The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სოციოლოგიური კვლევები გენდერის სფეროში

სოციოლოგიური კვლევები გენდერის სფეროში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი გენდერი
საავტორო უფლებები: © ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, საქართველო, თბილისი, ბარათაშვილის ქ. 6/10, III სად., ბ. 33; ტელ: (995 32) 989 217, 935 902; ფაქსი: (995 32) 935 902; ელ. ფოსტა: TAMAR@CAUCASUS.NET WEB: HTTP://.CIVIL.GE/IACEW/INDEX_ENG.SHTML



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


1994 წელს საქართველოში დაარსდა ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ეწევა საზოგადოებრივ - საგანმანათლებლო მუშაობას ქალებისათვის. ცენტრის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია: პოლიტიკურ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა; ფსიქოლოგია და სექსუალობა; ქალთა თვითდამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა.

ცენტრი 1996 წლიდან ახორციელებს პროექტს ქ. ჰამბურგის ქალთა ფონდის (FAS) ფინანსური შემწეობით, რომელიც 1997 წლის ნოემბერში შეუერთდა ქ. ბერლინის ჰაინრიხ ბიოლის (ბერლინი)

ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია:

  • საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ქალთა პრობლემებისადმი;

  • საქართველოში მცხოვრებ ქალთა ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიული განვითარების პროცესში;

  • ქალთა პოლიტიკური თვითშეგნების ამაღლება;

  • ქალთა როლის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

  • ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მათი კვალიფიკაციისა და განათლების დონის ამაღლებით;

  • თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე;

  • კონტაქტების დამყარება ქალთა საერთაშორისო მოძრაობასთან და სხვა ქვეყნების ქალების მიერ დაგროვილი გამოცდილების გამოყენება საქართველოში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

  • გენდერული თანასწორობისათვის ბრძოლა; გენდერული უთანასწორობის კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზების შესწავლა და ისეთი ფსიქოლოგიური, სქესობრივი თუ ფიზიკური ძალადობის მიზეზების განსაზღვრა, როგორებიცაა ტრადიციული გენდერული როლები, სექსისტური და პატრიარქალური მიდგომები;

  • ისეთი ტაბუდადებული თემების გაშუქება, რომლებიც ხელს უწყობენ ძალადობას ქალებზე და მათი უფლებების დარღვევას;

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, რათა შეიცვალოს ტრადიციული პატრიარქალური მიდგომები და გასაგები გახდეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქალთა მონაწილეობას სოციალურ განვითარებაში;

  • ქალთა საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს.

ცენტრის მუშაობის სპეციფიკა მდგომარეობს სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებაში, რომლებშიც მონაწილეობენ როგორც სპეციალისტები საზოგადოებრივ მეცნიერებათა სფეროდან (ფსიქოლოგები, იურისტები, ეკონომისტები), ისე სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პირები და ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. ჩატარებული მუშაობის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდება მასმედიის საშუალებით.

1996 წელი ცენტრმა დაუთმო თემას: „ადამიანის უფლებები - ქალთა უფლებებია“. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ქალთა უფლებების ადგილს საქართველოს კანონმდებლობაში. 1997 წლის განმავლობაში ცენტრი აგრძელებდა ქალთა უფლებების შესწავლას.

1998-99 წწ. მიეძღვნა ქალთა უფლებების შესწავლას და ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გამოკვლევას გენდერული თვალსაზრისით. 2000-2001 წწ. წამყვანი თემა კი იყო „ძალადობა ქალების მიმართ”. ქალთა უფლებები კვლავაც რჩებოდა ცენტრის მუშაობის პრიორიტეტად.

ცენტრი 2000 წლიდან მოყოლებული რეგულარულად ატარებს სემინარების ციკლს, რომელიც ეძღვნება ქალთა უფლებების დაცვის ძირითად საერთაშორისო მექანიზმებს. ამ ციკლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებში ქალთა უფლებების პრობლემის აქტუალიზაციაა.

ცენტრის მუშაობა ასევე შეეხო ქალის პრობლემების განხილვას რელიგიურ საკითხებთან კავშირში. ჩატარდა სემინარები თემაზე „ქრისტიანობა და ქალის პრობლემები“, სადაც საუბარი იყო ქალის როლისა და ფუნქციის განსაზღვრაზე ქრისტეს მოძღვრების მიხედვით.

2001 წელს ცენტრის სამუშაო მიმართულებებს შორის განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას, რამაც საფუძველი ჩაუყარა ცენტრში (FBZ) ახალგაზრდული დებატ-კლუბის დაარსებას. ამ წამოწყების მიზანი იყო საზოგადოებაში არსებული მწვავე გენდერული პრობლემების განხილვა-ანალიზი ახალგაზრდებისა და ექსპერტების ერთობლივი ძალისხმევით (კვლევითი პროექტი: „ქალწულობის ინსტიტუტი“ როგორც პრობლემა).

ცენტრის ბაზაზე განხორციელდა არაერთი სოციოლოგიური გამოკვლევა, რომელთა მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ახალგაზრდების, კერძოდ, უფროსკლასელთა და სტუდენტთა დამოკიდებულებების ანალიზი გენდერული ურთიერთობებისა და გენდერული ძალადობის შესწავლის საფუძველზე.

წინამდებარე პუბლიკაციაში თავმოყრილია ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევების მასალები, რომლებიც შეეხება გენდრულ საკითხებს. პუბლიკაციის მიზანია ხელი შეუწყოს გენდრის საკითხების პოპულარიზაციასა და საზოგადოების სენსიბილიზაციას ამ პრობლემებთან დაკავშირებით.

ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი აგრძელებს თავის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მუშაობას და მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც იზიარებს მის მიზნებსა და ღირებულებებს საქართველოში არსებული გენდერული პრობლემების გადასაჭრელად.

ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი მადლობას უხდის ჰაინრიხ ბიოლის ფონდს წინამდებარე პუბლიკაციის მომზადებისა და გამოცემისათვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერისათვის.

2 უფროსკლასელთა ცნობიერების ორიენტაციები გენდერული ძალადობის სფეროში - ემპირიული კვლევა (ზოგადი მიმოხილვა)

▲ზევით დაბრუნება


ლალი სურმანიძე
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია ცვლილებებთან და განახლებასთან, საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში ითხოვს კორექციას. ამ ვითარებაში განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდების მსოფლმხედველობის, გარე სოციალური რეალობის მიმართ მათი ადექვატური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და მზაობის შექმნა იმისათვის, რომ ახალგაზრდა აქტიური, ქმედითი პოზიციით დადგეს ცხოვრების პირისპირ და იღვაწოს საზოგადოებაში ჯანსაღი ატმოსფეროს შესაქმნელად.

პიროვნების ჩამოყალიბებაში, მის თვითიდენტიფიკაციაში განსაკუთრებული როლი ენიჭება საკუთარი სქესის განცდას, რადგან პიროვნულობა მას სწორედ საკუთარი სქესის გავლით ეძლევა - იგი არის „ქალი“ ან „მამაკაცი“. ქართული ტრადიციული აღზრდის სისტემა კულტურული ღირებულებების შესაბამისად ამზადებს ადამიანს სქესობრივი როლის შესასრულებლად. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება „კარგი შვილის“, „კარგი ოჯახის ქალის“, „კარგი მეოჯახის“ და ა.შ. ჩამოყალიბებას.

მაგრამ, ტრადიციული კულტურული პროგრამის შესაბამისი განწყობების შექმნა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს თავისუფალი, დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას. დღევანდელ ცვალებად ვითარებაში ძალზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მომავალი თაობის დამოკიდებულებები, ორიენტაციები და განწყობები გენდერის პრობლემასთან მიმართებაში. რეალური ვითარების აღმწერი სურათი ამ თვალსაზრისით ნაკლებად არსებობს, უფრო სწორად ეს სურათი ეყრდნობა ჩვენს წარმოდგენებს და სპეკულანტურ მსჯელობებს ახალგაზრდობის შესახებ. მეორე მხრივ, სწორედ ახალგაზრდობაა ქვეყნის მომავალი, ახალგაზრდები ყალიბდებიან დამოუკიდებელ, თავისუფალ და აქტიურ პიროვნებებად, რაც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებშია. ამდენად, ანგარშგასაწევია მათი აზრებიც და წარმოდგენებიც, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან და მათთვის აქტუალურ სფეროში, როგორიცაა ურთიერთობები საპირისპირო სქესთან.

ამ პრობლემების შესასწავლად უფროსკლასელებთან ჩატარდა ემპირიული კვლევა გენდერისა და გენდერული ძალადობის საკითხებზე. კვლევა განხორციელდა ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის პროექტის ფარგლებში და მის მიზანს წარმოადგენდა უფროსკლასელთა ცნობიერების ორიენტაციების შეცვლა გენდერული ძალადობის სფეროში.

კვლევა ჩატარდა თბილისის სკოლების მოსწავლეებში. მათემატიკური შერჩევის პრინციპებზე დაყრდნობით თბილისის სხვადასხვა რაიონში შეირჩა 28 სკოლა. გამოკითხვა ჩაუტარდა VIII-XI კლასის 500 მოსწავლეს. მასში მონაწილეობდნენ გოგონებიც და ვაჟებიც.

მონაცემთა ანალიზის შედეგების ოგადი მიმოხილვა

ემპირიული კვლევის ჩატარების მიზნით სპეციალურად შექმნილი ანკეტა გამოყოფდა შემდეგ ძირითად საკითხებს:

1. სექსისტური ტენდენციები; 2. გენდერული ასიმეტრია; 3. ქალის სოციალური მდგომარეობა და უფლებები; 4. ძალადობა ოჯახში; 5. სქესობრივი ურთიერთობები და სექსუალური ძალადობა.

გარდა ამისა, იყო კონკრეტულ საკითხებზე მიმართული რამდენიმე შეკითხვა.

სექსისტური ტენდენციების ბლოკში შევიდა მსჯელობები, რომლებსაც რესპონდენტი ეთანხმებოდა, ან არ ეთანხმებოდა. ეს მსჯელობები წარმოდგენილი იყო 7 წინადადების სახით, რომლებიც აფიქსირებდენ განსხვავებულ სტერეოტიპებს, სოციალურ წარმოდგენებსა და დამოკიდებულებებს ქალისა და მამაკაცის მიმართ.

მონაცემთა ანალიზმა გამოავლინა, რომ უფროსკლასელებში არსებობს საკმაოდ ძლიერი სექსისტური ტენდენციები და ამ თვალსაზრისით, თბილისის რაიონებს შორის დიდი განსხვავება არ არის.

გამოვლინდა განსხვავებები სქესის მიხედვით. ცალკეული დებულებების შეფასებისას გამოვლინდა შემდეგი სურათი: აღმოჩნდა, რომ გარკვეულ დებულებებს გოგონებიც და ვაჟებიც დაახლოებით ერთნაირად ღებულობენ, ხოლო სხვებს - პირიქით, ძალზე განსხვავებულად. მაგალითად, გოგონებიც და ვაჟებიც მიიჩნევენ, რომ „სამსახური კარგია, მაგრამ ქალს, პირველ რიგში, ქმარი და ოჯახი სჭირდება” (გოგონების 78,9% და ვაჟების 86,8%); „ქმარს ცოლზე მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს” (გოგონების 80, 1% და ვაჟების 85,5%); „ქალი ქალწული უნდა გათხოვდეს” (გოგონების 88,7% და ვაჟების 86,8%). უთანხმოება აქვთ მოსაზრებებში, რომ „თუ ოჯახში ერთი შვილია, სჯობს, ვაჟი იყოს“; რომ სამსახურში მიღებისას უპირატესობა მამაკაცს უნდა ენიჭებოდეს“; რომ „მამაკაცს, ქალთან შედარებით, ყველაფერი უკეთ გამოსდის“; რომ „მამაკაცს ქალთან შედარებით ყველაფერში მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს“.

მონაცემები ავლენს ვაჟთა უფრო მაღალ სექსიზმს, ხოლო გოგონები ისწრაფვიან მეტი თავისუფლებისაკენ.

ამგვარად, თბილისის თითქმის ყველა რაიონის მოსწავლეთა გამოკითხვით ვლინდება სექსიზმის საკმაოდ მაღალი ხარისხი.

2. გამოკითხვა ასევე ადასტურებს უფროსკლასელთა ცნობიერებაში არსებულ გენდერულ ასიმეტრიას. ცნობილია, რომ მშობლების ურთიერთობათა მოდელი შვილების ცნობიერებაში გენდერულ ურთიერთობათა მოდელის სახით ფიქსირდება. შეკითხვები ეხებოდა ოჯახში გადაწყვეტილების მიღებას, საპირისპირო შეხედულებათა შემთხვევაში პოზიციის დათმობას და იმას, თუ რით უნდა იყოს დაკავებული ქალი და კაცი, აგრეთვე უნდა დაესახელებინათ იდეალური ქალისა და მამაკაცის ტიპები.

მონაცემთა ანალიზით ვლინდება, რომ პასუხთა უმრავლესობა მიუთითებს მოსწავლეთა ოჯახებში გენდერული ასიმეტრიის არსებობაზე. გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით გამოვლინდა ანალოგიური სურათი. ამ საკითხის კვლევისას გამოკითხულთა უმრავლესობა მიუთითებს (გოგონების 63,2%, ვაჟების 59,4%), რომ ოჯახში გადაწყვეტილებას ღებულობს ორივე მშობელი. მაგრამ გამოვლინდა სოციალურ ფსიქოლოგიაში ცნობილი ფენომენი ოჯახურ საქმიანობაში მეუღლეთა მიერ საკუთარი წვლილის გადაფასებისა, ოღონდ ამ შემთხვევაში განისაზღვრა შვილების სქესის მიხედვით: გადაწყვეტილების მიმღებად დედას ასახელებენ ძირითადად გოგონები, ხოლო მამას, ძირითადად - ვაჟები. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პასუხები - „ძირითადად დედა“, „ძირითადად მამა“ - შეუდარებლად უფრო მცირეა, ვიდრე პასუხი -„ორივე ერთნაირად“.

რაც შეეხება საპირისპირო შეხედულებათა შემთხვევაში პოზიციის დათმობას, პასუხთა დიდი უმრავლესობა დედაზე მიუთითებს.

გენდერულ ასიმეტრიას აფიქსირებს გამოკითხვის შედეგები იმის თაობაზეც, თუ რითი უნდა იყოს დაკავებული ქალი და მამაკაცი. აქაც შენარჩუნებულია ტრადიციული სტერეოტიპი - ქალი ოჯახით, ხოლო მამაკაცი - სამსახურით და ოჯახით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ პასუხისმგებლობის მეტი ხარისხი მამაკაცს მოეთხოვებოდა.

იდეალის დახასიათებისას, ჩვეულებრივ, ვლინდება ადამიანის ფარული ორიენტაციები და ღირებულებები. ასეთი მყარი ორიენტაციებია სტერეოტიპული წარმოდგენები ქალსა და მამაკაცზე. გარდა ამისა, იდეალის დახასიათებისას ხდება საკუთარი სქესის იდეალთან იდენტიფიკაცია და არარეალიზებულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რესპონდენტების მონაცემებში იდეალურ ქალსა და იდეალურ მამაკაცზე არსებობს გარკვეული განსხვავებები სქესის მიხედვით, მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ მათში შენარჩუნებულია ტრადიციული წარმოდგენები, თუმცა ამ სტერეოტიპებში იგრძნობა გარკვეული ცვლილებების ტენდენცია. მაგალითად, ქალის იდეალში გოგონებისთვის აქტუალური აღმოჩნდა განათლება და ინტელექტი, აგრეთვე დამოუკიდებლობა და აქტიურობა. ვაჟებთან კი ამ უკანასკნელთა რეიტინგი ქალის იდეალში ძალზე დაბალია. ცოტათი მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ვაჟებისთვის მამაკაცის იდეალში ერთ-ერთი წამყვანი აღმოჩნდა „კარგი მეოჯახე“, ხოლო გოგონებში ამ მახასიათებელს მამაკაცთან მიმართებაში ნაკლები ღირებულება ენიჭება.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ უფროსკლასელებში იდეალები ისეთივე კანონზომიერებებით ვლინდება, როგორც ზრდასრულებში; სქესთა შორის „იდეალური მამაკაცის“ შესახებ შეხედულების მხრივ განსხვავებები თითქმის არ დადასტურდა, ხოლო გოგონებისა და ვაჟების მიერ წარმოდგენილი „იდეალური ქალი“ საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან: გოგონებისთვის იგი უფრო აქტიური და დამოუკიდებელია, ვიდრე ვაჟებისათვის.

3. ქალის სოციალურ მდგომარეობასა და უფლებებთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვებმა გამოავლინა, რომ უფროსკლასელთა აზრით, ქალს ყველაზე მეტი უფლება ოჯახში აქვს, ხოლო მამაკაცს - ოჯახში და ყველგან. ამასთან დაკავშირებით, ვაჟებისა და გოგონების პასუხებში საგრძნობი სხვაობა არ არის. აღსანიშნავია, რომ ვაჟებთან შედარებით გოგონები უფრო მეტად აღნიშნავენ მამაკაცის უფლებებს პასუხებით - „სამსახურში” და „ყველგან”. ამგვარად, რესპონდენტები ქალის უფლებების სფეროდ გარდა ოჯახისა საზოგადოებასაც მიიჩნევენ, რაც საქართველოში არსებული დედის კულტით აიხსნება, ხოლო მამაკაცების უფლებათა სფეროდ მიიჩნევენ, პირველ რიგში, ოჯახსა და სხვა დანარჩენს - საზოგადოებას, სამსახურს და ა.შ. ეს ფაქტი აფიქსირებს ერთი მხრივ გენდერულ ასიმეტრიას, მეორე მხრივ, გარკვეულ თავისებურებებს ქართულ კულტურაში, კერძოდ, დედაქალის ღირებულებას და ოჯახის ასევე მაღალ ღირებულებას სქესისგან განურჩევლად. ამ ვითარებას ეხმაურება მონაცემი, რომელიც ქალის სოციალურ მდგომარეობათაგან ყველაზე პრესტიჟულად „ოჯახის ქალს“ ასახელებს, ეს მონაცემიც ასევე იმეორებს უფროსთა გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც „გათხოვილი ქალის როლური მოდელი ყველაზე უფრო პრესტიჟულად რჩება.”

აღნიშნული მონაცემები ადასტურებს ქალის სოციალურ მდგომარეობაში საზოგადოების ტრადიციული შეფასებების აქტუალობას.

4. ოჯახი და ძალადობა. რესპონდენტთა გამოკითხვა ავლენს, რომ მათ ირგვლივ იშვიათად, მაგრამ მაინც არის ქმრის მიერ ცოლის ცემის ფაქტები; ასევე დასტურდება ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობაც, თუმცა, დიდი უმრავლესობა ასეთ ფაქტებს „სხვებთან“ დაკავშირებით აფიქსირებს და არა საკუთარ ოჯახში.

გამოკითხვა ავლენს, რომ საზოგადოებაში გენდერული ძალადობის ფაქტებს ადგილი უფრო ხშირად აქვს, ვიდრე აღიარებენ. ამასთან, თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით გოგონები უფრო არიან მიდრეკილნი აღიარონ ეს ვითარება, ვიდრე ვაჟები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფიზიკური ძალადობის ფაქტების დამალვა რესპონდენტთა უმრავლესობას მისაღებად მიაჩნია, თანაც აქ ვაჟები უფრო სჭარბობენ, თუმცა გოგონათა უმრავლესობაც იმავე პოზიციაზე დგას. ამ ვითარების არგუმენტაცია ეყრდნობა ოჯახის პრესტიჟის გაფრთხილებასა და მოვლას. პარადოქსია ის ვითარება, რომ ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად ქალის პრესტიჟის შემლახავად მიიჩნევა, ვიდრე მამაკაცისა.

რაც შეეხება აკრძალვებს, გამოკითხვით ვლინდება, რომ უფროსკლასელთა აზრით, მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ ამკრძალავი უფლებები არ გააჩნიათ, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს აკრძლვის პრეროგატივა მაინც ენიჭება, ეს - ქმარია, თანაც ასეთ პასუხს ძირითადად ვაჟები იძლევიან. ამკრძალავი სტატუსი ასევე მიეწერება ძმას, და-ძმას შორის, თუმცა, ამ შემთხვევაშიც რესპოდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არც ერთ მათგანს არა აქვს აკრძალვის უფლება.

5. სქესობრივი ურთიერთობები და სექსუალური ძალადობა. სექსუალური ძალადობის შესახებ შეკითხვა ეხებოდა მოტაცების სიტუაციას გოგონას სურვილის უგულებელყოფის ვითარებაში. უფროსკლასელთა დიდი უმრავლესობის აზრით, მოტაცება მისაღები არ არის, თუმცა, მათ დიდ ნაწილს ეს უფლებების დარღვევად არ მიაჩნია, რადგან, ძირითადად აპელირებენ სიტუაციაზე. უფროსკლასელთა ის ნაწილი კი, ვისთვისაც მოტაცება ადამიანის უფლებების დარღვევაა, მომხდარი ფაქტის ვითარებაში ამჯობინებს ტრადიციული არჩევანის გაკეთებას - ოჯახის შექმნას. ეს ვითარება არგუმენტირებულია მშობლების ოჯახში დაბრუნების შემდგომი პრობლემების საფრთხით, რაც უშუალოდაა დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვეთილ სექსიზმთან.

რაც შეეხება სქესობრივ ურთიერთობებს, გამოკითხვა ამ სფეროშიც ავლენს ტრადიციული შაბლონების სიმყარეს. მაგალითად, ინდივიდუალურ დონეზე ქორწინებისგარეშე სქესობრივიøკონტაქტი მისაღები აღმოჩნდა ვაჟების 63%-ისათვის და გოგონების 5%-ისათვის, ხოლო ნორმატულად რესპონდენტთა 52%-მა ასეთი კონტაქტი დასაშვებად მიიჩნია მხოლოდ ვაჟებისათვის. ეს მონაცემი სქესის მიხედვით განსხვავებას არ აჩვენებს - გოგონებიც და ვაჟებიც ამ საკითხში ერთსულოვანი არიან.

ანალოგიური ტენდენცია ვლინდება ქორწინებისგარეშე სქესობრივი კონტაქტის მქონე ქალის მიმართ დამოკიდებულებაშიც - ასეთი ქალი მიუღებელი აღმოჩნდა გამოკითხულთა 75%-ისათვის, ამასთან გოგონებთან აღინიშნება მეტი ტოლერანტობა, ვაჟებთან - კატეგორიული მიუღებლობა. ქალწულობის ინსტუტუტის მისაღებობასაც ასევე უმრავლესობა იზიარებს - მათთვის ქალწულობა ღირებული, ურღვევი ტრადიცია და ქართველი ქალის სიწმინდის გამოხატულებაა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ გამოკითხულ უფროსკლასელთა 20% აღიარებს დედობის უფლებას ყოველგვარ ვითარებაში, რაც გამოვლინდა ქორწინებისგარეშე შვილის მისაღებობაში.

დასკვნა: „უფროსკლასელთა ცნობიერების ორიენტაციების კვლევა გენდერული ძალადობის სფეროში“ ავლენს გენდერული ასიმეტრიის დასაშვებობის, ტრადიციული წარმოდგენების სიმყარეს ქალის უფლებებთან, და სქესობრივი ურთიერთობების სფეროსთან მიმართებაში.

გენდერული ძალადობის პლანში ვლინდება ძალადობის ფაქტები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა ასეთ ფაქტებს თავის ოჯახში არ აღნიშნავს. კვლავ ვლინდება კულტურის ღირებულება, რომლის მიხედვითაც ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობა ნორმალურად არაა მიჩნეული, ასევე არ არის ნორმატული სექსუალური ძალადობაც, თუმცა ამგვარი ძალადობა მოტაცების სახით ადამიანის უფლების დარღვევად ფაქტიურად არ მიიჩნევა. უფრო გამოკვეთილად გამოვლინდა კულტურული ორიენტაცია ტაბუზე სექსუალურ სფეროსთან მიმართებაში და, აქედან გამომდინარე, გარკვეული ძალადობრივი ორიენტაცია მოტაცების მსხვერპლ ქალთა მიმართაც, რომელთათვისაც ქცევის ყველაზე მისაღებ შაბლონად მომტაცებელთან ოჯახის შექმნა რჩება.

3 ძალადობა და გენდერული ურთიერთობები ოჯახში

▲ზევით დაბრუნება


თინათინ ბასილაშვილი

დღეს ჩვენში ხშირად საუბრობენ ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, მაგრამ ძალზე ძნელია ამგვარი ფაქტების დაფიქსირება, რადგან ისინი საზოგადოებისაგან ან გულდასმით იმალება, ან გამომჟღავნების შემთხვევაშიც არ ხდება მათზე სათანადო რეაგირება. ლაპარაკია არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ ძალადობაზეც, რომელიც უმეტესწილად არსებულ სოციალურ ფონზე არც კი აღიქმება ძალადობად.

ჩვენს კითხვარში პირდაპირი და მაკონტროლებელი კითხვების მეშვეობით შევეცადეთ გამოგვევლინა რეალური მდგომარეობა. რესპონდენტებს უნდა გაეცათ პასუხები როგორც საკუთარ ოჯახებში, ისე ზოგადად საზოგადოებაში არსებული ძალადობის ფაქტების გამოვლენის შესახებ. ამისათვის მათ აღვუწერეთ რეალური მდგომარეობა, როდესაც ცოლ-ქმარს შორის რომელიმე მათგანი აგდებით და დამამცირებლად ეკიდება მეორეს და ვკითხეთ, მათ მშობლებში ვინ იქცეოდა უფრო ხშირად ასე?

აბსოლუტური უმრავლესობის პასუხების მიხედვით, მათ ოჯახებში ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, დარჩენილი 8%-ის აზრით, ასეთი საქციელი მამისთვისაა დამახასიათებელი. ამ ფაქტს გოგონები უფრო აღიარებენ, ვიდრე ვაჟები. გამოკითხულთა მხოლოდ 3% აღიარებს, რომ დედა ექცევა დამამცირებლად მამას. ქ. თბილისის ვაკისა და დიდუბის რაიონის მოსწავლეები საერთოდ უარყოფენ თავიანთ ოჯახებში დედის ამგვარ ქმედებას.

როგორც აღმოჩნდა, რესპონდენტთა უმრავლესობის პასუხებიდან გამომდინარე, არც ნასვამი მამის სახლში დაბრუნებისას იძაბება სიტუაცია. მაგრამ აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ ბიჭები სიტუაციის დაძაბვის მიზეზად უფრო მეტად მამას ასახელებენ, რომელიც აგრესიულად იქცევა, გოგონები კი - დედას, რომელიც ეჩხუბება ნასვამ მამას. ღია კითხვაზე, რომელშიც რესპოდენტებს თავიანთი აზრი უნდა დაეფიქსირებინათ, მხოლოდ ერთადერთი პასუხი იყო რადიკალურად განსხვავებული, რომლის მიხედვითაც სიტუაციის დაძაბვას იწვევდა ის, რომ დედა მოდიოდა ნასვამი და არა მამა.

ჩვენს უფროსკლასელებს უნდა ეთქვათ, სმენიათ თუ არა მათ ირგვლივ (ნაცნობ-მეგობრებში, მეზობლებში) შემთხვევები, როცა ქმარი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა ცოლს. თუ გავაერთიანებთ დადებით პასუხთა ვარიანტებს, როგორებიც იყო: „ძალიან ხშირად“, „ხშირად“ და „იშვიათად“, მაშინ ასეთი ფაქტების არსებობას აღიარებს გამოკითხულთა 59% და მათგან უმრავლესობა გოგონებია. გამოკითხულთა მხოლოდ 36% ამბობს, რომ ასეთი ფაქტების შესახებ არაფერი სმენიათ. ამ აზრს ეთანხმება ბიჭების 48%. ეს კითხვა შეეხებოდა ზოგადად საზოგადოებას, გამოკითხულთა გარემოს, მაგრამ იგივე შეკითხვა დავუსვით მათ საკუთარი მშობლების შესახებაც. ამ შემთხვევაში რესპონდენტთა გაცილებით დიდი რაოდენობა - 77%, საერთოდ უარყოფს მამის მიერ დედის ლანძღვა-გინებას, მაშინ, როცა წინა კითხვაში მოსწავლეთა მხოლოდ 41%-მა უარყო მათ ირგვლივ ამგვარი ფაქტების არსებობა. აქაც საგრძნობი განსხვავებაა სქესის მიხედვით: გოგონები უფრო აღიარებენ მამის აგრესიულობას, ვიდრე ბიჭები.

ჩვენ გვაინტერესებდა ნორმატიულად თუ ამართლებდნენ რესპონდენტები ქალზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევდნენ თუ არა ისინი დასაშვებად ქმრის მიერ ცოლის ცემას. ამ კითხვას უპირობოდ ეთანხმება გამოკითხულთა ძალზე მცირე ნაწილი - 1,4%. ხოლო გოგონების 11% და ვაჟების 22% თვლის, რომ „ცოლის ცემა დასაშვებია, თუ ის ამას იმსახურებს“. ამ პასუხში ბიჭების წილი 2-ჯერ აღემატება გოგონებისას, მაგრამ ამ უკანასკნელთა მიერ დადებითი პასუხის გაცემა ჩვენთვის ძალზე გასაკვირი იყო. ამის შემდეგ რესპონდენტებს ვკითხეთ, სმენიათ თუ არა მათ ნაცნობ-მეგობრებში, ქმარის მიერ ცოლს ცემის ფაქტი. პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: „ძალიან ხშირად“ - 1,8%; „ხშირად“ - 6%, „იშვიათად“ 43, 6% და „არასდროს“ 48,6%. როგორც წინა შემთხვევაში, აქაც გოგონების გულახდილობა უფრო დიდია, ვიდრე ვაჟებისა. რაც შეეხება ამგვარი ფაქტების არსებობას მათ საკუთარ ოჯახებში, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა კატეგორიულად უარყოფს ასეთ შემთხვევებს (71,2%). მხოლოდ 3,6% აღიარებს მამის მიერ დედის ცემის ფაქტს და აქედან უმრავლესობა კვლავ გოგონებია. დარჩენილ რესპონდენტებს კი ან უჭირთ პასუხის გაცემა, ან არ იციან ჰქონდა თუ არა ადგილი მათ ოჯახში ძალადობის ამგვარ შემთხვევას. ეს ორი უკანასკნელი პასუხის ვარიანტი შეიძლება დავუკავშიროთ დადებით პასუხს, რადგანაც, როდესაც ცოლი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხდება, ამის შესახებ ყველაზე ადრე სწორედ შვილები იგებენ. რაც შეეხება ვარიანტს: „მიჭირს პასუხის გაცემა“ - ამით რესპონდენტები ერთგვარად თავს იზღვევენ, მათ თუმცა იციან, რომ ძალადობა ნორმატულად გაუმართლებელია, მაგრამ კატეგორიულად ვერ უარყოფენ თავიანთ ოჯახებში ამგვარი ფაქტების არსებობას და დადებითი პასუხიდან თავის არიდების საუკეთესო საშუალებად ამ ვარიანტის არჩევას თვლიან. ამას გვიდასტურებს ის მონაცემიც, რომლის თანახმადაც რესპონდენტთა ოჯახების უმრავლესობა მალავს ფიზიკური ძალადობის ფაქტების არსებობას საკუთარ ოჯახებში. იმ გამოკითხულთაგან, რომელთაც გაუჭირდათ პასუხის გაცემა, მხოლოდ 7,3% ამბობს, რომ ამგვარი ფაქტები არ იმალება და მათი უმრავლესობაც გოგონებია. 61% კი ირჩევს პასუხს: „გააჩნია ვისთან“, რაც შეიძლება ფაქტის დამალვის ტოლფასად მივიჩნიოთ.

უფროსკლასელთა აზრით ფიზიკური ძალადობის ფაქტები არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის შემთხვევაში იმალება, არამედ უნდა იმალებოდეს ნებისმიერ ოჯახში, სადაც ადგილი აქვს ქმრის მიერ ცოლის ფიზიკურ შეურაცხყოფას. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ როცა საქმე საკუთარ ოჯახს არ ეხება, რესპოდენტები გაცილებით თამამად პასუხობენ, რომ ამგვარი ფაქტები არ უნდა დაიმალოს. განსხვავებაა სქესის მიხედვითაც: როცა ლაპარაკია საკუთარ ოჯახზე, გოგონები უფრო ემხრობიან ფიზიკური ძალადობის სააშკარაოზე გამოტანას, ხოლო როცა კითხვა ზოგადი ფორმით ისმება, ამ შემთხვევაში თუმცა მცირე მაჩვენებლით, მაგრამ მაინც ვაჟების უარყოფითი პასუხების რაოდენობა აღემატება გოგონებისას.

საინტერესოა თუ რატომ უნდა დაიმალოს ფაქტები, როცა ოჯახში მამაკაცი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ცოლს. ამის გამოსავლენად რესპონდენტებს ჩვენს მიერ მიწოდებული მიზეზები უპირატესობის მიხედვით უნდა დაელაგებინათ. ასევე გვქონდა ღია პასუხის ვარიანტიც. როგორც მოსალოდნელი იყო, რესპონდენტთა უმრავლესობა პირველ მიზეზად ასახელებს ოჯახის სახელს, რომელსაც მოფრთხილება უნდა, ამგვარი ფაქტების გამომჟღავნება კი ჩრდილს მიაყენებს მას. მეორე მიზეზად გამოკითხულებმა დაასახელეს ის, რომ ეს ქალის თავმოყვარეობას შელახავს. საინტერესოა, რომ მამაკაცის მიერ ცოლზე განხორციელებული ძალადობა აღიქმება, როგორც ქალის თავმოყვარეობის შელახვა და არა მამაკაცის პრესტიჟისა (ეს უკანასკნელი ძალზე მცირე სიხშირით სახელდება ძალადობის ფაქტების დამალვის მიზეზებში).

გამოვლინდა გარკვეული განსხვავება სქესის მიხედვით, რაც იმაში გამოიხატება, რომ გოგონებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ქალის თავმოყვარეობის საკითხი, ბიჭები კი თვლიან, რომ ქალი უნდა გაჩუმდეს, რათა ოჯახი არ დაინგრეს; ანუ ოჯახის შენარჩუნება წარმოადგენს უპირველეს მიზანს, თუნდაც იგი ამგვარ ძალადობრივ ურთიერთობებს ეფუძნებოდეს. განსაკუთრებით VIII-IX კლასელები თვლიან, რომ ძალადობის მსხვერპლმა ქალმა უნდა გამოავლინოს მოთმინება და უმჯობესია იგი გაჩუმდეს.

ეს ალბათ მათი ასაკით აიხსნება. მათ სურთ ჰქონდეთ „სრულყოფილი ოჯახი“ და ჰყავდეთ დედაც და მამაც. ისინი მშობლებისაგან მოითხოვენ, რომ პირველ რიგში მათ გაუწიონ ანგარიში, რადგან თვლიან, რომ ჩხუბის შედეგად სწორედ ბავშვები იჩაგრებიან. ეს პოზიცია უფროსკლასელებმა დააფიქსირეს ღია კითხვაში, სადაც ასევე ხშირად დასტურდებოდა პასუხის ის ვარიანტი, რომლის თანახმადაც ამგვარი ფაქტები ოჯახის პირადი საქმეა და შეიძლება მათი ხმაურის გარეშე მოგვარებაც. მხოლოდ ერთი პასუხი იყო ძალზე განსხვავებული და ჩვენთვის საინტერესო, რომელსაც პირდაპირი ტექსტით მოგიყვანთ: „სოციოლოგიურ გამოკითხვაში არ უნდა დამალო ძალადობის ფაქტი, როცა ამას უცნობს ეუბნები“.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა ტენდენცია: ფიზიკური ძლადობა ნორმატიულად უარყოფილია. აქედან გამომდინარე, მისი გამოვლენა ჩრდილს აყენებს ოჯახის სახელს და იგი უფროსკლასელთა მიერ უფრო ქალის თავმოყვარეობის შელახვად აღიქმება, ვიდრე მამაკაცის პრესტიჟისა. არა და პირიქით უნდა იყოს, რადგან სწორედ კაცი სჩადის არანორმატულ ქცევას. ეს მონაცემები ალბათ საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებას ეთანადება, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობისას ხდება თავად მსხვერპლის დადანაშაულება. როგორც რესპონდენტები აღნიშნავდნენ, ქალის ადგილი ოჯახშია; ქალი ღირებულია მხოლოდ მაშინ, როცა მას ოჯახი აქვს და ამიტომაც იგი უნდა გაჩუმდეს, მოითმინოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობაც კი, რომ არ დაინგრეს ის, რაც წარმოადგენს მისი „მოღვაწეობის“ ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ სფეროს. თუ ის არ გაჩუმდება, დაკარგავს ერთადერთ საყრდენს და მისი სტატუსიც საგრძნობლად დაეცემა. ამ დასკვნის საშუალებას გვაძლევს მონაცემი, რომლის მიხედვითაც, უფროსკლასელთა აზრით, ყველაზე მეტ პატივისცემას სხვა მდგომარეობის ქალებთან შედარებით, როგორებიცაა ქვრივი, გაუთხოვარი (შინაბერა), განქორწინებული, ოჯახის ქალი იმსახურებს. აქედან ჩანს, რომ ქალი ფასდება ქმართან და ოჯახთან მიმართებაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 27% ფიქრობს, რომ ყველა ქალი ერთნაირად პატივსაცემია. დანარჩენ შემთხვევაში პასუხის ეს ვარინტი ერთგვარ გამყოფად გვევლინებოდა რანჟირებულ კითხვაში, რომლის ზევითაც ანუ დადებით „პატივსაცემ ქალთა“ ველში ხვდებოდნენ ოჯახის ქალები და ქვრივები, მის ქვევით უარყოფით ველში კი - შინაბერები და განქორწინებულები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება აღვნიშნოთ შემდეგი: ოჯახში არსებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას უფროსკლასელები არც თუ ისე ხშირ მოვლენად მიიჩნევენ. მით უმეტეს, თუ საუბარი მათ მშობლებს შეეხებათ. ეს მათთვის მტკივნეული თემაა დ ამიტომ პასუხის გაცემისას შეიძლება ეჭვიც შევიტანოთ გამოკითხულთა გულახდილობაში. ამას ისიც გვიდასტურებს, რომ მათი უმრავლესობა ძალადობის ფაქტების გამომჟღავნებას საჭიროდ არ თვლის. მათ განგებ მივაწოდეთ მაკონტროლებელი კითხვები, რათა მიღებული ინფორმაციის სანდოობა შეგვემოწმებინა. როგორც აღმოჩნდა, ძალადობის ფაქტები ოჯახებში უფრო ხშირი უნდა იყოს, ვიდრე ამას პირდაპირ გვეუბნებიან ჩვენი რესპონდენტები. ეს კი იმის შედეგია, რომ მიუხედავად რეალური სიტუაციისა ძალადობა და, მითუმეტეს ქალზე ძალადობა, ღირებულების დონეზე ძალზე უარყოფითად ფასდება. საზოგადოებაში იგი ითვლება ერთგვარ ტაბუირებულ თემად, რომლის შესახებაც ყველამ იცის და ამასთან, მასზე ხმამაღლა საუბარს ყველა ერიდება. გარკვეული განსხვავება გამოვლინდა სქესთა შორის, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გოგონები გაცილებით დიდი სიხშირით აღიარებენ როგორც საერთოდ ამგვარი ფაქტების არსებობას საზოგადოებაში და მათ საკუთარ ოჯახებში, ისე მამის დამამცირებელ მოპყრობას დედისადმი. ეს მაჩვენებელი საერთო მონაცემებთან შედარებით არც ისე დიდია, მაგრამ ვაჟებისა და გოგონების განსხვავებულ შეხედულებებს გვიჩვენებს. ამ უკანასკნელთა პოზიცია ალბათ იმით აიხსნება, რომ ამგვარ სიტუაციებში ძირითადად ქალები იჩაგრებიან და მათდამი თანაგრძნობა, მათივე სქესის წარმომადგენლებისაგან უფრო მოსალოდნელია.

4 დამოკიდებულება სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ურთიერთობებისადმი

▲ზევით დაბრუნება


ნატო გაბინაშვილი

ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში რეალურად არ დგას გენდერული ძალადობის პრობლემა და ამ თემაზე საუბარი ფუჭი ლაყბობაა. ვფიქრობთ, ეს აზრი სიმართლეს არ შეესაბამება. რადგანაც, არ არსებობს საზოგადოება, რომელსაც ეს პრობლემა არ აწუხებდეს. ცხადია, იგი ყველგან ერთნაირად ძლიერად და ერთნაირი ფორმით არ არის გამოვლენილი და ამ გამოვლენას ყოველთვის ადევს „მშობელი“ კულტურის (თუ საზოგადოების) სპეციფიკის დაღი. სწორედ ამ კონტექსტში შევეცდებით წარმოვაჩინოთ თუ რას ფიქრობენ უფროსკლასელები გენდერულ ძალადობაზე, - კერძოდ, გენდერული ძალადობის გამოვლინებაზე სექსუალურ სფეროში. დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ეს სფერო ყველაზე უფრო დახურული, ტაბუდადებული და ძნელად სასაუბროა, რაც განპირობებულია ქართული კულტურული ღირებულებებით, მკაცრი დოგმებით და სექსუალური ცხოვრების რეგლამენტაციით. ეს ჩვენი რესპონდენტების პასუხებშიც აისახა. ისინი ყველაზე უფრო ტრადიციულები, გაუბედავები, საზოგადოებრივი აზრის მიმდევარნი და მორჩილნი სწორედ ამ კუთხით აღმოჩნდნენ.

თავდაპირველად დავინტერესდით თუ რას ფიქრობენ უფროსკლასელები ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტის შესახებ. როგორც გამოირკვა მათი უმრავლესობა - 52% თვლის, რომ „ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ ვაჟებისთვისაა მისაღები“. 18%-ის აზრით „სქესობრივი კონტაქტი მისაღებია როგორც ვაჟებისთვის, ასევე გოგონებისათვის (ორივესთვის ერთნაირად)“. 29%-ს „უჭირს პასუხის გაცემა“ და მხოლოდ 0,6% ამბობს, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ გოგონებისთვის არის დასაშვები. აღსანიშნავია, რომ ამ პასუხის ავტორები ვაჟები არიან და მათი პასუხები ალბათ უფრო ხუმრობად უნდა ჩაითვალოს, ვიდრე რეალური პოზიციის დაფიქსირებად. სქესის მიხედვით გარკვეული განსხვავება გამოვლინდა: გოგონების უმეტესობას უჭირს პასუხის გაცემა, ბიჭების შედარებით დიდი ნაწილი კი თვლის, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი ორივესთვის ერთნაირად მისაღებია. ხოლო გოგონებისა და ბიჭების 52%-მა ერთსულოვნად აღიარა, რომ „ასეთი კონტაქტები მხოლოდ ვაჟებისთვისაა მისაღები“. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, უფროსკლასელებში მყარად არის შენარჩუნებული ქალწულობის ინსტიტუტის ტრადიცია, და რაც ყველაზე საგულისხმოა, არა თუ ვაჟები, არამედ თავად გოგონებიც კი არ არიან ორიენტირებულნი ცვლილებაზე და პროტესტის გარეშე იღებენ კულტურით განპირობებულ ნორმებს. ამ მოსაზრების გამყარების საშუალებას იძლევა მომდევნო კითხვის მონაცემები: „პირადად თქვენთვის ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი დასაშვებია?“ გამოკითხულთა 32%-მა უპასუხა „დიახ“, 50%-მა - „არა“”, 19%-მა - „მიჭირს პასუხის გაცემა“. სქესის ნიშნის მისედვით კი შემდეგი განსხვავება დაფიქსირდა: გოგონების მხოლოდ 5%-სთვის არის მისაღები ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობა, 76%-სთვის მიუღებელი, 19 -ს კი უჭირს პასუხის გაცემა. ბიჭების 63%-ისთვის მისაღებია, 20%-სთვის - მიუღებელი, 18%-ს კი უჭირს პასუხის გაცემა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კულტურაში გაბატონებული ქალწულობის ინსტიტუტი კვლავ შენარჩუნებულია, რის ხელშემწყობ გარემოებადაც შეიძლება არსებული აღზრდის მეთოდი ჩაითვალოს, რადგანაც ჩვენს შეკითხვაზე, „თუ რატომ არ არის მისაღები ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი?“ გამოკითხულ გოგონათა 61%-მა უპასუხა: „ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი დაუშვებელია - მე ასე აღმზარდეს“. იმ ბიჭების უმრავლესობამ კი - 40%-მა, ვისთვისაც ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი მიუღებელია, მიზეზად რელიგიური დოგმა დაასახელა, რაც, ალბათ იმით აიხსნება, რომ ვაჟის სექსუალური ცხოვრება ნაკლებად რეგლამენტირებულია ქართულ კულტურაში და, შესაბამისად, აღზრდის პროცესში ამ მხრივ აკრძალვები ნაკლებად მოიაზრება. თუმცაღა, საერთოდ ქრისტიანულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ქართული კოლექტივისტური კულტურისათვის სექსუალური სფერო, „მრუშობისა“ და „მეძავობის“ სოციალური ნიშნურობით, რეპრესირებულობის განსაკუთრებულ წნეხს გულისხმობს არა მარტო ქალებისათვის, არამედ მამაკაცებისთვისაც. ქალებთან მიმართებაში რეპრესია ეხება სექსუალური კონტაქტის თვით ფაქტს, ხოლო მამაკაცებთან მიმართებაში ამგვარი კონტაქტის მისაღებობა-მიუღებლობას (ამის შესახებ იხ. ლ. სურმანიძის სტატია „ქართული კულტურა და გენდერული ურთიერთობები“). რაც შეეხება დანარჩენ რესპოდენტებს (გოგონების 16% და ვაჟების 25%). ისინი ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტები, რადგან ფიქრობენ (შიშობენ), რომ მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება გაჩნდება საზოგადოების მხრიდან.

ამ მონაცემებთან შესაბამისობაში მოდის შემდეგი კითხვის პასუხები: „როგორ ფიქრობთ, მისაღებია ქალი, რომელსაც აქვს ქორწინებისგარეშე სქესობრივი ურთიერთობები?“ გამოკითხულთა მხოლოდ 7%-მა თქვა - „დიახ“, 17%-მა აღნიშნა, რომ „უფრო მისაღებია, ვიდრე არა“, 35%-მა „უფრო არა, ვიდრე კი“, ხოლო 40,4%-მა - „არა“. სქესის მიხედვით აქ არსებითი განსხვავება არ არის. მხოლოდ უნდა აღინიშნოს, რომ რესპონდენტი ბიჭების უმრავლესობა ერთხმად აცხადებდა, რომ ასეთი ქალი მიუღებელია, გოგონები კი შედარებით უფრო ტოლერანტულ-შემწყნარებლური პასუხის ვარინტს ირჩევდნენ - „უფრო არა, ვიდრე კი“. მაგრამ საბოლოოდ, თვალნათლივ გამოიკვეთა, რომ სტერეოტიპი: „ქალი ქალწული უნდა გათხოვდეს“ კვლავ მყარადაა გაბატონებული კულტურულ მენტალიტეტში და მომავალი თაობაც მტკიცედ იცავს რა ამ ტრადიციას, უარყოფითადაა განწყობილი წესის დამრღვევებისადმი.

ამდენად, ერთი მხრივ გამოკითხული გოგონები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ქორწინებისგარეშე სექსუალური კონტაქტი, რადგან საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა გაჩნდება მათ მიმართ, მეორე მხრივ კი ისინი თავად წარმოადგენენ ამ საზოგადოებას და თავად ამტკიცებენ და იცავენ მის დოგმებს. ანუ მათ არ სურთ სექსუალური თანასწორობის მიღწევის გზაზე პიონერობა იკისრონ და მორჩილად იღებენ უკვე დაკანონებულ ნორმებს. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ნახსენები სტერეოტიპი: „ქალი ქალწული უნდა გათხოვდეს“ ცალკე მსჯელობის სახით იყო ჩვენს კითხვარში მოცემული და გამოკითხულ გოგონათა 89% და ბიჭების 87% დაეთანხმა მას. რაიონების მიხედვით რაიმე სერიოზული განსხვავება არ ყოფილა, ასევე არ ყოფილა განსხვავება კლასების მიხედვითაც. უფროსკლასელები ერთნაირად ტრადიციულნი არიან სექსუალურ სფეროში, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა „ქალიშვილობის წესის” მათეული განმარტებით. რესპონდენტთა 35%-მა თქვა, რომ ეს ქართული ტრადიციაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს. 42%-ის აზრით, ესაა ქართველი ქალის სიწმინდის გამოხატულება, 12% კი თვლის, რომ ესაა არასასურველი, მაგრამ ანგარიშგასაწევი წარსულის გადმონაშთი და მხოლოდ 11% ფიქრობს, რომ ეს უაზრო წესია, რომელიც ართულებს გოგონასა და ბიჭის ურთიერთობას. ამ მონაცემებთან ალბათ უპრიანი იქნებოდა გვეხსენებინა იმ ექსპერიმენტის1 შედეგებიც, რომელიც ეხებოდა სიღრმისეულ კულტურულ სემანტიკურ კავშირებს და რომლის დამუშავების შემდეგაც გამოიყო ერთიანი სემანტიკური ველები. ერთ ნაწილში „მოგროვდა“ „უწმინდური“, ხოლო მეორეში - „უბიწო“ გულისთქმანი, მაგალითად, ცნებები „ჰომოსექსუალური“, „მეძავი“ - „ლტოლვა“ ერთ ქვეჯგუფად განლაგდა, „სქესი“ - „სქესობრივი კონტაქტი“ - „ძალა“ - „ფული“ - სხვა ქვეჯგუფად. ამავე სემანტიკურ ველში მეორე მხარეს ლაგდება, ასე ვთქვათ, „პატიოსნების” აღმწერი მნიშვნელობები: „ქალწულობა”, „წესის დაცვა”, „ღმერთი” - „რწმენა რელიგია” - „პასუხისმგებლობა”. თავად ამ ექსპერიმენტის ფართო ანალიზისაგან თავს შევიკავებთ, რადგან ეს შესანიშნავად გააკეთეს სხვა ავტორებმა. ერთი რამ კი ცხადია, შუა საუკუნეების იდეოლოგია კვლავ აქტუალურ როლს თამაშობს დღევანდელ ქართულ მენტალიტეტში. იმდროინდელი ნეგატიური დამოკიდებულება სექსუალური სფეროს შეფასებისას და დამცავ მექანიზმად „ქალიშვილობის ინსტიტუტის“ ტრადიცია, რეალობაში ჰპოვებს ასახვას, რაც ნათლად გამოვლინდა როგორც სოციოლოგიურ გამოკვლევებში, ასევე ექსპერიმენტში.

ამ კონტექსტში ვფიქრობთ, საინტერესოა თუ როგორ უყურებენ ჩვენი რესპონდენტები ქორწინებისგარეშე (უქმროდ) შვილის გაჩენას, - გამოკითხულთა 20%-მა თქვა, რომ „დადებითად“, რადგან ქალს ყველა სიტუაციაში აქვს უფლება გახდეს დედა. 24% ამგვარ ფაქტს უარყოფითად აფასებს, რადგან ქალმა პირველ რიგში ანგარიში უნდა გაუწიოს საზოგადოებას. გამოკითხულთა ყველაზე უფრო დიდ ნაწილს - 39%-ს უჭირს პასუხის გაცემა - უმამოდ გაჩენილი ბავშვი საზოგადოებაში დაჩაგრულია, ხოლო 17,2%-ს ამ მოვლენისადმი ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს. აქაც, როგორც წინა შემთხვევაში, მისაღებია თუ არა თქვენთვის ქალი, რომელსაც აქვს ქორწინებისგარეშე სქესობრივი ურთიერთობები? ვაჟებმა უფრო კატეგორიულად უარყოფითი პოზიცია დაიკავეს. გამოკითხულ ვაჟთა 33,8%-მა განაცხადა, რომ უქმროდ ბავშვის გაჩენა უარყოფითი მოვლენაა, ქალს არ აქვს ამის უფლება.

როგორც ირკვევა, უფროსკლასელთათვის ის ქალი უფრო მისაღებია, რომელმაც ქორწინებისგარეშე გააჩინა შვილი, ვიდრე ის, რომელიც ქორწინებისგარეშე ამყარებდა სქესობრვ კონტაქტს. ამის თქმის საშუალებას იძლევა იმ დადებით პასუხთა პროცენტულ მაჩვენებლებს შორის არსებული სხვაობა (37%-24%), რომელიც ამ ორ კითხვას ეკუთვნის. ამის მიზეზი ალბათ შეიძლება ავხსნათ იმ ფაქტით, რომ საქართველოში ოდითგანვე არსებობდა დედის კულტი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დედის კულტი ყოველთვის მამასთან, ოჯახთან ერთად მოიაზრებოდა და არა ცალკე. რასაც გვიდასტურებს გამოკითხულთა პასუხებიც, - როდესაც მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ უქმროდ გაჩენილი ბავშვი საზოგადოებაში იჩაგრება, როგორც არასრულფასოვანი წევრი ამ საზოგადოებისა და ქალს საერთოდ არ აქვს უფლება ქორწინებისგარეშე შვილი გააჩინოს, ვინაიდან ეს საზოგადოებაში არსებულ ნორმებს არ შეესაბამება. მეორე მხრივ, თვალწინ წარმოგვიდგება ღვთისმშობლის ხატი; მარიამმა ქალწულმა შვა შვილი, სწორედ ამიტომაც საზოგადოება უფრო შემწყნარებელია იმ ქალებისადმი, რომელთაც ქორწინებისგარეშე სქესობრივი კონტაქტისკენ „დედობის ინსტინქტმა“ უბიძგა, ვიდრე მათდამი, ვინც ასეთ კავშირში მხოლოდ ტკბობაზე ფიქრობს და ამით „არასანქცირებულ“ ქცევას სჩადის.

რადგანაც ჩვენი თემა სექსუალურ სფეროში გენდერული ძალადობაა, საჭიროდ ჩავთვალეთ ყურადღება გაგვემახვილებინა კიდევ ერთ ტრადიციაზე, რომელიც თავის ძალადობრივ ხასიათში მოიცავს ადამიანის (ქალის) უფლების შელახვას. საუბარია ყველასათვის ცნობილ გოგონას მოტაცების პრეცენდენტზე. კითხვაზე, „ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით, მისი სურვილის საწინაანღმდეგოდ, არის თუ არა ქალის უფლების შელახვა?“ გამოკითხულთა 47,4%-მა დადებითად უპასუხა. 8,2%-მა აღნიშნა, რომ „ეს არ არის ქალის უფლების შელახვა“, ხოლო 44,4%-მა პასუხის ვარიანტად - „გააჩნია სიტუაციას“ აირჩია. ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ გოგონას მოტაცების ფაქტი უფროსკლასელებში ქალის უფლების შელახვად არის მიჩნეული, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია ის 44,4%, რომლებმაც „გააჩნია სიტუაციას“ შემოხაზეს და, ფაქტიურად, ამით თავისი პოზიცია დააფიქსირეს, რომ მათთვის გოგონას მოტაცება პრინციპში არ არის ქალის უფლების დარღვევა. რადგანაც კითხვარში ცალსახად იყო მითითებული, რომ ეს ქმედება გოგონას სურვილის საწინააღმდეგოდ ხდებოდა. ნებისმიერი ფაქტი კი რომელსაც ადამიანის სურვილის საწინააღმდეგოდ ახორციელებენ მის მიმათ, უყოყმანოდ შეიძლება ჩაითვალოს ამ ადამიანის უფლების დარღვევად. აღსანიშნავია რესპონდენტი ბიჭების ის 14%-იც, რომლებმაც პირდაპირ განაცხადეს, რომ გოგონას მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, არ არის ქალის უფლების დარღვევა. ხოლო შეკითხვაზე, რომელიც მხოლოდ გოგონებს ეხებოდა და შემდეგნაირად იყო ფორმულირებული -„რას გააკეთებდით თქვენ, ასეთი ფაქტის წინაშე რომ დამდგარიყავით?“ მხოლოდ 32%-მა უპასუხა, რომ მშობლებთან დაბრუნდებოდა. დანარჩენმა რესპონდენტებმა კი ნაწილმა განაცხადა, რომ შეეგუებოდა და კარგი ოჯახის შექმნას შეეცდებოდა, ნაწილმა კი პასუხების ღია ვარიანტი აირჩია და თავისი შეხედულება პირადი მოსაზრებებით დააფიქსირა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა ტექსტი მეორდებოდა და ძირითადად გულისხმობდა იმას, რომ თუ „ნორმალური ბიჭია“, „არ სვამს“, „არ იკეთებს“, „კარგი ოჯახიდანაა“, მაშინ მომტაცებელთან დარჩებოდა და ჰარმონიული ოჯახის შექმნას შეეცდებოდა.

მხოლოდ ერთი პასუხი იყო რადიკალურად განსხვავებული, რომელსაც პირდაპირი ტექსტით მოვიყვანთ: „სასამართლოში ვიჩივლებდი და შინ მშობლებთან დავბრუნდებოდი“.

როგორც მონაცემებიდან ირკვევა, გოგონას მოტაცების ფაქტი რესპოდენტთა ერთ ნაწილს საერთოდ არ მიაჩნია ქალის, ადამიანის უფლების დარღვევად, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ შეიძლება თავად მოვლენა ძალადობრივია, მაგრამ არსებობს სერიოზული მიზეზები (პრობლემები), რომლებიც მოტაცებულ გოგონას შეიძლება შეექმნას შემდეგში, თუკი ის მშობლებთან დაბრუნდება. ამიტომაც, გამოკითხულთა უმრავლესობა საუკეთესო გამოსავალს ასეთ სიტუაციაში დარჩენასა და ოჯახის შექმნაში ხედავს. კონკრეტულად კი რანჟირებულ კითხვაზე - მოტაცების შემთხვევაში რატომ არ ბრუნდებიან გოგონები მშობლებთან? -შემდეგი მონაცემები მივიღეთ:

გამოკითხულთა უმრავლესობამ 37,8% (მათ შორის, გოგონების 45,9% და ბიჭების 28,6%) ჩამოთვლილ მიზეზებს შორის პირველი ადგილი მიაკუთვნა მოსაზრებას: გოგონებს ეშინიათ, რომ დაბრუნების შემთხვევაში პატიოსანი ქალის სახელი აღარ ერქმევათ. მეორე ადგილზე სქესის მიხედვით განსხვავება დაფიქსირდა. გოგონები (35%) ფიქრობენ, რომ მოტაცებული ქალიშვილი შინ არ ბრუნდება, რადგანაც მშობლებს ურჩევნიათ, რომ მას ოჯახი ჰქონდეს, ანუ რჩება მშობლების ძალდატანებით. ბიჭებმა კი (30%) ჩათვალეს, რომ გოგონები იმიტომ რჩებიან, რომ მათ მომტაცებელი უყვარდებათ, თუმცაღა მათმა დიდმა ნაწილმა (27,4%) გოგონების მსგავსად მშობლების გავლენა აღიარა. მესამე ადგილი ორივე სქესის რესპოდენტებმა მიაკუთვნეს იმ შეხედულებას, რომ გოგონები მომტაცებელთან იმიტომ რჩებიან, რომ ინტიმური ცხოვრების შემდეგ სხვა გზა აღარ აქვთ. ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვან ფაქტორად კი ორივე სქესის რესპონდენტებმა მიიჩნიეს ის აზრი, რომ გოგონები მომტაცებელთან რჩებიან, რადგანაც მოსწონთ სექსუალური კონტაქტი.

როგორც გამოირკვა, აქაც მსგავსად ყველა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე სექსუალურ სფეროს ეხება, გოგონები ყველაზე მეტად უფრთხიან უარყოფით საზოგადოებრივ აზრს (მსგავსად საკუთარი მშობლებისა) და იმ შემთხვევაშიც კი როცა მათი „ქალწულებრივი მდგომარეობა“ დარღვეული არ არის, არ „რისკავენ“ და პირადი სურვილის საწინააღმდეგოდ რჩებიან მომტაცებელთან. ბიჭები კი დაიმედებულნი არიან რა იმ გარემოებით, რომ გოგონები „მოუფრთხილდებიან“ საკუთარ სახელს, უფრო გაბედულად მოქმედებენ და დარწმუნებულნიც არიან, რომ თავს შეაყვარებენ მათ.

