The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ჰიოგოს სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა 2005-2015


ჰიოგოს სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა 2005-2015


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალი|საერთაშორისო სამართალი
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: კატასტროფის მიმართ გამძლეობისა და მდგრადობის დამკვიდრება ქვეყნებსა და თემებს შორის www.unisdr.org/wcdr *ამონარიდი საბოლოო ანგარიშიდან „მსოფლიო კონფერენცია კატასტროფების შემცირების საკითხებზე“ (A/CONF.206/6) კატასტროფების შემცირების საერთაშორისო სტრატეგია



1 I. პრეამბულა

▲back to top


1. მსოფლიო კონფერენცია კატასტროფების შემცირებაზე 2005 წლის 18-22 იანვარს გაიმართა კობეში, ჰიოგო, იაპონია, სადაც მიღებული იქნა წინამდებარე 2005-2015 წლების სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა: კატასტროფების მიმართ გამძლეობისა და მდგრადობის დამკვიდრება ქვეყნებსა და თემებში (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მოქმედებების ჩარჩო პროგრამა“). კონფერენციამ უნიკალური შესაძლებლობა უზრუნველყო სტრატეგიული და სისტემური მიდგომების მხარდასაჭერად რისკების მიმართ დაუცველობის1 და საფრთხის2 შემცირების კუთხით. ხაზგასმით აღინიშნა, ასევე განისაზღვრა ქვეყნებისა და თემების მიერ წინააღმდეგობის გაწევის პოტენციალის წარმოშობის გზები.

. კატასტროფებით გამოწვეულ პრობლემები

2. დღეისათვის კატასტროფებით3 გამოწვეული დანაკარგების თანმდევი მძიმე შედეგები გადარჩენის, ცხოვრების ღირსეული პირობების და საარსებო სახსრების, განსაკუთრებით კი ღარიბებისათვის და განვითარების პროცესში გაჭირვებით მოპოვებული კეთილდღეობის დანაკარგების თვალსაზრისით, კვლავაც იზრდება. კატასტროფების რისკი სულ უფრო გლობალურ ხასიათს იღებს, მისმა გავლენამ და წარმოშობამ ერთ რეგიონში შეიძლება რომელიმე სხვა რეგიონზე მოახდინოს ზეგავლენა და პირიქით. ასეთი სიტუაცია დემოგრაფიული, ტექნოლოგიური, სოციალ-ეკონომიკური პირობების დაუცველობის გაზრდით რთულდება. დაუგეგმავმა ურბანიზაციამ, მაღალრისკიან ზონებში არსებულმა დაბალმა განვითარებამ, გარესამყაროს მდგომარეობის გაუარესებამ, კლიმატის შეცვლამ და ცვალებადობამ, დეფიციტური რესურესებისათვის ბრძოლამ და აივ/შიდსის ტიპის ეპიდემიების ზემოქმედებამ მომავალში შეიძლება მსოფლიო ეკონომიკა, მსოფლიო მოსახლეობა და განვითარებადი ქვეყნების მდგრადი განვითარება საფრთხის წინაშე დააყენოს. უკანასკნელ ორ დეკადაში კატასტროფებისაგან ყოველწლიურად საშუალოდ 200 მლნ. ადამიანი ზარალდებოდა.

3. კატასტროფების რისკი იმ შემთხვევაში წარმოიშვება, როდესაც ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და სხვა საფრთხეები ურთიერთქმედებაში შედის ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ხასიათის დაუცველობის ფაქტორებთან. უმეტესი კატასტროფების მიზეზს ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თანდათან უფრო მეტად არის გაცნობიერებული და აღიარებული კატასტროფის რისკის შემცირების და კატასტროფებზე რეაგირების მნიშვნელობა, კერძოდ კი მათი რისკის მართვის ასპექტების პოტენციალის გამყარების აუცილებლობა, ისინი ჯერ კიდევ გლობალური მასშტაბის პრობლემას წარმოადგენენ.

4. დღეისათვის საერთაშორისო არენაზე იმ ფაქტის აღიარება ხდება, რომ საჭიროა სისტემატურ საფუძველზე კატასტროფების რისკის შემცირებაზე ძალისხმევის ინტეგრირება პოლიტიკაში, მდგრადი განვითარებისა და სიღარიბის მაშტაბების შემცირების გეგმებსა და პროგრამებში, რაც ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობას უნდა ეყრდნობოდეს, პარტნიორობის ჩათვლით. მდგრადი განვითარება, სიღარიბის შემცირება, კარგი მმართველობა და კატასტროფების რისკის შემცირება ურთიერთმხარდამჭერ ამოცანებს წარმოადგენს. სამომავლოდ არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, საჭიროა ძალისხმევების დაჩქარებულად განხორციელება რისკის მართვისა და შემცირებისათვის, რომ გაძლიერდეს აუცილებელი შესაძლებლობა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, რისკის მართვისა და შემცირების მიზნით. ამგვარი მიდგომა აღიარებული უნდა იქნას როგორც მნიშვნელოვანი ელემენტი საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული განვითარების მიზნების მისაღწევად, რაც ასევე მოიცავს იმ მიზნებს, რომლებიც „ათასწლეულის დეკლარაციაშია“ მოცემული.

5. უკანასკნელ წლებში, მთელ რიგ მრავალმხრივ ჩარჩო-პროგრამებსა და დეკლარაციებში4 თავისი აღიარება ჰპოვა კატასტროფების რისკის შემცირების ძალისხმევის მხარდაჭერის მნიშვნელობამ როგორც საერთაშორისო და რეგიონულ, ასევე ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე.

. იოკოჰამას სტრატეგია: მიღებული გამოცდილება და გამოვლენილი ხარვეზები

6. იოკოჰამას სტრატეგია უფრო მეტად დაცული მსოფლიოს უზრუნველსაყოფად: სტიქიური უბედურებების პრევენციის, მათ მიმართ მზადყოფნის უზრუნველყოფისა და შედეგემიმართული მდგრადი განვითარების კონტექსტში. აგრეთვე რისკის მართვის ან შემცირებისათვის ადგილობრივი ან ეროვნული პოტენციალის გამტკიცებაზე მიმართული ქმედებები კატასტროფებისადმი გამძლეობის უზრუნველსაყოფად.

8. მიმოხილვაში ხაზი გაესვა კატასტროფების რისკის შემცირების მნიშვნელობას უფრო პროაქტიული მიდგომის გამოყენების ხარჯზე მოსახლეობის ინფორმირების, მოტივაციის და ჩართულობის მიზნით, რისკის შემცირების ყველა მიმართულებით ადგილობრივ თემებში. ასევე აღინიშნება ბიუჯეტიდან გამოსაყოფი რესურსების დეფიციტი, რომელიც განკუთვნილია რისკების შესამცირებლად, როგორც ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობისა და ფინანსური მექანიზმების ჩარჩოებში, თუმცა კი ყურადღება ექცევა არსებული სახსრების რაციონალური გამოყენების მიშვნელოვან პოტენციალს და დადგენილ პრაქტიკას კატასტროფების რისკების უფრო ეფექტიანად შემცირების მიზნით.

9. კონკრეტული ხარვეზები და პრობლემები შემდეგ 5 ძირითად სფეროშია გამოვლენილი:

ა) მართვა: ორგანიზაციულ, სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოებში;

ბ) რისკების გამოვლინება, შეფასება და მონიტორინგი, ასევე ადრეული შეტყობინება;

გ) ცოდნის მართვა და განათლება;

დ) რისკის ფაქტორების საფუძვლების შემცირება;

ე) რეაგირებისა და აღდგენისთვის ეფექტური მზადყოფნის ზომების განხორციელება;

ეს საკვანძო სფეროები საფუძვლად უდევს შესაბამისი ჩარჩო-პროგრამის შემუშავებას 2005-2015 წლებისათვის.

_________________

1 დაუცველობა განიმარტება როგორც: „ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორებით განსაზღვრული პირობები, რომლებიც ამა თუ იმ თემის მიდრეკილებას ზრდის უბედური შემთხვევების ზემოქმედების მიმართ UN/ISDR: ჟენევა 2004.

2 საფრთხე განიმარტება როგორც: „პოტენციურად დამღუპველი ფიზიკური მოვლენა, შემთხვევა ან ადამიანის საქმიანობა, რომელსაც ადამიანების სიკვდილი ან სხეულის დაზიანება, ქონებაზე ზიანის მიყენება, სოციალური და ეკონომიკური სისტემების ფუნქციონირების დარღვევა, ან გარემოს მდგომარეობის გაუარესება შეიძლება მოჰყვეს. საფრთხეები შეიძლება დაფარულ პირობებს მოიცავდეს, რომლებიც, სავადაუდოდ, მომავალში გამოვლინდება და შესაძლოა განსხვავებული წარმოშობის იყოს: ბუნებრივი (გეოლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური და ბიოლოგიური) ან ხელოვნური ფაქტორით გამოწვეული“ (გარემოს დეგრადაცია და ტექნოგენური საშიშროება) UN/ISDR: ჟენევა 2004..

3 წინამდებარე სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა ბუნებრივი წარმოშობის, ასევე შესაბამისი ეკოლოგიური და ტექნოლოგიური საფრთხეებითა და რისკებით გამოწვეულ კატასტროფებს მოიცავს. ამგვარად, მასში გაერთიანებულია ერთიანი ან მრავალი საფრთხის გამათვალისწინებელი მიდგომები, აგრეთვე ასახულია მათ შორის ურთიერთდამოკიდებულება, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ეკოლოგიურ სისტემებზე, როგორც ეს იოკოჰამას სტრატეგიაში არის აღნიშნული (თავი I, ნაწილი ბ, პუნქტი I, გვ. 8).

4 ზოგიერთი ჩარჩო პროგრამა და დეკლარაცია წინამდებარე დოკუმენტის დანართში არის წარმოდგენილი.

5. იოკოჰამას სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის „მეტად დაცული მსოფლიო“ მიმოხილვა (A/CONF.206/L.1).

2 II. მსოფლიო კონფერენცია კატასტროფების შემცირების საკითხებზე: მიზნები, მოსალოდნელი შედეგი და სტრატეგიული მიზნები

▲back to top


. მიზნები

10. მსოფლიო კონფერენცია კატასტროფების შემცირების საკითხებზე მოწვეული იქნა გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 5 კონკრეტული მიზნისთვის:1

ა) სამუშაოს დასრულება და ანგარიშგება იოკოჰამას სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის მიმოხილვის თაობაზე, კატასტროფების შემცირების საკითხებზე ჩარჩო-პროგრამის განახლებით XXI საუკუნის მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრა, რაც მიმართულია„ მდგრადი განვითარების საკითხზე მსოფლიო სამიტის განხორციელებისთვისდ) კატასტროფების შემცირების პოლიტიკის მნიშვნელობის უფრო მეტად გაცნობიერება და ამით მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ე) ყველა რეგიონში საზოგადოებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოებისთვის სათანადო, კატასტროფასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საიმედოობის გაზრდა, როგორც ეს გათვალისწინებულია „იოჰანესბურგის გეგმის“ შესაბამის დადგენილებებში.

. მოსალოდნელი შედეგი

11. ამ მიზნების გათვალისწინებითა და იოკოჰამას სტრატეგიის მიმოხილვის შედეგად მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით, ქვეყნები და სხვა, კატასტროფების შემცირების საკითხებზე მსოფლიო კონფერენციაში (შემდგომში „კონფერენცია“) მონაწილე სუბიექტები, მაქსიმალურად განწყობილნი არიან შემდგომი ათწლეულის განმავლობაში ქვემოთ მოცემული მოსალოდნელი შედეგის მისაღწევად:

კატასტროფების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ზარალის არსებითი შემცირება თემებისა და ქვეყნებისთვის..

