The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ინკლუზიური განათლებისადმი საზოგადოების განწყობა-დამოკიდებულებების კვლევის ანგარიში

ინკლუზიური განათლებისადმი საზოგადოების განწყობა-დამოკიდებულებების კვლევის ანგარიში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: აფხაზავა რევაზ, ფრუიძე ნინო , მაჩაბელი ნატალია
თემატური კატალოგი განათლება|ინკლუზიური განათლება
საავტორო უფლებები: © ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი თბილისი 2007



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ჩართულები არიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და ჩვეულებრივი განვითარების ბავშვებთან ერთად სწავლობენ. ამ მხრივ საქართველოც არ უნდა იყოს გამონაკლისი.

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი და განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი ახორციელებს „ზოგადსაგან მანათლებლო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროექტს თბილისის ათი სკოლისათვის“. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს დედაქალაქის ათ სკოლაში ინკლუზიური სწავლების დანერგვას და ამისათვის აუცილებელი პროცედურების სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის გაცნობას. გარდა ამისა, პროექტის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ინკლუზიური განათლების სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებას.

მოცემული პროექტის გახორციელებამდე თბილისის სკოლებში შეისწავლეს ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი არსებული დამოკიდებულება. ამ საკითხის შესასწავლად ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა, რაც გვაძლევს საშუალებას სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი დამოკიდებულების აღწერისა და გვეხმარება სამომავლო რეკომენდაციების შემუშავებაში.

2 მოკლე მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


მოცემული ანგარიშის მიზანი არის ინკლუზიური განათლებისადმი საზოგადოების განწყობა-დამოკიდებულებების აღწერა. დოკუმენტში წარმოგიდგენთ მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების ინფორმირებულობასა და ინკლუზიური განათლებისადმი მათ დამოკიდებულებებს. I, II, III და IV თავები მოიცავენ ჩატარებული ფოკუს-ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინეტრვიუების შედეგების ანალიზს, რომლებიც ჩატარდა 2006 წლის ნოემბერ-დეკემბერში.

მოცემულ დოკუმენტში, გარდა ინკლუზიური განათლებისადმი ზოგადი განწყობა -დამოკიდებულებებისა, წარმოდგენილია უარყოფითი და დადებითი ასპექტები, რომლებსაც მასწავლებლები, მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში - შშმ) ბავშვები და შშმ ბავშვების მშობლები ხედავენ ინკლუზიურ განათლებაში და, აგრეთვე, მათი ინკლუზიური განათლებისადმი განწყობის მიზეზები.

დოკუმენტში, ასევე, განვიხილეთ, თუ რა სახით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით. თითოეული საკვლევი ჯგუფის განწყობა-დამოკიდებულებები და ინფორმირებულობის ხარისხი ანგარიშში ცალკე თავებად არის წარმოდგენილი.

ანგარიშში აღწერილია ის მეთოდები, რომლებითაც მოხდა ინფორმაციის მოპოვება და კვლევის განვითარების ეტაპები.

დანართებში წარმოდგენილია ფოკუს-ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების დეტალური ტრანსკრიპტები.

ანგარიშის დასკვნით ნაწილში კიდევ ერთხელ მოკლედ გადმოგცემთ კვლევის შედეგებს.

კვლევის მიზნები

კვლევის ძირითად მიზანს მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების ინფორმირებულობის ხარისხისა და ინკლუზიური განათლებისადმი მათი დამოკიდებულების შესწავლა წარმოადგენდა.

საკითხზე მუშაობის პროცესში გამოიყო რამდენიმე ქვემიზანი:

  • ინკლუზიური განათლების პროექტში ჩართვასთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა დამოკიდებულების დადგენა.

  • ინკლუზიური განათლებისადმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა მშობლების განწყობა-დამოკიდებულების შესწავლა.

  • იმისი დადგენა, თუ რა დადებით და უარყოფით ასპექტებს ხედავენ ინკლუზიურ განათლებაში მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები და მათი მშობლები.

  • მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების და, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა და მათი მშობლების ინკლუზიური განათლებისადმი დადებითი და უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზთა დადგენა.

  • ინკლუზიური განათლების შესახებ საზოგადოების ინფორმირების ეფექტური საშუალებების დადგენა.

3 კვლევის მეთოდი

▲ზევით დაბრუნება


მოცემული საკითხი წარმოადგენს თვისებრივი კვლევის ობიექტს, ვინაიდან, სოციოლოგიური კვლევის ეს მეთოდი საკვლევ საკითხებზე თვისობრივი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას იძლევა. თვისებრივი კვლევის მიზანია, აგვიხსნას სოციალური ფენომენები ჩვენ გარშემო და რატომ არიან ისინი ისეთები, როგორებიც არიან.

თვისობრივი კვლევის საშუალებით შეგვიძლია პასუხი გავცეთ კითხვებს:

- რატომ იქცევიან ადამიანები სწორედ ისე, როგორც იქცევიან?

- როგორ ყალიბდებიან მოსაზრებები და მიმართებები?

- რა გავლენას ახდენს ადამიანზე მათ ირგვლივ არსებული მოვლენები?

- რა განსხვავებაა სოციალურ ჯგუფებს შორის?

თვისებრივი მონაცემების განხილვა არ შეიძლება სტატისტიკურად. თვისებრივი ინფორმაციის მოპოვების რამდენიმე მეთოდი არსებობს: ჩაღრმავებული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფები, დაკვირვება.

თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ საკვლევი ობიექტის შესასწავლად გამოყენებული მეთოდების აღწერას:

ფოკუს-ჯგუფის მეთოდი ითვალისწინებს ჯგუფის ლიდერის (მოდერატორის) მიერ წარმოდგენილი საკითხების ჯგუფურ განხილვას. მოდერატორი ხელს უწყობს საკვლევ საკითხებზე ჯგუფის თითოეული წევრის ინდივიდუალური მოსაზრების გამოხატვას, ჯგუფის წევრების რეაგირებას ერთმანეთის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე და ჯგუფური განხილვის მეთოდით გამოთქმული მოსაზრებების დახვეწას. მოცემული მეთოდი ოპტიმალურია ახალი იდეების გენერირების და საკვლევ საკითხებზე სიღრმისეული შეფასების მისაღებად.

ფოკუსური-ჯგუფები ტარდება სპეციალური ტექნიკით აღჭურვილ ოთახში, სადაც, რესპონდენტებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ხდება ჯგუფური დისკუსიის ვიდეოჩაწერა. გარდა ამისა, დამკვეთს საშუალება აქვს დამკვირვებლის ოთახიდან უშუალოდ ადევნოს თვალი ჯგუფის მუშაობის პროცესს. ამ მიზნით ფოკუს-ჯგუფების ოთახში დამონტაჟებულია ცალმხრივი სარკიანი ფანჯარა, ვიდეოკამერა და მიკროფონები, რაც ჯგუფურ დინამიკაზე უშუალო დაკვირვებისა და მისი ვიდეოჩაწერის საშუალებას იძლევა.

ჯგუფურ მუშაობას წარმართავს მოდერატორი წინასწარ მომზადებული გაიდით. ფოკუსურ ჯგუფზე რესპონდენტების რაოდენობა განსხვავებული შეიძლება იყოს და ვარირებს 6-დან 10 ადამიანამდე. საკვლევი საკითხების მოცულობიდან და თავისებურებიდან გამომდინარე, თითოეული ჯგუფის მუშაობის ხანგრძლივობა 1 ან 2 საათით შეიძლება განისაზღვროს.

სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, ერთი კვლე ვის ფარგლებში, რამდენიმე ფოკუს-ჯგუფის ჩატარებაა საჭირო. მცდარი იქნება მხოლოდ ერთი ჯგუფის საფუძველზე დასკვნების გამოტანა. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები უნდა ერთიანდებოდნენ საერთო მახასიათებლით, რაც მნიშვნელოვანია კვლევის თემისათვის. თვისობრივი მონაცემების შეგროვებისას, უნდა გავითვალისწინოთ ჯგუფის მონაწილეების გრძნობები, აღქმები და მოსაზრებები.

ფოკუსური-ჯგუფების დასრულების შემდეგ, ვიდეო ჩანაწერების საშუალებით, იქმნება ჯგუფური დისკუსიების დეტალური ტრანსკრიპტი, რომელსაც ეფუძნება ფოკუსური-ჯგუფების საბოლოო ანგარიში. ტრანსკრიპტი წარმოადგენს ფოკუს-ჯგუფის წერილობით სახეს.

ჩაღრმავებული ინტერვიუ ინტერვიუ პირისპირ ინტერვიუირების ტექნიკით საკვლევი საკითხის სიღრმისეული შესწავლის შესაძლებლობას იძლევა. ჩაღრმავებული ინტერვიუები წარმოებს პირისპირ ინტერვიუირების ტექნიკით. გამოკითხვა მიმდინარეობს წინასწარ მომზადებული არასტრუქტურირებული გაიდის (კითხვარის) მიხედვით. ხდება ინტერვიუს აუდიო ჩაწერა. შემდგომში, აუდიო ჩანაწერების საშუალებით მზადდება ინტერვიუების დეტალური ტრანსკრიპტები, რომელთა საფუძველზეც კეთდება კვლევის შედეგების ანალიზი. ჩაღრმავებული ინტერვიუს ხანგრძლივობა დამოკიდებულია საკვლევ საკითხზე და შეიძლება ნახევარი საათიდან ორ საათამდე განისაზღვროს.

შესაბამისად, ფოკუს-ჯგუფთან შედარებით, იმავე მოცულობის ინფორმაციის მოსაპოვებლად საჭიროა მეტი დრო, ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსები.

ამასთანავე, ფოკუსური-ჯგუფების მეთოდის გამოყენებისას წარმოდგენილია ჯგუფური ინტერაქცია, რაც ხელს უწყობს რესპონდენტების მიერ ახალი იდეების დახვეწას. მსგავს პროცესს არ ვხვდებით ჩაღრმავებული ინტერვიუს დროს.

4 კვლევის განხორციელება

▲ზევით დაბრუნება


საკვლევი სამუშაოების დაწყებამდე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ:

—›ფოკუს-ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების და ჩაღრმავებული ინტერვიუების შემუშავება გაიდების შემუშავება - მოსამზადებელი სამუშაოების პირველ ეტაპზე, კვლევის მიზნების გათვალისწინებით, შემუშავდა ფოკუსური-ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების გაიდები. გაიდებში შევიყვანეთ ფოკუსჯგუფსა და ინტერვიუში განსახილველი საკვანძო საკითხები.

—›რეკრუტირება - ფოკუსური-ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარებამდე მოხდა რესპონდენტებთან დაკავშირება და ფოკუსური-ჯგუფის ადგილსა და დროზე შეთანხმება. მასწავლებლების, მოსწავლეების და მოსწავლეების მშობლების ფოკუს-ჯგუფების რესპონდენტებთან დაკავშირება მოხდა სკოლების მეშვეობით. შშმ ბავშვების და მათი მშობლების მონაცემები მოგვაწოდა მე-10 საშუალო სკოლის დირექციამ. ასევე, აღნიშნული ინფორმაცია მივიღეთ ბიბლიოთეკა, კულტურული ცენტრი შშმ პირთათვის ,,თანადგომიდან” და სარეაბილიტაციო ცენტრ „აისიდან”.

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყო უშუალოდ საკვლევი სამუშაოები, რომელთა ფარგლებშიც ჩატარდა 8 ფოკუს-ჯგუფი 9 ჩაღრმავებული ინტერვიუ.

—›ფოკუსური-ჯგუფები - საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად საკვლევი ჯგუფები არჩეულ იქნა ორი ტიპის სკოლიდან: პირველი სკოლა, რომელსაც არ აქვს ინკლუზიის გამოცდილება და მეორე სკოლა, რომელსაც აქვს. კვლევის ძირითადი მიზნების მისაღწევად 8 განსხვავებული სპეციფიკის მქონე ფოკუს-ჯგუფი ჩატარდა:

  1. ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მასწავლებლების

  2. ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მასწავლებლების

  3. ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეების

  4. ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეების

  5. ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეების მშობლების

  6. ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეების მშობლების

  7. შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლების

  8. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლების

რესპონდენტების შერჩევა მოხდა თბილისის ათი სკოლისათვის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროექტში მონაწილე სამოდელო სკოლებიდან.

—›ჩაღრმავებული ინტერვიუები - შშმ ბავშვების გამოკითხვა მოხდა ჩაღრმავებული ინტერვიუების მეთოდის გამოყენებით, ვინაიდან მიზანშეწონილად მივიჩნიეთ შშმ ბავშვებისგან სიღრმისეული ინფორმაციის მიღება. ასევე, შშმ ბავშვების ფოკუს-ჯგუფზე მოყვანა დაკავშირებული იყო ტექნიკურ სირთულეებთან. გამოკითხული შშმ ბავშვები არიან სკოლის მოსწავლეები.

ზემოთ აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ დავიწყეთ მიღებული ინფორმაციის დამუშავება, კერძოდ:

—›ტრანსკრიპტის დაწერა - ვიდეო და აუდიო ჩანაწერების საშუალებით შეიქმნა ფოკუს-ჯგუფების და ჩაღრმავებული ინტერვიუების დეტალური ტრანსკრიპტები. ტრანსკრიპტში დეტალურად არის გადმოცემული ჯგუფური მსჯელობა.

—›ინფორმაციის ანალიზი - ტრანსკრიპტების საფუძველზე მოხდა მიღებული ინფორმაციის თემებად და კატეგორიებად დაყოფა, რის შედეგადაც მივიღეთ პრობლემატიკის მიხედვით ჩამოყალიბებული ფაქტორები.

—›ანგარიშის მომზადება - მომზადება დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა მოცემული დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს კვლევის ანგარიშს. აქ აღწერილია კვლევის საბოლოო შედეგები. ანგარიშის საფუძველზე შესაძლებელი იქნება სამომავლო რეკომენდაციების შემუშავება.

5 I. მოსწავლეთა განწყობა-დამოკიდებულებები განათლებისადმი

▲ზევით დაბრუნება


ინკლუზიური მოსწავლეების გამოკითხვა ჩატარდა ფოკუს-ჯგუფის მეთოდის გამოყენებით. სამიზნედ შეირჩა ორი ტიპის - ინკლუზიური განათლების გამოცდლების მქონე და ინკლუზიური სწავლების გამოცდილების არმქონე სკოლა. სამიზნე სკოლებიდან შეირჩნენ რესპონდენტები წინასწარ განსაზღვრული ორი ფოკუს-ჯგუფისათვის.

ძირითადად, ინკლუზიური განათლებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისადმი დამოკიდებულებაში დადებითი ტენდენციები ფიქსირდება, თუმცა, არ შეიძლება მეტ-ნაკლებად არსებული პრობლემებისა და დაბრკოლებების უგულვებელყოფა. მოცემულ თავში წარმოდგენილია მოსწავლეთა ფოკუს - ჯგუფების მსვლელობისას მიღებული ინფორმაციის დეტალური ანალიზი, რომელშიც ასახული საკვანძო საკითხები დაჯგუფებულია კატეგორიებად.

ამ თავის მიზანს წარმოადგენს ინკლუზიური განათლებისადმი მოსწავლეების განწყობა-დამოკიდებულებების აღწერა, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა და ახსნა, რაც შესაძლებელი გახდა რესპონდენტების საუბრების, მათი ქცევებისა და ზოგადი მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე.

—›მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფოკუს-ჯგუფებზე ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე და არმქონე სკოლების მოსწავლეების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს (დადებითი მიმართულების) შორის არსებითი განსხვავება არ შეინიშნება. ზემოაღნიშნული სკოლების ტიპის მიუხედავად, მოსწავლეებს ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ ინკლუზიური სწავლების დანერგვისა და შშმ ბავშვებისადმი.

1. ინკლუზიური განათლების განმარტება მოსწავლეთა განათლების განმარტება მოსწავლეთა მიერ და ინფორმაციის წყაროები

როგორც მოპოვებული მასალის ანალიზი ცხადყოფს, რესპონდენტებს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ. მათი ცოდნა მათსავე წარმოდგენებს ეყრდნობა. რიგ შემთხვევებში ინფორმაციის ხასიათი განსაზღვრული და შემოფარგლულია პირადი გამოცდილებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სკოლაში მათ უხდებათ ასეთ ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. პირველ რიგში, ამას განაპირობებს თვით ტერმინი - „ინკლუზიური განათლება“, რაც მოსწავლეებისთვის არის უცხო და არაცალსახად ცხადი. არაინფორმირებულობის ინდიკატორად, შეიძლება, ჩაითვალოს პასუხი კითხვაზე: „რას გულისხმობს ინკლუზიური განათლება?” მოსწავლეები ინკლუზიური განათლების მხოლოდ ერთ ასპექტს ასახელებენ - შშმ ბავშვის სწავლა ჩვეულებრივ სკოლაში. სხვა მახასიათებლები - ინფორმაცია ინდივიდუალური პროგრამების, დამხმარე მომსახურებისა და ა.შ. შესახებ, მათთვის სრულიად უცნობია.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსწავლეები უშუალოდ ფოკუს-ჯგუფზე მოსვლამდე იქნენ ინფორმირებულნი მასწავლებლების მიერ ინკლუზიური განათლების შესახებ, ფოკუს - ჯგუფის მსვლელობისას გაირკვა, რომ მანამდე მათ ინკლუზიურ განათლებაზე წარმოდგენა არ ჰქონიათ, რაც მოსწავლეების ინფორმირებულობის დაბალ დონეზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეების ინფორმირებულობა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით თვისებრივად მხოლოდ უმნიშვნელოდ განსხვავდება ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეებთან შედარებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეებისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროდ, შეიძლება, სკოლა და პედაგოგები მივიჩნიოთ.

2. მოსწავლეების დამოკიდებულებები (განწყობები) და დამოკიდებულებები (განწყობები) და მათი მიზეზები

კვლევის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მოსწავლეების ორგვარი, დადებითი და უარყოფითი, განწყობა, როგორც ინკლუზიური განათლების, ასევე შშმ ბავშვებისადმი.

დადებითი განწყობები

ფოკუს-ჯგუფების მსვლელობის დროს აშკარად გამოიკვეთა მოსწავლეთა უმრავლესობის დადებითი დამოკიდებულება. მოსწავლეების განწყობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის მათი სურვილი, რომ შშმ ბავშვები არ იყვნენ საზოგადოებისგან განცალკევებულნი. თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანთ ციტატას ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფის ტრანსკრიპტიდან: „ესეც ჩვეულებრივი ადამიანია”, „არ უნდა იყოს გარიყული“. მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ განათლების მიღების უფლება ყველა ადამიანს აქვს და ამ კუთხით არავინ უნდა იყოს გამორჩეული. მათ დადებით განწყობას ისიც ადასტურებს, რომ ფოკუს-ჯგუფის მსვლელობისას დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ერთ-ერთი რესპოდენტის კატეგორიულმა წინააღმდეგობამ შშმ ბავშვებთან ერთად სწავლის თაობაზე.

რესპოდენტების მხრიდან შშმ ბავშვისადმი დადებით დამოკიდებულებაზე ისიც მეტყველებს, რომ, მათი აზრით, შშმ ბავშვის სწავლა სკოლაში დანარჩენ მოსწავლეებზეც პოზიტიურად იმოქმედებს და მათში დადებითი თვისებების განვითარებას შეუწყობს ხელს. რესპოდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ინკლუზიურ განათლებას არაფერი აქვს უარყოფითი. მათთვის მისაღებია შშმ ბავშვებთან მეგობრობა, წინააღმდეგნი არ არიან მათთან ერთად სწავლისა. გარდა ამისა, ჯგუფური ინტერაქციის პირობებში წარმოიშვა აზრი, რომლის თანახმადაც შშმ ბავშვებთან ურთიერთობა გამართლებულია რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე.

უარყოფითი განწყობები

ფოკუს-ჯგუფებზე გამოკვეთილი დადებითი განწყობის მიუხედავად, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს უარყოფითი ასპექტებიც, რომლებიც შშმ ბავშვის დაჩაგვრას ეხება. ამ მოსაზრების დამასაბუთებელი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ინკლუზიური განათლების პირობებში შშმ ბავშვი დაითრგუნება და დაიჩაგრება სხვა მოსწავლეებთან ურთიერთობისას და ხაზი გაესმევა მის ნაკლს. ინკლუზიური განათლებისადმი უარყოფითი განწყობა, ასევე, იმაშიც გამოიხატება, რომ ერთ-ერთი რესპონდენტის აზრით, აუცილებელია სპეციალიზებული სკოლების არსებობა.

სპეციფიკური და საინტერესო განწყობა ჩანს ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებში: „მე მყავს ასეთი ბავშვი კლასში, რომელიც არანაირ პრობლემებს არ მიქმნის, გარდა იმისა, რომ მთხოვა, იყავი ჩემი მეგობარიო. მე, შეიძლება, მას პიროვნული თვისებებით ვერ გავუგო, მაგრამ იგრძოს ბავშვმა, რომ მე ვითომ ვარ მისი მეგობარი”.

მოცემული აზრი ეკუთვნის რესპონდენტს, რომელიც ჯგუფის მსვლელობის განმავლობაში აქტიურად იცავს შშმ ბავშვების ინტერესებს და არანაირ ნეგატიურ დამოკიდებულებას არ ავლენს ინკლუზიური განათლების დანერგვის მიმართ, თუმცა, მოსწავლის დადებით განწყობას არ აქვს რეალური საფუძველი. თეორიულად იგი მომხრეა ინკლუზიური განათლების დანერგვისა, მაგრამ შშმ ბავშვთან ურთიერთობის გამოცდილებიდან ჩანს, რომ შშმ ბავშვისადმი მისი დადებითი დამოკიდებულება (მეგობრობა) მეტწილად ვალდებულებას ეფუძნება.

კვლევის მიზანს განწყობისა და დამოკიდებულებების მიზეზების დადგენაც წარმოადგენს. აღნიშნული მიზეზების ჩამოყალიბება ინკლუზიური განათლების დანერგვის და განვითარების დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზების საფუძველზე მოხდა.

ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი დადებითი განწყობების მიზეზები.

—›ინკლუზიური განათლების დანერგვის დადებითი მხარეები.

მოსწავლეების აზრით, ინკლუზიური განათლების დადებითი ასპექტი, საზოგადოებაში ინტეგრაციაა. მათ მიერ დასახელებული ყველა დადებითი ფაქტორი საბოლოოდ საზოგადოებაში ინტეგრირებაზე დაიყვანება, რაც ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი დადებითი დამოკიდებულების მაჩვენებელია. ინკლუზიური განათლების დადებით შეფასებას განაპირობებს მოსწავლეთა სავარაუდო პროგნოზები:

      • ჩვეულებრივ სკოლაში სწავლისას ბავშვი აღარ იქნება გამორჩეული, ან იქნება, მაგრამ თავს არ იგრძნობს გამორჩეულად. ამის მიზეზად სახელდება სამივე კატეგორიის - მოსწაველეების, მასწავლებლების და თავად შშმ ბავშვების - ურთიერთადაპტაცია.

      • გამოირიცხება შშმ ბავშვებისა და დანარჩენი მოსწავლეების კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი - სპეც-სკოლაში სწავლა.

      • მოსწავლეების მხრიდან შშმ ბავშვის, როგორც გამორჩეულის, აღქმა გამოირიცხება იმ შემთხვევაში, თუკი მათ ერთმანეთთან ურთიერთობა სკოლაში მოსვლის პირველივე დღიდან ექნებათ.

      • ინკლუზიური განათლება შშმ ბავშვისთვის არის შესაძლებლობა, რომ დაიწყოს საზოგადოებაში მისი ინტეგრაციის პროცესი.

      • ინკლუზიური განათლება შშმ ბავშვს აძლევს საგანმანათლებლო დაწესებულების (საჯარო სკოლა თუ სპეცია ლიზებული სასწავლებელი) არჩევანის უფლების გამოყენების საშუალებას.

      • შშმ ბავშვს მოეხსნება კომპლექსი და სხვათა გვერდით საზო გადოების სრულფასოვან წევრად იგრძნობს თავს.

  • ინკლუზიური განათლება შშმ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედებას აჩვევს, ეს კი მას ადაპტაციის უნარს უვითარებს.

  • საჯარო სკოლა შშმ ბავშვისთვის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებაა. სპეცია ლიზებულ სკოლებთან შედარებით, სადაც ძირითადი დრო უნარების განვითარებას ეთმობა, საჯარო სკოლაში შშმ ბავშვი მეტ და მრავალფეროვან ინფორმაციას მიიღებს.

ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი უარყოფითი განწყობების მიზეზები.

—›ინკლუზიური განათლების დანერგვის უარყოფითი მხარეები

იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა მოსწავლე ინკლუზიური განათლების დანერგვის მომხრეა, ისინი გარკვეული სირთულეების გაჩენას არ გამორიცხავენ. მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ ძალიან რთული იქნება, შშმ ბავშვმა არ იგრძნოს თავი გამორჩეულად და ისინი ასახელებენ ფაქტორებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, დადებითია, მაგრამ მას სხვებისაგან გამოარჩევს.

ასევე, მნიშვნელოვანია თანატოლებისაგან თუ თანასკოლელებისაგან მოსალოდნელი უარყოფითი დამოკიდებულება - დაცინვა, იგნორირება, შეურაცხყოფის მიყენება და ა.შ., როგორც შშმ ბავშვის ინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. რესპოდენტები ამგვარ ფაქტებს გარდაუვალად მიიჩნევენ. საუბრისას ისინი ხშირად იყენებენ სიტყვებს „შეიძლება“, „ალბათ“; ამდენად, მათი ამგვარი მსჯელობა უფრო ჰიპოთეტური ხასიათისაა. მათი აზრით:

  • შშმ ბავშვი შეიძლება დაითრგუნოს და დაიჩაგროს დანარჩენი მოსწავლეების შესაძლებლობების შემყურე. ეს ფაქტორი კი, თავის მხრივ, შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას განაპირობებდეს.

  • მოსალოდნელია მოსწავლეთა მშობლების უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ მის შვილს უწევს ერთი და იმავეს ბევრჯერ მოსმენა შშმ თანაკლასელის გამო.

  • გადაჭარბებულმა ყურადღებამ შშმ ბავშვის მიმართ შესაძლოა ნეგატიური შედეგი გამოიღოს, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ ხაზი გაესმევა მათ განსხვავებულობას. ზოგ შემთხვევაში ამისი მიზეზი თვით მასწავლებელიც შეიძლება აღმოჩნდეს თავისი სუბიექტურობითა და ტენდენციურობით. ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, შესაძლებელია მოსწავლეთა შორის პროტესტისა და აგრესიის გრძნობა გამოიწვიოს.

  • იმავე მიზეზით გამოწვეული ანალოგიური ვითარება მოსალოდნელია მოსწავლეთა შორისაც.

  • დროის სიმცირის გამო მასწავლებელი დანარჩენ ბავშვებს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობს.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა ფოკუს-ჯგუფზე საუბარი იყო ინკლუზიური გა ნათლების არაეფექტურობაზე, რისი მიზეზიც შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვია. რესპონდენტის აზრით, განათლების მიღების თვალსაზრისით, ბევრად ეფექტური იქნება შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვის სპეციალიზებულ სკოლაში სწავლა, სადაც მას სათანადო დრო და ყურადღება დაეთმობა დანარჩენი მოსწავლეების ინტერესების უგულვებელყოფის გარეშე.

ხშირად ჩვეულებრივი არ გულისხმობს კარგ მოქცევას. მაგალითისათვის მოვიყვანთ ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა ფოკუს-ჯგუფის ტრანკრიპტიდან ციტატას: „თქვენ ამბობთ, რომ ასეთ ბავშვებს ჩვეულებრივად უნდა მოვექცეთ. ჩვენს კლასში ერთმანეთს ჩვეულებრივად ვექცევით, მაგრამ ძალიან ხშირად თავ-პირს ვამტვრევთ ერთმანეთს. ეს არის ჩვეულებრივი მოქცევა? და ასე მოვექცეთ ამ ბავშვებს? ჩვეულებრივი მოქცევა ის არ არის, რომ სულ კარგად მოექცე“.

3. შშმ ბავშვების სკოლაში ინტეგრირებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზები.

ანგარიშის მოცემულ ნაწილში განხილული იქნება ის საშუალებები, აქტივობები, ქმედებები, რომლებიც, მოსწავლეთა აზრით, აუცილებელია ოპტიმალური პირობების შესაქმნელად შშმ ბავშვის სკოლაში ინტეგრირებისათვის. ასეთ პირობებად მოიაზრება სკოლის ტექნიკური აღჭურვა, ასევე, ადამიანურ რესურსების ნაირგვარობა და მოსწავლეების როლი.

3.2 სკოლის ტექნიკურად უზრუნველყოფა. შშმ ბავშვების მისაღებად საჭიროა სკოლის შენობის ტექნიკურად აღჭურვა და გამართვა: სკოლაში უნდა იყოს ლიფტი, ან კლასები, რომლებშიც სწავლობენ შშმ ბავშვები, უნდა განთავსდეს პირველ სართულზე.

3.3 ფსიქოლოგიური მომზადება. მოსწავლეების აზრით, შშმ ბავშვის სკოლაში შეყვანამდე აუცილებელია მასწავლებლების, მოსწავლეების და, ასევე, მოსწავლეების მშობლების ფსიქოლოგიური მომზადება. ეს მოგვცემს რიგი პრობლემების (შშმ ბავშვის გამორჩევა, ანუ როგორც ყურადღების ნაკლებობა, ასევე, გადაჭარბებული ყურადღება) მოგვარების საშუალებას, თუმცა, ზოგიერთი რესპონდენტის აზრით, ფსიქოლოგიურმა მომზადებამ, შეიძლება, უარყოფითი შედეგი გამოიღოს და უფრო მეტად გამახვილდეს ყურადღება ბავშვის შეზღუდულობაზე. ფსიქოლოგიური მომზადება სავარაუდოა შშმ ბავშვისთვისაც იყოს საჭირო.

3.4 თრენინგები - შშმ ბავშვების ინტეგრირებისათვის და ზემოთ აღწერილი უარყოფითი დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად, მოსწავლეების აზრით, საჭიროა თრენინგების ჩატარება. ფსიქოლოგიური მომზადების გარდა, მასწავლებლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია შშმ ბავშვების სწავლებისა და შეფასების თაობაზე. შშმ ბავშვების სწორი სწავლების და შეფასების შედეგი იქნება ის, რომ, ერთი მხრივ, მისი ყოფნა კლასში არ იქონიებს გავლენას კლასის მოსწრებასა და აკადემიურ დონეზე და, მეორე მხრივ, შშმ ბავშვიც მაქსიმალურ განათლებას მიიღებს სკოლიდან.

3.5 დამატებითი დრო - შშმ ბავშვს მასწავლებელმა დამატებითი დრო უნდა დაუთმოს გაკვეთილების შემდეგ, რითაც თავიდან ავიცილებთ ერთსა და იმავე მასალაზე ხანგრძლივი მუშაობით გამოწვეულ შესაძლო უკმაყოფილებას.

3.6 ადაპტირება - რესპონდენტების აზრით, შშმ ბავშვების ინტეგრირების მეტი ეფექტურობის მიზნით, მისი სკოლაში შეყვანა უნდა მოხდეს პირველი კლასიდან, როდესაც ბავშვები ერთმანეთს არ იცნობენ და ერთდროულად და თანაბარ პირობებში ეგუებიან ახალ გარემოს. ამ შემთხვევაში ადაპტაცია გაიოლებულია, რაც გარკვეულად და გარანტირებულად უზრუნველყოფს ჰარმონიულ ურთიერთობებს მაღალ კლასებში. შეჩვევის ფაქტორის დეტალურ განხილვას ქვემოთ შემოგთავაზებთ.

3.7 მოსწავლეების დიფერენცირება - რესპონდენტების აზრით, მოსწავლეების და მათი მშობლების მხრიდან პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს მოსწავლეების დიფერენცირება შშმ ბავშვებთან ერთად სწავლის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.

3.8 შშმ ბავშვების რაოდენობა კლასში - იმ მიზნით, რომ შშმ ბავშვები არ ჩაიკეტონ საკუთარ თავში, კლასში უნდა იყოს რამდენიმე შშმ ბავშვი.

4. შშმ ბავშვებთან ერთად სწავლის მომხრე და წინააღმდეგი

ფოკუს-ჯგუფებზე მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ არაფერი აქვთ შშმ ბავშვებთან ერთად სწავლის საწინააღმდეგო. მიუხედავად შშმ ბავშვის კლასში ყოფნით გამოწვეული დაბრკოლებებისა, ისინი მომხრე არიან ბავშვების საჯარო სკოლებში შეყვანისა, თუმცა, არ გამორიცხავენ თავიანთი მხრიდან მოსალოდნელ კომპრომისებსაც. შშმ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე მოსწავლეები მიუთითებენ საწყის ეტაპზე გაჩენილ სირთულეებზე, რომელთა დაძლევაც დროთა განმავლობაში ბუნებრივად მოხდა. გამოკითხულთაგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა შშმ ბავშვებთან ერთად სწავლის კატეგორიული წინააღმდეგი. ამის მიზეზად ის ხარვეზები დასახელდა (შშმ ბავშვის დათრგუნვა, დროის განაწილების აუცილებლობა და ა.შ.), რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს შშმ ბავშვების ყოფნამ კლასში, ხოლო მომხრეები თავიანთ პოზიციას იმ დადებითი არგუმენტებით ასაბუთებენ, რომლებიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინკლუზიური განათლების შედეგს წარმოადგენს.

ზოგადად, მოსწავლეები წინააღმდეგი არ არიან ინკლუზიური განთლების დანერგვისა, თუმცა მიიჩნევენ, რომ თვითონ საჭიროებენ მომზადებას.

5. შშმ ბავშვებთან ერთად სწავლის სურვილი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოსწავლეების უმრავლესობა წინააღმდეგი არ არის შშმ ბავშვებთან ერთად სწავლის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამისი სურვილი აქვთ. ამდენად, ფოკუსჯგუფის გაიდის შემუშავებისას, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ,,სურვილის“ ფაქტორის დამოუკიდებლად განხილვა. მოსწავლეების უმრავლესობა შშმ ბავშვებთან ერთად სწავლის ძლიერ სურვილს არ გამოთქვამს, თუმცა, საწინააღმდეგოც არაფერი აქვთ, მაგრამ არის რამდენიმე რესპოდენტი, რომელიც შშმ ბავშვებთან ერთად სწავლის აშკარა სურვილს გამოთქვამს.

ამისი მიზეზებია:

- შშმ ბავშვისადმი თანაგრძნობის და თანადგომის სურვილი;

- საკუთარი თავის გამოცდის სურვილი, კომპრომისის უნარის გამომუშავება და განვითარება.

- შშმ ბავშვებთან შეგუება, რადგან მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობს და ისინი საზოგადოების წევრები არიან; ხოლო რესპონდენტს უნდა, რომ სრულ ყოფილად იცნობდეს საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს.

6. ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოში.

მოცემულ ქვეთავში განვიხილავთ მოსწავლეების შეხედულებებს საქართველოს მასშტაბით ინკლუზიური განათლების დანერგვასთან დაკავშირებით. როგორც მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი გვაჩვენებს, მოსწავლეებს არაფერი აქვთ შშმ ბავშვებთან ერთად სწავლის საწინააღმდეგო. მათი აზრით, თავდაპირველად უნდა ჩატარდეს სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები, ერთი მხრივ, სკოლების და, მეორე მხრივ, მთელი საზოგადოებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, გართულდება მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილება. ეს პრობლემები, ძირითადად, შეეხება უარყოფით დამოკიდებულებებს მოსწავლეების მხრიდან და შშმ ბავშვის გამორჩევას გადაჭარბებული ყურადღების თვალსაზრისით. ფოკუს-ჯგუფის მსვლელობისას გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ქართული საზოგადოება ნაკლებად არის მზად ასეთი ბავშვების მისაღებად.

ჯგუფის შედეგების დამუშავების საფუძველზე შესაძლებელი გახდა შემდეგი დასკვინს გამოტანა:

ინკლუზიური განათლება უნდა დაინერგოს საქართველოში, მაგრამ წინასწარ საჭიროა სკოლის ადაპტაცია და საზოგადოების მომზადება.

7. დიფერენცირება, როგორც ინკლუზიური განათლების დანერგვის ეფექტური საშუალება

ფოკუს-ჯგუფების მსვლელობისას გამოვლინდა ისეთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, როგორიცაა დიფერენცირება, როგორც ინკლუზიური განათლების დანერგვის ეფექტური საშუალება, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, მოცემული საკითხი უფრო ღრმად შეგვესწავლა.

მოცემულ ქვეთავში განხილული იქნება შშმ ბავშვების მათი შეზღუდვების მიხედვით დაყოფის საკითხი. მოსწავლეების აზრით, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვები მეტ დაბრკოლებებს შეუქმნიან, ერთი მხრივ, სასწავლო პროცესს, მეორე მხრივ, მოსწავლეებს შორის ურთიერთობებს. შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვები კი მოსწავლეთათვის პრობლემის წყაროს არ წარმოადგენენ. ამისი მიზეზი არის ის, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვი ვერ აითვისებს პროგრამას (რაც მისთვისვე ცუდია); შექმნის ხარვეზებს გაკვეთილის პროცესში, რამაც შეიძლება პრობლემა შეუქმნას მასწავლებელს და დანარჩენ მოსწავლეებს. ასევე, გამოიყო შშმ ბავშვთა რამდენიმე კატეგორია, რომელთა საჯარო სკოლაში სწავლაც, მოსწავლეთა აზრით, უშედეგო იქნება. ესენია: უსინათლო, ყრუ-მუნჯი და მძიმე გონებრივი შეზღუდვების მქონე ბავშვები. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების სწავლა ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეებს დასაშვებად მიაჩნიათ ერთადერთ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე ინფორმაციის მიღება და აღქმა შეუძლიათ.

8. რაზე შეიძლება იქონიოს გავლენა შშმ ბავშვის ყოფნამ სკოლაში

მოცემულ ქვეთავში გაანალიზებულია ის შესაძლო გავლენა, რაც შშმ ბავშვის საჯარო სკოლაში სწავლას მოჰყვება. ამ ტიპის გავლენებია: გავლენა სასწავლო პროცესზე და გავლენა მოსწავლეებს შორის ურთიერთობაზე.

8.1 გავლენა სასწავლო პროცესზე* - სასწავლო პროცესი აღმოჩნდა ის საკითხი, რომლის შესახებაც ორი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება გამოიკვეთა. მოსწავლეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შშმ ბავშვის კლასში ყოფნით არ შეიცვლება კლასის აკადემიური დონე, რადგან თითოეული შშმ ბავშვი უნდა ფასდებოდეს ინდივიდუალური შეფასების სისტემით; ან, კლასი არ უნდა ფასდებოდეს მისი ქულებით და დასწრებით, ანუ ათვლის ორიენტირი არ უნდა იყოს შშმ ბავშვი, თუმცა, იქვე გამოიკვეთა კონტრადიქტორული აზრი, რომლის თანახმად, შშმ ბავშვი აისახება კლასის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელზე და მოსწავლეთა ქულები უფრო დაბალი იქნება შშმ ბავშვის შემოსვლის შემდეგ, ვიდრე მის შემოსვლამდე. მოცემული მოვლენის გამომწევ მიზეზად სახელდება მასწავლებლის ყურადღების გადატანა ძირითადი პროგრამიდან შშმ ბავშვის ინდივიდუალურ პროგარამაზე და დანარჩენი მოსწავლეები დადგებიან დროის დეფიციტის პრობლემის წინაშე.

ფოკუსური-ჯგუფიდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შშმ ბავშვის ყოფნა კლასში უმნიშვნელო გავლენას იქონიებს საგაკვეთილო პროცესზე.

8.2 გავლენა მოსწავლეებს შორის ურთიერთობებზე - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე და არმქონე სკოლების მოსწავლეების მოსაზრებები განსხვავებულია. ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლის მოსწავლეები ვერ აღიქვამენ მათ ურთიერთობებზე შშმ ბავშვის კლასში ყოფნით გამოწვეულ გავლენას, მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ შშმ ბავშვის კლასში ყოფნით არაფერი შეიცვლება. ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლის მოსწავლეებისთვის ძირითადი გავლენა არის საკუთარი პიროვნების პოზიტიური ცვლილებები. ისინი ვარაუდობენ, რომ შშმ ბავშვებთან ურთიერთობით გახდებიან უფრო ტოლერანტულები და ისწავლიან ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობას.

განსხვავებული სურათი გამოიკვეთა ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოწავლეების ფოკუს-ჯგუფზე. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ შშმ ბავშვი აუცილებლად გახდება მოსწავლეთა შორის დაპირისპირებების მიზეზი, ვინაიდან მოსწავლის დამოკიდებულება შშმ ბავშვების მიმართ არაერთგვაროვანია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფზე აღმოჩნდა მხოლოდ ერთი რესპოდენტი, რომელიც ინკლუზიური განათლების დანერგვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რამაც ჯგუფის მსვლელობის დროს გამოიწვია ძალიან დიდი აგრესია დანარჩენი რესპონდენტების მხრიდან.

9. შეჩვევის ფაქტორის მნიშვნელობა

მიზანშეწონილად მივიჩნიეთ შეჩვევის ფაქტორის მნიშვნელობის აღწერა, რადგან ფოკუს-ჯგუფების მსვლელობისას გამოიკვეთა აზრი, რომ შშმ ბავშვების ინტეგრირების ხელისშემწყობი ფაქტორი არის შეჩვევა. ბევრად ადვილი გახდება ბავშვის ინტეგრირება კლასში, თუ მისი ადაპტაცია სკოლაში სწავლის პირველივე დღიდან იქნება.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე და არმქონე სკო ლების მოწავლეთა ფოკუს-ჯგუფების ტრანსკრიპტების და მუშა ვების საფუძველზე შეგვიძლია გამოვყოთ ის პრობლემები, რომელთა მოგვარებაში შეჩვევის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ დაბრკოლებათა რიცხვს განეკუთვნება შშმ ბავშვის მიმართ დანარჩენი მოსწავლეების უარყოფითი დამოკიდებულება (დაცინვა, შეურაცხყოფა და ა.შ.). როდესაც შშმ ბავშვი პირველი კლასიდანვე იქნება სკოლაში, გამოირიცხება მისი განსხვავებულობის ფაქტო რი. იგი აღარ გამოიწვევს გაკვირვებას თანაკლსელებში და თავს არ იგრძნობს გამორჩეულად. მნიშვნელოვანია, რომ შშმ ბავშვი შეეგუოს ჯერ სასწავლო გარემოს და შემდეგ საზოგადოებას. საჯარო სკოლაში სწავლა არის პირველი ნაბიჯი შშმ ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრირებისა.

ამდენად, ადაპტაციის ფაქტორი მეტად მნიშვნელოვანია შშმ ბავშვის სასკოლო გარემოსა და, ზოგადად, საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.

10. შშმ ბავშვის ინტეგრირება სკოლაში.

მოცემული თავის მიზანია, იმ საშუალებების და აქტივობების განხილვა, რომლებიც შშმ ბავშვის სკოლაში ინტეგრირებას დააჩქარებს. მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფის მსვლელობიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შშმ ბავშვების სკოლაში ინტეგრაციას ხელს შეუწყობს კულტურული ღონისძიებები: ექსკურსიები, კონცერტები, საღამოები და ა.შ. ამ ღონისძიებებში შშმ ბავშვები და დანარჩენი მასწავლებლები თანაბრად უნდა იყვნენ ჩართულნი როგორც უშუალოდ ღონისძიებებში, ასევე მათი ორგანიზების პროცესში.

კულტურული ღონისძიებების გარდა, ბავშვები აქტიურად უნდა ჩაერთონ გაკვეთილის მსვლელობაში (გაკვეთილებზე აქტიურობა, გაკვეთილის პროცესში ჩართულობის სისტემატურობა, შემოქმედებითობა).

ფოკუს-ჯგუფზე ნახსენები იყო რელიგია, როგორც შშმ ბავშვთან კეთილგანწყობისა და მეგობრულად მოპყრობის მოტივაცია. რელიგიური თემა კვლავ გამოიკვეთა შშმ ბავშვების კლასში ინტეგრირების საშუალებებზე საუბრისას. ერთ-ერთი რესპოდენტის აზრით, იმისათვის, რომ მოსწავლეები დადებითად განეწყონ შშმ ბავშვის მიმართ, მიზანშეწონილია სასულიერო პირის სკოლაში მიწვევა. იგი უნდა გაესაუბროს ბავშვებს და აუხსნას ინკლუზიური განათლების სიკეთე თანამედროვე ქართული საზოგადოებისათვის.

11. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი სკოლაში

მოცემული ქვეთავში განვიხილავთ, მოსწავლეების წარმოდგენებს ინკლუზიური განათლების პირობებში შშმ ბავშვებთან მუშაობის დაგეგმვისა და მათ მიმართ დამოკიდებულებების შესახებ. მოსწავლეების ფოკუს-ჯგუფებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამოიკვეთა შემდეგი მოსწრებები:

  1. შშმ ბავშვის სკოლაში შეყვანა უნდა მოხდეს პირველ კლასში.

  2. მოსწავლეები უნდა ეცადონ, რომ შშმ ბავშვს არ აგრძნობინონ მისი განსხვავებულობა.

  3. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შშმ ბავშვის არა შეცოდების, არამედ თანადგომისა და თანაგრძნობის განცდა.

  4. შშმ ბავშვს არ უნდა ეთმობოდეს გადაჭარბებული ყურადღება.

  5. არ არის აუცილებელი, რომ მოსწავლეებმა იმეგობრონ შშმ ბავშვთან, მთავარია, იგი აღიქვან თანასწორად.

  6. მასწავლებლები შშმ ბავშვებს ისევე უნდა მოექცნენ, როგორც დანარჩენ მოსწავლეებს.

  7. გარემოსთან უკეთესად ადაპტაციის მიზნით, კლასში უნდა იყოს რამდენიმე შშმ ბავშვი.

  8. შშმ მოსწავლეს გაკვეთილების შემდეგ უნდა ეთმობოდეს დამატებითი დრო.

12. ეფექტური საშუალებები

საინფორმაციო ვინაიდან მოცემული ანგარიშის საფუძველზე უნდა მოხდეს სამომავლო რეკომენდაციების შემუშავება, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საზოგადოების ინფორმირების ეფექტური საშუალებების განხილვა. ტრანსკრიპტების დეტალურმა ანალიზმა შესაძლებლობა მოგვცა ეფექტური საინფორმაციო საშუალებები გამოგვეყო. რესპოდენტთა აზრით, ტელევიზია უნდა გადმოსცემდეს დოკუმენტურ ფილმებს ინკლუზიური განათლების შესახებ. მოცემული საკითხი სისტემატურად უნდა შუქდებოდეს რეიტინგულ გადაცემებში („დროება”, „პოსტ სკრიპტუმი”, „ტაბუ”). სასურველი იქნება, თუ ამგვარ გადაცემებში მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები, როგორც შშმ ბავშვები, ასევე სხვა მოსწავლეები. იმისათვის, რომ საზოგადოება იღებდეს სისტემატურ ინფორმაციას ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით, დრო უნდა დაეთმოს სარეკლამო რგოლებს.

მოსწავლეების აზრით, ინტერნეტით ინფორმაციის გავრცელება ეფექტურ შედეგს გამოიღებს ახალგაზრდების ინფორმირების თვალსაზრისით.

საზოგადოების ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმირებისათვის, ასევე, ეფექტურ საშუალებებს წარმოადგენენ:

  • ბილბორდები

  • პრესა

  • პლაკატები

  • ბუკლეტები.

უნდა ეწყობოდეს კონცერტები, აქციები, რომელთა მიზანიც ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა იქნება.

სკოლის მოსწავლეების ინფორმირება შეიძლება გაკვეთილზევე მოხდეს მასწავლებლების მიერ. ფოკუს-ჯგუფზე გამოითქვა მოსაზრება, რომ სკოლაში უნდა აჩვენონ ინკლუზიურ განათლებაზე გადაღებული ფილმები (ერთ-ერთი რესპონდენტი საუბრობს, რომ მის სკოლაში ასეთი პრაქტიკა არსებობს).