რაც შეეხება უშუალოდ სექსუალურ კავშირს, აქაც ნათლად გამოიკვეთა, რომ ინტიმური ცხოვრების შემდეგ სხვა გამოსავალი აღარ რჩება და გოგონა იძულებულია შეეგუოს თავის „ბედს“. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად სექსუალური კონტაქტის მოწონების ფაქტორს მომტაცებელთან დარჩენის გამომწვევ მიზეზად ნაკლებ მოიაზრებენ. ეს ალბათ ერთი მხრივ იმით არის გამოწვეული, რომ ამ თემაზე საუბარი და ასეთი „თამამი აღიარება“ ერიდებათ და, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ის შემთხვევებიც, როდესაც სექსუალურ კონტაქტს ძალისმიერი გზით ახორციელებს მომტაცებელი. ასეთი კავშირი კი, რა თქმა უნდა, მიუღებელი და დამთრგუნველია, მოწონებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით თვალნათლივ გამოიკვეთა, რომ მოზარდები, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების დანარჩენი წევრები ძალზედ ტრადიციულნი არიან სექსუალობის სფეროსთან მიმართებაში. უდიდესი ღირებულება ენიჭება საზოგადოებრივ აზრს, სტერეოტიპულ განწყობებსა და შეფასებებს, რაც შეიძლება ავხსნათ ქართული კულტურის კოლექტივისტური ხასიათით. ცნობილია, რომ კოლექტივისტურ კულტურებში საზოგადოებრივი აზრი, ნორმები და ღირებულებები ყოველთვის პირადულზე მაღლა დგას და განსაზღვრავს მას.

ამდენად, დღევანდელ პირობებში, როცა ქალი ცდილობს თავისი შესაძლებლობების განვითარებას, იგი აუცილებლად უნდა შეეცადოს არა მარტო იბრძოლოს მემკვიდრეობით მიღებული და გაბატონებული ემოციური განწყობებისა და ორიენტაციების გადახალისება-შეცვლისათვის, არამედ, პირველ რიგში, თავის თავში უნდა დაძლიოს ის წინააღმდეგობა, რომელიც ჩამოუყალიბდა ტრადიციული იდეალის გამყარების წყალობით.

_____________________

1. ექსპერიმენტი ჩაატარეს დოც. სურმანიძემ და მაგისტრანტმა ნ. თვალაბეიშვილმა

5 უფროსკლასელები და გენდერული ასიმეტრია

▲ზევით დაბრუნება


სოფიო ჩაჩანიძე

ჩვენთვის საინტერესო იყო უფროსკლასელთა მოსაზრებები და შეხედულებები იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება მათ ოჯახებში გადაწყვეტილებების მიღება, ვინ თმობს პოზიციებს კონფლიქტის დროს; როგორია ქალისა და მამაკაცის უფლებრივი მდგომარეობის თანაფარდობა მათ წარმოდგენებში; სად და როგორ ხედავენ ისინი ქალსა და მამაკაცს დღევანდელ საზოგადოებაში; აქვთ თუ არა დისკრიმინაციული განწყობები ამა თუ იმ სქესის წარმომადგენლების მიმართ და ყოველივე ამის ფონზე, როგორ წარმოუდგენიათ მათ ქალისა და მამაკაცის იდეალური ტიპები. ამასთან ძალზე საინტერესოა, თუ რას თვლიან უფროსკლასელები ოჯახის დანგრევის უმთავრეს მიზეზად. შევეცდებით ყველაფერზე ვისაუბროთ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გამოკითხულთა უმრავლესობა (61,4%) თვლის, რომ გადაწყვეტილებას ორივე მშობელი ერთნაირად იღებს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს უჭირავს წამყვანი პოზიცია, ეს რაღა თქმა უნდა მამაა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ დედის თუ მამის წამყვან როლს გადაწყვეტილების მიღებაში ძირითადად მათივე სქესის წარმომადგენელი შვილები აღიარებენ. უნდა ითქვას, რომ ბებია-ბაბუების მონაწილეობა ოჯახში გადაწყვეტილების მიღებაში ძალზე უმნიშვნელოა. უფრო მაღალ კლასებში თანდათან იზრდება ოჯახში გადაწყვეტილების მიღებისას მშობელთა თანაბარი მონაწილეობის აღიარება.

თუ გადაწყვეტილებას ორივე მშობელი თანაბრად იღებს, ალბათ, ლიგიკურია, რომ ისინი პოზიციებსაც თანაბრად უნდა თმობდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ საწინააღმდეგო შეხედულებების ქონისას პოზიციებს თმობს ან მხოლოდ დედა, ან უფრო დედა, ვიდრე მამა. და თუ ადრე უმრავლესობა ამბობდა, რომ დედა და მამა თანაბრად ღებულობენ გადაწყვეტილებას, ახლა უკვე მათი ნახევარიც არ აღიარებს, რომ დედა და მამა თანაბრად თმობენ პოზიციებს. ასე რომ დედის როლი გადაწყვეტილების მიღებაში არც ისე დიდია, ყოველ შემთხვევაში ასე თვლიან უფროსკლასელები. ამასთან ისინი გვეუბნებიან, რომ ქალს ყველაზე მეტი უფლება აქვს ოჯახში (42,8%). აქედან ადვილად შეგვიძლია ვიმსჯელოთ საერთოდ ქალის უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში - მას ყველაზე მეტი უფლება აქვს ოჯახში, სადაც, ყველაზე მეტად თვითონ თმობს პოზიციებს. კლასების მიხედვით პასუხებში გარკვეული განსხვავებაა. VIII კლასელები თვლიან, რომ ქალებს უფლებები გააჩნიათ ოჯახში, უფრო დიდები (XI) კი მის საზოგადოებრივ უფლებებს აღიარებენ. არც ქალს და არც კაცს არა აქვთ უფლებები სამსახურში. საინტერესოა, რომ კაცებს ყველაზე მეტი უფლება ყველგან ჰქონიათ და, მათ შორის, ოჯახშიც. ამასთან ბიჭები ძალიან ერთსულოვნად პასუხობენ, რომ კაცებს უფლებები ყველგან აქვთ.

გამოკითხულთა 30,6% თვლის, რომ ქალს უფლებები აქვს საზოგადოებაში, რაც დიდი მაჩვენებელია მამაკაცის 9,2%-თან შედარებით. საინტერესოა რა იგულისხმება ქალის საზოგადოებრივ უფლებებში? ეს ძალზე ზოგადი პასუხია და ალბათ პასუხზე ერთგვარი თავის არიდების საშუალებაც. ნათელია, რომ ქალის უფლებრივი მდგომარეობა ძალზე მძიმეა, მაგრამ არც მამაკაცის ყოფაა ძალზე სახარბიელო, რადგან ადგილი აქვს არა უფლება-მოვალეობათა გადანაწილებას, არამედ სრულ ასიმეტრიას - მამაკაცს პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა სფეროში. ამ ყველაფრის ფონზე, რაღა თქმა უნდა, უფროსკლასელები კარგად ხედავენ, რომ ქალს არა აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც მამაკაცს - თუმცა ამ პოზიციას ძირითადად გოგონები იზიარებენ.

ყველაფერ ზემოაღნიშნულთან თანხმობაში მოდის ის, რომ უფროსკლასელების აზრით, ქალი უფრო მეტად ოჯახით უნდა იყოს დაკავებული, ვიდრე სამსახურით, მამაკაცი კი, რაღა თქმა უნდა, ორივეთი ერთნაირად და მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა თავი უნდა გაართვას ამ ორივე სფეროს. ქალისა და მამაკაცის მოღვაწეობის სფეროსთან დაკავშირებით ძირითადი ტენდენცია ასეთია: არც ქალი და არც მამაკაცი მხოლოდ სამსახურით არ უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ქალი უფრო მეტად ოჯახით უნდა იყოს დაკავებული. მამაკაცი კი - რაღა თქმა უნდა - ორივეთი ერთნაირად.

გამოკითხულთა თითქმის ნახევარი თვლის, რომ ცოლსა და ქმარს თანაბარი უფლება აქვთ აუკრძალონ მეუღლეს ის, რაც მათ არ მოსწონთ, მაგრამ ამ აზრს ძირითადად გოგონები იზიარებენ. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი ქმარს ანიჭებს ამის უფლებას, მაშინ როცა ცოლს თითქმის არა აქვს აკრძალვის ნება. ტენდენცია, რომ ცოლსა და ქმარს თანაბრად აქვთ აკრძალვის უფლება იზრდება VIII-IX-X კლასებში, XI კლასელები კი თვლიან, რომ არც ერთს არა აქვს ამის უფლება. როგორც მოსალოდნელია, გოგონებზე ორჯერ მეტი ბიჭი თვლის, რომ ქმარს აქვს ამის უფლება. ქმარი მეტადაა უფლებამოსილი გააკონტროლოს მეუღლის ხარჯები. ამ მონაცემებმა უკვე ნორმატიულად აღიარეს კაცის უფლებრივი უპირატესობა.

ასევე ასიმეტრიულია ურთიერთობა და-ძმას შორის. თუმცა გამოკითხულთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ არც დას და არც ძმას არა აქვს აკრძალვის უფლება, მაგრამ ასევე დიდი ნაწილი მხოლოდ ძმას ანიჭებს უპირატესობას. საწინააღმდეგო აზრს კი თითქმის არავინ იზიარებს. ძმის ამ უფლებას ყველაზე მეტად მთაწმინდის რაიონის მოსწავლეები აღიარებენ (51%). ამას თუ შევადარებთ ცოლ-ქმარს შორის არსებულ ურთიერთობებს, აღმოვაჩენთ, რომ აქ სუბორდინაციული დამოკიდებულებაა. - ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ ქალი, მას შემდეგ, რაც გახდება მამაკაცის სექსუალური ფლობის ობიექტი, დამოკიდებული ხდება მასზე და ქმრის მიერ მისი უფლებების შელახვა უფრო დასაშვები და, რაც ყველაზე ცუდია, მოსალოდნელიცაა.

სექსისტური ორიენტაციების, ანუ ქალისა და მამაკაცის მიმართ დისკრიმინაციული განწყობების გამოსავლენად ჩვენ გამოკითხულებს მივაწოდეთ მსჯელობები, რომლებსაც ისინი ან უნდა დათანხმებოდნენ, ან არა. მართალია მსჯელობაზე - „მამაკაცს ქალთან შედარებით ყველაფერში მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს”, დადებით და უარყოფით პასუხთა რაოდენობა თანაბრად განაწილდა, მაგრამ ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ გოგონები არ დაეთანხმნენ, ბიჭები კი - პირიქით. თუმცა გასაკვირი ისაა, რომ ამ აზრს გოგონების 40% იზიარებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა (82,6%) თვლის, რომ „სამსახური კარგია, მაგრამ ქალს პირველ რიგში ქმარი და ოჯახი სჭირდება“. საინტერესოა, რომ თავად გოგონებიც ქალების ადგილს პირველ რიგში ოჯახში ხედავენ და ეს ნორმატული წარმოდგენა თანხვედრაშია იმ მონაცემთან, რომ ქალი ძირითადად ოჯახით უნდა იყოს დაკავებული.

თუმცა უმრავლესობა არ იზიარებს აზრს, რომ „სამსახურში მიღებისას უპირეტესობა მამაკაცს უნდა ეძლეოდეს“, მაგრამ სამაგიეროდ აბსოლიტური უმრავლესობა თვლის, რომ „ქმარს ცოლზე მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს“. ეს გვაფიქტებინებს, რომ წინა კითხვაზე პასუხი მხოლოდ ნორმატიული წარმოდგენაა და არა რეალური სიტუაციის ასახვა. შესაძლოა მამაკაცის უფრო დიდი შემოსავალი იმით აიხსნება, რომ კაცები უნდა მუშაობდნენ წამყვან თანამდებობებზე ან ასრულებდნენ მაღალანაზღაურებად სამუშაოს.

გამოვლინდა ერთი სინტერესო მომენტი, რომ მამაკაცთა უფლებრივი უპირატესობა ყველა სფეროში სულაც არ ყოფილა მათი გამორჩეული უნარებისა და შესაძლებლობების შედეგი, რადგან უმრავლესობა არ იზიარებს აზრს, რომ „მამაკაცს ქალთან შედარებით ყველაფერი უკეთ გამოსდის“. ჩვენ უბრალოდ საქმე გვაქვს ტიპიურ მასკულინურ კულტურასთან, რომელიც მამაკაცს ყველა სფეროში ანიჭებს მეტ თავისუფლებას და მასვე დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს.

აღსანიშნავია, რომ სექსისტური ტენდენციები კლასების ზრდასთან ერთად მცირდება. აქედან არ უნდა დავასკვნათ, რომ VIII-IX კლასელები მომავალშიც უფრო სექსისტურად ორიენტურებულნი იქნებიან. ეს ალბათ ის ასაკია, როცა მათი დამოუკიდებელი აზროვნება ფართოვდება, უყალიბდებათ საკუთარი შეხედულებები, თავისუფლდებიან ოჯახის გავლენისაგან და აღარ არიან უბრალო ანარეკლი იმ საზოგადოებისა, რომელშიც ასე ფართოდ არის ფესვგადგმული სექსისტური ტენდენციები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ ყველაზე უარყოფითი შედეგები აჩვენეს ქ. თბილისის გლდანის, დიდუბის, სამგორისა და კრწანისის რაიონების მოსწავლეებმა.

ჩვენთვის ძალზე საინტერესო იყო თუ რას თვლიან უფროსკლასელები ოჯახის დანგრევის მიზეზად. აქ კი საგრძნობი განსხვავებაა გოგონებისა და ბიჭების პასუხებს შორის. ბიჭებისათვის უპირველესი მიზეზი ერთმნიშვნელოვნად ღალატია, შემდეგ მოდის ეჭვიანობა და, მხოლოდ მესამე ადგილზე აღმოჩნდა უსიყვარულობა, მაშინ, როცა გოგონებში ეს მიზეზი პირველ ადგილზეა. ღალატი, გოგონების აზრით, ოჯახის დანგრევის რიგით მეორე მიზეზია, ეჭვიანობა კი ქმრის ალკოჰოლიზმსა და უყურადღებობაზე ნაკლები მნიშვნელობისაა. გოგონებთან შედარებით ბიჭები ნაკლებად აღნიშნავენ სექსუალური ცხოვრების პრობლემებს, მატერილური სიდუხჭირე კი ორივე სქესის წარმომადგენლებისათვის იჯახის დანგრევის ყველაზე უმნიშვნელო მიზეზია.

კითხვარში, გარდა იმისა, რომ გვქონდა რეალური სიტუაციების აღმწერი კითხვები და სტერეოტიპების გამომხატველი მსჯელობები, რესპონდენტებს ასევე უპირატესობის მიხედვით უნდა დაელაგებინათ ქალისა და მამაკაცის იდეალური ტიპისათვის დამახასიათებელი თვისებები. აღმოჩნდა, რომ იდეალური ტიპისათვის, როგორც ქალის, ისე მამაკაცის უპირველესი თვისებაა ფიზიკური მომხიბვლელობა. გოგონები იდეალური ქალის აუცილებელ თვისებად თვლიან განათლებას. ამ თვისებებს რიგით მოსდევს „კარგი მეოჯახე“, „სანიმუშო დედა“. აღსანიშნავია, რომ XI კლასელები გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ქალის იდეალური ტიპის თვისებებში „კარგ სპეციალისტსა და პროფესიონალს“. არც მთლად პასიური ქალია მათთვის მოსაწონი, მაგრამ, არც „დამოუკიდებელი და აქტიური“ ქალი აღმოჩნდა მისაღები უფროსკლასელი ბიჭებისათვის. იდეალური მამაკაცის თვისებებში ფიზიკური მომხიბვლელობის შემდეგ გოგონები ასახელებდნენ „რისკიან, გაბედულ ვაჟკაცს“, ხოლო თავად ბიჭები „კარგ მეოჯახეს“. იდეალური მამაკაცის თვისებები შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდა: განათლებული და საინტერესო, სექსუალური, ფიზიკურად ძლიერი, დამოუკიდებელი და პატივმოყვარე. ბოლო ადგილზე, აქაც კარგი მატერიალური მდგომარეობა აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ გოგონების გაცილებით დიდი რაოდენობა იდეალური ქალის თვისებებში ასახელებს განათლებას, დამოუკიდებლობასა და აქტიურობას; ისინი თავის იდეალს დამოუკიდებლობის გაცილებით მეტ ხარისხს მიაწერენ, რაშიც ალბათ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების არსებობაც გამოიხატება. იდეალური მამაკაცის ტიპთან დაკავშირებით გოგონებისა და ბიჭების შეხედულებებს შორის ის განსხვავებაა, რომ „კარგი მეოჯახეობა“ ბიჭების მიერ უფრო მოიაზრება იდეალის ატრიბუტად.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას შემდეგი: ოჯახში გადაწყვეტილების მიღებისას ქალის როლი არც ისე დიდია, რადგან კონფლიქტის დროს ძირითადად ის თმობს პოზიციებს და თუ ქალს ყველაზე მეტი უფლებები ოჯახში აქვს, აქედან ადვილად შეგვიძლია ვიმსჯელოთ საერთოდ ქალის უფლებებზე, მით უფრო, რომ იგი ოჯახში ქმრის აკრძალვებისა და კონტროლის მსხვერპლიც ხდება. ამასთან უფროსკლასელები ნორმატიულად აღიარებენ კაცის უფლებრივ უპირატესობას (თუმცა არა მის განსაკუთრებულ უნარ-შესაძლებლობებზე დაყრდნობით). და აქ გოგონების წილი საკმაოდ დიდია, ანუ საქმე გვაქვს ტიპობრივ მასკულინურ კულტურასთან, სადაც თითქმის უაზროა საუბარი მამაკაცის ცხოვრების რეგლამენაციასა და შეზღუდვაზე ქალთა მდგომარეობის ფონზე. მიუხედავად ყველაფრისა, უფროსკლასელები არ არიან ორიენტირებულნი რაიმე ძირეული ცვლილებების განხორციელებისაკენ. ყოველ შემთხვევაში ამ სფეროში. ოჯახის დანგრევის მიზეზებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ქალები უფრო ემოციურ სფეროზე არიან ორიენტირებულნი, ბიჭები კი ცოლის სექსუალური საკუთრების განცდაზე. აღსანიშნავია, რომ გოგონების მიერ საპირისპირო სქესის იდეალი მოიაზრება როგორც წმინდა მამაკაცური ატრიბუტებით დატვირთული. ბიჭები კი ქალის იდეალად მიიჩნევენ ოჯახის ქალსა და სანიმუშო დედას. რაზე დაყრდნობითაც ოჯახი შემდგომ იქცევა ქალის მდგომარეობის განმსაზღვრელად.

6 კითხვარი

▲ზევით დაბრუნება


D.I სქესი:...................................1. გოგო; 2. ბიჭი

D.II კლასი: ................................1. VIII კლასი ;.... 2. IX კლასი; 3. X კლასი; 4. XI კლასი

D.III საცხოვრებელი რაიონი: ----------------------------------------------

D.IV ოჯახის შემადგენლობა: 1. დედა; 2. მამა; 3. და; 4. ძმა; 5. ბებია; 6. ბაბუა

D.V აღმსარებლობა:..................1. მართლმადიდებელი; 2. კათოლიკე; 3. სხვა...

გთხოვთ, აირჩიოთ ერთი პასუხი:

1. თუ ოჯახში ერთი შვილია, უმჯობესია ვაჟი იყოს.

1.ვეთანხმები..........................2. არ ვეთანხმები

2.სამსახური კარგია, მაგრამ ქალს, პირველ რიგში, ქმარი და ოჯახი სჭირდება.

1.ვეთანხმები/////////////////////2. არ ვეთანხმები

3. ქმარს ცოლზე მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს.

1. ვეთანხმები........................2. არ ვეთანხმები

4. სამსახურში მიღებისას უპირატესობა მამაკაცს უნდა ეძლეოდეს.

1. ვეთანხმები........................2. არ ვეთანხმები

5. მამაკაცს ქალთან შედარებით ყველაფერი უკეთ გამოსდის.

1. ვეთანხმები........................2. არ ვეთანხმები

6. ქალი ქალწული უნდა გათხოვდეს.

1. ვეთანხმები.........................2. არ ვეთანხმები

7. მამაკაცს ქალთან შედარებით ყველაფერში მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს.

1. ვეთანხმები........................2. არ ვეთანხმები

გთხოვთ, უპასუხოთ შეკითხვებზე და აღნიშნოთ პასუხის ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს თქვენს აზრს.

8. ვინ ღებულობს გადაწყვეტილებას თქვენს ოჯახში?

1.ძირითადად მამა;......2.ძირითადად დედა;....3.ორივე;....4. ასაკით უფროსი ბებია-ბაბუა

9. საპირისპირო შეხედულებების შემთხვევაში ვინ თმობს პოზიციას თქვენს ოჯახში?

1.დედა;.....2.უფრო დედა, ვიდრე მამა;......3.ორივე ერთნაირად;

4.უფრო მამა, ვიდრე დედა;..........5.მამა

10. საქართველოში სად აქვს ყველაზე მეტი უფლება ქალს?

1. ოჯახში;......2. სამსახურში;.....3. საზოგადოებაში;.......4. ყველგან

11. საქართველოში სად აქვს ყველაზე მეტი უფლება კაცს?

1. ოჯახში;......2. სამსახურში;.....3. საზოგადოებაში; .......4. ყველგან

12. რით უნდა იყოს დაკავებული:

პასუხები

ქალი

კაცი

მხოლოდ ოჯახით;

1.1

2.1

უფრო მეტად ოჯახით, ვიდრე
სამსახურით;

1.2

2.2

უფრო მეტად სამსახურით, ვიდრე
ოჯახით;

1.3

2.3

სამსახურით

1.4

2.4

ორივეთი ერთად

1.5

2.5

13. თქვენი აზრით, რატომ ინგრევა ოჯახი? (ჩამოთვლილი მიზეზები დაალაგეთ რიგის მიხედვით):

მიზეზები

1

ეჭვიანობა

2

მეუღლის უსაქმურობა

3

მეუღლის უყურადღებობა

4

ღალატი

5

პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში

6

ალკოჰოლიზმი(ქალებთან: უპასუხისმგებლობა ოჯახური მოვალეობებისადმი)

7

უსიყვარულობა

8

დამცირება მეუღლის მხრიდან

9

მატერიალური სიდუხჭირე

14. ვის უფრო მეტი უფლება აქვს აუკრძალოს მეუღლეს ის, რაც მას არ მოსწონს?

1.ქმარს; ..........2.ცოლს;...........3.ორივეს თანაბრად; .........4.არც ერთს არა აქვს ამის უფლება

15. ვის აქვს უფლება გააკონტროლოს მეუღლის ხარჯები (ბიუჯეტი)?

1.ქმარს;.........2.ცოლს;.............3.ორივეს თანაბრად;...........4.არც ერთს არა აქვს ამის უფლება

16. დედმამიშვილებს შორის ვის აქვს უფლება აუკრძალოს მეორეს ის, რაც მას არ მოსწონს?

1. დას;.............2. ძმას;..............3.ორივეს ერთნაირად;.........4.არც ერთს

17-18. თქვენი აზრით, როგორია :

(თვისებები დაალაგეთ თანმიმდევრულად უპირატესობის მიხედვით)

17.1 იდეალური ქალი

17,1

ფიზიკურად მომხიბვლელი;

17,2

სექსუალური;

17,3

კარგი მეოჯახე;

17,4

სანიმუშო დედა;

17,5

განათლებული და საინტერესო;

17,6

კარგი სპეციალისტი პროფესიონალი;

17,8

დამოუკიდებელი და აქტიური;

17,9

იდუმალი და გამოუცნობი;

18.2 იდეალური კაცი

18,1

ფიზიკურად მომხიბვლელი;

18,2

სექსუალური;

18,3

კარგი მეოჯახე;

18,4

რისკიანი, გაბედული და ვაჟკაცი;

18,5

განათლებული და საინტერესო;

18,6

კარგი სპეციალისტი, პროფესიონალი

18,7

დამოუკიდებელი და პატივმოყვარე;

18,8

კარგი მატერიალური მდგომარეობის მქონე;

18,9

ფიზიკურად ძლიერი.

19. ხდება ხოლმე, ცოლ-ქმარში რომელიმე აგდებით და დამამცირებლად ეკიდება მეორეს. თქვენს მშობლებს შორის ვინ იქცევა ასე უფრო ხშირად?

1.დედა;........2.მამა;............3.ასეთი რამ არ ხდება.

20. თქვენს ირგვლივ არის შემთხვევები, როცა ქმარი უშვერი სიტყვებით ლანძღავს ან აგინებს ცოლს?

1.ძალიან ხშირად; ..........2. ხშირად;.........3. იშვიათად;............4. არასოდეს.

21. თქვენს ოჯახში ხდება ასეთი რამ?

1.ძალიან ხშირად; ...........2. ხშირად;...........3. იშვიათად;................4. არასოდეს

22. თუ ნასვამი მამის სახლში დაბრუნებისას სიტუაცია იძაბება, ვისი მიზეზით ხდება ეს?

1. მამის - ის აგრესიულად იქცევა, სიტყვიერად ამცირებს დედას, მოითხოვს გადამეტებულ ყურადღებას და თავისი ახირებების დაკმაყოფილებას;

2. დედის - ეჩხუბება ნასვამ მამას და ამ სიტუაციას იყენებს დაგროვილი წყენის გადმოსანთხევად;

3. სხვა...

4. ასეთი შემთხვევები არ არის.

23. დასაშვებია, რომ ქმარმა ცოლი სცემოს?

1.დიახ;..........2. დიახ, თუ ის ამას იმსახურებს;..............3. არა

24. თქვენს ირგვლივ (ნათესავ-ახლობლები, ნაცნობები, მეზობლები) არის შემთხვევები, როცა ქმარი სცემს ცოლს?

1.ძალიან ხშირად;................2.ხშირად;............3.იშვიათად; 4.არასოდეს;

25. თქვენს ოჯახში ყოფილა შემთხვევა, როცა მამა ფიზიკურად შეეხო დედას?

1.დიახ; ...............2.არა; ...............3.მიჭირს პასუხის გაცემა; ...............4.არ ვიცი

მათთვის, ვინც უპასუხა 1 და 3:

26. თქვენი ოჯახი მალავს ასეთ შემთხვევებს?

1.დიახ; ...............2.არა; ...............3.გააჩნია ვისთან; ...............4.არ ვიცი.

27. როგორ ფიქრობთ, უნდა დაიმალოს ფაქტები, როცა ოჯახში მამაკაცი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ქალს (ქმარი ცოლს, ძმა დას)?

1.დიახ; ...............2.არა; ...............3.მიჭირს პასუხის გაცემა

მათთვის, ვინც უპასუხა "1", "3":

28. რატომ? (დაალაგეთ რიგის მიხედვით):

ვაჟებისთვის:

9. წარმოიდგინეთ სიტუაცია: გიყვართ გოგონა, ის კი თქვენს მიმართ გულგრილია. რას მოიმოქმედებდით?

(გთხოვთ, პასუხები დაალაგოთ თანმიმდევრულად იმის მიხედვით, რას ანიჭებთ უპირატესობას და მიუწეროთ ნომრები):

გოგონებისთვის:

29.1

მოვიტაცებ და თუ საჭიროდ მივიჩნევ, სქესობრივ
ურთიერთობაშიც შევალ მისი სურვილის მიუხედავად -
სხვაგვარად შეიძლება დავკარგო;

29.2

კაცი აქტიური უნდა იყოს - გადავეკიდები და ყველგან თან
ვდევ, ჩამოვაშორებ ყველა თაყვანისმცემელს;

29.3

შევეცდები მისი გულის მონადირებას საჩუქრებით და
ყურადღებით;

29.4

ჩემი ან მისი მეგობრების დახმარებით შევეცდები
საურთიერთობო სიტუაციების შექმნას იმისთვის, რომ ჩემი
ღირსებები დაინახოს და მოვეწონო;

29.5

შევეცდები დავუმტკიცო, რომ ჩემსავით არავის ეყვარება და
მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია;

29.6

თუ მას არ უნდა ჩემი სიყვარული, თავს გავანებებ;

29.7

დახმარებისთვის მივმართავ ნათელმხილველებსა და
მკითხავებს;

29.8

სხვა...

30. წარმოიდგინეთ სიტუაცია: გიყვართ ვაჟი, ის კი თქვენს მიმართ გულგრილია. რას მოიმოქმედებდით? (გთხოვთ, პასუხები დაალაგოთ თანმიმდევრულად იმის მიხედვით, რას ანიჭებთ უპირატესობას და მიუწეროთ ნომრები):

30.1

ჩემი ან მისი მეგობრების დახმარებით შევეცდები
აურთიერთობო სიტუაციების შექმნას იმისთვის, რომ ჩემი
ღირსებები დაინახოს და მოვეწონო

30.2

შევეცდები დავუმტკიცო, რომ ჩემსავით არავის ეყვარება და
მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია

30.3

შევეცდები მასთან განმარტოვებას და ინტიმური
სიტუაციების შექმნას

30.4

კაცმა უნდა ამოირჩიოს, მე ვერაფერს გავაწყობ - „ქალი
იჯდეს, ბედს ელოდოსო“

30.5

გოგოს მხრიდან ყოველგვარი აქტიურობა მიუღებლად
მიმაჩნია;

30.6

თუ მას არ უნდა ჩემი სიყვარული, თავს გავანებებ;

30.7

დახმარებისთვის მივმართავ ნათელმხილველებსა და
მკითხავებს;

30.8

სხვა.

31. როგორ ფიქრობთ, ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით მისი სურვილის საწინააღმდეგოდ არის ქალის უფლებების შელახვა?

1.დიახ; ...............2.არა; ...............3.გააჩნია სიტუაციას.

გოგონებისთვის:
(აღნიშნეთ მხოლოდ ერთი პასუხი)
32. თქვენ რას გააკეთებდით, ასეთი ფაქტის წინაშე რომ დამდგარიყავით?

32.1

შევეგუებოდი და შევეცდებოდი კარგი ოჯახის შექმნას;

32.2

მშობლებთან დავბრუნდებოდი;

32.3

მიჭირს პასუხის გაცემა;

32.4

სხვა...

33. როგორ ფიქრობთ, მოტაცების შემთხვევაში რატომ არ ბრუნდებიან გოგონები
მშობლებთან?

(დაალაგეთ თანმიმდევრობით მნიშვნელობის მიხედვით):

33.1

მშობლებს ურჩევნიათ მის ქალიშვილს ოჯახი ჰქონდეს, რადგან მიბრუნების შემთხვევაში ოჯახის პრესტიჟი ილახება;

33.2

გოგონებს ეშინიათ, რომ ამ ფაქტის შემდეგ პატიოსანი ქალის სახელი აღარ ექნებათ;

33.3

ინტიმური ცხოვრების შემდეგ სხვა რაღა დარჩენიათ - სიტუაციას უნდა შეეგუონ;

33.4

მომტაცებელი უყვარდებათ;

33.5

მოსწონთ სექსუალური კონტაქტი;

33.6

სხვა...

34. მიმაჩნია, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტები მისაღებია:

1. ვაჟებისთვის;....2.გოგონებისთვის; ..3.ორივესთვის ერთნაირად;.....4.მიჭირს პასუხის გაცემა.

35. პირადად თქვენთვის ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი დასაშვებია?

1.დიახ; ...............2.არა; ...............3.მიჭირს პასუხის გაცემა

მათთვის, ვინც უპასუხა 2 და 3:

36. რატომ?

1. ჩემდამი გაჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებაში;

2. „ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი დაუშვებელია“- ასე გამზარდეს;

3. რელიგია კრძალავს სქესობრივ კავშირს ქორწინებამდე.

37. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ქალიშვილობის წესი? (აღნიშნეთ 2 პასუხი)

37.1

ესაა ქართული ტრადიცია, რომელიც არ უნდა დაირღვეს;

37.2

ესაა ქართველი ქალის სიწმინდის გამოხატულება;

37.3

ესაა არასასურველი, მაგრამ ანგარიშგასაწევი წარსულის გადმონაშთი

37.4

ესაა უაზრო წესი, რომელიც ართულებს გოგოს და ბიჭის ურთიერთობას

38. როგორ ფიქრობთ, მისაღებია ქალი, რომელსაც აქვს ქორწინებისგარეშე სქესობრივი ურთიერთობები?

1.დიახ; ...............2.უფრო კი, ვიდრე არა; ...............3.უფრო არა, ვიდრე კი; ...............4.არა.

39. როგორ ფიქრობთ, საქართველოში ქალს ისეთივე უფლებები აქვს, როგორც კაცს?

1.დიახ; ...............2.უფრო კი, ვიდრე არა; ...............3.უფრო არა, ვიდრე კი; ...............4.არა

40. საქართველოში ყველაზე მეტ პატივისცემას იმსახურებს: (გთხოვთ, დაალაგოთ რიგის მიხედვით):

40.1

ოჯახის ქალი

40.2

ქვრივი

40.3

გაუთხოვარი(შინაბერა)

40.4

განქორწინებული

40.5

ყველა ერთნაირად

41. როგორ უყურებთ ქორწინებისგარეშე (უქმროდ) შვილის გაჩენას?

1. დადებითად - ქალს ყველა სიტუაციაში აქვს უფლება გახდეს დედა;

2. უარყოფითად - ქალმა პირველ რიგში ანგარიში უნდა გაუწიოს საზოგადოებისა და მამაკაცის აზრს;

3. მიჭირს პასუხის გაცემა - უმამოდ გაჩენილი ბავშვი საზოგადოებაში დაჩაგრულია;

4. ნეიტრალურად.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

7 სტუდენტებთან დამოკიდებულება სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ურთიერთობებისადმი

▲ზევით დაბრუნება


ნატა გაბინაშვილი

სხვადასხვა კულტურაში არსებული განწყობებისა და ქცევების მნიშვნელოვანი მრავალფეროვნება ამტკიცებს, რომ გენდერული როლები კულტურის პროდუქტია. სოციალური სქესი უფრო საზოგადოებითაა ფორმულირებული, ვიდრე ბიოლოგიურად. ამ მოსაზრებას ადასტურებს სხვადასხვა კულტურის წიაღში არსებული სექსუალური ქცევების მრავალფეროვნება. მაგალითად, ზოგიერთ საზოგადოებაში კოცნა სიყვარულისა და ეროტიზმის გამომხატველ ნიშანადაა მიჩნეული, მაგრამ ზოგიერთი ხალხისთვის ის მიუღებელი და ზიზღისმომგვრელია.

დასავლური ქვეყნების სექსუალური განწყობების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა რელიგიამ. ქრისტიანული ეკლესია ნერგავდა აზრს, რომ უნდა მომხდარიყო სექსუალური ქცევის მაქსიმალური მინიმალიზაცია და მას მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქცია უნდა დაკისრებოდა. გამეფებული იყო აზრი, რომ ქალი სრულიად გულგრილია სექსთან მიმართებაში და მეუღლესთან სქესობრივ კავშირს მხოლოდ ვალის მოხდის მიზნით ამყარებს.

სექსუალური სფეროს პირველი სერიოზული მკვლევარი იყო ამერიკელი მეცნიერი კინსი, რომელმაც მიუხედავად ძლიერი საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა, 1940-50-იან წლებში, მოახერხა და გამოიკვლია 18000 თეთრკანიანი ამერიკელის სექსუალური ცხოვრება. მონაცემებმა საზოგადოების შოკი გამოიწვია, რადგან საოცარი განსხვავება იყო მოსალოდნელ სექსუალურ განწყობებსა და რეალურ მონაცემებს შორის. უფრო მოგვიანებით კი, 60-70-იან წლებში, „სექსუალური ლიბერალიზმის“ პერიოდში, სექსუალურ სფეროში არსებულ უთანასწორობაზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ ფემინისტური მიმდინარეობების წარმომადგენლები. რადიკალ ფემინისტთა აზრით, მამაკაცის გემოვნების მიხედვით ქალის სექსუალობის განსაზღვრის პრინციპი თითქმის უნივერსალურია, რაც ხშირად გამოიყენება მამაკაცების მხრიდან ქალთა სამართავად.

გამონაკლისი არც საქართველოა და მიმაჩნია, რომ სქესთა შორის უთანასწორობის პრობლემა ჩვენთვისაც არ უნდა იყოს უცხო, რადგან არ არსებობს საზოგადოება, რომელსაც ეს პრობლემა არ აწუხებდეს. ცხადია, ეს პრობლემა ყველგან ერთნაირი სიძლიერით და ერთნაირი ფორმით არ არის გამოვლენილი და ამ გამოვლენას ყოველთვის ადევს „მშობელი“ კულტურის სპეციფიკის დაღი. ყოველივე ეს დადასტურდა კიდეც ჩვენს მიერ ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევის შედეგად, რომლის მიზანიც იყო უფროსკლასელთა გენდერული ორიენტაციების გამოვლენა ძალადობის სფეროში.

ამჟამად შევეცდებით წარმოვაჩინოთ თუ რას ფიქრობენ სტუდენტები გენდერულ ძალადობაზე, კერძოდ, გენდერული ძალადობის გამოვლინებაზე სექსუალურ სფეროში. დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ეს სფერო ყველაზე უფრო ტაბუდადებული და ძნელად სასაუბროა, რაც განპირობებულია როგორც თემის ინტიმურობით, ასევე ქართული კულტურული ღირებულებებით, მკაფიო დოგმებითა და სექსუალური ცხოვრების მკაცრი რეგლამენტაციით. ეს ჩვენი რესპოდენტების პასუხებშიც აისახა. ისინი, მსგავსად უფროსკლასელებისა, სწორედ ამ კუთხით აღმოჩნდნენ ყველაზე უფრო ტრადიციულნი, გაუბედავნი და საზოგადოებრივი აზრის მიმდევარნი.

თავდაპირველად დავინტერესდით თუ რას ფიქრობენ სტუდენტები ქორწინემაბდე სქესობრივი კონტაქტის შესახებ. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (47,6%25) თვლის, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მისაღებია მხოლოდ ვაჟებისათვის. აქედან უმრავლესობა (58,2%25) თავად ვაჟები არიან. 27,6%25-ის აზრით, ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მისაღებია როგორც გოგონებისთვის, ასევე ვაჟებისთვის (ორივესთვის ერთნაირად), - ამ პასუხის ავტორებშიც ვაჟები ჭარბობენ (31,6%25). კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა რესპოდენტთა 24,4%25-ს, ხოლო ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ გოგონებისთვისააო მისაღები - განაცხადა 0,4%25-მა, ანუ გამოკითხული 500 სტუდენტიდან მხოლოდ ორმა, რაც ალბათ მათში მოზღვავებულ იუმორის გრძნობაზე უფრო მეტყველებს, ვიდრე რეალური პოზიციის გამოხატვაზე. ოჯახური მდგომარეობის, სკოლის დამთავრების ადგილისა და უმაღლესი სასწავლებლის მიხედვით დაფიქსირებულ განსხვავებებს შორის კი გამოიკვეთა დასაქორწინებელ და დაქორწინებულ რესპოდენტეთა უმრავლესობის აზრი: მათ მიაჩნიათ, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ ვაჟებისთვისაა მისაღები, რასაც არ იზიარებს განქორწინებულ სტუდენტთა დიდი ნაწილი (60%25) და აცხადებს, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი ორივესთვის ერთნაირადაა მისაღები. ასევე შედარებით უფრო ხშირად ამ პასუხის ვარიანტს ირჩევენ ის სტუდენტები, რომლებმაც სკოლა თბილისში დაამთავრეს (30%25) და სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (35%25). ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 60%25 და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტთა 50%25 კი მიიჩნევს, რომ ქორწინებამდე სსქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ ვაჟებისთვისაა მისაღები.

როგორც გაირკვა, ქართველი სტუდენტების უმრავლესობა ქორწინებამდე სქესობრივ კავშირს ძირითადად ვაჟების პრეროგატივად მიიჩნევს და ქალწულობის წესი მათთვის კვლავაც მნიშვნელოვანი და ღირებულია. ამ მოსაზრების კიდევ უფრო გამყარების საშუალებას იძლევა მომდევნო კითხვის შედეგად მიღებული პასუხები: „დასაშვებია თუ არა პირადად თქვენთვის ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი?“ - გამოკითხულთა 50,6%25-მა უპასუხა „დიახ“, 36%25-მა „არა“, 14%25-ს კი გაუჭირდა პასუხის გაცემა. ერთი შეხედვით პოზიციები თანაბრად განაწილდა, მაგრამ სქესის მიხედვით რსებული განსხვავება საპირისპიროზე მეტყველებს. გამოკითხულ გოგონათა მხოლოდ 13%25-თვის არის მისაღები ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი, 65%25-თვის მიუღებელია, 21%25-ს კი უჭირს პასუხის გაცემა. რაც შეეხება რესპოდენტ ვაჟებს, მათი 90%25-თვის ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მისაღებია, 4%25-თვის მიუღებელი, 6%25-ს კი გაუჭირდა პასუხის გაცემა. მიღებულ პროცენტულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კვლავ ძალაში რჩება ე.წ. „ორმაგი სტანდარტი“ (როდესაც ქორწინებამდე სექსუალური პარტნიორის ყოლის უფლება მხოლოდ მამაკაცს აქვს).

მონაცემთა დამუშავებისას გამოვლინდა ერთი თავისებურება, რაც ვფიქრობ საგულისხმოა და დაკვირვებას იმსახურებს. როგორც გაირკვა, სექსუალობის სფეროსთან მიმართებაში, კერძოდ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტის შეფასებისა და პირადად მისაღებობა-დასაშვებობის თვალსაზრისით განსაკუთრებით „ბუნდოვანნი და მოუმზადებელნი“ აღმოჩნდნენ რესპოდენტი გოგონები. მათ გაცილებით დიდ ნაწილს (38%25), ვაჟებისგან განსხვავებით (9%25) კითხვაზე: „მიგაჩნიათ, თუ არა, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მისაღებია? - პასუხის გაცემა გაუჭირდა, ხოლო როცა ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტის პირადად დასაშვებობაზე იყო საუბარი, „მიჭირს პასუხის გაცემა“ შემოხაზა მათმა 21%25-მა, ვაჟთაგან კი მხოლოდ 6%25-მა. განსხვავება ნათელია, მას შეიძლება ორგვარი ახსნა მოეძებნოს: გოგონები, სურთ რა საკუთარი პოზიციის დამალვა, თავს აფარებენ პასუხის ბუნდოვან ვარიანტს, რაც შესაძლოა მათი გაუბედაობითა და სიფრთხილით იყოს გამოწვეული და რაც თავისთავად საკითხის მტკივნეულობასა და პრობლემურობაზე მეტყველებს, ან ისინი მართლა გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფებიან და უჭირთ მყარი პოზიციის ჩამოყალიბება, რადგანაც განიცდიან საზოგადოებრივი აზრის ძლიერ გავლენას და შესაბამისად ვერ იღებენ მკაფიო გადაწყვეტილებებს ტაბუდადებული სფეროს შესახებ.

ვფიქრობ, საინტერესო იქნება ჩვენი მონაცემების იმ მონაცემებთან შედარება, რომლებიც ზემოთ უკვე ნახსენებ უფროსკლასელებზე ჩატარებული კვლევისას მივიღეთ. ეს შედარება საშუალებას მოგვცემს სექსუალურ სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობისა და ძალადობის პრობლემა ასაკობრივ განასერშიც დავინახოთ. უნდა აღინიშნოს, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტის მისაღებობის თვალსაზრისით რესპოდენტთა პოზიციებში სერიოზული განსვავება არ შეინიშნება. უფროსკლასელებისა და სტუდენტთა უმრავლესობა ერთნაირად თვლის, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ ვაჟებისთვის არის მისაღები. მაგრამ გამოიკვეთა ერთი თავისებურება: თუ უფროსკლასელ ვაჟთა 51%25 თვლიდა, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ ბიჭებისთვის არის მისაღები, სტუდენტ ვაჟებში ეს მაჩვენებელი 58%25-მდე გაიზარდა. ხოლო ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტის პირადად მისაღებობა-დასაშვებობის კუთხით პროცენტულ მაჩვენებლებს შორის განსხვავება უფრო მკვეთრად გამოვლინდა. უფროსკლასელ ვაჟებში ეს მაჩვენებელი 63%25-ია, ხოლო სტუდენტ ვაჟებში ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მისაღებია 90%25-თვის. როგორც ირკვევა, ასაკის მატებასთან ერთად ახალგაზრდა ვაჟები ერთის მხრივ, უფრო გამბედავები ხდებიან, ხოლო მეორეს მხრივ, უფრო დოგმატურნიც, აღიარებენ რა, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ მათი პრეროგატივაა. გოგონებს კი მართებთ ანგარიში გაუწიონ და დაიცვან ტრადიციებით მიღებული „ქალწულობის ინსტიტუტის“ წესი. ამ მხრივ არც გოგონები, არც უფროსკლასელები და არც სტუდენტები არ არიან ორიენტირებული ცვლილებაზე და პროტესტის გარეშე იღებენ კულტურით განპირობებულ ნორმებს. ყოველივე ამის ხელშემწყობ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს არსებული აღზრდის მეთოდი, რადგანაც ჩვენს შეკითხვაზე, თუ „რატომ არ არის მისაღები ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი?“ გამოკითხულ გოგონათა 66,5%25-მა უპასუხა: „ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი დაუშვებელია - მე ასე აღმზარდეს“. იმ ბიჭების უმრავლესობამ კი - (42,3%25), ვისთვისაც ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი მიუღებელია, მიზეზად რელიგიური დოგმა დაასახელა. რაც ალბათ იმით აიხსნება, რომ ვაჟის სექსუალური ცხოვრება ნაკლებად რეგლამენტირებულია ქართულ კულტურაში და, შესაბამისად, აღზრდის პროცესში ამ მხრივ ნაკლებად მოიაზრება აკრძალვები. რაც შეეხება დანარჩენ სტუდენტებს მათთვისაც მიუღებელია ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი, რადგან მათ აშინებთ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება.

საბოლოოდ, თვალნათლივ გამოიკვეთა, რომ ჩვენი საზოგადოების კულტურულ მენტალიტეტში სტერეოტიპი: „ქალი ქალწული უნდა გათხოვდეს“ კვლავ მყარადაა გაბატონებული და დღევანდელი ახალგაზრდობაც მტკიცედ იცავს ამ ტრადიციას. კითხვარში ნახსენები სტერეოტიპი მსჯელობის სახით იყო წარმოდგენილი და რესპოდენტ სტუდენტთა 74%25 დაეთანხმა მას. განსაკუთრებით მხურვალედ დაუჭირეს მხარი ამ მოსაზრებას რაიონში ან სოფელში სკოლადამთავრებულმა რესპოდენტებმა (85%25). სქესის მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავება არ ყოფილა, რაც ვფიქრობ იმ ფაქტს ადასტურებს, რომ ახალგაზრდები ერთნაირად ტრადიციულნი არიან სექსუალურ სფეროში, რაც კიდევ ერთხელ გამოვლინდა „ქალწულობის წესის“ მათეულ განმარტებაში: „ესაა ქართული ტრადიცია, რომელიც არ უნდა დაირღვეს“, - ფიქრობს გამოკითხულ რესპოდენტთა 43%25. „ესაა ქართველი ქალის სიწმინდის გამოხატულება“ - 34%25. ქალწულობის ინსტიტუტი რომ არასასურველი, მაგრამ ანგარიშგასაწევი წარსულის გადმონაშთია, - აღიარა 17%25-მა და მხოლოდ 5%25-მა განაცხადა, რომ ესაა უაზრო წესი, რომელიც ართულებს გოგოსა და ბიჭის ურთიერთობას. უფროსკლასელთა და სტუდენტთა წარმოდგენები ამ საკითხის შესახებაც ემთხვევა ერთმანეთს. ეს არცაა გასაკვირი, შუა საუკუნეების მორალით, აზროვნებაში ღრმად ფესვგამდგარი ტრადიციებითა და სექსუალური სფეროს მკაცრი რეგლამენტაციით აღზრდილ თაობას ბუნებრივია ნეგატიური დამოკიდებულება უყალიბდება სექსუალური სფეროს შეფასებებისას და დამცავ მექანიზმად „ქალწულობის ინსტიტუტის“ ტრადიციას იყენებს. ეს ტენდენცია აშკარად გამოვლინდა როგორც სოციოლოგიურ გამოკვლევებში, ასევე იმ ექსპერიმენტშიც, რომელიც ეხებოდა სიღრმისეულ კულტურულ სემანტიკურ კავშირებს და რომლის დამუშავების შემდეგაც გამოიყო ერთიანი სემანტიკური ველები. „უწმინდურ“ გამოთქმებში გაერთიანდა ცნებები: „სქესობრივი კონტაქტი, ძალა, ლტოლვა, მეძავი, ჰომოსექსუალი, ფული“, ხოლო „პატიოსნების“ განმსაზღვრელ აღნიშვნებში მოექცა: „ქალწულობა, წესის დაცვა, ღმერთი, რწმენა, რელიგია, პასუხისმგებლობა“. (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ექსპერიმენტი ჩატაარდა დოც. ლ. სურმანიძემ და მაგისტრანტმა ნ. თვალაბეიშვილმა).

ვფიქრობ, ამ კონტექსტში საინტერესო იქნება გავიცნოთ ჩვენი რესპოდენტების დამოკიდებულება იმ ქალებისადმი, რომელთაც აქვთ ქორწინებისგარეშე სქესობრივი ურთიერთობები. გამოკითხულთა მხოლოდ 15%25-მა განაცხადა, რომ ასეთი ქალი საზოგადოებისათვის მისაღებია, 23%25-ის აზრით - „უფრო მისაღებია, ვიდრე არა“ სტუდენტთა 34%25 თვლის, რომ „უფრო არა, ვიდრე კი“, ხოლო 28%25 კატეგორიულია და მიიჩნევს, რომ ქალი, რომელსაც აქვს ქორწინებისგარეშე სქესობრივი ურთიერთობები, მიუღებელია. როგორც გაირკვა, მთლიანობაში ასეთი ქალებისადმი „დადებითი“ დამოკიდებულება რესპოდენტთა გაცილებით უფრო მცირე ნაწილს (38%25) გააჩნია „უარყოფითად“ განწყობილთა (62%25) რაოდენობასთან შედარებით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვაჟები გაცილებით უფრო ნეგატიურნი არიან (70%25) ვიდრე გოგონები: ასეთივე პოზიცია უკავიათ მათ, ვინც სკოლა რაიონში ან სოფელში დაამთავრა (68%25), ხოლო, რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლთა მიხედვით არსებულ განსხვავებებს, აშკარად გამოიკვეთა, რომ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის (რომელთა უმრავლესობა გოგონებია), ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტების მქონე ქალი მიუღებელია. გამოკითხულთა მხოლოდ 1,8%25-მა განაცხადა, რომ ასეთი ქალი მისაღებია. საერთოდ, მთლიანი მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები სექსუალობის სფეროსთან მიმართებაში ყველაზე უფრო კონსერვატული შეხედულებების მქონენი არიან.

საჭიროდ ჩავთვალეთ გამოგვეაშკარავებინა სტუდენტთა პოზიცია ქორწინებისგარეშე შვილის გაჩენასთან დაკავშირებითაც. შეკითხვაზე: „როგორ უყურებთ ქორწინებისგარეშე (უქმროდ) შვილის გაჩენას?“ - გამოკითხულთა 31%25 დადებითად პასუხობს, რადგანაც ქალს ყველა სიტუაციაში აქვს უფლება გახდეს დედა - 11%25-მა განაცხადა, რომ „უარყოფითად“, რადგანაც ქალმა პირველ რიგში საზოგადოებას უნდა გაუწიოს ანგარიში, 32%25-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა, ვინაიდან უმამოდ გაჩენილი ბავშვი იჩაგრება, ხოლო 25%25-ს ამ ფაქტისადმი ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ვაჟებისა და რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტების შედარებით დიდმა ნაწილმა დააფიქსირა საკუთარი უარყოფითი პოზიცია. ხოლო განქორწინებულ რესპოდენტთა უმრავლესობამ (80%25-მა) ქორწინებისგარეშე შვილის გაჩენა დედის უპირობო უფლებად მიიჩნია და განაცხადა, რომ ამგვარ ფაქტს დადებითად აფასებს.

ზოგადად კი, როგორც გამოირკვა სტუდენტთათვის ის ქალი უფრო მისაღებია, რომელმაც ქორწინებისგარეშე გააჩინა შვილი, ვიდრე ის, რომელიც ქორწინებისგარეშე ამყარებდა სქესობრივ კონტაქტს. ამის თქმის საშუალებას იძლევა იმ დადებით პასუხთა პროცენტულ მაჩვენებლებს შორის არსებული განსხვავება (63%25-38%25), რომელიც ამ ორ კითხვას ეკუთვნის. ამის მიზეზი ალბათ შეიძლება ავხსნათ იმ ფაქტით, რომ საქართველოში ოდითგანვე არსებობდა დედის კულტი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დედის კულტი ყოველთვის მამასთან, ოჯახთან ერთად მოიაზრებოდა და არა ცალკე. რასაც გვიდასტურებს გამოკითხულთა პასუხებიც, როდესაც ყველაზე დიდი ნაწილი აცხადებს, რომ უქმროდ გაჩენილი ბავშვი საზოგადოებაში დაჩაგრულია, როგორც არასრულფასოვანი წევრი ამ საზოგადოებისა და ქალს საერთოდ არ აქვს უფლება ქორწინებისგარეშე შვილი გააჩინოს, რამეთუ ეს საზოგადოებაში არსებულ ნორმებს არ შეესაბამება. მეორეს მხრივ, თვალწინ წარმოგვიდგება ღვთისმშობლის ხატი, მარიამმა ქალწულმა შვა შვილი, სწორედ ამიტომაც საზოგადოება უფრო შემწყნარებელია იმ ქალებისადმი, რომელთაც ქორწინებისგარეშე სქესობრივი კონტაქტისკენ „დედობის ინსტინქტმა“ უბიძგა, ვიდრე მათდამი, ვინც ასეთ კავშირში მხოლოდ ტკბობაზე ფიქრობს და ამით „არასანქცირებულ“ ქცევას სჩადის.

უფროსკლასელთა და სტუდენტთა ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულებების შედარებამ კი ცხადყო, რომ სტუდენტები გაცილებით უფრო ლოიალურები არიან იმ ქალების მიმართ, ვისაც ქორწინებისგარეშე სექსუალური კონტაქტები აქვთ და მათდამი, ვინც უქმროდ აჩენს შვილს თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ძირითადად სტუდენტი გოგონების „შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის“ ხარჯზე მოხდა, ხოლო სტუდენტ ვაჟთა ორიენტაციები ამგვარი ფაქტებისადმი ასაკის მატებასთან ერთად არ შეცვლილა და მათი უმრავლესობა უფროსკლასელი ბიჭების მსგავსად კატეგორიულია. ისინი იცავენ რა კულტურულ მენტალიტეტში გაბატონებულ სტერეოტიპს - „ქალი ქალწული უნდა გათხოვდეს“, უარყოფითად არიან განწყობილნი წესის დამრღვევებისადმი.

კითხვარში წარმოდგენილი იყო სხვადასხვაგვარი სიტუაცია, როდესაც ბიჭს უყვარს გოგონა, ის კი გულგრილია მის მიმართ და ანალოგიურად, როდესაც გოგონას უყვარს ვაჟი და ის გულგრილია მის მიმართ. კითხვის არსი მდგომარეობდა შემდეგში: „როგორ იქცევიან (ან მოიქცევიან) ჩვენი რესპოდენტები მსგავს სიტუაციებში?“. შესაბამისად ჩამოთვლილი იყო შესაძლო პასუხების ვარიანტები, რომლებიც რანჟირების მეთოდით ანუ უპირატესობის მინიჭების ხარისხის მიხედვით უნდა დაელაგებინათ. როგორც გაირკვა ვაჟი ასეთ სიტუაციაში, პირველ რიგში, შეეცდება დაუმტკიცოს გოგონას, რომ „მასავით არავის ეყვარება და მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია“ (I ადგილი). ასევე ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნიეს მისი გულის მონადირება საჩუქრებითა და ყურადღებით (II ადგილი). აღნიშნეს ისიც, რომ მამაკაცი აქტიური უნდა იყოს, - „გადავეკიდები და ყველგან თან ვდევ, ჩამოვაშორებ ყველა თაყვანისმცემელს“ (IV ადგილი). თუმცა ვაჟების საკმაოდ დიდმა ნაწილმა (დაახლოებით 30%25-მა) ამაყად განაცხადა: „თუ მას არ უნდა ჩემი სიყვარული, თავს გავანებებ“. რესპოდენტ ვაჟთა თითქმის მესამედი კი ასე მსჯელობს: „მოვიტაცებს და სექსუალურ კონტაქტსაც დავამყარებს თუ სხვა გამოსავალი არ მექნება“. გოგონები კი მსგავს სიტუაციაში მსჯელობას „პოზიციების დათმობიდან“ იწყებენ - „თუ მას არ უნდა ჩემი სიყვარული, თავს დავანებებ“ (I ადგილი). მეორე არგუმენტად კი ასახელებენ, რომ გოგოს მხრიდან ყოველგვარი აქტიურობა მიუღებლად მიაჩნიათ (II ადგილი). გარდა ამისა, იშველიებენ ცნობილ გამოთქმას, - „ქალი იჯდა, ბედს ელოდაო“ და მორცხვად აცხადებენ, რომ კაცმა უნდა აირჩიოს, ისინი ვერაფერს გააწყობენ (IV ადგილი). მეხუთე პოზიცია მიაკუთვნეს შემდეგ მოსაზრებას: „შევეცდები დავუმტკიცო, რომ ჩემსავით არავის ეყვარება და მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია“, ხოლო ვაჟთან განმარტოვება და ინტიმური სიტუაციის შექმნის მომენტი თითქმის გამორიცხეს და მას უკიდურესი მეექვსე ადგილი მიანიჭეს. ვფიქრობ, სტანდარტული როლები, მოქმედების არეალი და შესაძლებლობები ნათლად გამოიკვეთა. გოგონები ტრადიციულად პასიურ პოზიციას იკავებენ, საკუთარ ძალებში დაჯერებული და სტერეოტიპული წარმოდგენებით ზურგგამაგრებული ვაჟები კი უფრო ქმედით ხერხებს მიმართავენ. თუმცაღა თანხვედრა ჩვენ რესპოდენტთა განწყობებს შორის მაინც დაფიქსირდა. კერძოდ, გოგონებმაც და ვაჟებმაც მსგავს სიტუაციებში საუკეთესო გამოსავლად შემდეგი მოსაზრება მიიჩნიეს: „ჩემი ან მისი მეგობრების დახმარებით შევეცდები შევქმნა ისეთი საურთიერთო გარემო, რომ უკეთ დავანახო და მოვაწონო ჩემი ღირსებები“ (III ადგილი). ამდენად, სპეციფიკურად კოლექტივისტურ ქართულ კულტურაში რეფერანტულ ჯგუფზე (სამეგობრო წრეზე) მიჯაჭვულობა, მასზე იმედების დამყარება და ნდობა ძალიან დიდია.

