![]() |
ჯვრის გზა (მედიტაციები და ლოცვები) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბენედიქტე XVI (რაცინგერ იოზეფ) |
თემატური კატალოგი რელიგია |
საავტორო უფლებები: © ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ბენედიქტე XVI წიგნი ითარგმნა ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა ადმინისტრატორის მეუფე ჯუზეპე პაზოტოს ლოცვა-კურთხევით 2007 წლის დიდმარხვა |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ამ „ჯვრის გზის“ ლოცვის ლაიტმოტივი მოცემულია დასაწყისის ლოცვასა და ბოლოში, XIV შეჩერებაში. ეს იესოს მიერ ბზობადღეს წარმოთქმული ის სიტყვებია, რომლითაც მან იერუსალემში შესვლისთანავე უპასუხა მისი ნახვის მოწადნიე ბერძნებს: „თუკი მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება; და თუკი მოკვდა, უხვ ნაყოფს გამოიღებს“ (იოან. 12, 24). ამგვარად, უფალი აღწერს მთელ თავის მიწიერ გზას როგორც ხორბლის მარცვლის გზას, რომელსაც მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში გამოაქვს ნაყოფი. იგი აღწერს თავის მიწიერ გზას, თავის სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას ყოვლადწმიდა ევქარისტიის მიმართულებით, რომელშიც თავს იყრის მთელი მისი საიდუმლო. იმის გამო, რომ ის შეხვდა საკუთარ სიკვდილს როგორც თავის მიძღვნას, შეწირვას, როგორც სიყვარულის აქტს, მისი სხეული გარდაისახა აღდგომის ახალ სიცოცხლეში. ამიტომაც იგი, განხორციელებული სიტყვა, იქცა ახლა ჩვენს საკვებად, რომელსაც ახალი სიცოცხლისაკენ მივყავართ, საუკუნო სიცოცხლისაკენ. მარადიული სიტყვა - სიცოცხლის შემოქმედი ძალა - გარდამოხდა ზეციდან და ამგვარად იქცა ჭეშმარიტ მანანად, პურად, რომელიც საკუთარ თავს უზიარებს ადამიანს, რწმენასა და საიდუმლოში. ამგვარად, ჯვრის გზა იქცევა გზად, რომელსაც მივყავართ ევქარისტიის საიდუმლოს შუაგულში: ხალხური ღმრთისმოსაობა და ეკლესიის საკრამენტალური ღმრთისმოსაობა ერთმანეთს უკავშირდება და ერწყმის. ჯვრის გზის ლოცვა შეიძლება მივიღოთ გზად, რომელსაც მივყავართ ღრმა, სულიერ თანაზიარებამდე იესოსთან, რის გარეშეც საკრამენტული ზიარება ფუჭად დარჩებოდა. ჯვრის გზა გვევლინება მისტაგოგიურ გზად.
ამგვარ ხედვას უპირისპირდება ჯვრის გზის უბრალო სენტიმენტალური გაგება, რომლის საშიშროებაზეც უფალი, VIII შეჩერებაზე, აფრთხილებს იერუსალემელ ქალებს, მას რომ დასტირიან. უბრალო გრძნობა არ კმარა; ჯვრის გზა უნდა იყოს რწმენის სკოლა, იმ რწმენისა, რომელიც, საკუთარი ბუნებითვე, „მოქმედებს სიყვარულის მეშვეობით“ (გალ. 5, 6). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გრძნობა უნდა გამოირიცხოს. ეკლესიის მამებისათვის წარმართთა პირველი მანკიერება სწორედ უგულობაა; ამიტომაც ისინი მოუხმობენ ეზეკიელის ხილვას, რომელიც აუწყებს ისრაელის ერს ღმრთის დანაპირებს, რომ ამოუღებს მათ მკერდიდან ქვის გულს და მის ნაცვლად ჩაუდგამს ხორციელ გულს (შდრ. ეზეკ. 11, 19). ჯვრის გზა გვიჩვენებს იმ ღმერთს, რომელიც თავად იზიარებს ადამიანთა ტანჯვას, რომლის სიყვარული არ რჩება უგრძნობი და შორი, არამედ ჩამოდის ჩვენს შორის, თვით ჯვარზე სიკვდილამდე (შდრ. ფილიპ. 2, 8). ჩვენი ტანჯვის გამზიარებელ, ჩვენი ჯვრის სატარებლად განკაცებულ ღმერთს სწადია, გარდაქმნას ჩვენი ქვის გული და მოგვიხმოს სხვათა ტანჯვის გაზიარებისაკენ, სურს მოგვცეს ,,გული ხორციელი“, რომელიც არ დარჩება უგრძნობი მოყვასის ტანჯვისადმი, არამედ კარს გაუღებს სხვის ტანჯვას და ამგვარად მიგვიყვანს იმ სიყვარულამდე, რომელიც ჰკურნავს და შეეწევა. ამას კვლავ ხორბლის მარცვლის შესახებ იესოს სიტყვებთან მივყავართ, რომელიც თავადვე აქცია ქრისტიანული არსებობის ძირეულ ფორმულად: ,,ვისაც საკუთარი სიცოცხლე უყვარს, ის დაკარგავს მას და ვისაც სძულს საკუთარი სიცოცხლე ამქვეყნად, შეინარჩუნებს მას საუკუნო სიცოცხლისათვის“ (იოან. 12, 25; შდრ. მათ. 16, 25; მარკ. 8, 35; ლუკ. 9, 24; 17, 33: ,,ვინც შეეცდება იხსნას საკუთარი სიცოცხლე, ის დაკარგავს მას, და ვინც დაკარგავს, ის იხსნის მას“). ამითი განგვიმარტავს იგი იმ ფრაზის მნიშვნელობასაც, რომელიც სინოპტიკურ სახარებებში წინ უსწრებს მისი სათქმელის ამ ცენტრალურ სიტყვას: „თუ ვინმეს სურს გამომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს საკუთარი ჯვარი და მომყვეს“ (მათ. 16, 24). ამ სიტყვებით იგი თავადვე გვიმარტავს ‹ჯვრის გზას›, გვასწავლის, როგორ უნდა ვილოცოთ და განვვლოთ იგი: ‹ჯვრის გზა› საკუთარი თავის დაკარგვის გზაა, ანუ ჭეშმარიტი სიყვარულის გზა. ამ გზაზე პირველმა მან გაიარა, ესაა ის გზა, რომელზეც სიარულის სწავლა აქვს მიზნად ჯვრის გზის ლოცვას. და ამას ისევ ხორბლის მარცვალთან მივყავართ, ყოვლადწმიდა ევქარისტიასთან, რომელშიც განუწყვეტლივ ჩვენს შორის დგება იესოს სიკვდილისა და აღდგომის ნაყოფი. მასში იგი დადის ჩვენს გვერდით, როგორც ერთხელ ემაუსელი მოწაფეების გვერდით იარა, და ხდება, მუდამ ხელახლა, ჩვენი თანამედროვე.
![]() |
2 საწყისი ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
ამენ.
უფალო იესო ქრისტე, შენ ჩვენთვის მიიღე იმ მარცვლის ბედი, რომელიც მიწაში ვარდება და კვდება, რათა გამოიღოს უხვი ნაყოფი (იოან. 12, 24). შენ მოგვიხმობ, ამ გზით გამოგყვეთ, როდესაც გვეუბნები: ,,ვისაც საკუთარი სიცოცხლე უყვარს, ის დაკარგავს მას, და ვისაც საკუთარი სიცოცხლე სძულს ამ წუთისოფელში ის შეინარჩუნებს მას საუკუნო სიცოცხლისათვის“ (იოან. 12, 25). არადა, ჩვენ მიჯაჭვულნი ვართ ჩვენს სიცოცხლეზე. არ გვსურს მისი მიტოვება, მთლიანად ჩვენთვის გვინდა ის. გვსურს ვფლობდეთ, და არა გავცემდეთ მას. მაგრამ შენ წინ გვისწრებ და გვიჩვენებ, რომ ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა ძალგვიძს მხოლოდ მისი გაცემით. ჯვრის გზაზე გამოყოლით გსურს წარგვიძღვე ხორბლის მარცვლის გზაზე, იმ ნაყოფიერების გზაზე, რომელიც აღწევს თვით მარადისობას. ჯვარი - საკუთარი თავის შეწირვა - ჩვენ გვიმძიმს ერთობ. მაგრამ შენი ჯვრის გზაზე შენ ჩემი ჯვარიც ზიდე და ეს არა შორეული წარსულის რომელიღაც მომენტში, რადგან შენი სიყვარული ჩემი ცხოვრების თანამედროვეა. ზიდავ მას ჩემთან ერთად და ჩემთვის და საკვირველად, გსურს, რომ ახლა მეც, როგორც მაშინ სიმონ კვირინელმა, შენთან ერთად ვზიდო შენი ჯვარი და, შენს გვერდით მყოფი, ვემსახურო წუთისოფლის დახსნის საქმეს. შემეწიე, რათა ჩემი ჯვრის გზა არ იყოს მხოლოდ სარწმუნოებრივი გრძნობის წამიერი გაელვება. შეგვეწიე, გამოგყვეთ შენ არა მხოლოდ კეთილშობილი აზრებით, არამედ განვვლოთ შენი გზა გულით, და კიდევ მეტი, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების კონკრეტული ნაბიჯებით. შეგვეწიე, რათა მთელი ჩვენი არსებით შევუყვეთ ჯვრის გზას, და სამუდამოდ დავრჩეთ შენი გზის ერთგულნი. გაგვათავისუფლე ჯვრის შიშისაგან, სხვისგან დაცინვის შიშისაგან, იმ შიშისაგან, რომ ჩვენი ცხოვრება ხელში შემოგვეცლება, თუკი არ ჩავეჭიდეთ ყოველივე იმას, რასაც ის გვთავაზობს ჩვენ. შეგვეწიე, ნიღაბი ჩამოვხსნათ იმ ცდუნებებს, სიცოცხლეს რომ გვპირდება, მაგრამ რომლის შემოთავაზებანი, საბოლოოდ, ცარიელსა და იმედგაცრუებულს გვტოვებს. შეგვეწიე, არ დავეპატრონოთ სიცოცხლეს, არამედ გავცეთ იგი. შეგვეწიე, ხორბლის მარცვლის გზაზე შენს გვერდით ყოფნით ვპოვოთ, „სიცოცხლის დაკარგვაში“, გზა სიყვარულისა, გზა, რომელიც ნამდვილად გვანიჭებს სიცოცხლეს, უხვ სიცოცხლეს (იოან. 10, 10).
