![]() |
გზა უფლებებისაკენ (მასწავლებლის წიგნი 8) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: ბებერაშვილი ზურაბ, ბესელია ნინო, მახაშვილი ნინო, მეიფარიანი თამარ, მიქიაშვილი ლელა, ნორაკიძე თინათინ, ჯალაღანია ირინე |
| თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
|
წყარო:
ბებერაშვილი ზურაბ გზა უფლებებისაკენ : მასწავლებლის წიგნი : [სახელმძღვ. ზოგადსაგანმ. სკოლის მე-8 კლ.] / ავტ.: ზურაბ ბებერაშვილი, ნინო ბესელია, ნინო მახაშვილი და სხვ ; [რედ.: მარიამ მიქაშავიძე] - თბ., 2002 - 60გვ. ; 27სმ. - ISBN 99928-0-380-0 : [ფ.ა.] [MFN: 17088] UDC: 342.7 + 341.231.14](072) K 23.311/4 - საერთო ფონდი K 23.312/4 - საერთო ფონდი K 20.838/4 - საერთო ფონდი 341.231.14/გ-468 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი) F 5.539/4 - ხელუხლებელი ფონდი |
| საავტორო უფლებები: © ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო |
| თარიღი: 2002 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: გზა უფლებებისაკენ მასწავლებლის წიგნი დაამტკიცა საქართველოს განათლების სამინისტრომ დამხმარე სახელმძღვანელოდ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე - 8 კლასისათვის რედაქტორი: მარიამ მიქაშავიძე რეცენზენტები: მერი დოღონაძე ზვიად მიმინოშვილი კონსულტანტები: ფრიდონ საყვარელიძე ელდრიდ მიდტუნი ჰოკან ვალი პირველი გამოცემა 2002 ყველა უფლება დაცულია FLYKTNINGERADET ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო Sida ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო“ OPEN SOCIETY – GEORGIA FOUNDATION წიგნი გამოიცა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოსა და ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით გამომცემელი ოთარ ყარალაშვილი ჭავჭავაძის გამზ. 74, ოფისი 701, თბილისი ტელ: 29 91 96, ტელ./ ფაქსი 25 31 96 ელ - ფოსტევროსასამართლოს მისამართია: ევროსასამართლოს მისამართია: European Court of Human Rights Council of Europe F – 67075 Strasbourg – Cedex Tel: (0)3 88 41 20 18 Fax: 33 (0) 3 88 41 27 30 |
![]() |
1 შესავალი |
▲back to top |
მრავალი ქვეყანა უწოდებს თავს დემოკრატიულს, მართვის სრულიად განსხვავებული სისტემების მიუხედავად.
მაგრამ რომელი სისტემაა ყველაზე დემოკრატიული? ამის თაობაზე შეიძლება ბევრი ვიკამათოთ.
დემოკრატია ნიშნავს ხალხის ძალაუფლებას (ბერძ. დემოს - „ხალხი და კრატე“ - „ბატონობა“).
დემოკრატიული საზოგადოება ეფუძნება ადამიანის უფლებების პატივისცემას, თუმცა დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ცხადია, ერთი და იგივე არ არის.
დემოკრატია უმრავლესობის შეზღუდული ძალაუფლებაა, შეზღუდული ყველა იმ უფლებითა და თავისუფლებით, რომელიც ცალკეულ ადამიანებს ეკუთვნით. ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც იცის საკუთარი უფლებები და მათი პრაქტიკული გამოყენება, დაუცველი უკვე აღარ არის.
მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანმა დაიცვას საკუთარი უფლებები, პირველ ყოვლისა, უნდა იცოდეს კიდეც, თუ რას ნიშნავს ადამიანის უფლებები.
ადამიანის უფლებები არც თანასწორუფლებიანობას ნიშნავს და არც სამართლიანობას, მითუმეტეს, იგივე არ არის, რაც თავისუფლება, თუმცა თავისუფლების ცნება სწორედ ყველაზე ახლოს ადამიანის უფლებების ცნებასტან დგას.
ტერმინი „ადამიანის უფლებები“ დიდი ხანი არ არის რაც დამკვიდრდა ჩვენს სასაუბრო ენაში. თავიდან მასზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა არსებობდა. ითვლებოდა, რომ ყოველივე ცუდი, უსამართლო და მავნე მოვლენა არღვევდა ადამიანის უფლებებს.
ადამიანის უფლებებს ზოგჯერ პოზიტიურ უფლებებსაც უწოდებენ და გულისხმობენ ხელისუფლების მოვალეობას თითოეული ადამიანის მიმართ (მაგალითად, განათლების უფლება ხელისუფლებას აკისრებს იმ სკოლების შექმნას, სადაც ყველა ბავშვს შეეძლება განათლების მიღება), თავისუფლებებს კი ნეგატიურ უფლებებს ეძახიან, რომლებიც უკრძალავს ხელისუფლებას ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩარევას (სიტყვის ან სინდისის თავისუფლება უკრძალავს ხელისუფლებას, ჩაერიოს ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საქმეებში). სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი მე მაქვს რაიმეს უფლება, ხელისუფლება ვალდებულია რაღაც გამიკეთოს ამ უფლების დასაცავად, ხოლო თუ მე მეკუთვნის რომელიმე თავისუფლება, სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს რაიმე საწინააღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები სახელმწიფოსგან ნაბოძები წყალობა არ არის. ისინი სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობენ, ვინაიდან ჩვენ ადამიანებად დავიბადეთ.
ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისადმი მიძღვნილი გაკვეთილების ჩასატარებლად ძალზე მნიშვნელოვანია სკოლასა და კლასში გამეფებული ატმოსფერო, რადგანაც დემოკრატიის ძირითადი პრინციპია ის, რომ ყოველი ადამიანი პატივისცემის ღირსია და აუცილებელია მისი აზრის გათვალისწინება. ის, ვინც ამას გააცნობიერებს, სხვებსაც პატივს სცემს. დემოკრატია და ადამიანის უფლებები ფეხს ვერ მოიკიდებს იქ, სადაც სხვების აზრს ანგარიში არ ეწევა.
ბევრ სკოლაში ძლიერია მოსწავლეთა „დისციპლინირებისა“ და მათი ნიშნებით დახარისხების ტრადიციები. აქ ახალისებენ მოსწავლეებს, რომლებიც მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ცოდნა - ინფორმაციას გაკვეთილზე გამოკითხვისას წარმატებით ამჟღავნებენ. სამაგიეროდ, დამოუკიდებელი აზრი და შემოქმედებითი მიდგომა დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს. ხანდახან საქმე დასჯითაც კი მთავრდება. არადა, სწავლის სურვილი მოსწავლეს შეიძლება სასწავლო ოთახის გაფორმებამ, მოწყობილობამ, სასწავლო აღჭურვილობამაც კი აღუძრას. მასწავლებელი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ მოსწავლეს ეს სურვილი გაუძლიეროს.
ცოდნა - ინფორმაციის გადაცემა განათლების ნებისმიერ სისტემაში ხდება. სწავლების პროცესი რომ უფრო ნაყოფიერი იყოს, სწავლების შინაარსი და მეთოდები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სწავლებისას.
ჩვენ, პედაგოგები, მოვალენი ვართ, ვიცხოვროთ იმ პრინციპების შესაბამისად, რომელთაც თავად ვასწავლით. გვსურს თუ არა, მოსწავლეებისთვის ჩვენ ცოცხალი მოდელი ვართ იმისა, რასაც ვასწავლით. სიტყვებითა და მოქმედებით გამოხატული ჩვენი აზრი და ქცევა ზემოქმედებას ახდენს მათ აზრსა და საქციელზე. ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, კოლეგებთან, პრინციპები, რომლებითაც სკოლა ხელმძღვანელობს - ყველაფერი ეს განსაზღვრავს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის რამდენად კარგ თუ ცუდ მაგალითს ვაჩვენებთ ჩვენს მოსწავლეებს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - რამდენად ერთგულად ვიცავთ ჩვენ და თვით სკოლა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს.
აი, რატომ არ შეიძლება, რომ მასწავლებელი თრგუნავდეს ან უსამართლოდ ექცეოდეს რომელიმე ერთ მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს. არ შეიძლება ცალკეულ ფასეულობათა დასამარება ან ხოტბის შესხმა. პირიქით, იგი ყოველთვის მზად უნდა იყოს დაეხმაროს მას, ვისაც უჭირს. იგი მოთმინებით უნდა მოეკიდოს ყველაზე განსხვავებულ, წინააღმდეგობრივ აზრებსაც კი. მასწავლებელი მოსწავლეებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად მომზადებულ და პასუხისმგებლობის მქონე თვითმყოფად ადამიანებად უნდა აღიქვამდეს.
არაერთმნიშვნელოვანია მოსწავლეების როლი სკოლაში. პირველ ყოვლისა, მათ უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები და მათი დაცვა.
ბავშვებმა უნდა ისწავლონ ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი აზრის გამოთქმა და მისი დასაბუთება. ამავე დროს, მათ სხვების უფლებების დაცვა და პატივისცემა უნდა შეეძლოთ.
საზოგადოებაში და მის მინიმოდელში - კლასში - მოქმედი კანონები ყოველი პიროვნების უფლებებს იცავს და კრძალავს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ვინმეს უფლებების დათრგუნვას. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ საერთო ინტერესებით იხელმძღვანელონ და კონსტრუქციული მიდგომა გამოამჟღავნონ პრობლემის გადაწყვეტისას.
მოსწავლე სხვა ადამიანისა და მისი უფლებების პატივისცემას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, როდესაც საკუთარი თავის პატივისცემას ისწავლის. შესაბამისად, ადამიანის უფლებების სწავლებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვებში დამოუკიდებლობის გრძნობის განვითარებას და საკუთარი ძალების რწმენის განმტკიცებას.
ყოველ ადამიანს აქვს მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია მისი არსებობისა და განვითარებისათვის. დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანს, სქესის, კანის ფერისა და ასაკის მიუხედავად, ერთნაირი მოთხოვნილებები აქვს - ეს არის ჰაერი, საკვები და დასვენება.
ასეთია ჩვენი ფიზიკური მოთხოვნილებები.
გარდა ამისა ადამიანს სჭირდება ტანსაცმელი, საცხოვრებელი. აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებაც.
ადამიანების, როგორც საზოგადოებრივი არსებების, ფიზიკური და სულიერი განვითარების უმნიშვნელოვანესი თვისებაა ის, რომ იგი საზოგადოების ,,კუთვნილებას“ წარმოადგენს.
საზოგადოებაში ჩვენ თავს დაცულად ვგრძნობთ. ურთიერთობა მის წევრებთან ჩვენთვის არა მარტო აუცილებელი, არამედ სასიამოვნოცაა. ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებს სხვადასხვა ადამიანის მსოფლმხედველობისა და ცხოვრების წესის გაცნობა.
და ბოლოს, ჩვენთვის აუცილებელია, რომ გარემო სუფთა იყოს. ეს განსაკუთრებით ეხება ჰაერს, რომელსაც ვისუნთქავთ; წყალს, რომელსაც ვსვამთ და რომელიც აუცილებელია პირადი ჰიგიენისათვის; საკვებპროდუქტებს, რომელიც არ უნდა შეიცავდეს სახიფათო ბაქტერიებსა და შხამებს.
მაგრამ გარემო მხოლოდ წყალს, ჰაერსა და მიწას როდი ნიშნავს. იგი უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას, ადამიანებსა და მათ ურთიერთობას გულისხმობს.
ადამიანისათვის ძალზე მნიშვნელოვანია იმის შეგნება, რომ გარშემომყოფები აფასებენ. ეს მას საკუთარი თავის რწმენას უნერგავს. უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი. სხვაგვარად ეს ნიშნავს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას ნებისმიერ სფეროში.
ჩვენ გვსურს საკუთარი ძალების გამოცდა, გვაინტერესებს რისი მიღწევა შეგვიძლია ცხოვრებაში.
იყო პიროვნება, ნიშნავს - ცხოვრობდე საკუთარი პრინციპებისა და შეხედულებების შესაბამისად, განაგებდე საკუთარ ცხოვრებას, იღებდე გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლობას გრძნობდე მათი შედეგებისათვის.
ადამიანისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოვრების მიზნის არსებობაც. ადამიანისთვის აუცილებელია ჰქონდეს: მიზანი, რწმენა, რომლითაც ხელმძღვანელობს ცხოვრებაში.
ჩვენ სისტემატურად ვცდილობთ გავაფართოვოთ ჩვენი ცოდნის საზღვრები.
ზემოთქმულის გარდა, ჩვენთვის აუცილებელია თავისუფლება - საკუთარი აზრის, საკუთარი თვალსაზრისის შეუზღუდავად და ცენზურის გარეშე გამოთქმის თავისუფლება.
მასწავლებელმა უნდა მოამზადოს მოზარდი ისეთ საზოგადოებაში საცხოვრებლად, სადაც ადამიანებს შორის განსხვავება არათანასწორუფლებიანობასა და დისკრიმინაციაში არ ვლინდება. ადრეული ასაკიდან მოყოლებული მოსწავლეს აქვს ის, რასაც სამართლიანობის გრძნობას ეძახიან. მას შეუძლია გამოიყენოს ეს იმ მოვლენების შეფასებისას, რომლებიც თავიანთი უფლებებისთვის მებრძოლ ადამიანებს ეხება.
ადამიანის უფლებების სწავლება, აგრეთვე ითვალისწინებს ისეთი დამოკიდებულების აღმოფხვრას, რომელმაც შესაძლოა მოსწავლის უმწიფარი თვითშეგნების დაზიანება გამოიწვიოს.
სამწუხაროდ, ძალადობა და სისასტიკე სკოლებში, ისევე, როგორც ოჯახში, იშვიათობა არ არის.
სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ოჯახში ჩადებული აღმზრდელობითი საფუძვლის განმტკიცება და ტრანსფორმაცია ხდება. სკოლა მოსწავლეებს უნდა სთავაზობდეს ადამიანური ურთიერთობების გაგრძელების ახალ შესაძლებლობებს ოჯახზე ნაკლებ მკაცრ პირობებში. ოჯახში ბავშვი შეიძლება შიშს, ეჭვიანობასა და აგრესიას განიცდიდეს სხვადასხვა პირის მიმართ, სკოლაში კი მისი ემოციური ენერგია ჯგუფური მოღვაწეობისაკენ, სასწავლო მუშაობისკენ, თამაშისკენ არის მიმართული.
სკოლა მოწოდებულია, აგრეთვე, გახდეს სხვადასხვა სახის აზრთა ურთიერთგაცვლის ადგილი, მან უნდა წაახალისოს ურთიერთობანი მოსწავლეებს შორის.
მოზარდს უნდა გამოუმუშავდეს:
1. განსაზღვრული დამოკიდებულება გარშემო მყოფი საგნებისა და მოვლენებისადმი;
2. ჩამოუყალიბდეს მსოფლმხედველობა;
3. ქცევის ნორმები.
სკოლას შეუძლია თავიდან აგვარიდოს პირადი ხასიათის კონფლიქტები, რომელიც სიძულვილსა და განცდებზეა დამყარებული.
სწორედ აღზრდის ეს ხელსაყრელი ატმოსფერო, სადაც თანაგრძნობა, ინდივიდუალური და კოლექტიური აზრის გამოთქმის თავისუფლება, თანასწორუფლებიანობა და სამართლიანობა სუფევს, წარმატებით წარმართული სწავლების წინაპირობას წარმოადგენს. სკოლის საერთო კლიმატი (ეთიკა, დისციპლინა, ურთიერთდამოკიდებულება და ა. ს.) დიდ გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებისადმი მოსწავლის დამოკიდებულებაზე.
სკოლამ მოსწავლეებს უნდა მისცეს ცოდნა, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების ასაშენებლად, განუვითაროს პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართ.
სკოლაში დანერგილი ყოველი სიახლე შეიძლება ძნელად მისაღები და გაუგებარი აღმოჩნდეს როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის, რამაც არ უნდა დააფრთხოს მასწავლებელი. ის არც „სახიფათო“ თემების განხილვას უნდა მოერიდოს. მასწავლებელი უნდა შეეცადოს შეძლებისდაგვარად განუმარტოს ახალი საგნებისა და მეთოდიკების საჭიროება და არსი ყველას, ვინც კი ასე თუ ისე დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან. მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი სკოლაში დანერგილმა სიახლეებმა კი არ უნდა დააშოროს, არამედ დააახლოვოს და დააკავშიროს. ამ საქმეში მათ, ვფიქრობთ, დიდ დახმარებას გაუწევს წინამდებარე სახელმძღვანელო.
თანამედროვე საზოგადოებასა და მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე ძვრების ფონზე სკოლას არ შეუძლია უარი არ თქვას ფასეულობათა ნეიტრალიზაციაზე. ჩვენთვის რეალურად ახლობელ ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დაახლოებულ მტკივნეულ ყოველდღიურობას ვერსად გავექცევით. აქ თავისთავად წამოიჭრება ობიექტურობის პრობლემაც, განსაკუთრებით, როცა განსახილველი თემები მოსწავლეებს შეეხება.
ბევრად უფრო იოლია საუბარი ფაშიზმის პერიოდზე ან აპარტეიდზე სამხრეთ აფრიკაში, ვიდრე ლტოლვილების ან მაწანწალა ბავშვების მდგომარეობაზე.
ადამიანის უფლებების სწავლებისას გარკვეულ თემებსა და ასპექტებს ძალუძთ გამოიწვიონ მოსწავლეების ემოციური რეაქცია და მათ მოქმედების სურვილი აღუძრან. მასწავლებელი ამისათვის მზად უნდა იყოს. მსგავსი რეაქცია სასწავლო პროცესის ნაწილს წარმოადგენს და შესაძლებლობას აძლევს ბავშვს, დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობისთვის სასარგებლო უნარ - ჩვევები შეიძინოს.
ადამიანის უფლებათა სწავლებისას არ უნდა დავარღვიოთ კლასიკური სამკუთხედის პრინციპი: მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ცოდნა, რომელსაც ის უნარ - ჩვევების მეშვეობით რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებს და შესაბამისად, უნდა ჰქონდეს სწორი განწყობა - დამოკიდებულება არა მხოლოდ აღნიშნული საგნის, არამედ გარე სამყაროს მიმართ.
კლასიკური სამკუთხედი ეყრდნობა შესაბამის მეთოდოლოგიას, რომელიც სქემის შეიძლება სახით წარმოვიდგინოთ:

სასწავლო პროცესის წარმართვისას, სასურველია, ვიხელმძღვანელოთ ინტერაქტიური ანუ მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდიკით, რომლის ხერხებსა და მეთოდებს ქვემოთ გაგაცნობთ.
გაკვეთილის სტრუქტურა
პედაგოგი ყოველი გაკვეთილისთვის საგანგებოდ ემზადება, რაც მხოლოდ გამოსაკითხი და ასახსნელი მასალის დამუშავებას როდი გულისხმობს: პედაგოგმა თვალნათლივ უნდა წარმოიდგინოს მთელი გაკვეთილის მსვლელობა - რა თანმიმდევრობით ჩაატარებს ამა თუ იმ სამუშაოს და დროში როგორ გაანაწილებს მას. სასურველია, თუ მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობას სტრუქტურულად წარმოადგენს, რისთვისაც შეუძლია გამოიყენოს შემდეგი სიმბოლოები:

ამ სიმბოლოების გამოყენებით მასწავლებელი ადგენს კონკრეტული გაკვეთილის სქემას.
შინაარსობლივად გაკვეთილი სამი ფაზისგან შედგება: პროვოცირება, სიღრმისეული წვდომა და რეფლექსია, ანუ გააზრება.

I ეტაპი. გაკვეთილი იწყება პროვოცირებით, რომლის დროსაც მასწავლებელი ცდილობს მობილიზება გაუკეთოს მოსწავლეთა ცოდნას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამისათვის იყენებს შეკითხვებს კლასის მოსამზადებლად და მსჯელობის საჭირო მიმართულებით წასამართად. პროვოცირებისათვის ძალზე ეფექტურია სიტუაციური ამოცანის, დაუსრულებელი ისტორიის გაგრძელება, ილუსტრაციების ან ფილმის ჩვენება, ლექსის ან მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა.
II ეტაპი. სიღრმისეული წვდომა გულისხმობს მასალის შესწავლას, როდესაც შეიძლება მივმართოთ ლექციურ ჩართვას, საკლასო დისკუსიას, ღია და დახურულ შეკითხვებას, სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტებისა და დამატებითი ინფორმაციის გაცნობას, სქემებს.
III ეტაპი. რეფლექსია, ანუ გააზრება შემაჯამებელი ეტაპია, რომლის დროსაც ხდება მოსწავლის მოსწავლის შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება, პარალელების გავლება, მოსაზრებების გამოთქმა და დასაბუთება, მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, შეჯამება.
შეკითხვათა სახეები
ბავშვები უამრავ კითხვას სვამენ. ისინი შეკითხვების საშუალებით ცდილობენ პასუხი მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე, კავშირი დაამყარონ უცნობ სამყაროსთან, რომელიც ერთდროულად იზიდავს და აფრთხობს კიდეც მათ.
მოსწავლეთა უმრავლესობა სვამს მარტივ შეკითხვებს, რომლებიც, როგორც წესი, მარტივ პასუხებს მოითხოვს.
დროთა განმავლობაში, ცოდნისა და უნარ - ჩვევების შეძენასთან ერთად, დასმული კითხვებიც რთულდება.
მასწავლებელმა სხვა უნარ - ჩვევებთან ერთად ყურადღება უნდა მიაქციოს შეკითხვის დასმის ჩვევის გამომუშავებასაც.
შეკითხვა შეიძლება იყოს ღია და დახურული.
დახურული კითხვა მოითხოვს მხოლოდ „დიახ“ ან „არა“ პასუხს. ამგვარი კითხვა თავის თავში უკვე შეიცავს პასუხს, რომელსაც ან უნდა დაეთანხმო, ან არა, მასზე არსებობს მხოლოდ ერთმნიშვნელოვანი პასუხი. მაგალითად, „სამართლიანი იყო თუ არა საფრანგეთის დიდი რევოლუცია?“ დახურული კითხვა გამოიყენება ძირითადად ცოდნის შესამოწმებლად და ფაქტის კონსტანტაციისათვის. მისგან განსხვავებით, ღია შეკითხვა შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ - „რა აზრის ხართ საფრანგეთის დიდი რევოლუციის შესახებ?“ ან კიდევ - „რამდენად სამართლიანი იყო საფრანგეთის დიდი რევოლუცია?“
ღია შეკითხვა არ მოითხოვს ერთ კონკრეტულ პასუხს, არამედ მოწოდებულია აზრთა სხვაობის გამოსავლენად, საკამათოდ, ისეთი საკითხების განსახილველად, რომელზედაც არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი. ამ შემთხვევაში ჭეშმარიტების ერთობლივი ძიება და კვლევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი.
ღია შეკითხვები შეიძლება დავყოთ რამდენიმე ჯგუფად:
1. ჰიპოთეზური: „რას იფიქრებ ან მოიმოქმედებ შენ, თუ ...?“ ასეთი შეკითხვები მოსწავლეებს ეხმარება წარმოსახვის უნარის განვითარებაში და მიმართავს მათ გონებას ფიქრისა და განსჯისაკენ.
2. განსჯითი: „როგორ შეგვიძლია ჩვენ ხელი შევუწყოთ ამ პრობლემის გადაჭრას?“
3. წამახალისებელ - მხარდამჭერი: „საინტერესოა რა მოხდა შემდეგ?“ ეს შეკითხვა მოსწავლეს ეხმარება, შეძლოს თავისი შთაბეჭდილებისა და გამოცდილების გაზიარება.
4. მასტიმულირებელი: „რა აზრის ხარ...?“ ამით მასწავლებელი აგრძნობინებს მოსწავლეს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
5. კვლევითი: „რატომ ფიქრობ ასე?“ ეს შეკითხვა დასმული უნდა იყოს არა აგრესიულიან გამომცდელი ტონით, არამედ უნდა გამოხატავდეს მასწავლებლის ინტერესს; ხელს უწყობდეს ბავშვს, დაუფიქრდეს საკითხს, უვითარებდეს მას ანალიზის, მსჯელობისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
6. შემაჯამებელი: „თუ სწორად გავიგე, შენ ფიქრობ, რომ ...“ ეს შეკითხვა გულისხმობს ბავშვების მოსაზრებების შეჯამებას და იმის შემოწმებას, სწორად გაიგო თუ არა მათი ნააზრევი მასწავლებელმა. ამ დროს სხვა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ეძლევათ საშუალება, გააანალიზონ მათი მეგობრის მოსაზრება, განსაზღვრომ, ეთანხმებიან თუ არა მას.
7. შემათანხმებელი: „ეთანხმებით თუ არა გამოთქმულ მოსაზრებას?“ ამ შეკითხვამ შესაძლოა კამათის პროვოცირება გამოიწვიოს, ან პირიქით - დაასრულოს კამათი. პირველ შემთხვევაში მასწავლებელი უნდა უნდა ეცადოს კონსენსუსის მიღწევას ან, თუ ეს შეუძლებელია, მოახდინოს განსხვავებული აზრის დაფიქსირება და საკითხი დატოვოს ღიად. მეორე შემთხვევაში კი, შეკითხვით - „შეიძლება თუ არა ეს საკითხი გარკვეულად ჩაითვალოს?“ - იგი ამთავრებს ერთ თემას და გადადის შემდეგზე.
წყვილები და შედეგები
წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობა ხელს უწყობს თანამშრომლობის ჩვევის გამომუშავებას. ამ სავარჯიშოების შესრულებისას მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, სხვისი აზრის გაზიარებას, კრიტიკულ აზროვნებასა და შეფასებას, საკუთარი აზრის გამოთქმას, დასაბუთებას და ა.შ. ისინი ეჩვევიან ფუნქციების დანაწილებას, დროის რაციონალურ გამოყენებას.
გთავაზობთ წყვილებში მუშაობის წესებს:
1. მასწავლებელი კლასს ყოფს წყვილებად
2. კლასს ეძლევა საერთო დავალება.
3. მოსწავლეები სამუშაოს ასრულებენ წყვილებში.
4. თამაშის დრო განსაზღვრულია (სამუშაოს სირთულის მიხედვით).
5. მასწავლებელი თვითონ ანაწილებს მოსწავლეების ფუნქციებს.
წყვილებში მუშაობის დროს ბავშვებს მოეთხოვებათ ყურადღების კონცენტარაცია. ისისნი პასუხისმგებლობას გრძნობენ თავიანთი მეწყვილის მიმართ.
წყვილებში გამომუშავებული თანამშრომლობის ჩვევა კიდევ უფრო მტკიცდება ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას. გთავაზობთ წესებს ჯგუფური მუშაობისთვის:
1. კლასი იყოფა 4 - 5 კაციან ჯგუფებად (გუნდებად)
2. კლასს ეძლევა საერთო დავალება.
3. დავალება სრულდება ჯგუფებში.
4. ჯგუფი უნდა მუშაობდეს შეთანხმებულად, არ უნდა მოხდეს კონფლიქტი, არ უნდა ითრგუნებოდეს არც ერთი მოსწავლე.
5. ჯგუფის ყოველი წევრი უნდა ჩაერთოს საქმიანობაში.
6. სამუშაო სრულდება ერთ ფურცელზე.
7. დავალება სრულდება მასწავლებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროში (10 -15 წთ.).
8. ჯგუფი, რომლის წევრებიც შეთანხმებულად ვერ მოქმედებენ, მუშაობას წყვეტს.
9. ჯგუფი მუშაობს ერთი მაგიდის გარშემო.
თითოეულ ჯგუფში ერთი მაგიდის გარშემო თავს იყრიან სხვადასხვა ხასიათისა და ტემპერამენტის მოსწავლეები: აქტიურები, პასიურები, ლიდერები. ხშირად, ჯგუფებში სწორედ ამიტომ წარმოიშვება კონფლიქტი. მასწავლებელი სთავაზობს გუნდს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. თუ ამას გუნდი ვერ მიაღწევს, ანუ ვერ იპოვის გამოსავალს, ის სამუშაო პროცესიდან ვარდება.
ჯგუფის შერჩევა სხვადასხვაგვარად ხდება: ჯგუფი შეიძლება შეირჩეს ისე, რომ თითოეულ მათგანში თანაბარი შესაძლებლობების მქონე ბავშვები გაერთიანდნენ, შეიძლება ცალ-ცალკე შედგეს ბიჭებისა და გოგონების გუნდები ან შეიძლება ჯგუფების ორგანიზება ბავშვების მეგობრული დამოკიდებულების გათვალისწინებით. შესაძლებელია შემთხვევითობის პრინციპით შერჩევაც, რათა მოსწავლეები მიეჩვიონ უცხო გარემოსი ნებისმიერ პარტნიორთან ურთიერთობას. ჯგუფებად დანაწილება უნდა მოხდეს ოპერატიულად (2-3 წთ).