რადგანაც ჩვენი განსახილველი თემა სექსუალურ სფეროში გენდერული ძალადობაა, საჭიროდ ჩავთვალეთ ყურადღება გაგვემახვილებინა კიდევ ერთ ტრადიციაზე, რომელიც თავის ძალადობრივ ხასიათში მოიცავს ადამიანის (ქალის) უფლების შელახვას. საუბარია ყველასთვის ცნობილ ქალის მოტაცების პრეცენდენტზე. კითხვაზე, „ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, არის თუ არა ქალის უფლების შელახვა?“ 56%25-მა უპასუხა „დიახ“, 6%25-მა - „არა“, ხოლო 38%25-მა პასუხის ვარიანტად „გააჩნია სიტუაციას“ აირჩია. სქესის ნიშნის მიხედვით გაირკვა, რომ რესპოდენტი ვაჟების შედარებით დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ გოგოს მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით არ არის ქალის უფლების შელახვა, ასევე შედარებით დიდი ნაწილი აპელირებს სიტუაციაზე. ხოლო სოფელში სკოლადამთავრებულ სტუდენტთაგან კი მხოლოდ 28%25-მა აღიარა, რომ ასეთი საქციელი ქალის უფლების შელახვაა. ვფიქრობ, მიუხედავად რესპოდენტთა იმ 56%25-ისა, რომლებმაც გოგოს მოტაცება ადამიანის უფლების შელახვად მიიჩნიეს, დანარჩენთა რიცხვი ძალზედ დიდია, ანუ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ასეთ ძალისმიერ საქციელს უფლების შელახვად არ მიიჩნევს და სიტუაციით მანიპულირებს. შეკითხვაზე კი, რომელიც მხოლოდ გოგონებს ეხებოდა და შემდეგნაირად იყო ფორმულირებული - „თქვენ რას გააკეთებდით, ასეთი ფაქტის წინაშე რომ დამდგარიყავით?“ 42%25-მა უპასუხა, რომ მშობლებთან დაბრუნდებოდა. 11%25-მა განაცხადა, რომ, შეეგუებოდა და შეეცდებოდა კარგი ოჯახის შექმნას. 41%25-ს კი გაუჭირდა პასუხის გაცემა, რაც ალბათ შინაარსობრივად წინა კითხვის პასუხს „გააჩნია სიტუაციას“ უტოლდება და ფაქტობრივად გარემოებასთან შეგუებას ნიშნავს.

როგორც მონაცემებიდან ირკვევა, მოტაცების ფაქტი რესპოდენტთა ერთ ნაწილს არ მიაჩნია ქალის უფლების დარღვევად, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ თუმცა თავად მოვლენა ძალადობრივია, მაგრამ, თუ კი მოტაცებული გოგონა მშობლებთან დაბრუნდება, შესაძლოა მას შემდეგში სერიოზული დაბრკოლებები (პრობლემები) შეექმნას, კონკრეტულად კი რანჟირებულ კითხვაზე - „მოტაცების შემთხვევაში რატომ არ ბრუნდებიან გოგონები მშობლებთან?” - შემდეგი მონაცემები მივიღეთ: გამოკითხულთა ყველაზე დიდმა ნაწილმა 41,2%25-მა ჩამოთვლილ მიზეზებს შორის პირველი ადგილი მიაკუთვნა მოსაზრებას: - „გოგონებს ეშინიათ, რომ დაბრუნების შემთხვევაში პატიოსანი ქალის სახელი აღარ ერქმევათ“. მეორე არგუმენტად მშობლების როლი დაასახელეს, ანუ სტუდენტთა 32%25 ფიქრობს, რომ გოგონები შინ არ ბრუნდებიან, რადგანაც მშობლებს ურჩევნიათ, რომ მათ ქალიშვილს ოჯახი ჰქონდეს, რადგან მიბრუნების შემთხვევაში ოჯახის პრესტიჟი ილახება. „დამრჩენ ფაქტორებს“ შორის ორივე სქესის წარმომადგენლებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ინტიმურ კავშირს - ანუ გოგონებს ინტიმური ცხოვრების შემდეგ სხვა რაღა დარჩენიათ, - უნდა შეეგუონ სიტუაციას (III ადგილი).

როგორც გამოირკვა, აქაც, მსგავსად ყველა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე სექსუალურ სფეროს ეხება, გოგონები ყველაზე მეტად უფრთხიან უარყოფით საზოგადოებრივ აზრს (მსგავსად საკუთარი მშობლებისა. და იმ შემთხვევაშიც კი როცა მათი „ქალწულებრივი მდგომარეობა“ დარღვეული არ არის, არ „რისკავენ“ და პირადი სურვილის საწინააღმდეგოდ რჩებიან მომტაცებელთან. ბიჭები კი დაიმედებულნი არიან რა იმ გარემოებით, რომ გოგონები „მოუფრთხილდებიან“ საკუთარ სახელს, უფრო გაბედულად მოქმედებენ და დარწმუნებულებიც არიან, რომ თავს შეაყვარებენ მათ. რაც შეეხება უშუალოდ სექსუალურ კავშირს, აქაც აშკარად გამოვლინდა, რომ ინტიმური ცხოვრების შემდეგ გოგონა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს და გოგო იძულებულია შეეგუოს თავის „ბედს“.

კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით თვალნათლივ გამოიკვეთა, რომ სტუდენტები, ისევე როგორც ჩვენი საზოგადოების დანარჩენი წევრები, ძალზე ტრადიციულნი არიან სექსუალობის სფეროსთან მიმართებაში. უდიდესი ღირებულება ენიჭება საზოგადოებრივ აზრს, სტერეოტიპულ განწყობებსა და შეფასებებს, რაც შეიძლება ავხსნათ ქართული კულტურის კოლექტივისტური ხასიათით. ცნობილია, რომ კოლექტივისტურ კულტურებში საზოგადოებრივი აზრი, ნორმები და ღირებულებები ყოველთვის მაღლა დგას და განსაზღვრავს მას. აღსანიშნავია ისიც, რომ უფროსკლასელთა და სტუდენტთა ორიენტაციები თითქმის იდენტურია და ასაკობრივი ჭრილისა და დროის მცირე მონაკვეთის სხვაობით გამოწვეულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბარი შეუძლებელია.

ამდენად, დღევანდელ პირობებში, როცა ქალი ცდილობს თავისი შესაძლებლობების განვითარებას, იგი აუცილებლად უნდა შეეცადოს არა მარტო იბრძოლოს მემკვიდრეობით მიღებული და გაბატონებული ემოციური განწყობებისა და ორიენტაციების გადახალისება-შეცვლისთვის, არამედ, პირველ რიგში, თავის თავში უნდა დაძლიოს ის წინააღმდეგობა, რომელიც ჩამოუყალიბდა ტრადიციული იდეალის გამყარების წყალობით. რაც ვფიქრობ მომავლის საქმეა და ვიმედოვნებ, რომ ეს მომავალი არც თუ ისე „შორეული“ იქნება.

8 ძალადობა და გენდერული ურთიერთობები ოჯახში (სტუდენტური თვანსაზრისი)

▲ზევით დაბრუნება


თინათინ ბასილაშვილი

ოჯახურ კერებს უსაფრთხოდ, ბედნიერად მიიჩნევენ და ხშირად აიდეალებენ კიდეც მათ, თუმცა ისიც კარგადაა ცნობილი, რომ ოჯახებში ადგილი აქვს ძალადობას - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფას. გამოკვლევებით დასტურდება, რომ ოჯახური ძალადობის დროს ფიზიკური შეურაცხყოფის ძირითადი მსხვერპლნი ქალები არიან.

ოჯახური ძალადობა განისაზღვრება, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის ფიზიკური შეურაცხყოფა.

ქალის მიმართ ძალადობა ქორწინების ჩვეულებრივი თანმხლები იყო სხვადასხვა ეპოქაში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნის ბოლომდე არ არსებობდა კანონები, რომლებიც კრძალავდნენ ქალზე ძალადობას. დღესდღეობით ქალები შესამჩნევად უკეთ არიან დაცულნი კანონიერების მხრივ, მაგრამ მათ მიმართ მკაცრი მოქცევა მაინც ფართოდ არის გავრცელებული.

„ფაქტობრივად, სახლი - ოჯახი ყველაზე სახიფათო ადგილია თანამედროვე საზოგადოებაში. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ადამიანი ფიზიკური თავდასხმის ობიექტი უფრო ხშირად სახლში ხდება, ვიდრე ქუჩაში ღამით“, - წერს ამერიკელი სოციოლოგი ენტონ გიდენსი.

ჩვენ კვლევის მიზანია იმის შესწავლა, თუ რამდენად ხშირია საქართველოში ოჯახური ძალადობა, როგორია საზოგადოებრივი აზრი მის მიმართ და ხდება თუა არა ჩვენში ამგვარი ფაქტების სააშკარაოზე გამოტანა. დასმული საკითხის გამოსაკვლევად შევადგინეთ კითხვარი. რესპოდენტებს ვეკითხებოდით ჰქონდა თუ არა ადგილი ოჯახური ძალადობის ფაქტებს როგორც ზოგადად საზოგადოებაში, ისე მათ საკუთარ ოჯახებში. კითხვარში პირდაპირ კითხვებთან ერთად დასმული იყო მაკონტროლებელი კითხვებიც, რაც ძალზე დაგვეხმარა რეალური მდგომარეობის გამოვლენასა და ინფორმაციის სანდოობის შემოწმებაში.

სტუდენტებს ვკითხეთ: „სმენიათ თუ არა, რომ (ნაცნობ-მეგობრებში, მეზობლებში), ქმარი უშვერი სიტყვებით ლანძღავს და აგინებს ცოლს. პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: „ძალიან ხშირად“ - 6%25, „ხშირად“ - 13%25, „იშვიათად“ - 60,8%25 და „არასოდეს“ - 20,2%25. როგორც ჩანს, აქ სტუდენტთა დაახლოებით 80%25-მა აღიარა ამგვარი ფაქტების არსებობა. რაც შეეხება წინა კვლევას, რომლის მიზანი იყო უფროსკლასელთა გენდერული ორიენტაციების გამოკვლევა ძალადობის სფეროში, იქ უფროსკლასელთა მხოლოდ 59%25-მა დაადასტურა ნაცნობებსა და მეზობლებში ცოლის ლანძღვა-გინების შემთხვევები.

აღსანიშნავია ერთი ფაქტი: ისეთ კატეგორიულ პასუხს, როგორიცაა „ძალიან ხშირად“ იძლევა განქორწინებულ სტუდენტთა 40%25, როცა დაუქორწინებელთა და დაქორწინებულთა წილი ამ პასუხზე მხოლოდ 5-6%25-ს შეადგენს.

რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა პასუხებში არსებულ განსხვავებას, აქ უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები თავს იკავებენ კატეგორიული პასუხისაგან. ყველაზე თამამად საზოგადოებაში ამგვარი ფაქტების არსებობას კი აღიარებენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები (82%25). ამასთან ისიც შეინიშნება, რომ ვაჟები უფრო მეტად გულახდილნი არიან, ვიდრე გოგონები.

რესპოდენტებს აღვუწერეთ იგივე სიტუაცია და მომდევნო კითხვით მივმართეთ: „ხდებოდა თუ არა ასეთი რამ მათ ოჯახში?“ ამ შემთხვევაში „არასდროს“ პასუხის პროცენტული მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა წინასთან შედარებით და 20,2%25-იდან 69,2%25-ს მიაღწია. მაგრამ ეს რიცხვი მაინც ჩამოუვარდება უფროსკლასელთა მონაცემს, რომელიც 77%25-ს უდრიდა. ასეთი შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს სტუდენტთა უფრო მეტ გულახდილობას მოსწავლეებთან შედარებით.

განსაკუთრებით განქორწინებული სტუდენტები აღიარებენ თავიანთ ოჯახებში ლანძღვა-გინების ფაქტის არსებობას (20%25), ვინაიდან ალბათ სწორედ ეს გახდა მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი. თუმცა 20%25 არც ისე დიდი ციფრია, მაგრამ გარკვეულ განსხვავებას იძლევა დაუქორწინებელ და დაქორწინებულ სტუდენტთა თითო-თითო პროცენტის ფონზე.

სკოლის დამთავრების ადგილისა და სქესის მიხედვით რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, როგორც აღმოჩნდა, ამგვარ ფაქტს - ძალადობას, ყველაზე მეტად ადგილი აქვს სულხან-საბა ორბრლიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტების ოჯახებში (41,8%25), მაგრამ ისინი ამას იშვიათ მოვლენად მიიჩნევენ. რაც შეეხება თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აქ რესპოდენტთა მხოლოდ 27%25 აღიარებს ქმრის მიერ ცოლის ლანძღვა-გინების ფაქტს საკუთარ ოჯახში.

როგორც ცნობილია, დაწესებულებებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში მოქმედებს კანონები, რომლის თანახმადაც არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება დაარტყას მეორეს, რა გამომწვევიც არ უნდა იყოს მისი მოქმედება. მაგრამ ოჯახის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. მრავალი გამოკვლევა ადასტურებს, რომ უმეტესი ნაწილი წყვილებისა განსაკუთრებულ შემთხვევაში ცოლის ცემას დასაშვებად მიიჩნევს. მაგალითად, დაახლოებით ყოველი მეოთხე ამერიკელი თვლის, რომ შეიძლება წარმოიშვას საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზი იმისა, რომ ქმარმა დაარტყას ცოლს.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში. ამართლებდნენ თუ არა რესპოდენტები ქალზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევდნენ თუ არა ისინი დასაშვებად ქმრის მიერ ცოლის ცემას. ამ კითხვას უპირობოდ ეთანხმება გამოკითხულთა ძალზე მცირე ნაწილი 0,8%25; აქედან მათი უმრავლესობა განქორწინებული სტუდენტებია და რა თქმა უნდა, აქ ბიჭების წილი ორჯერ აღემატება გოგონებისას. ე.ი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ განქორწინებულ და „დაბოღმილ“ ვაჟთა უმრავლესობა სიამოვნებით „ასწავლიდა ჭკუას“ ყოველგვარი საბაბის გარეშე მათ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს. ხოლო როცა ცემის დამსახურების საკითხი დგება, აქ განქორწინებულ სტუდენტთა წილი 0%25-ს შეადგენს. ეს მონაცემი კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ განქორწინებულ ვაჟებს თავიანთი ოჯახური მარცხის განცდის შემდეგ საერთოდ გული აქვთ აცრუებული ქალებზე და ზოგადად მათ მიმართ ძალადობის გამოყენებაზეც არ იტყოდნენ უარს.

ქალის ფიზიკურ შეურაცხყოფას ყველაზე მეტად ამართლებენ სოფელის სკოლადამთავრებული სტუდენტები. მათი აზრით, ზოგიერთი ქალი ცემას იმსახურებს, ქალის, ცოლის ცემა ყველაზე მეტად მისაღებია აგრეთვე თბილისის სულხან-საბა ორბელიანი სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ყველაზე ნაკლებად კი ძალადობას უშვებენ თბილისის ივანე ჯავახისვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მაგრამ მათი შეხედულება დიდად როდი განსხვავდება ტექნიკური და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა აზრისაგან. რაც შეეხება ასაკობრივ სხვაობას, ქალის ცემას დამსახურების მიხედვით მისაღებად მიიჩნევდა უფროსკლასელთა 16,4%25, სტუდენტების შემთხვევაში კი ეს პროცენტი 9,4%25-მდე შემცირდა.

მომდევნო შეკითხვა შემდეგში მდგომარეობდა: რესპოდენტებს ვკითხეთ „სმენიათ თუ არა მათ თავიანთი ნაცნობების წრეში, რომ ქმარი სცემდა ცოლს?“ თუ გავაერთიანებთ დადებითი პასუხების ვარიანტებს, როგორებიც იყო „ძალინ ხშირად“, „ხშირად“ და „იშვიათად“, ამგვარი ფაქტის არსებობას აღიარებს სტუდენტთა 54%25. მათგან უმრავლესობა კვლავ განქორწინებული რესპოდენტებია. ყველაზე ნაკლებად ამგვარი ფაქტების შესახებ სმენიათ დაუქორწინებლებს. სკოლის დამთავრების ადგილის მიხედვით რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლენილა. აღსანიშნავია მხოლოდ ერთი რამ, რომ ასეთ ფაქტებს ხშირ მოვლენად უფრო მეტად სოფელში სკოლადამთავრებულნი ასახელებენ. რაც შეეხება სქესის მიხედვით განსხვავებას, აქ ვაჟებთან შედარებით გოგონათა დაახლოებით 9%25-ით მეტი უარყოფს მათ ირგვლივ ამგვარი ფაქტის არსებობას. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნახევარზე მეტს, 53,4%25-ს ასევე არაფერი სმენია საზოგადოებაში ამგვარი ფაქტების გამოვლენის შესახებ. ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 60%25 აღიარებს მათ ირგვლივ ძალადობის შემთხვევების არსებობას, მაგრამ ისინი ამას არც თუ ისე ხშირ მოვლენად თვლიან.

უფროსკლასელები და სტუდენტები თითქმის ერთნაირი სიხშირით აფიქსირებენ ქმრის მიერ ცოლის ცემის მათ წრეში მომხდარ ფაქტს. ხოლო რაც შეეხება მათ საკუთარ ოჯახებში ქალზე განხორციელებული ძალადობის არსებობას, ამას გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა 79,2%25 კატეგორიულად უარყოფს. მხოლოდ 3,2%25 აღიარებს საკუთარ ოჯახში განხორციელებული ძალადობის შემთხვევას. დანარჩენებს კი ან გაუჭირდათ პასუხის გაცემა ან არ იციან ჰქონდა თუ არა ადგილი მათ ოჯახში ამგვარ ფაქტს. საკუთარ ოჯახში ძალადობის ფაქტის არარსებობა სტუდენტთა შემთხვევაში 9%25-ით გაიზარდა მოსწავლეებთან შედარებით.

თავიანთ ოჯახებში ამგვარი ფაქტის არსებობას უფრო მეტი სიხშირით აღიარებენ პედაგოგიური და სხელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ვიდრე ტექნიკური და სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები. ეს უკანასკნელნი საერთოდ უარყოფენ ოჯახურ ძალადობას როგორც საზოგადოებაში, ასევე საკუთარ ოჯახებშიც. ბუნდოვან პასუხებს იძლევიან ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები; მათ ან უჭირთ პასუხის გაცემა ან არაფერი იციან ამგვარი ფაქტის არსებობის შესახებ. რაც შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ გამოკითხულთა ოჯახების უმრავლესობა მალავს ასეთ შემთხვევებს და ერიდება მათ სააშკარაოზე გამოტანას. რესპოდენტთა მხოლოდ 8,6%25 ღიარებს ამგვარ ფაქტებს, ოჯახების 13,8%25-ის კი მალავს, 62,1%25 პასუხობს: „გააჩნია ვისთან“, რაც შეიძლება ასევე ფაქტის დამალვის ტოლფასად მივიჩნიოთ. პასუხის ამ უკანასკნელ ვარიანტზე მოდის დაქორწინებულთა 100%25, ანუ მათ უკვე შექმნილი აქვთ საკუთარი ოჯახები და ზუსტად იციან, რომ თუ იქ მოხდება ძალადობის ფაქტი, იგი არ დატოვებს ოჯახის ფარგლებს და საზოგადოებისგან გულდასმით დაიმალება.

როგორც აღმოჩნდა, სოფლის სკოლადამთავრებულ სტუდენტთა ოჯახებიდან აბსოლუტურად ყველა მალავს ასეთ შემთხვევებს, მხოლოდ დედაქალაქში სკოლადამთავრებულ სტუდენტთა 15%25 პასუხობს, რომ ამგვარი ფაქტები არ იმალება, მაშინ როცა დანარჩენების პასუხი ამ კითხვაზე 0%25-ია. ამ მოვლენას ყველაზე მეტად მალავენ აგრეთვე პედაგოგიური და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა ოჯახები. ამ უკანასკნელთაგან არც ერთ რესპოდენტს არ უთქვამს, რომ მისი ოჯახი არ მალავს ამგვარ ფაქტს. ყველაზე მეტად ოჯახური ძალადობის ფაქტი სააშკარაოზე გამოაქვს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების 20%25-ს. განსხვავება სქესის მიხედვით ის არის, რომ გოგონათა უმეტესობამ ვაჟებთან შედარებით არ იცის იმალება თუ არა ქალის ფიზიკური შეურაცხოფა საზოგადოებისგან.

სტუდენტთა აზრით, არა თუ საკუთარ, არამედ ნებისმიერ ოჯახში მომხდარი ძალადობის ფაქტები, თუ ადგილი აქვს ქმრის მიერ ცოლის ფიზიკურ შეურაცხყოფას არ უნდა გამჟღავნდეს. ამ აზრს ყველაზე მეტად ემხრობიან ტექნიკური და სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები. მათი დადებითი პასუხები 2-ჯერ აღემატება სახელმწიფო და პედაგოგიური უნივერსიტეტების სტუდენტთა დადებით პასუხებს. სოფლის სკოლადამთავრებული სტუდენტების უმეტესი ნაწილიც ამგვარი ფაქტის დამალვის საჭიროებას ხედავს. განქორწინებულთა 80%25 კი თვლის, რომ საჭიროა ამგვარი შემთხვევების სააშკარაოზე გამოტანა. გოგონებს ვაჟებთან შედარებით კვლავ უფრო მეტად უჭირთ პასუხის გაცემა.

საინტერესოა რატომ იმალება ფაქტები, როცა მამაკაცი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ცოლს? ამის გამოსავლენად, რესპოდენტებს ამჯერად შევთავაზეთ ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზები, რომლებიც მათ უნდა დაელაგებინათ უპირატესობის მიხედვით. როგორც მოსალოდნელი იყო, რესპოდენტთა უმრავლესობა უპირველეს მიზეზად ასახელებს ოჯახის სახელს, მის პრესტიჟს, რომელსაც ამგვარი ფაქტის გამოვლენა ჩრდილს აყენებს. მეორე მიზეზად გამოკითხულებმა დაასახელეს ქალის თავმოყვარეობა, რომელიც ასეთ შემთხვევაში ილახება. განსაკუთრებით დაქორწინებული რესპოდენტები აღიქვამენ ოჯახში ფიზიკური ძალადობის განხორციელებას ქალის პრესტიჟის შელახვად და თვლიან, რომ ქალი უნდა გაჩუმდეს, ოჯახი რომ არ დაინგრეს. დაუქორწინებელნი კი უფრო მეტად მამაკაცის პრესტიჟზე საუბრობენ. მამაკაცის პრესტიჟის შელახვად მიიჩნევენ ამგვარ ფაქტს ასევე პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები, მაგრამ ამასთანავე ისინი თვლიან, რომ კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ქალი უნდა გაჩუმდეს.

ეს მონაცემი მთლიანად ეთანაბრება უფროსკლასელთა შეხედულებებს და მათგან არაფრით არ განსხვავდება. ასევე ერთსულოვანნი არიან უფროსკლასელები და სტუდენტები სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფ ქალებთან მიმართებაში, რომლებიც მათ რიგის მიხედვით უნდა დაელაგებინათ მათი პატივცემულობის კლების მიხედვით. აქ სტუდენტთა შეხედულება დაემთხვა მოსწავლეათა აზრს. საქართველოში ყველაზე მეტ პატივისცემას იმსახურებს ოჯახის ქალი, შემდეგ ქვრივი, შინაბერა, განქორწინებული და მხოლოდ ბოლოს ყველა ერთნაირად. როგორც აღმოჩნდა, უმეტესწილად ყველა მდგომარეობის ქალს თანაბრად მიაგებენ პატივს სოფელთან და საქართველოს სხვა ქალაქთან შედარებით დედაქალაქში.

ოჯახის ქალისათვის პირველი ადგილის მიკუთვნებაში, ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ ყველაზე დიდი წვლილი სწორედ დაქორწინებულებს მიუძღვით. ბოლო ადგილზე ოჯახის ქალს მხოლოდ და მხოლოდ განქორწინებულთა 20%25 აყენებს. ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ მათ ეს როლი ვერ შეიფერეს და თავს იმით იმშვიდებენ, რომ მიიჩნევენ ოჯახის ქალები არც ისე პატივსაცემნი არიანო. საპირისპირო შეხედულება აქვთ სოფელის სკოლადამთავრებულ სტუდენტებს, მათთვის სწორედ ოჯახის ქალია ყველაზე მეტად ღირებული. ასევე ფიქრობს თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტთა უმრავლესობაც.

როგორც ვნახეთ, ქალთა შეფასება ოჯახთან მიმართებაში ხდება. რესპოდენტთათვის ყველაზე ღირებულია ოჯახური კერა, მისი სახელი და ქალი, რომელსაც ოჯახი აქვს. ამიტომ იგი უნდა გაჩუმდეს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობაც კი უნდა მოითმინოს, რათა არ დაიჩრდილოს მისი სახელი და არ დაინგრეს ოჯახი, რადგან სწორედ ოჯახური კერა წარმოადგენს მისი „მოღვაწეობის“ ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ სფეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალი დაკარგავს ერთადერთ საყრდენს და მისი საზოგადოებრივი სტატუსიც საგრძნობლად დაეცემა.

ორივე კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია შემდეგი დავასკვნათ: ოჯახში არსებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას როგორც უფროსკლასელები, ასევე სტუდენტებიც არც თუ ისე ხშირ მოვლენად თვლიან. განსაკუთრებით, როცა საუბარია მათ საკუთარ ოჯახებზე. მაგრამ თუ ამგვარ ძალადობრივ ფაქტს მაინც აქვს ადგილი, იგი საზოგადოებისგან გულდასმით იმალება, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთ ვითარებას უფრო ხშირი ხასიათი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ამას პირდაპირ გვეუბნებიან ჩვენი რესპოდენტები. ეს კი განპირობებულია იმით, რომ ძალადობა ნორმატიულად გაუმართლებელია, ამიტომ მის სააშკარაოზე გამოტანას ყველა გაურბის.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები:

სტუდენტები უფროსკლასელებთან შედარებით მეტ გულახდილობას იჩენენ და მათ მიერ ძალადობის ფაქტების აღიარების ხარისხი უფრო მაღალია. მაგრამ ეს შეიძლება იმით ავხსნათ, რომ ისინი ბავშვებთან შედარებით მეტ ინფორმაციას ფლობენ როგორც გარე სამყაროზე, ასევე საკუთარი ოჯახის შიგნით მიმდინარე მოვლენებზეც. მათ ასევე უკეთ აქვთ გაცნობიერებული ადამიანის უფლებები და ქალზე განხორციელებულ ძალადობას მოსწავლეებთან შედარებით ნაკლებად დასაშვებად მიიჩნევენ. რაშიც ერთსულოვანნი არიან უფროსკლასელები და სტუდენტები, ეს არის მათი შეხედულება ოჯახის დანგრევის მიზეზებზე და სხვადასხვა მდგომარეობის ქალებზე. როგორც ჩანს, ქართულ კულტურაში იმდენად ღრმად არის ფესვგადგმული ოჯახური კერისა და შესაბამისად ოჯახის ქალის პატივისცემა, რომ მათ თანაბრად სცემენ თაყვანს მოზარდებიც და სტუდენტებიც. ეს შეხედულება ყველაზე უფრო მეტად გამჯდარი აქვთ სოფელის სკოლადამთავრებულ სტუდენტებს, რაც არ არის გასაკვირი, რადგან სწორედ სოფლებშია ყველაზე კარგად შემონახული საუკუნეობრივი ტრადიციები.

გამოვლინდა გარკვეული სხვაობა სქესთა შორის. წინა კვლევისაგან განსხვავებით სტუდენტების შემთხვევაში ვაჟები მეტად გულახდილნი არიან, ვიდრე გოგონები, ამ უკანასკნელთ კი ხშირად უჭირთ პასუხის გაცემა ან არ გააჩნიათ ინფორმაცია, თუ რა ხდება მათ ირგვლივ, წარმოდგენა არა აქვთ საკუთარ სახლში განხორციელებულ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე, ერთი სიტყვით, მეტად ბუნდოვან პასუხებს იძლევიან.

რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა პასუხებს შორის არსებულ განსხვავებას, აქ შეიძლება აღინიშნოს შემდეგი: სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ყველაზე ჩაკეტილები არიან, და ნაკლებად აღიარებენ ძალადობის არსებობას საზოგადოებაში. შესაბამისად, მათი ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობაც მალავს ასეთ შემთხვევებს და თავად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც არ ემხრობიან ნებისმიერ ოჯახში მომხდარი ამგვარი ძალადობის ფაქტების სააშკარაოზე გამოტანას, მათ მიაჩნიათ, რომ ეს ოჯახის საიდუმლოა და იგი ოჯახის ფარგლებშივე უნდა დარჩეს. ასევე ფიქრობენ სოფლის სკოლადამთავრებული სტუდენტებიც. ძალადობის ფაქტების არსებობას, როგორც საზოგადოებაში, ასევე საკუთარ ოჯახებში, ყველაზე თამამად აღიარებენ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ასევე დიდ გულახდილობას იჩენენ განქორწინებულნიც. ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ მათ გადალახეს გარკვეული ბარიერი და პირადი გრძნობები და შეხედულებები საზოგადოებრივ აზრზე და ტრადიციებზე მაღლა დააყენეს და თავიანთი ემოციური სამყარო არ შესწირეს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ოჯახის ქალი მეტად ღირებულია და ოჯახური კერა მეტად პატივსაცემი.

9 სტუდენტები და გენდრული ასიმეტრია

▲ზევით დაბრუნება


სოფო ჩაჩანიძე

საზოგადოებში მიმდინარე ცვლილებების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდობის მსოფლმხედველობის, გარე სოციალური რეალობის მიმართ მათი ადექვატური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, იმისათვის, რომ ახალგაზრდები ჯანსაღი, აქტიური და ქმედითი პოზიციით დადგნენ ცხოვრების პირისპირ.

ინდივიდის პიროვნებად ჩამოყალიბებასა და მის თვითიდენტიფიკაციაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება საკუთარი სქესის განცდას, რაც ბავშვს ძირითადად მშობლების გავლით ეძლევა. ხდება არა მხოლოდ ბიოლოგიური სქესის დადგინება, არამედ ყალიბდება გენდერული სტერეოტიპი, მყარი შეხედულებები ქალისა და მამაკაცის „ადგილზე” საზოგადოებაში, მათ როლებსა და ფუნქციებზე. ალბათ საკამათო არ არის გენდერული ასიმეტრიის არსებობა ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ეს პრობლემა არსებობს დასავლური კულტურის მკვლევართა თვალთახედვის არეში და თანამედროვე მეცნიერების საქმიანობის საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს. ძნელი სათქმელია, თუ როგორი რეალური სურათია გენდერული ურთიერთობების მხრივ საქართველოში, რადგან ამ თემაზე ჩატარებული კვლევების რიცხვი ძალზე მცირეა.

ქართულ რეალობაში ამ პრობლემის შესასწავლად ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა, რომლის პირველი ეტაპი რამდენიმე თვის წინ განხორციელდა და რომელიც მიზნად ისახავდა უფროსკლასელთა გენდერული ორიენტაციების შესწავლას; მეორე ეტაპზე კი იმავე საკითხების გამოკვლევას სტუდენტებთან შევეცადეთ მათემატიკური შერჩევის პრინციპზე თბილისის ოთხ უმაღლეს სასწავლებელში: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სულხან-საბას ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. სულ 500 სტუდენტი გამოიკითხა.

სოციოლოგიური გამოკვლევა განხორციელდა ქალთა განათლებისა და ინფორმააციის ცენტრის მიერ ინიცირებულ გენდერული პროგრამის ფარგლებში.

ამ კვლევის შედეგად ჩვენ გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა იმის შესახებ, თუ როგორ აისახება გენდერისა და გენდერული ურთიერთობების საკითხი უფროსკლასელთა ცნობიერებაში და როგორ გაგრძელებას პოულობს ამ საკითხის შესახებ წარმოდგენები სტუდენტებში.

ჩვენ შევეცადეთ გამოგვერკვია სტუდენტთა შეხედულებები იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება მათ ოჯახში გადაწყვეტილების მიღება, ვინ თმობს პოზიციებს კონფლიქტის დროს, როგორია მათ წარმოდგენებში ქალისა და მამაკაცის უფლებრივი თანაფარდობა, რას თვლიან ოჯახის დანგრევის ძირითად მიზეზად, როგორ წარმოუდგენიათ ქალისა და მამაკაცის იდეალური ტიპები, აქვთ თუ არა დისკრიმინაციული განწყობები ქალისა თუ მამაკაცის მიმართ და თვლიან თუ არა, რომ ქალები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

გამოკითხულ სტუდენტთა 54%25 თვლის, რომ გადაწყვეტილებას მათ ოჯახში თანაბრად იღებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები (დედა, მამა, მეუღლის დედა, მეუღლის მამა), მაგრამ დანარჩენ გამოკითხულთა უმრავლესობა, რა თქმა უნდა მამის უპირატესობას აღიარებს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მამის წამყვან პოზიციაზე ძირითადად ბიჭები საუბრობენ. აგრეთვე განსხვავებულია დაქორწინებულ და დაუქორწინებელ სტუდენტთა პასუხები: დაქორწინებულთა უმეტესობა მეუღლესთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას, დაუქორწინებლები კი თითქმის არ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღებაში. დაქორწინებულებისაგან განსხვავებით განქორწინებულები თავად კი არ იღებენ გადაწყვეტილებას (20%25), არამედ კვლავ მშობელთა გავლენის ქვეშ ექცევიან და იმის მაგივრად, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება განაგრძონ, უბრუნდებიან ცხოვრების იმ სტილს, რომელიც დაოჯახებამდე ჰქონდათ. ეს, ალბათ დღევანდელი სოციალური პირობების გამოძახილიცაა.

უმაღლესი სასწავლებლების გამოკითხულ სტუდენტთა პასუხების მიხედვით შეიძლება აღინიშნოს შემდეგი: მამის წამყვან პოზიციას, სხვა სასწავლებლებთან შედარებით, ყველაზე დიდი პროცენტი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა პასუხებში ერგო. ეს შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ აქ გამოკითხულთა უმრავლესობას ბიჭები წარმოადგენენ.

უფროსკლასელთა გამოკითხვისას გამოიკვეთა ერთი მომენტი - დიდი განსვლა იყო ბავშვების მხრივ მშობელთა მიერ გადაწყვეტილების მიღების შეფასებასა და მათ მიერ პოზიციების დათმობის შეფასებას შორის. სტუდენტთა გამოკითხვისას ასეთი სხვაობა არ გამოვლენილა: 50%25-ის აზრით პოზიციას ორივე მშობელი თანაბრად თმობს (გადაწყვეტილებას ორივე მშობელი თანაბრად იღებს 54%25-ის აზრით). მაგრამ აქაც ასიმეტრიას აქვს ადგილი: 25,6%25-ის აზრით, საწინააღმდეგო შეხედულებების არსებობის შემთხვევაში პოზიციებს თმობს დედა, მაშინ, როცა საწინააღმდეგო აზრს, ანუ მამის მიერ პოზიციების დათმობის ფაქტს მხოლოდ 7,4%25 იზიარებს. მართალია, გოგონებზე მეტი ბიჭი აღნიშნავდა საკუთარ როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ იმასაც აღიარებდნენ, რომ პოზიციებს თვითონაც ხშირად თმობენ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ ორ კითხვაზე ვაჟთა პროცენტული რაოდენობის თანაფარდობისა, აშკარად ჩანს ბიჭების მიერ აქტიური პოზიციის გამოვლენა ოჯახში, ხოლო როცა ოჯახურ ცხოვრებაში მონაწილეობაზეა ლაპარაკი, ისინი გოგონებთან შედარებით უფრო ხშირად ხაზავენ პირადად მათთან დაკავშირებულ პასუხის ვარიანტებს.

უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტები უფროსკლასელებთან შედარებით რეალურად აფასებენ ქალთა უფლებრივ მდგომარეობას. როგორც წინა გამოკვლევის შედეგებმა გამოავლინა ბავშვები თვლიან, რომ ქალს საქართველოში ყველაზე დიდი უფლება ოჯახში აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს უფრო ხშირად თვითონვე თმობს პოზიციებს.

გამოკითხულ სტუდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი თვლის, რომ საქართველოში ქალს ყველაზე მეტი უფლება საზოგადოებაში აქვს (42,6%25). ასევე საკმაოდ დიდი ნაწილის აზრით ქალის უფლებები რეალიზდება ოჯახში (31,6%25), თუმცა საერთო უმრავლესობა აღიარებს ქალთა საზოგადოებრივ უფლებებს. ამ აზრს განქორწინებულთა თითქმის 0%25 ეთანხმება და ისინი საუბრობენ ქალის უფლებებზე ოჯახში. იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია განქორწინებული, კერძოდ კი განქორწინებული ქალი, ამაზე კვლევის შემდგომი მონაცემებიც მეტყველებს: რაიონების მიხედვით დიდი განსხვავებები არ გამოვლენილა ქალებისა და მამაკაცების მიერ გადაწყვეტილების მიღებასა და პოზიციების დათმობასთან განსხვავებულ მონაწილეობასთან დაკავშირებით. უბრალოდ, სოფლის სკოლადამთავრებული სტუდენტები სხვებთან შედარებით მეტად აღნიშნავენ მამის წამყვან პოზიციას.

ისე, როგორც უფროსკლასელთა შემთხვევაში, სტუდენტთა უმრავლესობა პასუხობს, რომ მამაკაცს მეტი უფლება აქვს (56,2%25). აღსანიშნავია, რომ აქ ბიჭების წილი გოგონებთან შედარებით მეტია (60,7%25-52%25). გოგონებიც და ბიჭებიც, აღიარებენ რა მამაკაცის უფლებებს „ყველგან“, აღნიშნავენ მის ოჯახურ უფლებებსაც (34,2%25). მამაკაცის ოჯახურ უფლებებზე განსაკუთრებით დაქორწინებული და განქორწინებული სტუდენტები საუბრობენ. ქალთა სამსახურეობრივ უფლებებს, თუმცა არც ისე დიდი სიხშირით, მაგრამ მაინც, სხვებთან შედარებით, გამორჩეულად თბილისელი სტუდენტები აღნიშნავენ.

კითხვაზე, თუ „რით უნდა იყოს დაკავებული ქალი და მამაკაცი?“ სტუდენტთა უმრავლესობა პასუხობს, რომ „ქალი დაკავებული უნდა იყოს ან მხოლოდ ოჯახით, ან უფრო მეტად ოჯახით, ვიდრე სამსახურით“. თუმცა აქ საკმაო განსხვავბაა გოგონებისა და ბიჭების პასუხებს შორის, რაც არ აღინიშნებოდა უფროსკლასელთა შემთხვევაში. გოგონების უმრავლესობა (60,9%25) თვლის, რომ „ქალი დაკავებული უნდა იყოს ოჯახითა და სამსახურით თანაბრად“. ამ აზრს ბიჭების მხოლოდ 29,1%25 იზიარებს. რაც შეეხება მამაკაცთა მოღვაწეობის სფეროს, აქ ორივე სქესის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ იგი დაკავებული უნდა იყოს ორივე სფეროთი ერთნაირად და აქ უკვე გოგონების წილი უფრო მეტია. იმას, რომ ქალი დაკავებული უნდა იყოს ოჯახით, უფრო მეტად დაუქოწინებელი სტუდენტები აღნიშნავენ. საქართველოს სოფლებსა და სხვა ქალაქებში სკოლადამთავრებული სტუდენტები თბილისელებთან შედარებით მეტად შემოფარგლავენ ქალის საქმიანობას ოჯახით, მაშინ როცა მამაკაცს ამ მოთხოვნას ნაკლებად უყენებენ.

იმასთან დაკავშირებით, თუ ცოლ-ქმარს შორის ვის აქვს უფლება აუკრძალოს მეუღლეს ის, რაც მას არ მოსწონს, 30%25 პასუხობს, რომ - „ქმარს“, თუმცა აქ ბიჭების წილი გოგონებზე ორჯერ მეტია. გოგონების უმრავლესობა კი პასუხობს, რომ „ცოლ-ქმარს თანაბრად აქვს აკრძალვის უფლება, ან - არც ერთს“. იგივე მდგომარეობაა მეუღლეების მიერ ერთმანეთის ხარჯების გაკონტროლების მხრივაც: გოგონები აქაც თანაბარუფლებიანობას აღიარებენ, ბიჭები კი ქმრის წამყვან პოზიციას. უნდა აღინიშნოს, რომ დაქორწინებულები გაცილებით ობიექტურები არიან და ცოლ-ქმრის თანაბარუფლებიანობაზე საუბრობენ, მაგრამ თუ მათგან რომელიმეს წამყვანი პოზიცია უკავია, ეს მათი აზრითაც, რა თქმა უნდა, მამაკაცია. რაიონების მიხედვით დიდი განსხვავებები არ გამოვლენილა, თუმცა სოფლის სკოლადამთავრებული სტუდენტები აქ სხვებთან შედარებით მეტად აღიარებენ ხარჯების გაკონტროლებისას ცოლის უფლებებს.

დედმამისშვილებს შორის ურთიერთობაშიც ძმა მეტად უფლებამოსილია, თუმცა ამას ძირითადად ბიჭები ეთანხმებიან და არა გოგონები, თანაც, უმეტეს შემთხვევასი თბილსისა და სოფლის სკოლადამთავრებულები. როდესაც იგივე შეკითხვებით მივმართეთ უფროსკლასელებს, გამოირკვა რომ ისინი მეტ უფლებას მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ანიჭებენ, კერძოდ კი - ქმარს. სტუდენტთა გამოკითხვისას მიღებულ შედეგებში ეს ასიმეტრია მართალია შედარებით შემცირდა, მაგრამ და-ძმას შორის გაიზარდა. თუმცა, საერთო მაჩვენებლების მიხედვით სტუდენტებს უფრო თანაბარუფლებიანობის განწყობა დაუფიქსირდათ.

ამგვარად, სტუდენტები კარგად ხედავენ, რომ ქალს საქართველოში არა აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც მამაკაცს, თუმცა ამ შემთხვევაში ბიჭები უფრო ხშირად იძლევიან კატეგორიულ პასუხს - „არა“, მაშინ, როცა უფროსკლასელთა გამოკითხვისას საპირისპირო სურათი გამოვლინდა. გამოიკვეთა კიდევ ერთი განსხვავება: ის სტუდენტები, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს სოფელში, უფრო მეტად ეთანხმებიან აზრს, რომ საქართველოში ქალს ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც მამაკაცს, თუმცა მათი უმრავლესობაც მამაკაცის უფლებრივ უპირატესობას აღიარებს.

გამოკითხვის მონაცემებმა დაადასტურა, რომ უფროსკლასელთა მსგავსად, სტუდენტებშიც არსებობს გარკვეული სექსისტური ტენდენციები. სექსიზმში მოიაზრება ქალისა თუ მამაკაცის გარკვეული დისკრიმინაციული განწყობები და ქცევები, ძირითადად ქალის მიმართ, იქნება ეს ინსტიტუციონალური თუ ჩვეულებით-საყოფაცხოვრებო. სექსისტური სტერეოტიპები, ერთის მხრივ, იმ კულტურისა და საზოგადოების ნაყოფია, რომელშიც ისინი არსებობენ, მეორეს მხრივ, ისინი ხელს უწყობენ არსებული განწყობების და არათანასწორი საზოგადოებრივი ურთიერთობების განმტკიცება-გახანგრძლივებას.

ჩვენს რეალობაში სექსისტური ტენდენციების, ანუ ქალისა და მამაკაცის მიმართ დისკრიმინაციული განწყობების გამოსავლენად სტუდენტებს მივაწოდეთ მსჯელობები, რომლებსაც ისინი ან უნდა დათანხმებოდნენ, ან - არა. მსჯელობაზე - „მამაკაცს ყველაფერში მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს ქალთან შედარებით“ - დადებით და უარყოფით პასუხთა რაოდენობა თითქმის თანაბრად განაწილდა, მაგრამ, როგორც უფროსკლასელების შემთხვევაში, ეს ახლაც იმის ხარჯზე მოხდა, რომ გოგონების უმრავლესობა არ დაეთანხმა, ბიჭების კი - პირიქით. თუმცა უფროსკლასელებთან შედარებით ნაკლები სტუდენტი გოგონა იზიარებს იმ აზრს, რომ მამაკაცს ქალთან შედარებით ყველაფერში მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს.

როგორც თავში აღინიშნა, ქალის მოღვაწეობის ძირითად სფეროდ ოჯახი მოიაზრება და ამჯერადაც სტუდენტთა 68,8%25-მა აღნიშნა, რომ „სამსახური კარგია, მაგრამ ქალს პირველ რიგში ქმარი და ოჯახი სჭირდება“. მიუხედავად იმისა, რომ აქაც დიდი განსვლაა გოგონებისა და ბიჭების პასუხებს შორის, გოგონების უფრო დიდი ნაწილიც საკუთარ ადგილსა და როლს პირველ რიგში ოჯახში ხედავს.

საგულისხმოა, რომ მამაკაცის უპირატესობის ნორმატიულობას სხვებთან შედარებით სოფლის სკოლადამთავრებული სტუდენტები უფრო აღიარებენ, აგრეთვე აღნიშნავენ, რომ „სამსახური კარგია, მაგრამ ქალს პირველ რიგში ქმარი და ოჯახი სჭირდება“. ამ აზრს იზიარებენ დაქორწინებულებიც. მართალია გამოკითხულ სტუდენტთა მცირე ნაწილი დაეთანხმა მსჯელობას, რომ `'სამსახურში მიღებისას უპირატესობა მამაკაცს უნდა ენიჭებოდეს” (თუმცა აქაც დიდი განსხვავებაა გოგონებისა და ბიჭების პასუხებს შორის), სამაგიეროდ უმრავლესობა თვლის, რომ ქმარს ცოლზე მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს და ამ აზრს გამოკითხულ სტუდენტთა 76%25 იზიარებს. ამ შემთხვევაში უკვე აღარ დაფიქსირდა განსხვავება გოგონებისა და ბიჭების პასუხებს შორის. ზუსტად იგივე მონაცემები მივიღეთ უფროსკლასელთა გამოკითხვის დროსაც და დავუშვით ვარაუდი, რომ წინა კითხვაზე პასუხი მხოლოდ ნორმატიული წარმოდგენა იყო და არა რეალური სიტუაციის ასახვა. ან ეს შეიძლება აიხსნება იმითაც, რომ მამაკაცები უნდა მუშაობდნენ საპასუხისმგებლო თანმდებობებზე, ან ასრულებდნენ მაღალანაზღურებად სამუშაოს. თუმცა გამოკითხულთა 76%25 თვლის, რომ ქმარს ცოლზე მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, მათი დიდი ნაწილის აზრით „უნდა გაიზარდოს ქალთა რაოდენობა გადაწყვეტილების მიმღებ და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე“ (65,6%25). მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ აზრს იზიარებს გოგონების თითქმის უმრავლესობა და ბიჭების მხოლოდ ნახევარი. რაც შეეხება ქალების პოლიტიკაში აქტიურად ჩაბმის სურვილს, აქ დადებით და უარყოფით პასუხთა რაოდენობა თითქმის თანაბრად განაწილდა ბიჭებისა და გოგონების პასუხებს შორის საგრძნობი, მაგრამ არც თუ ისე დიდი განსხვავებით.

მართალია დაქორწინებულებს უფრო სურთ, რომ გაიზარდოს ქალთა რაოდენობა საპასუხისმგებლო და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე, მაგრამ, სამაგიეროდ ისინი არ თვლიან, რომ ქალები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი პოლიტიკაში.

ყველაზე დიდი განსხვავება რაიონში სკოლადამთავრებულ სტუდენტებს შორის ქალის სამსახურეობრივ და საზოგადოებრივ უფლებებთან დაკავშირებით გამოვლინდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქალის საზოგადოებრივ უფლებებს ყველანი ერთნაირი აქტიურობით უსვამენ ხაზს. ამის შედარება სხვა რეალურ მაჩვენებლებთან გვაფიქრებინებს, რომ ქალის საზოგადოებრივ უფლებებზე საუბარი მხოლოდ ლიტონი სიტყვებია, ან პასუხზე თავის არიდების ერთგვარი საშუალებაა და არა რეალური სიტუაციის ასახვა.

ამგვარად, როგორც ნორმატიულ მსჯელობებში, ისე რეალური სიტუაციის აღმწერ კითხვებში გამოვლინდა ქალისა და მამაკაცის ასიმეტრიული მდგომარეობა, კერძოდ კი მამაკაცის უფლებრივი უპირატესობა. მაგრამ ეს სულაც არ ყოფილა დასაბუთებული მათი განსაკუთრებული უნარშესაძლებლობების მიზეზით, რადგან მსჯელობას: „მამაკაცს ქალთან შედარებით ყველაფერი უკეთ გამოსდის“ დაეთანხმა 31,4%25, თუმცა ბიჭებსა და გოგონების პასუხების განსხვავებულობის ხარჯზე, მაგრამ მაინც. ანუ საქმე გვაქვს უფლებამოვალეობების გადანაწილებასთან არა ადამიანთა რეალური შესაძლებლობების შესაბამისად, არამედ მამაკაცებს აპრიორულად ენიჭებათ მათი უფლებები და ამასთან ეკისრებათ მეტი პასუხისმგებლობაც - მათ უფლება აქვთ ყველგან და დაკავებული უნდა იყვნენ ყველაფრით, თუმცაღა ისინი არანაირი განსაკუთრებული უნარშესაძლებლობებით არ არიან დაჯილდოვებულნი. ანუ საქმე გვაქვს უსაფუძვლო ასიმეტრიასთან, უფრო სწორად კი ამ ასიმეტრიას საფუძვლად უდევს მასკულინური კულტურა, რომელიც მართალია ქალს ნორმატიულად ზღუდავს, მაგრამ არც მამაკაცს აყენებს მთლად სახარბიელო ვითარებაში, რადგან ცხოვრების ყველა სფეროში ერთპიროვნული უფლებები და მასთან დაკავშირებული მოვალეობები, რომლის აღსრულებასაც ამ უფლების მიმნიჭებელი გარემო მოითხოვს, არც თუ ისეთი იოლად საზიდი ტვირთი უნდა იყოს.

უფროსკლასელებთან ჩატარებულმა გამოკვლევამ გამოავლინა, რომ კლასების ზრდასთან ერთად მცირდებოდა სექსისტური გამწყობები და ჩვენ დავუშვით ვარაუდი, რომ ეს კანონზომიერი მოვლენა იყო, რადგან ეს ის ასაკია, როცა მოზარდებს უყალიბდებათ დამოუკიდებელი აზროვნება და მათი წარმოდგენები აღარაა მექანიკური ანარეკლი იმ საზოგადოებისა, რომელშიც ასე ფესვგადგმულია სექსისტური ორიენტაციები. იგივე ტენდენცია გაგრძლდა სტუდენტების გამოკითხვის დროსაც, თუმცა ეს არც ისე მძლავრია, როგორსაც ველოდით და თან საგრძნობი განსხვავებებია სქესების მიხედვით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს განსხვავებების სხვადასხვა სახეს იღებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

გამოკითხულებს ჩამოვუთვალეთ ოჯახის დანგრევის მიზეზები და ვთხოვეთ დაელაგებინათ ისინი უპირატესობის მიხედვით. უფროსკლასელთა გამოკითხვისას გამოვლინდა ერთი ტენდენცია: საკმაო განსხვავებაა გოგონებისა და ბიჭების პასუხებს შორის და ეს იმით აიხსნება, რომ გოგონები უფრო ემოციურ სფეროზე არიან ორიენტირებულნი, ბიჭები კი ცოლის სექსუალური კუთვნილების განცდაზე. სტუდენტი ბიჭებიც ოჯახის დანგრევის მთავარ მიზეზად აქაც ღალატს თვლიან, მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია აგრეთვე ეჭვიანობა და თუმცა უსიყვარულობაც საკმაო სიხშირით აღინიშნებოდა, ეს მაინც მცირე მაჩვენებელია იმ ფონზე, რომ გოგონებისათვის ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზი სწორედ რომ უსიყვარულობაა და მხოლოდ შემდგომ მოდის ღალატი, ეჭვიანობა კი თითქმის საერთოდ არ მნიშვნელობს.

მაშინ, როცა უფროსკლასელები თითქმის საერთოდ არ აღნიშნავენ პრობლემებს სექსუალურ ცხოვრებაში და მატერიალურ სიდუხჭირეს, სტუდენტები, თუმცა არა უმრავლესობა, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი, აღიარებს ამ პრობლემების მნიშვნელობას ოჯახის შენარჩუნებაში.

დაქორწინებულები ოჯახის დანგრევის მიზეზებში სხვებთან შედარებით მტკივნეულად განიცდიან მეუღლის უყურადღებობას, დამცირებას მეუღლის მხრიდან და უსიყვარულობას. გამოვლინდა ერთი საინტერესო მომენტი: ღალატი პირველ ადგილზე დააყენა თბილისში სკოლადამთავრებულთა 27%25-მა; საქართველოს სხვა ქალაქში სკოლადამთავრებულთა 33,6%25-მა და სოფლის სკოლადამთავრებულთა 40,9%25-მა. აგრეთვე, ოჯახის დანგრევის მიზეზებში გაცილებით მეტი სიხშირით სახელდება მატერიალური სიდუხჭირე. ზოგადად მიზეზები შემდეგნაირად განლაგდა: ღალატი (30,4%25), უსიყვარულობა (26,2%25), ეჭვიანობა (10,4%25), მატერიალური სიდუხჭირე (10%25), პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში (8%25), ბოლო ადგილებზე კი გავიდა მეუღლის უსაქმურობა, უყურადღებობა, დამცირება მეუღლის მხრიდან და ალკოჰოლიზმი.

რეალური მდგომარეობის გამომხატველ კითხვებსა და სექსისტური ტენდენციების დამაფიქსირებელ მსჯელობებთან ერთად, ჩვენ გამოკითხულებს მივაწოდეთ იდეალური ქალისა და იდეალური მამაკაცის ტიპებისათვის დამახასიათებლი თვისებები, რომლებიც მათ უნდა დაელაგებინათ უპირატესობის მიხედვით. იდეალის დახასიათებისას ჩვეულებრივ ვლინდება ადამიანის ფარული ორიენტაციები და ღირებულებები. სტერეოტიპები ქალისა და მამაკაცის შესახებ სწორედ ასეთი სახის მყარი ორიენტაციებია. გარდა ამისა, იდეალის დახასიათებისას ხდება საკუთარი სქესის იდეალთან იდენთიფიკაცია და არარეალიზებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. როგორც უფროსკლასელებისათვის, ასევე სტუდენტებისათვის იდალური ქალის უპირველესი თვისება ფიზიკური მომხიბვლელობაა. რიგით მეორე თვისებად მოდის: „განათლებული და საინტერესო“, მაშინ, როცა ბავშვებისათვის ფიზიკური მომხიბვლელობის შემდეგ იდეალური ქალის თვისებად „კარგი მეოჯახეობა“ და „სანიმუშო დედობა“ აღინიშნებოდა. ანუ ქალის იდეალური ტიპი შემოსაზღვრული იყო როლური ჩარჩოებით. ბიჭების საპირისპირო სქესის იდეალის თვისებები შემდეგი უპირატესობით დალაგდა: „ფიზიკურად მომხიბვლელი“, „სექსუალური“, განათლებული და საინტერესო“, „კარგი მეოჯახე“. გოგონები კი საკუთარ იდეალს მეტ დამოუკიდებლობასა და აქტიურობას მიაწერენ, მათთვის იდეალური ქალის უპირველესი თვისებაა - „განათლებული და საინტერესო“, რაშიც, ალბათ, გამოიხატება ზემოთ აღნიშნული არარეალიზებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. სოფელში სკოლადამთავრებული სტუდენტები სხვებთან შედარებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ქალის ფიზიკურ მომხიბვლელობას, დანარჩენები კი - განათლებას.

იდეალური მამაკაცის ტიპთან დაკავშირებითაც სტუდენტთა მონაცემები განსხვავდება უფროსკლასელთა მონაცემებისაგან. აქ პასუხები შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდა: „რისკიანი, გაბედული და ვაჟკაცი“, „განათლებული და საინტერესო“, „ფიზიკურად მომხიბვლელი“, „კარგი მეოჯახე“. თუმცა პირველი თვისება ბიჭი გამოკითხულებისათვის უფრო მნიშვნელოვანია, გოგონები კი მამაკაცის თვისებებში ასახელებენ „განათლებულსა და საინტერესოს“. კარგი მატერიალური მდგომარეობა, თითქმის ბოლო ადგილზე გავიდა.

შეჯამების სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ სტუდენტთა ორიენტაციების კვლევისას აღინიშნა სექსისტური ტენდენციებისა და გენდერული ასიმეტრიის გამოვლენის შემცირება უფროსკლასელებთან შედარებით, მაგრამ ეს ალბათ უფრო მეტად სტუდენტ გოგონებზე შეიძლება ითქვას. რაიონების მიხედვით მკვეთრი განსხვავებები არ გამოვლენილა. ანუ თბილისის, საქართველოს სოფლებსა და სხვა ქალაქებში სკოლადამთავრებულ სტუდენტებს შორის მხოლოდ მცირე განსხვავებები აღინიშნა ზოგიერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებში შეინიშნებოდა სექსისტური განწყობების სიჭარბე შეიძლება იმით აიხსნას, რომ ამ სასწავლებლის უმეტესობას ვაჟები წარმოადგენენ და მიუხედავად იმისა, რომ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის გამოკითხულ სტუდენტთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა გოგონა იყო, აქ მაინც ბევრად უფრო მკვეთრად ასიმეტრიული გენდერული განწყობები და სექსისტური ტენდენციები გამოვლინდა, ვიდრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში.

10 კითხვარი

▲ზევით დაბრუნება


DD.I სქესი: ...............1. გოგო;...............2. ბიჭი

D II უმაღლესი სასწავლებელი..... ----------------------------------------

D III ოჯახური მდგომარეობა: .1. დაუქორწინებელი;...............2. დაქორწინებული;...............3. განქორწინებული.

D IV სკოლის დამთავრების ადგილი:.....1. თბილისი;.......2. საქართველოს სხვა ქალაქი;.......3. სოფელი.

გთხოვთ, აირჩიოთ ერთი პასუხი:

1.სამსახური კარგია, მაგრამ ქალს, პირველ რიგში, ქმარი და ოჯახი სჭირდება.

1.ვეთანხმები ............... 2. არ ვეთანხმები

2. ქმარს ცოლზე მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს.

1. ვეთანხმები...............2. არ ვეთანხმები

3. სამსახურში მიღებისას უპირატესობა მამაკაცს უნდა ეძლეოდეს.

1. ვეთანხმები ...............2. არ ვეთანხმები

4. მამაკაცს ქალთან შედარებით ყველაფერი უკეთ გამოსდის.

1. ვეთანხმები...............2. არ ვეთანხმები

5. ქალი ქალწული უნდა გათხოვდეს.

1. ვეთანხმები...............2. არ ვეთანხმები

6. მამაკაცს ქალთან შედარებით ყველაფერში მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს.

1. ვეთანხმები...............2. არ ვეთანხმები

გთხოვთ, უპასუხოთ შეკითხვებზე და აღნიშნოთ პასუხის ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს თქვენს აზრს.

7. ვისთან ერთად ცხოვრობთ?

1. დედა...2. მამა;...............3. მეუღლე;...............4. მეუღლის დედა;...............5. მეუღლის მამა;.........6. სხვა.-----------

8. ვინ ღებულობს გადაწყვეტილებას თქვენს ოჯახში?

1.ძირითადად მამა(ან მეუღლის მამა);.......2.ძირითადად დედა(ან მეუღლის დედა);...............3. ორივე ერთად;

4. მე;.........5. ჩემი მეუღლე;...............6. მე და ჩემი მეუღლე ერთად.

9. საპირისპირო შეხედულებების შემთხვევაში ვინ თმობს პოზიციას თქვენს ოჯახში?

1. ძირითადად მამა (ან მეუღლის მამა); 2. ძირითადად დედა (ან მეუღლის დედა); 3. ორივე თანაბრად;

4. ძირითადად მე;5. ძირითადად ჩემი მეუღლე;6. მე და ჩემი მეუღლე თანაბრად.

10. საქართველოში სად აქვს ყველაზე მეტი უფლება ქალს?

1. ოჯახში;.........2. სამსახურში;........3. საზოგადოებაში;........4. ყველგან

11. საქართველოში სად აქვს ყველაზე მეტი უფლება კაცს?

1. ოჯახში2. სამსახურში;3. საზოგადოებაში;4. ყველგან.

