![]() |
ჯავახეთი აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: აბაშიძე არჩილ |
თემატური კატალოგი კვლევის ანგარიში|მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. კავკასიური ინსტიტუტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემს სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს და საჯარო დისკუსიებს. ინსტიტუტი აგრეთვე ატარებს სასწავლო ტრენინგებს და სემინარებს. ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, მედია, პოლიტიკური პარტიები, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები. მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 72, თბილისი 0154, საქართველო სააბონენტო ყუთი 101, თბილისი 0108, საქართველო ტელ: (995 32) 35 51 54, ფაქსი (995 32) 35 57 54 ელფოსტა: info@cipdd.org; www.cipdd.org მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი პოლიტიკური ანგარიში ოქტომბერი 2009 |
![]() |
1 რეზიუმე |
▲ზევით დაბრუნება |
არჩილ აბაშიძე
ასისტენტ-პროფესორი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის გამო ჯავახეთი1 საქართველოს პოლიტიკურად რთულ რეგიონად მიიჩნევა. ამას ემატება მხარის რთული კლიმატური პირობები (მკაცრი ზამთარი) და საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული ეკონომიკური ჩამორჩენილობა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რეგიონი კიდევ ერთხელ იქცა პოლიტიკური სპეკულაციების თემად. საგაზეთო პუბლიკაციებში, ზოგიერთი პოლიტიკოსის საჯარო გამოსვლებში ღიად ითქვა, რომ აქ მოქმედებენ ქვეყნისადმი არაკეთილგანწყობილი ძალები, რომლებიც არსებულ პრობლემებს აუცილებლად საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ.
წინამდებარე პოლიტიკის ანალიზში შევეცადეთ, ყურადღება გაგვემახვილებინა იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც რეგიონში 2008 წლის ომამდე ბევრად ადრე არსებობდა. ასეთ პრობლემებს განეკუთვნება სამართალდამცავი ორგანოებისა და, ზოგადად, სასამართლო სისტემის მოქმედება; განათლების პრობლემები; დასაქმებისა და მიგრაციის საკითხები; სადავო ეკლესიების თემა და მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია.
ანალიზში ნაჩვენებია, რომ, ცალკეული მიმართულებებით არსებული მიღწევების მიუხედავად, პრობლემების უმრავლესობა კვლავ აქტუალურია. ანალიზის ბოლოს მოცემული რეკომენდაციები განკუთვნილია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებებისათვის, რეგიონში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის.
_______________
1. ჯავახეთის ქვეშ ვგულისხმობთ სამცხე-ჯავახეთის მხარის ნაწილს, რომელიც მოიცავს ასპინძის, ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. ორ უკანასკნელში მოსახლეობის 95%-ზე მეტს სომხური წარმომავლობის მოქალაქეები შეადგენენ. მთლიანად, სამცხე-ჯავახეთში 210 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 54,5% სომეხია, 43% - ქართველი. რეგიონში ცხოვრობენ რუსების, ოსების, ბერძნების და უკრაინელების მცირერიცხოვანი თემებიც: http://www.regions.ge/Samtskhe-Javakheti (28.02.2009)
გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის კვლევითი ინსტიტუტების ფონდის (OSI TTF) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფონდის თვალსაზრისს.
![]() |
2 პრობლემის აღწერა და აქტუალობა |
▲ზევით დაბრუნება |
აგვისტოს ომის შემდეგ ჯავახეთის თემა არაერთხელ გამოჩნდა ქართული პრესის გვერდებზე. ასე,მაგალითად, გაზეთი ვერსია 2009 წლის იანვარშიწერდა, რომ მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აქეზებს რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას, უფრო იაქტიუროს ჯავახეთში. იმავე გაზეთის ცნობით, ქართველებს და სომხებს შორის პოტენციურ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე პუტინს მასთან კრემლში სტუმრად მყოფ სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთანაც კი უსაუბრია. გაზეთის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით ოფიციალური ერევანი არ აჰყვა ამგვარ ცდუნებას, მაგრამ საკითხავია, რამდენ ხანს გაუძლებს ის მოსკოვის ზეწოლას.1
გაზეთ ვერსიაშივე გამოჩნდა ინფორმაცია (რუსულ და აზერბაიჯანულ წყაროებზე დაყრდნობით), რომ რუსეთმა 2008 წლის დეკემბერში იარაღი მიაწოდა სომხეთს. გაზეთის ფურცლებზე ქართველი სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ მოსალოდნელი კონფლიქტისთ ვის განკუთვნილი იარაღია. მათი თქმით, არის ცნობები, თითქოს რუსმა თავდაცვის მინისტრმა დაარწმუნა თავისი აზერბაიჯანელი კოლეგა, რომ იარაღი გამოყენებული არ იქნება აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რადგან ის სხვა დანიშნულებით მიაწოდეს სომხეთს.2
იანვარშივე, გაზეთ 24 საათში დაიბეჭდა ანდრო ბარნოვის სტატია, რომელიც სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.3 სტატიის მიხედვით, რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს ნატო-ს კავკასიაში დამკვიდრებას. ამ მიზნით, იგი უახლოეს მომავალში ყველა გზით ეცდება, სრულად გააკონტროლოს საქართველო და სომხეთი, ხოლო აზერბაიჯანი თურქეთისგან იზოლაციაში მოაქციოს. რუსეთი ეცდება მოაგვაროს ყარაბაღის კონფლიქტი, სამაგიეროდ, ხელი შეუწყოს ჯავახეთში კონფლიქტის გაღვივებას. ეს კი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სხვა რეგიონულ პროექტებს.4
მოსახლეობის რიცხოვნობა თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (1 იანვრის მდგომარეობით) |
|||||||
|
2003 |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
2009 |
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი |
2006.2 |
2002.6 |
203.5 |
208.5 |
208.3 |
207.7 |
208.1 |
ადიგენის მუნიციპალიტეტი |
20.7 |
20.1 |
20.1 |
20.5 |
20.4 |
20.3 |
20.4 |
ასპინძის მუნიციპალიტეტი |
12.9 |
12.3 |
12.3 |
12.7 |
12.7 |
12.6 |
12.7 |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
60.5 |
59.9 |
60.4 |
62.5 |
62.5 |
62.3 |
62.3 |
ახალციხის მუნიციპალიტეტი |
45.8 |
45.2 |
45.4 |
46.9 |
46.9 |
46.8 |
46.9 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
32.2 |
31.6 |
31.7 |
32.1 |
31.9 |
31.7 |
31.5 |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
34.1 |
33,5 |
33.6 |
33.8 |
33.9 |
34.0 |
34.3 |
წყარო: საქარტველოს სტატისტიკა http://www.statistices.ge/main.php?=78&plang=2 |
ბევრი ფიქრობს, რომ ჯავახეთი ქართული სახელმწიფოს ის სუსტი წერტილია, სადაც რუსეთის მორიგი დარტყმის განხორციელების საშიშროება ძალზე დიდია. გახდება თუ არა მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოცდილების მქონე რეგიონი ომის შედეგად დასუსტებული ქართული სახელმწიფოს აქილევსის ქუსლი? 2008 წლის აგვისტოს ომის ფონზე კითხვა სრულიად ლეგიტიმურია. ამასთან, წინამდებარე ანალიზის ამოცანა არ არის გარე საფრთხეების შეფასება. ანალიზის მიზანია შეფასდეს რეგიონში ტრადიციულად არსებული პრობლემების მდგომარეობა 2008 წლის ომის შემდეგ გამოკვეთილი ტენდეციების საფუძველზე.
