სანებართვო ფორმა1, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ინფორმაციის წარდგენას, რაც „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ კანონით არ არის დადგენილი (ესენია: ხელშეკრულების მოქმედების ვადა და პირობები, პროდუქციის წარმოშობის სერტიფიკატი და სხვა).
ნებართვის მისაღებად, მაძიებელი ვალდებულია წარადგინოს მხოლოდ „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის საფუძვლების შესახებ“ კანონით დადგენილი დოკუმენტაცია, ამ შემთხვევაში - განცხადება და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. შესაბამისად, ნებართვის ფორმაში მითითებული დოკუმენტების წარუდგენლობა ვერ იქნება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, მეტიც, აღნიშნული პირობების მოთხოვნა ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მხრიდან უკანონოა.
პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა დამტკიცდეს ახალი ბრძანება, რომელიც შესაბამისიბაში იქნება არსებულ კანონმდებლობასთან. ასევე, ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია მხოლოდ განცხადებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე გასცეს ნებართვა.
„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ კანონში არ არის განმარტებული შავი და ფერადი ლითონების ჯართი და ნარჩენები, შესაბამისად ბუნდოვანია თუ რა სახის პროდუქციის ექსპორტისთვის არის საჭირო ნებართვა.
მნიშვნელოვანია „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ კანონში განიმარტოს შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ცნება.
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სანებართო რეესტრიდან ნათლად ჩანს, რომ ნებართვა ხშირ შემთხევავში დარღვევით გაიცემა. მაგალითად: ფერადი ლითონების (თითბერის) ჯართზე და ფერადი ლითონის (სპილენძის) ჯართზე გაიცემა ცალცალკე ნებართვა, სხვადასხვა ნომრით, ერთ რიცხვში, ერთ ექსპორტიორზე. აღნიშნული ქმედება უკანონოა, რადგანაც „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ კანონით არ არის დადგენილი კონკრეტული სანებართვო სახეები. შესაბამისად, სპილენძისა და თიბერის ჯართის ექსპორტზე უნდა გაიცეს მხოლოდ ერთი ნებართვა. ამ შემთხვევაში, მაძიებელმა განცხადებაში უბრალოდ უნდა მიუთითოს რომელი ლითონების ექსპორტი უნდა განახორციელოს და გადაიხადოს მხოლოდ ერთი ნებართვისთვის განსაზღვრული მოსაკრებელი.
შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტზე 2004 წლის 22 დეკემბერს მიღებული საგადასახადო კოდექსით დადგენილია აქციზი (1 ტონა - 25 ლარი). შესაბამისად, შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის სფერო რეგულირდება ორი ადმინისტრაციული ბარიერით (1) აქციზი და (2) ნებართვა. ნებართვა და აქციზი განსხვავდება ერთმანეთისაგან როგორც ბუნებით, ასევე მათი დაწესების მიზნებითაც, მაგრამ პრქტიკაში ერთიდაიგივე ფუნქცია ასრულებენ. უმჯობესია ერთ-ერთი მათაგანი გაუქმდეს.
-------------
1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის № 01/01-01/111 2002 წლის 14 აგვისტოს ბრძანება „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“.
![]() |
6 ნებართვის გაცემის წესი |
▲ზევით დაბრუნება |
ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას ნებართვის გამცემი ორგანო იღებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. საქმისწარმოება იწყება წერილობითი განცხადებისა და მასზე თანდართული მასალების წარდგენით ნებართვის გამცემ ორგანოში, რომლის რეგისტრაციასაც ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურის კანცელარია.
ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია განცხადება რეგისტრაციაში გაატაროს მიღებისთანავე და დაუსვას მას რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, ხოლო განმცხადებლის მოთხოვნისას - დაუყოვნებლივ გასცეს ცნობა განცხადების რეგისტრაციაში გატარების შესახებ.
ნებართვის გამცემი ორგანო განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის1 ვადაში ამოწმებს წარდგენილი განცხადებისა და მასზე თანდართული მასალების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან (ნებართვის მისაღებ სანებართვო პირობებთან). ადმინისტრაციული წარმოების ეს საფეხური გულისხმობს განცხადების შესაბამისობის დადგენას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“
კანონის 22-ე მუხლის მოთხოვნებთან. ასევე, უნდა შემოწმდეს შეესაბამება თუ არა განცხადებაზე თანდართული მასალები ექსპორტ-იმპორტის სფეროში მოქმედი სპეციალური კანონებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს. შესაბამისობის შემოწმებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შემდეგ გარემოებებს:
1. განცხადების, ან მასზე დართული მასალების წარდგენას უცხო ენაზე. შაქმისწარმოება ნებართვის გამცემ ორგანოში მიმდინარეობს სახელმწიფო (ქართულ) ენაზე და ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ყველა დოკუმენტი წარადგინოს ქართულ ენაზე. თუ რომელიმე დოკუმენტი სახელმწიფო ენაზე არ არის წარდგენილი, ნებართვის გამცემმა ორგანომ მაძიებელს უნდა მისცეს ვადა დოკუმენტის თარგმნისა და მისი სანოტარო წესით დადასტურებისთვის, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 დღეზე ნაკლები.
