The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის საერთაშორისო რეგულირება და მართვა

საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის საერთაშორისო რეგულირება და მართვა


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კუნცევა-გაბაშვილი ნინო
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
წყარო: ISBN 99928-818-0-1
საავტორო უფლებები: © ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2000
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თბ., 1999 - 252გვ. ; 20სმ. - ბიბლიოგრ.: გვ. 248. - : [10ლ.][MFN: 14426] თბილისი 2000 ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის ნინო კუნცევა-გაბაშვილის ეს წიგნი ეძღვნება საავტორო სამართლის საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზის საეტაპო დოკუმენტების განხილვას და ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციების სპეციფიკას. წიგნის პირველ ნაწილში მოცემულია საერთაშორისო ნორმატიული აქტების ზოგადი მიმოხილვა, ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ 1886 წლის ბერნის კონვენციის მუხლობრივი კომენტარი, შემსრულებელთა, ფონოგრამების პროდიუსერთა და მაუწყებლობის ორგანიზაციათა უფლებების დაცვის შესახებ 1961 წლის რომის კონვენციის და TRIPS-ის ხელშეკრულების ძირითადი დებულებები. მეორე ნაწილი ეთმობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის საკითხებს. გაანალიზებულია კოლექტიური მართვის ორგანიზაციების როლი, ადგილი და ფუნქციები თანამედროვე საზოგადოებაში. წიგნი სასარგებლო იქნება და დააინტერესებს იურისტებს, ხელოვნების მოღვაწეებს, შემოქმედთა გაერთიანებებს, საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს, სპეციალისტებს, სტუდენტებს და მკითხველთა ფართო წრეს. მონოგრაფია გამოცემულია ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით აიწყო და დაკაბადონდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში © 2000, ნინო კუნცევა-გაბაშვილი. ყველა უფლებას წიგნზე ინარჩუნებს ავტორი. აკრძალულია აქ მოყვანილი მასალების გადაბეჭდვა, გამრავლება ან გავრცელება კომერციული მიზნით ავტორის წერილობითი ნებართვის გარეშე.



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


წარმოდგენილ წიგნში, ერთი მხრივ, მოცემულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების სამართლებრივი რეგულირების ისტორიული და თეორიული ასპექტები, მეორე მხრივ კი, განხილულია ავტორთა განსაკუთრებული უბლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციათა გამოცდილება და სპეციფიკა. წიგნი შესაბამისად გაყოფილია ორ ნაწილად: საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზა და საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვა.

ნაწილი I.
საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზა

პირველ თავში განხილულია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ 1886 წლის ბერნის კონვენციის, პან-ამერიკული სისტების ხელშეკრულებების, საავტორო უფლებების საყოველთაო კონვენციის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლების, შემსრულებლელთა, ფონოგრამების პროდიუსერთა და მაუწყებლობის ორგანიზაციათა უფლებების დაცვის შესახებ 1961 წლის რომის კონვენციის, ფონოგრამების უნებართვო ასლის დამზადებისაგან ფონოგრამების პროდიუსერთა დაცვის შესახებ ჟენევის კონვენციის, თანამგზავრის მეშვეობით პროგრამული სიგნალების გავრცელების შესახებ ბრიუსელის კონვენციის, ინტელექტუალურ საკუთრებაზე ვაჭრობის თანხვედრი უფლებების შესახებ ხელშეკრულების, ევროგაერთიანების დირექტივებისა და რეგლამენტაციის ძირითადი დებულებები.

1995 წლის 16 მაისს საზართველო ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ 1886 წლის ბერნის კონვენციას შეუერთდა. მეორე თავში მოცემულია აღნიშნული კონვენციის მუხლების კომენტარი, სადაც შევეცადეთ შეგვესწავლა თუ ვის მიიჩნევს კონვენცია ურთიერთობების სუბიექტად და რა არის ობიექტი, რა არაქონებრივი და განსაკუთრებული უფლებები ენიჭება ავტორებს, უფლებების წარმოშობისა და დაცვის, დაცვის ვადის, ნაწარმოებების წარმოშობისა და დაცვის მოთხოვნის ქვეყნის ცნების, დაცვის მინიჭების კრიტერიუმის საკითხები, კინემატოგრაფიული და არქიტექტურული, დრამატული და მუსიკალური, ლიტერატურული ნაწარმოებების დაცვის განსხვავებული და დამატებითი წესები, ობიექტთა თავისუფალი გამოყენებისა და ავტორთა უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობები, კონტრაფაქტული ნაწარმოებების რეჟიმი და სხვა დებულებები. მოყვანილია ბერნის კავშირის სტრუქტურის აღწერა და დამატებითი კარის სპეციალური დებულებები, რომლებიც ეხება განვითარებად ქვეყნებს.

საავტორო სამართალში მომიჯნავე უფლებების რეგულირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია 1961 წლის რომის კონვენცია შემსრულებელთა, ფონოგრამების პროდიუსერთა და მაუწყებლობის ორგანიზაციათა უფლებების დაცვის შესახებ. წიგნის მესამე თავში განხილულია კონვენციის ძირითადი დებულებების, კერძოდ, დაცვის მინიჭების კრიტერიუმები, შემსრულებელთა უფლებები, ფონოგრამების პროდიუსერთა უფლებები, მაუწყებლობის ორგანიზაციათა უფლებები, მომიჯნავე უფლებების დაცვის ვადა, ობიექტთა თავისუფალი გამოყენება, ფორმალობების საკითხი.

ბოლო წლების განმავლობაში საავტორო სამართლის სისტემაში წამყვან როლს თამაშობს ხელშეკრულება ინტელექტუალურ საკუთრებაზე ვაჭრობის თანხვედრი უფლებების შესახებ (TRIPS-ის ხელშეკრულება), რომელიც სხვა კონვენციებთან და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებთან შედარებით აძლიერებს ნორმებს, რომელიც შეეხება კომპიუტერული პროგრამების, მონაცემთა ბაზებისა და აუდიო-ვიდეო ნაწარმოებების დაცვას. TRIPS-ის ხელშეკრულება სარგებლობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელშეკრულების ორი ძირითადი პრინციპით: ეროვნული რეჟიმის და უპირატესი ხელშეწყობის პრონციპებით. ხელშეკრულება წევრ-ქვეყნებისგან მოითხოვს სისხლის-სამართლებრივი სანქციების გამკაცრებას, მოყავს დებულებები, რომელიც მიმართულია წევრქვეყნებს შორის დავების გადაწყვეტაზე და სხვ.

ნაწილი II
საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვა

მეორე ნაწილში კოლექტიური მართვის ორგანიზაციათა როლი და ადგილი განიხილება ისტორიულ, თეორიულ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ჭრილში. ცალკეულ თავებში მოყვანილია მათი განსხვავებული სტრუქტურა, პროცენტული განაკვეთების გამოთვლის მეთოდები და ჰონორარების განაწილების წესი, ორგანიზაციათა შორის ურთიერთობების და თანამშრომლობის ფორმები, საერთაშორისო ასოციაციების ფუნქციები და მათი მიზნები, ხელშეკრულებების სახეები და ლიცენზირების საკითხები, ავტორთა და ნაწარმოებთა საერთაშორისო სისტემატიზაციის ხერხები, და სხვ. კერძოდ, მეორე ნაწილი დაყოფილია შემდეგ თავებად:

  • მუსიკალური ნაწარმოებების კოლექტიური მართვა

  • რეპროდუცირების უფლების კოლექტიური მართვა

  • წილობრივი მონაწილეობის უფლების მართვა

  • შემსრულებელთა და ფონოგრამების პროდიუსერთა უფლებების კოლექტიური მართვა

  • მაუწყებლობის ორგანიზაციათა პროგრამების კაბელით გადაცემის უფლების კოლექტიური მართვა

  • პირადი სარგებლობისთვის ჩაწერილ ნაწარმოებებთან (home Taping) დაკავშირებული უფლებების კოლექტიური მართვა

დანართში გთავაზობთ შემსრულებელთა, ფონოგრამების პროდიუსერთა, მაუწყებლობის ორგანიზაციათა უფლებების დაცვის 1961 წლის რომის კონვენციის და ინტელექტუალურ საკუთრებაზე ვაჭრობის თანხვედრი უფლებების შესახებ ხელშეკრულების ქართულენოვან თარგმანს.

წიგნზე მუშაობისას გამოყენებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის, PHARE/TACIS-ის ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის და ევროგაერთიანების, UNESCO-ს საავტორო უფლებების დეპარტამენტის და სხვ. მასალები.

დახმარებისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ ამერიკის ადვოკატთა ასოციაციას (ABA) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (კერძოდ, მინდა აღვნიშნო ის წვლილი, რომელიც ამ წიგნის მომზადებასა და გამოქვეყნებაში შეიტანეს ასაციაციის თავმჯდომარემ ქ-ნმა თინათინ ხიდაშელმა, ქ-ნებმა თამუნა მეტრეველმა, ნინო ბაქაქურმა, ნინო სუქნიძემ, ბ-ნებმა ირაკლი სესიაშვილმა და გიორგი გიორგანაშვილმა, და სხვ.).

ავტორს სურს განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის ბ-ნ დავით ძამუკაშვილის ღვაწლი წიგნის მომზადებაში, რომლის რჩევებმა და დარიგებებმა სხვადასხვა კუთხით დამანახა საავტორო სამართლის საკითხები. დიდია ბ-ნ დ. ძამუკაშვილის წვლილი საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სამართლის თეორიისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ახალგაზრდა კადრების აღზრდაში.

მისთვის ჩვეული გულისხმიერებისათვის დიდ მადლობას ვუხდი სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ რეფორმატორს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, პროფესორ ბესარიონ ზოიძეს.

მოკრძალებული მადლობა გამოუხატოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისადმი.

მადლობელი ვიქნები მივიღო თქვენი შენიშვნები და რჩევები, რომელიც მომავალ კვლევაში იქნება გათვალისწინებული.

ნინო კუნცევა-გაბაშვილი

Предисловие

В представленной книге, разделённой на две части:1. «Международная законодательная база авторских и смежных прав». и 2. «Коллективное управление авторскими и смежными правами», даны с одной стороны, исторические и теоретические аспекты правового регулирования прав на международном уровне, а с другой стороны - изложена специфика организаций коллективного управления правами авторов.

Часть I
«Международная законодательная база авторских и смежных прав»

В первой главе рассмотрен основные положения 1886 г. Бернской конвенции по защите литературных и художественных произведений, договоров пан-американской системы Всемирной конвенции авторских прав, протоколов ВОИС, Римской конвенции по защите прав исполнителей, продюсеров фонограмм и организаций вещания, Женевской конвенции о распространении программных сигналов через спутник, Европейского договора о защите телевизионных программ. договора TRIPS, Директив и Регламентаций Европейского Сообщества и др.

16 мая 1995 г. Грузия присоединилась к Бернской конвенции по защите литературных и художественных произведений. Во второй главе подробно комментируются нормы конвенции о субъектах и объектах, возникновении и защите, сроке защиты авторских прав, моральных и материальных правах авторов, стране происхождения и стране запрашиваемой защиты, критериях предоставления защиты, особенность режима кинематографических и архитектурных, драматических и музыкальных, литературных произведений, о праве на перевод и репродукцию, свободном использования объектов и ограничении прав, режиме контрафактных экземпляров и др. Рассмотрена организационная структура «Бернского Союза» а также, предлагается анализ основных положений «Дополнительной Главы», нормы которой касаются развивающихся стран.

В международной авторском праве смежные права регулируются нормами Римской конвенции 1961 года по защите прав исполнителей, продюсеров фонограмм и организаций вещания. В третьей главе рассмотрена основные положения данной конвенции в частности - критерии предоставления конвенционной защиты субъектам правовых взаимоотношений, права исполнителей, права продюсеров фонограмм, права организаций вещания, срок охраны смежных прав, свободное использование объектов, вопросы формальностей.

За последние годы важную роль в системе авторского права стал играть Договор TRIPS, который по сравнению с вышеупомянутыми актами усиливает положения относительно компьютерных программ и защиты аудиовизуальных произведений. Договор пользуется основными нормами Договора GATS Всемирной торговой организации и выдвигает два принципа: принцип «национального режима» и принцип «Режима преимущественного содействия». Договор TRIPS обязует стран-участниц внести в местные законодательства нормы уголовно-процессуального характера с целью усиления уголовного наказания за умышлённые контрафактные действия. приводит положения, направленные на решение споров между государствами- участницами и др.

Часть II
«Коллективное управление авторскими и смежными правами»

Роль и место организаций коллективного управления рассматриваются в различных аспектах: историческом. культурном, социальном и др. В отдельных главах приведены особенности, структура организаций, методы подсчёта процентов и распределения гонораров, формы межорганизационного сотрудничества, функции международных ассоциаций, их цели и задачи, разновидности контрактов и вопросы лицензирования, международные системы систематизации произведений и авторов.

Вторая часть книги в частности подразделяется на следующие главы: «Коллективное управление музыкальными произведениями», «Коллективное управление правом репродуцирования записи», «Управление правом следования», «Коллективное управление правами исполнителей и продюсеров фонограмм», «Управление правом передачи по кабелю организаций эфирного вещания», «Коллективное управление правами записи произведений для честного пользования».

В приложении к книге даны тексты Бернской конвенции, Римской конвенции и Договора TRIPS на грузинском языке (в переводе автора).

При работе над книгой использованы материалы Всемирной Организ0аци интеллектуальной особенности (ВОИС), Программы TACIS/PHARE в области интеллектуальной собственности, программы авторских прав UNESCO и др.

За финансовую поддержку, помощь в работе и предоставленную возможность издать эту книгу - особенная благодарность ассоциации американских юристов (ABA) и Ассоциации молодых юристов Грузии (в частности, председателю Ассоциации - Тинатин Хидашели, Тамуне Метревели, Нино Бакакури, Нино Сукнидзе, Ираклию Сесиашвили и др.)

Большим признанием хочу отметить то содействие, которое оказал доктор права г-н Давид Дзамукашвили, вносящий неоценимый вклад в зарождение и формирование интеллектуального права Грузии, а также в дело воспитания молодых специалистов. Благодарю за отзывчивость и помощь одного из реформаторов гражданского права Грузии, члена Конституционного суда, профессора Бессариона Зоидзе.

Признательная получить отзывы и советы, которые будут полезны в дальнейшей работе.

Нино Кунцева-Габашвили

RESUME

The book consists of two parts: 1. „International legal base of Copyrights and Neighboring Rights“ and 2. „Collective administration of authors' rights“. On one hand, this book covers historical and theoretical aspects of legal regulation of copyright and neighboring rights on the?international level and on the other - it presents experience of organizations,?which collectively administrate authors' rights.

Part I
International legal base of Copyright and Neighboring Rights

Basic thesis of Bern Convention for the Protection of Literary and Artistic Works (1886), Data of Pan-American system, Universal Convention of Copyright, Protocols of ?WIPO, Rome Convention for the Protection of Performers, Producers of Phonograms and Broadcasting Organizations, Geneva Convention for the Protection of Producers of Phonograms Against Unauthorized Duplication of Their Phonograms, Brussels Convention Relating to the Distribution of Program - Carrying Signals Transmitted by Satellite, TRIPS Agreement, Directives of the European Community are presented. A brief historical and theoretical review of the International Copyright Law development comprises the first Article of the first Part of the book.

On May 16th, 1995 Georgia acceded to Bern Convention for the Protection of Literary and Artistic Works (Paris Act 1971). In this book we have included detailed commentary of the Convention statutes on subjects and objects, origin and protection, moral and property rights, term of protection, country of origin and country of protection, criteria of eligibility for protection, peculiarities of cinematography, architecture, dramatic, musical and literary works, right of translation and reproduction, free uses of works and quotations of rights, infringing copies, etc; Also, organizational structure of the ?Bern Union? and articles of the Appendix (special provisions regarding developing countries) are presented.

In the International Copyright Law - neighboring rights are regulated by Statutes of Rome Convention for the Protection of Performers, Producers of Phonograms and Broadcasting Organizations (1961). Basic statutes of the Convention, particular criteria of protection, rights of performers, producers of phonograms and broadcasting organizations, term of protection, free uses of the objects, formalities - these are some of the issues discussed hereinafter.

TRIPS Agreement has played a leading role in the Intellectual Property Law system during the past years. It intensifies thesis of the previous Conventions regarding computer programs and audiovisual sector. TRIPS Agreement makes use of main regulations of GATS of the World Trade Organization and puts forward two principles: One of ?National Treatment? and the other of ?Most-Favoured - Nation Treatment?.

Part II
Collective Administration of Copyright and Neighboring Rights

We considered role and functions of Collective Administration?Organizations in various aspects, such as - historical, economic, cultural,?social, etc.

Peculiarities and structure of the organizations, methods of calculation and distribution of royalties, administration of rights, cooperation among organizations and bilateral contracts, functions and aims of the International Associations (CISAC, BIEM, IFPI, IFRRO, FIM, FIA, AGICOA, etc.), model contracts and problems of licensing, international program of systematization of authors and works (CAE, WWL, GAF, etc.) - these and many other issues are presented in separate Articles. Second Part of the book is divided as follows:

  • Collective administration of musical works („small rights“ and „grand Rights“),

  • Collective administration of „mechanical rights“,

  • Collective administration of the „droit the suite“,

  • Collective administration of rights of Performers and Phonogram Producers,

  • Collective administration of rights concerned by „home taping“,

  • Collective administration of rights concerned by cable transmission of broadcast programs.

Annex includes Rome Convention for the Protection of Performers, Producers of Phonograms and Broadcasting Organizations (1961), TRIPS Agreement (in Georgian).

Special thanks for support to American Bar Association and Georgian Young Lawyers' Association (Chairperson - Tinatin Khidasheli, Tamuna Metreveli, Nino Bakakuri, Irakli Sesiashvili, Nino Suknidze, George Giorganashvili, etc.); TACIS/PHARE Intellectual Property Program and UNESCO Copyright Section - for presented materials and data; to Dr. David Dzamukashvili (vice-president of the Georgian Intellectual Property Center) and Prof. Bessarion Zoidze (Member of Constitutional Court of Georgia).

Nino KUNTSEVA-GABASHVILI

2 ნაწილი I საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზა

▲ზევით დაბრუნება


თანამედროვე საზოგადოებაში საავტორო უფლების დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დასტურია ის ფაქტი, რომ 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ იგი ადამიანის ერთერთ განუხრელ უფლებად აღიარა. კერძოდ, დეკლარაციის 27-ე მუხლის მე-2 პარაგრაფში აღნიშნულია, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაიცვას თავისი მორალური და მატერიალური ინტერესები, რომლებიც მისი ავტორობით შექმნილი მეცნიერული, ლიტერატურული და მხატვრული ნაშრომების შედეგს წარმოადგენს.

1966 წლის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-15 მუხლი თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს აღნიშნული „გარანტიის ფორმულირებას“, მაგრამ საყოველთაო დეკლარაციისაგან განსხვავებით, პაქტი აკისრებს ევროკავშირისა და აგრეთვე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველა სახელმწიფოს არა მარტო მორალურ, არამედ იურიდიულ ვალდებულებასაც. კერძოდ, მე-15 მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, „პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა ამ უფლების სრული განხორციელებისათვის უნდა გაატარონ ღონისძიებანი, რომლებიც აუცილებელია მეცნიერებისა და კულტურის დაცვის, განვითარებისა და გავრცელებისათვის.“

ნებისმიერი სახელმწიფო ცდილობს ისევე დაიცვას თავისი მოქალაქეების შემოქმედებითი ღირებულებები, როგორც იცავს მათ სხვა კერძო საკუთრებას. სახელმწიფო ხელმძღვანელობს იმ მოსაზრებით, რომ კულტურული ღირებულებების შექმნა და კულტურის განვითარება დამოკიდებულია მათი დაცვის რეალური მექანიზმების ფუნქციონირებაზე.

დასავლეთის ქვეყნებში კულტურა ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია. ესპანეთში 1998 წელს კულტურის ინდუსტრიისაგან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა ეროვნული შემოსავლის 3,4% (გაუსწრო მანქანათმშენებლობას, ესპანეთი კი მეხუთე ადგილზეა ევროპაში მრეწველობის ამ დარგის განვითარების მიხედვით); კულტურის ინდუსტრიაში დასაქმებულია 630 000 ადამიანი. დიდ ბრიტანეთში კი კულტურის ინდუსტრია პირველ ადგილს იკავებს (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კულტურის ინდუსტრიას მიეკუთვნება ტურიზმის ობიექტები და რესტორნების ქსელი).

ინტელექტუალური საკუთრების სათანადო იურიდიული დაცვით სახელმწიფოები ხელს უწყობენ ინვესტიციებსა და ვაჭრობის განვითარებას. ახალი ბაზრის ძიებაში, სადაც წარმოების ან გასაღების სფეროს გაფართოება შეიძლება, კომპანიები ხშირად ირჩევენ იმ ქვეყნებს, რომელშიც ინტელექტუალური საკუთრება სათანადოდაა დაცული. დიდი კომპანიები, საერთაშორისო ბაზრებზე რომ ფუნქციონირებენ, არ იძლევიან თავიანთი ტექნოლოგიებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების შეტანის უფლებას იმ ტერიტორიებზე, სადაც მათი უფლებები არ არის დაცული.

ბაზარზე ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს კონკრეტული ღირებულება გააჩნია და სახელმწიფოები მათ შემოსავლის წყაროდაც იყენებენ.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სახელმწიფოებმა შეიმუშავეს ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც მიმართულია ინტელექტუალური შემოქმედების სტიმულირებისა და დაცვისაკენ, რათა შეიქმნას გარკვეული სამართლებრივი ჩარჩოები და არ გახდეს იგი მესამე პირების მიერ უკანონო ექსპლუატაციის ობიექტი.

ბევრ ქვეყანაში საავტორო უფლებები კანონით არის დაცული. შემუშავებული და ხელმოწერილია საერთაშორისო ხელშეკრულებები და კონვენციები, რომელიც ავალდებულებს ქვეყნებს მინიმალურ დონეზე მაინც უზრუნველყონ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საავტორო უფლებების დაცვა. გამოვყოფთ რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტს.

1886 წლის ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ (Bern Convention for the Protection of Literary and Artistic Works).

აღნიშნული კონვენციის თანახმად, რომელიც „ეროვნული რეჟიმის“ პრინციპით ხელმძღვანელობს, ავტორი, რომლის ნაწარმოებებიც დაცულია ბერნის კონვენციის კავშირის ყველა წევრ-ქვეყანაში (გარდა იმ ქვეყნისა, სადაც ნაწარმოები შეიქმნა), სარგებლობს უფლებებით, რომლებსაც შესაბამისი ქვეყნის კანონი ადგილობრივ ავტორებს ანიჭებს. გარდა ამისა, ბერნის კავშირის ყველა ქვეყანაში (ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნის1 გარდა) კონვენცია უზრუნველყოფს სპეციალური უფლებების მინიმალურ დაცვას (მაგალითად, თარგმანის, შესრულების, გავრცელების, საჯარო შესრულების, გადამუშავებისა და კინემატოგრაფიული ნაწარმოების ადაპტაციის უფლების დაცვას). უფლებებით სარგებლობისა და მათი განხორციელებისათვის არ არის საჭირო რაიმე ფორმალობის დაცვა, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა. ბერნის კონვენცია ადგენს საავტორო უფლების დაცვის მინიმალურ ვადას, რომელიც განისაზღვრება 50 წლით.

ბერნის კონვენციის მიღების შემდეგ2, 1886 წელს, გადაიდგა პირველი ნაბიჯები ამერიკის კონტინენტზე „პანამერიკული“ საავტორო უფლებების დაცვის სისტემის ჩამოსაყალიბებლად. 1889 წელს ლათინური ამერიკის შვიდმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ლიტერატურული და მხატვრული საკუთრების შესახებ. ეს შეთანხმება ცნობილია როგორც 1889 წლის მონტევიდეოს კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული საკუთრების შესახებ. კონვენციას ხელი მოაწერა ამერიკის კონტინენტის ბევრმა ქვეყანამ და აგრეთვე ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ (გერმანიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, უნგრეთმა და იტალიამ). შეთანხმებაში აისახა ბერნის კონვენციის ბევრი დებულება, თუმცა არის მნიშვნელოვანი თავისებურებებიც. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს:

(1) მონტევიდეოს კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, ავტორი და მისი უფლებამონაცვლეები ყველა წევრ-ქვეყანაში სარგებლობდნენ იმ უფლებებით, რომლებსაც მათ ანიჭებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, სადაც ეს ნაწარმოები შეიქმნა ან პირველად გამოქვეყნდა (შესაბამისად, lex soli-სა და lex originis-ის პრინციპები). საავტორო უფლების მფლობელის მოქალაქეობას არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება. ბერნის კონვენცია კი ავტორის უფლების დაცვას თავიდანვე უკავშირებდა იყო როგორც მის მოქალაქეობას, ისე ნაწარმოების პირველი პუბლიკაციის ადგილს.

(2) მონტევიდეოს კონვენცია პირველად აღიარებდა ფოტოგრაფიული და ქორეოგრაფიული ნაწარმოებების დაცვას.

(3) მონტევიდეოს კონვენცია არ მოითხოვდა რაიმე ფორმალობის შესრულებას (ბერნის კონვენციის 1886 წლის ვერსიისაგან განსხვავებით). მონტევიდეოს კონვენციის შემდეგ შემუშავდა და რატიფიცირებულ იქნა კიდევ ხუთი პანამერიკული კონვენცია. მათ შორის აღსანიშნავია 1910 წლის ბუენოს-აირესის კონვენცია. მას ხელი მოაწერა ლათინური ამერიკის 17 ქვეყანამ და აშშ-მა. გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტისა, მიღებულ იქნა: 1902 წლის მეხიკოს კონვენცია, 1906 წლის რიო-დე-ჟანეიროს კონვენცია, 1911 წლის კარაკასის კონვენცია და 1928 წლის ჰავანას კონვენცია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წელს, ვაშინგტონში ხელმოწერილ იქნა კონვენცია, რომელმაც საკმაოდ დიდი აღიარება პოვა. კონვენციის ძირითადი მიზანი იყო აშშ-ის ჩართვა საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო სფეროში. მაგრამ აშშ-მა მას არ მოაწერა ხელი, რადგან კონვენცია შეიცავდა დებულებებს, რომლებიც აშშ-ის საავტორო სამართალს ეწინააღმდეგებოდა. ამის შემდეგ ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებმაც დაკარგეს ინტერესი კონვენციისადმი.

ლათინური ამერიკის ქვეყნები, აშშ და ევროპის სახელმწიფოები აგრძელებდნენ მუშაობას საავტორო უფლებების საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. 1952 წელს შეიმუშავეს ჟენევის საავტორო უფლებების საყოველთაო კონვენცია (Universal Copyright Convention 1952), რომელიც 1971 წელს ბერნის კონვენციასთან ერთად პარიზის კონფერენციაზე გადაისინჯა. კონვენცია ეყრდნობა ეროვნულ რეჟიმს და აღიარებს უფლებების გარკვეულ მინიმუმს. ბერნის კონვენციისგან განსხვავებით საყოველთაო კონვენცია შეიცავს ნაკლებ იმპერატიულ ნორმებს და წესებს (ამის მომხრე პირველ რიგში აშშ იყვნენ). აღსანიშნავია რამდენიმე დებულება:

1. დაცვის მოცულობის საკითხი. დაცვა, რომელიც მიენიჭება ქვეყნის მიერ თავის მოქალაქეებს, მიიჩნევა „საკმარისად და ეფექტიანად“ უცხოელების მიმართაც;

2. უფლებების დაცვა და მათი მოცულობა დამოკიდებულია იმ ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობაზე, სადაც მოითხოვება დაცვა. აქედან გამომდინარე, ნაწარმოებები ან ცალკეული უფლებები დაცვის მოთხოვნის ქვეყანაში დაცული იქნება მიუხედავად იმისა, დაცულია თუ არა ეს ნაწარმოებები მათი წარმოშობის სახელმწიფოში;

3. კონვენცია არ მოითხოვს იმ ქვეყნებისგან, სადაც მოითხოვება ფორმალობების შესრულება, მათზე უარის თქმას. მაგრამ რაც შეეხება უცხოელ ავტორებს, მიუხედავად დაცვის მოთხოვნის ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობლობის მოთხოვნებისა, ეს ფორმალობები შესრულებულად ჩაითვლება, თუ დაცვის მოთხოვნის ქვეყნის ტერიტორიის გარეთ პირველად მართლზომიერად გამოცემული, კონვენციით და ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული ნაწარმოებების ყველა გამოცემის თითოეულ ექზემპლარზე აღინიშნება ნიშანი ©, საავტორო უფლებების მფლობების სახელი (დასახელება) და პირველი გამოცემის წელი. კონვენცია განასხვავებს მატერიალური ხასიათის ფარმალობებს (ე.ი. ისეთ ფორმალობებს, რომლის დაცვის გარეშე საავტორო უფლებები ვერ იქნება რეალიზებული) და პროცესუალური ხასიათის ფორმალობებს. პირველი კატეგორიის ფორმალობებია: დეპონირება, რეგისტრაცია, ნოტარიალური დამოწმება, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გამოქვეყნება და სხვ. კონვენცია არ უარყოფს ეროვნული კანონმდებლობის უფლებას შემოიღოს აღნიშნული ფორმალობები, მაგრამ ეს მოთხოვნა ვერ წაეყენება კონვენციის სხვა წევრ-ქვეყნის მოქალაქეს.

4. დაცვის ვადას განსაზღვრავს დაცვის მოთხოვნის ქვეყნის კანონმდებლობა, მაგრამ ვადა არ შეიძლება იყოს ავტორის გარდაცვალების შემდეგ 25 წელზე ნაკლები.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბერნის კონვენციის ხელმოწერისა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე ვაჭრობის თანხვედრი უფლებების შესახებ ხელშეკრულების (TRIPS-ის ხელშეკრულება, ინგლისურად - Agreement on Trade-Related Aspects of Intellectual Property Rights, TRIPS Agreement) სტანდარტების შემუშავების შემდეგ საავტორო უფლებების მსოფლიო კონვენციამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) (World Intellectual Property Organization - WIPO) რეკომენდაციების თანახმად, შემუშავდა ოქმი (WIPO Copyright Treaty 1996), რომელშიც გათვალისწინებულია ბერნის კონვენციაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის მომენტები, კერძოდ:

  • კომპიუტერული პროგრამებისა და მონაცემთა ბაზის დაცვა;

  • გაქირავების უფლება;

  • მაუწყებლობის ორგანიზაციებისა და აუდიო-ტექნიკური საშუალებების აუცილებელი ლიცენზირების გაუქმება;

  • გავრცელების უფლებების საკანონმდებლო ჩარჩოების გაფართოება;

  • ფოტოგრაფიული ნამუშევრების დაცვის ვადა, და სხვ.

ზოგიერთი ნორმატიული წინადადება აისახა სხვა საერთაშორისო დოკუმენტში - TRIPS-ის ხელშეკრულებაში, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ. ანალოგიური დამატებები, შესწორებები და დაზუსტებები გათვალისწინებულია შემსრულებელთა და პროდიუსერთა უფლებების დასაცავად. მაგრამ მეცნიერები ეჭვქვეშ აყენებენ ამ წინადადებების ბერნის კონვენციაში შეტანის იურიდიულ ბედს.

1928 წლის კონფერენციიდან, რომელიც ეძღვნებოდა მსახიობ-შემსრულებელთა საავტორო უფლებების შესახებ ბერნის კონვენციაში დამატებების შეტანის საკითხს, დაიწყო ხანგრძლივი პროცესი, რომელიც 1961 წლის 26 ოქტომბერს რომის კონვენციის მიღებით დაგვირგვინდა. 1961 წლის რომის კონვენცია შემსრულებელთა, ფონოგრამების პროდიუსერთა და მაუწყებლობის ორგანიზაციათა უფლებების დაცვის შესახებ (Rome Convention for the Protection of Performers, Producers of Phonograms and Broadcasting Organizations - 1961) ძალაში შევიდა 1964 წელს. რომის კონვენცია, მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, იცავს შემსრულებელთა, ფონოგრამების პროდიუსერთა და მაუწყებლობის ორგანიზაციათა უფლებებს და ანიჭებს მათ საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებს.

რომის კონვენცია შემსრულებლებს აძლევს უფლებას წინ აღუდგნენ:

  • ნებართვის გარეშე მათ მიერ შესრულებული ნაწარმოების ჩაწერას, თუ ეს არ კეთდება იმ პირთა სასარგებლოდ, ვისაც თვითონ მისცეს უფლება;

  • შესრულების გადაცემას ეთერით ან კაბელით, ანდა შესრულების სხვაგვარ საჯარო გადაცემას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება შემსრულებლის თანხმობით ადრე ჩაწერილი ან ეთერში ადრე გადაცემული შესრულებული ნაწარმოების გადაცემა.

რომის კონვენციის მე-12 მუხლი ითვალისწინებს პროდუქციის (დისკების, კასეტებისა და სხვა მატერიალური მატარებლების) კომერციული გამოყენების შემთხვევაში მსახიობ-შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა სასარგებლოდ სამართლიანი საზღაურის გადახდის მოთხოვნის უფლებას. კონვენციაში ასევე მითითებულია მსახიობ-შემსრულებელთა უფლებების დაცვის მინიმალური ვადა, რომელიც განისაზღვრება 20 წლით. კონვენციაში არაფერია ნათქვამი შემსრულებელთა მორალურ უფლებებზე.

შემსრულებელთა უფლებების დასაცავად ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ მოამზადა ახალი დოკუმენტი - ისმო-ს ოქმი შესრულებისა და ფონოგრამების შესახებ (WIPO Performances and Phonograms Treaty - 1996), რომელიც აღიარებს მათ მორალურ უფლებებს და ზრდის ამ უფლებების დაცვის ვადას 50 წლამდე.

ფონოგრამების დამამზადებელთა უფლებების დაცვას ეხება კიდევ ერთი კონვენცია - ჟენევის კონვენცია ფონოგრამების უნებართვო ასლის დამზადებისაგან ფონოგრამების პროდიუსერთა დაცვის შესახებ (Geneva Convention for the Protection of Producers of Phonograms Against Unauthorized Duplication of Their Phonograms - 1971). იგი იცავს ფონოგრამების დამამზადებლებს მათი ნებართვის გარეშე ნაწარმოების ეგზემპლარების დამზადების, ასეთი ასლების იმპორტისა და გავრცელებისგან.

1974 წელს მიღებულ იქნა ბრიუსელის კონვენცია თანამგზავრის მეშვეობით პროგრამული სიგნალების გავრცელების შესახებ (Brussels Convention Relating to the Distribution of Programme - Carrying Signals Transmitted by Satellite - 1974). კონვენცია ითვალისწინებს თანამგზავრის მეშვეობით ეთერში გადაცემული რადიო- და ტელეგადაცემების მინიმალურ დაცვას. იგი ავალდებულებს წევრ-სახელმწიფოებს მიიღონ საჭირო ზომები იმ გადაცემების დასაცავად, რომლებიც გადაიცა თანამგზავრის მეშვეობით და საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციას არ ჰქონდა გათვალისწინებული მათი შემდგომი ტრანსლაცია (რეტრრანსლაცია) ეთერით. კონვენციამ ვერ ჰპოვა გავრცელება და 1997 წლის 1 იანვრისთვის მას მხოლოდ 21 ქვეყანა შეუერთდა.

მეორე დოკუმენტი, რომელიც ეხება სატელევიზიო პროგრამების დაცვას, არის ევროპის შეთანხმება სატელევიზიო პროგრამების დაცვის შესახებ (1960წ.). შეთანხმება ავალდებულებს წევრ-სახელმწიფოებს დაიცვან საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციები მათი გადაცემების ეთერში შემდგომი გადაცემისა და მატერიალური ფიქსაციისაგან. რომის კონვენციისაგან განსხვავებით, შეთანხმება ითვალისწინებს მაუწყებლობის ორგანიზაციათა პროგრამების დაცვას მათი კაბელით შემდგომი რეტრანსლაციისაგან და აგრეთვე მათი გადაცემების ფარგლებში გადაცემული კადრების ფიქსაციისა და გადაცემისგან.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი საავტორო უფლებების დასაცავად არის ხელშეკრულება ინტელექტუალურ საკუთრებაზე ვაჭრობის თანხვედრი უფლებების შესახებ (Agreement on Trade-Related Aspects of Intellectual Property Rights; TRIPS Agreement), რომელიც წარმოადგენს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შექმნის შესახებ 1994 წლის 15 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილს (General Agreement on Trade in Services - GATS).

ხელშეკრულების შემუშავების და დადების ინიციატორი და „მოქმედების მთავარი გმირი“ იყო და არის აშშ, რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში გაიტანა ყველა თავისი წინადადება. პირველ რიგში, ეს ეხება კომპიუტერულ პროგრამებსა და აუდიოვიზუალურ სექტორს.

აღნიშნულ ვითარებაში ევროკავშირმა თავისი ბაზრისა და ავტორთა დაცვისთვის შეიმუშავა რამდენიმე დირექტივა, რომლის მიზანია წევრქვეყნების ადგილობრივ კანონმდებლობათა ჰარმონიზაცია.

1989 წლის 3 ოქტომბრის ევროგაერთიანების დირექტივა სატელევიზიო მაუწყებლობის ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ (DIRECTIVES OF THE EUROPEAN COMMUNITIES ON TELEVISION BROADCASTING ACTIVITIES), რომელიც მიმართულია წევრ-სახელმწიფოების მიერ მიღებული ზოგიერთი ადმინისტრაციული ნორმატიული აქტების სინქრონიზაციასა და პროცესუალური ღონისძიებების კოორდინაციისაკენ.

დირექტივა არეგულირებს:

− სატელევიზიო პროგრამების გაქირავებას და გავრცელებას;
− ტელერეკლამას და სპონსორობას;
− არასრულწლოვანთა დაცვას;
− უარყოფის გამოქვეყნების უფლებას.

1991 წლის 14 მაისის ევროგაერთიანების დირექტივა კომპიუტერული პროგრამების დაცვის შესახებ (DIRECTIVES OF THE EUROPEAN COMMUNITIES ON PROTECTION OF COMPUTER PROGRAMS).

1993 წლის 1 იანვრიდან დირექტივის პრინცი პები გადატანილია ევროპის ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობებში. დირექტივა მიმართულია კომპიუტერული პროგრამების დაცვის უნიფიკაციისაკენ; განსაზღვრავს, თუ რა მომენტიდან სარგებლობს კომპიუტერული პროგრამები დაცვით, იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს ინდივიდუალურ ორიგინალურ პროგრამებთან. სხვა კრიტერიუმები, მაგალითად, ეკრანზე მონაცემების განლაგება, მხედველობაში არ მიიღება.

დირექტივა არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა კომპიუტერული პროგრამის ნებისმიერი ფორმით კოპირება: ადგენს, რომ ნებისმიერი ფორმით კოპირებისას აუცილებელია უფლების მესაკუთრის თანხმობა. ნებართვის აღება ასევე საჭიროა პროგრამის ორიგინალის, ასლის ან პროექტის საჯარო ჩვენებისთვის.

არის რამდენიმე გამონაკლისიც: თუ პროგრამა შექმნილია სხვა დამოუკიდებელი პროგრამების კომპილაციის გზით და კოპირება აუცილებელია მომხმარებლის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირებისათვის, უფლებების მფლობელის თანხმობა არ მოითხოვება.

„კომპიუტერული პროგრამების დაცვის ვადის შესახებ დირექტივის“ თანახმად, კომპიუტერული პროგრამების დაცვის ვადა განისაზღვრება 70 წლით.

1992 წლის 19 ნოემბრის ევროგაერთიანების დირექტივა საავტორო უფლებების გაქირავების, გამოყენებისა და ზოგიერთი სხვა მომიჯნავე უფლების შესახებ (DIRECTIVES OF THE EUROPEAN COMMUNITIES ON RENTAL AND LENDING RIGHT AND CERTAIN RIGHTS RELATED TO COPYRIGHT).

დირექტივა შემსრულებლებს, ფილმებისა და ფონოგრამების პროდიუსერებს ანიჭებს გაქირავებისა და გამოყენების განსაკუთრებულ უფლებებს. იგი აძლევს მათ უფლებას აუკრძალონ მესამე პირებს მათი ნებართვის გარეშე ასლების (იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც გავრცელებული იყო გაყიდვით) გაქირავება.

აღნიშნული უფლებების განხორციელებას აქვს შეზღუდვებიც. პირველ რიგში, რაც შეეხება გამოყენების უფლებას, დირექტივის მე-5 მუხლის თანახმად, შესაძლებელია წევრ-სახელმწიფოებში შეიზღუდოს ეს უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი სამართლიანი საზღაურით შეიცვლება. გასამრჯელოს მოთხოვნის უფლებით სარგებლობენ მხოლოდ ავტორები. ზოგიერთი ორგანიზაცია შეიძლება გათავისუფლდეს აღნიშნული გადასახადისგან.

დირექტივის მე-4 მუხლის თანახმად, გაქირავების უფლების დათმობა შეიძლება შეიცვალოს ნაწარმოების გამოყენების თითოეულ შემთხვევაში მსახიობის ან შემსრულებლის სასარგებლოდ სამართლიანი გასამრჯელოს გადახდით. დირექტივა აზუსტებს, რომ სამართლიან გასამრჯელოზე არ შეიძლება უარის თქმა და აღნიშნულ ჰონორარს კოლექტიური მართვის ორგანიზაციები აგროვებენ.

დირექტივა მიუთითებს წევრ-სახელმწიფოებს ცნონ შემსრულებლების:

  • ნაწარმოების ჩაწერვის განსაკუთრებული უფლება (მუხლი 6);

  • უფლება ნება დართონ ჩანაწერის შესრულებაზე (მუხლი 7);

  • განსაკუთრებული უფლება ნება დართონ შესრულების ეთერით გადაცემაზე, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ეს შესრულება უკვე იყო ჩაწერილი ან ეთერით გადაცემული (მუხლის 8, პარაგრაფი 1). წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა უფლება, რომ მიიღონ სამართლიანი გასამრჯელო კომერციული მიზნით გამოშვებული მათი ნაწარმოებების შემდგომში ეთერით ან ნებისმიერი საჯარო შესრულების შემთხვევაში (მუხლის 8, პარაგრაფი 2);

  • განსაკუთრებული უფლება ნება დართონ დაფიქსირებული ნაწარმოების საჯარო გამოყენებაზე (მუხლი 9). მოცემული უფლება ამოიწურება უფლების მესაკუთრის მიერ უფლების პირველი დათმობის შემდეგ ან მისი თანხმობით.

1993 წლის 27 სექტემბრის ევროგაერთიანების დირექტივა მაუწყებლობის თანამგზავრით გადაცემისა და მისი კაბელით რეტრანსლაციის შესახებ (DIRECTIVES OF THE EUROPEAN COMMUNITIES ON SATELLITE BROADCASTING AND CABLE RETRANSMISSION).

დირექტივა ითვალისწინებს თანამგზავრისა და კაბელის მეშვეობით პროგრამების ეთერით გადაცემის სფეროში სახელმწიფოების ეკონომიკურ და კულტურის პოლიტიკის უნიფიკაციას და აყალიბებს დებულებებს, რომელიც საჭიროა აუდიოვიზუალური ნაწარმოებების დარგში ერთგვაროვანი რეჟიმის შესაქმნელად.

დირექტივის საფუძველს წარმოადგენს „მაუწყებლობის ქვეყნის“ თეორია, რომლის თანახმადაც, პროგრამების გადაცემა ხდება მხოლოდ წევრქვეყანაში, რომელშიც პროგრამის სიგნალი შედის საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის კონტროლითა და პასუხისმგებლობით, პროგრამების უწყვეტი ჯაჭვი მიმართულია თანამგზავრზე და ბრუნდება დედამიწაზე. ავტორის თანხმობა შეზღუდულია გადაცემის ფაქტით და წევრ-ქვეყნებში ნაწარმოებების თანამგზავრის მეშვეობით მიღება მნიშვნელოვანი აღარ არის.

დირექტივა ითვალისწინებს თანამგზავრის მეშვეობით ეთერით გადაცემული პროგრამების აუცილებელ დაცვას; წევრ-ქვეყნებში არ უნდა ხდებოდეს ამ პროგრამების დამატებითი ექსპლუატაცია ავტორის უფლებების საზიანოდ.

საკაბელო გადაცემის შემთხვევაში დირექტივა კაბელით გამავრცელებლებს ავალდებულებს „საერთო ლიცენზიის შეძენით“ (იგულისხმება ამ კატეგორიის ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციების (ან სხვა მფლობელის) განკარგულებაში არსებული მთელი რეპერტუარის გამოყენებაზე ლიცენზიის შეძენით) მიიღონ საავტორო უფლების ყველა მესაკუთრის თანხმობა. ნებართვის გაცემის გამარტივებისათვის დირექტივა ითვალისწინებს ამ კატეგორიის უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციების ჩამოყალიბებას.

უფლებების მესაკუთრეებს, რომლებიც კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრები არ არიან, არ შეუძლიათ აკრძალონ ნაწარმოებების კაბელით რეტრანსლაცია. მაგრამ, რაც შეეხება ჰონორარს, კოლექტიური მართვის საზოგადოებები ემსახურებიან ამ მფლობელებს როგორც თავიანთ წევრებს.

1993 წლის 29 ოქტომბრის ევროგაერთიანების დირექტივა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის ვადის უნიფიკაციის შესახებ (DIRECTIVES OF THE EUROPEAN COMMUNITIES ON HARMONIZING THE TERM OF PROTECTION OF COPYRIGHT AND CERTAIN RELATED RIGHTS).

დირექტივის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში დაცვის ვადების განსხვავებამ შესაძლოა შეაფერხოს საქონლის თავისუფალი გადაადგილება და მომსახურების გაწევა, დაარღვიოს კეთილსინდისიერი კონკურენციის წესები.

საავტორო უფლების დაცვის ვადა განისაზღვრება ავტორის მთელი სიცოცხლის მანძილზე და მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში [მუხლი 1(1)]. შემსრულებელთა უფლებების დაცვის ვადა აითვლება ნაწარმოების შესრულების მომენტიდან ან პირველი მართლზომიერი გამოქვეყნებიდან და განისაზღვრება 50 წლით. ფონოდა ვიდეოგრამების დამამზადებლების უფლებები დაცულია პირველი ფიქსაციის ან პირველი კანონიერი გამოქვეყნების მომენტიდან 50 წლის განმავლობაში. საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის უფლებები დაცულია პროგრამის ეთერით პირველი გადაცემის მომენტიდან 50 წლით [მუხლი 3(1), (2)].

აღნიშნული ვადები შეეხება ყველა იმ ნაწარმოებს, რომელთა დაცვის ვადაც ევროკავშირის დირექტივის ძალაში შესვლის დღისთვის (1995 წლის 1 ივლისისთვის) ერთ-ერთ წევრ-ქვეყანაში მაინც არ არის ამოწურული. დირექტივის მითითებები არ შეეხება იმ ხელშეკრულებებს ან ექსპლუატაციის აქტებს, რომლებიც დადებული იყო 1995 წლის 1 ივლისამდე. ამგვარად, დირექტივა იცავს მესამე პირთა უფლებებს.

კინემატოგრაფიული ან აუდიოვიზუალური ნაწარმოებების მიმწოდებელი, დირექტივის თანახმად, განიხილება როგორც ერთ-ერთი ავტორი.

დირექტივა მიუთითებს კრიტიკული, სამეცნიერო და ფოტოგრაფიული ნაწარმოებების დაცვის ვადებზეც. კერძოდ, კრიტიკული და სამეცნიერო ნაწარმოებების შემთხვევაში დაცვის ვადა შეადგენს 30 წელს მათი კანონიერი გამოქვეყნებიდან; ხოლო ფოტოგრაფიული ნაწარმოებების შემთხვევაში დაცვის ვადა განისაზღვრება ავტორის მთელი სიცოცხლის მანძილზე და მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლით.

1996 წლის 11 მარტის ევროგაერთიანების დირექტივა მონაცემთა ბაზის სამართლებრივი დაცვის შესახებ (DIRECTIVES OF THE EUROPEAN COMMUNITIES ON THE LEGAL PROTECTION OF DATABASES)..

დირექტივა არეგულირებს შემდეგ საკითხებს:

- sui generis (ზოგიერთი კატეგორიის ნაწარმოებების ავტორებისათვის, ყველასათვის გათვალისწინებულ საერთო უფლებებთან ერთად, მინიჭებული დამატებითი ან განსაკუთრებული რეჟიმი; მაგალითად, კომპიუტერულ პროგრამებსა და მონაცემთა ბაზის მიმართ გათვალისწინებული დამატებითი ნორმების);

- კეთილსინდისიერი მომხმარებლის უფლებასა და მოვალეობას;

- დაცვის ვადებს;

- სანქციებს.

1996 წლის 13 მარტის ევროგაერთიანების დირექტივა ხელოვნების ორიგინალური ნაწარმოების ავტორის წილობრივი მონაწილეობის უფლების შესახებ (DIRECTIVES OF THE EUROPEAN COMMUNITIES ON RESALE RIGHT FOR THE BENEFIT OF THE AUTHOR OF AN ORIGINAL WORK OF ART)...

დირექტივის პრეამბულაში მოცემულია იურიდიული სიტუაციისა და ბაზრის ანალიზი, კონკურენციის დარღვევისა და ევროპის ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობებს შორის შეუთანხმებლობის ეკონომიკური შედეგები; თვით დირექტივის ტექსტში - პროცენტული განაკვეთები და მათი გადახდის მექანიზმები, წილობრივი მონაწილეობის უფლების მფლობელები, ინფორმაციის მიღების უფლება და სხვა.

1994 წლის 22 დეკემბრის რეგლამენტაცია კონტრაფაქციული და ყალბი საქონლის მიმართ ღონისძიებების ჩატარების შესახებ (COUNCIL REGULATION ON MEASURES CONCERNING COUNTERFEIT AND PIRATED GOODS).

აღნიშნული რეგლამენტაცია განსაზღვრავს:

- საბაჟო სამსახურის ჩარევისათვის მოთხოვნით განცხადების შეტანის წესს;

- საბაჟო სამსახურისა და კომპეტენტური ორგანოების ჩარევის პირობებს;

- დებულებას, რომელიც სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ კონტრაფაქციული ან ყალბი საქონლის მიმართ. კერძოდ, ყალბი პროდუქციის ამოღება და განადგურება, მისი გადაცემა უფლებების მფლობელის ან სახელმწიფოს საკუთრებაში, და სხვა.

მიუხედავად ზემოგანხილული საერთაშორისო დოკუმენტების სიმრავლისა, ინტელექტუალური საკუთრების, კერძოდ საავტორო უფლებების, დაცვის ერთიანი საერთაშორისო საშუალება და სისტემა არ არსებობს. ქვემოთ განვიხილავთ ნაწარმოებისა და ავტორების საერთაშორისო რეგისტრაციის მექანიზმებს, რომლის შექმნასაც ცდილობენ საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საერთაშორისო ორგანიზაციები.

დღეისთვის კი, პრინციპში, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა შეზღუდულია თითოეული წევრ-ქვეყნის ტერიტორიით (ტერიტორიული პრინცი პი). ერთი ქვეყნის მოქალაქეების დაცვა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დამოკიდებულია საერთაშორისო კონვენციებსა და ხელშეკრულებებზე.

თანამედროვე საავტორო სამართალი განიხილება როგორც მთლიანი სისტემა, რომელიც დაყოფილია 6 საკმაოდ დამოუკიდებელ ქვესისტემად:

  • ავტორის ქონებრივი უფლებები (მათი ბუნება და შინაარსი);

  • სახელშეკრულებო სამართალი;

  • მომიჯნავე უფლებების დაცვა;

  • ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციები;

  • სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქოსამართლებრივი სანქციები უფლებების დარღვევის წინააღმდეგ; ზომების გამკაცრება;

  • აუდიოვიზუალურ ნაწარმოებთა დაცვის თავისებურებები.

საავტორო სამართლის ამგვარი კლასიფიკაცია და ქვესისტემებად დაყოფა გვაქვს სხვადასხვა ნაციონალურ კანონმდებლობებში.

რაც შეეხება საერთაშორისო სამართალს, აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო საავტორო სამართალი წარმოადგენს საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართლის ჰიბრიდს. ერთი მხრივ, იგი ეყრდნობა საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა რატიფიკაციას ახდენენ სუვერენული სახელმწიფოები და იგი ამ გზით საჯარო სამართლის ნაწილად გვევლინება. ეროვნული რეჟიმისა და ურთიერთთანამშრომლობის პრინციპები, რომლებსაც ეყრდნობა კონვენციები, საერთაშორისო სამართლის პრინციპებია. მეორე მხრივ კი, საავტორო სამართალი შეისწავლის და აწესრიგებს სწორედ საერთაშორისო კერძო სამართლის ურთიერთობათა გარკვეულ ნაწილს.

_____________________

1. „ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნად“ ითვლება ქვეყანა: 1. რომლის მოქალაქეც არის ავტორი („მოქალაქეობის კრიტერიუმი“) და 2. სადაც ნაწარმოები პირველად გამოიცა („პირველი გამოცემის კრიტერიუმი“)

2. ისტორიული მონაცემები მოყვანილია წიგნიდან: 16-22, 27

2.1 1886 წლის ბერნის კონვენცია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ - Bern Convention for the Protection of Literary and Artistic Works (1886)

▲ზევით დაბრუნება


მიღებულია 1886 წლის 9 სექტემბერს, პარიზში 1896 წლის 4 მაისს მიღებული დამატებებით, გადასინჯულია ბერლინში 1908 წლის 13 ნოემბერს, შეტანილია დამატებები ბერნში 1914 წლის 20 მარტს და გადასინჯულია რომში 1928 წლის 2 ივნისს, ბრიუსელში 1948 წლის 26 ივნისს, სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივნისს და პარიზში 1971 წლის 24 ივლისს, შეტანილია ცვლილებები 1979 წლის 2 ოქტომბერს.

შექმნის მოკლე ისტორია

საავტორო უფლებების დაცვის პირველი ეროვნული კანონი ჯერ კიდევ 1710 წელს მიიღეს ინგლისში. მისი ინიციატორები იყვნენ ლონდონელი წიგნის გამომცემლები. უცხოელ ავტორთა უფლებების აღიარება და დაცვა კი დაიწყო XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ამ პერიოდისთვის ევროპის უმეტეს ქვეყანაში უკვე ჩამოყალიბებული იყო კაპიტალისტური ურთიერთობები. წარმოების სფეროში შეიქმნა ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოების ასახვის ეფექტიანი და იმ დროისთვის პროგრესული მეთოდები. უნივერსიტეტებისა და ბიბლიოთეკების შექმნამ, წიგნით ვაჭრობის განვითარებამ, ევროპის ფარგლებში თავისუფალმა მიმოსვლამ და უცხო ენების შესწავლამ მყარი საფუძველი ჩაუყარა გამომცემლობითი საქმიანობის განვითარებას, რომელიც კაპიტალის დაბანდების მომგებიან სფეროდ იქცა, ინტელექტუალური შრომის ნაწარმოებები კი სრულად პასუხობდნენ საქონლის ყველა ნიშანს.

სამართალში საავტორო უფლებები არამატერიალური ქონებრივი ხასიათისაა და სხვა ქონებრივ უბლებებთანაა გათანაბრებული, ამასთან ერთად, ხაზი გაესვა ამ უფლებების სპეციფიკურ, გართულებულ, ახალ ხასიათს. მიუხედავად სხვადასხვა სახის მიდგომისა, რომლითაც ანგლო-ამერიკული და კონტინენტური ევროპის სისტემები განსხვავდებიან, ინტელექტუალური სამართლის ძირითადი ამოცანაა ხელსაყრელი პირობები შეუქმნას ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტების შექმნასა და გავრცელებას.

წიგნით მოვაჭრეები ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ არა მარტო ნაციონალური ბაზრები, არამედ შეეღწიათ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზეც. ნაციონალურ ავტორთა ნაწარმოებები ხშირად გამოიცემოდა საზღვარგარეთ და უცხოელ ავტორთა ნაშრომები ჩნდებოდა ადგილობრივ ბაზარზე. იაფი გამოცემების იმპორტ-ექსპორტი ვეღარ აკმაყოფილებდა ახალი საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. გაიზარდა თარგმანების გამოცემის რაოდენობაც. მთელ რიგ ქვეყნებში ხელოვნების ნაწარმოებთა ექსპორტმა, სხვა მატერიალური ობიექტების მსგავსად, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მათ ეკონომიკაში.

ზემოაღწერილ პირობებში აშკარაა, რომ მხოლოდ ნაციონალური კანონმდებლობით შეუძლებელი იყო დაინტერესებულ მხარეთა უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფა. ზოგიერთმა ქვეყანამ დადო ორმხრივი შეთანხმება საავტორო უფლებების ურთიერთდაცვის შესახებ. 1886 წლისთვის დადებული იყო 33 შეთანხმება 15 ქვეყანას შორის. მაგრამ, თანდათანობით, ნათელი გახდა, რომ ორმხრივი შეთანხმების სისტემა არსებულ სიტუაციას სრულად ვერ მოაწესრიგებდა. ამის მიზეზი კი ნაციონალურ კანონმდებლობებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები იყო. მრავალრიცხოვანი კოლიზიის თავიდან ასაცილებლად საჭირო გახდა საერთაშორისო შეთანხმების შემუშავება, რომელიც, ერთი მხრივ, მოახდენდა ნაციონალური კანონმდებლობების ჰარმონიზაციას, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფდა საავტორო უფლებების ყველასთვის მისაღებ მინიმალურ დაცვას და ნაწარმოების დიდ ტერიტორიებზე გავრცელებისათვის შესაბამისი პირობები შეიქმნებოდა.

1858 წელს ბრიუსელის კონგრესზე ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორებმა მუშაობა დაიწყეს საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტის შექმნაზე. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, 1886 წელს, ათმა ქვეყანამ (ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა, იტალიამ, ლიბერიამ, ჰაიტიმ, ტუნისმა, საფრანგეთმა და შვეიცარიამ) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელსაც ბერნის კონვენცია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოების დაცვის შესახებ“ (Bern Convention for the Protection of Literary and Artistic Works - 1886) ეწოდა. კონვენცია ძალაში შევიდა 1887 წლის 5 დეკემბერს და მოგვიანებით მრავალჯერ გადაისინჯა.

1999 წლის 15 ივლისისთვის მას ხელი მოაწერა 140 ქვეყანამ. ესენია: ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ალჟირი, ამერიკის შეერთებული შტატები, არგენტინა, ახალი ზელანდია, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბაჰამები, ბაჰრეინი, ბელორუსია, ბელგია, ბენინი, ბოლივია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბოცვანა, ბრაზილია, ბულგარეთი, ბურკინა ფასო, გაბონი, გაიანა, გამბია, განა, გერმანია, გვატემალა, გვინეა, გვინეა-ბისაუ, გრენადა, დანია, დიდი ბრიტანეთი, დომინიკა, დომინიკას რესპუბლიკა, ეგვიპტე, ეკვადორი, ეკვატორული გვინეა, ელ-სალვადორი, ესპანეთი, ესტონეთი, ვენესუელა, ზამბია, ზიმბაბვე, თურქეთი, იამაიკა, იაპონია, ინდოეთი, ინდონეზია, იორდანია, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იუგოსლავია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, კამერუნი, კანადა, კაპ ვერდე, კენია, კვი პროსი, კოლუმბია, კონგო, კორეის რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, კოტ-დ' ივუარი, კუბა, ლატვია, ლესოტო, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, ლიტვა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მადაგასკარი, მავრიტანია, მავრიტი, მაკედონია, მალავია, მალაიზია, მალი, მალტა, მაროკო, მექსიკა, მოლდავეთის რესპუბლიკა, მონაკო, მონღოლეთი, ნამიბია, ნიგერი, ნიგერია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ომანი, პანამა, პაკისტანი, პარაგვაი, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუანდა, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, საბერძნეთი, სამხრეთ აფრიკა, სანტ-ვინსენტი და გრენადინები, სანტ-კიტსი და ნევისი, სანტ-ლუსია, საფრანგეთი, საქართველო, სვაზილანდი, სენეგალი, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, სურინამი, ტაილანდი, ტანზანია, ტოგო, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, უკრაინა, უნგრეთი, ურუგვაი, ფილიპინები, ფინეთი, ფიჯი, შვედეთი, შვეიცარია, შრილანკა, ჩადი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ჩილე, ჩინეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ხორვატია, ჰაიტი, ჰოლი-სი, ჰონდურასი.

ბერნის კონვენციას საქართველო შეუერთდა 1995 წლის 16 მაისს (საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის დადგენილება).

ბერნის კონვენციის ქართულენოვანი ოფიციალური თარგმანის ზოგიერთი მუხლი არ შეესაბამება ორიგინალურ ტექსტს. ქვემოთ გამოყენებულია კონვენციის ავტორისეული თარგმანი.

ბერნის კავშირი
პრეამბულა

კავშირის ქვეყნებმა, შთაგონებულმა ერთი სურვილით - ეფექტიანად და ერთნაირად დაიცვან ავტორთა უფლებები ლიტერატურულ და მხატვრულ ნაწარმოებებზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია,

აღიარებენ რა 1967 წელს კონვენციის გადასინჯვის თაობაზე სტოკჰოლმში გამართული კონფერენციის მუშაობის მნიშვნელობას,

გადაწყვიტეს გადასინჯონ სტოკჰოლმის კონფერენციაზე მიღებული აქტი, უცვლელად ტოვებენ რა ამ აქტის 1-20 და 22-26 მუხლებს.

ამის შესაბამისად, ქვემოთ ხელმომწერი რწმუნებულები, თავიანთი რწმუნების შესაბამისი ფორმითა და სრული წესით წარდგენის შემდეგ, შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

ქვეყნები, სადაც გამოიყენება ეს კონვენცია, ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორთა უფლებების დაცვის მიზნით ქმნიან კავშირს.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს 1892 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, კავშირი, რომელსაც ჩვეულებრივ „ბერნის კავშირს“ უწოდებენ, 1893 წლის 1 იანვრიდან შვეიცარიის კანონით აღიარებულია იურიდიულ პირად. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (ისმო) კავშირის ორგანიზაციულ ინტეგრაციას არ შეუტანია ამ დებულებაში არანაირი ცვლილება. ეს დებულება საინტერესოა მხოლოდ ადმინისტრაციული შედეგების თვალსაზრისით და არ ანიჭებს კავშირს საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტის სტატუსს1.

ფრაზა „ავტორთა უფლებების დაცვის მიზნით“ არ ნიშნავს, რომ ბერნის კონვენცია ქმნის კანონებს კავშირის თითოეული ავტორისათვის. კონვენციის ძირითადი მიზანია დაიცვას ავტორის უფლებები მშობლიური ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ე.ი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუქმნას უფლებების გამოყენებისა და დაცვის ჩარჩოები. საერთაშორისო სამართლის ნორმებს ენიჭებათ პრიორიტეტი ნაციონალურ კანონმდებლობასთან მიმართებაში.

დაცული ნაწარმოებები
მუხლი 2

    1. ტერმინი ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებები მოიცავს ყველა ნაწარმოებს ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში როგორი საშუალებითა და ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული: წიგნს, ბროშურასა და სხვა წერილობით ნაწარმოებს; ლექციას, მიმართვას, ქადაგებას და სხვა ამგვარ ნაწარმოებს; დრამატულ და მუსიკალურ-დრამატულ ნაწარმოებს; ქორეოგრაფიულ ნაწარმოებსა და პანტომიმას; მუსიკალურ ნაწარმოებს ტექსტითურთ და უტექსტოდ; კინემატოგრაფიულ ნაწარმოებს, რომელსაც უთანაბრდება კინემატოგრაფიულის ანალოგიური საშუალებით შექმნილი ნაწარმოები; ნახატს, ფერწერის, არქიტექტურის, ქანდაკების, გრაფიკისა და ლიტოგრაფიულ ნაწარმოებს; ფოტოგრაფიულ ნაწარმოებს, რომელსაც უთანაბრდება ფოტოგრაფიულის ანალოგიური საშუალებით გამოხატული ნაწარმოები; გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებს; ილუსტრაციას; გეოგრაფიულ რუკას, გეგმას, ესკიზსა და პლასტიკურ ნაწარმოებს, რომელიც განეკუთვნება გეოგრაფიას, ტოპოგრაფიას, არქიტექტურას ან მეცნიერებას.

    2. ამავე დროს, კავშირის ქვეყნების კანონმდებლობებს უნარჩუნდებათ უფლება დააწესონ, რომ ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებები ან მათი რომელიმე გარკვეული კატეგორია არ ექვემდებარება დაცვას, თუ რომელიმე მატერიალური ფორმით ისინი არ არის განმტკიცებული.

    3. თარგმანი, ადაპტაცია, მუსიკალური არანჟირება და ლიტერატურული ან მხატვრული ნაწარმოებების სხვაგვარი გადაკეთება დაცულია ისევე, როგორც ორიგინალური ნაწარმოები ორიგინალური ნაწარმოების ავტორის უფლებების შეულახავად.

    4. კავშირის ქვეყნების კანონმდებლობები ინარჩუნებენ უფლებას განსაზღვრონ დაცვა, რომელიც მიენიჭებათ საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სასამართლო ხასიათის ოფიციალურ ტექსტებსა და ასეთი ტექსტების ოფიციალურ თარგმანებს.

    5. ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოების კრებული, მაგალითად, ენციკლოპედია და ანთოლოგია, რომლებიც მასალების შერჩევითა და განლაგებით წარმოადგენენ ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფს, დაცული უნდა იყოს როგორც ასეთი, ამ კრებულის შემადგენელი ნაწილის ყოველი ნაწარმოების ავტორის უფლებების შეულახავად.

    6. ამ მუხლში მითითებული ნაწარმოებები სარგებლობენ დაცვის უფლებით კავშირის ყველა ქვეყანაში. ეს დაცვა ხორციელდება ავტორისა და მისი უფლებამონაცვლის სასარგებლოდ.

    7. ამ კონვენციის მე-7 მუხლის (4) პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, კავშირის ქვეყნების კანონმდებლობებს უნარჩუნდებათ უფლება განსაზღვრონ მათი კანონების გამოყენების ფარგლები გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებთა და სამრეწველო ხასიათის ნახატებისა და ნიმუშების მიმართ, აგრეთვე ამ ნაწარმოებების, ნახატებისა და ნიმუშების დაცვის პირობები. იმ ნაწარმოებთა მიმართ, რომლებიც დაცულია მათი წარმოშობის ქვეყანაში მხოლოდ როგორც ნახატები და ნიმუშები, კავშირის სხვა ქვეყნებში შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ სპეციალური დაცვა, რის საფუძველზეც აღნიშნული ქვეყანა მოცემული ნახატებისა და ნიმუშების დაცვას, მაგრამ, თუ ქვეყანაში ასეთი დაცვა არ ხორციელდება, ნაწარმოები დაცულ უნდა იქნეს როგორც მხატვრული ნაწარმოები.

    8. ამ კონვენციით მინიჭებული დაცვის უფლება არ ვრცელდება ახალ ამბებზე ან ცნობებზე სხვადასხვა მოვლენის შესახებ, რომლებსაც უბრალო პრეს-ინფორმაციის ხასიათი აქვს.

მუხლი 2bis

  1. კავშირის ქვეყნების კანონმდებლობები ინარჩუნებენ უფლებას სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტონ წინა მუხლით გათვალისწინებული დაცვის უფლება პოლიტიკური სიტყვისა და სასამართლო პროცესზე წარმოთქმული სიტყვის მიმართ.

  2. კავშირის ქვეყნების კანონმდებლობები ინარჩუნებენ აგრეთვე უფლებას დაადგინონ პირობები, რომლებითაც ლექციები, მიმართვები და ასეთი სახის სხვა საჯაროდ წარმოთქმული ნაწარმოებები შეიძლება დაიბეჭდოს პრესაში, გადაიცეს ეთერით, გადაიცეს საყოველთაო გაცნობისათვის კაბელით და შეადგინოს საჯარო შეტყობინების საგანი, რომელსაც ამ კონვენციის მე-11bis მუხლის (1) პუნქტი ითვალისწინებს, როდესაც ასეთი გადაცემა გამართლებულია ინფორმაციის მიზნით.

  3. ამავე დროს, ავტორი სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით მოამზადოს თავის ნაწარმოებთა კრებული, რომელიც მოხსენიებულია წინა პუნქტებში.

„ნაწარმოების“ ცნების განმარტება და შინაარსის დადგენა მრავალი დისკუსიის მთავარ თემად იქცა. საავტორო სამართალი ნაწარმოებს უყენებს შემდეგ პირობას: ქმნილება უნდა იყოს ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფი და ორიგინალური ნაწარმოები ჟანრის, ფორმის, მოცულობის, შინაარსის, მხატვრული ღირებულების მიუხედავად.

ბერნის კონვენციის მე-2 მუხლის (1) პუნქტში მოცემულია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოების ტერმინის მოცულობა, რომელიც შეიცავს „ყველა ნაწარმოებს ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში, როგორი საშუალებითა და ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული: წიგნს, ბროშურასა და სხვა წერილობით ნაწარმოებს; ლექციას, მიმართვას, ქადაგებასა და სხვა ამგვარ ნაწარმოებს; დრამატულ და მუსიკალურ-დრამატულ ნაწარმოებს; ქორეოგრაფიულ ნაწარმოებსა და პანტომიმას; მუსიკალურ ნაწარმოებს ტექსტითურთ და უტექსტოდ; კინემატოგრაფიულ ნაწარმოებს, რომელსაც უთანაბრდება კინემატოგრაფიულის ანალოგიური საშუალებით შექმნილი ნაწარმოები; ნახატს, ფერწერის, არქიტექტურის, ქანდაკების, გრაფიკისა და ლიტოგრაფიულ ნაწარმოებს; ფოტოგრაფიულ ნაწარმოებს, რომელსაც უთანაბრდება ფოტოგრაფიულის ანალოგიური საშუალებით გამოხატული ნაწარმოები; გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებს; ილუსტრაციას; გეოგრაფიულ რუკას, გეგმას, ესკიზსა და პლასტიკურ ნაწარმოებს, რომელიც განეკუთვნება გეოგრაფიას, ტოპოგრაფიას, არქიტექტურას ან მეცნიერებს“.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არ არის ამომწურავი და ლიტერატურული, მხატვრული და სამეცნიერო ნაწარმოებების ზოგად კატეგორიაში შედის მათი სხვა კონკრეტული ფორმებიც. ნაციონალური კანონმდებლობით გათვალისწინებულ წერილობითი ნაწარმოების ცნებაში იგულისხმება:

  • ლიტერატურისა და სამეცნიერო წერითი ნაწარმოებები, გამოხატულების ფორმის, სამხატვრო ღირებულების ან დანიშნულების მიუხედავად (როგორიცაა, მაგალითად, ხელნაწერები, მემუარები, წიგნები, პამფლეტები, გაზეთები, პერიოდული გამოცემები, კრებულები, ანთოლოგიები, პირადი წერილები და სხვა.);

  • სხვადასხვა სახის რუკა: გეოგრაფიული, ტოპოგრაფიული, სანავიგაციო, ასტრონომიული და სხვ.;

  • გეგმები, ილუსტრაციები, სკეტჩები, გეოგრაფიული, ტოპოგრაფიული, არქიტექტურული, სამეცნიერო და სხვა ნაწარმოებები;

  • პლასტიკური ნაწარმოებები, იმ პირობით, რომ ისინი არ ხვდება ხელოვნების ნაწარმოებთა კატეგორიაში.

ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობაში წერილობითი ნაწარმოების ცნებაში შეტანილია ნებისმიერი მუსიკალური კომპოზიცია, სურათი, სკულპტურა, ფოტოსურათი და სხვ.

ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკის ნაწარმოებთა კატეგორიაში გაერთიანებულია არქიტექტურული, გამოყენებითი ხელოვნების, გრაფიკის, ლიტოგრაფიისა და ყველა სახის მხატვრული ნაწარმოები. მთელი რიგი ქვეყნების კანონმდებლობა არ იცავს არქიტექტურულ ნაწარმოებებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კატეგორიის ნამუშევრები საავტორო სამართლით არ არის დაცული. თეორიულად, არქიტექტურული ნაშრომები შეიცავენ არა მხოლოდ შენობა-ნაგებობებს, არამედ გეგმებს, ესკიზებსა და ნახაზებს, რომლებიც მიეკუთვნება პარკების, ლანდშაფტებისა და ხუროთმოძღვრების არქიტექტურას, ქალაქების დაგეგმვას. ამ შემთხვევაში ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საავტორო სამართალი იცავს მათ როგორც მხატვრულ ნაწარმოებებს და არ ითვალისწინებს მშენებლობის მეთოდებისა და პროცესების დაცვას.

კონვენციის მე-2 მუხლის (7) პუნქტში მითითებულია, რომ კავშირის ქვეყნები ინარჩუნებენ უფლებას თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობებში განსაზღვრონ გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებთა და სამრეწველო ხასიათის ნახატებისა და ნიმუშების დაცვის მოვულობა, აგრეთვე ამ ნაწარმოებების, ნახატებისა და ნიმუშების დაცვის პირობები. იმ ნაწარმოებთა მიმართ, რომლებიც დაცულია მათი წარმოშობის ქვეყანაში მხოლოდ როგორც ნახატები და ნიმუშები, კავშირის სხვა ქვეყნებში შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობის დაცვა, რომლითაც ეს ქვეყანა უზრუნველყოფს ამ ნახატებსა და ნიმუშებს, მაგრამ თუ ქვეყანაში ასეთი დაცვა არ ხორციელდება, ეს ნაწარმოებები დაცულ უნდა იქნეს როგორც მხატვრული ნაწარმოებები.

მუსიკალური და დრამატული ნაწარმოებები, როგორც წესი, აერთიანებენ დრამატულ, მუსიკალურ-დრამატულ, მუსიკალურ, ქორეოგრაფიულ და პანტომიმის ნაწარმოებებს. მთელი რიგი ნაციონალური კანონმდებლობა იცავს პანტომიმისა და ქორეოგრაფიულ ნაწარმოებებს, თუ მათი ფიქსაციის ფორმა ავტორის ჩაურევლად მათი დადგმის საშუალებას იძლევა.

XX საუკუნის დასაწყისში ბერლინის კონფერენციაზე კონვენციის ტექსტში დაცული ნაწარმოებების სიაში შეტანილია კინემატოგრაფიის, არქიტექტურის, ფოტოგრაფიისა და პანტომიმის ნაწარმოებები. ტექსტში მოყვანილია შემდეგი ფორმულირება: „კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებს უთანაბრდება კინემატოგრაფიულის ანალოგიური საშუალებით შექმნილი ნაწარმოებები“. ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა „სატელევიზიო გადაცემების“ სფეროს ისტორია.

კონვენციის სტოკჰოლმის ტექსტში ტელეგადაცემები გათანაბრებული და შერწყმულია კინემატოგრაფიულ ნაწარმოებთან. მაგრამ ამავე მუხლის (2) პუნქტის თანახმად, კავშირის ქვეყნები ვალდებული იყვნენ დაეცვათ სატელევიზიო გადაცემები მხოლოდ მატერიალურ მატარებელზე მათი ჩაწერის შემთხვევაში. შეთავაზებული იყო წინადადება ცალკე პუნქტით განემარტათ ნაწარმოებები, რომლებიც, კინემატოგრაფიულის ანალოგიურად, გამოხატულია ვიზუალური ეფექტის შექმნის საშუალებით და მატერიალურ ფორმაშია ფიქსირებული. ისინი უნდა განხილულიყო როგორც კინემატოგრაფიული ნაწარმოებები. მოყვანილი ფორმულირება ნათლად ასახავდა სატელევიზიო პროგრამების ასიმილირებას კინემატოგრაფიულთან. მაგრამ კონფერენციამ არ დაამტკიცა ეს განმარტება.2 აღნიშნული რედაქცია, რომელიც ნათლად მიუთითებდა ტელეფილმების დაცვას, ღიად ტოვებდა ტელეგადაცემების ტრანსლაციის საკითხს. მხოლოდ მოგვიანებით, შემდეგ რედაქციებში, ამოიღეს ფიქსაციის მოთხოვნა.

ახალი კატეგორიის ნაწარმოებთა ავტორმა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ მუხლში, შეიძლება მოითხოვოს დაცვა მხოლოდ ნაციონალური კანონმდებლობის საფუძველზე, თუ ეს ადგილობრივი კანონი აღნიშნული ნაწარმოებების დაცვას ითვალისწინებს. ე.ი. კონვენცია აწესებს უცხოელთა უფლებების მინიმალური დაცვის წესს, რომელიც მოქმედებს jus conventionis სახით და არ არის დამოკიდებული ნაციონალურ კანონმდებლობაზე. მაგალითად, ბერნის კონვენციის ბრიუსელის ვერსია ქორეოგრაფიული და პანტომიმის ნაწარმოებებისათვის მოითხოვს მათ ფიქსაციას მატერიალურ მატარებელზე. იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური კანონმდებლობა არ იცავს ამ კატეგორიის ნაწარმოებებს, სწორედ ფირზე ან სხვა სახით ფიქსაცია იქნება მათი დაცვის წინაპირობა.

კონვენციის მე-2 მუხლის (2) პუნქტი პირდაპირ მიუთითებს: „კავშირის ქვეყნების კანონმდებლობებს უნარჩუნდებათ უფლება დააწესონ, რომ ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებები ან მათი რომელიმე გარკვეული კატეგორია არ ექვემდებარება დაცვას, თუ იგი რომელიმე მატერიალური ფორმით არ არის განმტკიცებული“...

ზემოაღნიშნული პუნქტის მიღებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი კამათი, რომელიც კონვენციის მიღებისთანავე დაიწყო. ნაწარმოებების ფიქსაციის მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა კონვენციის ძირითად პრინციპს, რომლის თანახმადაც, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა გავრცელება ხდება მათი ფორმისა და გამოხატვის მეთოდის მიუხედავად. ფიქსაციის მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ ამ მოთხოვნის გაუქმება გამოიწვევდა ავტორთა და მსახიობ-შემსრულებელთა უფლებების აღრევას. გარდა ამისა, ფიქსაცია საშუალებას იძლევა აბსოლუტური სიზუსტით დადგინდეს ავტორთა ნაწარმოებები, რაც სხვა შემთხვევაში საკმაოდ გაძნელდება.

ბერნის კონვენციამ გააუქმა აუცილებელი ფიქსაციის მოთხოვნა, მაგრამ ნება დართო ნაციონალურ კანონმდებლობებს შეეტანათ ეს მოთხოვნა ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ცალკეული კატეგორიის მიმართ.

ეროვნული კანონმდებლობის კომპეტენციაშია აგრეთვე იმ დაცვის განსაზღვრა, რომელიც მიეცემათ საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სასამართლო ხასიათის ოფიციალურ ტექსტებს და ასეთი ტექსტების ოფიციალურ თარგმანებს [მუხლი 2(4)].

როგორც ბრიუსელის ვერსია, ისე კონვენციის შემდგომი რედაქციები მიუთითებენ, რომ დაცვის უფლება არ ვრცელდება „ახალ ამბებზე“ ან ცნობებზე სხვადასხვა მოვლენის შესახებ, რომლებსაც უბრალო პრეს-ინფორმაციის ხასიათი აქვს (მუხლი 2(8). ეს გამონაკლისი განპირობებულია იმით, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ნაწარმოებებთან, არამედ მხოლოდ ფაქტებთან, რომელსაც არ გააჩნია ავტორი და შემოქმედების ელემენტები. თუმცა მოცემული პოზიცია არ გულისხმობს იმას, რომ ამ ფაქტების გამოყენებით შექმნილი ჟურნალისტური სტატიები არ სარგებლობენ დაცვით.

ბრიუსელის 1948 წლის კონფერენციამ ცნო საავტორო უფლება ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოების კრებულზე, როგორიცაა, მაგალითად, ენციკლოპედია და ანთოლოგია, რომელიც მასალების შერჩევით და განლაგებით წარმოადგენს ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფს. [მუხლი 2(5)]

კონვენცია იცავს აგრეთვე ორიგინალური ნაწარმოების თარგმანს, ადაპტაციას, მუსიკალურ არანჟირებასა და ლიტერატურული ან მხატვრული ნაწარმოების სხვაგვარ გადაკეთებას [მუხლი 2(3)].

მე-2 მუხლის (3) და (5) პუნქტები შეიცავს დამატებით შენიშვნას, რომელიც ითვალისწინებს, რომ ლიტერატურული ან მხატვრული ნაწარმოებების კრებულების გადაკეთება და დაცვა ხდება ორიგინალური ნაწარმოების ავტორის უფლებების შეულახავად.

რომის 1928 წლის კონფერენციაზე კონვენციაში შეიტანეს ცვლილებები, რომლებიც კავშირის ქვეყნებს ნებას რთავს მთლიანად ან ნაწილობრივ ამოიღონ დაცული ნაწარმოებების სიიდან სასამართლოში, საკანონმდებლო ან საზოგადოებრივი თავშეყრის დროს წარმოთქმული მოხსენებები, აგრეთვე ინარჩუნებენ უფლებას დაადგინონ პირობები, რომლებითაც ლექციები, ქადაგებები, მიმართვები, მოხსენებები და ასეთი სახის სხვა საჯაროდ წარმოთქმული სიტყვები შეიძლება დაიბეჭდოს პრესაში, გადაიცეს ეთერით, გადაიცეს საყოველთაო გაცნობისათვის კაბელით და შეადგინოს საჯარო შეტყობინების საგანი, თუ ასეთი გადაცემა გამართლებულია ინფორმაციის მიზნით [მუხლი 2bis (1)(2)], თუმცა ზემოაღნიშნული კატეგორიის ნაწარმოებთა ავტორს უნარჩუნდება განსაკუთრებული უფლება მოამზადოს თავის საჯარო გამოსვლების კრებული [მუხლი 2bis(3)].

მუხლი 2(2), (4) და (7) პუნქტების და მუხლი 2bis(1) და (2) პუნქტების თანახმად, კავშირის ქვეყნების კანონმდებლობები ინარჩუნებენ უფლებას დააწესონ ან განსაზღვრონ გარკვეული კატეგორიის ნაწარმოებებზე უფლებების დაცვა; სრულიად ან ნაწილობრივ შეწყვიტონ დაცვის უფლება. თუ ამგვარი რეგლამენტაცია არ არის ნაციონალურ კანონმდებლობაში, ნაწარმოებებზე უფლებების დაცვის მოთხოვნა არ იქნება გამართლებული. ეს პოზიცია აიხსნება იმით, რომ ჩამოთვლილი ნაწარმოების კატეგორიის თავისუფალი გამოყენების მოთხოვნა განპირობებულია ეროვნული ინტერესებით და ამ შემთხვევაში იგი მხატვრულ ინტერესებზე პრევალირებს.

დაცვის უფლება
მუხლი 2(6)

მე-2 მუხლში ჩამოთვლილ ნაწარმოებთა კატეგორიათა დაცვა ექვემდებარება jure conventionis პრინციპს იმ შემთხვევაში, თუ ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნის (country of origin) ან იმ სახელმწიფოს, სადაც მოთხოვნილია დაცვა (country of protection), ადგილობრივი კანონმდებლობებით ყველა ამ ნაწარმოების დაცვა არ არის გათვალისწინებული.

ტერმინი „ავტორი“, რომელიც გამოყენებულია კონვენციის მუხლებში, განსხვავებულად არის გაგებული კავშირის ქვეყნებში. მაგრამ მრავალწლიანი პრაქტიკის საფუძველზე საავტორო სამართალში დამკვიდრდა აღნიშნული ტერმინის ყველასთვის მისაღები განმარტება: ავტორი ფიზიკური პირია, რომელმაც შექმნა ნაწარმოები, ე.ი. ნაწარმოების შემქმნელია.

შევეცადოთ განვავრცოთ ეს განმარტება. ბერნის კონვენციის თანახმად, ნაწარმოები არის ინდივიდუალური ინტელექტუალური შემოქმედების შედეგი და შექმნილია იმ ადამიანის მიერ, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობებში საავტორო უფლებების პირველ მფლობელად გამოდის. საავტორო უფლებები მას წარმოეშვება ნაწარმოებზე მუშაობის მომენტიდან. ადგილი შეიძლება ჰქონდეს დამქირავებლის (სამუშაოს მიმცემის) სასარგებლოდ წამოწყებულ დამქირავებელ-შემსრულებლის ურთიერთობებს (ანალოგიური შემთხვევა გვაქვს კინემატოგრაფიული ნაწარმოების შექმნისას, როდესაც უფლებები გადაეცემა ფილმის პროდიუსერს - აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს). მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული კანონები და ბერნის კონვენცია დამქირავებელს მიაკუთვნებენ საავტორო უფლებების მფლობელის სტატუსს (პროდიუსერი კი განიხილება როგორც კინემატოგრაფიული ნაწარმოებების ერთ-ერთი ავტორი), ეს არ ნიშნავს, რომ ნაწარმოებები და მათზე საავტორო უფლებები შეიძლება წარმოიშვას შემოქმედებითი პროცესის (ავტორის) გარეშე; ინტელექტუალური შემოქმედება ადამიანის ღვაწლია. ორიგინალური ნაწარმოებები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ავტორის მიერ, რომელიც შემდგომ უთმობს თავის უფლებებს სამუშაოს მიმცემს ან პროდიუსერს.

ბერნის კონვენციაში გამოყენებულია ორი სხვადასხვა ტერმინი: „ავტორი“ და „საავტორო უფლებების მფლობელი“. ავტორი ყოველთვის ის პირია, რომელიც ქმნის ნაწარმოებებს. ნებისმიერი ქვეყნის კანონი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს დაადგინოს ვინ არის ნაწარმოების შემქმნელი (ავტორი), პროდიუსერი, თანაავტორობის შემთხვევაში - ავტორები და ავტორის დამხმარე პირები.

„საავტორო უფლებების მფლობელი“ შეიძლება იყოს როგორც პირადად ავტორი/ავტორები, ისე მათი უფლებამონაცვლეები. მაგრამ მხოლოდ ავტორი არის ამ უფლებების წარმოშობის საწყისი წერტილი.

მე-2 მუხლის (6) პუნქტში გამოყენებულია ტერმინი „ავტორის უფლებამონაცვლე“, რომელზედაც მემკვიდრეობით გადადის ავტორის ყველა უფლება და ურთიერთობებში გამოდის როგორც ავტორის სრულუფლებიანი უფლებამონაცვლე. უფლებამონაცვლეს შეუძლია გახდეს საავტორო უფლების მფლობელი კანონის ან ანდერძის საფუძველზე. უფლებამონაცვლეები სარგებლობენ იმავე მოცულობის დაცვით, რითაც თვით ავტორი. სწორედ ამაშია განსხვავება „უფლებამონაცვლეებსა“ და „განსაკუთრებული ლიცენზიის მფლობელს“ შორის, რომელსაც ავტორი ან მისი უფლებამონაცვლე საავტორო ხელშეკრულების საფუძველზე უთმობს განსაკუთრებულ უფლებას გამოიყენოს ნაწარმოებები განსაზღვრული საშუალებით, დადგენილ ფარგლებში და ვადით. განსაკუთრებული ლიცენზიის მფლობელს უფლება ეძლევა აუკრძალოს მესამე პირს, მათ შორის ავტორს/ავტორის უფლებამონაცვლეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით გამოიყენოს აღნიშნული ნაწარმოებები.

თუ ავტორს გააჩნდა „ბერნის კონვენციის ავტორის“ ნიშნები (მოქალაქეობის ან პირველი გამოქვეყნების კრიტერიუმები) მის ნაწარმოებებზე უფლებების დაცვით სარგებლობენ მისი მემკვიდრეები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი „ბერნის კავშირის“ წევრ-ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. მაგრამ, თუ კონვენციით ავტორს დაცვის უფლება არ ენიჭებოდა მისი მემკვიდრეები „კავშირის წევრობის“ ნიშნების მიუხედავად, დაცვით ვერ ისარგებლებენ.

კონვენცია, როგორც უკვე აღინიშნა, დაცვის უფლებას ანიჭებს უფლებამონაცვლეებს. მაგრამ, თუ მესამე პირებზე, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობებით ავტორის უფლებამონაცვლეებად არიან აღიარებული და, ავტორისაგან განსხვავებით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ, ავტორის მშობლიურ ქვეყანაში მათზე უფლებების გადატანა შეზღუდულია. ამ შემთხვევაში წარმოიშვება კანონების კონფლიქტი უფლებების დაცვის მოთხოვნის ქვეყნისა და წარმოშობის ქვეყნის წესებს (ან სხვა სამართლებრივ სისტემას) შორის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირღვევა კონვენციის „მინიმალური დაცვის პრინციპი“. Jus conventionis აწესრიგებს მხოლოდ იმ უფლებებს, რომლებიც ეკუთვნის ავტორს, და არა იმ პირებს, ვინც მართავს უფლებებს. კონვენცია არ იცავს ჩვეულებრივი ლიცენზიის მფლობელს, რადგან კონვენციას არ შეუძლია აუკრძალოს სხვა პირებს ანალოგიური უფლებების (სრული მოცულობით ან გარკვეული ნაწილის) მიღება.

დაცვის უფლების მინიჭების კრიტერიუმები
მუხლი 3

  1. ამ კონვენციით გათვალისწინებული დაცვის უფლება გამოიყენება:

    1. ავტორთა მიმართ, რომლებიც არიან კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეები, მათი როგორც გამოქვეყნებული, ისე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების მიმართ;

  1. ავტორთა მიმართ, რომლებიც არ არიან კავშირის ერთერთი ქვეყნის მოქალაქეები, მათი ნაწარმოებების მიმართ, რომლებიც პირველად გამოიცა ერთ-ერთ ასეთ ქვეყანაში ან ერთდროულად გამოიცა კავშირის ქვეყანაში და ქვეყანაში, რომელიც არ შედის კავშირში.

  1. ავტორები, რომლებიც კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან, მაგრამ აქვთ თავიანთი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ერთ-ერთ ასეთ ქვეყანაში, ამ კონვენციის მიზნებისათვის უთანაბრდებიან ამ ქვეყნის მოქალაქეებს.

  2. გამოცემულ ნაწარმოებებში უნდა ვიგულისხმოთ ნაწარმოები, გამოცემული მისი ავტორის თანხმობით, მიუხედავად იმისა როგორია ეგზემპლარების დამზადების წესი, იმ პირობით, თუ ეს ეგზემპლარები გამოშვებულია საზოგადოების დაკმაყოფილებისათვის საჭირო გონივრული რაოდენობით, ნაწარმოების ხასიათის გათვალისწინებით. გამოცემულად არ ითვლება დრამატული, მუსიკალურდრამატული ან კინემატოგრაფიული ნაწარმოების დადგმა, მუსიკალური ნაწარმოების შესრულება, ლიტერატურული ნაწარმოების საჯარო კითხვა, ლიტერატურული ან მხატვრული ნაწარმოების კაბელით გადაცემა ან ეთერით გადაცემა, ხელოვნების ნაწარმოების ჩვენება და არქიტექტურული ნაწარმოების აგება.

  3. ნაწარმოები ჩაითვლება გამოცემულად ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, თუ იგი გამოიცა ორ ან მეტ ქვეყანაში მისი პირველი გამოცემიდან ოცდაათი დღის განმავლობაში.

ბერნის კონვენციის შექმნის ძირითადი მიზანი იყო ნაციონალურ კანონმდებლობებს შორის განსხვავებებისა და კანონების კოლიზიის თავიდან აცილება. შემუშავებულია ორი ძირითადი პრინციპი: „ეროვნული რეჟიმის“ პრინცი პი და „მინიმალური დაცვის“ პრინციპი. „ეროვნული რეჟიმის“ პრინციპი გულისხმობდა იმას, რომ კონვენციის წევრქვეყნის ფარგლებში უცხოელს ენიჭებოდა უფლებების იმ მოცულობით დაცვა, როგორიც განსაზღვრულია წევრ-ქვეყნის მოქალაქისათვის. მინიმალური დაცვის პრინციპი კი მოითხოვდა იმ საზღვრების დადგენას, რომლის ქვემოთაც არ შეიძლებოდა უცხოელი ავტორის უფლებების დაცვის დონის დაწევა (ე.ი. კონვენცია ადგენს უფლებების და მათი დაცვის მინიმუმს). კონვენციის გამოყენების წესების უნიფიკაცია მიღწეულ იქნა ნაციონალურ კანონმდებლობებზე მისი პირველობის პრინცი პის (primacy) საფუძველზე.

კონვენციის შემუშავების მომენტიდან თეორიულად გამოყოფდნენ დაცვის მინიჭების ორ კრიტერიუმს: ტერიტორიულსა და მოქალაქეობრივს. პირველი ნიშნავდა იმ ნაწარმოებებზე დაცვის უფლების აღიარებას, რომელიც კავშირის წევრ-ქვეყნის ტერიტორიაზე, ავტორის მოქალაქეობის მიუხედავად, პირველად იყო გამოცემული. მეორე კი დაცვის უფლებას ანიჭებდა იმ ნაწარმოებს, რომლის ავტორიც წევრ-ქვეყნის მოქალაქე იყო, იმისდა მიუხედავად სად იყო პირველად გამოცემული ნაწარმოები. ტერიტორიული პრინციპი პირველ რიგში იცავდა წიგნის გამომცემელთა და გამყიდველთა ინტერესებს, რომლებსაც უკვე შეეძლოთ მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოცემული ნაწარმოებების დაცვა ავტორის მოქალაქეობის მიუხედავად.

მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ (A) ქვეყნის (რომელიც არ არის კავშირის წევრი) მოქალაქე თავის ნაწარმოებებს (B) ქვეყნის (კავშირის წევრის) ტერიტორიაზე პირველად გამოსცემს, იგი ისარგებლებდა დაცვით კავშირის ყველა ქვეყანაში. თუ პირიქით, (B) ქვეყნის მოქალაქე გამოსცემს ნაწარმოებს (A) ქვეყნის ტერიტორიაზე, დაცვის უფლება მას არ მიენიჭება. მოქალაქეობის პრინცი პის მიხედვით, კავშირის წევრ-ქვეყნის მოქალაქე ისარგებლებს დაცვის უფლებით, ნაწარმოების გამოცემის ადგილის მიუხედავად.

კონვენციის მე-3(1) მუხლი დაცვის უფლებას ანიჭებს შემდეგ კატეგორიებს:

  1. ავტორებს, რომლებიც კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათი როგორც გამოქვეყნებული, ისე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების მიმართ;

  2. ავტორებს, რომლებიც არ არიან კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეები, მათი ნაწარმოებების მიმართ, რომლებიც პირველად გამოიცა ერთ-ერთ ასეთ ქვეყანაში ან ერთდროულად გამოიცა ქვეყანაში, რომელიც არ შედის კავშირში, და კავშირის ქვეყანაში. (ავტორი, რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „კონვენციის ავტორი“ ან „ბერნის კავშირის ავტორი“)

კონვენციის მიზნებისათვის, ავტორები, რომლებიც კავშირის ერთერთი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან, მაგრამ აქვთ თავიანთი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ერთ-ერთ ასეთ ქვეყანაში, გათანაბრებულები არიან ამ ქვეყნის მოქალაქეებთან [მუხლი 3 (2)].

კონვენციის ტექსტი არ აზუსტებს იმას, რომ ავტორი, რომელიც არ არის წევრ-ქვეყნის მოქალაქე, მუდმივად უნდა ცხოვრობდეს ამ ქვეყანაში ნაწარმოების გამოცემის მომენტში, თუ მხოლოდ დაცვისთვის მიმართვის მომენტში. გაურკვეველია აგრეთვე, რომელი ქვეყანა უნდა ჩაითვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყნად, თუ ავტორი რამდენიმეში ბინადრობს.

გამოცემული ნაწარმოებები

კონვენციის მიერ დაცვაზე უფლების მინიჭება დაქვემდებარებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობის შესრულებაზე მაინც:

- ავტორი უნდა იყოს კავშირის წევრ-ქვეყნის მოქალაქე (ან ჰქონდეს მის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილი);

ან

- პირველად თავისი ნაწარმოებები გამოსცეს კავშირის ერთერთ წევრ-ქვეყანაში.

როგორც ვხედავთ, დაცვაზე უფლების მიღებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „გამოცემის“ ცნების განსაზღვრას. მე-3 მუხლის (3) პუნქტში ნათქვამია, რომ „გამოცემულ ნაწარმოებებში“ უნდა ვიგულისხმოთ ნაწარმოები, გამოცემული მისი ავტორის თანხმობით, მიუხედავად იმისა როგორია ეგზემპლარების დამზადების წესი, იმ პირობით, თუ ეს ეგზემპლარები გამოშვებულია საზოგადოების დაკმაყოფილებისათვის საჭირო გონივრული რაოდენობით, ნაწარმოების კატეგორიის გათვალისწინებით.

„გამოცემის“ ცნების ჩამოყალიბების დროს კონვენცია აღნიშნავს ორ პირობას: 1. სხვადასხვა გზით გამოქვეყნებული ნაწარმოებები, უნდა შეიცავდეს ეგზემპლარების გარკვეულ რაოდენობას, და 2. ეგზემპლარები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების ფართო წრისთვის.

იურისტები არაერთხელ მიუთითებდნენ, რომ ამგვარი განმარტება ბუნდოვანია და შეიცავს გარკვეულ წინააღმდეგობებს. კონვენციის ბრიუსელის ტექსტში იყო ერთი ასეთი ფრაზა: „საკმარისი რაოდენობა“. პირველ რიგში, გაურკვეველი იყო, თუ რა იგულისხმებოდა „ეგზემპლარების საკმარის რაოდენობაში“. ნაწარმოების ერთი კატეგორიისთვის, 100 ეგზემპლარი შესაძლოა საკმარისიც აღმოჩნდეს, მაგრამ სხვა შემთხვევაში 100 ათასიც ვერ აკმაყოფილებდეს საზოგადოების მოთხოვნას. ერთი მხრივ, მუსიკალური ნაწარმოებების წარდგენა სიმფონიური ორკესტრისათვის სულ რამდენიმე ათეული ეგზემპლარის რაოდენობით შესაძლოა „საკმარისი რაოდენობა“ იყოს. მეორე მხრივ კი, ეს ნაწარმოებები შეიძლება გაიყიდოს პირთა შეუზღუდავი წრისთვის და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო იქნება რამდენიმე ათასი ექზემპლარი. მოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე, „ხელმისაწვდომობა“ ამ შემთხვევებში განსხვავებულია, მაგრამ კონვენციაში მოცემულმა განმარტებამ ვერ ასახა „ფართო საზოგადოებისათვის მისაწვდომობის“ სხვადასხვა ვარიანტი.

კონვენციის სტოკჰოლმის ტექსტში ტერმინი „საკმარისი რაოდენობა“ შეიცვალა „საზოგადოების დაკმაყოფილებისათვის საჭირო გონივრული რაოდენობით“. ეს ცვლილება განპირობებული იყო იმით, რომ ძველი ტექსტი ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონეს ვეღარ ასახავდა (მხედველობაში გვაქვს ტელევიზია, ვიდეო- და აუდიომატარებლები, რეპროდუცირება, ინფორმაციის გაცვლის თანამედროვე საშუალებები და სხვ.). ამასთან ერთად - გამოცემას ადგილი აქვს დასტურდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც კინოთეატრებისათვის განკუთვნილი ფილმების ასლები შეზღუდული რაოდენობით გავრცელდება ან ორკესტრებს მუსიკალური ნაწარმოების პარტიტურა დაურიგდებათ. უფრო მეტიც, სატელევიზიო ფილმის ტელევიზიით დემონსტრაცია ასევე ჩაითვლება პუბლიკაციად. სტოკჰოლმის ტექსტმა დაამკვიდრა ახალი საერთო ფორმულა, რომელმაც კინემატოგრაფიულ და სატელევიზიო ნაწარმოებებს სრულიად განსხვავებული პირობები შეუქმნა.

როგორც უკვე ითქვა, დაცვის უფლების მინიჭების ერთ-ერთი პირობაა პირველი გამოცემის ფაქტი. იმისათვის, რომ ნაწარმოებები დაცული იყოს ბერნის კონვენციის წევრ-ქვეყანაში ისინი პირველად უნდა გამოიცეს ერთ-ერთი წევრი-ქვეყნის („ბერნის კავშირის“) ტერიტორიაზე. ამასთან ერთად, პირველი გამოცემა უნდა იყოს მართლზომიერი.

ნაწარმოები ჩაითვლება გამოცემულად ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, თუ იგი გამოიცემა ორ ან მეტ ქვეყანაში მისი პირველი გამოცემიდან ოცდაათი დღის განმავლობაში [მუხლი 3(4)], ამიტომ და, აქედან გამომდინარე, „ერთდროულად“ გამოცემულ პუბლიკაციებს ზუსტი თარიღი უნდა ჰქონდეთ.

ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოცემული ნაწარმოების შემთხვევაში დაცვის მინიჭებისათვის გამოიყენება მხოლოდ კავშირის წევრქვეყანაში „პირველი გამოცემის კრიტერიუმი“ (ტერიტორიული პრინციპი). თუ ნაწარმოების პირველი გამოცემა კავშირის ფარგლებს გარეთ მოხდა და ამის გამო მისი დაცვა შეუძლებელია, დაცვისთვის მიმართვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება ავტორის „კავშირის მოქალაქეობა“.

მე-3 (3) მუხლში ჩამოთვლილია პირობები, რომლებიც გამოცემად არ ითვლება: არ ითვლება გამოცემულად დრამატული, მუსიკალურდრამატული ან კინემატოგრაფიული ნაწარმოების დადგმა, მუსიკალური ნაწარმოების შესრულება, ლიტერატურული ნაწარმოების საჯარო კითხვა, ლიტერატურული ან მხატვრული ნაწარმოების კაბელით გადაცემა ან ეთერით გადაცემა, ხელოვნების ნაწარმოების ჩვენება და არქიტექტურული ნაწარმოების აგება.

კონვენცია იცავს ყველა ავტორის გამოუცემელ ნაწარმოებებს უკანონო სარგებლობისაგან იმ შემთხვევაშიც, თუ ავტორი კავშირის არაწევრქვეყნის მოქალაქეა. მე-3 (3) მუხლში გამოყენებული ცნება „ავტორის თანხმობით“ გულისხმობს, რომ, თუ საფრანგეთში ტაივანელი ავტორის ნებართვის გარეშე გამოიცემა მისი ნაწარმოებები, ეს ფაქტი „გამოცემად“ არ ჩაითვლება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ტაივანელმა ავტორმა ამის შემდეგ უკანონო ასლების შემდგომ გავრცელებას შეიძლება ხელი შეუშალოს. მაგრამ მას, საფრანგეთის (ან კავშირის სხვა ქვეყნის) გამომცემლობასთან ერთად, შეუძლია კიდევ ერთხელ გამოსცეს და გაავრცელოს თავისი ნაწარმოებები. ამ მიზნით, საკმარისი იქნება, თუ ავტორი საზოგადოებას აცნობებს ეგზემპლარების გაყიდვას. აქედან მოყოლებული, კონტრაფაქციულად გამოცემული ტირაჟი უკანონო ხდება.

კინემატოგრაფიული და არქიტექტურული ნაწარმოებებისათვის მინიჭებული დაცვის რეჟიმი
მუხლი 4

ამ კონვენციით მინიჭებული დაცვის უფლება გამოიყენება მაშინაც კი, თუ მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდება:

    1. იმ კინემატოგრაფიულ ნაწარმოებთა ავტორების მიმართ, რომელთა დამამზადებელს აქვს თავისი შტაბ-ბინა ან ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი კავშირის ერთერთ ქვეყანაში;

  1. იმ არქიტექტურული ნაწარმოებების ავტორთა მიმართ, რომლებიც აგებულია კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ან სხვა ისეთი მხატვრული ნაწარმოებების ავტორთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში მდებარე შენობის ან სხვა ნაგებობის ნაწილს.

კინემატოგრაფიული ნაწარმოებისათვის სპეციალური ნორმების შემუშავების ინიციატორებად გამოვიდნენ კინომწარმოებლები. საკითხი გაამწვავა იმან, რომ ქვეყნები განსხვავებულად არეგულირებდნენ წამოჭრილ ურთიერთობებს. ანგლოსაქსური სისტემა საავტორო უფლებებს კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებზე ანიჭებს დამამზადებლებსა (პროდიუსერებს) და სცენარის ავტორს, სპეციალურად ფილმისთვის შექმნილი მუსიკალური ნაწარმოების ავტორებს - კომპოზიტორს, პოეტს და ა.შ. ამავე დროს, საავტორო უფლება არ ენიჭება რეჟისორს, რომელმაც ფილმი შექმნა. სხვა ქვეყნებში ფილმის ავტორად აღიარებულია ყველა პირი, რომელიც შემოქმედებითად მონაწილეობდა მის შექმნაში. მაგრამ ამ პირების წრე სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ძირითადად, ქვეყნების კანონმდებლობები საავტორო უფლებებს ანიჭებენ პირებს, რომლებიც შემოქმედებითად მონაწილეობენ ნაწარმოების შექმნაში, მაგრამ ისინი გადასცემენ თავიანთ უფლებებს დამამზადებელს (ავსტრია, იტალია) ან პრეზუმფციის საფუძველზე (რომელიც, მართალია, შეიძლება უარყოფილ იქნეს ავტორსა და დამამზადებელს შორის დადებულ ხელშეკრულებაში) უთმობენ მას უფლებებს (საფრანგეთი, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთ პირს საავტორო უფლებები შეიძლება ერთდროულად ჰქონდეს კიდეც და არც ჰქონდეს, რაც დამოკიდებულია იმ ქვეყნის კანონმდებლობაზე, სადაც მოითხოვება დაცვა, და დადებულ ხელშეკრულებაზე.

კინემატოგრაფიული და მასთან გათანაბრებული სატელევიზიო პროგრამების წარმოშობის ქვეყნად კონვენცია მიიჩნევს დამამზადებლის შტაბ-ბინის ან ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყანას. მას დაცვის უფლება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შტაბ-ბინა (ან ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი) მდებარეობს კავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე. მაგალითად, თუ სცენარის ავტორი (ან სხვა კატეგორიის ავტორი, რომლის ნაწარმოებები გამოყენებულია ფილმში) არ არის კავშირის ქვეყნის მოქალაქე, არ გააჩნია მის ტერიტორიაზე ჩვეულებრივი საცხოვრებელი, პირველად არ გამოუცია ნაწარმოებები კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, მიიღებს დაცვის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფილმის დამამზადებელს თავისი შტაბ-ბინა ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს კავშირის ქვეყანაში. დამამზადებლის მოქალაქეობას ყურადღება არ ექცევა.

მაგალითად, იორდანიაში მცხოვრები ბრიტანეთის მოქალაქის მიერ იორდანიის სტუდიასთან ერთად წარმოებული მხატვრული ფილმი (თანაპროდუქცია), რომელზეც აგრეთვე მუშაობენ იორდანიელი რეჟისორი, ოპერატორი და სხვა შემოქმედი პირები, პირველად გამოცემულია იორდანიაში, კონვენციის თანახმად, დაცვით ვერ ისარგებლებს. მაგრამ ეს უპრობლემოდ მოხდებოდა, თუ თანაპროდიუსერი იქნებოდა ბრიტანეთის ფირმა ან ბრიტანეთში მცხოვრები იორდანიის მოქალაქე. თანაპროდიუსერებს შეგვიძლია მივანიჭოთ თანაავტორების სტატუსი.3

სპეციალური ადგილი ეთმობა არქიტექტურულ და სხვა მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებიც მუდმივად მდებარეობს კავშირის ერთერთი წევრის ტერიტორიაზე (პირველ რიგში, იგულისხმება მონუმენტები, რელიეფები, ფრესკები შენობების ფრონტონებზე ან ინტერიერში), რადგან, როგორც წესი, ამ კატეგორიის ნაწარმოებები არ გამოიცემა და შეიძლება განმეორებული, კოპირებული ან ფირზე გადაღებული იყოს. კონვენციის ტექსტის წინა ვერსიები არ იცავდა ამ ნაწარმოების ავტორებს, თუ ისინი კავშირის ქვეყნის მოქალაქეები არ იყვნენ. შემდგომში კი დაცვის მინიჭების კრიტერიუმად აღიარებულ იქნა ნაწარმოების მდებარეობის ადგილი.

მოქალაქეობის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და კავშირის არაწევრ-ქვეყანაში გადასვლა სამართლებრივ მნიშვნელობას მხოლოდ იმ ნაწარმოებებზე იქონიებს, რომლებიც შეცვლის მომენტისათვის არ იყო გამოცემული. კონვენცია ხელმძღვანელობს მოსაზრებით, რომლის თანახმადაც, მნიშვნელოვანია უფლებების დაცვის წარმოშობის მომენტი და არა უფლებების დაცვისთვის მიმართვის მომენტი.4

გარანტირებული უფლებები

კონვენციის მე-2, მე-3 და მე-5 მუხლები საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო სისტემის საფუძველია. მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ, თუ ვის და რას იცავს კონვენცია, მე-5 მუხლში მოცემულია დაცული უფლებების შემადგენლობა.

მუხლი 5

  1. იმ ნაწარმოებთა ავტორები, რომელთაც ამ კონვენციის ძალით ენიჭებათ დაცვის უფლება, სარგებლობენ კავშირის ქვეყნებში (ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნის გარდა) უფლებებით, რომლებიც ენიჭებათ ამჟამად ან მიენიჭებათ შემდგომში ამ ქვეყნის კანონებით ამავე ქვეყნის მოქალაქეებს, აგრეთვე იმ უფლებებით, რომელთაც განსაკუთრებულად მიანიჭებს ეს კონვენცია.

  2. აღნიშნული უფლებებით სარგებლობა და მათი განხორციელება დაკავშირებული არ არის რაიმე ფორმალობის შესრულებასთან; ასეთი სარგებლობა და განხორციელება დამოკიდებული არ არის ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში განხორციელებულ დაცვაზე. მაშასადამე, ამ კონვენციით დადგენილი დებულებების გარდა, დაცვის მოცულობას, ისევე როგორც დაცვის საშუალებებს, რომლებიც ავტორის მიერ მისი უფლებების განხორციელებას უზრუნველსაყოფენ, აწესრიგებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც არის დაცვის მოთხოვნა.

  3. წარმოშობის ქვეყანაში დაცვა რეგულირდება ადგილობრივი კანონმდებლობით. თუმცა, თუ ავტორი ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნის მოქალაქე არ არის და ამ ნაწარმოებების მიმართ მას წინამდებარე კონვენციის ძალით ენიჭება დაცვის უფლება, იგი ამ ქვეყანაში სარგებლობს ისეთივე უფლებებით, როგორითაც ამ ქვეყნის მოქალაქე ავტორები.

როგორც უკვე აღინიშნა, კონვენციის წევრ-ქვეყანაში უცხოელი (სხვა წევრი-ქვეყნის მოქალაქე) ავტორი, ერთი მხრივ, სარგებლობს იმ უფლებებით, რომელსაც ამ ქვეყნის კანონმდებლობა ადგილობრივ ავტორებს ანიჭებს და, მეორე მხრივ კი, მას კონვენციური „მინიმალური უფლებები“ ენიჭება. მე-5 მუხლის (3) პუნქტის მეორე წინადადება ზღუდავს ამ უფლებებს, მაგალითად, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე პირველად (ან ერთდროულად) გამოსცემს თავის ნაწარმოებებს, რომელიც კონვენციის ძალით დაცვით სარგებლობს, „ბერნის კავშირის“ ქვეყანაში ისარგებლებს მხოლოდ იმ უფლებებით, რომლებიც ადგილობრივი კანონმდებლობით ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვისაა გათვალისწინებული, ე.ი. ეს უცხოელი ავტორი კონვენციით დადგენილი დამატებითი დებულებებით ვერ ისარგებლებს.

კავშირის ქვეყნის თავისუფლება - თავისი შეხედულებისამებრ შექმნას ადგილობრივი კანონმდებლობა - შეზღუდულია უცხოელი ავტორების სასარგებლოდ. მაგალითად, თუ ქვეყნის კანონმდებლობით ადგილობრივი ავტორებისათვის გათვალისწინებულია რაიმე ფორმალობის შესრულება, კავშირის სხვა ქვეყნების ავტორები ამ სახელმწიფოში თავისუფლდებიან აღნიშნული მოთხოვნების შესრულებისგან იმ შემთხვევაში, თუ ამ ფორმალობების დაცვას მათი ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა არ მოითხოვს.

თუ წევრ-ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კონვენციით გათვალისწინებულ დებულებებს, უცხოელი ავტორი (კონვენციის სხვა წევრი-ქვეყნის მოქალაქე), ადგილობრივი ავტორისგან განსხვავებით, ისარგებლებს კონვენციური „მინიმალური უფლებების“ პრინციპით და მიენიჭება კონვენციით გათვალისწინებული უფლება. ადგილობრივი ავტორი კი შეზღუდულია ადგილობრივი კანონმდებლობით.

მაგრამ, რადგან არც ერთ ქვეყანას არ სურს მიანიჭოს უცხოელს უკეთესი პირობები, ვიდრე თავის მოქალაქეებს, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გაითვალისწინონ საერთაშორისო დოკუმენტების (ჩვენს შემთხვევაში - ბერნის კონვენციის) მოთხოვნები (საუბარია „მინიმალური დაცვის პრინციპზე“).

ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია უფლებების დაცვის ორი კატეგორია:

1. წარმოშობის ქვეყანაში - ეროვნული რეჟიმის მინიჭება და

2. ბერნის კავშირის სხვა ქვეყნებში (წარმოშობის ქვეყნის გარდა) - ეროვნული რეჟიმი, პლუს კონვენციის მინიმალური დაცვის პრინციპი.

მე-5 (2) მუხლს პირველი წინადადების მეორე ნაწილის თანახმად, ქვეყანაში, სადაც მოითხოვება დაცვა, „კავშირის ავტორი“ თავისუფლდება ნაწარმოებების წარმოშობის ქვეყნის კანონის მოთხოვნებისგან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარმოშობის ქვეყანა არ იცავს ნაწარმოებებს ან იცავს მათ შემცირებული მოცულობით, ან განსხვავებული ხერხებით, „კავშირის ავტორს“ უფლება აქვს ისარგებლოს იმ უფლებებით, რომელთაც ანიჭებს დაცვის ქვეყანა ადგილობრივ ავტორებს და, ამასთანავე, გამოიყენოს კონვენციის მიერ განსაზღვრული მინიმალური უფლებები.

ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორთათვის საერთაშორისო - სამართლებრივი დაცვის მინიჭება შეიძლება დავიყვანოთ სამ ვარიანტამდე:

  1. ავტორები - კავშირის ქვეყნის მოქალაქეები, თუ პირველად გამოსცემენ თავიანთ ნაწარმოებებს კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, დანარჩენ ქვეყნებში, წარმოშობის ქვეყნის გარდა, სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რომლებსაც ანიჭებს ცალკეული სახელმწიფო თავიანთ ავტორებს, და აგრეთვე უფლებებით, რომლებიც გარანტირებულია კონვენციით. მაგალითად, თუ (A) ქვეყანაში ავტორებს არ ენიჭებათ ნაწარმოებების რადიოტრანსლაციის უფლება, უცხოელი ავტორები, რომლებიც კავშირის ქვეყანაში პირველად გამოსცემენ ნაწარმოებებს, ისარგებლებენ რადიოტრანსლაციის უფლებით (B) ქვეყანაშიც, რადგან ეს უფლება კონვენციითაა გათვალისწინებული. ზემოაღწერილ პირობებში, უცხოელ ავტორებს ენიჭებათ უფრო ხელსაყრელი სამართლებრივი რეჟიმი, ვიდრე ადგილობრივ ავტორებს ან უცხოელებს, რომლებმაც აღნიშნულ ქვეყანაში პირველად გამოსცეს ნაწარმოებები. ანალოგიური პირობები ვრცელდება გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების ავტორებზეც.

  2. ავტორები - კავშირის წევრ-სახელმწიფოს მოქალაქეები - თუ პირველად გამოსცემენ თავიანთ ნაწარმოებებს კავშირის რომელიმე სხვა ქვეყანაში, სარგებლობენ მხოლოდ იმ უფლებებით, რაც გათვალისწინებულია ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის. კონვენციის დებულებები არ გამოიყენება. ამრიგად, თუ პირველ შემთხვევაში ნაციონალური კანონმდებლობისა და კონვენციის წესების შეუთავსებლობის დროს, ადგილობრივ ავტორებთან შედარებით (ან უცხოელ ავტორებთან, რომლებმაც ამ ქვეყანაში პირველად გამოსცეს ნაწარმოებები) ამ კატეგორიის უცხოელი ავტორები უპირატესობით სარგებლობენ, მეორე შემთხვევაში, როდესაც ნაწარმოები პირველადაა გამოცემული ქვეყანაში, სადაც მოითხოვება დაცვა, ეს ავტორები ამ უფლებებით უკვე ვეღარ სარგებლობენ და უთანაბრდებიან ადგილობრივ ავტორებს.

  3. თუ ავტორები - იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც არ არიან ბერნის კონვენციის კავშირის წევრები, პირველად გამოსცემენ ნაწარმოებებს ერთ-ერთ წევრ-ქვეყანაში, ამ ქვეყანაში სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რომელიც გათვალისწინებულია ამ სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის, ხოლო კონვენციის სხვა წევრ-ქვეყნებში - იმ უფლებებით, რომლებიც მათ კონვენციით ენიჭებათ.

აქ ხდება ორი პრინციპის - ტერიტორიული და მოქალაქეობრივი პრინცი პების - შეთავსება. პრაქტიკაში კი პრინციპების შეხამებას მოჰყვება გარკვეული სიძნელეები. პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნის შეცვლასთან, რომელიც აისახება მისი დაცვის მოცულობაზე. მაგალითად, თუ ნაწარმოებები არ არის გამოცემული და ავტორი წევრ-ქვეყნის მოქალაქეა, ის სარგებლობს დაცვით, რადგან კონვენცია იცავს გამოუქვეყნებელ ნაწარმოებებსაც. მაგრამ, თუ ეს ავტორი ნაწარმოებებს გამოსცემს კავშირის ფარგლებს გარეთ, ეს ნაწარმოებები ამოვარდება კონვენციის მოქმედების არეალიდან. და პირიქით, ავტორის (კავშირის არაწევრ-ქვეყნის მოქალაქის) გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები არ სარგებლობს კონვენციის დაცვით იმ მომენტამდე, სანამ ავტორი პირველად არ გამოსცემს ნაწარმოებებს კავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე. ქვეყნის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს პირველი პუბლიკაციის ქვეყანაში (რომელიც, ფაქტობრივად, წარმოშობის ქვეყნადაც ხდება) ავტორის მიერ კონვენციით გათვალისწინებული დაცვის უფლების დაკარგვა.

ფორმალობების საკითხი

ჯერ კიდევ 1886 წლის ბერნის კონფერენციაზე შემუშავდა წესი, რომელიც საავტორო უფლებების მფლობელს ნებას რთავდა არ შეესრულებინა ფორმალობები იმ ქვეყანაში, სადაც მოითხოვდა დაცვას იმ შემთხვევაში, თუ ავტორმა მოთხოვნილი ფორმალობები ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში შეასრულა.

1908 წლის ბერლინის კონფერენციაზე გადაწყდა: მათ უარი ეთქვათ ნებისმიერ ფორმალობაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველი პუბლიკაციის ქვეყანაში ეს მოთხოვნა არსებობს.5

ერთი მხრივ, კონვენცია არ მოითხოვს რაიმე ფორმალობის შესრულებას [მუხლი 5(2)], მაგრამ ხელს არ უშლის უფლებების მფლობელებს მიმართონ რაიმე ფორმალობას. კონვენცია არ მოითხოვს ადგილობრივი კანონმდებლობისგან, სადაც მოითხოვება ფორმალობების შესრულება, უარი თქვას მათზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად სწორედ ამგვარი ფორმალობები გამოიყენება წამოჭრილ დავებში მტკიცებულებად. ეს შეიძლება იყოს დეპონირება, რეგისტრაცია, განცხადება, ნოტარიალური დამოწმება, გადასახადის გადახდა და ა.შ. მათი მიზანია დაამტკიცონ, რომ კონკრეტული თარიღისთვის ნაწარმოებები აღნიშნული პირის ავტორობით იყო ცნობილი. ეს, პირველ რიგში, გამოუქვეყნებელი ნაწარმოებებისთვისაა მნიშვნელოვანი.

საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე შემუშავდა წესი, ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნების მიუხედავად, თუ ნაწარმოები გამოცემულია ავტორის ან უფლების სხვა მფლობელის ნებართვით, გამოცემის ყველა ეგზემპლარზე აღინიშნება სამი ელემენტი:

  • ლათინური ასო „ც“ წრეწირში ©;

  • უფლების მფლობელის სახელი (დასახელება);

  • პირველი გამოცემის წელი (დღე და თვის მითითება აუცილებელი არ არის).

ყველა ეს მითითება ისეთი ფორმით და ისეთ ადგილას უნდა იყოს მოთავსებული, რომ ნათლად ჩანდეს და ადვილად იკითხებოდეს. 1957 წელს UNESCO-მ შეიმუშავა რეკომენდაცია ©-ნიშნის განთავსების შესახებ (სხვადასხვა ნაწარმოებების კატეგორიის მიხედვით), რომლის თანახმადაც, მაგალითად, წიგნს ან პამფლეტს გამოცემისათვის ნიშანი უნდა ჰქონდეს სატიტულო ან მის მომდევნო ფურცელზე ან წიგნის ბოლოს; საგაზეთო, საჟურნალო ან სხვა პერიოდულ პუბლიკაციებს - სტატიის სათაურის ქვემოთ. აღნიშნული რეკომენდაციები არ არის აუცილებელი, თუმცა, ზოგიერთები ითვალისწინებენ და ასრულებენ მათ.

ამ წესის დაუცველობა არავითარ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს და მოწოდებულია მხოლოდ დაინტერესებულ პირებს აცნობოს საავტორო უფლებების მფლობების ვინაობა.

წარმოშობის ქვეყანა

კონვენციის მიერ დაცვის მინიჭებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა წარმოშობის ქვეყნის ზუსტად დადგენა, რაც დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე.

მუხლი 5

  1. წარმოშობის ქვეყნად ითვლება:

      1. კავშირის რომელიმე ქვეყანაში პირველად გამოცემული ნაწარმოებისათვის - ეს ქვეყანა; კავშირის რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად გამოცემული ნაწარმოებისათვის, სადაც დაცვის სხვადასხვა ვადაა გათვალისწინებულიის ქვეყანა, რომელშიც დაცვის ყველაზე მოკლე ვადაა დადგენილი;

  1. ნაწარმოებისათვის, რომელიც ერთდროულად გამოიცა ქვეყანაში, რომელიც კავშირში არ შედის, და კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, - ეს უკანასკნელი ქვეყანა;

    1. ნაწარმოებისათვის, რომელიც არ არია გამოცემული ან ნაწარმოებისათვის, რომელიც პირველად გამოიცა კავშირის არაწევრ-ქვეყანაში და ერთდროულად არ გამოცემულა კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, - კავშირის ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეც არის ავტორი იმ პირობით,

თუ:

  1. კინემატოგრაფიული ნაწარმოების შემთხვევაში, რომლის დამამზადებელსაც აქვს თავისი შტაბ-ბინა ან ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი კავშირის რომელიმე ქვეყანაში, წარმოშობის ქვეყნად ითვლება ეს ქვეყანა, და

  2. კავშირის რომელიმე ქვეყანაში აღმართული არქიტექტურული ნაწარმოების შემთხვევაში ან სხვა მხატვრული ნაწარმოების მიმართ, რომელიც შეადგენს კავშირის რომელიმე ქვეყანაში მდებარე შენობის ან ნაგებობის ნაწილს, წარმოშობის ქვეყნად ითვლება მათი მდებარეობის ქვეყანა.

გამოცემული ნაწარმოებების წარმოშობის ქვეყნად, ავტორის მოქალაქეობის მიუხედავად, ყოველთვის ითვლება პირველი გამოცემის ქვეყანა. მაგალითად, შვეიცარიელმა გამომცემელმა გერმანიაში პირველად გამოსცა შვეიცარიელი ავტორის რომანი. ამ მომენტიდან წარმოშობის ქვეყნად ჩაითვლება გერმანია. თუ გერმანიის კანონმდებლობით გათვალისწინებულია ავტორის გარდაცვალების შემდეგ 70-წლიანი დაცვა, შვეიცარიაში კი - 50, ნაწარმოები დაცული იქნება 70 წლის განმავლობაში და წარმოშობის ქვეყნად ჩაითვლება გერმანია.

მაგრამ, თუ აღნიშნული ნაწარმოებები 30 დღის განმავლობაში შვეიცარიაშიც გამოიცა (ერთდროული გამოცემა), მე-5(4)(b) მუხლის თანახმად, წარმოშობის ქვეყნად ჩაითვლება შვეიცარია.

კანონის კონფლიქტს ადგილი ექნება იმ შემთხვევაში, თუ ერთდროული გამოცემის ორივე ქვეყანაში გათვალისწინებულია ერთნაირი ვადა. ჩვენი აზრით, კონფლიქტის გადაჭრა შესაძლო იქნება, თუ პრიორიტეტი მიენიჭება უფრო ადრინდელ პუბლიკაციას. მაგრამ, თუ ორივე პუბლიკაცია ერთი დღით თარიღდება, წარმოშობის ქვეყნად უნდა ჩაითვალოს ორივე ქვეყანა.

კავშირის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე თანაავტორთა შემთხვევაში გამოუქვეყნებელი ნაწარმოების წარმოშობის ან კავშირის ფარგლებს გარეთ გამოცემული ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნად ჩაითვლება ცალკეული თანაავტორების ქვეყანა, თუ დაცვის პირობები მათში ერთნაირია (კავშირის არაწევრი-ქვეყნის მოქალაქე-თანაავტორი ყურადღებაში არ მიიღება). თუ ქვეყნები ითვალისწინებენ დაცვის სხვადასხვა პირობებს, წარმოშობის ქვეყნად ჩაითვლება ის, სადაც უფლებები ნაკლები ვადითაა დაცული.

თუ კინემატოგრაფიული ნაწარმოების პროდიუსერები კავშირის არაწევრქვეყნების მოქალაქეები არიან, ამ ნაწარმოების გამოცემამდე (ან თუ პირველ გამოცემას ადგილი აქვს კავშირის ფარგლებს გარეთ), ნებისმიერი თანაპროდიუსერის ქვეყანა იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნად, თუ ამ ქვეყნების ადგილობრივი კანონმდებლობა ნაწარმოებს ერთნაირ პირობებს უყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოშობის ქვეყნად ჩაითვლება უფრო მცირე ვადის მქონე სახელმწიფო.

ანალოგიური წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ გამოუქვეყნებელი ნაწარმოების ავტორი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეა.

წარმოშობის ქვეყანა შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, თუ:

  • ავტორი გამოიცვლის მოქალაქეობას;

  • გამოუქვეყნებელი ნაწარმოების ავტორი გამოსცემს მას კავშირის სხვა ქვეყანაში;

  • პირველ გამოცემას ადგილი ჰქონდა კავშირის არაწევრ-ქვეყანაში, რომელიც შემდგომ გაერთიანდება კავშირში. ამ შემთხვევაში ავტორის მშობლიური ქვეყანა წარმოშობის ქვეყნად დარჩება;

  • კინემატოგრაფიული ნაწარმოების პროდიუსერის ქვეყანა ითვლება წარმოშობის ქვეყნად და ნაწარმოები პირველად გამოიცა კავშირის სხვა სახელმწიფოში;

  • კავშირის არაწევრი-ქვეყნის ავტორის არქიტექტურული ნამუშევარი გამოქვეყნდება კავშირის ქვეყანაში.

არქიტექტურული და ისეთი მხატვრული ნაწარმოების შემთხვევაში, რომელიც შენობის ან ნაგებობის ნაწილს შეადგენს (ფრესკები, სკულპტურები და სხვ.) [მუხლი 5(4)(c)(ii)] მათი პირველი გამოცემის ადგილი არის წარმოშობის ქვეყანა. პირველ გამოცემას უთანაბრდება პირველი ჩვენების ფაქტი.

დაცვის შესაძლო შეზღუდვა უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის
მუხლი 6

  1. თუ კავშირის რომელიმე არაწევრი-ქვეყანა არ უზრუნველყოფს სათანადო დაცვით იმ ავტორთა უფლებებს, რომლებიც კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ამ უკანასკნელ ქვეყანას შეუძლია შეზღუდოს იმ ნაწარმოებთა დაცვა, რომელთა ავტორები ნაწარმოების პირველი გამოცემის დროისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან და რომელთაც არა აქვთ ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში. თუ ქვეყანა, რომელშიც ნაწარმოებები პირველად გამოიცა, ისარგებლებს ამ უფლებით, კავშირის სხვა ქვეყნები ვალდებული არ არიან იმ ნაწარმოებებს, რომლებიც ასეთ განსაკუთრებულ რეჟიმს ექვემდებარებიან, მიანიჭონ დაცვის უფრო ფართო უფლებები, ვიდრე ის დაცვაა, რომელსაც სთავაზობს მათი პირველი გამოცემის ქვეყანა.

  2. წინა პუნქტით დადგენილი რაიმე შეზღუდვა არ შეეხება უფლებებს, რომლებიც შეძენილი აქვს ავტორს კავშირის რომელიმე ქვეყანაში გამოცემულ ნაწარმოებზე ამ შეზღუდვების შემოღებამდე.

  3. კავშირის ქვეყნები, რომლებიც ამ მუხლის შესაბამისად ზღუდავენ ავტორთა უფლებების მინიჭებას, ამის შესახებ აცნობებენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს (შემდგომში -გენერალური დირექტორი) წერილობითი განცხადებით, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნებს, რომელთა მიმართაც დაცვა შეზღუდულია, და აგრეთვე შეზღუდვებს, რომლებიც ვრცელდება ამ ქვეყნის მოქალაქე ავტორთა უფლებებზე. გენერალური დირექტორი დაუყოვნებლივ აცნობებს ამ განცხადებას კავშირის ყველა ქვეყანას.

ზემოაღნიშნული პუნქტების თანახმად, კავშირის ნებისმიერ წევრქვეყანას შეუძლია შეზღუდოს ავტორის უფლებები, თუ მას ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია, პირველად გამოსცა ნაწარმოებები მის ტერიტორიაზე და კავშირის გარეთ იმ სახელმწიფოს მოქალაქეა, რომელიც „საკმარისად“ ვერ უზრუნველყოფს კავშირის წევრ-ქვეყნების ავტორთა უფლებების დაცვას. თუ სახელმწიფო, სადაც ნაწარმოებები პირველად გამოიცა, გამოიყენებს ამ შეზღუდვის უფლებას, კავშირის სხვა ქვეყნები ვალდებული არ იქნებიან ამ რეჟიმში მყოფ ნაწარმოებებს შესთავაზონ იმაზე ფართო უფლებები, ვიდრე მათ პირველი გამოცემის ქვეყანაში აქვთ მინიჭებული.

მაგრამ, ამასთან ერთად, ამგვარი რეპრესალიების (ე.ი. საპირისპირო „დამსყელი“, „საჯარიმო“ ღონისძიებების) გამოყენება არ შეიძლება იმ ავტორების მიმართ, რომლებმაც ამ შეზღუდვების შემოღებამდე ნაწარმოებები კავშირის რომელიმე ქვეყანაში პირველად გამოსცეს [მუხლი 6(2)], რაც ნიშნავს, რომ „რეპრესალიების კლაუზულას“ (clausula - ლათ. - ნიშნავს „დამატებით შენიშვნას“) უკუქცევითი ძალა არა აქვს.

კავშირის წევრ-ქვეყნები, რომლებიც იყენებენ ამგვარ რეპრესალიებს, ამის შესახებ აცნობებენ გენერალურ დირექტორს წერილობითი განცხადებით. განცხადებაში განისაზღვრება ქვეყნები, სადაც უნდა შეიზღუდოს იმ ქვეყნის მოქალაქე ავტორთა უფლებები, რომელიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს კავშირის წევრ-ქვეყნების მოქალაქე ავტორთა უფლებების დაცვას. გენერალური დირექტორი დაუყოვნებლივ აცნობებს ამ განცხადებას კავშირის ყველა ქვეყანას [მუხლი 6(3)].

ავტორის არაქონებრივი უფლებები
მუხლი 6bis

  1. ავტორის ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად და ამ უფლებების დათმობის შემდეგაც კი, ავტორს უფლება აქვს მოითხოვოს ნაწარმოების მიმართ თავისი ავტორობის აღიარება და შეეწინააღმდეგოს ამ ნაწარმოების ყოველგვარ გაუკუღმართებას, დამახინჯებას ან სხვაგვარ შეცვლას, აგრეთვე ნაწარმოების სხვა ნებისმიერ ხელყოფას, რომელსაც შეუძლია ავნოს ავტორის ღირსებას ან რეპუტაციას.

  2. წინა პუნქტის საფუძველზე აღიარებული ავტორის უფლებები ინარჩუნებს ძალას მისი სიკვდილის შემდეგაც, ყოველ შემთხვევაში ქონებრივი უფლებების შეწყვეტამდე და მათ ახორციელებენ ის პირები ან დაწესებულებები, რომლებიც უფლებამოსილი არიან იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიერ, სადაც არის დაცვის მოთხოვნა. თუმცა, ის ქვეყნები, რომელთა კანონმდებლობაც ამ აქტის რატიფიკაციისას ან მასთან შეერთების მომენტში არ შეიცავს დებულებებს, რომლებიც წინა პუნქტში ჩამოთვლილი ყველა უფლების დაცვას უზრუნველყოფს ავტორის სიკვდილის შემდეგ, შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ ზოგიერთი ამ უფლებათაგანი ავტორის სიკვდილის შემდეგ ვერ შეინარჩუნებს ძალას.

  3. ამ მუხლით მინიჭებული დაცვის უფლებების უზრუნველსაყოფი საშუალებები რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც იქნება დაცვის მოთხოვნა.

საავტორო სამართალში განასხვავებენ ქონებრივ და არაქონებრივ (მორალურ და განსაკუთრებულ) უფლებებს. ავტორთა არაქონებრივი უფლებებია:

  • ავტორობის უფლება;

  • სახელის უფლება;

  • უფლება, ნება დართოს ან წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას;

  • უფლება წინ აღუდგეს ნაწარმოების დამახინჯებას ან ნებისმიერ შეცვლას;

  • უფლება, წინ აღუდგეს ნაწარმოების ნებისმიერ ხელყოფას, რამაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია.

არაქონებრივი უფლებები განუსხვისებელია და ავტორს უნარჩუნდება ქონებრივი უფლებების გასხვისების შემთხვევაშიც.

არაქონებრივი უფლებები ინარჩუნებს ძალას ავტორის მთელი სიცოცხლის განმავლობაში და მისი სიკვდილის შემდეგაც. კონვენციით განსაზღვრულია, რომ ეს უფლებები მოქმედებს სულ ცოტა საავტორო უფლებების დაცვის ვადის განმავლობაში. მათ ახორციელებენ ის პირები ან დაწესებულებები, რომლებიც უფლებამოსილი არიან იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიერ, სადაც არის დაცვის მოთხოვნა. ამ კონვენციის რატიფიკაციის ან მასთან შეერთების მომენტში ქვეყნის კანონმდებლობა შეიძლება ითვალისწინებდეს დებულებებს, რომლის ძალითაც ზოგიერთი არაქონებრივი უფლებები ავტორის გარდაცვალების შემდეგ დაცული არ იქნება [მუხლი 6bis(2)]. კერძოდ, ეს წესი შეეხება სხვა ნაწარმოებების (ილუსტრაციების, წინასიტყვაობის, ბოლოსიტყვაობის, კომენტარების და სხვ. დართვის უფლებას, აგრეთვე ნაწარმოების გამოხმობის უფლებას). ავტორობის, სახელის, ნაწარმოების ხელშეუხებლობის და რეპუტაციის პატივისცემის უფლება მარადიული და უვადოა.

არაქონებრივი უფლებების განხორციელებისა და დაცვის მექანიზმებს ყოველთვის განსაზღვრავს იმ ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობა, სადაც მოითხოვება დაცვა [მუხლი 6bis (3)]. კონვენცია კი (jus conventionis) ავტორთა არაქონებრივი უფლებების დაცვაში შეზღუდულია.

ზოგიერთ ნაციონალურ კანონმდებლობაში არაქონებრივ უფლებებს უფრო ფართო რეგლამენტაცია აქვს. კერძოდ, აღიარებულია:

  • ავტორობის უფლება, რაც გულისხმობს ავტორის უფლებას აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ავტორობის მითითება ნაწარმოების თითოეულ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას;

  • სახელის უფლება, ანუ ავტორის უფლება მიუთითოს თავისი სახელი (ან სახელის ნაცვლად - ფსევდონიმი) და მოითხოვოს ასეთი მითითება ნაწარმოების თითოეულ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას. ავტორს უფლება აქვს უარი თქვას სახელის/ფსევდონიმის აღნიშვნაზე;

  • ნაწარმოების გამოქვეყნების უფლება (რაც, იურისტების აზრით, ქონებრივ უფლებებს უახლოვდება). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1043-ე მუხლის (1)(გ) ქვეპუნქტი ითვალისწინებდა ავტორის ამ უფლებას. საქართველოს კანონმა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ [მუხლი 17 (გ)] შეცვალა ეს უფლება ნაწარმოების პირველი გამოქვეყნების უფლებით;

  • ნაწარმოებებში, მათ სახელწოდებასა და ავტორის სახელში ცვლილების შეტანის ნებართვის მიცემის უფლება (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება);

  • თავისი ნაწარმოებებისათვის სხვა ავტორთა ნაწარმოებების დართვის ნებართვის მიცემის უფლება;

  • გამოქვეყნებულ ნაწარმოებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის და სხვა უფლება.

სატელევიზიო და კინოპროდუქციის პროდიუსერები უენთუზიაზმოდ შეხვდნენ ბერნის კონვენციის მიერ არაქონებრივი უფლებების აღიარებას. ვინაიდან წარმოების ეს დარგები კინო და სატელევიზიო პროდუქციის შესაქმნელად დამოუკიდებელ (ლიტერატურულ, მუსიკალურ და სხვ.) ნაწარმოებებს იყენებენ, და დაინტერესებული არიან მათში ცვლილებების თავისუფალ შეტანით, გადაკეთებითა და ადაპტაციით.

დაცვის ვადა
მუხლი 7

  1. ამ კონვენციით მინიჭებული დაცვის ვადა შეადგენს ავტორის სიცოცხლის მთელ დროს და ორმოცდაათ წელიწადს მისი გარდაცვალების შემდეგ.

  2. ამავე დროს, კინემატოგრაფიული ნაწარმოებებისათვის კავშირის ქვეყნებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ დაცვის ვადა იწურება ორმოცდაათ წელიწადში მას შემდეგ, რაც ავტორის თანხმობით ნაწარმოები საყოველთაოდ მისაწვდომი გახდა ან, თუ ასეთი ნაწარმოების შექმნიდან ორმოცდაათი წლის განმავლობაში ეს არ მოხდა, დაცვის ვადა იწურება ნაწარმოების შექმნიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ.

  3. ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოშვებული ნაწარმოებებისათვის ამ კონვენციით მინიჭებული დაცვის ვადა იწურება ორმოცდაათ წელიწადში, მას შემდეგ, რაც ნაწარმოები მართლზომიერად მისაწვდომი გახდა ფართო საზოგადოებისათვის. მაგრამ, თუ ავტორის ფსევდონიმი უეჭველად ადასტურებს მის პიროვნებას, დაცვის ვადა შეადგენს პერიოდს, რომელსაც ითვალისწინებს (1) პუნქტი. თუ ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწარმოების ავტორი თავის პიროვნებას ზემოაღნიშნულ ვადაში გაამჟღავნებს, გამოიყენება დაცვის ვადა, რომელსაც ითვალისწინებს (1) პუნქტი. კავშირის ქვეყნები მოვალენი არ არიან დაიცვან ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოშვებული ისეთი ნაწარმოებები, რომელთა მიმართ აქვთ სრული საფუძველი ივარაუდონ, რომ მისი ავტორის გარდაცვალებიდან ორმოცდაათი წელი გავიდა.

  4. კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას უნარჩუნდება უფლება განსაზღვროს ფოტოგრაფიული ნაწარმოებებისა და გამოყენებითი ხელოვნების იმ ნაწარმოებთა დაცვის ვადა, რომლებიც დაცულია როგორც მხატვრული ნაწარმოებები; მაგრამ ეს ვადა არ შეიძლება იყოს ამ ნაწარმოების შექმნიდან ოცდახუთ წელზე ნაკლები.

