The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მეტყველების კულტურის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები


მეტყველების კულტურის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბერიკაშვილი მანანა
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები
წყარო: ბერიკაშვილი, მანანა
    მეტყველების კულტურის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები : პრაქტ. სახელმძღვ. პროფესიონალებისათვის - თბ. : ფონდი "ინტერნიუსი", 2001 - 228გვ. ; 23სმ. - ბიბლიოგრ.: გვ. 225-227. - : [ფ. ა.][MFN: 16683]
&n 
UDC:  81'38 + 81'271 + 82.05 + 811.353.1'342
F 78.810/3 - ხელუხლებელი ფონდი
K 239.903/3 - საერთო ფონდი
K 239.904/3 - საერთო ფონდი
K 239.905/3 - საერთო ფონდი
K 239.906/3 - საერთო ფონდი
საავტორო უფლებები: © ფონდი „ინტერნიუსი“
თარიღი: 2001
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პრაქტიკული სახელმძღვანელო პროფესიონალებისათვის ფონდი “ინტერნიუსი” INTERNEWS GEORGIA თბილისი 2001 წინამდებარე სახელმძღვანელო გამოიცა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ფონდ „ევრაზიისა“ და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური დახმარებით. სახელმძღვანელოში მოცემული თვალსაზრისი და შეფასებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს გამომცემლის ან დამფინანსებლების აზრს. This publication is supported by the Unated States Agency for International Development, the Eurasia Foundation and the Open Society – Georgia Foundation. The views expressed in this publication are those of the author and do not necessarily reflect the views of the publisher or the funders © 2001 INTERNEWS GEORGIA All rights reserved. No part of this publication may be photocopied, recorded or otherwise reproducted, stored in a retrieval system or transmitted in any form or by any electronic or mechanical means without prior permission of the copyright owner and publisher. ყველა უფლება დაცულია. წინამდებარე გამოცემა არ შეიძლება იქნას, მთლიანად ან ნაწილობრივ, კოპირებული, ჩაწერილი მაგნიტურ მატარებლებზე, ან აღდგენილი სხვა რაიმე სახით, შენახული ინფორმაციის დამუშავების სისტემაში და აგრეთვე გადაცემული ნებისმიერი ელექტრონული ან მექანიკური ხერხით გამომცემლის და საავტორო უფლებების მფლობელის წინასწარი ნებართვის გარეშე. ფონდი “ინტერნიუსი” თბილისი, 380062 ჭავჭავაძის გამზ., 74, მე-6 სართული, საქქალაქმშენპროექტის შენობა. ტელ.: (+995 32) 25-38-60/61/62/63 ფაქსი: (+995 32) 25-38-65 ელ. ფოსტა: office@internews.ge



1 შესავალი

▲back to top


მეტყველების კულტურა ფართო ცნებაა. იგი არა მარტო უშუალოდ მეტყველების საკითხებს მოიცავს, არამედ ბევრად უფრო ვრცელ - ადამიანის ფსიქო - ფიზიკური მდგომარეობისა და აზროვნების სისტემასთან დაკავშირებულ მთელ რიგ პრობლემებს. ადამიანის მეტყველების ფორმირებაზე ზემოქმედებას ახდენს სოციალური, ბიოლოგიური, გეოგრაფიული და სხვა ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენას ახდენენ ფორმირების პროცესზე. ზემოქმედების ხარისხი დამოკიდებულია გეოგრაფიულ, საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ ფაქტორებზე. გენიალური კოტე მარჯანიშვილი წერდა, რომ არსებობს ჩრდილოეთის და სამხრეთის ხელოვნების ცნებები. „ორი უდიდესი სტიქია - წერდა იგი - სიცივე და სიცხე, ორი უდიდესი სტიმულია კაცობრიობის შემოქმედებისათვის. კულტურის ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ თუ არ ყოფილიყო დიდი სიცივე, არ იქნებოდა დედამიწაზე მატერიალური კულტურა. თუ არ იქნებოდა მზის ქვეყნები, არ იქნებოდა მსოფლიო ხელოვნება, არ იქნებოდა ეგვიპტე, ინდოეთი - ორი საღვთო წყარო ხელოვნებისა.“1 მარჯანიშვილი ამ კონტექტში მოიაზრებს ქართულ კულტურასაც. იგი წერს: „პირველი რამაც გამაკვირვა მე დაბრუნებისას, ეს არის დაბრუნება მზესთან. მე დავინახე სიტყვაში, მუსიკაში, მხატვრობაში მზის შვილები, მთვრალები მისი სხივებით და შვებით მომღერალნი“.2 სამხრეთელთა საუბრის რიტმი აჩქარებულია. მოკლებულია დინჯსა და ფიქრიან საუბარს. ამ პრობლემას ეხება სანდრო ახმეტელიც, როცა ეროვნულ თეატრალურ საკითხებზე წერს. იგი მიიჩნევს, რომ სცენაზე ქართველი მსახიობის მოძრაობასა და სიტყვას შორის გამეფებულია დისჰარმონია, კილო არ არის ქართული. „ჩვენი მსახიობი, - წერს ახმეტელი, სიტყვა-გამოთქმას მოუფიქრებელ პლასტიკას უდებს. მონოლოგი და პლასტიკა დისჰარმონიაა მსახიობის თამაშში.“ ახმეტელი ეროვნული თეატრის სათავეებს, მის თავისებურებას რომ იხილავს მკაცრად აკრიტიკებს ათიანი წლების ქართულ თეატრს(ანუ მის თანამედროვე თეატრს). იგი წერს: „დღევანდელ დღეს გამეფებული პლასტიკა, კილო, ინტონაცია, რიგი-სტილი არ არის დედაძარღვზე ასხმული. ქართულმა სცენამ ვერ შესძლო ქართველი ადამიანის სხეულის მოძრაობის შესწავლა, ამ მოძრაობის ძირითადი რიტმის განხატვა-გამოცნობა. და ქართული ელფერით მოცული პლასტიკის შექმნა სცენაზე“.3 ეროვნული პლასტიკის, რიტმის, მეტყველების, მოძრაობის პრობლემებს გულისხმობს კოტე მარჯანიშვილის დებულება სამხრეთული და ჩრდილოული კულტურების შესახებაც. იგი იზიარებს ახმეტელისეულ კონცეფციას და წერს:

„მხოლოდ ჩრდილოეთის კულტურის დიდ გავლენას, რომელიც მოდიოდა ჩვენში უკანასკნელ საუკუნეებში რუსეთიდან, მიეწერება დაკარგვა საკუთარი გზებისა ხელოვნებაში4“. პრობლემა უაღრესად რთულია და მრავალპლანიანი. მის სიტყვებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მეტყველების კულტურის საკითხი, რადგან თეატრში, რომელსაც მარჯანიშვილი და ახმეტელი ამკვიდრებდნენ, სპეციფიკურ ხასიათს იძენდა სიტყვა, ინტონაცია, მისი წარმოთქმის რიტმი. სწორედ ერთმანეთთან ორგანულ კავშირს და სინქრონიზაციას მიაღწია ახმეტელის თეატრმა. ეს დაადასტურეს უცხოელმა კრიტიკოსებმაც. ამერიკელი კრიტიკოსი ფლანაგანი წერდა: „ქართული

თეატრი თავის თავში აერთიანებს შესაძლოა ისე, როგორც არც ერთი თანამედროვე თეატრი-მუსიკას, ცეკვას, მჭერმეტყველურ თამაშს, სცენის არქიტექტონიკასა და პლასტიკას. ეს არის თეატრი, სადაც დადგმა ამავე დროს არის ცეკვაც, მხატვრული სურათიც და სიმღერაც“.5 აი, ასეთ სინთეზურ თეატრს, რომელიც ეროვნული თვითმყობადობით იყო აღბეჭდილი, თავისი სპეციფიკური მეტყველების მაღალი კულტურა ჰქონდა. სწორედ ამ მთლიანი რთული ფენომენის სიღრმეებში უნდა მოძიებულიყო ქართული, ეროვნული პლასტიკის, რიტმის, მეტყველების გამოსახვის სხვადასხვა ფორმების სათავეები, რომლებიც სინქრონულ შესაბამისობაში მოვიდოდნენ ერთმანეთთან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს პრობლემაც აქვს მხედველობაში ილია ჭავჭავაძეს, როდესაც წერს: „ჩვენი აზრი, ჩვენი ენით აღარ მოძრაობს, ჩვენი გული ჩვენის ენით აღარ თბება“. მეტყველება ხომ უშუალოდ არის დაკავშირებული აზროვნებასთან, იგი აზროვნების პროდუქტია. ამიტომ ანიჭებს ილია საგანგებო მნიშვნელობას ენის, ანუ მეტყველებისა და აზრის ერთიანობას. პრობლემა განსაკუთრებით დიდ ეროვნულ მნიშვნელობას იძენდა მე-19 საუკუნეში და ეს გასაგებიც არის. თეატრს უნდა დაემკვიდრებინა სამაგალითო ქართული მეტყველება, რომელიც სიღრმისეულად ეროვნული ცნობიერების ასახვას მოიაზრებდა. ილია, აკაკი, ივანე მაჩაბელი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები სპეციალურად განიხილავდნენ საერთოდ მეტყველების და კერძოდ მხატვრული კითხვის საკითხებს. განსაკუთრებით აღნიშნავდნენ მაკო საფაროვა- აბაშიძის ქართულ მეტყველებას.

რეალისტური თეატრი მოითხოვდა მეტყველების შესაბამის სტილს. მაშინ მას „რეალურ მეტყველებას“, „ბუნებით მეტყველებას“ უწოდებდნენ. დ. ერისთავის „სამშობლოში“, სვიმონ ლეონიძის როლის შესრულების დროს კ. გამყრელიძემ უკანასკნელ სცენაში, როდესაც ეთხოვება ლევან ხიმშიაშვილს და სასიკვდილოდ მიდის, „ისეთი ბუნებით სავსე კილო იხმარა ბ-მა გამყრელიძემ, რომ პირველხარისხოვან არტისტსაც გაუძნელდებოდა”-წერს ილია. რა არის ეს „ბუნებით სავსე კილო”. ეს არა მარტო ფსიქოლოგიურ რეალისტური თეატრის ესთეტიკის საკითხია, არამედ იგი უკავშირდება მხატვრული მეტყველების ბუნებრიობის, სიტყვის წარმოთქმის კულტურის პრობლემას. მხოლოდ ამ ფუნდამენტზე შეიძლება გავიაზროთ მეტყველების კულტურის პროფესიონალიზაციის ყველა ასპექტი. ამ კონტექსტში განიხილება სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა მეტყველების კულტურა. ჩნდება ტექნიკის, ვარჯიშების, მასაჟის და სხვა ტექნოლოგიური პრობლემები. მაგრამ როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ტექნიკის ფორმით, საბოლოო შედეგში იგი უნდა ეფუძნებოდეს „ბუნებით სავსე კილოს”. მეტყველების ყველა სავარჯიშო, მთელი სხეულის ფსიქო-ფიზიკური აპარატი თუ წარიმართება „ბუნებითი“ მეტყველების მისაღწევად, როგორი ინდივიდუალურიც არ უნდა იყოს გზები, საბოლოო შედეგი მაინც ერთი იქნება. ხოლო მისი ზემოქმედების ხარისხი დამოკიდებულია აზრისა და ემოციის გამოხატვის ოსტატობაზე ანუ მჭერმეტყველებაზე. იგი ერთნაირად შეეხება მსახიობსაც, ტელე-რადიო ჟურნალისტსაც, მასწავლებელსაც, იურისტსაც და პოლიტიკოსსაც. მარტო მშრალი, ლოგიკური აზროვნება, სიმართლე და ჭკვიანური აზრები მსმენელზე ვერ მოახდენენ ზემოქმედებას, თუ ისინი არ წარმოითქმება მკაფიო „ბუნებითი კილოთი“ და ოსტატობით. ამიტომ გასაგებია როცა ილია ჭავჭავაძე რელიგიის მსახურებს მოუწოდებდა, ლოცვები და ქადაგებანი წარმოეთქვათ ისე, რომ მსმენელისათვის აზრი გასაგები და ნათელი გამხდარიყო. საამისოდ საჭირო იყო მეტყველების კულტურის ამაღლება. სასულიერო პირს, რომელსაც ხალხთან უხდება ურთიერთობა უთუოდ სჭირდება კარგი მეტყველება და ორატორული ხელოვნების საფუძვლების ცოდნა. რაც უფრო მჭერმეტყველურად წარმოსთქვამს ქადაგებას, რაც უფრო გასაგებს გახდის სასულიერო მოძღვრებას, მით უფრო მეტი იქნება მრევლზე მისი ზემოქმედება.

რატომ გაიზარდა მეტყველების მაღალი კულტურის მოთხოვნილება თეატრში რეჟისურის პროფესიონალიზაციასთან ერთად? ეს არის მსახიობის ხელოვნების პროფესიული ოსტატობის პრობლემაც. რეჟისორი, სპექტაკლის მთლიანი გადაწყვეტის დროს, რომელიც დაკავშირებულია მის მსოფლმხედველობასთან, ვერ გამოხატავს მკაფიოდ თავის იდეებს, თუ ერთი მიზნით არ გაერთიანდა მთელი საშემსრულებლო არსენალი. ამ საქმეში კი მეტყველების კულტურას ერთ-ერთი უპირველესი როლი მიეკუთვნება. მაშასადამე საკითხი ეხება რეჟისორის ინტერპრეტაციის, მსოფლმხედველობის გადმოცემის ხარისხს. კ. მესხი წერდა: „თუ ლაპარაკი და კითხვა შეუძლია აქტიორს-ის აზრიანად წაიკითხავს თავის როლს, დროზე შეჩერდება და დროზე შეიცვლის კილოს, ხმას, აამაღლებს ტონს და დაადაბლებს“.6 განა ყოველივე ეს ისევ და ისევ მეტყველების კულტურას არ ეხება? იგივე მესხი წერს: „როდესაც ვინმე გელაპარაკებათ საინტერესო და საჭირო საქმეზე, შენ იმას თვალებში შესცქერიხარ, სახეზე გეტყობა-თუ შენთვისაც ისეა საინტერესო საგანი. თუ კი ნამდვილში ასეა, რატომ თეატრშიც არ უნდა იყოს ეგრე?“7 იგივე კითხვა შეიძლება უფრო ვრცლად დაისვას მაგ. ტელე-ჟურნალისტის,იურისტის და დიპლომატის წინაშეც. განა ტელეჟურნალისტი, რომელიც რესპოდენტს ეკითხება ასევე დაინტერესებული არ უნდა იყოს პასუხის „ბუნებით“ ხასიათში? იურისტისა და დიპლომატისათვის ხომ არსებითი მნიშვნელობა აქვს შეიცნოს მოპასუხის ფარული აზრი, მისი ქვეტექსტი, მისი საიდუმლო. ამასთანავე ეს ყოველივე ხომ ფსიქოლოგიის საკითხი არის. ასე რომ მეტყველების კულტურის პრობლემა კომპლექსურია და გულისხმობს მრავალ განშტოებათა ერთობლიობას.

კაცობრიობამ საუკუნეების მანძილზე დიდი შრომა და ენერგია მოახმარა, რათა შეექმნა ორატორული ხელოვნების მაღალი კულტურა. ანტიკურ საბერძნეთში ორატორობა ფილოსოფიურ დონემდე იყო ამაღლებული. ყველა ფილოსოფოსი ცდილობდა კარგი ორატორიც ყოფილიყო, რადგან თავის პოზიციების დაცვა უხდებოდა საჯაროდ.

დემოკრატიის სამშობლოში ორატორულმა მჭერმეტყველებამ მართლაც ხელოვნების დონეს მიაღწია. დღემდეა შემონახული საუკეთესო მაგალითები მჭერმეტყველებისა. ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა საქართველოშიც. მსჯელობა, კამათი, საკუთარი პოზიციის მტკიცება-ყველაფერი ეს ხომ თანაბრად შეეხება ჟურნალისტებსაც და იურისტებსაც, მსახიობებსაც და პოლიტიკოსებსაც?

როდესაც მეტყველების კულტურის თეორიისა და პრაქტიკის საკითხებზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ მის გენეზისს. რატომ არის რომ პრობლემა თითქმის თანამდევია კაცობრიობის განვითარებისა.ყოველ დროში თავისებურად აღელვებდათ მეტყველების კულტურის საკითხები. მისი განვითარების მასშტაბები დამოკიდებული იყო მსმენელის ხასიათზე, საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაზე. ანტიკურ თეატრში ღია ცის ქვეშ გამართულ წარმოდგენებში თუმცა მსახიობს ნიღაბი ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ სათეატრო სივრცე საუკეთესო აკუსტიკით უნდა გამორჩეულიყო რათა მსახიობს მაყურებლამდე მიეტანა აზრი. თანაც არა უბრალოდ აზრი, არამედ ემოციურად დამუხტული ციცერონი, როდესაც რიტორიკისა და პოეზიის პრინციპებზე და ურთიერთმიმართებაზე ლაპარაკობს, საგანგებოდ აღნიშნავს: “სცენაზე მყოფმა მსახიობმა, ლექსის წაკითხვისას ერთი მარცვალიც, რომ უმართებულოდ დაამოკლოს ან გააგრძელოს, მთელი თეატრი აყვირდება. სხვათაშორის ამ მაყურებელს არ ესმის რა არის ლექსის საზომი და მუხლი, მაგრამ რაკი მისი სმენა შეურაცხყვეს, სულაც არ უწევს ანგარიშს ვინ, რატომ და რით შეურაცხყო. ყვირის იმიტომ, რომ თვით ბუნებამ მიანიჭა ჩვენს ყურებს ვიგრძნოთ ბგერათა სიგრძე-სიმოკლე, ისევე როგორც დაბალ და მაღალ ტონს ვარჩევთ”.

მაშასადამე ციცერონი სიტყვის წარმოთქმის კულტურას სმენის კულტურას უკავშირებს. სმენა კი ადამიანს ბუნებით აქვს მომადლებული. თუ მის ყურს მოხვდა არა ბუნებრივი ინტონაცია, იგი უმალვე ახდენს რეაქციას. ისევ და ისევ ილიასეული დებულებაა უმთავრესი, - „ბუნებითი“ მეტყველება. დანარჩენი ტექნოლოგიის სფეროა.

„მჭერმეტყველება არის ზეპირი მეტყველების უმაღლესი სახე“ - წერს ნ. კანდელაკი თავის მრავალმხრივ საინტერესო შრომაში „ქართული კლასიკური მჭერმეტყველება“. საქართველოში ოდითგანვე იყო განვითარებული ორატორული ხელოვნება. როდესაც ბერძნული ანტიკური პერიოდის ორატორულ ხელოვნების განვითარებაზე ვლაპარაკობთ, ბუნებრივია დიდი იყო მისი გავლენის სფერო. IV საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსი და ორატორი თემისტიოსი ერთ ერთ ახალგაზრდისადმი გაგზავნილ წერილში სიამაყით წერს, რომ მან რიტორიკული განათლება

მიიღო არა საბერძნეთში, არამედ შორს, კოლხიდაში სადაც ფაზისი ერთვის პონტოს ზღვას. ანუ ფოთის მახლობლად. დიდ მეცნიერს ს. ყაუხჩიშვილს, რომელმაც გამოაქვეყნა თემისტიოსის წერილი შრომაში „რიტორიკული განათლების ცენტრი ძველ კოლხეთში“, მიაჩნია, რომ ამ სკოლაში ქართველი ახალგაზრდებიც სწავლობდნენ ორივე ენაზე. სკოლა სახელგანთქმული ყოფილა, რადგან თურმე საბერძნეთიდანაც მოდიოდნენ სასწავლებლად. რიტორიკული განათლების მაღალი კულტურის შედეგია არა ერთი ბრწყინვალე სიტყვა, რომელიც საქართველოში წარმოითქვა. საილუსტრაციოდ შეიძლება დავასახელოთ აიეტისა და ფარტაზის სიტყვები გუბაზ მეფის სიკვდილთან დაკავშირებით, სადაც დიდი პოლიტიკური საკითხებია განხილული. საქმე ეხება საქართველოს ორიენტაციის პრობლემას. სიტყვები აგებულია არა მარტო მკაცრ ლოგიკურ თანმიმდევრობასა და დასაბუთებაზე, არამედ მახვილებზე, მოულოდნელ სვლებზე, დასკვნებზე, ორატორულ ოსტატობაზე და ემოციურ ზემოქმედებაზე. გუბაზის მკვლელობის ერთი და იგივე ფაქტს, ორივე ორატორი სულ სხვადასხვა ინტერპრეტაციით განიხილავს.

აიეტი წარჩინებული კოლხი ორატორი იყო. იგი ოსტატურად ფლობდა და იყენებდა მეტყველების მაღალ ხელოვნებას. „ის მშვენივრად ლაპარაკობდა“, - ამბობს VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი და დასძენს: „მის აზრებს შველოდა მისი ბუნებრივი მოქნილობაც“.

აიეტის ეს სიტყვა აღიარებულია ქართული მჭერმეტყველების ბრწყინვალე ნიმუშად. ორატორის აზრები დიდი სიღრმითა და ნათელი სიმარტივით არის წარმოდგენილი. სიტყვის აზრისა და ფორმის ბუნებრივი ერთობის საშუალებით იგი იპყრობს ხალხის ყურადღებას და საკუთარი ზეგავლენის ქვეშ აქცევს მასებს, ის მსმენელის ემოციებს ეუფლება, თუმცა ორატორი ძლიერია მხოლოდ სიტყვის წარმოთქმის პროცესში. „როცა წინა პლანზე ცივი განსჯის ძალა წამოიწევს და თანდათან მკრთალდება ზემოქმედების ცეცხლი, მაშინ ორატორის მიმართ ჩნდება გულგრილობა და ქმედით უნარს კარგავს მისი სიტყვის აზრი. აიეტის შემოქმედების სახით მსმენელის წინაშეა დიდი ორატორული გზნებით ანთებული, მაგრამ ვითარების მკაცრი ლოგიკით მიუღებელი აზროვნება, რომელიც უმთავრესად მიემერთება გრძნობებს და არსებითად მათი საზომით განისაზღვრება“8- წერს ნ. კანდელაკი.

საინტერესოა გუბაზ მეფის მკვლელობასთან დაკავშირებით წარმოთქმული ფარტაზის სიტყვა. ნ.კანდელაკის აზრით, ეს სიტყვა თავისი ძალით მიესადაგება ორატორული ხელოვნების ისეთ შესანიშნავ ძეგლებს, როგორიცაა დემოსთენესა და ციცერონის ფილიპიკები.

აიეტის სიტყვაკაზმულობას უპირისპირდება ფარტაზის სისადავე და ლაკონიზმი. იგი უფრო სასაუბრო ელფერს ატარებს, ვიდრე რიტორიკულ ხასიათს. მისი მეტყველების გამორჩეულ სახეს ქმნიან მიმართვები, შეკითხვები და შედარებები. შალვა ნუცუბიძე განსაკუთრებით აღნიშნავს ფარტაზის წარმატების უდავო მიზეზებს - თეორიულ და პრაქტიკულ განსწავლულობას, რაც ვლინდება მისი მწიგნობრული გამონათქვამებითა და ორატორული ტექნიკით. ამიტომაც ღრმაიდეური აზრი და ლოგიკური ფორმა ორატორისა ძლიერია არა მარტო მეტყველების პროცესში, არამედ მისი დამთავრების შემდეგაც.

ცნობილია დავით აღმაშენებლის ორატორული ხელოვნებით გაბრწყინებული სიტყვა. დიდი მეფე, რომლის ჭკუა, განათლება, სიბრძნე საქვეყნოდ იყო ცნობილი, ერთ-ერთ თავის სიტყვას ასე იწყებს: „მე შორს ვარ სწავლულებასა და მეცნიერებას“. მორიდებისა თავმდაბლობის ამ კლასიკურ მაგალითში ჩანს, რომ იგი ორატორული ხერხია მაყურებელზე ზემოქმედებისათვის. ამის შემდეგ თანდათან უწევს ხმას, იშველიებს იგავებს, მეტაფორებს და უდიდეს ზემოქმედებას აღწევს.

იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ განმარტებულია რიტორიკის მნიშვნელობა და არსი. რიტორიკა აქ წარმოიდგინება, როგორც კომპლექსური სისტემა. „რიტორიკა არს სწავლა“ - წერს იგი. სწავლება რისა? მისი მიზანია „სწორი, მდიდარი, ემოციური და დამარწმუნებელი მეტყველების გამომუშავება“ (ნ. კანდელაკი).9

სულხან-საბა ორბელიანი სწავლებას განმარტავს, როგორც ქადაგებას. „სწავლა არს ქადაგება“ - ამბობს იგი. ქადაგება კი მართალია ძირითადად სასულიერო სფეროში დამკვიდრდა, მაგრამ იგი ძველ საქართველოში უფრო ფართო მნიშვნელობისა იყო. საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა მჭერმეტყველების დარგები: სამქადაგებლო, სადარბაზო, სამხედრო, სამოსამართლო, სადღესასწაულო, სამგლოვიარო და სხვა. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში იყო გლოვის მგოსნობა. დასავლეთ საქართველოში შეიქმნა დამტირებლების დიდი ტრადიცია. დამტირებელი, რომელსაც ქირაობდნენ სხვადასხვა გასვენებებზე, გამოირჩეოდა ორატორული ხელოვნებით. მას უნდა ჰქონოდა კარგი ხმა, ემოცია, ტემპერამენტი, დახვეწილი პლასტიკა და მკაფიო მეტყველება, რომელიც გამოირჩეოდა ორგინალური მრავალფეროვნებით. ყველაფერი ეს მას სჭირდებოდა ემოციური ზემოქმედებისათვის. ვინც უფრო მეტად აატირებდა ხალხს, მით უფრო მეტი იყო დამტირებლის ავტორიტეტი. ისინი ხალხის წრიდან გამოსული ბუნებით არტისტები იყვნენ. მათ ზუსტად იცოდნენ, რომელი სიტყვა რა გავლენას მოახდენდა ჭირისუფალზე და ხალხზე. როგორი ჟესტი, როგორი ინტონაცია და მოძრაობა იყო საჭირო. როდის უნდა აემაღლებინათ ხმა და როგორი ტემბრით უნდა წარმოეთქვათ სიტყვა. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სიტყვისა და ქცევის შესაბამისობას.

მოქმედებისა და სიტყვის ურთიერთობის კლასიკური მაგალითია შექსპირის „ჰამლეტიდან“ აქტიორებთან საუბარი, როცა ჰამლეტი ასწავლის თუ როგორ უნდა ითამაშონ, რათა ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ კლავდიუსზე და გერტრუდაზე. ზემოქმედების მოსახდენად კი აუცილებელია სიტყვა მოქმედებას შეუფარდონ და მოქმედება სიტყვას. ჰამლეტი ეუბნება: „მოქმედება სიტყვას შეუფარდე და სიტყვა მოქმედებას. უფრთხილდი, ჩვეულებრივს სიწყნარეს არ გადახვიდე, თორემ თეატრის მნიშვნელობას ხელს შეუშლი. თეატრის აზრი უწინარეს ეს ყოფილა და დღესაც ის არის, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს“10 ... და შემდეგ „მე მინახვანან აქტიორები არც ლაპარაკის კილო, არც მიხრა-მოხრა მათი ადამიანისას არ ჰგვანებიან“.11

აი ეს არის რეალისტური, ფსიქოლოგიური სიმართლის, დამაჯერებელი მეტყველების, სიტყვისა და მოქმედების ერთიანობის იდეა. მაგრამ თუ თეატრში მეტყველების ფორმები უნივერსალურია, სხვა მდგომარეობაში არიან ვთქვათ, იურისტები, პოლიტიკოსები ან ტელეჟურნალისტები. მათი ზემოქმედების საშუალებები არის სიტყვის მკაფიო, ზუსტი, ემოციური და ორატორული გამოხატვა. მაშინ როდესაც თეატრში მთელი კომპლექსია ზემოქმედებითი საშუალებებისა. გამოჩენილი რეჟისორი პიტერ ბრუკი წერს: „ადამიანური ურთიერთობის მთელი წყებიდან-სიტყვა, მეტყველება არის ერთ-ერთი შესაძლებელი ვარიანტთაგანი. მეტყველების გარდა არსებობს სხეულის ენა, ხმის მუსიკა-ესეც ენაა, სივრცეში მოძრაობა- ესეც ენაა, დუმილი ან სიჩუმე-ესეც ენაა, რიტმი-ენაა ესეც”,12 მაგრამ იგივე ბრუკის აზრით “სცენაზე შექმნილი ყველა სახე, სცენიდან წამოსული ყოველი ხმა ხომ მაყურებლისკენაა მიმართული, აღიქმება მაყურებლის მიერ, მაყურებელზე ზემოქმედებს, რაც იჭრება მის სულში, ზეგავლენას ახდენს მის აზროვნებაზე, გრძნობაზე, ცხოვრების წესზე”.13

ყველა შემთხვევაში ობიექტი ერთი და იგივეა - თეატრისთვისაც, ტელე-ჟურნალისტისთვისაც, და ლექტორისთვისაც-მაყურებელი და მსმენელი. ყოველი მათგანის ამოცანაა თავისკენ მოიმხროს იგი. თავისი იდეები გადაიტანოს მასზე. საშუალება კი ყოველ დარგს სპეციფიკური აქვს, მაგრამ

მათ აერთიანებთ არა მარტო მიზანი, არამედ სიტყვა, მეტყველება. ვინც უფრო ოსტატურად ფლობს მას, მით უფრო დიდია მისი აზრის ზემოქმედების ძალა. ყველა შემთხვევაში მიზანი ერთია. მიზნის მისაღწევად კი, რაც უფრო მეტი დრო გადის, რაც უფრო მეტად იზრდება ტექნიკური საშუალებები, კომუნიკაციის პირობები და გლობალიზდება ურთიერთობები, მით უფრო მეტად იზრდება კონკურენცია. ამიტომ ვინც უკეთ ფლობს მაყურებელსა და მსმენელზე ზემოქმედების ძალას, მით უფრო კონკურენტუნარიანია იგი. ასეთ რთულ პირობებში და სპეციფიკურ ვითარებაში უხდებათ მუშაობა მსახიობსაც და ტელეჟურნალისტსაც, იურისტსაც და პოლიტიკოსსაც. ყველას უნდა რომ აჯობოს თავის კონკურენტს. ამიტომ საჭიროა სისტემური ვარჯიში, მუშაობა, რათა ამაღლდეს, დაიხვეწოს გამოხატვის საშუალებების ტექნოლოგია. სიღრმისეულად იქნას შესწავლილი და გააზრებული ფსიქო-ფიზიკური აპარატის მთელი სისტემა, რათა მისი შესაძლებლობები ზუსტად იქნას გამოყენებული მიზნის მისაღწევად.

თანამედროვე ადამიანი სულ სხვა რიტმით ცხოვრობს. მოვლენების რიტმი აჩქარებულია, სწრაფია, ცვლილებები წამიერია. რიტმი არის საშუალება, რომელიც აერთიანებს დარბაზსა და სცენას, მსმენელსა და ორატორს. ახმეტელის აზრით „ერთი რიტმის არსებობა ადამიანს გამოათაყვანებს, მოადუნებს“.14 ჩვენ პრაქტიკულ ცხოვრებაში სადაც არ უნდა ვიყოთ, დისკომფორტს გვიქმნის ერთფეროვნება, რაც რიტმის ერთფეროვნების შედეგია. ბუნება ვერ ითმენს მას, იგი თვით ბუნების საწინააღმდეგო მოვლენაა, რადგან თავად ბუნება რიტმულ მონაცვლეობის დიდ ჰარმონიაზეა აგებული-დღე და ღამე, ზამთარი და ზაფხული, შემოდგომა და გაზაფხული. იქ სადაც რიტმული მონოტონიზმია, შეუძლებელია ლაპარაკი მეტყველების კულტურაზე და ორატორულ ხელოვნებაზე. მსახიობის, ტელე-ჟურნალისტის, იურისტის, ლექტორისა თუ პოლიტიკოსის გამოსვლის წარმატება ბევრად არის დამოკიდებული სწორედ რიტმული მონაცვლეობის ხარისხზე. არისტოტელეს მიაჩნდა, რომ „გამომხატველი რიტმული მოძრაობა საშუალებაა შევქმნათ ხასიათები, ვაჩვენოთ მდგომარეობა და მოძრაობა სულისა“.15 ყველაზე ბრძნული აზრიც კი ვერავითარ ზემოქმედებას ვერ მოახდენს მსმენელზე თუ იგი წარმოითქმება დუნედ, მონოტონურად. დღევანდელი მსმენელი, იქნება ეს ტელევიზიისა თუ რადიოსი, საჯარო თავყრილობასა თუ სალექციო დარბაზში, ვერ იგუებს მონოტონიზმს. ჩვენ ხშირად გვიკვირს რატომ ხდება, რომ ახალგაზრდობა ეტანება მასობრივი კულტურის ისეთ ფორმებს, რომლებიც არ გამოირჩევიან გემოვნებითა და მაღალი კულტურით, მაგრამ სამაგიეროდ მათ აქვთ რიტმის მძაფრი შეგრძნება. ეს რიტმული შეგრძნება ეუფლება მათ და თავის ნებაზე ათამაშებს. ეს ცხოვრებისეული რეალობაა!

თანამედროვე პირობებში ადვილად მოიკიდა ფეხი „ინტონაციურმა ქაოსმა“, გაუბრალოებამ და ცრუ მეტყველებამ. ბაბილონის გოდოლივით აირია თანამედროვე თბილისის მეტყველება. თბილისი კუთხურ კილო-კავებს, „მდაბიურის ენას“ როგორც ირონიულად შენიშნავდა ილია, კი არ გარდაქმნის ერთიან სალიტერატურო ენად, არამედ თავად ექცევა მისი ზემოქმედების ქვეშ. ცრუ ინტონაციური ყოფითი მეტყველება, რასაც სტანისლავსკი „გაუბრალოებას“ უწოდებდა, იჭრება ტელევიზიაში, პრესაში, პარტიულ აზროვნებაში. გაუბრალოების ტენდენცია, რომელსაც არაფერი არა აქვს საერთო ნამდვილ, სახალხო

დემოკრატიულ სამეტყველო კულტურასთან, შედეგია ღირებულებათა გაუფასურებისა. ყველაფერი ნიველირებულია, თითქოს ყველაფერს ერთი ფასი აქვს. მაგალითად, ვარსკვლავები იყვნენ უშანგი ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე, მთელი ქვეყანა იცნობდა მათ. დღეს ვარსკვლავია მავანი და მავანი, რომელსაც ხალხი არ იცნობს. ლექსს წერდა გალაკტიონი, ლექსს წერს მავანიც და ორივეს პოეტი ჰქვია. სხვა ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება, თუ რა სავალალო შედეგები მოაქვს მასობრივ კულტურას. მთავარი და სამწუხარო ის არის, რომ სულ უფრო და უფრო ეცემა მეტყველების კულტურის დონე, ქვეითდება ორატორული ხელოვნება. სტიქიურ ხასიათს იძენს საზოგადოების განვითარების, აზროვნებისა და გემოვნების ჩამოყალიბების პროცესები.

რატომარუნდაისწავლებოდესსკოლებში,უმაღლეს სასწავლებლებში, რიტორიკა, როგორც ორატორული ხელოვნების საფუძველი და მეტყველების კულტურის ამაღლების საშუალება! სხვათაშორის როცა თეატრალური ინსტიტუტი შეიქმნა, მაშინ სტუდენტებს ასწავლიდნენ ანატომიას, თეატრალურ საზოგადოებაში არსებობდა სასცენო მეტყველების სამეცნიერო-მეთოდოლოგიური საბჭო, რომელსაც ცნობილი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი გ. ახვლედიანი თავჯდომარეობდა. საბჭოში შედიოდნენ თვალსაჩინო მეცნიერები: ვ.თოფურია, შ.ძიძიგური, ბ.ნიკოლაიშვილი, ი.მეგრელიძე, ზ.ჭუმბურიძე და სხვები.

თანამედროვე ტელე-ჟურნალისტიკა ვერ განვითარდება და მასობრივი კულტურის ძლიერი ტალღების ზედაპირზე იტივტივებს, თუ ყველამ სიღრმისეულად არ გააცნობიერა მეტყველების მაღალი კულტურის აუცილებლობა. თუ არ დაეუფლა ტექნოლოგიას, რომელიც პროფესიულად აამაღლებს და სამოყვარულო დონისაგან გამოარჩევს მის საქმიანობას, ისევე როგორც პროფესიონალი მსახიობი გამოირჩევა

სცენის მოყვარისაგან. ნამდვილი პროფესიონალიზმი არასოდეს არ მიიღწევა იოლად. იგი მოითხოვს დიდ და სისტემურ შრომას. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვარჯიშები და საკუთარ თავზე მუშაობის სისტემა კომპლექსურია. იგი საფუძველი გახდება პროფესიული დაოსტატებისა, არა მხოლოდ ტელე-ჟურნალისტებისათვის, არამედ სხვა სპეციალობებისთვისაც, რომლებსაც საქმე აქვთ მსმენელთან და მაყურებელთან.

ურთულესია სიმართლის დაცვისა და სხვაზე ზემოქმედების პროცესი.განსაკუთრებით იურისპრუდენციაში.ორატორული ხელოვნება, ლოგიკური აზროვნება და სიმართლე მოიაზრება, როგორც მთლიანი კომპლექსი. ისინი ცალ-ცალკე ვერ მიაღწევენ ეფექტს. საქართველოს იურისპრუდენციის ისტორიაში თავისებური მითის სახით შემორჩა ერთ-ერთი შემთხვევა ცნობილი იურისტის ანდრონიკაშვილის სასამართლო პრაქტიკიდან. თურმე განსასჯელ სკამზე იჯდა კუზიანი კაცი, რომელმაც მეზობელი მოკლა. მშრალი კანონისა და ფორმალური ლოგიკის ძალით მკვლელი სიკვდილით უნდა დაესაჯათ. ანდრონიკაშვილი კი მკვლელს იცავდა. დაახლოებით ასე წარმოადგენენ მის დაცვით სიტყვას.

-პატივცემულო მოსამართლევ! პატივცემულო საზოგადოებავ!... დაიწყო ადვოკატმა დაბალი ტემბრით და ნაღვლიანი კილოთი. მოსამართლე და დამსწრე საზოგადოება დიდი ყურადღებით უსმენდა.

-პატივცემულო მოსამართლევ!-გაიმეორა ადვოკატმა.

-პატივცემულო საზოგადოებავ!...

-პატივცემულო მოსამართლევ!

-პატივცემულო საზოგადოებავ!

მოსამართლე ანერვიულდა და შენიშნა, თქვით სათქმელიო. ადვოკატი კი სხვადასხვა ინტონაციებითა და მოდულაციებით იმეორებდა ერთსა და იგივეს.

-დიდად პატივცემულო მოსამართლევ!..

-პატივცემულო საზოგადოებავ!

-პატივცემულო მოსამართლევ!...

როდესაც მეათედ გაიმეორა იგივე, მოსამართლემ იყვირა:

-ვის დასცინით? სასამართლოს? თუ არ იტყვით, წაგართმევთ სიტყვის უფლებას...

-ღრმად პატივცემულო მოსამართლევ!

კვლავ იგივე გაიმეორა ადვოკატმა მშვიდი, აკადემიური აუღელვებელი ტონით. დარბაზში ატყდა სიცილი. ანდრონიკაშვილი კი განაგრძობდა და ერთსა და იგივეს იმეორებდა. ნერვებმა უმტყუნა მოსამართლეს და დაჰკრა ჩაქუჩი, იყვირა და წამოდგა. სხდომა უნდა დაეტოვებინა. ამ დროს გაისმა ადვოკატის მშვიდი ხმა: მხოლოდ ერთ წუთს გთხოვთ. შეჩერდა მოსამართლე. 16

-პატივცემულო მოსამართლევ! თქვენ ვერ გაუძელით იმას რომ დიდი პატივისცემით რამდენჯერმე მოგმართეთ ერთი და იგივე სიტყვით. რა უნდა ექნა საცოდავ განსასჯელს რომელსაც მეზობელი დღეში ათჯერ მთელი თვეობით შეურაცხყოფდა ერთი და იგივე სიტყვით-კუზიანო... კუზიანო... უნდა მოეთმინა თუ მოეკლა იგი?-გთხოვთ განსაჯოთ.

ნ.ანდრონიკაშვილმა პროცესი მოიგო.

მის პროფესიულ ოსტატობაში შერწყმული იყო ორატორული ნიჭი, გონებამახვილობა, მკაფიო ინტონაცია, ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნა და მიზანი-დაეცვა მორალურად განადგურებული ადამიანი, თუნდაც ფორმალური მკვლელი.

ცნობილია რომ ორატორული ხელოვნების განვითარება მხოლოდ დემოკრატიული აზროვნების პირობებშია შესაძლებელი. დიქტატურის დროს, როდესაც ყველაფერი ემორჩილება ერთიან იდეოლოგიურ დოგმებს და ნომეკლატიურ სქემებს, თავისუფალი აზროვნება ვერ ვითარდება. არსებითად ასეთსავე სქემების ნორმებში იყო მოქცეული ჟურნალისტის პროფესიაც. შემთხვევითი არც ის იყო, რომ მთელი პარტიული იერარქია და უმაღლეს სასწავლებლებში ლექციები მეტ წილად დაწერილი ფორმით იკითხებოდა. ეს იყო გამოძახილი შიშისა, რომელიც 1937 წლის მასობრივი რეპრესიების შემდეგ დამკვიდრდა ხალხში.თანამედროვეპირობებშიკი,როცაოფიციალური ცენზურა აღარ მოქმედებს, არ არის იდეოლოგიური ზემოქმედება, თავისუფალნი არინ ტელე-ჟურნალისტებიცა დასხვა პროფესიის ადამიანებიც, რომელთაც მოეთხოვებათ ჰქონდეთ მეტყველების მაღალი კულტურა. მაგრამ არ არსებობს „უნაპირო თავისუფლება“. იგი კონტროლირებულია შინაგანი კულტურის მქონე მსმენელისა და მაყურებლისაგან. ამიტომ ტელე და რადიო ჟურნალისტს განვითარებული უნდა ჰქონდეს თვითცენზურა, რათა პირმოშვებულად არ ილაპარაკოს ყველაფერზე, არ დაუშვას გაუბრალოება, საუბრისას (ვითომდაცხოვრებისეულმეტყველებასთანდაახლოებისათვის) უადგილო და არასწორი მახვილები, ცრუ ინტონაცია. ყველაფერი უნდა დაექვემდებაროს თვითცენზურას, როგორც ინტელიგენტურობისა და აღზრდილობის აუცილებელ პირობას. დღეს თანამედროვე ახალგაზრდობისათვის და საერთოდ ადამიანისათვის ბევრი რამ ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არსებობს ბიოლოგიური მარადიულობა, რომელიც ყოველ ახალ თაობაში, ყოველი თაობის ახალგაზრდობაში იჩენს თავს. ეს არის მისი გაბედულობა, სიახლის ძიება, თავისუფალი ქცევა, გამომწვევი, უფროსებისთვის გამაღიზიანებელი მოქმედება, წარსულის კრიტიკული განსჯა, მაგრამ წარსულ საუკუნეებშიც ხომ იგივე ხდებოდა? ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის ფილოსოფოს სოკრატეს უთქვამს: „ჩვენს ახალგაზრდობას ფუფუნება უყვარს, ცუდად არის აღზრდილი, დასცინის უფროსებს და ოდნავადაც პატივს არ სცემს მოხუცს. ჩვენი ახლანდელი ბავშვები ტირანებად იქცნენ. ფეხზე არ დგებიან როცა ოთახში ხანდაზმული ადამიანი შემოდის. ეურჩებიან მშობლებს“. თითქოს დღეს არის დაწერილი, მაგრამ ამგვარ „მარადიულ აუდიტორიასთან” მუშაობის ფორმები და თვით აუდიტორიის ასშტაბებიც ხომ სულ სხვადასხვაა? დღეს ტელე და რადიო ჟურნალისტის გავლენის სფერო ერთბაშად მოიცავს მრავალ თაობებს-სრულიად განსხვავებულს და სპეციფიკურს. ამიტომ განსაკუთრებულად პასუხსაგებია ჟურნალისტის პროფესიაცა და სამუშაოც.სწორედაქარისსაჭიროთვითცენზურადა მაღალპროფესიული ოსტატობა. ერთი დამახინჯებული ინტონაციაც კი, რომელიც ტელე-ეკრანიდან წარმოითქმება მიბაძვის საგანი ხდება. განსაკუთრებით სწორედ იმ „აგრესიული ასაკის“ აუდიტორიისათვის ზემოთ რომ ავღნიშნეთ. დღეს ყველაზე მეტად არსებობს პასუხიმგებლობის, თვითცენზურისა და პროფესიონალიზმის დეფიციტი.

პირველ რიგში იგი მოეთხოვება სწორედ ტელე-ჟურნალისტებს, იურისტებს, პოლიტიკოსებს, მასწავლებლებს. მისი დაძლევა შესაძლებელია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო კი სწორედ მეტყველების პროფესიული კულტურის ამაღლებაა. ამისათვის საჭიროა ყველა სავარჯიშოს შესწავლა და ყოველდღიურ ცხოვრების ნორმად ქცევა, ფსიქო-ფიზიკური აპარატის მთელი სისტემის გაცნობიერება და დაუფლება ტექნოლოგიისა, რომელიც დაგვეხმარება მეტყველების კულტურის ამაღლებაში. ამ მიზანს ემსახურება ჩვენი წიგნიც.

წიგნზე მუშაობის დაწყებისას ჩვენს მიერ ჩატარებულ იქნა სოციოლოგიური გამოკვლევა. კითხვებზე გაცემულმა პასუხებმა(ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისა) დააყენა დღის წესრიგში სამეტყველო კულტურის ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაშიც დაგვეხმარება მოცემული ნაშრომი. სავალალოა ისიც რომ გამოკითხულ რესპოდენტთა მიერ ვერ დასახელდა თითქმის ვერც ერთი პოლიტიკური მოღვაწე და თუნდაც ტელე-ჟურნალისტი, რომელთა მეტყველების კულტურაც სანიმუშოდ იქნებოდა მიჩნეული. მხოლოდ ერთმა ჟურნალისტმა, ტელეკომპანია რუსთავი-2-ის წამყვანმა, ნიკა ტაბატაძემ მიიპყრო ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის ყურადღება. აღსანიშნავია ისიც რომ გამოკითხულთა 90% მიიჩნევს საჭიროდ მეტყველების კულტურის სწავლების დანერგვას საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. საორატორო ხელოვნებას თვლის ტელე-ჟურნალისტების, იურისტების, პოლიტიკოსების, მსახიობების, მასწავლებლების ერთ-ერთ მთავარ გამომსახველობით საშუალებად.

სოციოლოგიური გამოკვლევა წიგნს თან ერთვის...

1.ვ. კიკნაძე „სინამდვილე და სახიობა“, 1990წ. გვ. 89.
2.დასახელებული წიგნი, იქვე.
3.ს. ახმეტელი. ტ. I, 1978წ. გვ. 121.
4.ვ. კიკნაძე. დასახელებული წიგნი, გვ. 89.
5.კრებული. რუსთაველის თეატრი, 1934წ. გვ. 47.
6.კ. მესხი. კრებული, 1953წ. გვ. 47.
7.კ. მესხი. დასახელებული წიგნი, იქვე.
8.ნ. კანდელაკი - ქართული კლასიკური მჭერმეტყველება. გვ. 233.
9.ნ. კანდელაკი - ქართული კლასიკური მჭერმეტყველება. გვ. 18.
10.შექსპირი - „ჰამლეტი“ მოქ. III სურათი II გვ. 119 1954წ.
11.შექსპირი - „ჰამლეტი“ მოქ. III სურათი II გვ. 119 1954წ.
12.პიტერ ბრუკი - „ცარიელი სივრცე“, 1984წ. გვ. 49.
13.პიტერ ბრუკი - „ცარიელი სივრცე“, 1984წ. გვ. 49.
14.ს. ახმეტელი. წერილები, 1964წ. გვ. 19.
15.არისტოტელე - რიტორიკა, გვ. 181. 1992წ.

2 რელაქსაცია ანუ კუნთური დაჭიმულობის მოხსნა

▲back to top


ადამიანის სამეტყველო აქტიურობის მისაღწევად საჭიროა მისი სათანადო შემზადება, ანუ ადამიანი უნდა გათავისუფლდეს ზედმეტი დაძაბულობისაგან გონებრივადაც და ფიზიკურადაც. ხშირ შემთხვევაში მეტყველების პროცესში ზედმეტად დაძაბულია კისრის, მხრების კუნთები, ქვედა ყბა ან ბაგეები, ღელვის დროს ზოგს ფეხი უკანკალებს, ზოგს ხელი, ზოგს მთელი სხეული. ზოგჯერ იმდენად დაძაბულია მთელი ტანი, რომ ადამიანის ვიზუალური მხარე და მეტყველებაც არაბუნებრიობის ელფერს იძენს, ხშირია შემთხვევა, როდესაც ზედმეტად დაჭიმულია სახის კუნთები და გეგონებათ ადამიანი ნიღაბს ატარებს. ზედმეტი დაძაბულობისაგან ვხვდებით ხელ-ფეხის ხშირ-უმიზნო მოძრაობებს, ან მოსაუბრეს უჭირს ერთ ადგილზე დგომა ან ჯდომა და მისი საქციელი „ცქმუტვას“ წააგავს. აგრეთვე ხშირია თავის, წარბების, სახის კუნთების ზედმეტი გაუმართლებელი მოძრაობები. ყოველივე ეს დაჭიმულობის შედეგია და ხელს უშლის მეტყველების ნორმალურ პროცესს

მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სპეციალური ვარჯიში კუნთების მოდუნებაზე. ოღონდ მოდუნება არ ნიშნავს მათ მოშვებულობას, ინერტულობასა და უმოქმედობას. კუნთების მოდუნება ნიშნავს მათ გათავისუფლებას. ზედმეტი მოდუნება ისეთსავე დაბრკოლებას ქმნის სამეტყველო აქტიურობის მიღწევისას, როგორსაც ზედმეტი დაჭიმულობა. ყველა კუნთის ერთდროულად მოდუნება შეუძლებელია. ერთი კუნთის მოდუნების შემთხვევაში, ვჭიმავთ სხვა კუნთებს. კუნთების მოდუნების შეგრძნებას მივაღწევთ იმავე კუნთების სპეციალურად, ხაზგასმით დაჭიმვის შედეგად.

კუნთების მოდუნების სავარჯიშოები სრულდება წოლით, ჯდომითა და დგომით მდგომარეობაში. ვარჯიშდება სახის, კისრის, მუცლის, მხრების, ზურგის, კიდურების კუნთები ცალ-ცალკე და კომბინირებულად.

კუნთების მოდუნების სავარჯიშოებს მიეკუთვნება მეტყველების დროს სხეულის „ძირითადი დგომის“ გამოსამუშავებელი საშუალებები.

იგი გულისხმობს ტანის ისეთ მდგომარეობას, როდესაც მკერდი გადაშლილია, ზურგი გამართული და წელს თავისუფლად უჭირავს სხეულის ზედა ნაწილი. დარღვევის დროს კი ზურგი მოხრილია, მკერდი ჩავარდნილი, მუცელი წინ გამოწეული. ასეთი სხეული არა მარტო გარეგნულად არის უშნო შესახედი, არამედ უარყოფითად მოქმედებს სამეტყველო სუნთქვისა და ხმის ფუნქციებზე. გარდა ამისა, სხეულის „ძირითადი დგომის“ გამომუშავების შედეგად სხეულს შეუძლია გაძლოს სტატიური დგომის ან ჯდომის მდგომარეობაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ზედმეტი დაღლის შეგრძნების გარეშე.

3 კუნთების მოდუნების სავარჯიშოები

▲back to top


1. წოლით მდგომარეობაში დავჭიმოთ მკლავი ხელის მომუჭვით, დავუკვირდეთ კუნთების მდგომარეობას. შემდეგ მოვადუნოთ მკლავი და მოვხსნათ დაჭიმულობა. დავუკვირდეთ კუნთების მოდუნებულ მდგომარეობას. იგივე გავიმეოროთ მარცხენა მკლავით.

2. დავჭიმოთ ორივე მკლავი, შევინარჩუნოთ დაჭიმული მდგომარეობა 5 წამის განმავლობაში და შემდეგ მოვადუნოთ

3. იგივე ვარჯიში შევასრულოთ ჯერ მარჯვენა, ხოლო შემდეგ მარცხენა ფეხზე.

4. დავჭიმოთ ორივე ქვედა კიდური ერთდროულად, შევინარჩუნოთ დაჭიმული მდგომარეობა 5 წამის განმავლობაში და შემდეგ მოვადუნოთ.

5. პირაღმა წოლით მდგომარეობაში მოვხაროთ მხრები წინ ისე, რომ ხელის მტევნები იატაკს ებჯინებოდეს. დავუკვირდეთ ზეტანის კუნთების დაჭიმულობას და შემდეგ მოვადუნოთ მხრების კუნთები და დავუშვათ მხრები იატაკზე.

6. პირაღმა წოლით მდგომარეობაში ავწიოთ თავი იატაკიდან ისე, რომ ნიკაპი ებჯინებოდეს მკერდს, დავუკვირდეთ კისრის კუნთების დაჭიმულობას, შემდეგ მოვადუნოთ კისრის უკანა კუნთები და დავაბრუნოთ თავი საწყის მდგომარეობაში. გადავწიოთ თავი უკან ისე, რომ ნიკაპი ზევით აიწიოს, დავუკვირდეთ კისრის კუნთების დაჭიმულობას და შემდეგ მოვადუნოთ კუნთები.

7. დავჭიმოთ ზურგის კუნთები ისე, რომ იატაკიდან არ მოვწყვიტოთ ზურგი და წელი. დავუკვირდეთ დაჭიმულობას და შემდეგ მოვადუნოთ.

