![]() |
კვლევა საქართველოს სახელისუფლებო და არასახელისუფლებო სტრუქტურებში - ლტოლვილთა ადგილობრივი ინტეგრაციის შესაძლებლობების გამოსავლენად. |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი კვლევები |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2005-2006 წლის ნოემბერ-მარტის თვეში საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ჩატარდა კვლევა საქართველოს სახელისუფლებო და არასახელისუფლებო სტრუქტურებში – ლტოლვილთა ადგილობრივი ინტეგრაციის შესაძლებლობების გამოსავლენად. |
![]() |
1 შემაჯამებელი მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევაში მონაწილეობდნენ - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, იურიდიული კომიტეტი, სახალხო დამცველის აპარატი, იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტი, ახმეტის რაიონის გამგეობა, სოფელ დუისის გამგეობა და სოფელ ჯოყოლოს საკრებულო.
გამოკითხვა მიმდინარეობდა ინდივიდუალურად, კითხვარების საფუძველზე, რაც შემუშავდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, თითოეული დასახელებული ორგანიზაციის სამუშაო ფუნქციების და დებულების სპეციფიკის შესაბამისად. გამოკითხვა მიმდინარეობდა ინდივიდუალურად, კითხვარების საფუძველზე, რაც შემუშავდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, თითოეული დასახელებული ორგანიზაციის სამუშაო ფუნქციების და დებულების სპეციფიკის შესაბამისად.
კვლევის ამოცანა
მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენდა ლტოლვილთა პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტილების ერთ-ერთი სახის, ადგილობრივი ინტეგრაციის, მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის იდენტიფიცირება.
მეთოდოლოგია
კვლევისას გამოყენებულ იქნა ხარისხობრივი მეთოდი, პირისპირ ინტერვიუს გზით. კვლევის ობიექტს წარმოადგენდა სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი პასუხისმგებელი პირები. შერჩევა მიმდინარეობდა გამოკვლევის საკითხთან მათი შესაძლო კავშირის საფუძველზე.
კვლევის მიმოხილვა
კვლევა ჩატარდა ცენტრალურ და ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებში. საორიენტაციოდ აღებული იქნა ლტოლვილებით დასახლებული რეგიონის ადმინისტრაცია.
რესპოდენტების მიერ დადასტურდა, რომ ლტოლვილთა ადგილობრივი ინტეგრაციის შესახებ არ არსებობს კონკრეტული დოკუმენტი, ნორმატიული აქტი და მითუმეტეს სახელმწიფო პოლიტიკა, გარდა «ლტოლვილთა შესახებ» საქართველოს კანონისა;
სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამ საკითხზე არ ჩატარებულა კონკრეტული კვლევა, არ ყოფილა შესწავლილი საერთაშორისო გამოცდილება და მათთვის ეს საკითხი წარმოადგენს სრულ სიახლეს;
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და სახალხო დამცველის აპარატში განაცხადეს, რომ არ ხორციელდება მონიტორინგი დასახელებულ სფეროსთან დაკავშირებით აღებული სახელმწიფო ვალდებულებების და ხელმოწერილი, თუ რატიფიცირებული საერთაშორისო დოკუმენტების შესრულებაზე;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტში აღინიშნა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეღავათებს და გამარტივებულ პროცედურებს ლტოლვილთა ნატურალიზაციის გაადვილების და წახალისების მიზნით;
ლტოლვილებით დასახლებული რეგიონის ადგილობრივი მმართველობის თუ თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგნელთა განცხადებით, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე ყველაფერი კეთდება ლტოლვილთათვის ელემენტარული პირობების შესაქმნელად.
მათი აზრით ადგილობრივი ინტეგრაცია, ბევრად არის დამოკიდებული ფინანსურ შესაძლებლობებთან, რასაც დასაქმების პრობლემასთან მივყევართ. სამუშაო ადგილების შექმნის ფონზე შეიძლება გაჩნდეს ადგილობრივი ინტეგრაციის ინტერესიც.