სანოტარო წესით დადასტურებული დოკუმენტის წარდგენამდე საქმისწარმოების ვადა შეჩერებულია.
2. განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ნებართვის გაცემა მიეკუთვნებოდეს სხვა ორგანოს უფლებამოსილებას, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უწყება ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე თანდართული საბუთები უფლებამოსილ ორგანოს, რომლის შესახებაც 2 დღის ვადაში შესაბამისი დასაბუთებით აცნობებს განმცხადებელს;
3. საქმისწარმოების ვადის გაგრძელების აუცილებლობას. თუ წარდგენილი დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია 15 დღიან ვადაში, იგი შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვემდე. უნდა აღინიშნოს, რომ ვადის 3 თვემდე გაგრძელება არის მაქსიმუმი (რომელშიც მიეთვლება 15 დღიანი ვადაც). ვადის გაგრძელებისას ნებართვის გამცემმა უნდა იხელმძღვანელოს საქმის სირთულით.
ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ადმინისტრაციული აქტის (მაგ.: ბრძანების) ფორმით, რომლის გამოცემისათვის ცალკე ადმინისტრაციული წარმოება არ იმართება.
ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოიცეს განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 3 დღისა და შეიცავდეს დასაბუთებას ვადის გაგრძელების აუცილებლობის თაობაზე.
აქტის გამოცემიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა მაძიებელს უნდა ეცნობოს ვადის გაგრძელების შესახებ და გადაეცეს შესაბამისი აქტის ასლი.
4. ყველა დოკუმენტი სრულად არ იქნეს წარდგენილი. ამ შემთხვევაში ნებართვის გამცემმა ორგანომ უნდა მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს აუცილებელი დოკუმენტები და ამისთვის განუსაზღვროს 3 დღიანი ვადა. მოთხოვნაში კონკრეტულად უნდა მიეთითოს თუ რა დოკუმენტი ან ინფორმაცია უნდა წარადგინოს მაძიებელმა. ამ ვადაში დოკუმენტების წარუდგენლობისას, ნებართვის გამცემ ორგანოს უფლება აქვს (მაგრამ არ არის ვალდებული) განმცხადებლის მოთხოვნით, მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 15 დღით დამატებით გააგრძელოს დოკუმენტების წარდგენის ვადა.
დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობა იწვევს ნებართვის მოთხოვნის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვებას.
დოკუმენტების წარსადგენად განმცხადებლისათვის მიცემული დამატებითი ვადა არ მიეთვლება საქმისწარმოების საერთო ვადას, ე.ი. მოცემულ შემთხვევაში საქმისწარმოება შეჩერებულია. ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან;
5. ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობას. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც წამოიჭრება ისეთი საკითხები, რომლებიც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს და გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი ხდება, ნებართვის გამცემი ნიშნავს ექსპერტიზას. ექსპერტიზის დანიშვნის აქტში კონკრეტულად უნდა ჩამოყალიბდეს ის კითხვები, რომელზეც ნებართვის გამცემ უწყებას სურს პასუხის მიღება. ექსპერტიზა ძირითადად ინიშნება მეცნიერების, ტექნიკის ან/და მედიცინის სფეროში ამა თუ იმ საკითხის გასარკვევად. დაუშვებელია ექსპერტიზა დაინიშნოს სამართლებრივ საკითხებზე;
ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია განცხადების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებიდან 3 დღის განმავლობაში განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების ასლები გადაუგზავნოს ექსპერტს, რომელიც დასკვნას წარადგენს 7 დღის ვადაში. დასკვნის წარუდგენლობა არ დააბრკოლებს განცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა 7 დღეში დასკვნის წარდგენა შეუძლებელია, ხოლო მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა მიზანშეუწონელია, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია, ხოლო დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია დასკვნის წარდგენის ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 7 დღით.
ნებართვის გაცემის პროცესში მაძიებელი მონაწილეობს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. განმცხადებელს ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე შეუძლია, წერილობითი სახით აცილება განუცხადოს ნებართვის გამცემი ორგანოს თანამდებობის პირს, თუ მას კანონის შესაბამისად არა აქვს უფლება მონაწილეობას იღებდეს ადმინისტრაციულ წარმოებაში. საქმის ზეპირი მოსმენის სხდომაზე აცილების თაობაზე შუამდგომლობა შეიძლება დაყენებულ იქნეს ზეპირადაც.
სახელმწიფო უწყება ვალდებულია ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიწვიოს განმცხადებელი; მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოთქვას თავისი მოსაზრება (მათ შორის, წერილობით), გაეცნოს საქმის მასალებს, გადაიღოს მათი ასლები, წარმოადგინოს მტკიცებულებები, დააყენოს შუამდგომლობები. ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია განმცხადებელს განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები, გააცნოს საქმის განხილვის წესი და ვადები.