![]() |
3 შეჩერება I |
▲ზევით დაბრუნება |
იესოს უსჯიან სიკვდილს
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi.
Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.
თაყვანსა გცემთ შენ, ქრისტე, და გაკურთხებთ შენ,
რამეთუ წმიდისა ჯვრისა მიერ შენისა დაიხსენ ქვეყანა!
სახარებიდან მათესაგან 27, 22-23. 26
უთხრა მათ პილატემ: „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?“ ყველამ თქვა: ,,ჯვარს ეცვას!“. ხოლო მან თქვა: „რა ბოროტება ჩაუდენია?“. მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად ყვიროდნენ: ,,ჯვარს ეცვას!“.
მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი.
![]() |
3.1 მედიტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეყნიერების მსაჯული, იგი, რომელიც ერთ დღეს დაბრუნდება ყოველი ჩვენგანის განსასჯელად, დამდგარა, - განადგურებული, შეურაცხყოფილი და უძლური მიწიერი მსაჯულის წინაშე. პილატე არაა ჯოჯოხეთიდან ამოსული ურჩხული. უწყის, რომ ეს ბრალდებული უდანაშაულოა; ცდილობს, დაიხსნას იგი. მაგრამ მისი გული გაყოფილია. და, საბოლოოდ, სამართლიანობაზე მაღლა თავის მდგომარეობას, საკუთარ თავს დააყენებს. ის ხალხიც, რომელიც გაჰყვირის და მოითხოვს იესოს სიკვდილს, არაა ჯოჯოხეთიდან ამოსული ურჩხულთა ბრბო. მრავალი მათგანი სულიწმიდის გარდამოსვლისას ,,გულის სიღრმემდე შეიძვრებიან“ (საქ. 2, 37), როდესაც პეტრე ეტყვის მათ: ,,იესო ნაზარეველი, კაცი თქვენს მიმართ მოვლინებული ღმრთისაგან (…) ურჯულოთა ხელით მიალურსმნეთ ჯვარს…“ (საქ. 2, 22 შმდ.). მაგრამ ამ წუთებში ისინი განიცდიან ბრბოს ზეგავლენას. გაჰყვირიან, ვინაიდან გაჰყვირიან სხვანი და როგორ სხვანი. ამგვარად, სამართალი ითელება ლაჩრობის გამო, სულმოკლეობის გამო, გაბატონებული აზრის დიკტატის შიშის გამო. სინდისის ნაზ ხმას ახშობს ბრბოს ყვირილი. ყოყმანი, ადამიანთა რიდი, ძალას ანიჭებს ბოროტებას.
![]() |
3.2 ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
უფალო, შენ სიკვდილი მოგესაჯა, ვინაიდან სხვათა მზერის შიშმა ჩაახშო სინდისის ხმა. მუდამ ასე ხდება: მთელი ისტორიის მანძილზე უდანაშაულონი იჩაგრებიან, მსჯავრი ედებათ, ისჯებიან. რამდენჯერ ჩვენც სიმართლეზე მაღლა ჩვენი წარმატება დაგვიყენებია, სამართლიანობაზე მაღლა - ჩვენი რეპუტაცია. გააძლიერე ჩვენს ცხოვრებაში სინდისის ნაზი ხმა, შენი ხმა. მეც შემომხედე, როგორც პეტრეს, მას შემდეგ, რაც უარგყო შენ. ქმენ, რათა მზერამ შენმა შეაღწიოს ჩვენს სულებში და მიუთითოს მიმართულება ჩვენს ცხოვრებას. მათ, ვინც წითელ პარასკევს გაჰყვიროდნენ შენს წინააღმდეგ, სულიწმიდის გარდამოსვლისას მიანიჭე გულის შემუსვრა და მოქცევა. და, ამგვარად, იმედი შთაღვარე თითეული ჩვენგანის გულში. ჩვენც მოგვანიჭე, სულ მუდამ ახლად, მოქცევის მადლი.
ყველანი:
Pater noster, qui es in cælis: sanctificetur nomen tuum; adveniat regnum tuum; fiat voluntas tua, sicut in cælo, et in terra.
Panem nostrum cotidianum da nobis hodie; et dimitte nobis debita nostra, sicut et nos dimittimus debitoribus nostris; et ne nos inducas in tentationem; sed libera nos a malo.
Stabat mater dolorosa iuxta crucem lacrimosa, dum pendebat Filius.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
იდგა დედა გულმწუხარე ჯვრისა ქვეშე, მოტირალი,
მილურსმული ძის გვერდით.
![]() |
4 შეჩერება II |
▲ზევით დაბრუნება |
იესო იტვირთავს საკუთარ ჯვარს
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi.
Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.
თაყვანსა გცემთ შენ, ქრისტე, და გაკურთხებთ შენ,
რამეთუ წმიდისა ჯვრისა მიერ შენისა დაიხსენ ქვეყანა!
სახარებიდან მათესაგან 27, 27-31
მაშინ განმგებლის ჯარისკაცებმა წაიყვანეს იესო სამსჯავროში და თავს მთელი რაზმი დაახვიეს. გახადეს მას და მოასხეს ძოწეულის მოსასხამი. დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს მას თავზე და მარჯვენა ხელში ლერწამი მისცეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: ,,გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო!“. და აფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში. დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, ჩააცვეს თავისივე სამოსელი და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
![]() |
4.1 მედიტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
თვითმარქვია მეფობისათვის დასჯილ იესოს დასცინიან, მაგრამ სწორედ ამ დაცინვაში აღმოჩინდება შიშველი სახით ჭეშმარიტება. რამდენჯერ ყოფილა ამა სოფლის ძლიერთა ხელისუფლების ინსიგნიათა ტარება სიმართლის, სამართლისა და ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა! რამდენჯერ მათი რიტუალები და მაღალ-მაღალი სიტყვები, სინამდვილეში სხვა არა ყოფილა რა, თუ არა პომპეზური სიცრუე, იმ დავალების კარიკატურა, რომელსაც აკისრებს მათ მათი თანამდებობა, ანუ სიკეთის სამსახურში დგომა. იესო, დაცინული და ტანჯვის გვირგვინდადგმული, სწორედ ამიტომაა ნამდვილი მეფე. მისი სკიპტრა სამართლიანობაა (შდრ. ფსალმ. 45, 7). სამართლიანობის ფასი ტანჯვაა ამქვეყნად: იგი, მეფე ჭეშმარიტი, არ მეფობს ძალადობის საშუალებით, არამედ იმ სიყვარულის მეშვეობით, რომელიც იტანჯება ჩვენთვის და ჩვენთან ერთად. იგი საკუთარი მხრებით ატარებს ჯვარს, ჩვენს ჯვარს, ადამიანად ყოფნის ტვირთს, წუთისოფლის ტვირთს. ამგვარადაა, რომ იგი მიგვიძღვის და გვიჩვენებს, თუ როგორ მივაგნოთ ჭეშმარიტი ცხოვრებისაკენ მიმავალ ბილიკს.
![]() |
4.2 ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
უფალო, შენ დაუშვი, რომ დაეცინათ შენთვის და შეურაცხეყავით. შეგვეწიე, არ შევუერთდეთ მათ, რომელნიც დასცინიან ტანჯულთა და უძლურთ. შეგვეწიე, ამოვიცნოთ დამცირებულებსა და გარიყულებში შენი სახე. შეგვეწიე, არ დავეცეთ სულით წუთისოფლისაგან აბუჩად აგდების წინაშე, როდესაც შენი ნებისადმი მორჩილება სასაცილოდ გაუხდიათ. შენ ზიდე ჯვარი და მოგვიხმე გამოგყვეთ ამ გზაზე (მათ. 10, 38). შეგვეწიე, შევიწყნაროთ ჯვარი, არ გავექცეთ მას, არ დავიჩივლოთ და არ დავუშვათ, რომ ჩვენი გულები დაეცნენ ცხოვრებისეულ ტანჯვათა წინაშე. შეგვეწიე, განვვლოთ სიყვარულის გზა და შენეულ მოთხოვნათა მორჩილებით მივაღწიოთ ჭეშმარიტ სიხარულს.
ყველანი:
Pater noster, qui es in cælis: sanctificetur nomen tuum; adveniat regnum tuum; fiat voluntas tua, sicut in cælo, et in terra.
Panem nostrum cotidianum da nobis hodie; et dimitte nobis debita nostra, sicut et nos dimittimus debitoribus nostris; et ne nos inducas in tentationem; sed libera nos a malo.
Cuius animam gementem, contristatam et dolentem pertransivit gladius.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რომლის გლოვით სავსე სულში, მჭმუნვარე და დადაგულში, განვლო ბასრმა მახვილმა.
![]() |
5 შეჩერება III |
▲ზევით დაბრუნება |
იესო პირველად ეცემა
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi.
Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.
თაყვანსა გცემთ შენ, ქრისტე, და გაკურთხებთ შენ,
რამეთუ წმიდისა ჯვრისა მიერ შენისა დაიხსენ ქვეყანა!
ესაიას წიგნიდან 53, 4-6
მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ ნაცემი და წამებული. მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი - ჩვენი ურჯულოების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. ჩვენ ყველანი ცხვრებივით გზას ავცდით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. და უფალმა მას დააკისრა, ყველა ჩვენგანის ურჯულოება.