8. დავჯდეთ და მივეყრდნოთ სკამის ზურგს. ხელები დავუშვათ თავისუფლად. ა) დავხუჭოთ თვალები მოჭერილი ქუთუთოებით, შემდეგ მოვადუნოთ ბ) შევჭმუხნოთ წარბები ერთმანეთთან, შემდეგ მოვადუნოთ გ) მოკუმული ბაგეები გავწიოთ განზე,შემდეგ დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას დ) მოკუმული ბაგეები წამოვზიდოთ წინ დინგისებურად - დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. ე) გავზიდოთ განზე სახის ყველა კუნთი- „მომღიმარი ნიღაბი” - მოვადუნოთ ვ) შევჭმუხნოთ სახის ყველა კუნთი - „დაღვრემილი ნიღაბი“ - მოვადუნოთ.

9. დავდგეთ მხრების სიგანეზე გაშლილი ფეხებზე, მოვიხაროთ წელში და ჩამოვაგდოთ ზედატანი ისე, რომ მოდუნებული ხელებით შევეხოთ ფეხის თითებს, რიტმულად გადავაქანოთ ზედატანი მარჯვნიდან მარცხნივ, ბოლოს დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას.

10. დავჭიმოთ მენჯის კუნთები წელში მოხრასთან ერთად. ზურგის კუნთების შეკუმშვასთან ერთად შევიგრძნოთ ერთი წერტილი წელის არეში. მოვადუნოთ სხეული და შევეცადოთ დავაფიქსიროთ ეს წერტილი. სწორედ ამ წერტილის

დაჭიმვას მოჰყავს სხეული სწორ მდგომარეობაში. იგივე სავარჯიშო შეიძლება შევასრულოთ ჯდომით და წოლით მდგომარეობაში.

11. შეძლებისდაგვარად მოვადუნოთ მთელი სხეული ვერტიკალურ მდგომარეობაში. დავიწყოთ სხეულის ცალკეული ნაწილების დაჭიმვა შემდეგი თანმიმდევრობით: დავჭიმოთ ჯერ ფეხის ტერფები, შემდეგ დაჭიმულობის ტალღა გადმოვიტანოთ მუხლამდე, შემდეგ, დავჭიმოთ ორივე ფეხი მთლიანად, დაჭიმულობის ტალღა გადავიტანოთ დუნდულებზე, შემდეგ დავჭიმოთ წელი, მუცლის პრესი, გულ-მკერდი, მხრები, ხელები, კისერი, სახის ყველა კუნთი. სხეული გაჭიმულია, როგორც ისარი. შემდეგ ერთბაშად მოვწყვიტოთ მთელი სხეული, ჩამოვაგდოთ ზედატანი და მოვიხაროთ მუხლებში. ასევე შეიძლება მოდუნება შევასრულოთ სხეულის ცალკეული ნაკვთების ნაწილების მოშვებით. სავარჯიშო სრულდება ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

12. დავდგეთ მხრების სიგანეზე გაშლილი ფეხებით. ხელები თავისუფლად დავუშვათ. ავწიოთ მხრები ზევით - ყურების მიმართულებით, შემდეგ გადავწიოთ უკან და დავუშვათ ქვევით, შემდეგ წამოვზიდოთ წინ და ჩავაგდოთ გულ-მკერდი. შემდეგ ვატრიალოთ მხრები წრიული მოძრაობით. დავუკვირდეთ კუნთების დაძაბულობას და შემდეგ მოვადუნოთ. ზემოთ მოცემული სავარჯიშოები

სასურველია შესრულდეს სპორტულ, მოშვებულ ტანსაცმელში და წინდების ამარა. თითოეული სავარჯიშო შევასრულოთ 3-5 ჯერ.

4 სუნთქვის, არტიკულაციისა და რეზონაციის ორგანოების თვითმასაჟი

▲back to top


იმისათვის რომ არტიკულაციისა და რეზონაციისათვის მოვამზადოთ სამეტყველო აპარატი, შემოგთავაზებთ სუნთქვის, არტიკულაციისა და რეზონაციის ორგანოების მასაჟს.

უძველესი დროიდან მასაჟი გამოიყენება როგორც სამკურნალო, ასევე სისხლის მიმოქცევის აქტივიზაციის, ნივთიერებათა ცვლის გააქტიურების, კუნთური დაჭიმულობის მოხსნის საშუალება და ა.შ. იგი ზემოქმედებას ახდენს მთელს ორგანიზმზე და აძლიერებს სხეულის დაცვით და მარეგულირებელ ფუნქციებს.

ზომიერად და სწორად შესრულებული მასაჟი სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს. იგი უწინარეს ყოვლისა მოქმედებს კანზე, კანი თავისუფლდება ცხიმოვანი ნარჩენებისა და ბაქტერიებისაგან. მისი საშუალებით მაღლდება კუნთების ტონუსი, ელასტიკურობა, უმჯობესდება მათი კუმშვადობის ფუნქცია. მასაჟი ხელს უწყობს კუნთების შრომისუნარიანობის ზრდას.

ნერვულ დაბოლოებათა უმრავლესობა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ხმის წარმოქმნის პროცესში, განლაგებულნი არიან სახის არეში(შუბლის, ცხვირის, ლოყების, ტუჩების, ენის, ღრძილების, მაგარი სასის) და კისრის, გულმკერდის, მუცლის კანქვეშ.

თვითმასაჟისდროსკუნთებს,რომლებიცმონაწილეობენ არტიკულაციისა და ხმის წარმოქმნაში, ჩვენ ვახურებთ ხახუნის დაწოლისა და ბიძგების მეშვეობით. ვანთავისუფლებთ კუნთური

დაჭიმულობისაგან. მასაჟი ხელს უწყობს ბგერის ფორმირებას და რეზონირებას. სამკურნალო მასაჟების მრავალსახეობიდან ჩვენ ვიყენებთ ორ ყველაზე სასარგებლო და ყველასათვის ხელმისაწვდომ ვარიანტს. ჰიგიენურს (ხახუნით დაწოლას, დაზელვას) და ვიბრაციულს (ბიძგები, ეკლები).

ჰიგიენური (დაზელვითი) მასაჟის დროს აქტიურდება ის ნერვული დაბოლოებანი, რომლებიც უშუალოდ კანქვეშაა განლაგებულნი; ხოლო ვიბრაციული (ბიძგითი) მასაჟის დროს ხურდება და მოქმედებაში მოდის ის ნერვული დაბოლოებები, რომლებიც შედარებით ღრმად არიან განლაგებულნი.

დაზელვისა და ბიძგების გარდა ჩვენს სავარჯიშოებში გთავაზობთ ხმოვანი ტალღების ჩართვას, რაც თავის მხრივ შიგნიდან გამოსული ჰაერის ნაკადით ახდენს სახმო აპარატის შიდა კედლების მასაჟს. ამ სავარჯიშოში გამოიყენება მჟღერი ნაპრალოვნები ზ, ჟ და სონორი მ, ნ, რ, - ბგერები, რომლებიც ფორმირდება სამეტყველო აპარატის წინა ნაწილში.

ჰიგიენური მასაჟი თავდაპირველად უხმოდ სრულდება, ხოლო შემდგომ ხმის ჩართვით. ვიბრაციული კი აუცილებლად ხმის თანხლებით.

მასაჟის შემდეგ აუცილებელია შედეგის შემოწმება ჟღერადობის ხარისხით და სიმსუბუქის შეგრძნებით. გამოიყენება ენის გასატეხები და პატარა ლექსები.

ვარჯიშის დაწყება სასურველია ჰიგიენური მასაჟით, რიგი სუნთქვითი ვარჯიშებით და ბოლოს სასარგებლოა ვიბრაციული მასაჟი. მასაჟების შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ ხმისა და არტიკულაციის სავარჯიშოებზე.

სასურველია თვითმასაჟის დაწყება პედაგოგ-კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ. შემდეგ შეგვიძლია მასაჟის ჩატარება ყოველ დილით სახლში. აგრეთვე სასარგებლოა თვითმასაჟის ჩატარება მსახიობისათვის სპექტაკლამდე, ტელე-წამყვანებისა და ჟურნალისტებისათვის ეთერში გასვლამდე ერთი საათით ადრე. და ა. შ.

საჭიროა გვახსოვდეს: მასაჟის პროცედურა სუფთა ხელებით უნდა ტარდებოდეს.

ხელების მოძრაობა უნდა დაემთხვეს ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მიმართულებას.

კუნთები, რომლის მასაჟსაც ვაკეთებთ უნდა იყოს მოდუნებული.

მასაჟი სრულდება ნელ ტემპში.

4.1 ჰიგიენური მასაჟი

▲back to top


(სხეულის ნაწილების დაზელვა ხახუნის და დაწოლის საშუალებით)

1. შუბლის მასაჟი; ორივე ხელის თითების ბალიშებით დავიზილოთ შუბლი შუა ნაწილიდან ყურების მიმართულებით. გავიმეოროთ 4-6 ჯერ (ნახ. 1).

2. სახის ზედა ნაწილის მასაჟი; ორივე ხელის თითების ბალიშებით დავიზილოთ ცხვირის ზურგის ძვლიდან ყურების მიმართულებით. გავიმეოროთ 4-6 ჯერ (ნახ. 2).

3. სახის შუა ნაწილის მასაჟი; ორივე ხელის თითების ბალიშებით დავიზილოთ ზედა ტუჩის შუა ნაწილიდან ყურების მიმართულებით. გავიმეოროთ 4-6 ჯერ (ნახ. 3).

4.ზედა და ქვედა ტუჩის თვითმასაჟი; ბაგეები გადავჭიმოთ კბილებზე რიგ-რიგობით და თითის ბალიშებით დავიზილოთ ტუჩის შუა ნაწილიდან კუთხეების მიმართულებით. გავიმეოროთ 4-6 ჯერ (ნახ. 4). 5. ქვედა ყბის თვითმასაჟი; ორივე ხელის თითებით დავიზილოთ

ნიკაპის შუა ნაწილიდან ყურების მიმართულებით, შემდეგ ხელის გულებით ყურებიდან ნიკაპი შუა ნაწილამდე.გავიმეოროთ 4-6 ჯერ (ნახ. 5ა, 5ბ).

6. კისრის თვითმასაჟი;

ა) ხელის გულები ჩავაცუროთ ზევიდან ქვევით - ნიკაპიდან გულმკერდის ძვლის მიმართულებით (ნახ. 6ა, 6ბ).

ბ) დავიზილოთ ხელის მტევნით კისრის უკანა ნაწილი, კისრის მალებიდან იღლიის ფოსოს მიმართულებით. გავიმეოროთ 4-6 ჯერ (ნახ. 7).

გ) კისრის გვერდითი მხარეების მასაჟი; დავიზილოთ ხელის თითებით კისრის გვერდითი მხარეები ყურებიდან მხრების მიმართულებით - რიგ - რიგობით. შესაბამისად თავი შევაბრუნოთ ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. გავიმეოროთ 4-6 ჯერ (ნახ. 8).

7. გულმკერდის თვითმასაჟი; ხელის გულებით წრიული მოძრაობით დავიზილოთ გვერდის კუნთები. ყურადღება მივაქციოთ ხელისგულების ერთდროულ, წრიულ და ენერგიულ მოქმედებას. გავიმეოროთ 4-6 ჯერ (ნახ. 9).

8. მუცლის თვითმასაჟი; ხელის გულებით დავაწვეთ მუცელს ისე, რომ ხელები ცერებით

ეხებოდნენ ერთმანეთს, ხოლო დანარჩენი თითები ქვემოთ იყოს მიმართული და წრიული მოძრაობით დავიზილოთ მუცლის კუნთები. გავიმეოროთ 4-6 ჯერ (ნახ. 10). 9. ზურგის თვითმასაჟი; ხელის ზურგების დაწოლით დავიზილოთ ზურგი წრიული მოძრაობით. წრეხაზი შემოვხაზოთ ორივე ხელის ერთდროული მოძრაობით. გავიმეოროთ 4-6 ჯერ (ნახ. 11).

4.2 ვიბრაციული მასაჟი

▲back to top


(სხეულის ნაწილების მასაჟი ბიძგების საშუალებით ხმოვანი ბგერის თანხლებით)

1) ვიბრაციულ მასაჟს ვიწყებთ შუბლიდან, ისევე როგორც ჰიგიენურ მასაჟს. თითების ბალიშებით „სტოკატოს” მსგავსი ბიძგებით ვიყრით „ეკლებს” შუბლის შუა ნაწილიდან ყურების მიმართულებით(ხელების მოძრაობის მიმართულება იგივე, რაც ჰიგიენური მასაჟის დროს), ვიბრაციულ მასაჟს თან ერთვის ხმოვანი ტალღა, ამ შემთხვევაში თან ვაყოლებთ გაბმულ თანხმოვან ბგერა მ-ს. გავიმეოროთ 4-6 ჯერ (ნახ. 1).

2) ვიბრაციული მასაჟი (ბიძგები), ცხვირის ზურგის ძვლიდან ყურების მიმართულებით, თანხმოვან ბგერა მ-ან ნ-ს თანხლებით. ბაგეები დახურულია, გავიმეოროთ 4-6 ჯერ (ნახ. 2).

3) ზედა ტუჩის ვიბრაციული მასაჟი ბგერა ვ-ს თანხლებით. ჰაერნაკადი მიმართულია ზედა კბილებისაკენ. გავიმეოროთ 4-6 ჯერ (ნახ. 12ა).

4) ქვედა ტუჩის და ნიკაპის ვიბრაციული მასაჟი ბგერა ზ-ს თანხლებით. ჰაერნაკადი მიმართულია ქვედა კბილებისაკენ. (ნახ. 12ბ).

5) გულმკერდის არეს ვიბრაციული მასაჟი ბგერა ჟ ან მ-ს თანხლებით. გავიმეოროთ 4-6 ჯერ (ნახ. 13).

6) მუცლისა და წელის ვიბრაციული მასაჟი - ბგერა მ-ს თანხლებით. გავიმეოროთ 4-6 ჯერ (ნახ. 14).

5 სუნთქვა

▲back to top


სუნთქვა ბგერითი მეტყველების წყაროა. იგი ბგერის ძირითადი ენერგეტიკული საფუძველია. ადამიანის საბგერო ფუნქცია წარმოუდგენელია სუნთქვის ფუნქციისაგან განცალკევებით.

სუნთქვის დაყენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირეული ელემენტია სამეტყველო ხმის ჩამოყალიბებასა და ბგერების სწორი წარმოთქმის საქმეში. ხმის სილამაზე, ძალა, სიმსუბუქე, მუსიკალობა და მელოდიურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად წარმართავს ადამიანი სუნთქვას.

სუნთქვა იმიტომ თამაშობს ასეთ დიდ როლს ბგერის წარმოქმნაში, რომ სუნთქვის მეშვეობით ხდება ჰაერის დინება სამეტყველო ტრაქტში, მასზეა დამოკიდებული მბგერავი იოგების რხევის ამპლიტუდა. გარდა ამისა სუნთქვა განსაზღვრავს სამეტყველო ხმის ინტენსიობას, და გარკვეულ წილად ხმის ტემბრსაც. სწორი სუნთქვა იცავს სახმო აპარატს გადაღლისაგან, და ხელს უწყობს მისი ხარისხის შენარჩუნებას.

ჩვეულებრივი უბგერო სუნთქვის დროს, სუნთქვა ავტომატურია, შესუნთქვის და ამოსუნთქვის ხანგრძლივობა ერთნაირია, სუნთქვის პროცესის თანმიმდევრობა ასეთია: შესუნთქვა, ამოსუნთქვა, პაუზა.

საფონაციო ბგერითი სუნთქვის დროს კი საჭიროა სუნთქვის პროცესის კონტროლი. შესუნთქვა უფრო სწრაფი და ხანმოკლეა, ხოლო ამოსუნთქვა - ბევრად ხანგრძლივი შესუნთქვაზე. სუნთქვის პროცესი კი ასეთია: შესუნთქვა, ამოსუნთქვა (ბგერების და ფრაზების წარმოთქმა ამოსუნთქვაზე), ისევ შესუნთქვა და ასე - უწყვეტ ნაკადად.

განასხვავებენ სამი სახის სუნთქვას: გულმკერდის, მუცლის და შერეულ-დიაფრაგმულს.

გულმკერდის სუნთქვის დროს მოქმედებს ფილტვების შუათანა და ზედა ნაწილი. შესუნთქვა დაძაბულია, მხრები მაღლა იწევს, დიაფრაგმის მონაწილეობა უმნიშვნელოა. ასეთ სუნთქვას სხეულისათვის სარგებლობა ნაკლებად მოაქვს. იგი ხშირ შემთხვევაში იწვევს სახმო და სასუნთქი ორგანოების მოშლას.

ქვედა ანუ მუცლით სუნთქვის დროს დიაფრაგმის კუნთს წამყვანი როლი ენიჭება. ამ ტიპის სუნთქვას იყენებენ ძლიერი აგებულების ჯანმრთელი ადამიანები. ასეთი სუნთქვა რეკომენდირებულია ექიმების მიერაც. მუცლის ანუ დიაფრაგმული სუნთქვის დროს, ჰაერით ივსება ფილტვების უფრო ფართო ნაწილი, დიაფრაგმა

იკუმშება და სწორდება, აწვება მუცლის ღრუში მოთავსებულ ორგანოებს. ამ სუნთქვას უარყოფითი მხარეც აქვს: შეზღუდულია ამოსუნთქვა, პასიურია გულმკერდის მონაწილეობა რაც თავის მხრივ ბგერის ხარისხზე მოქმედებს. ასეთი სუნთქვა სასარგებლოა წოლით მდგომარეობაში, ხოლო დინამიკაში მისი გამოყენება

რთულია.შერეულიდიაფრაგმულიანუსრულისუნთქვისდროს მონაწილეობას იღებენ გულმკერდი, დიაფრაგმა და მუცლის პრესის კუნთები. სწორედ ასეთი სუნთქვა გამოიყენება სამეტყველო ხმისა და ბგერითი მეტყველების ჩამოყალიბების პროცესში. შერეული დიაფრაგმული სუნთქვის დროს უმცირესი ენერგიის დახარჯვით ვიღებთ საუკეთესო შედეგს.

სწორი სუნთქვის გამომუშავებისათვის აუცილებელია სხეულის სწორიდგომის გამომუშავება: წელში გასწორება, გულმკერდის გაშლა - გადახსნა, დიაფრაგმის გადაჭიმვა, ქვედა მუცლის შეკვრა - შეწევა.

სახმო - საფონაციო სუნთქვის სწორი პოზიციის მიგნება ძნელი არ არის, გაცილებით უფრო რთულია ამ პოზიციის ფიქსირება ანუ ჩვევად ქცევა.

ხმის დაყენების პროცესში სუნთქვაზე ვარჯიშის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ორგანო და კუნთი რომელიც მონაწილეობას იღებს ბგერის წარმოქმნაში ერთმანეთზეა დამოკიდებული, მაგალითად, სასუნთქი ორგანოების კუნთების ფუნქციის მოშლა, სახმო აპარატის ფუნქციების მოშლას იწვევს და პირიქით. ზედმეტი სუნთქვის აღება (რომელსაც ჩვენ სუნთქვით გადატვირთვას ვუწოდებთ) სახმო სიმების დაძაბულობას იწვევს. ხმა კარგავს ტემბრს, ისმის დუნედ, ჟღერადობა არასასიამოვნოა. არასაკმარისი სუნთქვის აღება, ხმას ძალასა და ჟღერადობას უკარგავს. ფილტვების ზედმეტი გადატვირთვა ჰაერით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ხმაზე მუშაობის დროს. ფილტვების ძლიერი გაბერვა ანვითარებს ძლიერ წნევას ბრონქებში და ხელს უწყობს ფილტვებში სისხლის მიმოქცევის მოშლას. მიუხედავად იმისა, რომ ფილტვებში საკმაოდ დიდი რაოდენობის ჟანგბადია ვითარდება არითმია და სუნთქვის უკმარისობა.

5.1 ცხვირით სუნთქვის გამომუშავება

▲back to top


ცხვირით სუნთქვა ხორციელდება ზედა სასუნთქი გზების მეშვეობით(ცხვირი, ცხვირის ნესტოები, ყელი, ხახა, ტრაქეა). ზედა სასუნთქი გზების სისტემა მჭიდროდ ეხება სმენის ორგანოებს. ჰაერი, როდესაც გაივლის ცხვირის ღრუს, თბება, ჟივდება და იწმინდება.

ცხვირის ლორწოვან გარსში განთავსებულია ნერვული დაბოლოებანი (რეცეპტორები), რომლებიც უზრუნველყოფენ ცხვირის შიდა ნაწილის რეფლექტორულ კავშირს სხვა ორგანოებთან. სუნთქვის (ჩასუნთქვა- ამოსუნთქვა) დროს ცხვირის ლორწოვან გარსში წარმოქმნილ იმპულსებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ სრულიად სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებისათვის.

მეცნიერების მიერ დამტკიცებულია ცხვირის სუნთქვის უდავო უპირატესობა პირით სუნთქვასთან შედარებით. გამოვლენილია მრავალი ორგანული დარღვევა ცხვირით სუნთქვის საერთო სასუნთქი სისტემიდან გამოთიშვის (უგულვებელყოფის) დროს. პირით მუდმივად სუნთქვა არღვევს გაზების ცვლას ფილტვებში (ჟანგბადის რაოდენობა მცირდება 25-30%-ით. ირღვევა აგრეთვე სავენტილაციო სისტემა შუა ყურში, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს ცხვირ-ხახასთან,) იწვევს თავის მხრივ სმენის დაქვეითებას.

ცხვირით სუნთქვის უგულვებელყოფა ძალიან ხშირად იწვევს ქრონიკულ გრიპს, ჰაიმორიტს, შაკიკს. საერთოდ სასუნთქი ორგანოებისათვის ცხვირი დამცავი ფილტრის ფუნქციას ასრულებს.

როდესაც ადამიანი ცხვირით სუნთქავს, ფილტვებში ათჯერ უფრო ნაკლები მიკრობი ხვდება, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ, ვინც პირით სუნთქავს, გაცილებით ხშირად ავადდება ანგინით, ბრონქიალური ასთმით, ზედა სასუნთქი გზების კატარით.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა პირდაპირ ან ნაწილობრივ გავლენას ახდენს მეტყველების ხარისხზე, კერძოდ:ჩნდება ცხვირისმიერი, დუდუნა მეტყველება, ხმის ჟღერადობა არათანაბარი და ხრინწიანია. ეს კი იმიტომ ხდება, რომ არ მუშაობენ ხმის ისეთი მნიშვნელოვანი რეზონატორები როგორიცაა - ცხვირი და ცხვირ-ხახა.

სამეტყველო ხმის ჩამოყალიბების პროცესში აუცილებელია ცხვირით შესუნთქვის გამომუშავება. სუნთქვისა და მეტყველების ყველა სავარჯიშო ხელს უწყობს ცხვირით სწორად სუნთქვის გამომუშავებას.

ცხვირით სუნთქვის გამომუშავების პირველ ეტაპზე მიზანშეწონილია ამოსუნთქვა მოხდეს უხმაუროდ. ამასთანავე გრძლად- წამღერებით გამოითქვას თანხმოვანი მ ან ნ დახურული პირით.

სავარჯიშოები

1) საჩვენებელი თითით დავახშოთ მარჯვენა ნესტო და ჰაერი შევისუნთქოთ მარცხენა ნესტოთი. შემდეგ დავახშოთ მარცხენა ნესტო და ამოვისუნთქოთ მარჯვენა ნესტოთი. ამავე ნესტოთი შევისუნთქოთ ჰაერი, შემდეგ დავახშოთ და ამოვისუნთქოთ - მარცხენათი. გავიმეოროთ 4-6 ჯერ.

2) მარჯვენა და მარცხენა ხელის საჩვენებელი და შუა თითით დავისრისოთ ნესტოები ცხვირის წვერიდან შუბლის მიმართულებით. შევისუნთქოთ. ამოსუნთქვისას მსუბუქად დავიყაროთ ბიძგები ნესტოებზე იმავე თითებით. გავიმეოროთ 4-6 ჯერ.

3) ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ ჰაერი ცხვირით. 10-12 ჯერ(პირი ღიაა).

4) დაბერილი ნესტოებით ჩავისუნთქოთ ჰაერი. ამოსუნთქვისას ნესტოები ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებიან. გავიმეოროთ 4-6 ჯერ.

5) შევისუნთქოთ ცხვირით. ნელი ამოსუნთქვისას მშვიდად მივაბრუნოთ თავი ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ. ამოსუნთქვის დასასრულისას თავი საწყის მდგომარეობას უბრუნდება. შემდეგი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვისას ავწიოთ თავი და გადავკიდოთ უკან, სუნთქვის დასასრულს დავაბრუნოთ საწყის მდგომარეობაში.

6) საწყისი მდგომარეობა - ვდგევართ, ფეხები ერთად, ხელები ჩამოშვებულია თავისუფლად. პირი ღიაა. შევისუნთქოთ ცხვირით და გავშალოთ ხელები განზე. ნელი ამოსუნთქვისას იმავე რიტმში ჩამოვუშვათ ხელები. გავიმეოროთ 4-6 ჯერ.

7) საწყისი მდგომარეობა - ვდგევართ, ფეხები ერთად. სწრაფი, მსუბუქი და რბილი მოძრაობით ავწიოთ ხელები და გადავაჭდოთ ხელის გულები ზემოთ. ჩასუნთქვისას თითის წვერებზე ავიწიოთ და მაქსიმალურად გავიჭიმოთ. ამოსუნთქვისას დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. გავიმეოროთ 4-6 ჯერ.

8) საწყისი მდგომარეობა - ვსხედვართ, ხელები თეძოებზე. ჩასუნთქვისას მკლავები გავწიოთ უკან, ისე, რომ მტევნები თეძოებს არ მოვაშოროთ. ამოსუნთქვისას მკვეთრად და მაქსიმალურად გადავიხაროთ წინ და ხელები დავიწყოთ მუხლებზე. გავიმეოროთ 4-6 ჯერ.

9) საწყისი მდგომარეობა - ვსხედვართ, ხელები თეძოებზე. ჩასუნთქვისას ხელები გავშალოთ განზე, ამოსუნთქვისას შემოვახვიოთ მხრებს. გავიმეოროთ 4-6 ჯერ.

5.2 სრული შერეულ-დიაფრაგმული სუნთქვის გამომუშავება

▲back to top


სუნთქვის ყველა სავარჯიშო ემსახურება სრული შერეულ- დიაფრაგმული სუნთქვის უნარის განვითარებას, რომელიც უნდა ახასიათებდეს ყოველ ჯანმრთელ ადამიანს და განსაკუთრებით ესაჭიროება მათ ვინც პროფესიულად დაკავშირებულია ზეპირ მეტყველებასთან(ტელე და რადიო ჟუტნალისტები, წამყვანები, მსახიობები, პედაგოგები, პოლიტიკოსები, იურისტები და ა.შ.).

პედაგოგიურმა პრაქტიკამ დაამტკიცა ხმოვანი ამოსუნთქვის და წარმოსახვითი მეტყველების უდაო ეფექტურობა. იმისათვის რომ ხმა ჟღერდეს სწორად, გთავაზობთ სავარჯიშოებს, როდესაც ამოსუნთქვის პროცესში უხმოდ წარმოვთქვამთ ფრაზებს ან ვითვლით; ამასთან ყურადღების კონცენტრაციას ვახდენთ მოკუმული ტუჩებიდან გამომავალ ჰაერის წვრილ ნაკადზე. ამას ეწოდება ფიქსირებული ამოსუნთქვა. ეს სავარჯიშოები ეხმარება ზუსტად და გაცნობიერებულად გაითვალოს ამოსუნთქვის ხანგრძლივობა. წინააღმდეგობა, რომელიც წარმოიქმნება მოკუმული ტუჩებით, ფიქსირებული ამოსუნთქვისას ააქტიურებს მუცლის პრესის კუნთებსა და დიაფრაგმას. ტუჩებს შორის დარჩენილი მცირე ნასვრეტიდან აქტიურად გამოსული ჰაერის ნაკადი ფაქტიურად

ამზადებს ბგერის ჟღერადობის სიმძლავრეს და მიმართულებას. პარალელურად ტუჩებით ჰაერნაკადის შეკავება ააქტიურებს ტრაქტის და ბრონქების მუსკულატურის მუშაობას.

წარმოსახვითი მეტყველება, ფიქსირებული ამოსუნთქვისას, ხდება სამეტყველო აპარატის მინიმალური დატვირთვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიშების დასაწყის ეტაპზე.

როგორც ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიშის დროს, როდესაც საჭიროა მუსკულატურის დაძაბვა, სრული სუნთქვის გავარჯიშებისას აუცილებელია განმუხტვა: კერძოდ, მუსკულატურის დაძაბვისა და მოდუნების მონაცვლეობა. ამ პრინციპზე აგებული ვარჯიში მუსკულატურას ანიჭებს მკაფიო მოქნილობას, ხსნის კუნთების დაძაბულობას და თავიდან გვაცილებს გადაღლას. აუცილებელია 2-4 ვარჯიშის შესრულების შემდეგ კუნთების მოდუნება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მუცლის პრესის კუნთების ვარჯიშებს. ეს კუნთები წარმოადგენენ ურთიერთ შემავსებელ კონსტრუქციას დიაფრაგმასთან ერთად და ერთობლივად ქმნიან ხმისათვის მძლავრ საყრდენს. აუცილებელია ზუსტად შეგვეძლოს ამ კუნთების დაძაბულობის მკაფიო დოზირება და მართვა. ჰაერის ღონიერი ბიძგები აძლიერებენ დაწოლას სახმო სიმებზე და ბგერა უხეშდება. ამიტომ ყველა მოძრაობა ვარჯიშისას უნდა იყოს მსუბუქი და რბილი, მაშინაც კი როდესაც ისინი სწრაფ ტემპში სრულდება.

შეკრული ქვედა მუცელი ანუმუცლის პრესის დაძაბული კუნთები ძალაუნებურად აიძულებს ადამიანს წელში გაიმართოს და ხელს უშლის სუნთქვით გადატვირთვას, რომელიც მავნებელია ხმისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ავითვისოთ როდის და როგორ შევკუმშოთ და დავჭიმოთ მუცლის პრესი, განვავითაროთ კუნთების შეგრძნების და მათი მართვის უნარი. სუნთქვითი სავარჯიშოები სრულდება წოლით, დგომით და ჯდომით მდგომარეობაში.

სავარჯიშოები:

1) დავდგეთ სწორად, ფეხები გავშალოთ მხრების სიგანეზე, დავჭიმოთ მუცლის პრესი და დუნდულები, შემდეგ სწრაფად და მსუბუქად ჩავისუნთქოთ ცხვირით. ყურადღების კონცენტრაციას ვახდენთ ტუჩებზე. ნელა ამოვისუნთქოთ ჰაერი ტუჩებს შორის დარჩენილ ვიწრო ნასვრეტში და გონებით დავითვალოთ 10-12-15-მდე. ერთი ხელი დევს მუცელზე, მეორე ნეკნებზე. ხელები ჩასუნთქვისას შეიგრძნობენ თუ როგორ იკუმშება მკერდი და იბერება მუცლის ფარი. ასეთი მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ ამოსუნთქვის ბოლომდე, რათა მუცლის პრესი თანდათანობით და რბილად დააწვეს დაცარიელებული დიაფრაგმის თაღს და წაუბიძგოს ზემოთ - ასეთ დროს ჰაერი თანაბარი ჭავლით გამოდის ტუჩებიდან. მუცელი და დიაფრაგმა ნელა ცარიელდება. ამ ვარჯიშისას რეგულატორის როლს ასრულებენ მუცლის პრესის კუნთები. შესაბამისად გაცნობიერებული პროცესი ასე მიმდინარეობს: იკუმშება მუცელი და დუნდულები, ხდება ცხვირით მოკლე შესუნთქვა და ჰაერის ნელი ამოსუნთქვა თვლაზე. მომდევნო ვარჯიშამდე აუცილებელია მცირე პაუზა.

2) ვდგევართ სწორად - ფეხები მხრების სიგანეზე. ხელები დავიწყოთ თეძოებზე. მოკლე და მკვეთრი ჩასუნთქვა - ამოსუნთქვა. ცხვირით ჩასუნთქვის დროს ვკუმშავთ მუცლის კუნთებს, ხოლო ამოსუნთქვას ვახდენთ პირით ხმოვანი ბგერების (ბი-ბე-ბა-ბო-ბუ) თანხლებით. შესაბამისად იშლება მუცლის კუნთებიც. ხელებით ვაფიქსირებთ კუნთების შეკუმშვა-გაფართოებას.

3) გავიმეოროთ 1 სავარჯიშო მჯდომარე მდგომარეობაში. რაც უფრო ხანგრძლივია ამოსუნთქვა, მით უფრო წვრილად და მკვეთრად ხდება ჰაერის გადმოდინება ტუჩებს შორის.

4) ვდგევართ სწორად, ფეხები მხრების სიგანეზე. ხელებითავისუფლადაა ჩამოშვებული. შესუნთქვასთან ერთად ოდნავ წინ გადავიხაროთ და ხელები დავიწყოთ თეძოებზე. თავი აწეულია, მზერა პირდაპირი, ზურგი გამართული. (ნახ. 15) ფიქსირებულ ამოსუნთქვისას წარმოვთქვამთ გაბმულ თანხმოვან ბგერა -ს-ს. ვუბრუნდებით საწყის მდგომარეობას. მნიშვნელოვანია რომ, ვარჯიშის დამთავრებისას მთლიანად არ დაიცალოს ჰაერის მარაგი ანუ დავიტოვოთ ჰაერის მცირეოდენი ნაწილი

5) საწყისი მდგომარეობა წინა სავარჯიშოსი. შესუნთქვასთან ერთად ხელებს ვწევთ მაღლა და ოდნავ ვიხრებით წელში. ამოსუნთქვაზე ნელ-ნელა ვუბრუნდებით საწყის მდგომარეობას. ამოსუნთქვა ფიქსირებულია. წარმოვთქვამთ ერთხელ ბგერა ს-ს ან ვითვლით ხმამაღლა 15-მდე. (ნახ. 16).

6) საწყისი მდგომარეობა იგივე. შესუნთქვასთან ერთად სარტყელისებურად ხელები გადავაჭდოთ გულმკერდს. ფიქსირებული ამოსუნთქვის დროს დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. ამოსუნთქვისას პირიდან გამოვუშვათ ჰაერის ნაკადი ან დავითვალოთ ხმამაღლა 1-15-20-მდე.

7) საწყისი მდგომარეობა იგივე. შესუნთქვასთან ერთად წელში მოვიხაროთ ბოლომდე. ხელები გავშალოთ განზე, ამოსუნთქვისას დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. ფიქსირებულ ამოსუნთქვაზე წარმოვთქვათ გაბმული თანხმოვანი შ. (ნახ. 17)

8) საწყისი მდგომარეობა: ფეხები ერთად (ქუსლები შეტყუპებული და ტერფები გაშლილი) ხელები თეძოებზე. შევისუნთქოთ ჰაერი, ფიქსირებულ ამოსუნთქვაზე ჩავიკუზოთ და შემდეგ დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. ამოსუნთქვაზე დავთვალოთ ხმამაღლა 1-12-15-მდე. (ნახ. 18)

9) წინამდებარე სავარჯიშოს მსგავსად ფიქსირებულ ამოსუნთქვაზე ჩავიკუზოთ, მხოლოდ შევცვალოთ ხელების მოძრაობა(ხელები ავწიოთ ზევით, შემდეგ გავწიოთ განზე). (ნახ. 19, 20, 21, 22, 23)

10) დავჯდეთ სწორზურგიან სკამზე. ფეხები შევატყუპოთ, ხელები თეძოებზე. შესუნთქვასთან ერთად ავიწიოთ ფეხის თითებზე. ფიქსირებულ ამოსუნთქვასთან ერთად გონებაში დავითვალოთ 15-მდე, დავუშვათ ფეხები და ხელები დავიწყოთ მუხლებზე. (ნახ. 24)

11) საწყისი მდგომარეობა იგივე. შესუნთქვასთან ერთად ხელებით დავეყრდნოთ სკამს და მუხლები ავწიოთ ზევით. ფიქსირებულ ამოსუნთქვასთან ერთად დავითვალოთ 1-15 მდე და დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. (ნახ. 25)

12) საწყისი მდგომარეობა იგივე. შესუნთქვასთან ერთად ხელები დავიწყოთ თეძოებზე, ავიწიოთ ფეხის თითებზე და გადმოვიხაროთ წინ. ამოსუნთქვასთან ერთად დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. დავითვალოთ 1-15-მდე. (ნახ. 26)

13) გასწორებული ფეხებით გავიჭიმოთ წინ. შესუნთქვასთან ერთად ხელები დავიწყოთ კისერზე, იდაყვები გავწიოთ განზე. ფიქსირებულ ამოსუნთქვასთან ერთად დავითვალოთ 1-15-მდე, მოვიხაროთ წელში და ხელის თითებით შევეხოთ ფეხის თითების წვერებს. (ნახ. 27)

14) დავწვეთ ზურგზე. ხელები დავაწყოთ ტანის გასწვრივ. შესუნთქვაზე - მსუბუქი, სწრაფი მოძრაობით გამართული ხელები გადავწიოთ უკან. ფიქსირებულ ამოსუნთქვაზე გონებაში დავითვალოთ 1-20-მდე და ნელი მოძრაობით ხელები დავაბრუნოთ საწყის მდგომარეობაში. (ნახ. 28)

15) საწყისი მდგომარეობა იგივე. შესუნთქვაზე ოდნავ გავიღუნოთ წელში, ისე, რომ მხრები არ მოვწყვიტოთ იატაკს. ფიქსირებულ ამოსუნთქვაზე დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას, თან გონებაში დავითვალოთ 1-20-მდე. (ნახ. 29)

16) საწყისი მდგომარეობა იგივე. შესუნთქვაზე ავწიოთ სხეული და დავეყრდნოთ ხელებსა და ფეხის ქუსლებს. ფიქსირებულ ამოსუნთქვაზე დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას და წარმოვთქვათ გაბმული ბგერა ც. (ნახ. 30)

17) საწყისი მდგომარეობა იგივე. შესუნთქვაზე ხელები ამოვიდოთ თავქვეშ. ამოსუნთქვაზე რიგ რიგობით მოვხაროთ მარჯვენა და მარცხენა ფეხი. დავითვალოთ 1-15-მდე. (ნახ. 31)

18) საწყისი მდგომარეობა იგივე. შესუნთქვაზე ავწიოთ ფეხები სწორი კუთხით, ხოლო ფიქსირებულ ამოსუნთქვაზე ფეხებით შევასრულოთ მაკრატელის მსგავსი მოძრაობა. წარმოვთქვათ გაბმულად თანხმოვანი შ. (ნახ. 32)

19) საწყისი მდგომარეობა იგივე. შესუნთქვაზე ავწიოთ ფეხები და გავაკეთოთ სწორი კუთხე. ფიქსირებულ ამოსუნთქვაზე ფეხებით შევასრულოთ ველოსიპედის მართვის მოძრაობა და წარმოვთქვათ გაბმულად თანხმოვანი ზ. (ნახ. 33)

20) დავწვეთ მუცელზე. ხელები მოვხაროთ იდაყვებში. შესუნთქვაზე გავიღუნოთ წელში, თავი პირდაპირ. ამოსუნთქვაზე დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. წარმოვთქვათ თანხმოვანი „ს” გაბმულად.(ნახ. 34)

21) საწყისი მდგომარეობა იგივე. ვიწევით ხელის გულებზე. ამოსუნთქვაზე წარმოვთქვამთ თანხმოვან შ-ს გაბმულად.

22) გადავიჭდოთ ხელები ზურგზე. შესუნთქვაზე გავიღუნოთ წელში. ამოსუნთქვაზე თავი დავდოთ იატაკზე გვერდულად, ხელები ჩამოუშვათ თავისუფლად და გონებაში დავითვალოთ 1-10-მდე. (ნახ. 35)

23) საწყისი მდგომარეობა იგივე - ხელები და ფეხები გაჭიმულია. შესუნთქვაზე მოვწყვიტოთ იატაკს ხელები და ფეხები. ამოსუნთქვაზე გონებაში დავითვალოთ 1-10-მდე და დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას.

წოლითი სავარჯიშოები ანვითარებს და წვრთნის მუცლისა და წელის კუნთებს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ შერეული დიაფრაგმული სუნთქვის დროს. ეს ვარჯიშები რეკომენდირებულია შევასრულოთ სახლის პირობებში. შემოთავაზებული სუნთქვითი

სავარჯიშოები ნელ-ნელა გადაიზრდება ხმის სავარჯიშოებში. რადგან სუნთქვის გაწვრთნის შემდეგ ჩავურთავთ ბგერით კომპლექსებსა და სავარჯიშო ტექსტებს.

დამატებითი სუნთქვითი ვარჯიშები სავარჯიშო ტექსტების ჩართვით.

1. დავდგეთ ფეხზე. ავიღოთ სუნთქვა და ნელი, რიტმული მოძრაობით დავიწყოთ სიარული ადგილზე. ფიქსირებული ამოსუნთქვის დროს წარმოვთქვათ კუპლეტები „ვეფხის-ტყაოსნიდან” ან სხვა სავარჯიშო ლექსები. ვეცადოთ ამოსუნთქვა იყოს რაც შეიძლება ხანგრძლივი.

2. საწყისი მდგომარეობა იგივე, მხოლოდ ადგილზე სიარულის ნაცვლად დავდივართ წრეზე ოთახში სწრაფი რიტმით.

3. ხელები დავიწყოთ თეძოებზე, ავიღოთ სუნთქვა. ამოსუნთქვაზე შევასრულოთ მსუბუქი შეხტომები, სავარჯიშო ტექსტის თანხლებით. სავარჯიშო სრულდება შემდეგნაირად: ამოსუნთქვაზე - „არაბეთს გასცა ბრძანება“... დარჩენილი ჰაერის ამოგდება და ისევ სწრაფი შესუნთქვა, „დიდმან არაბთა მფლობელმა“-დარჩენილი ჰაერის ამოგდება და ისევ სწრაფი შესუნთქვა. „თინათინ ჩემი ხელმწიფედ“-დარჩენილი ჰაერის ამოგდება და ისევ სწრაფი შესუნთქვა ცხვირით, „დავსვი მე მისმან მშობელმან”. დარჩენილი ჰაერის ამოგდება და ისევ სწრაფი შესუნთქვა და ასე მთელი კუპლეტის წარმოთქმისას. შემდეგ გავჩერდეთ ერთ ადგილზე და ერთ სუნთქვაზე წარმოვთქვათ მთელი კუპლეტი.

ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული სუნთქვის სავარჯიშოს შემდეგ საჭიროა მოვადუნოთ კუნთები და დავიჭიროთ მცირე პაუზა-მივიღოთ შესვენების მდგომარეობა.

1. ჩამოვაგდოთ სხეული, მხრები, კისერი, ხელები თავისუფალია.

2.გადავწვეთ სკამზე, ჩამოვაგდოთ თავი, მხრები, დავხუჭოთ თვალები და ხელები დავიწყოთ მუხლებზე და ა. შ.

6 არტიკულაცია - წარმოთქმა

▲back to top


ბგერათა წარმოთქმის საშუალებას წარმოადგენს განსაზღვრული ანატომიური ორგანოები. რომელთაც საარტიკულაციო აპარატს ვუწოდებთ. ეს ორგანოებია: ხახა, ცხვირი, ენა, კბილები, მაგარი სასა, რბილი სასა, პატარა ენა (ნაქი), ენის ლაგამი, ყბები და ბაგეები.

ბგერათა წარმოთქმა შეუძლებელია ისეთი ორგანოების მუშაობის გარეშე როგორიცაა: ფილტვები, ბრონქები, სასულე მილი, ხორხი, და იოგები - სახმო სიმები.

ზემოთჩამოთვლილი სამეტყველო ორგანოები მუშაობაში მოჰყავს ცენტრალურსა და პერიფერიულ ნერვულ სისტემას. ასე რომ სწორი მეტყველებისათვის საჭიროა არა მარტო სამეტყველო აპარატის, არამედ ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სრული სიჯანსაღე.

სწორიმეტყველებისათვისაუცილებელია:საარტიკულაციო აპარატის ნორმალური აგებულება და სწორი მოქმედება, მეტყველების ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ზუსტი, მოწესრიგებული მოქმედება და აკუსტიკური მექანიზმის სწორი მოქმედება - ჯანსაღი სმენა. რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პირობის დარღვევა იწვევს დეფექტებს, ნაკლოვანებებს და დარღვევებს წარმოთქმაში.

მეტყველების ორგანოების ანატომიურ აგებულებაში მრავალნაირი დარღვევები გვხვდება.

1. არასწორი თანკბილვა - რაც ნიშნავს ყბათა აგებულების ნორმის დარღვევას. სწორი თანკბილვის დროს ზედა ყბის წინა კბილების მწკრივი ოდნავ უნდა გადმოადგებოდეს ქვედა ყბის წინა კბილების მწკრივს. ხშირად ვხვდებით ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ორივე ყბის წინა კბილები სწორხაზოვნად ედება ერთმანეთს, ან ზედა ყბის კბილები ზედმეტად წინ არის გადმოხრილი, ან ქვედა ყბის კბილებია ზედმეტად წამოწეული. ასეთ შემთხვევებში საქმე გვაქვს ორგანულ დეფექტებთან, რომელთა გამოსწორებაც ვარჯიშით თითქმის შეუძლებელია.

2. სწორი წარმოთქმის დარღვევის შემთხვევები გვხვდება ოღროჩოღრო, მეჩხერი კბილების გამოც. უადგილო ფარღალალებიდან გამოსული ჰაერნაკადი ზედმეტად ტვირთავს ბგერას და მისი სისუფთავე ირღვევა.

3. სწორ წარმოთქმას ხელს უშლის ზომაზე სქელი ან თხელი ტუჩებიც.

4. ენის კუნთის აგებულებაშიც შეიმჩნევა დეფექტები. ზომაზედ დიდი და მსხვილი ენა ტლანქია და მძიმედ ტრიალებს პირში. ზომაზე გრძელი და თხელი ენა კი პირიქით, ვერ ეტევა იმ არეში სადაც მოქმედებს. ზომაზე მოკლე ენა თავისი წვეტით და ზურგით ვერ სწვდება მაგარ სასას. როდესაც ენის ლაგამი მოკლეა, ენის წვეტი ვერ მოძრაობს თავისუფლად, ვერ ახდენს ვიპრაციას და ასეთ შემთხვევაში დარღვეულია ბგერა “რ”-ს წარმოთქმა.

ყველა ეს ნაკლოვანება ორგანული ხასიათისაა და მათი გამოსწორება უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია. თუმცა ზოგიერთ ამ ნაკლოვანების გამოსწორება შეიძლება ქირურგიული ჩარევის, ლაგამით კბილების გასწორების, მასაჟების და ა. შ. მეშვეობით. ადამიანის მეტყველებაში სწორი ბგერების გამომუშავება ადრეული ასაკიდან უნდა იწყებოდეს. ხშირ შემთხვევაში მცირე ასაკიდან გამოყოლილი ბგერათა შერბილება ჩვევად იქცევა ხოლმე. რაც ადამიანის მეტყველებას მანერულს ხდის. მიმბაძველობა - ანუ მაგ. - მეტყველების სწრაფი ტემპის, ან პირიქით გაჭიანურებული მეტყველების, ბგერების გამოტოვების, კუთხური კილოს გადაღება და ა.შ. აგრეთვე, არაორგანულ ნაკლოვანებებს მიეკუთვნება. უმოძრაო, „გაქვავებული“ ყბებით მეტყველება და ამდაგვარი ნაკლოვანებათა გამოსწორება შესაძლებელია ყოველდღიური ვარჯიშით, დიდი ენერგიით და მოთმინებით. მთავარია ზუსტად გავიგონოთ შეცდომა და შევუდგეთ მის გამოსწორებას.

ვარჯიში არა მარტო ნაკლოვანებათა გამოსასწორებლადაა აუცილებელი, არამედ მეტყველების ხარისხის ამაღლებისათვისაც.

ბგერათწარმოქმნის დარღვევა ვლინდება სამი სახით:

1 - უბგერობა;

2 - ბგერის დამახინჯება;

3 - ერთი ბგერის სხვა ბგერით შენაცვლება.

1) უბგერობა, ანუ უბგერო პაუზა ეწოდება ისეთ ნაკლოვანებას, როდესაც ადამიანი ვერ წარმოთქვამს და ამოაგდებს ბგერას სიტყვიდან ე. ი. სამეტყველო ორგანოები არ ახდენენ ამ ბგერების წარმოსათქმელად საჭირო არტიკულაციას. მაგ. კარები - კა-ები, სარკე- სა-კე, ბატონო - ბატო-ო, გაასავსავა - გა-სავსავა, ააფერადა - აფერადა, საადგილმამულო - სა-დგილმამულო, და სხვა.

2) ბგერის დამახინჯება - ვლინდება სხვადასხვა სახით:

ა) ბგერის კბილთაშუა წარმოთქმა - წინაენისმიერი ბგერების არმოთქმისას ენის წვერი მოექცევა კბილებშუა;

ბ) წინაენისმიერი ბგერების ბაგისმიერი წარმოთქმა - წინა ენის რტიკულაცია გადმოტანილია ბაგეებზე;

გ) სისინა და შიშინა ბგერების კბილისმიერი წარმოთქმა - ენის წვერი მიახლოებულია და ახდენს ბგერის ხშვას ზედა კბილებთან;

დ) გვერდითი წარმოთქმა - ჰაერნაკადი გამოედინება ენის ერთი ან ორივე გვერდიდან;

ე) ცხვირისმიერი წარმოთქმა: შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანული ნაკლით - სასის ნაპრალით, რომლის დროს ცხვირისმიერი წარმოთქმა ვრცელდება ყველა ბგერაზე (ხმოვნების ჩათვლით); აგრეთვე ფუნქციონალური უკმარისობით, რომლის დროს ცხვირისმიერი წარმოთქმა ვრცელდება ბგერების ერთ რომელიმე ჯგუფზე (სისინა, შიშინა და რ, ლ, გ, ქ, კ ბგერებზე) აგრეთვე ცხვირისმიერი წარმოთქმა შეიძლება გამოწვეული იყო წმინდა მანერულობით.

3) შენაცვლება არის წარმოთქმის დარღვევის ისეთი სახე, როდესაც ბგერა ან ბგერათა ჯგუფი შენაცვლებულია სხვა ბგერით ან ბგერათა ჯგუფით. ერთი ბგერის სწორი არტიკულაცია შენაცვლებულია მეორე ბგერის სწორი არტიკულაციით. მაგ: სისინა ბგერების შენაცვლება შიშინა ბგერებით, ბგერა ვ-ს შენაცვლება-ბგერა უ-თი. ორი ხმოვანი ბგერის შენაცვლება-ერთი ხმოვანი ბგერით. თქვა- თქუა, იალბუზი-ალბუზი. მჟღერი რ-ს შენაცვლება უკანაენისმიერი ნაპრალოვანი - ღ-ს მაგვარი ბგერით.

შიშინა და სისინა ბგერების დარღვევას - სიგმატიზმი ეწოდება, რ-ბგერის დარღვევას - როტაციზმი. როდესაც ბგერა შენაცვლებულია სხვა ბგერით, ამას უწოდებენ პარასიგმატიზმს, პარაროტაციზმს, პარალაბდაციზმს. (ეს სახელწოდებანი აღებულია ბერძნული ანბანის ასოთა სახელებიდან).

პროფესორ ხვატცევის აზრით, წარმოთქმის დარღვევათა უმეტესობა მოდის წინაენისმიერ ბგერებზე, განსაკუთრებით სისინა და შიშინა ბგერებზე, რაც ჩვენ პრაქტიკულ შემთხვევებში ხშირად გვხვდება. წარმოთქმის ნაკლის გამოსწორება სხვადასხვა ხერხით წარმოებს: საჭიროა გავაცნობიეროთ ბგერის წარმოთქმის სწორი არტიკულაცია - რასაც ბგერის დაყენება ეწოდება და წარმოთქმის არასწორი ჩვევების შეცვლა, სწორი სამეტყველო ჩვევებით, რასაც კორექცია ეწოდება. ბგერის დაყენება - კორექციის დროს ვიყენებთ ყველა ანალიზატორს - მხედველობითს, სმენითს და კინესთეზიურს.ე.ი. უნდა ვეცადოთ გავიგონოთ ბგერა, დავინახოთ და შევიგრძნოთ მისი არტიკულაცია კუნთობრივად.

მეტყველების ნაკლის გამოსწორების დროს აუცილებელია ფონემატური სმენის შემოწმება და საჭირო შემთხვევაში, მის განვითარებაზე მუშაობა. სწორი მეტყველების დაუფლების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ნორმალური სმენა - რაც განაპირობებს სწორი ფონემატური სმენის განვითარებას. ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს ბგერის სწორ არტიკულაციას, ზოგჯერ სმენითაც ვერ აღიქვამს მას, უჭირს ბგერათა სმენითი დიფერენციაცია და ვერ ხვდება საკუთარ ნაკლს.

ბგერის სმენითი გაცნობიერების პარალელურად, საჭიროა ამ ბგერის არტიკულაციის მხედველობითი აღქმაც. სამეტყველო ორგანოების სწორი მომართვა წარმოსათქმელად, შესაძლოა, შემოწმდეს სარკის წინ. აგრეთვე, ხორხზე ხელის მიდებით შევიგრძნობთ სახმო სიმების ჟღერას, ს და შ ბგერის წარმოთქმის დროს - ჰაერნაკადის სითბო - სიცივე შეიგრძნობა ხელის ზურგზე.

მართებულიმეტყველებისათვისაუცილებელიანორმალური სამეტყველო აპარატი, ძლიერი მოქნილი სამეტყველო ორგანოები: ენა, ტუჩები, რბილი სასა, სახმო სიმები და მკაფიოდ დიფერენცირებული მოძრაობანი, რასაც შეიძლება მივაღწიოთ სპეციალური ვარჯიშების მეშვეობით.

მიღწეული მართებული არტიკულაცია უნდა განმტკიცდეს ჯერ უხმოდ, რადგან ამ დროს ხდება ყურადღების ფიქსაცია მხოლოდ არტიკულაციაზე. უხმო არტიკულაციის შემდეგ გადავდივართ ჩურჩულზე და ბოლოს ბგერის ხმამაღლა წარმოთქმაზე.