ნებართვის გამცემი ორგანო იკვლევს წარდგენილ მტკიცებულებებს, უსმენს მხარეებს, განიხილავს შუამდგომლობებს, მოწმეებისა და ექსპერტისაგან იღებს ახსნა-განმარტებებს, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
ნებართვის თაობაზე ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან (რეგისტრაციიდან) 15 დღის ვადაში (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).
თუ საქმის განხილვისას გამოვლინდება ისეთი გარემოებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნებართვის გაცემაზე უარის თქმა, გამცემი ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე, მისცეს განმცხადებელს უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ:
ა) უარი ეფუძნება ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ (მაგ., საქმისწარმოებისას გამოვლინდა, რომ განცხადება წარდგენილია არარსებული სუბიექტის მიერ ან არასწორია რეესტრული მონაცემები);
ბ) ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისგან.
აღნიშნულ გარემოებათა შესახებ განმცხადებელი ნებართვის გამცემს 3 დღის ვადაში წარუდგენს საკუთარ მოსაზრებას, მოსაზრების წარდგენა არ არის საჭირო, იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს უკვე წარდგენილი აქვს საკუთარი მოსაზრება, ასევე, თუ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ინტერესს. ამ დროს ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია მიუთითოს, თუ რა გადაუდებელი გარემოება არსებობს.
თუ განმცხადებელს უარი ეთქვა ნებართვის მიღებაზე, მას ხელმეორედ იმავე მოთხოვნით განცხადების შეტანა შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ:
1. აღმოიფხვრება ის გარემოება, რაც გახდა ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი;
2. შეიცვლება ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული აქტის გამოცემას;
3. არსებობს ახლად აღმოჩენილი, ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებენ განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას;
4. სახეზეა ფაქტობრივი გარემოებების შეცვლა, ანუ ნებართვის გამცემი ორგანოსათვის ხელმეორედ მიმართვისას განმცხადებლის მდგომარეობა შეცვლილია (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მომსახურე პერსონალი, დოკუმენტაცის სრულყოფილება და ა.შ.);
5. ადგილი აქვს საკანონმდებლო ცვლილებებს - ის პირობა, რომელსაც განმცხადებელი ადრე ვერ აკმაყოფილებდა, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ აკმაყოფილებს ან/და ცვლილებების შედეგად ესა თუ ის პირობა საერთოდ ამოღებულ იქნა კანონიდან.
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე
უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) ადმინისტრაციული აქტის სახეს (მაგ.: ბრძანება №);
ბ) გამომცემი ორგანოს დასახელებას;
გ) აქტის სათაურს (მაგ.: ბრძანება № ნებართვის გაცემის შესახებ);
დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელს, გვარსა და ხელმოწერას;
ე) გამოცემის დროსა და ადგილს;
ვ) გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს;
ზ) ადმინისტრაციულ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა (მაგ.: „ბრძანება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება 1 თვის ვადაში გასაჩივრდეს სამინისტროში, შემდეგ მისამართზე...“).
ადმინისტრაციული აქტი ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ
ძალაში შედის განმცხადებლისთვის გადაცემის მომენტიდან.
ნებართვის გაცემის ზოგადი (სტანდარტული) სქემა
_________________
1. დღეების ათვლისას არ გაითვალისწინება უქმე და დასვენების დღეები.
![]() |
7 პასუხისმგებლობა ნებართვის გარეშე საქმიანობისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის შეიძლება დადგეს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციული გადაცდომის შემთხვევაში სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს - ფინანსურ პოლიციას. ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობისას დანაშაულის ნიშნების არსებობისას ძიებას აწარმოებს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარისია მხოლოდ ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის ფაქტის არსებობა, ხოლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის დამატებით საჭიროა შემდეგი გარემოებების არსებობა - უნებართვო საქმიანობის შედეგად უნდა იყოს გამოწვეული „მნიშვნელოვანი ზიანი“ ან უნებართვო საქმიანობას თან უნდა ახლდეს „დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.
ადმინისტრაციული ჯარიმა და მისი დაკისრების წესი
სათანადო ნებართვის გარეშე პროდუქციის ექსპორტის/იმპორტის განხორციელებაზე დადგენილია საჯარიმო სანქცია ოთხასიდან ხუთას ლარამდე. ხოლო ექსპორტიმპორტის განმახორციელებელი პირების საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში მათ მიერ სავაჭრო ოპერაციების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების შვიდასი მინიმალური ოდენობით.
ნებართვის გარეშე პროდუქციის ექსპორტის/იმპორტის განმახორციელებელი სუბიექტის გამოვლენისას ფინანსური პოლიცია ადგენს სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც ეგზავნება იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ნებართვის გარეშე მოქმედ სუბიექტს აქვს ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი).
ნებართვის გარეშე მოქმედი სუბიექტის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას საქმეზე ძიებას აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
ნებართვის გარეშე ან/და სანებართვო პირობების დარღვევით პროდუქციის ექსპორტის/იმპორტის განხორციელება გამოიწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუ ამ საქმიანობის შედეგად გამოწვეულია „მნიშვნელოვანი ზიანი“ ან ამ საქმიანობას თან ახლავს „დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.