ამ შედეგის მიღწევა სრულ მობილიზაციას და ყველა შესაბამისი სუბიექტის მხრიდან ამ პროცესში ფართომასშტაბიან მონაწილეობას მოითხოვს, რომელთა შორისაც არის ხელისუფლების, რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, ასევე მოხალისეების, კერძო სექტორისა და სამეცნიერო წრეები.

. სტრატეგიული მიზნები

12. ამ მოსალოდნელი შედეგის მისაღწევად კონფერენციამ შემდეგი სტრატეგიული მიზნები დასახა:

(ა) კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებული მოსაზრებების უფრო ეფექტიანი ინტეგრაცია პოლიტიკაში, მდგრადი განვითარების პროგრამების დაგეგმვასა და შემუშავებაში ყველა დონეზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კატასტროფების თავიდან აცილებას, შედეგების შემსუბუქებას, მათ მიმართ მზაობის უზრუნველყოფასა და დაუცველობის შემცირებას;

(ბ) ინსტიტუტების, მექანიზმებისა და პოტენციალის განვითარება და გაძლიერება ყველა დონეზე, კერძოდ კი თემის დონეზე, რომელიც სისტემატურად შეიტანს წვლილს საფრთხეების მიმართ უფრო მეტი გამძლეობის დამკვიდრებაში2;

(გ) რისკების შემცირების მიდგომების ჩართვა საგანგებო მდგომარეობებისადმი, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენის პროგრამების შემუშავებული დაგეგმვასა და განხორციელებაში, დაზარალებული თემების რეკონსტრუქციის მიზნით.

_____________________

1 გენერალური ასამბლეის 58/214 რეზოლუციის შესაბამისად, 23 დეკემბერი, 2003წ.

2 გამძლეობა: „პოტენციური საფრთხის მქონე სისტემის, თემის ან საზოგადოების ადაპტაციის უნარი, მდგრადობის ამაღლების, ან შეცვლის ხარჯზე, იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ფუნქციონირების და სტრუქტურული ორგანიზების მისაღები დონე. ეს განისაზღვრება იმ ხარისხით, რომელშიც სოციალურ სისტემას შეუძლია თვითორგანიზება ამ პოტენციალის გამყარების მიზნით წინა კატასტროფების გამოცდილების შესწავლით, სამომავლო დაცულობის გაუმჯობესებით და რისკის შემცირებაზე მიმართული ზომების სრულყოფით“. UN/ISDR. ჟენევა 2004.

3 III. მოქმედებების პრიორიტეტული მიმართულებები 2005-2015 წლებისათვის

▲back to top


. ზოგადი მოსაზრებები

13. მოსალოდნელი შედეგების და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად შესაბამისი მოქმედებების განსაზღვრისას, კონფერენცია აყალიბებს, რომ შემდეგი ძირითადი მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული:

(ა) იოკოჰამის სტრატეგიაში ჩამოყალიბებული მიზნები სრულად ინარჩუნებს აქტუალურობას დღევანდელ კონტექსტში, რომლებიც კატასტროფების საფთხეების შემცირების საქმის მიმართ სულ უფრო მეტი ვალდებულებებით ხასიათდება;

(ბ) საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გათვალისწინებით, თითოეულ ქვეყანა პასუხისმგებელია საკუთარი მდგრადი განვითარებისა და კატასტროფების რისკის შემცირების ეფექტური ზომების მიღებაზე, საკუთარ ტერიტორიაზე ხალხის, ინფრასტრუქტურის და სხვა ეროვნული ფასეულობის კატასტროფის ზეგავლენისგან დაცვის მიზნით. ამავდროულად, გლობალური ურთიერთდამოკიდებულების გაზრდის კონტექსტში, არსებობს საერთაშორისო თანმიმდევრული თანამშრომლობისა და სასურველი პირობების შექმნის აუცილებლობა, კატასტროფების რისკის შემცირებისათვის საჭირო ცოდნის, შესაძლებლობების და მოტივაციის გაღრმავებისათვის;

(გ) კომპლექსური, მრავალმხრივი საფრთხის მიდგომა კატასტროფების რისკის შემცირების მიმართ ინტეგრირებული უნდა იქნას პოლიტიკაში, მდგრადი განვითარების დაგეგმვასა და პროგრამირებაში, ასევე აღდგენით საქმიანობაში კატასტროფისაგან დაზარალებულ ქვეყნებში კატასტროფის და კონფლიქტის შემდეგ განვითარებულ სიტუაციაში იმ ქვეყნებში, სადაც კატასტროფები უფრო ხშირად ხდება ხოლმე1;

(დ) ყველა კატასტროფების რისკის მართვის პოლიტიკაში, გეგმასა და გადაწყვეტილების მიმღებ პროცესში, როგორიცაა რისკის შეფასება, ადრეული შეტყობინება, ინფორმაციული მენეჯმენტი, განათლება და ტრენინგი, ჩართული უნდა იყოს გენდერული პერსპექტივა2;

(ე) კატასტროფის რისკის შემცირების დაგეგმვისას, საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინებელი უნდა იქნას კულტურული მრავალფეროვნება, ასაკობრივი და დაუცველი ჯგუფები;

(ვ) კატასტროფების რისკის მართვისა და შემცირების მიზნით, თემი და ადგილობრივი ხელისუფლება საჭირო ინფორმაციის, რესურსის და ძალაუფლების მიღების შესაბამის შესაძლებლობას უნდა ფლობდეს იმისათვის, რომ კატასტროფების რისკის შემცირების ქმედებები განახორციელოს;

(ზ) მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ხშირად ექცევიან კატასტროფების რისკის ზონაში, განსაკუთრებით კი, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსა და პატარა, კუნძულოვან განვითარებად სახელმწიფოებს, რომლებიც ხშირად ვერ ახდენენ სათანადო რეაგირებას კატასტროფების დასაძლევად, ხოლო შემდგომში კი აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად;

(თ) საჭიროა საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობა და კატასტროფების რისკის შემცირების სფეროში დახმარების აღმოჩენა, მათ შორის: ცოდნის, ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გაზიარება კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის

- კვლევების შედეგების, მიღებული გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება

- ყველა ტიპის კატასტროფის რისკის შემცირებისა და მათი ზეგავლენის შესახებ ინფორმაციის შედგენა, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მდგრადი განვითარებისა და კატასტროფების შემცირების მიზნით

- შესაბამისი დახმარების აღმოჩენა კატასტროფების რისკისმართვის გაუმჯობესების მიზნით, რათა გაიზარდოს ქმედებების, ინფორმირებულობისა და გამძლეობის პოტენციალი ყველა დონეზე კატასტროფების შესამცირებლად განვითარებად ქვეყნებში

- „დიდი დავალიანების მქონე ღარიბი ქვეყნების გაფართოებული ინიციატივის“ ყოვლისმომცველი, სწრაფი და ეფექტიანი განხორციელება, იმ ზეგავლენის გათვალისწინებით, რასაც კატასტროფა ახდენს იმ ქვეყნების ვალის გადახდისუნარიანობაზე, რომლებსაც ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

- ფინანსური დახმარება არსებული რისკების შესამცირებლად და ახალი რისკების წარმოშობის თავიდან ასაცილებლად

(ი) პრევენციის კულტურის ხელშეწყობა, მათ შორის კატასტროფების რისკის შემცირებისათვის ადექვატური რესურსების მობილიზაციის ხარჯზე, წარმოადგენს ინვესტიციას, რომელიც მომავალში სერიოზულ უკუგებას იძლევა. რისკის შეფასებისა და ადრეული შეტყობინების სისტემები სასიცოცხლო მნიშვნელობის ინვესტიციას წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის სიცოცხლის, ქონების და სასიცოცხლო სახსრების გადარჩენას, მდგრად განვითარებას და გაცილებით უფრო ხარჯთეფექტურია კატასტროფებთან ბრძოლის მექანიზმების კუთხით, ვიდრე ის სცენარები, რომლებიც რეაგირების ზომებზე ძირითადი ყურადღების გამახვილებასა და კატასტროფების შემდგომ აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს;

(კ) არსებობს პროაქტიური ზომების მიღების აუცილებლობა, იმისგათვალისწინებით, რომ კატასტროფისშემდგომი დახმარების გაწევის ეტაპები, როგორიცაა გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება, რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია, სამეურნეო საქმიანობის აღდგენის, დაგეგმარებისა და სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს თემის გამძლეობის გაძლიერებას და მომავალში კატასტროფების რისკების მიმართ დაუცველობის შემცირებას;

(ლ) კატასტროფების რისკის შემცირება მდგრადი განვითარების კონტექსტში მრავალასპექტიანი საკითხია, რაც განვითარების სფეროში საერთაშორისო დონეზე, კერძოდ კი ათასწლეულის დეკლარაციაში შეთანხმებული მიზნების მთავარი პირობას წარმოადგენს. გარდა ამისა, აუცილებელია ყველა შესაძლო ძალისხმევის გამოყენება ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენისათვის იმგვარად, რომ რისკები და დაუცველობის სამომავლო ფაქტორები მაქსიმალურად შეამციროს.

. მოქმედებების პრიორიტეტული მიმართულებები

14. იოკოჰამას სტრატეგიის მიმოხილვის საფუძველზე მომზადებულ დასკვნებზე დაყრდნობით, აგრეთვე კატასტროფების შემცირების საკითხებზე მსოფლიო კონფერენციის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კონფერენციამ ხუთი პრიორიტეტული სამოქმედო მიმართულება დასახა:

1) უზრუნველყოფა იმისა, რომ კატასტროფის რისკის შემცირება ეროვნულ და ადგილობრივ პრიორიტეტს წარმოადგენს მყარი ინსტიტუციონალური ბაზის პირობებში

2) კატასტროფების იდენტიფიცირება, შეფასება და მონიტორინგი, ადრეული შეტყობინების სისტემის გაუმჯობესება

3) გამოცდილების, ნოვატორული გადაწყვეტილებებისა და განათლების გამოყენება ყველა დონეზე უსაფრთხო პირობებისა და გამძლეობის პოტენციალის შექმნის მიზნით

4) რისკის ფაქტორების საფუძველის შემცირება

5) კატასტროფების მიმართ მზაობის გაზრდა ყველა დონეზე, ეფექტური რეაგირების მიზნით

15. კატასტროფების შემცირების საკუთარ მიდგომებში ქვეყნებმა, რეგიონულმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ასევე სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა ჩამოთვლილი ხუთი საქმიანობის მიმართულების ფარგლებში ყურადღება საქმიანობის ძირითად სფეროებზე უნდა გაამახვილონ და ის საკუთარი პირობებისა და შესაძლებლობების არსებობის შესაბამისად უნდა განახორციელონ.

1. იმის უზრუნველყოფა, რომ კატასტროფის რისკის შემცირება ეროვნულ და ადგილობრივ პრიორიტეტს წარმოადგენს მყარი ინსტიტუციონალური ბაზის პირობებში

16. სახელმწიფოებს, რომლებიც ავითარებენ პოლიტიკას, საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ ბაზას კატასტროფის რისკის შემცირების მიზნით, ამასთან შეუძლიათ უზრუნველყონ და მისდიონ პროგრესის მიღწევებს კონკრეტული და გაზომვადი მაჩვენებლების საფუძველზე, საზოგადოების ყველა სექტორში მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნიათ რისკების მართვის, ფართომაშტაბიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და პროცესში მონაწილეობის თვალსაზრისით და კატასტროფების საწინააღმდეგოდ მიღებული ზომების განხორციელებისათვის.

