![]() |
სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის (დამრიგებლის წიგნი) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ლაბარტყავა ნინო, ლორთქიფანიძე ნინო |
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები |
წყარო: UDC: 371.213.1 + 373.3.034 ISBN: 978-9941-0-2648-5 |
საავტორო უფლებები: © ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საუბრები მოსწავლეებთან პიროვნების მორალურ განვითარებაზე, გარემოსდაცვით კულტურასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მოქალაქეობრივ, პატრიოტულ ცნობიერებასა და სხვა ზოგადსაკაცობრიო ჰუმანურ ღირებულებებზე თბილისი, 2010 პასუხისმგებელი რედაქტორი ნინო ლაბარტყავა; რეცენზენტები: ნათელა იმედაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ - ემერიტუსი; დარეჯან ჯავახიშვილი - ჯანმრთელობის დაცვის პროექტების მენეჯერი და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“; დიზაინერ-დამკაბადონებელი მაკა ცომაია; ტექნიკური რედაქტორები: ირინა სამსონია; ქეთი ჩხობაძე; ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი © მოცემული პუბლიკაციის ტექსტის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ არაკომერციული მიზნებისთვის, წყაროს მითითებით. |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
პროგრამის მიზანია დაეხმაროს I-IV კლასების დამრიგებლებს სადამრიგებლო საათის მაქსიმალურად სასარგებლოდ დაგეგმვასა და განხორციელებაში. პროგრამა შედგება სადამრიგებლო საათის მიზნის, ძირითადი პრინციპების, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების მოკლე დახასიათების, საუბრის თემებისა და სადამრიგებლო საათის ნიმუშებისაგან.
* * *
ტრადიციულად, დამრიგებლის მუშაობა ძირითადად ყოველდღიური საჭირბოროტო პრობლემების განხილვასა და მასწავლებლის სპონტანურ აქტივობას ეყრდნობოდა. ავტორების მიერ შექმნილი პროგრამა ფორმალიზებულია და სისტემის სახით არის შემუშავებული. განსაკუთრებით საყურადღებოა პროგრამაში თანმიმდევრულად გატარებული ასაკობრივი დიფერენციაციის პრინციპი. კერძოდ, პროგრამის თითოეულ ნაწილს წინ უსწრებს თითოეული ასაკობრივი საფეხურის ფსიქოლოგიური დახასიათება. სწორედ ამ ასაკობრივ თავისებურებეზეა აგებული ავტორის მიერ შემოთავაზებული აქტივობები. ამრიგად, მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი პროგრამა შედგენილია მაღალ თეორიულ დონეზე, შეესაბამება დაწყებითი კლასების ბავშვთა აღზდის ყველაზე აქტუალური პრობლემების გადაჭრას და პრაქტიკოსი მასწავლებლის უშუალო საჭიროებებს.
ნათელა იმედაძე,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორ - ემერიტუსი.
* * *
პროგრამა წარმოადგენს ერთგვარ მეთოდურ სახელმძღვანელოს I-IV კლასის დამრიგებელთათვის, რათა მათ მოსწავლეთათვის მაქსიმალურად სასარგებლოდ დაგეგმონ და განახორციელონ სწავლება და აღზრდა სადამრიგებლო საათის ფორმატში. პროგრამის სტრუქტურა თანმიმდევრული და ლოგიკურად შეკრულია, შინაარსი - მიზანშეწონილი და მდიდარია, მასალა გადმოცემულია გასაგები ენით. ყოველივე ეს მომხმარებელს (დამრიგებელს) გაუადვილებს პროგრამის მთლიანობით აღქმას, გაგებასა და მართებულ გამოყენებას. სადამრიგებლო საათის მოცემული პროგრამა უდაოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და შეიტანს წვლილს საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხორციელებაში.
დარეჯან ჯავახიშვილი,
ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პროექტების მენეჯერი
და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელი სამხრეთ
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში,
ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“.
![]() |
2 თავი 1 დამრიგებლის მუშაობის მიზანი |
▲ზევით დაბრუნება |
დამრიგებელი დაწყებითი კლასის მოსწავლეების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობელთათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა. დამრიგებლის მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას, უვითარებდეს მათ ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
![]() |
3 თავი 2 დამრიგებლის მუშაობის პრინციპები |
▲ზევით დაბრუნება |
დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს:
აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი ერთმანეთისაგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამიტომ, დამრიგებლის ფუნქციაა მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნა;
მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოცემული პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისა და წამოჭრილი პრობლემების მოგვარების გზით. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობითი ურთიერთობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთნდობის პრინციპს. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ. დამრიგებლის საუბარი მოსწავლესთან შემდეგი პრინციპით უნდა მიმდინარეობდეს: „გინდა მოიპოვო აღიარება თანატოლებში? მოდი, ერთად მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამის მიღწევა ან რა გიშლის ხელს მიზნისკენ სწრაფვაში“.
ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.
![]() |
4 თავი 3 რეკომენდაციები სადამრიგებლო პროგრამის განხორციელებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
დამრიგებლის კლასთან მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს: საუბრები მოსწავლეებთან, დისკუსიები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებთან და, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თუ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა.
დამრიგებლებმა ყველაზე უკეთ იციან კლასის საჭიროებები და სწორედ აქედან გამომდინარე გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს. შეხვედრებს სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს და წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი, ყველაზე მცირე კვირაში ერთხელ. დამრიგებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობდეს სხვადასხვა კულტურულ თუ გასართობ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (მაგ., ბიბლიოთეკებთან) ურთიერთობის დამყარებას.
სადამრიგებლო საათის თემები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა
![]() |
5 თავი 4 სადამრიგებლო საათის სპეციფიკა I-IV კლასებში |
▲ზევით დაბრუნება |
საგნის მასწავლებლებთან ერთად დამრიგებელი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ეხმარება სკოლასთან, ახალ საქმიან გარემოსთან ადაპტაციაში, უყალიბებს ელემენტარულ სასწავლო ჩვევებს, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარს, ჯანსაღ ღირებულებებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სადამრიგებლო შეხვედრები დაწყებით საფეხურზე. შეხვედრებზე ხდება მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების განხილვა, სწავლის თუ ურთიერთობისას წამოჭრილი სირთულეების გაცნობა, გადაჭრის გზებზე ზრუნვა. ასევე, დამრიგებელი ასწავლის მოსწავლეებს ამგვარ შეხვედრებზე მოქცევის წესებს, რომ არ შეიძლება შეხვედრებზე ვინმეს განსჯა, რომ საუბრისას განიხილება ჩადენილი საქციელი, შემთხვევა და არა პიროვნება. თავდაპირველად დამრიგებელს დიდი ძალისხმევა სჭირდება პროცესის სამართავად და ფასილიტატორის როლის შესასრულებლად, სანამ მოსწავლეები არ გაითავისებენ ამგვარ შეხვედრებზე ქცევის წესებსა და მიმდინარეობის თავისებურებებს.
სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ განვითარებას. აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს. სადამრიგებლო საათზე მოსწავლეებს შეუძლიათ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები,ახსნან მოქმედებები, აღიარონ შეცდომები ისე, რომ არ განაწყენდნენ. მასწავლებელი, რომელიც პოზიტიურად იყენებს სადამრიგებლო შეხვედრებს, მჭიდროდ თანამშრომლობს თავის მოსწავლეებთან და იმსახურებს მათ ნდობას. ეს კი საშუალებას აძლევს მას, კარგად იცნობდეს თავის მოსწავლეებს, გაითვალისწინოს მათი ინდივიდუალური თავისებურებები და საჭიროებანი.
პირველკლასელებთან შეხვდრა (35-40 წუთი) მრავალფეროვანი დავალებებით, სადისკუსიო თემებით და თამაშებით უნდა იყოს დაგეგმილი. მათი ჩატარება უპრიანია კვირის ბოლოს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება. დავალებების შერჩევისას გასათვალისწინებელია ჯგუფის სიდიდე. მხოლოდ ერთი სახის აქტივობისგან შემდგარი შეხვედრა კი სასურველია 10-15 წუთი გაგრძელდეს (მაგალითად, საუბარი მოსწავლეებთან, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი სადამრიგებლო საათის პროგრამა I - IV კლასების მოსწავლეთათვის ან მხოლოდ დიდაქტიკური ზღაპრის მოსმენა და გარჩევა. პირველკლასელებს ყურადღების აქტიურად მართვა სწორედ 10-15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ).
სადამრიგებლო საათის ბოლოს, სასურველია, მოსწავლეებისგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მოსწავლეებმა ამ შეხვედრაზე ახალი, რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო, რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ.
ასეთი შეხვედრებისთვის ორგანიზების ყველაზე კარგი ფორმაა წრეში ჯდომა, რადგან მერხი გარკვეული ბარიერია ღია კომუნიკაციისათვის. წრე იქმნება სკამების დახმარებით. წრეში დისკუსია ბევრად უფრო შედეგიანია. შეხვედრის ასეთი ფორმით ორგანიზების დროს ადვილია ყველა მონაწილის დანახვა და მათი ჩართულობის ხარისხის დაფიქსირება. შესაძლოა, სადამრიგებლო საათი შედგეს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას.
პროგრამაში წარმოდგენილი თემები და შეხვედრების რაოდენობა სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ამიტომ, მათი შინაარსი და ოდენობა დამრიგებელმა უნდა დაგეგმოს კლასის საჭიროებიდან გამომდინარე |
![]() |
6 თავი 5 პირველკლასელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 5.1. პირველკლასელის მოკლე დახასიათება |
▲ზევით დაბრუნება |
სკოლაში შესვლასთან ერთად მნიშვნელოვნად იცვლება ბავშვის ცხოვრება. მის უდარდელ ცხოვრებას საქმიანი, ვალდებულებებით აღსავსე დღეები ენაცვლება და ბავშვს ახალი სოციალური სტატუსი - მოსწავლის სტატუსი ენიჭება. ამიტომ მნიშვნელოვანია პირველკლასელის დახმარება ახალ საქმიან გარემოსთან შეგუებაში, ელემენტარული სასწავლო ჩვევების დაუფლებაში, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარის განვითარებაში.
პედაგოგებმა კარგად იციან, რომ პირველკლასელები მალე კარგავენ „პირველი სექტემბრის“ ეიფორიას. გაკვეთილებზე მალე იღლებიან, უჩივიან სირთულესა და დაღლილობას. ერთი სული აქვთ, ზარი დაირეკოს, რათა დაუბრუნდნენ „თავისუფალი“ თამაშის სიტუაციას. ამიტომ, სწავლის დაწყების პირველივე დღეებში საჭიროა მოსწავლეთა გამხნევება, დახმარება სასწავლო პროცესში წამოჭრილი სირთულეების გადალახვაში, ზრუნვა იმაზე, რომ სასწავლო პროცესი ნაკლებად დამღლელი აღმოჩნდეს. აუცილებელია გაკვეთილის პროცესში მარტივი ფიზიკური ვარჯიშების შესრულება.
პირველკლასელისთვის სწავლაში წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია და, ამიტომ, ისინი ძლიერ განიცდიან წარუმატებლობას. აუცილებელია მათთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მოსწავლე იგრძნობს საკუთარ მნიშვნელობასა და განუმეორებლობას.
მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ პირველკლასელი თვალსაჩინოდ მიწოდებულ მასალას უკეთ იმახსოვრებს. მას უჭირს ნებელობით ყურადღებისა და მეხსიერების მართვა. ამიტომ, საჭიროა სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება თამაშებითა და საინტერესო თვალსაჩინოებებით.
პირველკლასელებს უჭირთ საკუთარი მოქმედებების კონტროლი. ამიტომ აუცილებელია მათში რეფლექსიის უნარის, საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაგებისა და თვითკონტროლის განვითარება.
პირველკლასელთა სასწავლო პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს თამაშის სიტუაციაში. ამიტომ სადამრიგებლო შეხვედრები I კლასში დიდაქტიკური ზღაპრების განხილვით, დიდაქტიკური თამაშების3 ფორმით უნდა მიმდინარეობდეს.
პირველკლასელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მასწავლებელია. მისი შექება და შენიშვნა მნიშვნილოვნად მოქმედებს მოსწავლეზე. ამიტომ, სასურველია, რომ დამრიგებელი საკლასო წესების გარდა შეეხოს წიგნების კითხვის მნიშვნელობას, ეტიკეტს.
მასწავლებელი მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და თბილი უნდა იყოს პირველკლასელთა მიმართ. ის ხომ სკოლაში პირდაპირ თბილი ოჯახური გარემოდან მოდის. ის კი, ვინც სკოლამდელი დაწესებულებიდან მოდის, ასევე განიცდის სკოლისგან განსხვავებულ გარემოსთან განშორებას. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ დღეებში თანატოლების, სასკოლო გარემოს გაცნობა, სკოლის მოთხოვნებთან უმტკივნეულო შეგუება.
![]() |
6.2 5.2. სადამრიგებლო საათის თემები: |
▲ზევით დაბრუნება |
მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
მიმართულების მიზანია ბავშვებში პიროვნული უნიკალობის გრძნობის ჩამოყალიბება, სხვა პიროვნებებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულების ფორმირება (მათი მიღება ისეთებად, როგორებიც არიან), საკუთარი პოზიციის გამოხატვის და სხვისი გავლენის გარეშე მისი დაცვისა და სხვისი ღირსების დაცვით ურთიერთობის დამყარების უნარის განვითარება.
|
თემები |
შეხვედრების |
შენიშვნა |
1 |
საკლასო |
2 შეხვედრა |
თემას
|
2 |
თანამშრომლობის |
2 შეხვედრა |
თემას |
3 |
კლასში ქცევის წესების
|
1-2 შეხვედრა |
|
4 |
მოსწავლის და |
1-2 შეხვედრა |
|
5 |
სოციალურად
|
2 შეხვედრა |
თემას |
6 |
მორალური
|
2 შეხვედრა |
|
7 |
ურთიერთობისას და სწავლის პროცესში |
2 შეხვედრა |
თემაზე საუბარი |
8 |
ადამიანთა შორის |
2 შეხვედრა |
თემაზე საუბარი |
9 |
საკუთარ თავსა და |
1 შეხვედრა |
|
10 |
დროის ყადრი. საათის |
2 შეხვედრა |
თემას |
მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
მიმართულების მიზანი არის ბავშვებში გარემოს, პირადი ჰიგიენის დაცვის მოთხოვნილების განვითარება. სწორი კვების, დღის რეჟიმის დაცვის, სპორტის მნიშვნელობის გა- თვითცნობიერება, იმ აზრის დამკვიდრება, რომ გარემოს დაცვა, აქტიურობა, ჯანმრთელობა საკუთარი თავისადმი პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
|
თემები |
შეხვედრების |
შენიშვნა |
1 |
ბუნების |
1 შეხვედრა |
თემას მოსწავლეები |
2 |
საკუთარი სხეულის |
1 შეხვედრა |
|
3 |
პირადი ჰიგიენა, |
1 შეხვედრა |
|
4 |
ავადმყოფობის |
1 შეხვედრა |
თემას დამრიგებელი |
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
მიმართულების მიზანი არის მოსწავლეებში საკუთარი ქვეყნისადმი პოზიტიური დამოკიდებულების, სამშობლოს სიყვარულის გრძნობის განვითარება. ინფორმაციის მიწოდება ისტორიული მოვლენების, ცნობილი პიროვნებების შესახებ; საკუთარი თავის, ეზოს, ქუჩის, ქალაქის, სოფლისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
|
თემები |
შეხვედრების |
შენიშვნა |
1 |
სახლის |
2 შეხვედრა |
თემას მოსწავლეები |
2 |
ქუჩაში მოძრაობის |
1 შეხვედრა |
|
3 |
ქალაქის თუ |
2 შეხვედრა |
თემას მოსწავლე |
4 |
დღესასწაულების |
2 შეხვედრა |
თემაზე საუბარი |
მიმართულება
თვალსაწიერის გაფართოება
მიმართულების მიზანი არის მოსწავლეებში ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევებისადმი ინტერესის გაღვივება.
|
თემები |
შეხვედრების |
შენიშვნა |
1 |
წიგნიერების |
1-2 შეხვედრა |
აღნიშნულ |
2 |
ხელოვნების |
1-2 შეხვედრა |
აღნიშნულ |
3 |
ტექნიკური |
1-2 შეხვედრა |
|
შენიშვნა: მიმართულებები - გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი, უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება, თვალსაწიერის გაფართოება - მეორდება სხვადასხვა საგნობრივ პროგრამაში. ამიტომ, ჩვენს პროგრამაში მათ აღარ გავიმეორებთ ცალკეული კლასისთვის.