დათბობის ტენდენციას თურქეთ-სომხეთის ურთიერთობაში ხშირად 2008 წლის ომის ირიბ შედეგად მიიჩნევენ. თუმცა ამ პროცესის საბოლოო შედეგი ჯერ არ გამოკვეთილა, ის შეიძლება ნეგატიურად აისახოს ჯავახეთის რეგიონზე; მან შეიძლება შეასუსტოს საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, რაც უშუალოდ ეხება ჯავახეთის რეგიონს, კერძოდ, ყარს-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის პროექტს. შეიძლება სომხეთის ხელისუფლება უფრო გააქტიურდეს ჯავახეთის მოსახ ლეობის პრობლემების დაცვაში; ამის მაგალითი შეიძლება იყოს სომხეთის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის მხარს დაუჭერს ჯავახეთში სომხურისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას5. მეორე მხრი, ჯავახეთის მოსახ ლეობას, სავარაუდოდ, შეუმცირდება თურქეთის მიმართ განსაკუთრებული შიში, რაც წლების განმავლობაში დამახასიათებელი იყო ქვეყნის ამ კუთხისთვის.
_________________
1. „პუტინი სომხეთს საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებას სთავაზობს“, გაზ. ვერსია, 28-29 იანვარი, 2009, სააგენტო მედიანიუსი. ამავე თემას ვრცელი სტატია მიუძღვნა გაზეთმა კვირის პალიტრამ, 2009 წლის მე-9 ნომერში. ასევე, იხილეთ „კავკასიის ინტეგრაცია“, ჟურნალი ლიბე რალი, სექტემბერი, N9. 2009.
2. „პუტინი სომხეთს საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებას სთავაზობს“,გაზ. ვერსია, 28-29 იანვარი, 2009, სააგენტო მედია-ნიუსი.
3. კვლევის სრული ტექსტი იხილე: http://stand.ge/?page=11&lang=geo&content=148
4. ანდრო ბარნოვი, „კავკასიური გეოპოლიტიკა და გეოსტრატეგია“, გაზ. 24 საათი, 17 იანვარი, 2009.
5. სარქისიანმა ეს განაცხადა სომეხ დიპოლომატებთან შეხვედრაზე 2009 წლის 1 სექტემბერს - იხ. „სომხეთის პრეზიდენტი ჯავახეთში სომხურის, როგორც „რეგიონალური ენის“, საჭიროებაზე საუბრობს“, http://www.civil.ge/geo/article.php?id=21721&search=ჯავახეთი.
![]() |
3 მეთოდოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე კვლევისას გამოყენებულ იქნა ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული მასალები ჯავახეთის რეგიონის შესახებ, ასევე, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციები. 2009 წლის 15 ივნისს ინსტიტუტში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელზეც მოწვეულმა ექსპერტებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები ანალიზში განხილული საკითხების ირგვლივ. მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები შევიდა წინამდებარე კვლევაში.
![]() |
4 ჯავახეთი აგვისტოს ომის პერიოდში |
▲ზევით დაბრუნება |
აგვისტოს ომმა ისეთივე თავზარი დასცა ჯავახეთის მოსახლეობას, როგორც საქართველოს ნებისმიერი სხვა კუთხის მაცხოვრებლებს: აგვისტოს თვეში ყველას ყურადღება რუსეთის აგრესიისკენ იყო მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიას მოსახლეობის უმრავლესობა გმობდა, აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა ომის გამოწვევი მიზეზების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხმა გარკვეული დროებითი დაძაბულობა შექმნა რეგიონის ქართული და სომხური წარმომავლობის მოქალაქეების ურთიერთობებში. ამის მიზეზი, ძირითადად, იმაში უნდა ვეძებოთ, რომ ინფორმაციის ძირითადი წყარო არაქართულენოვანი მოქალაქეებისათვის რუსული სატელევიზიო არხები და ინტერნეტ-გვერდები იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ აგვისტოს ომის განმავლობაში და მანამდეც აღნიშნული საინფორმაციო საშუალებების მხრიდან აგრესიული და მიზანმიმართული ანტიქართული პროპაგანდა მიმდინარეობდა, ადვილი წარმოსადგენია, რა წარმოდგენა შეექმნებოდა ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე მოვლენებზე. მით უფრო, რომ ქართული საინფორმაციო გამოშვებები ადგილობრივ სატელევიზიო არხებზე მხოლოდ საღამოობით გადიოდა ეთერში (ერთ-ერთი არხი კი ომის დაწყების შემდეგ, მხოლოდ 12 მედვედევის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეუაგვისტოს გავიდა ეთერში), ხოლო ხაზების გადატვირთვის გამო რეგიონში პერიოდულად ითიშებოდა სატელეფონო კომუნიკაციები.