როდესაც მივაღწევთ ბგერის სწორ წარმოთქმას, საჭიროა მისი მეტყველებაში ჩამაგრება - ჩართვა. ხშირად ხერხდება ბგერის სწორი წარმოთქმა იზოლირებულად, მაგრამ მეტყველებაში მისი ჩართვა - გამოყენება ძნელდება. რადგან ბგერის წარმოთქმის სრული ავტომატიზაცია ხანგრძლივი პროცესია, ხშირად ბგერის ჩართვა მეტყველებაში უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე მისი დაყენება - კორექცია.

ყოველი ახალი ბგერის დაყენება-კორექცია ხდება შემდეგი სქემით:

1) ბგერის არტიკულაციის გაცნობიერება.

2) ფონემატური სმენის განვითარება.

3) სამეტყველო ორგანოების ვარჯიში.

4) არტიკულაცია უხმოდ.

5) არტიკულაცია ხმით. (ჩურჩულით, ხმამაღლა)

6) ბგერის წარმოთქმა ღია და დახურულ მარცვლებში, სიტყვებში და ფრაზებში.

7) მიღებული ბგერის განმტკიცება უცხო ტექსტის ხმამაღლა კითხვით.

8) ბგერის განმტკიცება - მეტყველებაში (რისთვისაც გამოიყენება ენის გასატეხები, ანდაზები და რიგი ტექსტუალური მასალები).

6.1 სამეტყველო აპარატი და მისი მონაწილეობა წარმოთქმაში

▲back to top


წარმოთქმის ნაკლოვანებათა გასწორების დაწყებამდე, საჭიროა მოკლედ განვიხილოთ სამეტყველო აპარატი, მისი მონაწილეობა წარმოთქმაში და ქართული ენის ბგერითი სისტემა.

ბგერის წარმოთქმისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ამონასუნთქი ჰაერი, რომელიც მხოლოდ სამეტყველო აპარატის საშუალებით შეიძლება იქცეს სამეტყველო ბგერად. ფილტვებიდან ამონასუნთქი ჰაერი ბრონქების საშუალებით სასუნთქ მილში გადადის, აქედან - ხორხში (სარინგსი), ხორხიდან ხახის ღრუში (ფარინგსი), იქიდან კი პირისა და ცხვირის ღრუებში. ამრიგად, სამეტყველო აპარატი შეიძლება სამ მთავარ ნაწილად დავყოთ:

1) სასუნთქი აპარატი - ფილტვები, დიაფრაგმა, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ შესუნთქვა-ამოსუნთქვის დროს. სასუნთქი მილი ანუ სასულე ბრონქები, რომელიც წარმოადგენს ჰაერნაკადის სამოძრაო გზას ფილტვებიდან გარეთ (ამოსუთქვა) და გარედან - ფილტვებისაკენ (შესუნთქვა).

2) სასუნთქის მილის ზედა გაფართოებული ნაწილი - ხორხი. ხორხი შედგება ხრტილოვანი ნაწილებისაგან: ბეჭდისებრი, ფარისებრი და ციცხისებრი ხრტილებისა და ხორხსარქველისაგან. ხორხის სიღრმეშია ბგერის წარმოსათქმელად ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო - სახმო სიმები (მბგერავი იოგები).

სახმო სიმების წინა ბოლოები მიმაგრებულია ფარისებრ ხრტილთან, ხორხის თავის შიგნით. ხოლო უკანა ბოლოებით, სახმო სიმები პირამიდისებრ ხრტილებზეა მიმაგრებული. პირამიდისებრი ხრტილები მოძრავია, ამიტომ სახმო სიმებს შეუძლიათ ერთმანეთთან შეხება, დაახლოება ან დაშორება; მათ შორის წარმოშობილ გასწვრივ ნაპრალს, ყიას უწოდებენ. ყიის გაგრძელებას წარმოადგენს სამკუთხედი ნაპრალი ციცხვისებრ ხრტილებს შუა: ამას ხრტილებს შუა ნაპრალი ეწოდება. ყიას შეუძლია მიიღოს მრგვალი ფორმა, იმის მიხედვით, მიახლოებულია თუდაშორებული ერთმანეთთან სახმო სიმები. ამ ნაპრალის ფორმა იცვლება ჩვეულებრივი და ღრმა სუნთქვისას, სახმო და ჩურჩულის მდგომარეობისას და ა.შ.

3) ხორხის ზემოთ მოთავსებულია ხახის ღრუ, რომელიც პირისა და ცხვირის ღრუებში გადადის. აქედან იწყება წარმოთქმისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ხახა-ცხვირის პირის ღრუ, ანუ: „ზესადგამი მილი“. ხახის ღრუ, ერთის მხრივ, წარმოადგენს საყლაპავი მილის ნაწილს, ხოლო მეორეს მხრივ, ჩანასუნთქი და ამონასუნთქი ჰაერის გადამცემ გზას - ცხვირისა და პირის

ღრუებისაკენ. ცხვირის ღრუ მოთავსებულია პირის ღრუს ზემოთ და მისგან მაგარი სასის ძვლითაა გამოყოფილი. ცხვირის ღრუ შუაზე იყოფა ცხვირის ძგიდით. ამ ღრუებს შორის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანია პირის ღრუ. ის მდებარეობს ზედა და ქვედა ყბებს შუა და შემოსაზღვრულია: წინიდან - კბილებით, ზემოდან - მაგარი სასით, ქვემოდან - ენით, გვერდებიდან - ლოყებით და კბილებით, ხოლო უკანა მხრიდან - რბილი, მოძრავი სასით.

პირის ღრუში ყველაზე მოძრავი ორგანოა - ენა, რომელიც მონაწილეობას იღებს თითქმის ყველა სამეტყველო ბგერის წარმოქმნაში. ენა წარმოადგენს მძლავრ, მომრგვალო, განიერ კუნთოვან ორგანოს, რომელიც მიმაგრებულია ქვედა ყბისა და ენისქვეშა ძვლებზე. ენას ყოფენ შემდეგ ნაწილებად: ენის წვერი, რომელიც მოძრაობს კბილების ნუნების ან მაგარი სასისკენ; ენის ტანი - ანუ ენის ზურგი(ზედა ზედაპირით - წინა, შუა და უკანა ნაწილებით), რომელიც მოძრაობს სასის მიმართ; ენის ძირი რომელიც მოქმედებს ხახის კედლის მიმართ; ენის გვერდითი კიდეები - რომლებიც მოქმედებენ კბილების მიმართ. ამგვარად, ენის მეტად მოძრავი ნაწილი - წინა ენა ძევს მაგარი - უძრავი სასის პირდაპირ, ხოლო ნაკლებ მოძრავი უკანა ენა - რბილი, მოძრავი სასის პირდაპირ.

სამეტყველო ორგანოთა შორის განასხვავებენ აქტიურ და პასიურ ორგანოებს. აქტიური ორგანოებია: სახმო სიმები, ქვედა ყბა, ენა, რბილი სასა (ნაქითურთ), ტუჩები. პასიური ორგანოებია: კბილები, ნუნები, მაგარი სასა.

სახმო სიმების მონაწილეობის გარეშე ხმა არ წარმოიქმნება. სახმო სიმების სხვადასხვაგვარი მონაწილეობით ფორმირდება ბგერა. სახმო სიმებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვაგვარი მდგომარეობა:

ა) სახმო სიმები შესაძლებელია დაუახლოვდნენ ერთმანეთს და დაიჭიმონ. ამ შემთხვევაში ამონასუნთქი ჰაერი, დაჭიმული სახმო სიმების ვიწრო ნაპრალში გავლისას აათრთოლებს და ააჟღერებს მათ. სახმო სიმების ამ პერიოდული რხევით ვიღებთ მჟღერ თანხმოვან ბგერებს (ბ, გ, დ, ძ, ჯ, ვ, ზ, ჟ, ღ, ლ, მ, ნ, რ) და ხმოვნებს (ა, ე, ი, ო, უ). სახმო სიმების პერიოდული ვიბრაცია საგრძნობია ხორხის თავზე თითის მიდებითაც.

ბ) სახმო სიმები ინდიფერენტულ მდგომარეობაშია და აქტიურად არ მონაწილეობენ ბგერების წარმოქმნაში. სახმო სიმები ღიაა და ჰაერი თავისუფლად ამოდის ყიაში. ასეთ მდგომარეობაშია სახმო სიმები ყრუ ბგერების წარმოთქმისას. თუ სახმო სიმები დაუჭიმავია, ხოლო ყია დავიწროებული, ამომდინარე ჰაერნაკადის ხეხვით სახმო სიმებზე წარმოიქმნება ყელისმიერი ჩქამი; ამ მოვლენას უწოდებენ ასპირაციას ანუფშვინვას. ამ შემთხვევაში ვიღებთ ფშვინვიერ ბგერებს (ფ, თ, ც, ჩ, ქ, ს, შ, ხ, ჰ). ფშვინვიერობის შეგრძნება შეიძლება ბგერის წარმოთქმისას პირთან ხელის ზურგის მიტანით (შევიგრძნობთ თბილ ჰაერს). მჟღერობისა და ფშვინვის სახით ჩვენ გავეცანით სუნთქვიერ ბგერათ წარმოებას.

გ) მაგრამ არის ისეთი ბგერებიც, რომლებიც იწარმოება სახმო სიმების დაკეტილობისას იმ ჰაერის მარაგით, რომელიც იმყოფება ზესადგამ მილში (კერძოდ პირის ღრუში). ესაა უსუნთქველი ბგერათწარმოება „ყელხშვა“; ამ გზით წარმოქმნილ ბგერებს აბრუპტივები ეწოდება (პ, ტ, წ, ჭ, კ, ყ). რბილი სასა. - როგორც ავღნიშნეთ, ამონასუნთქი ჰაერნაკადი ხორხიდან გადადის ხახის ღრუში, ხოლო იქედან, რბილი სასისა და ნაქის აქტიური მონაწილეობით პირის ღრუში (ზოგჯერ ცხვირის ღრუში). რბილი სასა აწესრიგებს ჰაერნაკადის მიმართულებას და შეუძლია მიიღოს სხვადასხვაგვარი მდგომარეობა. ჩვეულებრივი სუნთქვის დროს იგი ინდიფერენტულ მდგომარეობაშია - თავისუფლადაა ჩამოშვებული და გზას უხსნის ამონასუნთქ ჰაერს. სასა არ

იღებს აქტიურ მონაწილეობას, ამონასუნთქი ჰაერი გადადის ცხვირის ღრუში. მაგრამ პირისმიერი (ორალური) ბგერების წარმოთქმისას საჭიროა რბილი სასის აქტიური მონაწილეობა, რათა ჰაერს გ გადაუკეტოსზა ცხვირის ღრუსაკენ.

ენა - სამეტყველო აპარატის ყველაზე აქტიურ ორგანოს წარმოადგენს.ენის მოძრაობა თვალსაჩინო, ზუსტი და დიფერენცირებულია. ენის წვერი ყველაზე მეტად აქტიურია. ენა მოძრაობს პირის ღრუს პასიურ და აქტიურ ორგანოთა მიმართ და წარმოქმნის თანხმოვნებს: მაგ. ენაკბილისმიერებს, ენანუნისმიერებს; ენის შუა ნაწილის მდგომარეობის შეცვლით სასის მიმართ ვღებულობთ ხმოვნებს (ე, ი), ენის უკანა ნაწილის აქტიურობა ვლინდება ზოგი ხმოვნის (ო, უ) და უკანაენისმიერების (გ, ქ, კ) წარმოთქმისას.

ბაგეების აქტიურობა ვლინდება ხმოვნების(ო, უ) და თანხმოვნების (ბ, ფ, პ, მ) წარმოქმნის დროს. ბაგეების აქტიური მონაწილეობა ხმოვანთა წარმოქმნაში გამოიხატება მათ მეტ-ნაკლებად წინ წამოწევასა და მომრგვალებაში.

ზოგჯერ ბგერის წარმოთქმაში მონაწილეობას იღებს რამდენიმე ორგანო, რომელთაგანაც ერთი აქტიურია, დანარჩენნი პასიურნი. ზოგჯერ ბგერის წარმოქმნისას საჭიროა რამდენიმე აქტიური ორგანოს ერთდროული მოქმედება.

6.2 ქართულ ბგერათა კლასიფიკაცია

▲back to top


ქართული ბგერითი სისტემის განხილვისას ვისარგებლებთ პროფ. გ. ახვლედიანის „ზოგადი ფონეტიკის საფუძვლებით“.

0x01 graphic

სალიტერატურო ქართულს 33 ბგერა აქვს; ამათგან 5 ხმოვანია და 28 თანხმოვანი.

ხმოვნები ღია ბგერებად ითვლება, ე.ი. მათი წარმოთქმისას საარტიკულაციო ორგანოებს შორის მეტ-ნაკლები მანძილია. ქართული ხმოვნები ენის მდგომარეობის მიხედვით, შეიძლება სამკუთხედის სახით წარმოვიდგინოთ.

„სამკუთხედის მწვერვალზე მოთავსებულია ა, იგი წარმოადგენს გამოსავალ წერტილს ენის აწევის ორი მიმართულებისათვის; წინ და ზევით ა-ე-ი, უკან და ზევით ა-ო-უ. მარცხენა გვერდის ხმოვნების (ა-ს ჩათვლით) წარმოთქმის დროს, წინა ენის წინ და ზევით მოძრაობისას, ტუჩები თითქმის პასიურად არიან, მხოლოდ ოდნავ თანდათან უახლოვდებიან ერთმანეთს ვერტიკალურად და გაიწევიან გასწვრივ - დაწყებული ა-დან, ე-სათვის ნაკლებად, ი-სათვის მეტად. მარჯვენა გვერდის (ა-ს ჩაუთვლელად) ხმოვანთა წარმოთქმისას უკანა ენა უკან და ზევით მოძრაობს, ტუჩები აქტიურ მონაწილეობას იღებენ: უახლოვდებიან რა ერთმანეთს ვერტიკალურად და კუთხეებიდან ცენტრისაკენ, წარმოიშვირებიან წინ და მომრგვალდებიან: ო-სათვის ნაკლებ, უ-სათვის მეტად“. (გ. ახვლედიანი)

თანხმოვნები ქართულში ლაგდება წარმოების ადგილისა და წარმოების რაგვარობის მიხედვით. ბგერის წარმოქმნის ადგილი ეწოდება იმ ორგანოს (ან მისი ნაწილის) სახელი, რომელიც

მონაწილეობს ამ ბგერის საწარმოთქმო დაბრკოლების შექმნაში. რაგვარობას აღნიშნავენ იმის მიხედვით, თუ რა სახის დაბრკოლებას ქმნის ორგანო (ან მისი ნაწილი) სხვა ორგანოს დახმარებით.

წარმოქმნის ადგილის მიხედვით თანხმოვნები შემდეგნაირად ლაგდება:

წყვილბაგისმიერნი: ბ, ფ, პ, მ.

კბილბაგისმიერნი: დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ზ, ს, ლ, ნ.

ენანუნისმიერნი: ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ, რ.

უკანაენისმიერნი: გ, ქ, კ, ღ, ხ.

ენისძირისმიერი: ყ.

ხორხისმიერი: ჰ.

წარმოების რაგვარობის მიხედვით თანხმოვნების დალაგება შემდეგნაირად ხდება: ხშულების: ბ-ფ-პ; დ-თ-ტ; ძ-ც-წ; ჯ-ჩ-ჭ;

გ-ქ-კ-ყ-ს წარმოთქმისას ხდება ჰაერნაკადის ჩაკეტვა სამეტყველო ორგანოებით (ან რომელიმე მათგანით). ნაპრალოვნების: ვ-ზ-ს; ფ-შ; ღ-ხ;ჰ-ს წარმოთქმისას სამეტყველო ორგანოები დაახლოებულია ერთმანეთთან, მათ შორის რჩება სხვადასხვა ფორმის ნაპრალი, საიდანაც გამოედინება ჰაერნაკადი.

ვიბრანტი რ - დაჭიმული ენის წვერის ნუნების მიმართ ზედიზედ სწრაფი ხშვით წარმოითქმის.

ლატერალი ლ - წარმოითქმის წინა ენის ხშვით ზედა კბილებთან, ჩნდება ნაპრალი ენის გვერდებსა და ლოყებს შუა. ცხვირისმიერი მ, ნ-ს წარმოთქმისას ხშვა ხდება პირში, მაგრამ

რბილი სასა დაშვებულია და ჰაერნაკადს გ აქვს ცხვირის ღრუსკენ;ზა ამდენად ეს ბგერები ნაპრალოვნებიც არიან.

თანხმოვნები ერთმანეთისაგან, აგრეთვე, მჟღერობა-სიყრუითაც განსხვავდებიან. მჟღერი თანხმოვნების წარმოთქმისას სახმო სიმები დაკეტილია და ჰაერნაკადის ქვემოდან ჯახებით ისინი პერიოდულად თრთიან. ყრუ თანხმოვნები ქართულში ორგვარად წარმოიქმნება: ა) სახმო სიმები დაახლოებულია, ამომდინარე ჰაერი ეხახუნება სიმებს და ისმის ფშვინვისებური ჩქამი; ბ) ჰაერნაკადის დინება შეწყვეტილია (სახმო სიმები მონაწილეობას არ იღებენ ბგერის წარმოთქმაში) და ბგერის წარმოქმნა ხდება ჰაერის იმ მარაგით, რომელიც იმყოფება ზესადგამ მილში. ამ ბგერებს ეწოდება ყელხშულები ანუ აბრუპტივები.

აბრუპტივების არსებობის გამო ქართულში ვიღებთ ხშულ თანხმოვანთა სამეულებრივ სისტემას, რომელთაგანაც პირველი ბგერა მჟღერია, მეორე-ყრუ ფშვინვიერი და მესამე-ყრუ აბრუპტივი. მაგ: დ-თ-ტ; გ-ქ-კ.

სალიტერატურო ქართულის თანხმოვნები წარმოების ადგილისა და რაგვარობის მიხედვით დალაგებულია შემდეგი ცხრილის მიხედვით:

ქართულ თანხმოვანთა კლასიფიკაცია (გამარტივებული)

0x01 graphic

ზემოთ მოცემული ცხრილი ტ. უგულავას მიერ გამარტივებული სახით გადმოღებულია პროფ. მ.ახვლედიანის „ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები”-დან.(გვ. 87)

6.3 სამეტყველო ორგანოების სავარჯიშოები.

▲back to top


მეტყველებაზე მუშაობაც მოძრავი საარტიკულაციო ორგანოების სავარჯიშოებით იწყება.

1. ღეჭვა - ტუჩებისა და ყბების გავარჯიშება - ვამოძრაოთ ორივე ბაგე, ქვედა ყბის მძლავრ მოძრაობასთან პარალელურად, რაც მოგვცემს დაახლოებით უხეში ღეჭვის მოძრაობას. სავარჯიშოს ვიმეორებთ 8-10 ჯერ. საშუალო და სწრაფ ტემპში.

2. ბაგეების გავარჯიშება: ტუჩები მოვკუმოთ,

ა) ორივე ბაგეს გავზიდავთ რაც შეიძლება წინ, დინგისებურად. ყბები შეკრულია. შემდეგ ბაგეებს გავწევთ განზე მაქსიმალურად, ისე რომ კბილები არ გამოჩნდეს. ვარჯიშს ვიმეორებთ 8-10 ჯერ საშუალო და სწრაფ ტემპში.

ბ) მოკუმულ და დინგისებურ ბაგეებს ვატრიალებთ წრიული მოძრაობით. კრიჭა შეკრულია, ყბა უმოძრაო. წრიულ მოძრაობას ვასრულებთ ორივე მიმართულებით. ჯერ მარჯვნიდან მარცხნისაკენ და შემდგომ პირუკუ. ვარჯიშს ვასრულებთ 8-10-ჯერ. საშუალო და სწრაფ ტემპში.

გ) კრიჭა შეკრულია, მოკუმულ ბაგეებს ავზიდავთ ზევით - ცხვირის მიმართულებით, ხოლო შემდეგ დავწევთ ქვევით - ნიკაპის მიმართულებით. ასევე გავზიდავთ მარჯვნივ და მარცხნივ ყურების მიმართულებით. ვარჯიშს ვასრულებთ 8-10 ჯერ.

ყბის ვარჯიში

ა) გავაღოთ პირი ისეთი ანგარიშით, რომ ზედა და ქვედა კბილებს შორის მანძილი ორ თითს შეადგენდეს.

ვარჯიში გავიმეოროთ 8-10-ჯერ, რიტმულად.

ბ) პირი ოდნავ გავაღოთ და ქვედა ყბა ვამოძრაოთ მაჯვნიდან

გ) ქვედა ყბა წამოვწიოთ წინ და დავაბრუნოთ ადგილზე.

დ) ქვედა ყბა ვამოძრაოთ წრიული მიმართულებით.

ზემოთ ჩამოთვლილი ვარჯიშების მოძრაობა უნდა იყოს ფრთხილი

და ზომიერი.

ენის ვარჯიში

ა) ენა ასრულებს წრიულ მოძრაობას კბილებსა და ბაგეებს შორის. ჯერ მარჯვნიდან მარცხნივ და შემდეგ პირუკუ.

ვარჯიში სრულდება სწრაფ ტემპში 8-10-ჯერ.

ბ) წაწვეტებული ენის წვერით „ვჩხვლიტავთ“ ლოყებს შიგნიდან მარჯვენა და მარცხენა თანმიმდევრობით. ჯერ თითო-თითოჯერ, ხოლო შემდეგ 2-2 ჯერ.

გ) ლოყიდან-ლოყაში გადავაგდებთ დაგუბებულ ჰაერს. ჰაერით მთლიანად არ უნდა გავავსოთ პირის ღრუ, მხოლოდ მისი ნახევარი, რომ შევძლოთ ჰაერის გადაგდება მარჯვნიდან მარცხნივ და პირუკუ, როგორც პატარა ბურთის. ვარჯიში სრულდება თითო-თითოჯერ, შემდეგ 2-2 ჯერ.

დ) მოვღუნოთ ენა და ენის წვერით შევეხოთ რბილ სასას, შემდეგ დავაბრუნოთ უკან.

ე) პირის გარეთ გამოყოფილ ენას ვამოძრავებთ მარჯვნივ-მარცხნივ. ქვედა ყბა არ მოძრაობს.

ვ) წაწვეტებულ ენას ვამოძრავებთ ცხვირისაკენ-ნიკაპისაკენ.

ზ) პირი ღიაა - ბაგეები უმოძრაო. ენას დავჭიმავთ და მივცემთ ნემსის ფორმას - შემდეგ გავაბრტყელებთ ნიჩბისებურად. ვარჯიშს ვაკეთებთ მონაცვლეობით.

თ) ნაპრალი ენაზე შუაზე ჩაზნექილი ენის ვარჯიში.

ი) წერტილი - ბაგეების კუთხეებს და ტუჩების შუა ნაწილს, წრიული მოძრაობით ვეხებით წაწვეტებული ენის წვერით.

კ) ენით ვაკეთებთ ცხენის თქარათქურის იმიტაციას.

სახის კუნთების გავარჯიშება: გავზიდოთ სახის კუნთები განზე ისე, რომ დავამსგავსოთ „მომღიმარ ნიღაბს“;

მოვზიდოთ სახის კუნთები წინ და შევჭმუხნოთ ისე,რომ დავამსგავსოთ „გაბრაზებულ ნიღაბს.“

6.4 ქართული ხმოვანი ბგერები.

▲back to top


მათი სწორი წარმოთქმა, დარღვევები, დაყენება - კორექცია.

ხმოვნები შედარებით მარტივი არტიკულაციის ბგერებია. მათი წარმოთქმისათვის არ არის საჭირო სამეტყველო ორგანოთა დიფერენცირებული მოძრაობა და დაძაბულობა. ამიტომ, ამ ბგერების წარმოთქმისას, მათი დარღვევა შედარებით იშვიათია. ხმოვნების წარმოთქმისას ყველაზე მძიმე დეფექტია დუდუნი. საარტიკულაციო ორგანოების: ენის, ტუჩების, რბილი სასის და ქვედა ყბის მოდუნებული არტიკულაციის შედეგად ვიღებთ ე.წ. „წალესილ მეტყველებას“, შებოჭილ - კრიჭაშეკრულ წარმოთქმას.

განვიხილოთ ხმოვანთა სწორი არტიკულაცია:

ა - ბაგეები არ არის დაჭიმული, კბილთაშუა ღიაობა დაახლოებით 5 მმ-ია; ენა თითქმის ინდიფერენტულ მდგომარეობაშია, ოდნავ არის აწეული სასისაკენ; ენის წვერი ქვედა კბილებთანაა მიახლოებული.

ო - ბაგეები ოდნავ წინ არის წამოშვერილი და მომრგვალებული. კბილთაშუა ღიაობა ნაკლებია ვიდრე ა-სათვის. უკანა ენა უახლოვდება რბილ სასას, ენის წვერი კბილებიდან მეტადაა დაშორებული ვიდრე ა-ს წარმოთქმის შემთხვევაში.

უ - ბაგეები უფრო მეტად არის წინ წამოშვერილი და მომრგვალებული; კბილთაშუა ღიაობა უფრო ნაკლებია ვიდრე ო-ს შემთხვევაში. ენის წვერი მეტად არის დაშორებული ქვედა კბილებიდან - ვიდრეო-ს შემთხვევაში; უკანა ენა შესამჩნევად მიემართება რბილი სასისაკენ.

ე - ბაგეები გაწეულია განზე; კბილთაშუა ღიაობა უფრო ვიწროა ვიდრე ა-ს შემთხვევაში; ენის წვერი დაშვებულია და ქვედა კბილებთან ძევს, ხოლო ენის ზურგის წინა ნაწილი შესამჩნევად აიწევა მაგარი სასის მიმართულებით.

ი - ბაგეები გაწეულია კბილების გასწვრივ ღიმილისდაგვარად; კბილთაშუა ღიაობა 2-3 მმ-ია; ენა აზნექილია ზევით, დაჭიმულია და სასასთან არის მიახლოებული; ენის წვერი ქვედა კბილებს ებჯინება.

რბილი სასა ყველა ხმოვნისათვის აწეულია ხახის კედლის მიმართულებით და ჰაერნაკადს გზას უკეტავს ცხვირისაკენ; სახმო სიმები ჟღერენ.

ხმოვანთა წარმოთქმის გავარჯიშება

ხმოვნების გამოკვეთით წარმოთქმა მეტყველების რიტმულ ბუნებას ემსახურება და იგი არ უნდა დაირღვეს. დაწყვილებულ ხმოვანთა გასავარჯიშებლად ქვემოთ მოყვანილი ხმოვნები ვერტიკალური თანმიმდევრობით წარმოვთქვათ, აქტიური ვარჯიშის პრინციპით.






















აო

ოა

ოო







წარმოვთქვათ ხმოვანთა დაჯგუფებანი გაბმულად „ლეგატო“-ზე.

ერთ სუნთქვაზე.

აი-ოი-ია-უა
უი-აო-ეო-იო
აუ-იო-ეა-ოა
უა-ოა-ეა-ია

გავიმეოროთ 3 - ჯერ.

გავავარჯიშოთ ა ხმოვანი ერთმარცვლიან სიტყვებში, ვერტიკალური
თანმიმდევრობით. ჯერ წარმოვთქვათ ნელ რიტმში, ხოლო შემდეგ

სწრაფ რიტმში.

გვერდი 50 ცხრილი

0x01 graphic

გავავარჯიშოთ ერთად თავმოყრილი ორი და სამი ხმოვანი. ყურადღება მივაქციოთ ხმოვანთა წარმოთქმის ხანგრძლივობას. მახვილი უნდა მოდიოდეს პირველ ხმოვანზე. ამ სავარჯიშოში სიტყვები ჯერ წარმოვთქვათ არტიკულაციით, ხოლო შემდეგ ხმით.

1. აა -ააფერადა, ააღელვა, აათამაშა, დაარტყა,
გადაარჩინა, კალოობაა, აღდგომაა, ძეობაა,
საავიაციო, გაასავსავა, საავტორო,
საალერსო, სააქციო, საამაყო, საარაკო,
საარსებო.

2. აი -აისი, აისროლა, მაისი, გარდაიცვალა, გაისროლა, გადაიდო, გარდაისახა, საისტორიო, საიდუმლო, საილუსტრაციო, საინტერესო, საინფორმაციო, საისრე.

3. ია - იადონი, იალბუზი, იავნანა, მიანდო, სიახლოვე, ჭიამაია, ნიბლია, მიაგნო, კარგია, იასპარეზა, გიაური, მიაგნო.

4. ეა -ეალერსება, ეამბორა, მეათე, მეარღნე, ტყვეა, კლდეა, თეატრი, შეამჩნია, სარკეა, ღამეა, ხეა.

5. აე -აეროდრომი, აეშალა, აერთებს, გაერთიანება, მაესტრო, ვაება, საეკლესიო, საესტრადო, საელჩო, საერთო, საექსკურსიო, საექსპორტო.

6. აო - აორტა, აორთქლდა, გაორება, საოჯახო, გასაოცარი, სანახაობა, საკუჭნაო, სანაოსნო, სამუშაო.

7. ოა - ოაზისი, მოამბე, მოატყუა, მოაკოწიწა, შემოარტყა, გამოაცალა, წამოაყენა, მოამზადა, გამოაცოცხლა, საამოა.

8. უა - უამბო, უარესი, უარჰყო, გაუარესებული, უანგარო, ჟრუანტელი, ყუა.

9. აუ - გაუბედავი, საუკეთესო, გადაუდებელი, აუცილებელი, აუსრულა, გაუკეთა.

10. ოო - მოოქროვილი, უდროოდ, საბოლოო.

11. უუ - უუნარო, უუფლებო, გაუუმეცარდა.

ხშირად ერთ სიტყვაში გვერდიგვერდ თავს იყრის სამი ხმოვანი. სამივე ხმოვანი უნდა წარმოითქვას თანაზომიერი ხანგრძლივობით. ასეთი სიტყვების ნიმუშებია:

გააერთიანა, გააუმჯობესა, დააარსა, გააათკეცა. შეიარაღება, მიუალერსა, გააიგივა, დააიმედა, დააინტერესა, გააოცა, დააუძლურა, გაეარშიყა, დაიოკა, გაიუთოვა, საიუბილეო, დაუამხანაგდა, გაუადვილა, აუორთქლდა, მიუალერსა, იუარა, მიუახლოვდა, ნიუანსი, შეუერთდა, მოიაზრა, უიარაღო, მოიერიშე, მოაასფალტეს, ამოიოხრა.

ხშირ შემთხვევაში სიტყვის ბოლოს ია ხმოვნები იცვლება რუსული „წ“-თი, რაც რუსული ენის ზეგავლენის შედეგია. საჭიროა გავავარჯიშოთ ეს ხმოვნები სიტყვის ბოლოს.

გადაწყვეტილია

წარმოდგენილია

დამარცხებულია

ამდაგვარია

დაჩაგრულია

სიტუაცია

სპონსორია

შეიარაღებულია

ავიაკომპანია

უცნობია

ივერია

განთესილია

პრესკონფერენცია

აქცია

რეორგანიზაცია

მნიშვნელოვანია

ხმოვანი ბგერების გადატანა-ჩამაგრება ენის გასატეხებსა და სავარჯიშო ფრაზებში:

1. დილას - დარდი დავუმონე
დილამ - დიდ დევს დამამსგავსა
დილამ - დასცა დრო დუხჭირი

დაამხო და დაახავსა.

2. ალიხე, მალიხე, სილიხე, სიკინჭილიხე,
ხევასური, ვარვალახე, მარიამხე, კვაწარახე.

3. დედავ რამან დაგაბერა, რამან დაგადედაკაცა?
ავმა სახლმა, ავმა კარმა, ავად გამადედაკაცა,
კარგმა სახლმა, კარგმა კარმა,
კარგად გამადედაკაცა .

4. თამარ წყნარი, შესაწყნარი, ხმანარნარი, პირმცინარი,
მზე მცინარი, საჩინარი, წყალი მტკნარი, მომდინარი.
მისთვის ქნარი, რა არს ქნარი? არსით მთქნარი, უჩინარი,
ვარდ-შამბნარი, შამბ-ბაღნარი, ღაწვ მწყაზარი, შუქმფინარი.

5. „ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შედის და გაედინების.
მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია!“

6. „მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა!
მეფეო, ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?!
ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა,
პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.”
„არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა.
რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასვლა-გვიანსა?!“

7. „რაც ვიწროა წრე, მით უფრო ვიწრო აზრი გვდევს;
რაც მაღლაა მისწრაფება, მით მაღლა ვართ ჩვენც.”
(შილერი)

„ჰერაკლეოპოლისელი მეფის დარიგებანი შვილისათვის.“

„განდევნე, მოსპე, გაანადგურე სახელი მისი, ამოშანთეხსენება მისი და მისიანთა, რამეთუ იგი ქალაქის სიმშვიდის მტერია და მეამბოხე.

იყავ მართალი ღმერთის წინაშე და სამართლიანი, რათა ყოველმა, რომელმა გიხილოს, იუბნის შენზე იქაც, სადაც თავად არა ხარ: მხოლოდ მტერს

მუსრავსო, სარგებლობა მოაქვსო კაცთათვის კეთილი ზნით, ხოლო შფოთისთავნი კი ბოროტს იზრახვენსო.“

„მახვილი სიტყვა შენი - ძალაა შენი. მახვილი მეფისა, ენა მისი, სიტყვა მისი - ყოველ იარაღზე ძლიერია.“

„სამარადჟამოდ უკვდავჰყავი სახელი შენი, მოიპოვე სიყვარული შენი ხალხისა, გაამდიდრე ქალაქის მკვიდრნი, სამაგიეროდ ღმერთებს შესთხოვენ შენს კეთილდღეობას და განადიდებენ შენს სახელს. შორს გაიტანენ შენი სიკეთის ამბავს, შენს სიჯანსაღეს შეევედრებიან ღმერთს.. იზრუნე შენი ხალხისათვის, განამტკიცე სამანნი შენი ქვეყნისანი შენი მეუფების ჟამს.“...

„შესაბრალისია მიწას დახარბებული კაცი, სულელია არასმქონე, შურით რომ უმზერს მქონებელს.“

„წარმავალია წუთისოფელი, მიწიერი სიცოცხლე დიდხანს როდი გრძელდება. ბედნიერია, ვისაც მოიგონებენ. უსარგებლოა მსახურთა სიმრავლე. კაცი ცას ვერ გამოეკერება! სვებედნიერიც კი, სიცოცხლეს გამოეთხოვება, ტოლსა და სწორსაც ჩამოშორდება, ჟამი რომ დაჰკრავს. რაღა აღშფოთებს მდიდარს თავის სახლში - ქონება საკმარისად აქვს, უქონლობას რაღას ჩივის?“...

„ჭეშმარიტება ღაღადებდეს შენი პირით, რამეთუ ეშინოდეს ყველას, ვისაც ქვეყნის სადავეები მიანდე შენს სახლში. ხელმწიფის ნიშანი - პირდაპირობაა... ჭეშმარიტებას მიჰყევი და დიდი დღე გექნება. ნუგეში ეცი მტირალს, არ დაჩაგრო ქვრივი, არ წაართვა შვილს სამემკვიდრეო. არ დასაჯო უბრალო. ნუ მოკლავ კაცს - ეს შეცოდებად მოგიბრუნდება... არ მოკლა კაცი, თუ ზნეკეთილია...“

„აღმართე სიმაგრეები.. აშენე ტაძრები, ღმერთები განადიდებენ მშენებელთ, თეთრი სანდლები ჩაიცვი და შედი ტაძრად, დუმილით შედგი ფეხი წმინდა სამლოცველოში, ღმერთი დააფასებს მისთვის გარჯილთ.“

„არ დაანგრიო სხვათა ძეგლები ...არ აიშენო სხვათა სამარხების ნამუსრევი ქვით, საკუთარი ქვა გამოკვეთე. გახსოვდეს: დიდსულოვნება მეფეთა სამკაულია.“

„დაამშვენე შენი მოსასვენებელი სამართლიანობითა და სიმართლის სიყვარულით. გულთბილად ხვდებიან მრისხანესაც, თუ გულმართალია, მაგრამ არც ძალუმ მხარს დაინდობენ, თუ უსამართლობას სჩადის.“ ...

„მდუმარებენ მწვერვალები,
მისცემიან რულს ...
დუმან ხენი კენარები,
მთა და ბარი დუმს.
აღარ ისმის ტყეში ჩქამი,
ჩიტიც არა სტვენს.
მოითმინე მოვა ჟამი,
მოისვენებ შენც!“

გოეთე.

„ანი, ბანი და განიდა,
ნეტავ რა მინდა, რა მინდა,
არ მინდა თავის სიკვდილი,
ანდა სხვაიმე რამ მინდა,
მინდა საყვარლის ქორწილი,
შხამის თასების ცლა მინდა,
გაწბილებული მორწმუნე,
დამწუხრებული ცა მინდა
ან კიდევ მინდა, რა მინდა?
ეგებ სხვა არცა რა მინდა,
მინდა შენ მყავდე ცოცხალი,
შენთვის სიკვდილი არ მინდა,
ჯერე შენ მოკვდი, მერე მე,
რომ ვთქვა: სიცოცხლე არ მინდა.
ანი, ბანი და განიდა,
რანიდა მოვა განიდა,
გასრულდა ყოვლი წერილი
სახლი და კარი ბანიდა,
ანი, ბანი და განიდა,
ნეტავ რა მინდა, რა მინდა,
ან მინდა თავის სიკვდილი
ანდა სხვაიმე რამ მინდა.“

ა. სალუქვაძე.

„გარეთ ქარია, სულში დარია,
რამ გადარია გული მთლიანად,
სიტყვა მკვდარია, ლექსი მდარეა,
მხოლოდ სავსეა გულის ფიალა.
ტანი ფარია, გრძნობა ლარია,
რა მიხარია, მაინც ვერ მითქვამს...
ვიტყვი ოდესმე, ვიტყვი ზარიანს,
გრძნობას ქარიანს როცა შევრითმავ.“

(ი. გურგულია)

„იყო ხილვის სიხარული,
იყო არა იყო რა...
გულში თრთოლვა მიმალული,
იყო არა იყო რა...
ვარდისფერი სიყვარული,
იყო არა იყო რა..
სიახლოვით სიმთა რული,
იყო არა იყო რა...
მერე ობლად სიარული,

იყო არა იყო რა...
განშორება, სინანული,
იყო არა იყო რა...
დაკარგული სიყვარული
იყო არა იყო რა...“

(ი. გურგულია)

6.5 ქართული თანხმოვნები „ლ” ბგერის მართებულად წარმოთქმის წესები, მისი დარღვევები და გამოსწორების ხერხები

▲back to top


„ლ“ ენაკბილისმიერი, ნაპრალოვანი, მჟღერი თანხმოვანია. სონორ ბგერათა შორის ყველაზე რთული წარმოსათქმელია. ბგერა ლ-ს წარმოთქმისას პირი ოდნავ ღიაა, ენის ძირი აწეულია, ენის წვერი დაჭიმულია და ებჯინება წინა ზედა კბილებს, ენის გვერდები დაშვებულია და ჰაერნაკადი ენის გვერდებსა და კბილებს შორის დატოვებულ ნაპრალში გამოდის.

ქართულში არსებობს „შედარებით რბილი“ და „შედარებით მაგარი“ - ლ. (მ.მრევლიშვილი). ლ თანხმოვანი შედარებით რბილად წარმოითქმის, მაშინ, როდესაც მას მოსდევს ი ან ე ხმოვანი. მაგ: ლიმონი, სახლი, ქლიავი, ლეღვი, ლერწამი და ა.შ. ყველა დანარჩენ შემთხვევაში: როდესაც ბგერა ლ-ს მოსდევს ა, ო, უ ხმოვნები, ან თანხმოვნები, ან სიტყვა ბოლოვდება ამ ბგერით, იგი „შედარებით მაგარია“. მაგ: ლამაზი, ლომი, ლურსმანი, გულში, ლტოლვა, ელდა, წყალზე, ხვალ, და ა.შ.

საენათმეცნიერო ლიტერატურაში „შედარებით რბილი“ და „შედარებით მაგარი“ ლ თანხმოვნის არტიკულაციის ძირითადი ელემენტები ერთი და იგივეა. მაგარი ლ-ს წარმოთქმისას ენის წვერი უფრო დაჭიმულია და ზედა კბილებს მიბჯენილი ენის წვერი ენერგიულად მოსხლტება კბილებს.

ქართულ ლიტერატურულ წარმოთქმაში მეტწილად გვხვდება მაგარი ლ-ს წარმოთქმის დარღვევები. რბილი ლ-ს წარმოთქმის დარღვევები იშვიათია. მაგარი ლ-ს წარმოთქმისას კბილებთან შეხების მომენტში საჭიროა დიდი არტიკულაციური სიზუსტე. მცირეოდენი გადახრაც კი ბგერის დაზიანებას იწვევს. ლ - ბგერის დაზიანების პრობლემას „ლამბდაციზმი“ ეწოდება.

„ლამბდაციზმის“ გამომწვევი სპეციფიკური მიზეზებია:

1. სქელი მოუქნელი ენა.
2. ენისქვეშა ლაგამის სიმოკლე.
3. ენის ტრამვული დაზიანება ან სიმსივნე.
4. ენის ამწევი კუნთების და ნერვების მოდუნება.

„ლ“ ბგერის წარმოთქმის დარღვევა გვხვდება სამი სახით:

ა) უბგერობა
ბ) დამახინჯება
გ) სხვა ბგერით შენაცვლება.

უბგერობისა და სხვა ბგერით შენაცვლების შემთხვევაში აუცილებელია მივმართოთ ლოგოპედ-დეფექტოლოგს, რადგან მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ამ ნაკლოვანებათა აღმოფხვრა შეუძლებელია.

რაც შეეხება ლ ბგერის დამახინჯების საკითხს, ძირითადად პრაქტიკაში გვხვდება ლ ბგერის შერბილება: მაგ: ლამაზი-ლüამაზი, სამშობლო-სამშობლüო, ლურსმანი-ლüურსმანი და ა.შ.

ამდაგვარი დარღვევა ქართულ მეტყველებას აძლევს კუთხურ- პროვინციულ ელფერს. ეს დარღვევა განსაკუთრებით შეინიშნება ბოლო ათწლეულში და დამახასიათებელია დაახლოებით ყოველი მესამე ადამიანისათვის.

ბგერა ლ-ს არტიკულაციური ვარჯიშები:

1. ენის წვერი მოვათავსოთ კბილებს შორის და წარმოვთქვათ ლ.

ენის ვარჯიშები:

1) ენის წვერი გამოჰყავით კბილებს გარეთ, მოაწყვეთ ბრტყლად, ნიჩბისებურად და გაწვრილება ისრისებურად.

2) ენა აწიეთ და დაწიეთ პირის ღრუში ტუჩებს შუა და ტუჩებს გარეთ (ცხვირისკენ და ნიკაპისკენ).

3) ენის წვერით, მოილოკეთ ტუჩები, კბილები და ალვეოლეზი.

4) ივარჯიშეთ ენის ზურგის აწევ-დაწევასა და მაგარ სასასთან მიწოვაზე.

5) შებერვითი ვარჯიშები: შებერვა კბილებს შუა გამოყოფილ ენის წვერზე ბრტყელ და ღარისებრ მდგომარეობაში.

შედარებით „რბილი“ და „შედარებით მაგარი“ ლ-ის არტიკულაციის სხვაობის შესაგრძნებად წარმოვთქვათ ბგერა ლ, ი და ე ხმოვნებთან ერთად. ლი-ლი, ლი-ლე, გავიმეოროთ რამდენიმეჯერ. შემდეგ ა, ო და უ ხმოვანთან ერთად. ლა-ლა, ლა-ლო, ლო-ლო, ლუ-ლუ, ლუ-ლა.

შემდეგ სავარჯიშოში დაუპირისპიროთ „მაგარი“ და „რბილი“ ლ ერთმანეთს:

ლილი-ლალა,

ლილი-ლოლო

ლელე-ლალა,

ლელე-ლულო

ლილი-ლულუ,

ლელე-ლოლო და ა.შ.

თითოეული ეს სავარჯიშო წარმოვთქვათ 8-10 ჯერ ტემპის ნელ-ნელა მატებით.

ეს დაპირისპირება სასარგებლოა იმისათვის, რომ მაგარი ლ-ს გამომუშავების პროცესში არ გამაგრდეს ეს თანხმოვანი ი და ე ხმოვნებთან მეზობლობაში.

ბგერა ლ-ს გავარჯიშება ერთმარცვლიან, სამმარცვლიან კომპლექსებში.

ლი

ლილი

ლილ

ლმნი-
მნლი
ლში

ლჟი-ში

ლე

ლე-
ლელე

ლელ

ლმნე-
მნლე
ლშე

ლშე-ჟე

ლა

ლა-
ლალა

ლალ

ლმნა-
ლმნა
ლშა

ლჟა-შა

ლო

ლო-
ლოლო

ლოლ

ლმნო-
ლმნო
ლშო

ლჟო-შო

ლუ

ლუ-
ლულუ

ლულ

ლმნუ-
ლმნუ
ლშუ

ლბი
-ლფი
-ლპი

ლძი
-ლცი
-ლწი

ლჯი
-ლჩი
-ლჭი

ლბე
-ლფე
-ლპე

ლძე
-ლცე
-ლწე

ლჯე
-ლჩე
-ლჭე

ლბა
-ლფა
-ლპა

ლძა
-ლცა
-ლწა

ლჯა
-ლჩა
-ლჭა

ლბო
-ლფო
-ლპო

ლძო
-ლცო
-ლწო

ლჯო
-ლჩო
-ლჭო

ლბუ
-ლფუ
-ლპუ

ლძუ
-ლცუ
-ლწუ

ლჯუ
-ლჩუ
-ლჭუ

ბგერა ლ სიტყვებსა და ენის გასატეხებში

ლიმონი

ალიონი

ნალი

შველი

ლიახვი

მსხალი

ქალი

ცელი

ლიმონათი

წელიწადი

ბალი

ვაშლი

ლირა

ბალიში

წყალი

ტყემალი

ლიტრა

მაგალითი

ძილი

ყინული

გალია

ფოთოლი

გული

სოფელი

0x01 graphic

0x01 graphic

ალმასი

ულვაში

კლდე

ალმური

გულფიცხი

სახელგამი

ხალვა

გულკეთილი

ხელკეტი

კალმახი

სულწასული

ხელფასი

ბალთა

იალბუზი

ტალკვესი

ათწლოვანი,ათვალწუნებული,აკრძალული,ალალბედზე,ალალმართალი,ალყა,ამაღელვებელი,ამბულატორია, არეულდარეულობა, ახლო, ახლომახლო, ახლანდელი, ბალადა, ბაჯაღლო, ბელორუსი, ბლომად, ბულგარეთი, გადასვლა, გადალახვა, გალობა, გამფლანგველი, განვლო, განმავლობაში, განსახილველი, განცალკევებული, განხილვა, გასამრჯელო, გასროლა, გაუთვალისწინებლად, გაქელვა, გაცვლა-გამოცვლა, გვალვა, გველნაკბენი, გვირილა, გლახაკი, გრძელვადიანი, გულადი, გულახდილი, გულმკერდი, გულნატკენი, გულუბრყვილო, გულუხვი, გულშემატკივარი, გულცივი, გულხელდაკრეფილი.

დაკლაკნილი, დამაკმაყოფილებლად, დამალული, დაბლა, დასავლური, დასაფლავება, დაღლილობა, დამწერლობა, დახლართული, დიამეტრალური, დილაობით, ელამი, ერთსულოვნება, ერთხელ, ველოსიპედი, ვრცელდება, თავდაპირველად, თავმდაბლობა, თვალთვალი, თვალთმაქცი, თვალნათლივ, თვალსაჩინო, თვალუწვდენელი, კალათა, კალათბურთი, კალამი, კალატოზი, კალთა, კალმისტარი, კლდე, კალოობა, კალციუმი, კარდინალური, კეთილმოწყობილი, კეთილმოსურნე, კვალდაკვალ, კლაკნილი, კლასგარეშე, კლასიფიკაცია, კლუბი, კოლმეურნე, კომუნალური, კონსულტაცია, კრიალოსანი, კრძალავს.

ლაგამი, ლამაზი, ლალისფერი, ლანდი, ლაპარაკი, ლაღი, ლაშქრობა, ლმობიერი, ლოგიკა, ლოცვა, ლტოლვილი, ლუკმა, ლხინი, ლუღლუღი, მადლობელი, მალამო, მართლმორწმუნე, მაღალფარდოვანი, მახვილგონიერი, მაჯლაჯუნა, მელოდიური, მელოტი, მესაფლავე, მიკიბულ-

მოკიბული, მინიმალური, მიწათმფლობელი, მკურნალობა, მოვალ, მოკირწყლული, მოლაპარაკება, მოლდავეთი, მოლაყბე, ლხინი, მოსულელო, მოუთმენლობა, მოღრუბლული, მოხერხებულად, მრავალრიცხოვანი, მრავალეროვანი, მრავლობითი, მრავალწლოვანი, მსხვილფეხა, მძლავრი, მხედველობა, ნათელი, ნაწილობრივი, ნებაყოფლობითი, ნელ-ნელა.

ოლქი, ორთქლმავალი, პალატა, პალტო, პირველწყარო, პირველხარისხოვანი, პლაკატი, პოლონეთი, პოლკოვნიკი, სადღეგრძელო, სადღესასწაულო, საიდუმლო, სამსხვერპლო, სამშობლო, საოლქო, საჭმელ-სასმელი, სასოფლო-სამეურნეო, სასკოლო, საშუალო, საცალფეხო, საცდელ-საჩვენებელი, სახელდობრ, სახელმძღვანელო, სახელმწიფო, სახელოვანი, სახელწოდება, სახლკარი, სიბრალული, სრულწლოვანი, სრულუფლებიანი, სრულდება, სულადობა, სულგრძელი, სულდგმული, სულმოკლე, სცილდება, სწავლობს, ულმობელი, ულაპარაკოდ, უმნიშვნელო, უმწიკვლო, უსაფუძვლო, უსულო, უცილობლად, უშუალო, უძლური, უწყალო, უწვერულვაშო, უხერხული.

ფილტვი, ფლოტი, ქალაქგარეთ, ქალაჩუნა, ქალაქური, ქველმოქმედება, ქრონოლოგია, ღალატი, ღველფი, ყაბალახი, ყველაფერი, ყვითელკანიანი, ყინულმჭრელი, ყოველმხრივი, ყოველდღე,

ყოველნაირი, ყოველწლიური, შელოცვა, შემოვლა, შესაძლო, უგნებლობა, შეუძლოდ, შველა, შთამომავლობა, შოლტი, შუბლმაგარი, ჩრდილოეთი, ცალთვალა, ცალკეული, ცალფეხა, ცალმხრივი, ცეცხლსაშიში, ცოცხლობს, ძალა, ძალაუფლება, ძალღონე, ძაღლური, ძვალ-რბილი, ძველმანი, ძვირფასეულობა, ძნელად, წაბილწვა, წვრილმანი, წვრილფეხა, წვრილშვილი, წითელკანიანი, წინასადღესასწაულო, წუხელ, წყალდიდობა, წყალქვეშა, წყალ-წყალა, წყევლა-კრულვა, ხალასი, ხალვათი, ხალხი, ხელგაშლილი, ხელახალი, ხელბურთი, ხელთათმანი, ხელმარჯვე, ხელმისაწვდომი, ხელმოკლე, ხელმძღვანელი, ხელსაწყო, ხელმწიფე, ხელოვნება, ხელნაწერი, ხელსაქმე, ხელოსანი, ხელუხლებელი, ხელფასი, ხელფეხშეკრული, ხელქვეითი, ხელშემწყობი, ხელწერილი, ხელცარიელი, ხელშესახები, ხელჩართული.

ენის გასატეხები

„ესე ლორი რა ლორია
ღორზე გადანამორია.“

„ლარნაკზე ლაპლაპებს ლალი
ლამაზ ლანდივით ლაღად
ლოთივით ლასლასებს ლარი
ლერწმად ლამაზი ლალე.“

„ერთსა კაცსა ბლისკინელსა ბლის კალათით ბლის ხიდზედა
ბალი გააქვს და გამოაქვს.“

„ლაღს ლოცავს ლაჩარს ლახტით ლეწს
ლანქერათ ლღვება ლეწვითა
ლამს ლექავს, ლამაზ ლერწმის ლერწს
ლერწმადვე ლექსავს ლერწიდან.“

(ა. სალუქვაძე)

„თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,
ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისაწვდობელმან,
მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-მლმობელმან.
“ილოცვის, იტყვის: „მაღალო, ღმერთო ხმელთა და ცათაო,
ზოგჯერ მომცემო პატივთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,
უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო“!

„ვინატრებდი - ნეტავ შემეძლოს ყველა ტკივილის მორჩენა პიროვნების ღირსების შეუცვლელად. ნეტავ შემეძლოს ადამიანებს დავუწინდო უეცარი, მოულოდნელი სიკვდილი, არა უადრეს წლისა, რომ მის გაჩენას აზრი ჰქონდეს და ახლდეს რწმენა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ჯანსაღი სულით და ხორცით ივლის და არ ეცოდინება, რა არის ტკივილის შიში. ნეტავ შემეძლოს გადავაჩვიო ადამიანი ტყუილს, და მის ნაცვლად დუმილი ვასწავლო. ნეტავ შემეძლოს, მოვუსპო ადამიანს სიხარბე და მოპარვის ცხოველური ჟინი და მხოლოდ სიკეთით ნეტარება ვასწავლო. ნეტავ შემეძლოს ადამიანის ვნება სიყვარულს დავუმორჩილო და სიყვარულში მოთმინება და მსხვერპლგაღება ვასწავლო. ნეტავ შემეძლოს ადამიანს ორი დიდი ჩვევა დავუწინდო შრომისა და ოცნებისა. ნეტავ შემეძლოს სიბრძნით ავავსო ადამიანი ისე, რომ არ დამძიმდეს და ხალისი სიკვდილამდე მიჰყვეს. რა კარგია სიტყვა „ნეტავ“

(ი. გურგულია)

6.6 „რ“ ბგერის სწორი წარმოთქმა

▲back to top


რ სამეტყველო ბგერათა შორის ყველაზე ძნელად წარმოსათქმელი ბგერაა. ამ ბგერის წარმოთქმისას ენას სჭირდება მეტად რთული და დიფერენცირებული მოძრაობის შესრულება: რ ბგერის წარმოთქმისას ენა განსაკუთრებით დაძაბულია და სწორი არტიკულაციიდან მცირეოდენი გადახრა იწვევს ამ ბგერის დაზიანებას.

