![]() |
ოჯახური ძალადობა (სტუდენტის სახელმძღვანელო) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი სამართალი|სამოქალაქო სამართლებრივი განათლება |
| საავტორო უფლებები: © ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" |
| თარიღი: 2002 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: საავტორო უფლება ©2002 ღია საზოგადოების ინსტიტუტი. ყველა უფლება დაცულია. გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. ამ გამოცემის არცერთი ნაწილი არანაირი ფორმითა და საშუალებით არ შეიძლება გავრცელებულ, გამოყენებულ ან გადაცემულ იქნეს ღია საზოგადოების ინსტიტუტის წერილობითი თანხმობის გარეშე. |
![]() |
1 1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 1.1 ოჯახური ძალადობის განმარტება |
▲ზევით დაბრუნება |
შესავალი
ოჯახში ძალადობა ყოველთვის ინტიმური ურთიერთობის კონტექსტში ხდება. სიტუაციაზე კონტროლის მიზნით ერთ-ერთი პარტნიორი ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება მეორე პარტნიორზე დამცირებისა და შეშინების გზით, რაც სიტყვიერ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში გამოიხატება.
ცნობილია, რომ ქალებიც არიან აგრესიულები, თუმცა ისინი ძალადობას თავდაცვის ან შურისძიების მიზნით მიმართავენ, ამასთან ქალები პარტნიორებს იშვიათად აყენებენ ფიზიკურ ზიანს. შეიძლება ითქვას, ქალებსა და მამაკაცებს განსხვავებული მოტივები აქვთ. გარდა ამისა, ძალადობა არა იზოლაციაში, არამედ იმ სოციალურ-კულტურულ გარემოში ხდება, სადაც ქალებსა და მამაკაცებს არ აქვთ თანაბარი მდგომარეობა. საერთოდ, ითვლება, რომ მამაკაცს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და უფრო მაღალი სტატუსით სარგებლობს, შესაბამისად, ძალადობის ტაქტიკასა და მიმართვაში არსებობს გენდერული განსხვავება. ქალი ძალადობას მიმართავს არა მამაკაცის ტერორისა ან მისი დამორჩილებისათვის, არამედ სიტუაციის ან უშუალოდ მისი გარემოს კონტროლის მიზნით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალები ძალადობის მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან და იმავდროულად მხოლოდ მათ მცირე რაოდენობას შეუძლია მამაკაცზე ეფექტური კონტროლის განხორციელება. ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია სქესობრივი ძალადობა. თუ მამაკაცს ტერორის სახით შეუძლია გაუპატიურებას მიმართოს, ქალს შეუძლია მხოლოდ სქესობრივ კავშირზე უარის განცხადება, ამას კი, ბუნებრივია ისეთ შედეგამდე არ მივყავართ, როგორც სასტიკ სქესობრივ თავდასხმას ან გაუპატიურებას. გენდერული განსხვავების შედეგად ქალები უფრო სუსტ პოზიციაში არიან, ამიტომ ამ სასწავლო მოდულში ძირითადი ყურადღება ეთმობა ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებას.
1.1.1 მსხვერპლი / დაზარალებული
ძალადობის მსხვერპლი ძირითადად პარტნიორია ხოლმე, თუმცა ხშირად აგრესია მიმართულია ასევე შვილებზე. ხანდახან ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ოჯახის სხვა წევრი, მეგობარი და იშვიათად უცხო ადამიანიც კი, ვინაიდან მოძალადეს ამოძრავებს პარტნიორის (ძირითადად ცოლის) კონტროლისა და მისი გარშემომყოფთაგან იზოლაციის სურვილი. ამ პროგრამაში ძირითადი ყურადღება ეთმობა პარტნიორებს შორის არსებულ ძალადობას.
1.1.2 ოჯახური ძალადობის მახასიათებლები
ოჯახური ძალადობა არ შემოიფარგლება ფიზიკური ძალადობით, ხშირად ეს არის შემდეგი ელემენტების კომბინაცია:
ფიზიკური და სქესობრივი ძალადობა
ფსიქოლოგიური აგრესია;
მატერიალური ზეწოლა.
ქალის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა შეიძლება გამოხატულ იქნეს სხვადასხვა მოქმედებებით, მაგალითად:
მუქარა;
შეშინება;
მანიპულირება;
იზოლაცია;
ფულის მიცემაზე უარის თქმა;
თავისუფლების აღკვეთა;
საკვების მიწოდებაზე უარის თქმა;
ქალის დამორჩილების მიზნით ბავშვებზე განხორციელებული ძალადობა;
ფიზიკურ ძალადობას, როგორც წესი, ახლავს უხეში ფსიქოლოგიური ზეწოლა ან სიტყვიერი აგრესია. ხშირად ოჯახური ძალადობა იწყება დამამცირებელი მითითებებითა და შენიშვნებით.
1.1.3 განმეორებითი ვიქტიმიზაცია
ოჯახური ძალადობა ერთჯერადი ქმედებით არ ამოიწურება. ოჯახური ძალადობა უკავშირდება განმეორებით ვიქტიმიზაციას, ძალადობისა და სისასტიკის განმეორებით სქემას. მსხვერპლი კვლავ ძალადობის მსხვერპლი ხდება, მოძალადესთან ურთიერთობისა და კავშირის გამო. ამიტომ ოჯახური ძალადობის საქმეები რთულია ყველა მხარისთვის: ქალისთვის, ბავშებისა და პოლიციელებისათვის.
1.1.4 პროგრამის აღწერილობა
ამ პროგრამაში მოცემულია ოჯახური ძალადობის საქმეებზე მუშაობისა და დაზარალებულის განცხადების მიღების შესახებ ინსტრუქცია, რომლის გამოყენების ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მოძალადის მოტივებისა და მსხვერპლის მოთხოვნილებების გაგება. გარდა ამისა, პოლიციელი უნდა გათავისუფლდეს მცდარი წარმოდგენებისგან, რომლებიც ხელს უშლიან სამუშაოს ეფექტურ და პროფესიონალურ დონეზე შესრულებას.
სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგ ნაწილებს:
სამართლებრივი სისტემა - ამ ნაწილში განხილულია სამართლებრივი დებულებები, რომლებიც პოლიციას ავალდებულებს რეაგირება მოახდინოს ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე და ასევე საუბარია საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელთაც პოლიციელები სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას აწყდებიან.
ფსიქოლოგიური სისტემა - ამ ნაწილში აღწერილია ოჯახურ ძალადობაზე რამდენიმე ტრადიციული შეხედულება, რომლებიც ხშირად ოჯახური ძალადობის საქმეებისადმი პოლიციელების დამოკიდებულებაზე ახდენენ გავლენას. ამ ნაწილში ასევე მოცემულია მოძალადის მამოძრავებელი მოტივების აღწერილობა და მსხვერპლის მიერ გამოთქმული შეხედულებები.
ამ ნაწილში მოცემულია ოჯახური ძალადობის შემთხვევებში აუცილებელ მოქმედებათა შესახებ ინსტრუქცია, ასევე განხილულია დაზარალებულის განცხადების მიღების, ქალისა და ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებიც.
![]() |
2 2 ოჯახური ძალადობის საქმეებზე პოლიციის მუშაობა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 2.1 პოლიციელის როლი |
▲ზევით დაბრუნება |
შესავალი
პოლიციის მუშაობა განისაზღვრება ვალდებულებებითა და უფლებამოსილების გამოყენებით. თუმცა, ხშირად პოლიციის შეზღუდული უფლებამოსილების გამო, რთულია ამ ვალდებულებათა შესრულება. ამ ნაწილში განხილულია პოლიციის უფლებამოსილება და ვალდებულებები, რომლებიც ხანდახან წინააღმდეგობაში მოდის.
2.1.1 ადამიანის უფლებების დაცვა
საერთაშორისო სამართალი
ოჯახური ძალადობა ისეთი სახის თავდასხმა და ძალადობაა, რომელიც ადამიანის რამდენიმე ძირითადი უფლების დარღვევას უკავშირდება. ეს უფლებები მოიცავს ადამიანის უფლებას არ გახდეს ცემის, მუქარის, დაშინებისა და სხვა სახის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ობიექტი საზოგადოებრივ ადგილას ან სახლში. 1948 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში მოცემულია ყოველი ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები. ოჯახური ძალადობის დროს კი დარღვეულია შემდეგი უფლებები:
მუხლი 3: ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.
მუხლი 5: არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი.
მუხლი 12. არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში.
თვითნებური ხელყოფა და მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივისა და რეპუტაციისა.
ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.
ამ მუხლებიდან გამომდინარე, ოჯახური ძალადობის დროს ადამიანის უფლებების დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ მუხლების თანახმად, განსაკუთრებით კი მე-12 მუხლის გათვალისწინებით, პოლიცია ვალდებულია იმუშაოს ოჯახური ძალადობის საქმეებზე, მოუხედავად მათი ჩადენის ადგილისა. პირად საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობა არ შეიძლება გახდეს ძალადობის იგნორირების ან მისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევის საფუძველი, მაშინ როდესაც საფრთხე ემუქრება ქალისა და ბავშვების სიცოცხლეს.
თანამედროვე სიტუაცია
ყველა ევროპულ სახელმწიფოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არიან ქალები და ბავშვები. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ყოველი მეხუთე ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა ცემის ობიექტი. ქალები და ბავშვები იძულებულნი არიან მოითმინონ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა, შიშის გარეშე ცხოვრების, უპატივცემულო და პირადი ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცულობის უფლების ჩათვლით.
ამჟამად, აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიზაციის პროცესი. როგორც წესი, ამ პროცესს ახლავს არასტაბილური სოციალური გარემო, უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონე. ასეთი გარემოებების გამო ოჯახური ძალადობა ხშირ და ინტენსიურ მოვლენად იქცა.
პოლიციელის როლი
დემოკრატიული საზოგადოება უნდა უზრუნველყოფდეს ყოველი მოქალაქისა და ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვას, ოჯახური ძალადობისაგან დაცვის ჩათვლით. პოლიციის ძირითადი ვალდებულებაა ასეთი დაცვის უზრუნველყოფა და ამის ორი მიზეზი არსებობს:
პოლიციას დაცვის უზრუნველყოფისთვის გააჩნია სამართლებრივი უფლებამოსილება;
ხშირად პოლიცია ერთადერთი სამსახურია, რომელიც ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს. პოლიცია შეიძლება იყოს ერთადერთი სამსახური, რომელიც გეოგრაფიულად მთელი ქვეყანის მასშტაბს ფარავს და ხელმისაწვდომია პოლიციის განყოფილებებისა და სატელეფონო კავშირის საშუალებით. თუმცა, მრავალ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალს სრულ იზოლაციაში ყოფნის გამო არ შეუძლია მხოლოდ პოლიციის იმედზე ყოფნა.
პოლიციის როლი შემდგომში მდგომარეობს:
ჩარევა: მსხვერპლისთვის დახმარების აღმოჩენა;
გამოძიება: ფაქტებისა და მტკიცებულებების შეგროვება;
დახმარება: შესაბამის ორგანოებში გაგზავნა.
2.1.2 ოჯახური ძალადობა და „ჩვეულებრივი თავდასხმა“
ჩვეულებრივ თავდასხმასა და ძალადობას ოჯახში აქვს საერთო მახასიათებლები: ორივე მათგანი ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულია, რომელმაც შეიძლება სავალალო შედეგი გამოიწვიოს. თუმცა არსებობს სხვა სახის თავდასხმებისგან ოჯახური ძალადობის განმასხვავებელი ნიშნებიც:
ჩვეულებრივი თავდასხმა ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოხდეს, ოჯახური ძალადობა კი ძირითადად ხდება ოჯახურ გარემოში. როგორც წესი, ეს ხდება სახლში, თუმცა შეიძლება ასევე მოხდეს სასტუმროში, ავტომანქანაში ან მეგობრების სახლში.
ჩვეულებრივ თავდასხმაში მონაწილე მხარეები არიან მსხვერპლი და აგრესორი, რომლებსაც ხშირად არანაირი ურთიერთობა და კავშირი არ აქვთ. ოჯახური ძალადობის დროს კი მოძალადე და მსხვერპლი, როგორც წესი, ერთად ცხოვრობენ და სქესობრივ პარტნიორებს წარმოადგენენ.
ჩვეულებრივი თავდასხმა წარმოადგენს ერთ ან რამდენიმე ძალადობრივ აქტს, ოჯახური ძალადობა კი განგრძობადი და განმეორებადი ძალადობა და დამცირებაა. ოჯახში ძალადობის ცალკეული ინციდენტები შეიძლება არ დაკვალიფიცირდეს, როგორც „მძიმე“ დანაშაული. თუმცა განგრძობადი და განმეორებითი ძალადობის დაგროვილი ეფექტის გამო ოჯახური ძალადობა განიხილება მძიმე დანაშაულად.
თავდასხმის სხვა სახეებისგან განსხვავებით, ოჯახურ ძალადობას ყოველთვის ახლავს იძულება და კონტროლი. ძალადობის აქტს ხშირად ერთვის სქესობრივი და ფსიქოლოგიური აგრესია.
ოჯახური ძალადობა ისეთივე ღია და აშკარა არ არის, როგორც ჩვეულებრივი თავდასხმა. ამიტომ, პოლიციელებს ხშირად ჰგონიათ, რომ ის ისეთივე გადაუდებელ რეაგირებას არ საჭიროებს, როგორც ჩვეულებრივი თავდასხმა. თავდასხმასა და ძალადობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დანაშაულის მსგავსად, ოჯახური ძალადობაც მძიმე დანაშაულია, რომელიც შეიძლება მსხვერპლის სიკვდილით დასრულდეს. სინამდვილეში, მკვლელობის მსხვერპლ ქალთა 50%- იღუპება მათი პარტნიორების ხელით. ბევრ ასეთ შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ ქალს მიუმართავს პოლიციისთვის. პოლიციელების მხრიდან სწრაფი და პროფესიონალური რეაგირების შედეგად კი შესაძლოა ასეთი მკვლელობა თავიდან ყოფილიყო აცილებული.
![]() |
2.2 2.2 ოჯახური ძალადობის საქმეებზე მუშაობის სურვილის არქონა |
▲ზევით დაბრუნება |
2.2.1 საკანონმდებლო ხარვეზები
პოლიციას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში პირველი ადგილი უჭირავს. პოლიციას შეუძლია გამოიყენოს სადამსჯელო და პრევენციული ზომები. ამიტომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის პოლიცია წარმოადგენს საიმედო პარტნიორს, რომელსაც საშიში ვითარების შემთხვევაში მიმართავს. სამწუხაროდ, ხშირად პოლიციელები არ გამოხატავენ ოჯახური ძალადობის საქმეებზე მუშაობის სურვილს, რისი მიზეზიც გარკვეულწილად ის საკანონმდებლო ხარვეზებიცაა, რომლებიც პოლიციას ეფექტურ მუშაობაში ხელს უშლის.
ევროპის ბევრ ქვეყანაში ოჯახური ძალადობის შესახებ სპეციალური კანონის არარსებობა ართულებს მოძალადის წინააღმდეგ დევნის წარმოებას, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციას ძალადობისა და თავდასხმის შესახებ ზოგადი კანონის გამოყენება უხდება. ზოგად კანონებზე დაყრდნობა კი საკმარისი არ არის ოჯახური ძალადობის შემთხვევებში. ამ ზოგად კანონებში არ არის გათვალისწინებული ოჯახური ძალადობის სპეციფიკა. ეს სპეციფიკა კი მოიაცავს მთელ რიგ გარემოებებს:
კერძო სფეროს;
ოჯახური ძალადობა ძირითადად ხდება ოჯახურ გარემოში, ზოგიერთ ქვეყანაში პოლიციის უფლებამოსილება კერძო საკითხების გადაწყვეტაზე საკმაოდ შეზღუდულია. პირადი ცხოვრების დამცავი კანონები პოლიციას არ აძლევს უფლებას შევიდეს სახლში, სადაც ოჯახური ძალადობა ხდება. ხანდახან პოლიციელებს სახლში არ უშვებენ მაშინაც, როცა ოჯახური ძალადობის აშკარა ნიშნები არსებობს. გარდა ამისა, როცა ოჯახური ძალადობა ხდება კერძო გარემოში, არ არსებობენ დანაშაულის მოწმეები. მოწმეების არსებობის შემთხვევაშიც კი ისინი მოძალადის მიერ კონტროლდებიან და პოლიციისთვის მიმართვას ვერ ბედავენ.
ოჯახური ძალადობის შესახებ განცხადების გაკეთების სურვილის უქონლობა;
ოჯახური ძალადობის მრავალი მსხვერპლი არ აკეთებს განცხადებას ძალადობის შესახებ პარტნიორის სიყვარულის ან შიშის გამო, რაც ხელს უშლის სისხლის- სამართლებრივი საქმის წარმოებას. მაშინაც კი, როცა მსხვერპლი პოლიციას ატყობინებს ძალადობის შესახებ, მას არ სურს საქმის აღძვრა ან განცხადება მოგვიანებით უკანვე გააქვს, ვინაიდან მისი აზრით, საქმის მოგების ნაკლები ალბათობა არსებობს ან კიდევ მოძალადის მხრიდან შურისძიების ეშინია.
განმეორებითი მცირე მნიშვნელობის ინციდენტები
ოჯახური ძალადობა ხშირად არ გულისხმობს ერთ მძიმე ინციდენტს. ოჯახური ძალადობა არის ცალკეული მცირე მნიშვნელობის ინციდენტების სერია. თითოეული მათგანი შეიძლება არ წარმოადგენდეს მძიმე დანაშაულს, თუმცა ერთობლიობაში, მუდმივად განმეორებადი ძალადობისა და მსხვერპლისთვის მიყენებული ტანჯვის გამო საკმაოდ მძიმე დანაშაულად ითვლება. თუმცაღა ევროპის ბევრი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში გამოიყოფა ცალკეული ინციდენტები, რომლებისთვისაც მსუბუქი სასჯელია გათვალისწინებული.
გაჭიანურებული სამართალწარმოება;
ოჯახური ძალადობის საქმის სასამართლოსთვის გადაცემის შემთხვევაში სამართალწარმოების პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და მოძალადის გასამართლებაც დიდ დროს მოითხოვს. ამ დროის განმავლობაში კი ქალს ისევ მოძალადესთან თანაცხოვრება უწევს. ბევრ ქალს, საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასამართლოს განაჩენის მოლოდინში გამოაქვს განცხადება ან ითხოვს საქმის შეწყვეტას. თავდასხმებისა და მკვლელობების შესახებ კანონმდებლობა პოლიციელებს არ აძლევს განმეორებითი და განგრძობადი ოჯახური ძალადობის საქმეების ეფექტური გამოძიების საშუალებას. ასეთი მდგომარეობა კი უარყოფით გავლენას ახდენს პოლიციელებსა და მსხვერპლზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ არ აქვთ ბრალის წაყენების შესაძლებლობა. სხვა შემთხვევებში ამ დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი ჯარიმაა, რაც არც მსხვერპლის დაცვას უზრუნველყოფს და არც მოძალადეს შეაჩერებს. ასეთი გადაწყვეტილებები პოლიციას არ აკმაყოფილებს და ამიტომაც ხშირად ისინი ოჯახური ძალადობის შემთხვევების დროს ჩარევას დროისა და ენერგიის ფუჭ ხარჯვად მიიჩნევენ.
მიუხედავად პოლიციელების სურვილისა და მდგომარეობისა, ისინი იძულებულნი არიან იმუშაონ არსებული ხარვეზიანი სამართლებრივი სისტემის ფარგლებში და ქალი ოჯახური ძალადობისაგან დაიცვან. ეს პროგრამა გვთავაზობს ოჯახური ძალადობის საქმეებზე მუშაობის რამდენიმე მეთოდს, რომელიც გამოყენებადია ოჯახური ძალადობის საქმეებზე მუშაობისთვის ხარვეზიანი სამართლებრივი სისტემის დროსაც კი.
პოლიციელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა ასეთ საქმეებზე წარმატებით მუშაობის ერთადერთი საშუალება არ არის. მნიშვნელოვანია, როგორც მსხვერპლის, ისე მოძალადის მკაფიოდ ინფორმირება იმის შესახებ, რომ ძალადობა დანაშაულია. პოლიციის დამაჯერებელ და ნათელ მოქმედებებს შეუძლია შეცვალოს ძალადობისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულება. რაც უფრო მეტი ქალი გრძნობს მხარდაჭერას, მით უფრო მეტ მამაკაცს შეაქვს ეჭვი საკუთარ უპირატესობაში და მით უფრო მცირდება ძალადობისა და სისასტიკის ზრდის ალბათობა.
![]() |
3 3 ფსიქოლოგიური სისტემა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 3.1 ტრადიციული შეხედულება |
▲ზევით დაბრუნება |
შესავალი
ოჯახური ძალადობის საქმეებზე პოლიციის მხრიდან არაადექვატური მუშაობა მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზებს არ უკავშირდება.
პოლიციის არაეფექტურ მუშაობას ასევე განაპირობებს მთელი რიგი ფსიქოლოგიური მახასიათებლები:
არასწორი შეფასება - პოლიცია ხშირად სათანადოდ ვერ აფასებს ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებს.
ჩარევის სურვილის უქონლობა - პოლიციელებს ხშირად არ აქვთ ე.წ. „საოჯახო“ და „საყოფაცხოვრებო“ პრობლემებში ჩარევის სურვილი, ნაცვლად კანონის აღსრულების უზრუნველყოფისა, ისინი მომრიგებლის ფუქნციას ასრულებენ.
მსხვერპლის დადანაშაულება - პოლიციელები მიიჩნევენ, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალიც არის ხანდახან ძალადობის მიზეზი და რომ მას შეუძლია ძალადობრივი ქცევის პროვოცირება.
ოჯახური ძალადობის ნაკლებად მძიმე დანაშაულად შეფასება - პოლიციელები ოჯახური ძალადობას არ მიიჩნევენ მძიმე დანაშაულად.