დაწყებითი კლასის სადამრიგებლო პროგრამაში აქცენტი კეთდება მოსწავლეთა პიროვნულ და მორალურ განვითარებაზე. |
![]() |
6.3 5.3 სადამრიგებლო საათის ნიმუშები |
▲ზევით დაბრუნება |
მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
თემა 1
საკლასო საზოგადოების ჩამოყალიბება - ერთმანეთის გაცნობა, სკოლასთან შეგუება - რატომ დავდივართ სკოლაში? ურთიერთობების განმტკიცება, ერთმანეთის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
სასწავლო წლის დასაწყისში დამრიგებლის უმთავრესი მიზანი ბავშვებთან კონტაქტის დამყარება, მეგობრული, თბილი და უსაფრთხო გარემოს შექმნაა. პირველ რიგში უნდა მოხდეს თანაკლასელთა, მასწავლებლისა და სასკოლო გარემოს გაცნობა. შესაძლებელია, დაწყებით კლასში სადამრიგებლო საათი თამაშის სახით წარიმართოს.
აქტივობა 1. „გაცნობა“
მიზანი: ჯგუფის წევრების გაცნობა, ერთმანეთის სახელების გაგება, დამახსოვრება. მასალა: ბურთი;
მიმდინარეობა: თამაშს მასწავლებელი იწყებს. ამბობს თავის სახელს, შემდეგ ესვრის ბურთს რომელიმე ბავშვს, რომელიც ასევე ამბობს თავის სახელს და ა.შ.
შესაძლოა მსგავსი თამაშის გართულება - სახელის გარდა დაასახელონ საყვარელი თამაში, საჭმელი ან მოყვნენ, თუ რატომ დაარქვეს ეს სახელი.
აქტივობა 2. „ნაცნობობის განმტკიცება“
მიზანი: ჯგუფის წევრების გაცნობა, ნაცნობობის განმტკიცება;
მასალა: ბურთი;
მიმდინარეობა: წამყვანი ესვრის ბურთს რომელიმე ბავშვს და ეკითხება სხვა ბავშვებს:
რა ჰქვია ამ ბიჭუნას (გოგონას)? ბავშვები ერთხმად იმეორებენ მის სახელს.
აქტივობა 3.
მიზანი: ნაცნობობის განმტკიცება, ახალ გარემოსთან შეგუება.
დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს მიმოიხედონ და დაასახელონ, რამდენი მოსწავლეა მათ კლასში? რამდენი გოგონაა კლასში? რამდენი ბიჭუნა? რამდენია ცისფერთვალება? რამდენს აქვს მუქი თმა? ასევე, სთხოვს დაითვალონ, თუ რამდენი ფანჯარაა კლასში? დაასახელონ, რა ფერისაა კედლები და სხვ.
შესაძლებელია, მასწავლებელმა სთხოვოს მოსწავლეებს, ცოტა ხნით თვალები დახუჭონ და ისე აღწერონ საკლასო გარემო.
აქტივობა 4.
მიზანი: ახალ გარემოსთან ადაპტაცია
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება რომელიმე ზღაპრის პერსონაჟზე (მაგ.: პინოქიოზე), რომელსაც სკოლაში უნდა შემოსვლა. სთხოვს, დაეხმარონ პინოქიოს სასკოლო ჩანთის ჩალაგებაში. რა დასჭირდება სკოლაში პინოქიოს?
აქტივობა 5.
მიზანი: ახალ გარემოსთან ადაპტაცია.
დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს აღწერონ, თუ როგორ უნდა მიაგნოს პინოქიომ მათ კლასს. დამრიგებელი თავდაპირველად თვითონ აძლევს მინიშნებებს, თუ რომელ სართულზეა საკლასო ოთახი, საით უნდა გაუხვიოს მან - მარჯვნივ თუ მარცხნივ. როგორ უნდა მიაგნოს საპირფარეშოს?
აქტივობა 6. „ჩემი სახლი“
მიზანი: ახალ გარემოსთან ადაპტაცია, კლასში თბილი ატმოსფეროს ჩამოყალიბება.
დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს სახლიდან წამოიღონ მათი საყვარელი ბავშვობის ფოტო და ფოტოებს ამაგრებს წინასწარ დახატული სახლის ფანჯრებზე. საუბრობს იმაზე, რომ სკოლამ ისინი ყველა გააერთიანა და ახლა სკოლა მათი მეორე სახლია.
დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს იპოვონ მსგავსება სახლსა და სკოლას შორის. მან შესაძლოა თვითონვე მისცეს ბიძგი: სკოლაშიც გვაქვს საათი, საწერი მაგიდა, ფარდები . .
თემა 3
წესები
რა გვეხმარება კარგად სწავლაში?
დამრიგებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ერთად სწავლისა და თანამშრომლობისათვის სკოლაში სჭირდებათ წესები.
დამრიგებელი განუმარტავს მოსწავლეებს, რომ ვერავინ შეძლებს კარგად ისწავლოს, თუ კლასში მუდამ იქნება ხმაური, უსუფთაობა, ვერავინ გაიგებს მასწავლებლის ხმას, ვერ მოისმენს საინტერესო დავალებებს. ყველაფერ ამაში კი მათ მეგობარი წესები დაეხმარება.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, თავად მოიფიქრონ და აზრი გამოთქვან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რათა მასწავლებლის (ან თანაკლასელის) მიერ მოყოლილი საინტერესო ზღაპარი კარგად მოისმინონ. დამრიგებელი ეხმარება პირველკლასელებს შემდეგი წესების ფორმულირებაში: არ უნდა ვიხმაუროთ, ერთად არ ვილაპარაკოთ, თუ გვსურს შეკითხვის დასმა ან პასუხი, ხელი უნდა ავწიოთ, თანაკლასელებს მოვუსმინოთ და ვაცალოთ აზრის გამოთქმა. წესები ფიქსირდება ფორმატზე, რომელიც რჩება საკლასო ოთახში მთელი სასწავლო წლის მანძილზე. შესაძლოა მოსწავლეებმა დახატონ წესები. დამრიგებელს შეუძლია გამოიყენოს დიდაქტიკური ზღაპარიც. მოსწავლეები ისმენენ, არჩევენ და ხატავენ ზღაპარში გადმოცემულ ამბავს.
ამბავი ბოკვერ პაკოზე
ერთ უღრან ტყეში მშობლებთან ერთად ბოკვერი პაკო ცხოვრობდა. ის ძალიან მხიარული და აქტიური იყო. პაკოს სასკოლო ასაკი შეუსრულდა თუ არა, მშობლებმა ტყის სკოლაში მიაბარეს.
პაკოს სკოლა ძალიან მოეწონა. ძალიან უნდოდა, რომ მთელ კლასს გაეგო, თუ როგორი ყოჩაღი და საზრიანია, თან მასწავლებელს, ბატონ ჟირაფსაც ხშირად შეექო.
პაკო ძალიან სწრაფად ასრულებდა დავალებებს და ძალიან უნდოდა, რომ პირველს ეპასუხა. ამიტომ, ამოხსნიდა თუ არა ამოცანას, მაშინვე წამოიყვირებდა ხოლმე პასუხს.
მაგრამ მასწავლებელი ჟირაფი ამით უკმაყოფილო იყო, იგი პაკოსგან მოითხოვდა, რომ წამოყვირების ნაცვლად ხელი აეწია. პაკოს კი ძალიან ეშინოდა, რომ მას ვინმე დაასწრებდა პასუხს და მასწავლებელი ვერ გაიგებდა, როგორი ჭკვიანი და მონდომებული იყო. პაკო დავალებას შეასრულებდა თუ არა, სულ ადგილზე წრიალებდა, მცირე ხნის შემდეგ კი ვეღარ ითმენდა და ყვიროდა: რას ფიქრობთ? იცით რა ადვილია?! მე ვიცი პასუხი!
მაგრამ მასწავლებელი, ბატონი ჟირაფი, ამის გამო ისევ შენიშვნას აძლევდა. არც თანაკლასელებს მოსწონდათ პაკოს საქციელი...
ამ ამბების გამო გაბრაზებული პაკო სკოლიდან სახლისკენ მიმავალ ბილიკს მიუყვებოდა.
გზად მაშო შეხვდა - პატარა ფოცხვერი. მაშოს პაკოს დანახვა ძალიან გაუხარდა და სთხოვა, მასთან ერთად ეთამაშა. იქვე, ხეზე კალათბურთის ფარი იყო დამაგრებული. მაშომ შესთავაზა, რიგ რიგობით ესროლათ ბურთი ფარისკენ. დაიწყეს თამაში. მაშომ რამდენჯერმე ბურთის ჩაგდება ვერ მოახერხა. სულსწრაფი პაკო ამაზეც გაბრაზდა და ისევ დაიწყო ჩხუბი. - გაიწიე, არ იცი შენ თამაში!
- მაგრამ ახლა ხომ ჩემი ჯერია? - უთხრა მაშომ.
- არ გამოგდის და რა ვქნა?! მაინც ვერ ჩააგდებ. მე კი ნახე, რა კარგად გამომდის.მაშომ ცოტა ხანს უყურა, თუ როგორ თამაშობდა პაკო, შემდეგ კი მობეზრდა და სახლში წავიდა.
პაკოსაც არ მოეწონა მაშოს წასვლა. - ნახე, როგორია? ეწყინა. - გაიფიქრა თავისთვის.
ამ ფიქრებში გართულმა მორს ფეხი წამოჰკრა და დავარდა. ტკივილისაგან მწარედ ატირდა.
„რა ცუდი დღე მაქვს, დღეს მასწავლებელმა, ბატონმა ჟირაფმა შენიშვნა მომცა, მაშო არ მეთამაშა“. იმდენი იტირა, რომ როდესაც ტირილი მობეზრდა და ცისკენ აიხედა, ნახა, რომ დაღამებულიყო.
- ვაიმე! დედას გული გაუსკდება! - დაიყვირა პაკომ და სახლისკენ მოჰკურცხლა. გზაში გაახსენდა კლასელები, რომელთაც პასუხის გაცემა არ აცალა, მაშო, რომელიც არ ათამაშა და არც კალათში ბურთის ჩაგდება ასწავლა, ბოლოს კი დედიკოც ანერვიულა. „სახლში რომ მივალ, პირობას ვიძლევი, ყველაფერს გამოვასწორებ”.
სახლში მიირბინა თუ არა, დედიკოს ჩაეხუტა და უთხრა: - დე, ბოდიში, რომ განერვიულე.
- დედა ძალიან განერვიულებული იყო, მაგრამ პაკოს დანახვა ისე გაუხარდა, რომ აღარ დატუქსა, მოეფერა და გემრიელი ვახშამით გაუმასპინძლდა.
დილით პაკო სკოლაში წავიდა. დავალება პირველმა ამოხსნა, მაგრამ კი არ წამოიყვირა, ხელი ასწია. მასწავლებელ ჟირაფს ეს ამბავი ძალიან ესიამოვნა. პაკო გაიძახა, გამოკითხა და დიდი, დიდი წითელი ვარსვლავი დაუწერა.
შესვენებაზე პაკო მაშოსთან მივიდა და ბოდიში მოუხადა, ხოლო შემდეგ კალათში ბურთის ჩაგდებაც ასწავლა.
მეორე დღეს პაკოს დაბადების დღე იყო. მასთან მთელი კლასი მივიდა მისალოცად, მათ შორის - მაშოც. ძალიან კარგად ითამაშეს. პაკო მიხვდა, რომ ასეთი კარგი დრო არასოდეს უტარებია.
თამაშისგან დაღლილი პაკო ძილის წინ ფიქრობდა, რომ ძალიან კარგია, როდესაც ზრუნავენ შენზე, მაგრამ ასევე სასიამოვნო ყოფილა, როდესაც შენ ზრუნავ სხვებზე!
შეკითხვები:
|
თემა 4
მოსწავლის (ზოგადად, ადამიანების: დედის, მამის, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების) ვალდებულებები, პასუხისმგებლობის გრძნობა
დამრიგებლის მიზანია გააცნობიერებინოს მოსწავლეებს მათი, როგორც მოსწავლის, ვალდებულებები. დამრიგებელს შეუძლია გამოიყენოს დიდაქტიკური ზღაპარიც. მოსწავლეები ისმენენ, არჩევენ და ხატავენ ზღაპარში გადმოცემულ ამბავს.
ამბავი თავისუფალ ვანოზე
ერთ მშვენიერ და ნათელ დღეს პატარა ვანოს ცუდ ხასიათზე გაეღვიძა. ძალიან ეზარებოდა მეცადინეობა და ფიქრობდა: რა საშინელებაა, ყველა რაღაცას მაიძულებს: მასწავლებელი - დავალებების წერას, მშობლები - სასკოლო ნივთების მოვლას, ჩანთაში ჩალაგებას და რაც მთავარია მეცადინეობას! ბებია - ხელ-პირის დაბანას! ძალიან მომბეზრდა!
ვანომ გადაწყვიტა არაფერი გაეკეთებინა. დივანზე წამოწვა და ჭერში დაიწყო ყურება. ჭაღზე ბუზი შეამჩნია. რა ბედნიერია ეს ბუზი, თავისუფალი არსება! სულ ისვენებს და არაფერს აკეთებს! ამ ფიქრებში გართულს ჩაეძინა და ძალიან უცნაური სიზმარი დაესიზმრა.
თითქოს სკოლიდან დაბრუნებულ ვანოს შინ ასეთი სურათი დახვდა: დედიკოს ტკბილად სძინავს, მამა კი გაზეთს კითხულობს. ყველა თავისი საქმით არის დაკავებული, პატარა ვანოს კი ძალიან შია. მაცივარი გამოაღო - იქ სიცარიელეა. აღმოჩნდა, რომ იმ დღეს მაღაზიებმა დაისვენეს და სურსათი არ გაყიდეს. დედიკომაც დასვენება გადაწყვიტა და ვანოს სადილი არ მოუმზადა. ბებიამ კი სასეირნოდ წასვლა გადაწყვიტა. თან ოჯახის ყველა წევრი ერთხმად იმეორებდა: გაუმარჯოს თავისუფლებას! გაუმარჯოს არაფრის კეთებას! ასე ვითომ ორი დღე გავიდა. პატარა ვანოს ძალიან მოშივდა და ცუდ ხასიათზე დადგა. ვეღარ გაუძლო დედიკოს გულმა დაღვრემილი ვანოს ყურებას და გადაწყვიტა, სადილი გაეკეთებინა. მამა ბაზარში წავიდა, ბებია კი ვანოსთვის თბილი ქუდის ქსოვას შეუდგა.
ვანომ თვალები გაახილა, ბუზს ახედა და მიხვდა, რომ მისი ცხოვრება უფრო საინტერესოა. სამყაროში ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. აბა, წარმოიდგინეთ: ადამიანებმა საქმის კეთება რომ შეწყვიტონ, ბავშვებმა - სწავლა, მასწავლებლებმა - გაკვეთილის ახსნა, ექიმებმა - მკურნალობა, ჯამბაზმა კი - ბავშვების გართობა. საქმისა და ვალდებულებების გარეშე ცხოვრება უაზრო და მოსაწყენი იქნება.
ვანო სწრაფად წამოდგა, ჩანთიდან წიგნი და რვეული ამოიღო და მეცადინეობას შეუდგა.
დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომ ყველას გვაქვს ძირითადი საქმე, ვალდებულება. ის აუცილებლად უნდა შევასრულოთ. დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რა არის მათი ძირითადი საქმე - ვალდებულება.
ამის შემდეგ საუბრობენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების: ექიმის, მასწავლებლის, მძღოლის, გამყიდველის ვალდებულებებზე. წარმოიდგენენ სამყაროს, სადაც არავინ ასრულებს ვალდებულებებს. საუბრობენ უარყოფით შედეგებზე, მაგ.: რა მოხდება, ყველა მძღოლმა რომ გადაწყვიტოს დასვენება და არ იმუშაოს? ყველა გამყიდველმა?
თემა 10
დროის ყადრი. საათის დანიშნულება
დამრიგებელი მოსწავლეებს ეკითხება, თუ რაში გვჭირდება საათი?
რას გვიჩვენებს ის?
რა მოხდებოდა სამყაროში, საათი რომ არ არსებობდეს?
დამრიგებელს აქაც შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს დიდაქტიკური ზღაპარი, რომელსაც ისინი მოისმენენ, გაარჩევენ კითხვების მეშვეობით და დაასურათებენ.
საათი
ერთი გოგონას არეულ საწერ მაგიდაზე ელექტრონული საათი იდგა. (დამრიგებელს შეუძლია უჩვენოს მოსწავლეებს ელექტრონული საათი). საათს ელექტრონული ეკრანი მას შემდეგ ჩაუბნელდა, რაც პატარა “გული”-ელემენტი გაუჩერდა.
იმ დღიდან დაიწყო გოგონას საწერ მაგიდაზე ნამდვილი არეულობა. მას შემდეგ არცერთმა ნივთმა არ იცოდა, რა დრო იყო. ფანქრების ოჯახი მუდამ აგვიანებდა „სახლში” - პენალში დაბრუნებას. ზოგი ფანქარი კი იმდენად დაბნეული იყო, რომ სულ სახლში რჩებოდა.
კალმისტრები ძალიან გვიან იწყებდნენ საშინაო დავალების შესრულებას. მაგიდის სანათი კი პირიქით - ძალიან ადრე ირთვებოდა, ვინაიდან ეგონა, რომ ძილის დრო მოვიდა.