![]() |
5.1 მედიტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანი დაცემულია და მუდამ ხელახლა ეცემა: რამდენჯერ ქცეულა საკუთარი თავის კარიკატურად, არა ღმრთის ხატებად, არამედ იმად, რაც შემოქმედს სასაცილოს ხდის. განა იგი, ვინც იერუსალემიდან იერიქონს ჩადიოდა და გადაეყარა ყაჩაღებს, რომლებმაც გაძარცვეს იგი და ცოცხალ-მკვდარი, სისხლიანი გზის ნაპირას დააგდეს, ადამიანის სრულყოფილი ხატი არაა? იესოს დაცემა ჯვრის ქვეშ არაა მარტოოდენ შოლტით ცემისაგან დაუძლურებული კაცის, იესოს, დაცემა. აქ ჩანს რაღაც გაცილებით უფრო ღრმა, - როგორც პავლე ამბობს ფილიპელთა მიმართ წერილში: „ის, თუმცა ღმრთის ხატება იყო, მიტაცებად არ თვლიდა ღმრთის თანასწორად ყოფნას, არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი (…) დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე“ (ფილიპ. 2, 6-8). იესოს დაცემაში ჯვრის სიმძიმის ქვეშ ვლინდება მთელი მისი გზა: მისი ნებაყოფლობითი დამდაბლება, რათა წამოგვაყენოს ჩვენი ამპარტავნებიდან. და, ამავე დროს, ვლინდება ჩვენი ამპარტავნების ბუნებაც: სიამაყე, რომლითაც ვცდილობთ გავთავისუფლდეთ ღმრთისაგან და სხვა არა ვიყოთ რა, თუ არა ის, რანიც ვართ, რითაც გვგონია, რომ არ გვჭირდება მარადიული სიყვარული, არამედ გვსურს ჩვენს ცხოვრებას ჩვენვე მივანიჭოთ სახე. ჭეშმარიტების წინააღმდეგ ამ ამბოხებაში, ღმერთად, საკუთარი თავის შემოქმედად და მსაჯულად გახდომის ამ მცდელობაში, ვვარდებით უფსკრულში და საკუთარ თავს ვანადგურებთ. იესოს დამდაბლება ჩვენი სიამაყის დაძლევაა: თავისი დამცირებით ჩვენ ხელახლა ფეხზე გვაყენებს. დავრთოთ მას ნება, წამოგვაყენოს. განვიძარცვოთ ჩვენი თვითკმაობა, მცდარი დამოუკიდებლობისაკენ ჩვენი სწრაფვა და ვისწავლოთ მისგან, ვინც თავი დაიმდაბლა, ჩვენი ჭეშმარიტი სიდიადის ძებნა, დამდაბლებითა და ღმრთისაკენ და გათელილ ძმათაკენ პირის მიქცევით.
![]() |
5.2 ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
უფალო იესო, ჯვრის სიმძიმემ შენ მიწას დაგცა. ჩვენი ცოდვის სიმძიმე, ჩვენი ამპარტავნების სიმძიმე ძირს გცემს. მაგრამ შენი დაცემა არაა ავი ბედისწერის ნიშანი, არც გათელილი კაცის უძლურებაა მხოლოდ და მხოლოდ. შენ ინებე მოსულიყავი ჩვენთან, რომლებიც ჩვენი ამპარტავნების გამო მიწაზე ვართ განრთხმულნი. სიამაყემ, წამოსულმა იმ აზრიდან, რომ შეგვიძლია ვაწარმოოთ ადამიანი, გამოიწვია, რომ ადამიანები იქცნენ ერთგვარ სავაჭრო საქონლად, ყიდვა-გაყიდვის საგნებად, მასალად ჩვენი სამეცნიერო ცდებისათვის, რითაც ვცდილობთ ჩვენი ძალებით დავძლიოთ სიკვდილი, არადა, სინამდვილეში, სხვას არას ვშვრებით, თუ არა იმას, რომ სულ უფრო და უფრო ღრმად ვამცირებთ ადამიანის ღირსებას. უფალო, შეგვეწიე, რადგან დავეცით. შეგვეწიე, მივატოვოთ ჩვენი დამანგრეველი ამპარტავნება და შენი სიმდაბლის შემყურენი ხელახლა წამოვდგეთ.
ყველანი:
Pater noster, qui es in cælis: sanctificetur nomen tuum; adveniat regnum tuum; fiat voluntas tua, sicut in cælo, et in terra.
Panem nostrum cotidianum da nobis hodie; et dimitte nobis debita nostra, sicut et nos dimittimus debitoribus nostris; et ne nos inducas in tentationem; sed libera nos a malo.
O quam tristis et afflicta fuit illa benedicta mater Unigeniti!
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ჰოი, რა სევდა ნაღვლეულსა ხვდა მას წილად, კურთხეულსა, დედას მხოლოდშობილის!
![]() |
6 შეჩერება IV |
▲ზევით დაბრუნება |
იესო ხვდება თავის მწუხარე დედას
სახარებიდან ლუკასაგან 2, 34-35.51
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi.
Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.
თაყვანსა გცემთ შენ, ქრისტე, და გაკურთხებთ შენ,
რამეთუ წმიდისა ჯვრისა მიერ შენისა დაიხსენ ქვეყანა!
სიმონმა უთხრა მარიამს, მის დედას: „აჰა, განწესებულია ეს მრავალთა დამხობად და აღდგენად ისრაელში, საცილობელ ნიშნად, რათა გაცხადდეს მრავალ გულთა ზრახვები. და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი“.
დედამისმა გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს.
![]() |
6.1 მედიტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
იესოს ჯვრის გზაზე მარიამიცაა, დედამისი. შვილის საჯარო მოღვაწეობის ჟამს მას ჩრდილში ყოფნა მართებდა, რათა მიეცა საშუალება, შექმნილიყო იესოს ახალი ოჯახი, მის მოწაფეთა ოჯახი. ამ სიტყვების მოსმენაც მართებდა: „ვინაა დედა ჩემი და ვინ არიან ძმანი ჩემნი?… ყოველი ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც“ (მათ. 12, 48-50). ახლა ჩანს, რომ იგი, არა მხოლოდ ხორციელად, არამედ გულშიც, იესოს დედაა. მან ჯერ კიდევ ხორციელად მის ჩასახვამდე, თავისი მორჩილების წყალობით, ჩაისახა იგი გულში. მას უთხრეს: „აჰა, ჩაისახავ ძეს… დიდი იქნება… უფალი ღმერთი მისცემს მას მისი მამის, დავითის, ტახტს“ (ლუკ. 1, 31 შმდ.).
მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ, მან მოისმინა მოხუცი სიმონის ბაგეებიდან სხვა სიტყვაც: „და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი“ (ლუკ. 2, 35). ამგვარად მას, ალბათ, გაახსენდა წინასწარმეტყველთა სიტყვები, მაგალითად: „ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს“ (ეს. 53, 7). ახლა ყოველივე ეს სინამდვილედ იქცა. თავის გულში, ალბათ, სამუდამოდ შეინახა ანგელოზის სიტყვა, მას რომ უთხრა ყოველივეს დასაწყისში: „ნუ გეშინია, მარიამ“ (ლუკ. 1, 30). მოწაფენი გაიქცნენ, იგი არ გარბის. დგას დედობრივი მამაცობით, დედობრივი ერთგულებით, დედობრივი სიკეთით და თავისი რწმენით, წყვდიადს რომ უძლებს: „ნეტარია, ვინც ირწმუნა“ (ლუკ. 1, 45). „მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?“ (ლუკ. 18, 8). კი, ამ წუთებში იგი დარწმუნებულია: ჰპოვებს რწმენას. და ეს, იმ წუთში, მისთვის ყველაზე დიდი ნუგეშია.
![]() |
6.2 ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
წმიდაო მარიამ, დედაო უფლისაო, შენ ერთგულება შეინახე მაშინ, როდესაც მოწაფენი გაიქცნენ. როგორც ირწმუნე ანგელოზის ხარებისას ის, რაც დაუჯერებელი იყო - რომ გახდებოდი დედა უზენაესისა - ასევე ირწმუნე მისი ყველაზე დიდი დამცირების ჟამს. ამგვარად ჯვრის წამში, წუთისოფლის ყველაზე ბნელ ღამეს, შენ იქეცი მორწმუნეთა დედად, დედად ეკლესიისა. გევედრებით: გვასწავლე რწმენა და შეგვეწიე, რათა იქცეს ის მსახურების მამაცობად და იმ სიყვარულის ქმედებად, რომელიც შეეწევა და შეუძლია ტანჯვის გაზიარება.
ყველანი:
Pater noster, qui es in cælis: sanctificetur nomen tuum; adveniat regnum tuum; fiat voluntas tua, sicut in cælo, et in terra.
Panem nostrum cotidianum da nobis hodie; et dimitte nobis debita nostra, sicut et nos dimittimus debitoribus nostris; et ne nos inducas in tentationem; sed libera nos a malo.
Quae mærebat et dolebat pia mater, cum videbat Nati poenas incliti.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რა ტკივილი, ტანჯვა კლავდა საწყალ დედას, რომ ხედავდა საკუთარ შვილს, მომაკვდავს.
![]() |
7 შეჩერება V |
▲ზევით დაბრუნება |
სიმონ კვირინელი ეხმარება იესოს ჯვრის ზიდვაში
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi.
Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.
თაყვანსა გცემთ შენ, ქრისტე, და გაკურთხებთ შენ,
რამეთუ წმიდისა ჯვრისა მიერ შენისა დაიხსენ ქვეყანა!
სახარებიდან მათესაგან 27, 32; 16, 24
როცა გამოდიოდნენ, პოვეს კაცი კვირინელი, სახელად სიმონი, და აიძულეს იგი, იესოს ჯვარი ეტარებინა. უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე“.