„მნიშვნელოვანი ზიანი“ ან „დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“ წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას და ის უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. „მნიშვნელოვანი ზიანის“ განსაზღვრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მომენტზე, რომ ზიანი შეიძლება მიადგეს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ნებისმიერ ორგანიზაციას თუ კერძო პირს. „დიდი ოდენობით შემოსავლის“ განსაზღვრისას გადამწყვეტი ფაქტორია შემოსავლის მიღების ოდენობა. ნებართვის გარეშე ან/და სანებართვო პირობების დარღვევით პროდუქციის ტის/იმპორტის განხორციელებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სასჯელები: ჯარიმა ან ტუსაღობა ვადით 4 თვემდე ან/და თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. სასჯელს განსაზღვრავს და უფარდებს სასამართლო.
იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მსჯავრდებულის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით. სასჯელს განსაზღვრავს და უფარდებს სასამართლო.
![]() |
8 პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა (GSP) |
▲ზევით დაბრუნება |
საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობას, მრავალი სახის სავაჭრო რეჟიმი გააჩნია პარტნიორ ქვეყნებთან.
აღნიშნული რეჟიმების ხასიათი შეიძლება განისაზღვროს შემდეგი გარემოებებით:
ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები;
მათი მონაწილეობა რეგიონალურ და საერთაშორისო ეკონომიკურ გაერთიანებებსა და ორგანიზაციებში;
ეკონომიკურად სუსტი ქვეყნებისათვის დახმარების პროგრამები და ა.შ.
საქონლით მომსახურების ვაჭრობის რეჟიმების თვალსაზრისით განასხვავებენ:
ჩვეულებრივ;
უპირატესი ხელშეწყობის;
პრეფერენციალურ რეჟიმებს (საბაჟო კავშირი, უბაჟო/თავისუფალი ვაჭრობა, საზღვრისპირა ვაჭრობა და სხვა).
მათ შეიძლება დავუმატოთ ე.წ. „გამკაცრებული რეჟიმები“ რომლებიც ეკონომიკურ სანქციებს ატარებენ.
გამოყენების წესების მიხედვით არსებობს პრეფერენციული რეჟიმების ორი ტიპი - სიმეტრიული და ასიმეტრიული. ქვეყნებს შორის მოქმედი სიმეტრიული პრეფრენციული სავაჭრო რეჟიმი შეღავათიანი სავაჭრო პირობების/ტარიფების ურთიერთდაწესებას ითვალისწინებს. ყველაზე გავრცელებული ფორმების უბაჟო/თავისუფალი ვაჭრობისა და საბაჟო კავშირის რეჟიმები. ასიმეტრიული პრეფერენციული რეჟიმებით ვაჭრობა ყალიბდება ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომ სახელმწიფოებს შორის. ამ სახის რეჟიმებს განვითარებული ქვეყნები ეკონომიკურად შედარებით სუსტ პარტნიორ ქვეყნებს ანიჭებენ, რაც გულისხმობს ცალმხრივ საბაჟო-სატარიფო შეღავათების (საპასუხო შეღავათების მოთხოვნის გარეშე) მინიჭებას და ეკონომიკური დახმარების ერთ-ერთ ფორმას. ასიმეტრიული პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა „პრეფერანციათა განზოგადებული სისტემა“ (Generalizad Sistem of Preferens - GSP), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან პროდუქციის ექსპორტს.
პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა (GSP) შემუშავდა 70-იან წლებში გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ეგიდით. როგორც უკვე აღვნიშნეთ GSP-ს ძირითადი არსია განვითარებულმა ქვეყნებმა დახმარება გაუწიონ ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებს ექსპორტის განვითარებაში. ამ მიზნით განვითარებული ქვეყნები GSP-ს მოსარგებლე ქვეყნებს (GSP-ს ბენეფიციარებს) ანიჭებენ გარკვეულ შეღავათებს საგარეო ვაჭრობაში. კერძოდ, აწესებენ ბენეფიციარი ქვეყნებიდან ექსპორტირებულ საქონელზე საიმპორტო ტარიფის საბაზრო განაკვეთებთან შედარებით შემცირებულ განაკვეთებს. ამგვარი შეღავათები აადვილებს მათი საქონლის შეღწევას განვითარებული ქვეყნების ბაზარზე, ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და ეხმარება საექსპორტო წარმოების განვითარებაში.
დღესდღეობით საქართველოსთვის GSP-ის ბენეფიციარის სტატუსი მინიჭებული ქვს: ევროკავშირს (1995წ.), შვეიცარიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, კანადას, იაპონიას, აშშ-ს (2001 წ.), პოლონეთს (2002 წ.), თურქეთსა (2002 წ.) და ესტონეთს (2003 წ.). GSP-ის სქემები, ცალკეული ქვეყნების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდებიან ქვეყნისთვის პრეფერენციების მინიჭების კრიტერიუმებით, პროდუქციაზე საიმპორტო საბაჟო გადასახადებში შეღავათების გავრცელების მასშტაბებითა და მათი დონით, ასევე საქონლის წარმოშობის დადგენის წესებით, მისი დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების მოთხოვნებითა და ა.შ.