უნდა ითქვას, რომ რუსულმა პროპაგანდამ, ნაწილობრივ, შედეგი გამოიღო: რუსული ტელეარხების თვალით დანახულმა კონფლიქტმა სომხურ მოსახლეობაში გააჩინა შიში, რომ საქართველოს ხელისუფლების შემდეგი სამიზნე სწორედ მათი რეგიონი გახდებოდა. თუმცა, არსებობდა ისეთებიც, ვინც ომის დაწყების მიზეზად რუსულ მხარეს ასახელებდა და საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ პროვოკაციაზე წამოგებას საყვედურობდა. ბევრი აგვისტოს ომს ვაშინგტონის და მოსკოვის გლობალური დაპირისპირების ერტ-ერთ ფრაგმენტად განიხილავდა.
დათბობის ტენდენციას თურქეთ-სომხეთის ურთიერთობაში ხშირად 2008 წლის ომის ირიბ შედეგად მიიჩნევენ. თუმცა ამ პროცესის საბოლოო შედეგი ჯერ არ გამოკვეთილა, ის შეიძლება ნეგატიურად აისახოს ჯავახეთის რეგიონზე.
როდესაც რუსულმა საჰაერო ძალებმა იერიშები წამოიწყეს და ბომბები საცხოვრებელ სახლებსაც დაუშინეს, ჯავახეთის მოსახლეობაში გაჩნდა შიში, რომ რუსეთს შესაძლოა საჰაერო იერიში მიეტანა ყოფილ სამხედო ბაზაზე ახალქალაქში. მოსახლეობამ თავი სოფლებს შეაფარა, ზოგიერთი სომხეთშიც გადავიდა. პანიკა განსაკუთრებით გაამწვავა ელექტრონული მედიის მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ, თითქოს სომეხი ახალგაზრდები იძულების და სასწრაფო წესით (ღამით) ქართულ შეირაღებულ ძალებში მიჰყავდათ და საქართველო-სომხეთის საზღვარზე აღარ ატარებდნენ ბრძოლისუნარიან ახალგაზრდა მამაკაცებს. გავრცელდა ხმები, რომ რუსეთი სომხეთიდან შემოიყვანდა ჯარს და საქართველოს მესამე ფრონტს გაუხსნიდა. რეგიონს რამდენიმეჯერ მართლაც გადაუფრინეს სომხეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრილმა ვერტმფრენებმა. გავრცელდა ხმა, თითქოს რუსეთის ტელეარხებით რუსმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ჯარი ჯავახეთის მოსახლეობას არას ავნებდა. ამ ინფორმაციამ ქართულ და სომხურენოვან მოსახლეობას შორის ერთგვარი დაძაბულობაც წარმოშვა. მოგვიანებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სახელმწიფო სამსახურებმა შეძლეს მოსახლეობის დარწმუნება, რომ რუსული აგრესიის რეგიონზე გავრცელება ნაკლებ მოსალოდნელი იყო.
სამცხე-ჯავახეთში 210 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 54% სომეხია, 43% ქართველი. რეგიონში ცხოვრობენ რუსების, ოსების, ბერძნებისა და უკრაინელების მცირერიცხოვანი თემებიც. წყარო: htpp://www.regions.ge/Samtskhe-Javakheti |
ომის მიერ გამოწვეული ვნებათაღელვა სარკოზიმედვედევის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული „მშვიდობის“ შედეგად მიწყნარდა, მაგრამ რუსეთის მიერ აგვისტოს ბოლოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობამ ხელახალი ძალით გამოაცოცხლა მიჩუმებული დისკუსიები. განსაკუთრებით გააქტიურდნენ ძალები, რომლებმაც რუსეთის მიერ საერთაშორისო საზოგადოებისა და ნორმების უგულებელყოფა კავკასიაში რუსეთის პოზიციების გაძლიერებად და დასავლეთისათვის „გაკვეთილის სწავლებად“ აღიქვეს.
უნდა ითქვას, რომ რუსულმა პროპაგანდამ შედეგი ნაწილობრივ გამოიღო: რუსული ტელეარხების თვალით დანახულმა კონფლიქტმა სომხურ მოსახლეობაში გააჩინა შიში, რომ საქართველოს ხელისუფლების შემდეგი სამიზნე სწორედ მათი რეგიონი გახდებოდა. თუმცა, არსებობდნენ ისეთებიც, ვინც ომის დაწყების მიზეზად რუსულ მხარეს ასახელებდა და საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ პროვოკაციაზე წამოგებას საყვედურობდა. ბევრი აგვისტოს ომს ვაშინგტონის და მოსკოვის გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთ ფრაგმენტად განიხილვდა.
![]() |
5 რეგიონის პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |
ჯავახეთის რეგიონში 2004 წლიდან ბევრი სასიკეთო სიახლეა: მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია, პირველად ხდება რეგიონის გაზიფიკაცია, შენდება საერთაშორისო მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალი. მიუხედავად ამისა, რეგიონში კვალავაც არსებობს სხვადასხვა, უკვე ტრადიციულად ქცეული პრობლემა. ქვემოთ დაჯგუფებულია და მიმოხილულია ის პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად იქცევს ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღებას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემების უმრავლესობა არ უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომს; ეს პრობლემები ომამდეც არსებობდა.
ა) სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის საქმიანობა
რეგიონის სომხურ მოსახლეობაში სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის მიმართ გარკვეული უნდობლობა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის დაკავების შემდეგ გაჩნდა. 2009 წლის იანვარში დააკავეს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი გრიგორი მინასიანი და შარლ აზნავურის საზოგადოების თავმჯდომარე სარგის აკოფჯანიანი. ორივეს ბრალად ედებოდა ჯაშუშობა და უკანანო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა1. დაკავებამ პროტესტი გამოიწვია არა მხოლოდ ადგილობრივ სომხურ მოსახლეობაში, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სომხურ დიასპორებშიც. განსაკუთრებული აღშფოთება დაპატიმრების ფორმამ გამოიწვია: სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მინასიანი ახალგაზრდულ ცენტრში მიმდინარე მეცადინეობების დროს, ხოლო აკოფჯიანიანი სასაფლაოზე დაკრძალვის ცერემონიალის დროს დააკავეს. მეორე დღესვე გაიმართა ადგილობრივ მცხოვრებთა მცირემასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლა (რომელშიც, ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეოდნენ), თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე მოცდას ემხრობოდა.