![]() |
7.1 მედიტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
სიმონ კვირინელი სამუშაოდან ბრუნდება, სახლში მიდის, როდესაც შემოეყრება მსჯავრდადებულთა სევდიან მსვლელობას. ის მისთვის, ალბათ, ჩვეული სანახაობა იყო. ჯარისკაცები იძულების უფლებას იყენებენ და მას, სოფლის ჯანიან გლეხს, ჯვარს აჰკიდებენ. რაოდენ უსიამოვნო უნდა ყოფილიყო მისთვის მოულოდნელად ამ მსჯავრდადებულთა ხვედრის მონაწილედ აღმოჩენა! იგი აკეთებს იმას, რასაც ავალებენ, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ხალისის გარეშე. ოღონდ, მახარებელი მარკოზი მასთან ერთად მოიხსენიებს მის შვილებსაც, რომლებიც, აშკარაა, ქრისტიანები იყვნენ, ამ საკრებულოს წევრები (მარკ. 15, 21). უნებური შეხვედრიდან დაიბადა რწმენა. იესოს გვერდში ყოფნით და მისი ჯვრის სიმძიმის გაზიარებით, კვირინელი მიხვდა, თუ რა მადლი იყო ამ ჯვარცმულის გვერდით ყოფნა და მისთვის დახმარება. ტანჯული და მუნჯი იესოს საიდუმლო ღრმად შეეხო მის გულს. იესოს, რომლის ღმრთაებრივ სიყვარულს ერთადერთს შეეძლო და შეუძლია სრულიად კაცობრიობის დახსნა, ნებავს, გავიზიაროთ მისი ჯვარი, რათა შევავსოთ ის, რაც აკლია მის ვნებებს (კოლ. 1, 24). ყოველთვის, როდესაც სიკეთით გადავდგამთ ნაბიჯს ტანჯულისაკენ, დევნილისა და დაუცველისაკენ, მისი ტანჯვის გაზიარებით, თავად იესოს ვეხმარებით ჯვრის ზიდვაში. ამგვარად მოვიპოვებთ ხსნას და თავადაც წვლილი შეგვაქვს წუთისოფლის ხსნაში.
![]() |
7.2 ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
უფალო, სიმონ კვირინელს რწმენის მადლის მინიჭებით შენ აუხილე თვალი და გული ჯვრის გაზიარებაში. შეგვეწიე მივეშველოთ ტანჯულ მოყვასს, მაშინაც კი, როცა ეს მოხმობა ჩვენს გეგმებს გვიშლის და ჩვენს გემოვნებას ეწინააღმდეგება. ქმენ, ამოვიცნოთ, რომ მადლია სხვათა ჯვარის გაზიარება და განვიცადოთ, რომ ამგვარად შენს გზაზე ვდგავართ შენთან ერთად. ქმენ, სიხარულით ვაღიაროთ, რომ სწორედ შენი და ამ ქვეყნის ტანჯვათა გაზიარებით ვხდებით მსახურნი ხსნისა, და ამგვარად შეგვიძლია შენი სხეულის, ეკლესიის შენებაში წვლილის შეტანა.
ყველანი:
Pater noster, qui es in cælis: sanctificetur nomen tuum; adveniat regnum tuum; fiat voluntas tua, sicut in cælo, et in terra.
Panem nostrum cotidianum da nobis hodie; et dimitte nobis debita nostra, sicut et nos dimittimus debitoribus nostris; et ne nos inducas in tentationem; sed libera nos a malo.
Quis est homo qui non fleret, matrem Christi si videret in tanto supplicio?
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ვინ არის, რომ არ იტიროს, როცა ქრისტეს დედა ნახოს ესოდენ სატანჯველში.
![]() |
8 შეჩერება VI |
▲ზევით დაბრუნება |
ვერონიკე ოფლს სწმედს სახიდან იესოს
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi.
Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.
თაყვანსა გცემთ შენ, ქრისტე, და გაკურთხებთ შენ,
რამეთუ წმიდისა ჯვრისა მიერ შენისა დაიხსენ ქვეყანა!
ესაიას წიგნიდან 53, 2-3
არც ტანადობა ჰქონია მას, არც დიდებულება, რომ გვეცქირა მისთვის, არც გარეგნობა, რომ მივეზიდეთ. შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და დასნეულებული. და ჩვენ სახეს ვარიდებდით მას, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით.
ფსალმუნთა წიგნიდან 27, 8-9
შენზე ამბობს ჩემი გული: „მოძებნეთ სახე მისი“; შენს სახეს ვეძებ, უფალო. ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს; ჩემი შემწე იყავი უწინ; ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ჩემო მსხნელო.
![]() |
8.1 მედიტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
„შენს სახეს ვეძებ, უფალო. ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან“ (ფსალმ. 27, 8-9). ვერონიკე თავის თავში ასახიერებს ამ მისწრაფებას, ძველი აღთქმის ყველა ღმრთის მოსავ ადამიანს რომ აერთიანებს, ყველა მორწმუნე ადამიანის მისწრაფებას, იხილოს ღმრთის სახე. იესოს ჯვრის გზაზე, იგი თავიდან სხვა არას აკეთებს რა, თუ არა ქალური სიკეთით მსახურებას: მანდილს აწვდის იესოს. არც ჯარისკაცთა სისასტიკე გადაედო მას და არც მოწაფეთა ლაჩრული უმოქმედება. კეთილი ქალის მაგალითია, რომელიც გულთა მღელვარებისა და წყვდიადის დროს ინარჩუნებს სიკეთის მამაცობას, არ უშვებს, რომ მისი გული ბნელმა მოიცვას. „ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ღმერთს იხილავენ“ (მათ. 5, 8). თავიდან ვერონიკე ხედავს მხოლოდ ნაწამებ და ტანჯვით დაღდასმულ სახეს. მაგრამ სიყვარულის ქმედება აღბეჭდავს მის გულში იესოს ჭეშმარიტ სახეს: სისხლითა და იარებით დასახიჩრებული ადამიანის სახეში იგი ხედავს ღმრთისა და მისი სიკეთის სახეს, რომელიც ჩვენთანაა ყველაზე ღრმა ტკივილის დროსაც კი. მხოლოდ გულით შეგვიძლია დავინახოთ იესო. მხოლოდ სიყვარული გვაძლევს დანახვის უნარს და გვწმედს. მხოლოდ სიყვარული ამოგვაცნობინებს ღმერთს, რომელიც თავად სიყვარულია.
![]() |
8.2 ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
უფალო, მოგვეც შენი სახის მაძებარი მოუსვენარი გული. დაგვიფარე გულის დაბინდვისაგან, რომელიც მხოლოდ საგანთა ზედაპირს ხედავს. მოგვანიჭე ის სისპეტაკე და პირდაპირობა, რაც მოგვცემს უნარს, დავინახოთ შენი ყოფნა ამქვეყნად. როდესაც არ შეგვწევს ძალა დიდ საქმეთა აღსასრულებლად, მოგვეც მამაცობა თავმდაბალი სიკეთისა. აღბეჭდე სახე შენი ჩვენს გულებში, რათა შეგხვდეთ შენ და დავანახოთ ქვეყნიერებას შენი ხატი.
ყველანი:
Pater noster, qui es in cælis: sanctificetur nomen tuum; adveniat regnum tuum; fiat voluntas tua, sicut in cælo, et in terra.
Panem nostrum cotidianum da nobis hodie; et dimitte nobis debita nostra, sicut et nos dimittimus debitoribus nostris; et ne nos inducas in tentationem; sed libera nos a malo.
Pro peccatis suae gentis vidit Iesum in tormentis et flagellis subditum.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ცოდვებისთვის თვისი ერის ხედავს იესოს, სატანჯველისნ მსხვერპლსა, შოლტით ნაგვემსა.
![]() |
9 შეჩერება VII |
▲ზევით დაბრუნება |
იესო მეორედ ეცემა
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi.
Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.
თაყვანსა გცემთ შენ, ქრისტე, და გაკურთხებთ შენ,
რამეთუ წმიდისა ჯვრისა მიერ შენისა დაიხსენ ქვეყანა!
გოდების წიგნიდან 3, 1-2.9.16
მე ვარ კაცი, ტანჯვის მნახველი მისი რისხვის კვერთხის ქვეშ; წამიძღვა და მივყავდი ბნელისკენ, არა ნათლისკენ. გზა ჩამიხერგა ლოდებით და დამიხლართა ბილიკები. კბილები ჩამილეწა ხრეშით, მტვერში გამთელა.
![]() |
9.1 მედიტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
იესოს სამჯერ დაცემის ტრადიცია და ჯვრის სიმძიმე შეგვახსენებს ადამის დაცემას - ჩვენს დაცემულ ადამიანად ყოფნას - და ჩვენს დაცემაში იესოს თანაზიარების საიდუმლოს. ისტორიაში ადამიანის დაცემა იღებს მუდამ ახალ სახეს. თავის პირველ წერილში წმიდა იოანე ლაპარაკობს ადამიანის სამმაგ დაცემაზე: ხორცის გულისთქმა, თვალის გულისთქმა და ამპარტავნება ცხოვრებისა. ამგვარადაა, რომ იგი, თავისი ეპოქის მანკიერებათა ფონზე - მთელი გადაჭარბებებითა და გადაგვარებებით - გამოხატავს ადამიანისა და კაცობრიობის დაცემას. მაგრამ შეიძლება ვიფიქროთ, რომ უახლოეს წარსულში თავად რწმენისაგან ქრისტიანობამაც მიატოვა უფალი: დიდმა იდეოლოგიებმა, რომლებიც წარმოადგენდა ადამიანის გაუბრალოებას, ადამიანისა, რომელსაც აღარაფერი სწამს და რომლის ცხოვრება უბრალოდ დინების მიყოლაა, ააშენეს ახალი წარმართობა, უარესი წარმართობა, სადაც ღმრთის საბოლოოდ მიტოვების სურვილმა გამოიწვია ადამიანის თავიდან მოშორება. ამგვარად, ადამიანი მტვერშია განრთხმული. უფალი ზიდავს ამ ტვირთს და კვლავ და კვლავ ეცემა, რათა შეძლოს ჩვენამდე მოსვლა; ის გვიმზერს, რათა ჩვენმა გულმა გამოიღვიძოს; ეცემა, რათა წამოგვაყენოს.