მთავარი საქმიანობა:

( i) ეროვნული ინსტიტუციური და საკანონმდებლო ფარგლები

(ა) კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული ინტეგრირებული მექანიზმების შექმნაში დახმარება, როგორიცაა მრავალსექტორული ეროვნული პლატფორმები10, სადაც სხვადასხვა სექტორებს შორის კოორდინირების შემსუბუქების მიზნით ვალდებულებები ყველა დონეზეა გადანაწილებული, ცენტრალურიდან დაწყებული, რეგიონული დონით დამთავრებული. ცენტრალური პლატფორმები ასევე ხელს შეწყობს კოორდინაციას სექტორებს შორის, რაც მოიცავს ფართომასშტაბიან დიალოგს ცენტრალურ და რეგიონულ დონეებზე, შესაბამის სექტორებში ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.

(ბ) შესაბამის სიტუაციებში რისკის მართვისა და შემცირების ასპექტების ინტეგრაცია განვითარებად პოლიტიკაში და ხელისუფლების განვითარების გეგმის ყველა დონეზე, მათ შორის სიღარიბის შემცირების სტრატეგიაში, სექტორულ და მულტისექტორულ პოლიტიკასა და გეგმებში

(გ) კანონმდებლობის მიღება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მისი შეცვლა, კატასტროფების რისკის შემცირების მხარდასაჭერად, მაკონტროლებელი და სტიმულის მომცემი ნორმებისა და მექანიზმების ჩართვით.

(დ) ადგილობრივი მოდელებისა და რისკის ტენდენციების სპეციფიკის მნიშვნელობის აღიარება, კატასტროფების რისკის შემცირების რესურსებისა და უფლებამოსილებების

დეცენტრალიზაცია, მათი შესაბამისი ქვეეროვნული, ან ხელისუფლებისათვის ადგილობრივი ორგანოებისათვის გადაცემით.

(ii) რესურსები

(ე) ყველა დონეზე არსებული საკადრო პოტენციალის შეფასება კატასტროფების რისკის შემცირების სფეროში და შესაძლებლობების ზრდის კუთხით პროგრამებისა და გეგმების შემუშავება, მიმდინარე და სამომავლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

(ვ) ყველა დონის ადმინისტრაციისა და უწყებების მიერ, მკაფიოდ განსაზღვრული მოქმედებების რიგითობის საფუძველზე რესურსების გამოყოფა, კატასტროფების რისკის მენეჯმენტის დანერგვისა და განვითარებისათვის, აგრეთვე რისკის შემცირების პროგრამებისათვის, კანონებისა და ნორმებისათვის ყველა შესაბამის სექტორში.

(ზ) ხელისუფლება უნდა ახდენდეს მტკიცე პოლიტიკური ნების დემონსტრირებას, განვითარების პროგრამაში აუცილებელი კატასტროფების რისკის შემცირების ასპექტების ხელშეწყობისა და ინტეგრაციისათვის.

(iii) თემის მონაწილეობა

(თ) თემების მონაწილეობა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებით, ქსელური ურთიერთქმედების ხელის შეწყობით, ნებაყოფლობით წარმოდგენილი რესურსების სტრატეგიული მართვით, როლებისა და ვალდებულებების განაწილებით, დელეგირებით, საჭირო რესურსებისა და უფლებამოსილების წარმოდგენით.

2. კატასტროფების იდენტიფიცირება, შეფასება და მონიტორინგი, ადრეული შეტყობინების გაუმჯობესება

17. კატასტროფების რისკის შემცირებისა და მათ მიმართ წინააღმდეგობის გაწევის კულტურის ხელშეწყობის საწყის წერტილს საფრთხეებისა და ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური დაუცველობის ფაქტორების ცოდნა წარმოადგენს, რომლებსაც თემების უმრავლესობა ხშირად აწყდება, აგრეთვე საფრთხეების ცვლილების მოდელებისა და მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში დაუცველობის ფაქტორების ცოდნა, რომელთა საფუძველზეც შესაბამისი ზომები მიიღება.

ძირითადი საქმიანობა:

(i) ეროვნული და ადგილობრივი რისკის შეფასება

(ა) რისკის ზონების რუქებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაბამისი ფორმატით მომზადება და მიწოდება გადაწყვეტილების მიმღებებისა და რისკის წინაშე მდგარი თემებისათვის4, ასევე მათი პერიოდული განახლება.

(ბ) კატასტროფების რისკის შემცირების და დაუცველობის ინდიკატორის სისტემების შემუშავება ეროვნული და სუბ-ეროვნული მასშტაბით5, რომლებიც საშუალებას მისცემს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს შეაფასონ კატასტროფით მიღებული ზარალის ზეგავლენა სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ფაქტორებზე, აგრეთვე მიღებული შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების, თემებისა და რისკის ზონაში მოხვედრილი მოსახლეობის ჯგუფების ინფორმირება.

(გ) კატასტროფების, მათი ზეგავლენის და მათთან დაკავშირებული დანაკარგების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის რეგისტრაცია, ანალიზი, განზოგადოება და რეგულარულ ბაზაზე გავრცელება საერთაშორისო, რეგიონული, ეროვნული და ადგილობრივი მექანიზმების გამოყენებით.

(ii) ადრეული შეტყობინება

(დ) ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული ადრეული შეტყობინების სისტემების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს რისკის ქვეშ მოქცეული პირებისათვის, დროული და გასაგები შეტყობინების გადაცემას, ასევე ითვალისწინებს დემოგრაფიული, გენდერული,კულტურული და სახსრების უზრუნველყოფის საკითხების მახასიათებლებს, იმ მითითებების ჩართვით, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს რეაგირება გაფრთხილებაზე, რაც ხელს უწყობს კატასტროფების მართვის მენეჯერებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ ეფექტური ქმედებების განხორციელებას.

(ე) ადრეული შეტყობინების სისტემების ნაწილის სახით ინფორმაციების სისტემების შექმნა, პერიოდული განახლება და დაცვა, სწრაფი და შეთანხმებული ქმედებების უზრუნველყოფის მიზნით განგაშის გამოცხადების/საგანგებო მდგომარეობის წარმოშობის შემთხვევაში.

(ვ) ინსტიტუციური შესაძლებლობების შექმნის საშუალება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადრეული შეტყობინების სისტემა კარგად არის ინტეგრირებული სამთავრობო პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აგრეთვე გაუთვალისწინებელი შემთხვევების მართვის სისტემებში, როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეებზე, რაც მათი ტექნიკურ-ექსპლუატაციური პარამეტრების რეგულარულ შემოწმებასა და შეფასებას ექვემდებარება.

(ზ) ადრეული შეტყობინების შესახებ ბონში (გერმანია, 2003 წელი)6 ჩატარებული მეორე საერთაშორისო კონფერენციის შედეგების დანერგვა, ყველა შესაბამის სექტორსა და სუბიექტებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერებით, ადრეული შეტყობინების სისტემის ყოველმხრივ გაძლიერების მიზნით.

(თ) მავრიკიის სტრატეგიის საბოლოო რეკომენდაციების განხორციელება ბარბადოსის სამოქმედო გეგმის მცირეკუნძულოვანი განვითარებადი ქვეყნებისათვის მდგრადი განვითარების პროგრამის შემდგომი დანერგვის მიზნით, ადრეული შეტყობინების სისტემების, ამასთან შემსუბუქებისა და რეაგირების სხვა ზომების შემოღებითა და ეფექტიანი გაძლიერებით.

(iii) პოტენციალი/შესაძლებლობები

(ი) ინფრასტრუქტურისა და სამეცნიერო, ტექნოლოგიური, ტექნიკური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა, კვლევის, დაკვირვების, ანალიზის, რუქების შედგენის, აუცილებლობის შეთხვევაში ბუნებრივი და მასთან დაკავშირებული საფრთხეების, დაუცველობის ფაქტორების და კატასტროფების ზეგავლენის იდენტიფიცირების მიზნით.

(კ) მეცნიერულ-ტექნიკური მეთოდების გაუმჯობესების და რისკის შეფასების სფეროში პოტენციალის, მონიტორინგის, კვლევების საფუძველზე ადრეული შეტყობინების, პარტნიორობის, პროფესიული მომზადებისა და ტექნიკური პოტენციალის გაფართოების მხარდაჭერა. უშუალოდ ადგილზე და კოსმოსიდან, საფრთხეების პროგნოზირების კოსმოსური ტექნოლოგიების, დისტანციური ზონდირების, გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების, საფრთხის, ამინდის, კლიმატის მოდელირებისა და პროგნოზირების, კავშირგაბმულობის ინსტრუმენტებისა და რისკის შეფასების დანახარჯებისა და სარგებელის ანალიზის და ადრეული შეტყობინების დედამიწაზე დაკვირვების მეთოდების გამოყენების ხელშეწყობა.

(ლ) პოტენციალის შექმნა და განხორციელება რეგისტრაციის, ანალიზის, სტატისტიკური ინფორმაციისა და საფრთხის რუქების მონაცემების განზოგადოებისა და გავრცელებისათვის, კატასტროფების რისკების, მათი ზეგავლენის და მათთან დაკავშირებული დანაკარგების შემცირებისათვის; რისკის შეფასებისა და მონიტორინგის საერთო მეთოდოლოგიის განვითარების ხელშეწყობა.

(iv) რეგიონული და ახლად წარმოშობილი რისკები

(ლ) საჭიროების შემთხვევაში სტატისტიკური ინფორმაციისა და კატასტროფების რეგიონული რისკების, მათი ზეგავლენის და დანაკარგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და სტანდარტიზაცია.

(მ) რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონული და სასაზღვრო საფრთხეების შეფასებისა და მონიტორინგის, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის და ადრეული შეტყობინების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებით მათ შორის, იმ ღონისძიებების, რომლებიც დაკავშირებულია მდინარის აუზის მენეჯმენტთან.

(ნ) კვლევები, ანალიზი და ანგარიშგება გრძელევადიან ცვლილებებსა და წამოჭრილ საკითხებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს დაუცველობისა და რისკის ზრდა, ან გააფართოვოს ხელისუფლებისა და თემების კატასტროფებზე რეაგირების შესაძლებლობა.

3. გამოცდილების, ნოვატორული გადაწყვეტილებებისა და განათლების გამოყენება ყველა დონეზე უსაფრთხო პირობებისა და უკუქმედების პოტენციალის შექმნის მიზნით

18. კატასტროფების შემცირება შესაძლებელია, თუ მოსახლეობა იქნება კარგად ინფორმირებული და მოტივირებული კატასტროფების თავიდან არიდებისა და გამძლეობის კულტურის შესახებ, რაც თავის მხრივ მოითხოვს შესაბამისი ცოდნის, საფრთხის, დაუცველობისა და შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მოგროვებას, დამუშავებასა და გავრცელებას.

ძირითადი საქმიანობა:

() ინფორმაციის მართვა და გაზიარება

(ა) კატასტროფების რისკისა და დაცვის ვარიანტების შესახებ მარტივად გასაგები ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით მაღალი რისკისზონაში მცხოვრები მოსახლეობისათვის. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შესაბამის ტრადიციულ, ადგილობრივ ცოდნას, კულტურულ მემკვიდრეობას და მორგებული უნდა იყოს განსხვავებული მიზნობრივი ჯგუფების მოთხოვნილებებზე კულტურული და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით.