პრობლემების უმრავლესობა, რომლებიც ყველაზე მეტად იქცევს ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღებას, არ უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომს; ეს პრობლემები ომამდეც არსებობდა.
მოსახლეობაში სხვადასხვა მოსაზრება ტრიალებდა მინასიანისა და აკოფჯანიანის დაპატიმრების მიზეზებზე. ზოგი ამას სადავო ეკლესიების გარშემო გაშლილ კამპანიაში მათ აქტიურ ჩართვას უკავშირებდა. გამოითქმებოდა მოსაზრებაც, რომ დაპატიმრებებით ცენტრალურ ხელისუფლებას სურდა გამწვავებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიდან ყურადღება ჯავახეთის რეგიონის „ტრადიციულ პრობლემაზე“ - ავტონომიის მოთხოვნაზე გადაეტანა.
მინასიანის და აკოფჯანიანის დაპატიმრება საზოგადოებრივმა აზრმა 2008 წლის ივლისში გურგენ შირინიანის (ჯავახკის წევრი) და ვააგნ ჩახალიანის (ახალქალაქის ახალგაზრდული ორგანიზაცია) გახმაურებულ დაპატიმრებას დაუკავშირა. ეს პირები ახალქალაქის პოლიციის უფროსის სახლთან მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში ცნეს ეჭვმიტანილად და მოგვიანებით უკანონო იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ჩახალიანის სასამართლო პროცესი აქტიური საინფორმაციო კამპანიის ფონზე მიმდინარეობდა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სომხეთის და სომხური დიასპორის ნაციონალისტური ორგანიზაციები.
ადგილობრივები შირინიანის და ჩახალიანის დაკავების ისტორიას პოლიციის უფროს პეტროსიანსა და დაკავებულებს შორის არსებულ კონფლიქტს უკავშირებენ და, დიდწილად, სკეპტიკურად აფასებენ სამართალდაცვითი და სასამართლოს სისტემების როლს ამ საქმეებში. 2009 წლის იანვარში გავრცელდა ჩახალიანის განცხადება, რომელშიც ის სასამართლოს მიერ მისი უფლებების დარღვევაზე და მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს: კერძოდ, იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა მის ფრანგ ადვოკატს; სასამართლოზე, მისი აზრით, არ იყო ადეკვატური თარგმანი და ა.შ. საქმეს გამოეხმაურა სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც, რომელიც თავის განცხადებაში ყურადღებას ამახვილებდა იმ პრობლემებზე, რაც ფრანგ ადვოკატს შეექმნა2. 2009 წლის აპრილში ჩახალიანს სასამართლომ ათწლიანი სასჯელი მიუსაჯა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი: ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
წყარო: სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო, 2009 (http://sjrda.org/samtskhe-javakheti/)
ბ) სადავო ეკლესიების საკითხი
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სადავო ეკლესიების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოს საპატრიარქოსა და სომხური სამოციქულო ეკლესიას შორის ურთიერთობაში, თუმცა მას პოლიტიკური განზომილებაც ეძლევა.3 ამ საკითხზე ხშირად წერს სომხური პრესა, რომელიც, სომხური ეკლესიების (ასეთად მიაჩნია სომხურ მხარეს) ქართული მხარის მიერ მითვისებას საქართველოში სომხური მოსახლეობის და კულტურის შევიწროების თვალსაჩინო გამოხატულებად წარმოაჩენს. კერძოდ, სომხური მხარე კატეგორიულად მოითხოვს თბილისში ნორაშენისა და ახალციხეში სურბნიშანის ტაძრების დაბრუნებას. სადავო ეკლესიები საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილებაა. მაგრამ, საკითხის განსაკუთრებული სენსიტიურობის გამო, ხელისუფლება. თავს არიდებს ამ პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტას მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე. ამიტომ, რაიმე გადაწყვეტილების მიღება ფერხდება.
სადავო ეკლესიები, მათ გარშემო მომხდარი ინციდენტების შედეგად, პერიოდულად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა 2008 წლის დეკემბერში სომხეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტისას მოხდა. პრემიერმა ტიგრან სარქისიანმა რამდენიმე ქართველ მაღალჩინოსანთან ერთად მოინახულა ნორაშენის ეკლესია, რომელიც უმოქმედოა. პრესაში (როგორც სომხურში, ისე ქართულში) რადიკალური ხასიათის პუბლიკაციები
დაიბეჭდა. საუბარი იყო ქართველი და სომეხი მაღალჩინოსნების მიერ ეკლესიის „კარის შემტვრევაზე“ და მასში „შეჭრაზე“. ქართულ პრესაში დაბეჭდილ ერთ-ერთ გამოხმაურებაში ისიც ითქვა, რომ სომხეთი აგვისტოს ომის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა და სადავო ეკლესიების საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს მძიმე ვითარებით სურდა ესარგებლა.4 საქართველოს პარლამენტის ოპოზიციურმა წევრმა, ჯონდი ბაღათურიამ ეკლესიაში „შეჭრის“ გამო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრების, გოგა ხაჩიძის და იულონ გაგოშიძის გადაყენება და სამართალში მიცემა მოითხოვა5
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სადავო ეკლესიების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოს საპატრიარქოსა და სომხური სამოციქულო ეკლესიას შორის ურთიერთობაში, თუმცა მას პოლიტიკური განზომილებაც ეძლევა.
სადავო ეკლესიების საკითხთან დაკავშირებით ინიციატივა წამოაყენა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ: სადავო ეკლესიების საკითხის განსახილველად შეიქმნას ერთობლივი ქართულ-სომხური კომისია. ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ინიციატივა მოიწონა. თუმცა, ჯავახეთის გარკვეულ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს საქართველოს მხრიდან დროის გაწელვის მიზნითაა მოგონილი.