სიბნელეში ნივთები დაბინავებასაც ვერ ასწრებდნენ. ერთმანეთს ხშირად ეჯახებოდნენ კიდეც. ერთხელ სახაზავი წებოს შეეჯახა და ბოთლი დააზიანა. წებო მაგიდაზე დაიღვარა და ყველა ნივთი ერთმანეთს შეაწება.
ამ ამბით ძალიან აღშფოთდნენ ნივთები. ყველა დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა საათის მიმართ: როგორ არ გრცხვენიათ? ჩვენ თქვენი დიდი იმედი გვქონდა ყოველთვის. ახლა კი თქვენს გამო მუდამ მასწავლებლის წითელი კალმით ვართ აჭრელებულნი. ვერაფერს ვასწრებთ.
სამწუხაროდ, საათი მათ ვერაფერს პასუხობდა. დამტვერილი და მოწყენილი თვითონაც აღშფოთებული შეჰყურებდა არეულობას, რომელიც მაგიდაზე სუფევდა. მაგრამ ცუდსაც ხომ დასასრული აქვს?!
ერთ მშვენიერ დღეს ბებიამ გოგონას ახალი ელემენტები მოუტანა. საათს მტვერი გადაწმინდეს და ახალი ელემენტი ჩაუდგეს. საათის ეკრანზე მაშინვე მწვანედ აინთო ციფრები.
გაუმარჯოს საათს! გაუმარჯოს დროს! - ერთხმად შეჰყვირეს ნივთებმა. პენალმა სახურავი აიხადა და ფანქრები დროულად დაბინავდნენ. მაგიდის სანათმა აცალა კალმისტრებს დავალების დაწერა და დაბინავება. ნივთები იმდენად ბედნიერები იყვნენ, რომ წარმოიდგენეთ, კინაღამ დაავიწყდათ გაშეშება გოგონას დანახვაზე.
გოგონას ცოტა არ იყოს გაუკვირდა ასეთი წესრიგი რომ დახვდა მაგიდაზე, მხრები აიჩეჩა. ეტყობა დედიკომ მიალაგაო. საათს შეხედა. საათი ზუსტად ცხრას აჩვენებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გოგონას ძილის დრო მოვიდა.
საათის ეკრანი კი მას შემდეგ სულ მწვანედ ანათებდა. გოგონას საწერ მაგიდაზე იდეალური წესრიგი იყო, რვეულები კი წითელი ვარსვლავებით ივსებოდა.
შეკითხვები:
|
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
თემა 1
სკოლის შენობაში ორიენტირება
აქტივობა 1. „ჩემი სკოლა“
მიზანი: სკოლის შენობაში ორიენტირება, სკოლასთან ადაპტაცია.
დამრიგებელი ათვალიერებინებს ბავშვებს შენობას. ამ აქტივობის საშუალებით ბავშვები ეცნობიან სკოლის შენობას, აკვირდებიან, რა შეფერილობის არის სკოლა და ფანჯრები, აქვს თუ არა შენობას საწვიმარი მილები.
კლასში დაბრუნების შემდეგ ბავშვებს სთავაზობენ ინდივიდუალურ დავალებას - სკოლის შენობის დახატვას. სამუშაოს შესასრულებლად მათ 10 წუთი ეძლევათ. ნახატის დასრულების შემდეგ თითოეული ბავშვი წარმოადგენს თავის ნახატს (ახდენს ნამუშევრის პრეზენტაციას).
ამ ტიპის აქტივობა ბავშვებს გარემოზე დაკვირვების ჩვევებსა და მეხსიერებას უვითარებს.
სკოლის შენობის ხატვის დროს იგი სპონტანურად კი არ ქმნის ნახატს, არამედ ცდილობს შეძლებისდაგვარად მიამსგავსოს ნანახს და ზუსტად აღწეროს იგი.
აქტივობა 2. „სკოლის ეზო“
მიზანი: სასკოლო გარემოს გაცნობა, მასთან ადაპტაცია.
დამრიგებელი ესაუბრება ბავშვებს ეზოში ჩასვლამდე და აძლევს მათ მიმართულებას. ბავშვებმა ყურადღებით უნდა დაათვალიერონ სკოლის ეზო და დაიმახსოვრონ იქ ნანახი, მაგალითად, რამდენი ხე დგას სკოლის ეზოში, რომელია ყველაზე დიდი ხე, რომელია მათგან ყველაზე ლამაზი, დააკვირდნენ, ხომ არ ცხოვრობენ ხეზე ფრინველები. ბავშვებმა უნდა შეარჩიონ ეზოში ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ.
სკოლის ეზოს დათვალიერების შემდეგ ბავშვები კლასში ბრუნდებიან. მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს, დახატონ სკოლის ეზო და შემოხაზონ ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ.
დავალების შესასრულებლად მოსწავლეებს 10 წუთი ეძლევათ. თითოეული ბავშვი წარმოადგენს ნახატს და საუბრობს მის შესახებ. ასაბუთებს, თუ რატომ მოეწონა ეზოში ეს ადგილი.
![]() |
7 თავი 6 მეორეკლასელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 6.1. მეორეკლასელის მოკლე დახასითება |
▲ზევით დაბრუნება |
მეორეკლასელი, პირველკლასელისგან განსხვავებით, უკვე შეგუებულია მოსწავლის სტატუსსა და ვალდებულებებს. იცვლება მოსწავლის სწავლის სტილი. ყველა მოსწავლისათვის წამყვანი საქმიანობა სწავლა ხდება. მას შეუძლია უფროსის დახმარებით შეაფასოს საკუთარი წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზები. თანდათან ბავშვს უვითარდება ნებელობა. მოსწავლეს შეუძლია იმპულსების შეკავება. მეხსიერებისა და ყურადღების მართვა განზრახვის შესაბამისად.
ამასთან, ყურადღებისა და მეხსიერების მართვა დიდადაა დამოკიდებული ბავშვის ტემპერამენტზე. ამიტომ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ, მოსწავლეები დაღლილები არიან დღის, განსაკუთრებით კი კვირის ბოლოს. ამ დროს მათ ძალიან უჭირთ დისციპლინის შენარჩუნება.
მასწავლებელი კვლავ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება, მაგრამ მასთან ურთიერთობა უფრო პირადული ხდება. ჩნდება მასთან ურთიერთობის სურვილი შესვენებებზე, ექსკურსიაზე.
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის ცალკეული თვისებების გამოყოფა (მხიარულია, კეთილია). მეორეკლასელი მოსწავლე იწყებს მეგობრების შეფასებას თვისებებიდან გამომდინარე. იწყება თანატოლებთან თანამშრომლობის უნარის განვითარება. ამავე დროს, ჩაისახება მოლაპარაკების, დათმობის, საქმიანობების განაწილების უნარები. თუმცა ზოგი მეორეკლასელისათვის ეს ჯერ კიდევ რთული ამოცანაა.
კლასში იკვეთება ლიდერი. ხშირია მოსწავლეებს შორის პაექრობა.
მეორეკლასელს სწავლის გარდა ინტერესთა ახალი სფერო უჩნდება. ესაა ურთიერთობა პედაგოგებთან, მშობლებთან, თანატოლებთან. სრულფასოვანი პიროვნების ფორმირებისათვის მნიშვნელოვანია სასწავლო უნარების გარდა თანამშრომლობის უნარების განვითარება როგორც თანატოლებთან, ისე უფროსებთან.
![]() |
7.2 6.2. სადამრიგებლო საათის თემები: |
▲ზევით დაბრუნება |
მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
|
თემები |
შეხვედრების |
შენიშვნა |
1 |
რას ნიშნავს იყო
(ჩვენ ვიცით კითხვა,
|
1 შეხვედრა |
|
2 |
საკლასო წესების |
2 შეხვედრა |
თემას დამრიგებელი |
3 |
ემოციები, რომლებიც |
1 შეხვედრა |
თემაზე საუბარი |
4 |
თვისებები, რომელთა
რომლებიც |
1 შეხვედრა |
თემაზე საუბარი |
5 |
იდეალური მეგობრისა |
2 შეხვედრა |
|
6 |
მეგობრობა, მეგობრობის |
1 შეხვედრა |
|
7 |
ადამიანებს შორის მსგავსება და განსხვავება. სამყარო, სადაც ყველა ერთმანეთს ჰგავს. დადებითი და უარყოფითი მხარეები. |
|
|
8 |
ადამიანების დახმარება, |
1 შეხვედრა |
|
9 |
მეორეკლასელის
ზოგისთვის - კარნახით |
2 შეხვედრა |
|
10 |
მეორეკლასელის |
1 შეხვედრა |
|
11 |
სახლში ან მეგობრებთან |
2 შეხვედრა |
|
12 |
სირთულეების |
2 შეხვედრა |
თემაზე საუბარი |
13 |
ქცევის წესები, ეტიკეტი: |
2 შეხვედრა |
|
მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
|
თემატიკა |
შეხვედრების |
შენიშვნა |
1 |
გარემოს |
1 შეხვედრა |
თემას ეხებიან |
2 |
საკუთარი |
1 შეხვედრა |
|
3 |
დღის რეჟიმი, |
2 შეხვედრა |
თემას მოსწავლეები |
4 |
ჯანსაღი ცხოვრების |
2 შეხვედრა |
|
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
|
თემები |
შეხვედრების |
შენიშვნა |
1 |
მავნე ჩვევების |
1 შეხვედრა |
|
2 |
უსაფრთხოება - |
1 შეხვედრა |
|
3 |
ისტორიული და |
3 შეხვედრა |
თემას მოსწავლეები
საუბარი |
4 |
ქალაქის, სოფლის, |
2 შეხვედრა |
|
მიმართულება
თვალსაწიერის გაფართოება
|
თემები |
შეხვედრების |
შენიშვნა |
1 |
არდადეგებზე შეძენილი ცოდნა, წაკითხული წიგნები. |
1 შეხვედრა |
|
![]() |
7.3 6.3. სადამრიგებლო საათის ნიმუშები |
▲ზევით დაბრუნება |
მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
თემა 3
ემოციები
დამრიგებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ სხვადასხვა მოვლენასა თუ ამბავზე ჩვენ სხვადასხვაემოციებს განვიცდით. დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რას გრძნობენ ისინი, როდესაც საჩუქარს ჩუქნიან.
- სიხარულს! - პასუხობენ ბავშვები. დამრიგებელი ხატავს გახარებულ კაცუნას დაფაზე. დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ შემთხვევა, რამაც ისინი ძალიან გაახარა. ბავშვებს ეძლევათ 10 წუთი, რათა ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები. შემდეგ დამრიგებელი ეკითხება მათ, თუ რას იგრძნობენ, თუკი მეგობარი უსამართლოდ მოექცევათ.
დამრიგებელი დაფაზე ხატავს გაბრაზებულ კაცუნას. შესაძლებელია, ბავშვებმა გაიხსენონ შემთხვევები, როდესაც ისინი გაბრაზდნენ, მაგრამ ამ დროს დამრიგებელი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რათა ბავშვებმა არ გამოთქვან ვინმეს მიმართ უკმაყოფილება ან არ გამოამჟღავნონ აგრესია.
- რას იგრძნობთ, ახლა რომ ჩვენს კლასში ნიანგი შემოვიდეს?
დამრიგებელი ხატავს შეშინებულ კაცუნას.
შესაძლებელია, მოსწავლეებმა გაიხსენონ შემთხვევები, როდესაც მათ შიში განიცადეს.
- რას იგრძნობთ, მასწავლებლის მაგივრად კლასში წითელქუდა (ფიფქია, კონკია) რომ დაგხვდეთ?
დამრიგებელი ხატავს გაოცებულ კაცუნას.
დამრიგებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ზოგჯერ მსახიობები ემოციებს საუბრის გარეშე გამოხატავენ. ამ ჟანრს პანტომიმა ჰქვია. დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეების ნაწილს, მიმიკითა და მოძრაობით გამოხატოს ემოციები, დანარჩენებმა კი უნდა გამოიცნონ ისინი.
დამრიგებელი აჯამებს შეხვედრას, ამბობს, რომ ურთიერთობისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვათა ემოციის გამოცნობას და გაგებას, მაგ., თუ შევამჩნევთ, რომ ჩვენი მეგობარი მოწყენილია, ის უნდა ვანუგეშოთ ან გავამხიარულოთ.
თემა 7
ადამიანთა შორის მსგავსება და განსხვავება
მსგავსება
დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომ ადამიანებს ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, ბევრი თვისებით ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ თან განვსხვავდებით.
დამრიგებელი მოსწავლეებს შემდეგ დავალებას სთავაზობს: მე დაგისვამთ შეკითხვებს და თუ მეთანხმებით, ხელი აწიეთ.
ვის უყვარს ჩვენს კლასში ნაყინი?
ვის უყვარს მულტფილმების ყურება?
ვის უყვარს ველოსიპედით სეირნობა?
ვის უყვარს ჩვენს კლასში ცურვა?
დამრიგებელი შეკითხვებს სვამს კლასის თავისებურების გათვალისწინებით.
დავალების შესრულებისას აღმოჩნდება, რომ ზოგი რამ მთელ კლასს უყვარს, ზოგი კი - მხოლოდ ნაწილს.
დამრიგებელს შეუძლია შემდეგი აქტივობები დაგეგმოს:
აქტივობა 1.
ბავშვებმა თვითონ უნდა დაასახელონ მსგავსება ერთმანეთს შორის. დამრიგებელი იწყებს თამაშს და ასახელებს იმ ბავშვს, რომელთანაც რაიმე რეალური მსგავსება აქვს, მაგ, ანას, რომელსაც მისი ფერის თმა აქვს, ან იმავე ქალაქში დაიბადა, რომელშიც თვითონ. შემდეგ ანა ასახელებს სხვა მოსწავლეს, რომელთანაც ის რაიმე მსგავსებას აღმოაჩენს. აქტივობა გრძელდება მანამ, სანამ ყველა ბავშვი არ მიიღებს მონაწილეობას.
მცირერიცხვოვან კლასში კი დამრიგებელმა მოსწავლეთა საერთო ინტერესები სხვა ფორმით უნდა გამოავლინოს.
აქტივობა 2. „ქარი ქრის მათთვის, ვისაც უყვარს. . .“
მიზანი - კლასის შეკვრა, განტვირთვა, ჯგუფის წევრების უკეთ გაცნობა.
ხანგძლივობა: 10 - 15 წუთი.
ჯგუფი შედგება 16 ბავშვისაგან.
მოსწავლეები სხდებიან წრეში, მაგრამ სკამების რაოდენობა ერთით ნაკლებია.
თამაშს იწყებს დამრიგებელი. ის უხნის მოსწავლეებს, რომ წრის შუაგულში მყოფმა მოსწავლემ უნდა დაასახელოს თავისი თვისება ან ინტერესი. თუ ჯგუფის სხვა წევრებსაც აღმოაჩნდებათ მსგავსი თვისება ან ინტერესი, მათ ადგილი უნდა გაუცვალონ ერთმანეთს. თუ ჯგუფის რომელიმე წევრს სკამზე დაჯდომა დაასწრეს, მაშინ ის გახდება წამყვანი და დაასახელებს თავის თვისებას ან ინტერესს.
თამაშს დამრიგებელი იწყებს: „ქარი ქრის მათთვის, ვისაც უყვარს ხატვა. . .“
ადგილს ის მოსწავლეები უცვლიან ერთმანეთს, რომელთაც უყვართ ხატვა.
თამაშის დასასრულს დამრიგებელი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენი სამყარო იმითაა საინტერესო, რომ ყველას სხვადასხვა თვისება, ნიჭი და ინტერესი გვაქვს.
იგი სთავაზობს მოსწავლეებს წარმოიდგინონ, თუ როგორი იქნება სამყარო, ყველანი
ზუსტად ერთნაირები რომ ვიყოთ.
განსხვავება
დამრიგებელი მოსწავლეებს ეუბნება, რომ ადამიანები - დიდებიც და პატარებიც, ქალებიცდა კაცებიც, ბიჭებიც და გოგონებიც - ერთმანეთისაგან განვსხვავდებით. ეს განსხვავება მდგომარეობს გარეგნობაში, ინტერესებში, აზრებსა და შეხედულებებში.
ადამიანები ზოგჯერ ერთსა და იმავე სიტუაციაში განსხვავებულად ვიქცევით და სხვადასხვაგვარად გამოვხატავთ განცდებს.
აქტივობა 1. „სიტუაცია და განცდები“
მასალა: ჰერლუფ ბიდსტრუპის ნახატი (ნახატი 1. გვ. 25).
დამრიგებელი თითოეულ მონაწილეს ურიგებს ჰერლუფ ბიდსტრუპის ნახატს, რომელზეც გამოსახულია ერთი სიტუაცია და ოთხი სხვადასხვა ადამიანის განცდა და ქცევა. დამრიგებელი სთხოვს ბავშვებს, დააკვირდნენ და შემდეგ აღწერონ სიტუაცია და თითოეული ადამიანის განცდები. დამრიგებელი ბავშვებთან ერთად მსჯელობს იმის შესახებ, რომ კონკრეტული სიტუაციის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება განსხვავებულია და, შესაბამისად, მათი განცდებიც სხვადასხვაგვარია.