ყველაზე ეფექტური საინფორმაციო საშუალება საზოგადოების ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმირებისათვის:

  • ტელევიზია

  • ინტერნეტი

  • ქუჩის სარეკლამო დაფები

  • ბუკლეტები

  • სპეციალური ფილმები

13. არასწორად გამოყენება

ტერმინის რესპონდენტების ინფორმირებულობის თვალაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფოკუს-ჯგუფებზე არც ერთ რესპონდენტს არ უხსენებია ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი, მაშინაც კი, როდესაც მოდერატორი გამიზნულად ამ ტერმინს ხშირად იმეორებს. შშმ ბავშვის აღსანიშნად მოსწავლეები ძირითადად ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს იყენებენ:

  • ინვალიდი ბავშვი

  • შეზღუდული ბავშვი

  • უნარშეზღუდული ბავშვი

  • გონებაშეზღუდული ბავშვი

  • ავადმყოფი ბავშვი

დანარჩენი მოსწავლეების აღსანიშნავად რესპოდენტები იყენებენ ტერმინებს:

  • ნორმალური ადამიანი

  • ჩვეულებრივი ბავშვი

აქედან გამომდინარე, შშმ ბავშვი არ მიაჩნიათ ნორმალურ და ჩვეულებრივ ადამიანად.

_____________________

* სასწავლო პროცესში მოიაზრება: კლასის აკადემიური მოსწრება და გაკვეთილის პროცესი.

6 II. მოსწავლეთა განწყობა-მშობლების განწყობა დამოკიდებულებები

▲ზევით დაბრუნება


ამ თავის მიზანს წარმოადგენს ინკლუზიური განათლებისადმი მოსწავლეთა მშობლების განწყობა-დამოკიდებულებების აღწერა და მათი გამომწვევი მიზეზების ახსნა. მიზეზები დადგინდა რესპონდენტთა საუბრების, მათი ქცევისა და ზოგადი მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე.

მოსწავლეთა მშობლების გამოკითხვა ჩატარდა ფოკუსჯგუფების მეთოდის გამოყენებით. სამიზნედ შეირჩა ორი ტიპის - ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე და ინკლუზიური სწავლების გამოცდილების არმქონე - სკოლები. სამიზნე სკოლებიდან განხორციელდა რესპოდენტთა ამორჩევა წინასწარ განსაზღვრული ორი ფოკუს-ჯგუფისათვის.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე და არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების განწყობები ინკლუზიური განათლების დანერგვისა და შშმ ბავშვის მიმართ რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

მოცემულ თავში წარმოდგენილია მშობლების ფოკუს-ჯგუფებზე მიღებული ინფორმაციის დეტალური ანალიზი, რომელიც დაჯგუფებულია კატეგორიებად.

1. ინკლუზიური განათლების განმარტება მოსწავლეთა განათლების განმარტება მოსწავლეთა მშობლების მიერ და წყაროები

ინფორმაციის მოცემული ქვეთავის მიზანია ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებულობისა და ამ ინფორმაციის წყაროების დადგენა.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლები ზედაპირულ ინფორმაციას ფლობენ ინკლუზიური განათლების შესახებ. ინკლუზიურ განათლებაში ისინი გულისხმობენ შშმ ბავშვების საჯარო სკოლაში სწავლას.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლებმა საერთოდ არ იციან, რას გულისხმობს ინკლუზიური განათლება. მოცემული ტერმინი მათთვის უცხოა, თუმცა, განმარტების წაკითხვის შემდეგ, რამდენიმე რესპოდენტი აღნიშნავს, რომ მათ სმენიათ ამ ტიპის სწავლების შესახებ ტელევიზიიდან.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე მოსწავლეთა მშობლების ძირითად საინფორმაციო წყაროს ინკლუზიური განათლების შესახებ წარმოადგენს სკოლა (ვინაიდან მათი შვილები სწავლობენ სკოლებში, სადაც შშმ ბავშვების სწავლება ხდება) და ტელევიზია.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფზე ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ ტელევიზია დასახელდა. ჯგუფის მონაწილეთაგან მხოლოდ ორს გაახსენდა აღნიშნული საინფორმაციო საშუალება და ისიც განმარტების წაკითხვის შემდეგ.

2. მოსწავლეთა მშობლების დამოკიდებულებები (განწყობები) და მათი მიზეზები

მოცემული ქვეთავის მიზანია მოსწავლეების მშობლების ორივე ფოკუს-ჯგუფის შედეგების ანალიზის შედეგად მათი განწყობებისა და ამ განწყობათა გამომწვევი მიზეზების აღწერა.

დადებითი განწყობა

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების განწყობები ინკლუზიური განათლებისა და შშმ ბავშვის მიმართ ერთმნიშვნელოვნად დადებითია. მათი შვილების დამოკიდებულება შშმ ბავშვების მიმართ პოზიტიურია და, მათი აზრით, შშმ ბავშვების სკოლაში სწავლას არანაირი უარყოფითი ზემოქმედება არ მოუხდენია მათზე. თუმცა, რესპონდენტები იმასაც აღნიშნავენ, რომ თავიდან ისინი წინააღმდეგნი იყვნენ მათი შვილების შშმ ბავშვებთან ერთად სწავლისა, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ შშმ ბავშვების შეზღუდვებს შეიძლება ზემოქმედება მოეხდინა მათი შვილების ფსიქიკაზე, მაგრამ შშმ ბავშვების სკოლაში შეყვანის შემდეგ მიხვდნენ, რომ არასწორად აფასებდნენ სიტუაციას. მშობლები მიიჩნევენ, რომ შშმ ბავშვებთან მათი შვილების ურთიერთობა აუცილებელია იმ თვალსაზრისით, რომ მათი შვილები ბევრს ისწავლიან შშმ ბავშვებისგან და აღიქვამენ მათ ისეთებად, როგორებიც არიან.

მოცემული ჯგუფის რესპონდენტების აზრით, პრობლემები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს შშმ ბავშვის სკოლაში სწავლით, მოგვარებადია. მაგალითისთვის მოგიყვანთ ნაწყვეტს ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლის მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფის ტრანსკრიპტიდან: „რამდენია კლასში ბავშვი, რომლებიც ვერ სწავლობენ, იმასაც ხომ მასწავლებელი დროს უთმობს, ანუ არა მგონია, რომ პრობლემა იყოს. ახლა ყველა უნარშეზღუდული და მარტო ჩემი ბავშვი რომ იყოს კლასში, ეგრე არა, მაგრამ ისე დიდ პრობლემას ამ მხრივ ვერ ვხედავ. თუ სწავლა უნდა, ის ისწავლის ყველანაირ გარემოში”.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფზე გამოვლენილი განწყობები დადებითი არ არის.

უარყოფითი დამოკიდებულება

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფზე არ დაფიქსირებულა ინკლუზიური განათლებისა და შშმ ბავშვებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების განწყობები ნეგატიურ ხასიათს ატარებს. მშობლებში იგრძნობა აშკარა გაღიზიანება შშმ ბავშვებისა და ინკლუზიური განათლების მიმართ. მათი აზრით, ინკლუზიური განათლების პირობებში მათი შვილები დაიჩაგრებიან. მათთვის მიუღებელია ინკლუზიური სწავლების პროცესი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფოკუს-ჯგუფზე მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა მკაფიო უარყოფითი დამოკიდებულება შშმ ბავშვებისა და ინკლუზიური განათლების მიმართ ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების მხრიდან. მათ განწყობებს ყველაზე უკეთ ფოკუს-ჯგუფის მსვლელობისას მათ მიერ გამოყენებული ფრაზები ასახავს: „ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ, მოგვეწონება ჩვენ ფსიქიკურ ადამიანთან ურთიერთობა, საშინელებაა“! „ამათი შეთავსება არანაირად არ მოხდება. ეს წარმოუდგენელია“.

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლები, ცდილობენ დააფიქსირონ აზრი, რომ შშმ ბავშვების წინააღმდეგი არაფერი აქვთ, ფოკუს ჯგუფის მსვლე ლობისას ისინი მაინც ვერ მალავენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას. საუბრისას ისინი უნებურად წარმოქვამენ შემდეგნაირ ფრაზებს: „ადრე ვინ გააჭაჭანებდა, სპეცსკოლები იყო და იქ იყვნენ“. ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფებზე ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ შშმ ბავშვების დახმარება თავისთავად მისაღები და აუცილებელია, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება მის შვილს, ის წინააღმდეგია ინკლუზიური განათლების დანერგვისა. ფოკუს-ჯგუფის ერთ-ერთი რესპონდენტი იმასაც აღნიშნავს, რომ შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირება უნდა მოხდეს, მაგრამ არა დანარჩენი მოსწავლეების ხარჯზე.

სიბრალულის გრძნობა

სიბრალულის გრძნობა მოსწავლეთა მშობლების ფოკუსჯგუფზე დისკუსიის საგანი გახდა. ფოკუს-ჯგუფის მსვლელობისას ნათელი გახდა, რომ რთულია იმისი განსაზღვრა, დადებითია თუ უარყოფითი სიბრალულის გრძნობა. რესპოდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სიბრალულის გრძნობა დადებითი მოვლენაა და მოსწავლეები შეცოდების გამო ეხმარებიან შშმ ბავშვებს. სიბრალულის გრძნობა მოსწავლეებში თანადგომის სურვილს აღვიძებს. დანარჩენი რესპოდენტები აღნიშნავენ, რომ სიბრალული დადებითი ემოციაა, თუმცა ის უარყოფით გავლენას იქონიებს შშმ ბავშვზე, რადგან შეცოდება შშმ ბავშვის შეზღუდულ შესაძლებლობას გაუსვამს ხაზს.

სხვა რესპონდენტთა მსგავსად, მოსწავლეთა მშობლების განწყობების მიზეზები ინკლუზიური განათლების დანერგვის დადებით და უარყოფით მხარეებზე დაიყვანება.

ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზის საფუძველზე ჩამოვაყალიბეთ აღნიშნული მიზეზები.

ინკლუზიური განწყობების განათლების დანერგვისადმი დადებითი განწყობების მიზეზები.

—›ინკლუზიური განათლების დანერგვის დადებითი მხარეები.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების აზრით, ინკლუზიური განათლების ძირითად დადებით ასპექტს მათ შვილებში პოზიტიური თვისებების განვითარება წარმოადგენს. ფოკუს-ჯგუფის მსვლელობისას ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათმა შვილებმა ბევრი დადებითი თვისება შეიძინეს შშმ ბავშვებთან ურთიერთობით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიუხედავად უარყოფითი განწყობებისა, ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლები ინკლუზიური განათლების დადებით მხარე ებს მაინც ხედავენ.

წარმოგიდგენთ ორივე ფოკუს-ჯგუფის შედეგების ანალიზის შედეგად გამოკვეთილ ინკლუზიური განათლების დადებითი ასპექტების ჩამონათვალს:

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების აზრით:

  • შშმ ბავშვებთან ურთიერთობით მოსწავლეები შეიცვლებიან, გახდებიან უფრო თბილები, ისწავლიან თანადგომას, მიეჩვევიან შშმ ბავშვებს და აღარ გააკვირვებთ მათი დანახვა.

  • შშმ ბავშვები აღარ იგრძნობენ თავს გამორჩეულად და საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ჩათვლიან თავს.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების აზრით:

  • დადებითია ის, რომ შშმ ბავშვები არ იქნებიან საზოგადოებისაგან იზოლირებულები.

  • დანარჩენი მოსწავლეები გახდებიან უფრო გულისხმიერები და გაუჩნდებათ სიბრალულის გრძნობა.

  • დანარჩენი მოსწავლეები შეეჩვევიან შშმ ბავშვებს და მათი დანახვა აღარ გამოიწვევს გაკვირვებას და განსაკუთრებულ ემოციებს.

აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლები ამ ტიპის სწავლების დადებით ასპექტებს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გამოყოფენ.

ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი უარყოფითი განწყობების მიზეზები.

—›ინკლუზიური განათლების დანერგვის უარყოფითი მხარეები.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფზე ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი გამოხატული უარყოფითი განწყობების მთავარი მიზეზი არის ის, რომ, რესპოდენტთა აზრით, ინკლუზიური განათლების პირობებში მათი შვილები იჩაგრებიან და ხდება მათი ინტერესების უგულვებელყოფა.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფზე გამოყოფილი ინკლუზიური განათლების უარყოფითი ასპექტების ჩამონათვალი შემდეგნაირია:

  • შშმ ბავშვის კლასში ყოფნა ხარვეზებს შექმნის საგაკვეთილო პროცესში, რადგან მის გადასაადგილებლად დამხმარე პირის ხშირი შე მოსვლა კლასში ყურადღებას გაუფანტავს დანარ ჩენ მოსწავლეებს.

  • როდესაც გაკვეთილზე პედაგოგმა გარკვეული დრო უნდა დაუთმოს შშმ ბავშვის პროგრამას, დანარჩენ ბავშვებს დრო შეეზღუდებათ და ისინი ვერ მიიღებენ სათანადო ინფორმაციას გაკვეთილზე.

  • შშმ ბავშვთან ურთიერთობა ნერვული სტრესის მდგომარეობაში ამყოფებს დანარჩენ მოსწავლეებს და, რესპონდენტების აზრით, მათ შვილებს დაეწყებათ „შიშები“.

  • მოსწავლეებმა, შეიძლება, მიბაძონ შშმ ბავშვებს და მათი მოძრაობები გადაიღონ.

  • მოსწავლეები ვერ იმეგობრებენ შშმ ბავშვთან და მოხდება შშმ ბავშვის იზოლირება და დაჩაგვრა.

  • მოსწავლეები ადრეულ ასაკში აუცილებლად ცუდად მოექცევიან (დასცინებენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ) შშმ ბავშვს, რაც გამოიწვევს შშმ ბავშვის დათრგუნვას.

  • შშმ ბავშვისათვის, რომელსაც ინდივიდუალური პროგრამა სჭირდება, რთული და გაუგებარი იქნება დანარჩენი მოსწავლეების პროგრამა, ამდენად, მის ჯდომას კლასში აზრი არ აქვს.

  • ინკლუზიური განათლების პირობებში პედაგოგს გაუჭირდება კლასის დამორჩილება და საგაკვეთილო პროცესი ჩაიშლება.

  • შეცოდება შეიძლება უსიამოვნო იყოს შშმ ბავშვისათვის და მისი მშობლისათვის.

  • განათლების პროცესი არ იქნება სრულყოფილი.

  • შშმ ბავშვისთვისაც მისთვის გამოყოფილი დრო გაკვეთილზე არ იქნება საკმარისი.

  • მოსწავლეები შეიძლება ემოციურად დაითრგუნონ: „პირველ კლასში ბავშვს, ბოდიში და, კრუნჩხვა რომ დაემართოს, ეს ჩვენი შვილებისთვის დიდი შოკი იქნება“. „მერე ღამე შეიძლება მოეჩვენოს ან დაესიზმროს, შეეშინდება“.

  • შშმ ბავშვი შეიძლება დაითრგუნოს სხვისი შესაძლებლობების შემყურე.

ნათლად გამოიკვეთა, რომ ინკლუზიური განათლების ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი ასპექტების საფუძველში რესპოდენტთა არაინფორმირებულობა დევს. რესპოდენტებს არ აქვთ ინფორმაცია არც ინკლუზიურ განათლებაზე, არც შშმ ბავშვების თავისებურებებსა და არც ზოგადად ბავშვის ფსიქიკაზე.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფებზე ინკლუზიური განათლების უარყოფითი ასპექტები არ დასახელებულა.

3. ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოში

მოცემული ქვეთავში განვიხილავთ მოსწავლეთა მშობლების შეხედულებებს ინკლუზიური განათლების საქართველოს მასშტაბით დანერგვაზე.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლები ინკლუზიური განათლების დანერგვის მომხრენი არავინ, ხოლო ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლები -კატეგორიულად წინააღმდეგი.

ინკლუზიური განათლების დანერგვის აუცილებლობას ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლები იმაში ხედავენ, რომ ყველა შშმ ბავშვს სჭირდება სკოლაში სწავლა.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლები ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ, რომ ინკლუზიური განათლების დანერგვას მხოლოდ უარყოფითი შედეგი ექნება როგორც მათ შვილებზე, ასევე, შშმ ბავშვებზე. ეს დამოკიდებულება გამოწვეულია მათი მოსაზრებებით, რომელთა თანახმადაც შშმ ბავშვები დაბრკოლებებს შექმნიან საგაკვეთილო პროცესში, მათი კლასში ყოფნა ემოციურ სტრესებს გამოიწვევს დანარჩენ მოსწავლეებში. ამ ყოველივეს შედეგად, ერთ-ერთი რესპონდენტის აზრით, სკოლაში სწავლის მსურველთა რიცხვი შემცირ დება და ყველა მშობელი ეცდება შვილებს კერძო პედაგოგები უქირაოს. რესპონდენტთა აზრით, შშმ ბავშვები სპეც-სკოლებში უნდა სწავლობდნენ. ერთ-ერთი რესპონდენტი საუბრობს სკოლაში ცალკე, შშმ ბავშვებისათვის სპეც-კლასების შექმნის შესაძლებლბაზე. ამ კლასებში, რესპონდენტის წარმოდგენით, ერთად უნდა იყვნენ ბავშვები ყველანაირი შეზღუდვებით. მხოლოდ ერთი რესპონდენტი საუბრობს იმაზე, რომ ინკლუზიური განათლების დანერგვა უნდა მოხდეს, მაგრამ კლასში გონებრივად შშმ ბავშვების შეყვანას აზრი არ ექნება ისევ და ისევ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო.

მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფის რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ შშმ ბავშვების იგნორირება საზოგადოების მხრიდან არ უნდა მოხდეს და დანარჩენი მოსწავლეებისათვის არ უნდა იყოს უცხო ამ ბავშვების არსებობა. ამის განსახორციელებლად, ერთ-ერთი რესპონდენტის აზრით, შშმ ბავშვები, შეიძლება, სწავლობდნენ საჯარო სკოლებში, მაგრამ ცალკე კლასებში და იმისათვის, რომ მოხდეს მათი ინტეგრირება საზოგადოებაში, მათ მხოლოდ რამდენიმე საგანი უნდა ისწავლონ დანარჩენ მოსწავლეებთან ერთად.

4. დიფერენცირება, როგორც ინკლუზიური სწავლების დანერგვის ეფექტური საშუალება

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი დიფერენცირებაზე. მშობლები მიიჩნევენ, რომ ინკლუზიური განათლება ყველა შშმ ბავშვისათვის უნდა იყოს და არ შეიძლება მათი გამოყოფა და გამორჩევა კონკრეტული ნიშნით.

დიფერენცირებაზე, როგორც ინკლუზიური განათლების დანერგვის ეფექტურ საშუალებაზე, არც ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფზე ყოფილა საუბარი. ისინი წინააღმდეგნი არიან მათი შვილების ნებისმიერ შშმ ბავშვებთან ერთად სწავლისა. როდესაც ერთ-ერთმა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვის ყოფნა კლასში დასაშვებია, დანარჩენი რესპოდნეტები დაეთანხმნენ, თუმცა ფოკუს-ჯგუფის მსვლელობისას სულ იყო საუბარი, რომ გარკვეულ დაბრკოლებებს შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვები მაინც შექმნიან. მათ, შეიძლება, არ შეაფერხონ სასწავლო პროცესი, რადგან არ სჭირდებათ ინდივიდუალური პროგრამა, მაგრამ პირი, რომელიც მათ გადაადგილებაში ეხმარება, გამოიწვევს დანარჩენი მოსწავლეების ყურადღების გაფანტვას და ამით ხარვეზებს შექმნის საგაკვეთილო პროცესში. გარდა ამისა, მშობელთა აზრით, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების კლასში ყოფნა დანარჩენ ბავშვებში ნერვულ სტრესს გამოიწვევს.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფის შედეგების ანალიზის შემდეგ ჩანს, რომ რესპონდენტები წინააღმდეგნი არიან, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა მათ შვილებთან ერთად მიიღონ განათლება. რაც შეეხება შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების დანარჩენ მოსწავლეებთან ერთად სწავლას, რესპოდენტებს ეს დასაშვებად, მაგრამ არასასურველად მიაჩნიათ.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლები თანახმა არიან, რომ მათმა შვილებმა შშმ ბავშვებთან ერთად ისწავლონ, მიუხედავად ამ ბავშვების შეზღუდვებისა, თუ შშმ ბავშვები არ იქონიებენ გავლენას სასწავლო პროცესზე.

5. რაზე შეიძლება იქონიოს გავლენა შშმ ბავშვის ყოფნამ სკოლაში

მოცემულ ქვეთავის მიზანია შშმ ბავშვის სკოლაში ყოფნით გამოწვეული გავლენების ანალიზი. მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფებზე გამოიყო რამდენიმე ფაქტორი, რომელზეც ინკლუზიურმა განათლებამ შეიძლება გავლენა იქონიოს. ესენია: სასწავლო პროცესი, მოსწავლეებს შორის ურთიერთობა.

5.1 გავლენა სასწავლო პროცესზე** - ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე მოსწავლეთა მშობლების აზრით, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების კლასში ყოფნამ იმ შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა ორს აღემატება, შეიძლება გარკვეული გავლენა იქონიოს სასწავლო პროცესზე. ამდენად, მოსწავლეთა მშობლების აზრით, სკოლამ სწორად უნდა შეარჩიოს კლასში შშმ ბავშვების რაოდენობა. ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე მოსწავლეთა მშობლებისათვის ორი შშმ ბავშვი კლასში ყველაზე ოპტიმალურ რაოდენობას წარმოადგენს. რესპონდენტთა შვილები სწავლობენ შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ერთად და ამ გამოცდილების გათვალისწინებით აღნიშნავენ, რომ შშმ ბავშვები არანაირ გავლენას არ იქონიებენ სასწავლო პროცესზე იმ შემთხვევაში, თუ ბალანსი შშმ ბავშვებსა და დანარჩენ მოსწავლეებს შორის დაცული იქნება.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების აზრით, შშმ ბავშვი ნეგატიურ გავლენას იქონიებს სასწავლო პროცესზე. ისინი აღნიშნავენ, რომ კლასის აკადემიური მოსწრება დაეცემა და განათლების პროცესი არ იქნება სრულყოფილი იმ დაბრკოლებების გამო, რომლებსაც შშმ ბავშვები შექმნიან საგაკვეთილო პროცესში. ერთ-ერთი რესპონდენტი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვები არ იქონიებენ გავლენას სასწავლო პროცესზე: ,,თუ არის მხოლოდ ფიზიკური ნაკლის მქონე მაშინ გავლენა არ ექნება, რადგან ამ ბავშვებს სწავლა შეუძლია და ის შეიძლება ბევრად ნიჭიერი და გონებაგახსნილი იყოს, ვიდრე სხვა ბავშვები. ამ მოსაზრებას ჯგუფის დანარჩენი წევრებიც დაეთანხმნენ.

5.2 გავლენა მოსწავლეებს შორის ურთიერთობებზე - ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფზე გამოითქვა აზრი, რომ ინკლუზიური სწავლების დანერგვა არანაირ ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს მოსწავლეებს შორის ურთიერთობაზე. ერთადერთი, რატომაც შეიძლება შეიცვალოს მოსწავლეებს შორის ურთიერთობა, არის ის, რომ თვითონ მოსწავლეები შეიცვლებიან შშმ ბავშვებთან ურთიერთობით.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების აზრით, შშმ ბავშვების სკოლაში შეყვანა გამოიწვევს მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფას, რაც გონებრივად შშმ ბავშვებს იზოლაციაში მოაქცევს, რადგან მოსწავლეები ვერ იმეგობრებენ მათთან.