გ) დასაქმე ბა და მიგრაცია
უმუშევრობის პრობლემა ძალზე მწვავედ დგას რეგიონში. ტრადიციულად, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, მოსახლეობის დიდი ნაწილი სეზონურ მიგრაციაშია ჩართული, მიდის სამუშაოდ, ძირითადად, რუსეთში. ერთ-ერთი ადგილობივი გაზეთის მონაცემებით, ყოველ წელს სეზონური სამუშაოს საძებნელად რუსეთსა და სომხეთში რეგიონის 20 ათასი მოსახლე გადის, ხოლო 1990-2008 წლის პერიოდში საქართველოს სხვა რეგიონებში ან უცხოეთში გადასახლდა თითქმის 100 ათასი ადამიანი.6 თუმცა, შედარებით მაღალი შობადობის ფონზე, ეს რეგიონის დეპოპულაციის ტენდენციას არ ქმნის.
წყარო: სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო, 2009 (http://sjrda.org/regional-plan/)
ბოლო პერიოდში რუსეთთან უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, რუსეთში წასვლა გართულდა. შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად ბევრმა სომხეთის მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა (რაოდენობრივი მონაცემები ურთიერთსაწინააღმდეგო და არასანდოა). სომხეთში დაშვებულია ორმაგი მოქალაქეობა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ სომხეთის მოქალაქეობის მიღებისთანავე საქართველოს მოქალაქეობას კარგავს და მხოლოდ საქართველოში ცხოვრების უფლებას იტოვებს. სავარაუდოა, რომ მომავალში ეს საკითხი სერიოზულ ვნებათაღელვას გამოიწვევს.
ახალქალაქიდან რუსული ბაზის გასვლის შემდეგ დაიკარგა ადგილობრივი პროდუქტის, კარტოფილის ძირითადი შემსყიდველი (ბაზა წელიწადში დაახლოებით 500 ტონას მოიხმარდა).7 მისი სრულყოფილი ჩანაცვლების პერსპექტივა კი არ ჩანს. რეგიონში მიმდინარე დიდი პროექტები ნაწილობრივ ეხმარება დასაქმების პრობლემის გადაჭრას, მაგრამ იმედის გაწბილებასაც იწვევს და პროტესტის ახალ წყაროებსაც ქმნის, რადგან პროექტების განმახორციელებელ კომპანიებს ხშირად ურჩევნიათ, „საკუთარი“, ნაცადი მუშა ხელი ჩაიყვანონ რეგიონში. თუმცა ფართოდ დაიწყო რეგიონის გაზიფიკაციისა და გზების რეაბილიტაციის პროგრამა, რაც თავისთავად მეტად პოპულარულია, მოსახლეობა უკმაყოფილია იმით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებადაა ჩართული ამ პროექტებში.
დასაქმების საკითხი პირდაპირ უკავშირდება ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციას: ის ნაკლებად კონკურენტუნარიანია საერთაშორისო პროექტების წყალობით შექმნილ სამუშაო ბაზარზე. ამ ვითარებამ აქტუალური გახადა რეგიონში პროფესიული განათლების სისტემის უკმარისობის საკითხი.
რეგიონი ჩართულია მნიშვნელოვან სატრანზიტო პროექტებში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მის ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო პროექტი. პროექტის ინაუგურაცია 2008 წლის 24 ივლისს ყარსში შედგა. გეგმით მშენებლობა 2009 წელს უნდა დამთავრდეს, ხოლო მოძრაობა 2010 წლიდან დაიწყოს. აგვისტოს ომის დროს მშენებლობა დროებით შეჩერდა.8 ეს პროექტი ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, მაგრამ ამ უკანასკნელის დამოკიდებულემა მის მიმართ მაინც ერთგვარად გაორებულია. ეკონომიკური განვითარების ახალი პერსპექტივები ადამიანებს პოზიტიურ განწყობას უქმნის, მაგრამ ამავე დროს არსებობს მოსაზრება, რომ რკინიგ წმინდა სამხედრო-პოლიტიკური პროექტია და მისი მიზანი სომხეთის იზოლაციაში მოქცევაა; ეჭვის თვალით უყურებენ რკინიგზის დასაცავად რეგიონში დამატებითი ქართული სამხედრო შენაერთების შეყვანის შესაძლებლობასაც; არსებობს შიში, რომ თურქი და აზერბაიჯანელი დამქირავებლები რეგიონში იგნორირებას გაუწევენ ადგილობრივი სომხური წარმოშობის მუშახელს და „თავისიანებს“ შემოიყვანენ.
პროექტის მომავალთან დაკავშირებით დამატებითი კითხვის ნიშნები გაჩნდა მას მერე, რაც გამოიკვეთა თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების შესაძლო დათბობის პერსპექტივა. თუმცა, ექსპერტების თქმით, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგების საკითხი იმდენად მტკივნეული და გრძელვადიანი, რომ საეჭვოა უახლოეს მომავალში ამ ფაქტორმა სერიოზული საფრთხე შეუქმნას რკინიგზის პროექტს.9 სამაგიეროდ, მან გარკვეულად შეარბილა წარმოდგენები პროექტის „ანტისომხურ“ ხასიათზე.
დ) განათლება
განათლების სფეროში ყველაზე პრობლემური საკითხები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნას უკავშირდება. ესაა ერთ-ერთი სერიოზული დაბრკოლება სამოქალაქო ინტეგრაციის გზაზე. არაქართველი მოსახლეობა მოწყვეტილია ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებას. სომეხი ახალგაზრდების ნაწილი ქართულ ჯარში სამსახურზეც უარს სწორედ იმ საბაბით ამბობს, რომ ენა არ იცის.10
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის გადაწყვეტა დიდი ხანია სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია, პროგრესი მისი გადაწყვეტის მიმართულებით თვალსაჩინო არაა. მიუხედავად განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯებისა - ამის მაგალითია სპეციალურად უმცირესობებისთვის განკუთვნილი ქართული ენის შესწავლის ახალი მეთოდოგიის და სახელმძღვანელოების შემუშავება - საშუალო სკოლა ვერ უზრუნველყოფს ქართული ენის სწავლების სათანადო დონეს; ასე რომ, სომხურ და რუსულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები დაბალ დონეზეც კი ვერ ფლობენ ქართულ ენას. დროდადრო ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციები ზრდადასრულებული მოსახლეობისთვის განკუთვნილი ქართული ენის სწავლების კურსების ორგანიზებას ახდენენ, მაგრამ ეს პროგრამებიც არასისტემურია და სერიოზულ გარდატეხას ვერ იწვევს. განათლების და მეცნიერების სამინისტრო უკეთესი შედეგის მიღწევას ორენოვანი სწავლების მეთოდიკის დანერგვით ვარაუდობს, მაგრამ რესურსების ნაკლებობის გამო ეს მხოლოდ რეგიონის რამდენიმე სკოლაში ხდება.