12. რით უნდა იყოს დაკავებული:

პასუხები

ქალი

კაცი

მხოლოდ ოჯახით;

1.1

2.1

უფრო მეტად ოჯახით, ვიდრე სამსახურით;

1.2

2.2

უფრო მეტად სამსახურით, ვიდრე ოჯახით;

1.3

2.3

სამსახურით;

1.4

2.4

ორივეთი ერთნაირად

1.5

2.5

13. თქვენი აზრით, რატომ ინგრევა ოჯახი? (ჩამოთვლილი მიზეზები დაალაგეთ რიგის მიხედვით):

მიზეზები

ეჭვიანობა;

მეუღლის უსაქმურობა;

მეუღლის უყურადღებობა;

ღალატი;

პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში;

ალკოჰოლიზმი (ქალებთან: უპასუხისმგებლობა ოჯახური მოვალეობებისადმი);

უსიყვარულობა;

დამცირება მეუღლის მხრიდან;

მატერიალური სიდუხჭირე;

14. ვის უფრო მეტი უფლება აქვს აუკრძალოს მეუღლეს ის, რაც მას არ მოსწონს?

1. ქმარს .........2. ცოლს; ...... 3. ორივეს თანაბრად;........4. არც ერთს არა აქვს ამის უფლება

15. ვის აქვს უფლება გააკონტროლოს მეუღლის ხარჯები (ბიუჯეტი)?

1.ქმარს; ...2.ცოლს; ...... 3.ორივეს თანაბრად......4.არც ერთს არა აქვს ამის უფლება

16. დედმამიშვილებს შორის ვის აქვს უფლება აუკრძალოს მეორეს ის, რაც მას არ მოსწონს?

1.დას ......2. ძმას;......3.ორივეს ერთნაირად;......4.არც ერთს.

17-18. თქვენი აზრით, როგორია:
(თვისებები დაალაგეთ თანმიმდევრულად უპირატესობის მიხედვით)

17.1 იდეალური ქალი

17,1

ფიზიკურად მომხიბვლელი;

17,2

სექსუალური;

17,3

კარგი მეოჯახე;

17,4

სანიმუშო დედა;

17,5

განათლებული და საინტერესო;

17,6

კარგი სპეციალისტი პროფესიონალი;

17,7

დამოუკიდებელი და აქტიური;

17,8

იდუმალი და გამოუცნობი;

17,9

უმანკო და უმწეო.

18.2 იდეალური კაცი

18,1

ფიზიკურად მომხიბვლელი;

18,2

სექსუალური;

18,3

კარგი მეოჯახე;

18,4

რისკიანი, გაბედული და ვაჟკაცი;

18,5

განათლებული და საინტერესო;

18,6

კარგი სპეციალისტი, პროფესიონალი

18,7

დამოუკიდებელი და პატივმოყვარე;

18,8

კარგი მატერიალური მდგომარეობისნ მქონე;

18,9

ფიზიკურად ძლიერი.

19. თქვენს ირგვლივ არის შემთხვევები, როცა ქმარი უშვერი სიტყვებით ლანძღავს ან აგინებს ცოლს?

1.ძალიან ხშირად;......2.ხშირად;......3.იშვიათად;......4. არასოდეს.

20. თქვენს ოჯახში ხდება ასეთი რამ?

1.ძალიან ხშირად;......2.ხშირად;......3.იშვიათად;......4. არასოდეს.

21. დასაშვებია, რომ ქმარმა ცოლი სცემოს?

1.დიახ;......2. დიახ, თუ ის ამას იმსახურებს;......3. არა

22. თქვენს ირგვლივ (ნათესავ-ახლობლები, ნაცნობები, მეზობლები) არის შემთხვევები, როცა ქმარი სცემს ცოლს?

1.ძალიან ხშირად;......2.ხშირად;......3.იშვიათად;......4. არასოდეს.

23. თქვენს ოჯახში ყოფილა შემთხვევა, როცა მამა ფიზიკურად შეეხო დედას?

1.დიახ;......2.არა; ......3.მიჭირს პასუხის გაცემა;......4.არ ვიცი

მათთვის, ვინც უპასუხა 1 და 3:

24. თქვენი ოჯახი მალავს ასეთ შემთხვევებს?

1.დიახ;...... 2.არა; ......3.გააჩნია ვისთან;......4.არ ვიცი.

25. როგორ ფიქრობთ, უნდა დაიმალოს ფაქტები, როცა ოჯახში მამაკაცი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ქალს (ქმარი ცოლს, ძმა დას)?

1.დიახ;......2.არა; ......3.მიჭირს პასუხის გაცემა

მათთვის, ვინც უპასუხა1, 3:

26. რატომ? (დაალაგეთ რიგის მიხედვით):

1

ეს ჩრდილს აყენებს ოჯახის სახელს;

2

ეს ქალის თავმოყვარეობას შელახავს;

3

ეს მამაკაცის პრესტიჟს შელახავს;

4

ქალი უნდა გაჩუმდეს, ოჯახი რომ არ დაინგრეს ან კონფლიქტი რომ არ მოხდეს;

5

სხვა...

ვაჟებისთვის:

27. წარმოიდგინეთ სიტუაცია: გიყვართ გოგონა, ის კი თქვენს მიმართ გულგრილია. რას მოიმოქმედებდით?

(გთხოვთ, პასუხები დაალაგოთ თანმიმდევრულად იმის მიხედვით, რას ანიჭებთ უპირატესობას და მიუწეროთ ნომრები):

27.1

მოვიტაცებ და თუ საჭიროდ მივიჩნევ, სქესობრივ ურთიერთობაშიც შევალ მისი სურვილის მიუხედავად - სხვაგვარად შეიძლება დავკარგო;

27.2

კაცი აქტიური უნდა იყოს - გადავეკიდები და ყველგან თან ვდევ, ჩამოვაშორებ ყველა თაყვანისმცემელს;

27.3

შევეცდები მისი გულის მონადირებას საჩუქრებით და ყურადღებით;

27.4

ჩემი ან მისი მეგობრების დახმარებით შევეცდები საურთიერთობო სიტუაციების შექმნას იმისთვის, რომ ჩემი ღირსებები დაინახოს და მოვეწონო;

27.5

შევეცდები დავუმტკიცო, რომ ჩემსავით არავის ეყვარება და მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია;

27.6

თუ მას არ უნდა ჩემი სიყვარული, თავს გავანებებ;

27.7

დახმარებისთვის მივმართავ ნათელმხილველებსა და მკითხავებს;

27.8

სხვა. . .

გოგონებისთვის:

28. წარმოიდგინეთ სიტუაცია: გიყვართ ვაჟი, ის კი თქვენს მიმართ გულგრილია. რას მოიმოქმედებდით?

(გთხოვთ, პასუხები დაალაგოთ თანმიმდევრულად იმის მიხედვით, რას ანიჭებთ უპირატესობას და მიუწეროთ ნომრები):

28.1

ჩემი ან მისი მეგობრების დახმარებით შევეცდები საურთიერთობო სიტუაციების შექმნას იმისთვის, რომ ჩემი ღირსებები დაინახოს და მოვეწონო;

28.2

შევეცდები დავუმტკიცო, რომ ჩემსავით არავის ეყვარება და მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია;

28.3

შევეცდები მასთან განმარტოვებას და ინტიმური სიტუაციების შექმნას;

28.4

კაცმა უნდა ამოირჩიოს, მე ვერაფერს გავაწყობ - „ქალი იჯდეს, ბედს ელოდოსო“;

28.5

გოგოს მხრიდან ყოველგვარი აქტიურობა მიუღებლად მიმაჩნია;

28.6

თუ მას არ უნდა ჩემი სიყვარული, თავს გავანებებ;

28.7

დახმარებისთვის მივმართავ ნათელმხილველებსა და მკითხავებს.

28.8

სხვა...

29. როგორ ფიქრობთ, ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით მისი სურვილის საწინააღმდეგოდ არის ქალის უფლებების შელახვა?

1.დიახ; ......2.არა; ...... 3.გააჩნია სიტუაციას.

გოგონებისთვის:

(აღნიშნეთ მხოლოდ ერთი პასუხი)

30. თქვენ რას გააკეთებდით, ასეთი ფაქტის წინაშე რომ დამდგარიყავით?

30.1

შევეგუებოდი და შევეცდებოდი კარგი ოჯახის შექმნას;

30.2

მშობლებთან დავბრუნდებოდი;

30.3

მიჭირს პასუხის გაცემა;

30.4

სხვა...

31. როგორ ფიქრობთ, მოტაცების შემთხვევაში რატომ არ ბრუნდებიან გოგონები მშობლებთან?

(დაალაგეთ თანმიმდევრობით მნიშვნელობის მიხედვით):

31.1

მშობლებს ურჩევნიათ მის ქალიშვილს ოჯახი ჰქონდეს, რადგან მიბრუნების შემთხვევაში ოჯახის პრესტიჟი ილახება;

31.2

გოგონებს ეშინიათ, რომ ამ ფაქტის შემდეგ პატიოსანი ქალის სახელი აღარ ექნებათ;

31.3

ინტიმური ცხოვრების შემდეგ სხვა რაღა დარჩენიათ - სიტუაციას უნდა შეეგუონ;

31.4

მომტაცებელი უყვარდებათ;

31.5

მოსწონთ სექსუალური კონტაქტი;

31.6

სხვა...

32. მიმაჩნია, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტები მისაღებია:

1. ვაჟებისთვის;......2.გოგონებისთვის; ......3.ორივესთვის ერთნაირად;......
4.მიჭირს პასუხის გაცემა.

33. პირადად თქვენთვის ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი დასაშვებია?

1.დიახ; ......2.არა; ......3.მიჭირს პასუხის გაცემა

მათთვის, ვინც უპასუხა „2“ და „3“:

34. რატომ?

1. ჩემდამი გაჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებაში;
2. „ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი დაუშვებელია“ - ასე გამზარდეს;
3. რელიგია კრძალავს სქესობრივ კავშირს ქორწინებამდე.

35. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ქალიშვილობის წესი? (აღნიშნეთ 2 პასუხი)

35.1

ესაა ქართული ტრადიცია, რომელიც არ უნდა დაირღვეს;

35.2

ესაა ქართველი ქალის სიწმინდის გამოხატულება;

35.3

ესაა არასასურველი, მაგრამ ანგარიშგასაწევი წარსულის გადმონაშთი

35.4

ესაა უაზრო წესი, რომელიც ართულებს გოგოს და ბიჭის ურთიერთობას

36. როგორ ფიქრობთ, მისაღებია ქალი, რომელსაც აქვს ქორწინებისგარეშე სქესობრივი ურთიერთობები?

1.დიახ; ......2.უფრო კი, ვიდრე არა;......3.უფრო არა, ვიდრე კი;......4.არა.

37. როგორ ფიქრობთ, საქართველოში ქალს ისეთივე უფლებები აქვს, როგორც კაცს?

1.დიახ; ......2.უფრო კი, ვიდრე არა;......3.უფრო არა, ვიდრე კი;......4.არა.

38. როგორ ფიქრობთ, უნდა გაიზარდოს ქალთა რაოდენობა გადაწყვეტილების მიმღებ და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე?

1. დიახ.......2. არა.

39. მიგაჩნიათ, რომ ქალები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ პოლითიკაში?

1. დიახ.......2. არა.

40. საქართველოში ყველაზე მეტ პატივისცემას იმსახურებს:
(გთხოვთ, დაალაგოთ რიგის მიხედვით):

40.1

ოჯახის ქალი

40.2

ქვრივი

40.3

გაუთხოვარი(შინაბერა)

40.4

განქორწინებული

40.5

ყველა ერთნაირად

41. როგორ უყურებთ ქორწინებისგარეშე (უქმროდ) შვილის გაჩენას?

1. დადებითად - ქალს ყველა ვარიანტში აქვს უფლება გახდეს დედა;

2. უარყოფითად - ქალმა პირველ რიგში ანგარიში უნდა გაუწიოს საზოგადოებისა და მამაკაცის აზრს;

3. მიჭირს პასუხის გაცემა - უმამოდ გაჩენილი ბავშვი საზოგადოებაში დაჩაგრულია;

4. ნეიტრალურად.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

11 ძალადობა და გენდერული ურთიერთობები ქართულ ოჯახში

▲ზევით დაბრუნება


თინათინ ბასილაშვილი

ფიზიკური ძალადობა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. მამაკაცთან შედარებით ქალი ფიზიკურად უფრო სუსტია, რაც მას უფრო მეტად დაუცველს ხდის ძალადობის აქტისაგან. ქალთა წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს ადგილი აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ეს ფაქტი მაშინ არის უფრო შემაშფოთებელი, როცა ქორწინებაში მყოფი ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდება და ამის თავიდან ასაცილებლად არანაირი მექანიზმი არ არსებობს, პირიქით, ხშირად სწორედ მსხვერპლი აღიქმება ხოლმე დამნაშავედ.

ამ საკითხების შესასწავლად მივმართეთ მცხეთისა და დუშეთის რაიონებს თბილისში უკვე აპრობირებული კითხვარით, რომელშიც პირდაპირ კითხვებთან ერთად მოცემული იყო მაკონტროლებელი კითხვებიც, რაც ძალზე დაგვეხმარა რეალური მდგომარეობის გამოვლენასა და ინფორმაციის სანდოობის შემოწმებაში. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის შესწავლა, თუ რამდენად ხშირია ოჯახში განხორციელებული ძალადობა საქართველოში, ხდება თუ არა ამგვარი ფაქტების გამოაშკარავება და რა რეაგირება მოსდევს მას საზოგადოების მხრიდან.

ჩვენს რესპონდენტებს წარმოადგენდნენ როგორც უფროსკლასელები, ასევე სტუდენტები. მათ უნდა მოეცათ პასუხები როგორც საზოგადოებაში, ასევე მათ საკუთარ ოჯახებში არსებული ძალადობის ფაქტების შესახებ.

კითხვაზე: „სმენიათ თუ არა მათ ირგვლივ (ნაცნობ-მეგობრებში, მეზობლებში) შემთხვევები, როცა ქმარი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა ცოლს?“ პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: უფროსკლასელთა 10%25, ხოლო სტუდენტთა 13%25 ადასტურებს მათ ირგვლივ ამგვარი ფაქტის არსებობას და მას ხშირ მოვლენად მიიჩნევს. უფროსკლასელთა 55%25, ხოლო სტუდენტთა 61,7%25 კი თვლის, რომ ამგვარი შემთხვევები იშვიათია. მსგავსი ფაქტების შესახებ არასოდეს სმენია რაიმე უფროსკლასელთა 34%25-ს, ხოლო სტუდენტების 25%25-ს. როგორც ვხედავთ, საზოგადოებაში ამგვარ შემთხვევებს მოსწავლეებთან შედარებით სტუდენტების 10%25-ით მეტი რაოდენობა ადასტურებს. თბილისში კი იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც აღიარებდნენ მათ გარშემო ქალთა სიტყვიერ შეურაცხყოფას 21%25-ით აღემატებოდა მოსწავლეთა რაოდენობას.

მცხეთისა და დუშეთის რაიონების იმ მოსწავლეთაგან, რომელთაც არაფერი სმენიათ ამგვარი ფაქტების შესახებ ყველაზე ნაკლებნი XI კლასელები არიან. აღსანისნავია, რომ ასეთ ფაქტებს შედარებით ნაკლებად უარყოფენ გოგონები და სტუდენტები, ანუ ასაკის მატებასთან ერთად ამგვარი შემთხვევების დაფიქსირებაც მეტად ხდება.

რაც შეეხება საკუთარ ოჯახებში ამგვარი უსიამოვნების არსებობას, აქ რესპონდენტთა უმრავლესობამ (75.5%25-მა) გამორიცხა ამის შესაძლებლობა. იმათგან ვინც აღიარა საკუთარ ოჯახში მომხდარი ძალადობის შემთხვევა 57,3%25 გოგონებია, 42,7%25 კი - ვაჟები. როგორც ვხედავთ, აქაც გოგონების გულახდილობა აღემატება ვაჟებისას. X-XI კლასელები უფრო მეტად გულახდილნი არიან, ვიდრე VIII-IX კლასის მოსწავლეები. რაც შეეხებათ სტუდენტებს, აქ საპირისპირო სურათს ვხვდებით: ვაჟები უფრო მეტ გულახდილობას იჩენენ (65,2%25), ვიდრე გოგონები (34,8%25). თუ ამ მონაცემებს შევადარებთ დედაქალაქში ჩატარებული კვლევის მონაცემებს, საინტერესო განსხვავებას დავაფიქსირებთ: ცენტრისა და რაიონის უფროსკლასელები თითქმის ერთსულოვანნი არიან, მაგრამ თბილისის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები უფრო მეტად გულახდილნი აღმოჩდნენ, როგორც უფროსკლასელებთან, ასევე რაიონის სტუდენტებთან შედარებითაც. მათი მხოლოდ 69%25 უარყოფს საკუთარ ოჯახში მამაკაცის მიერ მეუღლის სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც 11%25-ით აღემატება რაიონის სკოლადამთავრებულთა აღიარებას.

ჩვენ დავინტერესდით, ნორმატულად თუ ამართლებდნენ რესპონდენტები ქალზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევდნენ თუ არა ისინი დასაშვებად ქმრის მიერ ცოლის ცემას: ამას უპირობოდ ეთანხმება უფროსკლასელთა მხოლოდ 0,8%25, იმ პირობით თუ ცოლი ამას იმსახურებს 22%25, ხოლო არავითარ შემთხვევაში არ ეთანხმება 77%25, სადაც გოგონების წილი 14%25-ით აღემატება ვაჟებისას. რაც შეეხება რაიონების მიხედვით განსხვავებას, მცხეთელებისათვის უფრო მეტად მიუღებელია ქალის ფიზიკური შეურაცხყოფა, ვიდრე დუშელებისათვის, რომელთა 26%25 დასაშვებად მიიჩნევს ამგვარ ქმედებას, თუ ქალი ამას იმსახურებს. ყველაზე მეტად მიუღებელია ქალის ცემა VIII-IX კლასელთათვის, ხოლო დამსახურების მიხედვით ამას ყველაზე ნაკლებად ამართლებენ XI კლასელები, ალბათ მათ ყველაზე მეტად აქვთ გაცნობიერებული, რომ ქალის ცემა დაუშვებელია, ან თუ დასაშვებია, მაშინ ყოველგვარი პირობა უაზრობაა. ასევე ფიქრობენ სტუდენტებიც, აქ უფროსკლასელებთან შედარებით უფრო მეტი წილი მიიჩნევს დასაშვებად ქალის ცემას და უფრო ნაკლები ამ ქმედების განხორციელებას დამსახურების გამო, მაგრამ რა თქმა უნდა მათი აბსოლუტური უმრავლესობა - 80%25 გამორიცხავს ქალის ფიზიკური შეურაცხყოფის გამართლებას. აქაც, რა თქმა უნდა, როგორც უფროსკლასელების შემთხვევაში, გოგონების წილი სჭარბობს, მაგრამ მოსწავლე ვაჟებთან შედარებით, იმავე სქესის სტუდენტები უფრო მეტად ლოიალურნი აღმოჩდნენ: თუ უფროსკლასელ ვაჟთა 67,7%25 უარყოფდა ქალის ცემის მისაღებობას, აქ ეს პროცენტი 74,2%25-მდე გაიზარდა.

ამის შემდეგ, რესპონდენტებს ვკითხეთ: „სმენიათ თუ არა მათ ირგვლივ შემთხვევები, როცა ქმარი სცემდა ცოლს?“ თუ გავაერთიანებთ დადებით პასუხთა ვარიანტებს, როგორებიც იყო: „ხშირად“ და „იშვიათად“, მაშინ ფიზიკური შეურაცხყოფის არსებობას საზოგადოებაში აღიარებს გამოკითხულთა 30%25, რაც 2-ჯერ ნაკლებია მათ ირგვლივ ცოლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების დაფიქსირების ხარისხზე. უფროსკლასელებსა და სტუდენტებს შორის განსხვავება თითქმის არ არის. ასევე არ შეინიშნება რაიმე არსებითი სხვაობა კლასებს შორისაც. რაც შეეხება სქესის მიხედვით მიღებულ მონაცემებს, აქ გოგონები უფრო ხშირ, ხოლო ვაჟები უფრო იშვიათ მოვლენად მიიჩნევენ საზოგადოებაში ამგვარ ფაქტს.

წინა კვლევასთან შედარებით უნდა აღინიშნოს ერთი რამ: თბილისში უფროსკლასელთა მხოლოდ 48,6%25, ხოლო სტუდენტთა 46%25 უარყოფდა მათ ირგვლივ ამგვარი შემთხვევების არსებობას, რაიონში კი ეს პროცენტები 70,3-მდე გაიზარდა. მცხეთისა და დუშეთის რაიონების რესპონდენტთა ზუსტად ამდენივე პროცენტი უარყოფდა საკუთარ ოჯახებში ქალზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას. მხოლოდ 2,4%25 აღიარებდა ამგვარი შემთხვევების არსებობას, 15,3%25-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა, 12%25-მა კი არ იცოდა ჰქონდა თუ არა ადგილი მის ოჯახში ძალადობას. მაგრამ აქ შეიძლება ვივარაუდოთ ფაქტის დაფარვის შესაძლებლობაც, რადგან საქმე ეხება რესპონდენტთა ოჯახებს, ეს კი მათთვის მტკივნეული თემაა, ამიტომ შეიძლება ეჭვი შევიტანოთ მათი პასუხების გულწრფელობაში; განსაკუთრებით კი მათში, ვინც პასუხის ბოლო 2 ვარიანტი აირჩია, რადგან როდესაც ოჯახში ძალადობის ფაქტი ხდება, ამის შესახებ ყველაზე უკეთ სწორედ ამ ოჯახის წევრმა უნდა იცოდეს, ხოლო რაც შეეხება ვარიანტს: „მიჭირს პასუხის გაცემა“, ამით გამოკითხულნი ერთგვარად თავს იზღვევენ, რადგან იციან, რომ ძალადობა ნორმატულად გაუმართლებელია, მაგრამ კატეგორიულად ვერც უარყოფენ ამგვარი შემთხვევების თავიანთ ოჯახებში არსებობას, პასუხიდან თავის არიდების საუკეთესო საშუალებად ამ ვარიანტის არჩევას თვლიან. ამგვარ ბუნდოვან პასუხებს უფრო მეტად ვაჟები ირჩევენ, გოგონები კი მეტ გულახდილობას იჩენენ. კლასების ზრდის პირდაპირპროპორციულად იზრდება აღიარების ხარისხიც. ამგვარი ფაქტის არსებობას უარყოფს მცხეთელების 72,6%25 და დუშელების - 66%25. ამ უკანასკნელთაგან არ ფლობს ინფორმაციას 16%25, ხოლო მცხეთელთაგან - 10%25.

სტუდენტების შემთხვევაში უარყოფით პასუხთა მაჩვენებელი 70%25-იდან 84%25-მდე გაიზარდა, შესაბამისად შემცირდა ბუნდოვან პასუხთა რაოდენობაც (კერძოდ „მიჭირს პასუხის გაცემა“ - 15,3%25-იდან 5,2%25-მდე დავიდა, „არ ვიცი“ კი 12%25-იდან 8%25-მდე). ამ უკანასკნელთ ვაჟები უფრო მეტად ირჩევენ, ვიდრე გოგონები. დედაქალაქში ჩატარებული კვლევის დროსაც უფრო მეტად სკოლადამთავრებულნი იძლეოდნენ უარყოფით პასუხებს, ვიდრე უფროსკლასელები.

რესპონდენტთა გულახდილობაში ეჭვის შეტანის საბაბს ის გარემოებაც გვაძლევს, რომ იმ გამოკითხულთა ოჯახების უმრავლესობა, რომელთაც გაუჭირდათ პასუხის გაცემა, მალავს ამგვარ შემთხვევებს საზოგდოებისგან (15%25), 59%25 კი „გააჩნია ვისთან“, რაც ასევე ფაქტის დამალვის ტოლფასად უნდა მივიჩნიოდ. მხოლოდ და მხოლოდ ოჯახების 9%25 არ მალავს, 17,6%25-მა კი არ იცის, როგორ იქცევა ასეთ შემთხვევაში მისი ოჯახი. ყველაზე მეტად საკუთარი ოჯახის მიერ ძალადობის ფაქტის დაფარვას აღიარებენ VIII კლასის მოსწავლეები (40%25), ყველაზე ნაკლებად კი IX კლასელები (4,3%25). ნაკლებ ინფორმირებულნიც სწორედ ამ 2 კლასის მოსწავლეები არიან. როგორც ზემოთ მოყვანილ ყველა შემთხვევაში, აქაც გოგონები მეტად აღიარებენ, რომ მათი ოჯახები მალავენ მსგავს შემთხვევებს და ერიდებიან მათ სააშკარაოზე გამოტანას. ასევე მცხეთელ რესპოდენტთა 18,6%25 ამბობს, რომ ამგვარი ფაქტები ოჯახის ფარგლებს არ სცილდება. ეს პროცენტი აღემატება დუშელების აღიარების 8%25-ს, რომლებიც ასევე ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ.

სტუდენტთა 22%25-მა არ იცის თუ როგორ იქცევა ასეთ შემთხვევაში მისი ოჯახი, ზუსტად ამდენივემ კი იცის, რომ ისინი ძალადობის ფაქტს არ მალავენ. ეს პროცენტი მკვეთრად გაიზარდა უფროსკლასელებთან შედარებით, სადაც მხოლოდ 9%25-ის ოჯახები არ ერიდებოდნენ თავიანთი პრობლემების სააშკარაოზე გამოტანას. რაც შეეხება პასუხის ვარიანტს: „გააჩნია ვისთან“, მისი ამორჩევის ხარისხი მოსწავლეებთან შედარებით 59%25-იდან 44%25-მდე შემცირდა.

ეს მონაცემები შეიძლება შედარდეს ნორმატულ შეხედულებას ქალის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, უფროსკლასელებისაგან განსხვავებით აქ სტუდენტები უპირობოდ ეთანხმებოდნენ, ან არ ეთანხმებოდნენ (გაცილებით დიდი მაჩვენებლით) ქალზე განხორციელებულ ძალადობას და აქ ყოველგვარი პირობა და დამსახურება გამორიცხული იყო, ისევე როგორც ამ შემთხვევაში, როდესაც ისინი უპირობოდ მალავენ ან არ მალავენ თავიანთ ოჯახებში ამგვარი ფაქტის არსებობას, ვისგან და რისგან, ეს უკვე ნაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ მთლად უმნიშვნელო იყოს, რადგან პასუხის ამ ვარიანტს მაინც 44%25 ხვდა წილად.

საინტერესო განსხვავება დაფიქსირდა სქესთა მიხედვითაც: სტუდენტთა 11%25 აღიარებს, რომ მათი ოჯახი მალავს ძალადობის ამგვარ შემთხვევებს და ამ პროცენტს მთლიანად ვაჟები შეადგენენ. რაც შეეხებათ გოგონებს, მათი პასუხები ზუსტად თანაბარად 33,3%25-ით გადანაწილდა დანარჩენ სამ ვარიანტზე.

თუ ამ მონაცემებს განვიხილავთ ასაკობრივ ჭრილში, აღმოჩნდება, რომ მოსწავლე გოგონების მეტი რაოდენობა აღიარებდა, რომ ძალადობის ფაქტები მათი ოჯახის ფარგლებს არ სცილდება; სკოლადამთავრებულთა შემთხვევაში კი პირიქით მოხდა.

ჩვენ გვაინტერესებდა, მიიჩნევდნენ თუ არა გამოკითხულნი საჭიროდ, ზოგადად საზოგადოებაში მომხდარი ძალადობის ფაქტების სააშკარაოზე გამოტანას. აქ რესპონდენტთა პასუხები, როგორებიც იყო: „დიახ“, „არა“ და „მიჭირს პასუხის გაცემა“ თანაბრად განაწილდა. რაც შეეხება რაიონების მიხედვით განსხვავებას, გამოკითხულ მცხეთელთა 40%25-ს, ხოლო დუშელთა 26%25-ს მიაჩნია, რომ ამგვარი ფაქტები უნდა დაიმალოს. მათი ამგვარი შეხედულება შეესაბამება რეალურ მონაცემს, რომლის თანახმადაც მცხეთის რაიონის რესპონდენტთა ოჯახების უფრო მეტი წილი მალავს ასეთ შემთხვევებს და, შესაბამისად, უფრო მეტად სწორედ მათ მიაჩნიათ, რომ ამგვარი ფაქტების გახმაურება არ არის მიზანშეწონილი, ვიდრე დუშელ რესპონდენტებს. ასეთივე ვითარებაა VIII კლასის შემთხვევაშიც, სადაც ნორმატული შეხედულება და რეალური ფაქტი სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან. სქესთა მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა; მაგრამ უფრო მეტად გოგონები არიან გახმაურების წინააღმდეგნი, ვიდრე ვაჟები. პასუხის გაცემა ყველაზე ნაკლებად გაუჭირდათ XI კლასელებსა და სტუდენტებს. ამ უკანასკნელთა დადებითი და უარყოფითი პასუხები თანაბრად განაწილდა, მაგრამ სქესთა მიხედვით საპირისპირო სურათი დაფიქსირდა: აქ ვაჟები (76,2%25) უფრო მომხრენი არიან ოჯახში ძალადობის ფაქტების დაფარვისა, ვიდრე გოგონები (23,8), რაც განასხვავებს მათ მოსწავლეთაგან. პასუხის გაცემა აქ უფრო მეტად გოგონებს გაუჭირდათ, ასევე იყო თბილისშიც.

საინტერესოა, რატომ უნდა დაიმალოს მამაკაცის ქალზე ძალადობის ფაქტები? ამის გამოსავლენად რესპონდენტებს ჩვენს მიერ მიწოდებული მიზეზები უნდა დაელაგებინათ უპირატესობის მიხედვით. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ უმთავრეს მიზეზად მიიჩნიეს ოჯახის სახელი, რომელსაც ამგვარი შემთხვევების გამოვლენა ჩრდილს მიაყენებს.

მეორე მიზეზად დასახელდა ქალის თავმოყვარეობა, რომელსაც ასევე საფრთხე ემუქრება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოკითხულთა აზრით, ამ დროს ქალის თავმოყვარეობა უფრო ილახება, ვიდრე იმ მამაკაცის პრესტიჟი, რომელიც სჩადის სწორედ ამ არანორმატულ ქცევას. „კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო“ - ნათქვამია და ეს მაგალითიც ამ ანდაზის დამამტკიცებლად შეიძლება მივიჩნიოთ.

მამაკაცის პრესტიჟს, ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ XI კლასის მოსწავლეები, ყველაზე უმნიშვნელოდ კი VIII კლასელები. IX კლასის მოსწავლეები კი თვლიან, რომ ქალი უნდა გაჩუმდეს, ოჯახი რომ არ დაინგრეს და ამით მისი თავმოყვარეობა არ შეილახოს. სტუდენტებშიც მიზეზების ზუსტად ამავე თანმიმდევრობას ვხვდებით, რაც აბსოლუტურად ეთანადება თბილისში ჩატარებული კვლევის მონაცემებს. აქ ნამდვილად ერთსულოვანნი არიან, როგორც ცენტრის, ასევე რაიონის ორივე სქესის, მოსწავლეები და სტუდენტები. სრულ თანხმობაში არიან ისინი სხვადასხვა ოჯახურ მდგომარეობაში მყოფ ქალებთან მიმართებაშიც:

გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ყველაზე პატივსაცემად მიიჩნია ოჯახის ქალი. ეს უკანასკნელი მათი აზრით ყველაზე ღირებულია და მასთან მიმართებაში განისაზღვრება ყველა დანარჩენი, როგორებიცაა: ქვრივი, რომელსაც II ადგილი მიენიჭა, რადგან იგი თავისდა უნებურად აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში, ისე რომ პირადად მას ამაში ბრალი არ მიუძღვის. ჩვენმა რესპონდენტებმა III ადგილზე დააყენეს გაუთხოვარი (შინაბერა), რომელმაც ჯერ ვერ მოიპოვა ეს სტატუსი, მაგრამ შანსი კიდევ აქვს. IV ადგილი ხვდა წილად განქორწინებულს, რომელმაც ვერ „შეიფერა“ და ვერ შეინარჩუნა ეს მდგომარეობა. V ადგილზე აღმოჩნდა პასუხის ვარიანტი: „ყველა ერთნაირად“, რაც თვალნათლივ მიგვითითებს, რომ სტუდენტ-ახალგაზრდობას სხვადასხვა მდგომარეობის ქალთა გათანაბრება თითქმის წარმოუდგენლად მიაჩნია. ამის შემდეგ რა გენდერულ გათანაბრებაზე შეიძლება საუბარი ქვეყანაში, სადაც თავად ქალის კლასიფიკაცია მისი ოჯახური მდგომარეობის მიხედვით ხდება და ამ სფეროში აღინიშნება ასიმეტრია. შეხედულებები ასაკის მატებასთან ერთად არ იცვლება. ერთადერთი განსხვავება, და ისიც უმნშვნელო, რაც სქესებს შორის დაფიქსირდა ის არის, რომ გოგონები I ადგილს უფრო მეტად ოჯახის ქალს ანიჭებენ, ვაჟები კი - ქვრივს. რაც შეეხება, განქორწინებულ ქალს, გოგონათაგან არც ერთმა არ დააყენა იგი I ადგილზე, ვაჟთაგან კი მხოლოდ 1,5%25-მა. როგორც ჩანს, ვაჟები უფრო შემწყნარებელნი აღმოჩდნენ, ვიდრე თავად გოგონები საკუთარი სქესის მიმართ. მათი მოთხოვნები უკომპრომისოა. მათთვის განქორწინებული აღიქმება, როგორც ერთგვარი „დევიანტი“, რომელმაც დაარღვია მათთვის მისაბაძი ე.წ. „სრულყოფილი ქალის“ იდეალი.

ყოველივე ზემოთქმულიდან, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პატრიარქალური კულტურის შეცვლის პროცესი და ქალთა თანასწორობის მიღწევა დიდძალ ენერგიასა და უშრეტ ძალისხმევას მოითხოვს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მცხეთისა და დუშეთის რაიონებში ჩატარებული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები:

1. მცხეთისა და დუშეთის რაიონების რესპონდენტები ქალზე განხორციელებულ ძალადობას, არც თუ ისე ხშირ მოვლენად თვლიან. ისინი უფრო მეტად უარყოფენ საზოგადოებაში ამგვარი ფაქტების არსებობას, ვიდრე თბილისის უფროსკლასელები და სტუდენტები. რაც შეიძლება იმით ავხსნათ, რომ რაიონის მცხოვრებნი უფრო მეტად ტრადიციულებ არიან, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის სახელი, რომელსაც ამგვარი ფაქტების გამოაშკარავება ჩრდილს მიაყენებს, ამიტომ უფრო მეტად ერიდებიან მათ გამომზეურებას.

2. ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება დამაჯერებელ პასუხთა რიცხვიც. ამას გვიდასტურებს ის მონაცემი, რომლის თანახმადაც სტუდენტები და XI კლასის მოსწავლეები უფრო გარკვეულ პასუხებს იძლევიან, ვიდრე VIII-IX კლასელები, რომლებიც ბუნდოვანი პასუხების არჩევას ანიჭებენ უპირატესობას. საერთოდ XI კლასის მოსწავლეთა შეხედულებები უფრო სტუდენტების შეხედულებებს ეთანადება, ვიდრე უფროსკლასელებისას.

3. რაიონების მიხედვით შემდეგი განსხვავება დაფიქსირდა: მცხეთელთათვის უფრო მეტად მიუღებელია ქალის ცემა, ვიდრე დუშელთათვის. შესაბამისად მცხეთის რაიონის რესპონდენტების უფრო მეტი წილი უარყოფს მათ ირგვლივ ძალადობის ფაქტების არსებობას და უფრო მეტად მომხრეა, რომ ამგვარი შემთხვევები ოჯახის ფარგლებს არ გასცდეს. მათი უმრავლესობა ასეც იქცევა. აქ ნორმატული შეხედულება და რეალური მდგომარეობა შეესაბამება ერთმანეთს. რაც შეეხებათ დუშელებს, მათთვის შედარებით მეტად დასაშვებია მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფა, თუ ის ამას იმსახურებს. ისინი ნაკლებ ინფორმირებულნი არიან და უფრო მეტად ბუნდოვან პასუხებს ირჩევენ. XI კლასელებთან და სტუდენტებთან შედარებით, ასევე ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ VIII-IX კლასის მოსწავლეები, რაც ალბათ არცაა გასაკვირი და აიხსნება მათი ასაკით.

12 გენდერული ასიმეტრია და ქალთა უფლებები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


სოფიო ჩაჩანიძე

დღეისათვის ჩვენში ქალთა საკითხებზე უამრავი ორგანიზაცია თუ ცალკეული მეცნიერი მუშაობს. იმართება კონფერენციები, იბეჭდება სტატიები, უცხოეთიდან შემოდის უამრავი მასალა და ინფორმაცია, რომლებიც ადრე მიუწვდომელი იყო. მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც არ არსებობს სრული სურათი იმისა, თუ როგორი სიტუაციაა დღეს საქართველოში გენდერული ურთიერთობების მხრივ, რადგან მცირეა ემპირიული მასალა. ამ პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა შეუძლებელია და არც არავის აქვს ამის ამბიცია, მაგრამ აუცილებელია საკითხის თანდათანობითი მეცნიერული შესწავლა და ემპირიული მასალის დაგროვება, რომელიც, საბოლოო ჯამში, დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამას ემსახურება „ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის“ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდობის (უფროსკლასელებისა და სტუდენტების) გენდერული ორიენტაციების შესწავლას სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა. სოციოლოგიური კვლევის პირველ ეტაპზე გამოკითხულ იქნა თბილისის ხუთივე რაიონის 500 უფროსკლასელი (VIII, IX, X, XI კლასები), ხოლო შემდგომ, რადგანაც საინტერესო მონაცემები მივიღეთ, მართებულად ჩავთვალეთ კვლევის გაგრძელება. მეორე ეტაპზე ანალოგიური სახის კვლევა ჩატარდა თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში (გამოიკითხა 500 სტუდენტი) და საშუალება მოგვეცა ეს ორი თავისთავად მეტად საინტერესო მონაცემი ერთმანეთისათვის შეგვედარებინა. მოსწავლეებისა და სტუდენტების შერჩევა მოხდა მათემატიკური შერჩევის პრინციპებზე დაყრდნობით.

თბილისელ უფროსკლასელთა და სტუდენტთა გამოკითხვებმა საინტერესო შედეგები მოგვცა. ეს მონაცემები გამოქვეყნდა და დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება მიეცა გასცნობოდა მათ. რადგან გამოხმაურება საკმაოდ დიდი იყო, გადავწყვიტეთ იგივე შინაარსის კვლევა საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგვემეორებინა, მითუმეტეს, რომ ის მცირე ინფორმაციაც კი, რომელიც არსებობს საქართველოში გენდერული ურთიერთობების შესახებ, როგორც წესი, თბილისთანაა დაკავშირებული და რეგიონების შესახებ, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, თითქმის არავინ არაფერი იცის. გამოკვლევისათვის შეირჩა მცხეთა-თიანეთის რეგიონი. ეს რეგიონი თავისთავად საინტერესო იყო, რადგან, გარდა იმისა, რომ შესაძლებელი იყო მიღებული მონაცემების დედაქალაქის მონაცემებთან შედარება, ასევე შეგვეძლო ერთმანეთისთვის შეგვედარებინა მცხეთისა და დუშეთის რაიონებში მიღებული შედეგები, რადგანაც ეს ორი რაიონი თვისებრივად განსხვავებულია - მცხეთა ბარია, დუშეთი კი - მთა. მათემატიკური შერჩევის საფუძველზე გამოკითხულ იქნა მცხეთა-თიანეთის რეგიონის 500 უფროსკლასელი და სტუდენტი.

  • ჩვენ შევეცადეთ გამოგვევლინა მცხეთა-თიანეთის რეგიონის უფროსკლასელებისა და სტუდენტების შეხედულებები იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება მათ ოჯახებში გადაწყვეტილების მიღება; კონფლიქტის დროს ვინ თმობს პოზიციებს; როგორ წარმოუდგენიათ მათ ქალისა და მამაკაცის უფლებები; რას თვლიან ოჯახის დანგრევის ძირითად მიზეზად; როგორ წარმოუდგენიათ ქალისა და მამაკაცის იდეალური ტიპები; აქვთ თუ არა დისკრიმინაციული განწყობები, როგორია ქალის უფლებრივი მდგომარეობა მათ რეგიონში.

  • როგორი დამოკიდებულება აქვთ ოჯახში ფიზიკური ძალადობის მიმართ და ხდება თუ არა მათ ოჯახებში ან ახლობლებში ასეთი რამ.

  • რას ფიქრობენ ქორწინებამდე სქესობრივ ურთიერთობებზე, როგორ აფასებენ ,,ქალწულობის ინსტიტუტს“ და რა დამოკიდებულება აქვთ მოტაცების ტრადიციისადმი.

  • აქვთ თუ არა ინფორმაცია ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესახებ და რამდენად დაინტერესებულნი არიან გენდერის პრობლემით.

უფროსკლასელთა უმრავლესობა (54,5%25) თვლის, რომ გადაწყვეტილებას მათ ოჯახებში დედა და მამა თანაბრად იღებენ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მშობელი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, მაშინ წამყვანი პოზიციები მამას უკავია (30%25 11%25-ის საწინააღმდეგოდ). აღსანიშნავია, რომ უფროსკლასელი ბიჭები უფრო მამის წამყვან პოზიციებზე საუბრობენ, გოგონები კი - თანასწორობაზე.

დედისა და მამის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო განსხვავებულადაა წარმოდგენილი სტუდენტებში. სტუდენტთა ნახევარზე მეტი, უფროსკლასელების მსგავსად, პასუხობს, რომ „დედა და მამა ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს“, მაგრამ ძალზე მცირე ნაწილი (6%25 33%25-ის საწინააღმდეგოდ) აღიარებს, რომ „მათ ოჯახში გადაწყვეტილებას დედა იღებს“. განსხვავებაა სტუდენტი ვაჟებისა და გოგონების პასუხებს შორისაც - ვაჟების 41%25 თვლის, რომ „მათ ოჯახში გადაწყვეტილებას მამა იღებს“, მაშინ, როცა ამ პოზიციას გოგონების მხოლოდ 22%25 იზიარებს. აქ ალბათ გარკვეულ განწყობაზეც შეიძლება საუბარი - ბიჭების პასუხში, რომ „მათ ოჯახში გადაწყვეტილებას ძირითადად მამა იღებს“, რეალური სიტუაციის აღწერასთან ერთად, გარკვეული სურვილი თუ მამის მიმართ დადებითი დამოკიდებულებაც იკითხება. ამგვარი ვარაუდის გაკეთების საფუძველს, ერთი მხრივ, გოგონათა პასუხებიც იძლევა, რადგან გამოკითხული გოგონები და ვაჟები ერთი ძალზე კონკრეტული საზოგადოების წარმომადგენლები არიან და არ შეიძლება ასეთი სხვაობა რეალური იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა გოგონების პასუხებზეც ემოქმედა სურვილს, რომ საკუთარი სქესის წარმომადგენელი მშობელი უფრო „ავტორიტეტულად“ წარმოედგინა.

სტუდენტები თითქმის არ საუბრობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავიანთ მონაწილეობაზე. თვით დაოჯახებულ რესპონდენტთა ის მცირე ნაწილიც კი, რომელიც ჩვენ გამოვკითხეთ, გვპასუხობს, რომ გადაწყვეტილებას მათ ოჯახებში უფროსი თაობის წარმომადგენლები იღებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ახლად შექმნილი ოჯახების შემთხვევაში. რადგან ჩვენს რესპონდენტებს სტუდენტები წარმოადგენდნენ, იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ საქმე გვქონდა ახალგაზრდა ოჯახთან და თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, სავარაუდოა, რომ ისინი ფინანსურად მშობლებზე არიან დამოკიდებულნი. აქ ალბათ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონებში გაფართოებული ოჯახის ტიპებს ვხვდებით, სადაც წამყვანი პოზიციები უფროსი თაობის წარმომადგენლებს უკავიათ. ზოგადად კი პასუხის ვარიანტს: „გადაწყვეტილებას ჩვენს ოჯახში ოღებენ ასაკით უფროსი - ბებია-ბაბუა“ - გამოკითხულთა ძალზე მცირე ნაწილი დაეთანხმა.

ოჯახში გადაწყვეტილების მიღებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული კონფლიქტური სიტუაციების დროს პოზიციების დათმობა და ეს ერთგვარი ტესტიც არის ჩვენი რესპონდენტებისათვის, რადგან წინა გამოკითხვებში დაფიქსირდა ერთი თვალსაჩინო შეუსაბამობა - გამოკითხულთა (თბილისის სტუდენტთა და უფროსკლასელთა) ნაწილი, რომელიც ამბობდა, რომ „გადაწყვეტილებას ორივე მშობელი ერთნაირად იღებს“, შემდგომში გვპასუხობდა, რომ „კონფლიქტის დროს პოზიციებს ძირითადად დედა თმობს“, ანუ პასუხი წინა შეკითხვის პასუხი არ ასახავდა რეალურ სიტუაციას.

ამ გამოკვლევის დროსაც იგივე წინააღმდეგობა დაფიქსირდა - უფროსკლასელების თითქმის 50%25 და სტუდენტების 41,7%25 პასუხობს, რომ საპირისპირო შეხედულებების არსებობის შემთხვევაში პოზიციებს ძირითადად დედა თმობს. თანასწორ პოზიციებზე კი, ამ შემთხვევაში, უკვე გაცილებით მცირე ნაწილი მიუთითებს (37,4%25).

უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხული სტუდენტები თვითონ ნაკლებად მონაწილეობენ ოჯახში გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არც კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებისას უკავიათ გამოკვეთილი პოზიცია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა მკვეთრი განსხვავება მცხეთისა და დუშეთის რაიონების გამოკითხულთა შორის. რაც შეეხება თბილისში მიღებულ შედეგებთან მიმართებას, ტენდენცია, შეიძლება ითქვას, იგივეა, მიუხედავად პროცენტულ მაჩვენებლებში მცირედი განსხვავებებისა.

კითხვაზე, თუ „საქართველოში სად აქვს ქალს ყველაზე მეტი უფლებები?“, გამოკითხულთა უმრავლესობა (60%25-ზე მეტი) პასუხობს, რომ სამსახურშიც და სახლშიც ქალის უფლებები თანაბრად რეალიზდება. თუმცა, უფროსკლასელები, სტუდენტებთან შედარებით, ქალის უფლებებს უფრო მეტად ოჯახში აფიქსირებენ (30,5%25). აღსანიშნავია, რომ როგორც უფროსკლასელთა, ასევე სტუდენტი გოგონების უმრავლესობა თვლის, რომ ქალს სამსახურშიც და ოჯახშიც თანაბარი უფლებები აქვს, ბიჭები კი ოჯახზე მიუთითებენ. აქ შეიძლება ვისაუბროთ გამოკითხული ვაჟების სექსისტურ ტენდენციაზე ქალის უფლებებთან დაკავშირებით - ისინი, ერთი მხრივ, გვპასუხობენ, რომ ქალს ყველაზე მეტი უფლებები აქვს ოჯახში, მეორე მხრივ კი ქალი, მათი აზრით, ნაკლებად მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და კონფლიქტის დროსაც უფრო მეტად თმობს პოზიციებს - ანუ ცხოვრების ის სფეროც კი, რომელშიც ქალის უფლებები ყველაზე მეტად რეალიზდება, მისთვის შეზღუდულია. გამოკითხულთა დიდმა უმრავლესობამ (უფროსკლასელთა 78,9%25-მა და სტუდენტთა 81,7%25-მა) გვიპასუხა, რომ მამაკაცის უფლებები მაქსიმალურად რეალიზდება სამსახურშიც და სახლშიც, აქ კი პასუხებში სქესის მიხედვით მკვეთრი განსხვავებები არ დაფიქსირებულა, ანუ გოგონებიც და ვაჟებიც თვლიან, რომ მამაკაცებს შეუზღუდავი უფლებები აქვთ ცხოვრების ყველა სფეროში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თბილისში ჩატარებული გამოკითხვების დროს ასეთი რადიკალური პოზიციები არ გამომჟღავნებულა - უფროსკლასელებიც და სტუდენტებიც მართალია თვლიდნენ, რომ მამაკაცს უფლებები აქვს „ყველგან“, მაგრამ ამგვარი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი ბევრად ჩამოუვარდებოდა მცხეთა-დეშეთის რაიონების გამოკითხვის დროს მიღებულ მაჩვენებელს. როგორც ჩანს, რაიონებში უფრო ძლიერად მოქმედებს მამაკაცის „ყოვლისშემძლეობის“ სტერეოტიპი, რომელიც თბილისში ბოლო წლებში მომხდარმა ცვლილებებმა ასე თუ ისე დაანგრია.

ქალისა და მამაკაცის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი პოზიციები კონფლიქტური სიტუაციების დროს და უფლებრივი მდგომარეობა ის რეალობაა, რომელიც მეტ-ნაკლები სიზუსტით აისახება ახალგაზრდების ცნობიერებაში და, ალბათ, საინტერესოა, თუ რამდენად სამართლიანად მიაჩნიათ მათ ეს რეალობა. ამის გამოსავლენად ჩვენს რესპონდენტებს დავუსვით კითხვა: „რით უნდა იყოს დაკავებული ქალი?“ თუმცა მცირე ნაწილი თვლის, რომ „ქალი მხოლოდ ოჯახით უნდა იყოს დაკავებული“, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამგვარ პასუხებს თითქმის მხოლოდ ბიჭები იძლევიან; საერთო ჯამში კი ბიჭებისა და გოგონების უმრავლესობა (უფროსკლასელების 53,2%25 და სტუდენტების 49,6%25) თვლის, რომ ქალი დაკავებული უნდა იყოს „უფრო ოჯახით, ვიდრე სამსახურით“. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უფროსკლასელები მეტად ახდენენ ქალის საქმიანობის სფეროების დიფერენცირებას, ვიდრე სტუდენტები, რომელთა საკმაო ნაწილის (34,8%25) აზრით, ქალი სამსახურითაც და ოჯახითაც თანაბრად უნდა იყოს დაკავებული.

ამ მონაცემებთან ერთად საინტერესოა რესპონდენტთა აზრი იგივე საკითხზე მამაკაცებთან მიმართებაში - „რით უნდა იყოს დაკავებული მამაკაცი?“ როგორც მოსალოდნელი იყო, უმრავლესობის აზრით, „მამაკაცი დაკავებული უნდა იყოს ოჯახითა და სამსახურით თანაბრად“, რაც ორივე სფეროზე პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს. როგორც ქალებთან დაკავშირებით, ისე ამ შემთხვევაშიც უფროსკლასელების შეხედულებები განსხვავებულია, სტუდენტთა უმრავლესობა (62,2%25) კი აქაც გვპასუხობს, რომ „მამაკაცი ორივე სფეროთი თანაბრად უნდა იყოს დაკავებული“. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა მიერ აღწერილი სიტუაცია გარკვეულწილად ემთხვევა მათივე ნორმატულ წარმოდგენებს, რაც, ალბათ, ერთგვარად უზრუნველყოფს არსებული რეალობის შენარჩუნებას.

რესპონდენტთა უმრავლესობა თვლის, რომ ქმარს აქვს უფლება აუკრძალოს ცოლს ის, რაც მას არ მოსწონს. ამ მოსაზრებას, როგორც წესი, ძირითადად ბიჭები იზიარებენ, თუმცა გოგონების პასუხებიც საგულისხმოა, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია არა რეალურ სურათზე, რომლის შეცვლაც შეიძლება სასურველი იყოს, არამედ ნორმატულ წარმოდგენაზე - ცნობიერების დონეზე, გარკვეულწილად უკვე გარანტირებულია უთანასწორობა. გოგონების უმეტესი ნაწილის აზრით, აკრძალვის უფლება თანაბრად აქვს ან ორივე მეუღლეს, ან - არც ერთს.

შედარებით თანაბრადაა გადანაწილებული ქალისა და მამაკაცის უფლებები მეუღლის ხარჯების გაკონტროლებასთან დაკავშირებით, თუმცა ცოლის უფლებები აქაც შეზღუდულია (განსაკუთრებით სტუდენტების აზრით). მეუღლეებს შორის უფლებათა გადანაწილებაზე საუბრისას განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თბილისში ჩატარებული გამოკითხვებისაგან განსხვავებით, სადაც ასაკის ზრდასთან ერთად სექსისტური ტენდენციების გარკვეული შემცირება აღინიშნებოდა, მცხეთა-დუშეთის რაიონების გამოკვლევამ საწინააღმდეგო სურათი აჩვენა - სტუდენტები უფროსკლასელებთან შედარებით უფრო სექსისტურად არიან განწყობილნი.

საერთო დისკრიმინაციული განწყობა მცირდება და-ძმის ურთიერთობის შემთხვევაშიც, მაგრამ ეს ვლინდება გოგონების პასუხების ხარჯზე - აკრძალვის უფლება კი მაინც ეძლევა ძმას. ამ აზრს გამოკითხულთა დაახლოებით 35%25 იზიარებს, მაშინ როცა დის უფლებებზე თითქმის არავინ საუბრობს. მკვეთრად განსხვავდება სტუდენტი გოგონებისა და ვაჟების პასუხები - გოგონების 71,4%25 თვლის, რომ დასაც და ძმასაც თანაბარი უფლება აქვთ აუკრძალონ დედმამისშვილს ის, რაც მათ არ მოსწონთ; სტუდენტი ბიჭები კი თვლიან რომ სწორედ მათ აქვთ დისათვის აკრძალვის უფლება.

უფროსკლასელთა და სტუდენტთა სექსისტური ორიენტაციების გამოსავლენად ჩვენს რესპონდენტებს მივაწოდეთ სტერეოტიპული მსჯელობები, რომლებსაც ისინი ან უნდა დათანხმებოდნენ, ან - არა. მსჯელობას: „მამაკაცს ქალთან შედარებით ყველაფერში მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს“, უმრავლესობა დაეთანხმა და, რაც ყველაზე დამაფიქრებელია, კლასების ზრდასთან ერთად ამ მსჯელობაზე გაცემული დადებითი პასუხების რაოდენობა იზრდება. ეს ტენდენცია გრძელდება სტუდენტებშიც; ამასთან, მართალია ბიჭებთან შედარებით მცირე, მაგრამ გოგონების ძალზე დიდი ნაწილი (უფროსკლასელთა 41,2%25 და სტუდენტთა 53,1%25) დაეთანხმა ამ მსჯელობას, რითაც ნორმატულად აღიარა მამაკაცის უფლებრივი უპირატესობა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოკითხულთა უმრავლესობა ქალის საქმიანობის ძირითად სფეროდ ოჯახს მიიჩნევდა. ამ განწყობას უფრო ნათლად წარმოაჩენს მსჯელობა: „სამსახური კარგია, მაგრამ ქალს პირველ რიგში ქმარი და ოჯახი სჭირდება“, რომელზეც გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითად უპასუხა და არც სქესის მიხედვით პასუხებში გამოვლინდა დიდი სხვაობა.

გამოკითხულთა თითქმის ნახევარი თვლის, რომ სამსახურში მიღებისას უპირატესობა მამაკაცს უნდა ენიჭებოდეს (ეს მაჩვენებელი თბილისთან შედარებით ძალზე დისკრიმინაციულია). თუმცა ამ პოზიციას გოგონების ძალზე მცირე ნაწილი იზიარებს, მაგრამ, სამაგიეროდ, როგორც გოგონების, ისე ბიჭების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ქმარს ცოლზე მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს. შემოსავლის რაოდენობა კი, ალბათ, პირდაპირ კავშირშია სამუშაო ადგილის ხარისხთან. მართლაც, ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლებად არიან წარმოდგენილნი საპასუხისმგებლო და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოვლინდა მცირე, მაგრამ მაინც საგულისხმო განსხვავება მცხეთისა და დუშეთის რაიონების მოსწავლეების პასუხებს შორის - მცხეთელი რესპონდენტები უფრო ხშირად აფიქსირებენ დადებით პოზიციას ჩვენს მიერ მიწოდებულ სექსისტურ მსჯელობებზე.

რესპონდენტთა 50%25-ზე მეტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „მამაკაცს ქალთან შედარებით ყველაფერი უკეთ გამოსდის“, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი განსხვავება მოგვცა პასუხებმა სქესის მიხედვით: გოგონების 71-75%25 უარყოფითად პასუხობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მსჯელობას ბიჭების საკმაო ნაწილი არ დაეთანხმა, განსაკუთრებით სტუდენტები. ანუ გარკვეული ნაწილი თუმცა აღიარებს მამაკაცთა უფლებრივ უპირატესობას, მაგრამ ამის საფუძვლად სულაც არ მიაჩნია მათი განსაკუთრებული შესაძლებლობები.

ყველა ის საკითხი, რაზეც ჩვენ ზემოთ გვქონდა საუბარი, მჭიდრო კავშირშია ოჯახის წარმატებით ფუნქციონირებასთან. ჩვენთვის საინტერესო იყო, თუ რას ფიქრობენ ჩვენი რესპონდენტები ოჯახის დანგრევის მიზეზებზე. ამის გასარკვევად მათ მივაწოდეთ ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რომელთა გამოც, გავრცელებული აზრის მიხედვით, ყველაზე ხშირად ინგრევა ოჯახები და ვთხოვეთ დაელაგებინათ ისინი უპირატესობის მიხედვით. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია დაახლოებით იგივე განწყობებზე ვისაუბროთ, რაც თბილისში ჩატარებული გამოკითხვების დროს დაფიქსირდა. ბიჭებისათვის ოჯახის დანგრევის ერთმნიშვნელოვანი მიზეზი ღალატია, შემდეგ მოდის ეჭვიანობა და უსიყვარულობა, რომლებიც თითქმის ერთნაირი სიხშირით სახელდება. გარკვეული განსხვავებები გამოიკვეთა უფროსკლასელი და სტუდენტი გოგონების პასუხებს შორის: თუ უფროსკლასელები ოჯახის დანგრევის მთავარ მიზეზად უსიყვარულობას ასახელებენ, სტუდენტი გოგონები პირველ ადგილზე აყენებენ ღალატს და შემდეგ უკვე უსიყვარულობას; ეჭვიანობა კი, რომელიც ბიჭებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, გოგონების მიერაც საკმაო სიხშირით სახელდება (III ადგილი). თუმცა, ეს მიზეზი გადამწყვეტად არ მიაჩნიათ. უფროსკლასელებისაგან განსხვავებით, სტუდენტი გოგონები ოჯახის დანგრევის მიზეზად ასახელებენ მეუღლის უსაქმურობას და უპასუხისმგებლობას ოჯახური მოვალეობებისადმი. გამოიკვეთა გარკვეული განსხვავებები კლასების მიხედვით პასუხებში - მცირე ასაკისანი ოჯახის დანგრევის მიზეზებში უფრო ღალატსა და უსიყვარულობაზე მიუთითებენ, ასაკის ზრდასთან ერთად კი მატულობს ისეთი ფაქტორების მნიშვნელობა, როგორებიცაა უყურადღებობა, ოჯახური მოვალეობებისადმი უპასუხისმგებლობა და მატერიალური სიდუხჭირე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არც მოსწავლეებმა და არც სტუდენტებმა ოჯახის დანგრევის მიზეზებში მნიშვნელობა არ მიანიჭეს სექსუალურ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს.

ქალისა და მამაკაცის როლებსა და სტატუსზე საუბრისას ძალზე მნიშვნელოვანია ის იდეალური ტიპები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ამა თუ იმ სქესის წარმომადგენლებთან მიმართებაში. იდეალური ტიპი გარკვეულწილად ამჟღავნებს პიროვნების ფარულ ორიენტაციებსა და სურვილებს, რომლებიც შესაძლოა არ იყოს რეალიზებული გარემო პირობების გამო. ჩვენს რესპონდენტებს მივაწოდეთ იდეალური ქალისა და იდეალური მამაკაცისათვის დამახასიათებელი თვისებების ჩამონათვალი და ვთხოვეთ დაელაგებინათ ისინი რიგის მიხედვით.