რწმენა მოძალადის წინააღმდეგ დევნის წარუმატებულობაში - პოლიციელები დარწმუნებულნი არ არიან მოძალადის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნის წარმატებაში.
ეს ტრადიციული შეხედულებები ძალადობის არაადექვატურ შეფასებას იწვევს და შესაბამისად, ოჯახური ძალადობა მძიმე დანაშაულად არ მიიჩნევა. ასეთი რეაქცია მხოლოდ პოლიციისთვის არ არის დამახასიათებელი, ეს შეიმჩნევა საზოგადოების სოციალურ დამოკიდებულებაშიც.
სტერეოტიპები
ქალებს მიიჩნევენ დამოკიდებულ, მფრთხალ და ემოციურ არსებებად და მიაკუთვნებენ სუსტი სქესის წარმომადგენლებს. მამაკაცები კი აღიქმებიან ძლიერი სქესის წარმომადგენლებად და ხაზი ესმება მათ ფიზიკურ სიძლიერეს, საკუთარ თავში დარწმუნებულობას, უშიშროებას და საკუთარი ემოციების დაფარვისა და კონტროლის უნარს. ეს სტერეოტიპები ხელს უწყობს ისეთი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რომლებშიც მამაკაცი უხეშ, აგრესიულ და დომინირებულ მხარეს წარმოადგენს.
წარმოდგენა სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა როლებზე
მამაკაცს ანიჭებენ დომინანტის როლს, მაშინ როდესაც ქალები მიიჩნევიან დამყოლ და მორჩილ არსებებად, მამაკაცის მხრიდან მაკონტროლებელი და სასტიკი ქცევა „ნორმალურად“ მიიჩნევა, შესაბამისად არ ხდება ასეთი დამოკიდებულების სათანადოდ შეფასება.
ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაზე წარმოდგენა
ძირითად კულტურებში არსებობს წარმოდგენა ქალთან შედარებით მამაკაცის უპირატესობაზე, რაც მათ უფლებას ანიჭებს გააკონტროლონ ქალები, თუნდაც ასეთი კონტროლი ძალადობის გამოყენებას მოიცავდეს. მამაკაცის უპირატესობაზე ასეთი წარმოდგენა, ხანდახან პოლიციელების მხრიდანაც იწვევს ქალის დადანაშაულებას, ხანდახან კი პოლიციელებიც მიიჩნევენ, რომ ძალადობა არც ისე ცუდია.
სოციალური და სამართლებრივი თვალსაზრისით მსხვერპლის მორჩილი მდგომარეობა
საშუალოდ ქალებისა და მამაკაცების შრომისუნარიანობა თანაბარია. თუმცა, ქალების მიერ შესრულებული სამუშაო უფრო დაბალი სტატუსის მქონეა. ამიტომ ქალებს მცირე შემოსავლები აქვთ და ისინი ფინანსურად მამაკაცებზე არიან დამოკიდებულნი. ძალიან ხშირად, ქალებს გააქვთ განცხადება ან უარს ამბობენ საქმის აღძვრაზე სწორედ იმიტომ, რომ წასასვლელი არსად აქვთ, პარტნიორების გარეშე ისინი კარგავენ ყოველგვარ სოციალურ სტატუსსა და საარსებო წყაროს.
ოჯახური ძალადობის შესახებ ზემოთ მოცემული წარმოდგენები, შესაძლოა სიმართლედ მოგვეჩვენოს, თუმცა თუ კარგად შევისწავლით სიტუაციას, რომელშიც ძალადობის მსხვერპლი ქალი აღმოჩნდა, ვნახავთ, რომ წარმოდგენები დაფუძნებულია არასრულ ან არასარწმუნო ინფორმაციაზე.
ეს წარმოდგენები ოჯახური ძალადობის სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად აღქმას ხელს უშლის და პოლიციის მხრიდან ადეკვატურ ჩარევას აფერხებს.
პოლიციელებმა უნდა იცოდნენ ოჯახური ძალადობისადმი გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი დამოკიდებულების შესახებ, რათა შესაბამისად იურთიერთონ ასეთი დამოკიდებულების მქონე ადამიანებთან. პოლიციელებმა კარგად უნდა გააცნობიერონ საკუთარი დამოკიდებულება და არ დაუშვან შეცდომები ასეთი წარმოდგენების გავლენის ქვეშ პროფესიულ საქმიანობაში.
შემდეგ ნაწილში განვიხილავთ ოჯახურ ძალადობაზე არსებულ წარმოდგენებსა და შედარებით ობიექტურ შეხედულებებს.
3.1.1 „რაიმე სერიოზული რომ მომხდარიყო, ქალი შეგვატყობინებდა“
„ჩემი აზრით, თუ ძალადობა მართლაც სასტიკი და სერიოზული იყო, ქალი ამის შესახებ განაცხადებს. თუმცა ძირითად შემთხვევებში ისინი ასე არ იქცევიან, შესაბამისად, ჩვენ რატომ უნდა ჩავერიოთ?“
ის ფაქტი, რომ ქალების უმრავლესობა პოლიციას არ ატყობინებს ოჯახური ძალადობის შესახებ, განაპირობებს ძალადობის ნაკლებად მძიმე დანაშაულად აღქმას.
ოჯახური ძალადობა მძიმე დანაშაულია, რომლის შედეგადაც ხშირია მსხვერპლის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და გარკვეულ შემთხვევებში სიკვდილიც კი. ქალის მკვლელობის ყოველი მეორე შემთხვევა ხდება მისი ყოფილი ან ამჟამინდელი პარტნიორის მიერ.
ქმრის მხრიდან შურისძიების შიშის გამო, ძალადობის მსხვერპლ ქალებს პოლიციაში ასეთი შემთხვევის შესახებ არ განუცხადებიათ. გარდა ამისა, ქალებს აქვთ წარმოდგენა, რომ პოლიცია მათ არ დაუჯერებს ან კიდევ მათ საქმეს სათანადო მნიშვნელობას არ მიანიჭებს. რეალურად ქალების ასეთი მოსაზრება სწორია, ხშირ შემთხვევებში პოლიციელები არადეკვატურად რეაგირებენ. პოლიციელების გარკვეული ნაწილი „საყოფაცხოვრებო ინციდენტებს“ ნამდვილ დანაშაულად კვლავაც არ მიიჩნევს. მიუხედავად ოჯახური ძალადობის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების ცვლილებისა, ეს მიდგომა კვლავ გადაულახავ პრობლემად რჩება ევროპის ყველა ქვეყნისთვის, იმ სახელმწფოებშიც კი, სადაც ოჯახური ძალადობა კვალიფი-ცირდება, როგორ დანაშაული.
ამიტომ, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ მსხვერპლის მიერ პოლიციაში განუცხადებლობის მიზეზი არ უკავშირდება ამ დანაშაულის სიმძიმეს.
3.1.2 „თუ ძალადობა მართლაც სასტიკი იყო, დაზარალებული სახლიდან წავა“
„გასაგებია, რომ თუ ძალადობის შედეგად მიყენებულ იქნა სხეულის მძიმე დაზიანება, დაზარალებული წავა სახლიდან. მაგრამ ჩვენი, პოლიციელების პრობლემა ისაა, რომ ხშირად ქალები ისევ ბრუნდებიან შინ - ქმართან და ძალადობასთან. ყოველთვის ასე ხდება.“ ძალადობის მსხვერპლი ქალების უმრავლესობა ფიქრობს იმაზე, როგორ შეაჩეროს მისი პარტნიორი. თუმცა არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ქალები ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებენ:
შიში
ზრუნვა
მატერიალური დამოკიდებულება
ბავშვები
დეპორტაცია
შიში
შიში ყველაზე ძლიერი ფაქტორია, რომელიც ქალს მოძალადის მიტოვებაში ხელს უშლის. მამაკაცებისგან ქალები ხშირად ისმენენ მუქარას, ქალის შეჩერების მიზნით მამაკაცი ემუქრება მას თავად ცოლის ან შვილების მოკვლით. ქალებს სჯერათ ასეთი მუქარის და მათი შიში ხშირად მართლდება. კვლევები ადასტურებს, რომ ყველაზე საშიში ეტაპია პარტნიორისთვის მიტოვების შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინება. ძირითადად სწორედ ასეთ დროს ხდება მკვლელობები.
„პოლიციელებს მოველაპარაკე, რომ ერთად შევამოწმებდით, წასული იყო თუ არა ჩემი ქმარი.... მაგრამ პოლიციელები არ მოვიდნენ. ამიტომ მე მარტო წავედი, საბედნიეროდ ჩემი ქმარი არ დამხვდა და ბავშვებთან ერთად დავბრუნდი.
მოგვიანებით მაღაზიაში გავედი, შინ რომ დავბრუნდი, ტახტზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ძალიან შეშინებული ვიყავი და ვერ გავაგდე.“
მზრუნველობა
ქალები რჩებიან პარტნიორთან იმის გამოც, რომ კვლავ აგრძელებნ მათზე ზრუნვას.
მატერიალური დამოკიდებულება
პარტნიორის მიტოვების შემთხვევაში ქალი ბევრს კარგავს: მატერიალურ უზრუნველყოფას, სახლს, საკუთრებასა და ჩვეულ გარემოს. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომლის გადალახვაც უხდება ქალს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის არ მუშაობს, არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია და ცხოვრობს საზოგადოებაში, სადაც უზრუნველყოფილი არ არის ფინანსური და სოციალური დახმარების გაწევა. ხშირად ქალს ასევე მიჰყავს ბავშვებიც, რითაც ეკონომიკური მდგომარეობა უფრო მეტად ურთულდება.
დეპორტაცია
ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან ქალები, რომელთა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლება დამოკიდებულია პარტნიორების მიერ გაცემულ ნებართვაზე, შესაბამისად, პარტნიორის მიტოვების შემთხვევაში ქალს შეიძლება დეპორტაცია დაემუქროს. გარდა ამისა, ასეთ ქალებს წასასვლელი არსად აქვთ, მათ არ იციან სოციალური დახმარების კანონების შესახებ.
ასეთი გადაწყვეტილების მიღება ყველა ადამიანისთვის რთულია. ამიტომ გასაკვირი არ არის ის, რომ პარტნიორების საბოლოოდ მიტოვებამდე, ქალები რამდენჯერმე მიდიან პარტნიორებისგან და შემდეგ კვლავ უბრუნდებიან მათ იმედით ან შიშით.
3.1.3 „მოძალადის პრობლემატური წარსული“
„ყველა კაცი, რომელიც ცოლს სცემს ერთნაირია. ისინი ან ნარკომანები, ან ლოთები ან უმუშევრები არიან . . . ან კი ისეთ ოჯახებში არიან გაზრდილნი, სადაც ხშირი იყო ძალადობა. ასეთი კაცები ყოველთვის მზად არიან საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის.“
ალკოჰოლიზმის პრობლემა
ბევრი მოძალადე ალკოჰოლიკია, თუმცა ალკოჰოლიზმი ძალადობის მთავარი მიზეზი არ არის.
„ეს რომ მოხდა, მაშინ ბევრი დავლიე, მე მეგონა, რომ ეს გამამართლებდა . . .“
ბევრი მოძალადე ქალზე ძალადობას ფხიზელ მდგომარეობაშიც ახორციელებს. მთავარი პრობლემა ალკოჰოლში რომ იყოს, მთვრალ მდგომარეობაში ასეთი მამაკაცები სხვა ადამიანებსაც დაესხმებოდნენ თავს, არადა ისინი მხოლოდ ცოლებსა (პარტნიორები) და ბავშვებზე ახორციელებენ ძალადობას. შესაბამისად ალკოჰოლი მხოლოდ კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს: ის გასაქანს აძლევს იმ აგრესიას, რომელიც მოძალადეს გააჩნია.
მძიმე ბავშვობა
ზოგიერთი მოძალადე იზრდებოდა ისეთ ოჯახში, სადაც ხშირი იყო ძალადობის ფაქტები, ზოგიერთი მოძალადე კი ნორმალურ ოჯახებში იზრდებოდა. თუ ადამიანი გაიზარდა ისეთ ოჯახში, სადაც ძალადობას ჰქონდა ადგილი, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ისიც მოძალადე გახდება. ყველა ასეთი ადამიანი სასტიკი დამნაშავე არ ხდება.
ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ცოლების ან პარტნიორების მიმართ სასტიკი დამოკიდებულების ძირითადი მიზეზი ალკოჰოლიზმი ან მძიმე ბავშვობაა. ასეთი მოსაზრება იძლევა იმის საშუალებას, რომ მხოლოდ გარკვეული ადამიანები იყვნენ მოძალადეებად მიჩნეულნი. მამაკაცი, რომელიც ცოლს ან მეგობარ ქალს სცემს, რთულია „ნორმალურად“ მიიჩნიო, მაშინ როდესაც ასეთი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი: მეზობელი, კოლეგა ან მეგობარი.
მამაკაცების მცდელობას, დამალონ ცოლთან სასტიკი მოპყრობა, მივყავართ იქამდე, რომ ამას ვერავინ ამჩნევს. დახურულ კარს მიღმა ისინი სხვაგვარად იქცევიან. ბევრი მამაკაცი მიიჩნევს, რომ მათ საკუთარ სახლში მომხდარი შემთხვევები მხოლოდ მათი პირადი საქმეა, შესაბამისად, ისინი საკუთარ თავს უფლებას აძლევენ სახლში ისე მოიქცნენ, როგორც სხვაგან არ იქცევიან.
სასტიკი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, რომლის აგრესიულობაც არასდროს გინახავთ.
ხშირად მამაკაცები, რომლებიც ფართო სოციალურ გარემოში თავიანთ აგრესიას ვერ გამოხატავენ ან ვერ ახდენენ იქ საკუთარი თავის რეალიზებას, აგრესიულნი ხდებიან ოჯახში. ისინი თავიანთ აგრესიას მიმართავენ დაქვემდებარებული, სუსტი არსებების _ ქალებისა და ბავშვების მიმართ. მამაკაცების ასეთი ორმაგი სახის გამო, ქალებს უჭირთ მხარდაჭერისა და დახმარების მიღება. თუ ოჯახის წევრები, მეგობრები და ხანდახან უფრო ფართო წრე მამაკაცს პატივს სცემენ და უყვართ, არავინ დაუჯერებს ცოლს, როდესაც ის ოჯახური ძალადობის შესახებ საუბრობს. პოლიციელებმა ეს უნდა გაითვალისწინონ და გათავისუფლდნენ „ტიპურ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავის“ შესახებ წარმოდგენისგან, რადგან ასეთი წარმოდგენა არა მხოლოდ მცდარია, არამედ პოლიციელს ოპერატიულ მუშაობაში ხელს უშლის. ასეთი წარმოდგენა წინააღმდეგობას ქმნის პოლიციის ჩარევისთვის, რაც ბავშვებისა და ქალის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.
3.1.4 „მხოლოდ სუსტი ქალები ხდებიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი“
„ჩემი აზრით მხოლოდ მუშათა კლასის ქალებს სცემენ. თქვენ ოდესმე გსმენიათ ადვოკატის ცოლის ცემაზე? ხშირად სწორედ ქალებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა.“
არსებობს ტრადიციული შეხედულება, რომლის თანახმადაც ყველაზე ხშირად ძალადობა ნაკლებად უზრუნველყოფილ ოჯახებში ხდება. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარ ძალადობას ადგილი აქვს საზოგადოების ყველა ფენაში, ყველა რასისა და ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებში.
სხვა მცდარი წარმოდგენის თანახმად, ძალადობის მსხვერპლი ხდება სუსტი ქალი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. თუმცა ქალის ქცევას მნიშვნელობა არ აქვს - ძალადობა კვლავ გრძელდება.
„მე მეგონა, რომ ერთადერთი გამოსავალი ჩემი დამოკიდებულების შეცვლა იქნებოდა ამიტომ პირველ თვეში თავს ვიკავებდი და უბრალოდ ვეუბნებოდი, რომ არ მომწონდა რასაც აკეთებდა. მეორე თვეში საერთოდ არაფერს ვამბობდი და ისე იქცეოდა, როგორც უნდოდა. მესამე თვეში უკვე წინააღმდეგობა გავუწიე, პოლიციის გამოძახებითაც კი დავემუქრე. მაგრამ არცერთმა მეთოდმა არ გაამართლა. ის ისევ აგრძელებდა ჩემს ცემას.“
მცდარი წარმოდგენის გამო, რომ მხოლოდ სუსტი ქალები ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, ნაკლები ყურადღება ექცევა „ძლიერ და საკუთარ თავში დარწმუნებულ“ ქალებს. შესაბამისად, მეორეხარისხოვანი ხდება ის ფაქტი, რომ გარეგნულად საკუთარ თავში დარწმუნებული და მკაცრი ქალებიც შეიძლება გახდნენ ძალადობის ობიექტნი და დახმარებას საჭიროებდნენ.
3.1.5 „გამწვავებული კამათი“
„ჩემი აზრით, ძალადობა ისეთი გამწვავებული კამათის შედეგია, რომელიც კონტროლს აღარ ექვემდებარება. ხშირია აზრთა სხვადასხვაობა და შეიძლება სტრესის გამო კამათი ისე გამწვავდეს, რომ ერთ-ერთმა ცხელ გულზე ჩხუბი და ცემა დაიწყოს. როცა ყველაფერი ჩაწყნარდება, ცხოვრება ისევ ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება.“
ოჯახური ძალადობა არ არის მხოლოდ გამწვავებული კამათი, რომელიც კონტროლს აღარ ექვემდებარება. ქალის ერთხელ ცემა არ არის ოჯახური ძალადობა. ოჯახური ძალადობა ხასიათდება, როგორც განმეორებადი თავდასხმა და ცემა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო ხშირი და სასტიკი ხდება. პოლიციელებმა ოჯახური ძალადობის საქმეებზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინონ, რომ ოჯახური ძალადობა ხანგრძლივი ისტორიის მქონე პრობლემაა, ამიტომ მათ გამოძიება უნდა ჩაატარონ და არ მიიჩნიონ, რომ ეს უბრალოდ ერთჯერადი ინციდენტია.“
3.1.6 „პოლიციას არაფრის გაკეთება არ ძალუძს“
არა მგონია, პოლიციას რაიმეს გაკეთება შეეძლოს. წყვილების უმრავლესობა თვითონვე უმკლავდება საკუთარ პრობლემებს.
თუკი ოჯახში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ძალადობა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ნაკლებად სავარაუდოა, წყვილმა ამ პრობლემას დამოუკიდებლად გაართვას თავი. უფრო მეტად ივარაუდება, რომ ძალადობა გაგრძელდება, უფრო მეტად სასტიკი გახდება და შესაბამისად, უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ქალსა და ბავშვებს, რომელთაც არავინ ეხმარება.
პოლიცია ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
სამართალწარმოება;
მოძალადის ინფორმირება ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში მისი დასჯის შესახებ;
ქალისა და ბავშვების ინფორმირება მათ უფლებაზე, იცხოვრონ ძალადობის გარეშე.
3.1.7 „პოლიცია პირად ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიოს“
„პოლიცია პირად ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიოს. ჩვენ საზოგადოებრივ სექტორში უნდა ვმუშაობდეთ, ვიღაცის სახლში თუ რამე პრობლემაა, თვითონ მიხედოს.“
წარმოდგენა იმაზე, რომ ოჯახურ საქმეებში პოლიცია არ უნდა ერეოდეს, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია იმისა, რომ პოლიციელებს ოჯახური ძალადობის საქმეებზე მუშაობა არ სურთ.
ოჯახური ძალადობა კერძო სფეროში ხდება, თუმცა ეს არ შეიძლება იქცეს ასეთ შემთხვევებზე უმოქმედობის საფუძველი. ოჯახური ძალადობა დანაშაულია, პოლიცია კი ვალდებულია იბრძოლოს დანაშაულის წინააღმდეგ და აღკვეთოს განმეორებითი ინციდენტები. გარკვეულ შემთხვევებში ოჯახური ძალადობა სიკვდილით მთავრდება და პოლიცია ასეთ შემთხვევებზე რეაგირებს, ვინაიდან პოლიცია ასეთ საქმეს პირად პრობლემად აღარ აღიქვამს. პოლიცია ვალდებულია ჩაერიოს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარ ოჯახურ ძალადობაში, თუნდაც მსხვერპლს ფიზიკური დაზიანებაც არ ჰქონდეს.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მომხდარ ჩხუბთან და თავდასხმასთან შედარებით პოლიციას ოჯახური ძალადობის საქმეებზე მუშაობა უჭირს, თუმცა ეს არ უნდა გახდეს ასეთ საქმეებთან მიმართებით პასიური დამოკიდებულების საფუძველი.
![]() |
3.2 3.2 მოძალადეები |
▲ზევით დაბრუნება |
3.2.1 მოძალადის მახასიათებლები
პოლიციელებმა უნდა იცოდნენ მოძალადის ქცევის მოტივები. რაც მეტი წარმოდგენა აქვს პოლიციელს დამნაშავის მოტივებზე, გამოძიებისა და დანაშაულის აღკვეთის მიმართულებით, მითY უფრო ეფექტურად იმუშავებს. ოჯახური ძალადობა არის ძალადობრივი კონტროლი, როდესაც აგრესიული მამაკაცი ოჯახის წევრებზე კონტროლის განხორციელებით საკუთარ დომინანტურ პოზიციას ამყარებს. ასეთი მამაკაცები ოჯახს საკუთრებად მიიჩნევენ და ძალადობით ისინი მოიპოვებენ უპირატესობას: ასეთი უპირატესობა სხვადასხვაგვარად ვლინდება, მაგალითად:
საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა;
ოჯახური მონობა - შეშინებული ქალი ქმრის დავალებებსა და მოთხოვნებს უფრო მეტად ასრულებს.
დამთმობი სქესობრივი პარტნიორი - ნაკლები ალბათობაა იმისა, რომ შეშინებული ქალი პარტნიორის მოთხოვნებზე უარს განაცხადებს, თუკი ძალადობა ემუქრება.