არსებობს GSP-ის განხორციელების სამი ძირითადი სქემა:
ევროკავშირი;
იაპონია;
ამერიკის შეერთებული შტატები.
დანარჩენი სახელმწიფოები (კანადა, შვეიცარია, ავსტრალია, ნორვეგია, ჩეხეთი, პოლონეთი და სხვა) ზემოაღნიშნული სამი ძირითადი სქემიდან ერთ-ერთს იყენებენ, თუმცა თვითონაც შეაქვთ მასში გარკვეული ცვლილებები თავისი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
შეღავათები ძირითადად ვრცელდება სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და იგი ეხება საქართველოდან ექსპორტირებულ მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელთაც ექნებათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული GSP სერტიფიკატი ფორმა „A“, (იხ. დანართი №4) რომელიც გაიცემა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2000 წლის №40 „დებულება სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებისთვის საექსპორტო საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი ცნობის (წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა „A“) გაცემის წესის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად.
წარმოშობის სერტიფიკატი (ფორმა „A“), ადასტურებს საქონლის წარმოშობას. ექსპორტიორებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ წარმოშობის სერტიფიკატი (ფორმა „A“) წარმოადგენს ოფიციალურ საბუთს, რომლის საფუძველზეც იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოები შესაბამის საქონელს ანიჭებენ შეღავათებს.
წარმოშობის სერტიფიკატი (ფორმა „A“) გაიცემა მხოლოდ ექსპორტიორის ან მისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენის შემდეგ. ექსპორტიორმა ან მისმა უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ექსპორტირებული პროდუქცია პასუხობს წარმოშობის საერტიფიკატის გაცემისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას (მაგ.: ანგარიშფაქტურები, კონოსამენტები და ა. შ.).
თუ სერტიფიკატს გაჩნია რამოდენიმე ასლი, ამ შემთხვევაში მხოლოდ ორიგინალი იბეჭდება მწვანე ფურცელზე და ეგზავნება იმპორტიორ ქვეყანას. სერტიფიკატი უნდა შეივსოს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. წარმოშობის სერტიფიკატი (ფორმა „A”) გაიცემა ბენეფიციარი ქვეყნის სათანადო სახელმწიფო ორგანოს მიერ და მას ეკისრება პასუხისმგებლობა საქონლის წარმოშობისა და სხვა ინფორმაციის შემოწმებაზე. წარმოშობის სერტიფიკატი (ფორმა „A”) უნდა წარედგინოს იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოებს ბენეფიციარი ქვეყნის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემის თარიღიდან ათი თვის მანძილზე.
სერტიფიკატის გაცემის წესი:
1. სერტიფიკატი გაიცემა საქართველოს იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე მათი საკუთრების ფორმისა და რეგისტრაციის ადგილის მიუხედავათ;
2. სერტიფიკატის გაფორმება ხდება სპეციალურ ბლანკზე;
3. სერტიფიკატის მიღებისთვის ექსპორტიორი წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
განცხადებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სჯარო სამართლის იურიდიული პირის საინვესტიციო სააგენტოს სახელზე;
მხარეთა შორის კონტრაქტს (ორიგინალი ან ასლი);
ანგარიშ-ფაქტურას (ორიგინალი ან ასლი);
საქონლის კუთვნილების ცნობას ¿(ორიგინალი);
ექსპერტიზის აქტს საქონლის წარმოშობის შესახებ (ორიგინალი);
საექსპორტო ნებართვის ასლს (იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება ნებართვას);
4. სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ დოკუმენტის სრული პაკეტის წარდგენის შემთხვევაში;
5. ექსპორტიორზე სერტიფიკატი გაიცემა ერთ ეგზემპლარად, ამასთან, ერთ სერტიფიკატში შეიძლება ჩამოითვალოს სხვადასხვა დასახელების საქონელი, თუ ისინი იგზავნება ერთდროულად;
6. სერტიფიკატის ცარიელი ადგილები უნდა გადაიხაზოს ხელით, მასში დამტკიცების შემდეგ რაიმე დამატების თავიდან აცილების მიზნით;
7. ნებისმიერი სახის შესწორებები და დამატებები სერტიფიკატში დაუშვებელია; შეცდომისას ან მონაცემების შეცვლისას ახალი სერტიფიკატი გაიცემა ადრე გაცემული სერტიფიკატის დაბრუნების შემდეგ;
8. ექსპორტიორი განცხადებისა და მის დანართებში მოყვანილი ცნობების სინამდვილეზე პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
9. განცხადების რეგისტრაცია წარმოებს მიღებისთანავე, მოცემული დოკუმენტაციის სრული პაკეტის წარდგენის შემდეგ, სპეციალურ ზონარ გაყრილ და ბეჭდით დამოწმებულ რეესტრის წიგნში, რომლის ყოველი გვერდი უნდა იყოს დანომრილი. იგივე წიგნში წარმოებს გაცემული სერტიფიკატების რეგისტრაცია სათანადო ჩანაწერით;
10. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა „A“ გაიცემა კონტრაქტში დაფიქსირებული ვადების ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს 10 თვის ვადისა;
11. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა „A“ გაიცემა განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. უარი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე უნდა იყოს მოტივირებული (განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში უარის მოტივაცია მას ეცნობება წერილობით);
12. სერტიფიკატი სრულდება ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე დამკვეთის სურვილისამებრ;
13. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისთვის საჭირო წარმოდგენილი ყველა საბუთი ინახება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში 3 წლის განმავლობაში.
