The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში

დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი მონიტორინგის ანგარიში
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ანგარიში მომზადებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, კოალიცია „გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოსთვის“ ფარგლებში, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ და „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ ფინანსური მხარდაჭერით. ავტორების მიერ მასალაში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს დონორი ორგანიზაციების პოზიციას, შესაბამისად, ისინი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. თბილისი 2010 ავტორი: თამარ კორძაია ალექსი ჩიკვაიძე თათული თოდუა რედაქტორი: ხათუნა ყვირალაშვილი ტექ. რედაქტორი: ირაკლი სვანიძე გამოცემაზე პასუხისმგებელი: თამარ ხიდაშელი თამარ გურჩიანი აიწყო და დაკაბადონდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ჯ. კახიძის ქ.15 (ყოფ. კრილოვის ქ.) 0102 თბილისი, საქართველო 995 32) 95 23 53, 93 61 01 ტირაჟი: 300 ცალი აკრძალულია აქ მოყვანილი მასალების გადაბეჭდვა, გამრავლება ან გავრცელება კომერციული მიზნით, ასოციაციის წერილობითი ნებართვის გარეშე



1 I. შესავალი/კვლევის სფერო

▲ზევით დაბრუნება


2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოსათვის დახმარების გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ამ მიზნით, 2008 წლის 22 ოქტომბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში შედგა დონორთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც საქართველოსათვის გამოსაყოფი საერთაშორისო დახმარება განისაზღვრა 4,55 მილიარდი დოლარის ოდენობით.

მოცემული თანხების საქართველოს მთავრობის მიერ ხარჯვაზე სათანადო მონიტორინგის განხორციელების მიზნით, 2008 წელს დაფუძნდა კოალიცია „გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს“. კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „მწვანე ალტერნატივა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“, „კივიტას გეორგიკა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

მოცემული კოალიციის ფარგლებში, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამი ანგარიში უკვე მიუძღვნა საერთაშორისო დახმარებებისა და მათი განკარგვის საკითხებს.1 წინამდებარე ანგარიში რიგით მეოთხეა. მოცემული კვლევა უშუალოდ მიმართულია 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დევნილი პირებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამართლებრივი მონიტორინგის განხორციელებისაკენ.

კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა იმ მშენებლობებთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაცია, რომელსაც ახორციელებს უშუალოდ სახელმწიფო - ადგილობრივი თვითმმართველობების, სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახით. აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე, საქართველოსათვის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრიუსელის დონორთა კონფერენციის შედეგად გამოყოფილი სახსრებით. წარმოდგენილი კვლევა მოიცავს სახელმწიფოს მიერ ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ტენდერის გზით განხორციელებული დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის/რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვებს.

__________________

1 „საერთაშორისო დახმარებების აღრიცხვა, განკარგვა და კონტროლი საქართველოში“, თბილისი, 2009 წ; „დონორთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზი“, თბილისი, 2009 წ; „ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილი გზის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი (პირველადი ანგარიში)“, თბილისი, 2009 წ.

2 II. მონიტორინგის განხორციელების მიზანი და მეთოდოლოგია

▲ზევით დაბრუნება


მონიტორინგი მიზნად ისახავდა, გამოერკვია, რამდენად კანონშესაბამისად, მიზნობრივად და ყველა პროცედურის დაცვით ხდებოდა დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა; ხომ არ ჰქონდა ადგილი კანონის დარღვევის შემთხვევებს და რამდენად ეფექტური იყო თანხის ხარჯვა მიღებულ შედეგთან შედარებით.

მოცემული მიზნების მისაღწევად, პირველ რიგში გამოთხოვნილ იქნა შესყიდვის დოკუმენტაცია შემსყიდველი ორგანიზაციებიდან - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, გორის, თეთრიწყაროს, მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, ხაშურის, ქარელის, საგარეჯოს, დუშეთის, თელავის, ლაგოდეხის, კასპის, ონის, სენაკის, მცხეთის მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მერიიდან. მიღებული პასუხების დამუშავების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, საჭირო გახდა დამატებითი განცხადებების გაგზავნა იმავე ორგანიზაციებში, ასევე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მივმართეთ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს კონტროლის პალატას, საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის კი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

კვლევის ფარგლებში განხორციელდა მიღებული მასალების ანალიზი - დოკუმენტების (შესყიდვის ხელშეკრულებები, მასში შესული ცვლილებები და დამატებები, ხარჯთაღრიცხვები, საპროექტო დოკუმენტაცია, დეფექტებისა თუ დათვალიერების აქტები, მიღება-ჩაბარების აქტები, თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) შესწავლა, მათი თავისებურებების გამოკვეთა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა ნორმატიული რეალობისა და ფაქტობრივი რეალობის ურთიერთშედარების გზით.

დარღვევების გამოვლენის შემდეგ შემუშავდა საბოლოო რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია მათი შეძლებისდაგვარად აღმოფხვრისა და გამოსწორებისათვის.

მონიტორინგის განხორციელებისას შექმნილი პრობლემები/დაბრკოლებები

მონიტორინგის საწყისი ეტაპი სირთულეებით გამოირჩეოდა. უწინარესად, აღნიშნული შეეხება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციის თავისუფლების რეალიზებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ გამოთხოვნილი თითოეული დოკუმენტი საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს და კანონმდებლობით მათი გაცემისათვის მაქსიმუმ 10 დღიანი ვადა არის გათვალისწინებული, ზოგიერთმა შემსყიდველმა ორგანიზაციამ არასრულად ან საერთოდ არ მოგვაწოდა შესყიდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაცია.

მაგალითად, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2009 წლის 10 სექტემბერს წარდგენილ განცხადებაზე რეაგირება საერთოდ არ მოუხდენია. შესაბამისად, ჩვენ მიერ 2009 წლის 8 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით იქნა მოთხოვნილი მისთვის ქმედების განხორციელების დავალება. საჩივრის წარდგენის შემდეგ გამოთხოვნილი ინფორმაცია მოგვეწოდა სრულად.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჩვენ მიერ წარდგენილ განცხადებაზე პასუხად, რომლითაც შესყიდვის დოკუმენტაციასა და მასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას ვითხოვდით, 2009 წლის 6 ოქტომბერს მოგვაწოდა 3 გვერდის ასლი. 2009 წლის 8 ოქტომბერს წარვადგინეთ ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოვითხოვეთ ინფორმაციის სრულყოფილად მოწოდება. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გვეცნობა, რომ ჩვენ მიერ გამოთხოვნილი მასალები უკვე გადმოგზავნილი იყო 6 ოქტომბრის წერილით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განუმარტა გამგეობას, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენდა გამოთხოვნილი დოკუმენტების სრულ მოცულობას და კვლავ მოითხოვა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. საჩივარზე დამატებითი რეაგირების შემდეგ მასალები მოწოდებულ იქნა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2009 წლის 10 სექტემბრის განცხადებით კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისაგან გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის №563 განკარგულების საფუძველზე კასპის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 100 000 ლარის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია არ მოგვაწოდეს, რის გამოც 2009 წლის 8 ოქტომბერს წარვადგინეთ ადმინისტრაციული საჩივარი. ასოციაციის საჩივარი შესაბამისი რეაგირების გარეშე დარჩა. მხოლოდ და მხოლოდ 2010 წლის 19 თებერვალს სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. საქმე აღსრულების სტადიაზეა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2009 წლის 10 და 16 სექტემბერს წარადგინა 4 განცხადება ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან და მოითხოვა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის №563 და №225 განკარგულებებით ონის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. განცხადებებს რეაგირება არ მოჰყოლია, რის გამოც 2009 წლის 8 ოქტომბერს წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი. ასოციაციის ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა განხილული. სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემდეგ ონის მუნიციპალიტეტმა გასცა მხოლოდ 1 განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია. საქმე ამჟამად სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2009 წლის 27 თებერვლის №გ-04/38(15)-04 განცხადებაზე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეგვატყობინა, რომ აღდგენილ იქნა 53 შენობა-ნაგებობა. თუმცა, დოკუმენტების გარკვეული ნაწილი ამოღებულ იქნა სამეგრელო-ზემოსვანეთის პროკურატურის მიერ შემოწმების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის პერიოდში კვლავ იქნა გამოთხოვნილი დოკუმენტები, მათი მოწოდება ვერ მოხერხდა მითითებული საფუძვლით. მოწოდებულ იქნა 3 ხელშეკრულება:

  1. 2008 წლის 23 სექტემბრის №91 ხელშეკრულება სს „ხუროსთან“ აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო თეატრის დაზიანებული ნაწილის აღდგენის პროექტის დამზადებაზე, ღირებულებით 8 000 ლარი.

  2. 2008 წლის 23 სექტემბრის №92 ხელშეკრულება შპს „ზუგდიდექსპერტიზასთან“ საჰაერო დაბომბვის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადებაზე, ღირებულებით 3 500 ლარი;

  3. 2008 წლის 20 ოქტომბრის №101 ხელშეკრულება ი/მ ჯამლეტ ჯანაშიასთან საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების I რიგის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე, ღირებულებით 26 000 ლარი.

წარმოდგენილი დოკუმენტები არ იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას სრული სურათი სენაკში 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებით გამოყოფილი სახსრების განკარგვის კანონიერებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით.

ყველაზე დახურული უწყება, რომელმაც საერთოდ არ გასცა საჯარო ინფორმაცია, არის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2009 წლის 27 თებერვლის განცხადებით მოითხოვა, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 სექტემბრის №603 განკარგულების საფუძველზე, დაზარალებული მოსახლეობისათვის დროებითი განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესრულების მიზნით გამოყოფილი თანხების ხარჯვის დოკუმენტაცია. სამინისტროს მიერ 2009 წლის 23 აპრილს მოწოდებული №06-06/1985 პასუხით გვეცნობა მხოლოდ იმ ობიექტების რაოდენობა, რომელთაც ჩაუტარდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა, აღნიშნულს თან არ ერთვოდა დოკუმენტების ასლები. შესაბამისად, 2009 წლის 22 ივნისს №გ-04/109-09 განცხადებით კვლავ მივმართეთ სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოვითხოვეთ მითითებული განკარგულებით გამოყოფილი თანხების ფარგლებში გაწეული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების ასლები. განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.

უმოქმედობა ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებულ იქნა 2009 წლის 23 ივლისს. აღნიშნულიც - უშედეგოდ.

2009 წლის 16 სექტემბრის კიდევ ერთი №გ-04/185 განცხადებით ვითხოვდით საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის №558 განკარგულების საფუძველზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის თანხების გადაცემის შესახებ ინფორმაციას. განცხადებას სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. 2009 წლის 8 ოქტომბერს წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი ქმედების განხორციელების თაობაზე. საჩივრის წარდგენის შემდგომ 2009 წლის 23 ოქტომბერს მოგვეწოდა 22 ოქტომბრით დათარიღებული №06-06/5058 წერილი - პასუხი 29 სექტემბრის №გ-04/185 განცხადებაზე. მართალია, წერილით მოგვეწოდა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით განცხადებითა და ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა, აღნიშნულ წერილს არ ახლდა დანართი დოკუმენტების ასლების სახით.

2009 წლის 3 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გაიგზავნა №გ05/09-09 განცხადება ადმინისტრაციული საჩივრის დაზუსტების თაობაზე, რომლითაც ჩვენ კვლავ მოვითხოვეთ დოკუმენტების ასლები. არც მითითებულ განცხადებას მოჰყოლია რეაგირება მოპასუხე საჯარო დაწესებულების მხრიდან. ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით დავა სასამართლო განხილვის სტადიაზეა.

3 III. დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი სახსრები

▲ზევით დაბრუნება


1. საერთაშორისო ხელშეკრულებების პირობები და გამოყოფილი სახსრები

2008 წლის 22 ოქტომბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის შედეგად საქართველომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარება მიიღო - 4,55 მილიარდი დოლარის ოდენობით. მათი ნაწილი მიმართულ იქნა დევნილთა დასახმარებლად. დახმარება, სხვადასხვა კომპონენტს შორის, ითვალისწინებდა დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფასაც. მოცემულ მიზანს უშუალოდ ემსახურებოდა ევროპის გაერთიანებასთან, GTZ-თან, KfW-სა და თურქეთის რესპუბლიკასთან დადებული საგრანტო ხელშეკრულებები.

0x01 graphic

ევროპის გაერთიანების გრანტები

დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ევროპის გაერთიანებასთან 2 დაფინანსების ხელშეკრულება გააფორმა:

  1. „საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 წელი, ნაწილი I“;

  2. „საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 წელი, ნაწილი II“.

მოკლედ მიმოვიხილავთ თითოეულ მათგანს.

საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 წელი, ნაწილი I

წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულება მიზნად ისახავს მხოლოდ იმ პირთა დახმარებას, რომელთა იძულებითი გადაადგილებაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტითაა გამოწვეული, განსხვავებით ევროგაერთიანების მეორე ხელშეკრულებისაგან, რომელიც „ახალ“ დევნილებთან ერთად „ძველ“ დევნილებსაც ფარავს.

ამასთან, დაფინანსების ხელშეკრულების მიზანია „მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების სრული დაფინანსება, რომელიც მიმართულია სახლების მშენებლობაზე... ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/მშენებლობასა და შესაბამის საპროექტო სამუშაოებზე (წყალმომარაგება-წყალარინების სისტემისა და გზის აღდგენა).“

მოცემული დაფინანსების ხელშეკრულება ძალაშია 2008 წლის 5 დეკემბრიდან. პროგრამის მთლიან ღირებულებად განსაზღვრულია 10 მილიონი ევრო და არ ითვალისწინებს გადასახადებისათვის განკუთვნილი სახსრების ანაზღაურებას. აქედან, საქართველოსათვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 9,8 მილიონ ევროს, ხოლო ტექნიკური დახმარების ფარგლებში თავად დონორის მიერ განსაკარგავი თანხა - 0,2 მილიონი ევროს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნა ევროკომისიაში გაიგზავნა 2008 წლის 5 დეკემბერს - ხელშეკრულების ქართული მხარის მიერ ხელმოწერისა და მისი ძალაში შესვლის დღესვე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უცხოური ვალუტის ანგარიშზე ჩაირიცხა და დაკონვერტირდა ეროვნულ ვალუტაში 2008 წლის 31 დეკემბერს. ევროს ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა მოცემულ დღეს შეადგინა 2.3648 ლარი. იმავე დღეს ლარის ეკვივალენტი თანხა (23,174,03.52 ლარი) განთავსდა სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე.

საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 წელი, ნაწილი II

მოცემული დაფინანსების ხელშეკრულება, წინამორბედისაგან განსხვავებით, თანაბრად შეეხება როგორც 1990-იანი წლების, ასევე, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს.

ხელშეკრულება ძალაშია 2009 წლის 1 ივნისიდან. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 2.1. მუხლის მიხედვით, მთლიანი პროგრამის ღირებულება შეადგენს 51.5 მილიონ ევროს. მოცემული თანხიდან საბიუჯეტო მხარდაჭერას, ანუ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილ თანხას, შეადგენს 50,7 მილიონი ევრო. დანარჩენი 0,8 მილიონი ევრო ტექნიკური დახმარებისთვისაა განსაზღვრული და განიკარგება თავად დონორის მიერ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გულისხმობს გადასახადებისათვის განკუთვნილი სახსრების ანაზღაურებას. ხელშეკრულების დანართი I-ის მე-2 მუხლის (თანხის გადახდის მოდალობა) ბოლო აბზაცი ითვალისწინებს თანხის სამ ტრანშად ჩამორიცხვას.

ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, I ტრანშის - 12,1 მილიონი ევროს - ჩამორიცხვაზე მოთხოვნა ევროკომისიაში გაიგზავნა 2009 წლის 4 ივნისს (ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან და მისი ქართული მხარის მიერ ხელმოწერიდან 3 დღეში). მოცემული თანხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უცხოური ვალუტის ანგარიშზე ჩაირიცხა 2009 წლის 16 ივლისს და დაკონვერტირდა ეროვნულ ვალუტაში 2009 წლის 17 ივლისს (ევრო/ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.3528). იმავე დღეს, ლარის ეკვივალენტი თანხა (28,468,644.72 ლარი) განთავსდა სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე.

I I ტრანში - 26,957,714.00 ევრო - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უცხოური ვალუტის ანგარიშზე ჩაირიცხა 2009 წლის 24 დეკემბერს, შემდეგ დაკონვერტირდა ეროვნულ ვალუტაში და 65,224,189.02 ლარი განთავსდა სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე. III ტრანშის ჩამორიცხვა იგეგმება 2010 წლის III კვარტალში.

ტრანში

ჩარიცხვის თარიღი

თანხის ოდენობა ლარებში

I ტრანში

16.07.09

28,468,644.72 ლარი

II ტრანში

24.12.09

65,224,189.02 ლარი

III ტრანში

ორი ტრანშის ჯამი: 93 692 833,74 ლარი

GTZ-ის გრანტი

ნოტების გაცვლის გზით საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 2008 წლის 18 დეკემბერს მიღწეულ იქნა შეთანხმება პროექტის - „საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთათვის დაახლოებით 300 ქვის (ბლოკის) სახლის აშენება“ - განხორციელების შესახებ. მისი განხორციელება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას (GTZ) დაეკისრა.

პროექტი მოიცავს ახალ დევნილებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს იმ პირთა ინტეგრაციას ახალ გარემოში, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად იმყოფებიან დევნილობაში და ამ ეტაპზე ვერ უბრუნდებიან თავიანთ სახლებს. შეთანხმებით, გერმანული და ქართული მხარეების ვალდებულებები შემდეგნაირად არის გამიჯნული:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი სახსრებით გამოყოფს პერსონალს და მასალას, ასევე, შესაბამის შემთხვევებში, ფინანსურ დახმარებას - მთლიანობაში, მაქსიმუმ, 8.000.000 ევროს.

საქართველოს მთავრობა, დაახლოებით 300 ქვის ბლოკის სახლის მშენებლობისათვის, უსასყიდლოდ გამოყოფს მიწის ნაკვეთს ქ. გორში, ასევე, უზრუნველყოფს წყალმომარაგების, კანალიზაციის, დენის, გაზისა და გზების მიყვანას. საქართველოს მთავრობა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დავალებით, ათავისუფლებს დასახელებული პროექტისათვის შეძენილ მასალებს სალიცენზიო, აეროპორტის, ნავსადგურის, იმპორტ-ექსპორტისა და სხვა ოფიციალური არაპირდაპირი გადასახადების, საბაჟო გადასახდელებისა და მოსაკრებლებისაგან, აგრეთვე, საწყობით სარგებლობის გადასახადებისგან და უზრუნველყოფს საქონლის შეუფერხებელ განბაჟებას. Gთძ არ გადაიხდის ოფიციალურ გადასახადებს, საბაჟო გადასახდელებსა და მოსაკრებლებს, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის განხორციელებასთან.

მშენებლობის დასრულების შემდეგ სახლები საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს მთავრობას. მთავრობა ვალდებულია, სახლები, მათი უფასოდ სარგებლობის მიზნით, გადასცეს იმ პირებს, რომლებიც 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად გაძევებულ იქნენ თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან და რომლებიც უახლოეს ხანში ვერ შეძლებენ უკან დაბრუნებას. მომავალ მობინადრეთა შერჩევა მოხდება სპეციალურად მოწვეული ერთობლივი კომისიის მიერ. შესახლებიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს მთავრობა საცხოვრებელ ბინებს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში გადასცემს მობინადრეებს.

KfW-ს გრანტი

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს მთავრობას შორის დაფინანსების ხელშეკრულება 2008 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას დასავლეთ საქართველოში და სრულად მიემართება „ძველ“ დევნილებს. ხელშეკრულებით, გერმანიის მხარემ იკისრა 6 000 000 ევროს გამოყოფის ვალდებულება. საქართველოს მთავრობამ თავის თავზე აიღო ყველა სახის გადასახადისა და ოფიციალური მოსაკრებლის გადახდა, საბანკო გადარიცხვებისა და კონვერტაციის ხარჯების ჩათვლით. კონტრაქტში პროექტის განმახორციელებელ სააგენტოდ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია მითითებული. მასვე დაევალა დაფინანსების თანხიდან საქონლისა და მომსახურების კონტრაქტების დადება წინასწარ ჩატარებული საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე.

რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ მიზნობრივ სტანდარტს წარმოადგენს ოროთახიანი ბინა თითოეული ოჯახისათვის. თუმცა, ასევე დასაშვებად მიიჩნევა გარკვეული ცვლილებების განხორციელება ტექნიკური ან/და სოციალური მიზეზების შესაბამისად, მაგალითად, სამ ოთახიანი ბინები - უფრო დიდი ოჯახებისათვის, ან ერთ ოთხიანი ბინა - მარტოხელა ადამიანებისათვის.

თურქეთის რესპუბლიკის გრანტი

2008 წლის 11 ნოემბერს საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელი მოეწერა ოქმს „თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 100 მუდმივი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე.“

მოცემული ოქმის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელდა 2008 წლის 16 დეკემბერს. ოქმით გარკვეული ვალდებულებები ეკისრება როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს.

ქართული მხარის ვალდებულებები მოიცავს: მიწის ნაკვეთის გამოყოფას, ყველა სახის ნებართვისა (მათ შორის სამშენებლო) და საბუთის მიღებას, რეგისტრაციას, სახლების ოჯახებისათვის გადაცემის სამართლებრივი საკითხების მოგვარებას და სხვა მსგავსი პროცედურების გატარებას, მოვლინებული მუშებისა და პერსონალისათვის ყველა სახის ნებართვისა და ვიზის მიღებას, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი მასალებისა და სამშენებლო ტექნიკის გათავისუფლებას როგორც საბაჟო, ასევე ყველა სხვა სახის გადასახადისა და მოსაკრებლისაგან, გეოლოგიური კვლევების ჩატარებას და განსახლების გენერალური გეგმის მომზადებას, სამშენებლო ობიექტამდე გზისა და ელექტროხაზების წინასწარ მიყვანას, ტრანსფორმატორის დადგმას და სასმელი წყლისათვის ერთი არტეზიული ჭის გაბურღვას.

თურქეთის მხარე უზრუნველყოფს: საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 64.5მ2 ფართობის ერთ სართულიანი 100 მუდმივი საცხოვრებელი სახლის აშენებას, ინფრასტრუქტურის მოწყობას (გზა, წყალი, წყლის რეზერვუარი, ელექტრობა და სარწყავი არხი) საცხოვრებელ სახლებამდე და იქ წყლისა და ელექტროკომუნიკაციების შეყვანას.

1. საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრები

2008-2009 წლებში საქართველოს მთავრობამ 8 განკარგულება მიიღო, რომლითაც გამოიყო თანხები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტისათვის დევნილების საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მიზნით.

მთავრობის განკარგულებებით გამოყოფილი თანხები
დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის

0x01 graphic

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №503 განკარგულებაში - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ - აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ 9 ცვლილება შევიდა. ცვლილებები ემსახურებოდა აგვისტოს ომის შემდგომ არსებული რეალობის ასახვას განკარგულებაში და თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ამ მიზნით გამოყოფილი თანხების დაზუსტებას. საბოლოო რედაქციით, გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგეობებს ჯამში 3 625 000 ლარი გამოეყოთ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. მთავრობის მიერ გამოცემულ აქტში ჩამოთვლილია თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი პროექტები. მათ შორისაა საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების მშენებლობა და რეაბილიტაცია, თუმცა, არ არის ნათელი, გამოყოფილი თანხის რა ნაწილი უნდა მოხმარდეს უშუალოდ აღნიშნულ პროექტს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 2 695 000 ლარი სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად, კერძოდ:

ა) მუნიციპალიტეტში სასმელი წყლით მომარაგების სისტემების რეაბილიტაცია;

ბ) ქუჩების განათება;

) საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების მშენებლობა და რეაბილიტაცია;

დ) სოფელ კარალეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;

ე) ყოფილი ბუფერული ზონის სოფლების მოსახლეობისათვის ფქვილის მიწოდება.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 330 000 ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა;

ბ) სოფელ ახალქალაქისა და სოფელ თეძმისხევის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია;

) საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 600 000 ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ ლეთეთსა და აბისში სასმელი წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა;

გ) მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია;

) საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის 563 განკარგულებით, საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისა და დაზიანებული შენობების აღდგენისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებსა და სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოეყო 176 646 450 ლარი, მათ შორის:

თვითმმართველობა

გამოყოფილი თანხა ლარებში

1

თეთრიწყარო

5 406 000

2

მარნეული

3 660 750

3

გარდაბანი

1 683 000

4

ბოლნისი

325 000

5

ხაშური

2 602 700

6

ქარელი

5 859 400

7

ონი

1 541 000

8

გორი

22 881 000

9

მცხეთა

96 775 000

10

დუშეთი

1 752 500

11

სენაკი

750 000

12

კასპი

100 000

13

საგარეჯო

362 000

14

თელავი

489 400

15

ლაგოდეხი

623 200

16

ქუთაისი

3 000 000

მოცემული განკარგულების პირველადი ვერსიით, დახმარების თანხად განისაზღვრა 13 900 000 ლარი. განკარგულებაში სულ 11 ცვლილება იქნა შეტანილი. თითოეული ცვლილებით, ამ თანხის ოდენობა იზრდებოდა და, საბოლოო რედაქციით, ის 176 646 450 ლარით განისაზღვრა.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის 665 განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისა და დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით, მუნიციპალიტეტების გამგეობებს გამოეყოთ 13 164 500 ლარი, მათ შორის:

ა) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 3 633 500 ლარი;
ბ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 9 181 000 ლარი;
გ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 350 000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ მოცემული განკარგულების პირველადი რედაქციით, დახმარების თანხა გათვალისწინებული იყო 3 000 000 ლარის ოდენობით. მასში სულ 4 ცვლილება იქნა შეტანილი. თითოეული ცვლილებით, თანხის ოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა და ჯამში 13 164 500 ლარს მიაღწია.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 19 ნოემბრის 763 განკარგულებით, ცვლილება შევიდა 603 განკარგულებაში და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოეყო 2 000 000 ლარი, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა - განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არსებული კომპაქტური განსახლების ობიექტებისა და მიმდინარე წლის აგვისტოში საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დროებითი განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის 878 განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 800 000 ლარი, საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისა და დაზიანებული შენობების აღდგენისათვის.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის 204 განკარგულებით, საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 900 000 ლარი. 2009 წლის 24 ივლისს აღნიშნულ განკარგულებაში შესული ცვლილებით, თანხის ოდენობა 2 200 000 ლარამდე გაიზარდა.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის 206 განკარგულებით, საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული იმ 15 ოჯახისათვის კომპენსაციის გასაცემად, რომელთა საცხოვრებელი სახლები არ ექვემდებარება აღდგენას, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტს გამოეყო 376 000 ლარი.

2009 წლის 24 მარტის №225 განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საომარი მოქმედებების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად ონის მუნიციპალიტეტს თავდაპირველად 100 000 ლარი გამოეყო. იმავე წლის 9 დეკემბერს შესული ცვლილებით, აღნიშნული თანხა 67 200 ლარამდე შემცირდა.

როგორც ვხედავთ, მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებებით, თანხების გამოყოფა 2 საბიუჯეტო წყაროდან - საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხდებოდა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გახარჯულმა თანხამ 182 471 450 ლარი შეადგინა, ხოლო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილმა თანხამ 16 407 700 ლარი, რაც ჯამში 198 879 150 ლარს უდრის.

2009 წლის 11 ივლისს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, სადაც ცალკე გრაფაში, კოდით 23 20, გამოიყო „საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განსახორციელებელი ღონისძიებები“. მოცემულ გრაფაში 2008 წლის ფაქტად მითითებულია 40,661.5 ათასი ლარი, 2009 წლის გეგმად კი - 0.

2. დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებისა და საბიუჯეტო თანხების ურთიერთმიმართება

გრანტების ბიუჯეტში ასახვა

დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის მიზნით დონორების მიერ გამოყოფილი სახსრების სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის საკითხის შესწავლისათვის, გამოვიკვლიეთ 2008, 2009 და 2010 წლების წლიური საბიუჯეტო კანონები.

გამოიკვეთა, რომ პირველი ცვლილებები ამ მიმართულებით 2008 წლის ბოლოს, კერძოდ, 23 დეკემბერს შევიდა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში. მოცემული კანონის მე-4 მუხლში (საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები), „2008 წლის გეგმის“ გრაფაში აისახა ევროკავშირის გრანტი - „დევნილთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 წელი, I ნაწილი“ - 21 021 000 ლარის ოდენობით. მოცემული თანხა «საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“1 კანონის თავდაპირველ რედაქციაში უცვლელადაა გადმოტანილი 2008 წლის ფაქტის გრაფაში. ამის შემდეგ, 2009 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებით თანხის მოცულობა იზრდება და 23 174 800 ლარს უტოლდება:

30 დეკემბერი
2008

11 ივლისი
2009

4 დეკემბერი
2009

დონორი

გრანტი

2008 წლის
ფაქტი

2008 წლის
ფაქტი

2008 წლის ფაქტი

ევროკავშირი

დევნილთა
სამოქმედო გეგმის
მხარდაჭერა: 2008
წელი I ნაწილი

21 021 000

23 174 800

23 174 800

„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებით ასახულია ევროკავშირის მეორე გრანტი („დევნილთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 წელი, ნაწილი II“), ასევე, GTZ-ისა („იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გორში“) და KfW-ის გრანტები („იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში“). აღსანიშნავია, რომ გრანტების გასწვრივ მითითებული თანხების ოდენობა წლის მანძილზე მუდმივად ერთი და იგივე არ ყოფილა და წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის კვალდაკვალ იცვლებოდა:

30 დეკემბერი
2008

11 ივლისი
2009

4 დეკემბერი
2009

დონორი

გრანტი

2009 წლის
გეგმა

2009 წლის
გეგმა

2009 წლის
გეგმა

ევროკავშირ

დევნილთა სამოქმედო
გეგმის მხარდაჭერა: 2008
წელი II ნაწილი

117 634 000

117 634 100

96 199 300

GTZ

იძულებით გადაადგილებული პირებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გორში

14 300 000

14 300 000

15 300 000

KfW

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში

4 200 000

11 995 400

122 200

საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი გრანტები შემდეგნაირად აისახა:

დონორი

გრანტი

2008 წლის
ფაქტი

2009 წლის
გეგმა

2010 წლის
გეგმა

ევროკავშირი

დევნილთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 წელი I ნაწილი

23 174 800

ევროკავშირი

დევნილთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 წელი II ნაწილი

117634100

25 000 000

GTZ

იძულებით გადაადგილებული პირებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გორში

14 300 000

KfW

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში

11 995 400

1 804 600

ბიუჯეტით სხვადასხვა უწყებებისათვის გამოყოფილი სახსრებისა და საერთაშორისო დახმარებით გათვალისწინებული სახსრების ურთიერთმიმართება

როდესაც ვსაუბრობთ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და საერთაშორისო დახმარების ურთიერთმიმართებაზე, მიზნად ვისახავთ მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმის შესაძლებლობის განხილვას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ მხედველობაში ვერ იქნება მიღებული ყველა გრანტი, არამედ მხოლოდ მიზნობრივი თუ პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, რომელიც საქართველომ ევროკავშირისაგან და KfW-საგან მიიღო. ამის მიზეზი ის არის, რომ ყველა დანარჩენ შემთხვევაში, GTZ-ისა და თურქეთის რესპუბლიკის გრანტებით, თავად დონორების მიერ მოხდა შესყიდვების განხორციელება და პროექტების შესრულება. საქართველოს მთავრობამ მხოლოდ შედეგი მიიღო ისე, რომ შესაბამისი პროგრამების შესრულებაში მონაწილეობა არ მიუღია.

საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის ჯამი 198 879 150 ლარია, მაშინ, როდესაც ევროკავშირისა და KfW-ის მიერ გამოყოფილი თანხის ჯამი 68 500 000 (60 500 000 + 8 000 000) ევროა. ბიუჯეტში ასახული მოდალობების გათვალისწინებით, უკვე ათვისებული და 2010 წლის გეგმაში ჩასმული გრანტების თანხების ოდენობა 179 608 900 ლარს შეადგენს (68 500 000 ევრო). ეს ორი ხარჯი ვერასოდეს იქნება ერთმანეთის თანასწორი, ვინაიდან დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს გადასახადებისა და სხვა ოფიციალური მოსაკრებლების დაფინანსებას. აღნიშნულ ხარჯს საკუთარ თავზე იღებს საქართველოს სახელმწიფო.

_________________

1. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ იქნა 2008 წლის 30 დეკემბერს.

4 IV. დევნილთა საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


4.1 1. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ტენდერის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი (გამოვლენილი პრობლემები და დარღვევები)

▲ზევით დაბრუნება


1. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, თითქმის ყველა შემთხვევაში უგულებელყოფილია სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვისა და მომზადების წესები და ნორმები. აღნიშნულს ადასტურებს შესყიდვების მიმდინარეობის დროს სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებები, საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილებები, შესყიდვიდან ობიექტების ხშირი ამოღება ან სამუშაოთა სახეობების/მოცულობების ცვლილებები, ხელშეკრულებებში განხორციელებული ხშირი ცვლილებები. კერძოდ:

1.1. პრობლემა - შესყიდვის ობიექტების არასრულყოფილი შესწავლა

მაგალითი 1. სატენდერო პაკეტი ნომერი SB/IDP/CW/25-2009 (. მცხეთაში და მცხეთის რაიონის სოფლებში - მუხრანში, საგურამოსა და წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია. კერძოდ: მცხეთაში ყოფილი ტურბაზის 1-ლი და მე-2 კორპუსების, სოფ. მუხრანში მდებარე ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლის, სოფ. საგურამოში მდებარე ხუთ სართულიანი სახლის და სოფ. წეროვანში მდებარე ორ სართულიანი სახლის რეაბილიტაცია).

2009 წლის 26 მარტის წერილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოითხოვა სოფ. მუხრანში მდებარე ორ სართულიანი სახლის რეაბილიტაციის შეჩერება, რადგან შენობა „კონკრეტული შერჩევის საფუძველზე“ პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებულია შპს „ქართული ტრადიციის“ მიერ. საგულისხმოა, რომ 26 მარტისათვის, ამ ობიექტზე მგფ-ის მიერ შესყიდულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, გამოცხადდა ტენდერი და გაფორმებული იქნა შესაბამისი კონტრაქტი, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ის ჯერ კიდევ 2008 წლის 19 ნოემბრიდან არის პრივატიზებული. როგორც დგინდება, მთელი რიგი შესყიდვის მომზადების ღონისძიებები და ხარჯები მგფ-მა განახორციელა კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის მიმართ, ამავე დროს, არამიზნობრივად.

მაგალითი 2. სატენდერო პაკეტი ნომერი SB/IDP/CW/34-2009 (. ბათუმში ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის, საზღვაო აკადემიისა და მეზღვაურთა ყოფილი სასტუმროს შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რემონტი).

2009 წლის 20 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მგფ-ში წარდგენილ იქნა კორესპონდენცია, სადაც მითითებულია, რომ სარეაბილიტაციო 3 ობიექტიდან საზღვაო აკადემიის საერთო საცხოვრებლის პირველი და მეორე სართული თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება და მის გადმოცემაზე თავდაცვის სამინისტრო უარს აცხადებს. მნიშვნელოვანია, რომ სარეაბილიტაციო ობიექტი შეირჩა, მასზე რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა და ტენდერი გამოცხადდა ისე, რომ არ იქნა დაზუსტებული, თუ ვის მფლობელობაში იყო შენობა.

1.2. პრობლემა - არასწორად დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მაღალი ადმინისტრაციული/ხელოვნური ბარიერები, ტენდერის შეჯიბრითობის შინაარსის ხელოვნურად იგნორირება, კომპანიების შეჯიბრი მხოლოდ წარდგენილი სატენდერო წინადადების ღირებულებით და სხვა მონაცემების იგნორირება

1.2.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნა - ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არქონის შესახებ, იგივე, ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ

წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირველ ეტაპზე, შესყიდვების მიმდინარეობისას, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო საკვალიფიკა ციო მოთხოვნა - ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არქონის შესახებ, რაც, ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი და სწორად ჩამოყალიბებული საკვალიფიკაციო მოთხოვნაა. სამეწარმეო სუბიექტი, რომელიც ვერ ახორციელებს სახელმწიფო გადასახადების სრულყოფილ ადმინისტრირებას და გადახდას, არასანდოა და, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი კონტრაგენტი აღმოჩნდეს მომავალში. ასევე, სახელმწიფო გადასახადების პრიორიტეტულობა საჯარო და კერძო სამართალში აპრიორად აღიარებული მოთხოვნებია და პირველ რიგში უნდა შესრულდეს. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულებების პრეტენდენტი კომპანიის მხრიდან ამ ტიპის მოთხოვნების შეუსრულებლობა, ასეთი კომპანიისათვის ტენდერში მონაწილეობის ბარიერს უნდა წარმოადგენდეს. შემდგომში ყველა ეს საკვალიფიკაციო მოთხოვნა შეიცვალა და ჩამოყალიბდა როგორც - ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის მიზნებიდან გამომდინარე, ზემოხსენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა არანაირი ინფორმაციის ან შედეგის მომცემი ფაქტობრივი გარემოება არ არის, ანუ, ის დამატებით არაფრის მომცემ დოკუმენტს და ქაღალდს არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, ყველაზე უარეს შემთხვევაში, შესაძლებელი იყო პრეტენდენტების შეფასება ბიუჯეტისადმი დავალიანების ოდენობის მიხედვით და მათი ურთიერთშეჯიბრი ამ კუთხითაც, რაც, რა თქმა უნდა, არ მომხდარა.

მაგალითი 1. სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/05-2009 (ლოტი 1. სენაკის სამხედრო დასახლების 210; 198; 197; 196; 195; 85; 86; 202 სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები (საერთო ფართით 12 809 კვ..); ლოტი 2. სენაკის სამხედრო დასახლების 206; 205; 203; 201 სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები (საერთო ფართით 11 800 კვ..); ლოტი 3. სენაკის სამხედრო დასახლების 194; 193; 192; 190; 189; 184; 181; 188; 180 სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები (საერთო ფართით 9 839 კვ..); ლოტი 4. სენაკის სამხედრო დასახლების 200; 199; 204; 211; 117; 98; 99; 92; 116; 147 სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები (საერთო ფართით 11 274 კვ..). პრეტენდენტ შპს მშენებელი 80“- ბიუჯეტის მიმართ გააჩნდა 551 861 ლარის დავალიანება. საკვალიფიკაციო მოთხოვნის სრულყოფილად და სწორად დეფინირების შემთხვევაში, აღნიშნული შესყიდვიდან არასანდო კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდებოდა. საკვალიფიკაციო მოთხოვნის არასრულყოფილად განსაზღვრის გამო კი, შეუძლებელი გახდა არასანდო პრეტენდენტის შესყიდვიდან გამოთიშვის მექანიზმის გამოყენება.

1.2.2. საკვალიფიკაციო მოთხოვნა - წერილი ბანკიდან, პრეტენდენტი კომპანიის მხრიდან შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკრედიტო ხაზის გახსნის მზადყოფნის შესახებ

მაგალითი 1. სატენდერო პაკეტი ნომერი SB/IDP/CW/18-2009 (.ფოთში დანელიას . 4-ში, ემუს ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ბაღში და მალთაყვას ტურბაზის -1, 2, 3 კორპუსებსა და კემპინგებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია). მნიშვნელოვანია, რომ შპს „სანის“ დისკვალიფიკაციის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა, კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში 600 000 ლარის ოდენობის საკრედიტო ხაზის არსებობის ან გახსნის შესახებ ბანკის მზადყოფნაზე წერილის წარმოუდგენლობა. შესაბამისად, ყველაზე საუკეთესო სატენდერო წინადადების წარმომდგენი შპსსანი“ (1 268 188 ლარი) დისკვალიფიცირებული იქნა და გაიმარჯვა შპსდაგმა“ (1 400 165 ლარი). ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნის მსგავსი ფორმულირება მას რეალურ შინაარსს აცლის. როგორც ცნობილია, საკრედიტო ხაზი ერთ-ერთ საბანკო პროდუქტს წარმოადგენს. შესაბამისად, თუ კლიენტი დააკმაყოფილებს ბანკის მიერ განსაზღვრულ პირობებს, ყოველგვარი დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების გარეშე საკრედიტო ხაზი გაიხსნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალოგიკურია მსგავსი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. ის რეალური შინაარსის მატარებელი არ არის.

1.2.3. საკვალიფიკაციო მოთხოვნის გავრცელება პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორზე

არის შემთხვევები, როდესაც სატენდერო კომისია, ტენდერის მიზნებიდან გამომდინარე, აჯამებს პრეტენდენტის და ქვეკონტრაქტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც კომისია ქვეკონტრაქტორს საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილებისგან ათავისუფლებს.

მაგალითი 1. სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/06-2009 (ქარელის რაიონის დაბა აგარაში მდებარე იძულებით გადაადგილებული პირთა დასახლების 1, 2 სახლების და სოფელ დოღლაურაში მდებარე 1-5 კოტეჯების სარემონტო სამუშაოების შესყიდვა). მოცემულ სატენდერო განცხადებაში დადგენილი იყო წესი, რომლის მიხედვითაც, პრეტენდენტისა და ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ტენდერის მიზნებიდან გამომდინარე ჯამდებოდა. მოგვიანებით, განცხადებაში შეტანილი ცვლილებით, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან კომისიამ სრულიად გაათავისუფლა ქვეკონტრაქტორები. „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა ეხებოდეს აგრეთვე ქვეკონტრაქტორებს, თუ ისინი ჩართულნი იქნებიან სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე“. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ეტაპზე ჩაერთვება სამუშაოების შესრულებაში ქვეკონტრაქტორი. ძირითადი კონტრაქტორი ვალდებულია, ამის შესახებ შემსყიდველს აცნობოს და წარუდგინოს იგივე საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები და ინფორმაცია, რაც თვითონ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ქვეკონტრაქტორი ისე ვერ ჩაერთვება შესრულებაში, თუ არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ინდივიდუალურად, ყოველგვარი დაჯამებისა და წინასწარი გათავისუფლების შესახებ დათქმების მიუხედავად.

1.2.4. საკვალიფიკაციო მოთხოვნა სამუშაოს გამოცდილების შესახებ

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/13-2009-ზე მოთხოვნილია 21 000 000 მილიონი ლარის უკვე განხორციელებული სამუშაო გამოცდილება, სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/ CW/22-2009-ზე მოთხოვნილია 12 200 000 მილიონი ლარის უკვე განხორციელებული სამუშაო გამოცდილება, სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/41-2009-ზე მოთხოვნილია 12 600 000 მილიონი ლარის უკვე განხორციელებული სამუშაო გამოცდილება და .. ზოგადი კანონზომიერება აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნის ოდენობის დადგენის თვალსაზრისით შემდეგი იყო: თითქმის ყოველთვის, მინიმალური სამუშაო გამოცდილების ოდენობის 10%25- შეადგენდა სავარაუდო სამუშაო ღირებულება. მაგალითად, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო 1 500 000 ლარი, მაშინ საკვალიფიკაციო მოთხოვნად განისაზღვრებოდა 15 000 000 ლარის სამუშაო გამოცდილება. საკვალიფიკაციო მოთხოვნის მაღალი ოდენობა ხშირად გამხდარა ხარჯების არარაციონალურობის წყარო.

ზოგადად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული სახის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენა, რადგან ის არის გამოუცდელი და არასანდო პრეტენდენტებისგან თავის დაცვის უნივერსალური მექანიზმი. მაგრამ შემდგომში მისი ოდენობის არათანაზომადი სიდიდით გაზრდა არც შესყიდვის ფისკალური მიზნებიდან გამომდინარეობს და არც სანდოობის მაღალ ხარისხს განსაზღვრავს. პირიქით, ის ერთგვარ ხელოვნურ ბარიერს წარმოადგენს ტენდერში მონაწილეობისათვის და შესაძლებელია ფისკალურადაც არამიზანშეწონილი იყოს. ჩვენი აზრით, შესაძლებელი იყო, მაგალითად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ორმაგი ოდენობის, ან თუნდაც მეტი ოდენობის სამუშაო გამოცდილება დადგენილიყო საკვალიფიკაციო მოთხოვნად, ხოლო ვისაც უფრო მეტი სამუშაო გამოცდილება ექნებოდა, შესაძლებელი გახდებოდა შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით შეფასებულიყო და პრეტენდენტების შეჯიბრი ამ მხრივაც მომხდარიყო.

სახელმწიფო შესყიდვების ანალიზიდან გამომდინარე, საინტერესო და უცნაური გარემება დგინდება. კერძოდ, თუ საკვალიფიკაციო მოთხოვნად დადგენილია, მაგალითად, 21 000 000 ლარის უკვე განხორციელებული სამუშაო გამოცდილება და ტენდერი შედგება ორი ლოტისგან, პრეტენდენტის მიერ ორივე ლოტში მონაწილეობის შემთხვევაში საკვალიფიკაციო მოთხოვნა ლოტების პროპორციულად იზრდება. ანუ, ამ შემთხვევაში მან უნდა წარმოადგინოს 42 000 000 ლარის გამოცდილება. მაგრამ, ამ რეგულაციის საწინააღმდეგოდ, პრეტენდენტს იმავე შემსყიდველის მიერ გამოცხადებულ იმავე სახისა და მოცულობის სხვა ტენდერებშიც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და ამ შემთხვევაში საკვალიფიკაციო მოთხოვნის ოდენობა პროპორციულად არ იზრდება. მოყვანილი მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თვით სამუშაო გამოცდილების შესახებ მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნა და უფრო მეტიც, ერთი ტენდერის ფარგლებში ლოტების პროპორციულად მისი ოდენობის გაზრდა, არალოგიკურია და არანაირი ფისკალური შინაარსის მატარებელი არ არის.

1.3. პრობლემა - სატენდერო დოკუმენტაციისა და ტენდერის შესახებ განცხადების კანონმდებლობით დადგენილი ფორმებისა და რეგულაციების დაუცველობა

შესწავლილი დაახლოებით 60 ერთეული ტენდერის დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ თითქმის უმრავლესობაში არ არის დაცული ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში, ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ფაქტი ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

1.4. პრობლემა - ტენდერის დასრულება უარყოფითი შედეგით, როგორც მექანიზმის არასწორი გამოყენება.

შესყიდვის წარმოდგენილი მასალების შესწავლისას გამოიკვეთა რამდენიმე სახის პრობლემა:

1.4.1. უმრავლეს შემთხვევაში, სამუშაოს სავარაუდო ღირებულების შესახებ ტენდერის ანგარიშსა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ინფორმაცია განსხვავებული ოდენობითაა წარმოდგენილი.

მაგალითი 1. სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/05-2009 (ლოტი 1. სენაკის სამხედრო დასახლების -210, 198, 197, 196, 195, 85, 86, 202 სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ლოტი 2. სენაკის სამხედრო დასახლების -206, 205, 203, 201 სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ლოტი 3. სენაკის სამხედრო დასახლების -194, 193, 192, 190, 189, 184, 181, 188, 180 სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ლოტი 4. სენაკის სამხედრო დასახლების -200, 199, 204, 211, 117, 98, 99, 92, 116, 147 სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები). ტენდერის შესახებ ანგარიშში მითითებულ ტენდერზე შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად არასწორად არის დადგენილი სხვა ღირებულება, ხოლო საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვიდან სამუშაოს განსხვავებული ღირებულება დგინდება:

ლოტი 1 - 2 304 014 ლარი (საპროექტო - 1 930 680 ლარი);
ლოტი 2 - 2 103 809 ლარი (საპროექტო - 1 510 384 ლარი);
ლოტი 3 - 1 698 172 ლარი (საპროექტო - 1 757 707 ლარი);
ლოტი 4 - 1 839 496 ლარი (საპროექტო - 1 598 142 ლარი).

აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას არ ექცევა სათანადო ყურადღება. შესაბამისად, ხშირად სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებების შეფასებისას არ ითვალისწინებს კონკრეტული სამუშაოების შესყიდვის მიზნით შემსყიდველის ფინანსურ შესაძლებლობას.

1.4.2. უმრავლეს შემთხვევაში, ტენდერის შესახებ ანგარიშში სავარაუდო ღირებულების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ტენდერის მთლიანი ღირებულების ფორმით და არ არის ჩაშლილი თითოეული ლოტის მიხედვით. აღნიშნულს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ერთი კონკრეტული ტენდერი რამდენიმე ლოტისგან შედგება.

მაგალითი 1. სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/46-2009 შედგება 4 ლოტისგან. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შედგება 7 240 106 ლარისგან, მაგრამ თითოეულ ლოტზე რამდენია შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არ არის ცნობილი.

1.4.3. ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით მაშინ, როდესაც ამას არ ექვემდებარებოდა და არ დასრულდა უარყოფითი შედეგით, როდესაც შემსყიდველის ფინანსური შესაძლებლობა არ შეესაბამებოდა ტენდერით გამოვლენილ ფინანსურ ხარჯს.

მაგალითი 1. სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/11-2009 (ლოტი 2. კასპის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და შპსკომუნასყოფილი სასტუმროს შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოები). მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მოსაზრებით, ლოტი 2-ით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა პრეტენდენტების მიერ სხვადასხვაგვარად იქნა გაგებული, რაც გამოწვეული იყო საპროექტო დოკუმენტაციის განზოგადებული ვარიანტით. (ნახაზებში მოქცეული იყო სარემონტო ობიექტის მიმდებარე შენობაც). შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ლოტზე შესყიდვა უარყოფითი შედეგით დასრულდა.

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანების 21-ე მუხლის მეორე პუნქტს თანახმად, დადგენილია ის კონკრეტული საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ტენდერის უარყოფითი შედეგით დასრულების თაობაზე, კერძოდ:

ტენდერი ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, თუ:

) არც ერთი პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

) წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.“

შესაბამისად, მითითებულ საფუძვლებში არსად არის წარმოდგენილი ის გარემოება, რომელზე დაყრდნობითაც მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია გასცდა თავისი დისკრეციის ფარგლებს და ტენდერზე მიღებული გადაწყვეტილებით უგულებელყო კანონმდებლობის მოთხოვნები. ამავე დროს ხაზგასასმელია, რომ თვით კომისიის მიერ შემჩნეულია და ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო შესყიდვების არასრულყოფილად მომზადების ფაქტზე.

მაგალითი 2. სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/40-2009 (.თელავში, საგარეჯოში და გურჯაანის რაიონის სოფ. ბაკურციხეში დევნილების საცხოვრებელი ბინების გარე წყალსადენისა და კანალიზაციის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა). გამარჯვებულად გამოვლინდა შპსნიუ-ენერჯისახელშეკრულებო ღირებულებით 238 172 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 117%25-ია. მნიშვნელოვანია, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 202 329 ლარს, რაც შესაბამისად ასახული იყო შესყიდვის გეგმაში და ბიუჯეტის ასიგნებაში. ხოლო სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი ფასი 17%25-ით მეტია შემსყიდველის ფინანსურ შესაძლებლობასა და გეგმასთან. „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის 1 ბრძანების 21- მუხლის თანახმად, ტენდერი უნდა დასრულდეს უარყოფითი შედეგით, თუ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს. ჩვენ მიერ ზემოხსენებულ კონკრეტულ შემთხვევაში, ნორმატიული აქტის აღნიშნული მოთხოვნა შემსყიდველის მხრიდან უხეშად არის უგულებელყოფილი.

1.5. მრავალწლიანი შესყიდვების პრობლემატიკა

1.5.1. სამართლებრივი ბაზის მოკლე ანალიზი. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის თანახმად: „მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს სააგენტოს.“

სახელმწიფო შესყიდვის მონიტორინგის და ზედამხედველობის ერთ-ერთი მექანიზმია შემსყიდველის მიერ ბიუჯეტის სრულყოფილი შესრულება. ანუ, საბოლოოდ შესყიდვის წარმატებულად განხორციელება ფასდება გამოყოფილი ასიგნებების სრულყოფილად ათვისების და დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულებით. შესაბამისად, ერთწლიანი შესყიდვებისთვის განმსაზღვრელია, წინა წელს შემუშავებული და მომზადებული პროგრამები, ბიუჯეტში ასახვის შემდეგ, ოპერატიულად და სრულყოფილად იყოს ადმინისტრირებული და განხორციელებული მიმდინარე წელს. იმ შემთხვევაში, თუ თავიდანვე ცნობილია, რომ პროგრამა თავისი მიზნებითა და ამოცანებით მრავალწლიანია, მაშინ შესაძლებელია, ბიუჯეტში ის მრავალწლიან შესყიდვად გაიწეროს. ასე რომ, შესყიდვის განხორციელება ერთი კალენდარული წლის ფარგლებში გარკვეული ინდიკატორის როლს თამაშობს და შემსყიდველი დაწესებულებებისათვის ოპერატიული და სრულყოფილი შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების გარკვეულ უზრუნველყოფას წარმოადგენს.

2009 წლის 20 ნოემბერს ცვლილება შედის აღნიშნულ მუხლში, რომლის მიხედვით: „შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად, თუ იგი ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული ასიგნებებით, ხოლო მიწოდება ხორციელდება მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში“. აღნიშნული დეფინიცია არის გაურკვეველი და ბუნდოვანი. დეფინიციაში შესაძლოა იგულისხმებოდეს, რომ მრავალწლიან შესყიდვად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც გამოყოფილი ფინანსური ასიგნების ათვისება ხდება წინასწარი ანგარიშსწორების ფორმით მიმდინარე წელს და მომავალ საბიუჯეტო წელს მოხდება მიწოდება, შესაბამისად - შესყიდვის დასრულებაც. ეს ერთადერთი შემთხვევაა, რომელიც არ დაარღვევს საბიუჯეტო წესრიგს. სხვა შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორება ხორციელდება მომავალ საბიუჯეტო წელს, მიუხედავად იმისა მიმდინარე საბიუჯეტო წელს იყო თუ არა ის გათვალისწინებული შესაბამის ასიგნებაში, მაინც მრავალწლიან შესყიდვად უნდა იქნას განხილული და მასზე უნდა გავრცელდეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ფინანსური და ეკონომიკური კანონზომიერებები და მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სახელმწიფო ფინანსური რესურსის განკარგვა ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში მიმდინარეობს ორი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, აუცილებელია, ასეთი ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმირებული იყოს ქვეყნის მთავარი საფინანსო ორგანო და შესყიდვების მთავარი კურატორი.

1.5.2. მრავალწლიანი შესყიდვების რეგულაციების იგნორირება და დაუცველობა

დევნილთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება დაგეგმილი იყო 2009 წლის საბიუჯეტო წელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესყიდვის ეტაპების ოპერატიულად და მოქნილად განხორციელების მიზნით, სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა განხორციელდა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებებით რიგი სახელმწიფო შესყიდვები, ნაცვლად 2009 წელს დასრულებისა, უნდა დასრულდეს მომდევნო 2010 საბიუჯეტო წლის განმავლობაში. შესაბამისად, შემსყიდველი მუნიციპალური განვითარების ფონდი ვალდებული იყო, შესყიდვის მრავალწლიან შესყიდვად გადაქცევის საკითხი შეეთანხმებინა ფინანსთა სამინისტროსთან და აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა შესყიდვების სააგენტოსათვის. თუმცა, წარმოდგენილ მასალებში მსგავსი ინფორმაცია არ მოიპოვება.

მაგალითი 1. სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/17-2009 (. გორში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სისხლის გადასხმის სადგურში და ცხინვალის გზატკეცილზე არსებული გორის უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია). ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით წარმოუდგენელ ვადებში იქნა მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. 2009 წლის 13 თებერვალს გამოცხადდა ტენდერი. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 16 მარტს. შესყიდვის/მიწოდების დასრულების ვადა იყო 2009 წლის 23 აგვისტო. შემდგომში, შესყიდვის მიმდინარეობის დროს, ხელშეკრულებაში 4-ჯერ შედის ცვლილება და სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 28 თებერვალი. შესაბამისად, შესყიდვა გარდაიქმნა მრავალწლიან შესყიდვად და შემსყიდველი ვალდებული გახადა, შეასრულოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნები, რაც არ განხორციელებულა.

1.6. პრობლემა - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის დროს. რა მონაცემებს შეიცავს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ჩვენ მიერ განხილულ სახელმწიფო შესყიდვებში და რა ფუნქციის მატარებელია იგი?

1.6.1. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, უპირველეს ყოვლისა სამშენებლო საქმიანობის შესახებ და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, საქართველოს კანონების შესაბამისად განსაზღვრავს შესყიდვის ობიექტის მახასიათებლებს (მოცულობა, მდებარეობა, შესასრულებელი სამუშაოების სახეობები, არსებული დაზიანების ხარისხობრივი მაჩვენებელი და მისაღწევი შედეგი). შესაბამისად, მის სიზუსტეზე და სრულყოფილებაზე არსებითად დამოკიდებულია როგორც სახელმწიფო შესყიდვის მიზნისა და დაგეგმილი ხარისხის მიღწევა, ასევე გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში დასახული ამოცანების შესრულება (შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენა). აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვის, როგორც საბიუჯეტო ასიგნებების ჩარჩოების დაცვის, ასევე, შემდგომში შესყიდვის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, აუცილებელია ტენდერის გამოცხადებამდე და შესაბამისი პროცედურების განხორციელებამდე შემსყიდველს გააჩნდეს სრულყოფილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. სახელმწიფო შესყიდვების ანალიზისას დადგინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც შემსყიდველს ან საერთოდ არ გააჩნდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ან მხოლოდ არასრულყოფილი და ზოგადი მონახაზები/ინფორმაცია ჰქონდა ხელთ.

მაგალითი 1. სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/13-2009 (ლოტი 1. ქუთაისში ახალგაზრდობის პროსპექტზე მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა ათ სართულიანი ადმინისტრაციული კორპუსის გადაკეთება 106 ბინიან საცხოვრებელ სახლად. ლოტი 2. ქუთაისში ბელორუსის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობის გადაკეთება 16 ბინიან სახლად). 2009 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაციის გაცემა წარმოებდა 2009 წლის 11 თებერვლიდან. 2009 წლის 20 ნოემბერს წარმოდგენილი დაზუსტებული მასალებიდან ირკვევა, რომ ორივე ლოტით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებზე მგფ-ს სს „ხუროსთან“ 2009 წლის 20 იანვარს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (რომელიც შემდგომ გამოიყენება სატენდერო მასალად - არქიტექტურული ნაწილი, განმარტებითი ბარათი, ბინების გეგმები, ელექტრონული ნაწილი, სანტექნიკა-წყალმომარაგება, კარ-ფანჯრების სპეციფიკაცია, მშენებლობის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა, ფოტომასალა) მომზადებაზე. კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 27 თებერვალს. შესაბამისად, სრულიად წარმოუდგენელია, თუ რა სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გასცეს მგფ-მა 2009 წლის 11 თებერვალს, როცა მისი შემადგენელი დოკუმენტების (არქიტექტურული ნაწილი, განმარტებითი ბარათი, ბინების გეგმები, ელექტრონული ნაწილი, სანტექნიკა-წყალმომარაგება, კარ-ფანჯრების სპეციფიკაცია, მშენებლობის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა, ფოტომასალა) მომზადების ვადაა 2009 წლის 27 თებერვლამდე პერიოდი.

უფრო მეტიც, 2009 წლის 20 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებული იყო, 17 თებერვალს წარედგინა დეტალური პროექტის საწყისი ვარიანტის ანგარიში, ხოლო 27 თებერვალს - სატენდერო მასალებთან ერთად დეტალური პროექტის საბოლოო ვარიანტის ანგარიში. 2009 წლის 31 მარტს შედგენილია სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი მგფ-სა და შემსრულებელ სსხუროსშორის. იგულისხმება, რომ სამუშაოები საბოლოოდ დასრულდა სწორედ მითითებულ დროს - 2009 წლის 31 მარტს. თუმცა, აღნიშნულ ვადამდე ტენდერიც დამთავრდა, გამარჯვებული კომპანიებიც გამოვლინდა და შესაბამისი ხელშეკრულებებიც გაფორმდა.

1.6.2. ჩვენ მიერ განხილულ სახელმწიფო შესყიდვებში უმნიშვნელოვანესი იყო ერთი ძირითადი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შესყიდვის დასრულებამდე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და პრეტენზიები არსებობდა ბენეფიციარების მხრიდან. საკითხი შეეხებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს, იმას, თუ რა სახის სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო და რა სტანდარტებისა ან ნორმების შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო. ამ კუთხით აღსანიშნავია მგფ-ის ჩამოყალიბებული და ზუსტად გაწერილი პოზიცია, რაც შემდგომ აისახა და დამუშავდა ტექნიკური დავალებისა და მომსახურების აღწერილობებში. მგფ-ის მიერ ყოველი კონკრეტული სამშენებლო სამუშაოს სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით განხორციელდა შესაბამისი მომსახურების შესყიდვა. ერთიანი სტანდარტისა და მიზნების მისაღწევად მგფ-ში დამუშავდა „ტექნიკური დავალებისა და მომსახურების აღწერილობის საერთო წესები, ნორმები და სტანდარტები. შესაბამისად, ყოველი სამშენებლო სამუშაოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც უნდა მომზადებულიყო ამ მისაღწევი შედეგისა და სტანდარტების გათვალისწინებით, რაც უმრავლეს შემთხვევაში არ იქნა დაცული და ორი სახის პრობლემად ჩამოყალიბდა:

1. შემსრულებელი საპროექტო ორგანიზაციის მიერ არ იქნა დაცული ან ხარვეზით და არასრულყოფილად იქნა შესრულებული სამუშაო. მგფ-ის მიერ აღნიშნული კატეგორიის სამუშაოს, როგორც უნაკლო სამუშაოს მიღება-ჩაბარებამ შემდგომში აუცილებელი გახადა ხშირი ცვლილებების განხორციელება. ამის შედეგად კი მივიღეთ, რომ აბსოლუტურად ყველა კონტრაქტში საჭირო გახდა ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რამაც იმოქმედა როგორც სამუშაოს შესრულების ხარისხზე, ასევე შესრულების ვადებზეც და დიდი ზიანი მიაყენა შესყიდვების კანონზომიერებას ფისკალური თვალსაზრისით. აქვე ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მგფ-ის მიერ, არცერთი ასეთი საპროექტო კომპანიის მიმართ, არ მომხდარა ხარვეზით ან არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოს გამო შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება და მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ვალდებულების დაკისრება.

2. მეორე პრობლემად გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მეტ-ნაკლებად შესაბამისი ხარვეზების გათვალისწინების შემდეგ შეესაბამებოდა ტექნიკური დავალებისა და მომსახურების აღწერილობისსაერთო წესებს, ნორმებს და სტანდარტებს. თუმცა, შემდგომში ბენეფიციართა დაჟინებული მოთხოვნის და შემსყიდველის სუსტი და არამტკიცე პოზიციის შედეგად, მთლიანად დაირღვა ერთიანი მიდგომა და პრინციპები, რაც პირველ რიგში ბენეფიციართა სხვა წრის ინტერესებს აზიანებს და ასევე რიგ დაუსაბუთებელ ფინანსურ დანახარჯებს იწვევს.

მაგალითი 1. სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/25-2009 (.მცხეთაში, მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხრანში, საგურამოში და წეროვანში დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია). პირველად 2009 წლის 1 ივნისს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 148%25-ით, 236 131 ლარიდან გაიზარდა 351 475 ლარით და შეადგინა 587 607 ლარი. გაზრდის საფუძვლად, საპროექტო ორგანიზაცია შპს „არქსერვისის“, მგფ-ის, მიმწოდებელი შპს „პასატისა“ და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების მიერ მითითებულია სამშენებლო სამუშაოების დაზუსტების შედეგად მოცულობების გაზრდა. მეორედ, 2009 წლის 10 აგვისტოს (როდესაც კონტრაქტით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 10 ივნისს) გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 37,4%25-ით. შესაბამისად, სამუშაოების ღირებულება გაიზარდა დამატებით 220 236 ლარით და შეადგინა 807 843 ლარი. 2009 წლის 02 ოქტომბერს მესამედ შედის ცვლილება ხელშეკრულებაში, ღირებულება იზრდება 123 013 ლარით და შეადგენს 930 856 ლარს. ჯამში, სატენდერო ღირებულება თავდაპირველი 236 131 ლარიდან იზრდება დამატებით 694 725 ლარით, რითაც 294%25-ით იზრდება სატენდერო ღირებულება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცვლილებით დამატებით გათვალისწინებულ იქნა ისეთი სამუშაოები, როგორიცაა სველ წერტილებში შეკიდული ჭერის მოწყობა, სამზარეულოს კედლების კაფელით მოპირკეთება, აივნების იატაკების მეტლახით მოპირკეთება და ა.შ. შესაბამისად, აბსოლუტურად უგულებელყოფილ იქნა ის ერთიანი სტანდარტი და ნორმები, რომლის მიხედვითაც ხორციელდებოდა სხვა დანარჩენი სახელმწიფო შესყიდვები.

1.7. პრობლემა - სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება

იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ მაინც აქვს ადგილი სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტების სატენდერო წინადადების არასწორად განხილვასა და კანონშეუსაბამო დისკვალიფიკაციას. კერძოდ, კომისია არ იყენებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ სატენდერო წინადადებების უზუსტობების აღმოფხვრის მექანიზმს, რაც მეტად უზრუნველყოფდა ხარჯების რაციონალურ ხარჯვას.

მაგალითი 1. ტენდერი ნომერი SB/IDP/CW/31-2009-ზე (ქობულეთში ყოფილი სასაზღვრო საგუშაგოს, ყოფილ სანეპიდსადგურის და ბათუმში ყოფილი ტექნიკური სკოლის შენობებში დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია). ყველაზე საუკეთესო ფასის წარმომდგენი, პრეტენდენტი შპსსერვისიდისკვალიფიცირებულ იქნა იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი მასალებით არ გააჩნდა 9 მილიონი ლარის სამუშაო გამოცდილება. ხოლო სატენდერო წინადადებით და თანდართული დოკუმენტაციით დგინდება, რომ შპსსერვისისმიერ 2006-2007-2008 წლებში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ჯამი შეადგენს დაახლოებით 21 მილიონ ლარს. შესაბამისად, სრულიად წარმოუდგენელია და კანონსაწინააღმდეგოა იმ კომპანიის დისკვალიფიკაცია, რომელმაც, ამავე დროს, 33 000 ლარით უკეთესი წინადადება წარმოადგინა გამარჯვებულ კომპანიასთან შედარებით. რაც შეეხება აღნიშნულის დადასტურებას მოგების გადასახადის დეკლარაციით, საგულისხმოა, რომ 2006-2007 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციის შესაბამისად შპსსერვისისსამუშაო გამოცდილებაა 2877920+6251385=9129305. ანუ, მხოლოდ ორი წლის მონაცემს თუ ავიღებთ, სრულიად აკმაყოფილებს 9 მილიონიან სამუშაო გამოცდილებას (საკვალიფიკაციო გამოცდილებას). რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ არ იქნა წარმოდგენილი შპსსერვისისმიერ 2008 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციები, უნდა აღინიშნოს, რომ სატენდერო პაკეტები გაიხსნა 2009 წლის 23 მარტს, ხოლო 2008 წლის დეკლარაციის წარდგენის ვადა არის 2009 წლის 30 მარტამდე. შესაბამისად, სრულიად კანონზმიერია, რომ კომპანიას ობიექტური მიზეზების გამო ჯერ არ გააჩნდა მოგების გადასახადის დეკლარაცია.

ამის საწინააღმდეგოდ, კონკურენტ პრეტენდენტს შპსვიპ-დიზაინსწარმოდგენილი აქვს სამშენებლო სამუშაოების შესახებ მხოლოდ 2008 წლის ინფორმაცია და შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 3 440 000 ლარს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტის და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, არც ერთი საკვალიფიკაციო მოთხოვნა შემდგომ დაზუსტებას არ დაექვემდებარა. შესაბამისად, დაუშვებელი იყო კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც პრეტენდენტს მიეცა საშუალება გარკვეულ ვადაში დაეზუსტებინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა და წარმოედგინა 2008 წლის საგადასახადო მოგების დეკლარაცია. თუმცა, კომისია არც ამ შემთხვევაში ამახვილებს ყურადღებას შესაბამისი ინფორმაციის არ არსებობის თაობაზე. დამატებით შპს ვიპ-დიზაინისმიერ წარმოდგენილი დეკლარაციით დგინდება, რომ პრეტენდენტს გააჩნია შემდეგი ბრუნვა: 2006 - 1 666 889 ლარი; 2007 - 2 014 474 ლარი; 2008 - 3 872 720 ლარი. ანუ, ჯამში, მოგების დეკლარაციების შესაბამისად, კომპანიას გააჩნია 7 554 083 ლარის სამუშაო გამოცდილება, რითაც ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნას (9 მილიონი ლარი). შესაბამისად, კომპანიას უნდა მიეღო დისკვალიფიკაცია, მითუმეტეს, რომ ასევე კანონდარღვევით მიეცა საშუალება, დამატებით წარმოედგინა დოკუმენტაცია!

1.8. პრობლემა - ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში

განსაკუთრებულად უნდა გაესვას ხაზი შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში განხორციელებულ ხშირ ცვლილებებს, ღირებულების შეუსაბამოდ ზრდას, მოცულობების ცვლას, სამუშაოს სახეობებისა და ობიექტების ცვლილებებს. უმეტეს შემთხვევაში უგულებელყოფილიასახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის 21- მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები:

1.8.1. ხშირად ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში შედის ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე. შესაბამისად, შესყიდვის მასალებში იშვიათად თუ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. უმრავლეს შემთხვევაში, სახეზეა ერთსა და იმავე სამშენებლო ობიექტზე, ერთი და იგივე სამუშაო სახეობაში ჯერ სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოცულობის შეუსაბამოდ ზრდა და, შემდგომში, ასევე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შემცირება.

მაგალითი 1. ტენდერი ნომერი SB/IDP/CW/18-2009 (ფოთში, დანელიას ქ. №4-ში, „ემუს“ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ბაღში და მალთაყვას ტურბაზის №1,2,3 კორპუსებში და კემპინგში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია). ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების დასრულებამდე კონტრაქტში 4-ჯერ შედის ცვლილება. სამუშაოს ღირებულება იზრდება დაახლოებით 70%25-ით, ანუ სახელშეკრულებო ღირებულება 881 199 ლარიდან იზრდება 1 206 322 ლარამდე!

დაუსაბუთებელ ცვლილებებს ადასტურებს შემდეგიც: ქალაქ ფოთში, დანელიას ქუჩა №4-ში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, სამუშაოს სახეობის - იატაკზე ლამინირებული პარკეტის დაგება - მოცულობა სატენდერო დოკუმენტაციით განისაზღვრა 2124 კვ.მ-ით. შემდგომში, 2009 წლის 14 აგვისტოს ცვლილების/დამატების შედეგად აღნიშნული მოცულობა გაიზარდა 200 კვ.მ-ით და შეადგინა 2324 კვ.მ. გაზრდილ მონაცემს ასევე ადასტურებს მგფ-ის მიერ დამატებით, ბოლოს მოწოდებული გაურკვეველი წარმოშობისა და თარიღის დეფექტური აქტი, რომელსაც ხელს აწერს შპს „არქიტექტურის ოფისის“ მთავარი ინჟინერი.

შემდგომში, 2009 წლის 1 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით კი, აღნიშნულ შენობაში ზუსტად იგივე სამუშაო სახეობაში სამუშაოს მოცულობა მცირდება 360,2 კვ.მ-ით და შეადგენს 1963,8 კვ.მ-ს. ანუ, ფაქტობრივად, აღნიშნულ შენობაში შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა სატენდერო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულზე მცირე იყო. შესაბამისად, გაზრდა და გაზრდის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (გაურკვეველი დეფექტური აქტები) სრულიად უსაფუძვლო გახლდათ. ამ მცირე მაგალითიდან და მოწოდებული დოკუმენტებიდანაც კი ნათლად ჩანს, რომ უმეტესწილად ცვლილებები არ იყო დასაბუთებული.

მაგალითი 2. იდენტური პრობლემებით ხასიათდება ასევე ტენდერი ნომერი SB/IDP/CW/19-2009 სახელმწიფო შესყიდვა, სადაც სამუშაოების მოცულობების გაზრდის საფუძვლით ხდებოდა ხელშეკრულების ღირებულების კორექტირება/გაზრდა და შემდგომში ისევ მცირდებოდა მოცულობები. შესაბამისად, არანაირი კანონზომიერება და, თუნდაც, ლოგიკური საფუძველი რიგ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში განხორციელებულ ცვლილებებს არ გააჩნია.

1.8.2. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდის მიზნით, დამატებით წარმოშობილი სამუშაოს მოცულობების განფასება ხდება მეტი ღირებულებით, ვიდრე წარმოდგენილი იყო სატენდერო წინადადებით. მუნიციპალური განვითარების ფონდი ხელშეკრულების გაზრდის საფუძვლად მიუთითებდა საპროექტო ორგანიზაციის, შემსყიდველის და, რიგ შემთხვევებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ დადასტურებულ გაზრდილ სამუშაოს მოცულობებს. აქვე ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ გაზრდილი მოცულობების განფასება ხდებოდა თვით ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილში, ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული ერთეულის ღირებულების შესაბამისად. თუმცა, მიუხედავად შემსყიდველის აღნიშნული პოზიციისა, არის შემთხვევები, როდესაც გაზრდილი მოცულობების განფასება ხდებოდა ასევე გაზრდილი ღირებულებით.

მაგალითი 1. სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/32-2009 (ქუთაისში, კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში №6,7,9,10,11,12,14 სახლებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია). 2009 წლის 12 აგვისტოს დამატებით წარმოშობილი საჭიროების საფუძვლით, რომელიც დადასტურდა საპროექტო ორგანიზაციის მიერ და მგფ-ის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საკონტრაქტო ღირებულება 1 393 692 ლარიდან იზრდება 911 428 ლარით და შეადგინა 2 305 121 ლარი. აღნიშნული ცვლილების საჭიროებას ადასტურებს ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელიც. შესაბამისად, გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის თაობაზე, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 65%25-ით (911428/1393692*100=65%25). ცვლილების და ღირებულების გაზრდის საფუძველი არის ისეთი სამუშაოები, რომელთა უდიდესი ნაწილი დაფარულ სამუშაოთა სახეობას წარმოადგენს. (მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს სახეობა „კედლიდან ნალესის ჩამოყრა“ სატენდერო დოკუმენტაციაში ხარჯთაღრიცხვით განფასებული იყო 1კვ.მ - 0,10 ლარი, ხოლო ცვლილების შედეგად გაზრდილ მოცულობაზე განფასებული იყო 1კვ.მ - 0,35 ლარით).