  5. ავტორის გარდაცვალების შემდეგ მინიჭებული დაცვის ვადა და (2), (3) და (4) პუნქტებით გათვალისწინებული ვადები იწყება ავტორის გარდაცვალების დღიდან ან ამ პუნქტებში აღნიშნული მოვლენის დადგომის დღიდან, მაგრამ იწყება ყოველთვის გარდაცვალების წლის ან ასეთი მოვლენის დადგომის წლის მომდევნო წლის 1 იანვრიდან.

  6. კავშირის ქვეყნებს უფლება აქვთ დაადგინონ დაცვის ვადა, რომელიც წინა პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებს აღემატება.

  7. კავშირის ქვეყნებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ კონვენციის რომის აქტთან და ამ აქტის ხელმოწერის მომენტში ადგენდნენ თავიანთ მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობაში დაცვის უფრო მოკლე ვადებს, ვიდრე წინა პუნქტები ითვალისწინებს, უფლება აქვთ ამ კონვენციისადმი შეერთებისას ან მისი რატიფიკაციისას შეინარჩუნონ ეს ვადები.

  8. ნებისმიერ შემთხვევაში, ვადა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც არის დაცვის მოთხოვნა; მაგრამ, თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობა რაიმე სხვას არ ითვალისწინებს, ეს ვადა არ შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს, ვიდრე ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში დადგენილი ვადა.

ამ მუხლის (1) პუნქტით დადგენილია, რომ კონვენციით მინიჭებული უფლებები დაცულია ავტორის სიცოცხლის განმავლობაში და ორმოცდაათ წელიწადს მისი გარდაცვალების შემდეგ.

ბერლინის 1908 წლის კონფერენციაზე დადგენილი ავტორის სიკვდილის შემდეგ (post morten autoris) 50-წლიანი დაცვის წესი არ ატარებდა აუცილებელ ხასიათს და დაშვებული იყო განსხვავებული წესების შემოღებაც. მაგრამ დავის შემთხვევაში ყურადღება ექცეოდა იმ ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც მოითხოვებოდა უფლებების დაცვა, მაგრამ ეს ვადები არ უნდა ყოფილიყო წარმოშობის ქვეყანაში არსებულ ვადებზე დიდი.

მოგვიანებით, ბრიუსელის 1928 წლის კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ვადების გამოყენების წესის დადგენის მიზნით „ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნის“ და „დაცვის მოთხოვნის ქვეყნის“ კანონმდებლობების შეპირისპირება დაშვებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში შემოღებული იყო უფრო ხანგრძლივი დაცვა, ვიდრე ამას კონვენცია ითვალისწინებდა. ამ შემთხვევაში მიმართავდნენ წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობას და მის საფუძველზე განსაზღვრავდნენ დაცვის ვადის ხანგრძლივობას.

სტოკჰოლმის 1967 წლის კონფერენციის მონაწილეები გამოთქვამდნენ აზრს ვადის გაზრდის თაობაზე, რაც არ იქნა მიღებული. მაგრამ შემუშავდა სპეციალური რეზოლუცია, სადაც მხარი დაუჭირეს წევრქვეყნების ერივნულ კანონმდებლობებში უფრო ხანგრძლივი ვადების შემოღებას. იურისტები მიიჩნევენ, რომ ვადის გადიდება იქნება საავტორო სამართლის განვითარების ერთ-ერთი ტენდენცია.

აღნიშნული მუხლის (2) და (3) პუნქტებში წინა პლანზე გამოდის გამოქვეყნების მომენტი. კინემატოგრაფიულ, ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწარმოებებისათვის კონვენციით მინიჭებული დაცვის ვადა იწურება 50 წელიწადში, მას შემდეგ, რაც ნაწარმოებები მართლზომიერად მისაწვდომი გახდა ფართო საზოგადოებისათვის. თუ კინემატოგრაფიული ნაწარმოების შექმნიდან ორმოცდაათი წლის განმავლობაში ის მართლზომიერად ვერ გამოქვეყნდა, დაცვის ვადა ამოიწურება ნაწარმოების შექმნიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ.

„მართლზომიერად გამოქვეყნებას“ დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ავტორის უფლება ნება დართოს გამოქვეყნებაზე - ერთ-ერთი ძირეული არაქონებრივი უფლებაა. გამოქვეყნება მართლზომიერად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ნაწარმოებები, შესრულება, ფონოგრამა, ვიდეოგრამა, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა ავტორის ან საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელის თანხმობით პირველად ხდება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის. გამოქვეყნება შეიძლება განხორციელდეს გამოცემის, საჯარო ჩვენების, საჯარო გადაცემის, საჯარო შესრულების, ან სხვა გზით, ე.ი. „მართლზომიერი გამოქვეყნებისთვის“ აუცილებელია ავტორის ან უფლებების სხვა მფლობელის (მემკვიდრის, „განსაკუთრებული“ ან „ჩვეულებრივი ლიცენზიის“ მფლობელის, უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციის) თანხმობა.

ავტორის ნებართვის აღება ნაწარმოების ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოყენების დროს გართულებულია. ზოგ სახელმწიფოში ამ კატეგორიის (პირველ რიგში, ფოლკლორულ) ნაწარმოებებზე ნებართვას გასცემს სპეციალური სახელმწიფო ორგანო. საერთო წესის თანახმად ანონიმურად ან ფსევდონიმით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდაა ცნობილი) გამოქვეყნებული ნაწარმოების გამომცემელი, რომლის სახელი (დასახელება) აღნიშნულია ნაწარმოებებზე, ითვლება ავტორის წარმომადგენლად. ავტორი, რომელიც ფსევდონიმით ან ანონიმურად აქვეყნებს თავის ნაწარმოებს, შეუძლია დაუდოს გამომცემელს ხელშეკრულება, სადაც გამომცემლის უფლებამოსილება განისაზღვრება.

ამ მუხლის (4) პუნქტი ადგენს ფოტოგრაფიული ნაწარმოებებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებთა დაცვის ვადის ქვედა ზღვარს - ნაწარმოებების შექმნიდან 25 წელი. სახელმწიფოებმა ამ კატეგორიის ნაწარმოებებს შეიძლება მიანიჭონ უფრო დიდი ვადით დაცვაც. ვადა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც არის დაცვის მოთხოვნა; მაგრამ, თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობა რაიმე სხვას არ ითვალისწინებს, ეს ვადა არ შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს, ვიდრე ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში დადგენილი ვადა [მუხლი 7(8)].

ავტორის გარდაცვალების შემდეგ მინიჭებული დაცვის ვადა გამოითვლება ავტორის გარდაცვალების დღიდან და იწყება გარდაცვალების შემდეგ მომდევნო წლის 1 იანვრიდან.

კინემატოგრაფიული, ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწარმოებებისათვის ვადები იწყება მათი მართლზომიერად გამოქვეყნების, ფოტოგრაფიული და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებებისთვის - შექმნის დღიდან, მაგრამ ყოველთვის იწყება აღნიშნული მოვლენის დადგომის წლის მომდევნო წლის 1 იანვრიდან.

მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს. ევროპის ქვეყნებში გათვალისწინებულია შემდეგი ვადები:

ბელგია - 60 წელი იმ ნაწარმოებებისათვის, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა 1920 წლის 4 აგვისტომდე და 1921 წლის 25 ივნისისთვის მათზე საავტორო უფლებების დაცვის ვადა ამოწურული არ იყო;

დანია: ანონიმური და ფსევდონიმით გამოშვებული ნაწარმოებებისათვის - გამოქვეყნების დღიდან 50 წელი;

გერმანია: 70 წელი ნაწარმოებისათვის, რომელსაც 1965 წლის 17 სექტემბრამდე არ გასვლია დაცვის ვადა (ფოტოგრაფიულ ნამუშევრებზე - გამოქვეყნებიდან ან შექმნიდან 25 წელი); ანონიმური ან ფსევდონიმით გამოშვებული ნაწარმოებისათვის - 70 წელი;

საბერძნეთი: ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებული, ანონიმური ან ფსევდონიმით გამოშვებული ნაწარმოებისათვის დაცვის ვადა აითვლება გამომცემლის გარდაცვალებიდან;

დიდი ბრიტანეთი: კინემატოგრაფიული, აუდიოჩანაწერები, ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებული, ანონიმური ან ფსევდონიმით გამოშვებული ნაწარმოებისათვის - გამოქვეყნებიდან 50 წელი; კომპიუტერული პროგრამები - მათი შექმნის შემდეგ 50 წელი;

ავსტრია: 57 წელი იმ ნაწარმოებებისთვის, რომლებიც შექმნილი იყო 1949 წლის 1 იანვრამდე; 70 წელი ყველა ნაწარმოებისთვის, რომლებსაც 1972 წლის 31 დეკემბრამდე არ გასვლია დაცვის ვადა.

თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოების დაცვის ვადა
მუხლი 7 bis

წინა მუხლის დებულებები გამოიყენება თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოებისათვისაც, იმ პირობით, რომ ავტორის გარდაცვალების დღიდან განსაზღვრული ვადები აითვლება თანაავტორებიდან უკანასკნელი ავტორის გარდაცვალების დღიდან.

თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოებები დაცულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთი თანაავტორი მაინც არის „კავშირის ავტორი“. ეს მუხლი გამოიყენება შეუზღუდავად ყველა ნაწარმოების მიმართ, რომელიც დაცულია კონვენციით.

თანაავტორობის საკითხი განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც მოითხოვება უფლებების დაცვა. კერძოდ, კანონმდებლობამ უნდა დაადგინოს, რომ ადგილი აქვს თანაავტორობას თუ სახეზეა მხოლოდ ნაწარმოებების გაერთიანება. 1976 წლის აშშ-ის კანონი ცნებას - „ერთობლივ ნაწარმოებებს“ შემდეგნაირად განსაზღვრავს - ეს არის „ერთი მთლიანი, რომელიც შექმნილია საერთო ჩანაფიქრის მქონე ორი ან მეტი ავტორის მიერ, რომლებმაც გააერთიანეს თავისი წვლილი ერთი მთლიანი ნაწარმოების განუყოფელი ან ურთიერთდამოკიდებული ნაწილების შექმნისთვის“. სიტყვებისა და მუსიკის, სურათისა და მუსიკის, სიტყვებისა და სურათის გაერთიანების შემთხვევაში საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ნაწარმოების შეერთებასთან, რადგან ამ გზით გაერთიანებული ამ კატეგორიის ნაწარმოებები აგრეთვე დამოუკიდებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ერთად ერთი გამონაკლისია კინემატოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც „ხელოვნების კოლექტიურ ნაწარმოებად“ ითვლება. ანალოგიური ბედი ზოგჯერ შეიძლება ეწიოს დრამატულმუსიკალურ ნაწარმოებს, როდესაც მუსიკა სპეციალურადაა შექმნილი გარკვეული დრამატული ნაწარმოებებისთვის და ისინი უკვე განუყოფელი ხდებიან.

ნებისმიერ შემთხვევაში, დაცვის ვადა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც მოითხოვება დაცვა, მაგრამ, თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობა რაიმე სხვას არ ითვალისწინებს, დაცვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს იმ ვადებს, რომლებიც დადგენილია ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობით.

თარგმნის უფლება
(right of translation)
მუხლი 8

ამ კონვენციით დაცული ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორებს ორიგინალურ ნაწარმოებზე მათი უფლების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში თავიანთი ნაწარმოებების თარგმნისა და თარგმნის ნებართვის გაცემის განსაკუთრებული უფლება აქვთ.

კავშირის ნებისმიერ ავტორს შეუძლია მე-8 მუხლი გამოიყენოს წარმოშობისა და მშობლიური ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნებისმიერ ქვეყანაში, თუ ადგილობრივი კანონი ზღუდავს თარგმნის უფლებას.

ავტორისეული კონტროლი თავისი ნაწარმოების გამოყენებისადმი მისი ბუნებრივი უფლებაა. საავტორო უფლებების არამატერიალური ქონებრივი სიკეთეა და სანივთო სამართლის ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენენ. მაგრამ, ამავე დროს, არის „სოციალურად დატვირთული“ უფლება, რომელიც შეიძლება საზოგადოების ინტერესების გამო შეიზღუდოს. პირველი შეხედვით, კონვენციით შეუზღუდავ უფლებებს საზოგადოებრივი ინტერესის ბუნებრივი ჩარჩოები აქვს.

სტოკჰოლმის კონფერენციაზე შეთავაზებულ იქნა თარგმნის უფლების შეზღუდვის დაწესება შემდეგ ნაწარმოებებზე6:

  • პრესაში ზეპირი გამოსვლებისა და მოხსენებების გადაცემებზე;

  • ციტირებასა და პრესაში მოკლე ანოტაციების გამოქვეყნებაზე;

  • სასწავლო მიზნებისათვის ნაწარმოებების გამოქვეყნებაზე;

  • მიმდინარე მოვლენების ამსახველ სტატიებზე;

  • მიმდინარე მოვლენების ამსახველი მასალის მომზადებაში ნაწარმოებების გამოყენებაზე.

კონფერენციამ რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, მაგრამ ადგილობრივი სასამართლოები და ეროვნული კანონმდებლობები მათ ხშირად მიმართავენ.

შეზღუდვები შეიძლება აგრეთვე შემოიღონ:

  • რელიგიური ცერემონიებში გამოყენებისთვის;

  • სამხედრო მიზნით;

  • განათლების მიზნით.

თარგმნის უფლების საკითხის განსაზღვრაში უპირატესობა ენიჭება იმ ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც მოითხოვება დაცვა.

ნაწარმოების რეპროდუცირების უფლება
right of reproduction
მუხლი 9

  1. ამ კონვენციით დაცული ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება გასცენ ამ ნაწარმოებების რეპროდუცირების ნებართვა ნებისმიერი სახით ან ნებისმიერი ფორმით.

  2. კავშირის ქვეყნების კანონმდებლობებს უნარჩუნდებათ უფლება განსაკუთრებულ შემთხვევაში გასცენ ამ ნაწარმოებების რეპროდუცირების უფლება იმ პირობით, რომ ასეთი გამოყენება ზიანს არ მიაყენებს ნაწარმოების ნორმალურ ექსპლუატაციას და უსაფუძვლოდ არ შელახავს ავტორის კანონიერ ინტერესებს.

  3. ამ კონვენციის მიზნებისათვის ნებისმიერი ბგერითი ან ვიზუალური ჩაწერა რეპროდუცირებად ჩაითვლება.

ნაწარმოების რეპროდუცირების უფლება ასევე ერთ-ერთი ძირძველი საავტორო უფლებაა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია ცნობს ამ უფლებას, ავტორები მაინც დამოკიდებული არიან უფლებათა დაცვის ქვეყნის ადგილობრივ კანონმდებლობაზე.

კონვენციის ტექსტში არ არის „რეპროდუცირების“ განსაზღვრა. მაგრამ ამ მუხლის (3) პუნქტი შეიცავს მითითებას, რომ „ნებისმიერი ბგერითი ან ვიზუალური ჩაწერა“ რეპროდუცირებად ჩაითვლება. „რეპროდუცირება“ გულისხმობს ნაწარმოების დამატებითი ასლის დამზადებას ან მის ნებისმიერი მატერიალური ფორმით ფიქსაციას. მეთოდს, რომლითაც მიღებულია ასლი, მნიშვნელობა არა აქვს.

შესაძლოა რეპროდუცირებამ ზიანი მიაყენოს ნაწარმოების შემდგომ გამოყენებას. ერთი მხრივ, დაუშვებელია, რომ რეპროდუცირებამ ზიანი მიაყენოს ნაწარმოებს ან ავტორის უფლებებს. მაგრამ, მეორე მხრივ, ავტორის ინტერესები შეიძლება გაუმართლებლად დაირღვეს იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ნაწარმოების გამოყენების კანონიერი წესების დაცვა (მაგალითად, ნაწარმოები რეპროდუცირებულია მთლიანად ან ავტორის უფლება შეზღუდულია საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ). ყოველ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ავტორის ინტერესები გაუმართლებლად ხელყოფილია იმ შემთხვევაში, თუ ავტორმა მოიყვანა გონივრული არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ექსპლუატაციის ამგვარმა ფორმამ მის ნაწარმოებების შემდგომ გამოყენებას ან უფლებებს ზიანი მიაყენა.

თუ სახელმწიფოს კანონმდებლობა ისარგებლებს ამ მუხლის (2) პუნქტით განსაზღვრული უფლებებით (სასწავლო, სამეცნიერო მიზნებისათვის ან პირადი სარგებლობისათვის ასლების დამზადება), ავტორს ნებისმიერ შემთხვევაში უნარჩუნდება სამართლიანი საზღაურის მოთხოვნის და მისი მიღების უფლება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კონვენციის ტექსტში გამოყენებული ტერმინები -„კანონიერი ინტერესები“, ავტორის ინტერესების „უსაფუძვლო“ შელახვა, „ნაწარმოების ნორმალური ექსპლუატაცია“ - ბუნდოვანია და შესაძლოა კონკრეტულ ქვეყანასა და შემთხვევაში სხვადასხვანაირად იქნეს გაგებული.

ნაწარმოების თავისუფალი გამოყენების შემთხვევები
მუხლი 10

  1. დასაშვებია იმ ნაწარმოების ციტატების მოყვანა, რომელიც მართლზომიერად უკვე საყოველთაოდ მისაწვდომი გახდა, ოღონდ იმ პირობით, რომ დაცული იქნება საზოგადოებაში მიღებული წესები და ისეთი მოცულობით, როგორიც გამართლებული იქნება დასახული მიზნით, მათ შორის ჟურნალ-გაზეთების სტატიების ციტირება პრესის მიმოხილვის ფორმით.

  2. კავშირის ქვეყნების კანონმდებლობებით და სპეციალური შეთანხმებებით, რომლებიც დადებულია ან დაიდება მათ შორის, შეიძლება ნებადართულ იქნეს ლიტერატურული ან მხატვრული ნაწარმოებების გამოყენება ისეთი მოცულობით, რომელიც გამართლებული იქნება დასახული მიზნით, გამოცემის ილუსტრაციების სახით, რადიო- და სატელევიზიო გადაცემებისა და სასწავლო ხასიათის ბგერითი ან გამოსახულებითი ჩანაწერების სახით, ოღონდ იმ პირობით, რომ ასეთი გამოყენებისას დაიცავენ საზოგადოებაში მიღებულ წესებს.

  3. ამ მუხლის წინა პუნქტების შესაბამისად, ნაწარმოებების გამოყენებისას მითითებული უნდა იყოს წყარო და ავტორის სახელი, თუ ეს სახელი აღნიშნულია ამ წყაროში.

კონვენციის მე-2(4) და მე-2bis(1),(2) მუხლებში მოყვანილია ზოგიერთი კატეგორიის ნაწარმოებების გამოყენების შეზღუდვა:

  • საჯარო გამოსვლების, პოლიტიკური მოხსენებების, სასამართლო პროცესზე წარმოთქმული სიტყვების მიმართ;

  • პრესაში ლექციისა და სხვა სახის ზეპირი გამოსვლის ასახვის მიმართ;

  • საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სასამართლო ხასიათის ოფიციალური ტექსტებისა და მათი ოფიციალური თარგმანის მიმართ.

კონვენცია სპეციალურად მიუთითებს კიდევ რამდენიმე შემთხვევაზე, როგორიცაა:

  • ციტირება;

  • ლიტერატურული ან მხატვრული ნაწარმოების სასწავლო პროცესში ან ისეთი მოცულობით გამოყენება, რომელიც გამართლებულია დასახული მიზნით;

  • მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ ან რელიგიურ თემებზე დაწერილი სტატიების პრესაში ასახვა;

  • საგაზეთო და საჟურნალო სტატიების ნაწყვეტების ციტირება და მათი ჩართვა პრესის მიმოხილვებში.

კავშირის ავტორი დამოკიდებულია იმ ქვეყნის ადგილობრივ კანონმდებლობაზე, სადაც მოითხოვება დაცვა. ციტირება დაშვებულია ოთხ შემთხვევაში:7

  1. ციტირებული ნაწარმოებები მართლზომიერად უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებული (ე.ი. ავტორის თანხმობით; ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოცემული ნაწარმოებების შემთხვევაში - გამომცემლის თანხმობით) და ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის (lawfully made available to the public).

  2. ციტირების დროს დაცული უნდა იყოს ჩვეულებანი (fair practice), რაც დამყარებულია არა მხოლოდ კანონზე, არამედ მორალურ და საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ ნორმებზე. ჩვეულებებისა და მრავალწლიანი პრაქტიკის გათვალისწინებით, ქვეყნები და სპეციალისტები ცდილობენ ჩამოაყალიბონ ციტატების გამოყენების სხვადასხვა სისტემისათვის მისაღები წესები. კერძოდ კი გამოყოფენ:

  • ციტირებამ მთლიანად კი არ უნდა მიისაკუთროს ციტირებული ნაწარმოები, არამედ წაახალისებს მეტი ინფორმაციის მოძიებას ორიგინალური ნაწარმოების შესახებ. გამონაკლისია მოკლე ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოების მთლიანი ციტირება. პრესით მიმოხილვებში დასაშვებია მხოლოდ მოკლე ამონაწერების გაშვება.8

  • ციტირებამ არ უნდა მიაყენოს ზიანი ორიგინალური ნაწარმოების ნორმალურ ექსპლუატაციას და უსაფუძვლოდ არ უნდა შელახოს ავტორის უფლებები.

  1. ამ მუხლის (1) პუნქტთან დაკავშირებით, უნდა მივაქციოთ ყურადღება ფრაზას, რომ ციტატები გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი მოცულობით, როგორიც „გამართლებული იქნება დასახული მიზნით“. რადგან უფრო ვრცელი ციტატის გამოყენება, ვიდრე ეს აუცილებელია, ჩაითვლება ნორმების დარღვევად.

  2. (3) პუნქტში ჩამოთვლილია ის აუცილებელი პირობები, რომლებიც წაეყენება ციტატის ნებისმიერ გამომყენებელს. მან აუცილებლად უნდა მიუთითოს:

  • ავტორის (ანონიმურად, ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწარმოებების ან კოლექციის შემთხვევაში - გამომცემლის) სახელი;

  • ნაწარმოების სახელწოდება;

  • გამოცემის ადგილი;

  • გამოცემის წელი.

პერიოდული, რაიმე მოვლენისადმი მიძღვნილი ("მემორიალური") ან მსგავსი გამოცემის შემთხვევაში:

  • პერიოდული გამოცემის დასახელება;

  • გამოცემის თარიღი;

  • გამოცემის ადგილი;

  • იმ გვერდის ნომერი, რომელზეც გამოქვეყნებულია ნაწარმოების ციტირებული ადგილი.

მხატვრული (სახვითი ხელოვნების) ნაწარმოების ციტირების შემთხვევაში ზემომოყვანილ ცნობებთან ერთად უნდა აღინიშნოს:

  • იმ გვერდის ნომერი, რომელზეც გამოქვეყნებულია ციტირებული ნაწარმოებები (ნაწარმოების ციტერებული მონაკვეთი)/ან ნაწარმოების ნომერი;

  • ნაწარმოების შექმნის წელი.

მუზეუმებისათვის:

  • კატალოგის ნომერი.

მუსიკალური ციტირებისათვის:

  • ნაწარმოების ნომერი ავტორის ნაშრომთა სრულ სიაში;

  • ოპუსი;

  • მიმდინარეობა.

თუ ციტირება მოყვანილია ტექსტში და გაკეთებულია სპეციალური მითითება სქოლიოში, მნიშვნელობა არა აქვს, სად არის მოცემული სქოლიო - გვერდის ქვემოთა ნაწილში თუ წიგნის ბოლოს (მთავარია შესაძლებელი იყოს ციტატისა და სქოლიოში მოცემული მონაცემების იდენტიფიკაცია). ტექსტში დაწვრილებითი ცნობების მიუთითებლად მხოლოდ წიგნის ბოლოს შეჯამებული გამოყენებული ნაწარმოებების ჩამონათვალი, ან ტექსტში არასრული მონაცემების მითითება, რაც არ იძლევა იდენტიფიკაციის საშუალებას, ციტირების წესების დარღვევად მიიჩნევა.

კავშირის სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლო პროცესისათვის ნაწარმოების თავისუფალი გამოყენება დაშვებულია შემდეგი ფორმით:

  • რეპროდუცირება და სასწავლო დაწესებულებებში ასლების განაწილება (დისტრიბუცია);

  • ეთერით გადაცემა (პირველ რიგში, რადიოგადაცემები);

  • ხმის ან ვიდეოგრამის ჩაწერა;

  • ქრესტომათიების შექმნა.

გარკვეულ შემთხვევებში კონვენციითა და ადგილობრივი კანონმდებლობებით დაშვებულია ავტორის ნებართვის გარეშე ნაწარმოების თავისუფალი ექსპლუატაცია (მაგალითად, სასწავლო მიზნებისთვის წიგნის ასლის გადაღება), მაგრამ ნაწარმოების ნებისმიერი თავისუფალი გამოყენების შემთხვევაში ავტორს უფლება აქვს კომპენსაციის სახით მოითხოვოს და მიიღოს სამართლიანი საზღაური.

მუხლი 10bis

    1. კავშირის ქვეყნის კანონმდებლობას უნარჩუნდება უფლება გასცეს იმის ნებართვა, რომ გამოაქვეყნონ პრესაში, გადასცენ ეთერით ან კაბელით საყოველთაოდ გასაცნობად ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე ან ამავე ხასიათის ეთერით გადაცემული ნაწარმოებები, თუ ეთერით ან კაბელით გადაცემის ასეთი გამოყენება საგანგებოდ არ იყო შეთანხმებული. მაგრამ წყარო ყოველთვის მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული; ამ ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც არის დაცვის მოთხოვნა.

    1. კავშირის ქვეყნის კანონმდებლობას რჩება იმის უფლებაც, რომ განსაზღვროს პირობები, რომელთა თანახმადაც მიმდინარე ამბების მსვლელობაში ნაჩვენები ან გამოქვეყნებული ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებები შეიძლება საინფორმაციო მიზნით გამართლებული მოცულობით გამოიყენონ ან საყოველთაოდ მისაწვდომი გახადონ მიმდინარე ამბების მიმოხილვისას, ფოტოგრაფიული ან კინემატოგრაფიული საშუალებებით ან ეთერით გადაცემის გზით, ან საყოველთაოდ გასაცნობად კაბელით გადაცემის გზით.

მე-10bis მუხლის (1) პუნქტში მოცემულია მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან რელიგიურ საკითხებზე პრესაში გამოქვეყნებული მიმოხილვის ავტორის უფლებების შეზღუდვების შესაძლებლობა, რაც ლოგიკურად გამომდინარეობს 2(2) მუხლიდან და რეგულირდება ადგილობრივი კანონმდებლობებით. ერთი მხრივ, კავშირის წევრ-ქვეყნის მოქალაქე კავშირის სხვა ქვეყნებში, ისევე, როგორც ამ ქვეყნების ადგილობრივი ავტორები, არ არის დაცული მე-10bis მუხლში მოცემული დებულების თანახმად. მეორე მხრივ კი, ეს მუხლი მოითხოვს მინიმალური უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. ამ დებულებების თანახმად, ადგილობრივ კანონმდებლობას არ შეუძლია მიანიჭოს ავტორს ნაკლები მოცულობის დაცვა, ვიდრე ეს კავშირის ავტორებისათვისაა გათვალისწინებული.9

ამ მუხლის (1) პუნქტში გამოყენებულ ტერმინში „ამავე ხასიათის ნაწარმოებები“ იგულისხმება კომენტარები, რეპორტაჟები, ახალი ამბები და „მრგვალი მაგიდები“ ქვეყნის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწეების მონაწილეობით. შეუძლებელია ზუსტი საზღვრის დადგენა ამ პუნქტებსა და მე-2 მუხლში მოცემულ ზეპირი მოხსენებებს, ლექციებსა და პოლიტიკური მოხსენებებს შორის. ეთერით გადაცემული ნაწარმოებების ავტორები ყოველთვის დამოკიდებული არიან იმ ქვეყნის კანონმდებლობაზე, სადაც მოთხოვნილია დაცვა, და თავისი უფლებების დაცვისთვის შეუძლიათ იხელმძღვანელონ იმ პირობებით, რომლებიც ამ კატეგორიის ნაწარმოებებს წაეყენებათ მე-10bis(1) მუხლით (მაგრამ არ არის მითითებული მუხლი 2 და 2bis-ში). მუხლი 10bis(1) მოითხოვს „წყაროს აუცილებელ მითითებას“.

მოვიყვანთ მე-10bis(2) მუხლში გათვალისწინებული დებულებების ამსახველ რამდენიმე მაგალითს:

  1. ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს არქიტექტურული ნაწარმოების წინ და ტელევიზიით ტრანსლიაციის დროს ეს ძეგლი ჩანს კადრში;

  2. სკოლის პრობლემებზე რეპორტაჟში კამერამ ყურადღება შეაჩერა შენობის კედელზე შესრულებულ თანამედროვე მხატვრის სურათზე;

  3. ანალოგიური შემთხვევა შეიძლება მოხდეს გამოფენის გახსნის ცერემონიის ამსახველ რეპორტაჟში;

  4. ორკესტრის რეპეტიციის დროს მის ფონზე ინტერვიუს აღება.

ჩამოთვლილ შემთხვევებს შორის მხოლოდ მესამე პასუხობს ამ მუხლის (2) პუნქტში გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რადგან სწორედ „მიმდინარე მოვლენის ამსახველი“ რეპორტაჟია.

დრამატული და მუსიკალური ნაწარმოებების ავტორების ზოგიერთი უფლებები
მუხლი 11

    1. დრამატული, მუსიკალურ-დრამატული და მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებს განსაკუთრებული უფლება აქვთ:

  1. საჯაროდ წარმოადგინონ და შეასრულონ თავიანთი ნაწარმოებები, მათ შორის საჯაროდ წარმოადგინონ და შეასრულონ ნებისმიერი საშუალებით და ხერხით;

  1. საყოველთაოდ გასაცნობად ნებისმიერი საშუალებით გადასცენ ნაწარმოების დადგმა და შესრულება.

  1. დრამატული და მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოებების ავტორებს ასეთივე ენიჭებათ უფლება თავიანთი ნაწარმოებების თარგმანების მიმართ ორიგინალურ ნაწარმოებებზე მათი უფლებების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში.

მე-11 და მე-11ter მუხლები არეგულირებს ზეპირი და მუსიკალური ნაწარმოების საჯარო წარმოდგენის წესებს. აღნიშნული მუხლები ერთმანეთისაგან განსხვავდება მხოლოდ ობიექტით: მე-11 მუხლის ობიექტია დრამატული (სასცენო ან საკონცერტო) ნაწარმოებები, მე-11ter მუხლისა - ლიტერატურული ნაწარმოებები. მაგრამ, ამ ნაწარმოებებზე უფლებების რეგულირების თავისებურებები განპირობებულია სწორედ ობიექტთა შორის სხვაობით. საავტორო სამართალში დრამატულ, მუსიკალურ-დრამატულ და მუსიკალურ ნაწარმოებებს უწოდებენ „დიდი უფლებების“ (grand rights) ნაწარმოებებს, ხოლო მეორე კატეგორიას - „მცირე უფლებების“ (small rights) ნაწარმოებებს. „დიდი უფლებების“ ნაწარმოებების გამოყენება ხდება მცირე ტერიტორიაზე და მათ მართავენ ინდივიდუალურად: ლიცენზიებს გასცემს ავტორი (ან სხვა მფლობელი). „მცირე უფლებების“ ნაწარმოებები (მათ, პირველ რიგში, მიაკუთვნებენ არადრამატულ მუსიკალურ ნაწარმოებებს) გათვლილია უფრო ფართო და მრავალ ადგილას გამოყენებაზე, ამიტომ მათ მართვას ახორციელებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციები.

მე-11 მუხლით განსაზღვრულია მინიმალური უფლებები, რომლებიც დაცული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც მოითხოვება დაცვა. აუცილებელი პირობა, რომელიც წაეყენება დაცულ ნაწარმოებებს, არის მათი „საჯარო წარმოდგენის“ ნიშანი.

„ნებისმიერი საშუალებით და ხერხით შესრულება“ გულისხმობს აგრეთვე ნაწარმოების ფონოგრამულ ან ვიზუალურ ჩანაწერს. მაგრამ, მატერიალურ მატარებელზე ჩაწერის შემდეგ მათი კაბელით ან ეთერით გადაცემის, ან პირდაპირ ეკრანზე ჩვენების შესახებ მითითებულია ამავე პუნქტის (ii) ნაწილში. მაგალითად, ავტორმა შეიძლება დრამატული წარმოდგენის ვიზუალურ მატარებელზე ჩაწერის ნება დართოს, მაგრამ მისი შემდგომი ტრანსლიაცია ან კაბელით რეტრანსლაცია არ დაუშვას.

ადგილობრივი კანონმდებლობით შეიძლება შემოღებული იყოს სავალდებულო ლიცენზირების წესი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ტელეარხებს უფლება ეძლევათ ეთერით/კაბელით გადასცენ „ცოცხალი შესრულებით“ ან ჩაწერილი წარმოდგენები. ავტორებს, რა თქმა უნდა, კომპენსაციის სახით მიეცემათ სამართლიანი საზღაური.

ეთერით გადაცემა
მუხლი 11bis

ამ მუხლის (1) პუნქტით განსაზღვრული უფლებები დაცულია კონვენციით. კერძოდ, მასში ნათქვამია:

    1. ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება ნება დართონ, რომ:

  1. ეთერით გადაიცეს მათი ნაწარმოებები ან საჯაროდ გამოქვეყნდეს ეს ნაწარმოებები ნიშნების, ბგერების ან გამოსახულების უკაბელო გადაცემის ნებისმიერი სხვა საშუალებით;

  2. კაბელიანი თუ უკაბელო კავშირგაბმულობის საშუალებებით, ეთერით განმეორებით გადაიცეს ყოველგვარი საჯარო გადაცემა, თუ ამას აკეთებს სხვა და არა თავდაპირველი ორგანიზაცია;

  3. საჯაროდ გადაიცეს ეთერით გადაცემული ნაწარმოებები ხმამაღლა მოლაპარაკე ან ნებისმიერი სხვა აპარატით, რომელიც ნიშნებს, ბგერებს ან გამოსახულებას გადასცემს.

მაგრამ ამ მუხლის (2) პუნქტში მოცემული დებულებების რეგულირებას ახორციელებენ ადგილობრივი კანონმდებლობები.

  1. კავშირის ქვეყნის კანონმდებლობით შეიძლება განისაზღვროს იმ უფლებების განხორციელების პირობები, რომლებსაც ითვალისწინებს წინა პუნქტი; მაგრამ ამ პირობების მოქმედება ზუსტად იქნება შეზღუდული იმ ქვეყნის ფარგლებით, რომლებმაც ეს პირობები დაადგინა. ამ პირობებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შელახოს არც ავტორის არაქონებრივი და არც ავტორის კუთვნილი უფლებები სამართლიანი ანაზღაურების მიღებაზე, რომელსაც, თუ შეთანხმება არ არსებობს, კომპეტენტური ორგანოები ადგენენ.

  2. ამ მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ნებართვა, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, არ შეიცავს ნებართვას ეთერში გადაცემული ნაწარმოების ჩაწერაზე ინსტრუმენტით, რომელიც აფიქსირებს ბგერებს ან გამოსახულებას. მაგრამ კავშირის ქვეყნების კანონმდებლობამ შეიძლება განსაზღვროს მოკლევადიანი გამოყენების იმ ჩანაწერების რეჟიმი, რომელსაც აწარმოებენ მაუწყებლობის ორგანიზაციები საკუთარი საშუალებებითა და თავიანთი გადაცემებისათვის. ამ კანონმდებლობით შეიძლება ნებადართული იყოს ასეთი ჩანაწერების შენახვა ოფიციალურ არქივებში, თუ ისინი მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტური ხასიათისაა.

კონვენციური დაცვა ავტორს ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კავშირის ქვეყანა დაარღვევს (2) პუნქტში მითითებულ ჩარჩოებს ან ავტორს სამართლიან ანაზღაურებას არ გადაუხდის. ამ შემთხვევებში კავშირის ავტორი მიმართავს მე-11bis მუხლს.

მე-11bis (1)(i) მუხლის თანახმად, ნაწარმოებები ნიშნების, ბგერის ან გამოსახულების სხვა ფორმით შეიძლება გადაიცეს ეთერით ან უკაბელო გადაცემის ნებისმიერი სხვა საშუალებით. ამ ჩამონათვალში არ არის შეტანილი კაბელის საშუალებები, რაც იმას გულისხმობს, რომ ეს კატეგორია მთლიანად ნაციონალური კანონმდებლობებით იქნება რეგლამენტირებული. ამიტომ, ორიგინალური პროგრამები, რომლებიც გადაცემულია სტუდიიდან მიმღებამდე კაბელის მეშვეობით, არ შედის მე-11bis მუხლის რეგულირების სფეროში. მას შეეხება მე-11 და მე-11ter მუხლები10: უკაბელო საშუალებებით ნაწარმოებების გადაცემის უფლება კონვენციით დაცულია მხოლოდ ავტორთა გარკვეული კატეგორიებისათვის: დრამატული და მუსიკალური (მუხლები 11 და 11ter) და კინემატოგრაფიული ნაწარმოების ავტორებისთვის (მუხლი 14). ფოტოგრაფები, გამოყენებითი ხელოვნების, ქორეოგრაფიული და პანტომიმის ნაწარმოების ავტორები, რუკების შემქმნელები მთლიანად დამოკიდებული არიან ადგილობრივ კანონმდებლობაზე.

ეთერით განმეორებითი გადაცემა [11bis(1)(ii) მუხლი] აგრეთვე დამოკიდებულია პირველ საეთერო გადაცემაზე. (1)(ii) ქვეპუნქტი ითვალისწინებს ნებისმიერ - კაბელით თუ უკაბელო - კავშირგაბმულობის საშუალებებს, ამიტომ ავტორს უფლება აქვს ნება დართოს:

  • უკაბელო განმეორებით გადაცემაზე - როდესაც სიგნალი მიმღებ სადგურს (რომელიც დაშორებულია გადამცემს) გადაეცემა ეთერის საშუალებით და ეს სადგური შემდგომში ახდენს ეთერით სიგნალების განმეორებით გადაცემას;

  • განმეორებით გადაცემაზე კაბელით - როდესაც სიგნალები გადაიცემა ეთერის მეშვეობით და მათი მიმღები შემდგომში მომხმარებლებს კაბელით განმეორებით გადასცემს.

პრაქტიკაში საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს გადაცემისა და მიღების ფორმის ზუსტი დადგენა, რაც ტექნიკის მრავალფეროვნებითა და საკომუნიკაციო საშუალების სწრაფი განვითარებითაა განპირობებული. ამიტომაც, კონვენცია ადგილობრივ კანონმდებლობებს უფლებას უტოვებს თვითონ განსაზღვრონ ამ კატეგორიის უფლებების რეგლამენტაცია.

ამ მუხლის (1) (ii) ქვეპუნქტში იგულისხმება ავტორის ინტერესებით გაკეთებული ნებისმიერი საჯარო გადაცემა. კონვენცია არ განასხვავებს კავშირგაბმულობას, რომელიც მხოლოდ აუმჯობესებს მიღებას, კავშირგაბმულობისაგან, რომელიც გადაცემის ზონას აფართოებს.

„საჯაროობის“ განსაზღვრისას მნიშვნელობა არ აქვს დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების სიმრავლეს. ამ მუხლის (1) პუნქტის (ii) ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი კანონმდებლობა განსაზღვრავს იმ საკომუნიკაციო საშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სამართლიანი საზღაურის (equitable remuneration) გადახდის მოთხოვნას. ავტორს კი ეძლევა უფლება დაიცვას მე-11bis მუხლით გათვალისწინებული უფლებები იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი საზღაური გადახდილი არ იქნება.

კონვენცია არ შეეხება საკითხს - აქვს თუ არა ავტორს უფლება დართოს ნება ან აკრძალოს მისი ნაწარმოების გამოყენება იქ, სადაც არის საეთერო გადაცემის პირველადი სადგური. (ii) ნაწილი იცავს ავტორის მხოლოდ იმ უფლებას, რომელიც, პირველადი (ორიგინალური) სადგურის გარდა, სხვა გადამცემებს შეეხება.

საჯარო გადაცემის დანარჩენ უკაბელო გადაცემის შემთხვევებს შეეხება ამავე პუნქტის (iii) ნაწილი, კერძოდ, საუბარია იმ პროგრამებზე, რომლებიც გადაიცემა ხმამაღალი მოლაპარაკით, მიიღება სატელევიზიო ეკრანზე ან ნებისმიერი სხვა აპარატის გამოყენებით რესტორნებში, სავაჭრო წერტებში, ქარხნებში ან ნებისმიერ საჯარო ადგილებში. „საჯარო ადგილის“ ცნებას ადგენს და განსაზღვრავს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც მოითხოვება დაცვა.

ამ მუხლის (2) პუნქტით განსაზღვრული ყველა პირობა რეგულირდება ადგილობრივი კანონმდებლობებით, რომლებსაც შეუძლიათ:

  • კომპენსაციის გადახდის გზით (იძულებითი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე) შემოიღონ ნებისმიერი შეზღუდვები ან ნაწარმოებების თავისუფალი გამოყენების რეჟიმი;

ან

  • ავტორებს შეუნარჩუნონ (1) პუნქტში ჩამოთვლილი უფლებები, მაგრამ მოითხოვონ, რომ ავტორმა დაუთმოს თავისი უფლებები საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ერთ-ერთ ორგანიზაციას.

(2) პუნქტში აღნიშნული „არაქონებრივი უფლებები“ ზედმეტია, რადგან გაურკვევლობაში შევყავართ: კონვენციის მუხლი 6bis ადგენს კონვენციის მიერ მითითებული ან დართული შეზღუდვების ზღვარს.

უფლებამოსილი ორგანოები „სამართლიანი საზღაურის“ ოდენობის დადგენის დროს ვერ სარგებლობენ სრული დამოუკიდებლობით და თანხის გამოთვლისას უნდა გაითვალისწინონ, ერთი მხრივ, კავშირის სხვა ქვეყნების გამოცდილება და ანაზღაურების გამოთვლის შემოღებული წესები; მეორე მხრივ კი, ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობა ითვალისწინებს შიდა ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და მხარეთა ინტერესებს.

ამ მუხლის (2) პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ადგილობრივი კანონმდებლობებით დადგენილმა პირობებმა „არავითარ შემთხვევაში არ უნდა შელახოს“ ავტორის უფლებები და ინტერესები. სახელმწიფომ თავისი სამხედრო ან რელიგიური ინტერესების საფუძველზე შესაძლებელია შეზღუდოს ნაწარმოებების ეთერით ან სხვა ფორმით საჯარო ჩვენება, მაგრამ ამ შემთხვევაში კომპეტენტური ორგანოები, ამ მუხლის (1) პუნქტის (ii) და (iii) ქვეპუნქტების თანახმად, აუცილებლად, კომპენსაციის სახით უხდის ავტორს სამართლიან საზღაურს.

მუხლი 11bis (3) პუნქტის პირველ წინადადებას მნიშვნელობა აქვს იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციის ბრიუსელის ვერსიას და არ ეხებათ მე-9 მუხლის (1) პუნქტში ჩამოთვლილი მინიმალური უფლებების დაცვა. მეორე წინადადებაში ტერმინი „მოკლევადიანი გამოყენებისათვის“ ეხება ყველა ქვეყანას, რომელიც იყენებს (2) პუნქტით გათვალისწინებულ დებულებებს და მაუწყებლობისათვის შემოღებული აქვს იძულებითი ლიცენზირების პრაქტიკა. კავშირის ქვეყნებმა შესაძლოა ნება დართონ თავიანთ მაუწყებლობის ორგანიზაციებს ჩაწერონ და გადასცენ პროგრამები (მაგალითად, ღამის ან სადღესასწაულო გადაცემები) „არაპირდაპირი ეთერი“, ე.ი. ამ ორგანიზაციებს უფლება აქვთ მოახდინონ „დაკონსერვებული პროდუქციის“ წარმოება11 , რომელიც განსაზღვრული ვადის განმავლობაში შენახული იქნება ამ ორგანიზაციის არქივში.

კონვენციამ ნაციონალურ კანონმდებლობებს დაუტოვა უფლება მოუძებნონ ტერმინ „მოკლევადიან ჩანაწერს“ (ephemeral recording) ზუსტი განსაზღვრება. აშშ-ს კანონით, ამ კატეგორიის პროგრამები უნდა განადგურდეს პირველი საჯარო ჩვენებიდან 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნაწარმოებების გამოყენება დროში არ არის შეზღუდული და დაშვებულია მათი ხელმეორე გამოყენება, ავტორმა უნდა მიმართოს ადგილობრივ კანონმდებლობას. მას შეუძლია არ დაეთანხმოს იმას, რომ ადგილობრივ მაუწყებლობის ორგანიზაციებს ჰქონდეთ მესამე პირების მიერ წარმოებული მისი ჩანაწერები, ან მათ გამოიყენონ ან გადასცენ ამ მუხლის (3) პუნქტის მეორე წინადადებაში მითითებული ექსპლუატაციის ფორმების გარდა სხვა საშუალებებით, მაგრამ მაუწყებლობის ორგანიზაციებს შეუძლიათ „ჩაწერონ ნაწარმოები მხოლოდ საკუთარი საშუალებებით და თავიანთი გადაცემებისათვის და ჩანაწერები შეინახონ ოფიციალურ არქივში, თუ ისინი მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტური ხასიათისაა“. სახეზეა ავტორის უფლებების შეზღუდვის კიდევ ერთი შემთხვევა.

მაშასადამე, კონვენცია ანიჭებს ავტორს განსაკუთრებულ უფლებას - ნება დართოს ნაწარმოებების სამი სახით გამოყენებაზე:

  1. ნიშნების, ბგერების ან გამოსახულების უკაბელო ნებისმიერი საშუალებით გადაცემაზე;

  2. ეთერით გადაცემულ ნებისმიერ საჯარო გადაცემაზე, რომელიც პირველი ორგანიზაციის გარდა, სხვა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება (რეტრანსლაციაზე);

  3. ნიშნების ან გამოსახულების გადამცემი ხმამაღალი მოლაპარაკის ან ანალოგიური აპარატის მეშვეობით გადაცემულ საჯარო გადაცემაზე. ხმამაღალი მოლაპარაკის შემთხვევაში იგულისხმება ამ აპარატურის (გამაძლიერებლების) განთავსება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში; ხოლო კაბელით და უკაბელოდ გადაცემა მიმართულია ინდივიდუალურ მომხმარებლებზე.

ამ უფლებაზე საუბრისას, პირველ რიგში, გამოყოფენ ავტორის ძირითად უფლებას ნება დართოს ან აკრძალოს თავისი ნაწარმოების რადიოთი ან ტელევიზიით გადაცემა. ძირითადი უფლებიდან წარმოიქმნა წარმოებული, მაგალითად - ტრანსლიაციის უფლება. აქედან გამომდინარე, თუ ავტორმა ნება დართო მაუწყებლობის ორგანიზაციას გადასცეს თავისი ნაწარმოებები, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ორგანიზაციას შემდგომშიც შეუძლია გადასცეს ან სხვა ფორმით გამოიყენოს ეს ნაწარმოებები. თუ ავტორმა ნება დართო ნაწარმოების ტრანსლაციაზე, ეს არ ნიშნავს ნაწარმოების ჩაწერაზე ნებართვის მიღებას.

ლიტერატურული ნაწარმოებები
მუხლი 11ter

  1. ლიტერატურული ნაწარმოებების ავტორებს განსაკუთრებული უფლება აქვთ ნებართვა გასცენ:

  1. თავიანთი ნაწარმოებების საჯარო კითხვაზე, მათ შორის ისეთი საჯარო კითხვისათვის, რომელიც ნებისმიერი საშუალებით და ხერხით ხორციელდება;

      1. საყოველთაო გაცნობისათვის თავიანთი ნაწარმოებების ნებისმიერი ხერხით გადასაცემად.

  1. ასეთივე უფლებები ენიჭებათ ლიტერატურული ნაწარმოების ავტორებს თავიანთი ნაწარმოების თარგმნის მიმართ მთელი იმ ვადის განმავლობაში, სანამ ორიგინალურ ნაწარმოებებზე მათი უფლებები მოქმედებს.

ეს მუხლი განსხვავდება მე-11 მუხლისგან მხოლოდ იმით, რომ მე-11 მუხლი შეეხება საჯარო წარმოდგენას, ხოლო წინამდებარე - საჯარო წაკითხვას. აქედან გამომდინარე, რაც ზემოთ ითქვა, „საჯარო წარმოდგენასთან“ დაკავშირებით, შეიძლება გამოვიყენოთ წაკითხვასთან მიმართებითაც. კონვენცია ლიტერატურულ ნაწარმოებებს აძლევს მუსიკალური ნაწარმოებების ანალოგიურ რეჟიმს.

გადაკეთების, არანჟირებისა და სხვა ცვლილებების უფლება
მუხლი 12

ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება გასცენ თავიანთი ნაწარმოებების გადაკეთების, არანჟირებისა და სხვა ცვლილებების ნებართვა.

ეს მუხლი კვლავ შეეხება მინიმალური უფლებების რეგლამენტაციას, რომელიც მიმართულია ავტორის ნებართვის გარეშე ნაწარმოებებში ნებისმიერი ცვლილებების შეტანის ან სხვაგვარი ჩარევის წინააღმდეგ.

ნაწარმოების ადაპტაციისა და ინდივიდუალური სარგებლობისათვის „მართლზომიერი გამოყენების“ გამიჯვნას ახდენენ ადგილობრივი კანონმდებლობები და დამოკიდებულია იმ ქვეყნის კანონზე, სადაც მოითხოვება დაცვა. მაგალითად, თუ ეს ქვეყანა, წარმოშობის ქვეყანასთან შედარებით, არ კრძალავს „სანქციონირებულ“ ადაპტაციას, ავტორი შეზღუდულია დაცვის ქვეყნის კანონით.

ამ მუხლით განსაზღვრული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს ორ შემთხვევაში:

1. მე-10 მუხლის (2) პუნქტში მოცემული დამატების („ნაწარმოების გამოყენება ისეთი მოცულობით, რომელიც გამართლებული იქნება დასახული მიზნით“), მე-2bis მუხლით (პოლიტიკური და სასამართლო პროცესზე წარმოთქმული სიტყვის შემთხვევაში, მიმართების, ლექციების და სხვა ხასიათის საჯაროდ წარმოთქმული ნაწარმოებების მიმართ), მე-9 მუხლის (2) პუნქტსა (რეპროდუცირების უფლების შეზღუდვა) და მე-10bis მუხლის (1) პუნქტით (ეკონომიკურ, პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე ჟურნალ - გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიების ეთერით ან კაბელით გამოქვეყნების შემთხვევაში) გათვალისწინებულ შემთხვევებში ნაწარმოების ხასიათი ან ფორმა შეიძლება არ იყოს შეცვლილი. პირველ რიგში, ეს შეეხება ნაწარმოების გამოყენებას განათლების ან საინფორმაციო მიზნით. მაგრამ ნაწარმოების ნებისმიერი გადაკეთება ან ცვლილებების შეტანა გამართლებული უნდა იყოს;

2. ავტორს არ შეუძლია აკრძალოს სხვა აუცილებელი ცვლილებების შეტანა ან აშკარა შეცდომების შესწორება იმ პირთა მიერ, ვისაც მან დართო ნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორის აკრძალვა იქნებოდა მისი უფლებების არასწორი გამოყენება.

მუსიკალური ნაწარმოებისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექსტის ჩაწერის შესაძლო შეზღუდვა
მუხლი 13

  1. კავშირის ყოველ ქვეყანას შეუძლია თავისთვის დაადგინოს დამატებითი შენიშვნები და პირობები მუსიკალური ნაწარმოების ავტორისა და იმ ნებისმიერი ტექსტის ავტორისათვის, რომელმაც უკვე ნება დართო ამ ტექსტთან ერთად მუსიკალური ნაწარმოებების ჩაწერაზე, მინიჭებული განსაკუთრებული უფლების თაობაზე, ნება დართონ, ამ მუსიკალური ნაწარმოებების ტექსტთან ერთად, ბგერითი ჩანაწერის გაკეთებაზე, თუ ასეთი ტექსტი არსებობს; მაგრამ ყველა ასეთი შენიშვნა და პირობა გამოიყენება მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებშიც ისინი დააწესეს, და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შელახოს ამ ავტორთა უფლებები - მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება, რომელსაც, თუ შეთანხმება არ არსებობს, კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ.

  2. მუსიკალური ნაწარმოებების ჩანაწერები, რომლებიც კავშირის რომელიმე ქვეყანაში გაკეთდა, 1928 წლის 2 ივნისს რომში და 1948 წლის 26 ივნისს ბრიუსელში ხელმოწერილი კონვენციის ვერსიების მე-13 (3) მუხლის შესაბამისად, ამ ქვეყანაში შეიძლება მუსიკალური ნაწარმოების ავტორის ნებადაურთველად, რეპროდუცირება, სანამ ორი წელი არ გავა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში წინამდებარე აქტი ამოქმედდება.

  3. ამ მუხლის (1) და (2) პუნქტების შესაბამისად გაკეთებული ჩანაწერები, რომლებიც დაინტერესებული მხარეების ნებადაურთველად შეტანილია იმ ქვეყანაში, სადაც ისინი უკანონოდ ითვლება, ყადაღადასადებია.

მუსიკალური ნაწარმოებების რეპროდუცირებისა და მათი საჯარო შესრულების უფლებები აღიარებული იყო ჯერ კიდევ ბერლინის 1908 წლის კონფერენციაზე. მე-13 მუხლის (1) პუნქტით გათვალისწინებულმა დებულებებმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მე-9 მუხლის (1) პუნქტით (ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორის უფლება ნება დართოს ან აკრძალოს თავისი ნაწარმოებების ნებისმიერი ფორმით გამოყენება), მე-11 მუხლით (დრამატული, მუსიკალურ-დრამატული და მუსიკალური ნაწარმოებების ავტორთა უფლება ნება დართონ ან აკრძალონ ნაწარმოებების საჯარო წარმოდგენა, შესრულება, ნებისმიერი საშუალებით საყოველთაოდ გასაცნობად გადასცენ ნაწარმოებების დადგმა და შესრულება, ნაწარმოებების თარგმნა) და მე-11ter მუხლით (ლიტერატურული ნაწარმოების ავტორის უფლება ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო წაკითხვა, საყოველთაო გაცნობისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა, ნაწარმოების თარგმნა) გათვალისწინებულ უფლებებს. ამ შემთხვევისთვის გათვალისწინებული იძულებითი ლიცენზირება მთლიანად უქმდება შესრულებისათვის. ტექსტიანი მუსიკალური ნაწარმოებების რეპროდუცირებისას კი, სადაც ზეპირი ნაწარმოებების (ტექსტის) ავტორმა უკვე ნება დართო ამ ტექსტთან ერთად მუსიკალური ნაწარმოებების ჩაწერა, ტექსტის ავტორის რეპროდუცირების უფლება შეიზღუდება, ე.ი. მას, თუ არ გააჩნია დასაბუთებული საფუძველი, არ შეუძლია ხელი შეუშალოს მუსიკალური ნაწარმოების პროდიუსერს დადოს მომხმარებელთან ხელშეკრულება, რომლის ობიექტიც რეპროდუცირების უფლება იქნება. მაგრამ ტექსტის და მუსიკისა (ან სხვა კატეგორიის ნაწარმოებებთან) შეერთების საფუძველზე შექმნილი ახალი ნაწარმოების გამოყენების ნებისმიერ შემთხვევაში ტექსტის ავტორს უფლება აქვს ჰონორარი მოითხოვოს. ანალოგიური წესი გამოიყენება დრამატული, მუსიკალურ-დრამატული და სხვა კოლექტიური ნაწარმოებების შემთხვევაში, სადაც გამოყენებულია ლიტერატურული, სპეციალურად ამ ნაწარმოებებისათვის შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები (ტექსტით ან უტექსტოდ).

ავტორს უფლება აქვს მოითხოვოს კონვენციური დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ან არღვევს ამ მუხლის (1) პუნქტში გათვალისწინებულ დებულებებს. ნებისმიერ სხვა პირობებში ავტორი ექვემდებარება ადგილობრივ ეროვნულ რეჟიმს.

ქვეყნებს უფლება ენიჭებათ თვითონ განსაზღვრონ პირადი სარგებლობისათვის ჩაწერის უფლებების რეგლამენტაცია. პრაქტიკაში პირადი სარგებლობისათვის ჩაწერისთვის ქვეყნები ითვალისწინებენ სპეციალური კომპენსაციის გადახდას, რომელიც ემატება აუდიოვიდეო კასეტებისა და ჩამწერი აპარატურის ფასს. მაგრამ ის, სახელმწიფო გადასახადისგან განსხვავებით, არ მიდის სახელმწიფო ხაზინაში და, როგორც წესი, გროვდება საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციების მიერ (თანხის განაწილების წესი განხილულია ამ წიგნის მეორე ნაწილში).

მე-9 მუხლის (1) პუნქტის, მე-11 და მე-11ter მუხლების თანახმად, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორებსაც აქვთ ჩანაწერის (ფონოგრამების) რეპროდუცირების უფლება, რომელიც დაცულია კონვენციით.

მე-13 მუხლის (2) პუნქტი აწესებს ნაწარმოებების ძველი ჩანაწერე87 ბის დაცვის რეჟიმს. ამ ნაწარმოების ხელახალი ჩანაწერები ავტორის ნებართვის გარეშე შეიძლება გააკეთოს ქვეყანამ კონვენციის პარიზის აქტის მის ტერიტორიაზე ძალაში შესვლიდან მხოლოდ ორი წლის განმავლობაში. (2) პუნქტში მოცემულია აგრეთვე დისტრიბუციის წესები. ქვეყანაში გასავრცელებლად შემოტანილი ჩანაწერები უკანონოდ ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ იმპორტის სახელმწიფოში არ არის გასული (2) პუნქტით გათვალისწინებული ორწლიანი პერიოდი.12

კინემატოგრაფიული ნაწარმოებები
მუხლი 14

  1. ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება დართონ ნება:

  1. თავიანთი ნაწარმოებების კინემატოგრაფიული ადაპტაციისა და რეპროდუცირებისათვის და ამ ფორმით ადაპტირებული ან რეპროდუცირებული ნაწარმოებების გავრცელებისათვის;

      1. აღნიშნული ფორმით გადაკეთებული ან რეპროდუცირებული ნაწარმოებების საჯარო წარმოდგენისა და შესრულებისათვის ყველას საყურადღებოდ მათი კაბელით გადაცემისათვის.

  1. ლიტერატურული ან მხატვრული ნაწარმოების მიხედვით განხორციელებული კინემატოგრაფიული დადგმის სხვა ნებისმიერ მხატვრულ ნაწარმოებებში გადაკეთების დროს საჭიროა არა მხოლოდ კინემატოგრაფიული დადგმის ავტორის, არამედ ორიგინალური ნაწარმოების ავტორის ნებართვაც.

  2. 13 (1) მუხლის დებულებები არ გამოიყენება.

მუხლი 14bis

  1. საავტორო უფლებების შეულახავად ნებისმიერ ნაწარმოებებზე, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს ან მეორადად იქნეს გამოყენებული, კინემატოგრაფიული ნაწარმოები ექვემდებარება დაცვას ისევე, როგორც ორიგინალური ნაწარმოებები. კინემატოგრაფიულ ნაწარმოებზე საავტორო უფლებების მფლობელი სარგებლობს ისეთივე უფლებებით, როგორც ორიგინალური ნაწარმოების ავტორი, წინა მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩათვლით.

  2. (a) კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებზე საავტორო უფლების მფლობელთა წრის განსაზღვრა შეუძლია იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომელშიც იქნება დაცვის მოთხოვნა.

  1. ამავე დროს, კავშირის ქვეყანაში, რომლის კანონმდებლობა კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებზე საავტორო უფლების მფლობელებად მიიჩნევს ავტორებს, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული ამ ნაწარმოების შექმნაში, ამ ავტორებს, თუკი მათ იკისრეს თავიანთი წვლილის შეტანა, არა აქვთ უფლება, რაიმე საპირისპირო ან განსაკუთრებული პირობის არარსებობისას, წინააღმდეგობა გაუწიონ ნაწარმოების მეორად გამოყენებას, გავრცელებას, საჯარო წარმოდგენასა და შესრულებას, კაბელით გადაცემას საყოველთაო გაცნობისათვის, ეთერით გადაცემას ან ნებისმიერ საჯარო შეტყობინებას, აგრეთვე მისი ტექსტის სუბტიტრირებასა და დუბლირებას.

  1. საკითხს იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული ვალდებულება წინა (b) ქვეპუნქტის გამოყენების მიზნით უნდა იყოს გამოხატული წერილობითი შეთანხმებით ან თანაბარმნიშვნელოვანი წერილობითი აქტის ფორმით, წყვეტს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომელშიც კინემატოგრაფიული ნაწარმოების დამამზადებელს აქვს თავისი შტაბბინა ან ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. მაგრამ კავშირის იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომელშიც არის დაცვის მოთხოვნა, რჩება უფლება გაითვალისწინოს, რომ ასეთი ვალდებულების დადგენა ხდება წერილობითი შეთანხმებით ან თანაბარმნიშვნელოვანი წერილობითი აქტით. ქვეყნები, რომლებიც ამ უფლებით ისარგებლებენ, ატყობინებენ ამის შესახებ გენერალურ დირექტორს წერილობითი განცხადებით, რომლის შინაარსსაც იგი დაუყოვნებლივ აცნობებს კავშირის ყველა სხვა ქვეყანას.

      1. საპირისპირო ან განსაკუთრებულ პირობაში იგულისხმება ნებისმიერი შემზღუდავი პირობა, რომელსაც კავშირი აქვს ზემოთ დასახელებულ ვალდებულებასთან.

  1. თუ ეროვნული კანონმდებლობა ამ საკითხს სხვაგვარად არ წყვეტს, ზემოაღნიშნული პუნქტის (2)(b) დებულება არ გამოიყენება კინემატოგრაფიული ნაწარმოების დადგმისათვის შექმნილი სცენარების, დიალოგებისა და მუსიკის ავტორის მიმართ ან ამ ნაწარმოების დამდგმელი რეჟისორის მიმართ. თუმცა, კავშირის ქვეყნები, რომელთა კანონმდებლობა არ შეიცავს დებულებებს, რომლებიც ითვალისწინებს დასახელებული პუნქტის (2)(b) მიყენებას დამდგმელი რეჟისორებისადმი, ამის შესახებ ატყობინებენ გენერალურ დირექტორს წერილობითი განცხადებით, რომლის შინაარსსაც იგი დაუყოვნებლივ აცნობებს კავშირის სხვა ქვეყნებს.

კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების მფლობელთა შორის არსებობს ურთიერთობების რეგულირების ოთხი ვარიანტია:13

    1. ანგლო-ამერიკული სამართლის გავლენაში მყოფი კავშირის ქვეყნებში და სახელმწიფოებში, სადაც ფილმების მწარმოებლად (პროდიუსერად) და მესაკუთრედ თვით სახელმწიფო გამოდის (მაგალითად, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირში, პოლონეთში, ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში). საავტორო უფლებები თავიდანვე ეკუთვნით პროდიუსერებს.

  1. სამართლის თეორიიდან გამომდინარე, უფრო გამართლებულია სხვა ქვეყნებში შემოღებული პრაქტიკა, მაგალითად, ავსტრია და იტალია, სადაც უფლებები ენიჭებათ ფილმის შემქმნელებს (ავტორებს), მაგრამ, ნაწარმოების შექმნის პროცესში, სამართლებრივი აქტის (ხელშეკრულების) საფუძველზე (cessio legis), ექსპლუატაციის უფლება გადაეცემა ფილმის პროდიუსერს.

  2. ქვეყნების უმეტეს ნაწილში (საფრანგეთი, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები) კინემატოგრაფიული ნაწარმოების ავტორები გადასცემენ ექსპლუატაციის უფლებებს პროდიუსერებს.

  3. ზოგ ქვეყანაში (შვეიცარია) არ არსებობს სპეციალური რეგლამენტაცია და ფილმის პროდიუსერი და უფლებების სხვა მფლობელები (ავტორები) თანაბარ პირობებში არიან.

სწორედ კინომწარმოებლები გამოვიდნენ უნიფიცირებული წესების ჩამოყალიბების ინიციატორებად, რომლებიც, ფინანსური თვალსაზრისიდან გამომდინარე, მოითხოვდნენ ურთიერთობების და სისტემის ცენტრში ფილმის დამამზადებლის (პროდიუსერის) დაყენებას. იურისტები მიიჩნევენ, რომ პროდიუსერებს უნდა მიენიჭოთ მეტი უფლებები, რადგან სწორედ ისინი კისრულობენ ნაწარმოების შექმნის რისკს, რაც არასწორია. მაგალითად, ნაკლებ რისკს არ კისრულობენ დრამატული ან მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოებების ავტორები ან ენციკლოპედიის შემქმნელები ან მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის ავტორები, ფონოგრამების ჩამწერები და სხვ.

Jus convencionis იცავს „წინა-მოსამზადებელი პერიოდის“ ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორების უფლებებს. მე- 14 მუხლის (1)(i) ნაწილი იცავს კინემატოგრაფიულ ადაპტაციას, ე.ი. „წინა-მოსამზადებელი პერიოდის“ ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორების უფლებას ნება დართონ ან აკრძალონ ნაწარმოებების გამოყენება ფილმის გადასაღებად. კინემატოგრაფიული ადაპტაციის უფლება გადაკეთების უფლების ერთ-ერთი სახეა.

საჯარო წარმოდგენის უფლება [მუხლი 14 (1)(ii)] დაქვემდებარებულია საჯარო ჩვენებისა და საჯარო წაკითხვის უფლებებისადმი: საჯარო ჩვენება და წაკითხვა ხდება ფილმის წარმოდგენის ნებისმიერ შემთხვევაში [მუხლები 11/11ter (1)(i)].

კინემატოგრაფიული ნაწარმოების შემდგომი გადაკეთების უფლება [მუხლი 14(2)] აგრეთვე კონვენციითაა დაცული. კერძოდ, გადაკეთების უფლების ნაირსახეობაა (მუხლი 12), რომელიც ასევე გულისხმობს გადაკეთების შედეგად მიღებული ნაწარმოებების შემდგომ (მეორად) გადაკეთებას. ამ შემთხვევაში პირველი (იგულისხმება ლიტერატურული და მუსიკალური (ტექსტით თუ უტექსტოდ) ნაწარმოებების) გადაკეთება-ადაპტაციის შედეგად შექმნილი კინემატოგრაფიული ნაწარმოებები გვევლინება უკვე სხვა კატეგორიის ორიგინალურ დამოუკიდებელ ნაწარმოებად, რომლის მიმართ გამოიყენება კონვენციის შესაბამისი დებულებები.

მე-14 მუხლი აწესებს „წინა-მოსამზადებელი პერიოდის“ ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორების მინიმალურ უფლებებს, აქედან გამომდინარე, კავშირის ავტორები არ ექვემდებარებიან ადგილობრივი ნაციონალური კანონმდებლობების შეზღუდვებს. „წინა-მოსამზადებელი პერიოდის“ ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორების უფლებები შეზღუდულია თვით კონვენციის ტექსტის დებულებებით:

  1. მე-9 (2) მუხლის თანახმად, კავშირის ქვეყნებმა შეიძლება შეზღუდონ ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორთა ქმნილებების რეპროდუცირების უფლება, კერძოდ - ვიდეოგრამის ჩაწერა, ე.ი. კინემატოგრაფიული ნაწარმოების რეპროდუცირება [მუხლი 14 (1)(i)].

  2. მე-2bis და მე-10bis მუხლებში ჩამოთვლილი ნაწარმოებებისა და მე-10 მუხლში მითითებული მოხსენებების, რეპორტაჟებისა და სტატიების თავისუფალი გამოყენების შემთხვევები გულისხმობენ აგრეთვე მათ გადაცემას ტელევიზიით, მე-2bis (2) და მე-10bis(1) მუხლებით კი დაშვებულია ავტორის ნებართვის გარეშე ფილმიდან მოკლე ნაწილების გამოყენებით საინფორმაციო მიმოხილვების მომზადება და მათი საჯაროდ გადაცემა.

  3. მე-11bis მუხლის (2) და (3) პუნქტებით მაუწყებლობისათვის გათვალისწინებული იძულებითი ლიცენზიები შეეხება აგრეთვე კინემატოგრაფიული ნაწარმოებების ტელევიზიით გადაცემას.

  4. მაგრამ მე-14 მუხლით გათვალისწინებული უმნიშვნელო გამონაკლისები შეზღუდულია მე-8, მე-9, მე-11, მე-11ter და მე-12 მუხლების დებულებებით.

  5. აღნიშნული შეზღუდვები მთლიანად ამოიწურება ამ მუხლის (3) პუნქტით: ფილმში მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებისა და ჩაწერისას არ დაიშვება იძულებითი ლიცენზირება, როგორც ამას მე-13 მუხლი მიუთითებს.

კონვენცია არ გვაძლევს „წინა-მოსამზადებელი პერიოდის“ ნაწარმოებების ავტორთა განმარტებას. მე-14 (2) მუხლიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორები, რომლებმაც ნება დართეს თავიანთი ნაწარმოებების მიხედვით განხორციელდეს კინემატოგრაფიული დადგმა. სხვადასხვა კატეგორიის ავტორებს შემოქმედებითი წვლილი შეაქვთ ახალი ნაწარმოებების - ფილმების შექმნაში [მუხლი 14bis (3),(4)]. მე-14 მუხლი კი შეეხება იმ ნაწარმოების, მაგალითად რომანის ავტორს, რომლის ნაწარმოებებზე აგებულია ფილმი; ცნობილი სიმღერის ავტორს ან ნახატების მხატვარს, ან სასცენო დრამატული დადგმის რეჟისორს, რომელიც ნებას რთავს მისი ნაწარმოებები გამოიყენონ კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებში (ან სასცენო ნაწარმოებების შემთხვევაში - დააფიქსირონ ფირზე).

მე-14bis მუხლის დებულებები ადგენს სპეციალურად კინემატოგრაფიული ნაწარმოებებისთვის შექმნილი ნაწარმოებების ავტორების უფლებებს, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული ამ ნაწარმოებების შექმნაში. კინემატოგრაფიული ნაწარმოებების ავტორთა წრე სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ძირითადად, ქვეყნების კანონმდებლობები საავტორო უფლებებს ანიჭებენ პირებს, რომლებიც შემოქმედებითად მონაწილეობენ და თავისი შემოქმედებითი წვლილი შეაქვთ კინემატოგრაფიული ნაწარმოების შექმნაში (კერძოდ, სცენარის და დიალოგების ავტორებს, რეჟისორს, სპეციალურად ამ ფილმისთვის შექმნილი მუსიკის კომპოზიტორს, სიმღერის ტექსტის ავტორს, და სხვა.)