(ბ) ურთიერთქმედების ქსელის გაძლიერება კატასტროფების ექსპერტებსა და მოცემულ სფეროში საქმიანობის დამგეგმავებსა და მენეჯერებს შორის, განსხვავებული სექტორისა და რეგიონის ფარგლებში, გარდა ამისა, პროცედურების შემუშავება და გაძლიერება არსებული ექსპერტული ცოდნის გამოყენებისათვის, კომპეტენტული დაწესებულებებისა და სხვა მონაწილეების მიერ კატასტროფებთან დაკავშირებული რისკის შემცირების გეგმის შემუშავებისას.

(გ) კატასტროფების რისკის შემცირებაზე მომუშავე პრაქტიკოს სპეციალისტებსა და სამეცნიერო საზოგადოებებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება, დაინტერესებულ პირებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, იმ მონაწილეთა ჩართვით, რომლებიც კატასტროფების რისკის შემცირების სოციალ-ეკონომიკურ ასპექტებზე მუშაობენ.

(დ) უკანასკნელი ინფორმაციული, საკომუნიკაციო და კოსმოსური ტექნოლოგიებისა და მომიჯნავე მომსახურების, აგრეთვე დედამიწაზე დაკვირვების მეთოდების გამოყენების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობა კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით, კერძოდ კი, მომხმარებლის განსხვავებულ კატეგორიებს შორის პროფესიული მომზადების, ინფორმაციის გაზიარებისა და გავრცელებისათვის.

(ე) საშუალოვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი, ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო ცნობარების, სააღმრიცხველო დოკუმენტაციის, ინფორმაციის გაცვლის ცენტრალური სისტემებისა და მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის მომსახურება წარმატებული პრაქტიკის შესახებ, ხარჯთეფექტური და ადვილად გამოყენებადი კატასტროფების რისკის შემამცირებელი ტექნოლოგიების, პოლიტიკის, დაგეგმვისა ზომების შესახებ.

(ვ) ურბანული განვითარების საკითხებზე მომუშავე დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყოს მოსახლეობა კატასტროფების შემცირების შესაძლო ვარიანტების შესახებ მშენებლობის დაწყების ან მიწის ყიდვა-გაყიდვის წინ.

(ზ) კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტული ტერმინოლოგიის განახლება და ფართოდ გავრცელება, სულ მცირე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა ოფიციალურ ენაზე, პროგრამული და ინსტიტუციონალური განვითარების, ოპერაციების, კვლევების, სასწავლო გეგმებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის პროგრამებში გამოყენების მიზნით.

(ii) განათლება და პროფესიული მომზადება

(თ) განათლების ყველა დონეზე სკოლის შესაბამის სასწავლო გეგმებში, კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ დისციპლინების ჩართვის ხელშეწყობა და სხვა ფორმალური, თუ არაფორმალური არხების გამოყენება ახალგაზრდებისა და ბავშვებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით; კატასტროფების რისკის შემცირების პრობლემატიკის, როგორც გაერთიანებული ერების განათლებისა და მდგრადი განვითარების ათწლეულის (2005-2015) განუყოფელ ელემენტად ინტეგრაცია.

(ი) ადგილობრივი რისკის შეფასებისა და კატასტროფების მიმართ მზაობის პროგრამების, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დანერგვის ხელშეწყობა.

(კ) საქმიანობებისა და პროგრამების სკოლებში დანერგვის ხელშეწყობა, იმისათვის, რომ შეისწავლონ თუ როგორ შეიძლება საფრთხეების ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა.

(ლ) კონკრეტულ სექტორზე ორიენტირებული (განვითარების მგეგმავები, საგანგებო სიტუაციათა მენეჯერები, ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები და ა.შ.), კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებული სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განვითარება.

(მ) თემის დონეზე ტრენინგების ჩატარების ინიციატივის ხელშეწყობა, მოხალისეთა, როგორც ადგილობრივი პოტენციალის გამაძლიერებლების როლის შესახებ, უბედურ შემთხვევათა საფრთხეების შემსუბუქებისა და მათთან ბრძოლის სფეროში.

(ნ) გენდერული თანასწორობისა და მოსახლეობის დაუცველი ფენების ხელშეწყობა შესაბამისი ტრენინგისა, თუ საგანმანათლებლო შესაძლებლობების საკითხებში; გენდერულ და კულტურულ ფაქტორებზე ტრენინგის, როგორც განათლების და კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებული ტრენინგის ინტეგრირებული კომპონენტის ხელშეწყობა.

(iii) კვლევები

(ო) კატასტროფების რისკის შემცირების ყველა დონეზე საპროგნოზო მრავალრისკიანი შეფასებებისა და სოციალეკონომიკური დანახარჯ-სარგებლიანი ანალიზის გაუმჯობესებული მეთოდების განვითარება; ამ მეთოდების ინტეგრირება გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რეგიონულ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე.

(პ) ტექნიკური და სამეცნიერო შესაძლებლობის გაძლიერება განვითარებისა და მეთოდოლოგიების გამოყენების, კვლევების, დაუცველობისა და ზეგავლენის შეფასების მოდელების სფეროებში, გეოლოგიური, ამინდისა და კლიმატთან დაკავშირებული საფრთხეების ზეგავლენის კონტექსტში, რეგიონული მონიტორინგის შესაძლებლობისა და შეფასების ჩართვით.

(iv) საზოგადოების ინფორმირებულობა

(ჟ) მასმედიის ხელშეწყობა კატასტროფების მიმართ გამძლეობის იდეის პროპაგანდირებაში და თემის აქტიური ჩართვა საზოგადოების ყველა დონეზე საჯარო საგანმანათლებლო კამპანიებსა და საჯარო კონსულტაციებში.

4. რისკის ფაქტორების მიზეზების შემცირება

19. კატასტროფების რისკის ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური პირობების შეცვლასთან, მიწის გამოყენებასთან, აგრეთვე, საფრთხის ზეგავლენა დაკავშირებული გეოლოგიურ მოვლენებთან, ამინდის, წყლის კლიმატის მრავალფეროვნებასთან და ცვალებადობასთან გათვალისწინებული უნდა იქნას სექტორული გეგმისა და განვითარების პროგრამებში, აგრეთვე კატასტროფების შემდგომ შექმნილ ვითარებაში.

ძირითადი საქმიანობები:

(i) ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს რაციონალური მართვა

(ა) ბუნებრივი რესურსების მტკიცე და რაციონალური გამოყენება, მათ შორის მიწის გამოყენების მეტად ეფექტიანი დაგეგმარებისა და ტერიტორიების ათვისებით რისკისა და დაუცველობის ფაქტორების შემცირების მიზნით

(ბ) ინტეგრირებული გარემოს და ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის იმ მიდგომების დანერგვა, რომელიც გულისხმობს კატასტროფების რისკის შემცირებას, სტრუქტურული და არასტრუქტურული ხასიათის ზომებისა, როგორიცაა წყალდიდობასთან ბრძოლის კომპლექსური ზომები7 და მყიფე ეკოსისტემების შესაბამისი მართვა.

(გ) არსებული და სამომავლო კლიმატის ცვალებადობასთან დაკავშირებული რისკის შემცირების სტრატეგიაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და კლიმატის მიმართ ადაპტაცია, რაც გულისხმობს კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების რისკების მკაფიო იდენტიფიკაციას, სპეციფიკური რისკების შემცირების შემუშავების ზომებს და კლიმატის რისკების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი და რეგულარულ გამოყენებას დამგეგმარებლების, ინჟინრებისა და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ.

(ii) სოციალური და ეკონომიკური განვითარების პრაქტიკა

(დ) როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის - სასურსათო უსაფრთხოების ხელშეწყობა საფრთხეების მიმართ თემების გამძლეობის უზრუნველყოფაში, კონკრეტულად გვალვის, წყალდიდობის, ციკლონებისა და სხვა საფრთხის ზონებში, რომელთა შესაძლებლობების ფარგლებშია სოფლის მეურნეობისაგან მიღებული არსებობის საშუალებების შეზღუდვა.

(ე) კატასტროფის რისკის დაგეგმვის ინტეგრირება ჯანდაცვის სექტორში; მიზნის„ კატასტროფებისაგან დაცული საავადმოყოფოები “ხელშეწყობა, ყველა საავადმყოფოს გამძლეობის გარკვეული დონის უზრუნველყოფით მშენებლობა, რაც გაზრდიდა მათი უწყვეტად მუშაობის პოტენციალს კატასტროფების პერიოდში და პროფილაქტიკური ზომების გატარებით, არსებული ჯანდაცვის დაწესებულებების შესაბამისი ბაზის გაძლიერებით, კერძოდ, პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების აღმომჩენი დაწესებულებები.

(ვ) საჯარო გამოყენების უმნიშვნელოვანესი ობიექტების და ფიზიკური ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით სკოლების პოლიკლინიკების, საავადმყოფოების, სადგურების, წყალმომარაგებისა და ელექტროსადგურების, კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო არტერიების, კატასტროფების გაფრთხილების და მათთან ბრძოლის, აგრეთვე კულტურული განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ტერიტორიების და მართებული პროექტირების, აღჭურვილობის და რეკონსტრუქციის ნაგებობების დაცვა და მოდერნიზაცია, მათი სიმტკიცის უზრუნველყოფითა და საფრთხის ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით.

(ზ) სოციალური დაცვის მექანიზმების ეფექტიანობის ზრდა ღარიბი, მოხუცი, ინვალიდი და კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სხვა ჯგუფების დახმარების აღმოჩენის მიზნით. აღდგენითი სამუშაოების ჩატარების სისტემების სრულყოფა, ფსიქო-სოციალური მომზადების პროგრამების ჩართვით, მოსახლეობის დაუცველი ჯგუფების, განსაკუთრებით, კატასტროფების შემდგომ ბავშვების ფსიქოლოგიური ზარალის შემცირების მიზნით.

(თ) რისკის შემცირების ზომების ინტეგრირება კატასტროფების შემდგომ8 აღდგენით და რეაბილიტაციის პროცესებში და შესაძლებლობებისგამოყენება აღდგენით ფაზაში, კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების განვითარებისათვის გრძელვადიან პერიოდში, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით.

(ი) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფის ზომების მიღება იმაზე, რომ იძულებით გადაადგილებული პირებისათვის განკუთვნილი პროგრამები არ გაზრდიან რისკსა და დაუცველობის საფრთხეს.

(კ) მაღალი რისკის ზონაში დასახლებული მოსახლეობის შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციით შესაძლებლობების გაფართოება, საფრთხეების მიმართ რისკის ხარისხის შემცირების მიზნით და უზრუნველყოფა იმისა, რომ მათი შემოსავლები და ქონება არ დაზარალდება პოლიტიკითა და განვითარების პროცესებით.

(ლ) ფინანსური რისკის განაწილების მექნიზმების განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ კატასტროფებზე დაზღვევა და გადაზღვევა.

(მ) სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ფორმირების ხელშეწყობა, კატასტროფების რისკის შემცირების საქმიანობაში კერძო სექტორის უფრო აქტიური ჩართვით; კერძო სექტორის ხელშეწყობა კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით ზომების მისაღებად, უფრო მეტი ყურადღების გამოხატვით უბედურ შემთხვევამდე ისეთი საქმიანობის მიმართ, როგორიცაა რისკის შეფასება და ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნა და ამ საქმიანობაზე რესურსების გამოყოფის უზრუნველყოფა.

(ნ) კატასტროფის რისკთან დაკავშირებული ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავება და ხელშეწყობა.