იდეალური ქალის დახასიათებისას, მსგავსად თბილისში ჩატარებული კვლევებისა, გამოკითხულები, როგორც ვაჟები, ისე გოგონები, პირველ ადგილზე აყენებენ ფიზიკურ მომხიბვლელობას (უფროსკლასელების 38,2%25 და სტუდენტების 40%25). შემდგომ კი იდეალური ქალის აუცილებელ თვისებებად სახელდება: „კარგი მეოჯახეობა“ (18,9-15,7%25) და „სანიმუშო დედობა“ (16,3-9,6%25) - ანუ, ქალი ისევ ოჯახთან მიმართებაში ფასდება და არა როგორც დამოუკიდებელი პიროვნება. უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტები იდეალური ქალის დახასიათებისას საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლებასა და ინტელექტს და ამ მოსაზრებას ბიჭების გოგონებზე გაცილებით დიდი ნაწილი იზიარებს; უფროსკლასელი ვაჟები კი საპირისპირო სქესის იდეალის დახასიათებისას უპირველეს თვისებად ერთმნიშვნელოვნად ფიზიკურ მომხიბვლელობას ასახელებენ. უფროსკლასელების გამოკითხვისას გამოვლინდა ერთი საინტერესო ტენდენცია - იდეალური ქალის დახასიათებისას კლასების ზრდასთან ერთად პირველ ადგილზე უფრო ხშირად სახელდება ფიზიკური მომხიბვლელობა და ნაკლები ყურადღება ექცევა ისეთ თვისებებს, როგორებიცაა: „კარგი მეოჯახეობა“ და „სანიმუშო დედობა“. დანარჩენი თვისებები რიგის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: სექსუალური (ქალის ამ თვისებას ვაჟები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ), დამოუკიდებელი და აქტიური, უმანკო და უმწეო, იდუმალი და გამოუცნობი, კარგი სპეციალისტი, პროფესიონალი. უნდა აღინიშნოს, რომ ქალის პროფესიონალიზმს სტუდენტები უფრო მეტად აფასებენ, თუმცა ეს მაჩვენებელი იმდენად მცირეა, რომ აღნიშვნადაც არ ღირს.

რაც შეეხება იდეალურ მამაკაცს, აქაც პირველ ადგილზე ფიზიკური მომხიბვლელობა სახელდება (უფროსკლასელები - 33,9%25; სტუდენტები -32,2%25), თუმცა ვაჟები საკუთარი იდეალის დახასიათებისას მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა: „რისკიანი, გაბედული და ვაჟკაცი“. ეს მამაკაცური ატრიბუტები ასევე საკმაოდ გვხვდება გოგონების მიერ საპირისპირო სქესის იდეალის დახასიათებისას. ანუ განსხვავებით ქალის იდეალისაგან, რომელშიც ყურადღება მახვილდება ოჯახთან დაკავშირებულ როლებზე, იდეალური მამაკაცისათვის უკვე პიროვნული თვისებები ხდება გადამწყვეტი და ის არ არის მიჯაჭვული ერთ რომელიმე სფეროს. „კარგი მეოჯახეობა“ მამაკაცისთვისაც აუცილებელია, მაგრამ ჩვენი რესპონდენტები ამ თვისებას მესამე-მეოთხე ადგილებზე აყენებენ, შემდგომ კი სახელდება ისეთი თვისებები, როგორიცაა: „განათლებული და საინტერესო“. დანარჩენმა თვისებებმა: სექსუალურობა, პროფესიონალიზმი, ფიზიკური სიძლიერე, მატერიალური მდგომარეობა, დამოუკიდებლობა და აქტიურობა - მეტ-ნაკლებად თანაბარი დაბალი ქულები მიიღეს.

კითხვარში, გარდა ქალისა და მამაკაცის საქმიანობასა და უფლებებთან დაკავშირებული კონკრეტული კითხვებისა, დასმული გვქონდა შემდეგი შეკითხვა: ,,როგორ ფიქრობთ, თქვენს ქალაქში ან სოფელში ქალს ისეთივე უფლებები აქვს როგორიც მამაკაცს?“ ამ კითხვაზე უფროსკლასელთა და სტუდენტთა 63%25-ზე მეტმა უარყოფითად გვიპასუხა („უფრო არა, ვიდრე კი“ ან „არა“), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დადებით პასუხებში ბიჭების წილი მეტია, გოგონები კი პასუხებს: „დიახ“, „არა“ ერიდებიან და ირჩევენ უფრო შუალედურ ვარიანტებს („უფრო კი, ვიდრე არა“, „უფრო არა, ვიდრე კი“). ამ საკითხთან დაკავშირებით მცხეთისა და დუშეთის რაიონებს შორის არსებითი განსხვავება არ გამოვლენილა.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ის გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციული განწყობა, რომელიც თბილისში ჩატარებული კვლევების დროს გამოვლინდა, მცხეთა-თიანეთის რეგიონში უფრო მძაფრად იგრძნობოდა. და ეს ალბათ არც არის გასაკვირი. ყველაზე შემაშფოთებელი ის ფაქტია, რომ, თუ თბილისის ახალგაზრდობის შემთხვევაში ასაკის მატებასთან ერთად შეიმჩნეოდა სექსისტური განწყობების შემცირება, აღნიშნულ რაიონებში შებრუნებული სურათი მივიღეთ. თავად მცხეთისა და დუშეთის რაიონების უფროსკლასელების შეხედულებებში კი არსებითი განსხვავებები არ გამოვლენილა.

13 დამოკიდებულება სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ურთიერთობებისადმი

▲ზევით დაბრუნება


ნატო გაბინაშვილი

დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალზე ბევრს საუბრობენ ქალთა პრობლემებზე და მათი უფლებების დაცვაზე. არსებობს უამრავი ქალთა ორგანიზაცია, რომელთა ინტერესთა სფეროც ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობისკენ სწრაფვაა. ეწყობა შეხვედრები და კონფერენციები, იმართება სემინარები და დისკუსიები, ცნობილი ექსპერტები იძლევიან რეკომენდაციებს და საუბრობენ მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში აპრობირებულ მოდელებზე. მაგრამ მაინც იგრძნობა საქართველოში არსებული რეალური სიტუაციის ამსახველი მონაცემების დეფიციტი. არადა, დამეთანხმებით, რომ ემპირიულ მასალებზე დაყრდნობით მოპოვებული საზოგადოებრივი აზრის, განწყობებისა და ღირებულებების ცოდნა აუცილებელი წინაპირობაა ქართულ რეალობაში გასარკვევად და პრობლემის გადასაჭრელად.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შევეცდებით წარმოვაჩინოთ, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელები და სტუდენტები გენდერულ ძალადობაზე, კერძოდ გენდერული ძალადობის გამოვლინებაზე სექსუალურ სფეროში. დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ეს სფერო ყველაზე უფრო ტაბუდადებული და ძნელად სასაუბროა, რაც განპირობებულია როგორც თემის ინტიმურობით, ასევე ქართული კულტურული ღირებულებებით, მკაფიო დოგმებითა და სექსუალური ცხოვრების მკაცრი რეგლამენტაციით. ეს ჩვენი რესპონდენტების პასუხებშიც აისახა. ისინი, მსგავსად თავიანთი დედაქალაქელი თანატოლებისა, სწორედ ამ კუთხით აღმოჩნდნენ ყველაზე უფრო ტრადიციულნი, გაუბედავნი და საზოგადოებრივი აზრის მიმდევარნი.

თავდაპირველად დავინტერესდით თუ რას ფიქრობენ ჩვენი რესპონდენტები ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის შესახებ. როგორც გაირკვა, გამოკითხულ უფროსკლასელთა მესამედი (30,5%25) თვლის, რომ „ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ ვაჟებისთვისაა მისაღები”; 18,4%25-ის აზრით „ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მისაღებია როგორც ვაჟებისთვის, ასევე გოგონებისთვის (ორივესთვის ერთნაირად)”; 31,6%25 თვლის, რომ „ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მიუღებელია ორივე სქესის წარმომადგენლებისათვის“; 17,95%25-ს გაუჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა; ხოლო „ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ გოგონებისთვისაა მისაღებიო“ - განაცხადა 1,6%25-მა, ანუ გამოკითხული 380 უფროსკლასელიდან ხუთმა ვაჟმა, რაც, ალბათ, მათში იუმორის მოზღვავებულ გრძნობაზე უფრო მეტყველებს, ვიდრე რეალური პოზიციის გამოხატვაზე. საინტერესო განსხვავება დაფიქსირდა სქესის ნიშნის მიხედვითაც. როგორც გაირკვა, უფროსკლასელი გოგონების უმრავლესობა (42,8%25) თვლის, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მიუღებელია ორივე სქესის წარმომადგენლისთვის. ვაჟების უმრავლესობა (36,6%25) კი მიიჩნევს, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ მათი პრეროგატივაა. ანუ, როგორც ჩანს, გოგონებს გააზრებული აქვთ, რომ მათთვის ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი დაუშვებელია და იგივეს მოითხოვენ ვაჟებისგანაც. რაც შეეხებათ გამოკითხულ სტუდენტებს, აქ პასუხები ასე განაწილდა: გამოკითხულთა 43,5%25 მიიჩნევს, რომ „ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ ვაჟებისთვისაა მისაღები“, 18,3%25 თვლის რომ „ასეთი კონტაქტები ორივესთვის ერთნაირადაა მისაღები“, 16,5%25-ს „უჭირს პასუხის გაცემა“, 20%25 კი აცხადებს, რომ „ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მიუღებელია, როგორც ვაჟების, ასევე გოგონებისთვისაც“. სქესის ნიშნის მიხედვით აქაც დაფიქსირდა საკმაოდ მკვეთრი განსხვავებები: გოგონების მხოლოდ 6,1%25 თვლის, რომ „ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი ორივე სქესის წარმომადგენლისთვისაა მისაღები“ (ვაჟები - 27,3%25) და გაცილებით უფრო კატეგორიულები არიან, როდესაც საქმე ეხება ასეთი კონტაქტების მიუღებლობას ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის (გოგონები - 38,8%25; ვაჟები - 6,1%25). აშკარაა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ქორწინებამდე სქესობრივ კონტაქტებთან დამოკიდებულებაში „ორმაგი სტანდარტი“ მყარდება. თუ უფროსკლასელი გოგონების მხოლოდ 24,7%25 ფიქრობდა, რომ სქესობრივი კონტაქტი ქორწინებამდე მხოლოდ ვაჟებისთვისაა მისაღები, სტუდენტებში მათი რიცხვი უკვე 38,8%25-მდე გაიზარდა, ანალოგიური პასუხები დაფიქსირდა ვაჟებთანაც (უფროსკლასელები - 36,6%25 და სტუდენტები - 47%25). ხოლო თუ უფროსკლასელი ვაჟების 20%25 ფიქრობდა, რომ „ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მიუღებელია, როგორც გოგონებისთვის, ასევე ვაჟებისთვის“ (ანუ მათთვის), სტუდენტებში ეს მაჩვენებელი მესამედამდე შემცირდა (6,1%25).

მოსაზრებას საქართველოში ,,ქალწულობის ინსტიტუტის“ ,,ორმაგი სტანდარტის“ არსებობაზე კიდევ უფრო ამყარებს მომდევნო კითხვის შედეგად მიღებული პასუხები.

კითხვაზე: „დასაშვებია თუ არა პირადად თქვენთვის ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი?“ გამოკითხულ უფროსკლასელთა 25,3%25-მა უპასუხა „დიახ“, 56,1%25-მა - „არა“, 18,7%25-ს კი გაუჭირდა პასუხის გაცემა. სქესის ნიშნის მიხედვით, ცხადია, განსხვავება აქაც დაფიქსირდა. გოგონების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (79,4%25) განაცხადა, რომ მათთვის ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მიუღებელია, 16,5%25-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა და მხოლოდ 4%25-მა განაცხადა, რომ პირადად მათთვის ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მისაღებია. ვაჟებთან კი პასუხები ასე განაწილდა: „დიახ“ - 47,3%25, „არა“ - 31,7%25, „მიჭირს პასუხის გაცემა“ - 21%25. გოგონების ნეგატიური განწყობა ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტების მიმართ აშკარაა, როგორც ზოგადად, ასევე პირადად მისაღებობის თვალსაზრისით. რაც შეეხებათ უფროსკლასელ ვაჟებს, გარკვეული სექსისტური ტენდენციები აქაც იკვეთება, თუმცა ისინი, თავიანთი თბილისელი თანატოლებისაგან განსხვავებით, გაცილებით მორიდებულები არიან და ასეთ თემაზე „ხმამაღლა“ საუბარი სირცხვილად მიაჩნიათ.

რაც შეეხება გამოკითხულ სტუდენტთა დამოკიდებულებას ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტის პირად ასპექტში მისაღებობის მიმართ, გამოირკვა, რომ მათი 40%25-სთვის ასეთი კავშირი მისაღებია, 50,4%25-სთვის მიუღებელი, 9,6%25-ს კი გაუჭირდა პასუხის გაცემა. სქესის ნიშნის მიხედვით განსხვავება აქაც მკვეთრია. გოგონების 87,8%25 აცხადებს, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი პირადად მისთვის მიუღებელია, ვაჟების უმრავლესობა კი (65,2%25) თვლის, რომ მათთვის ასეთი კავშირი მისაღებია.

როგორც ირკვევა, ასაკის მატებასთან ერთად ვაჟები, ერთი მხრივ უფრო გამბედავები ხდებიან, ხოლო მეორე მხრივ, უფრო დოგმატურნიც - აღიარებენ რა, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი მხოლოდ მათი პრეროგატივაა. მონაცემთა დამუშავებისას გამოვლინდა ერთი თავისებურება, რაც, ვფიქრობთ, საგულისხმოა და დაკვირვებას იმსახურებს. როგორც დედაქალაქელი, ასევე მცხეთელი და დუშელი გოგონების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ასეთი კონტაქტები მხოლოდ ვაჟების პრეროგატივაა, ხოლო პირადად მათთვის ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია. თბილისშიც და რაიონებშიც გოგონების დამოკიდებულება იდენტურია, რასაც ვერ ვიტყვით ვაჟებზე. დედაქალაქელი ვაჟების (როგორც სტუდენტი, ასევე უფროსკლასელი) უმრავლესობისათვის ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი მისაღებია (სტუდენტები-83,3%25; უფროსკლასელები-62,2%25). ხოლო რეგიონში მცხოვრები ვაჟების პასუხებში ეს მაჩვენებელი ძალზე დაბალია (სტუდენტები-65,2%25; უფროსკლასელები-47,3%25), როგორც ჩანს დედაქალაქის სინდრომი მაინც მოქმედებს. თბილისელი ვაჟები გაცილებით გულახდილები და გაბედულები არიან ინტიმურ საკითხებთან მიმართებაში, ხოლო რეგიონში მცხოვრებთათვის ეს უფრო მეტად ტაბუდადებული და მოსარიდებელია. თუმცა ერთი საერთო ტენდენცია მაინც გამოიკვეთა: როგორც თბილისელი, ასევე რეგიონელი ვაჟები ასაკის მატებასთან ერთად სექსუალურ სფეროსთან მიმართებაში უფრო გაბედულები ხდებიან და თავიანთ ,,მონოპოლისტურ“ ბუნებასაც ამჟღავნებენ. ,,ჰარმონიულად თანხმდებიან“ იმაშიც, რომ გოგონებს მართებთ ანგარიში გაუწიონ და დაიცვან ტრადიციებით მიღებული ,,ქალწულობის ინსტიტუტი“. ამ მხრივ გოგონები - არც სტუდენტები და არც უფროსკლასელები, არ არიან ორიენტირებული ცვლილებაზე და პროტესტის გარეშე იღებენ კულტურით მიღებულ ნომებს. ყოველივე ამის ხელშემწყობ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს არსებული აღზრდის მეთოდი, რადგანაც ჩვენს შეკითხვაზე, „რატომ არ არის მისაღები ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი?“ გამოკითხულ გოგონათა (როგორც უფროსკლასელთა, ასევე სტუდენტთა) მესამედმა უპასუხა: ,,ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი დაუშვებელია - მე ასე აღმზარდეს“. იმ ბიჭების უმრავლესობამ კი, ვისთვისაც ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი მიუღებელია, მიზეზად რელიგიური დოგმა დაასახელა. რაც ალბათ იმით აიხსნება, რომ ვაჟის სექსუალური ცხოვრება ნაკლებად რეგლამენტირებულია ქართულ კულტურაში და, შესაბამისად, აღზრდის პროცესში ამ მხრივ ნაკლებად მოიაზრება. რა თქმა უნდა, რელიგიური აკრძალვა მნიშვნელოვანი არგუმენტია გოგონებისთვისაც (55%25).

საბოლოოდ თვალნათლივ გამოიკვეთა, რომ ჩვენი საზოგადოების კულტურულ მენტალიტეტში სტერეოტიპი: ,,ქალი ქალწული უნდა გათხოვდეს“, კვლავ მყარადაა გაბატონებული და ახალგაზრდობაც მტკიცედ იცავს ამ ტრადიციას - აღნიშნულ მსჯელობას უფროსკლასელთა 89,5%25 და სტუდენტთა 89,6%25 დაეთანხმა. განსაკუთრებით მხურვალედ დაუჭირეს მხარი ამ მოსაზრებას უკვე „ჭკუადამჯდარმა“ სტუდენტმა ვაჟებმა (95,5%25). სტუდენტი და უფროსკლასელი ვაჟების პასუხთა ასეთი თანხვედრა, ვფიქრობთ, იმ ფაქტს ადასტურებს, რომ ახალგაზრდები ერთნაირად ტრადიციულნი არიან სექსუალურ სფეროში, რაც კიდევ ერთხელ გამოვლინდა ქალწულობის წესის მათეულ განმარტებაში: „ესაა ქართული ტრადიცია, რომელიც არ უნდა დაირღვეს“ - ფიქრობს გამოკითხულ უფროსკლასელთა 68,9%25 და სტუდენტთა 71,3%25. „ესაა ქართველი ქალის სიწმინდის გამოხატულება“ - უფროსკლასელები 24%25, სტუდენტები 27%25. „ქალწულობის ინსტიტუტი” რომ არასასურველი, მაგრამ ანგარიშგასაწევი წარსულის გადმონაშთია, აღიარა უფროსკლასელთა 6%25-მა და სტუდენტთა 1,7%25-მა, ხოლო მოსაზრება, რომ „ქალწულობის ინსტიტუტი“ - ესაა უაზრო წესი, რომელიც ართულებს გოგონასა და ვაჟის ურთიეთობას, თითქმის არავინ გაიზიარა. უფროსკლასელთა და სტუდენტთა წარმოდგენები ამ საკითხის შესახებაც დაემთხვა ერთმანეთს. ეს არცაა გასაკვირი, შუა საუკუნეების მორალით, აზროვნებაში ღრმად გამჯდარი ტრადიციებითა და სექსუალური სფეროს მკაცრი რეგლამენტაციით აღზრდილ თაობას, ბუნებრივია ნეგატიური დამოკიდებულება უყალიბდება სექსუალური სფეროს შეფასებისას და დამცავ მექანიზმად „ქლწულობის ინსტიტუტს“ იყენებს.

ვფიქრობთ ამ კონტექსტში საინტერესოა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს ქალისადმი, რომელსაც აქვს ქორწინებისგარეშე სქესობრივი კონტაქტი. გამოკითხულ სტუდენტთა 7,9%25 თვლის, რომ „ასეთი ქალი მისაღებია“; 8,4%25-ს მიაჩნია, რომ „უფრო მისაღებია, ვიდრე არა“; 30,3%25-ისათვის ასეთი ქალი „უფრო მიუღებელია, ვიდრე მისაღები“; ნახევარზე მეტისათვის კი (53,4%25) ასეთი ქალი ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია. რაც შეეხებათ სტუდენტებს, მათი 7%25 აღიარებს, რომ „ასეთი ქალი მისაღებია“, 10,4%25 აცხადებს, რომ ,,უფრო მისაღებია, ვიდრე არა“, 20,9%25 ფიქრობს, რომ „უფრო ა რა, ვიდრე კი“, 61,7%25 კი კატეგორიულია და აფიქსირებს, რომ მისთვის ასეთი ქალი მიუღებელია.

პირველ რიგში თვალშისაცემია „დადებით“ და „უარყოფით“ განწყობებს შორის განსხვავება. გამოკითხულ რესპონდენტთა ორივე კატეგორიის პასუხებში უფროსკლასელები (16,3%25-83,7%25), სტუდენტები (17,4%25-82,6%25). ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სქესის მიხედვით განსხვავება თითქმის არ არის. ანუ ქალი, რომელსაც აქვს ქორწინებისგარეშე ურთიერთობები, ერთნაირად მიუღებელია როგორც ვაჟებისთვის, ასევე გოგონებისთვისაც. დედაქალაქელი და რეგიონელი რესპონდენტების საკითხისადმი ასეთი მიდგომა მათ შორის არსებულ კიდევ ერთ განსხვავებას აფიქსირებს: მართალია როგორც რეგიონში, ასევე თბილისშიც „უარყოფითად“ განწყობილთა რიცხვი სჭარბობდა „დადებითად“ განწყობილთა რიცხვს (62%25-38%25), მაგრამ ცხადად ჩანს, რომ რეგიონში გაცილებით მეტ რესპონდენტს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება იმ ქალებისადმი, რომლებსაც ქორწინებისგარეშე სქესობრივი კონტაქტები აქვთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თბილისელი გოგონები შედარებით „ლოიალურები“ იყვნენ ამ ქალებისადმი და მათი დიდი ნაწილი ირჩევდა პასუხის შედარებით „არამკაცრ“ ვარიანტს - „უფრო არა, ვიდრე კი“. რეგიონში კი ეს ტენდენცია არ დაფიქსირებულა და, როგორც ვაჟების, ასევე გოგონების უმრავლესობამ პასუხის კატეგორიული ვარიანტი აირჩია.

საჭიროდ მივიჩნიეთ გამოგვეაშკარავებინა მომავალი თაობის პოზიცია ქორწინების გარეშე შვილის გაჩენასთან დაკავშირებითაც. შეკითხვაზე: „როგორ უყურებთ ქორწინების გარეშე (უქმროდ) შვილის გაჩენას?“ გამოკითხულ უფროსკლასელთა 16,6%25-მა განაცხადა, რომ „დადებითად“, რადგან ქალს ყველა შემთხვევაში აქვს უფლება გახდეს დედა; 26,6%25 ასეთი მოვლენის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი, რადგანაც ქალმა, პირველ რიგში, ანგარიში უნდა გაუწიოს საზოგადოების აზრს; 44,2%25-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა - „უმამოდ გაჩენილი ბავშვი საზოგადოებაში დაჩაგრულია“, 12,6%25-ს კი ამ ფაქტის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ უფროსკლასელი ვაჟების გაცილებით დიდი ნაწილი (34%25) გოგონებთან შედარებით მკაცრად უარყოფითადაა განწყობილი, (19,6%25). რაც შეეხება სტუდენტთა პოზიციას, მათი 19,1%25 თვლის, რომ ქალს ყველა შემთხვევაში აქვს უფლება გახდეს დედა, ზუსტად ამდენივე (19,1%25) პასუხთა უარყოფით ვარიანტს ირჩევს და იმ არგუმენტით აპელირებს, რომ ქალმა საზოგადოების აზრს უნდა გაუწიოს ანგარიში. 44,3%25-ს უჭირს პასუხის გაცემა, ხოლო ნეიტრალურადაა განწყობილი 17,4%25. ჩვენი რესპონდენტები, როგორც უფროსკლასელები, ასევე სტუდენტები, შედარებით ლოიალურად არიან განწყობილი იმ ქალებისადმი, რომლებიც უქმროდ აჩენენ შვილს, ვიდრე მათდამი, ვისაც ქორწინებისგარეშე სქესობრივი ურთიერთობები აქვთ. მსგავსი ტენდენცია შეიმჩნეოდა დედაქალაქელ გამოკითხულთა შორისაც, რაც კიდევ უფრო ამყარებს თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზისას გამოკვეთილ მოსაზრებას. საქართველოში ოდითგანვე არსებობდა დედის კულტი, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დედის კულტი ყოველთვის მამასთან, ოჯახთან ერთად მოიაზრებოდა და არა ცალკე, რასაც გვიდასტურებს გამოკითხულთა პასუხებიც, როდესაც ყველაზე დიდი ნაწილი (44%25) აცხადებს, რომ უქმროდ გაჩენილი ბავშვი საზოგადოებაში დაჩაგრულია, როგორც არასრულფასოვანი წევრი ამ საზოგადოებისა. მაგრამ საზოგადოება უფრო შემწყნარებელია იმ ქალებისადმი, რომელთაც ქორწინებისგარეშე სქესობრივი კონტაქტისკენ „დედობის ინსტინქტმა“ უბიძგა, ვიდრე მათდამი, ვინც ასეთ კავშირში მხოლოდ ტკბობაზე ფიქრობს და ამით „არასანქცირებულ“ ქცევას სჩადის.

კითხვარში წარმოდგენილი იყო სიტუაცია, როდესაც ვაჟს უყვარს გოგონა, ის კი გულგრილია მის მიმართ და ანალოგიურად - როდესაც გოგონას უყვარს ვაჟი და ის გულგრილია მის მიმართ. კითხვის არსი მდგომარეობდა შემდეგში: „როგორ იქცევიან (ან მოიქცევიან) ჩვენი რესპონდენტები მსგავს სიტუაციებში?“ შესაბამისად ჩამოთვლილი იყო შესაძლო პასუხების ვარიანტები, რომლებიც რანჟირების მეთოდით უნდა დაელაგებინათ. როგორც გაირკვა რესპონდენტი ვაჟები (როგორც უფროსკლასელები, ასევე სტუდენტები) ასეთ სიტუაციაში, პირველ რიგში, შეეცდებიან დაუმტკიცონ გოგონას, რომ „მასავით არავის ეყვარება და მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია“ (I ადგილი). მეორე პოზიციაზე მათი მოსაზრებები გაიყო. უფროსკლასელი ვაჟები უფრო აქტიურები აღმოჩნდნენ და განაცხადეს: „კაცი აქტიური უნდა იყოს, გადავეკიდები და ყველგან თან ვდევ, ჩამოვაშორებ ყველა თაყვანისმცემელს“. სტუდენტმა ვაჟებმა კი ასეთ სიტუაციაში უფრო დიდი იმედები რეფერენტულ ჯგუფზე (სამეგობრო წრეზე) დაამყარეს - „ჩემი ან მისი მეგობრების დახმარებით შევეცდები საურთიერთო სიტუაციების შექმნას იმისთვის, რომ ჩემი ღირსებები დაინახოს და მოვეწონო“ (II ადგილი). უფროსკლასელებმა და სტუდენტებმა მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნიეს გოგონას გულის მონადირება საჩუქრებითა და ყურადღებით (III ადგილი). რესპონდენტ ვაჟთა მესამედზე მეტი კი ასე მსჯელობს: „მოვიტაცებ და, თუ საჭიროდ მივიჩნევ, სქესობრივ ურთიერთობაშიც შევალ მისი სურვილის მიუხედავად - სხვაგვარად შეიძლება დავკარგო“ (IV ადგილი). უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვაჟთა დაახლოებით 20%25-მა ასეთ ქმედებას ჩამონათვალში პირველი ადგილი მიაკუთვნა. სტუდენტებმა და უფროსკლასელებმა ბოლო ადგილი მიაკუთვნეს მოსაზრებას, რომ „თუ გოგონას არ უნდა მისი სიყვარული, თავს დაანებებს“ (V ადგილი).

გოგონები კი მსგავს სიტუაციაში მსჯელობას „პოზიციების დათმობიდან“ იწყებენ - „თუ მას არ უნდა ჩემი სიყვარული, თავს დავანებებ“ (I ადგილი). მეორე ვარიანტად კი ასახელებენ, რომ გოგონას მხრიდან ყოველგვარი აქტიურობა მიუღებლად მიაჩნიათ (II ადგილი). გარდა ამისა, იშველიებენ ცნობილ გამოთქმას: „ქალი იჯდა - ბედს ელოდაო“ და მორცხვად აცხადებენ, რომ კაცმა უნდა აირჩიოს, ისინი ვერაფერს გააწყობენ (III ადგილი). მეგობრების იმედი რესპონდენტ გოგონებსაც აქვთ და მათი მეშვეობით ვაჟის მოხიბლვის პერსპექტივას მეოთხე ადგილს ანიჭებენ. მეხუთე პოზიციაზე გოგონები უკვე აქტიურ ქმედებას აყენებენ - „შევეცდები დავუმტკიცო, რომ ჩემსავით არავის ეყვარება და მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია“. ხოლო უკიდურესი VI ადგილი დაიკავა მოსაზრებამ - „შევეცდები მასთან განმარტოებას და ინტიმური სიტუაციების შექმნას“. დასკვნა მეტად მარტივი და ცალსახაა: ვაჟები ქმედებას იწყებენ მაქსიმალური აქტიურობით და საკუთარი წარმატების სჯერათ, ხოლო გოგონები მაქსიმალური პასიურობით და „ბედის და კაცის“ იმედად რჩებიან.

რადგანაც ჩვენი განსახილველი თემა სექსუალურ სფეროში გენდერული ძალადობაა, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ ყურადღება გაგვემახვილებინა კიდევ ერთ ტრადიციაზე, რომელიც თავის ძალადობრივ ხასიათში მოიცავს ადამიანის (ქალის) უფლებების შელახვას. საუბარია ქალის მოტაცების ყველასათვის ცნობილ ტრადიციაზე. კითხვაზე: „ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, არის თუ არა ქალის უფლებების შელახვა?“ გამოკითხულ უფროსკლასელთა 41,6%25-მა უპასუხა: „დიახ“. 10%25-მა „არა“, ხოლო 48%25-მა პასუხის ვარიანტად ,,გააჩნია სიტუაციას“ აირჩია. სტუდენტებთან კი შემდეგი განაწილება მივიღეთ: 46%25-მა უპასუხა „დიახ“, 14%25-მა „არა“, 40%25-მა „გააჩნია სიტუაციას“. სქესის ნიშნის მიხედვით გაირკვა, რომ რესპონდენტი ვაჟების შედარებით დიდმა ნაწილმა განაცხადა: „გოგოს მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით არ არის ქალის უფლებების შელახვა“ (უფროსკლასელები 15%25, სტუდენტები 21%25). ასევე შედარებით დიდი ნაწილი აპელირებს სიტუაციაზე. ვფიქრობთ, მიუხედავად უფროსკლასელთა იმ 46%25-სა და სტუდენტთა იმ 48%25-სა, რომლებმაც გოგონას მოტაცება ადამიანის უფლებების შელახვად მიიჩნიეს, დანარჩენთა რიცხვი ძალზე დიდია. ანუ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ასეთ ძალისმიერ საქციელს ქალთა უფლებების შელახვად არ მიიჩნევს და სიტუაციით მანიპულირებს. შეკითხვაზე კი, რომელიც მხოლოდ გოგონებს ეხებოდა და შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: „თქვენ რას გააკეთებდით ასეთი ფაქტის წინაშე რომ დამდგარიყავით?“ უფროსკლასელთა 29%25-მა განაცხადა, რომ მშობლებთან დაბრუნდებოდა; 28%25-მა უპასუხა, რომ შეეგუებოდა და შეეცდებოდა კარგი ოჯახის შექმნას; 43%25-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა, რაც ალბათ „გააჩნია სიტუაციას“ უტოლდება და ფაქტობრივად გარემოებასთან შეგუებას ნიშნავს. რაც შეეხება სტუდენტ გოგონებს, მათმა შედარებით დიდმა ნაწილმა (42%25) განაცხადა, რომ მშობლებთან დაბრუნდებოდა.

როგორც მონაცემებიდან ირკვევა, მოტაცების ფაქტი რესპონდენტთა ერთ ნაწილს არ მიაჩნია ქალის უფლებების დარღვევად. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ თავად მოვლენა ძალადობრივი ხასიათისაა, მაგრამ დაბრუნების შემთხვევაში გოგონას შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას. კითხვაზე: „მოტაცების შემთხვევაში რატომ არ ბრუნდებიან გოგონები მშობლებთან?“ შემდეგი მონაცემები მივიღეთ: „გოგონებს ეშინიათ, რომ დაბრუნების შემთხვევაში მათ პატიოსანი ქალის სახელი აღარ ერქმევათ“. თუმცა უფროსკლასელ ვაჟებს შორის განსხვავება დაფიქსირდა - მათმა უმეტესობამ უმთავრეს მიზეზად მოტაცებული გოგონას მშობლების აქტიურობა ჩათვალა - „მშობლებს ურჩევნიათ მათ ქალიშვილს ოჯახი ჰქონდეს, რადგან მიბრუნების შემთხვევაში ოჯახის პრესტიჟი ილახება“. ეს მიზეზი დანარჩენ რესპონდენტებთან (უფროსკლასელ გოგონებთან და ორივე სქესის წარმომადგენელ სტუდენტებთან) II ადგილზე დასახელდა. უკლებლივ ყველამ ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნია ინტიმური კავშირი, რის შემდეგაც გოგონები იძულებულნი არიან „შეეგუონ სიტუაციას“ (III ადგილი). ვაჟების დიდმა ნაწილმა ამაყად განაცხადა, რომ გოგონებს მომტაცებელი უყვარდებათ; ეს მოსაზრება გოგონათა მცირე ნაწილმა გაიზიარა. ორივე სქესის წარმომადგენლებმა „დამრჩენ ფაქტორებს“ შორის ბოლო ადგილი მიაკუთვნეს მოსაზრებას, რომ „გოგონები რჩებიან, რადგან მოსწონთ სექსუალური კონტაქტი“.

როგორც გამოირკვა აქაც, მსგავსად ყველა შემთხვევისა, როცა საქმე სექსუალურ სფეროს ეხება, გოგონები ყველაზე მეტად უფრთხიან უარყოფით საზოგადოებრივ აზრს (მსგავსად საკუთარი მშობლებისა), რადგან ამით არა მხოლოდ მათ „პატიოსნებას“ ადგება ჩრდილი, არამედ მთელი „ოჯახის პრესტიჟი“ დგება ეჭვქვეშ. და იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათი „ქალწულებრივი მდგომარეობა“ დარღვეული არ არის, არ რისკავენ და პირადი სურვილის საწინააღმდეგოდ რჩებიან მომტაცებელთან. ბიჭები კი იმით, დაიმედებულნი რომ გოგონები მოუფრთხილდებიან საკუთარ სახელს, უფრო გაბედულად მოქმედებენ და დარწმუნებულნი არიან, რომ თავს შეაყვარებენ მათ. რაც შეეხება უშუალოდ სექსუალურ კავშირს, აქაც აშკარად გამოვლინდა, რომ ინტიმური ცხოვრების შემდეგ გოგონა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს და იძულებულია შეეგუოს თავის ბედს.

კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით თვალნათლივ გამოიკვეთა, რომ რეგიონის ახალგაზრდობა, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების დანარჩენი წევრები, ძალზე ტრადიციულნი არიან სექსუალურ სფეროსთან მიმართებაში. მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ აზრს, სტერეოტიპულ განწყობებსა და ღირებულებებს. გამოიკვეთა, რომ ისინი ნაკლებად არიან ორიენტირებულნი ცვლილებებზე; გოგონები ერიდებიან თამამი ნაბიჯების გადადგმას ინტიმურ სფეროში, რადგანაც უფრთხიან საზოგადოების უარყოფით განწყობას; მეორე მხრივ კი, თავად წარმოადგენენ ამ საზოგადოებას და, როგორც მათი პასუხებიდან ირკვევა, თავადვე ამტკიცებენ და იცავენ მის დოგმებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, რეგიონელი ახალგაზრდები დედაქალაქელ თანატოლებთან შედარებით კიდევ უფრო მეტად ტრადიციულნი და კონსერვატულნი არიან.

ამდენად, დღევანდელ პირობებში, როცა ქალი ისწრაფვის თავისი შესაძლებლობების განვითარებას, იგი აუცილებლად უნდა შეეცადოს არა მარტო იბრძოლოს მემკვიდრეობით მიღებული და გაბატონებული განწყობებისა და ორიენტაციების გადახალისება-შეცვლისათვის, არამედ, პირველ რიგში, თავის თავში უნდა დასძლიოს ის წინააღმდეგობა, რომელიც ჩამოუყალიბდა ტრადიციული იდეალების წყალობით. უნდა დავფიქრდეთ იმ გარემოებაზეც, რომ სექსუალურ სფეროში მომავალი თაობა, მსგავსად წინა თაობებისა, გენდერული კუთხით ზომაზე მეტად კონსერვატორული და ასიმეტრიულია. ამ პრობლემების სწორად გადაჭრისათვის აუცილებელად უნდა გავითვალისწინოთ ის რეალური სურათი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია.

14 კითხვარი

▲ზევით დაბრუნება


D.I სქესი: 1. გოგო;......2. ბიჭი

D II კლასი: 1. VIII კლასი;......2. IX კლასი;......3. X კლასი;......4. XI კლასი.

D III საცხოვრებელი ადგილი: ......1. მცხეთის რაიონი; ......2. დუშეთის რაიონი.

D IV ოგახის შემადგენლობა: ......1. დედა;......2. მამა;......3. და;......4. ძმა;......5. ბებია;......6. ბაბუა.

გთხოვთ, აირჩიოთ ერთი პასუხი:

1.სამსახური კარგია, მაგრამ ქალს, პირველ რიგში, ქმარი და ოჯახი სჭირდება.

1.ვეთანხმები ...... 2. არ ვეთანხმები

2. ქმარს ცოლზე მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს.

1. ვეთანხმები...... 2. არ ვეთანხმები

3. სამსახურში მიღებისას უპირატესობა მამაკაცს უნდა ეძლეოდეს.

1. ვეთანხმები......2. არ ვეთანხმები

4. მამაკაცს ქალთან შედარებით ყველაფერი უკეთ გამოსდის.

1. ვეთანხმები......2. არ ვეთანხმები

5. ქალი ქალწული უნდა გათხოვდეს.

1. ვეთანხმები......2. არ ვეთანხმები

6. მამაკაცს ქალთან შედარებით ყველაფერში მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს.

1. ვეთანხმები......2. არ ვეთანხმები

გთხოვთ, უპასუხოთ შეკითხვებზე და აღნიშნოთ პასუხის ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს თქვენს აზრს.

7. ვინ ღებულობს გადაწყვეტილებას თქვენს ოჯახში?

1.ძირითადად მამა;......2.ძირითადად დედა;......3. ორივე ერთად;......4.ასაკით უფროსი(ბებია-ბაბუა)

8. საპირისპირო შეხედულებების შემთხვევაში ვინ თმობს პოზიციას თქვენს ოჯახში?

1. დედა;......2. უფრო დედა, ვიდრე მამა;......3. ორივე ერთნაირად;......4. უფრო მამა, ვიდრე დედა......5.მამა

9. საქართველოში სად აქვს ყველაზე მეტი უფლება ქალს?

1. ოჯახში; ......2. სამსახურში;......3. ორივეში;......4. არც ერთში

10. საქართველოში სად აქვს ყველაზე მეტი უფლება კაცს?

1. ოჯახში;......2. სამსახურში;......3. ორივეში; ......4. არც ერთში

11. რით უნდა იყოს დაკავებული:

პასუხები

ქალი

კაცი

მხოლოდ ოჯახით;

1.1

2.1

უფრო მეტად ოჯახით, ვიდრე სამსახურით;

1.2

2.2

უფრო მეტად სამსახურით, ვიდრე ოჯახით;

1.3

2.3

სამსახურით;

1.4

2.4

ორივეთი ერთნაირად

1.5

2.5

12. თქვენი აზრით, რატომ ინგრევა ოჯახი?
(ჩამოთვლილი მიზეზები დაალაგეთ რიგის მიხედვით):

მიზეზები

1

ეჭვიანობა;

2

მეუღლის უსაქმურობა;

3

მეუღლის უყურადღებობა;

4

ღალატი;

5

პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში;

6

ალკოჰოლიზმი

7

უპასუხისმგებლობა ოჯახური მოვალეობებისადმი);

8

უსიყვარულობა;

9

დამცირება მეუღლის მხრიდან;

10

მატერიალური სიდუხჭირე;

13. ვის უფრო მეტი უფლება აქვს აუკრძალოს მეუღლეს ის, რაც მას არ მოსწონს?

1.ქმარს; ......2.ცოლს; ......3.ორივეს თანაბრად; ......4.არც ერთს არა აქვს ამის უფლება

14. ვის აქვს უფლება გააკონტროლოს მეუღლის ხარჯები (ბიუჯეტი)?

1.ქმარს;...... 2.ცოლს; ...... 3.ორივეს თანაბრად;......4.არც ერთს არა აქვს ამის უფლება

15. დედმამიშვილებს შორის ვის აქვს უფლება აუკრძალოს მეორეს ის, რაც მას არ მოსწონს?

1.დას; ......2. ძმას;......3.ორივეს ერთნაირად;......4.არც ერთს.

16-17. თქვენი აზრით, როგორია :

(თვისებები დაალაგეთ თანმიმდევრულად უპირატესობის მიხედვით)

16 იდეალური ქალი

17 იდეალური კაცი

ფიზიკურად მომხიბვლელი;

ფიზიკურად მომხიბვლელი;

სექსუალური;

სექსუალური;

კარგი მეოჯახე;

კარგი მეოჯახე;

სანიმუშო დედა;

რისკიანი, გაბედული და ვაჟკაცი;

განათლებული და საინტერესო;

განათლებული და საინტერესო;

კარგი სპეციალისტი პროფესიონალი;

კარგი სპეციალისტი, პროფესიონალი

დამოუკიდებელი და აქტიური;

დამოუკიდებელი და პატივმოყვარე;

იდუმალი და გამოუცნობი;

კარგი მატერიალური მდგომარეობის მქონე;

უმანკო და უმწეო.

ფიზიკურად ძლიერი.

18. თქვენს ირგვლივ არის შემთხვევები, როცა ქმარი უშვერი სიტყვებით ლანძღავს ან აგინებს ცოლს?

1.ძალიან ხშირად;......2. ხშირად;......3. იშვიათად; ......4. არასოდეს.

19. თქვენს ოჯახში ხდება ასეთი რამ?

1.ძალიან ხშირად;......2. ხშირად;......3. იშვიათად;......4. არასოდეს

20. დასაშვებია, რომ ქმარმა ცოლი სცემოს?

1.დიახ; ......2. დიახ, თუ ის ამას იმსახურებს;......3. არა

21. თქვენს ირგვლივ (ნათესავ-ახლობლები, ნაცნობები, მეზობლები) არის შემთხვევები, როცა ქმარი სცემს ცოლს?

1.ხშირად; ......2.იშვიათად; ......3.არასოდეს;

22. თქვენს ოჯახში ყოფილა შემთხვევა, როცა მამა ფიზიკურად შეეხო დედას?

1.დიახ; ......2.არა; ......3.მიჭირს პასუხის გაცემა;......4.არ ვიცი

მათთვის, ვინც უპასუხა ,,1 და ,,3:

23. თქვენი ოჯახი მალავს ასეთ შემთხვევებს?

1.დიახ; ......2.არა; ......3.გააჩნია ვისთან;......4.არ ვიცი.

24. როგორ ფიქრობთ, უნდა დაიმალოს ფაქტები, როცა ოჯახში მამაკაცი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ქალს (ქმარი ცოლს, ძმა დას)?

1.დიახ;......2.არა; ......3.მიჭირს პასუხის გაცემა

მათთვის, ვინც უპასუხა 1, 3:

25. რატომ? (დაალაგეთ რიგის მიხედვით):

ეს ჩრდილს აყენებს ოჯახის სახელს;

ეს ქალის თავმოყვარეობას შელახავს;

ეს მამაკაცის პრესტიჟს შელახავს;

ქალი უნდა გაჩუმდეს, ოჯახი რომ არ დაინგრეს ან კონფლიქტი რომ არ მოხდეს;

სხვა...

ვაჟებისთვის:

26. წარმოიდგინეთ სიტუაცია: გიყვართ გოგონა, ის კი თქვენს მიმართ გულგრილია. რას მოიმოქმედებდით? (გთხოვთ, პასუხები დაალაგოთ თანმიმდევრულად იმის მიხედვით, რას ანიჭებთ უპირატესობას და მიუწეროთ ნომრები):

მოვიტაცებ და თუ საჭიროდ მივიჩნევ, სქესობრივ ურთიერთობაშიც
შევალ მისი სურვილის მიუხედავად -სხვაგვარად შეიძლება
დავკარგო;

კაცი აქტიური უნდა იყოს - გადავეკიდები და ყველგან თან ვდევ,
ჩამოვაშორებ ყველა თაყვანისმცემელს;

შევეცდები მისი გულის მონადირებას საჩუქრებით და ყურადღებით;

ჩემი ან მისი მეგობრების დახმარებით შევეცდები საურთიერთობო
სიტუაციების შექმნას იმისთვის, რომ ჩემი ღირსებები დაინახოს და
მოვეწონო;

შევეცდები დავუმტკიცო, რომ ჩემსავით არავის ეყვარება და მის
გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია;

თუ მას არ უნდა ჩემი სიყვარული, თავს გავანებებ;

დახმარებისთვის მივმართავ ნათელმხილველებსა და მკითხავებს;

სხვა. . .

გოგონებისთვის:

27. წარმოიდგინეთ სიტუაცია: გიყვართ ვაჟი, ის კი თქვენს მიმართ გულგრილია. რას მოიმოქმედებდით? (გთხოვთ, პასუხები დაალაგოთ თანმიმდევრულად იმის მიხედვით, რას ანიჭებთ უპირატესობას და მიუწეროთ ნომრები):

ჩემი ან მისი მეგობრების დახმარებით შევეცდები საურთიერთობო
სიტუაციების შექმნას იმისთვის, რომ ჩემი ღირსებები დაინახოს და
მოვეწონო;

შევეცდები დავუმტკიცო, რომ ჩემსავით არავის ეყვარება და მის გარეშე
სიცოცხლე არ შემიძლია;

შევეცდები მასთან განმარტოვებას და ინტიმური სიტუაციების შექმნას;

კაცმა უნდა ამოირჩიოს, მე ვერაფერს გავაწყობ - „ქალი იჯდეს, ბედს
ელოდოსო“;

გოგოს მხრიდან ყოველგვარი აქტიურობა მიუღებლად მიმაჩნია;

თუ მას არ უნდა ჩემი სიყვარული, თავს გავანებებ;

დახმარებისთვის მივმართავ ნათელმხილველებსა და მკითხავებს.

სხვა...

28. როგორ ფიქრობთ, ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით მისი სურვილის საწინააღმდეგოდ არის ქალის უფლებების შელახვა?

1.დიახ; ......2.არა; ......3.გააჩნია სიტუაციას.

გოგონებისთვის: (აღნიშნეთ მხოლოდ ერთი პასუხი)

29. თქვენ რას გააკეთებდით, ასეთი ფაქტის წინაშე რომ დამდგარიყავით?

შევეგუებოდი და შევეცდებოდი კარგი ოჯახის შექმნას;

მშობლებთან დავბრუნდებოდი;

მიჭირს პასუხის გაცემა;

სხვა...

30.. როგორ ფიქრობთ, მოტაცების შემთხვევაში რატომ არ ბრუნდებიან გოგონები მშობლებთან? (დაალაგეთ თანმიმდევრობით მნიშვნელობის მიხედვით):

მშობლებს ურჩევნიათ მის ქალიშვილს ოჯახი ჰქონდეს, რადგან მიბრუნების შემთხვევაში ოჯახის პრესტიჟი ილახება;

გოგონებს ეშინიათ, რომ ამ ფაქტის შემდეგ პატიოსანი ქალის სახელი
აღარ ექნებათ;

ინტიმური ცხოვრების შემდეგ სხვა რაღა დარჩენიათ - სიტუაციას უნდა
შეეგუონ;

მომტაცებელი უყვარდებათ;

მოსწონთ სექსუალური კონტაქტი;

სხვა...

31. მიმაჩნია, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტები მისაღებია:

1. ვაჟებისთვის; ......2.გოგონებისთვის; ...... 3.ორივესთვის ერთნაირად;

4. არც ერთითვის......5.მიჭირს პასუხის გაცემა.

32. პირადად თქვენთვის ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი დასაშვებია?

1.დიახ; ......2.არა; ......3.მიჭირს პასუხის გაცემა

მათთვის, ვინც უპასუხა 2 და 3:

33. რატომ?

1. ჩემდამი გაჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებაში;

2. „ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი დაუშვებელია“ - ასე გამზარდეს;

3. რელიგია კრძალავს სქესობრივ კავშირს ქორწინებამდე.

34. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ქალიშვილობის წესი? (აღნიშნეთ 2 პასუხი)

ესაა ქართული ტრადიცია, რომელიც არ უნდა დაირღვეს;

ესაა ქართველი ქალის სიწმინდის გამოხატულება;

ესაა არასასურველი, მაგრამ ანგარიშგასაწევი წარსულის გადმონაშთი

ესაა უაზრო წესი, რომელიც ართულებს გოგოს და ბიჭის ურთიერთობას

35. როგორ ფიქრობთ, მისაღებია ქალი, რომელსაც აქვს ქორწინებისგარეშე სქესობრივი ურთიერთობები?

1.დიახ; ......2.უფრო კი, ვიდრე არა;......3.უფრო არა, ვიდრე კი;......4.არა.

36. როგორ ფიქრობთ, საქართველოში ქალს ისეთივე უფლებები აქვს, როგორც კაცს?

1.დიახ; ......2.უფრო კი, ვიდრე არა;......3.უფრო არა, ვიდრე კი;......4.არა.

37. საქართველოში ყველაზე მეტ პატივისცემას იმსახურებს: (გთხოვთ, დაალაგოთ რიგის მიხედვით):

ოჯახის ქალი

ქვრივი

გაუთხოვარი(შინაბერა)

განქორწინებული

ყველა ერთნაირად

38. როგორ უყურებთ ქორწინებისგარეშე (უქმროდ) შვილის გაჩენას?

1. დადებითად-ქალს ყველა ვარიანტში აქვს უფლება გახდეს დედა;

2. უარყოფითად - ქალმა პირველ რიგში ანგარიში უნდა გაუწიოს საზოგადოებისა და მამაკაცის აზრს;

3. მიჭირს პასუხის გაცემა - უმამოდ გაჩენილი ბავშვი საზოგადოებაში დაჩაგრულია;

4. ნეიტრალურად.

39. იცნობთ თუ არა რომელიმე ორგანიზაციას, რომელიც იცავს ქალთა უფლებებს?

ვიცნობ (გთხოვთ დაასახელეთ -------------------------------------------------------

არ ვიცნობ.

მათთვის, ვინც უპასუხა ,,1”

40. გქონიათ თუ არა ურთიერთობა ამ ორგანიზაციასთან?

დიახ.........................არა.

41. გსურთ თუ არა მიიღოთ მეტი ინფორმაცია ქალთა უფლებების შესახებ?

დიახ.........................არა.

თუ გაქვთ სურვილი, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი აზრი ქალთა უფლებების დაცვასა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით--------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

15 ახალგაზრდა თაობის გენდერული ორიენტაციების ზოგიერთი ასპექტები ჩვენს საზოგადოებაში

▲ზევით დაბრუნება


ვალერი მერკვილაძე

კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მონაპოვრად ითვლება ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც მოხდა საზოგადოებრივ ცნობიერებაში, უკანასკნელი მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გაჩნდა მისწრაფება ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისა, რომელიც და-ფუძნებული იქნებოდა სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის პრინ-ციპებზე, დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველანაირი ფორმის გამოვლენის გარეშე. ისტორიაც სწორედ ამაზე მეტყველებს. ისეთი მოვლენები, როგორი-ცაა მონათმფლობელობა და რასობრივი დისკრიმინაცია, თანდათანობით ჩა-ბარდა წარსულს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საზოგადოებაში, მისი ნებისმიერი წევრისათვის უფლებრივი ეგალიტარიზმის დამკვიდრების ტენდენ-ციამ მიიღო აბსოლუტური ღირებულების სახე. ამავე დროს, საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირად ვხვდებით არა მარტო თანასწორუფლებიანობის პრინციპების უქონლობას, არამედ სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაციასა და ძალადობასაც კი.

ადამიანის უფლებრივი დაცვა, როგორც ზოგადად, ასევე გენდერულ ასპექტში გახდა გლობალური პრიორიტეტი, რაზეც მეტყველებს გაეროსა და მრავალი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ძალისხმევა ამ მიმართულებით. მიღებულია კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ, რომლის მიზანიცაა ქალისა და მამაკაცის თანასწორ-უფლებიანობის დამკვიდრება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ კონკრეტულად ჩვენს საზოგადოებაში და კონკრეტულად ისეთ კონტექსტში, როგორიცაა გენდერული თანასწორუფლებიანობა?

იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რატომ იქცევა ყოველი კონკრეტული ინდივიდი ასე თუ ისე, აუცილებელია განვსაზღვროთ თუ რა აზრებს, შეხედულებებს, საზოგადოებრივ სტანდარტებს ეყრდნობა ის, ანუ დავადგინოთ იმ ეტალონების სისტემა, რომელსაც ეფუძნება მისი ქმედება.

ნებისმიერი ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე მონაწილეობს ამა თუ იმ საზოგადოების, სოციალური ჯგუფის ცხოვრებაში. შესაბამისად ამისა, ბევრი რამ, რასაც ის აკეთებს და გრძნობს არ შეიძლება გაგებულ იქნას მისი იზოლირებულად წარმოდგენის პირობებში. ყოველი ადამიანი ჩართულია მრავალ სხვადასხვა ტიპის გაერთიანებაში, რომელთა ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია გარკვეული საერთო მიზნები და მისწრაფებები. ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია კოორდინირებული მოქმედება. უკანასკნელის განსახორციელებლად, კი თავის მხრივ საჭიროა ადამიანთა ამ ორგანიზებული გაერთიანებების წევრთა შორის იყოს მყარი თანხმობა. თანხმობის მიღწევა გულისხმობს ურთიერთგაგებას, გარკვეული საერთო შეხდულებების, აზრების გაზიარებას.

საზოგადოებას ან რომელიმე კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევ-რებს უყალიბდებათ საერთო მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იქცეოდეს მისი ყოველი მონაწილე ამა თუ იმ სიტუაციაში. ე.ი. იქმნება ქცევების გარკვეული ნორმების სისტემა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც ამ საზოგადოების კულტურა. ცნობილია, რომ ერთი კულტურის მქონე ადამიანების კოოპერაცია ყოველთვის უფრო ეფექტურია, რადგანაც მათი ურთიერთობა განპირობებულია ერთნაირი წარმოდგენებით.

ამგვარად, ადამიანის ქცევები დეტერმინირებულია იმ კულტურული ნორმებითა და წეს-ჩვეულებებით, რომლებიც სა-უკუნეების მანძილზე დამკვიდრდა საზოგადოებაში.

რაც უფრო დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევა დამკვიდრებული ნორმა, ქცევითი შაბლონი, მით უფრო ნაკლებად აცნობიერებენ მას ადამიანები. ზოგი ტრადიციული ნორმა ისეა ფესვგამდგარი, რომ ძნელი ხდება მისი კრი-ტიკული შეფასება, მიუხედავად მისი აშკარად გამოხატული დესტრუქციული ხასიათისა. ამიტომაც ხშირად ადგილი აქვს ისეთ მოვლენებს, როდესაც ადა-მიანები, ალბათ გარკვეული ინერციის ძალით, იცავენ ისეთ წეს-ჩვეულებებს, რომელთა დაცვა სულაც არ შედის მათ ინტერესებში.

უდავოა, რომ ადამიანთა ქცევები დამოკიდებულია საზოგადოების კულტურასა და წეს-ჩვეულებებზე და ეს გარკვეულ პოზიტიურ როლს ასრულებს, როგორც მათი მყარი კოოპერაციის გარანტი. მაგრამ უდავოა ისიც, რომ სამ-ყარო მუდმივად იცვლება, ვითარდება და მასთან ერთად იცვლება ადამიანის შეხედულებებიც. ასე რომ, საზოგადოება ჩამოყალიბების უცვლელ პროცესშია. შეიძლება კი იმაზე დარწმუნებით ლაპარაკი, რომ კონკრეტულ დროსა და სივრცეში არსებული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ნორმები, ტრადი-ციული შეხედულებები უპირობოდ, ხელშეუხებლად და სამუდამოდ უნივერსალური და ჭეშმარიტია? ხომ არ გვაქვს მაშინ საქმე ისეთ ღირებულებათა სის-ტემის არსებობასთან, რომელსაც შეიძლება „ეთნონარცისიზმი“ ეწოდოს?

ვინც აღიარებს მხოლოდ თავისი შეხედულებებისა და კულტურის პრიორიტეტულობას და უნივერსალობას, ბედნიერად გრძნობს თავს მხოლოდ მის ფარგლებში. ის ყოველთვის ნაკლებად გახსნილია ახალი, ნოვატორული იდე-ების მიმართ.

ცვლილებებს, რომლებიც თან სდევს საზოგადოებას მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე, მოაქვთ ახალი რეალიები, ხდება ძველი ღირებულებების გადაფასება. ამ დროს საზოგადოების ერთი ნაწილი იცავს ტრადიციულ ღირებულებათა სისტემას და სიახლეებს შეშფოთებით ხვდება. დანარჩენები კი მოძველებული ქცევის შაბლონებს უყურებენ როგორც შემაფერხებელ ბარიერებს. სოციალურ ცვლილებებს, როგორც წესი, მოსდევს ადამიანთა შეხედულებების სისტემის, სამყაროს სურათის ტრანსფორმაცია. დგება გარ-დამავალი პერიოდი.

სწორედ ასეთ გარდამავალ ეტაპზე იმყოფება ჩვენი საზოგადოებაც. ბევრ სხვადასხვა სიახლესთან ერთად ამ პერიოდის ერთ-ერთი თავისებურება გამოიხატა იმაშიც, რომ მოხდა ქალთა უფლებების დაცვის საკითხის აქტუალიზაცია. გაჩნდა მისწრაფება მამაკაცსა და ქალს შორის დამყარდეს ფაქ-ტობრივი თანასწორობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალის ყოველმხრივ გან-ვითარებას და მისი პოტენციალის რეალურ გამჟღავნებას.

სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ჩაატარა „ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრმა“, შეეხო მცხეთისა და დუშეთის რაიონების ახალგაზრდა თაობის მიერ ქალის სტატუსის შეფასებას ჩვენს საზოაგდოებაში, გენდერული თანასწორუფლებიანობის თვალსაზრისით. კვლევამ მოიცვა სამი ძირითადი საკითხი: ა) ქალის მდგო-მარეობა ოჯახურ ნორმათა და ღირებულებათა სისტემაში; ბ) ქალის მდგო-მარეობა ჩვენთან გავრცელებული სექსუალური ქცევის ნორმათა სისტემაში; გ) გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის გამოვლინებანი ოჯახში.

ცნობილია, რომ ახალგაზრდა ადამიანი უპირველეს ყოვლისა ითვალის-წინებს იმ აზრებსა და შეხედულებებს, რომლებსაც იზიარებენ მისი უშუალო გარემომცველი სამყაროს სუბიექტები, ანუ ოჯახის წევრები. მისი პერსონი-ფიცირება ხდება მიბაძვის კანონებზე დაყრდნობით. ის ურთიერთობები, დამო-კიდებულებები და ღირებულებები, რომლებსაც მოზარდი ოჯახში ითვისებს, დიდ ზეგავლენას ახდენენ მისი ქცევითი ორიენტაციების ჩამოყალიბებაზე.

უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში მომხდარმა ეკონომიკურმა და სოციალურმა ცვლილებებმა საგრძნობლად იმოქმედეს ოჯახის იმანენტურ სტრუქტურაზე. მოხდა ადრინდელი მკვეთრად გამოხატული პატრიარქალური ტიპის ოჯახის ტრანსფორმაცია, რაც გამოიხატა ქალისა და მამაკაცის ოჯახსშიდა ავტორიტეტის გათანაბრებაში. ამ მოვლენების ხელისშემწყობ ფაქტორებს შორის შეიძლება დავასახელოთ, როგორც ქალისა და მამაკაცის იურიდიული თანასწორუფლებიანობა, ასევე ის, რომ მათი წვლილი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში და სამეურნეო საქმიანობაში თითქმის აღარ განსხვავდება.