6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი სკოლაში

მოცემულ ქვეთავში განვიხილავთ, რა გავლენას იქონიებს შშმ ბავშვზე საჯარო სკოლაში სწავლა; თუ როგორ უნდა დაიგეგმოს, მოსწავლეთა მშობლების აზრით, სასწავლო პროცესი ინკლუზიური განათლების პირობებში; როგორ ხორციელდება შშმ ბავშვების სწავლება მოცემულ ეტაპზე; რა დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ მოსწავლეებს; რამდენად იჩაგრებიან შშმ ბავშვები ინკლუზიური განათლების პირობებში.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების აზრით, ინკლუზიური განათლების დანერგვას შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე მეტნაკლებად დადებითი გავლენა ექნება. მათი აზრით, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვები თავს იზოლირებულად აღარ იგრძნობენ, სკოლაში სწავლა არ გამოიწვევს მათი კომპლექსების მოხსნას. თუმცა, რესპონდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლაში სწავლამ, სხვისი შესაძლებლობების დანახვამ, შეიძლება, გამოიწვიოს შშმ ბავშვის გულის ტკივილი.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლები აღნიშნავენ, რომ შშმ ბავშვები შეიძლება დაითრგუნონ სხვისი შესაძლებლობების დანახვისას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ მათ არ იარონ სკოლაში. მოსწავლეებს ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ შშმ ბავშვების მიმართ და ამით ხდება მათი ნაკლის კომპენსირება. მოსწავლეების კარგი დამოკიდებულება შშმ ბავშვების მიმართ მათთან რეგულარული ურთიერთობის შედეგია. მოსწავლეთა მშობლები აღნიშნავენ, რომ პირველად შშმ ბავშვის სკოლაში მოყვანისას მოსწავლეები გაკვირვებულები იყვნენ და განსხვავებულად აღიქვამდნენ შშმ ბავშვებს: „თავიდან სხვანაირი თვალით უყურებდნენ. ახლა კიდევ, როგორც თანასწორუფლებიანს, ისე უყურებენ. ადრე სულ ეცოდებოდა, ახლა კი ჩვეულებრივად აღიქვამს, ადრე მეუბნებოდა, „ის ინვალიდი ბავშვი”, ახლა სახელით მოიხსენიებს“.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლები აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად იმისა, შშმ ბავშვებისათვის არ არის შემუშავებული ინდივიდუალური პროგრამები, ისინი მაინც ღებულობენ ცოდნას, თუმცა, ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ სკოლაში, რომელშიც მისი შვილი სწავლობს, საჭიროების შემთხვევაში შშმ ბავშვებისათვის იქმნება ინდივიდუალური პროგრამები. შშმ ბავშვების მიერ საჯარო სკოლაში მიღებული ცოდნა არ არის სრულყოფილი, მაგრამ მათთვის შემუშავებული პროგრამის დაძლევა შესაძლებელია.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების აზრით, საგაკვეთილო დროის შეზღუდულობის გამო, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვები ვერ მიიღებენ მათთვის განსაზღვრულ ცოდნას გაკვე თილზე, სადაც სხვა მოსწავლეებიც იქნებიან. იმისათვის, რომ სკოლაში სწავლის პროცესი ეფექტური იყოს, მოსწავლეთა მშობლების აზრით, შშმ ბავშვები ცალკე კლასებში უნდა სწავლობდნენ და საგაკვეთილო დრო მთლიანად მათ პროგრამას ეთმობოდეს. ასეთ შემთხვევაში დანარჩენი მოსწავლეების განათლების პროცესიც უფრო სრულყოფილი იქნება. მოსწავლეების მშობლები, ასევე, აღნიშნავენ, რომ შშმ ბავშვებს უნდა ასწავლიდეს არა ჩვეულებრივი პედაგოგი, არამედ სპეციალისტი, რომელსაც შშმ ბავშვების სწავლების მეთოდი აქვს შემუშავებული და შეუძლია უკეთ მიუდგეს შშმ ბავშვს.

7. სპეც-სკოლები

მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფებზე განხილულ იქნა სპეც-სკოლების მიზანშეწონილობის საკითხიც.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების აზრით, შშმ ბავშვებმა სპეც-სკოლებში უნდა ისწავლონ, სადაც ისინი უფრო ადექვატურ განათლებას მიიღებენ, ვიდრე საჯარო სკოლებში. გარდა განათლებისა, სპეც-სკოლებში შშმ ბავშვები შეიძენენ მეგობრებს, რაც, მათი აზრით, საჯარო სკოლებში არ მოხდება. მოსწავლეები ვერ იმეგობრებენ შშმ ბავშვებთან მათი განსხვავებულობის გამო.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლები მიიჩნევენ, რომ ყველა შშმ ბავშვმა უნდა ისწავლოს საჯარო სკოლაში, მაგრამ სპეც-სკოლები მაინც უნდა არსებობდეს, რადგან შშმ ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ არჩევანის საშულება.

8. შეჩვევის ფაქტორის მნიშვნელობა

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფზე გამოიკვეთა შშმ ბავშვის კლასში ინტეგრირებისათვის შეჩვევის ფაქტორის მნიშვნელობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშობლები საუბრობენ იმაზე, რომ მოსწავლეების შშმ ბავშვების მიმართ თავდაპირველი დამოკიდებულება შეიცვალა და შეჩვევის შედეგად უკეთესი გახდა.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფის მსვლელობისას მოდერატორს ძალიან გაუჭირდა პასუხის მიღება კითხვაზე, მიეჩვევა თუ არა მოსწავლე შშმ ბავშვს იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირველი კლასიდან ერთად ისწავლიან სკოლაში. რესპოდენტები არაადექვატურ პასუხებს სცემდნენ აღნიშნულ შეკითხვას და ამბობდნენ, რომ შშმ ბავშვების საჯარო სკოლაში სწავლა დაუშვებელია, ან „შეჩვევით ყველაფერს ვეჩვევით, მაგრამ აქ მშობელი არ დაუშვებს“. თუმცა, ბოლოს მათ აღნიშნეს, რომ მოსწავლე შეეჩვევა შშმ ბავშვს და მისთვის არ იქნება უცხო ასეთ ბავშვთან ურთიერთობა.

აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლები თავს არიდებდნენ შეჩვევის ფაქტორზე საუბარს, შესაძლებელია მათ ეგონათ, რომ შეჩვევის ფაქტორის დადებითი გავლენის აღიარებით ისინი მხარს დაუჭერდნენ ინკლუზიური განათლების დანერგვას.

9. შშმ ბავშვის ინტეგრირება სკოლაში

მოცემული თავის მიზანია იმ საშუალებებისა და აქტივობების განხილვა, რომ ლებიც დააჩქარებენ შშმ ბავშვის სკოლაში ინტეგრირებას. მოსწავლეთა მშობლების აზრით, მოსწავლეთა წინასწარი მომზადება ხელს შეუწყობს შშმ ბავშვების სკოლაში ინტეგრაციის პროცესს. ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავ ლეთა მშობლების აზრით, აუცილებელია თითოეული კლასის მომზადება იმისთვის, რომ მოსწავლეები კარგად შეხვდნენ შშმ ბავშვებს. მოსწავლეთა მომზადება უნდა მოხდეს პედაგოგებისა და ფსიქოლოგების მიერ. მოსწავლეთა მშობლები პედაგოგდების მომზადების აუცილებლობასაც ხედავენ.

შშმ ბავშვების სკოლაში ინტეგრირებისათვის ისინი აქტიურად უნდა ჩაერთონ სკოლის მასშტაბით ჩასატარებულ ღონისძიებებში. მათი თქმით, შშმ ბავშვები ყოველთვის იღებენ მონაწილეობას სკოლის მიერ მოწყობილ ღონისძიებებში და ავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეთა მშობლებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ შშმ ბავშვების ინტეგრირება კლასში და ინტეგრირების ყველა საშუალებას (კულტურული ღონისძიებები, ექსკურსიები) არაეფექტურად მიიჩნევენ. ამის მიზეზად ისინი შშმ ბავშვებთან დანარჩენი მოსწავლეების მეგობრობის შეუძლებლობას ასახელებენ. რესპონდენტები საუბრობენ იმაზე, რომ ადამიანთან მეგობრობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საერთო ინტერესი და, მშობ ლების აზრით, მათ შვილებს არ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე საერთო შშმ ბავშვებთან.

10. ეფექტური საშუალებები

საინფორმაციო ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე და არმქონე მოსწავლეთა მშობლების ფოკუს-ჯგუფებზე საზოგადოების ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმირების ყველაზე ეფექტურ წყაროდ ტელევიზია დასახელდა. მოსწავლეთა მშობლების აზრით, საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სარეკლამო რგოლების სახით, ეს საკითხი გაშუქებული უნდა იყოს გადაცემებში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შშმ ბავშვები და დანარჩენი მოსწავლეები. ერთ -ერთი რესპონდენტის აზრით, უნდა გაკეთდეს გადაცემა ინკლუზიური განათლების შესახებ, რომელშიც ახსნილი იქნება, თუ რას გულისხმობს ინკლუზიური განთლება, როგორ მოხდება მისი დანერგვა და შემდგომი განვითარება.

11. ტერმინის არასწორად გამოყენება

რესპონდენტების ინფორმირებულობის დადგენის თვალაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფოკუს-ჯგუფებზე არც ერთ რესპოდენტს არ უხსენებია ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი, მაშინაც კი, როდესაც მოდერატორი გამიზნულად ამ ტერმინს ხშირად იმეორებს. შშმ ბავშვის აღსანიშნად მოსწავლეთა მშობლები ძირითადად ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს იყენებენ:

  • უნარშეზღუდული ბავშვი

  • ასეთი ბავშვი

  • გონებაშეზღუდული ბავშვი

  • ფიზიკური ნაკლის მქონე

  • ფიზიკურად შეზღუდული

  • ფსიქიკური ადამიანი

  • დაუნი ბავშვი

დანარჩენი მოსწავლეების აღსანიშნავად იყენებენ ტერმინებს:

  • ჩვეულებრივი ბავშვი

  • ნორმალური ბავშვი

  • ჯანმრთელი ბავშვი

  • საღი ბავშვი

ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოსწავლეთა მშობლებს არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია შშმ ბავშვებზე. მათ ტერმინიც კი არ იციან და შშმ ბავშვს იმთავითვე ავადმყოფად აღიქვამენ.

____________________

** სასწავლო პროცესში მოიაზრება: კლასის აკადემიური მოსწრება და საგაკვეთილო პროცეს.

7 III. მასწავლებელთა განწყობა - დამოკიდებულებები ინკლუზიური განათლებისადმი

▲ზევით დაბრუნება


მასწავლებლების გამოკითხვა ჩატარდა ფოკუს-ჯგუფის მეთოდის გამოყენებით. სამიზნედ შეირჩა ორი ტიპის - ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე და არმქონე - სკოლა. სამიზნე სკოლებიდან განხორციელდა რესპონდენტთა შერჩევა წინასწარ განსაზღვრული ორი ფოკუს-ჯგუფისათვის.

მოცემულ თავში წარმოდგენილია მასწავლებლების ფოკუსჯგუფებზე მიღებული, კატეგორიებად დაჯგუფებული ინფორმაციის დეტალური ანალიზი.

ამ თავის მიზანი არის ინკლუზიური განათლებისადმი მასწავლებლების განწყობა-დამოკიდებულებების აღწერა და მათი გამომწვევი მიზეზების ახსნა, ფოკუს-ჯგუფებზე რესპოდენტების საუბრების, მათი ქცევებისა და ზოგადი მოსაზრებების გაანალიზების საფუძველზე.

1. ინკლუზიური განათლების განმარტება მასწავლებლების მიერ და ინფორმაციის წყაროები

როგორც ფოკუს-ჯგუფების მსვლელობა ცხადყოფს, ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე და არმქონე სკოლების მასწავლებლების წარმოდგენა ინკლუზიური განათლების შესახებ არასრულია.

ფოკუს-ჯგუფებზე გამოიყო რამდენიმე მოსაზრება ინკლუზიური განათლების რაობასთან დაკავშირებით:

  • შშმ ბავშვებთან მასწავლებლების მუშაობა.

  • გონებაშეზღუდულ ბავშვებთან ურთიერთობა და მუშაობა.

  • შშმ ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრირება.

  • შშმ ბავშვების საჯარო სკოლაში სწავლა და საჭიროების შემთხვევაში მათთვის ინდივიდუალური პროგრამის შექმნა.

  • შშმ ბავშვის საზოგადოებასთან ადაპტაცია.

ძირითად საინფორმაციო წყაროს, საიდანაც ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ, წარმოადგენს სკოლის დირექცია და კოლეგები, რომლებსაც გავლილი აქვთ თრენინგები. ფოკუს-ჯგუფზე გამოიყო სხვა საინფორმაციო საშუალებები, ესენია: ტელევიზია და ინტერნეტი. ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების ზოგიერთ მასწავლებელს, ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მასწავლებლების მსგავსად ინფორმაცია აღნიშნული საკითხის შესახებ მიღებული აქვს თრენინგზე.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მასწავლებელთა ნაწილი სპეციალური თრენინგების გაუვლელად ასწავლიან შშმ ბავშვებს.

2. დამოკიდებულებები (განწყობები) და მათი მიზეზები

კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზისას გამოიკვეთა მასწავლებლების ორგვარი, დადებითი და უარყოფითი, განწყობა ინკლუზიური განათლებისადმი.

დადებითი განწყობები

ფოკუს-ჯგუფზე ინკლუზიური განათლებისადმი რესპონდენტების ნაწილის დამოკიდებულებებში დადებითი ტენდენციები შეინიშნება. მასწავლებლების ინკლუზიური განათლებისადმი და დებითი განწყობები ძირითადად შშმ ბავშვზე ინკლუზიური განათლების და ნერგვის პოზიტიურ გავლენას ეფუძნება: მათი აზრით, შშმ ბავშვი თავს საზოგადოების სრულუფლებიან წევრად იგრძნობს. ისინი მიიჩნევენ, რომ ინკლუზიური განათლების პირობებში შშმ ბავშვი არ უშლის ხელს ძლიერ მოსწავლეს, თუმცა, პედაგოგები გარკვეული დაბრკოლებების გაჩენას არ გამორიცხავენ. სწორედ ეს პრობლემები უდევს საფუძვლად მათ უარყოფით განწყობებს.

უარყოფითი განწყობები

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები ორივე ფოკუს-ჯგუფზე საუბრობენ ინკლუზიური განათლების დადებით ხასიათზე, ფოკუს-ჯგუფებზე მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათი ეს მოსაზრება არ არის გულწრფელი; მათი განწყობა უფრო უარყოფითი ხასიათისაა, ვიდრე დადებითის.

გარდა ამისა, მასწავლებლების აზრით, გარკვეული კატეგორიების შეზღუდვების მქონე ბავშვებმა უნდა ისწავლონ არა საჯარო სკოლებში, არამედ სპეციალიზებულ სასწავლებლებში. შშმ ბავშვების მიმართ მასწავლებლების განწყობების საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ნაწყვეტს ინკლუზიური განათლების მქონე და არმქონე სკოლების მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფების ტრანსკრიპტებიდან:

  1. „უნდა დაიყოს ბავშვები იმის მიხედვით, თუ რა უნარი აქვს შეზღუდული. შეიძლება გონება ქონდეს შეზღუდული, როგორ შეიძლება ასეთი ბავშვი მასიურ ბავშვებში იყოს. კი, მისთვის კარგია, რომ საზოგადოებამ მიიღოს, მაგრამ სხვა ბავშვებმა რა დააშავეს, რომ დრო მოაკლდეთ? იმას დრო ჭირდება მეტი, უნდა აუხსნა, მაგრამ იმას მაინც არაფერი არ ესმის“.

  2. „გონებრივად შეზღუდული, რომელიც ვერ გებულობს გაკვეთილს, რად უნდა მაგას კლასში ჯდომა?!“

  3. ღმერთმა გვაცილოს ასეთი ბავშვები... მაინც არ არის ლამაზი ყველგან იყოს მოდებული და ყველა ბავშვი არ უნდა ხედავდეს ამ ბავშვს“.

ამ ნაწყვეტებიდან ნათლად ჩანს მასწავლებლების დამოკიდებულება შშმ ბავშვების მიმართ. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ამ მოსაზრებებს გამოთქვამენ მას წავლებლები, რომლებიც მუშაობენ შშმ ბავშვებთან, რაც მეტყველებს პედაგოგების არასწორ შერჩევაზე. შშმ ბავშვებს ასწავლიან მასწავლებლები, რომელთაც საკმაოდ უარყოფითი განწყობა აქვთ მათ მიმართ. თუმცა, კითხვას: „უნდა დაინერგოს თუ არა ინკლუზიური განათლება?“ ისინი დადებით პასუხს სცემენ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ მათი რეალური დამოკიდებულება ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი უარყოფითია.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მასწავლებლების ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი ზოგად განწყობას არ აქვს მკვეთრად უარყოფითი ხასიათი, მაგრამ მასწავლებლების აზრით, ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების ეფექტურობისათვის აუცილებელია შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მოქნე ბავშვების ცალკე სწავლება. მოცემული მოსაზრებით, მასწავლებლები ეწინააღმდეგებიან ინკლუზიური განათლების ძირითად პრინციპს.

მნიშვნელოვანია, რომ ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფზე შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების ცალკე სწავლების საკითხი არ წამოჭრილა. ჯგუფზე საუბარი იყო შშმ ბავშვების დიფერენციაზე, მაგრამ არა ფიზიკური და გონებრივი ნიშნით. მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ საჯარო სკოლაში უნდა დადიოდეს ყველა სახის შეზღუდვის მქონე ბავშვი. შშმ ბავშვის ერთადერთი კატეგორია, რომელიც, მათი აზრით, არ უნდა ესწრებოდეს გაკვეთილებს დანარჩენ მოსწავლეებთან ერთად, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე აგრესიული ბავშვია. პედაგოგების აზრით, ასეთმა ბავშვებმა შეიძლება შეაფერხონ სასწავლო პროცესი და გავლენა იქონიონ კლასის აკადემიური მოსწრების დონეზე.

რამდენიმე რესპონდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საჭიროა პედაგოგების უფრო მეტად დაინტერესება, რადგანაც მასწავლებლებს შშმ ბავშვებთან მუშაობისას დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვთ. დაინტერესებაში ისინი ანაზღაურების გაზრდას გულისხმობდნენ.

ზემოთ აღწერილი განწყობების მიზეზები, იმ დადებით და უარყოფით მიზეზებამდე დაიყვანება, რომლებსაც მასწავლებლები ხედავენ ინკლუზიური განათლების დანერგვაში. მოცემული მიზეზების ჩამოყალიბება ინკლუზიური განათლების დანერგვის და განვითარების დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზების საფუძველზე მოხდა.

ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი დადებითი განწყობის მიზეზები.

—›ინკლუზიური განათლების დანერგვის დადებითი მხარეები.

მოცემულ ქვეთავში განვიხილავთ, ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე და არმქონე სკოლების მასწავლებლების მიერ დასახელებული ინკლუზიური განათლების დადებით მხარეებს, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი განწყობის მიზეზებს წარმოადგენენ. ინკლუზიური განათლებისადმი მასწავლებლების დადებითი განწყობის ძირითადი მიზეზი შშმ ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირებაა, რაც დადებითად მოქმედებს როგორც შშმ ბავშვზე, ასევე საზოგადოებაზე:

  • სასწავლო გარემოში ჩართვა შშმ ბავშვებს საშუალებას მისცემს წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი. შშმ ბავშვს გაუჩნდება სურვილი, იყოს დანარჩენი მოსწავლეების მსგავსი და ამიტომ მიბაძავს მათ, რაც დადებითად იმოქმედებს მის საზოგადოებაში ჩართვაზე. შესაძლებელია, რომ მოცემულმა ფაქტმა ხელი შეუწყოს მისი შეზღუდული უნარების განვითარებას.

  • საზოგადოებასთან ინტეგრირება შშმ ბავშვის ფსიქიკურ მდგომარებაზეც დადებით გავლენას იქონიებს. ის აღარ იგრძნოს თავს საზოგადოებისგან გარიყულად და გაუქრება არასრულფასოვნების კომპლექსი.

  • შშმ ბავშვის საჯარო სკოლაში სწავლა გამორიცხავს მისი მხრიდან საზოგადოებისადმი აგრესიის გაჩენას.

  • შშმ ბავშვს ჩამოუყალიბდება პასუხისმგებლობის გრძნობა.

გამოცდილების მქონე სკოლების მასწავლებლების ფოკუსჯგუფზე ერთ-ერთმა რესპონდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შშმ ბავშვისთვის სკოლა არის ერთადერთი გარემო, სადაც მან შეიძლება შეიძინოს მეგობრები. ამდენად, სკოლის როლი შშმ ბავშვის საზოგადოებასთან ინტეგრირების პროცესში საკმაოდ დიდია.

გამოცდილების მქონე და არმქონე სკოლების მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფების შედეგების გაანალიზებისას გამოვლინდა, რომ შშმ ბავშვის სკოლაში სწავლა დადებით გავლენას იქონიებს არა მხოლოდ მასზე, არამედ დანარჩენ ბავშვებზეც. მასწავლებლები მოცემულ ფაქტს ინკლუზიური განათლების დადებითი მხარეების დასახელებისას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათი აზრით, შშმ ბავშვის სკოლაში სწავლა გამოიწვევს დანარჩენ მოსწავლეებში დადებითი თვისებების ჩამოყალიბებას. ეს თვისებებია: სიბრალული, მზრუნველობა, პასუხისმგებლობა, თანადგომა.

ასევე, მოსწავლეებში გაიზრდება ინფორმირებულობის დონე. ისინი უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ შშმ ბავშვების შესახებ.

ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი უარყოფითი განწყობის მიზეზები.

—›ინკლუზიური განათლების დანერგვის უარყოფითი მხარეები

მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფებზე გამოვლენილი ინკლუზიური განათლების ძირითადი უარყოფითი მხარე საგაკვეთილო პროცესის ჩაშლაში გამოიხატება. პედაგოგთა ნაწილის აზრით, შშმ ბავშვის კლასში ყოფნა ნეგატიურად იმოქმედებს გაკვეთილის მსვლელობაზე, რაც გამოიწვევს კლასის აკადემიური მოსწრების დაცემას. ამის მიზეზად პედაგოგები ასახელებენ სიმცირეს დროის სიმცირეს. მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ უნდა დაუთმონ დრო შშმ ბავშვის ინდივიდუალურ პროგრამას ისე, რომ სათანადო ყურადღება მიაქციონ დანარჩენ მოსწავლეებსაც. მოცემული პრობლემა მასწავლებლების ორივე ფოკუს-ჯგუფზე გახდა განხილვის საგანი. რესპონდენტების ნაწილის აზრით, დროის სიმცირის პრობლემა, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს იმას, რომ ცოდნა ვერ მიეწოდება მოსწავლეებს, ხოლო მასწავლებლები ვერ დაინახავენ თავიანთი მუშაობის შედეგს.

პედაგოგები მიიჩნევენ, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების სკოლაში სწავლება საზიანო იქნება, ცოდნის მიღების თვალსაზრისით, არა მხოლოდ მათი თანაკლასელებისთვის, არამედ თავად შშმ ბავშვებისთვისაც. დროის სიმცირის გამო მათ, შეიძლება, ვერ მიიღონ ისეთი ცოდნა, როგორსაც სპეციალიზებულ სასწავლებელში მიიღებდნენ.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფზე აღშფოთება გამოიწვია იმ მოსაზრებამ, რომ ინკლუზიური განათლების პირობებში შესაძლებელია უსინათლო და სმენადაქვეითებული ბავშვების საჯარო სკოლებში სწავლება. ეს მათ აბსოლუტურად წარმოუდგენლად მიაჩნიათ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მათ არ იციან, როგორ უნდა ასწავლონ ასეთ ბავშვებს.

ზემოთქმული პრობლემების გარდა, ფოკუს-ჯგუფებზე საუბარი იყო მოსწავლეების მშობლების ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი დამოკიდებულებაზე. მასწავლებელთა აზრით, მშობელთა პრეტენზიები, ძირითადად, შეეხება იმას, რომ მათი შვილები ინკლუზიური განათლების პირობებში ვერ მიიღებენ ცოდნას და ტყუილად დაკარგავენ დროს სკოლაში.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფზე გამოითქვა მოსაზრება, რომ შშმ ბავშვის სწავლება დიდ ძალისხმევას მოითხოვს მასწავლებლისგან, იგი მეტ ენერგიას ხარჯავს, რაც შეიძლება გახდეს მისი მხრიდან უკმაყოფილების გამოთქმის მიზეზი.

გამოცდილების მქონე სკოლების მასწავლებლების ფოკუსჯგუფზე დასახელდა იგივე სირთულეები, რომლებიც შშმ ბავშვების კლასში ყოფნასთან არის დაკავშირებული. ეს სირთულეებია: დროის სიმცირე და საგაკვეთილო პროცესის არაეფექტურობაა. ამ ფოკუს-ჯგუფზე მასწავლებლებს მოჰყავთ მაგალითები თავიანთი გამოცდილებიდან, რომლებშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ ქმნიან შშმ ბავშვები ხარვეზებს საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეებს ყურადღება ეფანტებათ, როდესაც მშობელი ხშირად შემოდის და გაჰყავს შშმ ბავშვი. რაც შეეხება მოსწავლეების მშობლების პრეტენზიებს, გამოცდილების მქონე სკოლების მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფებზე მშობელთა უკმაყოფილების სხვა მიზეზიც დასახელდა: შშმ ბავშვის ჰაბიტუსი, რაც მოსწავლეებზე დამთრგუნველად მოქმედებს.