მრავალრიცხოვანი სქესობრივი ურთიერთობები სხვა პარტნიორებთან _ მამაკაცი აიძულებს ქალს აიტანოს ქმრის ოჯახსგარეთა სქესობრივი კავშირები.
ექსპლუატაცია ფინანსური შემოსავლების კონტროლის გზით _ მოძალადე მამაკაცი ცოლს ფულს ართმევს. ეს ეხება საზოგადოების ყველა ფენას. მამაკაცი ცოლს ართმევს ყველაფერს. გარდა ამისა მამაკაცი ოჯახის საჭიროებისთვის საკუთარ შემოსავლებს არ ხარჯავს.
ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ძალადობა და დომინირება მხოლოდ ძალაუფლების სურვილითა და მოთხოვნილებით არ არის განპირობებული, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე ქალსა და მამაკაცს შორის საზოგადოებასა და ოჯახში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ ურთიერთობას.
მოძალადე მამაკაცი ასე იქცევა იმიტომ, რომ მისი წარმოდგენით ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე პარტნიორი და შესაბამისად, შეუძლია დისციპლინის მოთხოვნა, ან შესაძლოა მამაკაცი მიიჩნევდეს, რომ კანონის თანახმად ქალი ვადებულია დაემოჩილოს და ემსახუროს მას.
ძალადობის გამოყენება ყოველთვის მამაკაცის პირადი არჩევანია და ძალადობის საფუძველი ასევე განპირობებულია იმ კულტურული გარემოთი, სადაც ითვლება, რომ მამაკაცს აქვს ცოლის ცემის უფლება. მაგალითად: თუ მამაკაცი უკმაყოფილოა ცოლით (სახლს სათანადოდ არ უვლის, ესაუბრება სხვა მამაკაცებს, ხშირი ურთიერთობა აქვს მშობლებთან და მეგობრებთან), მას აქვს დასჯის ან ჭკუის სწავლების მიზნით ძალადობის გამოყენების უფლება, ეს არის ტიპური პატრიარქალური აზროვნების მაგალითი.
ძალადობის მუქარით ან გამოყენებით მოძალადეები იძენენ ძალაუფლებას ქალსა და ბავშვებზე და არ აძლევენ დამოუკიდებლად აზროვნებისა და მოქმედების საშუალებას.
„ხანდახან სახლიდან არ ვუშვებდი, მე მეგონა ეს კარგი საშუალება იქნებოდა იმისთვის, რომ საკუთარ საქციელზე დაფიქრებულიყო. მე მინდოდა, რომ ის ჩემი ყოფილიყო.“
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე სოციალური შეხედულება და სამართლებრივი სისტემა მამაკაცებს აძლევს საშუალებას დიდი ძალისხმევის გარეშე განახორციელონ კონტროლისადმი მისწრაფება. ხშირად საზოგადოებაში მიღებული ნორმები და კანონმდებლობაც უმყარებს მამაკაცებს რწმენას, რომ ცოლსა და ბავშვებზე კონტროლი დაშვებულია, მაშინაც კი როცა ასეთი კონტროლი ძალადობის გამოყენებით ხორციელდება.
3.3 მსხვერპლნი
3.3.1 შესავალი
გარდა ძალადობის მოტივებისა, პოლიციელე ბმა ასევე უნდა იცოდნენ, რა შედეგებს იწვევს ქალისთვის ძალადობა, როგორ რეაგირებენ ქალები აეთ ძალადობაზე და როგორ უმკლავდებიან მას.
ოჯახურ ძალადობას მსხვერპლისათვის მძიმე შედეგები მოაქვს კერძოდ:
სხეულის დაზიანებები;
უსახლკარობა;
სამსახურის დაკარგვა;
იზოლირების შედეგად ოჯახის, მეგობრებისა და შვილების დაკარგვა.
დეპრესია, ფსიქიკური აშლილობა და თვითმკვლელობის მცდელობაც კი;
ადვილად აღგზნებადობა და პანიკის ნიშნები;
ძილსა და კვებასთან დაკავშირებული დარღვევები;
კონცენტრირებასთან დაკავშირებული პრობლემები;
უსუსურობის განცდა.
შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ქალი, რომელიც დიდი ხანია ცხოვრობს მოძალადესთან ერთად, სულ ერთსა და იმავე მდგომარეობაშია, ყოველგვარი ცვლილების გარეშე. თუმცა, ეს ასე არ არის.
ქალი არ გარდაიქმნება მხსვერპლად, რომელიც ტკივილსა და ტანჯვას პასიურად აღიქვამს. ქალებს ამ ტკივილთან გამკლავების გზების ძიება უხდებათ და შესაბამისად, პოულობენ კიდეც: ქალი, პირადი და ბავშვების უსაფრთხოებაზე ასევე საკუთარი ღირსების დაცვაზე ზრუნვით, სტრატეგიას შეიმუშავებს და გადაწყვეტილებას იღებს.
ყველა დაზარალებულისთვის დამახასიათებელი საერთო ქცევის მიუხედავად, გზები და საშუალებები, რომელთაც ქალები მიმართავენ არ არის შეუცვლელი და უნივერსალური. ხშირად ძალადობის მსხვერპლი ქალები თავდაცვიდან თავდასხმაზე გადადიან, შემდეგ კი ისევ თავდაცვით პოზიციას უბრუნდებიან.
ძალადობასთან დაკავშირებული ურთიერთობის შეწყვეტა სხვადასხვა პროცესს უკავშირდება. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები ერთსა და იმავე ჩაკეტილ წრეში ტრიალებენ, თუმცა ეს ასე არ არის. ყველა ქალი „სპირალის“ მსგავსად მოძრაობს, ძალადობის ყოველი მორიგი შემთხვევის შემდეგ, ისინი სიტუაციას სხვაგვარად აფასებენ და აღიქვამენ. სულ უფრო ნაკლები იმედი რჩებათ იმისა, რომ ძალადობა შეწყდება ან ურთიერთობა შეიცვლება. ქალი ეტაპობრივად უახლოვდება იმ მომენტს, როდესაც შეუძლია ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
3.3.2 ძალადობის „სპირალი“ და მისი დაძლევა
ძალადობისა და მისი დაძლევის „სპირალს“ ახასიათებს შემდეგი პროცესები:
3.3.2.1 სიტუაციის მართვა
ძალადობის პირველი შემთხვევა ურთიერთობაში არსებული კრიზისის მანიშნებელია, თუმცა ქალების უმრავლესობა ამ ეტაპზე არ წყვეტს ურთიერთობას. მიუხედავად ძალადობის სისასტიკისა, ქალების უმრავლესობა შინაგანად მზად არის მიიღოს მოძალადის ბოდიში და განმარტებები.
ძალადობის შემდეგი შემთხვევები აძლიერებს ამ განცდას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალი მიიჩნევს, რომ ძალადობის მიზეზი თვითონ არის და რომ მან მოახდინა პროვოცირება. ქალი ცდილობს სიტუაციის მართვის საშუალებები მოძებნოს და შეამციროს კონფლიქტის წარმოქმნის ალბათობა.
„პირველად როცა დამარტყა, მაშინ უნდა წამოვსულიყავი. მაგრამ შემდეგ შეიცვალა - ძალიან გულახდილი იყო, მეუბნებოდა, რომ ძალიან ვუყვარდი, რომ ეს არასდროს განმეორდებოდა. მაგრამ ეს შემდეგშიც მოხდა და ასე გრძელდებოდა. ყოველ ჯერზე მეგონა, რომ მე ვიყავი დამნაშავე, რომ ეს ჩემი ბრალი იყო.?”
3.3.2.2 რეალობის დამახინჯებული აღქმა
თანდათანობით ძალადობა უფრო მეტად ახდენს გავლენას ქალის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ძალადობის მიზეზებზე ფიქრი და მუდმივი ნერვიულობა ქალს ბევრ ენერგიასა და ყურადღებას აკარგვინებს. ქალები ხშირად მიიჩნევენ, რომ ძალადობა მათი ბრალია. თვითდადანაშაულება განაპირობებს დეპრესიის გაჩენას, რომელიც დროსაც ქალს ნაკლებად შესწევს უნარი ძალადობის წინააღმდეგ რამე მოიმოქმედოს.
„ისეთი მომენტიც დადგა, როცა ვფიქრობდი, რომ მე არაფრის კეთება არ შემეძლო და ყველაფერი, რასაც ის ამბობდა, მართალი იყო. საკუთარ თავში რწმენა ისე დავკარგე, რომ წამოსვლა აღარ შემეძლო. ვერ წარმომედგინა, მარტოს როგორ უნდა მეცხოვრა.“
3.3.2.3 ძალადობისადმი დამოკიდებულების შეცვლა
ძალადობის განმეორებითი შემთხვევების შემდეგ ქალი იწყებს მომხდარის ძალადობად აღქმას. ეს ძალიან რთული პროცესია, რადგან ქალი იწყებს საკუთარ თავზე ფიქრს, როგორც მსხვერპლზე, ხოლო პარტნიორზე - როგორც მოძალადეზე. ბოლოს და ბოლოს ქალი აცნობიერებს, რომ ძალადობაში დამნაშავე არის მოძალადე. ქალი აგრესიის გამოვლინებას აფასებს არა როგორც ერთჯერად და შემთხვევით მოვლენას, არამედ როგორც მოძალადესთან ურთიერთობის თანმდევ სისტემატურ და განმეორებით მოვლენას.
„ჩემმა ერთმა მეგობარმა მამაკაცმა მითხრა, რომ ძალადობა არანორმალურია და მირჩია დახმარების ჯგუფების შესახებ ინფორმაცია მომეპოვებინა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მამაკაცისგან ამის მოსმენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი სამი წლის განმავლობაში მცემდა, არასდროს მიფიქრია რომ ეს ოჯახური ძალადობა იყო.“
3.3.2.4 ურთიერთობის გადაფასება
მოძალადის სისატიკის გაცნობიერების შემდეგ იწყება ურთიერთობის გადაფასების ეტაპი. ქალი უფრო მშვიდად იწყებს ფიქრს მოძალადის დროებით ან სამუდამოდ მიტოვებაზე და პოლიციაში განცხადების შეტანაზე.
„როცა გავაცნობიერე, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი, დავიწყე ფიქრი მისგან წასვლაზე. ის ჩემს ცემას აგრძელებდა, და ამით ეს აზრი უფრო გამიმყარდა. მეგობრებისგან დახმარებას ველოდი. იმაზეც დავიწყე ფიქრი, რომ მარტო ცხოვრების დასაწყებად ფული უნდა შემეგროვებინა და იმაზეც კი, თუ რომელი კარიდან უნდა გავსულიყავი.“
3.3.2.5 ურთიერთობის შეწყვეტა
ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტამდე, ხშირია ურთიერთობის რამდენჯერმე დროებით შეწყვეტის მცდელობა. გარკვეული დროით პარტნიორის მიტოვების შემდეგ, ქალები ისევ ბრუნდებიან.
ქალს მოძალადე პარტნიორთან დაბრუნების რამდენიმე მიზეზი აქვს:
სჯერა მისი დანაპირების და შეცვლის;
არ აქვს წასასვლელი და არსებობის სახსრები;
ოჯახი, მეგობრები და შვილები ითხოვენ ქალისგან ოჯახში დაბრუნებას;
ქალი დაუცველია.
პარტნიორის რამდენჯერმე მიტოვებისა და ისევ დაბრუნების შემდეგ, ქალი სამუდამოდ ტოვებს პარტნიორს.
„ერთ საღამოს როცა გაგიჟდა, შვილს ხელი დავავლე და წამოვედი . . . მოგვიანებით დამირეკა, მომიბოდიშა და მასთან შეხვედრაზე დამითანხმა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიბრაზის მეშინოდა, ჩემზე მაინც ისეთ ძალაუფლებას და გავლენას ინარჩუნებდა, რომ დავბრუნდი.
შემდეგ წლებში კიდევ რამდენჯერმე წამოვედი მისგან, ბოლოს და ბოლოს დავრწმუნდი, რომ მის გარეშე ცხოვრება შემეძლო. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ შემეძლო დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და მასთან აღარ დავბრუნებულიყავი. ეს ალბათ ყველაზე ძნელი რამ იყო, რისი გაკეთებაც ცხოვრებაში მომიხდა.“
3.3.2.6 ძალადობის შეწყვეტა
ურთიერთობის შეწყვეტა ძალადობის შეწყვეტას ყოველთვის არ ნიშნავს. ფაქტობრივად, ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ქალზე თავდასხმის და სასიკვდილო შედეგის დადგომის დიდი რისკი არსებობს. როდესაც მამაკაცი იგებს ქალის მიერ მიტოვების შესახებ, ის გრძნობს, რომ გავლენასა და კონტროლს კარგავს. მამაკაცი შეიძლება შეეცადოს კონტროლის აღდგენას ნებისმიერ ფასად, რაც იმას ნიშნავს, რომ არაფერი ზღუდავს მის მუქარას, ძალადობას ან დომინირებულ ქცევას.
ქალს დამოუკიდებლად არ შეუძლია ამგვარი ძალადობის გამოვლინების შეჩერება. ამიტომ რჩება ერთადერთი გამოსავლი - უფლებამოსილი ორგანოებისთვის მიმართვა, რათა მათ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელონ ჩარევა და მიმართონ სადამსჯელო ღონისძიებებს.
„მაშინაც კი, როცა მივატოვე, ეს კოშმარი გრძელდებოდა. ის დამდევდა, ჩემს სახლში შემოჭრას ცდილობდა . . რამდენჯერმე მცემა კიდეც. . . . პოლიციას ორი წელი დასჭირდა ჩასარევად. მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი, ისევ ნორმალური ცხოვრება. . .“
3.3.3 შედეგები პროფესიონალებისთვის/პოლიციის როლი
სხვადასხვა ქალები, სხვადასხვაგვარად გადიან ამ ეტაპებს, ზოგიერთი სწრაფად, ზოგიერთი კი - ძალიან ნელა. ზოგიერთი ქალი უმალვე ითხოვს დახმარებას, ზოგიერთი კი - წლების განმავლობაში ცდილობს სირთულეებს თავად გაუმკლავდეს.
ქალის მოლოდინი პოლიციის ქცევისადმი დამოკიდებულია იმ ეტაპზე, რომელზეც ქალი იმყოფება. პროფესიონალებისთვის აუცილებელია იმის დადგენა, თუ რომელ ეტაპზე იმყოფება ქალი, რათა განსაზღვრონ პოლიციის მხრიდან რა სახის მოქმედებებს შეუძლია ვითარების შეცვლა.
საწყის ეტაპზე პოლიციას შეუძლია ქალს აუხსნას, რომ მამაკაცის მხრიდან ძალადობა დანაშაულია და არა შემთხვევითობა.
გაცნობიერებისა და ძალადობის დაძლევის საწყის სტადიაზე ქალს სურს პოლიცია დაეხმაროს ძალადობის შეწყვეტაში, მაგრამ ის მზად არ არის ურთიერთობის შეწყვეტისთვის.
ურთიერთობის გადაფასების ეტაპამდე ქალს არ უჩნდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის სურვილი, მაგრამ მას სურს, პოლიციელებმა მკაფიოდ და ნათლად აუხსნან მოძალადეს, რომ მისი ქცევა დაუშვებელია. ქალი დადებითად აღიქვამს მის გაგზავნას იმ ორგანიზაციებში, სადაც შესაძლოა მას დახმარება აღმოუჩინონ.
ბოლო ეტაპზე, როცა ქალი მზად არის პოლიციაში განცხადების შესატანად და საქმის აღძვრისთვის, პოლიციელს შეუძლია მისი დახმარება ამის გაკეთებაში.
პოლიციელებს უნდა ესმოდეთ, რომ სხვადასხვა ეტაპებზე ქალს სხვადასხვა მოთხოვნილებები აქვს და შესაბამისად უნდა მოქმედებდნენ.
„როცა პოლიციელებს ვესაუბრე და მათ მითხრეს, რომ ჩემი ქმრის მხრიდან ძალადობა დანაშაული იყო. მაშინ ამაზე პირველად დავფიქრდი. მანამდე სულ მეგონა, რომ ეს ჩემი პრობლემა იყო.“
![]() |
4 4 ოპერატიული მუშაკების ინსტრუქცია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 4.1. გამოძახებაზე რეაგირება |
▲ზევით დაბრუნება |
4.1.1 შესავალი
ძალადობის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინებისთვის ქალის, ბავშვის ან მეზობლის ზარი ნიშნავს იმას, რომ ძალადობა უკვე ხდება ან მალე მოხდება. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გამოძახებაზე დაუყოვნებლივ რეაგირება. ტელეფონის ზარის პასუხის ან გამოძახებაზე გამგზავრებისას პოლიციას უნდა ახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი. ბევრი პოლიციელი კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ სათანადოდ ვერ აფასებს იმ საშიშროებას, რომ მოძალადე მამაკაცი შეიძლება სახიფათოა არა მხოლოდ ქალისთვის, არამედ პოლიციელებისთვისაც. სწორი და უსაფრთხო მოქმედებისთვის აუცილებელია შემდეგი ოთხი პრინციპის გათვალისწინება:
მსხვერპლისა და დაზარალებულების უსაფრთხოება;
ბავშვების უსაფრთხოება;
პოლიციელების უსაფრთხოება;
მოძალადის წინააღმდეგ მიმართული სანქცია.
პოლიციის არაეფექტური მუშაობის შემთხვევაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალადობა და სასტიკი მოპყრობა არ აღიკვეთება.
ოჯახური ძალადობის სიტუაციაში ჩარევისას პოლიცია მესამე მხარეს წარმოადგენს. ამიტომ მესამე მხარის კონფლიქტში მონაწილეობა ეფექტური იქნება, თუკი ეს მეთოდი გამოიყენება კონკრეტულად ოჯახური ძალადობის შემთხვევებისთვის შემუშავებული ადაპტირებული ვერსიის სახით.
ეს მეთოდი შემდეგი ელემენტებისგან შედგება:
I ეტაპი: შემთხვევის ადგილთან მიახლოება;
II ეტაპი: ორივე მხარესთან ურთიერთობის დამყარება;
III ეტაპი: მომხდარის შესახებ ინფორმაციის მოპოვება/შეგროვება;
IV ეტაპი: პრობლემის გადაჭრა.
ერთობლივი მუშაობა - ეს მეხუთე ელემენტია, რომელიც ყოველი ეტაპზე აუცილებელია.
4.1.2 ინსტრუქცია ოპერატიული მუშაკებისთვის
4.1.2.1 მიახლოვება
შემთხვევის ადგილზე მისვლამდე, გზაში, პოლიციელებს აქვთ გარკვეული დრო რეალური კონფრონტაციის მომზადებისთვის. მნიშვნელოვანია შემდეგი მოქმედებების განხორციელება: -
- ინფორმაციის შეგროვება:
შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ
მოძალადის
და მსხვერპლის შესახებ.
- ამ ინფორმაციის გათვალისწინებით სიტუაციის შეფასება.
- კოლეგებთან ერთად სტრატეგიისა და ჩარევის მოქმედებათა გეგმის განსაზღვრა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მისვლისას იქნება გამოყენებული. მოქმედებათა კოორდინირების მიზნით აუცილებელია როლების/ფუნქციების განაწილება.
ზემოთ აღნიშნული მოქმედებათა შესრულების შედეგად, პოლიციელებს შეუძლიათ შემთხვევის ადგილზე მისვლამდე მოემზადონ.
4.1.2.2 ურთიერთობის დამყარება
ამ ეტაპზე პოლიციელებმა უნდა შეძლონ შეთანხმების მიღწევა როგორც მოძალადესთან, ისე მსხვერპლთან, მომდევნო ორ ეტაპზე თანამშრომლობის შესახებ. ეს ეტაპი მნიშვნელოვნად განაპირობებს პოლიციის ჩარევის ეფექტურობას. ამისთვის უნდა დაამშვიდოთ მხარეები, შექმნათ პოლიციელებსა და ოჯახურ წყვილს შორის ურთიერთნდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფერო, განაცალკევოთ მსხვერპლი და მოძალადე.
- შემთხვევის ადგილზე მისვლისას სიტუაციის შესაფასებლად ყურადღებით დააკვირდით ყველაფერს და მოუსმინეთ. დრო ამის საშუალებას იძლევა დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით თავდაპირველად გაესაუბრეთ მეზობლებსა და გამვლელებს.
- მუდმივად შეაფასეთ სიტუაცია სახლში ყველა ადამიანის, (თქვენი ჩათვლით) უსაფრთხოების თვალსაზრისით. სახლში შესვლისას შეამოწმეთ, ხომ არ არის იარაღი ან სხვა რაიმე საშიში ნივთი და მიუჩინეთ მათ უსაფრთხო ადგილი.
მიიპყარით ორივე მხარის ყურადღება.
ფიზიკურად განაცალკევეთ მხარეები, ისე რომ ვეღარ შესძლონ ერთმანეთის დანახვა ან მოსმენა
დაამშვიდეთ ორივე მხარე.
საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მხარეები განათავსეთ სხვადასხვა ოთახში, ისე რომ ვეღარ შეძლონ ერთმანეთის დანახვა ან მოსმენა, ამ ხერხს მიმართეთ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცი ისევ აგრესიულად იქცევა. ძალიან ხშირად დაზარალებული ისეა შეშინებული, რომ არ შეუძლია მოძალადის თანდასწრებით საუბარი. მისთვის უფრო ადვილი იქნება საუბარი, თუ ცალკე ოთახში იქნება. უთხარით ორივე მხარეს, რატომ აცალკევებთ მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტის ერთ-ერთმა მხარე შეიძლება ჩათვალოს, რომ თქვენ რომელიმეს მხარე დაიჭირეთ და შესაბამისად, უნდობლობას გამოხატავს თქვენს მიმართ. თუ მხარეებს არ განაცალკევებთ, მოსალოდნელია დაპირისპირების გამწვავება, მხარეები კვლავ შეეცდებიან ერთმანეთზე ზემოქმედებას.