დასაქმების საკითხი პირდაპირ უკავშირდება ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციას: ის ნაკლებად კონკურენტუნარიანია საერთაშორისო პროექტების წყალობით შექმნილ სამუშაო ბაზარზე.
ენის სწავლების პრობლემებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობაში ქართული ენის შესწავლის მოტივაციის სისუსტეც. ახალქალაქის და ნინოწმინდის რეგიონების ენობრივი გარემო ტრადიციულად სომხურენოვანია: ქართული მოსახლეობაც, როგორც წესი, თავისუფლად ფლობს სომხურ ენას. ტრადიციულად, ისევ ძლიერია რუსული ენის პოზიციები, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა წლების განმავლობაში ძირითადი ეკონომიკური სუბიექტი იყო რეგიონში, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთში სეზონურ მიგრაციაზეა ორიენტირებული. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ხედავს ქართული ენის შესწავლის რეალურ საჭიროებას, ხოლო ამ მიმართულებით ქართული სახელმწიფოს ძალისხმევის გაძლიერებას ასიმილაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს. თუმცა, ბოლო წლებში, როდესაც თვალსაჩინო ხდება ქართული სახელმწიფოს გაძლიერება, სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ ქართული ენის შესწავლა ზრდის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის შანსს და, შესაბამისად, იზრდება ინტერესი ქართული ენის შეწავლისადმი. ენის არცოდნა პრობლემაა უმაღლესი განათლების მიღების კუთხითაც. ქართული ენის არცოდნა, პრაქტიკულად, შანსს არ უტოვებს რეგიონის ახალგაზრდებს, ისწავლონ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში. 2008 წელს ცხარე დებატები მიმდინარეობდა (მათ შორის, პარლამენტშიც) იმის შესახებ, უნდა გაიოლდეს თუ არა ქართული ენის მისაღები გამოცდები არაქართველი აბიტურიენტებისათვის. თემამ დიდი გამოხმაურება პოვა საზოგადოებაში. დომინირებდა მოსაზრება, რომ მსგავსი შემსუბუქება კიდევ უფრო შეუსუსტებდა ახალგაზრდებს ქართული ენის შესწავლის მოტივაციას.11 თუმცა, ამავე დროს, სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს, რომლებიც უადვილებს უმცირესობებს ქართულ უნივერსიტეტებში მოხვედრას: მათ შეუძლიათ მშობლიურ ენაზე ჩააბარონ უნარ-ჩვევების და კონკრეტული საგნების გამოცდები.
ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის მარშრუტი
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Kars_Baku_Tbilisi_railway_line
განათლების სფეროში ყველაზე პრობლემური საკითხები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის გადაწყვეტა დიდი ხანია სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია, პროგრესი მისი გადაწყვეტის მიმართულებით თვალსაჩინო არაა.
ეთნიკური სომეხი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი უმაღლესი განათლების მისაღებად მაინც სომხეთში მიდის. სომხეთის უნივერსიტეტებში არსებობს სამოცდაათკაციანი კვოტა ჯავახეთიდან ჩასული სტუდენტებისათვის. არსებული მონაცემებით, 2004 წელს ერევნის უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოდან 186 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო 2008 წელს - 314. სწავლის დასრულების შემდეგ ბევრი სომხეთში ცხოვრებას და სამსახურის დაწყებას არჩევს. ეს სომხური მოსახლეობის ნაწილის გულისწყრომას იწვევს: ზოგი ამაში ეთნიკურად სომხური მოსახლეობის რეგიონიდან თანდათანობითი „გამოდევნის“ შეგნებულ პოლიტიკას ხედავს.12
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში ორი ქართული უმაღლესი სასწავლებელი მოქმედებს: ახალქალაქის კოლეჯი და ინსტიტუტი „ცოდნა“, რომელშიც ეთნიკურად სომეხი სტუდენტებიც სწავლობენ. მათ უკვე გაიარეს ქართული ენის კურსები. ქართველი და სომეხი ახალგაზრდების ერთად სწავლა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ დაახლოებას. სომხური მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს ქართულ-სომხური უნივერსიტეტის დაარსებას ახალქალაქში.
ე) მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხი
მაჰმადიანი მესხების13 - 1944 წელს რეგიონიდან შუა აზიაში გადასახლებული მუსლიმანი მოსახლეობის - რეპატრიაციის საკითხი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. საკუთრივ, ჯავახეთს ეს პრობლემა ნაკლებად ეხება: მუსლიმანები, ძირითადად, ახალციხის და ადიგენის რაიონებიდან გადაასახლეს და მათ, უმეტესწილად, სწორედ ამ რაიონებში ჩასახლება სურთ. შესაბამისად, ჯავახეთის მოსახლეობას ეს პრობლემა შედარებით ნაკლებად აღელვებს, თუმცა ის ინფორმირებულია მის შესახებ.
2008 წელს საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 1 ივლისამდე გააგრძელა ვადა მესხების მიერ საქართველოში რეპატრიაციაზე განაცხადის შემოტანაზე. საერთოდ, „ყოფილი სსრკ-ის მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან დღემდე რეპატრიაციის სამმართველოში ორი ათასამდე14 განცხადებაა შესული, აზერბაიჯანში არსებულ საკონსულოებში კი მათი რიცხვი 15 ათასს აღწევს15. ძირითადად, ეს რუსეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები მესხები არიან. მთლიანად ყოფილ საბჭოთა კავშირში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში დაქსაქსული ამ ეთნო-კონფესიური ჯგუფის მთლიანი რაოდენობა, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, დაახლოებით 300 ათასს შეადგენს. ორგანიზაცია „ვათანის“ (თურქი მესხების ინტერესების დამცველი ყველაზე ძლიერი ორგანიზაციის) თავმჯდომარე სულეიმან ბარბაქაძე განაცხადების სიმცირეს ადამიანთა არაინფრომირებულობით ხსნის. მისი აზრით, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან რეპატრიაცია დაახლოებით 90 ათას მესხს სურს,16 თუმცა, ეს რიცხვი აშკარად არარეალისტური ჩანს.