შესაძლებელია მასწავლებელმა თავად დაადგინოს ჯგუფის მუშაობის წესები (მაგ.: ლიდერის არჩევა), მაგრამ უმჯობესია მუშაობის სისტემის შექმნა მთლიანად მივანდოთ ბავშვებს (რა თქმა უნდა, მასწავლებლის რეკომენდაციების გათვალისწინებით). კარგია, თუ ჯგუფი თვითონ აირჩევს, ვინ წარადგენს კლასის წინაშე თავის ნამუშევარს. მასწავლებელი თვალს ადევნებს მოსწავლეების მუშაობას, თუმცა, ეს იმგვარად ხდება, რომ ბავშვებს არ შეექმნათ შთაბეჭდი, თითქოს მასწავლებელი მათ თავზე ადგათ. მასწავლებელი არ უნდა ჩაერიოს ჯგუფის მუშაობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჯგუფი მისგან მოითხოვს რაიმე განმარტებას, ან შეატყობს, რომ ჯგუფმა არასწორად გაიგო პირობა.
აქტიური მეთოდიკებითა და ჯგუფური თამაშებით მუშაობისას მასწავლებელი უკანა პლანზე გადადის. იგი გეზის მიმცემისა და მეთვალყურის როლს ასრულებს და ბოლომდე ნეიტრალურ წამყვანად რჩება.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. პრეზენტაციის დროს მასწავლებელი კითხვებს არ უსვამს და არ აწყვეტინებს აზრს მომხსენებელს.
ბოლოს ნამუშევრები შეიძლება გამოიკრას კედელზე ან დაფაზე. მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ნამუშევრების შეფასების ფორმა. სასურველია, ბავშვებმა თავად შეაფასონ სხვა ჯგუფის ნამუშევრები. პრეზენტაციის მსვლელობისას ყოველი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი იკვრება დაფაზე და მიეწერება ჯგუფის ნომერი. სასურველია ბავშვებმა თავად შეაფასონ სხვა ჯგუფის ნამუშევრები. პრეზენტაციის მსვლეობისას ყოველი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი იკვრება დაფაზე და მიეწერება ჯგუფის ნომერი. სასურველია, მოსწავლეებმა თავად შეაფასონ ერთმანეთის ნამუშევარი: თითოეული მოსწავლე ასახელებს, მისი აზრით, საუკეთესო ჯგუფურ ნამუშევარს (გარდა საკუთარისა) და ასაბუთებს კრიტერიუმებით (ჩამოყალიბებული აზრი, ორიგინალური გადაწყვეტა, მხატვრული გაფორმება, შთამბეჭდავი პრეზენტაცია და ა.შ.) იხელმძღვანელოს შეფასებისას. ყოველი გამომსვლელის აზრს მასწავლებელი დაფაზე აფიქსირებს - წერს ,,პლუსს“ სათანადო ნამუშევრის ქვეშ. ქულების (პლუსების) რაოდენობა გამოავლენს გამარჯვებულს. თუმცა მასწავლებელმა აცილებლად უნდა შეაქოს ყველა ჯგუფი და აღნიშნოს, რომ ყველამ საინტერესოდ იმუშავა.შეფასება შეიძლება მოხდეს მცირე დისკუსიის შემდეგ, რომლის დროსაც მასწავლებელსა და ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ შეკითხვები დაუსვან თითოეული ჯგუფის წევრებს.
მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს, რა დრო უნდა დაეთმოს დავალების შესრულებას, პრეზენტაციებსა და ნამუშევრების შეფასებას.
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიში დროის მცირე მონაკვეთში დიდი რაოდენობის იდეების გენერაციის საშუალებას იძლევა. იგი ტარდება დამოუკიდებლად ან წარმოადგენს სხვა სავარჯიშოს ნაწილს. ამ მეთოდის გამოყენება თითოეული მოსწავლისგან ინდივიდუალურ აქტივობას მოითხოვს და საერთო პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტას განაპირობებს.
მასწავლებელი წინასწარ შეარჩევს თემას და შეკითხვის სახით ჩამოაყალიბებს მას. შეკითხვა მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული და მოსწავლეთათვის გასაგები ფორმით მიწოდებული.
ამის შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და გვთავაზობენ პრობლემის გადაწყვეტის გზებს. იდეების გენერაციის დროს სასურველია დავიცვათ შემდეგი პრინციპები:
1. მოსწავლეთა მიერ მოსაზრების გამოთქმის დროს დაუშვებელია კამათი, კრიტიკა ან შეფასება. უნდა ვიმუშაოთ პრინციპით: ყველა მოსაზრება ღირებულია.
2. აზრის გამოთქმა ნებაყოფლობითი და თავისუფალია. მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან მოსაზრებები, როცა თავად მოისურვებენ და არა მაშინ, როცა ამას მასწავლებელი მოითხოვს. იდეა შეიძლება იყოს როგორც ორიგინალური, ისე სხვისი იდეის განვითარების შედეგი.
3. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია იდეების რაოდენობა და არა ხარისხი. ხარისხზე მსჯელობა უნდა მოხდეს გენერაციის ეტაპის დასრულების შემდეგ (შეფასების ეტაპი).
4. ყველა იდეა უნდა დაიწეროს დაფაზე ან დიდ ქაღალდზე (მათ შორის ყველაზე მიუღებელიც კი).
5. შეფასების წინ მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ დაფიქრების საშუალება.
6. იდეების გენერაციის პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გაკვეთილის მსვლელობაზე, თუმცა მასწავლებელმა შეიძლება წინასწარ განსაზღვროს იგი (რეკომენდირებულია 20 - დან 30 წთ - მდე).
მასწავლებელმა აქტიური სამუშაოს მსვლელობისას უნდა განსაზღვროს, რამდენი ხნის შემდეგ დაიწყება შეფასების ეტაპი: მაშინვე თუ მომდევნო დღეს. ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები უნდა ეწეროს დაფაზე ან კედელზე გაკრულ დიდ ქაღალდზე.
იდეების შეფასების ეტაპის დაწყებისას უნდა მოხდეს მოსაზრებათა მოკლე მიმოხილვა. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად უნდა განსაზღვრონ, დააჯგუფონ მსგავსი იდეები და განაზოგადონ ისინი.
მსგავსი იდეების გაერთიანების შემდეგ შესაძლებელია მცირე დისკუსია მათ ავკარგიანობაზე, რის შემდეგაც უნდა მოხდეს მათი რანგირება - თითოეულ მოსწავლეს შეუძლია ამოარჩიოს რამდენიმე, მისი აზრით ყველაზე ფასეული თემა და დაალაგოს ისინი მნიშვნელობის მიხედვით (თავისი დამოკიდებულება გამოხატოს ქულებით).
ქულების შეჯამების შემდეგ უნდა გამოიკვეთოს 5 იდეა, რომელსაც კლასი უპირატესობას მიანიჭებს.
მასწავლებელს, გაკვეთილის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, შეუძლია შეცვალოს შეფასების ეტაპის მიმდინარეობა. მაგ: ძირითადი აქცენტი გადაიტანოს თავად დისკუსიაზე, რომელიც სრულდება არა შეფასებით (ქულებით), არამედ მოსწავლეთა შეთანხმებით, მაგრამ ეს შეთანხმება არ უნდა იყოს ხელოვნური და თავს მოხვეული.
სიტუაციური ამოცანა
სიტუაციური ამოცანა ჯგუფური მუშაობის რთული ფორმაა. ამ დროს ჯგუფური მუშაობის წესი და სტრუქტურა იგივე რჩება, რთულდება მხოლოდ თემა, რომელიც ჯგუფს სიტუაციური ამოცანას მასწავლებელი საჭიროებისამებრ, საკუთარი შეხედულებიდან, კლასის ინტერესებიდან გამომდინარე ირჩევს ან იგონებს).
თითოეულმა ჯგუფმა უნდა გააანალიზოს შემოთავაზებული სიტუაცია, მიიღოს საერთო გადაწყვეტილება, იპოვოს გამოსავალი და გააკეთოს შესაბამისი დასკვნა, რისთვისაც ჯგუფმა უნდა იმუშაოს შეთანხმებულად და მიაღწიოს კონსენსუსს.
თუ ჯგუფის წევრებს უჭირთ შეთანხმება, მასწავლებელმა შეიძლება მათ შესთავაზოს კენჭისყრის წესის ხერხი:
4 -5 კაციანი ჯგუფის ყველა წევრი თითო ხმის უფლებით სარგებლობს. წინადადება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ჯგუფურ გადაწყვეტილებად ჩაითვლება.შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება მოხდეს გამსვლელი ხმების წინასწარ დადგენილი რაოდენობით (ორი მესამედი).
კონსენსუსი შეთანხმების ის ფორმაა, როცა გადაწყვეტილების მიღებისას ყველა ერთსულოვანია. იგი დემოკრატიული პროცესია.
დაუსრულებელი ისტორია
დაუსრულებელი ისტორია ჯგუფური სამუშაოს ერთ-ერთი საინტერესო ფორმაა, რომელიც საუკეთესოა მოსწავლის ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად. იგი ჯგუფური სამუშაოსთვის დამახასიათებელი ყველა უნარ - ჩვევის გამოყენებას მოითხოვს.
ჯგუფები ყურადღებით ისმენენ მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ ამბავს, რომლის დასასრულებლად ეძლევათ 15 წთ.
ეს საკმაოდ რთული პროცესია, რომლის დროსაც ჯგუფის წევრები მსჯელობენ, აზროვნებენ, გამოთქვამენ და ასაბუთებენ საკუთარ აზრს და იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს, თანხმდებიან და ერთად იგონებენ ამბის დასასრულს. შემდეგ წერილობით აყალიბებენ უკვე შეთანხმებულ დასასრულს. შესაძლებელია ნამუშევარი ილუსტრაციით გააფორმონ, რათა იგი პრეზენტაციისთვის უფრო საინტერესო გახდეს.
სიუჟეტური თამაში (წარმოდგენა როლების გათამაშებით)
სიუჟეტური თამაში მოსწავლის (ან მასწავლებლის) მიერ შექმნილი პატარა იმპროვიზებული წარმოდგენაა, რომლის მიზანია კონკრეტული სიტუაციისა და ამბის გაცოცხლება. იგი საშუალებას იძლევა უკეთ წარმოვიდგინოთ, გავიაზროთ და გავაანალიზოთ მოცემული ამოცანა.
სავარჯიშოსთვის მასწავლებელი შეარჩევს რეალური ცხოვრებიდან აღებულ ამბავს, ან ტექსტს (სცენას) ლიტერატურული მასალიდან. შესაძლებელია მასწავლებელმა ან მოსწავლეებმა თავად მოიფიქრონ ისტორია საჭირო თემაზე და გაითამაშონ იგი.
მასწავლებელი თვალს ადევნებს როლების განაწილებას და მოქმედების განვითარებას. მოსწავლეები შემოწმედებითად უნდა მიუდგნენ თავიანთ როლებს, რაც იმის გარანტია, რომ ისინი კრიტიკულად განეწყობიან როგორც საკუთარი პერსონაჟის, ისე სხვა მოქმედი გმირების მიმართ. ბუნებრივია მათ გაუჩნდებათ შეკითხვები, რომლებზედაც ძნელია ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა. იმართება დისკუსია, რომლის დროსაც მოსწავლეები აქტიურად განიხილავენ და მსჯელობენ აღებული თემის ირგვლივ. არ უნდა დავუშვათ შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა შეიძლებოდეს. სულაც არ არის აუცილებელი გამოთქმული აზრი გაზიარებულ იქნეს ყველა მოქმედი გმირის მიერ. შეთანხმება არ უნდა იქცეს თვითმიზნად და არ უნდა ვეცადოთ მის ხელოვნურად მიღწევას.
საკითხი, რომელზედაც შეთანხმება ძნელია, შეიძლება ღიად დარჩეს.
ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე
ნასწავლი მასალის შეჯერების, განმეორებისა და ცოდნის განმტკიცების მიზნით მასწავლებელს შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს მეთოდიკა ,,ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე“.
სამუშაო სრულდება ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფებში. ფურცელი ან დაფა იყოფა სამ ვერტიკალურ გრაფად, რომელთაც ვაწერთ: „ვიცი“, „ვისწავლე“, „მინდა ვიცოდე“.
ვიცი |
ვისწავლე |
მინდა |
მასწავლებელი მოკლედ უხსნის მათ წინაშე დასმულ ამოცანას და, თუ საჭიროს ჩათვლის, სვამს კითხვებს პროვოცირებისთვის.
ამის შემდეგ მოსწავლეები თანმიმდევრობით ავსებენ სამივე გრაფას: ,,ვიცი“ გრაფაში წერენ ყველაფერს, რაც მათ იცოდნენ განსახილველი საკითხის შესახებ; ,,ვისწავლე“ გრაფაში წერენ იმას, რაც შეიტყვეს ახალი, ხოლო ,,მინდა ვიცოდე“ გრაფაში წერენ იმას, რაც მათ აინტერესებთ (რასაც შეიძლება შეკითხვის სახეც ჰქონდეს).
თუ სავარჯიშო სრულდება ჯგუფებში, სამუშაოს დამთავრების შემდეგ ხდება პრეზენტაცია, რომლის დროსაც ჯგუფები არ იმეორებენ უკვე თქმულს, არამედ ავსებენ მათ თავიანთი ინფორმაციით.
სავარჯიშო განსაკუთრებით კარგი და მოსახერხებელია ერთი რომელიმე კონკრეტული თემის შესაჯამებლად, წინა კლასებში განვლილი მასალის გასახსენებლად და ახალ ნასწავლთან დასაკავშირებლად, ანალიტიკური და კვლევითი უნარის გასავითარებლად.
T დიაგრამა
ეს სქემა მასწავლებელმა შეიძლება მრავალმხრივ გამოიყენოს. იგი ძალზე მოსახერხებელია საპირისპირო მოსაზრებათა გამოსათქმელად, მოვლენებისა და ფაქტების შეპირისპირებულად და შესადარებლად, მოქმედ გმირთა დასახასიათებლად.
T სქემა საშუალებას გვაძლევს წარმოვაჩინოთ დაპირისპირება განსახილველ საკითხებს ფაქტებს, მოვლენებს, ადამიანებს, საგნებს და ა.შ.) შორის.
სავარჯიშო კარგია ინფორმაციის დასახარისხებლად (ვთქვათ, დადებითად და უარყოფითად) და დასაჯგუფებლად. სამუშაო სრულდება ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად, მასწავლებლის შეხედულებისამებრ: დაფაზე, რვეულში ან თაბახის ფურცელზე. ივსება ჯერ სქემის მარცხენა მხარე (5წთ), შემდეგ - მარჯვენა (5წთ).
„კუთხეები“
მეთოდი „კუთხეები“ გამოიყენება საკლასო დისკუსიის წარმართვისას, კამათის პროვოცირებისა და ჯგუფებს შორის პაექრობის გასაჩაღებლად, ორი ან მეტი პოზიციის არსებობისას. ეს სავარჯიშო აქტიურად და ხალისიანად სრულდება. ეს მეთოდი აგრეთვე კარგია კლასში ტექსტის კითხვის, ლექციის მოსმენის, ფილმის ჩვენების შემდეგ შთაბეჭდილებების შესაფასებლად, განსხვავებული თვალსაზრისის დასაფიქსირებლად.
მეთოდი „კუთხეები“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გამოთქვან საკუთარი აზრი და დაიცვან თავიანთი პოზიცია, აგრეთვე ყურადღებით მოუსმინონ სხვების არგუმენტებს და ამის მიხედვით, გარკვეული მსჯელობის შემდეგ, გაიზიარონ ან არ გაიზიარონ განსხვავებული მოსაზრებები (შეცვალონ ან არ შეცვალონ საკუთარი პოზიცია).
პედაგოგი მოსწავლეებს სთავაზობს სადისკუსიო თემას. მოსწავლეები ინდივიდუალურად ირჩევენ გარკვეულ პოზიციას და იკავებენ საკლასო ოთახში „ამ პოზიციისათვის“ განკუთვნილ ადგილს (შესაძლებელია არჩეულ იქნეს საკლასო ოთახის კუთხეები, მერხები, სადაც კეთდება პოზიციის აღმნიშვნელი წარწერა).
დაჯგუფებული მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს და იწყებენ ჯგუფში მსჯელობას, რათა შემდეგ დაასაბუთონ თავიანთი ვერსია არგუმენტებით (შესაძლებელია დასაბუთება წერილობით მოხდეს). მოსწავლეები უნდა შეეცადონ, რაც შეიძლება დამაჯერებელი და საინტერესო იყოს პრეზენტაცია.
საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება ჯგუფებს.
მოსწავლეებს შეუძლიათ დისკუსიის მსვლეობისას შეიცვალონ შეხედულება - გადაადგილდნენ ერთი კუთხიდან მეორეში და იმ ჯგუფში გადაინაცვლონ, რომლის მოსაზრებასაც ახლა ეთანხმდებიან.
მოსმენის და კამათის დროს მოსწავლეებმა სასურველია გააკეთონ ჩანაწერები, რაც დაეხმარება მათ პოზიციის წერილობით გამოხატვასა და დაცვაში.
„კუბი“
,,კუბის“ მეთოდი გამოიყენება თემის (საკითხის) სხვადასხვა კუთხით გასაშუქებლად და ძალზე მოსახერხებელია კლასში ერთმანეთის აზრების გასაზიარებლად და შესაფასებლად.
ამ სამუშაოს შესრულებისთვის დაგვჭირდება 15 - 20 სმ გვერდების მქონე კუბის ფორმის პატარა ყუთი, რომლის თითოეულ გვერდს უნდა დავაწეროთ სიტყვები:
1. აღწერე
2. შეადარე
3. დაუკავშირე
4. გააანალიზე
5. გამოიყენე
6. დაასაბუთე საკუთარი აზრი ან გამოთქვი საწინააღმდეგო
მასწავლებელი ასახელებს თემას და ამ საკითხზე არსებული ინფორმაციის, ცოდნის შესაჯამებლად და განსამტკიცებლად სთავაზობს მოსწავლეებს კარგად დაფიქრდნენ და ჩამოაყალიბონ რა შეუძლიათ თქვან ამ თემის ან საგნის შესახებ. შემდეგ სთხოვს თავიანთი პასუხები ჩამოწერონ კუბის შესაბამის გვერდებზე:
1. აღწერონ საგანი, მოვლენა - რას ფიქრობენ მის შესახებ;
2. შეადარონ სხვა საგნებს, მოვლენებს და ა.შ. - რას აგონებთ მოცემული საგანი, მოვლენა?
3. დაუკავშირონ (ან შეუპირისირონ) როგორც ნაცნობ, ისე უცნობ საგნებს, მოვლენებს და ა.შ., გადმოსცენ საკითხის დადებითი და უარყოფითი მხარე.
4. გააანალიზონ რისგან შედგება საგანი, მისი სტრუქტურა, აგებულება, მოვლენა გააშუქონ სხვადასხვა მხრიდან.
5. მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ, როგორ გამოიყენონ შესწავლილი თემა.
6. დაიცვან საკუთარი აზრი ან გამოთქვან საწინააღმდეგო მოსაზრება მოცემულ საკითხზე.
სამუშაო შესაძლებელია შესრულდეს: ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფებში.
მოსწავლეები თავდაპირველად პასუხებს აწერენ ,,კუბის“ გვერდებს (სასურველია შევსებისას დავიცვათ გვერდების თანმიმდევრობა, რაც მარტივი აზროვნებიდან უფრო რთულზე გადასვლის საშუალებას იძლევა), შემდეგ ხდება აზრების გაზიარება.
შეიძლება პედაგოგმა მოსწავლეს, წყვილს ან ჯგუფს დაავალოს შეავსონ კუბის რომელიმე ერთი გვერდი (უმჯობესია, ფერადი ფლომასტერით). პედაგოგი შემოქმედებითად უნდა მიუდგეს გვერდების შერჩევას და იმგვარად წარმარტოს პროცესი, რომ „კუბის“ არც ერთი გვერდი არ დარჩეს შეუვსებელი.
საკლასო დისკუსია
ინტერაქტიური მეთოდიკის ერთ - ერთ ეფექტურ ხერხს წარმოადგენს საკლასო დისკუსია. იგი ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი უნარ - ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: აქტიური მოსმენა, საკუთარი აზრის გამოთქმა და არგუმენტაცია, მსჯელობა, სხვისი მოსმენა - გათვალისწინება, განსხვავებლი აზრის გაზიარების უნარი.
დისკუსიის წარმატებით ჩატარებისთვის საჭიროა კლასში იყოს ნდობის და ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო, სადაც პირველ ყოვლისა, მასწავლებელი უნდა იყოს მაგალითი.
დისკუსიის სწორი წარმართვისათვის აუცილებელია მისი ორგანიზება და რეგულირება, დისკუსიის მონაწილენი უნდა იცავდნენ წესებს, რომლებსაც მასწავლებელთან ერთად თავად ჩამოაყალიბებენ. წესების ჩამონათვალი შეიძლება ამგვარი იყოს:
1. როცა ერთი ლაპარაკობს, სხვები უსმენენ;
2. აიწიე ხელი, როცა რაიმეს თქმა გსურს;
3. არ გააწყვეტინო სხვას სიტყვა;
4. არ უნდა გაიცინო, როცა სხვა ლაპარაკობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი ხუმრობს;
5. კამათში ყველა მონაწილეობს.
6. და სხვა წესები (რასაც კლასი დამატებით შემოგვთავაზებს).
დისკუსია იწყება მოტივაციით, რომელიც გულისხმობს:
პრობლემის დასმას ან კონკრეტული შემთხვევის აღწერას, ლექსის ან სიტუაციური ამოცანის წაკითხვას, ილუსტრაციების ჩვენებას, მელოდიების მოსმენას.
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს: რა? როგორ? რატომ? რა მოხდებოდა, რომ? რამ იქონია გავლენა? არის თუ არა ალტერნატივა?
დისკუსიის მსვლელობა:
- თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოსვლა წამყვანის - მასწავლებლის ან კლასის მიერ არჩეული ლიდერის ნებართვით;
- დაუშვებელია მონაწილეებს შორის დაპირისპირება;
- დისკუსიის მონაწილეები უნდა შეეცადონ, რომ თითოეული აზრი იყოს დასაბუთებული და ფაქტებით განმტკიცებული;
- თითოეულ მონაწილეს უნდა მიეცეს აზრის გამოთქმის საშუალება;
- თითოეული გამონათქვამი ყურადღებით უნდა იყოს განხილული;
- განხილვა მოითხოვს კორექტულობას, ურთიერთპატივისცემას;
- დაუშვებელია დამამცირებელი გამონათქვამები. გავრცელებულია დისკუსიის შემდეგი ფორმები:
„მრგვალი მაგიდა“ - საუბარი, რომელშიც თანაბარ საწყისებზე მონაწილეობს მოსწავლეთა მცირე ჯგუფი (4-5კაცი), ხდება აზრთა ურთიერთგაცვლა, როგორც ერთმანეთთან, ასევე კლასთან.
„პანელური დისკუსია“ - ჯგუფს ჰყავს წინასწარ დანიშნული ლიდერი. ჯგუფი საკითხს განიხილავს დამოუკიდებლად და შემდეგ წარუდგენს კლასს. ჯგუფის თითოეულ წევრს აქვს თავისი მოსაზრებების საჯაროდ გამოთქმის უფლება.
„ფორუმი“ - ჰგავს პანელურ დისკუსიას, რომლის დროსაც ჯგუფი ახდენს აზრთა და იდეათა ურთიერთგაცვლას კლასთან.
„სიმპოზიუმი“ - მონაწილეები გამოდიან ინფორმაციებითა და დასკვნებით, ისინი გამოთქვამენ საკუთარ თვალსაზრისს ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ, აგრეთვე უპასუხებენ კლასის შეკითხვებს.
„დებატები“ - აგებულია მონაწილეთა წინასწარ დაგეგმილ გამოსვლებზე. წარმომადგენლები რჩეულნი უნდა იყვნენ ჯგუფიდან. კამათი იწყება ორი დაპირისპირებული მხარის თითო წარმომადგენლის გამოსვლით. მათ შემდეგ ტრიბუნა ეთმობა თითოეული მხარის სხვა მონაწილეებსაც შეკითხვებისა და კომენტარებისთვის. მასწავლებელმა თითოეული გამომსვლელისთვის უნდა დაადგინოს განსაზღვრული დრო.
„სასამართლო სხდომა“ - განსჯა, რომელიც სასამართლოში საქმის გარჩევის, განხილვის იმიტირებას წარმოადგენს.
დისკუსიის აგების მრავალი ხერხი არსებობს. მათი სწორად შერჩევით და მონაცვლეობით მასწავლებელი ადვილად ახერხებს იმგვარად წარმართოს დისკუსია, რომ მოსწავლეების კამათმა უმართავი ხასიათი არ მიიღოს და შეუძლებელი არ გახდეს მათი გაკონტროლება.
მასწავლებელმა უნდა თვალი მიადევნოს დისკუსიის მსვლელობას, რათა იგი წინასწარდაგეგმილი მიზნისკენ წარმართოს. თუ კამათი სხვა კუთხით წარიმართა, მასწავლებლის მოქნილი მოქმედება მას საჭირო კალაპოტში აგდებს.
დისკუსიისს აგების სხვადასხვა ხერხი არსებობს:
1. სტრუქტურულ - თემატური დისკუსია, სავარჯიშო ,,სივრცე“
დისკუსიის მონაწილეები ერთმანეთთან ახლოს უნდა იდგნენ, ისე, რომ ერთმანეთის სახეებს ხედავდნენ. შესაძლებელია სკამები ,,ნალისებურად“, ნახევარწრეზე დავალაგოთ. ამგვარი ცვლილება კლასში ნაკლებ ფორმალურ ატმოსფეროს ქმნის და პასიურ მოსწავლეებსაც კი დისკუსიაში ჩართვას უადვილებს. დაფაზე მასწავლებელი წერს სადისკუსიო თემას და საკითხებს. თუ კამათი მეტისმეტად გაცხარდება და გასცდება პრობლემატიკას, მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს სადისკუსიო თემას. მთავარია, მასწავლებელმა უზრუნველყოს დისკუსიაში ყველა მონაწილის იმგვარი ჩართვა, რომ მათ არ წამოიძახონ საკუთარი აზრი და ერთმანეთს სიტყვა არ შეაწყვეტიონ.
სავარჯიშო ,,აკვარიუმი“
მონაწილეები საკუთარ აზრს გამოთქვამენ თანამიმდევრულად, ისე, როგორც სხედან წრეზე, 3-წუთიანი რეგლამენტით.
მასწავლებელი წინასწარ აძლევს ინსტრუქციას:
ა) მოძებნეთ ასოციაცია მოცემულ თემაზე;
ბ) კითხვაზე გაეცით მხოლოდ ერთი შესაძლო პასუხი და დაასაბუთეთ;
გ) დაასრულეთ მასწავლებლის მიერ დაწყებული წინადადება.
„მიკროფონი“
სავარჯიშო „მიკროფონი“ მასწავლებელს ეხმარება დისკუსიის მშვიდად მართვაში. მოსწავლეები იცავენ შემოთავაზებულ სადისკუსიო წესს - ამ შემთხვევაში ლაპარაკის უფლება აქვს მხოლოდ იმ მოსწავლეს, რომელსაც მიკროფონს გადასცემენ (მიკროფონი შეიძლება პირობითად იყოს კალმისტარი, ფანქარი და ა.შ.).
ჰაიდ-პარკი:
ორატორები გამოთქვამენ საკუთარ აზრს მთელი კლასის წინაშე და ასაბუთებენ მას.
დისკუსიის ბოლოს მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა განსაზღვროს და ჩამოწეროს ის მთავარი, აქტუალური საკითხები, რაც გამოიკვეთა დისკუსიის მსვლელობისას. მასწავლებელი მხოლოდ ადასტურებს მათ აზრს და ეხმარება მოსწავლეებს აზრის სწორად ფორმულირებაში.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მიერ ჩამოთვლილი საკითხები ბევრია, მოსახერხებელია დებულებათა იერარქიაზე დამყარებული მიდგომის გამოყენება.
ა) მრავლიდან ერთის, მათი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანის ამორჩევა;
ბ) აქტუალურობის მიხედვით რამდენიმე დებულების არჩევა;
გ) დავალაგოთ ჩამოთვლილი დებულებები კრიტერიუმების მიხედვით, რომელთაც მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად წინასწარ განსაზღვრავს.
დისკუსია, როგორც მეთოდი, შესაძლებლობას იძლევა ვიგრძნოთ და აღვიქვათ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პრინციპების - სიტყვის, აზრის, მრწამსის, განსხვავებული თვალსაზრისების გაზიარების აუცილებლობა. სწორედ დისკუსიით სწავლობენ მოსწავლეები საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას, განვითარებასა და დასაბუთებას. ამ გზით ვითარდება მათი შეგნება და მაღლდება ცნობიერება. აქედან გამომდინარე, შეფასებითი მიდგომა (ნიშნით შეფასება) არ გამოდგება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების იდეათა ასათვისებლად, პრაქტიკული შედეგების გასაცნობიერებლად.
ადამიანის უფლებების სწავლებისას, რომელიც, ბუნებრივია, აღზრდასაც გულისხმობს, უფრო მიზანშეწონილია „არაშეფასებითი“ (იგულისხმება ნიშნით შეფასება) მიდგომის გამოყენება.
პროექტები
პროექტი - საუკეთესო სავარჯიშოა სხვადასხვა საკითხის დამოუკიდებლად გამოსაკვლევად, რომელსაც მოსწავლეები გარკვეული დროის (ერთი ან რამდენიმე კვირა) განმავლობაში ამუშავებენ და შემდგომ წარუდგენენ მთელ კლასს ან უფრო ფართო აუდიტორიას. პროექტები ეხმარება მოზარდებს რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ ცოდნა და გამოცდილება.