დღეისთვის ადგილობრივ ადმინისტრაციას არ გააჩნია სახსრები, ლტოლვილი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მხოლოდ გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით არის შუსაძლებელი პანკისის ხეობაში განსახლებული ლტოლვილებისთვის ელემენტარული საარსებო პირობების შექმნა;
ყველა რესპოდენტი ერთსულოვნად გამოთქვამს მზადყოფნას ლტოლვილთა ინტეგრაციის და მათთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზეც, ითანამშრომლოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან და ამ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
2005 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ჩატარდა კვლევა პანკისის ხეობაში ჩასახლებულ ლტოლვილთა შორის.
![]() |
2 შემაჯამებელი მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა უმრავლესობას ლტოლვილის სტატუსი გააჩნია. მათ უმეტესობას გადაწყვეტილი აქვს მესამე ქვეყანაში გადასახლება. შედარებით მცირე ნაწილის არჩევანი ინტეგრაციაა.
ადგილობრივი ინტეგრაციის შემთხვევაში ლტოლვილთათვის სასურველ იურიდიულ სტატუსს საქართველოში დროებით ცხოვრებისა და მუშაობის უფლება წარმოადგენს, ხოლო საცხოვრებლად ქისტებისთვის პანკისის ხეობაა სასურველი, ჩეჩნებისთვის - საქართველოს სხვა რეგიონები და განსაკუთრებით თბილისი.
ადგილობრივი ინტეგრაციის შესახებ ლტოლვილთა უმრავლესობას არ გააჩნია ინფორმაცია, მცირე ნაწილს კი მხოლოდ ფრაგმენტული და არაზუსტი ინფორმაცია აქვს.
საქართველოში ცხოვრების პერიოდში კულტურული ინტეგრაციის პროცესს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ ძირითადად ქისტები, რომელთათვის მიმღები საზოგადოების ტრადიციები და ენა ნაცნობია - ქართული ენა უმეტესობამ იცის. ენის შესწავლა პრობლემატური აღმოჩნდა ზრდასრული ჩეჩნების უმეტესობისთვის.
განათლების სფეროში ინტეგრაციის პროცესს აფასებენ არადამაკმაყოფილებლად, განსაკუთრებული პრეტენზიებია უმაღლესი განათლების სფეროში ინტეგრირების მიმართ - ლტოლვილების უმეტესობა თვლის, რომ პროცესი არ შედგა. ანალოგიურად აფასებენ პროფესიული განათლების სფეროში ინტეგრირების პროცესსაც.
ლტოლვილთა უმეტესობა დაუსაქმებელია. მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დასაქმებული საერთაშორისო ორგანიზაციაში, რაც ფულადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. რამოდენიმე ლტოლვილი დასაქმებულია სკოლებსა და ბაღებში მასწავლებლის, ძიძის სტატუსით. თუმცა ამ შემთხვევებში მათ არ ეძლევათ ფულადი ანაზღაურება, მათი შრომა ჰუმანიტარული პროდუქტების დამატებითი ნორმის მიღებით ანაზღაურდება.
ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა უმეტესობა თვლის, რომ მათთვის სამედიცინო მომსახურება ნაკლებად ხელმისაწვდომია, ამ მიზეზით გამოკითხული ლტოლვილები იშვიათად სარგებლობენ ჯანდაცვის მომსახურებით.
ჩატარებული გამოკითხვა ასევე შეეხო ლტოლვილთა ჩასახლების საკითხსაც. ჩასახლების ადგილებად გამოყენებულია, როგორც კომპაქტური შენობები, ასევე კერძო სახლებიც. ზოგიერთ სოფელში ლტოლვილები განთავსებულნი არიან მესაკუთრეებისგან მიტოვებულ სახლებში, ზოგიც ნათესავების და ახლობლების ნებართვით და ხელშეწყობით ბინავდება.
კომპაქტური ჩასახლების ადგილებად გამოყენებულია ყოფილი საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, ამბულატორიები და სხვა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში აქაც პრობლემებს აწყდებიან ლტოლვილები, როდესაც ხდება ამა თუ იმ შენობის პრივატიზაცია და მათ ახალი ჩასახლების ადგილის ძიება უწევთ.
კვლევის ამოცანა
მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენდა ლტოლვილთა საზოგადოებრივი ინტეგრირების დონის დადგენა და მათი გრძელვადიანი მიზნების იდენტიფიცირება.