1.8.3. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა უზრუნველყოფილია ისეთი სამუშაოების დამატებით და შესაბამისი განფასებებით, როგორიცაა ძველი, არსებული კარების, ფანჯრების, იატაკის და მსგავსი სახეობის სამუშაოების დემონტაჟით. დემონტაჟის სამუშაოების ცალკე სახეობად გამოყოფა და შესაბამისი ფინანსური რესურსის დამატებით განკარგვა არამიზანშეწონილია. აღსანიშნავია, რომ დემონტაჟის სამუშაოები არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ცვლილების საფუძველს. კერძოდ, “ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა“. პრაქტიკაში დემონტაჟის სამუშაოები, შესაძლებელია, ცალკე სახეობად იქნას გამოყოფილი და შესაბამისი განფასებაც გააჩნდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დემონტაჟის სამუშაოების ღირებულება გათვალისწინებულია შესაბამისი სახეობის მონტაჟის სამუშაოების ღირებულებაში. მიგვაჩნია, რომ მოგვიანებით ხელშეკრულების ღირებულების გაზრდის საფუძვლად დემონტაჟის სამუშაოების მითითება ხელოვნურია და არ შეიძლება ის ობიექტურ საფუძვლად ჩაითვალო

მაგალითი 1. სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/17-2009 (ქ. გორში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სისხლის გადასხმის სადგურში და ცხინვალის გზატკეცილზე არსებული გორის უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია) გაზრდილი ღირებულების ხარჯთაღრიცხვაში წარმოდგენილია მთელი რიგი ისეთი ახალი სახეობები სამუშაოებისა, რომელიც არსებითად არ არის დაკავშირებული სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულების ცვლილების საფუძვლებთან. ხარჯთაღრიცხვის მე-6 პუნქტში სამუშაოს სახეობა - „ხის იატაკის მოხსნა“ საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, ხოლო ცვლილებით აღნიშნული სახეობის სამუშაოსათვის გათვალისწინებულია 11 081 ლარი, რაც ყოვლად წარმოუდგენელია და კონტრაქტის ღირებულების დაუსაბუთებლად/ხელოვნურად გაზრდას წარმოადგენს.

1.8.4. ხელშეკრულებებში შემდგომში განხორციელებული სამუშაოების ღირებულების მაღალი მოცულობის ზრდა

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. მგფ-ის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში მოგვიანებით თითქმის ყველაში განხორციელდა დამატებებისა თუ ცვლილებების შეტანა და რიგი კონტრაქტების ღირებულება არათანაზომიერად გაიზარდა.

მაგალითი 1. სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/15-2009 (ლოტი 2. დაბა სურამში სანატორიუმ ნაკადულის3 სამსართულიან კორპუსში, სანატორიუმ მზიურის კორპუსში, სანატორიუმ ნაკადულში და ბავშვთა საძილე კორპუსში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია). ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 08 აპრილს ღირებულებით 682832 ლარზე. შემდგომში, 2009 წლის 24 ივნისს გაფორმდა ზემოაღნიშნული კონტრაქტის დამატება, სადაც ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 474 595 ლარით და შეადგინა 208 236 ლარი. მნიშვნელოვანია, რომ შეტანილი ცვლილებებით შესყიდვიდან ამოღებული იქნა რიგი სამუშაოთა სახეობა და დარჩენილი სამუშაოთა სახეობების ღირებულებები გაიზარდა. კერძოდ:

  1. დაბა სურამში სანატორიუმ „ნაკადულის“ ბავშვთა საძინებელი კორპუსის სარემონტო სამუშაოები - 91 705 ლარი (ნაცვლად 64 576 ლარისა);

  2. სანატორიუმ „მზიურის“ „დ“ კორპუსის სარემონტო სამუშაოები - 0 ლარი (ნაცვლად 155 320 ლარისა);

  3. სანატორიუმ „ნაკადულის“ სამსართულიანი №3 კორპუსის შეკეთება - 84 766 ლარი (ნაცვლად 78 583 ლარისა);

  4. სანატორიუმ „სურამის“ ყოფილი შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები - 0 ლარი (ნაცვლად 461 717 ლარისა).

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სახეობის შემცირებით ხელშეკრულება გაიზარდა დაახლოებით 65 077 ლარით. რეალურად, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 143 159 ლარით (64576+78583=143159). შესაბამისად, გაზრდას თუ შევადარებთ რეალურ სატენდერო ფასთან, სამუშაოების სახეობების მიხედვით დაახლოებით 45%25-ით გაიზარდა სამუშაოთა ღირებულება (65077/143159*100=45%25).

შემდგომში, 2009 წლის 21 სექტემბერს მეორეჯერ გაფორმდა ზემოაღნიშნული კონტრაქტის დამატება, სადაც ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 208 236 ლარიდან 6 5087 ლარით და 273 324 ლარი შეადგინა. შესაბამისად, კონტრაქტის სატენდერო ღირებულება საბოლოოდ გაიზარდა 91%25-ით. (130164/143159*100=91%25)

მაგალითი 2. არის ასევე შემთხვევები, როდესაც პრეტენდენტი წარმოადგენს ძალიან დაბალი ფასს, მოიპოვებს უპირატესობას და სამუშაოების მიმდინარეობისას ხორციელდება მის მიერ შემოთავაზებული ღირებულების შეუსაბამოდ გაზრდა. მაგალითად, SB/IDP/CW/30-2009-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ბლოკ-ჯორჯია“ სახელშეკრულებო ღირებულებით 1 117 246 ლარი. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 3 507 428 ლარს. მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებული წინადადება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 30%25-ს შეადგენს, ანუ 70%25-ით დაბალი ფასი შემოგვთავაზა პრეტენდენტმა, ვიდრე იყო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ პრეტენდენტმა 70%25-ით შეამცირა სამუშაოს მიახლოებითი ღირებულება უპირატესობის მოპოვების მიზნით და შემდგომ მის მიერ მოთხოვნილი იქნა სატენდერო წინადადების 44%25-ით გაზრდა.

1.9. პრობლემა - სამუშაოს დასრულების დაგეგმილი ვადების არასრულყოფილი ადმინისტრირება და დაცვა

მაგალითი 1. SB/IDP/CW/25-2009-ზე (. მცხეთაში და მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანში, საგურამოში და წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია: მცხეთაში ყოფილი ტურბაზის 1,2 კორპუსები, სოფ. მუხრანში მდებარე ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლი, სოფ. საგურამოში მდებარე ხუთ სართულიანი სახლი, სოფ. წეროვანში მდებარე ორ სართულიანი სახლი) გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „პასატი“ სახელშეკრულებო ღირებულებით - 271 635 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 8 აპრილს. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2009 წლის 10 ივნისს. დაირღვა ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოების 10 ივნისამდე დასრულების ვადა. შემსყიდველის მიერ 2009 წლის 10 აგვისტოს ცვლილებით, საპატიოდ იქნა ჩათვლილი ვადის დარღვევა კონტრაქტორის მიერ და დადგინდა ახალი ვადა - 2009 წლის 15 ოქტომბრამდე.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, მოგვიანებით გამოიკვეთა საინტერესო გარემოება. კერძოდ, 2009 წლის 02 ოქტომბერს შედის ცვლილება და სამუშაოს ვადები გადაიწევს 1 და 2 პოზიციაზე 2009 წლის 5 ნოემბრამდე, ხოლო 3 და 4 პოზიციაზე 2009 წლის 15 ოქტომბრამდე. 2009 წლის 24 ნოემბერს მხარეთა შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც „სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 12 ნოემბერს, ხოლო კონტრაქტით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2009 წლის 5 ნოემბერს. შესაბამისად, კომპანია დაჯარიმდა 9300 ლარით.“ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სანქციის გამოყენება ძალიან სიმბოლურია. იმ გარემოებათა გამო, რომ სამუშაოების დასრულების ვადა იყო არა 5 ნოემბერი, არამედ 3 და 4 პოზიციაზე 2009 წლის 15 ოქტომბერი, შესაბამისად 3 და 4 პოზიციაზე ჯარიმები უნდა დათვლილიყო არა 5 ნოემბრიდან, არამედ 15 ოქტომბრიდან.

მაგალითი 2. სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/16-2009 (გარდაბნის რაიონის დასახლებაში დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია). სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა შპს „დაგთან“. კონტრაქტი გაფორმდა 2009 წლის 16 მარტს. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 23 აგვისტო. 2009 წლის 17 ივნისს გაფორმდა ზემოაღნიშნული კონტრაქტის დამატება, რომლის მიხედვით სამუშაოების შესრულება გადავადდა 2009 წლის 23 აგვისტოდან 2009 წლის 23 სექტემბრამდე. 2009 წლის 17 ივნისის დამატების შედეგად, მე-13 კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების და გარე წყალსადენ-კანალიზაციის სამუშაოების დასრულების ვადად დადგინდა 2009 წლის 8 ნოემბერი, ხოლო სხვა დანარჩენი სამუშაოების დასრულების ვადა - 2009 წლის 23 სექტემბერი - დარჩა უცვლელი. შემდგომში, 2009 წლის 03 ნოემბერს მესამედ შედის ცვლილება და სამუშაოთა დასრულების ვადა გადაიწევს 2009 წლის 25 დეკემბრამდე. მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დროისათვის, გარკვეულ სამუშაოთა სახეობებზე სამუშაოთა დაგეგმილი ვადა (2009 წლის 23 სექტემბერი) გასული იყო და კომპანია ექვემდებარებოდა დაჯარიმებას.

სახელმწიფო შესყიდვის მასალების შესწავლისას, ასევე დადგინდა, რომ ყველა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება შეიცავდა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების შემდეგ წესს/მეთოდს: მიმწოდებელი, სამუშაოების შერულების შემთხვევაში, ვალდებული იყო წერილობით ეცნობებინა ამის შესახებ შემსყიდველისათვის, რომელიც 2 კვირის ვადაში მოახდენდა სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარებას. აღნიშნული პროცედურების სრული დაცვით მხოლოდ რამოდენიმე შესყიდვა განხორციელდა. სხვა შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება მიმწოდებლების მიერ შემსყიდველისადმი წარდგენილი ოფიციალური კორესპონდენციები სამუშაოს დასრულების შესახებ.

დასკვნა: წარმოდგენილი ორი მაგალითის საფუძველზე ნათელია, რომ შემსყიდველის მიერ არ ხდებოდა სამუშაოს შესრულების დაგეგმილი ვადების სრულყოფილი დაცვა და ხელშეკრულებაში ხშირი ცვლილებების შეტანის, ვადების გაზრდის პირობებში, იშვიათ შემთხვევებში დაჯარიმდა მიმწოდებელი დადგენილი ვადების დარღვევის გამო.

2. სტატისტიკა მონაწილე კომპანიების, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ფინანსური მოცულობისა და შესყიდვების რაოდენობის შესახებ

მნიშვნელოვანია, რომ:

  • 105 663 235 ლარის ფინანსური ასიგნების განკარგვა და ადმინისტრირება განახორციელა შემსყიდველმა - მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის მიზნით, 2009 წლის განმავლობაში;

  • 85 პოზიციაზე განხორციელდა გამოყოფილი ფინანსური ასიგნებით სახელმწიფო შესყიდვა;

  • 67 465 640 ლარით განისაზღვრა ტენდერების ჩატარების შედეგად გამოვლენილი საუკეთესო სატენდერო წინადადებების და, შესაბამისად, ხელშეკრულებების საერთო ღირებულება;

  • 18 000 000 ლარით გაიზარდა ჯამში ხელშეკრულებების ღირებულებები სამუშაოების სრულ დასრულებამდე;

სახელმწიფო შესყიდვის დროს განკარგული ფინანსური რესურსების პროცენტული თანაფარდობები

  • 85 500 000 ლარამდე გაიზარდა სახელმწიფო შესყიდვის საერთო ღირებულება;

  • 101 სამშენებლო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანია მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვაში;

  • 26 კომპანიამ მიიღო სახელმწიფო დაკვეთა და განახორციელა მიწოდება;

  • 37 400 000 ლარის სახელმწიფო შეკვეთა და 34 პოზიციაზე მოიპოვა უპირატესობა ორმა კომპანიამ: შპს „ბლოკ ჯორჯიამ“ და შპს „ნიუ-ენერჯიმ“;

  • 294%25-ით გაიზარდა ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/25-2009 ლოტზე, მიმწოდებელი შპს „პასატი“.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 85 სახელმწიფო შესყიდვის პოზიციაზე თითქმის ნახევარ - 34 პოზიციაზე უპირატესობა მოიპოვა ორმა კომპანიამ. ასევე, ამ კომპანიებსა და მათ მიერ ათვისებულ ფინანსურ მოცულობაზე (37 400 000 ლარზე) მოდის განკარგული სახელმწიფო ფინანსური ასიგნების თითქმის ნახევარი.

0x01 graphic

3. სახელმწიფო შესყიდვის დაგეგმვის - სავარაუდო შესყიდვის ღირებულების, სატენდერო წინადადებით მოთხოვნილი დაფინანსების მოცულობის, ზრდის ოდენობის და გაზრდილი სახელშეკრულებო ღირებულების ურთიერთთანაფარდობა

სახელმწიფო შესყიდვების გზით ადმინისტრირებული ფინანსური რესურსის ანალიზისას დგინდება ზოგადი კანონზომიერება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მიერ ზემოთ წარმოდგენილ და დასაბუთებულ შესყიდვებში არსებულ პრობლემებს. თუ ჩვენ დავაკვირდებით სატენდერო წინადადების ღირებულებების ჯამის თანაფარდობას შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან, შევნიშნავთ, რომ დაახლოებით შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 64%25 იქნა მოთხოვნილი პრეტენდენტების მიერ დადგენილი სამუშაოს შესრულებისათვის. აღნიშნული თანაფარდობა ძალიან დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებმა, უპირატესობის მოპოვების მიზნით, შესაძლებელია არარეალური განფასებაც კი წარადგინეს. არასწორი მიმართულებით ტენდერის განვითარების საფუძველი არასრულყოფილი სახელმწიფო შესყიდვა იყო. კერძოდ:

  • პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა, შეფასება და მათი ურთიერთკონკურენციის დადგენა ხდებოდა მხოლოდ ერთი პრიორიტეტულობის კოეფიციენტით - ფასით. შესაბამისად, პრეტენდენტები მოტივირებული იყვნენ, არარეალურად დაბალი ფასები წარედგინათ უპირატესობის მიღების მიზნით.

  • პრეტენდენტებთან არსებული სხვა შესაძლებლობები და რესურსები, რომლის მიხედვით შესაძლებელი იყო კომპანიების ურთიერთკონკურენცია და უპირატესის გამოვლენა, გადატანილი იქნა საკვალიფიკაციო მოთხოვნებად. შესაბამისად, რესურსები, რომლებიც შესაძლებელი იყო, შეფასებულიყო პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და ამით ფისკალურად უკეთესი წინადადებები შერჩეულიყო, ამის მაგივრად ამ რესურსების მიხედვით დადგინდა მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ხოლო კომპანიების შეჯიბრება ამ კუთხით არ მომხდარა. უფრო მეტიც, გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებად და დაბრკოლებად იქცა.

შემდგომში ყველა კონტრაქტში ხდებოდა დაახლოებით 2-დან 4-მდე ცვლილების შეტანა. ამის გამო იზრდებოდა ხელშეკრულების ღირებულება, რის საფუძვლადაც მხარეებს მითითებული აქვთ დამატებით წარმოშობილი მოცულობები. ფინანსური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ჯამში სატენდერო წინადადებით დადგენილი ღირებულება დაახლოებით 27%25-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდის მოცულობის მაღალი მაჩვენებელი ფისკალურად გაუმართლებელია და ნათლად მეტყველებს სახელმწიფო შესყიდვის ორ უარყოფით ასპექტზე:

  1. ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო შესყიდვა უხარისხოდ და ზერელედ იქნა შესრულებული. ასევე, ხარვეზებით და არასრულყოფილად მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შესაბამისად, შემსყიდველს უკვე აღარ გააჩნდა ჭეშმარიტი ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოების ფინანსური მოცულობის შესახებ.

  2. შემდგომში მაღალი მოცულობით ხელშეკრულებების ღირებულებების გაზრდამ თითქმის სრულიად გამორიცხა და უგულებელყო ფისკალური თვალსაზრისით ტენდერის შეჯიბრითობის შინაარსი და პრინციპები.

0x01 graphic

4.2 2. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი 42 000 000 ლარის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილებისათვის 1 263 ობიექტი ააშენა. მათ შორის, კასპის რაიონში - 89, ქარელის რაიონში - 158, ხოლო გორის რაიონში - 1 016.

0x01 graphic

აღნიშნული მიზნით, სულ დაიდო 16 ხელშეკრულება. 14 ხელშეკრულება დადებულია 16 სექტემბერს, ხოლო 2 - 22 სექტემბერს.

13 ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების თარიღად განსაზღვრულია 2008 წლის 17 ნოემბერი, ხოლო 3 ხელშეკრულებით - 20 ნოემბერი

ხელშეკრულების ფასი გაიზარდა 16-დან 14 შემთხვევაში. სამუშაოს დასრულების დრო ცვლილებას დაექვემდებარა 16-დან 13 შემთხვევაში.

ჯამში, ხელშეკრულებებში შესული ცვლილებების შედეგად, მშენებლობების თავდაპირველი ღირებულება გაიზარდა 1 194 691. 46 ლარით.

კონტრაქტორი

ხელშეკრულების
თავდაპირველი ფასი

რამდენით
გაიზარდა

საბოლოო
ღირებულება

11

გონი

787 725. 60

10 067. 7

797 793. 30

2

ინჟმშენი

1 522 936. 16

11 511. 35

1 534 447. 51

3

თბილმრეწვმშენი-3

708 953. 04

13 798. 69

722 751. 73

4

ინტერმშენი ა პ

1 024 043. 28

18 186. 87

1 042 230. 15

5

იმერეთი 2000

787 725. 60

22 129. 57

809 855. 17

6

ერ-თი-ჯი

787 725. 60

25 586. 19

813 311. 79

7

ნოლა

2 258 146. 72

27 898. 4

2 286 045. 12

8

მშენებელი 80

787 725. 60

34 207. 65

821 933. 25

9

ოდა

787 725. 60

36 753. 73

824 479. 33

10

სამშენებლო ტრესტი №3

2 625 752

46 633

2 672 385

11

აქსისი

2 625 752

81 072. 25

2 706 824. 25

12

აკსმშენი

4 253 718. 24

277 886. 7

4 531 604. 94

13

პლანეტა

4 148 688. 16

285 095. 53

4 433 783. 69

14

ბლოკ-ჯორჯია

4 201 203. 20

303 863. 83

4 505 067. 03

15

სულ:

27 307 820. 80

1 194 691. 46

28 502 512. 26

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების ფორმის გამოყენების გზით ათვისებულ იქნა 41 630 652,07 ლარი. მოცემული თანხა განხორციელებულ სამუშაოებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • დევნილთა საცხოვრებლების მშენებლობა - 34 407 795,6 ლარი;

  • წყალმომარაგება - 6 027 440,7 ლარი;

  • გზები - 1 195 415,77 ლარი.

0x01 graphic

დევნილთა დასახლებების გზებითა და წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნებისათვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სულ 27 ხელშეკრულება დადო და ჯამში 7 229 829,62 ლარი განკარგა. 27-დან 12 ხელშეკრულებში ცვლილების შედეგად გაიზარდა ხელშეკრულების ფასი, ხოლო 4 ხელშეკრულებასთან მიმართებით - შემცირდა. 8 ხელშეკრულებაში სამუშაოების დასრულების ვადებმა გადაიწია დროში უფრო გვიან.

ფასების კორექტირება. შესაძლებელია თუ არა ფასების ცვლილება სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებში?

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მიზნით, სამშენებლო კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტების ზოგადი პირობების1 47-ე პარაგრაფის I წინადადების თანახმად, „ფასები კორექტირებული იქნება დანახარჯების ღირებულების მერყეობის შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კონტრაქტის განსაკუთრებულ პირობებში.“ ამის შემდეგ მოცემულია ფორმულა, რომელიც გამოიყენება ფასის კორექტირების კოეფიციენტის გამოსათვლელად.

კონტრაქტის განსაკუთრებული პირობების 47.1. პუნქტის მიხედვით კი, „კონტრაქტის ზოგადი პირობების 47-ე პარაგრაფის თანახმად, კონტრაქტი არ წარმოადგენს ფასის კორექტირების საგანს.“ როგორც ვხედავთ, კონტრაქტის ზოგად პირობებში შემუშავებული ფორმულა მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენება, ვინაიდან კონტრაქტი საერთოდ არ ექვემდებარება ფასთა კორექტირებას. მაშინ რითი არის გამართლებული მგფ-ის მიერ სამშენებლო კომპანიებთან გაფორმებული 27 ხელშეკრულებიდან 16 მათგანში ცვლილებების შეტანა ფასთან დაკავშირებით?

2006 წლის 3 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების“ 26-ე მუხლი აწესრიგებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის საკითხებს. მოცემული მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით: „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ ხელშეკრულების პირობების გაუარესებად ასევე შესაძლებელია ჩაითვალოს სამუშაოების დასრულებისათვის დადგენილი ვადების გადაწევა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი შეეხება ხელშეკრულების მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი. ამასთან, მოცემული მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია, რომ გარემოებები, რომელიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად იცვლებოდეს. ეს კი განაპირობებს მხარეთა რაციონალურ მოლოდინს იმის თაობაზე, რომ ისინი არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ. ასეთი ტიპის შეცვლილ გარემოებად უნდა განვიხილოთ ის შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულების დადების შემდეგ დამკვეთმა (მგფ-მ) არსებითად გადასინჯა მის მიერ კონტრაქტორისათვის წარდგენილი პროექტი, შეიტანა ცვლილებები ხელშეკრულების საფუძვლად გამოყოფილ ხარჯთაღრიცხვებში და თვისობრივად განსხვავებული სახლების აშენება მოითხოვა. თუმცა, ასეთ საპატიო შემთხვევებად ვერ დავაკვალიფიცირებთ გარემოებებს, როდესაც სხვა მიზეზით ხდებოდა მოცემული ხელშეკრულების შეცვლა.

დროის კონტროლი

სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის ძალით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც. მათ შორისაა პირგასამტეხლო. მოთხოვნის უზრუნველყოფის აღნიშნული საშუალება წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

თუკი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში, კრედიტორს შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც.

მგფ-ს მიერ დადებული ხელშეკრულებების განსაკუთრებული პირობების 49.1 პუნქტი სპეციალურად შეეხება სამუშაოთა დასრულების ვადის გადაცილების შემთხვევებს და ადგენს: „საჯარიმო თანხა სამუშაოთა ვადის გადაცილებისათვის არის ერთი ერთეულის ფასის 0.1 პროცენტი დღეზე. მაქსიმალური საჯარიმო თანხა სამუშაოთა დასრულების ვადის გადაცილებისათვის არის კონტრაქტის საბოლოო ფასის 10 პროცენტი.“

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.“ შესაბამისად, მუნიციპალური განვითარების ფონდი ვალდებული იყო, ვადის გადაცილების შემთხვევებში კონტრაქტორები დაეჯარიმებინა და მათთვის გადასახდელი თანხის ოდენობიდან ჯარიმის თანხა გამოექვითა. ამის ნაცვლად, მგფ თანხმდებოდა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე და კონტრაქტორებს უგრძელებდა სამუშაოების შესრულებისათვის დადგენილ ვადას. აღნიშნული შეფასებულია საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის ანგარიშშიც: „დამკვეთების მიერ არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება დამრღვევების მიმართ და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტი კარგავდა მნიშვნელოვანი ოდენობის თანხებს.”2

წინასწარი ანგარიშსწორება და გარანტირების მექანიზმის არარსებობა

მგფ-ს მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებათა განსაკუთრებული პირობების 51.1. პარაგრაფი ითვალისწინებს წინასწარ ანგარიშსწორებას: „წინასწარი (საავანსო) გადახდა იქნება: კონტრაქტის ფასის 50 პროცენტი და გადაეხდება კონტრაქტორს კონტრაქტის ხელმოწერიდან არა უგვიანეს 1 კვირის განმავლობაში.“ ამავე ხელშეკრულების 43.1. პარაგრაფით გადახდის გრაფიკი შემდეგნაირად განისაზღვრა:

„1. ავანსი: კონტრაქტის ღირებულების 50%25
2. 1 თვის შემდეგ - კონტრაქტის ღირებულების 25%25
3. 2 თვის შემდეგ, კონტრაქტის დასრულების შემდეგ - კონტრაქტის ღირებულების 25%25“.

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების“ 26-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად: „წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია იმ ფორმითა და მოქმედების ვადით, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული.“ აღსანიშნავია, რომ მგფ-ის მიერ შემუშავებული ხელშეკრულებების განსაკუთრებული პირობების 52.1. პარაგრაფის მიხედვით, კონტრაქტის შესრულების გარანტია არ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ მოცემული ფორმით სტრუქტურირებული ხელშეკრულებები ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დებულებას. თავისთავად, დიდი რისკია წ ნასწარი ანგარიშსწორების გათვალისწინება გარანტირების მექანიზმის გარეშე. სწორედ ამ რისკის დაზღვევას ემსახურება დებულებაში არსებული სპეციალური ნორმაც. მისი სავალდებულო ხასიათის მიუხედავად, ხელშეკრულებაში ის გამოყენებული არ ყოფილა.

კონტრაქტორი

საბოლოო
ღირებულება
(ლარებში)

საავანსო
გადახდის
თარიღი,
ოდენობა
(ლარებში)

შუალედური
გადახდის
თარიღი,
ოდენობა
(ლარებში)

საბოლოო
გადახდ(ებ)ის
თარიღი,
ოდენობა
(ლარებში)

1

გონი

797 793. 30

17.09.08 წ;
393 862. 80

17.10.08წ; 196 931. 40

28.11.08 წ;
206 999.10

2

ინჟმშენი

1 534 447. 51

17.09.08 წ;
761 468. 08

17.10.08 წ.
380 734. 04

08.12.08 წ.
392 245.38

3

თბილმრეწ
მშენი-3

722 751. 73

17.09.08 წ;
354 476. 52

17.10.08 წ.
177 238. 26

28.11.08 წ.
191 036. 95

4

ინტერმშენი
A&P

1 042 230. 15

17.09.08 წ;
512 021. 64

17.10.08 წ.
256 010. 82

03.12.08 წ.
274 197.69

5

იმერეთი
2000

809 855. 17

17.09.08 წ;
393 862. 80

17.10.08 წ.
196 931. 40

28.11.08 წ.
219 060.97

6

ერ-თი-ჯი

813 311. 79

17.09.08 წ;
393 862. 80

17.10.08 წ.
196 931. 40

28.11.08 წ.
222 517.59

7

ნოლა

2 286 045. 12

17.09.08 წ;
1 129 073.36

17.10.08 წ.
564 536. 68

08.12.08 წ.
584 992.14

8

მშენებელი
80

821 933. 25

17.09.08 წ;
393 862. 80

17.10.08 წ.
196 931. 40

28.11.08 წ.
231 139.05

9

ოდა

824 479. 33

17.09.08 წ;
393 862. 80

17.10.08 წ.
196 931. 40

01.12.08 წ.
233 685.13

10

სამშენებლო
ტრესტი №3

2 672 385

17.09.08 წ;
1 312 876

17.10.08 წ.
656 438

03.12.08 წ.
703 071

11

აქსისი

2 706 824. 25

17.09.08 წ;
1 312 876

17.10.08 წ.
656 438

24.11.08 წ.
737 510.25

12

აკსმშენი

4 531 604. 94

22.09.08 წ;
2 126 859. 12

20.10.08 წ.
1 063 429.56

08.11.08 წ.
243 000
08.12.08
1 091 519.55

13

პლანეტა

2 336 919. 28
4 433 783. 69

17.09.08 წ.
1 168 459. 64
22.09.08 წ.
2 074 344. 08

17.11.08 წ.
584 229. 82
17.10.08 წ.
140 098. 24

03.11.08 წ.
237 000
12.12.08 წ.
1 071 742. 65

14

ბლოკ
ჯორჯია

4 505 067. 03

22.09.08 წ;
2 100 601.60

17.10.08 წ.
1 050 300.80

08.11.08 წ.
240 000
08.12.08 წ.
1 100 906.85

15

ლაზო
ინვესტი

3 518 507. 68

17.09.08 წ.
1 759 253. 84

13.10.08 წ.
879 000

21.11.08 წ.
880 196.22

სულ:

34 357 939. 22

16 581 623. 88

7 393 111. 22

8 860 820. 52

დეფექტები/ხარისხის კონტროლი

კონტრაქტის განსაკუთრებული პირობების 35.1. პუნქტის თანახმად, „დეფექტების პასუხისმგებლობის პერიოდი შეადგენს 365 დღეს.“ კონტრაქტის ზოგად პირობებში მოცემულ საკითხს 33-36 პარაგრაფები ეთმობა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების იმ ნაწილში, სადაც განმარტებულია გამოყენებული ტერმინები, მოცემულია „დეფექტის“ განსაზღვრება:3 „ეს არის სამუშაოთა ნებისმიერი ნაწილი, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს დასრულებულად კონტრაქტების მოთხოვნების შესაბამისად.“ მოცემული ტერმინი საკმარისად ცხადი არ არის, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ დეფექტების ირგვლივ არსებული რეგულაციები „ხარისხის კონტროლის“ თავშია მოცემული. რამდენად მიიღწევა ხარისხის კონტროლი დეფექტების მხოლოდ „დაუსრულებელ სამუშაოთა“ შემოფარგვლით? მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფასადის შეღებვის სამუშაოების შესრულება. თუ აღნიშნული სამუშაო შესრულდება უხარისხოდ, რასაც მოჰყვება არაგონივრულად მოკლე ვადაში საღებავის კედლებიდან ჩამოვარდნა, იქნება თუ არა ის კვალიფიცირებული „დეფექტიან“, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოდ ხელშეკრულების მიერ შემოთავაზებული განმარტების პირობებში? უმჯობესი იქნებოდა მოცემული ცნება უფრო ცხადი და ფართო ყოფილიყო და ასეთი სახით გაეთვალისწინებინა მუნიციპალური განვითარების ფონდს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაინტერესდა, თუ რამდენად ეფექტურად ხდებოდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის გამოყენება. ამ მიზნით, შესაბამისი განცხადებით მივმართეთ მოცემულ დაწესებულებას. წერილის პასუხად სულ მოგვეწოდა 17 აქტი დეფექტების აღმოფხვრის შესახებ. აღსანიშნავია, რომ რაიმე უნიფიცირებული ფორმა ამ აქტებს არა აქვთ. მოწოდებული დოკუმენტაციის ნაწილში მითითებულია იმ დეფექტების ჩამონათვალი, რომელთა აღმოფხვრასაც ისინი ადასტურებენ. ზოგიერთ დოკუმენტში ასეთ ჩამონათვალს ვერ ვაწყდებით. 12 აქტი შეიცავს ცხრილს, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია მხოლოდ სახლის ნომრის, სახლის მფლობელის სახელის, გვარისა და ხელმოწერის შესახებ. დანარჩენ 5 აქტში დამატებით ეთითება „დეფექტის აღწერა“. ამასთან, აქტებში არსებული ხელმოწერები მათი ნამდვილობის თვალსაზრისით ეჭვს იწვევს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, „გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, შემსრულებელმა ორგანიზაციებმა მოახდინეს მათი მიზეზით წარმოქმნილი დეფექტების აღმოფხვრა. არ განხორციელებულა შიდა კედლების, ჭერის და იატაკის დეფექტების გამოსწორება, რომლებიც გამოწვეული იქნა სამუშაოების არაშესაბამის კლიმატურ პირობებში ფორსირებულად ჩატარების გამო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დარჩენილი ხარვეზები გამოსწორდება 2010 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ცალკე პროექტის ფარგლებში.“ თუმცა, შესაძლებელია დეფექტი დაკავშირებული იყოს არა „შეუსაბამო კლიმატურ პირობებთან“, არამედ სამუშაოების უხარისხოდ შესრულებასთან. საკუთრივ აქტებშიც მიეთითება «შიდა კედლების, ჭერისა და იატაკის შეკეთების სამუშაოების გარდა“ ყველა დეფექტის აღმოფხვრაზე, თუმცა არც მგფ და არც კომპანია არ მიჯნავს იმ დეფექტებს, რომელიც კლიმატური პირობებითაა გამოწვეული და იმათ, რომელიც უხარისხოდ შესრულებასთანაა დაკავშირებული. ის საკითხები, თუ რამდენად შესაძლებელია ასეთი დეფექტების გამოსწორება ცალკე პროექტის ფარგლებში, რა თანხებთან იქნება ეს დაკავშირებული და რამდენად ეფექტური იქნება ფინანსური თვალსაზრისით ამ პროექტის წამოწყება, ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია.

სამუშაოების არაჯეროვანი შესრულება/სამუშაოების შეუსრულებლობა

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დადებული ხელშეკრულებების დიდი ნაწილი შეეხება დევნილებისათვის ახალი სახლების მშენებლობას შიდა ქართლში (გორის, კასპის, ქარელის მუნიციპალიტეტები). აღნიშნული ხელშეკრულებები ჯამურად 1263 ობიექტის მშენებლობას ითვალისწინებდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები მონიტორინგის ფარგლებში სტუმრობდნენ გორის, კასპისა და ქარელის რაიონის ცხრავე სოფელს (ბერბუკი, შავშვები, ხურვალეთი, კარალეთი, სკრა, მოხისი, ახალსოფელი, თელიანი, მეტეხი). ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც გამოიკვეთა, დაკავშირებულია ხარჯთაღრიცხვებით გათვალისწინებული სამუშაოთა ნაწილის შეუსრულებლობასთან ან მის უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულებასთან. მაგალითად, ბერბუკში, ხურვალეთში, სკრასა და შავშვებში ჯამში 536 სახლი აშენდა. თითოეულ სახლთან მიმართებაში ხარჯთაღრიცხვა ითვალისწინებდა საქონლის სადგომის მშენებლობას, რაც არც ერთ შემთხვევაში არ განხორციელებულა. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ობიექტი ხარჯთაღრიცხვაში განფასებულია 640 ლარად. 536 ობიექტის ჯამში კი აღნიშნული თანხა 343 040 ლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, კონტრაქტორებს მთლიანად აუნაზღაურდათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები. რაიმე ცვლილებას საქონლის სადგომებთან მიმართებით ხელშეკრულება არ დაქვემდებარებია. მგფ-ს მიერ მოწოდებულ მასალებში არ მოიძებნება რაიმე დოკუმენტი, რომელიც ახსნიდა აღნიშნულ რეალობას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ დევნილთა იმ დასახლებებში, რომელთა მშენებლობაც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით განხორციელდა. სიტუაციის ადგილზე გაცნობამ ცხადყო, რომ დევნილებისათვის განკუთვნილ სახლებს გარკვეული ხარვეზები გააჩნიათ: კედლებს მცირე ბზარები აქვს გაჩენილი, წვიმიანობის დროს მობინადრეებს წყალი ჩასდით ჭერიდან, რის გამოც ის დეფორმაციას განიცდის. მშენებლობის სამუშაოების დასრულებიდან ერთი წლის თავზე კედლის ნალესი ალაგ-ალაგ ჩამოვარდნილია. იატაკის ფიცრები მკვეთრადაა დაშორებული ერთმანეთისაგან, რის გამოც მობინადრეებს ზაფხულობით მწერები და მცენარეები შესდით სახლში. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, საკეტები დეფორმირებული და მორყეულია, ამიტომ მათი მიხურვა ან/და გაღება ჭირს. მეტალოპლასტმასის ფანჯრებში წვიმის დროს წყალი შედის. დევნილები ჩივიან, რომ მათი შესახლების დროისათვის კედლები სველი იყო, რის გამოც მას მუდმივად უჩნდება ობი. ჭერის მასალად გამოყენებული თაბაშირ-მუყაოს მასალა იმდენად თხელია, რომ ადვილად სკდება. მისი გამოყენება სათავსოდ შეუძლებელია, ვინაიდან ვერ იჭერს სიმძიმეს. ზოგიერთ კოტეჯში კედლის კუთხეები ჩამოშლილია. მოსახლეობა ჩივის, რომ შენობა სათანადოდ არ არის გადახურული და არ გააჩნია სათავსოები. ხელშეკრულების თანახმად, თბოიზოლაცია უნდა მოწყობილიყო მინა-ბამბის ქსოვილის საშუალებით. დევნილების განმარტებით, ზოგიერთ კოტეჯში აღნიშნული საფარი გაკეთებულია, ზოგიერთ კოტეჯში ალაგ-ალაგ იყო დაფენილი, ხოლო ზოგან გაუშლელი რულონი იდო ჭერზე. თბოიზოლაციის არარსებობის გამო ორთქლის წვეთები ჩნდება ჭერში, რაც მის დასველებას და დეფორმირებას იწვევს. ზოგიერთ მოსახლეს ჭერში ნახვრეტი აქვს გაკეთებული, რათა წყალი არ დაგუბდეს და ჭერი არ ჩამოინგრეს. პრობლემები საერთოა თითქმის ყველა დასახლებისათვის, მეტნაკლები სიმძაფრით.

საინჟინრო გეოლოგიური კვლევები და პირობები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოითხოვა და შეისწავლა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის აშენებული სახლების მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური პირობების შემცველი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული დოკუმენტები ხელმოწერილია საინჟინრო გეოლოგიური კვლევების განმახორციელებელი სს „საქქალაქმშენპროექტის“ სპეციალისტების მიერ, თუმცა მასზე არ არის მითითებული შექმნისა და ხელმოწერის თარიღი. დოკუმენტის შესავალ ნაწილში მითითებულია მხოლოდ საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ჩატარების პერიოდი - 2008 წლის სექტემბერი. შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და სს „საქქალაქმშენპროექტს“ შორის 2008 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა. სამუშაოების დაწყების თარიღად 19 სექტემბერი განისაზღვრა, დასრულების თარიღად კი - 20 ოქტომბერი. მიღება-ჩაბარების აქტი 24 ოქტომბერს არის გაფორმებული.

როგორც ჩანს, აღნიშნული კვლევები დაიწყო სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების დაწყების თარიღად 14 ხელშეკრულებაში მითითებულია 17 სექტემბერი, ხოლო 2 მათგანში - 23 სექტემბერი. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულებები 2 დღით ადრეა გაფორმებული. ეს მიანიშნებს, რომ უაღრესად სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა შერჩეული ტერიტორიის გეოლოგიური კვლევების ჩატარებას და რაიმე შედეგზე ორიენტირებული ის არ ყოფილა. ამასვე ადასტურებს სს „საქქალაქმშენპროექტის“ მიერ შექმნილი დოკუმენტები, სადაც აღწერილია მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიებისათვის დამახასიათებელი პირობები. ასევე, მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები. მათი შესრულება არ მომხდარა - ჩვენ ვერ წავაწყდით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ამ მიზნით დადებულ ვერც ერთ ხელშეკრულებას:

დასახლება

საინჟინრო გეოლოგიური პირობები

რეკომენდაცია

შესრულების
მდგომარეობა

კარალეთი

ტერიტორიის
აღმოსავლეთით,
მიმდებარე ზოლში
ცალკეულ ადგილებში
გავრცელებულია ჭაობის
მცენარეები, რაც
მიანიშნებს წყალუხვობის
პერიოდში ამ უბნებზე
წყლის დონეების აწევას
მიწის ზედაპირამდე

გრუნტის წყლების
მაღალი დონეების და
ტერიტორიის
დატბორვის
საშიშროებიდან
გამომდინარე,
აუცილებელ პირობას
წარმოადგენს
სადრენაჟო სისტემის
მოწყობა, რომელიც
გამორიცხავს
ტერიტორიაზე
გრუნტის წყლების
დონეების აწევის და
მისი დატბორვის
შესაძლებლობას.

ბერბუკი

აღნიშნული რელიეფიდან
გამომდინარე,
ტერიტორიაზე იქმნება,
განსაკუთრებით კი მის
ჩრდილოეთ და
დასავლეთ ნაწილებში,
ატმოსფერული და
მდინარეული წყლებით
დატბორვის კარგი
პირობა. გამოყოფილი
ტერიტორია
გამოიყენებოდა საცდელ
ნაკვეთად. ადგილობრივ
მოსახლეთა გადმოცემით
საკვლევი ტერიტორია
ცნობილი იყო
„დამპალეების“
სახელწოდებით, მიწების
სიმწირის გამო.
ტერიტორია გრძივად და
განივად დასერილია 1,5
2,0მ-ის სიღრმის ღია
არხებით, სადაც წყალი
დგას საშუალოდ 0,5 მ-ის
სიღრმეზე მიწის
ზედაპირიდან. არხები
შევსებულია ჭაობის
მცენარეულობით
(ლელქაშით).
ატმოსფერული
ნალექების და მდინარის
წყლის დონის მომატების
შედეგად,
მოსალოდნელია
ტერიტორიაზე წყლის
დონეების აწევა თითქმის
მიწის ზედაპირამდე.

ერთ-ერთ
აუცილებელ პირობას
წარმოადგენს
არსებული არხების
გაწმენდა და წესრიგში
მოყვანა, რაც ხელს
შეუწყობს არსებული
გრუნტის წყლის
მაღალი დონის
დაწევას.
გათვალისწინებული
იქნას აგრეთვე
ტერიტორიის
დატბორვის
საწინააღმდეგო
ღონისძიებების
გატარება
(მიწაყრილის
ჯებირები და სხვა).

სკრა

ადგილობრივ
მცხოვრებთა
გადმოცემით, წყლის
წყალუხვობის პერიოდში
ტერიტორიის თითქმის
1/3 ნაწილი (ჩრდილოეთი
მხარე, წყალსაქაჩის
მიმდებარედ) იტბორება.
ზედა სამხრეთ ნაწილში
შემორჩენილია ძველი
დრენაჟის ნაშთებიც (ღია
და სადრენაჟო ჭები).
აღნიშნული რელიეფიდან
გამომდინარე,
ტერიტორიაზე იქმნება,
განსაკუთრებით კი მის
ჩრდილოეთ ნაწილში,
ატმოსფერული წყლებით
დატბორვის კარგი
პირობა. გამოყოფილი
ტერიტორია ადრე
გამოიყენებოდა საცდელ
ნაკვეთად. ტერიტორია
შემოფარგლულია 1,0-1,5
მ-მდე სიღრმის, ძიების
პერიოდისათვის მშრალი,
ღია წყალსაწრეტი
არხებით. არხები
შევსებულია ჭაობის
მცენარეულებით
(ლელქაშით).

ერთ-ერთ
აუცილებელ პირობას
წარმოადგენს
მიმდებარე არხების
გაწმენდა და
არსებული სადრენაჟო
სისტემის აღდგენა,
რაც გამორიცხავს
ტერიტორიის
დატბორვას.
გათვალისწინებული
იქნას აგრეთვე
ტერიტორიის
დატბორვის
საწინააღმდეგო
ღონისძიებების
გატარება
(მიწაყრილის
ჯებირების მოწყობა
და სხვა).

თელიანი

აღსანიშნავია, რომ წყლის
სარკე ხასიათდება
მნიშვნელოვანი
მერყეობით.
წყალუხვობის პერიოდში
აღინიშნება მისი ამოწევა,
თითქმის მიწის
ზედაპირზე, მთელი
ფართის 60 %25-მდე,
განსაკუთრებით უბნის
სამხრეთ ნაწილში.
აღნიშნული წყლის
ტერიტორიიდან
გადასაყვანად
მოწყობილია საწრეტი ღია
არხი, რომელიც ზოგიერთ
ადგილას თითქმის
ამოვსებულია და ხდება
წყლის მიწის ზედაპირზე
გადინება.

ერთ-ერთ
აუცილებელ პირობას
წარმოადგენს
არსებული არხების
გაწმენდა და წესრიგში
მოყვანა, რაც ხელს
შეუწყობს გრუნტის
წყლის მაღალი დონის
დაწევას.
გათვალისწინებული
იქნას აგრეთვე
ტერიტორიის
დატბორვის
საწინააღმდეგო
ღონისძიებების
გატარება
(მიწაყრილის
ჯებირები და სხვა.)

მეტეხი

მოხისი

ადგილობრივ
მცხოვრებთა
გადმოცემით,
გაზაფხულის
წყალდიდობების დროს
ადგილი აქვს მდ.
სურამულას ადიდების
შედეგად ტერიტორიის
წყლით დატბორვას.
მათივე გადმოცემით,
ტერიტორიასა და
მდინარეს შორის
მოწყობილია
წყალდამცავი სადრენაჟო
არხი, რომლის
მოცულობაც
არასაკმარისია
ტერიტორიის
დატბორვისგან
დასაცავად და საჭიროა
მისი გაზრდა,
ღონისძიების
გასაუმჯობესებლად.

მდ. სურამულას
წყლებით
ტერიტორიის
დატბორვის
საშიშროებიდან
გამომდინარე,
აუცილებელ პირობას
წარმოადგენს
სადრენაჟო სისტემის
მოწყობა, რომელიც
გამორიცხავს
ტერიტორიის
დატბორვის
შესაძლებლობას.
აღნიშნული
ღონისძიებებიდან
გამომდინარე,
შესაძლებელია
არსებული სადრენაჟო
არხის გაწმენდა და
გაფართოება.

ახალსოფელი

ტერიტორიის
რელიეფის
თავისებურებიდან
გამომდინარე
(საერთო
ჩრდილოეთური
დახრა),
მიზანშეწონილად
მიგვაჩნია
ტერიტორიის
სამხრეთ ნაწილში
(ზედა მხრიდან)
ზეარხის მოწყობა,
ზედაპირული
წყლების შეკრების და
ტერიტორიის
გაწყლიანების
თავიდან აცილების
მიზნით, ხოლო
აუცილებელ პირობად
მიმდებარე
წყალსაწრეტი არხების
გაწმენდა და
ჩაღრმავება.

გორის რაიონი

სკრა

გორის რაიონის სოფელ სკრაში 86 სახლი აშენდა. ამ მიზნით 2008 წლის 16 სექტემბერს ხელშეკრულება გაფორმდა მგფ-სა და შპს „ნოლას“ შორის. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 258 146,72 ლარით. სამუშაოების დასრულების თარიღად განისაზღვრა 17 ნოემბერი. კონტრაქტის შესრულების გარანტირების მექანიზმი გამოყენებული არ ყოფილა. 17 ნოემბერს ხელშეკრულებაში შეტანილი №1 დამატების თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწია 22 ნოემბრამდე, ხოლო 29 ნოემბერს გაფორმებული №2 დამატების მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 27 898 ლარით. 29 ნოემბერს გაფორმებული 2 მიღება-ჩაბარების აქტით შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა ჯერ მგფ-მ, ხოლო შემდგომ - გორის მუნიციპალიტეტმა. სწორედ ამ უკანასკნელმა აიღო თავის თავზე ვალდებულება აშენებული სახლების „მოვლა-პატრონობასა და დანიშნულების მიხედვით ექსპლუატაციაზე, მოსახლეობის შესახლებამდე.“

0x01 graphic

სკრაში მცხოვრები დევნილების ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ისინი დაასახლეს და სამშენებლო სამუშაოები აწარმოვეს, ჭაობიანია. მიწის ზედაპირი ჭაობის მცენარეებითაა მოფენილი, რის გამოც ვერ ახერხებენ თავიანთი მცირე ნაკვეთების ბოსტნად გამოყენებას. მუდმივი ნესტიანობის პირობებში მათ ჯანმრთელობასაც ექმნება საფრთხე. მოცემულ ტერიტორიაზე ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური კვლევებითაც დასტურდება, რომ “ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, წყლის წყალუხვობის პერიოდში ტერიტორიის თითქმის 1/3 ნაწილი (ჩრდილოეთი მხარე, წყალსაქაჩის მიმდებარედ) იტბორება. ზედა სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია ძველი დრენაჟის ნაშთებიც (ღია და სადრენაჟო ჭები). აღნიშნული რელიეფიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე იქმნება, განსაკუთრებით კი მის ჩრდილოეთ ნაწილში, ატმოსფერული წყლებით დატბორვის კარგი პირობა. გამოყოფილი ტერიტორია ადრე გამოიყენებოდა საცდელ ნაკვეთად. ტერიტორია შემოფარგლულია 1,0-1,5 მ-მდე სიღრმის, ძიების პერიოდისათვის მშრალი, ღია წყალსაწრეტი არხებით. არხები შევსებულია ჭაობის მცენარეულობით (ლელქაშით).“

კარალეთი

გორის რაიონის სოფელ კარალეთში დევნილებისათვის სულ 480 სახლი აშენდა. ამ მიზნით, 22 სექტემბერს 3 სხვადასხვა ხელშეკრულება გაფორმდა 3 სამშენებლო კომპანიასთან: შპს „პლანეტასთან“, შპს „აკსმშენთან“ და შპს „ბლოკ-ჯორჯიასთან“. შეთანხმებული პირობების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2009 წლის 20 ნოემბერს. სამივე ხელშეკრულება დაექვემდებარა შესაბამის ცვლილებას.

0x01 graphic

შპს „პლანეტა“

ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ 158 სახლის აშენების სანაცვლოდ შპს „პლანეტა“ მიიღებდა 4 148 688,16 ლარს. ხელშეკრულებაში 20 ნოემბერს შესული №1 დამატების თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადამ გადაიწია 26 ნოემბრამდე. №2 დამატება გაფორმდა 8 დეკემბერს და მისი ძალით ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 285 095,53 ლარით. 2008 წლის 8 დეკემბერს 2 მიღება-ჩაბარების აქტი შედგა. საცხოვრებელი სახლები ჯერ მგფ-მა ჩაიბარა, ხოლო ამ უკანასკნელმა შემდეგ გორის მუნიციპალიტეტს გადასცა, რომელმაც სახლების მოვლა-პატრონობაზე აიღო ვალდებულება საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის აღნიშნულ საცხოვრებელ სახლებში შესახლებამდე. შპს „პლანეტას“ 6 დღით ერთხელ გადაუვადდა სამუშაოების დასრულების ვადა, თუმცა მან ვერ შეძლო სახლების ჩაბარება ახალ დათქმულ ვადაშიც, რის გამოც ჯარიმის სახით 13 524,92 ლარი გამოექვითა.

შპს აკსმშენი

შპს „აკსმშენს“ უნდა აეშენებინა 162 სახლი 4 253 718,24 ლარის სანაცვლოდ. 20 ნოემბერს გაფორმებული №1 ხელშეკრულების დამატების თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადა გადაიწია 26 ნოემბრამდე. 2 დეკემბერს გაფორმებული №2 ხელშეკრულების დამატებით კი, ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 277 886,70 ლარით. იმის გამო, რომ კომპანიამ ვერ შეძლო გადაწეული ვადების დაცვა, მას ჯარიმის სახით 6 796,71 ლარი გამოექვითა. 2 დეკემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით სამუშაოები მგფ-მ ჩაიბარა, ხოლო ამ უკანასკნელსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის 3 დეკემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, უკვე გორის მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა სახლები და აიღო ვალდებულება მათ მოვლა-პატრონობაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის აღნიშნულ საცხოვრებელ სახლებში შესახლებამდე.

0x01 graphic

შპს ბლოკ-ჯორჯია

შპს „ბლოკ-ჯორჯიამ“ 160 სახლის აშენების ვალდებულება აიღო ღირებულებით 4 201 203,20 ლარი. 20 ნოემბერს ხელშეკრულებაში შესული №1 დამატებით სამუშაოების დასრულების თარიღი გადაიწია 6 დღით - 26 ნოემბრამდე. 3 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმებული №2 დამატებით კი, ხელშეკრულების ღირებულება 303 864 ლარით გაიზარდა. მიღება-ჩაბარების აქტი მგფ-სა და შპს „ბლოკ-ჯორჯიას“ შორის გაფორმდა 2008 წლის 3 დეკემბერს. მიუხედავად იმისა, რომ „ბლოკ-ჯორჯიას“ მშენებლობის დასრულების ვადა გადაუვადდა, მან მაინც ვერ შეძლო ახალი ვადის დაცვა და მას 7 დღით გადააჭარბა. ამჯერად მგფ-მ გამოიყენა ხელშეკრულების ის პუნქტი, რომელიც ვადის გადაცილების შემთხვევაში ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს და ამ სახით კომპანიას 13 257,78 ლარი გამოუქვითა.

აღსანიშნავია, რომ კარალეთი წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით აშენებულ დევნილთა ერთადერთ დასახლებას, სადაც თითოეულ კოტეჯშია გაყვანილი კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემა. ამ უპირატესობით მოსახლეობა კმაყოფილია. თუმცა, სამუშაოების დასრულებიდან ერთი თვის თავზე არსებული მდგომარეობა ნამდვილად არასახარბიელოა - კედლის ნალესი უკვე ჩამოვარდნილია, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებმა დეფორმაცია განიცადეს, რის გამოც მათი დაკეტვა/გაღება ჭირს. წვიმის დროს ფანჯარაში წყალი შემოდის. წარმოდგენილ ფოტოზე კარგად ჩანს წვიმის წყლის მიერ გაკეთებული ღარი.

ერბუკი

შპს „ლაზო ინვესტი“

საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გორის რაიონის სოფელ ბერბუკში 134 სახლი აშენდა. შესაბამისი ხელშეკრულება მგფ-სა და შპს „ლაზო ინვესტს“ შორის 2008 წლის 16 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 3 518 507,68 ლარით. სამშენებლო კომპანიამ ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, დაესრულებინა დაგეგმილი სამუშაოები 2008 წლის 17 ნოემბერს, ანუ 2 თვის ვადაში. მოცემული კონტრაქტი ერთადერთია, სადაც ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით მისი ღირებულების შემცირებას 57,62 ლარით. მიღება-ჩაბარების აქტი ბერბუკში აშენებულ 134 სახლზე გაფორმებულია სამუშაოების დასრულების ვადამდე 2 დღით ადრე - 15 ნოემბერს.

0x01 graphic

საიას წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს განხორციელებული მშენებლობები. პრობლემები, ძირითადად, სხვა დასახლებების იდენტურია: კედლები დაბზარულია, წვიმის დროს ჭერიდან წყალი ჩამოდის, იატაკის ფიცრები მკვეთრადაა ერთმანეთისაგან დაშორებული. ფოტოზე კარგად ჩანს ბზარები, რომლებიც სახლს მშენებლობის დასრულებიდან ერთი წლის თავზე გაუჩნდა.

0x01 graphic

ხურვალეთი

სს „სამშენებლო ტრესტი №3“

სოფელ ხურვალეთში 100 სახლის აშენების მიზნით, ხელშეკრულება (16.09.08.) დაიდო მგფ-სა და სს „სამშენებლო ტრესტ №3“-ს შორის ღირებულებით 2 625 752 ლარი. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 17 ნოემბერი. ამავე დღეს ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწია 2008 წლის 22 ნოემბრამდე. 21 ნოემბერს გაფორმებული ცვლილებებით კი, ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 46 633 ათასი ლარით. 21 ნოემბერს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, ერთი მხრივ, მგფ-სა და სამშენებლო კომპანიას, მეორე მხრივ, მგფ-სა და გორის მუნიციპალიტეტს შორის: „გორის მუნიციპალიტეტი იბარებს დასრულებულ 100 სახლს სოფ. ხურვალეთში და ვალდებულებას იღებს მათ მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციაზე დანიშნულების მიხედვით მოსახლეობის შესახლებამდე.“

შპს „ინტერმშენი ა & პ“

შპს “ინტერმშენი ა & პ”-სა და მგფ-ს

შორის 16 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში 39 სახლის მშენებლობაზე, ღირებულებით 1 024 043,28 ლარი. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 17 ნოემბერი. ამავე დღეს ხელშეკრულებაში შესული №1 დამატებით, სამუშაოების შესრულების ვადა გადაიწია 22 ნოემბრამდე. 24 ნოემბერს გაფორმებული №2 დამატებით, ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 18 186,87 ლარით. 24 ნოემბერს გაფორმებული 2 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დასრულებული 39 სახლი ჩაიბარა ჯერ მგფ-მ, ხოლო შემდეგ გორის მუნიციპალიტეტმა, რომელმაც აიღო ვალდებულება სახლების „მოვლა-პატრონობაზე და ექსპლუატაციაზე დანიშნულების მიხედვით, მოსახლეობის შესახლებამდე.“

0x01 graphic

ხურვალეთის მობინადრეებიც იზიარებენ იმ ზოგად პრობლემებს, რაც სხვა დასახლებებში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ. ფოტოზე აღბეჭდილია კედლის ჩამოშლილი კუთხე და დამსკდარი თაბაშირ-მუყაოს ჭერი.

0x01 graphic

შავშვები

გორის რაიონის სოფელ შავშვებში 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დევნილი მოსახლეობისათვის სულ 177 სახლი აშენდა. ამ მიზნით 16 სექტემბერს 6 სხვადასხვა კომპანიასთან 6 ხელშეკრულება გაფორმდა. სამუშაოების დასრულების თარიღად თითოეულ შემთხვევაში განისაზღვრა 17 ნოემბერი.

შპს „იმერეთი 2000“

შპს „იმერეთი 2000“-მა მგფ-სთან დადებული ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, დევნილებისათვის სოფელ შავშვებში აეშენებინა 30 საცხოვრებელი სახლი, ღირებულებით 787 725,60 ლარი. 2008 წლის 17 ნოემბერს ხელშეკრულებაში შესული ცვლილებით, სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწია 22 ნოემბრამდე. 2008 წლის 22 ნოემბერს ხელშეკრულებაში შესული მეორე ცვლილებით, ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 22 129,57 ლარით. მიღება-ჩაბარების აქტი მგფ-სა და შპს „იმერეთი 2000“-ს შორის 22 ნოემბერს გაფორმდა.

შპს „გონი“

შპს „გონმა“, მგფ-სთან დადებული ხელშეკრულებით, ვალდებულება აიღო 30 სახლის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე 787 725,60 ლარის სანაცვლოდ. 2008 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული №1 ხელშეკრულების დამატებით, სამუშაოების შესრულების ვადამ 22 ნოემბრამდე გადაიწია. 22 ნოემბერს გაფორმებული №2 ხელშეკრულების დამატებით, ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 10 067,70 ლარით. მიღება-ჩაბარების აქტი მგფ-სა და შპს „გონს“ შორის გაფორმდა 22 ნოემბერს.

შპს „ერ-თი-ჯი“

შპს „ერ-თი-ჯი“-მ ვალდებულება აიღო 30 სახლის მშენებლობაზე სოფელ შავშვებში, ღირებულებით 787 725,60 ლარი. 2008 წლის 17 ნოემბერს ხელშეკრულებაში შესული ცვლილებით, სამუშაოების შესრულების ვადა გადაიწია 22 ნოემბრამდე. 22 ნოემბერს შესული მეორე ცვლილებით კი, ხელშეკრულების ღირებულება 25 586,19 ლარით გაიზარდა. 2008 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი მგფ-სა და შპს „ერ-თი-ჯი“-ს შორის.

შპს „ოდა“

შპს „ოდამ“ გორის რაიონის სოფელ შავშვებში 30 სახლი ააშენა ღირებულებით 787 725,60 ლარი. 2008 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ცვლილებით, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა უფრო გვიანი თარიღი - 22 ნოემბერი. 22 ნოემბერს გაფორმებული ცვლილებით, ხელშეკრულების ღირებულება 36 753,73 ლარით გაიზარდა. ამავე რიცხვში მოეწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტს მგფ-სა და შპს „ოდას“ შორის.

შპს „მშენებელი 80“

შპს „მშენებელი 80“-მა სოფელ შავშვებში 30 სახლი ააშენა ღირებულებით 787 725, 60 ლარი. 2008 წლის 17 ნოემბერს ხელშეკრულებაში შესული №1 დამატებით, სამუშაოების შესრულების ვადამ 22 ნოემბრამდე გადაიწია. 22 ნოემბერს კიდევ ერთი ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში. ამჯერად, კონტრაქტის ღირებულება გაიზარდა 34 207,65 ლარით. მიღება-ჩაბარების აქტი მგფ-სა და კომპანიას შორის 2008 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა.

სს „თბილმრეწვმშენი-3“

მგფ-მ სს „თბილმრეწვმშენი-3“-ს გორის რაიონის სოფელ შავშვებში 27 სახლის აშენება დაუკვეთა საერთო ღირებულებით 708 953,04 ლარი. 2008 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული №1 ხელშეკრულების დამატებით, სამუშაოების შესრულების ვადამ 22 ნოემბრამდე გადაიწია, ხოლო 22 ნოემბერს გაფორმებული №2 ხელშეკრულების დამატებით ხელშეკრულების ღირებულება 13 798,69 ლარით გაიზარდა. მიღება-ჩაბარების აქტი სს „თბილმრეწვმშენი-3“-სა და მგფ-ს შორის 2008 წლის 22 ნოემბერს არის გაფორმებული.

ქარელის მუნიციპალიტეტი

ახალსოფელი

ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში დევნილებისათვის 100 სახლი აშენდა. მოცემულ საკითხზე 2008 წლის 16 სექტემბერს ხელშეკრულება გაფორმდა მგფ-სა და შპს „აქსისს“ შორის ღირებულებით 2 625 752 ლარი. სამუშაოების დასრულების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 17 ნოემბერი. 11 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების დამატება №1-ით, ხელშეკრულების ღირებულება 81 072.25 ლარით გაიზარდა. მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც 2008 წლის 12 ნოემბერს არის გაფორმებული, სამუშაოები ჩაიბარა ქარელის რაიონის მუნიციპალიტეტმა.

0x01 graphic

ახალსოფელს საიას თანამშრომლები წვიმიან დღეს ესტუმრნენ. უმთავრესი პრობლემა, რომელიც ამ დასახლებას აქვს, შიდა გზაა. თითქმის შეუძლებელია მასზე მოძრაობა ტალახის სიღრმის გამო. მგფ-ს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ საინჟინრო გეოლოგიური კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ: „ტერიტორიის რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე (საერთო ჩრდილოეთური დახრა), მიზანშეწონილად მიგვაჩნია ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში (ზედა მხრიდან) ზეარხის მოწყობა ზედაპირული წყლების შეკრებისა და ტერიტორიის გაწყლიანების თავიდან აცილების მიზნით, ხოლო აუცილებელ პირობად - მიმდებარე წყალსაწრეტი არხების გაწმენდა და ჩაღრმავება.“ აღსანიშნავია, რომ მოცემული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მგფ-ს დაკვეთით, სხვა დასახლებების მსგავსად ახალსოფელშიც განხორციელდა გზების მშენებლობა, რომელშიც 60 000 ლარი იქნა გადახდილი. თუმცა, აღნიშნული თანხის ხარჯვა არაეფექტურად უნდა ჩაითვალოს - დღეს გზით სარგებლობა შეუძლებელია. ფოტოზე კარგად ჩანს ერთ-ერთი კოტეჯის წინა კიბე, რომელიც ტალახითაა დაფარული.

0x01 graphic

ოხისი

ქარელის რაიონის სოფელ მოხისში 58 სახლი აშენდა. სამშენებლო სამუშაოები სს „ინჟმშენმა“ შეასრულა. ხელშეკრულება 16 სექტემბერს გაფორმდა და მისი ღირებულება 1 522 936,16 ლარია. სამუშაოების დასრულების თარიღად მითითებულია 17 ნოემბერი. ამავე დღეს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც დასრულების თარიღმა გადაიწია 22 ნოემბრამდე. ეს გავრცელებული ხერხია, რომლითაც მგფ და მისი კონტრაქტორი საფუძველშივე სპობენ ჯარიმის თანხის გადახდის შესაძლებლობას. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 49.1 პუნქტის მიხედვით: „საჯარიმო თანხა სამუშაოთა ვადის გადაცილებისათვის არის ერთი ერთეულის ფასის 0.1 პროცენტი დღეზე ერთეულზე. მაქსიმალური საჯარიმო თანხა სამუშაოთა დასრულების ვადის გადაცილებისათვის არის კონტრაქტის საბოლოო ფასის 10 პროცენტი.“ იმავე დღეს ხელშეკრულებაში შესული მეორე ცვლილებით, ხელშეკრულების ღირებულება 11 511,35 ლარით იზრდება.

0x01 graphic

მოხისი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ერთ-ერთი მწვავე მაგალითია. კედლებს ობი აქვს გაჩენილი და ნესტიანია, ნალესი უმეტესად ჩამოვარდნილია კედლიდან, კედლის კუთხეები უკვე ჩამოშლილია. მობინადრეებს წვიმის დროს ჭერიდან წყალიც ჩამოსდით.

0x01 graphic

კასპის რაიონი

სოფელი თელიანი და სოფელი მეტეხი

კასპის რაიონის სოფელ თელიანში 54 სახლისა და სოფელ მეტეხში 35 სახლის მშენებლობის მიზნით, მგფ-მ ერთი ხელშეკრულება გააფორმა შპს „პლანეტასთან“ ღირებულებით 2 336 919.28 ლარი. სამუშაოების დასრულების თარიღად 2008 წლის 17 ნოემბერი განისაზღვრა. მიღება-ჩაბარების აქტი სამშენებლო კომპანიასა და მგფ-ს შორის 2008 წლის 13 ნოემბერსაა გაფორმებული.

0x01 graphic

სოფლებში - თელიანსა და მეტეხში მობინადრეებს ის პრობლემები აწუხებთ, რაც დევნილთა სხვა დასახლებებისთვისაც არ არის უცხო: იატაკის ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად დაცილებული ფიცრებიდან ზამთარში სიცივე შემოდის, რის გამოც მთელი დღე-ღამის განმავლობაში იძულებული არიან, ჩართული ჰქონდეთ გამათბობლები. ზაფხულში ამ სიცარიელეებიდან მწერები და მცენარეები ამოდიან. ზოგიერთ კოტეჯში კედლები დაობებულია. ჭერიდან კი, წყალი თითქმის ყველა მობინადრეს ჩამოსდის.

_______________

1. მგფ-ს მიერ დადებული ხელშეკრულებები 2 ნაწილისაგან შედგება: განსაკუთრებული პირობები და ზოგადი პირობები. ამგვარი დაყოფის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ კოლიზიის შემთხვევაში მოქმედებს კონტრაქტის განსაკუთრებულ პირობებში მოცემული დებულებები. სამოქალაქო კოდექსის ენაზე რომ ვთქვათ, კონტრაქტის ზოგადი პირობები ეს იგივე ხელშეკრულების სტანდარტული პირობებია და კოდექსის 342-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, არის „წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.“ კონტრაქტის განსაკუთრებული პირობები კი წარმოადგენს მხარეების მიერ დეტალურად განსაზღვრულ ხელშეკრულების პირობებს (342-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სკ-ს 342-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.“

2 „საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის ანგარიში“, გვ.10.

3 კონტრაქტის ზოგადი პირობების 1.1. პარაგრაფი, „ლ“ ქვეპუნქტი.

4.3 3. მუნიციპალიტეტების მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


მცხეთა

მშენებლობის პირობები

საქართველოს მთავრობის №563 განკარგულებით, მცხეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 96 775 000 ლარი. გამგეობის მიერ საქართველოს კონტროლის პალატისადმი მიწოდებული ცნობის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გადმორიცხულ იქნა ტრანსფერი 99 675 000 ლარის ოდენობით. 2008 წელს გახარჯულ იქნა 99 307 273 ლარი. 2009 წელს ნაშთად დარჩენილ თანხას დამატებით გამოაკლდა 2 500 ლარი. შესაბამისად, 2009 წლის 17 მარტისათვის მიღებული თანხების ნაშთი შეადგენდა 365 227 ლარს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების სამუშაოს ძირითადი მიმწოდებელია შპს „ნიუ ენერჯი“. კომპანიასთან მცხეთის რაიონში განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით მთლიანობაში გაფორმდა 9 ხელშეკრულება. ხელშეკრულებების თანახმად, სამუშაოს მთლიანი ღირებულება შეადგენდა 94 240 000 ლარს, ამათგან უშუალოდ სახლების მშენებლობისთვის გათვალისწინებულ იქნა 76 1400 000 ლარი. (2 700 სახლი, თითო სახლის ღირებულება 28 000 ლარი).

გაფორმებული ხელშეკრულებების სქემა.

ხელშეკრულების
დადების
თარიღი

შესასრულე
ბლი სამუშაო

ღირებულება

რაოდენობა

შესრულების
ვადა

1

2008 წლის
10 ქტემბერი

სოფ.წერო-
ვანში
საცხოვრებე-
ლი სახლების
მშენებლობა

8 460 000
ლარი

300

2008 წლის
20 ნოემბერი

2

2008 წლის
10 სექტემბერი

სოფ. წერო-
ვანში
საცხოვრებე-
ლი სახლების
მშენებლობა

8 460 000
ლარი

300

2008 წლის
25 ნოემბერი

3

2008 წლის
11 სექტემბერი

სოფ.
წეროვანში
საცხოვრებე-
ლი სახლების
მშენებლობა

8 460 000
ლარი

300

2008 წლის
30 ნოემბერი

4

2008 წლის
16 სექტემბერი

სოფ.
წეროვანში
საცხოვრე-
ბელი
სახლების
მშენებლობა

5 640 000
ლარი

200

2008 წლის
3 დეკემბერი,
ცვლილებე-
ბის თანახმად
გადაიწია 15
დეკემბრამდე

5

2008 წლის
17 სექტემბერი

სოფ. წილკანი-
ფრეზეთში
საცხოვრე-
ბელი
სახლების
მშენებლობა

8 460 000
ლარი

300

2008 წლის
7 დეკემბერი

6

2008 წლის
18 სექტემბერი

სოფ. წერო-
ვანში
საცხოვრე-
ბელი
სახლების
მშენებლობა

8 460 000
ლარი

300

2008 წლის
15 დეკემბერი

7

2008 წლის
3 ოქტომბერი

სოფ. წერო-
ვანში საცხო
ვრებელი სახლების
მშენებლობა

28 200 000
ლარი

1 000

2008 წლის
15დეკემბერი, ცვლილებე-
ბის თანახმად 2009 წლის 1
აპრილი

8

2008 წლის
3 ოქტომბერი

სოფ. წეროვ-
ანში, წილკანსა
და ფრეზეთში
მისასვლელი
გზის საფარის
მოწყობა,
წყალმომარაგე
ბისა და
კანალიზაციის
სისტემა და
გზის საფარის
როექტირება

15 300 000
ლარი

2008 წლის
15 დეკემბერი

9

2008 წლის
15 ეკემბერი

სოფ,
წეროვანში
სკანალიზაციო
გამწმენდი
აგებობის
მშენებლობა

800 000
ლარი

1

2009 წლის
15 პრილი

სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით შპს „ნიუ ენერჯისთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად, ერთი სახლის ღირებულება შეადგენს 28 200 ლარს. ხელშეკრულების 1.3 მუხლი ითვალისწინებს სახლების წინასწარ განსაზღვრული სპეციფიკაციის მიხედვით აშენებას. კერძოდ, მითითებულია „ასაშენებელი სახლების სპეციფიკაცია მოცემული წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ში.“ აღნიშნული სამუშაო, შპს „ნიუ ენერჯისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, განახორციელა შპს „მუნიციპალპროექტმა“. ტექნიკურ სპეციფიკაციებში ასახული მონაცემები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები ერთმანეთთან შესაბამისობაშია. აღსანიშნავია, რომ შპს „მუნიციპალპროექტთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაცული არ არის, შესაბამისად, გაურკვეველია მხარეებს შორის ხელშეკრულების გაფორმების თარიღი. რაც შეეხება უშუალოდ სპეციფიკაციების ამსახველ დოკუმენტებს, მასზე მითითებულია მხოლოდ შესრულების წელი - 2008.

ხელშეკრულებების 2.3 მუხლის თანახმად, „სამუშაოთა დასრულების საბოლოო ვადის გადასინჯვა „შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით, ობიექტურად არსებული გარემოებებიდან გამომდინარე“. 2008 წლის 20 ნოემბერს შპს „ნიუ ენერჯი“-მ ისარგებლა არსებული დებულებით. განცხადებით მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესში წარმოშობილი სხვადასხვა ხელისშემშლელი გარემოებების გამო ითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გადასინჯვა 9, 10, 11, 16 და 17 სექტემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებებში. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ჩვენ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან მოვითხოვეთ იმ კონკრეტული გარემოებების მითითება, რომლებმაც გამოიწვია ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაწევა. თუმცა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განმარტებით, ასეთი სახის დამაკონკრეტებელი დოკუმენტი მათ დაწესებულებაში დაცული არ არის.

სამუშაოთა შესრულებაზე ინსპექტირების განხორციელების წესები

შპს „ნიუ ენერჯისთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების მე-6 მუხლი ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობების ინსპექტირებას: „ხელშეკრულების პირობების ინსპექტირებას მოახდენს შპს „ექსპერტი“ (დირექტორი თამაზ ხაბეიშვილი)“. თუმცა, ხელშეკრულებაში განმარტებული არ არის, კონკრეტულად რა საქმიანობას მოიცავს აღნიშნული ინსპექტირება. შპს „ექსპერტთან“ 2008 წლის 3 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანი არის “მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი.“ ამავე ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც შესყიდვის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს, უნდა მოხდეს დამატებით ხელშეკრულების გაფორმება აღნიშნული შესყიდვის ექსპერტიზისათვის. შპს „ექსპერტის“ სახელშეკრულებო ვალდებულებებია:

  1. მისაწოდებელი ან/და მიწოდებული სამუშაოების ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;

  2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება.

  3. ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა.

კვლევის მიზნებიდან გამომდინარე ჩვენს მიერ გამოთხოვილ იქნა ინსპექტირების ამსახველი დოკუმენტები, თუმცა აღნიშნული არ იქნა მოწოდებული იმ საფუძვლით, რომ თუ ინსპექტირებისას არ გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, წერილობითი დოკუმენტის შედგენას შპს „ექსპერტთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს. თუმცა, გაურკვეველი და მიუღებელია საჯარო დაწესებულების მიერ ზემოთ მითითებული მოთხოვნების სრულყოფილად შესრულება მხოლოდ ზეპირი ურთიერთობის საფუძველზე. ერთადერთი გამონაკლისი, რომელსაც აღნიშნული ურთიერთობა ითვალისწინებს, არის 500 000 ლარს ზემოთ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შპს „ექსპერტთანაც“ დამატებითი ხელშეკრულების გაფორმება. 2008 წლის 30 დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „ექსპერტს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სწორედ ამ გამონაკლისის სახით. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ექსპერტი“ ვალდებული იყო განეხორციელებინა სოფელ წეროვანის ადმინისტრაციული შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა. დამატებით წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ექსპერტის“ მიერ მომზადდა დასკვნა, რომლის რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა შემსრულებლის მიერ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ ყველა სამუშაოს შესყიდვის საერთო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს, თუმცა მათ ინსპექტირებაზე შპს „ექსპერტთან“ ცალკე ხელშეკრულებები არ გაფორმებულა. შესაბამისად, არც მის მიერ მომხდარა მიმდინარე სამუშაოების წერილობითი შეფასება. ხელშეკრულებებს ერთვის მხოლოდ და მხოლოდ შპს „ექსპერტის“ მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები.