ხანდახან დაზარალებული პოლიციელების ყოფნას იყენებს სიძულვილისა და უსამართლობის გრძნობის გამოსავლენად. ამიტომ აუხსენით მას, რომ თქვენ გესმით მისი რეაქცია, მაგრამ თქვენთვის მნიშვნელოვანია მომხდარში გარკვევა.
ამ მოქმედებათა თანმიმდევრულად და სწორად შესრულება მტკიცებულებათა მოპოვებისა და პრობლემის გადაჭრის მყარი საფუძველია.
4.1.2.3 ინფორმაციის შეგროვება
ურთიერთობის დამყარებისა და საუბრის დაწყების შემდეგ უნდა გადახვიდეთ ინფორმაციის შეგროვების ეტაპზე. თქვენთვის მნიშვნელოვანია პრობლემისა და მისი საფუძვლების შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნა, რათა თითოეულმა მხარემ შეძლოს სათანადო სტრატეგიის არჩევა და მომხდარის გაცნობიერება.
გამოკითხეთ/დაკითხეთ ყველა მხარე
მოისმინეთ და ჩაიწერეთ დაზარალებულის ჩვენება. მან მომხდარის შესახებ მისთვის კომფორტული და მისაღები ფორმით უნდა მოგითხროთ. დაზარალებულს არ უნდა შეექმნას წარმოდგენა, რომ თქვენ მის ნათქვამში ეჭვი შეგაქვთ, ის ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ყველა გამონათქვამს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა თავად იყოს ძალადობის გამომწვევი.
ეჭვმიტანილის დაკითხვისას არ შეუქმნათ მას შთაბეჭდილება, რომ ეთანხმებით მის თავის გამართლებას. მოსთხოვეთ მას მოგითხროთ საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
შეაგროვეთ და ოქმში ასახეთ შემთხვევის ადგილზე მოპოვებული ნებისმიერი დამატებითი მტკიცებულება, რა შეიძლება გამოძიების დროს დაგჭირდეთ. თუ თან გაქვთ ფოტოაპარატი გადაიღეთ ჩხუბის ყველანაირი კვალი მსხვერპლის სხეულზე და დაზიანებული ნივთები. შეამოწმეთ, ხომ არ ესაჭიროება მას სამედიცინო დახმარება.
4.1.2.4 პრობლემის გადაჭრა
ოჯახური ძალადობის დროს პრობლემის გადაჭრა ძალიან რთული, ხშირ შემთხვევებში კი თითქმის შეუძლებელიცაა. მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრაში პოლიციას შეუძლია გარკვეული წვლილის შეტანა ინფორმირების, სამართალწარმოებისა და მიმართვის გზით.
ინფორმირება
მკაფიოდ გააფრთხილეთ დაზარალებული, რომ მისი პარტნიორი არღვევს კანონს, რომ მას აქვს უფლება მოძალადეს წაუყენოს ბრალდება და ისარგებლოს სამოქალაქო დაცვით. თუ დაზარალებულს არ სურს ბრალდების წაყენება, აცნობეთ, რომ შეუძლია სხვა გზებს მიმართოს. მკაფიოდ მიუთითეთ მსხვერპლსაც და მოძალადესაც, რომ ოჯახური ძალადობა დანაშაულს წარმოადგენს. ამ გზით ქალი მხარდაჭერას იგრძნობს, მამაკაცი კი დაფიქრდება, რამაც შესაძლოა შეამციროს მომავალში ძალადობის ესკალაციის ალბათობა.
უთხარით დაზარალებულს, რომ ის არ არის დამნაშავე და უკეთეს მოპყრობას იმსახურებს. მოძალადეს კი მკაფიოდ განუმარტეთ, რომ მან დაარღვია კანონი და რომ მისი ქცევა დაუშვებელია.
სამართლაწარმოება
თუ პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები ამის საშუალებას იძლევა, დააკავეთ ეჭვმიტანილი. თუ ჩვენების ჩამორთმევა თქვენს კომპეტენციაში არ შედის, ჩვენების მისაცემად წაიყვანეთ იგი პოლიციის განყოფილებაში, თუ მისი ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები გაქვთ, დააპატიმრეთ იგი, თუ შეუძლებელია მოძალადის დაკავება და პოლიციის განყოფილებაში წაყვანა, მოითხოვეთ მისგან დატოვოს სახლი.
მიმართვა
ძალიან ხშირად მოძალადეს არ სურს სახლის დატოვება, ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ქალს შესთავაზეთ ისეთი ვარიანტები, როგორიცაა მეგობრებთან, ნათესავებთან ან სასტუმროში გადასვლა. მიაცილეთ ქალი და ბავშვები მის მიერ არჩეულ ადგილამდე და შეძლებისდაგვარად უზრუნველყავით ავტომანქანით. სხეულის დაზიანებების დროს შესთავაზეთ ჯერ საავადმყოფოში წასვლა.
ეს მოკლევადიანი საშუალებებია. ამიტომ დაზარალებულს ასევე მიაწოდეთ ინფორმაცია იმ დაწესებულებების შესახებ (როგორც პოლიციის სამსახურები, ისე სხვა ორგანიზაციები), რომელთაც ქალისა და ბავშვებისთვის დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ. ამ გზით დაზარალებული შეძლებს გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შესაძლო ვარიანტების განხილვას.
ბავშვები
როცა სახლში შედიხართ სადაც ოჯახურ ძალადობას აქვს ადგილი აუცილებლად შეამოწმეთ, ხომ არ არიან სახლში ბავშვები და დარწმუნდით, რომ ისინი თავს ნორმალურად გრძნობენ.
ოჯახური ძალადობის დროს ხშირად პოლიციელები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ბავშვებს. ბავშვებიც იტანჯებიან მოძალადის მოქმედებებისგან, რამდენადაც ის ცდილობს მთელი ოჯახი გააკონტროლოს. ხანდახან მამაკაცი ქალს შვილების მოკვლითაც ემუქრება, თუკი ქალი მის მიტოვებას აპირებს. ზოგჯერ მუქარას ასრულებენ კიდეც. შესაბამისად, ბავშვები ძალიან სახიფათო სიტუაციაში არიან. ყოველთვის შეამოწმეთ, არიან თუ არა ბავშვები სახლში. დარწმუნდით, რომ ისინი უვნებლად არიან და საფრთხე არ ემუქრებათ.
ძალიან ხშირად ბავშვი ხდება ძალადობის მოწმე. ძალადობის საქმეზე მოწმედ ყოფნა, ისევე როგორც პოლიციის განყოფილებაში ყოფნა, ბავშვებისთვის მძიმე გამოცდაა. ბავშვებს მოეპყარით წყნარად და პატივისცემით.
![]() |
4.2 4.2 ოქმის შედგენა და დაზარალებულის განცხადების მიღება |
▲ზევით დაბრუნება |
4.2.1 ინსტრუქცია
ხანდახან ძალადობის მსხვერპლი თავად მიდის პოლიციის განყოფილებაში განცხადების შესატანად, შესაძლოა ქალი მივიდეს ასევე პოლიციაში გამოძახებაზე მისული პოლიციელის თხოვნით ან ოქმის შესადგენად და ჩვენების მისაცემად დაბარების გამო.
ქალისთვის ეს მძიმე ნაბიჯია, ქალებს ხშირად რცხვენიათ და განიცდიან ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. ქალმა საკუთარი თავი უნდა აიძულოს, რომ პოლიციაში მივიდეს.
უკვე პოლიციის განყოფილებაში მისულმა ქალმა შეიძლება უცებ გადაწყვიტოს, რომ არ სურს განცხადების შეტანა ან უკანვე გაიტანოს შეტანილი განცხადება. პოლიციელებს მაინც შეუძლიათ რამის გაკეთება, მაგალითად დახმარების შეთავაზება და შესაბამის ორგანიზიაციასა და სამსახურში გაგზავნა.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ქალმა, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დანაშაულის შესახებ გატყობინებთ, აქვს გარკვეული უფლებები, ეს ეხება ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებსაც. დაზარალებულს დაცვა, გაგება და პატივისცემა ესაჭიროება. ამიტომ, როცა ქალი ოჯახური ძალადობის შესახებ განცხადების შესატანად მოდის, პოლიციელს უნდა ახსოვდეს შემდეგი:
1. ურთიერთობისას აკონტროლეთ საკუთარი დამოკიდებულება.
მოეპყარით ქალს ისეთივე პატივისცემით, როგორც ნებისმიერი სხვა დანაშაულის მსხვერპლს მოეპყობოდით.
2. მოიწვიეთ ქალი პოლიციელი, თუკი დაზარალებულს სურს ქალ პოლიციელთან გასაუბრება.
მამაკაცის ძალადობის შემდეგ ქალისთვის ძნელია ენდოს სხვა მამაკაცს, ამიტომ ისინი უპირატესობას ქალ პოლიციელთან გასაუბრებას ანიჭებენ. ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ თქვენ მას დახმარებას აღმოუჩენთ და მასთან გასასაუბრებლად ქალ პოლიციელს მოიწვევთ, ქალს მდედრობითი სქესის წარმომადგენელთან საუბარი უფრო გაუადვილდება.
3. საუბრისა და ოქმის შედგენისთვის შესაფერისი ადგილი მოძებნეთ.
უმჯობესია დაზარალებულის გამოკითხვა აწარმოოთ ასეთ ადგილას, სადაც მის მონათხრობს სხვები ვერ გაიგონებენ.
4. გამოყავით სათანადო დრო, რათა ქალმა მისთვის მოსახერხებელი ფორმით შეძლოს თხრობა.
თავდასხმის შემდეგ დაზარალებული შეიძლება დაბნეული და გაღიზიანებული იყოს. ამიტომ, თუ ის დეტალური განცხადების გასაკეთებლად მზად არ არის, ჰკითხეთ მას თქვენთვის მნიშვნელოვანი და საჭირო გარემოებების შესახებ, ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუსვით მას მოკლე კითხვები. აუხსენით მას, რატომ არის თქვენთვის აუცილებელი ამ ინფორმაციის მიღება. თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ პოლიციის განყოფილებაში მოგვიანებით მოსვლა და მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება.
5. ყურადღებით მოუსმინეთ დაზარალებულს.
არ ჩათვალოთ, რომ თქვენ უკვე იცით რაც მოხდა, მიეცით ქალს საშუალება მოგიყვეთ ყველაფრის შესახებ, რაც ახსოვს და რასაც განიცდის მისთვის მოსახერხებელი და კომფორტული ფორმით. ამ გზით თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვანი და დეტალური ჩვენების მიღებას
6. არ შეუქმნათ დაზარალებულს აზრი, რომ თქვენ ეჭვი შეგაქვთ მის ნათქვამში.
ბევრი ქალი მიიჩნევს, რომ მას არ დაუჯერებენ, ამიტომ ფრთხილ და თავდაცვით პოზიციას იკავებენ. უბრალოდ უთხარით ქალს, რომ გჯერათ მისი, ეს გაუადვილებს თხრობის დაწყებას.
7. ყურადღება დაზარალებულის შიშზე გაამახვილეთ.
სერიოზული დამოკიდებულება იქონიეთ ქალის შიშების მიმართ, შეაფასეთ სიტუაცია და განსაზღვრეთ, საჭიროებს თუ არა ქალი დაცვას.
8. უთხარით დაზარალებულს, რომ ის დამნაშავე არ არის.
მკაფიოდ განუმარტეთ ქალს, რომ ოჯახური ძალადობა დანაშაულია და ამაში ბრალი მიუძღვის მოძალადეს, აუხსენით ქალს, რომ ის ძალადობაში დამნაშავე არ არის.
9. არ გამოთქვათ შეფასებები და ვარაუდი.
ქალისთვის საკმაოდ მტკივნეული იქნება ისეთი შეფასების ან ვარაუდის მოსმენა, რომლითაც ძალადობაში მას ადანაშაულებს. არ დაუსვათ ქალს კითხვა - „რატომ დაუშვით კამათის ასე გამწვავება?“ ან „რატომ არ გაუწიეთ წინააღმდეგობა?“
10. აღნიშნეთ, რომ ქალმა პოლიციაში მოსვლით გაბედული და სწორი ნაბიჯი გადადგა, დაზარალებულს მრავალი ბარიერის გადალახვა უხდება მანამ, სანამ შესძლებს ვინმეს, განსაკუთრებით კი პოლიციელს, მოუთხროს თავს გადამხდარის შესახებ. ოჯახური ძალადობის შესახებ განცხადების გასაკეთებლად აუცილებელია გამბედაობა. თქვენ უნდა უთხრათ ქალს, რომ ის ძალიან გაბედულია, რომ მისი მოქმედებით, შეძლებს საკუთარი თავის დაცვას და რომ მისი გადაწყვეტილება, პოლიციას შეატყობინოს ძალადობის შესახებ, სწორია.
11. აგრძნობინეთ დაზარალებულს, რომ სიტუაციას ის აკონტროლებს
ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, დაზარალებულისთვის აუცილებელია სიტუაციაზე კონტროლის განცდა დაუბრუნოს. ეს შესაძლოა გამოიხატოს თქვენს მიერ შეთავაზებულ მცირე არჩევანშიც, მაგალითად: სად და როდის გააკეთებს განცხადებას, ვის გაესაუბრება, სურს თუ არა მისი განცხადების საფუძველზე საქმე აღიძრას
12. მიაწოდეთ დაზარალებულს ინფორმაცია, რას გააკეთებს პოლიცია და რის გაკეთებას ვერ შეძლებს.
დაზარალებული ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს, თუკი საკუთარი უფლებები და მოქმედებათა შესაძლო ვერსიები ეცოდინება. მოკლედ აღუწერეთ რა შეიძლება მოხდეს და ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გაეცით.
აუცილებლად უთხარით ქალს თქვენი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. თუ არსებობს რაიმე საკანონმდებლო თავისებურებები. მაგალითად, თუ სისხლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ასეთი ქმედებისთვის დევნას, ძალიან ფრთხილად აუხსენით ეს დაზარალებულს.
13. მიეცით ქალს კონფიდენციალურობის გარანტია.
გახსოვდეთ, რომ ოჯახური ძალადობის განხილვა და ჭორაობა დაზარალებულის უპატივცემულობისა და თქვენი არაპროფესიონალიზმის მანიშნებელია. ვინაიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების გამო თქვენს კოლეგებსა და სხვა უწყებებში მომუშავე პროფესიონალებს მოუწევთ საქმის მასალების გაცნობა, განუმარტეთ ქალს კონფიდენციალურობის დაცვის რეალური გარანტიები.
14. უზრუნველყავით დაზარალებულის უსაფრთხოება და დაცვა.
ოჯახური ძალადობის შესახებ პირველად განცხადების შეტანისას დაზარალებული დაბნეული და შეშინებულია. მას ეშინია მარტო დარჩენის, დაარწმუნეთ ქალი, რომ ოფიციალური პროცედურების შემდეგ წავიდეს უსაფრთხო ადგილას. ქმრის შიშის გამო მას არ შეუძლია სახლში დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში პოლიცია ქალს უნდა დაეხმაროს და მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო ადგილი მოუძებნოს.
15. ურჩიეთ დაზარალებულს ეძიოს და მიიღოს დახმარება და მხარდაჭერა.
ქალი, რომელიც ოჯახური ძალადობის ინციდენტის შემდეგ იღებს დახმარებას, ძალადობის შედეგებს უკეთ უმკლავდება და სიტუაციაზე კონტროლს მალევე აღადგენს. ამიტომ ქალს ურჩიეთ მორალური დახმარებისა და მხარდაჭერისათვის მიმართოს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, ხოლო პროფესიული დახმარებისთვის კი _ შესაბამის სამსახურს, მაგალითად ქალთა საზოგადოებრივ ჯგუფებს ან იურიდიულ კონსულტაციას. თქვენ უნდა ფლობდეთ ინფორმაციას ასეთი სამსახურების შესახებ ან ეს ინფორმაცია თქვენთვის საჭიროების შემთხვევაში ადვილად მოსაპოვებელი უნდა იყოს. თუ ქალს არ სურს ან მზად არ არის დახმარების მისაღებად, არ აიძულოთ ის.
ბევრი ქალი სამედიცინო დახმარებასაც საჭიროებს, ამიტომ ურჩიეთ მათ ექიმს მიმართონ.
16. ქალს პატივისცემით მოეპყარით, მაშინაც კი როცა მას არ სურს საქმის აღძვრა.
ყველა დაზარალებული არ არის მზად უმალვე აღძრას საქმე. ამან შეიძლება თქვენ გაგაწბილოთ. მიუხედავად ამისა, თქვენ დაზარალებულს პატივისცემით უნდა მოეპყრათ და მხარი დაუჭიროთ, ისევე როგორც ადამიანს, რომელიც საქმეს აღძრავდა.
ამ პრინციპების დაცვით გამოძიება უფრო ეფექტურად განხორციელდება, თანაც დაზარალებული პოლიციის მხრიდან იგრძნობს მხარდაჭერას და ეს გაზრდის მხვერ-პლის მხრიდან საქმის აღძვრისთვის განცხადების შემოტანის ალბათობას.
![]() |
4.3 4.3 ჩარევის შემდგომი მოქმედება |
▲ზევით დაბრუნება |
4.3.1 ინციდენტის შემდგომი შემოწმება
ოჯახური ძალადობის ინციდენტის შემდგომ დაზარალებული შოკური მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ადამიანი შოკურ მდგომარეობას თავისებურად უმკლავდება, ქალების უმრავლესობას ნორმალური მდგომარეობის აღსადგენად გარკვეული დრო სჭირდება. ეს ბევრ ძალისხმევას მოითხოვს და სულიერი მდგომარეობის გამო ქალი შეიძლება მზად არ იყოს საქმის აღსაძვრელად. თუ ქალი მზად არ არის, სასურველია ამ კითხვას მოგვიანებით დაუბრუნდეთ. თქვენ შეგიძლიათ მას სთხოვოთ კიდევ მოვიდეს განყოფილებაში ან განმეორებითი ვიზიტით სახლში თქვენ თვითონ ეწვიოთ. ასეთ შემთხვევაში უნდა:
განუმარტოთ ქალს, რომ ოჯახური ძალადობა დანაშაულია და რომ მოძალადე მომხდარის გამო პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
შეამოწმოთ ქალისა და ბავშვების მდგომარეობა - თუ მათ აღენიშნებათ სხეულის დაზიანებები, საავადმყოფოში უნდა გააგზავნოთ
ჰკითხოთ ქალს, აპირებს თუ არა ის ქმრის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებას, თუ აპირებს, მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროთ.
ქალთან ერთად შეაფასოთ ვითარება და განსაზღვროთ, ემუქრება თუ არა მას საშიშროება, აუცილებელია თუ არა მისი უსაფრთხო ადგილას გადასვლა. ეს გააკეთეთ მიუხედავად იმისა, შემოაქვს თუ არა ქალს განცხადება ოჯახური ძალადობის შესახებ და ასევე აუხსენით ქალს, რა გზებს შეიძლება მიმართოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ის შეიძლება სახლიდან წავიდეს, პარტნიორს მოსთხოვოს სახლის დატოვება, დახმარებისთვის მიმართოს მეგობრებს, ნათესავებს ან შესაბამის პროფესიულ დაწესებულებებს.
ამ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმით, რომელიც მოცემულია თანდართული მასალის სახით.
4.3.2 სხვა ორგანიზაციებში გაგზავნა
ქალმა პოლიციელმა უბრალოდ კი არ ჩაიწერა ჩემი ჩვენება, არამედ საავადმყოფოში გამაგზავნა და მირჩია, საჭიროების შემთხვევაში ვისთვის მიმემართა. იცით, ჩემით ამას ვერასდროს გავაკეთებდი.
პოლიცია ერთადერთი უწყებაა, რომელიც ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში მუშაობს შესვენებებისა და დასვენებების დღეების გარეშე. ამიტომ ოჯახური ძალადობის შემთხვევების შემდეგ ქალები ხშირად სწორედ პოლიციას მიმართავენ. ზოგადად პოლიციელებს არ შეუძლიათ ამ პრობლემის გადაჭრა მისი სირთულის გამო. თუმცა პოლიციელებმა შეიძლება ქალი გააგზავნონ სათანადო ორგანიზაციაში, რომელთაც შეუძლიათ ქალის დახმარება. ასეთ მოთხოვნილებებს კი განეკუთვნება: უსაფრთხოება, სამედიცინო დახმარება, ოჯახური ძალადობის დაძლევისთვის საჭირო მხარდაჭერა.
უსაფრთხოება;
სახლში დაბრუნება შესაძლოა ძალიან სახიფათო იყოს ქალისთვის. ამიტომ აუცილებლად უნდა ჰკითხოთ ქალს, მიაჩნია თუ არა მას სახლი საკმარისად უსაფრთხო ადგილად. თუ ასე არ არის, მაშინ უნდა გაარკვიოთ, ჰყავს თუ არა მეგობარი ან ნათესავი, ვისთანაც შეიძლება დროებით გადავიდეს. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ქალს წასასვლელი არსად აქვს, ან არ აქვს ფული საკუთარი თავისა და ბავშვების სარჩენად, ამიტომ ის არც კი ცდილობს უსაფრთხო ადგილის პოვნას. დაეხმარეთ მას იმ ორგანიზაციებსა და სამსახურებთან დაკავშირებაში, რომელთაც შეუძლიათ ამ პრობლემის გადაჭრაში დახმარების აღმოჩენა. თუ ქალს სურს სახლიდან წამოსვლა, ჰკითხეთ მას უნდა თუ არა თან ბავშვების წამოყვანაც. ბევრ ქვეყანაში მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილ ქალებთან დაკავშირებით არსებობს კანონი, თუმცა მათი გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს, ამიტომ გახსოვდეთ:
- არ შეიძლება ქალის უსაფრთხოების მოთხოვნილების სათანადოდ შეუფასებლობა;
- უნდა იცოდეთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლისთვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობები;
- დაამყარეთ ურთიერთობა და თანამშრომლობა ამ სფეროში მომუშავე სხვადასხვა უწყებებთან და ორგანიზაციებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში შეგეძლოთ მათთვის მიმართვა.