მეთოდოლოგია
კვლევისას გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი მეთოდი, ანკეტირება პირისპირ ინტერვიუს გზით. კვლევის ობიექტს წარმოადგენდა პანკისის ხეობაში კომპაქტურად ჩასახლებული ლტოლვილები. მათგან შემთხვევითი შერჩევის პრინცი პით შეირჩა 201 რესპონდენტი - 110 ქისტი და 91 ჩეჩენი (შერჩევითი ერთობლიობის მოცულობა).
ანკეტირების მონაცემების სტატისტიკური ანალიზისთვის გამოყენებულ იქნა პროგრამა SPSS-ი. ანგარიშში ძირითადი შედეგები მოცემულია დამხმარე დიაგრამების სახით.
კვლევის მიმოხილვა
კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა უმეტესობას ქისტები წარმოადგენდნენ. გამოკითხულთა 54.7% დაბადებულია საქართველოში და შემდეგ გადასახლდა რუსეთის ფედერაციაში.
დაბადების ადგილი |
% |
რუსეთის ფედერაცია |
38.3 |
საქართველო |
54.7 |
სხვა |
7 |
რუსეთის ფედერაციაში გადასახლებამდე ქისტების 41.8%, ხოლო მათი მშობლების უმრავლესობა (92.7%) საქართველოს მოქალაქე იყო. უმეტესობამ საქართველო სრულწლოვანების მიღწევამდე, ანუ მოქალაქეობის მიღებამდე დატოვა.
ლტოლვილთა უმეტესობა (85.6%) საქართველოში შემოვიდა 1999 წელს.
(იხ. დიაგრამა №1)
საქართველოში შემოსვლის დრო
დიაგრამა №1
მათ უმრავლესობას (96.9%25) ლტოლვილის სტატუსი აქვს. მხოლოდ 3.1%25-ია თავშესაფრის მაძიებელი. (დიაგრამა №2)
სტატუსი
დიაგრამა №2
რუსეთში ცხოვრებისას ჩეჩენთა 53.8%25, ქისტების 24.5%25 იყო დასაქმებული. ეს უკანასკნელნი ძირითადად კერძო სექტორში მუშაობდნენ დროებით სამუშაოებზე: მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და ა.შ. (დიაგრამა №3).
დასაქმება რუსეთში
დიაგრამა №3
ლტოლვილთა უმეტესობა დაუსაქმებელია: მხოლოდ ჩეჩნების 11%25 და ქისტების 30.9%25 მუშაობს. რასაც საქართველოში და თვით რეგიონში არსებული სამუშაო ბაზრის მდგომარეობა განაპირობებს - აქ მოსახლეობა ძირითადად აგრარულ სექტორშია დასაქმებული. (დიაგრამა №4).
მიმდინარე დასაქმება
დიაგრამა №4
სამუშაო ადგილები შეზღუდულია: ლტოლვილებს საშუალება აქვთ იმუშაონ ჩასახლების ადგილებში არსებული სკოლების რუსული სექტორის მასწავლებლებად, ბაღის მასწავლებლებად და ძიძებად, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციაში (NRC). (დიაგრამა №5)
დასაქმებულ ლტოლვილთა სამუშაო
ადგილი
დიაგრამა №5
სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულ ლტოლვილთა შრომის ანაზღაურება ძირითადად პროდუქტების სახით ხდება. მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციაში იღებენ ისინი ფულად ანაზღაურებას, რომელიც წელიწადში 540-დან 1200 ლარამდე მერყეობს. გამოკითხულთა შორის ასეთი სულ რამდენიმე ლტოლვილია: 3 ჩეჩენი და 2 ქისტი.