ინკლუზიური განათლების კიდევ ერთ მინუსად გამოცდილების მქონე მასწავლებლები შშმ ბავშვებისადმი სხვა მოსწავლეებისაგან წამოსულ უარყოფით დამოკიდებულებას ასახელებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები დასცინიან შშმ ბავშვებს, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება ნეგატიურად იმოქმედებს შშმ ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მას წავლებლების ფოკუს-ჯგუფზე პედაგოგებმა პრობლემის მოგვარების რამდენიმე საშუალებაზე ისაუბრეს. მათი აზრით, ბავშვების ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლაში ძალიან დიდ როლს ისინი თავად თამაშობენ. თუ კლასი წინასწარ იქნება მომზადებული მასწავლებლის მიერ, მაშინ მოსწავლეებისგან წამოსული დაცინვისა და შეურაცხყოფის თავიდან არიდება შესაძლებელია.

ფოკუს-ჯგუფზე დიდი დრო დაეთმო მოსწავლეების მშობლების უკმაყოფილებასა და მისი თავიდან აცილების ხერხებზე საუბარს. პედაგოგებმა თავიანთი გამოცდილებიდან მოიყვანეს მაგალითები. ჯგუფის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ მათ სკოლაში, მოსწავლეების მშობლების უკმაყოფილების მიუხედავად, სწავლობენ შშმ ბავშვები, დირექცია არჩევანის საშუალებას მოსწავლის მშობელს უტოვებს. მას შეუძლია თავად გადაწყვიტოს, უნდა თუ არა, რომ მისმა შვილმა შშმ ბავშვებთან ერთად ისწავლოს. იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი არ აქვს, შეუძლია თავისი შვილი სხვა სკოლაში მიიყვანოს.

ძნელია იმისი თქმა, თუ რამდენად გაამართლა ამ მეთოდმა, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეების რიცხვი მკვეთრად არ შემცირებულა და ამასთანავე, დაიწყო შშმ ბავშვების სკოლაში ინტეგრირების პროცესი.

მშობლების პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი კლასის დამრიგებელმა სხვა მეთოდი აირჩია. მან მშობელთა კრებაზე სპეციალურ საკითხად დასვა შშმ ბავშვების სკოლაში მიღება და მშობლებს ამის მიზეზად მოსწავლეებში სიბრალულის გრძნობის განვითარება დაასახელა. მან აუხსნა მოსწავლეთა მშობლებს, რომ შშმ ბავშვების სკოლაში შემოყვანით სკოლა ცდილობს, რომ მათ შვილებს სიბრალულის გრძნობა ასწავლოს.

სადავოა, რამდენად გამართლებულია საკითხისადმი ასეთი მიდგომა. რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია მშობლებისათვის შშმ ბავშვების სკოლაში შეყვანის დადებითი მხარეების ჩვენება, მაგრამ მიუღებელია შშმ ბავშვების, როგორც რაიმეს სწავლების, მეთოდად განხილვა. ეს არც საზოგადოების დამოკიდებულებას შეცვლის და არც შშმ ბავშვზე იმოქმედებს დადებითად.

საინტერესოა ისიც, რომ ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფებზე დისკუსიის საგანი გახდა სიბრალულის გრძნობის დადებითობა. ერთ-ერთი რესპონდენტის აზრით, შშმ ბავშვების შემოყვანით დანარჩენ მოსწავლეებს სიბრალულის გრძნობა გაუჩნდებათ და ეს დადებითად იმოქმედებს მათი პიროვნული თვისებების განვითარებაზე. მეორე მხრივ, სიბრალული განხილულ იქნა, როგორც შშმ ბავშვების მიმართ არასწორი დამოკიდებულება. რესპონდენტების ნაწილის აზრით, სიბრალულის გრძნობით ხაზი გაესმევა შშმ ბავშვის ნაკლს, რაც მის გამორჩეულობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

3. ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოში

ორივე ფოკუს-ჯგუფის მონაწილე მასწავლებლები მომხრე არი ან ინკლუზიური განათლების დანერგვისა, თუმცა, წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გარეშე ვერ წარმოუდგენიათ ეს პროცესი.

ორივე ფოკუს-ჯგუფზე საუბარი იყო რამდენიმე პირობაზე, რომელიც აუცილებელია ინკლუზიური განათლების ეფექტური დანერგვისა და განვითარებისათვის. ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მასწავლებლები საუბრობენ რესურსების შექმნის აუცილებლობაზე. მათი აზრით, წარმოუდგენელია ინკლუზიური განათლების ისეთ სკოლებში დანერგვა, რომლებიც არ არიან ტექნიკურად აღჭურვილი და არ გააჩნიათ შესაბამისი ადამიანური რესურსები. თუ რა რესურსებზეა საუბარი, ამას ქვემოთ უფრო დეტალურად მოგახსენებთ.

ფოკუს-ჯგუფის მონაწილე, რამდენიმე რესპონდენტი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ინკლუზიური განათლება ყველა სახელმწიფო სკოლაში უნდა დაინერგოს.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები ინკლუზიური განათლების ეფექტური დანერგვისა და განვითარების სხვა პირობაზეც საუბრობენ. ეს არის შშმ ბავშვების დიფერენცირება მათი შეზღუდული შესაძლებლობების მიხედვით. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯგუფის ყველა წევრი ერთსულოვნად, აუცილებლად მიიჩნევს შშმ ბავშვების კატეგორიებად დაყოფას. დიფერენცირება, პედაგოგების აზრით, რამდენიმე ზემოთ მოყვანილი პრობლემის მოგვარების საშუალებაცაა. მოცემული საკითხის დიდი მნიშვნელობის გამო, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მისი ცალკე ქვეთავში განხილვა. დიფერენცირების შემთხვევაში, ფოკუსჯგუფზე მოწვეული, ყველა პედაგოგი მომხრეა ინკლუზიური განათლების დანერგვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი ვერ ხედავენ ინკლუზიური განათლების დანერგვის აზრს.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების ფოკუს-ჯგუფის ერთ-ერთი რესპონდენტის აზრით, შშმ ბავშვები იმიტომ გრძნობენ თავს გამორჩეულად, რომ ინკლუზიურ სწავლებას ჯერ არ აქვს მასობრივი ხასიათი. როდესაც ეს ყველა სკოლაში იქნება, შშმ ბავშვიც არ იგრძნობს თავს განსხვავებულად და საზოგადოების გაკვირვებასაც ნაკლებად გამოიწვევს.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი შშმ ბავშვების საზოგადოებისაგან გამორჩეულად აღქმის მიზეზად ადამიანების მიუჩვევლობას ასახელებს. ინკლუზიური განათლების დანერგვის შემთხვევაში კი ბავშვები ადრეული ასაკიდან შეეჩვევიან შშმ ბავშვებთან ურთიერთობას და მათი დანახვა აღარ გამოიწვევს მათში გაკვირვებას. რესპონდენტების ნაწილის აზრით, უმჯობესი იქნება, თუ შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი სკოლამდე დაიწყება. მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ შშმ ბავშვების საბავშვო ბაღში ტარება მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს მათი საზოგადოებასთან შეჩვევის თვალსაზრისით.

ამდენად, ინკლუზიური განათლების დანერგვაში შეჩვევის ფაქტორი მეტად მნიშვნელოვანია.

4. დიფერენცირება, როგორც ინკლუზიური სწავლების დანერგვის ეფექტური საშუალება

ეს ფაქტორი თითქმის ყველა ფოკუს-ჯგუფზე დასახელდა, როგორც ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების ეფექტური საშუალება. სწორედ ამიტომ გამოვყავით ცალკე ქვეთავად და გადავწყვიტეთ მისი უფრო დეტალური განხილვა.

ორივე ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები ხედავენ ბავშვების, გადარჩევის აუცილებლობას მათი შეზღუდული შესაძლებლობების მიხედვით.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფზე აღინიშნა, რომ ყოვლად დაუშვებელია აგრესიული ბავშვების კლასში ყოფნა, რადგან ისინი საფრთხეს უქმნიან დანარჩენ ბავშვებს. აგრესიულ ბავშვებში იგულისხმება მოსწავლეები, რომლებიც ვერ აკონტროლებენ თავიანთ საქციელს და უნებლიე ქმედებები აქვთ. ასევე, საუბარი იყო ბავშვებზე, რომელთაც კომუნიკაციის პრობლემა აქვთ. ჯგუფზე საუბარი იყო იმაზე, რომ აუცილებელია ბავშვების გადარჩევა მათი დიაგნოზის მიხედვით. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ რამდენად სერიოზული შეზღუდვები აქვს ბავშვს. სერიოზული შეზღუდვების მქონე ბავშვები არ უნდა ესწრებოდნენ გაკვეთილებს სხვა მოსწავლეებთან ერთად, რადგან, მასწავლებლების აზრით, ეს არანაირ დადებით შედეგს არ გამოიღებს შშმ ბავშვისთვის და ხელს შეუშლის დანარჩენ მოსწავლეებსაც ცოდნის მიღებაში.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე მასწავლებელთა აზრით, შშმ ბავშვების დიფერენცირება უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რა შეზღუდვები აქვთ მათ: ფიზიკური თუ გონებრივი. ფიზიკური შეზღუდვების მქონე ბავშვის სწავლა დასაშვებია საჯარო სკოლებში, ისინი ნაკლებ დაბრკოლებებს ქმნიან საგაკვეთილო პროცესში. რაც შეეხება შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მასწავლებელთა ფოკუს-ჯგუფზე, მათი ცალკე სწავლების აუცილებლობის საკითხი დაისვა.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მასწავლებლებმა გამოყვეს შშმ ბავშვების რამდენიმე კატეგორია, რომლებმაც უნდა ისწავლონ სპეც-სკოლებში. ეს კატეგორიებია:

  • სმენადაქვეითებული ბავშვები

  • უსინათლო ბავშვები

  • ღრმა გონებრივი დეფექტის მქონე ბავშვები

  • ქცევის მოშლილობის მქონე ბავშვები

  • ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ბავშვები

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე ერთ-ერთი პედაგოგი აღნიშნავს, რომ ბავშვების დიფერენცირებას უნდა ახდენდეს სამედიცინო სფეროს სპეციალისტი, რადგან მხოლოდ მას შეუძლია დაადგინოს ბავშვის გონებრივი შეზღუდვის ზღვარი. მასწავლებლების აზრით, სპეციალისტის დასკვნის გარეშე ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი შეზღუდული უნარის განვითარება, ვერ მოახერხებენ ამას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასწავლებლების ორივე ფოკუსჯგუფზე იყო საუბარი იმაზე, რომ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვები სასწავლო პროცესში არანაირ დაბრკოლებას არ შექმნიან. სხვანაირი დამოკიდებულებაა შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ. ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მასწავლებელთა ფოკუს-ჯგუფზე გონებრივად შშმ ბავშვებთან დაკავშირებული მოსაზრებები გაიყო. მასწავლებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჯარო სკოლაში სწავლას აზრი არ აქვს. მეორე ნაწილი კი აღნიშნავდა, რომ შშმ ბავშვი არანაირ დაბრკოლებას არ წარმოქმნის გაკვეთილის მსვლელობისას და მან უნდა ისწავლოს საჯარო სკოლაში; თუ ცოდნას ვერ მიიღებს, საზოგადოებასთან ურთიერთობას მიეჩვევა და ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა. ამ მოსაზრების მომხრე ერთ-ერთი რესპონდენტი იმაზეც საუბრობს, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვი აუცილებლად მიიღებს გარკვეულ ცოდნას:

„ფსიქოლოგს ვესაუბრე, რომლის აზრითაც გონებრივად შეზღუდულსაც აქვს თავისი წინსვლები. მან შეიძლება ვერ დაძლიოს მთლიანი პროგრამა, მაგრამ თავის პროგრამას დაძლევს და, რაც მთავარია, შეეჩვევა საზოგადოებაში ყოფნას. არ იგრძნობს თავს განსხვავებულად.“

მიუხედავად იმისა, რომ ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფზე რესპონდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის ბავშვები უნდა სწავლობდნენ საჯარო სკოლებში, მთელი ჯგუფი აღნიშნავს, რომ მათი ყოფნა გაკვეთილზე ფსიქოლოგიურად იმოქმედებს პედაგოგებზე.

5. სკოლის როლი ინკლუზიური განათლების დანერგვაში

მოცემულ ქვეთავში განვიხილავთ აქტივობებს, რომლებიც სკოლის დირექციამ უნდა განახორციელოს შშმ ბავშვის სკოლაში შესვლამდე. ასევე, წარმოგიდგენთ სკოლაში აუცილებელი ტექნიკური და ადამიანური რესურსების ჩამონათვალს, რომლებიც მასწავლებლებმა ინკლუზიური განათლების დანერგვისათვის მიზანშეწონილად ჩათვალეს.

  • ტექნიკური აღჭურვა - ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მასწავლებლების მიერ სკოლის აღჭურვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად დასახელდა ლიფტი. სხვა ელემენტები გამოიკვეთა ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფზე. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ბიბლიოთეკა, კლუბი, სასადილო და საზოგადოებრივი გამოყენების ადგილები განთავსებული უნდა იყოს შშმ ბავშვებისათვის ადვილად მისასვლელ ადგილას. ერთ-ერთი რესპონდენტი საუბრობს დასასვენებელი, რესურს ოთახის აუცილებლობაზე.

  • ადამიანური რესურსები - სკოლაში, სადაც სწავლობენ შშმ ბავშვები, მასწავლებლების აზრით, უნდა იყოს სპეციალისტთა გუნდი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას გაუწევს მასწავლებელს, შშმ ბავშვებს და დანარჩენ მოსწავლეებს. ეს გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს ასისტენტებით, რომლებიც მოემსახურებიან ფიზიკურად შშმ ბავშვებს და დაეხმარებიან მათ გადაადგილებაში; მედპერსონალით, რომელიც სამედიცინო დახმარებას გაუწევს შშმ ბავშვებს; ფსიქოლოგით, რომელიც დახმარებას გაუწევს როგორც შშმ ბავშვებს, ასევე მასწავლებლებს და დანარჩენ მოსწავლეებს. ფსიქოლოგის როლის მნიშვნელობას ორივე ფოკუსჯგუფის პედაგოგები ხედავენ არა მარტო შშმ ბავშვის სკოლაში შემოყვანის შემდეგ, არამედ მანამდეც.

  • მოსამზადებელი სამუშაოები - მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას ორივე ფოკუს - ჯგუფის რესპონდენტების უმრავლესობა აღიარებს. მოსამზადებელ სამუშაოებში, სკოლის აღჭურვასთან ერთად, იგულისხმება თრენინგების და საუბრების ჩატარება მას წავლებელთათვის, მოსწავლეთათვის და მოსწავლეების მშობელთათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება იმ უარყოფითი დამოკიდებულებების განეიტრალება, რაც შშმ ბავშვების მიმართ შეიძლება გაჩნდეს კლასში. ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მასწავლებლებს შემდეგნაირად წარმოუდგენიათ მომზადების პროცესი: სპეციალისტი და ფსიქოლოგი ამზადებენ მასწავლებლებს იმიტომ, რომ მათ სწორად იმუშაონ შშმ ბავშვებთან. მასწავლებელი, თავის მხრივ, ესაუბრება მოსწავლეების მშობლებს და უხსნის, თუ როგორი იქნება ინკლუზიური განათლების დანერგვის შემდეგ სასწავლო პროცესი. უკვე მომზადებული მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს, აწვდის ინფორმაციას შშმ ბავშვების ფსიქიკის და მათთან სწორად მიდგომის შესახებ და ცდილობს დადებითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს შშმ ბავშვების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების მომზადება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფსიქოლოგიურით. როგორც ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე, ასევე არმქონე მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფების მსვლელობისას გამოვლინდა, რომ მასწავლებლებმა არ იციან, როგორ ასწავლონ შშმ ბავშვებს და როგორ დაგეგმონ გაკვეთილი, როდესაც მოსწავლეთა ნაწილს ინდივიდუალური პროგრამა სჭირდება. მასწავლებლები ამ თვალსაზრისით მომზადებასაც საჭიროებენ. მასწავლებლებს უნდა დაეხმაროს სპეციალისტი გაკვეთილის გეგმის შედგენასა და საგაკვეთილო დროის განაწილებაში.

6. შშმ ბავშვი სკოლაში

მოცემულ ქვეთავში განვიხილავთ, თუ როგორ მოქმედებს შშმ ბავშვებზე სკოლაში სწავლა და როგორ ხდება მათი სწავლება მოცემულ ეტაპზე.

ფოკუს-ჯგუფებზე რესპონდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სკოლაში სწავლა შშმ ბავშვზე დადებით გავლენას იქონიებს, ვინაიდან იგი ჩაერთვება საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თავს ნაკლებად გამორჩეულად იგრძნობს. ერთადერთი, რაც უარყოფითად შეიძლება შეფასდეს, არის დანარჩენი მოსწავლეებისგან წამოსული აგრესია, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული შშმ ბავშვის გამორჩეულობით.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ ასეთი სწავლების დანერგვა ძალიან კარგ გავლენას იქონიებს შშმ ბავშვზე, რადგან ეს გამოიწვევს მის საზოგადოებასთან მიჩვევას. თავიდან ინტეგრირების პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს შშმ ბავშვის არაკონტაქტურობის გამო, რაც მისი მორცხვობით იქნება გამოწვეული. შშმ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მას შეიძლება გაუჩნდეს არასრულფასოვნების კომპლექსიც.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფოკუს-ჯგუფზე მოწვეული იყვნენ მასწავლებლები ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლებიდან. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა იმისი დადგენა, თუ როგორ ხდება შშმ ბავშვების სწავლება მოცემულ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიზანი არ ყოფილა სკოლებში არსებული ვითარების აღწერა, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ერთი ფაქტორის გამოყოფა, რომელიც შშმ ბავშვების ინდივიდუალურ პროგრამებს ეხება.

ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ის ფაქტი, რომ ერთ - ერთ სკოლაში, რომელშიც დანერგილია ინკლუზიური განათლება, არ არსებობს ინდივიდუალური პროგრამები შშმ ბავშვებისათვის. თუმცა ისიც არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ერთ-ერთ ასეთ სკოლაში ფსიქოლოგები ადგენენ ინდივიდუალურ პროგრამებს და პედაგოგებიც ინდივიდუალური პროგრამებით მუშაობენ ბავშვებთან.

მასწავლებლების აზრით, შშმ ბავშვის მიმართ მოსწავლეებისგან წამოსული დამოკიდებულება შეიძლება ორგვარი იყოს. ერთი არის დახმარებასა და თანადგომაზე დამყარებული, ხოლო მეორე - უარყოფითი, დაცინვა და შეურაცხყოფის მიყენება.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფზე დაფიქსირდა მოსაზრება, რომლის თანახმადაც შშმ ბავშვების ყოფნა კლასში უფრო კრავს კლასს, რადგან ჩნდება ობიექტი, რომლის მიმართაც ან დადებითად, ან უარყოფითად განეწყობიან მოსწავლეები.

7. სპეც-სკოლები

მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფებზე განიხილა სპეც-სკოლების არსებობა-არარსებობის საკითხიც.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფზე გამოვლინდა სპეც-სკოლებისადმი ორგვარი დამოკიდებულება. რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სპეც-სკოლები უნდა არსებობდეს, რადგან შშმ ბავშვების მშობლებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის საშუალება. გარდა ამისა, მასწავლებლების აზრით, სპეც-სკოლები უნდა არსებობდეს, რადგან აგრესიულ ბავშვებსაც შეეძლოთ განათლების მიღება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მასწავლებლები წინააღმდეგი არიან აგრესული ბავშვების საჯარო სკოლებში სწავლისა. რესპონდენტთა მეორე ნაწილი ინკლუზიური განათლების დანერგვის შემთხვევაში სპეცსკოლების აუცილებლობას ვერ ხედავს.

ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფზე საუბარი იყო სპეც-სკოლების დადებით მხარეებსა და აუცილებლობაზეც. მასწავლებელთა აზრით, უსინათლო და სმენადაქვეითებულმა ბავშვებმა უნდა ისწავლონ არა საჯარო, არამედ სპეც-სკოლებში. მხოლოდ ასეთ ვითარებაში შეძლებენ ეს ბავშვები ცოდნის მიღებას და არავის დაბრკოლებას არ შეუქმნიან. ასევე, ღრმა დეფექტის მქონე ბავშვების განათლებაც სპეც-სკოლებში უნდა ხდებოდეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფოკუს-ჯგუფზე საუბარი იყო სპეც-სკოლების დადებით მხარეებზე. მასწავლებელთა აზრით, სპეც-სკოლების პლუსი მდგომარეობს იმაში, რომ ხდება ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობის კომპენსირება სხვა ნიჭის განვითარებით. ასეთ სკოლებში ბავშვებს ასწავლიან ხელობას, რაც მათ ცხოვრების მომდევნო ეტაპზე გამოადგებათ.

8. შშმ ბავშვის ინტეგრირება სკოლაში.

მოცემული ქვეთავის მიზანია იმ საშუალებების და აქტივობების განხილვა, რომლებიც შშმ ბავშვის სკოლაში ინტეგრირებას დააჩქარებენ. ასევე, მოგახსენებთ, თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, მასწავლებელთა აზრით, სკოლის მასშტაბით. მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფებზე შშმ ბავშვების ინტეგრირების რამდენიმე საშუალება დასახელდა. პედაგოგთა ფოკუს-ჯგუფებზე გამოიკვეთა აზრი, რომლის თანახმადაც სკოლის მასშტაბით უნდა მოეწყოს აქციები, ღონისძიებები, რომლებშიც შშმ ბავშვები და დანარჩენი მოსწავლეები ერთად მიიღებენ მონაწილეობას. ეს ღონისძიება შეიძლება იყოს კონცერტი ან თეატრალური დადგმა. ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფის ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ შშმ ბავშვებს ეხერხებათ ხატვა, ძერწვა და გამოყენებითი ხელოვნების სხვა დარგები, ამიტომ აქცენტი ღონისძიებების ჩატარებისას ამაზეც შეიძლება გაკეთდეს.

9. ეფექტური საინფორმაციო საშუალებები

ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე და არმქონე მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფების შედეგების ანალიზმა შესაძლებლობა მოგვცა საზოგადოების ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმირების ეფექტური საშუალებები გამოგვეყო. საზოგადოების ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმირების ყველაზე ეფექტურ წყაროდ ფოკუს-ჯგუფებზე დასახელდა ტელევიზია. მასწავლებლების აზრით, სატელევიზიო გადაცემების თემა უნდა იყოს ინკლუზიური განათლება. პედაგოგებს ეფექტურად მიაჩნიათ სარეკლამო რგოლების გაშვებაც. ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფზე ინტერნეტი დასახელდა იმ საინფორმაციო საშუალებად, რომლიდანაც მოსწავლეები ყველაზე კარგად მიიღებენ ინფორმაციას. მასწავლებლების აზრით, ის თაობა, რომელთანაც ურთიერთობა მოუწევთ შშმ ბავშვებს, ინტერნეტის მომხმარებელია. ინფორმაციის მიწოდების კიდევ ერთ საშუალებად მხარდასაჭერი ღონისძიებების (მაგალითად, კონცერტი) ჩატარება დასახელდა. საზოგადოების ინფორმირებისას ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ინფორმაციის მიწოდება არ უნდა იყოს ერთჯერადი, მას სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მასწავლებელთა აზრით, საზოგადოების ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმირებისათვის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს:

  • სატელევიზიო გადაცემები

  • სარეკლამო რგოლები

  • ინტერნეტი

  • მხარდასაჭერი ღონისძიებები

10. არასწორად გამოყენება

ტერმინის რესპონდენტების ინფორმირებულობის დადგენის თვალაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფოკუს-ჯგუფებზე არც ერთ რესპონდენტს არ უხსენებია ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი მაშინაც კი, როდესაც მოდერატორი გამიზნულად ამ ტერმინს ხშირად იმეორებდა. აღსანიშნავია, ტერმინის სწორად გამოყენება არ მოხდა არც ინკლუზიური განათლების გა მოცდილების მქონე სკოლების მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფზე. შშმ ბავშვის აღსანიშნად მასწავლებლები, ძირითადად, ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს იყენებენ:

  • შეზღუდულუნარიანი ბავშვები

  • ინკლუზივი ბავშვი/მოსწავლე

  • პრობლემური ბავშვი

  • ინკლუზიური ბავშვი/ადამიანი

  • უნარშეზღუდული ბავშვი

  • გონებაშეზღუდული ბავშვი

დანარჩენი მოსწავლეების აღსანიშნავად მასწავლებლები იყენებენ ტერმინებს:

  • ჩვეულებრივი ბავშვი

  • ჯანმრთელი ბავშვი

ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ მასწავლებლებს არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია შშმ ბავშვებზე. მათი ინფორმირებულობის დაბალი დონე ჩანს ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელის სიტყვებში, როდესაც იგი ამბობს, რომ ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვს იმთავითვე შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობები აქვს.