გააგზავნეთ ქალი შესაბამის უწყებაში და შეამოწმეთ მართლა შეუძლიათ თუ არა მათ ქალისთვის დახმარების აღმოჩენა. დაზარალებული ძალიან გაწბილდება, თუკი აღმოჩნდება, რომ სამსახურმა, რომელშიც ის გააგზავნეთ, არ უზრუნველყოფს სათანადო მომსახურებას.
სამედიცინო დახმარება;
ოჯახური ძალადობის ინციდენტიდან გარკვეული დროის შემდეგ ქალმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მას ან ბავშვებს აქვთ სხეულის დაზიანება და მკურნალობას საჭიროებენ. ჰკითხეთ ქალს, ხომ არ აქვს მას ან ბავშვებს სხეულის დაზიანებები, რომელთა ექიმისთვის ჩვენებაც მიზანშეწონილია.
ოჯახური ძალადობის მდგომარეობის გადალახვაში მხარდაჭერა;
დაზარალებულთა უმრავლესობას მეგობრებთან ან ნათესავებთან საკუთარ პრობლემებზე საუბარი უჭირს. ისინი განიცდიან სირცხვილს, რადგან ხშირად საკუთარი თავი ძალადობის მიზეზად და ძალადობაში დამნაშავედ მიაჩნიათ. ქალს ურჩიეთ დახმარებისა და მხარდაჭერისათვის მიმართოს მეგობრებსა და ნათესავებს. თუ ის შეძლებს ძალადობაზე საუბარს, სიტუაციას სხვა თვალით შეხედავს და საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული გახდება. მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ასევე შეუძლიათ აუცილებლობის შემთხვევაში მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაც.
![]() |
5 5 დანართი 1: „პოლიციის როლი საზოგადოებაში“ |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიციის ვალდებულებაა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. პოლიციის როლი საზოგადოებაში არ ამოიწურება დანაშაულის გამოძიებით, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ორგანო, პოლიციამ უნდა შეძლოს დანაშაულის თავიდან აცილება.
ოჯახური ძალადობის შემთხვევებში დადებითი შედეგი მოაქვს ინდივიდუალურ პროფილაქტიკას, რომლის არსიც მდგომარეობს შემდეგში:
- წინასწარ იმ პირების გამოვლენა, რომელთაც შეუძლიათ დანაშაულის ჩადენა და ასევე პოტენციური მსხვერპლის დადგენა, რომელმაც შესაძლოა კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს და შესაბამისად გახდეს დანაშაულის მსხვერპლი.
- ამ პირებისა და იმ გარემო პირობების შესწავლა, რომლებმაც შესაძლოა პირზე უარყოფითი ან დადებითი გავლენა მოახდინოს.
- ოჯახში კონფლიქტის წარმოქმნის ძირითადი მიზეზებისა და პირობების გამოვლენა და შესწავლა;
- შესაძლო კონფლიქტის დანაშაულში გადაზრდის თავიდან აცილების მიზნით ზემოქმედების ზომების შერჩევა და გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს კონფლიქტის მხარეების მიერ კონფლიქტისგან თავის შეკავებას.
- უბნის ინსპექტორისა და საზოგადოების ყოველდღიური თანამშრომლობის გზით პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
აქედან გამომდინარეობს, რომ უბნის ინსპექტორები და პოლიციის სხვა განყოფილებების თანამშრომლები პასუხისმგებლები არიან საზოგადოებასთან მუშაობაზე და ვალდებულნი არიან ჩაატარონ პროფილაქტიკური სამუშაოები, რაც თავის მხრივ პირველ რიგში, პრობლემურ ოჯახებზე ინფორმაციის მოპოვებას გულისხმობს, ხოლო შემდგომ კი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას.
ასეთი ინფორმაცია პოლიციამ შეიძლება მიიღოს მოქალაქეთა საჩივრებით, პოლიციის სხვა განყოფილების (გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სხვა) თანამშრომლებისა და ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.
თუმცა უბნის ინსპექტორს საკუთარი ინიციატივით შეუძლია მოიპოვოს მსგავსი ინფორმაცია ოჯახური ძალადობის შესახებ მოქალაქის განცხადების მიღებამდე. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიღებულ იქნეს მაგალითად უბანში მდებარე სკოლების პედაგოგებისგანაც. გარდა ამისა, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოქალაქეებისგან, სახლის ამხანაგობების წარმომადგენლებისგან პირადი შეხვედრებისა და გულახდილი საუბრის შედეგად. სასურველია ასეთ დროს უბნის ინსპექტორებს ჰქონდეთ სპეციალური ჟურნალი, რომელშიც შეიტანდნენ იმ პირებსა და ოჯახებს, სადაც ხშირია კონფლიქტები.
თუ პოლიციელს აქვს ინფორმაცია იმაზე, რომ ოჯახში ხშირია კონფლიქტური სიტუაციები, ის უნდა გაესაუბროს ოჯახურ წყვილს და გაარკვიოს კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზები. ასევე სასურველია გასაუბრება მეზობლებთან და ნათესავებთანაც მოხდეს.
აქედან გამომდინარე, პოლიციელმა პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ ზომებს უნდა მიმართოს. ის შეიძლება გაესაუბროს მოძალადეს და გააფრთხილოს შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ. დაზარალებულთან საუბრის შედეგად უბნის ინსპექტორს შეუძლია დაადგინოს წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების სურვილი და შესაძლებლობები. შესაძლოა ასევე საუბარი წარიმართოს მოძალადის პასუხისმგებლობისა და მის წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ზომის სახეზეც.
კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, პოლიციელს შეუძლია რამდენჯერმე დაიბაროს პოლიციის განყოფილებაში მოძალადე და ჩაუტაროს მას პროფილაქტიკური ხასიათის გასაუბრება. პოლიციელმა შეიძლება მოძალადეს შესთავაზოს კონფლიქტის გადაჭრის რამდენიმე გზა და მისცეს საშუალება თავადვე აირჩიოს ყველაზე მისაღები გამოსავალი სიტუაციიდან. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამის შემდეგ შეიძლება პარტნიორები დარჩნენ ოჯახში და გააგრძელონ ურთიერთობა.
![]() |
6 6 დანართი 2: „ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ზომები და პრაქტიკა“ |
▲ზევით დაბრუნება |
„ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ზომები და პრაქტიკა“
ოჯახური ძალადობის დროს პოლიციელების მოვალეობაა დაზარალებულისა და ბავშვების (აუცილებლობის შემთხვევაში) დაცვა ძალადობისგან. თუ არსებობს დაკავების საფუძველი, უნდა მოხდეს ეჭვმიტანილის დაკავება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციამ უნდა განმარტოს, რა საფუძვლით არ დააკავა ეჭვმიტანილი. პოლიციის ვალდებულებაა ასევე ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენება. გამოძიების დროს პოლიციამ უნდა შეაფასოს სიტუაციის ზოგადი სურათი, რისთვისაც მხოლოდ დაზარალებულის ზეპირი ან წერილობითი განცხადება არ არის საკმარისი. კვლევები ადასტურებს, რომ ყველა ფაქტის შეგროვება ხელს უწყობს საქმის წარმატებით განხილვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული არ იძლევა ზუსტ ჩვენებას.
გასათვალისწინებელია ასევე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაც, პრობლემის გადაჭრაში მათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ. ეს ორგანიზაციები აერთიანებს ექიმებს, მედდებს, ექთნებს, სოციალური სამსახურების თანამშრომლებს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერ ჯგუფებს, ამავდროულად მოიცავენ თავშესაფრებს დანაშაულის მსხვერპლთათვის, გაუპატიურების შემთხვევაში დახმარების სამსახურებს, სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ადგილობრივ ადვოკატებსა და მოსახლეობის დახმარების სამსახურებს. არსებობს 24-საათიანი ცხელი ხაზები ძალადობის მსხვერპლთათვის. მათ შესაძლოა არ ჰქონდეთ ინფორმაცია მსგავსი ორგანზიაციების შესახებ და პოლიციელის ამოცანაა ამ ორგანიზაციების შესახებ დაზარალებულისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება.
თუ რამდენიმე გაერთიანება არსებობს, აუცილებელია თითოეული მათგანის როლის განსაზღვრა და შესაბამისად, პერსონალურად თითოეული დაზარალებულის მოთხოვნილების დადგენა. ოჯახური ძალადობის შემთხვევაში არსებობს რამდენიმე ძირითადი როლი და ამოცანა: ძალადობის საქმეზე გამოძიების წარმოება, დაზარალებულისთვის დახმარების აღმოჩენა, დაზარალებულის რეგულარული ინფორმირება, სხვადასხვა უწყებებთან კავშირის შენარჩუნება. პოლიციამ უნდა გამოიყენოს მისი თანამშრომლების ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც გულისხმობს საქმის გამოძიებას და არა ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენას. ადმინისტრაციულ ფუნქციებს სამოქალაქო პირები უნდა ახორციელებდნენ. ისევე როგორც სხვა სამსახურებშიც, პოლიციაშიც თითოეული თანამშრომლისა და ხელმძღვანელი პირების სამსახურებრივი ინსტრუქციები უნდა არსებობდეს. ხელმძღვანელ პირებსა და მაღალი ჩინის ოფიცრებს უნდა ჰქონდეთ ძლიერი ლიდერობის თვისებები. ისინი არიან პასუხისმგებლები გამოძიების ეფექტურად წარმოებასა და პერსონალისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენაზე. გამოკვლევების თანახმად, თუკი ოჯახური ძალადობის საქმეებზე შტაბ-ბინის მხრიდან სწორი მენეჯმენტი და ზედამხედველობა არ ხორციელდება, მაშინ ოფიციალურ პრიორიტებებში ოჯახური ძალადობის პრობლემას უკანასკნელი ადგილი უჭირავს.
ერთ-ერთი ამოცანა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალისმიერი პოლიტიკის შემუშავებაა. ეს პოლიტიკა ოფიცრებისთვის პრიორიტებების განსაზღვრისა და ძალისმიერი პოლიტიკის გამოყენების დროს სახელმძღვანელო უნდა იყოს, რათა გამოძიების სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა მოხდეს. სტანდარტების განსაზღვრისთვის ძალის გამოყენების პოლიტიკა საკვანძო დოკუმენტია და ოფიცრების მოქმედებებსა და დამოკიდებულებაზე გავლენას ახდენს.
პოლიტიკა განსაზღვრავს სამუშაოს მიმართულებებს და მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- ძირითადი ვალდებულებაა დაზარალებულის, და საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის დაცვა;
- საქმის სრულად გამოძიების აუცილებლობა;
- დებულებები პირველადი მოქმედებების შესახებ და გამოძიების მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა;
- განმეორებითი დევნის ტერმინის განსაზღვრა;
- შესაბამისი სამართლებრივი უფლებამოსილების დადგენა;
- სახელმძღვანელო მითითებები იმ ოფიცრებთან და სამოქალაქო პერსონალთა მოპყრობისთვის, რომლებიც თავად გახდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ან მოძალადენი.
- უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა;
- შევედრების მომზადებაში მონაწილეობა და ოჯახური ძალადობის თემაზე ერთობლივი ფორუმების პროექტების მომზადება;
- ოჯახურ ძალადობასა და სხვა სახის ძალადობას შორის არსებული განსხვავებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობა (შეურაცხმყოფელი ურთიერთობების დინამიკა);
- პოლიციის ოფიცრების, დახმარების აღმომჩენი სხვა თანამშრომლებისთვის, საკონტროლო ოთახისა და ინფორმაციის მომწოდებელი პერსონალისთვის ინფორმაციული ტრეინინგების ჩატარების ხელმძღვანელობა;
- უმცირესობების საკითხი;
- საჭიროების შემთხვევაში ოჯახური ძალადობის საქმეებზე მომუშავე ოფიცრებისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების შემუშავება;
- პოლიტიკის რეგულარული შეფასების მნიშვნელობა;
- ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოების მნიშვნელობა;
- ოჯახური ძალადობის მონაცემების შესახებ შესახებ ინფორმაცია;
- პროტოკოლები სხვა უწყებებისათვის გასაგზავნად.
გამოძიება. პოლიციის ოფიცრებმა უნდა უზრუნველყონ ერთმანეთთან დაკავშირებული ფაქტების მოკვლევა სასამართლო გამოძიებაზე ინფორმირებული გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით. აღნიშნული ქმედებები უნდა მოიცავდეს:
- დაზარალებულის მხრიდან სრული განცხადების მიღებას. განცხადებაში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის, ურთიერთობების ისტორიის, მსგავსი ხასიათის მქონე ადრე მომხდარი ინციდენტების, ახლანდელი კონკრეტული შემთხვევის, დაზარალებულისთვის მიყენებული (სხეულის ან მორალური) ზიანის, მოძალადის მიერ გამოყენებული იარაღის, მომხდარის ადგილზე ბავშვების ყოფნისა და ბავშვებზე ზემოქმედების შესახებ, ასევე დაზარალებულის შეხედულება მოძალადესთან ურთიერთობის შემდგომი განვითარების თაობაზე. თუ დაზარალებულს სურს მდედრობითი სქესის პოლიციის ოფიცერთან გასაუბრება, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
- მეზობლებთან და სხვა შესაძლო მოწმეებთან გასაუბრება;
- შემთხვევის მოწმე ბავშვებთან გასაუბრების შესაძლებლობის განხილვა. ბავშვებთან საუბრის დროს აუცილებელია სწორი მოქმედებების ზედმიწევნით დაცვა. ბავშვების კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, აუცილებელია ბავშვების გამოკვლევა სხეულის დაზიანებებისა და მიყენებული წყენის დადგენის მიზნით;
- პოლიციის მიერ სახლში არსებული მდგომარეობისა და მსხვერპლთან მიმართებით მოძალადის გამოთქმების შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
- საინფორმაციო ბაზების საშუალებით განხორციელებული სატელეფონო ზარების, რეგისტრირებული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ამ ინციდენტის განმეორებითობის დადგენის მიზნით;
- შეფერხების შემთხვევაში სასამართლო განხილვისთვის მოწმეთა ჩვენების გათვალისწინება;
- სხვა უწყებების მეშვეობით მსხვერპლისთვის დახმარების აღმოჩენა;
ღირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საგანგებო სიტუაციებისა და უბედური შემთხვევების განყოფილებიდან, ასევე საავადმყოფოების ქირურგიის განყოფილებიდან. პოლიციის ოფიცრებმა უნდა გაითვალისწინონ ინფორმაციის ეს წყარო, რომელშიც შენახულია ინფორმაცია ძალადობისა და სხეულის დაზიანებების შესახებ. თავის მხრივ, დანაშაულის შემცირების მიზნით ერთობლივი ინიციატივების ძირითადი ამოცანა სხვადასხვა უწყებებს შორის ინფორმაციის გავრცელება უნდა იყოს. თუ განცხადების შემოტანის შემდეგ, დაზარალებულს არ სურს ჩვენების მიცემა, კანონმდებლობით დასაშვებია დაზარალებულის სასამართლოზე დაუსწრებლად მისი ჩვენების განხილვა.
მომხდარის შემდგომი მოქმედება. ოჯახური ძალადობისაგან დაზარალებულთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ არ სურთ პასუხისმგებლები იყვნენ მოძალადის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, მათ ასევე არ სურთ განმეორებით გახდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი. პოლიცია მიუკერძოებელი უნდა იყოს და კანონის საფუძველზე მოქმედებდეს. თუ სახეზეა ძალადობის ჩადენის ფაქტი, სასამართლოში საქმის გადაცემა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სავალდებულოა, მიუხედავად დაზარალებულის ჩვენებისა.
სასამართლოში საქმის გადაუცემლობის მიზეზები უნდა დარეგისტრირდეს. სასამართლოში საქმის გადაცემის გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციელებმა უნდა იხელმძღვანელონ დადგენილი პოლიტიკითა და განაჩენის გამოტანის რეალური ალბათობის შესაბამისად, ასევე საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. აუცილებელია იმ გამონაკლისი სახის მიზეზების რეგისტრაციაც, რომლის დროსაც საქმის სასამართლო განხილვა შეუძლებელია. პოლიციის ოფიცრებს უნდა ახსოვდეთ, რომ დაზარალებულმა გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება მიმართოს სასამართლოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მხსვერპლს აქვს თანაგრძნობის, გაგებისა და მხარდაჭერის მიღების უფლება. სამართალდამრღვევების დაკავებისას აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.
თავდებობა. დანაშაულში ბრალის წაყენების დროს ბრალდებულის დაპატიმრება მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, თუ ამ ზომის გამოყენება აუცილებელია. თუ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, პოლიციას შეუძლია მოითხოვოს თავდებობა. ეს პოლიციას აძლევს საშუალებას უზრუნველყოს ბრალდებულის სასამართლოზე გამოცხადება და აუკრძალოს მას დაზარალებულთან მიახლოვება. თავდებობის დარღვევის შემთხვევაში, პოლიციას აქვს უფლება ხელმეორედ დააკავოს ბრალდებული.
ბრალდებულის გარკვეული ქმედებების აღკვეთის საჭიროების შემთხვევაში, შეიძლებელია თავდებობის მოხსნა ან შეჩერება. ასეთი შემთხვევებია:
- დაკავების ჩაშლა;
- თავდებობის ქვეშ ყოფნის დროს დანაშაულის ჩადენა;
- მოწმეებზე ზეწოლა ან გამოძიების შეფერხების სხვა მცდელობები,
თუ ბრალდებული თავდებით არის გაშვებული, პოლიციამ ამის შესახებ დაზარალებულს უნდა შეატყობინოს. პოლიციამ ასევე დაზარალებულის უსაფრთხოების ზომების მიღებაზეც უნდა იზრუნოს.
იმისთვის რომ სამეფო ბრალმდებელმა საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს, პოლიციამ მომხდარის შესახებ მას სრული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. პოლიციამ ბრალდებლებს უნდა მისცეს საქმის ეფექტურად წარმოების საშუალება და დაკავების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულისა და ბავშვების უსაფრთხოება. საქმის წარმოებისათვის აუცილებელი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ურთიერთობების განვითარების ისტორია და მანამდე მომხდარი ძალადობის შესახებ ინფორმაცია;
- დაზარალებულისთვის მიყენებული სხეულის დაზიანებები (სამედიცინო დასკვნა, ფოტოსურათი, ანალიზი, წერილობითი აღწერილობა);
- მოძალადის მიერ იარაღის გამოყენება;
- მოძალადის მხრიდან მუქარა;
- გეგმავდა თუ არა მოძალადე შეტევას;
- მომხდარის გავლენა ბავშვებზე;
- მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების შესაძლებლობა;
- არსებულ მომენტში დაზარალებულსა და მოძალადეს შორის არსებული ურთიერთობის სტატუსი;
- საქმის წარმოებაზე ურთიერთობის გავლენა და დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ ბრალდება;
- დაზარალებულის მოსაზრება საქმის დახურვის შემთხვევაში მისი და ბავშვების უსაფრთხოების საკითხზე.
ძალადობის ფაქტის შემდეგ, გარკვეულ შემთხვევებში ამ სახით სრული ინფორმაცია არ მოიპოვება, მაგრამ აუცილებელია ამ ინფორმაციის უმოკლეს ვადებში მოპოვება და სამეფო ბრალდების ცენტრისთვის მიწოდება. ძალიან მნიშვნელოვანია სამეფო ბრალდების ცენტრის ინფორმირება საქმეში არსებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
დაზარალებულისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა. დაზარალებულისთვის ეფექტური მხარდაჭერის აღმოჩენა პოლიციელს რეგულარული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს დაზარალებულთან, ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მას საქმის მიმდინარეობის შესახებ, თავდების ან მოძალადის ადგილმდებარეობის შეცვლისა და სასამართლოში გამოცხადების დეტალების შესახებ.
თუ დაზარალებულისთვის აუცილებელია საცხოვრებელი ადგილის დატოვება, პოლიცია უნდა დაეხმაროს სხვა ადგილზე (მეგობრებთან, ნათესავებთან ან თავშესაფარში) გადასვლაში. თუ დაზარალებული სახლში ბავშვების წამოსაყვანად ან ნივთების წამოსაღებად უნდა დაბრუნდეს და არსებობს განმეორებითი ძალადობის ალბათობა, პოლიციამ დაზარალებულთან ერთად უნდა განიხილოს ვიზიტის კარგად ორგანიზების საკითხი. საჭიროების შემთხვევაში კი პოლიციელი თან უნდა გაჰყვეს დაზარალებულს. გარკვეულ შემთხვევებში პოლიციელის დასწრებამ მოძალადეში უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს, ამ შემთხვევაში შეიძლება ალტერნატივის სახით განხილულ იქნეს სოციალური სამსახურის წარმომადგენელის ან ნათესავის თანხლებაც. მაგრამ ეს არ გამორიცხავს პოლიციის სახლთან ახლოს ყოფნას, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულს (შესაძლებელია ამ მიზნით დისტანციური განგაშის ხელსაწყოების გამოყენებაც). პოლიციამ, მიუხედავად სასამართლო განხილვის ფაქტისა, დაზარალებულს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სხვა მოხალისეობრივი ან სახელმწიფო ორგანოების შესახებ, რომელთაც დაზარალებულისთვის დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ. პოლიცია ასევე უნდა ფლობდეს ინფორმაციას უმცირესობათა დაცვის სპეციალური ჯგუფების შესახებ.
დაზარალებულის მიერ საჩივარზე უარის თქმა. ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულის მიერ საჩივარზე უარის თქმის მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. დაზარალებული შეიძლება მოძალადის მხრიდან მუქარას განიცდიდეს, დამფრთხალი იყოს, ოჯახის სხვა წევრების ზეგავლენას განიცდიდეს, რომლებიც მას მოძალადესთან შერიგებას ურჩევენ. დაზარალებულმა ასევე შეიძლება ამჯობინოს სამოქალაქო საქმის წარმართვა ან არ ჰქონდეს სასამართლოში ჩვენების მიცემს და იურიდიული პროცედურების გავლის სურვილი. სამეფო ბრალმდებელს დაზარალებული დასწრების გარეშე აქვს საქმის წარმოებისა და სასამართლოში გადაცემის უფლებამოსილება.