რ ბგერის დარღვევას ეწოდება როტაციზმი, მისი სხვა ბგერის შენაცვლებას კი პარაროტაციზმი.

რ - ენანუნისმიერი, მჟღერი, მთრთოლი თანხმოვანია. მისი წარმოთქმისას ჰაერნაკადის ზედიზედ ძლიერი ჯახება იწვევს დაჭიმული ენის წვერის თრთოლას, ზედა ნუნების მიმართ. რ ბგერის წარმოთქმისას სამეტყველო ორგანოები შემდეგ მდგომარეობაში არიან: ბაგეებისა და პირის კუთხეების მდგომარეობა დამოკიდებულია მომდევნო ხმოვანზე. (შეადარეთ სარკის წინ). ენის წვერი აწეულია ზედა ნუნებთან, კოვზისებურადაა მომრგვალებული, დაჭიმულია და თრთის. ენის ძირი უძრავადაა, ენის გვერდები მტკიცედ ებჯინება ზედა გვერდით კბილებს. რბილი სასა აწეულია ხახის კედლის მიმართ და გზას უკეტავს ცხვირისაკენ მიმავალ ჰაერნაკადს. სახმო სიმები თრთიან. ექსპირაციული ჰაერნაკადი უფრო ძლიერია, ვიდრე ხმოვნების წარმოთქმისას.

რ - ბგერის დარღვევის სპეციფიკური მიზეზებია:

ა) დიდი, მოუქნელი ან ძლიერ მოკლე, პატარა ენა.

ბ) ენის წვერის მთლიანი ან ნაწილობრივი შეზრდა.

გ) ენის ქვეშა ლაგამის სიმოკლე, რის გამოც ენის წვერი ვერ სწვდება ზედა ნუნებს. ხშირად ენისქვეშა ლაგამის სიმოკლე იწვევს ენის წვერის დეფორმაციას. ენის წვერი გაყოფილია, რაც ხელს უშლის ენის წვერის ვიბრაციას.

დ) ენის ტრამვული დაზიანება, სიმსივნე ან ხორცმეტი ენაზე.

ე) ენის ამწევი კუნთების და ნერვების მოდუნება(სისუსტე).

ვ) მაღალი ვიწრო სასა, რის გამოც ენის წვერი ვერ სწვდება ალვეოლებს.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ენას აკლია მოქნილობა და ვერ ახდენს რ ბგერის წარმოთქმისათვის საჭირო, ზუსტ მოძრაობებს.

რ - ბგერის დარღვევის სახეებია: უბგერობა, დამახინჯება და სხვა ბგერით შენაცვლება.

უბგერობა - ამ შემთხვევაში ბგერა არ წარმოითქმის. გვაქვს უბგერო პაუზა. მაგ: პარლამენტი - პა-ლამენტი. პრეზიდენტი - პეზიდენტი. მორბის - მობის და ა. შ.

დამახინჯებანი:

1) ველარული. რ ბგერის წარმოთქმისას ენის ზურგის უკანა ნაწილი რბილ სასასთან წარმოქმნის ვიწრო ნაპრალს, ამ ნაპრალში ჰაერნაკადის გავლა იწვევს რბილი სასის თრთოლას. (Velum - ლათინურად ეწოდება რბილ სასას, აქედან წარმოდგებარ-ს ნაკლოვანების სახელწოდება-ველარული.)

2) უვულარული ან უნაქისმიერი რ-ს წარმოთქმისას საარტიკულაციო ორგანოები ისეთსავე მდგომარეობაშია, როგორც ველარული რ-ს წარმოთქმისას. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თრთის არა რბილი სასა, არამედ ნაქი.

3) გვერდითი რ-ს წარმოთქმისას თრთის ენის გვერდები. ისმის რლ-ს მსგავსი ბგერა.

4) ლოყისმიერი რ-ს წარმოთქმისას საარტიკულაციო აპარატი იმავე მდგომარეობაშია, როგორც გვერდითი რ-ს შემთხვევაში, მხოლოდ ენის გვერდების თრთოლას ერთვის ლოყების თრთოლაც. რ-ბგერის სხვა ბგერით შენაცვლებათა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია რ-ბგერის შენაცვლება დარბილებული რ-ბგერით.

რ-ს დარღვევის შემთხვევები შეიძლება გაიყოს ორ ჯგუფად:

ა) ენას აქვს ზემოთ აწეულობის მიდრეკილება, მაგრამ რაიმე მიზეზის გამო არ ხდება ზუსტი არტიკულაცია;

ბ) ენის წვერი დაშვებულია. მის ნაცვლად აქტიურობს ენის სხვა ნაწილი ან სხვა სამეტყველო ორგანო: რბილი სასა, ბაგეები და სხვა...

პირველ ჯგუფში გაერთიანებულ დარღვევათა სახეები უფრო ადვილად სწორდება ვიდრე მეორე ჯგუფში შემავალ დარღვევათა სახეები. ეს აზრი პრაქტიკულ მუშაობაში დასტურდება.

- ბგერის დაყენება, კორექცია.

რ-ს წარმოთქმის დარღვევის გამოსწორებისათვის საჭიროა გამოვიყენოთ მხედველობითი, სმენითი და კინესთეზიური ანალიზატორები და მუშაობა ჩავატაროდ შემდეგნაირად:

1) სარკის წინ უნდა დავინახოთ რ - ბგერის სწორი არტიკულაცია და გავაცნობიეროთ საკუთარი ნაკლი.

2) შევამოწმოთ ფონემატური სმენა და საჭირო შემთხვევაში ჩავატაროთ მუშაობა მის გასანვითარებლად.

3) ჩავატაროდ არტიკულაციური ვარჯიშები. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ენის მოქნილობას, დიფერენციული მოძრაობებისა და თრთოლვის უნარის გამომუშავებას:

ა) ენის აწევ-დაწევა და ენის წვერისათვის სხვადასხვა მდგომარეობის მიცემა (ნიჩბისებური, კოვზისებური, ისრისებული).

ბ) ენის წვერით ტუჩების, კბილების და ალვეოლების შეხება და მოლოკვა; ენის ზურგის შუა ნაწილის აწევ-დაწევა.

გ) ვარჯიშები ენის წვერის ასათრთოლებლად:

1) მიწოვითი სასიდან, ენის ზურგის მიწოვა და მოცილება.

2) შებერვითი - ტუჩებით შებერვა თფრრს მსგავსი ბგერების მისაღებად, შებერვა კბილთაშუა გამოყოფილ გაბრტყელებულ ენაზე, იგივე ვარჯიში ცხვირის ნესტოების დახშვით, ენის წვერზე მიწებებული ქაღალდის მოცილება შებერვით, შებერვა მსუბუქ საგნებზე (ქაღალდზე, ბამბაზე, ბუმბულზე).

სარკის წინ გავაღოთ პირი და წარმოვთქვათ დ-დ-დ ტემპის თანდათანობითი აჩქარებით. ამით ვითარდება ენის წვერის მოქნილობა და სწრაფი პერიოდული რხევის უნარი. რ-ბგერის დაყენება ამ ხერხით ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:

1. დდდ -
დდიდდი..
დდდიდდდი...
დდდოდდდო...

2. ზ - და დანარჩენ ხმოვნებთან ტემპის თანდათანობით აჩქარებით.

ზ -ა

ზ -ო

ზ-უდა ყველა ხმოვნებთან თანმიმდევრობით, შერწყმულად ერთ ამოსუნთქვაზე.

ზ-უზ - ა, ზ - ო

აზ - ა, ოზ - ო

აზ - პა
აზ - ბა
აზ- მა

აზ - ვა ასევე ვავარჯიშებთ სხვა ხმოვნებთან; თანდათანობით ზ-ს ხანგრძლივობა კლებულობს.ბგერა რ-ს გავარჯიშება ერთმარცვლიან, ორმარცვლიან და ა. შ. კომპლექსებში.

აზ - ტა
აზ - და
აზ - ნა
აზ - კა
აზ - გა
აზ - ხა

რი

რი-რი

რი-რი-რი

რირი-რერე

რე

რე-რე

რე-რე-რე

რერე-რარა

რა

რა-რა

რა-რა-რა

რარა-რორო

რო

რო-რო

რო-რო-რო

რორო-რურუ

რუ

რუ-რუ

რუ-რუ-რუ

რურუ-რარა

წარმოვთქვათ რ ბგერა დაჭიმული ენის წვერით და გაბმით რრრრრ.

რ-ს ძლიერი ვიბრაციით წარმოვთქვამთ:რირ
რერ
რარ
რორ
რურ

ბგერა რ თანხმოვან კომპლექსებში

0x01 graphic

დრი

ტრი

თრი

დრე

ტრე

თრე

დრა

ტრა

თრა

დრო

ტრო

თრო

დრუ

ტრუ

თრუ

ბგერა რ-ს გავარჯიშება სიტყვებში, ენის გასატეხებსა და სავარჯიშო ფრაზებში

რიყე, აპრილი, მარილი, პური, ნაცარი, წვრილი, ყრილობა, ქამარი, ზღაპარი, გიშერი, ნადირი, ცვარი, რეჰანი, რეცეპტი, ურემი, მზარეული, დერეფანი, არემარე, მეორე, ადრე, მცენარე, მდინარე, მთვარე, ცირკი, კვირტი, ჯირკი, ტვირთი.

ერბო, ერთი, ერთობა, ნერგი, მერხი მერცხალი, ლერწამი, ვერძი, ფერფლი, ვერცხლი, რადიო, რაიონი, რაჭა, რაინდი, სურათი, სურამი, კარაქი, მერანი, კერა, ძერა, ფარა, სურა, კვირა, ტომარა, ფანჯარა, ძროხა, შრომა, სროლა, ტოროლა.

ურო, სორო, წერო, წყარო, ფუღურო, რუკა, რუსეთი, ბურუსი, კრუხი, წრუწუნა, ცრუ, ღრუ, ყრუ, წკარუნი, ჟღარუნი.

არხი, არქივი, არწივი, არტისტი, ვარდი, ბარტყი, მარწყვი, ზღარბი, ფარდა, ჩარჩო,
სართული, ორბი, ორღობე, ორთქლი, ორმო, მორგვი, ხორბალი, ფორთოხალი, ხორთუმი,
ხორცი, მორცხვი, ურჩი, ურმული, ბურთი, ზურგი, ლურჯი, ზურმუხტი, ყურძენი.

თრითინა, თრთოლა, თეთრი, რთველი, ქართული, ტრაქტორი, კიტრი, მტრედი, სტრიქონი, დროშა, ფერდობი, სარდალი, შროშანი, ჟრჟოლა, ჭრილობა, ჩრდილი, ჩრჩილი, ფრინველი, ფრონტი, თვითმფრინავი, ბრძოლა, გრუხუნი, წკრიალა, ბრდღვიალა, წარწერა, მარცხენა, ცრემლი, ძვირფასი.

პროკურორი, ბარბაროსი, რაკრაკი, გარდიგარდმო, ტრაქტორი, წარამარა, ტარტაროზი, ორატორი, რიარია, როხროხი, ტერორისტი, კურიერი, მარმარილო, გარიჟრაჟი.

პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, კანცელარია, გარდაქმნა, რამეთუ, გარდაიცვალა, ხშირად, არასდროს, როგორ ბრძანდებით, კორესპონდენტი, მორბენალი, სტრიქონი, სერიალი, ორკესტრი, გრანდიოზული, გროტესკი, საქართველო, საუბარი, რეიდი, სრული, რატომღაც, თურმე, ერთხელ, რომელიმე, სათაური, პროკურატურა, დაპირისპირება, რეგლამენტი, მიკროფონი, ევროპა, კურსი, ენერგეტიკა, პრეზენტაცია, პროფესია, ენდოკრინოლოგია, აორტა, პროფესორი, ქირურგია, ღირსების ორდენი, ტერორისტები, ტრიბუნა, პარტია, რეგისტრაცია.

„შენი ვერძი რქაგრეხილი,
ჩემსა ვერძსა რქაგრეხილსა
რას ერჩოდა, რას ებრძოდა,
რას ერქაგრეხილებოდა?“

„კარო რკინის კოჭიანო
რას ჭრიჭ-მიჭრიჭ-მოჭრიალობ,
რა გაქვს საჭრეჭ-საჭრიალო?“

„კურტანი დაგვიკურტნავს
კურტნული დაგვიკურტნია.“

„ეს-ქათამი-ხან-იქეთ-გადაკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდება,
ხან აქეთ გადმოკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდება.“

„თეთრი თხა გავათხათეთრე.“

„ეზოშია თეთრი მტრედი, ფრთა თეთრი და ფრთაფარფატა.“

„რვალი რამ რეკდა, რემანი
რბოდნენ, რანდავდნენ რიდეთა.
რულში როკავდა რამინი-
რეტის რტოს რგავდა რიდითა.“

„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.“

„შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.
ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
მართ აგრეთვე მელექსესა - ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,
რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.
მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,
რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,
ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.“

ანდაზები

ააფრინე ალალიო - რაც არ არი, არ არიო.

კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავსო.

ურემი რომ გადაბრუნდება, გ შემდეგ გამოჩნდებაო.გზა

ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო.

6.7 „ვ“ სპირანტის სწორად წარმოთქმის წესები

▲back to top


კბილბაგისმიერი ვ თანხმოვნის წარმოთქმის დროს ქვედა ბაგე მაქსიმალურად უახლოვდება ზედა საჭრელი კბილების გვირგვინების მწვერვალებს და იწარმოება მოგრძო ნაპრალში. ამ ბგერის წარმოქმნისას ენა არტიკულაციაში უშუალოდ არ მონაწილეობს, რბილი სასის ფარდა ნაქიურით კეტავს ცხვირის ღრუსაკენ გასასვლელს და საფონაციო ჰაერნაკადი ნაპრალისაკენ წარიმართება. ენის უკანა ზურგი დაჭიმულია.

ვ მჟღერი ბგერაა იმ შემთხვევაში, როდესაც მას სიტყვაში სხვა რომელიმე მჟღერი თანხმოვანი ან ხმოვანი მოსდევს. მაგ: ვარდი, ვეფხი, ვულკანი, ვძერწავ და ა.შ.

ვ ყრუვდება, როდესაც მოსდევს ყრუ თანხმოვანი, მაგ: ვფიქრობ, სავსე, ვფშვნი და ა.შ.

ვ ბგერის დარღვევებიდან შეინიშნება ამ ბგერის უი, უა, უე ხმოვნებით შენაცვლება, რაც ინგლისური ენის ზეგავლენაა. მაგ: თქვა- თქუა, წავედი-წაუედი, შვილი-შუილი და ა.შ.

როდესაც სიტყვაში ორი ვ იყრის თავს, ხშირად მათი წარმოთქმის არაინტენსიურობის გამო, მხოლოდ ერთი ბგერა გვესმის რაც აზრობრივადაც არღვევს და ამახინჯებს სიტყვისა თუ წინადადების არსს. მაგ: ვვახშმობ-ვახშმობ, ვვარაუდობ-ვარაუდობ და ა. შ.

ვ თანხმოვანის გავარჯიშება ერთმარცვლიან, ორმარცვლიან და სამმარცვლიან კომპლექსებში.

ვი

ვი-ვი

ვი-ვი-ვი

ვე

ვე-ვე

ვე-ვე-ვე

ვა

ვა-ვა

ვა-ვა-ვა

ვო

ვო-ვო

ვო-ვო-ვო

ვუ

ვუ-ვუ

ვუ-ვუ-ვუ.

0x01 graphic

ეს სავარჯიშო წარმოვთქვათ 8-10-ჯერ, ტემპის ნელ-ნელა მომატებით.

თანხმოვანი სიტყვებში, ენის გასატეხებსა და სავარჯიშო ფრაზებში

ვიზიტი ვითარება, ვინაიდან, ვიოლინო, ვიშვიში, ვიწრო, ვედრება, ვეზირი, ვენტილაცია, ვერავითარი, ვერხვი, ვეფხვი, ვარვარება, ვარსკვლავი, ვაი-ვაგლახი, ვაკანტური, ვარაუდი, ვარვარი, ვოდევილი, ვოკალი, ვოლტი, ვულგარული, ვულკანიზაცია,

ყველა, მწვავე, ჩვენი, გამოსვლა, წვრთნა, განმავლობაში, წვიმა, გაავრცელებს, არჩევნები, საქართველოს, უსაფუძვლოდ, ბავშვები, ბაძავენ, ამომრჩეველს, მოსვლა, ვისაც, მოღვაწეობა, მმართველი, ნამდვილი.

მოწვევის, შეხვედრა, თავმჯდომარე, ყვებოდნენ, უმრავლესობა, გაირკვა, სხვა, თქვა, გასაკვირი, მიატოვა, მილოცვები, კავშირი, სავარძელი, შემთხვევა, პერსპექტივა, თავიანთი, ნაღვაწი, ქვეყნის, გადაწყვეტილება, მდივანი, დამნაშავეები, თვითმმართველობა, არჩევანი, ვნახოთ, დამნაშავე, დასვეს, თქვეს, ხელმძღვანელობა, შეტევა, უყვარს, ყოველთვის, საზღვარგარეთ, სწავლა, მოგვისმენთ, შემიშვებთ, ბავშვი, სთხოვა, დამცველები, დატოვებული, ჩემთვის, ვიყო, ჩამოხვედით, ველოდეთ, მომავალი, მრეწველთა, ვისაც, განმავლობაში, დაიტოვა, მოვა, მოყვა, უკვე, აქვს, სავარაუდოდ, ვინაიდან, სინამდვილეში, მოვიდნენ, ვიღაც, მივიღებთ, შევარდნაძე, ვიყო, საველე, სადაზღვევო, გათვალისწინებული, ლტოლვილები, ავიწროვებს, დააკავეს, ვინც, ვისაც.

ენის გასატეხები

„მიდის კაცი შავპაიჭნაბადიანი,
გავეკიდე მეც გავშავპაიჭნაბადიანდი.“

„ვთვალე, ვთვალე ბატკნები
სუყველა გადავთვალეო,
რომელიც მეტი მოვიდა
დავეცი, მოვიპარეო.“

„წვიმს, წვიმს, წვიმს, წვიმს
გრიალებს, ელავს და წვიმს
წვრილი და პატარა ხასხასა წვეთები
ტრიალით ცვივიან ძირს.“

„ცვივა, ცვივა, ცვივა, ცვივა
ქათქათელა ფიფქები
მცივა, მცივა, მცივა, მცივა,
წამეყინა თითები.“

„ვინაც ვის ვარგოთ, ვიცოდეთ
ვისა ვრგებთ, ვხარჯავთ ვისასა?
ვის ვეძმოთ, ვისთვის ვიწოდეთ,
ვინ ვის უხდიდეთ ვის ვალსა!“

„პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:
თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დარიდნეს;
გამორიდა ვეფხმან გული,-დედათამცა განარიდნეს!-
ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.
ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: „არა ხარ ცნობასა,
შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!“
ხრმალ-გამოწვდილი გავუხე, მივეც ლახვართა სობასა,
თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.
ხრმალი გავსტყორცნე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა;
მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა;
მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭყალითა სისხლთა მღვრელითა,
ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.
რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე,
გავგულისდი, მოვიქნიე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე;
მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე;
სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, რომ ცრემლსა
ვღვრიდე!“

„ტირილით ვიშვით,
ჭაპანს ვეწევით,
ჩვენვე გვამძიმებს ჩვენი წოდება;
მუნ მიგვაცილებს სხვისი გოდება,
სიზმარი ესე
ხელის ცეცებით
ამ იწროებში მიებღოტება“

შემუელ პანაგიდი.

სისინა და შიშინა ბგერების სწორი წარმოთქმა, დარღვევები და გამოსწორება

ქართულში სისინა ბგერების ჯგუფს ეკუთვნის ენაკბილისმიერნი ს, ზ, ძ, წ, ც. შიშინა ბგერების ჯგუფს კი - ენანუნისმიერნი შ, ჩ, ჯ, ჭ, ჟ. როგორც პირველი, ისე მეორე ჯგუფის თახმოვანთა უმართებულო წარმოთქმას ეწოდება სიგმატიზმი.

სიგმატიზმი წარმოთქმის ნაკლოვანებათა შორის ყველაზე ხშირად გვხვდება. სისინა და შიშინა ბგერების დარღვევათა შორის ერთგვარი კანონზომიერება არსებობს: სისინა ბგერების დარღვევის შემთხვევაში ხშირად ზიანდება შიშინა ბგერებიც და პირიქით. აგრეთვე ხშირია ურთიერთ შენაცვლებაც.

ა) სისინა ბგერების სწორი წარმოთქმა:

ს, ზ, ძ, ც, წ თანხმოვნების წარმოქმნის ადგილი ერთი და იგივეა. - ენის წვერი ეხება ქვედა კბილებს. განსხვავება იმაშია, რომ ზ, ს-ს წარმოთქმისას ენა ქმნის ნაპრალს კბილებთან; ხოლო ძ, ც, წ-ს წარმოთქმის დროს ხდება ხშვა. სამეტყველო ორგანოები ამ ბგერების წარმოთქმისას შემდეგნაირად ეწყობიან: ქვედა ყბა ოდნავ დაწეულია ისე, რომ კბილებს შორის მანძილი 1 მმ-ია. ტუჩები ეხება ქვედა კბილებს, პირის კუთხეები ა, ე, ი ხმოვნების წარმოთქმისას გაწეულია განზე - ღიმილისდაგვარად. ო-უ-ს-წარმოთქმისას კი მომრგვალებულია. (შეადარეთ სა-სე-სი და სა-სო-სუ-ს წარმოთქმა).

ენის წვერი ქვედა კბილებს, ებჯინება. ენის გვერდები ზედა საღეჭ კბილებს ეხება. ზ, ს-ს წარმოთქმისას ენას შუაში სიგრძივ მიყვება ვიწრო ღარი. ძ, ც, წ-ს წარმოთქმისას ენის ზურგი ზემოთ აიზნიქება და ალვეოლებს ებჯინება, შემდეგ ისევ დაბლა ეშვება; რბილი სასა ნაქითურთ ყველა ამ თანხმოვნის წარმოთქმისას აწეულია.

სახმო სიმები: ს, ც ფშვინვიერების წარმოთქმისას ერთმანეთს მიახლოებულია და ამომდინარე ჰაერნაკადი წარმოქმნის ჩქამს. ზ, ძ ბგერების წარმოთქმისას დაჭიმულია და ჟღერენ. წ-ს წარმოთქმისას კი გადაკეტილია. ექსპირაციული ჰაერნაკადი ძლიერია ს, ც ბგერების წარმოთქმისას, სუსტია ზ და ძ ბგერების წარმოთქმისას; წ-ბგერა წარმოიქმნება იმ ჰაერის მარაგით, რომელიც ზესადგამ მილშია.

ბ) შიშინა ბგერების სწორი წარმოთქმა.

ჟ, შ, ჩ, ჯ, ჭ თანხმოვნების წარმოქმნის ადგილი ერთი და იგივეა: შ, ჟ თანხმოვნების წარმოთქმისას ენის წვერი მიახლოებულია ნუნებთან. საარტიკულაციო ორგანოების მდგომარეობა ამ ბგერათა წარმოთქმისას ასეთია:

ტუჩები ოდნავ წინ გამოწეული, მოჩანს კბილები, კბილთაშუა ღიაობა უდრის დაახლოებით 1 მმ-ს. ენის წვერი აწეულია ზევით და ქმნის მომრგვალებულ ნაპრალს ნუნებთან. ჟ, შ-ს წარმოთქმისას ენა ქმნის ღარს, რომელშიც გამომდინარეობს ჰაერნაკადი, ხოლო ჯ, ჩ, ჭ ბგერების წარმოთქმისას ენის ზურგი მთლიანად აზნექილია და დაძაბული. ენის წვერი ახდენს ხშვას ნუნებთან. რბილი სასა ნაქითურთ ყველა ამ თანხმოვნის წარმოთქმისას აწეულია. სახმო სიმები: შ-ჩ ბგერებისათვის მიახლოებულია, ამომდინარე ჰაერნაკადი წარმოქმნის ჩქამს. ჟ, ჯ ბგერებისათვის ჟღერენ და ჭ-სათვის დაკეტილია. ექსპირციული ჰაერნაკადი: ძლიერია შ, ჩ-სათვის; სუსტია ჟ, ჯ-სათვის, ჭ წარმოიქმნება იმ ჰაერის მარაგით, რომელიც პირის ღრუში იმყოფება.

6.8 სისინა და შიშინა ბგერების წარმოთქმის დარღვევა

▲back to top


სისინა და შიშინა ბგერების მართებული წარმოთქმა მოითხოვს ზუსტ დიფერენცირებულ მოძრაობებს. სწორი არტიკულაციიდან მცირე გადახრაც კი იწვევს ამ ბგერათა არაზუსტ, დამახინჯებულ წარმოთქმას. ამ ბგერების დარღვევის სპეციფიკური მიზეზებია: სმენის დეფექტი, სამეტყველო აპარატის არასწორი აღნაგობა: კბილების, ყბების და ენის ანომალიები. სისინა - შიშინა ბგერების დარღვევა ორი სახით გვხვდება: 1) ბგერის დამახინჯება 2) სხვა ბგერით შენაცვლება. დამახინჯება:

1. ბაგეკბილისმიერი სიგმატიზმი. ამ შემთხვევაში ქვედა ტუჩი ეხება ზედა კბილებს. ენა ს-ბგერის მდგომარეობაშია. ე.ი. დაწეულია ქვედა კბილებისაკენ. ასეთი არტიკულაციის დროს ს-ბგერის წარმოთქმა ფ-ბგერის მსგავსია. ბგერა არაზუსტია, გაუგებარი.

მაგ: სახლი - ფ ახლი, სურათი - ფ ურათი და ა.შ.

2 კბილთაშუა სიგმატიზმი - სისინა შიშინა ბგერების (ან ერთი რომელიმე მათგანის) წარმოთქმის დროს ენის წვერი იმის მაგივრად რომ დაეშვას წინა კბილებთან, გამოდის კბილებს შუა; ამიტომ ბგერა არასუფთა ჟღერადობისაა და ჩლიფინის მსგავსია. ზოგჯერ კბილთაშუა სიგმატიზმის დროს გვხვდება ზედა ტუჩის და ყბის დამატებითი მოძრაობა ზევიდან ქვევით ფარდისებურად - ენის კბილთაშუა წარმოთქმის დასაფარავად.

3. კბილისმიერი სიგმატიზმი - სისინა და შიშინა ბგერების (ზოგჯერ მხოლოდ ერთი რომელიმე რიგის) წარმოთქმისას ენის წვერი ებჯინება ზედა კბილებს, გზას უკეტავს ჰაერნაკადს და ისმის დ, თ, ტ-ს მსგავსი ბგერები. მაგალითად: ს-ს ნაცვლად ისმის თ-ს მსგავსი ბგერა, ზ-ს ნაცვლად - დ-ს მსგავსი და ა. შ. სახლი - თახლი, ზამთარი - დამთარი.

4. გვერდითი (ლატერალური) სიგმატიზმი -

ა) ენის წვერი აწეულია ზევით, კბილებს ან ნუნებს ებჯინება, როგორც ტ ბგერის წარმოთქმისას. ამის გამო ენა ვერ ახერხებს შუაში ღარის გაკეთებას და ექსპერაციული ჰაერნაკადი გვერდებიდან (ან ერთი გვერდიდან) გამოდის.

ბ) ზოგჯერ ენის წვერი დაწეულია ქვედა კბილებთან, ენა ბრუნდება ერთ მხარეს (ზოგჯერ გამოვა კბილებს გარეთაც) და ჰაერნაკადს უშვებს მეორე მხრიდან.

გ) ენის წვერი ეხება ქვედა კბილებს. ენის ზურგი დაჭიმული და აწეულია, ეხება მაგარ სასას და ჰაერნაკადი გამოდის ერთი ან ორივე გვერდიდან. მეტყველება მეტად ზიანდება.

5. ცხვირისმიერი სიგმატიზმი - მეტყველება ისევე ძლიერ ზიანდება, როგორც გვერდითი სიგმატიზმის დროს, მაგრამ გამოსასწორებლად უფრო ადვილია. ენის ძირი იწევა მაღლა, უახლოვდება ნაქს. ნაქი ეშვება ქვემოთ და გზას ხსნის ცხვირის ღრუსაკენ, რის გამოც ექსპირაციული ჰაერნაკადი ცხვირის ღრუდან გამოდის.

ამგვარად, კბილთაშუა ნაპრალის ნაცვლად, იქმნება ნაქისა და ხახის ნაპრალი. ისმის გაურკვეველი ბგერა - ღია დუდუნის მსგავსი. ეს დეფექტი შეიძლება გავრცელდეს როგორც სისინა, ასევე შიშინა ბგერებზე ან მხოლოდ რომელიმე ერთ რიგზე.

6. შიშინა სიგმატიზმი - ენის წვერი დაშორებულია წინა კბილებს. ენის წინა ნაწილი დაძაბული და ზედმეტად აწეულია. ისმის შ-და ს-ბგერების მსგავსი რბილი შიშინა ბგერა (შ და ს-ს შორის გარდამავალი ბგერა): სახლი - შახლი, სურათი - შურათი, შოშია - სოსია.

შენაცვლება: 1. შიშინა ბგერების შენაცვლება სისინა ბგერებით და პირიქით.
შოშია - სოსია,
ჯებირი - ძებირი,
ჩაქუჩი - ცაქუცი,
ჭიანჭველა - წიანწველა,
სამი - შამი,
სკამი - შკამი.
და ა.შ.

2. მჟღერი აფრიკატების ძ, ჯ - ს შენაცვლება მჟღერი ნაპრალოვნებით და პირიქით.
ძაღლი - ზაღლი,
ეძგერა - ეზგერა,
ჯებირი - ჟებირი,
ჯირკი - ჟირკი.

3. აფრიკატების შენაცვლება ბგერათა კომპლექსით. ძ- ზდ, ც-სთ, წ-სტ, ჯ-ჟდ, ჩ-შთ, ჭ-შტ. ძაღლი - ზდაღლი, ციყვი - სთიყვი.

4. მჟღერი ჯ, ჟ, ბგერების შენაცვლება შ, ჩ ყრუ ბგერებით,რაც საერთოდ მეტყველებაში მჟღერიბგერების დაყრუებისშემთხვევაა.

მაგ:მაჟალო - მაშალო,
ჯებირი - ჩეფირი
და ა.შ.

6.9 სისინა - შიშინა ბგერების დაყენება - კორექცია

▲back to top


სიგმატიზმის შემთხვევაში ხშირად დარღვეულია ბგერის სმენითი აღქმა. ამიტომ ყურადღება უნდა გამახვილდეს ფონემატური სმენის განვითარებაზე. ბგერაზე მუშაობის დროს,გამოყენებულ უნდა იქნეს მხედველობითი და სმენითი კონტროლი. სწორი წარმოთქმა შეიძლება მივიღოთ მხოლოდ

მიბაძვით. სპეციალისტი უჩვენებს ბგერის მართებულ არტიკულაციას, მოსწავლე კი მიბაძვით, ყოველგვარი საგანგებო ხერხების გამოყენების გარეშე, ასწორებს დარღვეულ წარმოთქმას. თუ სამეტყველო ორგანოები ვერ ახერხებენ ზუსტ, დიფერენცირებულ მოძრაობებს, მაშინ საჭიროა საგანგებო საარტიკულაციო ვარჯიშების ჩატარება. მაგ: ტუჩების წინ

წამოშვერა (ხორთუმისებურად), ტუჩების განზე გაზიდვა, (ღიმილის პოზიცია), ენის გამოყოფა „ისრისებურად“-ენა იღებს რაც შეიძლება წამახვილებულ ფორმას. ენის გამოყოფა რიგრიგობით ნიჩბისებურად, ისრისებურად და ღარისებურად. თუ ამ მოძრაობის შესრულება ვერ ხერხდება შეიძლება გამოვიყენოთ ზონდი, რომელსაც დავაჭერთ ენაზე და მექანიკურად მივიღებთ ღარს. როგორც წესი ბგერებზე მუშაობას ვიწყებთ სისინა ბგერის დაყენება კორექციით. კერძოდ ს-ბგერით. ხოლო მომდევნო ბგერებზე გადასვლა ხდება ს-ბგერის სრული ავტომატიზაციის შემდეგ.

სისინა - შიშინა ბგერათა დაყენება- კორექცია ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ს-ზ-ც-წ-ძ

შ-ჟ-ჩ-ჭ-ჯ.

იმ შემთხვევაში როდესაც მივიღებთ მართებულ ს-ს, დანარჩენ სისინა ბგერებზე იმდენი მუშაობა აღარ არის საჭირო. თუ გაძნელდა მაგ: ს-ბგერის მიღება და ობიექტმა უფრო ადვილად მოახერხა რომელიმე სხვა ბგერის წარმოთქმა, მუშაობას ვიწყებთ მისთვის უფრო ადვილად წარმოსათქმელი ბგერით. ვაყენებთ ამ ბგერას და ისევ ვუბრუნდებით ს ბგერას.

ზემოთ ჩამოთვლილი ორგანული დარღვევებიდან ყველაზე გავრცელებულია კბილთაშუა სიგმატიზმი .ამდარღვევის გამოსასწორებლად საჭიროა გავაცნობიეროთ სამეტყველო ორგანოთა მდგომარეობა ბგერების წარმოთქმისას. სწორი მართებული არტიკულაციით, გადაჭარბებით წარმოვთქვათ დარღვეული ბგერა.

სავარჯიშო1. დაკრეჭილი კბილებით გახანგრძლივებული წარმოთქმით ვთქვათ ს ბგერა;

სავარჯიშო 2. შპატელით ან ჩვეულებრივი კოვზის ტარით დავაჭიროთ ენის წვერს ქვედა კბილებთან და წარმოვთქვათ ბგერა ს-ს.

პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ კბილთა შუა ასიგმატიზმის გამოსასწორებლად უმჯობესია ვარჯიშის დაწყება დახურული მარცვლით:ას ეს ის ოს უს.

უნდა აღინიშნოს, რომ კბილთაშუა წარმოთქმის დამახინჯებანი გამოსასწორებლად ადვილია, მაგრამ მისი ჩამაგრება მეტყველებაში საჭიროებს ხანგრძლივ მუშაობას.

ზემოთ ჩამოთვლილ ორგანულ ნაკლოვანებათა გარდა ხშირად ვხვდებით მანერულ, შერბილებულ სისინა ბგერებს. მათი გამოსწორება შესაძლებელია იმ სავარჯიშოებით, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ ხანგრძლივი, სისტემატური ვარჯიშის შედეგად.

სისინა ბგერების სწორად წარმოთქმისათვის საჭირო სავარჯიშოები

გავიხსენოთ ს თანხმოვნის სწორად წარმოთქმის არტიკულაცია და ვარჯიში დავიწყოთ დახურული მარცვლით.

1) ას
ეს
ის
ოს
უს

2) შემდეგ გაბმული სისინით წარმოვთქვათ სსსსს ...

3) ს თანხმოვანი წარმოვთქვათ ერთმარცვლიან და ორმარცვლიან კომპლექსებში:

0x01 graphic

ბგერა ს - თანხმოვან კომპლექსებში

0x01 graphic

გავიხსენოთ ზ თანხმოვნის სწორად წარმოთქმის არტიკულაცია და ვარჯიში დავიწყოთ დახურული მარცვლით.

1) აზ
ეზ
იზ
ოზ
უზ

2) ენის წვერიმივაბჯინოთ ქვედა საჭრელი ნუნების ზედა კიდესთან და გაბმით და ზუზუნით წარმოვთქვათ ზზზზზზ.

3) ზ თანხმოვანი წარმოვთქვათ ერთმარცვლიან და ორმარცვლიან კოპლექსებში:

0x01 graphic

4) ს და ზ თანხმოვნების ერთობლივი კომბინაციები:

ზი-სი

ზდი-სთი

ზი-სი-სი-ზი

ზე-სე

ზდე-სთე

ზე-სე-სე-ზე

ზა-სა

ზდა-სთა

ზა-სა-სა-ზა

ზო-სო

ზდო-სთო

ზო-სო-სო-ზო

ზუ-სუ

ზდუ-სთუ

ზუ-სუ-სუ-ზუ

სი-ზი-
ზი-სი

სი-ზი-სი
-ზი-სი-ზი

სე-ზე-
ზე-სე

სე-ზე-სე
-ზე-სე-ზე

სა-ზა-
ზა-სა

სა-ზა-სა
-ზა-სა-ზა

სო-ზო-
ზო-სო

სო-ზო-სო
-ზო-სო-ზო

სუ-ზუ-
ზუ-სუ

სუ-ზუ-სუ
-ზუ-სუ-ზუ

ბგერა ზ თანხმოვან კომპლექსებში

0x01 graphic

ს თანხმოვნის გავარჯიშება - ჩამაგრება სიტყვაში:

სისინი, სისავსე, სესხი, სასტიკი, სასაცილო, გაასავსავა, სოსისი, გისოსი, სუსხი, სუსტი, საბუთი, საბძელი, საბჭოთა, საგადასახადო, საგაზეთო, საგალობელი, საგანგაშო, საგარანტიო, საგზაო, საგაფიცვო, საგულისხმო, სადავიდარაბო, სადაზღვევო, სადამდე, სადარაჯო, სადარბაზო, სადგური, სადემონსტრაციო, სადივერსიო, სადიპლომატო, სადღეო, სადღესასწაულო, სადღეღამისო, საეკლესიო, საერთაშორისო, საესტრადო, საელჩო, საერთო, საექსკურსიო, საექსპორტო, საილუსტრაციო.

სავალალო, სავალუტო, საექსტერნო, სავარძელი, სავსე, სავარცხელი, სავაჭრო, საზიანო, საზოგადო, საზღვარგარეთ, საზღაპრო, საზიანო, სავაჭრო, საზოგადო, საზღვარგარეთ, სათავგადასავლო, სათავისო, სათათბირო, სათვისტომო, სათქმელი, სათხოვარი, საინტერესო, საინფორმაციო, საისრე, საისტორიო, საკადრო.

საკავშირო, საკამათო, საკანონმდებლო, საკანცელარიო, საკასაციო, საკაცობრიო, საკეთილდღეო, საკვანძო, საკვირაო, საკომისიო,

საკონკურსო, საკურსო, საკონსულტაციო, საკონფლიქტო, საკოორდინაციო, საკრებულო, სამაგიერო, სამგზის.

სამართალდარღვევა, სამართალდამცველი, სამარცხვინო, სამეთვალყურეო, სამეცნიერო, სამინისტრო, სამკვდრო-სასიცოცხლო, სამმართველო, სამოსახლო, სამოქალაქო, სამოღვაწეო,

სამრეწველო, სამსახიობო, სამუსიკო, სამუშაო, სამყარო, სამშვიდობო, სამწუხარო, სამწყსო, სანაოსნო.

სასტიკი, სრული, სარგებლობა, სიმპათია, სასამართლო, სერიოზული, განსაცდელი, განსაკუთრებული, სასაცილო, საქართველო, საამო, რესპუბლიკა, რეპრესია, საბჭოთა, სენატი, გასაოცარი, საუბარი, სიტყვა, სეტყვა, შემსრულებელი, სხვლა.

გახსენება, მოსკოვი, სკამი, სიმართლე, სუნი, სენი, საავადმყოფო, სასადილო, რესტორანი, სასაუბრო, სისხლი, განსასჯელი, მოსამართლე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საგადასახადო ინსპექცია, სენდვიჩი, სარბიელი.

სხვაობა, სხეული, უსახელო, სარჩევი, სარჩელი, საშინაო, საშუალო, საწყენი, სარწყავი, სამწუხარო, საწვავი, საღამო, მსაჯი, საუკუნის პროცესი, მსჯელობა, დისკუსია, სპორტსმენი, სამახსოვრო, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

საფრთხე, სარეკლამო, სააგენტო, სარკმელი, სარკე, სასურველი, სხვადასხვა, გამოისყიდა, გამოსვლა, ავსული, მიუსაჯა, სჯობს, წესები, წესრიგი, სამშაბათს, მას შემდეგ.

ზ - თანხმოვნის გავარჯიშება - ჩამაგრება სიტყვაში

ზავი, ზაქი, ზიზღი, ზიზილო, საზამთრო, ზეზვა, ზამთარი, ზაზა, ზურგი, ვაზნა, ზარზმა, ზუზუნი ზუთხი, ზოგ-ზოგი, ზაზუნა ზრდილობა, სიზმარი, საზიანო, ზრდა, ზანგი, ზაფხული, ზამთარი, ზარბაზანი, სახაზავი, კრაზანა, დაზგა, ბაზარი, დაზვერვა, უზარმაზარი, აურზაური, ზაფრანა, ზამბახი, გაბზარული, მგზავრი.

ზეთი, ზეგანი, ზეინაბი, ზეინკალი, ზეიმი, ზედმეტი, დეზები, ზებრა, მეთევზე, ზედაპირი, ზეპირი, გაბრაზება, გაზეპირება, ზიანი, არამზადა, ლამაზი, ნაგაზი, აზია, გოზინაყი, მაღაზია, გამზირი, მზესუმზირა, მიზეზი, კუზი, ნაზი, ბუზი, ვაზი, კოვზი, ხარაზი, ნახაზი.

ზოგადი, საზოგადოება, უზომო, მეზობელი, ზოოპარკი, ზომიერი, ზონარი, საზომი, ეზო, რეზო, გაზომვა, სადარბაზო, დაზოგვა, უგზო- უკვლო.

ზუთხი, ზურნა, ზურმუხტი, ბზუილი, ნაზუქი, გუზგუზი, მაზუთი, უზრუნველი, დაზვერვა, ზლუქუნი, განზრახვა, ზრდილობა, ბზრიალა, მზვერავი, მზრუნველი, დაზგა, მგზავრი, აღმზრდელი, ზღაპარი, საზღვარი, მზე, მზიდავი, მზითევი, მზიური.

ს და ზ თანხმოვნების გადატანა - ჩამაგრება ენის გასატეხებსა და სავარჯიშო ფრაზებში.

1. „სამი სასაწნახელე ხე.“

2. „ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს
ზოგის კაკალიც არაო“.

3. „სუსტი სიო სისინითა
სუსტ სოსანს სწვდა, სუსტად სერა
სასოებამ სულის სწრაფვა
საოცნებო სერზე სწერა.“

4. „ერთსა კაცსა ბლისკინელსა, ბლის კალათით
ბლის ხიდზედა, ბალი გააქვს და გამოაქვს.“

5. „ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია
ზოგსა კაცსა კაცუნაო,
ზოგს დედაკაცს - დედაკაცი,
ზოგსაც - დედაკაცუნაო.“

6. „სატრფოს სულს სვამდა სნეული
სიყვარულისა სენითა,
სხეულით საროსეულით,
სახითა სევდით სველითა.“

7. „ზედაზნით ზვერავს ზეთა - ზეს
ზეიმით, ზოგჯერ ზარითა ...
ზმანებით ზვირთი ზედაზედ
ზმასა ზრდის ზვავ ზანზარითა.“

ანდაზები

„სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.“

„სხვისი იმედით ფართო კარავს ნუ დასდგამო.“

„მიზეზ - მიზეზ დოს მარილი აკლიაო.“

„ბევრი ბუზი ბზუის, ფუტკართან ყველა ტყუისო.“

„სიმდიდრის შეზიზღება უმდიდრესი სიმდიდრეა.“

„ზნეობა ნიჭია საზოგადოებისა.“

„თავაზიანობა ზნეობის გამოსხივებაა.“

აფორიზმები:
(შ. რუსთაველი)

„ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.“
„ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“
„განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქნების.“
„გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.“
„ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.“
„კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების.“
„კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა.“
„მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.“
„რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.“
„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზავიწრო, ვერცა კლდოვანი,“
„მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალგულოვანი,“
„ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი,“
„სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი.“

„ძნელი არის მარტოობა სულისა“
(ნ. ბარათაშვილი)

შიშინა ბგერების გამოსწორება.

შიშინა ბგერების გამოსწორებას ვიწყებთ შ ბგერით. წარმოვთქვათ ბგერა ს და შემდეგ ენის წვერი შპაცელის დახმარებით ავწიოთ ზევით ნუნებისაკენ, ტუჩები წამოვწიოთ წინ. თუ ტუჩების წინ წამოწევა გაჭირდა, მაშინ ორივე ლოყაზე ვიჭერთ თითებს და ტუჩები წინ წამოიწევა. მართებული ბგერის მიღების შემდეგ გადავდივართ მის ჩამაგრებაზე მარცვლებში, სიტყვებში ფრაზებში.

შ ბგერის გამოსწორების შემდეგ არ არის ძნელი ჟ ბგერის მიღება, რადგან მათი არტიკულაცია მსგავსია, მაგრამ შ-საგან განსხვავებით, ჟ-თვის ემატება სახმო სიმებისა და ენის წვერის თრთოლა. სმენით განვასხვავოთ ჟ ბგერა შ-საგან, ხორხზე ხელის მიდებით შევიგრძნოთ ჟ-ს წარმოთქმისათვის საჭირო ჟღერა. უნდა შევიგრძნოთ ენის წვერის თრთოლა.

ამ ორი ბგერის გასწორების შემდეგ ყველა შიშინა ბგერა ავტომატურად სწორდება.

შიშინა თანხმოვნების ყრუ შ-ს და მჟღერი ჟ-ს წარმოთქმის სავარჯიშოები.

1) გავიხსენოთ ყრუ შიშინა თანხმოვნის შ-ს წარმოთქმის წესები
და სწორი არტიკულაციით გაბმულად წარმოვთქვათ შშშშშშშ.

2) შ თანხმოვანი წარმოვთქვათ ერთმარცვლიან და ორმარცვლიან კომპლექსებში:

ში

შიში-
შიში

შიშ

შრი-
რში

შლი-
ლში

შე

შეშე-
შეშე

შეშ

შრე-
რშე

შლე-
ლშე

შა

შაშა-
შაშა

შაშ

შრა-
რშა

შლა-
ლშა

შო

შოშო-
შოშო

შოშ

შრო-რშო

შლო-ლშო

შუ

შუშუ-
შუშუ

შუშ

შრუ-
რშუ

შლუ-
ლშუ

3) გავიხსენოთ ჟ თანხმოვნის არტიკულაცია და გაბმით და ზუზუნით წარმოვთქვათ ჟჟჟჟჟჟჟ.

4) ჟ თანხმოვანი ერთმარცვლიან და ორმარცვლიან კომპლექსებში.

ჟი

ჟი-ჟი

ჟიჟ

ჟრი-ჟდე

ჟვი-ჟლი

ჟე

ჟე-ჟე

ჟეჟ

ჟრე-ჟდე

ჟვე-ჟლე

ჟა

ჟა-ჟა

ჟაჟ

ჟრა-ჟდა

ჟვა-ჟლა

ჟო

ჟო-ჟო

ჟოჟ

ჟრო-ჟდო

ჟვო-ჟლო

ჟუ

ჟუ-ჟუ

ჟუჟ

ჟრუ-ჟდუ

ჟვუ-ჟლუ

ჟ ბგერის დიფერენციაცია

ჟი-ში

ში-ჟი

ჟი-ში-
ჟი

ჟი-ში-
ში-ჟი

ჟე-შე

შე-ჟე

ჟე-შე-
ჟე

ჟე-შე-
შე-ჟე

ჟა-შა

შა-ჟა

ჟა-შა

ჟა-შა-შა-ჟა

ჟო-შო

შო-ჟო

ჟა-შა-
ჟა

ჟო-შო-
შო-ჟო

ჟუ-შუ

შუ-ჟუ

ჟუ-შუ-
ჟუ

ჟუ-შუ-
შუ-ჟუ

შ თანხმოვნის გავარჯიშება-ჩამაგრება სიტყვაში.

შიში, შიმშილი, შიდა, მშიშარა, შიკრიკი, ნახშირი, საშინაო, კომში, ულვაში, ხაში, ქარქაში, ნიმუში, ლავაში, ნუგეში, ნუში, პირქუში, ოხრახუში, ბალიში.

შეშა, შესაძლებელი, შეშლილი, შეფუთვა, შერცხვა, შესაშური, შემოდგომა, შეგრძნება, შტერი, შერისხული, შეებრძოლა, შეიტყუა, შეფი, შეეპასუხა, შეღავათი, შეიძინა, შეუნდო, შერიგება, შეხვედრა, შესანიშნავი, შეშა, შეტევა, შემოქმედება, შეცნობა, შემთხვევა, შერცხვენა, შეგირდი, გიშერი, მლაშე, შავი, შარი-შური, შარმი, შარვალი, შარაგზა, გუშაგი, ნიშანი, მუშაობა, შარბათი, ოთხშაბათი, ქვიშა, დროშა, კაშკაშა, შაშხანა, შორტი, შორი, შოლტი, შოკოლადი, შორეული, სამშობლო, კეთილშობილი, სანიმუშო, შორსმხედველი, სათამაშო, საშობაო, დაშორება, პირმშო.

შუღლი, შურისძიება, შუაში, საშუალო, შუბლი, შუაგული, აბრეშუმი, შუშა, შური, შუაღამე, შურდული, შუშაბანდი, შუამთა.

ვაშლი, ლაშქარი, საშრობი, შაშვი, ნაშთი, მუშტი, უშნო, იშვიათი, ფეხშიშველი, შენიშვნა, ეშხი, ეშმაკი, შრომა, შხაპუნა, შტორმი, უშიშროება, მნიშვნელოვანი, საერთაშორისო, სამშობლო, ჩამშვები, მშვიდობა.

პროფკავშირი, შეღავათი, შეხვედრა, აშალაშინებს უშლის, უშნო, უშველებელი, შვეიცარია, მშვენიერი, შესანიშნავი, ააშენა, მაშველები, ფეშენებელური, არშია.

ჟ - თანხმოვნის გავარჯიშება-ჩამაგრება.

ვაჟი, კაჟი, გიჟი, რეჟიმი, რეჟისორი, ჟირაფი, ჟინი, ჟანგი, ჟანგბადი, მჟავა, მაჟალო, მჟაუნა, არაჟანი, ამჟამად, ჟანდარმი, ჟოლო, დირიჟორი, ჟურნალი, ჟუჟუნა, ლაჟვარდი, ვაჟკაცი, უჟმური, ღაჟღაჟი, ჟრჟოლა, ჟლეტა, ჟრიამული, გამჟღავნება, ჟღარუნი, ჟრუანტელი, ჟღურტული.

შ და ჟ თანხმოვნების გადატანა-ჩამაგრება ენის გასატეხებსა და სავარჯიშო ფრაზებში.

1) „შევარდენმა შავ შაშვს
შიშის შადრევანი შეაფრქვია -
შაშვი შროშნის შტოზე შეხტა
შროშანმა შტო შეარხია“

2) „სამი მუჭი შინდარწკლი
შევიტანე შინდარწკლში.“

3) „შოთა შალაშინს უსვამს შეშაზე
შავ-შავ შეშებსაც შეშისფრად ფერავს
შალაშინი აქვს შესაშურები
შრიალ-შრიალით შლის ბურბუშელას - .“

4) „შემრისხე შენგან შენდობა
შემაკრთობს, შემეშინდება
შვილისა შენის შენობა
შენდება, შალაშინდება.“

5) „ჟამი ჟვერავდა, ჟამავდა,
ჟოლისა, ჟოლსა, ჟოლასა,
ჟოჟო ჟურავდა, ჟარავდა
ჟინსა ჟრუანტელს ჟრჟოლასა.“

„ვის შვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
- მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, -
მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა,
და მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მიშერისა.“

„შენმან მზემან, უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი,
შენმან მზემან, ვერვის მიხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი!
აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი,
და სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.“

(შოთა რუსთაველი)

ანდაზები.

1)შორს მოუარე და შინ მშვიდობით მიდიო.
2)შვილმა გული გაიარა, შვილიშვილმა გულის გულიო.
3)ომიანობა ზოგს ააშენებს, ზოგს გადააშენებსო.
4)გაჭირვებულთათვის ისიც ნუგეშია, თუ ამხანაგი ეყოლება უბედურებაში.

(სპინოზა)

5) ნუგეში იმის ცოდნაა, რომ შენზე უკეთესი კაცი, შენზე უბედურია.

(ე. ბირსი)

ენაკბილისმიერი (სისინა) აფრიკატები

ენა-კბილისმიერი (სისინა) აფრიკატებია ძ, ც, წ. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ისინი იწარმოებიან ენის წინა ზედაპირით. ქვედა ყბა ოდნავ დაწეულია, ენის წვერი ებჯინება ქვედა კბილებს, ენის ზურგის წინა ნაწილი ებჯინება მაგარ სასას, ენის გვერდები ეხება გვერდით კბილებს და ხდება სრული ხშვა. ძ-მჟღერი აფრიკატია,- სახმო სიმები დაძაბულია და ჟღერენ. ც-ფშვინვიერი აფრიკატია- სახმო სიმები ერთმანეთს მიახლოებულია და ამომდინარე ჰაერნაკადი წარმოქმნის

ჩქამს. წ-აბრუპტიული აფრიკატია. იგი იწარმოება იმ ჰაერის მარაგით, რომელიც ზესადგომ მილშია

ხშირია შემთხვევა ძ, ც, წ აფრიკატების შერბილებისა. განსაკუთრებით ა, ო, უ ხმოვნებთან. ეს თანხმოვნები საჭიროა წარმოვთქვათ მკაფიოდ და ენერგიულად.