დამრიგებელი მოსწავლეებს უყვება დიდაქტიკურ ზღაპარს.
წითური კნუტი
ერთი პატარა ქალაქის სხვენში პატარა კნუტი ცხოვრობდა მშობლებთან და და-ძმებთან ერთად. ჩვენი კნუტი ოჯახში ყველაზე უმცროსი და თან, წარმოიდგინეთ, წითური იყო.
საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ქალაქის ყველა კნუტი და კატა ნაცრისფერი გახლდათ. ზოგი მუქი ნაცრისფერი იყო, ზოგი - ღია, ზოგიც - თეთრი ნაცრისფერი ზოლებით. მაგრამ არავინ, სულ არავინ იყო წითური.
ერთ დღეს ჩვენს პატარა კნუტს უსიამოვნო ამბავი გადახდა თავს. როდესაც კნუტი ეზოში სასეირნოდ ჩავიდა, იქ ორი სიამის კნუტი დახვდა, რომლებიც ძალიან მხიარულად თამაშობდნენ ბურთს.
წითურ კნუტს ძალიან მოუნდა მათთან თამაში და ჰკითხა:
- თქვენ ისე კარგად თამაშობთ და მხიარულობთ, შემიძლია მეც რომ შემოგიერთდეთ? - არ ვიცით, - უპასუხეს კნუტებმა, - შემოგვხედე, ჩვენ როგორი ლამაზები ვართ, მუქი ნაცრისფრები, შენ კი რაღაც უცნაური ხარ, შენნაირი კნუტი არასდროს გვინახავს.
ამ დროს მათ მეზობელი ეზოდან ძალიან ცელქი კნუტი შეუერთდათ. წითური კნუტი დაათვალიერა და უთხრა: „რა სასაცილო ხარ! წითური და პატარა. შემთხვევით წრუწუნა ხომ არ ხარ?“
ძალიან ეწყინა წითურ კნუტს. სახლში მოწყენილი დაბრუნდა. მას შემდეგ ჭამის მადა დაკარგა და ცუდად ეძინა. ეზოში სეირნობასაც თავი დაანება. მთელ დღეებს ფანჯრის რაფაზე ატარებდა. დედიკოს კი ეუბნებოდა, რომ უბრალოდ რაფაზე ჯდომა მოსწონდა.
სინამდვილეში კი ეშინოდა, რომ ეზოში არავინ ეთამაშებოდა.
ერთ მოღრუბლულ დღესაც იჯდა მოწყენილი კნუტი და ეზოში იყურებოდა. დღეც ძალიან მოწყენილი იყო. ჟამი და ნაცრისფერი.
ამ დროს ღრუბლებიდან მზის სხივმა გამოანათა და სრულად შეცვალა არემარე. კნუტიც კი გამოაცოცხლა. „რა კარგია მზე“, - გაიფიქრა კნუტმა თავისთვის, - „ის ყველას უყვარს, ათბობს და ახალისებს. მაგრამ მზეც ხომ ზოგჯერ ჩემსავით წითურია? ნუთუმეც შემიძლია, რომ გავახალისო ჩემს გარშემო კატები?“. ამ აზრით აღფრთოვანებულმა გადაწყვიტა ეზოში ჩასვლა.
როდესაც წითური კნუტი ეზოში ჩავიდა, იქ მთელი აურზაური დახვდა. ხეზე ძალიან პატარა თეთრი კნუტი იჯდა და ტიროდა. როგორც ჩანს, ძირს ჩამოსვლისა ეშინოდა. ხის გარშემო შეშინებული კატები შეკრებილიყვნენ და ნერვიულობდნენ, თეთრი კნუტი ხიდან არ ჩამოვარდნილიყო.
ჩვენი წითური ფისო მამაცად ახტა ხეზე და პატარა კნუტიც უვნებელი ჩამოიყვანა.
ხის გარშემო შეკრებილმა კატებმა ტაში დასცხეს. „შეხედეთ, რა ყოჩაღია ჩვენი კნუტი! მამაცი! თან როგორი საყვარელია? პატარა მზეს ჰგავს!“
წითური კნუტი ძალიან ბედნიერი იყო იმ დღეს. მან თეთრი კნუტი დაიხსნა განსაცდელისაგან და, როგორც იქნა, სხვა კატებმა მასში დადებითი თვისებები აღმოაჩინეს.
შეკითხვები:
|
თემა 8
ადამიანების დახმარება, ალტრუიზმი; როგორ ვეხმარებით სხვებს? ჩვენ როგორ გვეხმარებიან?
დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს: რას ნიშნავს ნამდვილი მეგობარი?
ის აჯამებს მოსწავლეთა მოსაზრებებს და ხაზს უსვამს, რომ ნამდვილი მეგობარი მხარში უდგას მეგობრებს. ეხმარება მათ და საჭიროების შემთხვევაში ამხნევებს.
დამრიგებელი ეუბნება ბავშვებს, რომ ისინი სულ ორი წელია, რაც ერთ კლასში სწავლობენ,მაგრამ ალბათ უკვე ძალიან ბევრ რამეში დაეხმარნენ ერთმანეთს. ზოგმა ფანქარი ათხოვა მეგობარს, ზოგმა - კალამი, ზოგი ამოცანის ამოხსნაში დაეხმარა მას, ზოგი კი კანფეტებით გაუმასპინძლდა კლასელებს.
დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ, თუ როგორ დაეხმარნენ მათ თანაკლასელები, მშობლები, თვითონ როგორ დაეხმარნენ სხვებს.
დამრიგებელს შეუძლია აქაც დიდაქტიკურ ზღაპარი გამოიყენოს.
ფლო
ყვავილების მინდორზე პატარა ყვავილი ამოვიდა. თვალი გაახილა თუ არა, გარშემო ნაირფერი, ლამაზი ყვავილები დაინახა. არცერთი ყვავილი არ ჰგავდა ერთმანეთს. ზოგი ყვითელი იყო დიდი ფოთლებით, ზოგიც - წითელი. ყვავილები სიყვარულით მიესალმნენ ახლად ამოსულ ყვავილს და სახელად ფლო შეარქვეს.
დილაობით ყვავილები ჯერ მზეს ესალმებოდნენ, შემდეგ - ერთმანეთს და შემდეგ კი ყველა თავისი საქმით კავდებოდა. ხოლო საღამოობით ყველაზე საინტერესო იწყებოდა: უფროსი ყვავილები პატარებს უყვებოდნენ, რა ხდებოდა მინდორზე მათ დაბადებამდე. ერთ საღამოს ამბის თხრობა ბაბუა ზამბახმა დაიწყო. . .
- ეს ამბავი გასულ ზაფხულს მოხდა. ძალიან მშვიდი ზაფხული იყო, არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდებოდა. მხოლოდ ცაში ძალიან მაღლა, მიფრინავდნენ ძმები: ქარი და წვიმა.
თან იმდენად მაღლა მიფრინავდნენ, რომ დედამიწაზე მათ არსებობას ვერავინ ამჩნევდა. სიჩუმეში მათ გაიგონეს, როგორ ამბობდნენ ყვავილები, რომ ისინი დედამიწაზე ყველაზე მეგობრული არსებები არიან.
ძმებმა მათი გამოცდა გადაწყვიტეს. პირველი საქმეში ქარი ჩაერთო. მან იმდენად ძლიერად დაუბერა, რომ ყვავილებს ლამის ფესვიანად გლეჯდა. ყვავილებმა ფოთლები ჩაჰკიდეს და ისე მაგრად ჩაეჭიდნენ ერთმანეთს, რომ ქარი დარწუნდა მათ მეგობრობაში და თავი დაანება. მაშინ საქმეში წვიმა ჩაება და კოკისპირული წვიმა დაუშვა. მაღალმა, დიდფოთლებიანმა ყვავილებმა თავისი განიერი ფოთლები გადააფარეს პატარებს.
მხოლოდ მაშინ დარწმუნდნენ ძმები ყვავილთა ერთგულებაში.
ასე დასრულდა ბაბუა ზამბახის ისტორია.
ფლო ამ ამბის მოსმენის შემდეგ ძალიან ბედნიერი იყო, ვინაიდან მიხვდა, რომ იქ დაიბადა, სადაც ყველაზე მეგობრული არსებები ცხოვრობენ.
შეკითხვები:
|
თემა 9
მეორეკლასელის სირთულეები სკოლაში
დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში აქვს ადგილი გარკვეულ სირთულეებს, რაც ზოგჯერ ცუდ ხასიათზე გვაყენებს.
(შესაძლებელია, ასეთი საუბარი დაუკავშირდეს კონკრეტულ შემთხვევას).
დამრიგებელი სთავაზობს მოსწავლეებს, გააკეთონ „სირთულეების ყულაბა“, რომელშიც ყველა თავის სირთულეს ჩაყრის. შეიძლება მოსწავლეებმა ხელის აწევით დაასახელონ ეს სირთულეები, ან მასწავლებელმა მსუბუქი ბურთი გადაუგდოს რომელიმე მოსწავლეს და სთხოვოს წინადადების დასრულება, მაგ., „სკოლაში მეორეკლასელებს უჭირთ. . . .“ შესაძლებელია მოსწავლეებმა დახატონ რთული სიტუაციები და შემდეგ ისაუბრონ მათი გადაჭრის გზებზე.
აქაც შესაძლებელია დიდაქტიკური ზღაპრის გამოყენება.
პატარა ნიანგის გასაჭირი
ერთ განიერ და წყნარ მდინარეში პატარა ნიანგი ცხოვრობდა. მას გრძელი კუდი და ბასრი კბილები ჰქონდა. პატარა ნიანგი, ისევე როგორც მდინარის სხვა 7 წლის ნიანგები, მდინარის სკოლაში დადიოდა. პირველ დღეებში ნიანგს ძალიან მოსწონდა და ეხალისებოდა სკოლაში სიარული, მაგრამ თანდათან ჩვენმა ნიანგმა ძალიან მოიწყინა, ვინაიდან მისი „საქმეები“ სკოლაში არც თუ ისე კარგად მიდიოდა. მას არაფრით გამოსდიოდა ყვინთვა და მწერებისთვის თავის მორად მოჩვენება. მის ყველა კლასელს ეს ყველაფერი უკვე I კლასში გამოსდიოდა. მასწავლებელიც, ქალბატონი ნიანგი, ამ ჩვენი პატარა ნიანგის გარდა, ყველა მოსწავლეს აქებდა. ზოგჯერ კიდევაც ეჩხუბებოდა და შეწუხებული ლურჯ ვარსკვლავებსაც უწერდა. ამ მთელ უბედურებას ისიც ემატებოდა, რომ ჩვენს პატარა ნიანგს კლასელები დასცინოდნენ და არ ემეგობრებოდნენ.
დედა ნიანგი ამას ძალიან განიცდიდა და მუდამ სვამდა კითხვას, თუ ვის ჰგავდა ეს პატარა ნიანგი. მამა ნიანგი ტუქსავდა და ხშირად თავის ბავშვობის შესახებ უყვებოდა: „მე, როდესაც შენხელა ვიყავი, ყველაზე ღრმად ვყვინთავდი კლასში და მორად თავის მოჩვენება ისე კარგად გამომდიოდა, რომ პეპლები მხოლოდ ჩემზე სხდებოდნენ და შენ რაღა გჭირს?“
რა უნდა ეპასუხა პატარა ნიანგს? ის თვითონაც განიცდიდა თავის წარუმატებლობას. პატარა ნიანგი მასწავლებელს ყურსაც აღარ უგდებდა, ვინაიდან თვლიდა, რომ მაინც ვერაფერს გაიგებდა.
ერთ დღეს მათ კლასში მეზობელი მდინარიდან ახალი პატარა ნიანგი გადმოვიდა. ახალი ნიანგი ჩვენ პატარა ნიანგს დაუმეგობრდა.
- რატომ მეგობრობ ჩემთან? - ჰკითხა ერთ დღეს პატარა ნიანგმა. - მე ხომ ისეთი უნიჭო ვარ, რომ ჩემთან არავინ მეგობრობს. ახალმა ნიანგმა ძალიან გაიკვირვა, რა გჭირს ასეთი, ცოტა მონდომება გაკლიაო.
ამ საუბრის შემდეგ პატარა ნიანგი ძალიან შეიცვალა. დილით ადრე დგებოდა და იწყებდა იმის გამეორებას, რაც მასწავლებელმა წინა დღეს ასწავლა. საშინაო დავალებებს დიდი მონდომებით,სიზარმაცის გარეშე ასრულებდა. მასწავლებელს ყურადღებით უსმენდა, მის თითოეულ ილეთს იმახსოვრებდა და შემდეგ იქამდე იმეორებდა, სანამ კარგად არ გამოუვიდოდა. როგორც იქნა, პატარა ნიანგმა ისწავლა ყვინთვა და თავის მორად მოჩვენება. მასწავლებელი უკვე ხშირად აქებდა და სხვა პატარა ნიანგებიც უფრო ხშირად რთავდნენ მას თამაშებში.
- აი, ხომ გეუბნებოდი, ყველაფერს შეძლებ, თუ მოინდომებ-მეთქი? - ეუბნებოდა ახალგადმოსული ნიანგი.
პატარა ნიანგი უკვე აღარ ფიქრობდა, რომ უნიჭო იყო. უბრალოდ მიხვდა, რომ ყველაფერს მონდომება და გამეორება სჭირდება. წლის ბოლოს კი ნიანგი მხოლოდ წითელ ვარსკვლავებს იღებდა. მშობლები ძალიან ბედნიერები იყვნენ შვილის წარმატებით. პატარა ნიანგი ძალიან ბედნიერი იყო და ხშირად იმეორებდა: „მე კარგად ვსწავლობ, მე ეს შემიძლია!“
მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
თემა 1
გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა (კლასის, ეზოს, ქუჩის მოფრთხილება, ხეების მოვლა)
აქტივობა 1. „ხეების მოვლა“
მიზანი: წელიწადის დროების შესწავლა, დაკვირვება ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე. დაკვირვების, კვლევის და ექსპერიმენტის ჩატარების უნარის განვითარება.
აღნიშნულ აქტივობას დამრიგებელმა სკოლის ეზოში ან სკოლასთან ახლოს მდებარე პარკში სეირნობისას უნდა მიმართოს.
აქტივობა წყვილებში მიმდინარეობს.
წყვილებმა სკოლის ეზოში ან პარკში უნდა ამოირჩიონ თავიანთი ხე. ხშირად მიაკითხონ ამ ხეს. გააკეთონ ხის ჩანახატები წელიწადის სხვადასხვა დროს. გაზომონ მისი გარშემოწერილობა, შეაგროვონ და გაახმონ მისი ფოთლები და ნაყოფი. შემდეგ მათგან გააკეთონ აპლიკაციები ან სათამაშოები.
წყვილებმა ამორჩეული ხის შესახებ უნდა შეაგროვონ ინფორმაცია. შესაძლოა მათ გამოიკვლიონ ის მწერები, ფრინველები და ცხოველები, რომლებიც ხეზე ან ხის გარშემო ბინადრობენ. დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან ისინი წელიწადის სხვადასხვა დროს.
წყვილებმა ხის ერთ-ერთი ტოტის ქვეშ უნდა გაშალონ თეთრი ქაღალდი და ტოტი შეარხიონ, შეაგროვონ ქაღალდზე ჩამოცვენილი მწერები და ქილაში მოათავსონ. შემდეგ მათ ქილაში უნდა ჩაულაგონ კენჭები, ხის ტოტები, ხილის ნაჭერი და დააკვირდნენ. წყვილებმა მოკლედ უნდა ჩაიწერონ დაკვირვების მონაცემები.
წლის ბოლოს წყვილები წარმოადგენენ ნახატებს, შეგროვილ ინფორმაციას და დაკვირვების მონაცემებს.
ეს აქტივობა დაეხმარება ბავშვებს წელიწადის დროების შესწავლაში. ბავშვები დააკვირდებიან და შეიგრძნობენ ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს. შეისწავლიან მწერებს, ფრინველებს. მასალის სრულყოფისთვის აუცილებელია დავეხმაროთ მოსწავლეს წიგნთან მუშაობაში. ეს აქტივობა ბავშვებს მისცემს დაკვირვების, გამოკვლევის და ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას.
აქტივობა 2. „ხის გულისცემა“
მიზანი: დაკვირვება ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე. დაკვირვების, კვლევისა და ექსპერიმენტის ჩატარების უნარის განვითარება.
მასალა: აქ დამრიგებელს დაეხმარება სტეტოსკოპი (ფონენდოსკოპი).
დამრიგებელი მოსწავლეებს ესაუბრება, რომ ხე ცოცხალი არსებაა. იგი იკვებება, სუნთქავს, ისვენებს. მასში მაცოცხლებელი სითხე ისევე მოძრაობს, როგორც სისხლი ადამიანში. ხის „გულისცემის“ მოსასმენად საუკეთესო დროა გაზაფხული, როდესაც ხეები ახალი სასიცოცხლო ციკლისთვის ემზადებიან.