![]() |
9.2 ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
უფალო იესო ქრისტე, შენ ზიდე ჩვენი ტვირთი და კვლავაც გვზიდავ. ეს ჩვენი ტვირთი გცემს ძირს. მაგრამ თავად შენ წამოგვაყენე, რადგან ეულთ არ ძალგვიძს მტვრიდან წამოდგომა. ქვის გულის ნაცვლად კვლავაც მოგვეცი გული ხორციელი, თვალახელილი გული. გაანადგურე იდეოლოგიათა ძალაუფლება, დაე, ადამიანებმა ცნონ, რომ სიცრუით არიან ნაქსოვნი. ნუ დაუშვებ, რომ მატერიალიზმის კედელი გადაულახავი გახდეს. ქმენ, რათა კვლავაც აღგიქვათ. გვაქციე ფხიზლებად და ყურადღებიანებად, რათა წინ აღვუდგეთ ბოროტის ძალებს და შეგვეწიე, დავინახოთ მოყვასის შინაგანი თუ გარეგანი საჭიროებანი და ხელი გავუწოდოთ მას. წამოგვაყენე, რათა სხვისი წამოყენება შევძლოთ. მოგვეც სასოება მთელ ამ წყვდიადში, რათა შევძლოთ გავხდეთ იმედის მიმტანნი წუთისოფელში.
ყველანი:
Pater noster, qui es in cжlis: sanctificetur nomen tuum; adveniat regnum tuum; fiat voluntas tua, sicut in cжlo, et in terra.
Panem nostrum cotidianum da nobis hodie; et dimitte nobis debita nostra, sicut et nos dimittimus debitoribus nostris; et ne nos inducas in tentationem; sed libera nos a malo.
Quis non posset contristari, piam matrem contemplari dolentem cum Filio?
?
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ვინ იქნება, არ დამწუხრდეს და დედა არ შეიბრალოს, ტანჯული შვილთან ერთად.
![]() |
10 შეჩერება VIII |
▲ზევით დაბრუნება |
იესო ხვდება მასზე მგლოვიარე იერუსალემელ ქალებს
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi.
Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.
თაყვანსა გცემთ შენ, ქრისტე, და გაკურთხებთ შენ,
რამეთუ წმიდისა ჯვრისა მიერ შენისა დაიხსენ ქვეყანა!
სახარებიდან ლუკასაგან 23, 28-31
იესო მიუბრუნდა ქალებს და უთხრა: „იერუსალემის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ. რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: „ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ!” მაშინ ეტყვიან მთებს: „დაგვემხეთ ზედ!”და ბორცვებს: „დაგვფარეთ ჩვენ!” ვინაიდან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?“.
![]() |
10.1 მედიტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
დამაფიქრებელია იესოს სიტყვები, იმ იერუსალემელ ქალებს რომ კიცხავს, რომლებიც მიჰყვებიან და დასტირიან მას. როგორ გავიგოთ? იქნებ ესაა გაკიცხვა მხოლოდ გრძნობისმიერი რელიგიურობისა, რომელიც არ იზრდება მოქცევასა და ცხოვრებაში განხორციელებულ რწმენაში? არაფრის მაქნისია ქვეყნიერების ტანჯვათა სიტყვითა და გრძნობებით შებრალება, მაშინ, როცა ჩვენი ცხოვრება ძველებურად გრძელდება. ამიტომაც უფალი გვაფრთხილებს იმ საშიშროების შესახებ, რაც თავადვე გვემუქრება. გვიჩვენებს ცოდვის სერიოზულობას და მსჯავრის სერიოზულობას. განა არა ვართ ხოლმე, მიუხედავად ჩვენი სიტყვებისა და აღშფოთებისა ბოროტებისა და უდანაშაულოთა ტანჯვის წინაშე, მეტისმეტად მიდრეკილნი ბოროტების საიდუმლოს გაუბრალოებისკენ? ღმრთისა და იესოს ხატებაში ხომ არ ვაღიარებთ მხოლოდ ტკბილსა და მოსიყვარულე სახეს, მაშინ, როცა გულდამშვიდებულებმა დავიწყებას მივეცით მსაჯულის სახე? „განა ღმერთი დრამას გამართავს ჩვენი სისუსტეებისათვის? - ასე ვფიქრობთ - ოდენ ადამიანები ვართ!“ მაგრამ, ძის ტანჯვის შემყურენი, ვხედავთ ცოდვის მთელ სერიოზულობას, ვხედავთ, თუ როგორი ძირისძირამდე გამოსყიდვაა საჭირო იმისათვის, რათა ის დაიძლიოს. შეუძლებელია ბოროტების გაუბრალოება ტანჯული უფლის ხატის წინაშე. ჩვენც გვეუბნება: ჩემზე ნუ სტირით, იტირეთ საკუთარ თავზე… ვინაიდან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?
![]() |
10.2 ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
უფალო, მგლოვიარე ქალებს შენ მონანიებაზე, მსჯავრის დღეზე ელაპარაკე, დღეზე, როდესაც წარვდგებით შენი სახის წინაშე, ქვეყნიერების მსაჯულის სახის წინაშე. შენ მოგვიხმობ, თავი დავანებოთ ბოროტების გაუბრალოებას, რითაც თავს ვიწყნარებთ, რათა ჩვენი ჩვეული ცხოვრების გაგრძელება შევძლოთ. გვიჩვენებ ჩვენი პასუხისმგებლობის სერიოზულობას, საშიშროებას იმისა, რომ განკითხვის დღეს, შესაძლოა, ბრალეულნი და უნაყოფონი აღმოვჩნდეთ. ქმენ, რათა არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ შენს გვერდით სვლით, მხოლოდ თანაგრძნობის სიტყვებით. მოგვაქციე და მოგვანიჭე ახალი სიცოცხლე; ნუ დაუშვებ, რომ საბოლოოდ აღმოვჩნდეთ მშრალი ხის მსგავსნი, არამედ გვქმენ ცოცხალ ლერწებად შენში, ვაზო ჭეშმარიტო, რათა საუკუნო სიცოცხლისათვის გამოვიღოთ ნაყოფი (შდრ. იოან. 15, 1-10).
ყველანი:
Pater noster, qui es in cælis: sanctificetur nomen tuum; adveniat regnum tuum; fiat voluntas tua, sicut in cælo, et in terra.
Panem nostrum cotidianum da nobis hodie; et dimitte nobis debita nostra, sicut et nos dimittimus debitoribus nostris; et ne nos inducas in tentationem; sed libera nos a malo.
Tui Nati vulnerati, tam dignati pro me pati poenas mecum divide.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
შენი ძისა დაჭრილისა, ცოდვისათვის ტანჯულისა, მიზიარე ვნებანი.
![]() |
11 შეჩერება IX |
▲ზევით დაბრუნება |
იესო მესამედ ეცემა
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi.
Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.
თაყვანსა გცემთ შენ, ქრისტე, და გაკურთხებთ შენ,
რამეთუ წმიდისა ჯვრისა მიერ შენისა დაიხსენ ქვეყანა!
გოდების წიგნიდან 3, 27-32
კარგია, როცა კაცი უღელს ატარებს სიჭაბუკეში; ზის სიმარტოვეში და სდუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი; მტვრითაც რომ აუვსო პირი, მაინც ექნება უფლის იმედი; თუნდაც მიუშვიროს ლოყა მის მცემელს, გაძღეს გინებით; არ გასწირავს საუკუნოდ უფალი; კიდეც დასტანჯავს და კიდეც შეიბრალებს დიდი წყალობით.
![]() |
11.1 მედიტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
რა შეიძლება გვითხრას იესოს მესამე დაცემამ ჯვრის სიმძიმის ქვეშ? შეიძლება გვაფიქრებინოს ადამიანის დაცემაზე საზოგადოდ, ქრისტესაგან მრავალთა დაშორების შესახებ, უღმერთო სეკულარიზმისაკენ დინებაზე. მაგრამ განა არ უნდა ვიფიქროთ, აგრეთვე, იმ ტანჯვაზეც, რაც ხვდება იესოს თავის საკუთარ ეკლესიაში? იმაზე, თუ რამდენჯერ შეხვდება ხოლმე მისი ჩვენს შორის ყოფნის ყოვლადწმიდა საიდუმლო ბოროტ მიღებას, გულის რაოდენ სიცარიელესა და ბოროტებაში შედის ხოლმე იგი ხშირად! რამდენჯერ აღვასრულებთ წმიდა წირვას მარტონი და არც კი ვუფიქრდებით მის თანდასწრებას! რამდენჯერ დამახინჯებულა და ბოროტად გამოუყენებიათ მისი სიტყვა! რაოდენ მცირე რწმენა დევს ამდენ მსჯელობებში, - რამდენი ცარიელი სიტყვა! რამდენი ჭუჭყია ეკლესიაში, თვით იმათ შორისაც კი, ვინც მღვდლობის საიდუმლოში სრულად უნდა ეკუთვნოდეს მას! რამდენი ამპარტავნება, რამდენი თვითკმარობა! რაოდენ მცირედ ვაფასებთ შერიგების საიდუმლოს, რომელშიც იგი მოგველის ჩვენ, რათა წამოგვაყენოს ჩვენი დაცემებიდან! ყოველივე ეს არის მის ვნებაში. ღალატი მოწაფეებისა, უღირსი მიღება მისი ხორცისა და სისხლისა, უეჭველადაა მაცხოვრის ყველაზე დიდი სატანჯველი, მის გულში გამავალი ლახვარი. სხვა არა გვრჩება რა, თუ არა ჩვენი სულის სიღრმიდან მივმართოთ მისადმი მოხმობა: კირიე, ელეისონ - უფალო, გვიხსენი (შდრ. მათ. 8, 25).