ერთმარცვლიანი ვარჯიშის კომპლექსი:

ძი

ცი

წი

ძე

ცე

წე

ძა

ცა

წა

ძო

ცო

წო

ძუ

ცუ

წუ

ორმარცვლიანი სავარჯიშოები:

0x01 graphic

სამმარცვლიანი სავარჯიშოები

ძი-ცი-
წი

წი-ცი-
ძი

ცი-წი-
ძი

ცი-ძი-
წი

ძე-ცე-
წე

წე-ცე-
ძე

ცე-წე-
ძე

ცე-ძე-
წე

ძა-ცა-
წა

წა-ცა-
ძა

ცა-წა-
ძა

ცა-ძა-
წა

ძო-ცო-
წო

წო-ცო-
ძო

ცო-წო-
ძო

ცო-ძო-
წო

ძუ-ცუ-
წუ

წუ-ცუ-
ძუ

ცუ-წუ-
ძუ

ცუ-ძუ-
წუ

ოხმარცვლიანი სავარჯიშოები

ძი-ცი
-ცი-ძი

ძი-წი
-წი-ძი

ცი-ძი-
ძი-ცი

ძე-ცე
-ცე-ძე

ძე-წე
-წე-ძე

ცე-ძე
-ძე-ცე

ძა-ცა
-ცა-ძა

ძა-წა
-წა-ძა

ცა-ძა
-ძა-ცა

ძო-ცო
-ცო-ძო

ძო-წო
-წო-ძო

ცო-ძო
-ძო-ცო

ძუ-ცუ
-ცუ-ძუ

ძუ-წუ
-წუ-ძუ

ცუ-ძუ
-ძუ-ცუ

ძ, ც, წ თანხმოვნების გადატანა-ჩამაგრება სიტყვებში, ენის გასატეხებსა და ფრაზებში.

ცარცი, ნაცარი, ცანცალა, გამოცანა, ცალფეხა, ცამეტი, ცერცვი, ცეცხლი, მცენარე, ცელქი, სივრცე, ცეტი, ციცინათელა, ციცარი, ცირკი, ციფრი, სიცილი, ზარმაცი, კაცი, ლაქუცი, მხეცი, ცოცხალი, ცოცხი, ცურვა, ცუღლუტი, ცუნცული.

ცა, ცალკე, ცალ-ცალკე, ცაცხვი, ცახცახი, ცბიერი, ცდუნება, ცდილობს, ცვლიან, ცენტრალური, ცენტრალიზაცია, ცერცეტა, ცეცება, ცეცხლგამძლე, ცეცხლმსროლელი, ცვარ-ნამი, ცვილისფერი, ცვლა, ცვლილება, ცვრიანი, ციალი, ციგა, ცივილიზაცია,ცივ-ცივი, ციკლონი, ცილინდრი, ცილისწამება, ციმციმი, ცირკულაცია, ციტატა, ციცაბო, ციცქა, ციხეკოშკი, ცმაცუნი, ცნობა, ცნობისმოყვარე, ცოლ-შვილი, ცოტ-ცოტაობით, ცოფიანი, ცრუმეცნიერი, ცეხელუხი, ცქმუტვა, ცხენდაცხენ, ცხვარ-მეცხვარე, ცხვირმოუხოცავი, ცხოველი, ცხონებული, ცხრა, ცხრაფურცელა, გააცამტვერა, გაფაციცებული, განცვიფრებული, დარცხვენილი, შერცხვენილი, გარდაცვალება, ცალყბად, ფურცელი, ფაცი-ფუცი, საცეცხლური.

ინფორმაცია, ოპოზიცია, სპეცსამსახურები, სოციალური, რაც შეეხება, არც ერთი, თუმცა, მაინც და მაინც, ოფიციალური, კორუფცია, კონსტიტუცია, პრინციპულად, ექსპლოატაცია, უცხოური, ფედერაცია, პრეს-ცენტრი, ინვესტიციები, სპეციალისტი, პროდუქცია, ცივილური, ჩაცმულობა, განცალკევება, კონსულტაცია, გადაცემა, საორგანიზაციო,პრინციპულობა,სამეცნიერო,კვალიფიციური, რედაქცია, პროდუქცია, პოლიცია, უპრეცედენტო.

1. „ციდან ცრილი ცივი ცვარი
ციცაბოზე ციაგს ცდილობს
ცის ციალის ცივ ციმციმში
ცდომილება ცუდ ცდომილობს.“

2. „დაფაციცებულნი ფრინველნი
უფრო დაფაციფუცდებიან.“

3. „დაციმციმებდა ციმციმით
ციმციმა ციცინათელა
მისმა ციმციმმა ზეცა სულ
გააციმციცინათელა.“

4. „ცალ ცერზე ცეკვავს ცანგალა,
ცხოვრებას ცხეხვავს ცერითა,
ცოლს ცრემლი ცვივა, ცარგვალი
ცვდება ცოდვილის ცქერითა.“

(ა. სალუქვაძე)

5. „ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.“

(შ. რუსთაველი)

6. „მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,
მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,
უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული, ცეცხლთა ნადებარი,
ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.“

(შ. რუსთაველი)

ანდაზები:

ცხვარი ცხვარია და, თუ გაცხარდა ცხარია.
ვინც იცის ცეცხლია, ვინც არა და ცერცვია.
ბგერა წ სიტყვებსა და ენის გასატეხებში.

წამი, წარბი, წაბლი, წამალი, წიკწიკი, წუთი, წუწურაქი, წალკოტი, წამწამი, წამდაუწუმ, წელიწადი, მაწანწალა, მასწავლებელი, წარმოდგენა, წამება, სწავლა. წერო, წებო, წერტილი, უმწეო, საწებელი, წერილი, მწერალი, წესრიგი, წიგნი, წითელი, წისქვილი, წვიმა, წიხლი, წიწილა, არწივი, მეწისქვილე, ყანწი, მწირი, ყუნწი, სასწორი, მაწონი, საწოლი, თავმომწონე, წუთი, წუწკი, წურბელა, წუწუნი, მარწუხი, წუმპე, წვეთი, წვერი, წვიმა, მწვანილი, დამწვარი, წლიური, წნევა, წმინდა, საწნახელი, ნაწნავი, სწრაფი, წრე, წყარო, მეწყერი, მარწყვი, წკეპლა, მწკრივი, წრიპინი, წყნარი, წყალი, წყარო, წყვილი, წყურვილი, წყლული, სარწყავი.

1. წია-წია დაწიწინებს
პაწაწინა წიწილა
წვიმის წვეთი დაეწვეთა
შეშინდა და იწივლა.

2. წვიმის წვეთი წუწუნებდა
წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ,
წვიმა წუწუნს უწუნებდა,

წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ
და მერე კი წვიმა წყნარი
წვიმა წყნარი წელწანწკარა
აწიკწიკდა წვრილ წვეთებად
წამდაუწუმ, წარამარა.

3. წაგახდენს წყევლა-წუწუნი
წინასწარ წეწვა წვერისა,
წამოდექ, წერას წამოჰყევ
წალდის წინ წაწვდილ წვერისას.

(ა. სალუქვაძე)

ბგერა ძ სიტყვებსა და ფრაზებში:

ძაფი, ძალა, ძაღლი, ნაძვი, ნაკრძალი, ბრძანება, ანძა, ბარძაყი, ნაძალადევი, ძერა, ძეხვი, ძეწნა, ძერწვა, საბძელი, მძევალი, ყურძენი, ბერძენი, ბრძენი, რძე, საკინძე, გრძელი, მეძებარი, გაღვიძება, ძეგლი, ძილი, ძირი, ბიძგი, მძიმე, ღვიძლი, მანძილი, საძირკველი, კვანძი, კორძი, კერძი, ანდერძი, მძივი, ძონძი, თეძო, ბრძოლა, ძუნწი, ძუნძული, ძვალი, ძვირი, ძვირფასი, ძმა, ძმობილი, გრძნობა, ძნელი, ძლიერი, ძროხა, ძრწოლა, გაძღოლა, მძღოლი, ლანძღვა, მაძღარი.

1. „ძნელია, ძნელზე ძნელია,
ძერკვა ძოძისა ძირისა,
ძაგება ძველი ძიძისა,
ძებნა ძოწისა ძვირისა.“

(ა. სალუქვაძე)

ანდაზები:

1. ძილს ძილი მოსდევს.

2. ძაღლი ძაღლის ძვალს არ გასტეხს.

3. ძაღლსა სცემდნენ და რძალს ასმენდნენო.

ჯ, ჩ, ჭ შიშინა აფრიკატების სწორი წარმოთქმის სავარჯიშოები.

გავიხსენოთ ენანუნისმიერი შიშინა ჯ, ჩ, ჭ აფრიკატების სწორი არტიკულაცია(გვ. 79). გავავარჯიშოთ ერთმარცვლიან ბგერათ-კომპლექსში მჟღერი - ჯ, ფშვინვიერი ჩ და აბრუპტივი ჭ.

1)

ჩი

ჯი

ჭი

ჩე

ჯე

ჭე

ჩა

ჯა

ჭა

ჩო

ჯო

ჭო

ჩუ

ჯუ

ჭუ

2) ორმარცვლიანი ბგერათკომპლექსები.

ჯი-ჭი

ჯი-ჩი

ჩი-ჯი

ჭი-ჩი

ჯე-ჭე

ჯე-ჩე

ჩე-ჯე

ჭე-ჩე

ჯა-ჭა

ჯა-ჩა

ჩა-ჯა

ჭა-ჩა

ჯო-ჭო
ჯუ-ჭუ

ჯო-ჩო
ჯუ-ჩუ

ჩო-ჯო
ჩუ-ჯუ

ჭო-ჩო
ჭუ-ჩუ

ჭი-ჯი

ჩი-ჭი

ჭე-ჯე

ჩე-ჭე

ჭა-ჯა

ჩა-ჭა

ჭო-ჯი

ჩო-ჭო

ჭუ-ჯუ

ჩუ-ჭუ

სამმარცვლიანი ბგერათკომპლექსები.

ჯი-ჩი-
ჭი

ჩი-ჭი-
ჯი

ჭი-ჩი-
ჯი

ჯე-ჩე-
ჭე

ჩე-ჭე-
ჯე

ჭე-ჩე-
ჯე

ჯა-ჩა-
ჭა

ჩა-ჭა-
ჯა

ჭა-ჩა-
ჯა

ჯო-ჩო-
ჭო

ჩა-ჭო-
ჯო

ჭო-ჩო-
ჯო

ჯუ-ჩუ-
ჭუ

ჩა-ჭუ-
ჯუ

ჭუ-ჩუ-
ჯუ

4) ოთხმარცვლიანი ბგერათკომპლექსები.

ჯი-ჭი-
ჩი-ჯი

ჩი-ჭი-
ჭი-ჯი

ჯი-ჩი
-ჩი-ჯი

ჯე-ჭე-
ჩე-ჯე

ჩე-ჭე-
ჭე-ჯე

ჯე-ჩე-
ჩე-ჯე

ჯა-ჭა-
ჩა-ჯა

ჩა-ჭა-
ჭა-ჯა

ჯა-ჩა
-ჩა-ჯა

ჯო-ჭო-
ჩო-ჯო

ჩო-ჭო-
ჭო-ჯო

ჯო-ჩო
-ჩო-ჯო

ჯუ-ჭუ-
ჩუ-ჯუ

ჩუ-ჭუ-
ჭუ-ჯუ

ჯუ-ჩუ
-ჩუ-ჯუ

ჯ, ჭ, ჩ აფრიკატების ჩამაგრება სიტყვებსა და ენის გასატეხებში.

ჭა, ჭადარი, ჭარხალი, ჭიქა, ჭადრაკი, ჭოტი, ჭინჭარი, ჭურჭელი, ჭოჭმანი, ჭოგრიტი, ჭორფლი, ჭური, საჭურველი, ჭანჭური, ჭერი, ჭერამი, ჭექა-ქუხილი, კენჭი, მჭერმეტყველი, ჭიშკარი, ჭიანჭველა, ჭივჭავი, კაჭკაჭი, კუჭი, გოჭი, ბიჭი, მუხრუჭი, ჭვარტლი, დამჭკნარი, ჭრილობა, ჭუჭრუტანა, ბრჭყვიალა, ჭრა-კერვა, ჭროღა, გამჭვირვალე, ჭვავი, მჭედელი, საჭე, ჭუპრი, ჭახჭახი.

აჩრდილი, სარჩული, საჩხერე, მაჩვი, ფიჩხი, სიჩქარე, ჩალა, ჩანთა, ჩადრი, ლეჩაქი, ნიჩაბი, ყაჩაღი, უჩინარი, ჩურჩხელა, ჩურჩული, ნიჩაბი, ლაჩარი, ქუჩა, ქეჩა, ბაღჩა, ჩანგალი, ყოჩაღი, მაჩანჩალა, ალუჩა, ხალიჩა, სკვინჩა, ჩოხა, ჩონგური, ჩოჩორი, ბოჩოლა, ყაყაჩო, ჩარჩო, ჩურჩული, ჩუხჩუხი, საჩუქარი, ჩუმჩუმა, ჩექმა, სარჩევი, ჩირი, ჩიტი, ჩიბუხი, ფუჩეჩი, ურჩი, ჩაქუჩი, კამეჩი, ჩამიჩი, ფაჩუჩები, ჩვარი, ჩვიდმეტი, ჩლიქი, ჩლუნგი, ჩრჩილი, ჩაჩქერი, ჩხირი, ჩხუბი, ანჩხლი, ნაკვერჩხალი.

ჯარი, ჯამი, ჯაგარი, ჯავშანი, ჯაჭვი, ჯამბაზი, ოჯახი, ფანჯარა, ნაჯახი, აბჯარი, ხანჯალი, ბადრიჯანი, ფინჯანი, ბრინჯაო, ბაჯაღლო, ლურჯი, ჯარიმა, ჯანსაღი, ჯორი, ჯოხი, ჯონჯოლი, ჯოჯო, ბაღლინჯო, სამაჯური, ჯუჯა, მსაჯული, ჯებირი, ყავარჯენი, მსჯელობა, ჯეროვანი, ჯიბე, ჯირკი, ჯიში, ჯიუტი, ჯილდო, ჯიხვი, თოჯინა, ხურჯინი, ჯეჯილი, ბრინჯი, ნარინჯი, დარაჯი, ჯვარი, მარჯვენა, თავმჯდომარე, მეჯლისი, ბანჯგვლიანი.

ენის გასატეხები

1. „კაპარჭინა გურიშვილი
გური კაპარჭინაშვილი,
ჯავახია, ჯოხიშვილი
ჯოხი ჯავახიაშვილი.“

2. „ჩვენი ბიჭი ბიჭანჭური
სულ პატარა გოჭია
ისე ჩამრგვალებულია
როგორც ლოტოს კოჭია.“

3. „ჯიქი ჯიხვთან ჯიქურ მიდის
ჯიხვი ხევებს ჩასცქერის
ჩუხჩუხით და ჩქაფა-ჩქუფით
მოიჩქარის ჩანჩქერი.“

4. „მწყერი ვწვი და მწყერი ვჭამე
მწყერის კუჭის ქონის ქადაც მიჭამია.“

5. „ჩამოდი ჩემთან ჩელტებად
ჩავღობავ ჩერო-ჩალასა
ჩამოჯექ, ჩონგურს ჩამოვჰკრავ,
ჩავტირებ, ჩემსა ჩარასა.“

(ა. სალუქვაძე)

6. „ჭერი ჭრიალებს, ჭირი ჭირს -
ჭალებში ჭკნება ჭილ-ყვავი:
ჭრაქს ჭვარტლი ჭმუნავს, ჭარი-ჭურს,
ჭას-ჭონჭყი, ჭალაკს-ჭინჭარი.”

(ა. სალუქვაძე)

7. „ჯერია,-ჯავრი ჯანყდება,
ჯანღდება - ჯაბნის ჯაბანსა,
ჯვარედად ჯარი ჯარდება,
ჯავრობს ჯვარცმულის ჯაფასა.“

(ა. სალუქვაძე)

აფორიზმები:

„სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გაჭვრიტეთ, გაიცადენით!“

„სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!“

„ქალმან ჰკადრა „ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,
ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს?
თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!
კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს.“

(შოთა-რუსთაველი)

ზემოთ ჩვენ შემოგთავაზეთ იმ თანხმოვან ბგერათა სწორად წარმოთქმის, დარღვევებისა და გავარჯიშების დაწვრილებითი ანალიზი, რომელთა დამახინჯება ხშირია ქართულ ლიტერატურაში. დანარჩენ თანხმოვან ბგერათა ცალკეული განხილვა არა არის საჭირო იმიტომ, რომ მათი დარღვევები იშვიათად გვხვდება. საჭიროა ყურადღება გამახვილდეს ყველა ბგერის მკაფიო წარმოთქმაზე.

6.10 შერეული ბგერათკომპლექსები

▲back to top


შემოგთავაზებთ რთულ შერეულ ბგერათკომპლექსებს, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგიული, მკაფიო წარმოთქმის გამომუშავებას; ეს კი ქართული მეტყველებისათვის ნიშანდობლივი თვისებაა.

ორმარცვლიან სავარჯიშოში მახვილი უნდა დაისვას პირველ მარცვალზე; სამმარცვლიანშიც - პირველ მარცვალზე, ოთხმარცვლიან სავარჯიშოში - პირველ და მესამე მარცვალზე, ხუთმარცვლიან სავარჯიშოშიმახვილიშეიძლებავცვალოთ:პირველ-მესამე მარცვალზე,პირველ-მეოთხემარცვალზედაპირველ-მეხუთე მარცვალზე. ექვსმარცვლიან სავარჯიშოში-პირველ-მეოთხე მარცვალზე, შვიდმარცვლიანში-პირველ-მეხუთე მარცვალზე. რვამარცვლიაში-პირველ- მესამე და მეშვიდე მარცვალზე.

გრი-ქრი-
კრი

გრი-ქრი-
კრი-ქრი

გრე-ქრე
-კრე

გრე-ქრე-
კრე-ქრე

გრა-ქრა
-კრა

გრა-ქრა
-კრა-ქრა

გრო-ქრო-
კრო

გრო-ქრო-
კრო-ქრო

გრუ-ქრუ-
კრუ

გრუ-ქრუ-
კრუ-ქრუ

გრი-ქრი-კრი-კრი-ქრი-გრი
გრე-ქრე-კრე-კრე-ქრე-გრე
გრა-ქრა-კრა-კრა-ქრა-გრა
გრო-ქრო-კრო-კრო-ქრო-გრო
გრუ-ქრუ-კრუ-კრუ-ქრუ-გრუ

გრი-კრი-კრი-გრი-კრი-გრი-გრი-კრი
გრე-კრე-კრე-გრე-კრე-გრე-გრე-კრე
გრა-კრა-კრა-გრა-კრა-გრა-გრა-კრა
გრო-კრო-კრო-გრო-კრო-გრო-გრო-კრო
გრუ-კრუ-კრუ-გრუ-კრუ-გრუ-გრუ-კრუ

ქრი-კრი-კრი-ქრი-კრი-ქრი-ქრი-კრი
ქრე-კრე-კრე-ქრე-კრე-ქრე-ქრე-კრე
ქრა-კრა-კრა-ქრა-კრა-ქრა-ქრა-კრა
ქრო-კრო-კრო-ქრო-კრო-ქრო-ქრო-კრო
ქრუ-კრუ-კრუ-ქრუ-კრუ-ქრუ-ქრუ-კრუ

დრი-ტრი
-თრი

დრი-ტრი-
თრი-დრი

დრე-ტრე
-თრე

დრე-ტრე-
თრე-დრე

დრა-ტრა
-თრა

დრა-ტრა
-თრა-დრა

დრო-ტრო
-თრო

დრო-ტრო-
თრო-დრო

დრუ-ტრუ
-თრუ

დრუ-ტრუ-
თრუ-დრუ

დრი-ტრი-თრი-თრი-ტრი-დრი
დრე-ტრე-თრე-თრე-ტრე-დრე
დრა-ტრა-თრა-თრა-ტრა-დრა

დრო-ტრო-თრო-თრო-ტრო-დრო
დრუ-ტრუ-თრუ-თრუ-ტრუ-დრუ.

დრი-ტრი-ტრი-დრი-ტრი-დრი-დრი-ტრი
დრე-ტრე-ტრე-დრე-ტრე-დრე-დრე-ტრე
დრა-ტრა-ტრა-დრა-ტრა-დრა-დრა-ტრა
დრო-ტრო-ტრო-დრო-ტრო-დრო-დრო-ტრო
დრუ-ტრუ-ტრუ-დრუ-ტრუ-დრუ-დრუ-ტრუ.

დრი-თრი-თრი-დრი-თრი-დრი-დრი-თრი
დრე-თრე-თრე-დრე-თრე-დრე-დრე-თრე
დრა-თრა-თრა-დრა-თრა-დრა-დრა-თრა
დრო-თრო-თრო-დრო-თრო-დრო-დრო-თრო
დრუ-თრუ-თრუ-დრუ-თრუ-დრუ-დრუ-თრუ.

ბდგი

პტკი

ფთქი

ბდგე

პტკე

ფთქე

ბდგა

პტკა

ფთქა

ბდგო

პტკო

ფთქო

ბდგუ

პტკუ

ფთქუ

ბდგი-
პტკი

ბდგი-
ფთქი

პტკი-
ფთქი

ბდგე-
პტკე

ბდგე-
ფთქე

პტკე-
ფთქე

ბდგა-
პტკა

ბდგა-
ფთქა

პტკა-
ფთქა

ბდგო-
პტკო

ბდგო-
ფთქო

პტკო-
ფთქო

ბდგუ-
პტკუ

ბდგუ-
ფთქუ

პტკუ-
ფთქუ

ბდგი-ფთქი-
პტკი

პტკი-ფთქი-
ბდგი

ფთქი-პტკი-
ბდგი

ბდგე-ფთქე-
პტკე

პტკე-ფთქე-
ბდგე

ფთქე-პტკე-
ბდგე

ბდგა-ფთქა-
პტკა

პტკა-ფთქა-
ბდგა

ფთქა-პტკა-
ბდგა

ბდგო-ფთქო-
პტკო

პტკო-ფთქო-
ბდგო

ფთქო-პტკო-
ბდგო

ბდგუ-ფთქუ-
პტკუ

პტკუ-ფთქუ-
ბდგუ

ფთქუ-პტკუ-
ბდგუ

ბდგი-პტკი-
პტკი-ბდგი

ბდგი-ფთქი-
ფთქი-ბდგი

ბდგე-პტკე-
პტკე-ბდგე

ბდგე-ფთქე-
ფთქე-ბდგე

ბდგა-პტკა-
პტკა-ბდგა

ბდგა-ფთქა-
ფთქა-ბდგა

ბდგო-პტკო-
პტკო-ბდგო

ბდგო-ფთქო-
ფთქო-ბდგო

ბდგუ-პტკუ-
პტკუ-ბდგუ

ბდგუ-ფთქუ-
ფთქუ-ბდგუ

პტკი-ბდგი-
ბდგი-პტკი

ფთქი-ბდგი-
ბდგი-ფთქი

პტკე-ბდგე-
ბდგე-პტკე

ფთქე-ბდგე-
ბდგე-ფთქე

პტკა-ბდგა-
ბდგა-პტკა

ფთქა-ბდგა-
ბდგა-ფთქა

პტკო-ბდგო-
ბდგო-პტკო

ფთქო-ბდგო-
ბდგო-ფთქო

პტკუ-ბდგუ-
ბდგუ-პტკუ

ფთქუ-ბდგუ-
ბდგუ-ფთქუ

ბდგი-ბდგი-ბდგი-ბდგი-ბდგი
ბდგე-ბდგე-ბდგე-ბდგე-ბდგე
ბდგა-ბდგა-ბდგა-ბდგა-ბდგა
ბდგო-ბდგო-ბდგო-ბდგო-ბდგო
ბდგუ-ბდგუ-ბდგუ-ბდგუ-ბდგუ

პტკი-პტკი-პტკი-პტკი-პტკი
პტკე-პტკე-პტკე-პტკე-პტკე
პტკა-პტკა-პტკა-პტკა-პტკა
პტკო-პტკო-პტკო-პტკო-პტკო
პტკუ-პტკუ-პტკუ-პტკუ-პტკუ

ფთქი-ფთქი-ფთქი-ფთქი-ფთქი
ფთქე-ფთქე-ფთქე-ფთქე-ფთქე
ფთქა-ფთქა-ფთქა-ფთქა-ფთქა
ფთქო-ფთქო-ფთქო-ფთქო-ფთქო
ფთქუ-ფთქუ-ფთქუ-ფთქუ-ფთქუ

ბდგი-პტკი-ფთქი-ფთქი-პტკი-ბდგი
ბდგე-პტკე-ფთქე-ფთქე-პტკე-ბდგე
ბდგა-პტკა-ფთქა-ფთქა-პტკა-ბდგა
ბდგო-პტკო-ფთქო-ფთქო-პტკო-ბდგო
ბდგუ-პტკუ-ფთქუ-ფთქუ-პტკუ-ბდგუ

ბდგი-ფთქი-პტკი-პტკი-ფთქი-ბდგი
ბდგე-ფთქე-პტკე-პტკე-ფთქე-ბდგე
ბდგა-ფთქა-პტკა-პტკა-ფთქა-ბდგა
ბდგო-ფთქო-პტკო-პტკო-ფთქო-ბდგო
ბდგუ-ფთქუ-პტკუ-პტკუ-ფთქუ-ბდგუ

პტკი-ბდგი-ფთქი-ფთქი-ბდგი-პტკი
პტკე-ბდგე-ფთქე-ფთქე-ბდგე-პტკე
პტკა-ბდგა-ფთქა-ფთქა-ბდგა-პტკა
პტკო-ბდგო-ფთქო-ფთქო-ბდგო-პტკო
პტკუ-ბდგუ-ფთქუ-ფთქუ-ბდგუ-პტკუ

ბდგი-ბდგი-ბდგი-ბდგი-ბდგი-ბდგი-ბდგი
ბდგე-ბდგე-ბდგე-ბდგე-ბდგე-ბდგე-ბდგე-
ბდგა-ბდგა-ბდგა-ბდგა-ბდგა-ბდგა-ბდგა
ბდგო-ბდგო-ბდგო-ბდგო-ბდგო-ბდგო-ბდგო
ბდგუ-ბდგუ-ბდგუ-ბდგუ-ბდგუ-ბდგუ-ბდგუ

პტკი-პტკი-პტკი-პტკი-პტკი-პტკი-პტკი
პტკე-პტკე-პტკე-პტკე-პტკე-პტკე-პტკე
პტკა-პტკა-პტკა-პტკა-პტკა-პტკა-პტკა
პტკო-პტკო-პტკო-პტკო-პტკო-პტკო-პტკო
პტკუ-პტკუ-პტკუ-პტკუ-პტკუ-პტკუ-პტკუ

ფთქი-ფთქი-ფთქი-ფთქი-ფთქი-ფთქი-ფთქი
ფთქე-ფთქე-ფთქე-ფთქე-ფთქე-ფთქე-ფთქე
ფთქა-ფთქა-ფთქა-ფთქა-ფთქა-ფთქა-ფთქა
ფთქო-ფთქო-ფთქო-ფთქო-ფთქო-ფთქო-ფთქო
ფთქუ-ფთქუ-ფთქუ-ფთქუ-ფთქუ-ფთქუ-ფთქუ

ბდგი-პტკი-პტკი-ბდგი-პტკი-ბდგი-ბდგი-პტკი
ბდგე-პტკე-პტკე-ბდგე-პტკე-ბდგე-ბდგე-პტკე
ბდგა-პტკა-პტკა-ბდგა-პტკა-ბდგა-ბდგა-პტკა
ბდგო-პტკო-პტკო-ბდგო-პტკო-ბდგო-ბდგო-პტკო
ბდგუ-პტკუ-პტკუ-ბდგუ-პტკუ-ბდგუ-ბდგუ-პტკუ

პტკი-ფთქი-ფთქი-პტკი-ფთქი-პტკი-პტკი-ფთქი
პტკე-ფთქე-ფთქე-პტკე-ფთქე-პტკე-პტკე-ფთქე
პტკა-ფთქა-ფთქა-პტკა-ფთქა-პტკა-პტკა-ფთქა
პტკო-ფთქო-ფთქო-პტკო-ფთქო-პტკო-პტკო-ფთქო
პტკუ-ფთქუ-ფთქუ-პტკუ-ფთქუ-პტკუ-პტკუ-ფთქუ

ძგრი-ცქრი-
წკრი

ძგრი
-ცქრი

ძგრე-ცქრე-
წკრე

ძგრე-
ცქრე

ძგრა-ცქრა-
წკრა

ძგრა-ცქრა

ძგრო-ცქრო-
წკრო

ძგრო-ცქრო

ძგრუ-ცქრუ
-წკრუ

ძგრუ-ცქრუ

ძგრი-წკრი

ცქრი-წკრი

ძგრე-წკრე

ცქრე-წკრე

ძგრა-წკრა

ცქრა-წკრა

ძგრო-წკრო

ცქრო-წკრო

ძგრუ-წკრუ

ცქრუ-წკრუ

ძგრი-ცქრი-
წკრი

ცქრი-წკრი-
ძგრი

ძგრე-ცქრე-
წკრე

ცქრე-წკრე-
ძგრე

ძგრა-ცქრა-
წკრა

ცქრა-წკრა-
ძგრა

ძგრო-ცქრო-
წკრო

ცქრო-წკრო-
ძგრო

ძგრუ-ცქრუ-
წკრუ

ცქრუ-წკრუ-
ძგრუ

ძგრი-ცქრი-
ცქრი-ძგრი

წკრი-ძგრი
-ძგრი-წკრი

ძგრე-ცქრე-
ცქრე-ძგრე

წკრე-ძგრე
-ძგრე-წკრე

ძგრა-ცქრა-
ცქრა-ძგრა

წკრა-ძგრა
-ძგრა-წკრა

ძგრო-ცქრო-
ცქრო-ძგრო

წკრო-ძგრო-
ძგრო-წკრო

ძგრუ-ცქრუ-
ცქრუ-ძგრუ

წკრუ-ძგრუ-
ძგრუ-წკრუ

ცქრი-ძგრი-
ძგრი-ცქრი

ძგრი-ძგრი
-ძგრი-ძგრი-ძგრი

ცქრე-ძგრე-
ძგრე-ცქრე

ძგრე-ძგრე-
ძგრე-ძგრე-ძგრე

ცქრა-ძგრა-
ძგრა-ცქრა

ძგრა-ძგრა
-ძგრა-ძგრა-ძგრა

ცქრო-ძგრო-
ძგრო-ცქრო

ძგრო-ძგრო
-ძგრო-ძგრო-ძგრო

ცქრუ-ძგრუ-
ძგრუ-ცქრუ

ძგრუ-ძგრუ
-ძგრუ-ძგრუ-ძგრუ

ცქრი-ცქრი-ცქრი
-ცქრი-ცქრი

წკრი-წკრი-
წკრი-წკრი-წკრი

ცქრე-ცქრე-ცქრე-
ცქრე-ცქრე

წკრე-წკრე-წკრე-
წკრე-წკრე

ცქრა-ცქრა-ცქრა-
ცქრა-ცქრა

წკრა-წკრა-წკრა-
წკრა-წკრა

ცქრო-ცქრო-ცქრო-
ცქრო-ცქრო

წკრო-წკრო-წკრო-
წკრო-წკრო

ცქრუ-ცქრუ-ცქრუ-
ცქრუ-ცქრუ

წკრუ-წკრუ-წკრუ-
წკრუ-წკრუ

ძგრი-ცქრი-წკრი-წკრი-ცქრი-ძგრი
ძგრე-ცქრე-წკრე-წკრე-ცქრე-ძგრე
ძგრა-ცქრა-წკრა-წკრა-ცქრა-ძგრა
ძგრო-ცქრო-წკრო-წკრო-ცქრო-ძგრო
ძგრუ-ცქრუ-წკრუ-წკრუ-ცქრუ-ძგრუ

ძგრი-წკრი-ცქრი-ცქრი-წკრი-ძგრი
ძგრე-წკრე-ცქრე-ცქრე-წკრე-ძგრე
ძგრა-წკრა-ცქრა-ცქრა-წკრა-ძგრა
ძგრო-წკრო-ცქრო-ცქრო-წკრო-ძგრო
ძგრუ-წკრუ-ცქრუ-ცქრუ-წკრუ-ძგრუ

ცქრი-ძგრი-წკრი-წკრი-ძგრი-ცქრი
ცქრე-ძგრე-წკრე-წკრე-ძგრე-ცქრე
ცქრა-ძგრა-წკრა-წკრა-ძგრა-ცქრა
ცქრო-ძგრო-წკრო-წკრო-ძგრო-ცქრო
ცქრუ-ძგრუ-წკრუ-წკრუ-ძგრუ-ცქრუ

ძგრი-ძგრი-ძგრი-ძგრი-ძგრი-ძგრი-ძგრი
ძგრე-ძგრე-ძგრე-ძგრე-ძგრე-ძგრე-ძგრე
ძგრა-ძგრა-ძგრა-ძგრა-ძგრა-ძგრა-ძგრა
ძგრო-ძგრო-ძგრო-ძგრო-ძგრო-ძგრო-ძგრო
ძგრუ-ძგრუ-ძგრუ-ძგრუ-ძგრუ-ძგრუ-ძგრუ

წკრი-წკრი-წკრი-წკრი-წკრი-წკრი-წკრი

წკრე-წკრე-წკრე-წკრე-წკრე-წკრე-წკრე
წკრა-წკრა-წკრა-წკრა-წკრა-წკრა-წკრა
წკრო-წკრო-წკრო-წკრო-წკრო-წკრო-წკრო
წკრუ-წკრუ-წკრუ-წკრუ-წკრუ-წკრუ-წკრუ

ცქრი-ცქრი-ცქრი-ცქრი-ცქრი-ცქრი-ცქრი
ცქრე-ცქრე-ცქრე-ცქრე-ცქრე-ცქრე-ცქრე
ცქრა-ცქრა-ცქრა-ცქრა-ცქრა-ცქრა-ცქრა
ცქრო-ცქრო-ცქრო-ცქრო-ცქრო-ცქრო-ცქრო
ცქრუ-ცქრუ-ცქრუ-ცქრუ-ცქრუ-ცქრუ-ცქრუ

ძგრი-ცქრი-ცქრი-ძგრი-ცქრი-ძგრი-ძგრი-ცქრი
ძგრე-ცქრე-ცქრე-ძგრე-ცქრე-ძგრე-ძგრე-ცქრე
ძგრა-ცქრა-ცქრა-ძგრა-ცქრა-ძგრა-ძგრა-ცქრა
ძგრო-ცქრო-ცქრო-ძგრო-ცქრო-ძგრო-ძგრო-ცქრო
ძგრუ-ცქრუ-ცქრუ-ძგრუ-ცქრუ-ძგრუ-ძგრუ-ცქრუ

ძგრი-წკრი-წკრი-ძგრი-წკრი-ძგრი-ძგრი-წკრი
ძგრე-წკრე-წკრე-ძგრე-წკრე-ძგრე-ძგრე-წკრე
ძგრა-წკრა-წკრა-ძგრა-წკრა-ძგრა-ძგრა-წკრა
ძგრო-წკრო-წკრო-ძგრო-წკრო-ძგრო-ძგრო-წკრო
ძგრუ-წკრუ-წკრუ-ძგრუ-წკრუ-ძგრუ-ძგრუ-წკრუ

0x01 graphic

ჩქრი-
ჭკრი

ჩქრი-ჯგრი-
ჭკრი

ჩქრე-
ჭკრე

ჩქრე-ჯგრე-
ჭკრე

ჩქრა-
ჭკრა

ჩქრა-ჯგრა-
ჭკრა

ჩქრო-
ჭკრო

ჩქრო-ჯგრო-
ჭკრო

ჩქრუ-
ჭკრუ

ჩქრუ-ჯგრუ-
ჭკრუ

ჩქრი-ჯგრი-ჯგრი-ჩქრი
ჩქრე-ჯგრე-ჯგრე-ჩქრე
ჩქრა-ჯგრა-ჯგრა-ჩქრა
ჩქრო-ჯგრო-ჯგრო-ჩქრო
ჩქრუ-ჯგრუ-ჯგრუ-ჩქრუ

ჯგრი-ჭკრი-ჭკრი-ჯგრი
ჯგრე-ჭკრე-ჭკრე-ჯგრე
ჯგრა-ჭკრა-ჭკრა-ჯგრა
ჯგრო-ჭკრო-ჭკრო-ჯგრო
ჯგრუ-ჭკრუ-ჭკრუ-ჭგრუ

ჯგრი-ჩქრი-ჭკრი
ჯგრე-ჩქრე-ჭკრე
ჯგრა-ჩქრა-ჭკრა
ჯგრო-ჩქრო-ჭკრო
ჯგრუ-ჩქრუ-ჭკრუ

ჭკრი-ჩქრი-ჯგრი
ჭკრე-ჩქრე-ჯგრე
ჭკრა-ჩქრა-ჯგრა
ჭკრო-ჩქრო-ჯგრო
ჭკრუ-ჩქრუ-ჯგრუ

ჯგრი-ჩქრი-ჭკრი-ჭკრი-ჩქრი-ჯგრი
ჯგრე-ჩქრე-ჭკრე-ჭკრე-ჩქრე-ჯგრე
ჯგრა-ჩქრა-ჭკრა-ჭკრა-ჩქრა-ჯგრა
ჯგრო-ჩქრო-ჭკრო-ჭკრო-ჩქრო-ჯგრო
ჯგრუ-ჩქრუ-ჭკრუ-ჭკრუ-ჩქრუ-ჯგრუ

ჭკრი-ჯგრი-ჩქრი-ჩქრი-ჯგრი-ჭკრი
ჭკრე-ჯგრე-ჩქრე-ჩქრე-ჯგრე-ჭკრე
ჭკრა-ჯგრა-ჩქრა-ჩქრა-ჯგრა-ჭკრა
ჭკრო-ჯგრო-ჩქრო-ჩქრო-ჯგრო-ჭკრო
ჭკრუ-ჯგრუ-ჩქრუ-ჩქრუ-ჯგრუ-ჭკრუ

ჯგრი-ჩქრი-ჩქრი-ჯგრი-ჩქრი-ჯგრი-ჯგრი-ჩქრი
ჯგრე-ჩქრე-ჩქრე-ჯგრე-ჩქრე-ჯგრე-ჯგრე-ჩქრე
ჯგრა-ჩქრა-ჩქრა-ჯგრა-ჩქრა-ჯგრა-ჯგრა-ჩქრა
ჯგრო-ჩქრო-ჩქრო-ჯგრო-ჩქრო-ჯგრო-ჯგრო-ჩქრო
ჯგრუ-ჩქრუ-ჩქრუ-ჯგრუ-ჩქრუ-ჯგრუ-ჯგრუ-ჩქრუ

ჯგრი-ჭკრი-ჭკრი-ჯგრი-ჭკრი-ჯგრი-ჯგრი-ჭკრი
ჯგრე-ჭკრე-ჭკრე-ჯგრე-ჭკრე-ჯგრე-ჯგრე-ჭკრე
ჯგრა-ჭკრა-ჭკრა-ჯგრა-ჭკრა-ჯგრა-ჯგრა-ჭკრა
ჯგრო-ჭკრო-ჭკრო-ჯგრო-ჭკრო-ჯგრო-ჯგრო-ჭკრო
ჯგრუ-ჭკრუ-ჭკრუ-ჯგრუ-ჭკრუ-ჯგრუ-ჯგრუ-ჭკრუ

6.11 ბგერათა რიტმული გავარჯიშება

▲back to top


კაბა-კობა
კაბა-კობა
კაბა-კობა
კაბა-კობა

ლაწა-ლუწი
ლაწა-ლუწი
ლაწა-ლუწი
ლაწა-ლუწი

ბაკი-ბუკი
ბაკი-ბუკი
ბაკი-ბუკი
ბაკი-ბუკი

ბატი-ბუტი
ბატი-ბუტი
ბატი-ბუტი
ბატი-ბუტი

შუკა-შარა
შუკა-შარა
შუკა-შარა
შუკა-შარა

რაკა-რუკი
რაკა-რუკი
რაკა-რუკი
რაკა-რუკი

ჩამი-ჩუმი
ჩამი-ჩუმი
ჩამი-ჩუმი
ჩამი-ჩუმი

ტაში-ტუში
ტაში-ტუში
ტაში-ტუში
ტაში-ტუში

ბაგა-ბუგი
ბაგა-ბუგი
ბაგა-ბუგი
ბაგა-ბუგი

ჭახა-ჭუხი
ჭახა-ჭუხი
ჭახა-ჭუხი
ჭახა-ჭუხი

შარი-შური
შარი-შური
შარი-შური
შარი-შური

ფაცი-ფუცი
ფაცი-ფუცი
ფაცი-ფუცი
ფაცი-ფუცი

თქარა-თქური
თქარა-თქური
თქარა-თქური
თქარა-თქური

ჯახი-ჯუხი
ჯახი-ჯუხი
ჯახი-ჯუხი
ჯახი-ჯუხი

წკარა-წკური
წკარა-წკური
წკარა-წკური
წკარა-წკური

წკაპა-წკუპი
წკაპა-წკუპი
წკაპა-წკუპი
წკაპა-წკუპი

სასურველია ეს ვარჯიში შესრულდეს თავისა და მხრების მოძრაობებთან ერთად.

6.12 ბგერათა რიტმული გავარჯიშება ორმარცვლიან სიტყვებში

▲back to top


ვარდი

ვერხვი

ვადა

ვაკე

ვაშლი

ვეფხვი

ვაშა

ვალი

ვაფლი

ვერცხლი

ვაზნა

ვანი

ვარცლი

ვერძი

ვარდნა

ვარდი

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

6.13 დუდუნა მეტყველება

▲back to top


დუდუნა მეტყველება ეწოდება ცხვირის რეზონატორის ზედმეტ მონაწილეობას მეტყველებაში ან მის გამოთიშვას მეტყველებიდან. ცნობილა რომ ბგერათა ნორმალური ფონაციის დროს ცხვირის ღრუ გადაიკეტება რბილი სასით და სამეტყველო ჰაერნაკადი მხოლოდ პირის გზით ამოედინება: ამ დროს რბილი სასა ნაქითურთ მჭიდროდ ეკვრის ხახის უკანა კედელს და ცხვირის ღრუსაკენ სადინარ გზას უკეტავს ფილტვებიდან ამომდინარე ჰაერნაკადს. იმ შემთხვევაში კი, როცა რბილი სასა მჭიდროდ არ ეკვრის ხახის კედელს და მისგან დაშორებულია 2-3 მმ-ით, ჩნდება ღიაობა, მაგრამ ასეთი ღიაობა არ იწვევს ხმის ტემბრის პათოლოგიურ ცვლილებას. საკმარისია ეს მანძილი გადიდდეს, რომ მივიღოთ თვისებურად შეცვლილი ხმა, რომელსაც დუდუნა ეწოდება. დუდუნს იწვევს რბილი და მაგარი სასის და ცხვირის ღრუს ორგანული დეფექტი ან რბილი სასის ფუნქციის მოშლა.

არჩევენ დუდუნის ორ ფორმას: 1) ღია დუდუნი - ბგერათა წარმოთქმის დროს ჰაერნაკადი გაივლის როგორც პირის, ისე ცხვირის გზით. 2) დახურული დუდუნი - ყველა ბგერების, მათ შორის ცხვირისმიერების მ, ნ წარმოთქმისას ჰაერი გამომდინარეობს მხოლოდ პირის გზით.

დუდუნის ეს ფორმები ჩნდება როგორც ორგანული დაზიანების, ისე ფუნქციონალური მოშლის საფუძველზე. დახურული დუდუნი იშვიათად გვხვდება; უფრო გავრცელებულია ღია დუდუნი.

ღია დუდუნის გამომწვევი ორგანული მიზეზებია: პერიფერიული სამეტყველო აპარატის თანდაყოლილი ნაკლი - სასის ნაპრალი და სასის დაზიანება, მისი ნაწილობრივი ან სრული დამბლა; ცხვირის პოლიპები.

აგრეთვე არსებობს მანერული ცხვირისმიერი მეტყველება, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია სპეციალური ვარჯიშების საშუალებით.

დუდუნა მეტყველების გამოსასწორებლად ვარჯიში იწყება სუნთქვითი მოძრაობების მოწესრიგებით, რადგან იგი სწორი წარმოთქმის საფუძველია. დუდუნა მეტყველების მქონე ადამიანის სამეტყველო სუნთქვა ყოველთვის მოშლილია, რადგან წარმოთქმის დროს ის ჰაერს უშვებს არათანაბრად და ხარჯავს მას ზომაზე მეტს, არაეკონომიურად. ამის გამო მას ხშირად სჭირდება ჰაერით მომარაგება.

1) შევისუნთქოთ ჰაერი გაღებული პირით ისე, როგორც მთქნარების დროს (ამ დროს სასის ფარდა ზევით იწევს), ამოსუნთქვა უნდა მოხდეს თანდათანობით უხმოდ, გაღებული პირით, ან ტუჩების წინ წამოწევით(ამოსუნთქვის დროს სასა რჩება აწეულ მდგომარეობაში).

2) რბილი სასის კუნთების გასავითარებლად გამოიყენება სუნთქვითი ვარჯიშები: შესუნთქვა და ამოსუნთქვა ცხვირით, შესუნთქვა და ამოსუნთქვა პირით, შესუნთქვა პირით - ამოსუნთქვა ცხვირით, შესუნთქვა ცხვირით - ამოსუნთქვა პირით. სუნთქვის ამ ვარჯიშებთან ერთად უნდა ჩატარდეს ვარჯიში ხველებაზე.

3) ხველების დროს სასის ფარდებს სჭირდება ძლიერი ბიძგისებრი მოძრაობა, რაც ანვითარებს მათ დაძაბულობას და მოძრაობის უნარს. ხველებაზე ვარჯიში იწყება ერთ ამოსუნთქვაზე ერთი-ორი

დახველებით; შემდეგ ეს რიცხვი თანდათან მატულობს. ხველების დროს ჰაერნაკადი მხოლოდ პირის ღრუდან უნდა გამოდიოდეს.

4) ცხვირის ორივე ნესტო დავახშოთ თითების მიჭერით და ხაზგასმულად ცხვირისმიერი ჟღერადობით წარმოვთქვათ: ნი, ნე, ნა, ნო, ნუ. გავიმეოროთ 2-3 ჯერ. შემდეგ წარმოვთქვათ ჩვეულებრივად. შევცვალოთ ნ ხმოვანი მ-თი და გავიმეოროთ იგივე.

5) წარმოვთქვათ დახურული ნესტოებით ენის გასატეხი „ნიორი ნანიორალში, რიონინარიონალში,“ შემდეგ წარმოვთქვათ ჩვეულებრივად.

6.14 აჩქარებული და ნელი მეტყველება

▲back to top


აჩქარებული მეტყველება.

ზოგჯერ ნერვიულ ადამიანებში ვხვდებით მეტყველების ტემპის ზომაზე მეტად აჩქარებას: ეს დარღვევა ბავშვობიდანვე ვლინდება და მას დროული ყურადღების მიქცევა სჭირდება, ვინაიდან ასეთი ბავშვები ისე სწრაფად ლაპარაკობენ, რომ მეტად ძნელია და ზოგჯერ შეუძლებელიც მათი ნათქვამის გაგება. აჩქარებული მეტყველება არის მეტყველების თავისებური ნევროზი, რომელიც თავისი ბუნებით ჰგავს ენაბლუობას. თვითონ ჩქარ-მეტყველნიც ხშირად თავს ენაბლუებად თვლიან. არჩევენ აჩქარებული მეტყველების ორ ფორმას:

1) მეტყველების ტემპის არაბუნებრივი სისწრაფის გამო მეტყველება სრულიად გაუგებარია(ბატარიზმი). წარმოთქმის ასეთი სისწრაფე არღვევს ფრაზისა და სიტყვების ნორმალურ წყობას. ხდება სიტყვებში ბგერებისა და მარცვლების გადაჯგუფება, ერთმანეთში არევა ან გამოკლება, ფრაზებში სიტყვების გადანაცვლება ან გამოტოვება. მოსაუბრე ვერ ასწრებს სიტყვების, ბოლომდე წარმოთქმას, რის გამოც სიტყვის დაბოლოება იკვეცება. ყოველივე ეს სცვლის ფრაზების გრამატიკულ წყობას (აგრამატიზმი), იცვლება შინაარსიც. მეტისმეტი სისწრაფის გამო ირღვევა სუნთქვაც. არ ესწრება დროზე შესუნთქვა და წარმოთქმა გრძელდება ამოსუნთქვის უკანასკნელ შესაძლებლობამდე. ასეთი ადამიანები მიეკუთვნებიან აღგზნებად ტიპებს, რაც მათ მოტორიკაშიც ჩანს. მათ ახასიათებთ ხელებისა და მთელი სხეულის ავადმყოფურად ჩქარი, უწესრიგო მოძრაობები, მოუსვენარი „ფუსფუსა“ ქცევა. მკვეთრად აქვთ გამოხატული ყურადღების მოშლა, უჭირთ სხვისი საუბრის მოსმენა და საკუთარი აზრების ბოლომდე გადმოცემა. ლაპარაკის დროს მათი ყურადღება სწრაფად გადადის ერთი საგნიდან მეორეზე.

2) შედარებით უფრო მსუბუქია მეორე ფორმა (ტაქილალია). მისთვის დამახასიათებელია მხოლოდ მეტყველების ტემპის ზედმეტი სიჩქარე. ასეთი მეტყველების დროს სიტყვათა წარმოთქმა 2-ჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. ამის გამო მეტყველება ძნელი გასაგებია. აჩქარებული მეტყველების (ბატარიზმის) დანარჩენი ნიშნები სუსტად არის გამოხატული.

მეტყველების ორივე ეს ფორმა დეფექტურია, აუცილებელია მის წინააღმდეგ ზომების დროზე მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მთელი სიცოცხლის მანძ ლზე რჩება.

გარდა ამისა, ეს ნაკლი საშიშია იმითაც, რომ ასეთი მეტყველების საფუძველზე შეიძლება განვითარდეს ნამდვილი ენაბლუობა.

აჩქარებული მეტყველების გამოსასწორებლად მიღებულია ნელი - მშვიდი, რიტმულიმეტყველების განვითარებაზე მუშაობა. ეს მუშაობა შემდეგი თანმიმდევრობით ტარდება:

1) ნელი, რიტმული სუნთქვისა და ხმის განვითარება;

2) ნელი-მკაფიო და გამომეტყველი ხმამაღლა კითხვის ჩვევების ჩანერგვა;

3) ნელი, მშვიდი, რიტმული მეტყველების ჩვევის გამომუშავება

და მისი გამოყენება საზოგადოებაში;

4) საერთო და სმენითი ყურადღების განვითარებაზე მუშაობა.

სუნთქვის ვარჯიშები

1) ნელი შესუნთქვა - ნელი ამოსუნთქვა,

2) შესუნთქვა(ჩვეულებრივი) - გახანგრძლივებული ამოსუნთქვა,

3) სწრაფი შესუნთქვა - ნელი ამოსუნთქვა,

4) სწრაფი შესუნთქვა - სწრაფი ამოსუნთქვა,

5) ნელი შესუნთქვა - წყვეტილი ამოსუნთქვა.

ამ ვარჯიშით უნდა მივაღწიოთ ამოსუნთქვის გახანგრძლივებას.

თითოეული ეს სავარჯიშო სრულდება 3-3 ჯერ. ყოველი სავარჯიშოს მერე ვაკეთებთ 3 თვლიან პაუზას, შესუნთქვა ხდება ცხვირით - ამოსუნთქვა პირით. პირველ ეტაპზე ამოსუნთქვა თბილი ჰაერით, ხოლო შემდეგ შეგვიძლია ჩაურთოთ ხმა. შესუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის არ უნდა იყოს პაუზა.

ყურადღების ვარჯიშები

1) ყურადღების სამი წრე:

ა) დავჯდეთ სკამზე და მშვიდად დავუგდოთ ყური საკუთარ გულისცემას. შემდეგ ყურადღება გადავიტანოთ იმ ხმებზე, რომელიც მხოლოდ ოთახშია. ვეცადოთ გამოვეთიშოთ გარედან შემომავალ ხმაურს.

ბ) გადავიტანოთყურადღებისკონცენტრაციაიმხმებზე, რომლებიც ოთახის გარეთ ისმის(დერეფანში, კიბეზე, მეზობელ ოთახში და ა. შ.).

გ) ყური დავუგდოთ იმ ხმებს, რომელიც ქუჩიდან ან ეზოდან ისმის. ვეცადოთ განვასხვავოთ სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის ხმები ერთმანეთისაგან, ყურადღება მივაქციოთ წვრილმან ხმაურსაც კი.

2) ავირჩიოთ ქუჩის რომელიმე მონაკვეთი(მაგ. გზა მეტრო რუსთაველიდან ოპერისა და ბალეტის თეატრამდე.), გავიაროთ ესმონაკვეთიფეხით,დავაკვირდეთყველაშენობას,ამ შენობებში განლაგებულ დაწესებულებებს და შემდგომ ვეცადოთ გონების თვალით აღვიდგინოთ მათი თანმიმდევრობა.

სავარჯიშო ტექსტები

„დარის დართან დარებით,
ფერის ფერთან ფერებით,
წამის წამთან წამებით,
ხელის ხელთან ხელებით,
საით მივეჩქარებით.
საით მივეჭენებით?
მტერის მტერთან მტერობით,
ბევრის ბევრთან ბევრობით,
ერის ერთან სერობით,
ჭერის ჭერთან ჭერობით,
გონის გონთან გონებით,
სულის სულთან სრულებით,
აზრის აზრთან აზრებით,
გრძნობის არდასრულებით,
სხივის სხივთან ციალით,
გულის გულთან ფრთხიალით,
ფოთოლ-ფოთოლ შრიალით,
კვდომის კვდომის ტრფიალით,
დარის დართან დარებით,
ხელის ხელთან ხელებით,
საით მივეჩქარებით,
საით მივეჭენებით?“

ი. გურგულია

„აბა, თუ მეტყვი, რა ჰქვია იმ გრძნობას, რომლის გამო ამდენი
რამ ძვირფასია ჩემთვის, რომელიც ძალას მაძლევს შესაძლებელზე მეტი
ვაკეთო - ღამე ვათიო არ მეძინებოდეს; არ ვჭამო და არ მშიოდეს, არ
ვსვა და არ მწყუროდეს, უძლურს ფეხზე მაყენებდეს, მეჩქარებოდეს
და გზას მიგრძელებდეს, დაუნანებლად, უანგაროდ დამხარჯავდეს,
საკუთარ ტკივილს დამავიწყებდეს, დაცემულს ამამაღლებდეს, გულს
მისხივებდეს, ხალისით მავსებდეს, მაფერებინებდეს, მათმენინებდეს,
მამღერებდეს. . . იცი, რა ჰქვია ამგვარ გრძნობას - სიკეთე.“

ი. გურგულია

ნელი მრტყველება - ბრადილალია.