GSP-ით მონიჭებული უპირატესობებით სარგებლობის საერთო შედეგები
უკანასკნელ წლებში GSP-ის მომნიჭებელი პრეფერენციული რეჟიმით ვაჭრობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაზეც თვალნათლივ მიუთითებს საქონლის წარმოშობის ფორმა „A” სერტიფიკატის გაცემის დინამიკა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა GSP-ის გამოყენების გეოგრაფია და ამ რეჟიმით ექსპორტირებული პროდუქციის ნომენკლატურა და მოცულობები. მაგალითად:
1997 წელს 5 ქვეყანაში 13 სახეობის პროდუქციაზე გაიცა წარმოშობის 64 სერტიფიკატი ფორმა „A”.
1998 წელს 8 ქვეყანაში - 21 სახეობის პროდუქციაზე - 153 სერტიფიკატი.
1999 წელს 12 ქვეყანაში - 17 სახეობის პროდუქციაზე - 265 სერტიფიკატი,
2000 წელს 11 ქვეყანში - 17 სახეობის პროდუქციაზე - 358 წარმოშობის სერტიფიკატი.
2001 წელს 10 ქვეყანაში - 16 სახეობის პროდუქციაზე გაიცა - 304 წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა „A”.
2002 წელს 20-ზე მეტი დასახელების პროდუქციაზე გაიცა 309 სერტიფიკატი.
2003 წელს 29 დასახელების პროდუქციაზე გაცემულია 526 სერტიფიკატი ფორმა „A”.
2004 წელს 35 დასახელების პროდუქციაზე გაიცემულია 493 სერტიფიკატი ფორმა „A“.
აღნიშნულის მიუხედავად უნდა ითქვას, რომ GSP-ის რეჟიმით უპირატესობების გამოყენება ჯერ კიდევ არადამაკმაყოფილებელია. მაგალითად 2000-2004 წლებში GSP-ის რეჟიმის 24 ქვეყანაში საერთო საქონელბრუნვის ზრდა მთლიანად მიღწეულია იმპორტის ზრდის ხარჯზე. საქართველოს ექსპორტის მოცულობა კი ევროკავშირის ქვეყნებთან პირიქით შემცირებულია წინა წელთან შედარებით.
GSP-ის პრეფერენციული რეჟიმით გათვალისწინებული უპირატესობის მიუხედავად ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნიდან 2004 წელს, GSP-ის რეჟიმით, მხოლოდ 16 ქვეყანაშია საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქცია.
მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, სავაჭრო პარტნიორებთან შეღავათიანი რეჟიმებით გათვალისწინებული უპირატესობები ჯერ კიდევ სრულად არ არის გამოყენებული, რის გამოც საქართველოს საექსპორტო პროდუქცია სრულად არ არის დამკვიდრებული დონორი ქვეყნების სამომხმარებლო ბაზარზე. ჩვენი აზრით აუცილებელია გააქტიურდეს მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან GSP-ის პრეფერენციული რეჟიმებით გათვალისწინებული უპირატესობების გამოყენების მიზნით და სხვა ქვეყნების მსგავსად იგი უნდა გახდეს საქართველოს ექსპორტის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
![]() |
9 დანართი |
▲ზევით დაბრუნება |
დანართი № 1
წამლის რეგისტრაცია
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონის მიხედვით სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - წამლის სააგენტო.
გასათვალისწინებელია, რომ წამლის რეგისტრაცია თავისი ბუნებითა და ფორმით ემსგავსება ნებართვის გაცემას, თუმცა ის განსხვავებული პროცედურებით ტარდება.
საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართულია მხოლოდ რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების გაცემა-გამოყენება, გარდა შემდეგი გამონაკლისებისა, კერძოდ, საქართველოში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალება ველოს ტერიტორიაზე შეიძლება შემოტანილ იქნეს:
კლინიკამდელი და კლინიკური კვლევისათვის;
სახელმწიფო რეგისტრაციისათვის - ნიმუშის სახით;
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის;
საერთაშორისო მიმართულებაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალების ბრიგადის მიერ მგზავრთა სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო ოდენობით;
გამოფენების, სიმპოზიუმების, კონფერენციების, ფორუმებისა და კონგრესებისათვის - ნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე;
რეექსპორტისათვის.
განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება) ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე დასაშვებია საქართველოში არარეგისტრირებული სამკურნალო ებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და გამოყენება, თუ უცხო ქვეყნებში არდგენილია მათი რეგისტრაციისა და გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტები.
სამკურნალო საშუალების მიმოქცევა საქართველოში ნებადართულია მისი ახელმწიფო რეგისტრაციიდან 5 წლის განმავლობაში.
სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციას ექვემდებარება:
თერაპიული და დიაგნოსტიკური საშუალებები და მათი წამლის ფორმები;
ბიოლოგიური სამკურნალო-პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური პრეპარატები;
იმუნობიოლოგიური პრეპარატები;
თერაპიული ეფექტის მქონე საკვები დანამატები;
შიგნით მისაღები, სამედიცინო დანიშნულების რეაქტივები და რეაგენტები;
სტომატოლოგიაში გამოსაყენებელი მასალები;
კონტრაცეპტიული მექანიკური საშუალებები;
ჰომეოპათიური საშუალებები;
პარასამკურნალო საშუალებები;
ვეტერინარული სამკურნალო საშუალებები;
სხვა მწარმოებლის მიერ წარმოებული, საქართველოში უკვე რეგისტრირებულის ნალოგიური სამკურნალო საშუალებები;
ხელახალ რეგისტრაციას დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები.
ფარმაცევტული სუბსტანცია, დაუფასოებელი შუალედური ფარმაცევტული პროდუქტი, აგისტრალური და ოფიცინალური რეცეპტებით აფთიაქში მომზადებული წამლები რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილი განაცხადი შეიცავს ინფორმაციას მწარმოებლის ან რეგისტრაციის უფლების მქონე სხვა სუბიექტის შესახებ, აგრეთვე სამკურნალო საშუალების საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდებისა და სავაჭრო დასახელების, სუბსტანციის, სინონიმების, წამლის ფორმის, დოზის, სრული შემადგენლობის, გაცემის პირობების, გამოყენების წესების, შენახვის ვადისა და პირობების, შეფუთვის თაობაზე.
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილ განაცხადს თან ერთვის სამკურნალო საშუალების ხარისხის სერტიფიკატი; მასალები კლინიკამდელი, შესაბამისი კვლევის შედეგების შესახებ; ფარმაკოპეის სტატია ან ფარმაკოპეის სტატიის საწყისი ტექსტი; სამკურნალო საშუალების ხარისხის კონტროლის მეთოდების აღწერილობა; ცხოველთა მკურნალობისთვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალების რეგისტრაციისას - ვეტერინარული კვლევის შედეგები; სამკურნალო საშუალების ნიმუშები - ხარისხის ექსპერტიზის ჩასატარებლად; სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ იგი რეგისტრირებულია საქართველოს გარეთ; სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
წამლის სააგენტო სარეგისტრაციო მასალების წარდგენიდან 4 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
გენერიკული მედიკამენტის, საქართველოში უკვე რეგისტრირებული ორიგინალური სამკურნალო საშუალების ანალოგიური საშუალების, რომელიც წარმოებულია განახლებული ტექნოლოგიით ან დამხმარე ნივთიერებათა სხვა შემადგენლობით, აგრეთვე ჰუმანიტარული მიზნით შემოტანილი სამკურნალო საშუალების სახელმწიფო რეგისტრაციისათვის გამოიყენება რეგისტრაციის გამარტივებული (დაჩქარებული) პროცედურა. სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურა არ ნიშნავს სამკურნალო საშუალების ხარისხის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოობის მიმართ მოთხოვნების შეცვლას.
წამლის კომპონენტებთან, თერაპიულ ჩვენებასთან, ფორმასთან, დოზასთან, გამოყენების მეთოდთან, ვარგისიანობის ვადასთან, პირველად შეფუთვასთან, სტანდარტებთან და წარმოების ტექნოლოგიასთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში ხორციელდება ხელახალი რეგისტრაცია. ყველა სხვა ცვლილება საჭიროებს მხოლოდ წამლის სააგენტოსათვის სავალდებულო შეტყობინებას.
წამლის სააგენტო აუქმებს ან რეგისტრაციის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრამდე აჩერებს საქართველოში სამკურნალო საშუალების რეგისტრაციას, თუ:
სამკურნალო საშუალებას აღმოაჩნდა ადამიანისათვის (ცხოველისათვის) ან მისი შთამომავლობისათვის ზიანის მომტანი თვისება;
სარეგისტრაციო დოკუმენტაციით წარმოდგენილ ინფორმაციაში შეტანილ იქნა რაიმე ცვლილება, რომელიც დადგენილი წესით არ არის შეთანხმებული წამლის სააგენტოსთან.