ამავე დროს, ხსენებული კანონი რეპატრიაციის შესახებ მხოლოდ რეპატრიაციის უფლებას იძლევა და არ გულისხმობს რეპატრიანტების მიმართ მატერიალურ დახმარებას ან ქონების რესტიტუციას: ამიტომ მათი დაბრუნება, პრაქტიკულად, უკავშირდება მათ უნარს, საქართველოში ცხოვრებისთვის საჭირო ქონება შეიძინონ. ეს კი ამცირებს იმ ადამიანთა რაოდენობას, ვისი საქართელოში გადმოსახლება რეალისტურადაა მოსალოდნელი.
რეგიონის მოსახლეობა, ძირითადად, ნეგატიურადაა განწყობილი რეპატრიაციის პროცესის მიმართ, თუმცა ბოლო ხანებში შეშფოთების დონემ გარკვეულად დაიწია. კანონის ამოქმედების შემდეგ მუსლიმანი მესხების ოჯახების მცირე რაოდენობამ შეძლო ქართულ სოფლებში სახლების შეძენა და დასახლება. ამას არ გამოუწვევია რეგიონში დაძაბულობის ფონის ზოგადი ამაღლება, თუმცა იყო ადგილობრივ და ახლადჩასულ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებიც. ზოგიერთი ქართული და, პრაქტიკულად, ყველა სომხური სოფლის მოსახლეობა შეურიგებელია მუსლიმანი მესხების დეპორტაციის პერსპექტივის მიმართ: ამ სოფლებში, დეპორტირებულებს, ფაქტობრივ, არ ეძლევათ ქონების შეძენის და დასახლების შესაძლებლობა.
რეპატრირებულებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ სამართლებრივი სტატუსის, ეკონომიკური შესაძლებლობების და სოციალურ-კულტურული ადაპტაციის თვალსაზრისით. მაგალითად, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რუსეთიდან გადმოსახლებული მესხები: მათ დღემდე რუსული პასპორტები აქვთ და საქართველოში ლეგალურად ყოფნისათვის საჭირო ვიზებს ვადა გაუვიდა. გამოდის, რომ ისინი დეპორტაციას ექვემდებარებიან. ბევრი მათგანი სეზონურ სამუშაოზე თურქეთში დადის და საზღვრის გადმოკვეთისას ვიზის აღება და, ხშირ შემთხვევაში, ქრთამის გადახდაც უხდება. დეპორტირებულთა უმრავლესობა არ ფლობს ქართულ ენას, რაც სერიოზულად აფერხებს მათ სრულფასოვან ჩართვას საზოგადოებაში. მაგრამ მათი შვილები, როგორც წესი, ქართულ სკოლებში დადიან, რაც ენობრივი თვალსაზრისით ინტეგრაციის პერსპექტივას უფრო საიმედოს ხდის.
________________
1. 2009 წლის მარტში დაკავებულები ერთწლიანი პირობითი სასჯელისა და ორი ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ქართული საინფორმაციო სააგენტო პირველი. ttp://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=20670&Itemid=52
2. უფრო დაწვრილებით იხილე საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება: http://www.ombudsman.ge/index.php?m=8&newsid=979
3. „ე.წ. სადავო რელიგიური ნაგებობების საკითხი უფრო მასშტაბურია და ის არამარტო სომხური ეკლესიის, არამედ კათოლიკური, მუსლიმური და ებრაული თემის საკუთრების დაბრუნებასაც ეხება“. - საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2008 წლის მეორე ნახევარი. http://www.ombudsman.ge/uploads/reports/saxalxo_damcvelis_angarishi__2008_ii__naxevari.pdf
4. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 17 დეკემბერი, 2008 http://www.opentext.org.ge/08/sakartvelos-respublika/235/235-18.htm
5. გაზ. ახალი თაობა, 13 იანვარი, 2009.
6. გაზ. აკუნ იანვარი, 2009.
7. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხილე გაზ, სამხრეთის კარიბჭის სტატია „მოსავალი საწყობშია, მოსახლეობა კი ვალებში“, http://www.regions.ge/Samtskhe-Javakheti
8. გაზ. ვერსია, 20-21 აგვისტო, 2008.
9. გაზ. ახალი თაობა, 8 სექტემბერი 2008.
10. უფრო დაწვრილებით იხ. გაზ. სამხრეთის კარიბჭის სტატია „სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა დაიწყო“, http://www.regions.ge/Samtskhe-Javakheti
11. გაზ. ახალი თაობა, 25 ივნისი 2008.
12. Во имя прддержки или выдавливания армян? Информайионный центр http://www.bagin.info/default.asp?Lang=_Ru&NewsID=1941&SectionID=0&RegionID=0&Date=10/13/2008&PagePosition=1
13. ამ ეთნო-კონფესიური ჯგუფის დასახელება თავისთავადაა მწვავე და პოლიტიკურად შეფერილი დავის საგანი. 1944 წელს გასახლება მოხდა რელიგიური ნიშნით: დეპორტაციას დაექვემდებარა სხვადასხვა ერთნიკური წარმომავლობის მუსლიმანი. დღეს ამ ჯგუფის ადამიანთა უმრავლესობა თურქად მიიჩნევს თავს, კვლევითი ლიტერატურისა და საერთაშორისო დოკუმენტების უმრავლესობაში ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც „თურქი მესხები“. მაგრამ მათ შორის არიან ისინიც, ვინც ეთნიკურად ქართველად
14. „მაჰმადიანი მესხების რეპატრიანტობის განაცხადებზე ახალი ვადები დადგინდა“, Civil.ge 17 July 2009 http://www.civil.ge/geo/article.php?id=21531&search=
15. http://www.regions.ge/Samtskhe-avakheti&newsid=60&year=2009&position=news_category
16. გაზ. მთელი კვირა, 15 დეკემბერი 2008.