ზომაზე მეტად შენელებული მეტყველება უფრო იშვიათად გვხვდება - ვიდრე აჩქარებული. მაგრამ მაინც არსებობს ასეთი დარღვევის შემთხვევები. ასეთი მეტყველების გამოსასწორებლად მთავარი ყურადღება ეთმობა რიტმს. მუშაობა იწყება მკაფიო, რიტმული სავარჯიშოებით, ვარჯიშის დროს ენის გასატეხებს წარმოვთქვამთ მეტყველების ტემპის თანდათან აჩქარებით. მეტყველების ტემპის თანდათან აჩქარება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით, რათა არ გაუარესდეს მეტყველება - არ დამახინჯდეს სიტყვები ბგერათა ერთმანეთში არევით, დაკლებით და სხვა. სასარგებლოა რითმული ვარჯიშები: მუსიკის თანხლებით სიარული, სირბილი, ხტომა და ა. შ.

სავარჯიშო 1. ა, ე, ი, ო, უ ხმოვნები წარმოვთქვათ წყვეტილად (სტოკატო) შემდეგ გადაბმულად თავის წრიული მოძრაობით (ლეგატო).

სავარჯიშო 2. წარმოვთქვათ წყვეტილად(სტოკატო) შემდეგი სიტყვები: მამა, ლამა, კაბა, ნანა, რამა, კამა, გამა, დანა, თათა. შემდეგ იგივე სიტყვები წარმოვთქვათ გაბმულად(ლეგატო) თავის წრიული მოძრაობით.

სავარჯიშო 3. ენის გასატეხები წარმოვთქვათ ჯერ წყვეტილად თითოეულ სიტყვაზე მახვილით, შემდეგ გადაბმულისწორი მეტყველებით: ჩემი ბაღის მწვანილი: პრასა,ბოლოკი,პიტნა ტარხუნა, თუკი მე მეპრას-მებოლოკ-მეპიტნა-ტარხუნება, რატომ შენ არ გეპრას-გებოლოკ- გეპიტნა-ტარხუნება?

ეს ქათამი ხან იქეთ გადაკისერ- მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდება, ხან აქეთ ადმოკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდება.

ბერიკას ხარები შეუბამს, შეუსაბელ-სახნის-სახვნელ-უღელ-ტაბიკ-აპაურებია, როგორც შეუსაბელ-სახნის სახვნელ-უღელ-ტაბიკ-აპეურებია, ისე ამოუსაბელ- სახნის-სახვნელ-უღელ-ტაბიკ-აპეურებია.

7 სავარჯიშო ლექსები:

▲back to top


ჩქარი მატარებელი

შოთა ნიშნიანიძე.

I.

ბოგირ-ბოგირ,
ბოგა-ბოგა,
ბოგა-ბოგა,
ბოგირ-ბოგირ,
გზები მიდის ოკრო-ბოკრო,
გოგო მოდის, აგდი გოგდი,
აბა, დელი, დელია,
გოგო მიდის ბოგაზე,
ჩემი საყვარელია,
ხალი თუ აქვს ლოყაზე.
ეზო-ეზო, კარიკარ,
ღობე-ღობე, სარი-სარ,
ეკონება
ბოლი ბოლს,
გეგონება:
თოვლი თოვს.
მისდევს ჭერამს ტყემლები,
მისდევს ფერმებს ტყეები,
ისე მჭევრმეტყველებით,
რომ სარკმელში მოძვრება
მთელი ეს საოცრება,
ეს ხილული ოცნება,
ცის და მიწის მოსწრება:
გზები - ძოწეულები,
გზები-განა შუკები,
გზები, ბროწეულების
გზნებით განაშუქები
სიმინდების ფოჩები,
ჭები,
ოწინარები,

მზეზე ძველი კოშკების
ბჯენი მოცინარენი.
მიაქვს-მოაქვს წერილები,
სიხარულის ბარათები,
ბარათები შეპირების,
იმედების გამართლების.
ჭალა-ჭალა, შარა-შარა,
შარა-შარა, ჩალა-ჩალა,
ჩქარა-ჩქარა, ჩქარა-ჩქარა,
ჩქარა-ჩქარა, ჩქარა-ჩქარა.
გრაგანებენ ვაგონები,
გრაგანებენ გაკვირვებით -
სად გარბიან ჩაკონებით
ბოგირები,
ბაგირები?
შემოსილა
ხე ჭრელჭრულით,
შემოსულა
ხეჭეჭური!
ეზო-ეზო ურმებია
და ჭურები მეჭეჭური.
და მისდევენ ზვრები ზვრებს,
შუკა-შუკას,
გზები-გზებს,
კიდეები,
კორდები,
ხიდები და
ბონდები,-
ბევრჯერ გამახსენდებით,
ბევრჯერ მომაგონდებით,
მიქრის მატარებელი
ჩქარი მატარებელი,
ჩქარი მატარებელი,
ჩქარი მატარებელი.

ენის გასატეხი

დუჰკა ტაკატა დაჰკა ტაკატა(3-ჯერ)
დუქტა ტაკატა დაქტა ტაკადა
დუჰკა ტაკატა დაჰკა ტაკატა
დუგუდამ დუგუ დაჰკატაკატა
დუჰკატაკატა დაჰკატაკატა
დაჰკა დაჰკა დაჰკატაკატა
დუმ ტამ ტამ, დუმ ტამ ტამ,
დუმ ტამ ტამ, დუმ ტამ ტამ,
- ტამ, - ტამ, - ტამ,
- პტატაპატა ტაფტატაპატა დუმ!
დუგუდამ დუგუდამ დუგუდამ დუჰკატაკატა ტამ(2-ჯერ)
დუჰკა ტაკატა დაჰკა ტაკატა
დუჰკატა ტაკატა დაჰკატა ტაკატა

ტაკატა ტაკატა ტაკატა ტაკატა
ტახ ტახ ტახ ტახ!
ტამ დუმ დუმ დუმპატა, დუმ დუმ დუმ დამპატა(2-ჯერ)
დუმპატა დუმ დუმპატა, დუმპატა დუმ დამპატა
დუმპატა დუმ დუმპატა, დამპატა დუმ დამპატა
დამპატა დუმ დამპატა, დუმპატა დუმ დუმპატა(2-ჯერ)
დამპატაპატა დამპატა დუმპატაპატა დამპატა(2-ჯერ)
დანკატაკატა დანკატა დუგადაკატაკა დანკატა(2-ჯერ)
ტამ! დუმ! ტამ! დუმ! ტამ! დუმ! ტამ! დუმ!
დუმ ტამ ტამ, დუმ ტამ ტამ, დუქტატაპატა ტამ!
დუბდა ტაპატა ტაპტა დაბადა(4-ჯერ)
დუმ ტამ ტამ ტამ, დუმ ტამ ტამ ტამ(4-ჯერ)
დრრ ტა, დრრ ტა, დრრ ტა, დრრ ტა, დრრ ტა, დრრ ტა,
დრრ ტა, დრრ ტა, დრრ,
ტამ ტამ დრრ, ტამ ტამ დრრ, ტამ ტამ დრრ, ტამ ტამ დრრ,
ტამ დუმ დუმ დუმ, ტამ დუმ დუმ დუმ, ტამ დუმ დუმ დუმ!
ჰე!

ანზორ სალუქვაძე

ანბანთქება

1. აღმართი ავვლე, აღვენთე
არსად არნახულ ალითა, -
არეს ამკობდა არმური,
ანარნარებდა არნითა.

2. ბარად ბნელოდა ბუერი
ბრუნავდა. ბნედდა ბორასა,
ბაძავდა ბინდის ბრიალი
ბევრისა ბორბლის ბრბოლასა.

3. გარსნი განიხვნენ, გავხედე,
გოდოლებს გავსილს განძითა,
გავვოცდი, განვდექ, გავხევდი
გარდასულ გმირთა განცდითა.

4. დავეყუდე და დავთვალე
დოვლათის დიდი დარაჯა
დავჯექ დავწერე დავთარი
დავთქვი, - დავუდექ დარაჯად

5. ერთგულთა, ერისერთათა,
ერისთვის ეხნათ, ეთესათ,
ეგრე ეძალნათ ერთადა -

ერთს ეყოფოდა ედემსა!

6. ვინაც ვის ვარგოთ, ვიცოდეთ
ვისით ვრგებთ, ვხარჯავთ ვისასა?
ვის ვეძმოთ, ვისთვის ვიწოდეთ,
ვინ ვის ვუხდიდეთ ვის ვალსა!

7. ზედაზნით ზვერავს ზეთაზეს,
ზეიმით, ზოგჯერ ზარითა...
ზმანებით ზვირთი ზედაზედ
ზმასა ზრდის ზვავ ზანზარითა.

8. თვის თავთან თევით თნებული,
თვით თაობს თავის თრობასა;
თენდება - თვალით თრობილით
თვლის თაობათა თმობასა.

9. იცვლება, ისევ იალებს,
ისევე ისხამს იარაღს,
ისევე იჩენს იარებს,
ისევე ირჩენს იარას.

10. კლდე კარავს კერავს, კარს კიდებს
კირით კრავს კარვის კედელსა!
კეთილს კრეფს. კეთილ კაცს კიდევ,
კეთილზე კიდებს კეთილსა.

11. ლაღს ლოცავს, ლაჩარს ლახტით ლეწს -
ლანქერათ ლღვება ლეწვითა
ლამს ლექავს, ლამაზ ლერწმის ლერწს
ლერწმადვე ლექსავს ლერწიდან.

12. მე მივალ მასთან, მიმიღებს -
მიმიხმობს, მეტყვის „მოასა”
მომიალერსებს, მომაგებს
მადლსა, მე, მისსა მონასა;

13. ნუ ნატრობ ნუცა ნადავლსა,
ნუცა ნაბოძებს ნებითა.
ნატრობდე ნერგსა ნამდვილსა
ნაშოვნსა ნანანებითა!

14. ორგული ორსა ოცნებობს,
ორივეს ორპირობასა -
ორის ომს, ორის ოხვრასა,
ორგანვე ობობობასა...

15. პირიანობით პირობით
პირუთვნელ პატივს პოვებდე
პაპათგან პირდაპირობით
პოვნიერებდა პოეტი!

16. ჟვავი, ჟვერავდა, ჟამავდა,
ჟოლოსა, ჟოლსა, ჟოლასა...
ჟოჟო ჟურავდა, ჟარავდა,
ჟინსა, ჟრუანტელს, ჟრჟოლასა.

17. რვალი რამ რეკდა, რემანი
რბოდნენ, რანდავდნენ რიდეთა.
რულში როკავდა რამინი -
რეტის რტოს რგავდა რიდითა.

18. სატრფოს სულს სვამდა
სნეული სიყვარულისა სენითა,
სნეულით საროსეულით,
სახითა სევდით სველითა.

19. ტანჯავდა ტანის ტარება
ტანჯვითა ტკბილზე ტკბილითა
ტუჩისა ტუჩთან ტანება,
ტკენდა ტკივილით ტფილითა.

20. ურცხვად უნდოდა უბირსა
ურიცხვჯერ უშთა უპლება
ურვით უვსებდა უბესა
უტრფესთან უსაუბრობა.

21. ფლიდნი ფლიდობდნენ, ფიალებს
ფალანგის ფერფლით ფერავდნენ,
ფიქრს ფიქრი ფლეთდა, ფრინავდა
ფანტელი - ფერად- ფერადი.

22. ქვეყნისა ქარნი ქვენანი
ქრიან ქვემძრომთა ქნარზედა,
ქედს ქვემოთ ქერა ქედანი,
ქვითინებს ქვრივი ქმარზედა.

23. ღამდება, ღრუბლის ღვედები,
ღობეს ღობავენ ღვთისასა,
ღელე ღიღინებს, ღვინდება.
ღვინოი ღარიბისაცა.

24. ყორესთან ყვინავს ყავარი
ყარა ყორანის ყინვითა
ყანებზე ყვავის ყამარი
ყოვლის ყადრს ყინავს ყინვითა.

25. შემრისხე! შენგან შენდობა
შემაკრთობს, შემეშინდება...
შვილისა შენის შენობა
შენდება, შალაშინდება.

26. ჩამოდი ჩემთან ჩელტებად
ჩავღობავ ჩერო-ჩალასა,
ჩამოჯექ, ჩონგურს ჩამოჰკრავ,
ჩავტირებ ჩემსა ჩარასა.

27. ცალ ცერზე ცეკვავს ცანგალა,
ცხოვრებას ცეხვავს ცერითა,
ცოლს ცრემლი ცვივა, ცარგვალი
ცვდება ცოდვილის ცქერითა.

28. ძნელია, ძნელზე ძნელია,
ძერკვა ძოძისა ძირისა,
ძაგება ძველი ძოძისა,
ძებნა ძოწისა ძვირისა.

29. წაგახდენს წყევლა-წუწუნი
წინასწარ წეწვა წვერისა,
წამოდექ, წერას წამოჰყევ
წალდის წინ წაწვდილ წვერისას!

30. ჭერი ჭრიალებს, ჭირი ჭირს-
ჭალებში ჭკნება ჭილ-ჭვავი;
ჭრაქს ჭვარტლი ჭმუნავს, ჭარი-ჭურს,
ჭას-ჭონჭყი, ჭალაკს ჭინჭარი.

31. ხარს ხედნი, ხშირსა ხრიოს ხნავ,
ხალისით ხარობ ხვალისა,
ხან ხეირია ხარკის ხდა,
ხანაც ხამს ხმარა ხმალისა.

32. ჯერია-ჯავრი ჯანყდება
ჯანღდება, ჯაბნის ჯაბანსა,
ჯვარედად ჯარი ჯარდება,
ჯავრობს ჯვარცმულის ჯაფასა.

33. ჰა, ჰუნე! ჰკარი ჰოროლი!
ჰკაფე ჰარამი ჰარმისა!
ჰაეროვნისა ჰორელი
ჰპოვე ჰამბარად ჰავისა.

როცა მიხვდები რა გსურს,
როცა მიაღწევ მიზანს,
როცა შვილს ნახავ ზრდასრულს,
როცა ოჯახი გხიზნავს,

როცა შენდობას შესძლებ,
როცა გაუგებ ყველას,
როცა არავის ეძებ,
როცა არ ითხოვ შველას,
როცა ვერ გაფრთხობს წნევა,
როცა კნინდება ჟინი,
როცა დინჯდება ქცევა,
როცა გულს ჯაბნის ტვინი,
როცა არ გახსოვს შიში,
როცა არ გერჩის ცოლი,
როცა ვერ ილხენ ლხინში,
როცა აღარ გყავს ტოლი,
როცა უაზროდ ხვნეში,
როცა ბუტბუტებ შენთვის,
როცა ხმალს ვერ ფლობ ხელში
როცა ცრემლს ცრემლი ერთვის,
როცა ელვის დროს არ თრთი,
როცა თვალს არ გტკენს მტვერი,
როცა მტრისა გაქვს ხათრი,
როცა არ გებრძვის მტერი,
როცა ჭერამი ყვავის,
როცა ჯერ ნაზი რტოა,...
სანამ გაიგებ ჩხავილს,
იქნებ წახვიდე დროა?!

(ნ. გომელაური)

ოთარ ჭილაძე

სექტემბერი

ჩემ წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი
გამოფიტული და დაქანცული
და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე
ანთია სიცხის ანაბეჭდები.
- გინდა? გაჩუქებ.
თუმცა ამ ფოთოლს
ვინ გააჩერებს შენს გალიაში,
ან ვინ იფიქრებს, რომ ეს ფოთოლი
მე შემოგიგდე და არა ქარმა.
ქარს მხოლოდ მიაქვს.
ქარს სიტყვაც მიაქვს,
მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ,
რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე
და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი.
ქარი მოვარდა.
ქარმა მომაგნო.
ქარს გავეკიდე.
ქარის ბრალია.
ქარით დაღლილი ქარად ვიქცევი.
ქარო, როდემდე ვიქნები ასე?
მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,
რომელსაც უნდა გადავერჩინე.
ის ცალკე იჯდა და იცინოდა,
მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი,
და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს
ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას.
და ყველაფერი გადაწყდა უცებ:
მან გაისწორა ლამაზი თმები.
ლამაზი კაბა...
და შემომხედა,
როგორც
ტურისტმა ცარიელ კედელს.
გათავდა?
თუმცა ამ სიტყვის გარდა
მე მქონდა გული,
გულიც და ვნებაც.
მან გაისწორა ლამაზი თმები,..
ლამაზი მხრები... და გაიცინა.
გესმის? - გაწვიმდა.
ხედავ? - გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა.
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს,
წვიმა მოვიდა.
წვიმამ მომისწრო.
წვიმას წავყვები.

წვიმის წილი ვარ.
წვიმით ავივსე.
წვიმად ვიქცევი.
წვიმავ,
როდემდის ვიქნები ასე?
წვიმა კი მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები,
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის,
დიდი ხნის მერე.
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა,
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე, თუ შეგიძლია,
ნაწილი მაინც შეინარჩუნე,
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება,
გაგიჭირდება...
მზე ამოვიდა.
მზემ გამაბრუა.
მზეს შევეფარე.
მზის იმედი მაქვს
მზით გავთამამდი.
მზედ მინდა ვიქცე.
მზეო,
ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან!
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ,
როცა სხეული მზითაა სავსე.
ქალმა, რომელიც მიყვარდა ძლიერ,
როგორც მებადურს უყვარს მდინარე,
მდინარეს - ფიქრი,
ფიქრს - კი დუმილი,
დუმილს - ხმაური
და ხმაურს - სივრცე...
დიდხანს უცადა იმ წყეულ სიტყვას,
უცადა დიდხანს და მოთმინებით,
მერე წამოდგა და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
და აი, უკვე მზეც ამოსულა
და შემოდგომის მზე გალიებში
შემოცვენილა ოქროს ფოთლებად.
ზამთარი მოდის
და სანამ დროა,
შეინარჩუნე ოქროს ფოთლები:

ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე,
თავქვეშ დაიდებ და განათდები.
მე კი მეყოფა, თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს.
მზე ამოვიდა.
მზემ გაგვაბრუა.
მზეს გავახსენდით
მზის შვილები ვართ.
მზით მორთულები
მზედ უნდა ვიქცეთ
მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩვეენგან!

8 სამეტყველო ხმა და მისი გავარჯიშება

▲back to top


ადამიანის სამეტყველო ხმის წარმოქმნა ბუნებრივი, ცოცხალი პროცესია. სრულყოფილი სახის სამეტყველო ხმის თვისებებია: სასიამოვნო ტემბრი, მოქნილობა და ძალდაუტანებლობა, დიდი დიაპაზონი, გამძლეობა, ძლიერება და სიწმინდე. ასეთი ხმის მონაცემები ხშირად ადამიანს ბუნებისგან აქვს ბოძებული, მაგრამ პროფესიული თვალსაზრისით აუცილებელია მისი გავარჯიშება, რათა ძლიერი დატვირთვის შედეგად მან არ დაკარგოს ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები. ხმას ხშირად ფიზიკური დატვირთვა აქვს. (ხშირი საჯარო გამოსვლები, სპექტაკლები, ყოველდღიური საეთერო გამოსვლები და ა.შ.). ამგვარ ვითარებაში ხმის მონაცემების შენარჩუნება შეუძლია მხოლოდ კარგად გაწვრთნილ და გავარჯიშებულ სამეტყველო აპარატს. სამეტყველო ხმის სავარჯიშოები გამიზნულია მეტყველების რეფლექტორული ჩვევის გამომუშავებისათვის, თავისუფალი, მჟღერი, სასიამოვნო ტემბრის, ძლიერი და მოქნილი ხმის ჩამოყალიბებისათვის, საფონაციო სუნთქვის სისტემაზე დაყრდნობით.

ხშირად, არასაკმარისად გავარჯიშებული ხმის შემთხვევაში ვხვდებით პროფესიონალურ ნაკლოვანებებს. ესენია: დახშული, ხრინწიანი, არაგამომსახველი ხმა, ხმის პატარა დიაპაზონი, განუვითარებელი დაბალი ან მაღალი რეგისტრი, დაჭიმული ყელისმიერი ხმა და ა.შ. ამის მიზეზი მრავალგვარია. პირველ რიგში ეს გამოწვეულია არასწორი რეჟიმით: თამბაქოს წევით, გაცივების შემდეგ ხმაზე დიდი დატვირთვით, ხმამაღალი სიმღერითა და ყვირილით და ა.შ.

რაც შეეხება სუსტ, არც ისე ლამაზი ტემბრის ხმას, რეგულარული ვარჯიშის მეშვეობით შეიძლება ის გავაძლიეროთ, გავაფართოვოთ დიაპაზონი, ავაჟღეროთ რეზონატორები და ამით გავაუმჯობესოთ ტემბრი.

ხმის სწორი შემართვისა და ჩამოყალიბების საქმეში დიდ როლს თამაშობს შიდა საარტიკულაციო ორგანოები (ხახა, რბილი სასა, ნაწილობრივ ენის ძირი). შიდა საარტიკულაციო სავარჯიშოების სწორი წარმართვის შემთხვევაში აქტიურდება ხახისა და რბილი სასის კუნთები, აქედან გამომდინარე დაძაბულობისაგან თავისუფლდება ენა, ქვედა ყბა, ტუჩები, სახმო სიმები და კისრის კუნთები.

შიდა საარტიკულაციო სავარჯიშოები

1) გადმოვხაროთ თავი წინ და შევეცადოთ გავხსნათ მთქნარების პოზიცია. გავიმეოროთ 5-ჯერ.

2) ჩავრგოთ კისერი აწეულ მხრებში და გავხსნათ მთქნარების პოზიცია. გავიმეოროთ 5-ჯერ.

3) გადავკიდოთ თავი უკან, გავხნათ პირი და ჩავატაროთ ყელში წყლის გამოვლების იმიტაცია უხმოდ. გავიმეოროთ 5-ჯერ.

4) ნელ რიტმში წარმოვთქვათ კ და გ თანხმოვნები რამდენჯერმე. შემდეგ ნელა დავატრიალოთ თავი წრიული მოძრაობით და თითქმის გაუხსნელი პირით წარმოვთქვათ ხმოვნები ი-ე-ა-ო-უ. ხმოვნები

წარმოითქმის მთქნარების პოზიციაზე.

5) ჩავრგოთ კისერი აწეულ მხრებში („მსხვილი კისერი”) და წარმოვთქვათ ერთმარცვლიანი სიტყვები: გზა, ბზა, მზა, ძნა, ტბა, ყბა, თმა, ხმა... ამ დროს იხსნება კისრის კუნთების დაჭიმულობა.

6) ვატრიალოთ თავი წრიული მოძრაობით და გაბმულად

წარმოვთქვათ თანხმოვნები მმმმ-ნნნნ-ლლლლ-რრრრ. შემდეგ გავასწოროთ თავი და წარმოვთქვათ ორ მარცვლიანი სიტყვები: მამა, გამა, კამა, დანა, ნანა, სასა...

ქვედა ყბის დაჭიმულობის მოხსნა

1) მარჯვენა ხელით დავიჭიროთ, დავაფიქსიროთ ქვედა ყბა, მარცხენა ხელისგული დავიდოთ კისერზე. წარმოვთქვათ ხმოვანი ა. წარმოთქმის დროს ორივე ხელით ნაზად დავაწვეთ კისერს. სავარჯიშო გავიმეოროთ 8-10-ჯერ. (ნახ. 36)

2) მარჯვენა ხელის ცერა თითი დავაჭიროთ ქვედა ყბის შუა წერტილს, ხოლო მომუჭული მუშტი დავაფიქსიროთ გულმკერდის ძვალზე. წარმოვთქვათ ერთმარცვლიანი სიტყვები: გზა, ბზა, მზა, ძნა, ტბა, ყბა, თმა, ხმა, ცა, მკა, მთა, ფრთა, ზრდა, ზღვა, ზმნა, ყრმა და გავხსნათ პირი სიმაღლეზე.

3) მჭიდროდ ჩავკეტოთ ყბები და წარმოვთქვათ “ბი-ბე-ბა-ბო-ბუ” ტუჩების ოდნავი მოძრაობით. შემდეგ გავხსნათ პირი და ეს ბგერათკომპლექსი წარმოვთქვათ ჩვეულებრივ.

მეცნიერები დიდი ხანია იკვლევენ ხმის წარმოქმნის მექანიზმის შესახებ. უფრო და უფრო ღრმავდებიან ადამიანის სახმო-სამეტყველო აპარატის საიდუმლოებებში.

მე-19 საუკუნის შუა წლებში წარმოიშვა ფონაციის მიოელასტიკური თეორია, რომლის მიხედვით მბგერავი იოგების რხევა წარმოიქმნება სასუნთქი აპარატის ან მოწოდებული ჰაერისა და იოგების ელასტიურობის შედეგად. პედაგოგები ამ თეორიაზე დაყრდნობით ქმნიდნენ ხმის აღზრდის შესაფერის მეთოდიკას. მაგ.: ვოლკონსკი, სერიოჟანიკოვი, სარიჩევა. ამ თეორიით განიმარტებოდა ხმის წარმოქმნის მხოლოდ ფიზიკური მხარე და არაფერი იქმნებოდა მართვის ნერვულ მექანიზმზე.

სეჩენოვისა და პავლოვის ფიზიოლოგიური გამოკვლევების გამოჩენის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა გადახედეს ტრადიციულ მიოელასტიკურ თეორიას. 1932 წელს მეცნიერმა- ფონიატორმა რაბოტნიკოვმა და 1934 წელს-მალუტინმა დაამტკიცეს მჭიდრო კავშირი თავის ტვინსა და სახმო აპარატს შორის. ხოლო მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ფრანგმა მეცნიერმა იუსონმა ჩამოაყალიბა მბგერავი იოგების რხევის ახალი თეორია-ნეიროქრონაქსიული.

ამ თეორიის მიხედვით, ცენტრალური ნერვული სისტემიდან გამომდინარე შებრუნებული ნერვის მეშვეობით, გაღიზიანების იმპულსების სიხშირე ზედმიწევნით შეესატყვისება ხორხში გამოცემული ძირითადი ტონის სიხშირეს.

ამ ორი თეორიის ჩამოყალიბების შემდეგ განვლო ოც წელზე მეტმა, მაგრამ კამათი ამ ორ თეორიის მიმდევართა შორის არ წყდებოდა. შემდეგ მეცნიერება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხმის წარმოქმნა განისაზღვრება ორი ერთდროულად მოქმედი მექანიზმის: მიოელასტიკურისა და ნეიროქრონაქსიულის - თანაარსებობით.

ასეთი დასკვნა უფრო შეესაბამება მეცნიერების დიალექტიკურ ბუნებას, ვიდრე ერთ-ერთი მექანიზმის ხელაღებით უარყოფა.

მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვუყენებთ სამეტყველო ხმას, არის დიდი დიაპაზონი და სუფთა, სწორი ჟღერადობა ამ დიაპაზონზე. დიაპაზონი ეწოდება ბგერათა იმ რაოდენობას, რომელსაც სამეტყველო ხმა იძლევა დაბალი ტონებიდან მაღალ ტონებამდე. დიაპაზონი რეგისტრებისაგან შედგება. რეგისტრი ეწოდება სიმაღლის ნიშნით ახლო მდებარე ტონების ჯგუფს, რომლებიც ერთსა და იმავე რეზონატორში ძლიერდება. სამეტყველო ხმაში განარჩევენ სამ ძირითად რეგისტრს: დაბალს ანუ გულ-მკერდის რეგისტრისას, შერეულს ანუ საშუალო რეგისტრისას და მაღალს ანუ თავის ქალის რეგისტრისას.

გულ-მკერდის ანუ დაბალი რეგისტრი მოიცავს სამეტყველო ხმის დაბალ ტონებს. დაბალ რეგისტრში დომინირებს გულ-მკერდის რეზონატორი. ამ რეგისტრში ბგერის წარმოთქმის დროს სახმო სიმები მრგვალი მოყვანილობისაა, დაჭიმულია, დახშულია, ისმის სავსე, ღრმა ხმა, გულის ფიცარი საგრძნობლად ვიბრირებს. (ამის შეგძნება მკერდზე ხელის დადებითაც შეიძლება).

საშუალო რეგისტრი შედგება საშუალო ჟღერადობის ბგერებისაგან. სამეტყველო ხმაში შერეული რეგისტრი ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. სახმო სიმები დამრგვალებულ ფორმას თანდათან ბრტყელზე სცვლიან. ამ რეგისტრში ხმის ჟღერადობა უფრო ძლიერია ვიდრე დაბალ და მაღალ რეგისტრებში.

მაღალი რეგისტრი შედგება მაღალი ჟღერადობის ტონების ჯგუფისაგან და მასში დომინირებს თავის ქალის რეზონატორები. მაღალი რეგისტრის ბგერების დროს სახმო სიმები ბრტყელდება. ხმა თითქოს თავში ისმის, თავის ქალა ვიბრირებს, ხმა წვრილდება. თავის ქალის ვიბრაციას შევიგრძნობთ შუბლზე, თავზე ხელის დადებით.

სამეტყველო აპარატის რეზონატორებში(ხორხის, ხახის, პირისა და ცხვირის ღრუები) ხდება ხმის გაზრდა, გაძლიერება და ტემბრალური იერის ბგერად ჩამოყალიბება. არც ერთი სარეზონანსო

ღრუ არ მოქმედებს სხვებისაგან დამოუკიდებლად, მაგრამ ცალკეული სარეზონანსო ღრუს აქტიური მოქმედება ხმას სპეციფიკურ იერს აძლევს. ხახაში ძირითადად დაბალი ტონების გაძლიერება ხდება. პირის რეზონატორების სწორად გამოყენებისას, სამივე რეგისტრი სასიამოვნოდ ჟღერს. ცხვირის ღრუებში კი მაღალი რეგისტრის ჟღერადობას შევიგრძნობთ.

ხმა რეზონატორში თავისუფლად და ძლიერად ჟღერს, და ოპტიმალურ რეზონანს აღწევს, როდესაც სამეტყველო აპარატის ძირითადი რეზონატორები თავისუფალნი არიან ზედმეტი კუნთური დაჭიმულობისაგან. არსებობს მთელი რიგი სავარჯიშოებისა, რომელთა საშუალებით ხმა რეზონატორებში მოიზიდება.

1) შუა და საჩვენებელ თითებს შორის მოთავსებულ ხელის მტევნით დავახშოთ ნახევრად გაღებული პირის ღრუ. ბაგეები გადავაჭდოთთითებს შუა ნაოჭს. წარმოვთქვათ თანხმოვანი „მ“ ერთხელ,ორჯერ, სამჯერ. შემდეგ ჩამოვწიოთ ხელი და წარმოვთქვათ ლექსის ერთი კუპლეტი. (ნახ. 37)

2) ნახევრად გაღებული პირის ღრუ დავახშოთ გახსნილი მტევნის საჩვენებელი და ცერა თითებს შორისი არეთი. შევეცადოთ წარმოვთქვათ ტექსტი დიდი რაოდენობის ხშულ-მსკდომი ბგერებით ან ბგერათ კომპლექსები (ბდგი-პტკი-ფთქი, ბდგე-პტკე-ფთქე, ბდგა-პტკა-ფთქა, ბდგო-პტკო-ფთქო, ბდგუ-პტკუ-ფთქუ. ანდა- ჩემი ბაღის მწვანილი: პრასა, ბოლოკი, პიტნა, ტარხუნა. თუკი მე მეპრას-მებოლოკ-მეპიტნატარხუნება, რატომ შენ არ გეპრას - გებოლოკ - გეპიტნატარხუნება). შემდეგჩამოვწიოთ ხელი და გავიმეოროთ იგივე ტექსტი. ეს სავარჯიშოები ანვითარებენ გულ-მკერდის რეზონატორის ანუ დაბალი ჟღერადობის შეგრძნებას. (ნახ. 38)

3) გაშლილი ხელის გულით დავახშოთ ცხვირის ნესტოები. დავტოვოთ მცირედი სივრცე ჰაერისთვის. წარმოვთქვათ გაბმულად თანხმოვანი „ნ” ერთხელ, სამჯერ. შემდეგ ჩამოვუშვათ ხელი და წარმოვთქვათ ლექსის ერთი კუპლეტი. (ნახ. 39)

4) დავახშოთ ხელის გულით პირი და თითებით ნესტოები. შევეცადოთ წარმოვთქვათ თანხმოვანი ბგერა „მ”. შემდეგ ჩამოვუშვათ ხელი და წარმოვთქვათ ენის გასატეხი: „ნიორი ნანიორალში, რიონი ნარიონალში.” (ნახ. 40). ეს სავარჯიშოები ანვითარებენ მაღალი ანუ თავის ქალის რეზონატორის ჟღერადობის შეგრძნებას.

5) გაშლილი ხელის გული დავიჭიროთ პირთან ერთი სანტიმეტრის დაშორებით და უხმო არტიკულაციით (ხმის ჩართვის გარეშე) წარმოვთქვათ ი-ე-ა-ო-უ ხმოვნები. უკან დაბრუნებული თბილი ჰაერი ათბობს სახმო სიმებს.

6) ენის გასატეხი „სამი სასაწნახელე ხე”, წარმოვთქვათ შემდეგნაირად: თანხმოვნები ხმამაღლა, ხოლო ხმოვნები უხმო არტიკულაციით და პირიქით. ამ სავარჯიშოს ეწოდება “მინდა თქმა და ვერ ვამბობ”. თანხმოვნები წარმოითქმება ხმამაღლა, დაძაბულობის გარეშე, მოწყვეტით, ხოლო ხმოვნები კი გაბმულად, თბილ ამოსუნთქვაზე. ცხვირით სუნთქვას ვამატებთსაჭიროების მიხედვით. შემდეგ წარმოთქმულ ფრაზას ვიმეორებთ ჩვეულებრივად, ძლიერ ხმაზე.

იმისათვის რომ დამოუკიდებლად შევამოწმოთ და მოვისმინოთ საკუთარი ხმის ჟღერადობა რეგისტრებში ჩავატაროთ შემდეგი ვარჯიშები:

1) დაბალი რეგისტრის შემოწმება ხდება შემდეგნაირად: გაშლილის ხელის გულების დახმარებით წამოვწიოთ (მოვკეცოთ) ყურები წინ და წარმოვთქვათ კუპლეტი „ვეფხისტყაოსნიდან” (სასურველია ტექსტში ჭარბობდეს ა ხმოვანი.) დავუგდოთ ყური საკუთარ ხმას და შევიგრძნოთ დაბალ რეგისტრში ხმის ჟღერადობა.

2) მაღალი რეგისტრის შემოწმება ხდება შემდეგნაირად: სახისა და ყურის გადაბმის ადგილას ავიფაროთ გაშლილი ხელის გული ყურისკენ მიმართულებით. შევქმნათ ხელოვნური კედელი სახესა და ყურებს შუა. წარმოვთქვათ იგივე ტექსტი და შევიგრძნოთ მაღალ რეგისტრში ხმის ჟღერადობა.

3) საშუალო(შერეული) რეგისტრის შემოწმება კი ხდება ამგვარად: ყურის ბიბილოსა და ქვედა ყბის გასაყარზე მივაბჯინოთ გაშლილი ხელის მტევანი ხელის გულებით შიგნით ისე, რომ საფეთქელსა და გაშლილ თითებს შუა მანძილი 3-4სმ-ი იყოს. წარმოვთქვათ იგივე ტექსტი და შევიგრძნოთ საშუალო რეგისტრში ხმის ჟღერადობა. ხმის დიაპაზონის, სიძლიერისა და კეთილხმოვანების გამოსამუშავებელი სავარჯიშოები.

მთავარი თვისებები, რომელთა გარეშე სამეტყველო ხმა სრულფასოვნად არ ჩაითვლება არის:

1) ხმის ამტანობა,-ხმის თვისება, როდესაც იგი უძლებს დიდ და რთულ დატვირთვას.

2) ხმის წარმათვა(გაგზავნა)-როდესაც ხმას აქვს უნარი გაახმოვანოს ყველანაირი ზომის მაყურებელთა დარბაზები და თუ საჭიროა გადალახოს ცუდი აკუსტიკური პირობები ისე, რომ არ დაჰკარგოს ტემბრალური კეთილხმოვანება.

3) დიდი დიაპაზონი-მაქსიმალურად დაბალი რეგისტრიდან მაქსიმალურ მაღალ რეგისტრამდე.

4) დინამიური დიაპაზონი-ხმის თვისება თავისუფლად ისარგებლოს ხმის დიაპაზონით (მაქსიმალური ფორტედან მაქსიმალურ პიანომდე).

5) ტემბრის კეთილხმოვანება-ერთნაირი ტემბრალური ხმოვანების შენარჩუნება მთელ დიაპაზონზე.

6) მოძრავი ტემბრი-ხმის ტემბრალური ფერების-ობერტონების ფართო გამის გამოყენება მეტყველების დროს.

7) მოძრავი ტემპო-რიტმი-მეტყველების ტემპო-რიტმული ცვალებადობა.

სავარჯიშო 1.

ვიპოვოთ ხმის საშუალო ტონი და წარმოვთქვათ სავარჯიშო ლექსის ერთი ტაეპი, შემდეგ თანდათან ნახევარი ტონის მონაცვლეობით ხმა დავწიოთ ქვევით ვიდრე არ მივაღწევთ უდაბლეს ტონს. ყოველი ნახევარი ტონით ქვემოთ ცვლაზე წარმოვთქვამთ სავარჯიშო ლექსის მომდევნო ტაეპს.

სავარჯიშო 2.

ვიპოვოთ ხმის საშუალო ტონი და წარმოვთქვათ სავარჯიშო ლექსის ერთი ტაეპი. შემდეგ ქრომატიული გამის წესით ავწიოთ ხმა სანამ არ მივაღწევთ ხმის ყველაზე მაღალ დონეს. ყოველი ნახევარი ტონით მაღლა ცვლაზე წარმოვთქვათ ლექსის მომდევნო ტაეპი.

სავარჯიშო 3.

პირველი სავარჯიშოს მსგავსად ვადაბლებთ ხმას

სავარჯიშო ლექსის წამღერებით. წამღერება არ ნიშნავს სიმღერას, ის უფრო ჰგავს რეჩიტატივს.

სავარჯიშო 4.

ვიმეორებთ მე-2 სავარჯიშოს წამღერებით.

ამ სავარჯიშოთა სქემა ასე გამოიყურება:

?????????????????

სავარჯიშო 5.

მაქსიმალურად დაბალი ტონალობიდან ქრომატიული გამის სქემით ავწიოთ ხმა მაქსიმალურად მაღალ ტონალობამდე ჯერ წამღერებით, ხოლო შემდეგ თქმით.

სავარჯიშო 6.

ქრომატიული გამის სქემით დავწიოთ ხმა მაქსიმულურად მაღალი ტონალობიდან-დაბალ ტონალობამდე ჯერ წამღერებით, შემდეგ თქმით.

სავარჯიშო 7.

ავამაღლოთ და დავადაბლოთ ხმა წამღერებისა და თქმის მონაცვლეობით. ყურადღება მივაქციოთ ხმის ჟღერადობის სისუფთავეს რეგისტრიდან რეგისტრში გადასვლის დროს.

სავარჯიშო 8.

ავამაღლოთ ხმა მთელ დიაპაზონზე არა ლექსის ტაეპის გატანით არამედ სიტყვების მონაცვლეობით. ჯერ წამღერებით ნელ რიტმში, შემდეგ თქმით ნელ რიტმში.

სავარჯიშო 9.

გავიმეოროთ იგივე მაღალი რეგისტრიდან დაბალ რეგისტრამდე.

სავარჯიშო 10.

ავამაღლოთ ხმა სიტყვების წამღერებით, ხოლო დავადაბლოთ თქმით.

სავარჯიშო 11.

ავამაღლოთ ხმა სიტყვების თქმით, ხოლო დავადაბლოთ წამღერებით.

???????????????????

ზემოთ მოცემული სავარჯიშოების საშუალებით შეგვიძლია დავადგინოთ ჩვენი ხმის დიაპაზონი ნახევარი ტონების თანდათანობითი მომატებით მაღალ და დაბალ რეგისტრებში. სავარჯიშოები ხელს უწყობს სამეტყველო სმენის განვითარებას.

სავარჯიშოები მოძრავი ტემპო-რიტმის გამოსამუშავებლად

სავარჯიშო 1.

ხმის ამაღლებისა და დადაბლების დროს ლექსის ერთი ტაეპი წავიმღეროთ ძალიან ნელ ტემპში, ხოლო შემდეგი ორი ან სამი ტაეპი იმავე ტონალობაში წავიმღეროთ ძალიან სწრაფ რიტმში ერთ სუნთქვაზე. სავარჯიშო შევასრულოთ ხმის მთელ დიაპაზონზე.

სავარჯიშო 2.

გავიმეოროთ იგივე თქმით.

სავარჯიშო 3.

ხმისამაღლებისდროსწამღერებით,ყოველიტაეპის მონაცვლეობასთან ერთად მოვუმატოთ ტემპს. დადაბლების დროს კი თანდათანობით შევანელოთ ტემპი.

სავარჯიშო 4.

გავიმეოროთ იგივე თქმით.

სავარჯიშო 5.

ხმის დადაბლებისა და ამაღლების დროს, წამღერებით ვცვალოთ ტემპი თვითონ ტაეპში. ე.ი. დავიწყოთ ნელი ტემპით და ტაეპის შუაში ავაჩქაროთ. შემდეგი ტაეპი დავიწყოთ სწრაფი ტემპით და ტაეპის შუაში შევანელოთ. სავარჯიშო შევასრულოთ ხმის მთელ დიაპაზონზე.

სავარჯიშო 6.

გავიმეოროთ იგივე თქმით.

სავარჯიშო 7.

ავამაღლოთ ხმა დაბალიდან მაღალ რეგისტრამდე სიტყვების მონაცვლეობით სწრაფ რიტმში. დავამატოთ სუნთქვა და გავიმეოროთ იგივე მაღალიდან დაბალი რეგისტრისაკენ. სავარჯიშო შევასრულოთ წამღერებით და თქმით.

სავარჯიშო 8.

გავიმეოროთ იგივე, მხოლოდ სიტყვების მონაცვლეობასთან ერთად მოვუმატოთ ტემპს და პირუკუ - შევანელოთ ტემპი.

სავარჯიშო 9.

ავამაღლოთ ხმა დაბალიდან მაღალ რეგისტრამდე ტაეპების მონაცვლეობით, ხოლო დავადაბლოთ სიტყვების მონაცვლეობით.

სავარჯიშოები ხმის სიძლიერისა და სიმსუბუქის გამოსამუშავებლად.

სავარჯიშო 1.

წამღერებით ხმის ამაღლება = დადაბლებასთან ერთად მივუმატოთ და შევასუსტოთ ხმის სიძლიერე. საჭიროა ისე გავანაწილოთ ჟღერადობის სიძლიერე, რომ ყველაზე ძლიერი ხმა მოვიდეს საშუალო რეგისტრში სავარჯიშო ლექსის 2-3 ტაეპზე. შემდგომ ამაღლებასთან ერთად ხმის სიძლიერე უნდა შესუსტდეს და ასე პირუკუ: მაღალი რეგისტრიდან უნდა დავიწყოთ შედარებით მსუბუქი სუსტი ხმით, გავაძლიეროთ საშუალო რეგისტრში, ხოლო დაბალ რეგისტრში ჩამოსვლის დროს დავუკლოთ ხმის სიძლიერეს.

სავარჯიშო 2.

გავიმეოროთ იგივე თქმით.

სავარჯიშო 3.

გავიმეოროთ იგივე სავარჯიშო მთელს დიაპაზონზე, ოღონდ ხმის სიძლიერის მომატება-დაკლება ვაწარმოოთ ტაეპის შიგნით. ძლიერი ჟღერადობიდან ჩურჩულისკენ და პირუკუ. სავარჯიშო შევასრულოთ ჯერ წამღერებით, შემდეგ თქმით.

სავარჯიშო 4.

გავიმეოროთ პირველი და მეორე სავარჯიშოები სიტყვების მონაცვლეობით.

9 აზრის გამოხატვის სამეტყველო საშუალებანი

▲back to top


„არ არის საკმარისი იმის ცოდნა, რაც უნდა ითქვას,
აუცილებელია აგრეთვე ისე ითქვას, როგორც საჭიროა“-
არისტოტელე
„რიტორიკა“.

ცხოვრებაშიხშირადვხვდებითადამიანებს,რომელთაც მრავალფეროვანი საშუალებები გააჩნიათ თავიანთი პოზიციების დასამტკიცებლად. მათი გამომსახველობითი საშუალებები ემოციურ ზემოქმედებას ახდენენ პარტნიორზე, მსმენელზე. ხოლო ზოგნი კი მოკლებულნი არიან ამ მრავალფეროვნებას და ვერც თავიანთი შეხედულების რეალიზებას ახდენენ. მსმენელთა დაჯერებისათვის და დარწმუნებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ობიექტური ჭეშმარიტების გულგრილი ჩვენება, არამედ საჭიროა მისი ოსტატური გამოხატვა. ამაში „ცოცხალი“ სიტყვა გვეხმარება. „ცოცხალი“ სიტყვა არა მარტო გვიჩვენებს სინამდვილეს, არამედ გვაზიარებს მას. სიტყვა უნდა იყოს რაც შეიძლება უფრო დამაჯერებელი, ადვილად შესათვისებელი და დასამახსოვრებელი. რაოდენ მართალი და დამარწმუნებელიც არ უნდა იყოს სიტყვა, თუ ის მოკლებულია ოსტატურ შესრულებას, მსმენელისა და მაყურებლისათვის ბუნდოვანი და გაუგებარი რჩება. ოსტატური შესრულება კი თავის თავში მოიცავს მახვილი და ჭეშმარიტი აზრის ინტონაციური მრავალფეროვნებით მოწოდებას, გამართულ ტექნიკურ მხარეს, შესაფერის მიმიკასა და ჟესტიკულაციას.

ადამიანის თითქმის ყოველგვარი საქმიანობა წარმოუდგენელია ურთიერთობების გარეშე. დრამატულ ხელოვნებაში, ტელე და რადიო ჟურნალისტიკაში, იურისპრუდენციაში და ა.შ. ურთიერთობების მთავარ საშუალებას მეტყველება, ცოცხალი სიტყვა წარმოადგენს. მოცემულ პირობებში, ადგილსა და დროში ის უნდა იქცეს დამარწმუნებელი აზრის გამოხატვის ძირითად გამომსახველობით საშუალებად. აზრის ფაქტს ადამიანი სიტყვით ეზიარება. სიტყვის ძირითადი ფუნქცია კი გაგებინება უნდა იყოს. მსმენელი ძალდატანების გარეშე უნდა მიხვდეს მეტყველების შინაარს და მიიღოს მისი გამოხატვის ფორმები. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, რისთვის ხდება მეტყველება და რანაირად სრულდება იგი. კითხვები - რა? როგორ? რისთვის? ყოველდღიურად მოითხოვს პასუხის გაცემას, რათა ჩვენი საქმიანობა გასაგები და ადვილად აღსაქმელი გახდეს.

მეტყველების კულტურა შეიძლება განვიხილოთ ორ ასპეტში. ერთი განისაზღვრება მეტყველების ტექნიკით(სუნთქვა, ხმა, დიქცია), მეორე კი მეტყველების ოსტატობით, მისი მხატვრული მხარით, მისი ინტონაციური სიმდიდრით. მეტყველების ამ ორმხარეს შორის არსებობს მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულება. ხმა და დიქცია არისინტონაციური გამომსახველობის საფუძველი, მაგრამ ამავე დროს ისინი არ განსაზღვრავენ ინტონაციურ სიმდიდრეს. სუნთქვაზე, დიქციასა და

ხმაზე მუშაობის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მეტყველების სწავლების საწყისი ეტაპია, მისი ტექნოლოგიური მხარეა. მის გარეშე წარმოუდგენელია მეტყველების კულტურაზე საუბარი. შემდეგი ეტაპი კი ინტონაციური გამომსახველობის, ანუ მხატვრული მრავალფეროვნების მიღწევა და ჩამოყალიბებაა. მეორე ეტაპი ორატორის ოსტატობის გამომხატველია.

ორატორის ოსტატობის აუცილებელი თვისებებია: ენის სიწმინდე, მსჯელობის სიცხადე და ლოგიკურობა, ენერგიულად გამოხატული ინტონაცია, ემოციურობა, მოწესრიგებული მეტყველების ტექნიკა, რიტმის შეგრძნება.

მეტყველებაში აზრის ლოგიკური გამოხატვისა და ინტონაციური გამომსახველობის საშუალებებია: “პაუზა, რომელიც არსებითად მეტყველების რიტმის წევრია; მელოდია, ხმის ტონის მოძრაობა, ამაღლება, დადაბლება; დინამიკა: ხმის გაძლიერება - შესუსტება; რიტმი: მეტყველების ელემენტების მოწესრიგება დროის განზომილებაში; ტემბრი: ხმის ელფერის ცვალებადობა; ტემპი: მეტყველების სიჩქარის ხარისხი” მ. მრევლიშვილი /„მხატვრული კითხვის ხელოვნება”/-

ინტონაციის ეს ძირითადი კომპონენტები, ერთის მხრივ, აწარმოებენ მეტყველების დანაწევრებას რიტმიკულ ჯგუფებად, სინტაგმებად, ფრაზებად და ა. შ., ხოლო მეორეს მხრივ, ამ ერთეულების გაერთიანებას ახდენენ და წარმოიქმნება უწყვეტი ინტონაციური მთლიანობა, აზრის მთლიანობის შესაბამისად.

ინტონაციურიმრავალფეროვნებამეტყველებისორგანული ელემენტია და იგი ბგერის საშუალებით ხორციელდება. წინადადებაში სიტყვათა სწორი გააზრებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ინტონაციურ მონახაზს ანუ მის ელფერს.

ინტონაციის საშუალებით მეტყველებას შეიძლება სიტყვათა მნიშვნელობის საწინააღმდეგო აზრი მიეცეს. მისი საშუალებით შესაძლებელია უხეში შინაარსისა და მნიშვნელობის სიტყვა, მოფერებით აჟღერდეს, უმნიშვნელო სიტყვა-მნიშვნელოვნად იქცეს.

ინტონაციური გამომსახველობისა და აზრის ლოგიკური გამოხატვის საშუალებებია: პაუზა, ლოგიკური მახვილი, ლოგიკური მეთოდიკა და პერსპექტივა.

პაუზა მეტყველებაში შეჩერებას ნიშნავს. პაუზები ერთმანეთისგან ხანგრძლივობით განსხვავდებიან. ერთ წინადადებაში შესაძლებელია იყოს მცირე „ლუფტპაუზა” და დიდი ხანგრძლივობის პაუზაც. პაუზა აზრის დასრულების დროს უფრო ხანგრძლივია, ვიდრე აზრის განვითარებისას. პაუზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მეტყველების ტემპზეც. სწრაფად მეტყველების დროს მისი ხანგრძლივობა უფრო მოკლეა, ვიდრე აუჩქარებლად მეტყველების დროს.

ტექსტში მოცემული სასვენი ნიშნები, ზეპირმეტყველებაში პაუზის ადგილის და მისი ხანგრძლივობის მაჩვენებელია. წერტილი აზრის დამთავრებას ნიშნავს და ზეპირმეტყველებაში ხანგრძლივ პაუზას გულისხმობს. პაუზა, წერტილთან შედარებით, უფრო მცირე ზომისაა წერტილმძიმეს, ორი წერტილისა და მრავალწერტილის შემთხვევაში. მძიმე-აზრის გაგრძელებაა და პაუზაც მცირე ხანგრძლივობისაა. ტირეს ზეპირმეტყველებაში პაუზა ენაცვლება. ძახილისა და კითხვის ნიშნის შემთხვევაში პაუზის ხანგრძლივობა, მძიმესთან შედარებით, უფრო მეტია.

სწორედ დაცული პაუზა წინადადებაში ნათელს ხდის აზრს. პაუზის დროს ადამიანი ხშირად უხმოდ განაგრძობს აზროვნებას, ახდენს აზრის მოკრეფას, ნათქვამის შეფასებას, შემდეგი სათქმელის შერჩევას. პაუზის დროს ხშირია განწყობილებების ცვლა. უმართებულოდ ნახმარი პაუზა აზრს ანაწევრებს, გაუგებარს ხდის სათქმელს. ზოგჯერ შეიძლება შეცვალოს და დაამახინჯოს კიდეც იგი.

ფრაზაში სიტყვის საგანგებო გამოყოფას, ლოგიკური მახვილი ეწოდება. ენის კანონების თანახმად, ლოგიკური მახვილი წინადადებაში ესმის გარკვეულ სიტყვას ან სიტყვათა ჯგუფს და ეს სიტყვა გამოიკვეთება ცოცხალ მეტყველებაში. ამ დროს არ იცვლება წინადადების აზრი, შინაარსი, მაგრამ იქმნება განსხვავებული ნიუანსი. ლოგიკური მახვილით გამოვყოფთ სიტყვას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში აზრობრივ ცენტრს წარმოადგენს. მრავალმახვილიანობა, ანუ ლოგიკური მახვილის მრავლად, უაზროდ გამოყენება ტექსტს ანაწევრებს, გაუგებარს ხდის აზრს და მეტყველებას მონოტონურ, მანერულელფერსაძლევს.მრავალმახვილიანობაერთ-ერთი თვალსაჩინო დარღვევაა ზეპირ მეტყველებაში. იგი ხშირად გვესმის ტელე ეკრანიდანაც და სცენიდანაც.