8 IV. შშმ ბავშვების განწყობა - დამოკიდებულებები ინკლუზიური განათლებისადმი

▲ზევით დაბრუნება


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განწყობა - დამოკიდებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა ჩაღრმავებული ინტერვიუების მეთოდი. გამოკითხული ბავშვები, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონენი, საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

მოცემულ თავში წარმოდგენილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ჩატარებული ჩაღრმავებული ინტერვიუების შედეგად მიღებული ინფორმაციის დეტალური ანალიზი.

ამ თავის მიზანს წარმოადგენს ინკლუზიური განათლებისადმი შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების განწყობა-დამოკიდებულებების აღწერა, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა და ახსნა, რაც შესაძლებელი გახდა რესპოდენტების საუბრების, მათი ქცევებისა და ზოგადი მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე.

1. ინკლუზიური განათლების განმარტება შშმ ბავშვების და მიერ ინფორმაციის წყაროები

მოცემული ქვეთავის მიზანია იმისი დადგენა, თუ რამდენად ინფორმირებული არიან შშმ ბავშვები ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის შესახებ და საიდან აქვთ ეს ინფორმაცია.

მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ინფორმციას ინკლუზიური განათლების განმარტების შესახებ მხოლოდ რამდენიმე შშმ ბავშვი ფლობს, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. რამდენიმე რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ტერმინი ნაცნობია მათთვის, მაგრამ მნიშვნელობა არ იციან. ინკლუზიური განათლების განმარტების წაკითხვის შემდეგ რამდენიმე რესპოდენტს გაახსენდა, რომ სმენიათ ამ ტიპის სწავლების შესახებ, მაგრამ ტერმინი „ინკლუზიური განათლება“ მათთვის უცხოა. შშმ ბავშვების აზრით:

- ინკლუზიური განათლების პირობებში შშმ ბავშვები უნდა იღებდნენ განათლებას საჯარო სკოლებში და კლასი უნდა იყოს ადაპტირებული.

- ინკლუზიური განათლება შშმ ბავშვების სხვა მოსწავლეებთან ერთად სწავლას და სკოლის რეჟიმში ჩართვას გულისხმობს.

- ინკლუზიური განათლების მიზანი შშმ ბავშვების სასწავლო გარემოში ჩართვისთვის მომზადებაა.

ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის ძირითად წყაროს შშმ ბავშვების მშობლები წარმოადგენენ. ინფორმაციის წყაროებად, ასევე, ტელევიზია და სკოლა დასახელდა.

ჩაღრმავებული ინტერვიუების ტრანსკრიპტებიდან გამოიკვეთა, რომ შშმ ბავშვების გარშემო, სკოლასა თუ სახლში, ხშირად საუბრობენ ინკლუზიურ განათლებაზე. ფაქტია, რომ ბავშვებისათვის მიზანმიმართულად ინფორმაცია არავის მიუწოდებია. „ესე კონკრეტულად არა, მაგრამ გამიგია, რომ ასეთ რამეზე ლაპარაკობენ. მე მაქვს ეს პრობლემა და ამიტომ სახლში ლაპარაკებიდან გამიგია“. „ტელევიზორიდანაც მესმის და ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს და მეტად ვარ ჩახედული“.

2. შშმ ბავშვების განწყობები ინკლუზიური განათლების მიმართ

შშმ ბავშვების განწყობა ინკლუზიური განათლების მიმართ დადებითად შეიძლება დახასიათდეს. ჩაღრმავებული ინტერვიუების მსვლელობისას არ გამოკვეთილა ინკლუზიური განათლების უარყოფითი ასპექტები, ხოლო ინტერვიუებზე დაფიქსირებული დაბრკოლებები მხოლოდ მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ინტერვიუერი ჩაეძია შშმ ბავშვებს. შშმ ბავშვები კარგად არიან განწყობილნი ინკლუზიური განათლების მიმართ და სწავლების ეს ტიპი ეფექტურად მიაჩნიათ.

ინკლუზიური განათლების დადებითი და უარყოფითი განწყობის მიზეზების ჩამოყალიბება ინკლუზიური განათლების დანერგვის და განვითარების დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზების საფუძველზე მოხდა.

ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი დადებითი განწყობის მიზეზები.

—›დადებითი ინკლუზიური განათლების დანერგვის მხარეები.

მოცემულ ქვეთავში განვიხილავთ შშმ ბავშვების მიერ ინკლუზიური განათლების დადებითად შეფასების მიზეზებს. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ საჯარო სკოლაში სწავლა ყველა შშმ ბავშვისათვის საჭირო და დადებითი შედეგის მომტანია. შშმ ბავშვების მიერ დასახელებული ინკლუზიური განათლების დადებითი მხარეების გაანალიზების შედეგად შემდეგი ჩამონათვალი მივიღეთ:

  • ინკლუზიური განათლების პირობებში შშმ ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ სხვა ბავშვებთან ერთად სწავლის, მეგობრობის და ურთიერთობის.

  • ინკლუზიური განათლების დანერგვის შემთხვევაში საზოგადოება ეჩვევა შშმ ბავშვებს და არ აღიქვამს მათ განსხვავებულად.

  • ინკლუზიური განათლება შშმ ბავშვებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს. შშმ ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი თავი გააცნოს საზოგადოებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ შშმ ბავშვები მისი სრულუფლებიანი წევრები არიან. ერთ-ერთი რესპოდენტი ინკლუზიური განათლების დადებით მხარედ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლის შე საძლებლობასაც ასახლებს.

  • შშმ ბავშვები კმაყოფილი არიან, რომ „სხვა ბავშვებივით დადიან სკოლაში“. ინკლუზიური განათლების პირობებში ისინი არ გრძნობენ თავს „დაჩაგრულად“.

  • ინკლუზიური განათლება შშმ ბავშვს ცოდნის მიღების საშუალებას აძლევს.

  • შშმ ბავშვები დამოუკიდებლად გრძნობენ თავს.

  • შშმ ბავშვები აღარ იქნებიან თავიანთ თავში ჩაკეტილი და თავისუფლად იგრძნობენ თავს საზოგადოების სხვა წევრებთან ურთიერთობისას.

—›ინკლუზიური განათლების დანერგვის უარყოფითი მხარეები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტერვიუების მსვლელობისას შშმ ბავშვებს გაუჭირდათ ინკლუზიური განათლების უარყოფითი ასპექტების დასახელება. ერთადერთი რესპონდენტი საუბრობს ინკლუზიური განათლების უარყოფით ასპექტზე. მისი აზრით, ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი შშმ ბავშვი დაითრგუნება დანარჩენი მოსწავლეების შესაძლებლობების შემხედვარე.

3. ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოში

გამოკითხული შშმ ბავშვები საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვის მომხრენი არიან.

ინკლუზიური განათლების დანერგვის აუცილებლობის მიზეზად ყველა რესპონდენტმა ანალოგიური არგუმენტი მოიყვანა. მათი აზრით, ყველა შშმ ბავშვს უნდა შეეძლოს განათლების მიღება საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

მხოლოდ ორი რესპონდენტი საუბრობს შშმ ბავშვების მათი შეზღუდვების მიხედვით დიფერენცირებაზე. მათი აზრით, გონებრივად შშმ ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ მასალის ათვისების უნარი, ცალკე უნდა სწავლობდნენ, მაგრამ ბავშვები, რომლებსაც აუცილებელი ინფორმაციის აღქმა შეუძლიათ, უნდა იყვნენ ინტეგრირებული ჩვეულებრივ კლასებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვი მიიღებს ცოდნას და დანარჩენ მოსწავლეებსაც დრო მოაკლდებათ, რამაც, შესაძლოა, საბოლოო შედეგზე (მოსწავლეების განათლება) იქონიოს გავლენა.

4. შშმ ბავშვი სკოლაში - წარმოდგენა, მოლოდინი.

ჩაღრმავებული ინტერვიუებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად მოვახდინეთ იმ წარმოდგენის, სურვილისა და მოლოდინის ჩამოყალიბება და სისტემატიზაცია, რომლებიც შშმ ბავშვებს ჰქონდათ სკოლაში მისვლამდე.

რესპონდენტების უმრავლესობის წარმოდგენით, მათ პრობლემა არ შეექმნებოდათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან ურთიერთობისას. მათი სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა მათი მოლოდინის შესაბამისად მოხდა, თუმცა, რამდენიმე რესპონდენტი სკეპტიკურად იყო განწყობილი სკოლაში ინტეგრირების პროცესის მიმართ: ისინი ვარაუდობდნენ, რომ გამორჩეულად იქნებოდნენ აღქმულნი მოსწავლეების და მასწავლებლების მიერ და სკოლაში უარყოფითი განწყობა დახვდებოდათ. ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს, მას ეშინოდა, რომ პროგრამას ვერ დაძლევდა. შშმ ბავშვების აზრით, სკოლაში სწავლასთან დაკავშირებული უარყოფითი განწყობა უსაფუძვლო აღმოჩნდა.

5. დაბრკოლებები

მოცემული ქვეთავის მიზანია ინკლუზიური განათლების დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა.

ვინაიდან ყველა რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მათ არანაირი დაბრკოლება არ ჰქონიათ, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ იმისი დადგენა, რა დაბკოლებები შეიძლება გაჩნდეს, რესპონდენტების აზრით, სხვა შშმ ბავშვებისათვის. ისინი მიიჩნევენ, რომ ერთადერთი შესაძლებელი პრობლემა, რომელიც შშმ ადამიანს სკოლაში სწავლისას შეიძლება გაუჩნდეს, მოსწავლეების და მასწავლებლების უარყოფითი განწყობაა. ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს შშმ ბავშვისათვის, რადგან უარყოფითი ემოციების გამოხატვა კარგად არ იმოქმედებს მათზე. სასკოლო საზოგადოების უარყოფითმა დამოკიდებულებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ის, რომ შშმ ბავშვი ვერ იქნას ინტეგრირებული კლასში და მოსწავლეებმა არ მიიღონ. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში გაღრმავდება შშმ ბავშვის იზოლაცია და ის გამორჩეულად იგრძნობს თავს.

ჩაღრმავებულ ინტერვიუებზე, ასევე, საუბარი იყო სკოლაში ტექნიკური აღჭურვის არარსებობაზე. რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ სკოლას ხანდახან უწყდება ელექტროენერგიის მიწოდება, რაც შეუძლებელს ხდის შშმ ბავშვების დამოუკიდებელ გადაადგილებას სართულებზე. ზოგიერთ სკოლაში საერთოდ არ არის ლიფტი და სათანადოდ აღჭურვილი ავტობუსი, რომელიც შშმ ბავშვებს მოემსახურება.

რესპონდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ არ გრძნობს თავს გამორჩეულად. პედაგოგები და მოსწავლეები მას ჩვეულებრივად ექცევიან. ერთადერთი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ის გამორჩეულია, რადგან მას მეტ ყურადღებას (ეფერებიან) აქცევენ, ვიდრე დანარჩენ მოსწავლეებს. ამ სახის გამორჩევა მისთვის სასიამოვნოა და არ იწვევს უარყოფით ემოციებს.

6. პრობლემის მოგვარების გზები

მოცემული ქვეთავის მიზანია იმ საშუალებების განხილვა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი დაბრკოლებების თავიდან აცილება.

შშმ ბავშვების აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შშმ ბავშვების, მასწავლებლების და დანარჩენი მოსწავლეების მომზადებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი შშმ ბავშვი შეიძლება დაითრგუნოს დანარჩენ მოსწავლეებთან ერთად სწავლისას.

საზოგადოების უარყოფითი განწყობის შეცვლის ერთადერთ საშუალებად რესპონდენტებს საზოგადოების შშმ ბავშვების თავისებურებების შესახებ ინფორმირება წარმოუდგენიათ. მათი აზრით, ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს თრენინგების მეშვეობით, ხოლო შშმ ბავშვების თავისებურებებთან გაცნობა მათთან უშუალო კონტაქტის დამყარებით შეიძლება. რესპონდენტების აზრით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. შშმ ბავშვების მოსაზრებების საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ნაწყვეტს ჩაღრმავებული ინტერვიუების ტრანსკრიპტებიდან: „უფრო მეტი ურთიერთობით და საზოგადოებასთან მეტი ყოფნით და არა კარჩაკეტილი ცხოვრებით. ვინც წინააღმდეგია, მასწავლებლები და საზოგადოების სხვა წევრები მათ თრენინგი უნდა ჩაუტარდეთ და აუხსნან, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია უბრალოდ რაღაც არ შეუძლია“. „უნდა ურთიერთობა იყოს და იმათ უნდა გაგვიცნონ რომ გაგვიცნობენ და მიხვდებიან რომ ყველაფერი ჩვეულებრივად გვაქ მერე მიგვეჩვევიან. აი ესე უნდა მოხდეს ურთიერთობა“.

რაც შეეხება ისეთ ტექნიკურ პრობლემებს, როგორიცაა ელექტროენერგიის მიწოდების ხშირი შეწყვეტა, ლიფტისა და ავტობუსის არარსებობა, სკოლის დირექციამ უნდა გამოყოს გარკვეული თანხები საჭირო აღჭურვილობის შესაძენად.

7. შშმ ბავშვის ინტეგრირება სკოლაში.

მოცემული ქვეთავის მიზანია იმ საშუალებების და აქტივობების განხილვა, რომლებიც შშმ ბავშვის სკოლაში ინტეგრირებას დააჩქარებს.

რესპონდენტების აზრით, ყველაზე მეტად შშმ ბავშვის სკოლაში ინტეგრირებას მათი დანარჩენ მოსწავლეებთან კონტაქტი შეუწყობს ხელს. ამისი საშუალება შეიძლება იყოს ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

ერთ-ერთი რესპონდენტი საუბრობს იმაზე, რომ სკოლამ უნდა მოახერხოს შშმ ბავშვის მომავალ თანაკლასელებთან გაცნობა მის სკოლაში შესვლამდე. ეს ხელს შეუწყობს შშმ ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში ეფექტურ ჩართვას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შშმ ბავშვების სკოლაში ინტეგრირების ერთ-ერთი საშუალება მოსწავლეების მომზადებაა. ერთ რესპონდენტს ეს შემდეგნაირად წარმოუდგენია: „დირექტორმა უნდა შეამზადოს მასწავლებლები, მასწავლებლებმა კი მოსწავლეები. რა თქმა უნდა, მშობლებიც“.

8. ეფექტური საინფორმაციო საშუალებები

მოცემულ ქვეთავში განვიხილავთ იმ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც შშმ ბავშვებს ყველაზე ეფექტურად მიაჩნიათ საზოგადოების ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმირების თვალსაზრისით.

შშმ ბავშვების მიერ ყველაზე ეფექტურ საინფორმაციო საშუალებად ტელევიზია დასახელდა. მათი აზრით, უნდა გაკეთდეს გადაცემა, რომელშიც ნაჩვენები იქნება, რომ შშმ ბავშვები უკვე სწავლობენ საჯარო სკოლებში. ამ გადაცემებში უნდა დაფიქსირდეს შშმ ბავშვების მშობელთა აზრი. ასევე, უნდა გაკეთდეს სარეკლამო რგოლები, რომლებიც სისტემატურად გავა ეთერში. რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ ინფორმაციის მიწოდება არ უნდა მოხდეს ერთჯერადად, ამას პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს.

ერთ-ერთი შშმ ბავშვის აზრით, ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში უნდა მოხდეს.

შშმ ბავშვების აზრით, ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმირებისათვის ეფექტური საშუალებებია:

  • ტელევიზია - სარეკლამო რგოლები, რეიტინგული გადაცემები

  • ინტერნეტი

9 V. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა განწყობა- დამოკიდებულებები ინკლუზიური განათლებისადმი

▲ზევით დაბრუნება


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების გამოკითხვა ჩატარდა ორ ფოკუს-ჯგუფზე. რესპოდენტების შერჩევა მოხდა მათი შვილების შეზღუდვების ტიპის საფუძველზე. იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებს, შეიძლება, მიზანშეუწონლად ჩაეთვალათ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჯარო სკოლებში სწავლა, მაგრამ არ გამოეთქვათ თავიანთი აზრი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების თანდასწრებით, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ცალცალკე ჩაგვეტარებინა შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფები. ჩვენი ვარაუდი გამართლდა - ფიზიკური შშმ ბავშვების მშობლები მიუღებლად მიიჩნევენ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების სწავლას მათ შვილებთან ერთად.

მოცემულ თავში წარმოდგენილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფებზე მიღებული ინფორ მაციის დეტალური ანალიზი, რომელიც დაჯგუფებულია კატეგორიებად.

ამ თავის მიზანია ინკლუზიური განათლებისადმი შშმ ბავშვების მშობლების განწყობა-დამოკიდებულებების აღწერა და მათი გამომწვევი მიზეზების ახსნა. ფოკუს-ჯგუფებზე, ასევე, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ იმის თაობაზე, თუ რას ელიან შშმ ბავშვების მშობლები ინკლუზიური განათლების დანერგვისგან და რა სურვილები და წარმოდგენები აქვთ მათ.

1. ინკლუზიური განათლების განმარტება და ინფორმაციის წყაროები

შშმ ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფების რესპონდენტები ფლობენ ინფორმაციას ინკლუზიური განათლების შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. შშმ ბავშვების მშობლებმა იციან, რომ ინკლუზიური განათლება შშმ ბავშვების საჯარო სკოლაში სწავლას და ინტეგრირებას გულისხმობს. შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებისაგან განსხვავებით, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები დამატებით იმ ინფორმაციას ფლობენ, რომ ყოველი შშმ ბავშვისთვის, საჭიროების შემთხვევაში, შეიქმნება ინდივიდუალური პროგრამა.

ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის ძირითად წყაროს სარეაბილიტაციო ცენტრები წარმოადგენს. ინფორმაციის წყაროებად, ასევე, ტელევიზია და სკოლა დასახელდა. ერთ-ერთმა რესპონდენტმა ისიც აღნიშნა, რომ მასთან იყვნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და მიაწოდეს ინფორმაცია ასეთი ტიპის სწავლების შესახებ.

2. შშმ ბავშვების მშობლების განწყობა და მიზეზები

შშმ ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფებზე არ გამოკვეთილა ინკლუზიური განათლებისადმი აშკარა უარყოფითი განწყობა. შეიძლება ითქვას, რომ რესპონდენტები მიესალმებიან ინკლუზიური განათლების დანერგვას, თუმცა გარკვეული დაბრკოლებების არსებობას არ გამორიცხავენ. მათ უმრავლესობას აქვს სურვილი, რომ შშმ ბავშვებმა ისწავლონ საჯარო სკოლაში, რაც მათი აზრით, დადებითად აისახება როგორც შშმ ბავშვებზე, ასევე საზოგადოების დანარჩენ ნაწილზე.

შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები დადებითად არიან განწყობილნი ინკლუზიური განათლებისადმი, თუმცა, სკეპტიკურად უყურებენ საზოგაოების მზაობას ასეთი ბავშვების მისაღებად. ისინი თავიანთი შვილების სკოლაში მიყვანის დიდ სურვილს გამოთქვამენ, მაგრამ საზოგადოების მოუმზადებლობის გამო თავს იკავებენ ამისაგან. შეიძლება ითქვას, რომ მათ ეშინიათ, რომ საზოგადოება მათ შვილებს დაჩაგრავს.

შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები აღნიშნავენ, რომ საჯარო სკოლაში მათი შვილები ნაკლებ განათლებას მიიღებენ, ვიდრე სპეც-სკოლაში, მაგრამ მათ განათლების ხარისხზე მნიშვნელოვნად თავიანთი შვილების საზოგადოებაში ყოფნა მიაჩნიათ. მშობლები საუბრობენ იმ დადებით გავლენაზე, რომელსაც მათი შვილების საზოგადოებაში ინტეგრირება იქონიებს.

ზემოთ აღწერილი განწყობის მიზეზები იმ დადებით და უარყოფით მხარეებამდე დაიყვანება, რომლებსაც შშმ ბავშვების მშობლები ხედავენ ინკლუზიური განათლების დანერგვაში.

აღნიშნული მიზეზები ჩამოვაყალიბეთ ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზის საფუძველზე.

ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი დადებითი განწყობის მიზეზები.

—›დადებითი ინკლუზიური განათლების დანერგვის მხარეები.

შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების აზრით, ინკლუზიური განათლების ძირითადი დადებითი ასპექტი - საზოგადოებაში ინტეგრაცია - პოზიტიურად იმოქმედებს როგორც შშმ ბავშვებზე, ასევე საზოგადოების დანარჩენ წევრებზე. ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი დადებითი დამოკიდებულების მიზეზი სწორედ შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციაა.

  • ფოკუს-ჯგუფზე გამოიკვეთა აზრი, რომლის თანახმადაც ინკლუზიური განათლების საშუალებით შშმ ბავშვებს მეტი ყურადღება მიექცევა საზოგადოების მხრიდან. ეს მოსაზრება შეგვიძლია ინკლუზიური განათლების დანერგვის აუცილებლობის მთავარ მიზეზად მივიჩნიოთ.

  • სკოლაში შშმ ბავშვი მიიღებს განათლებას, მიეჩვევა თანატოლებთან ურთიერთობას და ისწავლის საზოგადოებაში ქცევის ნორმებს.

  • სკოლაში სწავლა შშმ ბავშვის გართობისა და გახალისების საშუალებაა.

  • ინკლუზიური განათლების პირობებში შშმ ბავშვს უყალიბდება პიროვნული თვისებები, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება მასში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებით.

  • ფოკუს-ჯგუფზე სინანულის გრძნობა (ფოკუს-ჯგუფის შედე გების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ რესპონდენტები სინანულის გრძნობაში მოიაზრებენ შეცოდებას და მზრუნველობას) დასახელდა, როგორც ინკლუზიური განათლების დანერგვის დადებითი შედეგი. რესპონდენტთა აზრით, მოსწავლეებს გაუჩნდებათ სინანულის გრძნობა შშმ ბავშვებისადმი, რაც დადებითად იმოქმედებს მათ განვითარებაზე.

  • შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფოკუს-ჯგუფის ტრანსკრიპტის ანალიზმა გვიჩვენა, რომ ინკლუზიური განათლების დანერგვის შემთხვევაში მშობელს ექნება მეტი თავისუფალი დრო, თუ აქამდე მას უწევდა თავისი შვილის გაკვეთილებზე დასწრება (ვინაიდან ბავშვი ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას) ინკლუზიური სწავლების დანერგვის შემთხვევაში, მას შეუძლია იმუშაოს და ზოგადად უფრო თავისუფლად იგრძნოს თავი.

  • ინკლუზიური განათლების დანერგვა დადებითად იმოქმედებს შშმ ბავშვის ფსიქიკაზე - იგი ინტეგრირდება საზოგადოებაში და აღარ იქნება ჩაკეტილი. შშმ ბავშები თვითონ გამოთქვამენ საჯარო სკოლაში სწავლის სურვილს და ინკლუზიური განათლების დანერგვა მათ მშობლებს წარმოუდგენიათ, როგორც თავიანთი შვილების სურვილების ასრულების საშუალება.

  • ინკლუზიური განათლების დანერგვის შემთხვევაში საზოგადოება გაიცნობს შშმ ბავშვებს, შეეჩვევა მათ და მათი დანახვა აღარ გამოიწვევს ადამიანებში გაკვირვებას და ნეგატიურ ემოციებს.

  • შშმ ბავშვების მშობელთა აზრით, ინკლუზიური განათლება შეუწყობს ხელს საზოგადოებაში არსებული ნეგატიური სტერეოტიპების და სტიგმის მსხვრევას. აღარ მოხდება შშმ ბავშვების განსხვავებულად აღქმა მომავალი თაობების მიერ.

  • შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი შვილები მიიღებენ ელემენტარულ განათლებას - სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას მათ სწავლის სტიმული გაუჩნდებათ.

  • ინკლუზიური განათლების დანერგვის შემთხვევაში, შშმ ბავშვებს შეეძლებათ განათლებისა და არჩევანის უფლების გამოყენება.

ინკლუზიური განათლების დანერგვისადმი უარყოფითი განწყობის მიზეზები.