შპს „ნიუ ენერჯის“ ურთიერთობა ქვეკონტრაქტორებთან

მცხეთის მუნიციპალიტეტისგან არ იქნა მოწოდებული შპს „ნიუ ენერჯის“ მიერ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, მუნიციპალიტეტში მათი არარსებობის გამო. აღნიშნული განმარტებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით - ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის განხორციელების წესებით. კერძოდ, ტენდერისგან განსხვავებით, აღნიშნული მეთოდით შესყიდვის განხორციელებისას სამუშაოს მიმწოდებელი ვალდებული არ არის შემსყიდველ ორგანიზაციას მიაწოდოს ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესაძლებელი გახდა მხოლოდ ქვეკონტრაქტორების მიერ მოწოდებული მიწის გეოლოგიური კვლევების, ასაშენებელი სახლების პროექტების, ხარჯთაღრიცხვების და სხვა შესრულებული პროდუქტის სახით მოწოდებული მასალების გაცნობა.

  1. შპს „მუნიციპალპროექტის“ მიერ წარმოდგენილ იქნა წეროვანის დასახლების წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემის პროექტი. პროექტი დათარიღებულია 2008 წლით, თუმცა თვე მითითებული არ არის. იგი წარმოდგენილია სამ ნაწილად, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემის სამშენებლო სამუშაოების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 5 154 390 ლარს.

  2. შპს „გზამშენპროექტის“ მიერ მომზადებულ იქნა სოფლების - წეროვანი, წილკანი და ფრეზეთის დასახლებებში ქუჩებისა და გზების საფარის კონსტრუქციის, ასევე, წყალგამტარი მილების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, სამუშაოების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 20 376, 37 ათას ლარს. მითითებულ თანხაში უნდა განხორციელებულიყო სამივე სოფელში გზის სავალი ნაწილის მოწყობა, მისაყრელი გვერდულების მოწყობა, ეზოებში შესასვლელებზე ლითონის მილების მოწყობა, შიდა გზების გადაკვეთაზე ლითონის მილების მოწყობა, რკინაბეტონის მილების მოწყობა. თითოეული სოფლის მიხედვით ხარჯი ასე გამოიყურება: წეროვანი - 145,06 ათასი ლარი, წილკანში - 47,07 ათასი ლარი; ფრეზეთი - 45,29 ათასი ლარი. (ამ ციფრების შეჯამებით მივიღეთ 237,42 ათასი ლარი). წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად სამუშაოს მიმწოდებელს უნდა მოეწყო 31,86 ათას ლარის ღირებულების წყალშემკრები გრუნტის თხრილი სოფელ წეროვანში. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ხარჯთაღრიცხვები შპს „გზამშენპროექტის“ მიერ მომზადებულ იქნა შპს “ნიუ ენერჯის” მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იყო სამშენებლო გზების მანძილები.

  3. კომპანია Geo Design Group-ის მიერ მომზადებულ იქნა სოფლებში ასაშენებელი სახლების ხარჯთაღრიცხვები. წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად, ასაშენებელ სახლებში შიდა, წყლის და საკანალიზაციო სისტემები გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ სოფელ წეროვანში. რაც შეეხება წილკანსა და ფრეზეთში ასაშენებელ სახლებს, მათზე გათვალისწინებულ იქნა გარე ტუალეტების მშენებლობა, თუმცა, თითო სახლის ღირებულება ყველა სოფელში 28 200 ლარს შეადგენდა. ამავე კომპანიის მიერ მომზადებულ იქნა წეროვანის ბავშვთა ბაღისა და გაზგაყვანილობის ხარჯთაღრიცხვები, რომელთა თანახმად საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის საჭირო იყო 2 400 000 ლარი, ხოლო გაზგაყვანილობისათვის - 2 400 000 ლარი. საინტერესოა ის გარემოება, რომ Gეო Design Group-ის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვების სახელწოდებები განსხვავებულია, ხოლო ხარჯთაღრიცხვები - იდენტური.

  4. ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები იქნა მოწოდებული შპს „ჯეოინჟინერინგის“ მიერ. კვლევა ჩაუტარდა სამივე სოფლის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ქანებს. თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რაც კვლების შესავალშივეა აღნიშნული: „იმის გამო, რომ მშენებლობის ორგანიზაცია მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ექსტრემალურ პირობებში, ვადის შემცირების მიზნით, შემკვეთს ამ ანგარიშების შედგენამდე შუალედურად გადაეცა ყველა საჭირო მონაცემი, რომელიც საჭირო იყო სახლების დაპროექტებისა და ტერიტორიის განაშენიანების საკითხების გადასაწყვეტად“. მართალია შესავალში აღნიშნულია, რომ მშენებლობის განმახორციელებელს, განაშენიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, ყველა საჭირო ინფორმაცია დროულად მიეწოდა, თუმცა, ამავე კვლევის დასკვნითი ნაწილის თანახმად, გარკვეული ტიპების მიწაზე მშენებლობა დაუშვებელი იყო მიწის შემადგენელი ელემენტების გამო. კერძოდ, საინჟინრო-გეოლოგიური ელემენტების (სგე) 7 ფენა იქნა აღმოჩენილი სამშენებლო ტერიტორიაზე, რომელთაგან სგე-1 შემცველ მიწებზე მშენებლობა დაუშვებლად იქნა მიჩნეული მანამ, სანამ იგი არ მოიხსნებოდა შენობა-ნაგებობის დაფუძნების ადგილიდან. დასკვნაში მითითებულია: „შენობა-ნაგებობის დაფუძნება შეუძლებელია სგე-1-ზე, როგორც განსაკუთრებული შემადგენლობის, მდგომარეობისა და თვისებების მქონე ფენაზე (ნიადაგის ფენა). იგი უნდა მოიხსნას შენობა-ნაგებობათა დაფუძნების ადგილიდან.“ შესწავლილი დოკუმენტების შესაბამისად, გაურკვეველი რჩება გაითვალისწინა თუ არა მშენებელმა წარმოდგენილი რეკომენდაციები. უფრო მეტიც, შესაძლებელი იყო თუ არა საერთოდ ამ რეკომენდაციების გათვალისწინება, რადგან მშენებლობა დაწყებული იყო და ძალზე სწრაფი ტემპითაც მიმდინარეობდა.

გამოყოფილი თანხების ფარგლებში მცხეთის გამგეობამ 2008 წლის 17 სექტემბერსა და 7 ოქტომბერს „ვიპ დიზაინთან“ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმა. 17 სექტემბრის ხელშეკრულებით, კონტრაქტორი შემდეგი შენობების კაპიტალური შეკეთების ვალდებულებას იღებდა: სოფელ წინამძღვრიანთკარში - ტექნიკუმის ოთხი შენობის, სოფ. საგურამოში - ყოფილი სკოლა-ინტერნატისა და ლიცეუმის შენობის და სოფ. გალავანში - ტელევიზიის 2 შენობის.

ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 30 ნოემბერი, თუმცა მხარეებს შორის 15 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, შესრულების ვადამ 25 დეკემბრამდე გადაიწია. 2.5 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 2 128 000 ლარს. მართალია, 1.2 პუნქტში ხაზგასმულია, რომ სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულებას თან ერთვის, იგი მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული არ იქნა. საბოლოოდ, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 29 დეკემბერს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადაირიცხა კონტრაქტორის ანგარიშზე.

რაც შეეხება 7 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას, შინაარსობრივი ვალდებულებების თვალსაზრისით, ის წინა ხელშეკრულების ცვლილებად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ხელშეკრულების საგნად განსაზღვრულია კვლავ სოფელ საგურამოში ლიცეუმის ორსართულიანი შენობის კაპიტალური რემონტი და სოფ. გალავანში ტელევიზიის 1-ლი სართულის რემონტი. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 31 დეკემბერს, რომელთა სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში გადაირიცხებოდა 207 000 ლარი. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2008 წლის 29 დეკემბერს, რის შემდეგაც განხორციელდა ანგარიშსწორება. კერძოდ, გადახდილ იქნა 206 700 ლარი, ანუ გამოყოფილ თანხაზე 300 ლარით ნაკლები.

2008 წლის 3 ოქტომბერს შპს „ეფექტთან“ გაფორმდა ხელშეკრულება სოფელ ახალდაბაში, ფრეზეთში, საჯარო სკოლის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე.

ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 31 დეკემბერი, ხოლო ღირებულებად - 196 052 ლარი. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების შედგენის ვალდებულება, რომელთა შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო სკოლის შენობის რემონტი. თუმცა, 2008 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულებით, „ნითა-2008“-მ აიღო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადების ვალდებულება. აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენდა 3 948 ლარს.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ 2009 წლის 13 მაისს მიღებულ იქნა ბრძანება №37/43 არაგეგმიური თემატური აუდიტის ვადის გაგრძელების შესახებ. აუდიტი ეხებოდა 2009 წლის 16 მარტის №9/43 ბრძანების საფუძველზე მცხეთის, დუშეთის, ხაშურის, გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებში 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგად დევნილი მოსახლეობის კომპაქტური ჩასახლებისა და ყოფითი პირობების შექმნის ღონისძიებებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განკარგვის მართლზომიერებისა და მიზნობრიობის არაგეგმიური, თემატური აუდიტის ჩატარებას, რომელიც, ამავე ბრძანების შესაბამისად, უნდა დასრულებულიყო 2009 წლის 14 ივნისამდე.

კონტროლის პალატის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემოწმებისას გამოვლინდა იმავე სახის ნაკლოვანება-ხარვეზები, რაზეც ჩვენ მიერ ზემოთ არის მითითებული. კერძოდ, კონტროლის პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებისას სამუშაოს დაწყებამდე არ შედგენილა დეფექტური აქტები (არ ყოფილა აღრიცხული წინასწარ შესაკეთებელი ფართის ტექნიკური მდგომარეობა). კერძოდ, გამგეობის მიერ არ არის შედგენილი დეფექტური აქტები შპს „ეფექტთან“ და შპს „ვიპ დიზაინთან“ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სარემონტო სამუშაოებზე.“1 კონტროლის პალატის დასკვნითვე, გაფორმებული ხელშეკრულებები არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგიერთ აუცილებელ პირობას. მაგალითად ისეთებს, როგორიცაა ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირება, შესრულებული სამუშაოს სტანდარტთან შესაბამისობა და ა.შ. თუმცა, აქტში არ არის მითითებული კანონმდებლობის რომელი კონკრეტული მოთხოვნა ირღვევა აღნიშნული დებულებების გაუთვალისწინებლობით.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დებულების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში: მათ შორის შესასყიდი საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ხარისხი. საჭიროების შემთხვევაში - არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა; სამუშაოს შესრულების ეტაპობრივი ვადები და ადგილი; მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის და ა.შ. შესაბამისად, მოცემული პირობების გაუთვალისწინებლობა გამგეობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას, არის შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევა, კონკრეტულად კი, დებულების 25-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო პირობების შეუსრულებლობა.

გარდა ამისა, კონტროლის პალატის აქტში არ არის საუბარი იმ საკითხზე, თუ როგორ მოხდა შპს „ეფექტისა“ და შპს „ვიპ დიზაინის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების ეფექტურობის დადგენა, მაშინ როცა გამგეობამ წინასწარ არ იცოდა კონკრეტულად რა სახის და ღირებულების სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა ის 8 კორპუსი, რომელთა გარემონტება მოხდა ამ კომპანიების მიერ.

ამდენად, ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში კონტროლის პალატის აუდიტორული დასკვნა არ არის სრულყოფილი და საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. უფრო მეტიც, მასში საერთოდ არ არის გამახვილებული ყურადღება გეოლოგიურ საინჟინრო დასკვნებზე, რომელთა თანახმად გარკვეული ტიპის ქანებზე მშენებლობა დაუშვებელი იყო მანამ, სანამ არ მოხდებოდა ამ ქანების მოცილება. შესაბამისად, გაურკვეველი რჩება შენობები აშენდა თუ არა ამ პირობების დაცვით.

ორი

შპს „აისი“

2008 წლის 16 სექტემბრის №270 ხელშეკრულებით, შპს „აისმა“ აიღო ვალდებულება 2008 წლის 25 ნოემბრამდე ჩაეტარებინა 5 შენობის სარემონტო სამუშაო, რომელთა ღირებულება შეადგენდა 200 000 ლარს. თითო შენობის ღირებულება საშუალოდ შეადგენდა 40 000 ლარს.

2008 წლის 25 სექტემბერს შპს „აისთან“ დამატებით გაფორმდა 3 ხელშეკრულება (№291, 351, 370). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. გორში დაზიანებული სახლების რემონტი. ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი აჩვენებს, ხელშეკრულებაში რომელი ქუჩები იქნა გათვალისწინებული. გარდა ამისა №351 ხელშეკრულებაში გაკეთებულია ზოგადი მითითება „სხვა საცხოვრებელი სახლები“. ამასთან მნიშვნელოვანია ის, რომ დეფექტური აქტები შედგენილია მუნიციპალიტეტის მიერ (ცხრილში მითითებულ თარიღებში), ხოლო ხარჯთაღრიცხვები მომზადებულია უშუალოდ სამუშაოს მიმწოდებლის მიერ და მათზე არ არის მითითებული შედგენის თარიღი. ცხრილიდან ასევე ნათლად ჩანს, რომ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა მელიქიშვილის და არაგვის ქუჩაზე. ასევე №291 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქუჩების სარემონტო სამუშაოები ჩატარდა №351 ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ხელშეკრულებაში მითითებული თანხები და ხარჯთაღრიცხვის თანხები თითქმის იდენტურია. მაგალითად №351 და №370 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ერთიანი თანხა არის 175 541 ლარი და იგივე თანხაა მოცემული ხარჯთაღრიცხვებში, №291 ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 180 000 ლარი და ხარჯთაღრიცხვით ის 183 861 ლარს შეადგენს. მთლიანობაში სულ გარემონტდა 41+38=79 შენობა.

გორის გამგეობის მიერ მოწოდებული გადარიცხვის დოკუმენტების თანახმად, კონტრაქტორისათვის თანხების გადარიცხვა მოხდა გაფორმებულ ხელშეკრულებათა რაოდენობის შესაბამისად. თუმცა, ხელშეკრულების გაფორმებისა და აღნიშნული ჩარიცხვების თარიღები ერთმანეთს არ ემთხვევა. გადარიცხვების დოკუმენტების თანახმად, შპს „აისს“ გადაერიცხა 555 541 ლარი. ზემოთ განხილული ხელშეკრულებების თანახმად, მას უნდა ჩარიცხვოდა ზუსტად ამდენივე. საერთო ჯამში, გადარიცხვების გრაფიკი ასე გამოიყურება.

შპს „აისი“

ხელშეკრულების
თარიღი

მიღება-ჩაბარება

გადარიცხვა

თანხა ლარებში

1

16 სექტემბერი,
2008

20 ოქტომბერი,
2008

16 სექტემბერი,
2008

200 000

2

25 სექტემბერი,
2008

25 ოქტომბერი,
2008

04 სექტემბერი,
2008

180 000

3

26 ოქტომბერი,
2008

10 დეკემბერი,
2008

28 ოქტომბერი,
2008

140 000

4

12 დეკემბერი,
2008

22 დეკემბერი,
2008

27 დეკემბერი,
2008

35 541

წარმოდენილი ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ გადარიცხვები წარმოებდა წინასწარ, ავანსად, უფრო მეტიც, ერთი გადარიცხვა იქამდეა განხორციელებული, ვიდრე ხელშეკრულება გაფორმდებოდა.

შპს „მშენებელი“

2008 წლის 16 სექტემბრის №209 ხელშეკრულებით, შპს „მშენებელმა“ აიღო ვალდებულება 2008 წლის 5 ნოემბრამდე ჩაეტარებინა 4 შენობის (ქ. გორში გორკის ქუჩაზე №1, 3, 5, 7) სარემონტო სამუშაოები, რომელთა ღირებულება შეადგენდა 200 000 ლარს. 2008 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა მეორე №340 ხელშეკრულება, რომლითაც იგივე სამუშაოების შესრულების ვალდებულება აიღო ისევ შპს „მშენებელმა“, მაგრამ სამუშაოს ჩაბარების ვადა გადაიწია 2008 წლის 25 ნოემბრამდე და გაიზარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხაც (100 000+99 000). შესაბამისად, მეორე ხელშეკრულება უნდა მივიჩნიოთ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შეთანხმებად.

ორმხრივი ურთიერთობის გრაფიკი ასე გამოიყურება:

ხელშეკრულების
თარიღი

მიღება-ჩაბარება

გადარიცხვა

თანხა ლარებში

1

17 ნოემბერი, 2008

25 ნოემბერი, 2008

17 და 25 ნოემბერი,
2008

199 000

დოკუმენტების შესაბამისად, შპს „მშენებელს“ 4 შენობის სარემონტო სამუშაოები დაუსრულებია 8 დღეში.

შპს „ემ ჯი თბილისი“

2008 წლის 25 სექტემბრის №292 ხელშეკრულებით, შპს-მ „ემ ჯი თბილისი“ აიღო ვალდებულება, შეეცვალა დაზიანებული მინები თანდართული დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 6550 ლარს (544.50 კვ.მ.) და მისი შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2008 წლის 10 ოქტომბერი. სულ წარმოდგენილია 5 დეფექტური აქტი, თუმცა, 2 მათგანს მითითებული არ აქვს ბინის ნომრები.

2008 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა №285 ხელშეკრულება, რომლითაც შპს-მ „ემ ჯი თბილისი“ აიღო ქ. გორში სისხლის გადასხმის ცენტრის, პროფესიული და პროფტექნიკური სასწავლებლების შენობების რეკონსტრუქციის ვალდებულება. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 980 000 ლარი, ხოლო შესრულების ვადად - 2008 წლის 1 დეკემბერი. 2008 წლის 30 სექტემბრის შეთანხმების აქტით, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები და ვერ ხერხდებოდა პროფესიული და პროფტექნიკური სასწავლებლის შენობის სარემონტო სამუშაოების დაწყება, ცვლილება შევიდა 24 სექტემბრის ხელშეკრულებაში, რომლის თანახმად, სამუშაოს შემსრულებელს დაევალა სისხლის გადასხმის ცენტრისა და პროფესიული სასწავლებლის სარემონტო სამუშაოების შესრულება (ამოვარდა პროფტექნიკური სასწავლებელი). შეთანხმების თანახმად, ასევე შემცირდა ხელშეკრულების ფასიც, რომელიც 980 000-დან ჩამოვიდა 763 663 ლარამდე, ანუ აღნიშნული თანხა მითითებულ იქნა სავარაუდო ღირებულებად. ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვა შედგენილია 24 სექტემბერს.

მასალებში არსებული განმარტებითი ბარათის თანახმად (გაურკვეველია ვის მიერ არის შედგენილი იგი), სისხლის სამართლის ცენტრში უნდა გარემონტებულიყო 9 ბინა, პროფესიული სასწავლებლის პირველ კორპუსში - 44, ხოლო მე-2 კორპუსში - 40. ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვების თანახმად, გაცილებით მეტ დანახარჯს მოითხოვდა პროფესიული სასწავლებლის კორპუსების სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. კერძოდ, ორივე კორპუსი მთლიანობაში ჯდებოდა 836 323, 70 ლარი, ხოლო სისხლის გადასხმის ინსტიტუტის რემონტი - 143 618,66 ლარი. სრული გაურკვევლობაა ხელშეკრულებასთან თანდართულ დოკუმენტებში მითითებულ სასწავლებლების სახელწოდებებთან დაკავშირებით. ერთ დოკუმენტში მითითებულია პროფესიული სასწავლებლების პირველი და მეორე კორპუსი, მეორეში - ტექნიკური და ყოფილი მუსიკალური ტექნიკუმი. შესაბამისად ბუნდოვანი რჩება, რომელი შენობების გარემონტება მოახდინა სამუშაოს მიმწოდებელმა. გარდა ამისა, ერთმანეთს არ ემთხვევა ხელშეკრულებაში მითითებული ობიექტებისა და შეთანხმებაში მოყვანილი ობიექტების მონაცემები, ანუ, აღნიშნულ დოკუმენტებში დასახელებები ზუსტად არ არის განმარტებული.

2009 წლის 10 აპრილის №115 ხელშეკრულებით, შპს-მ „ემ ჯი თბილისი“ აიღო ვალდებულება, ქ. გორში, კარალეთისა და ძევერის საკრებულოებში განეხორციელებინა დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია. ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 10 მაისი, ხოლო მთლიან ღირებულებად - 200 000 ლარი. მხარეებს შორის 2009 წლის 5 მაისს გაფორმდა შეთანხმება ვალდებულების შესრულების გადავადების თაობაზე, შესაბამისად, სამუშაოს ჩაბარების ვადამ გადაიწია 10 ივნისამდე. დეფექტური აქტები მომზადდა გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ 2009 წლის 4 აპრილს, ხოლო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები მომზადებულ იქნა თავად სამუშაოს შემსრულებლის მიერ 2009 წლის 8 აპრილს.

2009 წლის 11 მაისს კვლავ შპს „ემ ჯი თბილისთან“ გაფორმდა №147 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია სოფელ კარალეთსა და ძევერის საკრებულოებში. ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 11 ივნისი, ხოლო ღირებულებად - 205 000 ლარი. დეფექტური აქტები მომზადდა 2009 წლის 4 მაისს, ხოლო ხარჯთაღრიცხვა - 8 მაისს.

შპს „ემ ჯი თბილისის“ საქმიანობის სქემა:

რაიონი

სამუშაოს სახე

კორპუსი

კერძო სახლი

ფასი

1

ქ. გორი

დაზიანებული
მინების შეცვლა

122

6550

2

ქ. გორი

სარემონტო
სარეაბილიტაციო
სმუშაოები

2

836 323.70

3

ქ. გორი

სარემონტო
სარეაბილიტაციო
სმუშაოები

36

დაუზუსტე
ბელია

კარალეთი

სარემონტო
სარეაბილიტაციო
სმუშაოები

7

5 921.64

ძევერა

სარემონტო
სარეაბილიტაციო
სამუშაოები

21

24 424.18

ძევერა

სარემონტო
სარეაბილიტაციო
სამუშაოები

18

დაუზუსტე
ბელია

ქიწნისი

სარემონტო
სარეაბილიტაციო
სამუშაოები

20

30 000

ქიწნისი

სარემონტო
სარეაბილიტაციო
სამუშაოებ

18

დაუზუსტე
ბელია

მთლიანობაში შპს „ემ ჯი თბილისის“ მიერ შესრულდა 1 247 846.54 ლარის სამუშაოები. თუმცა, ორის გამგეობის მიერ მოწოდებული გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების შესაბამისად, პს-ს „ემ ჯი თბილისი“ 2008 წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულების შესრულებისათვის, 6 550 ლარი გადაერიცხა.

შპს „მოდული“

2008 წლის 25 სექტემბრის №287 ხელშეკრულებით, შპს „მოდულმა“ აიღო ვალდებულება, შეეცვალა დაზიანებული მინები თანდართული დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 21 500 ლარს და მისი შესრულების საბოლოო ვადა იყო 2008 წლის 10 ოქტომბერი. სულ წარმოდგენილია 1 დეფექტური აქტი (1706 კვ.მ.), თუმცა, 2 მათგანს არა აქვს მითითებული ბინის ნომერი. შესრულებული სამუშაოს აქტების კონტრაქტორმა შეაკეთა 182 სახლის დაზიანებული მინა.

ხელშეკრულების
თარიღი

მიღება-ჩაბარება

გადარიცხვა

თანხა ლარებში

1

25 სექტემბერი,
2008

10 ნოემბერი, 2008

25 სექტემბერი,
2008

21 500

შპს „ნოლა“

2008 წლის 16 და 25 სექტემბერს, 30 ოქტომბერსა და 12 დეკემბერს შპს «ნოლასთან” გაფორმდა №266, 288, 315 და 369 ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, იურიდიული პირი იღებდა ვალდებულებას ქ. გორში სუხიშვილის ქ. №14, 16, 18, 20, 22 და 24 საცხოვრებელი სახლების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე. თუმცა, ხელშეკრულებების შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოები დაყოფილ იქნა მესამე, მეოთხე, მეხუთე და დამამთავრებელი სამუშაოების შესასრულებელ ვალდებულებებად. სამი ხელშეკრულების ფასი ცალ-ცალკე შეადგენდა 200 000 ლარს (ჯამში 600 000), ხოლო დამამთავრებელი სამუშაოების ფასი - 145 507 ლარს. ბოლო ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 26 დეკემბერი. სრულიად გაურკვეველია ხელშეკრულებების ეტაპებად დაყოფის მიზანი, რადგან დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების შესწავლის შედეგად არ დგინდება, რომ გარკვეული სამუშაოების შესრულება მოხდა ეტაპობრივად. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ №18 კორპუსის კარ-ფანჯრების ბრტყელი გვერდობების დამუშავება და შეღებვა წყალემულსიით (რაოდენობა 1 784,07. ეს ყველა შენობის ერთობლივი მონაცემია, №14-ისა და №16-ის გამოკლებით). წყალემულსიით შეღებვა გათვალისწინებულია დამამთავრებელი სამუშაოების შესრულების დროსაც (რაოდენობა 675.86). ამ მონაცემებით უნდა დავასკვნათ, რომ რეალურად ხდებოდა ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა და ხარჯთაღრიცხვის გასწორება, ანუ იმ სამუშაოების დასრულება, რომლებიც თავდაპირველ ხელშეკრულებაში ვერ იქნა გათვალისწინებული. ანალოგიური სახის ხარჯთაღრიცხვებია წარმოდგენილი სხვა სახის სამუშაოებთან დაკავშირებითაც. ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ თავიდანვე არასწორად მოხდა არსებული ზარალის განსაზღვრა და დადგენა. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, მთლიანმა ხარჯმა 745 507 ლარი შეადგინა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შპს „ნოლას“ მიერ გარკვეული სამუშაოების შესრულება მოხდა ქვეკონტრაქტორების მეშვეობით, ხოლო ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები მოწოდებული არ არის.

ხელშეკრულების
თარიღი

მიღება-ჩაბარება

გადარიცხვა

თანხა ლარებში

1

30 ოქტომბერი,
2008

15 ნოემბერი,
2008

31 ოქტომბერი,
2008

200 000

2

16 სექტემბერი,
2008

15 ოქტომბერი,
2008

16 სექტემბერი,
2008

200 000

3

25 სექტემბერი,
2008

15 ოქტომბერი,
2008

25 სექტემბერი,
2008

200 000

4

12 დეკემბერი,
2008

26 დეკემბერი,
2008

12 იანვარი,
2009

145 507

შპს „არქსტუდია პერისტალი“

2008 წლის 25 სექტემბრის №286 ხელშეკრულებით შპს „არქსტუდია პერისტალმა“ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა ქ. გორში კომბინატის დასახლებაში მდებარე პოლიკლინიკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები, ასევე, კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავებისა და ფანჯრების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 180 000 ლარი, შესრულების ვადად - 2008 წლის 1 ნოემბერი. ამავე კონტრაქტორთან 2008 წლის 2 ოქტომბერს გაფორმდა დამატებით №298 ხელშეკრულება იგივე სამუშაოების შესრულებაზე (მესამე ეტაპის). ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 80 000 ლარით, შესრულების ვადა - 1 დეკემბრით. 2008 წლის 23 ოქტომბერს დამატებით კვლავ გაფორმდა №312 ხელშეკრულება უკვე მეოთხე ეტაპის სამუშაოების შესრულებაზე. ფასი შეადგენს 80 000 ლარს, ხოლო შესრულების ვადაა 15 დეკემბერი. დაბოლოს, 2008 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება დამამთავრებელი სამუშაოების შესრულებაზე, რომლის ფასმა შეადგინა 15 000 ლარი, ხოლო ვადა 20 დეკემბრით განისაზღვრა. მნიშვნელოვანია, რომ პირველი ხელშეკრულების დეფექტურ აქტში ჭერისა და კედლების ფითხით დამუშავება და შეღებვა გათვალისწინებულია 7000 კვ.მ-ზე, ხოლო მეორე ხელშეკრულების (რომელიც მესამე ეტაპის სამუშაოებთან დაკავშირებით არის გაფორმებული) დეფექტურ აქტში იგივე სამუშაო მითითებულია 1005 კვ.მ-ზე.

0x01 graphic

ხელშეკრულების
თარიღი

მიღება-ჩაბარება

გადარიცხვა

თანხა ლარებში

1

25 სექტემბერი,
2008

31 ოქტომბერი,
2008

31 ოქტომბერი,
2008

180 000

2

2 ოქტომბერი,
2008

7 ოქტომბერი,
2008

7 ოქტომბერი,
2008

80 000

3

23 ოქტომბერი,
2008

17 ოქტომბერი,
2008

17 ოქტომბერი,
2008

80 000

4

13 ოქტომბერი,
2008

18 დეკემბერი,
2008

18 დეკემბერი,
2008

14 962. 47

0x01 graphic

მთლიანობაში ერთი შენობის რემონტისათვის შპს „არქსტუდია პერისტალს“ გადაერიცხა 354 962.47 ლარი. თუმცა, გაურკვეველია, აღნიშნული თანხა რამდენად მიზნობრივად და ეფექტურად განიკარგა, რადგან შენობაში არის საშინელი ანტისანიტარია და სრულიად გაუმართავია საკანალიზაციო სისტემა, რომ არაფერი ვთქვათ ხელშეკრულებებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების გაუმართაობასა და ბუნდოვანებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მიერ შპს „არქსტუდია პერისტალთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და მასზე თანდართული ხარჯთაღრიცხვები ითვალისწინებდა ძველი საკანალიზაციო სისტემის შეცვლას, აღნიშნული სამუშაოების შესრულების „ხარისხი“ ნათლად ჩანს წარმოდგენილ ფოტოებზე.

შპს „ინტერმშენი“

შპს „ინტერმშენი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრაქტორი აღმოჩნდა ქ. გორის გამგეობის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სამუშაოს შესყიდვის ხელშეკრულებების შესაბამისად. 2008 წელს კომპანიასთან გაფორმდა 7 ხელშეკრულება (№-№ 301, 305, 310, 332, 342, 364, 375), 2009 წელს კი - 3 (№-№ 98, 113, 144).

ხელშეკრულების საგანი სხვადასხვა საკრებულოში დაზიანებული შენობების აღდგენა-რეაბილიტაციაა. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი დეფექტური აქტების და ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, ერთსა და იმავე პირსა ან ოჯახზე რამდენიმეჯერ არის თუ არა შედგენილი აღნიშნული დოკუმენტები. მაგალითად, სოფელ ზემო ნიქოზში გაფორმებულია 2 დეფექტური აქტი გოგინაშვილ თემოსა და გოგნიაშვილ თემურზე, მართალია, აქტებში სხვადასხვა სამუშაოა მითითებული, თუმცა, ამ მონაცემების უფრო ზუსტი იდენტიფიცირების სხვა საშუალება არ არსებობს. ეს კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ერთსა და იმავე ოჯახებზე გაფორმებულიყო რამდენიმე დეფექტური აქტი. გარდა ამისა, პრაქტიკულად გადაუმოწმებელია შესრულებული სამუშაოების ოდენობა კვადრატული მეტრების მიხედვით.

ხელშეკრულებებში არ არის მითითებული დაზიანებული სახლების რაოდენობა და დაზიანების ხარისხი. ყველა ხელშეკრულებას ერთვის 2-5 დღით ადრე გაფორმებული დეფექტური აქტი და კონტრაქტორის მიერ დაუთარიღებლად მოწოდებული ხარჯთაღრიცხვები. თუმცა, 2008 წლის 9 დეკემბრის №364 ხელშეკრულებას არ ერთვის სოფელ ზემო ნიქოზში 136 ოჯახისათვის 1 788.00 კვ.მ მინის ჩასმისათვის შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

შპს „ინტერმშენის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ცხრილი:

სოფელი

დეფექტური აქტების მიხედვით
სახლების რაოდენობა

ფასი ლარებში

1

შინდისი და ფხვენისი

392

855 239

2

ზემო ნიქოზი

360

769 065.82

3

ქვემო ნიქოზი

229

624 158.33

4

ვარიანი

232

33 071.35

5

კარბი

762

1 429 948.47

6

არაშენდა

92

10 928.75

7

ახალდაბა

239

60 416

8

ქერე

188

107 120.73

9

მერეთი

187

90 303.54

10

ზემო და ქვემო ხვითი

272

694 331.86

11

საქაშეთი

206

73 455.32

12

ბერბუკი

23

182 008.04

13

დიცი და ქორდი

472

572 506.42

14

თორტიზა

322

679 819.25

15

სვენეთი

7

751.28

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ ცხრილში მითითებულია არა მხოლოდ სარემონტო სამუშაოები, არამედ მინების ჩასმა დაზარალებული მოსახლეობისათვის. საერთო ჯამში, შპს „ინტერმშენის“ მიერ აღმოჩენილი დახმარებების რაოდენობამ, დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების მიხედვით,2 შეადგინა 3983, ამ სამუშაოების საერთო ღირებულებამ კი - 6 183 124.16 ლარი. აღნიშნული თანხების გადარიცხვის დოკუმენტები გამგეობას არ მოუწოდებია.

შპს „სანი“

მეორე მსხვილი კონტრაქტორი, რომელთანაც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა გორის გამგეობამ, არის შპს „სანი“. მასთან გაფორმდა 5 ხელშეკრულება (№-№ 309, 333, 360, 372, 382).

შპს „სანის“ ვალდებულებებში შედიოდა ტირძნისისა და ტყვიავის საკრებულოებში დაზიანებული სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები ყველა სხვა დანარჩენი კონტრაქტის იდენტური იყო. პრობლემას წარმოადგენს სწორედ ის, რომ ყველა ხელშეკრულებაში მითითებულია ტყვიავისა და ტირძნისის საკრებულოებში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. მასალების შესწავლის შედეგად კი ირკვევა, რომ სამუშაოები შესრულებულია მხოლოდ ერთ სოფელში. მაგალითად, 2008 წლის 17 დეკემბრის №373 ხელშეკრულების თანდართული დოკუმენტების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა მხოლოდ სოფელ ტირძნისში. მთლიანობაში რეაბილიტირებულ იქნა 65 სახლი.

სავალდებულო დოკუმენტების ასეთი ზედაპირული წარმოება იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ მხარეები მათ მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ მნიშვნელობას ანიჭებენ. აღნიშნულის გასამყარებლად მოვიყვანთ კიდევ ერთ მაგალითს: №382 ხელშეკრულება შპს „სანი“-სთან გაფორმდა 2008 წლის 26 დეკემბერს. ხელშეკრულების ობიექტი კვლავ ტყვიავისა და ტირძნისის მოსახლეობისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა 26 დეკემბერს, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადა კვლავ 2008 წლის 31 დეკემბრით განისაზღვრა.

ურთიერთშეუსაბამოა ტირძნისის საკრებულოს სოფელ ბროწლეთში მცხოვრები სურამელი მერაბის საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე შედგენილი დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა. კერძოდ, დეფექტურ აქტში მითითებულია, რომ სახლი საჭიროებს თუნუქის კეხის მოწყობას 4 კვ.მ-ზე და დამტვრეული მინების შეცვლას 6.60 კვ.მ-ზე. ხარჯთაღრიცხვაში იგივე სამუშაოების გარდა აღწერილია დაზიანებული სახურავის დემონტაჟი - 145.6 კვ.მ, დაზიანებული ხის კოჭების და ლარტყის დემონტაჟი, ახალი წყლის კოჭებისა და ლარტყის მოწყობა და ა.შ.

მთლიანობაში შპს „სანის“ მიერ შესრულებულ იქნა 1 325 593.47 ლარის სამუშაოები. აღნიშნულის ფარგლებში შეკეთდა ტირძნისში 122 სახლი, მეღვრეკისში - 30, ტყვიავში - 69 და ბროწლეთში - 33. მთლიანობაში 254 შენობა.

თანხის გადარიცხვის დოკუმენტები მოწოდებული არ არის.

შპს „იმედი-26“

ტყვიავისა და ტირძნისის საკრებულოებში სამუშაოებთან დაკავშირებით ხელშეკრულებები გაფორმდა შპს „იმედი-26“-თან. 2009 წლის 30 მარტის №99 ხელშეკრულებით, 407 125 ლარი გათვალისწინებულ იქნა დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისათვის. დეფექტური აქტები მომზადებულია 2009 წლის 26 მარტს, ხოლო ხარჯთაღრიცხვის თარიღი მითითებული არ არის. წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების თანახმად, საჭირო იყო 407 095,87 ლარის სამუშაოების შესრულება. სოფლების მიხედვით, შემდეგი სურათი შეიქმნა:

სოფელი

რაოდენობა

ფასი

1

მეღვრისკევი

56

291 185.41

2

ტყვიავი

16

90 138.85

3

ტირძნისი

30

102 948.69

4

თერგვისი

5

34 268.54

5

ბროწლეთი

7

64 333.10

2009 წლის 8 მაისს შპს „იმედი-26“-თან კვალავ გაფორმდა ახალი №145 ხელშეკრულება. ამჯერად სამუშაოები უნდა შესრულებულიო მხოლოდ ტირძნისის საკრებულოში. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 179 923 ლარი, ხოლო ხელშეკრულების შესრულების ვადად - 2009 წლის 1 ივლისი. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ობიექტად მითითებულია ტირძნისის თვითმმართველი ერთეულში შემავალი დაზიანებული საცხოვრებელი სახლების შეკეთება, ხელშეკრულების 5.2 მუხლში შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილად მითითებულია ტყვიავისა და ტირძნისის საკრებულოები.

თანდართული ხარჯთაღრიცხვები არ არის ზუსტი, ვინაიდან ერთი კონკრეტული პირის დეფექტურ აქტს თან ერთვის სხვა მოსახლის ხარჯთაღრიცხვა, რომლებიც არ შეესაბამება ერთმანეთს კვადრატული მეტრების მიხედვით. მაგალითად, მოსიაშვილი იზოს სახურავის დაზიანება შეადგენდა 20 კვ.მ-ს, ხოლო მოსიაშვილი აკაკის - 183 კვ.მ-ს. ორივე დეფექტურ აქტს ერთვის მოსიაშვილი აკაკის ხარჯთაღრიცხვა, რაც საგრძნობლად აღემატება პირველისათვის გასაწევი დახმარების ხარჯს.

საბოლოო ჯამში, წარმოდგენილი მასალების თანახმად, მთლიანობაში შეკეთდა 129 შენობა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 582 864.59 ლარი.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაზარალებულთა დახმარების მიზნით განხორციელებული შესყიდვები ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით. კერძოდ:

  1. ხელშეკრულების საგანი არის ძალზე ზოგადი, რაც მხარეებს გადაჭარბებით თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობას აძლევს, აღნიშნული კი, ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების პრინციპებს;

  2. ხელშეკრულებებზე თანდართული ხარჯთაღრიცხვები დათარიღებული არ არის, რაც შეუძლებელს ხდის იმის გადამოწმებას, ისინი შექმნილია ხელშეკრულების გაფორმებამდე თუ მერე. აღნიშნულ ეჭვს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ, როგორც წესი, დეფექტური აქტები შედგენილია ხელშეკრულების გაფორმებამდე 2-5 დღით ადრე. ჩნდება კითხვა, ამ რაოდენობის ხარჯთაღრიცხვის მომზადებისთვის რამდენად გონივრული ვადაა 2-5 დღე?

  3. რიგ შემთხვევებში, შეუსაბამოა ხელშეკრულებებზე თანდართული დეფექტური აქტები და ხარჯთაღრიცხვები.

  4. პრაქტიკულად შეუძლებელია დაზიანებული (კერძო) სახლების სარეაბილიტაციოდ გაწეული ხარჯების გადამოწმება, რადგან არ ხერხდება გაწეული სამუშაოს იდენტიფიცირება რაიმე ნიშნით (მისამართით ან სუბიექტით);

  5. მნიშვნელოვანი ხარვეზია შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს შორის. აღნიშნულს კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ გამგეობას არ გამოუყენებია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოს უხარისხოდ შესრულებისათვის კონტრაქტორის დავალდებულების პირობა საკუთარი სახსრებით შეკეთების თაობაზე;

  6. სრულად არ არის წარმოდგენილი გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები.

აღნიშნული ხარვეზების ფონზე, მოწოდებული მასალების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის მიერ გარემონტდა:

  • კორპუსი - 20

  • კერძო სახლი - 4889

  • თანხა - 11 309 939.23 ლარი

არნეული

საქართველოს მთავრობის მიერ, დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გამოიყო 3 660 750 ლარი. მარნეულის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს გადმოერიცხა 3 660 700 ლარი, ათვისებულ იქნა - 3 634 521.7 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დაბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

მარნეულის გამგეობის მიერ მოწოდებული მასალებით, დევნილთა საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა 7 ხელშეკრულება. კერძოდ, გარემონტდა სოფელ შაუმიანში ყოფილი სამხედრო ნაწილის დასახლებაში არსებული 7 შენობა (№1, №2, №3, №4, №5 , №№6 და №7).

2008 წლის 16 სექტემბრის №257 ხელშეკრულებით შპს „საქრემმშენტექნიკმა“ №2 და №3 კორპუსების სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების ვალდებულება აიღო, ხელშეკრულების ფასია 575 000 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 15 დეკემბერი. №2 და №3 შენობების სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოდგენილია შპს „ხუროთმოძღვრის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსთან შეთანხმებული დეფექტური აქტები. უშუალოდ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი. რაც მთავარია, გაურკვეველია, რატომ არის სადეფექტო აქტებზე მითითებული ქ. ბოლნისი.

ამავე თარიღით გაფორმდა ხელშეკრულება შპს „რუპასთან“, რომელმაც აიღო 2 შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და 4 შენობის გარე ფასადის შეღებვის სამუშაოების შესრულების ვალდებულება. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 992 588 ლარით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადად - 2008 წლის 16 ნოემბერი.

2008 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება ი/მ „გულვერ შუბითიძესთან“, შაუმიანის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი მრავალბინიანი შენობების წყალმომარაგების მიზნით, წყალსადენის სათავე ნაგებობის რეკონსტრუქციისა და ახალი წყალსატარის მშენებლობის სამუშაოების განსახორციელებლად. ხელშეკრულების ფასია 177 390 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 31 დეკემბერი.

0x01 graphic

2008 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ბრუნი ჯგუფთან“ №7 კორპუსის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაზე. ხელშეკრულების ფასია 496 294 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 01 დეკემბერი. სადეფექტო აქტი და ხარჯთაღრიცხვა ერთვის მხოლოდ მე-7 კორპუსის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით მოწოდებულ მასალებს.

2008 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ელმარი 2007“-თან, შენობების საკანალიზაციო სისტემის უზრუნველყოფის მიზნით გარე საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებზე. ხელშეკრულების ფასია 172 445 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 31 დეკემბერი.

2008 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება ი/მ „ავთანდილ ჩარკვიანთან“ 3 შენობის (1, 2 და 4) სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაზე. ხელშეკრულების ფასია 928 852 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 30 ნოემბერი.

სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვა მომზადებულია შპს „ხუროთმოძღვრის“ მიერ. აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება არ არის წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფაქტობრივად დაიხარჯა გადმორიცხულ თანხაზე ნაკლები, თუმცა, დოკუმენტების შესაბამისად, დაჯამებული რიცხვები მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან.3 დეტალების დაკონკრეტების მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაგზავნილ იქნა განცხადება, რომლითაც ვითხოვდით ინფორმაციას, თუ რითი იყო განპირობებული გამოყოფილ და დახარჯულ თანხას შორის სხვაობა, რაც ფიქსირდებოდა მოწოდებულ დოკუმენტებში. ასევე ვითხოვდით ყველა სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტის ასლსა და თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მოგვეწოდა მხოლოდ და მხოლოდ შპს „ხუროთმოძღვართან“ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი და მისი მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის ასლი (ხელშეკრულება დათარიღებულია 12 სექტემბრით, მიღება-ჩაბარება - 16 სექტემბრით.) რაც შეეხება სხვა მასალას, მათი მოუწოდებლობა განმარტებულ იქნა მათი პროკურატურაში გადაგზავნით.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს შესყიდვების სააგენტო. ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვაზე, აღმოჩენილ იქნა თუ არა დარღვევები მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით და მოახდინა თუ არა რეაგირება მათზე შესყიდვების სააგენტომ, 2009 წლის ნოემბრის №2/4-2839 წერილით გვეცნობა:

თქვენს წერილში მესამე პუნქტად აღნიშნულ კითხვაზე, მიმართა თუ არა საქართველოს კონტროლის პალატას ან რომელიმე სხვა ორგანოს შესყიდვების სააგენტომ, ზემოთ მითითებული განკარგულების4 შესაბამისად, გამოყოფილი თანხების ფარგლებში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების 28- მუხლის მე-3 პუნქტის5 საფუძველზე, გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, შესაბამის პერიოდში, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული უფლებით არ უსარგებლია.

0x01 graphic

ბუნდოვანია შესყიდვების სააგენტოს პასუხი, რადგან მასში არ ჩანს, არ იქნა დარღვევები აღმოჩენილი თუ აღმოჩენილ იქნა და შესყიდვების სააგენტომ არ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება? შესყიდვების სააგენტოს მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით მოწოდებული მასალები პრაქტიკულად არავითარი ინფორმაციის მომცემი არ არის, გარდა იმისა, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია ფორმალურად ასრულებს თავის ვალდებულებას და უგზავნის ოპერატიულ ანგარიშებს შესყიდვების სააგენტოს. მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოპერატიული ანგარიში წარმოადგინა კანონმდებლობით დადგენილ 10 დღიან ვადაში6 - 2008 წლის 25 სექტემბერს, თუმცა, ამას შესყიდვების სააგენტოს მხრიდან სათანადო შესწავლა და რეაგირება არ მოჰყოლია.

მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში არსებული მდგომარეობის უკეთ შესწავლის მიზნით, გადავწყვიტეთ ადგილზე დაგვეთვალიერებინა სახელმწიფოს მიერ გაღებული სახსრების ხარჯვის შედეგი და ეფექტურობა.

წარმოდგენილ დეფექტურ აქტებსა და ხარჯთაღრიცხვებში ჩამოთვლილია ყველა ის სამუშაო, რომელიც აუცილებელი და მინიმალური იყო დევნილთა საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისათვის, მათ შორის, კედლების შელესვა, შპალერის გაკვრა და შეღებვა, იატაკის მოჭიმვა და ლამინატის დაგება, საკანალიზაციო სისტემის გაყვანა, უნიტაზებისა და პირსაბანების დამონტაჟება და ა.შ.

შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერებამ სრულიად თვალნათელი გახადა სახელმწიფო სახსრების არარაციონალური და არაეფექტური ხარჯვა. საცხოვრებელი ბინების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ შპალერი გაკრული იყო შეულესავ კედელზე, ასევე, შელესვის გარეშე იყო შეღებილი ტუალეტები. არ იყო ამოვსებული კარების ღიობები, რომლებიც დაფარული იყო ზედ გადაკრული შპალერით. ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა დაგვხვდა №1 კორპუსში, სადაც აბსოლუტურად გაუმართავი იყო საკანალიზაციო სისტემა, რის შედეგადაც მაცხოვრებლებს კანალიზაციის წყალი სართულიდან სართულზე ჩასდიოდათ.

უფრო კონკრეტულად:

  • უნდა განხორციელებულიყო ჭერიდან და კედლებიდან ძველი ნალესის ჩამოფხეკა, კედლების მობათქაშება და შეღებვა. კედლები არის დახეთქილი და შპალერი შეულესავ კედელზე არის მიკრული;

  • №4 კორპუსში არ არის შეცვლილი სახურავი;

  • შენობის შიგნით უნდა დამონტაჟებულიყო საკანალიზაციო მილები (1600 მ2). გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ გაკეთებულა, ყველა სართულზე ჟონავს კანალიზაციის წყალი. ასევე, ცუდად არის დამონტაჟებული პირსაბანები და უნიტაზები.

ოლნისი

ბოლნისის მუნიციპალიტეტს განკარგულებით გამოეყო 325 000 ლარი, თუმცა, მათ მიერ წარმოდგენილი გადარიცხვის დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც არასრულყოფილია, მუნიციპალიტეტის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 363 206 ლარი, რაც გამოყოფილ თანხას 38 206 ლარით აღემატება. თანხის სხვაობასთან დაკავშირებით გამგეობის მიერ განმარტებულ იქნა, რომ დამატებითი თანხები გამოიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რადგან „325 000 ლარით გათვალისწინებული იყო მხოლოდ საცხოვრებელი სახლების სარეკონსტრუქციო და საპროექტო სამუშაოები. ამის გარდა, მოხდა სოფელ ფოლადაურში არსებულ კოტეჯებამდე სასმელი წყლის მილების გაყვანა და ამავე კოტეჯებზე აბანოების მიშენება, აღნიშნული თანხის გამოყოფა მოხდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.“ გამგეობის მიერვე მოწოდებული მასალებით აღნიშნული სამუშაოები საჭიროებდა 25 895 ლარს.

ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ ყველა ხელშეკრულებასა და მათი შესრულების შესაბამისად გადარიცხული თანხების ოდენობას. თუმცა, საბოლოო ჯამში გადარიცხული თანხები 12 311 ლარით აღემატება ხელშეკრულებებსა და ხარჯთაღრიცხვებში ასახულ თანხებს.

2008 წლის 16 სექტემბერს ი/მ „ბესარიონ გაბიძაშვილთან“ გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №185 ხელშეკრულება, სოფ. ფოლადაურში ყოფილი სამხედრო ნაწილის 9 საცხოვრებელი კოტეჯის შეკეთების სამუშაოების შესყიდვის მიზნით. ხელშეკრულების ფასი არის 45 000 ლარი, თუმცა ამ ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი არის საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 სექტემბრის №598 და არა №563 განკარგულება.7

0x01 graphic

ხელშეკრულების შესრულების ვადა იყო 15 ოქტომბერი. სამუშაოს მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდა დადგენილ ვადაში, თანხების გადარიცხვა კი განხორციელდა ეტაპობრივად - 2008 წლის ოქტომბერსა და 2009 წლის იანვარში. 1 ოქტომბერს გადაირიცხა 3,337.00 ლარი; 29 ოქტომბერს განხორციელდა 3 გადარიცხვა: 10,553.60 ლარი; 6,079 ლარი; 17,352.80 ლარი და 9 იანვარს 2 გადარიცხვა - 13,327.20 ლარი; 2,638.40 ლარი. შესაბამისად, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების თანახმად, მთლიანობაში გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 79 872 ლარი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოს შესრულების აქტების თანახმად, ი/მ „ბესარიონ გაბიძაშვილის“ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 81 350 ლარი.

ი/მ „ბესარიონ გაბიძაშვილთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არის ზოგადი ხასიათის8 და გაურკვეველია, სოფელ ფოლადაურში 9 საცხოვრებელი კოტეჯისათვის 8 აბანოს სამშენებლო სამუშაოები განახორციელა ი/მ „ბესარიონ გაბიძაშვილმა“ თუ სხვა პირმა. გადარიცხვის დოკუმენტების შესაბამისად, შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა სწორედ მის მიერ.

0x01 graphic

თუმცა, სრულიად არაეფექტური და არამიზნობრივია ამ ოდენობის თანხების გაღების აუცილებლობა როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რადგან ამ კოტეჯებში არ არიან შესახლებული დაზარალებული პირები. გარდა ამისა, ხელშეკრულების პირობების თანახმად, ძირითადად გათვალისწინებული იყო შენობების მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მაშინ, როცა პირველი შენობა დაბზარულია, ასევე, მე-4 შენობაში ჟონავდა წყალი, რის გამოც ჩამოინგრა შენობის შიდა ჭერი.

პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის განხორციელებული ღონისძიებები. სოფ. ქვემო ბოლნისში ყოფილი საბავშვო ბაღის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2008 წლის 16 სექტემბერს შპს „საქტექმშენტექნიკასთან გაფორმდა №186 ხელშეკრულება“. ხელშეკრულების ფასია 280 000 ლარი, ხელშეკრულების შესრულების ვადა - 30 ოქტომბერი. გადარიცხვის დოკუმენტების შესაბამისად, შპს „საქტექმშენტექნიკას“ გადაერიცხა 279 997 ლარი, აღნიშნული თანხა ემთხვევა დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტში მითითებულ თანხას. თუმცა, აღნიშნულია საპროექტო სამუშაოების ღირებულება 2800 ლარის ოდენობით, რაც მთლიანობაში აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას 280 000 ლარს და უდრის 281 800-ს. აღნიშნული თანხა აისახა ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის აქტში, რომელიც მხარეებს შორის 2008 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა.

წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, საპროექტო სამუშაოებს ახორციელებდა შპს „პროექტი“ (გაურკვეველია, რა ტიპის საპროექტო სამუშაოებს ახორციელებდა ეს შპს, რადგან ხელშეკრულებების თანახმად, ამ დროისათვის სამუშაოები თითქმის დასრულებული უნდა ყოფილიყო). 2008 წლის 8 ოქტომბერს შპს „პროექტთან“ გაფორმდა №203 ხელშეკრულება, რომლითაც სამუშაოს მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას, შეესრულებინა საპროექტო მომსახურება 2008 წელს განსახორციელებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისათვის. კერძოდ, ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს 300 ლარად უნდა მოეხდინა სოფ. ფოლადაურის კოტეჯების დამატებითი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

0x01 graphic

ანალოგიური ხელშეკრულებებია გაფორმებული შპს „ხუროთმოძღვართან“, 2008 წლის 9 სექტემბერს - №184 და 8 ოქტომბერს - №204 ხელშეკრულებები. ერთ-ერთი ხელშეკრულების შესაბამისად, უნდა მომზადებულიყო სოფ. ფოლადაურის კოტეჯების წყლით მომარაგებისათვის წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხოლო მეორე ხელშეკრულების თანახმად - სოფ. ქვემო ბოლნისში ყოფილი საბავშვო ბაღის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების და, ასევე, სოფ. ფოლადაურში ყოფილი სამხედრო ნაწილის 9 საცხოვრებელი კოტეჯის შეკეთების სამუშაოების ტექდოკუმენტაცია. საინტერესოა შპს „ხუროთმოძღვრისათვის“ სამუშაოს შესრულებისათვის გადასახდელი თანხის დაანგარიშების წესი. ხელშეკრულების შესავალში აღნიშნულია, რომ „შესასყიდი მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულების თანდართულ სპეციფიკურ პირობებში (მე-5 პუნქტი, 5.4 ქვეპუნქტი) განსაზღვრულ პროცენტულ მიმართებაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებასთან“. შესაბამისად, სპეციალური პირობებით გადასახდელი თანხა განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ 3 337 ლარი გადაირიცხა 2008 წლის 1 ოქტომბერს.

მნიშვნელოვანია, რომ შპს „ხუროთმოძღვრის“ მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვით, წინასწარ გათვალისწინებული თანხის ოდენობა შეადგენდა 53,630 + 282,300 = 335,930 ლარს, ანუ შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება აღემატებოდა გამოყოფილ თანხას. საბოლოოდ, გადარიცხვის დოკუმენტების თანახმად, სამუშაოს შემსრულებელს გადაერიცხა 279 997 ლარი. რაც გამოყოფილ თანხაზე 27 003 ლარით ნაკლებია. საბოლოო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაიხარჯა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე გამოყოფილ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, სრულიად არამიზნობრივად განხორციელდა სოფელ ფოლადაურში 79 872 ლარის ხარჯვა.

თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის №556 განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო 1 400 000 ლარი. 8 სექტემბრის №563 განკარგულებით კი - 5 406 000 ლარი.

გამგეობის მიერ სამუშაოს შესყიდვაზე ხელშეკრულებები გაფორმდა შპს „მონოლითი 21-ესა“ და შპს „გეოკოლორთან“.

0x01 graphic

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში, ყოფილი სამხედრო ნაწილის დასახლებაში, გარემონტდა და დაზარალებულთა საცხოვრებლად მომზადდა 446 ბინა, 10 საცხოვრებელი და 4 დამხმარე შენობა.9 2008 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულებით, შპს „მონოლითი 21-ემ“ აიღო ვალდებულება, 1 140 000 ლარად მოეხდინა ამ დასახლებაში არსებული შენობების რეაბილიტაცია, შემდგომში „მათი საცხოვრებლად გამოყენების მიზნით. „მხარეთა შორის 2008 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება გაიზარდა 6 276 000 ლარამდე. მნიშვნელოვანია, რომ სხვა კონტრაქტორებისგან განსხვავებით შპს „მონოლითი 21“ 2 წლის განმავლობაში იღებს ვალდებულებას, აღმოფხვრას მის მიერ შესრულებულ სამუშაოებში გამოვლენილი დეფექტები10 2008 წლის 5 ნოემბერს მხარეებმა გააფორმეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოს ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში შესრულება.

ხელშეკრულებაში არ არის დეტალურად გაწერილი შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკაციები. აღნიშნული წარმოდგენილია შპს „მეგაპლასტის“ მიერ მომზადებულ დეფექტურ აქტებსა და შპს „მონოლითი 21“-ისა11 და თეთრიწყაროს გამგეობის მიერ დამტკიცებულ „შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობა-განფასებებში.“ თუმცა, ხელშეკრულებით, შპს „მეგაპლასტი“ ვალდებული იყო, შეედგინა შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები, რაც არა მხოლოდ დეფექტური აქტების მომზადებას, არამედ შესასრულებელი სამუშაოების დაანგარიშებასაც მოიცავს.

მნიშვნელოვანია, რომ გამგეობის მიერ მოწოდებული კრებსითი განფასებისა და ინდივიდუალური განფასებების მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, კრებსით განფასებაში არ არის ასახული ხუთსართულიანი №1-5 კორპუსების , №7, №8, №9 და №10 კორპუსების წყალსადენი კანალიზაციისათვის გაწეული ხარჯი.

0x01 graphic

ასევე, ცალკეულ განფასებებში არ არის წარმოდგენილი ჭაბურღილის მოწყობის ხარჯი. შედეგად, დოკუმენტებში მოცემული ციფრები ერთმანეთს არ ემთხვევა. კერძოდ, კრებსითი განფასებების თანახმად, სამუშაოს ღირებულებამ (სატრანსპორტო, ზედნადების, ბანერის მოწყობის და დღგ-ს ხარჯების გარეშე) შეადგინა 4 126 725 ლარი, მთლიანმა ხარჯმა კი - 6 276 000 ლარი. თუმცა, ცალკეულ განფასებებში მოცემული ციფრების დაჯამებით მთლიანი თანხა შეადგენს 4 319 912.3 ლარს, რაც კრებსითი მოცულობის მთლიან თანხაზე 1 956 087.7 ლარით ნაკლებია. მოცემული ციფრობრივი მონაცემები საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი არ მოიცავს სატრანსპორტო, ზედნადები, ბანერის მოწყობისა და დღგ-ს ხარჯს და კრებსით განფასებაში არსებულ მონაცემს 193 187.3 ლარით მაინც აღემატება (კრებსითი - 4 126 725, ცალკეულის ჯამი - 4 319 912.3, სხვაობა - 193 187.3).

იმისათვის, რომ საბოლოოდ დაგვეზუსტებინა გამგეობის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა, გადავამოწმეთ თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, სამუშაოს შემსრულებლებისათვის გადარიცხული თანხის ოდენობა ემთხვევა კრებსითი მოცულების თანხას - 6 276 000 ლარს.

მეორე კონტრაქტორი, შპს „გეოკოლორი“, 2008 წლის 7 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ვალდებული იყო, განეხორციელებინა შენობების ფასადების მოწესრიგება და შეღებვა. მითითებული სამუშაოს შესრულებისათვის გამგეობა ვალდებული იყო, გადაეხადა 270 000 ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმების საფუძვლად 2.1 მუხლში მითითებულია საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 სექტემბრის №633 განკარგულება. ხელშეკრულებების საფუძვლად სხვადასხვა განკარგულების მითითება სრულიად გაურკვეველია, რადგან №633 განკარგულებით, ცვლილება შევიდა №563 განკარგულებაში და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფ ოდენობად განისაზღვრა 5 406 00 ლარი, ანუ ორივე ხელშეკრულებაში საუბარია ერთი და იგივე თანხების განკარგვაზე. თუმცა, მოწოდებულ დოკუმენტებში წარმოდგენილი არ არის არც შენობების შეღებვისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა და არც შესაბამისი მომსახურებისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. რეალურად კი, ორივე კონტრაქტორისათვის გადასახდელი თანხის ჯამი შეადგენს 6 276 000+270 000=6 546 000 ლარს. თუმცა, შენობების ადგილზე დათვალიერებით სრულიად ნათელია, რომ შპს «გეოკოლორის» მიერ შესრულებულ იქნა სახელშეკრულებო ვალდებულებები.12

მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოვლინდა, რომ თითრიწყაროს გამგეობის მიერ არ მომხდარა სამუშაოების სათანადოდ დაგეგმვა. კერძოდ, №2 კორპუსის მაცხოვრებლებთან საუბრისას გაირკვა, რომ შენობის სახურავი საჭიროებს შეკეთებას, რადგან ბოლო სართულის მაცხოვრებლებს ჩამოსდით წყალი. უფრო მეტიც, №10 კორპუსის მაცხოვრებლები ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევენ იმას, რომ სახურავიდან ჩამოსული წყალი პირდაპირ შუქის მრიცხველზე ჩამოედინება და, მიუხედავად მათი არაერთგზის მოთხოვნისა, არ ხდება ამ მრიცხველებისათვის ადგილის გამოცვლა ან სახურავის შეკეთება.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ძირითადი პრობლემა გამწოვი სისტემის არარსებობაა. თითქმის ყველა ოჯახში ჩამოცვენილია შპალერი, საღებავი. ასევე, დაზიანებულია გიფსო-კარდონის ტიხრები და ლამინირებული პარკეტი.13 მაცხოვრებლებს მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებათ სააბაზანოებით სარგებლობისას. იმ შემთხვევაში, თუ მათი აბაზანა ემიჯნება მეზობლის ბინას, მათგან წყალი შედის მეზობლის ბინაში, აგრეთვე გადმოდის სხვა ოთახებში, რადგან ტრაპები ძირითადად უხარისხოდ არის დაგებული.

წარმოდგენილი მასალების გაანალიზების შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განხორციელებული საქმიანობისას, ეფექტურობის თვალსაზრისით, უმჯობესი იქნებოდა, სამუშაოს შემსრულებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაეთვალისწინებინათ სახურავის შეკეთების სამუშაოები. გარდა ამისა, გამგეობა მეტი ყურადღებით უნდა მოჰკიდებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობას და ყველა ზომა უნდა გამოეყენებინა 2 წლიანი გარანტიის ასამოქმედებლად, რომლის თანახმად, სამუშაოს მიმწოდებელი ვალდებული იყო, აღმოეფხვრა გამოვლენილი ხარვეზები.

თელავი

დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისათვის, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 489 400 ლარი. 2008 წლის 23 ოქტომბერს შპს „ნოვასთან“ გაფორმდა ხელშეკრულება 480 400 ლარზე, საერთო საცხოვრებლის რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულებაზე. ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, „შემსრულებელი ვალდებულია, შეასრულოს სამუშაოები ხარისხიანად, წარდგენილი ხარჯთაღრიცხვების თანახმად, მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად, ტექნოლოგიური თანმიმდევრობის დაცვით.“ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული, თუ ვის მიერ უნდა მოხდეს ხარჯთაღრიცხვების მომზადება და წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის განხორციელების პროცესში, ჩვენ მიერ, 2009 წლის 22 ივნისის №გ-04/102-09 განცხადებით, გამოთხოვნილ იქნა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების ასლები, გამგეობამ ისინი არ მოგვაწოდა.

0x01 graphic

შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ 2008 წლის 1 სექტემბერს მომზადდა სადეფექტო აქტი. აქტით გათვალისწინებული იყო დაზიანებული სახურავის დემონტაჟი და მისი შეკეთება, ტიხრების დემონტაჟი და შეკეთება, კედლების შელესვა, ცემენტის მოჭიმვის მოწყობა, ლინოლიუმის დაგება სამზარეულოში და ა.შ.

ხელშეკრულების შესრულების ვადად დასახელდა 2008 წლის 25 ნოემბერი. წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით, შპს „ნოვას“ მიერ სამუშაო ჩაბარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. ამასთან, პროექტის რეალურ ღირებულებად დაფიქსირდა 489 275, 7 ლარი, რაც ხელშეკრულების ღირებულებაზე 125 ლარით ნაკლებია.

საერთო საცხოვრებლის ადგილზე დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ სამუშაოს შემსრულებლის მიერ შესრულდა სახელშეკრულებო ვალდებულებები, თუმცა, ხარისხთან დაკავშირებით, გარკვეული დარღვევები ამ შემთხვევაშიც იქნა აღმოჩენილი. კერძოდ, სამზარეულოებში არ გაკეთებულა ცემენტის მოჭიმვა და გაუსწორებელ იატაკზე პირდაპირ არის გადაგებული ლინოლიუმი.

მიუხედავად იმისა, რომ შპს „ნოვას“ მიერ შეკეთდა სახურავი, წყლის გაჟონვა მაინც ხდება, რაც სამუშაოს შესრულების დაბალ ხარისხზე მეტყველებს.

აგარეჯო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 362 000 ლარი. 2008 წლის 9 ოქტომბერს შპს „ნოვასთან“ გაფორმდა ხელშეკრულება ქ.საგარეჯოში „ავტოსკოლის“ სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 361 987 ლარით.

გამგეობის მიერ მოწოდებულ იქნა ი/მ მერაბ გორელაშვილის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმად, აუცილებელი იყო სახურავის სარემონტო სამუშაოების შესრულება, აგრეთვე, სანტექნიკის, ელექტრო გაყვანილობის და სხვა ძირითადი სამუშაოების შესრულება. მომზადებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, არსებული ღიობები წვრილი საკედლე ბლოკით უნდა ამოშენებულიყო. მთლიანობაში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა ზუსტად იმ თანხას, რაც მხარეების მიერ გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულებაში - 361 987 ლარს.

შპს „ნოვასთან“ დადებული ხელშეკრულების 3.1 მუხლით, ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 15 დეკემბერი. სამუშაოების ფაქტობრივი შესრულება მხარეების მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დაფიქსირდა 12 დეკემბრამდე, რაც გადამოწმდა ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების აქტით, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ იქნა გაფორმებული. მასალებში ასევე წარმოდგენილია შპს „გარანტის“ აუდიტორული დასკვნა14 შპს „ნოვას“ მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე, რომლის თანახმად, სამუშაოები სრულყოფილად იქნა შესრულებული. გარდა ამისა, მოწოდებულ მასალებში არის თანხის გადახდის ანგარიშფაქტურებიც. ამდენად, ფინანსური დოკუმენტები სრულყოფილად არის წარმოდგენილი.

მიუხედავად დოკუმენტების გამართულობისა, შენობის ადგილზე დათვალიერებისა და მაცხოვრებლებთან შეხვედრისას გაირკვა, რომ ღიობების ამოშენება არ მომხდარა წვრილი საკედლე ბლოკებით, არამედ ამოშენდა გიფსო-კარდონით, თუმცა, წარმოდგენილ ფოტოებზე ამის ასახვა ვერ მოხერხდა. ამასთან, გამოვლინდა, რომ სამუშაოს შემსრულებელი ახდენდა მის მიერ ხარვეზით შესრულებული სამუშაოს შეკეთებას. კერძოდ, ჟონავდა საკანალიზაციო სისტემა და ეტაპობრივად მიმდინარეობდა ამ პრობლემის გამოსწორება. სხვა თვალსაზრისით, სამუშაოები შესრულებულია ხარჯთაღრიცხვაში მითითებული პირობების შესაბამისად.

აგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობამ გამოყო 632 200 ლარი. გამგეობამ, გამოყოფილი თანხების ფარგლებში, დაზარალებული პირების ჩასახლების მიზნით, შეაკეთა ლაგოდეხის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება.

2008 წლის 21 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ნოვას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. ლაგოდეხის ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების საპროექტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე. ხელშეკრულების ფასია 623 173 ლარი, ხოლო შესრულების ვადა - 2008 წლის 25 ნოემბერი.

მასალებში წარმოდგენილია შპს „ხუროთმოძღვრის“ მიერ შესრულებული პროექტი, რომელიც მომზადდა შპს „ნოვას“ დაკვეთით. რაც შეეხება სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვას, ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვალდებულება ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. თუმცა, დოკუმენტებში წარმოდგენილია შპს „ნოვას“ მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმად, შენობის რემონტი საჭიროებდა 622 931, 7 ლარს. მნიშვნელოვანია, რომ ხარჯთაღრიცხვებში არ არის გათვალისწინებული საკანალიზაციო სისტემის შეკეთება. მაცხოვრებლებთან შეხვედრისას კი გაირკვა, რომ პრობლემა სწორედ საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობაში მდგომარეობს, რადგან სართულებს შორის ხდება წყლის გაჟონვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ გამგეობის მხრიდან ადგილი ჰქონდა შესასრულებელი სამუშაოების არასრულყოფილად შესწავლასა და დაგეგმვას.

გამგეობის მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, მათ მიერ გადამოწმდა სამუშაოს შესაბამისობა წარმოდგენილ ხარჯთან. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2008 წლის 25 დეკემბერს მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად: „შპს „ნოვას“ მიერ ლაგოდეხის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება, ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, შეადგენს 622 931,7 ლარს.“

საბოლოო ჯამში, დოკუმენტების და ადგილზე მდგომარეობის შესწავლის შედეგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არ მოხდა სამუშაოების სათანადოდ დაგეგმვა, იმ უპირველესი აუცილებლობების განსაზღვრა, რასაც საჭიროებდა საცხოვრებელი კორპუსი. მართალია, გამგეობამ შესრულებული სამუშაოს ექსპერტიზაც ჩაატარა საბოლოო ხარჯის გადასამოწმებლად, მაგრამ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის თვალსაზრისით ეს არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკმარის ღონისძიებად, ვინაიდან უმთავრესი მაინც თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვების სრულყოფილი მომზადება და მის შესაბამისად საქმიანობის განხორციელებაა.

ქუთაისი

ქ. ქუთაისის მერიას დევნილთა საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციოდ გამოეყო 3 000 000 ლარი. ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, ქუთაისის მერიამ ერთ პირთან გააფორმა ხელშეკრულება სამივე შენობის სარემონტო სამუშაოს შესრულებაზე. 2008 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულებით, შპს „თეგიკა უნივერსალმა“ აიღო ვალდებულება ქ. ქუთაისში გამოყოფილი სამი შენობის კაპიტალური რემონტის შესრულებაზე.

0x01 graphic

ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, შპს „თეგიკა უნივერსალი“ ვალდებული იყო, 2009 წლის 20 თებერვლამდე შეესრულებინა საპროექტო ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები.

ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისათვის დადგინდა, რომ „შესრულებული სამუშაოს დამტკიცებას, ინსპექტირების ჯგუფის დასკვნისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ დადასტურების საფუძველზე, ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერია.“

ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ხელშეკრულების აღნიშნული მოთხოვნა დაცულია. კერძოდ, გადარიცხვები განხორციელდა 2008 წლის 29 ნოემბერს, 11 და 25 დეკემბერს, 2009 წლის 3 და 20 თებერვალს. მითითებულ თარიღებში რამდენიმე გადარიცხვა არის განხორციელებული შპს „თეგიკა უნივერსალის“ ანგარიშზე. თითოეულ გადარიცხვას თან ერთვის ამავე რიცხვით დათარიღებული სამუშაოს შესრულებისა და ანაზღაურების შუალედური აქტები და დაუთარიღებელი ინსპექტირების ჯგუფის შუალედური დასკვნები. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, სამუშაოს შემსრულებლისათვის გადარიცხულ იქნა 2 949 695,2 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტებში გადარიცხვის დოკუმენტები სრულყოფილად არის წარმოდგენილი, ქ. ქუთაისის მერიის მიერ არ იქნა მოწოდებული წინასწარი ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც ზუსტად იქნებოდა განსაზღვრული, კონკრეტულად რა სახის სამუშაოებს და რამდენ თანხას საჭიროებდა სამივე შენობის რემონტი.

ერთი შეხედვით, თითქოს არავითარი პრობლემა არ არის, რადგან ქ.ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2008 წლის 13 ნოემბერს მომზადდა აქტი სამივე შენობის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ. თუმცა, შემდგომში წარმოდგენილია 2009 წლის თებერვლით დათარიღებული ხარჯთაღრიცხვები, რომლებშიც მითითებულია, რომ „ხარჯთაღრიცხვა გადაანგარიშებულია დამთავრებული სამუშაოებისა და წინასწარი ხარჯთაღრიცხვების მიხედვით.“ თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინასწარი ხარჯთაღრიცხვები მოწოდებული არ არის.

სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში, ამგვარ „მცირე“ ხარვეზებს ყოველთვის ახლავს უარყოფითი შედეგები. მაგალითად, ავტომშენებლის ქუჩაზე არსებული ყოფილი სამხედრო ლიცეუმის შენობა სრულყოფილად არ არის გარემონტებული - შესასვლელი მხოლოდ შეღებილია, ხოლო სახურავი ახდილია.

გარდა ამისა, ქუთაისში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შემდეგ წყალგაყვანილობის სისტემა კვლავ გაუმართავია. კერძოდ, მაცხოვრებლები უჩივიან უხარისხო ონკანების დამონტაჟებასა და აბაზანა-ტუალეტებიდან წყლის გაჟონვას. ასევე, კაფელისა და მეტლახის უხარისხო დაგებამ გამოიწვია მათი ჩამოცვენა სამზარეულოებში, ჯეროვნად არ არის ამოვსებული კარის ღიობები.

ქ. ქუთაისის მერიის მიერ განხორციელებული შესყიდვების შემთხვევაში, არ შეიძლება ვისაუბროთ სახელმწიფო სახსრების გადახარჯვასა თუ არამიზნობრივ ხარჯვაზე, მით უფრო, როცა გამოყოფილი იყო 3 000 000 ლარი, ხოლო რეალურად დახარჯულმა თანხამ შეადგინა 50 304.80 ლარით ნაკლები, ანუ 2 949 695,2 ლარი. გაწეული ხარჯი არ შეიძლება მივიჩნიოთ ეფექტურად, რადგან სამუშაოები სრულყოფილად არ არის შესრულებული და სარემონტო სამუშაოები ვერ უძლებენ ერთ წლიან ბუნებრივ ცვეთას (ან სარგებლობას).