პედაგოგმა წინასწარ უნდა შეარჩიოს საპროექტო თემები, მოსწავლეებთან ერთად განსაზღვროს მისი შესრულების ვადები, მიუთითოს წყაროები, საიდანაც მოსწავლეებმა უნდა მოიპოვონ საჭირო მასალა. პროექტებზე მუშაობა შეიძლება ინდივიდუალურადაც, მაგრამ დასაწყისში უმჯობესია პედაგოგმა კლასი დაყოს მცირე ჯგუფებად. ჯგუფურ პროექტზე მუშაობა უფრო სახალისოცაა და სასარგებლოც.
პედაგოგმა უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ გაუადვილოს მოსწავლეებს დასრულებული სამუშაოს წარდგენა (პრეზენტაცია). ამისათვის მან შესაბამისად უნდა მოაწყოს საკლასო ოთახი, შექმნას სადღესასწაულო ატმოსფერო და ა.შ.
შეფასება
პედაგოგს შეფასება კლასთან უკუკავშირის დასამყარებლად სჭირდება.შეფასება უნდა დაეხმაროს მას განსაზღვროს, თუ რამდენად კარგად აითვისა კლასმა ესა თუ ის თემა, რათა დაგეგმოს შემდგომი თემის მოცულობა და შინაარსი.
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ რა კრიტერიუმებით მოხდება შეფასება. უფრო მეტიც, უმჯობესია თვითონ მოსწავლეებმა შეიმუშაონ პედაგოგთან ერთად შეფასების კრიტერიუმები. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არა ცალკეული მოსწავლის, არამედ მთელი კლასის შესაძლებლობა.
შეფასება სასურველია ეყრდნობოდეს სამ ძირითად მაჩვენებელს. ესენია:
ცოდნა (თუ რამდენად კარგად შეუძლია კლასს აღიდგინოს ფაქტები და განმარტოს ცნებები).
უნარ ჩვევები (რამდენად კარგად ფლობს კლასი ისეთ სოციალურად სასარგებლო ჩვევებს, როგორიცაა: მოსმენა, მსჯელობა, შეფასება, ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, განზოგადება, ანალიზი, დასკვნების გამოტანა, გუნდური მუშაობა, მოლაპარაკება, ექსტრემალური სიტუაციების მართვა, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება და სხვა).
განწყობა - დამოკიდებულება (რამდენად მზად არის კლასი მიიღოს ახალი იდეები, წამოიწყოს ახალი საქმიანობა, გამოიყენოს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება, გაითვალისწინოს სხვისი, განსხვავებული აზრი და შეცვალოს საკუთარი და ა.შ).

ამ ძირითადი კრიტერიუმების გათვალისწინება დაეხმარება პედაგოგს, განსაზღვროს ადამიანის უფლებების სწავლების ეფექტურობა კლასში.
![]() |
2 1. ,,მე ვარ ადამიანი!“ |
▲back to top |
მიზანი: ადამიანის განუმეორებლობისა და ინდივიდუალობის წარმოჩენა
უნარ - ჩვევები:
- მსჯელობა; - საკუთარი პოზიციის დაცვა; - დასკვნების გამოტანა; - კომუნიკაცია.
საჭირო მასალა: კალმისტრები, თაბახის ფურცლები თითოეული მოსწავლისათვის |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი მიმართავს კლასს:
- გაყავით თაბახის ფურცელი 2 ნაწილად (ისე, როგორც მოსწავლის სახელმძღვანელოშია მოცემული), მარცხენა მხარეს დაწერეთ: მე ვარ, მარჯვენა - ვიცი /შემიძლია.
თითოეულმა თქვენგანმა შეძლებისდაგვარად შეავსეთ სქემის ორივე მხარე.
(სამუშაოს შესასრულებლად ეძლევათ 5 წთ)
მე ვარvvvvvvvvvvvvvvმე ვიცი/შემიძლია |
ბავშვიvvvvvvvvvvvvvvvvvკითხვა მოსწავლეvvvvvvvvvvvvvvსიარული შვილიvvvvvvvvvvvvvvvvvლაპარაკი გოგონა/ბიჭიvvvvvvvvvvvvაზროვნება ადამიანი და ა.შ.vvvvvvvvvშრომა vvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvხატვა vvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvსიყვარული vvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvპატიება vvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvმიტევება vvvvvvvvvvvvvvvvvvvდახმარება და ა.შ. |
ამის შემდეგ მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, გაყონ ფურცელი 2 ნაწილად და დაიტოვონ ფურცლის ის მხარე, რომელიც მათთვის უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია, მეორე ნაწილი კი დაკეცონ და გადადონ.
პედაგოგი სთხოვს მოსწავლეებს, გადანაწილდნენ არჩეული პოზიციების მიხედვით: ოთახის მარცხენა მხარეს დადგნენ ისინი, ვინც უპირატესობა მიანიჭა ჩამონათვალს „მე ვარ“, ხოლო მარჯვენა მხარეს - ისინი, ვისთვისაც უფრო ფასეულია ჩამონათვალი „მე ვიცი/შემიძლია“. ორივე მხარემ უნდა ითათბიროს, დაასაბუთოს და არგუმენტებით განამტკიცოს თავისი პოზიცია (10 წთ.)
თითოეული ჯგუფის მიერ არჩეული პრეზენტატორები წარმოადგენენ და იცავენ თავიანთი ჯგუფების პოზიციას (პრეზენტაციისთვის 2 -3 წთ.)
ბოლოს იმართება დისკუსია, რომელიც მასწავლებელმა იმგვარად უნდა წარმართოს (სადისკუსიო კითხვებით), რომ მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე: მე ვარ ადამიანი და ამიტომ მაქვს მომადლებული ყველა სიკეთე. მე რომ არ ვიყო, არ მექნებოდა არაფერი.
„მე ვარ“ და „მე ვიცი/შემიძლია“ იმდენად გადაბმულია ერთიმეორეზე, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი გამიჯვნა. (10წთ.)
პედაგოგი კითხულობს ნაწყვეტს ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებიდან „დადიანის ასული და მათხოვარი“.
მე ვარ ადამიანი
„გამხდარ თხას, დაკოჭლებულ ცხენს, ჩახმახდამტვრეულ თოფს ფასი ეკარგება. ადამიანს კი ერთი და იგივე ფასი აქვს ყოველთვის და ყველგან, იმერეთის მეფობას არგუნებს, თუ დანელიას მეღორედ გააჩენს უფალი. დადიანის სასახლე ათას ფაცხაში არ გაიცვლება; ადამიანი კი იმდენივე ღირს, რაც მთელი კაცობრიობა. ადამიანის არც გაცვლა შეიძლება, არც დაფასება, არც გამრავლება, არც გამოკლება, იგი უფასოა. იგი ერთია, მუდამ ერთი. ადმიანი მუდამ ადამიანია - არც მეტი და არც ნაკლები“.
პედაგოგი სთავაზობს მოსწავლეებს, შინ წაიკითხონ მათ წიგნში მოთავსებული ვრცელი ნაწყვეტი ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობიდან „დადიანის ასული და მათხოვარი“. გააანალიზონ და შემდეგ გაკვეთილზე მეგობრებს გაუზიარონ საკუთარი აზრი წაკითხულის შესახებ.
![]() |
3 2. მე და სამყარო |
▲back to top |
მიზანი: აღვზარდოთ მოზარდში საკუთარი ღირებულება და ადგილი სამყაროში
უნარ - ჩვევები:
- საკუთარი აზრის ჩამოყალიბება - გუნდური მუშაობა
საჭირო მასალა: კალმისტრები, თაბახის ფურცლები |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი იწყებს გაკვეთილს გაცნობით. აწვდის მოზარდებს საგნის მთავარ იდეას. პედაგოგი იყენებს „3 მ“-ის პრინციპს:
- მოკლე თვითწარდგენა;
- მოკლე შესავალი;
- მოკლე წესები.
გაცნობის პროცედურა უნდა იყოს სხარტი - საკმარისია თითოეულმა დაასახელოს საკუთარი სახელი და საყვარელი საქმიანობა.
პედაგოგი აკეთებს მოკლე შესავალს, უხსნის კლასს საგნის მთავარ იდეას. ის ცდილობს მოზარდებს გაუღვიძოს საგნისადმი ინტერესი.
კლასთან ერთად პედაგოგი შეიმუშავებს მოკლე წესებს. დასაწყისში ის თვითონ სთავაზობს ერთ ან ორ წესს. მაგალითად:
- როდესაც ერთი ლაპარაკობს, სხვები უსმენენ;
- არ ვაწყვეტინებთ, სანამ ვინმე თავის სათქმელს არ დაამთავრებს.
დანარჩენი წესები კლასმა თავად უნდა მოიფიქროს. მოზარდი უკეთ იცავს იმ წესებს, რომლის შექმნაში თავად ირებს მონაწილეობას. პედაგოგი წესებს ჩამოწერს დაფაზე. შემდეგ ეს წესები მოწაფეს შეაქვს თავის რვეულში.
პედაგოგის ამოცანაა, ხელი შეუწყოს მოზარდებს გააცნობიერონ, რას ნიშნავს სიტყვა ადამიანი, რა ღირებულებები გააჩნია მას და რა ადგილი უკავია ადამიანის სამყაროში. პედაგოგი კლასს უსვამს კითხვას:
- რას ნიშნავს გამოთქმა ,,ეს მე ვარ?''
თუ საუბარი რეპზე ჩამოვარდა, პედაგოგი კლასის ყურადრებას ამახვილებს იმაზე, რომ რეპი - ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილის სულიერი სამყაროს გამოხატვაა, მისი თვალსაზრისი არსებული ყოფის შესახებ. ამ ფორმით ადამიანი ითხოვს აღიარებას და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას სამყაროში.
გამოთქმით „ეს ვარ მე“ - ადამიანი გამოაცალკევებს თავის სამყაროს გარე სამყაროსგან და ხაზს უსვამს საკუთარ ინდივიდუალობასა და უნიკალურობას.
პედაგოგი კლასს უკითხავს სიტუაციურ სავარჯიშოს ,,რობოტი“ და აძლევს მითითებებს:
- დავალების წარმატებით შესრულებისთვის ყურადღება გაამახვილონ იმ ნიშან - თვისებებზე, რომელიც ადამიანისთვის არის დამახასიათებელი;
მათ უნდა აღმოაჩინონ საკუთარ თავსი ისეთი რამ, რასაც შეშლილი პროფესორი ვერ გაითვალისწინებდა და ,,რობოტის“ მეხსიერებაში ვერ შეიტანდა.
სავარჯიშოს შესასრულებლად პედაგოგი კლასს აძლევს 5 წუთს. შემდეგ ის წყვეტს სავარჯიშოს და მიუთითებს, რომ მათ შეუძლიათ დავალების შესრულება განაგრძონ შინ.
შემდეგ პედაგოგი კლასს ყოფს 8 პატარა ჯგუფად. ოთხი ჯგუფი - „ადამიანები“ და ოთხიც მათი ოპონენტი - „რობოტები“. „ადამიანებმა“ უნდა მოიფიქრონ 4 - 5 ნიშან - თვისება, რომლის გამეორებასაც ვერ შეძლებს რობოტი. ოპონენტებმა, თავის მხრივ, უნდა ჩამოწერონ ის „ადამიანური“ თვისებები, რომლებსაც იოლად გაიმეორებს რობოტი. ჯგუფური მუშაობისთვის პედაგოგი აძლევს 5 წუთს.
შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ჩამონათვალს და ასაბუთებს მას. პედაგოგმა კრიტიკის გარეშე უნდა მიიღოს ჯგუფის ნებისმიერი ვარიანტი. მხოლოდ ოპონენტს აქვს ვარიანტის ,,დაწუნების'' ან უკუგდების უფლება. ყველა ჩამონათვალი იწერება დაფაზე Т - დიაგრამის შესაბამის გრაფაში.
რომელი ადამიანური |
რომლის გამეორებას |
|
|
შემდეგ პედაგოგი კლასთან ერთად ჩამოთვლილ ნიშან - თვისებებს აჯგუფებს ორ ძირითად ბლოკად:
- ფიზიკური (ბიოლოგიური) თვისებები;
- სულიერი თვისებები.
გაკვეთილის ბოლოს პედაგოგი კლასს აძლევს საშინაო დავალებას - მოსწავლის წიგნში მოცემულ სიტუაციურ ამოცანას და უხსნის, რომ მასზე არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები. ყველაზე საინტერესო და ორიგინალური ვარიანტები გამოქვეყნდება სასკოლო კედლის გაზეთში ავტორის მითითებით.
![]() |
4 3. რა მსურს, რა მჭირდება |
▲back to top |
მიზანი: მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ, თუ რა არის სიცოცხლისათვის აუცილებელი, რა სჭირდება ადამიანს არსებობისათვის.
მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ყოველ ადამიანს საკვების, თვაშესაფრის, სასმელი წყლის გარდა სოციალური გარემო სჭირდება.
მოსწავლეებმა ლოგიკურად, დონეების მიხედვით უნდა დაალაგონ საჭიროებები და სურვილები, მოახდინონ საჭიროებების და მოთხოვნილებების გარჩევა და გაანალიზება.
უნარ - ჩვევები:
- საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების გააზრება; - ლოგიკური აზროვნება; - გუნდური მუშაობა.
საჭირო მასალა: კალმისტრები, თაბახის ფურცლები. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი კლასს ყოფს 5-6 კაციან ჯგუფებად და აძლევს ინსტრუქციას:
- წაიკითხეთ თქვენს წიგნში მოცემული მოთხრობის 1-ლი ნაწილი და შეავსეთ ჩამონათვალი.
დავალების შესასრულებლად გეძლევათ 10 წუთი.
შემდეგ პედაგოგი კლასს მოთხრობის მე - 2 ნაწილს აკითხებს და სთხოვს პასუხი გასცენ შეკითხვაზე: „რა სურს ბიჭს და რა ენატრება“. მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ პასუხები თავიანთ რვეულებში.
შემდეგ პედაგოგი დაფაზე მასლოუს მოთხოვნილებების პირამიდას ხაზავს და მოკლედ მოუთხრობს კლასს მასზე და მისი ავტორის შესახებ.

პედაგოგი კლასს იწვევს ერთობლივ დისკუსიაზე და უსვამს შემდეგ კითხვებს:
- რომელი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები იცით?
- რომლებია უსაფრთხოების მოთხოვნილებები?
- რას გულისხმობს, თქვენი აზრით, მიკუთვნების და სიყვარულის მოთხოვნილება?
- რომლებია საკუთარი თავის პატივისცემის მოთხოვნილებები?
- რას გულისხმობს, თქვენი აზრით, თვითრეალიზაციის მოთხოვნილება?
თუ ბავშვებს გაუჭირდებათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, პედაგოგი ეხმარება მათ. მოსწავლეთა პასუხები, ერთობლივი მსჯელობის და შესაბამისი კორექტივების გაკეთების შემდეგ, პედაგოგს შეაქვს დაფაზე დახაზული პირამიდის შესაბამის უჯრებში.
პედაგოგი მოსწავლეებს მიუთითებს, რომ პასუხები პარალელურად თავიანთ რვეულებში შეიტანონ.
![]() |
5 4. საჭიროებიდან - უფლებამდე |
▲back to top |
მიზანი: ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ ადამიანის მოთხოვნილებები შეიძლება შევუსაბამოთ ადამიანის გარკვეულ უფლებებს, რომლებიც შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც იმ საგანთა ერთობლიობა, რომელთა ქონების და გამოყენების უფლება ყველა ადამიანს აქვს. გამოვკვეთოთ განსხვავება სურვილებსა და მოთხოვნილებებს (საჭიროებებს) შორის.
უნარ - ჩვევები:
- საკუთარი აზრის გამოთქმა; - სხვისი მოსაზრების პატივისცემა და გათვალისწინება; - კომუნიკაცია.
საჭირო მასალა: კალმისტრები, ფანქრები, მაკრატელი; მოსწავლეთა თითოეული ჯგუფისათვის „სურვილებისა და მოთხოვნილებების“ ბარათები. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი კლასს ყოფს 5-6 კაციან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ურიგებს „სურვილებისა და მოთხოვნილებების“ ბარათებს. პედაგოგი მიმართავს კლასს:
- წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ქალაქში (სოფელში, დაბაში) დაარსდა ორგანიზაცია, რომელმაც უნდა შეიმუშაოს სპეციალური პროგრამა მოზარდების მხარდასაჭერად. პროგრამის შესადგენად ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს ის მოთხოვნილებები, რომლებიც არსებითია თქვენთვის.
ორგანიზაციამ მოგმართათ თხოვნით, მონაწილეობა მიიღოთ ამ მოთხოვნილებების შერჩევაში. ქვემოთ მოცემულ ბარათებზე ასახულია საგნები, რომლებიც, ორგანიზაციის აზრით, ყველაზე არსებითია თქვენთვის.
თითოეულმა ჯგუფმა უნდა დაამზადოს ბარათები აღნიშნული სქემის მიხედვით (შესაძლებელია დაამატოს რამდენიმე ბარათიც).
სამუშაოს შესრულების შემდეგ პედაგოგი ეუბნება ბავშვებს:
- ორგანიზაციიდან მოვიდა შეტყობინება, რომ პროგრამის სახსრები შეზღუდულია და დასახელებული 24 საგნიდან მხოლოდ 16-ის გათვალისწინებაა შესაძლებელი. ამიტომ ჯგუფებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ საგანზე იტყვიან უარს, შესაბამისი 8 ბარათი კი მათ უკან უნდა დაუბრუნონ მასწავლებელს.
5 წუთის შემდეგ პედაგოგი ისევ აცხადებს, რომ ორგანიზაციამ საგნების რიცხვი კიდევ 4 საგნით შეამცირა.
ჯგუფები ამ სამუშაოსაც ასრულებენ, რის შემდეგაც პედაგოგი კლასს იწვევს ერთობლივ განხილვაზე და სვამს კითხვებს:
- თავდაპირველად რომელი საგნები დათმეთ და რატომ?
- ჰქონდა თუ არა უთანხმოებას ადგილი თქვენს ჯგუფში საგნების შერჩევისას?
- რა განსხვავებაა სურვილებსა და მოთხოვნილებებს შორის?
- რომელი საგნები მიეკუთვნება სურვილებს და რომელი მოთხოვნილებებს?
- აქვს თუ არა ადამიანს სხვადასხვა სურვილები და მოთხოვნილებები? რატომ?
ერთობლივი მსჯელობის დროს პედაგოგი კლასის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადამიანს აქვს სურვილები და მოთხოვნილებები, და, ბუნებრივია, იგი მიისწრაფვის, რომ ხორცი შეასხას ამ სურვილებსა და მოთხოვნილებებს.
შემდეგ პედაგოგი კლასს აძლევს ასეთ დავალებას:
- შეეცადეთ, თქვენს მიერ არჩეულ მოთხოვნილებებს შესაბამისი უფლებები მიუსადაგოთ.
მაგალითად:
- ბარათს „ჩემი სახლი“ შეესაბამება ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლი;
- ბარათს „ჯანსაღი საკვები“ - 24-ე მუხლი;
- ბარათს „ჩემი ოჯახი“ - მე-9 მუხლი;
- ბარათებს „წამალი, რომელიც მჭირდება“ და „სუფთა წყალი“ - 24-ე მუხლი;
- ბარათს „საკუთარი აზრი და მისი გამოთქმის საშუალება“ - მე-12 და მე-13 მუხლები;
- ბარათს „ცოდნა“, „განათლება“ - 28-ე მუხლი;
- ბარათს „ინფორმაციის მოპოვება“ - მე-17 მუხლი;
- ბარათს „მშვიდობიანი, უსაფრთხო ცხოვრება“ - 38-ე მუხლი.
გაკვეთილის დასასრულს პედაგოგი კლასს უსვამს კითხვებს:
- ხომ არ იცით, რა ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც თავმოყრილია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები?
დოკუმენტები ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე:
- ადამიანის უფებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ;
- საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ;
- სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტზე თანდართული ფაკულტატური პროტოკოლები.
კონვენციები:
- კონვენცია ბავშვის უფლებათა შესახებ;
- ქალის უფლებების კონვენცია;
- ლტოლვილთა უფლებების კონვენცია;
- კონვენცია სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ;
- კონვენცია წამების წინააღმდეგ და ა.შ
![]() |
6 5. უფლებათა ცისარტყელა |
▲back to top |
მიზანი: გავაცნოთ მოსწავლეებს უფლებათა ნაირსახეობა
უნარ - ჩვევები:
- ინფორმაციის დახარისხება
- მსჯელობის, ანალიზის, შეფასების, დასკვნების გამოტანის და დასაბუთების უნარი.
საჭირო მასალა: კალმისტრები, პატარა ზომის ფურცლები, 4 ცალი დიდი ფორმატის ფურცელი, წებო, ჭიკარტები, უფლებათა ბარათები თითოეული მოსწავლისათვის, უფლებების სქემა. |
გაკვეთილის მსვლელობა:
საზოგადოების თითოეულ წევრს, კანონით მინიჭებული უფლებების გარდა, აქვს ბუნებით მინიჭებული ანუ თანდაყოლილი უფლებები. სხვაგვარად ამ უფლებებს ბუნებით ანუ პოზიტიურ უფლებებს უწოდებენ. ადამიანის უფლებები ყველა კანონმდებლობაზე მაღლა დგას, ეს სახელმწიფოს მიერ ნაბოძები წყალობა არ არის და სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობს. მათი დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა, რადგანაც ის არსებობს ხალხისთვის. მაგალითად, განათლების უფლება ხელისუფლებას აკისრებს სკოლების შექმნას, სადაც ყველა ბავშვს შესაძლებლობა აქვს მიიღოს განათლება.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელისუფლებას იმდენი უფლება აქვს, რამდენსაც მას კანონი ანიჭებს, ხოლო ადამიანს აქვს ყველა ის უფლება, რომელსაც არ უკრძალავს კანონი.
თავისუფლებებს სხვანაირად ნეგატიურ უფლებებსაც უწოდებენ, რადგანაც ის უკრძალავს ხელისუფლებას ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩარევას. მაგალითად, სიტყვის თავისუფლება შენ გაძლევს საშუალებას თქვა ის, რასაც ფიქრობ, ხოლო ხელისუფლებას უკრძალავს შეზღუდოს ეს შენი თავისუფლება.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ შენ გაქვს რაიმეს უფლება, ხელისუფლება ვალდებულია რაღაც გააკეთოს ამ უფლების დასაცავად, ხოლო თუ შენ გეკუთვნის რომელიმე თავისუფლება, სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს რაიმე საწინააღმდეგო ქმედებისაგან.
ადამიანის უფლებების ორ ძირითად ჯგუფს გამოყოფენ:
- მატერიალური უფლებები;
- საპროცესო უფლებები.
მატერიალური უფლებები მოიცავს პირად, ანუ სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს.

საპროცესო უფლებები კი მოქმედების ის მეთოდები და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტებია, რომლებიც ადამიანს იცავს ხელისუფლების თვითნებობისაგან. ეს ინსტიტუტებია - საკონსტიტუციო სასამართლო, სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) ინსტიტუტი, რეფერენდუმის მოწყობის უფლება და ა.შ.
ადამიანის უფლებები ინდივიდუალურია და არა კოლექტიური. ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისია ხალხთა თვითგამორკვევის უფლება. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ყველა კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე მაღლა დგას. ეს არა სახელმწიფოს ნაბოძები წყალობაა, არამედ სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობს, ვინაიდან ჩვენ ადამიანებად დავიბადეთ. სახელმწიფოს მოვალეობაა, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, რადგანაც ის არსებობს ხალხისათვის.
შემდეგ პედაგოგი დაფაზე აკრავს სქემას, რომელიც მოსწავლის წიგნსშიცაა მოცემული. სქემაზე თანმიმდევრობითაა გადმოცემული ყველა ის უფლება - სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალურ - ეკონომიკური, კულტურული და საპროცესო, რომლებიც გაერთიანებულია მატერიალურ უფლებებში. იგი სთხოვს მოსწავლეებს, ყურადღებით გაეცნონ მას, შემდეგ კი ურიგებს წინასწარ გამზადებულ „უფლებათა ბარათებს“, რომელშიც ჩაწერილია დეკლარაციის სხვადასხვა მუხლები. თითოეულმა მოსწავლემ ყურადღებით უნდა წაიკითხოს მოის ბარათზე მოცემული „უფლება“ და შეძლებისდაგვარად, მიაკუთვნოს იგი სქემის შესაბამის გრაფას.
პედაგოგი სთავაზობს მოსწავლეებს, იმოძრაონ საკლასო ოთახში და იპოვონ მსგავსი შინაარსის მქონე „უფლებათა ბარათები“ (ასეთი ბარათების მფლობელები შემდგომში გაერთიანდებიან ჯგუფებად).
ზოგიერთი მათგანი შეიძლება ვერც ერთ ჯგუფს ვერ შეუერთდეს, მაშინ პედაგოგი ეხმარება მას, მოძებნოს შინაარსით მსგავსი ჯგუფი.
პედაგოგი საკლასო ოთახის ოთხივე კუთხეში ჭიკარტებით აკრავს დიდი ფორმატის ფურცლებს, რომლებიც შემდეგნაირად არის დასათაურებული:
- სამოქალაქო უფლებები;
- პოლიტიკური უფლებები;
- სოციალურ - ეკონომიკური უფლებები;
- კულტურული უფლებები.
მოსწავლეთა თითოეული ჯგუფი „უფლებების ბარათების მიხედვით“ ირჩევს შესაბამის ფორმატს და ზედ აკრავს თავის ბარათს.
სამუშაოს დასრულების შემდეგ, პედაგოგი კლასთან ერთად განიხილავს თითოეულ ფორმატზე თავმოყრილ დეკლარაციის მუხლებს და შეაქვს შესაბამისი კორექტივები - მიუჩენს უფლებებს სათანადო ადგილს.
სამოქალაქო |
პოლიტიკური |
სოციალურ-ეკონომიკური |
კულტურული |
საპროცესო |
მუხლები -3, 4, 5,6, |
მუხლები - |
მუხლები - |
მუხლები - |
მუხლები - |
პედაგოგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საყოველთაო დეკლარაციის 1-ლი, 28, 29, და 30-ე მუხლები იხილავს საერთო დებულებებს და არ შეიცავს ზემოჩამოთვლილ უფლებათა რომელიმე ჯგუფის ნიშან-თვისებებს. მე-2 მუხლს - თავისუფლება დისკრიმინაციისაგან, ხშირად აკუთვნებენ როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ - ეკონომიკური უფლებების ჯგუფს. ამიტომ მისი ერთმნიშვნელოვანი მიკუთვნება ამა თუ იმ ჯგუფთან გაძნელებულია.
![]() |
7 6. მე მაქვს უფლება, მაგრამ... |
▲back to top |
მიზანი: აღვზარდოთ მოზარდში პასუხისმგებლობის გრძნობა. დავეხმაროთ მას გაიგოს, რომ ყოველ უფლებას თან ახლავს შესაბამისი მოვალეობა სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე.
უნარ - ჩვევები:
- საკუთარი აზრის ჩამოყალიბება; - განსხვავებული აზრის გათვალისწინება; - თანაგრძნობა და სხვებზე ზრუნვა; - გუნდური მუშაობა.
საჭირო მასალა: კალმისტრები, თაბახის ფურცლები |
გაკვეთილის მსვლელობა:
გაკვეთილის დასაწყისში პედაგოგი უჩვენებს კლასს ქვემოთ მოცემულ ორაზროვან სურათს და უსვამს კითხვებს:

- რას ხედავთ სურათზე?
- ხედავთ ქალს?
- რა ასაკისაა ქალი?
ბუნებრივია, რომ პასუხები ორ ნაწილად გაიყოფა. ზოგი სურათში მოხუცს დაინახავს, ზოგი კიდევ - ახალგაზრდა ქალს ამოიცნობს. ბუნებრივია ისიც, რომ ეს მოზარდებში ცხარე კამათს გამოიწვევს, თუ რომელია მართალი.
პედაგოგმა ეს კამათი უნდა გამოიყენოს იმის ასახსნელად, რომ რეალობის ერთმნიშვნელოვანი აღქმა არ არსებობს. აუხსნის კლასს, რომ შესაძლოა ადამიანს მოვლენის სხვადასხვა ხედვა გააჩნდეს და ყოველი მათგანი სწორი აღმოჩნდეს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს სხვისი აზრის და განსხვავებული თვალსაზრისის გათვალისწინებას.
შემდეგ პედაგოგი ,,ქალის“ ორაზროვან სურათს უკავშირებს მოსწავლის წიგნსი მოცემულ ,,ორი პროფილის“ ნახატს. უხსნის კლასს, რომ უფლებას, ისევე როგორც ამ სურათებს, აქვს თავისი მეორე მხარეც. ორი პროფილი ნიშნავს, რომ ადამიანი მარტო არ არის. მის გვერდით ყოველთვის არის მეორე ადამიანი, რომელსაც ისეთივე უფლებები გააჩნია. ანუ ყოველი უფლება გულისხმობს შესაბამის მოვალეობასაც სხვა ადამიანების მიმართ.