![]() |
6 დასკვნა და რეკომენდაციები |
▲ზევით დაბრუნება |
საგარეო საფრთხის შეფასება და ზუსტი პროგნოზი ამ კვლევის მიზანი არ ყოფილა. ამასთან, ეცდება თუ არა გარეშე ძალა ღიად რეგიონში დესტაბილიზაციას, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობასა და პოზიციაზე. ამდენად, უფრო რაციონალურია, ვისაუბროთ მხარეში არსებული ტრადიციული პრობლემების მოგვარებაზე და რესურსების და ძალისხმევის ამ კუთხით მიმართვაზე.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა ხელისუფლების ძალისხმევა, ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.1 განხორციელების ფაზაშია რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი (მაგალითად, სოფლების გაზიფიცირება). რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ტყეშელაშვილის თქმით, 2009 წელს გათვალისწინებულია სამცხე-ჯავახეთის წყალმომარგება, გაზიფიცირება, სკოლების და საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.2 ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება რეგიონის ბიუჯეტი.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ღონისძიება სპონტანურად და იზოლირებულად ტარდება. სინამდვილეში, არ არსებობს კომპლექსურ კვლევაზე დაფუძნებული განვითარების სტრატეგია, შეინიშნება რეგიონის შესახებ სანდო მონაცემთა ბაზის ნაკლებობა. მიუხედავად იმისა, რომ საუბრობენ უკვე განხორციელებული პროექტების მიღწევებზე,3 საზოგადოებისათვის ხშირად ხელმისაწვდომი არაა აღნიშნული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
პრობლემური რჩება ადამიანის უფლებების და ხელისუფლების მუშაობაში გამჭვირვალობის საკითხები. არსებული მონაცემებით, გახშირებულია პოლიციის მიერ ადგილობრივი ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების საეჭვო მოტივებით დროებით დაკავების ფაქტები. ჟურნალისტები და არასამთავრობო ორანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ საჯარო ინფორმაციის მოპოვების მხრივ არსებულ სირთულეებს.
უმცირესობებისთვის მისაწვდომი ინფორმაციის წყაროების ნაკლებობა უკავშირდება როგორც ენის ცოდნის პრობლემას, ისე ცენტრალური და ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების შეზღუდულობას.4 ამ მიმართულებითაც უკანასკნელ წლებში მნივნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა,5 თუმცა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ადგილობრივ დონეზე თავისუფალი მედია-სივრცის არსებობა, რომელიც ადგილობრივი პრობლემების განხილვის ფორუმის ფუნქციას შეასრულებდა. აუცილებელია ადგილობრივი ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.
ზემოაღნიშნული პრობლემებისა და ტენდეციების განხილვიდან შემდეგი სახის რეკომენდაციები იკვეთება:
ადამიანის უფლებები და კარგი მმართველობა:
სათანადო ყურადღება მიექცეს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, უზრუნველყოფილ იქნეს ძირითადი უფლებების სამართლიანი და მიუკერძოებელი განხორციელება (ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციე ბს).
ხელი შეეწყოს მაჰმადიანი მესხების ინტეგრაციას საინფორმაციო კამპანიებისა და ადგილზე უკეთესი პირობების შექმნის გზით (ადგილობრივ ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს).
ეკონომიკუ რი უფლებების რეალიზაცია:
ხელი შეეწყოს ადგილობრივი მუშახელის დასაქმებას, მათ შორის, გადამზადების პროგრამების ამუშავების გზით (ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს).
ხელი შეეწყოს ადგილობრივი მოსახლეობის უკეთ ინფორმირებას მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტებისა და დასაქმების შანსების შესახებ (ადგილობრივ ხელისუფლებას).
განათლება, მედია და კულტურული უფლებები:
უფრო ინტენსიური და ეფექტიანი გახდეს ქართული ენის შემსწავლელი კურსები რიგითი მოქალაქეებისათვის და საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის (ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს).
გატარდეს ღონისძიებები ქართული ენის მასწავლებლების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ასამაღლებლად (ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს).
გაიზარდოს რეგიონის მაცხოვრებელთათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოცულობა და მრავალფეროვნება. კერძოდ, საჭიროა, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ტელეარხებმა გაზარდონ დაფარვის ზონა, განვითარდეს თავისუფალი მედია ადგილობრივ დონეზე (ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს).
•დისკუსიებისა და ინფორმირების გზით მოსახლეობას უფრო სრული და ობიექტური ინფორაცია მიეწოდოს ეკლესიებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობექტებთან დაკავშირებულ პრობლემებზე (არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას)
ინსტიტუტის ბოლო გამოცემები
|
_________________
1. არ შეიძლება აქვე არ აღვნიშნოთ, რომ 2009 წლის მაისში დამტკიცებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა მნიშველოვანწილად ეხმაურება და მოიცავს ბევრ იმ პრობლემურ საკითხს, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც 2014 წლამდე უნდა განხორციელდეს შემდეგ სფეროებში: განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონული ინტეგრაცია, კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება.
2. „ახალციხეში გაზიფიცირების პროცესი იწყება. ქალაქს ბუნებრივი აირი თვენახევარში ექნება, სოფლები კი ქსელში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. ოცდათორმეტ კილომეტრიან გაზსადენს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და კომპანია „ნიუ ენერჯი აშენებენ.“ წყარო: http://www.1tv.ge/ReadMore.aspx?LanguageID=1&Location=3929
წყარო: http://www.1tv.ge/ReadMore.aspx?LanguageID=1&Location=1989 (28.02.2009)
3. ასე, მაგალითად, 2009 წლის იანვარში პარლამენტში ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც 2005 წლიდან დღემდე ჩატარებული პროექტები შეაჯამეს: http://www.1tv.ge/ReadMore.aspx?LanguageID=1&Location=2140
4. წინამდებარე კვლევა არ შეხებია რეგიონის მედია-ლანდშაფტს. ამ საკითხზე იხ. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, საქართველოს რეგიონული მედია-რუკა, თბილისი, 2005 და გაზეთები დედაქალაქის გარეთ, 2007.
5. შეიქმნა ახალი რეგიონული საიტი regions.ge. ეს პირველი პორტალია საქართველოში, რომელშიც ინფორმაცია რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს ეხება. პორტალზე თორმეტ რეგიონს საკუთარი გვერდი აქვს, რომელიც სხვადასხვა რუბრიკას მოიცავს. საიტზე უკვე ხელმისწვდომია გაზ. სამხრეთის კარიბჭის პუბლიკაციები.
წყარო:http://rustavi2.com/news/news_textg.php?id_news=30446&pg=1&im=main&ct=0&wth=