შესყიდვების სააგენტოს მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ქ. ქუთაისის მერიამ ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ 2009 წლის 28 იანვრის ანგარიშში მიუთითა, რომ დევნილებისათვის გამოყოფილი შენობების კაპიტალური შეკეთება 3 000 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.15 მნიშვნელოვანია, რომ არსებულ უზუსტობაზე რეაგირება არ მოუხდენია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. უფრო მეტიც, ქუთაისის მერია არასწორ მონაცემებს აწვდის მაკონტროლებელ ორგანოს მის მიერ გაწეული ხარჯის შესახებაც კი. სამწუხაროდ, მოყვანილი ფაქტები ადასტურებს, რომ შესყიდვების სააგენტოს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური კონტროლის ფუნქცია აკისრია და მხარჯავი დაწესებულებებიც ფორმალურად წარუდგენენ ანგარიშებს, რადგან არ ხდება მათი შესწავლა/გაანალიზება და დარღვევებზე რეაგირება.

დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 1,752,500 ლარი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, დუშეთში დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

  1. ბაზალეთის პანსიონატის რემონტი;

  2. ბაზალეთის პანსიონატის წყალგაყვანილობა;

  3. ბაზალეთის პანსიონატის გაზიფიცირება;

  4. №1 კორპუსის რემონტი;

  5. №2 კორპუსის რემონტი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 19 ოქტომბრის №1167 წერილის თანახმად, დაიხარჯა 1 744 947 ლარი, ხოლო დარჩენილი 7 553 ლარი დაბრუნდა ხაზინის ანგარიშზე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ უშუალოდ ჩვენთვის მოწოდებული მასალების თანახმად, სოფელ ბაზალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყოფილი პროფკავშირის ამორტიზებული საცხოვრებელი №1 კორპუსის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდო 2008 წლის 10 ოქტომბერს, შპს „კომფორტი 2005“-თან.

ხელშეკრულების 2.2 მუხლში მითითებულია, რომ „სამუშაოები შესრულდება ხელშეკრულებაზე დართული ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად. ხარჯთაღრიცხვები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.“ თუმცა, ხელშეკრულებას თან არ ერთვის აღნიშნული ხარჯთაღრიცხვები. მასალებში წარმოდგენილია პერიოდულად მომზადებული შესრულებული სამუშაოს აქტები, რომელთა დაჯამების შედეგად, ხელშეკრულების ღირებულებამ და ხარჯვამ შეადგინა 182 915 ლარი.

ანალოგიური შინაარსის №195 ხელშეკრულება გაფორმდა 2008 წლის 19 სექტემბერს შპს „სტელკომ“-თან. თუმცა, ხელშეკრულების საგანი არის ძალზე ზოგადად გადმოცემული: „ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ბაზალეთის სასტუმრო პანსიონატის კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა.“ სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, ისევე როგორც ყველა სხვა ხელშეკრულებას, თან არ ერთვის. ასევე, წინასწარ არ არის განსაზღვრული, თუ რომელი შენობების სარემონტო სამუშაოები ევალება კონტრაქტორს. შპს „კომფორტი 2005“-თან გაფორმებული ხელშეკრულებით, სამუშაოს მიმწოდებელი პასუხისმგებელი იყო №1 კორპუსის სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე. მიუხედავად, იმისა, რომ შპს „სტელ კომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას თან ერთვის შესრულებული სამუშაოების აქტები, მათგან მხოლოდ ერთ აქტშია ზოგადად მითითებული შენობა. კერძოდ, 2008 წლის 2 ოქტომბერს შესრულებული სამუშაოების №1 აქტში მითითებულია „ბაზალეთის სასტუმრო პანსიონატის კომპლექსზე“. ხოლო შემდეგ წარმოდგენილ 4 აქტში შენობები დაკონკრეტებული არ არის. ამდენად, ბუნდოვანია, ერთ შენობაზეა საუბარი თუ ორზე, ვინაიდან მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 3 შენობას. აღნიშნული დეტალები არ არის მითითებული 2008 წლის 2, 13 და 24 ოქტომბერს გაფორმებულ შესრულებული სამუშაოს აქტებშიც. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2008 წლის 14 ნოემბერს, რომლის თანახმად, დახარჯულმა თანხამ შეადგინა 1 182 349 ლარი.

პირობების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი და შპს „ექსპერტი 2008“. გამგეობის მიერ მოწოდებულია 2008 წლის 12 ნოემბრის სამმხრივი სამუშაოს შესრულების აქტები, რომელთაც ხელს აწერენ შპს „კომფორტი 2005“-ის დირექტორი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და შპს „ექსპერტი 2008“-ის დირექტორი. მოწოდებული არ არის შპს „ექსპერტი 2008“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, ანუ გაურკვეველია, ამ მომსახურებაში მას მუნიციპალიტეტი უხდიდა თუ არა თანხას.

სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2008 წლის 14 ნოემბერს.

სხვა სახელშეკრულებო მოთხოვნები დაცულია.

  1. 2008 წლის 4 ნოემბერს შპს „ბასა+ 2008“-სთან გაფორმდა ხელშეკრულება ყოფილ პანსიონატამდე წყალმომარაგების ხაზის მიყვანაზე. (საინტერესოა, ეს შენობები ერთად მდებარეობს თუ არა). ხელშეკრულებას არ აქვს მინიჭებული ნომერი. ხელშეკრულების ფასი არის 33 298 ლარი.

ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, „სამუშაოები შესრულდება ხელშეკრულებაზე დართული ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად. ხარჯთაღრიცხვები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.“ თუმცა, ხელშეკრულებას თან არ ერთვის აღნიშნული ხარჯთაღრიცხვები.

სამუშაოს შესრულების აქტები გაფორმებულია 2008 წლის 21 ნოემბერს და მას ხელს აწერენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, შპს „ბასა+2008“-ის დირექტორატი და შპს „ექსპერტი 2008“-ის დირექტორი.

მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2008 წლის 24 ნოემბერს, რომლის თანახმად, სამუშაოს ღირებულებამ საბოლოოდ შეადგინა 33 298 ლარი.

  1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდო 2008 წლის 10 ოქტომბერს, რომლითაც შპს „რაგო“-მ აიღო ვალდებულება სოფელ ბაზალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყოფილი პროფკავშირის ამორტიზებული №2 საცხოვრებელი კორპუსის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე. ხელშეკრულებას არა აქვს მინიჭებული ნომერი.

ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, „სამუშაოები შესრულდება ხელშეკრულებაზე დართული ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად. ხარჯთაღრიცხვები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.“ თუმცა, ხელშეკრულებას თან არ ერთვის აღნიშნული ხარჯთაღრიცხვები. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 182 915 ლარი.

2008 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით, წარმოდგენილია შესრულებული სამუშაოს აქტი. მას ხელს აწერენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, შპს „რაგო“-ს დირექტორი და შპს „ექსპერტი 2008“-ის დირექტორი.

2008 წლის 14 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, მთლიანი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 182 915 ლარი.

3. 2008 წლის 5 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება ბაზალეთის პანსიონატის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით. სამუშაოს შემსრულებელი შპს „ნიუ ენერჯის“ ხელშეკრულების ღირებულება 140 000 ლარია. ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია ანალოგიური სახით. შესრულებული სამუშაოს აქტების16 და მიღება-ჩაბარების აქტის17 თანახმად, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 139 300.76 ლარი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული მასალებით ცალსახად ირკვევა, რომ გამგეობის მიერ სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულებები სრულყოფილად არ არის გაფორმებული. არსებული მასალებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად რაციონალურად და ეფექტურად იქნა დახარჯული გამოყოფილი თანხა. არ არსებობს შესრულებული სამუშაოს აქტებამდე შედგენილი დეფექტური აქტები თუ ხარჯთაღრიცხვები. ასევე, არ არის წარმოდგენილი თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

საბოლოოდ, მათივე მოწოდებული წერილის თანახმად, დაიხარჯა 1 744 947 ლარი, ხოლო მასალებში არსებული გადარიცხვის დოკუმენტების თანახმად, გაწეულ იქნა 1734647,93 ლარის ხარჯი.

არდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 1 683 000 ლარი. გამოყოფილი თანხის ფარგლებში განხორციელდა 5 და 9 სართულიანი საცხოვრებელი შენობების რემონტი. სამუშაოს შესრულების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა შპს-სთან „დაგი“ 1 662 438 ლარზე. სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები მომზადდა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. ბიუროს მომსახურებაში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა გადაიხადა 9 866.6 ლარი. გარდა ამისა, გამგეობის მიერ სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე, შპს „ტერიტორიათა განვითარების სააგენტო თბილქალაქპროექტთან“ გაფორმდა ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლების მდგრადობის შესახებ კონსტრუქციული დასკვნის წარმოდგენის თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 2 000 ლარი. სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების დამზადებისთვის ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ტექნოთერმთან“, ღირებულებით 500 ლარი.

გარდაბნის გამგეობამ, სამუშაოს მომწოდებლის მიერ სამუშაოზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა ფ.პ. თეიმურაზ მჭედლიძესთან. აღნიშნული მომსახურების საფასურად ხელშეკრულებით განისაზღვრა 8 194.7 ლარი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ იქნა კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, გამგეობის მიერ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებები არ შეესაბამება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დებულების მოთხოვნებს და არ ითვალისწინებს სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესებსა და ხელშეკრულების შესრულების გარანტიას.

კონტროლის პალატის აქტში დამატებით აღნიშნულია, რომ შპს „დაგის“ მიერ ყოფილი საერთო საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, გამგეობასა და შპს „დაგს“ შორის არ გაფორმებულა მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც დაირღვა შესყიდვების დებულების 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი.18 კონტროლის პალატა ხაზს უსვამს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დებულების 27-ე მუხლი 1-ლი, მე-3 და მე-5 პუნქტის მოთხოვნების დარღვევას,19 რადგან გამგეობის მიერ არ იქნა გამოყენებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის სავალდებულო გარანტიების მექანიზმი ან დაზღვევა.

ხაშური

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 2 602 700 ლარი. გამგეობის მიერ 2009 წლის 16 მარტს მოწოდებული წერილის თანახმად, დაზარალებულთა დახმარებისათვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწოდება შეუძლებელი გახდა იმ მოტივით, რომ აღნიშნული მასალა ამოღებულ იქნა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის მიერ.

2009 წლის 19 სექტემბერს საკითხის უფრო დეტალურად შესწავლის მიზნით, გამგეობაში გაგზავნილ იქნა დამატებითი განცხადება, რომლითაც ვითხოვდით შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ მასალების დაბრუნების შემთხვევაში ამ დოკუმენტების ასლებს. 2009 წლის 8 ოქტომბერს, წერილზე პასუხის მოუწოდებლობის გამო, გაგზავნილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი.

2009 წლის 16 ოქტომბერს ხაშურის გამგეობის მიერ მოგვეწოდა მასალები, რომელთა შესწავლის შედეგებს ქვემოთ განვიხილავთ.

2008 წლის 16 სექტემბერს გაფორმდა №289 ხელშეკრულება შპს „არტეს“-თან. ხელშეკრულების საგანი იყო ქალაქ ხაშურსა და დაბა სურამში განთავსებული 4 ობიექტის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა. შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო თავად შპს „არტესი“-ს მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად.

ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 1 632 700 ლარი, ვალდებულების შესრულების დადასტურებად კი - მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ხელშეკრულების მე-12 მუხლი ადგენს სამუშაოს ინსპექტირების პირობებს. თუმცა, დებულებები ძალზე ზოგადია, გამგეობას ანიჭებს უფლებამოსილებას (და არა ვალდებულებას) გააკონტროლოს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობა და არ არის მითითებული კონკრეტული სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ფუნქციის შესრულებაზე.

წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების თანახმად, 4 ობიექტის სარემონტო სამუშაოების განხორციელება მოიცავდა 15 შენობას. მასალებში მოწოდებულია, როგორც წინასწარი ხარჯთაღრიცხვები, ასევე, შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვები 2 ეტაპად. მომზადებულ ხარჯთაღრიცხვებზე არ არის მითითებული თარიღი. თუმცა, შენობები და მათი ღირებულება ასე გამოიყურება:

შენობა

პირველადი
ღირებულება
ლარებში

შესრულებული
სამუშაოს
ღირებულება
ლარებში 1

შესრულებული
სამუშაოს
ღირებულება
ლარებში 2

1.

დ. სურამი, კოტეჯი №1

15527.25

9068.82

6458.42

2.

დ. სურამი, კოტეჯი №2,
3, 4, 5 და 14

55246.30

27662.81

27583.50

3.

დ. სურამი, კოტეჯი №6

10748.28

5172.53

5575.75

4.

დ. სურამი, კოტეჯი №7, 8, 9 და 10

50798.86

26738.98

24059.87

5.

დ. სურამი, კოტეჯი №11 და 12

24873.95

13106.75

11767.20

6.

დ. სურამი, კოტეჯი №13

17011.09

9041.75

7969.34

7.

დ. სურამი, კოტეჯი №15

11672.67

3176.52

5496.15

8.

დ. სურამი, კოტეჯი №16

14107.20

7657.20

6450.00

9.

დ. სურამი, სასტუმრო
ფოლადი

175661.04

40542.64

135118.39

10.

დ. სურამი, სასტუმრო
ფოლადი, მედპუნქტი
№1

29832.96

7738.21

22094.76

11.

დ. სურამი, სასტუმრო
ფოლადი, მედპუნქტი
№2

24041.37

6802.93

17238.34

12.

დ. სურამი, სასტუმრო
სურამი

348609.37

162007.53

186601.84

13.

დ. სურამი, სასტუმრო
სურამის, 16 კოტეჯის,
მედპუნქტი №1,
მედპუნქტი №2 და
სასტუმრო ფოლადის
გარე კანალიზაცია და
გარე წყალმომარაგება.

85430.66

85430.66

14.

დ. სურამი,
პროფსასწავლებელი

464333.67

127725.14

336608.53

15.

ქ. ხაშური, ბაგა-ბაღი

304805.42

78897.34

225908.09

16.

ჯამი

1632700.09

525339.15

1104360.84

მასალებში წარმოდგენილია დაუთარიღებელი ცნობა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების შესახებ, რომელსაც, ერთი მხრივ, ხელს აწერს შპს „არტესის“ დირექტორი, ხოლო სამუშაო ვინ ჩაიბარა, ეს სრულიად გაურკვეველია, რადგან მიმღების თანამდებობა მითითებული არ არის და მისი ვინაობა არც ხელმოწერიდან ირკვევა. წარმოდგენილი ცნობით, ასევე, მასალებში არსებული ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, წინასწარი ხარჯთაღრიცხვისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულება იდენტურია და 1 632 700 ლარს შეადგენს.

2008 წლის 19 სექტემბრის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს „არქიტექტორთან“ გააფორმა №296 ხელშეკრულება ქალაქ ხაშურში სტალინის ქუჩაზე მდებარე ყოფილი №109 პროფტექნიკური სასწავლებლის შენობის სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენაზე. შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 2000 ლარით. ამავე კონტრაქტორთან 2008 წლის 6 ნოემბერსა და 26 დეკემბერს გაფორმდა №332 და №400 ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, შპს „არქიტექტორი“ ვალდებული იყო განეხორციელებინა ქალაქ ხაშურის №3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. ასევე, ყოფილი №109 პროფტექნიკური სასწავლებლის შენობის დამატებითი სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენა. ორივე ხელშეკრულების მთლიანმა ღირებულებამ 506 ლარი შეადგინა.

2008 წლის 22 სექტემბერს შპს „ემ. ჯი. თბილისთან“ გაფორმდა №287 ხელშეკრულება ქალაქ ხაშურში სტალინის ქუჩაზე მდებარე ყოფილი №109 პროფტექნიკური სასწავლებლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე, რომლის ღირებულებამ 888 000 ლარი შეადგინა. შესრულების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 1 დეკემბერი. დეფექტური აქტი მომზადებულია ხაშურის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ 2008 წლის 18 სექტემბერს, ხოლო წინასწარი ხარჯთაღრიცხვა - 2008 წლის 22 სექტემბერს, რომლის თანახმად შენობის რემონტი 890000, 31 ლარს საჭიროებს. თუმცა, საქმის მასალებში წარმოდგენილია 2008 წლის 29 დეკემბრით დათარიღებული შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმად, მთლიანმა ღირებულებამ 887 882,79 ლარი შეადგინა. შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვის მომზადება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, განპირობებულ იქნა 2008 წლის 28 ნოემბერს მხარეებს შორის №49/297 შეთანხმების გაფორმებით, რომლის თანახმად ხელშეკრულების შესრულების ვადამ 2008 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია. გამგეობის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, 29 დეკემბერს სამუშაოს შემსრულებლისათვის გადახდილია 887 882,79 ლარი. 2008 წლის 26 დეკემბერს კვლავ გაფორმდა №402 ხელშეკრულება ამავე შენობის დამატებითი სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე. დამატებითი სამუშაოების შესრულება შეფასდა 48 430 ლარად. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 31 დეკემბრამდე. დამატებითი სამუშაოები ითვალისწინებდა „მდფ“-ის ტიპის კარებების მოწყობას, კარის ღიობებზე თაბაშირ-მუყაოს ფილების გაკვრას და წყალემულსიის საღებავით შეღებვას. მთლიანობაში მოსამზადებელი იყო 170 კარი. შესრულებული სამუშაოს აქტის მიხედვით, გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 48 429, 74 ლარი, რაც დასტურდება 31 დეკემბერს გაფორმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით.

2008 წლის 7 ნოემბერს შპს „ატლანტასთან“ გაფორმდა №335 ხელშეკრულება ქალაქ ხაშურში №3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის ობიექტის ღირებულებად განისაზღვრა 26 391 ლარი, ხელშეკრულების შესრულების ვადად კი - 2008 წლის 31 დეკემბერი. დეფექტური აქტი მომზადებულია 7 ოქტომბერს. წინასწარი სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება მომზადებულია 7 ნოემბერს, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 26 570,28 ლარი. სამუშაოები ითვალისწინებდა შენობაში ტიხრების მოწყობას, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მოწყობას და ა.შ. გამგეობასა და შპს „ატლანტას” შორის 17 ნოემბერსა და 15 დეკემბერს გაფორმდა სამუშაოს შესრულების აქტები. მითითებულ რიცხვებშივე მოხდა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება - 26 017, 82 ლარი.

2009 წლის 22 აპრილს გამგეობამ გააფორმა №185 ხელშეკრულება შპს „ელექტრონ + 2006”. კონტრაქტორმა აიღო ვალდებულება საბავშვო ბაღში წყლით მომარაგების სისტემისა და სანასოსე შენობის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებაზე. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 2 926 ლარით, სამუშაოს შესრულების ვადად კი - 2009 წლის 29 მარტი. აღნიშნული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა მომზადდა სამუშაოს მიმწოდებლის, შპს „ელექტრონ + 2006“, მიერ. შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა განხორციელდა 2009 წლის 26 მარტს, რომლის თანახმად ხარჯმა შეადგინა 2868,93 ლარი, რაც დასტურდება 2009 წლის 29 აპრილს გაფორმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით.

მოწოდებული დოკუმენტების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ფაქტობრივად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 2 600 405, 28 ლარი, რაც გამოყოფილ თანხაზე 2 294, 71 ლარით ნაკლებია.

ნი

2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებით, ონის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 541 000 ლარი. 2009 წლის 24 მარტის №225 განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 100 000 ლარი, თუმცა, 2009 წლის 9 დეკემბრის განკარგულებით, აღნიშნული თანხა 67 200 ლარამდე შემცირდა.

გამოყოფილი თანხების განკარგვისა და ხარჯვაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, გამგებლის 2008 წლის 18 აგვისტოს №67 ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომლის მიერ 2008 წლის 29 აგვისტოს შედგენილი ოქმის თანახმად, ზიანის ასანაზღაურებლად მთლიანობაში საჭირო იყო 1 641 000 ლარი. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №653 განკარგულებით, ონის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 541 000 ლარი, ანუ 100 000 ლარით ნაკლები. თუმცა, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №255 განკარგულებით, საომარი მოქმედებების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარეზერვო ფონდიდან გამოუყო 100 000 ლარი, რითაც უნდა შევსებულიყო კომისიის მიერ დადგენილი ზარალის შევსებისათვის საჭირო თანხა.

კომისიის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, თავდაპირველად, დემეტრე მე-2 ქ. №15-ში მდებარე 5 ბინიანი შენობა საჭიროებდა სახურავის ნაწილის შეკეთებას, რომლის ღირებულება 6000 ლარით განისაზღვრა. 2008 წლის 1 ოქტომბრის ოქმით კი დაზუსტდა, რომ საჭირო იყო მთელი სახურავის შეკეთება და შიდა სარემონტო სამუშაოების განხორციელება, თუმცა, არ იქნა მითითებული სავარაუდო ხარჯი. საერთო ჯამში, სს „საქშახტმშენთან“ (შპს „ონთან“) და ი/მ „მერაბ გრძელიშვილთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად20 ხარჯმა შეადგინა 28 474 ლარი (სახურავი - 16 269 ლარი და შიდა სარემონტო სამუშაოები - 12 205 ლარი). მასალებში წარმოდგენილი გადარიცხვის დოკუმენტების თანახმად, აღნიშნული სამუშაოების შესრულებაში შპს „ონს“ 18 დეკემბერს გადაერიცხა 15 122 ლარი, ხოლო ი/მ მერაბ გრძელიშვილს 19 ნოემბერს - 10 343,10 ლარი. მნიშვნელოვანია, რომ გამგეობამ 29 სექტემბერს ჯერ შიდა სარემონტო სამუშაოებზე გააფორმა ხელშეკრულება, ხოლო სახურავის სარემონტო სამუშაოები დაიწყო 2 დეკემბერს. რაც სამუშაოების არასათანადო დაგეგმვაზე მეტყველებს.

შპს „ონის“ მიერვე გარემონტდა არნო ონელის ქ. №4-ში მდებარე შენობა. აღნიშნული შენობის გარე და შიდა სამუშაოების განხორციელება ერთობლივად დაჯდა 135 656 ლარი. ხელშეკრულებები გაფორმდა შპს „ონთან“ 2008 წლის 9 სექტემბერს და შპს „პირამიდასთან“ - 2008 წლის 14 ნოემბერს. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ონს“ უნდა განეხორციელებინა 125 567 ლარის ღირებულების სამუშაოები. თუმცა, გადარიცხვის დოკუმენტების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ შპს „ონს“ აღნიშნული სამუშაოების შესრულებისათვის მხოლოდ 68 888,50 ლარი გადაერიცხა. მასალებში წარმოდგენილი შპს „ონის“ მიერ სამუშაოს შესრულების შუალედური აქტები და აღნიშნული გადარიცხვაც სწორედ მათ შეესაბამება. რაც შეეხება სამუშაოს დასრულებას, 2008 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებულია სამუშაოს შესრულების აქტი, 27 ოქტომბერს კი - მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც დადასტურდა სამუშაოების დასრულება და კონტრაქტორს 21 ოქტომბერს გადაერიცხა 56 677,05 ლარი. შესაბამისად, არნო ონელის №4-ში ჩატარებული სამუშაოების მთლიანმა, ფაქტობრივმა ღირებულებამ, შეადგინა 125 565,55 ლარი.

ონის მუნიციპალიტეტმა შპს „ონთან“ კიდევ ერთი კონტრაქტი 2008 წლის 23 ოქტომბერს გააფორმა, რომლის თანახმად კონტრაქტორს 3 ინდივიდუალური სახლი უნდა აეშენებინა. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 89 397 ლარი. მოწოდებულ მასალებში არსებული გადარიცხვის დოკუმენტების თანახმად, 2008 წლის 15 ოქტომბერს გამგეობის მიერ შპს „ონს“, საბანკო გარანტიის საფუძველზე, გადაერიცხა 40500 ლარი. გარდა ამისა, მხარეებს შორის 2008 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად სამუშაოს შემსრულებლის მიერ დასრულდა 2 სახლის მშენებლობა. ურთიერთშეუსაბამოა გადარიცხვის დოკუმენტში მითითებული თანხა და 27 ოქტომბრით დათარიღებულ ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხები (40 500 გადარიცხვა და 59 598 ანგარიშ-ფაქტურა). სს „საქშახტმშენთან“ (შპს „ონისთვის“) 2008 წლის 19 ნოემბერს გადარიცხულია 29 799 ლარი. ამავე რიცხვში გაფორმებულია მშენებლობის დასრულების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები. ხოლო 7 ნოემბრით არის დათარიღებული ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც სამუშაოს შემსრულებელი ადასტურებს, რომ მან მიიღო 29 780,80 ლარი აღნიშნული სამუშაოს შესრულებისათვის. (1 საცხოვრებელი ბინის მშენებლობა).

შპს „ონს“, შესრულებული ყველა სამუშაოსათვის, ონის გამგეობის მიერ გადაერიცხა 230 066,35 ლარი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შპს „პირამიდასთან“ 2008 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული №85 ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს შემსრულებელი ვალდებული იყო, არნო ონელის ქ. №4-ში განეხორციელებინა დაზიანებული სახლის ნაწილის შიდა სამუშაოები. შიდა სამუშაოები განსაზღვრული იყო ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვით, რომელიც მოიცავდა სამზარეულოს და ლოჯიის დაზიანებული იატაკის შეცვლას, კედლებისა და ჭერის შელესვას და სხვა სახის, მთლიანობაში 10 088,66 ლარის ღირებულების, სამუშაოების შესრულებას. ამავე თარიღით გაფორმდა №86 ხელშეკრულება, რომლითაც შპს „პირამიდა“ იღებდა ქ. ონში ახალმოსახლეობის ეზოს კეთილმოწყობასა და შემოღობვის ვალდებულებას. აღნიშნული სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 16 186 ლარი. 2008 წლის 18 ნოემბერს და 19 დეკემბერს გაფორმდა სამუშაოს შესრულების აქტები. ამავე თარიღით განხორციელდა გადარიცხვები - მთლიანობაში 26 059,84 ლარი, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე 214.84 ლარით ნაკლები.

მნიშვნელოვანია, რომ საგანგებოდ შექმნილი კომისიის არც ერთ ოქმში მოხსენიებული არ არის ახალმოსახლეობისათვის (ყოფილი ატეკის ტერიტორიაზე) სამშენებლო სამუშაოების ჩატარების საკითხი. თუმცა, მოწოდებული მასალების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე განხორციელებულმა ხარჯმა მთლიანობაში 64 332 ლარი შეადგინა. ამ თანხებში შედიოდა სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესრულება, ასევე, გარე განათების, გარე კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემის გაკეთება. 2008 წლის 3 ნოემბრის №84 ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „კომუნალური მეურნეობის სამმართველოს“ მიერ შესრულდა გარე განათების სამუშაოები, რისთვისაც 2008 წლის 19 ნოემბერს მას 5394 ლარი გადაერიცხა. 2008 წლის 29 ოქტომბრის №83 ხელშეკრულებით, ი/მ არჩილ მაღალდაძემ აიღო პასუხისმგებლობა ახალმოსახლეობისათვის გარე განათებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის ხარჯთაღრიცხვების მომზადებაზე. ანალოგიური შინაარსის ხელშეკრულება გაფორმდა ამავე ი/მ-სთან, ამჯერად დგვარელის ქ. №17-ში მდებარე საერთო ბინისა და დემეტრე მე-2-ის №15 ში მდებარე ბინების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადებაზე. მოწოდებულ მასალებში წარმოდგენილია 2008 წლის 14 ნოემბრის საგადახდო დავალება, რომლის თანახმად 1706 ლარი გადაირიცხა. გარდა ამისა, 17 ოქტომბრის №78 ხელშეკრულების თანახმად, არჩილ მაღალდაძესვე უნდა მოემზადებინა ახალმოსახლეობისათვის გარე კანალიზაციისა და წყალსადენის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. სამუშაოს ღირებულებად განისაზღვრა 1231 ლარი. სამუშაოს შესრულების აქტებში საუბარია მხოლოდ ახალმოსახლეობის ტერიტორიასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის შესრულებაზე, ხოლო სხვა სამუშაოს შესრულების დოკუმენტები მოწოდებული არ არის.

რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე კანალიზაციისა და წყალსადენის მოწყობის სამუშაოების განხორციელებას, აღნიშნული ვალდებულება 2008 წლის 20 ოქტომბრის №79 ხელშეკრულებით შპს „რაჭმშენმა“ აიღო. ი/მ არჩილ მაღალდაძის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის თანახმად, სამუშაოების განხორციელება საჭიროებდა 41 046.60 ლარს. პირველი გადარიცხვა განხორციელდა 23 ოქტომბერს, სადაზღვევო კომპანია „ვესტის“ მიერ 21 ოქტომბერს გაცემული საბანკო გარანტიის საფუძველზე. გადარიცხულ იქნა 12 313 ლარი. მეორე გადარიცხვა განხორციელდა შპს „რაჭმშენის“ დირექტორის მიერ 7 ოქტომბერს წარდგენილი წერილის საფუძველზე, ნაწილი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნით. ამავე თარიღით გადაირიცხა 21 430,20 ლარი. სამუშაოს სრულყოფილად შესრულების აქტი გაფორმდა 21 ნოემბერს (ხელშეკრულების შესრულების ვადა იყო 20 ნოემბერი - ერთი თვე), ხოლო კონტრაქტორთან საბოლოო ანგარიშსწორება მოხდა 24 დეკემბერს 7302,78 ლარის გადარიცხვით. საბოლოო ჯამში, შპს „რაჭმშენისათვის“ გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 41 045,98 ლარი.

რაც შეეხება, დგვარელის ქ. №17-ში მდებარე შენობას, კომისიის აქტით დადგინდა, რომ იგი საჭიროებდა სახურავის სარემონტო სამუშაოებს 60 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, სახურავის სარემონტო სამუშაოები დაჯდა 56 187 ლარი. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადებამ, რომელიც მოიცავდა არა მარტო დგვარელის №17-ში, არამედ დემეტრე მე-2-ის №15-ისა და 4 სკოლის წყალსადენის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვის მომზადებას, შეადგინა 3 940 ლარი. სახურავის სარემონტო სამუშაოების 45 დღის ვადაში შესრულების ვალდებულება შპს „ონმშენმა“ აიღო. მოწოდებული მასალების თანახმად სამუშაოების შესრულებაზე თანხების გადარიცხვა მოხდა 2 ეტაპად: 1 ოქტომბერს21 - 16 650 ლარი და 5 ნოემბერს - 38 957,28 ლარი. ჯამში, გადარიცხვებმა სულ შეადგინა 55 607,28 ლარი, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე 579,72 ლარით ნაკლები.

არნო ონელის ქ. №2-ში მდებარე 5 ბინიანი სახლის მშენებლობის სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 410 000 ლარი, ხოლო ამ მშენებლობის ხარჯთაღრიცხვამ 17 000 ლარი შეადგინა. ანუ, აღნიშნული ობიექტის სავარაუდო სარემონტო ხარჯის მთლიანი ოდენობა 427000 ლარით განისაზღვრა. მოგვიანებით, 2008 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული დამატებითი შეთანხმების თანახმად, გაუთვალისწინებელ სამუშაოებზე კვლავ გამოიყო 8289, 49 ლარი და საბოლოო ჯამში ხარჯმა 435289 ლარი შეადგინა. კომისიის მიერ წინასწარ შედგენილ აქტში სავარაუდო ხარჯად მითითებულია 500 000 ლარი. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების 2008 წლის 10 სექტემბრის №60 ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები შეასრულა სს „ხურომ“, რომელსაც აღნიშნული თანხა 2008 წლის 22 სექტემბერს გადაერიცხა (15 სექტემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე).

2008 წლის 15 სექტემბრის №63 ხელშეკრულებით, არნო ონელის ქ. №2-ში მდებარე 5 ბინიანი სახლის მშენებლობის ვალდებულება შპს „იბერია 21“-მა აიღო.22 შპს „იბერია 21“-სთვის თანხის გადარიცხვა მოხდა 3 ეტაპად: 22 სექტემბერს - 205 000, 20 ოქტომბერს - 108 000 და 22 დეკემბერს - 105 270,29 ლარი. ჯამში სულ გადარიცხულ იქნა 418 270.29 ლარი. სახლის მშენებლობის დასრულების აქტი გაფორმდა 22 დეკემბერს.

ი/მ „მამუკა მეტრეველთან“ 2008 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული №80 ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს შემსრულებელი ვალდებული იყო 2008 წლის 28 ნოემბრამდე აეშენებინა 3 ინდივიდუალური სახლი - ღირებულებით 89 397 ლარი.23 თუმცა, შესრულებული სამუშაოს მასალებისა და გადარიცხვის დოკუმენტების მიხედვით, გამგეობის მიერ 3 სახლის მშენებლობაში გადახდილია 89 373 ლარი.

ი/მ მერაბ გრძელიშვილმა 2008 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული №83 ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, 15 ნოემბრამდე აეშენებინა 2 ინდივიდუალური სახლი. 30 ოქტომბერსა და 23 დეკემბერს განხორციელებული გადარიცხვების თანახმად, სამუშაოს შესრულებაში გადახდილია 59 580 ლარი. სამუშაოს შესრულება დადასტურებულია 22 დეკემბერს გაფორმებული საცხოვრებელი ბინის დასრულების აქტით.

ი/მ „არჩილ გავაშელიშვილმა“ 2008 წლის 13 ოქტომბრის №74 ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, 17 ნოემბრამდე აეშენებინა 2 ინდივიდუალური სახლი. თუმცა, მხარეებს შორის 17 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, შესრულების თარიღმა 28 ნოემბრამდე გადაიწია. ამ შემთხვევაშიც, სამუშაოს შესრულების აქტები გაფორმდა 22 დეკემბერს, ხოლო თანხის გადარიცხვა განხორციელდა 3 ეტაპად: 17 ოქტომბერს - 22 028 ლარი; 5 ნოემბერს - 22 029 და 23 დეკემბერს - 15 521,34. ჯამში - 59 578,34 ლარი.

შპს-მ „ფონი“ 2008 წლის 22 სექტემბრის №66 ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, აეშენებინა 4 ინდივიდუალური სახლი 15 ნოემბრამდე. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 99 512 ლარი. 2008 წლის 23 ოქტომბერს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად, ნაცვლად 4 ინდივიდუალური სახლისა, უნდა აშენებულიყო 6 ინდივიდუალური ხის და 4 ბლოკის კოტეჯი. სამუშაოს გაზრდამ ხელშეკრულების ფასის ცვლილებაც გამოიწვია. ხელშეკრულების ფასი გაიზარდა 268 464 ლარამდე, აქედან ხის კოტეჯები - 149 268 ლარი, ხოლო ბლოკის კოტეჯები - 119 196 ლარი. წარმოდგენილ მასალებში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც ახსნიდა საცხოვრებელი სახლების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობას. აღნიშნული მითითებული არ არის არც ცვლილების თაობაზე გაფორმებულ შეთანხმებაში. შესრულებული სამუშაოებისთვის თანხების გადარიცხვა მოხდა 3 ეტაპად: 6 ნოემბერს - 99 512, 27 ნოემბერს - 49 750 და 26 დეკემბერს - 119 160 ლარი. ჯამში - 268 422 ლარი.

მნიშვნელოვანია, რომ ონში დაზარალებული მოსახლეობისათვის აშენდა 17 ინდივიდუალური სახლი, რომელთა მშენებლობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯი შეადგენს 476 953, 34 ლარს. აღნიშნული მხოლოდ 58 683,05 ლარით ნაკლებია არნო ონელის №2-ში აშენებულ 5 ბინიან კორპუსზე. ამდენად, წარმოდგენილი მასალები იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას გამოყოფილი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე.

საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ დადგინდა იმ დაზარალებულთა ოდენობა, რომელთა შენობები საჭიროებდა შემინვას. 2008 წლის 23 ოქტომბრის №81 ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვალდებულება ი/მ „რამაზ სამხარაძემ“ აიღო. 10 დღის ვადაში 1000 მ2 მინის ჩასმისათვის გამგეობას უნდა გადაეხადა 14 000 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის მიერ შედგენილია 2 აქტი - 29 ოქტომბერსა და 12 ნოემბერს. მეორე აქტის თანახმად დაზუსტდა, რომ საჭირო იყო 964 მ2 მინის ჩასმა. ასევე მიეთითა, რომ მოსახლეობისა და ორგანიზაციების სია აქტს თან ერთვის. თუმცა, მოწოდებულ მასალებში სია არ მოიპოვება, რაც არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს რეალურად გაწეულის სამუშაოს ზუსტად დადგენა. სამუშაოს შესრულების აქტი გაფორმებულია 29 ოქტომბერს. 5 ოქტომბრის წერილით კი, ი/მ „რამაზ სამხარაძე“ ატყობინებს გამგეობას, რომ ჩასმულ იქნა 964 მ2 მინა. წარმოდგენილია მხოლოდ ერთი გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დათარიღებულია 27 ოქტომბრით და რომლის მიხედვითაც გადარიცხულია 6 496 ლარი.

როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, კომისიის 2008 წლის 28 აგვისტოს აქტით დადგენილია 1 641 000 ლარის ზარალი. საქართველოს მთავრობის №563 განკარგულებით გამოყოფილია 100 000 ლარით ნაკლები. შემდგომ საქართველოს მთავრობისავე გადაწყვეტილებით,24 მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოხდა დანაკლისის გამოყოფა. აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც საქართველოს მთავრობიდან, ასევე ფინანსთა სამინისტროდან, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმ კონკრეტული საფუძვლების თაობაზე, რამაც დამატებითი სახსრების გამოყოფა განაპირობა. ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის №04-03/14024 წერილით გვეცნობა, რომ განკარგულების მიღების საფუძველი იყო ონის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 3 აპრილის №05-144 წერილი, რომლითაც მუნიციპალიტეტი მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად დამატებით თანხას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოსათხოვად არაერთი განცხადება გაიგზავნა, საქმე სასამართლოს განხილვის სტადიამდე მივიდა.

მოწოდებული დოკუმენტებით შეუძლებელია სრულყოფილი და ზუსტი პასუხი გავცეთ კითხვას, რამდენად ეფექტურად მოხდა გამოყოფილი სახსრების განკარგვა. მასალები არასრულყოფილია, იმავდროულად, მოწოდებულ მასალებშიც არ ჩანს მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტურობის განმსაზღვრელი დოკუმენტები.“

ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა შეადგენს 2 225 900 ლარს. მნიშვნელოვანია, რომ თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვნისას აუცილებელი გახდა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა, რის შემდგომაც, 2009 წლის 13 ნოემბერს მოგვეწოდა №475 წერილი.

0x01 graphic

მოწოდებული ინფორმაციით გვეცნობა, რომ „შენობების დაზიანების ხარისხის დადგენა ხდებოდა მშენებელი ორგანიზაციის მიერ. ამდენად, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ გააჩნია შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი.“

მოწოდებული პასუხი იმთავითვე ნათელს ხდის, რომ გამოყოფილი სახსრების ხარჯვა არ ხდებოდა კანონმდებლობის დაცვით და დოკუმენტების შესწავლის დონეზე შეუძლებელი იქნება იმის გარკვევა, რამდენად ეფექტურად მოხდა აღნიშნული სახსრების განკარგვა.

2008 წლის 25 აგვისტოს შპს „ნოვასთან“ გაფორმდა №149 და №146 ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, მას სოფელ რუისის „უკანუბანში“ მოსახლე ნატალია ჩხიკვაძისა და დავით სამსონაშვილის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო, აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. ხელშეკრულების ღირებულებად პირველ შემთხვევაში განისაზღვრა 160 229 ლარი, მეორე შემთხვევაში - 117 703 ლარი, ხოლო სამუშაოს დასრულებისა და ჩაბარების ვადად დადგინდა 2008 წლის 10 და 25 ნოემბერი. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, სამუშაოს შესრულება უნდა დადასტურებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. ამავე მუხლით გათვალისწინებულია სამუშაოს წინასწარი შემოწმება ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, ინსპექტირების ჯგუფთან შეთანხმებით.

0x01 graphic

მშენებელმა ფოტოზე გამოსახული სახლი მთლიანად ააშენა. სახლის დათვალიერებისას თვალშისაცემია შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ოჯახის წევრების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ აივანზე ფილები ძალზე უხარისხოდ იყო დაგებული და მესაკუთრეებმა ის ხელმეორედ დააგეს. აბაზანაში მეტლახ-კაფელი მესაკუთრის მიერ იქნა შეძენილი და დაგებული. ნიშანდობლივია, რომ სახლის მესაკუთრე არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა დაჯდა მისი სახლის მშენებლობა. ასევე, მასთან არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი.

2008 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, მოსახლეობის დაზიანებული სახლების შეკეთების ვალდებულება შპს „ნოვამ“ აიღო. ხელშეკრულება ითვალისწინებდა 6 ოჯახისათვის დაზიანებული ფანჯრების, ჭიშკრებისა და სახურავების შეკეთებას. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 84 369 ლარით. გარდა ამისა, 1-ლ მუხლში საუბარია, რომ შეკეთება უნდა მოხდეს თანდართული ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად. თუმცა, გამგეობის მიერ ზემოთ მითითებული წერილი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ასეთი ხარჯთაღრიცხვები წარმოდგენილი არ არის და პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა ღირებულების სამუშაო იყო შესასრულებელი და რამდენად სრულყოფილად დაკმაყოფილდა მოსახლეობის საჭიროებები.

ჩვენ მიერ დათვალიერებულ იქნა „უკანუბანში“ მცხოვრები კუთხაშვილი პერენეს სახლი. ხელშეკრულებით მათი სახლი საჭიროებდა 9388 ლარის ღირებულების სამუშაოების განხორციელებას, კონკრეტულად: სახურავისა და ფანჯრების შეკეთებას, ჭიშკრის მოწყობას. კუთხაშვილების ოჯახის წევრებთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ სამუშაოს შემსრულებლები თავდაპირველად ითხოვდნენ, მუშა-მოსამსახურეების შრომა თავად მესაკუთრეს აენაზღაურებინა. აღნიშნულზე უარის მიღების შემდეგ, მათ შეაკეთეს შენობის დაზიანებული ნაწილები, თუმცა - არასრულყოფილად. არ შეკეთდა ყველა ფანჯარა. გარდა ამისა, ისევე, როგორც სხვა შემთხვევაში, მესაკუთრეებმა არ იცოდნენ რა ღირებულების დახმარება გაუწია მათ ხელისუფლებამ. შესაბამისად, არ გაფორმებულა მიღება-ჩაბარების აქტი.

მოცემული სურათებიდან ნათელია, რომ შეკეთდა სამი ფანჯარა, რომელიც ბოლომდე სრულყოფილად არ არის დასრულებული და გამოიცვალა ჭიშკარი. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს არც დეფექტური აქტები და არც ხარჯთაღრიცხვები, რომელთა ურთიერთშედარების საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა ხარჯვის ეფექტურობისა და კანონიერების გარკვევა, შეუძლებელია განვსაზღვროთ, კონკრეტულად 9 388 ლარის ხარჯი გასწია თუ არა სამუშაოს მიმწოდებელმა.

0x01 graphic

სრულიად ანალოგიური მდგომარეობაა შპს „ნოვას“ მიერ „წინაუბაში“ განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. კონტრაქტორს 2008 წლის 20 ოქტომბრამდე უნდა გაერემონტებინა ღვინიაშვილი გოდერძის საცხოვრებელი სახლი, ღირებულებით 83 980 ლარი.25

2008 წლის 2 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც სამუშაოს დამკვეთი ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადასტურებდა სამუშაოების შესრულების ფაქტს, რომლის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 446 281 ლარი.

0x01 graphic

მეორე კონტრაქტორი, რომელთანაც ქარელის გამგეობამ ხელშეკრულებები გააფორმა, არის შპს „არტესი“. ხელშეკრულება გაფორმდა 16 სექტემბერს, რომლის ღირებულებად განისაზღვრა 1 485 900 ლარი. გამოყოფილი სახსრების ფარგლებში კონტრაქტორს უნდა განეხორციელებინა 4 შენობის სარემონტო სამუშაოები: 1. პროფესიული სასწავლებლის ცენტრის №1 სასწავლო კორპუსი (3 სართული); 2. პროფესიული სასწავლებლის ცენტრის №2 სასწავლო კორპუსი (4 სართული); 3. პოლიტექნიკური ტექნიკუმის სასწავლო კორპუსი (3 სართული); 4. პოლიტექნიკური ტექნიკუმის საერთო საცხოვრებელი (4 სართული). სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2008 წლის 1 დეკემბერი. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 1 დეკემბერი, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 17 ნოემბერს.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ შეუძლებელია ხარჯვის კანონიერებისა და მიზნობრიობის გარკვევა, რადგან ქარელის მუნიციპალიტეტი არ ფლობს სრულყოფილად ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც აღნიშნულის გარკვევის შესაძლებლობას მოგვცემდა. ჩვენ შევეცადეთ შენობების ადგილზე დათვალიერების გზით მაინც გაგვერკვია, თუ რამდენად არის უზრუნველყოფილი დევნილი მოსახლეობის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.

ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები ადასტურებს, რომ სამუშაოები სრულყოფილად არ არის შესრულებული. არასრულყოფილი რემონტის აშკარა გამოხატულება იყო პროფესიული სასწავლებლის ცენტრის სასწავლო კორპუსებში არსებული მდგომარეობა. არ იყო გამოცვლილი კარ-ფანჯარა, არ დაგებულა ახალი იატაკი და საღებავით ერთნაირად იქნა შეღებილი როგორც ხის იატაკი, ასევე, პარკეტიც. არ მომხდარა სახურავის შეკეთება, შენობის გარე ფასადის შეღებვა-შელესვა და ა.შ.

0x01 graphic

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა პოლიტექნიკური ტექნიკუმის შენობებში, სადაც არც მოსახლეობას უსაუბრია არსებითი პრობლემების შესახებ.

0x01 graphic

სრულიად გაურკვეველი და ბუნდოვანი ხელშეკრულებებია გაფორმებული შპს „ალიანსთან“.

5 ხელშეკრულება და ხუთივე ხელშეკრულების საგანი:

„ქარელის რაიონში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბინების რეაბილიტაცია.“

არც ერთ ხელშეკრულებას არ ერთვის მოსახლეობის ჩამონათვალი, არსებული ზარალის დამდგენი და სავარაუდო ხარჯის განმსაზღვრელი დოკუმენტები.

ხელშეკრულების გაფორმების
თარიღი

დასრულების თარიღი

ღირებულება
ლარებში

1

2008 წლის 17 ოქტომბერი №170

2008 წლის 31 დეკემბერი

100 000

2

2008 წლის 22 ოქტომბერი №175

2008 წლის 31 დეკემბერი

200 000

3

2008 წლის 13 ნოემბერი №187

2008 წლის 31 დეკემბერი

300 000

4

2008 წლის 9 დეკემბერი №219

2008 წლის 31 დეკემბერი

250 000

5

2008 წლის 19 დეკემბერი №225

2008 წლის 31 დეკემბერი

180 000

სრულიად გაურკვეველი და დაუსაბუთებელია ერთსა და იმავე კონტრაქტორთან, ერთსა და იმავე საგანზე, ერთსა და იმავე პერიოდში, სამუშაოს შესრულების მიზნით 5 ხელშეკრულების გაფორმება. მთლიანობაში ყველა ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა თანხამ შეადგინა 1 030 000 ლარი. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც თითქოს საშუალებას იძლევა გაირკვეს კონკრეტულად რა ღონისძიებები იქნა განხორციელებული კონტრაქტორის მიერ, არის 2009 წლის 18 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შპს „ალიანსის“ მიერ სოფელ კნოლევში აღდგენილ იქნა 8 სახლი, სოფელ ავლევში - 9, სოფელ ძლევიჯვარში - 4 . ასევე, მითითებულია, რომ კონტრაქტორის მიერ შესრულებულია 1 800 000 ლარის ღირებულების სამუშაო. თუმცა, მოწოდებული ხელშეკრულებების თანახმად დასტურდება, რომ შპს „ალიანსს“ უნდა შეესრულებინა 1 030 000 ლარის სამუშაოები.

გამგეობის მიერ მოწოდებული მასალების თანახმად ირკვევა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დახარჯულია 2 958 371 ლარი, ანუ ბიუჯეტიდან გამოყოფილზე 732 471 ლარით მეტი.

_________________

1 იხ. საქართველოს კონტროლის პალატის არაგეგმიური, თემატური აუდიტის ჩატარების ამსახველი აქტი. გვ.13-14.

2 ხაზგასმა დეფექტურ აქტებზე იმიტომ ხდება, რომ დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობის გამოთვლა შეუძლებელია, რადგან ერთსა და იმავე პირზე გაფორმებულია რამდენიმე დეფექტური აქტი, მაგალითად ცალ-ცალკე სახურავის შეკეთებისა და კარ-ფანჯრის გამოცვლის აქტები და ხარჯთაღრიცხვები, რიგ შემთვევებში კი ერთადაა. აღნიშნული მეტყველებს დოკუმენტების ქაოტურად გაფორმებაზე, რაც მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის ზუსტი სურათის დანახვის თვალსაზრისით. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ღირებულების ამსახველი ციფრიც კი არაზუსტია, რადგან ზოგიერთ დოკუმენტში არ ჩანს ციფრები. მოცემული ციფრები არის მინიმუმი.

3 ჩვენ მიერ დოკუემტების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ დახარჯულ იქნა 3 339 569 ლარი, ხოლო მუციპალიტიეტის მიერ მოწოდებული წერილის თანახმად - 3 634 521.7 ლარი, ანუ სხვაობა წარმოადგენს 294 952.7 ლარს.

4 იგულისხმება საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულება.

5 „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი:
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უფლებამოსილია:

ა) კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის, მათი არასწორი გამოყენების შემთხვევაში მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდველ ორგანიზაციებს და მოითხოვოს მათგან არასწორი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების დადგენილ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის ან დადგენილი წესებისა და ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევების შემთხვევაში, დააყენოს საკითხი მათი დაფინანსების დროებითი შეჩერების თაობაზე შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროების, ადგილობრივი საფინანსო ორგანოების წინაშე; (21.01.2008 N1)

ბ) კანონითა და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფოსათვის ზარალის მიყენების, თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოვლინების შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს კონტროლის პალატას და შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს მათი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.“

6 „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად „სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, თუ საქონლისა და მომსახურების ღირებულება აღემატება 100.000 ლარს, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში - 200.000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წარუდგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოპერატიული ანგარიში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა“.

7 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 სექტემბრის №598 განკარგულებით, ცვლილება შევიდა 2008 წლის 8 სექტემბრის №563 განკარგულებაში.

8 მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა სახლების სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებები ძირითადად სწორედ ამ ზოგადი ხასიათის მატარებელია და მოკლებულია ხელშეკრულების საგნის კონკრეტიზაციას. საკითხის დეტალების გარკვევას ართულებს მასალების ქაოტურად მოწოდებაც, რადგან გაურკვეველია რომელი ხარჯთაღრიცხვა რომელი ხელშეკრულების დანართს წარმოადგენს.

9 :

1. კაზარმა, კორპუსი №7

2. კაზარმა №8

3. ხუთსართულიანი კორპისები №1-5

4. შტაბი №6

5. ლაზარეთი №9

6. სასტუმრო №10

7. დამატებითი მე-11 კორპუსი

8. დამატებითი მე-12 კორპუსი

9. დამატებითი ქვესადგური

10. დამატებითი კოდის პოლიციის შენობა

11. ჭაბურღილის მოწყობა

12. წყალსადენის კანალიზაციის სამუშაოები.

10 2009 წლის 26 დეკემბერს ჩვენ შევხვდით თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ პირებს. მათთან საუბრისას გაირკვა, რომ არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით ყოველი შენობის მამასახლისმა (ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს შენობის სამეურნეო საკითხებს) შეადგინა იმ მაცხოვრებლების სიას, რომლებთანაც აუცილებელი იყო დამატებითი სამუშაოების შესრულება. მაგალითად, სახურავიდან ჟონავდა წყალი. მათივე მონაყოლით აღნიშნული სიების გადაცემის შემდეგ მათთან გამოცხადნენ გარკვეული პირები, რომლეთაც ხელი მოაწერინეს წერილობით მასალებზე და განუმარტეს, რომ ამ ხელმოწერის შემდეგ მოხდებოდა არსებული ხარვეზების გამოსწორება. თუმცა, შედეგად, აღმოჩნდა, რომ მათ ხელი მოაწერეს წერილობით დოკუმენტს პრეტენზიების არ არსებობის შესახებ. №2 კორპუსის მამასახლისის განცხადებით მთელს დასახლებაში 67 ოჯახს ესაჭიროებოდა აბაზანაში დაგებული მეტლახების ხელახალი დაგება, რადგან ტრაპებიდან ჟონავდა წყალი. თუმცა, მოცემული მომენტისათვის მხოლოდ 25 ოჯახს გაურემონტდა და ისიც არასამათავრობო ორგანიზაციის და არა სამუშაოს შემსრულებლების მიერ.

11 2008 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულებით შპს „მეგაპლასთან“ გაფორმდა ხელშეკრულება სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე.

12 2008 წლის 5 ნოემბერს შპს „გეოკოლორსა“ და თეთრიწყაროს გამგეობას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი სამუშაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შესრულების თაობაზე.

13 გიფსო-კარდონის ტიხრების დაზიანება შედარებით იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა. თუმცა, სხვადასხვა ოჯახის საცხოვრებლები ამ მასალით არის გამიჯნული და არ ქმნის სათანადო იზოლირების შესაძლებლობას. რაც შეეხება, ლამინატის იატაკს, ისინი ამობურცულია და შესაძლებელია ამოვარდეს კიდეც.

14 აუდიტორული დასკვნა მომზადებულია 2008 წლის 19 ნოემბერს.

15 იხ. დანართი №2009 წლის 28 იანვრის ანგარიში ხელშეკრულების მიმდინარეობის შესახებ.

16 შესრულებული სამუშაოს აქტები შედგენილია 2008 წლის 20 და 30 ნოემბერს, სულ 3 აქტი.

17 მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2008 წლის 28 ნოემბერს.

18 იხ. საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის 12 ივნისის №64/00 აქტი „2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგად დევნილი მოსახლეობის კომპაქტური ჩასახლებისა და მათთვის ყოფითი პირობების შექმნის ღონისძიებებისათვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2008 წლის 7აგვისტოდან 2009 წლის 1 მარტამდე პერიოდში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განკარგვის მართლზომიერებისა და მიზნობრიობის არაგეგმიური, თემატური, გასვლითი აუდიტის შესახებ“ გვ. 8.

19 იხ. იქვე, გვ. 5.

20 2008 წლის 2 დეკემბრის №91 ხელშეკრულება და 2009 წლის 26 სექტემბრის №69 ხელშეკრულება.

21 ხელშეკრულება გაფორმდა 2008 წლის 26 სექტემბერს.

22 ზემოთ მითითებული შეთანხმება გაუთვალისწინებელ სამუშაოებზე თანხის დამატებით გამოყოფის თაობაზე გაფორმდა 2008 წლის 3 ნოემბერს დამატებითი ხელშეკრულების სახით.

23 მხარეებს შორის 2008 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების შესრულების ვადამ გადაიწია სწორედ ამ თარიღამდე.

24 2009 წლის 24 მარტის №225 განკარგულება.

25 ხელშეკრულება გაფორმებულია 2008 წლის 3 ოქტომბერს.

5 V. დასკვნა

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე კვლევა ასახავს 2008 წლის აგვისტოში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა/დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას და საზოგადოებას წარუდგენს იმის ზოგად სურათს, თუ როგორ, რა პრინციპებით, რა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით ხდებოდა აღნიშნული თანხების განკარგვა.

შესწავლილი ტენდერები თავისი ფინანსური ასიგნების სიდიდით წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს შესყიდვას, რომელიც 2009 წელს განხორციელდა საქართველოში. სახელმწიფო შესყიდვის სოციალურ მნიშვნელობას განსაზღვრავს ბენეფიციართა წრე, რომელთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისათვისაც მოხდა ზემოაღნიშნული ფინანსური რესურსის განკარგვა.

მიწოდების ადგილს შეადგენდა საქართველოს მთელი ტერიტორია და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც ცხოვრობენ დევნილები. შესაბამისად, მოლოდინი იყო, რომ სახელმწიფო შესყიდვის მიმწოდებლები ადგილობრივი კომპანიები იქნებოდნენ. ტენდერებში სამშენებლო კომპანიების დაინტერესება და აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო და ჯამში შეადგენდა 101 კომპანიას, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობა მაღალი იყო პირველ 20 გამოცხადებულ ტენდერში, ხოლო შემდგომში მინიმუმამდე დაეცა და ტენდერებში მონაწილეობდა მხოლოდ 2-3 კომპანია, რომელთაც ადრე გამოცხადებულ ტენდერებშიც გააჩნდათ უპირატესობები და მიღებული ჰქონდათ სახელმწიფო დაკვეთა. აღნიშნულის მიზეზად მივიჩნევთ არასრულყოფილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არაჯანსაღ კონკურენციას და ადმინისტრაციულ ბარიერებს. შესაბამისად, მხოლოდ 26-მა კომპანიამ მოიპოვა დაკვეთა ტენდერებში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო შესყიდვის 85 პოზიციაზე თითქმის ნახევარ - 34 პოზიციაზე უპირატესობა მოიპოვა 2-მა კომპანიამ. ასევე, ამ კომპანიებსა და მათ მიერ ათვისებულ ფინანსურ მოცულობაზე (37 400 000 ლარზე) მოდის განკარგული სახელმწიფო ფინანსური ასიგნების თითქმის ნახევარი.

სახელმწიფო შესყიდვების გზით ადმინისტრირებული ფინანსური რესურსის ანალიზისას დგინდება ზოგადი კანონზომიერება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მიერ ზემოთ წარმოდგენილ და დასაბუთებულ შესყიდვებში არსებულ პრობლემებს. თუ ჩვენ დავაკვირდებით სატენდერო წინადადების ღირებულებების ჯამის თანაფარდობას შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან, შევნიშნავთ, რომ დადგენილი სამუშაოს შესრულებისათვის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დაახლოებით 64%25 იქნა მოთხოვნილი პრეტენდენტების მიერ. აღნიშნული თანაფარდობა ძალიან დაბალია, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიებმა უპირატესობის მოპოვების მიზნით შესაძლებელია არარეალური განფასებაც კი წარადგინეს. არასწორი მიმართულებით ტენდერის განვითარების საფუძველი არასრულყოფილი სახელმწიფო შესყიდვა იყო. კერძოდ:

  • პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა, შეფასება და მათი ურთიერთკონკურენციის დადგენა ხდებოდა მხოლოდ ერთი პრიორიტეტულობის კოეფიციენტით - ფასით. შესაბამისად, პრეტენდენტები მოტივირებული იყვნენ, არარეალურად დაბალი ფასები წარედგინათ უპირატესობის მიღების მიზნით;

  • პრეტენდენტებთან არსებული სხვა შესაძლებლობები და რესურსები, რომლის მიხედვით შესაძლებელი იყო კომპანიების ურთიერთკონკურენცია და უპირატესის გამოვლენა, გადატანილია საკვალიფიკაციო მოთხოვნებად. შესაბამისად, ამ რესურსების მიხედვით, ნაცვლად იმისა, შეფასებულიყო პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და ამით ფისკალურად უკეთესი წინადადებები შერჩეულიყო, დადგინდა მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. შესაბამისად, კომპანიების შეჯიბრება ამ კუთხით არ მომხდარა, უფრო მეტიც, ზემოაღნიშნული გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერად და დაბრკოლებადაც კი იქცა.

მოგვიანებით ყველა კონტრაქტში ხდებოდა დაახლოებით 2-დან 4-მდე ცვლილების შეტანა, რომლითაც იზრდებოდა ხელშეკრულების ღირებულება. აღნიშნულის საფუძვლად მხარეებს მითითებული აქვთ დამატებით წარმოშობილი მოცულობები. ფინანსური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ჯამში სატენდერო წინადადებით დადგენილი ღირებულება დაახლოებით 27%25-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდის ოდენობა ფისკალურად გაუმართლებელია და ნათლად მეტყველებს სახელმწიფო შესყიდვის ორ უარყოფით ასპექტზე:

  1. ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო შესყიდვა უხარისხოდ და ზერელედ იქნა მომზადებული, მათ შორის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია იყო ხარვეზიანი და არასრულყოფილი. შესაბამისად, შემსყიდველს უკვე აღარ გააჩნდა ჭეშმარიტი ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოების ფინანსური მოცულობის შესახებ;

  2. მოგვიანებით მაღალი მოცულობით ხელშეკრულებების ღირებულებების გაზრდამ თითქმის სრულიად გამორიცხა და უგულებელყო ფისკალური თვალსაზრისით ტენდერის შეჯიბრითობის შინაარსი და პრინციპები.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესყიდვის კიდევ ერთი ფორმა - ერთ პირთან მოლაპარაკება, რომელიც წარმოადგენს შესყიდვის გამონაკლის შემთხვევებში გამოსაყენებელ საშუალებას. იმ შემთხვევაში, თუ მას მიეცემა რეგულარული ხასიათი, მაშინ ის წარმოადგენს ე.წ. „კანონიერი კორუფციის“ ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობას.

რას ვგულისხმობთ ამგვარი დასკვნის გაკეთებისას? ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მომსახურებისა თუ სამუშაოს შესყიდვისას შემსყიდველი ვალდებული არ არის:

  • დაასაბუთოს სამუშაოს მიმწოდებლის შერჩევის საფუძველი;

  • ფლობდეს ინფორმაციას, სამუშაოს უშუალოდ კონტრაქტორი ასრულებს, თუ არსებობენ ქვეკონტრაქტორები;

  • გააფორმოს შეთანხმება ხელშეკრულებაში არა არსებითი ცვლილებების თაობაზე1 (ან პირიქით, ხელშეკრულებაში არსებითი ცვლილება განახორციელოს შეთანხმებით, რაც გამორიცხულია ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელებისას).

ზემოთ მოცემული ვალდებულებების არარსებობა თავის უარყოფით შედეგს იძლევა კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისას. კერძოდ:

  • მუნიციპალიტეტების მიერ ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებაზე ფორმდებოდა სხვადასხვა შესყიდვის ხელშეკრულება;

  • მუნიციპალიტეტები აბსოლუტურად არ ფლობდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, სამუშაოს ასრულებდა უშუალოდ კონტრაქტორი, თუ ქვეკონტრაქტორი;

  • სრულიად გაურკვეველია სამუშაოების მიმწოდებლების შერჩევის კრიტერიუმები.

მითითებული მესამე საკითხი განსაკუთრებულად პრობლემურია, რადგან აღნიშნული უკავშირდება სამუშაოს მიმწოდებელი იურიდიული პირებისა და ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს, რომელთა გადამოწმება საკანონმდებლო დონეზე შესწავლის პერიოდისათვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. 2007 წლის 20 მარტიდან2 2009 წლის 31 დეკემბრამდე3 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად დახურული იყო ინფორმაცია იურიდიული პირების დამფუძნებლების თაობაზე, რაც პრაქტიკულად მკვდარ ნორმად აქცევდა შესყიდვების შესახებ კანონის მე-8 მუხლს - ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობებისა და წესების შესახებ.

სამოქალაქო კონტროლის მიღმა დარჩა, ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელი დაწესებულებები, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ხელშეკრულებებს უფორმებდნენ თუ არა ისეთ პირებს, რომელთა მიმართ გააჩნდათ პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი. ასევე, შეუძლებელი ხდება იმის დადგენა, შესყიდვის მოსამზადებელ პროცედურებში ან უშუალოდ შესყიდვაში მონაწილეობას იღებდნენ თუ არა ისეთი პირები, რომლებიც იყვნენ შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლის ოჯახის წევრები?4

პრობლემად უნდა შეფასდეს მუნიციპალიტეტების მიერ გამოყოფილ თანხებზე მეტი ხარჯების გაწევა, რომელთა დამადასტურებელი საბუთები მუნიციპალიტეტების მიერ სრულყოფილად არ იქნა მოწოდებული.

დაბალი ეფექტიანობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად უნდა მივიჩნიოთ გარანტიების წარმოდგენის საფუძველზე სამუშაოს მთლიანი ღირებულების თანხების წინასწარი გადარიცხვები, რადგან არც ერთ შემთხვევაში არ გამოყენებულა სამუშაოს არასრულყოფილი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული „სანქციები“ უფრო მეტიც, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ კონტრაქტორებთან გაფორმებული არც ერთი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გარანტირების მექანიზმის გამოყენებას, თუმცა, წინასწარ საკმაოდ სოლიდური თანხები ირიცხებოდა ავანსის სახით.

ხელშეკრულებების საგანი არის ძალზე ზოგადი, რაც მხარეებს გადაჭარბებით თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობას აძლევს, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების პრინციპებს.

ხელშეკრულებებზე თანდართული ხარჯთაღრიცხვები არ არის დათარიღებული, რაც შეუძლებელს ხდის იმის გადამოწმებას, ისინი შექმნილია ხელშეკრულების გაფორმებამდე თუ გაფორმების შემდეგ. აღნიშნულ ეჭვს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ, როგორც წესი, დეფექტური აქტები შედგენილია ხელშეკრულების გაფორმებამდე 2-5 დღით ადრე, რაც თავისთავად ბადებს კითხვას: ამ რაოდენობით ხარჯთაღრიცხვის მომზადებისთვის რამდენად გონივრული ვადაა 2-5 დღე?

რიგ შემთხვევებში, შეუსაბამოა ხელშეკრულებებზე თანდართული დეფექტური აქტები და ხარჯთაღრიცხვები.

პრაქტიკულად შეუძლებელია დაზიანებული (კერძო) სახლების სარეაბილიტაციოდ გაწეული ხარჯების გადამოწმება, რადგან შეუძლებელია გაწეული სამუშაოს იდენტიფიცირება რაიმე ნიშნით (მისამართით ან სუბიექტით).

მნიშვნელოვანი სხვაობაა შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს შორის, აღნიშნულს კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ არც ერთ გამგეობას არ გამოუყენებია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სანქცია - უხარისხო სამუშაოს შესრულებისათვის კონტრაქტორის მიერ საკუთარი სახსრებით შეკეთების ვალდებულების თაობაზე.

ხელშეკრულებებში არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დებულების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა - შესრულებული სამუშაოს დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობის თაობაზე. აღნიშნულის მითითება ხელშეკრულებებში ძირითადად ატარებს ფორმალურ ხასიათს.

ხშირ შემთხვევებში არ სრულდებოდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორებისათვის დადგენილი ერთ წლიანი გარანტიებიც.

ყოველივე ზემოთ თქმული გვაძლევს იმის შესაძლებლობას, დავასკვნათ, რომ მართალია მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები იქნა განხორციელებული, მაგრამ აღნიშნულ პროცესში ადგილი ჰქონდა მთელი რიგი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევას და სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას, რამაც, საბოლოო ჯამში, შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხი გამოიწვია.

____________________

1 მხედველობაშია ის, რომ შემსყიდველს შესაძლებლობა აქვს ახალი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმოს იმავე შესყიდვის ობიექტზე სხვა ვადებით და ამ ფორმით ააცილოს სამუშაოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

2 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №233 ბრძანება „ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობებისა) და გადასახადის სხვა გადამხდელის სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტურქციის დამტკიცების თაობაზე.“

3 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №957 ბრძანება „გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

4 აღნიშნული შენიშვნა ეხება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას. აქვე აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლში 2009 წლის 20 ნოემბერს შესულ უარყოფით ცვლილებას, რომლის თანახმად 2010 წლის 1 სექტემბრიდან ინტერესთა კონფიქტის მოთხოვნები არ გავრცელდება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკების მონაწილეებზე.

6 VI. დანართები

▲ზევით დაბრუნება


6.1 I. სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული თითოეული ტენდერის მოკლე მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/01-2009

ტენდერის ობიექტი - თელავში, გურჯაანსა და საგარეჯოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 8 იანვარს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. 16 იანვარს დამტკიცდა განცხადების ცვლილება, რომლითაც გარკვეული შეუსაბამობები აღმოიფხვრა. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ფირმის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ, აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ ფირმის ბრუნვა ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 1 000 000 ლარს და ის დაფუძნებულია, მაგალითად, ორი წლის წინ, მაშინ ტენდერში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ვფიქრობთ, აღნიშნული ბარიერი დაუსაბუთებელია და თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს. ასევე, საკვალიფიკაციო მოთხოვნად დადგენილია, რომ ფირმას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში თითოეული წლის მანძილზე 1 000 000 ლარის ბრუნვა გააჩნდეს. მაგალითად, თუ ფირმას ბოლო ორი წლის მანძილზე 5 000 000 ლარის ბრუნვა, ხოლო მესამე წელს 500 000 ლარის ბრუნვა ჰქონდა, ის ვერ მიიღებს ტენდერში მონაწილეობას.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის, პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს, მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერი?

დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სატენდერო წინადადების შეფასებისას გამოყენებულია ორი კრიტერიუმი: წინადადების ფასი და სამუშაო გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, პრიორიტეტულობის კოეფიციენტი განისაზღვრა ფასზე - 0,8 და სამუშაო გამოცდილებაზე - 0,2.

შესყიდვა სულ 3 ლოტად იყო წარმოდგენილი.

ლოტი №1 - თელავის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ლოტი №2 - საგარეჯოს სარეაბილიტაციო სამუშაოები
ლოტი №3 - გურჯაანის და ბაკურციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 25-მა პრეტენდენტმა. მათგან საკვალიფიკაციო მონაცემების გამო დისკვალიფიცირებულ იქნა 13 პრეტენდენტი. მათ მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი ფასები:

1. შპს „აქსისი“
ლოტი №1 - 989156 ლარი
ლოტი №2 - 491833 ლარი
ლოტი №3 - 786967 ლარი

2. შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფი“
ლოტი №1 - 997385 ლარი
ლოტი №2 - 476079 ლარი
ლოტი №3 - 792491 ლარი

3. შპს „ერკერი“
ლოტი №1 - 998173 ლარი
ლოტი №2 - 497082 ლარი
ლოტი №3 - 794178 ლარი

4. შპს „ნოვა“
ლოტი №1 - 1025032 ლარი
ლოტი №2 - 468730 ლარი
ლოტი №3 - 804753 ლარი

5. შპს „ერისიმედი“
ლოტი №3 - 815882 ლარი

6. შპს ნიუ ენერჯი
ლოტი 1 - 863339 ლარი
ლოტი 2 - 401220 ლარი
ლოტი №3 - 720561 ლარი

7. შპს „უნიმშენი“
ლოტი №3 - 957326 ლარი

8. სს „თბილმრეწვმშენი“
ლოტი №1 - 1272362 ლარი
ლოტი №2 - 630083 ლარი
ლოტი №3 - 998256 ლარი

9. შპს „დაგი“
ლოტი №1 - 1028935 ლარი
ლოტი №2 - 491240 ლარი
ლოტი №3 - 812804 ლარი

10. შპს „ერ-თი-ჯი“
ლოტი №1 - 1060260 ლარი
ლოტი №2 - 499564 ლარი
ლოტი №3 - 847840 ლარი

11. შპს „ინდუსტრია 2“
ლოტი №1 - 975973 ლარი
ლოტი №2 - 473836 ლარი
ლოტი №3 - 771030 ლარი

12. შპს „აისი“
ლოტი №1 - 934149 ლარი
ლოტი №2 - 428489 ლარი
ლოტი №3 - 767030 ლარი

13. შპს „ლობო +“
ლოტი №1 - 966650 ლარი
ლოტი №2 - 462609 ლარი
ლოტი №3 - 770741 ლარი

14. შპს „ალიზი“
ლოტი №1 - 983872 ლარი
ლოტი №2 - 408123 ლარი
ლოტი №3 - 725482 ლარი

15. შპს „სანიტარი“
ლოტი №1 - 889116 ლარი
ლოტი №2 - 415760 ლარი
ლოტი №3 - 795140 ლარი

16. შპს „მშენებელი“
ლოტი №1 - 1220608 ლარი
ლოტი №2 - 589665 ლარი
ლოტი №3 - 961179 ლარი

17. შპს „ახალი მთვარე“
ლოტი №1 - 890381 ლარი
ლოტი №2 - 445784 ლარი
ლოტი №3 - 754981 ლარი

18. შპს „მშენებელი 80“
ლოტი №1 - 894495 ლარი
ლოტი №2 - 433452 ლარი
ლოტი 3 - 714799 ლარი

19. შპს „საინჯგეო“
ლოტი №1 - 995020 ლარი

20. შპს „არქსტუდია პერისტილი“
ლოტი №1 - 944539 ლარი

ლოტი 1-ზე და ლოტი 2-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ნიუ ენერჯი, ხოლო ლოტი 3-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს მშენებელი 80.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 2 334 727 ლარი, თუმცა უცნობია თითოეულ ლოტზე შესყიდვის სავარაუდო ღირებულება.

ლოტი №1-ზე დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოთა მოცულობების კორექტირება მოხდა საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ. შესაბამისად, შპს „ნიუ-ენერჯისთან“ გაფორმებული 2009 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულების ღირებულება 863 315 ლარიდან გაიზარდა 49318 ლარით და შეადგინა 912697 ლარი. ამიტომ სახელშეკრულებო ღირებულება დაახლოებით 6%25-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მცირე მოცულობის ზრდას წარმოადგენს განხილულ სახელმწიფო შესყიდვებს შორის.

სამუშაოების დასრულების ვადად დადგინდა 2009 წლის 31 მაისი.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულების გაზრდის აუცილებლობა გამოიწვია საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ დამატებითი აზომვების შედეგად სამუშაოს მოცულობების გაზრდამ. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო შესყიდვები არასრულყოფილად იყო მომზადებული.

ლოტი №1-ზე საბოლოო შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2009 წლის 12 ივნისს, ხოლო ინფორმაცია სამუშაოების დასრულების შესახებ მგფ-ში წარდგენილია, ასევე, 2009 წლის 29 მაისს. აღნიშნულით სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადები სრულიად დაცულია.

ლოტი №2-ზე საბოლოო შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2009 წლის 5 ივნისს, ხოლო ინფორმაცია სამუშაოების დასრულების შესახებ მგფ-ში წარდგენილია, ასევე, 2009 წლის 20 მაისს. აღნიშნულით სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადები სრულიად დაცულია.