თუ პროცესი უკვე დაწყებულია, აუცილებელია დაზარალებულს მხრიდან საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ სრული განცხადების მიღება. შეგროვილი ინფორმაცია სამეფო ბრალმდებელს დაეხმარება საქმის გაგრძელების ან საქმეზე გამოძიების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. თუკი დაზარალებულს მაინც მოუწევს ჩვენების მიცემა, პოლიციამ ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რათა დაზარალებულს დამატებითი ტანჯვა არ მიაყენოს. თუ არსებობს ეჭვი, რომ დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას აქვს ადგილი, პოლიციამ მართლმსაჯულებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ 1994 წელს მიღებული აქტის 51-ე მუხლის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ეჭვმიტანილის დაკავების საკითხზე. აღნიშნული აქტი ითვალისწინებს ორ ახალ სამართალდარღვევას - დაზარალებულის შეშინებას და მოწმისთვის ზიანის მიყენების ფაქტს ან ზიანის მიყენების მუქარას. თუ განცხადება გაკეთებულ იქნა, მაგრამ დაზარალებული უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, კანონმდებლობა ითვალისწინებს დაზარალებულის ჩვენების წარდგენას სასამართლოში გამოცხადების გარეშე.
ოჯახში ჩადენილი და დანაშაულად აღიარებული ნებისმიერი ძალადობა უნდა დარეგისტრირდეს, გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის აღიარება და ცრუ ჩვენების მიცემის დადასტურება, ან დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებების არარსებობა.
ტრეინინგი/წვრთნა. პოლიციის ყველა თანამშრომელს, საკონტროლო ოთახის ან ცნობათა ბიუროს თანამშრომელთა ჩათვლით, რომელსაც შეიძლება შეხება ჰქონდეს დაზარალებულთან, უნდა ჰქონდეს მომზადების სათანადო დონე. ტრეინინგის თემატიკა უნდა მოიცავდეს ოჯახური ძალადობის პრობლემის ზოგად საკითხებს, პოლიტიკის, პრაქტიკის, ახალი ინიციატივების შესახებ ინფორმაციას და ასევე მსგავსი შემთხვევების გამოძიებისა და მოქმედებების მეთოდებს. ტრეინინგის ორგანიზება შესაძლებელია სხვადასხვა უწყებებს შორისაც. ტრეინინგის დაგეგმვის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ძალადობა არჩევანია და არა არაკონტროლირებადი რეაქცია, რომ ბევრს სურს მომავალში პარტნიორთან ძალადობის გარეშე ურთიერთობის შენარჩუნება. ყურადსაღებია ისიც, რომ მოძალადე შეიძლება ბრალის შემსუბუქებას ან თავის იმით გამართლებას ცდილობდეს, რომ მისი საქციელი მისაღებია მისი საზოგადოებრივი ჯგუფისთვის, მისი რელიგიის ან კულტურისთვის.
პრობლემის გადაჭრა. ძალადობის პრობლემის წარმატებით გადაჭრა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მოძალადის სამართალში მიცემით. დაზარალებულის უსაფრთხოებას უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება. ყველა ზომა უნდა იქნეს გამოყენებული მსხვერპლის შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად. პოლიციის დახმარება ასევე შეიძლება მოიცავდეს სიგნალიზაციის სისტემის დაყენებას, მობილური ტელეფონების გამოყენებას და განმეორებითი დევნის პროგრამის განვითარებას. ოჯახური ძალადობის დროს, მოძალადე პრობლემების ცენტრში იმყოფება და იგივე ან ახალი მსხვერპლის მიმართ განმეორებითი ძალადობის ალბათობა ძალიან დიდი ყურადღებით უნდა იქნეს განხილული. ოჯახური ძალადობის დანაშაულის რიცხვის შემცირების ფორუმის მეშვეობით ყველა დაინტერესებულმა უწყებამ უნდა შეიმუშაოს უწყებათა შორის ინფორმაციის გავრცელების პროცედურა. უწყებების ხელმძღვანელებმა უნდა განაცხადონ ოჯახურ ძალადობაზე მათი ძალების ხარისხიანი რეაგირების ვალდებულების შესახებ. პირველ რიგში, ხელმძღვანელებმა ოჯახური ძალადობის პრობლემის გადაჭრაზე მათი საქმიანობის ანგარიშები უნდა აწარმოონ. აუცილებელია მკაფიო სუბორდინაციის არსებობა ამ რთული პრობლემის გადაჭრაში ჩართული თანამშრომელთა შორის. თითოეული განყოფილების ვალდებულების განსაზღვრა უნდა ითვალისწინებდეს სამუშაო პროცესში სტრესისა და დაძაბულობის შემცირების მექანიზმებს. თითოეულ განყოფილებაში შემუშავებული უნდა იქნეს თანამდებობრივი ინსტრუქციები, რომელიც ფაქტზე პოლიციელის გასვლას შეეხება და ამ საკითხთან მიმართებით პოლიციის ძირითადი პოლიტიკისა და პრი-ორიტებების შესატყვისი იქნება.
დასკვნითი ნაწილი. ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ, ოჯახური ძალადობის პრობლემატიკაზე მომუშავე ყველა თანამშრომლის ინფორმირებულობა ურთიერთობების განვითარების დინამიკის, რელიგიური და კულტურული საკითხების შესახებ და ოჯახური ძალადობის შემთხვევების ძალადობის სხვა შემთხვევებისაგან განსხვავების შესახებ მკაფიო წარმოდგენის არსებობა. ამასთან ერთად, თანამშრომლებს სათანადო მომზადება და სწავლება სჭირდებათ ამ პრობლემებთან მიმართებით პროფესიონალური მიდგომისთვის. თანამშრომლებისთვის დაზარალებულის უსაფრთხოება არის პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხი, მაგრამ ამით მათ არ ეხსნებათ საქმის გულდასმით გამოძიების პასუხისმგებლობა. ხელმძღვანელების მოვალეობაა:
- შეაფასონ, თუ რამდენად უწყობს ხელს მათი საქმიანობა პრობლემის მოგვარებას;
- უზრუნველყონ ხარისხიანი და ლოგიკური გამოძიება, წარუმატებელ შემთხვევებში თანამშრომლები ვალდებულნი უნდა იყვნენ წარმოადგინონ სრული ანგარიში და დასაბუთება;
- განსაზღვრონ ხელახალი ინციდენტის რისკი და ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული ინციდენტის წარმოქმნის შემთხვევაში შეიმუშაონ მოქმედებათა პოლიტიკა;
- შეიმუშაონ ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკა და გააცნონ იგი ყველა თანამშრომელს; აწარმოონ არსებული პოლიტიკის ეფექტურობისა და აქტუალურობის რეგულარული კონტროლი და შეფასება;
- უზრუნველყონ პრობლემის მოგვარებით დაკავებული ყველა თანამშრომლის სამსახურებრივი ინსტრუქციების ზუსტი აღწერილობის არსებობა და შეიმუშაონ ყველა სტრუქტურის დაქვემდებარების ხაზი;
- უზრუნველყონ სხვა სააგენტოებთან კავშირი და მოქმედებათა ერთობლივი კოორდინირება დაზარალებულთათვის კონსტრუქციული მხარდაჭერის გაწევის მიზნით;
- ოჯახური ძალადობის ქმედებების წინააღმდეგ ღონისძიებებზე ადგილობრივი დანაშაულებისა და არეულობების შესახებ ინფორმაცია ასახონ ყველა ანგარიშში 1998 წლის დანაშაულების და არეულობების შესახებ აქტის ფარგლებში.
- მონაწილეობა მიიღონ ოჯახური ძალადობის საკითხებზე მიძღვნილ ყველა ფორუმში;
- დააკავშირონ ადგილობრივი ძალადობის დანაშაულებებზე არსებული მონაცემები ბავშვთა დაცვის მონაცემებთან;
- განავითარონ მოქმედებათა შესაბამისი სტრატეგიები სოციალური დახმარების სამსახურებთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც აღიარებენ კავშირს ოჯახურ ძალადობასა და ბავშვთა დაცვის საკითხებს შორის;
- ძალისხმევის გაერთიანების და პოლიტიკის შესრულების მიზნით შეიმუშაონ მოქმედებათა შესრულების მაჩვენებლები (მაგ: დაპატიმრების მაჩვენებლები), უზრუნველყონ ჩადენილი ძალადობის დარეგისტრირებული შემთხვევების ხელმისაწვდომობა 24 საათი დღე-ღამის განმავლობაში.
- დროის სიმწირის შემთხვევებში სწრაფი შემოწმება იმ საფრთხის შესაფასებლად, რომელიც ქალს ემუქრება;
- ინსტრუქცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის გამოყენებისთვის;
- უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა.
აღნიშნული ნაწილი შემდეგი ელემენტებისგან შედგება:
- რისკის შესაფასებლად, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლს ემუქრება;
- ოჯახური ძალადობის მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოქმედებების დაგეგმვისთვის.
![]() |
7 7. დანართი 3: უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
აღნიშნულ ნაწილში განხილულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა, რომლის გამოყენებაც პოლიციელს შეუძლია:
- რისკის შესაფასებლად, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლს ემუქრება;
- ოჯახური ძალადობის მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოქმედებების დაგეგმვისთვის.
აღნიშნული ნაწილი შემდეგი ელემენტებისგან შედგება:
- დროის სიმწირის შემთხვევებში სწრაფი შემოწმება იმ საფრთხის შესაფასებლად, რომელიც ქალს ემუქრება;
- ინსტრუქცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის გამოყენებისთვის;
- უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა.
![]() |
7.2 1. სწრაფი შემოწმება |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიციელს შეიძლება ცოტა დრო ჰქონდეს იმ სიტუაციის საშიშროების შესაფასებლად, რომელშიც ქალი აღმოჩნდა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სიტუაციის სწრაფი შემოწმება შემდეგი მოქმედებების შესრულებით:
1. საშიშროების ხარისხის შესაფასებლად მსხვერპლს სწრაფად დაუსვით ორი შეკითხვა:
- ეშინია თუ არა მას მოძალადის?
- მამაკაცის ან მისი მოთხოვნების შიშით ცვლის ან ზღუდავს თუ არა ის საკუთარ ქცევას.
2. ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ გარემოებებზე:
- ქალი აღარ ხვდება საკუთარ მეგობრებს ან ოჯახის წევრებს, ვინაიდან მის პარტნიორს ეს არ სურს;
- ქალს ეშინია მამაკაცთან ურთიერთობის შეწყვეტის, რადგან მამაკაცის მუქარა მიმართულია ბავშვებზე (ის ემუქრება, რომ წაართმევს ქალს შვილების აღზრდის უფლებას, ან იმუქრება ბავშვების მოტაცებით ან მოკვლით).
![]() |
7.3 2. ინსტრუქცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის გამოყენებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
შემდეგ ნაწილში მოცემულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა, რომელიც შედგება მსხვერპლთან ერთად შესავსები რამდენიმე გვერდიანი კითხვარისგან. ამ ბლანკების გამოყენება კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი.
- დაზარალებულისთვის კითხვარის დამოუკიდებლად შევსების შესაძლებლობის მიცემა
თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ დაზარალებულს დამოუკიდებლად შეავსოს კითხვარი, შემდეგ კი მასთან ერთად განიხილოთ მოცემული საკითხები.
- გამოკითხვის დროს კითხვარის, როგორც დამხმარე საშუალების გამოყენება
თქვენ შეგიძლიათ კითხვარი გამოიყენოთ, როგორც გამოკითხვის ჩატარების დამხმარე საშუალება გასაუბრების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით და ამასთან თქვენ თვითონ შეავსოთ კითხვარი.
- კითხვარის შევსება დაზარალებულის მონათხრობის მიხედვით
თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ დაზარალებულის მონათხრობი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეავსოთ კითხვარის შესაბამისი გრაფები. შემდეგ კი ქალთან ერთად შეგიძლიათ განიხილოთ თქვენს მიერ ჩაწერილი პასუხები.
- კითხვარის შევსება კითხვებზე გაცემული პასუხების მიხედვით
თქვენ შეგიძლიათ ქალის მდგომარეობა გაარკვიოთ შემდეგი კითხვების დასმით:
დამფრთხალია? რატომ?
შიშს გრძნობს? რისი ეშინია და რატომ?
სხვა მსგავსი კითხვები.
პოლიციელმა რისკის შეფასებისას ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ სამ ასპექტზე; არსებობს თუ არა ძალადობა უახლოეს პირთან მიმართებაში, აქვს თუ არა მოძალადეს ზოგადი მიდრეკილება ძალადობისკენ და დაზარალებულის განწყობა.
ძალადობა უახლოეს პირთან მიმართებაში;
აქ მნიშვნელოვანია შემდეგ საკითხებზე ყურადღების გამახვილება. ადგილი აქვს თუ არა:
1. ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას;
2. მუქარას;
3. სექსუალური ან ფიზიკური ძალადობის ესკალაციას;
4. სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევას;
5. ძალადობრივ პოზიციას.
ძალადობისადმი ზოგადი მიდრეკილება;
პოლიციელმა უნდა გაარკვიოს აქვს თუ არა მოძალადეს ზოგადი მიდრეკილება ძალადობისადმი, ეს მან შემდეგ ასპექტებზე ყურადღების გამახვილებით უნდა მოახერხოს:
1. მოძალადის კრიმინალური წარსული;
2. პრობლემები ურთიერთობაში;
3. პრობლემები სამსახურში ან ფინანსური პრობლემები;
4. ნარკომანია ან სხვა სახის ნივთიერებებზე დამოკიდებულებანი;
5. ფსიქიკური პრობლემები.
გ) დაზარალებულის განწყობა. ძალადობის ფაქტების შეფასებისას მნიშვნელოვანია დაზარალებულის ზოგადი განწყობა. ეს პოლიციელმა უნდა შეაფასოს შემდეგ ასპექტებზე დაყრდნობით:
1. მოძალადისადმი მისი ურთიერთობით;
2. მოძალადისადმი შიში;
3. თავშესაფრის მიღების შეუძლებლობა;
4. საშიში ცხოვრებისეული პოზიცია;
5. პიროვნული პრობლემები, რომლებიც ოჯახური ძალადობის შედეგად წარმოიშვა.
ამ ასპექტებზე დაყრდნობით შესაძლებელია მოვახდინოთ რისკის შეფასება. ქვემოთ მოყვანილ მაგალითზე დაყრდნობით შესაძლოა ამის განხილვა.
ანამ დარეკა პოლიციაში და განაცხადა, რომ მისი ყოფილი ქმარი, დავითი, ხშირად ემუქრებოდა და ახლაც აგრძელებს მუქარას. ის უგზავნის შეტყობინებებს, რომლის შინაარსიც მუქარით არის სავსე. თანაც ასეთი შეტყობინებების რაოდენობა ყოველდღიურად 50-ს აღწევს. ეს მას შემდეგ გრძელდება, რაც ანა 14 დღის წინ გასცილდა მას. მუქარის შინაარსი შემდეგია: ის იწყება დაპირებით, რომ თავს მოიკლავს და მთავრდება იმით, რომ დავითი იმუქრება, რომ მოკლავს ანას და თან მიაყოლებს მის მშობლებს. ანას ძალიან ეშინია, რადგან მიაჩნია, რომ დავითმა შესაძლოა მოახდინოს თავისი მუქარის რეალიზება. ისინი ერთად ცხრა წლის მანძილზე ცხოვრობდნენ. ანას სიტყვებით, დავითს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია, მაგრამ მათი ურთიერთობა ყოველთვის სავსე იყო ფსიქოლოგიური ტერორით: ის ანას ყოველთვის მართავდა, სად წავიდოდა, ვისთან ერთად, როგორ ჩაიცმევდა და ა.შ. თუ ანა რომელიმე წესს დაარღვევდა, დავითი მას ყოველთვის სჯიდა: არ აძლევდა უფლებას, წასულიყო სამსახურში ან სტუმრად. ამის აღსასრულებლად დავითი ანას თავის პისტოლეტს აჩვენებდა ხოლმე. დავითი პოლიციაში იმყოფება აღრიცხვაზე მთელი რიგი სამართალდარღვევების გამო, კერძოდ ნარკოტიკების გამოყენებისთვის და იარაღის არალეგალური შენახვისათვის. ის უმუშევარია, ერთ დროს ჰქონდა რესტორანი, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო მალევე დაიხურა
განვიხილოთ ეს შემთხვევა რისკის შეფასების თვალსაზრისით. პირველი ასპექტიდან სახეზე გვაქვს 5-იდან 2 კომპონენტი, კერძოდ მუქარა (ა, 2) და ზოგადი ძალადობრივი პოზიცია (ა, 5). რაც შეეხება დავითის ზოგად მიდრეკილებას ძალადობისადმი, ადგილი აქვს კრიმინალურ წარსულს (ბ, 1), პრობლემებს ურთიერთობებში (ბ, 2), პრობლემები სამსახურში (ბ, 3) და ნარკომანია (ბ, 4). ხოლო მესამე ასპექტში, დაზარალებულის ზოგად განწყობაში აღინიშნება მხოლოდ მოძალადესადმი უაღრესი შიში (გ, 2). როგორც ვხედავთ, სახეზე გვაქვს 15-იდან 7 კომპონენტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რისკის შეფასებისას მნიშვნელობა აქვს არამარტო კომპონენტების რაოდენობას, არამედ მათ ინტენსივობას.
შესაძლოა დავასკვნათ, რომ ჩვენს მიერ განხილულ შემთხვევაში რისკის შუალედური დონე არსებობს. რისკის ობიექტური შეფასება საშუალებას გვაძლევს შევადგინოთ ჩვენი შემდგომი სამოქმედო გეგმა და მოვახდინოთ დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა
როდესაც შეძლებთ საკმარისი დროის გამოყოფას, დაზარალებულთან ერთად შეიმუშავეთ მისი უსაფრთოხების უზრუნველყოფის გეგმა. ეს შეიძლება მასთან სახლში მოხდეს. მაგრამ, თუ მოძალადეც იქვეა, ქალი ალბათ თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია შეთანხმდეთ პოლიციის განყოფილებაში შეხვედრაზე.
დაზარალებულთან ერთად მისი უსაფრთოხების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებისას უნდა შეასრულოთ შემდეგი მოქმედებები:
2.1 მსხვერპლზე თავდასხმის კონკრეტული ფორმების განსაზღვრა
1. თავდასხმის ფორმის გან-საზღვრა
2. მოძალადის ტაქტიკის შესწავლა
3. აღნიშნულ მომენტში საფრთხის შეფასება
4. უსართხოე-ბის უზრუნვე-ლყოფისთვის გეგმის შემუ-შავება
სქესობრივი თავდასხმა
სთხოვეთ დაზარალებულს შემდეგ კითხვებზე პასუხების სახით გაგცეთ შემდეგი ვარიანტები: „არასდროს“, „ერთხელ“, „ხშირად“. თქვენი პარტნიორი:
- გაიძულებდათ სქესობრივ კავშირი გქონოდათ მასთან?
- გაიძულებდათ სქესობრივ კავშირის დამყარებას გაუკუღმართებული ფორმით?
- გაიძულებდათ სქესობრივ კავშირის დამყარებას სხვა მამაკაცებთან?
- გაიძულებდათ ისეთი სახის სქესობრივ კავშირს, რომელიც თქვენ არ მოგწონდათ?
- გაიძულებდათ თუ არა მასთან სქესობრივ კავშირს, როცა ის მთვრალი ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო?
- სქესობრივ კავშირს მაშინ ამყარებდა, როცა თქვენ გეძინათ?
- გხდიდათ თუ არა ტანსაცმელს თქვენი ნების საწინააღმდეგოდ?
- თქვენი ნების საწინააღმდეგოდ გაიძულებდათ პორნოგრაფიული სურათების გადაღებას?
- თქვენი ნების საწინააღმდეგოდ გაიძულებდათ პროსტიტუციას?
- გაიძულებდათ დაფეხმძიმებულიყავით/გიკრძალავდათ კონტრაცეფციის გამოყენებას?
- გაიძულებდათ აბორტის გაკეთებას?
- გიკრძალავდათ აბორტის გაკეთებას?
- ორსულობის დროს გცემდათ ან თავს გესხმოდათ?
შეინიშნება თუ არა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები, გახშირდა ან უფრო დაჟინებული ხომ არ არის მოძალადის მხრიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება?
დიახ/არა
თუ პასუხი დადებითია, დააზუსტეთ, როგორ:
1..
2..
3. .
ფიზიკური თავდასხმა
სთხოვეთ დაზარალებულს შემდეგ კითხვებზე პასუხების სახით გაგცეთ შემდეგი ვარიანტები: „არასდროს“, „ერთხელ“, „ხშირად“. თქვენი პარტნიორი:
გესროდათ რაიმე საგნებს?
კედელს განარცხებდათ?
ხელიდან არ გიშვებდათ?
გირტყამდათ, გჩქმეტდათ?
ხელით ან რაიმე საგნით გცემდათ?
გახრჩობდათ ან განჯღრევდათ?
ტანზე სიგარეტს გაქრობდათ, ცხელ უთოს გადებდათ, დამწვრობის მიყენებას ცდილობდა?
მუშტებით გირტყამდათ?
წყალში თავს გაყოფინებდათ?
თოკით გაბამდათ, ზურგს უკან ხელებს თოკით გიბამდათ?
გაიძულებდათ თქვენი თავისთვის ჭრილობა მიგეყენებინათ?
თქვენს გაგუდვას ცდილობდა?
თავს იატაკზე ან კედელზე გარტყმევინებდათ?
იარაღით გესხმოდათ თავს?
შეინიშნება თუ არა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები, გახშირდა ან უფრო დაჟინებული ხომ არ არის მოძალადის მხრიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება?