ლტოლვილებს საქართველოში მიღებული აქვთ ძირითადად ბავშვების დაბადების მოწმობები. ჩეჩენი ქალების ნაწილი სახლში მშობიარობს, რის გამოც საქართველოში დაბადებულ ჩეჩენ ბავშვთა ნაწილზე არ არის გაცემული დაბადების მოწმობები, შესაბამისად გართულებულია მათი რეგისტრაცია. მსგავსი სიტუაციაა ქორწინებასთან დაკავშირებით. ლტოლვილ წყვილთა უმრავლესობის ქორწინება ფორმდება მხოლოდ რელიგიური რიტუალის მეშვეობით და არ აქვთ მიღებული ქორწინების მოწმობა. საქართველოს ტერიტორიაზე პასპორტები და ქორწინების მოწმობები მხოლოდ იმ ლტოლვილებს აქვთ მიღებული, ვინც ჩეჩნეთში გადასახლებამდე საქართველოში ცხოვრობდა (დიაგრამა №6)
საქართველოში მიღებული
დოკუმენტები
დიაგრამა №6
ლტოლვილთა უმეტესობას (62%25) ინტეგრაციის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გააჩნია. 34%25-ს კი დაუზუსტებელი და არასრული ინფორმაცია აქვს. მხოლოდ 5%25 აქვს სრული ინფორმაცია. ასეთი ლტოლვილები ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობენ და გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობენ ინტეგრაციის შესახებ. (დიაგრამა №7)
ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის ფლობა
დიაგრამა №7
ლტოლვილთა უმეტესობას გადაწყვეტილი აქვს მესამე ქვეყანაში გადასახლება: ჩეჩნების 73%25 და ქისტების 51%25-ს. გაცილებით ნაკლებია რეპატრიაციისა და ინტეგრაციის მომხრე. ინტეგრაციის გადაწყვეტილება ძირითადად ქისტებს აქვთ მიღებული. (დიაგრამა №8)
გრძელვადიანი გადაწყვეტილება
დიაგრამა№8
ინტეგრაციის შემთხვევაში ლტოლვილთათვის სასურველიGიურიდიული სტატუსი საქართველოში დროებით ცხოვრებისა და მუშაობის უფლებაა. ასეთ გადაწყვეტილებას ქვეყანაში და კერძოდ ხეობაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ხსნიან. (დიაგრამა №9)
სასურველი იურიდიული სტატუსი
ინტეგრაციის შემთხვევაში
დიაგრამა №9
მათგან, ვინც არჩევანი ინტეგრაციის სასარგებლოდ გააკეთა, მომავალში სასურველ საცხოვრებელ ადგილად საქართველოს სხვა რეგიონებს ირჩევენ. (დიაგრამა№10)
ინტეგრაციის შემთხვევაში სასურველი
საცხოვრებელი ადგილი
დიაგრამა №10
კულტურული ინტეგრაციის შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ გამოკითხულ ლტოლვილთა ნაწილს ქისტები წარმოადგენს - საქართველოში დაბადებული და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები პირები. მათთვის მიმღები საზოგადოების (როგორც ქართული, ისე ქისტური), კულტურული და საზოგადოებრივი ტრადიციები ნაცნობია. სწორედ ქისტები აფასებენ კულტურულ ინტეგრაციას უპირატესად დამაკმაყოფილებლად - 85%25. მიუხედავად ეთნიკური ერთგვაროვნებისა, ჩეჩნების გაცილებით მოკრძალებული ნაწილი აფასებს კულტურულ ინტეგრაციას დამაკმაყოფილებლად - 39%25. ჩეჩნების 29%25 პროცესს ნაკლებად დამაკმაყოფილებლად, ხოლო 16%25 არადამაკმაყოფილებლად აფასებს. როგორც პირად ინტერვიუებში აღინიშნა, ქისტებისა და ჩეჩნების კულტურული ტრადიციები განსხვავდება ერთმანეთისგან და ორივე ჯგუფი ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი. ეს არ ქმნის დაპირისპირების საფუძველს, თუმცა გაუცხოების ელემენტები შესამჩნევია. (დიაგრამა №11)
კულტურული ინტეგრაციის დონე
დიაგრამა №11
ბუნებრივია ჩეჩნებთან შედარებით გაცილებით მეტმა ქისტმა ლტოლვილმა იცის ქართული ენა (78.2%25). მიმღები საზოგადოების ენის შესწავლა პრობლემატური აღმოჩნდა მოზრდილი ჩეჩნების უმრავლესობისთვის (დიაგრამა№12).. მიუხედავად იმისა, რომ სოფელ დუისში NRC-ის მიერ ორგანიზებულია ქართული ენის შესწავლელი კურსები, ჩეჩნების მხოლოდ მცირე ნაწილი, ძირითადად ახალგაზრდები, სწავლობენ ქართულ ენას. როგორც თვითონ აღნიშნავენ, ჩეჩენი ლტოლვილების უმეტესობა არ თვლის საჭიროდ ენის შესწავლას, რადგან მათ სამომავლო გეგმებში არ შედის საქართველოში დარჩენა.