შემდეგ პედაგოგი უკითხავს კლასს სიტუაციურ სავარჯიშოს მოსწავლის წიგნიდან და სთავაზობს მათ მის გათამაშებას. ამისათვის ის ანაწილებს შესაბამის როლებს - ,,თინეიჯერები“, მათი მომხრენი, მოხუცი და მისი მომხრენი, პოლიციელი და სახელმწიფო.
გათამაშების შემდეგ პედაგოგი მოზარდებს იწვევს თამაშის განხილვაზე. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ იცვლება გრზნობები და შეხედულებები სხვის „ტყავში“ ყოფნის დროს., რამდენად მნიშვნელოვანია სხვისი აზრის და შეხედულებების გათვალისწინება.
კითხვები:
რას გრძნოდით თამაშის დროს?
რა შეგძინათ ახალმა თამაშმა?
რას ნიშნავს სიტყვა „მოვალეობა“?
მოსაზრებები ფიქსირდება დაფაზე, ჯგუფდება და ჯამდება. მნიშვნელოვანია, შეჯამების დროს პედაგოგმა ხაზი გაუსვას უფლების და მოვალეობის განსხვავებას.
ბოლოს პედაგოგი კლასს ყოფს 5 გუნდად და აძლევს საშინაო დავალებას შემდეგი მოთხოვნით:
- თითოეულ გუნდს გეძლევათ საშუალება, შეადგინოთ „მოსწავლის მოვალეობათა დეკლარაცია“. ნიმუშად შეგიძლიათ გამოიყენოთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც თქვენს წიგნშია მოცემული. მოსწავლის მოვალეობათა დეკლარაციის ტექსტი უნდა შედგებოდეს შესავალისა და 4 პუნქტისაგან. ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს დიდი ფორმატის ფურცელზე. თქვენ გაქვთ საშუალება, ნამუშევარი გააფორმოთ შესაბამისი ნახატებით, ამონაჭრებით ჟურნალ - გაზეთებიდან და ა.შ.. ნამუშევარს წინ უნდა უძღოდეს დევიზი, საკლასო გერბი და კლასის ჰიმნი. დავალების შესრულების ვადაა ერთი კვირა.
მომდევნო გაკვეთილზე თითოეული გუნდი აკეთებს თავისი ნამუშევრის წარდგენას (პრეზენტაციას). წარდგენა უნდა იყოს ცოცხალი და სხარტი, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის მსგავსად - მაქსიმუმ 5 წუთი. საუკეტესო ნამუშევარი, რომელსაც გამოავლენს კომპეტენტური ჟიური საგანგებოდ გამოიკვრება სკოლაში, კედლის გაზეთში, ავტორების მითითებით.
![]() |
8 7. პროექტი: მოსწავლის მოვალეობათა დეკლარაცია |
▲back to top |
მიზანი: აღვზარდოთ მოზარდში პასუხისმგებლობის გრძნობა. დავეხმაროთ მას, გაიგოს, რომ ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობები საზოგადოების წინაშე.
უნარ - ჩვევები:
- გუნდური მუშაობა - თანამშრომლობა; - ტექსტზე მუშაობა; - შემოქმედებითი აზროვნება; - თვითგამოხატვა და წარდგენა; - ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება. |
გაკვეთილის დაწყების წინ პედაგოგმა უნდა იზრუნოს განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად კლასში. შესაბამისად მოაწყოს საკლასო ოთახი, რათა გაუადვილოს გუნდებს საკუთარი ნამუშევრების ეფექტური წარდგენა.
პრეზენტაციის მსვლელობა:
- პედაგოგი სთავაზობს გუნდებს აირჩიონ კაპიტანი და საკუთარი წარმომადგენელი ჟიურში. ჟიურიში არჩეული გუნდის წევრი წარდგენაში მონაწილეობას აღარ ირებს და ცდილობს მიუკერძოებლად იმსაჯოს. თავის მხრივ, გუნდებს ეკრძალებათ ჟიურიზე ზეწოლა. მათი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
- გუნდები და ჟიური იკავებენ თავიანთ ადგილებს.
- გუნდის კაპიტანი ირჩევს ბარათს - მისი გუნდის პრეზენტაციის რიგით ნომერს.
- წარდგენის რეგლამენტი - მაქსიმუმ 5 წუთი თითოეული გუნდისათვის. წარდგენაში მონაწილეობის მიღება შეუძლია გუნდის ნებისმიერ წევრს. პრეზენტაციის დროს გუნდმა უნდა დაასაბუთოს დეკლარაციის პუნქტები, დევიზი და ახსნას საკლასო გერბის მნიშვნელობა. წარდგენა მთავრდება კლასის ჰიმნით.
- პრეზენტაციების დასასრულს გუნდები გადიან საკლასო ოთახიდან და ჟიური იწყებს შეფასებას.პედაგოგი გადასცემს ჟიურის შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალს და ეხმარება მათ მის სწორად გამოყენებაში, მაგრამ ჟიურის გადაწყვეტილებაზე გავლენას არ ახდენს (7 წუთი).
- შედეგები ცხადდება მთელი კლასის წინაშე.
- შედეგების გამოცხადებისას ჟიური აცხადებს, თუ რომელმა გუნდმა რამდენი ქულა მოიპოვა კრიტერიუმების ამა თუ იმ პუნქტში და ასაბუთებს მას. ქულები თვალსაჩინოებისთვის იწერება დაფაზე შესაბამის ცხრილში.
- საბოლოოდ, ჟიური აჯამებს შედეგებს და ავლენს I,II, III, IV და V ადგილზე გასულ გუნდებს და მიღებულ სედეგებს აღნიშნავს მათ ნამუშევრებზე - ფორმატის ფურცლებზე, რომლებიც გაკვეთილის დასრულების შემდეგ საგანგებოდ გაიკვრება სკოლის დერეფანში, კედელზე.
შეფასების კრიტერიუმები:
- რამდენად მისაღები და სამართლიანია დეკლარირებული პუნქტები;
- ტექსტის გამართულობა;
- ნამუშევრის გაფორმება;
- წარდგენის ეფექტურობა;
- ორიგინალურობა;
- არგუმენტირების ხარისხი;
- რეგლამენტის დაცვა;
- საუკეთესო გერბი;
- საუკეთესო დევიზი;
- საუკეთესო ჰიმნი;
- ჟიურის სიმპათია.
თითოეული პუნქტი ფასდება ქულებით 1-დან 5-მდე.
გაკვეთილის ბოლოს პედაგოგი მოიხმობს გუნდის კაპიტნებს, რომლებიც კლასის თანდასწრებით უნდა მიუსხდნენ ,,მრგვალ'' მაგიდას და ერთობლივად გადაწყვიტონ, ნამუშევრებში მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პუნქტებიდან, რომელი შევა წიგნში მოცემულ ,,მოსწავლის მოვალეობათა დეკლარაციაში''(7წთ).
![]() |
9 8. ღირსება |
▲back to top |
მიზანი: განვუმარტოთ მოზარდებს, რომ ყველა ადამიანი თავისუფალი და თანასწორი იბადება საკუთარი ღირსებებით და უფლებებით. გავაგებინოთ მათ, რა განსხვავებაა ადამიანის პირად ღირსებასა და ადამიანურ ღირსებას შორის.
უნარ - ჩვევები:
მსჯელობა და ანალიზი;
საკუთარი აზრის გამოთქმა და დასაბუთება;
სხვისი მოსაზრების მოსმენა და გათვალისწინება.
საჭირო მასალა: კალმისტრები, თაბახის ფურცლები.
|
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი მოსწავლის წიგნიდან კითხულობს ტექსტს და სვამს კითხვას:
- რა მთავარი ადამიანური ფასეულობა შეურაცხყო ქსენფმა? (ადამიანური ღირსება)
შემდეგ პედაგოგი დაგაზე წერს სიტყვას ,,ღირსება“ და სთხოვს კლასს, ახსნან, როგორ ესმით ამ სიტყვის მნიშვნელობა.
პედაგოგი შეჯამებისას ხელმძღვანელობს შემდეგით:
ღირსება უნივერსალური ცნებაა. ის სახელმწიფოზე, ეროვნებასა და იდეოლოგიაზე მაღლა დგას. იგი ყველა უფლებათა და თავისუფლებათა წყაროა.
არსებობს ღირსების ორი სახე - ადამინური და პირადი. პირადი ღირსება კეთილშობილური საქციელით, კეთილი საქმეებით მიიღწევა და ილახება უღირსი, სულმდაბალი ქმედებისას.
ადამიანური ღირსების გრძნობა თვით კაცობრიობის ბუნებიდან გამომდინარეობს და ერთნაირად აქვს მომადლებული ყველა ადამიანს - იქნება ეს ახალშობილი, ამქვეყნად რომ არაფერი შეუქმნია, თუ - ჩამოყალიბებული დამნაშავე.
ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია, ვიგრძნოთ, რომ სხვა გვაფასებს. ეს საკუთარი თავის პატივისცემას გვინერგავს. თავის მხრივ, ყოველი ჩვენგანი აფასებს და პატივს სცემს ადამიანებს, რომლებიც ღირსეულად მიაჩნია.
ამის შემდეგ პედაგოგი მიუთითებს მოსწავლის წიგნში მოთავსებულ ჩამონათვალზე და სთხოვს მათ, შეძლებისდაგვარად განსაზღვრონ, დასახელებული მაგალითებიდან რა შემთხვევაში აქვს ადგილი ადამიანური ღირსების შელახვას და რა შემთხვევაში - პირადი ღირსებისას.
მოსწავლეებს დავალების შესასრულებლად ეძლევათ 5 წუთი. შემდეგ პედაგოგი დაფას ჰყოფს ორ ნაწილად, რომელსაც შეავსებს კლასის დახმარებით.
ადამიანური ღირსება |
პირადი ღირსება |
- ქალაქის დასუფთავების სამსახურს თვეობით არ გააქვს საყოფაცხოვრებო ნაგავი. - ჯანმრთელობის ცნობის ასაღებად მოქალაქეებს პოლიკლინიკაში რამდენჯერმე უხდებათ მისვლა და ლოდინი.
- ხანდაზმული ქალბატონი მესამე დღეა დილის 7 საათიდან რიგში დგას და მაინც ვერ მოახერხა პენსიის აღება.
- დირექტორმა, დაწინაურებისას, ორი კანდიდატურიდან უპირატესობა მამაკაცს მიანიჭა.
- დაწესებულების ხელმძღვანელი თანამშრომლებს სამუშაოს დამთავრების შემდეგ დამატებით ტოვებს, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებისა და ანაზღაურების გარეშე.
- სასჯელმოხდილი ახალგაზრდა სამსახურში არ მიიღეს. |
- მასწავლებელმა ხმამაღლა წაიკითხა მოსწავლის პირადი წერილი. - თანაკლასელმა მეგობარ გოგონას ვარცხნილობა დაუწუნა და დასცინა.
- გამყიდველმა უხეშად მიმართა მომხმარებელს.
- ცუდად ჩაცმულ ადამიანს, თუ ის წინასწარ არ გადაიხდიდა საფასურს, სასტუმროში დაბინავებაზე უარი უთხრეს.
- უფროსმა დამ ძმის სატელეფონო საუბარი მოისმინა და მშობლებს უამბო. |
ბოლოს იმართება დისკუსია, სადაც მოსწავლეები, მსჯელობენ, გამოთქვამენ საკუთარ აზრს და ასაბუთებენ, თუ რატომ მიაკუთვნებენ ჩამოთვლილ ღირსებებს ამა თუ იმ ჯგუფს (10წ.)
![]() |
10 9. თანასწორობა და თავისუფლება |
▲back to top |
მიზანი: განვუმარტოთ მოსწავლეებს, რომ ადამიანის ყველა უფლების საფუძველია ადამიანური ღირსება, თანასწორობა და თავისუფლება.
უნარ - ჩვევები:
- თანამშრომლობა; - ერთმანეთის მოსმენა; - საკუთარი აზრის გამოხატვა; - დასკვნების გამოტანა.
საჭირო მასალა: კალმისტრები, ფანქრები, და ფურცლები თითოეული მოსწავლისათვის. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი კლასს ყოფს 4-5 კაციან ჯგუფებად და უკითხავს მათ მოსწავლის წიგნიდან ტექსტს „ძველი რომი“ და კლასს აძლევს შემდეგ დავალებას: სპარტაკის აჯანყება მარცხით დასრულდა. მაგრამ წარმოიდგინეთ ამბის სხვაგვარი დასასრული - აჯანყებულებმა ხორცი შეასხეს თავიანთ სურვილებსა და ოცნებებს. გაითვალისწინეთ, რომ აჯანყებულები მონები იყვნენ და შეეცადეთ ჩამოთვალოთ რა აკლდათ მათ, კერძოდ, ადამიანის რა უფლებები ილახებოდა მონათმფლობელურ საზოგადოებაში? (5წ.)
თითოეული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ვარიანტი იწერება დაფაზე და ერთობლივი მსჯელობის საგანი ხდება, სანამ კლასი საბოლოო ვარიანტზე არ შეთანხმდება. მსჯელობა იმგვარად უნდა წარიმართოს, რომ მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანის უფლებების საფუძველია ღირსება, თანასწორობა, თავისუფლება. პედაგოგი აჯამებს გაკვეთილს, რისთვისაც თავისი შეხედულებისამებრ იყენებს გაკვეთილის ბოლოს მოთავსებულ ინფორმაციას - რა არის თანასწორობა და თავისუფლება?
პედაგოგი სთავაზობს მოსწავლეებს ინდივიდუალურად შეავსონ მათ წიგნში მოთავსებული კროსვორდი და გამოცნობილი სიტყვა (თავისუფლება) შეადარონ მათ მიერ დაფაზე დაფიქსირებულ ვარაუდს, ემთხვევა თუ არა ისინი ერთმანეთს?
კროსვორდის პასუხები: თანამშრომლობა, არჩევანი, ვერსია, ისტორია, სახელმწიფო, უფლება, ფაქტი, ლტოლვილი, ენა, ბრძოლა, ადათი.
ადამიანის ცხოვრობს ადამიანებს შორის, ადამიანთა საზოგადოებასი. თავისუფლება ინდივიდუალური ან კოლექტიური მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს. თავისუფლება ნიშნავს ადამიანის შესაძლებლობას იმოქმედოს თავის სურვილისამებრ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თავისუფლება ადამიანის ხელშეუხებლობასაც გულისხმობს.
არსებობს უფლებათა მთელი რიგი, რომელთა მიზანია ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის დაცვა. ეს უფლებებია - სიცოცხლის უფლება, მონობისა და დეპორტაციისგან, არასამართალზომიერი დაკავებისაგან თავისუფლება, ხელშეუხებლობის უფლება და ა.შ.
ადამიანის შრომის მონურ გამოყენებას დღესაც აქვს ადგილი. „ტრეფიკინგი1“ ანუ „თეთრი მონობა“ დღესაც გვხვდება. მას გვერდი ვერ აუქცია საქართველომაც. ბოლო მონაცემებით დაფიქსირებულია „ტრეფიკინგის“ 300-ზე მეტი შემთხვევა, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ეს რიცხვი გაცილებით მეტია.
ადამიანი თავისუფალია მაშინ, როდესაც მას არ აიძულებენ რაიმეს კეთებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლებრივი ნორმები კი არ მართავენ და მიუთითებენ ადამიანებს, როგორ მოიქცნენ, როგორ იცხოვრონ, არამედ აქ მხოლოდ აკრძალვების სისტემა მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე უფლებები და თავისუფლებები იმიტომ მაქვს, რომ მე ადამიანი ვარ, მოვალეობები კი მაქვს იმიტომ, რომ ვარ მოქალაქე.
თანასწორობა უფლებებისა და კანონის წინაშე თანასწორობას ნიშნავს. თანასწორობა არის მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც გრძნობს, რომ სხვაზე უარესი არ არის, რომელიც არ თვლის, რომ ის აღემატება სხვა ადამიანებს და არცა აქვს ამის სურვილი. თანასწორობა მოთხოვნილებაა და არა რეალობა. არ ყოფილა ჯერ კიდევ ისეთი საზოგადოება, რომელშიც სრული თანასწორობა ყოფილიყო მიღწეული.
საკმაოდ რტული და ბუნდოვანიაწარმოდგენა თანასწორობაზე. ერთის მხრივ, ყველა ადამიანს აქვს მისწრაფება თანასწორობისაკენ; მეორეს მხრივ, ყველას აქვს სურვილი საკუთარი კვალი დატოვოს და ჰქონდეს გამორჩეული პიროვნული თვისებები.
ყველა ლაპარაკობს თანასწორობაზე, ყველაზე მეტს კი პოლიტიკოსები. რა აქვთ მათ მხედველობაში?
კომუნისტებისათვის თანასწორობისაკენ სწრაფვა თვითმიზანი იყო და ისინი სხვადასხვა შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების ადამიანთა ხელოვნურ გათანაბრებას, უნიფიცირებას ცდილობდნენ.
სოციალისტებისათვის თანასწორობა ყველასათვის თანაბარი შანსის მიცემას ნიშნავს. მათი აზრით, ცხოვრება ყველამ თანაბარი სასტარტო პირობებით უნდა დაიწყოს, რამაც საუკუნის დასაწყისსი მემკვიდრეობის უარყოფამდე მიგვიყვანა.
ლიბერალები თვლიან, რომ ყველას თანაბარი შანსი უნდა ჰქონდეს კანონის წინაშე.
რას ნიშნავს თანასწორობა მორწმუნეთათვის? - ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ, ამიტომ ღმერთს ყველანი ერთნაირად ვუყვარვართ და მის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ.
დემოკრატიულ საზოგადოებაში თანასწორობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორობას ნიშნავს.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ნათქვამია - ყოველი ადამიანი უნდა ფლობდეს ყველა უფლებებსა და თავისუფლებებს ყოველგვარი განსხვავების გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად.
გაკვეთილის ბოლოს პედაგოგი კლასს აძლევს დავალებას:
- გაიხსენეთ ისტორიული წარსულიდან მსგავსი აჯანყებები.
_____________________
1 „ტრეფიკინგი“ ნიშნავს ძალისმიერი საშუალებების გამოყენებით, მოტყუებით, ძალდატანებით, ფულადი დაპირებებით პიროვნებაზე კონტროლის განხორციელებას. ადამიანის ექსპლუატაციაში შედის პროსტიტუციის ან რაიმე სხვა სახის სექსუალური ექსპლუატაცია. ძალდატანებითი მუშაობა ან საყოფაცხოვრებო მომსახურეობა, მონობა ან მონური ყოფა, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა.
![]() |
11 10. უფლებათა პირველი თაობა |
▲back to top |
მიზანი: გავაცნოთ მოსწავლეებს ადამიანის უფლებათა პირველი თაობის წარმოშობის მიზეზები. ის სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება საფრანგეთის დიდ რევოლუციას
უნარ - ჩვევები:
- კრიტიკული აზროვნება; - ლოგიკური და ანალიტიკური მსჯელობა; - სხვისი აზრის მოსმენა, საკუთარი თვალსაზრისის გადმოცემა და გრძნობების გამოხატვა; - თანამშრომლობა. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი მოსწავლეებს სთხოვს დააკვირდნენ სურათს ,,თავისუფლება ბარიკადებზე“. შემდეგ ეკითხება კლასს
გაგიგიათ თუ არა რამე საფრანგეთის დიდი რევოლუციის შესახებ?
პედაგოგი აწვდის მოკლე ინფორმაციას საფრანგეთის რევოლუციის შესახებ (იხ. მოსწავლის წიგნი) და მიუთითებს, რომ სწორედ ამ რევოლუციის გადამწყვეტი ბრძოლაა ასახული ფრანგი მხატვრის დელაკრუას სურათზე.
შემდეგ პედაგოგი მიუთითებს მოსწავლის წიგნში მოთავსებული სიმრერის „მარსელიეზას“ ტექსტზე და ეკითხება მათ, მოუსმენიათ თუ არა ეს სიმრერა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის ჰიმნად არის აღიარებული.თუ პედაგოგს საშუალება ექნება, სასურველია მოასმენინოს კლასს „მარსელიეზა“
- რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვნზე ამ სურათმა (და მუსიკამ)?
პედაგოგი მიუთითებს კლასს მოსწავლის წიგნში დახატულ ბიჭუნას სურათზე და მიმართავს მას:
ეს ბიჭი დაახლოებით თქვენი თანატოლია, დგას ქუჩაში და ფიქრობს: რა ქნას, საით წავიდეს?
სახლში ვერ წავა, რადგან სახლი არა აქვს - მეპატრონემ მთელი ოჯახი გარეთ გამოყარა.
ვერც მშობლებს მიაკითხავს - მამა დილიდან ღამემდე მუშაობს, მაგრამ რისთვის? ოჯახსაც კი ვერ არჩენს, დედამ ხელი დაიშავა - არც ძველ სამსახურში დააბრუნებენ და ვერც ახალს იშოვის, ექიმზე ხომ ვერც იოცნებებს!
დები ქუჩა - ქუჩა დაეხეტებიან - როგორ უნდოდათ სწავლა, მაგრამ სკოლა მათთვის მიუწვდომელ ოცნებად დარჩა.
როგორ შია და სცივა, მაგრამ რომ ვერსად წავა? რა ქნას, ვის მიმართოს?
- პედაგოგი სთავაზობს ბავშვებს ჩამოწერონ თავიანთ რვეულებში ის, რაც აკლდა ყმაწვილს და რამაც იგი ბარიკადებზე აიყვანა (5 წუთი).
შემდეგ პედაგოგი კლასს უსვამს კითხვებს:
- როგორ ფიქრობთ, ეს ბიჭი გამონაკლისია, თუ სხვებსაც მასავით უჭირდათ?
- კიდევ ერთხელ დააკვირდით თქვენს მიერ შევსებულ სქემას და დელაკრუას ნახატს. თქვენი აზრით, რომელს შეიძლება ვუწოდოთ რევოლუციის მიზეზი და რომელს შედეგი.
ერთობლივი მსჯელობის შემდეგ, პედაგოგი სთხოვს მოსწავლეებს, მიზეზი და შედეგი ერთმანეთთან ისრით დააკავშირონ.
დასასრულს, პედაგოგი აჯამებს გაკვეთილს და დაფაზე წარმოადგენს სქემას, რომელიც უფლებათა I თაობას ასახავს.
დავალება: ცოდნის განმტკიცების მიზნით, პედაგოგი სთხოვს მოსწავლეებს, შინ წაიკითხონ წიგნში მოცემული ინფორმაცია საფრანგეთის დიდ რევოლუციისა და უფლებათა I თაობის შესახებ.
![]() |
12 11. უფლებათა მეორე თაობა |
▲back to top |
მიზანი: გავაცნოთ მოსწავლეებს ადამიანის უფლებათა მეორე თაობა, წინაპირობა, მიზეზები, შედეგები. უნარ - ჩვევები: - მსჯელობა, ანალიზი, სიტუაციის შეფასება და დასკვნების გამოტანა. საჭირო მასალა: კალმისტრები და თაბახის ფურცლები. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი მიუთითებს მოსწავლეებს მათ წიგნში მოთავსებულ სურათზე „კარტოფილის მჭამელები“ და მიმართავს კლასს:
- დახედეთ სურათს და გადმოეცით შთაბეჭდილება, რომელიც მან თქვენზე მოახდინა.
პედაგოგი დაფაზე წერს შემოთავაზებულ ვარიანტებს (მაგალითად, გაჭირვება, სიღატაკე, შიმშილი, სასოწარკვეთა, სიხარბე და ა.შ.) და ისევ სვამს კითხვას:
- ყურადღებით დააკვირდით დეტალებს და შეეცადეთ განსაზღვროთ, რომელი სოციალური ფენის ადამიანები არიან სურათზე გამოსახული, რა პირობებში ცხოვრობენ და რა პროფესიის წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ?
შემდეგ პედაგოგი კლასს ყოფს 4-5 კაციან ჯგუფებად და სთავაზობს მათ, აღწერონ ვან გოგის სურათზე გამოსახული ოჯახის ერთი დღეს.(10 წუთი).
დამხმარე კითხვები:
- როგორ გგონიათ, რით არის გამოწვეული ოჯახის წევრთა სახეზე აღბეჭდილი სასოწარკვეთა?
- როგორია მათი განწყობა:
ა) შეგუებულნი არიან არსებულ სინამდვილეს;
ბ) უკმაყოფილონი არიან, თუ
გ) იბრძვიან თავიანთი უფლებებისათვის?
პრეზენტაციის (15 წთ) შემდეგ პედაგოგი სთხოვს ჯგუფებს, თავიანთი ნამუშევრების მიხედვით, ჩამოწერონ ამ ოჯახის წევრთა რა უფლებები ირღვეოდა (5 წუთი).
ჯგუფების წარმომადგენლები კითხულობენ თავიანთ ვარიანტებს, რომელსაც პედაგოგი დაფაზე ჩამოწერს, აჯამებს და სთავაზობს ჯგუფებს დაუკვირდნენ უფლებების ჩამონათვალს, შეადარონ ისინი ადამიანის უფლებათა 1-ლი თაობის მოთხოვნებს და იპოვონ განსხვავება.
პედაგოგი სთავაზობს კლასს შესრულებული სამუშაოს ერთობლივ განხილვას. ის შეახსენებს მოსწავლეებს ადამიანის უფლებათა 1-ლი თაობის მოთხოვნებს, რომელიც ძირითადად პიროვნულ თავისუფლებასა და თანასწორობას გულუსხმობდა. 1-ლი თაობისგან განსხვავებით, ადამიანის უფლებათა მე-2 თაობისათვის დამახასიათებელი იყო ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური უფლებებისათვის ბრძოლა.
თუ ადამიანის უფლებათა 1-ლი თაობა მე-18 საუკუნის რევოლუციასთან ასოცირდებოდა, ადამიანის უფლებათა მე-2 თაობის უფლებები ინდუსტრიულ რევოლუციას უკავშირდება.
დასასრულს, პედაგოგი აჯამებს გაკვეთილს და დაფაზე წარმოადგენს სქემას, რომელიც უფლებათა II თაობას ასახავს.
უფლებათა მეორე თაობა
წინაპირობა: მუშათა მოძრაობა ინდუსტრიული რევოლუციის ხანაში.
მოთხოვნები: ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური უფლებები.
შედეგები: სოციალური დაზღვევა, სამუშაო საათების ლიმიტირება, ხელფასების მომატება, უსაფრთხო სამუშაო პირობები და ა.შ.
![]() |
13 12.უფლებათა მესამე თაობა |
▲back to top |
მიზანი: დავუკავშიროთ ერთმანეთს ცნებები „მესამე სამყარო“ და მესამე თაობა, რომელსაც სოლიდარობის თაობასაც უწოდებენ.
უნარ - ჩვევები;
- ინფორმაციის შეკრება და დახარისხება; - მსჯელობა და დასკვნების გამოტანა.
საჭირო მასალა: კალმისტრები, ფანქრები და თაბახის ფურცლები. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი კითხულობს მოსწავლის წიგნში მოცემულ სავარჯიშოს და კლასს აძლევს დავალებს.
- გადახაზეთ სქემა თქვენს რვეულებში და თითოეულმა 3 წუთის განმავლობაში ესა თუ ის პროდუქცია ისრით შეაერთეთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც, თქვენი აზრით, ცნობილი არიან ამ პროდუქციის წარმოებით.
პედაგოგი იხილავს შესრულებულ სამუშაოს და შეაქვს მასში შესაბამისი კორექტივები.
სავარჯიშოს პასუხები:
ბრინჯი - ტაილანდი, ვიეტნამი, ჩინეთი;
მაკარონი - იტალია;
ჩაი - ცეილონი, ინდოეთი, ჩინეთი;
ყველი - შვეიცარია, ჰოლანდია;
შალის ნაწარმი - ინგლისი;
სუნამო - საფრანგეთი;
ფეხსაცმელი - ესპანეთი, იტალია;
ყავა - ბრაზილია, აფრიკა, არგენტინა;
ბანანი - აფრიკა, ლათ. ამერიკა;
ზეთისხილი - საბერძნეთი, ესპანეთი;
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - იაპონია, ჩინეთი;
ქურქი - რუსეთი;
მინ. წყალი „ბორჯომი“ - საქართველო.
შემდეგ პედაგოგი მიუთითებს მოსწავლეებს სქემაზე და სთხოვს, ამოარჩიონ მათი აზრით მდიდარი და ღარიბი ქვეყნები და მოათავსონ ისინი მარჯვენა და მარცხენა გრაფებში (10 წუთი).
მდიდარი |
ღარიბი |
|
|
მეორე ეტაპზე პედაგოგი კლასს აძლევს დავალებას - სავარჯიშოში მოცემული ქვეყნები სამ ჯგუფად დაყონ: მაღალ-, საშუალო-, და დაბალგანვითარებულ სახელმწიფოებად ის დაფაზე ხაზავს სამსვეტიან სქემას და კლასის მიერ შემოთავაზებული ვარიანტები შეაქვს შესაბამის გრაფაში.
მაღალგანვითარებული |
საშუალოდგანვითარებული |
დაბალგანვითარებული |
|
|
|
დავალების შესრულების შემდეგ, პედაგოგი მიუთითებს მოსწავლეებს სახელმძღვანელოში მოცემულ ქვეყნების განვითარების ჩამონათვალზე და დაფაზე გაკეთებულ ცხრილში შეაქვს შესაბამისის კორექტივები.