მე-14bis (1) მუხლი კინემატოგრაფიული ნაწარმოებების ავტორებს ათანაბრებს „წინა -მოსამზადებელი პერიოდის“ ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორებთან და ანიჭებს მათ ანალოგიურ მინიმალურ საავტორო უფლებებს. კინემატოგრაფიული ნაწარმოებების ავტორები გვევლინებიან საავტორო უფლებების მფლობელებად, რომლებსაც ისინი პროდიუსერს უთმობენ.

მუხლი 14bis (2), (3) არ აწესებს რაიმე შეზღუდვასა და შეღავათს საავტორო ხელშეკრულებებისთვის ან ავტორთა მინიმალური უფლებების რეგლამენტაციაში, მაგრამ შეიცავს სასამართლო პროცედურის მინიმალური წესების აღწერას, რომლებსაც შეიძლება ფილმის პროდიუსერმა მიმართოს. აღნიშნული მუხლი აგებულია მე-15 მუხლის ანალოგიურად.

მე-14bis (2) მუხლში ჩამოყალიბებულია ის ზომები, რომლებსაც შეიძლება მიმართოს ან რომლებიც შეიძლება გაითვალისწინოს პროდიუსერმა კონფლიქტის შემთხვევაში, კერძოდ:

  1. როგორ უნდა იმოქმედოს პროდიუსერმა სხვადასხვა ქვეყნების კანონთა შორის კონფლიქტის შემთხვევაში: მან ყოველთვის დოკუმენტურად უნდა უზრუნველყოს მტკიცებულებანი (მაგალითად, თუ მის მშობლიურ ქვეყანაში მიღებულია წერილობითი ფორმა ან ხელწერილების გაცვლა [მუხლი 14bis (2)(c) პირველი წინადადება).

  2. დებულება არ გამოიყენება, თუ ავტორის ვალდებულებები შეზღუდულია [მუხლი 14bis (2)(d)] და კონტრაქტის სხვა ანალოგიური დოკუმენტის ტექსტში ან ზეპირი ფორმითაა განსაზღვრული, რომ პროდიუსერზე ავტომატურად არ გადაეცემა ექსპლუატაციის უფლებები.

  3. დებულება არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გარიგება დადებულია ზეპირი ფორმით, ხოლო იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც მოთხოვნილია დაცვა, ითვალისწინებს წერილობით ფორმას. ამ რეგლამენტაციის შესახებ ქვეყანა წერილობითი ფორმით ატყობინებს ისმო-ს გენერალურ დირექტორს [მუხლის 14bis(2)(c)].

  4. მუხლის (3) პუნქტის დებულებები არ გამოიყენება სცენარისა და დიალოგების, ფილმისათვის მუსიკის ავტორებისა და დამდგმელი რეჟისორის მიმართ, თუ ადგილობრივი კანონმდებლობა რაიმე სხვას არ ითვალისწინებს.

(3) პუნქტში ჩამოთვლილი ავტორები (სცენარისა და დიალოგების, მუსიკის ავტორები) სარგებლობენ საკუთრების პრეზუმფციით, რომელსაც განსაზღვრავს დაცვის ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობა (მე-14 მუხლის (2) პუნქტი). მე-14bis მუხლის ტერმინოლოგიის თანახმად, ამ კატეგორიების ავტორები განსხვავდებიან „წინა -მოსამზადებელი პერიოდის“ ავტორებისგან და აღიარებული არიან როგორც კინემატოგრაფიული ნაწარმოების ავტორები.

ადგილობრივი კანონმდებლობები ვერ უარყოფენ და ვერ გააუქმებენ ამ მუხლებით აღიარებულ პროდიუსერის უფლებებს.

სატელევიზიო პროგრამები გათანაბრებულია კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებთან, მათზე ვრცელდება მე-14 და მე-14bis მუხლებით გათვალისწინებული ყველა დებულება.

წილობრივი მონაწილეობის უფლება14
მუხლი 14ter

  1. ხელოვნების ნაწარმოებთა ორიგინალებთან და მწერლებისა და კომპოზიტორების ხელნაწერების ორიგინალებთან მიმართებაში ავტორი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი - ეროვნული კანონმდებლობის მიერ უფლებამოსილი პირები ან დაწესებულებები, სარგებლობს წილობრივი მონაწილეობის განუსხვისებელი უფლებით ნაწარმოების ყოველ გაყიდვაში, რომელიც მოჰყვება ავტორის მიერ ნაწარმოების პირველ გასხვისებას.

  2. წინა პუნქტით გათვალისწინებული საავტორო უფლების დაცვის მოთხოვნა შეიძლება კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომელსაც ავტორი განეკუთვნება, ამის უფლებას იძლევა და იმ მოცულობით, რომელიც დაშვებულია იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიერ, სადაც ეს დაცვა მოითხოვება.

  3. გადასახდელი თანხის გადახდის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს ეროვნული კანონმდებლობა.

კავშირის ავტორს შეუძლია ისარგებლოს (1) პუნქტით გათვალისწინებული „წილობრივი მონაწილეობის“ უფლებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ითვალისწინებს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომელსაც ავტორი განეკუთვნება; მაგრამ მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც დაშვებულია იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც მოითხოვება დაცვა. ამგვარად, ავტორი დამოკიდებულია ორი ქვეყნის ადგილობრივ კანონმდებლობებზე.

„წილობრივი მონაწილეობის“ უფლებას ამჟამად სცნობს კავშირის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა (მაგალითად, ბელგია, ბრაზილია, ჩილე, ჩეხია, გერმანია, საფრანგეთი, უნგრეთი, იტალია, ფილიპინები, პორტუგალია, ურუგვაი; მათ შორის საქართველოს კანონიც).

წინადადება „ქვეყანა, რომელსაც განეკუთვნება ავტორი“ არ გულისხმობს ავტორის მშობლიურ ქვეყანას და მიუთითებს ნაწარმოების წარმოშობის სახელმწიფოზე.

რთულია აიხსნას, თუ რისთვისაა საჭირო (2) პუნქტით გათვალისწინებული პირობა იმის შესახებ, რომ დაცვისთვის აუცილებელია „წილობრივი მონაწილეობის“ უფლების არსებობა ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში თუ ქვეყანას,სადაც მოითხოვება დაცვა, შეუძლია თავის შეხედულებისამებრ შეზღუდოს იგი, ან საერთოდ არ დაიცვას, თუ მისი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მას.

ქვეყნისთვის არ არის აუცილებელი და სავალდებულო ამ უფლების ცნობა. რეგულირება კი დამოკიდებულია ნაციონალურ კანონმდებლობაზე.

„წილობრივი მონაწილეობის უფლება“, როგორც წესი, ეხება ხელოვნების ნაწარმოების ორიგინალებს (სახვითი ხელოვნების ნაწარმოებს, ლიტერატურული და მუსიკალური ნაწარმოების ხელნაწერებს, და სხვ.). ზოგ სახელმწიფოში (მაგალითად, ნიდერლანდებში) კი იგი, ეხება აგრეთვე ხელნაწერებს. ბრაზილიაში, პორტუგალიასა და ურუგვაიში „წილობრივი მონაწილეობის უფლება“ გათვალისწინებულია ნებისმიერი გაყიდვის შემთხვევაში. მაგრამ სახელმწიფოთა უმრავლესობაში ამ უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ნაწარმოების საჯაროდ გაყიდვის დროს (აუქციონები, სალონები, მაღაზიები). ამის საფუძველია ის, რომ უფლების რეალიზაცია შეზღუდულია იმ ქვეყნების კანონმდებლობის თავისებურებებით, სადაც გაყიდვის ფაქტს აქვს ადგილი.

ამ უფლების შემოღებისა და აღიარების საკითხი თავდაპირველად ეფუძნებოდა სამართლიანობის პრინციპს: ავტორს, რომელიც თავისი კარიერის დასაწყისში ასხვისებს ნამუშევარს დაბალ ფასში, მოგვიანებით, აღიარების შემდეგ, უფლება უნდა ჰქონდეს მიიღოს მონაწილეობა ნაწარმოებით მოვაჭრეთა (ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვან) მოგებებში.

თუ მუსიკალური და ლიტერატურული ნაწარმოებების ავტორებს შესაძლებლობა აქვთ მრავალმხრივ გამოიყენონ (ჩაწერონ, საჯაროდ შეასრულონ, ეთერით გადასცენ ან გამოაქვეყნონ და სხვ.) თავიანთი ქმნილებები, ორიგინალური ნაწარმოებების (გრაფიკის, ფერწერის, ქანდაკების) ავტორები, პირიქით, საკმაოდ შეზღუდული არიან მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება თავიანთი ნაწარმოებების გამოყენებიდან.

ამ უფლების გაუსხვისებლობა და მასზე უარის თქმის შეუძლებლობა ხაზს უსვამს „წილობრივი მონაწილეობის უფლების“ განსაკუთრებულ ხასიათს.

უფლებების დაცვა
მუხლი 15

  1. იმისათვის, რომ ამ კონვენციით დაცული ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორი საპირისპირო მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში განიხილებოდეს როგორც ჭეშმარიტი ავტორი და, შესაბამისად, კავშირის ქვეყნებში უფლება ჰქონდეს აღძრას სასამართლო დევნა კონტრაფაქტორების წინააღმდეგ, საკმარისია ავტორი აღნიშნული იყოს ნაწარმოებებზე ჩვეულებრივი წესით. ეს პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნაწარმოებებზე აღნიშნულია ფსევდონიმი და ავტორის ფსევდონიმი ეჭვს არ იწვევს მის ვინაობაში.

  2. საპირისპირო მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში კინემატოგრაფიული ნაწარმოების დამამზადებლად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი და გვარი ან ფსევდონიმი აღნიშნულია ამ ნაწარმოებზე ჩვეულებრივი წესით.

  3. ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოშვებულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით, გარდა იმ პირებისა, რომლებიც მითითებული არიან (1) პუნქტში, გამომცემელი, რომელიც დასახელებულია ნაწარმოებში, საპირისპირო მტკიცებულებათა არარსებობის შემთხვევაში აღიარებული იქნება ავტორის წარმომადგენლად და ამ სახით იგი უფლებამოსილია დაიცვას ავტორის უფლებები და უზრუნველყოს მათი განხორციელება. აღნიშნული პუნქტის დებულებათა მოქმედება შეწყდება მაშინ, როცა ავტორი გაამხელს თავის პიროვნებას და განაცხადებს თავის ავტორობას ნაწარმოებზე.

  4. (a) თუ გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების ავტორი უცნობია, მაგრამ არსებობს ყველა საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ იგი კავშირში შემავალი ქვეყნის მოქალაქეა, ამ ქვეყნის კანონმდებლობას აქვს უფლება დანიშნოს კომპეტენტური ორგანო, რომელიც იქნება ამ ავტორის წარმომადგენელი და ექნება უფლებამოსილება დაიცვას მისი უფლებები და უზრუნველყოს მათი განხორციელება კავშირის ქვეყნებში.

      1. კავშირის ქვეყნები, რომლებიც ამ დებულების შესაბამისად დანიშნავენ სათანადო ორგანოს, ატყობინებენ ამის შესახებ გენერალურ დირექტორს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას ასეთი წესით დანიშნულ ორგანოზე. გენერალური დირექტორი დაუყოვნებლივ აცნობებს ამ განცხადების შინაარსს კავშირის ყველა ქვეყანას.

მე-15 მუხლში ავტორის [(1) პუნქტი], ფილმის პროდიუსერის [(2) პუნქტი], გამომცემლისა [(3) პუნქტი] და ხალხური ფოლკლორული ნაწარმოებების [(4) პუნქტი] სასარგებლოდ მითითებული დებულებები, მე-14bis მუხლის ანალოგიურად, აწესებს უფლებების მინიმალური დაცვის პროცედურულ ნორმებს. ადგილობრივ საპროცესო კანონმდებლობას აქვს მტკიცებულებათა წარმოდგენის სხვადასხვა წესი, მაგრამ თუ ისინი უფრო ნაკლები მოცულობითაა გათვალისწინებული, ავტორს შეუძლია მიმართოს კონვენციის მე-15 მუხლს. თუ ქვეყანა უფრო ფართო დაცვას ითვალისწინებს (მუხლი 19), ავტორს შეუძლია მიმართოს ადგილობრივ კანონმდებლობას.

დაცვის ქვეყნის სასამართლო წყვეტს საკითხს, არის თუ არა სახელი აღნიშნული „ჩვეულებრივი წესით“. მაგრამ, რა ჩაითვალოს „ჩვეულებრივ წესად“, ეს დადგინდება ავტორის წარმოშობის ქვეყანაში მიღებული პრაქტიკისა და ტრადიციის საფუძველზე.15

ავტორის სახელის სტილიზაცია ან ინიციალების გამოყენება ხშირად გამოიყენება მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ფერწერის ნაწარმოებებზე ხელმოსაწერად. ავტორის ამოცნობა ძნელი არ არის, თუ ხელმოწერის იდენტიფიკაცია უპრობლემოდ ხდება.

კონვენციაში არაფერია ნათქვამი იმ შემთხვევებზე, როდესაც ნაწარმოებების სხვადასხვა გამოცემაზე აღნიშნული სახელი განსხვავებულადაა აღნიშნული, რაც შეიძლება მოხდეს სამ შემთხვევაში: 1. თუ ომის ან სხვა მოვლენის შედეგად კონტრაქტის ტექსტი დაიკარგა; 2. თუ სახეზეა პლაგიატი; 3. თვითონ ავტორი შეცვლის ხელმოწერას.

უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანია ავტორობის დადგენა, ხოლო, იყო თუ არა ნაწარმოებები ადრე დაცული და ვის ჰქონდა დაცვისთვის მიმართვის უფლება - ეს საკითხები მხედველობაში არ მიიღება.

(3) პუნქტის თანახმად, თუ ნაწარმოებები გამოქვეყნებულია ანონიმურად ან ფსევდონიმით, მათში დასახელებული გამომცემელი უფლებამოსილია დაიცვას ავტორის უფლებები და უზრუნველყოს მათი განხორციელება. გამომცემელი ურთიერთობებში ავტორის წარმომადგენლად გამოვა იმ დღემდე, სანამ ავტორი არ გაამხელს თავის პიროვნებას და განაცხადებს თავისი ავტორობის უფლების შესახებ.

გამოუქვეყნებელი ფოლკლორული ნაწარმოებები გათანაბრებულია იმ ნაწარმოებთან, რომლის ავტორიც უცნობია. თუ ეჭვგარეშეა, რომ ასეთი ნაწარმოების ავტორი კავშირის ქვეყნის მოქალაქეა, აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობამ შეიძლება გამოყოს სპეციალური კომპეტენტური ორგანო, რომელიც გამოვა ავტორის წარმომადგენლად, უზრუნველყოფს მისი უფლებების განხორციელებას და დაიცავს მის უფლებებს. ამის შესახებ ქვეყანა წერილობით ატყობინებს ისმო-ს გენერალურ დირექტორს, რომელიც მის შინაარსს დაუყოვნებლივ აცნობებს კავშირის ყველა ქვეყანას.

გამოქვეყნებულ ფოლკლორულ ნაწარმოებებზე ვრცელდება ის დებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია ანონიმურად გამოქვეყნებული ნაწარმოებებისათვის. საავტორო უფლებებს ამ შემთხვევაში ახორციელებს გამომცემელი.

კონტრაფაქციული ეგზემპლარები
მუხლი 16

  1. ნაწარმოების კონტრაფაქციულ ეგზემპლარებს ყადაღა უნდა დაედოს კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, რომელშიც ეს ნაწარმოები სამართლებრივი დაცვით სარგებლობს.

  2. წინა პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე რეპროდუცირების მიმართაც, რომელიც შემოტანილია იმ ქვეყნებიდან, სადაც ნაწარმოები დაცული არ არის ან აღარ სარგებლობს დაცვით.

  3. ყოველი ქვეყნის კანონმდებლობა განსაზღვრავს ყადაღის დადების წესს.

ეს მუხლი არ ითვალისწინებს იძულებით ღონისძიებებს, რომლებიც უნდა იყოს გამოყენებული ჩამორთმეული ეგზემპლარების მიმართ, მაგრამ ადგენს წინასწარი კონფისკაციის საფუძველზე დროებითი ღონისძიებების მიღების წესებს. მე-5 მუხლის (2) პუნქტის მე-2 წინადადებაში უკვე განისაზღვრა, რომ ავტორის უფლებების დაცვასა და მათ მოცულობას აწესრიგებს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომელშიც არსებობს დაცვის მოთხოვნა. მე-16 მუხლის დებულებები შეზღუდულია ორი სამართლებრივი შედეგით:

  1. კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყონ დროებითი ზომების მიღების მოთხოვნა (კერძოდ, ესაა ნაწარმოების ექზემპლარების დროებითი ყადაღა, პოლიციისა და საბაჟო სამსახურების ჩარევის წესები, სხვ.). თუ არსებობს ეჭვი, რომ კავშირის რომელიმე ქვეყანაში არ არის დაწესებული დროებითი ზომები, რომლებსაც სასამართლო ან სხვა კომპეტენტური ორგანო იღებს, მაშინ, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება მე-16 მუხლის დებულება.

  2. (2) პუნქტით აღიარებულია ავტორის უფლება ნაწარმოების გავრცელებაზე.

მე-16 მუხლი არ არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ნაწარმოები კანონიერადაა გამოყენებული ქვეყანაში, სადაც მოითხოვება უფლების დაცვა, და შემდგომ ექსპორტირებული იყო ამ ქვეყნიდან. (2) პუნქტი ეხება მხოლოდ იმ ქვეყნის პროდუქციას, სადაც ნაწარმოებზე დაცვის ვადა გასულია და საზოგადოებრივ საკუთრებაშია გადასული (public domain).

ავტორს არ შეუძლია თვითონ დაიცვას თავისი უფლებები იმ ქვეყანაში, სადაც ნაწარმოები კანონიერადაა გამოშვებული მისი ნებართვის გარეშე, მაგალითად, ფონოგრამებისათვის გათვალისწინებული იძულებითი ლიცენზირებისას (მუხლი 13).

ნებისმიერ შემთხვევაში დავა განიხილება და გადაწყდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც მოითხოვება დაცვა.

ნაწარმოების გავრცელების, შესრულებისა და ჩვენების კონტროლის შესაძლებლობა
მუხლი 17

ამ კონვენციის დებულებებს არ შეუძლია ზეგავლენა იქონიოს კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის უფლებაზე - საკანონმდებლო ან სარეგლამენტაციო წესით ნება დართოს, გააკონტროლოს ან აკრძალოს გავრცელება, წარმოდგენა ან ჩვენება ნებისმიერი ნაწარმოებისა ან დადგმისა, რომელთა მიმართ ამ უფლების გამოყენებას აუცილებლად მიიჩნევს კომპეტენტური ორგანო.

აღნიშნული მუხლი შეეხება ყველა ქვეყნის უფლებას, მისი საზოგადოებრივი პოლიტიკისა და ინტერესებიდან გამომდინარე, დაადგინოს ზოგადი წესები, რომლებიც ნებისმიერმა ავტორმა უნდა გაითვალისწინოს. პირველ რიგში, აღნიშნული ეხება ქვეყნის პოლიციას, რათა წინ აღუდგეს და აკრძალოს ისეთი ნაწარმოებების გამოშვება და ნებისმიერი საჯარო გავრცელება, რომელიც ამორალურ, უწმაწურ, მკრეხელურ ან ცილისმწამებლურ ხასიათს ატარებს; შეიცავს ომის ან ეროვნული შუღლისაკენ მოწოდებებს.

საგადასახადო და საბაჟო კონტროლის კანონები ან იდეოლოგიური მხარეები შეიძლება აგრეთვე გახდეს ნაწარმოების გავრცელების შეზღუდვის საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ საავტორო სამართლის ობიექტები ბაზრის სრულფასოვანი შემადგენელი ნაწილია, მათ საინტერესო თავისებურება აქვთ: ამ ობიექტებზე და, ზოგადად კი, მთელ საავტორო სამართლებრივ ურთიერთობებზე არ ვრცელდება ანტიმონოპოლიური კანონის მოთხოვნები და შეზღუდვები.

ავტორის საკუთრების უფლების დროებით ჩამორთმევა შეიძლება მოხდეს ომის დროს მოწინააღმდეგის ქვეყანაში. ამის მიზეზი კი იქნება ის, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში შეჩერდება სხადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედება.

კონვენციის ძალაში შესვლის დროს არსებული ნაწარმოებები
მუხლი 18

  1. ეს კონვენცია შეეხებაყველა ყველა იმ ნაწარმოებს, რომელიც კონვენციის ძალაში შესვლის მომენტისათვის წარმოშობის ქვეყანაში დაცვის ვადის გასვლის გამო ჯერ არ გადასულა საზოგადოებრივ საკუთრებაში.

  2. მაგრამ, თუ ადრე განსაზღვრული დაცვის ვადის გასვლის გამო ნაწარმოები უკვე გადავიდა საზოგადოებრივ საკუთრებაში ქვეყანაში, რომელშიც არის დაცვის მოთხოვნა, აღნიშნული ნაწარმოები ხელახლა აღარ დაექვემდებარება დაცვას ამ ქვეყანაში.

  3. აღნიშნული პრინციპი გამოიყენება იმ სპეციალური კონვენციების დებულებების შესაბამისად, რომლებიც კავშირის ქვეყნებს შორის დადებულია ან დაიდება ამ მიზნით. ასეთი დებულებების არარსებობის შემთხვევაში აღნიშნული ქვეყნები თავის შეხედულებისამებრ განსაზღვრავენ ამ პრინცი პის გამოყენების პირობებს.

  4. წინა დებულებები გამოიყენება აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა ესა თუ ის ქვეყანა ერთიანდება კავშირში და იმ შემთხვევაში, როცა დაცვა ფართოვდება მე-7 მუხლის გამოყენების დროს ან დამატებით შენიშვნებზე უარის თქმის შედეგად.

მე-18 მუხლით რეგლამენტირებული დებულებები მოქმედებს იმ ვადის ფარგლებში, რაც მე-7 მუხლითაა განსაზღვრული.

მეცნიერები არაერთხელ მიუთითებდნენ ამ მუხლის ბუნდოვან და კოლიზიურ ხასიათზე16: მე-7 მუხლის (8) პუნქტში მოცემულია „დაცვის ქვეყნის“ და „წარმოშობის ქვეყნის“ კანონმდებლობების გამოყენების შემდეგი წესი: „ვადა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით, სადაც არის დაცვის მოთხოვნა; მაგრამ თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობა სხვაგვარად არ ითვალისწინებს, ეს ვადა არ შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს, ვიდრე ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში დადგენილი ვადა“. მე-18 მუხლის მიხედვით, ვადას განსაზღვრავს „წარმოშობის ქვეყნის“ კანონი.

მე-5 მუხლის (2) პუნქტის პირველი წინადადების მე-2 ნაწილის თანახმად, გარანტირებული უფლებებით „სარგებლობა და განხორციელება დამოკიდებული არ არის ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში განხორციელებულ დაცვაზე“, ე.ი. ნაწარმოები, რომელიც წარმოშობის ქვეყანაში გადავიდა საზოგადოებრივ საკუთრებაში დაცვის ვადის გასვლის გამო დაცული იქნება კავშირის სხვა ქვეყნებში იმ ვადების მანძილზე, რასაც ადგილობრივი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

დღეისთვის აქტუალურია ამ მუხლის მხოლოდ (4) პუნქტი. თუ ქვეყანა ერთიანდება ბერნის კონვენციის კავშირში, მან უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები:

ბერნის კონვენციის ქვეყანაში წარმოშობილი ნაწარმოები, რომელიც კავშირში გაერთიანებულ ახალ წევრ-ქვეყანაში ამ კონვენციის რატიფიკაციის (ან მასთან შეერთების) დღისთვის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ საკუთრებაში გადავიდა, დაცული იქნება 29-ე(2)(a) მუხლში მითითებული (კონვენციასთან შეერთების შესახებ ქვეყნის მიერ ისმო-ს გენერალურ დირექტორისთვის შესაბამისი აქტის ჩაბარების დღიდან, თუ შეერთების აქტში უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის აღნიშნული) სამი თვის გასვლის შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს პირობა იმ შემთხვევაში წარმოიშობა, თუ ნაწარმოები წარმოშობის ქვეყანაში საზოგადოებრივ საკუთრებაში არ გადასულა.

მაგრამ, თუ ქვეყნის გაწევრიანების დღისათვის ნაწარმოები კონვენციის ქვეყნებში გადავიდა საზოგადოებრივ საკუთრებაში და მისი წარმოშობის ქვეყანა კავშირის ახალი წევრია, იგი ისარგებლებს კონვენციის სრული დაცვით ვადის ამოწურვამდე; ეს მაშინ მოხდება, თუ ნაწარმოები ახალ წევრ-ქვეყანაში საზოგადოებრივ საკუთრებაში არ იყო გადასული.

უფრო ფართო დაცვა, ვიდრე ეს კონვენციითაა გათვალისწინებული
მუხლი 19

ამ კონვენციის დებულებები არ ზღუდავს უფრო ფართო დაცვის გამოყენებას, რომელსაც გაითვალისწინებს ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობა.

იურისტები მიიჩნევენ, რომ ბერნის კონვენცია აწესებს არა მარტო უფლებების მინიმალურ, არამედ მაქსიმალურ დაცვასაც.17

კონვენცია კავშირის ავტორებს შეუზღუდავად ანიჭებს ისეთ უფლებებს, რომლებიც ნაციონალური კანონმდებლობებით ადგილობრივი ავტორებისათვის ამჟამად ან მომავალში იქნება გათვალისწინებული. კონვენციის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის მიხედვით, კავშირის ქვეყანა ვალდებულია კავშირის ყველა ავტორს შეუქმნას „ეროვნული რეჟიმი“.

სპეციალური შეთანხმებები კავშირის ქვეყნებს შორის
მუხლი 20

კავშირის ქვეყნების მთავრობები იტოვებენ უფლებას დადონ ერთმანეთთან სპეციალური შეთანხმებები, თუ ეს შეთანხმებები მიანიჭებს ავტორებს უფრო ფართო უფლებებს, ვიდრე ამ კონვენციითაა დადგენილი ან შეიცავს სხვა დებულებებს, რომლებიც ამ კონვენციას არ ეწინააღმდეგება. მოქმედი შეთანხმებების დებულებები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, შემდგომშიაც იქნება გამოყენებული.

დებულება შეეხება არა მარტო ორმხრივ შეთანხმებებს, არამედ მრავალმხრივ საერთაშორისო დოკუმენტებსაც, მაგალითად, როგორიცაა „საავტორო უფლებების საყოველთაო კონვენცია“.

სპეციალური დებულებები, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს ეხება
მუხლი 21

  1. დამატებითი კარი შეიცავს სპეციალურ დებულებებს, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს ეხება.

  1. 28(1)(b) მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, დამატებითი კარი შეადგენს ამ აქტის განუყოფელ ნაწილს.

კონვენცია შეიცავს დამატებით კარს, სადაც თავმოყრილია სპეციალური დებულებები, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს ეხება (დამატებით კარს - სპეციალური დებულებები, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს ეხება - ქვემოთ განვიხილავთ).

კავშირის ორგანიზაციული სტრუქტურა
22-26 მუხლები

კავშირის აღნიშნული სტრუქტურა საბოლოოდ ჩამოყალიბდა სტოკჰოლმის კონფერენციაზე 1967 წელს. მიღებული იყო სპეციალური კონვენცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის - ისმო-ს (WIPO) (World Intellectual Property Organization) დაფუძნების შესახებ, რომელშიც კავშირის წევრ-ქვეყნები ერთიანდებიან.

კავშირის ხელმძღვანელი ორგანოებია კონფერენცია, ასამბლეა, აღმასრულებელი კომიტეტი, საერთაშორისო ბიურო.

ასამბლეა (მუხლი 22) შედგება კავშირის ქვეყნებისაგან. ყოველი ქვეყნის მთავრობას წარმოადგენს ერთი დელეგატი, რომელსაც შეუძლია ჰყავდეს მოადგილეები, მრჩევლები და ექსპერტები. დელეგატის ხარჯებს ფარავს მისი დამნიშვნელი სახელმწიფო.

ასამბლეა:

  • განიხილავს ყველა საკითხს, რომელიც ეხება კავშირის შენარჩუნებას, განვითარებასა და ამ კონვენციის გამოყენებას;

  • აძლევს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ბიუროს (შემდეგ - „საერთაშორისო ბიურო“), გათვალისწინებულს კონვენციაში, რომელიც აფუძნებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (შემდგომ - „ორგანიზაცია“), მითითებებს კონვენციის ზოგიერთი მუხლის გადასინჯვის თაობაზე კონფერენციის მომზადებასთან დაკავშირებით და, ამასთან, სათანადო ყურადღებას უთმობს კავშირის იმ ქვეყნების შენიშვნებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული 22-26 მუხლებით;

  • განიხილავს და ამტკიცებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ანგარიშებსა და მოღვაწეობას კავშირთან მიმართებაში და აძლევს ყველა აუცილებელ ინსტრუქციას იმ საკითხებზე, რომლებიც კავშირის კომპეტენციაში შედის;

  • ირჩევს ასამბლეის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს;

  • განიხილავს და ამტკიცებს თავისი აღმასრულებელი კომიტეტის ანგარიშებს, იწონებს მის მოღვაწეობას, აგრეთვე აძლევს შესაბამის ინსტრუქციებს;

  • განსაზღვრავს კავშირის პროგრამას, იღებს მის ორწლიან ბიუჯეტს და ამტკიცებს ფინანსურ ანგარიშებს;

  • ამტკიცებს კავშირის ფინანსურ რეგლამენტს;

  • ქმნის ექსპერტების კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებს;

  • განსაზღვრავს, თუ რომელი ქვეყნები, რომლებიც კავშირის წევრები არ არიან, და რომელი სამთავრობათაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მეთვალყურეების სტატუსით შეიძლება იყვნენ მის სხდომებზე დაშვებული;

  • იღებს შესწორებებს 22-26 მუხლებზე;

  • ახორციელებს ნებისმიერ სხვა სათანადო მოქმედებას და ასრულებს სხვა ფუნქციას, რომელიც მიმართულია კავშირის მიზნების მისაღწევად.

ასამბლეის ყოველ წევრ-ქვეყანას ერთი ხმა აქვს. ასამბლეის წევრქვეყნების ნახევარი შეადგენს კვორუმს. თუ რომელიმე სესიაზე წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა ნახევარზე ნაკლებია, მაგრამ არის 1/3 ან მეტი, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ ასამბლეის ყველა გადაწყვეტილება, იმ გადაწყვეტილებათა გამოკლებით, რომლებიც პროცედურის საკუთარ წესებს ეხება, ძალაში შედის მხოლოდ ქვემოთ მოყვანილი პირობების შესრულებისას. საერთაშორისო ბიურო უგზავნის ზემონახსენებ გადაწყვეტილებებს ასამბლეის წევრ-ქვეყნებს, რომლებიც მასზე არ იყვნენ წარმოდგენილი და წინადადებას აძლევს მათ წერილობით შეატყობინონ სამი თვის ვადაში, გადაწყვეტილებათა გაგზავნის თარიღის ჩათვლით, მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგი არიან თუ თავს იკავებენ. თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ რაოდენობა იმ ქვეყნებისა, რომლებმაც ხმა მისცეს ან თავი შეიკავეს, მიაღწევს იმ რაოდენობას, რომელიც სესიაზე კვორუმის მიღწევას დააკლდა, გადაწყვეტილებები ძალაში შედის, ოღონდ იმ პირობით, რომ იმავე დროს აუცილებელი უმრავლესობა შენარჩუნებული იქნება.

საკითხი მიღებულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ორმა მესამედმა და მას მხარი დაუჭირა უმრავლესობამ. იმ დელეგატების ხმები, რომლებმაც თავი შეიკავეს, ანგარიშში არ ჩაითვლება.

დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ქვეყანა და ხმა მისცეს მხოლოდ მისი სახელით.

კავშირის ქვეყნები, რომლებიც ასამბლეის წევრები არ არიან, მის სხდომებზე დაიშვებიან მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით.

ასამბლეა მორიგ სესიაზე იკრიბება ორ წელიწადში ერთხელ გენერალური დირექტორის მოწვევით და, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, იმავე დროს და იმავე ადგილას, როგორც ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა.

ასამბლეა იკრიბება საგანგებო სესიაზე, რომელსაც იწვევს გენერალური დირექტორი აღმასრულებელი კომიტეტის მოთხოვნით ან ასამბლეის წევრ-ქვეყნების ერთი მეოთხედის მოთხოვნით.

აღმასრულებელი კომიტეტი (მუხლი 23)

კავშირის ასამბლეას ჰყავს აღმასრულებელი კომიტეტი. აღმასრულებელი კომიტეტი შედგება ქვეყნებისაგან, რომლებსაც ირჩევს ასამბლეა ასამბლეის წევრ-ქვეყნების რიცხვიდან. გარდა ამისა, ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია ორგანიზაციის შტაბ-ბინა (ამჟამად - შვეიცარია), კომიტეტში ერთი ადგილი აქვს. აღმასრულებელი კომიტეტის ყველა წევრ-ქვეყნის მთავრობა წარმოდგენილია ერთი დელეგატით, რომელსაც შეუძლია იყოლიოს მოადგილეები, მრჩევლები და ექსპერტები.

აღმასრულებელი კომიტეტის წევრ-ქვეყნების რაოდენობა შეადგენს ასამბლეის წევრ-ქვეყნების რაოდენობის ერთ მეოთხედს. ადგილების რაოდენობის განხილვისას, რომლებიც უნდა შეივსოს, ნაშთი, რომელიც ოთხზე გაყოფის შემდეგ დარჩება, ანგარიშში არ ჩაითვლება.

როგორც კონვენციის ტექსტშია აღნიშნული, აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევისას ასამბლეა სათანადო ყურადღებას უთმობს სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებას, აგრეთვე იმის აუცილებლობას, რომ სპეციალური შეთანხმების მონაწილე ქვეყნები იმ ქვეყნების რიცხვში იყვნენ, რომლებიც შეადგენს აღმასრულებელ კომიტეტს.

აღმასრულებელი კომიტეტი თავის ფუნქციებს ასრულებს ასამბლეის სხდომებს შორის.

აღმასრულებელი კომიტეტის წევრები შეიძლება გადაირჩიონ, ოღონდ იმ რაოდენობით, რომელიც მისი შემადგენლობის ორ მესამედს არ აღემატება.

ასამბლეა ადგენს აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევნებისა და შესაძლო გადარჩევის დაწვრილებით წესებს.

აღმასრულებელი კომიტეტი:

  • ამზადებს ასამბლეის დღის წესრიგის პროექტს;

  • წარუდგენს ასამბლეას წინადადებებს, რომლებიც ეხება გენერალური დირექტორის მიერ მომზადებულ კავშირის პროგრამასა და ორწლიანი ბიუჯეტის პროექტს;

  • სათანადო შენიშვნებით წარუდგენს ასამბლეას გენერალური დირექტორის პერიოდულ ანგარიშებსა და საფინანსო რევიზიების ყოველწლიურ აქტებს;

  • ასამბლეის გადაწყვეტილებათა შესაბამისად და იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც წარმოიქმნება ასამბლეის ორ მორიგ სესიას შორის, იღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს გენერალური დირექტორის მიერ კავშირის პროგრამის შესრულება;

აღმასრულებელი კომიტეტი მორიგ სესიაზე იკრიბება წელიწადში ერთხელ, გენერალური დირექტორის მოწვევით, თუ შესაძლებელი იქნება, იმავე დროს და იმავე ადგილას, როგორც ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტი.

აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სესიას იწვევს გენერალური დირექტორი საკუთარი ინიციატივით ან თავმჯდომარის თხოვნით, ან აღმასრულებელი კომიტეტის წევრების ერთი მეოთხედის მოთხოვნით.

ყოველ ქვეყანას - აღმასრულებელი კომიტეტის წევრს - აქვს ერთი ხმა. აღმასრულებელი კომიტეტის წევრი-ქვეყნების ნახევარი შეადგენს კვორუმს. გადაწყვეტილებები მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით. იმ დელეგატების ხმები, რომლებმაც თავი შეიკავეს, ანგარიშში არ ჩაითვლება. დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ქვეყანა და ხმა მისცეს მისი სახელით. კავშირის ის ქვეყნები, რომლებიც აღმასრულებელი კომიტეტის წევრები არ არიან, დაიშვებიან მის სხდომაზე დამკვირვებლის სტატუსით.

საერთაშორისო ბიურო (მუხლი 24)

კავშირის ადმინისტრაციულ ამოცანებს ახორციელებს კავშირის ბიუროს მემკვიდრე - საერთაშორისო ბიურო, რომელიც გაერთიანებულია სამრეწველო საკუთრების დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილი კონვენციის მიერ დაფუძნებული კავშირის ბიუროსთან. საერთაშორისო ბიურო ასრულებს კავშირის სხვადასხვა ორგანოს სამდივნოს ფუნქციებს.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორი არის კავშირის მთავარი თანამდებობის პირი და წარმოადგენს კავშირს.

საერთაშორისო ბიურო აგროვებს და აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც ეხება საავტორო უფლებების დაცვას. კავშირის ყოველი ქვეყანა დაუყოვნებლივ გადასცემს საერთაშორისო ბიუროს ყოველი ახალი კანონის ტექსტს და ყველა ოფიციალურ ტექსტს, რომელიც საავტორო უფლებების დაცვასთანაა დაკავშირებული.

საერთაშორისო ბიურო:

  • გამოსცემს ყოველთვიურ ჟურნალს;

  • კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მოთხოვნით გადასცემს მას ცნობებს საავტორო უფლებების დაცვის საკითხებზე;

  • აწარმოებს გამოკვლევებს და ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას საავტორო უფლებების დაცვის გაადვილების მიზნით.

გენერალური დირექტორი და მის მიერ დანიშნული პერსონალის ნებისმიერი წევრი ხმის უფლების გარეშე მონაწილეობენ ასამბლეის, აღმასრულებელი კომიტეტის, ექსპერტთა ნებისმიერი კომიტეტის ან სამუშაო ჯგუფის ყველა სხდომაში. გენერალური დირექტორი ან მის მიერ დანიშნული პერსონალის წევრი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობით წარმოადგენს ამ ორგანოების მდივანს.

საერთაშორისო ბიუროს შეუძლია კონსულტაციები გამართოს სამთავრობათაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

საერთაშორისო ბიურო ასრულებს მასზე დაკისრებულ ნებისმიერ სხვა ამოცანას.

კავშირის ფინანსები (მუხლი 25)

კავშირს აქვს ბიუჯეტი, რომელიც შეიცავს საკუთრივ კავშირის შემოსავალსა და გასავალს, მის შენატანს კავშირებისთვის საერთო ხარჯების ბიუჯეტში, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში - ანარიცხებს ორგანიზაციის კონფერენციის ბიუჯეტში. კავშირებისთვის საერთო ხარჯებად ითვლება ისეთი ხარჯები, რომლებიც არ მიეკუთვნება მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ კავშირს, მაგრამ ერთდროულად მიეკუთვნება სხვა ერთ ან რამდენიმე კავშირს, რომელთა ადმინისტრაციას ახორციელებს ორგანიზაცია. საერთო ხარჯებში კავ- შირის წილი შეესაბამება მის დაინტერესებას მოცემული ხარჯებით.

კავშირის ბიუჯეტი ფინანსდება შემდეგი წყაროებიდან:

  • კავშირის ქვეყნების შენატანებით;

  • მოსაკრებლებითა და გადასახადებით საერთაშორისო ბიუროს მიერ კავშირისათვის გაწეული საქმიანობისათვის;

  • შემოსავლებით საერთაშორისო ბიუროს იმ პუბლიკაციების გაყიდვიდან, რომლებიც კავშირს ეხება, და ამ პუბლიკაციებზე უფლებების გადაცემიდან;

  • შემოწირულობებით, ანდერძით დატოვებული სახსრებით;

  • რენტებით, პროცენტებითა და სხვა შემოსავლით.

იმისათვის, რომ განისაზღვროს ქვეყნის მიერ შენატანი ბიუჯეტში, კავშირის ყველა ქვეყანა განეკუთვნება გარკვეულ კლასს და თავის წლიურ შენატანს იხდის ერთეულების რიცხვის შემდეგნაირად დადგენილ საფუძველზე:

I კლასი ------- 25

II კლასი ------ 20

III კლასი ----- 15

IV კლასი ----- 10

V კლასი ------ 5

VI კლასი ----- 3

VII კლასი ---- 1

ყოველი ქვეყანა სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების აქტის შესანახად ჩაბარებასთან ერთად მიუთითებს კლასს, რომელთანაც მიკუთვნება სურს. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია შეიცვალოს კლასი. თუ ქვეყანა ირჩევს უფრო დაბალ კლასს, მან ეს უნდა განაცხადოს ასამბლეის მორიგ სესიაზე. ასეთი ცვლილება მოქმედებაში შედის იმ კალენდარული წლის დასაწყისიდან, რომელიც აღნიშნულ სესიას მოსდევს.

ყოველი ქვეყნის წლიური შენატანი უტოლდება თანხას, რომელიც ისეთ მიმართებაშია კავშირის ბიუჯეტში შენატანების საერთო თანხასთან, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გადაიხადოს, როგორ მიმართებაშიცაა მისი ერთეულების რაოდენობა შენატანების გადამხდელი ქვეყნების ერთეულების საერთო რაოდენობასთან. შენატანების გადახდა აუცილებელია წლის პირველი იანვრიდან.

ქვეყანა, რომელსაც აქვს დავალიანება შენატანების გადახდაში, კარგავს ხმის უფლებას კავშირის ყველა ორგანოში, რომლის წევრიცაა იგი, თუ მისი დავალიანების თანხა უტოლდება ან აჭარბებს მისი შენატანების თანხას, რომელიც უნდა გადაეხადა ორი წინა სრული წლის განმავლობაში. თუმცა, თითოეულ ამ ორგანოს შეუძლია ნება დართოს ასეთ ქვეყანას განაგრძოს ხმის უფლებით სარგებლობა მანამ, სანამ ეს ორგანო დარწმუნებულია, რომ გადახდის ვადის გადაწევა მოხდა განსაკუთრებულ და გარდაუვალ გარემოებათა გამო.

კავშირს აქვს საბრუნავი სახსრების ფონდი, რომელიც შედგება კავშირის ყოველი ქვეყნის მიერ შემოტანილი ერთჯერადი გადასახადისაგან. თუ საბრუნავი სახსრების ფონდი არასაკმარისია, ასამბლეა წყვეტს მისი გადიდების საკითხს.

შტაბ-ბინის შესახებ შეთანხმებაში, რომელიც იდება ქვეყანასთან, რომლის ტერიტორიაზეც აქვს ორგანიზაციას თავისი შტაბ-ბინა, გათვალისწინებულია, რომ იმ შემთხვევაში, როცა საბრუნავი სახსრების ფონდი არასაკმარისი აღმოჩნდება, ეს ქვეყანა იძლევა სესხს. ამ სესხის ოდენობა და პირობები ორგანიზაციასა და ამ ქვეყანას შორის დადებული დამატებითი შეთანხმების საგანია. სანამ ასეთ ქვეყანას აკისრია ვალდებულება გასცეს სესხები, მას აღმასრულებელ კომიტეტში აქვს ერთი ადგილი.

საფინანსო რევიზიას საფინანსო რეგლამენტის წესების შესაბამისად ახორციელებს კავშირის ერთი ან რამდენიმე ქვეყანა ან გარეშე რევიზორები, რომლებსაც ნიშნავს ასამბლეა მათი თანხმობით.

კონვენციის ტექსტში ცვლილებების შეტანა (მუხლი 26)

წინადადებები 22-26-ე მუხლებში ცვლილებების ან დამატებების შეტანის შესახებ შეიძლება წამოაყენოს ასამბლეის ნებისმიერმა წევრ-ქვეყანამ, აღმასრულებელმა კომიტეტმა ან გენერალურმა დირექტორმა.

გენერალური დირექტორი ასეთ წინადადებებს უგზავნის ასამბლეის წევრ-ქვეყნებს ასამბლეაში მათ განხილვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე [მუხლი 26 (1)].

ამ მუხლებში ნებისმიერ შესწორებას მიიღებს ასამბლეა, რისთვისაც საჭიროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს ხმათა სამმა მეოთხედმა და საკითხს მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ; მაგრამ ნებისმიერი შენიშვნა 22-ე მუხლში და 26-ე მუხლის (2) პუნქტში მიიღება ხმათა უმრავლესობით, თუ კენჭისყრაში მონაწილეობდა ხმათა ოთხი მეხუთედი [მუხლი 26 (2)].

აღნიშნულ მუხლებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება ძალაში შედის ერთი თვის გასვლის შემდეგ იმ თარიღიდან, როცა წერილობითი შეტყობინებები მისი მიღების შემდეგ, რომელიც განხორციელდა ყოველი ქვეყნის საკონსტიტუციო პროცედურის შესაბამისად, მიღებულია გენერალური დირექტორის მიერ იმ ქვეყნების სამი მეოთხედისაგან, რომლებიც ასამბლეის წევრები იყვნენ მის მიერ ამ შესწორების მიღების დროს. აღნიშნულ მუხლებში შეტანილი ნებისმიერი შესწორება, მიღებული ამგვარად, აუცილებელია ყველა ქვეყნისათვის, რომლებიც ასამბლეის წევრები იყვნენ იმ დროს, როცა შესწორება ძალაში შევიდა ან ისინი მისი წევრები გახდნენ ამ თარიღის შემდეგ, ოღონდ ნებისმიერი შესწორება, რომელიც ადიდებს კავშირის ქვეყნების ფინანსურ ვალდებულებებს, აუცილებელია მხოლოდ იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც შეატყობინეს გენერალურ დირექტორს მათ მიერ ასეთი შესწორების მიღება [მუხლი 26 (3)].

კონვენციის გადასინჯვა
მუხლი 27

  1. ეს კონვენცია შეიძლება გადაისინჯოს მასში იმ ცვლილებების შესატანად, რომლებიც კავშირის სისტემას სრულყოფს.

  2. ამ მიზნით, კავშირის ქვეყნებში რიგრიგობით ტარდება აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენელთა კონფერენციები.

  3. 26-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, რომლებიც გამოიყენება ამ აქტის 22-26 მუხლებში შესწორებების ნებისმიერი გადასინჯვისათვის, დამატებითი კარის ჩათვლით, საჭიროა ერთსულოვანი თანხმობა.

27-ე მიხლი ითვალისწინებს, კავშირის სისტემის სრულყოფის მიზნით, კონვენციაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესაძლებლობას. მაგრამ „ბერნის კავშირის“ სისტემისა და სტრუქტურის დახვეწა არ გამომდინარეობს საავტორო უფლებების სრულყოფიდან. თუ კონფერენციაზე, რომლის დღის წესრიგშიც დგას კონვენციის გადასინჯვის საკითხი, წევრი-ქვეყნები დაადგენენ, რომ ავტორებისა და მომხმარებლების ინტერესებს შორის დარღვეული ბალანსის აღდგენისათვის აუცილებელია საავტორო უფლებების გარკვეული შეზღუდვების შემოღება, მაშინ შესაძლოა დაიწყოს კონვენციით გათვალისწინებული დებულებების გადასინჯვა.

კონვენციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესს განსაზღვრავს 26-ე მუხლი.

კავშირის ქვეყნებში აქტის მიღება და ძალაში შესვლა
მუხლი 28

(1) (a)კავშირის ყველა ქვეყანას, რომელმაც ხელი მოაწერა ამ აქტს, შეუძლია მოახდინოს მისი რატიფიკაცია ან, თუ ხელი არ მოუწერია, შეუძლია შეუერთდეს მას. სარატიფიკაციო სიგელები და აქტები შეერთების შესახებ დეპონირდება გენერალურ დირექტორთან.

(b) ყოველ ქვეყანას შეუძლია განაცხადოს შეერთების შესახებ თავის სარატიფიკაციო სიგელში ან აქტში, რომ რატიფიკაცია ან შეერთება არ ვრცელდება 1-21 მუხლებსა და დამატებით კარზე; მაგრამ, თუ ასეთმა ქვეყანამ უკვე გააკეთა განცხადება დამატებითი კარის VI(I) მუხლის შესაბამისად, მას ამ შემთხვევაში მოცემულ სიგელში ან აქტში შეუძლია განაცხადოს მხოლოდ ის, რომ მისი რატიფიკაცია ან შეერთება არ მიეყენება 1-20 მუხლებს.

(c) კავშირის ყოველ ქვეყანას, რომელმაც (b) ქვეპუნქტის შესაბამისად ამოიღო აღნიშნული შესაბამისი დებულებები თავისი რატიფიკაციის ან შეერთების მოქმედების სფეროდან, შეუძლია მოგვიანებით, ნებისმიერ დროს განაცხადოს, რომ იგი ავრცელებს თავისი რატიფიკაციის ან შეერთების მოქმედებას ამ დებულებებზე. ასეთი განცხადება დეპონირდება გენერალურ დირექტორთან.

(2) (a) 1-21 მუხლები და დამატებითი კარი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ მომენტიდან, რაც შესრულდება შემდეგი ორი პირობა:

(i) სულ ცოტა, კავშირის ხუთი ქვეყანა მოახდენს ამ აქტის რატიფიკაციას ან შეუერთდება მას ისე, რომ არ გააკეთებს (1) მუხლის (b) პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას;

(ii) ესპანეთი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეერთებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი ხელშეკრული იქნებიან საავტორო უფლებების საყოველთაო კონვენციით, რომელიც გადასინჯულია პარიზში 1971 წლის 24 ივლისს.

(b) (a) ქვეპუნქტში აღნიშნულის ძალაში შესვლა ეხება კავშირის იმ ქვეყნებს, რომლებმაც ხსენებულ ძალაში შესვლამდე, სულ ცოტა, სამი თვით ადრე ჩააბარეს, შესაბამისად, სარატიფიკაციო სიგელები ან აქტები შეერთების შესახებ ისე, რომ (1) მუხლის (b) პუნქტით გათვალისწინებული განცხადება არ გაუკეთებიათ.

(c) კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელსაც არ მიეყენება (b) ქვეპუნქტი და, რომელმაც რატიფიკაცია გაუკეთა ამ აქტს ან შეუერთდა მას ისე, რომ (1) (b) პუნქტით გათვალისწინებული განცხადება არ გაუკეთებია, 1-21 მუხლები და დამატებითი კარი ძალაში შედის სათანადო სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების აქტის შესანახად ჩაბარების შესახებ გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეტყობინების თარიღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, თუ სიგელში ან აქტში უფრო გვიანი თარიღი არ იქნება აღნიშნული. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, 1-21- მუხლები და დამატებითი კარი ამ ქვეყნის მიმართ ძალაში შედის ამგვარად აღნიშნული თარიღიდან.

(d) (a) და (c) ქვეპუნქტების დებულებები არ ახდენს გავლენას დამატებითი კარის VI მუხლის გამოყენებაზე.

3. კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც მოახდენს ამ აქტის რატიფიკაციას ან შეუერთდება მას ისე, რომ გააკეთებს ან არ გააკეთებს განცხადებას, გათვალისწინებულს (1) (b) პუნქტით, 22-38 მუხლები ძალაში შედის სათანადო სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების აქტის შესანახად ჩაბარების შესახებ გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეტყობინების თარიღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, თუ სიგელში ან აქტში უფრო გვიანი თარიღი არ იქნება აღნიშნული. ამ უკანასკნელ შემთხვევაში 22-38 მუხლები ამ ქვეყნის მიმართ ძალაში შედის ამგვარად აღნიშნული თარიღიდან.

წინადადებები დამატებების შესახებ შეიძლება შეეხოს მხოლოდ 22-38 მუხლებს. ქვეყანას, რომელიც შეუერთდა მხოლოდ 22-28 მუხლებს, ნებისმიერ დროს შეუძლია შეუერთდეს 1-21 მუხლებს. დამატებები ძალაში შედის გენერალური დირექტორის შეტყობინების შემდეგ სამთვიანი ვადის გასვლიდან, თუმცა, ქვეყანას შეუძლია მიუთითოს უფრო გვიანი ვადაც.

კონვენციის დებულებების გამოყენება და ძალაში შესვლა ქვეყნებისათვის, რომლებიც არ არიან კავშირის წევრები
მუხლი 29

  1. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არ არის კავშირის წევრი, შეუძლია შეუერთდეს ამ აქტს და ამრიგად გახდეს ამ კონვენციის მხარე და კავშირის წევრი. აქტები შეერთების შესახებ, შესაბამისად, დეპონირდება გენერალურ დირექტორთან.

  2. (a) კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც არ არის კავშირის წევრი, (b) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ეს კონვენცია ძალაში შედის შეერთების შესახებ მისი აქტის შესაბამისად ჩაბარების თაობაზე გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეტყობინების თარიღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, თუ შეერთების აქტში უფრო გვიანი თარიღი არ იქნება აღნიშნული. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ამ ქვეყნის მიმართ ეს კონვენცია ძალაში შედის აღნიშნული თარიღიდან.

      1. თუ ძალაში შესვლა (a) ქვეპუნქტის შესაბამისად წინ უსწრებს 1-21 მუხლებისა და დამატებითი კარის ძალაში შესვლას, 28-ე (2) (a) მუხლის შესაბამისად, დასახელებული ქვეყანა, 1-21 მუხლებისა და დამატებითი კარის ნაცვლად, ხელშეკრული იქნება ამ კონვენციის ბრიუსელის აქტის 1-20 მუხლებით.

29-ე მუხლი არეგულირებს დებულებებს, რომლებიც ეხება კავშირის არაწევრ-ქვეყნებს. 1974 წლის 10 ოქტომბრიდან ქვეყნებს შეუძლიათ შეუერთდნენ ან მოახდინონ კონვენციის პარიზის აქტის რატიფიცირება.

აქტის მიღების შედეგები ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
კონვენციის მე-14 (2) მუხლის მიზნებისათვის
მუხლი 29bis

ამ აქტის რატიფიკაცია ან მასთან შეერთება ნებისმიერი ქვეყნისათვის, რომელიც არ შეუერთდა ამ კონვენციის სტოკჰოლმის აქტის 22-38 მუხლებით, ისმო-ს დამფუძნებელი კონვენციის მხოლოდ და მხოლოდ მე-14(2) მუხლის მიზნებისათვის აღნიშნული სტოკჰოლმის აქტის რატიფიკაციის ან ამ აქტთან შეერთების ტოლფასია იმ შეზღუდვით, რომელსაც ითვალისწინებს ამ აქტის 28-ე (1) (b) (i) მუხლი.

ამ მუხლის შინაარსი საკმაოდ ბუნდოვანია. გადასინჯული ბერნის კონვენციის სტოკჰოლმის ვერსია არასოდეს შესულა ძალაში და 1974 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ (დღე, როდესაც პარიზის აქტი შევიდა ძალაში) მასში რაიმე დამატებების შეტანა პრაქტიკულად შეუძლებელია. ქვეყანას შეუძლია შეიტანოს რაიმე დამატება ან ცვლილება კონვენციის ტექსტში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის, როგორც მინიმუმი, შეუერთდა კონვენციის 22-38 მუხლებს.18

შენიშვნები
მუხლი 30

  1. იმ გამონაკლისების გარდა, რომელიც დაშვებულია ამ მუხლის (2) პუნქტით, 28-ე (1)(b) მუხლით, 33 (2) მუხლით და დამატებითი კარით, რატიფიკაციას ან შეერთებას ავტომატურად მოსდევს ყველა დებულების აღიარება და ყველა იმ უპირატესობის მიღება, რომლებსაც ეს კონვენცია ადგენს.

  1. (a) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მოახდენს ამ აქტის რატიფიკაციას ან შეუერთდება მას, შეუძლია დამატებითი კარის V (2) მუხლის შესაბამისად, შეინარჩუნოს მანამდე მის მიერ ჩამოყალიბებული შენიშვნების უპირატესობანი, ოღონდ იმ პირობით, თუ იგი ამის თაობაზე განაცხადებს სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების თაობაზე აქტის დეპონირებისას.

    1. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც კავშირის წევრი არ არის, ამ კონვენციასთან შეერთებისას და დამატებითი კარის V (2) მუხლის შესაბამისად, შეუძლია განაცხადოს, რომ განზრახული აქვს დროებით მაინც ამ აქტის მე-8 მუხლი თარგმნის უფლების თაობაზე შეცვალოს პარიზში 1896 წელს შევსებული 1886 წლის კონვენციის მე-5 მუხლის დებულებებით და იმის ნათელი შეგნებით, რომ ეს დებულებები გამოიყენება მხოლოდ ამ ქვეყნის საყოველთაოდ მიღებულ ენაზე თარგმნის მიმართ. დამატებითი კარის 1 (6) (b) მუხლის შესაბამისად. კავშირის ყოველ ქვეყანას უფლება აქვს ნაწარმოების თარგმნის უფლების მიმართ იმ ქვეყნისათვის, რომელიც ამ ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაა და ასეთი შენიშვნით ისარგებლა, გამოიყენოს დაცვა, რომელიც ამ ქვეყნის მიერ განხორციელებული დაცვის ეკვივალენტური იქნება.

      1. ნებისმიერ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია ამოიღოს ასეთი შენიშვნები გენერალური დირექტორისათვის გაგზავნილი შეტყობინების გზით.

კონვენციის ზოგიერთი ტერიტორიისადმი გამოყენება
მუხლი 31

  1. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია თავის სარატიფიკაციო სიგელში ან შეერთების აქტში განაცხადოს, ან ნებისმიერ სხვა დროს გენერალურ დირექტორს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს იმის თაობაზე, რომ ეს კონვენცია გამოიყენება ამ ქვეყნის ყველა ან ზოგიერთი ტერიტორიისადმი, რომლებიც მითითებული იქნება განცხადებაში ან შეტყობინებაში და რომელთა საერთაშორისო ურთიერთობისათვის იგი პასუხისმგებლობას კისრულობს.

  2. ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც ეს განაცხადა ან ასეთი შეტყობინება გააგზავნა, ნებისმიერ დროს შეუძლია შეატყობინოს გენერალურ დირექტორს, რომ წყვეტს ამ კონვენციის გამოყენება ყველა ან ზოგიერთი ასეთი ტერიტორიისადმი.

  3. (a) ნებისმიერი განცხადება, რომელიც (1) პუნქტის შესაბამისად გაკეთდა, ძალაში შედის იმავე დღეს, როცა ძალაში შედის რატიფიკაცია ან შეერთება, რომელთა დოკუმენტები შეიცავდა ამ განცხადებას, ხოლო ყოველი შეტყობინება, რომელიც აღნიშნული პუნქტის შესაბამისად გაიგზავნა, ძალაში შედის სამ თვეში მას შემდეგ, რაც გენერალური დირექტორი მას გამოაქვეყნებს.

    1. ყოველგვარი შეტყობინება, რომელიც (2) პუნქტის შესაბამისად გაიგზავნა, ძალაში შედის თორმეტ თვეში მას შემდეგ, რაც იგი გენერალურმა დირექტორმა მიიღო.

  4. ეს მუხლი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს ისე, თითქოს კავშირის ნებისმიერი ქვეყანა უსიტყვოდ ცნობდეს ან ეთანხმებოდეს დებულებებს ტერიტორიის მიმართ, სადაც ამ კონვენციას კავშირის სხვა ქვეყნები იყენებენ იმ განცხადების ძალით, რომელიც (1) პუნქტის შესაბამისად გაკეთდა.

აღნიშნული მუხლი, პირველ რიგში, გულისხმობდა განვითარებული ქვეყნების კოლონიებსა და ტერიტორიებს. პოლიტიკური, გეოგრაფიული და ეკონომიკური ცვლილებების შემდეგ მუხლმა დაკარგა დანიშნულება, მაგრამ შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. დღეისთვის ტერიტორიები, რომელსაც გულისხმობს ეს მუხლი, კოლონიებია მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში. ძირითადად ეს არის სადავო ტერიტორიები, მაგალითად, როგორიც ევროპის შუაგულში იყო ბერლინი.

კონვენციის ამ აქტისა და უფრო ადრინდელი აქტების გამოყენება
მუხლი 32

  1. ეს აქტი, რამდენადაც იგი გამოიყენება, კავშირის ქვეყნების ურთიერთობაში ცვლის ბერნის 1886 წლის 9 სექტემბრის კონვენციასა და მისი გადასინჯვის მომდევნო აქტებს. მანამდე ძალაში შესული აქტები კვლავინდებურად გამოიყენება მთლიანად ან იმდენად, რამდენადაც ეს აქტი ვერ შეცვლის მათ კონვენციის წინა ვერსიების გამო კავშირის იმ ქვეყნების ურთიერთობაში, რომლებიც ამ აქტის რატიფიკაციას არ მოახდენენ ან არ შეუერთდებიან მას.

  2. ქვეყნები, რომლებიც კავშირის წევრები არ არიან და ამ აქტის მხარეები ხდებიან, (3) პუნქტის შესაბამისად, მას იყენებენ კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც არ არის ამ აქტით მონაწილე, ან თუნდაც არის წინამდებარე აქტი მონაწილე, მაგრამ გააკეთა განცხადება, რომელსაც ითვალისწინებს 28-ე (1) (b) მუხლი. ასეთი ქვეყნები ცნობენ, რომ კავშირის აღნიშნულ ქვეყანას მათთან ურთიერთობაში:

  1. შეუძლია გამოიყენოს უკანასკნელის წინამორბედი აქტის დებულებები, რომლის მონაწილეც იგი არის, და

  1. დამატებითი კარის I (6) მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს შეუთავსოს დაცვა იმ დონეს, რომელსაც ითვალისწინებს ეს აქტი.

  1. ყოველ ქვეყანას, რომელმაც გამოიყენა დამატებითი კარით გათვალისწინებული ნებისმიერი შესაძლებლობა, შეუძლია გამოიყენოს უფლებებისა და შესაძლებლობების თაობაზე დამატებითი კარის დებულებები, რომლებითაც მან ისარგებლა კავშირის ამ აქტით მონაწილე ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობაში, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი ქვეყანა დასაშვებად მიიჩნევს აღნიშნულ დებულებათა გამოყენებას.

ამ მუხლის (1) პუნქტი არეგულირებს იმ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა კონვენციის სხვადასხვა ვერსიის ხელმომწერ ქვეყნებს შორის. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულების მოყვანა არ არის აუცილებელი, რადგან ეს ისედაც გამომდინარეობს სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპებიდან:

  1. არავის არ შეიძლება დაეკისროს რაიმე ვალდებულება იმ ხელშეკრულებით, რომლის მონაწილე მხარეც იგი არ არის;

  2. ხელშეკრულების მონაწილე ორ მხარეს შორის სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება კონტრაქტის საბოლოო ტექსტით, რომელიც მათ მიიღეს.

აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში ბერნის კონვენციის მხოლოდ საბოლოო გადასინჯულ ვერსიას ექნება ძალა ორ წევრქვეყანას შორის წამოჭრილ ურთიერთობებში, თუ მათ, ორივემ რატიფიცირება მოახდინეს ან შეუერთდნენ გადასინჯულ კონვენციას.

ნაწარმოები, რომლის წარმოშობის ქვეყანა შეუერთდა კონვენციის პარიზის აქტს, ისარგებლებენ კონვენციით გათვალისწინებული „მინიმალური უფლებების დაცვის პრინცი პით“ შემდეგი წესების მიხედვით:

  • ქვეყანაში, სადაც მოითხოვება დაცვა და რომელიც შეუერთდა პარიზის აქტს, - პარიზის ვერსიის თანახმად;

  • ქვეყანაში, სადაც მოითხოვება დაცვა და რომელსაც მიღებული აქვს ბრიუსელის ვერსია, - მხოლოდ ბრიუსელის ვერსიის ფარგლებში;

  • ქვეყანაში, სადაც მოითხოვება დაცვა და რომელიც შეუერთდა რომის ვერსიას, - მხოლოდ იმ დაცვის ფარგლებში, რომელიც ენიჭებოდათ 1928 წელს.19 ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არ შეუერთდა ან არ მოახდინა პარიზის აქტის რატიფიკაცია, შეუძლია ადგილობრივ კანონმდებლობაში გაითვალისწინოს მისი დებულებები.

(3) პუნქტი არეგულირებს ურთიერთობებს კავშირის ძველ წევრებსა და განვითარებად (რომლებმაც ისარგებლეს დამატებითი კარის შეღავათებით) ქვეყნებს შორის. ნაწარმოების ავტორი, რომლის წარმოშობის ქვეყანას ხელი მოწერილი აქვს უფრო ადრინდელ ვერსიაზე, განვითარებად ქვეყანაში სარგებლობს მინიმალური დაცვით, დამატებითი კარის დებულებების მიუხედავად.

დავის გადაწყვეტა
მუხლი 33

  1. კავშირის ორ ან რამდენიმე ქვეყანას შორის ნებისმიერი დავა, რომელიც ამ კონვენციის განმარტებას ან გამოყენებას შეეხება და მოლაპარაკებით ვერ მოგვარდა, აღნიშნული ქვეყნებიდან ნებისმიერს შეუძლია გადასცეს საერთაშორისო სასამართლოს, რისთვისაც განცხადება შეაქვს სასამართლოს დებულების შესაბამისად, თუ აღნიშნული ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ დავის მოგვარების სხვა წესზე. ქვეყანამ, რომელსაც განცხადება შეაქვს, უნდა შეატყობინოს საერთაშორისო ბიუროს იმ დავის შესახებ, რომელიც სასამართლოს განხილვისათვის გადაეცა; საერთაშორისო ბიურომ აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს კავშირის სხვა ქვეყნებს.

  2. ამ აქტის ხელმოწერის ან სარატიფიკაციო სიგელისა თუ შეერთების აქტის შესანახად ჩაბარების მომენტში ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია განაცხადოს, რომ (1) პუნქტის დებულებებით თავს არ თვლის ხელშეკრულად. რაც შეეხება დავას ამ ქვეყანასა და კავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანას შორის, (1) პუნქტის დებულებები მათზე არ ვრცელდება.

  3. ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც განცხადება გააკეთა (2) პუნქტის დებულებათა შესაბამისად, შეუძლია იგი ნებისმიერ დროს გამოითხოვოს, რისთვისაც შეტყობინება უნდა გაუგზავნოს გენერალურ დირექტორს.

კონვენციის ისტორიის მანძილზე სულ რამდენიმე ქვეყანამ მიმართა საერთაშორისო სასამართლოს.

ზოგიერთი უფრო ადრე მიღებული დებულების გაუქმება
მუხლი 34

  1. 29bis მუხლის გათვალისწინებით, არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ამ კონვენციის წინამორბედი აქტების რატიფიკაცია ან მათთან შეერთება მას შემდეგ, რაც ძალაში შევა 1-21 მუხლები და დამატებითი კარი.

  2. 1-21 მუხლებისა და დამატებითი კარის ძალაში შესვლის შემდეგ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია განცხადების გაკეთება, რომელიც განვითარებადი ქვეყნების შესახებ ოქმის მე-5 მუხლით არის გათვალისწინებული და თან ერთვის სტოკჰოლმის აქტს.

1-21 მუხლები და პარიზის ვერსიის დამატებითი კარი ძალაში შევიდა 1974 წლის 10 ოქტომბერს.

კონვენციის მოქმედების ვადა
მუხლი 35

  1. ეს კონვენცია შეუზღუდავი ვადით მოქმედებს.

  2. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ამ აქტის დენონსაცია გენერალური დირექტორისათვის გაგზავნილი შეტყობინების მეშვეობით. ასეთი დენონსაცია ამასთანავე ყველა წინა აქტის დენონსაციაა და ვრცელდება მხოლოდ იმ ქვეყანაზე, რომელმაც იგი გააკეთა, ხოლო კავშირის დანარჩენი ქვეყნების მიმართ კონვენცია ძალაში რჩება და უნდა სრულდებოდეს.

  3. დენონსაცია ძალაში შედის ერთ წელიწადში იმ დღიდან, რაც გენერალური დირექტორი შეტყობინებას მიიღებს.

  4. ამ მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლების გამოყენება არ შეუძლია არც ერთ ქვეყანას, სანამ ხუთი წელი არ გავა იმ დღიდან, რაც იგი კავშირის წევრი გახდება.

დენონსაციის სამართლებრივი შედეგია ის, რომ ნაწარმოები, რომლის წარმოშობის ქვეყანაც არის კავშირის ის წევრი, რომელმაც განაცხადა დენონსაცია, კავშირის ტერიტორიაზე კარგავს დაცვის უფლებას. ამ ქვეყანაში კონვენცია საერთოს კარგავს ძალას.

კონვენციის გამოყენება
მუხლი 36

  1. ამ კონვენციის მონაწილე ყოველი ქვეყანა ვალდებულებას კისრულობს ამ კონვენციის გამოყენების უზრუნველყოფის ღონისძიებები განახორციელოს თავისი კონსტიტუციის შესაბამისად.

  2. იგულისხმება, რომ ყოველ ქვეყანას იმ დროს, როდესაც იგი ამ კონვენციის წევრი ხდება, შეეძლება მისი დებულებები განახორციელოს თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

კავშირში გაერთიანებულ ქვეყანას თავისი მოქალაქეებისათვის შეუძლია ადგილობრივ კანონმდებლობაში გაითვალისწინოს მინიმალური უფლებები, რომელთაც ანიჭებს გადასინჯული ბერნის კონვენცია. მინიმალური დაცვის უფლება მიენიჭება ნაწარმოებს, თუ იგი წარმოშობით კავშირის ქვეყნიდანაა. როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ავტორს ეროვნულ რეჟიმთან ერთად ენიჭება კონვენციით გათვალისწინებული მინიმალური უფლებები.

დასკვნითი დებულებები
მუხლი 37

  1. (a) ამ აქტს ხელს აწერენ თითო ეგზემპლარზე ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და, (2) პუნქტის შესაბამისად, იგი შესანახავად ბარდება გენერალურ დირექტორს.

      1. დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციების შემდეგ, გენერალური დირექტორი შეიმუშავებს ოფიციალურ ტექსტს, არაბულ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და პორტუგალიურ ენებზე, აგრეთვე სხვა ენებზე, რომლებსაც ასამბლეა განსაზღვრავს.