თუ პასუხი დადებითია, დააზუსტეთ, როგორ?:
1. .
2. .
3..
2.2 მოძალადის მიერ გამოყენებული ტაქტიკის შესწავლა

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ქალზე ძალაუფლებისა და კონტროლის შესანარჩუნებლად როგორ ტაქტიკას მიმართავს მოძალადე. მოძალადის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთი ქვემოთ მოცემულ ტაქტიკათაგანი:
I ტაქტიკა - იძულების გამოყენება და მუქარა
II ტაქტიკა - ხვეწნა, უარყოფა და საყვედურები
III ტაქტიკა - შეშინება
IV ტაქტიკა - ბავშვების გამოყენება
V ტაქტიკა - იზოლაცია
VI ტაქტიკა - ფსიქოლოგიური ძალადობა
VII ტაქტიკა - მამაკაცური უპირატესობის გამოვლინება
VIII ტაქტიკა - ფინანსური ხასიათის ძალადობა/სახსრების კონტროლი
IX ტაქტიკა - დამცირება და დეგრადაცია
X ტაქტიკა - მოტყუება, ეშმაკობა
XI ტაქტიკა - შეზღუდვა და აკრძალვა
XII ტაქტიკა - ქალის სექსუალურ ობიექტად ქცევა
I ტაქტიკა - იძულების გამოყენება და მუქარა
სთხოვეთ დაზარალებულს შემდეგ კითხვებზე პასუხების სახით გაგცეთ შემდეგი ვარიანტები: „არასდროს“, „ერთხელ“, „ხშირად“.
თქვენი პარტნიორი
- გემუქრებოდათ ფიზიკური ან სქესობრივი ძალადობით?
- გემუქრებოდათ მოკვლით ან მკვლელის დაქირავებით?
- ემუქრებოდა თქვენთვის ძვირფას სხვა ადამიანს?
- გემუქრებოდათ ბავშვის ან შინაური ცხოველის მოკვლით ან დასახიჩრებით?
- დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გემუქრებოდათ თვითმკვლელობითა და თვითდაზიანებით?
- გემუქრებოდათ, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რომ სამსახური დაგეკარგათ?
- გემუქრებოდათ, რომ თქვენი ქცევის შესახებ კომპეტენტურ ორგანოებს შეატყობინებდა?
- გემუქრებოდათ დეპორტაციით?
- გემუქრებოდათ შვილების წართმევით?
- გემუქრებოდათ იმით, რომ ოჯახის წევრები ან გარშემო მყოფნი ზურგს შე-გაქცევდნენ?
- ემუქრებოდა თქვენს მეგობრებს/ოჯახის წევრებს?
- გემუქრებოდათ, რომ დაბრუნდებოდა და გაგისწორდებოდათ?
- გემუქრებოდათ, რომ სხვებს მოუყვებოდა იმის შესახებ, რისიც თქვენ გრცხვენოდათ?
- გემუქრებოდათ ქონების განადგურებით?
შეინიშნება თუ არა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები, გახშირდა ან უფრო დაჟინებული ხომ არ არის მოძალადის მხრიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება?
თუ პასუხი დადებითია, დააზუსტეთ, როგორ:
1..
2..
3..
II ტაქტიკა - ხვეწნა, უარყოფა და საყვედურები
სთხოვეთ დაზარალებულს შემდეგ კითხვებზე პასუხების სახით გაგცეთ შემდეგი ვარიანტები: „არასდროს“, „ერთხელ“, „ხშირად“.
თქვენი პარტნიორი:
ცდილობდა ძალადობის სიმძიმის შემცირებას?
ამცირებდა მიყენებულ ზიანს?
უარყოფდა ძალადობის ფაქტს?
გეუბნებოდათ, რომ არავინ დაგიჯერებდათ?
გადანაშაულებდათ ძალადობის პროვოცირებაში?
აცხადებდა, რომ ძალადობა თქვენ თვითონ გინდოდათ?
ამბობდა, რომ ძალადობა თქვენ თვითონ გინდოდათ, იმიტომ რომ წინააღმდეგობას არ უწევდით?
ამბობდა, რომ შეგეძლოთ მისთვის ძალადობის შეწყვეტა მოგეთხოვათ?
ამბობდა, რომ თქვენ იყავით დამნაშავე, რომ იქ აღმოჩნდით?
ამბობდა, რომ დარჩენა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ?
ამბობდა, რომ თქვენ იწვევდით მას?
შეინიშნება თუ არა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები, გახშირდა ან უფრო დაჟინებული ხომ არ არის მოძალადის მხრიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება?
თუ პასუხი დადებითია, დააზუსტეთ, როგორ:
1..
2..
3..
III ტაქტიკა - შეშინება
სთხოვეთ დაზარალებულს შემდეგ კითხვებზე პასუხების სახით გაგცეთ შემდეგი ვარიანტები: „არასდროს“, „ერთხელ“, „ხშირად“.
თქვენი პარტნიორი:
გაშინებდათ თავისი მოქმედებებით, ჟესტებითა და გამოხედვით?
ძვირფას ნივთებს ისროდა და ამტვრევდა?
გიყვიროდათ?
იარაღი შეიძინა ან თქვენი შეშინების მიზნით იარაღის დემონსტრირებას ახდენდა?
ხელს ან რაიმე ნივთს ისე იღერებდა, თითქოს თქვენთვის დარტყმა ჰქონდა განზრახული?
ავტომანქანის მართვისას სახიფათოდ იქცეოდა?
თქვენთვის სამაგალითო რომ ყოფილიყო, სხვა ადამიანებს სასტიკად ეპყრობოდა?
გიყვებოდათ სხვა ადამიანებთან სასტიკად მოპყრობის შესახებ?
გდევნიდათ?
სახლში ან სამსახურში გითვალთვალებდათ?
ტელეფონზე გირეკავდათ და გაშინებდათ?
ისე იქცეოდა, რომ თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები თქვენთან ურთიერთობას გაურბოდნენ/ეშინოდათ?
გაფრთხილებდათ, რომ არავისთვის გეთქვათ ძალადობის შესახებ?
გეუბნებოდათ, რომ თქვენი ცემა სურდა?
ცემით გემუქრებოდათ, თუ არ დაუჯერებდით?
გიგზავნიდათ საჩუქრებს, რომლებიც თქვენ არ გსურდათ?
გახსენებდათ, რომ ქვეყანაში ყოფნის უფლება არ გქონდათ?
შეინიშნება თუ არა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები, გახშირდა ან უფრო დაჟინებული ხომ არ არის მოძალადის მხრიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება?
თუ პასუხი დადებითია, დააზუსტეთ, როგორ:
1..
2..
3..
IV ტაქტიკა - ბავშვების გამოყენება
სთხოვეთ დაზარალებულს შემდეგ კითხვებზე პასუხების სახით გაგცეთ შემდეგი ვარიანტები: „არასდროს“, „ერთხელ“, „ხშირად“.
თქვენი პარტნიორი:
ბავშვების წართმევით გემუქრებოდათ?
გემუქრებოდათ, რომ თქვენი ქცევის შესახებ ბავშვთა დაცვის სამსახურებს/სოციალური დაცვის სამსახურებს შეატყობინებდა?
გემუქრებოდათ ბავშვებისთვის ზიანის მიყენებით?
განქორწინების/დაშორების შემდეგ ბავშვებთან ურთიერთობას თქვენს შესაშინებლად იყენებდა?
ბავშვების მეშვეობით მუქარასა და მოთხოვნებს გადმოგცემდათ?
ბავშვებს თქვენს საწინააღმდეგოდ განაწყობდა?
ბავშვების თანდასწრებით სასტიკად გეპყრობოდათ?
თქვენი თანდასწრებით ბავშვებს სასტიკად ეპყრობოდა?
ბავშვებისაგან ინფორმაციას იღებდა?
ბავშვებს ცუდად ეპყრობოდა?
გეუბნებოდათ, რომ ცუდი დედა ხართ?
გემუქრებოდათ, რომ ბავშვებს ეტყოდა, რომ მათი დედა პროსტიტუციით იყო დაკავებული?
შეინიშნება თუ არა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები, გახშირდა ან უფრო დაჟინებული ხომ არ არის მოძალადის მხრიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება?
თუ პასუხი დადებითია, დააზუსტეთ, როგორ:
1..
2..
3..
V ტაქტიკა - იზოლაცია
სთხოვეთ დაზარალებულს, შემდეგ კითხვებზე პასუხების სახით გაგცეთ შემდეგი ვარიანტები: „არასდროს“, „ერთხელ“, „ხშირად“.
თქვენი პარტნიორი:
გიშლიდათ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას?
თქვენს წინააღმდეგ განაწყობდა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს?
ერეოდა თქვენი და სხვა ადამიანების ურთიერთობაში?
ხელს გიშლიდათ სწავლაში ან მუშაობაში?
ეჭვიანობდა და გითვალთვალებდათ?
ხელს გიშლიდათ ადგილობრივი ენის შესწავლაში?
პასპორტი ან დოკუმენტები წაგართვათ?
დროს გიკონტროლებდათ?
სახლში ან ოთახში კარჩაკეტილს გტოვებდათ?
თქვენი საზოგადოებისგან ან ეკლესიისგან იზოლირებას ახდენდა?
სხვა ქვეყანაში/ქალაქში გადაგიყვანათ?
გაიძულებდათ, ბევრი გემუშავათ?
ფულს არ გაძლევდათ, რომ სახლიდან გასვლა არ შეგძლებოდათ?
აკონტროლებდა თქვენს ტრანსპორტზე ან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას?
მუდამ თან დაგყვებოდათ (მათ შორის ექიმთან ვიზიტზე და ა.შ.)?
თქვენს გადაადგილებას ზღუდავდა?
აღნიშნავდა, რამდენი ხნის განმავლობაში გადიოდით სახლიდან?
შეინიშნება თუ არა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები, გახშირდა ან უფრო დაჟინებული ხომ არ არის მოძალადის მხრიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება?
თუ პასუხი დადებითია, დააზუსტეთ, როგორ:
1..
2..
3..
VI ტაქტიკა - ფსიქოლოგიური ძალადობა
სთხოვეთ დაზარალებულს შემდეგ კითხვებზე პასუხების სახით გაგცეთ შემდეგი ვარიანტები: „არასდროს“, „ერთხელ“, „ხშირად“.
თქვენი პარტნიორი:
გეუბნებოდათ, რომ არანორმალური/შეშლილი იყავით?
გარწმუნებდათ, რომ არანორმალური/შეშლილი იყავით?
გამცირებდათ, საწყენი მეტსახელებით მოგიხსენიებდათ?
საკუთარი თავის რწმენას გართმევდათ?
ხასიათი უეცრად ეცვლებოდა?
მისი ქცევის წინასწარმეტყველება შეუძლებელი იყო?
გეუბნებოდათ, რომ თქვენი გრძნობები ან რეაქციები
არარაციონალური/არანორმალური იყო?
აკრიტიკებდა თქვენს მიერ შვილების აღზრდას?
აკრიტიკებდა თქვენს მუშაობას (სახლში ან სამსახურში)?
აღარ გამოხატავდა სიყვარულსა და შეჩვევას?
იგნორირებას გიკეთებდათ და არ გელაპარაკებოდათ?
ბავშვებთან მიმართებაში რასიზმს ავლენდა?
თქვენს სისუსტეებს თქვენს საწინააღმდეგოდ იყენებდა?
გეუბნებოდათ, რომ მისი სისასტიკის მიზეზი მისი თქვენდამი სიყვარული იყო?
თქვენს გარეგნობასთან/უნარებთან დაკავშირებით უარყოფით შენიშვნებს გაძლევდათ?
გადანაშაულებდათ ოჯახის ღირსების შებღალვაში?
გიკრძალავდათ ექიმთან ვიზიტს/წამლების მიღებას?
შეინიშნება თუ არა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები, გახშირდა ან უფრო დაჟინებული ხომ არ არის მოძალადის მხრიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება?
თუ პასუხი დადებითია, დააზუსტეთ, როგორ:
1..
2..
3..
VII ტაქტიკა - მამაკაცური უპირატესობის გამოვლინება
სთხოვეთ დაზარალებულს შემდეგ კითხვებზე
პასუხების სახით გაგცეთ შემდეგი ვარიანტები: „არასდროს“, „ერთხელ“, „ხშირად“.
თქვენი პარტნიორი:
ისე გეპყრობოდათ,როგორც მეორე ხარისხოვან ადამიანს ან მოახლეს?
თქვენს ნაცვლად იღებდა გადაწყვეტილებებს?
მოითხოვდა თქვენგან, რომ მისთვის დაგეჯერებინათ?
უარს ამბობდა ბავშვებზე ზრუნვასა და სახლში რაიმე სამუშაოს შესრულებაზე?
ორმაგი სტანდარტით მოქმედებდა?
გაგრძნობინებდათ, რომ არ უყვარდით/პატივს არ გცემდათ?
მამაკაცისა და ქალის როლებთან დაკავშირებით მკაცრ წესებს ადგენდა?
ამტკიცებდა, რომ მამაკაცს ქალთა სქესობრივი კავშირის დამყარების უფლება მაშინ აქვს, როცა მამაკაცს სურს ეს?
თქვენს წინააღმდეგ იყენებდა საზოგადოებაში ან ოჯახში მის მაღალ მდგომარეობას?
შეინიშნება თუ არა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები, გახშირდა ან უფრო დაჟინებული ხომ არ არის მოძალადის მხრიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება?
თუ პასუხი დადებითია, დააზუსტეთ, როგორ:
1..
2..
3. .
VIII ტაქტიკა - ფინანსური ხასიათის ძალადობა/სახსრების კონტროლი
სთხოვეთ დაზარალებულს შემდეგ კითხვებზე პასუხების სახით გაგცეთ შემდეგი ვარიანტები: „არასდროს“, „ერთხელ“, „ხშირად“.
თქვენი პარტნიორი:
ხელს გიშლიან სამსახურის დაწყებაში ან შენარჩუნებაში?
ფულს გართმევდათ?
უარს გეუბნებოდათ ფულის მოცემაზე?
ითხოვდა ანგარიშს ყველა შენაძენისთვის?
გაიძულებდათ გეთხოვათ მისთვის ფულის მიცემა?
წინასწარგანზრახულად არასწორ ინფორმაციას გაწვდიდათ თქვენი უფლებების შესახებ?
უარს გეუბნებოდათ ოჯახის შემოსავლის/ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე?
გაიძულებდათ გეშოვათ ფული, რომელსაც შემდეგ ის გართმევდათ/ხარჯავდა?
ვალს/სესხს იღებდა და ელოდა, თქვენ როდის დაფარავდით მას?
თქვენი სახელით იღებდა ვალს/სესხს?
უარს ამბობდა ეკონომიკური თავისუფლების შესახებ თქვენი ამბიციის დაკმაყოფილებაზე?
თქვენი მორჩილებისთვის ფულს იყენებდა (ჯილდო დათმობისთვის/მორჩილებისთვის)?
გაიძულებდათ თაღლითობა ჩაგედინათ?
შეინიშნება თუ არა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები, გახშირდა ან უფრო დაჟინებული ხომ არ არის მოძალადის მხრიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება?
თუ პასუხი დადებითია, დააზუსტეთ, როგორ:
1..
2. .
3. .
IX ტაქტიკა - დამცირება და დეგრადაცია
სთხოვეთ დაზარალებულს შემდეგ კითხვებზე პასუხების სახით გაგცეთ შემდეგი ვარიანტები: „არასდროს“, „ერთხელ“, „ხშირად“.
თქვენი პარტნიორი:
დაგცინოდათ?
სხვა ადამიანების თანდასწრებით შეურაცხყოფას გაყენებდათ?
სხვა ადამიანების თანდასწრებით გამცირებდათ?
სახლში გამწყვდევდათ/გკეტავდათ?
ღამით სახლში არ გიშვებდათ ან შიშველს გაგდებდათ სახლიდან?
მუდმივად აკრიტიკებდა თქვენ ან თქვენს შესაძლებლობებს?
ისეთ რაღაცეებს გეუბნებოდათ, რომელიც თქვენს ღრმა სულიერ ტკივილს გაყენებდათ?
ოჯახის შემარცხვენელს/სულელს/უწესოს გიწოდებდათ?
არარაობას/მეძავს გიწოდებდათ?
გეუბნებოდათ, რომ არცერთი სხვა მამაკაცი არ მოისურვებდა თქვენთან ყოფნას?
თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, გაიძულებდათ, რომ სხვა მამაკაცებთან გქონოდათ სქესობრივი კავშირი?
თქვენი ნების საწინააღმდეგოდ გაიძულებდათ პორნოგრაფიული მასალის ყურებას ან მის გადაღებაში მონაწილეობას?
თქვენს ეთნიკურ წარმომავლობას თქვენს დასამცირებლად იყენებდა?
მისთვის სიყვარულის დასამტკიცებლად გაიძულებდათ, დაგერღვიათ კანონი?
სიძულვილით გექცეოდათ?
ისეთი რამეების გაკეთებას გაიძულებდათ, რისიც გრცხვენოდათ?
არ გაძლევდათ პირადი საქმეებით დაკავების საშუალებას?
გაიძულებდათ, გეთხოვათ მისთვის, არ მოეყენებინა თქვენთვის ტკივილი?
გაიძულებდათ გეთქვათ, რომ თქვენ ეს მოგწონდათ/გინდოდათ/ სიამოვნებას იღებდით?
გაიძულებდათ ისეთი რამის გაკეთება, რაც სექსუალური თვალსაზრისით დამამცირებლად მიგაჩნდათ?
შეინიშნება თუ არა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები, გახშირდა ან უფრო დაჟინებული ხომ არ არის მოძალადის მხრიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება?
თუ პასუხი დადებითია, დააზუსტეთ, როგორ:
1..
2..
3..
X ტაქტიკა - მოტყუება, ეშმაკობა
სთხოვეთ დაზარალებულს შემდეგ კითხვებზე პასუხების სახით გაგცეთ შემდეგი ვარიანტები: „არასდროს“, „ერთხელ“, „ხშირად“.
თქვენი პარტნიორი:
გატყუებდათ?
გპირდებოდათ, რომ ოფიციალური სამსახური გექნებოდათ, თუ ეს პროსტიტუაციას უკავშირდებოდა?
თავიდან გეუბნებოდათ, რომ თქვენთან ერთად ყავის დალევა ან საუბარი სურდა, შემდეგ კი თავს გესხმოდათ?
გთავაზობდათ სახლამდე მიცილებას, რომ შემდეგ დაედგინა თქვენი საცხოვრებელი ადგილი?
მასთან რომ დარჩენილიყავით, გპირდებოდათ, რომ შეიცვლებოდა?
გეუბნებოდათ, რომ სხვა ადამიანები არ დაგიჯერებდნენ/მათ ეს არ მოეწონებოდათ?
გარწმუნებდათ, რომ კომპეტენტური ორგანოები არ დაგიჯერებდნენ და არ დაგეხმარებოდნენ?
ძალადობის გასამართლებლად იგონებდა ისტორიებს?
ატყუებდა ოჯახს/მეგობრებს/სხვა ადამიანებს?
შეინიშნება თუ არა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები, გახშირდა ან უფრო დაჟინებული ხომ არ არის მოძალადის მხრიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება?
თუ პასუხი დადებითია, დააზუსტეთ, როგორ:
1..
2..
3..
XI ტაქტიკა - შეზღუდვა და აკრძალვა
სთხოვეთ დაზარალებულს, შემდეგ კითხვებზე პასუხების სახით გაგცეთ შემდეგი ვარიანტები: „არასდროს“, „ერთხელ“, „ხშირად“. თქვენი პარტნიორი:
არ გაწვდიდათ საკვებსა და სასმელს?
არ გაძლევდათ ძილის საშუალებას?
არ გაძლევდათ სამედიცინო ხასიათის დახმარების მიღების შესაძლებლობას?
გიკრძალავდათ იმ ქვეყნის ენის შესწავლას, სადაც ცხოვრობდით?
შეინიშნება თუ არა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები, გახშირდა ან უფრო დაჟინებული ხომ არ არის მოძალადის მხრიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება? თუ პასუხი დადებითია, დააზუსტეთ, როგორ:
თუ პასუხი დადებითია, დააზუსტეთ, როგორ:
1..
2..
3..
XII ტაქტიკა - ქალის სექსუალურ ობიექტად ქცევა
სთხოვეთ დაზარალებულს შემდეგ კითხვებზე პასუხების სახით გაგცეთ შემდეგი ვარიანტები: „რასდროს“, „ერთხელ“, „ხშირად“.
თქვენი პარტნიორი:
უარყოფითად მოიხსენიებდა თქვენს სხეულს/სექსუალურ ქცევას?
თქვენი გამოსახულებით აქვეყნებდა პორნოგრაფიულ ფოტოებს?
არ გაძლევდათ საშუალებას თავად აგერჩიათ სქესობრივი კავშირის სახე?
გიწოდებდათ „ბინძურ მეძავსა“ და „ბოზს“?
გარწმუნებდათ, რომ მას მაშინ ჰქონდა თქვენთან სქესობრივი კავშირის დამყარების უფლება, როცა მას სურდა?
გთხოვდათ ან დაჟინებით მოითხოვდა, შეგეცვალათ სხეულის ფორმა?
გთხოვდათ ან დაჟინებით მოითხოვდა გეტარებინათ გარკვეული ტანსაცმელი?
ისე გეპყრობოდათ, როგორც მხოლოდ სექსუალურ ობიექტს?
არასოდეს ზრუნავდა იმაზე, რომ სქესობრივ კავშირს თქვენთვისაც მოენიჭებინა სიამოვნება?
უარს ამბობდა უსაფრთხო სექსზე?
თქვენს დასამცირებლად სხვა ქალებთან ამყარებდა სქესობრივ კავშირს?
ფიზიკური ძალადობის შემდეგ გაიძულებდათ სქესობრივი კავშირის ქონას?
შეინიშნება თუ არა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილებები, გახშირდა ან უფრო დაჟინებული ხომ არ არის მოძალადის მხრიდან ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება?