დანართი № 2
სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული
პროდუქციისა და მომსახურების ნუსხა
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა (სეს სნ) კოდი |
პროდუქციის დასახელება |
პროდუქციის სტატისტიკური კლასიფიკაცია საქმიანობის მიხედვით სეკ (CPA) 002-99 |
1 |
2 |
3 |
ჯგუფი 02. ხორცი და ხორცის სუბპროდუქტები |
||
0202 |
ხორცი საქონლის გაყინული |
151112 |
0203 |
ხორცი ღორის გაყინული |
151114 |
0204 |
ხორცი ცხვრის ან თხის გაყინული |
151116 |
0205 |
ხორცი ცხენის გაყინული |
151118 |
0206 |
კვებითი სუბპროდუქტები მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, თხის, ცხვრის გაყინული |
151119 |
0207 |
ხორცი და კვებითი სუბპროდუქტები შინაური ფრინველის გაყინული |
151212 |
ჯგუფი 03. თევზი და თევზის პროდუქტები, მოლუსკები და სხვა უხერხემლოები |
||
0303 |
თევზი გაყინული |
152012 |
0304 |
თევზის ფილე და თევზის სხვა ხორცი გაყინული ფარშის ჩათვლით |
152012 |
0305 |
თევზი გამომშრალი, დამარილებული ან მარილწყალში. თევზი ცივად ან ცხლად შებოლილი |
152013 |
0306 |
კიბოსნაირნი გამოშიგნული ან გამოუშიგნავი, გაყინული, მშრალი დამარილებული ან მარილწყალში |
152015 |
რძის პროდუქტები, კვერცხი ფრინველის, თაფლი ნატურალური, კვების პროდუქტები ცხოველური წარმოშობის |
||
0401 |
რძე და ნაღები შეუსქელებელი და შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატების გარეშე |
155111 |
0402 |
რძე და ნაღები შესქელებული შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით, რძის ფხვნილი |
155151 |
0403 |
დო, რძე აჭრილი და ნაღები, იოგურტი, კეფირი და სხვა ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები, შესქელებული ან შეუსქელებელი შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით, ხილის, კაკლის ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე |
155152 |
0405 |
ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები, რძის პასტები |
155130 |
0406 |
ყველი და ხაჭო |
155140 |
0407 |
კვერცხი ფრინველის ნაჭუჭით, კვერცხის ფხვნილი |
012420 |
0409 |
თაფლი ნატურალური |
012522 |
ცხიმები და ზეთები ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის, ცხიმები საკვები |
||
1501 |
ცხიმები ღორის, გადამდნარი, მუცლის ქონის ჩათვლით და ცხიმი შინაური ფრინველის |
151130 |
1502 |
ცხიმები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის |
151130 |
1504 |
ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრებისაგან, არარაფინირებული ან რაფინირებული მათი ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად |
152018 |
1517 |
მარგარინი და მსგავსი საკვები ცხიმები |
154310 |
ჯგუფი 16. ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების, მოლუსკების ან სხვა წყლის უხერხემლოების მზა პროდუქტები |
||
1601 |
ძეხვები და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისაგან ან სისხლისაგან; მზა საკვები პროდუქტები დამზადებული მათ საფუძველზე |
151312 |
1602 |
დაკონსერვებული პროდუქტები ხორცისა,ხორცის სუბპროდუქტებისა ან სისხლისაგან |
151312 |
1604 |
თევზი დაკონსერვებული, ხიზილალა, ზუთხისნაირებისა (შავი ხიზილალა) და ხიზილალის შემცვლელები დამზადებული სხვა თევზის ქვირითის მარცვლებისაგან |
152014 |
1605 |
კიბოსნაირები, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები, დაკონსერვებული |
152016 |
ნაწილი II. პროდუქცია, რომლის შესაბამისობა შეიძლება დადასტურდეს დეკლარაციით შესაბამისობაზე
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის საქონლის ნომენკლატურული სეს სნ კოდი |
პროდუქციის დასახელება |
პროდუქციის სტატისტიკური კლასიფიკაცია საქმიანობის მიხედვით სეკ (CPA) 002-99 |
|
1 |
2 |
3 |
|
ჯგუფი 02. ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები |
|||
0210 |
ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცის ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან |
151311 |
|
1704 |
საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან, თეთრი შოკოლადის ჩათვლით, რომელიც არ შეიცავს კაკაოს |
158423 |
დანართი № 3
შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების
ექსპორტისა და რეექსპორტის ნებართვის ფორმა
განმცახედებელი |
ნებართვა № |
|||
მყიდველი ორგანიზაციის (ფირმის) დასახელება |
განცხადების № თარიღი |
|||
|
ნებართვის მოქმედების ვადა |
|||
მიმღები ქვეყანა |
კონტრაქტის №, თარიღი |
|||
საბაჟო |
გარიგების ფორმა |
|||
საქონლის დასახელება |
საქონლის კოდი |
განზ. |
რაოდენობა |
ღირებულება |
|
|
|
|
|
ექსპორტიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვარი, სახელი |
საექსპორტო ნებართვის გამცემი ორგანო ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
თანამდებობა |
დანართი № 4