ლოტი №3-ზე საბოლოო შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2009 წლის 5 ივნისს, ხოლო ინფორმაცია სამუშაოების დასრულების შესახებ მგფ-ში წარდგენილია, ასევე, 2009 წლის 13 მაისს. აღნიშნულით სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადები სრულიად დაცულია.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/02-2009

ტენდერის ობიექტი - . გარდაბანში თბილსრესის დასახელებაში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა

მოკლე აღწერა:

2009 წლის 23 იანვარს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. აღნიშნული მოთხოვნები ზუსტად 5 დღით ადრე განცხადებაში შეტანილი ცვლილებებით კიდევ უფრო დამძიმდა. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) სამშენებლო სამუშაოების წლიური ბრუნვა (ამაში ალბათ ორგანიზაციის წლიური ბრუნვა მოიაზრება. და თუ ეს გულისხმობს მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ბრუნვას, მაშინ ორმაგად რთულდება და შეიძლება, წარმოუდგენელიც იყოს ბოლო სამი წლის განმავლობაში მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების ბრუნვასთან დაკავშირებული საგადასახადო ორგანოების მიერ დამტკიცებული მოგება-ზარალის უწყისების და ბალანსების წარმოდგენა. აღნიშნული ფინანსური დოკუმენტაციის შედგენა მკაცრად არის რეგლამენტირებული და ის მოიცავს ყველა საქმიანობას, რაც განახორციელა საწარმომ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში).

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სატენდერო წინადადების შეფასებისას გამოყენებულ იქნა მხოლოდ ერთი კრიტერიუმი --- წინადადების ფასი და მისი პრიორიტეტულობის კოეფიციენტი განისაზღვრა 1-ით. ამიტომ წარმოდგენილი წინადადებების შეფასებისას კომისია მხოლოდ ფასის მიხედვით მიანიჭებს უპირატესობას რომელიმე მათგანს და მხედველობაში არ იქნება მიღებული სამუშაო გამოცდილება, პრეტენდენტთან არსებული მატერიალური რესურსები და შესრულებული სამუშაოების გარანტიის ხანგრძლივობა.

ტენდერი გამოცხადდა 2009 წლის 26 იანვარს. დოკუმენტაციის გატანის ვადად განისაზღვრა 13 თებერვლამდე პერიოდი, რითაც დაირღვა მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი 20 დღიანი ვადა.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 25-მა პრეტენდენტმა. მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. კს „კოწიწაშვილი და კომპანია“
ლოტი №1 - 301430 ლარი

2. შპს „სანიტარი“
ლოტი №1 - 306777 ლარი

3. შპს ერკერი
ლოტი 1 - 277752 ლარი

4. შპს „თბილსრესმშენი“
ლოტი №1 - 343730 ლარი

5. შპს „დაგი“
ლოტი №1 - 313326 ლარი

6. შპს „ნიუ ენერჯი“
ლოტი №1 - 287006 ლარი

7. შპს „სსგ იბერია“
ლოტი №3 - 493741 ლარი

8. სს „უნიმშენი“
ლოტი №1 - 324832 ლარი

9. შპს „იმერეთი 2000“
ლოტი №1 - 359219 ლარი

10. შპს „პასატი“
ლოტი №1 - 349965 ლარი

11. შპს „კონსტანტა“
ლოტი №1 - 345571 ლარი

12. შპს «არქსტუდია პერისტილი»
ლოტი №1 - 300148 ლარი

13. შპს „ბლექ სი გრუპი“
ლოტი №1 - 380692 ლარი

14. შპს „თბილსათბობმშენი“
ლოტი №1 - 297010 ლარი

15. შპს „გონი“
ლოტი №1 - 312785 ლარი

16. შპს „ელ რიო“
ლოტი №1 - 286959 ლარი

17. შპს „აისი“
ლოტი №1 - 314153 ლარი

18. შპს „ერ-თი-ჯი“
ლოტი №1 - 334757 ლარი

19. შპს „ლიბო +“
ლოტი №1 - 562994 ლარი

20. შპს ალიზი
ლოტი 1 - 265730 ლარი

21. შპს „ჯიაისი“
ლოტი №1 - 350594 ლარი

22. შპს „ტექნოიმპორტი“
ლოტი №1 - 343096 ლარი

23. შპს „ახალი მთვარე“
ლოტი №1 - 339550 ლარი

24. სს „ხურო“
ლოტი №1 - 298615 ლარი

25. შპს „ფონი“
ლოტი№1- 280362 ლარი

მათგან საკვალიფიკაციო მონაცემების გამო დისკვალიფიცირებული იქნა 6 პრეტენდენტი. რადგანაც შეფასების კრიტერიუმს მხოლოდ ფასი წარმოადგენს, უნდა აღინიშნოს, რომ დისკვალიფიცირებულ იქნა ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი შპს ალიზი. მისი წინადადების ღირებულება ტენდერში გამარჯვებული წინადადების ღირებულებაზე დაახლოებით 15 000 ლარით ნაკლებია.

შპს „ალიზის“ დისკვალიფიკაცია მოხდა იმ მოტივით, რომ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ არც სატენდერო განცხადებაში და არც სატენდერო დოკუმენტაციაში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქ. კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად არ იქნა განსაზღვრული ის მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, კომისიას შეეძლო, დაეზუსტებინა აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნა. აქვე განმეორებით ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნა არც ფისკალური თვალსაზრისით, არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესაძლო ვერ შესრულების მხრივ, ვერანაირ წარმოდგენას ვერ ქმნის შემსყიდველისათვის.

სატენდერო წინადადებების შეფასების ცხრილში პრიორიტეტულობის მიხედვით კომისიის სამივე წევრის ქულობრივი შეფასება იდენტურია. ხოლო კომისიის თავმჯდომარის მიერ პრეტენდენტ შპს „ფონისათვის“ მინიჭებული ქულა „2“ არალოგიკურია, რადგან ამ კომპანიის წინადადება გამარჯვებული წინადადების შემდეგ ყველაზე საუკეთესოა.

ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ერკერი“, რომლის სატენდერო წინადადების ღირებულებაა 279,854 ლარი. ხოლო შპს “ალიზის” სატენდერო წინადადების ღირებულება შეადგენდა 265,730 ლარს, რაც 14,124 ლარით ნაკლებია. აღნიშნული ეკონომია ხელშეკრულების ღირებულების 5%25- შეადგენს.

არ არის მოწოდებული ტენდერის მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მათ შორის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და შესაბამისად, ვერ დგინდება სამუშაოს სავარაუდო ფასი.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 329485 ლარია. როგორც განცხადებაშია მითითებული, სარეაბილიტაციო ობიექტის საერთო მოცულობაა 1600 კვ.მ. შესაბამისად, ერთი კვ.მ.-ის ღირებულება 175 ლარია. აღნიშნული თანხა ზოგადად საკმაოდ მცირეა.

დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზით დადგინდა, რომ სატენდერო კომისიის 2009 წლის 16 თებერვლის №3 ოქმით დისკვალიფიკაცია მიენიჭა შპს „ალიზს“, რადგან არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ. ხოლო თვით შპს „ალიზის“ სატენდერო წინადადების შესწავლისას დადგინდა, რომ წინადადება შეიცავს ინფორმაციას, როგორც პროექტის მენეჯერის, ასევე ძირითადი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ.

შესაბამისად, სრულიად წარმოუდგენელი და ბუნდოვანია თუ რატომ მიანიჭა დისკვალიფიკაცია სატენდერო კომისიამ შპს „ალიზს“, რომელმაც წარმოადგინა ყველაზე დაბალი ფასი და შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტი მხოლოდ ფასს ჰქონდა მინიჭებული.

აქვე ხაზგასასმელია, რომ გამარჯვებული კომპანიის შპს „ერკერის“ საკვალიფიკაციო ინფორმაცია, კერძოდ, ინფორმაცია დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ, სრულიად იდენტურია შპს «ალიზის» მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არსებითად დაირღვა შესყიდვების კანონმდებლობა და სახელმწიფოს 14 124 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

შემდგომში დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ სამუშაოთა მოცულობების კორექტირება მოხდა საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ. ამის შედეგად, კონტრაქტის ღირებულება გაიზარდა 21 398 ლარით და მთლიანად შეადგინა 301 252 ლარი. შესაბამისად, ღირებულებაც დაახლოებით 8%25-ით გაიზარდა.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისთვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევებია, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას რიგი სამუშაოების მოცულობები ხელშეკრულების ფარგლებში ზუსტდება, საჭირო ხდება იდენტური, მაგრამ იგივე ხარისხის მასალების ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილებები არ შეიძლება არსებით ხასიათს ატარებდეს.

2009 წლის 4 მარტს გაფორმებული კონტრაქტის თანახმად სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2009 წლის 9 მაისს. ცვლილება აღნიშნულ კონტრაქტში განხორციელდა 2009 წლის 8 მაისს, ანუ ერთი დღით ადრე ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე. ხოლო სამუშაოების მიღება შემსყიდველისგან მოხდა 2009 წლის 20 მაისს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც კონტრაქტში ცვლილება შედის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, ივარაუდება, რომ გარკვეული სამუშაოები კიდევ რჩება განსახორციელებელი, ხოლო რადგანაც სამუშაოთა საბოლოო მიღება 2009 წლის 20 მაისს ხდება, მითითებული მოსაზრება უფრო მყარდება. ანუ, შესაძლებელია, სახეზე იყოს 2009 წლის 4 მარტის SB/IDP/ CW/02-2009 კონტრაქტით დადგენილი სამუშაო ვადების დარღვევა.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/03-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. რუსთავში მე-11 მიკრორაიონში ყოფილი სამშობიარო სახლის პირველ და მეორე კორპუსში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია. ლოტი

2. რუსთავში მშენებლის ქუჩა 2-ში მდებარე ყოფილ ვენდისპანსერში განთავსებული დევნილთა სახლების რეაბილიტაცია.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 23 იანვარს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ ფირმის ერთი ან ორი წლის ბრუნვა შეადგენს 7 500 000 ლარს და დაფუძნებულია, მაგალითად, ორი წლის წინ, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ტენდერში. ვფიქრობთ, აღნიშნული ბარიერი ასევე დაუსაბუთებელია და თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. ტენდერის შესახებ განცხადებაში ცვლილებამდე აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ პრეტენდენტს არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის დავალიანება და ამის დამადასტურებელი ცნობაც უნდა წარმოადგინოს. განცხადებაში შევიდა ცვლილება და მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, ბიუჯეტთან დავალიანების შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა თუ არ შეიზღუდება, რაც თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ? ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია წარმოდგენილი ცვლილება. მით უმეტეს, კომისიას არ უმსჯელია მის მიზანშეწონილობაზე (ოქმში ამის შესახებ არაფერია ასახული).

აქვე ხაზგასასმელია, რომ 2009 წლის 16 თებერვლის 3 ოქმის თანახმად, შპსპაულ შულერ უნდ ირაო გრუპისდისკვალიფიკაცია სატენდერო კომისიამ იმ არგუმენტით განახორციელა, რომ მას არ ჰქონდა წარმოდგენილი ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანების არარსებობის შესახებ. თუმცა, განცხადებაში შეტანილი ცვლილებით, საგადასახადო ინსპექციიდან მხოლოდ ზოგად ცნობას ითხოვენ.

დ) მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო განცხადებაში დადგენილია წესი, რომლის მიხედვით პრეტენდენტისა და ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ტენდერის მიზნებიდან გამომდინარე ჯამდება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია და მოქმედი კანონმდებლობა ასეთ მეთოდს არ ცნობს. შემდგომში, განცხადებაში შეტანილი ცვლილებით, ისე, რომ კომისია არც მსჯელობს ამ საკითხზე, საერთოდ უქმდება აღნიშნული ჩანაწერი.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა:
ლოტი 1. 2 224 482 ლარს.
ლოტი 2. 589 941 ლარს.

სატენდერო დოკუმენტაცია გაიტანა 41-მა კომპანიამ, მათგან ტენდერში მონაწილეობა მიიღო 28 პრეტენდენტმა. მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. კ.ს. „კოწიწაშვილი და კომპანია“
ლოტი №1 - 2026699 ლარი
ლოტი №2 - 503460 ლარი

2. შპს „დაგი“
ლოტი №1 - 1907602 ლარი
ლოტი №2 - 508315 ლარი

3. შპს „იმერეთი“
ლოტი №1 - 2161310 ლარი

4. შპს „ლიბო +“
ლოტი №1 - 2235022 ლარი
ლოტი №2 - 602321 ლარი

5. შპს „ალიზი“
ლოტი №1 - 1638360 ლარი
ლოტი №2 - 418809 ლარი

6. სს „თბილსრესმშენი“
ლოტი №1 - 1930435 ლარი
ლოტი №2 - 507234 ლარი

7. შპს „ალგეთი“
ლოტი №1 - 1967172 ლარი
ლოტი №2 - 532703 ლარი

8. შპს „ნიუ-ენერჯი“
ლოტი №1 - 1711872 ლარი
ლოტი №2 - 464956 ლარი

9. შპს „ნოვა“
ლოტი №1 - 1999809 ლარი
ლოტი №2 - 569232 ლარი

10. შპს „ინდუსტრია 2“
ლოტი №1 - 1674308 ლარი
ლოტი №2 - 487317 ლარი

11. შპს „მშენებელი“
ლოტი №1 - 2030995 ლარი
ლოტი №2 - 537561 ლარი

12. შპს „პლანეტა“

ლოტი №1- 2076019 ლარი

13. შპს „ახალი მთვარე“
ლოტი №1- 1847921 ლარი
ლოტი №2 - 486596 ლარი

14. შპს „არტესი“
ლოტი №1- 2175230 ლარი

15. სს „ხურო“
ლოტი №1- 1881725 ლარი
ლოტი №2 - 457078 ლარი

16. შპს ორნამენტი
ლოტი 1- 1350412 ლარი

17. შპს „ერ-თი-ჯი“
ლოტი №1- 1944782 ლარი

18. შპს „გონი“
ლოტი №1- 1825249 ლარი
ლოტი №2 - 484211 ლარი

19. შპს „მშენებელი 80“
ლოტი №1- 1945148 ლარი

20. შპს გეოკოლორი
ლოტი №1- 1642038 ლარი
ლოტი 2 - 433325 ლარი

21. შპს „ბლექსიგრუპი“
ლოტი №1- 1795601 ლარი
ლოტი №2 - 491030 ლარი

22. შპს „პაუელ შულერი“
ლოტი №1- 613204 ლარი
ლოტი №2 - 2390805 ლარი

23. შპს „სასკო“
ლოტი №1- 1800542 ლარი
ლოტი №2 -462004 ლარი

24. შპს „ბლოკ ჯორჯია“
ლოტი №1- 1700325 ლარი
ლოტი №2 - 466413 ლარი

25. შპს „ელ-რიო“
ლოტი №2 - 534058 ლარი

26. შპს „იმერი 21“
ლოტი №2 - 565142 ლარი

27. შპს „ტექნო იმპორტი»
ლოტი №2 - 552977 ლარი

28. შპს „არქსტუდია პერისტილი“
ლოტი №2 - 432105 ლარი

გამარჯვებულად გამოვლინდა ლოტი 1-ზე შპსორნამენტისატენდერო წინადადების ღირებულებით 1 350 412 ლარი.

შპს „ორნამენტთან“ კონტრაქტი გაფორმდა 2009 წლის 6 მარტს. მიუხედავად ამისა, სპეციფიკურ პირობებში სამუშაოს დაწყების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 9 მარტი, ხოლო სამუშაოს დასრულების ვადად - 2009 წლის 9 აგვისტო. ლოტი 1-ზე გამარჯვებული წინადადების ღირებულება სამუშაოს სავარაუდო ღირებულებასთან შეფარდებით შეადგენს 60%25-.

შემდგომში ლოტი №1-ზე საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ 2009 წლის 6 მაისს ძირითად კონტრაქტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კონტრაქტის ღირებულება 1350412 ლარიდან გაიზარდა 441005 ლარით და 1791418 ლარი შეადგინა. ამ ცვლილებით სახელშეკრულებო ღირებულება 33%25-ით გაიზარდა. (441005 /1350412*100=33%25).

ცვლილებით სამუშაოების დასრულების ვადა 2009 წლის 9 სექტემბრამდე გადაიწია.

ლოტი 2-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „გეოკოლორი“, სატენდერო წინადადების ღირებულებით 433 325 ლარით.

მნიშვნელოვანია, რომ ლოტი 2-ზე გამარჯვებული კომპანიის სატენდერო ფასზე შედარებით უკეთესი ფასი წარმოადგინა შპს ალიზმა“, ანუ დაახლოებით 15 000 ლარით ნაკლები - 418 809 ლარი. მაგრამ როგორც ოქმიდან ირკვევა, კომპანიამ ვერ წარმოადგინა 7 500 000 ლარის ოდენობის სამუშაო გამოცდილება. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამუშაო გამოცდილების ასეთი დიდი ოდენობა ხელს უშლის თავისუფალ კონკურენციას.

ლოტი 2-ზე შპს „გეოკოლორთან“ კონტრაქტი გაფორმდა 2009 წლის 5 მარტს. მიუხედავად ამისა, სპეციფიკურ პირობებში სამუშაოს დაწყების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 9 მარტი, ხოლო სამუშაოს დასრულების ვადად - კონტრაქტის გაფორმებიდან 3 თვე, ანუ 2009 წლის 9 ივნისი.

მნიშვნელოვანია, რომ ლოტი 2-ზე გამარჯვებული წინადადების ღირებულება სამუშაოს სავარაუდო ღირებულებასთან შეფარდებით 73%25- შეადგენს.

სატენდერო მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოება. კონტრაქტი გაფორმდა 433325 ლარზე. შემდგომში საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ 2009 წლის 25 მაისს ძირითად კონტრაქტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კონტრაქტის ღირებულება გაიზარდა 48 688 ლარით და 482 013 ლარი შეადგინა. ცვლილებით სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა 11%25-ით (48688/433325*100=11%25).

სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწია 2009 წლის 24 ივნისამდე.

შემდეგში, 2009 წლის 19 ივნისს, იგივე კონტრაქტი შემცირდა 4 307 ლარით. მნიშვნელოვანია, რომ ორივე ცვლილების არგუმენტებად მითითებულია სამუშაოთა მოცულობების დაზუსტება. თუმცა, ამ არგუმენტით კონტრაქტის საერთო ღირებულების რამოდენიმეჯერ შეცვლა, საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების დაზუსტებული აზომვების საფუძველზე, რომლებიც თავიდანვე პასუხისმგებელი იყვნენ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრულყოფილად შემუშავებაზე, არასარწმუნო და დაუსაბუთებელია.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევებია, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას რიგი სამუშაოების მოცულობები ხელშეკრულების ფარგლებში ზუსტდება, საჭირო ხდება იდენტური, მაგრამ იგივე ხარისხის მასალების ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილებები არ შეიძლება არსებით ხასიათს ატარებდეს.

ცვლილების მაღალი მოცულობა (33%25 და 11%25) ქმნის ეჭვებს შესყიდვების არასრულყოფილად განხორციელების შესახებ.

ლოტი №1-ზე საბოლოო შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2009 წლის 26 ივნისს, ხოლო ინფორმაცია სამუშაოების დასრულების შესახებ მგფ-ში წარდგენილია 2009 წლის 23 ივნისს. აღნიშნულით სრულიად დაცულია სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადები.

ლოტი №2-ზე საბოლოო შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2009 წლის 21 სექტემბერს, ხოლო ინფორმაცია სამუშაოების დასრულების შესახებ მგფ-ში წარდგენილია 2009 წლის 8 სექტემბერს. აღნიშნულით სრულიად დაცულია სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადები.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/04-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1 -. თბილისში ლილოში, ჭირნახულის ქუჩა 10 და 16 სამ სართულიანი კორპუსების სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინების მოწყობის მიზნით.

ლოტი 2 - . თბილისში, ავჭალის გზატკეცილზე ყოფილი ცენტროლიტის ქარხნის ადმინისტრაციული კორპუსის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინების მოწყობის მიზნით.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 26 იანვარს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 28 იანვარს გამოცხადდა ტენდერი გაზეთ „24 საათში“.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) აუცილებელია, ფირმას ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული ჰქონდეს არანაკლებ 7,5 მილიონი ლარის სამუშაო. მაგალითად, თუ ფირმამ გამოხატა ერთ ლოტზე მონაწილეობის სურვილი, რომლის სავარაუდო ღირებულებაა დაახლოებით 300 000 ლარი, საჭიროა, გააჩნდეს 7,5 მილიონი ლარის გამოცდილება. ამ შეფარდების არათანაბრობა და მიზანშეუწონლობა ნათელია.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 6 თებერვლის სატენდერო კომისიის სხდომის 2 ოქმის შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის შედეგად საკვალიფიკაციო მონაცემებში გაჩნდა ჩანაწერი: „აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ერთ ლოტზე. რამდენიმე ლოტში მონაწილეობის შემთხვევაში მინიმალური თანხა გაიზრდება ლოტების პროპორციულად“. საინტერესო ჩანაწერია... დაუზუსტებელია, ეს წესი რომელი საკვალიფიკაციო მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხას ეხება? თუ ეს ბოლო სამი წლის ბრუნვას ეხება, მაშინ ორ ლოტზე ინტერესის გამოხატვისას 15 000 000 ლარის ბრუნვის დამადასტურებელი ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს. თუ ეს ეხება საკრედიტო ხაზის მოცულობას ბანკიდან, ორ ლოტზე ინტერესის გამოხატვისას 500 000 ლარის ოდენობის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარმოადგინოს. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ და სხვა ცვლილებების შესახებ ოქმში საერთოდ არ არის მითითებული, ხოლო განცხადებაში ცვლილებები შეტანილია და გამოქვეყნებულია 11 თებერვალს. წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რა თქმა უნდა, პრეტენდენტის სანდოობის დამახასიათებელ კრიტერიუმებს წარმოადგენს, მაგრამ სანდოობის მახასიათებელი ფინანსური რესურსის ასეთი მაღალი მოცულობა, ვფიქრობ, ტენდერში მონაწილეობის ხელოვნური ბარიერია და ამით კონკურენცია რეალურად შეზღუდულია.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს, მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი.

დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სატენდერო წინადადების შეფასებისას გამოყენებულ იქნა მხოლოდ ერთი კრიტერიუმი-წინადადების ფასი და მისი პრიორიტეტულობის კოეფიციენტი განისაზღვრა 1-ით. ამიტომ წარმოდგენილი წინადადებების შეფასებისას კომისია მხოლოდ ფასის მიხედვით მიანიჭებს უპირატესობას რომელიმე მათგანს და მხედველობაში არ იქნება მიღებული სამუშაო გამოცდილება, პრეტენდენტთან არსებული მატერიალური რესურსები და შესრულებული სამუშაოების გარანტიის ხანგრძლივობა.

სატენდერო წინადადება გაიტანა 34-მა დაინტერესებულმა კომპანიამ, ხოლო ტენდერში მონაწილეობა მიიღო 23-მა პრეტენდენტმა. მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „დაგი“
ლოტი №1 - 517832 ლარი
ლოტი №2 - 822942 ლარი

2. შპს „ლიბო +“
ლოტი №1 - 394027 ლარი
ლოტი №2 - 602848 ლარი

3. შპს „ალიზი“
ლოტი №2 - 475277 ლარი

4. სს თბილსრესმშენი
ლოტი №1 - 537468 ლარი
ლოტი 2 - 459996 ლარი

5. შპს ნიუ-ენერჯი
ლოტი 1 - 295168 ლარი
ლოტი №2 - 468558 ლარი

6. შპს „ნოვა“
ლოტი №1 - 322241 ლარი
ლოტი №2 - 529165 ლარი

7. შპს „ინდუსტრია 2“
ლოტი №1 - 315659 ლარი
ლოტი №2 - 493879 ლარი

8. შპს „მშენებელი“
ლოტი №1 - 345893 ლარი

9. შპს „ახალი მთვარე“
ლოტი №1 - 343284 ლარი
ლოტი №2 - 544873 ლარი

10. სს „ხურო“
ლოტი №1 - 319404 ლარი
ლოტი №2 - 545430 ლარი

11. შპს „ორნამენტი“
ლოტი №2 - 490856 ლარი

12. შპს „ერ-თი-ჯი“
ლოტი №2 - 574948 ლარი

13. შპს „ბლექსიგრუპი“
ლოტი №1 - 331250 ლარი
ლოტი №2 - 495680 ლარი

14. შპს „პაუელ შულერი“
ლოტი №2 - 649255 ლარი

15. შპს „არქსტუდია პერისტილი“
ლოტი №1 - 704693 ლარი

16. შპს „საინჟგეო“
ლოტი №1 - 563470 ლარი

17. შპს „სანი“
ლოტი №1 - 561158 ლარი

18. შპს „ელიმპ“
ლოტი №1 - 295759 ლარი
ლოტი №2 - 472167 ლარი

19. შპს „ხიდი“
ლოტი №1 - 395250 ლარი
ლოტი №2 - 639120 ლარი

20. შპს „პარმა“
ლოტი №2 - 612121 ლარი

21. შპს „გილმარი 2“
ლოტი №2 - 480724 ლარი

22. შპს „დავითი“
ლოტი №1 - 351383 ლარი
ლოტი №2 - 540344 ლარი

23. შპს „უნივერსალი“
ლოტი №1 - 648530 ლარი

ლოტი 1-ზე გამარჯვება მოიპოვა კომპანიამ შპსნიუ-ენერჯმაფასით 295,168 ლარი (1 კვ..-ის ღირებულება 170 ლარი). ლოტი 2-ზე გამარჯვება მოიპოვა კომპანიამ სსთბილსრესმშენმაფასით 459,996 ლარი (1 კვ..-ის ღირებულება 158 ლარი).

მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო კომისიის წევრების ინდივიდუალური შეფასების ცხრილით და შემდგომ შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებებით ლოტების ნუმერაცია და ამ ლოტებზე გამარჯვებული კომპანიები ერთმანეთს ემთხვევა. 2009 წლის 2 მარტის №4 ოქმში კი შეცდომით ეს კომპანიები გამარჯვებულად საპირისპირო ლოტებზეა მითითებული, რაც დაუშვებელია. ასევე შეცდომით არის მითითებული ლოტები და გამარჯვებული კომპანიები ტენდერის შესახებ ანგარიშშიც.

არ არის წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიც არის ხარჯთაღრიცხვა, ნახაზები და სპეციფიკაციები. რაც შეეხება სამუშაოების მოცულობებს, ის ტექნიკურ პირობებში თითოეულ ლოტზე ზოგადად და არასრულად არის მითითებული. ასეთი ზოგადი ჩანაწერები გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს შესრულებული სამუშაოების, რეალური საჭიროებების და მოთხოვნილი ანაზღაურების ურთიერთ თანაფარდობის დადგენის შემთხვევაში.

ტენდერის შესახებ ანგარიშში მითითებულია შესყიდვის სავარაუდო ღირებულება (991 780 ლარი), მაგრამ დაუდგენელია, თითოეულ ლოტზე რა იყო სავარაუდო ღირებულება.

სატენდერო დოკუმენტაციის და ხელშეკრულების შესწავლის შედეგად დადგინდა ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება.

ლოტი 1-ზე 2009 წლის 6 მარტის ხელშეკრულებაში 2009 წლის 8 ივნისს შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ხელშეკრულების ღირებულება და სამუშაოს დასრულების ვადაც გადაიწია.

ცვლილებით, ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 110,870 ლარით, რაც კონტრაქტის ღირებულების 38%25- შეადგენს. ანუ როცა ხელშეკრულება შემდგომში იზრდება 38%25-ით და შესყიდვის დოკუმენტაციაში არ მოიპოვება არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 398- მუხლით, შესაბამისად, აღნიშნული თანხით ღირებულების გაზრდა აშკარად ეწინააღმდეგებასახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 21- მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს. შემთხვევა, როდესაც დაახლოებით 40%25-ით იზრდება ხელშეკრულების ღირებულება, მიუღებელი ძირითადად სამი გარემოების გამო ხდება:

  1. როდესაც სახელმწიფო შესყიდვა არ არის სრულყოფილად მომზადებული და ან საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია საერთოდ არ არსებობს და შესყიდვა მის გარეშე განხორციელდა;

  2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი მომზადდა ზერელედ და აბსოლუტურად არაზუსტად. შესაბამისად, აღნიშნულმა გამოიწვია რიგი გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება. ჩვენი აზრით, ეს არ არის ის საფუძველი, რომლის მიხედვითაც კომპანიას უჩნდება უფლება მოითხოვოს ღირებულების გაზრდა, რადგან კომპანია დამოუკიდებლად ადგენს ხარჯთაღრიცხვას და მას აქვს უფლება, ადგილზე დააზუსტოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული მონაცემები.

  3. არ არსებობს არანაირი სერიოზული შეუსაბამობები და გარემოებები. შემსყიდველის მიერ კი ტენდერში გამარჯვების მიზნით მაქსიმალურად დაბალი ფასის კომპენსირება ხდება შემდგომში ხელშეკრულების ღირებულების გაზრდით, რაც პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

თუ ჩვენ მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის მიხედვით ვიმსჯელებთ, დავადგენთ, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში საერთოდ არ დევს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. სამუშაოს მოცულობა სახეობების მიხედვით, მასალათა სპეციფიკაციები და სხვა ტექნიკური მხარეები კი სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობებით დგინდება. ხოლო სატენდერო წინადადებებში წარმოდგენილია ხარჯთაღრიცხვები, რომლებიც ძირითადად ტექნიკური პირობებით მოცემულ სამუშაოთა მოცულობებს შეესაბამება, მაგრამ სახეობები ხარჯთაღრიცხვით გაცილებით აღემატება.

მაგალითად, ტექნიკურ პირობებში ლოტი 1, ჭირნახულის . 10-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე მითითებულია - „იატაკის მოწყობა ლამინირებული პარკეტით - 590 კვ..“ ხოლო კომპანიის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ხარჯთაღრიცხვით იატაკის სამუშაოები დამატებით მოიცავსხის პლინტუსების მოწყობას, ცემენტის ხსნარის მოჭიმვის აღდგენას და ..“ .. ამ შემთხვევაში სატენდერო წინადადებით სამუშაოთა სახეობები გაზრდილია და დამატებით სხვადასხვა სახეობებს მოიცავს.

მნიშვნელოვანია, ასევე, ისიც, რომ სატენდერო დოკუმენტაცია, მართალია, მოცემული სამუშაოების სახეობებს არ შეიცავს, მაგრამ შემდგომში კომპანია ამ სახეობებში მაინც ითხოვს კორექტირების შეტანას და მოცულობის გაზრდას, რაც წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით თუ გავაანალიზებთ, არალოგიკური და აბსურდულია. (ანუ კომპანია თავის სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვაში ადგენს სამუშაოების ისეთ სახეობებს, რაც არ არის განსაზღვრული სატენდერო დოკუმენტაციაში და შემდეგ მის მიერ მითითებულ ასეთ სახეობაზე მოცულობისა და ღირებულების გაზრდას ითხოვს).

ცვლილებით გაიზარდა სამუშაოს დასრულების ვადაც ლოტი №1-ზე და დადგინდა 2009 წლის 19 ივნისი.

ლოტი №2-ზე 2009 წლის 6 მარტის ხელშეკრულებაში 2009 წლის 10 ივნისს შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ხელშეკრულების ღირებულება და სამუშაოს დასრულების ვადაც გადაიწია.

ცვლილებით ხელშეკრულების ღირებულება 459996 ლარიდან 128439 ლარით გაიზარდა და 588435 ლარი შეადგინა. ცვლილებით კონტრაქტის ღირებულება გაიზარდა 30%25-ით. ცვლილების საფუძვლად მითითებულია არასრულყოფილად მომზადებული საპროექტო სამუშაოები, რაც დადასტურებულია საპროექტო ორგანიზაციის მიერ.

ცვლილებით, ასევე, იზრდება სამუშაოების დასრულების ვადა 2009 წლის 19 ივნისამდე.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა წარმოდგენილი, მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (40%25 და 30%25) სერიოზულ ეჭვს ბადებს.

ლოტი №1-ზე საბოლოო შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2009 წლის 3 ივლისს, ხოლო ინფორმაცია სამუშაოების დასრულების შესახებ მგფ-ში წარდგენილია 2009 წლის 19 ივნისს. აღნიშნულით სრულიად დაცულია სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადები.

ლოტი №2-ზე საბოლოო შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2009 წლის 30 ივნისს, ხოლო ინფორმაცია სამუშაოების დასრულების შესახებ მგფ-ში წარდგენილია 2009 წლის 18 ივნისს. აღნიშნულით სრულიად დაცულია სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადები.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/05-2009

ლოტი 1. სენაკის სამხედრო დასახლების 210; 198; 197; 196; 195; 85; 86; 202 სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები (საერთო ფართით 12 809 კვ..).

ლოტი 2. სენაკის სამხედრო დასახლების 206; 205; 203; 201 სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები (საერთო ფართით 11 800 კვ..).

ლოტი 3. სენაკის სამხედრო დასახლების 194; 193; 192; 190; 189; 184; 181; 188; 180 სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები (საერთო ფართით 9 839 კვ..).

ლოტი 4. სენაკის სამხედრო დასახლების 200; 199; 204; 211; 117; 98; 99; 92; 116; 147 სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები (საერთო ფართით 11 274 კვ..).

მოკლე აღწერა:

2009 წლის 27 იანვარს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს.

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ

აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ ფირმა დაფუძნებულია, მაგალითად, ორი წლის წინ, ის ვერ მიიღებს ტენდერში მონაწილეობას. ვფიქრობ, აღნიშნული ბარიერი, ასევე, დაუსაბუთებელია და ზღუდავს თავისუფალ კონკურენციას. საკმაოდ მაღალია სამშენებლო სამუშაოების გამოცდილებაც მინიმალური გამოცდილებით 10,5 მილიონ ლარზე.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს, მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

გ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, ტენდერის შესახებ განცხადებაში თავიდან მოთხოვნილ იქნა ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ. შემდგომში ცვლილების შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ შპსმშენებელი 80“- აქვს ბიუჯეტის დავალიანება - 551 861 ლარი. შესაბამისად, საკვალიფიკაციო მოთხოვნის არასრულყოფილად განსაზღვრით შეუძლებელი გახდა გადახდისუნარიანი კონტრაქტორის შერჩევა.

ანგარიშში ტენდერის შესახებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად არასწორად დადგენილია სხვა ღირებულება, ხოლო საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვიდან განსხვავებული ღირებულება დგინდება :

ლოტი 1. - 2 304 014 ლარი (საპროექტო - 1 930 680 ლარი)
ლოტი 2. - 2 103 809 ლარი (საპროექტო - 1 510 384 ლარი)
ლოტი 3. - 1 698 172 ლარი (საპროექტო - 1 757 707 ლარი)
ლოტი 4. - 1 839 496 ლარი (საპროექტო - 1 598 142 ლარი

სატენდერო დოკუმენტაცია გაიტანა 19-მა კომპანიამ, მათგან ტენდერში მონაწილეობა მიიღო 12-მა პრეტენდენტმა. მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „დაგი“
ლოტი №1 - 1814184 ლარი
ლოტი №2 - 1849758 ლარი
ლოტი №3 - 1751818 ლარი
ლოტი №4 - 1551604 ლარი

2. შპს ნიუ-ენერჯი
ლოტი №1 - 1959160 ლარი
ლოტი №2 - 1732616 ლარი
ლოტი №3 - 1807121 ლარი
ლოტი 4 - 1372430 ლარი

3. შპს „ნოვა“
ლოტი №1 - 1576499 ლარი
ლოტი №2 - 1594777 ლარი
ლოტი №3 - 1485770 ლარი
ლოტი №4 - 1340917 ლარი

4. შპს „არტესი“
ლოტი №1 - 2037679 ლარი
ლოტი №2 - 2229080 ლარი

5. შპს „სანი“
ლოტი №1 - 2104450 ლარი
ლოტი №2 - 1554014 ლარი
ლოტი №3 - 2053004 ლარი
ლოტი №4 - 1669455 ლარი

6. შპს მშენებელი 80
ლოტი 1 - 1648853 ლარი
ლოტი 2 - 1530719 ლარი
ლოტი №4 - 1391399 ლარი

7. შპს „ლიბო +“
ლოტი №1 - 1984440 ლარი

8. შპს „პლანეტა“
ლოტი №2 - 1649532 ლარი

9. შპს „ერ-თი-ჯი“
ლოტი №2 - 1848025 ლარი

10. შპს „კონსტანტა“
ლოტი №2 - 1845000 ლარი
ლოტი №3 - 1835008 ლარი

11. შპს ოდა
ლოტი 3 - 1250515 ლარი

12. შპს „ვიპ დიზაინი“
ლოტი №3 - 1720621 ლარი

ლოტი 1-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპსმშენებელი 80“ სატენდერო წინადადების ფასით 1 648 855 ლარი. სატენდერო წინადადების ღირებულება სავარაუდო ღირებულების 85%25- შეადგენს.

ლოტი 2-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპსმშენებელი 80“ სატენდერო წინადადების ფასით 1 530 719 ლარი. სატენდერო წინადადების ღირებულება სავარაუდო ღირებულების 101%25- შეადგენს.

როგორც ჩანს, სატენდერო წინადადებით ლოტი 2-ზე საპროექტო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სავარაუდო შესყიდვის ღირებულებაზე მაღალი ფასი იქნა შემოთავაზებული. ასეთ შემთხვევაშისახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების» დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის 1 ბრძანების 21- მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ტენდერი უნდა დასრულებულიყო უარყოფითი შედეგით.

ლოტი 3-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ოდა“ სატენდერო წინადადების ფასით 1 250 515 ლარი. სატენდერო წინადადების ღირებულება სავარაუდო ღირებულების 71%25-ს შეადგენს.

ლოტი 4-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნიუ ენერჯი“ სატენდერო წინადადების ფასით 1 422 220 ლარი. სატენდერო წინადადების ღირებულება სავარაუდო ღირებულების 89%25-ს შეადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ შპს ნოვამ უკეთესი პირობებით წარმოადგინა თავისი სატენდერო წინადადება, ვიდრე ლოტი 1-ზე და ლოტი 4-ზე გამარჯვებული კომპანიების სატენდერო წინადადებები იყო. ლოტი 1-ზე სატენდერო წინადადების ფასით 1 576 499 ლარი (ანუ 72 354 ლარით უკეთესი ფასი). ლოტი 2-ზე სატენდერო წინადადების ფასით 1 340 917 ლარი (ანუ 81 303 ლარით უკეთესი ფასი). ხაზგასასმელია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შერჩევისას შპს ნოვადისკვალიფიცირებულ იქნა ორი მოტივით:

  1. კომპანიამ წარმოადგინა საკრედიტო ხაზის არსებობის შესახებ ცნობა 300 000 ლარზე, რომელიც გაცემულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ალფა ექსპრესის“ მიერ. სატენდერო დოკუმენტაციაში კი საკვალიფიკაციო მოთხოვნად დადგენილი იყო, რომ პრეტენდენტს უნდა წარმოედგინა ცნობა ბანკიდან საკრედიტო ხაზის არსებობის ან გახსნის მზადყოფნის შესახებ. საგულისხმოა, რომ საკრედიტო ხაზი წარმოადგენს ერთ-ერთ საბანკო პროდუქტს, რომლის გახსნის მზაობა ნებისმიერ ბანკს ნებისმიერი კლიენტის მიმართ გარკვეული პირობებით ყოველთვის გააჩნია. თუ სატენდერო კომისია აქცენტს გააკეთებდა უკვე არსებული საკრედიტო ხაზის მიმართ, მაშინ შესაძლებელია, ეს გამოყენებულ იქნას კომპანიის უნარიანობის ერთ-ერთ დამადასტურებელ ფაქტორად. საგულისხმოა, რომ შპს „ნოვას“ წარმოდგენილი ცნობა შეიცავდა ინფორმაციას უკვე არსებული საკრედიტო ხაზის შესახებ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნა გარკვეულ ნაწილში არანაირი ფისკალური ეფექტის ან პრეტენდენტის სანდოობის განმსაზღვრელი არ არის.

  2. კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ მხოლოდ 2007-2008 წლებზე. არ არის წარმოდგენილი წინა წლებში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: „მოთხოვნები, რომლებიც შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება“. მსგავსივე რეგულაციაა ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში. სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი სატენდერო წინადადება შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც სატენდერო დოკუმენტაციით ან ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგება და რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია სატენდერო წინადადების შინაარსის შეუცვლელად. რადგანაც ზემოთ მითითებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა ამ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნას არ წარმოადგენს, შესაძლებელი იყო, სატენდერო კომისიას დაეზუსტებინა სამუშაო გამოცდილება პრეტენდენტთან და არ მიეცა დისკვალიფიკაცია სახელმწიფო ფისკალური ინტერესებიდან გამომდინარე. მით უმეტეს, როცა კომპანიას სამი წლის ბალანსები და საგადასახადო დეკლარაციები ჰქონდა წარმოდგენილი.

ლოტი 1-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპსმშენებელი 80“ სატენდერო წინადადების ფასით 1 648 855 ლარი, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 6 მარტს. საგულისხმოა, რომ კონტრაქტის პირობები და სატენდერო წინადადების პირობები ვადებთან დაკავშირებით არ ემთხვევა ერთმანეთს. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი ხელმოწერილია 2009 წლის 6 მარტს, სპეციფიკურ პირობებში სამუშაოთა დაწყებისა და დამთავრების ვადებია 2009 წლის 9 მარტიდან 2009 წლის 9 სექტემბრამდე.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 15 მარტს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარებული თათბირის საფუძველზე საპროექტო ორგანიზაციისარქიტექტურის ოფისისწარმომადგენლების მიერ ადგილზე მოხდა სამუშაოების მოცულობების და სახეობების გადამოწმება. აღსანიშნავია, რომ ხსენებული არქიტექტურული კომპანია თავადვე იყო პასუხისმგებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების მომზადებაზე. შესაბამისად, 2009 წლის 9 ივნისს შედის ცვლილება და დამატება კონტრაქტში. კერძოდ, ხელშეკრულების ღირებულება 1 648 855 ლარიდან იზრდება 655159 ლარით და შეადგენს 2 304 014 ლარს. ანუ ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება იზრდება დაახლოებით 40%25-ით(655 159/1 648 855*100=39,7%25). საპროექტო ღირებულებაა 1 930 680 ლარი.

ასევე სამუშაოთა დასრულების დადგენილი ვადა იზრდება ერთი თვით, 9 ოქტომბრამდე.

შემდგომში აღნიშნულ ხელშეკრულებაში კიდევ შედის ცვლილება. ხელშეკრულების ღირებულება 2 304 014 ლარიდან იზრდება 62473 ლარით და შეადგენს 2366487 ლარს. ანუ ჯამში ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება იზრდება დაახლოებით 44%25-ით (717632/1648855*100=44%25). შესყიდვის სავარაუდო (საპროექტო) ღირებულებაა 1 930 680 ლარი.

ასევე, სამუშაოთა დასრულების დადგენილი ვადა იზრდება კიდევ ერთი თვით, 9 ნოემბრამდე.

ლოტი 2-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპსმშენებელი 80“ სატენდერო წინადადების ფასით 1 530 719 ლარი, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 10 მარტს. სამუშაოების დამთავრების ვადაა 2009 წლის 9 სექტემბერი.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 15 მარტს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარებული თათბირის საფუძველზე საპროექტო ორგანიზაციის „არქიტექტურის ოფისის“ წარმომადგენლების მიერ ადგილზე მოხდა სამუშაოების მოცულობების და სახეობების გადამოწმება. აღსანიშნავია, რომ არქიტექტურული კომპანია თავადვე იყო პასუხისმგებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების მომზადებაზე. შესაბამისად, 2009 წლის 9 ივნისს შედის ცვლილება და დამატება კონტრაქტში. კერძოდ, ხელშეკრულების ღირებულება 1530719 ლარიდან იზრდება 573 090 ლარით და შეადგენს 2 103 809 ლარს. ანუ ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება იზრდება დაახლოებით 38%25-ით (573 090/1 530 719*100=37,4%25). შესყიდვის საპროექტო ღირებულებაა 1 510 384 ლარი.

ასევე, სამუშაოთა დასრულების დადგენილი ვადა იზრდება ერთი თვით, 10 ოქტომბრამდე.

შემდგომში აღნიშნულ ხელშეკრულებაში კიდევ შედის ცვლილება და ხელშეკრულების ღირებულება 2103809 ლარიდან იზრდება 17508 ლარით და შეადგენს 2121318 ლარს. ანუ ჯამში ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება იზრდება დაახლოებით 39%25-ით (590598/1530719*100=39%25). შესყიდვის სავარაუდო (საპროექტო) ღირებულებაა 1 930 680 ლარი.

შემდგომში აღნიშნულ ხელშეკრულებაში მესამედ შედის ცვლილება და სამუშაოთა დასრულების დადგენილი ვადა იზრდება 9 ნოემბრამდე.

ლოტი 3-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპსოდასატენდერო წინადადების ფასით 1 250 515 ლარი, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 9 მარტს. სამუშაოების დამთავრების ვადაა 2009 წლის 9 სექტემბერი.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 15 მარტს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარებული თათბირის საფუძველზე საპროექტო ორგანიზაციის „არქიტექტურის ოფისის“ წარმომადგენლების მიერ ადგილზე მოხდა სამუშაოების მოცულობების და სახეობების გადამოწმება. აღსანიშნავია, რომ არქიტექტურული კომპანია თავადვე იყო პასუხისმგებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების მომზადებაზე. შესაბამისად, 2009 წლის 8 ივნისს შედის ცვლილება და დამატება კონტრაქტში. კერძოდ, ხელშეკრულების ღირებულება 1250515 ლარიდან იზრდება 447656 ლარით და შეადგენს 1698171 ლარს. ანუ ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება იზრდება დაახლოებით 36%25-ით (447 656 /1 250 515 = 35,7%25). შესყიდვის საპროექტო ღირებულებაა - 1757707 ლარი.

ასევე სამუშაოთა დასრულებისთვის დადგენილი ვადა იზრდება ერთი თვით, 9 ოქტომბრამდე.

შემდგომში აღნიშნულ ხელშეკრულებაში კიდევ შედის ცვლილება. ხელშეკრულების ღირებულება 1698171 ლარიდან იზრდება 32600 ლარით და შეადგენს 1730771 ლარს. ანუ ჯამში ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება იზრდება დაახლოებით 39%25-ით (480256/1250515*100=39%25). შესყიდვის სავარაუდო (საპროექტო) ღირებულებაა 1757707 ლარი.

ასევე, სამუშაოთა დასრულების დადგენილი ვადა იზრდება კიდევ ერთი თვით, 9 ნოემბრამდე.

ლოტი 4-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპსნიუ ენერჯი“. სატენდერო წინადადების ფასით 1 422 220 ლარით, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 6 მარტს. სპეციფიკურ პირობებში სამუშაოთა დაწყებისა და დამთავრების ვადებია 2009 წლის 9 მარტიდან 2009 წლის 9 სექტემბრამდე.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 15 მარტს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარებული თათბირის საფუძველზე საპროექტო ორგანიზაციის „არქიტექტურის ოფისის“ წარმომადგენლების მიერ ადგილზე მოხდა სამუშაოების მოცულობების და სახეობების გადამოწმება. აღსანიშნავია, რომ არქიტექტურული კომპანია თავადვე იყო პასუხისმგებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების მომზადებაზე. შესაბამისად, 2009 წლის 9 ივნისს შედის ცვლილება და დამატება კონტრაქტში. კერძოდ, ხელშეკრულების ღირებულება 1422220 ლარიდან იზრდება 417275 ლარით და შეადგენს 1839495 ლარს. ანუ ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება იზრდება დაახლოებით 30%25-ით (417275/1422220*100= 29,3%25). შესყიდვის საპროექტო ღირებულებაა 1598 142 ლარი.

ასევე, სამუშაოთა დასრულებისას, დადგენილი ვადა იზრდება ერთი თვით, 9 ოქტომბრამდე.

შემდგომში აღნიშნულ ხელშეკრულებაში კიდევ შედის ცვლილება. ხელშეკრულების ღირებულება 1839495 ლარიდან იზრდება 173608 ლარით და შეადგენს 2013104 ლარს. ანუ ჯამში ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება იზრდება დაახლოებით 42%25-ით (590883/1422220*100=42%25). შესყიდვის სავარაუდო (საპროექტო) ღირებულებაა 1598 142 ლარი.

შემდგომში აღნიშნულ ხელშეკრულებაში მესამედ შედის ცვლილება და სამუშაოთა დასრულების დადგენილი ვადა იზრდება 9 ნოემბრამდე.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევებია, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას რიგი სამუშაოების მოცულობები ხელშეკრულების ფარგლებში ზუსტდება, საჭირო ხდება იდენტური, მაგრამ იგივე ხარისხის მასალების ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილებები არ შეიძლება არსებით ხასიათს ატარებდეს.

შესაბამისად, ასეთი მაღალი მოცულობით (44%25, 39%25, 39%25 და 42%25) ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა არ ნიშნავს, რომ არსებითად შეიცვალა გარემოებები ან წარმოდგენები სამუშაოს შესახებ მცდარი აღმოჩნდა, რადგან თითოეულ პრეტენდენტს სრული საშუალება ჰქონდა ადგილზე შეესწავლა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები და ხასიათი. ასევე არასარწმუნოა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე პასუხისმგებელი საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები განმეორებით გადიან სარეაბილიტაციო ობიექტზე და მოცულობებსა და სახეობებზე არსებით ცდომილებებს პოულობენ. რეალურად მათი ქმედება მათსავე შესრულებულ სამუშაოს ეწინააღმდეგება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვა არსებითი ხასიათის დარღვევით მიმდინარეობდა.

შეტანილი ცვლილებების შესაბამისად ოთხივე ლოტზე სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწია 2009 წლის 9 ნოემბრამდე.

შესაბამისად, შემსრულებელმა კომპანიებმა ინფორმაციები სამუშაოების დასრულების შესახებ ლოტი 1-ზე და ლოტი 2-ზე მგფ-ში წარმოადგინეს 2009 წლის 9 ნოემბერს, ლოტი 3-ზე - 2009 წლის 5 ნოემბერს, ხოლო ლოტი 4-ზე - 2009 წლის 9 ნოემბერს. მაგრამ 24 ნოემბრის მდგომარეობით სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები შედგენილი არ არის. შესაბამისად, დაუდგენელია 24 ნოემბრისათვის მგფ-მა ჩაიბარა თუ არა სამუშაოები.

სამუშაოების დასრულების შესახებ ინფორმაციის შეტყობინებიდან (5-9 ნოემბრიდან) 24 ნოემბრამდე უკვე გასულია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-6 პუნქტით დადგენილი 2 კვირიანი ვადები. შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების ჩაუბარებლობა 24 ნოემბრის მდგომარეობით მგფ-ის მიერ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-6 პუნქტის დარღვევას წარმოადგენს.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/06-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. ქარელის რაიონის დაბა აგარაში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების 1 და 2 სახლების და სოფელ დოღლაურაში მდებარე 1-5 კოტეჯების სარემონტო სამუშაოების შესყიდვა.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 28 იანვარს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. 11 თებერვალს დამტკიცდა განცხადების ცვლილება, რომლითაც გარკვეული შეუსაბამობები აღმოიფხვრა. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ ფირმის ერთი წლის ბრუნვა 3 000 000 ლარს შეადგენს და ის დაფუძნებულია მაგალითად, ორი წლის წინ, ვერ მიიღებს მონაწილეობას ტენდერში. ვფიქრობ, აღნიშნული ბარიერი ასევე დაუსაბუთებელია და თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

გ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. ტენდერის შესახებ განცხადებაში ცვლილებამდე აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ პრეტენდენტს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება ბიუჯეტის შესახებ და უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი ცნობა. ისე, რომ ამის შესახებ სატენდერო კომისიას არ უმსჯელია (რადგან არ არის ასახული შესაბამის ოქმში), განცხადებაში შევიდა ცვლილება და მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია წარმოდგენილი ცვლილება, მით უმეტეს, კომისიას არ უმსჯელია მის მიზანშეწონილობაზე.

დ) მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო განცხადებაში დადგენილია წესი, რომლის მიხედვით პრეტენდენტისა და ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ტენდერის მიზნებიდან გამომდინარე ჯამდება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია. მოქმედი კანონმდებლობა ასეთ მეთოდს არ ცნობს. შემდგომში განცხადებაში შეტანილი ცვლილებით (ცვლილების არგუმენტი ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული, ალბათ ქართულ ენაზე არ არის შედგენილი) საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან კომისია სრულიად ათავისუფლებს ქვეკონტრაქტორებს. „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების» დამტკიცების შესახებ კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა ეხებოდეს აგრეთვე ქვეკონტრაქტორებს, თუ ისინი ჩართულნი იქნებიან სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე“. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ეტაპზე ჩაერთვება სამუშაოების შესრულებაში ქვეკონტრაქტორი, ძირითადი კონტრაქტორი ვალდებულია, რომ შემსყიდველს ამის შესახებ აცნობოს და წარუდგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი იგივე დოკუმენტები და ინფორმაცია, რაც თვითონ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ქვეკონტრაქტორი ისე ვერ ჩაერთვება შესრულებაში თუ არ აკმაყოფილებს ინდივიდუალურად ყოველგვარი დაჯამების და წინასწარი გათავისუფლების დათქმებს.

სატენდერო დოკუმენტაცია გაიტანა 5-მა კომპანიამ, მათგან ტენდერში მონაწილეობა მიიღო 4-მა პრეტენდენტმა. მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „არქსტუდია პერისტილი“
ლოტი №1 - 77008 ლარი

2. შპს „ნიუ-ენერჯი“
ლოტი №1 - 99324 ლარი

3. შპს „ალიზი“
ლოტი №1 - 85509 ლარი

4. შპს „სოფმშენკომპლექსი“
ლოტი №1 - 123727 ლარი

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 144243 ლარს.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „არქსტუდია პერისტილი“ სახელშეკრულებო ღირებულებით 83 569 ლარი.

გამარჯვებული წინადადების ღირებულება მასთან შეფარდებით შეადგენს 58%25-. ანუ შეიძლება ითქვას, რომ პრეტენდენტმა გამარჯვების მიზნით სატენდერო წინადადებით სავარაუდო ფასის თითქმის ნახევარი წარმოადგინა.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საბაზისო მონაცემთა ნუსხაში სავალდებულო მოთხოვნად არის დადგენილი ხელშეკრულების შესრულების 5%25 საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას. წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არის 2009 წლის 7 ივნისი, რაც ხელშეკრულების მოქმედების დასრულების ვადას 9 მაისს, არ აღემატება 30 დღით. თუმცა შემდგომში ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში აღნიშნული ვადა მორგებულია კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილ იქნა 2009 წლის 5 მარტს, ხოლო ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სამუშაოთა დაწყების თარიღად დადგენილი იქნა 9 მარტი.

ასევე, სპეციფიკური პირობების თანახმად, სამუშაოები უნდა დასრულდეს 9 მაისს, მაშინ როდესაც სატენდერო წინადადებით სამუშაოების დასრულების ვადად დადგენილია 30 დღე და შესაბამისად, სამუშაოების გეგმა-გრაფიკი შედგენილია 30 დღეზე. ანუ წინადადებით სამუშაოს დასრულება გათვალისწინებულია დაახლოებით ერთი თვით ადრე.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება ხელშეკრულება.“ შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, თუ სატენდერო წინადადების პირობები არ ეწინააღმდეგება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნებს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას დაიცვას სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი პირობები. აღნიშნული ჩვენს შემთხვევაში უხეშად არის დარღვეული.

ასევე საყურადღებოა, რომ შპსარქსტუდია პერისტილისსატენდერო წინადადების ღირებულებად პაკეტების გახსნისას დაფიქსირდა - 77 008 ლარი. შემდგომ გაურკვეველი მეთოდით კომისიის მიერ გადაანგარიშდა სატენდერო წინადადების ფასი და ხელშეკრულება გაფორმდა ღირებულებაზე 83 569 ლარი.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 9 მარტს სამშენებლო ობიექტზე საპროექტო ორგანიზაციის, ქარელის გამგეობისა და მგფ- ტექნიკური ზედამხედველის მიერ გაფორმდა აქტი, რომლითაც დადგინდა დამატებითი სამუშაოების საჭიროება. საგულისხმოა, რომ თვით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან 2009 წლის 5 მარტს გაფორმდა, მაგრამ სამუშაოთა დაწყების თარიღი 2009 წლის 9 მარტია. ანუ შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყება რეალურად მხოლოდ 2009 წლის 9 მარტის შემდგომ პერიოდში შეეძლო. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობებიც მხოლოდ 2009 წლის 9 მარტიდან წარმოიშობოდა. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია, როგორ შეძლო გამარჯვებულმა კომპანიამ იმავე დღეს საპროექტო ორგანიზაციის, ქარელის გამგეობისა და მგფ- ტექნიკური ზედამხედველის მიერ სამშენებლო ობიექტზე აქტის გაფორმების უზრუნველყოფა და დამატებითი სამუშაოების წარმოშობის დადასტურება.

ჩვენს შემთხვევაში დგინდება, რომ გამარჯვებული კომპანიისათვის წინასწარ ცნობილი იყო სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული მოცულობებისა და რეალურად არსებულ მოცულობებს შორის განსხვავება, მაგრამ მიუხედავად ამისა, კომპანიამ სატენდერო წინადადებით სავარაუდო ღირებულების 58%25-ით ნაკლები ფასი წარადგინა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ პრეტენდენტმა ტენდერში უპირატესობის მიღების მიზნით 42%25-ით შეამცირა სამუშაოების ღირებულება და გამარჯვების მოპოვების შემდგომ ხელშეკრულების გაფორმებამდე მოითხოვა სამუშაოების ღირებულების გაზრდა. ეს ყოველივე კი საკმაოდ დიდ ეჭვს იწვევს, რომ შესყიდვა კანონმდებლობის დაცვით არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მიუღებელია 2009 წლის 30 მარტს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატება, რომლითაც სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა 16 245 ლარით და ჯამში შეადგინა 99 814 ლარი. ჩვენი მოსაზრებით, კომპანიას შეეძლო გაეთვალისწინებინა ობიექტზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები, როგორც მოცულობის, ისე განფასების თვალსაზრისით. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული სამუშაოების საერთო ღირებულება საპროექტო ორგანიზაციის მიერ 144 243 ლარით განისაზღვრა.

2009 წლის 30 მარტს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შედის ცვლილება. ხელშეკრულების ღირებულება 83569 ლარიდან იზრდება 16245 ლარით და შეადგენს 99814 ლარს. ანუ ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება იზრდება დაახლოებით 19%25-ით (16245/83569*100=19%25).

საბოლოო შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2009 წლის 3 აპრილს, ხოლო ინფორმაცია სამუშაოების დასრულების შესახებ მგფ-ში წარდგენილია ასევე 2009 წლის 3 აპრილს. აღნიშნულით სრულიად დაცულია სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადები. თუმცა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ოპერატიულობით ეს ტენდერი შეიძლება ერთადერთი შემთხვევა იყოს სახელმწიფო შესყიდვების ისტორიაში.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/07-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. რუსთავში მე-11 მკრ-ში ყოფილი პროფსასწავლებლის ორი ოთხსართულიანი კორპუსის რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინების მოწყობის მიზნით.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 29 იანვარს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. სატენდერო განცხადება გამოქვეყნდა 2009 წლის 31 იანვარს.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. 11 თებერვალს დამტკიცდა განცხადების ცვლილება, რომლითაც გარკვეული შეუსაბამობები აღმოიფხვრა. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ ფირმის ერთი ან ორი წლის ბრუნვა შეადგენს 8 100 000 ლარს და დაფუძნებულია, მაგალითად, ორი წლის წინ, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ტენდერში. ვფიქრობ, აღნიშნული ბარიერი ასევე დაუსაბუთებელია და თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

გ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. ტენდერის შესახებ განცხადებაში ცვლილებამდე აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ პრეტენდენტს არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის დავალიანება და უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი ცნობა. ისე რომ ამის შესახებ სატენდერო კომისიას არ უმსჯელია (რადგან არ არის ასახული შესაბამის ოქმში), განცხადებაში შევიდა ცვლილება და მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია წარმოდგენილი ცვლილება, მით უმეტეს, რომ კომისიას არ უმსჯელია მის მიზანშეწონილობაზე.

დ) მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო განცხადებაში დადგენილია წესი, რომლის მიხედვით პრეტენდენტისა და ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ტენდერის მიზნებიდან გამომდინარე ჯამდება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია და მოქმედი კანონმდებლობა ასეთ მეთოდს არ ცნობს. შემდგომში განცხადებაში შეტანილი ცვლილებით (ცვლილების არგუმენტი ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული, ალბათ ქართულ ენაზე არ არის შედგენილი) საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან კომისია სრულიად ათავისუფლებს ქვეკონტრაქტორებს. „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების» დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა ეხებოდეს აგრეთვე ქვეკონტრაქტორებს, თუ ისინი ჩართულნი იქნებიან სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე“. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ეტაპზე ჩაერთვება სამუშაოების შესრულებაში ქვეკონტრაქტორი. ძირითადი კონტრაქტორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შემსყიდველს და წარუდგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი იგივე დოკუმენტები და ინფორმაცია, რაც თვითონ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ქვეკონტრაქტორი ისე ვერ ჩაერთვება შესრულებაში თუ არ აკმაყოფილებს ინდივიდუალურად ყოველგვარი დაჯამებისა და წინასწარი გათავისუფლების დათქმებს.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 895 711 ლარს.

სატენდერო დოკუმენტაცია გაიტანა 25-მა კომპანიამ, მათგან ტენდერში მონაწილეობა მიიღო 18-მა პრეტენდენტმა. მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „დაგი“
ლოტი №1 - 689098 ლარი

2. შპს „ნიუ-ენერჯი“
ლოტი №1 - 697450 ლარი

3. შპს „ნოვა“
ლოტი №1 - 673905 ლარი

4. შპს „ინტერპლასტი“
ლოტი №1 - 1036687 ლარი

5. შპს „სანი“
ლოტი №1 - 1484636 ლარი

6. შპს „მშენებელი 80“
ლოტი №1 - 748563 ლარი

7. შპს „დავითი'
ლოტი №1 - 598760 ლარი

8. შპს „გეოკოლორი“
ლოტი №1 - 608752 ლარი

9. შპს „ალიანსი“
ლოტი №1 - 688342 ლარი

10. შპს „ბერდი“
ლოტი №1 - 571111 ლარი

11. შპს „იბერია“
ლოტი №1 - 690332 ლარი

12. შპს „მშენებელი“
ლოტი №1 - 1568747 ლარი

13. შპს „ელიმპ“
ლოტი №1 - 807532 ლარი

14. შპს „სასკო“
ლოტი №1 - 746681 ლარი

15. შპს „ალიზი“
ლოტი №1 - 591584 ლარი

16. შპს „ხურო“
ლოტი №1 - 657468 ლარი

17. შპს „ემ ჯი თბილისი“
ლოტი №1 - 1083353 ლარი

გამარჯვებულად გამოვლინდა შპს დავითი სატენდერო წინადადების ღირებულებით 598 760 ლარი.

მნიშვნელოვანია, რომ ორი პრეტენდენტი გამარჯვებულ პრეტენდენტთან შედარებით უფრო ხელსაყრელი სატენდერო წინადადებით (კერძოდ, შპს „ბერდი“ სატენდერო წინადადების ღირებულებით 571 111 ლარით და შპს „ალიზი“ სატენდერო წინადადების ღირებულებით 591 584 ლარით) დისკვალიფიცირებული იქნა იმ მოტივით, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მათი სამუშაო გამოცდილების ჯამური ღირებულება არ შეადგენდა 8 100 000 ლარს. ჩვენი მოსაზრებით, ასეთი ოდენობის საკვალიფიკაციო მოთხოვნა საკმაოდ შეუსაბამოა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებასთან შედარებით. კერძოდ, საკვალიფიკაციო მოთხოვნის მხოლოდ 10%25-ს შეადგენს სამუშაოს ღირებულება, რაც არამიზანშეწონილია ფისკალური ეფექტიანობის თვალსაზრისით ან პრეტენდენტის სანდოობის თვალსაზრისით გადაჭარბებულ ბარიერს წარმოადგენს.

გამარჯვებული წინადადების ღირებულება სამუშაოს სავარაუდო ღირებულებასთან შეფარდებით შეადგენს 66%25-.

მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილ იქნა 2009 წლის 5 მარტს, ხოლო ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სამუშაოთა დაწყების თარიღად დადგენილი იქნა 9 მარტი.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 20 მარტის შპს დავითისწერილის მიხედვით, სამშენებლო ობიექტზე საპროექტო ორგანიზაციის შპსინტერდიზაინ-2000“-ის სპეციალისტებმა ადგილზე გადაამოწმეს სამუშაოთა მოცულობები და წარმოადგინეს კორექტირებული მონაცემები. უცნაურია, მაშინ რის საფუძველზე შეადგინეს იმავე სპეციალისტებმა პირველადი საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევებია, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას რიგი სამუშაოების მოცულობები ხელშეკრულების ფარგლებში ზუსტდება, საჭირო ხდება იდენტური, მაგრამ იგივე ხარისხის მასალების ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილებები არ შეიძლება არსებით ხასიათს ატარებდეს. ჩვენს შემთხვევაში შესყიდვების არასრულყოფილ მომზადებასთან და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის უზუსტობასთან გვაქვს საქმე. აქვე მნიშვნელოვანია, რომ პრეტენდენტმა ტენდერში უპირატესობის მიღების მიზნით 34%25-ით შეამცირა სამუშაოების ღირებულება.

გამარჯვების მოპოვების შემდგომ კი მოითხოვა სამუშაოების ღირებულების 598760 ლარიდან 125067 ლარით გაზრდა. თანხამ საბოლოოდ შეადგინა 723 827 ლარი, რამაც სამუშაოების სატენდერო ღირებულების 21%25-ით გაზრდა გამოიწვია (125067/598760*100=21%25). პრეტენდენტს წინასწარ შეეძლო შეესწავლა სარეაბილიტაციო ობიექტი და სატენდერო წინადადების ფასის განსაზღვრისას გაეთვალისწინებინა, მისი აზრით, გაუთვალისწინებული გარემოებები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გარემოება, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო ხელშეკრულების ღირებულების გაზრდას, თავიდანვე არსებობდა და არც ერთი არ წარმოშობილა სამუშაოების მიმდინარეობისას. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი არგუმენტაცია არც შემსრულებლის და არც შემსყიდველის მიერ არ არის მოყვანილი.

საბოლოო შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2009 წლის 24 აგვისტოს, ხოლო ინფორმაცია სამუშაოების დასრულების შესახებ მგფ-ში წარდგენილია ასევე 2009 წლის 7 აგვისტოს. აღნიშნულით სრულიად დაცულია სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადები.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/08-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. ქალაქ გარდაბანში თბილსრესის დასახლებაში ყოფილი 121- პროფტექსასწავლებლის 3 სართულიან საერთო საცხოვრებელში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია. SB/IDP/CW/08-2009-L1

ლოტი 2. ქალაქ გარდაბანში ყოფილ გვარდიის შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია. SB/IDP/CW/08-2009-L2

მოკლე აღწერა:

2009 წლის 2 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს.

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ ფირმა დაფუძნებულია, მაგალითად, ორი წლის წინ, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ტენდერში. ვფიქრობ, აღნიშნული ბარიერი, ასევე, დაუსაბუთებელია და ზღუდავს თავისუფალ კონკურენციას.

) საოცარი შემთხვევაა, როდესაც სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად ოქმის შინაარსი, არსებითად განსხვავდება ტენდერის შესახებ განცხადებაში მოცემული საკვალიფიკაციო მონაცემებისგან. კერძოდ, განცხადებაში მითითებულია საკვალიფიკაციო მოთხოვნა - წლიური ბრუნვა სამი წლის განმავლობაში საშუალოდ უნდა შეადგენდეს 1 მილიონ ლარს. ცვლილების შემდეგ ჩანაწერი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - სამი წლის ბრუნვა ჯამში 3 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს. აღნიშნულისგან აბსოლუტურად განსხვავდება საოქმო ჩანაწერი და გაუგებარია ოქმში მითითებული მონაცემები.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

გ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, ტენდერის შესახებ განცხადებაში თავიდან მოთხოვნილ იქნა ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ. შემდგომში ცვლილების შესაბამისად მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 11-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. სს „თბილსრესმშენი“
ლოტი №1 - 139232 ლარი
ლოტი №2 - 348164 ლარი

2. შპს „ნიუ ენერჯი“
ლოტი №1 - 98329 ლარი
ლოტი №2 - 221733 ლარი

3. შპს „სამშენებლო კომპანია კონსტანტა“
ლოტი №1 - 96163 ლარი
ლოტი №2 - 213501 ლარი

4. შპს „ერკერი“
ლოტი №1 - 104201 ლარი
ლოტი №2 - 252528 ლარი

5. შპს „ემ ჯი თბილისი“
ლოტი №1 - 139369 ლარი
ლოტი №2 - 333424 ლარი

6. შპს „ბერდი“
ლოტი №1 - 87203 ლარი
ლოტი №2 - 208566 ლარი

7. შპს „არქსტუდია პერისტილი“
ლოტი №1 - 91100 ლარი
ლოტი №2 - 204728 ლარი

8. შპს „ალგეთი“
ლოტი №1 - 99983 ლარი
ლოტი №2 - 249861 ლარი

9. შპს „მკ“
ლოტი №1 - 113263 ლარი
ლოტი №2 - 269778 ლარი

10. შპს „პასატი“
ლოტი №2 - 209182 ლარი

11. შპს „დაგი“
ლოტი №1 - 83067 ლარი
ლოტი №2 - 197595 ლარი

ანგარიშში ტენდერის შესახებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად ლოტი 2-ზე არასწორად დადგენილია სხვა ღირებულება, ხოლო საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვიდან განსხვავებული ღირებულება დგინდება:

ლოტი 1 - 140 264 ლარი;
ლოტი 2 - 349 783 ლარი (საპროექტო ხარჯთაღრიცხვით - 296 426 ლარი);

ლოტი 1-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპსდაგისატენდერო წინადადების ფასით 83067 ლარი, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 3 მარტს. საყურადღებოა, რომ სატენდერო წინადადებით წარდგენილ იქნა სავარაუდო ღირებულებაზე 60%25-ით ნაკლები ღირებულება!

მნიშვნელოვანია, რომ შპს «დაგის» 2009 წლის 20 მარტის წერილის საფუძველზე მგფ-ის თანამშრომლის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის შესაბამისად 2009 წლის 20 მაისს ხელშეკრულების ღირებულება გაეზარდა 32 709 ლარით და შეადგინა 115 778 ლარი. ცვლილების საფუძველია საპროექტო ორგანიზაციის შპსგარდაბანპროექტისწარმომადგენლების მიერ ადგილზე მოცულობების გადამოწმება და გადაანგარიშება. აღსანიშნავია, რომ ეს არქიტექტურული კომპანია თავადვე იყო პასუხისმგებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების მომზადებაზეც და მის სისწორესა და სრულყოფილებაზეც.

თან ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ცვლილებები და დამატებები ხელშეკრულებაში შედის 2009 წლის 19 მაისს, ხოლო მოხსენებითი ბარათი მზადდება 2009 წლის 20 მაისს, მასზე რეზოლუციები კი 2009 წლის 21 მაისს არის შესრულებული.

ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება იზრდება დაახლოებით 40%25-ით (32 709/83 067=39,3%25). შესყიდვის საპროექტო ღირებულებაა 140 264 ლარი.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევებია, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას რიგი სამუშაოების მოცულობები ხელშეკრულების ფარგლებში ზუსტდება, საჭირო ხდება იდენტური, მაგრამ იგივე ხარისხის მასალების ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილებები არ შეიძლება არსებით ხასიათს ატარებდეს.

შესაბამისად, ასეთი მაღალი მოცულობით ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა არ ნიშნავს, რომ არსებითად შეიცვალა გარემოებები ან წარმოდგენები სამუშაოს შესახებ მცდარი აღმოჩნდა, რადგან თითოეულ პრეტენდენტს სრული საშუალება ჰქონდა ადგილზე შეესწავლა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები და ხასიათი. ასევე არასარწმუნოა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე პასუხისმგებელი საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები განმეორებით გადიან სარეაბილიტაციო ობიექტზე და პოულობენ არსებით ცდომილებებს მოცულობებსა და სახეობებზე. რეალურად მათი ქმედება მათსავე შესრულებულ სამუშაოს ეწინააღმდეგება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვა არსებითი ხასიათის დარღვევით მიმდინარეობდა.

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, 2009 წლის 2 ივნისის მოხსენებითი ბარათით მგფ-ის თანამშრომელი ასაბუთებს, რომ სამშენებლო სამუშაოების მოცულობების საპროექტო მონაცემები აღემატება რეალურად არსებულ მოცულობებს და ითხოვს კონტრაქტის ღირებულების შემცირებას. შესაბამისად, ახლა გაზრდილი ღირებულება მცირდება 16 592 ლარით და საბოლოოდ ხელშეკრულების ოდენობა შეადგენს 99 185 ლარს. წარმოუდგენელია, რეალობაში როგორ შეიძლება არსებობდეს ასეთი სიხშირის ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რომლებიც შემდგომში ცვლილებების საფუძველს წარმოადგენს. ამ მიზეზით 2009 წლის ივნისში კონტრაქტში ცვლილება ფორმდება. მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტს თარიღი არ აქვს და დაუდგენელია ხელშეკრულების დადების ზუსტი რიცხვი.

უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის 3 მარტის კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2009 წლის 9 ივნისს. სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი კი გაფორმებულია 2009 წლის 21 ივნისს. აქედან გამომდინარე, არ მოიპოვება არანაირი დოკუმენტი, რომელიც დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულებას ადასტურებს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამუშაოები დაგვიანებით დასრულდა.

ლოტი 2-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპსდაგისატენდერო წინადადების ფასით 197595 ლარი. საყურადღებოა, რომ სატენდერო წინადადებით წარდგენილი იქნა სავარაუდო ღირებულებაზე 67%25-ით ნაკლები ღირებულება!

კონტრაქტი გაფორმდა 2009 წლის 3 მარტს ღირებულებით 197 579 ლარზე.

კონტრაქტის დასრულების ვადაა 2009 წლის 9 ივნისი.

მნიშვნელოვანია, რომ შპსდაგის“ 2009 წლის 20 მარტის წერილის საფუძველზე მგფ-ის თანამშრომლის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის შესაბამისად 2009 წლის 20 მაისს ხელშეკრულების ღირებულება გაეზარდა 25439 ლარით და შეადგინა 223 018 ლარი. ცვლილების საფუძველია საპროექტო ორგანიზაციის შპსგარდაბანპროექტისწარმომადგენლების მიერ ადგილზე მოცულობების გადამოწმება და გადაანგარიშება. აღნიშნული არქიტექტურული კომპანია თავადვე იყო პასუხისმგებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების მომზადებაზეც და შესაბამისად, მის სისწორესა და სრულყოფილებაზეც. თან ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ცვლილებები და დამატებები ხელშეკრულებაში შედის 2009 წლის 19 მაისს, ხოლო მოხსენებითი ბარათი მზადდება 2009 წლის 20 მაისს, მასზე რეზოლუციები კი 2009 წლის 21 მაისს არის შესრულებული.

ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება იზრდება დაახლოებით 13%25-ით (25 439/197 595=12,8%25). შესყიდვის საპროექტო ღირებულებაა 296 426 ლარი.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევებია, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას რიგი სამუშაოების მოცულობები ხელშეკრულების ფარგლებში ზუსტდება, საჭირო ხდება იდენტური, მაგრამ იგივე ხარისხის მასალების ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილებები არ შეიძლება არსებით ხასიათს ატარებდეს.

ასეთი მაღალი მოცულობით ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა არ ნიშნავს, რომ არსებითად შეიცვალა გარემოებები ან წარმოდგენები სამუშაოს შესახებ მცდარი აღმოჩნდა, რადგან თითოეულ პრეტენდენტს სრული საშუალება ჰქონდა ადგილზე შეესწავლა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები და ხასიათი. ასევე, არასარწმუნოა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე პასუხისმგებელი საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები განმეორებით გადიან სარეაბილიტაციო ობიექტზე და პოულობენ არსებით ცდომილებებს მოცულობებსა და სახეობებზე. რეალურად მათი ქმედება მათსავე შესრულებულ სამუშაოს ეწინააღმდეგება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვა არსებითი ხასიათის დარღვევით მიმდინარეობდა.

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, 2009 წლის 2 ივნისის მოხსენებითი ბარათით მგფ-ის თანამშრომელი ასაბუთებს, რომ სამშენებლო სამუშაოების მოცულობების საპროექტო მონაცემები არ აღემატება რეალურად არსებულ მოცულობებს და ითხოვს კონტრაქტის ღირებულების შემცირებას. შესაბამისად, ახლა გაზრდილი ღირებულება მცირდება 23 205 ლარით და საბოლოოდ ხელშეკრულების ოდენობა შეადგენს 199 813 ლარს. საერთოდ, წარმოუდგენელია, რეალობაში როგორ შეიძლება არსებობდეს ასეთი სიხშირის ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რომლებიც შემდგომში ცვლილებების საფუძველს წარმოადგენს. კონტრაქტში 2009 წლის ივნისში ცვლილება ფორმდება. მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტს თარიღი არ აქვს და ხელშეკრულების დადების ზუსტი რიცხვი დაუდგენელია.

უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის 3 მარტის კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2009 წლის 9 ივნისს. სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი კი გაფორმებულია 2009 წლის 21 ივნისს. არ მოიპოვება არანაირი დოკუმენტი, რომელიც დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულებას ადასტურებს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამუშაოები დაგვიანებით დასრულდა.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/09-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. ფოთში, სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზებინა 1“, „ბინა 2“ დასასტუმროსშენობებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 2 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. სატენდერო განცხადება გამოქვეყნდა 2009 წლის 4 თებერვალს.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ ფირმის ერთი ან ორი წლის ბრუნვა შეადგენს 10 800 000 ლარს და ის დაფუძნებულია მაგალითად, ორი წლის წინ, ვერ მიიღებს მონაწილეობას ტენდერში. ვფიქრობ, აღნიშნული ბარიერი ასევე დაუსაბუთებელია და ზღუდავს თავისუფალ კონკურენციას.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

გ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. ტენდერის შესახებ განცხადებაში ცვლილებამდე აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ პრეტენდენტს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება ბიუჯეტის მიმართ და უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი ცნობა. ცვლილებით, ისე რომ ამის შესახებ სატენდერო კომისიას არ უმსჯელია (რადგან არ არის ასახული შესაბამის ოქმში) განცხადებაში შევიდა ცვლილება და მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია წარმოდგენილი ცვლილება, მით უმეტეს, კომისიას არ უმსჯელია მის მიზანშეწონილობაზე.

დ) მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო განცხადებაში დადგენილია წესი, რომლის მიხედვით პრეტენდენტისა და ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ტენდერის მიზნებიდან გამომდინარე ჯამდება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია და მოქმედი კანონმდებლობა ასეთ მეთოდს არ ცნობს. შემდგომში განცხადებაში შეტანილი ცვლილებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან კომისია სრულიად ათავისუფლებს ქვეკონტრაქტორებს. „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების» დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა ეხებოდეს აგრეთვე ქვეკონტრაქტორებს, თუ ისინი ჩართულნი იქნებიან სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე“. მნიშვნელობა არ აქვს სამუშაოების შესრულების რომელ ეტაპზე ჩაერთვება ქვეკონტრაქტორი, ძირითადი კონტრაქტორი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს შემსყიდველს და წარუდგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი იგივე დოკუმენტები და ინფორმაცია, რაც თვითონ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ქვეკონტრაქტორი ისე ვერ ჩაერთვება შესრულებაში, თუ არ აკმაყოფილებს ინდივიდუალურად ყოველგვარი დაჯამებისა და წინასწარი გათავისუფლების დათქმებს.

ე) უნდა აღინიშნოს, რომ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში ერთ-ერთ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნად დადგენილია, რომ პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ძირითადი პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია, რაც გამარჯვებული კომპანიის მიერ არ არის წარმოდგენილი. ასევე განცხადებით მოთხოვნილია, რომ პროექტის მენეჯერს ან მასთან გათანაბრებულ პირს უნდა გააჩნდეს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ამ მიზნით გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილია პიროვნების საკვალიფიკაციო მონაცემები, რომელიც აღნიშნულ კომპანიაში ინჟინრად მუშაობს. საკითხავია, რამდენად შეიძლება ინჟინერი მენეჯერად ან მასთან გათანაბრებულ პირად ჩაითვალოს...

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 2 126 252 ლარს.

სატენდერო დოკუმენტაცია გაიტანა 9 კომპანიამ, მათგან ტენდერში მონაწილეობა მიიღო 7-მა პრეტენდენტმა. მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „სანი“
ლოტი №1 - 1733947 ლარი

2. შპს „პლანეტა“
ლოტი №1 - 1717127 ლარი

3. შპს „ნიუ-ენერჯი“
ლოტი №1 - 1478764 ლარი

4. შპს „ხიდი“
ლოტი №1 - 1612990 ლარი

5. შპს „კონსტანტა“
ლოტი №1 - 1843577 ლარი

6. შპს „ალიონი 99“
ლოტი №1 - 3997291 ლარი

7. შპს „ვიპ დიზაინი“
ლოტი №3 - 2099017 ლარი

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსნიუ ენერჯისატენდერო წინადადების ღირებულებით 1478846 ლარი. გამარჯვებული წინადადების ღირებულება სამუშაოს სავარაუდო ღირებულებასთან შეფარდებით შეადგენს 69%25-.

კონტრაქტი გაფორმდა 2009 წლის 6 მარტს.

სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა კონტრაქტის გაფორმებიდან 6 თვე.

მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილ იქნა 2009 წლის 6 მარტს, ხოლო ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სამუშაოთა დაწყების თარიღად დადგენილ იქნა 9 მარტი, დასრულების თარიღად კი -- 9 სექტემბერი.

სატენდერო მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოება. კონტრაქტი გაფორმდა 1 478 846 ლარზე, რაც მოიცავდა:

ფოთში, სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზებინა 1“ რეაბილიტაციას 403 289 ლარს;
ფოთში, სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზებინა 2“ რეაბილიტაციას 382 667 ლარს;
სასტუმროსშენობებში საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციას 692 890 ლარს;

ჩამოთვლილი სამუშაოების სახეობებს მოიცავდა, როგორც სატენდერო დოკუმენტაცია, ასევე, სატენდერო წინადადება და ასევე, სახელმწიფო შესყიდვის SB/IDP/CW/09-2009 xელშეკრულებაც. 2009 წლის 21 მაისს მუნიციპალური განვითარების ფონდს წერილობით მიმართა კონტრაქტორმა კომპანიამ და მიუთითა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია არასრულყოფილია და შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს, ასევე, მოცემულ სამუშაოთა მოცულობები რეალურს არ ემთხვევა.

2009 წლის 10 ივნისს შევიდა ცვლილებები SB/IDP/CW/09-2009 ხელშეკრულებაში. ცვლილების თანახმად სამუშაოთა სახეობები შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:

ფოთში, სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზებინა 1“ რეაბილიტაცია: ცვლილებამდე იყო 403 289 ლარი, ცვლილების შემდეგ კი გაიზარდა და შეადგინა 455 838 ლარი.

ფოთში, სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზებინა 2“ რეაბილიტაცია: ცვლილებამდე იყო 382 667 ლარი, ცვლილების შემდეგ კი გაიზარდა და შეადგინა 445 913 ლარი.

სასტუმროსშენობებში საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია: ცვლილებამდე იყო 692 890 ლარი, ცვლილების შემდეგ კი საერთოდ ამოიღეს შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხიდან.

როგორც დადგინდა, სამუშაოს ორ სახეობაში ცვლილების შედეგად სამუშაოთა ღირებულება გაიზარდა 115 795 ლარით, ხოლო მესამე სახეობა საერთოდ ამოღებულ იქნა შესყიდვიდან.

ცვლილების შემდეგ ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 455838 + 445913 = 901752 ლარი. შესაბამისად, სატენდერო ღირებულება 382667 + 403289 = 785956 ლარს შეადგენდა. ანუ ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 115796 ლარით, რაც დაახლოებით 15%25- შეადგენს.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევებია, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას რიგი სამუშაოების მოცულობები ხელშეკრულების ფარგლებში ზუსტდება, საჭირო ხდება იდენტური, მაგრამ იგივე ხარისხის მასალების ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილებები არ შეიძლება არსებით ხასიათს ატარებდეს.

ამავე ნორმის თანახმად, უნდა აღინიშნოს, რომ ასევე, დაუსაბუთებლად არ შეიძლება ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების სახეობების შემცირება ან საერთოდ ამოღება შესყიდვის კონტრაქტიდან.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია ითქვას, რომ საქმე გვაქვს არასრულყოფილ და კანონსაწინააღმდეგო შესყიდვასთან.

საბოლოო შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2009 წლის 22 სექტემბერს, ხოლო ინფორმაცია სამუშაოების დასრულების შესახებ მგფ-ში წარდგენილია ასევე 2009 წლის 9 სექტემბერს. აღნიშნულით სრულიად დაცულია სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადები.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/10-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . გორში ყოფილი 10 საბავშვო ბაღის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის სამმართველოს და ვარიანის დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 2 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. სატენდერო განცხადება გამოქვეყნდა 2009 წლის 4 თებერვალს.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. კომპანიის ბრუნვა უნდა შეადგენდეს 6 600 000 ლარს. ვფიქრობ, აღნიშნული ბარიერი ასევე დაუსაბუთებელია და ზღუდავს თავისუფალ კონკურენციას.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

გ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. ტენდერის შესახებ განცხადებაში ცვლილებამდე აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ პრეტენდენტს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება ბიუჯეტის მიმართ და უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი ცნობა. ისე რომ ამის შესახებ სატენდერო კომისიას არ უმსჯელია (რადგან არ არის ასახული შესაბამის ოქმში) განცხადებაში შევიდა ცვლილება და მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია წარმოდგენილი ცვლილება, მით უმეტეს, კომისიას არ უმსჯელია მის მიზანშეწონილობაზე.

დ) მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო განცხადებაში დადგენილია წესი, რომლის მიხედვით პრეტენდენტისა და ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ტენდერის მიზნებიდან გამომდინარე ჯამდება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია და მოქმედი კანონმდებლობა ასეთ მეთოდს არ ცნობს. შემდგომში განცხადებაში შეტანილი ცვლილებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან კომისია სრულიად ათავისუფლებს ქვეკონტრაქტორებს. „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების“ დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა ეხებოდეს აგრეთვე ქვეკონტრაქტორებს, თუ ისინი ჩართულნი იქნებიან სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე“. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ეტაპზე ჩაერთვება სამუშაოების შესრულებაში ქვეკონტრაქტორი, ძირითადი კონტრაქტორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შემსყიდველს და წარუდგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი იგივე დოკუმენტები და ინფორმაცია, რაც დააკმაყოფილა თვითონ. შესაბამისად, ქვეკონტრაქტორი ისე ვერ ჩაერთვება შესრულებაში თუ არ აკმაყოფილებს ინდივიდუალურად ყოველგვარი დაჯამებისა და წინასწარი გათავისუფლების დათქმებს.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 958000 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 11-მა პრეტენდენტმა. მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „კონსტანტა“ - 1035973 ლარი

  2. შპს „სსგ იბერია“ - 996722 ლარი

  3. შპს „სანი“ - 899931 ლარი

  4. შპს „დაგი“ - 818862 ლარი

  5. შპს „მშენებელი“ - 87121 ლარი

  6. შპს „ელიმპ“ - 939128 ლარი

  7. შპს „არქსტუდია პერისტილი“ - 847292 ლარი

  8. შპს „პლანეტა“ - 769872 ლარი

  9. შპს „ნოვა“ - 804363 ლარი

  10. შპს „ნიუ ენერჯი“ - 569166 ლარი

  11. შპს „ბლექ სი გრუპი“ - 898438 ლარი

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსნიუ ენერჯისატენდერო წინადადების ღირებულებით 569211 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 59%25- შეადგენს.

კონტრაქტი გაფორმდა 2009 წლის 6 მარტს.

სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა კონტრაქტის გაფორმებიდან 6 თვე - 2009 წლის 9 ივლისი.

2009 წლის 7 ივლისს, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადის გასვლამდე 2 დღით ადრე, კონტრაქტში შედის ცვლილება და სამუშაოს დასრულების ვადა გადაიწევს 2009 წლის 24 აგვისტომდე.

2009 წლის 19 აგვისტოს, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადის გასვლამდე 5 დღით ადრე, კონტრაქტში მეორეჯერ შედის ცვლილება და სამუშაოს დასრულების ვადა გადაიწევს 2009 წლის 15 სექტემბრამდე. ცვლილებით ასევე იზრდება კონტრაქტის ღირებულება 569211 ლარიდან 166811 ლარით და შეადგენს 736022 ლარს. შესაბამისად, ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება გაიზარდა 30%25-ით (166811/569211*100=30%25).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევებია, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას რიგი სამუშაოების მოცულობები ხელშეკრულების ფარგლებში ზუსტდება, საჭირო ხდება იდენტური, მაგრამ იგივე ხარისხის მასალების ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილებები არ შეიძლება არსებით ხასიათს ატარებდეს.

მნიშვნელოვანია რომ სატენდერო წინადადებით წარდგენილი ასეთი დაბალი ფასის წარდგენა (სავარაუდო ღირებულების 59%25), ხოლო შემდგომში სატენდერო ფასის 30%25-ით გაზრდა ადასტურებს არა მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის დაბალ დონეს და არასრულყოფილებას, არამედ გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს შესყიდვის კანონიერებასთან დაკავშირებით.

რადგანაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა უკვე გასულია (2009 წლის 15 სექტემბერი), საინტერესოა, რამდენად შესრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები მხარეებს შორის, რისთვისაც საჭიროა დამატებით გამოვითხოვოთ სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი ინფორმაცია.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 14 სექტემბერს, ანუ სამუშაოების ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე, მესამედ შედის ცვლილება კონტრაქტში და სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწევს ერთი თვით, 2009 წლის 15 ოქტომბრამდე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილ მასალებში ცვლილების განხორციელების ობიექტური საფუძვლების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის.

2009 წლის 23 ოქტომბერს, ანუ სამუშაოების ვადის გასვლის შემდეგ, მეოთხედ შედის ცვლილება კონტრაქტში. ცვლილების შედეგად ხელშეკრულების ღირებულება იზრდება 253 ლარით და მცირდება 2695 ლარით. საბოლოო ჯამში ღირებულება შეადგენს 733580 ლარს.

2010 წლის 28 იანვარს მხარეებს შორის ფორმდება სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 15 ოქტომბერს. საოცარია, რომ თუ სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 15 ოქტომბერს, თუმცა ამის დამადასტურებელი ფირმის მიწერილობა მგფ-ისადმი არ არსებობს, რატომ ვერ მოხერხდა სამუშაოების შემცირება 2010 წლის 28 იანვრამდე. ანუ სამუშაოები დაახლოებით სამ თვეზე მეტი ვადის დაგვიანებით იქნა მიღებული. ამასთან, შესყიდვის მასალებში აღნიშნული ფაქტის გამომწვევი ობიექტური გარემოებების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/11-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. კასპის მე-4 საჯარო სკოლის დამხმარე შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია.

ლოტი 2. კასპის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და შპსკომუნასყოფილი სასტუმროს შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოები.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 3 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. სატენდერო განცხადება გამოქვეყნდა 2009 წლის თებერვალს.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. 11 თებერვალს დამტკიცდა განცხადების ცვლილება, რომლითაც გარკვეული შეუსაბამობები აღმოიფხვრა. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. აქვე აღსანიშნავია, რომ დადგინდა საკმაოდ მაღალი მოთხოვნა სამუშაო გამოცდილების მხრივ.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

გ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. ტენდერის შესახებ განცხადებაში ცვლილებამდე აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ პრეტენდენტს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება ბიუჯეტის მიმართ და უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი ცნობა. ისე რომ ამის შესახებ სატენდერო კომისიას არ უმსჯელია (რადგან არ არის ასახული შესაბამის ოქმში) განცხადებაში შევიდა ცვლილება და იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია წარმოდგენილი ცვლილება, მით უმეტეს, კომისიას არ უმსჯელია მის მიზანშეწონილობაზე.

დ) მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო განცხადებაში დადგენილია წესი, რომლის მიხედვით პრეტენდენტისა და ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ტენდერის მიზნებიდან გამომდინარე ჯამდება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია და მოქმედი კანონმდებლობა ასეთ მეთოდს არ ცნობს. შემდგომში განცხადებაში შეტანილი ცვლილებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან კომისია სრულიად ათავისუფლებს ქვეკონტრაქტორებს. „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების“ დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა ეხებოდეს აგრეთვე ქვეკონტრაქტორებს, თუ ისინი ჩართულნი იქნებიან სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე“. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ეტაპზე ჩაერთვება სამუშაოების შესრულებაში ქვეკონტრაქტორი, ძირითადი კონტრაქტორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შემსყიდველს და წარუდგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი იგივე დოკუმენტები და ინფორმაცია, რაც თვითონ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ქვეკონტრაქტორი ისე ვერ ჩაერთვება შესრულებაში თუ არ აკმაყოფილებს ინდივიდუალურად ყოველგვარი დაჯამებისა და წინასწარი გათავისუფლების დათქმებს.

სატენდერო დოკუმენტაცია გაიტანა 10-მა კომპანიამ, მათგან ტენდერში მონაწილეობა მიიღო 9 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „მკ“
ლოტი 1 - 298427 ლარი
ლოტი 2 - 131141 ლარი

2. შპს „ფონი“
ლოტი 1 - 277416 ლარი
ლოტი 2 - 44251 ლარი

3. შპს „აგუნა“
ლოტი 2 - 42953 ლარი

4. შპს „ბერდი“
ლოტი 1 - 253118 ლარი
ლოტი 2 - 28670 ლარი

5. შპს „მშენებელი“
ლოტი 1 - 392786 ლარი
ლოტი 2 - 43087 ლარი

6. შპს „ნიუ ენერჯი“
ლოტი 1 - 291255 ლარი
ლოტი 2 - 101976 ლარი

7. შპს „დაგი“
ლოტი 1 - 274235 ლარი

8. შპს „არქსტუდია პერისტილი“
ლოტი 1 - 268306 ლარი
ლოტი 2 - 121594 ლარი

9. შპს „ალიზი“
ლოტი 1 - 244732 ლარი

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება ორივე ლოტზე ჯამში შეადგენდა 418 868 ლარს, მაგრამ თითოეული ლოტის მიხედვით რამდენია სავარაუდო ღირებულება არ დგინდება.

მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მოსაზრებითლოტი 2-ით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა პრეტენდენტების მიერ სხვადასხვაგვარად იქნა გაგებული, რაც გამოწვეული იყო საპროექტო დოკუმენტაციის განზოგადებული ვარიანტით. ნახაზებში მოქცეული იყო სარემონტო ობიექტის მიმდებარე შენობაც. შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით ამ ლოტზე შესყიდვა უარყოფითი შედეგით დასრულდა.

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანების 21-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დადგენილია ის კონკრეტული საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც კომისია იღებს გადაწყვეტილებას ტენდერის უარყოფითი შედეგით დასრულებაზე. კერძოდ:

ტენდერი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ:

) არც ერთი პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

) წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს;

შესაბამისად, მითითებულ საფუძვლებში არსად არ არის წარმოდგენილი ის გარემოება, რომელზე დაყრდნობითაც მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება. აღნიშნულის გათვალისწინებით კომისია გასცდა თავისი დისკრეციის ფარგლებს და ტენდერზე მიღებული გადაწყვეტილებით უგულებელყო კანონმდებლობის მოთხოვნები. ამავე დროს, ხაზგასასმელია, რომ თვით კომისიის მიერ შემჩნეულია და ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო შესყიდვების არასრულყოფილად მომზადების ფაქტზე.

მნიშვნელოვანია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნად დადგენილი იქნა ლოტი №2-ზე ბოლო სამი წლის განმავლობაში არანაკლებ 4 200 000 ლარის ოდენობის სამუშაო გამოცდილება. აღნიშნულ ლოტზე ყველაზე უკეთესი პირობით და ფასით - 244 732 ლარით შპს „ალიზმა“ წარმოადგინა წინადადება. აღნიშნული კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების გადამოწმების შედეგად კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის დისკვალიფიკაციის შესახებ. კერძოდ, სამუშაო გამოცდილების მიხედვით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე არ დგინდება შემსყიდველთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (კომპანიას მითითებული აქვს სახელშეკრულებო ღირებულება, ფაქტობრივად, შესრულებული ღირებულების მაგივრად). ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ დადასტურებულ იქნა, რომ შპს „ალიზმა“ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც კონტრაქტი შეუწყდა და კომპანია დაჯარიმდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტს კომპანია არ შეუყვანია არასანდო მიმწოდებელთა რეესტრში.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ორ შემსყიდველთან გაფორმებულ კონტრაქტებს თუ არ გავითვალისწინებთ, შპსალიზისშესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულება ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 6 000 000 ლარს შეადგენს. ხოლო ის ფაქტი, წარმატებით განხორციელდა თუ არა სხვა კონტრაქტები, კომისიას არ შეუსწავლია. შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილება საუკეთესო პირობების მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ არამიზანშეწონილია.

ლოტი 1-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპსბერდისატენდერო წინადადების ღირებულებით 253 117 ლარი.

ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილ იქნა 2009 წლის 10 მარტს, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადაა 2009 წლის 10 ივნისი.

2009 წლის 21 მაისს კონტრაქტში შეტანილი ცვლილებებით სამუშაოების დასრულების ვადა 2009 წლის 1 ივლისამდე გადაიწია.

2009 წლის 23 ივნისს კონტრაქტში შეტანილი ცვლილებებით კონტრაქტის ღირებულება 253 117 ლარიდან 65 227 ლარამდე გაიზარდა და 318 345 ლარი შეადგინა. საფუძვლად მითითებულია საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული სამუშაოს მოცულობების დაზუსტებული აზომვები.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისთვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევებია, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას რიგი სამუშაოების მოცულობები ხელშეკრულების ფარგლებში ზუსტდება. საჭირო ხდება იდენტური, მაგრამ იგივე ხარისხის მასალების ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილებები არ შეიძლება არსებით ხასიათს ატარებდეს. ჩვენს შემთხვევაში შესყიდვების არასრულყოფილ მომზადებასთან და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის უზუსტობასთან გვაქვს საქმე.

2009 წლის 9 ივლისს კონტრაქტში შეტანილი ცვლილებებით ხელშეკრულების ღირებულება 5 380 ლარით შემცირდა და საბოლოოდ 312 964 ლარი შეადგინა. აქაც საფუძვლად მითითებულია სამუშაოს მოცულობების აზომვებით დაზუსტება. ხაზგასასმელია, რომ კონტრაქტით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2009 წლის 1 ივლისს, ხოლო აღნიშნული ცვლილება კონტრაქტში შევიდა 9 ივლისს. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებაში მხარეები მიუთითებენ სამუშაოების დასრულებას, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2009 წლის 14 ივლისს. შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ზუსტი ვადა დაუდგენელია.

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ სატენდერო კომისიის 2009 წლის 7 თებერვლის №2 ოქმის სათაური და თვით ოქმის შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავდება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/11-2009L2

ტენდერის ობიექტი

ლოტი 2. კასპის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და შპსკომუნასყოფილი სასტუმროს შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოები.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 13 მარტს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. სატენდერო განცხადება გამოქვეყნდა 2009 წლის 16 მარტს.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. 11 თებერვალს დამტკიცდა განცხადების ცვლილება, რომლითაც გარკვეული შეუსაბამობები აღმოიფხვრა. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება.

გ) მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 139426 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 4 პრეტენდენტმა. მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „აგუნა“ - 117785 ლარი

  2. შპს „მარიალი“ - 277416 ლარი

  3. შპს „ნოვა“ - 125353 ლარი

  4. შპს „ბერდი“ - 122451 ლარი

პრეტენდენტები შპს „აგუნა“ და შპს „მარიალი“ დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსბერდისატენდერო წინადადების ღირებულებით 121303 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დაახლოებით 87%25- შეადგენს.

ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილ იქნა 2009 წლის 24 მარტს.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადაა 2009 წლის 30 ივლისი.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ვაჟა კირტავა.

2009 წლის 6 ივლისს კონტრაქტში შეტანილი ცვლილებებით კონტრაქტის ღირებულება 121303 ლარიდან 18122 ლარით გაიზარდა და 139426 ლარი შეადგინა. საფუძვლად მითითებულია საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კონტრაქტორისა და დამკვეთის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული სამუშაოს მოცულობების დაზუსტებული აზომვები. ცვლილებით, დაახლოებით 15%25-ით გაიზარდა სატენდერო ღირებულება (18122/121303*100=15%25).

2009 წლის 22 ივლისს კონტრაქტში შეტანილი ცვლილებებით სამუშაოების დასრულების ვადა 2009 წლის 15 აგვისტომდე გადაიწია.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევებია, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას რიგი სამუშაოების მოცულობები ხელშეკრულების ფარგლებში ზუსტდება, საჭირო ხდება იდენტური, მაგრამ იგივე ხარისხის მასალების ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილებები არ შეიძლება არსებით ხასიათს ატარებდეს. ჩვენ შემთხვევაში, შესყიდვების არასრულყოფილ მომზადებასა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის უზუსტობასთან გვაქვს საქმე.

რადგანაც ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2009 წლის 15 აგვისტო, მიზანშეწონილია შემდგომში დამატებით გამოთხოვნილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდგომი შესწავლისათვის.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 22 ივლისს, მეორეჯერ შედის ცვლილება კონტრაქტში და სამუშაოების ვადა გადაიწევს 2009 წლის 15 აგვისტომდე. საფუძვლად სამშენებლო კომპანია სამუშაოების მოცულობის გაზრდას მიუთითებს.

2009 წლის 18 აგვისტოს მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 15 აგვისტოს.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/12-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ფოთში, 201 ქარხნის საერთო საცხოვრებელში, ჰიდრომექანიზმების ქარხნის ბაღის, პროფ.ტექნიკუმის, ფოთიგაზის ადმინისტრაციულ შენობებში, 201-ში და ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღის შენობებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოები.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 8 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. სატენდერო განცხადება გამოქვეყნდა 2009 წლის 9 თებერვალს.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. 11 თებერვალს დამტკიცდა განცხადების ცვლილება, რომლითაც გარკვეული შეუსაბამობები აღმოიფხვრა. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად დადგინდა სამი წლის განმავლობაში ჯამში 8 400 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც თავის მხრივ საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ლარის დავალიანება, ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1000000 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 3 პრეტენდენტმა. მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „ნიუ ენერჯი“ - 895033 ლარი

  2. შპს „დაგი“ - 894863 ლარი

  3. შპს „შარაგზამშენი 1“ - 870105 ლარი

პრეტენდენტი შპს შარაგზამშენი 1“ დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსდაგისატენდერო წინადადების ღირებულებით 894889 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დაახლოებით 89%25- შეადგენს.

ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილ იქნა 2009 წლის 16 მარტს, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადაა 2009 წლის 23 აგვისტო.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ზაზა ფირცხალაიშვილი.

2009 წლის 25 ივნისს კონტრაქტში შეტანილი ცვლილებებით კონტრაქტის ღირებულება 894889 ლარიდან 393133 ლარით გაიზარდა და 1288022 ლარი შეადგინა. საფუძვლად მითითებულია საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული სამუშაოს მოცულობების დაზუსტებული აზომვები. ცვლილებით დაახლოებით 44%25-თ გაიზარდა სატენდერო ღირებულება (393133 /894889 *100=44%25).

2009 წლის 25 ივნისს კონტრაქტში შეტანილი ცვლილებებით სამუშაოების დასრულების ვადა 2009 წლის 23 სექტემბრამდე გადაიწია.

2009 წლის 22 სექტემბერს, ანუ ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლამდე სამი დღით ადრე, კონტრაქტში შეტანილი ცვლილებებით კონტრაქტის ღირებულება 1288022 ლარიდან 67444 ლარით გაიზარდა და 1355467 ლარი შეადგინა. საფუძვლად მითითებულია ,,ენერგოპროჯორჯიას უარი ბინების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაზე და აღნიშნული სამუშაოების სახელმწიფო დაფინანსების ვალდებულების აღება. საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა დამატებითი სამუშაოების გაანგარიშება. ცვლილებით დაახლოებით 5%25- გაიზარდა სატენდერო ღირებულება. ცვლილებით კონტრაქტის ღირებულება ჯამში (393133+67444=) 460577 ლარით, ანუ 51%25-ით გაიზარდა.

ასევე კონტრაქტში შეტანილი ცვლილებებით სამუშაოების დასრულების ვადა 2009 წლის 8 ოქტომბრამდე გადაიწია.

2009 წლის 7 ოქტომბერს, ანუ ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე, კონტრაქტში შეტანილი ცვლილებებით კონტრაქტის ღირებულება 1355467 ლარიდან შემცირდა 28859 ლარით და შეადგინა 1326608 ლარი. საფუძვლად მითითებულია საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ გარკვეული სამუშაოების განხორციელების საჭიროება. კერძოდ, პროექტის ავტორების მოსაზრებით შესყიდვიდან ამოღებულ უნდა იქნას გარე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების პირველად რედაქციაში შეტანა, შემდეგ ორი ცვლილების განმავლობაში მათი შენარჩუნება და სამუშაოების დასრულებამდე ერთი დღით ადრე მისი შესყიდვიდან ამოღება, არასრულყოფილ სახელმწიფო შესყიდვას ადასტურებს.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევებია, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას რიგი სამუშაოების მოცულობები ხელშეკრულების ფარგლებში ზუსტდება, საჭირო ხდება იდენტური, მაგრამ იგივე ხარისხის მასალების ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილებები არ შეიძლება არსებით ხასიათს ატარებდეს. ჩვენს შემთხვევაში შესყიდვების არასრულყოფილ მომზადებასთან და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის უზუსტობასთან გვაქვს საქმე. ასევე ცვლილების მაღალი მოცულობა (51%25) დაუსაბუთებელს ხდის ცვლილებების წარმოშობას და ეჭვს იწვევს კანონიერების თვალსაზრისით.

რადგანაც ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2009 წლის 8 ოქტომბერი, მიზანშეწონილია შემდგომში დამატებით გამოთხოვნილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდგომი შესწავლისათვის.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/13-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ქუთაისში ახალგაზრდობის პროსპექტზე მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა 10 სართულიანი ადმინისტრაციული კორპუსის გადაკეთება 106 ბინიან საცხოვრებელ სახლად. საერთო ფართი 5335კვ.. SB/IDP/CW/13-2009-1

ლოტი 2. . ქუთაისში ბელორუსიის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობის გადაკეთება 16 ბინიან საცხოვრებელ სახლად იძულებით გადაადგილებულ პირთა განსათავსებლად. საერთო ფართი 717 კვ.. SB/IDP/CW/13-2009-2

მოკლე აღწერა:

2009 წლის 6 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა ტენდერი.

მნიშვნელოვანია, რომ მგფ-ში სატენდერო დოკუმენტაციის გაცემა წარმოებს 2009 წლის 11 თებერვლიდან. 2009 წლის 20 ნოემბერს წარმოდგენილი დაზუსტებული მასალებიდან ირკვევა, რომ ორივე ლოტით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებზე მგფ- სსხუროსთან 2009 წლის 20 იანვარს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (რომელიც შემდგომ გამოიყენება სატენდერო მასალად - არქიტექტურული ნაწილი, განმარტებითი ბარათი, ბინების გეგმები, ელექტრონული ნაწილი, სანტექნიკა-წყალმომარაგება, კარ-ფანჯრების სპეციფიკაცია, მშენებლობის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა, ფოტომასალა) მომზადებაზე. კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 27 თებერვალს.

შესაბამისად, სრულიად წარმოუდგენელია, თუ რა სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გასცეს მგფ-მა 2009 წლის 11 თებერვალს, როცა მისი შემადგენელი დოკუმენტების (არქიტექტურული ნაწილი, განმარტებითი ბარათი, ბინების გეგმები, ელექტრონული ნაწილი, სანტექნიკაწყალმომარაგება, კარ-ფანჯრების სპეციფიკაცია, მშენებლობის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა, ფოტომასალა) მომზადების ვადა 2009 წლის 27 თებერვლამდეა.

უფრო მეტიც, 2009 წლის 20 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად შემსრულებელი ვალდე ბული იყო 17 თებერვალს დეტალური პროექტის საწყისი ვარიანტის ანგარიშები წარედგინა, ხოლო 27 თებერვალს - სატენდერო მასალებთან ერთად დეტალური პროექტის საბოლოო ვარიანტის ანგარიშებიც. კონტრაქტით გათვალისწინებულ ანგარიშებს განმეორებით წარმოდგენილი, დაზუსტებული შესყიდვების მასალები არ შეიცავს. სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი მგფ-სა და შემსრულებელ სსხუროსშორის მხოლოდ 2009 წლის 31 მარტს არის შედგენილი. იგულისხმება, რომ სამუშაოები საბოლოოდ შესრულებულია 2009 წლის 31 მარტს. აღნიშნულ ვადამდე კი ტენდერიც დასრულებულია, გამარჯვებული კომპანიებიც გამოვლენილია და ხელშეკრულებებიც გაფორმებულია.

ყოველივე აღნიშნული შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საკმაოდ უხეში დარღვევაა.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. აქვე აღსანიშნავია, რომ დადგინდა საკმაოდ მაღალი მოთხოვნა სამუშაო გამოცდილების მხრივ. კერძოდ, ლოტი №1-ზე მონაწილეობისათვის პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 21 000 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა, ხოლო ლოტი №2-ზე მონაწილეობისთვის - 4 200 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

გ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც თავის მხრივ საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ლარის დავალიანება, ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება ორივე ლოტზე ჯამში შეადგენდა:

ლოტი 1-ზე 4099633 ლარს.
ლოტი 2-ზე 322663 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 12 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „თეგიკა უნივერსალი“
ლოტი 2 - 288770 ლარი

2. შპს „ალიონი 99“
ლოტი 1 - 4204627 ლარი
ლოტი 2 - 344381 ლარი

3. შპს „იბერია 21“
ლოტი 2 - 256787 ლარი

4. შპს „ნიუ ენერჯი“
ლოტი 1 - 2738829 ლარი
ლოტი 2 - 175951 ლარი

5. შპს „მშენებელი“
ლოტი 2 - 258106 ლარი

6. შპს „არქსტუდია პერისტილი“
ლოტი 2 - 172533 ლარი

7. შპს „მშენებელი 80“
ლოტი 1 - 2416383 ლარი
ლოტი 2 - 222189 ლარი

8. შპს „ნოვა“
ლოტი 2 - 215131 ლარი

9. შპს „ოდა“
ლოტი 2 - 178007 ლარი

10. შპს „ბლოკ-ჯორჯია“
ლოტი 1 - 1890141 ლარი
ლოტი 2 - 174227 ლარი

11. შპს „ახალი მთვარე“
ლოტი 1 - 2333737 ლარი
ლოტი 2 - 210945 ლარი

12. შპს „სასკო“
ლოტი 1 - 2362997 ლარი
ლოტი 2 - 206496

ლოტი 1-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპსბლოკ ჯორჯიასახელშეკრულებო ღირებულებით 1881596 ლარი.

ხელშეკრულება დაიდო 2009 წლის 26 მარტს.

სამუშაოების დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადაა 2009 წლის 30 ოქტომბერი.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ანზორ ანდღულაძე.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 30 ოქტომბერს შემსრულებელი კომპანიის მიერ მგფ-ში წარმოდგენილია წერილი-შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ. აქვე მითითებულია გარკვეული პრობლემები, რაც შესრულებული სამუშაოების სრულყოფილად ექსპლუატაციაში უშლის ხელს. 2009 წლის 26 მარტის SB/IDP/CW/13-2009-L1 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-6 პუნქტის შესაბამისად „სამუშაოების დასრულების შესახებ კონტრაქტორის შეტყობინების წერილის მიღებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში შემსყიდველი ვალდებულია ჩაიბაროს ობიექტი და გააფორმოს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი“. 2009 წლის 20 ნოემბრის მგფ-ის დაზუსტების მიზნით წარმოდგენილი შესყიდვის მასალებში აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი არ მოიპოვება, რაც იმას მიანიშნებს, რომ ობიექტი ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევით დღემდე მიუღებელია.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 12 ნოემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 30 ოქტომბერს.

ლოტი 2-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „არქსტუდია პერისტილი“ სახელშეკრულებო ღირებულებით 172 533 ლარი.

ხელშეკრულება დაიდო 2009 წლის 20 მარტს.

სამუშაოების დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადაა 2009 წლის 20 ივნისი.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ანზორ ანდღულაძე.

2009 წლის 1 ივლისს ცვლილება შედის SB/IDP/CW/13-2009-L2 ხელშეკრულებაში და სამუშაოების ღირებულება მცირდება 4924 ლარით. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 20 ივნისს. შემსრულებელ კომპანიას დასრულების შესახებ შესაბამისი შეტყობინება წარმოდგენილი აქვს 19 ივნისს. შესაბამისად, სამუშაოების დასრულებიდან და ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 10 დღის შემდეგ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა წარმოუდგენელია და ალოგიკურია.

2009 წლის 22 ივლისის მგფ-ის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად ობიექტის ადგილზე შემოწმების შემდეგ დადგინდა გარკვეული ხარვეზები, რის გამოსწორებასაც კომპანიამ 2 კვირა მოანდომა. შესაბამისად, ვადის დარღვევის გამო 3352 ლარით დაჯარიმდა.

2009 წლის 4 ივლისს გაფორმდა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/14-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1.

ახალციხეში გრ. ხანძთელის . 34-ში მდებარე სახლის სარემონტო სამუშაოები იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინების მოწყობის მიზნით სახელმწიფო შესყიდვა.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 8 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 11 თებერვალს კი ტენდერი გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. აქვე აღსანიშნავია, რომ დადგინდა საკმაოდ მაღალი მოთხოვნა სამუშაო გამოცდილების მხრივ. კერძოდ, მონაწილეობისათვის პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 3 300 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

გ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 233931 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 4 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „ასტორია“ - 199992 ლარი

  2. შპს „არალი“ - 265441 ლარი

  3. შპს „ფონი“ - 149716 ლარი

  4. შპს „გონიო“ - 209998 ლარი

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსფონისახელშეკრულებო ღირებულებით 149716 ლარით, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 64%25- შეადგენს.

კონტრაქტი გაფორმდა 2009 წლის 12 მარტს.

სამუშაოების დასრულების ვადაა 2009 წლის 16 ივნისი.

სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ზვიად პარკაძე.

შემდგომში 2009 წლის 13 მაისს 239/3 წერილით მგფ- მიმართავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი და შუამდგომლობს დამატებით წარმოშობილი სამუშაოების დაფინანსების გამოყოფის თხოვნით. ასევე, 2009 წლის 28 მაისის 68 წერილით შემსრულებელი შპსფონი ასევე წერილით მიმართავს მგფ- და სთხოვს გაზრდილი სამუშაო მოცულობების დაფინანსებას. შემდგომში 2009 წლის 8 ივნისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე კონტრაქტში დამატება შედის. კერძოდ, სატენდერო ღირებულება 149716 ლარიდან 19304 ლარით იზრდება და შეადგენს 169020 ლარს. შესაბამისად, სატენდერო ღირებულებაც 13%25-ით იზრდება (19304/149716*100=13%25).

ასევე იზრდება სამუშაოების დასრულების ვადა 2009 წლის 26 ივნისამდე.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ცვლილება ყველაზე მეტად დასაბუთებულია და შესყიდვის მასალები შეიცავს ყველა იმ დოკუმენტაციას, რაც ადასტურებს აღნიშნულის საჭიროებას. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ითქვას, რომ მხოლოდ შესყიდვის არასრულყოფილად მომზადებასთან გვაქვს საქმე.

2009 წლის 25 ივნისს მგფ-ში წარდგენილ იქნა შემსრულებელი კომპანიის წერილი სამუშაოების დასრულების შესახებ. სამუშაოების მიღება-ჩაბარება 6 ივლისს განხორციელდა.

აქვე საყურადღებოა, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ 2009 წლის 2 ივლისს კონტრაქტში შედის ცვლილება და ღირებულება იზრდება თითქმის უმნიშვნელოდ - 3040 ლარით. ცოტა უცნაურია, თუ რა საფუძვლით შეიტანეს ცვლილება, როდესაც შემსრულებელი კომპანია უკვე 25 ივნისს იტყობინებოდა სამუშაოების დასრულების შესახებ.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/15-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ხაშურში ყოფილი საწვავ-საპოხი მასალების შენობაში და 64- პროფტექნიკური სასწავლებლის კორპუსში მდებარე დევნილების საცხოვრებელი ბინების სამშენებლო სამუშაოები SB/IDP/CW/15-2009

ლოტი 2. დაბა სურამში სანატორიუმ ნაკადულის სამსართულიან 3 კორპუსში, სანატორიუმსურამის 1 კორპუსში, სანატორიუმ მზიურის კორპუსში, სანატორიუმ ნაკადულშიდა ბავშვთა საძილე კორპუსში განთავსებული იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოები SB/IDP/CW/15-2009

მოკლე აღწერა:

2009 წლის 10 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 12 თებერვალს ტენდერი გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. აქვე აღსანიშნავია, რომ დადგინდა საკმაოდ მაღალი მოთხოვნა სამუშაო გამოცდილების მხრივ. კერძოდ, ლოტი №1-ზე მონაწილეობისთვის პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 5 700 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა, ხოლო ლოტი №2-ზე მონაწილეობისთვის - 9 000 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

გ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება ორივე ლოტზე ჯამში 1 378 273 ლარს შეადგენდა, მაგრამ თითოეული ლოტის მიხედვით რამდენია სავარაუდო ღირებულება არ დგინდება.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 7-მა პრეტენდენტმა. მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „ორნამენტი“
ლოტი №1 - 399920 ლარი

2. შპს „სსგ იბერია“
ლოტი №1 - 415939 ლარი

3. შპს „ნოვა“
ლოტი №1 - 405080 ლარი

4. შპს „ბლოკ ჯორჯია“
ლოტი №1 - 474691 ლარი
ლოტი №2 - 682670 ლარი

5. შპს „სასკო“
ლოტი №1 - 452787 ლარი
ლოტი №2 - 744874 ლარი

6. შპს „საინჯგეო“
ლოტი №1 - 405605 ლარი

7. შპს „გეოკოლორი“
ლოტი №1 - 452717 ლარი
ლოტი №2 - 722664 ლარი

ლოტი 1-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპსორნამენტისატენდერო წინადადების ღირებულებით 399920 ლარი.

2009 წლის 10 აპრილს ლოტი 1-ზე ხელშეკრულება გაფორმდა შპსორნამენტთანღირებულებით 399 922 ლარი. შემდგომში, 2009 წლის 9 ივნისს გაფორმდა ზემოაღნიშნული კონტრაქტის დამატება, სადაც ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 204 739 ლარით და შეადგინა 604 661 ლარი. შესაბამისად, კონტრაქტის სატენდერო ღირებულება გაიზარდა 66%25- (399922/604661*100=66%25).

შემდგომში აღნიშნულ ხელშეკრულებაში მეორეჯერ შედის ცვლილება და სამუშაოთა დასრულების დადგენილი ვადა იზრდება 22 სექტემბრამდე.

ლოტი 2-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპსბლოკ ჯორჯიასატენდერო წინადადების ღირებულებით 682 670 ლარი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შპს „ბლოკ ჯორჯიას“ სატენდერო წინადადებაც და ასევე, ხელშეკრულებაც, მოიცავს სამუშაოთა შემდეგ სახეობებს შესაბამისი ღირებულებებით:

  1. დაბა სურამში სანატორიუმ „ნაკადულის“ ბავშვთა საძინებელი კორპუსის სარემონტო

  1. სამუშაოები - 64 576 ლარი;

  2. სანატორიუმ „მზიურის“ „დ“ კორპუსის სარემონტო სამუშაოები - 155 320 ლარი;

  3. სანატორიუმ „ნაკადულის“ სამსართულიანი №3 კორპუსის შეკეთება - 78 583 ლარი;

  4. სანატორიუმ „სურამის“ ყოფილი შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები - 461 717 ლარი;

სულ სამუშაოთა საერთო ღირებულებაა 682 832 ლარი.

ლოტი 2-ზე ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 8 აპრილს ღირებულებით 682 832 ლარი. შემდგომში, 2009 წლის 24 ივნისს გაფორმდა ზემოაღნიშნული კონტრაქტის დამატება, სადაც ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 474 595 ლარით და შეადგინა 208 236 ლარი. მნიშვნელოვანია, რომ შეტანილი ცვლილებებით შესყიდვიდან ამოღებულ იქნა სამუშაოთა რიგი სახეობები, ხოლო დარჩენილი სამუშაოების სახეობების ღირებულებები გაიზარდა. კერძოდ,

  1. დაბა „სურამში“ სანატორიუმ „ნაკადულის“ ბავშვთა საძინებელი კორპუსის სარემონტო სამუშაოები - 91 705 ლარი ( 64 576 ლარის ნაცვლად);

  2. სანატორიუმ „მზიურის“ „დ“ კორპუსის სარემონტო სამუშაოები - 0 ლარი (155 320 ლარის ნაცვლად);

  3. სანატორიუმ „ნაკადულის“ სამსართულიანი №3 კორპუსის შეკეთება - 84 766 ლარი (78 583 ლარის ნაცვლად);

  4. სანატორიუმ „სურამის“ ყოფილი შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები - 0 ლარი (461 717 ლარის ნაცვლად);

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სახეობის შემცირებით ხელშეკრულება დაახლოებით 65 077 ლარით გაიზარდა. რეალურად ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 143159 ლარით (64 576+78 583=143 159). რეალურ სატენდერო ფასთან სამუშაოების სახეობების მიხედვით დაახლოებით 45%25-ით გაიზარდა სამუშაოთა ღირებულება (65 077 /143 159*100=45%25).

ამასთან, ლოტი 2-ზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა და სახეობა შემცირდა და ამის საპირისპიროდ გაიზარდა სამუშაოების შესრულების ვადა 2009 წლის 13 აგვისტოდან 2009 წლის 27 სექტემბრამდე.

შემდგომში, 2009 წლის 21 სექტემბერს მეორედ გაფორმდა ზემოაღნიშნული კონტრაქტის დამატება, სადაც ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 208236 ლარიდან 65087 ლარით და შეადგინა 273324 ლარი. შესაბამისად, კონტრაქტის სატენდერო ღირებულება საბოლოოდ გაიზარდა 91%25-ით (130164/143159*100=91%25).

ცვლილებით სამუშაოთა დასრულების ვადა 2009 წლის 27 ოქტომბრამდე გადაიწია.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევებია, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას რიგი სამუშაოების მოცულობები ხელშეკრულების ფარგლებში ზუსტდება. საჭირო ხდება იდენტური, მაგრამ იგივე ხარისხის მასალების ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილებები არ შეიძლება არსებით ხასიათს ატარებდეს.

ამავე ნორმის თანახმად, უნდა აღინიშნოს, რომ დაუსაბუთებლად არ შეიძლება ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების სახეობების შემცირება ან საერთოდ ამოღება შესყიდვის კონტრაქტიდან.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია ითქვას, რომ სახელშეკრულებო ღირებულების ცვლილების მაღალი მოცულობიდან (66%25 და 91%25) გამომდინარე, არასრულყოფილ და კანონსაწინააღმდეგო შესყიდვასთან გვაქვს საქმე.

ლოტი №1-ზე საბოლოო შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2009 წლის 5 ოქტომბერს, ხოლო ინფორმაცია სამუშაოების დასრულების შესახებ მგფ-ში წარდგენილია, ასევე, 2009 წლის 21 სექტემბერს. აღნიშნულით სრულიად დაცულია სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადები.

ლოტი №2-ზე საბოლოო შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი არ არის გაფორმებული, ხოლო ინფორმაცია სამუშაოების დასრულების შესახებ მგფ-ში წარდგენილია 2009 წლის 26 ოქტომბერს. აღნიშნულით შემსრულებლის მხრიდან დაცულია სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადები. ხოლო მგფ-ის მიერ 2009 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით ობიექტის ჩაუბარებლობა წარმოადგენს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-6 მუხლით დადგენილი 2 კვირიანი ვადის დარღვევას.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/16-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. გარდაბნის რაიონის ვაზიანის დასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოები.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 11 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 12 თებერვალს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. აქვე აღსანიშნავია, რომ დადგინდა საკმაოდ მაღალი მოთხოვნა სამუშაო გამოცდილების მხრივ. კერძოდ, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 16 500 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

გ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1919670 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 5-მა პრეტენდენტმა.

პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „ნიუ ენერჯი“ - 1516536 ლარი

  2. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 1455269 ლარი

  3. შპს „დაგი“ - 1354473 ლარი

  4. შპს „ვაგი“ - 1760980 ლარი

  5. შპს „ბლექ სი გრუპი“ - 1389781 ლარი

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსდაგისატენდერო წინადადების ღირებულებით 1354675 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 70%25-ია.

კონტრაქტი გაფორმდა 2009 წლის 16 მარტს.

სამუშაოების დასრულების ვადაა 2009 წლის 23 აგვისტო.

სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს კახა ბოლქვაძე.

შემდგომში, 2009 წლის 17 ივნისს გაფორმდა ზემოაღნიშნული კონტრაქტის დამატება, სადაც ხელშეკრულების ღირებულება 1354675 ლარიდან გაიზარდა 446231 ლარით და შეადგინა 1800906 ლარი. შესაბამისად, კონტრაქტის სატენდერო ღირებულება გაიზარდა 33%25- (446231/1354675*100=33%25). მნიშვნელოვანია, რომ ცვლილების საფუძვლად მითითებულია საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დაზუსტებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობები. თუმცა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესყიდვების დოკუმენტაციაში არ მოიპოვება.

ამასთან, გაიზარდა სამუშაოების შესრულების ვადა 2009 წლის 23 აგვისტოდან 2009 წლის 23 სექტემბრამდე.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევებია, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას რიგი სამუშაოების მოცულობები ხელშეკრულების ფარგლებში ზუსტდება. საჭირო ხდება იდენტური, მაგრამ იგივე ხარისხის მასალების ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილებები არ შეიძლება არსებით ხასიათს ატარებდეს. ცხადია, რომ სახეზეა სახელმწიფო შესყიდვის არასრულყოფილი მომზადება, მაგრამ გაზრდილი ღირებულების მაღალი მოცულობა (33%25) ეჭვქვეშ აყენებს შესყიდვის კანონიერებას.

რადგანაც სამუშაოების დასრულების ვადაა 2009 წლის 23 სექტემბერი, მიზანშეწონილია, შემდგომი შესწავლისათვის დამატებით გამოთხოვილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 21 სექტემბერს ხელშეკრულებაში მეორედ შედის ცვლილება. ამ ცვლილებით მე-13 კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების და გარე წყალსადენკანალიზაციის სამუშაოების დასრულების ვადად დადგინდა 2009 წლის 8 ნოემბერი, ხოლო სხვა დანარჩენი სამუშაოების დასრულების ვადა დარჩა უცვლელი, 2009 წლის 23 სექტემბერი.

შემდგომში, 2009 წლის 3 ნოემბერს, მესამედ შედის ცვლილება და სამუშაოთა დასრულების ვადა გადაიწევს 2009 წლის 25 დეკემბრამდე. მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დროისთვის გარკვეულ სამუშაოთა სახეობებზე სამუშაოთა დასრულების დაგეგმილი ვადა (2009 წლის 23 სექტემბერი) უკვე გასული იყო და კომპანია დაჯარიმებას ექვემდებარებოდა.

2009 წლის 3 ნოემბრის ცვლილებით იზრდება სამუშაოთა ღირებულება 1800906 ლარიდან 204690 ლარით და შეადგენს 2005596 ლარს. ჯამში ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 1354675 ლარიდან გაიზარდა 650921 ლარით. შესაბამისად, კონტრაქტის სატენდერო ღირებულება გაიზარდა 48%25- (650921/1354675 *100=48%25).

მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებით იზრდება სამუშაოთა ის მოცულობები, რომლებიც გაიზარდა 2009 წლის 17 ივნისის კონტრაქტის დამატების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ ერთი და იმავე საფუძვლით ორჯერ ცვლილების განხორციელება წარმოუდგენელი და დაუსაბუთებელია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2010 წლის 8 იანვარს მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მითითებულია, რომ სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 25 დეკემბერს და სამუშაოების საბოლოო ღირებულება შეადგენს 1871197 ლარს. ანუ რეალურად სამუშაოების ღირებულება და შესაბამისად, ალბათ მოცულობაც, შემცირებულია (დაახლოებით 135000 ლარით). აღნიშნული ცვლილებების გამომწვევი გარემოებების შესახებ არანაირი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/17-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . გორში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სისხლის გადასხმის სადგურში და ცხინვალის გზატკეცილზე არსებული გორის უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

მოკლე აღწერა:

2009 წლის 11 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 13 თებერვალს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. აქვე აღსანიშნავია, რომ დადგინდა საკმაოდ მაღალი მოთხოვნა სამუშაო გამოცდილების მხრივ. კერძოდ, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 12 900 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

გ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ლარის დავალიანება, ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ? ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 3-მა პრეტენდენტმა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1496316 ლარს.

პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების ფასები:

  1. შპს „ბლექ სი გრუპი“ - 1397804 ლარი

  2. შპს „ნიუ ენერჯი“ - 1129071 ლარი

  3. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 922594 ლარი

შემდგომში ხარჯთაღრიცხვების გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ გარკვეული უზუსტობები იყო დაშვებული შპსბლოკ ჯორჯია- სატენდერო ფასის გამოანგარიშებაში. რეალურად სატენდერო წინადადების ფასი იყო 1276929 ლარი.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსნიუ ენერჯისახელშეკრულებო ღირებულებით - 1192071 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დაახლოებით 79%25- შეადგენს.

კონტრაქტი გაფორმდა 2009 წლის 16 მარტს.

სამუშაოს დასრულების ვადაა 2009 წლის 23 აგვისტო.

სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს დავით გიორგობიანი.

შემდგომში, 2009 წლის 17 აგვისტოს, ანუ ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლამდე 6 დღით ადრე, გაფორმდა ზემოაღნიშნული კონტრაქტის დამატება, სადაც ხელშეკრულების ღირებულება 1192071 ლარიდან გაიზარდა 44847 ლარით და შეადგინა 1236918 ლარი. ცვლილების საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების დაზუსტება, რასაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის, კონტრაქტორის, მგფ-ის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. თუმცა შესყიდვის დოკუმენტაცია აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტაციას არ შეიცავს. ცვლილებით დაახლოებით 3%25-ით გაიზარდა სამუშაოთა სატენდერო ღირებულება (44847/1192071*100=3%25). ცვლილებით, ასევე, გაიზარდა სამუშაოების დასრულების ვადა 2009 წლის 15 სექტემბრამდე.

ცვლილების დაბალი მოცულობა ადასტურებს, რომ კანონსაწინააღმდეგო შესყიდვასთან არ გვაქვს საქმე და სახეზეა მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის არასრულყოფილი მომზადება.

რადგანაც ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2009 წლის 15 სექტემბერი, მიზანშეწონილია, შემდგომი შესწავლისთვის დამატებით გამოთხოვნილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 14 სექტემბერს მეორედ განხორციელდა ცვლილება კონტრაქტში და სამუშაოთა დასრულების ვადად დადგინდა 2009 წლის 15 ნოემბერი.

2009 წლის 12 ნოემბერს მესამედ განხორციელდა ცვლილება კონტრაქტში და სამუშაოთა დასრულების ვადად დადგინდა 2009 წლის 28 დეკემბერი. ცვლილების მიზეზად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების პროექტის ცვლილება. კერძოდ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შუამდგომლობის საფუძველზე საერთო საცხოვრებლის პირველ სართულზე არსებული დარბაზის საცხოვრებელ ბინებად გადაკეთება.

2009 წლის 24 დეკემბერს კონტრაქტში მეოთხედ შედის ცვლილება იგივე საფუძვლით, რა საფუძვლითაც განხორციელდა 2009 წლის 12 ნოემბერს. ამასთან, წარმოუდგენელია, თუ რატომ შედის ცვლილება ერთი და იმავე საფუძვლის გამოყენებით ორჯერ. 2009 წლის 24 დეკემბრის ცვლილებით ხელშეკრულების მთლიანი ფასი 1236918 ლარიდან იზრდება 244643 ლარით და საბოლოოდ შეადგენს 1481562 ლარს. ცვლილებით დაახლოებით 20%25-ით გაიზარდა სამუშაოთა სატენდერო ღირებულება (244643/1236918 *100=20%25).

საბოლოოდ ხელშეკრულება 1192071 ლარიდან იზრდება 289490 ლარით და შეადგენს 1481562 ლარს.

ცვლილებით, ასევე, გაიზარდა სამუშაოების დასრულების ვადა 2010 წლის 28 თებერვლამდე.

ვადის გადაწევის შედეგად კონკრეტული შესყიდვა მრავალწლიან შესყიდვად იქცევა, ხოლო მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებებს არ შეიცავს, რაც კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას წარმოადგენს.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ღირებულების ხარჯთაღრიცხვაში წარმოდგენილია სამუშაოების მთელი რიგი ისეთი ახალი სახეობები, რომელიც არსებითად არ არის დაკავშირებული ცვლილების ზემოთ ხსენებულ საფუძვლებთან. მაგალითად, ხარჯთაღრიცხვის მე-6 პუნქტში სამუშაოს სახეობახის იატაკის მოხსნასაერთოდ არ იყო გათვალისწინებული, ხოლო ცვლილებით აღნიშნული სახეობის სამუშაოსთვის გათვალისწინებულია 11081 ლარი. ყოვლად წარმოუდგენელია, დაუსაბუთებლად, ხელოვნურად კონტრაქტის ღირებულების გაზრდა.

რადგანაც ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2010 წლის 28 თებერვალი, მიზანშეწონილია შემდგომი შესწავლისთვის დამატებით გამოთხოვილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2010 წლის 17 მარტის №669-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ SB/IDP/CW/17-2009-ზე 2010 წლის 25 თებერვალს გაფორმებულია ხელშეკრულების მე-5 ცვლილება, რომლის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების დასრულების დაგეგმილი ვადა იზრდება 2010 წლის 30 აპრილამდე.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/18-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ფოთში დანელიას .4-ში, ემუს ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ბაღში და მალთაყვას ტურბაზის 1, 2 და 3 კორპუსებში და კემპინგებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

მოკლე აღწერა:

2009 წლის 11 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 13 თებერვალს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. აქვე აღსანიშნავია, რომ დადგინდა საკმაოდ მაღალი მოთხოვნა სამუშაო გამოცდილების მხრივ. კერძოდ, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 12 900 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

გ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ლარის დავალიანება, ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ? ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 6-მა პრეტენდენტმა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1 491 847 ლარს.

პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების ფასები:

  1. შპს „დაგი“ - 1 400 165 ლარი

  2. შპს „ახალი მთვარე“ - 1 359 941 ლარი

  3. შპს „ნიუ ენერჯი“ - 1 403 714 ლარი

  4. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 1 479 419 ლარი

  5. შპს „ხიდი“ - 1 489 999 ლარი

  6. შპს „სანი“ - 1 268 188 ლარი

მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო კომისიამ შპს „სანის“ დისკვალიფიკაცია მოახდინა შემდეგი საფუძვლებით: 1. არ არის წარმოდგენილი წერილი კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში ბანკის მზადყოფნაზე 600 000 ლარის ოდენობის საკრედიტო ხაზის არსებობის ან გახსნის შესახებ 2. ცნობა გაკოტრების საქმის მიმდინარეობის არ არსებობის შესახებ გაცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ.

პირველ საფუძველთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ან უკვე არსებული საკრედიტო ხაზის არსებობის ცნობა ან ბანკის მზადყოფნის წერილი, კომპანიის მიერ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკრედიტო ხაზის გახსნის შესახებ. მეორე შესაძლებლობა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნას რეალურ შინაარსს აცლის. როგორც ცნობილია, საკრედიტო ხაზი ერთ-ერთ საბანკო პროდუქციას წარმოადგენს. შესაბამისად, თუ კლიენტი დააკმაყოფილებს ბანკის მიერ განსაზღვრულ პირობებს, ყოველგვარი დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების გარეშე საკრედიტო ხაზი იხსნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთოდ არალოგიკურია მსგავსი საკვალიფიკაციო მოთხოვნა და რეალური შინაარსის მატარებელი არ არის.

ასევე აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ შეუძლია განსაზღვროს ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება. ჩვენ შემთხვევაში, ასეთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე არც განცხადებასა და არც სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის მითითება. შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი სატენდერო წინადადება შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება სატენდერო დოკუმენტაციით ან ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ან რომელთა გამოსწორება შესაძლებელია სატენდერო წინადადების შინაარსის შეუცვლელად, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების შემთხვევებისა. რადგანაც მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ ყოფილა დადგენილი ასეთი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კომისიას შეეძლო დაეზუსტებინა ეს კონკრეტული უზუსტობა. შესაბამისად, სახეზე იქნებოდა საბიუჯეტო ხარჯების რაციონალური ხარჯვა.

მეორე საფუძველთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტმა წარმოადგინა გადახდისუნარიანობის საქმის შესახებ წერილი არაგანსჯადი სასამართლოდან, რასაც თვით არაგანსჯადი სასამართლოც უთითებს. შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიას შეეძლო, არ მოეხდინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია და დაეზუსტებინა პრეტენდენტთან აღნიშნული ინფორმაცია.

აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ფასი - 1 268 188 ლარი, დაახლოებით 132 000 ლარით ნაკლები იყო გამარჯვებული სატენდერო წინადადების ფასთან.

შპს „ახალი მთვარე“ დისკვალიფიცირებულ იქნა იმ მოტივით, რომ პრეტენდენტმა მითითებულ ვადაში არ წარმოადგინა სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მიღებაჩაბარების აქტები. აქვე აღსანიშნავია, რომ სატენდერო კომისიამ რამდენიმე ასეთი კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ გამოითხოვა. ხაზგასასმელია ისიც, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კომისია მაშინ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას თუ დგინდება შეუსაბამობა საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და წარმოდგენილ მონაცემებს შორის. ჩვენს შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ პირველად ინფორმაციაში შეუსაბამობა არ დადგენილა, თუმცა კომისია გაუგებარი მოტივაციით ყურადღებას ამახვილებს კონტრაქტის შესრულების ხასიათზე და მხარეთა ურთიერთობებზე. ეს კი კომისიის მსჯელობის საგანი არ შეიძლება იყოს. შესაბამისად, კომისიამ მეორედ დამატებით მოითხოვა სხვა კონტრაქტებზე ინფორმაციის წარმოდგენა, რაც კომპანიამ არ შეასრულა.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსდაგისატენდერო წინადადების ღირებულებით 1399991 ლარი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შპს „დაგის“ სატენდერო წინადადებაც და ასევე, ხელშეკრულებაც მოიცავს შემდეგ სამუშაოთა სახეობებს შესაბამისი ღირებულებებით:

  1. დანელიას ქ. №4-ში საცხოვრებელი სახლები - 410 831 ლარი;

  2. საბავშვო ბაღი „ემუ“ - 155 320 ლარი

  3. ტურბაზა №1 - 160 559 ლარი

  4. ტურბაზა №2 - 73 741 ლარი

  5. ტურბაზა №3 - 80 746 ლარი

  6. კემპინგი 518 792 ლარი

სულ სამუშაოთა საერთო ღირებულება არის 1 399 991 ლარი.

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 30 აპრილს ღირებულებით 1 399 991 ლარზე. შემდგომში, 2009 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა ზემოაღნიშნული კონტრაქტის დამატება, სადაც ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 92 902 ლარით და შეადგინა 1 492 894 ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ ფოთის მერიის მოთხოვნით შესყიდვიდან ამოღებულ იქნა კემპინგის სამუშაოთა სახეობა (ღირებულებით 518 792 ლარი). რეალურად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სახეობის შემცირებით ხელშეკრულება გაიზარდა დაახლოებით 612 000 ლარით. ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 881 199 ლარით (1399991-518792=881199). შესაბამისად, რეალურ სატენდერო ფასთან შედარებით სამუშაოთა ღირებულება სამუშაოების სახეობების მიხედვით დაახლოებით 70%25-ით გაიზარდა (612 000/881 199*100=70%25).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევებია, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას რიგი სამუშაოების მოცულობები ხელშეკრულების ფარგლებში ზუსტდება, საჭირო ხდება იდენტური, მაგრამ იგივე ხარისხის მასალების ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილებები არ შეიძლება არსებით ხასიათს ატარებდეს.

ამავე ნორმის თანახმად, უნდა აღინიშნოს, რომ დაუსაბუთებლად არ შეიძლება ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების სახეობების შემცირებაც ან საერთოდ ამოღება შესყიდვის კონტრაქტიდან.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია ითქვას, რომ არასრულყოფილ და კანონსაწინააღმდეგო შესყიდვასთან გვაქვს საქმე.

რადგანაც ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2009 წლის 7 ოქტომბერი, მიზანშეწონილია, შემდგომი შესწავლისთვის დამატებით გამოთხოვილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2009 წლის 16 ოქტომბრის -04/04-09 წერილით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია სამუშაოების დასრულების შესახებ. 2009 წლის 24 ნოემბრის 3639-/04 წერილით მგფ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა ორი კონტრაქტის დამატება:

  1. 2009 წლის 22 სექტემბერს გაფორმდა ზემოაღნიშნული კონტრაქტის დამატება, სადაც ხელშეკრულების ღირებულება 1 492 894 ლარიდან გაიზარდა 13387 ლარით და შეადგინა 1506281 ლარი. საფუძვლად მითითებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების პროცესში წარმოშობილი დამატებით განსახორციელებელი სამუშაოები, რაც დადასტურდა საპროექტო ორგანიზაციის მიერ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მითითებული გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოდგენილი მასალები არ შეიცავს. ასევე, გაიზარდა სამუშაოების დასრულების ვადა 7 ნოემბრამდე.

  2. 2009 წლის 5 ნოემბერს, ანუ სამუშაოების დასრულების ვადის გასვლამდე 2 დღით ადრე, გაფორმდა ზემოაღნიშნული კონტრაქტის მესამე დამატება, სადაც ხელშეკრულების ღირებულება 1506281 ლარიდან გაიზარდა 16941 ლარით, შემცირდა 52826 ლარით და საბოლოოდ შეადგინა 1470396 ლარი. ზრდის საფუძვლად მითითებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების პროცესში წარმოშობილი დამატებით განსახორციელებელი სამუშაოები, ხოლო შემცირების საფუძვლად მითითებულია გარე კანალიზაციის სამუშაოების საერთოდ ამოღება. ყოველივე აღნიშნული დადასტურდა საპროექტო ორგანიზაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მითითებული გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოდგენილი მასალები არ შეიცავს. ასევე, გაიზარდა სამუშაოების დასრულების ვადა 22 ნოემბრამდე.

მეორე და მესამე ცვლილების შემდეგ პირველი დამატების შედეგად გამოწვეული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულების 70%25-იანი ზრდა არსებითად არ შეცვლილა და თითქმის უცვლელია.

შეიცვალა მხოლოდ სამუშაოების დასრულების ვადები. საბოლოო ვადად განისაზღვრა 2009 წლის 22 ნოემბერი.

2009 წლის 24 ნოემბრის მგფ-ის წერილით წარმოდგენილ მასალებში ისევ არ მოიპოვება სამუშაოების საბოლოო დასრულებისა და მიღება-ჩაბარების დოკუმენტაცია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, დღევანდელი მდგომარეობით დამატებით გამოთხოვილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდგომი შესწავლისათვის.

2010 წლის 20 იანვრის -04/99-10 წერილით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია სამუშაოების დასრულების შესახებ. 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 წერილით მგფ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა კონტრაქტის 2009 წლის 1 დეკემბრის დამატება:

ცვლილების შესაბამისად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება 1470396 ლარი შემცირდა 264073 ლარით და შეადგინა 1206322 ლარი. ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2009 წლის 30 აპრილიდან, დასრულებამდე აღნიშნული ცვლილება მეოთხედ განხორციელდა. ცვლილებების შედეგად სახელშეკრულებო თანხა უმეტესწილად რადიკალურად იზრდებოდა ან მცირდებოდა წარმოდგენილი მასალების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში ცვლილებით გაზრდილი ღირებულება და მოცულობები შემდგომში ისევ შემცირდა და ხშირად სატენდერო დოკუმენტაციაში არსებულ მოცულობებთან შედარებითაც კი მცირდებოდა.

მაგალითად, ქალაქ ფოთში დანელიას ქუჩა 4-ში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში სამუშაოს სახეობის (იატაკზე ლამინირებული პარკეტის დაგება) მოცულობა სატენდერო დოკუმენტაციით განისაზღვრა 2124 კვ.-ით. შემდგომში, 2009 წლის 14 აგვისტოს, ცვლილების (დამატების) შედეგად აღნიშნული მოცულობა გაიზარდა 200 კვ.-ით და შეადგინა 2324 კვ.. გაზრდილ მონაცემს ადასტურებს მგფ-ის მიერ დამატებით გვიან მოწოდებული გაურკვეველი წარმოშობისა და თარიღის დეფექტური აქტიც, რომელსაც ხელს აწერს შპსარქიტექტურის ოფისისმთავარი ინჟინერი. 2009 წლის 1 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით კი აღნიშნულ შენობაში ზუსტად იგივე სამუშაო სახეობაში სამუშაოს მოცულობა მცირდება 360,2 კვ.-ით და შეადგენს 1963,8 კვ.-. ფაქტობრივად, აღნიშნულ შენობაში შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა უფრო მცირე იყო, ვიდრე ის იყო გაზრდამდე, სატენდერო დოკუმენტაციით. ანუ გაზრდა და გაზრდის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (გაურკვეველი დეფექტური აქტები) სრულიად უსაფუძვლო გახლდათ. ამ მცირე მაგალითიდან და მათ მიერ მოწოდებული დოკუმენტებიდანაც კი ნათლად ჩანს, რომ უმეტესწილად ცვლილებები დაუსაბუთებელი იყო.

2009 წლის 2 დეკემბერს შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამუშაოები შემსრულებელმა კომპანიამ დაასრულა 2009 წლის 22 ნოემბერს. თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის მიიღო მგფ-მა შეტყობინება კომპანიისგან სამუშაოების დასრულების შესახებ, მიუხედავად ორგზის დაზუსტებისა, წარმოდგენილ მასალებში მაინც არ მოიპოვება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/19-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. სენაკში მშვიდობის . 222-ში მდებარე ბაგა-ბაღში, სტალინის . 52 მდებარე ციტრუსების მეურნეობაში, მშვიდობის . 105-ში ხალიჩების კომბინატის ტერიტორიაზე, ურუდიას . 26-ში მდებარე სახლებში (1, 2 და სახელოსნო) განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/19-2009-L1

ლოტი 2. სენაკში სამტრედიას . 27-ში მდებარე 1 და 2 კორპუსებში და რუსთაველის . 112-ში მდებარე 1 და 2 სკოლის შენობებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/19-2009- L2

ლოტი 3. სენაკში მენჯის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო კოლხეთში, 2 კორპუსში, ბავშვთა და რკინიგზის სანატორიუმებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/19-2009-L3

მოკლე აღწერა:

2009 წლის 10 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. ტენდერის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა 13 თებერვალს.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ლოტი 1-ზე 10 500 000 ლარის, ლოტი 2-ზე 10 200 000 ლარის, ლოტი 3-ზე 16 200 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

გ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1223830 ლარს, მაგრამ თითოეული ლოტისათვის რამდენს შეადგენს სავარაუდო ღირებულება უცნობია. ასევე, სავარაუდოა, რომ მითითებული მონაცემი არ შეესაბამება სიმართლეს და ტენდერის შესახებ ანგარიშში შეცდომაა.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 6-მა პრეტენდენტმა. მათ მიერ წარმოდგენილი წინადადების ფასებია:

1. შპს „სანი“
ლოტი №1 - 903328 ლარი
ლოტი №2 - 904412 ლარი
ლოტი №3 - 1675551 ლარი

2. შპს „დაგი“
ლოტი №1 - 1021223 ლარი
ლოტი №2 - 1136660 ლარი
ლოტი №3 - 1905885 ლარი

3. შპს „ვიპ დიზაინი“
ლოტი 3 - 2099204 ლარი

4. შპს „ბლოკ ჯორჯია“
ლოტი №1 - 816612 ლარი
ლოტი №2 - 894204 ლარი
ლოტი №3 - 1615436 ლარი

5. შპს „ნიუ ენერჯი“
ლოტი 1 - 758774 ლარი
ლოტი 2 - 801452 ლარი
ლოტი 3 - 1424621 ლარი

6. შპს „ბლექ სი გრუპი“
ლოტი №1 - 952558 ლარი
ლოტი №2 - 950369 ლარი
ლოტი №3 - 1771927 ლარი

გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნიუ ენერჯი“ სახელშეკრულებო ღირებულებით - ლოტი 1-ზე 761074 ლარი; ლოტი 2-ზე 801452 ლარი; ლოტი 3-ზე 1424621 ლარი; რადგანაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ლოტების მიხედვით არასწორია, ვერ ხერხდება გამარჯვებული წინადადების მასთან შეფარდება.