კვლევის მასალების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ქართულ სინამდვილეში (განსაკუთრებით - რეგიონებში) ტრადიციული ოჯახის სტერეოტიპი, შესაბამისად მამის ავტორიტეტის უპირატესობის მინიჭებით ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერ პოზიციებზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ წარსულთან შედარებით შეინიშნება ოჯახში მამის უპირობო ავოტორიტეტის პროგრესირებადი კლება. ამაზე მეტყველებს გამოკითხულთა უმნიშვნელო, მაგრამ მაინც უმრავლესობა, როცა ადასტურებს ოჯახში გადაწყვეტილების მიღების პრიორიტეტულობის გათანაბრების ტენდენციას (განსაკუთრებით - დედაქალაქში). თუმცა აქვე თითქმის იგივე უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საკამათო სიტუაციებში პოზიციებს მაინც დედა უფრო თმობს.

ოჯახის ფუნქციონირება და განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებთან. ისინი ყოველთვის განიცდიან ურთიერთზემოქმედებას. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ქალთა უთანასწო-რობას ოჯახში ყოველთვის მოჰყვება მათი უთანასწორობა საზოგადოებაში და პირიქით, საზოგადოების დემოკრატიზაციას მივყავართ ოჯახში თანასწორ-უფლებიანობის პრინციპების დამკვიდრებისაკენ.

ფაქტია ისიც, რომ ჩვენთან ოჯახი ჯერ კიდევ რჩება მთავარ ინსტრუ-მენტად ახალგაზრდების აღზრდის (უფრო ფართოდ - სოციალიზაციის) პროცესში. ამაზე მიუთითებს მათი ნორმატიული შეხედულებებისა და მათივე ოჯახებში არსებული გენდერული ასიმეტრიის რეალური სიტუაციების თანხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების ცნობიერების ფორმირებაზე მშობლების ავტორიტეტის გარდა მოქმედებენ, როგორც ფორმალური (სკოლა, ინსტიტუტი), ასევე არაფორმალური (მეგობრები, კლასელები, თანაკურსელები) და კიდევ სხვა (მათ შორის ტელევიზია, როგორც მასმედიის ყველაზე ძლიერი სუბიექტი) სოციალიზაციის ფაქტორები, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენში ისინი არ გამოირჩევიან ახალი იდეების დიდი მრავალფეროვნებით და ძირითადად მაინც ემსახურებიან ტრადიციული ნორმების შენარჩუნებას. გამონაკლისს ალბათ უნდა წარმოადგენდეს უცხოური სატელევიზიო არხები, ფილმები და ინტერნეტი, მაგრამ მათ ზემოქმედებაზე საუბარი სხვადასხვა მიზეზების გამო ჯერჯერობით ნაადრევია (ნაწილობრივ მათი ფართო მასებისათვის მიუწვ-დომლობის გამო, ნაწილობრივ კი იმ უცხო კულტურის ფენომენის დატ-ვირთვის გამო, რაც გარკვეული სირთულეების მატარებელია მათთან იდენტი-ფიცირების თვალსაზრისით).

ჩატარებულმა გამოკვლევამ კიდევ უფრო განამტკიცა ის მოსაზრება, რომ ჩვენს საზოაგდოებაში გავრცელებული სექსუალური ქცევის ნორმები არ არის ორიენტირებული გენდერულ თანასწორუფლებიანობაზე. „ქალწულობის ინსტიტუტი“, თავისი „ორმაგი სექსუალური სტანდარტით“, ისეთი მავნე კულ-ტურული პრაქტიკა, როგორიცაა ქალის მოტაცების ტრადიცია, რომელსაც თითქოს დაჰკრავს კავკასიური რომანტიზმის ელფერი, სინამდვილეში ქალზე ძალადობის ტიპიური ნიმუშებია.

ცალკე მსჯელობის საგანია ქორწინებამდელი სქესობრივი კონტაქტის პრაქტიკა, მისი გენდერული ასპექტი და მისი შედეგები. შედეგებს კი აქვთ ორმხრივი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი დატვირთვა. ყვეელაზე სერიოზული უარყოფითი შედეგი დაკავშირებულია გაუთვალისწინებელ ფეხ-მძიმობასთან, რასაც ხშირ შემთხვევებში მოსდევს აბორტი თავისი გარკვეული ფსიქოფიზიკური გართულებებით. სტატისტიკის მიხედვით იმ განქორწინებულთა რაოდენობა, როდესაც ქალი ქორწინებამდე ფეხმძიმდებოდა, ორჯერ აღემატება სხვა განქორწინებულთა რიცხვს. დადებით შედეგებს შორის შეიძლება დავასახელოთ ისეთი გამოცდილების შეძენა, რომელიც აუცილე-ბელია მომავალი ცოლ-ქმრული ურთიერთობებისათვის, როგორიცაა ფსიქო-სექსუალური შეთვისების ფაქტორი და სხვა. ზოგიერთი გამოკვლევით დადგენილია, რომ დაქორწინებულ წყვილთა 90%25, რომლებსაც ჰქონდათ ქორწინებამდელი სქე-სობრივი კავშირი, ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებენ ამას.

თუ კი დავუბრუნდებით ჩვენი კვლევის შედეგებს, შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული ქალისა და მამაკაცის ტრადიციული სტერეოტიპი სექსუალური ქცევის ნორმათა სისტემაში ამჟამადაც დომინირებს და დედაქალაქთან შედარებით უფრო გამოკვეთილია რეგიონებში.

ასეთი თემატიკის მქონე კვლევაში არ შეიძლებოდა თავისი ადგილი არ დათმობოდა ისეთ საკითხს, როგორიცაა ოჯახში არსებული ძალადობა. მრავალი მკვლევარი აღნიშნავს ამ პრობლემის გლობალურ ხასიათს. ის გავრცელებულია არაერთ ქვეყანაში და მათ შორის ჩვენშიც. ცხადია, რომ თუ ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად, მიღებულ ნორმად იქცევა მეუღლეთა ურთიერთობაში, მაშინ იგი მრავალი თვალსაზრისით უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ოჯახის ყველა წევრზე.

ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ოჯახური ძალადობის არ-სებობა ჩვენს საზოგადოებაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გამო-კითხულთა უმრავლესობის განწყობა მის მიმართ უარყოფითია, რაც გარკვე-ული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ამ პრობლემის მოგვარების საქმეში. მაგრამ, რომ არ შემოვიფარგლოთ უბრალოდ ფაქტის კონსტატაციით, საინტერესო იქნება გავარკვიოთ მისი გამომწვევი მიზეზები.

ამ უარყოფითი მოვლენის მიზეზების შეფასებისას ძნელია უეჭველი, ერთგვაროვანი დასკვნის გამოტანა. ძირითადში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ფაქტორების ზემოქმედება: მოძველებული სოციალურ-კულტურული ნორმებისა და ტრადიციების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მამაკაცისა და ქალის ოჯახსშიდა სტატუსის უთანასწორობას; ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონი, რომელიც გამოიხატება ფინანასურ სიდუხჭირეში, უმუ-შევრობასა და შემოსავლებით დაუკმაყოფილებლობაში, რაც ხშირ შემ-თხვევებში ქმნის დაძაბულ ატმოსფეროს ოჯახებში; სხვადასხვა ტიპის კონკრეტული ფსიქო-ფიზიკური შეუთავსებლობის მაგალითები და მათი კონფლიქტი ოჯახისადმი მორალური ვალდებულებების თვალსაზრისით;

ჩვენი თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებთ პირველ მათგანზე და ვივარაუდებთ, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ალბათ ისევ და ისევ იმ სტერეორიპული აზროვნებითი ფორმულის შეცვლაშია, რაც გამოიხატება აქტიური მამაკაცისა და პასიური ქალის თეზას სახით. თუმცა მხოლოდ ამ ერთი ფაქტორის გათვალისწინებით და სხვების უგულებელ-ყოფით პრობლემა რასაკვირველია ვერ მოგვარდება, რაზეც მიგვანიშნებს მისი არსებობა განსხვავებული კულტურის მქონე ქვეყნებში. აქ აუცილებელია კომპლექსური მიდგომა.

თანამედროვე საზოგადოებაში წარმოუდგენელია ადამიანისა და არა მარტო კონკრეტული ადამიანის, არამედ დიდი თუ პატარა სოციალური ჯგუფების ნორმალური ფუნქციონირება სათანადო ცოდნის ინფორმაციის მიღების გარეშე. საზოგადოების ნებისმიერი წევრი სოციალური ორიენტაციების ჩამოყალიბებისას ხელმძღვანელობს ბევრი, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით, რაც თავის მხრივ განაპირობებს მათზე მოთხოვნილებას.

გარდამავალი პერიოდის პირობებში, როცა საზოგადოებრივ ცნობიერე-ბაში ადგილს იმკვიდრებენ ახალი იდეები, ინფორმაციული მოთხოვნილების დონე განსაკუთრებით მატულობს. თუ კი ამ დროს სოციალური პროცესები მიმდინარეობს შესუსტებული ინფორმაციული ზემოქმედების სიტუაციის ფონზე (ზოგ შემთხვევებში კი საერთო საინფორმაციო იზოლაციის ფონზე), ეს არა მარტო რთულ მდგომარეობაში აყენებს ყოველ ადამიანს, არამედ წარმოადგენს მძაფრ სოციალურ ფენომენს და ხელს უშლის მთელი საზო-გადოების ნორმალურ განვითარებას.

ჩვენ დავინტერესდით თუ როგორ არიან ინფორმირებული მცხეთასა და დუშეთში მცხოვრები ახალგაზრდები ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციების მუშაობის შესახებ, თუ როგორია ზოგადად მათი ინფორმაციული მოთხოვნილების დონე ამ თემასთან დაკავშირებით.

ქალთა უფლებების დაცვის საკითხებით დაკავებული ორგანიზაციების არსებობის შესახებ გათვითცნობიერებული აღმოჩნდა გამოკითხულ სტუდენ-ტთა 8,7%25 და უფროსკლასელთა 11,3 %25, ანუ შესაბამისად 91,3%25-მა და 88,7%25-მა საერთოდ არაფერი იცის მათ შესახებ. აქედან გამომდინარე კი შესაძლებელია ორი დასკვნის გამოტანა. პირველი - საზოგადოებრივი ცხოვრების ეს სფერო არ იმსახურებს მათ რაიმე განსაკუთრებულ ყურადღებას (რაც ცოტა ძნელი წარმოსადგენია); მეორე - ისინი უბრალოდ არ არიან ინფორმირებულნი მათ შესახებ; მეორე დასკვნის მართებულობას ადასტურებს ქალთა უფლებების თაობაზე ინფორმაციული მოთხოვნილების მაღალი დონე ჩვენს ახალგაზრდო-ბაში. გამოკითხულების (ეს რიცხვი თითქმის თანაბარია სტუდენტებსა და უფროსკლასელებში) 76%25-ს არ აკმაყოფილებს თავისი ცოდნის მარაგი ამ თემის ირგვლივ. მათი დიდი სურვილია შეავსონ იგი. აქ სავარაუდო იყო, რომ გოგონები ბიჭებთან შედარებით უფრო მეტ აქტიურობას გამოავლენდნენ, მაგრამ ეს დადასტურდა მხოლოდ უფროსკლასელებში. სტუდენტებში კი ქალთა საკითხებით დაინტერესება სქესობრივი ნიშნით თითქმის თანაბარია, რაც მხოლოდ მისასალმებელია.

ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 1,3%25-ს ჰქონია ოდესმე რაიმე სახის ურთიერთობა ქალთა უფლებების დაცვის ორ-განიზაციებთან, რაც ნათლად მეტყველებს, რომ ახალგაზრდების ჩართულობა ამ პროცესებში ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალ დონეზეა და 76%25-იანი დაინტერესების ფონზე პირველ რიგში აიხსნება იმ ინფორმაციული დეფიციტით, რომელიც რეგიონებში რასაკვირელია უფრო მკვეთრად არის გამოხატული.

დასკვნების გამოტანისას ალბათ უნდა გათვალისწინებულ იქნას ის გარმოეებაც, რომ გარდამავალი პერიოდის თავისებურებაა ერთი და იგივე ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ცნობიერებაში სხვადასხვა, ზოგჯერ დაპირისპირებული შეხედულებების არსებობა. არც თუ ისე იშვიათად ადგილი აქვს წინააღმდეგობას ზოგიერთ ძველ და ახალ ნორმებს შორის, რაც გამოიხატება გაუგებრობებით, ზოგჯერ კი კონფლიქტებითაც. ასეთ სიტუაციებში მოხვედრილი ადამიანი გრძნობს გარკვეულ დისკომფორტს და მისი აცილების მიზნით ხშირად თანხმდება მოიქცეს ისე, როგორც ამას მოითხოვს ძველ ღირებულებათა სისტემა. ტრადიციული ქცევითი ორიენტა-ციების შეცვლა უფრო მოდერნიზებული ფორმებით ერთბაშად არ ხდება. ის მოითხოვს გარკვეულ დროს. გარდამავალი პერიოდის ხანგრძლივობა ძნელად არის პროგნოზირებადი, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი თავის ადგილზე დგება და გაუგებრობებიც ქრება.

რეკომენდაციები: იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას რაიმე სერიოზული გარღვევა ამ დარგში აუცილებელია კარგად, რაციონალურად ორგანიზებული ინფორმაციული კამპანიების ჩატარება, ცოდნის გაზიარების ეფექტური სისტემის შექმნა. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ინფორმაციული დეფიციტის დაძლევა და თემის ნამდვილი პოპულარიზაცია ჩვენს საზოგადოებაში.

ღასაკვირველია, ნებისმიერი და მითუმეტეს ახალი იდეების მატარებელი ინფორმაციის მიწოდებისა და მიღების პროცესები არ არის მარტივი, გასათვალისწინებელია ბევრი გარემოებაც. მაგალითად, დადგენილია, რომ ადამიანი ყოველთვის არ იღებს მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. არსებობენ გარკვეული ტრადიციული, მორალური და სოციალურ-ფსიქოლოგიური (მათ შორის აზროვნების სტანდარტები და სტერეოტიპები) ბარიერები, რომელთა წინაშეც ის ხშირად უძლურია. სხვანაირად რომ ვთქვათ, ინფორმაცია აუცილებლად გადის შინაგანი ნდობისა და უნდობლობის ფილტრს. ის შეიძლება იყოს ჭეშმარიტი და სასარგებლო, მაგრამ არ იქნას მიღებული, ანუ ფილტრმა ის არ გაატაროს და პირიქით, არასწორი და მავნე ინფორმაცია ხშირად მიიღება, რადგანაც ის ფილტრმა გაატარა.

ბარიერების დარღვევა რასაკვირველია შესაძლებელია და პირველ რიგში ეს ხდება კვალიფიცირებული სპეციალისტების დახმარებით. გონივრულად შერჩეულ და მიზანმიმართულ ინფორმაციას დიდი ძალა აქვს და შეუძლია რო-გორც ცალკეული ადამიანის ცნობიერების, ასევე მთელი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სასურველი მიმართულებით.

მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ ოჯახი უკვე დიდი ხანია აღარ არის მოზარდი თაობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ერთადერთი საშუალება. თანამედროვე საზოგადოების ინდივიდი სოციალიზაციის და ქცევითი ორიენტაციების ჩამოყალიბების პროცესებში თანდათანობით იზრდება სხვა, ოჯახისგარე ფაქტორების მნიშვნელობა. ახლა ამ ფუნქციების შესრულებას სულ უფრო მეტად და მეტად ახერხებენ ე.წ. „ინსტიტუციონალური მშობლები“, ანუ სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტები (სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი და სხვა). ასე რომ, ჩვენი თემის ჩარჩოებში არსებული პრობლემების გადაწყვეტისა და შესაბამისი პროცესების ინტენსიფიცირების საქმეში მათი როლი შესაძლოა ძალძე მნიშვნელოვანი იყოს.

16 კითხვარი

▲ზევით დაბრუნება


DD.I სქესი: ......1. გოგო;......2. ბიჭი

D III ოჯახური მდგომარეობა:

1. დაუქორწინებელი; ...2. დაქორწინებული;......3. განქორწინებული.

D IV სკოლის დამთავრების ადგილი:

1. თბილისი; ......2. საქართველოს სხვა ქალაქი; ......3. სოფელი.

გთხოვთ, აირჩიოთ ერთი პასუხი:

1.სამსახური კარგია, მაგრამ ქალს, პირველ რიგში, ქმარი და ოჯახი სჭირდება.

1.ვეთანხმები ...... ...... 2. არ ვეთანხმები

2. ქმარს ცოლზე მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს.

1. ვეთანხმები......ვ2. არ ვეთანხმები

3. სამსახურში მიღებისას უპირატესობა მამაკაცს უნდა ეძლეოდეს.

1. ვეთანხმები ...... ......2. არ ვეთანხმები

4. მამაკაცს ქალთან შედარებით ყველაფერი უკეთ გამოსდის.

1. ვეთანხმები............2. არ ვეთანხმები

5. ქალი ქალწული უნდა გათხოვდეს.

1. ვეთანხმები............2. არ ვეთანხმები

6. მამაკაცს ქალთან შედარებით ყველაფერში მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს.

1. ვეთანხმები............2. არ ვეთანხმები

გთხოვთ, უპასუხოთ შეკითხვებზე და აღნიშნოთ პასუხის ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს თქვენს აზრს.

7. ვისთან ერთად ცხოვრობთ?

1. დედა......2. მამა;............3. მეუღლე;............4. მეუღლის დედა;............5. მეუღლის მამა;
6. სხვა -------------

8. ვინ ღებულობს გადაწყვეტილებას თქვენს ოჯახში?

1.ძირითადად მამა(ან მეუღლის მამა);............2.ძირითადად დედა(ან მეუღლის დედა);

3. ორივე ერთად;............4. მე;............5. ჩემი მეუღლე;
6. მე და ჩემი მეუღლე ერთად.

9. საპირისპირო შეხედულებების შემთხვევაში ვინ თმობს პოზიციას თქვენს ოჯახში?

1. ძირითადად მამა (ან მეუღლის მამა);......2. ძირითადად დედა (ან მეუღლის დედა);
3. ორივე თანაბრად;............4. ძირითადად მე;............5. ძირითადად ჩემი მეუღლე;
6. მე და ჩემი მეუღლე თანაბრად.

10. საქართველოში სად აქვს ყველაზე მეტი უფლება ქალს?

1. ოჯახში;............2. სამსახურში;...... ......3. საზოგადოებაში;............4. ყველგან

11. საქართველოში სად აქვს ყველაზე მეტი უფლება კაცს?

1. ოჯახში............2. სამსახურში;............3. საზოგადოებაში;............4. ყველგან.

12. რით უნდა იყოს დაკავებული:

პასუხები

ქალი

კაცი

მხოლოდ ოჯახით;

1.1

2.1

უფრო მეტად ოჯახით, ვიდრე სამსახურით;

1.2

2.2

უფრო მეტად სამსახურით, ვიდრე ოჯახით;

1.3

2.3

სამსახურით;

1.4

2.4

ორივეთი ერთნაირად

1.5

2.5

13. თქვენი აზრით, რატომ ინგრევა ოჯახი? (ჩამოთვლილი მიზეზები დაალაგეთ რიგის მიხედვით):

მიზეზები

ეჭვიანობა;

მეუღლის უსაქმურობა;

მეუღლის უყურადღებობა;

ღალატი;

პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში;

ალკოჰოლიზმი(ქალებთან: უპასუხისმგებლო ბა ოჯახური მოვალეობებისადმი);

უსიყვარულობა;

დამცირება მეუღლის მხრიდან;

მატერიალური სიდუხჭირე;

14. ვის უფრო მეტი უფლება აქვს აუკრძალოს მეუღლეს ის, რაც მას არ მოსწონს?

1.ქმარს; ......2.ცოლს; ...... 3.ორივეს თანაბრად;......4.არც ერთს არა აქვს ამის უფლება

15. ვის აქვს უფლება გააკონტროლოს მეუღლის ხარჯები (ბიუჯეტი)?

1.ქმარს;......2.ცოლს; ......3.ორივეს თანაბრად......4.არც ერთს არა აქვს ამის უფლება

16. დედმამიშვილებს შორის ვის აქვს უფლება აუკრძალოს მეორეს ის, რაც მას არ მოსწონს?

1.დას ......2. ძმას;......3.ორივეს ერთნაირად;......4.არც ერთს.

17-18. თქვენი აზრით, როგორია:

(თვისებები დაალაგეთ თანმიმდევრულად უპირატესობის მიხედვით)

17.1 იდეალური ქალი

17,1

ფიზიკურად მომხიბვლელი;

17,2

სექსუალური;

17,3

კარგი მეოჯახე;

17,4

სანიმუშო დედა;

17,5

განათლებული და საინტერესო;

17,6

კარგი სპეციალისტი პროფესიონალი;

17,7

დამოუკიდებელი და აქტიური;

17,8

იდუმალი და გამოუცნობი;

17,9

უმანკო და უმწეო.

18.2 იდეალური კაცი

18,1

ფიზიკურად მომხიბვლელი;

18,2

სექსუალური;

18,3

კარგი მეოჯახე;

18,4

რისკიანი, გაბედული და ვაჟკაცი;

18,5

განათლებული და საინტერესო;

18,6

კარგი სპეციალისტი, პროფესიონალი

18,7

დამოუკიდებელი და პატივმოყვარე;

18,8

კარგი მატერიალური მდგომარეობისნ მქონე;

18,9

ფიზიკურად ძლიერი.

19. თქვენს ირგვლივ არის შემთხვევები, როცა ქმარი უშვერი სიტყვებით ლანძღავს ან აგინებს ცოლს?

1.ძალიან ხშირად;............2.ხშირად; ...... ......3.იშვიათად;.........4. არასოდეს.

20. თქვენს ოჯახში ხდება ასეთი რამ?

1.ძალიან ხშირად;............2.ხშირად; ...... ......3.იშვიათად; ...... ....... არასოდეს.

21. დასაშვებია, რომ ქმარმა ცოლი სცემოს?

1.დიახ; ...... ......2. დიახ, თუ ის ამას იმსახურებს;............3. არა

22. თქვენს ირგვლივ (ნათესავ-ახლობლები, ნაცნობები, მეზობლები) არის შემთხვევები, როცა ქმარი სცემს ცოლს?

1.ძალიან ხშირად;............2.ხშირად; ...... ......3.იშვიათად; ...... ......4. არასოდეს.

23. თქვენს ოჯახში ყოფილა შემთხვევა, როცა მამა ფიზიკურად შეეხო დედას?

1.დიახ; ...... ......2.არა; ...... ......3.მიჭირს პასუხის გაცემა;............4.არ ვიცი

მათთვის, ვინც უპასუხა 1 და 3:

24. თქვენი ოჯახი მალავს ასეთ შემთხვევებს?

1.დიახ; ...... ...... 2.არა; ...... ......3.გააჩნია ვისთან;............4.არ ვიცი.

25. როგორ ფიქრობთ, უნდა დაიმალოს ფაქტები, როცა ოჯახში მამაკაცი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ქალს (ქმარი ცოლს, ძმა დას)?

1.დიახ; ...... ......2.არა; ...... ......3.მიჭირს პასუხის გაცემა

მათთვის, ვინც უპასუხა1, 3:

26. რატომ? (დაალაგეთ რიგის მიხედვით):

1

ეს ჩრდილს აყენებს ოჯახის სახელს;

2

ეს ქალის თავმოყვარეობას შელახავს;

3

ეს მამაკაცის პრესტიჟს შელახავს;

4

ქალი უნდა გაჩუმდეს, ოჯახი რომ არ დაინგრეს ან კონფლიქტი რომ არ მოხდეს;

5

სხვა...

ვაჟებისთვის:

27. წარმოიდგინეთ სიტუაცია: გიყვართ გოგონა, ის კი თქვენს მიმართ გულგრილია. რას მოიმოქმედებდით? (გთხოვთ, პასუხები დაალაგოთ თანმიმდევრულად იმის მიხედვით, რას ანიჭებთ უპირატესობას და მიუწეროთ ნომრები):

27.1

მოვიტაცებ და თუ საჭიროდ მივიჩნევ, სქესობრივ ურთიერთობაშიც შევალ მისი სურვილის მიუხედავად - სხვაგვარად შეიძლება დავკარგო;

27.2

კაცი აქტიური უნდა იყოს - გადავეკიდები და ყველგან თან ვდევ, ჩამოვაშორებ ყველა თაყვანისმცემელს;

27.3

შევეცდები მისი გულის მონადირებას საჩუქრებით და ყურადღებით;

27.4

ჩემი ან მისი მეგობრების დახმარებით შევეცდები საურთიერთობო სიტუაციების შექმნას იმისთვის, რომ ჩემი ღირსებები დაინახოს და მოვეწონო;

27.5

შევეცდები დავუმტკიცო, რომ ჩემსავით არავის ეყვარება და მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია;

27.6

თუ მას არ უნდა ჩემი სიყვარული, თავს გავანებებ;

27.7

დახმარებისთვის მივმართავ ნათელმხილველებსა და მკითხავებს;

27.8

სხვა. . .

გოგონებისთვის:

28. წარმოიდგინეთ სიტუაცია: გიყვართ ვაჟი, ის კი თქვენს მიმართ გულგრილია. რას მოიმოქმედებდით?

(გთხოვთ, პასუხები დაალაგოთ თანმიმდევრულად იმის მიხედვით, რას ანიჭებთ უპირატესობას და მიუწეროთ ნომრები):

28.1

ჩემი ან მისი მეგობრების დახმარებით შევეცდები საურთიერთობო სიტუაციების შექმნას იმისთვის, რომ ჩემი ღირსებები დაინახოს და მოვეწონო;

28.2

შევეცდები დავუმტკიცო, რომ ჩემსავით არავის ეყვარება და მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია;

28.3

შევეცდები მასთან განმარტოვებას და ინტიმური სიტუაციების შექმნას;

28.4

კაცმა უნდა ამოირჩიოს, მე ვერაფერს გავაწყობ - „ქალი იჯდეს, ბედს ელოდოსო";

28.5

გოგოს მხრიდან ყოველგვარი აქტიურობა მიუღებლად მიმაჩნია;

28.6

თუ მას არ უნდა ჩემი სიყვარული, თავს გავანებებ;

28.7

დახმარებისთვის მივმართავ ნათელმხილველებსა და მკითხავებს.

28.8

სხვა...

29. როგორ ფიქრობთ, ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით მისი სურვილის საწინააღმდეგოდ არის ქალის უფლებების შელახვა?

1.დიახ; ...... ...... ......2.არა; ...... ...... ...... 3.გააჩნია სიტუაციას.

გოგონებისთვის: (აღნიშნეთ მხოლოდ ერთი პასუხი)

30. თქვენ რას გააკეთებდით, ასეთი ფაქტის წინაშე რომ დამდგარიყავით?

30.1

შევეგუებოდი და შევეცდებოდი კარგი ოჯახის შექმნას;

30.2

მშობლებთან დავბრუნდებოდი;

30.3

მიჭირს პასუხის გაცემა;

30.4

სხვა...

31. როგორ ფიქრობთ, მოტაცების შემთხვევაში რატომ არ ბრუნდებიან გოგონები მშობლებთან?

(დაალაგეთ თანმიმდევრობით მნიშვნელობის მიხედვით):

31.1

მშობლებს ურჩევნიათ მის ქალიშვილს ოჯახი ჰქონდეს, რადგან მიბრუნების შემთხვევაში ოჯახის პრესტიჟი ილახება;

31.2

გოგონებს ეშინიათ, რომ ამ ფაქტის შემდეგ პატიოსანი ქალის სახელი აღარ ექნებათ;

31.3

ინტიმური ცხოვრების შემდეგ სხვა რაღა დარჩენიათ - სიტუაციას უნდა შეეგუონ;

31.4

მომტაცებელი უყვარდებათ;

31.5

მოსწონთ სექსუალური კონტაქტი;

31.6

სხვა...

32. მიმაჩნია, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტები მისაღებია:

1. ვაჟებისთვის;...... ...... ......2.გოგონებისთვის;
3.ორივესთვის ერთნაირად;............4.მიჭირს პასუხის გაცემა.

33. პირადად თქვენთვის ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი დასაშვებია?

1.დიახ; ...... ...... ......2.არა; ...... ...... ......3.მიჭირს პასუხის გაცემა

მათთვის, ვინც უპასუხა 2 და 3:

34. რატომ?

1. ჩემდამი გაჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებაში;

2. „ქორწინებამდე სქესობრივი კონტაქტი დაუშვებელია“- ასე გამზარდეს;

3. რელიგია კრძალავს სქესობრივ კავშირს ქორწინებამდე.

35. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ქალიშვილობის" წესი? (აღნიშნეთ 2 პასუხი)

35.1

ესაა ქართული ტრადიცია, რომელიც არ უნდა დაირღვეს;

35.2

ესაა ქართველი ქალის სიწმინდის გამოხატულება;

35.3

ესაა არასასურველი, მაგრამ ანგარიშგასაწევი წარსულის გადმონაშთი

35.4

ესაა უაზრო წესი, რომელიც ართულებს გოგოს და ბიჭის ურთიერთობას

36. როგორ ფიქრობთ, მისაღებია ქალი, რომელსაც აქვს ქორწინებისგარეშე სქესობრივი ურთიერთობები?

1.დიახ; ......2.უფრო კი, ვიდრე არა;............3.უფრო არა, ვიდრე კი;..................4.არა.

37. როგორ ფიქრობთ, საქართველოში ქალს ისეთივე უფლებები აქვს, როგორც კაცს?

1.დიახ; ......2.უფრო კი, ვიდრე არა;............3.უფრო არა, ვიდრე კი;..................4.არა.

38. საქართველოში ყველაზე მეტ პატივისცემას იმსახურებს (გთხოვთ დაალაგოთ რიგის მიხედვით)

38.1

ოჯახის ქალი

38.2

ქვრივი

38.3

გაუთხოვარი (შინაბერა)

38.4

განქორწინებული

38.5

ყველა ერთნაირად

39. როგორ უყურებთ ქორწინების გარეშე შვილის გაჩენას?

1. დადებითად - ქალს ყველა ვარიანტში აქვს უფლება გახდეს დედა;

2. უარყოფითად - ქალმა პირველ რიგში ანგარიში უნდა გაუწიოს საზოგადოებასა და მამაკაცის აზრს;

3. მიჭირს პასუხის გაცემა - უმამოდ გაჩენილი ბავშვი საზოგადოებაში დაჩაგრულია

4. ნეიტრალურად

40. იცნობთ თუ არა რომელიმე ორგანიზაციას, რომელიც იცავს ქალის უფლებებს?

1. ვიცნობ (გთხოვთ დაასახელოთ) ----------------------

2. არ ვიცნობ

მისთვის ვინც უპასუხა „1“

41. გქონიათ თუ არა ურთიერთობა ამ ორგანიზაციებთან?

1. დიახ;..........................................2. არა

42. გსურთ თუ არა მიიღოთ მეტი ინფორმაცია ქალთა უფლებების შესახებ?

1. დიახ;..........................................2. არა

თუ გაქვთ სურვილი, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი აზრი ქალთა უფლებების დაცვისა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

17 „ქალწულობის ინსტიტუტი“ როგორც პრობლემა

▲ზევით დაბრუნება


დებატ-კლუბის მიზნები

ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის ბაზაზე ჩვენს მიერ დაარსებული დებატ-კლუბის მიზანია იმ პრობლემათა წინა პლანზე წამოწევა, რომლებიც რეალურად არსებობს საზოგადოებაში.

სოციოლოგიურ კვლევათა მასალები ცხადყოფენ, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა არ არის გულწრფელი და მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციები გაბატონებული სტერეოტიპების გამოხატულება უფროა, ვიდრე პიროვნული დამოკიდებულების გამოკვეთა. რესპონდენტები ხშირად გაცნობიერების გარეშე იზიარებენ კულტურით განპირობებულ ნორმებს. ჩვენი მიზანი გახლავთ ახალგაზრდულ დებატ-კლუბში ვიმსჯელოთ აქტუალურ და ყველასათვის მტკივნეულ საკითხებზე. ჩვენი სპეციალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ვიმუშაოთ სოციალურ სფეროში. ამ კლუბის შექმნის ინიციატორები არიან ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტის სოციოლოგიის სპეციალობის II კურსის სტუდენტები: თეონა მატარაძე, თაკო ჩარკვიანი, ნინო გელაშვილი და ანი ჭელიძე.

პრობლემის დასმა

ემპირიული სოციოლოგიური კვლევის თემად “ქალწულობის ინსტიტუტი” ავირჩიეთ. ჩვენ შევეცადეთ გამოგვეკვეთა ამ ტრადიციასთან დაკავშირებული პრობლემები. სოციოლოგიურმა გამოკვლევამ იმის საშუალება მოგვცა, რომ ფორმულირებული ჰიპოთეტური მოდელი ცდებით შეგვემოწმებინა და გვეჩვენებინა ჩვენს საზოგადოებაში ორმაგი სექსუალური სტანდარტის ფუნქციონირების რეალური სურათი. „ქალწულობის ინსტიტუტი“ საზოგადოების მიერ მკაცრად დაცული და ამასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე ტაბუდადებული თემაა. ახალგაზრდები ხშირად ყოველგვარი ანალიზის გარეშე, გაუცნობიერებლად ემორჩილებიან ამ ტრადიციას. ამიტომ შევეცადეთ ახალგაზრდების ყურადღება ამ საკითხზე გაგვემახვილებინა და მათთან ერთად გვემსჯელა არჩეული თემის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

სოციოლოგიის კომპეტენციაში არ შედის პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტული რჩევების მიცემა.

იმისათვის, რომ დასმული პრობლემები დინამიკაში შეგვესწავლა, მოვიძიეთ 1997-2001 წლების სოციოლოგიურ კვლევათა მონაცემები, რომლებიც მეტ-ნაკლებდ ეხებოდა ამ პრობლემებს. გავესაუბრეთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ექსპერტებს და გამოვავლინეთ მათი შეხედულებები აღნიშნულ საკითხზე. მოპოვებული მასალები მსჯელობის საგნად ვაქციეთ დებატ-კლუბში.

„ქალწულობის ინსტიტუტის“ სოციოლოგიურ გამოკვლევაზე მუშაობა ჩაატარეს ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა: თაკო ჩარკვიანმა, თეონა მატარაძემ, ნინო გელაშვილმა და ანი ჭელიძემ.

ჩვენს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის მიზანი გახლდათ „ქალწულობის ინსტიტუტის“ პრობლემასთან დაკავშირებით შეგვესწავლა სტუდენტთა აზრი და მოგვეპოვებინა უახლესი ემპირიული მონაცემები. პირველ ეტაპზე ავიღეთ თავისუფალი ინტერვიუები, რომლებშიც გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებზედაც ყურადღებას ამახვილებდნენ ახალგაზრდები. ყოველივე ამის საფუძველზე შევადგინეთ მცირე კითხვარი. თემის სპეციფიკიდან გამომდინარე შედგენილ იქნა განსხვავებული ანკეტები ორივე სქესისათვის. გამოვიკითხეთ 120 რესპონდენტი (73 ვაჟი, 47 გოგონა), რომელთა ასაკი 17-იდან 22 წლამდე მერყეობდა. რესპონდენტები იყვნენ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სტუდენტები. რესპონდენტთა სიმცირისა და შერჩევის არაპრეზენტატულობის გამო, მიღებულ შედეგებს თამამად ვერ გავავრცელებთ გენერალურ ერთობლიობაზე.

პირველი კითხვა, რომლითაც მივმართეთ რესპონდენტებს ასეთი გახლდათ: „თანასწორუფლებიანია თუ არა ქალი და მამაკაცი საქართველოში?“ გამოკითხული ვაჟების 75%25-მა განაცხადა, რომ მიუხედავად იურიდიული თანასწორუფლებიანობისა, ჩვენში რეალურად ქალი უფლებრივად შეზღუდულია, 25%25-ის აზრით კი ქალი და მამაკაცი რეალურადაც თანასწორუფლებიანია. გოგონები უფრო საღად უყურებენ არსებულ ვითარებას და მათი 83%25 აღიარებს საკუთარ უფლებრივ შეზღუდულობას. 17%25 კი აცხადებს, რომ ქალსა და მამაკაცს შორის უფლებრივი განსხვავება არ არსებობს. თავის მხრივ ვაჟებიც აცნობიერებენ ამას, თუმცა რეალურად ამ ასიმეტრიის დაძლევას ისინი არ ცდილობენ.

კითხვაზე: „რა სფეროში გამოიხატება უთანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის?“, რესპოდენტთა 30%25-მა ოჯახზე მიგვითითა, 12%25-მა სამსახურზე, ხოლო 58%25-ის აზრით, ქალისა და მამაკაცის უთანასწორობა ყველა სფეროში იჩენს თავს.

შეიძლება ითქვას რომ, სექსუალური სფერო ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მეტად ტაბუდადებულია. გამოკითხული რესპონდენტები უხერხულობას გრძნობდნენ ამ თემაზე საუბრისას, ამიტომ მოცემულ კითხვაზე მიღებული შედეგები ლოგიკურია: ვაჟების 70%25 აცხადებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა მიანიჭოს სექსუალური თავისუფლება ქალს, ამ საკითხთან დაკავშირებით ლიბერალური განწყობა რესპონდენტთა 30%25-ს აღმოაჩნდა. საზოგადოებაში გამეფებული სტერეოტიპი - „გოგო ქალწული უნდა გათხოვდეს“ - გაიზიარა გამოკითხული გოგონების 43%25-მა; 45%25-მა დასაშვებად მიიჩნია ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირი; დანარჩენმა 12%25-მა კი თავი შეიკავა ამ კითხვაზე პასუხისაგან.

დავინტერესდით თუ რესპონდენტთა რა რაოდენობისათვის არის მნიშვნელოვანი საცოლის ქალწულობა. გამოკითხული ვაჟების 67%25-სათვის „საცოლის ქალწულობა აუცილებელია“, 25%25 აცხადებს, რომ მისთვის „საცოლის ქალწულობა სასურველია, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს“; მხოლოდ 8%25 არ თვლის საჭიროდ, რომ „გოგონა ქალწული უნდა გათხოვდეს“.

რესპონდენტებს ვთხოვეთ წარმოედგინათ ასეთი სიტუაცია: „ვთქვათ, თქვენმა მეგობარმა გადაწყვიტა ოჯახის შექმნა ქალთან, რომელიც არ არის ქალწული; რა მეგობრულ რჩევას მისცემდით მას?” მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ გამოკითხულები მეტ ლოიალობას იჩენენ, როდესაც საუბარი მათი მეგობრის არჩევანზეა. რესპონდენტების 35%25 თვლის, რომ „ოჯახის შესაქმნელად მხოლოდ სიყვარულია განმსაზღვრელი“. 48%25 აცხადებს, რომ „ეს მხოლოდ მისი მეგობრის გადასაწყვეტია“; ვაჟების 14%25-ს “მიუღებლად მიაჩნია ასეთი გადაწყვეტილება“, თუმცა არ სურს საკუთარი აზრი თავს მოახვიოს მეგობარს. რესპონდენტების მხოლოდ 5%25-ია კატეგორიული წინააღმდეგი იმისა, რომ მისმა მეგობარმა თავისი ცხოვრება არაქალწულ, მაშასადამე, უზნეო ქალს დაუკავშიროს. ერთ-ერთმა რესპონდნტმა მკაცრად განაცხადა, რომ „მის მეგობრებს მსგავსი რამ აზრადაც არ მოუვათ“.

კოლექტივისტური საზოგადოებისათვის დამახასიათებელია პიროვნების პირადი ცხოვრების მკაცრი რეგლამენტაცია. ინდივიდი ტრადიციების მორჩილი და არჩევანში შეზღუდულია. ამიტომ საზოგადოების ყველა წევრს აშინებს არა თვითონ ქმედება (რომ შეირთოს არაქალწული მეუღლე), არამედ ის, რომ საზოგადოება ამას დევიანტურ ქცევად ჩაუთვლის. სწორედ ამის დადასტურებაა მიღებული მონაცემები. კითხვაზე: „რატომ გინდათ, რომ თქვენი საცოლე ქალწული იყოს?“ 15%25 თვლის, რომ ქალწულობა ნიშნავს ცოლის უბიწოებას, მის სისპეტაკეს. ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში რესპონდენტები ქალიშვილობასა და ზნეობას ერთმანეთთან აიგივებენ. ერთ-ერთმა გამოკითხულმა კიდეც დაადასტურა ჩვენი ჰიპოთეზა: “როგორ შეიძლება გათხოვებამდე სექსუალური ცხოვრების მქონე ქალმა ზნეობრივი შვილები აღზარდოსო?!“ ვაჟების 16%25-ს ქალწულ საცოლეში მისი გამოუცდელობა იზიდავს. მამაკაცს აფიქრებს ის ფაქტი, რომ შეიძლება ქალმა მას ძველი სექსუალური პარტნიორი არჩიოს. ქალწულობის ინსტიტუტი მამაკაცების 32%25-სთვის პირად კაპრიზს როდი წარმოადგენს, ისინი მაქსიმალურ კონფორმიზმს იჩენენ, რადგან ემორჩილებიან საზოგადოების აზრს და ერიდებიან მათი მამაკაცური ღირსების შემლახავ დაცინვას. გამოკითხულთა 37%25 კონსერვატორია. ისინი ნებისმიერ ტრადიციას განსჯის გარეშე იღებენ და ემორჩილებიან: „ტრადიცია არის ჭეშმარიტება, რომელსაც ალტერნატივა არ მოეძებნება“ - აცხადებენ ისინი.

როდესაც საქმე გენდერულ პრობლემებს ეხება, მაშინ არც საზოგადოების მეორე ნაწილია სახარბიელო მდგომარეობაში. ამას გამოკვლევის შედეგად მიღებული შედეგებიც ადასტურებს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცთა 60%25-ს პრობლემებს უქმნის ის, რომ შეყვარებული სქესობრივ კავშირში არ შედის მასთან. ეს პრობლემა რესპონდენტთა 40%25-ს არ აწუხებს.

დავინტერესდით ქალწულობის ტრადიცია გოგონებისათვის პირადად იყო მისაღები, თუ ისინი საზოგადოებრივ მოთხოვნას ემორჩილებოდნენ. კითხვაზე: „რომ გეცხოვრათ ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არის ქალწულობის ტრადიცია, შეინარჩუნებდით თუ არა ქალწულობას?“ გოგონების 49%25-მა გვიპასუხა, რომ „სადაც მიდის იქაურ ქუდს იხურავს“, 51%25-სთვის კი ეს ტრადიცია ცსოვრების წესია.

რესპონდენტთა 53%25 მისაღებად მიიჩნევს საქმროსთან ქორწინებამდე სექსუალურ კავშირში შესვლას; როგორც ვხედავთ, ტრადიცია ამ შემთხვევაში ბარიერი არ არის. ამდენად სავარაუდოა ვიფიქროთ, რომ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი არაქალწულის მიმართ საქართველოში იმდენად ძლიერია, რომ ეს ოჯახის შექმნას ხელს უშლის. გოგონების 47%25 კი მკაცრად იცავს ტრადიციას და “სხვაგვარად არ ძალუძს.”

გოგონები ობიექტურად აცნობიერებენ რეალობას. მათ იციან, რომ მამაკაცებს პირველ რიგში პრობლემას უქმნის ის გარემოება, რომ არაქალწული ცოლის მოყვანა საზოგადოებაში მის სტატუსს შელახავს (34%25). გოგონების 32%25-ის აზრით, ტრადიციებისადმი ერთგულება ვაჟების შეხედულების განმსაზღვრელია; გოგონების 21%25-ის აზრით, ვაჟებს ქალწულობაში სისპეტაკე იზიდავს; ხოლო 13%25 მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა გამოუცდელობას ენიჭება.

გამოკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში „ქალწულობის ინსტიტუტი“ საზოგადოების მიერ ერთ-ერთი ყველაზე მყარად დაცული ტრადიციაა. საზოგადოება ამ ტრადიციის მიმდევარია; მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი მასში დადებითს ბევრს ვერაფერს ხედავს, მაინც კრიტიკული ანალიზის გარეშე უპროტესტოდ იღებს მას.

● ● ●

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესმა ბევრი აკრძალული თემის გახსნას შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა, სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემების კვლევა ქართულ სინამდვილეში მაინც იშვიათობას წარმოადგენს. კვლევები სექსუალურ სფეროში 90-იანი წლებიდან იწყება. გარდა ქართული კულტურის სპეციფიკურობისა ამის კიდევ ერთი მიზეზი ისეთი საზოგადოებრივი წყობა გახლავთ, როგორიცაა კომუნისტური რეჟიმი. სოციალიზმის დროს ამ სფეროსადმი დაკავშირებული პრობლემები მოწესრიგებულად მიიჩნეოდა, ამიტომ ამ თემაზე საკმაოდ მწირი მასალა არსებობს. ეს რაღა თქმა უნდა, ართულებს საქმის ვითარებას, კერძოდ, ჩვენს მიერ აღნიშნული პრობლემატიკის დინამიკაში შესწავლას.

დემოკრატიზაციის პროცესის პირობებში მეტად მნიშვნელოვანია იმის გამოვლენა, თუ რა დამოკიდებულება არსებობს რეალურად ამ მიმართულებით ანუ როგორია საზოგადოებრივი აზრი ისეთ ფენომენთან დაკავშირებით როგორიცაა - ორმაგი სექსუალური სტანდარტი, რომლის რეალურ ფუნქციონირებას მრავალი გამოკვლევა ადასტურებს. ორმაგი მორალის ერთგვარი ბაზისია - „ქალწულობის ინსტიტუტი“, რაც „საზოგადოებაში გაბატონებულ სტანდარტად გვევლინება“ (ი. კაჭკაჭიშვილი). ორმაგი სექსუალური სტანდარტის მიხედვით, სექსუალურ ცხოვრებაში მამაკაცს სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული, ქალს კი მორალის მკაცრი დაცვა მოეთხოვება. ეს იმის უეჭველი ინდიკატორია, რომ სექსუალური სფეროს ტაბუდადებულობა კულტურასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთ ძირითად კულტურულ ღირებულებას ჩვენში ქალის უბიწოება და პატიოსნება წარმოადგენს. ამ ტიპის ფასეულობა დაუშვებლად მიიჩნევს ქალის მიერ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან სექსუალური გამოცდილების მიღებას. თუ ამგვარ „დევიანტურ“ ქცევას აქვს ადგილი, მაშინ ეს უკანასკნელი ნეგატიურ დამოკიდებულებას ავლენს. ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგი ლ. სურმანიძე აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ მრუშობა ორივე სქესის წარმომადგენლისთვის რეპრესიულობის განსაკუთრებულ წნეხს გულისხმობს, ქალებთან მიმართებაში რეპრესია ეხება სექსუალური კონტაქტის ფაქტს, ხოლო მამაკაცებთან მიმართებაში - ამგვარი კონტაქტის მისაღებობა-მიუღებლობას“. ადიულტერი მამაკაცისათვის მისატევებელ ცოდვად ითვლება და ამ შემთხვევაში საზოგადოება პერმისიულ დამოკიდებულებას ავლენს, ქალი კი ამ მხრივ უფრო დაჩაგრულია. ადიულტერის შემთხვევაში მდედრობითი სქესის წარმომადგენლის მიმართ ნეგატიური მიდგომა ყალიბდება. ეს ნდობის ტელეფონის თანამშრომელთა გადმოცემითაც დასტურდება. მამაკაცები ხშირად ჩივიან გაორებაზე ცოლსა და საყვარელს შორის, ხოლო ქალების მხრიდან კი (ანონიმურობის გარანტის მიუხედავად) ამგვარ ჩივილებს ადგილი არა აქვს. ეს იმის მანიშნებელია, რომ მათ გულწრფელი გაგების იმედი არა აქვთ.

იმდენად, რამდენადაც სექსუალური სფერო ტაბუდადებული და უშუალო დაკვირვებისათვის მოუხელთებელია, საქმეს ამ მხრივ ემპირიული მეცნიერებებისადმი მიმართვა აადვილებს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადია ემპირიული სოციოლოგია. კონკრეტული სოციოლოგიური კვლევა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ მოვახდინოთ ამოსავალი თეორიული ცნებების ობერაციონალიზაცია, ჩამოვაყალიბოთ ჰიპოთეტური მოდელი და, რაც მთავარია, ცდებით შევამოწმოთ იგი.

ამ ნაშრომში წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი გამოკვლევა, რომელიც ეხება სექსუალურ სფეროში ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის გამომხატველ პრობლემას - „ქალწულობის ინსტიტუტს“. შევეცადეთ შეძლებისდაგვარად წინა პლანზე წამოგვეწია ის პრობლემები, რომლებიც ამ ტრადიციის არსებობასთან მოდის კორელაციაში.

ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან საკითხის წამოყენების მიზნით ვსვამთ შემდეგ კითხვას: „რა ცვლილებებს აქვს ადგილი ამ მიმართულებით ქართულ სინამდვილეში?“

შესაბამისად, მეტად საინტერესოა იმის დადგენა, თუ რა დოზით შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი. რამდენადაც სოციოლოგიური გამოკვლევა იმის საშუალებას იძლევა, რომ დასმული პრობლემა გაზომვადიც გახდეს, საჭიროდ მიგვაჩნია მოვახდინოთ იმ კვლევების მონაცემთა კომბინირება, რომლებიც ამ პრობლემასთნ დაკავშირებით 1997 წლიდან დღემდე ჩატარებულა.

1997 წელს თბილისის ივ. ჯავახისვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრის თანამშრომლის ნინო დურგლიშვილის ინიციატივით ჩატარდა სოციოლოგიური გამოკვლევა სახელწოდებით: „ცვლილებები სოციალურ გარემოში და ქართული ოჯახი”, რომელშიც მონაწილეობდა 300 რესპონდენტი. აღნიშნული კვლევა არ შემოიფარგლებოდა დედაქალაქით, იგი ვრცელდებოდა კიდევ ორ სუბკულტურულ რეგიონზე - კახეთსა და სამეგრელოზე.

კვლევის შედეგებმა ცხადყო საქართველოში ორმაგი სექსუალური სტანდარტის არსებობა. მკვლევრის აზრით, ქართული საზოგადოება ქალისა და მამაკაცის ქორწინებამდელ სექსუალურ თავისუფლებას ორმაგი მორალის პრინციპით განიხილავს. ამ ჰიპოთეზას პროცენტული მაჩვენებლებიც ადასტურებენ. რესპონდენტთა 50,5%25 კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს წარსულში ქალისათვის სხვა სექსუალური პარტნიორის ყოლას, მაშინ როცა მამაკაცისადმი ანალოგიურ დამოკიდებულებას მხოლოდ 7%25 ავლენს.

შესაბამისად განქორწინებულ ქალს ახალი ოჯახის შექმნის უფრო ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე მამაკაცს. გამოკითხულთა 57%25 განქორწინებული ქალისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას ავლენს, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად დაბლა იწევს. რესპონდენტთა მხოლოდ 30%25 მიიჩნევს მას არასასურველ სასიძოდ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მკვლევარი ოპტიმისტურად არის განწყობილი და სექსუალური ცხოვრების საკითხისადმი საგრძნობ ლიბერალიზაციაზეც მიუთითებს. მისეულ ჰიპოთეზას ქორწინებამდე ქალისათვის სხვა სექსუალური პარტნიორის ყოლის შესახებ, იგი რესპონდენტთა დანარჩენი 45%25-ის დადებითი დამოკიდებულებით ადასტურებს.

აქვე შეიძლება გავაანალიზოთ იმავე წელს (1997წ.) ფსიქოლოგ რ. ფხაკაძის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც 100 რესპოდენტ ქალზე ვრცელდებოდა. მოცემულ კვლევაში კითხვები დაჯგუფებული იყო 5 ბლოკად და თითოეული ბლოკი ეხებოდა სექსუალობას სხვადასხვა პარამეტრით. აღნიშნული ანკეტიდან ჩვენთვის საინტერესოა ორი კითხვა:

1. აუცილებელია თუ არა ქალისათვის ოჯახი სექსუალური ურთიერთობებისათვის?

2. უნდა ცხოვრობდეს თუ არა ქალი, მამაკაცის მსგავსად თავისუფალი სექსუალური ცხოვრებით?

აღსანიშნავია, რომ მეორე კითხვა დიქოტომიურ პასუხებს მოიცავდა „დიახ”, „არა“. ამ უკანასკნელზე პასუხის გაცემის შემთხვევაში რესპონდენტებს უსვამდნენ ღია კითხვას - „რატომ?”.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ასი ქალიდან დადებითი პასუხი გასცა 52%25-მა, უარყოფითი - 32%25-მა. ნეიტრალური პასუხი გააჩნდა გამოკითხულთა დანარჩენ 18%25-ს.

ღია კითხვაზე სრულყოფილი პასუხი გამოკითხულთა 62%25-იდან მხოლოდ 10%25-მა გასცა. ამ რესპონდენტებმა თავიანთი პასუხი შემდეგი ფრაზით ახსნეს: „ქალი, როგორც ყველა სფეროში, ასევე სექსშიც, ისეთივე თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორც მამაკაცი. ხოლო დანარჩენმა 50%25-მა მიუხედავად დადებითი პასუხისა, საკუთარი პოზიცია ვერ განამტკიცა“.

რესპოდენტთა 40%25-მა, რომელმაც უარყოფითი დამოკიდებულება გამოავლინა ღია კითხვის მიმართ შემდეგი სტერეოტიპული პასუხები გასცა: „ქალს არ შეეფერება ისეთი საქციელი, როგორიც მამაკაცს“; „ქართული ტრადიციების გამო ქალს არ შეშვენის თავაშვებულობა“; „ქალს არა აქვს ყველაფრის უფლება“, „ქალი იღებს, კაცი კი გასცემს“; „ქალისათვის აუცილებელია პარტნიორის მიმართ გააჩნდეს გრძნობა, მამაკაცს კი გრძნობის გარეშეც შეუძლია ქალთან ურთიერთობა“.

რესპონდენტთა დანარჩენმა 18%25-მა, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა.

მეტად მნიშვნელოვანია მესამე ბლოკში შემავალი კითხვა, რომელიც იკვლევდა გამოკითხულ ქალთა სექსუალური პარტნიორების რაოდენობას 0-იდან N - რიცხვის ჩათვლით. 60%25-მა სექსუალურ პარტნიორად ერთხმად დაასახელა რეოდენობა ერთი (1), და თუ პარტნიორი მუდმივია (თუ ქვრივი ან გაყრილი არ არის), მაშინ კონსენსუსი სავსებით მიღწეულია.

ანალოგიურ თემასთან დაკავშირებით სოციოლოგმა ი. კაჭკაჭიშვილმა 1999 წელს ჩაატარდა გამოკვლევა სახელწოდებით „სექსუალური ურთიერთობის პრობლემები“. გამოკვლევა მიმდინარეობდა გამოკითხვის, კერძოდ, ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის დაცვით. მონაცემები დამუშავებულია spss პროგრამის ფარგლებში, ძირითადად გამოყენებულია კორელაციური ანალიზის მეთოდი. შემკვეთი და დამფინანსებელი - არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაცია - „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (MSF, საბერძნეთი).

სოციოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა ქალაქ თბილისში, 1998 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში. გამოიკითხა 161 და მეტი ასაკის 800 რესპონდენტი, რომლებიც წარმოადგენდნენ ქ. თბილისის ათივე საცხოვრებელ რაიონს. გამოკითხულთა 40,8%25 მამაკაცია, ხოლო 59%25 - ქალი.

ჩვენი თემიდან გამომდინარე დავინტერესდით იმ კითხვით, რომელიც დაუოჯახებელ რესპონდენტებს ეხებოდათ: „გქონიათ თუ არა ოდესმე სექსუალური კონტანქტი?“ დაუოჯახებელ რესპონდენტ ქალთა 94%25 უარყოფით პასუხს იძლევა, ხოლო მამაკაცების 83,35 კი - დადებითს.

ქალთა ჯგუფი, რომელსაც სექსუალური გამოცდილება არ გააჩნია ახალგაზრდა, შუახნისა და ხანშიშესული მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს აერთიანებს, ხოლო ამგვარი გამოცდილების მქონე მამაკაცთა ასაკი - 20 წელზე დაბალია.

მკვლევართა აზრით, მათი დაუოჯახებლობა უეჭველი ინდიკატორი როდია იმისა, რომ მარტოხელა მამაკაცებს სექსუალური გმოცდილება არ გააჩნიათ. ამ ჰიპოთეზას ამგვარი გამოცდილების მქონე მამაკაც რესპოდენტთა 85%25 ადასტურებს.

საგულისხმოა, რომ იმ მამაკაცთა ასაკი, რომლებიც სქესობრივ კონტაქტში არასოდეს შესულან, 30 წლამდე მერყეობს. მათი რაოდენობა 4,9%25-ია. სექსუალურ კონტაქტში მათი შეუსვლელობის მიზეზები სხვადასხვაგვარია. ამ მიზეზთა რიცხვში დაუქორწინებლობა არ შედის, რაც ქალების მხრიდან ერთადერთ მიზეზად სახელდება.

მიღებული მონაცემების საფუძველზე მკვლევარი ცდილობს ობიექტურად შეაფასოს არსებული ვითარება. იგი დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ ქართული კულტურა ქალებისათვის დაუშვებლად მიიჩნევს ქორწინებამდელ სქესობრივ კავშირს და მას სოციალურად მიუღებელ ქცევად აღიქვამს. სხვაგვარად ჩვენში ქალწულობა ჯერ კიდევ ინარჩუნებს სოციალური ნორმის ხასიათს, ხოლო „ქალწულობის ინსტიტუტი“, თავის მხრივ გაბატონებულ სტანდარტად გვევლინება.

მეტად საინტერესოა ამ ინსტიტუტისადმი უფროსკლასელთა დამოკიდებულება, რომელსაც იკვლევდნენ III კურსელი სოციოლოგები. ამ ტრადიციისადმი რესპონდენტთა მიდგომა კვლევის მხოლოდ ერთ ბლოკშია მოცემული.

სოციოლოგიური გამოკვლევის სრული სახელწოდება გახლავთ - „უფროსკლასელთა გენდერული ორიენტაციები ძალადობის სფეროში”. ეს უკანასკნელი განხორციელდა ქალთა განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის მიერ ინიცირებულ გენდერული პროექტის ფარგლებში. გამოკითხვა ვრცელდებოდა თბილისის სკოლების მოსწავლეებში. მასში მონაწილეობდნენ გოგონებიც და ვაჟებიც. მათემატიკური შერჩევის პრინციპზე დაყრდნობით შეირჩა 28 სკოლა თბილისის სხვადასხვა რაიონში. გამოიკითხა მე-8 და მე-9 კლასელი 500 რესპონდენტი. ზემოთ ხსენებულ ბლოკში შემავალი პირველი კითხვა მიმართული იყო იმის დასადგენათ, თუ რა დამოკიდებულებას ავლენენ უფროსკლასელები ქორწინებამდელი სქესობრივი კონტაქტებისადმი.

როგორც გამოირკვა, უფროსკლასელთა უმრავლესობა - 52%25 მიიჩნევს, რომ ამგვარი კონტაქტი მხოლოდ ვაჟებისათვის არის მისაღები, 18%25-ის მოსაზრებით, ეს უფლება ორივე სქესის წარმომადგენელს უნდა გააჩნდეს, 29%25-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა, ხოლო გოგონებისათვის ამ უფლების მინიჭებას შესაძლებლად მიიჩნევს რესპონდენტთა მსოლოდ 0,6%25. მკვლევარი აღნიშნავს, რომ ამ პასუხის ავტორები ვაჟები არიან და მათი ამგვარი პასუხი უფრო ხუმრობაა, ვიდრე საკითხისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება.