მესამე ეტაპზე პედაგოგი კლასს იწვევს ერთობლივ დისკუსიაზე და სვამს კითხვებს:
- თქვენი აზრით, რა დანიშნულება აქვს ქვეყნებისათვის მაღალ-, საშუალო- და დაბალგანვითარებულის სტატუსის მინიჭებას?
- თქვენი აზრით, რის საფუძველზე შეირჩა ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვით საზღვრავენ ქვეყნის განვითარების დონეს?
- რატომ უწოდებენ ამ კრიტერიუმებს ადამიანის განვითარების ინდექსს?
დისკუსიის დროს პედაგოგი მოსწავლეთა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ხშირად უსამართლოა და არათანასწორუფლებიანი.
ადამიანის უფლებების მესამე თაობა დაბალგანვითარებული ქვეყნების მიერ მსოფლიოს ეკონომიკური წესრიგის შეცვლის მოთხოვნის შედეგია. ამ სფეროში არსებული კანონებით, ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ისარგებლონ ბევრი, სხვებისთვის ხელმისაწვდომი სიკეთითა და თანამედროვე მეცნიერების პროგრესის მიღწევებით.
მესამე თაობის ადამიანის უფლებებს ხშირად სოლიდარობის უფლებებად მოიხსენიებენ. მსოფლიოში, რომელიც დღითიდღე ერთიანდება და სადაც ქვეყნები ერთმანეთზე სულ უფრო დამოკიდებული ხდებიან, ჩნდება ისეთი უფლებების საჭიროება, რომელიც არა მარტო საერთაშორისო ურთიერთობებს მოაწესრიგებდა, არამედ თითოეულ სახელმწიფოს შიდა სიტუაციაზეც მოახდენდა გავლენას.
შემდეგ პედაგოგი კლასს უსვამს კითხვას:
- როგორ გგონიათ, რა არის საჭირო ქვეყნებს შორის სამართლიანი ურთიერთობების დასამყარებლად?
დისკუსიის შემდეგ პედაგოგი აჯამებს გაკვეთილს და აკეთებს დასკვნას, რომ მესამე მსოფლიომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს თავისი მოთხოვნები წაუყენა და სწორედ სამართლიანი მოთხოვნებისა და საჭიროებების დაუკმაყოფილებლობის საფუძველზე შეიქმნა ადამიანის უფლებათა III თაობა.
ადამიანის უფლებათა მესამე თაობა
წინაპირობა: „მესამე სამყაროს“ მიერ საყოველთაო უფლებების მოთხოვნები; ახალი წესები მსოფლიო ეკონომიკაში.
ადამიანის უფლებათა საყოველათაო დეკლარაცია
მუხლი 28
ყოველ ადამიანს აქვს უფლება სოციალურ და საზოგადოებრივ წესრიგზე, რომლის პირობებში შესაძლებელია მისი უფლებების სრული განხორციელება. |
![]() |
14 13. გაერო |
▲back to top |
მიზანი: გავაცნოთ მოსწავლეებს ადამიანის უფლებების დამცავი ორგანოები, გაერო - მისი შექმნის ისტორია, საქმიანობა და სტრუქტურა.
უნარ - ჩვევები:
- ყურადღების კონცენტრაცია; -მოვლენებისა და ფაქტების გაანალიზება; - დასკვნების გამოტანა.
საჭირო მასალა: კალმისტრები, ფლომასტერები, თაბახის ფურცლები. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი შეახსენებს კლასს უფლებათა ოთხ ჯგუფს, რომელიც მათ წინა გაკვეთილზე განიხლიეს. შემდეგ სთავაზობს მოსწავლეებს, ამ უფლებებიდან აირჩიონ ისეთი, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად ირღვევა საქართველოში და შეუსაბამონ შინაარსის მიხედვით შემდეგ სფეროებს:
ჯანმრთელობა;
- ეკონომიკა;
- პრესა და ა.შ.
- განათლება;
- პოლიტიკა;
პედაგოგი კლასს ყოფს 5-6 კაციან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს გასაანალიზებლად აძლევს თითო სფეროს. ისინი უნდა დაფიქრდნენ კონკრეტული სფეროს, იმსჯელონ და დააფიქსირონ ადამიანის უფლებების ის დარღვევები, რომლებიც ამ სფროში ხდება.
შემდეგ პედაგოგი ჯგუფებს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას:
- წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა სიტყვა საქმედ აქციოთ და მისწეროთ წერილი ორგანიზაციას, რომელსაც ძალუძს, რეაგირება მოახდინოს ან მოგცეთ რეკომენდაციები თქვენს ქვეყანაში იმ უსამართლობის აღმოსაფხვრელად, რომელიც თქვენ დააფიქსირეთ. მიმართვის შესადგენად გეძლევათ 15 წუთი.
ჯგუფების პრეზენტაციის შემდეგ, პედაგოგი კლასს უსვამს კითხვებს:
- რომელ ორგანიზაციას გაუგზავნიდით ამ მიმართვას?
- რა ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც მოწოდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები მთელს მსოფლიოში? (გაერო)
- ხომ არ იცით, რას ნიშნავს სიტყვა გაერო?
შემდეგ პედაგოგი დაფაზე აკრავს სქემას, რომელზეც ასახულია გაერო და მისი სტრუქტურა და კლასს აწვდის ინფორმაციას გაეროს შესახებ (მოსწავლის წიგნიდან).
პედაგოგი დაფაზე წერს;
I მსოფლიო ომი (1914 - 1918) დაიღუპა 15 მილიონი ადამიანი
1919 წელს შეიქმნა ერთა ლიგა
II მსოფლიო ომი (1939 - 1945) დაიღუპა 50 მილიონი ადამიანი
1945 წელს შეიქმნა გაერო.
პედაგოგი კლასს უსვამს კითხვას:
- როგორ გგონიათ, რატომ ემთხვევა ამ ორი ორგანიზაციის - ერთა ლიგისა და გაეროს შექმნის თარიღები I და II მსოფლიო ომის თარიღებს?
საინტერესო პასუხებს პედაგოგი ჩამოწერს დაფაზე და უკეთებს კომენტარს.
შემდეგ პედაგოგი მოკლედ მიმოიხილავს გაეროს შექმნის ისტორიას, განიხილავს მის ძირითად მიზნებსა და საქმიანობას (მოსწავლის წიგნიდან).
გაკვეთილის დასასრულს პედაგოგი კლასს აძლევს დავალებას:
- მოიძიეთ ინფორმაცია:
ა) ვინ არის ამჟამად გაეროს გენერალური მდივანი?
ბ) გაეროს რომელი ორგანო უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას? (გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია).
![]() |
15 14. უფლებები დღეს და ხვალ |
▲back to top |
მიზანი: ადამიანის უფლებების განვითარების პერსპექტივის დანახვა და განსხვავებულობის აღიარების ხელშეწყობა.
„არაპრივილეგირებული“ ჯგუფების მდგომარეობის გაცნობიერება.
მოსწავლეთა მომზადება უფლებათა ახალი დოკუმენტების გასაცნობად (ბავშვთა, ქალთა, ლტოლვილთა და ა.შ.)
უნარ - ჩვევები:
- ანალიზი და დასკვნების გამოტანა; - თანაგრძნობის და ზრუნვის უნარი.
გაკვეთილის სტრუქტურა:
შესავალი, ჯგუფური სამუშაო, გაანალიზება და შეჯამება. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი მოსწავლის წიგნიდან კითხულობს ტექსტს - „თუ წარმოვიდგენთ, რომ მთელი დედამიწა ერთი პატარა სოფელია...“ და კლასს უსვამს შეკითხვებს:
როგორ ფიქრობთ სამართლიანია თუ არა დღევანდელი მსოფლიო?
რა უფლებებია დარღვეული ამ „სოფელში“
შეიძლება დავუკავშიროთ ისინი I, II და III თაობის საყოველთაო უფლებებს?
რა უნდა შეიცვალოს სამყაროს სურათის შესაცვლელად?
დაფიქრდი და წარმოიდგინე - შენ როგორ სამყაროში გინდა ცხოვრება?
სავარაუდო პასუხები:
- ღირსების, რწმენის, თავისუფლების - I თაობა;
- უმუშევრობისაგან დაცვის, ღირსეული ანაზღაურების, სამართლიანი სამუშაო პირობების უფლება - II თაობა;
- ღარიბი ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური განვითარების უფლება - III თაობა.
პედაგოგი კლასს ყოფს 5-6 კაციან ჯგუფებად და აძლევს მათ რამდენიმე წუთს „სამართლიანი და სასურველი სამყაროს“ აღსაწერად. ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას 2-2 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ხდება ერთობლივი განხილვა და შეჯამება. პედაგოგი ყურადღებას ამახვილებს იმ ძირითად ნიშანზე, რომელიც ახასიათებს „სამართლიან სამყაროს“ (თანასწორუფლებიანობა).
პედაგოგი სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ ნახატს „ნაძვის ხეები“ და პასუხი გასცენ კითხვებს:
- რომელი ხეები გვხვდება თვალში და რატომ?
- თქვენი აზრით, „განსხვავებული“ უმცირესობას წარმოადგენს თუ უმრავლესობას?
- რა შეიძლება იყოს განსხვავებულობის უარყოფითი და დადებითი მხარეები?
- რომელი ე.წ. „განსხვავებული“ ჯგუფები იცით საზოგადოებაში? (ეროვნული უმცირესობანი, ლტოლვილები, ინვალიდები1 პატიმრები, ქუჩის ბავშვები და ა.შ.)
ამ კითხვებზე პასუხის გაცემისა და დისკუსიის დროს პედაგოგი უნდა შეეცადოს აუხსნას მოსწავლეებს, რომ განსხვავებული სწორედაც იმიტომაა განსხვავებული, რომ გამოირჩევა ირგვლივმყოფებისაგან, განსაკუთრებულია.
უმეტესად, განსხვავებული უმცირესობას წარმოადგენს. ხშირად, როგორც უცხო და არაჩვეულებრივი - ისე აღიქმება და გარკვეულ დაძაბულობას და მიუღებლობას იწვევს.
ამასთან, აუცილებელია პედაგოგმა აღნიშნოს, რომ თუ არა განსხვავებულობა - განსხვავებული ბუნება, ხალხი, ქვეყნები, კულტურა და აზროვნება - სამყარო ერთფეროვანი და უინტერესო იქნებოდა.
აქვე საჭიროა დამატება, რომ განსაკუთრებულ ჯგუფებში მოიაზრება არა მხოლოდ უმცირესობები (მაგალითად, ბოშები ან ქურთები საქართველოში) ან განსაკუთრებული საჭიროებების ადამიანები (მაგალითად, ადამიანები სმენისა და მეტყველების მოშლით), არამედ ისეთი ჯგუფები, როგორიცაა ბავშვები (მათ ხომ განსაკუთრებული ზრუნვა ესაჭიროებათ) ... და ქალები, რომლებიც ხშირად კაცებთან შედარებით ნაკლები უფლებებით სარგებლობენ.
დისკუსიის დასასრულს პედაგოგი დაფაზე ჩამოწერს 5 განსაკუთრებულ ჯგუფს: ბავშვები, ქალები, ლტოლვილები, ადამიანები განსაკუთრებული საჭიროებებით, ,,სინდისის პატიმრები“2. შემდეგ ის კლასს ყოფს 5 ჯგუფად და თითოეულს აძლევს თითო განსაკუთრებულ ჯგუფს. პედაგოგი სთხოვს მოსწავლეებს, ჩაწერონ ამ ჯგუფის დასახელება ,,განსაკუთრებული ჯგუფის უფლებების დაფაზე“, გამოიკვლიონ მათი პრობლემები და შემდეგი გაკვეთილისათვის წარმოადგინონამ ჯგუფთა უფლებების დაცვისათვის საჭირო რამდენიმე მუხლი.
___________________________
1. მსოფლიოში იკვეთება ტენდენცია იმ ტერმინოლოგიის შეცვლისა, რომელიც თავად აღღვევს ადამიანის უფლებებს. ადამიანი განსაკუთრებული საჭიროებებით - ახალი ტერმინია, რომელიც მოიცავ ადამიანებს, რომლებსაც ,,ინვალიდებს'' უწოდებენ, მათ შორის ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ (მაგალითად, ბავშვების სმენის ან მხედველობის მოშლით, სხვადასხვა უნარის დაქვეითებით). ახალი ტერმინი აქცენტს აკეთებს უპირველესად ადამიანზე, პიროვნებაზე, მის ღირსებასა და თანასწორუფლებიანობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ - მის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ პრობლემაზე.
2. სინდისის პატიმარი - ,,საერთაშორისო ამნისტიის“ მიერ დამკვიდრებული ცნებაა და გულისხმობს იმ პირებს, რომლებიც დაკავებულნი არიან საკუთარი რწმენის გამოხატვისათვის, რასობრივი, რელიგიური, პარტიული, ენობრივი, ეთნიკური, სქესობრივი ან სექსუალური ორიენტაციის ან კუთვნილებისათვის, იმ პირობით, რომ ისინი არ იყენებენ, ან არ იცავენ ძალადობას.
![]() |
16 15. ლტოლვილი, დევნილი |
▲back to top |
მიზანი: თანამედროვე მსოფლიოს მიგრაციული სურათის დანახვა, ომებისა და ეთნოკონფლიქტების შედეგების გაცნობიერება. ლტოლვილთა და დევნილთა მდგომარეობის და უფლებების შესწავლა.
უნარ - ჩვევები:
- თანაგრძნობისა და ზრუნვის უნარი; - ტოლერანტობა. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი სთხოვს კლასს, წარმოადგინონ საშინაო დავალება: 5 განსაკუთრებული ჯგუფის (ბავშვები, ქალები, ლტოლვილები, ადამიანები განსაკუთრებული საჭიროებებით, ნასამართლევი პირები) უფლებების ჩამონათვალი და 5 ნაწილად დაყოფილ დაფაზე, შესაბამის ნაწილში ჩაწერონ.
პედაგოგი მოკლედ მიმოიხილავს ჩამონათვალს და სვამს კითხვებს:
- რა გზით მოახერხა ჯგუფმა დავალების შესრულება;
- რატომ ამოირჩია ამა თუ იმ ჯგუფმა ესა თუ ის უფლება და ა.შ.
თუ საჭიროა, პედაგოგი ამატებს რამდენიმე მაგალითს უფლებების ნუსხიდან:
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- ბავშვის უფლებათა კონვენცია;
- ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია (იხ. სარესურსო წიგნი);
- კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ და სხვა დოკუმენტები (იხ. სარესურსო წიგნი).
სავარაუდო მაგალითები:
ადამიანები განსაკუთრებული საჭიროებებით:
გონებრივად ან ფიზიკურად არასრულყოფილი ბავშვი1 უნდა ეწეოდეს სრულფასოვან და ღირსეულ ცხოვრებას იმ პირობებში, რომელიც დაიცავს მის ღირსებას, გაუძლიერებს საკუთარი თავის რწმენას დ გაუადვილებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.
(ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 23, 1)
ნასამართლევი პირები 2
ყოველი მონაწილე სახელმწიფო თავის სამართლებრივ სისტემაში უზრუნველყოფს, რომ წამების მსხვერპლი იღებდეს ანაზღაურებას და მას ჰქონდეს სამართლებრივი სანქციით განმტკიცებული სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაციის, მათ შორის, რაც შეიძლება სრული რეაბილიტაციისათვის საჭირო, სახსრების მიღების უფლება...
(კონვენცია წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ, მუხლი 14, 1)
ამის შემდეგ პედაგოგი აღნიშნავს, რომ გაკვეთილი ეთმობა ერთ-ერთ განსაკუთრებულ ჯგუფს - ლტოლვილებს და დევნილებს (ანუ იძულებით ადგილნაცვალ პირებს) და ეკითხება კლასს:
- რას ნიშნავს ეს ტერმინები და რა განსხვავებაა მათ შორის?
- ვინ არიან საქართველოში მცხოვრები ლტოლვილები?
(ჩეჩნეთიდან წამოსული ადამიანები, რომლებიც პანკისის ხეობაში ცხოვრობენ. მათი დაახლოებითი რიცხვი 2000 წლის მონაცემებით 7000 იყო, ხოლო 2002 წლის მონაცემებით - დაახლოებით 4000).
- ვინ არიან იძულებით ადგილნაცვალი პირნი ჩვენს ქვეყანაში? რა იცით მათ შესახებ? (საომარი კონფლიქტების სედეგად აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან განდევნილი მოსახლეობა. მათი რაოდენობა 280 000-ია).
- თქვენი აზრით, რა აიძულებს ადამიანებს დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი?
პედაგოგი დაფაზე ჩამოწერს პასუხებს, აჯამებს მათ და სთხოვს მოსწავლეებს, საკუთარ რვეულებში ჩაინიშნონ პასუხები:
სავარაუდო პასუხები:
- ომები და შეიარაღებული კონფლიქტები (სიკვდილის საშიშროება, სახლ - კარის განადგურება, ე.წ. „ეთნიკური წმენდის“ საფრთხე და ა.შ);
- ადამიანის უფლებათა დარღვევები (სიტყვის, რწმენის, ეთნიკური თუ რასობრივი მოსაზრებებით და სხვა );
- სიღარიბე, სამუშაოს ნაკლებობა;
- სტიქიური მოვლენები (მიწისძვრა, გვალვა, წყალდიდობა, და ა.შ)
შემდეგ ერთ-ერთი მოსწავლე, პედაგოგის თხოვნით, კითხულობს ასლანისა და სოფიკოს სიტყვებს სახელმძღვანელოდან. პედაგოგი აწყობს დისკუსიას შემდეგი სიტყვების გამოყენებით:
- როგორ ფიქრობთ, რა აწუხებთ ამ მოზარდებს?
- რა პრობლემები შეიძლება კიდევ ჰქონდეთ მათ?
- რა დამოკიდებულებები არსებობს დღევანდელ საზოგადოებაში ლტოლვილთა და დევნილთა მიმართ? რატომ?
- თქვენი აზრით, როგორ არის დაცული ამ ხალხის უფლებები?
პედაგოგი უხსნის კლასს, რომ 1951 წელს გაერომ მიიღო კონვენცია ლტოლვილის სტატუსის შესახებ. ეს საერთაშორისო კანონია, ის გლობალური გახდა 1967 წელს და დღემდე მას 131 ქვეყანამ მოაწერა ხელი.
დევნილთა უფლებების დასაცავად 1998 წელს მიღებული საერთაშორისო დოკუმენტი - ,,სახელმძღვანელო პრინციპები იძულებითი გადაადგილების შესახებ“.
გაეროს დოკუმენტის მიხედვით, ლტოლვილად ითვლება ნებისმიერი პიროვნება, ვინც:
- სამართლიანად შიშობს, რომ შეიძლება დაისაჯოს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო.
- იმყოფება სამშობლოს გარეთ და არ შეუძლია, ან პირად კეთილდღეობაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზებით დაშინებულს, არ სურს თავისი ქვეყნის მფარველობით ისარგებლოს.
- იმყოფება იმ საზღვრებს მიღმა, სადაც მუდმივად ცხოვრობდა, არ გააჩნია ეროვნება და არ შეუძლია, ან პირად კეთილდღეობაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზების გამო, არ სურს უკან დაბრუნება“
- თვლის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მას აქვს უფლება თავშესაფარი ითხოვოს თავისი ქვეყნის გარდა, ყველა სხვა ქვეყანაში. შეუძლია მოითხოვოს, რომ მისი საკითხი ინდივიდუალურად განიხილონ. ამასთან, ყველა ქვეყანას აქვს, გადაწყვიტოს, ვის მისცეს თავშესაფარი.
შემდეგ პედაგოგი ამახვილებს ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომლებსაც ლტოლვილები აწყდებიან თავშესაფრის მიღებისას. ახსენებს, რომ ხშირად სხვადასხვა მაღალგანვითარებული ქვეყნების პოლიტიკოსები ითხოვენ ლტოლვილთა რიცხვის შეზღუდვას მათ მიერ შექმნილი სხვადასხვა პრობლემის გამო (ეთნიკური დაძაბულობები, შრომის ბაზრის გადატვირთვა, სოციალური და სხვა სახის დახმარებებით გამოწვეული თავშესაფარი ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი და ა.შ.). შენიშნავს, რომ ბოლო დროს ბევრმა ქვეყანამ საკმაოდ შეამცირა მისაღები ლტოლვილების რაოდენობა.
პედაგოგი ამცნობს მოსწავლეებს, რომ ლტოლვილთა და დევნილთა უფლებების დასაცავად არსებობს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (დაფუძნდა 1951 წელს) და აგრეთვე სხვა ორგანიზაციები (მაგალითად, ნორვეგიის და დანიის ლტოლვილთა საბჭოები), რომლებიც ასევე ამ ადამიანების მდგომარეობის შემსუბუქებაზე ზრუნავენ.
პედაგოგმა დამატებითი ინფორმაცია შეიძლება მოიძიოს რესურსების წიგნში (გვ.42-43).
________________________
1. პედაგოგმა სასურველია, აქაც გაამახვილოს ყურადრება გამოყენებული ტერმინის შეცვლის მნიშვნელობაზე.
2. სასურველია, პედაგოგმა აღნიშნოს, რომ წამება და სასტიკი მოპყრობა დაუშვებელია - ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე -5 მუხლი.
![]() |
17 16. ბავშვის უფლებათა კონვენცია |
▲back to top |
მიზანი: ბავშვის უფლებათა კონვენციის გაცნობა.
უნარ - ჩვევები:
- შედარება; - გადაწყვეტილების მიღება; - თანამშრომლობა; - კრიტიკული აზროვნება; - საკუთარი მოქმედების გვერდიდან დანახვისა და შეფასების უნარი.
საჭირო მასალა: კალმისტრები, თაბახის ფურცლები. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი კითხულობს მოსწავლის წიგნსი მოცემულ სიტუაციურ ამოცანას და მიმართავს კლასს;
- ალბათ წაგიკითხავთ მარკ ტვენის ნაწარმოები ,,უფლისწული და მათხოვარი'', ან გინახავთ ამავე სახელწოდების ფილმი. მოუნახეთ ამ სიტუაციას თქვენეული დასასრული, საკუთარი შეხედულებისამებრ წარმარტეთ ამბავი და მოიფიქრეთ;
- რა ასწავლა თითოეულს ახალმა გარემომ?
- როგორ გამოადგათ მათ ახალ ადგილას მიღებული გამოცდილება?
გაითვალისწინეთ, რომ უფლისწული და მათხოვარი თქვენი თანატოლები არიან.
- პედაგოგი აძლევს მოსწავლეებს თავიანთ რვეულებში ჩასახაზად T - დიაგრამას და სთხოვს მათ, შეავსონ იგი.
მარცხენა მხარეს უნდა ჩამოიწეროს მათხოვრის საჭიროებანი და მოთხოვნილებები, ხოლო მარჯვენა მხარეს - ის უფლებები, რომლებიც ამ მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, სასახლეში დაბრუნებულმა უფლისწულმა მიანიჭა ხალხს - მათ უფლებებად აქცია.
დავალების შესრულებისთვის კლასს ეძლევა 15 წუთი, პრეზენტაციისათვის - 3 - 3 წუთი. პრეზენტაციის მსვლელობისას, მოსწავლეების ნამუშევრების მიხედვით, პედაგოგი დაფაზე ავსებს ანალოგიურ T-დიაგრამას.
მათხოვარი |
უფლისწული |
უსაფრთხო ცხოვრების სურვილი;
ჯანმრთელობის მოთხოვნილება;
საკუთარი ჭერის ქონის სურვილი;
ცოდნის მიღება;
საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. |
უსაფრთხო ცხოვრების უფლება;
ჯანმრთელობის უფლება;
კერძო საკუთრების უფლება;
ცოდნის მიღების უფლება;
საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. |
თქვენი აზრით, რა შეიძლება უწოდო დოკუმენტს, რომელიც თქვენს მიერ ჩამოთვლილ უფლებებს გააერთიანებს? (ბავშვის უფლებათა კონვენცია)
ამ უფლებების გარდა, რომელიც თქვე ჩამოთვალეთ, ბავშვის უფლებათა კონვენციაში გათვალისწინებულია ბავშვის სხვა უფლებებიც.
შემდეგ მასწავლებელი დაფაზე წერს:
დეკლარაცია------------------------------კონვენცია
კანონის ძალა არა აქვს------------------კანონის ძალა აქვს
დავალება: გაკვეთილის ბოლოს პედაგოგი მიანიშნებს მოსწავლეებს წიგნში მოთავსებულ ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაზე“, რომელსაც, სასურველია, შინ მშობლებთან ერთად გაეცნონ.
![]() |
18 17. ბავშვის უფლებათა კონვენცია (გაგრძელება) |
▲back to top |
მიზანი: გავაცნოთ მოსწავლეებს, როგორ ხდება ხალხის ნების გამომხატავი დოკუმენტის - კონვენციის, შექმნა და გადაქცევა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად.
უნარ - ჩვევები:
- თანამშრომლობა;
- გადაწყვეტილების მიღება და შეთანხმება;
- კრიტიკული აზროვნება.
საჭირო მასალა: კალმისტრები, თაბახის ფურცლები, მუყაოს „კუბის“ მოდელი აქტიური სავარჯიშოსთვის. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი კლასს ყოფს 6 ჯგუფად, სთხოვს გამოიყენონ წინა გაკვეთილზე ჩამოწერილი ბავშვის უფლებათა ჩამონათვალი და შექმნან საკუთარი კონვენცია (10 წ.).
პედაგოგი კლასის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დეკლარაცია ხალხის ნებას გამოხატავს, მაგრამ მას ჯერ კანონის ძალა არა აქვს. იმისთვის, რომ იგი იურიდიულ დოკუმენტად იქცეს, ქვეყნის პარლამენტმა (უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ) უნდა დააკანონოს, ანუ უნდა მოხდეს მისი რატიფიცირება.
პედაგოგი სთავაზობს კლასს, გაითამაშონ პარლამენტის1 სხდომა, შექმნან კონვენცია და რატიფიცირებისათვის წარადგინონ პარლამენტის წინაშე.
ერთობლივი მსჯელობისა და ანალიზის შემდეგ ,,პარლამენტი'' აკეთებს შეჯამებას, და ბოლოს ,,სპიკერი“ კენჭს უყრის კონვენციის შეჯერებულ ვარიანტს (15 წუთი).
განვლილი მასალის განმტკიცების და გაანალიზების მიზნით, პედაგოგი იყენებს ე.წ. „კუბის“ მეთოდს, რომელიც საკითხის სხვადასხვა კუთხით გაშუქების საშუალებას იძლევა.
პედაგოგი მოსწავლეებს უჩვენებს მის მიერ დამზადებულ ყუთს - 15-20 სმ. მოცულობის მქონე მუყაოს კუბს, რომელსაც თითოეულ გვერდზე აწერია:
1. აღწერა
2. შეადარე
3. დაუკავშირე
4. გააანალიზე
5. გამოიყენე
6. დაიცავი საკუთარი აზრი, ან გამოთქვი საწინააღმდეგო
პედაგოგი სთავაზობს ჯგუფებს, შეავსონ მზა კუბის თითოეული გვერდი. სასურველია, ფერადი ფლომასტერების გამოყენებით.
გვერდების შერჩევა შემდეგნაირად ხდება:
თითოეული ჯგუფი კამათელივით ააგდებს კუბს და თავის პასუხს დააწერს იმ ცარიელ გვერდს, რომელიც ზემოთ მოექცევა. კარგი იქნება, თუ პედაგოგი იმგვარად წარმართავს პროცესს, რომ არც ერთი გვერდი არ დარჩეს შეუვსებელი.
საშინაო დავალება: პედაგოგი კლასს აძლევს დავალებას - წიგნში მოცემული მოდელის მიხედვით შინ დაამზადონ „კუბი“ და ოჯახის წევრებთან ერთად შეავსონ მისი გვერდები რაიმე საინტერესო თემის შესაბამისად.

___________________
1. პარლამენტი - ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. საქართველოს პარლამენტს ხელმძღვანელობს სპიკერი და მისი ოთხი მოადგილე. პარლამენტს აქვს დარგობრივი კომიტეტები - ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა, თვითმმართველობის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების, გარემოს დაცვის, მეცნიერებისა დასპორტის, კულტურის და სხვა.
![]() |
19 18. წინასწარ ნუ განსჯი |
▲back to top |
მიზანი: დავანახოთ მოსწავლეებს, რომ წინასწარგანსჯა ის ხელოვნური ბარიერია, რომელიც ხელს უშლის მათ ადამიანის სწორად შეფასებასა და სამყაროს რეალურ აღქმაში.
უნარ - ჩვევები:
- სამყაროსა და ადამიანების სწორი აღქმა და ობიექტური შეფასება.
საჭირო მასალა: კალმისტრები, თაბახის ფურცლები, 4 ცალი დიდი ფორმატის ფურცელი, ჭიკარტები. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი უკითხავს მოსწავლეებს დეტექტიურ ამბავს ,,შემთხვევა მეტროში“.
მეტროს ვაგონში ხუთი ადამიანი ზის: სიმპათიური ქალი, ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა - მკლავზე სვირინგით, ბოშა-ქალი - ხელში ბანქოთი, რესპექტაბელური შესახედაობის შავსათვალიანი მამაკაცი - მობილური ტელეფონით ხელსი და ძველმანებში ჩაცმული კაცი. უცებ ვაგონში ჩოჩქოლი ატყდა - ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ მას საათი მოპარეს. იგი თვალს ავლებს მგზავრებს და პირდაპირ ხელს ადებს ...