![]() |
11.2 ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
უფალო, ხშირად გვგონია, რომ ეკლესია შენი ნავია, რომელიც სადაცაა ჩაიძირება, ნავი, რომელშიც ყოველი მხრიდან წყალი შემოდის. შენს ყანაშიც უფრო მეტად ღვარძლს ვამჩნევთ, ვიდრე ხორბალს. შენი ეკლესიის ესოდენ გათხვრილი სახე და სამოსი თავზარს გვცემს. არადა, ეს თავად ჩვენ ვართ ისინი, ვინც ჩირქსა სცხებს მას! ეს ჩვენ გღალატობთ ყოველთვის, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებისა და ჟესტების შემდეგ. შეიწყალე ეკლესია შენი, მასშიც ადამი განუწყვეტლივ ეცემა. ჩვენი დაცემით შენც ძირსა გცემთ, და სატანა კი იცინის თავისთვის, რადგან იმედოვნებს, რომ აღარ დაგრჩება ძალა ხელახლად წამოსადგომად; იმედოვნებს, რომ შენი ეკლესიის დაცემაში შენი დაცემით დამარცხებული, განრთხმული დარჩები. არადა, შენ კვლავ ფეხზე დგები. შენ წამოდექი, შენ აღდექი და ძალგიძს ჩვენი წამოყენებაც. იხსენ და წმიდაყავ ეკლესია შენი. გვიხსენ და წმიდაგვყავ ყველა ჩვენგანი.
ყველანი:
Pater noster, qui es in cælis: sanctificetur nomen tuum; adveniat regnum tuum; fiat voluntas tua, sicut in cælo, et in terra.
Panem nostrum cotidianum da nobis hodie; et dimitte nobis debita nostra, sicut et nos dimittimus debitoribus nostris; et ne nos inducas in tentationem; sed libera nos a malo.
Eia, mater, fons amoris, me sentire vim doloris fac, ut tecum lugeam.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მყავ, დედავ სიყვარულისა, მოზიარე ტკივილისა, შენთან ერთად მაგლოვე.
![]() |
12 შეჩერება X |
▲ზევით დაბრუნება |
იესოს განაშიშვლებენ სამოსისაგან
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi.
Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.
თაყვანსა გცემთ შენ, ქრისტე, და გაკურთხებთ შენ,
რამეთუ წმიდისა ჯვრისა მიერ შენისა დაიხსენ ქვეყანა!
სახარებიდან მათესაგან 27, 33-36
მივიდნენ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად და, რომ იგემა, შესმა არ ინდომა. ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი. ისხდნენ და იქ დარაჯობდნენ მას.
მედიტაცია
იესოს განაშიშვლებენ მისი სამოსისაგან. სამოსი ანიჭებს ადამიანს მის საზოგადოებრივ მდგომარეობას; აძლევს მას ადგილს საზოგადოებაში, ხდის მას მავანად. სამოსისაგან სახალხოდ განშიშვლება ნიშნავს, რომ იესო აღარაფერია, სხვა აღარავინაა, თუ არა გარიყული, ყველასაგან აბუჩად აგდებული. განძარცვის წამი მოგვაგონებს სამოთხიდან განდევნას: ღმრთის ბრწყინვალება მოაკლდა ადამიანს, და ახლა დგას შიშველი და დაუცველი, განძარცვული, და რცხვენია. იესო ამგვარად კიდევ ერთხელ შედის დაცემული ადამიანის მდგომარეობაში. განძარცვული იესო შეგვახსენებს იმ ფაქტს, რომ ყოველ ჩვენგანს დაკარგული გვაქვს „სამოსელი პირველი“, ანუ ღმრთის ბრწყინვალება. ჯვრის ქვეშ ჯარისკაცები წილსა ყრიან მის ღარიბულ ქონებაზე, მის სამოსზე. მახარობლები ამას 22-ე ფსალმუნის (მუხლი 19) სიტყვებით იხსენებენ და ამგვარად გვეუბნებიან იმას, რასაც იესო ეტყვის ემაუსელ მოწაფეებს: ყოველივე მოხდა „წერილის თანახმად“. აქ არაფერი ყოფილა უბრალო დამთხვევა, ყველაფერი, რაც ხდება, ღმრთის სიტყვაში იყო მოცული და მისი ღმრთაებრივი ჩანაფიქრით განმტკიცებული. უფალი განიცდის ადამიანის დაღუპვის ყოველ მონაკვეთსა და საფეხურს და თითეული ამ საფეხურთაგან, მთელ მის სიმწარეში, თითო ნაბიჯია გამოსყიდვისაკენ: სწორედ ამგვარად მოჰყავს სახლში გზააბნეული კრავი. გავიხსენოთ აგრეთვე იოანეს სიტყვები, რომ წილი ჰყარეს იესოს კვართზე, რომელიც იყო ,,ნაქსოვი თავიდან ბოლომდე“ (იოან. 19, 23). ეს კვართი შეგვიძლია დავაკავშიროთ მღვდელმთავრის სამოსთან, რომელიც იყო „ნაქსოვი ერთი მთლიანი ძაფისგან, ნაკერების გარეშე“ (Fl J a III 161). იგი, ჯვარცმული, ჭეშმარიტი მღვდელმთავარია.
![]() |
12.1 ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
უფალო იესო, შენ განგძარცვეს შენი სამოსისაგან, სახალხოდ შეგარცხვინეს, გაგაძევეს საზოგადოებიდან. შენ იკისრე ადამის შერცხვენა და ამით განკურნე იგი. შენ იკისრე ტანჯვა და გასაჭირი უპოვართა, ქვეყნიერებიდან განდევნილთა. მაგრამ სწორედ ამგვარად აღასრულებ წინასწარმეტყველთა სიტყვებს. სწორედ ამგვარად ანიჭებ მნიშვნელობას იმას, რაც, ერთი შეხედვით, მნიშვნელობასაა მოკლებული. სწორედ ამგვარად შეგვაცნობინებ, რომ მამას შენსას ხელთ უპყრიხარ შენ, ჩვენ და ქვეყნიერება. მოგვანიჭე ღრმა პატივისცემა ადამიანისადმი მისი ცხოვრების ყოველ ეტაპზე და ყოველ მდგომარეობაში, რომლებშიც მას შევხვდებით. მოგვეც შენი მადლის სამოსი ნათლისა.
![]() |
12.2 ყველანი: |
▲ზევით დაბრუნება |
Pater noster, qui es in cælis: sanctificetur nomen tuum; adveniat regnum tuum; fiat voluntas tua, sicut in cælo, et in terra.
Panem nostrum cotidianum da nobis hodie; et dimitte nobis debita nostra, sicut et nos dimittimus debitoribus nostris; et ne nos inducas in tentationem; sed libera nos a malo.
Fac ut ardeat cor meum in amando Christum Deum, ut sibi complaceam.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
დაე, აღენთოს ეს გული ქრისტე ღმრთისა სიყვარულით, რათა მას სათნო ვეყო.
![]() |
13 შეჩერება XI |
▲ზევით დაბრუნება |
იესოს ალურსმავენ ჯვარზე
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi.
Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.
თაყვანსა გცემთ შენ, ქრისტე, და გაკურთხებთ შენ,
რამეთუ წმიდისა ჯვრისა მიერ შენისა დაიხსენ ქვეყანა!
სახარებიდან მათესაგან 27, 37-42
თავს ზემოთ დაუდგეს დაწერილი ბრალდება: „ეს არის იესო, იუდეველთა მეფე“. მაშინ მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთი - მარცხნივ. გამვლელები კი თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას. ამბობდნენ: „ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი. თუ ღმრთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან!“. ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან და უხუცესებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას“.
![]() |
13.1 მედიტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
იესო მიალურსმეს ჯვარზე. ტურინის სუდარა გვიჩვენებს ამ პროცედურის ენითაღუწერელ სისასტიკეს. იესო არ სვამს ტკივილგამაყუჩებელ სასმელს, რომელიც მას შესთავაზეს: შეგნებულად იღებს თავის თავზე ჯვარცმის მთელ ტკივილს. მთელი მისი სხეული ნაწამებია; ფსალმუნის სიტყვები გამართლდა: „მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა“ (ფსალმ. 21, 7). „და ჩვენ სახეს ვარიდებდით მას, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით. მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა“ (ეს. 53, 3 შმდ.). შევჩერდეთ ტკივილის ამ სურათის წინაშე, ღმრთის ტანჯული ძის წინაშე. შევხედოთ მას იმ წუთებში, როდესაც დიდ ვინმედ მოგვაქვს თავი და როდესაც განცხრომაში ვართ, რათა ვისწავლოთ საზღვრების დაცვა და წმინდა მატერიალურ სიკეთეთა ზედაპირულობის დანახვა. შევხედოთ მას კატასტროფათა და უბედურებათა ჟამს, რათა დავინახოთ, რომ სწორედ ამგვარად ვართ ახლოს ღმერთთან.
შევეცადოთ ამოვიცნოთ მისი სახე იმ პიროვნებებში, რომელთაც ინსტინქტურად აბუჩად ვიგდებთ. მსჯავრდებული უფლის წინაშე, უფლისა, რომელმაც არ ინება საკუთარი ძალის გამოყენება ჯვრიდან ჩამოსასვლელად და არჩია დათმენა ჯვრის ტანჯვისა ბოლომდე, იბადება კიდევ ერთი აზრი. ეგნატე ანტიოქიელი, ისიც უფლისადმი თავისი რწმენისათვის ბორკებდადებული, აქებდა სმირნელ ქრისტიანებს მათი ურყევი რწმენისათვის: იგი ამბობს, რომ ისინი იყვნენ, ასე ვთქვათ, მილურსმულნი ხორცითა და სისხლით უფალი იესო ქრისტეს ჯვარზე (1, 1). მიველურსმოთ მას, არ დავანებოთ არც ერთ ცდუნებას, მისგან ჩვენს ჩამოშორებას რომ ცდილობს და სხვებისაგან მასხრად აგდების წინაშე დათმობაზე წასვლას რომ გვთავაზობს.