(iii) მიწათსარგებლობის დაგეგმვა და სხვა ტექნიკური ზომები

(ო) კატასტროფის რისკის შეფასების ჩართვა ურბანულ დაგეგმარებასა და დასახლებული პუნქტების, კერძოდ მჭიდროდ დასახლებული ზონის და ურბანიზაციის სწრაფი ტემპების მქონე დასახლებული პუნქტის მართვაში. აუცილებელია პრიორიტეტულ საფუძველზე პრობლემების გადაწყვეტა არაოფიციალური, ან დროებითი საცხოვრებელი ადგილების, მაღალ-რისკიან ზონებში განთავსებული საცხოვრებელი ერთეულების შესახებ, მათ შორის, სიღარიბის დაძლევის პროგრამისა და ქალაქის მიყრუებული ადგილების ფარგლებში.

(პ) ინფრასტრუქტურის მსხვილი პროექტების დაგეგმვისას კატასტროფების რისკთან დაკავშირებული ყოველმხრივი მოსაზრებების გათვალისწინება, ასეთი პროექტებისა და სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ზეგავლენის შეფასების შედეგებზე დაფუძნებული მოსაზრებების პროექტირების, დამტკიცებისა და განხორციელების კრიტერიუმების ჩართვით.

(ჟ) მმართველი პრინციპებისა და კატასტროფების რისკის შემცირების მონიტორინგის შესაძლებლობების შემუშავება, სრულყოფა და ხელშეწყობა მიწათსარგებლობის პოლიტიკასა და დაგემგვის კონტექსტში.

(რ) კატასტროფის რისკის შეფასების ჩართვა სოფლის განვითარების დაგეგმარებასა და მენეჯმნეტში, განსაკუთრებით მთიანი რეგიონებისა და წყალდიდობისაგან საშიშ სანაპირო ზოლის, მათ შორის არსებული ტერიტორიების იდენტიფიკაცია და ადამიანების უსაფრთხოდ დასახლება.

(რ) არსებული სამშენებლო კოდექსის, სტანდარტების, რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პრაქტიკის გადახედვის და ახალის შემუშავების ხელშეწყობა ეროვნულ და ნაციონალურ დონეებზე, ადგილობრივ კონტექსტში მათი უფრო სარგებლიანად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებით არაოფიციალურ დამარგინალურ დასახლებებში და განხორციელების სფეროში პოტენციალის გაძლიერება და ამგვარი კოდექსების დაცვის უზრუნველყოფა კონსენსუსზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით კატასტროფების მიმართ მტკიცე სტრუქტურების შექმნის სტიმულირების მიზნით.

5. კატასტროფების მიმართ მზაობის გაზრდა ყველა
დონეზე
ეფექტური რეაგირების მიზნით

20. კატასტროფისას მისი ზეგავლენა და მასთან დაკავშირებული დანაკარგების შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია, თუ ხელისუფლება, ცალკეული ადამიანები და საფრთხის ქვეშ მყოფი თემები რეგიონებში ძირითადი მოქმედებები:

(ა) პოლიტიკის, ტექნიკური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება რეგიონულ, ეროვნულ და ადგილობრივი კატასტროფების მენეჯმენტში, მათ შორის ტექნოლოგიურ, პროფესიული მომზადების და მატერიალურ რესურსებთან დაკავშირებული შესაძლებლობები.

(ბ) - ადრეული შეტყობინებები, კატასტროფების რისკის შემცირების, მათზე ზეგავლენის, განვითარების და სხვა საკითხებზე მომუშავე შესაბამის მხარეებსა და დაწესებულებებს შორის დიალოგის, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის მხარდაჭერა და ხელშეწყობა.

(გ) გაძლიერება და, სადაც საჭიროა, რეგიონული მიდგომების კოორდინირების განვითარება და რეგიონული პოლიტიკის, ოპერატიული მექანიზმების, გეგმების და საკომუნიკაციო სისტემების განახლება, ან შექმნა კატასტროფების მიმართ მზაობის უზრუნველსაყოფად და მათ მიმართ სწრაფი და ეფექტური რეაგირებისათვის, რომლის მასშტაბებიც სცილდება კატასტროფებთან ბრძოლის ნაციონალურ შესაძლებლობებს.

(დ) კატასტროფების მიმართ მზაობის, განსაკუთრებული გეგმებისა და პოლიტიკის გეგმის უზრუნველყოფის მომზადება, ან გადახედვა და პერიოდული განახლება ყველა დონეზე, განსაკუთრებული აქცენტით ყველაზე დაუცველ რეგიონებსა და მოსახლეობის ჯგუფებზე. კატასტროფების მიმართ მზაობის შემოწმებაზე რეგულარული სწავლებების ჩატარების ხელშეწყობა, ევაკუაციის ზომების დამუშავების ჩართვით, კატასტროფებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისათვის და ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით მოწოდებული სურსათის და სხვა ძირითადი პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

(ე) აუცილებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებული სიტუაციისათვის საჭირო ფონდების დაარსება და ხელშეწყობა რეაგირების, აღდგენისა და მზაობის უზრუნველყოფისათვის ზომების მიღების მხარდასაჭერად.

(ვ) სპეციფიკური მექანიზმების შემუშავება შესაბამისი მხარეების, მათ შორის თემების აქტიური მონაწილეობისა და დაინტერესებისათვის, კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხებში, კერძოდ კი ხშირ შემთხვევებში მოხალისეობის პრინციპზე დაყრდნობით.

_____________________

1 იოჰანესბურგის მსოფლიო სამიტის განხორციელების გეგმა მდგრადი განვითარების საკითხებზე, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა, 26 აგვისტო - 4 სექტემბერი, 2002 წელი, პარაგრაფები 37 და 65.

2 როგორც ეს ხელახლა იქნა დადასტურებული - გენერალური ასამბლეის 23-ე სპეციალურ სესიაზე თემაზე „ქალები 2000: გენდერული თანასწორობა, განვითარება და მშვიდობა XXI სააუკუნეში“.

3 კატასტროფების საფრთხეების შემცირების მიზნით ეროვნული პლატფორმის შექმნა რეკომენდებული იქნა 1999/63 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეზოლუციით, აგრეთვე - 56/195, 58/214 და 58/215 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რეზოლუციებით. ტერმინი „ეროვნული პლატფორმა“ არის ზოგადი ცნება, რომელიც ეროვნული მექანიზმების კოორდინირებისათვის და პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის კატასტროფების რისკების შემცირების საქმეში გამოიყენება, რაც თავისი ხასიათით მრავალსექტორული და დისციპლინათაშორისი უნდა იყოს, სახელმწიფო, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფით სახელმწიფოს დონეზე, ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩათვლით (შესაბამის შემთხვევებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოების ჩართვით ნაციონალურ დონეზე). ეროვნული ფაქტორები საერთაშორისო სტრატეგიის განხორციელების ეროვნულ მექანიზმს წარმოადგენს კატასტროფების საფრთხის შემცირების საკითხებზე.

4 იხ. შენიშვნა 1, 2 და 3 წინამდებარე ჩარჩო პროგრამის ფარგლების შესახებ

5 იხ. შენიშვნა 1, 2 და 3.

6 როგორც რეკომენდებულია გენერალური ასამბლეის 58/214 რეზოლუციაში

7. „სტრუქტურული ხასიათის ზომები გულისხმობს ნებისმიერ მატერიალურ მშენებლობას შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების, ან არ დაშვების მიზნით, რომლებიც მოიცავს საინჟინრო-ტექნიკურ ზომებს და საფრთხე გამძლე და დაცვად სტრუქტურებსა და ინფრასტრუქტურას. არასტრუქტურული ზომების ქვეშ იგულისხმება პოლიტიკა, გაცნობიერების უზრუნველყოფა და განათლების ბაზის განვითარება, მოსახლეობის ვალდებულება, აგრეთვე მეთოდები და ფუნქციონალური პრაქტიკა, მონაწილეობაზე დაფუძნებული მექანიზმებისა და ინფორმაციის წარმოდგენა, რომლებიც ხელს შეუწყობენ რისკის შემცირებასა და გვერდითი მოვლენების ზეგავლენას. UN/ISDR. ჟენევა, 2004

8. გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული 46/182 რეზოლუციის შესაბამისი პრინციპების მიხედვით

4 IV. სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის განხორციელება და შემდგომი ზომები

▲back to top


. ძირითადი მოსაზრებანი

21. წინამდებარე სამოქმედო ჩარჩო-პროგრამაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული მიზნებისა და პრიორიტეტეტული მიმართულებების მოქმედებების დანერგვისა და შემდგომი ზომების მიღების საკითხები შესწავლილი უნდა იქნას სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ მრავალსექტორული მიდგომების საფუძველზე, მათ შორის განვითარების სექტორზე. სახელმწიფოებს, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და საერთაშორისო ფინანსურ დაწესებულებებს სთავაზობენ კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებული ფაქტორების ინტეგრაციას საკუთარ პოლიტიკაში, გეგმებსა და მდგრადი განვითარების პროგრამებში, ყველა დონეზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოება, მოხალისეების, სათემო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და კერძო სექტორის ჩათვლით.

22. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ქვეყანა პასუხს აგებს საკუთარ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, უდიდესი მნიშვნელობა ცოდნის გაღრმავების, სახელმწიფოსა და თემის დონეზე კატასტროფების უკუქმედების პოტენციალის ფორმირებისათვის აუცილებელი შესაძლებლობებისა და სტიმულის პროცესის ხელშეწყობისა და შემსუბუქებისათვის, საერთაშორისო მდგომარეობას უჭირავს. სახელმწიფოებმა, რეგიონულმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა ხელი შეუწყონ უფრო მჭიდრო სტრატეგიულ კოორდინაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომელიც დაკავებულია კატასტროფების რისკის შემცირების საქმიანობით საფრთხის შემცირების გაუმჯობესებული საერთაშორისო სტრატეგიის საფუძველზე. შემდგომ წლებში აუცილებელია ყურადღება დაეთმოს კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებული შესაბამისი საერთაშორისო საკანონმდებლო ინსტრუმენტების განხორციელებასა და სრულყოფას.

23. სახელმწიფოებმა, რეგიონულმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საჭიროების მიხედვით უნდა მოახდინონ რეგიონული მექანიზმების და გეგმების, პოლიტიკის და ზოგადი პრაქტიკის შემუშავების შესაძლებლობების ხელშეწყობა, ქსელების პროპაგანდისტული საქმიანობის, კოორდინაციის, ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის, საფრთხეებისა და დაუცველობის სამეცნიერო მონიტორინგის, ინსტიტუციონალური პოტენციალის განვითარების და კატასტროფების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით.

24. ყველა მონაწილე, საჭიროების მიხედვით, მოწოდებულია ყველა დონეზე მრავალმხრივი პარტნიორობის ფორმირებისათვის და მოხალისეობის საფუძველზე იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს წინამდებარე სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის განხორციელებას. სახელმწიფოებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მოეწოდებათ ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო კონტინგენტის მოხალისეების ფორმირება და გაძლიერება, რომლებიც იქნებოდნენ ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განკარგვაში, იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს კატასტროფების რისკისა და დაუცველობის შემცირებას1.