დამრიგებელი სკოლის გარეთ აქტივობისას ირჩევს თხელი კანის მქონე მოზრდილ ხეს. ფართოფოთლოვან ხეში სითხის მოძრაობის მოსმენა უფრო იოლია, ვიდრე წიწვოვანში.
დამრიგებელმა სტეტოსკოპი ხის ტანს უნდა მიადოს და გაუნძრევლად ეჭიროს. ასე მოასმენინოს მოსწავლეებს ხის „გულისცემა“. აქტივობის შემდეგ შეიძლება ერთად იმსჯელონ, თუ რას გრძნობდნენ, როდესაც ხის „გულისცემას“ ისმენდნენ.
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
თემა 1
ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები, ძეგლები
აქტივობა 1.
დამრიგებელი წრეში სვამს ბავშვებს, სთხოვს, რომ 3 წუთის განმავლობაში დახუჭონ თვალები და გაიხსენონ გზა სახლიდან სკოლამდე, რომელი ქუჩიდან მოდიან, როგორი შენობები ან სახლებია გზაზე, ხვდებათ თუ არა პარკი ან ლამაზი შენობა, რომელი ტრანსპორტის საშუალებით მგზავრობენ და ა.შ. 3 წუთის შემდეგ ბავშვები ახელენ თვალებს და აღწერენ იმას, რაც გაახსენდათ.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ დამრიგებელი აუცილებლად იწყებს საუბარს იმ მიკროგარემოს შესახებ, რომელშიც ბავშვებს ყოველდღიურად უწევთ ცხოვრება. აქ იგულისხმება მათი საცხოვრებელი ადგილი, ქუჩა, ქალაქი თუ სოფელი. დამრიგებლის ამოცანაა, გაააქტიუროს ბავშვებში იმ გარემოზე დაკვირვების უნარი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ასევე, უკეთ გააცნოს მათ საკუთარი ქალაქი, სოფელი, მისი ინფრასტრუქტურა, პრაქტიკულად გაააზრებინოს სხვადასხვა სამსახურების მნიშვნელობა, ინფორმაცია მიაწოდოს ქალაქის მმართველობის შესახებ.
დამრიგებელი მოსწავლეებს შემდეგი შეხვედრისათვის ავალებს, რომ დააკვირდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილს და მოიპოვონ ინფორმაცია, თუ ვისი სახელობის ქუჩაზე ცხოვრობენ, არის თუ არა რომელიმე მნიშვნელოვანი ადგილი მახლობლად, რისი შეცვლა სურთ და ა.შ.
დამრიგებელი ბავშვებთან ერთად არჩევს დავალებას.
დამრიგებელი აგრძელებს თემას ისტორიულ - კულტურული ადგილებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ, შემდეგ კი ასეთ აქტივობას სთავაზობს:
აქტივობა 2.
დამრიგებელი ბავშვებს აძლევს შემდეგ დავალებას: უნდა წარმოიდგინონ, რომ მათთან სტუმრად აპირებენ ჩამოსვლას მათი თანატოლი უცხოელი სტუმრები, რომელთაც აინტერესებთ ქალაქის ან სოფლის დათვალიერება. მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ, თუ სად წაიყვანენ ისინი სტუმრებს და რას აჩვენებენ.
ამის შემდეგ ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ ექსკურსიის გეგმას. განხილვის შემდეგ დამრიგებელი ბავშვებს ეხმარება ყველაზე საინტერესო ექსკურსიის მარშრუტის შერჩევაში და რეალურად მიჰყავს ბავშვები ექსკურსიაზე.
![]() |
8 თავი 7. მესამეკლასელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 7.1. მესამეკლასელის მოკლე დახასიათება |
▲ზევით დაბრუნება |
მესამეკლასელს ნათლად ჩამოყალიბებული მოსწავლის სახე აქვს. მან უკვე საკმაოდ კარგად იცის, რა ევალება მას, როგორც მოსწავლეს. ის თანდათან ნაკლებად უშუალო და იმპულსური ხდება. პედაგოგებმა კარგად იციან, რომ მესამეკლასელ მოსწავლეს უკვე შეუძლია სტანდარტული ამოცანების შესრულება, ნიმუშით ხელმძღვანელობა. ვითარდება ნებელობა. მოსწავლეს უკეთ შეუძლია გამიჯნოს ერთმანეთისაგან ფანტაზია და რეალობა. იცვლება მისი ურთიერთობის სტილი უფროსებთან: პედაგოგებთან და მშობლებთან. მასწავლებელი მოსწავლის ცნობიერებაში თანდათან კარგავს იდეალური პიროვნების „ხატს“.
მოსწავლეები სულ უფრო რეალისტურად იწყებენ ადამიანთა შეფასებას. შესაძლოა ვინმეს მიმართ წყენაც კი გაუჩნდეთ და ამაზე ღიად ისაუბრონ. ასეთივე ცვლილებები ჩნდება მშობლებთან ურთიერთობაში. მაგრამ მესამეკლასელის ეგოცენტრიზმი თანდათან დაიძლევა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის იმის ახსნა, რომ საჭიროა, ადამიანები მივიღოთ თავიანთი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ადამიანები ზოგჯერ იღლებიან და ცუდ ხასიათზეც არიან.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია თანატოლებთან ურთიერთობის სფეროშიც. მეგობრებთან ურთიერთობა ახლა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე წინა ორი წლის განმავლობაში. პოპულარობა უკვე ნაკლებად დამოკიდებული ხდება მასწავლებელთა შეფასებასა და სასწავლო წარმატებებზე. თვითშეფასება მეტად დამოკიდებული ხდება თანატოლებთან ურთიერთობაზე. მესამეკლასელები უფრო ყურადღებიანნი ხდებიან თანაკლასელთა მიმართ. შეუძლიათ მოლაპარაკება, ერთად თამაშისა და მუშაობისას ინსტრუქციების მიცემა და ერთმანეთის გაკონტროლება.
![]() |
8.2 7.2. სადამრიგებლო საათის თემები: |
▲ზევით დაბრუნება |
მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
|
თემები |
შეხვედრების |
შენიშვნა |
1 |
რას ნიშნავს, იყო |
1 - 2 შეხვედრა |
|
2 |
ოცნებები - რატომ |
2 შეხვედრა |
|
3 |
ფანტაზია - რაში |
1 -2 შეხვედრა |
თემაზე საუბარი |
4 |
მესამეკლასელის |
2 შეხვედრა |
აღნიშნულ თემას |
5 |
მესამეკლასელის |
2 შეხვედრა |
|
6 |
რა გვეხმარება და რა |
1 შეხვედრა |
|
7 |
ურთიერთობები |
2 შეხვედრა |
აღნიშნულ თემას |
8 |
თვისებები, |
1 - 2 შეხვედრა |
|
9 |
ისევ სირთულეები |
2 - 3 შეხვედრა |
|
10 |
ჯადოსნური |
2 - 3 შეხვედრა |
|
11 |
პატიების უნარის |
2 შეხვედრა |
|
12 |
შექება და |
1 შეხვედრა |
|
13 |
„მეგობრობის |
2 შეხვედრა |
|
14 |
სირთულეების |
2 შეხვედრა |
|
15 |
კამათი და ჩხუბი; |
2 შეხვედრა |
|
16 |
თანამშრომლობის |
2 - 3 შეხვედრა |
|
მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
|
თემები |
შეხვედრების რაოდენობა |
შენიშვნა |
1 |
ჯანსაღი ცხოვრების |
2 შეხვედრა |
|
2 |
დღის რეჟიმი, |
1 შეხვედრა |
|
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
|
თემები |
შეხვედრების |
შენიშვნა |
1 |
საგზაო |
1 შეხვედრა |
|
2 |
ჩვენი ქალაქი, |
2 შეხვედრა |
|
მიმართულება
თვალსაწიერის გაფართოება
|
თემები |
შეხვედრების |
შენიშვნა |
1 |
წაკითხული |
1-2 შეხვედრა |
სასურველია, |
![]() |
8.3 7.3. სადამრიგებლო საათის ნიმუშები |
▲ზევით დაბრუნება |
მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
თემა 3
ფანტაზია - რაში ეხმარება ადამიანებს ფანტაზია? მესამეკლასელებს? მხატვრებს? მწერლებს? ფანტაზია და ტყუილი - მათ შორის განსხვავება; რა ცუდი შედეგი მოსდევს ტყუილებს? შედეგების გააზრების მნიშვნელობა. შემთხვევები, როდესაც ადამიანებს გვიჭირს სიმართლის თქმა
დამრიგებელი წერს დაფაზე სიტყვებს: „სიმართლე“ და „ტყუილი“. დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს, განმარტება მოუძებნონ აღნიშნულ სიტყვებს. შემდეგ იხსენებენ, როდის იტყუებიან ადამიანები. რა არის ამის გამომწვევი მიზეზი. რა შეიძლება მოჰყვეს ტყუილს? დამრიგებელი აჯამებს, რომ პატარა ტყუილი იწვევს დიდ უნდობლობას.
შემდეგ წერს სიტყვას „ფანტაზია“ და სვამს კითხვას: ფანტაზია მნიშვნელობით ტყუილთან უფრო ახლოსაა თუ სიმართლესთან? რა განსხვავებაა მათ შორის?
დამრიგებელი ესაუბება მოსწავლეებს, რომ ფანტაზია მიმართულია ხოლმე ადამიანების გართობისა და განტვირთვისკენ. ფანტაზიის გამოყენებით მწერლები, მეზღაპრეები ქმნიან ძალიან საინტერესო ნაწარმოებებს.
დამრიგებელი მოსწავლეებს უყვება დიდაქტიკურ ზღაპარს
მატყუარა ბიჭი მიტო
ერთ სოფელში ბიჭუნა ცხოვრობდა, სახელად მიტო. მიტო ძალიან თბილ და მეგობრულ ოჯახში იზრდებოდა.
მიტო ძალიან მხიარული და კეთილი ბიჭუნა გახლდათ, მაგრამ ძალიან უყვარდა ტყუილების თქმა. ის ატყუებდა ყველას: მეგობრებს, მშობლებს, მეზობლებს. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ასეთი რამ არ შეემთხვა:
გაზაფხულის ერთ თბილ დილას, როდესაც ჩიტები ძალიან ადრე იწყებენ ჭიკჭიკს, მიტოს ადრე გაეღვიძა. დედისგან აიღო ნებართვა, რომ ეზოში ეთამაშა.
დედიკომ მიტოს სთხოვა, რომ ჭიშკრის იქით არ გასულიყო.
მიტო ეზოში ისე გაერთო, რომ დედის თხოვნა სულ დაავიწყდა. ძალიან მოუნდა გასეინება.
ჭიშკარი გააღო და ტყის გზას დაადგა. ტყე ძალიან ლამაზი იყო გვიან გაზაფხულზე. უამრავი ყვავილი ერთად ყვაოდა. ყვავილებს შორის, ფოთლებს შიგნით, კი პატარა მარწყვები მოსჩანდა.
მარწყვის შეგროვებაში მიტო ისე გაერთო, რომ შეუმჩნევლად უღრან ტყეში აღმოჩნდა. ამ დროს მეტყევის ქოხი შენიშნა, ძალიან გაუხარდა. ქოხის კიბეზე პატარა ბიჭუნა იჯდა. მიტომ ბიჭუნას სოფლისაკენ მიმავალი გზა ჰკითხა. ბიჭუნამ დიდი ხალისით უჩვენა გზა. მიტო გზას დაადგა, მაგრამ ტყე თანდათან უფრო დაბურული და ბნელი ხდებოდა. ნუთუ ბიჭუნამ მომატყუა?
ფიქრობდა შეშინებული მიტო და არ იცოდა, რომ მეტყევეს ბიჭუნა მასავით მატყუარა იყო.
ამ დროს ცა მოიქუფრა, ატყდა ჭექა-ქუხილი. წვიმაც დაიწყო. შეშინებული მიტო წვიმაში მიიკვლევდა გზას. ბოლოს ისე დაიღალა, რომ დიდი მუხის ძირას ჩაეძინა.
ამ დროს მიტოს სოფელში ნამდვილი აურზაური იყო ამტყდარი. წვიმის მიუხედავად მთელი სოფელი სანათებით მიიკვლევდა გზას და მიტოს ეძებდა.
ამ დროს ერთმა სოფლელმა კაცმა მიტოს ქუდი იპოვა. იმედი მიეცათ სოფლელებს და მალე იპოვეს კიდეც გალუმპული მიტო.
გახარებული დედა მიტოს გულში იხუტებდა და იმეორებდა, რატომ მომატყუე დედიკო, რატომ გახვედი ეზოდანო.
იმ საღამოსვე მიტოს მაღალი სიცხე მისცა. ორ დღეში კი გამოჯანმრთელდა, როგორც სიცხისგან, ასევე ტყუილების თქმის მავნე ჩვევისგან.
შეკითხვები:
|
თემა 13
„მეგობრობის კოდექსი“; მეგობრობის უნარი, მეგობრობის უნარის განვითარება; სირთულეების დაძლევა მეგობრობის სფეროში: ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, არ შეიძლება ვინმეს დავცინოთ, გავრიყოთ
აქტივობა 1.
მიზანი: ნამდვილი მეგობრის თვისებებში გარკვევა.
დამრიგებელი დაფაზე წერს ფრაზას: „ნამდვილი მეგობარი“. გვერდით კი პატარა ფურცლებს ამაგრებს, რომლებზეც სხვადასხვა თვისებებია ჩამოთვლილი. მოსწავლეები რიგრიგობით გადიან დაფასთან, კითხულობენ ჩამოთვლილ თვისებებს და დაფაზე წერენ, თუ რას მიიჩნევენ ნამდვილი მეგობრის აუცილებელ თვისებად. შესაძლოა, დამრიგებელმა დაასაბუთებინოს არჩევანი. საბოლოოდ გამოდის ნამდვილი „მეგობრის პორტრეტი“. მოსწავლეები და მასწავლებელი მსჯელობენ, რომელი თვისება აქვთ მათ, ან რომელი თვისება უნდათ, რომ ჰქონდეთ.
1. შესაძლოა, დამრიგებელმა დაასრულებინოს მოსწავლეებს წინადადებები: ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც. . .
2. მეგობრები ყოველთვის. . .
3. მიყვარს თამაში ისეთ ბავშვებთან, რომლებიც. . .
ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია დიდაქტიკური ზღაპრის გამოყენება.
ტყის ალქაჯი მატილდა
ერთ უღრან ტყეში ალქაჯების ოჯახი ცხოვრობდა: ბებია ალქაჯი, დედა ალქაჯი და მათი პატარა გოგონა მატილდა. ალქაჯები, ძირითადად, ჯადოქრობით იყვნენ დაკავებულნი. ერთ დღეს ალქაჯებმა გადაწყვიტეს მატილდა ქალაქის სკოლაში შეეყვანათ. რა იცი, ქალაქში მიღებული ცოდნა რაში გამოადგებაო. ამისათვის უღრანი ტყიდან ქალაქში გადავიდნენ და ლამაზი პარკის გვერდით დასახლდნენ. სკოლა, რომელშიც მატილდა შეიყვანეს ჩვეულებრივი სკოლა იყო და იქ ჩვეულებრივი ბავშვები სწავლობდნენ.
უმძიმესი აღმოჩნდა მატილდასთვის სკოლაში მისვლის პირველი დღე. როგორც კი კლასში შევიდა, კლასელებმა სიცილი ატეხეს.
- ფოთლებისგან შეკერილი კაბა აცვია!
- თმა ცხოვრებაში არ დაუვარცხნია!
- ფეხშიშველაა და მხარზე ყვავი აზის! - ხითხითებდნენ ბავშვები.
იმ დღეს როგორღაც გაძლო მატილდამ და როგორც კი დასრულდა გაკვეთილები, აცრემლებული სახლში გავარდა.
ჩაეხუტა დედას და აქვითინდა. თქვენ ხომ მეუბნებოდით ლამაზი და ჭკვიანი ხარო, კლასელებმა კი დამცინეს და საფრთხობელა მიწოდეს.
რა გატირებს? - გაიკვირვეს უფროსმა ალქაჯებმა. - შენ ხომ ჯადოქარი ხარ და შეგიძლია სათანადოდ გადაუხადო სამაგიერო შენი დაცინვის მოყვარულ თანაკლასელებს?
მეორე დღიდან მატილდას თანაკლასელებს ნამდვილი უბედურება დაატყდათ თავს.
ბიჭებს შარვლები 20 სანტიმეტრით დაუმოკლდათ, გოგონებს ყველა თმის სამაგრი და სავარცხელი დაემტვრათ, ზოგჯერ კი ზურგჩანთებიდან ბაყაყები უხტებოდნენ. კლასელები კარგად ხვდებოდნენ, თუ ვინ იყო ამ უცნაური ამბების ორგანიზატორი, კიდევ უფრო დასცინოდნენ მატილდას და არ ემეგობრებოდნენ.
როგორც კი გაზაფხული მოვიდა, მატილდას კლასს ქალაქგარეთ ექსკურსია დაუნიშნეს.