—›ინკლუზიური განათლების დანერგვის უარყოფითი მხარეები

შშმ ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფებზე არ დაფიქსირებულა ინკლუზიური განათლების გამოკვეთილი უარყოფითი მხარეები. შშმ ბავშვების მშობლები ძირითადი დაბრკოლებას განათლების პროცესის არასწორად დაგეგმვაში ხედავენ. თუ მასწავლებლები სათანადოდ იქნებიან მომზადებულნი და სკოლა კი შესაბამისად აღჭურვილი, შშმ ბავშვების მშობელთა აზრით, პრობლემები არ შეიქმნება.

შშმ ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფების შედეგების ანალიზის საფუძველზე ინკლუზიური განათლების ძირითად უარყოფით მხარედ შეგვიძლია შშმ ბავშვებისადმი საზოგადოების არაჯანსაღი დამოკიდებულება მივიჩნიოთ.

შშმ ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფების შედეგების დამუშავების შედეგად ინკლუზიური განათლების შემდეგი უარყოფითი მხარეები გამოიკვეთა:

  • შშმ ბავშვების მშობლებისთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა მოხდეს შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვის ვარჯიში და მასაჟი სკოლაში. ორივე პროცედურა აუცილებელია ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობების აღსადგენად. ამდენად, მშობლებს ურჩევნიათ თავიანთი შვილები ისეთ სკოლაში ატარონ, რომელშიც მათ აღნიშნული პროცედურები ჩაუტარდებათ, ანუ სპეც-სკოლებში. საჯარო სკოლაში შშმ ბავშვის სწავლის შემთხვევაში გაკვეთილების შემდეგ მშობელმა იგი ვარჯიშზეც უნდა ატაროს, რაც დამატებით სირთულეებთანაა დაკავშირებული.

  • მშობლების აზრით, საჯარო სკოლაში სწავლისას შშმ ბავშვი შეიძლება დაითრგუნოს დანარჩენი მოსწავლეების შესაძლებლობების შემხედვარე.

  • შშმ ბავშვის მშობლები არ გამორიცხავენ სკოლაში მოსწავლეების მხრიდან მათი შვილების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვას, რაც დაცინვასა თუ შეურაცხყოფაში შეიძლება გამოვლინდეს. ეს გაამახვილებს ყურადღებას მათ შეზღუდულ შესაძლებლობებზე და უარყოფითად იმოქმედებს მათ ფსიქიკაზე.

  • შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე ინკლუზიურ განათლებას არაეფექტურად მიიჩნევს ცოდნის მიღების თვალსაზრისით. მისი აზრით, ინკლუზიური განათლების პირობებში ვერც შშმ ბავშვი და ვერც დანარჩენი ბავშვები ვერ მიიღებენ სრულფასოვან განათლებას.

  • შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვის გაკვეთილზე გაჩერება ძალიან რთულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც 45 წუთიან გაკვეთილზე მისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთია განკუთვნილი. დანარჩენი დრო ის ჩუმად უნდა იჯდეს და უსმენდეს იმას, რაც არ ესმის.

3. პრობლემები

ზემოთ აღწერილი უარყოფითი მხარეების მიუხედავად, ორივე ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ინკლუზიური განათლების დანერგვა აუცილებელია. ინკლუზიური განათლების დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, დასახელდა სხვა დაბრკოლებებიც. ვინაიდან შშმ ბავშვების მშობლები ყველაზე დიდ მნიშვნელობას სწორედ ამ პრობლემებს ანიჭებენ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მათი განხილვა ცალკე თავში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოების მოუმზადებლობა შშმ ბავშვების მისაღებად. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფზე, ძირითადად, საუბარი იყო საზოგადოების დამოკიდებულებაზე. მათმა შვილებმა უკვე გაიარეს მომზადება სპეციალიზებულ ცენტრებში და მზად არიან საჯარო სკოლაში სწავლისათვის. მშობლები თავს იკავებენ თავიანთი შვილების საჯარო სკოლაში შეყვანისაგან, რადგან არ არიან დარწმუნებული, რომ მათი შვილები სკოლაში არ გამოიწვევენ სხვათა გაღიზიანებას და ამით არ მიიღებენ უარყოფით ემოციას. ეს დამოკიდებულება მკაფიოდ გამოჩნდა ფოკუს-ჯგუფის დროს მათ მიერ გამოყენებულ სიტყვებში: „ბავშვი თვითონ გამზადებს იმისათვის, რომ ეს რისკი გაწიო და საზოგადოებაში შენი შვილი გააგდო. დღევანდელ საზოგადოებაში უნდა გააგდო“. „ზუსტად ამის მეშინია მე. იმიტომ, რომ ზოგიერთი მშობელი დაიწყებს, რომ ასეთი ბავშვი ზის ჩემს შვილთან და ჩემს შვილს დრო აკლდება“. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფზე საუბარი იყო საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლის აუცილებლობაზე. შშმ ბავშვების მშობლებს ამის საშუალებად ბავშვების საზოგადოებაში გაყვანა წარმოუდგენიათ, შეჩვევა კი დროთა განმავლობაში მოხდება.

შშმ ბავშვების მშობელთა აზრით, პრობლემაა ისიც, რომ შშმ ბავშვების მშობლები არ აქტიურობენ თავიანთი ბავშვების ინტერესების დასაცავად. როგორც შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფის ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს: „ძირითადად, ასეთი ბავშვები სახლში ყავთ ჩაკეტილები და ეს პრობლემაა”. ამის მიზეზად რესპონდენტი საბჭოთა წყობილებას მიიჩნევს, რომელიც თვალს ხუჭავდა შშმ ადამიანების არსებობაზე, რის გამოც ისინი სახლებში ჩაკეტილი და საზოგადოებას მოწყვეტილი იყვნენ.

ასევე, პრობლემას წარმოადგენს შშმ ბავშვთა ასაკი. როდესაც ბავშვი შედის გარემოში, რომელშიც ის არ არის ადაპტირებული, დიდია შანსი იმისა, რომ მის მიმართ არასწორი დამოკიდებულება გაჩნდეს. ხოლო, თუ შშმ ბავშვები პირველი კლასიდან საჯარო სკოლებში მოხვდებიან, შეჩვევის ფაქტორი ითამაშებს მნიშვნელოვან როლს და შშმ ბავშვები აღიქმებიან ჩვეულებრივ ბავშვებად.

შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების სწავლების პროცესში ჩართვა შეიძლება პრობლემატური აღმოჩნდეს. ფოკუს-ჯგუფებზე შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებს აინტერესებდათ, მოახერხებს თუ არა მასწავლებელი მათი შვილების ჩართვას ისეთ გაკვეთილებზე, რომლის მასალაც შშმ ბავშვებისათვის რთული დასაძლევია.

შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფებზე დაფიქსირდა აზრი, რომ შშმ ბავშვებს გაუჭირდებათ საერთო ენის გამონახვა დანარჩენ მოსწავლეებთან, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და ძნელად შედიან კონტაქტში.

ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ: „ჯანმრთელი ბავშვი ავადმყოფს რელიგიური მხრიდან უნდა მიუდგეს.” ამ სიტყვებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსწავლეების შშმ ბავშვებისადმი დამოკიდებულების საფუძველს რელიგიური მოტივაცია უნდა წარმოადგენდეს.

ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ის ფაქტი, რომ რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, შშმ ბავშვების სკოლაში სწავლით არანაირი პრობლემა არ წარმოიქმნება.

—›აცრები - აღსანიშნავია, რომ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას, გამოიკვეთა კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ იკავებენ შშმ ბავშვების მშობლები თავს ბავშვების სკოლაში ტარებისგან.

როგორც ცნობილია, ყველა ბავშვს პერიოდულად უტარდება პროფილაქტიკური აცრები. რესპონდენტთა უმრავლესობა არ იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა მათი შვილების აცრა და ამის გამო მათ პროფილაქტიკური აცრები არ უტარდებათ. მშობლების არაინფორმირებულობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გავლენას ახდენს ბავშვის სკოლაში მიყვანის გადაწყვეტილბაზე. ეს, შეიძლება, ბავშვის სკოლის გარეშე დატოვების მიზეზი გახდეს.

4. საზოგადოების დამოკიდებულება

საზოგადოების იმის გამო, რომ საზოგადოების დამოკიდებულება შშმ ბავშვებისადმი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მისი უფრო დეტალურად აღწერა.

საზოგადოების დამოკიდებულებაზე საუბრისას რესპონდენტებს მოჰყავდათ მაგალითები, რომლებიც ნათლად ასახავდნენ საზოგადოების განწყობას მათი შვილების მიმართ, რაც ასეთი ბავშვის ქუჩაში დანახვისას საზოგადოების წევრთა რეაქციაში გამოიხატება. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანთ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფის ერთ-ერთი რესპონდენტის მიერ აღწერილ შემთხვევას: „ისეთი რამეც ყოფილა, რომ ავტობუსს ველოდებოდით მე და ჩემი შვილი ეკლესიასთან და მათხოვრები ვეგონეთ“. ამ მაგალითიდან ჩანს საზოგადოების მოუმზადებლობა შშმ ბავშვის საზოგადოებაში ხილვის მიმართ. პირველი, რაც ადამიანს მოსდის თავში ასეთი ბავშვის ქუჩაში დანახვისას, არის ის, რომ ეს ადამიანი გაჭირვებულია და მას დახმარება სჭირდება.

შშმ ბავშვების მშობლებმა ფოკუს-ჯგუფების მსვლელობისას რამდენიმე მსგავსი შემთხვევა გაიხსენეს, რაც საზოგადოებაში აღნიშნული პრობლემის რეალურად არსებობაზე მიუთითებს. საზოგადოება არ იცნობს თავის წევრებს, არ იცის მათი საჭიროებები, არასწორად აღიქვამს და აფასებს შშმ ადამიანების არსებობას.

ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ნათლად ჩანს, რომ შშმ ადამიანი საზოგადოების თვალში გაიგივებულია გაჭირვებასთან, შეცოდებასთან, ავადმყოფობასთან და ამის გამო საზოგადოებას უჭირს მისი, როგორც სრულფასოვანი წევრის, აღქმა.

5. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განათლება

შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფზე წამოიჭრა საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია შშმ ბავშვმა მიიღოს განათლება საჯარო სკოლაში. სპეციალიზებულ სკოლებში, ინდივიდუალური პროგრამების გარდა, შშმ ბავშვებთან მუშაობენ სპეციალისტები და მათ მეტი ყურადღება ეთმობათ, ვიდრე საჯარო სკოლაში. ამის გათვალისწინებით აღნიშნავენ შშმ ბავშვების მშობლები, რომ საჯარო სკოლაში მათი შვილები ვერ მიიღებენ ისეთ განათლებას, როგორსაც სპეციალიზებულ სასწავლებლებში. ერთ-ერთი რესპონდენტი, რომლის შვილიც უკვე 2 თვეა დადის საჯარო სკოლაში, აღნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში მის ქალიშვილს, ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მშობლებს განათლების ხარისხზე მნიშვნელოვნად თავიანთი შვილების სკოლაში სიარული და საზოგადოებაში ყოფნა მიაჩნიათ, რადგან ეს უკანასკნელი დადებითად აისახება როგორც შშმ ბავშვის ფსიქიკაზე, ასევე მთელ საზოგადოებაზე.

6. ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოში

შშმ ბავშვების მშობლების ორივე ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები ხედავენ ინკლუზიური განათლების დანერგვის აუცილებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მშობელს შვილის სპეცსკოლაში ტარება ურჩევნია იმ სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროცედურების გამო, რომლებიც სკოლებში ვერ ჩატარდება, ისინი ინკლუზიური განათლების დანერგვის მომხრენი არიან.

შშმ ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფებზე გამოვლენილი ინკლუზიური განათლების დანერგვის საჭიროების მიზეზთა სისტემატიზაციის შედეგად შემდეგი სურათი მივიღეთ:

  • ინკლუზიური განათლების დანერგვით შშმ ბავშვები თავისუფლად იგრძნობენ თავს და ამით ინტეგრირდებიან საზოგადოებაში.

  • შშმ ბავშვმა უნდა მიიღოს მაქსიმალური ცოდნა, შეძლოს საზოგადოებასთან ურთიერთობა და საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვა.

  • შშმ ბავშვი დამოუკიდებლად ცხოვრებას უნდა შეეჩვიოს. მისი მომავლისათვის ეს აუცილებელია.

  • თვით შშმ ბავშვებს საჯარო სკოლაში სწავლის დიდი სურვილი გააჩნიათ და, რაც მთავარია, ისინი მზად არიან ამისათვის.

7. დიფერენცირება, როგორც ინკლუზიური სწავლების დანერგვის ეფექტური საშუალება

როგორც უკვე აღინიშნა, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები ინკლუზიური განათლების ეფექტურობისათვის მიზანშეწონილად მიიჩნევენ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების ცალკე კლასებში სწავლას. ამის მიზეზად ის დაბრკოლებები სახელდება, რომლებსაც შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვი შექმნის გაკვეთილის პროცესში. შშმ ბავშვის კლასში ყოფნამ, შეიძლება, დანარჩენი მოსწავლეების ყურადღების გაფანტვა გამოიწვიოს. განსაკუთრებით დიდ პრობლემას შექმნის ისეთი შშმ ბავშვი, რომელიც ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას და აგრესიულია. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფის რესპონდენტების აზრით, შშმ ბავშვების დაყოფა უნდა მოხდეს ორ კატეგორიად - ვინც შეძლებს და ვინც ვერ შეძლებს სკოლაში სწავლას. ეს დიფერენცირება უნდა მოხდეს მათი შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით. ერთ-ერთი რესპონდენტის აზრით, ეს დაყოფა უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ სპეციალისტის მიერ, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე.

შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვის არასპეციალიზებულ კლასში სწავლისადმი დამოკიდებულებას ძალიან კარგად გამოხატავს ფრაზები, რომლებსაც ისინი იყენებენ საუბრისას: „მე მგონი, არ უნდა იყვნენ გონებრივად შეზღუდულები; სხვა ბავშვები ცოდოები არიან და პედაგოგიც. ვინ მოუვლის ასეთ ბავშვს, ვინ ასწავლის? ჩემი აზრით, არ უნდა იყვნენ“.

დიფერენცირებაზე საუბრისას, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფის რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების სწავლება უნდა ხდებოდეს სპეც-სკოლებში, მეორე ნაწილის აზრით კი, ასეთი ბავშვები უნდა იყვნენ საჯარო სკოლაში, მაგრამ მათ დანარჩენი ბავშვებისგან ცალკე უნდა უტარდებოდეთ გაკვეთილები. იმისათვის, რომ მოხდეს შშმ ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრირება, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების აზრით, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე და დანარჩენ მოსწავლეებს შეიძლება რამდენიმე საერთო გაკვეთილი ჩაუტარდეთ.

მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფზე დიფერენცირებაზე საუბარი არ ყოფილა.

- ფიზიკურად შშმ ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფზე დაფიქსირდა აზრი, რომ ინკლუზიური სწავლების დანერგვის ეფექტურობისათვის სასურველია შშმ ბავშვების დიფერენციაცია.

8. სკოლის როლი ინკლუზიური განათლების და ნერგვაში

მოცემულ ქვეთავში განხილული იქნება მშობლების მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რა ტექნიკური და ადამიანური რესურსებია საჭირო სკოლაში შშმ ბავშვის სწავლისთვის, ვინაიდან შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ. მიზანშეწონილად მიგვაჩნია გონებრივად და ფიზიკურად შშმ ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფების ცალ-ცალკე განხილვა.

—›შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფის შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ ძირითადი რესურსი, რომელიც შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვისაა აუცილებელი, დამატებითი მომსახურების ცენტრია. იმისთვის, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვმა შეძლოს სწავლების პროცესში მონაწილეობის მიღება, საჭიროა მისი გარკვეული შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება. ამის საუკეთესო საშუალებად მშობლები გაკვეთილების შემდეგ ამ პრობლემებისთვის დათმობილი დამატებითი საათების გამოყოფას მიიჩნევენ. სკოლამ უნდა უზრუნველყოს სპეციალისტები, რომლებიც დაგეგმავენ და ჩაატარებენ დამატებით გაკვეთილებს.

რაც შეეხება ინდივიდუალურ პროგრამებს, რომლებიც შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის უნდა შემუშავდეს, ისინი შშმ ბავშვების მშობლებისა და პედაგოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად უნდა შეიქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკი იმისა, რომ ინდივიდუალურმა პროგრამამ არ გაამართლოს, უფრო მაღალია. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები ამის მიზეზად შემდეგს ასახელებენ: „ჩვენი ჩართვა აუცილებელია ამ პროგრამის შედგენაში. ჩვენ, მშობლებმა, ყველაზე კარგად ვიცით რა უჭირთ და რა შეუძლიათ ჩვენს შვილებს“.

შშმ ბავშვების მშობლების აზრით, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების განათლებისათვის აუცილებელია პედაგოგის სწორად შერჩევა. მშობლების აზრით, აუცილებელია, რომ პედაგოგს თავად ჰქონდეს სურვილი ასეთ ბავშვებთან მუშაობისა. სწორედ ასეთი პედაგოგები უნდა მოამზადოს სკოლამ ინკლუზიური განათლების პროცესში ჩასართავად.

ფოკუს-ჯგუფზე მიღებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ მშობლები საჭიროდ მიიჩნევენ ფსიქოლოგის მუშაობას დანარჩენ მოსწავლეებთან. სკოლაში უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც მოამზადებს მოსწავლეებს შშმ ბავშვებთან ურთიერთობისთვის.

—›მშობელთა აზრით, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების ყველაზე დიდი პრობლემა არის მათი ტრანსპორტირება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მათი გადაადგილება მეტად რთულია, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის სათანადოდ აღჭურვილი. შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები სკოლისგან, პირველ რიგში, სათანადო ტრანსპორტით მომსახურებას ითხოვენ. შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფზე გამოჩნდა, რომ ტრანსპორტის არარსებობაა ხშირ შემთხვევაში მიზეზი იმისა, რომ ბავშვები სკოლაში არ დაჰყავთ. შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, ასევე, ესაჭიროებათ ლიფტი.

შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები სკოლაში ფსიქოლოგების ყოფნის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ფსიქოლოგების როლი კი მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათ მშობლების მიერ შშმ ბავშვების მიღებისათვის მომზადებაში მდგომარეობს. გარდა ფსიქოლოგებისა, სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს დამხმარე პერსონალი, რომელიც შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადაადგილებაში დაეხმარება.

ფოკუს-ჯგუფზე შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებმა აღნიშნეს, რომ სკოლა აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერებით, რადგან ბავშვებს თავიანთი შეზღუდვების გამო უფრო გაუადვილდებათ ტექსტის კომპიუტერზე აკრეფა, ვიდრე ფურცელზე წერა.

შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები ფოკუს-ჯგუფზე საუბრობდნენ პედაგოგის როლზე, რომელმაც ფსიქოლოგებთან ერთად უნდა მოამზადოს შშმ ბავშვები, მოსწავლეები და მათი მშობლები შშმ ბავშვთან ურთიერთობისთვის. გარდა მომზადებისა, მასწავლებელმა მომავალშიც უნდა არეგულიროს ეს ურთიერთობები.

- სკოლა აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტრანსპორტით, ლიფტით და სკოლაში უნდა იყოს პროფესიონალთა გუნდი.

9. რაზე შეიძლება იქონიოს გავლენა შშმ ბავშვის ყოფნამ სკოლაში

მოცემული ქვეთავის მიზანია შშმ ბავშვების საჯარო სკოლაში სწავლის შესაძლო გავლენების ანალიზი. ფოკუს-ჯგუფების ინსტრუმენტის შემუშავებისას გამოვყავით ორი ასპექტი, რომლებზეც შეიძლება ემოქმედა შშმ ბავშვების სკოლაში სწავლას. ეს ასპექტებია: სასწავლო პროცესი და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა. შშმ ბავშვების მშობლების ორივე ფოკუს-ჯგუფებზე გამოიხატა ანალოგიური დამოკიდებულება აღნიშნული საკითხის მიმართ.

შშმ ბავშვების მშობლების აზრით ინკლუზიური განათლების დანერგვა არ იმოქმედებს მოსწავლეების ურთიერთობაზე.

შშმ ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფების მონაწილეთა აზრით, შშმ ბავშვი, რომელსაც არ სჭირდება ინდივიდუალური პროგრამა, არანაირ გავლენას არ იქონიებს სასწავლო პროცესზე. განსხვავებული მოსაზრება დაფიქსირდა შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით. შშმ ბავშვების მშობლების აზრით, ბავშვები, რომელთაც ინდივიდუალური პროგრამა სჭირდებათ, აუცილებლად იქონიებენ გავლენას სასწავლო პროცესზე. გარდა იმისა, რომ მათ შეიძლება ხარვეზები შექმნან საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებელს, რომელმაც ამ ბავშვებს გარკვეული დრო უნდა დაუთმოს, ნაკლები დრო დარჩება დანარჩენი მოსწავლეების სწავლებისათვის. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ მოცემული მოსაზრება დაფიქსირდა მშობლების ორივე ფოკუს-ჯგუფზე. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებიც მიიჩნევენ, რომ შშმ ბავშვი გავლენას იქონიებს სასწავლო პროცესზე და მათი გაკვეთილზე ყოფნა გაკვეთილის მსვლელობას და სტრუქტურას შეცვლის. თუმცა, მათი აზრით, საბოლოო შედეგზე ეს არ იმოქმედებს და პროგრამის გავლა სრულფასოვნად მოხერხდება. აქედან გამომდინარე, შშმ ბავშვის ყოფნა კლასში არც კლასის აკადემიურ მოსწრებაზე იქონიებს გავლენას. მით უმეტეს, თუ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დამატებითი გაკვეთილები ჩაუტარდებათ.

- შშმ ბავშვის სკოლაში ყოფნა არ იქონიებს გავლენას მოსწავლეებს შორის ურთიერთობებზე. შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვი არც სასწავლო იქონიებს გავლენას. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვი იქონიებს გავლენას საგაკვეთილო პროცესზე, მაგრამ არა კლასის აკადემიურ მოსწრებაზე.

10. შშმ ბავშვი სკოლაში - წარმოდგენა, სურვილი, მოლოდინი

ფოკუს-ჯგუფებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად მოვახდინეთ იმ წარმოდგენის, სურვილისა და მოლოდინის ჩამოყალიბება და სისტემატიზაცია, რომლებიც შშმ ბავშვების მშობლებს ინკლუზიური განათლების მიმართ აქვთ.

მოცემულ ქვეთავში განხილული იქნება შემდეგი თემები: მოსამზადებელი სამუშაოები შშმ ბავშვის სკოლაში შეყვანამდე, შშმ ბავშვების რაოდენობა კლასში, საგაკვეთილო პროცესის მსვლელობა და დაგეგმვა.

—›მოსამზადებელი სამუშაოები - კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ შშმ ბავშვების მშობლების მიდგომას მოცემული საკითხისადმი.

1. პედაგოგების შერჩევა და მომზადება.

2. დამატებითი მომსახურების ცენტრი.

3. შშმ ბავშვების მშობლების ჩართვა ინდივიდუალური პროგრამების შემუშავებში.

4. შშმ ბავშვების, მასწავლებლების, მოსწავლეების და მათი მშობლების ფსიქოლოგიური მომ ზადება.

5. სკოლის ტექნიკური აღჭურვა (ავტობუსი, ლიფტი, კომპიუტერები)

—›შშმ ბავშვების რაოდენობა კლასში - შშმ ბავშვების მშობლების ორივე ჯგუფში დასახელდა კლასში შშმ ბავშვების ის ოპტიმალური რაოდენობა, რაც ინკლუზიური განათლების ეფექტურ დანერგვას შეუწყობს ხელს. შშმ ბავშვების რაოდენობამ კლასში შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს გაკვეთილის მსვლელობაზე. ამის გათვალისწინებით, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები მიიჩნევენ, რომ 20 ბავშვიან კლასში 2 გონებრივად შშმ ბავშვი უნდა სწავლობდეს. 2-ზე მეტი ბავშვი დიდ დროს მოითხოვს მასწავლებლისაგან და ეს უარყოფით გავლენას იქონიებს დანარჩენი მოსწავლეების განათლებაზე.