25. მავრიკიის სტრატეგიაში, რომელიც ბარბადოსის მცირეკუნძულოვანი განვითარებადი ქვეყნების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის სამოქმედო პროგრამის შემდგომ განხორციელებას ეხება, აღინიშნება, რომ მცირეკუნძულოვანი განვითარებადი ქვეყნები სტიქიური უბედურებების და ეკოლოგიური კატასტროფებების სიხშირით, მსოფლიოს ყველაზე დაუცველ რეგიონებში იმყოფებიან და ამიტომაც ამ მოვლენების უმძიმეს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ შედეგებს განიცდიან. მცირეკუნძულოვანმა განვითარებადმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება გააუმჯობესონ საკუთარი შესაბამისი ნაციონალური მექანიზმები, საგანგებო სიტუაციაში მოქმედებების ეფექტურობის გაზრდის მიზნით და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერის არსებობის შემთხვევაში გააძლიერონ საკუთარი ეროვნული პოტენციალი, კატასტროფების შედეგების შემსუბუქების, მათ მიმართ მზაობის უზრუნველყოფის და ადრეული შეტყობინების სფეროში, გაზარდონ მოსახლეობის ცნობიერება განსახორციელებელი ზომების შესახებ, დისციპლინათა და სექტორთაშორისი პარტნიორობის ხელშეწყობა, ეროვნული დაგეგმარების პროცესში რისკებთან დაკავშირებული დავალებების აღრიცხვის უზრუნველყოფა, დაზღვევისა და გადაზღვევის საკითხებთან დაკავშირებული მექანიზმების შესახებ საკითხების გადაწყვეტა და შესაძლებლობების გაზრდა საგანგებო სიტუაციების და მათზე რეაგირების სფეროებში, მათ შორის სტიქიური შემთხვევებისა და ეკოლოგიური კატასტროფებების ზონაში დასახლებულ პუნქტებში.

26. ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების განსაკუთრებული დაუცველობისა და არასაკმარისი პოტენციალის გათვალისწინებით, კატასტროფებზე რეაგირებისა და რეაბილიტაციის შემდგომ სფეროში, აუცილებელია, პრიორიტეტული ამოცანის სახით ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მხარდაჭერა, სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის განხორციელების მიზნით, ყოველმხრივი პროგრამების განხორციელებითა და შესაბამისი ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნით, მათ შორის ფინანსური და ტექნიკური დახმარების აღმოჩენით, კატასტროფების რისკის შემცირების სფეროში შესაძლებლობების შექმნით, კატასტროფების შესახებ შეტყობინების და მათზე რეაგირების ეფექტური და მდგრადი საშუალებებით.

27. აფრიკაში კატასტროფები და მათთან ბრძოლის სფეროებში არასაკმარისი პოტენციალი აფრიკული კონტინენტის მდგრადი განვითარების, განსაკუთრებით რეგიონის პროგნოზირების და კატასტროფების მონიტორინგის მცდელობის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენენ. აფრიკის მოსახლეობის კატასტროფების მიმართ დაუცველობის შემცირება წარმოადგენს მასშტაბური სიღარიბის შემცირების სტრატეგიის აუცილებელ ელემენტს, განვითარების სფეროში მიღწეული შედეგების შენარჩუნების ძალისხმევის ჩათვლით. აფრიკული ქვეყნების პოტენციალის ზრდა ითხოვს ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას, მათ შორის დაკვირვების, ადრეული შეტყობინების, შეფასების, თავიდან აცილების, მზაობის უზრუნველყოფის, რეაგირებისა და აღდგენის სისტემის სფეროებში.

28. კატასტროფების შემცირების თაობაზე მსოფლიო კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამის შემთხვევებში უნდა განიხილებოდეს შემდგომი საქმიანობის განუყოფელ ელემენტად, მნიშვნელოვანი კონფერენციებისა და შეხვედრების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, კატასტროფების რისკის შემცირების სფეროში2. წინასწარ უნდა განისაღვროს პროგრესის მიღწევის კონკრეტული ამოცანები კატასტროფების რისკის შემცირების სფეროში, შეთანხმებული განვითარების მიზნების გათვალისწინებით, მათ შორის ათასწლეულის დეკლარაციაში ფორმირებული მიზნებისა.

29. წინამდებარე სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის განხორციელება 2005-2015 წლებში, რეგულარულ გადასინჯვას საჭიროებს.

. სახელმწიფოები

30. ყველა სახელმწიფო თავის მხრივ ვალდებულია მაღალი პასუხისმგებლობით განახორციელოს ამოცანები ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, მათი ფინანსური, ადამიანური და მატერიალური შესაძლებლობების ფარგლებში შიდა კანონმდებლობის და არსებული საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით, რომელიც კატასტროფების რისკის შემცირებას ეხება. სახელმწიფოებმა აქტიური წვლილი უნდა შეიტანონ რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში, დადგენილების 33 და 34 პუნქტების შესაბამისად.

(ა) საქმის მდგომარეობის ეროვნული საბაზისო შეფასების შედეგების მომზადება და გამოქვეყნება კატასტროფების რისკის შეფასების სფეროში, გამომდინარე თითოეული ქვეყნის შესაძლებლობიდან, საჭიროებიდან და პოლიტიკიდან და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის რეგიონულ და საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის ინფორმაციის გაცვლა;

(ბ) შესაბამისი ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმის დანიშვნა წინამდებარესამოქმედო ჩარჩო-პროგრამის განხორციელებისათვის და ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით კატასტროფების შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის სამდივნოში;

(გ) წინამდებარე სამოქმედო ჩარჩოპროგრამასთან დაკავშირებული კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული პროგრამების მოკლე ინფორმაციული შეტყობინებების გამოქვეყნება და პერიოდული განახლება, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხაზით;

(დ) ნაციონალურ დონეზე მიღწეული პროგრესის მიმოხილვისათვის პროცედურების შემუშავება, რომლებმაც უნდა მოიცვან ხარჯვისა და სარგებლიანობის ანალიზის სისტემები, მიმდინარე მონიტორინგი და დაუცველობის რისკის შეფასება, კერძოდ ჰიდრომეტეოროლოგიურ და სეისმური საფრთხის მქონე რეგიონებში;

(ე) კატასტროფების რისკის შემცირების სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის ჩართვა ანგარიშგების წარმოდგენის სისტემებში, მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული არსებული საერთაშორისო და სხვა ჩარჩო მექანიზმების ხაზით;

(ვ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული ინსტრუმენტების განხილვა გაერთიანების, დადასტურების და რატიფიკაციის საკითხების თაობაზე, რომელიც შეეხება კატასტროფების რისკის შემცირებას, ხოლო მხარეებად წარმოდგენილი სახელმწიფოების შემთხვევაში, - მათ ეფექტურ განხორციელებაზე ზომების მიღებას3.

(ზ), კატასტროფების შემცირების რისკის სტრატეგიაში და კლიმატის ცვალებადობის ადაპტაციაში კლიმატის მრავალფეროვნებასთან და მომავალში მის ცვალებადობასთანდაკავშირებული რისკების შემცირების ინტეგრაციის საკითხების ხელშეწყობა. უზრუნველყოფა იმისი, რომ ისეთ გეოლოგიური საფრთხეები, როგორიცაა მიწისძვრა, მეწყერი რისკებთანსრულად უნდა იქნას გათვალისწინებული კატასტროფების რისკების შემცირების პროგრამებში.

. რეგიონული ორგანიზაციები და ინსტიტუტები

31. რეგიონული ორგანიზაციები თავისი როლით კატასტროფებების რისკის შემცირებას უკავშირდება იმ დავალების შესრულების მიზნით, რაც მათი მანდატების, პრიორიტეტების და რესურსების ფარგლებში შედის:

(ა) მოაწყოს რეგიონული პროგრამები, ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამების ჩათვლით, განვითარების უნარიანობა, მეთოდოლოგიური და სტანდარტული განვითარება საშიში და დაუცველი მონიტორინგისათვის და შეფასებისთვის, ინფორმაციის გაზიარება და რესურსების ეფექტური მობილიზაცია, ეროვნული და რეგიონული ძალისხმევის მხარდაჭერის გათვალისწინებით რომ განხორციელებული იქნას წინამდებარე სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის მოქმედების მიზნები.

(ბ) შესრულდეს და გამოქვეყნდეს რეგიონული და სუბ-რეგიონული ბაზის შეფასება, კატასტროფების რისკის შემცირების სტატუსი, განსაზღვრული საჭიროებების მიხედვით და მანდატების შესაბამისად.

(გ) კორდინაცია გაუწიოს და გამოქვეყნდეს პერიოდული მიმოხილვები რეგიონში განხორციელებული შესაბამისი ქმედებების შესახებ, დაუჭიროს მხარი საჭიროებებს და დაეხმაროს ქვეყნებს, პროგრამების განხორციელების პროგრესის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადებაში;

(დ) ჩამოყალიბდეს ან გაძლიერდეს არსებული სპეციალიზირებული რეგიონული თანამშრომლობის ცენტრები, რათა საჭიროებისამებრ განხორცილედეს კვლევები, ტრენინგები, განათლების და შესაძლებლობების გაზრდის პროგრამები კატასტროფებების რისკების შემცირების სფეროში.

(ე) მხარი დაუჭიროს რეგიონული მექანიზმების და შესაძლებლობების განვითარებას ადრეული შეტყობინებისათვის, ცუნამის ჩათვლით4.

. საერთაშორისო ორგანიზაციები

32. საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციების სისტემის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩათვლით, მოწვეულები არიან შემდეგი დავალების შესასრულებლად, რაც შედის მათი მანდატების, პრიორიტეტების და რესურსების ფარგლებში:

(ვ) მთლიანად ჩაერთოს კატასტროფების შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის მხარდაჭერასა და განხორციელებაში, და ითანამშრომლოს, რათა წინ წაიწიოს ინტეგრირებულმა მიდგომებმა, განვითარდეს კატასტროფებაზე მორგებული ერები და თემები. ეს შესაძლებელი იქნება, აქტიური თანამშრომლობით და კატასტროფების რისკების შემცირების ელემენტების ჩართვით ჰუმანიტარული და სიცოცხლისუნარიანი განვითარების სფეროებში, როგორც ეს ჩარჩო-პროგრამაშია მითითებული;

(ზ) გაძლიერდეს გაერთიანებული ერების სისტემის საერთო შესაძლებლობები, რომ დაეხმაროს კატასტროფებისკენ მიდრეკილების მქონე განვითარებად ქვეყნებს რისკების შემცირებაში, შესაფერისი საშუალებებით და კოორდინაციით; გარდა ამისა, განსაზღვროს და განახორციელოს შესაბამისი ზომები მათი პროგრესის რეგულარული შეფასებისთვის იმ გეგმების და პრიორიტეტების მისაღწევად, რომლებიც გამოვლენილია კატასტროფების შემცირებისათვის საერთაშორისო სტრატეგიის ჩარჩო-პროგრამაში.

(თ) განისაზღვროს შესაბამისი ქმედებები, კატასტროფებისადმი მიდრეკილების მქონე განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად ამ ჩარჩო-პროგრამისგანხორციელებისთვის; უზრუნველყოფილ იქნას, რომ შესაბამისი ქმედებები საჭიროებისამებრ არის ინტეგრირებული ყოველი ორგანიზაციის სამეცნიერო, ჰუმანიტარული და განვითარებადი სექტორების, პოლიტიკის, და პროგრამებში და ასევე გამოყოფილია შესაბამისი დაფინანსება მათ განსახორციელებლად;

(ი) დაეხმაროს კატასტროფებისკენ მიდრეკილების მქონე ქვეყნებს, რომ ააგოს ეროვნული მოქმედებების და პროგრამების სტრატეგიები და გეგმები კატასტროფების რისკის შესამცირებლად და მათი ინსტიტუციონალური და ტექნიკური უნარების გასაძლიერებლად კატასტროფების რისკის შემცირების კუთხით, როგორც ეს განსაზღვრულია სამოქმედო სტრუქტურის პრიორიტეტებში.