მატილდას სულაც არ უნდოდა თანაკლასელებთან ერთად ექსკურსიაზე წასვლა, მაგრამ ტყე ძალიან მოენატრა და მხოლოდ ამის გამო დათანხმდა. ავტობუსიდან ჩავიდნენ თუ არა, ბავშვები მაშინვე მინდორს შეეფინნენ. მატილდას ძალიან მოენატრა მცენარეები.
ჩაიმუხლა და მცენარეებს დაუწყო მოფერება. - ესენი ძალიან სასარგებლო მცენარეები არიან. ეს მრავალძარღვაა, ეს გვირილა. - ცდილობდა აეხსნა თანაკლასელებისთვის მათი სარგებელი. თანაკლასელები მატილდას ამგვარმა ქცევამ კვლავ ძალიან გაამხიარულა. ამ დროს ერთმა ონავარმა ბიჭუნამ დაინახა ბუჩქი წითელი ნაყოფით და მისი მოწყვეტა გადაწყვიტა. - შეჩერდი! - დაუძახა მატილდამ, - შხამიანია! ბიჭუნამ მაშინვე დაიხია უკან და თან გულში გაიფიქრა, ოჰო, ჩვენი ალქაჯი გაკეთილშობილდაო. ბავშვები მდინარისკენ გაეშურნენ. მატილდაზე მეტს პატარა გოგონა, ფეფო ხალისობდა.
მდინარესთან ფეფომ პატარა ტოტი შენიშნა და მისი ხელში აღება გადაწყვიტა.
სამწუხაროდ, ეს ტოტი კი არა, გველი აღმოჩნდა, რომელმაც გოგონას უკბინა. მატილდამ სასწაფოდ მოწყვიტა ბალახი და გოგონას ნაკბენზე დაადო. ამ ბალახს მხოლოდ ერთი საათით შეუძლია შხამის შეჩერება, დაუყონებლივ სასწრაფო დახმარება უნდა გამოვიძახოთო. მართლაც გამოიძახეს. სასწრაფო ნახევარ საათში მოვიდა და გოგონა საავადმყოფოსკენ გააქანა. გაკვირვებულმა ექიმებმა ერთხმად აღნიშნეს: პირველად ვხედავთ, რომ შხამმა ამდენ ხანს არ იმოქმედაო. ეტყობა, სასწაული მოხდაო. მატილდას კლასელებმა კი კარგად იცოდნენ, რომ ეს სასწაული მატილდა იყო.
ამ შემთვევის შემდეგ ბავშვები დაუმეგობრდნენ მატილდას. მატილდაც მიხვდა, რომ სამაგიეროს გადახდას ყოველთვის ჯობია სიკეთის გაკეთება და რომ კეთილი საქმეებით უკეთ შეიძლება ყურადღების და პატივისცემის მოპოვება.
იგივე აღიარეს დედა და ბებია ალქაჯებმაც.
მათ იმაზეც დაიწყეს ზრუნვა, რომ მატილდა სკოლაში ყოველთვის მოწესრიგებული წასულიყო. ფეფომ მას ლამაზი თმის სამაგრი აჩუქა და მას შემდეგ მატილდას ყოველთვის კოხტა ვარცხნილობა ჰქონდა.
ალქაჯების სახლში სტუმრებმა დაიწყეს სიარული.
შეკითხვები
|
თემა 14
სირთულეების დაძლევა მეგობრობის სფეროში; ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, არ შეიძლება ვინმეს დავცინოთ, გავრიყოთ
დამრიგებელი სთავაზობს მოსწავლეებს დასასრულებლად წინადადებას „მე შემიძლია...“
მოსწავლეები ასრულებენ წინადადებას, მაგ., „მე შემიძლია კითხვა, ხატვა...“ მასწავლებელი სთავაზობს სადისკუსიო თემებს:
ყველას შეგვიძლია მეგობრობა?
შესაძლებელია მეგობრობის უნარის განვითარება?
როგორ ვიქცევით, როდესაც ზოგჯერ გულს ვტკენთ მეგობარს?
შეგვიძლია ბოდიშის მოხდა? პატიება?
დამრიგებელი მოსწავლეებს ესაუბრება პატარა ბიჭუნაზე, მათ თანატოლზე, რომელმაც ერთ დღეს დედიკოს გამოუცხადა, რომ აღარასდროს წავა თავის სკოლაში, ვინაიდან ის იქ არავის უყვარს.
დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ბავშვების მოსაზრებებს დაფაზე წერს და თხრობას აგრძელებს:
„დედას ეს ამბავი ძალიან გაუკვირდა, ვინაიდან იცოდა, რომ მისი შვილი ძალიან კარგად სწავლობდა. მასწავლებელი მისით ყოველთვის კმაყოფილი იყო. ნუთუ შესაძლებელია სკოლაში მოსწავლეს მხოლოდ იმ მიზეზით არ უნდოდეს წასვლა, რომ მეგობრებთან უთანხმოება მოუვიდა?”
დამრიგებელი წამოჭრის სადისკუსიო საკითხებს: კარგი განწყობისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია მესამეკლასელთათვის: სწავლაში წარმატებები თუ მეგობრებთან კარგი დამოკიდებულება? დამრიგებელი აჯამებს, რომ ორივე მნიშვნელოვანია და სთხოვსმოსწავლეებს, მოიფიქრონ რჩევები პატარა ბიჭუნასთვის.
შესაძლებელია დამრიგებელმა აქაც გამოიყენოს დიდაქტიკური ზღაპარი.
პატარა კურდღელი
პატარა კურდღელი დილის 7 საათზე მაღვიძარას ხმამ გამოაფხიზლა. სასწრაფოდ წამოხტა ლოგინიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო მისთვის, რადგან კურდღლების სკოლის მოთხილამურეთა შეჯიბრში უნდა მიეღო მონაწილეობა.
ზუსტად 8 საათზე ფიზკულტურის მასწავლებელმა ნიშანი მისცა მონაწილეებს და შეჯიბრიც დაიწყო. პატარა კურდღლის გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო შეჯიბრი. მათ ძალიან სწრაფად ჩამოიტოვეს უკან მოწინააღმდეგეები. პატარა კურდღელი ისეთი სისწრაფით მიჰქროდა, რომ ყურები ალმებივით უფრიალებდა. ამ დროს სათხილამურო ტრასაზე უსუსური ბარტყი შენიშნა, მთელი ძალით აუქცია გვერდი, მაგრამ თვითონ თავი ვერ შეიკავა, ბუჩქებში ჩავარდა და თხილამურიც გადაუტყდა. მისმა გუნდმა შეჯიბრი წააგო. . .
პატარა კურდღელს შემოეხვივნენ გუნდის წევრები და გულშემატკივარი კლასელები.
უმწეო ბარტყი მათ ვერ შენიშნეს და ამიტომ ჩვენს პატარა კურდღელს ჩხუბი დაუწყეს:
„შენს გამო წავაგეთ! ასეთი რამ როგორ დაგემართა?!“ გუნდის წევრები იმდენად გაბრაზებულები იყვნენ, რომ არც აცალეს პატარა კურდღელს წარუმატებლობის მიზეზის ახსნა.
პატარა კურდღელი სახლში ძალიან მოწყენილი დაბრუნდა. დედიკო სტაფილოს წვენით გაუმასპინძლდა, ანუგეშა კიდეც, მაგრამ ვერაფრით გამოუსწორა გუნება-განწყობილება. მეორე დღეს სკოლაში მეგობრებმა ხმაც კი არ გასცეს. ასე გაგრძელდა მთელი კვირა. პატარა კურდღელმა იმდენი ინერვიულა, რომ ერთ კვირაში 5 ლურჯი ვარსკვლავი მიიღო.
ორშაბათს სკოლაში კონკურსი გამოცხადდა საუკეთესო ხის ნამუშევრების შესაქმნელად. ხის ნივთების კეთება ძალიან კარგად შეეძლო ჩვენს კურდღელს.
ზოგმა მოსწავლემ ხის კოვზების კეთება დაიწყო, ზოგმაც - სამარილეების. მოგეხსენებათ, ხეზე მუშაობა არცთუ იოლი საქმეა. პატარა კურდღლებს გაუჭირდათ და დახმარებისთვის ფრთხილად, გაუბედავად მიმართეს ჩვენს პატარა კურღელს.
ჩვენი კურდღელი ძალიან კეთილი გახლდათ და ყველას დაეხმარა. უხსნიდა იარაღების გამოყენების, ორნამენტების გამოჭრის ხერხებს. კლასელებიც ისევ პატივისცემით განიმსჭვალნენ მისდამი.
გამოფენაზე ყველაზე ლამაზი და დახვეწილი ნამუშევრები ჩვენი პატარა კურდღლის კლასელებმა წარმოადგინეს. კლასელები მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ჩვენს კურდღელს ბოდიში მოუხადეს. მასაც შესაძლებლობა მიეცა, აეხსნა თანაკლასელთათვის შეჯიბრის დროს წაქცევის მიზეზი. კლასელებს ძალიან შერცხვათ.
უცებ საგამოფენო დარბაზში ჩიტი შემოფრინდა და პატარა კურდღელს წერილი გადასცა - იმ ბარტყის დედისაგან იყო მადლობა, რომელიც კურდღელმა გადაარჩინა.
შეკითხვები
|
თემა 15
კამათი და ჩხუბი; როდის ვკამათობთ? განსხვავება კამათსა და ჩხუბს შორის; საკუთარი უფლებების დაცვა; „არას“ თქმის უნარის განვითარება
დამრიგებელი საუბრობს მოსწავლეებთან, რომ ზოგჯერ გარკვეული მოვლენები ჩვენში გაბრაზებას იწვევენ, რასაც ჩხუბი, კონფლიქტი მოსდევს ხოლმე.
დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაასრულონ წინადადებები:
მოსწავლეები კამათობენ მაშინ, როცა. . .
კამათი ჩხუბში გადაიზრდება მაშინ, როცა . . .
როდესაც მტკივა, მე . . .
როდესაც სხვას ვტკენ, ის . . .
დამრიგებელი გონებრივი იერიშის მეთოდს მიმართავს და ეკითხება მოსწავლეებს, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი (უთანხმოება, დაპირისპირება).
დამრიგებელი საუბრობს იმის შესახებ, რომ ნებისმიერ უთანხმოებას იწვევს საწყისი პრობლემა, (მაგ.: ორ მოსწავლეს ერთი და იმავე ადგილზე უნდა ჯდომა).
საწყის პრობლემას ემატება სხვადასხვა სირთულის პრობლემები (კამათის დროს ხმის აწევა ან ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება).
ზოგჯერ უთანხმოებაში სხვა ადამიანებიც ერთვებიან, მაგ., მეგობრები, რომლებიც მხარს უჭერენ რომელიმე მხარეს, მასწავლებლები, რომლებიც კიცხავენ „მოჩხუბრებს“, ზოგჯერ მშობლებიც.
ყველაზე ცუდი შედეგი კი, რაც შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტს, არის ურთიერთობის გაწყვეტა.
დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რომელ ეტაპზე არის უმჯობესი კონფლიქტის შეჩერება და რა ფორმით. ყველა თანხმდება, რომ კონფლიქტის შეჩერება უფრო იოლია საწყისს ეტაპზე.
დამრიგებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ადამიანები სხვადასხვაგვარად იქცევიან პრობლემურ სიტუაციაში:
ზოგი აგრესიულად იქცევა - აქვე განმარტავს, რომ აგრესიულია ადამიანი, რომელიც არ ისმენს სხვის აზრს, მუდამ ჩხუბობს, ხმამაღლა საუბრობს.
ზოგი გაუბედავად იქცევა - უჭირს საკუთარი აზრის გამოთქმა, ლაპარაკობს ხმადაბლა, ძალიან იოლია მისი დაყოლიება.
ზოგიც თავდაჯერებულია - საუბრობს მშვიდად, კამათისას ყოველთვის გამოთქვამს საკუთარ აზრს, აფიქსირებს, თუ რას გრძნობს პრობლემური სიტუაციის დროს, მოწინაღმდეგესაც ეკითხება მის პოზიციასთან დაკავშირებულ მოსაზრებას, ეძებს გამოსავალს.
დამრიგებელი განიხილავს პრობლემურ სიტუაციას:
„ნატო დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადება. ის სტუმრების სიას ადგენს. საზეიმო სამზადისში მას უახლოესი მეგობარი, თამუნა ეხმარება. ნატომ სიაში ჩაწერა მეზობელი გოგონა სოფო. აღმოჩნდა, რომ თამუნას არ მოსწონს სოფო და ნატოს უთხრა, ეს სოფო არ დაპატიჟოო. სოფო ნატოს ძალიან ახლო მეგობარია და თამუნას ნათქვამზე გული ეტკინა.
ნატო აგრესიულად რომ მოქცეულიყო, თამუნას წაეჩხუბებოდა - სოფო ჩემი მეგობარია და როგორც მინდა, ისე მოვიქცევიო.
გაუბედავად რომ მოქცეულიყო, ხმადაბლა ეტყოდა, რომ სოფო ძალიან უყვარს, მაგრამ თამუნას ძალიან რომ „ეყოჩაღა“, შესაძლოა, არც დაეპატიჟებინა სოფო დაბადების დღეზე.
თავდაჯერებულად რომ მოქცეულიყო, ასე უპასუხებდა: „თამუნა, სოფო მე ძალიან მიყვარს და გული მტკივა, ჩემ მეგობარზე ასე რომ ამბობ. თქვენ ჩემთვის ორივე ძვირფასი ხართ და ორივე მიყვარხართ. ძალიან მინდა, რომ ორივე იყოთ ჩემს დაბადების დღეზე.
შენ არ ხარ ვალდებული, რომ ჩემსავით გიყვარდეს სოფო, მაგრამ როგორც ჩემს მეგობარს და სტუმარს, უკეთესი იქნება, რომ კარგად შეხვდე“.
შესაძლებელია დამრიგებელმა როლური თამაშიც შესთავაზოს მოსწავლეებს.
დამრიგებელმა ბარათებზე წინასწარ უნდა დაწეროს სიტყვები: „თავდაჯერებული“, „გაუბედავი“, „აგრესიული“. მოსწავლეებს შესთავაზოს პრობლემური სიტუაცია და სთხოვოს რეაგირება არჩეული როლის შესაბამისად. თანაკლასელებმა კი უნდა გამოიცნონ, თუ რა როლი შეხვდა მათ თანაკლასელს.
დამრიგებელი აჯამებს შეხვედრას, ამბობს, რომ პრობლემას ყოველთვის გაამწვავებს აგრესიული ქცევა, ხოლო ნაკლებად გაამწვავებს გაუბედავი ან თავდაჯერებული საქციელი.
თავდაჯერებული ქცევის დროს მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, არ შეილახოს მისი უფლება და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
თემა 2
ჩვენი ქალაქი, სოფელი, ქვეყანა, სახელმწიფო
აქტივობა 1.
მიზანი: კანონის, სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობის გაცნობიერება.
დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომ საზოგადოების ეფექტური და სამართლიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია კანონების (სავალდებულო წესების) არსებობა. კანონებს ქმნიან ადამიანები. კანონები ადამიანების უფლებებს უნდა იცავდეს. კანონები უნდა იყოს სამართლიანი.
ჩვენს სახელმწიფოსაც აქვს კანონები, რომელთა დაცვა ყველა მოქალაქის ვალია.
დამრიგებელი მოსწავლეებს სთავაზობს სიტუაციურ ამოცანას. აღუწერს მათ ორი წარმოსახვითი ქვეყნის მდგომარეობას. ერთი ქვეყნის პრობლემაა დაიცვას მოსახლეობის სიცოცხლე, მეორის კი - მოსპოს გამეფებული უწესრიგობა.
„იყო ორი პატარა, მეზობელი ქვეყანა. ერთ ქვეყანას მდინარის ნაპირი ეკავა. მდინარე ხშირად დიდდებოდა და ქვეყნის ტერიტორიას ტბორავდა. ამიტომ, ქვეყანაში სახლებს სპეციალურ ბოძებზე აგებდნენ. მიუხედავად ამისა, წყალდიდობის დროს მოსახლეობა არ იყო დაცული და მსხვერპლიც ბევრი იყო.
მეორე ქვეყანას დატბორვის საფრთხე არ ემუქრებოდა. ამიტომ იქ ჩვეულებრივ სახლებს
აგებდნენ, მაგრამ მოსახლეობაში დიდი არეულობა სუფევდა. ამ ქვეყანაში არ იყო დანომრილი სახლები და ქუჩებს არ ერქვა სახელები. თან სახლები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს და ბავშვები ვერც სახლებს აგნებდნენ და ვერც სკოლას.
დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოუგონონ ამ ქვეყნებს სახელები და მოუფიქრონ სავალდებულო წესები - კანონები.
მოსწავლეებმა წინასწარ გამზადებულ ბარათებზე უნდა ჩამოწერონ წესები I ქვეყნისთვის და ჩაყარონ ასევე წინასწარ გამზადებულ იდეათა ყუთში. წესების მოსაფიქრებლად მათ 10 წუთი ეძლევათ. ამ პროცედურის შემდეგ ყუთი იხსნება და მოსწავლეთა იდეები დაფაზე იწერება.
გთავაზობთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი წესების სავარაუდო ჩამონათვალს:
ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნავი და მაშველი რგოლი;
ქვეყანაში უნდა იყოს მაშველთა რაზმი;
უნდა აშენდეს საავადმყოფოები;
მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საჰაერო ბუშტები;
კალაპოტს უნდა ჰქონდეს ჯებირი.
დასახელებულ წესებს მასწავლებელი ბავშვებთან ერთად განიხილავს.
მეორე შეხვედრაზე დამრიგებელი მეორე ქვეყნის მდგომარეობას შეახსენებს მოსწავლეებს.
მოსწავლეები ისევ ბარათებზე წერენ წესებს და კვლავ იდეათა ყუთში აგდებენ.
გთავაზობთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი წესების სავარაუდო ჩამონათვალს:
ყველა ქუჩას უნდა ერქვას სახელი;
ყველა სახლს უნდა ჰქონდეს ნომერი;
ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს ნომერი.
დამრიგებელი აჯამებს სავარჯიშოს, საუბრობს კანონების არსებობის აუცილებლობაზე. შესაძლებელია დამრიგებელმა გამართოს დისკუსია, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ ქვეყნები ერთმანეთისაგან. ყველა ქვეყანას აქვს სახელი, საზღვარი, დროშა, გერბი და ჰიმნი.
ბავშვები რუკაზე ან გლობუსზე პოულობენ საქართველოს, ხატავენ მის კონტურს და ქვეყნის სიმბოლიკას.
![]() |
9 თავი 8 მეოთხეკლასელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 8.1. მეოთხეკლასელის მოკლე დახასითება |
▲ზევით დაბრუნება |
მეოთხეკლასელებს უჩნდებათ ინტერესი საკუთარი შინაგანი სამყაროს მიმართ. მათ შეუძლიათ იმსჯელონ საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებზე. მათთვის სწავლაში წარმატების გარდა მნიშვნელოვანი ხდება გარემოს მხრიდან მათი უნიკალურობისა და შინაგანი ღირებულებების აღიარება.
საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ ასაკის ბავშვები ძალიან ღიად საუბრობენ საკუთარ განცდებზე უფროსებთან. პუბერტატის დაწყებიდან კი მოსწავლე ნაკლებად გახსნილი ხდება უფროსებთან ურთიერთობისას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პედაგოგმა იცოდეს, რომ სწორედ ამ ასაკში დელიკატურად, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეუძლია მასზე მოახდინოს ზეგავლენა ღირებულებების ფორმირებისა და პრობლემების გადაჭრის ფორმების ათვისების კუთხით. სწორედ ამიტომაა აღნიშნულ ასაკში მნიშვნელოვანი საუბარი იდეალებზე, შემწყნარებლობაზე, პიროვნულ კულტურაზე.
მეოთხე კლასში იცვლება უფროსებთან ურთიერთობის სტილი. ისინი უფროსებისგან უკვე მეტ პატივისცემას მოითხოვენ, აქცენტს აკეთებენ საკუთარი უფლებების დაცვაზე, მაგრამ ხშირად უგულებელყოფენ ვალდებულებებს. ამიტომ, ამ ასაკში მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთება უფლებებისა და ვალდებულებების ჰარმონიულ ბალანსზე.
მეოთხე კლასის ბოლოს მოსწავლეებს შეუძლიათ მსჯელობა საკუთარ შესაძლებლობებზე.
იწყება იდეალის, როგორც ქცევის შინაგანი ორიენტირის ჩამოყალიბება. მოსწავლე თანდათან უფრო დამოუკიდებელი ხდება როგორც სწავლაში, ისე ურთიერთობების სფეროში.
კლასელებს ერთმანეთში უჩნდებათ „თავიანთი საქმეები“, ხშირად მხარში უდგანან ერთმანეთს სირთულეების დროს.
8.2. სადამრიგებლო საათის თემები
მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
|
თემები |
შეხვედრების რაოდენობა |
შენიშვნა |
1 |
ჩვენი უნარები და |
1-2 შეხვედრა
|
|
2 |
ადამიანთა უნიკალობა; ჩვენი |
1 შეხვედრა |
|
3 |
მინდა გავხდე კულტურული |
1 შეხვედრა |
|
4 |
კულტურული ადამიანის, |
2 შეხვედრა |
|
5 |
ბავშვთა უფლებები |
2 შეხვედრა |
|
6 |
ბავშვთა ვალდებულებები. |
2 შეხვედრა |
|
7 |
პატივისცემა - საკუთარი |
2 შეხვედრა |
|
8 |
უფლებების დარღვევა; |
2-3 შეხვედრა |
|
9 |
უფლებების დარღვევა იწვევს |
2 შეხვედრა |
|
10 |
ჩვენ შეგვიძლია |
2 შეხვედრა |
|
მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
|
თემები |
შეხვედრების რაოდენობა |
შენიშვნა |
|
ცვლილებები; როგორ |
1-2 შეხვედრა |
|
|
მინდა ვიყო |
2 შეხვედრა |
თემას მოსწავლეები |
|
ჯანსაღი ცხოვრების |
2 შეხვედრა |
|
|
რა ზიანი მოაქვს მავნე |
1-2 შეხვედრა |
თემას მოსწავლეები |
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
|
თემები |
შეხვედრების რაოდენობა |
შენიშვნა |
1 |
არასტანდარტულ |
1-2 შეხვედრა |
|
2 |
ქუჩაში მოძრაობის |
2 შეხვედრა |
|
მიმართულება
თვალსაწიერის გაფართოება
|
თემები |
შეხვედრების რაოდენობა |
შენიშვნა |
1 |
„ჩემი ზაფხული“, |
1 შეხვედრა |
|
2 |
გართობის |
1 შეხვედრა |
|
3 |
საყვარელი ფილმის |
1 შეხვედრა |
აღნიშნულ საკითხს |
4 |
გამოჩენილი |
2 შეხვედრა |
აღნიშნულ |
![]() |
9.2 8.3. სადამრიგებლო საათის ნიმუშები |
▲ზევით დაბრუნება |
მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
თემა 3,4
მინდა გავხდე კულტურული ადამიანი, ღირსეული მოქალაქე; კულტურული ადამიანის, ღირსეული მოქალაქის დახასიათება; კულტურული ადამიანის აუცილებელი თვისებები; მისი ამოცნობა სხვადასხვა სიტუაციაში: სტუმრად ყოფნისას, კაფეში და ა.შ.
დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს და ეუბნება, რომ შინაგანი კულტურა არის თვისება, რომელიც ყოველთვის ფასობდა ადამიანებში.
შინაგანი კულტურა აქვს იმ ადამიანს, რომელიც ყოველთვის ზრდილობიანად იქცევა.
მასწავლებელი დაფაზე წერს ფრაზას „კულტურული ადამიანი“. გვერდით კი ამაგრებს პატარა ფურცლებს, რომლებზეც ადამიანის სხვადასხვა თვისებებია ჩამოთვლილი. მოსწავლეები რიგ-რიგობით გადიან დაფასთან, კითხულობენ ჩამოთვლილ თვისებებს და დაფაზე, ფრაზის ქვემოთ წერენ, თუ რას მიიჩნევენ კულტურული ადამიანის აუცილებელ თვისებად. მასწავლებელმა შესაძლებელია დაასაბუთებინოს მოსწავლეს არჩევანი. საბოლოოდ ვიღებთ „კულტურული ადამიანის“ პორტრეტს. მოსწავლეები და მასწავლებელი მსჯელობენ, რომელი თვისება აქვთ მათ, ან რომელი თვისება უნდათ, რომ ჰქონდეთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს სხვადასხვა სიტუაციას სხვადასხვა ადამიანის მონაწილეობით.
მოსწავლეებმა კი უნდა ამოიცნონ, თუ რომელია მათ შორის კულტურული ადამიანი.
1. დათუნას როცა არ მოსწონს თამაში რომელიმე თანაკლასელთან, მას ასე ეუბნება: „წადი აქედან, მე არ მინდა შენთან თამაში!“
2. გიორგი შესვენებაზე დერეფანში მირბოდა. ლია მასწავლებელს ხელში ძალიან ბევრი რვეული ეჭირა. უცებ რვეულები ხელიდან დაუცვივდა. გიორგიმ მიირბინა და ლია მასწავლებელს რვეულების აკრეფაში დაეხმარა.
დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რომელ მოსწავლეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კულტურული ადამიანია? როგორ ჯობდა, რომ მოქცეულიყო დათუნა?
თემა 6
ბავშვთა უფლებები
დამრიგებელი აცნობს მოსწავლეებს ადამიანთა უფლებებს:
ბავშვის უფლებათა კონვენცია
(გამარტივებული ვარიანტი მოსწავლეთათვის)
(ჩვენი უფლებები - ბავშვის უფლებათა კონვენცია და მისი სწავლების მეთოდები. 2001)
მუხლი 1. 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი ითვლება ბავშვად.
მუხლი 2. ყველა ბავშვი თანასწორია და ერთნაირი უფლებები აქვს.
მუხლი 6. ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება.
მუხლი 7. ყველა ბავშვს დაბადებისთანავე აქვს სახელისა და მოქალაქეობის მიღების უფლება.
მუხლი 9. ყველა ბავშვს აქვს ოჯახში აღზრდისა და ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლება.
მუხლი 12. ყველა ბავშვს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი შეხედულება ყველა საკითხზე, რომელიც მას ეხება. მის შეხედულებებს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.
მუხლი 13. ბავშვებს, ისევე როგორც უფროსებს, უფლება აქვთ, გამოთქვან საკუთარი აზრი ზეპირად, წერილობით, ნახატის ან სხვა სახით ისე, რომ არ შელახონ სხვათა ღირსება და არ დაარღვიონ სხვა ადამიანის უფლება.
მუხლი 16. ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს მის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის, საცხოვრებლის ხელყოფისა და მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისგან.
მუხლი 17. ყველა ბავშვს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად მიიღოს მისი განვითარებისათვის საჭირო ყოველნაირი ინფორმაცია და მასალები.
მუხლი 20. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას და დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლებიც რაიმე მიზეზით მოწყვეტილნი არიან ოჯახს.
მუხლი 22. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას და დაეხმაროს ლტოლვილ ბავშვებს. მათ ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც ყველა მათ თანატოლს.
მუხლი 23. ყველა უნარშეზღუდულ ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს მისი ღირსების დაცვას, განუმტკიცებს მას საკუთარი ძალების რწმენას და გაუადვილებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას. სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინოს უნარშეზღუდული ბავშვების მიმართ.
მუხლი 24. ყველა ბავშვს აქვს ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო ცხოვრების უფლება. ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანსაღი საკვებითა და სასმელი წყლით.
მუხლი 27. ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს განვითარებისათვის საჭირო ყველა პირობა. მშობლები და სახელმწიფო ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ბავშვები საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით.
მუხლი 28. ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება.
მუხლი 30. ყველა ბავშვს აქვს უფლება, ილაპარაკოს მშობლიურ ენაზე.
მუხლი 31. ყველა ბავშვს აქვს თამაშისა და დასვენების უფლება.
მუხლი 32. ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ისეთი სამუშაოსაგან, რომელიც მავნებელია მისი ჯანმრთელობისათვის ან ხელს უშლის მის სწავლა-განათლებას.
მუხლი 34. ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ნებისმიერი სახის ძალადობისაგან.
მუხლი 38. ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ომისაგან. დაუშვებელია ბავშვების გაწვევა შეიარაღებულ ძალებში.
მუხლი 42. ყველა ბავშვსა და უფროსს აქვს უფლება იცოდეს, რა წერია ბავშვის უფლებათა კონვენციაში.
ბავშვის ვალდებულებები
დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომ გარდა უფლებებისა, ყველა ადამიანს აქვს გარკვეული ვალდებულებები.
ადამიანები არასდროს ვართ სრულიად მარტო. ჩვენ ყოველთვის გარკვეულ ჯგუფში ვართ გაერთიანებულნი, მაგ., ოჯახში, კლასში, სპორტულ სექციაში და სხვ.
სხვადასხვა ჯგუფში ჩვენ, ადამიანებს სხვადასხვა ვალდებულებები გვაქვს:
სახლში გვევალება საკუთარი ნივთების მოვლა ან უფროსების დახმარება სუფრის გაწყობაში;
სკოლაში გვევალება დროულად მისვლა, სწავლა, სასკოლო ზეიმში მონაწილეობის მიღება;
ფეხურთის თამაშისას გვევალება მეკარეობა (გუნდის წევრობა);
ქუჩაში ვალდებულნი ვართ დავიცვათ წესები, გადავიდეთ მხოლოდ გადასასვლელზე ან ვისარგებლოთ მიწისქვეშა გადასასვლელით. ეს ჩვენი ვალდებულებაა, რადგან ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ საკუთარი თავის და სხვა ადამიანების წინაშე.
უფლებებისა და ვალდებულებების გაცნობის შემდეგ დამრიგებელი მოსწავლეებს სთავაზობს დაუსრულებელ წინადადებებს:
„მე სკოლაში უნდა. . .“
„სკოლაში მე მაქვს უფლება. . .“
„მე სახლში უნდა . . .“
„სახლში მე მაქვს უფლება. . .“
„მე ქუჩაში უნდა . . . „
„ქუჩაში მე მაქვს უფლება . . .“
დამრიგებელს შეუძლია უფლებებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით მოსწავლეებთან ერთად შექმნას კლასში ქცევის წესები.
გთავაზობთ ნიმუშს:
საკლასო წესები |
|
უფლებები |
ვალდებულებები |
|
|
ჩვენ არ გვაქვს უფლება |
|
|
თემა 9
უფლებათა დარღვევა იწვევს კონფლიქტებს
დამრიგებელი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსწავლეებს უფლებებსა და ვალდებულებებს. ესაუბრება მათ, რომ უფლებათა დარღვევა იწვევს კონფლიქტებს.
დამრიგებელი მოსწავლეებს სთავაზობს სადისკუსიო თემებს:
შეუძლიათ თუ არა ბავშვებს აზრის გამოთქმა მაშინ, როდესაც ჯგუფის უმრავლესობა საწინააღმდეგო მოსაზრებას იზიარებს?
შეუძლიათ თუ არა ბავშვებს მოისმინონ განსხავებული მოსაზრება? (შეახსენებს, რომ ეს მათი ვალდებულებაა
რა უნდა მოიმოქმედონ ბავშვებმა იმისათვის, რომ კამათისას ყველამ გამოთქვას საკუთარი აზრი (არ დაირღვეს აზრის გამოთქმის უფლება) და არ მოხდეს კონფლიქტი, უთანხმოება მათ შორის? (დამრიგებელი კვლავ უბრუნდება თავდაჯერებულ ქცევას). იხ. გვ. 39.
დამრიგებელს შეუძლია მოსწავლეებს დიდაქტიკური ზღაპარი შესთავაზოს.
გოლიათის ქომაგი
ჯუჯათა ქალაქი ჯუჯათა მთის ძირას იყო განლაგებული. ქალაქი ძალიან მშვიდი და უშფოთველი ცხოვრებით ცხოვრობდა. მაგრამ ერთ დღეს მათ ქალაქში ჩამობნელდა, თითქოს მზეს რაღაც გადაეფარაო. ეს თურმე გოლიათის ჩრდილი გახლდათ, რომელიც მშვიდად სეირნობდა ბუნებაში. ის იმდენად დიდი იყო, რომ მისმა ჩრდილმა მთლიანად დაფარა ჯუჯათა ქალაქი. ჯუჯები ჩრდილისგან თავის დაღწევას შეეცადნენ, ხან აქეთ ეცნენ, ხან - იქით, მაგრამ ვერაფრით დააღწიეს თავი.
გოლიათი დაღლილი ჩანდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით ათვალიერებდა პატარა ბორცვებიან გარემოს, ბოლოს კი ვაკე ადგილი იპოვა, წამოწვა და ტკბილად დაიძინა.
- ეს აღმაშფოთებელია! - დაიყვირა ჯუჯების ბელადმა! თუ ის აქ სეირნობას გააგრძელებს, ყვავილებს დაგვიზიანებს!
- თანაც არემარე დაგვიჩრდილა!
- აღმაშფოთებელია! - დაიყვირეს სხვა ჯუჯებმაც. - სასწრაფოდ უნდა გავაძევოთ აქედან!
ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე დაბალი ჯუჯა ამ ამბავს გვერდიდან აკვირდებოდა და ფიქრობდა: „იქნებ სულაც არ არის ბოროტი ეს გოლიათი? თან ისე ღრმად ჩაეძინა, რომ ძალიან დაღლილი უნდა იყოს. რომ გამოიღვიძებს, იქნებ მასთან დამეგობრებაც ვცადოთ. რა საინტერესო იქნება, ყველაზე პატარების ყველაზე დიდი მეგობარი“.