ლოტი 1 ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 16 მარტს.
ლოტი 1 სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 23 აგვისტოს.
ლოტი 1 სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს დავით ყარყარაშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 19 აგვისტოს, ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლამდე 4 დღით ადრე, კონტრაქტში შევიდა ცვლილება. ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 761074 ლარიდან გაიზარდა 198806 ლარით და შეადგინა 959880 ლარი. საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობის დაზუსტება, რასაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თუმცა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი ინფორმაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება. შესყიდვის ღირებულება იზრდება დაახლოებით 26%25-ით (198806 /761074 *100=26%25).

ცვლილებით იზრდება სამუშაოების დასრულების ვადაც 2009 წლის 15 სექტემბრამდე.

შემდგომში 2009 წლის 14 სექტემბერს დამატებით კიდევ მეორედ შედის ცვლილება კონტრაქტში და იზრდება სამუშაოების დასრულების ვადა 2009 წლის 15 ოქტომბრამდე.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 12 ოქტომბერს კონტრაქტში მესამედ შედის ცვლილება. ხელშეკრულების ღირებულება 959880 ლარიდან იზრდება 392638 ლარით და შეადგენს 1352518 ლარს. საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობის დაზუსტება, რასაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თუმცა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი ინფორმაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება. ჯამში ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება იზრდება 591444 ლარით. შესყიდვის ღირებულება იზრდება დაახლოებით 78%25-ით (591444 /761074 *100=78%25).

სრულიად გაურკვეველია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ერთი და იმავე საფუძვლით კონტრაქტში ორჯერ ცვლილების შეტანა და ღირებულების გაზრდა.

ცვლილებით იზრდება სამუშაოების დასრულების ვადა 2009 წლის 30 ნოემბრამდე.

2009 წლის 26 ნოემბერს მეოთხედ შედის ცვლილება კონტრაქტში. ცვლილების შედეგად სამუშაოთა ღირებულება იზრდება 14820 ლარით და შეადგენს 1367338 ლარს. ასევე, იზრდება სამუშაოთა დასრულების დაგეგმილი ვადა 2009 წლის 20 დეკემბრამდე.

2009 წლის 23 დეკემბერს მეხუთედ შედის ცვლილება კონტრაქტში. შესაბამისად, უმნიშვნელოდ მცირდება ხელშეკრულების ღირებულება და შეადგენს 1361629 ლარს.

2009 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 20 დეკემბერს.

ლოტი 2 ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 16 მარტს.
ლოტი 2 სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 23 აგვისტოს.
ლოტი 2 სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს დავით ყარყარაშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 6 აგვისტოს კონტრაქტში ცვლილება შედის. ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 801452 ლარიდან იზრდება 335637 ლარით და შეადგენს 1137089 ლარს. საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობის დაზუსტება, რასაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თუმცა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი ინფორმაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება. შესყიდვის ღირებულება იზრდება დაახლოებით 42%25-ით (335637/801452*100=42%25).

ცვლილებით იზრდება სამუშაოების დასრულების ვადაც 2009 წლის 30 სექტემბრამდე.

2009 წლის 14 სექტემბერს დამატებით კიდევ შედის ცვლილება კონტრაქტში, რომლის მიხედვითაც სამუშაოების დასრულების ვადა 2009 წლის 30 ოქტომბრამდე იზრდება.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 30 ოქტომბერს მესამედ შედის ცვლილება კონტრაქტში. ხელშეკრულების ღირებულება 1137089 ლარიდან იზრდება 91284 ლარით და შეადგენს 1228373 ლარს. საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობის დაზუსტება, რასაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თუმცა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი ინფორმაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება. ჯამში ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება იზრდება 426921 ლარით. შესყიდვის ღირებულება იზრდება დაახლოებით 53%25-ით (426921 /801452 *100=53%25).

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ხორციელდება ზუსტად იმავე სამუშაოთა სახეობებში, რომლებშიც 2009 წლის 6 აგვისტოს ცვლილებით განხორციელდა სამუშაოთა მოცულობის - ღირებულების გაზრდა (მაგალითად, სენაკში, პროფესიული სწავლების ცენტრის საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების პირველი პოზიცია. პირველი ცვლილების შედეგად არსებული 236 კვ. იზრდება 3200 კვ.-მდე, ხოლო იგივე პოზიცია 2009 წლის 30 ოქტომბრის ცვლილებით კიდევ გაიზარდა 185 კვ.-ით). ან პირიქით, 2009 წლის 6 აგვისტოს ცვლილებით გარკვეულ სამუშაოთა სახეობებში მოცულობები შემცირდა, ხოლო 2009 წლის 30 ოქტომბრის ცვლილებით კი გაიზარდა მოცულობა-ღირებულება. (მაგალითად, სენაკში, პროფესიული სწავლების ცენტრის საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების მე-10 პოზიცია. არსებული 344 კვ. კარის რაოდენობა მცირდება 269 კვ.-მდე, ხოლო შემდეგ იზრდება 389 კვ.-მდე). ყოველივე აღნიშნული ნათლად მეტყველებს ცვლილებების უსაფუძვლობაზე და შესყიდვის პროცედურების არსებით დარღვევებზე.

ცვლილებით გაიზარდა სამუშაოების დასრულების დაგეგმილი ვადაც და განისაზღვრა 2010 წლის 28 თებერვლით. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებით შესყიდვა მრავალწლიანი ხდება ისე, რომ მასალებში არ მოიპოვება ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. რითაც დარღვეულიაშესყიდვების შესახებსაქ. კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნები.

2010 წლის 28 იანვარს მეოთხედ შედის ცვლილება ხელშეკრულებაში. ხელშეკრულების ღირებულება 1228373 ლარიდან იზრდება 160143 ლარით და შეადგენს 1388516 ლარს. საფუძვლად მითითებულია დამატებითი სარეკონსტრუქციო სამუშაოები. თუმცა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი ინფორმაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება. ჯამში ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება იზრდება 587064 ლარით. შესყიდვის ღირებულება იზრდება დაახლოებით 73%25-ით (587064 /801452 *100=73%25).

2010 წლის 17 მარტის №669-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ SB/IDP/CW/19-2009 ლოტი 2-ზე 2010 წლის 26 თებერვალს მგფ-ში შემოსულია შპს „ნიუ ენერჯის“ შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ.

2010 წლის 10 მარტს მეხუთედ შედის ცვლილება ხელშეკრულებაში და სამუშაოების დასრულების შემდეგ დაზუსტებული სამუშაო მოცულობების საფუძვლით, სამუშაოს ღირებულება 1388516 ლარიდან მცირდება 204585 ლარით და შეადგენს 1183931 ლარს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილების განხორციელების აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა) შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

2010 წლის 12 აპრილს მხარეებს შორის შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი SB/IDP/CW/19-2009 ლოტი 2-ზე, მასზედ, რომ სამუშაოები დასრულებულია 2010 წლის 28 თებერვალს.

ლოტი 3 ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 16 მარტს.
ლოტი 3 სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 23 აგვისტოს.
ლოტი 3 სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს დავით ყარყარაშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 12 აგვისტოს მგფ-ის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ცვლილება შედის კონტრაქტში და ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 1424621 ლარიდან იზრდება 250030 ლარით და შეადგენს 1674651 ლარს. საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობის დაზუსტება, რასაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის და სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. თუმცა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი ინფორმაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება. შესყიდვის ღირებულება იზრდება დაახლოებით 18%25-ით (250030/1424621*100=18%25)

შემდგომში 2009 წლის 14 სექტემბერს, ანუ როდესაც სამუშაოების დასრულების ვადა ლოტი 3-ზე უკვე გასულია 23 აგვისტოს და კომპანია ექვემდებარება დაჯარიმებას ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტში შედის ცვლილება და სამუშაოების დასრულების ვადა 2009 წლის 23 ოქტომბრამდე იზრდება.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის N379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 12 ოქტომბერს ხელშეკრულებაში ცვლილება შედის. სამუშაოების ღირებულება მცირდება 930166 ლარით და შეადგენს 744484 ლარს. რეალობაში კი სამუშაოების ღირებულება იზრდება.

კერძოდ, მესამე ლოტი მოიცავს რეაბილიტაციის შემდეგ ობიექტებს:

  1. „კოლხეთი“ მენჯი - 873924 ლარი

  2. მენჯის ბავშვთა სანატორიუმი - 221190 ლარი

  3. მენჯის №2 (პატარა სახლი) ღვინჯილიას №1 -54174 ლარი

  4. მენჯის რკინიგზის სანატორიუმი - 279491 ლარი

  5. №2 კორპუსი, ღვინჯილიას №3 - 245872 ლარი

ამ სამუშაოებიდან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შესყიდვიდან მთლიანად ამოიღეს 1 და 2 სამუშაოები, ხოლო 3, 4, 5 სამუშაოები გაიზარდა 164946 ლარით. ამ სახეობებში სატენდერო ღირებულება იყო 329507 ლარი. 2009 წლის 12 აგვისტოს ცვლილებით აღნიშნული ღირებულება გაიზარდა 250030 ლარით, 2009 წლის 12 ოქტომბრის ცვლილებით კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ - 164946 ლარით. ანუ ჯამში სატენდერო ღირებულება იზრდება 414976 ლარით. შესყიდვის ღირებულება იზრდება დაახლოებით 125%25-ით (414976 /329507 *100=125%25). სამუშაოების ღირებულების მსგავსი მასშტაბით ზრდა, როგორიც მე-3 ლოტზე დაფიქსირდა, პრაქტიკაში თითქმის არ არსებობს.

ცვლილებით იზრდება სამუშაოების დასრულების ვადაც 2009 წლის 30 ნოემბრამდე.

2009 წლის 2 დეკემბერს მეოთხედ შედის ცვლილება კონტრაქტში და სამუშაოს ღირებულება უმნიშვნელოდ მცირდება იმ სამუშაოების პოზიციებში, რომელშიც წინა ცვლილებების დროს გაზრდა მოხდა.

2009 წლის 11 დეკემბერს მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 30 ნოემბერს.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (78%25, 73%25 და 125%25) ეჭვს ბადებს ასეთის არსებობის შესახებ.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/20-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . გარდაბანში მდებარე კომისარიატის შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

მოკლე აღწერა:

2009 წლის 12 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. ტენდერის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა 14 თებერვალს.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 5 400 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

გ) დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 374839 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 9 პრეტენდენტმა:

  1. შპს „სანი“ - 309428 ლარი

  2. შპს „დაგი“ - 212700 ლარი

  3. შპს „არქსტუდია პერისტილი“ - 205571 ლარი

  4. შპს „ბერდი“ - 232756 ლარი

  5. შპს „პასატი“ - 222803 ლარი

  6. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 231984 ლარი

  7. შპს „მშენებელი“ - 255462 ლარი

  8. შპს „ალგეთი“ - 243876 ლარი

  9. შპს „გეოკოლორი“ - 228397 ლარი

გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „არქსტუდია პერისტილი“ სახელშეკრულებო ღირებულებით - 205571 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 20 მარტს.

სატენდერო წინადადების ღირებულება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 54%25- შეადგენს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 20 ივნისს.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს კახა ბოლქვაძე.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 17 ივნისს ცვლილება შედის კონტრაქტში. ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 205571 ლარიდან იზრდება 41382 ლარით და შეადგენს 246954 ლარს. საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობის დაზუსტება, რასაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თუმცა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი ინფორმაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება. შესყიდვის ღირებულება იზრდება დაახლოებით 20%25-ით (41382/205571*100=20%25).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (20%25) ეჭვს ბადებს ასეთის არსებობის შესახებ. თან საგულისხმოა, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერში უპირატესობის მოპოვების მიზნით შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 54%25-ის ოდენობის სატენდერო ფასი წარმოადგინა.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 1 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.

მნიშვნელოვანია, რომ არც მიღება-ჩაბარების აქტში და არც შესყიდვის სხვა დოკუმენტაციაში არსად არის მითითებული, თუ როდის დასრულდა სამშენებლო სამუშაოები. წარმოდგენილი დოკუმენტაციით მხოლოდ ის დგინდება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2009 წლის 1 ივლისს, ანუ დაგეგმილი ვადიდან 10 დღის დაგვიანებით.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/21-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი №1. ქ. ქუთაისში კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში მდებარე 4 სართულიან №1 და №2 სახლებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

მოკლე აღწერა:

2009 წლის 12 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. ტენდერის გამოქვეყნების თარიღი - 30 იანვარი შეცდომით არის მითითებული ანგარიშში ტენდერის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 9 000 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

გ) დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1055957 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 4-მა პრეტენდენტმა.

  1. შპს „ოდა“ - 603755 ლარი (ოქმში შეცდომით მითითებულია 309428 ლარი);

  2. შპს „გეოკოლორი“ - 831563 ლარი (ოქმში შეცდომით მითითებულია 205571 ლარი);

  3. შპს „დაგი“ - 881751 ლარი (ოქმში შეცდომით მითითებულია 232756 ლარი);

  4. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 860932 ლარი; (ოქმში შეცდომით მითითებულია 222803 ლარი);

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსოდასახელშეკრულებო ღირებულებით 603755 ლარი. სატენდერო წინადადების ღირებულება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 57%25- შეადგენს.

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 23 მარტს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 23 სექტემბერს.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 9 სექტემბერს ხელშეკრულებაში ცვლილება შედის. ღირებულება 603755 ლარიდან იზრდება 167278 ლარით და შეადგენს 771034 ლარს. საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობის დაზუსტება, რასაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თუმცა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება. შესყიდვის ღირებულება იზრდება დაახლოებით 28%25-ით (167278/603755*100=28%25).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (28%25) ეჭვს ბადებს ასეთის არსებობის შესახებ.

2009 წლის 6 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი. მნიშვნელოვანია, რომ არც მიღება-ჩაბარების აქტში და არც შესყიდვის სხვა დოკუმენტაციაში არსად არის მითითებული, თუ როდის დასრულდა სამშენებლო სამუშაოები. წარმოდგენილი დოკუმენტაციით მხოლოდ ის დგინდება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2009 წლის 6 ოქტომბერს, ანუ დაგეგმილი ვადიდან, 23 სექტემბრიდან, 14 დღის დაგვიანებით.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/22-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ხონში სამხედრო დასახლებაში მდებარე 4 სართულიან 84;90;91;92;96 სახლებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

მოკლე აღწერა:

2009 წლის 13 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. ტენდერის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა 14 თებერვალს.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 16 200 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

გ) დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს 3035000 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 2-მა პრეტენდენტმა.

  • შპს „სპეცმშენი 99“ - 2358266 ლარი

  • შპს „დაგი“ - 1682575 ლარი

გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „დაგი“ სახელშეკრულებო ღირებულებით - 1682705 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 25 მარტს. სატენდერო წინადადების ღირებულება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 55%25- შეადგენს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 25 ნოემბერს.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს კახა ბოლქვაძე.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 17 აგვისტოს ცვლილება შედის კონტრაქტში. ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 1682705 ლარიდან იზრდება 796762 ლარით და შეადგენს 2479467 ლარს. საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობის დაზუსტება. თუმცა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი ინფორმაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება. შესყიდვის ღირებულება იზრდება დაახლოებით 47%25-ით (796762/1682705*100=47%25).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები წარმოდგენილი იყო თუ არა სახეზე მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (47%25) ეჭვს ბადებს ასეთის არსებობის შესახებ. საგულისხმოა, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერში უპირატესობის მოპოვების მიზნით წარმოადგინა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 55%25-ის ოდენობის სატენდერო ფასი.

რადგანაც სამუშაოების დასრულების ვადა 2009 წლის 25 ნოემბერი გასულია, მიზანშეწონილია, შემდგომი შესწავლისთვის დამატებით გამოთხოვილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 4 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 15 ნოემბერს.

ატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/23-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერში მდებარე ფაბრიკის კორპუსებში (1; 2; 3 და 4), კოლეჯის დასახლებაში მდებარე ამბულატორიაში და საერთო საცხოვრებელში (სახლი 1; 2; 3; 4 და 5) განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/23-2009-L1

ლოტი 2. ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერის მეურნეობის დასახლებაში მდებარე ორსადარბაზოიან კორპუსებში (1; 2; 3; 4; 5; 6; 7; 8; 10 და 11) განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/23-2009-L2

ლოტი 3. ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში, პიონერთა ბანაკის 1;2;3; კლუბის და სასადილოს შენობებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/23-2009-L3

ლოტი 4. ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე სკოლა-ინტერნატის საძილე კორპუსში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/23-2009-L4

ლოტი 5. ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში მდებარე პროფსასწავლებლის 1 და 2 კორპუსებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/23-2009-L5

ლოტი 6. ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში მდებარე სკოლა-ინტერნატის 1, 2 და 3 კორპუსებში და საღებავების ქარხნის 1 და 2-ში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/23-2009-L6

მოკლე აღწერა:

2009 წლის 20 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. ტენდერის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა 21 თებერვალს.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ლოტი 1-ზე 9 000 000 ლარის, ლოტი 2-ზე 9 900 000 ლარის, ლოტი 3-ზე 9 000 000 ლარის, ლოტი 4-ზე 5 600 000 ლარის, ლოტი 5-ზე 8 100 000 ლარის, ლოტი 6-ზე 7 200 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) პრეტენდენტის პერსონალის საკვალიფიკაციო ინფორმაცია. მათ შორის პროექტის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის პროექტებში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე მსგავსი ხასიათის შეზღუდვა სამშენებლო სამუშაოებზე პირის დაშვების და მისი კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის არ არსებობს. რაც შეეხება ფისკალურ სარგებელს, წარმოუდგენელია, დაბალი ფასის შემომთავაზებელ პრეტენდენტს რა ფისკალური მოტივაციით უნდა ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ ჰყავს მაგალითად, მსგავსი სამუშაოების 8 წლის გამოცდილების მქონე მენეჯერი?

გ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია შესყიდვის სავარაუდო ღირებულების შესახებ

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 6-მა პრეტენდენტმა.

1. შპს „ალიანსი“
ლოტი №5 - 1139516 ლარი

2. შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველო“
ლოტი №1 - 998930 ლარი
ლოტი №2 - 1276550 ლარი
ლოტი №3 - 905270 ლარი

3. შპს „ინდუსტრია 2“
ლოტი №4 - 374902 ლარი
ლოტი №5 - 696362 ლარი

4. შპს „ნიუ ენერჯი“
ლოტი 1 - 754736 ლარი
ლოტი №2 - 1149632 ლარი
ლოტი №3 - 826965 ლარი
ლოტი №4 - 466818 ლარი
ლოტი №5 - 700807 ლარი
ლოტი №6 - 732813 ლარი

5. შპს „ბლოკ ჯორჯია“
ლოტი №1 - 819993 ლარი
ლოტი 2 - 942603 ლარი
ლოტი 3 - 795232 ლარი
ლოტი 4 - 363605 ლარი
ლოტი 5 - 688137 ლარი
ლოტი 6 - 551983 ლარი

6. შპს „სანი“
ლოტი №1 - 871385 ლარი
ლოტი №2 - 1073842 ლარი
ლოტი №4 - 514929 ლარი
ლოტი №6 - 758958 ლარი

გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ბლოკ ჯორჯია“ სახელშეკრულებო ღირებულებით:
ლოტი 1 - 823652 ლარი
ლოტი 2 - 942308 ლარი
ლოტი 3 - 795259 ლარი
ლოტი 4 - 363618 ლარი
ლოტი 5 - 688212 ლარი
ლოტი 6 - 551983 ლარი

ლოტი 1-ზე ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 26 მარტს.
ლოტი №1-ზე სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 30 აგვისტოს.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ვაჟა კირტავა.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 19 აგვისტოს კონტრაქტში შედის ცვლილება. ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 823652 ლარიდან მცირდება 154995 ლარით და შეადგენს 668656 ლარს. საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობის დაზუსტება, რასაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1 ლოტი მოიცავდა სამშენებლო სამუშაოების 12 სახეობას. მათგან, ცვლილებით, შესყიდვიდან საერთოდ ამოღებულია მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 სახეობები.

დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების სატენდერო ღირებულება 498057 ლარიდან რეალურად იზრდება 170600 ლარით და შეადგენს 668656 ლარს. ანუ შესყიდვის ღირებულება იზრდება დაახლოებით 26%25-ით (170600 /498057 *100=26%25).

თუ რა საფუძვლების გათვალისწინებით იქნა ამოღებული შესყიდვიდან გარე ქსელების რეაბილიტაცია, მგფ-ის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის და სხვა შესყიდვის მასალებით არ დგინდება.

სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადა იზრდება 2009 წლის 15 სექტემბრამდე.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 29 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 15 სექტემბერს.

ლოტი 2-ზე ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 26 მარტს.
ლოტი 2-ზე სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 30 აგვისტოს.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ვაჟა კირტავა.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 19 აგვისტოს კონტრაქტში ცვლილება შედის. ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 942308 ლარიდან მცირდება 6972 ლარით და შეადგენს 935336 ლარს. საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობის დაზუსტება, რასაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლოტი 2 მოიცავდა სამშენებლო სამუშაოების 13 სახეობას. მათგან ცვლილების საფუძველზე შესყიდვიდან საერთოდ ამოღებულია მე-12 და მე-13 სახეობა: საყოფაცხოვრებო სახლი - 74391 ლარი და ზედაეწერის გარე ქსელები - 167325 ლარი.

დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების სატენდერო ღირებულება 700592 ლარიდან რეალურად იზრდება 234744 ლარით და შეადგენს 935336 ლარს. შესაბამისად, შესყიდვის ღირებულება იზრდება დაახლოებით 34%25-ით (234744 /700592*100=34%25).

თუ რა საფუძვლების გათვალისწინებით იქნა ამოღებული შესყიდვიდან გარე ქსელების რეაბილიტაცია, მგფ-ის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის და სხვა შესყიდვის მასალებით არ დგინდება.

სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადა იზრდება 2009 წლის 15 სექტემბრამდე.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 29 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 15 სექტემბერს.

ლოტი 3-ზე ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 26 მარტს.
ლოტი 3-ზე სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 30 აგვისტოს.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ვაჟა კირტავა.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 19 აგვისტოს კონტრაქტში შედის ცვლილება, რის საფუძველზეც ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 795259 ლარიდან იზრდება 231673 ლარით და შეადგენს 1026932 ლარს. საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობის დაზუსტება, რასაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლოტი 3 მოიცავდა სამშენებლო სამუშაოების 7 სახეობას:

  1. პიონერთა ბანაკის ადმინისტრაციული კორპუსი - 137555 ლარი;

  2. სოფელ ჭკადუაში მდებარე პიონერთა ბანაკის 1 კორპუსი - 141756 ლარი;

  3. პიონერთა ბანაკის 2 კორპუსი - 143389 ლარი;

  4. პიონერთა ბანაკის 3 კორპუსი - 143131 ლარი;

  5. პიონერთა ბანაკის კლუბი - 23262 ლარი;

  6. პიონერთა ბანაკის სასადილო - 145027 ლარი;

  7. გარე ქსელები - 61136 ლარი;

აღნიშნული სამუშაოებიდან საერთოდ გაუქმდა მე-7 სახეობა (გარექსელები - 61136 ლარი). შესაბამისად, დარჩენილი სამშენებლო სამუშაოს სატენდერო ღირებულება 734120 ლარიდან გაიზარდა 292809 ლარით და შეადგინა 1026929 ლარი. ანუ შესყიდვის ღირებულება დაახლოებით 40%25-ით გაიზარდა (292809 /734120 *100=40%25).

სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადა 2009 წლის 15 სექტემბრამდე გადაიწია.

თუ რა საფუძვლების გათვალისწინებით იქნა ამოღებული შესყიდვიდან გარე ქსელების რეაბილიტაცია, მგფ-ის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის და სხვა შესყიდვის მასალებით არ დგინდება.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 29 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 15 სექტემბერს.

ლოტი 4-ზე ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 26 მარტს.
ლოტი 4-ზე სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 30 აგვისტოს.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ვაჟა კირტავა.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 19 აგვისტოს კონტრაქტში ცვლილება შედის. ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 363618 ლარიდან იზრდება 147042 ლარით და შეადგენს 510661 ლარს. საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობის დაზუსტება, რასაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლოტი 4 მოიცავდა სამშენებლო სამუშაოების 2 სახეობას:

  1. ზუგდიდი, ახალსოფელი, სკოლა-ინტერნატი - 340465 ლარი

  2. ზუგდიდი, ახალსოფელი, სკოლა-ინტერნატის გარექსელები - 22703 ლარი

აღნიშნული სამუშაოებიდან საერთოდ გაუქმდა მეორე სახეობა (ზუგდიდი, ახალსოფელი, სკოლა-ინტერნატის გარექსელები - 22703 ლარი). შესაბამისად, დარჩენილი სამშენებლო სამუშაოს სატენდერო ღირებულება 340465 ლარიდან გაიზარდა 170196 ლარით და შეადგინა 510661 ლარი. ანუ შესყიდვის ღირებულებამ დაახლოებით 50%25-ით მოიმატა (170196 /340465 *100=50%25).

თუ რა საფუძვლების გათვალისწინებით იქნა ამოღებული შესყიდვიდან გარე ქსელების რეაბილიტაცია, მგფ-ის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის და სხვა შესყიდვის მასალებით არ დგინდება.

სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადა 2009 წლის 15 სექტემბრამდე გადაიწია.

2009 წლის 14 სექტემბერს კი უკვე მეორედ შედის ცვლილება, რის საფუძველზეც სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადა 2009 წლის 15 ოქტომბრამდე გრძელდება.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 29 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 15 ოქტომბერს.

ლოტი 5-ზე ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 26 მარტს.
ლოტი 5-ზე სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 30 აგვისტოს.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ვაჟა კირტავა.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 19 აგვისტოს ცვლილება შედის კონტრაქტში. ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 688212 ლარიდან იზრდება 301334 ლარით და შეადგენს 989546 ლარს. საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობის დაზუსტება, რასაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლოტი 5 მოიცავდა სამშენებლო სამუშაოების 3 სახეობას:

  1. ზუგდიდი, სოფელ ინგირის პროფსასწავლებლის პირველი კორპუსი - 282910 ლარი;

  2. ზუგდიდი, სოფელ ინგირის პროფსასწავლებლის მეორე კორპუსი - 374754 ლარი;

  3. ზუგდიდი, სოფელ ინგირის პროფსასწავლებლის გარე ქსელები - 30546 ლარი;

აღნიშნული სამუშაოებიდან საერთოდ გაუქმდა მესამე სახეობა (ზუგდიდი, სოფელ ინგირის პროფსასწავლებლის გარე ქსელები - 30546 ლარი.), ხოლო დარჩენილი ორი სახეობა გაიზარდა 331881 ლარით. ჯამში დარჩენილი ორი სახეობის ღირებულება 657664 ლარიდან გაიზარდა 331881 ლარით, შესყიდვის ღირებულება კი - დაახლოებით 50%25-ით (331881/657664*100=50%25).

თუ რა საფუძვლების გათვალისწინებით იქნა ამოღებული შესყიდვიდან გარე ქსელების რეაბილიტაცია, მგფ-ის თანამშრომლის 2009 წლის 17 აგვისტოს მოხსენებითი ბარათის და შესყიდვის სხვა მასალებით არ დგინდება.

სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადა გაგრძელდა 2009 წლის 15 სექტემბრამდე, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბრის ცვლილებით კი ეს ვადა 2009 წლის 15 ოქტომბრამდე გაიზარდა.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 29 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 15 ოქტომბერს.

ლოტი 6-ზე ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 26 მარტს.
ლოტი 6-ზე სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 30 აგვისტოს.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ვაჟა კირტავა.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 19 აგვისტოს კონტრაქტში ცვლილება შედის, რის შედეგადაც ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 644783 ლარიდან იზრდება 324711 ლარით და შეადგენს 969494 ლარს. საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობის დაზუსტება, რასაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლოტი 6 მოიცავდა სამშენებლო სამუშაოების 6 სახეობას:

  1. ზუგდიდი, სოფელ ინგირის საღებავების ქარხანა (დიდი კორპუსი) - 161444 ლარი;

  2. ზუგდიდი, სოფელ ინგირის საღებავების ქარხანა (პატარა კორპუსი) - 21308 ლარი;

  3. ზუგდიდი, სოფელ ინგირის სკოლა-ინტერნატის 1 - 206951 ლარი;

  4. ზუგდიდი, სოფელ ინგირის სკოლა-ინტერნატის 2 - 198375 ლარი;

  5. ზუგდიდი, სოფელ ინგირის სკოლა-ინტერნატის 3 - 42794 ლარი;

  6. ზუგდიდი, სოფელ ინგირის სკოლა-ინტერნატის გარე ქსელები - 13907 ლარი;

აღნიშნული სამუშაოებიდან საერთოდ გაუქმდა მეექვსე სახეობა (ზუგდიდში სოფელ ინგირის სკოლა-ინტერნატის გარე ქსელები - 13907 ლარი), ხოლო დარჩენილი 5 სახეობა გაიზარდა 338618 ლარით. ჯამში დარჩენილი 5 სახეობის ღირებულება 657664 ლარიდან გაიზარდა 338618 ლარით. მგფ-ის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შესყიდვის ღირებულება დაახლოებით 52%25-ით იმატებს (338618/657664*100=52%25). მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 7 აგვისტოს მოხსენებით ბარათში საერთოდ არ არის ნახსენები მე-6 სახეობის შესყიდვიდან ამოღების რეალური მიზეზები და საფუძვლები.

ასევე, სამუშაოების დადგენილი ვადა იზრდება 2009 წლის 21 სექტემბრამდე.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 21 სექტემბერს მეორედ შედის ცვლილება კონტრაქტში, სამუშაოს ღირებულება უმნიშვნელოდ მცირდება და შეადგენს 961203 ლარს.

2009 წლის 5 ოქტომბერს მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 21 სექტემბერს.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (26%25; 34%25; 40%25; 50%25; 52%25) ეჭვს ბადებს ასეთის არსებობის შესახებ.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/24-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. დუშეთის რაიონში ბაზალეთის პანსიონატის 7 სართულიანი კორპუსის ბლოკში და 4 სართულიან კორპუსში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

მოკლე აღწერა:

2009 წლის 20 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. ტენდერის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა 21 თებერვალს.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 3 600 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენ შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1266648 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 13-მა პრეტენდენტმა.

  1. შპს „სსგ იბერია“ - 226394 ლარი

  2. შპს „დაგი“ - 234726 ლარი

  3. შპს „მშენებელი“ - 225065 ლარი

  4. შპს „არქსტუდია პერისტილი“ - 183921 ლარი

  5. შპს „სერვისი“ - 198498 ლარი

  6. შპს „ფონი“ - 226404 ლარი

  7. შპს „მკ“ - 222285 ლარი

  8. შპს „ნოვა“ - 170184 ლარი

  9. შპს „ნოდო“ - 212775 ლარი

  10. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 188666 ლარი

  11. შპს „სანი“ - 196455 ლარი

  12. შპს „გეოკოლორი“ - 197072 ლარი

  13. შპს „პასატი“ - 176493 ლარი

გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნოვა“ სახელშეკრულებო ღირებულებით - 171165 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 30 მარტს. სატენდერო წინადადების ღირებულება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 13%25- შეადგენს. თვალნათელია, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ან არასწორად განისაზღვრა ან ანგარიშში არასწორი მონაცემია შეტანილი.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 30 ივნისს.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ლევან ღამბაშიძე.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 10 ივნისს ცვლილება შედის კონტრაქტში. ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 171165 ლარიდან იზრდება 37028 ლარით და შეადგენს 209218 ლარს. საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობის დაზუსტება, რასაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის და დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. თუმცა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი ინფორმაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება. შესყიდვის ღირებულება იზრდება დაახლოებით 21%25-ით (37028/171165 *100=21%25).

ასევე სამუშაოების დასრულების დადგენილი ვადა იზრდება 2009 წლის 31 ივლისამდე.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (21%25) ეჭვს ბადებს ასეთის არსებობის შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 7 აგვისტოს, ანუ ხელშეკრულებით დადგენილი ვადის, 2009 წლის 31 ივლისის, გასვლის შემდეგ მეორე ცვლილება შედის კონტრაქტში, რის საფუძველზეც ხელშეკრულების ღირებულება მცირდება 310 ლარით და შეადგენს 205031 ლარს.

ასევე, 2009 წლის 12 აგვისტოს შედგენილია სამუშაოების დასრულების მიღება-ჩაბარების აქტი. ორივე წარმოდგენილი დოკუმენტი ადასტურებს, რომ სამუშაო დადგენილ ვადებში არ იქნა განხორციელებული. ეს გამოწვეულია შემსრულებლის მიერ ვადების დარღვევით სამუშაოების დასრულებაში თუ შემსყიდველის მიერ შესრულებული სამუშაოების დაგვიანებით მიღებით, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/25-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . მცხეთაში და მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანში, საგურამოში და წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია (მცხეთაში ყოფილი ტურბაზის 1 და 2 კორპუსი; სოფ. მუხრანში მდებარე ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლი; სოფ. საგურამოში მდებარე 5 სართულიანი სახლი; სოფ. წეროვანში მდებარე 2 სართულიანი სახლი).

მოკლე აღწერა:

2009 წლის 26 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 28 თებერვალს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 4 700 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა:

ლოტი 1-ზე - 439592 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 16-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „სსგ იბერია“ - 461558 ლარი

  2. შპს „მშენებელი“ - 394198 ლარი

  3. შპს „არქსტუდია პერისტილი“ - 333702 ლარი

  4. შპს „ფონი“ - 366876 ლარი

  5. შპს „სანი“ - 331079 ლარი

  6. შპს „გეოკოლორი“ - 392772 ლარი

  7. შპს „მკ“ - 452057 ლარი

  8. შპს „სამშენებლო კომპანია კონსტანტა“ - 341108 ლარი

  9. შპს „სერვისი“ - 363166 ლარი

  10. შპს „ნოდო“ - 385866 ლარი

  11. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 391417 ლარი

  12. შპს „მონოლითმშენი“ - 447371 ლარი

  13. სს „ხურო“ - 333511 ლარი

  14. შპს „ნოვა“ - 283276 ლარი

  15. შპს „ამა“ - 380057 ლარი

  16. შპს „პასატი“ - 271994 ლარი

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსპასატისახელშეკრულებო ღირებულებით - 271635 ლარი. სატენდერო წინადადების ღირებულება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 61%25- შეადგენს.

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 8 აპრილს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 10 ივნისს.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 26 მარტის წერილით, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ითხოვს სოფ. მუხრანში მდებარე 2 სართულიანი სახლის რეაბილიტაციის შეჩერებას, რადგანკონკრეტული შერჩევის საფუძველზეპირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებულია შპსქართული ტრადიციისმიერ. საგულისხმოა, რომ 26 მარტისათვის ამ ობიექტზე მგფ-ის მიერ შესყიდულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, გამოცხადდა ტენდერი და გაფორმდა შესაბამისი კონტრაქტი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2008 წლის 19 ნოემბრიდან უკვე პრივატიზებულია. როგორც დგინდება, შესყიდვის მომზადების მთელი რიგი ღონისძიებები და ხარჯები მგფ-მა არამიზნობრივად განახორციელა კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის მიმართ.

საგულისხმოა, რომ საპროექტო ორგანიზაცია შპსარქსერვისის“ (სავარაუდოა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მოამზადა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია), მგფ-ის, შპს პასატისდა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების მიერ დაზუსტდა სამუშაოთა მოცულობა. შედეგად, საკონტრაქტო ღირებულება 236 131 ლარიდან გაიზარდა 351 475 ლარით და შეადგინა 587 607 ლარი. შესაბამისად, 2009 წლის 1 ივნისს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 148%25-ით (351475 /236131 =148%25). გასაგებია, რომ სამუშაოებს დაემატა რიგი ახალი სამშენებლო სამუშაოების სახეობები, მაგრამ სახეზეა და ნათელია სამუშაოების არასრულყოფილი მომზადება და სრულიად არაზუსტი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება საპროექტო ორგანიზაციის მიერ და მგფ-ის მიერ მისი უნაკლოდ მიღება. გასათვალისწინებელია, რომ მგფ- არ იცავს ერთიან სტანდარტს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს და რა სახის სამუშაოები უნდა იყოს ჩატარებული დევნილთა საცხოვრებელ სახლებში, მიუხედავად იქ არსებული თავდაპირველი მდგომარეობისა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 2009 წლის 30 ივლისს 1708 წერილით (როდესაც კონტრაქტით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 10 ივნისს) მცხეთის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს დევნილების დაჟინებულ მოთხოვნას, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების ღირებულების გაზრდას. ახალი სამუშაო მოცულობებისა და სახეობების განფასებებს ახდენს შპსპასატი“, რომლის კორექტირება (შემცირება) მოხდა მგფ- მიერ, საბოლოოდ გაიზარდა 220 236 ლარით და შეადგინა 807 843 ლარი. შესაბამისად, 2009 წლის 10 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 37,4%25-ით (220236/587607*100=37,4%25). საბოლოო ჯამში კონტრაქტის სატენდერო ღირებულება გაიზარდა 185%25-ით. მნიშვნელოვანია, რომ მეორე ცვლილებით დამატებით გათვალისწინებულ იქნა ისეთი სამუშაოები, როგორიცაა სველ წერტილებში შეკიდული ჭერის მოწყობა, სამზარეულოს კედლების კაფელით მოპირკეთება, აივნების იატაკების მეტლახით მოპირკეთება და ..

აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები არასრულყოფილად იქნა მომზადებული. სამუშაო მოცულობები გაიზარდა ისეთ სახეობებში, რომლებსაც არ მოიცავს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. დაემატა მთელი რიგი სამუშაოების ისეთი სახეობები, რომელთა ერთეულის განფასება სატენდერო დოკუმენტაციაში არ იყო წარმოდგენილი და მისი განფასება მოახდინა შპს „პასატმა“. ტენდერის შეჯიბრითობის პრინციპი რეალურად დარღვეულია.

დაირღვა ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოების დასრულების 10 ივნისამდე ვადა. შემსყიდველის მიერ 2009 წლის 10 აგვისტოს ცვლილებით, საპატიოდ იქნა ჩათვლილი ვადის დარღვევა კონტრაქტორის მიერ და დადგინდა ახალი ვადა 2009 წლის 15 ოქტომბრამდე.

მიზანშეწონილია, შემდგომი შესწავლისთვის დამატებით გამოთხოვილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 2 ოქტომბერს მეოთხედ შედის ცვლილება ხელშეკრულებაში, ღირებულება იზრდება 123013 ლარით და ჯამში შეადგენს 930856 ლარს. სატენდერო ღირებულება 236131 ლარიდან იზრდება 694725 ლარით, ანუ 294%25-ით იზრდება სატენდერო ღირებულება. (694725 /236131*100=294%25). ასევე, ცვლილებით სამუშაოს ვადები გადაიწევს პირველ და მეორე პოზიციაზე 2009 წლის 5 ნოემბრამდე, ხოლო მესამე და მეოთხე პოზიციაზე 2009 წლის 15 ოქტომბრამდე.

საფუძვლად მითითებულია მგფ-ის, შპსპასატისდა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების მიერ დაზუსტებული სამუშაოთა მოცულობები.

2009 წლის 19 ნოემბერს მეხუთედ შედის ცვლილება ხელშეკრულებაში და ღირებულება უმნიშვნელოდ (815 ლარით) მცირდება.

2009 წლის 24 ნოემბერს მხარეთა შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაცსამუშაოები დასრულდა 2009 წლის 12 ნოემბერს, ხოლო კონტრაქტით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2009 წლის 5 ნოემბერს. შესაბამისად, კომპანია დაჯარიმდა 9300 ლარით.“ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სანქციის გამოყენება ძალიან სიმბოლურია, იმ გარემოებათა გამო, რომ სამუშაოების დასრულების ვადა იყო არა 5 ნოემბერი, არამედ მესამე და მეოთხე პოზიციაზე 2009 წლის 15 ოქტომბერი. შესაბამისად, მესამე და მეოთხე პოზიციაზე ჯარიმები უნდა დათვლილიყო არა 5 ნოემბრიდან, არამედ 15 ოქტომბრიდან. ხაზგასასმელია, რომ სამუშაოების დასრულების და ვადის დარღვევის შესახებ არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს, მიღება-ჩაბარების აქტში ასახული ვადების პერიოდები პირობითია და მისი რეალობასთან შესაბამისობა არ დასტურდება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/26-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ხონში სამხედრო დასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია (4 სართულიანი, 4 სადარბაზოიანი 89, 97, 102, 104 სახლები), საერთო ფართი -7462m2 SB/IDP/CW/26-2009-L1

ლოტი 2. . ხონში სამხედრო დასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია (4 სართულიანი, 4 სადარბაზოიანი 93, 98, 99, 101 სახლები), საერთო ფართი - 6327m2 SB/IDP/CW/26-2009-L2

მოკლე აღწერა:

2009 წლის 26 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 28 თებერვალს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 12 600 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენ შემთხვევაში, ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ განცხადებაში შემდგომ განხორციელებული ცვლილება ტექნიკურად გასამართია, ხოლო შესაბამისი ცვლილებები არ არის ასახული სატენდერო დოკუმენტაციაში (საბაზისო მონაცემთა ნუსხაში).

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა:

ლოტი 1 - 1754000 ლარს
ლოტი 2 - 1911640 ლარს

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 6-მა პრეტენდენტმა.

გამარჯვებულად გამოვლინდა:

ლოტი №1-ზე შპს „ნიუ ენერჯი“ სახელშეკრულებო ღირებულებით - 1018197 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 6 აპრილს. სატენდერო წინადადების ღირებულება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 58%25- შეადგენს.

ლოტი №2-ზე შპს „ნიუ ენერჯი“ სახელშეკრულებო ღირებულებით - 1183211 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 6 აპრილს. სატენდერო წინადადების ღირებულება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 62%25- შეადგენს.

სამუშაოები ორივე ლოტისათვის უნდა დასრულდეს 2009 წლის 10 ოქტომბერს.

ლოტი 1-ზე საპროექტო ორგანიზაციის შპსოპიზრის“ (სავარაუდოა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მოამზადა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია) და ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების მიერ დაზუსტდა სამუშაოთა მოცულობა. შედეგად, საკონტრაქტო ღირებულება 1 018 197 ლარიდან გაიზარდა 772947 ლარით და შეადგინა 1791144 ლარი. შესაბამისად, 2009 წლის 20 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 76%25-ით (772 947/1 018 197 =75,9%25).

ლოტი 2-ზე საპროექტო ორგანიზაციის შპსოპიზრის“ (სავარაუდოა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მოამზადა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია) და ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების მიერ დაზუსტდა სამუშაოთა მოცულობა. შედეგად საკონტრაქტო ღირებულება 1 183 211 ლარიდან გაიზარდა 742623 ლარით და შეადგინა 1925834 ლარი. შესაბამისად, 2009 წლის 20 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 63%25-ით (742 623/1 183 211 =62,7%25).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (76%25 და 63%25) ეჭვს ბადებს ასეთის არსებობის შესახებ.

მიზანშეწონილია, შემდგომი შესწავლისთვის დამატებით გამოთხოვილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის N379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ლოტი 1-ზე 2009 წლის 9 ოქტომბერს მეორედ განხორციელდა ცვლილება კონტრაქტში და სამუშაოთა დასრულების ვადად დადგინდა 2009 წლის 25 ნოემბერი. ცვლილების საფუძვლად მითითებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შეფერხება, თუმცა, მიზეზების შესახებ დოკუმენტაციაში არაფერია ნახსენები.

ლოტი 1-ზე 2009 წლის 19 ნოემბერს მესამედ განხორციელდა ცვლილება კონტრაქტში. ცვლილების შედეგად სამუშაოთა ღირებულება შემცირდა 9274 ლარით, მაგრამ მიუხედავად სამუშაოების მოცულობის შემცირებისა, სამუშაოთა დასრულების ვადა გაიზარდა 2009 წლის 9 დეკემბრამდე.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის N379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ლოტი 2-ზე 2009 წლის 9 ოქტომბერს მეორედ განხორციელდა ცვლილება კონტრაქტში და სამუშაოთა დასრულების ვადად დადგინდა 2009 წლის 25 ნოემბერი. ცვლილების საფუძვლად მითითებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შეფერხება, თუმცა მიზეზების შესახებ დოკუმენტაციაში არაფერია ნახსენები.

ლოტი 2-ზე 2009 წლის 19 ნოემბერს მესამედ განხორციელდა ცვლილება კონტრაქტში. ცვლილების შედეგად სამუშაოთა ღირებულება გაიზარდა 1678 ლარით. ასევე, სამუშაოთა დასრულების ვადაც 2009 წლის 9 დეკემბრამდე გადაიწია.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სამუშაოს შესრულების ვადების არაერთხელ გაზრდისა, დღევანდელი მდგომარეობით სამუშაოები არ არის დასრულებული. აღნიშნული, ასევე, დასტურდება მგფ-ის 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციითაც.

მიზანშეწონილია, შემდგომ შესწავლისთვის დამატებით გამოთხოვილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/27-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ზესტაფონში კვალითის დასახლებაში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია

მოკლე აღწერა:

2009 წლის 23 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო მინიმალურ გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 12 000 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენ შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1 970 200 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 4-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „ნიუ ენერჯი“ - 1339762 ლარი

  2. შპს „იმერეთი 1“ - 1419719 ლარი

  3. შპს „ლაზო ინვესტი“ - 1723752 ლარი

  4. შპსბლოკ ჯორჯია“ - 1188381 ლარი

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსბლოკ ჯორჯიასახელშეკრულებო ღირებულებით - 1 188 381 ლარი. სატენდერო წინადადება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 60%25- შეადგენს (1188381/1970200*100=60,3%25).

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 10 აპრილს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 10 ნოემბერს.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის N379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 6 ნოემბერს განხორციელდა ცვლილება კონტრაქტში, რის საფუძველზეც სამუშაოს ღირებულება 1188381 ლარიდან გაიზარდა 272742 ლარით და შეადგინა 1461123 ლარი. შესაბამისად, სამუშაოს ღირებულება იზრდება 23%25-ით (272742/1188381=23%25). ცვლილების საფუძვლად მითითებულია დამატებითი სამუშაოების წარმოშობა, რასაც ადასტურებს საპროექტო კომპანია და ტექნიკური ზედამხედველი. თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია, გარდა დეფექტური აქტისა, შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

2009 წლის 19 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 10 ნოემბერს. თუმცა კომპანიის მიერ წერილობითი ოფიციალური შეტყობინება იმის შესახებ, რომ სამუშაოები დადგენილ ვადებში დასრულდა, არ მოიპოვება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/28-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე 3 სართულიან ადმინისტრაციულ კორპუსში და მიქელაძე-მეველეს ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღში განთავსებული დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია

მოკლე აღწერა:

2009 წლის 26 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 26 თებერვალს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა: (წარმოდგენილ მასალებში განცხადება ტენდერის შესახებ არ მოიპოვებოდა, ამიტომ ვისარგებლეთ მგფ-ის ვებ-გვერდის მონაცემებით).

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 4 500 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 526 000 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 11-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „ტობე“ - 523304 ლარი

  2. შპს „იბერია 21“ - 419556 ლარი

  3. შპს „სერვისი“ - 378977 ლარი

  4. შპს „ბერდი“ - 371866 ლარი

  5. სს „სსგ იმერეთი 1“ - 438271 ლარი

  6. შპს „ოდა“ - 382849 ლარი

  7. შპს „ნოვა“ - 341681 ლარი

  8. შპს „მკ“ - 428135 ლარი

  9. შპს „თეგიტა უნივერსალი“ - 428135 ლარი

  10. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 368063 ლარი

  11. შპს „ფონი“ - 338468 ლარი

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსფონისახელშეკრულებო ღირებულებით - 338 469 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 6 აპრილს. სატენდერო წინადადება სავარაუდო ღირებულების 64%25-ს შეადგენს (338 469/526 000*100=64).

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 10 სექტემბერს.

შემდგომში, საპროექტო ორგანიზაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ დაზუსტდა სამუშაოთა მოცულობა. შედეგად საკონტრაქტო ღირებულება 338 469 ლარიდან გაიზარდა 35 374 ლარით და შეადგინა 373 844 ლარი. შესაბამისად, 2009 წლის 6 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 10%25-ით (35 374 /338 469*100=10,5%25).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა.

კონტრაქტში შეტანილი ცვლილებით სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდა თავისი მოცულობით, შეიძლება ითქვას, მცირეა. თუმცა, ამის მიუხედავად, წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვის მასალებით არ დგინდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სამოქალაქო კოდექსის 398- მუხლით არის გათვალისწინებული.

მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 6 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებებით სამუშაოების დასრულების ვადა 10 ოქტომბრამდე გადაიწია.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 2 ოქტომბერს მეორედ განხორციელდა ცვლილება კონტრაქტში, რის საფუძველზეც სამუშაოების ღირებულება გაიზარდა 29473 ლარით და შეადგინა 403317 ლარი. საბოლოო ჯამში გაიზარდა 64847 ლარით, რაც სატენდერო ღირებულების 19%25-ით გაზრდას იწვევს (64847 /338 469*100=19%25). სამუშაოს დასრულების დაგეგმილი ვადა დარჩა უცვლელი.

მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტის მიხედვით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2009 წლის 10 ოქტომბერს. 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილ მასალებში სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი არ მოიპოვება, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ სამუშაოები დადგენილ ვადებში არ არის დასრულებული.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/29-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . გორში შინდისის გზატკეცილზე მე-9 ტრესტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში და სოფ.ხიდისთავის პროფ. სასწავლებლის ყოფილი საერთო საცხოვრებლის პირველ, მეორე და მესამე კორპუსებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

მოკლე აღწერა:

2009 წლის 26 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 28 თებერვალს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუაღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 9 000 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1 108 703 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 8 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „ვატკინსონი“ - 1175383 ლარი

  2. შპს „დაგი“ - 999725 ლარი

  3. შპს „სანი“ - 958579 ლარი

  4. შპს „გილმარი 2“ - 998814 ლარი

  5. შპს „სერვისი“ - 988284 ლარი

  6. შპსბლოკ ჯორჯია“ - 845888 ლარი

  7. შპს „ინტერი 2007“ - 709998 ლარი

  8. შპს „სკ კონსტანტა“ - 980911 ლარი

გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ბლოკ ჯორჯიასახელშეკრულებო ღირებულებით 846501 ლარი.

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 10 აპრილს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 11 სექტემბერს.

შემდგომში, საპროექტო ორგანიზაციის, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კონტრაქტორის და დამკვეთის სპეციალისტების მიერ დაზუსტდა სამუშაოთა მოცულობა. შედეგად საკონტრაქტო ღირებულება 846 501 ლარიდან გაიზარდა 100 402 ლარით და შეადგინა 946 903 ლარი. შესაბამისად, 2009 წლის 29 ივლისს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება დაახლოებით 12%25-ით (100 402/846 501=12,3%25) გაიზარდა.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა.

კონტრაქტში შეტანილი ცვლილებით სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდა თავისი მოცულობით, შეიძლება ითქვას, რომ მცირეა, თუმცა, ამის მიუხედავად, სახელმწიფო შესყიდვის წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სამოქალაქო კოდექსის 398- მუხლით არის გათვალისწინებული.

მნიშვნელოვანია, რომ დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 4 სექტემბრის ცვლილების თანახმად,

  1. სოფ. ხიდისთავის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მეორე და მესამე კორპუსების სამუშაოთა დასრულების დაგეგმილი ვადაა 2009 წლის 11 სექტემბერი.

  2. სოფ. ხიდისთავის ყოფილი საერთო საცხოვრებლის პირველი კორპუსის სამუშაოთა დასრულების დაგეგმილი ვადაა 2009 წლის 25 სექტემბერი.

  3. მეცხრე ტრესტის საერთო საცხოვრებლების რეაბილიტაციის ვადა ღიად იქნა დატოვებული და ვადაში არ არის განსაზღვრული.

2009 წლის 14 სექტემბრის ცვლილების თანახმად:

  1. სოფ. ხიდისთავის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მეორე და მესამე კორპუსების სამუშაოთა დასრულების დაგეგმილი ვადაა 2009 წლის 11 სექტემბერი.

  2. სოფ. ხიდისთავის ყოფილი საერთო საცხოვრებლის პირველი კორპუსის სამუშაოთა დასრულების დაგეგმილი ვადაა 2009 წლის 25 ოქტომბერი.

  3. მეცხრე ტრესტის საერთო საცხოვრებლების რეაბილიტაციის ვადაც ღიად იქნა დატოვებული და ვადაში არ არის განსაზღვრული.

2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილ მასალებში არ მოიპოვება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი იმ სამუშაოებზე, რომლებზეც სამუშაოების დაგეგმილი ვადა უკვე გასულია. ასევე, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს მეცხრე ტრესტის საერთო საცხოვრებლების რეაბილიტაციის, მისი განხორციელებისა და დასრულების შესახებ.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/30-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ქუთაისში კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი სახლების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

მოკლე აღწერა:

2009 წლის 27 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 2 მარტს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 10 500 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 3 507 428 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 15-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „დაგი“ - 1499477 ლარი

  2. სს „იმერეთი 1“ - 1307989 ლარი

  3. შპს „ვატკისონი“ - 1210918 ლარი

  4. შპსბლოკ ჯორჯია“ - 1117491 ლარი

  5. შპსინტერი 2007“ - 841763 ლარი

  6. შპს „ნიუ ენერჯი“ - 1148388 ლარი

  7. სს „იბერია 21“ - 1359900 ლარი

  8. შპს „გრუსია“ - 2184433 ლარი

  9. შპს „თბილისი 2005“ - 1367059 ლარი

  10. შპს „ახალი მთვარე“ - 1191622 ლარი

  11. შპს „ოდა“ - 1145755 ლარი

  12. შპს „ტობე“ - 1332048 ლარი

  13. შპს „ალიონი 99“ - 1324399 ლარი

  14. შპს „არტესი“ - 1212274 ლარი

  15. შპს „ვიპ დიზაინი“ - 1298556 ლარი

მოწოდებული დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსბლოკ ჯორჯიასახელშეკრულებო ღირებულებით

1,117,246 ლარი.

მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებული წინადადება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 30%25- შეადგენს, ანუ პრეტენდენტმა 70%25-ით იმაზე დაბალი ფასი შემოგვთავაზა, ვიდრე შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო. შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ პრეტენდენტმა უპირატესობის მოპოვების მიზნით 70%25-ით შეამცირა სამუშაოს მიახლოებითი ღირებულება და შემდგომ სატენდერო წინადადების 44%25-ით გაზრდა მოითხოვა.

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 10 აპრილს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 10 ნოემბერს.

შემდგომში, 2009 წლის 13 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ. კერძოდ, ხელშეკრულების ღირებულება 1 117 246 ლარიდან გაიზარდა 486 379 ლარით და შეადგინა 1 603 625 ლარი, რითაც სატენდერო ღირებულება დაახლოებით 44%25-ით გაიზარდა (486 379/1117246=43,5%25).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. სახეზე იყო თუ არა წარმოდგენილი ასეთი გარემოებები, მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (44%25) ეჭვს ბადებს ასეთის არსებობის შესახებ.

რადგანაც ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2009 წლის 10 ნოემბერი, მიზანშეწონილია, შემდგომი შესწავლისთვის დამატებით გამოთხოვილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 24 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები დასრულდა დაგეგმილ ვადაში, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური წერილობითი შეტყობინება შემსყიდველის მიმართ მასალებში არ მოიპოვება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/31-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ქობულეთში ყოფილი სასაზღვრო საგუშაგოს, ყოფილი სანეპიდ სადგურის და ბათუმში ყოფილი ტექნიკური სკოლის შენობებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

მოკლე აღწერა:

2009 წლის 27 თებერვალს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 2 მარტს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 9 000 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ლარის დავალიანება, ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ? ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1 268 865 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 10-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „ანაგი“ - 1018757 ლარი

  1. შპს „ვატკინსონი“ - 1163601 ლარი

  2. შპს „ქრეათივ იმპრესიონს კაუკაზუს“ - 1235343 ლარი

  3. შპს „სანი“ - 1050465 ლარი

  4. შპს „ფიროსმანი“ - 1260551 ლარი

  5. შპსსერვისი“ - 859944 ლარი

  6. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 1052729 ლარი

  7. შპსახალი მთვარე“ - 997997 ლარი

  8. შპსვიპ დიზაინი“ - 892230 ლარი

  9. შპს „ელიმპ“ - 1116015 ლარი

მოწოდებული დოკუმენტების შესწავლით დადგინდა მნიშვნელოვანი გარემოებები:

1. უპირველეს ყოვლისა, დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში, ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

2. ყველაზე საუკეთესო ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი შპსსერვისიდისკვალიფიცირებულ იქნა იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი მასალებით არ გააჩნდა 9 მილიონი ლარის სამუშაო გამოცდილება. ხოლო უშუალოდ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებით და თანდართული დოკუმენტაციით დგინდება, რომ შპსსერვისისმიერ 2006-2007-2008 წლებში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ჯამი შეადგენს დაახლოებით 21 მილიონ ლარს. წარმოდგენილია ამის დამადასტურებელი ინფორმაცია. შესაბამისად, სრულიად წარმოუდგენელია და კანონსაწინააღმდეგოა იმ კომპანიის დისკვალიფიკაცია, რომელსაც, ამავე დროს, 33 000 ლარით უკეთესი წინადადება ჰქონდა გამარჯვებულ კომპანიასთან შედარებით. რაც შეეხება მოგების გადასახადის დეკლარაციით აღნიშნულის დადასტურებას, საგულისხმოა, რომ 2006-2007 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციის შესაბამისად შპს სერვისისსამუშაო გამოცდილებაა (2 877 920 + 6 251 385 =) 9 129 305 ლარი. ანუ მხოლოდ ორი წლის მონაცემს თუ ავიღებთ, სრულიად აკმაყოფილებს 9 მილიონიან სამუშაო გამოცდილებას (საკვალიფიკაციო გამოცდილებას). რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ არ წარმოადგინა შპს სერვისმა“ 2008 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციები, უნდა აღინიშნოს რომ სატენდერო პაკეტები გაიხსნა 2009 წლის 23 მარტს, ხოლო 2008 წლის დეკლარაციის წარდგენის ვადა არის 2009 წლის 30 მარტამდე. შესაბამისად, სრულიად კანონზომიერია, რომ კომპანიას ობიექტური მიზეზების გამო ჯერ არ გააჩნდა მოგების გადასახადის დეკლარაცია.

3. სატენდერო კომისიის 2009 წლის 23 მარტის №3 ოქმის შესაბამისად, კომისიის აზრით წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით არ ჩანს კომპანიის ბრუნვა, თუმცა „სხვა დოკუმენტების“ მოშველიებით გულისხმობს მის არსებობას. წარმოდგენილი სატენდერო წინადადებისა და თანდართული მასალების შესწავლისას დგინდება, რომ პრეტენდენტს წარმოდგენილი აქვს სამშენებლო სამუშაოების შესახებ მხოლოდ 2008 წლის ინფორმაცია, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 3 440 000 ლარს. მნიშვნელოვანია, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებით ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნა შემდგომ დაზუსტებას არ დაექვემდებარა. შესაბამისად, დაუშვებელი იყო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პრეტენდენტს მიეცა საშუალება გარკვეულ ვადაში დააზუსტოს საკვალიფიკაციო მოთხოვნა და წარმოადგინოს 2008 წლის საგადასახადო მოგების დეკლარაცია. თუმცა კომისია არც ამ შემთხვევაში არ ამახვილებს ყურადღებას შესაბამისი ინფორმაციის არ არსებობის შესახებ. დამატებით შპს „ვიპ-დიზაინის“ მიერ წარმოდგენილი დეკლარაციის შემდეგ დგინდება, რომ პრეტენდენტს გააჩნია შემდეგი ბრუნვა: 2006 წელს - 1 666 889 ლარი; 2007 წელს - 2 014 474 ლარი; 2008 წელს - 3 872 720 ლარი; ანუ ჯამში მოგების დეკლარაციების შესაბამისად კომპანიას გააჩნია 7 554 083 ლარის სამუშაო გამოცდილება, რითაც ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნას (9 მილიონი ლარი). შესაბამისად, კომპანიას უნდა მიეღო დისკვალიფიკაცია, მით უფრო, რომ ასევე კანონდარღვევით მიეცა საშუალება დამატებით წარმოედგინა დოკუმენტაცია

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად გამარჯვებულად გამოვლინდა შპსვიპ დიზაინი სახელშეკრულებო ღირებულებით 891940 ლარი.

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 21 აპრილს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 23 ოქტომბერს.

შემდგომში, 2009 წლის 20 ივლისის მგფ- თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საკონტრაქტო ღირებულება გაიზარდა 279 729 ლარით და შეადგინა 1 171 670 ლარი. შესაბამისად, 2009 წლის 23 ივლისს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 31%25- (279729/891940=31,3%25).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21- მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები იყო თუ არა წარმოდგენილი სახეზე, მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (31%25) ეჭვს ბადებს ასეთის არსებობის შესახებ.

რადგანაც ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2009 წლის 23 ოქტომბერი, მიზანშეწონილია, შემდგომი შესწავლისთვის დამატებით გამოთხოვილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 13 ოქტომბერს მეორედ შედის ცვლილება და სამუშაოების დასრულების დაგეგმილი ვადა გადაიწევს 2009 წლის 23 ნოემბრამდე.

2009 წლის 30 დეკემბერს მესამედ შედის ცვლილება ხელშეკრულებაში, სამუშაოების ღირებულება იზრდება 64716 ლარით და მცირდება 69631 ლარით, ჯამში მცირდება 4915 ლარით და შეადგენს 1166755 ლარს.

2009 წლის 2 დეკემბერს მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები დასრულებულია დაგეგმილ ვადაში, 2009 წლის 23 ნოემბერს.

საკმაოდ უცნაურია, რომ სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 23 ნოემბერს, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2009 წლის 2 დეკემბერს, ხოლო მესამედ ცვლილება გაფორმდა 2009 წლის 30 დეკემბერს, ანუ როცა სამუშაოების დასრულების ვადა გასულია და მხარეებს შორის გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/32-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ქუთაისში, კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში 6; 7; 9; 10; 11; 12; 14 სახლებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 4 მარტს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 6 მარტს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 12 900 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, ცვლილების შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 2102400 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 10-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „გრუსია“ - 15432224 ლარი

  2. შპს „ნიუ ენერჯი“ - 1552071 ლარი

  3. შპს „დაგი“ - 1621640 ლარი

  4. შპს „ვატკინსონი“ - 1481737 ლარი

  5. სს „სსგ იმერეთი 1“ - 1464372 ლარი

  6. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 1393684 ლარი

  7. შპს „თბილისი 2005“ - 1366423 ლარი

  8. შპს „ალიონი 99“ - 2062024 ლარი

  9. შპს „ვიპ დიზაინი“ - 1739600 ლარი

  10. შპს „სკკ ხიდი“ - 1331839 ლარი

მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი შპს „სკკ ხიდი“ (1331839 ლარი) დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვიდან იმ მიზეზით, რომ სამი წლის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა შეადგენდა დაახლოებით 10 100 000 ლარს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას მაღალი ადმინისტრაციული ბარიერების არსებობის შესახებ მითითებულ შესყიდვაში.

მეორე პოზიციაზე მდგომი პრეტენდენტი შპს „თბილისი 2005“ (1366423 ლარი), ასევე, დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვიდან იმ მიზეზით, რომ სამი წლის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა შეადგენდა დაახლოებით 8 900 000 ლარს.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსბლოკ ჯორჯიასახელშეკრულებო ღირებულებით 1393692 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 66%25-ია.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 8 მაისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 27 ნოემბერს.

შემდგომში, 2009 წლის 12 აგვისტოს, დამატებით წარმოშობილი საჭიროების საფუძვლით, რომელიც დადასტურდა საპროექტო ორგანიზაციის მიერ და მგფ-ის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საკონტრაქტო ღირებულება 1393692 ლარიდან გაიზარდა 911428 ლარით და შეადგინა 2305121 ლარი. აღნიშნული ცვლილების საჭიროებას ადასტურებს, ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელიც. შესაბამისად, გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 65%25-ით (911428/1393692 *100=65%25). მნიშვნელოვანია, რომ ცვლილების განხორციელების საფუძვლად მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები იყო თუ არა წარმოდგენილი სახეზე, მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (65%25) ეჭვს ბადებს ასეთის არსებობის შესახებ.

რადგანაც ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 27 ნოემბერი, მიზანშეწონილია, შემდგომი შესწავლისთვის დამატებით გამოთხოვილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების და ღირებულების გაზრდის საფუძველი არის ისეთი სამუშაოები, რომელთა უდიდესი ნაწილი დაფარულ სამუშაოთა სახეობას წარმოადგენს. (მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს სახეობაკედლიდან ნალესის ჩამოყრასატენდერო დოკუმენტაციაში ხარჯთაღრიცხვით განფასებული იყო 1კვ.. - 0,10 ლარი, ხოლო ცვლილების შედეგად გაზრდილ მოცულობაზე განფასებული იყო 1კვ.. - 0,35 ლარით).

2009 წლის 10 დეკემბერს გაფორმებულ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 27 ნოემბერს, თუმცა დამატებით წარმოდგენილი მასალები ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას არ შეიცავს.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/34-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ბათუმში ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის, საზღვაო აკადემიის და მეზღვაურთა ყოფილი სასტუმროს შენობებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 4 მარტს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 7 მარტს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 9 000 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ლარის დავალიანება, ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ? ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1225770 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 7-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „ახალი მთვარე“ - 909018 ლარი

  2. შპს „ნიუ ენერჯი“ - 1114373 ლარი

  3. შპს „ანაგი“ - 826691 ლარი

  4. სს „ერ თი ჯი“ - 999967 ლარი

  5. შპს „კ.ი.დ“ - 1183767 ლარი

  6. შპს „ბლოკ ჯორჯია“ -964784 ლარი

  7. შპს „თბილისი 2005“ - 923723 ლარი

მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსანაგისახელშეკრულებო ღირებულებით 826690 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 67%25-ია.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 8 აპრილს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 13 ოქტომბერს.

შემდგომში, 2009 წლის 3 აგვისტოს დამატებით წარმოშობილი საჭიროების საფუძვლით, რომელიც დადასტურდა საპროექტო ორგანიზაციის მიერ და მგფ-ის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საკონტრაქტო ღირებულება 826690 ლარიდან გაიზარდა 314400 ლარით და შეადგინა 1141091 ლარი. შესაბამისად, გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 38%25-ით (314400/826690 *100=38%25). მნიშვნელოვანია, რომ ცვლილების განხორციელების საფუძვლად მითითებულ გარემოებას ადასტურებს ის საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც სავარაუდოდ პასუხისმგებელი და შემსრულებელი იყო სრულყოფილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის 20 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მგფ-ში წარმოდგენილ იქნა კორესპონდენცია, სადაც მითითებულია, რომ სარეაბილიტაციო 3 ობიექტიდან საზღვაო აკადემიის საერთო საცხოვრებლის პირველი და მეორე სართული თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება და მის გადმოცემაზე თავდაცვის სამინისტრო უარს აცხადებს. მნიშვნელოვანია, რომ სარეაბილიტაციო ობიექტი ისე შეირჩა, ისე მომზადდა რეაბილიტაციის პროექტი და ტენდერი ისე გამოცხადდა, რომ არც კი დაზუსტდა, ვის მფლობელობაში იყო.

აქვე საინტერესოა, რომ 2009 წლის 7 სექტემბერს კონტრაქტში მეორედ შედის ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობა მცირდება, კონტრაქტის ღირებულება იზრდება 58980 ლარით და შეადგენს 1200071 ლარს, რითაც კონტრაქტის თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით იზრდება 45%25-ით. რეალურად სამუშაოების ღირებულება სამუშაოს მოცულობის შემცირების საფუძველზე უფრო მეტი პროცენტით იზრდება. შესაბამისად, ასევე, იზრდება საზღვაო აკადემიის საერთო საცხოვრებლის სამუშაოების დასრულების ვადაც და განისაზღვრება 2009 წლის 20 დეკემბრით.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები იყო თუ არა წარმოდგენილი სახეზე, მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (45%25) ეჭვს ბადებს ასეთის არსებობის შესახებ. საგულისხმოა, რომ კონტრაქტის ღირებულების ასეთი მაღალი ზრდა განხორციელდა სამუშაო მოცულობის შემცირების პირობებში.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 9 ოქტომბერს კონტრაქტში მესამედ შედის ცვლილება და სამუშაოების დასრულების დაგეგმილი ვადა იზრდება სამუშაოების პირველ პოზიციაზეც. კერძოდ, ბათუმში, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის და მეზღვაურთა ყოფილი სასტუმროს შენობების სამუშაოების დასრულების დაგეგმილი ვადა იზრდება 2009 წლის 13 ოქტომბრიდან 2009 წლის 20 დეკემბრამდე.

მნიშვნელოვანია, რომ 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 17 დეკემბერს მეოთხედ შედის ცვლილება კონტრაქტში, სამუშაოების ღირებულება კიდევ იზრდება 34842 ლარით და შეადგენს 1234913 ლარს. საბოლოო ჯამში ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება იზრდება 408222 ლარით, რაც 49%25-ით იწვევს ღირებულების გაზრდას (408222 /826690 *100=49%25).

ცვლილებით იზრდება სამუშაოების დასრულების დაგეგმილი ვადაც 2010 წლის 1 აპრილამდე.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება ორი წლის განმავლობაში, რაც წარმოადგენს მრავალწლიან შესყიდვას დასახელმწიფო შესყიდვის შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ფინანსთა სამინისტროსა და შესყიდვების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას საჭიროებს. შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესყიდვების მასალებში არ მოიპოვება, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მსგავსი შეთანხმება არც განხორციელებულა.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/35-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ბორჯომში სს სანატორიუმ მთის ხეობის შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/35-2009-L1

ლოტი 2. . ბორჯომში სსსანატორიუმ პლატოსშენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/35- 2009-L2

მოკლე აღწერა:

2009 წლის 9 მარტს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 11 მარტს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ლოტი №1-ზე - 10 200 000 ლარის, ლოტი №2-ზე - 7 200 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ლარის დავალიანება, ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ? ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა

ლოტი 1-ზე - 1919581 ლარს;
ლოტი 2-ზე - 1030472 ლარს;

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 8 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „სანი“ - ლოტი №1 - 1274780 ლარი, ლოტი №2 - 695705 ლარი;

  2. შპს „ნიუ ენერჯი“ - ლოტი №1 - 1454841 ლარი, ლოტი №2 - 772592 ლარი;

  3. შპს „მშენებელი 2004“ - ლოტი №2 - 995575 ლარი;

  4. სს „თბილმრეწვმშენი 3“ - ლოტი №1 - 1570578 ლარი, ლოტი №2 - 800302 ლარი;

  5. შპს „ასტორია“ - ლოტი №2 - 753158 ლარი;

  6. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - ლოტი №1 - 1247027 ლარი (ოქმში შეცდომით მითითებულია 1274027 ლარი), ლოტი №2 - 684349 ლარი;

  7. შპს „რეკონსტრუქცია +“ ლოტი №2 - 952874 ლარი;

  8. შპს „ამა“ - ლოტი №2 -596156 ლარი;

მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ბლოკ ჯორჯია“ სახელშეკრულებო ღირებულებით ლოტი №1-ზე 1247077 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 64%25-ია და ლოტი №2-ზე 684348 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 66%25-ია.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 24 აპრილს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს ლოტი №1-ზე 2009 წლის 28 დეკემბერს, ხოლო ლოტი №2-ზე 28 ოქტომბერს.

ლოტი 1-ზე, შემდგომში, 2009 წლის 8 ივლისის მგფ-ის თანამშრომლის რამდენიმე მოხსენებითი ბარათის საფუძველზე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის რამდენიმე შუამდგომლობის საფუძველზე საკონტრაქტო ღირებულება 1247077 ლარიდან გაიზარდა 203524 ლარით და შეადგინა 1450602 ლარი. შესაბამისად, 2009 წლის 8 ივლისს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 16%25-ით (203524 /1247077*100=16%25).

2009 წლის 14 აგვისტოს მეორედ შედის ცვლილება კონტრაქტში და ღირებულება იზრდება 6134 ლარით, რაც ჯამში შეადგენს 1456736 ლარს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სხვა შესწავლილი სახელმწიფო შესყიდვისგან განსხვავებით, პირველი პრეცედენტია, როდესაც შესყიდვის მასალებში მოიპოვება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოგზავნილი არაერთი კორესპონდენცია, რაც ნამდვილად ადასტურებს ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას და საჭიროებას. ამ შემთხვევაში, მხოლოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის არასრულყოფილ მომზადებასთან გვაქვს საქმე.

2009 წლის 28 დეკემბერს მესამედ შედის ცვლილება კონტრაქტში და ღირებულება მცირდება 244 ლარით, რაც ჯამში შეადგენს 1456492 ლარს. ცვლილებით, ასევე, გაგრძელდა სამუშაოების დასრულების დაგეგმილი ვადა 2010 წლის 25 იანვრამდე.

2010 წლის 17 მარტის №669-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ SB/IDP/CW/35-2009 ლოტი 1-ზე 2010 წლის 22 იანვარს მგფ-ში შემოსულია შპს „ბლოკ ჯორჯიას“ შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ.

2010 წლის 2 თებერვალს კონტრაქტში მეოთხედ შევიდა ცვლილება და სამუშაოს ღირებულება შემცირდა უმნიშვნელოდ - 2005 ლარით.

2010 წლის 5 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც სამუშაოების დასრულების თარიღად მიეთითა 2010 წლის 25 იანვარი.

ლოტი №2-ზე 2009 წლის 26 ივნისს, მგფ-ის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის რამდენიმე შუამდგომლობის საფუძველზე, საკონტრაქტო ღირებულება 684348 ლარიდან მცირდება 8334 ლარით და შეადგენს 676013 ლარს. შესყიდვის სამუშაოებიდან ამოღებულ იქნა მთელი რიგი სამუშაოების სახეობები, რომლის შედეგად წარმოშობილი ეკონომიის ფარგლებში შესაძლებელი გახდა დამატებითი დაპროექტების დროს გაუთვალისწინებელი სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული შესყიდვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო შესყიდვა არასრულყოფილად იქნა მომზადებული. ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის აქტიური მონაწილეობის შედეგად შესყიდვა მეტად ეფექტური და ოპტიმალური დანახარჯებით იქნა მიღწეული.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 8 დეკემბერს კონტრაქტში მეორედ შედის ცვლილება, სამუშაოს ღირებულება მცირდება 16010 ლარით და შეადგენს 720674 ლარს.