![]() |
13.2 ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
უფალო იესო ქრისტე, შენ შენი თავი მიალურსმებინე ჯვარზე და მიიღე საშინელი სისასტიკე ამ ტკივილისა, შენი სხეულისა და შენი ღირსების დანგრევა. შენ მიალურსმებინე შენი თავი, იტანჯე თავის არიდებისა თუ დათმობათა გარეშე. შეგვეწიე, არ გავექცეთ იმას, რისი აღსრულებისაკენაც ვართ მოხმობილნი. შეგვეწიე, მოგეკრათ შენ. შეგვეწიე, ნიღაბი ჩამოვხსნათ იმ ცრუ თავისუფლებას, შენგან რომ გვაშორებს. შეგვეწიე მივიღოთ შენი „შებორკილი“ თავისუფლება და ვპოვოთ ჭეშმარიტი თავისუფლება შენთან მჭიდრო კავშირში.
ყველანი:
Pater noster, qui es in cælis: sanctificetur nomen tuum; adveniat regnum tuum; fiat voluntas tua, sicut in cælo, et in terra.
Panem nostrum cotidianum da nobis hodie; et dimitte nobis debita nostra, sicut et nos dimittimus debitoribus nostris; et ne nos inducas in tentationem; sed libera nos a malo.
Sancta mater, istud agas, Crucifixi fige plagas cordi meo valide.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
დედავ წმიდავ, გევედრები, ჯვარცმულისა იარები გულსა ჩემსა აღბეჭდე.
![]() |
14 შეჩერება XII |
▲ზევით დაბრუნება |
იესო კვდება ჯვარზე
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi.
Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.
თაყვანსა გცემთ შენ, ქრისტე, და გაკურთხებთ შენ,
რამეთუ წმიდისა ჯვრისა მიერ შენისა დაიხსენ ქვეყანა!
სახარებიდან იოანესაგან 19, 19-20
პილატემ წარწერაც გააკეთებინა ფიცარზე და ჯვარს მიამაგრა. ეწერა: „იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე“. ბევრი იუდეველი კითხულობდა ამ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად.
სახარებიდან მათესაგან 27, 45-50.54
შუადღიდან სამ საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი ქვეყანა. მეცხრე საათი იქნებოდა, რომ შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელი, ელი! ლამა საბაქთან?“ რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“ იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: ელიას უხმობსო. უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა სასმელად. სხვები კი ამბობდნენ: „მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელად“. ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა. ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღმრთის ძე იყო!“.
![]() |
14.1 მედიტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
იესოს ჯვრის თავზე - იმდროინდელ ორ მსოფლიო ენაზე (ბერძნულად და ლათინურად) და რჩეული ერის ენაზე (ებრაულად) - წერია, თუ ვინ არის იგი: მეფე იუდეველთა, დავითის აღთქმული ძე. პილატე, უსამართლო მსაჯული, უნებურ წინასწარმეტყველად იქცა. ქვეყნიერების საზოგადო აზრის წინაშე განცხადდა იესოს მეფობა. თავად იესო თავს არიდებდა მესიის ტიტულს, რაკი ეს წოდება თავის თავში შეიცავდა მცდარ, ადამიანურ იდეას ხელისუფლებისა და ხსნის შესახებ. მაგრამ აწ უკვე შეიძლება ამ წოდების სახალხოდ გამომჟღავნება ჯვარზე. ამგვარად, იგი ნამდვილად ქვეყნიერების მეფეა. ახლა ნამდვილად „ამაღლებულია“. თავისი დაღმასვლით იგი ამაღლდა. ახლა მან ძირისძირამდე აღასრულა სიყვარულის ბრძანება, აღასრულა საკუთარი თავის შეწირვა და სწორედ ამგვარად იგი ახლა ჭეშმარიტი ღმრთის გამოცხადებაა, იმ ღმრთისა, რომელიც სიყვარულია. ახლა უკვე ვიცით, თუ ვინაა ღმერთი. ახლა ვიცით, თუ როგორია ნამდვილი მეფობა. იესო ლოცულობს 22-ე ფსალმუნის სიტყვებით, რომელიც ამგვარად იწყება: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“ (ფსალმ. 22, 2). ის თავის თავში მოიცავს მთელ ტანჯულ ისრაელს, მთელ ტანჯულ კაცობრიობას, ღმრთის დაბნელების დრამას და ღმერთს სწორედ იქ აცხადებს, სადაც იგი საბოლოოდ დამარცხებული და არმყოფი ჩანს. ქრისტეს ჯვარი სამყაროსეული მოვლენაა. ქვეყნად წყვდიადი ისადგურებს, როდესაც ძე ღმრთისა სიკვდილში შედის. მიწა იძრა, ხოლო ჯვრის ქვეშ იბადება წარმართთა ეკლესია. რომაელი ასისთავი ცნობს, იგებს, რომ იესო ღმრთის ძეა. ჯვარზეა მისი მუდამ ხელახალი ტრიუმფი.
![]() |
14.2 ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
უფალო იესო ქრისტე, შენი სიკვდილის ჟამს მზე დაბნელდა. მუდამ ხელახლა გაკრავენ ჯვარზე. სწორედ ამჟამად, ისტორიის ამ ეტაპზე, განვიცდით ღმრთის დაბნელებას. ზომაგადასული ტანჯვისა და ადამიანთა ბოროტების გამო ღმრთის სახე, შენი სახე, დაჩრდილულია, ვერსაცნაური. მაგრამ სწორედ ჯვარზე შესაცნობ იქმენ. სწორედ იმდენად, რამდენადაც ხარ ის, ვინც იტანჯება და უყვარს, ხარ ამაღლებული. ჯვრიდან გაიმარჯვე. შეგვეწიე, ამოვიცნოთ, სიბნელისა და შფოთის ამ წუთში, სახე შენი. შეგვეწიე გვრწამდეს შენი და გამოგყვეთ შენ სწორედ სიბნელისა და გასაჭირის ჟამს. აღმოჩინდი წუთისოფლის წინაშე ამ ჟამს. ქმენ, რათა განცხადდეს შენმიერი ხსნა.
ყველანი:
Pater noster, qui es in cælis: sanctificetur nomen tuum; adveniat regnum tuum; fiat voluntas tua, sicut in cælo, et in terra.
Panem nostrum cotidianum da nobis hodie; et dimitte nobis debita nostra, sicut et nos dimittimus debitoribus nostris; et ne nos inducas in tentationem; sed libera nos a malo.
Vidit suum dulcem Natum morientem desolatum, cum emisit spiritum.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ნახა თვისი ტკბილ შობილი სიკვდილთან მიტოვებული, ოდეს სული აღმოჰხდა.
![]() |
15 შეჩერება XIII |
▲ზევით დაბრუნება |
იესოს გარდამოხსნიან ჯვრიდან და გადასცემენ დედამისს
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi.
Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.
თაყვანსა გცემთ შენ, ქრისტე, და გაკურთხებთ შენ,
რამეთუ წმიდისა ჯვრისა მიერ შენისა დაიხსენ ქვეყანა!
სახარებიდან მათესაგან 27, 54-55
ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღმრთის ძე იყო“. იქ იყო აგრეთვე შორიდან მაყურებელი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.
![]() |
15.1 მედიტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
იესო მკვდარია, მისი გული რომაელი ჯარისკაცის შუბმა განგმირა და გადმოდინდა სისხლი და წყალი: იდუმალი სახე საიდუმლოთა მდინარისა, ნათლისღებისა და ევქარისტიისა, რომლებიდანაც, უფლის განგმირული გულის ძალით ახლად იშვება, მუდამ ხელახლა, ეკლესია. მას წვივებს არ დაუმტვრევენ, როგორც მასთან ერთად ჯვარცმულებს; ამგვარად იგი ცხადდება, როგორც ჭეშმარიტი საპასექო კრავი, რომელსაც არცერთი ძვალი არ უნდა გასტეხოდა (შდრ. გამ. 12, 46). ახლა, როდესაც ყველაფერი გადატანილია, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად გულთა მთელი შფოთისა, მიუხედავად სიძულვილისა და სიმხდალის ძალისა, იგი არ დარჩენილა მარტო. ერთგულნიც არიან. ჯვრის ქვეშ დგანან მარიამი - დედამისი, დედამისის და, მარიამი, მარიამ მაგდალელი და მოწაფე, რომელიც მას უყვარდა. ახლა მოდის ერთი შეძლებული კაციც, იოსებ არიმათიელი: მდიდარმა პოვა გზა ნემსის ყუნწში გასაძრომად, რაკი ღმერთმა მიანიჭა მას ამის მადლი. იგი იესოს დაკრძალავს თავის ჯერაც ხელუხლებელ სამარხში, ერთ ბაღში: იქ სადაც იესო იმარხება, სასაფლაოც კი ბაღად იქცევა, იმ ბაღად, საიდანაც განდევნილ იქნა ადამი, როდესაც მოსწყდა სიცოცხლის სისავსეს, თავის შემოქმედს. სამარხი ბაღში სიკვდილის მეფობის დასრულების მაუწყებელია. მოდის სინედრიონის ერთი წევრიც, ნიკოდემოსი, რომელსაც იესომ აუწყა წყლისაგან და სულიწმიდისაგან ხელახალი შობის საიდუმლო. სინედრიონშიც კი, სადაც გადაწყდა მისი სიკვდილი, აღმოჩნდა მავანი, ვისაც სწამს, ვინც იცნობს და აღიარებს იესოს, მისი სიკვდილის შემდეგ. უდიდეს გლოვას, დიდ დაბნელებასა და სასოწარკვეთილებას, იდუმალი სახით თავზე დაჰნათებს იმედის ნათელი. სახედაბურული ღმერთი, კვლავაც რჩება ცოცხალ და ახლო ღმერთად. მკვდარი უფალი კვლავაც რჩება უფლად და ჩვენს მაცხოვრად, სიკვდილის ღამეშიც კი. იესო ქრისტეს ეკლესია, მისი ახალი ოჯახი, იწყებს ჩამოყალიბებას.