ლოგიკური მახვილის რეალიზაციაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს მეტყველების ტემპი. გამონათქვამში ნაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილები აჩქარებული ტემპით წარმოითქმის ისევე, როგორც, მთავარ წინადადებაში აჩქარებული ტემპით წარმოითქმიან ჩანართი და დამოკიდებული წინადადებები-მაშინ როდესაც უფრო მნიშვნელოვანი სინტაგმები და სიტყვები შენელებული ტემპით წარმოითქმიან. ამას ზეპირ მეტყველებაში ფრაზის გატანას ვუწოდებთ.

არჩევენ ლოგიკური მახვილის რამდენიმე სახეობას: ძლიერს, საშუალოსა და სუსტს. ერთ წინადადებაში შესაძლებელია რამდენიმე ლოგიკური მახვილი მოდიოდეს, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ძლიერია, რადგან აზრის ყველაზე მნიშვნელოვან სათქმელს გამოყოფს.

მეტყველებაში აზრის განვითარების ტონალურ გამოხატვას ლოგიკური მელოდიკა ეწოდება. ყოველ ფრაზას გარკვეული მელოდიკური მონახაზი აქვს. მელოდიკასა და აზრს შორის მჭიდრო კავშირია: აზრი განაპირობებს მელოდიკას და პირუკუ, მელოდიკა = აზრს.

მაგალითად:

„გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა!“

„გარეთ ისევ წვიმს? და ჯერ ადრეა?“

პირველ შემთხვევაში ვაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას და ტონის დაბლა დაშვება ხდება. ხოლო მეორე შემთხვევაში ვსვამთ კითხვას და ტონის მაღლა აწევა ხდება. გავითვალისწინოთ რომ ქართულში ლოგიკური მახვილი კითხვით წინადადებაში, არა წინადადების ბოლო სიტყვაზე, არამედ კითხვით სიტყვაზე მოდის.

მელოდიკური მონახაზის მიხედვით ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა აზრს იძენს. მაგ: სიტყვა „არა“, რომლის მნიშვნელობა არის უარყოფა, შეიძლება გაცოცხლდეს სხვადასხვა მნიშვნელობით, შეასრულოს სხვადასხვა ამოცანა. კონკრეტულ შემთხვევაში ამ სიტყვით შეიძლება გამოვხატოთ

თხოვნა, უარყოფა, გაფრთხილება, მოვიპოვოთ თანაგრძნობა და დახმარება, შევეცადოთ აღვადგინოთ ან დავარღვიოთ ურთიერთობები. მაგ: „არა!“ „არა?“ „არა..არა…“ და ა.შ.

მელოდიკურ მონახაზში ტონის ცვალებადობა, ზევით და ქვევით, სწორხაზოვნად კი არ მიმდინარეობს, არამედ ტალღისებურად მიიმართება. როდესაც ვამბობთ, რომ აზრის განვითარების დროს ტონი მაღლა იწევს, ანდა დასრულების შემთხვევაში დაბლა ეშვებაო, ვგულისხმობთ ტონის ცვალებადობის ძირითად ხაზს, უამრავი ნიუანსის თანხლებით, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ცოცხალი მეტყველება.

მეტყველების დროს ყოველ ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს საკუთარი სათქმელის აზრი, რისთვის ამბობს ამა თუ იმ ფრაზას. როდესაც ვიწყებთ საუბარს, ვიცით საით უნდა წარმავრთოთ და რითი დავასრულოთ იგი. გადმოსაცემი აზრის პერსპექტივას, ლოგიკურ პერსპექტივას ვუწოდებთ. იგი მსმენელს ეხმარება თვალყური ადევნოს ძირითადი აზრის თანმიმდევრულ განვითარებას.

ლაპარაკი მხოლოდ სიტყვების სწორი წარმოთქმა არ არის, ილაპარაკო - ნიშნავს თქვა და მოისმინო. „მოსმენა პასუხის მომზადებას ნიშნავს. მომავალი სიტყვა ყურადღებიდან იბადება, ხოლო ყურადღება თავისთავად სხვისი სიტყვების ანაბეჭდია”(ს. ვოლკონსკი).ხშირია შემთხვევები როდესაც ვუსმენთ პარტნიორს, ოპონენტს, რესპონდენტს, მაგრამ არ გვესმის მისი. არ გვესმის იმიტომ, რომ მოსმენა „რეაქციას” ნიშნავს. მოსმენის დროს უნდა მზადდებოდეს პასუხი.

ტელე-ჟურნალისტიკის პრაქტიკიდან ხშირია შემთხვევები როდესაც, ჟურნალისტი საკუთარი ტექსტის “ტყვეობის” ქვეშ იმყოფება. არადა მსახიობისაგან განსხვავებით მას ეკრანიდან საკუთარი ნააზრევის გაცოცხლება უხდება. მსახიობი ცდილობს ჩაწვდეს ავტორისეულ ტექსტს, დაწერილი სიტყვები მისთვის უცნობი, გაუგებარი და ცივია. მისი მიზანია ავტორისეული ჩანაფიქრის საიდუმლოთა ამოცნობა, რათა სცენაზე თუ ეკრანზე სიტყვებმა შესძლონ აღმოცენება ისე, როგორც ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული. მსახიობის მუშაობა როლზე გამომძიებლის მუშაობას წააგავს. მაგრამ ტელე-ჟურნალისტს, იურისტს, პოლიტიკოს ხომ გამოსაძიებელი არაფერი აქვს. ის საკუთარ ჩანაფიქრს, საკუთარ სიტყვებს აცოცხლებს მსმენელის წინაშე. მაშ რატომ სჭირს საკუთარი აზრის მიტანა აუდიტორიამდე, რატომ არის გამეფებული ერთფეროვნების, მრავალ მახვილიანობის, ურიტმობის ტენდენცია? საქმე ის არის, რომ პროფესიული დაოსტატებისათვის მათაც იგივე გ უნდა გაიარონ, რასაც მსახიობი გადის, მხატვრულზა ტექსტსა თუ როლზე მუშაობის დროს. საჭიროა გავისიგრძეგანოთ ჩვენი სათქმელის ლოგიკური პერსპექტივა, დავიცვათ პაუზები, შევიგრძნოთ ლოგიკური მახვილისა და მელოდიკის აუცილებლობა. ყოველივე ეს ჩვენს საუბარს საინტერესოს და ადვილად აღსაქმელს გახდის. თანამედროვეობის გენიალური რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი წერს: „ახალი ინფორმაციის გადაცემისას ყველაზე ძლიერი, ქმედითი ზემოქმედების საშუალებად ჟღერადი სიტყვა გვევლინება. სიტყვები ადამიანთა საქმიანობის რეგულაციაში, მათ ურთიერთობასა და ფსიქიკური ცხოვრების განვითარებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს.. თუ ადამიანი ლაპარაკის დროს მეორე ადამიანის ქცევას ვერ შეცვლის, მის გრძნობებსა და აზრებზე იმოქმედებს მაინც. სიტყვის ზემოქმედება ადამიანზე მრავალგვარია. სიტყვით ადამიანში ისეთი ემოციური რეაქციების გამოწვევა შეიძლება, რომლებსაც შემდგომ მასში ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლაც კი ძალუძთ. სიტყვით შეიძლება პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით კაცი მოკლა.. სიტყვა სამუშაო იარაღია - წერდა კ. კოროლენკო, - „სიტყვამ აუცილებლად უნდა ზიდოს გარკვეული სიმძიმე და მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რამდენად ასწევს იგი სხვისგანწყობილებას შეგვიძლია მისი მნიშვნელობისა და ძალის შეფასება“.- ყოველივე ამას სამსახიობო ხელოვნებაში სიტყვით მოქმედებას უწოდებენ. სიტყვით მოქმედება მეტად რთული პროცესია: იგი წარმოადგენს ურთიერთობის მრავალფეროვან, ერთმანეთზე დაქვემდებარებულ პროცესს, რომლის დროსაც ტექსტში მოცემული სიტყვები ცოცხლდება ამ შემთხვევაში ერთადერთი, აუცილებელი სათქმელით. როლზე მუშაობის დროს მსახიობი გადის

გზას სიტყვის ინფორმაციიდან ამ სიტყვის ქმედით ბუნებამდე და ეს გზა არის გახსნა მრავალმნიშვნელოვანი ქვეტექსტებისა, რომელიც სიტყვის მიღმა არსებობს.

სიტყვა საქმის აჩრდილია და ამდენად აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ, თუ რა აზრი აქვს ყოველ სიტყვას. ტელე და რადიო ჟურნალისტიკაში, იურისპრუდენციაში, პოლიტოლოგიაში, მსახიობის შემოქმედებაში სიტყვა ქმედების გვირგვინად უნდა იქცეს.

იმისათვის რომ გავისიგრძეგანოთ ზემოთ ჩამოთვლილი აზრის გამოხატვის სამეტყველო საშუალებანი, პრაქტიკულად გავავარჯიშოთ მეტყველების ტექნოლოგიური და მხატვრული მხარეები, შემოგთავაზებთ სავარჯიშო ტექსტებს.

10 ილუსტრაციები

▲back to top


0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

11 სავარჯიშო ტექსტები

▲back to top


ილია ჭავჭავაძე
ზოგიერთი რამ

„თქმით ჭმუნვა მაიც შემცირდებისა“.
თ. გრ. ორბელიანი.

ერთი ეს მინდა გკითხო: ვართ-ღა სადმე? როგორ თუ ვართ-ღაო, შემომიტევ წყრომით. თუ შენ, ჩემო მკითხველო, ადამიანობა, კაცური- კაცობა ხელში მჩვრად არ გადაგიქცევია, ვიცი, რომ ამ კითხვაზედ ძარღვი ჩაგწყდება; ისიც ვიცი, რა ტკივილიც ამოგაკვნესებს; მაგრამ ესეც უნდა იცოდე, რომ ბალღამში ამოვლებულს ჭეშმარიტებასაც ვაჟკაცური მოსმენა უნდა. რით ვერ გაიგე, რომ ჩვენ უბედურნი ვართ!.. ყური მომიგდე.

პატარა დალაგებით რომ დაუფიქრდე იმ ხავსმოკიდებულ გუბეს, რომელსაც ჩვენ, ქვეყნის სამასხარაოდ, ცხოვრებას ვეძახით, რომელშიაც ჩვენ, რაღაც დაუდეგარის კმაყოფილებით, ვჭყუპალაობთ, და რომლიდამაც ათასი სხვადასხვა-ფერი ნაკადული იწრიტება ცალ-ცალკე და სხვადასხვა გზით მიდის, და „რაოდენადაც ერთმანეთზედ შორსა ვალს, ეგოდენ დაუძლურდების“,-ამ გუბეს თვალღია და აუჩქარებლივ დააკვირდე, მაშინ სენც ჩემთან ამოიკვნესებ და იტყვი:”ვართ-ღაო!”

აჩქარებული კაცი, ის კაცი, რომელსაც უნდა შავი ფიქრები თავიდან მალე მოიშოროს, ადვილად გვიპასუხებს ჩვენ და გვეტყვის: ბრმანი ყოფილხართო. ეს ჩვენი დედაქალაქი და ეს შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე გუნდ-გუნდად მორიგებული მისი შვილი-სოფლები, ქართველები არ არიანო, მაშ ვინ არიანო. ქალაქი იქნება დედა იყოს, სოფლებიც იქნება მისი შვილები იყვნენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დედის ძუძუ გაშრა და დედის ძუძუს შვილი აღარა წოვს.

ქართველები არ არიან, მაშ რა არიანო? არიან თავადნი, აზნაურნი, მღვდელნი, ვაჭარნი, გლეხნი, ჩინიანნი და უჩინონი- ყველანი არიან, და ქართველი კი არსად არის. თავადს აზნაურის სძულს, აზნაურსა-თავადი, გლეხსა-ორივე, ნუთუ ესენი ქართველები არიან, ერთის დედის საქართველოს ოჯასის შვილნი? თავადის აზრი- სათავადოა, აზნაურის-სააზნაურო, გლეხის-საგლეხო, ვაჭრისა-სავაჭრო, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთისა და იგივე ხორცისადა სულისა ნაყოფნი და

ერთის დედის საქართველოს ძუძუთი გაზრდილნი? ეს ასომთავრული რომ ასომხედრულს გზას უღობავს, ეს თავადი რომ აზნაურს ზურგს უქცევს, აზნაური-თავადსა, ორივენი-გლეხსა; ეს ვაჭარი რომ სამივეს ერთნაირის სიხარბითა სწოვს, ნუთუ ესენი თვითეულად ცალკე და ყოველნივე ერთად ქართველი ჰგონია ვისმე! ქართველი საყოველთაო სახელია და ამათში რა არის საყოველთაო. ეგ თითო-თითოდ, ერთის ჯაჭვის რგოლებივით რომ ცალ-ცალკე და თავ-თავად დავგორავთ, ზოგი აქეთ, ზოგი იქით, ნუთუ ეგ თვითეული ქართველი ჰგონია ვისმე!

თქვენ მე მიჩვენეთ ის ადგილი, საცა მაგ თვითეულის გზები ერთად იყრება საყოვალთაო საქართველოს სიკეთისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არის-მეთქი. ის საერთო ნიშანი მიჩვენეთ, საითკენაც თვითეულის ჩვენგანის ჭკვა, გონება, ფიქრი, გრძნობა, სურვილი ერთად, ხალისიანად და შეუპოვრად მიიწევდეს საყოველთაო საქართველოს კეთილდღეობისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არის-მეთქი. საერთო ლხინი მიჩვენეთ, საერთო ჭირი მაინცა, მაგრამ სად არის: ჩემი ლხინი შენი ლხინი არ არის, შენი ჭირი ჩემი ჭირი არ არის. ქართველი საყოველთაო სახელია და კიდევ ამას გკითხავ: საყოველთაო რა გვაქვს? ჩვენში არის: „მე თუ შენ, შენ თუ მე”, და ორივე ერთად კი არაო.

აბა დაიძახე: ქართველო-თქო, თუ შავის ზღვიდამ მოყოლებული კასპიის ზღვამდე მარტო ღიპ-გადმოგდებულის ქართველის მეტმა (ე. ი. გორის მაზრაში მცხოვრებელმა) შემოგხედოს ვინმემ, და თუ გაჭირდა, იქნება კახელმაც თავისი სხვილი კისერი შენკენ მოიღრიჯოს, სხვანი კი ყურსაც არ გათხოვებენ, თითქო ამათ არ ეძახიო, თითქო ისინი კი ქართველები არ არიანო.

ის შემკრებლობითი, დიდებული ერთიანი აზრი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ქართველობაში უნდა ხედავდეს, ის სახელი, რომელიც ყველას გვერქვა, დაირღვა, ჩვენის გონებიდამ ამოშრა, და ქართველი ეხლა ერთის კუნჭულის მცხოვრებთა საკუთარი კერძოობითი სახელიღა გახდა და არა საერთო, საყოველთაო მთელის იმ ხალხისა, რომელიც ერთად ტანჯულა, რომელსაც ქართველთა შესისხლულის ისტორიის მძიმე უღელი ჭირში, თუ ლხინში, ერთად ძმურად უწევნია, რომელსაც ერთისა და იგივე ენით ჭირში უგლოვნია, ლხინში უმხიარულნია, და, რომელიც დღესაც ერთისა და იგივე ენით-თუ არაფერს აკეთებს-თავის მოძმეს მაინც აბეზღებს ღმერთთანაცა და კაცთანაცა.

ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა, ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში-ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა „მე“ ხშირია, და „ჩვენ“- იშვიათი! განვთვითეულდით, ცალ-ცალკე დავიშალენით. ასო-ასოდ დავიჭერით, და მაგ განთვითეულებამ, ცალ-ცალკეობამ ყოველგან და ყოველის- ფერში ის საქმე გვიყო, რაც ეზოპეს ზღაპარში თვითეულს წკეპლას მოუვიდა, ერთად ძნელად გადასამტვრევს. ამის შემდეგ, რასაკვირველია, საერთო სახელი აღარ შეგვრჩებოდა, და აკი აღარ შეგვრჩა.

განვიმეორებ, განვთვილთეულდით, და თვითეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდი აზრი მამულისა, რომელიც ყველასათვის ადვილად საზიდია. თვითეულობით ტვინი ამოშრა, შევიწროვდა და მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა ვეღარ იტვირთა. რაღა უნდა გვექნა ამის შემდეგ? ავიღეთ და მთელი მამული, ერთიანი ჩვენი ბინა დავყავით, გავინამცეცეთ თვითეულის ღონის კვალობაზედ ასე, რომ ზიდვაც შესაძლო ყოფილიყო ჩვენის ქონდრის-კაცობისათვის და დაპატარავებულს ტვინშიაც მოთავსებულიყო. დავაქციეთ ჩვენი დიდი ერთიანი სამშობლო ოჯახი, რომლის ბოძად იყო ერთიანი მხარი მთელის ქართველობისა, და მის ნაშთის ნამტვრევებისაგან პატარ- პატარა ხუხულები ავაშენეთ, რომელსაც საზოგადო სახელი „მამული“ დავარქვით და რომელშიაც ჩვენც დავეტივენით, და ამომშრალის ტვინის და გონების აზრიც დავტივეთ; დავაქციეთ მამათა ჩვენთა სამარე, შვილთა ჩვენთა აკვანი; დიდი „მამული“ დავშალეთ,

პატარები გავიკეთეთ, და აქაც გავამართლეთ ჩვენის რუსთაველის სიტყვა: ყოველი მსგავსი მსგავსსა შობსო.

თვითეულმან ჩვენგანმან თავისი ხვედრი, დიდის „მამულის“ ნაშთი, თავთავად შემოიღობა; იმ შემოღობილში თვითეულმან ჩვენგანმან თავისი საკუთარი ქვეყანა აიშენა და საზოგადო სახელი „მამული“ თავის კერძო მამულს დაარქვა და თქვა: თუ მე არ ვიქნებიო, ქვა-ქვაზედაც ნუ იქნებაო.

მამული დანეხვილ ნაფუძვრად გარდავაქციეთ, პატივი-ნეხვად, თავი-გოგრად, და ჩვენი უადამიანობა იქამდინ მივიყვანეთ, რომ კაცი კაცს აღარ ნიშნავს, თუ ზედ კაცური არ დავუმატეთ.

შენ შენთვისო, მე ჩემთვისო, ძმებმა ერთმანეთს ვუთხარით, ცივად ერთმანეთს თავი დავუკარით, უცრემლოდ ძმა ძმას გამოვესალმენით, უკანასკნელი საერთო სიტყვა „მშვიდობით“ უკანასკნელადღა ვახსენეთ, შენ იქით წახველ და მე აქეთ, თვითეულად, თავ-თავად, და ვინ იცის, როდისღა შევხვდებით ერთმანეთს, რომ კიდევ ძმური, ერთიანი, განუყოფელი ქართული „გამარჯვება“ მითხრა შენ-მე, და მე-შენ, ჩემო დაკარგულო ძმაო, თუ დაო!..

[1866-1876წ.]

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი!.. რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ, ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილასვე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვედინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ნუთუ ისევ ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი“ სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თითონაც თითი გავძრათ, ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ?. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე ერთი-ორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს,-ქრისტე-ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ დაიბღერტაო, იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის. რაც ღვთის შემძლებელობით არის და არა კაცისათი, ის ყველაფერი უკვე მოგვმადლა ღმერთმა. ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახავთ შეუძლიანთ სამართლიანად სთქვან: „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა“ ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო, არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება, ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულთა-თქმას ბატონად ნუ გაიხდი. იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა

საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ. ვართ-კი ასეთნი?... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

რა არ გადაგვხედია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით, შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგთემურებმა ჩვენს საკუთარს

სისხლში გვაბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდეგით, მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ- თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ეხლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას!.. დრო-ჟამი ამას გვიქადის... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭმა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს-სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით. ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს! ცოდვა არ არის, ეს ლომი კოღომ საბუდარად გაიხადოს, ცოდვა არ არის, მელა-ტურამ გამოღრღნას როგორც მძოვარი, როგორც ლეში! რათ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ყველა ეს შევძელით და საკითხავად საჭიროა,-რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლ-მთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით-იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე, მისი ფარ-ხმალი. ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით. ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით. ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა!.. იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარ-ცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი. „სილბო გვქონდა ნაქსოვისა“-ვით მეომრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ თავი, დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა. წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა. ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხნისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს.

კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს დღეს მძლეთა-მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულით და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა. გვჭირს-კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა- წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით. ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა,- შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული-კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდამ მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს, სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება, და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისათვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა-კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ-ნაღაროდ სთესავს, უბუკ-ნაღაროდ მკის. კოკისებურ, შხაპუნა ნიაღვარს-კი არა ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრაგნოს, „მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია“. არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არა სწერია, თუ თითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა-პატიოსანია, ნამუსიანია, და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო,-იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი! თითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი? ვაი რომ არა!.. მაშ რა გითხრათ? რით გაგახაროთ? არ ვიცით-რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ-რანი ვართ, ვერ გამოგვისახია-რანი ვიქნებით! ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების, წინ და აინუნშიაც არ მოგვდის ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან-და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ესე თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით “მე ვარ და ჩემი ნაბადიო” და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან-კი ყველა ტყუის. ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდამ ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისაგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცონი ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვას: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

[1897წ., 31 დეკემბერი]
ჩვენი ხალხი და განათლება
ტფილისი, 2 მაისი, 1886წ.

უმეცრება - აი უმთავრესი სენი, რომელიც ჩვენ ძვალ-რბილში გაგვჯდომია, შეუბრალებლად ჰღრღნის სიცოცხლეს... ეს არავისთვის საიდუმლო არ არის: თითონ ცხოვრება ხმა-მაღლივ ღაღადებს. ჩვენს ცხოვრებაში ისე ფეხს ვერ გადასდგამთ, რომ უმეცრების კვალს ზედ არ წააწყდეთ, რომ უმეცრების მწარე ნაყოფმა თავისი გემო არ გაგაღებინოთ... გადიკითხეთ ყურადღებით გაზეთებში ჩვენის ქვეყნის სხვადასხვა მხარედამ მოწერილი ამბები და ჰნახავთ...

ჩვენი ხალხი უმთავრესად მიწის მუშაობას მიდევს. წლითი- წლობით მიწას ჩაჰყურებს, ატრიალებს, ჰხნავს, სთესავს; ვაზს უვლის, ბოსტნეული მოჰყავს; წელებზედ ფეხს იდგამს, თავს მაღლა არ იღებს, ჯაფას არ ერიდება, ძალ-ღონეს არ ჰზოგავს, ოღონდ წლის საზრდო მოიპოვოს.

მაგრამ აი წელს სეტყვამ გაუნადგურა წლის ნაღვაწი საზრდო, მერმის კალიამ ხელცარიელზე დასო, მესამე წელს კიდევ სხვა ღვთის რისხვა დაატყდა თავსა. წლის ნაწვავ- ნადაგი ხელიდამ გამოეცალა... რა ჰქნას? ცოდნა მას არა აქვს, ვერც თავის საკუთარს ძალ-ღონეს დანდობია, ვერც სხვას მინდობია, ვერც ცალკე ღონით გასძღოლია... სად არის განათლებული, მეცნიერებით შეიარაღებული კაცი, რომ მისთვის გული შესტკივოდეს და წარმატების გზა უჩვენოს?..

ხალხს მოსავლიანი წელიწადი დაუდგა, ჯაფამ მუქთად არ ჩაუარა. ხალხს ათასგვარი ხარჯი და გადასახადი აწევს კისერზე. ამისთვის ფული უნდა. მოსავალია მთელი მისი სიმდიდრე, ერთადერთი წყარო. მოსავალია მისი ფული, მოსავლით უნდა გაუძღვეს ყველა ხარჯს და გადასახადსა. მოსავალი უნდა ფულად აქციოს. მაგრამ როგორ? აღებ-მიცემობისა არა ესმის რა, ანგარიში კარგად ვერ გაუგია, სად რასა აქვს გასავალი, არ იცის... ესეც ერთი უმეცრების ნაყოფი!

სიღარიბე, რიგიანის სახლების უქონლობა, ცუდი სასმელ- საჭმელი, უსუფთაობა, სიბინძურე და სხვა ამ-გვარი ჯანმრთელობის წინააღმდეგი გარემოება ავრცელებს ხალხში და ხელს უწყობს ათასგვარ ავადმყოფობას, სნეულებას და ჭირსა... ბევრი მათგანი იხოცება და შველას-კი ვერსაიდამა ჰხედავს. ექიმი არა ჰყავს, წამალი არა აქვს. უილაჯობით ხან შემლოცველთან გარბის, ხან მკითხავთან, ხან ხელთ ეძლევა უმეცარს ექიმობას სოფლისას, შელოცვას, ხატებში სიარულს. სოფლელ დედაკაცების წამლობას, ხშირად უფრო მეტი ვნება მოაქვთ ხალხისთვის, ვიდრე სარგებლობა. განა ხალხს სიცოცხლე მოსძაგებია, განა სიკვდილი იამება? მაშ რატომ მეცნიერებას არ მიჰმართავს, რატომ თავის ერთს უძვირფასეს საუნჯეს-სიცოცხლეს არ იცავს რიგიანად? აქაც დამნაშავე იგივე უმეცრება, ცრუმორწმუნებაა.

დაუნდობლობა, შური, მტრობა, უსამართლობა, ძარცვა-გლეჯა. ჩხუბი, ცემა-ხოცვა ეკონომიურს გაუწყობლობის გამო, და სხვა ბევრი ამ-გვარი ნაყოფი უმეცრებისა-ვრცლად არის მოფენილი ჩვენს ცხოვრებაში. უმეცარ კაცს როგორ შთააგონებ, რომ მისი საკუთარი ინტერესი მოითხოვს, რომ თავის მეზობელთან კარგი განწყობილება ჰქონდეს, რომ მეზობლის უბედურება და შეუძლებლობა მას ბედნიერებას და შეძლებას ვერ შესძენს, რომ მხოლოდ ურთიერთობრივი თანხმობა, შეწევნა ჰბადავს ნამდვილ ბედნიერებას და სიმდიდრეს, როგორც მთელის ხალხისას, ისე კერძო კაცისას.

ბევრს ჯერ პირველ-დაწყებითის განათლების ნიშანწყალიც არ მოსცხებია. ხალხმა უმეტეს ნაწილად ცარიელი წერა-კითხვაც არ იცის. წიგნების კითხვა ჩვენში სრულიად არ არის გავრცელებული, რომ ხალხმა თავის ავი მაინც გაიგოს, თუ სხვის კარგს ჯერ კითხვით ვერ შეიძენს. ხალხი უმეცრების გამო სკოლებს ეჭვის თვალით უყურებს და განს უდგება. ზოგიერთ ადგილას ხალხი პირდაპირ მტრულად ეკიდება სკოლას. მაგალითად, ამ დღეებში ერთი ჩვენი კორესპონდენტი გვწერდა, რომ ილორის საზოგადოება ცდილობს თავის სკოლას ხელი შეუშალოსო.

სკოლამ უნდა მოჰფინოს ხალხს განათლება; განათლებამ უნდა განფანტოს მისი გონებითი სიბნელე, განათლებამ უნდა მისცეს მას ძალა ცხოვრებაში საბრძოლველად, და ხალხი კი სდევნის სკოლას, განათლებას. რა მიზეზია? ცხადია, უმეცრება!

აი მოკლედ რა სურათს წარმოგვიდგენს ჩვენ... უმეცრების შედეგი. დასაფიქრებელია ასეთი არა-სანუგეშო სურათი. უმეცრებაა ჩვენი საშიშარი მტერი. უმეცრებასთან ბრძოლა მხოლოდ მეცნიერებას შეუძლიან. განათლება, სწავლა, ცოდნა-აი ერთად-ერთი საშუალება, რომელსაც შეუძლიან წამალი დასდოს ჩვენს ცხოვრებას. კვალში ჩაუდგეს, ხალხს მხარი მისცეს და შველა აღმოუჩინოს, ვისაც წამალი აქვს, ვისაც მკურნალობა შეუძლიან. მასწავლებელი, ექიმი, ტეხნიკი,

მიწის შემუშავების მცოდნე,-ყველა, ვინც კი მეცნიერებით და ცოდნით შეიარაღებულია, ყველა საჭიროა ეხლა. თუ ნამდვილად გული გვტკივა ხალხისთვის, თავი ვიჩინოთ, რომ სიბნელე უმეცრებისა გავფანტოთ. თუ ხალხის სიყვარულით არიან გამსჭვალულნი, საქმით დაამტკიცონ სიყვარული და მრავალნი გამოიყვანონ უმეცრებიდამ უნდა ჩვენს კერძო სარგებლობას, კეთიდღეობას ცოტა რამ ჩამოვათალოთ და საზოგადო სარგებლობას, კეთილდღეობას შევსწიროთ. ფული არა გვაქვსო, გარშემო შემწეობას არა ვხედავთო და ამიტომ უღონონი ვართ ამ საქმისათვისაო. ეს, რასაკვირველია, შესაწყნარებელი მიზეზია და არა გასამართლებელი. ნიჭი, გარჯა და მხნეობა დღეს თუ ხვალ ფულსაც იშოვის და შემწეობასაც მოიპოვებს; ყოველივე ეგ თითონ ფულია, თითონ ღონეა და სიმდიდრე, ოღონდ კი კაცი ნუ შეიკეტება ოთხ-კედელ-შუა, ოღონდ კი გულხელდაკრეფილი ცას ნუ შევაჩერდებით: აცა, მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდებაო. ამ ნიჭსა, გარჯას და მხნეობას ითხოვს დღეს ჩვენი ცხოვრება განათლებულის კაცისაგან და ან ვის მოსთხოვს სხვას, თუ არ განათლებულსა და მცოდნე კაცსა!...

ენა
(მცირე შენიშვნა)

ამ ბოლო ხანს ჩვენს საზოგადოებაში მასლაათის დროს და გაზეთებშიაც შეხვდებით სამდურავს ქართულის ენის შებღალვისა გამო. თუ საქმეს ჩავუკვირდებით, ამ სამდურავს საფუძველს ვუპოვით. ყველა ჩვენგანს სწავლა მიუღია უცხო ენის მეოხებით, უცხო ენაზედ დაწერილს წიგნებით გვივარჯიშებია ყველას ჩვენი გონება და, უეჭველია, ამ გარემოებას ის შედეგი მოჰყვებოდა, რასაც ვხედავთ. ეს არაა საკვირველი, არამედ ისა, ქართულად ვფიქრობდეთ და ქართულად ისე ვწერდეთ... მაინც და მაინც როგორც ჰქუხს, ისეც არა წვიმს. ჩვენი გამოჩენილი და გამოუჩენელი მწერლები ერთობლივ უცხო მწერლობით არიან ნაკვებნი, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად საზარალო არა ყოფილა ეს ამბავი, ზოგისთვის ძალიან ღრმად დაუსვამს დაღი, მეორისათვის ნაკლებად... ამიტომ არ შეგვიძლიან ყველა ჩვენს მწერლებს ენის უცოდინარობა ვუკიჟინოთ. თუმცა ისეთი მწერლებიც გვეპოვება, რომ ორმოცი წელია ჰმოღვაწეობენ, ორმოცი წელია, რაც სწერენ ქართულად, და დღეს-აქამომდე ვერ მიუგნიათ ქართულის ენისათვის.

რას ჰქვიან ენის ცოდნა? რასაკვირველია, არა კმარა მხოლოდ სიტყვები ვიცოდეთ, თუნდ მთელი ქართული ლექსიკონი, უნდა ისიც გვესმოდეს, თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთიმეორეს და წინადადება როგორ ავაშენოთ. ამისთვის საჭიროა ენის სულისა და გულის შეგნება; ამ შეგნებისათვის კი საჭიროა ის ღირსება და მადლი, რომ თვით მწერალს უცემდეს ქართულად გული და მაჯა. ამისთანეები სიტყვაკაზმულ ნაწარმოების ავტორთა შორის უნდა ვეძიოთ. უსათუოდ საუკეთესო მგოსანი საუკეთესო ენის მცოდნედაც უნდა მივიღოთ. რისთვის? მისთვის, რომ ერი უპირველეს ყოვლისა დედაა ენისა, ხოლო საუკეთესო მგოსანი, როგორც თვით ენა, ღვიძლი შვილია მისივე და არავინაც არ არის თავისს მშობელთან ისე დაახლოვებული, როგორც ის, ვისაც შეუთვისებია მშობლის სისხლი და ხორცი. მწერლის ნიჭის მიხედვით რომ ვაფასებდეთ მის ენას, მაშინ ყველა ჩვენგანი არ წამოაყენებდა საკუთარს ენას მისაბაძავ საგნად.

თქვენს უმორჩილეს მონას, ამ წერილის ავტორს, ხშირად გამიგონია ზოგიერთის ჩვენის მწერლისაგან სამდურავი-დაძველებული, უვარგისი ფორმები ნუ შემოგაქვს მწერლობაშიო. რაც დაძველდა, აღარ ვარგა, ის უნდა გავიტანოთ და სანაგვეზედ გადავაგდოთო. ყვეკას თავისი გემოვნება აქვს, საკუთარი ფიქრი და აზრი და მეც ჩემი, რასაკვირველია. ამისთანა სამდურავი, რა თქმა უნდა, უმეცრების ბრალია და, ხომ მოგეხსენებათ, უმეცრებასავით თამამი არა იქნება რა.არა მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმითი, რომ, რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისდათავად არასოდეს არ დაჰკარგავს; მიმდინარეობს იმ ჟამით ამ ჟამამდე დაუდგრომლად, მისი შეჩერება, დაგუბება, ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს...

დიაღ, მოდის ენაც მდინარესავით, მაგრამ, თუ სათავეში, ე.ი. იქ, საიდანაც იბადება, არ დაშრა, ქვეით, ბოლოდგან მისი დაშრეტა ყოვლად შეუძლებელია და ძალაც მისი სწორედ რომ სათავეშია: გამომდინარებს ულეველად, უკლებლად; საიდგან და როგორ იკრებს ამ ძალას, ჩვენთვის სულ ერთია.

ენის საქმეც სწორედ ასეა. ქართული ენა გუშინ მოგონილი ხომ არ არის! იგი ძალიან დიდი ხნისაა, უკვე დამთავრებული, დახარებული ვაჟკაცია. რაც ხასიათი და თვისება დაჰყოლია, იგივე შეჰრჩება საზოგადოდ, საუკუნოდ. თუ ზოგიერთების ხელში იგი თავისს ხასიათს ვერ იჩენს, ეს იმათი ბრალია, ვინც მას ამღვრევს უწმინდურებისა და ნაგავ-ნუგავის ჩაყრით. ვისაც ჰსურს ამ მდინარის წყალი იგემოს და დააფასოს იგი, ბოლოში, სადაც მღვრიე მოდის, კი არ ამოჰკრეფს, არამედ სათავეს მიჰმართავს. სათავე ენისა, ვგონებ, ყველამ კარგად იცის, სად არის, ან რა არის... ეს სათავე ენისა გახლავთ ძველთა ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებნი, ის ქართული თემები, სადაც დღევანდლამდე შენახულა შეუბღალავად, უმწიკვლოდ ქართული ენა. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ნიჭიერ მწერლებად და ენის მაგალითად ჩვენთვის მხოლოდ ორი მწერალი კმარა-შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი, გაურყვნელის ენით მოსაუბრედ კიდევ მთიელნი, რომლებთანაც მე მაქვს დამოკიდებულება, და ამ გაკიცხულს ფორმებსაც იმათგან ვიძენ. ნუ გგონიათ ფორმებს ვთხზავდე, ღმერთმა დ

ამიფაროს! რა არის აქ საწყინო? შემოტანა მრავალის ფორმებისა, თუ კი სადმე მოგვეპოვება, კაი ნიშანი მგონია, ხოლო ფორმების გატანა და შემცირება-ერის გალახვად, შეურაცხყოფად, დამცირებად მიმაჩნია.

1901 წელი.

ვაჟა-ფშაველა
კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

1. ზოგს ჰგონია,რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე,-რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობდა, მაგრამ მის შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე

სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

2. ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზარდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო-მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს რად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხის-ტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნდა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი?-არას დროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფნის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

3. პატრიოტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათამყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედა-ენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი,-რძე საზრდოდ, ნანა-მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთანა ჰგრძნობს, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია,-ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი მშვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდ უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

4. ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ?-იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას: ყველა ერი ერთნაირად მიყვარსო,-სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპოლიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

5. ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ და კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

1905.

მიხეილ თუმანიშვილიახლა კი ფარდა
სცენური სიტყვა

„-რას კითხულობთ, ხელმწიფის შვილო?
-სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს...“

(შექსპირი. „ჰამლეტი“)

რეპეტიცია ნიშნავს გამოკვლევას, გამორკვევას, ვარაუდს, გამოცნობას, მიხვედრას, შეთხზვას, აგებას. რეპეტიცია ჩვეულებრივად იწყება-მომავალ სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს რვეულები ურიგდებათ. ამ პატარა რვეულებში კი „სიტყვები, სიტყვები, სიტყვებია“ ჯერჯერობით, გაუგებარი, ცივი, სხვისი... ეს სიტყვები ამოსავალი წერტილია, მასალაა, თიხაა. ყველაფერი აქედან იწყება. მსახიობმა ამ სიტყვებიდან და თავისი ფსიქიკიდან, ნერვებიდან, წარმოსახვიდან, განწყობილებიდან, სხეულიდან ხელების, მიმიკის და მოძრაობის საშუალებით სცენური ხელოვნების ნაწარმოები-სახე უნდა გამოძერწოს.

ყველაფერი სიტყვიდან იწყება. სიტყვა, ჯერ კიდევ მკრთალად მონიშნული საროლო რვეულში, არაფრისმთქმელი, თავისთავად არსებული, ცივი და უკარებაა. მსახიობი გაუბედავად კითხულობს სხვის სიტყვებს და ცდილობს, თავისად აქციოს. არსებობს ორი გზა: ერთი-ჯერ კიდევ ბავშვობიდან ყველასათვის კარგად ცნობილი და, მეორე-პროფესიული, ძალზე რთული, მძიმე და მტანჯველი.

პირველი გზა ავტორისეული სიტყვების ზეპირად სწავლასა და მათ, რაც შეიძლება, ცხოვრებისეულად წარმოთქმას გულისხმობს. ამ შემთხვევაში მსახიობი ცდილობს, კარგად

წაკითხულ სიტყვებს მოქმედებები, მოძრაობები (ჟესტები) და განცდები მიუსადაგოს. და თუკი მსახიობი ნიჭიერია, ამას ძალზედ საინტერესოდ აკეთებს, ზოგჯერ, დიდ წარმატებას აღწევს.

მეორე გზა-სიტყვების მეშვეობით ავტორისეული ჩანაფიქრის საიდუმლოებათა წვდომის გზაა, გმირთა მოქმედების, ურთიერთობის და განცდის წვდომის გზა, რათა სიტყვებმა ისევე შეძლონ აღმოცენება, ამეტყველება, როგორც ოდესღაც ავტორს ჰქონდა წარმოდგენილი.

ეს გახლავთ ორი ურთიერთგამომრიცხველი გზა, ავტორისეულ სიტყვაზე მუშაობის ორი სხვადასხვა საშუალება. პირველი- თეატრალური ხელოსნობის გზაა, მეორე-ჭეშმარიტი შემოქმედების.

სიტყვები ნიშანთა ისეთ კომბინაციას წარმოადგენს, რომლის საშუალებით ადამიანები ერთმანეთს აგებინებენ თავიანთ განზრახვებს, განცდებს და სხვ. იმისათვის, რომ პარტნიორის ცნობიერებაში რაიმე ცვლილება მოხდეს და მან თავისი ქცევა შეცვალოს, აუცილებელია, სათანადო ინფორმაცია მიიღოს. ჰამლეტს მამა გამოეცხადება და რაღაცას ანიშნებს. ამ ნიშნით აჩრდილმა თავის შვილს გარკვეული ცნობა, აზრი გადასცა, რომელმაც შემდგომ ჰამლეტის ქცევა შეცვალა. მერე აჩრდილმა სიტყვით მიმართა შვილს. სიტყვებმა შეცვალა მისი ქცევა და ააღელვა. ე.ი., სიტყვა-ნიშანია.

ახალი ინფორმაციის გადაცემისას ყველაზე ძლიერი, ქმედითი ზემოქმედების საშუალებად ჟღერადი სიტყვა გვევლინება. სიტყვები ადამიანთა საქმიანობის რეგულაციაში, მათ ურთიერთობასა და ფსიქიკური ცხოვრების განვითარებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ეუბნება: მოემზადე, წადი, ყურადღება მოიკრიბე და სხვა, ამით იგი ზემოქმედებას ახდენს მეორე ადამიანზე, აიძულებს მას, საკუთარი სურვილისამებრ იმოქმედოს. სიტყვა ამ შემთხვევაში ძალას წარმოადგენს, რომელიც მეორე ადამიანის ქცევას წარმართავს, აიძულებს მას, ის გააკეთოს, რასაც უკარნახებენ, ან პირიქით, შეეწინააღმდეგოს მას. თუ ადამიანი ლაპარაკის დროს მეორე ადამიანის ქცევას ვერ შეცვლის, მის გრძნობებსა და აზრებზე იმოქმედებს მაინც. სიტყვის ზემოქმედება ადამიანზე მრავალგვარია. სიტყვით ადამიანში ისეთი ემოციური რეაქციების გამოწვევა შეიძლება, რომლებსაც შემდგომ მასში ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლაც კი ძალუძთ. სიტყვით შეიძლება პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით კაცი მოკლა. სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად მოჰყავთ შემთხვევა, როდესაც სიკვდილმისჯილი ბოროტმოქმედი იმისაგან გარდაიცვალა, რომ შთააგონეს, ვითომდა სისხლისაგან იცლებოდა. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ძველი ამბების გახსენებისა და მოყოლის დროს არამარტო გადავცემთ მეორე ადამიანს ჩვენს განცდებს, არამედ თავადაც ხელახლა ვიწყებთ განცდას. „სიტყვა-ჰაერში მფრინავი სათამაშო ბუშტი კი არ არის, სიტყვა სამუშაო იარაღია,-წერდა ვ. კოროლენკო,-სიტყვამ აუცილებლად უნდა ზიდოს გარკვეული სიმძიმე და მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რამდენად ასწევს იგი სხვის განწყობილებას, შეგვიძლია მისი მნიშვნელობისა და ძალის შეფასება“.

რკინის თეატრი“ - ოთარ ჭილაძე.

ცხრაასშვიდის ოცდაათ აგვისტოს ილია ჭავჭავაძე, მეუღლესთან და მსახურთან ერთად, თბილისიდან საგურამოს გამგზავრებულა. „ნუწავალთ,ქვეყანაარეულია,სახიფათოა...“-რამდენჯერმე გაუფრთხილებია თურმე მეუღლეს, მაგრამ ილია მეუღლის შიშს არ აჰყოლია და, როგორც საერთოდ სჩვეოდა, ბოლოს მაინც თავისი გაუტანია. ან რატომ არ უნდა გაეტანა? სამოცდაათი წლის მოხუცს იმდენი კი დაემსახურებინა, საითაც სურდა, იქით რომ მიბრუნებულიყო საკუთარ ოჯახში. იმისი ოჯახი კი, სრულიად საქართველო გახლდათ, დიახ,

სრულიად საქართველო, და არა რომელიმე სახლი, თბილისში, ყვარელსა თუ საგურამოში. გარდა ამისა, რაც არ უნდა ყოფილიყო მისი ქვეყანა,

ვერაფრით ვერ იფიქრებდა, ისე თუ გადასცდებოდა იგი ჭკუიდან, საკუთარ მამაზეც ამართავდა ხელს. ზაფხული იწურებოდა. გაქვავებულ კოცონს ჰგავდა სვეტიცხოველი. ეტლი უკვე მცხეთას გამოსცდენოდა და ჩახურებულ, ჩაყუჩებულ ჭალაში მშვიდად მიბაკუნობდა მტვრიან გზაზე. მთელი გზის გაყოლებაზე ჭრიჭინები თითქოს ერთმანეთს გადასცემდნენ დაუქანცავ, დაულეველ ხმას, რათა ეტლში მსხდომთათვისაც გაეხანგრძლივებინათ მომთენთავი, რულის მომგვრელი სიჩუმე და სიმყუდროვე ლომისფერი ზაფხულის უკანასკნელი დღისა. ილიასაც ედო ჯიბეში რევოლვერი და მის მსახურ იაკობსაც, მაგრამ საფრთხესა და განსაცდელზე აღარავინ ფიქრობდა, უკვე წიწამურთან მოსულიყვნენ, აქედან კი, ხელის ერთი გაწვდენა იყო შინამდე. სადღაც გვრიტი კუთავდა. მტვრიან ჰაერს აქა-იქ იელის სუნი დაჰკრავდა; თავადაც გამოაჭყეტდა ხოლმე ყვითლად და ისევ გაქრებოდა, ამოეფარებოდა გაქუცულ ბორცვს, თითქოს ლომმა თვალი დახუჭაო. „დავბერდი, დავჩაჩანაკდი, გამომერია ჭაღარაო“-საკუთარი ლექსივით იმეორებდა ეტლში მისვენებული ილია, თითქოს ეს წუთია, მისი სულიდან დაბადებულიყო პირველად ეს სიტყვები, მისი მჭმუნვარე, დასევდიანებული სულიდან, რადგან, მეუღლისგან განსხვავებით, ქვეყნის არეულობა კი არ აფრთხობდა, სიბერეს გრძნობდა და გული წყდებოდა, სწორედ ამ დროს, ამ არეულობის დროს რომ უნდა გამოთხოვებოდა იმას, რისკენაც სამოცდაათი წელი შეუჩერებლად ილტვოდა, რისთვისაც მჭედელივით ღვრიდა ოფლს, ექიმივით ფხიზლობდა, და რასაც, ასე თუ ისე, მიახლოებოდა კიდეც, თითქოს მხოლოდ იმიტომ, უარესად რომ დაწყვეტოდა გული. „ოციოდე წელს რომ მომაკლებდეს ვინმე, იქნება შემეხედა ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვისო“-ფიქრობდა მოღუშული, ეტლში მისვენებული, ეტლის რწევას აყოლილი. მანჟეტზე მწერი შესცოცებოდა, მაგრამ ხელის ოდნავი განძრევაც ეზარებოდა, ისე იყო ჩაყუჟული, ჩამტკბარი სევდიან ფიქრებში. ეტლი მოულოდნელად შეჩერდა, არაბუნებრივად, ტლანქად; თითქოს კი არ შეჩერდა, მოკვდაო. ცხენებმაც შემზარავად დაიჭიხვინეს. იაკობი ეტლიდან გადახტა და ტყისკენ გაიქცა. მაშინვე თოფმა დაიჭექა. „რა მოხდა? რა მოხდა?“-წამოვარდა ფეხზე ილია. ვიღაცა თოფს უმიზნებდა. იაკობი პირქვე ეგდო მიწაზე. „რა მოხდა? რას სჩადიხართ?!“-ისევ იყვირა ილიამ და უცებ სინათლემ მოიმატა, თითქოს გაიელვაო. იმავე წამს ყველაფერი თავიდან გამეორდა, იმავე თანამიმდევრობით: ჯერ ეტლი შეჩერდა. მერე ცხენებმა დაიჭიხვინეს. მერე იაკობი გადახტა ეტლიდან და ტყისკენ გაიქცა. მერე ვიღაცამ თოფი დაუმიზნა. იაკობი კი, პირქვე ეგდო სისხლის გუბეში. ამ დროს, მეუღლის კივილი ჩაესმა და მაშინვე ყველაფერს მიხვდა. აღარ უკითხავს, რა მოხდაო. სასწრაფოდ დახუჭა თვალები, ვიდრე სიკვდილი დაეუფლებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ილიას მოურავს ჩამოუვლია საგურამოდან, სამი ჩაფრის თანხლებით. გეგონებოდათ, იქვე, სადღაც, ბუჩქებს იყვნენ ამოფარებულნი და მხოლოდ იმას ელოდებოდნენ, როდის მოამთავრებდნენ მკვლელები თავიანთ ბინძურ საქმეს. სროლის ხმაზე, ცოტათი რომ აეჩქარებინათ ცხენები, შეიძლება აღარ მომხდარიყო ეს უბედურება. მაგრამ, განგება იყო თუ რა, მოურავიცა და ჩაფრებიც ისე დაყრუებულან, არაფერი გაუგიათ. არაფერი გაუგია ყაზახების საგუშაგოსაც, ხოლო როცა გაუგია, უკვე გვიანი ყოფილა. “აქეთაც გავვარდი და იქითაცო”-უთქვამს ურიადნიკს. არაფერი გაუგიათ მეურმეებსაც, ლამის მოურავთან და ჩაფრებთან ერთად რომ მოსულან მკვლელობის ადგილზე. “აგვიყვანეთ, წაგვიყვანეთ, ვითომ ეკლესია აგიშენებიათო”- დაუძახნია იმათთვის ილიასმეუღლესდაგონდაკარგულიჩამხობილასისხლიან მტვერში. არავის არაფერი არ გაუგია. ერთი წუთით მთელი საქართველო დაყრუვებულა თითქოს, ეგზარხოსი პავლეს წყევლა რომ ასრულებოდა და დიდიან-პატარიანად, ქალიან-კაციანად, ერიან- ბერიანად ჩავარდნილიყო ამ ჯოჯოხეთურ ცოდვაში. “ოთხნი იყვნენ. შავგრემანები. შავი ტუჟურკები ეცვათო”-ძლივს უთქმევინებიათ მეეტლესთვის, ერთადერთი მოწმისთვის, რომელიც მოურავსა და ჩაფრებს, საღსალამათი, ისევ კოფოზე დახვედრიათ. გვამები სისხლის გუბეებში ეყარნენ, ის კი კოფოზე იჯდა თურმე და ცხენების ალალპლაპებულ გავებს დასცქეროდა. სხვამ არავინ არაფერი იცოდა. ილიას მეუღლე ისევ უგონოდ იყო. მთელი სახე კონდახებით ჰქონდა დაჩეჩქვილი. მეორე დღეს ასე გონდაკარგული წაიყვანეს თბილისში, ექიმი კიმონტის დაჟინებული მოთხოვნით. დილის ხუთ საათზე გამოუხედია ერთი წამით და წამოუბოდებია: ურჩიეთ ილიას, ნუ წავა, საშიშიაო. ილია კი, უკვე ერთი დღის მკვდარი იყო, უფრო სწორედ, ერთი დღის მოკლული, და, თავის მსახურთან ერთად, გულხელდაკრეფილი ესვენა მეორე ოთახში. იმ დროინდელ კაცს სისხლისა და დასახიჩრებული გვამის ნახვა თითქოს არ უნდა გაჰკვირვებოდა, მაგრამ დახოცილთა ოთახში გაზეთის კორესპონდენტები რომ შეუყვანია მოურავს, მაშინვე „თოფნაკრავებივით” გამოცვენილან უკანვე: ეს რა ნახეს ჩვენმა თვალებმაო. აივანზე იდგნენ თურმე და ტიროდნენ, ერთმანეთს მიხუტებულნი, დაობლებული ლეკვებივით. მალე მთელი საქართველო ტიროდა ასე. ილია, არა მარტო მოეკლათ, გაეძარცვათ კიდეც.“