ქართული ენის შესწავლა
დიაგრამა №12
განათლების სფეროში ინტეგრირების შეფასებისას ჩეჩენეთიდან ლტოლვილები ყველაზე ნაკლებად დამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესს - 79.6%25 (ლტოლვილისათვის ფაქტიურად შეუძლებელია სტუდენტი შვილის ჩასახლების ადგილიდან მოშორებით საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყოფა). ლტოლვილთა 41.3%25 თვლის, რომ იგივე მდგომარეობაა სკოლამდელი განათლების სფეროში - პანკისის ხეობაში ლტოლვილთა ჩასახლების ყველა ადგილზე არ არის საბავშვო ბაღი, მოშორებით მცხოვრებ ლტოლვილებს უჭირთ ბავშვების ტარება. სასკოლო განათლების სფეროში ინტეგრირების პროცესი ლტოლვილთა უმეტესობისთვის (55.8%25) დამაკმაყოფილებელია, ამავე დროს 20.8%25 თვლის, რომ ინტეგრაცია ამ მიმართულებით არ შედგა, 23.4%25-სთვის კი პროცესი ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. ჩეჩნეთიდან ლტოლვილები პირად ინტერვიუებში აღნიშნავდნენ, რომ სკოლებში, სადაც ლტოლვილი ბავშვები სწავლობენ, სწავლების პროცესის ხარისხი მეტად დაბალია. კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო სკოლაში ასწავლიან არაკომპეტენტური პირები. (დიაგრამა№13)
ინტეგრაციის დონე განათლების
სფეროში
დიაგრამა №13
ინტეგრირების პროცესი პროფესიული განათლების სფეროში არ შედგა ლტოლვილთა უმეტესობისთვის. პროფგადამზადების შესაძლებლობა მწირია და ამოიწურება ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს დუისის საზოგადოებრივი ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისით (ინგლისური ენა, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, ხელსაქმე..). (დიაგრამა №14)
ინტეგრაციის დონე პროფესიული
განათლების სფეროში
დიაგრამა №14
ჩეჩენი ლტოლვილების 46,8%25 თვლის რომ ჯანდაცვის მომსახურება მათთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია, რადგან დახმარებას იღებენ მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში. ხოლო დანარჩენი 41,8%25 თვლის, რომ იგი ხელმისაწვდომია. (დიაგრამა№15)
ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობა
დიაგრამა №15
გამოკითხულ ლტოლვილთა დიდი ნაწილი იშვიათად სარგებლობს ჯანდაცვის მომსახურებით. (დიაგრამა№16)
ჯანდაცვის მომსახურების სარგებლობის
სიხშირე
დიაგრამა №16
ქისტ ლტოლვილთა უმეტესობა 92.7 %25 კერძო სექტორში, ხშირად ნათესავებთან ცხოვრობს. ჩეჩნების მხოლოდ 42.9%25 ცხოვრობს კერძო სექტორში, ნახევარზე მეტი კი კომპაქტური ჩასახლების ადგილებში. (დიაგრამა №17)
ჩასახლების ადგილი
დიაგრამა №17
ლტოლვილთა უმეტესობას საქართველოში არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება. მათ ქონებას იშვიათ შემთხვევაში შინაური ცხოველები და საყოფაცხოვრებო ნივთები წარმოადგენს (დიაგრამა №18).
უძრავი/მოძრავი ქონება
დიაგრამა №18
____________________
1. დასაქმებულ ქისტთა დაბალი მაჩვენებელი ნაწილობრივ განპირობებულია რესპონდენტ ქალთა ფაქტორით: მათი უმრავლესობა ტრადიციულად არ არის დასაქმებული.