თუ პასუხი დადებითია, დააზუსტეთ, როგორ:
1..
2..
3..
2.3 საფრთხის შეფასება

მესამე ეტაპი არსებულ მომენტში არსებული საფრთხის შეფასებაა, რომელიც დაზარალებულის მიერ რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ტარდება. კითხვებზე რაც უფრო მეტ დადებით პასუხს იღებთ, მომავალში მით უფრო სახიფათო ხდება ძალადობა.
1 კითხვა. დაზარალებულს რამდენად ხშირი ურთიერთობა აქვს მოძალადესთან/მის მეგობრებთან?
ქალი ცხოვრობს ან მუშაობს მოძალადესთან ერთად. დიახ/არა
მოძალადემ იცის, სად ცხოვრობს ქალი/იცის მისი ტელეფონის ნომერი. დიახ/არა
მოძალადე უთვალთვალებს/აწუხებს ქალს. დიახ/არა
ქალს ხშირად აქვს ურთიერთობა მოძალადესთან. მოძალადე მასთან მოდის.
დიახ/არა
მოძალადის მეგობრებს/ნაცნობებს მასთან აქვთ მუდმივი კავშირი. მოძალადეს კანონიერი უფლება აქვს, მოინახულოს ქალის შვილები. დიახ/არა
მოძალადეს სურს ქალთან შერიგება/ერთად ცხოვრება. დიახ/არა
მოძალადემ დაარღვია სასამართლოს ბრძანება. დიახ/არა
2 კითხვა. უკანასკნელი კონტაქტის ხასიათი/ზოგადი განწყობა
ქალის ცემის მუქარა. დიახ/არა
ქალის გაუპატიურების/მოკვლის მუქარა. დიახ/არა
ბავშვების ან ოჯახის სხვა წევრების ცემის მუქარა. დიახ/არა
ისეთი სახის განცხადება, როგორიცაა „თუ ჩემგან წასვლას შეეცდები, აუცილებლად გიპოვნი“. დიახ/არა
ისეთი სახის განცხადება, როგორიცაა „პოლიციაში თუ წახვალ, ინანებ“. დიახ/არა
ყოფილი პარტნიორის მხრიდან გაკეთებული ისეთი სახის განცხადება, როგორიცაა „შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია“ ან „ჩემს გარეშე, ვერ იცხოვრებ“. დიახ/არა
ჩემს წინაშე ვალში ხარ. დიახ/არა
მე შევიცვალე, კიდევ ერთი შანსი მომეცი. დიახ/არა
ისეთი ზეპირი შეურაცხყოფა, როგორიცაა „ბოზო“. დიახ/არა
ან ჩემთან ერთად იქნები, ან არავისთან. დიახ/არა
3. კითხვა. რისკის დამატებითი ინდიკატორები
ქალს ეშინია ძალადობის განმეორების? დიახ/არა
ეშინია თუ არა ქალს სასამართლო პროცესის დანიშნული თარიღის? დიახ/არა
დაკავებული/დაპატიმრებული მოძალადე სასამართლო პროცესს უნდა დაესწროს? დიახ/არა
მოძალადე თავისუფალია და იქ დაბრუნდა, სადაც ქალი ცხოვრობს? დიახ/არა
მოძალადე ქალს დეპორტაციით ემუქრება/ ეუბნება, რომ მან ხელისუფლებას მის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა? დიახ/არა
ქალი ფიქრობს/გეგმავს მიმალვას/ურთიერთობის შეწყვეტას? დიახ/არა
აქვს თუ არა ქალს სხვასთან ახალი ურთიერთობა? დიახ/არა
მოძალადემ ბოლო დროს იარაღი ხომ არ შეიძინა ან ხომ არ ემუქრებოდა ქალს იარაღის შეძენით? დიახ/არა
ბოლო დროს მოძალადემ გაახშირა ალკოჰოლის/ნარკოტიკის მოხმარება? დიახ/არა
ქალი უფრო იზოლირებულ ადგილას გადავიდა? დიახ/არა
ქალი ორსულადაა? დიახ/არა
ქალი იზოლირებულია? დიახ/არა
ქალს უჭირს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა? დიახ/არა
ფიზიკური ძალადობა უფრო სასტიკი გახდა? დიახ/არა
ქალზე კონტროლი უფრო სასტიკი გახდა? დიახ/არა
ქალი წინააღმდეგობას აწყდებოდა, როცა ცდილობდა ძალადობისაგან დაეღწია თავი? დიახ/არა
ქალს ეშინია შვილების/ოჯახის გამო? დიახ/არა
მოძალადე სხვა ქალების/ბავშვების მიმართაც იყენებდა ძალადობას? დიახ/არა
ქალს უთხარით, რომ მუდმივად განმეორებადი ძალადობა ქრონიკული სიტუაციაა, რომელიც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. ნებისმიერ ქალს, რომელიც ძალადობას განიცდის, ემუქრება ძალადობის ესკალაცია და მოძალადის მხრიდან კონტროლის გამკაცრება. დამაჯერებლად აუხსენით მას, რომ ქალი აუცილებლად უნდა დაგიკავშირდეთ, თუ სიტუაცია უფრო სახიფათო გახდება.
![]() |
7.4 3. უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა |
▲ზევით დაბრუნება |

მეოთხე და ბოლო ეტაპია მსხვერპლთან ერთად უსაფრთხოების პერსონალური გეგმის შემუშავება, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
- არასდროს არ შეიძლება უსაფრთხოებაში მსხვერპლის მოთხოვნილებების მინიმალიზება;
- არ ივარაუდოთ, რომ ადრე დაზარალებული არ ცდილობდა რაიმე გაეკეთებინა. ჯერ მოისმინეთ მისი მონათხრობი, ძალადობის თავიდან ასაცილებლად თუ რა გზებს მიმართავდა, ჰკითხეთ, რამდენად ეფექტური იყო ეს მცდელობები.
- უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა გამოიყენეთ იმ სტრატეგიის გათვალისწინებით, რომელსაც ქალმა უკვე მიმართა. უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად მიაწოდეთ მას ახალი იდეები და რესურსი.
- გახსოვდეთ, რომ დაზარალებულისთვის შეიძლება სახიფათო იყოს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის სახლში წაღება, თუკი ის ისევ მოძალადესთან ცხოვრობს ან რეგულარული კონტაქტი აქვს მასთან.
- ხაზი გაუსვით იმას, რომ ქალს არ შეუძლია ქმრის აგრესიული ქცევის კონტროლირება. თუმცა მას ძალადობაზე რეაქციისა და საკუთარი/ბავშვების უსაფრთხოების ამაღლების რამდენიმე ვარიანტი აქვს.
- მოელაპარაკეთ მას შემდეგ შეხვედრაზე, რათა განიხილოთ გეგმა. რამდენადაც სახიფათოა არსებულ დროს სიტუაცია, მით უფრო სწრაფად არის მიზანშეწონილი შემდეგი შეხვედრის დანიშვნა.
- დაეხმარეთ დაზარალებულს დაადგინოს, ვის საჭიროებას განიცდის და ვის ენდობა ყველაზე მეტად, რათა ეს ადამიანები დაეხმარონ მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში (მეგობრები, ოჯახის წევრები, მეზობლები, თანამშრომლები).
- თქვენ უნდა იცოდეთ ის ორგანიზაციები, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლს უწევენ დახმარებას, გააგზავნეთ ქალი ამ ორგანიზაციებსა და უწყებებში.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმაში გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი ასპექტები
1) უსაფრთხოება სახლში ძალადობის ინციდენტის დროს;
2) უსაფრთხოება სახლიდან წასასვლელად მზადების დროს;
3) უსაფრთხოება დაზარალებულის კუთვნილ სახლში;
4) უსაფრთხოების შესახებ დაცვის სასამართლო ბრძანების დროს;
5) უსაფრთხოება სამსახურში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;
6) უსაფრთხოება და კეთილდღეობა.
დაზარალებულთან ერთად შეავსეთ შემდეგი ბლანკი:
თარიღი: _______________
შემოწმების თარიღები:
1 თარიღი______________ 2 თარიღი_______________ 3 თარიღი |
1) სახლში ძალადობის ინციდენტის დროს
მე შემიძლია გამოვიყენო ერთ-ერთი შემდეგი სტრატეგია:
ა. როცა ვიგრძნობ, რომ ინციდენტი შეიძლება მოხდეს, შევეცდები ისეთ ადგილას ვიმყოფებოდე, სადაც ნაკლები რისკი არსებობს (მაგალითად, შევეცდები არ ვიყო სააბაზანოში, სამზარეულოში ან ოთახში, რომლიდანაც გარეთ გასასვლელი არ არის).
ბ. მე ვეტყვი __________________და_________________ ძალადობის შესახებ და ჩემი სახლიდან გამავალი საეჭვო ხმაურის შემთხვევაში, ვთხოვ, პოლიციას დაუკავშირდნენ. (დაასახელეთ ორი მეზობელი მაინც).
გ. -------------------- -ს ჩემს მეგობრებთან ან ბავშვებთან კოდურ სიტყვად გამოვიყენებ, რათა ისინი მიხვდნენ, რომ დახმარებას ვსაჭიროებ.
დ. ჩემს შვილებს დავაზეპირებინებ გვარს, სრულ მისამართს და ვასწავლი ტელეფონით სარგებლობას, რათა შეძლონ პოლიციაში დარეკვა, ვინაობისა და მისამართის შეტყობინება და თქმა, რომ მათ დედას სცემენ.
ე. შვილებს ვასწავლი, თუ სახლში არიან და მე მცემენ, სად უნდა იყვნენ და მათი უსაფრთხოებისთვის სად უნდა წავიდნენ.
ვ. თუ სახლიდან წასვლის გადაწყვეტილებას მივიღებ, მე _______________________________________ _______________________________________ ________________________________________________________________________________
(მოიფიქრეთ, უსაფრთხოდ როგორ უნდა დატოვოთ სახლი. რომელ გზას, რომელ კარს, ფანჯარას ან სახანძრო კიბეს გამოიყენებთ?)
ა. შემიძლია მოვამზადო საფულე და ავტომანქანის გასაღები, ასევე მნიშვნელოვანი დოკუმენტები და შევინახო ისინი ________________ (მიუთითეთ ადგილი), რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდე.
ბ. თუ სახლიდან მომიხდა წამოსვლა, წავალ ---------------------------------------- თან, (ეს საკითხი გადაწყვიტეთ მაშინაც, თუ გგონიათ, რომ ძალადობა აღარ განმეორდება), თუ მასთან ვერ მივალ, მაშინ მივალ ------------------------------ თან ან ---------------------------------თან.
არ დაგავიწყდეთ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანებისთვის თქვენი გეგმის გაზიარება და იმის ახსნა, თუ რა სახის დახმარება შეიძლება მათგან დაგჭირდეთ. |
2) უსაფრთხოება სახლიდან წასასვლელად მზადების დროს
უსაფრთხოების მიზნით უმჯობესია შეიმუშაოთ სახლიდან წასვლის სტრატეგია, რადგან ხშირად ქალს სახლიდან უცებ გაქცევა უხდება. გეგმის შედგენა უკეთესია თქვენთვის (და თქვენი შვილებისთვის) თუ არის ამის შესაძლებლობა, რადგან მამაკაცთა უმეტესობა ძალზედ აგრესიულად იქცევა, როდესაც იგებს, რომ მეუღლემ მისი მიტოვება გადაწყვიტა.
სახლიდან წასვლის სტრატეგიის შემუშავებისას მე გამოვიყენებ ზოგიერთ ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიას:
ა. დავტოვებ ფულს, მნიშვნელოვანი საბუთების ასლებს და სათადარიგო გასაღებს -------------, რათა შესაძლებლობა მქონდეს სწრაფად წავიდე სახლიდან.
ბ. გავხსნი შემნახველ ანგარიშს -------------------- ბანკში, რათა უფრო მეტად დამოუკიდებელი ვიყო.
გ. იმ იურისტისგან მივიღებ კონსულტაციას, რომელსაც ასეთ საქმეებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
დ. გავესაუბრები _____________ და _______________, რათა გავარკვიო, უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში ვის შეუძლია შემიფაროს და მასესხოს ფული.
ე. შემიძლია დავტოვო ზოგიერთი ნივთი (ტანსაცმელი) _________თან.
ვ. წინასწარ დავსახავ სახლიდან წასვლის გეგმას.
ზ. ჩემი დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით შემიძლია შემდეგის გაკეთება:
1) შევიძინო მობილური ტელეფონი და დავიმახსოვრო ნომერი, რომელიც უნდა ავკრიფო საფრთხის შემთხვევაში.
2) დავრეკო ადგილობრივი ნდობის ტელეფონზე/მივმართო მხარდაჭერის ჯგუფს/ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს: მათი ტელეფონის ნომერია:
3) ნებისმიერ დროს ჩემს ტელეფონზე შევცვალო შემომავალი ზარების რეჟიმი.
4) გადავხედავ სახლიდან წასვლის გეგმას ყოველ _________, რათა შევარჩიო სახლიდან წასვლის ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი. |
3) უსაფრთხოება ჩემს საკუთარ სახლში
შემიძლია მივმართო უსაფრთოხოების შემდეგ ზომებს:
ა. შემიძლია უმოკლეს ვადაში გამოვცვალო საკეტები კარებსა და ფანჯრებზე.
ბ. შემიძლია ვთხოვო ____________________________________ დამიყენოს საკეტები ფანჯრებზე და/ან ურდული შემოსასვლელ კარზე.
გ. შემიძლია დავაყენო ისეთი უსაფრთხოების სისტემები, როგორიცაა დამატებითი საკეტები, გისოსები ფანჯრებზე, სპეციალური ბჯენები კარზე, ელექტრონული სიგნალიზაცია.
დ. შემიძლია ხის კარი შევცვალი რკინის/მეტალის კარით.
ე. შემიძლია დავაყენო სახანძრო სიგნალიზაცია, შევიძინო და დავაყენო ცეცხლმაქრი ჩემი სახლის ყველა სართულზე.
ვ. შემიძლია დავაყენო გარე განათების სისტემა, რომელიც რეაგირებს მოძრაობაზე და შუქი ავტომატურად ინთება, როდესაც ადამიანი უახლოვდება სახლს.
ზ. შემიძლია შევიძინო მობილური/ფიჭური ტელეფონი.
თ. შემიძლია პოლიციას მივმართო ჩემი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაცვითი ზომების მიღების თხოვნით.
ი. თუ მოძალადე დავინახე ჩემს სახლთან ან იგი დამემუქრა, ან ცდილობს დამიკავშირდეს რაიმე სხვა გზით, დავრეკავ პოლიციაში.
კ. ვთხოვ ______________ დარეკონ პოლიციაში, თუ დაინახეს მოძალადე ჩემს სახლთან.
ლ. ვასწავლი ბავშვებს ტელეფონით სარგებლობას, რათა შესძლონ ტელეფონით დარეკვა საფრთხის შემთხვევაში ან დამირეკონ, თუ ისინი გაიტაცეს.
მ. გავაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ზრუნავს ჩემს შვილებზე თუ ვის უნდა და ვის არ უნდა გაატანონ ბავშვები. |
4) უსაფრთხოება დაცვის შესახებ სასამართლო ბრძანების დროს
დაცვის ბრძანებები - ეს არის სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები გადაადგილებაზე და კონკრეტული პირის მოქმედებებზე. არსებობს დაცვის ბრძანებების შემდეგი ნაირსახეობები: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ვალდებულება, შემზღუდავი/დაცვის ბრძანება, ბრძანება, რომელიც შეიცავს გირაოს საფუძველზე გათავისუფლების პირობებს; ბრძანება, რომელიც შეიცავს ვადამდელი გათავისუფლების პირობებს; ბრძანება ბავშვის მეურვეო-ბაზე/ბრძანება ხელმისაწვდომობაზე. ზოგი მოძალადე ასრულებს დაცვის ბრძანებებს, მაგრამ არავის არ აქვს გარანტია, რომ ის არ დაარღვევს ამ ბრძანებას. ხშირ შემთხვევებში, აუცილებელია პოლიციამ ან სასამართლომ კონტროლი გაუწიოს ბრძანების შესრულებას.
ა.შევინახავ დაცვის ბრძანების დოკუმენტს(ებს) (შეძლებისდაგვარად ორიგინალს) __________________ (მიუთითეთ ადგილი). (ყოველთვის იქონიეთ იგი თქვენთან ან ახლოს. ჩანთის გამოცვლის შემთხვევაში, პირველ რიგში, შეამოწმეთ ჩადეთ თუ არა ახალ ჩანთაში ბრძანება. კარგი იქნება, თუ ბრძანების ასლებსაც იქონიებთ, ყოველი შემთხვევისათვის).
ბ. შევატყობინებ ჩემს უფროსს, მეგობრებს, მეზობლებს, ჩემი შვილების მასწავლებლებს სკოლაში და ბაღში გამზრდელებს (მიუთითეთ გვარები) _______________________________________რომ მაქვს დაცვის ბრძანება.
გ. თუ მოძალადე გაანადგურებს ბრძანებას, მე შემიძლია მოვიპოვო დუბლიკატი (ასლი) სასამართლოში, ჩემს ადვოკატთან ან _________________________________თან.
დ. თუ ველოდები უსიამოვნებას, შემიძლია შევატყობინო ამის შესახებ პოლიციას და ვთხოვო უფრო ფხიზლად იყონ.
ე. თუ მოძალადე დაარღვევს დაცვის ბრძანებას, გამოვიძახებ პოლიციას და შევატყობინებ მომხდარი ფაქტის შესახებ, ასევე შევატყობინებ ნებისმიერ სხვა პირს, რომელმაც უნდა იცოდეს ბრძანების შეუსრულებლობის შესახებ, ჩემი ადვოკატის და სასამართლოს/მოსამართლის ჩათვლით. (აუცილებელია შეატყობინოთ ბრძანების შეუსრულებლობის ყოველი შემთხვევის შესახებ)
ვ. თუ მე არ ვარ კმაყოფილი პოლიციის ქმედებებით, უფლება მაქვს ვიჩივლო პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან და ასევე, შევატყობინო ჩემს ადვოკატს, მოსამართლეს/მომრიგებელ მოსამართლეს და სხვა ოფიციალურ პირებს. |
5) უსაფრთხოება სამსახურში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
როდესაც ქალი მიდის მოძალადისგან, მოძალადეს შეუძლია მას სდიოს სამსახურშიც და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც. მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში ზოგიერთმა თანამშრომელმა იცოდეს, რა ხდება: უშუალო კოლეგებმა, უფროსმა, მდივანმა და ყარაულმა. არ არის აუცილებელი მათ იცოდენ ისტორიის დეტალები, მაგრამ შეგიძლიათ სთხოვოთ შეზღუდონ თქვენთან მომსვლელ პირთა რაოდენობა ან წინასწარ დაგირეკონ, თუ მოძალადე შემოვიდა შენობაში.
შემიძლია გავაკეთო ერთ-ერთი, ან ყველა მოქმედება:
ა. თუ მათ ვენდობი, შემიძლია შევატყობინო ჩემს უფროსს, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს და _____________ ჩემზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.
ბ. შემიძლია ვთხოვო ____________დამეხმარონ შევამოწმო, ვინ მირეკავს სამსახურის ტელეფონზე
გ. როდესაც გავდივარ სამსახურიდან, შემიძლია ____________
დ. თუ შემექმნა პრობლემა სახლში მანქანით მგზავრობის დროს, შემიძლია__________
ე. თუ ვსარგებლობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, შემიძლია___________
ვ. შემიძლია ვისარგებლო სხვა მაღაზიებით, ფოსტით, ბანკით და ა.შ., რათა შევამცირო მოძალადესთან შეხვედრის ალბათობა.
ზ. შემიძლია შევიძინო მობილური ტელეფონი.
თ. შემიძლია შევიძინო ხმამაღალი სასტვენი და ჯიბით ვატარო.
ი. შემიძლია ვისწავლო ყვირილი: „თავი დამანებე“ ან „პოლიცია გამოიძახეთ, ეს საშიში მოძალადეა“.
კ. შემიძლია ვატარო მოხერხებული ფეხსაცმელი, რათა სირბილში ხელი არ შემეშალოს.
ლ. შემიძლია ვიარო თავდაცვის კურსებზე, რაც უფრო თავდაჯერებულს გამხდის.
მ. ასევე, შემიძლია ______________________ |
6) უსაფრთხოება და კეთილდღეობა
ძალადობა/ცემა/მუქარა - ეს ქმედებები ადამიანში შიშს, დაქანცულობასა და მორალურ გამოფიტვას იწვევს. ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება სიმამაცესა და ენერგიას მოითხოვს.
რომ არ დავხარჯო ჩემი ემოციური და სულიერი ძალები, შემიძლია შემდეგის გაკეთება:
ა. თუ დეპრესიაში ვარ და გამიჩნდება იმ ურთიერთობების აღდგენის სურვილი, რომლებიც ძალადობის ხასიათს ატარებდნენ,
შემიძლია_________________________________________
ბ. თუ ვიგრძნობ, რომ ძალა გამომელია ან ძალზედ ბევრი რამ გადამხდა თავს, კარგ გუნებაზე დადგომა შემდეგნაირად შემიძლია __________________________________________________________________
გ. თუ არ ვიცი, რა გავაკეთო და ეჭვი მეპარება ჩემს უსაფრთხოებაში, შემიძლია გავესაუბრო _______________________________________________________
დ. შემიძლია შევუერთდე ქალთა მხარდაჭერის ჯგუფს.
ე. თუ მომიწია მოძალადესთან საუბარი პირისპირ ან ტელეფონით, მე ___________________________________________________________________
ვ. ჩემს თავს ვეტყვი: „მე შემიძლია....“ და თავდაჯარებული ვიქნები სხვებთან ურთიერთობაში.
ზ. ყოველთვის შევახსენებ თავს, რომ უფლება მაქვს ვიცხოვრო უსაფრთხოდ და წარვმართო საკუთარი ცხოვრება. |