(კ) წინამდებარე სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის განხორციელების ხელშეწყობაზე მიმართული ქმედებების ინტეგრაცია შესაბამის საკოორდინაციო მექანიზმებში, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების ჯგუფი და სააგენტოთაშორისი ჰუმანიტარული საქმიანობის მუდმივი კომიტეტი შტაბ-ბინის, და ნაციონალურ დონეზე გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის და ქვეყნებში გაეროს სააგენტოთა წარმომადგენლების მეშვეობით. გარდა ამისა, კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებული მოსაზრებების ინტეგრაცია განვითარების დახმარების პროგრამებში, როგორიცაა ქვეყნის მდგომარეობის ზოგადი შეფასება და სიღარიბის აღმოფხვრის სტრატეგია.

(ლ) არსებული ქსელებისა და პლატფორმების მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, საერთაშორისო დონეზე ბუნებრივი საფრთხეების, დაუცველობის და რისკის ზეგავლენის შესახებ მონაცემთა შეგროვებისა და პროგნოზირების მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობა. ამ ინიციატივამ უნდა მოიცვას სტანდარტების განვითარება, მონაცემთა ბაზის წარმოება, მაჩვენებლებისა და ინდექსების განვითარება, ადრეული შეტყობინების სისტემის ხელშეწყობა, მონაცემთა ღია და სრულყოფილი გაცვლა, დაკვირვების შედეგების გამოყენება და დისტანციური ზონდირება.

(მ) ქვეყნების თხოვნის საფუძველზე, შესაბამისი, დროული და კარგად კოორდინირებული საერთაშორისო დახმარების აღმოჩენით სახელმწიფოების მხარდაჭერა კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის და საკოორდინაციო ღონისძიებების5 შეთანხმებული პრინციპების შესაბამისად. ამგვარი დახმარების აღმოჩენა მიმართული უნდა იყოს რისკის და დაუცველობის შემცირებაზე, შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის ეფექტური ღონისძიებების უზრუნველყოფაზე ქალაქებში6 სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად. ადგილობრივ და ნაციონალურ დონეზე მექანიზმების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა საერთაშორისო ოპერატიული რეაგირებით დაზარალებული რაიონების განვითარების მიზნით, აგრეთვე შესაბამისი კავშირების გამყარება აღდგენითი ღონისძიებების გატარებითა და რისკის შემცირებით.

(ნ) საერთაშორისო მექანიზმების გამყარება კატასტროფებით დაზარალებული გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების ხელშეწყობის კუთხით მდგრადი ფიზიკური, სოციალური და ეკონომიკური აღდგენით და პოტენციური რისკების შემცირებით. ეს უნდა მოიცავდეს რისკების შემცირების მხარდაჭერასკატასტროფის შემდგომი აღდგენითი ღონისძიებების გატარებით, სარეაბილიტაციო პროცესებით, გამოცდილების და ცოდნის გაზიარებით, შესაბამისი ქვეყნებისტექნიკური დახმარებით, ექსპერტებით და გაერთიანებული ერების ორგანიზაციების მეშვეობით;

(ო) ორგანიზაციათაშორისი ზოგადი სტრატეგიისა და სტრუქტურის მეშვეობით არსებული მომზადების პროგრამის გაძლიერება და კატასტროფებთან ბრძოლის საკითხებზე ადაპტაცია, კატასტროფების რისკების მართვის მიზნით, რაც რისკის შემცირებას, მათ მიმართ მზაობას, რეაგირებასა და რეაბილიტაციას გულისხმობს;

. კატასტროფების შემცირების საერთაშორისო სტრატეგია

33. კატასტროფების შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის პარტნიორებს, კერძოდ კი ორგანიზაციათაშორის სამუშაო ჯგუფს, შესაბამის ეროვნულ, რეგიონულ, საერთაშორისო და გაერთიანებული ერების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და კატასტროფების შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის სააგენტოთაშორისი სამდივნოს მხარდაჭერით, მოეთხოვებათ წინამდებარე სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა, ქვემოთ ჩამოთვლილი ზომების საშუალებით იმ გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, რომლებიც მიიღება მიმდინარე მექანიზმის და ინსტიტუციონალური შეთანხმებების მიმოხილვის პროცესის7 დასრულების შემდეგ:

(ა) შემდგომი ღონისძიებების მხარდაჭერისათვის ინიციატივებისა და როლების განაწილების სისტემის შემუშავება, წინამდებარე სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მიზნობრივი ჯგუფის ცალკეული წევრების და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვა;

(ბ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციების სისტემის ფარგლებში ეფექტური კოორდინაციისა და ინტეგრირებული ქმედებების ხელშეწყობა, აგრეთვე, შესაბამის საერთაშორისო და რეგიონულ დაწესებულებებს შორის მათი მანდატების თანახმად, სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის დანერგვის პროცესში ხარვეზების იდენტიფიცირება და კონსულტაციური პროცესების მხარდაჭერა, თითოეული პრიორიტეტულისფეროსათვის სახელმძღვანელო პრინციპებისა და შესაბამისი ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავება;

(გ) კონსულტაციების გამართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის სამსახურებსა და ორგანიზაციებთან, რეგიონულ და მრავალფუნქციურ დაწესებულებებთან, ტექნიკურ და სამეცნიერო ინსტიტუტებთან, ასევე დაინტერესებულ ქვეყნებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ზოგადი, რეალისტური და გაზომვადი მაჩვენებლების შემუშავების კუთხით, ცალკეული ქვეყნების რესურსების გათვალისწინებით. ეს მაჩვენებლები ხელს შეუწყობენ ქვეყნებს საკუთარი პროგრესის შეფასებასა და სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის განხორციელებაში. აღნიშნული მაჩვენებლები შესაბამისობაში უნდა მოდიოდნენ საერთაშორისოდ აღიარებულ განვითარების მიზნებთან, მათ შორის ათასწლეულის დეკლარაციაში მოყვანილ მიზნებთან.

პირველი ეტაპის დასრულებისთანავე, სახელმწიფოებს შეეთავაზებათ კატასტროფების რისკის შემცირების საკუთარი პრიორიტეტების გათვალისწინებით, ზოგად მაჩვენებლებზე დაყრდნობით, მაჩვენებლების შემუშავება, ან დაზუსტება ეროვნულ დონეზე.

(დ) კატასტროფების საფრთხის შემცირების საკითხებზე ნაციონალური პლატფორმების მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მათ შორის როლებისა და ამოცანების მკაფიო განსაზღვრით, ასევე რეგიონული კოორდინაციით, სხვადასხვა პროპაგანდისა და პოლიტიკის საჭიროებების ხელშეწყობით და წინამდებარე სამოქმედო ჩარჩო-პროგრამაში ასახული პრიორიტეტებით, კატასტროფების შემცირებისათვის დაფუძნებულ რეგიონულ პროგრამებსა და ცოდნის გამავრცელებელ კონსულტანტებზე რეგიონული შესაძლებლობების კოორდინირებით;

(ე) მდგრადი განვითარების კომისიის სამდივნოს მიერ კოორდინაციის უზრუნველყოფა, შესაბამისი პარტნიორული მექანიზმების რეგისტრაციით სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის შესრულების ხელშეწყობის მდგრადი განვითარების თანამშრომლობის მონაცემთა ბაზაში;

(ვ) წარმატებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლის, მიღებული გაკვეთილების, არსებული ტექნოლოგიებისა და პროგრამების გაცვლისსტიმულირება, ასევე შედარება, ანალიზი, განზოგადოება და კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, თავის ასპექტში საერთაშორისო საინფორმაციო-კოორდინაციული ცენტრის მეშვეობით. კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე გლობალური საინფორმაციო პლატფორმის წარმოება, „პორტფელის“ პროგრამების ინტერნეტ-რეესტრის და კატასტროფების რისკის შემცირების ინიციატივის სახით, რომელიც ქვეყნების მიერ ხორციელდება რეგიონული და საერთაშორისო მექანიზმების პარტნიორობის8 ფარგლებში.

(ზ) მიღწეული მიზნების რეალიზაციის და წინამდებარე სამოქმედო ჩარჩო-პროგრამაში ასახული პრიორიტეტების განხორციელების სტატუსის შესახებ პერიოდული მიმოხილვების მომზადება გენერალური ასამბლეის9 მიერ მანდატირებული კონფერენციებისა და გაეროს უმაღლეს დონეზე შეხვედრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების კომპლექსური და კოორდინირებული პროცესის ფარგლებში შემაჯამებელი ანაგარიშების წარმოდგენა ასამბლეისთვის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა დაწესებულებებისთვის, და, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ეროვნული პლატფორმებისგან, რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქმიანობის შემდგომი „ადრეული შეტყობინების შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენციის“ (2003)10 რეკომენდაციების განხორციელების ჩათვლით.

. რესურსების მობილიზაცია

34. სახელმწიფოებმა, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, ასევე რეგიონულმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შესაბამისი მექანიზმების მრავალმხრივი, რეგიონული და ორმხრივი კოორდინაციის გამოყენებით, სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის შესრულების მიზნით უნდა მიიღონ აუცილებელი რესურსების მობილიზაციის შემდეგი ზომები:

(ა) შესაბამისი ნაციონალური, რეგიონული და საერთაშორისო ორგანობის, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის რესურსების და შესაძლებლობების საჭირო რაოდენობის მობილიზაცია;

(ბ) სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის შესრულების მიზნით კატასტროფების ზონაში მოქცეული განვითარებადი ქვეყნებისათვის ორმხრივი და მრავალმხრივი არხების საშუალებით დახმარების უზრუნველყოფა და აღმოჩენა, ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევით, დასაშვების ოდენობის სესხის პრობლემის გადაწყვეტით, ურთიერთშეთანხმებულ პირობებზე ტექნოლოგიების გადაცემით დაკერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობით, ასევე ჩრდილოეთი-სამხრეთი და სამხრეთი-სამხრეთი თანამშრომლობის ხელშეწყობით;

(გ) კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისათვის სათანადო ყურადღების დათმობა შესაბამისი მრავალმხრივი და ორმხრივი დახმარების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სიღარიბის მასშტაბების შემცირების პროგრამის, ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების, ქალაქთმშენებლობისა და კლიმატის ცვალებადობასთან ადაპტაციის ჩათვლით;

(დ) სათანადო ნებაყოფლობითი ფინანსური შენატანების განხორციელება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სატრასტ ფონდში სტიქიური უბედურებების საფრთხის შემცირების, შემდგომისაქმიანობის ადექვატური ხელშეწყობის სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. არსებული ფონდის მიმდინარე გამოყენების და პრაქტიკული შესაძლებლობების არეალის გაფართოების ანალიზი, სტიქიურად საშიშ ზონაში მყოფი განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერის აღმოჩენისათვის, კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების საკითხებში;

(ბ) პარტნიორული ურთიერთობების განვითარება რისკების განაწილების სქემების შექმნის, სადაზღვევო შენატანების შემცირების, სადაზღვევო არეალის გაფართოებისა და შედეგად, ფინანსური რესურსების ზრდით კატასტროფების შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, მათ შორის, შესაბამის შემთხვევებში, სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებით. განვითარებად ქვეყნებში სადაზღვევო კულტურის განვითარების პირობების ხელშეწყობა.

____________________

1. გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული 58/118 რეზოლუციის შესაბამისად და OAS გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული 2018 (xxxiv-0/04) რეზოლუციის შესაბამისად.