2009 წლის 10 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 27 ნოემბერს, მაგრამ ამის დამადასტურებელი ოფიციალური წერილობითი შეტყობინება შემსრულებლის მიერ მგფ-ისადმი საქმეში არ არსებობს.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/36-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ქობულეთში 7 საჯარო სკოლაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 13 მარტს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 16 მარტს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 7 200 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ლარის დავალიანება, ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ? ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1012640 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 6-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპსანაგი“ - 723574 ლარი

  2. შპს „ნიუ ენერჯი“ - 749798 ლარი

  3. შპს „გრუსია“ - 877918 ლარი

  4. შპს „ინდუსტრია 2“ - 823628 ლარი

  5. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 750615 ლარი

  6. შპს „დაგი“- 767686 ლარი

მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსანაგისახელშეკრულებო ღირებულებით 723564 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 71%25-ია.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 23 აპრილს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 27 ოქტომბერს.

შემდგომში, 2009 წლის 10 ივლისის მგფ-ის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საპროექტო ორგანიზაციის შპსაჭარსპეცპროექტისწარმომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე, საკონტრაქტო ღირებულება 723564 ლარიდან გაიზარდა 67519 ლარით და შეადგინა 791083 ლარი. შესაბამისად, 2009 წლის 10 ივლისს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 10%25-ით (67519/723564*100=10%25).

2009 წლის 10 აგვისტოს მეორედ შედის ცვლილება კონტრაქტში და ღირებულება იზრდება 12961 ლარით, რაც ჯამში შეადგენს 804045 ლარს. ცვლილების საფუძვლად მითითებულია საპროექტო ორგანიზაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ დაზუსტებული სამუშაოების მოცულობები. ერთი და იგივე საფუძვლით ღირებულების მეორედ დაუსაბუთებელი გაზრდა უფრო მეტად არასარწმუნოს ხდის სახელმწიფო შესყიდვის კანონიერებას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება. 2009 წლის 10 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 2%25-ით (12961/791083*100=2%25).

ჯამში კონტრაქტის ღირებულება 723564 ლარიდან გაიზარდა 80480 ლარით და შეადგინა 804045 ლარი, რაც დაახლოებით 11%25-ით იწვევს სატენდერო ღირებულების გაზრდას.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სხვა შესწავლილი სახელმწიფო შესყიდვისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, ცვლილების სიდიდე არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ აღნიშნული ადასტურებს შესყიდვის მომზადების და შემდგომი განხორციელების დაბალ ხარისხს.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 6 ნოემბერს მესამედ შედის ცვლილება კონტრაქტში, სამუშაოს ღირებულება მცირდება 25202 ლარით და შეადგენს 778843 ლარს.

2009 წლის 7 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 27 ოქტომბერს, მაგრამ ამის დამადასტურებელი ოფიციალური შეტყობინება შემსრულებლის მიერ გაგზავნილ მგფ-ის მასალებში არ მოიპოვება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/37-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ბათუმში ყოფილი მექანიკური ქარხნის დამხმარე შენობაში და მელიქიშვილის ქუჩაზე საბავშვო ბაღის შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 20 მარტს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 21 მარტს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 7 200 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ლარის დავალიანება, ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ? ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1537280 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 2-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „ანაგი“ - 1171326 ლარი
2. შპსნიუ ენერჯი“ - 1138040 ლარი

მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა

გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნიუ ენერჯი“ სახელშეკრულებო ღირებულებით 1138040 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 74%25-ია.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 30 აპრილს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 29 ნოემბერს.

სამუშაოთა ზედამხედველი შემსყიდველის მხრიდან არის ზაზა ფირცხალაიშვილი.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 25 ნოემბერს შედის ცვლილება კონტრაქტში, ღირებულება 1138040 ლარიდან იზრდება 140806 ლარით და შეადგენს 1278847 ლარს. ცვლილების საფუძვლად მითითებულია საპროექტო ორგანიზაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ დაზუსტებული სამუშაოების მოცულობები. ცვლილებით სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 12%25-ით (140806/1138040*100=12%25). გაიზარდა სამუშაოების დასრულების დაგეგმილი ვადაც 2009 წლის 24 დეკემბრამდე. რა თქმა უნდა, ცვლილების სიდიდე არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ აღნიშნული შესყიდვის მომზადების და შემდგომი განხორციელების დაბალ ხარისხზე მეტყველებს.

2010 წლის 4 იანვარს მეორედ შედის ცვლილება კონტრაქტში, ღირებულება იზრდება 5148 ლარით და მცირდება 37695 ლარით. საბოლოოდ, ჯამში მცირდება 32547 ლარით და შეადგენს 1246300 ლარს.

2009 წლის 28 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით სამუშაოები დასრულდა ვადაზე ადრე, 2009 წლის 17 დეკემბერს.

საოცარია, რომ 2010 წლის 4 იანვარს მეორე ცვლილება განხორციელდა მაშინ, როდესაც სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 17 დეკემბერს. მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი 2009 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა. მეორე ცვლილების შინაარსი შესყიდვის განხორციელების პროცედურებთან შეუსაბამოა.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/38-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ქუთაისში კოოპერატიული ტექნიკუმის სასწავლო კორპუსში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 20 მარტს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 21 მარტს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 10 500 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ლარის დავალიანება, ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1713178 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 7-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „მშენებელი 80“ - 1171326 ლარი

2. შპს „ნიუ ენერჯი“ - 1283501 ლარი

3. შპსაქსისი“ - 1067114 ლარი

4. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 1164045 ლარი

5. შპს „თეგეტა მოტორსი“ - 1758941 ლარი

6. სს „იმერეთი 1“ - 1276544 ლარი

7. შპსოდა“ - 1148434 ლარი

მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მისაღები ფასის წარმომდგენი კომპანია შპს „აქსისი“ დისკვალიფიცირებულ იქნა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, რასაც ვეთანხმებით და მიგვაჩნია, რომ მართებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსოდასახელშეკრულებო ღირებულებით 1148468 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 67%25-ია.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 11 მაისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 18 ნოემბერს.

სამუშაოთა ზედამხედველი შემსყიდველის მხრიდან არის ანზორ ანდღულაძე.

რადგანაც ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2009 წლის 18 ნოემბერი, მიზანშეწონილია, რომ შემდგომი შესწავლისთვის დამატებით გამოთხოვილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/39-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საფინანსო კოლეჯში და გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სამთო ტექნიკუმის სასწავლო კორპუსში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 20 მარტს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 21 მარტს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 6 900 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ლარის დავალიანება, ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ? ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1156710 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 7-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „მშენებელი 80“ - 849824 ლარი

  2. შპს „ნიუ ენერჯი“ - 821179 ლარი

  3. შპს „აქსისი“ - 817563 ლარი

  4. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 799920 ლარი

  5. შპს „გილმარი 2“ - 830748 ლარი

  6. სს „იმერეთი 1“ - 864976 ლარი

  7. შპსოდა“ - 718799 ლარი

მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსოდასახელშეკრულებო ღირებულებით 718830 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 62%25-ია.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 11 მაისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 30 ნოემბერს.

სამუშაოთა ზედამხედველი შემსყიდველის მხრიდან არის ანზორ ანდღულაძე.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 26 ნოემბერს შედის ცვლილება კონტრაქტში, ღირებულება 718830 ლარიდან იზრდება 205488 ლარით და შეადგენს 924319 ლარს. ცვლილების საფუძვლად მითითებულია საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დაზუსტებული სამუშაოების მოცულობები. ცვლილებით სატენდერო ღირებულება დაახლოებით 29%25-ით გაიზარდა (205488/718830*100=29%25).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც მანამდე არსებობდა მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები იყო თუ არა წარმოდგენილი სახეზე, მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (29%25) ეჭვს ბადებს ასეთის არსებობის შესახებ.

2009 წლის 11 დეკემბერს მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 30 ნოემბერს, თუმცა შემსრულებელი კომპანიის მიერ მგფ-ისადმი ოფიციალური წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/40-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . თელავში, საგარეჯოში და გურჯაანის რაიონის სოფ. ბაკურციხეში დევნილების საცხოვრებელი ბინების გარე წყალსადენისა და კანალიზაციის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 20 მარტს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 21 მარტს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფირმის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით, გარკვეულწილად, შეიზღუდა ორი ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების ტენდერში მონაწილეობა. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 4 200 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ლარის დავალიანება, ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ? ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 202329 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 2-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „ბურჯი 21“ - 215021 ლარი

  2. შპს „ნიუ ენერჯი“ - 238172 ლარი

მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენს შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

საუკეთესო სატენდერო ფასის წარმომდგენი შპს „ბურჯი“ დისკვალიფიცირებულ იქნა საკვალიფიკაციო პირობების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, რასაც ვეთანხმებით და მიზანშეწონილად მიგვაჩნია.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსნიუ-ენერჯისახელშეკრულებო ღირებულებით - 238172 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 117%25-ია.

მნიშვნელოვანია, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 202329 ლარს, რაც ასახული იყო შესყიდვის გეგმაშიც და შესაბამის ბიუჯეტის ასიგნებაშიც. ხოლო სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი ფასი 17%25-ით მეტია შემსყიდველის ფინანსურ შესაძლებლობასთან და გეგმასთან. „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებდებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის 1 ბრძანების მე-21 მუხლის თანახმად, ტენდერი უნდა დასრულდეს უარყოფითი შედეგით, თუ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში შემსყიდველის მიერ უხეშად უგულებელყოფილია ნორმატიული აქტის აღნიშნული მოთხოვნა შემსყიდველის მიერ.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 24 აპრილს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 28 ივნისს.

სამუშაოთა ზედამხედველი შემსყიდველის მხრიდან არის თენგო ალექსიშვილი.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 10 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები დადგენილ ვადებში დასრულდა, თუმცა, შემსრულებელი კომპანიის მიერ მგფ-ისადმი ოფიციალური წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/41-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. დაბა ჩაქვში ყოფილი სკოლის შენობის რეკონსტრუქცია დევნილების საცხოვრებელი ბინების მოწყობის მიზნით.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 23 მარტს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია.

2009 წლის 25 მარტს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ფირმის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა 2 ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 12 600 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია პრეტენდენტისგან ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 2354800 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 7 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპსმშენებელი 80“ - 1724642 ლარი;

  2. შპს „ნიუ ენერჯი“ - 2039377 ლარი;

  3. შპს „დაგი“ - 1796182 ლარი;

  4. შპს „სპეცმშენი 99“ - 2292905 ლარი;

  5. შპს „ანაგი“ - 1748672 ლარი;

  6. სს „გრუსია“ - 1729343 ლარი;

  7. შპს „თბილისი 2005“ - 1761349 ლარი.

მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენ შემთხვევაში, ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსმშენებელი 80“ სახელშეკრულებო ღირებულებით - 1724642 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 73%25-ია.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 8 მაისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 30 დეკემბერს.

შემსყიდველის მხრიდან სამუშაოთა ზედამხედველი არის ზაზა ფირცხალაიშვილი.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 30 ნოემბერს ცვლილება შედის კონტრაქტში და ღირებულება 1724642 ლარიდან იზრდება 384650 ლარით და შეადგენს 2109292 ლარს. ცვლილების საფუძვლად მითითებულია საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დაზუსტებული სამუშაოების მოცულობები, რომლებიც დადასტურებული იქნა შემსყიდველის, შემსრულებლის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლების მიერ. ცვლილებით სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 22%25-ით (205488/718830*100=22%25).

ცვლილებით ასევე გაიზარდა სამუშაოების დამთავრების დაგეგმილი ვადა და განისაზღვრა 2010 წლის 30 იანვრით, რითაც შესყიდვა გახდა მრავალწლიანი. შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება შესყიდვების სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს წინასწარი თანხმობები. შესაბამისად, დარღვეულიაშესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნები.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა, ცვლილების დიდი მოცულობა (22%25) ასეთის არსებობის შესახებ ეჭვს ბადებს.

2010 წლის 17 მარტის №669-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ SB/IDP/CW/41-2009-ზე 2010 წლის 26 იანვარს მგფ-ში შემოსულია შემსრულებლის შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ.

2010 წლის 5 თებერვალს კონტრაქტში მეორედ შედის ცვლილება და სამუშაოს ღირებულება მცირდება უმნიშვნელოდ - 1670 ლარით.

2010 წლის 8 თებერვალს მხარეთა შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები დასრულებულია 2010 წლის 26 იანვარს.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/42-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. შპსბორჯომის სამკურნალო-საწარმო გაერთიანებისპირველი და მეორე კორპუსებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

მოკლე აღწერა:

2009 წლის 25 მარტს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 26 მარტს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ფირმის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა 2 ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 7 200 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია პრეტენდენტისგან ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 860548 ლარს;

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 9 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „რეკონსტრუქცია +“ - 647075 ლარი;

  2. შპს „ნიუ ენერჯი“ - 634567 ლარი;

  3. შპს „დაგი“ - 631157 ლარი;

  4. შპსარტესი- 570547 ლარი;

  5. შპს „დასავლეთგაზმშენი“ - 581240 ლარი;

  6. შპს „გეოკოლორი“ - 714505 ლარი;

  7. ერთობლივი საწარმო შპს „მშენებელი“ და შპს „ასტორია“ - 598506 ლარი;

  8. შპს „გილმარი 2“ - 575094 ლარი;

  9. შპს „არსი კონტესტუსი“ - 820461 ლარი (ოქმში შეცდომით მითითებულია 575094 ლარი).

მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენ შემთხვევაში, ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსარტესი- სახელშეკრულებო ღირებულებით 570550 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 66%25-ია.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 21 მაისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 27 სექტემბერს.

სამუშაოთა ზედამხედველი შემსყიდველის მხრიდან არის ზვიად პარკაძე.

შემდგომში, 2009 წლის 31 ივლისს გაფორმებულ კონტრაქტში შედის ცვლილება. ცვლილების საფუძვლად მითითებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დაზუსტებული სამუშაო მოცულობები. თუმცა, აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება. ცვლილების შედეგად საკონტრაქტო ღირებულება 570550 ლარიდან იზრდება 324684 ლარით და შეადგენს 895234 ლარს. შესაბამისად, 2009 წლის 31 ივლისს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 57%25-ით (324684 /570550*100=57%25).

2009 წლის 21 აგვისტოს კონტრაქტში კვლავ შედის ცვლილება და ღირებულება იზრდება 57961 ლარით, რაც ჯამში შეადგენს 953195 ლარს. ცვლილების საფუძვლად ასევე მითითებულია საპროექტო ორგანიზაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ დაზუსტებული სამუშაოების მოცულობები. ერთი და იგივე საფუძვლით მეორედ ღირებულების დაუსაბუთებელი გაზრდა უფრო მეტად არასარწმუნოს ხდის სახელმწიფო შესყიდვის კანონიერებას. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ მოიპოვება შესყიდვის მასალებში. 2009 წლის 21 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 6%25-ით (57961 /895234 *100=6%25).

ჯამში, კონტრაქტის ღირებულება 570550 ლარიდან იზრდება 382645 ლარით და შეადგენს 953195 ლარს, რაც იწვევს სატენდერო ღირებულების დაახლოებით 67%25-ით ზრდას.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა, ცვლილების დიდი მოცულობა (67%25) ეჭვს ბადებს ასეთის არსებობის შესახებ.

2009 წლის 21 სექტემბერს, ანუ კონტრაქტით დადგენილი სამუშაოს შესრულების ამოწურვამდე 6 დღით ადრე, უკვე მესამედ შედის ცვლილება კონტრაქტში და სამუშაო ვადა გადაიწევს 2009 წლის 12 ოქტომბრამდე.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 19 ოქტომბერს მეოთხედ შედის ცვლილება კონტრაქტში და ღირებულება 953195 ლარიდან მცირდება 11277 ლარით და შეადგენს 941918 ლარს.

2009 წლის 22 ოქტომბერს მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები დასრულდა 12 ოქტომბერს, თუმცა შემსრულებელი კომპანიის მიერ მგფისადმი ოფიციალური წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ, შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/43-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . ქუთაისში ჭონქაძის -ზე მდებარე რეზინების ქარხნის პროფილაქტორიუმის შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

მოკლე აღწერა:

2009 წლის 6 აპრილს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 7 აპრილს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ფირმის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა 2 ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 6 600 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია პრეტენდენტისგან ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 778600 ლარს;

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 11 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „თბილმრეწვმშენი 3“ - 577213 ლარი;

  2. შპს „ნიუ ენერჯი“ - 652323 ლარი;

  3. შპს „დაგი“ - 608634 ლარი;

  4. შპს „მშენებელი 80“ - 555275 ლარი;

  5. შპს „დასავლეთგაზმშენი“ - 499626 ლარი;

  6. სს „იმერეთი 1“ - 601897 ლარი;

  7. შპს „გრუსია“ - 568557 ლარი;

  8. შპსგილმარი 2“ - 510968 ლარი;

  9. შპს „მშენებელი“ - 618547 ლარი;

  10. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 546711 ლარი;

  11. შპს „იბერია 21“ - 647433 ლარი.

მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნეს წარმოდგენილი. ჩვენ შემთხვევაში, ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული უხეში დარღვევაა ტენდერის ჩატარების პროცედურებისა.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსგილმარი 2“ - სახელშეკრულებო ღირებულებით 499549 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 64%25-ია.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 22 მაისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 15 ოქტომბერს.

სამუშაოთა ზედამხედველი შემსყიდველის მხრიდან არის ანზორ ანდღულაძე.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 13 ოქტომბერს შედის ცვლილება კონტრაქტში და სამუშაოს დასრულების დაგეგმილი ვადა გადაიწევს 2009 წლის 30 ნოემბრამდე.

2009 წლის 26 ნოემბერს მეორედ შედის ცვლილება კონტრაქტში, სამუშაოს ღირებულება 499549 ლარიდან იზრდება 122667 ლარით და შეადგენს 622216 ლარს. ცვლილების საფუძვლად მითითებულია საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დაზუსტებული სამუშაო მოცულობები. შესაბამისად, სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 25%25-ით (122667/499549 *100=25%25). ცვლილებით ასევე იზრდება სამუშაოების დასრულების დაგეგმილი ვადა და შეადგენს 2009 წლის 10 დეკემბერს.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (29%25) ეჭვს ბადებს ასეთის არსებობის შესახებ.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/44-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . სამტრედიაში რკინიგზის საავადმყოფოს ლაბორატორიულ კორპუსში და სასტუმროს შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

მოკლე აღწერა:

2009 წლის 6 აპრილს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 7 აპრილს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ფირმის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა 2 ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 9 000 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია პრეტენდენტისგან ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1065200 ლარს;

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 10 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. სს „თბილმრეწვმშენი“ - 753572 ლარი;

  2. შპს „ნიუ ენერჯი“ - 790929 ლარი;

  3. შპს „დაგი“ - 811457 ლარი;

  4. შპს „დასავლეთგაზმშენი“ - 641603 ლარი;

  5. სს „იმერეთი 1“ - 800236 ლარი;

  6. შპს „გრუსია“ - 698610 ლარი;

  7. შპსაქსისი- 626393 ლარი;

  8. შპს „მშენებელი“ - 735911 ლარი;

  9. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 723916 ლარი;

  10. შპს „იბერია 21“ - 935146 ლარი.

მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენ შემთხვევაში ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსაქსისი- სახელშეკრულებო ღირებულებით 626588 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 58%25-ია.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 28 მაისს.

სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2009 წლის 28 ოქტომბერს.

სამუშაოთა ზედამხედველი შემსყიდველის მხრიდან არის ანზორ ანდღულაძე.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 15 ოქტომბერს ცვლილება შედის კონტრაქტში. სამუშაოს ღირებულება 626588 ლარიდან იზრდება 325508 ლარით და შეადგენს 952096 ლარს. ცვლილების საფუძვლად მითითებულია საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დაზუსტებული სამუშაო მოცულობები. შესაბამისად, სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 52%25-ით (325508/626588*100=52%25). ცვლილებით ასევე იზრდება სამუშაოების დასრულების დაგეგმილი ვადა და პირველი ეტაპის სამუშაოებზე განისაზღვრება 2009 წლის 28 ოქტომბრით, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოებზე - 2010 წლის 31 იანვრით.

აღნიშნულით შესყიდვა გახდა მრავალწლიანი. შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება შესყიდვების სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს წინასწარი თანხმობები. შესაბამისად, დარღვეულია შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნები.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (52%25) ასეთის არსებობის შესახებ ეჭვს ბადებს.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/45-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის პროფ. სასწავლებლის სახლებში (1,2,3,4) და სოფელ ხეტას პროფსასწავლებლის კორპუსებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/45-2009-L1

ლოტი 2. ხობის რაიონის სოფელ თორსა და დღვაბაში მდებარე სახლების (1,2,3) და .ხობის დადიანის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლა ინტერნატის შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/45-2009-L2

მოკლე აღწერა:

2009 წლის 6 მარტს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 8 მარტს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ფირმის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა 2 ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ლოტი 1 - 7 500 000 ლარის და ლოტი 2 - 6 000 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია პრეტენდენტისგან ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 2631728 ლარს, მაგრამ თითოეულ ლოტისათვის რამდენია, არ არის განსაზღვრული.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 4 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპსაქსისი- ლოტი 1 - 935152 ლარი, ლოტი 2 - 715370 ლარი;

  2. შპს „შარაგზამშენი“ - ლოტი 1 - 1142493 ლარი;

  3. შპს „დასავლეთგზამშენი“ - ლოტი 1 - 1024227 ლარი, ლოტი 2 - 761061 ლარი;

  4. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - ლოტი 1 - 1203761 ლარი, ლოტი 2 - 832132 ლარი.

მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენ შემთხვევაში, ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული უხეში დარღვევაა ტენდერის ჩატარების პროცედურებისა.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსაქსისი- სახელშეკრულებო ღირებულებით ლოტი 1-ზე 936383 ლარი და ლოტი 2-ზე - 715369 ლარი.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 28 მაისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს ლოტი 1-ზე და ლოტი 2-ზე 2010 წლის 28 იანვარს.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება ორი წლის განმავლობაში, რაც წარმოადგენს მრავალწლიან შესყიდვას დასახელმწიფო შესყიდვის შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჭიროებს ფინანსთა სამინისტროსა და შესყიდვების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას. შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესყიდვების მასალებში არ მოიპოვება, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მსგავსი შეთანხმება არც განხორციელებულა.

ლოტი 1-ზე, შემდგომში, 2009 წლის 8 სექტემბერს საპროექტო ორგანიზაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ დადგინდა დამატებით განსახორციელებელი სამუშაოების აუცილებლობა. აღნიშნულის საფუძველზე საკონტრაქტო ღირებულება 936383 ლარიდან იზრდება 329881 ლარით და შეადგენს 1266264 ლარს. შესაბამისად, 2009 წლის 8 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 35%25-ით (329881/936383*100=35%25). მნიშვნელოვანია, რომ ცვლილების განხორციელების გამომწვევი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

ლოტი 2-ზე 2009 წლის 8 სექტემბერს საპროექტო ორგანიზაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ დადგინდა დამატებით განსახორციელებელი სამუშაოების აუცილებლობა. აღნიშნულის საფუძველზე საკონტრაქტო ღირებულება 715369 ლარიდან იზრდება 343837 ლარით და შეადგენს 1059207 ლარს. შესაბამისად, 2009 წლის 8 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 48%25-ით (343837/715369*100=48%25). მნიშვნელოვანია, რომ ცვლილების განხორციელების გამომწვევი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (35%25 და 48%25) ასეთის არსებობის შესახებ ეჭვს ბადებს.

რადგან ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია ლოტი 1-სა და ლოტი 2-ზე 28 იანვარი, მიზანშეწონილია შემდგომში დამატებით გამოთხოვილი იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდგომი შესწავლისათვის.

2009 წლის 18 დეკემბერს მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები დასრულდა 10 დეკემბერს, თუმცა შემსრულებელი კომპანიის მიერ მგფისადმი ოფიციალური წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ, შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/46-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. წალენჯიხის რაიონში სოფელ ფოცხო ეწერში მდებარე 44,45,52,53,54 სახლებში და ბაგა ბაღის შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/46-2009-L1

ლოტი 2. წალენჯიხის რაიონში სოფელ ფოცხო ეწერში მდებარე 56,57,58,59,60 სახლებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/46-2009-L2

ლოტი 3. წალენჯიხის რაიონში სოფელ ფოცხო ეწერში მდებარე ახალი სამმართველოს შენობაში, საერთო საცხოვრებელ ენგურჰესის 1 და 2 კორპუსებში, სოფელ მუჟავას საკრებულოს შენობაში და სოფელ ჭალეს სამშენებლო უბან პოლიგონის ტერიტორიაზე განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/46-2009-L3

ლოტი 4. ქალაქ წალენჯიხისდოსაბისდაჰიგიენისსახლებში, წალენჯიხის რაიონის

დაბა ჯვარში ჭიჭინაძის ქუჩა 5-ში მდებარე ბაგა-ბაღის, კოსტავას ქუჩა 8-ში და 10-ში მდებარე საერთო საცხოვრებლისა და რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს შენობებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/46-2009-L4

მოკლე აღწერა:

2009 წლის 6 აპრილს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 8 აპრილს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ფირმის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა 2 ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ლოტი 1 - 8 700 000 ლარის, ლოტი 2 - 10 500 000 ლარის, ლოტი 3 - 9 900 000 ლარის და ლოტი 4 - 9 900 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია პრეტენდენტისგან ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა.

გ) მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენ შემთხვევაში, ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 7240106 ლარს, მაგრამ თითოეული ლოტისათვის რამდენია, არ არის განსაზღვრული.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 5 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „სანი“
ლოტი 3 - 1207553 ლარი;
ლოტი 4 - 1186549 ლარი.

2. შპს „ემ ჯი თბილისი“
ლოტი 4 - 1391662 ლარი.

3. შპს „ვიპ დიზაინი“
ლოტი 1 - 1128391 ლარი;
ლოტი 2 - 1778850 ლარი.

4. შპს „ბლოკ ჯორჯია“

ლოტი 1 - 1106338 ლარი;
ლოტი 2 - 1741285 ლარი;
ლოტი 3 - 1404188 ლარი;
ლოტი 4 - 1281363 ლარი.

5. შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველო“
ლოტი 1 - 1053403 ლარი;
ლოტი 2 - 1703876 ლარი;
ლოტი 4 - 1278779 ლარი.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სირთულისა და მნიშვნელობის გამოცდილების არქონის გამო, დისკვალიფიცირებული იქნა საუკეთესო ფასის მქონე სატენდერო წინადადების წარმომდგენი შპსწალენჯიხის საგზაო სამმართველო“. ვეთანხმებით და მართლზომიერად მიგვაჩნია აღნიშნული საფუძვლით ქვეკონტრაქტორების - შპსჰიდრომშენიდა შპსგზა- დისკვალიფიკაცია. მათი სამუშაო გამოცდილება ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მაღალ ბარიერებს. მაგრამ შპსწალენჯიხის საგზაო სამმართველოსსამშენებლო საქმიანობის გამოცდილება ბოლო სამი წლის განმავლობაში შეადგენს 13 7000 000 ლარს. შესაბამისად, მისი სამუშაო გამოცდილება სრულიად აკმაყოფილებს ერთი ლოტისათვის დადგენილ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნას. „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებდებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის 1 ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეკონტრაქტორების დისკვალიფიკაცია არ იწვევს ავტომატურად ძირითადი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. შესაბამისად, შპსწალენჯიხის საგზაო სამმართველოსსამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, სრულიად შესაძლებელი იყო მისი განხილვა ლოტი 1-ზე, რითაც საბიუჯეტო სახსრების ეკონომია შეადგენდა დაახლოებით 50 000 ლარს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შესყიდვიდან შპსწალენჯიხის საგზაო სამმართველოსდისკვალიფიკაცია არაკანონიერი იყო, რითაც ასევე საბიუჯეტო ხარჯები გაიზარდა დაახლოებით 50 000 ლარით.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსბლოკ ჯორჯია- სახელშეკრულებო ღირებულებით ლოტი 1-ზე 1106345 ლარი, ლოტი 2-ზე 1741282 ლარი და ლოტი 4-ზე 1304925 ლარი.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 25 მაისს.

სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა - ლოტი 1-ზე, ლოტი 2-ზე, ლოტი 4-ზე 2010 წლის 25 იანვარი.

სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს დავით გიორგობიანი.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება ორი წლის განმავლობაში, რაც წარმოადგენს მრავალწლიან შესყიდვას დასახელმწიფო შესყიდვის შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჭიროებს ფინანსთა სამინისტროსა და შესყიდვების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას. შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესყიდვების მასალებში არ მოიპოვება, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მსგავსი შეთანხმება არც განხორციელებულა.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსსანი- სახელშეკრულებო ღირებულებით ლოტი 3-ზე 1271346 ლარი.

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 10 ივნისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 12 ნოემბერს.

სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს დავით გიორგობიანი.

ლოტი 3-ზე, შემდგომში, 2009 წლის 27 აგვისტოს საპროექტო ორგანიზაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ დადგინდა დამატებით განსახორციელებელი სამუშაოების აუცილებლობა. ასევე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თხოვნის შედეგად, შესყიდვიდან საერთოდ იქნა ამოღებული სოფელ მუჟავას საკრებულოს შენობის რეაბილიტაცია (თანხით 157872 ლარი). აღნიშნულის საფუძველზე საკონტრაქტო ღირებულება 1271346 ლარიდან მცირდება 149944 ლარით და შეადგინა 1121401 ლარი.

შესაბამისად, 2009 წლის 27 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ. აღნიშნული ცვლილებით, სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 7928 ლარით (157872-149944=7928), რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 0,7%25-ით (7928/1113470*100=0,7%25). მნიშვნელოვანია, რომ ცვლილების განხორციელების გამომწვევი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

ცვლილების ასეთი დაბალი მოცულობა სრულიად შესაძლებელია კანონზომიერად ჩაითვალოს. აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეცედენტი, როცა ასე მცირედი ოდენობით იზრდება სახელშეკრულებო ღირებულება, შეიძლება ითქვას, პირველია.

რადგანაც ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია ლოტი 1-ზე, ლოტი 2-ზე და ლოტი 4-ზე 25 იანვარი, ხოლო ლოტი 3-ზე 2009 წლის 12 ნოემბერი, მიზანშეწონილია, შემდგომში დამატებით გამოთხოვილი იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდგომი შესწავლისათვის.

II. 2010 წლის 17 მარტის 669-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ SB/IDP/CW/46-2009 ლოტი 1-ზე 2010 წლის 11 იანვარს მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, კონტრაქტში მეორედ შედის ცვლილება - სახელშეკრულებო ღირებულება 1615490 ლარიდან მცირდება 28508 ლარით და შეადგენს 1586981 ლარს. სამუშაოთა დასრულების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 25 თებერვალი.

როგორც დგინდება ხელშეკრულებაში განხორციელებულია პირველი ცვლილება, რის საფუძველზეც სახელშეკრულებო ღირებულება 1106345 ლარიდან გაიზარდა 1615490 ლარამდე. მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით და ხელშეკრულების დამატება წარმოდგენილ მასალებში არ მოიპოვება.

2010 წლის 9 მარტს კონტრაქტში მესამედ შედის ცვლილება - სახელშეკრულებო ღირებულება 1586981 ლარიდან მცირდება 3833 ლარით და შეადგენს 1583148 ლარს. საბოლოო ჯამში, ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 1106345 ლარიდან გაზრდილია 476803 ლარით და შეადგინა 1583148 ლარი, რამაც საბოლოოდ, სატენდერო ღირებულების 43%25-ით გაზრდა გამოიწვია (476803/1106345*100=43%25). აქვე აღსანიშნავია, რომ განხორციელებული 3 ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მათ შორის ხარჯთაღრიცხვა) შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

2010 წლის 24 თებერვალს მგფ-ში წარდგენილი მიმწოდებლის შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ.

2010 წლის 9 მარტს მხარეთა შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები დასრულებულია 2010 წლის 24 თებერვალს.

2010 წლის 17 მარტის 669-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ SB/IDP/CW/46-2009 ლოტი 2-ზე წარმოდგენილია მხოლოდ 2010 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულების დამატება, რომელიც მესამედ განხორციელდა, ხოლო წინა ორ კონტრაქტში ცვლილება შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება. ცვლილების თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება 2429313 ლარიდან იზრდება 51519 ლარით და შეადგენს 2480833 ლარს. ჯამში ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 1741282 ლარიდან გაიზარდა 739551 ლარით, რაც დაახლოებით 42%25-ით იწვევს სატენდერო ღირებულების გაზრდას (739551/1741282*100=42%25). მნიშვნელოვანია, რომ დაზუსტების მასალებში საერთოდ არ არის წარმოდგენილი წინა ორი ცვლილება, ასევე არ მოიპოვება მასალებში ცვლილებების გამომწვევი გარემოებების დამადასტურებელი ხარჯთაღრიცხვებიც.

სამუშაოთა დაგეგმილი ვადა იზრდება 2010 წლის 25 მარტამდე.

2010 წლის 17 მარტის 669-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ SB/IDP/CW/46-2009 ლოტი 3-ზე (1271346 ლარი) 2009 წლის 6 ნოემბერს მესამედ შედის ცვლილება - სახელშეკრულებო ღირებულება 1181264 ლარიდან იზრდება 93481 ლარით და შეადგენს 1274745 ლარს. სამუშაოთა დასრულების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 27 ნოემბერი.

როგორც დგინდება, ხელშეკრულებაში მეორედ შევიდა ცვლილება და პირველი ცვლილების შედეგად განსაზღვრული სახელშეკრულებო ღირებულება 1121401 ლარიდან გაიზარდა 1181264 ლარამდე. თუმცა, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით და ხელშეკრულების დამატება წარმოდგენილ მასალებში არ მოიპოვება.

2009 წლის 26 ნოემბერს მგფ-ში შემოსულია შპსსანისშეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ.

2009 წლის 12 ოქტომბერს მეოთხედ შედის ცვლილება ხელშეკრულებაში და სამუშაოების დასრულების შემდეგ დაზუსტებული სამუშაო მოცულობების საფუძვლით სამუშაოს ღირებულება 1274745 ლარიდან მცირდება 35205 ლარით, ანუ შეადგენს 1239540 ლარს. უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილების განხორციელების აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა) შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების მე-4 დამატების თარიღი არის შეცდომით მითითებული, რადგან მესამე ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 6 ნოემბერს და შეუძლებელია, მეოთხე ცვლილება ოქტომბერში განხორციელებულიყო.

ჯამში ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 1113470 ლარიდან იზრდება 126070 ლარით, რაც დაახლოებით 11%25-ით ზრდის ხელშეკრულების ღირებულებას (126070/1113470*100=11%25).

2009 წლის 8 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი SB/IDP/CW/46-2009 ლოტი 3-ზე, მასზედ, რომ სამუშაოები დასრულებულია 2009 წლის 27 ნოემბერს.

2010 წლის 17 მარტის 669-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ SB/IDP/CW/46-2009 ლოტი 4-ზე მგფ-ში განცხადება წარადგინა შპს. იმ მიზეზით, რომ სარემონტო სამუშაოები დაიწყო გვიან, ვინაიდან (დაბა ჯვარში: სასტუმროსა და კოსტავას 8 და 10) მობინადრეთა მოთხოვნის შესაბამისად, საჭირო გახდა ინტერიერის გადაგეგმარება და ახალი პროექტების შემუშავება“, „ბლოკ ჯორჯიამმოითხოვა სამუშაოს დადგენილი ვადის გადაწევა 2010 წლის 25 თებერვლამდე. აღნიშნული განცხადების საფუძვლად 2010 წლის 20 იანვარს მეორედ შევიდა ცვლილება ხელშეკრულებაში და სამუშაოების დადგენილი ვადა 2010 წლის 25 თებერვლამდე გადაიწია. თუმცა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ხელშეკრულებაში ვადის გადაწევის საფუძვლად, განსხვავებით მიმწოდებლის განცხადებაში დაფიქსირებული საფუძვლისა, მითითებულია რთული კლიმატური პირობები. აღნიშნული ნათლად ადასტურებს, რომ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა და სამუშაოს დადგენილი ვადების გაზრდა ხდებოდა ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე.

აქვე საყურადღებოა, რომ ხელშეკრულებაში შესულია მე-2 დამატება, რომლის შესახებ ინფორმაცია დაზუსტების მასალებში არ არის წარმოდგენილი.

2010 წლის 9 მარტს ხელშეკრულებაში შესულია მე-3 დამატება, რომლის მიხედვით, სახელშეკრულებო ღირებულება 1591155 ლარიდან მცირდება 17438 ლარით და შეადგენს 1573716 ლარს. საბოლოო ჯამში, ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 1304925 ლარიდან იზრდება 268791 ლარით და შეადგენს 1573716 ლარს, რაც დაახლოებით 20%25-ით იწვევს სატენდერო ღირებულების ზრდას (20%25=268791/1304925*100). მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ მითითებული ცვლილებების დამადასტურებელ დოკუმენტაციას (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვას) დაზუსტების შემდეგ წარმოდგენილი შესყიდვის მასალები არ შეიცავს.

2010 წლის 24 თებერვალს მგფ-ში წარდგენილია მიმწოდებლის შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ.

2010 წლის 9 მარტს მხარეთა შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები დასრულებულია 2010 წლის 24 თებერვალს.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/47-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. ქალაქ ჩხოროწყუს სატყეო მეურნეობის ადმინისტრაციულ შენობაში ხაბუმეს ბაგაბაღში, პროფსასწავლებლის 1, 2 კორპუსებში და საჯარო სკოლა 3-ის შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/47-2009-L1

ლოტი 2. ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეს ჩაის მეურნეობის შენობაში, ქალაქ ჩხოროწყუს 3 ბაგა-ბაღში, ქვედა ჩხოროწყუს ბაგა-ბაღში, სოფელ ზუმის კოლმეურნეობის შენობაში, მოდინახეს ბაგა-ბაღში და სოფელ ლესიჭინეს ბაგა-ბაღში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/47-2009-L2

მოკლე აღწერა:

2009 წლის 10 აპრილს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 11 აპრილს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ფირმის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა 2 ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ლოტი 1 - 7 300 000 ლარის, ლოტი 2 - 7 400 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ისმება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია პრეტენდენტისგან ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა.

გ) მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენ შემთხვევაში, ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული უხეში დარღვევაა ტენდერის ჩატარების პროცედურებისა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 4930770 ლარს, მაგრამ თითოეული ლოტისათვის რამდენია, არ არის განსაზღვრული.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 4 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „სანი“
ლოტი 1 - 1000769 ლარი;
ლოტი 2 - 949195 ლარი.

2. შპს „გილმარი 2“
ლოტი 1 - 903893 ლარი.

3. შპს „მშენებელი“
ლოტი 1 - 988050 ლარი.

4. შპს „ბლოკ ჯორჯია“
ლოტი 1 - 1086529 ლარი;
ლოტი 2 - 1006442 ლარი.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსგილმარი 2“ - სახელშეკრულებო ღირებულებით ლოტი 1-ზე 907052 ლარი

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 22 მაისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს ლოტი 1-ზე, 2009 წლის 15 დეკემბერი.

სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს დავით გიორგობიანი.

ლოტი 1-ზე, შემდგომში, 2009 წლის 4 აგვისტოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წერილის საფუძველზე, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დადგინდა დამატებით განსახორციელებელი სამუშაოების აუცილებლობა. შესაბამისად, 14 სექტემბერს მომზადებული მგფ-ის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ღირებულება 907052 ლარიდან იზრდება 14191 ლარით და შეადგინა 921244 ლარი.

შესაბამისად, 2009 წლის 27 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ. აღნიშნული ცვლილებით სახელშეკრულებო ღირებულება გაზარდა დაახლოებით 1,5%25-ით (14191/907052*100=1,5%25).

ცვლილების ასეთი დაბალი მოცულობა სრულიად შესაძლებელია კანონზომიერად ჩაითვალოს. შესაძლებელია, ეს საპროექტო დოკუმენტაციაში დაშვებული მცირე უზუსტობებით იყოს გამოწვეული.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 28 დეკემბერს მეორედ შედის ცვლილება, კონტრაქტში სამუშაოს ღირებულება 921244 ლარიდან მცირდება 168808 ლარით და შეადგენს 752435 ლარს. ცვლილების საფუძვლად მითითებულია საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დაზუსტებული სამუშაო მოცულობები. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებით შესყიდვიდან საერთოდ ამოღებულია მე-5 პოზიცია -პროფტექნიკუმის პირველი და მეორე კორპუსი, ღირებულებით 25734 ლარი“.

2009 წლის 16 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 10 დეკემბერს. თუმცა, შემსრულებელი კომპანიის მიერ მგფ-ისადმი ოფიციალური წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ, შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსსანი- სახელშეკრულებო ღირებულებით ლოტი 2-ზე 949195 ლარი.

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 10 ივნისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს ლოტი 2-ზე 2009 წლის 31 დეკემბერს.

სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს დავით გიორგობიანი.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ლოტი 2-ზე, 2009 წლის 6 ოქტომბერს ცვლილება შედის კონტრაქტში, ღირებულება 949195 ლარიდან იზრდება 354852 ლარით და შეადგინა 1304048 ლარი. ცვლილების საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების გაზრდა, რაც დასტურდება საპროექტო კომპანიისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლების მიერ. ცვლილების შედეგად ღირებულება იზრდება დაახლოებით 37%25-ით (354852 /949195 *100=37%25).

2009 წლის 30 ნოემბერს მეორედ შედის ცვლილება კონტრაქტში, ღირებულება 1304048 ლარიდან იზრდება 188493 ლარით და შეადგინა 1492541 ლარი. ცვლილების საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების გაზრდა, რაც დასტურდება საპროექტო კომპანიისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლების მიერ. ჯამში საპროექტო ღირებულება იზრდება 543345 ლარით. შესაბამისად, ცვლილების შედეგად ღირებულება იზრდება დაახლოებით 57%25-ით (543345/949195 *100=57%25).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან, ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (57%25) ასეთის არსებობის შესახებ ეჭვს ბადებს.

2010 წლის 13 იანვარს მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 31 დეკემბერს, თუმცა შემსრულებელი კომპანიის მიერ მგფ-ისადმი ოფიციალური წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ, შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/48-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. აბაშის რაიონში გეზათის თემის ამბულატორიაში, აბაშაში აბანოს შენობაში და პროფსასწავლებლის 1,2 კორპუსებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/48-2009-L1

ლოტი 2. აბაშის რაიონში ნორიოს თემის აბაშისპირის სკოლაში, აბაშაში რუსულ სკოლაში, 2 ბაგა-ბაღში და ავტოსერვისის შენობაში - სატრაქტორო - განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. SB/IDP/CW/48-2009-L2

მოკლე აღწერა:

2009 წლის 10 აპრილს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 11 აპრილს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ფირმის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა 2 ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ლოტი 1 - 7 900 000 ლარის, ლოტი 2 - 7 500 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა დ ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია პრეტენდენტისგან ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა.

გ) მნიშვნელოვანია, რომ დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნას წარმოდგენილი. ჩვენ შემთხვევაში, ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. აღნიშნული ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 2332704 ლარს, მაგრამ თითოეული ლოტისათვის რამდენია, არ არის განსაზღვრული.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 4 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „სანი“
ლოტი 1 - 1009465 ლარი;
ლოტი 2 - 758803 ლარი.

2. შპს „აქსისი“
ლოტი 1 - 825408 ლარი;
ლოტი 2 - 633000 ლარი.

3. შპს „პრიზმა“
ლოტი 1 - 1162617 ლარი;
ლოტი 2 - 909984 ლარი.

4. შპს „დაგი“
ლოტი 1 - 1046569 ლარი;
ლოტი 2 - 814841 ლარი.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსაქსისი- სახელშეკრულებო ღირებულებით ლოტი 1-ზე 825408 ლარი, ლოტი 2-ზე 633017 ლარი.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 28 მაისს.

სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა - ლოტი 1-ზე 2009 წლის 28 ნოემბერი, ლოტი 2-ზე 2009 წლის 28 ოქტომბერი.

სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს დავით ყარყარაშვილი.

ლოტი 1-ზე, შემდგომში, აბაშის მუნიციპალიტეტისა და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დადგინდა დამატებით განსახორციელებელი სამუშაოების აუცილებლობა. შესაბამისად, 2009 წლის 31 აგვისტოს მომზადებული მგფ-ის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ღირებულება 825408 ლარიდან იზრდება 100788 ლარით და შეადგინა 926196 ლარი.

შესაბამისად, 2009 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ. აღნიშნული ცვლილებით, სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 12%25-ით (100788 /825408 *100=12%25).

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 23 ოქტომბერს ცვლილება შედის კონტრაქტში - სამუშაოს ღირებულება მცირდება 35757 ლარით და შეადგენს 890439 ლარს.

ლოტი 2-ზე, შემდგომში, აბაშის მუნიციპალიტეტისა და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დადგინდა დამატებით განსახორციელებელი სამუშაოების აუცილებლობა. შესაბამისად 2009 წლის 31 აგვისტოს მომზადებული მგფ-ის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ღირებულება 633017 ლარიდან იზრდება 62144 ლარით და შეადგინა 695162 ლარი.

შესაბამისად, 2009 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ. აღნიშნული ცვლილებით. სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 10%25-ით (62144 /633017 *100=10%25).

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის №379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 23 ოქტომბერს ცვლილება შედის კონტრაქტში, სამუშაოს ღირებულება მცირდება 19867 ლარით და შეადგენს 675294 ლარს.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან, ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/49-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში 1, 2 სახლებში, მარტვილში მშვიდობის ქუჩაზე მდებარე პროფტექნიკუმისა და სოფტექნიკის შენობებში და სოფელ ჭყონის ჩაის ფაბრიკის საერთო საცხოვრებლის შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 10 აპრილს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 11 აპრილს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ფირმის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა 2 ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 8 100 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია პრეტენდენტისგან ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1350921 ლარს,

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 3 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „მშენებელი“ - 1029488 ლარი;

  2. შპსგილმარი 2“- 960656 ლარი;

  3. შპს „დაგი“ - 1060697 ლარი.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსგილმარი 2“ - სახელშეკრულებო ღირებულებით 960656 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 71%25- შეადგენს.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 22 მაისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 15 ნოემბერს;

სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს დავით ყარყარაშვილი.

2009 წლის 13 აგვისტო საპროექტო ორგანიზაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ დადგინდა დამატებით განსახორციელებელი სამუშაოების აუცილებლობა. ასევე, ცვლილების საფუძვლად მგფ-ის წარმომადგენლის მიერ მითითებულია პროფტექნიკუმის შენობის გამაგრებითი სამუშაოების წარმოების აუცილებლობა. თუმცა, ცვლილების შედეგად იცვლება არამარტო აღნიშნული შენობის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, არამედ - სხვა შენობებისაც. თვით პროფტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის ხარჯების გაზრდა კი გამოწვეულია ასევე სხვა სამუშაოების დაფინანსებითაც.

მნიშვნელოვანია, რომ დამატებით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ შესყიდვების მასალები, გარდა მგფ-ის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათისა, სხვა დოკუმენტაციას არ შეიცავს.

აღნიშნულის საფუძველზე საკონტრაქტო ღირებულება 960656 ლარიდან იზრდება 165058 ლარით და შეადგენს 1125714 ლარს. შესაბამისად, 2009 წლის 13 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 17%25-ით (165058/960656*100=17%25).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან, ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (17%25) ასეთის არსებობის შესახებ ეჭვს ბადებს.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 5 ნოემბერს მეორედ შედის ცვლილება და სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწევს 2009 წლის 5 დეკემბრამდე.

2009 წლის 27 ნოემბერს მესამედ შედის ცვლილება კონტრაქტში, სამუშაოების ღირებულება მცირდება 89019 ლარით და შეადგენს 1036694 ლარს.

2009 წლის 16 დეკემბერს მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 5 დეკემბერს, თუმცა შემსრულებელი კომპანიის მიერ მგფ-ისადმი ოფიციალური წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ, შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/50-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. ქალაქ ზუგდიდში უსინათლოთა საზოგადოების 1,2 სახლებში და სოფელ რუხში იპოდრომის 2, 3 შენობებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია. SB/IDP/CW/50-2009

ლოტი 2. სოფელ ოქტომბერში პროფსასწავლებლის საცხოვრებელ და სასწავლებელ კორპუსებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია. SB/IDP/CW/50-2009-L2

ლოტი 3. სოფელ ურლუში მდებარე მაღაზიაში -საქმიანი ეზო“, სოფელ განმუხურში მდებარე საერთო საცხოვრებელში და სოფელ აბასთუმანში მდებარე წყალსადენის სამმართველოს 1,2,3 შენობებში, ასევე, ხორცკომბინატისა და რკინაბეტონის ქარხანაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია. SB/IDP/CW/50-2009-L3

ლოტი 4. სოფელ ნარაზენის ხეცერის დასახლებაში მდებარე 1,2,3,4,5 და 6 საცხოვრებელ ახლებში და საერთო საცხოვრებელში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების ეაბილიტაცია. SB/IDP/CW/50-2009-L4

მოკლე აღწერა:

2009 წლის 10 აპრილს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 11 აპრილს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ფირმის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა 2 ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ლოტი 1 - 7 500 000 ლარის, ლოტი 2 - 8 700 000 ლარის, ლოტი 3 - 9 000 000 ლარის, ლოტი 4 - 7 500 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია პრეტენდენტისგან ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 5651515 ლარს, მაგრამ თითოეული ლოტისათვის რამდენია, არ არის განსაზღვრული.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 3 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „სანი“
ლოტი 1 - 734183 ლარი;
ლოტი 2 - 1157143 ლარი;
ლოტი 3 - 1662541 ლარი.

2. შპს „ნიუ ენერჯი“
ლოტი 1 - 870523 ლარი;
ლოტი 2 - 1368266 ლარი;
ლოტი 3 - 448760 ლარი;
ლოტი 4 - 869557 ლარი.

3. შპს „ბლოკ ჯორჯია“
ლოტი 1 - 700459 ლარი;
ლოტი 2 - 1036172 ლარი;
ლოტი 4 - 681510 ლარი.

ლოტი 1, 2 და 4-ზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპსბლოკ ჯორჯია- სახელშეკრულებო ღირებულებით ლოტი 1-ზე 700503 ლარი, ლოტი 2-ზე 1036208 ლარი და ლოტი 4-ზე 681554 ლარი.

ლოტი 3 დასრულდა უარყოფითი შედეგით.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 25 მაისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს ლოტი 1-ზე 2009 წლის 25 ოქტომბერს;

სამუშაოები უნდა დასრულდეს ლოტი 2-ზე 2010 წლის 25 იანვარს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს ლოტი 4-ზე 2009 წლის 25 ოქტომბერს.

სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს ვაჟა კირტავა.

მნიშვნელოვანია, რომ ლოტი 2-ზე სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება ორი წლის განმავლობაში, რაც წარმოადგენს მრავალწლიან შესყიდვას დასახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საჭიროებს ფინანსთა სამინისტროსა და შესყიდვების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას. შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესყიდვების მასალებში არ მოიპოვება, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მსგავსი შეთანხმება არ განხორციელებულა.

რადგან ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია ლოტი 1-ზე და ლოტი 4-ზე 25 ოქტომბერი, ხოლო ლოტი №2-ზე 2010 წლის 25 იანვარი, მიზანშეწონილია, შემდგომში დამატებით იქნეს გამოთხოვილი დასრულებისა და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდგომი შესწავლისათვის.

III. 2010 წლის 17 მარტის №669-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ SB/IDP/CW/50-2009-L1 ლოტზე 2009 წლის 20 ნოემბერს ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და სახელშეკრულებო ღირებულება 700503 ლარიდან გაიზარდა 138980 ლარით და შეადგინა 839484 ლარი. სამუშაოს დასრულების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 25 იანვარი. ცვლილებით, ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 20%25-ით (138980/700503*100=20%25). აქვე ხაზგასასმელია, რომ დამატებით წარმოდგენილი შესყიდვის მასალები არ შეიცავს ცვლილების საფუძველს, ხარჯთაღრიცხვებს.

2010 წლის 22 იანვარს მგფ-ში შევიდა შპს „ბლოკ ჯორჯიას“ შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ.

2010 წლის 2 თებერვალს მხარეებს შორის შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი SB/IDP/CW/50-2009 ლოტი №1-ზე, მასზედ, რომ სამუშაოები დასრულებულია 2010 წლის 22 იანვარს.

2010 წლის 17 მარტის №669-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ SB/IDP/CW/50-2009-L2 ლოტზე 2010 წლის 20 იანვარს ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში. შედეგად, სახელშეკრულებო ღირებულება 1036208 ლარიდან გაიზარდა 419874 ლარით და შეადგინა 1456083 ლარი. სამუშაოს დასრულების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 25 თებერვალი. ცვლილებით, ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 41%25-ით (419874/1036208*100=41%25). აქვე ხაზგასასმელია, რომ დამატებით წარმოდგენილი შესყიდვის მასალები არ შეიცავს ცვლილების საფუძველს, ხარჯთაღრიცხვებს.

2010 წლის 24 თებერვალს მგფ-ში შევიდა შპს „ბლოკ ჯორჯიას“ შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ.

2010 წლის 9 მარტს მხარეებს შორის შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი SB/IDP/CW/50-2009 ლოტი №2-ზე, მასზედ, რომ სამუშაოები დასრულებულია 2010 წლის 24 თებერვალს.

2010 წლის 17 მარტის №669-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ SB/IDP/CW/50-2009-L4 ლოტზე 2009 წლის 20 ნოემბერს ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში. შედეგად, სახელშეკრულებო ღირებულება 681554 ლარიდან გაიზარდა 472952 ლარით და შეადგინა 1154506 ლარი. სამუშაოს დასრულების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 25 იანვარი. ცვლილებით, ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 69%25-ით (472952/681554 *100=69%25). აქვე ხაზგასასმელია, რომ დამატებით წარმოდგენილი შესყიდვის მასალები არ შეიცავს ცვლილების საფუძველს, ხარჯთაღრიცხვებს.

2010 წლის 22 იანვარს მგფ-ში შევიდა შპს „ბლოკ ჯორჯიას“ შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ.

2010 წლის 3 თებერვალს მხარეებს შორის შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი SB/IDP/CW/50-2009 ლოტი №4-ზე, მასზედ, რომ სამუშაოები დასრულებულია 2010 წლის 22 იანვარს.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება ან ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა, მასალებით არ დგინდება, თუმცა, ცვლილების დიდი მოცულობა (20%25, 41%25 და 69%25) ეჭვს ბადებს მათი არსებობის შესახებ.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/50-2009 ლოტი 3 (ხელახალი ტენდერი)

ტენდერის ობიექტი

ლოტი 3. სოფელ ურლუში მდებარე მაღაზიაში -საქმიანი ეზო“, სოფელ განმუხურში მდებარე საერთო საცხოვრებელში და სოფელ აბასთუმანში მდებარე წყალსადენის სამმართველოს 1,2,3 შენობებში, ასევე, ხორცკომბინატში და რკინაბეტონის ქარხანაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია. SB/IDP/CW/50-2009-L3

მოკლე აღწერა:

2009 წლის 2 ივნისს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 1 ივნისს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ფირმის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა 2 ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ლოტი 3 - 9 000 000 ლარის, სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია პრეტენდენტისგან ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1939287 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 5 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპსსანი- 1306919 ლარი;

  2. შპსარტესი- 1325133 ლარი;

  3. შპსვიპ დიზაინი- 1326484 ლარი;

  4. სსმონოლითმშენი- 1459704 ლარი;

  5. შპს „დაგი“ - 1731179 ლარი.

საუკეთესო ფასების წარმომდგენი შპს „სანის“, შპს „არტესის“ და შპს „ვიპ დიზაინის“ დისკვალიფიკაცია განხორციელდა არასრულყოფილად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის გამო, რასაც ვეთანხმებით და არანაირ კანონდარღვევას არ აქვს ადგილი.

გამარჯვებულად გამოვლინდა სსმონოლითმშენი- სახელშეკრულებო ღირებულებით 1465428 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დაახლოებით 76%25 - შეადგენს.

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 22 ივლისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს ლოტი 1-ზე 2010 წლის 24 მარტს;

სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს ვაჟა კირტავა.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება ორი წლის განმავლობაში, რაც წარმოადგენს მრავალწლიან შესყიდვას დასახელმწიფო შესყიდვის შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჭიროებს ფინანსთა სამინისტროსა და შესყიდვების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას. შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესყიდვების მასალებში არ მოიპოვება, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მსგავსი შეთანხმება არ განხორციელებულა.

რადგან ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2010 წლის 24 მარტი, მიზანშეწონილია, შემდგომში დამატებით იქნეს გამოთხოვილი დასრულებისა და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდგომი შესწავლისათვის.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/51-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. ქალაქ ფოთში ორსართულიან კოლეჯში და ვეძისის ტიპის საცხოვრებელ სახლში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 10 აპრილს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 11 აპრილს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ, აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა ერთი ან ორი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 8 400 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1869411 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 6-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „მშენებელი“ - 1390001 ლარი;

  2. შპს „ნიუ ენერჯი“ - 1708301 ლარი;

  3. შპს „დაგი“ - 1433472 ლარი;

  4. შპს „სანი“ - 1456154 ლარი;

  5. შპს „გილმარი 2“ - 1246377 ლარი;

  6. შპსდასავლეთსაქგაზმშენი“ - 1213718 ლარი.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსდასავლეთსაქგაზმშენისახელშეკრულებო ღირებულებით 1213718 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 65%25- შეადგენს.

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 22 მაისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2010 წლის 10 იანვარს.

სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს ზაზა ფირცხალაიშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება ორი წლის განმავლობაში, რაც წარმოადგენს მრავალწლიან შესყიდვას დასახელმწიფო შესყიდვის შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჭიროებს ფინანსთა სამინისტროსა და შესყიდვების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას. შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესყიდვების მასალებში არ მოიპოვება, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მსგავსი შეთანხმება არც განხორციელებულა.

2009 წლის 13 აგვისტო საპროექტო ორგანიზაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ დადგინდა დამატებით განსახორციელებელი სამუშაოების აუცილებლობა, რასაც ასევე ადასტურებს მგფ-ის წარმომადგენლის 2009 წლის 11 აგვისტოს მოხსენებითი ბარათი.

მნიშვნელოვანია, რომ დამატებით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ სხვა დოკუმენტაციას, გარდა მგფ-ის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათისა, შესყიდვების მასალები არ შეიცავს.

აღნიშნულის საფუძველზე, საკონტრაქტო ღირებულება 1213718 ლარიდან იზრდება 132433 ლარით და შეადგენს 1346151 ლარს. შესაბამისად, 2009 წლის 13 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება კონტრაქტის ღირებულების გაზრდის შესახებ, რითაც სატენდერო ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 11%25-ით (132433/1213718 *100=11%25).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსის გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება, ან ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა, ცვლილების დიდი მოცულობა (11%25) მათი არსებობის ეჭვს ბადებს.

ვინაიდან ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2010 წლის 10 იანვარი, მიზანშეწონილია, შემდგომში დამატებით გამოთხოვნილ იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდგომი შესწავლისათვის.

2010 წლის 17 მარტის 669-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ SB/IDP/CW/51-2009-ზე 2010 წლის 8 იანვარს მეორედ შევიდა ცვლილება და სამუშაოს დასრულების დადგენილი ვადა 2010 წლის 25 თებერვლამდე გაიზარდა.

2010 წლის 22 თებერვალს მესამედ შევიდა ცვლილება ხელშეკრულებაში და სამუშაოთა დასრულების დადგენილი ვადა გაიზარდა 2010 წლის 12 აპრილამდე.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/52-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. ქალაქ ჭიათურაში, სასტუმროახალი ჭიათურასადა ავტო სკოლის შენობაში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 10 აპრილს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 11 აპრილს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ, აღნიშნულით, გარკვეულწილად შეიზღუდა ერთი ან ორი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 6 000 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ლარის დავალიანება, ან 500 000 ლარის დავალიანება რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც რომ შეფასების პრიორიტეტულობის კოეფიციენტით აღნიშნული არ ფასდება და შეჯიბრითობის მიზნით შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 845400 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 2-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „აგუნა“ - 626764 ლარი;

  2. შპსგილმარი 2“ - 555386 ლარი.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „გილმარი 2“ სახელშეკრულებო ღირებულებით - 555343 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 66%25-ს შეადგენს.

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 22 მაისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 15 ოქტომბერს.

სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს ტარიელ სვანაძე.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 13 ოქტომბერს ცვლილება შედის დასრულების ვადაში და გადაიწევს 2009 წლის 30 ნოემბრამდე.

2009 წლის 23 ოქტომბერს მეორედ შედის ცვლილება ხელშეკრულებაში - სამუშაოს ღირებულება 555343 ლარიდან იზრდება 368373 ლარით და ჯამში შეადგენს 923717 ლარს. ცვლილების საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობების გაზრდა, რასაც ადასტურებენ საპროექტო და ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები. შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 66%25-ით (368373 /555343 *100=66%25).

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება, ან ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა, ცვლილების დიდი მოცულობა (66%25) მათი არსებობის ეჭვს ბადებს.

2009 წლის 11 დეკემბერს მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 30 ნოემბერს, თუმცა, შემსრულებელი კომპანიის მიერ მგფ-ისადმი ოფიციალური წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/53-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. . გარდაბანში თბილსრესის დასახლებაში 1 და 3 საერთო საცხოვრებლებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 7 მაისს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 9 მაისს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ, აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა ერთი ან ორი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 7 200 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციი გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1178013 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 9 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპსმონოლითმშენი“ - 819350 ლარი;

  2. შპსგრუსია“ - 812906 ლარი;

  3. შპს „დაგი“ - 823679 ლარი;

  4. შპს „სანი“ - 858828 ლარი;

  5. შპს „იბერია“ - 1160633 ლარი;

  6. შპს „სსგ იბერია“ - 1065566 ლარი;

  7. შპს „აქსისი“ - 968949 ლარი.

ერთეულისა და საერთო ფასების შედარების მიზნით, საუკეთესო ფასის მიხედვით მეორე ადგილზე მყოფი პრეტენდენტის წინადადება 819350 ლარიდან მგფ-ის წარმომადგენლების მიერ 806881 ლარამდე შემცირდა. შესაბამისად, კონვერტების გახსნის დროს დაფიქსირებული ღირებულება შეიცვალა და გამარჯვებულად შპსგრუსისმაგივრად შპსმონოლითმშენი გამოვლინდა სახელშეკრულებო ღირებულებით 806881 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 68%25 შეადგენს.

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 9 ივნისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 15 დეკემბერს.

სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს კახა ბოლქვაძე

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 16 ნოემბერს ხელშეკრულებაში შედის ცვლილება - კონტრაქტის ღირებულება 806881 ლარიდან იზრდება 263900 ლარით და შეადგენს 1070781 ლარს. ცვლილების საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობების გაზრდა. შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 33%25-ით (263900 /806881*100=33%25).

მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების მოცულობების ზრდა ძირითადად გათვალისწინებულია დემონტაჟის სამუშაოებსა და ფარულ სამუშაოებზე (მაგალითად, გაჯით გალესვა).

2009 წლის 28 დეკემბერს მეორედ შედის ცვლილება ხელშეკრულებაში - სამუშაოს ღირებულება 1070781 ლარიდან მცირდება 82206 ლარით და შეადგენს 988575 ლარს. ცვლილების საფუძვლად მითითებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აზომვები. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ მეორედ კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში სამუშაოს მოცულობების და, შესაბამისად, ღირებულების ზრდა ხდება ისეთ სამუშაოების პოზიციებზე, რომლებშიც კორექტირება და ზრდა განხორციელდა პირველი ცვლილების დროს, ანდა ხდება პირიქით - ასეთ პოზიციებზე შემდგომში მოცულობებისა და ღირებულების შემცირება. აღნიშნული ადასტურებს, რომ შესყიდვების სამივე ეტაპი:

1. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა; 2. სატენდერო დოკუმენტაციის შემსყიდველის მიერ შევსება და 3. ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილში/ხარჯთაღრიცხვაში ხშირად განხორციელებული ცვლილებები - ყველა ერთმანეთს ნაწილობრივ გამორიცხავს და, შესაბამისად, წინააღმდეგობრივია.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსის გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება, ანდა ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. ასეთი გარემოებები სახეზე იყო თუ არა, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, თუმცა ცვლილების დიდი მოცულობა (33%25) ეჭვს ბადებს ასეთის არსებობის შესახებ.

2009 წლის 28 დეკემბერს მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 14 დეკემბერს, თუმცა, შემსრულებელი კომპანიის მიერ მგფ-ისადმი ოფიციალური წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/54-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. ქალაქ ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობის გადაკეთება 24 ბინიან საცხოვრებელ სახლად დევნილების საცხოვრებელი ბინების მოწყობის მიზნით.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 8 მაისს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 11 მაისს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ფირმის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა 2 ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 6 000 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის გამოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია აღნიშნული საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 493500 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 14-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „მონოლითმშენი“ - 384722 ლარი;

  2. შპს „სამშენებლო სამრეწველო გაერთიანება იმერეთი 1“ - 359712 ლარი;

  3. შპს „დაგი“ - 379946 ლარი;

  4. შპსიბერია 21“ - 331571 ლარი;

  5. შპს „ნოვა“ - 378626 ლარი;

  6. შპს „დასავლეთსაქგაზმშენი“ - 332965 ლარი;

  7. შპს „ინდუსტრია 2“ - 358422 ლარი;

  8. შპს „იმერეთი 2000“ - 327391 ლარი;

  9. შპსაქსისი“ - 298652 ლარი;

  10. შპს „გრუსია“ - 402091 ლარი;

  11. შპს „ვიპ დიზაინი“ - 334872 ლარი;

  12. შპს „რეკონსტრუქცია +“ - 431801 ლარი;

  13. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 348479 ლარი;

  14. შპს „ოდა“ - 335254 ლარი.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსიბერია 21“ სახელშეკრულებო ღირებულებით - 331571 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 67%25- შეადგენს.

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 17 ივლისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 5 ოქტომბერს.

სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს ანზორ ანდღულაძე.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 02 ოქტომბერს ცვლილება შედის ხელშეკრულებაში - კონტრაქტის ღირებულება 331571 ლარიდან იზრდება 38664 ლარით და შეადგენს 370235 ლარს. ცვლილების საფუძვლად მითითებულია სამშენებლო სამუშაოების მოცულობების გაზრდა, რომელსაც ადასტურებენ საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობა, შემსყიდველი და მიმწოდებელი მხარეები. შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 12%25-ით (38664 /331571 *100=12%25).

2009 წლის 12 ოქტომბერს მეორედ შედის ცვლილება ხელშეკრულებაში და სამუშაოს ღირებულება 370235 ლარიდან მცირდება 1256 ლარით, ანუ თითქმის უმნიშვნელოდ.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებითად შეიცვალა გარემოება, ანდა ის წარმოდგენები, რომლებიც არსებობდა, მცდარი აღმოჩნდა. წარმოდგენილი მასალებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ არასრულყოფილი სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაა განსახილველი მაგალითის სახით.

2009 წლის 15 ოქტომბერს მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 5 ოქტომბერს, თუმცა, შემსრულებელი კომპანიის მიერ მგფ-ისადმი ოფიციალური წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/55-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. ქალაქ ხონშისამხედრო დასახლებაშიმდებარე 83, 85,100 და 103 სახლებში განთავსებული დევნილების საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 8 მაისს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 11 მაისს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 2375600 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 12-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „მონოლითმშენი“ - 1654119 ლარი;

  2. შპს „სამშენებლო სამრეწველო გაერთიანება იმერეთი 1“ - 1730800 ლარი;

  3. შპს „დაგი“ - 1530227 ლარი;

  4. შპს „იბერია“ - 1710281 ლარი;

  5. შპს „იბერია 21“ - 1598244 ლარი;

  6. შპს „ვანტი“ - 2058966 ლარი;

  7. შპს „დასავლეთსაქგაზმშენი“ - 1495539 ლარი;

  8. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 1630551 ლარი;

  9. შპს „ნიუ ენერჯი“ - 1697319 ლარი;

  10. შპს „გრუსია“ - 1624863 ლარი;

  11. შპს „აქსისი“ - 1337713 ლარი;

  12. შპს „ოდა“ - 1610874 ლარი.

გამარჯვებულად გამოვლინდა შპსაქსისი- სახელშეკრულებო ღირებულებით 1337713 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 56%25 შეადგენს.

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 26 ივნისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2010 წლის 24 თებერვალს.

სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს ტარიელ სვანაძე.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება ორი წლის განმავლობაში, რაც წარმოადგენს მრავალწლიან შესყიდვას დასახელმწიფო შესყიდვის შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჭიროებს ფინანსთა სამინისტროსა და შესყიდვების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას. შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესყიდვების მასალებში არ მოიპოვება, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მსგავსი შეთანხმება არც განხორციელებულა.

რადგანაც ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2010 წლის 24 თებერვალი, მიზანშეწონილია, შემდგომში დამატებით გამოთხოვნილი იქნეს დასრულების და შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდგომი შესწავლისათვის.

2010 წლის 17 მარტის №669-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ SB/IDP/CW/55-2009-ზე 2010 წლის 12 თებერვალს მეორედ შევიდა ცვლილება. შედეგად, სახელშეკრულებო ღირებულება 1833911 ლარიდან გაიზარდა 10069 ლარით და შეადგინა 1843980 ლარი.

სამუშაოთა დასრულების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 24 მარტი.

როგორც დგინდება, ხელშეკრულებაში ადრეც არის შესული ცვლილება, რის შედეგად სახელშეკრულებო ღირებულება 1337713 ლარიდან გაიზარდა 1833911 ლარამდე. თუმცა, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით და ხელშეკრულების დამატება წარმოდგენილ მასალებში არ მოიპოვება. ხარჯთაღრიცხვა არც ხელშეკრულების მეორე ცვლილებას ახლავს.

ჯამში, ხელშეკრულების სატენდერო ღირებულება 1337713 ლარიდან გაიზარდა 506267 ლარით და შეადგინა 1843980 ლარი, რამაც მთლიანობაში 38%25-ით გამოიწვია სატენდერო ღირებულების გაზრდა ( 506267/1337713*100=38%25).

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/56-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. ხონის სამხედრო დასახლებაში გარე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია.

მოკლე აღწერა:

2009 წლის 10 ივნისს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 11 ივნისს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ფირმის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ, აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა 2 ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 10 500 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ზოგადად ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა პრეტენდენტისგან.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1155200 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 7-მა პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

  1. შპს „იმერეთი 1“ - 699802 ლარი;

  2. შპს „ნიუ ენერჯი“ - 934387 ლარი;

  3. შპს „დაგი“ - 690354 ლარი;

  4. შპს „ელ-რიო“ - 802126 ლარი;

  5. შპს „ერისიმედი“ - 650593 ლარი;

  6. სს „საქჰიდროენერგომშენი“ - 610307 ლარი;

  7. შპს „დავითი“ - 715766 ლარი.

გამარჯვებულად გამოვლინდა სსსაქჰიდროენერგომშენი- სახელშეკრულებო ღირებულებით 610342 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 53%25- შეადგენს.

ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 10 ივლისს.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 2009 წლის 10 ნოემბერს.

სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს ტარიელ სვანაძე.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 20 ნოემბერს მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 10 ნოემბერს, თუმცა, შემსრულებელი კომპანიის მიერ მგფ-ისადმი ოფიციალური წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები შესრულებულია 505380 ლარის ფარგლებში, ანუ სახელშეკრულებო ღირებულების 82%25-ია. იმედია დარჩენილი 18%25 ეკონომიკის შედეგია და კომპანიის მიერ სრულყოფილი მოცულობით იქნა განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სატენდერო პაკეტის ნომერი SB/IDP/CW/57-2009

ტენდერის ობიექტი

ლოტი 1. კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში გარე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

მოკლე აღწერა:

2009 წლის 10 ივნისს დამტკიცდა სატენდერო განცხადების ტექსტი და სატენდერო დოკუმენტაცია. 2009 წლის 11 ივნისს გამოცხადდა ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განისაზღვრა მთელი რიგი ისეთი მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და გარკვეულ ადმინისტრაციულ ბარიერებს წარმოადგენს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებად დადგინდა:

ა) ფირმის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ, აღნიშნულით გარკვეულწილად შეიზღუდა 2 ან ერთი წლის წინ დაფუძნებული ფირმების მონაწილეობა ტენდერში. სამუშაო გამოცდილებად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 7 200 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების ბრუნვა.

ბ) განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნილი იქნა ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. ჩვენი მოსაზრებით, თუ არ დგინდება ბიუჯეტთან დავალიანების მიხედვით ტენდერში მონაწილეობის შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, საკამათოა და მიგვაჩნია, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია პრეტენდენტის გადახდისუნარიანობის და კეთილსინდისიერების დასადგენად, მაშინ საერთოდ აზრს მოკლებულია მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა. ჩნდება კითხვა, თუ პრეტენდენტს გააჩნია 200 000 ან 500 000 ლარის დავალიანება, რა საფუძვლით უნდა მიანიჭოს დისკვალიფიკაცია კომისიამ. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული არ ფასდება პრიორიტეტულობის კოეფიციენტით და, შეჯიბრითობის მიზნით, შეუძლებელია ამ საფუძვლით კომპანიის შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია პრეტენდენტისგან ასეთი შინაარსის დოკუმენტის გამოთხოვნა.

გ) დარღვეულია ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას და მოთხოვნებს, რომლებიც დაწვრილებით უნდა იქნეს წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში, ტენდერის შესახებ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ არის მითითებული ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც შემდგომ სატენდერო დოკუმენტაციის საბაზისო მონაცემთა ნუსხაში გვხვდება. ეს კი ტენდერის ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 994400 ლარს.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 8 პრეტენდენტმა.

მათ მიერ წარმოდგენილი ფასებია:

1. შპს „ელ-რიო“ - 711550 ლარი;

2. შპს „პრიზმა“ - 813771 ლარი;

3. შპს „გზები“ - 787419 ლარი;

4. შპს „იბერია“ - 687319 ლარი;

5. სს „საქჰიდროენერგომშენი“ - 587079 ლარი;

6. შპს „რეკონსტრუქცია +“ - 595525 ლარი;

7. შპს „ერისიმედი“ - 550220 ლარი;

8. შპს „ბლოკ ჯორჯია“ - 768754 ლარი.

გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ერისიმედი“ - სახელშეკრულებო ღირებულებით 550220 ლარი, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 55%25-ია.

ხელშეკრულებები გაფორმდა 2009 წლის 10 ივლისს.

სამუშაოების დასრულების ვადა - 2009 წლის 7 დეკემბერი.

სამუშაოთა ზედამხედველი შემსყიდველის მხრიდან არის ანზორ ანდღულაძე.

დაზუსტების შემდეგ, 2010 წლის 15 თებერვლის 379-გ/10 კორესპონდენციით წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 18 დეკემბერს მხარეებს შორის ფორმდება მიღება- ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები დასრულდა 2009 წლის 7 დეკემბერს, თუმცა, შემსრულებელი კომპანიის მიერ მგფ-ისადმი ოფიციალური წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დასრულების შესახებ შესყიდვის მასალებში არ მოიპოვება.