- შეჩერდით! - მხნეობა მოიკრიბა და დაიყვირა ყველაზე ახალგაზრდა ჯუჯამ. - განა ეს გოლიათი ისეთივე ცოცხალი არსება არ არის, როგორებიც ჩვენ? სიმაღლის გარდა ჩვენგან რამით განსხვავდება? ნუთუ მას არა აქვს უფლება, დაისვენოს ჩვენს ქალაქთან ახლოს?
- არაფრის უფლება არა აქვს! - კამათში ჩაერთო ყველაზე ხმამაღლა მყვირალა ჯუჯა. ტერიტორიაც ჩვენია, ყვავილებიცა და მთებიც! არ გვინდა აქ ისეირნოს ამ არსებამ! შენ კი ვინ გეკითხება, პაწაწუნა ჯუჯავ, გვაცალე უფროსებს მსჯელობა!
ახალგაზრდა ჯუჯას ძალიან ეტკინა გული, თან გაბრაზდა და ის-ის იყო, უნდა შებმოდა მყვირალა ჯუჯას, რომ ამ დროს თვალწინ დაუდგა დაღლილი გოლიათის გაძევება, რომელსაც არაფერი დაუშავებია და ძალიან შეეცოდა.
- არ გააგდოთ, ცოდოა, ისიც ხომ ცოცხალი არსებაა! - წამოიყვირა მან.
ჯუჯები ამ სიტყვებმა ცოტა ხნით გააჩერა.
- კი მაგრამ ყვავილები რომ გაგვითელოს? - გამოთქვა მოსაზრება ერთ-ერთმა ბრაზიანმა ჯუჯამ. - ან რა ვიცით, რას უნდა ველოდოთ მისგან? ვერ ხედავ, რომ ჩვენგან განსხვავებულია?!
- განსხვავებულია, მაგრამ შეატყვეთ მას, რომ ჩვენთვის ზიანის მოყენება უნდა? უბრალოდ ძალიან დიდია და გრძელი ჩრდილიც ამიტომ აქვს. უბრალოდ ასეთი არსება ჩვენ არასდროს გვინახავს. იქნებ ჯერ გავიცნოთ და ვნახოთ, ვინ არის სინამდვილეში.
- მართალია ახალგაზრდა ჯუჯა. - ჩაება საუბარში ყველაზე მხცოვანი, თეთრწვერა ჯუჯა.
- გოლიათი მართლაც ისეთივეა, როგორიც ჩვენ. რატომ არ უნდა გავიცნოთ და დავუმეგობრდეთ?!
- ჩვენ ხომ ვმეგობრობთ კურდღლებთან, ჩიტებთან? ისინიც ხომ ჩვენგან განსხვავებულები არიან?!
- ძმებო! - მიმართა მხცოვანმა ჯუჯამ დანარჩენ ჯუჯებს, - ვინ ფიქრობს, რომ გოლიათი არ უნდა გავაგდოთ და როგორც სტუმარი, ისე მივიღოთ?
- მე! მე! - გაისმა სხვადასხვა მხრიდან ჯუჯათა შეძახილები.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჯუჯათა უმრავლესობა სტუმრის სათანადოდ მიღების მომხრე იყო. ამიტომ, ჯუჯებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაეძევებინათ გოლიათი და იქით გაემართნენ, სადაც უშფოთველად ეძინა დაღლილ სტუმარს.
შეკითხვები:
მოგეწონათ ეს ამბავი? |
თემა 10
ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა
დამრიგებელი დაფაზე წერს სიტყვას „თანამშრომლობა“ და სთხოვს მოსწავლეებს, განმარტონ ეს სიტყვა. შემდეგ დაფაზე წერს მოსწავლეთა მოსაზრებებს.
საბოლოოდ დამრიგებელი და მოსწავლეები თანხმდებიან, რომ თანამშრომლობა არის საქმის ერთად კეთების უნარი.
დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომ მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას, დავალების შესრულებისას ბევრი ადამიანის ძალისხმევაა საჭირო. ძალიან რთულია მარტო სახლის აშენება, წიგნის გამოცემა, დიდი მოსავლის მოყვანა.
მაგრამ როდესაც ერთ საქმეში ბევრი ადამიანი მონაწილეობს, აუცილებელია, რომ მათ შეთანხმებულად იმოქმედონ. კარგია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ თანამშრომლობა.
დამრიგებელი ეუბნება მოსწავლეებს, რომ თანამშრომლობისთვის აუცილებელია შემდეგი:
ერთმანეთის მოსმენისა და გაგების უნარი;
მოლაპარაკების უნარი;
საქმიანობისას როლების სწორად გადანაწილების უნარი.
შემდეგ დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რა უნარებია კიდევ აუცილებელი თანამშრომლობისთვის?
თანამშრომლობის უნარის სადემონსტრაციოდ ის მოსწავლეებს შემდეგ აქტივობას სთავაზობს.
აქტივობა 1. „ხელთათმანები“
დამრიგებელი მოსწავლეებს შემდეგ ინსტრუქციას აძლევს: მე მინდა დავრწმუნდე, რომ ჩვენს კლასში ყველას კარგად შეუძლია თანამშრომლობა. ამისთვის ერთ დავალებას მოგცემთ:
მე დაგირიგებთ წყვილებს ხელთათმანის გამოსახულებებს, თქვენ კი ისე გააფერადეთ, რომ ორივე ხელთათმანი ერთნაირი იყოს. თავიდან ჯერ მოილაპარაკეთ, თუ როგორ
დახატავთ, ან რა ფერებს გამოიყენებთ.
დავალების შესრულების შემდეგ დამრიგებელი კედელზე აკრავს მოსწავლეთა ნამუშევრებს.
შესაძლოა შეფასდეს, რომელი ხელთათმანები ჰგავს ყველაზე მეტად ერთმანეთს, ვინ შეძლო ყველაზე უკეთ თანამშრომლობა.
დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ როგორ მიიღეს მათ ასეთი კარგი შედეგი. რა ეტაპები გაიარეს მუშაობის დროს?
როგორ მოახერხეს გადაწყვეტილების მიღება? რა ხერხს მიმართეს - დარწმუნების, ძალდატანების თუ მოლაპარაკების?
აკონტროლებდნენ თუ არა დავალების შესრულების პროცესს?
ჰქონდათ თუ არა რეაქცია, როცა პარტნიორმა თავდაპირველ ჩანაფიქრს გადაუხვია?
შეაფასეს თუ არა საკუთარი და პარტნიორის მოქმედება?
ეხმარებოდნენ თუ არა ერთმანეთს?
მიმართულება
თვალსაწიერის გაფართოება
თემა 2
საყვარელი ფილმის გმირები, ლიტერატურული პერსონაჟები
აქტივობა 1.
დამრიგებელი ან რომელიმე საგნის პედაგოგი (ქართული ან უცხოური ენის) მოსწავლეებს არდადეგებზე აძლევენ დავალებას, რომ მათ წაიკითხონ მხატვრული ლიტერატურა. არდადეგებიდან დაბრუნებულებს კი შემდეგ აქტივობას სთავაზობენ: მოსწავლეებმა უნდა დახატონ საყვარელი ლიტერატურული გმირი და წარუდგინონ კლასელებს. კლასელებმა უნდა გამოიცნონ, თუ რომელი ნაწარმოების გმირია ეს. შესაძლოა მათ ასევე დაახასიათონ რომელიმე პერსონაჟი პიროვნული თვისებების მიხედვით, მაგალითად: „ბიჭუნა ძალიან მოუსვენარი და უშიშარი გახლდათ. სწავლას დიდად ვერ უდებდა გულს“. კლასელებმა კი უნდა გამოიცნონ, თუ რომელ პერსონაჟზეა საუბარი.
აქტივობა 2.
დამრიგებელი კლასს ყოფს ჯგუფებად, რომლებიც სამი ან ოთხი მოსწავლისგან შედგება. ჯგუფებს მოსაფიქრებლად ეძლევათ 3-3 წუთი. მათ უნდა მოილაპარაკონ, თუ რომელი ნაწარმოებიდან ან ფილმიდან გაითამაშებენ სცენას, რომელიც დანარჩენმა ბავშვებმა უნდა გამოიცნონ.
![]() |
10 თავი 9 ტერმინთა განმარტება |
▲ზევით დაბრუნება |
ალტრუიზმი - პიროვნების ღირებულებათა სისტემა, როდესაც ცენტრალური მოტივი სხვა ადამიანზე ან სოციალურ ჯგუფზე ზრუნვაა.
აღზრდა - პიროვნების მიზანდასახული, სისტემატიური ფორმირების პროცესი. აღზრდის ძირითადი მეთოდები: დარწმუნება, მაგალითი, სავარჯიშო, შეჯიბრი, წახალისება, კრიტიკა, თვითკრიტიკა და სხვა.
განვითარება - ბიოლოგიური თავისებურებისა და გარემოს ზეგავლენით დროთა განმავლობაში მიმდინარე ცვლილებები ფიზიკურ, ფსიქიკურ და ქცევით სფეროში.
დიდაქტიკა - პედაგოგიკის ნაწილი, რომელშიც მუშავდება განათლების, სწავლებისა და აღზრდის თეორია. დიდაქტიკის კვლევის ნაწილს წარმოადგენს სწავლების პროცესის მიზანი, შინაარსი, კანონზომიერებანი და პრინციპები.
დიდაქტიკური ზღაპარი - სასწავლო ხასიათის ზღაპარი, რომლის ფუნქცია არის გარკვეული ცოდნის გადაცემა. შესასწავლი ღირებულებები და პრინციპები აბსტრაქტული სიმბოლოების სახითაა გადმოცემული.
დიდაქტიკური თამაში - სწავლების მეთოდი, რომელიც სასწავლო თამაშის სახითაა ორგანიზებული. სწავლება ხდება აქტიურად, თამაშით. ხდება შესასწავლი პრინციპების, მოვლენების, სისტემების მოდელირება/იმიტაცია.
ეტიკეტი - ადამიანის საზოგადოებაში ქცევის ნორმები და წესები. არსებობს სხვადასხვა სახის ეტიკეტი: სიტუაციური, პროფესიული, საქმიანი.
თვითაქტუალიზაცია - ადამიანის უნიკალური პოტენციალის სრული რეალიზაცია.
თვითშეფასება - ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, რომელიც პოზიტიურიდან (მაღალი თვითშეფასება) მერყეობს ნეგატიურ თვითშეფასებამდე (დაბალი თვითშეფასება).
კომუნიკაცია - ინფორმაციის გადაცემა ადამიანების ურთიერთქმედების პროცესში საკუთარი მოთხოვნილებების, მოსაზრებებისა და გრძნობების შესახებ.
კონფლიქტი - მხარეთა ურთიერთქმედების პროცესში აღმოცენებული წინააღმდეგობების გადაწყვეტის უმწვავესი გზა. წინააღმდეგობა შეიძლება იყოს ადამიანებს შორის ან საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის.
მოთხოვნილება - ფსიქიკური მოვლენა, სიცოცხლის უზრუნველყოფისა და განვითარების აუცილებელი პირობების მიღებისაკენ პიროვნების სწრაფვის ასახვა, რომელიც რაიმეს დეფიციტით არის გამოწვეული.
მორალი - ეთიკის, ღირებულებების, წესების დაცვის საკითხები და პიროვნებისთვის დამახასიათებელი სიტუაციის აღქმა. პიროვნების მიერ გავლებული ზღვარი მისაღებ და მიუღებელ ქცევას შორის. მორალი ხშირად ასოცირდება სინდისთან.
მოტივები - ფსიქიკური მოვლენა ამა თუ იმ მოქმედების, ქცევის შესრულების აღსაძვრელად.
ნებელობა - ადამიანის მიერ საკუთარი ფსიქიკისა და საქციელის ცნობიერი მართვა. ვლინდება ცნობიერად დასახული მიზნისკენ სწრაფვისას წამოჭრილი სირთულეების გადალახვაში.
პიროვნება - ინდივიდისთვის დამახასიათებელი ნიშანთა ერთობლიობა, რაც განაპირობებს ადამიანის ქცევას.
პიროვნული განვითარება - განვითარების ერთ-ერთი სფერო, მიმართული მდგრადი და ხანგძლივი პიროვნული თვისებების შეძენისა და საკუთარი უნიკალურობის შეგრძნებისაკენ.
პუბერტატი - სქესობრივი მომწიფება მოზარდობის ასაკში.
რეფლექსია - ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების (ღირებულებების, ინტერესების, მოტივების, ემოციების, საქციელის) ცოდნისა და მდგომარეობის გაცნობიერება.
საზოგადოება - ურთიერთდაკავშირებულ ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფი.
სტეტოსკოპი (ფონენდოსკოპი) - შინაგან ორგანოებში მიმდინარე ხმაურების მოსასმენი ხელსაწყო.
ტოლერანტობა - ნება/განწყობა, იყო სამართლიანი, მომთმენი სხვა ადამიანების მრწამსის, ინტერესების, ღირებულებებისა და მოსაზრებების მიმართ, მიიღო განსხვავებული ადამიანი, პატივი სცე მის ინდივიდუალურობას.
ღირებულებები - ცალკეული ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის სასურველი, მართებული, კარგი ან ცუდი, რაც ყალიბდება იმ სპეციფიკური კულტურის ზეგავლენით, რომელშიც ისინი არსებობენ.
ჩვევა - პიროვნების უნარი კარგად შეასრულოს მიზანდასახული მოქმედებები მათზე ყურადღების სპეციალურად ფოკუსირების გარეშე, მაგრამ ცნობიერების კონტროლის ქვეშ. განასხვავებენ შემდეგი სახის ჩვევებს: გონებრივი (აზროვნება, მეხსიერება), სენსორული (აღქმის უნარები), მოძრაობითი (ფსიქომოტორული) და ნებელობითი. ჩვევები ყალიბდება ათვისებული ცოდნის საფუძველზე, შესრულების პროცესში.
![]() |
11 თავი 10 გამოყენებული ლიტერატურა: |
▲ზევით დაბრუნება |
1. უზნაძე დ. ბავშვის ფსიქოლოგია, სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია. თბილისი. 2005.
2. სამოქალაქო აღზრდა. სავარჯიშოების პაკეტი დაწყებითი კლასებისათვის. საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი. თბილისი. 1998.
3. ეკოლოგიური განათლების შესავალი. საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი. თბილისი. 1998.
4. Краиг Г. Бокум. Д. Психология развития, 9-ое издание. Питер. 2004.
5. Хухлаева О. В. Тропинка к своему я. Генезис. 2004.
6. Education Civique.Cycle 2. 1997. Editions Nathan.
7. Education Civique.Cycle 3. 1997. Editions Nathan.
8. Klaus W. Vopel. 1999. Kinder konnen kooperieren,Band 1, iskopress.
![]() |
12 თავი 11 სასარგებლო რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
1. უზნაძე დ. ბავშვის ფსიქოლოგია, სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია. თბილისი. 2005.
2. როგორ შევცვალოთ გარემო? ძალადობის აღმოფხვრა სკოლებში. გაეროს ბავშვთა ფონდი.
3. დალაქიშვილი ნ. თვითშეფასების გავლენა მოსწავლეთა წარმატებებზე. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. 2009.
4. ცხოვრება დემოკრატულ საზოგადოებაში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2009.
5. ინკლუზიური განათლება - გზამკვლევი მასწავლებლისათვის. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. 2009.
6. ჩვენი ეზოს ამბები (ტოლერანტობის საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი პროგრამისთვის). Save the children federation. Inc. Tbilisi. 2008.
7. ჩვენ ვიცავთ საგზაო წესებს. „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის.“ თბილისი. 2008.
8. სამადაშვილი ზაალ. წასაკითხი წიგნები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. Unicef. 2010.
9. განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტთათვის (ნაწ I). ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. თბილისი. 2008.
10. განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტთათვის (ნაწ II). ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. თბილისი. 2008.
11. განვითარებისა და სწავლის თეორიები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 2008.
12. სამოქალაქო აღზრდა. სავარჯიშოების პაკეტი დაწყებითი კლასებისათვის. საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი. თბილისი. 1998.
13. ეკოლოგიური განათლების შესავალი. საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი. თბილისი. 1998.
14. ჩვენი უფლებები. თბილისი. 2000.
15. გოგებაშვილი ი., თხზულებანი. ტ. 2. თბ.: საქ. სსრ განათლების სამინისტროს პედაგოგიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის გამომცემლობა. 1954.
16. გოგიჩაიშვილი თ. მოსწავლის ასაკის ფსიქოლოგია. თბ.: თსუ გამომცემლობა. 2001.
17. ახუაშვილი ი. თამაშობანი. თბ.: გამომცემლობა “საქართველოს მაცნე”. 2000.
18. Рожкова М.И. Классному руководителю. Владос. 2001.
19. Хухлаева О. В. Тропинка к своему я. Генезис. 2004.
20. http://ncac.ge
21. http://www.ganatleba.org
22. http://www.tpdc.ge
23 http://www.buki.ge
24. http://www.medportal.ge
25. http://mirknig.com
26. http://tigger.uic.edu
27. http://klass.resobr.ru
28. http://www.kindbook.com