2. როგორც მითითებულია გენერალური ასამბლეის 57/270 რეზოლუციაში

3. როგორიცაა ტამპერე-ს კონვენცია სატელეკომუნიკაციო წყაროების უზრუნველსაყოფად კატასტროფების შემსუბუქების და დახმარების ოპერაციები (1998),ძალაში 2005 წლის 8 იანვარს შევიდა.

4. გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის მიერ დაფუძნებულმა სარეკომენდაციო საბჭომ წყლისა და სანიტარული საკითხების შესახებ მოამზადა მიმართვა განახევრდეს ადამიანების სიკვდილიანობა (გამოწვეული წყალთან დაკავშირებული კატასტროფების, მათ შორის ცუნამით), 2015 წლამდე

5.განსაზღვრულია გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში 46/182

6. გენერალური ასამბლეის 57/150 რეზოლუციის შეთანხმებული დანერგვისათვის

7. ამჟამად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში, ინსტიტუციური შეთანხმებების მიმოხილვის პროცესი ხორციელდება, რომელიც კატასტროფების საფრთხის შემცირების საკითხებს ეხება და რაც კატასტროფების შემცირების საკითხებზე მსოფლიო კონფერენციის შემდეგ დასრულდება, როლის და კატასტროფების საფრთხის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის ეფექტიანობის შეფასებით

8. გამოცდილებებისა და მეთოდოლოგიების გაცვლის ინსტრუმენტის სახით კატასტროფების საფრთხის შემცირებასთან დაკავშირებული ქმედებების გამოყენება. ნებაყოფლობის საფუძველზე, ქვეყნებსა და შესაბამის ორგანიზაციებს ეძლევათ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის საშუალებით, ცოდნის დაგროვების პროცესში აქტიური წვლილის შეტანის რეკომენდაცია, კონფერენციის საბოლოო გადაწყვეტილებების განხორციელების საქმეში, გლობალური პროგრესის განხილვის კონტექსტში

9. გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 57/270, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციები და გენერალური ასამბლეის რეზოლუცია კატასტროფების შემცირების შესახებ საერთაშორისო სტრატეგიის დანერგვა, რომლებშიც გენერალურ მდივანს სთავაზობენ წარმოადგინოს ანგარიშები გენერალური ასამბლეის მეორე კომიტეტისათვის, სათაურით: „მდგრადი განვითარება “ (54/219, 56/195, 57/256 58/214, 58/215, 59/231).

10. გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 58/214

5 დანართი

▲back to top


კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი მრავალფეროვანი ვითარება

ამ დოკუმენტთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაო სტრუქტურებსა და დეკლარაციებს შორის არის1:

- სამუშაო შეხვედრა, რომელიც მაურიტუსში 2005 წლის იანვარში შედგა მცირეკუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების მყარი განვითარების პროგრამის2 განხილვის მიზნით, მოუწოდებს ვალდებულებების გაზრდასიმისათვის რომ შემცირებული იქნას ზემოთ მოსხენებული სახელიმწიფოთა დაუცველობა, რაც გამოწვეულია მათი შეზღუდული საშუალებებით მოახდინონ რეაგირება და აღდგენა კატასტროფებებთან დაკავშირებით.

- წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მიერ 2003 წლის დეკემბერში გამართული საერთაშორისო კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავს მიზანსა და ქმედებას, რაც მიმართულია „კატასტროფების რისკისა და შედეგების შემცირებისაკენ, აგრეთვე მზადყოფნისა და ადექვატური რეაგირების მექანიზმების შესაქმნელად“.

- მდგრადი განვითარების საკითხზე გამართული მსოფლიო სამიტის იოჰანესბურგის განხორციელების გეგმა3, რომელიც ჩატარებული იქნა 2002 წელს, 37-ე პარაგრაფში მოითხოვს ქმედებებს თავისი დაქვემდებარების ქვეშ: „ინტეგრირებული მიდგომა მრავალგვარი საფრთხის მიმართ, რაც მიმართულია დაუცველობის, სხვადასხვა რისკების, კატასტროფებების შეფასებასა და მართვის საკითხებისკენ, რომლებიც ასევე პრევენციას, მზადყოფნას, შემცირებას, დროულ საპასუხო რეაქციებს და აღდგენას მოიცავს, წარმოადგენს უფრო უსაფრთხო მსოფლიოს 21-ე საუკუნეში“, და რომელიც მხარს უჭერს კატასტროფების შედეგების შემცირებას როგორც საერთაშორისო სტრატეგიის პირველ ქმედებას.

- მესამე სამოქმედო გეგმა ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის4, რომელიც მიღებული იყო 2001 წელს, ითხოვს ქმედებას, მიმართულს პარტნიორის გამონახვისკენ, სადაც უპირატესობამინიჭებული ექნება ამ ქვეყნებისთვის დამოუკიდებელ პროგრამებში კატასტროფების შემცირების საერთაშორისო სტრატეგიისა და ზომების მიღების დანერგვას.

2000 წელს მიღებულმა ათასწლეულის დეკლარაციამ,5„დაუცველის დაცვის“ და „ჩვენი საერთო გარემოს დაცვის „ძირითადი მიზნები გამოავლინა, რომლებიც გულისხმობს“ თანამშრომლობის გაძლიერებას სტიქიური და ხელოვნური კატასტროფების რიცხვისა და შედეგების შემცირებას“ იმ წარმატებების დეტალური მიმოხილვა, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათასწლეულის დეკლარაციაში შემავალი ვალდებულებების შესრულების შედეგად იქნა მიღწეული, 2005 წლის ივლისში გაიმართება6.

- კატასტროფების შედეგების შემცირების საერთაშორისო სტრატეგია 2000 წელს7 იქნა შემუშავებული ეკონომიკური და სოციალური საბჭოს და გენერალური ასამბლეის მიერ როგორც უწყებათაშორისო სტრუქტურა და მექანიზმი (კატასტროფების შემცირების უწყებათაშორისო მიზნობრივი ჯგუფი და უწყებათაშორისო სამდივნო), რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში უნდაყოფილიყო იმის გათვალისწინებით, რომ ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივ შეგნებასა და ვალდებულებებს, გააფართოვებდა სამუშაო ქსელსა და თანამშრომლობას, გააუმჯობესებდა შეგნებას კატასტროფების გამომწვევი მიზეზებისა და მათი რისკის შემცირების ვარიანტებს, რაც ეფუძნება იოკოჰამას სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, რომელიც აგრძელებს საერთაშორისო ათწლეულის პროგრამას სტიქიური კატასტროფების შესამცირებლად.

- მდგრადი განვითარების საკითხზე 2002 წელს გამართული მსოფლიო სამიტის განხორციელებისთვის შემუშავებული იოჰანესბურგის გეგმა8, კლიმატის ცვლილების საკითხზე შექმნილი სამთავრობოთაშორისო ჯგუფისაგან მოითხოვდა„ გაეუმჯობესებინა კლიმატის ცვალებადობის ეფექტის შეფასების მეთოდები და მეთოდოლოგიები, ასევე ხელი შეეწყო საზიანო შედეგების შეფასების გაგრძელებას“ გარდა ამისა, გენერალურმა ასამბლეამ9 საერთო შეთანხმებისაკენ მოუწოდა კონფერენციაში მონაწილე მხარეებს, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის10 და კიოტოს პროტოკოლის11 მხარეებს (რომელიც ძალაში შედის 2005 წლის თებერვალში) რათა გააგრძელონ მუშაობა კლიმატის ცვლილების საზიანო შედეგების მიმართულებით, განსაკუთრებით იმ განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც განსაკუთრებულად დაუცველები არიან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ12 აგრეთვე მოუწოდა სამთავრობოთაშორისო ჯგუფს კლიმატის ცვლილების თაობაზე, გაეგრძელებინა კლიმატის ცვლილების საზიანო ეფექტების შეფასება სოცალურ-ეკონომიკური და სტიქიური კატასტროფებების შემცირების სისტემებზე განვითარებად ქვეყნებში.

- ტამპერეს შეთანხმება სატელეკომუნიკაციო წყაროების უზრუნველყოფაზე კატასტროფებების შემცირების და 1998 წლის სამაშველო ოპერაციების თაობაზე ძალაში 2005 წლის 8 იანვარს შევიდა.

- იოკოჰამას სტრატეგია უფრო უსაფრთხო სამყაროსთვის: რეკომენდაციები სტიქიური უბედურების პრევენციისთვის, მზადყოფნისა და შემცირებისთვის და შესაბამისი სამოქმედო გეგმა13 (1994) მიღებული იქნა მსოფლიო კონფერენციაზე სტიქიური უბედურების შემცირების თაობაზე და დაფუძნებული იქნა სტიქიური კატასტროფების შემცირების საერთაშორისო ათწლეულის შუალედურ მიმოხილვაზე.

- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეთანხმება ებრძოლოს გაუდაბნოებას იმ ქვეყნებში, რომლებიც სერიოზულ გვალვებს და/ან გაუდაბნოებას განიცდიან, განსაკუთრებით აფრიკაში14, მიღებული იქნა1994 წელს და ძალაში 1996 წელს შევიდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეთანხმება ბიოლოგიური მრავალფეროვნების თაობაზე15 მიღებული იქნა 1992 წელს და ძალაში 1993 წელს შევიდა.

- გენერალურმა ასამბლეამ16 გაერთიანებული ერების საგანგებო და ჰუმანიტარული დახმარების კოორდინირება მოითხოვა როგორც კომპლექსური კატასტროფების, ასევე სტიქიური უბედურებების შემთხვევებში. ეს „სტიქიური უბედურებების შემცირების საერთაშორისო სამოქმედო გეგმის ჩარჩოს“ (რეზოლუცია 44/236, 1989) გამოძახილი გახლდათ და მასში ჰუმანიტარული დახმარების, მზადყოფნის, პრევენციისა და გრძელვადიან პერსპექტივაში დახმარებიდან რეაბილიტაციასა და განვითარებაზე გადასვლის პრინციპები იყო მოცემული.

____________________

1. სათანადო სტრუქტურებისა და დეკლარაციების უფრო დაწვრილებითი ჩამონათვალისთვის იხილეთ ინფორმაციული დოკუმენტი: შესაბამისი ამონაწერები კატასტროფებების რისკის შემცირების საერთაშორისო ინიციატივების 1994-2003 პოლიტიკის, შიდაუწყებრივი კატასტროფებების შემცირების მიზნობრივი ჯგუფი, მე-9 შეხვედრა, 2004 წლის 4-5 მაისი

2. გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 58/213. პატარა კუნძულებზე მდებარე განვითარებად სახელმწიფოების მყარი განვითარების პროგრამის განხორციელება

3. A/CONF.199/20

4.A/CONF.191/11

5. გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 55/2

6. გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 58/291, 58/214, 5

7. გენერალური ასამბლეის რეზოლუციები 59/231, 58/214, 57/256. 56/195, 54/219

8. A/CONF. 199/20, პარაგრაფი 37 ე).

9. გენერალური ასამბლეის რეზოლუციები სტიქიურ უბედურებებსა და დაუცველობაზე (59/233, და 58/215)

10.გაერთიანებული ერები, შეთანხმებათა რიგი, ტომი. 1771, №30822.

11.FCCC/CP/1997/7/ADD 1, გადაწყვეტილება 1/CP.3, დამატება.

12. გენერალური ასამბლეის რეზოლუციები სტიქიური უბედურებებსა და დაუცველობაზე (59/233, და 58/215

13. A/CONF, 172/9

14. გაერთიანებული ერები, შეთანხმებების რიგი, ტ. 1954, №33480

15. გაერთიანებული ერები, შეთანხმებების რიგი, ტ. 1760, №30619

16. გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 46/182