სქესის ნიშნის მიხედვით კი შემდეგი განსხვავება გამოვლინდა: გამოკითხულ გოგონათა უმრავლესობას უჭირს პასუხის გაცემა, მაშინ როცა ბიჭების უფრო დიდი ნაწილი ქორწინებამდელ სქესობროვ კონტაქტს ორივე სქესისათვის მისაღებად თვლის, მაგრამ ასეთი კონტაქტების მხოლოდ ვაჟებისათვის დაშვებას, ორივე სქესის უმრავლესობა უჭერს მხარს - (52%25).

გამოკვლევის ავტორის აზრით, უფროსკლასელებში ქალწულობის ტრდიციას ფესვები ღრმად აქვს გადგმული და მის წინააღმდეგ პროტესტს ბიჭები უფრო მეტად გამოხატავენ, ვიდრე გოგონები. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები სრულიად უპრეტენზიოდ იღებენ კულტურით განპირობებულ ნორმებს.

მოცემულ ანკეტაში ვხვდებით შემდეგი სახის კითხვას: „დასაშვებია თუ არა პირადად თქვენთვის ქორწინებამდელი სქესობივი კონტაქტი?” რაზედაც გამოკითხულთა 32%25-მა დადებითად უპასუხა, 50%25-მა უარყოფითი პასუხი გასცა, ხოლო 19%25-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.

ადგილი ჰქონდა სქესის ნიშნის მიხედვით განსხვავებას: ქორწინებამდელი სქესობრივი კონტაქტი გოგონების მხოლოდ 5%25-სთვის არის მისაღები, 76%25-სათვის ყოვლად მიუღებელია, ხოლო 19%25-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა. რაც შეეხება ვაჟებს: 63%25-სთვის ქორწინებამდელი სქესობრივი კონტაქტი მისაღებია, 20%25-სთვის მიუღებელი, ხოლო 18%25-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა.

რესპონდენტებს, რომლებმაც ამგვარი კონტაქტი დაუშვებლად მიიჩნიეს, უნდა აეხსნათ საკუთარი უარყოფითი მიდგომა. გოგონების 61%25-მა მათეული პოზიციის მიზეზად აღზრდის არსებული მოდელი დაასახელა, დანარჩენმა 16%25-მა ამგვარი ქცევის უარყოფა საზოგადოების მხრიდან მათდამი ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას დაუკავშირა. მამრობითი სქესის გამოკითხულთა 4%25-მა კი არგუმენტად რელიგიური დოგმა მოიშველია.

ავტორის აზრით, ზემოთ აღნიშნული მოანაცემები იმის უეჭველი ინდიკატორია, რომ ვაჟის სექსუალური ცხოვრება, გოგონებთან შედარებით ნაკლებად რეგლამენტირებულია და ამ მხრივ შეზღუდვებს აღზრდის პროცესშიც ნაკლებად აქვს ადგილი.

ამ შედეგებთან თანხმობაში მოდის შემდეგი კითხვის პასუხები: „როგორ ფიქრობთ, მისაღებია თუ არა ქალი, რომელსაც ქორწინებისგარეშე სქესობრივი კავშირები აქვს?” რესპონდენტთა მხოლოდ 7%25-მა გამოავლინა დადებითი პოზიცია, 17%25-ის აზრით - „უფრო მისაღებია, ვიდრე არა“, 35%25-მა ასეთი პასუხი გასცა: „უფრო არა, ვიდრე კი“, ხოლო 40,4%25-მა კი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად უპასუხა. სქესის მიხედვით აქ განსხვავებას ადგილი არა აქვს. მკვლევრის გადმოცემით, ამ საკითხის მიმართ გოგონები უფრო ტოლერანტულნი და შემწყნარებელნი არიან, ვიდრე საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, რადგან გოგონების უმრავლესობა შესაძლო პასუხთაგან უფრო ხშირად “უფრო კი, ვიდრე არას” ანიჭებდა უპირატესობას.

კითხვარში ცალკე მსჯელობის საგნად იყო მოცემული მოსაზრება - „ქალი ქალწული უნდა გათხოვდეს“. გოგონათა საკმაოდ დიდი რაოდენობა - 89%25 და ბიჭების 87%25, სტერეოტიპებს უპრეტენზიოდ იღებს და შესაბამისად განმარტებებსაც იძლევა: რესპონდენტთა 35%25-მა განაცხადა, რომ „ეს არის ტრადიცია, რომელიც არ უნდა დაირღვეს“, 42%25-მა ეს ტრადიცია ქალის უბიწოების, სიწმინდის გამოხატულებად მიიჩნია, 12%25-ის აზრით, ეს არის არასასურველი, თუმცა ანგარიშგასაწევი წარსულის გადმონაშთი და მხოლოდ 11%25-ის მოსაზრებით, ეს უაზრო ტრადიციაა, რომელიც ხელს უშლის გოგონასა და ბიჭის ურთიერთობას.

მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე ქალის მოტაცების ტრადიციაზე და დასმულ კითხვაზე „რატომ არ ბრუნდებიან მოტაცებული გოგონები მშობლიურ ოჯახებში?“ შემდეგ პასუხებს იღებს: გამოკითხულთა უმრავლესობა - 37%25 (გოგონების 45,9%25 და ბიჭების 28%25) ჩამოთვლილ მიზეზებს შორის პირველობას აკუთვნებს აზრს, რომლის მიხედვითაც გოგონებს ეშინიათ უკან დაბრუნება, რადგან ამ შემთხვევაში პატიოსანი ქალის სახელს დაკარგავენ. გამოკითხულ გოგონათა 35%25 დარჩენის მიზეზად მშობლების მხრიდან ძალდატანებას ასახელებს, ხოლო ბიჭების 30%25 კი თვლის, რომ მოტაცებულებს მომტაცებლები უყვარდებათ.

როგორც მთელი რიგი მონაცემებიდან ირკვევა, სექსუალური სფეროს დახურულობა სექსუალური განათლების დაბალ დონეს შეეფარდება, რაც უამრავ პრობლემას წარმოშობს. მაგალითად, ოჯახის შექმნის შემდეგ წყვილთა უმრავლესობა უჩივის სექსუალურ შეუთავსებლობას, რაც ხშირად ოჯახის დანგრევის მიზეზიც ხდება. 2000 წელს 150 რესპოდენტზე ჩატარებულ იქნა პილოტაჟური გამოკვლევა, სადაც მოცემული იყო გაყრის ათი მიზეზი. შედეგად, დასახელებული მიზეზები სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:

ფიზიკური ძალადობა - 95,7%25;
ლოთობა - 62,85%25;
ღალატი - 61,42%25;
სექსუალური შეუთავსებლობა - 60%25;
მორალური ძალადობა - 38%25;
ემოციური კონტაქტის დაკარგვა - 17,14%25;
დაბალი თვითშეფასება - 17,14%25;
ეკონომიკური მდგომარეობა- 15,7%25;
მრავალთაობიან ოჯახში ცხოვრება- 12, 85%25;
ასაკობრივი სხვაობა - 5,7%25

როგორც ვხედავთ, სექსუალურმა შეუთავსებლობამ ჩამოთვლილ მიზეზთაგან მეოთხე ადგილი დაიკავა და არც თუ ისე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი შეადგინა. მაგალითად, ფსიქოლოგ ლ. სურმანიძის ნაშრომში: „ქართული კულტურის ზოგიერთი ორიენტაცია“, ცხადად არის მინიშნებული, რომ ქართველი წყვილების ურთიერთობაში სექსუალურ შეუთავსებლობას პრაქტიკულად არა აქვს ადგილი. ეს კი, ავტორის აზრით, გულისხმობს ეროტიული განცდების არარსებობას. აქ საქმე ეხება ისეთ კულტურულ ორიენტაციას, რომელიც ცოლ-ქმრის შეუთავსებლობის მიზეზად ამ უკანასკნელის დასახელებას სრულიად უგულებელყოფს. აქვე მოგვყავს ლ. სურმანიძისა და ნ. თვალაბეიშვილის ექსპერიმენტი, რომელიც სემანტიკურ სივრცეებს ეხება. ცნება „სიყვარული“ ერთიანდება ისეთ ცნებებთან, როგორებიცაა: „ერთგულება“, „სიმდიდრე“, „პატივმოყვარეობა“ და „ნაყოფიერება“. მკვლევართა მოსაზრებით, ამ ცნებათაგან ორი - „ნაყოფიერება“ და „ერთგულება“ უნივერსალური სემანტიკური ასოციაციებია „სიყვარულთან“. თუმცა, ეს ძირითადი ცნება გამორიცხავს ეროტიულობას და, შესაბამისად, ავტორი აკეთებს შემდეგი სახის დასკვნას - ეროტიული სიყვარული ქართული კულტურისათვის არ არის დამახასიათებელი.

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ეს იმ კვლევების მონაცემთა ლოგიკური შეჯამება გახლდათ, რომლებიც ამ თემასთან დაკავშირებით 1997 წლიდან დღემდე ჩატარდა. ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, თუ რამდენად შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ამჟამადაც მსჯელობენ და შეფასებებსაც იძლევიან, გარკვეულ ცვლილებებზე ორიენტაციის ხარისხი მაინც დაბალია. ანკეტაში დაფიქსირებული შეფასებები სტერეოტიპული და ერთგვაროვანია. ისინი შეესატყვისებიან ზოგადად აღიარებულ არსებულ დამოკიდებულებას და არა საკუთარ პიროვნულ აზრს. ახალგაზრდებში უმრავლესობა უპრეტენზიოდ ემორჩილება ქალწულობის ტრადიციას და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის დაკისრება არ სურს.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სექსუალური ურთიერთობების პრობლემებთან დაკავშირებით გამოკვლევები ქართულ სინამდვილეში იშვიათად ტარდება. სოციოლოგ ი. კაჭკაჭიშვილის დაკვირვებით, ამასთან დაკავშირებული კვალიფიკაციური დისკუსიებიც ხშირად როდი ტარდება. მოცემული დაკვირვება 1998 წლით თარიღდება. ამის შემდეგ შეიცვალა კი რაიმე?

დამატებითი მასალა

ქალწულობა - იტალიელთა ერთი მეორედისათვის მოძველებული ღირებულებაა.

ქალაქ რომში ჩატარდე სოციოლოგიური გამოკვლევა, კვლევა წარმოადგენს თუ არა ქალწულობა იტალიელთათვის ღირებულებას? გამოკითხულ იტალიელთა 39,4%25 დადებითად პასუხობს, 52,7%25-ს იგი მოძველებულად მიიჩნია, დანარჩენმა 7,9-ს კი უჭირს პასუხის გაცემა.

1991 წელს იტალია კვლავ დაუბრუნდა თაროზე შემოდებულ პოსტფემინისტურ პრობლემებს, კერძოდ კი „ქალწულობის ინსტიტუტი“, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნუს მანძილზე მივიწყებული ჰქონდათ.

გამოკვლევის ჩატარებას ხელი შეუწყო იმ ინცინდენტმა, რომელიც იტალიის ქალაქ ტრიესტის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში მოხდა, თერთმეტი წლის გოგონამ ქალწულობა სატანვარჯიშო იარაღზე დაცემის გამო დაკარგა. გოგონას მშობლებმა მიყენებული მორალური ზარალის ასანაზღაურებლად საჩივრით მიმართეს სასამართლოს.

გამოკითხულ იტალიელთა 35,2 პროცენტი ძალიან მნიშვნელოვნად თვლის ქალისთვის ქორწინებამდე ქალწულობის შენარჩუნებას.

იტალია, გაზეთი „საღამოს კურიერი“ - 1991 წელი
(იტალიურიდან თარგმნა ქათი ჩარკვიანმა)

18 კვლევის ანკეტები

▲ზევით დაბრუნება


კითხვარი ვაჟებისათვის

1. თანასწორუფლებიანია თუ არა საქართველოში ქალი და მამაკაცი?

1. არა........................................... 2. დიახ.

I-ლი კითხვის პირველი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში გადადით 2-ე კითხვაზე:

2. რა სფეროში გამოიხატება ეს უთანასწორობა?

1. ოჯახში.............2. სამსახურში....... ......3. ყველგან.

3. თქვენი აზრით, უნდა მიანიჭოს თუ არა საზოგადოებამ ქალს სექსუალური თავისუფლება?

1. არა...........................................2. დიახ.

2. წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენმა მეგობარმა გადაწყვიტა ოჯახი შექმნას ქალთან, რომელიც ქალწული არ არის, რა მეგობრულ რჩევას მისცემდით მას?

1. თუ უყვარს, დაქორწინდნენ; ...... ...... ...... ......2. ეს ჩემი საქმე არ არის;
3. ვურჩევ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს;...... ...... ......4. ვურჩევ არ დაქორწინდეს.

5. უქმნის თუ არა პრობლემას მამაკაცებს ის, რომ მათი შეყვარებულები სექსუალურ კონტაქტში არ შედიან მათთან?

1. დიახ.................................................ვ2. არა.

6. თქვენი საცოლე ქალწული უნდა იყოს?

1. აუცილებლად.......2. სასურველია. ......3. თუ მიყვარს, თვალს დავხუჭავ.
4. არ არის საჭირო.

7. რატომ გინდათ, რომ თქვენი საცოლე ქალწული იყოს?

1. ის უბიწო იქნება;
2. ის გამოუცდელი იქნება;
3. ვერავინ წამომაძახებს, რომ ის „სხვასთან დადიოდა”;
4. ეს ტრადიციულია.

კითხვარი გოგონებისათვის

1. თანასწორუფლებიანია თუ არა საქართველოში ქალი და მამაკაცი?

1. არა................................................. 2. დიახ.

1-ლი კითხვის პირველი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში გადადით 2- კითხვაზე:

2. რა სფეროში გამოიხატება ეს უთანასწორობა?

1. ოჯახში. ...... 2. სამსახურში....... 3. ყველგან.

3. თქვენი აზრით, უნდა მიანიჭოს თუ არა საზოგადოებამ სექსუალური თავისუფლება ქალს?

1. არა. ...... ...... ...... ...... ...... ......2. დიახ.

4. წარმოიდგინეთ სიტუაცია: ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ქალწულობის ტრადიცია, შეინარჩუნებდით ქალწულობას?

1. არა...........................................2. დიახ.

5. შეხვიდოდით თუ არა სექსუალურ კონტაქტში შეყვარებულთან, რომელთანაც აპირებთ ოჯახის შექმნას?

1. არა...........................................2. დიახ.

6. თქვენი აზრით, რას ნიშნავს მამაკაცისათვის საცოლის ქალწულობა?

1. ქალწული გოგონა პატიოსანია;
2. ქალიშვილი გოგონა გამოუცდელია;
3. ვერავინ წამოაძახებს, რომ მისი საცოლე „სხვასთან დადიოდა”;
4. ეს ტრადიციულია.

0x01 graphic

0x01 graphic

19 ინტერვიუ ექსპერტებთან

▲ზევით დაბრუნება


ნოდარ ლადარია
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი,
კულტუროლოგი, თეოლოგი, იტალიანისტი.

- ბატონო ნოდარ,რა აზრის ბრძანდებით „ქალწულობის ინსტიტუტის“ შესახებ?

ნოდარ ლადარია - „ქალწულობის ინსტიტუტი“ შეიძლება ორგვარად განვიხილოთ: „ქალწულობის ინსტიტუტი“ საქართველოში და „ქალწულობის ინსტიტუტი“ საერთოდ. ჩემი აზრით, „ქალწულობის ინსტიტუტი“, ანუ მოთხოვნა იმისა, რომ ქალს ქორწინებამდე არ ჰქონდეს დაწყებული სექსუალური ცხოვრება დაკავშირებულია იმასთან, რომ საუკუნეების განმავლობაში ქალი განიხილებოდა როგორც საქონელი, რომელსაც ყიდულობდნენ. შესაბამისად, თუ საქონელი second-hand-ია, მისი ფასი ეცემა და ბუნებრივია, მომხმარებელს სურს იმის შეძენა, რისი პირველი მფლობელიც თვითონ იქნება. პირადად მე ყოველივე ამას ამა თუ იმ საზოგადოებაში ქორწინების ინსტიტუტის კონკრეტულ და, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ გამოვლინებებთან დავაკავშირებდი. შეინიშნება, რომ „ქალწულობის ინსტიტუტი“ უფრო მეტად განვითარებულია იქ, სადაც ქალები უმცირესობას წარმოადგენენ. მუსლიმანურ ქვეყნებში ეს გარემოება, განსაკუთრებით გამოკვეთილი იყო. მაგალითად, ბედუინთა უმრავლესობას ქალის სიძვირის გამო არც ეღირსებოდა ცოლის შერთვა ცხოვრების განმავლობაში, ვინაიდან ქალები საერთოდ ძალიან ცოტანი იყვნენ. იმ ქვეყნებში კი სადაც სქესთა შორის რაოდენობრივი შეფარდება და მათი ცხოვრების ეკონომიკური წესი სხვანაირი იყო, არც „ქალწულობის ინსტიტუტი“ არსებობდა.

ისტორიულად ცნობილია, რომ ბაბილონში, საიდანაც წამოვიდა ქრისტიანულ და ებრაულ რელიგიაში დამკვიდრებული გამონათქვამი ბაბილონელი მეძავის შესახებ, ქალი იმდენად მეძავი კი არ იყო, რამდენადაც ის საზოგადოება გახლდათ სექსუალური ლიბერალიზმით აღბეჭდილი, ასევეა იაპონიაში და ა.შ.

ყოველ შემთხვევაში, უეჭველად აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „ქალწულობის ინსტიტუტს“ პირდაპირი კავშირი არა აქვს ზნეობასთან, მორალთან და მსგავს ღირებულებებთან. მაგალითისათვის ვიტყვი, რომ ესკიმოსი ცდილობს შეირთოს ცოლად ქალი, რომელსაც ბევრი ბავშვი ჰყავს, იმიტომ რომ რაც უფრო მრავალრიცხოვანია ოჯახი, რომელიც ყინულოვან უდაბნოში იწყებს ცხოვრებას, მით უფრო მეტი შანსი არსებობს მისი გადარჩენისა. ამით აიხსნება, რომ სტუმრის უპირველესი მოვალეობაა, დააფეხმძიმოს მასპინძლის რომელიმე ქალიშვილი. რელიგიაში ეს სიწმინდესთან იყო დაკავშირებული.

- სემანტიკურ სივრცეებთან დაკავშირებით ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელმაც ასეთი შედეგი მოგვცა: ერთად დაჯგუფდა ისეთი მნიშვნელობის სიტყვები როგორიცაა: „ქალწულობა“, „წესის დაცვა“, „რელიგია“, „ღმერთი“, „რწმენა“ და „პასუხისმგებლობა“. რა შეფასებას მისცემდით ამას?

ნოდარ ლადარია - სამწუხაროა, რომ „პასუხისმგებლობა“ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. რაც შეეხება „წესის დაცვას“, ეს როგორც ეტყობა, ასახავს საზოგადოების ობიექტურ მდგომარეობას. ანუ ქალწულობა აღიქმება საზოგადოების მიერ როგორც გარკვეული პირობითობა. ვინც ამბობს „წესის დაცვას“, აბსოლუტურად არ ჩანს, თუ რა პიროვნული დამოკიდებულება აქვს ამ წესთან. რაც შეეხება რელიგიასთან კავშირს, ეს უბრალოდ ობიექტური გარემოებაა, რელიგია, ყოველ შემთხვევაში ქრისტიანული - ამას მოითხოვს. თუმცა, დაქორწინებულის სქესობრივი კავშირები - ადიულტერი, უფრო მძიმე ცოდვა იყო ყოველთვის, ვიდრე ის, რასაც უწოდებენ სიძვას (დაუქორწინებლის სქესობრივი კავშირები). ყოველ შემთხვევაში, ქალწულობის წესი რელიგიურ შინაარსთან საკმაოდ არაპირდაპირად იყო დაკავშირებული. ჯვრისწერის წესის დეტალური შესწავლა ცხადყოფს, რომ მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში მას საფუძვლად უდევს ბიზანტიის კარის ცერემონიალი და, ძირითადად, თვითონ იმპერატორის ქორწინების რიტუალი. აქედან გამომდინარე, რადგან ქრისტიანობა სცნობს სხვა აღმსარებლობებსა და, მითუმეტეს სხვა რელიგიის ადამიანების ქორწინებას, ქორწინება რელიგიასთან საკმაოდ პირდაპირ კავშირში იყო ყოველთვის, ცოლი და ქმარი ყოველთვის აღიქმებოდა, როგორც ოჯახი, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა.

რაც შეეხება საქართველოს: აქ, განსაკუთრებით რუსეთთან შეერთების შემდეგ შეინიშნება გარკვეული ბრძოლა ქალის სექსუალობასთან. ამას მე დავაკავშირებდი აფრიკის ზოგიერთი ტომის ჩვეულებასთან, რომლის მიხედვითაც გოგონებს გარკვეულ ასაკში უკეთებენ კლიტორის რეზექციას. ამ წესის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მამაკაცს ეშინია ქალმა იმაზე მეტი არ მოსთხოვოს, ვიდრე მას შეუძლია მისცეს. ამის გამო, მას თავიდანვე ესპობა ყოველგვარი მოთხოვნილება. გარდა ამისა, საქართველოში არის მეორე მომენტიც: ქართული საზოგადოება არ არის ორიენტირებული ინდივიდთა შორის ობიექტურ კონკურენციაზე. ამიტომ, ქალს მოეთხოვება სრული გამოუცდელობა იმისათვის, რომ არ ჰქონდეს შედარების საშუალება.

- არჩევანის?

ნოდარ ლადარია - არა, არჩევანის უფლება აქვს. იმიტომ რომ ქართველი ქალი ჰყიდის საკუთარ თავს და ჰყიდის საკმაოდ ძვირად. თავის არჩევანში იგი ძალიან ხშირად არის მეწვრილმანე. იმის გამო, რომ მას შიგნით არა აქვს არავითარი კრიტერიუმი და არა აქვს ადამიანის შეფასების გამოცდილება, ამ შეფასებისას იგი სარგებლობს ამ კრიტერიუმებით, რომლებსაც ახვევენ სხვები, ანუ საზოგადოება. მაგალითად XIX საუკუნიდან ქართველი ქალი უპირველეს ყოვლისა აღიქმება როგორც დედა და, ძალიან იშვიათად, როგორც სატრფო. XIX საუკუნიდან მოყოლებული ქართველი ქალი ჩვენს ლიტერატურაში, ფოლკლორსა თუ პოეზიაში ეროტიული ლტოლვის ობიექტად ნაკლებად გვევლინება. თუნდაც დღეს, ნახეთ „ჯეოსელის“ რეკლამა, სადაც ქალი არასოდეს არ არის მარტო - „ჯეოსელი - თქვენი ქსელი“. და თუ მარტოა, მას აუცილებლად საბავშვო ეტლი, ან მეგობარი გოგონა ახლავს თან... ქალისა და მამაკაცის ერთად ყოფნა ძალიან იშვიათად ხდება.პირველი ამგვარი რეკლამა არის „ჯთ მობილურის“ რეკლამა: მოტოციკლეტზე ამხედრებული წყვილი, რომელიც საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. კიდევ ერთი მომენტი - როდესაც „ვის უნდა ოცი ათასში“ მონაწილეს ეკითხებიან: - „ვინ არის თქვენთან?“ პასუხობენ: „დეიდაშვილი“, „ბიძაშვილი“ და ა.შ. და არავინ მოდის მეუღლესთან ერთად. პირადად მე ძალიან მაინტერესებს, რას ნიშნავს ქართველი შეყვარებული? რას აკეთებენ ისინი ერთად, პირადად ჩემთვის გაუგებარია.

გარდა ამისა ჩვენ კიდევ ვაწყდებით ერთ მომენტს - როდესაც მამა მოიაზრება როგორც მფლობელი ნივთისა, რომელსაც იგი აბარებს, ჰყიდის და ასხვისებს. ეს კარგად ჩანს შეტყობინების გადაცემის რეკლამაში, სადაც ლიფტიდან ატყობინებენ, რომ მამა მოვიდა. მე ვერ გავიგე რატომ იმალებიან ახალგაზრდები? რას აკეთებენ ისინი ცუდს? გარდა ამისა, არსებობს ასეთი თვალსაზრისი, რომ მამის მისვლამ მათ უშველა, იმიტომ, რომ საქმეს ბოლომდე მაინც ვერცერთი მიიყვანდა და ისინი, ასე ვთქვათ, შინაგანად მადლიერნი არიან - „ბოლოს და ბოლოს გვეშველა, მამა მოვიდა!“ თუმცა, ვიტყოდი, რომ საქართველოში „ქალწულობის ინსტიტუტი“ საფრთხეს უქმნის არა ქალებს, რომლებსაც ობიექტურად აქედან უფრო მეტი სარგებლობა აქვთ (იმიტომ რომ ისინი ითხოვენ კომპენსაციას ცხოვრების განმავლობაში), არამედ, ეს საფრთხეს უქმნის მამაკაცს და მამაკაცობას, ანუ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას. ადამიანი, რომელიც საზოგადოების მეშვეობით თავისთვის თავიდანვე მოითხოვს გარანტიებს, როგორც წესი, ცვედანია. მას არა აქვს იმედი, რომ რაღაცას შესძლებს და არ უნდა რომ თავის თავზე აიღოს სერიოზული დავალება. ქართველ მამაკაცს მანამდე არ ექნება მომავალი, სანამ არ მიხვდება, რომ ქალს უნდა ჰქონდეს წარსული.

- როგორ ხორციელდებოდა ევროპაში სექსუალური რევოლუცია?

ნოდარ ლადარია - ამაში კომპეტენტური არა ვარ. თუმცა საქართველოში ასეთი რამ ვერ წარმომიდგენია, ამისათვის არ არსებობს პირობები, არ არის თავისუფალი ბინების საკმარისი რაოდენობა. გარდა ამისა, არ არსებობს ნატამალიც კი სოციალური ანონიმურობისა. ვერ მოვძებნით ისეთ ადგილს, რომ დავსხდეთ და ვიღაც ნაცნობმა არ გამოიაროს. გერმანიაში, მაგალითად, ჰამბურგიდან მიუნხენში რომ გადახვალ, სწყდები ოჯახს და საკუთარ თავს ეკუთვნი, თუმცა, ამას ქალაქის გამოცვლაც კი არ სჭირდება, უბანს რომ იცვლი, ესეც საკმარისია. მაგალითად, მე ვიცი რამდენიმე მაგალითი იმისა, რომ 21-22 წლის გოგონა რჩება საზღვარგარეთ და დამოუკიდებელ ცხოვრებას განაგრძობს თავის სექსუალურ პარტნიორთან ერთად. ოჯახმა, რომელიც საქართველოში დარჩა, ამის შესახებ არაფერი იცის. ერთ-ერთ გოგონას მშობლებმა უთხრეს, დამოუკიდებლად გაგიშვებდით იტალიაში, მაგრამ „რას იტყვის ხალხიო“. ამ შემთხვევაში საზღვარგარეთი თითქოს ინდულგენციაა. აქ კი არ არსებობს სექსუალური რევოლუციისათვის ელემენტარული პირობებიც კი. ამიტომ ეს ახლა უფრო დესტრუქციული იქნება, ვიდრე კონსტრუქციული. კაცმა რომ თქვას, დღეს საქართველოში ეს არჩევანი ინდივიდთა საქმეა. არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამას ახერხებენ და მათ შესახებ არანაირი ჭორები არ დადის. მაგრამ ყველას როდი აქვს ამის საშუალება. ყველა ელემენტარულად ვერ გადააბიჯებს რაღაც-რაღაცეებს. მე არ ვამბობ, რომ ეს ჩვენთან შეუძლებელია. ეს ჩვენთან შესაძლებელია - მხოლოდ განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანებისათვის.

ჯენარო ქრისტესაშვილი
პროფესორი, ჟორდანიას სახელობის რეპროდუქციის
ინსტიტუტის რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბების კაბინეტის ხელმძღვანელი

ჯენარო ქრისტესაშვილი - ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქტიულობის სფეროში, ვიკვლევთ იმ ნორმებსა და პათოლოგიებს, რომლებიც გამრავლებას ეხება. ჩვენს ინსტიტუტში არსებობს შობადობის რეგულაციის განყოფილება. ჩვენი მუშაობის პროფილია, აგრეთვე მოზარდთა სქესობრივი განათლება და ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა მოზარდთა შორის.

- რა წარმატებებს აღწევთ ამ კუთხით მუშაობისას?

ჯენარო ქრისტესაშვილი - უცხოეთში ფართოდ არის დანერგილი სოციოლოგიური გამოკვლევები. იკვლევენ და აქვთ მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენია სქესობრივად აქტიური მოზარდთა ასაკში; თუ რამდენი მიმართავს აბორტს, რამდენი მშობიარობს ადრეულ ასაკში. საჭიროდ ჩავთვალეთ 1994-95 წლებში ჩვენც დაგვეწყო მოზარდთა სექსუალობის შესწავლა ანონიმური გამოკითხვის საფუძველზე. ამდენად ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლითაც ვმსჯელობთ იმის თაობაზე, თუ რამდენი მოზარდია სქესობრივად აქტიური ამ პერიოდში. თუმცა გამოკითხულები ხშირად ანონიმურადაც არ სცემდნენ პასუხს კითხვებზე. ამიტომ ამ გამოკითხვის შედეგები მთლად ზუსტი არ არის. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ თავიანთი სქესობრივი აქტივობის ლეგალიზაციას ჩვენთან მოზარდები ქორწინების გზით აღწევენ, იმის გამო, რომ ჩვენთან არსებობს „ქალწულობის ინსტიტუტი“. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ეს იმიტომ, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაუსრულებელი მოზარდების მიერ, მხოლოდ სქესობრივი ლტოლვის საფუძველზე შექმნილი ოჯახი არ შეიძლება იყოს მყარი. ძალიან ხშირად ასეთი ქორწინებები გაყრით მთავრდება. უმამოდ დარჩენილი ბავშვი რჩება არა დედის, რომელიც ჩამოუყალიბებელია და განათლება დასრულებული არა აქვს, არამედ ბებიისა და ბაბუის ამარა. თუ სწორ დეფინიციას მივცემთ, ბავშვი იზრდება ზრუნვის გარეშე. ასეთი ბავშვები კი ჩვენი საზოგადოებისათვის არაა პოზიტიური მუხტის მიმცემი, იმიტომ, რომ ისინი არასდროს იქნებიან სრულყოფილნი, ვინაიდან გადატანილი აქვთ ემოციური სტრესები და ა.შ. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა ქვეყანაში არსებობს კულტურულ-ტრადიციული თავისებურებები. დღეს რომ boyfriend-ების და girlfriend-ების ინსტიტუტის აუცილებლობაზე დავიწყო ლაპარაკი, არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან ეს მოვა წინააღმდეგობაში საზოგადოებასთან. მე მაქვს უფრო რბილი რეცეპტი, რომელიც არც ჩვენი ტრადიციების საწინააღმდეგო იქნება, და თანაც მეტ-ნაკლებად მოახდენს ნორმალიზაციას და რეგულაციას - თუ მოზარდებს აქვთ ისეთი ლტოლვა, რომელსაც ვერ იმორჩილებენ, ხომ შეიძლება რომ ისინი დაქორწინდნენ, მაგრამ მაშინვე შვილის გაჩენაზე არ იფიქრონ? არსებობს მთელი რიგი ჩასახვის საწინააღმდეგო უსაფრთხო მეთოდები, რომლებიც საშუალებას მისცემს ცოლ-ქმარს იყვნენ ერთად, ისე რომ ბავშვი არ გააჩინონ. დაასრულონ სწავლა-განათლება, დადგნენ ფეხზე და შემდეგ გახდნენ ისეთი მშობლები, რომლებიც თვითონ იზრუნებენ თავიანთ შვილებზე და სათამაშოდ არ გააჩენენ ბავშვს. ეს მართლაც იქნება მყარი ოჯახი. უცხოეთში ძალიან საინტერესოდ მუშაობენ ამ საკითხზე. ამერიკაში არის ასეთი მეთოდი: სქესობრივი განათლების გაკვეთილებზე მიმართავენ იმიტაციას. მაგალითად, გოგონას უკეთებენ ხელოვნურ მუცელს, რაც მისი მოძრაობის თავისუფლებას ზღუდავს. ანდა, მას მისცემენ თოჯინას, რომელიც განუწყვეტლივ ტირის; მას უნდა აჭამო, გამოუცვალო საფენი და ა.შ. ამით გოგონა რწმუნდება, რომ ეს იოლი საქმე არ არის. ვენდოთ ამ საქმეში უცხოურ გამოცდილებას.

მეორე სამედიცინო მხარე იმაში მდგომარეობს, რომ მოზარდებში (18 წლამდე ასაკის გოგონებში), მშობიარობის დროს გართულება ხუთჯერ, ექვსჯერ და ზოგჯერ ათჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ზრდასრულ ქალებში. ზოგიერთ ვაიპატრიოტს ჰგონია, რომ როცა ადრეულ ასაკში თხოვდებიან, აჩენენ ბავშვებს, ასეთი გზით ერი მრავლდება. მე კი მიმაჩნია, რომ ერს უნდა შეუქმნა ისეთი პირობები, როდესაც ზრდასრული ადამიანი შეგნებულად და არა შემთხვევით გააჩენს სასურველ ბავშვს.

ყველა ოჯახში უნდა იყოს არანაკლებ ორი-სამი ბავშვისა. ერის გამრავლება არ უნდა ხდებოდეს იმ გმირი დედების ხარჯზე, რომლებიც ათ ბავშვს აჩენენ. სხვათა შორის ამდენი მშობიარობა სულაც არ არის კარგი ჯანმრთელობისათვის. უნდა არსებობდეს საშუალო ზომის მრავალი ოჯახი. ამისათვის, პირველ რიგში მაღალი ეკონომიკური დონეა საჭირო. ბევრი მამაკაცი დაქორწინებისაგან თავს იკავებს - ოჯახს ვერ ვარჩენო. ქალი თავს ვერ ანებებს სამსახურს, ვერ იღებს შვებულებას და დეკრეტში ვერ გადის იმისათვის, რომ ბავშვი კარგად გამოზარდოს. მიმაჩნია, რომ ყველაფრის საფუძველი აქედან მოდის. ჯერ უნდა შევქმნათ ისეთი საზოგადოება, სადაც ადამიანებს ნორმალური ცხოვრება შეეძლებათ და შემდეგ უნდა ვუკიჟინოთ მათ, რომ გააჩინონ ბავშვები.

- თქვენ ბრაძანეთ, რომ მყარი ოჯახის შესაქმნელად საჭიროა წყვილმა ქორწინება გააფორმოს, იცხოვროს ერთად და შემდეგ გააჩინოს ბავშვი. რომ არ გააფორმონ ქორწინება და ისე იცხოვრონ, რა მოხდება?

ჯენარო ქრისტესაშვილი - ეს ეწინააღმდეგება ჩვენთან არსებულ ტრადიციებს, რომელთა სწრაფად შეცვლა დაუშვებელია, თუმცა თანდათანობით ეს შესაძლოა კიდეც მოხდეს. ამჟამად არის გარდამავალი ეტაპი. ასეთ წესს, ტრადიციას თავისი პლიუსი აქვს. როცა არ არსებობს ქორწინება და ჩვენ ახალგაზრდებს სქესობრივი აქტიურობისაკენ მოვუწოდებთ, ეს გამოიწვევს სქესობრივ პარტნიორთა ცვლას, რაც თავისთავად ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისათვის, სქესობრივი გზით გარდამავალი ინფექციური დაავადებებისა და შიდსის გავრცელების თვალსაზრისით. თუკი პარტნიორებს შორის არსებობს მყარი ურთიერთობები და პარტნიორების ცვლა ხშირი არ არის, ეს უკვე დადებითი მომენტია.

ახლა ცოტა რამ სქესობრივი განათლების შესახებ: ჩვენთან არსებობს ძალიან ბევრი უცხოური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთაც განსაზღვრული პროგრამა გააჩნიათ. მათ გარკვეულ პროექტზე მოპოვებული აქვთ გრანტი და სურთ, რომ აქ შეასრულონ რაღაც სამუშაო. ჩამოდის აბსოლუტურად გაუნათლებელი ხალხი. მათ არ იციან ჩვენი ისტორია. მაგალითად, ერთ-ერთი ექსპერტი მეკითხება: „იცის თუ არა აქ ყველამ წერა-კითხვა?“ ქვეყანაში ჩამოდიან ექსპერტად და არავითარი ინფორმაცია არ გააჩნიათ ამ ქვეყნის შესახებ. ის ექსპერტი რამდენჯერმე ჩამოვიდა სხვადასხვა პროექტით. ერთ-ერთი პროექტისათვის შეადგინეს კითხვარი, რომელშიც სკოლის მოსწავლეებისათვის შეტანილი იყო ასეთი შეკითხვა: „რამდენი სქესობრივი პარტნიორი გყავთ?“ არ შეიძლება ასეთი შეკითხვის დასმა დღეს ჩვენთან სკოლაში. ეს მშობლებისა და პედაგოგების გაღიზიანებას იწვევს. ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო, რომ რაიმე არ გააფუჭო.

ჩვენს ინასტიტუტს, რომელიც ამ დარგში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, ძალზე ფრთხილი მიდგომა ახასიათებს. ვცდილობთ ისე გავაკეთოთ საქმე, რომ ვინმე არ გავაღიზიანოთ. იგივე შინაარსის შეკითხვა შეიძლება დაისვას, ოღონდ სულ სხვა ფორმით, მაგალითად: „როგორ უყურებთ სქესობრივი პარტნიორების ხშირ ცვლას?“კითხვებს სჭირდება ფორმის შერჩევა. ამას დაფიქრება უნდა. უცხოელები ქართულ სკოლებში სხვა ქვეყანაში მომზადებული კითხვარებით შედიან და თავს არ იწუხებენ, რომ შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ მათში. ეს, ჩემი აზრით, დიდი დანაშაულია. მაგალითად, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაჩვენა წიგნი, რომელიც მშობლებისათვის მოამზადა და შიგ პორნოგრაფიული სურათებია. რა, მშობლებმა არ იციან როგორ ხდება სექსუალური აქტი? აუცილებელია, რომ ეს დაუხატო? ეს წიგნები შემდეგ მოხვდა ბავშვების ხელში და საზოგადოება დიდად გააღიზიანა. ასე არ შეიძლება. ჩვენც გამოვეცით გაეროს პროგრამით საგანმანათლებლო ბუკლეტები, მაგრამ იქ ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო და არა მგონია, ამ ბუკლეტებმა ვინმეს გაღიზიანება გამოიწვიოს. ეს იმით იხსნება, რომ მის შექმნაზე რამდენიმე დიდი მეცნიერი მუშაობდა. ისინი ეძებდნენ ფორმას, თუ როგორ მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია მოზარდებს ისე, რომ არაფერი გავაფუჭოთ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენთან ყველაფერი უნდა გაკეთდეს აუჩქარებლად, ძალიან ფაქიზად და ფრთხილად, თუ გვინდა, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ.

როგორც აღვნიშნეთ, ნაადრევი მშობიარობა მავნებელია, მაგრამ როდესაც ოჯახის დაგეგმვას ვეხებით, აქცენტს უფრო ხშირად, აბორტის გაკეთებაზე ვაკეთებთ. ეს კი არათუ ეწინააღმდეგება ჩვენს რელიგიურ მრწამსს, არამედ, სამედიცინო თვალსაზრისითაც დაუშვებელია. ცნობილია, რომ ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში მილიონზე მეტი ქალი იღუპება უშუალოდ აბორტის გართულებებით. მეორად პრობლემად აბორტს ხშირად უშვილობა და სხვადასხვა დარღვევა მოჰყვება. უკვე არაფერს ვამბობ სქესობრივი კონტაქტის გზით გადამდებ ინფექციურ დაავადებებზე, რომლებიც ამ პერიოდიდან იწყება. ამდენად, აბორტის წინააღმდეგ მოწოდება, ახალგაზრდებისათვის იმის ახსნა, თუ როგორ დაიცვან თავი არასასურველი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან, ძალზე სასარგებლო და საჭირო რამ არის. გარდა ამისა, საქართველოში არასწორი წარმოდგენა აქვთ ჰორმონალურ ტაბლეტებზე, რომლებიც მიკრიდოზიანია და არანაირად არაა მავნებელი, პირიქით, ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმის ჩამოყალიბებას. ეს არის ქალისათვის სპეციალური დოზირებით შედგენილი ბუნებრივი ჰორმონები, რათა უფრო ჰარმონიულად განავითაროს ქალის ორგანიზმი, მოამზადოს იგი შვილოსნობისათვის. ამასთან, ორსულობის ფუნქცია აღდგება ტაბლეტების შეწყვეტიდან ორ-სამ თვეში.

- როგორ ფიქრობთ, კულტურაში არსებული ტაბუების გამო ქალწული ხანგრძლივი დროის განმავლობაში რომ იკავებს თავს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაგან და სექსუალურ კავშირში არ შედის მამაკაცთან, მოქმედებს თუ არა ეს მის ფსიქოლოგიაზე?

ჯენარო ქრისტესაშვილი - არ ვიცი დღეს რამდენად შეიძლება ამაზე გახსნილად ვილაპარაკოთ, მაგრამ არსებობს ასეთი გზა - მასტურბაცია. ეს მიღებული მეთოდია უცხოეთში. არ არის აუცილებელი, რომ ბიჭმა, როგორც კი მას სექსუალური მოთხოვნილება გაუჩნდება, მაშინვე სქესობრივი ცხოვრება დაიწყოს. ზემოთ შევეხე სქესობრივ განათლებას. მე საზღვარგარეთ ვყოფილვარ და ვიცი, რომ სქესობრივი განათლების გაკვეთილებზე ძირითადი აქცენტი თავშეკავებაზეა გადატანილი. ამდენად, მასტურბაცია არის ერთ-ერთი მეთოდი ამ დაძაბულობის მოხსნისათვის; იგი გადაავადებს სქესობრივ კონტაქტს.

- საზიანო ხომ არ არის ეს ჯანმრთელობისათვის?

ჯენარო ქრისტესაშვილი - არა, ეს მცდარი წარმოდგენაა. მასტურბაცია მაშინ არის პათოლოგია, როდესაც მამაკაცს სექსუალური პარტნიორი ჰყავს და ის მაინც მიმართავს მას. სექსუალური გამოკვლევის კითხვარში ერთ-ერთი ასეთი კითხვაც არის: „ეწეოდით თუ არა მასტურბაციას ბავშვობაში?“ თუ არა, მაშადამე გამოკითხული ესკუპატორულია, თუკი ეს ჰქონდა, პირიქით, ეს ნორმალურია. ამიტომ შიში, რომელიც არსებობს მასტურბაციასთან დაკავშირებით, სრულიად გაუმართლებლია. ჩვენთან იგივე მასტურბაციაც ტაბუდადებულია. ბევრად უფრო საშიშია, როდესაც მოუმწიფებელი პატარა ბიჭი მეძავებთან დადის, რომლებიც ინფექციების წყაროს წარმოადგენენ. საზღვარგარეთ კი იგივე მეძავები სამედიცინო კონტროლის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ განახორციელებენ სქესობრივ აქტს.

- ჩვენთან ყველაფერი დაფარულია და მამაკაცები კი ავადდებიან!

ჯენარო ქრისტესაშვილი - მე გაოგნებული დავრჩი, როდესაც მოვისმინე ერთ-ერთი პარლამენტარის გამოსვლა, რომელიც პროსტიტუციის ლეგალიზაციის აუცილებლობაზე იმის გამო საუბრობდა, რომ სახელმწიფოს შემოსავალი სჭირდება. არადა აქ მთავარი ის არის, რომ მეძავებს შეიძლება სამედიცინო კონტროლი გაუწიო.

- თქვენ ბევრი პაციენტი გყოლიათ. რა რეაქცია აქვთ მშობლებს, როდესაც აღმოაჩენენ, რომ მათი შვილი (ქორწინების გარეშე) არის ორსულად?

ჯენარო ქრისტესაშვილი - საშინელი, ისინი მზად არიან მოკლან შვილი და, რაც მთავარია, მათ არ სჯერათ, რომ ეს ასეა.

- ხშირია აბორტები უკანონო ბავშვის თავიდან აცილების მიზნით?

ჯენარო ქრისტესაშვილი - არა, ამ შემთხვევაში უფრო სამშობიარო სახლებში მიდიან. ჩვენთან შეიძლება შემთხვევით მოიყვანოს დედამ შვილი იმ მიზეზით, რომ მენსტრუაციული ციკლი გადაუცდა და შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ გოგონა ფეხმძიმედაა. თუმცა, ესეც იშვიათია. ასეთი შემთხვევებისას ჩვენ ვატარებთ საჭირო პროცედურას და არც კი ვუმჟღავნებთ მშობელს, რადგან ამას ძალზე უსიამოვნო რეაქცია მოჰყვება და არ არის ასეთი ტრავმირება საჭირო. გოგონას კი ვეუბნებით, ვუხსნით და ვინახავთ პაციენტის საიდუმლოს.

- როგორია მშობლის დამოკიდებულება შვილისადმი ასეთ შემთხევაში?

ჯენარო ქრისტესაშვილი - ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მშობელს და შვილს გახსნილი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. ჩვენს სინამდვილეში ასეთი ურთიერთობა იშვიათია. აუცილებელია, რომ მშობელმა მანამდე მისცეს ცოდნა შვილს ამ სფეროსთან დაკავშირებით.

- თვითონ მშობლებსაც რომ არა აქვთ ეს ცოდნა?

ჯენარო ქრისტესაშვილი - სწორედ ამაშია მთელი უბედურება. სკოლებში უნდა დაინერგოს სქესობრივი განათლება. საჭიროა, ეს სამუშაო იმ სპეციალისტმა ჩაატაროს, ვისაც ეს ხელეწიფება. ჩვენ ექიმების დიდი არმია გვყავს, ხომ შეიძლება მათი შერჩევა მოხდეს და გამოინახოს ახალგაზრდა ექიმები, რომელთაც კომუნიკაციის უნარი აქვთ. ბავშვები ექიმთან გაცილებით უფრო გაიხსნებიან. თუმცა, ამას დიდი ცოდნა სჭირდება. მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ეროვნული პროგრამა. ჩვენი კულტურულ-ტრადიციული თავისებურებების, განათლების გათვალისწინებით უნდა მოვამზადოთ კადრები ფსიქოლოგიურად და მათ მივანდოთ ეს საქმე. ბავშვს მაშინ კი არ უნდა ელაპარაკო ამაზე, როცა სექსუალური აქტივობა უკვე გამოავლინა, არამედ მანამ, სანამ გამოავლენს.

უნგრეთში ყოფნისას დავესწარი გაკვეთილს, სადაც მოსწავლეები პატარა ნოველებს აანალიზებდნენ. ერთ ნოველაში 15 წლის გოგო დაფეხმძიმდა და ყველა მოზარდმა ერთხმად განაცხადა: „როგორ, თხუთმეტი წლის ასაკში ძალიან ადრეა სექსუალური ცხოვრებაო“. სხვათა შორის, იქ სექსუალურ ასპექტსაც არ უსვამენ ხაზს და ასეთ გაკვეთილებს ჰქვია: „ოჯახური ცხოვრებისათვის მომზადება“. ერთ-ერთი მაღალი დონის პედაგოგის წიგნიც ჰქონდათ გამოცემული: „სიყვარული ხელოვნებაა“. სიყვარული მხოლოდ ორ სქესს შორის კი არა აქვთ განხილული, არამედ სიყვარული ზოგადად მშობლებსა და შვილებს შორის, და-ძმას შორის და ა.შ.

- ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა საქალწულე აპკი შენარჩუნებულია და გოგონა ფეხმძიმედაა?

ჯენარო ქრისტესაშვილი - ყოფილა, მაგრამ ეს პრობლემა გლობალურად არ დგას. ასეთი მხოლოდ ერთეული შემთხვევები არსებობს და ამაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება არ არის საჭირო. მიმაჩნია, რომ საზოგადოების ყურადღების აქცენტირება იმაზე უნდა მოხდეს, რომ სქესობრივი განათლება აუცილებელია, მაგრამ აუცილებლად უნდა შეიმუშაონ ეროვნული პროგრამა, რომელსაც შეადგენენ ადგილობრივი ექსპერტები და არა ვიღაც ჩამოსულები. ძალიან კარგად მომზადებულმა სპეციალისტებმა უნდა შექმნან სახელმძღვანელოები. საჭიროა ახალგაზრდობა მოვამზადოთ იმისათვის, რომ გაარჩიონ თუ რა არის ნორმალური, რა - არა. რა უნდა აიცილონ თავიდან და ა. შ. უსათუოდ უნდა დავნერგოთ კონტრაცეფცია, რათა ყველა სქესობრივი კონტაქტი, რომელიც შეიძლება დამთავრდეს არასასურველი ორსულობით, თავიდან ისე ავიცილოთ, რომ გოგონას ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ. ასევე უნდა ავიცილოთ თავიდან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებები. სქესობრივი განათლების გზით უნდა ჩავუნერგოთ ადამიანს, რომ ყველა სურვილის რეალიზაცია არ არის უცილებელი. ჩვენ ცხოველებისაგან იმით განვსხვავდებით, რომ თავშეკავება შეგვიძლია. შეიძლება გაგიკვირდეთ ჩემგან ამას რომ მოისმენთ, რადგან ხშირად ჰგონიათ, რომ სქესობრივი განათლება გვასწავლის - „რაც გინდა ის აკეთეო“. არა, ბატონო, სრულიად საწინააღმდეგოს გეუბნებით. სხვათა შორის, ახალგაზრდებს უცხოეთში ურჩევენ - კი ბატონო, მოეფერე, მოეხვიე, აკოცე, მაგრამ არ არის აუცილებელი რომ ეს სრულყოფილი აქტით დამთავრდეს. ამის შესახებ საქართველოში წარმოდგენაც არავის აქვს. თავის შეკავებისათვის ასევე საჭიროა სპორტი და ყურადღების აქცენტირება სხვა რაღაცეებზე. ყველაზე დამღუპველად ტელევიზიის დანაშაული მიმაჩნია. ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ პორნოგრაფიული ფილმების ყურების შემდეგ იგივე უნდა გააკეთონ ერთმანეთთან. ეს არ არის სწორი. ამიტომ, როცა მასმედიის თავისუფლებაზეა საუბარი, იმის მაგივრად, რომ მათ პოლიტიკაზე თავისუფალი ლაპარაკი აუკრძალონ, საჭიროა, ამ დარგში მიმართონ ზომებს. პორნოგრაფიული ფილმები ქუჩაში არ უნდა ეყაროს და ბავშვების ხელში არ უნდა ხვდებოდეს. მე შეძრწუნებული ვარ იმითაც, რომ ჰომოსექსუალისტებზე თავისუფლად უჩვენებენ ფილმებს. ბავშვი რომ ნახავს, ხომ ჩათვლის ამას ნორმად! ასეთი ფილმების გაშვება არ არის სწორი.

- თქვენ ბრძანეთ, რომ სექსუალური კონტაქტისაგან თავის შეკავების ერთ-ერთი გზა მასტურბაციაა. მისაღებია თუ არა ეს ქალებისთვისაც და იწვევს თუ არა ეს რაიმე დარღვევას?

ჯენარო ქრისტესაშვილი - დიახ, მასტურბაცია ქალისათვისაც მისაღებია. იგი არავითარ დარღვევას არ იწვევს. თუ ქალს მოზღვავებული მოთხოვნილება გააჩნია, არაფერი ცუდი ამაში არ არის. მაგრამ არაა საჭირო ამისი აქცენტირება, რადგან შემდეგ ამაზე უფრო მეტს ფიქრობენ.

- დაახლოებით რამდენი წლიდან მიგაჩნიათ სქესობრივი კონტაქტი მისაღებად?

- ამის რეცეპტი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში 15-16 წლამდე ეს მისაღები არ არის, ვინაიდან 18-19 წლამდე ორსულობა და მშობიარობა არ არის სასურველი. 35 წლის შემდეგ კი ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული რისკი იზრდება. ქალმა თავისი რეპროდუქციული ფუნქცია უნდა შეასრულოს 18-იდან 35 წლამდე. თუმცა ეს კანონი როდია. ზოგს გვიან მოუნდება შვილი და გვიან ასაკში აჩენს. მთავარია მშობლები მომზადებული შეხვდნენ სასურველი შვილის დაბადებას.

ამას წინათ წამოაყენს წინადადება, რომ წყვილებმა ქორწინებამდე გაიარონ სქესობრივი შემოწმება. ეს იმიტომ, რომ ბიჭი მეძავებში დაძვრება, შემდეგ შეირთავს უბიწო გოგონას და გადასდებს მას ინფექციურ დაავადებებს, რომელიც მასში ქრონიკულად მიმდინარეობს, ისე, რომ მან არც კი იცის ამის შესახებ. შემდეგ, გოგონა დაორსულდება და ამ პერიოდში მას ემართება მწვავე ანთება. სწორედ ამიტომაა შემოწმების პროცედურა საჭირო.

- როგორ მიგაჩნიათ, თუ ბიჭი დაძვრება, ქალს ამის უფლება არა აქვს?

ჯენარო ქრისტესაშვილი - ჩვენთან ასეა მიღებული, მამაკაცის ამგვარ ქცევას ტაბუ არ ედება, რადგან არსებობს ორმაგი მორალი. მე მგონია, რომ ეს დროთა განმავლობაში აღმოიფხვრება, რადგან ქალები უფრო გააქტიურდებიან. თუმცა, ვისურვებდი, რომ ეს სქესობრივი კონტაქტი სულიერ სიახლოვეს ემთხვეოდეს და არ იყოს შემთხვევითი. დაბოლოს, ყველას მოვუწოდებდი, რომ იყოს თავშეკავებული.

- თქვენი აზრით, 35 წლის ქალს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იკავებდა თავის სექსუალურ მოთხოვნილებას, ნორმალური ფიზიოლოგია აქვს?

ჯენარო ქრისტესაშვილი - თავისთავად ნორმალური აქვს. მთავარი ის კი არ არის, ეწევა თუ არა ქალი სქესობრივ ცხოვრებას, არამედ რა სახის სქესობრივი ცხოვრება აქვს. ამაში ხშირად მამაკაცები სცოდავენ. მათ წარმოდგენაც არა აქვთ, თუ რა არის ნორმალური სქესობრივი აქტი, როგორ უნდა წარიმართოს იგი, იმისათვის რომ ორივე პარტნიორი ერთნაირად დაკმაყოფილდეს.

- წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ როგორც დედამ გაიგეთ, რომ თქვენი გოგონა არ არის ქალწული, როგორ მოიქცევით?

ჯენარო ქრისტესაშვილი - რასაკვირველია, შევეცდები დავეხმარო. ამისგან ტრაგედიას არ შევქმნი. თუ მისი ცხოვრება ასე აეწყო, მე შევეცდები გავაანალიზო, რა მომენტი გავუშვი, რატომ ვერ მოვამზადე სათანადოდ, როდის დავტოვე უყურადღებოდ. ზოგჯერ ადამიანი თავისი სამსახურით ისეთი დატვირთულია, რომ შვილებისათვის არ სცალია, ვერ აკონტროლებს მათ, შევეცდები ჩემს გოგონას არ შევუქმნა ასეთი გარემო, მაგალითად, არ დავტოვო ბინაში მარტო მოწიფულ ბიჭთან ერთად. ვეცდები, მეც მათთან ვიყო. და თუ მაინც მოხდება ასეთი რამ, მაშინ დავფიქრდები, რა შემეძლო გამეკეთებინა და არ გავაკეთე. თუმცა, არ შევუწყობ ჩემს ქალიშვილს ხელს, რომ პარტნიორები იცვალოს. შევხედავ, არის თუ არა ის ბიჭი ისეთი, რომ შეიძლება მასთან ცხოვრება გააგრძელოს. რაღაცნაირად შევეცდები რომ პროფილაქტიკური ღონისძიებები ჩავატარო.

ემზარ ჯგერენაია,
სოციოლოგი

- ბატონო ემზარ, რა აზრის ბრძანდებით „ქალწულობის ინსტიტუტის “ შესახებ?

ემზარ ჯგერენაია - „ქალწულობის ინსტიტუტი” უფრო ფართო პრობლემაა, ვიდრე ჩვენ შეიძლება გვეჩვენებოდეს. აქ ამავე დროს ის საკითხიც დგას, თუ რა ადგილს, რა როლს, უფლებრივ სტატუსს ანიჭებს ქალს კულტურა. რას ნიშნავს ეს უფლებრივი სტატუსი? ჩვენს კულტურაში, ცხადია, მამაკაცის მიერ ქალის ღალატი არანაირად არ ითვლება ნეგატიურ მოვლენად. მიგაჩნით, რომ ეს პოზიტიურია და კულტურა ამას ხელს უწყობს, ამის კულტივირებასაც კი ახდენს. ანუ არსებობს ორმაგი მორალი. ერთი მორალი არის ქალებისათვის, რომელიც ქალებს ეუბნება, რომ თქვენ არ ხართ თავისუფალი სექსუალობის სფეროში, მაგრამ კაცები თავისუფლები არიან. ცნობილია, რომ ქართველი მამაკაცი რუსეთში რაღაც საქმეზე, ვთქვათ კონფერენციაზე მიდიოდა და იქ ერთობოდა. მაგრამ მსგავსი ქცევა ქალის მხრიდან ჩვენში არა მარტო ნეგატიურად ითვლებოდა, არამედ ეს იყო ოჯახის დანგრევის უმთავრესი მოტივი. მამაკაცის მხრიდან ღალატად ითვლება, როცა იგი მთლიანად მიდის ოჯახიდან და საყვარელთან ცხოვრობს, ანუ ეს არის დაქვემდებარებისა და ბატონობის პრობლემა. ვინ ბატონობს კულტურაში? ერთი შეხედვით, აქედან გამომდინარე ბატონობს მამაკაცი, მაგრამ რისთვის სჭირდებათ ეს ინსტიტუტი მამაკაცებს? კვლავ იმისათვის, რომ ქალი ჰყავდეთ მორჩილებაში. როცა ქალისათვის ქმარი ერთადერთი მამაკაცია, მას არა აქვს შედარების საშუალება, არ შეუძლია გაარკვიოს თუ სად შეიძლება ჰქონოდა სექსუალური ურთიერთობა უფრო მოწესრიგებული. ამიტომ, ქმარი რჩება მის ერთადერთ მამაკაცად. ამ შემთხვევაში მამაკაცი დაზღვეულად გრძნობს თავს. ქალს ჰგონია, რომ სექსუალური ცხოვრება რომელსაც ის ქმართან ეწევა, არის ერთადერთი შესაძლებელი. ზოგჯერ ეს ტრაგიკულია, ზოგჯერ - ნორმალური, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ქალს არ გააჩნია გამოცდილება. ქალის გამოცდილება ნეგატიურად ითვლება, რადგან ასეთი გამოცდილება მის თავისუფლებაზე მიანიშნებს. ანუ ქალი იმთავითვე უნდა იყოს მამაკაცს დაქვემდებარებული. ზოგადად კულტურა ყველგან მასკულინურია. დღეს კი სხვაგვარი ვითარებაა, ქალები ცდილობენ თავიანთი უფლებები გაათანაბრონ და კულტურული თვალსაზრისითაც მოხდეს ტრანსფორმაცია ანუ დაუწერელ კანონებშიც უნდა იგულისხმებოდეს, რომ ქალი თავისუფალია. ვინც თვლის, რომ კაცი და ქალი თანასწორნი არ არიან, ყოველთვის მათ ბიოლოგიას გულისხმობს, და ამტკიცებს, რომ ქალს განსხვავებული ტიპის პრობლემები აქვს; მან ბავშვი უნდა გააჩინოს; ამის გამო შეუძლებელია ის მამაკაცივით თავისუფალი იყოს და ა.შ. ამას თავისი საფუძველიც აქვს; რასაკვირველია, ფეხმძიმე ქალი ვერ შეასრულებს ისეთივე სამუშაოს, როგორსაც მამაკაცი.