შემდეგ ის საკლასო ოთახის ოთხივე კუთხეში ჭიკარტებით ამაგრებს ფორმატის ფურცლებს შესაბამისი წარწერით:
- ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა მკლავზე სვირინგით;
- ბოშა ქალი ბანქოთი;
- რესპექტაბელური შესახედაობის შავსათვალიანი მამაკაცი ,,მობილურით“;
- ძველმანებში ჩაცმული კაცი.
პედაგოგი სთავაზობს მოსწავლეებს, დადგნენ ოთახის იმ კუთხეში, რომლის წარწერაც ემთხვევა მათ აზრს, თუ ვის მიიჩნევდა ახალგაზრდა ქალი დამნაშავედ. 10 წუთის განმავლობაში თითოეულმა ჯგუფმა უნდა მოიფიქროს არგუმენტები საკუთარი ვერსიის დასასაბუთებლად. შემდეგ ჯგუფები ირჩევენ წარმომადგენელს, რომელიც დუსკუსიის მონაწილეებს წარუდგენს ჯგუფის პოზიციას და დაასაბუთებს მას.
განხილვის დროს პედაგოგი სვამს შეკითხვებს:
- რითი ხელმძღვანელობდით არჩევანის გაკეთებისას?
- რამ განაპირობა თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება სრუალიად უცნობი ადამიანის მიმართ?
- ხშირად აფასებთ ადამიანებს ჩაცმულობის მიხედვით?
- შეუშლია თუ არა თქვენთვის ხელის ადამიანის სწორად შეფასებაში უკვე დაკანონებულ აზრს, წინასწარ შექმნილ ,,რეცეპტებს“?
- ხომ არ იცით, რა ჰქვია წინასწარ შექმნილ აზრს?
დისკუსიის შემდეგ, პედაგოგი აკეთებს შეჯამებას და აწვდის კლასს წინასწარგანსჯის დეფინიციას. აქვე ის უამობს მათ ამბის დასასრულს:
სახლში მისულმა აღელვებულმა ქალმა მაგიდაზე დედისეული ოქროს საათი დაინახა. ეს იყო პირველი სემთხვევა, როდესაც ქალს საათის გაკეთება დაავიწყდა.
გაკვეთილის ბოლოს პედაგოგი სთავაზობს მოსწავლეებს - ეს ამბავი წაუკითხონ ოჯახის წევრებს და მოისმინონ მათი მოსაზრებები.
![]() |
20 19 ,,რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“ |
▲back to top |
მიზანი: სტერეოტიპული ხედვის და აზროვნების
უნარ - ჩვევები:
- ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება.
საჭირო მასალა: კალმისტრები, თაბახის ფურცლები. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი მოსწავლის წიგნიდან კითხულობს იგავს ,,სპილო სიბნელეში“.
იგავის გაცნობის მიზანია, განზოგადების მაგალითების ჩვენება, მისი ბუნების შესახებ დისკუსიის წახალისება. მოსწავლეებმა საჭიროა გააანალიზონ, თუ როგორ შეიძლება, რომ არასწორი განზოგადება სტერეოტიპულ აღქმას დაედოს საფუძვლად.
პედაგოგი კლასს ყოფს 5-6 კაციან ჯგუფებად და სთხოვს 5 წუთის განმავლობაში მოამზადონ პასუხები კითხვებზე:
- რის საფუძველზე გამოიტანეს დასკვნები წარგზავნილებმა? 9რამდენიმე დეტალის საფუძველზე შექმნეს სპილოს მთლიანი სურათი - ანუ მოექცნენ განზოგადების „ტყვეობაში“)
- რაში მდგომარეობდა მათი შეცდომა?
- რას გვასწავლის ეს იგავი?
მზა პასუხების პრეზენტაციის შემდეგ, პედაგოგი აწყობს ერთობლივ განხილვას. საჭიროების შემთხვევაში, ის ამატებს და ავსებს წარმოდგენილ მასალას საკუთარი მაგალითებით.
იგავის განხილვის დროს პედაგოგი ამახვილებს ყურადღებას შემდეგ ასპექტებზე:
- ჩვენ ხშირად დასკვნები და გადაწყვეტილებები გამოგვაქვს ძალზე შეზღუდულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
- სტერეოტიპული წარმოდგენები მოქმედებენ ჩვენს აღქმაზე, ხოლო აღქმას ამახინჯებს ჩვენივე წინა გამოცდილება და მოლოდინები.
- მცდარი განზოგადება და სტერეტიპული დამოკიდებულებები სამყაროს შეზღუდული ,,დანახვის“ და შეცნობის მიზეზია.
სტერეოტიპული აღქმის საილუსტრაციოდ პედაგოგი უკითხავს კლასს იგავის გაგრძელებას და შემდეგ აკეთებს შეჯამებას.
- სტერეოტიპები - ეს არის წარმოდგენები, რომლებიც გვიყალიბდება ადამიანზე, ადამიანთა ჯგუფზე ან მოვლენებზე ცალკეულ მიზეზთა ზემოქმედებით.
- სტერეოტიპები მყარად რჩება ჩვენს აზროვნებაში და თავს იჩენს ჩვენს დამოკიდებულებაში როგორც ადამიანებთან, ასევე გარე სამყაროსთან.
- სტერეოტიპული წარმოდგენები ხელს გვიშლის ახლებურად აღვიქვათ ესა თუ ის მოვლენა, პიროვნება თუ სოციალური ჯგუფი.
- სტერეოტიპული წარმოდგენები შეიძლება იყოს ნეიტრალური, ნეგატიური ან პოზიტიური, თუმცა უმეტესწილად გვხვდება ნეგატიური სტერეოტიპები.
- სტერეოტიპებს ხშირად მიმართავენ ადამიანები, რომლებსაც სურთ გაამართლონ თავიანთი უსამართლო ქმედება, ან სხვების მიმართ უთანასწორო (დისკრიმინაციული) დამოკიდებულება.
შემდეგ პედაგოგი სთხოვს ბავშვებს, გაიხსენონ რამდენიმე გავრცელებული სტერეოტიპული დამოკიდებულების ნიმუში - ანეკდოტი, ხუმრობა, ამბავი. ის შეარჩევს რამდენიმე მათგანს (5 -7) და ჩამოწერს დაფაზე.
აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩამონათვალში მოხვდეს არა მხოლოდ ნეგატიური „გამონათქვამები“, არამედ ნეიტრალური და პოზიტიურიც.
მნიშვნელოვანია, ასევე, პედაგოგმა განიხილოს ცრურწმენებიც (მაგალითად, შავი კატის, 13 რიცხვის ან მარცხენა ფეხზე ადგომის შესახებ), რათა მოზარდებმა დაინახონ განსხვავება.
ამის შემდეგ, კლასი იყოფა 5 6 ჯგუფად. თითოეული ჯგუფის ,,ექსპერტები“ განიხილავენ თითო ,,გამონათქვამს“ რამდენიმე წუთის განმავლობაში. განხილვის დროს ,,ექსპერტები“ ხელმძღვანელობენ შემდეგი საკვანძო კითხვებით:
- რა აზრს ატარებს აღნიშნული სტერეოტიპი;
- რამდენად შეესაბამება ის რეალობას;
- როგორ ზეგავლენას ახდენს ის, ან რა შესაძლო დამოკიდებულებას (პოზიტიურს ან ნეგატიურს) აყალიბებს;
- მისი წარმოშობის მიზეზები (შიში, შური და ა.შ.);
- რამდენად მისაღებია სტერეოტიპი ჯგუფისათვის;
- როგორ შეიძლება მისი „დაძლევა“?
პედაგოგს განსაკუთრებით „საინტერესო“ და საკამათო მაგალითები თვალსაჩინოებისათვის შეაქვს დაფაზე დახაზულ ცხრილში:
სტერეოტიპი |
- რაც კარგები ვართ, |
შესაძლო საფრთხე |
- სხვა ეთნიკური ჯგუფის
- საკუთარი უპირატესობის
- „სხვების“ უნდობლობის და |
დაძლევის გზები |
- „სხვების“ ტრადიციის,
- პირადი კონტაქტები.
- მიუღებელ სტერეოტიპზე
- იმ მაგალითების შეგროვება, |
ეს სავარჯიშოები პედაგოგს აძლევს საშუალებას, კიდევ ერთხელ დაანახოს მოზარდებს, რომ ყველა ჩვენგანს გააჩნია და ესაჭიროება სტერეოტიპები და არავის აქვს უფლება განსაჯოს და „განიკითხოს“ სხვისი „მცდარი“ თვალსაზრისი.
გაკვეთილის პროცესში მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რა არის ,,მავნე“ სტერეოტიპი - მცდარი, გადაუმოწმებელი წარმოდგენა, დამოკიდებულება, რომელსაც ცოტა საერთო აქვს რეალობასთან და სიმართლესთან.
მათ უნდა გააცნობიერონ აგრეთვე ის საფრთხე, რომელიც სტერეოტიპულ აღქმასა და აზროვნებას მოაქვს - დისკრიმინაციის ტენდენცია. მოსწავლეებმა თავად უნდა მოძებნონ გზები, როგორ დააღწიონ თავის მსგავსი დამოკიდებულებების ზეგავლენას და ისწავლონ მათთან გამკლავება.
![]() |
21 20. განსხვავებული, მაგრამ თანასწორი |
▲back to top |
მიზანი: ავღზარდოთ მოზარდში საკუთარი ინდივიდუალობის და ღირსების განცდა. დავეხმაროთ მას განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყლიბებაში. ხელი შევუწყოთ მას, რათა შეძლოს განსხვავებული აზრის, კულტურის, სამყაროს ხედვის, მიდრეკილებების, სარწმუნოების აღიარება და მიღება.
დავანახოთ მოზარდებს, რომ ადამიანები გან-სხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ, ამავე დროს, თანასწორნი არიან თავიანთი უფლებებით.
უნარ - ჩვევები:
- ემპათია; - განსხვავებული აზრის პატივისცემა; - დასკვნების გამოტანა. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი კლასს სთავაზობს ასეთ თამაშს:
მე დავასახელებ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს; ის ვინც მიაკუთვნებს თავს დასახელებულ ჯგუფს ფეხზე დგება; დანარჩენები უკრავენ ტაშს.
პედაგოგი ასახელებს ჯგუფებს შემდეგი თანმიმდევრობით:
- ადექით ისინი, ვინც სუსტი სქესის წარმომადგენლად თვლით თავს.
აპლოდისმენტები.
- ადექით ისინი, ვინც თვლით, რომ ჯანმრთელი და ფიზიკურად ძლიერნი ხართ.
აპ;ოდისმენტები.
ადექით ისინი, ვისაც კარგად გეხერხებათ ცეკვა.
აპლოდისმენტები.
- ადექით ისინი, ვისაც გიჭირთ ტექნიკური საგნები.
აპლოდისმენტები.
- ადექით ისინი, ვისაც ჯიბეში გიდევთ 1 ლარზე მეტი ფული.
აპლლოდისმენტები.
- ადექით ისინი, ვინც თვლის, რომ არ არის ლამაზი.
აპლოდისმენტები.
- ადექით ისინი, ვინც თვლის, რომ პატივს გცემენ თქვენს უბანში.
აპლოდისმენტები.
- ადექით ისინი, ვინც ზაფხულში დასასვენებლად ვერ წახვედით.
აპლოდისმენტები.
- ადექით ისინი, ვინც კმაყოფილია თავისი სიმაღლით.
აპლოდისმენტები.
- ადექით ისინი, ვისაც არა გაქვთ მოდური ტანსაცმელი.
აპლოდისმენტები.
- ადექით ისინი, ვის ოჯახსაც ჰყავს საკუთარი ავტომობილი.
აპლოდისმენტები.
(პედაგოგს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს ჩამონათვალი ან დაამატოს საკუთარი ვარიანტები).
თამაშის დასასრულს პედაგოგი კლასს იწვევს ერთობლივ განხილვაზე და სვამს კითხვებს:
- რომელმა აპლოდისმენტმა გამოიწვია თქვენში სიამაყის გრძნობა, რომ თქვენ სხვებისგან განსხვავებულ ჯგუფს განეკუთვნებით?
- რომელმა აპლოდისმენტმა შელახა თქვენი თავმოყვარეობა?
- ხომ არ გაგიძნდათ გრძნობა, რომ ზოგიერთი დასახელებული ჯგუფი ტაშის ღირსი არ იყო?
- ხომ არ გაგიჩნდათ უხერხულობა, რომ ზოგიერთი ჯგუფის დასახელებისას თქვენ ფეხზე იდექით, სხვები კია არა?
შეჯამებისას პედაგოგი სვამს კითხვებს, პასუხებს აფიქსირებს დაფაზე, აჯგუფებს და სთხოვს კლასს დასკვნების გამოტანას.
- რით განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან?
- რაში არიან ადამიანები თანასწორნი?
პედაგოგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსხვავებულობა ქმნის ადამიანის ინდივიდუალობას, განუმეორებლობას და უნიკალურობას, მსგავსება კი აერთიანებს მათ გარკვეულ ერთობლიობებად (პროფესია, კლუბი, სამეგობრო, პარტია, ასოციაცია, ერი და სხვა).
ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოირჩეოდეს სხვებისაგან თავისი ნიჭით, ჩაცმულობით, რწმენით, ინტერესებით, შეხედულებებით, რამეზე უპირატესობის მინიჭებით და ა.შ. ეს უფლება თანასწორს ხდის ყველა ადამიანს.
გაკვეთილის დასასრულს პედაგოგი მიუთითებს კლასს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე - 2 მუხლზე.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
მუხლი 2
ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, სარწმუნოების, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა, მდგომარეობის განსხვავების მიუხედავად. |
![]() |
22 21 კონფლიქტები შინ და გარეთ |
▲back to top |
მიზანი: აღვზარდოთ მოზარდში საკუთარი ღირსების გრძნობა და სხვისი ღირსების პატივისცემის უნარი. დავეხმაროთ მას, გაიგოს კონფლიქტების არსი, ამოიცნოს მათი გამომწვევი მიზეზები და დაინახოს მათი მოგვარების გზები.
უნარ - ჩვევები:
- საკუთარი აზრის გამოხატვა და საკუთარი
პოზიციის დაცვა;
- გუნდური მუშაობა; - პრობლემების გადაჭრა; - ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება; - მოლაპარაკების წარმართვა. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი კლასს იწვევს მოკლე დისკუსიაზე:
- გაიხსენეთ კონფლიქტური სიტუაციები თქვენი ცხოვრებიდან;
- როგორი დასასრული ჰქონდა მათ?
- რა უფლებები იქნა შელახული?
- რომელი სიტუაციები დამთავრდა თქვენს სასიკეთოდ?
- როგორ მოაგვარეთ ისინი?
ა) ძალის გამოყენებით,
ბ) მოლაპარაკებით,
გ) „საქმის“ გარჩევით,
დ) სხვა.
დისკუსიის ბოლოს პედაგოგი აჯამებს კონფლიქტის გადაჭრის ძირითად მიდგომებს, როდესაც მისი მოგვარება ხდება:
- ძალის პოზიციიდან - ფიზიკური, მატერიალური ან სოციალური უპირატესობის ხარჯზე;
- ინტერესების პოზიციიდან - მოლაპარაკება;
- წესების პოზიციიდან - სასამართლო.
ძალა (უპირატესობა) გამოიყენება გამონაკლის შემთხვევებში, რათა შევაჩეროთ ან დავსაჯოთ დამნაშავე, თავიდან ავიცილოთ კატასტროფა, გავაშველოთ მოჩხუბარნი, ან მაშინ, როდესაც სხვა მიდგომა არ ჭრის. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს ასეთი ქმედების სამართლებრივი და მორალური ჩარჩოები და ისიც, რომ ძალის გამოყენება თითქმის ყოველთვის ძაბავს ურთიერთობებს და მყარ შედეგს არ იძლევა.
კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა მისი მშვიდობიანი მოგვარება - მოლაპარაკება.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოლაპარაკება შეუძლებელია, მივმართავთ სასამართლოს.
შემდეგ პედაგოგი ყოფს კლასს ექვს გუნდად - ხუთი შერეული და ერთი გოგონების გუნდი, და ურიგებს მათ ბარათებს.
ბარათების შინაარსი:
1. როკერები - ძირითადი ინტერესების სფეროა როკი, მოტოციკეტები და სპორტული ავტომობილები.
2. სკაუტები1 - ძირითადი ინტერესებია მოგზაურობა, ლაშქრობები, სიმღერები კოცონთან გიტარის თანხლებით.
3. ინტელექტუალები - ძირითადი ინტერესებია წიგნები და ინტელექტუალური თამაშები.
4. მოდელები - ძირითადი ინტერესებია პოდიუმი და მოდელიორობა.
5. რეპერები - ძირითადი ინტერესებია რეპი, დისკოთეკა, ბრეიკ - დანსი2 და ფრისტაილი3.
პედაგოგი კლასს უკითხავს ინსტრუქციას:
- წარმოიდგინეთ, რომ კლასში არსებობს ცალკეული დაჯგუფებები ინტერესების მიხედვით, რომლებიც ბარათებშია მოცემული.
სკოლის დირექციამ, როგორც საუკეთესო კლასს, თქვენ გაგიკეთათ საჩუქარი და დასასვენებლად გაგიშვათ სამი დღით შავი ზღვის სანაპიროზე. დღისით დაგეგმილია პლაჟზე ყოფნა, ხოლო საღამოობით თქვენ თვითონ უნდა აირჩიოთ, როგორ გაერთობით. მხოლოდ ერთის პირობით - ნებისმიერ გასართობ ღონისძიებაზე მთელი კლასი ერთად უნდა იყოს.
კლასში წარმოიშვება უთანხმოება იმის გამო, რომ როკერებს სურთ კარტინგებით შეჯიბრების მოწყობა. სკაუტებს - მწავე კონცხის მონახულება და კოცონთან სიმღერა. ინტელექტუალებს სურთ საზრიანთა კლუბის ვიქტორინაში მიიღონ მონაწილეობა. მოდელები მოდების ჩვენებაზე ისწრაფვიან წასვლას. რეპერებს კი უნდათ დისკოთეკას მიაშურიონ, რათა თავიანთი შესაძლებლობები აჩვენონ ბრეიკ - დანსში.
თქვენი ამოცანაა, მიაღწიოთ შეთანხმებას და აირჩიოთ სამი ღონისძიება, ან იპოვოთ სხვა ალტერნატიული ვარიანტები.
გადაწყვეტილება, რომელსაც ერთობლივად გამოიტანთ, უნდა აკმაყოფილებდეს ყოველ გუნდს.
გუნდებმა აირჩიეთ ლიდერი და მოემზადეთ მოლაპარაკებისათვის, რისთვისაც გეძლევათ 10 წუთი. შესაძლო სტრატეგიის გეგმა ჩამოწერეთ ფურცელზე, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ გუნდის ლიდერებმა მოლაპარაკების დროს. შეთანხმების პროცესში გუნდის დანარჩენი წევრები არ ერევიან. ისინი მხოლოდ დამკვირვებლების როლით კმაყოფილდებიან.
მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ პედაგოგი მთელი კლასის წინაშე სვამს კითხვებს:
- რა უფლებების დაპირისპირებამ გამოიწვია კონფლიქტი?
- რა ინტერესები იდგა თითოეული გუნდის სურვილების მიღმა?
- პრობლემის მოგვარების რა სტრატეგია აირჩიეს გუნდებმა?
- რა სტრატეგიას მიმართეს ლიდერებმა შეთანხმების პროცესში?
პედაგოგი კონფლიქტის მოგვარების ვარიანტებს ჩამოწერს დაფაზე და აჯგუფებს შემდეგი კრიტერიუმებით:
- კონკურენცია
- თანამშრომლობა
- კომპრომისი
- განრიდება
- დათმობა
შემდეგ პედაგოგი დაფაზე ხაზავს დიაგრამას და ხსნის მის მნიშვნელობას:

კონკურენციის შემთხვევაში რომელიმე მხარე ყოველთვის წაგებული რჩება. კომპრომისი ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებაა, მხარეები პრობლემას წყვეტენ, მაგრამ მხოლოდ დროებით. ორივე მხარე რაღაცაში წაგებული რჩება, რადგანაც დათმობაზე მიდის და თუ მხარეებმა შემდგომ ნაბიჯებზე არ იზრუნეს, მიღწეულ კომპრომისს საშიშროება ემუქრება. კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიული მეთოდი - თანამშრომლობა - გულისხმობს ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების გამოტანას, როდესაც ორივე მხარე მოგებული რჩება.
____________________________
1. სკაუტები - მოზარდი ბავშვების გაერთიანება, რომელბიც ერთობლივად ეუფლებიან ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩენის უნარ - ჩვევებს (კლდეზე ძრომა, კარვების გაშლა, საველე პირობებში საკვების მოპოვება და მომზადება და ა.შ.)
2. ბრეიკ-დანსი - მოზარდებში პოპულარული სწრაფი ტემპის თანამედროვე ცეკვა, რომელიც სპორტულ ელემენტებს შეიცავს.
3. ფრისტაილი - თავისუფალი სტილი, სიტყვების თავისუფალი გარითმვა, მუსიკალური რიტმის ფონზე; დამახასიათებელი რეპისათვის.
![]() |
23 22. მოდით, მოვილაპარაკოთ ... |
▲back to top |
მიზანი: აღვზარდოთ მოზარდში მიზანსწრაფვა და სხვისი რეალობის მირების უნარი. დავეხმაროთ მას, გაიგოს, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს და ყოველთვის მოინახება მისი მოგვარების მშვიდობიანი, ალტერნატიული გზა.
უნარ - ჩვევები:
- საკუთარი პოზიციის დაცვა; - სხვა ადამიანსი გაგება; - გუნდური მუშაობა; - პრობლემების გადაჭრა; - ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება; - მოლაპარაკების წარმართვა.
საჭირო მასალა: თაბახის ფურცლები, კალმისტრები; 2 ბარათი 1-ლი ვარიანტის და 2 - მე-2 ვარიანტის სიტუაციური ამოცანით. |
სიტუაციური ამოცანის ტექსტი:
გიორგი მის ეზოში ყველაზე ლამაზმა გოგონამ - თათიამ, დაპატიჟა დაბადების დღეზე მეგობრებთან ერთად და თან დაუბარა - თუ შეგიძლიათ, ბაზარში შეიარეთ და 5 ცალი ფორთოხალი წამოიღეთო. მეგობრებმა ფული შეკრიბეს და გიორგი ბაზარში გაუშვეს ფორთოხლის საყიდლად.
ისე დაემთხვა, რომ მისი თანაკლასელი კახაც იმავე დღეს თავის მეგობარ გოგონას - ქეთის, აცილებდა უცხოეთში და მასაც 5 ფორთოხლის ყიდვა შეუკვეთეს მეგობრებმა ქეთის დავალებით.
გიორგიმ და კახამ გაკვეთილიდან თავი გაითავისუფლეს და ერთად გაეშურნენ ბაზრისაკენ. ფორთოხალი რომ იყიდეს, გიორგის პარკისთვის ფული აღარ ეყო და თავის ფორთოხლები კახას პარკში ჩაუდო, იმის იმედით, რომ კლასში დაბრუნებისას თავისუფალ პარკს იშოვიდა.
სკოლაში დაბრუნებისას, აღმოჩნდა, რომ პარკს ძირი გასძრომოდა და სამი ცალი ფორთოხალი დაკარგულიყო. გიორგიმ კახას წაუყენა ბრალდება - გამძლე პარკი ვერ აარჩიეო? კახამ კი გიორგი დაადანაშაულა - შენი ფორთოხლები რომ არ ჩაგედო, პარკს ძირი არ გასძვრებოდაო. აქ მეგობრებიც ჩაერივნენ - მომწიფდა კონფლიქტი. ბაზარში გასვლას ვეღარ ასწრებენ...
ამ ადგილიდან ბარათებში მოცემული ტექსტის გაგრძელება განსხვავდება.
1-ლი ვარიანტი.
თქვენ თათიას მეგობრები ხართ. მას ზუსტად 5 ფორთოხლის ქერქი (ცედრა) სჭირდება დიდი საიუბილეო ტორტის მოსართავად, სამი, ან თუნდაც ოთხი ფორთოხლის მიტანა უხერხულია...
მე-2 ვარიანტი.
თქვენ ქეთის მეგობრები ხართ. მას ზუსტად 5 ფორთოხალი სჭირდება, რომ წვენი გამოწუროს კოქტეილის გასაკეთებლად. სამი, ან თუნდაც ოთხი ფორთოხლის მიტანა უხერხულია...
პედაგოგი კლასს ყოფს ოთხ ჯგუფად. აქედან ორი ჯგუფი თათიას მეგობრებია, ორიც - ქეთის. თითოეულმა ჯგუფმა დავალების მირებიდან 10 წუთის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მიავლინოს 2 წარმომადგენელი, ანუ მაგიდას მიუსხდება სულ 8 მონაწილე. დანარჩენი კლასი პროცესში აღარ ერევა და დამკვირვებლის როლს ასრულებს. მონაწილეთა მთავარი ამოცანაა, მოაგვარონ კონფლიქტი და მიაღწიონ შეთანხმებას. ამისათვის მათ ეძლევათ 15 წუთი.
თამაშის შემდეგ პედაგოგი კლასს იწვევს ერთობლივ განხილვაზე და უსვამს კითხვებს:
- კონფლიქტის მოგვარების რა სტრატეგია იყო წარმოდგენილი მოლაპარაკების პროცესში?
- რამ შეუშალა ხელი (თუ მოლაპარაკება მარცხით დამთავრდა), ან რა უშლიდა ხელს შეთანხმების მიღწევას?
- რამ შეუწყო ხელი შეთანხმებას? (თუ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა)
თამაშის ანალიზისა და შესაბამისი შეჯამების შემდეგ, პედაგოგი კლასს აწვდის მასალას მოლაპარაკების წარმართვის ეტაპების შესახებ, რომელიც მოსწავლის წიგნშია მოთავსებული.
![]() |
24 23. მე მესმის შენი... |
▲back to top |
მიზანი: აღვზარდოთ მოზარდში თანაგრძნობის
უნარ - ჩვევები:
- არაველბარული კომუნიკაცია; - ვერბალური კომუნიკაცია; - აქტიური და ემპათიური მოსმენა; - სხეულის ენა. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი კლასს სთავაზობს თამაშს. ის ირჩევს ერთ მოხალისეს, გაყავს კლასიდან და აძლევს ინსტრუქციას - მან კლასს უნდა უამბოს რომელიმე საინტერესო ფილმის შინაარსი. მოხალისეს კარს მიღმა ტოვებს და ახლა კლასს აძლევს ინსტრუქციას: როდესაც მოხალისე კლასში შემოვა, გაითამაშეთ, თითქოს მისი თხრობა სრულებით არ გაინტერესებთ. ზოგმა ფანჯარაში გაიხედოს ან ზურგი შეაქციოს, ზოგმა ფრჩხილების მოვლა ან თმების გასწორება დაიწყოს, ზოგმა ჩაახველოს ან დაამთქნაროს, ზოგმა კიდევ ხშირ - ხშირად დახედოს საათს. შეგიძლიათ ასეთი რეპლიკებიც იხმაროთ: „ჰო, რას ამბობდი?“, „მიდი, მიდი გააგრძელე, ნუ გაჩერდები“. თხოვეთ კლასს, როდესაც მოხალისის დაბნეულ სახეს დაინახავენ, თავი შეიკავონ სიცილისგან.
თამაშის შემდეგ პედაგოგი სვამს კითხვებს:
- როგორ ფიქრობთ, რას გრძნობდა მოხალისე, როდესაც თქვენ არ უსმენდით?
- თქვენ რომ მის ადგილზე ყოფილიყავით, რას იზამდით?
- (კითხვა მოხალისეს) რას გრძნობდი, როდესაც ხედავდი, რომ არავინ გისმენდა? რისი გაკეთება გინდოდა საპასუხოდ?
- როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანი, რომელიც ყურადღებით უსმენს?
ა) თვალებში უნდა უყურებდეს მოსაუბრეს;
ბ) სხეული წინ უნდა ჰქონდეს დახრილი;
გ) სხვა ვარიანტები... (ჩამოწერეთ დაფაზე).
პედაგოგი სთავაზობს მეორე თამაშს.
- კლასი გაითვლის პირველ - მეორეზე. პირველებმა უნდა ითამაშონ „ბრმა“ (დახუჭონ თვალები), მეორეებმა კი მისი „წამყვანი“, რომელმაც უნდა ატაროს „ბრმა“ საკლასო ოთახში შეუჩერებლად ისე, რომ სხვებს არ დააჯახოს. დასაწყისში ,,წამყვანი“ „ბრმას“ ატარებს მხოლოდ სიტყვიერი ინსტრუქციების საშუალებით. 3 წუთის შემდეგ - მარტო სხეულზე შეხებით. შემდეგ როლები იცვლება - „წამყვანი“ ხდება „ბრმა“ და პირიქით. თამაში გრძელდება იგივე თანმიმდევრობით.
თამაშის შემდეგ პედაგოგი სვამს კითხვებს:
- როგორ გრზნობდით თავს ,,ბრმის“ როლში?
- როგორ გრძნობდით თავს ,,წამყვანის“ როლში ?