![]() |
15.1.1 ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
უფალო, შენ შთახვედი სიკვდილის წყვდიადში. მაგრამ შენი სხეული კეთილ ხელშია და სპეტაკ ტილოში ახვევენ მას (მათ. 27, 59). რწმენა ბოლომდე არ მომკვდარა, მზე ბოლომდე არ გამქრალა ჰორიზონტიდან. რამდენჯერ გვგონია, რომ გძინავს. რაოდენ იოლად გშორდებით ჩვენ, ადამიანები, და ვეუბნებით საკუთარ თავს: ღმერთი მოკვდა. ქმენ, რათა წყვდიადის ჟამს ვცნოთ, რომ შენ კვლავაც აქა ხარ. ნუ დაგვტოვებ მარტო, როდესაც გულგატეხილობა გვეძალება. შეგვეწიე, არ დაგტოვოთ მარტო. მოგვანიჭე ერთგულება, რომელიც გაუძლებს დაბნეულობას და სიყვარული, შენ რომ მიგიღებს შენი გასაჭირის უკიდურეს წამს, როგორც დედაშენმა, თავის კალთაში რომ მიგიღო ხელახლა. შეგვეწიე, შეეწიე უპოვართ და მდიდართ, უბრალოთ და ბრძენთ, დაგინახოთ ჩვენი შიშებისა და აკვიატებულ შეხედულებათა მიღმა, და მოგიძღვნათ ჩვენი უნარი, ჩვენი გული, ჩვენი დრო, რათა ამგვარად მოვამზადოთ ის ბაღი, რომელშიც შესაძლებელი გახდება აღდგომა.
ყველანი:
Pater noster, qui es in cælis: sanctificetur nomen tuum; adveniat regnum tuum; fiat voluntas tua, sicut in cælo, et in terra.
Panem nostrum cotidianum da nobis hodie; et dimitte nobis debita nostra, sicut et nos dimittimus debitoribus nostris; et ne nos inducas in tentationem; sed libera nos a malo.
Fac me vere tecum flere, Crucifixo condolere, donec ego vixero.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ქმენ, რომ შენთან ცრემლი ვღვარო, ჯვარცმულს ტანჯვით ვეზიარო, ვიდრე ქვეყნად ვიცოცხლებ.
![]() |
15.2 შეჩერება XIV |
▲ზევით დაბრუნება |
იესოს დაასვენებენ სამარხში
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi.
Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.
თაყვანსა გცემთ შენ, ქრისტე, და გაკურთხებთ შენ,
რამეთუ წმიდისა ჯვრისა მიერ შენისა დაიხსენ ქვეყანა!
სახარებიდან მათესაგან 27, 59-61
აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში. და დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი. სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა. იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ.
![]() |
15.2.1 მედიტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
იესოს, შერცხვენილსა და შეურაცხყოფილს, ახალ სამარხში დაკრძალვის ყველა პატივი მიაგეს. ნიკოდემოსს კეთილსურნელებისათვის მოაქვს ასი ლიტრა მურისა და ალოეს ნაზავი. ახლაც, ძის მსხვერპლში, ცხადდება, როგორც ბეთანიის ცხებისას, უზომოობა, ღმრთის უსაზღვრო სიყვარულს რომ გვაგონებს, მის უზომო, ყოვლადუხვ სიყვარულს. ღმერთი გულუხვად გასცემს საკუთარ თავს. თუკი ღმერთს საზომად უზომობა აქვს, ჩვენთვისაც არაფერი უნდა იყოს გადაჭარბებული ღმრთისათვის. ეს ისაა, რასაც იესო გვასწავლიდა მთის ქადაგებაში (მათ. 5, 20). მაგრამ უნდა გვახსოვდეს, აგრეთვე, წმიდა პავლეს სიტყვები ღმერთის შესახებ, რომელიც „ჩვენი ხელით ავრცელებს ქრისტეს ცოდნის კეთილსურნელებას ყოველ ადგილას, ვინაიდან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ“ (2 კორ. 2, 14შმდ.). იდეოლოგიათა გახრწნის სიმყრალეში ჩვენი რწმენა კვლავაც უნდა იყოს კეთილსურნელება, რომელიც სიცოცხლის ბილიკებზე დააყენებს ადამიანს. დაკრძალვის მომენტში იწყება იესოს სიტყვის აღსრულება: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება; ხოლო თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს“ (იოან. 12, 24). იესო ხორბლის მარცვალია, რომელიც კვდება. მკვდარი ხორბლის მარცვლიდან იწყება იმ პურის გამრავლება, წუთისოფლის აღსასრულამდე რომ გრძელდება: იგია პური სიცოცხლისა, რომელსაც ძალუძს უხვად დააპუროს მთელი კაცობრიობა და მიანიჭოს მას სასიცოცხლო საკვები: ღმრთის მარადიული სიტყვა, რომელიც ხორცად იქმნა, ხორცად და პურად, ჩვენთვის, ჯვრისა და აღდგომის მეშვეობით. იესოს დამარხვას თავს დაჰნათის ევქარისტიის საიდუმლო.
![]() |
15.2.2 ლოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
უფალო იესო ქრისტე, დამარხვისას შენ გაითავისე ხორბლის მარცვლის სიკვდილი, იქეც ხორბლის მარცვლად, რომელიც მოკვდა და მოაქვს ნაყოფი ჟამთასვლის მანძილზე, ვიდრე მარადისობამდე. საფლავიდან ყოველ ეპოქაში ანათებს ხორბლის მარცვლის დანაპირები, რომლიდანაც გვაქვს ჭეშმარიტი მანანა, პური სიცოცხლისა, რომელშიც შენ გვეძლევი ჩვენ. მარადიული სიტყვა, განხორციელებისა და სიკვდილის გავლით, იქცა ახლო სიტყვად: შენ საკუთარ თავს გადმოგვცემ ჩვენს ხელთ და ჩვენს გულებში, რათა შენი სიტყვა იზრდებოდეს ჩვენში და ნაყოფი გამოიღოს. შენ საკუთარ თავს გვიძღვნი ხორბლის მარცვლის სიკვდილის მეშვეობით, რათა ჩვენც გვქონდეს გამბედაობა ჩვენი სიცოცხლის დაკარგვისა, რათა ვპოვოთ ის; რათა ჩვენც მივენდოთ ხორბლის მარცვლის დანაპირებს. შეგვეწიე, სულ უფრო მეტად გვიყვარდეს ევქარისტიის შენი საიდუმლო და თაყვანი ვცეთ მას - ვიცხოვროთ ნამდვილად შენით, ზეციური პურით. შეგვეწიე, ვიქცეთ შენს ,,კეთილსურნელებად“, ხილული გავხადოთ შენი ცხოვრების ნაკვალევი ამქვეყნად. როგორც ხორბლის მარცვალი ამოიმართება მიწიდან თავთავის ღეროდ, ასევე შენც ვერ დარჩებოდი სამარხში: სამარხი ცარიელია, რადგან მას - მამას - არ „მიუტოვებიხარ ჯოჯოხეთში და არც შენს სხეულს უხილავს ხრწნადობა“ (საქ. 2,31; ფსალმ. 16, 10 LXX). არა, შენ არ გიხილავს ხრწნადობა. აღდექი და სახეცვლილ სხეულს დაუდე ადგილი ღმერთის გულში. ქმენ, რათა გავიხაროთ ამ სასოებით და ხალისით მივიტანოთ ის წუთისოფელში. ქმენ, რათა გავხდეთ შენი აღდგომის მოწმენი.
ყველანი:
Pater noster, qui es in cælis: sanctificetur nomen tuum; adveniat regnum tuum; fiat voluntas tua, sicut in cælo, et in terra.
Panem nostrum cotidianum da nobis hodie; et dimitte nobis debita nostra, sicut et nos dimittimus debitoribus nostris; et ne nos inducas in tentationem; sed libera nos a malo.
Quando corpus morietur, fac ut animæ donetur paradisi gloria. Amen.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რომ დადგება აღსასრული გადამირჩინე მე სული, ზეციურ დიდებაში. ამენ.
![]() |
15.3 დალოცვა |
▲ზევით დაბრუნება |
Dominus vobiscum. Et cum spiritu tuo.
Sit nomen Domini benedictum.
Ex hoc nunc et usque in sæculum.
Adiutorium nostrum in nomine Domini.
Qui fecit cælum et terram.
Benedicat vos omnipotens Deus,
Pater, et Filius, et Spiritus Sanctus. Amen.
უფალი თქვენთანა. და სულისა შენისა თანა.
კურთხეულ იყოს სახელი უფლისა.
ამიერიდან და უკუნისამდე.
ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია.
რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა.
დაე, დაგლოცოთ თქვენ ღმერთმა ყოვლისა მპყრობელმა,
მამამ და ძემ და სულმა წმიდამ. ამენ.
![]() |
15.4 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
ოთხივე მახარობელი, თუმცა კი თავშეკავებითა და ზომიერებით, მოგვითხრობს ჯვრის გზაზე, ღმრთის ძემ და კაცის ძემ რომ განვლო მამისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულის გამო. ეკლესიამ ცოცხლად შეინახა თავისი სიძისა და უფლის უკანასკნელ დღეებთან დაკავშირებული სიტყვებისა და მოვლენების ხსოვნა, - მტკივნეული, მაგრამ გრძნობით სავსე ხსოვნა გზისა ზეთისხილის მთიდან გოლგოთის მთამდე. ეკლესიას ესმის, რომ ამ გზაზე მომხდარ ყოველ ეპიზოდში, რასაც ჯვრის გზის ლოცვა 14 შეჩერებაში გადმოგვცემს, დაფარულია მადლის საიდუმლო და მოიცავს მისადმი სიყვარულის ნიშანს.
ყოველთვის, როდესაც მოწაფეთა დარად გავდივართ ამ გზას ჯვრის კვალდაკვალ, განვაახლებთ ჩვენს რწმენას, დარწმუნებულნი იმაში, რომ სიყვარულის ყოველი ქმედება პოვებს თავის სისავსეს მკვდრეთით აღდგომით ბეჭედდასმულ მარადისობაში.
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა
სამოციქულო ადმინისტრატორი