      2. სხვადასხვა ტექსტის განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ფრანგულ ტექსტს.

  2. ეს აქტი ღიაა ხელმოსაწერად 1972 წლის 31 იანვრამდე. ამ თარიღამდე (1) (a) პუნქტში აღნიშნული ეგზემპლარი შესანახავად ბარდება საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას.

  3. გენერალური დირექტორი დაამოწმებს ამ კონვენციის ხელმოწერილი ტექსტის ორ ასლს და უგზავნის კავშირის ყველა ქვეყნის მთავრობას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში - ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობასაც.

  4. გენერალური დირექტორი წინამდებარე აქტს რეგისტრაციაში გაატარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში.

  5. გენერალური დირექტორი კავშირის ყველა ქვეყნის მთავრობას შეატყობინებს, რომ აქტი ხელმოწერილია, სარატიფიკაციო სიგელები შესანახავად ჩაბარებულია, ასევე ჩაბარებულია შეერთებისა და იმ განცხადებების აქტები, რომლებსაც ეს დოკუმენტები შეიცავს ან გაკეთდა 28(1)(c), 30(2)(a) და (b) და 33(2) მუხლების შესაბამისად; აცნობებს ამ აქტის ნებისმიერი დებულების ძალაში შესვლის, დენონსაციათა შეტყობინების და იმ შეტყობინებათა შესახებ, რომლებიც გაგზავნილია 30(2)(c), 31(1) და (2), 33(3) და 38(1) მუხლების შესაბამისად, აგრეთვე იმ შეტყობინებათა შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია დამატებითი კარით.

გარდამავალი დებულებები
მუხლი 38

  1. კავშირის ქვეყნებს, რომლებმაც არ მოახდინეს ამ აქტის რატიფიცირება, შეუერთდნენ მას, ან ხელშეკრულნი არ არიან ამ კონვენციის სტოკჰოლმის აქტის 22-26 მუხლებით, შეუძლიათ, თუ მოისურვებენ, 1975 წლის 26 აპრილამდე ისარგებლონ უფლებებით, რომლებიც აღნიშნული მუხლების ძალით ენიჭებათ ისევე, თითქოს ხელშეკრული იყვნენ ამ მუხლებით. ყოველი ქვეყანა, რომელსაც სურს ისარგებლოს ასეთი უფლებებით, გენერალურ დირექტორს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომელიც ამოქმედდება მისი მიღების დღიდან. ასეთი ქვეყნები ასამბლეის წევრებად ითვლებიან აღნიშნულ ვადამდე.

  2. მანამ, სანამ კავშირის ყველა ქვეყანა არ გახდება ორგანიზაციის წევრი, მისი საერთაშორისო ბიურო, ამასთანავე, ფუნქციონირებს როგორც კავშირის ბიურო, ხოლო გენერალური დირექტორი მოქმედებს როგორც ამ ბიუროს დირექტორი.

  1. როგორც კი კავშირის ყველა ქვეყანა გახდება ორგანიზაციის წევრი, კავშირის ბიუროს უფლება, მოვალეობები და ქონება გადაეცემა ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს.

______________________

1. International Copyright and Neighboring Rights Law; Commentary with special emphasis on the European Community; Prof.Dr.Wilhelm Nordemann, Dr.Kai Vink, Prof.Dr.Paul W.Hertin; Germany, VCH, 1990, p. 37

2. 1978, 44

3. International Copyright and Neighboring Rights Law; Commentary with special emphasis on the European Community; Prof.Dr.Wilhelm Nordemann, Dr.Kai Vink, Prof.Dr.Paul W.Hertin; FRG, VCH, 1990, p. 66

4. Bergstrom Report No. 29-30, BGH IIC 1974, 98

5. 1978 11, 13

6. Bergstrom Report No. 205, 209, 210

7. International Copyright and Neighboring Rights Law; Commentary with special emphasis on the European Community; Prof.Dr.Wilhelm Nordemann, Dr.Kai Vink, Prof.Dr.Paul W.Hertin; FRG, VCH, 1990, p. 111-113

8. Fabiani, Le droit de reproduction et la rйvision de la Convention de Berne, DdA 1964, 286, 289.

9. International Copyright and Neighboring Rights Law; Commentary with special emphasis on the European Community; Prof.Dr.Wilhelm Nordemann, Dr.Kai Vink, Prof.Dr.Paul W.Hertin; FRG, VCH, 1990, p. 115

10. Scharf, The Legal Situation of Broadcasting in the Federal Republi.c of Germany, EBU Rev 1969, p. 49, 51

11. International Copyright and Neighboring Rights Law; Commentary with special emphasis on the European Community; Prof.Dr.Wilhelm Nordemann, Dr.Kai Vink, Prof.Dr.Paul W.Hertin; FRG, VCH, 1990, p. 129

12. International Copyright and Neighboring Rights Law; Commentary with special emphasis on the European Community; Prof.Dr.Wilhelm Nordemann, Dr.Kai Vink, Prof.Dr.Paul W.Hertin; FRG, VCH, 1990, p. 135-138

13. Oekonomidis, Die internationale Regelung des Filmrechts nach der Stockholmer Konferenz für geistiges Eigentum, UFITA 53, 85, 105

14. საავტორო სამართალში დამკვიდრდა ფრანგული ტერმინი “droit de suite”, რუსულად - „право следования“. დ. ძამუკაშვილი წიგნში „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“ გვთავაზობს ამ ტერმინის ზუსტ ქართულენოვან თარგმანს: „ნაწარმოების თანმიყოლოს უფლება“ (დ. ძამუკაშვილი „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“, თბილისი, 2000წ., გვ.41)

15. Hoffmann, Das Urbeberpersönlichkeitsrecht in der Berner Übereinkunft, UFITA, 114

16. International Copyright and Neighboring Rights Law; Commentary with special emphasis on the European Community; Prof.Dr.Wilhelm Nordemann, Dr.Kai Vink, Prof.Dr.Paul W.Hertin; FRG, VCH, 1990, p. 162

17. International Copyright and Neighboring Rights Law; Commentary with special emphasis on the European Community; Prof.Dr.Wilhelm Nordemann, Dr. Kai Vinck, Prof.Dr.Paul W.Hertin, VCH, FRG,1990, p.164

18. International Copyright and Neighboring Rights Law; Commentary with special emphasis on the European Community; Prof.Dr.Wilhelm Nordemann, Dr.Kai Vink, Prof.Dr.Paul W.Hertin; Germany, VCH, 1990, p.185

19. International Copyright and Neighboring Rights Law; Commentary with special emphasis on the European Community; Prof.Dr.Wilhelm Nordemann, Dr.Kai Vink, Prof.Dr.Paul W.Hertin; Germany, VCH, 1990, p.190

2.2 დამატებითი კარი (სპეციალური დებულებები, რომლებიც ეხება განვითარებად ქვეყნებს)

▲ზევით დაბრუნება


კონვენციის დამატებით კარზე მუშაობა დაიწყო სტოკჰოლმის კონფერენციამ, 1967 წელს. განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი ხელოვნების ნაწარმოებების ექსპლუატაციის წესების თაობაზე და საჭირო შეიქმნა სპეციალური ოქმი. ამ კონფლიქტის გადასაწყვეტად. განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლები მიუთითებდნენ იმას, რომ კონვენცია არ ითვალისწინებდა მათი ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარების სპეციფიკას.

ისმო-ს გენერალური დირექტორის კომპეტენციაში მოექცა „განვითარებადი ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების კრიტერიუმის დადგენა, რომელმაც გაეროს მიერ შემუშავებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით მოამზადა ამ სახელმწიფოების სია (ამ კრიტერიუმის განსაზღვრას საფუძვლად დაედო 300 დოლარზე ნაკლები წლიური შემოსავალი ერთ ადამიანზე).1

დამატებითი კარის I მუხლის (1) პუნქტის თანახმად, ნებისმიერ განვითარებად ქვეყანას, თავისი ეკონომიკური მდგომარეობის, სოციალური და კულტურული მოთხოვნების გათვალისწინებით, შეუძლია მოიხსნას ამ კონვენციით დაკისრებული ყველა ვალდებულება, თუ მას მიაჩნია, რომ ვერ შეძლებს დაუყოვნებლივ აამოქმედოს ამ აქტის ყველა დებულება. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე შეტყობინება შესანახად ეგზავნება ისმო-ს გენერალურ დირექტორს. კონვენციის რატიფიკაციის ან კავშირში გაერთიანების შემდეგ ათი წლის განმავლობაში ამ ქვეყანას შეუძლია ისარგებლოს შეღავათებით, რომლებიც გათვალისწინებულია აღნიშნულ დამატებით კარში. ქვეყანას, სანამ იგი განვითარებად სახელმწიფოდ ითვლება, ათწლიანი ვადის გასვლის შემდეგ შეუძლია შეიტანოს ახალი განცხადება და გააგრძელოს ეს ვადა.

თუ ქვეყანა ამ კარით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობს, კავშირის სხვა ქვეყანას არ შეუძლია ამის საფუძველზე მიანიჭოს ნაწარმოებებს, რომელთა წარმოშობის ქვეყანა არის „განვითარებადი ქვეყნის“ სტატუსის მქონე სახელმწიფო, ნაკლები დაცვა, ვიდრე ეს კონვენციის 1-20 მუხლებითაა გათვალისწინებული [დამატებითი კარი, I მუხლი (6)(a)].

თარგმნის უფლება (II მუხლი)

განვითარებად ქვეყანას, რომელმაც განაცხადა, რომ ისარგებლებს აღნიშნული შეღავათებით, შეუძლია ბეჭდვითი ან ანალოგიური ფორმით გამოქვეყნებული ნაწარმოებების მიმართ თარგმნის განსაკუთრებული უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი) შეცვალოს ლიცენზიების სისტემით. ლიცენზიებს გასცემს კომპეტენტური ორგანო [მუხლი 2 (1)].

თარგმნისთვის გათვალისწინებული ლიცენზიები არ არის განსაკუთრებული ხასიათისა. აქედან გამომდინარე, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გასცეს რამდენიმე ლიცენზია. ანალოგიურად, რამდენიმე ქვეყანამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეიძლება გასცეს რამდენიმე ლიცენზია ერთი ნაწარმოების თარგმნაზე ან ბეჭდვითი ფორმით რეპროდუცირებაზე.

დამატებითი კარის II მუხლის (2) პუნქტის მიხედვით, კონვენციით დაცული ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოების ავტორებს (ან პირებს, რომლებსაც აქვთ თარგმნის ან თარგმნაზე ნების დართვის უფლება) ენიჭებათ უფლება ნაწარმოების პირველი გამოცემიდან სამი წლის ვადაში გამოაქვეყნონ თავიანთი ნაწარმოებების თარგმანი ამ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე/ენებზე. თუ ეს პირები არ ისარგებლებენ აღნიშნული უფლებით, ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ლიცენზია დასახელებულ ენაზე ამ ნაწარმოების თარგმნაზე და გამოსცეს ასეთი თარგმანი ბეჭდვითი ან რეპროდუცირების ანალოგიური ფორმით.

ქვეყანას შეუძლია დაადგინოს უფრო ხანგრძლივი პერიოდი ავტორის მიერ თავისი ნაწარმოებების თარგმნის უფლების გამოყენებისთვის.

კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება გასცეს ლიცენზიები იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ენაზე გამოცემული თარგმანის ყველა ეგზემპლარი უკვე გაიყიდა.

ლიცენზიის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ (ამ ქვეყნის მოქალაქეებს ან იქ მცხოვრებ უცხოელებს), ისე იურიდიულ პირებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თარგმანზე ლიცენზიის მიმღებს არ შეუძლია ნაწარმოებებზე სხვა (მაგალითად, შესრულების, საჯარო ჩვენების, ჩაწერის, რადიოტრანსლაციის, ადაპტაციის) უფლებების გამოყენება.

(5) პუნქტი მიუთითებს, რომ II მუხლით გათვალისწინებული ლიცენზია გაიცემა სასწავლო (მხოლოდ სკოლებში, უნივერსიტეტებში გამოსაყენებლად) ან სამეცნიერო კვლევის მიზნით.

ლიცენზია შეიძლება ასევე მიეცეს ნებისმიერ მაუწყებლობის ორგანიზაციას, რომელსაც აქვს თავისი შტაბ-ბინა (1) პუნქტში აღნიშნულ ქვეყანაში. ლიცენზიის მიღებისთვის მაუწყებლობის ორგანიზაციამ კომპეტენტურ ორგანოს უნდა წარუდგინოს განცხადება და შეასრულოს შემდეგი პირობა:

  1. თარგმნა შეიძლება იმ ეგზემპლარიდან, რომელიც დამზადებული და შეძენილია ამ ქვეყნის კანონის შესაბამისად;

  2. თარგმანი განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემაში გამოქვეყნებისათვის სწავლების ან სპეციალური სამეცნიერო ან ტექნიკური გამოკვლევების შედეგების გავრცელების მიზნით კონკრეტული პროფესიის სპეციალისტების შორის;

  3. თარგმანის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სასწავლო ან სამეცნიერო მიზნებისათვის კანონიერად განხორციელებულ გადაცემებში, რომლებიც განკუთვნილია მსმენელებისათვის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ გადაცემების ჩათვლით, რომლებიც ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ამ გადაცემების მიზნებისათვის კანონიერად გაკეთებული ბგერითი ან ვიზუალური ჩანაწერების საშუალებით;

  1. თარგმანის არანაირი გამოყენება არ უნდა ისახავდეს კომერციულ მიზნებს [II მუხლი (9)(a)].

გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, მაუწყებლობის ორგანიზაციის შესრულებული თარგმანის ბგერითი ან ვიზუალური ჩანაწერები ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გათვალისწინებით და ამ ორგანიზაციის მიერ თანხმობით, შეიძლება აგრეთვე გამოიყენოს მაუწყებლობის სხვა რომელიმე ორგანიზაციამ, რომელსაც აღნიშნულ ქვეყანაში აქვს თავისი შტაბ-ბინა და ამ სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ ეს ლიცენზია გასცა. თუ ყველა ეს პირობა სრულდება, ლიცენზია შეიძლება გასცეს აგრეთვე მაუწყებლობის ორგანიზაციამ აუდიოვიზუალური ჩანაწერის შემცველი ნებისმიერი ტექსტის თარგმნისთვის, რომელიც თავისთავად დამზადებული და გამოქვეყნებულია მხოლოდ და მხოლოდ სისტემატური სწავლების მიზნით გამოსაყენებლად [მუხლი 2 (9)(b)].

II მუხლის (1) პუნქტში მოხსენიებულ ნებისმიერ ქვეყანას ერთსულოვანი შეთანხმებით კავშირის მონაწილე განვითარებულ ქვეყნებთან, რომლებშიც იგივე ენა არის საერთო სარგებლობის ენა (გარდა ინგლისური, ფრანგული და ესპანური ენებისა), შეუძლია ამ ენაზე თარგმნის შემთხვევაში გათვალისწინებული სამწლიანი პერიოდი შეცვალოს უფრო ხანმოკლე პერიოდით [II მუხლი (3)(b)].

თუ ნაწარმოების თარგმანს გამოაქვეყნებს პირი, რომელსაც გააჩნია თარგმნის უფლება ან მისი თანხმობით იმ ფასებში, რომელიც ჩვეულებრივ ანალოგიური ნაწარმოებებისათვის ქვეყანაშია დადგენილი, ნებისმიერი ლიცენზია, რომელიც ამ მუხლის თანახმად გაიცემა, წყვეტს თავის მოქმედებას, თუ ასეთი თარგმანი შესრულებულია იმავე ენაზე და ძირითადად იმავე შინაარსისაა, როგორიც ლიცენზიით გამოცემული თარგმანი. ყველა ეგზემპლარი, გამოცემული მანამდე, სანამ ლიცენზია ძალას დაკარგავდა, შეიძლება ვრცელდებოდეს მანამდე, სანამ ტირაჟი მთლიანად გაიყიდება [II მუხლი (6)].

ნაწარმოებებისთვის, რომლებიც ძირითადად ილუსტრაციებისაგან შედგება, თარგმნისა და ტექსტის გამოცემის ლიცენზია და ილუსტრაციების რეპროდუცირებისა და გამოცემის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ III მუხლის პირობები სრულდება.

ამ მუხლის შესაბამისად ლიცენზია არ შეიძლება გაიცეს, თუ ავტორმა თავისი ნაწარმოების ყველა ეგზემპლარი მიმოქცევიდან ამოიღო [II მუხლი (8)].

ლიცენზიის საფუძველზე თარგმნის დროს მთარგმნელმა უნდა უზრუნველყოს ავტორის არაქონებრივი უფლებების დაცვა, კერძოდ, ნაწარმოებების ერთიანობის, ავტორობის უფლების დაცვა, არ დაუშვას ნაწარმოებში დამატებების ან ისეთი ცვლილების შეტანა, რამაც შეიძლება ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია შელახოს; უნდა მიუთითოს ნაწარმოების ორიგინალური სახელწოდება. ეროვნული კანონმდებლობა იღებს აუცილებელ ზომებს სწორი თარგმანის ან, შესაბამისად, ამა თუ იმ გამოცემის ზუსტი გამეორებისათვის [IV მუხლი (6)(b)].

ლიცენზია ნაწარმოების რეპროდუცირებისა და თარგმანის გამოქვეყნებაზე არ გაიცემა შემდეგ შემთხვევებში:

  1. როცა თარგმანი ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ იყო გამოცემული პირის მიერ, რომელიც ფლობს თარგმნის უფლებას ან მისი ნებართვით, ან

  2. როცა ნაწარმოები თარგმნილია არა იმ ენაზე, რომელიც საყოველთაოდ იხმარება ქვეყანაში, სადაც მოთხოვილი იყო ლიცენზია [III მუხლი (5)].

იძულებითი ლიცენზიის ნებისმიერი გამოყენების შემთხვევაში ნაწარმოების ავტორს კომპენსაციის სახით მიეცემა „სამართლიანი საზღაური“, იმ ქვეყნის ვალუტით, რომელმაც ლიცენზია გასცა. თანხის ოდენობის გამოთვლის, მისი გადარიცხვის ან ქვეყნიდან გატანის წესს ადგენს ამავე ქვეყნის კანონმდებლობა.

რეპროდუცირების უფლების შეზღუდვა (III მუხლი)

დამატებითი კარის III მუხლის თანახმად, ავტორს ნაწარმოების პირველი გამოცემიდან ხუთი წლის განმავლობაში თავისი ნაწარმოების რეპროდუცირების უფლება აქვს. თუ ასეთი გამოცემის ეგზემპლარები არ იყო გავრცელებული ამ ქვეყნის საზოგადოებაში ან სისტემურ სწავლებასთან დაკავშირებით არ გაავრცელა პირმა, რომელიც ფლობს რეპროდუცირების უფლებას ან მისი ნებართვით არ გავრცელდა ამ ქვეყანაში ანალოგიური ნაწარმოებებისათვის დადგენილი ჩვეულებრივი ფასების შესაბამის ფასში, I მუხლის (1) პუნქტში გათვალისწინებული ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს ჩვეულებრივი და განუსხვისებელი ლიცენზიის სისტემით შეცვალოს კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული რეპროდუცირების განსაკუთრებული უფლება. ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ლიცენზია ასეთი გამოცემის რეპროდუცირებასა და გამოცემაზე ამავე ან უფრო ნაკლებ ფასად სისტემატურ სწავლებასთან დაკავშირებით გამოსაყენებლად [III მუხლი (1) და (2)(a)].

ლიცენზია შეიძლება გაიცეს ზემოთ გათვალისწინებული პირობებით, თუ დადგენილი პერიოდის გავლის შემდეგ არც ერთი მართლზომიერად გამოქვეყნებული ეგზემპლარი მოცემულ ქვეყანაში არ გავრცელებულა ფართო საზოგადოებაში ან სისტემატურ სწავლებასთან დაკავშირებით ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იმ ფასებში, რომლებიც შეესაბამება ამ ქვეყანაში ჩვეულებრივ ანალოგიურ ნაწარმოებებზე დაწესებულ ფასებს [III მუხლი (2)(b)].

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ხუთწლიანი ვადიდან დაშვებულია რამდენიმე გამონაკლისი [III მუხლი (3)], კერძოდ:

  1. საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერების დარგის, მათემატიკისა და ტექნიკის ჩათვლით, გამოცემებისთვის ეს პერიოდი შეადგენს სამ წელიწადს;

  2. მხატვრული, პოეტური, დრამატული და მუსიკალური ნაწარმოებებისათვის, აგრეთვე ხელოვნების დარგის წიგნებისათვის, ეს პერიოდი შეადგენს შვიდ წელიწადს.

დადგენილი ვადები აითვლება ნაწარმოების მართლზომიერი პირველი საჯარო გამოქვეყნებიდან.

როდესაც პირი, რომელიც ფლობს რეპროდუცირების უფლებას ან ვინმე მისი ნებართვით ავრცელებს ასეთი გამოცემის ეგზემპლარებს I მუხლის (1) პუნქტში აღნიშნულ ქვეყანაში, საზოგადოებაში ან სისტემატურ სწავლებასთან დაკავშირებით ფასებში, რომლებიც შეესაბამება ამ ქვეყანაში ანალოგიური ნაწარმოებებისათვის ჩვეულებრივად დადგენილ ფასებს, ნებისმიერი ლიცენზია წყვეტს თავის მოქმედებას, თუ ეს ტირაჟი გამოცემულია იმავე ენაზე და ძირითადად იმავე შინაარსისაა, როგორც ლიცენზიით გამოქვეყნებული გამოცემა. ყველა ეგზემპლარი, გამოცემული მანამდე, სანამ ლიცენზია ძალას დაკარგავდა, შეიძლება გავრცელდეს, სანამ ტირაჟი მთლიანად არ გაიყიდება (III მუხლი (7).

ე.ი. ავტორს ნებისმიერ დროს შეუძლია დაადასტუროს თავისი უფლება რეპროდუცირებაზე ნაწარმოების ამ ქვეყანაში გამოქვეყნებით. თუმცა, ლიცენზიის საფუძველზე ამ პერიოდისთვის გამოშვებული ნაწარმოებების ეგზემპლარები არ ამოიღება გავრცელებიდან და უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ გააგრძელონ მათი გავრცელება, სანამ ტირაჟი მთლიანად არ გაიყიდება; მხოლოდ ამის შემდეგ გაცემული ლიცენზია შეწყვეტს თავის მოქმედებას.

III მუხლი ვრცელდება ბეჭდვითი ან ანალოგიური ფორმით გამოქვეყნებულ ნაწარმოებებზე, აგრეთვე „აუდიოვიზუალური“ ფორმით წარმოდგენილ მეორად ნაწარმოებებზე, კანონიერად განხორციელებულ აუდიოვიზუალურ ჩანაწერებზე, საავტორო უფლებით დაცულ ნებისმიერ ნაწარმოებებზე, რომლებსაც ეს ჩანაწერები შეიცავს, აგრეთვე ამ ჩანაწერებში ჩართული ნებისმიერი ტექსტის თარგმანზე იმ ენაზე, რომელიც საყოველთაოდ იხმარება იმ ქვეყანაში, სადაც ლიცენზია მოითხოვება, იმ პირობით, რომ ყველა ამ შემთხვევაში აღნიშნული აუდიოვიზუალური ჩანაწერები მომზადებული და გამოშვებულია სისტემატური სწავლებისათვის გამოყენების განსაკუთრებული მიზნით [III მუხლი (7)].

ნაწარმოების თარგმნისა და რეპროდუცირების შემთხვევაში ლიცენზიის მიმღებმა ავტორს უნდა გადაუხადოს „სამართლიანი ანაზღაურება“, რომელიც გამოითვლება ამ ქვეყანაში არსებული პირობებისა და არა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ლიცენზირების წესები (IV მუხლი)

მსურველი ლიცენზიის მისაღებად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაუკავშირდეს საავტორო უფლებების მფლობელს. თუ შეუძლებელია იმ პირის დადგენა, ვინც ფლობს უფლებას, ლიცენზიის მომთხოვნი აგზავნის შეკვეთილი წერილით თავისი განცხადების ასლებს, რომლებიც წარუდგინა ლიცენზიის გაცემაში კომპეტენტურ ორგანოს, გამომცემელს, რომლის სახელიც (დასახელება) აღნიშნულია ნაწარმოებებზე, აგრეთვე ნებისმიერ ეროვნულ ან საერთაშორისო ცენტრს, რომელიც შეიძლება აღნიშნული იყოს გენერალური დირექტორისადმი გაგზავნილ შესაბამის ნოტიფიკაციაში იმ ქვეყნის მთავრობის მიერ, რომელშიც, როგორც ნავარაუდევია, გამომცემელი თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას ეწევა.

პირმა, რომელიც ლიცენზიების გამცემ კომპეტენტურ ორგანოს ნებართვისათვის მიმართავს, უნდა დაამტკიცოს, რომ მან ნებართვისათვის მიმართა პირს, რომელიც ფლობს თარგმანის გაკეთების, მისი გამოცემის ან/და რეპროდუცირების უფლებას, და უარი მიიღო ან, მიუხედავად არაერთგზის ცდისა, ვერ შეძლო დაედგინა უფლებამოსილი პირი. ლიცენზიის მოთხოვნისას განმცხადებელი ინფორმაციას აწვდის წინა პარაგრაფში აღნიშნულ ნებისმიერ ეროვნულ ან საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრს.

გაცემული ლიცენზიის საფუძველზე თარგმნილი და გამოცემული ან რეპროდუცირებული ნაწარმოების ტირაჟის თითოეულ ეგზემპლარზე უნდა აღინიშნოს ავტორის გვარი და ნაწარმოების სახელწოდება.

ლიცენზია არ ვრცელდება ნაწარმოების ეგზემპლარების ექსპორტზე და ძალაშია მხოლოდ თარგმანის გამოცემის ან რეპროდუცირებისას იმ ქვეყნის ფარგლებში, სადაც ლიცენზია გაიცა.

როცა სამთავრობო ან სხვა კომპეტენტური ორგანო, რომელმაც ლიცენზია გასცა თარგმანის მომზადებაზე ნებსისმიერ ენაზე (ინგლისურის, ესპანურის ან ფრანგულის გარდა), მეორე ქვეყანაში გზავნის ასეთი ლიცენზიის საფუძველზე გამოცემული თარგმანის ეგზემპლარებს, ეგზემპლარების ასეთი გაგზავნა არ ითვლება ექსპორტად, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

  1. ეგზემპლარების მიმღები არიან ლიცენზიის გამცემი ქვეყნის მოქალაქენი ან ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ მოქალაქეებს აერთიანებენ;

  2. ეგზემპლარების გამოყენება შეიძლება მარტო სკოლებში, უნივერსიტეტებში ან კვლევის მიზნით;

  3. ეგზემპლარების გაგზავნა და მათი შემდგომი გავრცელება მიმღებთა შორის არ ემსახურება კომერციულ მიზნებს;

  4. ქვეყანა, რომელშიც ეგზემპლარები იგზავნება, დაეთანხმა ქვეყანას, რომლის კომპეტენტურმა ორგანომაც გასცა ლიცენზია, ნება დართოს მიღებაზე, გავრცელებაზე ან ორივეზე ერთად და ასეთი შეთანხმების შესახებ ლიცენზიის გამცემი ქვეყნის მთავრობამ შეატყობინა გენერალურ დირექტორს.

ლიცენზიების საფუძველზე გამოშვებული ნაწარმოებების ყველა ეგზემპლარს თან უნდა ახლდეს შეტყობინება შესაბამის ენაზე იმის შესახებ, რომ ეგზემპლარები შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ იმ ქვეყანაში ან ტერიტორიაზე, სადაც მოცემული ლიცენზია ვრცელდება.

კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს ავტორისთვის კომპენსაციის სახით სამართლიანი საზღაურის გადახდას იმ ნორმების შესაბამისად, რომლებსაც ჩვეულებრივ იყენებს ქვეყანა, სადაც არ არის შემოღებული ლიცენზირების წესები უცხოელი ავტორების მიმართ.

კომპეტენტური ორგანო მიმართავს აგრეთვე ყველა ზომას, რათა საერთაშორისო მექანიზმების დახმარებით უზრუნველყოს კომპენსაციის გადაყვანა საერთაშორისო კონვერტირებულ ვალუტად ან მის ეკვივალენტად.

______________

1. èçä. “ 1978, ñòð. 55-57

2.3 1961 წლის რომის კონვენცია შემსრულებელთა, ფონოგრამების პროდიუსერთა და მაუწყებლობის ორგანიზაციათა უფლებების დაცვის შესახებ - Rome Convention for the Protection of Performers, Producers of Phonograms and Broadcasting Organizations (1961)

▲ზევით დაბრუნება


საერთაშორისო საავტორო სამართალში მომიჯნავე უფლებების დაცვა ხორციელდება „შემსრულებელთა, ფონოგრამების პროდიუსერთა და მაუწყებლობის ორგანიზაციათა უფლებების დაცვის შესახებ 1961 წლის რომის კონვენციის“ შესაბამისად. კონვენციის შექმნის ძირითადი მიზანი იყო უფლებების სამი კატეგორიის მფლობელთა ინტერესების დაცვის დაბალანსება.

კონვენცია ძალაში შევიდა 1964 წლის 18 მაისს და 1999 წლის 1 ივნისამდე მას ხელი მოაწერა 63 ქვეყანამ. ესენია: ავსტრალია, ავსტრია, არგენტინა, ბარბადოსი, ბელგია, ბოლივია, ბრაზილია, ბულგარეთი, ბურკინა ფასო, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, დომინიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, ელ-სალვადორი, ესპანეთი, ვენესუელა, იამაიკა, იაპონია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კანადა, კაპ ვერდე, კოლუმბია, კონგო, კოსტა-რიკა, ლატვია, ლესოტო, ლიბანი, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მაკედონია, მექსიკა, მოლდავეთის რესპუბლიკა, მონაკო, ნიგერი, ნიგერია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პანამა, პარაგვაი, პერუ, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, სანტა-ლუსია, საფრანგეთი, სლოვაკია, სლოვენია, უნგრეთი, ურუგვაი, ფილიპინები, ფინეთი, ფიჯი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ჩილე, ჰონდურასი.

ბერნის კონვენციის მსგავსად, რომის კონვენციაც აგებულია ორ პრინციპზე: „ეროვნული რეჟიმისა“ და „მინიმალური დაცვის მინიჭების“ პრინციპზე.

კონვენციის 2 (1) მუხლის განსაზღვრით, „ეროვნული რეჟიმი“ ნიშნავს რეჟიმს, რომელსაც ადგენს იმ წევრ-ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობა, სადაც არსებობს დაცვის მოთხოვნა უფლებების მფლობელთა შემდეგი კატეგორიებისათვის:

  1. ადგილობრივი შემსრულებლებისთვის იმ შესრულების მიმართ, რომლებიც ტრანსლირებული იყო ან პირველად შესრულდა მათ ტერიტორიაზე;

  1. ფონოგრამების პროდიუსერების მიმართ, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე განლაგებული აქვთ შტაბ-ბინა ან, რომლებმაც პირველად ჩაწერეს ან გამოსცეს ფონოგრამა ამ ტერიტორიაზე;

  1. მაუწყებლობის ორგანიზაციის მიმართ, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე; იმ გადაცემების მიმართ, რომლებიც გადაიცემა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემის საშუალებით.

კონვენციის სახელწოდებიდან გამომდინარე, მისი ბენეფიციარია უფლებების მფლობელთა სამი კატეგორია: შემსრულებლები, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებლები (პროდიუსერები) და მაუწყებლობის ორგანიზაციები. ამ სამეულს ლიტერატურაში ხშირად მოიხსენიებენ „სასიყვარულო სამკუთხედად“.1

კონვენციის დებულებათა ზუსტი გაგების მიზნით მე-3 მუხლში განმარტებულია შემდეგი ძირითადი ტერმინები:

შემსრულებელი (performer)

შემსრულებლად ჩაითვლება მსახიობი, მომღერალი, მუსიკოსი, მოცეკვავე და სხვა პირი, რომელიც თამაშობს როლს, კითხულობს, მღერის, დეკლამატორობს, უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე ან სხვაგვარად ასრულებს ლიტერატურულ ან ხელოვნების ნაწარმოებებს, მათ შორისაა მუსიკალური, დრამატული და მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოებები, რომლებიც გათვალისწინებულია ბერნის და საავტორო უფლებების საყოველთაო კონვენციებით; აგრეთვე საესტრადო, საცირკო, თოჯინური ნომრები. კონფერენციაზე გადაწყდა, რომ მუსიკოსებისა და მომღერლების დირიჟორები ჩაითვლებიან შემსრულებლებად, მიუხედავად იმისა, რომ მე-3 მუხლში ისინი არ არიან მოხსენიებული.

ფონოგრამა (phonogram)

კონვენციის ტექსტში ტერმინი „ფონოგრამა“ ნიშნავს ხმოვანი შესრულების ან სხვა ბგერების ნებისმიერ „მხოლოდ და მხოლოდ ხმოვან“ ჩანაწერს. ჩიტების გალობის და სხვა ბუნებრივი ხმოვანი რიგის ჩანაწერი „ფონოგრამის“ კატეგორიაში არ ჩაითვლება.

ფონოგრამის პროდიუსერი (producer of phonograms)

ფონოგრამის პროდიუსერი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს შესრულების ბგერების ან სხვა ხმების პირველ ჩანაწერს. აქვე ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ, თუ პირველი ჩანაწერი განხორციელებულია იურიდიული პირის მოსამსახურის მიერ, დამამზადებლად ჩაითვლება ეს იურიდიული პირი.

გამოცემა (publication)

გამოცემა ნიშნავს ფონოგრამის ეგზემპლარების ან ასლების საკმარისი რაოდენობით ფართო საზოგადოებისთვის შეთავაზებას. რომის კონვენციაში, როგორც ბერნის კონვენციაში, არ არის განმარტებული, თუ რა იგულისხმება „ფართო საზოგადოებასა“ და „საკმარის რაოდენობაში“.

რეპროდუცირება (reproduction)

„რეპროდუცირებაში“, პირველ რიგში, ხაზი აქვს გასმული ასლის გადაღების, კოპირების ფაქტს, რაც გამორიცხავს ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა წარმოდგენა, ჩვენება, შესრულება, ე.ი. ისეთ მოქმედებებს, რომლებსაც ეგზემპლარების შექმნა არ მოჰყვება.

მაუწყებლობა (broadcasting)

მაუწყებლობა გულისხმობს ბგერების ან გამოსახულების უკაბელო გადაცემას ფართო საზოგადოებისათვის. ამასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ არ იგულისხმება პირადი ხასიათის გადაცემები, ე.ი. გადაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია შეზღუდული წრისთვის (მაგალითად, შეტყობინებები საზღვაო გემებიდან, პოლიციელების საუბრები რაციით და სხვ.).

რეტრანსლაცია (rebroadcasting)

რეტრანსლაცია ერთი სამაუწყებლო ორგანიზაციის მიერ მეორე ორგანიზაციის გადაცემების ერთდროული ტრანსლაცია. „რეტრანსლაციის“ ცნების გამოყენებისას შეიძლება თავი იჩინოს გარკვეულმა სიძნელეებმა. მაგალითად, თუ მაუწყებლობის დანადგარები და გადამცემი აპარატურა ეკუთვნის ერთ ორგანიზაციას, ხოლო პროგრამა მოამზადა და წარმოადგინა სხვა ორგანიზაციამ, ამ შემთხვევაში „გადამცემ ორგანიზაციად“ ჩაითვლება ის გაერთიანება, რომელმაც პროგრამა შექმნა და წარმოადგინა.

კონვენციური დაცვით სარგებლობა

კონვენციური დაცვით სარგებლობენ მხოლოდ უცხოელი შემსრულებლები, ფონოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები. ადგილობრივ სუბიექტებზე კი ვრცელდება მხოლოდ კავშირის წევრ-ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის დებულებები.

კონვენციური დაცვით სარგებლობენ შემდეგი პირები:

  1. შემსრულებლები, თუ:

  1. შესრულებას ადგილი ჰქონდა კავშირის სხვა წევრ-ქვეყანაში;

  1. შესრულება კონვენციის მიერ დაცული ფონოგრამის ნაწილია; ან

  1. შესრულება, რომელიც არ იყო ფონოგრამის სახით ჩაწერილი, გადაცემულია მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემაში, რომელიც დაცულია წინამდებარე კონვენციის დებულებებით (მუხლი 4).

  1. ფონოგრამის პროდიუსერები თუ აკმაყოფილებენ სამიდან ერთერთ კრიტერიუმს:

  1. ფონოგრამის პროდიუსერი არის კონვენციის სხვა წევრ-ქვეყნის მოქალაქე (მოქალაქეობის კრიტერიუმი);

  1. ფონოგრამის პირველი ფიქსაცია შესრულდა სხვა წევრ-ქვეყანაში (პირველი ჩაწერის კრიტერიუმი);

  1. ფონოგრამა პირველად გამოცემული იყო კონვენციის სხვა წევრქვეყანაში (პირველი გამოცემის კრიტერიუმი).

იმ შემთხვევაში, თუ ფონოგრამა პირველად გამოიცა კონვენციის არაწევრ-ქვეყანაში, მაგრამ 30 დღის განმავლობაში გამოიცა კონვენციის ქვეყანაშიც (ერთდროული გამოქვეყნებას), ფონოგრამა დაექვემდებარება კონვენციურ დაცვას (მუხლი 5).

გაეროს გენერალური დირექტორის ინფორმირების საშუალებით კონვენციის ნებისმიერმა წევრმა შეიძლება აირჩიოს ერთ-ერთი ან გამოიყენოს ერთზე მეტი კრიტერიუმი.

  1. მაუწყებლობის ორგანიზაციის შემთხვევაში კონვენციური დაცვა ვრცელდება, თუ:

  1. მაუწყებლობის ორგანიზაციის შტაბ-ბინა განთავსებულია სხვა წევრ-ქვეყნის ტერიტორიაზე; ან

  1. გადაცემებს ახორციელებს სხვა წევრ-ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემის მეშვეობით (მუხლი 6).

კონვენციის მე-7, მე-10, მე-12, მე-13, და მე-14 მუხლები აზუსტებს ნაციონალური რეგულირების ძირითად პრინციპს და ადგენს მომიჯნავე უფლებების მფლობელთა უფლებების დაცვის გარკვეულ მინიმუმს.

შემსრულებლების უფლებები

მე-7 მუხლში განსაზღვრულია შემსრულებლების უფლებები, კერძოდ უფლება - ნება დართოს ან აკრძალოს მაუწყებლობის ორგანიზაციების მიერ ან სხვა საშუალებით მათი შესრულების საჯარო გადაცემა, შესრულების ჩაწერა და რეპროდუცირება. ჩამოთვლილი უფლებები შემსრულებლებს ენიჭებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც არასანქცირებული გადაცემა ან ჩაწერა ხდება მათი შესრულების ადგილებში. შემსრულებლებს უფლება აქვთ ნება დართონ შესრულების ჩაწერაზე, თუ ის ადრე ჩაწერილი არ იყო.

შემსრულებლის თანხმობის გარეშე სპეციალურად ამ მიზნებისათვის ადრე წარმოებული შესრულების ფონოგრამის, ჩანაწერის ან ტრანსლაციის გამოყენება შესაძლებელია, თუ:

    1. ჩანაწერი წარმოებულია შემსრულებლის ნებართვით;

    2. მისი გამოყენება ხდება იმ მიზნების შესაბამისად, რისთვისაც გაკეთდა იგი.

ფონოგრამების პროდიუსერის უფლებები

კონვენცია ძალიან ზოგადად განსაზღვრავს ფონოგრამის პროდიუსერების უფლებებს. მე-10 მუხლი ანიჭებს მათ უფლებას „ნება დართონ ან აკრძალონ მათი ფონოგრამების უშუალო ან არაპირდაპირი (ირიბი) რეპროდუცირება“. „არაპირდაპირი“ ან „ირიბი“ ნიშნავს, რომ პროდიუსერის უფლებები ირღვევა ფონოგრამის არა მარტო პირდაპირი რეპროდუცირებისას, არამედ უკვე არსებული ფონოგრამების შესრულების დროს გაკეთებული ჩანაწერის შემთხვევაშიც.

მოყვანილი ზოგადი დებულება არ არეგულირებდა „ფონოგრამების მეორადი გამოყენების“ ანუ მაუწყებლობის ორგანიზაციების პროგრამებში მათი გამოყენების საკითხს.

მე-12 მუხლის თანახმად, ფონოგრამის „მომხმარებელი“ ვალდებულია შემსრულებლებს ან ფონოგრამის პროდიუსერს, ან ორივეს ერთად გადაუხადოს ერთჯერადი ანაზღაურება. თუ შემსრულებელი და პროდიუსერი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ადგილობრივმა კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს თითოეული მხარისათვის კუთვნილი ანაზღაურების ოდენობა და გადახდის პირობები.

ერთჯერადი ანაზღაურების გადახდის პირობა მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფონოგრამა გამოყენებულია კომერციული მიზნებისათვის და გადაცემა საჯაროა.

ადგილობრივ კანონმდებლობას შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს მე-12 მუხლის დებულებების გამოყენება. მე-16 მუხლი ითვალისწინებს, რომ წევრ-ქვეყანას შეუძლია ნებისმიერ დროს შეატყობინოს გაეროს გენერალურ დირექტორს, რომ იგი არ იღებს ვალდებულებას შეასრულოს მე-12 მუხლის დებულებები ან შეასრულებს მათ გარკვეულ შემთხვევებში. ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს მე-12 მუხლის წესები მხოლოდ კონვენციის სხვა წევრ-ქვეყნების ფონოგრამების პროდიუსერების მიმართ; ან ქვეყანას უფლება აქვს მიანიჭოს ამ პროდიუსერს უფლებები იმავე მოცულობით, რაც გათვალისწინებულია მისი მშობლიური სახელმწიფოს კანონმდებლობით.

მაუწყებლობის ორგანიზაციათა უფლებები

კონვენციის მე-13 მუხლში განსაზღვრულია მაუწყებლობის ორგანიზაციებისათვის მინიჭებული უფლებების მოცულობა. კერძოდ, მათ უფლება აქვთ ნება დართონ ან აკრძალონ:

  1. თავისი პროგრამების რეტრანსლაცია;

  1. თავისი პროგრამების ჩაწერა;

  1. მათი ნებართვის გარეშე ჩაწერილი ან მათი თანხმობით ჩაწერილი, მაგრამ არამიზნობრივად გამოყენებული პროგრამების რეპროდუცირება;

  1. სატელევიზიო პროგრამების საჯარო ჩვენება, თუ ამ სეანსებზე დასწრება ფასიანია.

მე-16 მუხლის (b) ქვეპუნქტი კონვენციის მონაწილეებს უფლებას ანიჭებს არ გაითვალისწინონ მე-13 მუხლის მოთხოვნები. მაგრამ, თუ ქვეყანა ისარგებლებს ამ დებულებით, სხვა ქვეყნები არ არიან ვალდებული მიანიჭონ აღნიშნული უფლებები მაუწყებლობის იმ ორგანიზაციებს, რომელთა შტაბ-ბინა მდებარეობს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც ისარგებლა მე-13 მუხლი (d) ქვეპუნქტის შენიშვნით.

მომიჯნავე უფლებების დაცვის ვადა (მუხლი 14)

მომიჯნავე უფლებების დაცვის მინიმალური ვადა განისაზღვრება 20 წლით და იწყება იმ წელიწადის ბოლოდან, როდესაც:

  1. მოხდა ფონოგრამისა და მასში გამოყენებული შესრულების ჩაწერა;

  2. ადგილი ჰქონდა შესრულებას, რომელიც ფონოგრამაზე არ იყო ჩაწერილი;

  3. წარმოებულია მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა.

ადგილობრივ კანონმდებლობებს შეუძლიათ დაადგინონ უფრო დიდი ვადა, ვიდრე კონვენციითაა გათვალისწინებული. მაგრამ, თუ ქვეყანამ შემოიღო უფრო ხანგრძლივი ვადა, იგი ვალდებული არ არის ეს გაავრცელოს იმ ქვეყნის სუბიექტებზე, სადაც დაცვის ვადა ნაკლებია.

ობიექტების თავისუფალი გამოყენება

კონვენციის მე-15 მუხლი ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც დაშვებულია მომიჯნავე უფლებების ობიექტების თავისუფალი გამოყენება. ადგილობრივ კანონმდებლობებს შეუძლიათ შემოიღონ აღნიშნული გამონაკლისები.

მე-15 მუხლის (1) პუნქტის მიხედვით, ობიექტების თავისუფალი გამოყენება დაშვებულია შემდეგ შემთხვევებში:

  1. პირადი სარგებლობის მიზნით;

  1. მოკლე ნაწყვეტების გამოყენება საინფორმაციო მიზნებისათვის;

  1. მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ თავისი საშუალებებით მისი გადაცემებისათვის დროებითი ფიქსაციისთვის;

  1. სასწავლო და სამეცნიერო კვლევის პროცესში გამოყენების მიზნით.

წევრ-ქვეყანას შეუძლია გააფართოვოს წარმოდგენილი სია და ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებისათვის არსებული თავისუფალი გამოყენების რეჟიმი გაავრცელოს მომიჯნავე უფლებების ობიექტებზეც. მაგალითად, თუ საქველმოქმედო მიზნებისათვის დაშვებულია ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების თავისუფალი გამოყენება, მაშინ ამ სახის გამონაკლისი გავრცელდება შემსრულებელთა მოღვაწეობაზე, მაუწყებლობის ორგანიზაციათა პროგრამებსა და ფონოგრამებზეც.

ობიექტების ნებისმიერი თავისუფალი გამოყენების დროს უფლებების მფლობელს უნარჩუნდება უფლება მოითხოვოს და მიიღოს სამართლიანი ანაზღაურება.

ფორმალობების საკითხი

კონვენციაში საკმაოდ ადვილადაა გადაწყვეტილი ფორმალობების საკითხი. კონვენციის მე-11 მუხლი ითვალისწინებს წესს, რომლის მიხედვითაც ფორმალობები შესრულებულად ჩაითვლება, თუ გამოშვებული და გასავრცელებლად განკუთვნილი ფონოგრამის ყველა ეგზემპლარზე ან მის ფუტლარზე მოთავსებულია ლათინური ასო P წრეწირში - P და აღნიშნულია პირველი გამოცემის თარიღი. ეს ნიშანი უნდა განთავსდეს ისეთ ადგილას და ისეთი ფორმით, რომ ადვილად იკითხებოდეს.

თუ ეგზემპლარზე ან მის ფუტლარზე დამამზადებლის სახელი ან მისი ლიცენზია (მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა მითითებით) არ არის აღნიშნული, მოთავსებული ნიშანი P უნდა შეიცავდეს ფონოგრამის დამზადებაზე უფლებების მფლობელის სახელს. თუ ფონოგრამის ეგზემპლარებზე ან მის ფუტლარზე ნაწარმოების ძირითადი შემსრულებელი არ არის აღნიშნული, ნიშანი P უნდა შეიცავდეს იმ პირის სახელს, რომელსაც ჩანაწერის წარმოების ქვეყანაში შესრულების უფლება ეკუთვნის.

ზემოაღნიშნული მოთხოვნები ძალაშია მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი კანონმდებლობა ფორმალობების შესრულებას მოითხოვს. იმ ქვეყნებში კი, სადაც ასეთი მოთხოვნა არ არსებობს, კონვენციური დაცვა სუბიექტებს ენიჭებათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნიშანი P არ არის აღნიშნული.

დასკვნითი დებულებები

ქვეყნებს, რომლებიც არ მიუერთდნენ რომის კონვენციას, რამდენიმე არგუმენტი აქვთ. კერძოდ, კონვენციის სუბიექტების უფლებათა აღიარების წინააღმდეგ გამოდიან ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ პირებისათვის უფლებების მინიჭებას, რომლებსაც, მათი აზრით, არ შეაქვთ შემოქმედებითი წვლილი ნაწარმოებების შექმნაში. ზემოაღნიშნულ ვითარებაში თავს იჩენს „ღვეზელის თეორია“, რომელიც ნაწარმოებების ექსპლუატაციისთვის განკუთვნილ ანაზღაურებას განიხილავს როგორც ღვეზელის ნაჭრებს. ამ შემთხვევაში რაც მეტი მონაწილეა, მით უფრო ნაკლები ნაჭერი შეხვდება თითოეულს.

კონვენციის წინააღმდეგ გამოდიან მაუწყებლობის ორგანიზაციები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კონვენცია ფაქტობრივად არ ანიჭებს მათ დაცვის უფლებას.

იურისტები აღნიშნავენ აგრეთვე, რომ, ერთი მხრივ, კონვენცია იცავს სამი ჯგუფის საპირისპირო ინტერესებს: შემსრულებლების, ფონოგრამის პროდიუსერებისა და მაუწყებლობის ორგანიზაციათა ინტერესებს; მეორე მხრივ, თუ მსოფლიოს ყველა (მათ შორის - განვითარებად) ქვეყანაში არსებობს მაუწყებლობის ორგანიზაციები და დაინტერესებული არიან მათი უფლებების დაცვით, ყველა ქვეყანაში როდია წარმოდგენილი ფონოგრაფიული ინდუსტრია, რომელიც თავისი პროდუქციის ექსპორტს ახდენს, ან შემსრულებლები, რომლებიც საზღვარგარეთ გასტროლებზე დადიან. ამ ქვეყნებს არა აქვთ ეკონომიკური ინტერესი დაიცვან მხოლოდ უცხოელ სუბიექტთა ინტერესები თავიანთ ქვეყანაში.

_______________

1. Victor Blanco Labra, The Rome Convention: a three-crnered marriage (a love triangle?), UNESCO Copyright Bulletin, 1991, Vol 25 No 4 p. 17-18

2.4 ხელშეკრულება ინტელექტუალურ საკუთრებაზე ვაჭრობის თანხვედრი უფლებების შესახებ - EMENT ON TRADE-RELATED ASPECTS OF INTELLECTUAL PROPERTY RIGHTS (TRIPS Agreement)

▲ზევით დაბრუნება


ხელშეკრულება ინტელექტუალურ საკუთრებაზე ვაჭრობის თანხვედრი უფლებების შესახებ (TRIPS-ის ხელშეკრულება) წარმოადგენს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შექმნის შესახებ 1994 წლის 15 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილს (General Agreement on Trade in Services - GATS), რომელიც ძალაში შევიდა 1995 წლის 1 იანვარს და ამით ფუნქციონირება დაიწყო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ.

TRIPS-ის ხელშეკრულება პირდაპირ სარგებლობს ბერნისა და რომის კონვენციების დაცვის სტანდარტებით. ხელშეკრულება აძლევს უფლებამონაცვლეებს უფრო ფართო და უკეთესი დაცვის შესაძლებლობას, ვიდრე მათ ბერნის, რომის და სხვა კონვენციებით ენიჭებოდათ:

  • თითქმის 50 ქვეყანას (რომლებიც ადრე ვალდებული არ იყვნენ) ავალდებულებს გამოიყენონ ბერნის კონვენციის 1971 წლის პარიზის აქტის ნორმები. ამით იგი აფართოებს დაცვის სფეროს, რომელსაც ბერნის კონვენცია განსაზღვრავს;

  • ხმის ჩამწერ ინდუსტრიას აძლევს გაქირავების განსაკუთრებულ უფლებებსა და სხვა შეღავათებს, იცავს მათ უფლებებს 50 წლის ვადით;

  • იგი პირველად ადგენს შემსრულებელთა დაცვის საერთაშორისო ნორმებს;

  • TRIPS-ის ხელშეკრულება პირველად ავალდებულებს სახელმწიფოებს მიიღონ და განახორციელონ ქმედითი ზომები მეკობრეობასთან საბრძოლველად, რაც გავრცელებულია აუდიო-, აუდიოვიზუალურ და კომპიტერული პროგრამების სექტორში;

  • მან პირველად შეიმუშავა დავათა მოწესრიგების სისტემა, რომელსაც შეიძლება მიმართონ სახელმწიფოებმა სხვა ქვეყნის მიერ ინტელექტუალური საკუთრების სექტორში თავისი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

TRIPS-ის ხელშეკრულების ძირითადი პრინციპებია:

  • ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, „უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის“ ცნებას და, მეორე მხრივ - „ეროვნული რეჟიმის“ ცნებას;

  • მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე ლიბერალური შეღწევის პრინციპი. „უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (MFN) მოცემულია TRIPS -ის მე-4 მუხლში, სადაც ვკითხულობთ:

„ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მხრივ, ნებისმიერი უპირატესობა, შეღავათი, პრივილეგია ან იმუნიტეტი, რომელსაც წევრსახელმწიფო ანიჭებს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა მიეცეს ყველა წევრ-ქვეყნის მოქალაქეებს. აღნიშნული ვალდებულებისაგან თავისუფლდება წევრქვეყნის მიერ მინიჭებული ნებისმიერი უპირატესობა, შეღავათი, პრივილეგია ან იმუნიტეტი:

  1. რომელიც გამომდინარეობს იურიდიული დახმარებისა და სამართლებრივი დაცვის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომლებსაც აქვს ზოგადი ხასიათი და არ არის მიძღვნილი კონკრეტულად ინტელექტუალური საკუთრების დაცვისადმი;

  1. რომელიც მინიჭებულია ბერნის კონვენციის (1971წლის პარიზის აქტის) ან რომის კონვენციის დებულებების თანახმად, რაც ნიშნავს იმას, რომ მიღებული რეჟიმი უნდა იყოს არა ეროვნული რეჟიმის, არამედ სხვა ქვეყნებში მიღებული რეჟიმის ფუნქცია;

  1. შემსრულებლების, ფონოგრამის პროდიუსერთა და სამაუწყებლო ორგანიზაციების უფლებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ არ მიეცათ ამ ხელშეკრულების თანახმად;

  1. რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომლებიც ძალაში შევიდა იმ ხელშეკრულებების ძალაში შესვლამდე, რომელთა მეშვეობითაც შეიქმნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, იმ პირობით, რომ ამგვარი ხელშეკრულების შესახებ ეცნობება ვაჭრობასთან დაკავშირებულ ასპექტებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საბჭოს და არ წარმოქმნის სხვა წევრ-სახელმწიფოების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ თვითნებურ და გაუმართლებელ დისკრიმინაციას.

ეროვნული რეჟიმის ცნება კი გულისხმობს, რომ „თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეუქმნას ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეს არანაკლებ ხელშემწყობი რეჟიმი, ვიდრე იგი უქმნის თავის მოქალაქეებს“ (მე-3 მუხლი).

სისხლის-სამართლებრივი პროცედურები

წევრ-ქვეყნების კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასა და დასჯადობას შეგნებული კონტრაფაქტული ქმედებისა და კომერციული ზიანის მიყენების შემთხვევაში მაინც. სანქციები უნდა შეიცავდეს თავისუფლების აღმკვეთ ღონისძიებებს და/ან საკმარის ჯარიმებს; სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს დანაშაულის სიმძიმეს.

გათვალისწინებული სანქციები უნდა შეიცავდეს ქონებაზე ყადაღის დადების, კონფისკაციისა და კონტრაფაქციული საქონლის, ნედლეულისა და დანაშაულის ჩადენისათვის გამოყენებული ტექნიკური საშუალებების განადგურების შესაძლებლობას.

დავათა მოწესრიგება:

TRIPS-ის V ნაწილში სახელმწიფოებს შორის დავის თავიდან ასარიდებლად და მოსაწესრიგებლად გათვალისწინებულია პროცედურები, რომლებიც ძირითადად GATS-ის ფარგლებში იყო შემუშავებული:

  • წევრ-ქვეყნებმა უნდა გამოსცენ თავიანთი კანონები და ამ სფეროსთან დაკავშირებული აუცილებელი ღონისძიებების აღწერა და მათი განხორციელების წესები, აგრეთვე სასამართლო და ადმინისტრაციული ნორმები;

  • კონფლიქტების გადასაწყვეტად, შექმნილია TRIPS-ის საბჭო;

  • ურუგვაის რაუნდის მოლაპარაკებები აუმჯობესებს დავათა მოწესრიგების მექანიზმებს და აწესებს რეგულირების პროცესის თითოეული ეტაპის დროის ზუსტ ჩარჩოებს;

  • დავის მხარეებს გარანტირებული აქვთ საერთაშორისო სასამართლოში მიმართვის უფლება;

  • თუ ერთ-ერთი წევრ-ქვეყანა უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებასა და შესრულებაზე, სხვა მხარეებს შეუძლიათ ამ ქვეყნის მიმართ გამოიყენონ „გადაჯვარედინებული რეტორსია“ - ზომები სხვა სფეროებში, კონტრ-რეტორსიის რისკის გარეშე. მაგალითად, ქვეყანამ შეიძლება უპასუხოს ავტომობილებზე ან მარცვლეულზე ტარიფების გაზრდით.

ევროკავშირმა, ამერიკელებისა და იაპონელებისგან განსხვავებით, არ მიიღო სპეციფიკური მოვალეობა აუდიოვიზუალური სექტორის ბაზრის ლიბერალიზაციისთვის. პირიქით, ევროკავშირი არ არის ვალდებული შეუქმნას სხვა სახელმწიფოებს ისეთივე ხელშემწყობი პირობები, როგორსაც იგი უქმნის წევრ-სახელმწიფოებს. ამით ევროკავშირი შეეცადა დაეცვა თავისი ბაზარი ამერიკული პროდუქციის შეჭრისაგან. პირველ რიგში, ეს ეხება აუდიოვიზუალური და კომპიუტერული პროგრამების სფეროს. ევროკავშირმა ეს სტრატეგია შეინარჩუნა ბაზრებზე შეღწევის ლიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტის დროსაც.

ამგვარი პოზიცია აიხსნება შემდეგით: 1970 წლის თშ-ის ურუგვაის შეხვედრიდან მოყოლებული აშშ-მა პრაქტიკულად გაიტანა ყველა თავისი წინადადება და დამატება. კერძოდ, აშშ დაინტერესებული იყო ტარიფების შემცირებითა და თავისი ფირმებისთვის სავაჭრო ბაზრის გაფართოებით. 1986 წელს აშშ-მა მოლაპარაკების პროცესში ჩართო მომსახურების საკითხი და უკვე 1995 წელს ვაჭრობისა და ტარიფების გენერალურ შეთანხმებას ემატება მომსახურება (General Agreement on Trade and Tariffes (GATT), გარდაიქმნება General Agreement on Trade, Tariffes and Servises (GATTS), შეიმუშავეს TRIPS-ის ხელშეკრულების ტექსტი. ამით აშშ-ის კონტროლში უკვე ექცევა არა მარტო ვაჭრობა, არამედ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხიც. ამერიკული ფირმები ი პყრობენ ახალ დიდ ბაზრებს.

საინტერესოა კომპიუტერული პროგრამების დაცვის საკითხიც. თავდაპირველად კომპიუტერული პროგრამების დაცვა ხდებოდა პატენტის მეშვეობით. მაგრამ საავტორო უფლებების უპირატესობა თვალსაჩინო გახდა: მნიშვნელოვნად განსხვავდება უფლებების დაცვის ვად (თუ პატენტი იცავს ნაწარმოებებს საშუალოდ 20 წლის ვადით, საავტორო უფლება - მთელი სიცოცხლის მანძილზე და პლუს სულ ცოტა 50 წელი (ამერიკაში კი ეს ვადა 70 წელია); ავტორობის აღიარებისათვის საჭირო არ არის ისეთი გართულებული ზომებისა და ფორმალობების შესრულება, რაც პატენტის მიღებისთვისაა გათვალისწინებული.

სხვა ქვეყნებთან ხელშეკრულების დადების დროს აშშ მოითხოვს:

- ბაზრის გახსნას

და

- ეროვნული რეჟიმის შექმნას.

ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მოქალაქე ავტორებს და ადგილობრივ მწარმოებლებს არ ექნებათ არავითარი პრივილეგია ამერიკელი ავტორის და უფრო ძლიერი ფირმების წინაშე, რაც განსაკუთრებით საშიშია განვითარებადი ქვეყნებისთვის.

3 ნაწილი II საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვა

▲ზევით დაბრუნება


3.1 ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციების სპეციფიკა

▲ზევით დაბრუნება


ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით ექსპლუატაცია ან ამ უფლების დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა. ამ ფაქტის პრეზუმფცია საავტორო უფლების ძირითადი ელემენტია.

განსაკუთრებული უფლებების გამოყენება შეიძლება აბსოლუტური შემადგენლობით, თუ მას პირადად ავტორი ახორციელებს. აღნიშნულ შემთხვევაში უფლების მფლობელი თავად უწევს კონტროლს ნაწარმოების გავრცელებას, შეუძლია პერსონალურად მიიღოს გადაწყვეტილება მისი ექსპლუატაციის ეკონომიკური პირობების თაობაზე და აგრეთვე თვალი ადევნოს თავისი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების სათანადოდ დაცვას.

ახალი ტექნოლოგიების შექმნისთანავე შეუძლებელი და არაპრაქტიკული გახდა ამ უფლებების ინდივიდუალური მართვა. მაგრამ ის, რომ განსაკუთრებული უფლებების დაცვა შეუძლებელია ტრადიციული, ინდივიდუალური გზით, არ ნიშნავს მის გაუქმებას ან მნიშვნელობის შემცირებას.

ინდივიდუალური მფლობელის მიერ საავტორო უფლებების მართვის შეუძლებლობის კიდევ ერთი მიზეზია ნაწარმოების მომხმარებელთა მრავალრიცხოვნობა. ინდივიდებს უკვე აღარ შეუძლიათ თვალი ადევნონ, თუ როგორ იყენებენ ნაწარმოებს ყველა ცალკეულ შემთხვევაში, აწარმოონ მოლაპარაკება მომხმარებლებთან და შეაგროვონ საზღაური. ერთი მხრივ, ნაწარმოები შეიძლება შეასრულონ, გადასცენ ეთერით, ჩაწერონ და გაავრცელონ სხვადასხვა დროს და ადგილას ისე, რომ ავტორი არ/ან ვერ იქნება ინფორმირებული, მეორე მხრივ, მომხმარებელს ყოველთვის არ შეუძლია ზუსტად დაადგინოს ნაწარმოების ყველა მფლობელის ვინაობა და თითოეულთან ინდივიდუალური ხელშეკრულება დადოს.

ასეთ შემთხვევაში დგება სავალდებულო ლიცენზიის აუცილებლობის საკითხი და იქმნება საავტორო უფლებების დაცვის ახალი სისტემა და ფორმა - განსაკუთრებული უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციების სახით (ავტორთა საზოგადოებები), რომლებიც ავტორსა და მომხმარებელს შორის შუამავლად გამოდიან.

ბოლო წლებში კოლექტიური მართვის საზოგადოებების უფლებები ჩამოყალიბდა საავტორო უფლებების რეგლამენტაციის დამოუკიდებელ სისტემად. ამის თვალსაჩინო მაგალითია გერმანიის 1965 წლის კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ“.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების თანამედროვე მოდიფიკაციის შედეგია ის, რომ კოლექტიური მართვის ორგანიზაციების უფლებებმა საკმაოდ გავრცელებული რეგლამენტაცია მიიღო, მაგალითად, ბელგიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ავსტრიასა და ესპანეთში. დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში რეგლამენტაცია გათვალისწინებულია შემცირებული ფორმით, მხოლოდ და მხოლოდ Copyright Royalty Tribunal - ის ტარიფების შესაძლო კონტროლისთვის.

საზოგადოება აძლევს მომხმარებლებს უფლებას გამოიყენონ მის მმართველობაში არსებული რეპერტუარი, ან მას შეუძლია აკრძალოს ნებისმიერი გამოყენება. საზოგადოებები დებენ მომხმარებლებთან განსაკუთრებულ ხელშეკრულებებს პროცენტის ან ფიქსირებული თანხის და ნაწარმოების გამოყენების კონკრეტული ფორმის მითითებით.

საზოგადოებების გამგებლობაში გადადის გამოყენების კონტროლის და კონტრაქტებში მითითებული საზღაურის შეგროვების ფუნქციები. საზოგადოებები ადგენენ თანხის განაწილების გეგმას და, მმართველობაზე გაწეული ხარჯების გამოკლებით (მოგებისა და სოციალური შემოსავლის მიუღებლად), ანაწილებენ შეგროვებულ თანხას უფლებამონაცვლეებს შორის.

კოლექტიური მართვის საზოგადოებებს შეუძლიათ შეიტანონ სასამართლოში სარჩელი და იმოქმედონ ისევე, როგორც იმოქმედებდნენ თვით ავტორები.

საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საზოგადოებებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ეკონომიკურ ბაზარზე.

საბაზრო ურთიერთობების ყველაზე მარტივი სქემის ელემენტებია კლიენტი, მიმწოდებელი, ახალი პროდუქტები და ახალი მწარმოებლები. მათსა და ბაზარს შორის დროის კონკრეტულ მონაკვეთში და ყოველი ელემენტის ინტერესის გათვალისწინებით, წარმოიშობა ურთიერთობების კონკრეტული ფორმები (უფრო ხშირად - კონფლიქტები), რომელთა შინაარსი და მიმართულება სწრაფად იცვლება. სახეზეა რთული სისტემების კლასიკური მოდელი, სადაც სისტემა ყოველთვის სტაბილურობისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ შიდა და გარე მოვლენები მას დინამიკისა და განვითარებისკენ აიძულებენ და უბიძგებენ.

ასეთი მშფოთვარე სამყაროს სცენაზე გამოდის დამწყები ავტორი, რომელიც ცდილობს ფეხი შედგას ბაზარზე და, უფრო მეტიც, მას უკვე აქვს თავისი უფლებები და სამართლიანი მოთხოვნები. მისი უფლებების დაცვას კი შეძლებს მხოლოდ და მხოლოდ მონოპოლისტი - ორგანიზაცია. ამ დროს დგება საკითხი აღნიშნული სფეროს რეგულირების შესახებ, რადგან ავტორის წინაშე ჩნდება ბაზარი და, შესაბამისად, კლიენტების დიდი რაოდენობა.

საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საზოგადოებები წარმოადგენენ ფაქტობრივ მონოპოლიებს და იმისთვის, რომ სწორად წარმოვიდგინოთ მათი ადგილი საბაზრო ურთიერთობებში, ეს ორგანიზაციები უნდა მოვათავსოთ ბაზრის ზემოთ, ანუ გამოვიტანოთ მესამე განზომილებაში. აღნიშნულ სისტემაში კი უკვე შეუძლებელი ხდება კლიენტისა და მიმწოდებლის გამიჯვნა, რადგან კლიენტი იმავდროულად გამოდის მიმწოდებლის, მიმწოდებელი კი - კლიენტის როლში, ირღვევა ბაზრის კლასიკური ფორმა.

მონოპოლიური პოზიციის კომპენსაციისთვის (მაგალითად, გერმანიაში, რასაც ვერ ვიტყვით საფრანგეთზე) კანონი ავალდებულებს საზოგადოებებს დადონ კონტრაქტები. ერთი მხრივ, თხოვნის საფუძველზე, მათ უნდა მართონ ნებისმიერი ავტორის უფლებები, მეორე მხრივ კი, დაუთმონ ნებისმიერ მომხმარებელს ნაწარმოების გამოყენების უფლება.

ინფორმაციული საზოგადოების პირობებში თავს იჩენს კოლექტიური მართვის ორგანიზაციათა ფუნქციებისა და, საერთოდ, არსებობა-არარსებობის საკითხი.

არსებობს დიდი არასისტემატიზებული ინფორმაციის რაოდენობა, რომელიც კონკრეტულ მომხმარებელზე არ არის გათვლილი; არ არის ჩატარებული საფუძვლიანი გამოკვლევა, თუ ვის, რამდენი და რა სახის ინფორმაცია ესაჭიროება.

შევეცადოთ გავაკეთოთ პროგნოზი. პერსონალური ინფორმაციული სისტემების შემუშავება პოსტინფორმაციული საზოგადოების განვითარების პრეროგატივა გახდება.

მსოფლიო საინფორმაციო მომარაგების სფეროში პირველი ადგილი აშშ-ს უკავია. ევროპის ქვეყნების ბაზრის დაცვა კი შესაძლებელია მხოლოდ პერსონალური საინფორმაციო სისტემებისაგან მიღებული შემოსავლების გზითა და მათი საავტორო უფლებების დაცვით. ქვეყნებში რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინერგოს საინფორმაციო სისტემებისა და კომპიუტერული პროგრამების სამართლებრივი რეგულირება.

საავტორო უფლებების დაცვისა და სამართლის ამ დარგის განვითარების მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო გაიზრდება. შესაძლოც კი არის, რომ იგი მოკლე ხანში პრევალირებდეს პატენტების წინაშე.

3.2 ორგანიზაციების შექმნის ისტორია

▲ზევით დაბრუნება


ავტორთა პირველი პროფესიული ასოციაციები - ავტორთა საზოგადოებები - შეიქმნა საფრანგეთში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტორთა უფლებების აღიარება ამ საზოგადოებების შენაძენია.

პირველი ასეთი ორგანიზაციის დაფუძნება მჭიდროდ არის დაკავშირებული ბომარშეს სახელთან. მან დაიწყო მძიმე ბრძოლა თეატრებთან, რომლებიც უარყოფდნენ ავტორის მორალურ და მატერიალურ უფლებებს. 1777 წელს კი ამას Bureau de legislation dramatique-ის დაფუძნება მოჰყვა, რომელიც შემდგომში დრამის ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებად - SACD (Societé des auteurs et compositeurs dramatiques) გარდაიქმნა. ეს იყო ავტორთა უფლებების პირველი კოლექტიური მართვის საზოგადოება.

ნახევარი საუკუნის დაგვიანებით, ონორე დე ბალზაკი, ალექსანდრე დიუმა (მამა), ვიქტორ ჰიუგო და სხვა მწერლები მიჰყვნენ ამ მაგალითს და 1837 წელს დააარსეს მწერალთა საზოგადოება - Societé des gens de lettres.

XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის პირველ დეკადაში ანალოგიური ორგანიზაციები შეიქმნა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. მათ შორის დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა და პირველ პლანზე გამოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციის ჩამოყალიბების აუცილებლობა, რომელიც მოახდენდა ეროვნული ორგანიზაციების მუშაობის კოორდინაციას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით საავტორო უფლებების დაცვას კიდევ უფრო გააძლიერებდა. 1926 წლის ივნისში თვრამეტი ქვეყნის დელეგაციამ დააფუძნა ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია (International Confederation of Societies of Authors and Composers - CISAC). CISAC-ის წევრთა რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა და ამჟამად კონფედერაცია აერთიანებს როგორც საშემსრულებლო ხელოვნების ავტორთა და კომპოზიტორთა უფლებების მართვის, ისე აუდიოვიზუალური და სახვითი ხელოვნების ორგანიზაციებს.

ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ და ნაწარმოებების შექმნის ახალმა ფორმებმა საავტორო სამართალში გამოიწვია ისეთი ცნების ჩამოყალიბება, როგორიცაა „მომიჯნავე უფლებები“. ამას კი მოჰყვა ახალი ტიპის კოლექტიური მართვის ორგანიზაციების ჩამოყალიბების აუცილებლობა, რომლებიც ახალ არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებში გაერთიანდნენ. ახალმა ვითარებამ, რა თქმა უნდა, არ შეცვალა სასცენო ხელოვნების უფლებების მართვის ორგანიზაციების მიზნები და სპეციფიკა. ეს იყო მუშაობის ახალი მიმართულება, რომელსაც გააჩნდა მართვის თავისი კონკრეტული ობიექტი ჰყავდა სუბიექტი - კლიენტი და მიმწოდებელი. უფლებებს, რომელსაც მსგავსი ორგანიზაციები მართავენ, უწოდებენ „საშემსრულებლო უფლებებს“ ან მუსიკალური ნაწარმოებების „მცირე უფლებებს“.

მუსიკალური ნაწარმოებების მცირე უფლებების (შესრულების უფლებების) კოლექტიური მართვა

„მცირე უფლებების“ („small rights“) მუსიკალური ნაწარმოებები ისეთი ნაწარმოებებია, რომლებიც, როგორც წესი, მართვადია კოლექტიურად. ამის საწინააღმდეგოდ, „დიდი უფლებების“ („grand rights“) მუსიკალური ნაწარმოებები ისეთი ნაწარმოებებია, რომელთაც მართავენ ინდივიდუალურად (შესაძლებელია ლიცენზიის საფუძველზე). ბოლო კატეგორიას ძირითადად განეკუთვნება მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოებები. მათი გამოყენება ხდება მცირე ტერიტორიაზე, ამიტომ ავტორის ლიცენზიის გაცემა უფრო პრაქტიკული და ეკონომიურია.

არადრამატული მუსიკალური ნაწარმოები გათვლილია უფრო ფართო და მრავალ ადგილას გამოყენებაზე. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ, პრაქტიკული თვალსაზრისიდან გამომდინარე, მათი მართვა ინდივიდუალურად შეუძლებელია. ზემოაღნიშნული განსხვავება წარმოშობს იურიდიული რეგულირების თავისებურებებს. მიუხედავად ამისა, კოლექტიური მართვის საზოგადოებები კონტრაქტების საფუძველზე მართავენ ორივე უფლებას. მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოებების დამოუკიდებელი ნაწილების არადრამატული წარმოდგენა (მაგალითად, არიები და სიმღერები) განიხილება როგორც „მცირე უფლების“ წარმოდგენა. მაგრამ საკითხი, თუ როგორ და რა პირობით ხდება „მცირე უფლების“ არადრამატული მუსიკალური ნაწარმოებები „დიდი უფლების“ ნაწარმოების ნაწილი ან კომპილაციის გზით ერთიანდება ასეთ ნაწარმოებებში, წარმოშობს რთულ სამართლებრივ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაც უხდებათ კოლექტიური მართვის საზოგადოებებს.

განსაზღვრება - „დიდი“ და „მცირე“ - ცნებაში „დიდი უფლებები“ და „მცირე უფლებები“ არ მოისაზრება მატერიალური თვალსაზრისით და ხაზს არ უსვამს მათ ეკონომიკურ მნიშვნელობას. მრავალ ქვეყანაში შემოსავალი, მიღებული „მცირე უფლებების“ გამოყენებით, ბევრად აღემატება „დიდი უფლებების“ მართვით მიღებულ თანხას. აღნიშნული სისტემით დაყოფა მხოლოდ იმ ისტორიული პერიოდის ასახვაა, როდესაც „დიდი უფლებები“ უფრო მნიშვნელოვანი იყო.

როგორც წესი, კომპოზიტორები და ტექსტის ავტორები გარკვეული დროით ან შეუზღუდავი პერიოდით უთმობენ თავიანთ „შესრულების უფლებებს“ („performing rights“) კოლექტიური მართვის საზოგადოებებს, რომელთაც ავტომატურად გადაეცემათ უფლებები ავტორების მიერ შემდგომში შექმნილ ყველა ახალ ნაწარმოებზე. უფლებების გადაცემა ხდება საზოგადოების წესდებაში მითითებული წესით, რომელსაც ავტორი ნაწილობრივ ან აბსოლუტურად ეთანხმება საზოგადოებაში წევრად შესვლის დროს. უფლებების გადაცემის შემდეგ ავტორს აღარ შეუძლია ინდივიდუალურად მართოს თავისი უფლებები, რადგან ლიცენზიის გაცემის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ საზოგადოებას ეკუთვნის. თუმცა, ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა უშვებს ამგვარი ინდივიდუალური ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობას და ეს გამოწვეულია გარკვეული საკანონმდებლო შეზღუდვებით. ამასთანავე, შესაძლებელია დადგინდეს უფლებების გადაცემის მინიმალური პერიოდი (მაგალითად, სამიდან ხუთ წლამდე).

საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციების საკანონმდებლო ბაზის მოთხოვნების მიუხედავად, როგორც წესი, ამ ორგანიზაციების რეპერტუარი (პირველ რიგში, ეროვნული რეპერტუარი), დაცული მუსიკალური ნაწარმოებების გამოყენებაზე ლიცენზიის გაცემისთვის, არ არის საკმარისი. უცხოური ნაწარმოებების შესრულების უფლებების მართვის ნებართვისთვის აუცილებელია სხვა ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან ორმხრივი ხელშეკრულების დადება. ამ გზით, პრაქტიკულად, ეროვნული ორგანიზაცია გასცემს ლიცენზიებს მსოფლიო მუსიკალური რეპერტუარის გამოყენებაზე. ორმხრივი ხელშეკრულების დადება კი ეყრდნობა CISAC-ის მოდელურ კონტრაქტს.

შესრულებისა და გადაცემის „მცირე უფლებების“ ლიცენზირების ძირითადი ინსტრუმენტია „საერთო ლიცენზია“ (blanket licences), რომელიც მომხმარებელს აძლევს უფლებას ლიცენზიაში მითითებული პერიოდის განმავლობაში გამოიყენოს მსოფლიო რეპერტუარის ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოები.

რიგ ქვეყნებში „საერთო ლიცენზიის“ მაგივრად გაიცემა „ლიცენზია თითოეულ პროგრამაზე“ (per program licences).

მომხმარებელს შეუძლია გვერდი აუაროს ავტორთა საზოგადოებას და დადოს ინდივიდუალური ხელშეკრულება ავტორთან.

ავტორთა საზოგადოება მართავს მოლაპარაკებებს მომხმარებელთა ასოციაციებთან ტარიფებისა და სხვა პირობების თაობაზე. მოლაპარაკებების საფუძველზე ხდება მოდელური ხელშეკრულების შემუშავება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მომხმარებელი ასეთი ასოციაციის წევრი არ არის, მასთან დებენ ინდივიდუალურ ხელშეკრულებას. მომხმარებელთა ასოციაციასთან დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულმა ტარიფებმა ამ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებაზე შეიძლება მხოლოდ ირიბი ზეგავლენა იქონიოს.

საზოგადოების საქმიანობაში თავს იჩენს ორი ძირითადი სიძნელე:

1. შეგროვებული ჰონორარების სწორად და დროულად განაწილება;

2. საინფორმაციო ბანკის სტანდარტიზაცია და ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლა.

ჰონორარების განაწილება დაფუძნებულია ორ ელემენტზე:

1. მოწესრიგებული და შესაბამისად სისტემატიზებული დოკუმენტაციის არსებობასა და

2. ნაწარმოების გამოყენების მონაცემებზე.

CISAC-ის წევრთა შორის ტექნიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა ინფორმაციის სტანდარტიზაცია და წევრებს შორის რეგულარული გაცვლა. ამისთვის, პირველ რიგში, გამოყოფენ „მიძინებულ რეპერტუარს“ („sleeping repertoire“) - ნაწარმოებს, რომელიც იშვიათად გამოიყენება.

„ხშირად გამოყენებადი ნაწარმოებებისათვის“ შემუშავდა ელექტრონული სისტემა CAE (Composers, Authors and Publishers), სადაც მითითებულია კომპოზიტორთა, ავტორთა და გამომცემელთა მონაცემები და მათი ორგანიზაცია.

მეორე მსოფლიო საინფორმაციო სისტემაა WWL (the WorldWide List of the most frequently used works) მსოფლიოში ყველაზე გამოყენებადი ნაწარმოებების სია. აღნიშნულ სისტემას სხვაგვარად უწოდებენ GAF- (General agreement file).

მიუხედავად ზემომოყვანილი საშუალებებისა, სრული ინფორმაციის შეგროვება პრაქტიკულად შეუძლებელია და დასაშვებია მხოლოდ თეორიულად. იმისთვის, რომ ეს მოხერხდეს, თითოეულმა ტელევიზიამ, რადიოკომპანიამ, კაფემ, ბარმა, რესტორანმა, დისკოთეკამ და მრავალმა სხვა მომხმარებელმა ავტორთა საზოგადოებებს რეგუ ლარულად უნდა მიაწოდონ სრული ინფორმაცია გამოყენებული ნაწარმოებების შესახებ ან ავტორთა საზოგადოებებმა უნდა ჩაატარონ მომხმარებელთა რეგულარული რევიზია, რათა მოიპოვონ შესაბამისი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის მოსაპოვებლად გაწეული სამუშაოს ღირებულება ავტორის ჰონორარის ხარჯზე მკვეთრად გაზრდის ორგანიზაციის პროცენტულ წილს. აქედან გამომდინარე, ავტორთა საზოგადოებები ექცევიან ორ ინტერესს შუა და ცდილობენ მიაღწიონ ბალანსს - ერთი მხრივ, შექმნან ისეთი სისტემა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას შეაგროვონ რაც შეიძლება მეტი თანხა, და, მეორე მხრივ, მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები გონივრულად გამოიყენონ.

კანონით, ავტორთა საზოგადოებებს უფლება აქვთ ჩაატარონ მომხმარებელთა რევიზია და აუდიტორული შემოწმება.

შესრულების უფლებების კოლექტიური მართვის საზოგადოებების კოეფიციენტი შეადგენს შეგროვებულ თანხის 20-30%-ს. ზოგიერთ ორგანიზაციაში შედეგი 20%-ზე ნაკლებია, ზოგიერთში კი პირიქით - 30%-ზე მაღალი. ყველა შემთხვევაში პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს კანონით დაშვებულ ზღვარს და უნდა იყოს სტანდარტზე მაღალი. ორგანიზაციების ძირითადი ნაწილი იღებს შეგროვებული თანხის 10%-ს.

საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საზოგადოებები არამომგებიანი ორგანიზაციებია და იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოსავალი გაწეულ ხარჯებს აღემატება, ორგანიზაცია ქმნის სოციალური დაცვის ფონდს, ატარებს კონკურსებსა და ფესტივალებს, ხელს უწყობს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას.

3.3 ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების („mechanical rights“) კოლექტიური მართვა

▲ზევით დაბრუნება


„ჩანაწერის რეპროდუცირების უფლებების“ ცნებაში იგულისხმება ავტორის უფლება ნება დართოს მისი ნაწარმოების ჩაწერის ფორმით რეპროდუცირებაზე (ფონო- და აუდიოვიდეოგრამის ჩაწერა). „ჩაწერა“ გაგებული უნდა იყოს ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, ე.ი. მასში შეიძლება მოვიაზროთ ელექტროაკუსტიკური და ელექტრონული პროცედურებიც. ყველაზე ტიპიური და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი „ჩანაწერის რეპროდუცირების უფლება“ არის მუსიკალური ნაწარმოების კომპოზიტორისა და ტექსტის ავტორის უფლება ნება დართონ ნებისმიერ მესამე პირს ნაწარმოების ხმოვანი რიგის ფონოგრამის რეპროდუცირებაზე.

ავტორთა ზოგიერთი საზოგადოება, რომელიც მართავს მუსიკის შესრულების უფლებას, აგრეთვე მართავს მუსიკალური ნაწარმოებების „ჩანაწერის რეპროდუცირების უფლებებით“. ზოგიერთ ქვეყანაში კი ფუნქციონირებენ „ჩანაწერის რეპროდუცირების უფლებების“ კოლექტიური მართვის დამოუკიდებელი ორგანიზაციები, როგორებიცაა, მაგალითად, AUSTRO-MECHANA ავსტრიაში, SDRM საფრანგეთში, MCPS დიდ ბრიტანეთში, NCD სკანდინავიის ქვეყნებში და სხვ. აღნიშნული ორგანიზაციები მართავენ როგორც ავტორთა, ისე გამომცემელთა უფლებებს და მჭიდროდ თანამშრომლობენ მუსიკალური საშემსრულებლო უფლებების მართვის სხვა ორგანიზაციებთან.

„ჩანაწერის რეპროდუცირების უფლებისა“ და შემსრულებელთა უფლებების მართვის ორგანიზაციათა სტატუსი და სტრუქტურა მსგავსია, თუმცა მათ შორის არსებობს ორი განსხვავება.

პირველი განსხვავება მოცემულია თვით ბერნის კონვენციაში. კონვენციის მე-11bis მუხლის (2) პუნქტსა და მე-13 მუხლის (2) პუნქტში მითითებულია იძულებით ლიცენზიაზე, რომელიც „ჩანაწერის რეპროდუცირების უფლებების“ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს. მრავალი ქვეყანა ცნობს იძულებით ლიცენზიას (მაგალითად, აშშ, ირლანდია, იაპონია, ინდოეთი, რუმინეთი, შვეიცარია). ამ ქვეყნებში კანონი ან კომპეტენტური ორგანო, როგორც წესი, ნაწარმოების ჩაწერისთვის აწესებს ჰონორარების ოდენობას. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფონოგრამების ინდუსტრიას შეუძლია დაუბრკოლებლად განვითარება და ფუნქციონირება, თუნდაც ეს დაბრკოლებები დაკავშირებული იყოს მათთვის საჭირო უფლებების იმ ქვეყნებში მისაღებად, სადაც ჩანაწერის რეპროდუცირების უფლებების განსაკუთრებული ბუნება არ არის შეზღუდული და მათი უფლებები კოლექტიურად იმართება. ამიტომ ხშირად გამოთქვამენ აზრს, რომ იძულებითი ლიცენზია არ არის გამართლებული და მხოლოდ კოლექტიური მართვაა მისაღები ფორმა.

ამ კატეგორიების ორგანიზაციათა შორის აღსანიშნავია „ჩანაწერის რეპროდუცირების უფლებების“ კოლექტიური მართვის ორგანიზაციების საერთაშორისო ბიუროს (Bureau of Societies Administering the Rights of Mechanical Recording and Reproduction - BIEM) განსაკუთრებული როლი.

თავდაპირველად, 1929 წელს, BIEM შეიქმნა როგორც საფრანგეთის სამოქალაქო სამართლის საზოგადოება. ამის შემდეგ მისი სამართლებრივი სახე და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იცვლებოდა. გარკვეულ პერიოდში იგი ფუნქციონირებდა როგორც წევრ-ორგანიზაციათა ცენტრალური სააგენტო, აწესრიგებდა გადასახადების ტარიფებს და ამ ჰონორარების აგროვებდა. ამჟამად თითოეული წევრორგანიზაცია პირადად აგროვებს გადასახადებს ფონოგრამების ნაციონალური მწარმოებლებისგან, მაგრამ BIEM-ის, როგორც მოლაპარაკების მწარმოებელი ორგანიზაციის, ცენტრალიზებული როლი შეურყეველია.

მოლაპარაკებებში BIEM-ის ერთ-ერთ ძირითად პარტნიორად გამოდის 1933 წელს დაარსებული ფონოგრამული ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია - IFPI (International Federation of the Phonographic Industry). BIEM-სა და IFPI-ს შორის დადებული სტანდარტული ხელშეკრულება, რომელიც დროდადრო გადაისინჯება, ითვალისწინებს BIEM-ის წევრებსა და დამამზადებლებს შორის დადებული ინდივიდუალური ხელშეკრულებების სურვილებს. აღნიშნული სტანდარტული კონტრაქტი წარმატებით მოქმედებს ევროკავშირისა და სკანდინავიის ქვეყნების, უნგრეთის, ჩეხიის, იზრაელისა და პოლონეთის ტერიტორიებზე.

BIEM/IFPI-ის სტანდარტული ხელშეკრულება ეხება:

  • BIEM-ის მფლობელობაში არსებული რეპერტუარის გამოყენების უფლებას (ე.წ. „მსოფლიო რეპერტუარი“, რომლის ბაზაზეც 1986 წლისთვის გამოშვებული იყო 700 მილიონი ჩანაწერი და 350 მილიონზე მეტი „მასტერ-კასეტა““);

  • საავტორო გადასახადების განაკვეთებს და მათი გამოთვლის მეთოდებს;

  • გადასახადების გადახდის დროისა და ადგილის (პროდუქციის წარმოების თუ გაყიდვის ქვეყანა) განრიგს;

  • ექსპორტის პირობებს;

  • გადასახადისგან გათავისუფლებას (უფასო ასლები რეკლამისათვის და სხვ.);

  • გამოშვებული ასლების რაოდენობის აუდიტს.

სტანდარტული ხელშეკრულების ძირითადი ტექსტი შემუშავდა 1975 წელს და იგი ოთხჯერ გადაისინჯა. საბოლოო ვარიანტი კი ძალაში შევიდა 1988 წლის 1 იანვარს. კონტრაქტში გამიჯნულია განსხვავებები კასეტებსა და კომპაქტდისკებს შორის. ყოველ წელს ორგანიზაციის პროცენტი იცვლება: 1988 წელს იგი იყო - 20%, 1989 - 15%, 1990 - 10%; იცვლება გადასახადის გამოთვლის მეთოდებიც.

„ჩანაწერის რეპროდუცირების უფლებების“ შემთხვევაში შეგროვებული გადასახადების განაწილების წესს ახასიათებს რიგი თავისებურებანი.

თუ შემსრულებელთა უფლებების მართვის ორგანიზაციები მიღებული გადასახადებიდან გაწეულ ხარჯებს ფარავენ, „ჩანაწერის რეპროდუცირების უფლებების“ მართვის ორგანიზაციები გამოიყენებენ სტანდარტულ პროცენტს - 15-25% (ეს შეადგენს ორგანიზაციის მიერ გაწეული მუშაობის რეალურ ფასს). „ჩანაწერის რეპროდუცირების უფლებების“ მართვის ორგანიზაციებს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს სოციალურ და კულტურულ ხარჯებს.

ამ შემთხვევაში, მიმართავენ „ჩანაწერის რეპროდუცირების უფლებების“ ორგანიზაციებისთვის დადგენილი გადასახადების განაკვეთების გამოთვლის განსაკუთრებულ წესს. ორმხრივი ხელშეკრულებები ეყრდნობა ადგილობრივი ავტორისა და უცხოელის თანაბარი შესაძლებლობის პრინციპს. არ არის აუცილებელი ეს პრინცი პი დაცული იყოს პროცენტის გამოთვლის დროს. ამ შემთხვევაში პროცენტი მითითებული უნდა იყოს დადებულ ხელშეკრულებაში.

„ჩანაწერის რეპროდუცირების უფლებების“ მართვის ორგანიზაციების მიერ თანხის განაწილების სისტემა აგრეთვე შეიცავს რამდენიმე ელემენტს, რომლებიც განისაზღვრება წევრობა-არწევრობისა და წარმოშობის ადგილის მიხედვით. განაწილება წარმოებს არა ნიმუშების, არამედ ნაწარმოებთა რეალური გამოყენების მონაცემთა საფუძველზე. არ არსებობს ზუსტად დადგენილი სისტემა, სადაც რაიმე სუბიექტური ელემენტი იქნებოდა გაბატონებული.

3.4 წილობრივი მონაწილეობის უფლების („Droit de suite“) კოლექტიური მართვა

▲ზევით დაბრუნება


ბერნის კონვენციის მე-14ter მუხლის (1) პუნქტის თანახმად, „ხელოვნების ნაწარმოების ორიგინალების, კომპოზიტორთა და მწერალთა ხელნაწერთა ორიგინალების ავტორები, მათი გარდაცვალების შემდეგ კი პირები, რომლებიც კანონით არიან უფლებამოსილი, ნაწარმოების პირველადი გასხვისების შემდეგ, მისი გაყიდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, სარგებლობენ გაყიდვისას წილობრივი მონაწილეობის განუსხვისებელი უფლებით.“

ამავე მუხლის მეორე და მესამე პუნქტებში მითითებულია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც უნდა მიმართონ ქვეყნებმა ამ უფლების ცნობისა და რეგულირებისთვის:

მუხლი 14ter (2) ამ უფლების დაცვა შეიძლება მოითხოვონ იყოს ბერნის კონვენციის კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ავტორის წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს, და იმ ფარგლებში, რომლებსაც უშვებს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც მისი დაცვაა მოთხოვნილი.

ქვეყნისთვის არ არის აუცილებელი და სავალდებულო ამ უფლების ცნობა. რეგულირება კი დამოკიდებულია ნაციონალურ კანონმდებლობაზე:

მუხლი 14ter (3) თანხების შეგროვებისა და ოდენობის განსაზღვრა ხდება ეროვნული კანონმდებლობით.

საქართველოს კანონმდებლობა ცნობს „წილობრივი მონაწილეობის უფლებას“. კერძოდ, საქართველოს კანონის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ მე-20 მუხლში ხაზგასმულია ამ უფლების არსებობა, თუმცა, აქვე მოცემულია ერთი პირობა: ავტორს ან მემკვიდრეს „წილობრივი მონაწილეობის უფლება“ აქვთ ნაწარმოების მხოლოდ საჯარო (აუქციონის, სამხატვრო სალონის, სახვითი ხელოვნების გალერეის, მაღაზიის ან სხვა საშუალებით) გაყიდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში. ჰონორარის ოდენობა კი განისაზღვრება 5%-ით. ამავე მუხლის (3) პუნქტში მითითებულია აგრეთვე, რომ ამ უფლების გასხვისება დაუშვებელია ავტორის სიცოცხლეში და იგი კანონით ან ანდერძით გადადის მხოლოდ და მხოლოდ მემკვიდრეებზე. „წილობრივი მონაწილეობის უფლება“ შეზღუდულია დროში და მოქმედებს საავტორო უფლების მოქმედების ვადით.

ბერნის კონვენციის მე-14ter მუხლით გათვალისწინებული „წილობრივი მონაწილეობის უფლების“ არასავალდებულო ხასიათის მიუხედავად, ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა ცნობს ამ უფლებას (მაგალითად, ბელგია, ბრაზილია, ჩილე, ჩეხია, ეკვადორი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ლუქსემბურგი, მაროკო, პერუ, ფილიპინები, პორტუგალია, ესპანეთი, თურქეთი, ურუგვაი და იუგოსლავია).

„წილობრივი მონაწილეობის უფლება“, როგორც წესი, ეხება ხელოვნების ორიგინალურ ნაწარმოებებს. ზოგ სახელმწიფოში კი იგი ეხება ხელნაწერებსაც (მაგალითად, ნიდერლანდებში). ბრაზილიაში, პორტუგალიასა და ურუგვაიში „წილობრივი მონაწილეობის უფლება“ გათვალისწინებულია ნებისმიერი გაყიდვის შემთხვევაში. მაგრამ სახელმწიფოთა უმრავლესობაში ამ უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ნაწარმოების საჯაროდ გაყიდვის დროს. ამის საფუძველია ის, რომ უფლების რეალიზაცია შეზღუდულია იმ ქვეყნების კანონმდებლობის თავისებურებებით, სადაც გაყიდვის ფაქტებს აქვს ადგილი.

1996 წლის 9 მაისის ევროკომისიის დირექტივის მიზანია „წილობრივი მონაწილეობის უფლების“ სამართლებრივი რეჟიმის უნიფიცირება.

ამ უფლების შემოღებისა და ცნების საკითხი თავდაპირველად ეფუძნებოდა სამართლიანობის პრინცი პს: ავტორს, რომელიც თავისი კარიერის დასაწყისში ნამუშევარს დაბალ ფასში ასხვისებს, მოგვიანებით, აღიარების შემდეგ, უფლება უნდა ჰქონდეს მიიღოს მონაწილეობა ნაწარმოებით მოვაჭრეთა (ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვან) მოგებაში.

თუ მუსიკალური და ლიტერატურული ნაწარმოებების ავტორებს შესაძლებლობა აქვთ მრავალმხრივ გამოიყენონ (ჩაწერონ, საჯაროდ შეასრულონ, ეთერით გადასცენ ან გამოაქვეყნონ და სხვ) თავიანთი ქმნილებები, ორიგინალური ნაწარმოებების (გრაფიკის, ფერწერის, ქანდაკების) ავტორები კი, პირიქით, - საკმაოდ შეზღუდული არიან მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება თავიანთი ნაწარმოებების გამოყენებიდან. პრაქტიკულად „წილობრივი მონაწილეობის უფლება“ არის განსაკუთრებული უფლების - სამართლიანი გასამრჯელოს მიღების - შემსუბუქებული ფორმა. ეს უფლება არ მიეკუთვნება საგადასახადო სფეროს, რადგან საგადასახადო ინსპექცია სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ თანხას არ იღებს.

ერთი მხრივ, „წილობრივი მონაწილეობის უფლება“ ეხება და მოქმედებს თანამედროვე ხელოვნების ბაზარზე. მეორე მხრივ, ბაზრის მონაწილეები გავლენას ახდენენ ბაზარზე არსებულ ფასებზე.

ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ პირველადი ბაზარი და მეორადი ბაზარი. პირველად ბაზართან საქმე გვაქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ორიგინალური ნაწარმოებები იყიდება პირველად, მეორადი ბაზარი კი იქმნება ნაწარმოებების შემდგომი გადაყიდვის დროს. „წილობრივი მონაწილეობის უფლება“ წარმოიშობა მხოლოდ ამ უკანასკნელ შემთხვევაში.

ხელოვნების მსოფლიო ბაზარი დიდ გავლენას ახდენს ევროპულ ბაზარზე. სტაბილური საერთაშორისო კლიენტურა დაინტერესებულია უმაღლესი კატეგორიის ფასების ხელოვნების ნიმუშებით. ლონდონი, პარიზი და ნიუ-იორკი, როგორც ხელოვნების ნაწარმოებების ყიდვა-გაყიდვის ადგილები, დომინირებენ საერთაშორისო ბაზრის ავანსცენაზე ხშირად არც გამყიდველი და არც მყიდველი არიან ამ ქვეყნების მოქალაქეები. ნაწარმოებების ექსპორტ-იმპორტი ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია.

1989 წლისთვის მყიდველთა განაწილების ასეთი შედეგი დაფიქსირდა:

ამერიკის შეერთებული შტატები - 50%
იაპონია - 25%
ევროპა - 20%

საერთაშორისო ბაზარზე დომინირებენ ცნობილი აუქციონები - სოტბისი და კრისტი. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 1994 წელს სოტბისის აუქციონების 50% ჩატარდა ჩრდილოეთ ამერიკაში, 32% - დიდი ბრიტანეთი, 14% - კონტინენტურ ევროპაში. აუქციონებზე გატანილი ნაწარმოებების 6% მოდიოდა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებზე, 14% კი - იმპრესიონისტული მიმდინარეობის მხატვრების ნამუშევრებზე.

ქვეყნებს შორის „წილობრივი მონაწილეობის უფლების“ არასინქრონიზებულმა მართვა-რეგულირებამ შეიძლება ნეგატიური როლი ითამაშოს ხელოვნების შიდა ბაზრის განვითარებაზე. უმაღლესი ფასების კატეგორიის ნაწარმოებების გადაყიდვა უმეტეს შემთხვევაში ხდება სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც ამისთვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი. აქედან გამომდინარე, გაყიდვის ადგილის არჩევაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტი: ითვალისწინებს თუ არა „წილობრივი მონაწილეობის უფლების“ რეალიზაციის შესაძლებლობას ქვეყნის კანონმდებლობა. ამ უფლების რეალიზაციის გავრცელებული განაკვეთია გაყიდვის ფასის 5-6%.

ამ უფლების განუსხვისებლობისა და მასზე უარის თქმის შეუძლებლობა ხაზს უსვამს „წილობრივი მონაწილეობის უფლების“ ეფექტიანობის ძალას.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ „წილობრივი მონაწილეობის უფლება“ უნდა მოქმედებდეს ნაწარმოების გაყიდვის ნებისმიერ შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით, უნდა დადგინდეს „ორიგინალური ნაწარმოების“ ცნება. „წილობრივი მონაწილეობის უფლების“ გამოყენებით უნდა სარგებლობდეს რამდენიმე (შეზღუდული რაოდენობით) ეგზემპლარად დამზადებული გარკვეული კატეგორიის ნაწარმოებები (საუბარია ეგზემპლარებზე, რომლებიც ასეთად მიჩნეულია პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე).

თითოეული ქვეყნის კანონმდებლობაში უნდა იყოს მითითებული ნაწარმოების გასაყიდი ფასის მინიმალური ზღვარი, რომელიც „წილობრივი მონაწილეობის უფლების“ გადასახადის ამოღებას ექვემდებარება. ეს ზღვარი არ უნდა იყოს ძალიან მაღალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ უფლების განხორციელება იქცევა მხოლოდ ცნობილი ავტორების პრეროგატივად. ევროპის ქვეყნებში ამისათვის 1000 ეკიუ საშუალო მინიმალური თანხა. მაგრამ ევროკავშირის დირექტივები დასაშვებად მიიჩნევა უფრო დაბალი თანხის დადგენას. 4%-ანი ტარიფი წარმოადგენს გონივრულ საბაზო განაკვეთს. ამჟამად ევროპის ქვეყნებში შემოღებულია რეგრესიული პროცენტი, რომელიც გასაყიდი ფასის ზრდაზეა დამოკიდებული. განიხილება აგრეთვე „წილობრივი მონაწილეობის უფლების“ გამოყენების ვადის 70 წლამდე გაზრდის შესაძლებლობის საკითხი.

შემუშავებულია „წილობრივი მონაწილეობის უფლების“ გადასახადების გამოთვლის ორი ხერხი:

1. ფასის ზრდის საფუძველზე ნაწარმოების ყოველი გადაყიდვისას;
2. ნაწარმოების გასაყიდი ფასის თანხიდან.

პირველ შემთხვევაში კოლექტიური მართვის ორგანიზაციის პროცენტი უფრო მაღალია. მაგრამ ორივე შემთხვევაში იბეგრება გამყიდველი.

„წილობრივი მონაწილეობის უფლების“ კოლექტიური მართვის საზოგადოებები ხელშეკრულებას დებენ აუქციონერთა და დილერთა ასოციაციებთან, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან თავიანთ წევრებს. გასაყიდი ნაწარმოებების კატალოგები რეგულარულად ეგზავნებათ ავტორთა საზოგადოებებს. საზოგადოებების აგენტები ესწრებიან ყველა გაყიდვას, განსაკუთრებით კი იმ გაყიდვებს, რომლებსაც კატალოგები არ გამოუციათ. შემდგომში, ამ მონაცემთა საფუძველზე, საზოგადოებები ადგენენ თავიანთ წევრთა გასაყიდად გამოტანილ ნამუშევართა გადასახადების პროცენტების ცხრილს და აწვდიან მას აუქციონერებს. ამგვარი ურთიერთობა ამარტივებს გადასახადების შეგროვებასა და შეგროვებული თანხის ავტორთა შორის განაწილებას.

ბოლოს, კონტროლის შესაბამისი პროცედურებისა და მექანიზმების შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოში ავტორთა „წილობრივი მონაწილეობის უფლების“ რეალიზაციას. კერძოდ, უნდა შემუშავდეს ისეთი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც, პირადი ცხოვრების დაცვისა და ხელშეუხებლობის პრინციპის გათვალისწინებით, ავტორის ან მისი მემკვიდრისთვის შესაძლებელს გახდის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.

3.5 შემსრულებელთა და ფონოგრამების პროდიუსერთა უფლებების კოლექტიური მართვა

▲ზევით დაბრუნება


შემსრულებელთა, ფონოგრამების პროდიუსერთა, ტელე-რადიო გადაცემების კაბელით რეტრანსლიაციისა და „პირადი ასლის“ დამზადების უფლებები საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებია. ამ უფლებების მართვისთვის შეიქმნა ახალი ფორმის კოლექტიური მართვის საზოგადოებები. აღნიშნული საზოგადოებების შექმნასთან დაკავშირებით, წამოიჭრა სპეციფიკური პრობლემა.

ზოგიერთ ზემოჩამოთვლილ (შემსრულებელთა, ფონოგრამების პროდიუსერთა და მაუწყებლობის ორგანიზაციების) უფლებას, როგორც საავტორო უფლებების მომიჯნავეს, ცნობს რომის კონვენცია და ნაციონალური კანონები. ამ უფლებების მართვა შეიძლება წარმოებდეს (და ხშირად ასეც არის) ინდივიდუალური გზით, სპეციალური ანუ კოლექტიური მართვის ორგანიზაციათა გარეშე. მაგრამ შემსრულებელთა კონტრაქტების პირობები მაინც მათი კავშირებისა და დამქირავებელთა წარმომადგენლების კოლექტიური მოლაპარაკებების საგანი ხდება. ეს არის მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის საზოგადოებების არსებობის ერთ-ერთი პირობა.

რომის კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, „თუ ფონოგრამა გამოიცემა კომერციული მოგებისა ან რეპროდუცირებისთვის, ამ ფონოგრამის შემდგომში ეთერით ან საჯარო ნებისმიერი ფორმით გადაცემის მიზნით, მომხმარებლის მიერ შემსრულებლის ან ფონოგრამის დამამზადებლის, ან ორივესთვის სასარგებლოდ გადახდილი უნდა იყოს სამართლიანი ჰონორარი. ადგილობრივი ნაციონალური კანონმდებლობით, ამ მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებების საფუძველზე, შეიძლება დადგინდეს ჰონორარის წილობრივი გადანაწილების პირობები. კონვენციის წევრ-ქვეყნებს უფლება აქვთ არ მიიღონ მე- 12 მუხლის დებულებები ან მიმართონ ორმხრივ შეთანხმებებს.

რომის კონვენციის მე-12 მუხლი არ ითვალისწინებს საჯარო გადაცემის განსაკუთრებულ უფლებებს და შეეხება მხოლოდ სამართლიანი ანაზღაურების საკითხებს, რომლებიც მოგვარებული უნდა იყოს აუცილებელი ლიცენზირების საშუალებით. სწორედ ამიტომ, კონვენციის წევრ-ქვეყნები თავისუფალი არიან მიანიჭონ ამ ავტორებს განსაკუთრებული უფლებები. ბრაზილია, კოსტა რიკა, გვატემალა და დიდი ბრიტანეთი ანიჭებენ ფონოგრამების პროდიუსერებს უფლებას ნება დართონ ან აკრძალონ თავიანთი ფონოგრამების ეთერით ან სხვა ფორმით საჯარო გადაცემა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ფონოგრამის პროდიუსერთა უფლებები განიხილება „საავტორო უფლების“ („copyright“) ამ სიტყვის ფართო გაგებით. ქვეყანათა უმრავლესობაში კი შემსრულებლებსა და ფონოგრამების პროდიუსერებს მინიჭებული აქვთ ამ უფლების გამოყენების უფლება მხოლოდ სამართლიანი ჰონორარის მოთხოვნის ფარგლებში.

რომის კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, ქვეყნებს შეუძლიათ მიანიჭონ აღნიშნული უფლება მხოლოდ შემსრულებლებს ან ამ უფლების მქონე ერთ-ერთ მხარეს, რომელიც ვალდებულია გაუყოს ჰონორარი მეორე მხარეს (მაგალითად, გერმანიაში, ავსტრიაში, კოლუმბიაში). ჩილეში, ეკვადორში, ელ-სალვადორსა და პერუში ამ უფლებით სარგებლობენ მხოლოდ შემსრულებლები, ირლანდიაში, ფილიპინებსა და დიდ ბრიტანეთში კი - მხოლოდ ფონოგრამების პროდიუსერები. ესპანეთში მხოლოდ ფონოგრამების პროდიუსერებს აქვთ ექსკლუზიური უფლება - დართონ ფონოგრამის ნებისმიერი ფორმით საჯარო გადაცემის უფლება, შემსრულებლებს კი - უფლება - მოითხოვონ პირველისგან სამართლიანი ჰონორარი ფონოგრამის გამოყენების შედეგად მიღებული თანხის 50%-ის ოდენობით.

საქართველოს კანონის თანახმად, ამ უფლებების სუბიექტები არიან შემსრულებლები, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები. შემსრულებელსა და ფონოგრამის დამამზადებელს, შესაბამისად, აქვთ შესრულებისა და ფონოგრამის ნებისმიერი ფორმით გამოყენების უფლება და ყოველგვარი გამოყენების შემთხვევაში, - ჰონორარის მიღების უფლება.

ჰონორარის მიღების, შემსრულებელთა და ფონოგრამების პროდიუსერთა ფონოგრამის ჩაწერის, ეთერით და ნებისმიერი ფორმით საჯარო გადაცემის ექსკლუზიური უფლებები მჭიდროდ არის დაკავშირებული კომპოზიტორთა და ტექსტის ავტორთა „შესრულების“ უფლებებთან., რაც შემსრულებელთა და ფონოგრამის პროდიუსერთა უფლებების კოლექტიური მართვის საზოგადოებების არსებობის კიდევ ერთი არგუმენტია.

იმ ქვეყნებში, სადაც კანონმდებლობა ამ უფლებებს ცნობს, შემსრულებლები და ფონოგრამების პროდიუსერები ქმნიან საერთო ორგანიზაციებს (მაგალითად, ავსტრიაში - LSG, დანიაში - GRAMEX, გერმანიაში - GVL).

იმისდა მიხედვით, რამდენად არიან დაინტერესებული შემსრულებელთა ორგანიზაციები და ფონოგრამის დამამზადებლები თავიანთი ფონოგრამების საჯაროდ გადაცემიდან ჰონორარის მიღებით, მათ შეუძლიათ თვითონ აწარმოონ მონიტორინგი და შექმნან სპეციალური ორგანიზაციები ამ თანხის შესაგროვებლად ან ანდონ ანალოგიური ფუნქცია ავტორთა ორგანიზაციებს, რისთვისაც მათ გარკვეული საკომისიო გასამრჯელო უნდა გადაიხადონ. აღნიშნული საკომისიო გასამრჯელო უნდა იყოს იმ თანხაზე ნაკლები, რაც აუცილებელი იქნებოდა სპეციალური ორგანიზაციების შესაქმნელად.

მეორე მხრივ, შესაძლოა შემსრულებელთა და ფონოგრამის პროდიუსერთა უფლებების კოლექტიური მართვის საზოგადოებებმა თავის თავზე აიღონ ეს ფუნქცია და ამ შემთხვევაში ორგანიზაციების ადმინისტრაციული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს შეგროვებული თანხის 10-15%-ს.

ზემოხსენებული უფლებების კოლექტიური მართვის საზოგადოებების შექმნა განპირობებულია შემდეგი მიზეზებით:

  1. მაუწყებლობის ორგანიზაციების მიერ გამოყენებული რეპერტუარის შესახებ სრული მონაცემების მოპოვება საკმაოდ რთულია;

  1. ფონოგრამებისა და შესრულების უკონტროლო გამოყენება დიდ ზიანს აყენებს შემსრულებელთა შესაძლებლობების გამოყენებას და გასამრჯელოს გადახდა ამ ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობაა.

კოლექტიური მართვის ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციისათვის შექმნილია რამდენიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია: მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაცია - FIM (International Federation of Musicians), მსახიობთა საერთაშორისო ფედერაცია - FIA (International Federation of Actors), ფონოგრამული ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია - IFPI (International Federation of the Phonographic Industry).

კოლექტიური მართვისა და აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციების პრიორიტეტებია:

  1. არ არის მიღწეული სრული შეთანხმება შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს შორის. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აღნიშნული კოლექტიური მართვის საზოგადოებებს შორის, რომელთა მიზანია გააფართოვონ და მჭიდროდ დააკავშირონ ერთმანეთს ნაციონალური ორგანიზაციები.

  1. საყოველთაოდ აღიარებული პრინცი პების არსებობის მიუხედავად, უცხოელი შემსრულებლების მიერ თავისი გასამრჯელოს მიღების შეუძლებლობის მეორე მიზეზია შემდეგი გარემოება: ორმხრივი შეთანხმების გადაწყვეტილების თანახმად, ორგანიზაციებს შორის არ წარმოებს შეგროვებული თანხების გადარიცხვა. ეს არის ეგრეთ წოდებული „მოლაპარაკების „ბ“-კატეგორია“, რომელიც უფრო გავრცელებულია, ვიდრე „მოლაპარაკების „ა“- კატეგორია“, რომლის მიხედვითაც, უცხოელი შემსრულებლის გასამრჯელო ეგზავნება ორგანიზაციასა, რომელიც უკვე თავისი სადისტრიბუციო სისტემის მიხედვით ანაწილებს მიღებულ თანხას. თუ ორგანიზაციის პროცენტი, რომელმაც შეაგროვა გასამრჯელო, უფრო მაღალია, ვიდრე იმ ორგანიზაციის, რომელმაც უნდა გაანაწილოს ეს თანხა, ნაშთი გამოიყენება შემსრულებელთა სასარგებლოდ სოციალური და კულტურული მიზნებისათვის.

ამ საკითხის გადაწყვეტის წესის მიზეზი არის ის, რომ საკმაოდ ძნელია შეგროვებული თანხისა და გამოყენებული კონკრეტული ნაწარმოებების იდენტიფიკაცია.

განვითარებადი ქვეყნები, რომელთა გადახდისუნარიანობის ბალანსი საკმაოდ ნეგატიურია, უპირატესობას ანიჭებენ „ბ“ კატეგორიას, რაც ხელს უწყობს ამ ქვეყნების შემსრულებელთა ეკონომიკური და სამართლებრივი პოზიციების გაუმჯობესებას.

3.6 მაუწყებლობის ორგანიზაციათა პროგრამების კაბელით გადაცემის უფლებების კოლექტიური მართვა

▲ზევით დაბრუნება


მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემების სფეროში არსებობს საკაბელო პროგრამების ორი ძირითადი ტიპი. პროგრამების ერთი სახეა ორიგინალური საკაბელო პროგრამა, რომელიც შექმნილია თვით კაბელის ოპერატორთა მიერ. საკაბელო პროგრამების მეორე სახეა საეთერო პროგრამების ერთდროული და უცვლელი ფორმით გადაცემა. მეორე ტიპის საკაბელო პროგრამასთან დაკავშირებულია სამართლებრივი და პრაქტიკული პრობლემების წამოჭრა, რომელიც შეიძლება გადაწყდეს ან სავალდებულო ლიცენზიის შემოღებით, ან განსაკუთრებული კოლექტიური მართვის საშუალებით.

მაუწყებლობის ნაწარმოებთა ერთდროული და უცვლელი ტრანსმისია, როგორც საავტორო უფლებების ფორმა, გათვალისწინებულია ბერნის კონვენციის მე-11bis (1) (ii) მუხლით, რომლის თანახმადაც: „ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება ნება დართონ ნაწარმოებების ნებისმიერი ფორმით საჯარო გადაცემაზე, იქნება ეს ეთერით თუ კაბელით, რომელიც განმეორებით არის გადაცემული ეთერით, თუ ამ გადაცემას აწარმოებს სხვა ორგანიზაცია, გარდა თავდაპირველისა.“ აქედან გამომდინარე, ეს უფლება წარმოიშობა ყველგან, სადაც ნებისმიერი ორგანიზაცია, თავდაპირველი მაუწყებლობის გარდა, გადასცემს მაუწყებლობის პროგრამას უცვლელად და პარალელურად. მე-11bis მუხლის თანახმად, აუცილებელმა ლიცენზიამ შეიძლება შეეცვალოს განსაკუთრებულ უფლებაზე ნებართვა. ორიგინალური საკაბელო პროგრამის შემთხვევაში კი აუცილებელი ლიცენზია არ მოითხოვება.

ორიგინალური პროგრამების მაუწყებლობის ორგანიზაციებმა თავისი პროგრამებისთვის უნდა აიღონ ნებართვა შესაბამისი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მესაკუთრეებისგან. კაბელის ოპერატორებს, რომლებიც სინქრონულად გადასცემენ მაუწყებლობის პროგრამებს (და ხშირად არაერთს) არ გააჩნიათ შესაძლებლობა მიიღონ ნებართვა ამავე გზით. ავტორთა ორგანიზაციები მზად არიან გასცენ საერთო ლიცენზია ზოგიერთი განსაკუთრებული კატეგორიის ნაწარმოებების გამოყენებისათვის. სხვა კატეგორიის (განსაკუთრებით აუდიოვიზუალური) ნაწარმოებების გამოყენებაზე ამგვარი ლიცენზირება არ გამოიყენება. მხედველობაში უნდა მივიღოთ აგრეთვე თავდაპირველი მაუწყებლობის ორგანიზაციის უფლებები და ზოგიერთი მომიჯნავე უფლებაც.

ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო მივიდა დასკვნამდე, რომ საკაბელო სისტემის ფუნქციონირება შეიძლება მოწესრიგდეს მხოლოდ სავალდებულო ლიცენზიის გაცემით (მაგალითად, ავსტრიაში, დანიაში, ზოგიერთ პროგრამაზე კი - ამერიკის შეერთებულ შტატებში).

მაგრამ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მესაკუთრეებმა თავიანთი ნაციონალური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით დაამტკიცეს, რომ სავალდებულო ლიცენზია ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი საშუალება არ არის. აგრეთვე, ეს ლიცენზიები არც ამ გადაწყვეტილების ოპტიმალური გზაა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ არსებობს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის უკეთესი საშუალებები - ამ უფლებების კოლექტიური მართვა.

1981 წლის დეკემბერში დაფუძნდა მაუწყებლობის პროგრამების კაბელით რეტრანსლაციის უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაცია - აუდიოვიზუალური ნაწარმოებების საერთაშორისო კოლექტიური მართვის ასოციაცია (Association for the International Collective Management of Audiovisual Works - AGICOA). ასოციაციის წევრები არიან ნაციონალური ორგანიზაციები და აუდიოვიზუალური ნაწარმოებების მართვისა და გასამრჯელოს შეგროვებისათვის შექმნილი ამ ნაწარმოებების პროდიუსერთა საზოგადოებები. ასოციაციას მუშაობის ორი ძირითადი მიზანი აქვს: ნაციონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით თავისი აუდიოვიზუალური ნაწარმოებების რეპერტუარის საკაბელო რეტრანსლაციის თაობაზე მოლაპარაკების წარმოება და უფლებების მესაკუთრეებს შორის ნაციონალური ორგანიზაციების მიერ შეგროვებული თანხის განაწილება.

პირველი ხელშეკრულება, რომელიც გლობალური კოლექტიური მართვის სისტემის საფუძველზე კაბელით რეტრანსლირებულ პროგრამაზე ნებართვას ეხებოდა, დაიდო ბელგიაში, ერთი მხრივ, SABAM-ს (ავტორთა ორგანიზაცია, რომელსაც აგრეთვე აქვს შეზღუდული კოლექტიური მართვის ხელშეკრულება საკაბელო ოპერატორებთან მათი რეპერტუარის შესახებ), AGICOA-ს, ბელგიური ადგილობრივი ორგანიზაციის (BELFITEL), მაუწყებლობის ორგანიზაციათა კონცერნსა (ინდივიდუალურად იყვნენ წარმოდგენილი) და, მეორე მხრივ, ტელე-რადიო დისტრიბუციის პროფესიულ კავშირს შორის.

ხელშეკრულების მიხედვით, კაბელის ოპერატორები იხდიდნენ უფლებების მესაკუთრეთა ორგანიზაციების რეპერტუარის გამოყენებისთვის საერთო თანხას; ორგანიზაციები კი აძლევენ გარანტიას მესამე პირების მიერ სარჩელის აღძვრის შეუძლებლობაზე. მოლაპარაკებების რაუნდების შედეგად, 1985 წლისთვის დადგინდა განაკვეთების განაწილების შემდეგი წესი: მაუწყებლობის ორგანიზაციები - 43,25%, AGICOA - 35,25%, SABAM - 21,50%. 1989 წლის 1 იანვრის შემდეგ კი მოხდა ასეთი განაწილება: მაუწყებლობის ორგანიზაციები - 43%, AGICOA- 35%, SABAM- 22%.

ბელგიაში წარმატების შემდეგ, უკვე ნიდერლანდებში შემუშავდა ეროვნული მოდელური კონტრაქტი, რომელიც ხელმოწერილ იქნა, ერთი მხრივ, BUMA-ს (ავტორთა საზოგადოება), AGICOA-ს, მისი დანიური ნაციონალური ორგანიზაციის SEKAM-ის, დაინტერესებულ მაუწყებლობის ორგანიზაციებსა და, მეორე მხრივ, VECAI-ს (კერძო საკაბელო ხაზების დისტრიბუტორების ორგანიზაცია) და VNG-ს (საზოგადოებრივი საკაბელო ხაზების დისტრიბუტორების ორგანიზაცია) შორის. განაკვეთები განაწილდა შემდეგნაირად: მაუწყებლობის ორგანიზაციები - 44,5%, AGICOA - 33,5%, BUMA-22%. გერმანიაში შემუშავდა აგრეთვე ხელშეკრულება, რომელიც დაიდო უფლებების დაინტერესებულ მესაკუთრეთა და Deutsche Bundespost-ს შორის; უფლებების მესაკუთრეები წარმოდგენილი იყვნენ GEMA-ს მიერ.

თანხის განაწილება ამ სამ კატეგორიას შორის არ იყო დაკავშირებული დიდ პრაქტიკულ სიძნელეებთან, რადგან ამ მომენტისთვის ავტორთა ორგანიზაციებს უკვე შემუშავებული ჰქონდათ თავიანთი სადისტრიბუციო სისტემა, რომელიც მათ ავტორთა ახალ კატეგორიას შეუთავსეს. AGICOA-მ შექმნა თავისი სისტემა, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 1984 წლიდან.

3.7 პირადი სარგებლობისთვის ჩაწერილ ნაწარმოებებთან („home taping“) დაკავშირებული უფლებების კოლექტიური მართვა

▲ზევით დაბრუნება


ბერნის კონვენციის მე-9(2) მუხლი არ ითვალისწინებს რაიმე განსაკუთრებულ პირობას, რომელიც პირადი სარგებლობისთვის ჩაწერილ ნაწარმოებებთან დაკავშირებულ უფლებებს მოაწესრიგებდა. შესაძლოა დაშვებული იყოს გამონაკლისი, თუ ეს პირობა კონვენციით არის გათვალისწინებული. სახელდობრ, გამონაკლისი ეხება განსაკუთრებულ შემთხვევას, როდესაც სახეზეა კონვენციით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და მოხდა კონფლიქტი ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებასა და ავტორთა კანონიერ ინტერესებს შორის.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საშინაო მოხმარებისთვის ნაწარმოების ჩაწერა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ავტორთა კანონიერ ინტერესებს. ეს ეხება როგორც აუდიო, ასევე აუდიოვიზუალურ ნაწარმოებებს.

ზემოაღნიშნული უფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული რეპროგრაფიული რეპროდუცირების (ასლის გადაღების) განსაკუთრებულ უფლებებთან. ბერნის კონვენციის ქვეყნების კანონმდებლობაში არ შეიძლება დაშვებული იყოს რაიმე უპატივცემულობა რეპროდუცირების უფლების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება არასრულად არის დაცული, კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს კომპენსაციის გადახდის წესს. პირველად 1965 წელს კომპენსაციის გადახდა შემოიღო გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ. მოგვიანებით, 1980 წელს - ავსტრიამ, 1982 წელს კი - უნგრეთმა. დღეისთვის ბევრი ქვეყნის (საფრანგეთის, ისლანდიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, ესპანეთის, შვედეთის) კანონი ითვალისწინებს აღნიშნულ ზომებს.

რომის კონვენცია „home taping“-ის ცნებას, როგორც მომიჯნავე უფლებების სახეს, არ ითვალისწინებს და იგი საავტორო უფლებად მიაჩნია. რა თქმა უნდა, ამ უფლებას შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ანალოგიურ უფლებებთან ბევრი რამ აახლოებს.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის (3) პუნქტის თანახმად, „ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობის მიზნით რეპროდუცირებისას აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე დაფიქსირებული ნაწარმოების ავტორს ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი ჰონორარი.“

ქვეყნები, რომლებიც ცნობენ „home taping“-ზე გადასახადების მოთხოვნის უფლებას, ითვალისწინებენ მას როგორც აუდიო, ისე ვიდეო ნაწარმოების შემთხვევაში. 1965 წლის გერმანიის საავტორო უფლებების კანონი ითვალისწინებდა გადასახადის შემოღებას ჩამწერ აპარატურაზე, 1985 წელს კი შემოღებული იყო გადასახადი ინფორმაციის მატარებლებზე. ესპანეთში, პორტუგალიასა და ისლანდიაში კანონი ითვალისწინებს ორივე სახის გადასახადს, ფინეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის კანონები კი - მხოლოდ მატარებლებზე.

გადასახადი ეკისრებათ აპარატურის და მატარებლების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს. გადასახადის თანხა შეიძლება იყოს პროცენტული ან ფიქსირებული, რაც მითითებულია კანონში ან დადგენილია ორგანიზაციის მიერ.

საქართველოს ზემოთაღნიშნული კანონის 21-ე მუხლის (4) პუნქტი ადგენს, რომ „ჰონორარი გადაიხდება პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა (აუდიო- და ვიდეომაგნიტოფონებისა და სხვა მოწყობილობების) და მატერიალურ მატარებელთა (ფონო- და ვიდეოფირების, კასეტების, ლაზერული ფირფიტების, კომპაქტფირფიტებისა და სხვა მატერიალურ მატარებელთა) დამამზადებლებისა და იმპორტიორების მიერ.“ ამრიგად, აღნიშნული მუხლის თანახმად, გადასახადი ეკისრებათ როგორც მოწყობილობების, ისე მატერიალური მატარებლების დამამზადებლებსა და იმპორტიორებს. 21-ე მუხლის (5) პუნქტით დადგენილია შეგროვებული თანხების განაწილების წესი (თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), კერძოდ, ჰონორარი ნაწილდება შემდეგნაირად: 40%-ავტორებს, 30%- შემსრულებლებს, 30%-ფონოგრამის დამამზადებლებს. აქვე აღვნიშვნავთ, რომ სხვა ქვეყნებში არსებული გამოცდილება და შემდეგ კი მის საფუძველზე შემუშავებული კანონმდებლობა, ამ უფლების რეალიზაციიდან ჰონორარის მიღების უფლება აგრეთვე ენიჭებათ ლიტერატურული ნაწარმოებების ავტორებსა და შემსრულებლებს, კინემატოგრაფიული ნაწარმოებების ავტორებს და პროდიუსერებს, მაუწყებლობის ორგანიზაციების (შეგროვებული თანხის განაწილების წესს ქვემოდ განვიხილავთ).

უცხოეთის ქვეყნებში გადასახადების შეგროვება წარმოებს ამ მიზნით შექმნილი სპეციალური კოლექტიური მართვის ორგანიზაციების ან არსებული შემსრულებელთა უფლებების ორგანიზაციების მიერ, რომლებიც შემდგომში გადაურიცხავენ თანხას ორგანიზაციებს, რომლებიც სხვა კატეგორიის მესაკუთრეთა უფლებებს მართავენ. კანონით განსაზღვრულია ასევე შემოსავლის რა პროცენტი უნდა მოხმარდეს სოციალურ და კულტურულ მიზნებს.

არსებობს თანხის განაწილების რამდენიმე წესი. ავსტრიაში აუდიო ჩაწერის შემთხვევაში თანხის განაწილება ხდება შემდეგი განაკვეთებით: ავტორებს - 56% (AUSTRO MECHANA, რომელიც მართავს მუსიკალურ ნაწარმოებების ჩანაწერის რეპროდუცირების უფლებებს, იღებს 49%-ს, LITERAR-MECHANA, რომელიც მართავს ლიტერატურულ ნაწარმოებების ჩანაწერის რეპროდუცირების უფლებებს - 7%- ს), შემსრულებლებს - 20% (LSG და OSTIG), ფონოგრამების პროდიუსერებს (LSG) - 17% და მაუწყებლობის ორგანიზაციებს - 7%-ს (როგორც საავტორო უფლებების მესაკუთრეებს და ფონოგრამების პროდიუსერებს). აუდიოვიზუალურ ნაწარმოებების შემთხვევაში განაწილება წარმოებს ანალოგიური წესით კინემატოგრაფიული ნაწარმოებების პროდიუსერთა ორგანიზაციისა (VAM) და მაუწყებლობის ორგანიზაციებს შორის, რომლებიც, შესაბამისად, იღებენ 22,8%-ს და 25,8%-ს. მრავალწლიანი პრაქტიკის საფუძველზე შემუშავდა წესი, რომ კოლექტიური მართვის საზოგადოებებმა მიღებული თანხის 50%-ზე მეტი უნდა გამოიყენონ სოციალური მიზნებისათვის. ამრიგად, მიღებული თანხის მხოლოდ 50%-ზე ნაკლები ნაწილდება ინდივიდუალური უფლებების მესაკუთრეებს შორის.

საფრანგეთში აუდიოკასეტებიდან შემოსული თანხა ასე ნაწილდება: 50% ავტორებს 25% - შემსრულებლებს და 25% - ფონოგრამების პროდიუსერებს. ანალოგიურად ნაწილდება თანხა, შემოსული აუდიოვიდეო სფეროდან.

აღნიშნული გასამრჯელო გერმანიაში ნაწილდება შემდეგნაირად: 27%-ს იღებენ შემსრულებლები, 15%-ს - ფონოგრამის პროდიუსერები, 58%-ს - ავტორები.

შვედეთში, აუდიო- და ვიდეოკასეტებზე შემოღებულია გადასახადი, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი, როგორც კომპენსაცია, განეკუთვნება უფლებების მესაკუთრეებს. შემოსული თანხის ორი-მესამედი გამოიყენება სახელმწიფოს მიერ არასპეციალურ მიზნებისთვის, დარჩენილი ერთი მესამედის 80% გადაერიცხება კულტურის ფონდს და მხოლოდ 20% უნაწილდებათ უფლებების მესაკუთრეებს. ამ 20%-დან ავტორები იღებენ 40%-ს, შემსრულებლები და პროდიუსერები - 30 -30%-ს. ნორვეგიაში შემუშავებულია ანალოგიური სისტემა.

შეგროვებული გასამრჯელოს და კონკრეტული ნაწარმოების იდენტიფიკაცია ყველაზე რთული პრობლემაა, რომელსაც კოლექტიური მართვის საზოგადოებები სხვადასხვაგვარად წყვეტენ.

„პირადი ჩანაწერისთვის“ გასამრჯელოს შეგროვება შეუძლია მხოლოდ კოლექტიური მართვის საზოგადოებებს. ამის მიზეზი კი ამ უფლებების განსაკუთრებული ხასიათია, რომლის მართვა ინდივიდუალურად შეუძლებელია. კოლექტიური მართვის ტექნიკას „უხეში სამართლიანობის“ სახე აქვს, მაგრამ ეს მაინც სამართლიანი განაწილების გარანტიაა და უფლებების მესაკუთრეთა ინტერესებს იცავს.

4 დანართი

▲ზევით დაბრუნება


4.1 1961 წლის რომის კონვენცია შემსრულებლების, ფონოგრამათა პროდიუსერებისა და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებების დაცვის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ხელმოწერილია რომში 1961 წლის 26 ოქტომბერს

ხელის მომწერი სახელმწიფოები, ამოძრავებდათ რა შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლებისა და მაუწყებლობის ორგანიზაციათა უფლებების დაცვის სურვილი, შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

ამ კონვენციით განსაზღვრული დაცვა ხელშეუხებელს ტოვებს და არანაირ გავლენას ახდენს ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოებების საავტორო უფლების დაცვაზე. შესაბამისად, ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ განიმარტება როგორც ასეთი დაცვის საწინააღმდეგო.

მუხლი 2

  1. ამ კონვენციის მიზნებისათვის ეროვნული რეჟიმი ნიშნავს ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილ რეჟიმს, რომელიც მიენიჭათ:

  1. შემსრულებლებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, მის ტერიტორიაზე განხორციელებული, გადაცემული ან ჩაწერილი შესრულების მიმართ;

  1. ფონოგრამათა დამამზადებლებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, მის ტერიტორიაზე პირველად ჩაწერილი ან გამოცემული ფონოგრამების მიმართ;

  1. მაუწყებლობის ორგანიზაციებს, რომელთა მთავარი ადგილსამყოფელი ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზეა, იმ გადაცემების მიმართ, რომლებიც გადაიცემა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემი წყაროდან.

მუხლი 3

ამ კონვენციის მიზნებისათვის

    1. „შემსრულებელი“ ნიშნავს მსახიობს, მომღერალს, მოცეკვავეს ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც თამაშობს, მღერის, კითხულობს, ახდენს დეკლამირებას, უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე ან სხვაგვარად ასრულებს ლიტერატურულ ან ხელოვნების ნაწარმოებს;

    1. „ფონოგრამა“ ნიშნავს შესრულების ან სხვა ხმების მხოლოდ და მხოლოდ ხმოვან ჩანაწერს;

    1. „ფონოგრამის დამამზადებელი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს შესრულების ან სხვა ხმების პირველად ჩაწერას;

    1. „გამოცემა“ ნიშნავს საზოგადოებისათვის ფონოგრამის სათანადო რაოდენობის ეგზემპლარების შეთავაზებას;

    1. „რეპროდუცირება“ ნიშნავს ჩანაწერის ეგზემპლარის ან ეგზემპლარების დამზადებას;

    1. „მაუწყებლობა' ნიშნავს ეთერით ხმების ან გამოსახულებისა და ხმების გადაცემას;

    1. „განმეორებითი მაუწყებლობა“ ნიშნავს რომელიმე მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ერთდროულად მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ გადაცემას.

მუხლი 4

ხელშეკრულების მონაწილე თითოეული სახელმწიფო ანიჭებს შემსრულებელს ეროვნულ რეჟიმს, თუ კმაყოფილდება რომელიმე შემდეგი პირობა:

  1. შესრულება ხდება ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოში;

  1. შესრულება გაერთიანებულია ფონოგრამაში, რომელიც დაცულია ამ კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად;

  1. შესრულება, რომელიც არ არის ჩაწერილი ფონოგრამაზე, გამოყენებულია გადაცემაში, რომელიც დაცულია ამ კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 5

  1. ხელშეკრულების მონაწილე თითოეული სახელმწიფო უზრუნველყოფს ფონოგრამის დამამზადებელს ეროვნული რეჟიმით, თუ კმაყოფილდება რომელიმე შემდეგი პირობა:

  1. ფონოგრამის დამამზადებელი ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა (მოქალაქეობის კრიტერიუმი);

  1. ხმის პირველი ჩანაწერი გაკეთდა ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოში (პირველი ჩაწერის კრიტერიუმი);

  1. ფონოგრამა პირველად გამოიცა ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოში (პირველი გამოცემის კრიტერიუმი).

  1. თუ ფონოგრამა, რომელიც პირველად გამოიცა ხელშეკრულების არამონაწილე სახელმწიფოში, პირველი გამოცემიდან ოცდაათი დღის ვადაში გამოიცა ასევე ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში (ერთდროული გამოცემა), მაშინ იგი განიხილება როგორც ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში პირველად გამოცემული.

  1. გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან შეტყობინების დეპონირების მეშვეობით ხელშეკრულების მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ ის არ გამოიყენებს გამოცემის ან, პირიქით, ჩაწერის კრიტერიუმს. ასეთი შეტყობინების დეპონირება შესაძლებელია რატიფიცირების, მიღების ან მიერთების ან ამის შემდეგ ნებისმიერ დროს; უკანასკნელ შემთხვევაში, ის ძალაში შევა დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.

მუხლი 6

  1. ხელშეკრულების მონაწილე თითოეული სახელმწიფო უზრუნველყოფს მაუწყებლობის ორგანიზაციას ეროვნული რეჟიმით, თუ კმაყოფილდება რომელიმე შემდეგი პირობა:

  1. მაუწყებლობის ორგანიზაციის მთავარი ადგილსამყოფელი ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეა;

  1. მაუწყებლობა წარმოებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოთავსებული გადამცემი წყაროდან.

  1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეტყობინების დეპონირების მეშვეობით ხელშეკრულების მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ გადაცემას დაიცავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მაუწყებლობის ორგანიზაციის მთავარი ადგილსამყოფელი ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეა და მაუწყებლობა წარმოებს ამავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოთავსებული წყაროდან. ასეთი შეტყობინების დეპონირება შესაძლებელია რატიფიცირების, მიღების ან მიერთების ან მის შემდეგ ნებისმიერ დროს; უკანასკნელ შემთხვევაში ის ძალაში შევა დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.

მუხლი 7

    1. შემსრულებლის დაცვა ამ კონვენციის მიხედვით გულისხმობს შესაძლებლობას - თავიდან იქნეს აცილებული:

  1. შემსრულებლის თანხმობის გარეშე შესრულების ეთერით ან სხვა შესრულების საჯარო გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი შესრულება შემსრულებლის თანხმობით უკვე იყო ჩაწერილი ან გადაცემული.

  1. შემსრულებლის თანხმობის გარეშე იმ შესრულების ჩაწერა, რომელიც ადრე არ იყო ჩაწერილი;

  1. შემსრულებლის თანხმობის გარეშე შესრულების ჩანაწერის რეპროდუცირება:

  1. თუ პირველადი ჩანაწერი (ორიგინალი) გაკეთდა მისი თანხმობის გარეშე;

  1. თუ ასეთი რეპროდუცირება გაკეთდა იმ მიზნისაგან განსხვავებული მიზნით, რისთვისაც შემსრულებელმა მისცა თანხმობა;

  1. თუ პირველადი ჩანაწერი გაკეთდა მე-15 მუხლის დებულებების შესაბამისად, ხოლო რეპროდუცირების მიზანი ამ დებულებებისაგან განსხვავებულია.

    1. (1) შემსრულებლის თანხმობით გაკეთებულ გადაცემას განმეორებითი გადაცემის, სამაუწყებლო მიზნებისათვის ჩაწერის ან ამავე მიზნით რეპროდუცირებისაგან იცავს ხელშეკრულების მონაწილე იმ ქვეყნის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, რომელსაც მიმართეს დაცვისათვის.

    1. მაუწყებლობის ორგანიზაციების მიერ სამაუწყებლო მიზნით შექმნილი ჩანაწერების გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ხელშეკრულების მონაწილე იმ ქვეყნის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, რომელსაც მიმართეს დაცვისათვის.

    1. თუმცა ამ პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მოხსენიებული შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა შემსრულებელს არ ართმევს მაუწყებლობის ორგანიზაციასთან თავისი ურთიერთობების ხელშეკრულებით მოწესრიგების შესაძლებლობას.

მუხლი 8

ხელშეკრულების მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია თავისი შინასახელმწიფოებრივი კანონებითა და ნორმებით განსაზღვროს ფორმა, რომლითაც შემსრულებლები თავიანთი უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით იქნებიან წარმოდგენილი, თუ ერთსა და იმავე შესრულებაში რამდენიმე მათგანი მონაწილეობს.

მუხლი 9

ხელშეკრულების მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია თავისი შინასახელმწიფოებრივი კანონებითა და ნორმებით კონვენციით განსაზღვრული დაცვა განავრცოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირებზე, რომლებიც არ ასრულებენ ლიტერატურულ ან ხელოვნების ნაწარმოებებს.

მუხლი 10

ფონოგრამის დამამზადებლებს უფლება აქვთ გასცენ ნებართვა ან აკრძალონ თავიანთი ფონოგრამების პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება.

მუხლი 11

თუ ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფო ფონოგრამებთან დაკავშირებით ფონოგრამების დამამზადებლების, შემსრულებლების ან ორივე მათგანის უფლებების დაცვის პირობად თავისი შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით აყენებს გარკვეულ ფორმალობებთან შესაბამისობის მოთხოვნას, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ გამოცემული ფონოგრამების სავაჭრო ბრუნვაში გასულ ეგზემპლარებს ან მათ ფუტლარს აქვს ნიშანი - ლათინური ასო P წრეწირში, პირველი გამოცემის თარიღთან ერთად, რომელიც განთავსებულია ისეთი ფორმით, რომ იძლევა ნათელ მითითებას დაცვის მოთხოვნაზე; ასეთი ნიშანი უნდა შეიცავდეს ასევე დამამზადებლის უფლების მქონე პირის სახელს, თუ ეგზემპლარებზე ან მათ ფუტლარზე არ არის მითითება დამამზადებლის ან დამამზადებლის ლიცენზიის შესახებ (დამამზადებლის სახელის, სავაჭრო ნიშნის ან რაიმე სხვა სიმბოლოს საშუალებით); თუ ეგზემპლარზე ან ფუტლარზე ასევე არ არის მითითება ძირითად შემსრულებელზე, მაშინ აღნიშნული ნიშანი უნდა შეიცავდეს იმ პირის ვინაობას, რომელიც იმ ქვეყანაში, სადაც ჩანაწერი გაკეთდა, ასეთი შემსრულებლის უფლებების მესაკუთრეა.

მუხლი 12

მაუწყებლობისათვის ან სხვაგვარი საჯარო გადაცემისათვის კომერციული მიზნით გამოქვეყნებული ფონოგრამის ან ასეთი ფონოგრამის რეპროდუქციის პირდაპირი მოხმარების შემთხვევაში შემსრულებლებს ან ფონოგრამის დამამზადებლებს, ან ორივე მხარეს ეძლევა ერთჯერადი შესაბამისი ანაზღაურება. მხარეებს შორის შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში თითოეულის წილი ამ ანაზღაურებაში შეიძლება განისაზღვროს შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.

მუხლი 13

მაუწყებლობის ორგანიზაციებს უფლება აქვთ გასცენ ნებართვა ან აკრძალონ:

    1. მათი გადაცემების განმეორებითი გადაცემა;

    1. მათი გადაცემების ჩაწერა;

    1. (i) მათი თანხმობის გარეშე ჩაწერილი გადაცემების რეპროდუცირება;

        1. მათი გადაცემების მე-15 მუხლის დებულებების შესაბამისად გაკეთებული ჩანაწერების რეპროდუცირება, თუ ასეთი რეპროდუცირების მიზნები განსხვავდება ამ მუხლის დებულებებისაგან;

    1. მათი სატელევიზიო გადაცემების საჯარო ჩვენება, თუ ასეთი ჩვენება ხდება ადგილებში, სადაც დასწრება ფასიანია; ამ დებულების გამოყენების გარემოებებს განსაზღვრავს იმ ქვეყნის შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, რომელსაც მიმართეს დაცვისათვის.