- რა უფრო რთული იყო და რატომ?
- რამ გაგიადვილათ ურთიერთგაგება?
- როგორ ურთიერთობდით, როდესაც სიტყვები იყო აკრძალული?
- რამ უფრო შეგიწყოთ ხელი - სიტყვებით თუ სხეულით ურთიერთობამ?
პედაგოგი აკეთებს შეჯამებას, რომ მოსმენა ნიშნავს სხვა ადამიანზე მთელი ყურადღების მიპყრობას (როგორც სიტყვებზე, ასევე მის სხეულზე).
პედაგოგი უხსნის კლასს აქტიური მოსმენის ჩვევებს იმ თანმიმდევრობით, როგორცაა მოცემული მოსწავლის წიგნში.
გაკვეთილის მიწურულს პედაგოგი კლასს აძლევს საშინაო დავალებას:
- ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად (3 ადამიანი) შეასრულე ასეთი სავარჯიშო:
ერთი ყვება, თუ როგორ გაატარა გუშინდელი დღე, მისი პარტნიორი იყენებს აქტიური მოსმენის ხერხებს:
- შინაარსის გამეორება,
- პერიფრაზირება,
- პერიფრაზირება+გრძნობების არეკვლა.
მესამე საუბარში არ ერევა და მხოლოდ აკვირდება, თუ რა შეცდომები დაუშვა მსმენელმა, ჰქონდა თუ არა ადგილი
- შეფასებას,
- გამოტეხვას,
- რჩევების მიცემას,
- ინტერპრეტაციას.
ყოველ ეტაპზე თქვენ ცვლით როლებს - მსმენელი ხდება მთხრობელი, მთხრობელი ხდება დამკვირვებელი და ა.შ.
სავარჯიშოს დამთავრების შემდეგ, თქვენ ერთმანეთს უსვამთ კითხვებს:
რა უფრო სასიამოვნო იყო - მოსმენა თუ თხრობა?
როგორ ხვდებოდი, შენი პარტნიორი გისმენდა თუ არა?
დაგრჩა თუ არა იმის შეგრძნება, რომ პარტნიორს მართლა ესმოდა შენი?
![]() |
25 24. შუამავალი |
▲back to top |
მიზანი: აღვზარდოთ მოზარდები ობიექტურობის და თანაგრძნობის უნარი. დავეხმაროთ მას, აითვისოს მედიაციის და კონფლიქტის მართვის სასარგებლო უნარ - ჩვევები.
უნარ - ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაცია; - ემპათიური მოსმენა; - რობლემების გადაჭრა; - კონფლიქტის მართვა; - მედიაცია. |
პედაგოგი აცნობს კლასს მედიაციის მთავარ პრინციპებს და ეტაპებს, რომელიც მოსწავლის წიგნშია მოცემული. შემდეგ იგი სთავაზობს კლასს, გაითამაშონ მედიაციის პროცესი. ამისათვის ის ყოფს კლასს ორ ჯგუფად. თითოეულმა ჯგუფმა უნდა ამოირჩიოს 2-2 მედიატორი (ერთი წამყვანი მედიატორი, მეორე - მისი დამხმარე კო-მედიატორი), რომლებიც გაუძღვებიან მედიაციის პროცესს და 2-2 დამკვირვებელი, რომლებმაც უნდა დააფიქსირონ, რა შეცდომები დაუშვეს მედიატორებმა მოლაპარაკების პროცესში.
როლური თამაშისთვის კლასს ეძლევა 20 წუთი. აქედან 5 წუთი მომზადებისთვის.
- მედიატორს და მის დამხმარეს - მედიაციის პროცესის ორგანიზებისთვის;
- დამკვირვებლებს - მოლაპარაკების პროცედურებში გასარკვევად, რათა შეძლონ უკეთ დააფიქსირონ დაშვებული შეცდომები;
- დაპირისპირებულ მხარეებს - იმისათვის, რომ შეაჯერონ და გამოკვეთონ თავიანთი პოზიციები.
დარჩენილი 15 წუთი ეთმობა უშუალოდ მოლაპარაკების პროცესს.
- პირველ ჯგუფს ეძლევა დავალება მოსწავლის წიგნში აღწერილი ინციდენტის სახით, როდესაც ირაკლის ქურდობის მცდელობაზე წაასწრეს. მაგრამ ამ შემთხვევაში დავუშვათ, რომ ირაკლიმ არ გაუზიარა მასწავლებელს თავისის გასაჭირი, პირიქით, მან თავის მართლება დაიწყო და უარყო დანაშაული - ანუ კონფლიქტში შევიდა მასწავლებელთან. მხარეებმა გადაწყვიტეს, მედიატორის დახმარებით მოაგვარონ კონფლიქტი. მოლაპარაკებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს დაპირისპირებულმა მხარეებმა - თვითონ ირაკლიმ, მისმა მშობლებმა და რამოდენიმე თანაკლასელმა; მასწავლებელმა, მისმა კოლეგებმა და სკოლის დირექტორმა.
- მეორე ჯგუფს დავალებად აძლევა - კონფლიქტი ირაკლისა და უფროსკლასელს შორის. მაგრამ იმ პირობით, რომ ირაკლიმ ვერ შეძლო დათქმულ დროს ფულის მიტანა, რამაც გამოიწვია დაპირისპირება, რასაც მოჰყვა მხარდამჭერთა ალიანსების (ჯგუფების) ჩამოყალიბება. ირაკლის მხარეს აღმოჩნდნენ მისი მშობლები, და, ძმაკაცი, რამოდენიმე თანაკლასელი. უფროსკლასელის მხარეს კი - მისი სამი „ქუჩის“ ძმაკაცი, მეგობარი გოგონა, რამოდენიმე თანაკლასელი. მასწავლებელმა ნეიტრალური პოზიცია დაიწირა, მაგრამ ისურვა მოლაპარაკებას დასწრებოდა.
მოლაპარაკებების შემდეგ პედაგოგი კლასს იწვევს ერთობლივ განხილვაზე და სვამს კითხვებს:
- როგორ ჩაიარა მოლაპარაკებამ?
- რამ გაგიადვილათ პროცესის წაძღოლა? (კითხვა მედიატორებს)
- რა შეცდომები დააფიქსირეთ? (კითხვა დამკვირვებლებს)
- გამოვლინდა თუ არა მხარეთა საერთო ინტერესები?
- მივიდნენ თუ არა მხარეები შეთანხმებამდე?
- რა სტრატეგიით მოხდა კონფლიქტის მოგვარება?
- დარჩნენ თუ არა მხარეები კმაყოფილი შედეგით?
საინტერესო მოსაზრებებს პედაგოგი ჩამოწერს დაფაზე და აკეთებს შეჯამებას:
მედიაციის მთავარი პრინციპები:
- მიუკერძოებლობა;
- ნებაყოფლობითობა;
- კონფიდენციალობა.
მედიაციის ეტაპები:
- „კოკუსი1“;
- შესავალი სიტყვა, წესების შემუშავება;
- მხარეთა გამოსვლა;
- ინტერესების გარკვევა;
- წინადადებების წამოყენება;
- გადაწყვეტილების გამოტანა-შეთანხმება;
- შეთანხმების შესრულება.
მედიატორის უნარ-ჩვევები:
- პროცესის ორგანიზება;
- აქტიური მოსმენა;
- გრძნობების ვენტილაცია;
- ფაქტების გამოცალკევება;
- რეალობის ტესტირება;
- გონებრივი იერიშის ჩატარება.
___________________
1. მედიატორის წინასწარი შეხვედრა დაპირისპირებულ მხარეებთან ცალ - ცალკე.
![]() |
26 25 დისკრიმინაცია |
▲back to top |
მიზანი: ვაჩვენოთ მოსწავლეებს, რას წარმოადგენს დისკრიმინაცია, კერძოდ, მისი მასობრივი ფორმა. ისტორიული ფაქტების საფუძველზე განვიხილოთ დისკრიმინაციის გამომწვევი მიზეზები და შედეგები.
უნარ-ჩვევები:
- ფაქტების ანალიზი; - სხვა ერის და ეთნოსის პატივისცემა; - სამართლიანი აზროვნების და ქცევის უნარი.
საჭირო მასალა: კალმისტრები და თაბახის ფურცლები |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი კლასს უსვამს კითხვებს:
- რა გსმენიათ ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკების - ბუხენვალდის, დახაუს, ოსვენციმის, მაიდანეკის ან ტრებლინკას შესახებ?
- რა გსმენიათ ჰოლოკოსტის შესახებ?
-რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ქმედებას? (ჩაგვრა, დისკრიმინაცია)
პასუხების მოსმენის შემდეგ, პედაგოგი მოსწავლის წიგნში მოთავსებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს ისტორიული ფაქტების მოკლე მიმოხილვას, ყურადღებას ამახვილებს მასობრივი დისკრიმინაციის წარმომშობ მიზეზებსა და შედეგებზე და უხსნის კლასს დისკრიმინაციის ცნებას.
პედაგოდი სთავაზობს მოსწავლეებს, გაიხსენონ მასობრივი დისკრიმინაციის სხვა ფაქტები დღევანდელ მსოფლიოში. კლასის მიერ შემოთავაზებულ მაგალითებს ის ავსებს ფაქტებით.
- ინდიელები - ამერიკაში დღესაც რეზერვაციაში ცხოვრობენ.
- ქურთები - მათ საკუთარი სახელმწიფოც არ აქვთ. ისინი მიმოფანტულნი არიან ირანში, ერაყში, თურქეთში და სხვა ქვეუყნებში, სადაც განიცდიან ჩაგვრას.
- დღესაც არსებობს კუ-კლუქს-კლანი, ფარული რასისტული ორგანიზაცია, რომელიც შავკანიანების წინააღმდეგ მოქმედებს. ის მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში აკრძალულ იქნა, მაგრამ ფარულად მაინც არსებობს.
შემდეგ პედაგოგი მოსწავლეების ყურადღებას ამახვილებს ეთნოკონფლიქტებზე და კლასს უსვამს კითხვას:
- რომელი ეთნოკონფიქტები არსებობს ამჟამად მსოფლიოში, კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში?
თანამედროვე ეთნოკონფლიქტების მოკლე მიმოხილვის შემდეგ, პედაგოგი კლასს ყოფს 5-6 კაციან ჯგუფებად და აძლევს დავალებას, განაგრძონ მოსწავლის წიგნში მოცემულ კითხვებზე პასუხების ჩამონათვალი (ჯგუფებმა სამუშაო უნდა შეასრულონ თავთავიანთ რვეულებში - 5 წუთი).
შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის შემდეგ, პედაგოგი კლასს იწვევს დისკუსიაზე, რომლის დროსაც მოსწავლეებმა უნდა გამოაქვეყნონ თავიანთი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ
- როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ დისკრიმინაცია?
- რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ამ მიმართულებით?
გაკვეთილის ბოლოს პედაგოგი აკეთებს შეჯამებას და კლასს აძლევს საშინაო დავალებას.
![]() |
27 26. ეთნოცენტრიზმი, უმცირესობანი |
▲back to top |
მიზანი: ავუხსნათ მოსწავლეებს, რა არის ეთნოცენტრიზმი და რაში მდგომარეობს მისი საშიშროება, დავეხმაროთ მათ, გაერკვნენ უმცირესობათა უფლებებში.
უნარ - ჩვევები:
- თანაგრძნობა დაპასუხისმგებლობა;
- ანალიზი და დასკვნების გამოტანა.
საჭირო მასალა: კალმისტრები და რამოდენიმე გაზეთი. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ სახელმძღვანელოში მოცემულ რუკებს - „ევროცენტრული კარტოგრაფი“ და „პეტერსისი პროექცია“. (დაწვრილებითიხ. რესურს-წიგნის 68-69-ე გვერდები).
პედაგოგი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ადამიანი, როგორც საკუთარი კულტურის, ერის წარმომადგენელი, სამყაროს, სხვა ხალხებსა და ეთნოსებს საკუთარი ერის პოზიციიდან უყურებს.
საკუთარი კულტურა, ჩვეულებანი, თავისებურებანი უფრო გასაგები და მისარებია, უფრო მოგვწონს და გვიყვარს, ვიდრე სხვისი. ამიტომ ცხადია, რომ განსხვავებული ადამიანის და ერის შეფასებისას საზომი სწორედ საკუთარი მშობლიური რეალობაა.
ეთნოცენტრიზმი - ნეგატიური დამოკიდებულებაა სხვა კულტურისადმი და საკუთარი უპირატესობის მძაფრ გრძნობას ეფუძნება. ხშირად ის საკუთარი კულტურის თავზე მოხვევაში და სხვა კულტურის დაკნინებაში ვლინდება.
თუ „ეთნოცენტრულ სათვალეებს“ მოვიხსნით და სამყაროს გლობალური თვალსაწიერიდან გადავხედავთ, შეიძლება სწორი წარმოდგენა შევიქმნათ სამყაროზე, სხვა ერებზე და შევძლოთ უფრო სამართლიანები ვიყოთ.
პედაგოგი სთხოვს ერთ - ერთ მოსწავლეს, ხმამაღლა წაიკითხოს ილიას ლექსი „ბედნიერი ერი“ და შემდეგ კლასს უსვამს კითხვებს:
- რისი თქმა სურს ილიას ლექსში ,,ბედნიერი ერი“?
- როგორ ფიქრობთ, რა დამოკიდებულებაშია ეთნოცენტრიზმი წინასწარგანსჯებთან და სტერეოტიპებთან?
- გაიხსენეთ ეთნოცენტრული დამოკიდებულების მაგალითები.
შემდეგ პედაგოგი განმარტავს ტერმინს „ქსენოფობია“. ქსენოფობია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „შიშს უცხოელის მიმართ“. ეს არის შფოთვა, რომელიც ყოველივე უცხოს მიმართ ნეგატიური სტერეოტიპული დამოკიდებულებებითა და წინასწარგანსჯებით ხასიათდება. ეს შიში განსხვავებული ადამიანების მიუღებლობასა და მათ მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში გამოიხატება.
ქსენოფობიას „მანკიერი წრე“ ახასიათებს: მე „ისინი“ მაფრთხობენ, რადგან არ ვიცნობ მათ - მე არ ვიცნობ მათ, რადგან „ისინი მაფრთხობენ.
„ისინი“ ადვილად ხდებიან დისკრიმინაციის ობიექტები და ეს ობიექტები ხშირ შემთხვევაში უმცირესობათა წარმომადგენლები არიან.
უმცირესობები - საზოგადოების ის მცირე ნაწილია, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს უმრავლესობისაგან ეთნოსით, ენით, რელიგიით, კულტურით. მაგალითად, საქართველოსი ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ ქურთები. ისინი ასევე უმცირესობის ჯგუფს მიეკუთვნებიან თურქეთში.
ნორვეგიასა და სხვა სკანდინავიურ ქვეყნებში უმცირესობას სამები წარმოადგენენ, ესპანეთში - ბოშები, რომლებიც ასევე ბევრ სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ უმცირესობის სახით.
შეიძლება ჩამონათვალი გაგრძელდეს (ებრაული, მუსლიმანური, ჩინური, ინდური).
საინტერესოა, რომ ერთ ქვეყანაში მცხოვრები უმრავლესობა შეიძლება სხვა ქვეყნის უმცირესობა იყოს. მაგალითად, ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელები. თანამედროვე სამყაროს სწრაფი ცვლილებები იწვევს ახალი უმცირესობების წარმოქმნას.
მაგალითისთვის ყოფილი იუგოსლავია გამოდგება.
საქართველო, და ზოგადად კავკასია, ტრადიციულად მულტი-ეთნიკურია ანუ აქ ბევრი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს.
პედაგოგი მიუთითებს მოსწავლეებს მათ წიგნში მოცემულ ცხრილზე: რა ხდება საქართველოში? და კლასს უსვამს კითხვებს:
- რა მდგომარეობაში არიან ეს ჯგუფები?
- ხომ ვერ გაიხსენებთ უმცირესობის სხვა ჯგუფს? (ბოშები, იეღოველები)
პედაგოგი ამახვილებს ყურადღებას ურთიერთობებზე უმრავლესობასა და უმცირესობებს შორის და უხსნის კლასს, რომ უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე დამკვირდდა ტერმინი „ეთნიკური წმენდა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ეთნიკური ჯგუფი, აიძულებს მეორეს დატოვოს მშობლიური ტერიტორია.
ეთნოკონფლიქტები ეთნიკური წმენდის მიზეზია, რასაც შედეგად მოსდევს დევნილთა რაოდენობის ზრდა.
შემდეგ პედაგოგი კლასს ყოფს 5-6 კაციან ჯგუფებად, ურიგებს მათ გაზეტებს და სთხოვს, შეისწავლონ ეს მასალა უმცირესობათა ჯგუფების დისკრიმინაციის თვალსაზრისით (თუ როგორაა წარმოდგენილი გაზეთის ფურცლებზე უმცირესობები).
ის დაფაზე ჩამოწერს სავარაუდო საკითხებს, რომელიც მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ ანალიზის პროცესში:
- რა ტერმინებით არიან აღწერილი უმცირესობანი?
- რა სივრცე ეთმობა გაზეთში მათ პრობლემატიკას? (პირველი გვერდები, მსხვილი სათაური, ბოლო გვერდი)
- რა ხასიათის ფოტოები არის შერჩეული?
ჯგუფებს დავალების შესასრულებლად ეძლევათ 10 წუთი. შემდეგ თითოეული მათგანი კლასს წარუდგენს ანალიზის შედეგებს.
პედაგოგი შეჯამებისას გამოყოფს:
- რა ძირითადი ნიშან-თვისებებით არიან დახასიათებული უმცირესობები;
- ინფორმაცია შეიცავს უმცირესობათა დადებით თუ უარყოფით თვისებებს;
- ინფორმაცია ემყარება ფაქტებს თუ სტერეოტიპებს..
შეჯამების შემდეგ პედაგოგი სთავაზობს მოსწავლეებს შექმნან ,,რეგირების ჯგუფი“, რომელიც თვალს გაადევნებს და აღმოაჩენს მასმედიის საშუალებებში (გაზეთი, ჟურნალი, რადიო და ტელევიზია) უმცირესობათა დისკრიმინაციის ფაქტებს;
- წარუდგენს კლასს ინფორმაციას ამ დარღვევების შესახებ;
- მოამზადებს საპროტესტო წერილს შესაბამის რედაქციაში გასაგზავნად.
გაკვეთილის დასასრულს პედაგოგი სთავაზობს მოსწავლეებს, მოამზადონ პროექტი „მოზარდები სხვა ქვეყნებში“. პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს მოზარდის ეთნოცენტრული თვალსაზრისის დაძლევას, სხვა ქვეყნების შესახებ ცოდნის გაღრმავებას, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების უნარის განმტკიცებას.
პროექტის შესრულების ვადაა 1 თვე. ინფორმაცია სხვა ქვეყნებში მოზარდთა ცხოვრების შესახებ მოსწავლეს შეუძლია მოიპოვოს წიგნებში, ფილმებში, ინტერნეტში, პირადი მიმოწერით, საზღვარგარეთ ნამყოფი ნაცნობების მონაყოლით და ა.შ. მას შეუძლია, პროექტის განხორციელების პროცესში ჩართოს მშობლები და ოჯახის სხვა წევრები. სასურველია, რომ პროექტისათვის კლასმა აირჩიოს განსხვავებული ქვეყნები, რათა წარმოდგენილი სურათი უფრო მრავალფეროვანი იყოს.
პედაგოგი აწვდის კლასს საკითხების შესაძლო ჩამონათვალს, მაგრამ იქვე მიუთითებს, რომ არ შეიზღუდონ ამ სიით და მოიპოვონ მეტი ინფორმაცია. პროექტის გასაფორმებლად მათ შეუძლიათ გამოიყენონ ფოტოები, ლექსები, სიმღერები, ამონაჭრები ჟურნალ-გაზეთებიდან და სხვა.
- რა ენაზე ლაპარაკობენ?
- რით იკვებებიან ისინი?
- რა აცვიათ?
- როგორია მათი სახლები?
- საკუთარი ოთახი თუ აქვთ?
- რა თამაშებს თამაშობენ?
- რას აკეთებენ თავისუფალ დროს?
- ჰყავთ თუ არა ახლო მეგობრები?
- როგორ იძენენ ახალ მეგობარ გოგონას ან ბიჭს?
- რა პროგრამებს უყურებენ ტელევიზორში?
- რას კითხულობენ?
- როგორი სათამაშოები აქვთ?
- აქვთ თუ არა კომპიუტერები?
- აძლევენ თუ არა მათ უფლებას ეცვათ ის, რაც სურთ?
- ვალდებულნი არიან თუ არა აალაგონ საკუთარი საწოლი?
- უნდა დაიბანონ თუ არა სისტემატურად?
- რა საშინაო საქმეებს აკეთებენ?
- ჰყავთ თუ არა შინაური ცხოველები?
- სპორტის რომელი სახე უყვართ?
- ატარებენ თუ არა კბილების გასასწორებელ სალტეებს?
- რა მანძილზეა მათი სახლიდან სკოლა?
- დადიან თუ არა ეკლესიაში?
- აქვთ თუ არა საშინაო დავალებები?
- ეშინიათ თუ არა მოჩვენების?
![]() |
28 27. მე და სამართლიანი სამყარო |
▲back to top |
მიზანი: განვუმარტოთ მოსწავლეებს, რომ სამართლიანობა ერთ - ერთი აუცილებელი პირობაა ადამიანის უფლებების დაცვის, საზოგადოებაში და მთელს სამყაროში ჰარმონიული ურთიერთობების დამყარების პროცესში. უნარ - ჩვევები: - ანალიზი და განსჯა; - თანამშრომლობა.
საჭირო მასალა: კალმისტრები და თაბახის |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი გაკვეთილს იწყებს დისკუსიით, რომლის მიზანია განვუმარტოთ მოსწავლეებს პირუთვნელობისა და სამართლიანობის არსი. დავანახოთ მათ, რომ ეს ორი ცნება სხვადასხვა სიტუაციაში სახეცვლილებას განიცდის და ხშირად სუბიექტურ ელფერსაც იძენს.
კითხვები დისკუსიისათვის:
- რას ნიშნავს იყო სამართლიანი? პირუთვნელი (ობიექტური)?
- ვახერხებთ თუ არა ყოველთვის, ყველა სიტუაციაში ერთნაირად პირუთვნელი და სამართლიანი ვიყოთ?
- მოითხოვს თუ არა სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარ მიდგომას?
დისკუსიის შემდეგ პედაგოგი მიუთითებს კლასს წიგნში აღწერილ სიტუაციებზე და სთხოვს მათ, განიხილონ ისინი და უპასუხონ კითხვებს:
- სამართლიანია თუ არა პედაგოგის მოქმედება მე-2, მე-3 და მე-5 შემთხვევებში?
- სამართლიანი არიან თუ არა მშობლები მე-4 შემთხვევაში?
პედაგოგი მიუთითებს მოსწავლის წიგნში მოთავსებულ სამუჯრიან ცხრილზე, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება, ან თავის შეიკავონ პასუხისაგან.
შემდეგ პედაგოგი მოსწავლეებთან იხილავს მოსწავლის წიგნში მოცემულ სამყაროს აღქმის დონეებს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სწორედ მოსწავლეებმა უნდა იზრუნონ კლასში სამართლიანი გარემოს შესაქმნელად, კლასმა - სკოლის, სკოლამ - საზოგადოების, საზოგადოებამ - სახელმწიფოს, სახელმწიფომ კი მთელი სამყაროს საკეთილდღეოდ.

ამის შემდეგ პედაგოგი დაფაზე ხაზავს მოსწავლის წიგნში მოცემული სქემის ანალოგს და სთხოვს კლასს ერთობლივად შეაფასონ იგი.
გაკვეთილის ბოლოს პედაგოგი აჯამებს გაკვეთილს და სვამს კითხვებს:
- რისთვის არის საჭირო სამართლიანობა და პირუთვნელობა? (ადამიანის უფლებათა დაცვისათვის)
- ჰარმონიული სამყაროს შესაქმნელად კიდევ რა ფასეულობებია საჭირო? (თანამშრომლობა, სამართალმორჩილება, თანასწორობა, ...)
![]() |
29 28. მოქმედება ძალადობის გარეშე |
▲back to top |
მიზანი: გავაცნოთ მოსწავლეებს სამართლიანობისთვის ბრძოლის მშვიდობიანი ფორმები.
უნარ - ჩვევები:
პირადი და გუნდური პასუხისმგებლობა; პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრა.
საჭირო მასალა: კალმისტრები და თაბახის |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი უკითხავს კლასს მოსწავლის წიგნში მოთავსებულ ისტორიულ ამბავს და შეახსენებს მათ ცოტნე დადიანის ცნობილ გმირობას:
მონღოლებმა შეიტყვეს, რომ ქართველები აჯანყებისათვის ემზადებოდნენ. მათ ყველა შეიპყრეს ცოტნე დადიანის გარდა, რომელმაც ადრე დატოვა შეთქმულება. როდესაც ცოტნემ მეგობრების დატყვევების ამბავი შეიტყო, მაშინვე ანისს გაეშურა, რათა თანამოძმეთა გასაჭირი გაეზიარებინა.
„თუ ჩემი მეგობრები დამნაშავენი არიან, მეც ისევე უნდა დავისაჯო, როგორც ისინი“! - განაცხადა ცოტნემ.
ამგვარმა პროტესტმა მრავლისმნახველი, უსასტიკესი ნოინის გულიც კი მოალბო.
პედაგოგი კლასს უსვამს კითხვებს:
- რა შეიძლება ეწოდოს ცოტნე დადიანის საქციელს?
- მიგაჩნიათ თუ არა მსგავსი ქმედება ძალადობის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად, ვიდრე ძალადობა ძალადობის წინააღმდეგ?
- თქვენ რა გზას აირჩევდით ძალაობის წინააღმდეგ?
პედაგოგი ორ ნაწილად ყოფს დაფას, მარცხენა მხარეს - „თუ მარჯვენა ლოყაში გაგარტყეს, მარცხენა მიუშვირე“. ის სთავაზობს მოსწავლეებს, დაჯგუფდნენ იმის მიხედვით, თუ ვინ რა გზას აირჩევდა ძალადობის წინააღმდეგ.
,,კბილი - კბილის წილ'' |
,,თუ მარჯვენა ლოყაში გაგარტყეს, მარცხენა მიუშვირე“ |
|
|
10 წუთის განმავლობაში მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ თავიანთი ვარაუდები, შემდგომ წარმოადგინონ და დაასაბუთონ ისინი.
შემდეგ პედაგოგი სთხოვს კლასს, გაიხსენონ პროტესტის გამოხატვის შემთხვევები საქართველოს ახლო წარსულიდან. მოსწავლეთა ცამონათვალს პედაგოგი ავსებს ფაქტებით, რომელთა შესახებ მოსწავლეებს უთუოდ სმენიათ (მაგალითად, 9 აპრილის მჯდომარე აქცია, შიმშილობის აქციები, 1978 წლის სტუდენტთა პროტესტი ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით და სხვა.
პედაგოგი ჩამოწერს დაფაზე იმ ქმედებებს, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „მოქმედება ძალადობის გარეშე“.
- სახალხო გამოსვლები;
- ჯგუფური და მასობრივი პეტიცია;
- პიკეტი;
- დროშების, პლაკატების გამოფენა;
- პროკლამაციების და პამფლეტები;
- ლოზუნგები და კარიკატურები;
- საპროტესტო წერილი;
- მიტინგები;
- დარბაზის დემონსტრაციული დატოვება;
- უარის თქმა სამთავრობო ჯილდოებზე;
- ბოიკოტი;
- შიმშილობა;
- საპროტესტო გაფიცვა;
- მანიფესტაცია.
დასასრულს, პედაგოგი აჯამებს გაკვეთილს და მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას.
![]() |
30 29. მშვიდობიანი თანაარსებობის წესი |
▲back to top |
მიზანი: ვასწავლოთ მოსწავლეებს, რომ მშვიდობიანი თანაარსებობის წესი გულისხმობს გარკვეულ ურთიერთობებს და დამოკიდებულებებს გარშემომყოფებთან.
უნარ - ჩვევები:
- თანამშრომლობა; - პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრა; - პასუხისმგებლობა და ერთმანეთის მიმართ - პატივისცემა.
საჭირო მასალა: კალმისტრები და თაბახის ფურცლები, წებო, დიდი ფორმატის ფურცელი. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი უკითხავს კლასს მოსწავლის წიგნში მოთავსებულ ისტორიას „ძველი თბილისის ეზო“. თუ შესაძლებლობა აქვს, ასმენინებს მათ ცაბაძის სიმღერას „სადაც გინდა იქ ილოცე“.
პედაგოგი მიუთითებს კლასს წიგნში მოთავსებულ ჩამონათვალზე და სთხოვს, განაგრძონ ის იმ ფასეულობების გათვალისწინებით, რომელთა დაცვა და პატივისცემა აუცილებელია საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისათვის.
შემდეგ პედაგოგი კლასს ყოფს 5-6 კაციან ჯგუფებად და აძლევს დავალებას - ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ჩამოაყალიბონ ის წესები, რომელთა დაცვა აუცილებელია მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველსაყოფად. (10 წუთი)
ჯგუფები თავიანთ ვარაუდებს წერენ ცალკე ფურცლებზე და სამუშაოს დამთავრების შემდეგ წარმოადგენენ ჩამონათვალს. შემდეგ ხდება მთელი კლასის მიერ მათი შეჯერება და დიდი ფორმატის ფურცელზე გადატანა, რომელიც კედელზე გაიკვრება.