—›საგაკვეთილო პროცესის მსვლელობა და დაგეგმვა - შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის უნდა შეიქმნას ინდივიდუალური პროგრამები. მასწავლებლებმა ისე უნდა დაგეგმონ საგაკვეთილო პროცესი, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვები აქტიურად ჩაებან გაკვეთილის მსვლელობაში. ამასთანავე, მან ისიც უნდა დაარეგულიროს, რომ დანარჩენ მოსწავლეებს სათანადო დრო დაუთმოს. შშმ ბავშვების მშობლების აზრით, პედაგოგმა უნდა მოახერხოს ამ ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობის კომპენსირება მისი სხვა უნარის განვითარების ხარჯზე. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი შეიძლება დაითრგუნოს დანარჩენი მოსწავლეების შესაძლებლობების შემხედვარე.

11. შეჩვევის ფაქტორის მნიშვნელობა

შშმ ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფების მსვლელობისას გამოიკვეთა მოსაზრება, რომ შშმ ბავშვების საზოგადოებასა და საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი არის შეჩვევა. მოცემულ ქვეთავში განვიხილავთ შეჩვევის მნიშვნელობას.

ჯგუფების მონაწილეთა აზრით, რაც უფრო ადრე მოხდება შშმ ბავშვის ადაპტაცია გარემოსთან, მით უფრო ადვილი იქნება მისთვის სკოლაში ინტეგრირება. ერთ-ერთი რესპონდენტი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შშმ ბავშვის ურთიერთობა საზოგადოებასთან ბაღის ასაკიდან უნდა დაიწყოს.

ერთ-ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც შეჩვევის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, არის შშმ ბავშვის მიმართ დანარჩენი მოსწავლეების უარყოფითი დამოკიდებულება, რაც მათ საქციელში გამოიხატება (დაცინვა, შეურაცხყოფა, და ა.შ.). როდესაც შშმ ბავშვი პირველი კლასიდან იქნება სკოლაში,მისი განსხვავებულობის ფაქტორი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. იგი აღარ გამოიწვევს გაკვირვებას თანაკლასელებში და არ იგრძნობს თავს გამორჩეულად.

შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფზე შეჩვევის ფაქტორის მნიშვნელობა იმაშიც გამოიხატა, რომ შშმ ბავშვს სჭირდება დრო იმისათვის, რათა მიეჩვიოს სკოლის რეჟიმს, განრიგს და საგაკვეთილო პროცესს.

12. სპეც-სკოლები

მოცემულ ქვეთავში განვიხილავთ შშმ ბავშვების მშობელთა დამოკიდებულებას სპეც-სკოლებისადმი.

შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა ფოკუს-ჯგუფზე გამოიკვეთა ორი აზრი სპეც-სკოლებთან დაკავშირებით. რესპონდენტების უმრავლესობის აზრით, ინკლუზიური განათლების პირობებში სპეც-სკოლებში მათი შვილების მიყვანა აზრს მოკლებულია, თუმცა, რამდენიმე რესპონდენტმა აღნიშნა, რომ სპეც-სკოლები აუცილებელია და მათ თავიანთი შვილების ტარება სპეც-სკოლებში ურჩევნიათ. ამის მიზეზად სახელდება ის პროცედურები და ვარჯიშები, რომელთა ჩატარება, მათი აზრით, საჯარო სკოლის პირობებში შეუძლებელია. სპეც-სკოლებს პრიორიტეტულად მიიჩნევენ იმიტომაც, რომ მათ შვილებს არ მოუწევთ ისეთ გაკვეთილებზე დასწრება, რომლებიც მათთვის უსარგებლო იქნება.

შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფის მონაწილეების შვილებს გავლილი აქვთ კურსები სპეც-სკოლაში. ისინი ძალიან კმაყოფილები არიან სპეც-სკოლის კოლექტივის მუშაობით და ამ მუშაობის შედეგით. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებისთვის სპეც-სკოლა არის საუკეთესო ადგილი თავიანთი შვილების საჯარო სკოლაში სწავლისათვის მოსამზადებლად. მათი მხრიდან სპეც-სკოლების დადებითად შეფასების მიუხედავად, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვებისათვის უმჯობესი იქნება საჯარო სკოლაში სიარული.

13. შშმ ბავშვის ინტეგრირება სკოლაში

მოცემული თავის მიზანია იმ საშუალებებისა და აქტივობების განხილვა, რომლებიც ხელს შეუწყობენ შშმ ბავშვის სკოლაში ინტეგრირებას. აღნიშნულ საშუალებებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ვინაიდან ეს საკითხი მეტად მნიშვნელოვანია, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მისი კიდევ ერთხელ განხილვა ცალკე თავად. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების აზრით, უმთავრესი, რაც უნდა გაკეთდეს ბავშვების სკოლაში ინტეგრირების გასაადვილებლად, არის საზოგადოების მომზადება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკოლის ფარგლებში ეს შეიძლება მოხდეს ფსიქოლოგების დახმარებით.

შშმ ბავშვების მშობლების აზრით, უნდა ჩატარდეს ღონისძიებები, რომლებშიც შშმ ბავშვები და დანარჩენი მოსწავლეები ერთად მიიღებენ მონაწილეობას. მშობლების აზრით, შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირების გასაადვილებლად საჭიროა საზოგადოების სწორად ინფორმირება შშმ ბავშვების თავისებურებათა შესახებ.

14. ეფექტური საინფორმაციო საშუალებები

საზოგადოების ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმირების ყველაზე ეფექტურ წყაროებად ფოკუს-ჯგუფებზე ტელევიზია და ბეჭდური მედია დასახელდა. რეიტინგულ გადაცემებში და თოქშოუებში უნდა იყოს განხილული ინკლუზიური განათლება. საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სარეკლამო რგოლებისა და დოკუმენტური ფილმების საშუალებით. აღსანიშნავია, რომ რეკლამები უნდა იყოს მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი, ასევე, ეფექტურია სლოგანები. უნდა გამოიცეს სპეციალური ჟურნალები და დარიგდეს ბროშურები.

შშმ ბავშვების მშობლებს, ასევე, აუცილებლად მიაჩნიათ მხარდამჭერი აქციების მოწყობა, იქნება ეს კონცერტი თუ გასეირნება, მთავარია, იყოს მასობრივი და საზოგადოების დიდი ნაწილი იღებდეს მონაწილეობას.

15. შშმ ბავშვი სკოლის შემდეგ

შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფზე საუბარი იყო სამომავლო პერსპექტივების არარსებობაზე. აქ იგულისხმება პერიოდი სკოლის დამთავრების შემდეგ. შშმ ბავშვს არ აქვს სწავლის გაგრძელებისა და მუშაობის საშუალება, რადგან არ არსებობს საამისო პირობები.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიზნებს ინკლუზიური განათლებისადმი განწყობის მიზეზების შესწავლა წარმოადგენს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია სამომავლო პერსექტივების განხილვა, რადგან ამ ფაქტორის გათვალისწინებით შშმ ბავშვების მშობლები თავიანთი შვილების სკოლაში ტარებას აზრსმოკლებულად მიიჩნევენ. ისინი ვერ ხედავენ თავიანთი შვილების განათლების აუცილებლობას, რადგან შშმ ბავშვები მიღებულ ცოდნას ვერ გამოიყენებენ, ვერსად იმუშავებენ და სკოლის დამთავრების შემდეგ ისევ მოუწევთ საზოგადოებისაგან განცალკევებით ყოფნა. ზემოთ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები წინააღმდეგნი არიან შვილების სკოლაში ტარებისა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ასე არ არის და ამისი ძირითადი მიზეზი შშმ ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირებაა. მშობლები ერთსულოვნად აღნიშნავენ, რომ შშმ ბავშვების საჯარო სკოლაში სწავლა მათი საზოგადოებაში ინტეგრირების საუკეთესო საშუალებაა. შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფზე გამოითქვა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, სკოლის დამთავრების შემდეგ უკვე ინტეგრირებული შშმ ბავშვი ისევ მოსწყდება საზოგადოებას და სახლში ჩაიკეტება, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს შშმ ბავშვის ფსიქიკაზე. შშმ ბავშვების მშობლების აზრით, ინკლუზიური განათლების მეშვეობით ბავშვის ინტეგრირება საზოგადოებაში არ უნდა იყოს ერთჯერადი. ამ პროცესს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაგრძელება. რესპონდენტები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მათი შვილების მხოლოდ სკოლის პერიოდში საზოგადოებაში ინტეგრირება უფრო ცუდ შედეგს გამოიღებს, ვიდრე ის, რომ მათ საერთოდ არ გაიცნონ საზოგადოება.

ამ პრობლემების მოგვარებას შშმ ბავშვების მშობლები შშმ ადამიანებისათვის სამუშაო ადგილების შექმნაში ხედავენ.

16. ტერმინის არასწორად გამოყენება

რესპონდენტთა ინფორმირებულობის შესაფასებლად მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შშმ ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფებზე არც ერთ რესპონდენტს არ უხსენებია ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი; მაშინაც კი, როდესაც მოდერატორი გამიზნულად ამ ტერმინს ხშირად იმეორებს. შშმ ბავშვის აღსანიშნად შშმ ბავშვების მშობლები, ძირითადად, ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს იყენებენ:

  • ასეთი ბავშვი

  • გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი

დანარჩენი მოსწავლეების აღსანიშნავად შშმ ბავშვების მშობლები იყენებენ ტერმინებს:

  • ჯანმრთელი ბავშვი

  • ჩვეულებრივი ბავშვი,

რაც იმაზე მიუთითებს, რომ შშმ ბავშვი არ მიაჩნიათ ნორმალურ და ჩვეულებრივ ადამიანად.

10 დასკვნა

▲ზევით დაბრუნება


ანგარიშის მოცემულ ნაწილში წარმოგიდგენთ კვლევის შედეგების მოკლე მიმოხილვას და ჩატარებული სამუშაოს შეჯამებას.

განწყობა

კვლევის შედეგებმა გვიჩვენეს, რომ ზოგადი განწყობა ინკლუზიური განათლებისადმი არაერთგვაროვანია. სამიზნე ჯგუფების დამოკიდებულებები მკვეთრად არ განსხვავდება იმის მიხედვით, აქვთ თუ არა მათ შშმ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება. გამონაკლისს წარმოადგენენ ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე და არმქონე სკოლების მოსწავლეების მშობლები: ინკლუზიური განათლებისადმი მათ დამოკიდებულებებს შორის რადიკალური განსხვავებაა.

მოსწავლეების განწყობა ინკლუზიური განათლებისადმი უფრო დადებითად შეიძლება დახასიათდეს, ვიდრე უარყოფითად. როგორც მოგეხსენებათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეები შშმ ბავშვის სკოლაში ყოფნით გამოწვეულ დაბრკოლებებს ვერ ხედავენ. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ შშმ ბავშვი თავს გამორჩეულად იგრძნობს სკოლაში გარშემომყოფების დამოკიდებულების გამო, იქნება ეს გადაჭარბებული ყურადღება, ან მისი ნაკლებობა.

მასწავლებლების განწყობა ინკლუზიური განათლებისადმი არაერთგვაროვანია. ცალსახად იმის თქმა, დადებითია თუ უარყოფითი მათი დამოკიდებულებები, რთულია. აშკარაა, რომ მასწავლებლები შშმ ბავშვის სკოლაში ყოფნით გამოწვეულ ბევრ პრობლემას ხედავენ. ყველაზე აქტიურად შშმ ბავშვების, მათი შესაძლებლობების მიხედვით დიფერენცირების საკითხი სწორედ მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფზე განიხილებოდა, თუმცა, მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვის მომხრე არიან, ფოკუსჯგუფების მსვლელობიდან ჩანს, რომ ეს არ შეესაბამება რეალობას, რად გან ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლე ბის ყველა პედაგოგი მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლებში განათლებას მხოლოდ გარკვეული შშმ ბავშვები უნდა იღებდნენ. მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფების მონაწილეების უმრავლესობა ინკლუზიური განათლების დანერგვის მომხრეა, მაგრამ შშმ ბავშვების სწავლებაზე საუბრისას აშკარად ჩანს მათი მოუმზადებლობა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე პროფესიული და შშმ ბავშვების სწავლების სურვილის უქონლობა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსწავლეების მშობლების დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავდება ჯგუფების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ მათი დადებითი და უარყოფითი განწყობების საფუძველში შშმ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება დევს. ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მოსწავლეების მშობლები ყველანაირად მომხრე არიან ინკლუზიური განათლების დანერგვისა, თუმცა, აღნიშნავენ, რომ თავიდან შშმ ბავშვების სკოლაში შემოყვანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ეხლა კი, როდესაც მათ შვილებს ურთიერთობა აქვთ შშმ ბავშვებთან, ისინი ინკლუზიური განათლების უარყოფით ასპექტებს ვერ ასახელებენ. სწორედ აქ ჩანს შშმ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილების გავლენა. ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეების მშობლებს კი აშკარა ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ როგორც ინკლუზიური განათლებისადმი, ასევე შშმ ბავშვების მიმართ.

შშმ ბავშვების მშობლების დამოკიდებულება ინკლუზიური განათლებისადმი პოზიტიურად ხასიათდება, თუმცა ისინი გარკვეული პრობლემების გაჩენას არ გამორიცხავენ. როგორც უკვე აღინიშნა, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები საერთოდ არ საუბრობენ დიფერენცირებაზე და მიესალმებიან ინკლუზიური განათლების დანერგვას. შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები კი ინკლუზიური განათლების ეფექტურობისათვის მიზანშეწონილად მიიჩნევენ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების ცალკე კლასებში სწავლას.

შშმ ბავშვები ძალიან კმაყოფილი არიან სკოლაში სწავლით. ისინი ინკლუზიურ განათლებაში ვერაფერს ხედავენ უარყოფითს და ვერც იმ პრობლემებს იხსენებენ, რომლებიც სკოლაში სწავლისას ჰქონიათ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ მათ გაუმართლათ, ვინაიდან, შშმ ბავშვებს გარკვეული პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ. ეს პრობლემები, ძირითადად, საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას ეხება.

მიზეზები

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ინკლუზიური განათლებისადმი უარყოფითი განწყობის უკან საზოგადოების არაინფორმირებულობა დგას. რეალურად, ფოკუს - ჯგუფებზე გამოკვეთილი ძირითადი უარყოფითი ასპექტები საზოგადოების არაინფორმირებულობაზე დაიყვანება. ზოგ შემთხვევაში არაინფორმირებულობა წარმოადგენს ინკლუზიური განათლებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენის მიზეზს, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში - ინკლუზიური განათლების დანერგვის უარყოფით შედეგს. ამით იმისი თქმა გვინდა, რომ რესპონდენტების ნაწილს ინკლუზიური განათლებისადმი იმიტომ აქვთ უარყოფითი დამოკიდებულება, რომ არ ფლობენ ინფორმაციას ინკლუზიური განათლების და შშმ ბავშვების თავისებურების შესახებ. არაინფორმირებულობა ინკლუზიური განათლების უარყოფითი შედეგი მაშინ ხდება, როდესაც მასწავლებლები და მოსწავლეები არ არიან მზად შშმ ბავშვების მისაღებად, მათ არ იციან, როგორ ასწავლონ, როგორ შევიდნენ კონტაქტში და როგორ მოექცნენ შშმ ბავშვებს. არაინფორმირებულობის, როგორც საზოგადოების უარყოფითი განწყობების მიზეზის, საილუსტრაციოდ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგალითისათვის ის ტერმინებიც გამოდგება, რომლებსაც ჯგუფის წევრები შშმ ბავშვების აღსანიშნად ხმარობენ. ფოკუს-ჯგუფების შედეგებიდან ჩანს, რომ შშმ ბავშვი გაიგივებულია ავადმყოფ, განსხვავებულ, არანორმალურ, პრობლემურ, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანთან. გარდა ამ ტერმინებისა, საზოგადოების არაინფორმირებულობა ერთ-ერთი შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვის მიერ მოთხრობილ შემთხვევაშიც ძალიან კარგად ჩანს. „იმ დღეს ბასეინზე ვიყავით და ზოგმა მშობელმა თქვა: ამათ ჩასულ წყალში ჩემ ჯანმრთელ შვილს არ ჩავუშვებო“. ამ შემთხვევაშიც ნათლად იკვეთება ინფორმაციის ნაკლებობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მასწავლებლების აზრით, ცერებრალური დამბლა იმთავითვე გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვას გულისხმობს, რაც რეალობას არ შეესაბამება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფებზე ნათლად გამოჩნდა, რომ მათ არ იციან, როგორ ასწავლონ შშმ ბავშვებს. მათ წარმოუდგენლად მიაჩნიათ ინკლუზიური განათლების პირობებში სკოლაში სწავლება, არ იციან, როგორ დაგეგმონ გაკვეთილი. აქედან გამომდინარე, ნათლად იკვეთება მასწავლებლების მომზადების საჭიროება, იმ მასწავლებლებისაც, რომელთაც თრენინგები გავლილი აქვთ. მასწავლებლებისთვის უნდა შემუშავდეს სწავლების ახალი მეთოდი და ჩაუტარდეთ თრენინგი. მხედველობიდან ისიც არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ყველა მიმღებლობით არ ხასიათდება. მასწავლებლებმა, ასევე, არ იციან, როგორ შეაფასონ შშმ ბავშვები, მათი შესაძლებლობების მიხედვით, თუ შეფასების უკვე არსებული სისტემით. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფოკუს-ჯგუფების მსვლელობიდან გამოჩნდა, რომ ინკლუზიური განათლების გამოცდილების მქონე სკოლების მასწავლებელთა ნაწილს საერთოდ არ გაუვლია თრენინგი და ისე მუშაობს შშმ ბავშვებთან.

არაინფორმირებულობის ნათელი მაგალითია ინკლუზიური განათლების გამოცდილების არმქონე სკოლების მოსწავლეების მშობლების ფოკუს-ჯგუფი. პირველ რიგში, იმიტომ რომ, მოსწავლეთა მშობლები ვერ ხვდებიან, როგორი უნდა იყოს სწავლის პროცესი ინკლუზიური განათლების პირობებში. მათი წარმოდგენით, შშმ ბავშვების კლასში ყოფნა აუცილებლად ხელისშემშლელი იქნება დანარჩენი მოსწავლეებისათვის. ისინი არ იცნობენ შშმ ბავშვების თავისებურებებს და მიიჩნევენ, რომ მათ გადამდები დაავადება სჭირთ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს არანაირი შეხება არ აქვთ შშმ ბავშვებთან, სწორედ ამით არის გამოწვეული მათი ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც ზემოთაა აღწერილი.

შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ფოკუს-ჯგუფზე გამოიკვეთა მეტად მნიშვნელოვანი ასპექტი: აცრა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შშმ ბავშვების მშობლებმა არ იციან, შეიძლება თუ არა მათი შვილების აცრა. რიგ შემთხვევაში, სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის უქონლობა ხდება მიზეზი იმისა, რომ შშმ ბავშვები სკოლაში არ დაჰყავთ.

11 Introduction

▲ზევით დაბრუნება


In many countries of the world disabled children are involved in the process of the educational institutions, they learn with common children. From this point of view Georgia should not be an exception.

National curriculum and assessment centre together with the International Institute for Education Policy, Planning and Management is carrying out the project for introducing inclusive education model in 10 schools in Tbilisi. The aim of this project is to introduce the test the model in schools in the capital, and to introduce the necessary procedures connected with the project to the state bodies, as well as to develop the state inclusive education policy and strategy according to the experience gained through the project.

Before the implementation of the project we discussed the attitude towards the establishment of the inclusive education in schools. Special sociological research was conducted that helps us to work out the future recommendations and estimate the attitude towards inclusive education.

The research was conducted by the group of sociologists, by the order of the international Institute for education policy, planning and management.

Short review

The aim of the report is to describe the attitude of the society to the inclusive education. In the document we describe the awareness level and the attitude of pupils, their parents and teachers. Units I, II,III, and IV include the analysis of focus groups and the results of detailed interviews, which were carried out in November-December, 2006.

The document reviews not only the general attitude towards inclusive education but also the negative and positive aspects the pupils, parents, teachers, disabled pupils and their parents see in the inclusive education, and the reason of such attitude too.

In the document we also discuss the way information should be given to them order to raise the awareness level. The attitude and awareness levels of each group are represented in separate chapters of the report.

The report also describes methods used during the research as well as stages of the study.

In the appendix you can see the detailed transcripts of focus groups and interviews. In the resume part of the report we summarize the results of the research.

Aims of the research:

The main aim of the research is to study awareness level and attitude towards the inclusive education of pupils, parents and teachers. The sub-aims formulated during the implementation of the project are as follows:

  • Study the attitude of disabled pupils to the participation in the inclusive education in the project;

  • Study attitude of disabled pupils' parents;

  • Identify all the negative and positive aspects pupils parents, disabled pupils and their parent see in the inclusive education;

  • Identify main reasons of the attitude of pupils, parents, teachers, disabled pupils and their parents to the inclusive education

  • Identify effective means of public information campaign about inclusive education.

Conclusion

This part of the report reviews results of the research and summarizes main conclusions:

The results of the research show that the general attitude towards inclusive education is diverse. The attitudes of the target groups are not very different according to the relationship experience to the disabled pupils. The exceptions are the parents of the pupils in the schools having or not having the experience of inclusive education. The difference between their attitude to the inclusive education is evident.

The attitude of the pupils to the inclusive education can be characterized more positively than negatively. As you know this does not mean that pupils don't see the obstacles related to having disabled pupils in the classroom, they say that disabled pupils will always feel themselves separated due to the attitude of the people around them-be it exaggerated attention or the lack of it.

Teachers' attitude to the inclusive education is diverse. It is diffi cult to say they have positive attitude or negative. It is clear that teachers see many problems related to presence of disabled pupils in school. Differentiation issue of the disabled pupils according to their abilities was discussed in the focus group of teachers. Teachers state they are for the implementation of the inclusive education in Georgia but it becomes clear from the focus groups that the statement is far from reality, because the teachers from schools having no experience in the inclusive aspect think that only some disabled pupils should learn in public schools.

Most of the participants of the focus groups support the idea of implementation of the inclusive education in Georgia, but it is clear that they are not ready psychologically and professionally and have no desire to teach them.

As we have already mentioned the attitude of pupils, parents differ according to groups. The parents of the schools having experience of inclusive education support the idea of inclusive education though they mentioned that in the beginning they did not want their children to learn with disabled children. Now when their children are in relationship with disabled pupils they can not see any negative aspects. Parents of the schools having no experience in the inclusive education have negative attitude both to disabled pupils and inclusive education. Parents of disabled pupils have positive attitude though they think there will be some problems. As we have already mentioned the parents of disabled children do not talk about the differentiation and welcome the idea of inclusive education, but the parents of physically disabled pupils think it will be better for the effective inclusive education to have special classes for such pupils.

Disabled pupils like learning in public schools, they can't see or recall any negative moment they encounter in schools. Though they say they are lucky to learn in such schools because it is very likely that disabled pupils may have problems in schools (these problems are mainly linked to negative attitude of society).

Reasons:

According to the results of the research we can say that the lack of relevant information and low awareness level is behind the negative attitude to the inclusive education. In some cases insuffi cient information is the reason of negative attitude to the inclusive education, and in other cases - negative past experience related to inclusive education. Some of the respondents have negative attitude because they have not got proper information about the inclusive education and disabled children. Lack of information becomes negative result of the inclusive education when pupils and teachers are not ready to receive disabled pupils, they have no practice and do not know how to teach and treat them. We can draw many examples: lets look at the words the members of focus groups use to describe disabled children - It becomes clear from the results of the focus groups that disabled children are regarded as ill, different, problematic, psychologically unbalanced people. Beside this one disabled child says: ~the other day we went to the pool an one parent said „I won't let my healthy child swim in the same water“. In this case you can see the lack of information. It is also noteworthy that teachers of schools having no experience in the inclusive education think that cerebral paralysis means mental disability, that is not true. As we have already mentioned teachers do not know how to teach pupils, they can't imagine teaching according to inclusive education model. They have no information how to plan the lesson. As a result of this it is clear that teachers need training, even those who have already been trained. New teaching method should be worked out for teachers, they should be trained. Teachers also do not know how to assess pupils - according to the established assessment system or according to their abilities. It turned out that some teachers have not been trained and they are still teaching disabled pupils.

The focus group of parents from the school having no experience in inclusive education can serve as a good example of the lack of information. First of all parents can not understand the teaching process in inclusive education. They think that participation of disabled pupils will be an obstacle for other pupils. They are not aware of specifi c information and think that disabled children have contagious diseases, it is noteworthy that members of the focus group have no relationship with them and this is the reason of their negative attitude (see unit III)

The following aspect is very important in the focus group of parents of disabled pupils: this is vaccination. As we have already mentioned parents do not know it is possible to vaccinate them or not. In some cases due to the lack of medical information parents do not take their disabled children to schools.