მუხლი 14

კონვენციით განსაზღვრული დაცვის ხანგრძლივობა ოცი წელია იმ წლის დასასრულიდან, როცა:

  1. მოხდა ფონოგრამისა და მასში გაერთიანებული შესრულების ჩაწერა;

  2. შესრულდა ნაწარმოები, რომელიც არ ყოფილა ფონოგრამაზე ჩაწერილი;

  3. გავიდა გადაცემა.

მუხლი 15

  1. ხელშეკრულების მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია თავისი შინასახელმწიფოებრივი კანონებითა და ნორმებით დააწესოს გამონაკლისები ამ კონვენციით გათვალისწინებული დაცვიდან, კერძოდ:

  1. პირადი გამოყენება;

  1. მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით მოკლე ნაწყვეტების გამოყენება;

  1. მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ საკუთარი საშუალებებით საკუთარი გადაცემისათვის განხორციელებული დროებითი ჩაწერა;

  1. მხოლოდ სასწავლო ან სამეცნიერო მიზნებისათვის გამოყენება.

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტისაგან განსხვავებით, ხელშეკრულების მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია თავისი შინასახელმწიფოებრივი კანონებითა და ნორმებით შემსრულებლების, ფონოგრამათა დამამზადებლებისა და მაუწყებლობის ორგანიზაციების დაცვასთან დაკავშირებით ისეთი შეზღუდვები დააწესოს, რასაც მისი კანონმდებლობა ითვალისწინებს ლიტერატურულ და ხელოვნების ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების დაცვასთან მიმართებაში. თუმცა სავალდებულო ლიცენზიები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც შეესაბამება ამ კონვენციას.

მუხლი 16

  1. თითოეული სახელმწიფო, ხდება რა კონვენციის მონაწილე, იძენს კონვენციით გათვალისწინებულ ყველა უფლებასა და მოვალეობას; თუმცა სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან შეტყობინების დეპონირებით

  1. მე-12 მუხლთან დაკავშირებით განაცხადოს, რომ:

  1. არ გამოიყენებს ამ მუხლის დებულებებს;

  1. არ გამოიყენებს ამ მუხლის დებულებებს განსაზღვრული მოხმარებისას;

      1. არ გამოიყენებს ამ მუხლის დებულებებს ფონოგრამებთან დაკავშირებით, რომელთა დამამზადებელიც არის ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს მოქალაქე;

      1. ფონოგრამებთან დაკავშირებით, რომელთა დამამზადებელი ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ის დააწესებს ამ მუხლით გათვალისწინებული დაცვის საზღვრებს იმ მოცულობითა და ვადით, რომლითაც აღნიშნული სახელმწიფო იცავს იმ სახელმწიფოს მოქალაქის მიერ პირველად ჩაწერილ ფონოგრამას, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა; თუმცა ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფო, რომლის მოქალაქეც არის დამამზადებელი, არ უზრუნველყოფს დაცვით იმავე ბენეფიციარს ან ბენეფიციარებს, რომლებსაც იცავს განმცხადებელი სახელმწიფო, არ განიხილება განსხვავებად დაცვის მოცულობაში.

  1. მე-13 მუხლთან დაკავშირებით განაცხადოს, რომ არ გამოიყენებს ამ მუხლის „d“ ქვეპუნქტს; თუ ხელშეკრულების მონაწილე რომელიმე სახელმწიფო ასეთ განცხადებას გააკეთებს, ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოები არ არიან ვალდებული უზრუნველყონ მე-13 მუხლის „d“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება მაუწყებლობის იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა მთავარი ადგილსამყოფელი ეს სახელმწიფოა.

  1. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების დეპონირება მოხდება რატიფიცირების, მიღების ან მიერთების დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, განცხადება ძალაში შედის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.

მუხლი 17

ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც 1961 წლის 26 ოქტომბერს ფონოგრამების დამამზადებლებს უზრუნველყოფს დაცვით მხოლოდ ჩაწერის კრიტერიუმის საფუძველზე, შეუძლია რატიფიცირების, მიღების ან მიერთების დროს გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან შეტყობინების დეპონირებით განაცხადოს, რომ მე-5 მუხლის მიზნებისათვის ის გამოიყენებს მხოლოდ ჩაწერის კრიტერიუმს, ხოლო მე-16 მუხლის 1(a)(iii) და 1(a)(iv) ქვეპუნქტებისათვის - ჩაწერის კრიტერიუმს მოქალაქეობის კრიტერიუმის ნაცვლად.

მუხლი 18

ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც მოახდინა შეტყობინების დეპონირება მე-5.3, მე-6.2, მე-16.1 და მე-17 მუხლებთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების მდივანთან შემდგომი შეტყობინების დეპონირებით შეუძლია შეავიწროოს წინა შეტყობინების მოქმედების სფერო ან გააუქმოს იგი.

მუხლი 19

კონვენციასთან წინააღმდეგობის გარეშე, შემსრულებლის მხრიდან მისი შესრულების ვიზუალურ ან აუდიოვიზუალურ ჩანაწერში გაერთიანების თაობაზე თანხმობის გამოთქმის შემთხვევაში კონვენციის მე-7 მუხლი აღარ გამოიყენება.

მუხლი 20

    1. ეს კონვენცია არ ეწინააღმდეგება კონვენციის მონაწილე სახელმწიფოში ამ სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლამდე მოპოვებულ რაიმე უფლებას.

    1. კონვენციის მონაწილე არც ერთი სახელმწიფო ვალდებული არ არის გამოიყენოს კონვენციის დებულებები იმ შესრულებისა და გადაცემის მიმართ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ან იმ ფონოგრამის მიმართ, რომელიც ჩაწერილ იქნა აღნიშნული სახელმწიფოსათვის ამ კონვენციის ძალაში შესვლამდე.

მუხლი 21

ამ კონვენციით გათვალისწინებული დაცვა არ ეწინააღმდეგება შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლებისა და მაუწყებლობის ორგანიზაციებისათვის გათვალისწინებული დაცვის სხვა ფორმებს.

მუხლი 22

ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოები ინარჩუნებენ ურთიერთშორის განსაკუთრებული შეთანხმებების დადების უფლებას იმდენად, რამდენადაც ეს შეთანხმებები აფართოვებს შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლებისა და მაუწყებლობის ორგანიზაციებისათვის ამ კონვენციით მინიჭებულ უფლებებს და არ შეიცავს კონვენციის საწინააღმდეგო რაიმე დებულებას.

მუხლი 23

ეს კონვენცია დეპონირდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან. ეს კონვენცია ხელმოსაწერად ღიაა 1962 წლის 30 ივნისამდე შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლებისა და მაუწყებლობის ორგანიზაციების საერთაშორისო დაცვის შესახებ დიპლომატიურ კონფერენციაზე მოწვეული ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელიც არის საავტორო უფლებების საყოველთაო კონვენციის მონაწილე ან ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის წევრი.

მუხლი 24

    1. ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას ან მიღებას ხელის მომწერი სახელმწიფოების მიერ.

    1. ეს კონვენცია მისაერთებლად ღიაა 23-ე მუხლში მოხსენიებულ კონფერენციაზე მოწვეული ან გაერთიანებული ერების წევრი ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ეს სახელმწიფო საავტორო უფლებების საყოველთაო კონვენციის მონაწილე ან ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის წევრია.

    1. რატიფიცირების, მიღების ან მიერთების ძალაში შესვლა ხდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან შესაბამისი დოკუმენტის დეპონირებით.

მუხლი 25

    1. კონვენცია ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების ან მიერთების მეექვსე დოკუმენტის დეპონირების დღიდან სამი თვის შემდეგ.

    1. ამის შემდგომ თითოეული სახელმწიფოსათვის კონვენცია ძალაში შევა ამ სახელმწიფოს მიერ მისი რატიფიცირების, მიღების ან მიერთების დოკუმენტის დეპონირების დღიდან სამი თვის შემდეგ.

მუხლი 26

    1. ხელშეკრულების მონაწილე თითოეული სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს საკუთარი კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ამ კონვენციის გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომები.

    1. რატიფიცირების, მიღების ან მიერთების დოკუმენტის დეპონირების დროისათვის თითოეული სახელმწიფოს შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული უნდა იყოს კონვენციის ამოქმედების მექანიზმები.

მუხლი 27

    1. ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია რატიფიცირების, მიღების ან მიერთებისას ან ამის შემდგომ ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისადმი მიმართული შეტყობინებით განაცხადოს, რომ ეს კონვენცია ვრცელდება ყველა ან რომელიმე ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც ის არის პასუხისმგებელი, იმის უზრუნველყოფით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოიყენება საავტორო უფლებების საყოველთაო კონვენცია და ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის შესახებ კონვენცია. ასეთი შეტყობინება ძალაში შედის მისი მიღებიდან სამი თვის შემდეგ.

    1. შეტყობინებები, რომლებიც ეხება ამ კონვენციის მე-5.3, მე-6.2, მე-16.1, მე-17 და მე-18 მუხლებს, შეიძლება განივრცოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებული ყველა ან რომელიმე ტერიტორიის მიმართ.

მუხლი 28

  1. ნებისმიერი სახელმწიფო უფლებამოსილია მოახდინოს ამ კონვენციის დენონსირება როგორც საკუთარი, ისე იმ ტერიტორიების სახელით, რომლებიც მოხსენიებულია 27-ე მუხლში.

  1. დენონსირება ხდება გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისადმი შეტყობინების გაგზავნის ფორმით და ძალაში შედის მისი მიღებიდან 12 თვის შემდეგ.

  1. დენონსირების უფლების გამოყენება შეიძლება კონვენციის მონაწილე სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ.

  1. ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფო წყვეტს კონვენციის მონაწილედ ყოფნას იმ დროიდან, როცა ის აღარ არის საავტორო უფლებების საყოველთაო კონვენციის მონაწილე ან ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის წევრი.

  1. ამ კონვენციის გამოყენება 27-ე მუხლში მოხსენიებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე წყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტორო უფლებების საყოველთაო კონვენციისა და ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის გამოყენების შეწყვეტის დროიდან.

მუხლი 29

  1. კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ ხელშეკრულების მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან შეტყობინების გაგზავნით მოითხოვოს კონფერენციის მოწვევა კონვენციის გადასინჯვის მიზნით. გენერალური მდივანი ასეთი მოთხოვნის შესახებ ატყობინებს ხელშეკრულების მონაწილე ყველა სახელმწიფოს. თუ გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან ექვსი თვის განმავლობაში ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა არანაკლებ ნახევარი გამოხატავს მოთხოვნის თანხმობას, გენერალური მდივანი ამის შესახებ აცნობებს საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს დირექტორს, რომლებიც ამ კონვენციის 32-ე მუხლში მოხსენიებულ სამთავრობათაშორისო კომიტეტთან ერთად აწყობენ სარევიზიო კონფერენციას.

  1. კონვენციაში ნებისმიერი შესწორების შეტანა მოითხოვს კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოთა ხმების ორმესამედს, რომელიც ამასთან უნდა წარმოადგენდეს კონფერენციის მსვლელობის დროისათვის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა ხმების ორმესამედს.

  1. ამ კონვენციაში მთლიანად ან ნაწილობრივ ცვლილებების შემტანი კონვენციის მიღების შემთხვევაში, თუ აღნიშნული კონვენციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:

  1. ეს კონვენცია იხურება რატიფიცირების, მიღების ან მიერთებისათვის კონვენციის ახალი ვარიანტის ძალაში შესვლის დღიდან.

  1. ეს კონვენცია ძალაშია ხელშეკრულების მონაწილე იმ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობისას, რომლებიც არ არიან კონვენციის ახალი ვარიანტის მონაწილეები.

მუხლი 30

ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის ამ კონვენციის განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით აღმოცენებული დავა, რომელიც ვერ გადაწყდება მოლაპარაკებით, ერთ-ერთი მხარის თხოვნით განსახილველად ეგზავნება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, თუ მხარეები მის სხვაგვარად გადაწყვეტაზე არ შეთანხმდებიან.

მუხლი 31

მე-5.3, მე-6.2, მე-16.1 და მე-17 მუხლების გარდა ეს კონვენცია დათქმის გაკეთების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

მუხლი 32

  1. ამ კონვენციით შექმნილი სამთავრობათაშორისო კომიტეტს ევალება:

  1. კონვენციის მოქმედებასა და მის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა;

  1. განცხადებების შეგროვება და დოკუმენტაციის მომზადება კონვენციის შესაძლო გადასინჯვისათვის.

  1. კომიტეტი შედგება ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლებისაგან, რომლებიც არჩეული არიან სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების პრინციპის საფუძველზე. კომიტეტის წევრთა რაოდენობა იქნება ექვსი, თუ ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა რაოდენობა არ აღემატება თორმეტს, ცხრა - თუ ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა რაოდენობა ცამეტიდან თვრამეტამდეა და თორმეტი, თუ ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა რაოდენობა თვრამეტს აღემატება.

  1. კომიტეტი იქმნება კონვენციის ძალაში შესვლიდან თორმეტი თვის შემდეგ ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის არჩევნების საფუძველზე. თითოეულ სახელმწიფოს აქვს ერთი ხმა. არჩევნების ორგანიზებას ახდენენ საერთაშორისო შრომის ოფისის გენერალური დირექტორი, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს დირექტორი ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ წინასწარ დადგენილი წესების შესაბამისად.

  1. კომიტეტი ირჩევს თავმჯდომარესა და თანამდებობის პირებს. ის ადგენს საკუთარ საპროცედურო ნორმებს. ეს ნორმები, კერძოდ, ეხება კომიტეტის საქმიანობას და მისი შემადგენლობის შემდგომი ცვლილების წესებს, იმის გათვალისწინებით, რომ დაცული იყოს ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის როტაციის პრინცი პი.

  1. საერთაშორისო შრომის ოფისის გენერალური დირექტორის, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალური დირექტორისა და ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს დირექტორის მიერ დანიშნული მოხელეები შეადგენენ კომიტეტის სამდივნოს.

  1. კომიტეტის სხდომები მოიწვევა, როდესაც მისი წევრების უმრავლესობა ამას აუცილებლად მიიჩნევს შესაბამისად საერთაშორისო შრომის ოფისის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა და ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ცენტრალურ შტაბ-ბინებში.

  1. კომიტეტის წევრთა ხარჯებს ფარავს მათი მთავრობა.

მუხლი 33

  1. ეს კონვენცია შექმნილია ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

  1. კონვენციის ოფიციალური ტექსტები დამატებით იქმნება გერმანულ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.

მუხლი 34

  1. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი ამ კონვენციის 23-ე მუხლში მოხსენიებულ კონფერენციაზე მოწვეულ, აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრ-სახელმწიფოს, ისევე როგორც საერთაშორისო შრომის ოფისის გენერალურ დირექტორს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს დირექტორს უგზავნის შეტყობინებას:

  1. რატიფიცირების, მიღების ან მიერთების თითოეული დოკუმენტის დეპონირების შესახებ;

  1. კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

  1. ყოველი შეტყობინების, განცხადებისა და კომუნიკაციის შესახებ;

  1. კონვენციის 28.4-ე და 28.5-ე პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების აღმოცენების შესახებ.

  1. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი საერთაშორისო შრომის ოფისის გენერალურ დირექტორს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს დირექტორს აგრეთვე ატყობინებს კონვენციის 29-ე მუხლის შესაბამისად მიღებული თხოვნისა და კონვენციის გადასინჯვასთან დაკავშირებით ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთაგან მიღებული ნებისმიერი კომუნიკაციის შესახებ.

ზემოაღნიშნულის რწმენით, ქვემორე ხელის მომწერნი, ფლობენ რა სათანადო უფლებამოსილებას, ხელს აწერენ ამ კონვენციას.

შესრულებულია რომში 1961 წლის 26 ოქტომბერს, თითო ეგზემპლარად ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. სათანადოდ დამოწმებულ ასლებს გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი უგზავნის კონვენციის 23-ე მუხლში მოხსენიებულ კონფერენციაზე მოწვეულ, აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოს, ისევე როგორც საერთაშორისო შრომის ოფისის გენერალურ დირექტორს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორსა და ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს დირექტორს.

4.2 ხელშეკრულება ინტელექტუალურ საკუთრებაზე ვაჭრობის თანხვედრი უფლებების შესახებ - AGREEMENT ON TRADE-RELATED ASPECTS OF INTELLECTUAL PROPERTY RIGHTS (TRIPS AGREEMENT)

▲ზევით დაბრუნება


წევრ-სახელმწიფოები

იმ სურვილით, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში დარღვევებისა და დაბრკოლებების შესაძლებლობა შემცირდეს, მხედველობაში ვიღებთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა უფრო ეფექტიანი და ადეკვატური დაცვის ხელშეწყობის აუცილებლობას, რათა კანონიერი ვაჭრობისათვის ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებები თავად არ გადაიქცეს დაბრკოლებად.

ამ მიზნით ვაღიარებთ ახალი წესებისა და ნორმების შემოღების აუცილებლობას შემდეგთან მიმართებაში:

    1. GATT-ის 1994 წლისა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების ან კონვენციების ძირითადი პრინცი პების მიღება;

    1. ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, მათი მოპოვების, ფარგლებისა და გამოყენების და ამასთან დაკავშირებული ადეკვატური ნორმებისა და პრინციპების უზრუნველყოფა;

    1. სახელმწიფოთა სამართლებრივ სისტემებს შორის განსხვავების გათვალისწინებით, ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ეფექტიანი და სათანადო სამართალდამცავი საშუალებების უზრუნველყოფა;

    1. სახელმწიფოთა შორის წამოჭრილი დავის მრავალმხრივი აცილებისა და გადაჭრისათვის საჭირო ეფექტიანი და გადაუდებელ ღონისძიებათა უზრუნველყოფა; და

    1. გარდამავალი ღონისძიებების დაწესება, რომლებიც მიზნად ისახავენ მოლაპარაკების შედეგებში სრულ მონაწილეობას;

ვაღიარებთ, რომ ფალსიფიცირებული საქონლით საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებით, საჭიროა საერთაშორისო პრინციპებისა და წესების შემუშავება;

ვაღიარებთ, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებები კერძო უფლებებია;

ვაღიარებთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული სისტემის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ძირითად მიზნებს, მათ შორის ტექნოლოგიური განვითარების მიზნებსაც;

ვაღიარებთ, აგრეთვე, ნაკლებ განვითარებული წევრ-ქვეყნების განსაკუთრებულ მოთხოვნებს ადგილობრივი კანონებისა და ნორმების განხორციელებაში, რათა მათ საშუალება მიეცეთ ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი ტექნოლოგიური ბაზის შესაქმნელად;

ხაზს ვუსვამთ, რომ უფრო ძლიერი ვალდებულებების მიღწევით აუცილებელია შემცირდეს უთანხმოებები, რათა მრავალმხრივი პროცედურის მეშვეობით მოხდეს ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე წამოჭრილი დავის გადაჭრა;

იმ მიზნით, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (შემდგომში „ისმო“) შორის ჩამოვაყალიბოთ ორმხრივი თანამშრომლობა, ისევე, როგორც სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან,

ვეთანხმებით ქვემოთ მოყვანილს:

ნაწილი I
ზოგადი დებულებები და ძირითადი პრინციპები
მუხლი 1
ძირითადი დებულებები და ძირითადი პრინციპები

  1. წევრ-სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ ამ შეთანხმების დებულებანი. წევრ-სახელმწიფოებს შეუძლიათ, მაგრამ არ არიან ვალდებული, თავიანთ ადგილობრივ კანონებში გაითვალისწინონ ამ შეთანხმების მოთხოვნებთან შედარებით უფრო ფართო დაცვა, იმ პირობით, რომ ამგვარი დაცვა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების დებულებებს. წევრ-სახელმწიფოები უფლებამოსილი არიან, საკუთარი საკანონმდებლო სისტემისა და პრაქტიკის ფარგლებში განსაზღვრონ ამ შეთანხმების დებულებათა განხორციელების სათანადო მეთოდები.

  1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის ტერმინი „ინტელექტუალური საკუთრება“ გულისხმობს ინტელექტუალური საკუთრების ყველა კატეგორიას, რომელიც გათვალისწინებულია II ნაწილის 1 - 7 მუხლებში.

  1. წევრ-სახელმწიფოებმა სხვა წევრ-სახელმწიფოების მოქალაქეებს უნდა მიანიჭონ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული რეჟიმი (იხილე შენიშვნა 1). ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან მიმართებაში სხვა წევრ-სახელმწიფოების მოქალაქეები უნდა მივიჩნიოთ იურიდიულ და ფიზიკურ პირებად, რომლებიც დააკმაყოფილებენ პარიზის (1967), ბერნის (1971), რომის კონვენციებითა და ინტეგრაციულ სქემებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დაცვისუნარიანობის ყველა კრიტერიუმს იმისათვის, რომ მოიპოვონ ამგვარი უფლებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყველა წევრ-სახელმწიფოს მსგავსად, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ კონვენციათა წევრები არიან (იხილე შენიშვნა 2). ნებისმიერი წევრი, რომელიც სარგებლობს რომის კონვენციის მე-5 მუხლის (3) პუნქტით ან მე-6 მუხლის (2) პუნქტით მინიჭებული უფლებებით, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებულ ასპექტებზე („TRIPS-ის საბჭო“) ვალდებულია, როგორც ეს იმ დებულებებშია გათვალისწინებული, ამის შესახებ შეატყობინოს საბჭოს.

მუხლი 2
ინტელექტუალური საკუთრების კონვენციები

  1. რაც შეეხება ამ შეთანხმების II, III და IV ნაწილებს, წევრ-სახელმწიფოებმა ისინი უნდა შეუსაბამონ პარიზის კონვენციის (1967) 1-12 და მე-19 მუხლებს.

  1. ამ შეთანხმების I-IV ნაწილებში არაფერმა უნდა შეცვალოს წევრ -სახელმწიფოების ის ვალდებულებები, რომლებიც მათ ერთმანეთთან შეიძლება ჰქონდეთ პარიზის, ბერნის, რომის კონვენციებითა და ინტეგრალურ სქემებზე ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

მუხლი 3

ეროვნული რეჟიმი

  1. თითოეულმა წევრმა სხვა წევრ-სახელმწიფოს მოქალაქეებს უნდა შესთავაზოს რეჟიმი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის (იხილე შენიშვნა 3) თვალსაზრისით საკუთარი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის შეთავაზებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელშემწყობი უნდა იყოს; ეს არ ეხება პარიზის (1967), ბერნის (1971), რომის კონვენციებით ან ინტეგრალურ სქემებზე ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებულ გამონაკლისებს. რაც შეეხებათ შემსრულებლებს, ფონოგრამების დამამზადებლებსა და სამაუწყებლო ორგანიზაციებს, ეს ვალდებულება მხოლოდ ამ შეთანხმებით მინიჭებულ უფლებებზე ვრცელდება. ნებისმიერი წევრ-სახელმწიფო, რომელიც ისარგებლებს 1971 წლის ბერნის კონვენციის მე-6 მუხლით ან რომის კონვენციის მე-16 მუხლის 1(b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით, ვალდებულია, როგორც ეს განსაზღვრულია ამ დებულებებში, ეს შეატყობინოს TRIPS-ის საბჭოს.

  1. წევრ-სახელმწიფოებმა, სასამართლო და ადმინისტრაციულ პროცედურებთან დაკავშირებით, შეიძლება ისარგებლონ ამ მუხლის პირველი პუნქტის გამონაკლისებით, მათ შორის, მომსახურების იურიდიული მისამართის აღნიშვნა და აგენტის დანიშვნა წევრსახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში, ამგვარი გამონაკლისები დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ისინი საჭიროა იმ კანონებისა და ნორმების შესაბამისობაში მოსაყვანად, რომლებიც ამ ხელშეკრულების დებულებებს არ ეწინააღმდეგება და სადაც ამგვარი პრაქტიკა ვაჭრობის შენიღბული შეზღუდვის გასაჩენად არ გამოიყენება.

მუხლი 4
უპირატესი ხელშეწყობის ეროვნული რეჟიმი

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მხრივ ნებისმიერი უპირატესობა, შეღავათი, პრივილეგია ან იმუნიტეტი, რომელსაც წევრ-სახელმწიფო ანიჭებს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა მიეცეს ყველა წევრ-ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ვალდებულებებიდან თავისუფლდება წევრის მიერ მინიჭებული ნებისმიერი უპირატესობა, შეღავათი, პრივილეგია ან იმუნიტეტი,

  1. რომელიც გამომდინარეობს იურიდიული დახმარებისა და სამართლებრივი დაცვის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელსაც აქვს ზოგადი ხასიათი და კონკრეტულად ინტელექტუალური საკუთრების დაცვისადმი არ არის მიძღვნილი;

  1. რომელიც მინიჭებულია ბერნის (1971) ან რომის კონვენციის დებულებების თანახმად, რაც იმას ნიშნავს, რომ მიღებული რეჟიმი უნდა უთანაბრდებოდეს არა ეროვნულ, არამედ სხვა ქვეყნებში მინიჭებულ რეჟიმს;

  1. რომლებიც მათ არ მიეცათ ამ ხელშეკრულების თანახმად შემსრულებლების, ფონოგრამის დამამზადებლებისა და სამაუწყებლო ორგანიზაციებისათვის მინიჭებულ უფლებებთან დაკავშირებით;

  1. რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომლებიც ძალაში შევიდა იმ ხელშეკრულებების ძალაში შესვლამდე, რომელთა მეშვეობითაც შეიქმნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (მსო), იმ პირობით, რომ ამგვარი ხელშეკრულებების შესახებ ეცნობება TRIPS-ის საბჭოს და არ წარმოქმნიდა სხვა წევრ-სახელმწიფოების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ თვითნებურ ან გაუმართლებელ დისკრიმინაციას.

მუხლი 5
მრავალმხრივი ხელშეკრულებები დაცვის მოპოვებისა და შენარჩუნების შესახებ

მე-3 და მე-4 მუხლების ვალდებულებები არ ეხება მრავალმხრივი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პროცედურებს, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) მფარველობით დაიდო და რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მოპოვებას ან შენარჩუნებას ეხება.

მუხლი 6
უფლებების ამოწურვა

ამ შეთანხმების მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, დავის გადაჭრის მიზნით, ამ შეთანხმების არცერთი დებულების გამოყენება არ შეიძლება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ამოწურვის შესახებ საკითხის განხილვისას.

მუხლი 7
მიზნები

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვამ და ამოქმედებამ ხელი უნდა შეუწყოს ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ტექნოლოგიების გადაცემასა და გავრცელებას, რაც ურთიერთსასარგებლო იქნება ტექნოლოგიური ცოდნით აღჭურვილი მწარმოებლებისათვის და, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობასა და უფლება-ვალდებულებების ბალანსს.

მუხლი 8
პრინციპები

  1. წევრებს შეუძლიათ თავიანთი სახელმწიფოებრივი კანონებისა ან ნორმების ჩამოყალიბების, ან მათში შესწორების შეტანის დროს მიიღონ საზოგადოების ჯანმრთელობისა და მათი კვების დასაცავად საჭირო ზომები; აგრეთვე, ხელი შეუწყონ სახელმწიფო ინტერესების დაცვას ისეთ სექტორებში, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მათი სოციალურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებისთვის იმ პირობით რომ ამგვარი ღონისძიებები შეესაბამება იქნებიან ამ შეთანხმების დებულებებს.

  1. შეიძლება საჭირო გახდეს სათანადო ღონისძიებების გატარება იმ პირობით, რომ ისინი ამ ხელშეკრულების დებულებებს უნდა შეესაბამებოდეს, რათა ამ უფლების მესაკუთრემ თავიდან აიცილოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ბოროტად გამოყენება ან ისეთი საქმიანობა, რომელიც უმიზეზოდ აფერხებს ვაჭრობას, ან ცუდ ზემოქმედებას ახდენს ტექნოლოგიების საერთაშორისო გადაცემაზე.

შენიშვნები:

  1. შეთანხმებაში მოხსენიებულ მოქალაქეებში იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებსაც მსო-ს წევრ-სახელმწიფოების ტერიტორიაზე აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან ნამდვილი და მოქმედი სამრეწველო ან კომერციული საწარმო.

  1. შეთანხმებაში პარიზის კონვენციაიგულისხმება სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია; პარიზის კონვენცია(1967) გულისხმობს ამ კონვენციის 1967 წლის 14 ივლისის სტოკჰოლმის აქტს. ბერნის კონვენცია გულისხმობს ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციას;ბერნის კონვენცია (1971) გულისხმობს ამ კონვენციის 1971 წლის 24 ივლისის პარიზის აქტს. რომის კონვენცია გულისხმობს შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლებისა და სამაუწყებლო ორგანიზაციების დაცვის საერთაშორისო კონვენციას, რომელიც მიიღეს რომში 1961 წლის 26 ოქტომბერს.

  1. მე-3 და მე-4 მუხლების მიზნებისათვის დაცვა გულისხმობს ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მიღებაზე, მოპოვებაზე, მათ ფარგლებზე, შენარჩუნებასა და სამართლებრივ დაცვაზე; აგრეთვე, გულისხმობს იმ ფაქტებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ამ შეთანხმებაში განსაკუთრებულად გამოყოფილი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გამოყენებაზე.

ნაწილი II
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მიღების, ფარგლებისა და გამოყენების ნორმები
კარი I: საავტორო და მომიჯნავე უფლებები

მუხლი 9
კავშირი ბერნის კონვენციასთან

  1. წევრ-სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბერნის კონვენციის (1971) 1-21-ე მუხლები და დამატებითი კარი. მიუხედავად ამისა, წინამდებარე შეთანხმება არ აკისრებს წევრ-სახელმწიფოებს კონვენციის მე-6bis მუხლით მინიჭებულ ან ამ მუხლიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს.

  1. საავტორო უფლებების დაცვა უნდა გავრცელდეს გამოხატვაზე და არა იდეებზე, ტექნოლოგიურ პროცესებზე, მეთოდიკაზე, საქმიანობის მეთოდებზე, ან მათემატიკურ კონცეფციებზე.

მუხლი 10
კომპიუტერული პროგრამები და მონაცემების კომპილაცია

  1. ბერნის კონვენციის (1971) თანახმად, კომპიუტერული პროგრამები, როგორც მათი წყაროს, ისე კოდირებული ფორმით, დაცული უნდა იყოს ლიტერატურული ნაწარმოებების მსგავსად.

  1. მონაცემების ან სხვა მასალების კომპილაცია, როგორც მანქანური, ისე სხვა ფორმით, რომელიც თავისი შინაარსის შერჩევით ან აგებულებით ინტელექტუალურ ნაწარმოებს წარმოადგენს, დაცული უნდა იყოს როგორც ასეთი. ამგვარმა დაცვამ, რომელიც არ უნდა გავრცელდეს თავად მასალასა და მონაცემებზე, არ უნდა ავნოს ამ მასალასა და მონაცემებზე არსებულ ნებისმიერ საავტორო უფლებას.

მუხლი 11
გაქირავების უფლებები

კომპიუტერული პროგრამებისა და კინემატოგრაფიული ნაწარმოებების მხრივ, წევრ-სახელმწიფოებმა მათ ავტორებსა და უფლებამონაცვლეებს უფლება უნდა დართონ, თავად გადაწყვიტონ, დაუშვან თუ აკრძალონ თავიანთი საავტორო უფლებების ნაწარმოებების ორიგინალისა თუ ასლების საზოგადოებისათვის კომერციული გაქირავება. წევრ-სახელმწიფო ამგვარი ვალდებულებისაგან კინემატოგრაფიული ნაწარმოებების მიმართებაში თავისუფლდება; მსგავსმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ნაწარმოებების ასლების ისეთი ფართო გადაღება, რაც ზიანს მიაყენებს რეპროდუცირების განსაკუთრებულ უფლებას, რომელიც ამ წევრ-სახელმწიფოში ავტორებსა და მათ უფლებამონაცვლეებს აქვთ მინიჭებული.

მუხლი 12
დაცვის ვადა

თუ დაცვის ვადა აითვლება არა ფიზიკური პირის სიცოცხლის მიხედვით, არამედ სხვაგვარ საფუძველზე, როგორიცაა, ფოტოგრაფიული ან გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებები, ასეთი ვადა გამოქვეყნების კალენდარული წლის დასასრულიდან 50 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო თუ ამ 50 წლის განმავლობაში ასეთი ნებადართული გამოქვეყნება არ განხორციელებულა, დაცვის ვადა უნდა გამოითვალოს ნაწარმოების შექმნის კალენდარული წლის ბოლოდან და უნდა შეადგენდეს 50 წელს.

მუხლი 13
შეზღუდვები და გამონაკლისები

კონკრეტული შემთხვევებისათვის წევრებმა განსაკუთრებული უფლებების ისეთი შეზღუდვები და გამონაკლისები შეიძლება შემოიღონ, რომლებიც ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას არ ეწინააღმდეგება და უფლებების მფლობელის კანონიერ ინტერესებს უმიზეზოდ არ ვნებს.

მუხლი 14

შემსრულებლების, ფონოგრამების (ბგერითი ჩანაწერების) დამამზადებლებისა და მაუწყებლობის ორგანიზაციების დაცვა

  1. შემსრულებლებს უნდა შეეძლოთ, არაფიქსირებული ნაწარმოების ფიქსაციისა და ამგვარი ფიქსაციის რეპროდუცირების დროს თავიდან აიცილონ თავიანთი შესრულების ფონოგრამებთან დაკავშირებული უნებართვო ქმედებანი. შემსრულებლებს უნდა შეეძლოთ აგრეთვე, მათი ნებართვის გარეშე ჩადენილი ისეთი ქმედებების თავიდან აცილება, როგორიცაა სამაუწყებლო ორგანიზაციების მიერ რადიოს და საჯარო გადამცემი საშუალებებით მათი ცოცხალი შესრულების გადაცემა.

  1. ფონოგრამების დამამზადებლებს უფლება უნდა ჰქონდეთ ნება დართონ ან აკრძალონ თავიანთი ფონოგრამების პირდაპირი ან არაპირდაპირი გამრავლება.

  1. სამაუწყებლო ორგანიზაციებს უფლება უნდა მიეცეთ აკრძალონ მათი ნებართვის გარეშე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა: ფიქსაცია, ფიქსაციის რეპროდუცირება, სამაუწყებლო გადამცემი საშუალებებით რეტრანსლაცია, აგრეთვე, ამგვარი ქმედების საჯარო სატელევიზიო მაუწყებლობისა და კომუნიკაციების მეშვეობით მიწოდება. იქ, სადაც წევრ-სახელმწიფოები მაუწყებლობის ორგანიზაციებს ამგვარ უფლებებს არ ანიჭებენ, მათ სამაუწყებლო საავტორო უფლებების მფლობელები უნდა უზრუნველყონ იმ საშუალებებით, რომლებითაც ისინი, ბერნის კონვენციის (1971) დებულებების თანახმად, ზემოაღნიშნული ქმედებების თავიდან აცილებას შეძლებენ.

  1. კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებით, მე-11 მუხლის დებულებები სათანადო და აუცილებელი ცვლილებების შეტანით ეხება ფონოგრამების დამამზადებლებსა და ფონოგრამებზე ნებისმიერი სხვა უფლების მფლობელებს, როგორც ეს განსაზღვრულია წევრ-სახელმწიფოს ადგილობრივ კანონმდებლობაში. თუ 1994 წლის 15 აპრილამდე ქვეყანაში უფლებების მფლობელებისათვის ფონოგრამების გაქირავების საკითხში მოქმედებდა სამართლიანი ანაზღაურების სისტემა, მაშინ მას შეუძლია ამგვარი სისტემის შენარჩუნება იმ პირობით, თუ ფონოგრამების კომერციული გაქირავება უფლებების მფლობელს მატერიალურ ზარალს არ მიაყენებს და რეპროდუცირება მათი განსაკუთრებული უფლებების შელახვას არ გამოიწვევს.

  1. ამ შეთანხმების თანახმად, შემსრულებლებისა და ფონოგრამების დამამზადებლების დაცვის ვადა გრძელდება 50-წლიანი პერიოდის დასასრულამდე; ეს ვადა იმ კალენდარული წლის ბოლოდან აითვლება, რომელშიც მოხდა ფიქსაცია ან შესრულება. ამ მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული დაცვის ვადა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 20 წელი იმ კალენდარული წლის ბოლოდან, რომელშიც განხორციელდა მაუწყებლობა.

  1. ნებისმიერ წევრ-სახელმწიფოს შეუძლია ამ მუხლის (1), (2) და (3) პუნქტებით მინიჭებული უფლებების მიმართ გაითვალისწინოს ისეთი პირობები, შეზღუდვები, გამონაკლისები და შეღავათები, რომლებიც გარკვეულწილად დაშვებულია რომის კონვენციით, მაგრამ სათანადო და აუცილებელი ცვლილებების შეტანით; ბერნის კონვენციის (1971) მე-18 მუხლის დებულებები ფონოგრამებზე შემსრულებლებისა და ფონოგრამების დამამზადებლების უფლებებს ეხება.

კარი 2: სასაქონლო ნიშნები
მუხლი 15
დაცვის საგანი

  1. ნებისმიერი ნიშანი ან ნიშანთა ნებისმიერი კომბინაცია, რომელსაც ერთი საწარმოს საქონელი და მომსახურება შეუძლია განასხვავოს მეორე საწარმოს საქონლისა და მომსახურებისგან, შეიძლება გახდეს სასაქონლო ნიშანი. ამგვარი ნიშნები, კერძოდ სიტყვები, რომლებიც შეიცავს საკუთარ სახელებს, ასოებს, რიცხვით სახელებს, სახვით ელემენტებს და ფერთა შეხამებას, აგრეთვე, მსგავს ნიშანთა ნებისმიერი კომბინაცია შეიძლება დარეგისტრირდეს როგორც სასაქონლო ნიშანი. როდესაც ნიშნებს არ შეუძლია თავისი არსით განასხვაოს შესაბამისი საქონელი და მომსახურება, წევრ-სახელმწიფოებმა ისინი შეიძლება დაარეგისტრირონ გამოყენების მეშვეობით შეძენილ განმასხვავებელუნარიანობის საფუძველზე. წევრ-ქვეყნებმა რეგისტრაციის პირობად შეიძლება მოითხოვონ ნიშნების ვიზუალურად ადვილად აღქმადობა.

  1. ამ მუხლის (1) პუნქტი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს წევრხელშეკრულება ქვეყანას სასაქონლო ნიშნების სხვა საფუძველზე რეგისტრაცია ეკრძალება, თუ ეს პარიზის კონვენციის (1967) დებულებებს არ ეწინააღმდეგება.

  1. წევრებმა შეიძლება რეგისტრაცია დაუქვემდებარონ გამოყენებას. მიუხედავად ამისა, სასაქონლო ნიშნის ფაქტობრივი გამოყენება რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანის პირობას არ უნდა წარმოადგენდეს. განაცხადზე უარის თქმა არ შეიძლება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ სავარაუდო გამოყენება არ მომხდარა არ ჰქონდა განაცხადის შეტანის დღიდან სამწლიანი ვადის გასვლამდე.

  1. იმ საქონლისა და მომსახურების ბუნებამ, რომელზეც მოთხოვნილია სასაქონლო ნიშანი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოშვას დაბრკოლება მისი რეგისტრაციისათვის.

  1. წევრებმა თითოეული სასაქონლო ნიშნის მონაცემები უნდა გამოაქვეყნონ ან რეგისტრაციის წინ, ან რეგისტრაციაში გატარებისთანავე და უნდა გაითვალისწინონ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნის შესაძლებლობა. გარდა ამისა, წევრებმა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე შედავების მოსალოდნელობაც უნდა დაუშვან.

მუხლი 16
მინიჭებული უფლებები

  1. რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს განსაკუთრებული უფლება უნდა ჰქონდეს, რათა ყველა მესამე პირს აუკრძალოს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ან მსგავსი ნიშნების გამოყენება იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რომლებიც იმ ნიშნების იდენტური და მსგავსია, რომელზედაც მოხდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია და რამაც შეიძლება აღრევა გამოიწვიოს. იდენტურ საქონელსა და მომსახურებაზე იდენტური და მსგავსი ნიშნების გამოყენების შემთხვევაში ამგვარი აღრევის არსებობა პრეზუმირებულია. ზემოთ აღწერილმა უფლებებმა არ უნდა შელახოს ნებისმიერი სხვა ადრინდელი უფლება და არ უნდა იმოქმედოს წევრ-სახელმწიფოების შესაძლებლობაზე, ამ უფლებით ისარგებლონ მათი გამოყენების საფუძველზე.

  1. პარიზის კონვენციის (1967) მე-6bis მუხლი, სათანადო და აუცილებელი ცვლილებების შეტანით (mutatis mutandis), მომსახურებაზეც უნდა გავრცელდეს. იმის განსაზღვრისას, სასაქონლო ნიშანი ფართოდ ცნობილია თუ არა, წევრ-სახელმწიფოებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ის ფაქტი, თუ რამდენად ცნობილია სასაქონლო ნიშანი საზოგადოების შესაბამის წრეებში, მათ შორის რამდენად იცნობენ მას წევრ-ქვეყანაში, რომელიც მიღწეულია სასაქონლო ნიშნის ხელშეწყობის შედეგად.

  1. პარიზის კონვენციის (1967) მე-6bis მუხლის გამოყენება შეიძლება mutatis mutandis, საქონელზე ან მომსახურებაზე, რომელიც არ არის მათი მსგავსი და რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი იმ პირობით, რომ ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება, აღნიშნულ საქონელთან მიმართებაში, მიუთითებს ურთიერთკავშირზე აღნიშნულ საქონელსა და მომსახურებაზე და რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნის მესაკუთრეს შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი გამოყენების დროს შეიძლება შეილახოს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის ინტერესები.

მუხლი 17
გამონაკლისები

წევრებს შეუძლიათ სასაქონლო ნიშნით მინიჭებულ უფლებებზე შემოიღონ შეზღუდული გამონაკლისები, როგორიცაა აღწერილობითი ტერმინების კეთილსინდისიერი გამოყენება იმ პირობით, რომ ამგვარი გამონაკლისები სასაქონლო ნიშნის მფლობელისა და მესამე პირის კანონიერ ინტერესებს გაითვალისწინებენ.

მუხლი 18
დაცვის ვადა

სასაქონლო ნიშნის თავდაპირველი და ყოველი განახლებული რეგისტრაციის ვადა უნდა იყოს არანაკლებ შვიდი წლის ხანგრძლივობის. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის განახლება განუსაზღვრელი რაოდენობითაა დასაშვები.

მუხლი 19
გამოყენების მოთხოვნა

  1. თუ გამოყენებას ითხოვენ რეგისტრაციის შესანარჩუნებლად, რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ მინიმუმ სამწლიანი გამოუქვეყნებლობის უწყვეტი პერიოდის შემდეგ, თუ ამ სასაქონლო ნიშნის ამგვარი გამოყენების ხელის შემშლელი პირობების დამადასტურებელ საპატიო მიზეზებს მფლობელი არ წარმოადგენს. პირობები, რომლებიც სასაქონლო ნიშნის მფლობელის სურვილისგან დამოუკიდებლად შეიქმნება და სასაქონლო ნიშნის გამოყენებისათვის დაბრკოლებას ქმნის, როგორიცაა, მაგალითად, იმპორტის შეზღუდვა ან სხვა სამთავრობო მოთხოვნები სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელსა და მომსახურეობაზე, გამოუყენებლობის საპატიო მიზეზად ჩაითვლება.

  1. როდესაც ნიშნის გამოყენება მისი მესაკუთრის კონტროლს ექვემდებარება, ამ სასაქონლო ნიშნის სხვა პირის მიერ გამოყენება გაიგება რეგისტრაციის შენარჩუნების მიზნით ჩადენილ ქმედებად.

მუხლი 20
სხვა მოთხოვნები

ვაჭრობის პროცესში სასაქონლო ნიშნის გამოყენება გაუმართლებლად არ უნდა შეიზღუდოს სპეციალური მოთხოვნებით, როგორიცაა, სხვა სასაქონლო ნიშანთან ერთად გამოყენება, სპეციალური ფორმით გამოყენება ან იმგვარი გამოყენება, რომ გაძნელდეს ერთი საწარმოს მიერ გამოშვებული საქონლისა და მომსახურების განსხვავება მეორე საწარმოს საქონლისა და მომსახურებისაგან. მან ხელი არ უნდა შეუშალოს მოთხოვნას, რომელიც უკავშირდება სასაქონლო ნიშნის გამოყენებას საქონლისა და მომსახურების მწარმოებელი საწარმოს ამოცნობისათვის იმ სასაქონლო ნიშანთან ერთად და არა მასზე მიბმით, რომელიც განასხვავებს ამ საწარმოს მიერ წარმოებულ აღნიშნულ საქონელსა და მომსახურებას.

მუხლი 21
ლიცენზირება და უფლებების გადაცემა

წევრებმა უნდა განსაზღვრონ სასაქონლო ნიშნის ლიცენზირებისა და მასზე უფლებების გადაცემის პირობები; რაც იმას ნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშნის იძულებითი ლიცენზირება არ დაუშვან, ხოლო რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მესაკუთრეს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, რომ უფლებები გადასცეს თავის სასაქონლო ნიშანსა და იმ საწარმოსთან ერთად ან იმ საწარმოს გარეშე, რომელსაც ეს სასაქონლო ნიშანი ეკუთვნის.

კარი 3: გეოგრაფიული აღნიშვნები
მუხლი 22
გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა

  1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, გეოგრაფიული აღნიშვნები ისეთი აღნიშვნებია, რომლებიც განასხვავებს საქონელს, რომელიც წევრსახელმწიფოს ტერიტორიაზე ან რეგიონში, ან ამ ტერიტორიის იმ მიდამოებშია წარმოებული, სადაც ამ საქონლის ამოსავალი ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები მის გეოგრაფიულ წარმოშობას .გარკვეულწილად უკავშირდება.

  1. გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით, წევრები ითვალისწინებენ სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, წინ აღუდგნენ:

  1. საქონლის დასახელებისას ან წარმოდგენისას ნებისმიერი საშუალების გამოყენებას, რომელიც მიუთითებს ან იწვევს იმის ასოციაციას, რომ მოცემული საქონელი წარმოიშვება მისი ნამდვილი წარმოშობის ადგილისაგან განსხვავებულ გეოგრაფიულ რეგიონში, იმგვარად, რომ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს საქონლის ნამდვილი ადგილწარმოშობის შესახებ;

  1. ნებისმიერ გამოყენებას, რომელიც პარიზის კონვენციის (1967) მე-10bis მუხლის თანახმად, შეიძლება განიხილებოდეს, როგორც არაკეთილსინდისიერი კონკურენცია.

  1. წევრ-ქვეყანამ ex officio, თუ ეს დაშვებულია მისი კანონმდებლობით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, უარი უნდა განაცხადოს იმ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე, ან უნდა გააუქმოს რეგისტრაცია ისეთი სასაქონლო ნიშნისა, რომელიც შედგება ან შეიცავს საქონლის გეოგრაფიულ აღნიშვნას იმ საქონელთან კავშირში, რომელიც მითითებულ ტერიტორიაზე არ წარმოიშვება, თუ ასეთი საქონლის სასაქონლო ნიშანზე ამ გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენებამ ამ წევრ-ქვეყნის ტერიტორიაზე შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება საქონლის წარმოშობის ნამდვილი ადგილის შესახებ.

  1. ამ მუხლის (1), (2) და (3) პუნქტების დებულებები იმ გეოგრაფიულ აღნიშვნებზე გამოიყენება, რომლებიც, თუმცა სიტყვასიტყვით ზუსტად ასახავს საქონლის წარმოშობის ტერიტორიას, რეგიონს ან მიდამოს, მაინც მცდარ წარმოდგენას უქმნიან საზოგადოებას იმის შესახებ, თითქოს საქონელი სხვა ტერიტორიაზე იყოს წარმოშობილი.

მუხლი 23
გეოგრაფიულ აღნიშვნათა დამატებითი დაცვა ღვინისა და სპირტიანი სასმელებისათვის

  1. დაინტერესებულ მხარეთათვის ნებისმიერმა წევრმა უნდა გაითვალისწინოს კანონიერი საშუალებები, რათა თავიდან აიცილოს გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება იმ ღვინის ნაწარმზე ან სპირტიან სასმელებზე, რომლებიც მითითებული გეოგრაფიული აღნიშვნის ტერიტორიაზე არ წარმოშობილა; ზემოთ აღნიშნული გასათვალისწინებელია იმ შემთხვევებშიც, თუ მითითებულია საქონლის ნამდვილი წარმოშობის ადგილი ან გეოგრაფიული წარმოშობა გამოიყენება თარგმანში, ან თან ახლავს ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა: „ნაირი“, „ტიპის“, „სტილის“, „მსგავსი“ და ა.შ. (იხილე შენიშვნა 4).

  1. უარი უნდა ეთქვას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ღვინოზე, რომელიც შედგება ღვინის განმასხვავებელი გეოგრაფიული აღნიშვნისაგან, ან სასაქონლო ნიშნისაგან, აგრეთვე, უარი უნდა ეთქვას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას მაგარ სპირტიან სასმელებზე, რომლებიც შეიცავს, ან შედგება მაგარი სპირტიანი სასმელების განმასხვავებელი გეოგრაფიული აღნიშვნებისაგან, ან რეგისტრაცია უნდა ჩაითვალოს ძალადაკარგულად ex officio, თუ ეს დასაშვებია წევრ-სახელმწიფოს ადგილობრივი კანონმდებლობით, ან თუ ეს ხორციელდება დაინტერესებული მხარის მოთხოვნით იმ ღვინოსა და სპირტიან სასმელებთან დაკავშირებით, რომელთაც ამგვარი გეოგრაფიული წარმოშობა არ გააჩნიათ.

  1. ღვინოზე ომონიმური გეოგრაფიული აღნიშვნების შემთხვევაში, 22-ე მუხლის (4) პუნქტის დებულებათა თანახმად, დაცული იქნება თითოეული გეოგრაფიული აღნიშვნა. თითოეულმა წევრმა უნდა განსაზღვროს ის პრაქტიკული პირობები, რომელთა მიხედვითაც ომონიმური აღნიშვნების ერთმანეთისაგან განსხვავება შესაძლებელი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ სამართლიანი რეჟიმის უზრუნველყოფა აუცილებელია დაინტერესებული მეწარმეებისათვის და ის, რომ მომხმარებლები შეცდომაში არ უნდა იყვნენ შეყვანილი.

  1. ღვინოზე გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის გასაადვილებლად, TRIPS-ის საბჭოში მოლაპარაკება უნდა გაიმართოს ღვინის იმ გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციისა და შეტყობინების მრავალმხრივი სისტემის ჩამოყალიბების შესახებ, რომლებიც დაცვისუნარიანია ამ სისტემაში ჩართულ წევრ-სახელმწიფოებში.

მუხლი 24
საერთაშორისო მოლაპარაკება; გამონაკლისები

    1. წევრები მოლაპარაკების გამართვის თაობაზე ერთმანეთს უთანხმდებიან იმ მიზნით, რომ, 23-ე მუხლის შესაბამისად, გააძლიერონ ინდივიდუალური გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა. წევრის მიერ მოლაპარაკებაზე ან ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დადებაზე უარის თქმის მიზნით არ უნდა გამოიყენოს ქვემოთ მოყვანილი (4) და (8) პუნქტები. ამგვარი მოლაპარაკების ფარგლებში წევრები მზად უნდა იყვნენ, განიხილონ ამ დებულებათა მუდმივი გამოყენება ინდივიდუალურ გეოგრაფიულ აღნიშვნებთან მიმართებაში, რომელთა გამოყენებაც წარმოადგენდა ამგვარი მოლაპარაკების საგანს.

    1. TRIPS-ის საბჭო მუდმივად უნდა განიხილავდეს ამ კარის დებულებათა გამოყენების საკითხს; პირველი ამგვარი განხილვა უნდა მოხდეს მსო-ის დაარსების შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში. ამ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, რომელიც ამ დებულებებიდან გამომდინარეობს, შეიძლება გატანილ იქნეს საბჭოზე, რომელზეც, მსო-ის წევრის მოთხოვნით, წევრ-სახელმწიფოს ან წევრ-სახელმწიფოებს ჩაუტარდებათ კონსულტაციები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც შეუძლებელი იყო დამაკმაყოფილებელი პასუხის მოძებნა მსო-ის დაინტერესებულ წევრსახელმწიფოებს შორის გამართული ორმხრივი ან მრავალმხრივი კონსულტაციების გზით.

    1. ამ კარის გამოყენებით, მსო-ის წევრმა არ უნდა შეამციროს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ფარგლები, რომლებიც წევრ-ქვეყანაში მსო-ის დაარსების შეთანხმების ძალაში შესვლამდე არსებობდა.

    1. ამ კარის არც ერთი დებულება წევრისაგან არ მოითხოვს ხელი შეუშალოს სხვა წევრ-სახელმწიფოს იმ გეოგრაფიულ აღნიშვნათა განგრძობით მსგავს გამოყენებას, რომლებიც ღვინოსა და სპირტიან სასმელებს განასხვავებენ ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის სხვა საქონლისა და მომსახურებისაგან, ან იმ პირების საქონლისა და მომსახურებისაგან, რომლებსაც აქვთ საცხოვრებელი ადგილი ამ წევრ-ქვეყნის ტერიტორიაზე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გეოგრაფიული აღნიშვნები გამოიყენებოდა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე უწყვეტად ერთი და იმავე ან მსგავსი საქონლის ან მომსახურებისათვის, ან (a) სულ ცოტა 10 წლის განმავლობაში, რომელიც წინ უსწრებს 1994 წლის 15 აპრილს, ან (b) კეთილსინდისიერად აღნიშნულ თარიღამდე.

    1. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება სასაქონლო ნიშანზე ან მისი რეგისტრაცია კეთილსინდისიერად იყო განხორციელებული, ან უფლებები სასაქონლო ნიშანზე მოპოვებული იყო მისი კეთილსინდისიერი გამოყენების გზით, ან:

  1. აღნიშნულ წევრ-ქვეყნებში ამ დებულებათა გამოყენების თარიღამდე, როგორც ეს განხილულია VI კარში; ან

  1. გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვამდე თავისი წარმომავლობის ქვეყანაში;

ამ კარის ამოქმედებისათვის საჭირო ზომებმა წინასწარი უარყოფითი აზრი არ უნდა შექმნას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის უფლებასა და კანონიერებაზე, ან სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლებაზე იმის საფუძველზე, რომ სასაქონლო ნიშანი გეოგრაფიული აღნიშვნის იდენტური ან მსგავსია.

    1. ამ კარის არც ერთმა დებულებამ არ უნდა მოითხოვოს წევრისგან, რომ მან წინამდებარე კარის დებულებები გამოიყენოს ნებისმიერი სხვა წევრ-სახელმწიფოს გეოგრაფიულ აღნიშვნებთან მიმართებაში იმ საქონლისა და მომსახურებასთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც შესაბამისი წარმოშობის ადგილის აღნიშვნა იდენტურია იმ ტერმინისა, რომელიც დამახასიათებელია სალაპარაკო ენისთვის, როგორც ამგვარი საქონლისა და მომსახურებისა საყოველთაოდ მიღებული დასახელება აღნიშნული წევრის ტერიტორიაზე. ამ კარის არც ერთმა დებულებამ არ უნდა მოითხოვოს წევრისგან ამ დებულებების გამოყენება ნებისმიერი სხვა წევრსახელმწიფოს გეოგრაფიულ აღნიშვნებთან მიმართებაში ყურძნისგან წარმოებულ იმ პროდუქციასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც შესაბამისი გეოგრაფიული აღნიშვნა იდენტურია იმ ყურძნის ჯიშისათვის დამახასიათებელი სახელისა, რომელიც არსებობს აღნიშნული წევრ-სახელმწიფოს ტერიტორიაზე მსო-ის დაარსების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან მოყოლებული.

    1. მსო-ის წევრმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ კარიდან გამომდინარე, ნებისმიერი მოთხოვნა, სასაქონლო ნიშნის გამოყენებასთან ან რეგისტრაციასთან დაკავშირებით, წარდგენილ უნდა იქნეს ხუთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აღნიშნული წევრსახელმწიფოსათვის ცნობილი გახდება დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის საზიანო გამოყენების შესახებ; ან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღის შესახებ წევრ-ქვეყანაში, იმ პირობით, რომ სასაქონლო ნიშანი გამოქვეყნდა აღნიშნული თარიღისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს თარიღი წინ უსწრებს იმ თარიღს, როდესაც სასაქონლო ნიშნის საზიანო გამოყენება საზოგადოდ ცნობილი გახდა იმ წევრ-ქვეყანაში, ხოლო გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება ან რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერად არ ხდება.

    1. ამ კარის დებულებებმა არ უნდა შეზღუდონ ნებისმიერი პირის უფლება, ვაჭრობის პროცესში გამოიყენოს თავისი ან ამ საქმეში წინამორბედის სახელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი სახელის გამოყენებას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

    1. ეს შეთანხმება არანაირ ვალდებულებას არ წარმოქმნის იმ გეოგრაფიულ აღნიშვნათა დასაცავად, რომლებიც დაცული არ არის ან რომელთა დაცვაც შეწყდა მათი წარმოშობის ქვეყანაში, ან რომლებიც აღარ გამოიყენება ამ ქვეყანაში.

კარი 4: სამრეწველო ნიმუშები
მუხლი 25
დაცვის მოთხოვნები

  1. წევრებმა უნდა უზრუნველყონ დამოუკიდებლად შექმნილი ახალი და ორიგინალური სამრეწველო ნიმუშების დაცვა. წევრებმა შეიძლება მიიჩნიონ, რომ ნიმუშები არ არის ახალი ან ორიგინალური, თუ ისინი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება უკვე ცნობილი სამრეწველო ნიმუშებისაგან ან სამრეწველო ნიმუშების ცნობილი მახასიათებლების კომბინაციებისაგან და მათთვის დამახასიათებელი ნიშნების კომბინაციებისაგან. წევრებმა შეიძლება გაითვალისწინონ ისიც, რომ ამგვარი დაცვა არ უნდა გავრცელდეს იმ ნიმუშებზე, რომლებიც ნაკარნახევია ძირითადად ტექნიკური ან ფუნქციური თვალსაზრისით.

  1. თითოეულმა წევრმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოთხოვნები საფეიქრო ნიმუშების დაცვაზე, კერძოდ, ნებისმიერ ხარჯთან, ექსპერტიზასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, უმიზეზოდ არ უშლიდეს ხელს ამგვარი დაცვის შესაძლებლობის მოძებნასა და მოპოვებას. წევრებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ ამ ვალდებულებათა შესრულება სამრეწველო ნიმუშის ან საავტორო უფლებათა შესახებ კანონების მეშვეობით.

მუხლი 26
დაცვა

  1. დაცული სამრეწველო ნიმუშის მესაკუთრეს უფლება უნდა ჰქონდეს აუკრძალოს მესამე პირებს, რომელთაც ამის ნებართვა არა აქვთ, შექმნან, გაყიდონ ან შემოიტანონ ნაკეთობანი, რომლებიც შეიცავს ან წარმოადგენს სამრეწველო ნიმუშის ასლს ან მის არსებით ასლს, თუ ასეთი ქმედება განხორციელებულია კომერციული მიზნით.

  1. წევრებმა სამრეწველო ნიმუშის დაცვის თვალსაზრისით შეიძლება დაუშვან შეზღუდული რაოდენობის გამონაკლისები იმ პირობით, რომ ამგვარი გამონაკლისები უმიზეზოდ არ შეუშლის ხელს დაცული სამრეწველო ნიმუშის ნორმალურ გამოყენებას და უმიზეზოდ არ ავნებს მისი მფლობელის კანონიერ ინტერესებს. მხედველობაში მიიღება მესამე პირის კანონიერი ინტერესებიც.

  1. ამგვარი დაცვის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 10 წელი.

კარი 5: პატენტები
მუხლი 27
დაპატენტების ობიექტი

  1. ამ მუხლის (2) და (3) პუნქტების თანახმად, პატენტის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი გამოგონება იმისდა მიუხედავად, არის თუ არა იგი პროდუქტი ან პროცესი ტექნოლოგიის ნებისმიერ სფეროში იმ პირობით, რომ გააჩნიათ სიახლე, მოიცავს გამოგონების დონეს და შესაძლებელია მათი სამრეწველო გამოყენება. (იხილეთ შენიშვნა 5), 65-ე მუხლის (4) პუნქტის, 70-ე მუხლის (8) პუნქტისა და ამ მუხლის (3) პუნქტის თანახმად, პატენტი შეიძლება იქნეს მიღებული, ხოლო საპატენტო უფლებები - განხორციელებული გამოგონების ადგილისა და ტექნოლოგიის დარგისაგან დამოუკიდებლად, აგრეთვე იმისდა მიუხედავად, ეს პროდუქცია იმპორტირებულია თუ ადგილობრივად წარმოებული.

  1. წევრებს პატენტუნარიანობიდან შეუძლიათ გამორიცხონ ის გამოგონებები, რომელთა კომერციული გამოყენების აღკვეთაც აუცილებელია მათი ტერიტორიის ფარგლებში საზოგადოებრივი წესრიგის ან მორალის ნორმების დასაცავად, მათ შორის ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ან გარემოს სერიოზული დაზიანების თავიდან ასაცილებლად იმ პირობით, რომ ამგვარი გამონაკლისი არ კეთდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოყენება წევრების ადგილობრივი კანონმდებლობით აკრძალულია.

  1. წევრ-სახელმწიფოებმა პატენტუნარიანობიდან შეიძლება დაუშვან შემდეგი გამონაკლისები:

  1. ადამიანისა და ცხოველების სამკურნალო დიაგნოსტიკური, თერაპიული და ქირურგიული მეთოდები;

  1. მცენარეები და ცხოველები, მაგრამ არა მიკროორგანიზმები, აგრეთვე, მცენარეთა და ცხოველთა მიღების თავისი არსით ბიოლოგიური პროცესები, გარდა არაბიოლოგიური და მიკრობიოლოგიური პროცესებისა. მიუხედავად ამისა, წევრ-სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ მცენარეთა დაცვა ან პატენტებით, ან ეფექტიანი sui generis სისტემით, ან მათი ნებისმიერი კომბინაციით. ამ პუნქტის დებულებები ოთხი წლის გასვლის შემდეგ ხელახლა უნდა გადაისინჯოს, მაშინ, როდესაც ძალაში შევა მსო-ის დამაარსებელი შეთანხმება.

მუხლი 28
მინიჭებული უფლებები

  1. პატენტმა მის მფლობელს უნდა მიანიჭოს შემდეგი განსაკუთრებული უფლებები:

  1. იმ შემთხვევაში, თუ პანტენტის საგანია პროდუქტი, აუკრძალოს მესამე პირებს, რომელთაც მფლობელის ნებართვა, არ გააჩნიათ განახორციელონ შემდეგი ქმედებები: ამ პროდუქტის შექმნა, გამოყენება, გასაყიდად შეთავაზება, გაყიდვა ან იმპორტი (იხ. შენიშვნა 6) ამ მიზნებისათვის;

  1. იმ შემთხვევაში, როდესაც პატენტის საგანია პროცესია აუკრძალოს მესამე პირებს, რომელთაც მფლობელის ნებართვა არ გააჩნიათ, გამოიყენონ ეს პროცესი, აგრეთვე შემდეგი ქმედებები: პროდუქციის გამოყენება, გასაყიდად შეთავაზება, გაყიდვა ან იმპორტი ამ მიზნებისათვის მინიმუმ იმ პროდუქციისა, რომელიც უშუალოდ აღნიშნული პროცესის შედეგადაა მიღებული.

  1. პატენტმფლობელს აგრეთვე უფლება უნდა ჰქონდეს უფლებამონაცვლეობის გზით პატენტის გასხვისებაზე ან გადაცემაზე და სალიცენზიო ხელშეკრულებების დადებაზე.

მუხლი 29
პირობები პატენტზე განცხადების შემტანთათვის

  1. წევრებმა პატენტზე განცხადების შემტანს უნდა მოსთხოვონ გამოგონების არსის გახსნა ისე ნათლად და სრულად, რომ ეს საკმარისი იყოს გამოგონების განსახორციელებლად ამ დარგში კვალიფიცირებული პირისათვის; აგრეთვე, შეუძლიათ მოითხოვონ, რომ განმცხადებელმა მიუთითოს გამოგონების განხორციელების საუკეთესო გზა, რომელიც განმცხადებლისათვის ცნობილია განცხადების შეტანის დღისათვის, ან იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვება პრიორიტეტი - განცხადების პრიორიტეტის თარიღისათვის.

  1. წევრებმა განმცხადებლისაგან შეიძლება მოითხოვონ ინფორმაცია მათ მიერ საზღვარგარეთ შეტანილი შესაბამისი საპატენტო განცხადებისა და მისი გაცემის შესახებ.

მუხლი 30
გამონაკლისები მინიჭებულ უფლებებზე

წევრებმა პატენტით მინიჭებული განსაკუთრებული უფლებებიდან შეიძლება გაითვალისწინონ გამონაკლისები იმ პირობით, რომ ამგვარი გამონაკლისები დაუსაბუთებლად არ ეწინააღმდეგებიან პატენტის ნორმალურ გამოყენებას და დაუსაბუთებლად არ შელახავენ პატენტმფლობელის კანონიერ ინტერესებს; ამასთან ითვალისწინებენ მესამე პირის კანონიერ ინტერესებსაც.

მუხლი 31
პატენტმფლობელის ნებართვის გარეშე სხვაგვარი გამოყენება

იმ შემთხვევაში, თუ წევრის ადგილობრივი კანონმდებლობით, უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე, ნებადართულია პატენტის საგნის სხვაგვარი გამოყენება (იხილეთ შენიშვნა 7), მათ შორის - სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ ნებადართული მესამე პირების მიერ გამოყენება, დაცული უნდა იყოს შემდეგი დებულებანი:

    1. ამგვარი გამოყენების ნებართვა განიხილებოდეს ინდივიდუალურად;

    1. გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ნებადართული, თუ სავარაუდო გამომყენებელმა უფლების მქონე პირისაგან ნორმალური კომერციული პირობების საფუძველზე სცადა აეღო ნებართვა, მაგრამ ასეთ ცდას დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში შედეგი არ მოჰყოლია. ეს მოთხოვნები შეიძლება წევრ-ქვეყანამ სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობის, სხვა უკიდურესი გარემოებების ან საჯარო არაკომერციული გამოყენების შემთხვევაში. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ან უკიდურესი გარემოებების შემთხვევაში პატენტმფლობელი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა იყოს ინფორმირებული ამის შესახებ. საჯარო არაკომერციული მიზნით გამოყენების შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ ან კონტრაქტის დამდებმა საპატენტო ძიების გარეშე იციან ან აშკარა საფუძველი იცოდნენ, რომ ძალაში მყოფი პატენტი გამოიყენება, ან სახელმწიფოს გამოიყენებს, ან სახელმწიფოსათვის გამოიყენებენ, მაშინ პატენტმფლობელს ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ;

    1. ამგვარი გამოყენების ხანგრძლივობა და მასშტაბი უნდა შემოიფარგლოს იმ მიზნებით, რომლისთვისაც იქნა იგი ნებადართული, ხოლო ნახევარგამტარების ტექნოლოგიების შემთხვევაში, იგი უნდა გამოიყენონ მხოლოდ საჯარო არაკომერციული გამოყენებისათვის ან იმ პრაქტიკის გამოსასწორებლად, რომელიც სასამართლო ან ადმინისტრაციული პროცედურებით განსაზღვრულია, როგორც კონკურენციის საწინააღმდეგო;

    1. აღნიშნული გამოყენება იქნება არაგანსაკუთრებული;

    1. ასეთი გამოყენება უნდა იყოს განუსხვისებელი, ეს არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხდება გადაცემა საწარმოთა იმ ნაწილისა ან მათი საქმიანი კავშირებისა, რომლებიც ამგვარ გამოყენებას ახორციელებენ;

    1. ნებისმიერი ასეთი გამოყენება ნებადართული უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, ამგვარ გამოყენებაზე ნებართვის გამცემი წევრსახელმწიფოს შიდა ბაზრის უზრუნველსაყოფად;

    1. უფლებამოსილ პირთა კანონიერი ინტერესების დაცვის პირობით უფლება ასეთ გამოყენებაზე უნდა ექვემდებარებოდეს გაუქმებას იმ დროის მონაკვეთში და გარემოებებში, რომლებმაც ეს გამოიწვიეს, წყვეტენ არსებობას და ნაკლებსავარაუდოა მათი ხელახალი წარმოქმნა. კომპეტენტური ხელისუფლება უფლებამოსილია მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა განიხილოს ამგვარი გარემოებების გახანგრძლივებული არსებობის საკითხი;

    1. თითოეული შემთხვევის გარემოებათა მიხედვით და ნებართვის ეკონომიკური ღირებულების გათვალისწინებით, პატენტმფლობელს შესაბამისი სამართლიანი ანაზღაურება უნდა მისცენ.