ურთიერთშეთანხმებისა და მოწონების შემთხვევაში, პედაგოგი სთავაზობს კლასს, დაიცვან მათ მიერ ჩამოყალიბებული და მოწონებული წესები და შეეცადონ, დაამკვიდრონ ისინი სასკოლო ცხოვრებაში.
წესების სავარაუდო ჩამონათვალი:
შევეცადოთ:
- პატივი ვცეთ ერთმანეთს;
- ვიყოთ პასუხისმგებელი საკუთარი თავისა და სხვების წინაშე;
- მეგობრულად მოვეპყრათ ერთმანეთს;
- გავაკეთოთ სწორი არჩევანი;
- ვენდოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს;
- თავაზიანად მივმართოთ და ვესაუბროთ ერთმანეთს;
- ყოველთვის მზად ვიყოთ თანადგომისა და დახმარებისათვის;
- შევაქოთ და წავახალისოთ ერთმანეთი.
წესების ჩამონათვალი იწყება სიტყვით „შევეცადოთ“, რაც გამოხატავს მოსწავლეების განწყობას, სწრაფვას მშვიდობიანი თანაარსებობისაკენ.
დავალება: შეიმუშავეთ ოჯახში მშვიდობიანი თანაარსებობის წესები მშობლებთან ერთად და გამოაკარით სახლში თვალსაჩინო ადგილას.
![]() |
31 30. ფაქტია თუ მოსაზრება? |
▲back to top |
მიზანი: ვასწავლოთ მოსწავლეებს, განასხვავონ ერთმანეთისგან ფაქტი და მოსაზრება.
უნარ - ჩვევები:
- მსჯელობა, ანალიზი, შეფასება;
- საკუთარი აზრის გამოთქმა;
- სხვისი აზრის მოსმენა და გათვალისწინება;
თანამშრომლობა.
საჭირო მასალა: კალმისტრები და თაბახის ფურცლები, ასანთის ღერები, 4 -5 გაზეთი თითოეული ჯგუფისთვის. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი კლასს ყოფს 5-6 კაციან ჯგუფებად და აძლევს დავალებას: მოსწავლის წიგნში მოცემული ჩამონათვალიდან განიხილონ თითოეული წინადადება და გადაწყვიტონ, რომელი ფაქტი და რომელი - მოსაზრება.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ, პედაგოგი კლასს იწვევს ერთობლივ განხილვაზე. კამათის სწორად და საინტერესოდ წარმართვისათვის პედაგოგმა შეიძლება გამოიყნოს აქტიური სავარჯიშო ,,ასანთის ღერები“. ის კლასს ურიგებს თანაბარი რაოდენობის (3 ან 4) ასანთის ღერებს. როდესაც რომელიმე მოსწავლე გამოთქვამს აზრს, მან ერთი ასანთის ღერი უნდა დაუბრუნოს პედაგოგს. ყოველ მოსწავლეს შეუძლია გამოთქვას საკუთარი მოსაზრება მანამდე, სანამ ასანთის ღერები არ გამოელევა. მას არ აქვს უფლება თავისი ასანთის ღერები სხვას გადასცეს.
მოკამათენი შეიძლება ვერ სეთანხმდნენ, ცალსახა პასუხამდე ვერ მივიდნენ, მაგრამ ამ სავარჯიშოს - დისკუსიის მიზანია, მოსწავლეებმა გამოიმუშავონ თანამშრომლობის, აზრთა გაცვლა - გამოცვლის, საფუძვლიანი მსჯელობისა და დასკვნების გამოტანის გარკვეული უნარი.
შემდეგ პედაგოგი მცირე, 5-6 კაციან ჯგუფებს ურიგებს გაზეთებს და აძლევს დავალებას, აირჩიონ რომელიმე მოკლე სტატია, ერთობლივად განიხილონ იგი და გამოყონ ის ფრაზები, რომლებიც ფაქტებს ასახავს, იმ ფრაზებისაგან, რომლებიც მოსაზრებას ან კომენტარს შეიცავენ. პედაგოგი მიუთითებს მოსწავლეებს მათ წიგნში მოცემულ ხერხზე, რომლითაც მათ უნდ აიხელმძღვანელონ სამუშაოს შესრულებისას.
დავალების დასრულების შემდეგ, პედაგოგი მოკლედ მიმოიხილავს ნამუშევრებს და აკეთებს შესაბამის კორექტივებს.
გაკვეთილის ბოლოს პედაგოგი კლასს აძლევს დავალებას, მოიძიოს ინფორმაცია - ადამიანის უფლებების დაცვის ან დარღვევის ამსახველი ფაქტები ჟურნალ - გაგაზეთებიდან, რადიო - ტელევიზიის გადაცემებიდან ან იტერნეტიდან. მათ უნდა შეაგროვონ შესაბამისი ამონაჭრები, ამონაწერები (შეიძლება დაურთონ საკუთარი ნახატებიც) და შემდეგ გაკვეთილზე წარმოადგინონ.
![]() |
32 31. ადამიანის უფლებები და მასმედია |
▲back to top |
მიზანი: მასმედიის როლის წარმოჩენა ადამიანის უფლებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდების საქმეში. გავაგებინოთ მოსწავლეებს, რამდენად მნიშვნელოვანია პრესით, ტელევიზიითა თუ რადიოთი ობიექტურად გაშუქებული მოვლენები, სწორი ინფორმაცია და რაოდენ სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ფაქტების დამახინჯებასა და ტენდენციურ მიდგომას. რა როლი ენიჭება მასმედიას ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში.
უნარ - ჩვევები:
- ინფორმაციის მოძიება;
- პრობლემის დანახვა და შეფასება; - ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი; - საკუთარი აზრის გამოთქმა და დასაბუთება. საჭირო მასალა: ფორმატის ფურცლები, ფლომასტერები, ჭიკარტები, წებო, მაკრატელი. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი შეახსენებს კლასს, რომ დღევანდელი გაკვეთილი მთლიანად ეთმობა მათ მიერ ერთი კვირის განმავლობაში მასმედიიდ საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის წარმოდგენას და განხილვას.
პედაგოგი სთხოვს მოსწავლეებს, კედელზე გაკრულ ფორმატის ფურცელზე მიაკრან (მიაწებონ) ფურცლები მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით (ტელევიზიით მოსმენილი, ჟურნალ - გაზეთებიდან ამოჭრილი) ადამიანის უფლებების დაცვის ან დარღვევის შესახებ. მათ შეუძლიათ სურვილისამებრ მიახატონ ან მიაწერონ რამე, დასვან კითხვა ან კომენტარი გაუკეთონ ზემოთქმულს. მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის ნამუშევარს (,,მოგზაურობა გალერეაში“).
სასურველია, თუ ,,ახალი ამბების“ გაზეთი ტრადიციად იქცევა და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ - ვთქვათ, ერთი თვის თავზე - მოსწავლეები კვლავ შეაგროვებენ ახალ ამბებს, და შემდეგ თავის კედლის გაზეთს სხვა კლასის მოსწავლეებსაც გააცნობენ.
გაზეთზე მუსაობის დასრულების შემდეგ (10 წთ), პედაგოგი მოსწავლეებს სთავაზობს, გაიყონ 2 ჯგუფად: ერთ მხარეს უნდა დასხდნენ ისინი, ვისაც მასმედიით მოპოვებული კარგი, დადებითი ინფორმაცია აქვს მომზადებული, მეორე მხარეს - ვისაც ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები აქვს დაფიქსირებული (თითოეულ მხარეს შეჳძლია თავის მხრივ, ორ ან სამ ჯგუფად გაიყოს).
10 წუთის განმავლობაში ორივე მხარე უნდა მოემზადოს პრეზენტაციისათვის, რომლის შემდეგაც პედაგოგი მიმართავს მათ: თქვენ წარმოიდგინეთ კარგი და ცუდი ამბები ანუ ადამიანის უფლებების დაცვისა და დარღვევის შემთხვევები, რომლებიც თქვენ საკმაოდ ემოციურად გადმოეცით. ახლა შეეცადეთ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება მასალისადმი და ცუდი ამბები იმგვარად გააშუქოთ, რომ ამ ფაქტებს კარგი მხარე ანუ გამართლება მოუნახოთ და პირიქით, დადებით ფაქტებს უარყოფითი ელფერი შესძინოთ.
სამუშაოს ჩატარების შემდეგ, პედაგოგი კლასს იწვევს ერთობლივ განხილვაზე და მიუთითებს მოსწავლეებს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ადამიანს გააჩნია ამა თუ იმ მოვლენის გასაშუქებლად.
ბოლოს პედაგოგი აკეთებს შეჯამებას და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პრესისა თუ რადიო - ტელევიზიის წარმომადგენლის ემოციურ დამოკიდებულებასა და ტენდენციურობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ინფორმაციის რაგვარობა და, აქედან გამომდინარე, ის შთაბეჭდილება, რომელსაც ეს ინფორმაცია ახდენს მკითხველსა თუ მსმენელზე
მაგალითად: ყველამ იცის, რომ ქურდობა სხვისი ქონების ხელყოფას ნიშნავს, მაგრამ კორესპონდენტს შეუძლია თხრობა იმგვარად წარმართოს, რომ სიბრალულით ან თანაგრძნობით განგაწყოს ქურდის მიმართ და პირიქით: მაწანწალა ბავშვების ყოფა-ცხოვრება ისე გააშუქოს, რომ გაგვაღიზიანოს და მათდამი მტრულად განგვაწყოს.
პედაგოგი უნდა შეეცადოს, რომ მსჯელობის დროს მოსწავლეები თავად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნებისმიერი ამბის, ინფორმაციის გადმოცემისას აუცილებელია პირუთვნელობა და ობიექტურობა, თუ, რა თქმა უნდა, არ გვსურს რეალობა შეგნებულად დავამახინჯოთ. ამ პრინციპის გათვალისწინება, უპირველეს ყოვლისა, მართებთ პრესისა და რადიო-ტელევიზიის წარმომადგენლები, რომელთა ხელშიც სიტყვას დიდი ძალა აქვს. სწორედ ამიტომ მასმედიას მეოთხე ხელისუფლებასაც უწოდებენ.
პედაგოგს შეუძლია ისარგებლოს მოსწავლის წიგნში მოთავსებული ინფორმაციით ან დაავალოს მოსწავლეებს, თავად გაეცნონ მას.
![]() |
33 32. რა ხდება დღეს |
▲back to top |
მიზანი: აღვზარდოთ მოზარდში სამართლიანობის გრძნობა და კანონმორჩილება. დავეხმაროთ მას, გაერკვეს საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმები.
უნარ - ჩვევები:
- კრიტიკული აზროვნება; - პრობლემების გადაჭრა; - სამართლებრივი ქმედების უნარი. საჭირო მასალა: კალმისტრები, პატარა ფურცლები - როლების მითითებით. |
გაკვეთილის მსვლელობა:
მასწავლებელი კლასს სთავაზობს როლურ თამაშს მოსწავლის წიგნში წარმოდგენილი სიუჟეტის მიხედვით, სადაც ინციდენტი მთავრდება შემდეგნაირად:
პოლიციელი ეძებს ავტომობილის გამტაცებელ მოზარდებს, რომელთაგან ერთ-ერთს მხარეზე სვირინგი უნდა ჰქონდეს. პოლიციელმა ეჭვი ლაშაზე მიიტანა და გადაწყვიტა მისი დაკავება. საკმაოდ ემოციური შელაპარაკების შემდეგ, პოლიციელი ხელს კიდებს ლაშას და განყოფილებაში მიყავს... ლაშას დაჭერის შესახებ იგებენ მისი მშობლები, მეგობრები, სკოლა.
როლური თამაშის დაწყებამდე პედაგოგი ირჩევს ხუთ მოხალისეს. მათ უნდა შეასრულონ დამკვირვებლების როლი, რისთვისაც ეძლევათ შესაბამისი ინსტრუქცია. დანარჩენებმა ინსტრუქციის შინაარსი არ იციან.
ინსტრუქცია: ყურადღებით დააკვირდით გათამაშებულ სცენებს და ჩაინიშნეთ თქვენთვის - ხომ არ ჰქონდა ადგილი შემდეგ არასამართლებრივ ქმედებებს.
- პოლიციელმა არ წარუდგინა თავი დაკავებულს;
- არ გააცნო მას დაკავების საბაბი;
- არ შეატყობინა დაკავებულს მისი უფლებების შესახებ;
- მას არ ჰქონდა დაკავების სანქცია;
- გაჩხრიკა დამსწრეების გარეშე;
- ეცადა ნარკოტიკის შეგდებას;
- დაკავებულმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელს;
- პოლიციელმა დაკავების დროს გამოიყენა ,,ხელკეტი“ არასრულწლოვანის მიმართ;
- განყოფილებაში მისვლისას პოლიციელმა არ შეადგინა დკავების ოქმი;
- პოლიციელმა თვითონ დაკითხა დაკავებული;
- განყოფილების მუშაკებმა არ შეატყობინეს მშობლებს არასრულწლოვანი შვილის დაკავების შესახებ;
- არ მისცეს დაკავებულს მშობლებთან ტელეფონით დაკავშირების უფლება;
- მშობლებს არ დართეს შვილის ნახვის ნება;
- მათ არ შეადგინეს დაკითხვის ოქმი;
- დაკითხვის დროს დაკავებულს მოეპყრნენ სასტიკად (მუქარა, მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემა);
- დაკავებულს უარი უთხრეს ადვოკატზე.
პირველი ეტაპი. დაკავების სცენა - 5 წ.
როლები:
- ლაშა,
- პოლიციელი,
- 2 თვითმხილველი.
პოლიციელი არღვევს თანამდებობრივ ინსტრუქციებს მხოლოდ იმისათვის, რომ დააკავოს ნამდვილი დამნაშავე და გახსნას საქმე - მას არა აქვს დაკავების სანქცია, მაგრამ ეძებს ნებისმიერ საბაბს, რომ ეჭვმიტანილი განყოფილებაში მიიყვანოს და ჩადენილ დანაშაულში გამოტეხოს. ინციდენტის თვითმხილველები იქცევიან საკუთარი შეხედულებისამებრ.
მეორე ეტაპი. სცენა განყოფილებაში - 10 წ.
როლები:
- ლაშა;
- პოლიციელი;
- პოლიციის განყოფილების მუშაკები - რა თანამდებობის და ვინ, თვითონ მოსწავლეებმა გადაწყვიტონ;
- ადვოკატი ან საზოგადოებრვი დამცველი - თუ ლაშა თამაშის მომენტში მოითხოვს მათ;
- მშობლები, პედაგოგი - თუ ორგანოს მუშაკები შეატყობინებენ მათ ლაშას დაკავების ფაქტს ან თვითონ ლაშა მოითხოვს მათთან ტელეფონით დაკავშირებას.
პოლიციელის როლის გარდა, რომლის მოქმედების მოტივები უკვე ცნობილია, დანარჩენი როლები თამაშდება საკუთარი შეხედულებისამებრ.
მესამე ეტაპი. ფაქტების დაფიქსირება - 5 წ.
დაფაზე ფიქსირდება დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი არასამართლებრივი ქმედების ფაქტები.
მეოთხე ეტაპი. გუნდური მუშაობა - 10 წ.
იქმნება ხუთი მცირე ჯგუფი:
- ლაშას ნათესავები - დედა, მამა, და-ძმა, ბიძა;
- ლაშას სამეგობრო;
- ლაშას თანაკლასელები;
- სკოლის პედაგოგები, სკოლის დირექცია;
- პოლიციის განყოფილების მუშაკები.
მათ უნდა შეიმუშავონ შემდგომი მოქმედების გეგმა და წარმოადგინონ კლასის წინაშე.
დასასრულს, პედაგოგი ამცნობს კლასს იმის შესახებ, რომ შემდეგ გაკვეთილზე საუბარი იქნება საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმებზე და თვალსაჩინოებისთვის დაფაზე ჩამოწერს სამართლებრივ ტერმინებს:
- სამართლებრივი სტატუსი
- მოწვეული პირი
- დამსწრე
- ეჭვმიტანილი
- მოწმე1
- ბრალდებული
- დაკავება
- ახსნა-განმარტება
- ჩვენება
- საზოგადოებრივი დამცველი
- ადვოკატი
- კანონიერი წარმომადგენელი
- საჩივარი
- ბრალდება
- უდანაშაულობის პრეზუმფცია
- ოქმი
- დაკითხვა
- უარი ჩვენების მიცემაზე
___________________
1. ნებისმიერი პირი, რომელმაც იცის რაიმე დანაშაულის იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც დადგენას მოითხოვს. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის შემთხევევაში იძახებენ მის პედაგოგს ან კანონიერ წარმომადგენლებს - მშობლებს.
![]() |
34 33. სად ვეძებო სამართალი? |
▲back to top |
მიზანი: გავაცნოთ მოსწავლეებს მექანიზმები, რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა. გავაგებინოთ მათ, რომ არსებობს არა მარტო ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და ამ შინაარსის მქონე სხვა დოკუმენტები, არამედ არსებობს უფლებების დაცვის იურიდიული, სამართლებრივი გზებიც.
უნარ - ჩვევები:
- სამართლებრივი აზროვნება,
- პრობლემების გადაჭრა,
- სამართლებრივი ქმედების უნარი.
საჭირო მასალა: კალმისტრები და თაბახის ფურცლები |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი ყოფს კლასს 5-6 კაციან ჯგუფებად, უკითხავს სიტუაციურ ამოცანას და აძლევს დავალებას - რა მოიმოქმედოს ნიკამ საკუთარი უფლებების დასაცავად. გაითვალისწინეთ: თუ მან რომელიმე ინსტანციაში სამართლიანობა ვერ მოიპოვა, მაშინ მან შემდეგ ინსტანციას უნდა მიმართოს.
მოსწავლეებმა უნდა დაასაბუთონ თავიანთი არჩევანი და სამუშაოს დამთავრების შემდეგ წარადგინონ კლასის წინაშე. (10 წუთი). პრეზენტაციებისთვის თითოეულ ჯგუფს ეძლევა 3-3 წუთი.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, პედაგოგი აკეთებს მოკლე შეჯამებას (3 წუთი). ის ამახვილებს მოსწავლეების ყურადღებას იმაზე, რომ თუ პოლიციის განყოფილებაში შეტანილი განცხადება დარჩა რეაგირების გარეშე, ეს ქმედება გასაჩივრდება რაიონის პროკურორთან, თუ იქ არ იქნა მომჩივანის საკითხი დაკმაყოფილებული - შემდეგი ინსტანციაა რაიონული სასამართლო, შემდეგ - რეგიონალური, შემდეგ კი - უზენაესი სასამართლო.
თუ აქაც არ დაკმაყოფილდა მომჩივანის ინტერესები, საბოლოო ინსტანციაა - სტრასბურგის სასამართლო, რომლის შემადგენლობაში მუშაობენ ყოველგვარი პოლიტიკური შეხედულებებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მოსამართლენი. მათი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
შემდეგ მასწავლებელი სთხოვს, გადაიხაზონ რვეულში სავარჯიშო სქემა, იპოვონ სწორი გზა და ისრებით შეაერთონ.
გაკვეთილის დასასრულს, პედაგოგი მართავს საერთო დისკუსიას.
სადისკუსიო კითხვები:
- რა დაბრკოლებები შეიძლება შეგხვდეთ სამართლიანობის ძიების პროცესი?
- როგორ გადალახავთ ამ დაბრკოლებებს?
- რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ადამიანს გაუადვილდეს საკუთარი უფლებების დაცვა?
(საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების და კულტურის ამაღლება, კორუფციასთან ბრძოლა, იურიდიული კომპეტენტურობის ამაღლება და ა.შ.)
- როგორ უნდა გაკეთდეს ეს? (სამართლებრივი განათლების შეტანა სკოლებში; მასმედიის როლის გაზრდა საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურის დანერგვის საქმეში; კომპეტენტური სამართალდამცავი კადრების მომზადება და ა.შ.)
![]() |
35 34. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სტრასბურგში |
▲back to top |
მიზანი: ავუხსნათ მოსწავლეებს, რას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო და როგორ მივმართოთ მას ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში.
უნარ-ჩვევები;
- ცოდნა იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს ევროსასამართლო;
- ევროპის კონვენციის მუხლების გამოყენების უნარი;
- სასამართლოსადმი მიმართვის/საჩივრის შედგენის ცოდნა.
საჭირო მასალა: კალმისტრები, თაბახის ფურცლები. |
გაკვეთილის მსვლელობა:
პედაგოგი კლასს უხსნის, რას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო სტრასბურგში და რას ემყარება მისი ფუნქციონირება.
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც იმ პირთა საჩივრებს იხილავს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მიერ გარანტირებული უფლებები. კონვენცია კი - საერთაშორისო ხელსეკრულებაა, რომლის საფუძველზე ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ვალდებულება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია მიღებულ იქნა 1950 წლის 4 ნოემბერს რომში და მისი მიზანია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიერ განსაზღვრული უფლებების სისრულეში მოყვანა.
ევროპის კონვენციის II ნაწილის თანახმად, სტრასბურგში დაარსდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელსაც „შეუძლია მიიღოს განაცხადები ნებისმიერი პირისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციისა და ფიზიკურ პირთა ჯგუფისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციითა და მისი ოქმებით აღიარებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი. მაღალი ხელმომწერი მხარეები მოვალენი არიან არ შეუშალონ ხელი ამ უფლების მაქსიმალურ გამოყენებას“ (მუხლი 34 - ინდივიდუალური განაცხადები).
სტრასბურგის გზის გახსნა საქართველოსთვის, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნისთვის - საქართველოს მოქალაქის უფლებათა დაცვის დამატებითი გარანტიაა.
როგორ საჩივრებს იხილავს ევროსასამართლო?
ევროსასამართლო იხილავს მხოლოდ იმ საჩივრებს, სადაც აღნიშნულია იმ უფლებათა დარღვევა, რომელთა დაცვა კონვენციითაა გარანტირებული. სასამართლო არ არის სააპელაციო ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრდეს სახელმწიფოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ევროსაბჭოს სასამართლოში გაგზავნილი საჩივარი შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების არასათანადო დაცვას.
საჩივრის ევროსასამართლოში გაგზავნამდე გამოყენებული უნდა იქნეს სახელმწიფოში არსებული და კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაჩივრებისა და აპელაციის ყველა ხელმისაწვდომი საშუალება. (მაგალითად, თუ საქმე ადგილობრივმა სასამართლომ განიხილა, გადაწყვეტილება უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს).
როდის შეიძლება საჩივრის გაგზავნა?
საჩივრის შეტანა ევროსასამართლოში შესაძლებელია 6 - თვიანი ვადის ამოწურვამდე მას შემდეგ, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებულია საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოს მიერ.
როგორ უნდა შედგეს საჩივარი?
თუ მიგვაჩნია, რომ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს ეხება, სტრასბურგისაკენ გზა ხსნილია.
საჩივარი შეიძლება შედგეს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ ან სხვა ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების ენაზე.
წერილი უნდა იყოს მარტივი და უნდა შეიცავდეს:
1.საქმის არსის მოკლე აღწერას;
2. თქვენს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რა უფლებაა დარღვეული;
3. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საშუალებებია უკვე გამოყენებული;
4. საქმის შესახებ არსებული გადაწყვეტილებების გადმოცემას - მის მოკლე შინაარსს (რომელი ორგანოს მიერ და როდის იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ორგანოს დასახელება და თარიღი).
საჩივარი შეიძლება პირდაპირ სტრასბურგში გაიგზავნოს ყოველგვარი შუამავალი ინსტიტუტის გარეშე.
რა ხდება შემდეგ?
სტრასბურგში ხდება საჩივრის შეფასება. მისი შესაბამისობის დადგენის და მიღების შემთხვევაში, მომჩივანს ეგზავნება მარტივი სააპლიკაციო ფორმა (განაცხადი). შევსებული განაცხადი, სათანადო დოკუმენტაციის დართვით, იგზავნება ევროსასამართლოში.
ინიშნება სასამართლოს პალატის სხდომა, რომელზეც შესაძლებელია მოწმეებისა და ექსპერტების მოსმენა.
თქვენ თავად შეგიძლიათ დაიცვათ საკუთარი ინტერესები სასამართლოში, მაგრამ სასამართლო სასურველად თვლის, გყავდეთ ადვოკატი. თუ თქვენ ამის საშუალება არა გაქვთ, სასამართლო თავად გინიშნავთ ადვოკატს.
საქმის განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს. სასამართლო უსმენს დაინტერესებული სახელმწიფოს უფლებამოსილ წარმომადგენლებსა და ექსპერტებს, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება.
გადაწყვეტილება შეიცავს კონვენციის დარღვევის ბრალდებას და დაზარალებულისათვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდის (ან მისი სხვაგვარად დაკმაყოფილების) მოთხოვნას; აგრეთვე, ხარჯების (მაგალითად, ადვოკატის) ანაზღაურების მოთხოვნას.
გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში დაპირისპირებულ მხარეებს შეუძლიათ მისი გასაჩივრება უზენაეს პალატაში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.
მინისტრთა კომიტეტი აკონტროლებს სახელმწიფოს მიერ ევროსაბჭოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და აფასებს მას განსაკუთრებული რეზოლუციებით.
ევროსაბჭოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ისინი სავალდებულოა წევრი სახელმწიფოსათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილებები ავტომატურად აუქმებს მოცემული სახელმწიფოს სასამართლოთა საპირისპირო გადაწყვეტილებებს. სახელმწიფო ვალდებულია გადადგას აუციელებლი ნაბიჯები სამართლებრივი და ფაქტიური მდგომარეობის კონვენციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად (მაგალითად, შეიძლება განახლდეს სასამართლო პროცესი, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება ფულადი ანაზღაურების შესახებ ან შეცვალოს ამ საკითხის სამართლებრივი რეგულირება).
საქმის მოგების შემთხვევაში ზარალი აუცილებლად ანაზღაურდება.
შემდეგ პედაგოგი კლასს უკითხავს „შემთხვევას“
„Y საკუთარი სკოლის დირექტორმა დასაჯა და ხელჯოხით სცემა, რამაც შესამჩნევი სისხლჩაქცევების და შეშუპების განვითარება გამოიწვია. პოლიციამ გადაწყვიტა, არ აღეძრა საქმე სკოლის დირექტორის წინააღმდეგ, ხოლო Y-ის მშობლების სამოქალაქო სარჩელი არ იქნა მიღებული შესაბამისი ორგანოების მიერ იმ მოტივით, რომ სკოლაში ნებადართული იყო მოსწავლეთა დისციპლინარული დასჯა - გაროზგვა და ცემა. ამიტომ Y-ის მიმართ გამოყენებული ძალადობა არაკანონიერ ქმედებად არ ცათვალეს. Y-მა და მისმა დედამ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს საჩივრით მიმართეს ფიზიკური დასჯის, მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის და, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვის შიდასახელმწიფოებრივი ქმედითი საშუალებების არარსებობის გამო“.
პედაგოგი კლასს ყოფს 5-6 კაციან ჯგუფებად და სთხოვს, გადახედონ მათ სახელმძღვანელოში მოყვანილ ევროპის კონვენციის ტექსტის ფრაგმენტს და 5-7 წუთის განმავლობაში მოამზადონ პასუხი კითხვაზე:
- ევროპის კონვენციის რომელი მუხლების დარღვევის საფუძველზე იქნა შეტანილი საჩივარი?
ამის შემდეგ პედაგოგი კლასს აძლევს დავალებას, შეადგინონ ევროსასამართლოში გასაგზავნი საჩივრის მარტივი ტექსტი.
პასუხების პრეზენტაციის შემდეგ, პედაგოგი აწყობს ერთობლივ განხილვას. ის ახალისებს დისკუსიას ჯგუფებს შორის, ეკითხება აზრს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მათი აზრით სასამართლო და ა.შ.
ბოლოს პედაგოგი უხსნის მოსწავლეებს, რომ ზემოთმოყვანილ შემთხვევაში საჩივარი ეხებოდა ევროპის კონვენციის მე-3, მე-8 და მე-13 მუხლების დარღვევას.
ის ამცნობს კლასს, რომ ეს სტრასბურგში რეალურად განხილული საქმე იყო და უკითხავს სასამართლოს გადაწყვეტილებას:
„ჩაითვალა რა საჩივარი Y-ის დედის მხრიდან მიუღებლად, სასამართლომ აღმოაჩინა დარღვევა ევროკონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებისა, მაგრამ ვერ აღმოაჩინა დარღვევა მე-8 მუხლის მიმართებაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ პროცედურული წესების თანახმად, საქმე უნდა შეწყვეტილიყო, რადგან მიღწეულ იქნა თანხმობა მომჩივანსა და სახელმწიფოს შორის, რომლის თანახმადაც სახელმწიფომ Y-ს გადაუხადა 8000 ფუნტი სტერლინგი და აანაზღაურა სასამართლოს ხარჯები, ხოლო საზოგადოებრივი ინტერესები არ თხოულობდნენ სასამართლო გარჩევის გაგრძელების აუცილებლობას“. (Y-ის საქმე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდ. ირლანდიის წინააღმდეგ, 1992).