გარდა ამისა, ვინც ამბობს, რომ ქალები მამაკაცს უნდა ექვემდებარებოდნენო, ამას იმით ასაბუთებს, რომ ყველა ინტელექტუალი -მეცნიერი, მწერალი - უფრო მეტად მამაკაცი იყო. მაგრამ შეიძლება მოიძებნოს ამის ანტიარგუმენტიც: ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მამაკაცები მუდამ ბატონობდნენ, ისტორიულად მათ ისეთი სოციალური როლი ჰქონდათ, რომ მათი აქტივობა შეუზღუდავი იყო. შესაბამისად, კაცებში უფრო მეტად არიან ინტელექტუალებიც, პროფესიონალებიც და ა.შ. შრომის განაწილება, ქალისა და მამაკაცის როლური და სტატუსური პოზიციები მამაკაცს იმთავითვე აყენებდა მომგებიან პოზიციაში იმისათვის, რომ ეკეთებინა ის საქმე, რასაც ინტელექტუალური ან სამეცნიერო შრომა ერქვა. მაშინ, როცა ქალი არ იყო ამისათვის მზად. აქედან გამომდინარე, რელიგიაც მამაკაცური გამოგონებაა. რელიგია ხელს უწყობს მამაკაცს იმაში, რომ მას მეტი თავისუფლება ჰქონდეს, მაშინ, როცა ქალი ამ თავისუფლებას მოკლებულია. ყველა რელიგია ცდილობს ქალის დამორჩილებას. ასე რომ, “ქალწულობის ინსტიტუტი” არის სოციალური ფენომენი, სოციალური გამოგონება და არა ერთხელ და სამუდამოდ დაწესებული რამ. ეს არის სოციალური მოვლენა და ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ქართული კულტურა სხვაზე უარესი ან სხვაზე უკეთესია. უბრალოდ, ჩვენი კულტურა მუშაობს ამ რეჟიმში.

- „ქალწულობის ინსტიტუტთან” დაკავშირებით ხომ არ გააჩნია ქართულ კულტურას რაიმე სპეციფიკური ნიშან-თვისება? ვთქვათ, ხომ არ არის რუსული კულტურა უფრო ლიბერალური სექსუალური თავისუფლების მიმართ? ან ხომ არ თამაშობს რელიგია განსაკუთრებულ როლს?

ემზარ ჯგერენაია - რელიგია განსაკუთრებულ როლს აქ არ თამაშობს. ეს იმიტომ, რომ რუსული და ქართული რელიგია პრინციპულად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. უბრალოდ, აქ ერთ რამეზეა მინიშნება: როცა ქალი არ არის თავისუფალი, მაშინ არც მამაკაცია თავისუფალი. და ფაქტობრივად, ჩვენ ვიღებთ სუსტ მამაკაცს და ასევე სუსტ ქალს, რომელთაც ეშინიათ გამოცილების მიღებისა. ეს იმიტომ, რომ თუ მამაკაცმა ეს დაუშვა, მაშინ მან ისიც უნდა დაუშვას, რომ აირჩიოს ქალი, რომელსაც რაღაც გამოცდილება აქვს, მუდმივად ეჭვი და შიში უნდა ჰქონდეს იმისა, რომ შეიძლება თავად არ იყოს სათანადო სიმაღლეზე.

- მაინტერესებს, როგორ იქნა მიღწეული საზღვარგარეთ სექსუალური თავისუფლება?

ემზარ ჯგერენაია - სექსუალური რეფორმებით ეს არ დაწყებულა; და არც რევოლუციის მოთხოვნით. ეს სხვა მხრიდან დაიწყო. მაგალითად, უფლებების გათანაბრებით. ქალებმა მოიპოვეს საარჩევნო უფლება. წარმოიდგინეთ, რომ ოჯახიდან არჩევნებზე მხოლოდ მამაკაცები მიდიოდნენ და პოლიტიკა მთლიანად მამაკაცური იყო. თუმცა პოლიტიკა დღესაც, ასე თუ ისე, მამაკაცური ხელობაა, მაგრამ ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში დასაშვებია. ასეთ ფონზე ქალწულობის მოთხოვნა არ არის სერიოზული, მას კულტურა ვერანაირად ვერ აღიქვამს. ჩვენი კულტურა კი არ არის ისე ორგანიზებული, რომ უნივერსიტეტში ჰიპების მოძრაობა ჩნდებოდეს. ჩვენ გვეშინია საკუთარი ინდივიდუალობის გამოკვეთისა, გვეშინია, რომ შეგვარქმევენ სახელს და მარკირებული, სტიგმატიზირებული ვიქნებით საზოგადოებაში. მაგრამ კონფორმიზმის გარკვეული ხარისხი ყველგან არსებობს. კონფორმიზმი თავისთავად პოზიტიური ფენომენია, ის ხელს უწყობს კომუნიკატორული ერთობლიობის ფუნქციონირებას, მაგრამ არა იმ ტიპის, ჩვენთან რომ არსებობს. ჩვენთან კონფორმიზმი სნობიზმის ნაირსახეობაა.

- ბატონო ემზარ, თქვენ სტუდენტებთან მუშაობდით 10 წლის წინაც და მუშაობთ დღესაც. შეიცვალა რაიმე ამ მხრივ?

ემზარ ჯგერენაია - მე მგონი, რომ არაფერიც არ შეცვლილა. შეიცვალა გარეგნულად. თქვენ სხვანაირად გაცვიათ, ჩვენ თაობას სხვანაირად ეცვა. დღეს შეიძლება ოდნავ გაბედულები იყოთ, მაგრამ პრინციპში თქვენ მაინც ისეთივე სტუდენტებად რჩებით, როგორებიც ჩვენ ვიყავით. თქვენ ვერ ბედავთ უფროს თაობასთან კამათს, პასიურები ხართ, მორჩილების რაღაც ზომა გაგაჩნიათ, რაც ჩვენს თაობასაც ჰქონდა. მაგრამ რაიმე იდეოლოგია, რომელიც დაგსჯიდათ, ახლა არ არსებობს, თქვენ გეშინიათ კულტურული სტანდარტებისა და ვიღაც ლექტორებთან ურთიერთობის გაფუჭების, გგონიათ, რომ სწორად ვერ გაგიგებენ.

- „ქალწულობის ინსტიტუტის“ მხრივ შეიცვალა რაიმე?

ემზარ ჯგერენაია - აშკარად იგრძნობა, რომ მეტი თავისუფლებაა, ვიდრე ჩემს დროს იყო. ახალგაზრდები უფრო მეტის უფლებას აძლევენ თავს.

- თუ მშობლები აძლევენ მეტ თავისუფლებას ახალგაზრდებს?

ემზარ ჯგერენაია - მშობლები არ აძლევენ მეტ თავისუფლებას, მაგრამ დრომ ის მოიტანა, რომ თქვენ მშობლების მიერ ბოლომდე ვერ კონტროლდებით. ჩვენს თაობაში უფრო იყო კონტროლის მოთხოვნილება. თქვენ თაობას აქვს ერთი პრობლემა - არა ხართ დამოუკიდებელნი. როცა თქვენ ოჯახებიდან წამოხვალთ და მშობლებს ეტყვით: „მე თქვენი შვილი ვარ, პატივს გცემთ, მაგრამ მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს და მინდა მარტო ვიცხოვრო“, მაშინ დაიწყება არა მარტო თქვენი პიროვნებებისა და ჩვენი პიროვნებების ჩამოყალიბება, არამედ დაიწყება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. თქვენ მშობლებს შეჰყურებთ ხელებში და ამას იმით ამართლებთ, რომ სტუდენტები ხართ, სამუშაო ადგილი არ არის და ა.შ. შესაბამისად, თქვენ ჰყიდით თქვენს დამოუკიდებლობას. თქვენ თქვენი თავი მიჰყიდეთ მშობლებს. უარს ამბობთ თქვენს პიროვნულ მოთხოვნილებებზე, გემოვნებაზე, ცხოვრებაზე, სამაგიეროდ კი იღებთ ეკონომიკურ უზრუნველყოფას, მინიმალურს მაინც.

- ბიჭების უმრავლესობა აღიარებს, რომ „ქალწულობის ინსტიტუტი“ არავითარ პრობლემას არ უქმნით.

ემზარ ჯგერენაია - ტყუილია, ეს პრობლემას მაინც ქმნის. საქმე ის არის, რომ შეიძლება ჩვენთვის, მამაკაცებისთვის მტკივნეული არც კი იყოს, რომ მეუღლისთვის პირველი მამაკაცი არ აღმოვჩნდეთ, თუმცა მტკივნეულია ის, რომ ეს სხვებმა იციან და აქაც კონფორმიზმი ვლინდება. „ოღონდ სხვებმა არ იცოდნენ და მე შეიძლება ვაპატიო. თუ სხვებმა იციან, ვერ ვაპატიებ, იმიტომ რომ მერე მე დაცინვის ობიექტი გავხდები“, ანუ პიროვნებას კი არ ვხედავთ შეყვარებულში, არამედ...

- როგორ ფიქრობთ, შეუწყობს თუ არა ხელს სკოლაში სექსუალური განათლების შეტანა სექსუალური თავისუფლების ლიბერალიზაციას?

ემზარ ჯგერენაია - სექსუალური თავისუფლების ხელშეწყობა არ არსებობს. ასეთ რაღაცას სექსუალური განათლებით ვერ გააკეთებ. უბრალოდ, კულტურაში ან ეკონომიკაში უნდა მოხდეს რაღაც ისეთი, რაც ადამიანს აიძულებს დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს. რაიონიდან ჩამოსული გოგონები მართალია მარტო ცხოვრობენ, მაგრამ ქცევის თავისუფლება მათთანაც არ შეიმჩნევა, რადგან ამ შემთხვევაშიც მშობლების მიერ კონტროლის მექანიზმი მუშაობს. თქვენ რომ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდეთ, სადაც ვთქვათ, ლუდის ბარში იმუშავებდით და ამის შემდეგ წახვიდოდით ლექციებზე, ფული გექნებოდათ ჯიბეში, თქვენ ჩამოგიყალიბდებოდათ ცხოვრების საკუთარი წესი. ამიტომაც, რაღაც ლოზუნგები რომ მოვიფიქროთ და თუნდაც, „დეფლორაციის საერთაშორისო ცენტრი“ ჩამოვაყალიბოთ, ეს არაფერს მოიტანს. ეს თავისთავად უნდა მოხდეს, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად. ადამიანი თავად აირჩევს, გამოცდილების გარეშე ყოფნა უნდა ქორწინებამდე, თუ არა. არიან ადამიანები, რომელთაც ეს არ სურთ. ეს არის არჩევანის უფლება.

- ანუ, რადგან საქართველო განვითარების გარდამავალ ეტაპზეა, ჯერ ეკონომიკური მხარე დგას წინა პლანზე და მისი მოგვარების შემდეგ მოწესრიგდება სექსუალური პრობლემებიც?

ემზარ ჯგერენაია - ერთი მეორეზე პრინციპში არ დაიყვანება, მაგრამ დამოკიდებულება ამ ორ ცვლადს შორის არსებობს.

ინტერვიუ ფსიქოლოგებთან გაგა ნიჟარაძესა და რუსუდან მშვიდობაძესთან

- რა აზრის ბრძანდებით „ქალწულობის ინსტიტუტის“ შესახებ?

გაგა ნიჟარაძე - „ქალწულობის ინსტიტუტი“ არა მარტო საქართველოში არსებობს; ის არსებობდა ან არსებობს ბევრ სხვა ადგილასაც. ფროიდიანული თვალსაზრისის მიხედვით, ვაჟს ეშინია, რომ მისი მეტოქე როგორც მამაკაცი უკეთესი იქნება, ვიდრე თვითონ. ამიტომ ცდილობს დაიცვას, თუ შეიძლება ასე ითქვას, საკუთარი მონოპოლია. მეორე მხრივ, სოციო-ბიოლოგიური მიდგომის მიხედვით, მამაკაცი არასოდეს არაა დარწმუნებული, რომ თვითონ არის საკუთარი შვილების მამა. ამიტომ მამაკაცური სიყვარული სხვაა და ქალური - სხვა. მამაკაცისათვის ყველაზე დიდი ტრავმა და ეჭვიანობის საგანი პარტნიორის ფიზიკური ღალატია, ხოლო ქალისათვის - იმის გამო, რომ ქალის ძირითადი დანიშნულება ოჯახზე ზრუნვაა - ყველაზე დიდი ტრავმა ისაა, თუ მამაკაცი სხვას შეიყვარებს. ანუ მამაკაცის ფიზიკური ღალატი ნაკლებად მტკივნეულია ქალისათვის, ვიდრე გრძნობითი. აი, ეს არის ძირითადი. საქართველოში ამას ემატება გარკვეული კულტურული თავისებურებანი. ასე მივედით იქამდე, რომ საქართველოში ქალი უნდა იყოს და არის ასექსუალური არსება; ქალს ეკრძალება ყოველგვარი სექსუალური გამოვლინება როგორც ჩვეულებრივ ურთიერთობაში, ასევე თვითონ სექსულური ურთიერთობის დროს. თუ ქალი ამას აკეთებს, ის საზოგადოებისათვის არის ,,კახპა“, „მეძავი”. „ქალწულობის ინსტიტუტი“ სწორედ იმისთვის არის მოწოდებული, რომ ქალი მხოლოდ დედა ე.ი. ჩემი შვილების დედა იყოს. სექსთან ამას კავშირი ნაკლებად აქვს.

რუსუდან მშვიდობაძე - ჩემის აზრით, „ქალწულობის ინსტიტუტი“ არ უნდა არსებობდეს, რადგან ის ბევრ სირთულეს აჩენს.

- კერძოდ, რა სირთულეეებს?

რუსუდან მშვიდობაძე - იგივე პრობლემებს, რომლებზედაც გაგამ უკვე ისაუბრა. თუკი ზრდასრულ, მოწიფულ ადამიანს უყვარს მეორე ადამიანი, აქ სექსიც იგულისხმება და ამ კავშირზე უარი არ უნდა ითქვას მარტო იმიტომ, რომ რაღაც ტრადიცია არსებობს, ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ურთიერთობა ინტიმური სექსის გარეშე გარკვეულწილად არაბუნებრივია. მაგრამ მისი ძალით მოშლაც არ მოხერხდება, სანამ ცნობიერება არ შეიცვლება. ახლა ძალით, კანონის სახით ამის მიღება უაზრობაა. ეს ალბათ ინდივიდუალური გადასაწყვეტია ყველასათვის და უფრო ახალგაზრდებისთვის.

- და თქვენ დროს როგორი სიტუაცია იყო?

რუსუდან მშვიდობაძე - გაცილებით უფრო მკაცრი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. მაგრამ დღეს სტუდენტებთნ ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოავლინეს უმრავლესობის აზრი, რომ „ქალწულობის ინსტიტუტი“ უნდა არსებობდეს. ცალკე საკითხია, თუ რამდენად გულწრფელნი არიან ისინი.

- დიახ, სოციუმის ზეგავლენაა და ვერ ამბობენ...

რუსუდან მშვიდობაძე - და კონფორმიზმი, ამიტომაც ვერ ამბობენ, რომ ეს ინსტიტუტი საჭირო არ არის.

გაგა ნიჟარაძე - როდესაც სოციოლოგიური მიდგომა ვახსენე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მამაკაცური და ქალური სიყვარული ბიოლოგიურად სხვადასხვანაირია, ამას დავამატებდი, რომ ასეთი განსხვავება მამაკაცებისა და ქალების სიყვარულს შორის აბსოლუტურად ყველა კულტურაში არსებობს, მაგრამ კულტურა გავლენას ახდენს ამ განსხვავების სიმკვეთრეზე, თუ შეიძლება ასე ითქვას. ვთქვათ, ჰოლანდიაში ეს განსხვავება ნაკლებად შეიმჩნევა, ამერიკაში - მეტად, საქართველოში - კიდევ უფრო მეტად. საქართველოსათვის ის არის, ალბათ დამახასიათებელი და წამყვანი, რომ აქ სექსუალური კულტურა ისტორიულად ნულის დონეზე იყო. აქ არაა კამა-სუტრაზე ლაპარაკი, მაგრამ ხომ შეიძლება ყოფილიყო რაღაც ხალხური მოძღვრების მსგავსი? არაფერს ასეთს მე, ყოველ შემთხვეაში, არ ვიცნობ. ამის გამო ჩამოყალიბდა მკვეთრად მამაკაცზე ცენტრირებული საზოგადოება, სადაც მამაკაცს გაცილებით მეტი სექსუალური თავისუფლება აქვს მინიჭებული, ვიდრე ქალს, რაც ყველა კულტურისათვისაა დამახასიათებელი. მაგრამ ჩვენთან ქალს ჩამოერთვა სექსუალური სიამოვნების მიღების უფლება.

მოწოლილი ბიოლოგიური მოთხოვნილებიდან თავის დაღწევის საშუალება ჩვენში ადრეული ქორწინებაა. 15-16 წლის გოგონები ამით ფაქტობრივად ლეგალიზაციას უკეთებენ თავიანთ სექსუალურ ცხოვრებას, რაც ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ბოყფრიენდ-გირფრიენდ-ის ინსტიტუტი რომ შემოვიტანოთ, ეს დღევანდელ საქართელოში უფრო მეტ პრობლემას შექმნიდა. ცნობილია, რომ რამდენიმე სკოლაში იყო სექსუალური განათლების შეტანის მცდელობა, მაგრამ მშობლები სკოლებში მივარდნენ და ლამის სცემეს მასწავლებელი. საერთოდ, სექსთან დაკავშირებული ტრადიციები ალბათ ყველაზე უფრო მტკიცეა ამა თუ იმ კულტურაში.

- თქვენი აზრით, უარყოფით შედეგს გამოიღებს სკოლაში სექსუალური განათლების შეტანა?

გაგა ნიჟარაძე - არა მგონია, რომ უარყოფითი შედეგი მოიტანოს, რადგან გარკვეულ ლიბერალიზაციას მაინც აქვს ადგილი. ჩემი ოჯახის გამოცდილებით ვიცი - საზღვარგარეთული ფილმების ჩვენება რომ დაიწყო საქართველოში, დედაჩემი ყოველი შიშველი მკერდის გამოჩენაზე წივილ-კივილს ტეხდა; დღესდღეობით კი ჩვეულებრივად აღიქვამს ამას, ინტერესითაც კი.

- ჩემის აზრით, „ქალწულობის ინსტიტუტის“ პრობლემა მაინც განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის პრობლემაა. ახალგაზრდები კი ამბობენ : „მე ასე გამზარდეს!“

გაგა ნიჟარაძე - დიახ, მართალია. ქართველი მამაკაცებისთვის საერთოდ დამახასიათებელია ინფანტილიზმი და პარტნიორებში დედის ძიება. არის ტენდენცია, რომ ქალი, რომელთანაც მას ურთიერთობა აქვს არაცოლქმრულ ჩარჩოებში, იმთავითვე მეძავად აღიქვას და მასზე ფიზიკურ ზემოქმედებასაც კი არ მოერიდოს, რაც ოიდიპოსის კომპლექსთან არის დაკავშირებული. ეს ნამდვილად კულტურის გავლენაა.

- როგორ გადაილახა ეს სხვა ქვეყნებში?

გაგა ნიჟარაძე - ძირითადად ეს მოხდა სექსუალური რევოლუციის შემდეგ. 30-იან წლებში იყო რაიხი. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ XVI-XVII საუკუნეებში დასავლეთში მეტი სექსუალური თავისუფლება არსებობდა. ამაზე წერდა, მაგალითად, ბოკაჩო. საერთოდ თვლიდნენ, რომ სექსი შეიძლება იყოს რელიგიის მიერ დევნილი, მაგრამ ის ჩვეულებრივი და ბუნებრივი რამაა, ბერძნებზე რომ არაფერი ვთქვათ. რამ განსაზღვრა ეს, მე არ ვიცი. შეიძლება აქვე აღვნიშნოთ, რომ კიდევ უფრო მკაცრი ტრადიციები არსებობს ბოშებში; იქ გოგონა თუ ქალწული არ არის, შეიძლება მოკლან კიდეც, ისევე, როგორც ზოგიერთ მუსლიმანურ ქვეყანაში. თუ რამ გამოიწვია ეს საქართველოში, არ ვიცი. ამას ახსნა რომ მოუძებნო, ისტორიკოსი უნდა იყო და კარგად უნდა იცნობდე გასული საუკუნის ყოფით კულტურას,

რუსუდან მშვიდობაძე - ვერ ვიტყვი, რომ ეს რელიგიითაა გამოწვეული, რადგან ამ შემთხვევაში, ორივე ერთნაირად მკაცრია.

გაგა ნიჟარაძე - დიახ, ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ ქვეყნებს შორისაც კი დიდი განსხვავებებია ამ მხრივ. რუსეთი გაცილებით უფრო ლიბერალურია ამ საკითხებისადმი, ვიდრე საქართველო და ამას ვერ ავხსნი კლიმატური პირობებით. თუმცა ამბობენ, რომ სამხრეთელები უფრო ტემპერამენტიანები არიან, არა?

- გამოკითხული რესპონდენტებიდან, მხოლოდ ერთ ბიჭს გაახსენდა რელიგია და მან გვითხრა, რომ ცოლი ასევე რელიგიური დოგმების გამო უნდა იყოს ქალწული. როცა შევახსენეთ, რომ „არა იმრუშო“ მამაკაცსაც ეხება - „რაღა ამაში უნდა შეგვეჯიბროთო“ - გვიპასუხა.

- თქვენი აზრით, აქვს თუ არა გავლენა ქალზე იმას, რომ ის 35 წლის ასაკში ქალწულია? გინეკოლოგმა გვითხრა, რომ მის ფიზიოლოგიაზე ეს ცუდად არ მოქმედებს.

გაგა ნიჟარაძე - ფიზიოლოგია შეიძლება არა, მაგრამ ფსიქიკა კი ნამდვილად იცვლება, თუმცა, ამას დანამდვილებით ვერ გეტყვით. არის ასეთი სტერეოტიპი, რომ ასეთი ქალი უფრო ისტერიული და განსხვავებულია. თუმცა, საკითხავია, ის იმიტომ არის ისტერიული, რომ ვერ გათხოვდა, თუ ვერ გათხოვდა იმიტომ, რომ ასეთი იყო. ისევ არ ვიცი. აქ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭიროა.

- როგორ ფიქრობთ, შეიცვლება ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობა? მაგალითად, გამოკითხული ბიჭების აზრით - არ შეიცვლება.

გაგა ნიჟარაძე - არა, აუცილებლად შეიცვლება.

- რატომ არიან სკოლის პერიოდის, კერძოდ მე-9 და მე-10 კლასის ბავშვები უფრო კონსერვატულნი „ქალწულობის ინსტიტუტთან“ დაკავშირებით?

გაგა ნიჟარაძე - მხედველობაში უნდა მივიღოთ განათლების განსხვავებული დონე. ამ ასაკში, ჯერ ერთი, ყველა სწავლობს, მაშინ, როდესაც უნივერსიტეტში ინტელექტის და მომზადების მიხედვით სელექცია ხდება. პიროვნება უფრო განათლებულია, მან უკვე მეტი იცის.

- როგორ ფიქრობთ, რადგან ცვლილებები ელიტიდან მოდის ამ მხრივ მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანი უფრო ლიბერალი იქნება?

გაგა ნიჟარაძე - მე მგონი, ამ მხრივ შემოსავლის დონე იმდენად არ არის განმსაზღვრელი, რამდენადაც, ვთქვათ - განათლების დონე.

ზუსტად შემიძლია გითხრათ რასთან იქნება ეს კორელაციაში: თუ ადამიანი თავს აკლავს ეროვნულ, რელიგიურ ღირებულებებს, ყოველთვის იტყვის, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ტრაგედია და ჩვენნაირი მორალური ერი მეორე არ არსებობს მსოფლიოში. თუ ადამიანი უფრო დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებებისაკენ არის მიდრეკილი, ის უფრო ნეიტრალური იქნება. თუმცა პირველი, მეორე ან მესამე კურსის სტუდენტი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებეული პიროვნება, რომელსაც საკუთარი მსოფლმხედველობა აქვს. ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვი ცდილობს გამოვიდეს მშობლების მფარველობიდან. რას გამოეტირება ის? ოჯახის ღირებულებებს. აქ ბევრი ფაქტორია. ყვლაზე უფრო ინფორმაციული ამ თვალაზრისით 24-იდან 30 წლამდე ახალგაზრდების ანალიზი იქნებოდა. მე გულწრფელად გეტყვით, თქვენი ტოლი რომ ვიყო და ახლა რომ მომყავდეს ცოლი, არ გამეხარდებოდა, ქალწული რომ არ აღმოჩენილიყო.

რუსუდან მშვიდობაძე - და ალბათ, არც არავის გაუხარდება. მე ეჭვი არ მეპარება, რომ დღესდღეობით უფრო თავისუფალია სექსუალური ცხოვრება, მაგრამ პრობლემა იქამდე იარსებებს, სანამ ამაზე გახსნილად არ დაიწყება ლაპარაკი.

გაგა ნიჟარაძე - მე მახსოვს გაკვირვება და სიამაყე ჩვენს ინსტიტუტში იმის გამო, თუ როგორი პროგრესულები ვართ, როდესაც ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა უკანონო შვილი გააჩინა და ამან ჩვენთან მისი არანაირი გაკიცხვა არ გამოიწვია. ეს მაშინ გაკვირვების საბაბი იყო.

რუსუდან მშვიდობაძე - დღესდღეობით, მე მგონი, ასეთი დამოკიდებულება აღარ არის უკანონო შვილებისადმი. ყოველ შემთხვევაში, დისკრიმინაცია ნაკლებია.

- შეიძლება ეს დასავლეთის გავლენად მივიჩნიოთ?

რუსიკო მშვიდობაძე - ალბათ, მომრავლდა ასეთი შემთხვევები და ხალხი შეეჩვია.

გაგა ნიჟარაძე - თუმცა, ალბათ საბოლოოდ ეს ლიბერალური დამოკიდებულება მაინც დასავლეთიდან მოდის. ხშირად ფაქტორების ისეთი კორელაცია არსებობს, რომელიც გარეგნულად არ ჩანს. მაგალითად, გამოკვლეულია, რომ თუ კაცი რასისტია, ის ბავშვს უფრო ხშირად სცემს. ის, რომ ქალი დაჯდა საჭესთან და სიგარეტი მოსწია ისე, რომ მამის არ შეეშინდა, უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ლიბერალური ქცევის ულება გვეძლევა სექსუალურ სფეროში. სიგარეტის მოწევა ძველად? ეს მნიშვნელოვანწილად „გათახსირებულობის“ ნიშანი იყო. ახლაც ასეა პროვინციებში. წარმოიდგინეთ, სადღაც მიყრუებულ სოფელში გოგომ სიგარეტი რომ გააბოლოს, მოკლე კაბა ჩაიცვას და ა.შ.

იმის გამო, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვყანაა და მცირე ჯგუფებზეა ორიენტირებული, ქალისათვის გაცილებით ადვილია სექსუალური კავშირი არაქართველთან დაამყაროს, ვიდრე - ქართველთან. იგივე სოფლელი ქალი მიდის თურქეთში და მეძავობს, მაგრამ აქ რომ ვინმემ გადაკრული სიტყვა უთხრას, ამას ის ალბათ შეურაცხყოფად მიიღებს. ეს იმიტომ, რომ იქაური თურქი არ არის მისთვის სრულფასოვანი ადამიანი. ამიტომ მასზე სხვა ზნეობრივი ნორმები ვრცელდება.

- როგორ ფიქრობთ, ცუდი სექსუალური პარტნიორები არიან ქართველი მამაკაცები?

გაგა ნიჟარაძე - ეს არ ვიცი. ცნობილია, რომ ზანგები და იტალიელები ტემპერამენტულ პარტნიორებად ითვლებიან ევროპაში. იმავე როლს თამაშობდნენ ქართველები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. თუმცა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ განსხვავება პოტენციის მხრივ პრაქტიკულად არ არსებობს, ის ამ ხალხების სოციალური როლის შედეგია, სურვილისა, რომ აქტიურად გამოავლინონ თავიანთი მამაკაცურობა სექსუალურობით და არა სხვა რამით.

რუსუდან მშვიდობაძე - ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალა. თავად ის ფაქტი, რომ თქვენ ამ თემაზე მსჯელობთ, ამ ცვლილების მაჩვენებელია. ადრე ხომ ამაზე ლპარაკი წარმოუდგენელი იყო!

გაგა ნიჟარაძე - ასე, მაგალითად, ხუთი წლის შემდეგ რომ მოვლენ თქვენნაირები ინტერვიუზე ჩემთან, მე მათ შეიძლება ვკითხო: „ქალწულები ხართ თუ რა?“, ახლა კი ჯერჯერობით თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევ.

20 ძალადობა ოჯახში - ემპირიული კვლევები

▲ზევით დაბრუნება


მარინა კუჭუხიძე

ოჯახში ქალის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა საქართველოში საკმაოდ გავრცელებული და, ამავე დროს, ნაკლებად შესწავლილი პრობლემაა. 1999 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალის დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტში წარდგენილ საქართველოს მთავრობის ანგარიშში ნათქვამია: „ხელისუფლებამ აღიარა ის ფაქტი, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და განსაკუთრებით ოჯახური ძალადობის დასაძლევად მეტი მუშაობაა საჭირო. მყარი ტრადიციული სტერეოტიპები საკმაოდ დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ძალადობის მონიტორინგის ეფექტური სისტემის შესაქმნელად, რომელიც ასეთი შემთხვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობას მოგვცემდა“.

იმავდროულად არასამთავრობო ორგინიზაციებმა მოამზადეს ალტერნატიული ანგარიში, სადაც ვკითხულობთ: „საქართველოს კანონმდებლობით ქალები ძალადობისგან დაცული არ არიან. სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსის მიხედვით, პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ითვლება შეურაცხყოფა, სქესობრივი ძალადობა და სხეულის დაზიანება. ასეთ შემთხვევებში კანონმდებლობა უპირატესობას ანიჭებს სამოქალაქო სამართლებრივ დაცვას. არ არსებობს პარტნიორის მიერ ძალადობისაგან სამართლებრივი დაცვა. გაუპატიურება ქმრის ან პარტნიორის მიერ დანაშაულად არ არის აღიარებული. არ არსებობს კანონი არც ოჯახური ძალადობის შესახებ. ქართული საზოგადოების პატრიარქალური ხასიათიდან გამომდინარე, ოჯახურ დანაშაულთა უმრავლესობა განუცხადებელი რჩება. საქართველოში ოჯახურ დანაშაულთა შესახებ ცოდნა არ არსებობს და უამრავი ქალი ვერც კი აცნობიერებს, რომ იგი დანაშაულის მსხვერპლია. თუმცა, ამგვარი ქმედებების გაცნობიერების შემთხვევაშიც კი ოჯახურ დანაშაულთა ნამდვილი სურათი შეუსწავლელია. ეს იმითაა გამოწვეული, რომ შესაბამისი უწყებები ამ სახის სტატისტიკურ აღრიცხვას არ აწარმოებენ“.

სამწუხაროდ, ამ მეტად მტკივნეულმა პრობლემამ საქართველოში ყურადღება მხოლოდ ბოლო წლებში მიიქცია. აქამდე განხორციელებული ემპირიული კვლევები ლოკალურ ხასიათს ატარებს და არ იძლევა საქართველოში ოჯახში ქალის წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის თავისებურებების და გავრცელების სრულ სურათს. ნაკლებადაა შესწავლილი ისიც, თუ რა გავლენას ახდენს ძალადობა ქალის ფსიქიკაზე და ოჯახის სხვა წევრებზე; შეუსწავლელია აგრეთვე ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები. ყოველივე ეს ხელს უშლის ამ პრობლემის მოგვარების სტრატეგიის შემუშავებას.

ოჯახური ძალადობის კვლევისას განსხვავებულ შედეგებს ვიღებთ სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ ფენებში, სხვადასხვა ეკონომიკურ პირობებსა და სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში. თუმცა ფაქტია, რომ ძალადობა ოჯახში ყველა სოციალური ფენის, ყველა კულტურისა და აღმსარებლობის ხალხებში გვხვდება.

„ძალადობა ოჯახში“ ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განმეორებად ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ემოციურ ზეწოლას. თუ ოჯახში არსებობს ერთი სახის ძალადობა, დიდია ალბათობა იმისა, რომ მეორეც განვითარდეს; შედეგად კი სხვადასხვა ფორმის ძალადობას ანალოგიური ფსიქოტრავმატული სიმპტომები ახასიათებს.

დასაწყის ეტაპზე ოჯახში ძალადობის ტერმინი მხოლოდ ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობდა, მაგრამ ახლა მამაკაცების წინააღმდეგ ძალადობასაც მოიაზრებს, თუმცა, დასავლეთის ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებით ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა შორის 13-ჯერ უფრო ხშირად დაზარალებულები სწორედ ქალები გვხვდებიან. აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ცნობებით, ძალადობის ფაქტების 21%25 ინტიმური პარტნიორის მიერაა ჩადენილი. მოკლულ ქალთა 20%25 ქმრის, ან საყვარლის მოკლულია. 10 მილიონი ქალიდან 3 მილიონი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.

ბავშვები, რომლებიც ოჯახებში დედის ცემისა და შეურაცხყოფის მოწმენი არიან, ან თავად არიან მშობელთა ძალადობის მსხვერპლნი, მოსალოდნელია, რომ მოძალადეები, ან ძალადობის მსხვერპლნი გახდებიან საკუთარ ოჯახებშიც. ხშირ შემთხვევაში მათ უვითარდებათ შფოთვა, ფობიები, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, ენურეზი და ა.შ. დამნაშავე პირთა დიდი ნაწილი ისეთ ოჯახებშია გაზრდილი, სადაც ოჯახში ძალადობა ყოველდღიური მოვლენა იყო.

ქალი რომ ძალადობის მსხვერპლი გახდეს და შეურიგდეს ასეთ მდგომარეობას, ამას სხვადასხვა ფაქტორი უწყობს ხელს. ესენია: დაუცველობის შეგრძნება, ტრადიციის მიღება, ის რომ მამაკაცი ოჯახის მაკონტროლირებელი ფიგურაა, სიღარიბე, მეზობლების, მეგობრების, ნაცნობების ოჯახებში ძალადობის არსებობის შესახებ ინფორმაცია.

მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით ოჯახში ყველაზე გავრცელებული სახის ძალადობაა ცოლის ცემა. მის ოთხ ძირითად მიზეზს ასახელებენ, ესენია:

1. ეჭვიანობა
2. ქმრის მიმართ უპატივცემულობა
3. ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის და გამგებლის „უფლება“ - სცემოს ცოლი
4. ალკოჰოლური მდგომარეობა.

გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც, ისეთები, როგორიცაა: ცოლის მუდმივი კონტროლი, საკუთარი მშობლებისა და მეგობრებისაგან იზოლაცია; მუქარა, დაშინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება და ა.შ.

წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა; ფიზიკური ძალადობის ისტორიების შეგროვება და ანალიზი; ფიზიკური ძალადობის მსხვერპლ ქალთა აგრესიის თავისებურებების გამოკვლევა. კვლევები 2000 წლის აპრილ-აგვისტოში ჩატარდა რამდენიმე მიმართულებით:

1. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ოჯახში ძალადობის სიხშირის, ფორმებისა და მიზეზების შესახებ (500 რესპონდენტი);

2. ოჯახში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლ ქალთა (20 რესპონდენტი) აგრესიის ფორმების გამოკვლევა; ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა აგრესიის გამოვლენის საშუალო მაჩვენებლები განისაზღვრა რვა სკალის1 მიხედვით და ქართული პოპულაციის ნორმატულ მაჩვენებლებთან შედარდა;

3. შეგროვდა ოჯახში ქალის წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური აგრესიის ისტორიები (თვითმხილველთა მონათხრობი - 50 ისტორია ფაქტების დეტალური აღწერით); ფიზიკური ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ჩაღრმავებული ინტერვიუ - ცხოვრების ისტორიისა და ძალადობის ფაქტების დეტალური აღწერით. გაკეთდა ძალადობის ისტორიების კონტენტ-ანალიზი.2

ძირითადი შედეგები

I. საზოგადოებრივი აზრის კვლევა

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა თბილისის ყველა რაიონში - 318 ადამიანთან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. რეგიონებში (სოფლის მოსახლეობასთან) 182 ადამიანთან, მათ შორის: სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, რაჭაში, მცხეთა-თიანეთში, იმერეთსა და სამეგრელოში. 42.4%25 - კაცი, 57,6%25 - ქალი. საერთო ჯამში გამოკითხული იყო 500 რესპონდენტი, რომელთა განაწილება რეგიონის, სქესის, ასაკის, განათლებისა და ოჯახური მდგომარეობის მიხედვით წარმოდგენილია №1 და №2 ცხრილებში.

ცხრილი №1

რაოდენობა

ქალი

კაცი

მინ. ასაკი

მაქს. ასაკი

საშ. ასაკი

თბილისი

318

159

159

18

81

38

სამცხე-ჯავახეთი

40

22

18

20

68

39

ქვემო ქართლი

40

20

20

17

75

42

კახეთი

26

15

11

28

78

44

მცხეთა-თიანეთი

18

15

3

26

70

42

რაჭა

8

4

4

28

78

51

იმერეთი

28

15

13

25

66

45

სამეგრელო

22

10

12

23

67

36

სულ

500

260

240

17

81

41

ცხრილი№2

უმაღლესი განათლ.

საშ. სკოლის
განათლ.

არას. საშ.
განათლ.

დაქორწ
ინებული

დაუქო
რწინებ
ელი

განქორ
წინებუ
ლი

ქვრივი

თბილისი

249

58

11

108

148

38

24

შამცხე-ჯავახეთი

17

22

1

15

18

5

2

ქვემო ქართლი

12

21

7

13

21

1

5

კახეთი

8

12

6

12

12

-

2

მცხეთა-თიანეთი

14

3

1

4

9

1

4

რაჭა

3

2

3

1

7

-

-

იმერეთი

15

8

5

18

6

1

3

სამეგრელო

12

9

1

10

7

2

3

სულ

330

135

35

181

228

48

43

კითხვაზე - „რამდენად ხშირად გსმენიათ ქმრის მიერ ცოლის მიმართ ფიზიკური აგრესიის გამოვლენის შესახებ?“, რესპონდენტთა პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

0x01 graphic

მათ შორის:

თბილისში გამოკითხულ რესპონდენტთა 28.0%25-მა უპასუხა, რომ - „ხშირად სმენია ქმრის მიერ ცოლის ცემის შესახებ”, 31.8%25-მა -” საშუალოდ”, 30.5%25-მა - „იშვიათად”.

რეგიონებში გამოკითხულ რესპონდენტთა 33.4%25-მა უპასუხა, რომ - „ხშირად სმენია ქმრის მიერ ცოლის ცემის შესახებ“, 32.6%25-მა - „საშუალოდ“, 32.6%25-მა - „იშვიათად“ და 1.5%25-მა - „არასოდეს“.

კითხვაზე - „რამდენად ხშირად გსმენიათ ცოლის მიერ ქმრის მიმართ ფიზიკური აგრესიის გამოვლენის შესახებ?“, რესპონდენტთა პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

0x01 graphic

მათ შორის:

თბილისში გამოკითხულ რესპონდენტთა 5.6%25-მა უპასუხა, რომ: „ხშირად სმენია ცოლის მიერ ქმრის ცემის შესახებ“, 11.0%25-მა - „საშუალოდ”, 42.5%25-მა - „იშვიათად“ და 40.9%25-მა - „არასოდეს“.

რეგიონებში გამოკითხულ რესპონდენტთა 3.8%25-მა აღიარა, რომ „ხშირად სმენია ცოლის მიერ ქმრის ცემის შესახებ“, 6.1%25-მა - „საშუალოდ“, 57.6%25-მა - „იშვიათად“ და 30.3%25-მა - „არასოდეს“.

კითხვაზე „რამდენად ხშირად გსმენიათ მამის მიერ ვაჟიშვილის მიმართ ფიზიკური აგრესიის გამოვლენის შესახებ?“, რესპონდენტთა პასუხები ასე განაწილდა:

0x01 graphic

მათ შორის:

თბილისში გამოკითხულ რესპონდენტთა 28.0%25-მა უპასუხა, რომ - „ხშირად სმენია მამის მიერ ვაჟის ცემის შესახებ“, 26.4%25 - „საშუალოდ“, 36.8%25 - „იშვიათად“ და 9.7%25 - „არასოდეს“.

რეგიონებში გამოკითხულ რესპონდენტთა 18.2%25-მა უპასუხა, რომ: „ხშირად სმენია მამის მიერ ვაჟის ცემის შესახებ“, 22%25-მა -„საშუალოდ“, 48.5%25-მა - „იშვიათად“ და 11.4%25-მა -„არასოდეს“.

კითხვაზე -„რამდენად ხშირად გსმენიათ დედის მიერ ქალიშვილის მიმართ ფიზიკური აგრესიის გამოვლენის შესახებ?“, რესპონდენტთა პასუხების შემდეგი განაწილება მივიღეთ:

0x01 graphic

მათ შორის:

თბილისში გამოკითხულ რესპონდენტთა 23.9%25-მა უპასუხა, რომ „ხშირად სმენია დედის მიერ ქალიშვილის ცემის შესახებ“, 24.8%25-მა - „საშუალოდ“, 38.4%25-მა - „იშვიათად“ და 12.6%25-მა - „არასოდეს“.

რეგიონებში გამოკითხულ რესპონდენტთა 23%25-ს „ხშირად სმენია დედის მიერ ქალიშვილის ცემის შესახებ“, 22%25-ს - „საშუალოდ“, 39.4%25-ს - „იშვიათად“, ხოლო 16.7%25-ს - „არასოდეს“.

კითხვაზე, თუ „რამდენად ხშირად სმენიათ მამის მიერ ქალიშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოვლენის შესახებ?“ რესპონდენტებმა შემდეგნაირად უპასუხეს:

0x01 graphic

მათ შორის:

თბილისში გამოკითხულ რესპოდენტთა 4.7%25-მა უპასუხა, რომ „ხშირად სმენიათ მამის მიერ ქალიშვილის ცემის შესახებ“, 15.4%25-მა - „საშუალოდ“, 42.1%25-მა - „იშვიათად“ და 37.4%25-მა - „არასოდეს“.

რეგიონებში გამოკითხულ რესპოდენტთა 3.8%25-ს „ძალიან ხშირად სმენია მამის მიერ ქალიშვილის ცემის შესახებ“, 3.0%25-ს - „ხშირად“, 45.5%25-ს - „საშუალოდ“, 47.7%25 - „იშვიათად“ და 1.5%25-ს - „არასოდეს“.

კითხვაზე „რამდენად ხშირად გსმენიათ დედის მიერ ვაჟიშვილის მიმართ ფიზიკური აგრესიის გამოვლენის შესახებ?“, რესპოდენტთა პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

0x01 graphic

მათ შორის:

თბილისში გამოკითხულ რესპონდენტთა 16.6%25-მა უპასუხა, რომ „ხშირად სმენია დედის მიერ ვაჟიშვილის ცემის შესახებ“, 22.0%25-მა - „საშუალოდ“, 37.4%25-მა - „იშვიათად“ და 23.9%25-მა - „არასოდეს“.

რეგიონებში გამოკითხულ რესპონდენტთა 28.0%25-ს „ხშირად სმენია დედის მიერ ვაჟიშვილის ცემის შესახებ“, 12.9%25-ს - „საშუალოდ“, 37.9%25-ს - „იშვიათად“ და 21.2%25-ს - „არასოდეს“.

რესპონდენტთა აზრით, ქმრების მიერ ცოლების უშვერი სიტყვებით ლანძღვა გვხვდება:

0x01 graphic

თბილისელ რესპონდენტთა აზრით ქმრები ცოლებს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ოჯახების უმეტესობაში - 107%25, მრავალ ოჯახში - 32.1%25, აღრიცხულ ოჯახთა ნახევარში - 21.4%25, ოჯახთა მცირე რაოდენობაში - 29.6%25, ასეთი ოჯახები იშვიათია - 6.3%25.

რეგიონის რესპონდენტთა აზრით ქმრები ცოლებს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ოჯახების უმეტესობაში - 21.2%25, მრავალ ოჯახში - 27.3%25, აღრიცხულ ოჯახთა ნახევარში - 16.7%25, ოჯახთა მცირე რაოდენობაში - 25.0%25, ასეთი ოჯახები იშვიათია - 9.8%25.

რესპონდენტთა აზრით, ცოლები ქმრებს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ:

0x01 graphic

თბილისელ რესპონდენტთა აზრით ცოლები ქმრებს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ოჯახების უმეტესობაში - 1.6%25, მრავალ ოჯახში - 21.7%25, აღრიცხულ ოჯახთა ნახევარში - 17.0%25, ოჯახთა მცირე რაოდენობაში - 35.5%25, ასეთი ოჯახები იშვიათია - 23.3%25.

რეგიონის რესპონდენტთა აზრით, ცოლები ქმრებს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ოჯახების უმეტესობაში - 9.1%25, მრავალ ოჯახში - 18.2%25, აღრიცხულ ოჯახთა ნახევარში - 8.3%25, ოჯახთა მცირე რაოდენობაში- 33.3%25, ასეთი ოჯახები იშვიათია - 33.1%25.

რესპონდენტებმა ცოლის მიმართ ქმრის აგრესიის 20 მიზეზი დაასახელეს. მათ შორის ყველაზე ხშირი იყო:

ეჭვიანობა - ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ......- 35.6%25

ცოლის უსაქმურობა

(ცუდი დიასახლისი, ცუდი მეოჯახე, უსუფთაობა) ...... ...... ......- 34.7%25

ღალატი ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ......- 33.4%25

უსიყვარულობა ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ......- 32.4%25

უთანხმოება (ქმრით უკმაყოფილება, არ დაფასება, დაუმორჩილებლობა, შეუთანხმებლობა ცხოვრების სტილის, რეჟიმის) ...... ...... ...... ......- 30.0%25

ხასიათის თავისებურება ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ..... ........- 28.4%25

ეკონომიკური გაჭირვება ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...- 20.1%25.

ნაკლები სიხშირით დასახელდა: პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში (8.9%25), ცოლის გამომწვევი საქციელი (6.9%25), ცუდი დედა შვილებისათვის (6.0%25), ქმრის ალკოჰოლური მდგომარეობა (4.9%25), ქმრის დამცირება ცოლის მიერ (4.5%25), ცოლის ავადმყოფობა, მათ შორის უშვილობა (4.0%25), ჭორიკნობა (3.4%25), ქმრის მშობლების უპატივცემულობა (2.7%25), მატყუარობა (2.2%25), სიგარეტის მოწევა (1.6%25), ცოლის განათლების დაბალი დონე (1.3%25), ცოლის სამსახური (0.9%25), ქმრისათვის ხმაურით ხელის შეშლა (0.7%25).

რესპონდენტებმა ქმრის მიმართ ცოლის აგრესიის 16 მიზეზი დაასახელეს. მათ შორის ყველაზე ხშირად შემდეგი მიზეზები დასახელდა:

ეკონომიკური გაჭირვება ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ......- 53.3%25

ღალატი ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ......- 38.8%25

ქმრის ალკოჰოლური მდგომარეობა ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ....- 33.2%25

უსიყვარულობა ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ......- 30.9%25

ეჭვიანობა ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ...... ......- 29.1%25

ქმრის უსაქმურობა

(არ მუშაობს, არ ეხმარება ოჯახურ საქმეებში)....................................- 21.9%25

ნაკლები სიხშირით დასახელდა: ხასიათის თავისებურებები (19.0%25), უთანხმოება (16.0%25), პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში (6.5%25), ცოლის დამცირება ქმრის მიერ (5.9%25), ქმრის ნარკომანია და აზარტული თამაშები (5.0%25), ცუდი მამა შვილებისათვის (2.7%25), მატყუარობა (1.8%25), ცოლის მშობლების უპატივცემულობა (1.6%25), ქმრის სამსახური (1.4%25), ქმრის განათლების დაბალი დონე (1.3%25).

რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ ქმრის მიერ ცოლის ცემა:

დასაშვებია - 2%25
დასაშვებია, როდესაც არის ამის მიზეზი - 14%25
დაუშვებელია - 84%25
მათ შორის:

თბილისელი რესპონდენტების 81.4%25-ს მიაჩნია, რომ „ქმრის მიერ ცოლის ცემა დაუშვებელია“, 6%25-ს - „დასაშვებია“, 12.6%25-ს - „დასაშვებია, როდესაც არსებობს ამისი მიზეზი“.

რეგიონში მცხოვრები რესპონდენტების 80.6%25-ს მიაჩნია, რომ „ქმრის მიერ ცოლის ცემა დაუშვებელია“, 2%25-ს - „დასაშვებია“, 17.4%25-ს - „დასაშვებია, როდესაც არის ამისი მიზეზი“.

II. ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობის ისტორიების ანალიზი

ოჯახში ქალის წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური ძალადობის (მსხვერპლთა და თვითმხილველთა) ისტორიების ანალიზმა ფიზიკური ძალადობის შემდეგი მიზეზები გამოავლინა:

ქმრის ალკოჰოლური მდგომარეობა
ეჭვიანობა
ხასიათის თავისებურებები
ცოლზე ძალაუფლების მოპოვების სურვილი
ნარკოტიკები

ფიზიკური ძალადობის ფორმები:

ცემა მუშტებით
ცემა ფეხებით
ფეხმძიმე ცოლის ცემა
თმებით თრევა
კედელზე თავით რტყმევა
დახრჩობის მცდელობა
სხეულზე ანთებული სიგარეტის ჩაქრობა
გაუპატიურება
ფეხმძიმე ცოლის გაუპატიურება
ცოლის გაუპატიურება სხვათა თანდასწრებით და ა.შ.

ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები:

ლანძღვა
გინება
დამცირება და დაცინვა პირისპირ და საზოგადოებაში
მუქარა
მეუღლის მშობლების შეურაცხყოფა

ქალები, მათზე ფიზიკური ძალადობის მიუხედავად, ოჯახის შენარჩუნების შემდეგ მიზეზებს ასახელებენ:

მატერიალური მდგომარეობა
ტრადიციული ღირებულებები და მიღებული აღზრდა
ქმრის შურისძიების შიში
შვილები
განქორწინებული ქალის დაბალი სტატუსი

III. ოჯახში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლ ქალთა აგრესიის კვლევა

ოჯახში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, რომლებმაც ფიზიკური ძალადობის მიუხედავად შეინარჩუნეს ოჯახი, საზოგადოების ნორმატულ მაჩვენებლებზე დაბალი აღმოჩნდა:

  • ირიბი აგრესია (აგრესია შემოვლითი გზითაა მიმართული სხვა ადამიანის წინააღმდეგ, ან არავის მიმართ არაა მიმართული);

  • გაღიზიანებადობა (ნეგატიური გრძნობების გამოხატვისადმი მზაობა მცირედი გაღიზიანების შედეგადაც კი);

  • ნეგატივიზმი (ქცევის ოპოზიციური მანერა, დაწყებული პასიური წინააღმდეგობებიდან დამთავრებული აქტიური ბრძოლით, დადგენილი ჩვეულებებისა და კანონების წინააღმდეგ);

  • ეჭვიანობა (ადამიანების მიმართ უნდობელი და ფრთხილი დამოკიდებულება);

  • ვერბალური აგრესია (ნეგატიური გრძნობების გამოხატვა სხვადასხვა ფორმით, მაგ. ყვირილი, ლანძღვა და ა.შ.).

ნორმატულ მაჩვენებელზე მაღალი:

  • წყენა (გარშემომყოფთა მიმართ შური და სამაგიეროს გადახდის სურვილი);

  • დანაშაულის გრძნობა (ადამიანს სჯერა, რომ ცუდია, ბოროტად იქცევა და აწუხებს სინდისის ქენჯნა).

IV. ფიზიკური ძალადობის ისტორიათა კონტენტ-ანალიზი

ოჯახში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და იმ ქალთა, რომლებიც არასოდეს ყოფილან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი, მაგრამ ძალადობის თვითმხილველები იყვნენ სხვათა ოჯახებში (იდენტური ასაკობრივი ჯგუფი, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, სოციალური სტატუსი), მიერ მოყოლილი ფიზიკური ძალადობის ისტორიების კონტენტ-ანალიზმა უჩვენა, რომ:

ა) რესპოდენტთა პირველი ჯგუფის ისტორიები ბევრად უფრო დატვირთულია ემოციურად, ვიდრე მეორე ჯგუფისა;

ბ) მსგავს ისტორიებს მსხვერპლი ქალები 3-ჯერ უფრო ვრცლად გადმოსცემენ, ვიდრე თვითმხილველები;

გ) პირველი ჯგუფის ტექსტებში სტატისტიკურად სანდოდ მეტი სიხშირით გვხვდება სიტყვები: უხეში, ცემა, ტირილი.

დასკვნები

მიღებული შედეგებისათვის თვალის ზედაპირული გადავლებაც კი საკმარისია, რომ პრობლემის სიმძიმე დავინახოთ. ოჯახში ძალადობა საქართველოს მოსახლეობის შეხედულებით - საკმაოდ გავრცელებულია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფიზიკური აგრესიის სიხშირე, რომელიც ცოლების მიმართ ვლინდება. აგრეთვე ხშირია შვილების მიმართ ფიზიკური აგრესიის გამოვლენა, როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან; გამონაკლისია მამა-ქალიშვილის წყვილი. რესპონდენტთა აზრით, მამები ქალიშვილებს უფრო იშვიათად ეხებიან ფიზიკურად, ვიდრე ვაჟებს და, ვიდრე დედები - ორივე სქესის შვილებს. რაც შეეხება უწმაწური სიტყვებით გამოხატულ აგრესიას, ის კიდევ უფრო ხშირად გვხვდება. თუმცა მამაკაცები ცოლებს უფრო ხშირად ლანძღავენ უშვერი სიტყვებით, ვიდრე პირიქით, მაგრამ ჩვენს რესპონდენტებს აგრესიის ასეთი ფორმით გამოხატვა ქალთა მხრიდანაც საკმაოდ გავრცელებულად მიაჩნიათ.

თბილისისა და რეგიონების მონაცემებს თუ შევადარებთ დავინახავთ, რომ თბილისელი რესპონდენტების აზრით ოჯახში ფიზიკური ძალადობა უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ამას რეგიონის მოსახლეობა ფიქრობს. საწინააღმდეგო სურათი გვაქვს ვერბალური აგრესიის დროს.

საინტერესოა, რომ რესპონდენტებმა ცოლის მიმართ ქმრის აგრესიის მიზეზად შედარებით იშვიათად დაასახელეს ალკოჰოლური მდგომარეობა, თუმცა, ცნობილია, რომ ასეთ მდგომარეობაში ფიზიკური ძალადობის გამოვლენა ძალიან ხშირია. შესაძლოა ეს იმით ავხსნათ, რომ რესპონდენტები ქმრის აგრესიის გამომწვევ მიზეზებად სხვა ფაქტორებს მიიჩნევენ, ხოლო ალკოჰოლური მდგომარეობა მხოლოდ ხელს უწყობს მის გამოაშკარავებას. სამაგიეროდ, ქმრის ლოთობა ხშირად არის ცოლის აგრესიის მიზეზი. საერთოდ კი მეუღლეთა შორის აგრესიის გამომწვევ ძირითად მიზეზებად დასახელდა: ღალატი, ეჭვიანობა, უსაქმურობა და ეკონომიკური გაჭირვება.

დამაფიქრებელია როგორც ოჯახში ქალის მიმართ ძალადობის სიხშირე, ისე ზოგიერთ ოჯახში გამოვლენილი ფიზიკური ძალადობის ინტენსივობა და განსაკუთრებით ბარბაროსული ხასიათი. ძალადობის მსხვერპლი ქალები მორალურად დათრგუნულნი ხდებიან, ამასთან დაქვეითებული წინააღმდეგობის გაწევის უნარი და მომატებული წყენისა და დანაშაულის განცდის მაჩვენებლები მათ დეპრესიულობაზე მიუთითებს.

ოჯახში ასეთი სიტუაცია განსაკუთრებით მძიმე და უარყოფით გავლენას ახდენს შვილებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკ-ჯგუფს - თავადაც გახდნენ მოძალადენი ან ძალადობის მსხვერპლნი.

წარმოდგენილი კვლევა, ისევე როგორც საქართველოში განხორციელებული სხვა გამოკვლევები და პრაქტიკოს ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა მრავალწლიანი გამოცდილება ნათლად უჩვენებს, თუ რაოდენ გავრცელებულია ჩვენს დღევანდელობაში ძალადობა ოჯახში. ოჯახში ქალის და ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება იყოს მხოლოდ კონკრეტული ინდივიდის ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად, ის უნდა იქცეს საზოგადოების ბრძოლად მისი ჰარმონიული განვითარებისათვის.

საქართველოში პრობლემას ისიც ამძიმებს, რომ ოჯახში ძალადობის თემა წლების მანძილზე ტაბუდადებული იყო. მხოლოდ ბოლო პერიოდში და ჯერჯერობით მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრეში ხდება ამ პრობლემის განხილვა და გამოსავალზე მსჯელობა. ხშირად პრაქტიკოსი ფსიქოლოგები და ფსიქიატრები მიუხედავად დიდი მონდომებისა, ვერ ახერხებენ ქმედითი და ყოველმხრივი დახმარების გაწევას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის. ჩვენი აზრით, საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირებას და ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს შემდეგი ღონისძიებები:

კანონმდებლობის დახვეწა. საქართველოს კანონმდებლობაში არ არის მოცემული ოჯახში ძალადობის დეფინიცია. სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი, რომელიც აღწერს ასეთ დანაშაულს. ამდენად ძალადობა ოჯახში დღევანდელი კანონმდებლობით არ ისჯება.

საჭიროა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი მექანიზმების ამუშავება, რაც აუცილებლად გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.

ამასთან მხოლოდ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები არ იქნება შედეგის მომტანი, თუ არ მოხდა სამართალდამცავი ორგანოების ყველა რგოლის გათვითცნობიერება ოჯახში ძალადობის პრობლემის თაობაზე და მიღებული კანონების ცხოვრებაში გატარება.

საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება. საგანმანათლებლო მუშაობა. მოსახლეობას სხვადასხვა გზით და ფორმით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ოჯახში ძალადობა, როგორია მისი ფორმები, რა შედეგები მოაქვს მას მსხვერპლისთვის, მისი ოჯახის სხვა წევრებისთვის, განსაკუთრებით კი - მომავალი თაობისათვის, რა გავლენას ახდენს იგი საერთოდ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა უნდა იცოდეს, რომ ის არ არის დამნაშავე იმაში, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდა; რომ ეს სირცხვილი არ არის და საზოგადოება მას გაუგებს, გვერდში ამოუდგება, დაიცავს; რომ პრობლემის დამალვა გამოსავალი არ არის, ზიანის მომტანია როგორც მისი ოჯახისათვის, ასევე მისი პიროვნული განვითარებისათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და მომავალი თაობებისთვისაც.

დახმარების ცენტრების ქსელის შექმნა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ასეთი ცენტრები უკვე არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ მხოლოდ დედაქალაქში, რაც, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა. რეგიონებში ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ პრობლემა იქ საკმაოდ მწვავეა და მრავალმხრივ მუშაობას მოითხოვს. მეორე მხრივ, ასეთი ცენტრები უნდა იყოს კომპლექსური, რომელთაც ძალადობის მსხვერპლისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ყოველმხრივი დახმარების გაწევის საშუალება ექნებათ. ამ დახმარებაში ჩვენ ვგულისხმობთ როგორც ფსიქო-რეაბილიტაციას, ისე სამედიცინო და იურიდიულ დახმარებას. დახმარების ცენტრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლს მისცეს თავშესაფარი, იზრუნოს არა მხოლოდ მის ფსიქოლოგიურ, არამედ სოციალურ რეაბილიტაციაზეც.

___________________________

1 აგრესიის გამოვლენის ფორმათა დიფერენციაციის მიზნით გამოიყოფა აგრესიული რეაქციის რვა სახე, რაც ბასისა და დარკის აგრესიის საკვლევი კითხვარის საშუალებით რვა შესაბამის სკალაზე იზომება.

2 ტექსტებზე მუშაობისათვის გამოიყენებოდა რაოდენობრივი კონტენტ-ანალიზი, რაც გულისხმობს ანალიზის ერთეულების გამოყოფას და მათი სიხშირეების დათვლას.