    1. ნებისმიერი გადაწყვეტილების კანონიერი მოქმედება, რომელიც ეხება ამგვარი გამოყენების ნებართვას, ექვემდებარება სასამართლო განხილვას ან სხვა დამოუკიდებელ გადასინჯვას ამ წევრქვეყნის მნიშვნელოვნად მაღალი ინსტანციის სახელმწიფო ორგანოს მიერ;

    1. ამგვარ გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც გასამრჯელოს ეხება, ექვემდებარება სასამართლო განხილვას, ან სხვა დამოუკიდებელ გადასინჯვას ამ წევრი სახელმწიფოს მაღალი ინსტანციის სახელმწიფო ორგანოს მიერ;

    1. წევრები ვალდებული არ არიან (b) და (f) ქვეპუნქტებში განხილული პირობები გამოიყენონ იმ შემთხვევებში, როდესაც ამგვარი გამოყენება ნებადართულია იმ პრაქტიკის გამოსასწორებლად, რომელიც სასამართლო ან ადმინისტრაციული პროცედურებით განსაზღვრულია როგორც ანტი-კონკურენტული. ამგვარი კონკურენციის საწინააღმდეგო პრაქტიკის გამოსწორების აუცილებლობა შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ასეთ შემთხვევებში ანაზღაურების რაოდენობის დადგენისას. კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, უარი განაცხადოს ნებართვის შეწყვეტაზე, თუ ან როდესაც არსებობს იმის ალბათობა, რომ ის პირობები, რომლებმაც იგი ამგვარ ნებართვამდე მიიყვანეს, კვლავ განმეორდება;

    1. როდესაც ასეთი გამოყენება პატენტის („მეორე პატენტი“) გამოყენების უფლებას იძლევა, რომელიც არ ხერხდება სხვა პატენტის („პირველი პატენტი“) დარღვევის გარეშე, უნდა გამოიყენონ შემდეგი დამატებითი პირობები:

  1. მეორე პატენტში გამოცხადებული გამოგონება უნდა შეიცავდეს საკმაო ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე მნიშვნელოვან ტექნიკურ მიღწევას იმ გამოგონებასთან დაკავშირებით, რომელიც გაცხადებულია პირველ პატენტში;

    1. პირველი პატენტის მფლობელს მისაღები პირობებით უნდა გააჩნდეს ჯვარედინი ლიცენზირების უფლება, რათა გამოიყენოს მეორე პატენტში გაცხადებული გამოგონება;

    1. პირველი პატენტის მიმართ დაშვებული გამოყენება არ უნდა დაექვემდებაროს სხვისთვის გადაცემას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება მეორე პატენტის გადაცემა.

მუხლი 32
გაუქმება/ჩამორთმევა

შესაძლებელი უნდა იყოს პატენტის გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების სასამართლო განხილვა.

მუხლი 33
დაცვის ვადა

დაცვის ვადა არ უნდა დამთავრდეს განაცხადის შეტანის დღიდან ოცწლიანი პერიოდის გასვლამდე (იხილეთ შენიშვნა 8).

მუხლი 34
პროცესი პატენტზე: მტკიცებულებათა უღელი

      1. სამოქალაქო საქმეთწარმოების მიზნებისათვის პატენტმფლობელის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც განხილულია 28-ე მუხლის 1(b) ქვეპუნქტში, თუ პატენტის საგნად ითვლება პროდუქტის მიღების პროცესი, სასამართლო ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, მოპასუხისაგან მოითხოვოს იმის დასაბუთება, რომ იდენტური პროდუქტის მიღების პროცესი განსხვავდება დაპატენტებული პროცესისაგან. ამის გამო, წევრებმა უნდა უზრუნველყონ, ყოველ შემთხვევაში, შემდეგი გარემოებებიდან ერთის დროს მაინც, რომ ნებისმიერი იდენტური ნაწარმი, წარმოებული პატენტმფლობელის თანხმობის გარეშე, საპირისპირო მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, უნდა ჩაითვალოს დაპატენტებული პროცესით მიღებულად:

  1. თუ დაპატენტებული პროცესით მიღებული პროდუქცია ახალია;

  1. თუ არსებობს იმის ალბათობა, რომ იდენტური პროდუქცია შექმნილი იყო არსებული პროცესის საფუძველზე და პატენტმფლობელს, გონივრული ძალისხმევის გამოყენებით, არ შეუძლია განსაზღვროს, თუ სინამდვილეში რომელი პროცესი იქნა გამოყენებული.

      1. ნებისმიერ წევრს თავისუფლად უნდა შეეძლოს გაითვალისწინოს, რომ პირველ პუნქტში მითითებული მტკიცებულების უღელი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაეკისროს დამრღვევს, თუ შესრულებული იქნება (a) ქვეპუნქტში მითითებული პირობები, ან მხოლოდ იმ შემთხვევაში - თუ შესრულდება (b) ქვეპუნქტში მოცემული პირობა.

      1. საპირისპირო მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპასუხის კანონიერი ინტერესები მისი საწარმოო და კომერციული საიდუმლოების დაცვასთან დაკავშირებით.

კარი არი 6: ინტეგრალური სქემების რელიეფური გეგმები (ტოპოგრაფიები)
მუხლი 35
დამოკიდებულება IPIC - ის ხელშეკრულებასთან

წევრები თანხმდებიან, რათა უზრუნველყონ ინტეგრალურ სქემათა რელიეფური გეგმების (ტოპოგრაფიების) დაცვა (შემდგომში “ტოპოგრაფიები”) ინტეგრალურ სქემებზე ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ხელშეკრულების მე-2-დან - მე-7 მუხლების [გარდა მე-6 მუხლის (3) პუნქტისა], მე-12 მუხლის და მე-16 მუხლის (3) პუნქტის შესაბამისად, და, გარდა ამისა, იცავენ შემდეგ დებულებებს.

მუხლი 36
დაცვის გამოყენების სფერო

37-ე მუხლის (1) პუნქტის დებულებების თანახმად, წევრებმა არაკანონიერად უნდა მიიჩნიონ ისეთი ქმედებები, რომლებიც უფლების მფლობელის (იხილე შენიშვნა 9) ნებართვის გარეშეა ჩადენილი: იმპორტი, გაყიდვა ან სხვაგვარი გავრცელება კომერციული მიზნებისათვის დაცული ტოპოგრაფიისა, დაცული ტოპოგრაფიის შემცველი ინტეგრალური სქემისა, ან ნაკეთობისა, რომელშიც გაერთიანებულია დაცული რელიეფური გეგმა, ან ამგვარი ინტეგრალური სქემის შემცველი ნაკეთობისა, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი კვლავ შეიცავს უკანონოდ რეპროდუცირებულ ტოპოგრაფიას.

მუხლი 37
ქმედებები, რომლებიც არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ნებართვას

  1. 36-ე მუხლისგან დამოუკიდებლად, არც ერთმა წევრმა არ უნდა მიიჩნიოს უკანონოდ ამ მუხლში მითითებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეხება უკანონოდ რეპროდუცირებული ტოპოგრაფიის შემცველ ინტეგრალურ სქემებს, ან ამგვარი ინტეგრალური სქემების შემცველ ნებისმიერ ნაკეთობას; იმ შემთხვევაში, თუ პირმა, რომელმაც ჩაიდინა ან გასცა ამგვარი ქმედების ჩადენის განკარგულება, არ იცოდა, ან ინტეგრალური სქემის ან ამგვარი სქემის შემცველი ნაკეთობის შეძენისას არ გააჩნდა საჭირო საფუძველი სცოდნოდა, რომ იგი შეიცავდა უკანონოდ რეპროდუცირებულ ტოპოგრაფიას. წევრებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მას შემდეგ, რაც ამგვარმა პირმა მიიღო დასაბუთებული შეტყობინება უკანონოდ რეპროდუცირებული ტოპოგრაფიის შესახებ, აღნიშნულ პირს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი ქმედება არსებული მარაგის ან ამ დრომდე შეკვეთილი პროდუქციის მიმართ, მაგრამ ამისათვის ვალდებულია, უფლებების მესაკუთრეს გადაუხადოს იმ რაოდენობის თანხა, რომელიც იქნება მისაღები საავტორო ჰონორარის ეკვივალენტური და რომელიც მისთვის უნდა გადაეხადათ ამგვარ ტოპოგრაფიაზე ლიცენზიის თავისუფალი მიღებისას.

  1. 31-ე მუხლის (a)-(k) ქვეპუნქტებში ჩამოყალიბებული პირობების გამოყენება შეიძლება mutatis mutandis ტოპოგრაფიის ნებისმიერი იძულებითი ლიცენზირების შემთხვევაში ან მისი სახელმწიფოსათვის, ან სახელმწიფოს მიერ გამოყენებისას, უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე.

მუხლი 38
დაცვის ვადა

    1. წევრ-სახელმწიფოებში, რომლებიც დაცვის პირობად ითხოვენ რეგისტრაციას, ტოპოგრაფიის დაცვა არ უნდა დამთავრდეს, ვიდრე არ გავა 10 წელი რეგისტრაციაზე განცხადების შეტანის ან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მისი პირველი კომერციული გამოყენების თარიღიდან.

    1. იმ წევრ-სახელმწიფოებში, რომლებიც დაცვის პირობად არ ითხოვენ რეგისტრაციას, ტოპოგრაფიები დაცული უნდა იყოს არანაკლებ 10 წლის ვადით მათი პირველი კომერციული გამოყენების თარიღიდან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

    1. ამ მუხლის (1) და და 2 პუნქტებისაგან დამოუკიდებლად, წევრსახელმწიფომ შეიძლება გაითვალისწინოს, რომ დაცვას შეიძლება ვადა გაუვიდეს ტოპოგრაფიის შექმნიდან 15 წლის შემდეგ.

კარი 7: გაუხმაურებელი ინფორმაციის დაცვა
მუხლი 39

    1. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფის პროცესში, როგორც პარიზის კონვენციის (1967) მე-10bis მუხლითაა გათვალისწინებული, წევრებმა უნდა დაიცვან გაუხმაურებელი ინფორმაცია ამ მუხლის (2) პუნქტის მიხედვით და მთავრობებისთვის და სამთავრობო ორგანიზაციებისთვის წარდგენილი მონაცემები - ამ მუხლის (3) პუნქტის მიხედვით.

    1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ხელი შეუწყონ მათ კონტროლს დაქვემდებარებული არსებული ინფორმაციის კანონიერად გახსნას ან კეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ სხვა პირების მიერ ამ ინფორმაციის გამოყენებას (იხილეთ შენიშვნა 10), იმდენად, რამდენადაც ამგვარი ინფორმაცია:

  1. არის საიდუმლო იმ გაგებით, რომ იგი მთლიანობაში, ან მისი შემადგენელი ნაწილების ზუსტი წყობა და შედგენილობა საერთოდ არის ცნობილი, ან ადვილად ხელმისაწვდომია იმ პირებისათვის, რომლებიც იმ წრეებს მიეკუთვნებიან, რომელთაც ჩვეულებრივ ურთიერთობა აქვთ ამ სახის ინფორმაციასთან;

  1. წარმოადგენს კომერციულ ფასეულობას თავისი საიდუმლოების გამო; და

  1. ამ ინფორმაციის საიდუმლოდ შესანახავად იმ პირის მიერ, რომელიც კანონიერად აკონტროლებდა ამ ინფორმაციას, ჩატარებული იყო გონივრული ღონისძიებები.

    1. იმ ფარმაცევტული ან სოფლის მეურნეობის ქიმიური პროდუქტების გასაღებაზე ნებართვის მიცემის პირობად, რომლებშიც გამოიყენება ახალი ქიმიური პრეპარატები, წევრები ითხოვენ, წარმოდგენილ იქნეს დახურული მონაცემები ცდების შესახებ ან სხვა მონაცემები, რომელთა მიღება მნიშვნელოვან ძალისხმევასთან არის დაკავშირებული; ამგვარი მონაცემები დაცული უნდა იყოს არაკეთილსინდისიერი კომერციული გამოყენებისაგან. გარდა ამისა, ამგვარი მონაცემები დაცული უნდა იყოს გახსნისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია მოსახლეობის დასაცავად ან, ყველაფერია გაკეთებული საიმისოდ, რომ ამ მონაცემების დაცვა უზრუნველყოფილ იქნეს არაკეთილსინდისიერი კომერციული გამოყენებისაგან.

კარი 8: კონტროლი პრაქტიკაზე, რომელიც ზღუდავს კონკურენციას სახელშეკრულებო ლიცენზიაში
მუხლი 40

      1. წევრები თანხმდებიან, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული ლიცენზიების ზოგიერთ ქმედებას და პირობას, რომლებიც ზღუდავენ კონკურენციას, არასასურველი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ვაჭრობაზე და ხელი შეუშალოს ტექნოლოგიების გადაცემასა და გავრცელებას.

      1. ეს შეთანხმება ხელს არ უშლის წევრებს, თავიანთი სახელმწიფოების კანონმდებლობაში მიუთითონ ლიცენზირების დებულებებსა და პირობებზე, რომელთაც ცალკეულ შემთხვევებში ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ბოროტად გამოყენებამდე შეიძლება მიგვიყვანონ, რაც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს კონკურენციაზე შესაბამის ბაზარზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ შეთანხმების სხვა დებულებების თანახმად, წევრს უფლება აქვს მიიღოს სათანადო ზომები იმგვარი პრაქტიკის აღსაკვეთად და გასაკონტროლებლად, რომელიც, მაგალითად, შეიძლება მოიცავდეს პირობებს განსაკუთრებულ “უკულიცენზიებზე”, პირობებს, რომლებიც ლიცენზიის საგნის დაცვისუნარიანობაში კრძალავენ ეჭვის შეტანას და ჯგუფურ ლიცენზიებს.

      1. ნებისმიერმა წევრმა სხვა ნებისმიერ წევრთან, რომელსაც აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მქონე პირი, რომელიც იმ წევრ-სახელმწიფოს იურიდიული ან ფიზიკური პირია, რომელსაც ეხება მოთხოვნა კონსულტაციების შესახებ, ან პირი, რომელიც ცხოვრობს ამ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ეწევა საქმიანობას, რომელიც არღვევს იმ წევრ-სახელმწიფოს ამ კარის შესაბამის კანონებსა და წესებს, და რომელსაც სურვილი აქვს უზრუნველყოს ამგვარი კანონმდებლობის დაცვა სხვა ნებისმიერი ქმედებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, და მის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების სრული თავისუფლებისათვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე, მოთხოვნის თანახმად, უნდა აწარმოოს კონსულტაციები. წევრმა, რომელსაც მოთხოვნა გაეგზავნა, სათანადო და კეთილგანწყობილი ყურადღება უნდა დაუთმოს ამ საკითხს და კონსულტაციებისათვის საკმარისი შესაძლებლობა უზრუნველყოს იმ წევრ-სახელმწიფოსთან, რომელმაც განაცხადი გააკეთა, და მან განსახილველ საკითხზე მასთან უნდა ითანამშრომლოს საზოგადოებისათვის ღია, არაკონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემის მეშვეობით და სხვა ინფორმაციის გადაცემის გზითაც, რომელსაც იგი ფლობს იმ პირობით, რომ დაცული იქნება სახელმწიფოს კანონმდებლობა და ურთიერთმისაღები ხელშეკრულებები იმ წევრ-სახელმწიფოს ინფორმაციის კონფიდენციალობის გარანტიებთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადი გააკეთა.

    1. თუ წევრ-სახელმწიფოს იურიდიული ან ფიზიკური პირები, ან მის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა პირები, ექვემდებარებიან სასამართლო პროცედურებს სხვა წევრ-სახელმწიფოში, აღნიშნული შეთანხმების განხორციელებისას ამ სახელმწიფოს კანონებისა და წესების სავარაუდო დარღვევის გამო, ზემოაღნიშნულ წევრ-სახელმწიფოს, განაცხადის საფუძველზე, ამ წევრ-სახელმწიფომ უნდა მისცეს შესაძლებლობა, ჩაატაროს კონსულტაციები (3) პუნქტში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

შენიშვნები:

    1. 42-ე მუხლის პირველი წინადადების მიუხედავად, მსო-ის წევრმა ქვეყნებმა, ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით, ამის ნაცვლად, მათი გამოყენებისათვის შეიძლება გაითვალისწინონ ადმინისტრაციული ზომები.

    1. ამ მუხლის მიზნებისათვის წევრმა ტერმინები გამოგონების დონე და სამრეწველო გამოყენებისათვის ვარგისი ისეთი გამონათქვამების სინონიმად უნდა მიიჩნიოს, როგორიცაა არააშკარა და სასარგებლო.

    1. ეს უფლება, ისევე, როგორც ყველა სხვა უფლება, რომელიც აღნიშნული შეთანხმების თანახმად ეძლევა საქონლის გამოყენებასთან, გაყიდვასთან, იმპორტთან ან საქონლის სხვა განაწილებასთან დაკავშირებით, მე-6 მუხლის დებულებებს ექვემდებარება.

    1. სხვაგვარი გამოყენება გულისხმობს 30-ე მუხლის თანახმად დაშვებული გამოყენებისაგან განსხვავებულ გამოყენებას.

    1. იგულისხმება, რომ იმ წევრებმა, რომელთაც პირველადი პატენტის გაცემის სისტემა არ გააჩნიათ, შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ პირველადი პატენტის გაცემის სისტემაში დაცვის ვადა უნდა აითვალოს განცხადების შეტანის თარიღიდან.

    1. ტერმინი უფლების მფლობელი - ამ კარში იგივე მნიშვნელობით გაიგება, რაც IPIC-ის შეთანხმებაში აქვს ტერმინს უფლებების მფლობელი პირი.

    1. ამ დებულების მიზნებისათვის, ტერმინი კეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის საწინააღმდეგო გულისხმობს ისეთ ქმედებას, როგორიც არის, მაგალითად, კონტრაქტის დარღვევა, კონფიდენციალურობის დარღვევა ან გაუხმაურებელი ინფორმაციის შეძენის წესების დარღვევის მცდელობა მესამე პირების მიერ, რომლებმაც იციან ან დაუდევრობის გამო არ იცოდნენ, რომ შენაძენი შეიცავდა ამგვარ ქმედებას.

ნაწილი III
ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა სამართლებრივი დაცვა
კარი I: ზოგადი ვალდებულებები
მუხლი 41

      1. წევრებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი კანონები ისეთ იძულებით სამართლებრივ პროცედურებს შეიცავდეს, რომლებიც მოცემულია ამ ნაწილში, რათა შესაძლებელი გახდეს ეფექტიანი ქმედებების განხორციელება ამ შეთანხმებით დაცული ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ნებისმიერი დარღვევის წინააღმდეგ, მათ შორის, დარღვევების თავიდან ასაცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ სასწრაფო ღონისძიებების გატარებას და ისეთ საშუალებებს, რომლებიც წინააღმდეგობად იქცევიან მომავალი დარღვევებისათვის. ეს პროცედურები იმგვარად უნდა იქნეს გამოყენებული, რომ დაბრკოლებები არ შექმნას კანონიერი ვაჭრობისათვის და უზრუნველყოს მათი ბოროტად გამოყენებისაგან დაცვა.

      1. ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული პროცედურები უნდა იყოს სამართლიანი და ყველასთვის თანაბარი. ისინი ვადების დაუსაბუთებელ გაგრძელებას, ან გაუმართლებელ შეფერხებას არ უნდა იწვევდეს.

      1. საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უმჯობესია იყოს წერილობითი სახის და არგუმენტირებული. ისინი, სასამართლო გარჩევის მხარეებს მაინც, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე უნდა წარედგინოს. საქმის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა ემყარებოდეს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლის თაობაზეც მხარეებს მიეცემათ საშუალება მოუსმინონ მათ.

      1. სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეებს საშუალება უნდა მიეცეთ, მათ ადგილობრივ კანონმდებლობებში საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამართლებრივი დებულებების დაცვის პირობით, მოითხოვონ სასამართლო ორგანოს მიერ საბოლოო ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გადასინჯვა; აღნიშნული წესი უნდა განხორციელდეს, როგორც მინიმუმ, საქმის თაობაზე პირველადი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ ასპექტებთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, არ უნდა არსებობდეს არანაირი ვალდებულება, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნება სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულის სასარგებლოდ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

      1. იგულისხმება, რომ ეს ნაწილი არანაირ ვალდებულებას არ წარმოადგენს იმისათვის, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისათვის შეიქმნას ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც ზოგადად განსხვავდება სამართალდაცვითი კანონებისაგან; ამ ნაწილში, საშუალებათა გადანაწილების მიმართ, არაფერი არ ქმნის რაიმე ვალდებულებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და ზოგადად კანონების სამართლებრივ დაცვას შორის; გარდა ამისა, ის არ მოქმედებს წევრების - უნარზე, განახორციელონ კანონი ზოგადად.

კარი 2: სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცედურები და ზომები სამართალდარღვევათა აღმოსაფხვრელად
მუხლი 42
სამართლიანი და მიუკერძოებელი პროცედურები

წევრები უზრუნველყოფენ, რომ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სამართლებრივი დაცვის სამოქალაქო სასამართლო პროცედურები ხელმისაწვდომი იყოს უფლების მესაკუთრისათვის (იხ. შენიშვნა 11). მოპასუხეებს უფლება უნდა ჰქონდეთ წერილობით შეტყობინებაზე, რომელიც უნდა იყოს დროული და სარჩელის საფუძვლის ჩათვლით არსებით დეტალებს უნდა შეიცავდეს, მხარეებს საშუალება უნდა მიეცეთ, წარმოდგენილ იქნენ დამოუკიდებელი ადვოკატების მიერ და პროცედურებმა განსაკუთრებით დამამძიმებელი მოთხოვნები არ შეიტანოს სავალდებულო პირად დასწრებასთან დაკავშირებით. ასეთ პროცედურებში მონაწილე ყველა მხარეს შესაბამისად უფლება აქვს დაასაბუთოს თავისი სარჩელი და ამასთან დაკავშირებული მტკიცებები წარმოადგინოს. პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს საშუალებებს კონფიდენციალური ინფორმაციის დასადგენად და დასაცავად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება არსებულ კონსტიტუციურ მოთხოვნებს.

მუხლი 43
მტკიცებულებანი

  1. იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე მხარე წარმოადგენს დასაბუთებულ მტკიცებულებას, რომელიც საკმარისია მათი სარჩელის გასამაგრებლად და ამასთან, მათი მოწინააღმდეგე მხარე აკონკრეტებს, სასამართლო ორგანოებს უფლება უნდა ჰქონდეთ, მოითხოვონ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ამ მტკიცებულებების წარმოდგენა იმ პირობების დაცვით, რომლებიც კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას უზრუნველყოფენ.

  1. იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო პროცესის რომელიმე მხარე თავისი სურვილით და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აუცილებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უარს განაცხადებს, ან მას სათანადო დროის განმავლობაში არ წარადგენს, ან სამართალდაცვით ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცედურის ჩატარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს, წევრებს უფლება უნდა ჰქონდეთ, მათთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინონ წინასწარი ან საბოლოო, დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილებანი, საჩივრისა და განცხადების ჩათვლით, რომელიც მიაწოდა იმ მხარემ, რომელსაც უარი განუცხადეს ინფორმაციასთან დაშვებაზე, იმ პირობით, რომ მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მათ მოუსმინონ განცხადებების ან მტკიცებულებების თაობაზე.

მუხლი 44
სასამართლო აკრძალვები

  1. სასამართლო ორგანოებს უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ, ნებისმიერ მხარეს მოსთხოვონ კანონის დარღვევისაგან თავის შეკავება, inter alia, აგრეთვე, წინააღმდეგობა გაუწიონ მათ იურისდიქციაში მყოფ სავაჭრო ქსელში ისეთი იმპორტული საქონლის შემოდინებას, რომელსაც უკვე გავლილი აქვს საბაჟო შემოწმება და რომელიც შეიცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის ნიშნებს. წევრები ვალდებული არ არიან, ამგვარი უფლებამოსილებანი მიანიჭონ დაცულ ობიექტებს, რომლებიც შეძენილი ან შეკვეთილი იყო რომელიმე პირის მიერ მანამ, სანამ ეს პირი გაიგებდა ან ექნებოდა დასაბუთებული საფუძველი, სცოდნოდა, რომ ასეთ ობიექტებთან ურთიერთობა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევას გაუთანაბრდებოდა.

  1. ამ კარის სხვა დებულებებისგან დამოუკიდებლად და იმ პირობით, რომ სრულდება ამ შეთანხმების მე-2 ნაწილის დებულებები, კონკრეტულად იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე გამოყენებას სახელმწიფო ორგანოების ან სახელმწიფო ორგანოებისაგან ნებადართული მესამე პირების მიერ, წევრ-სახელმწიფოებმა შეიძლება შეზღუდონ ასეთი გამოყენების საწინააღმდეგო ღონისძიებები ანაზღაურების გადახდით შეთანხმების 31-ე მუხლის (h) ქვეპუნქტის თანახმად. სხვა შემთხვევებში გამოიყენება ამ კარით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მუხლი 45
ზარალი

  1. სასამართლო ორგანოები უფლებამოსილი უნდა იყვნენ, მოსთხოვონ კანონის დამრღვევს, რომ უფლების მქონე პირს აუნაზღაუროს ზარალი, რომლის ოდენობა საკმარისი იქნება იმ დანაკარგის საკომპენსაციოდ, რომელიც უფლებამოსილმა პირმა განიცადა იმ პირის მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის შედეგად, რომელმაც იცოდა ან საკმარისი საფუძველი ჰქონდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

  1. სასამართლო ორგანოებს იმის უფლებამოსილებაც უნდა ჰქონდეთ, რომ მოითხოვონ კანონის დამრღვევი პირისაგან უფლების მქონე პირს აუნაზღაუროს დანახარჯები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ადვოკატის ჰონორარს. სათანადო შემთხვევაში წევრები უფლებამოსილი არიან მოითხოვონ მოგების ზღვევინება და/ან წინასწარ დადგენილი ზარალის კომპენსაცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამრღვევმა არ იცოდა, ან არ ჰქონდა საკმარისი საფუძველი სცოდნოდა, რომ ჩადიოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

მუხლი 46
სხვა საშუალებები

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის შემაკავებელი ეფექტიანი საშუალებების შესაქმნელად სასამართლო ორგანოებს უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ მოითხოვონ, რომ ის საქონელი, რომელიც არღვევს ასეთ უფლებებს, უფლების მქონე პირისათვის ყოველგვარი ზიანის მიუყენებლად და ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ამოღებული იყოს სავაჭრო ქსელიდან ან განადგურდეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება არსებულ კონსტიტუციურ მოთხოვნებს. სასამართლო ორგანოები, უფლებამოსილი უნდა იყვნენ, მოითხოვონ, რომ მასალა და წარმოების იარაღები, რომელთა გამოყენებაც დომინირებდა კონტრაფაქციული საქონლის შექმნაში, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ამოიღონ სავაჭრო ქსელიდან, რათა დარღვევების განმეორების რისკი მინიმუმამდე დავიდეს. ამგვარი შემთხვევების განხილვისას მხედველობაში მისაღებია იმის აუცილებლობა, რომ დაცული იქნეს თანაფარდობა სამართალდარღვევის სერიოზულობას, სასამართლო დაცვის საშუალებებსა და მესამე პირთა ინტერესებს შორის. ფალსიფიცირებული ნიშნების მქონე საქონელზე უკანონოდ დამაგრებული სასაქონლო ნიშნის უბრალო მოცილება არ უნდა ჩაითვალოს საკმარისად იმ რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევის გარდა, როდესაც ნებადართულია ამგვარი საქონლის სავაჭრო ქსელში გაშვება.

მუხლი 47
უფლება ინფორმაციაზე

წევრებს უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს სამართალდარღვევის სერიოზულობის არათანაფარდია, კანონის დამრღვევისაგან მოითხოვონ, უფლების მქონე პირს მიაწოდოს ინფორმაცია იმ მესამე პირების შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ კონტრაფაქციული საქონლისა და მომსახურების წარმოებასა და განაწილებაში და აგრეთვე, ინფორმაცია მათი განაწილების ქსელის შესახებ.

მუხლი 48
მოპასუხისათვის ზარალის ანაზღაურება

      1. სასამართლო ორგანოებს უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ, მოსთხოვონ იმ მხარეს, რომლის მოთხოვნითაც იქნა მიღებული ზომები და რომელმაც არაკეთილსინდისიერად გამოიყენა ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის პროცედურები, წარუდგინოს არაკანონიერად დავალდებულებულ ან შევიწროვებულ მხარეს იმ ზარალის სათანადო კომპენსაცია, რომელიც მან განიცადა ამგვარი არაკეთილსინდისიერი გამოყენების შედეგად. სასამართლო ორგანოებს, აგრეთვე, უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება განმცხადებელს მოსთხოვონ მოპასუხის დანახარჯების ანაზღაურება, რომლებიც შესაძლებელია მოიცავდეს ადვოკატის ჰონორარსაც.

  1. ნებისმიერი საკანონმდებლო აქტის შესრულებისას, რომელიც შეეხება დაცვას, ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვას ან დაცვის უზრუნველყოფას, წევრებმა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და მათი მოხელეები უნდა გაათავისუფლონ პასუხისმგებლობისაგან მხოლოდ მაშინ, როდესაც ქმედებები ჩადენილი იყო კეთილსინდისიერი მიზნებისთვის ასეთი კანონების განხორციელების პროცესში.

მუხლი 49
ადმინისტრაციული პროცედურები

სამოქალაქო სამართლებრივი ღონისძიებები, რომლებიც სასამართლომ ადმინისტრაციული პროცედურების შედეგად შეიძლება დაადგინოს, შინაარსით უნდა შეესაბამებოდეს ამ კარში მოცემულ პრინციპებს.

კარი 3: დროებითი ღონისძიებები
მუხლი 50

  1. სასამართლო ორგანოებს უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ, განკარგულება გასცენ გადაუდებელი დროებითი ქმედითი ღონისძიებების გატარების შესახებ:

  1. ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი უფლების დარღვევის ხელის შესაშლელად და, კერძოდ, მათ იურისდიქციაში მყოფ სავაჭრო ქსელებში საქონლის, მათ შორის იმპორტირებული საქონლის, უშუალოდ მათი საბაჟო დათვალიერების შემდეგ შემოსვლის წინააღმდეგ;

  1. სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებულ შესაბამის მტკიცებულებათა შესანარჩუნებლად.

  1. სასამართლო ორგანოებს უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ, გაატარონ დროებითი ღონისძიებები inaudita altera parte, სადაც ეს მიზანშეწონილია, კერძოდ, იმ შემთხვევებში, სადაც არის იმის ალბათობა, რომ ნებისმიერი შეფერხება უფლების მქონე პირს გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს, ან აშკარა რისკი არსებობს იმისა, რომ სამხილებს გაანადგურებენ.

    1. სასამართლო ორგანოებს უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ, მოითხოვონ განმცხადებლისაგან, რომ წარმოადგინოს ნებისმიერი გონივრულად ხელმისაწვდომი მტკიცებულება, რათა ისინი დაარწმუნოს საკმარისი სარწმუნო საშუალებებით, რომ განმცხადებელი უფლების მქონე პირია და რომ მისი უფლება ირღვევა, ან რომ ასეთი დარღვევა გარდაუვალია და განკარგულება გასცეს, რათა განმცხადებელმა წარადგინოს მოპასუხის დასაცავად და ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად საჭირო საკმარისი თავდები ან მისი ეკვივალენტური გარანტია.

    1. იმ შემთხვევაში, თუ დროებითი ზომები მიღებული იყო inaudita altera parte, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაზარალებულ მხარეს, არა უგვიანეს ამ ზომების გატარების დღისა. მოპასუხის მოთხოვნით შესაძლებელია საქმის გადასინჯვა მოხდეს მოსმენის უფლების გათვალისწინებით, ზომების შესახებ შეტყობინებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დროის სათანადო პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, ეს ზომები შეცვლილია, მოხსნილია თუ დადასტურებული.

    1. განმცხადებლისაგან შეიძლება მოითხოვონ საქონლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო სხვა ინფორმაციის წარმოდგენაც, რომლითაც დაინტერესებულია ის ხელისუფლება, რომელიც ახორციელებდა დროებით ღონისძიებებს.

  1. (4) პუნქტის უგულებელყოფის გარეშე, ამ მუხლის (1) და (2) პუნქტების საფუძველზე განხორციელებული დროებითი ღონისძიებები მოპასუხის მოთხოვნით უნდა გაუქმდეს, ან მათი მოქმედება სხვაგვარად შეჩერდეს, თუ სასამართლო მოსმენა, რომელსაც მივყავართ საქმის არსის გამო გადაწყვეტილების მიღებამდე, არ იწყება დროის გონივრული პერიოდის მანძილზე, რომელსაც განსაზღვრავს ზომების მიღების თაობაზე განკარგულების გამცემი სასამართლო ორგანო, სადაც ეს ნებადართულია ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ან ამგვარი გადაწყვეტილების არქონის შემთხვევაში ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოც სამუშაო დღეს ან ოცდათერთმეტ კალენდარულ დღეს, იმისდა მიხედვით, თუ რომელი პერიოდია უფრო ხანგრძლივი.

    1. დროებითი ღონისძიებების გაუქმების შემთხვევაში ან მათი შეწყვეტისას განმცხადებლის მიერ დაშვებული ნებისმიერი ქმედების ან შეცდომის გამო, ან თუ შემდგომში დადგინდა, რომ არ იყო არანაირი დარღვევა ან ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის მუქარა, სასამართლო ორგანოებს უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, განმცხადებლისაგან მოითხოვონ, რომ მოპასუხეს ნებისმიერი ზარალის გამო გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მას ამგვარი ზომების გამოყენებამ მიაყენა.

  1. რადგან ნებისმიერი დროებითი ღონისძიების გატარება შეიძლება საჭირო გახდეს როგორც ადმინისტრაციული პროცედურების შედეგი, ამგვარი პროცედურა თავისი შინაარსით უნდა შეესაბამებოდეს ამ კარის პრინცი პებს.

კარი არი 4: სასაზღვრო ღონისძიებებთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები

(იხილეთ შენიშვნა 12)
მუხლი 51
საქონლის ბრუნვაში გაშვების შეჩერება საბაჟო ორგანოების მიერ

ქვემოთ მოყვანილი დებულებების თანახმად, წევრებმა უნდა განახორციელონ ისეთი პროცედურები (იხილე შენიშვნა 13), რომლებსაც ფალსიფიცირებული ან კონტრაფაქციული საქონლის იმპორტის განხორციელებაში ეჭვის შეტანის საფუძველი აქვს, (იხ. შენიშვნა 14), რაც უფლებას მისცემს წერილობითი განცხადება წარადგინოს კომპეტენტურ ორგანოებში, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სასამართლო, საბაჟო ორგანოების მიერ ამგვარი საქონლის თავისუფალ ბრუნვაში გაშვების შეჩერების თაობაზე. წევრებს შეუძლიათ ამგვარი განცხადებები გააკეთონ იმ საქონელთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სხვა დარღვევებს, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ თავის მოთხოვნები. წევრებმა შეიძლება გაითვალისწინონ შესაბამისი დებულებები, რომლებიც ეხება საბაჟო ორგანოების მიერ მათი ქვეყნიდან საექსპორტოდ განკუთვნილი კონტრაფაქციული საქონლის გაშვების შეჩერებას.

მუხლი 52
განცხადება

ნებისმიერი უფლების მფლობელს, რომელიც პროცედურებს იწყებს 51-ე მუხლის თანახმად, უნდა მოეთხოვოს კომპეტენტური ორგანოების დამარწმუნებელი დასაბუთების წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ იმპორტის მწარმოებელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, ხდება prima facie (უპირველეს ყოვლისა) მისი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა და საბაჟო ორგანოების მიერ მათი ადვილად ამოცნობის მიზნით საჭიროა საქონლის საკმაოდ დეტალური აღწერა. კომპეტენტურმა ორგანოებმა, სათანადო პერიოდის მანძილზე, განმცხადებელს უნდა შეატყობინონ იმის თაობაზე, მიიღეს თუ არა მათ განცხადება და იმ შემთხვევაში, თუ ამას განსაზღვრავენ კომპეტენტური ორგანოები, განმცხადებელს აცნობონ იმ პერიოდის შესახებ, რომლის მანძილზეც საბაჟო ორგანოები აპირებენ ზომების მიღებას.

მუხლი 53
გირაო ან ეკვივალენტური გარანტია

  1. კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილ უნდა იყოს, განმცხადებლისაგან მოითხოვოს გირაოს ან მისი ეკვივალენტური გარანტიის წარმოდგენა, რომელიც საკმარისი იქნება მოპასუხისა და კომპეტენტური ორგანოების დასაცავად და უფლებების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად. ამგვარმა გირაომ ან გარანტიამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეაფერხოს ამ პროცედურების გამოყენების შესაძლებლობა.

  1. იმ შემთხვევაში, თუ ამ კარის შესაბამისად წარმოდგენილი განაცხადის თანახმად, სამრეწველო ნიმუშის, პატენტის, ინტეგრალურ სქემათა ტოპოგრაფიისა ან კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი საქონლის თავისუფალ ბრუნვაში გაშვება შეჩერებულია საბაჟო ორგანოების მიერ იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც არ გამომდინარეობს სასამართლო ან სხვა დამოუკიდებელი ორგანოს გადაწყვეტილებიდან, და თუ 55-ე მუხლით გათვალისწინებული პერიოდი გავიდა პირობითი გათავისუფლების მინიჭებით ამაზე სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოების მიერ და იმ შემთხვევაშიც, თუ შესრულებულია იმპორტისათვის საჭირო ყველა სხვა პირობა, მფლობელს, იმპორტიორს ან ამგვარი საქონლის მიმღებს უფლება უნდა ჰქონდეს მათ გაშვებაზე სათანადო გირაოს შეტანის შემდეგ, რომლის ოდენობა საკმარისი უნდა იყოს უფლების მქონე პირის ნებისმიერი დარღვევისგან დასაცავად. ამგვარი გირაოს გადახდამ ზიანი არ უნდა მიაყენოს სასამართლო დაცვის სხვა არცერთ საშუალებას, რომელსაც შეიძლება მიმართოს უფლების მქონე პირმა; ამასთან, იგულისხმება, რომ გირაო დაბრუნდება თუ უფლების მფლობელი დროის კანონზომიერი პერიოდის განმავლობაში ვერ შეიტანს სასამართლო სარჩელს.

მუხლი 54
შეტყობინება საქონლის შეჩერებაზე

51-ე მუხლის შესაბამისად, იმპორტიორსა და განმცხადებელს დროულად უნდა აცნობონ საქონლის დაკავების თაობაზე.

მუხლი 55
საქონლის შეჩერების ხანგრძლივობა

თუ არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა მას შემდეგ, რაც განმცხადებელს გადაეცა შეტყობინება საქონლის თავისუფალ ბრუნვაში გაშვების შეჩერების შესახებ, საბაჟო ორგანოებს არ შეატყობინებენ, რომ საქმის არსის გამო რომელიმე მხარის მიერ, მაგრამ არა მოპასუხის მხრიდან, აღძრულია სასამართლო გარჩევა ან სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანოებმა მიიღეს დროებითი ზომები საქონლის გაშვების შეჩერების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქონელი უნდა გაიშვას იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია ექსპორტთან ან იმპორტთან დაკავშირებული ყველა სხვა პირობა; შესაბამის შემთხვევაში, ეს შეზღუდული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 10 სამუშაო დღით. თუ საქმის არსთან დაკავშირებული სასამართლო გარჩევა დაწყებულია, მაშინ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოპასუხის მოთხოვნით, მოსმენის უფლების გათვალისწინებით, ამ საკითხის ირგვლივ გადაწყვეტილების მიღებაზე უნდა განხორციელდეს საქმის გადასინჯვა, რის შედეგადაც დადგინდება ამ ზომების შეცვლა, გაუქმება ან განმტკიცება. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა საქონლის გაშვების შეჩერება ან იგი კვლავ გრძელდება სასამართლოს დროებითი ღონისძიების შესაბამისად, მაშინ გამოყენებულ უნდა იქნეს 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის დებულებანი.

მუხლი 56
იმპორტიორისა და საქონლის მფლობელის ზარალის ანაზღაურება

შესაბამის ორგანოებს უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ, განმცხადებლისაგან მოითხოვონ შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს იმპორტიორს, ტვირთის მიმღებსა და საქონლის პატრონს ნებისმიერი ზარალისათვის, რომელიც მას მიაყენეს მისი საქონლის უკანონოდ გაჩერებით ან იმ საქონლის გაჩერებით, რომელიც, 55-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფალ ბრუნვაში იყო გაშვებული.

მუხლი 57
უფლება ინსპექციასა და ინფორმაციაზე

კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვისათვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე წევრებმა კომპეტენტური ორგანოები უნდა უზრუნველყონ უფლებამოსილებით, რათა უფლების მქონე პირს მისცენ საკმარისი შესაძლებლობა, სარჩელის დასაბუთების მიზნით ჩაატაროს საბაჟო ორგანოების მიერ დაკავებული ნებისმიერი საქონლის ინსპექცია. კომპეტენტურ ორგანოებსაც უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება ნებისმიერი ამგვარი საქონლის შესამოწმებლად იგივე უფლებები მიანიჭონ იმპორტიორს. იმ შემთხვევაში, თუ საქმესთან დაკავ- შირებით დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული, წევრ-სახელმწიფოებმა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა მისცენ უფლებამოსილება უფლების მქონე პირს შეატყობინონ ტვირთის გამგზავრების, იმპორტიორებისა და ტვირთის მიმღებთა ვინაობა, მისამართი და აღნიშნული საქონლის რაოდენობა.

მუხლი 58
Ex Officio (თანამდებობიდან გამომდინარე) ქმედებები

იმ შემთხვევაში, თუ წევრები კომპეტენტურ ორგანოებს სთხოვენ იმოქმედონ საკუთარი ინიციატივიდან გამომდინარე და შეაჩერონ იმ საქონლის თავისუფალ ბრუნვაში გაშვება, რომელთა მიმართაც მათ აქვთ prima facie მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება ირღვევა, მაშინ

    1. კომპეტენტურ ორგანოებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ უფლების მქონე პირს ნებისმიერი ინფორმაციის მიღების თაობაზე, რომელიც შეიძლება დაეხმაროს მათ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში;

    1. იმპორტიორსა და უფლების მქონე პირს დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ საქონლის თავისუფალ ბრუნვაში გაშვების შეჩერება, თუ იმპორტიორს აპელაცია აქვს შეტანილი კომპეტენტურ ორგანოებში საქონლის თავისუფალ ბრუნვაში გაშვების შეჩერების შესახებ, მაშინ ეს შეჩერება უნდა დაექვემდებაროს 55-ე მუხლში მოცემულ პირობებს, mutatis mutandis (ყველა აუცილებელი ცვლილებების შეტანით);

    1. წევრებმა უნდა გაათავისუფლონ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და მათი მოსამსახურეები სასამართლო პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებები ჩადენილია ან ნაკარნახევია კეთილსინდისიერი მიზნებით.

მუხლი 59
სამართალდარღვევების პირობების თავიდან აცილების ღონისძიებები

სარჩელზე იმ სხვა უფლებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, რომლებიც ხელმისაწვდომია უფლებების მქონე პირისათვის და იმ პირობით, რომ სასამართლო ხელისუფლების მიერ გადახედვის თაობაზე დაცული იყოს მოპასუხის უფლება, კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი უნდა იყვნენ, 46-ე მუხლიდან გამომდინარე, განკარგულება გასცენ კონტრაფაქციული საქონლის განადგურების ან მისი ბრუნვიდან ამოღების შესახებ. ფალსიფიცირებული სასაქონლონიშნიანი საქონლის მიმართებაში სახელმწიფომ არ უნდა დართოს კონტრაფაქციული საქონლის რეექსპორტის უფლება შეუცვლელ მდგომარეობაში ან უნდა დაუქვემდებარონ ისინი განსხვავებულ საბაჟო პროცედურებს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

მუხლი 60
იმპორტი De Minimis

წევრ-სახელმწიფოებმა ზემოაღნიშნული დებულებები შეიძლება არ გამოიყენონ არაკომერციული დანიშნულების მცირე რაოდენობის საქონელთან მიმართებაში, კერძოდ, იმ საქონელთან მიმართებაში, რომელიც შედის მგზავრის პირად ბარგში ან იგზავნება პატარა პარტიებით.

კარი 5: სისხლის სამართლის პროცედურები
მუხლი 61

სასაქონლო ნიშნის ფალსიფიცირების ან საავტორო უფლების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც ჩადენილია კომერციული მასშტაბებით და განზრახ, წევრებმა უნდა გამოიყენონ სისხლის სამართლის პროცედურები და ჯარიმები. სასჯელის ზომები უნდა ითვალისწინებდეს დაპატიმრებას და ფულად დაჯარიმებას; ისინი, სხვა ამგვარი სიმძიმის დანაშაულებებთან შედარებით, საკმარისია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უფლებების დარღვევა. შესაბამის შემთხვევებში სასჯელის ზომები უნდა მოიცავდეს სამართალდარღვევის პროცესში გამოყენებული საქონლის, მასალისა და წარმოების საშუალებათა დაყადაღებას, კონფისკაციასა და განადგურებას. წევრ-სახელმწიფოებმა შეიძლება გაითვალისწინონ სისხლის სამართლის პროცედურები და სასჯელი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევების სხვა შემთხვევების დროსაც, კერძოდ, თუ ისინი ჩადენილია ნებაყოფლობით და კომერციული მასშტაბებით.

შენიშვნები:

11. ამ ნაწილის მიზნებისათვის ტერმინი უფლებების მქონე პირი გულისხმობს ფედერაციებსა და ასოციაციებს, რომელთაც აქვთ სამართლებრივი სტატუსი და შეუძლიათ მოითხოვონ ამგვარი უფლება.

12. იმ შემთხვევაში, თუ წევრ-სახელმწიფომ მეორე წევრ-სახელმწიფოსთან, რომელთან ერთადაც იგი წარმოქმნის საბაჟო კავშირის ნაწილს, საქონლის გადაადგილებაზე მოხსნა კონტროლის ყველანაირი ზომა, მაშინ სავალდებულო არ არის აღნიშნულ საზღვარზე ამ ნაწილის დებულებების გამოყენება.

13. იგულისხმება, რომ საქონლის იმპორტზე, რომელიც გამოტანილია სხვა ქვეყნის ბაზარზე უფლების მქონე პირის მიერ ან მისი თანხმობით, ან სატრანზიტო საქონლის მიმართ, აუცილებელი არ უნდა იყოს ამგვარი პროცედურების გამოყენება.

14. ამ შეთანხმების მიზნებისათვის:

(a)ფალსიფიცირებულ სასაქონლონიშნიან საქონელში იგულისხმება ნებართვის გარეშე სასაქონლო ნიშნის მქონე ნებისმიერი საქონელი, მათ შორის მათი შესაფუთიც, რომელიც კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური არ არის ან რომელიც, მისი არსებითი მხარეებით, არ განსხვავდება მსგავსი სასაქონლო ნიშნებისაგან, რის გამოც, იმპორტის მწარმოებელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, არღვევს აღნიშნული სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს;

(b)"კონტრაფაქციულ საქონელში" იგულისხმება ნებისმიერი საქონელი, რომელიც იმ შემთხვევაში წარმოადგენს უფლების მქონე პირის ან მისი რწმუნებულის ნებართვის გარეშე შექმნილი საქონლის ასლს საქონლის წარმოების ქვეყანაში, და რომელიც პირდაპირ ან ირიბად არის დამზადებული რომელიმე ნაკეთობიდან, თუ აღნიშნული ასლის შექმნა საავტორო ან მომიჯნავე უფლებების დარღვევაა იმპორტის მწარმოებელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

ნაწილი IV
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მოპოვება, შენარჩუნება და მომიჯნავე INTER - PARTES (ორმხრივი) პროცედურები
მუხლი 62

  1. წევრებმა ამ შეთანხმების II ნაწილის მე-2-დან მე-6 კარის ჩათვლით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების მოპოვების პირობად შეიძლება მოითხოვონ გონივრული პროცედურებისა და ფორმალობების დაცვა. ამგვარი პროცედურები და ფორმალობები ამ შეთანხმების დებულებებს უნდა შეესაბამებოდეს.

  1. იმ შემთხვევაში, თუ ინტელექტუალური საკუთრების უფლება მისი გადაცემის ან რეგისტრაციის მეშვეობით მოიპოვება, მაშინ წევრსახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ უფლებების მოპოვების საბაზისო წესები დაცვის პირობით, რომ უფლების გადაცემის ან მისი რეგისტრაციის პროცედურები დროის კანონზომიერი პერიოდის განმავლობაში განხორციელების საშუალებას იძლეოდნენ; ეს საჭიროა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ხანგრძლივობის გაუმართლებელი შემოკლება.

  1. პარიზის კონვენციის (1967) მე-4 მუხლი mutatis mutandis მომსახურების ნიშნებთან მიმართებაში უნდა იყოს გამოყენებული.

  1. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მოპოვებისა და შენარჩუნების პროცედურები და მათი ადმინისტრაციული წესით გაუქმება, აგრეთვე inter partes პროცედურები, როგორიცაა შედავება, გაუქმება და ბათილად ცნობა, იმ შემთხვევაში, თუ წევრ-სახელმწიფოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარ პროცედურებს, უნდა დარეგულირდეს იმ საერთო პრინცი პებით, რომლებიც მოცემულია 41-ე მუხლის (2) და (3) პუნქტებში.

  1. საბოლოო ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები (4) პუნქტში აღნიშნულ ნებისმიერ პროცედურასთან დაკავშირებით სასამართლო ან კვაზი-სასამართლო ორგანოს მიერ გადასინჯვას უნდა დაექვემდებაროს. შედავების ან ადმინისტრაციული წესით გაუქმების წარუმატებლობის შემთხვევაში სავალდებულო არ არის გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობის მიცემა, თუ ასეთმა პროცედურებმა შეიძლება იურიდიული ძალა დაკარგოს.

ნაწილი V
დავის თავიდან აცილება და გადაჭრა
მუხლი 63
გამჭვირვალობა

  1. კანონები და წესები, სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებები და საერთო გამოყენების ადმინისტრაციული წესები, რომლებიც წევრ-სახელმწიფომ აამოქმედა და კავშირი აქვს ამ შეთანხმების საგანთან (ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ფარგლები, მოპოვება, ამოქმედება და ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ბოროტად გამოყენების აღკვეთა), უნდა ქვეყნდებოდეს, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ამგვარი გამოქვეყნება პრაქტიკაში არ ხორციელდება, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საზოგადოებისათვის მშობლიურ ენაზე, რათა სახელმწიფო ორგანოებსა და უფლებების მფლობელებს მათი გაცნობის შესაძლებლობა მიეცეთ. ასევე უნდა გამოქვეყნდეს ამ შეთანხმების საგანთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, რომლებიც მოქმედებს ერთი წევრ-სახელმწიფოს მთავრობასა და სახელმწიფო ორგანოს და მეორე წევრსახელმწიფოს მთავრობასა და სახელმწიფო ორგანოს შორის.

  1. წევრებმა (1) პუნქტში აღნიშნული კანონებისა და წესების შესახებ უნდა აცნობონ TRIPS-ის საბჭოს და ამით ხელი უნდა შეუწყონ ამ შეთანხმების მოქმედების მიმოხილვაში. საბჭო უნდა ეცადოს მინიმუმამდე დაიყვანოს წევრებზე ვალდებულების შესრულებით გამოწვეული სიმძიმე და თუ ისმო-სთან კონსულტაციები საერთო რეესტრის შემოღების შესახებ, (რომელშიც ეს კანონები და წესები შეტანილი იქნება) წარმატებით დასრულდება, მას შეუძლია აგრეთვე მიიღოს გადაწყვეტილება ამგვარი კანონებისა და წესების უშუალოდ საბჭოსთვის შეტყობინების ვალდებულების ამოღების შესახებ; საბჭომ ამ შეთანხმების თანახმად, შეტყობინებასთან დაკავშირებით, შეიძლება განიხილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც გამომდინარეობს პარიზის კონვენციის (1967) მე-6ter მუხლიდან.

  1. თითოეული წევრი მზად უნდა იყოს, სხვა წევრ-სახელმწიფოს წერილობითი მოთხოვნის საპასუხოდ, მიაწოდოს მას იმ ტიპის ინფორმაცია, რომელზეც საუბარია (1) პუნქტში. წევრი, რომელსაც აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ საგანგებო სასამართლო გადაწყვეტილება ან ადმინისტრაციული წესი, ან ორმხრივი ხელშეკრულებები ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში ეხება მის უფლებებს მოცემულ შეთანხმებასთან მიმართებაში, უფლებამოსილია წერილობით მოთხოვოს იგივე ტიპის საგანგებო სასამართლო გადაწყვეტილების ან ადმინისტრაციული წესების, ან ორმხრივი ხელშეკრულებების მიღების ხელმისაწვდომობა, ან ის, რომ მიაწოდონ საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მათ შესახებ.

  1. (1-3) პუნქტებით არ მოითხოვება, რომ წევრმა გასცეს ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ხელს უშლის კანონის დაცვას ან სხვაგვარად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს, ან ზიანს მიაყენებს ცალკეული სახელმწიფო ან კერძო საწარმოების კანონიერ კომერციულ ინტერესებს.

მუხლი 64
დავის გადაჭრა

  1. GATT-ის 1994 წლის XXII და XXIII მუხლების დებულებები, „დავის გადაჭრის შესახებ წესები და პროცედურები“, გამოიყენება დავის გარჩევის და გადაწყვეტისთვის ამ შეთანხმების შესაბამისად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის გათვალისწინებული აღნიშნულ შეთანხმებაში.

  1. ამ შეთანხმების მიხედვით, GATT-ის 1994 წლის XXIII მუხლის (1) (b) და (c) ქვეპუნქტები არ უნდა იქნეს გამოყენებული დავის გადაჭრისას მსო-ის ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან ხუთი წლის განმავლობაში.

  1. იმ პერიოდში, რომლის შესახებაც საუბარია (2) პუნქტში, TRIPSის საბჭომ უნდა შეისწავლოს GATT-ის 1994 წლის XXIII მუხლის 1 (b) და 1 (c) ქვეპუნქტების ტიპის იმ სარჩელების ფარგლები და მოდალობები, რომლებიც შედგენილია ამ შეთანხმების შესაბამისად და თავიანთი რეკომენდაციები მისაღებად უნდა წარუდგინონ მინისტრთა კონფერენციას. ამგვარი რეკომენდაციების მიღების ან ვადის გაგრძელების თაობაზე ამ კონფერენციის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელზეც (2) პუნქტშია საუბარი, მხოლოდ კონსენსუსის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს; მიღებული რეკომენდაციები, მათ მიღებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ფორმალური პროცედურების გარეშე, სავალდებულო იქნება ყველა წევრისათვის.

ნაწილი VI
გარდამავალი პერიოდის ხელშეკრულებები
მუხლი 65
გარდამავალი პერიოდის ხელშეკრულებები

  1. (2), (3) და (4) პუნქტებიდან გამომდინარე, არც ერთი წევრი არ არის ვალდებული, გამოიყენოს ამ შეთანხმების დებულებანი მსოის ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან საერთო ერთწლიანი ვადის გასვლამდე.

  1. ნებისმიერ განვითარებად წევრ-ქვეყანას, პირველი პუნქტის თანახმად, უფლება აქვს გადადოს განაცხადის შეტანის თარიღიდან დამატებით ოთხი წლის ვადით ამ შეთანხმების დებულებების გამოყენება, გარდა I ნაწილის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დებულებებისა.

  1. ნებისმიერ სხვა წევრს, რომელიც ცენტრალიზებული გეგმური სისტემიდან თავისუფალი მეწარმეობის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში იმყოფება, თავისი ინტელექტუალური საკუთრების სისტემის სტრუქტურულ რეფორმებს ახორციელებს და, რომელიც სპეციფიკურ პრობლემებს აწყდება ინტელექტუალური საკუთრებისა და მისი განსახორციელებელი კანონებისა და წესების შემუშავებასთან დაკავშირებით, (2) პუნქტის შესაბამისად უფლება აქვს გამოიყენოს გადავადების პერიოდი.

  1. იმდენად, რამდენადაც ეს შეთანხმება განვითარებად წევრ-ქვეყანას ავალდებულებს პროდუქტის პატენტის დაცვა ტექნოლოგიის იმ დარგებზე გაავრცელოს, რომლებიც ამ შეთანხმების გამოყენების საერთო თარიღისათვის, აღნიშნული წევრ-სახელმწიფოს ტერიტორიაზე (2) პუნქტის შესაბამისად არ არიან დაცული, მას შეუძლია ტექნოლოგიის ამ დარგების მიმართ დამატებით 5 წლის ვადით გადადოს II ნაწილის მე-5 კარით გათვალისწინებული დებულებების გამოყენება.

  1. წევრმა, რომელიც ისარგებლებს გარდამავალი პერიოდით (1), (2), (3) და (4) პუნქტების შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნულ პერიოდში მის კანონებში, წესებსა და პრაქტიკაში განხორციელებულმა ნებისმიერმა ცვლილებამ უფრო ნაკლები შესაბამისობა არ გამოიწვიოს ამ შეთანხმების დებულებებთან.

მუხლი 66
ნაკლებგანვითარებული წევრ-სახელმწიფოები

  1. მხედველობაში ვიღებთ რა უფრო განვითარებული წევრ-სახელმწიფოების მოთხოვნებს, მათ ეკონომიკურ, ფინანსურ და ადმინისტრაციულ შეზღუდვებს და აგრეთვე მოთხოვნებს, რომ სიცოცხლისუნარიანი ტექნოლოგიური ბაზის შექმნისას მიეცეთ უფრო მეტი მოქნილობის შესაძლებლობა, ასეთ წევრ-სახელმწიფოებს, გარდა მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ უნდა მოეთხოვოთ ამ შეთანხმების დებულებების გამოყენება 10 წლის განმავლობაში, როგორც ეს დადგენილია 65-ე მუხლის (1) პუნქტის თანახმად. ნაკლებგანვითარებული წევრ-სახელმწიფოს სათანადოდ მოტივირებული მოთხოვნის თანახმად, TRIPS-ის საბჭომ უნდა მისცეს მათ ვადის გაგრძელების შესაძლებლობა.

  1. განვითარებულმა წევრ-სახელმწიფოებმა თავიანთ ტერიტორიაზე არსებული საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის უნდა შექმნან სტიმული იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყონ და წაახალისონ ტექნოლოგიების გადაცემა უფრო ნაკლებგანვითარებული წევრქვეყნებისათვის, რათა დაეხმარონ მათ უფრო მყარი სიცოცხლისუნარიანი ტექნოლოგიური ბაზის შექმნაში.

მუხლი 67
ტექნიკური თანამშრომლობა

ამ შეთანხმების შესრულების გასაადვილებლად, განვითარებულმა წევრ-ქვეყნებმა, მოთხოვნისა და ურთიერთშეთანხმებული პირობების საფუძველზე, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობა უნდა გაუწიონ განვითარებად და ნაკლებ-განვითარებულ წევრ-ქვეყნებს. ამგვარი დახმარება უნდა მოიცავდეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და ამოქმედების შესახებ კანონებისა და წესების შემუშავებას, აგრეთვე, მათი ბოროტად გამოყენების აღკვეთას და უნდა გულისხმობდეს ამგვარ საკითხებს ან კავშირში მყოფი დაწესებულებების, ან ეროვნულ უწყებათა და ორგანოთა ხელშეწყობას, რომელთაც კავშირი აქვთ ამ საკითხებთან, მათ შორის პერსონალის სწავლებასთან დაკავშირებითაც.

ნაწილი VII
ინსტიტუციონალური ღონისძიებები, დასკვნითი დებულებები
მუხლი 68

ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საბჭო

TRIPS-ის საბჭომ უნდა გააკონტროლოს ამ შეთანხმების მოქმედება და, კერძოდ, წევრ-სახელმწიფოების მიერ ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება. წევრებმა შესაძლებლობა უნდა მისცეს კონსულტაციები მიიღონ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სავაჭრო ასპექტებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მან, უნდა შეასრულოს, აგრეთვე სხვა მსგავსი ფუნქციები, რომლებიც მას წევრებმა დააკისრეს და ითხოვენ სადავო საკითხების გადაჭრის პროცედურებთან დაკავშირებით. თავისი ფუნქციების შესრულების დროს TRIPS-ის საბჭოს, მისი პირველი სხდომიდან ერთი წლის განმავლობაში, შეუძლია მიიღოს კონსულტაციები და ინფორმაციისთვის მიმართოს ნებისმიერ წყაროს, რომელსაც ის შესაფერისად მიიჩნევს. ისმო-სთან კონსულტაციებისას, საბჭო უნდა ცდილობდეს აღნიშნულ ორგანიზაციებთან დადოს თანამშრომლობის ხელშეკრულებები.

მუხლი 69
საერთაშორისო თანამშრომლობა

წევრ-სახელმწიფოები თანხმდებიან ურთიერთთანამშრომლობაზე ისეთი საქონლით საერთაშორისო ვაჭრობის თავიდან ასაცილებლად, რომელიც არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ამ მიზნით, მათ თავიანთ ადმინისტრაციულ ორგანოებში უნდა დააარსონ საკონტაქტო პუნქტები, სადაც უნდა შეატყობინონ ასეთი დარღვევის აღმოჩენის შესახებ და მზად უნდა იყვნენ აწარმოონ ასეთი ინფორმაციის გაცვლა. მათ, კერძოდ, ხელი უნდა შეუწყონ ინფორმაციის გაცვლასა და ურთიერთთანამშრომლობას საბაჟო ორგანოებს შორის იმ საქონელთან მიმართებაში, რომელსაც აქვს ფალსიფიცირებული სასაქონლო ნიშნები და რომელიც არღვევს საავტორო უფლებებს.

მუხლი 70
ინტელექტუალური საკუთრების არსებული ობიექტების დაცვა

  1. ეს შეთანხმება საფუძველს არ იძლევა იმ ვალდებულებათა წარმოსაქმნელად, რომლებიც გამომდინარეობს ამ წევრის მიერ შეთანხმების გამოყენების თარიღამდე განხორციელებული ქმედებებიდან.

  1. თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით, მაშინ იგი წარმოქმნის ვალდებულებებს ინტელექტუალური საკუთრების ყველა ობიექტთან მიმართებაში, რომლებიც არსებობს და დაცულია წევრ-ქვეყანაში შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისათვის, ან რომლებიც ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად აკმაყოფილებს, ან როგორც შემდგომშია მოსალოდნელი, დააკმაყოფილებს დაცვის კრიტერიუმებს. რაც შეეხება ამ პუნქტს, ასევე, (3) და (4) პუნქტებს, საავტორო უფლებების შესახებ ვალდებულებები არსებულ ნაწარმოებებთან მიმართებაში, უნდა განისაზღვროს უპირატესად ბერნის კონვენციის (1971) მე-18 მუხლის საფუძველზე, ხოლო არსებულ ფონოგრამებზე ფონოგრამის მწარმოებლების ვალდებულებები უნდა განისაზღვროს უპირატესად ბერნის კონვენციის (1971) მე-18 მუხლის შესაბამისად, რამდენადაც ეს მისაღები იქნება ამ შეთანხმების მე-14 მუხლის (6) პუნქტის საფუძველზე.

  1. ეს შეთანხმება არ წარმოშობს იმის ვალდებულებას, რომ განახლდეს ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც წევრ-სახელმწიფოს მიმართ ამ შეთანხმების ამოქმედების დღისთვის საყოველთაო სარგებლობაში იყო გადასული.

  1. დაცული საგნების შემცველ კონკრეტულ ობიექტებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამ შეთანხმების შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე კონტრაფაქციულად იქცევა და რომლის მიმართაც დაიწყო ან უკვე გაკეთდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები აღნიშნული წევრი-სახელმწიფოს მიერ მსო-ის ხელშეკრულების მიღების თარიღამდე, ნებისმიერმა წევრმა შეიძლება გაითვალისწინოს სასამართლო წესით დასჯის საშუალებების შეზღუდულობა, რომელსაც შეიძლება მიმართოს უფლებების მქონე პირმა ამგვარი ქმედებების გაგრძელებასთან დაკავშირებით, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში წევრმა სამართლიანი ანაზღაურების გადახდა მაინც უნდა გაითვალისწინოს.

  1. წევრი არ არის ვალდებული გამოიყენოს მე-11 და მე-14 მუხლის (4) პუნქტის დებულებები ორიგინალებსა და ასლებთან მიმართებაში, რომლებიც ამ წევრის მიმართ მოცემული შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღამდეა შეძენილი.

  1. წევრს არ უნდა მოეთხოვოს 31-ე მუხლის, ან 27-ე მუხლის (1) პუნქტში გადმოცემული მოთხოვნების გამოყენება, რომელთა მიხედვითაც, უფლების მქონე პირის ნებართვის გარეშე ტექნოლოგიის სფეროში დისკრიმინაციის გარეშე საპატენტო უფლებები იმ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს, თუ ამგვარი გამოყენების ნებართვა სახელმწიფოს მიერ იმ თარიღამდე იყო მინიჭებული, ვიდრე ამ შეთანხმების შესახებ ცნობილი გახდებოდა.

  1. როდესაც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა მათ რეგისტრაციაზეა დამოკიდებული, ასეთი უფლებების დაცვის შესახებ განხილვის სტადიაში მყოფი განაცხადები, წევრის მიმართ ამ შეთანხმების გამოყენების თარიღისათვის შეიძლება შესწორდეს ამ შეთანხმების დებულებებით გათვალისწინებული უფრო ძლიერი დაცვის მოთხოვნის მიზნით; ასეთი შესწორება არ უნდა შეიცავდეს ახალ საგანს.

  1. იმ შემთხვევებში, როდესაც წევრი, დაწყებული მსო-ის ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან, 27-ე მუხლის შესაბამისად ფარმაცევტულ და აგროსამრეწველო ქიმიურ პროდუქტებს ანიჭებს საპატენტო დაცვას, მაშინ აღნიშნულმა წევრმა სახელმწიფომ:

(a). VI ნაწილის დებულებებისაგან დამოუკიდებლად, მსო-ის ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან მოყოლებული, უნდა გაითვალისწინოს საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ამგვარ გამოგონებაზე პატენტის გაცემის შესახებ შეიძლება განცხადებების შეტანა;

(b). დაწყებული მსო-ის ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან, ამ განცხადებების მიმართ უნდა გამოიყენონ პატენტუნარიანობის კრიტერიუმები, როგორც ეს მოცემულია ამ შეთანხმებაში, ისე, თითქოს აღნიშნული კრიტერიუმები გამოიყენებოდა ამ წევრ-სახელმწიფოში განცხადების შეტანის თარიღისათვის ან იმ შემთხვევაში, თუ ენიჭება პრიორიტეტის უფლება და მასზე შესაძლებელია უფლებების მოთხოვნა განცხადების პრიორიტეტის თარიღისათვის;

(c). იმ განაცხადების მიმართ, რომლებიც აკმაყოფილებენ (b) ქვეპუნქტში აღნიშნულ დაცვის კრიტერიუმებს, საჭიროა, უზრუნველყონ საპატენტო დაცვა ამ შეთანხმების თანახმად პატენტის გაცემის თარიღიდან და პატენტის მოქმედების დარჩენილი ვადის განმავლობაში, რომელიც გამოითვლება განცხადების შეტანის თარიღიდან ამ შეთანხმების 33-ე მუხლის შესაბამისად.

  1. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი წარმოადგენს წევრ-სახელმწიფოში საპატენტო განაცხადის საგანს 8(a) ქვეპუნქტის შესაბამისად, მათ გასაღებაზე განსაკუთრებული უფლებები, მიუხედავად VI ნაწილის დებულებებისა, უნდა მიეცეს აღნიშნულ წევრ-სახელმწიფოში გასაღების სანქციონირების შემდეგ ხუთი წლის ვადით ან იმ დრომდე, სანამ პროდუქტის პატენტი გაიცემა ან არ გაიცემა, იმის მიხედვით, თუ რომელი პერიოდია უფრო მოკლე, იმ პირობით, რომ მსო-ის დამფუძნებელი ხელშეკრულების ძალაში შესვლის განცხადება პატენტზე შეტანილია და პატენტი გაიცა აღნიშნულ ნაკეთობაზე სხვა წევრ-სახელმწიფოში და გასაღების სანქციონირება ასევე მიღებულია ამგვარ სხვა წევრ-სახელმწიფოში.

მუხლი 71
გადასინჯვა და შესწორებები

  1. TRIPS - ის საბჭომ უნდა განახორციელოს ამ შეთანხმების შესრულების გადასინჯვა გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ, რომელზეც საუბარია 65-ე მუხლის (2) პუნქტში. საბჭო, შეთანხმების მოქმედების განმავლობაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა შეუდგეს ახალ მიმოხილვას ამ თარიღიდან ორი წლის შემდეგ და შემდგომშიც უნდა განახორციელოს ეს ერთნაირი ინტერვალით. საბჭოს ასევე შეუძლია განმეორებით მიმოიხილოს ყოველივე ამასთან დაკავშირებული ახალი მოვლენის ფონზე, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ამ შეთანხმების შესწორებებისა და მიმართულებების საფუძვლად.

  1. შესწორებებით, რომლებიც მიმართულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის გაძლიერებასთან შესათანხმებლად, რომელიც მიღწეულია და მოქმედებს სხვა მრავალმხრივ ხელშეკრულებებში, აღნიშნული ხელშეკრულებების შესაბამისად მსო-ის ხელშეკრულების X მუხლის (6) პუნქტის თანახმად, TRIPS-ის საბჭოზე კონსენსუსით მიღწეული წინადადებების საფუძველზე., ყველა წევრს შეუძლია მოქმედებათა განსახორციელებლად მიმართოს მინისტრთა კონფერენციას.

მუხლი 72
დათქმა

ამ შეთანხმების ნებისმიერ დებულებასთან მიმართებაში დათქმის შეტანა არ შეიძლება სხვა წევრ-სახელმწიფოს ნებართვის გარეშე.

მუხლი 73
გამონაკლისები უსაფრთხოების მიზნით

ამ შეთანხმებაში არაფერი არ უნდა იქნეს გაგებული:

    1. როგორც მოთხოვნა ნებისმიერი წევრის მიმართ გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებასაც იგი განიხილავს როგორც მისი უსაფრთხოების არსებითი ინტერესებისათვის საწინააღმდეგოს; ან

    1. როგორც ნებისმიერი წევრისათვის ხელშემშლელი, რათა მან განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელსაც იგი გარდაუვლად მიიჩნევს თავისი უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად:

  1. ფეთქებად მასალასთან ან იმ მასალასთან მიმართებაში, რომლისგანაც იგი მიიღება;

  1. იარაღით, საბრძოლო მასალით და სამხედრო ტექნიკით ვაჭრობასთან მიმართებაში, აგრეთვე სხვა საქონლითა და მასალით მსგავს ვაჭრობასთან მიმართებაში, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ხორციელდება სამხედრო ძალების შეიარაღების მიზნით;

  1. თუ ისინი ხორციელდება ომის ან საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა საგანგებო გარემოებების დროს; ან

    1. როგორც ნებისმიერი წევრისთვის ხელის შემშლელი, რათა მან ვალდებულებების შესასრულებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების საფუძველზე განახორციელოს ნებისმიერი ქმედება საერთაშორისო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.