არ ჩანს ილიას პალტო, პიჯაკი, ჟილეტი, ოქროს საათი, სათვალე და პატარა ბოხჩა, სადაც საბუთის ქაღალდებს ინახავდა ხოლმე. აღარც საფულე ქისაა. მხლებელისთვის კი ჩექმებიც გაუხდიათ. აღარ ჩანს აგრეთვე რევოლვერები, რომლებიც ილიასა და მის მსახურს ჰქონდათ თანო”-წერდა გაზეთი. გზის პირას, სისხლის გუბეში, ცალი მანჟეტი უპოვიათ მხოლოდ. „ოთხნი იყვნენ. თეთრი ჩოხები ეცვათ, ოფიცრის ეპოლეტებიანიო“-უთქვამს მეეტლეს. სამაზრო ექიმის აზრით, რომელსაც გვამი გაუკვეთია, გინდაც არ მოეკლათ, დიდხანს მაინც ვერ იცოცხლებდა თურმე ილია, „გაქონებული გულითა“ და „ზადიანი ფილტვებით“. მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეში იყო გამწარებული ხალხისთვის. სხვაა, როცა პოეტი მოგიკვდება და სხვაა, როცა მოგიკლავენ, ქურდულად, ავაზაკურად, ვერაგულად. არა მარტო შენცა გკლავან იმასთან ერთად, კიდევ უარესი, შენც მკვლელობის თანამონაწილე გამოდიხარ უნებურად, კაენს უამხანაგდები და შენს სულში აძლევ თავშესაფარს, რაკი არც პოვნა შეგიძლია იმისი და არც ის გამოგეყოფა თავისთავად. ტყიდან კი არ გამოუვარდა იგი პოეტს და ისევ ტყეს კი არ შეაფარა თავი, არამედ-შენში შობილი, შენვე დაგიბრუნდა. „კაენ, გამოჩნდი, აღიარე, მოინანიეო“-გაჰყვიროდნენ გაზეთები და ხალხს უფრო და უფრო ედრიკებოდა ქედი, უფრო და უფრო ეუფლებოდა დანაშაულის გრძნობა, დანაშაულისა და სირცხვილისა, საკუთარი სიბრმავის, გულგრილობის, უყურადღებობის და უმწეობის გამო, რადგან საკუთარი პოეტის მოვლაც არ შესძლებია თურმე, როცა მიბარებულს მგელიც ინახავს. „სამს თეთრი ფიჯაკი ეცვა, ერთს კი, ძველი კურტკა და შავი შარვალიო“-იძახდა მეეტლე. მაგრამ, კაცმა რომ თქვას, აზრიც აღარ ჰქონდა „ჩოხოსანთა“, „ტუჟურკოსანთა“ და „ფიჯაკოსანთა“ შორის ოთხი გატყიურებული სულის გამორჩევას, რომლებიც ციდან კი არ ჩამოვარდნილიყვნენ, ცხოვრებას გაეჩინა, და იმ ოთხის ამოშანთვით მაინც არ განიკურნებოდა ქვეყანა, ვიდრე თავად ქვეყანა არ დაინგრეოდა და, თუკი ღირსი იქნებოდა ახალი სიცოცხლისა, ხელახლა არ დაიბადებოდა საკუთარი ნანგრევებიდან. პოლიტიკური პარტიები ეჭვის თვალით უყურებდნენ ერთმანეთს. ყველა ეჭვით იყო შეპყრობილი. ეკლესიის აშენებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ეკლესია რომ დანგრეოდათ თავზე, ამას უკვე ყველა ხვდებოდა. არ დარჩენილა საქართველოს კუთხე- კუნჭული, თბილისისკენ რომ არ შემოებრუნებინოს სახე. თბილისი პოეტის ცხედარს ელოდებოდა საგურამოდან. გუგუნებდნენ ზარები, ფრიალებდნენ შავი დროშები, პარპარებდნენ სანთლები. ყველა გადარჩენილი ეკლესია იხდიდა პანაშვიდს. გალობდნენ მგალობლები, გალობდა მცხეთის დედათა მონასტრის მონაზონთა გუნდი, ბავშვთა გუნდი. გრძელი, მტვრით გადათეთრებული პროცესია წელში იღუნებოდა პოეტის კუბოს სიმძიმის ქვეშ. ძლივს მიჰქონდათ ჩამოხსნილი ზარივით მძიმე, ჩამქრალი ჭაღივით პირქუში კუბო. დაცარიელებულ სოფლებში ელდანაცემი ძაღლები ყეფდნენ და მამლები ყიოდნენ. ხალხი კი მოდიოდა, მოისწრაფოდა თბილისისკენ, ტირილით, ზმუილით, ვაითა და ვიშით, თითქოს ძალით აუყრიათ და თითქოს უცხო ქვეყანაში მიერეკებიანო. ყველა ქალაქში დაიკეტა დუქნები და მაღაზიები. ვინც, პოლიციის შიშით, ვერ გაბედა დაკეტვა, ძალით დააკეტინეს. თბილისი ბორგავდა, ღელავდა, გლოვობდა. ცეცხლივით ამობრიალდებოდა ხოლმე ხალხის ზღვიდან მზემიშუქებული ვერცხლის გვირგვინი. სახლები ძაძით იყო შემოსილი. ცაში გაბმული ყვავილებიდან პოეტის არშიაშემოვლებული სურათი იმზირებოდა, როგორც ღმერთი ღრუბლებიდან, ნათელი და უბრალო. თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდა დროშათა ბუნიკები, ჯვრები, ხატები, და აი, ჯერ პროცესიის წინამორბედი ეტლი მოვარდა- დამტვერილი, გახვითქული-მერე კი, ხალხის აზმუვლებულმა მდინარემ კუბოს თავი, გადაბრუნებული ნავივით, შემოიტანა თბილისში. პოეტის ცხედარი სიონის ტაძარში დაასვენეს. გუგუნებდნენ ზარები, გალობდნენ ბავშვები, მონაზვნები, ვაჟთა და ქალთა გუნდები. გლოვის დღე იდგა საქართველოში. მთელი საქართველო სიონისკენ მოისწრაფოდა, მთიდან ბარიდან, ზღვისპირეთიდან, რათა უკანასკნელად (თუ პირველად!) მოეყარა მუხლი მოკლული ღმერთის წინაშე. ის კი კუბოში იწვა, ჩვეულებრივად მედიდური, ამაყი, მშვიდი, ყვავილების ბორცვზე ამაღლებული, სიკვდილზე ამაღლებული, და ისევ იმედის, ისევ რწმენის გამომშუქებელი სიკვდილის სიმაღლიდან. ქალებს ძუძუთა ბავშვები მოჰყავდათ, მაღლა სწევდნენ აჩხავლებულ ბავშვებს, იქნება დაამახსოვრდეთ, იქნება იმის მადლი მოეცხოთო. ტაძრის სარკმელში ჩიტი ჟივჟივებდა. ფოტოგრაფები წარამარა უცვლიდნენ ადგილს თავიანთ აპარატებს. და ისევ გუგუნებდნენ ზარები, ისევ გალობდნენ მგალობლები, ისევ ჩხაოდნენ ძუძუთა ბავშვები, ისევ ჟივჟივებდა ჩიტი, ისევ ზმუოდა დაჩოქილი ხალხი, ისევ იხოკდა სახეს, ისევ მიწას ახლიდა თავს და ისევ უბრუნდებოდა სიამაყის გრძნობა, ასეთი დიდებული მიცვალებულის პატრონს. მიცვალებულისა, რომელმაც პირველმა უთხრა: შენი თავი შენადვე უნდა გეყუდნოდესო. რომელმაც ლუკმა-ლუკმა დაჭრილი, შესაჭმელად გამზადებული სამშობლო ხელახლა გამოუგონა, მკვდრეთით აღუდგინა. გაუცოცხლა და განუბანა-პირში სიტყვა ჩაუდო, გულში ცეცხლი, ტვინში აზრი; ვინც კუდით ქვა ასროლინა მის მთათხველებსა და მაგინებლებს, სიბნელით რომ სარგებლობდნენ და გაჰქონდათ და გამოჰქონდათ მისი სარჩო-საბადებელი, მისი სალოცავი და ძვალთშესალაგი; ვინც, ტვირთაკიდებულს, ხელს შეაშველებდა ხოლმე აღმართში, ვინც ბაზალეთის ტბის ფსკერზე ოქროს აკვანი ჩაუდგა და შიგ იმედი ჩაუწვინა, სიჯიუტის, სიმტკიცის, გაუტეხლობის არტახებით გაკრული; ვინც მის პურს კოცნიდა და მის ვაზს ლოცავდა; მის საქონელს შეჰფოფინებდა და მის საბძელ-ბოსელს სიუხვესა და სიმრავლეს ამწყალობებდა; ვინც სიღარიბეს სიმდიდრედ უთვლიდა, უმწეობას კი სიძლიერედ, და ვინც, ბოლოს და ბოლოს, მისი იყო, სისხლიან- ხორციანად, მისგან შობილი და მისი მშობელი. აი, ვინ მოკვდომოდათ და ბევრი პირველად მიხვედრილიყო ამას; მაგრამ მით უფრო დიდი იყო დაჩოქების სურვილი, მონანიების ჟინი. მით უფრო დიდი იყო მწუხარება. ვერავითარი გვალვა, სეტყვა, წყალდიდობა თუ ხანძარი ვერ წაართმევდათ იმდენს, რამდენიც ერთი კაცის, ერთი სამოცდაათი წლის მოხუცის სიკვდილს წაერთმია. აუწონავი, აღურიცხავი, აუნაზღაურებელი ზარალის შემაძრწუნებელი შეგრძნება მოერეკებოდათ. მთელი საქართველო მოისწრაფოდა თბილისისკენ: ბავშვი და ბერი, ქალი და კაცი, სწავლული და უსწავლელი. ხოლო ვისაც წამოსვლა არ შეეძლო, ვისაც ბორკილი ედო, იქიდან, ციხიდან აწვდენდა ხმას საერთო, გამომაფხიზლებელ, გამაღატაკებელ, მაგრამ, ამავე დროს, გამაკეთილშობილებელ გლოვას-ქარს აბარებდა, ჩიტს აბარებდა, მზის სხივს აბარებდა თავის სამძიმარს, თავის გულისტკივილს, თავისი გადარჩენილი ადამიანობის დამადასტურებელ ცრემლს. პოეტის სიკვდილს აღესრულებინა ის, რასაც ამაოდ გადაჰყოლოდნენ და ბოლოს ტახტიც გადაეყოლებინათ საქართველოს უიღბლო მეფეებს. მთელი საქართველო გაერთიანებულიყო პოეტის კუბოს გარშემო, როგორც ოდესღაც, გულადნი და პურადნი, სეფე დროშის გარშემო ერთიანდებოდნენ ხოლმე, კიდევ ერთი სახელოვანი ბრძოლის გადასახდელად. წარბს ქვემოდან გასცქეროდნენ ერთმანეთს, მალულად, შეფარვით, ერთმანეთს გადაჩვეულნი, უმიზეზოდ, მხოლოდ და მხოლოდ, საერთო სიძაბუნის გამო შემომწყრალნი ერთმანეთს, მაგრამ მაინც ახლობლები, შინაგანად განუყოფლები, ერთი ხის ანაჭერნი. მთელ საქართველოში გუგუნებდნენ სამრეკლოები, საიდანაც ჯერ კიდევ არ ჩამოეხსნათ ზარები იმპერიის ზარბაზნებისთვის. ხალხი კი მოდიოდა და მოდიოდა. თბილისის შვიდივე კარიბჭეში ხალხის შვიდი უწყვეტი მდინარე შემოდიოდა და ერთმანეთში არეული, ზღვად ქცეული-ღელავდა, ბორგავდა. მოსულები იძახდნენ: ჩვენს უკან კიდევ უფრო მეტნი მოდიანო. დამკრძალავი კომისია იძულებული იყო, გადაედო დასაფლავების დღე. თბილისი ლტოლვილთა ბანაკს ჰგავდა. მოდიოდნენ ფეხით, ცხენით, ურმით, ტივით, მატარებლით, თავიანთი საკლავ-საკურთხით, როგორც ხატობაზე, როგორც წმინდა ადგილის მოსალოცად. ხალხით იყო მოფენილი ვერეს, მუშტაიდის, ორთაჭალის ბაღები, ქუჩები, მოედნები, ხიდები, ყაბახი და ნარიყალა, მტკვრის ნაპირები და მტკვარზე გაჩერებული ტივები, ბორნები, წისქვილები. ჩაუქრობლად პარპალებდა წმინდა სანთლები ყოჩის რქებზე, ურმის კოფოზე, სარკმლის რაფაზე, დუქნის დარაბაზე, ქვაზე, ხეზე-ყველგან, სადაც კი სანთლის მიწებება შეიძლებოდა. ჩამოსულიცა და ადგილობრივიც ქუჩაში ათევდა ღამეს, თითქოს ცის ქვეშ, კედლებს გარეთ უფრო ახლო იქნებოდა იმასთან, იმისი დაშლილი, დაუძლურებული სხეულიდან ბერდანის ტყვიით გამოდევნილ სულთან. საითაც არ უნდა გაგეხედათ, ყველგან ცეცხლი ენთო, ცეცხლის გარშემო ისხდნენ და ერთმანეთს უყვებოდნენ, რაც კი რამე იცოდნენ განსვენებულისა, მოკლულისა, ტყუილი და მართალი. იქვე, ხელდახელ, ცხელ გულზე იგონებდნენ ზღაპრებს, ლეგენდებს და თვითონვე სჯეროდათ თავაინთი გამონაგონისა.

„ხელმწიფისთვის შეუთვლია, საქართველო რაც მიწაზეა, ათი იმდენი მიწაშია, და ფრთხილად იყავი, გულზე არ დაგადგესო“-ყვებოდა ვიღაცა ვერეს ჯვართან და იმის მონაყოლს, მეორე წუთას, უკვე მეტეხს ქვემოთ იმეორებდნენ, ერთმანეთზე გადაბმულ ტივებზე. ტივებზედაც ენთო ცეცხლი. მეტეხის პიტალო კლდეზე უზარმაზარი ლანდები დაბორიალობდნენ. ცეცხლის ანარეკლი ირიბად ლივლივებდა წყალში, თითქოს წყალს ვერ მიჰქონდა, თითქოს ტივზე იყო თოკით გამობმული, როგორც გასაციებლად ჩაგდებული ტიკჭორა. ჩაუმქრალი ცეცხლით აფორიაქებული, დაფლეთილი წყვდიადი ძუძუთა ბავშვებს უვარდებოდა სიზმრებში და ბავშვების ჩხავილით თენდებოდა კიდევ ერთი სამგლოვიარო დღე. ასე იყო ცხრა სექტემბრამდე, ხოლო ცხრა სექტემბერს დიდებული გვამი სიონიდან გამოასვენეს და ზარითა და გოდებით მთაწმინდაზე აიტანეს, როგორც ჯვარი გოლგოთაზე, თავიანთი ჯვარი, თავიანთ გოლგოთაზე. გუგუნებდნენ ზარები. ფრიალებდნენ შავი დროშები. ტაძრის ღია კარიდან საკმევლის ბოლი გამოდიოდა. გალობდნენ მგალობლები. ხოლო როცა საკმევლის ბოლიდან კუბომ გამოანათა, როგორც მზემ ღრუბლებიდან, ქუჩაში მომლოდინე ხალხს გმინვა აღმოხდა, თითქოს დაჩირქებულ წყლულზე უნებურად ხელი მოუხვდაო. პროცესიას წინ დროშები, ჯვრები და ხატები მიუძღვოდა. მერე კუბოს თავი მიჰქონდათ. კუბოს თავს მგალობელთა გუნდი მიყვებოდა, მგალობელთა გუნდს- გვირგვინები, გვირგვინებს-ისევ მგალობელთა გუნდი, მგალობელთა გუნდს-ოთხ-ოთხად დაწყობილი, თავშიშველი მოსწავლეები, და ისევ მგალობელთა გუნდი; მგალობელთა გუნდს-საზოგადო დაწესებულებათა, სასწავლებელთა, დაბა-ქალაქთა, კავშირთა და რედაქციათა ას ოთხმოცდახუთი დეპუტაცია-თავთავიანთი გვირგვინებით; დეპუტაციებს სამღვდელოება მოსდევდა, სამღვდელოებას-ძაძებიან ეტლზე დასვენებული კუბო, ჭირისუფლებით, ცნობილი ლიტერატორებით, საზოგადო მოღვაწეებითა და „ივერიის” ყოფილი თანამშრომლებით გარემოცული. მერე დანარჩენები მოდიოდნენ: თავადაზნაურთა თუ მოხელეთა, ვაჭართა თუ ნაფიც ვექილთა, დრამატიული დასის, ფილარმონიისა თუ ოპერის მსახიობთა, გლეხთა თუ მუშათა, ქალთა თუ ვაჟთა გიმნაზიების, ყაზბეგის, წინამძღვრიანთ კარისა თუ ჭრა-კერვის სკოლების, ქართველ ოფიცერთა, „კახეთის“, „ძმობის“, „გეორგიის“, ნოქართა საზოგადოებისა თუ ამქართა კორპორაციათა წარმომადგენლები. და, რაც მთავარია, ხალხი, ხალხი, ხალხი, უთვალავი ხალხი, ყველა ჯურისა, ენისა, რწმენისა და სახისა, მკვიდრი თუ სტუმარი კავკასიის ბაბილონისა. გუნდები მონაცვლეობით გალობდნენ. მონაცვლეობით უკრავდნენ სამგლოვიარო მარშს სხვადასხვა სასწავლებელთა ორკესტრებიც. გამოღებული სარკმლები ერთნაირად შემცბარი, ერთნაირად შეწუხებული სახეებით იყო ამოვსებული. ხალხს გადაეშავებინა აივნებიც, სახურავებიც, ბანებიც. ფოტოგრაფებსაც სახურავზე აეტანათ თავიანთი აპარატები, პროცესიის გადასაღებად, რომელსაც არც თავი უჩანდა და არც ბოლო. „ამდენნი თუ ვიყავით, სად ვიყავითო?“- წერდნენ მეორე დღეს გაზეთები. მართალია, პოლიცია განზე იდგა, მაგრამ ამოდენა ზღვა ხალხი თვითონვე აწესრიგებდა და თვითონვე წარმართავდა თავის მდინარებას, როგორც სტიქია. ადგილის სიმცირის გამო, მამადავითის ეკლესიის გალავანში ხალხს ბილეთით უშვებდნენ, მაგრამ ხალხი გალავანზე მიძვრებოდა, ერთხელ კიდევ რომ მოეკრა თვალი ტყვიით განგმირული შუბლისთვის, მათი სიამაყის, მათი სინდისის შელეწილი ფარისთვის და ერთხელ კიდევ დარწმუნებულიყვნენ, ერთხელ კიდევ ეღიარებინათ, თუნდაც გუნებაში, რომ გაღმა გასვლის მსურველთ, აქამდე, თურმე უკუღმა მიყავდათ ბორანი. მამადავითის აღმართზე გაქვავებული ჩანჩქერივით ეკიდა ხალხი. მამადავითის ჭიშკრიდან სახაზინო თეატრამდე ყველამ ერთდროულად დაიჩოქა, როცა კუბოს სახურავზე მიწის პირველი ბელტები აგრუხუნდა.

ვალერიან გაფრინდაშვილი.

აკაკი ბაქრაძე.

შ. ჩ. - ბატონო აკაკი, თქვენ ხედავთ, რომ გურიის ტელევიზია დგამს რაღაც ნაბიჯებს, პროვინციული კულტურული ცხოვრება ასე თუ ისე გაამრავალფეროვნოს. რას გვისურვებდით? უბრალოდ, რა როლის შესრულება შეუძლია ტელევიზიას ადამიანის ცხოვრებაში?

ა. ბ. - ტელევიზიას ყოველი ადამიანის ცხოვრებაში, მთელი ქვეყნის ცხოვრებაში, მისი ცალკეული კუთხეების ცხოვრებაში, შეუძლია გრანდიოზული როლის შესრულება. ტელევიზია გახლავთ ისეთი საქმიანობა, ისეთი დარგი ხელოვნებისა, გნებავთ, ინფორმაციისა, რომელიც იპყრობს ყოველი ადამიანის ყურადღებას. ყველა ადამიანის ცხოვრების გარკვეული ნაწილი სწორედ ტელევიზორის წინ მიმდინარეობს, რადგან მან ჩვენს ცნობიერებაზე, ჩვენს არსებობაზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინა. ამიტომ მას ძალიან სერიოზული როლის შესრულება შეუძლია ადამიანის ზნეობრივ აღზრდაში, გნებავთ, ადამიანის ცოდნის მიღებაში, გნებავთ, სამეტყველო კულტურის ჩამოყალიბებაში და უამრავ საკითხში, რაც ადამიანს სჭირდება. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ ტელევიზია იყოს ძალიან დახვეწილი და მაღალი დონის და ყველაფერი ის, რასაც ტელევიზია აკეთებს, იყოს გარკვეული პასუხისმგებლობით შესრულებული. ტელევიზია ელაპარაკება მილიონებს. რაკი ელაპარაკება მილიონებს,მანანგარიშიუნდაგაუწიოსამმილიონთა მრავალფეროვნებას. ის უნდა იყოს, რამდენადაც შესაძლებელია, მარტივი, ბუნებრივი და იოლად გასაგები, მაგრამ ამავე დროს ძალიან ღრმა როგორც ზნეობრივი, ისე აზროვნების დონის თვალსაზრისით.

ეს რთული საქმეა. თუკი ტელევიზია ამას მოახერხებს, მას ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. არსებითად, განსაზღვრაც კი ადამიანის ბედისა, რადგან ტელევიზიასთან ურთიერთობას დღეს უკვე დაბადებიდანვე იწყებს ბავშვი. ბუნებრივია, რომ მისი აზროვნება ტელევიზიის ზეგავლენით ყალიბდება. თქვენ წარმოიდგინეთ, საქმე იქამდეც კი შეიძლება მივიდეს, რომ ტელევიზია გაცილებით მეტ გავლენას ახდენს ბავშვებზე, ვიდრე დედა და მამა, რადგან სულ ტელევიზიას მისჩერებია იგი, ცხადია, ამ კონტაქტში იბადება ის ცნობიერება, რომელიც მას მოწიფულობის ასაკში ექნება. ამდენად გურიის ტელევიზია იქნება თუ მთელი საქართველოსი, თუ დანარჩენი მსოფლიოსი, ამას ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია და ამით ძალიან დიდი ამოცანაც აქვს დაკისრებული.

მე მექნებოდა სურვილი, რომ საერთოდ ქართულმა ტელევიზიამ და ტელევიზიიდან ქართულმა სიტყვამ ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში, აი, ეს ამაღლებული და მშვენიერი როლი შეასრულოს.

ქართველმა ხალხმა უნდა შეინარჩუნოს სრულფასოვანი ერის სახე

კორესპ.-რამ გადაგაწყვეტინათ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება?

აკაკი ბაქრაძე-საქართველო გახდა „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ (რაც რუსეთის იმპერიის მორცხვი ფსევდონიმია) წევრი.

რუსეთმა დაიპყრო საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი- აფხაზეთი და ცხინვალის ოლქი. იქიდან გამოდევნა ქართული მოსახლეობა და დაიწყო ქართული მიწა-წყლის უცხო ტომებით დასახლება.

დღევანდელი ხელისუფლება იბრძვის საქართველოს ფედერალური მოწყობისათვის. მიმდინარეობს გააფთრებული პროპაგანდა იმისათვის, რომ ქართველს ჩაუნერგონ არასრულფასოვნების შეგნება. არავითარი პირი არ უჩანს საქართველოში ეკონომიკური ვითარების უკეთესობისაკენ შეცვლას.

ქვეყანას ისევე, როგორც კომუნისტური რეჟიმის დროს, მართავს უზარმაზარი ბიუროკრატიული და კლეპტოკრატიული მუქთახორა აპარატი.

მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი (ცხადია, ეკონომიკურიც) ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. თუ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, და ქართველ ხალხს, როგორც ერს, სურს ოცდამეერთე საუკუნეში ღირსეული არსებობა, ჩვენ უნდა დავადგეთ სრული დამოუკიდებლობის გზას.

სხვა გზას საქართველო სრული დამარცხებისაკენ მიჰყავს. დღეს პრობლემა ასე დგას: ან საქართველო იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო და ქართველი ხალხი-სრულფასოვანი ერი, ან საქართველო გახდება ისევ რუსეთის გუბერნია, ქართველი ხალხი კი-ეთნოგრაფიული მასალა.

მე იმ ადამიანთა რიგს ვეკუთვნი, ვისაც სურს ქართველმა ხალხმა შეინარჩუნოს სრულფასოვანი ერის სახე, საქართველო კი იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ მიზნის განხორციელებისათვის არ კმარა მარტო ლაპარაკი. ამას რეალური ხელისუფლება სჭირდება. ამიტომ გადავწყვიტე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

კორესპ.-საზოგადოებას მიაჩნია, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო შევარდნაძეს რეალური კონკურენტი არ ეყოლება...

ა. ბ.-თუ საზოგადოებას მართლა ასე მიაჩნია და ვითარებაც მართლა ასეთია, მაშინ დაღუპულა საქართველოს საქმე და ეგ არის. ამ ცოტა ხნის წინათ პირზექაფმორეული გავკიოდით- საქართველო მთელს მსოფლიოს პრეზიდენტებით მოამარაგებსო,- ახლა კი ჩვენივე სახელმწიფოს მეთაურის კონკურენტიც ვერ გვიპოვნია?! შეიძლება საზოგადოება (თუ იგი მართლა საზოგადოებაა) ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში ასე უთავბოლოდ ვარდებოდეს? ეს ხომ იმას მეტყველებს, რომ ამგვარ საზოგადოებას არც იდეალი აქვს, არც მიზანი და არც ენერგია მიზნის მისაღწევად. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ქართული საზოგადოება ასე

დამბლადაცემულია.

ჯანსაღმა საზოგადოებამ იცის, რომ შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ.

„სხვადასხვა მიზეზებში“ იგულისხმება საქართველოს ყოფნა რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში. შევარდნაძის როლი ამ „საქმეში“, სოციალური მდგომარეობა, აპათია, ანტაგონიზმი ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული ძალების მიმართ.

მართალია. თქვენ მიერ ჩამოთვლილი წინააღმდეგობანი არსებობენ, მაგრამ მომავალი, ახალი ხელისუფლების ამოცანა სწორედ მათი დაძლევა-გადალახვაა. თუ ქართველ ხალხს სურს დარჩეს ეს წინააღმდეგობანი, მაშინ იგი მხარს დღევანდელ ხელისუფლებას დაუჭერს. თუ სურს მათი გადალახვა-დაძლევა, მაშინ ახალ ხელისუფლებას აირჩევს.

კორესპ.-რა თქმა უნდა, სასურველია, რომ შევარდნაძეს რეალური მოწინააღმდეგე ჰყავდეს, მაგრამ იქნება კი ეს რეალური მოწინააღმდეგე აკაკი ბაქრაძე, რომელსაც, დასამალი არ არის, საზოგადოება აფასებს, როგორც კარგ თეორეტიკოსს, პოლიტიკა კი პრაქტიკული საქმიანობაა.

ა. ბ.-პოლიტიკა არ არის მარტო პრაქტიკული საქმიანობა. იგი თეორიაც არის. თუ პოლიტიკოსს არა აქვს კარგი თეორია, იგი კარგ პრაქტიკულ საქმიანობას ვერ გასწევს. იდეალური პოლიტიკა

კარგი თეორეტიკოსისა და კარგი პრაქტიკოსის შეწყმაა. ვიქნები თუ არა მე რეალური კონკურენტი ედუარდ შევარდნაძისა, ამაზე ჩემგან საუბარი, მეტი რომ არ ვთქვა, უხერხულია. ამას ხალხი და არჩევნების შედეგი უპასუხებს.

კორესპ.-საქართველოს პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატი ჰყავს. რა დამოკიდებულება გაქვთ ჯუმბერ პატიაშვილთან? ცნობილია, რომ თქვენ და პატიაშვილი “მოძრაობა სიცოცხლისათვის” სათავეში იდექით.

ა.ბ.-არც ჯუმბერ პატიაშვილი და არც მე „მოძრაობა სიცოცხლისათვის” სათავეში არ ვყოფილვართ. ეს ტყუილია. „მოძრაობას სიცოცხლისათვის” ჰყავს მეთაურები. ჩვენ უბრალოდ რამდენჯერმე კონსულტაცია გვთხოვეს ამა თუ იმ საკითხზე. ყოველ შემთხვევაში ჩემი „საქმიანობა” უფრო შორს არ წასულა. ალბათ, ამის გამოა, რომ „მოძრაობამ სიცოცხლისათვის” ჯუმბერ პატიაშვილს დაუჭირა მხარი და არა მე. ჯუმბერ პატიაშვილსა და მე, პოლიტიკური კუთხით, არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს. ხოლო როგორც ადამიანს, დიდ პატივს ვცემ.

კორესპ.-თუ ბაქრაძე მემარჯვენე ორიენტაციის კანდიდატია, გიორგაძე კი “მემარცხენე” პოლიტიკოსი, რა კვალიფიკაციას მისცემთ სხვა რეალურ კანდიდატებს, მაგალითად, შევარდნაძეს, პატიაშვილს. არიან თუ არა ისინი ცენტრისტები?

ა. ბ.-არ ვიცი.

კორესპ.-თუ შევარდნაძე და პატიაშვილიც ორთოდოქსული მენტალიტეტის პოლიტიკოსები არიან, რა გამოდის, რომ აკაკი ბაქრაძე ერთადერთი ეროვნული ძალაა არჩევნებში?

ა. ბ.-სამწუხაროდ ეროვნული მოძრაობა ამ არჩევნებშიაც არ მონაწილეობს ერთიანი ფრონტით. ამჯერადაც დანაწევრებულია იგი, რაც არ გამოიღებს კარგ ნაყოფს. ყოველთვის ვიყავი იმის მომხრე, რომ ეროვნულ მოძრაობას ერთიანი ფრონტით მიეღო მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ, როგორც

წინათ, არც ახლა მოხერხდა ეს. თუმცა ჯერ კიდევ არის დრო, გავითვალისწინოთ წარსულის შეცდომები და არ გავიმეოროთ

ისინი. ჩემდამი დამოკიდებულებაშიც არ არის ერთიანი ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა ფრთა. მაგალითად, ჩემი კანდიდატურის მომხრე არ არიან ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ტრადიციონალისტები, მერაბ კოსტავას საზოგადოება და ზოგიერთი სხვაც, რომ არაფერი ვთქვათ იმათზეც, ვინც ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს.

კორესპ.-თავის დროზე ეროვნული ძალების მოსვლა ხელისუფლებაში კანონზომიერი იყო. გადატრიალების შემდეგ საქართველოს სხვა ფსიქოლოგიის ხალხი ჩაუდგა სათავეში. გადატრიალების მიზეზი იყო ეროვნული ხელისუფლების ლიდერთა პიროვნული სისუსტეც. მიგაჩნიათ თუ არა, რომ პრეზიდენტი ბაქრაძე მზად არის იმისათვის, რომ გაუძლოს შიდა და გარე დაწოლებს?

ა. ბ.-თუ პრეზიდენტობა გინდა, უნდა გაუძლო. საერთოდ, ცხოვრება გაძლებაა და მით უფრო ქვეყნის მეთაურობა. თუ ვერ გაუძლებ, ჩამოგაგდებენ. შეიძლება ხეზეც ჩამოგაკონწიალონ.

კორესპ.-პრეზიდენტ ბაქრაძესა და ოპოზიციონერ ბაქრაძეს შორის განსხვავება იქნება თუ არა?

ა. ბ.-რაკი პრეზიდენტის ფუნქცია სხვაა და ოპოზიციონერის ფუნქცია სხვა, ამის შესაბამისად განსხვავებაც იქნება.

კორესპ.-არ გაშინებთ პოლიტიკის შიდა სამზარეულოს გაცნობა?

ა. ბ.-ანდაზაა: ეშმაკი არც ისე საშიშია, როგორც ხატავენ. საერთოდ კი, სუფთა ის ადამიანი კი არ არის, ვისაც წუმპეში არასოდეს გაუვლია, არამედ იგი, ვინც წუმპეში ისე გაიარა, რომ ჭუჭყი არ მიეცხო. პოლიტიკის წუმპეც ასეა. არიან ადამიანები, რომელნიც გორაობენ პოლიტიკურ წუმპეში და არიან ადამიანები, რომელნიც შედარებით სუფთად გაივლიან მას. ამის მაგალითები ისტორიამ უამრავი იცის. მათი ჩამოთვლით ახლა არ შეგაწუხებთ.

კორესპ.-70-იანი წლების ბოლოს და 80-იან წლებშიც თქვენს ლექციებს უამრავი მსმენელი ჰყავდა; როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ თითქმის იმავე საზოგადოებამ უარყო ლექციებიდან მიღებული ძირითადი იდეა და სულ სხვა მენტალიტეტს, სულ სხვა აზროვნებას, სულ სხვა იდეალს, თეორიას დაუკრა ტაში?

ა. ბ.-ჩვეულებრივი ამბავია. ისტორიის გამოცდილებით ვიცით, რომ ქართველებს ძალიან სწრაფად ეცვლებათ გუნება-განწყობილება. თუ 70-იან და 80-იან წლებში კომუნისტური რეჟიმის კრიტიკის გუნება-განწყობილება ჰქონდათ, საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდნენ, დღეს სხვა გუნებაზე არიან: კომუნისტური რეჟიმის აღდგენაზე ოცნებობენ და ეროვნული მოძრაობის დაცინვა-გაქილიკება მოსწონთ. დღეს მე რომ იგივე ლექცია წავიკითხო, რასაც 70-იან და 80-იან წლებში ზღვა ხალხი ესწრებოდა, კაციშვილი არ შემოვა აუდიტორიაში. არ შემოვა იგივე ადამიანი, რომელსაც 70-იან წლებში მასზე დასწრება აუცილებლად მიაჩნდა. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ჩვენს ხალხს მყარი იდეალი არა აქვს. თუ გუშინ მზად იყო დამოუკიდებლობისათვის თავი გაეწირა, დღეს თავადვე ამასხარავებს დამოუკიდებლობის იდეას და აბითურებს მას.

ყოვლად დაუშვებელია-გუშინ დამოუკიდებლობისათვის იბრძოდე და დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლას უხათქუნებდე ტაშს. ან მაშინ თვალთმაქცობდი, ან დღეს. თვალთმაქცებს კი იდეალი არა აქვთ.

ჩვენი ხალხის ამ თვისებას ძალიან ოსტატურად იყენებს მტერი და თავის დუდუკზე გვათამაშებს.

ყოველ ერს, მათ შორის, ქართველებსაც მარადიული მიზანი სჭირდება, რომელსაც არასოდეს განუდგება. თუ ერი ამ მიზანს წამდაუწუმ იცვლის, მაშინ იგი ვერ ააშენებს ქვეყანას როგორც დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოს.

კორესპ.-იდეალიზმის ქადაგება აუცილებელია, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ეს ოპოზიციის პრეროგატივაა და არა ხელისუფლების?

ა. ბ.-თუ თქვენს კითხვაში ცნება „იდეალიზმი“ იდეალს გულისხმობს, მაშინ ხელისუფლებისათვის აუცილებელია იდეალის ქადაგება. უფრო მეტიც, იდეალის ქადაგება და ამ მიმართულებით ერის ტარება ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა.

თუ ცნება „იდეალიზმი“ უტოპიის ელემენტს ითვალისწინებს, მაშინაც არ უნდა იყოს ეს უცხო ხელისუფლებისათვის. “ადამიანი იქნებოდა სულელი და საზიზღარი, უტოპია რომ არ არსებობდეს”- ამბობს უნგრელი მწერალი დიორდ კონრადი. ასეთივე აზრის არის

ხოსე ორტეგა-ი-გასეტიც.

არც ხელისუფლება უნდა იყოს სულელი და საზიზღარი.

კორესპ.-წარმატებას გისურვებთ.

დავით აღმაშენებლის ნავში შეიძლება ჩაჯდეს ნტელიგენტი, მაგრამ...

ამრიტა ჯანაშია-„ჟამი არს დუმილისა და ჟამი სიტყვისა“. თქვენ დუმილით ხვდებოდით ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. იქნებ, დადგა „ჟამი სიტყვისა“?

აკაკი ბაქრაძე-მოხდა ისე, რომ სიტყვა გაბითურდა, მან მნიშვნელობა, ღირებულება და ფასი დაკარგა. გინდ გითქვამს სიტყვა, გინდ არ გითქვამს. გინდ დაგიწერია, გინდ-არა. სულერთია, სიტყვის გამო ყურს არც ხელისუფლება აბარტყუნებს, არც ხალხი.

ხელისუფლება მოქმედებს პრინციპით: წერეთ და იკითხეთ, ყურზე ხახვი არ დამაჭრათო.

როგორც გინდათ ამხილეთ ხელისუფლების ბოროტმოქმედება, როგორც გინდათ ახადეთ ნიღაბი მის შავსაქმიანობას, ამას არავითარი შედეგი არ ახლავს. ყველაფერი რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

მეორე მხრით, ხალხს დიდი ხანია დაკარგული აქვს სიტყვისადმი ნდობა. ჯერ, სამოცდაათი წლის მანძილზე კომუნისტები ატყუებდნენ. რასაც ისინი ჰპირდებოდნენ, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. ყველაფერი ნაცარტუტად იქცა. კაცობრიობის „ბედნიერი” მომავალი - კომუნიზმი - ისე გაქრა, რომ ნაკვალევიც კი არსად ჩანს. მერე დამოუკიდებელი საქართველოს სამოთხეს ელოდა ხალხი. ეს სამოთხეც ფუჭი ოცნება დარჩა. საქართველო ტერიტორიულად რაც იყო, ისიც აღარ არის. გაკრიჭეს და გაატყავეს. უამრავი ადამიანი მშობლიური მიწა-წყლიდან აჰყარეს და უსახლკარო ბოგანოდ აქციეს. არც იმათ დასდგომია კარგი დღე, ვისაც რბევა-აწიოკება არ შეხებია. არ არის ხელფასები. არ არის პენსიები. ლუკმა-პურის საშოვნელად ხალხმა წანწალი დაიწყო. რას არ კადრულობს ქართველი ორიოდე გროშის საშოვნელად-თაღლითობას, ქურდობას, ყაჩაღობას, როსკიპობას, მათხოვრობას... ამ საუკუნის დასაწყისში ნიკო ლორთქიფანიძე გოდებდა-იყიდებაო საქართველო! საუკუნის ბოლოს მისი შიში სრული რეალობა გახდა. საქართველოში ქართველს აღარაფერი დარჩა. ყველაფერი უცხოს ხელში გადავიდა. სულ მალე საქართველოში საქმე ისე იქნება, როგორც გიორგი ერისთავის კომედიებშია: მდიდარი უცხოელების სასახლეებში ქართველები ხელზე მოსამსახურე გოგოებად და ბიჭებად ირბენენ.

ამ ვითარებაში გვინდა ხალხს სიტყვის სჯეროდეს? უნდობლობა-ეს არის ხალხის პასიური პროტესტი. სხვა მას არაფერი შეუძლია.

სიტყვისადმი უნდობლობასთავადსიტყვისმსახურთა უპასუხისმგებლობამაც შეუწყო ხელი. იმის მაგიერ, რომ სიტყვის მსახური სიტყვას მოფრთხილებოდა, ფაქიზად მოქცეოდა, სიყვარულით მოჰკიდებოდა, პირიქით მოიქცა: გააპამპულა და დაამცირა იგი. რაკი ცენზურა გაქრა, თავაშვებული და ბილწი პრესის პარპაში დაიწყო. გამოდის, როგორი გაზეთიც გნებავთ. იბეჭდება, რაც გნებავთ. წამოვიდა უნიჭობის, უაზრობის, უგემოვნების ღვართქაფი. მან ყველაფერი წალეკა, ბუნებრივია, სიტყვაც. ბალახტარობისიმ ზღვაში, რაც დღეს საქართველოში მძვინვარებს, სიტყვის გადარჩენა ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა.

„დემოკრატიული“ საქართველო უფრო მზაკვრულად მოექცა სიტყვას, ვიდრე კომუნისტური საქართველო. მართალია, კომუნისტური საქართველო კრძალავდა სიტყვას: თუ ცენზურას არ აკმაყოფილებდა, არ ბეჭდავდნენ წიგნებს, არ აჩვენებდნენ წარმოდგენებს, თაროზე დებდნენ ფილმებს,-მაგრამ, ამავე დროს, სიტყვის ეშინოდათ, ანგარიშს უწევდნენ, პატივს სცემდნენ. გრძნობდნენ სიტყვის იდუმალ ძალას. „დემოკრატიულმა“ საქართველომ ცენზურა გააუქმა. თითქოს სიტყვა გაათავისუფლა, მაგრამ ღირსება ჩამოართვა, აბუჩად აიგდო, გააქარწყლა მაკულატურისა და ხალტურის მღვრიე ლანქერში.

ასეთ ვითარებაში სიტყვის ჟამი არ დადგება.

დღევანდელ საქართველოში სიტყვა მკვდარია. ამ დროს სიტყვას ის მეტ პატივს სცემს და აფასებს, ვინც დუმს, ვიდრე ის, ვინც აღვირახსნილი ლაქლაქებს.

ა. ჯ.-„ჩემი გამარჯვების ყველაზე დიდ სიტკბოებას მაშინ განვიცდი, როცა განსაცდელიდან დავიხსნი იმათ, ვინც ჩემს წინააღმდეგ იბრძოდა“-ამბობდაკეისარი.შევარდნაძისმიერზვიადისტთა შეწყალებას რა შეფასებას მისცემდით?

ა. ბ.-ჯერ ერთი, კეისრის სიტყვებს არაფერი აქვთ საერთო საქართველოს ხელისუფლების ქმედებასთან. მეორეც, რამდენად სასიამოვნო და სასიხარულოა კომედიის ყურება-მოსმენა თეატრში, იმდენად საზიზღარია იგი ცხოვრებაში და პოლიტიკაში. ან დაჭერა რა იყო, ან განთავისუფლება რა არის? თუ დამნაშავენი არ იყვნენ, რა უფლებით დააპატიმრეს? თუ დანაშაული ჩაიდინეს, რა უფლებით ათავისუფლებენ? ქვეყანა, სადაც უდანაშაულოს აპატიმრებენ, ქვეყანა არ არის. არც ის ქვეყანაა ქვეყანა, სადაც დამნაშავეს ციხიდან უშვებენ და არ სჯიან. ასე, რომ ტყუილად ნუ ვაწუხებთ კეისარს იმ აბსურდის ამოსაცნობად, რაც საქართველოში ხდება.

ა. ჯ.-„არსენა მარაბდელში“ ალექსანდრე ორბელიანი ამბობს: „რუსი ცხენით მისდევს ევროპას, ჩვენ კი თოკით მიგვათრევს და გვეუბნება, არ ჩამოგვრჩეთო. ჩვენც დასისხლიანებული მივრბივართ და გვგონია, რუსი სიკეთეს გვიშვრება”. დღეს რუსი არ მიგვათრევს, ჩვენ გავრბივართ ევროპისაკენ, გავხდით კიდევაც „ევროპელები“. რა სიკეთის და რა სიავის მოტანა შეუძლია ჩვენთვის გაევროპელებას?

ა. ბ.-ჯერ ის გავარკვიოთ, რას ვგულისხმობთ ცნებაში- „გაევროპელება“. რომელიმე ევროპულ პოლიტიკურ სტრუქტურაში შესვლა ან გეოგრაფიულად ევროპის კონტინენტზე ცხოვრება სრულიად არ ნიშნავს „ევროპელობას“. არსებობის დაწყების დღიდან დღემდე გეოგრაფიულად ევროპაში ცხოვრობენ ყალმუხები, ჩუვაშები, ბაშკირები, კომი-ხალხი და სხვანიც, თუნდაც ალბანელები, მაგრამ რა აქვთ მათ საერთო ან ევროპასთან, ან ევროპულ კულტურასთან? თურქეთიც რამდენი ათეული წელიწადია უკვე ევროპულ პოლიტიკურ სტრუქტურებშია გაწევრიანებული, მაგრამ რა ეტყობა თურქეთის მოსახლეობას ევროპელობის? თუგინდ იმ თურქებს, რომელნიც წლობით ცხოვრობენ ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში?

ევროპული კულტურა და ცივილიზაცია ის არის, რაც რომანული და გერმანული მოდგმის ხალხებმა შექმნეს. გაევროპელებაც ამ კულტურა-ცივილიზაციის ათვისებას ნიშნავს. რამდენად ძნელია ეს, რუსებმა ცხადად დაგვანახეს. პეტრე პირველის ძალდატანებით, ეკატერინე მეორის მონდომებით რუსებმა სულითა და გულით სცადეს გაევროპელება, მაგრამ ვერ შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც-რაღაცეები ისწავლეს. ევროპა ევროპად დარჩა, რუსეთი - რუსეთად, თუმცა სანკ-პეტერბურგი და მისი მიდამოები გარეგნულად ევროპულად ააშენეს, მაგრამ კალუგა, რიაზანი, ტამბოვი და სხვანი და სხვანი, მოსკოვიც კი, მონღოლურ-რუსული დარჩა. ვერ მოახერხეს ეს რუსებმა იმიტომ, რომ ჯიში არ ეყოთ. ყველა საქმეში ჯიშია გადამწყვეტი. არის ძროხა, რომელიც ათ ლიტრს იწველის და არის ძროხა, რომელიც-ხუთ ლიტრს. ხუთლიტრიანი ძროხა, როგორც უნდა გამოკვებოთ იგი, როგორც უნდა დაბან-დარეცხოთ, როგორ კეთილმოწყობილ ბოსელში უნდა დააბათ, ათ ლიტრს ვერ მოიწველის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს მისი ჯიში არ არის. ხალხებიც ასევე იყოფა ჯიშის მიხედვით. ნუ იფიქრებთ, რომ რაღაც საშინელ რასისტულს ვამბობ. არა, რასიზმი აქ არაფერ შუაშია. ჯიში სხვაა სრულიად და რასა-სხვა. მაგალითად, ზანგებს აღმოაჩნდათ ჯიში თანამედროვე ცივილიზაციის ათვისებისა. აითვისეს კიდეც. დააკვირდით ამერიკელ ზანგებს, სულერთია, სად ცხოვრობენ, აშშ-ში, კანადაში თუ ბრაზილიაში. ყველა საქმეში წარმატებით მონაწილეობენ, გარეგნულადაც დახვეწილი და რაფინირებული გახდნენ. თეთრკანიანისაგან უბრალოდ ფერით განსხვავდებიან, თორემ სხვა მხრივ არაფრით ჩამოუვარდებიან. მაგრამ ჯიშის იგივე თვისება, რაც ზანგებს აქვთ, არ აღმოაჩნდათ ამერიკელ ინდიელებს. ისინი ან სრულებით ვერ ეთვისებიან თანამედროვე ცივილიზაციას, ან ძალიან ძნელად და ტანჯვით. სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური თვასაზრისით, ამერიკის კონტინენტზე ზანგები და ინდიელები თანაბარ მდგომარეობაში არიან, მაგრამ რაც ზანგებმა მოახერხეს, ის ინდიელებმა ვერ შეძლეს, ჯიში არ აძლევს ამის საშუალებას.

მომავალი აჩვენებს, როგორ გაევროპელდება ქართველი, ბუნებრივად და ორგანულად აითვისებს ევროპულ კულტურა-ცივილიზაციას, თუ იმით დაკმაყოფილდება, რომ ქართულ ენას ინგლისური სიტყვებით დაანაგვიანებს, დაკაჩული კაბით იკვინტრიშებს და სოდომის ცოდვას ცივილიზაციის მწვერვალად ჩათვლის.

სიკეთისა თუ სიავის მოტანა ათვისების უნარზე იქნება დამოკიდებული. თუ ბუნებრივად და ორგანულად ავითვისებთ ევროპულ ცივილიზაციას, ნათლად და ცხადად გავაცნობიერებთ, რაა ევროპულ ცივილიზაციაში ჩვენთვის მისაღები და რა არა, მაშინ გაევროპელება დიდ სიკეთეს მოუტანს საქართველოს. თუ ბრმა და ზერელე მიმბაძველობით დავკმაკოფილდებით, მაშინ დიდი ხიფათი გველის. ასე, რომ კარგიც და ავიც ჩვენზეა დამოკიდებული და არა სხვაზე.

მანანა ყიფიანი

ფიქრები დავით აღმაშენებელზე

ისტორია ერისა ღვთის წყალობისა და ღვთის რისხვის ისტორიაა.

უკვე ნაფიქრი და ნათქვამია, რისი ფიქრიც და თქმაც შეიძლებოდა, შენი ფიქრებიღა აკლდა დავით აღმაშენებელსო, თქვას ეგებ მკითხველმა და სულაც არ იქნება მართალი - წმ. მეფე ხომ ყველა ჩვენგანისაა და თუ დავით აღმაშენებელი გავიდა შენი ცხოვრებიდან, რაღა შეგრჩება ხელში როგორც ქართველს - „კოკა- კოლა“ და მისი სახურავი?! ამიტომ გადაიხადა წმ. მეფემ „ძლევაი საკვირველი“, ამიტომ დაამხო არაბებს თავზე თბილისი, რომ იგივე თბილისი დღეს „მარლბოროს“ აჭიხვინებულ ცხენებს დაეთელათ? არ უნდა დაედგათ დავით აღმაშენებლის ძეგლი „ივერიის“ წინ... უკან ლტოლვილი აფხაზეთი შეყუჟულა, წინ კი „აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა“ მეფეა აღმართული.

როდის დაკარგა ქართველმა კაცმა დავით აღმაშენებელი?

როდესაც დავითის მეფობის ისტორიის გასაცნობად მისი თანამედროვე მემატიანის თხზულება ვერ “წაიკითხა” - ამბავი ყველამ ამოიკითხა, სულ მტკაველ-მტკაველ არის გაზომილი მასში ისტორიის სივრცე, დიდი შრომაა გაწეული, ოღონდ უმთავრესზეა უარი ნათქვამი. ეს უმთავრესი ის მართლმადიდებელი სულია, რითაც სუნთქავს და დღემდე ცოცხალია დავითის მემატიანის თხზულება.

ვერ გაუგეს მართლმადიდებელ ისტორიკოსს მისმა მემკვიდრე ათეისტმა ისტორიკოსებმა. მის მონათხრობში ყველა კუთხე-კუნჭული გამოიძიეს, ოღონდ არ მიიღეს ის უმთავრესი, რითაც შეკრულია წმ. მეფის მთელი ისტორია, არ მიიღეს მართლმადიდებლობა. დროც იყო ცუდი, მავნე, იმას ვინ იტყოდა ხმამაღლა, დავით მეფე ღმერთს უყვარდა და სამეფოც იმიტომ მოსცა უძლეველიო; მაგრამ მოვიდა სხვა დრო, ნაკლებ საშიში და ამის თქმას მაინც არავინ აპირებს, რადგან თავად დღემდე არ სჯერათ, რომ ისტორია ერისა, ესაა ღვთის წყალობისა და ღვთის რისხვის ისტორია, რომ მხოლოდ ამის მიხედვით აწყობდნენ ჩვენი მემატიანეები „ქართლის ცხოვრებას“. არ მიიღეს ეს მემკვიდრეობა ჩვენმა ისტორიკოსებმა, არ მიიღეს და თავადაც დაიღალნენ და სხვებიც დაღალეს საქართველოს მეფეთა და ფეოდალთა უთავბოლო ხათქა-ხუთქში...

მხოლოდ ერთადერთი გასაღები ერგება დავითის თანამედროვე ისტორიკოსის თხზულებას - უნდა იყო მართლმადიდებელი... მხოლოდ მაშინ არ გაუჩუმდები იმ ფაქტს, რომ დიდგორის ომში „ძლევაი საკვირველი“ დავითს ღმერთმა მოსცა, რომ იმ ომში ყველაზე დიდი მეომარი წმიდა გიორგი იყო, რომ იმ დღეს სწორედ მისი დახმარებით მოთავდა ბრძოლა სამ საათში, რომ იმ დღეს ძალიან ბევრმა მუსულმანმა ისეთი ზაფრა მიიღო, რომ სიცოცხლის ბოლომდე ბრძოლის ველისკენ არ გაუხედავს, ამიტომ დაერქვა ამ ომს „ძლევაი საკვირველი“.

ჩვენი ცოდვა მიეცა იბნ ალ-ჯაუზ დიფრემერს, მე-13 საუკუნის მე-2 ნახევრის თურქ ისტორიკოსს... იმ დღიდან დაიწყო ჩვენი გაჭირვება, რაც მან თავის წრიპინა კალამს ეს სიტყვები გამოაბა:

„პარასკეობით სამლოცველოში, ჯამეშში შედიოდა, ლოცვას, კორანის კითხვას და ქადაგებას ისმენდა, მათ სამღვდელოებას ბევრს ოქროს უწყალობებდა ხოლმეო“. ე. ი. ამ ცნობის თანახმად გამოდის, რომ მეფეს პარასკევი დღე მეჩეთში სასიარულოდ ჰქონია გამოწყობილი...

„ვაი, რა კარგა მოვსთქვამდე, მეტყოდეს ვინმე თუ ბანსა!..“

უფრო ადრე კიდევ, სულ ერთი საუკუნის წინ, თბილისის აღებიდან რაღაც ოცდაათი წლის შემდეგ კიდევ ერთი მაჰმადიანი ისტორიკოსი დაბორიალობდა ქალაქში-ალ ფარიკი (ეს ალ-ფარიკი უფლისწულ დემეტრესაც სწვევია). მოუყვებოდნენ, აბა არ მოუყვებოდნენ ამ ალ-ფარიკს იმ ზაფრისა და შიშის შესახებ, რაც მაჰმადიანებს გადახდათ თავს ჯერ ქალაქის ალყისას და მერე ქალაქის აღებისას; მბრდღვინავი მეფე შორიდან რა შიშის ზარს დასცემდა და მერე ქალაქში მოგელავე რა დღეს დააყრიდა... დააყარა კიდეც. მაგრამ მერე გულისწყრომა რომ დაუცხრა, ბევრი წყალობა უყოო ქალაქს. ამ წყალობაში შედიოდა ისიც, რომ ქალაქის იმ ნაწილში, სადაც მუსულმანები ცხოვრობდნენ, ღორის დაკვლა აკრძალა (აკრძალავდა, აბა რას იზამდა, დაზაფრულებს რომ ნახავდა, შეებრალებოდა ქრისტიან მეფეს და იტყოდა, ნუღარ დაუკლავთ ცხვირწინ ღორს, თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათო; კაცთ შემწყნარებლობაა ეს თუ რჯულთშემწყნარებლობა?) მისცა უფალმა აზანისა (ლოცვად მოწოდებისა), თავისუფლად ლოცვისა (ხომ იქნებოდა გულუბრყვილობა, მათ მოქცევაზე რომ ეფიქრა?!), მარტო ბანაობის პირობაც მისცა, „უსჯულოებს“ ნუ შემოუშვებთ ჩვენთან ერთად აბანოშიო, თხოვეს (ან იმ „სხვებს” რაღა უნდოდათ იმათ აბანოში?!); დავითს კიდევ იმის უფლება მიუცია, „რომ პარასკევ დღეს მანბარიდან ელოცნათ ხალიფა და სულთანისათვის და არა მისთვის (ალ-ფარიკის სიტყვებია) ე.ი. მე თავი დამანებეთ, ხალიფაც თქვენი იყოს, სულთანიც და მეჩეთიცო

(იმას რომ მეჩეთში სიარულის ჩვევა ჰქონოდა, ერთი-ორი ჩემი სახელიც დაიძახეთო, ეტყოდა, მაგრამ არა!).

ეს ალ-ფარიკი თბილისელ მაჰმადიანებს 1153წ. სწვევია და ყველა ეს პირობა დღემდე ძალაში იყო, მე თვითონ ვიხილეო.

აბანო არ გამორჩენია ალ-ფარიკს და ღორი, მანბარი და სულთანი და რაღა ის გამორჩებოდა, ვინმეს რომ მოეთხრო, ქართველების უძლეველი მეფე მეჩეთში დადიოდა და ლოცულობდაო. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, ის მუსულმანები პირველ ამბად არ მოუყვებოდნენ ქალაქში ამბების მოსახვეტად ჩასულ კაცს?! თუ თავად ეს კაცი მოერიდებოდა ქრისტიან ქართველობას და მიჩქმალავდა მაჰმადიანთათვის ამ მეტად გულისმოსაფონ ცნობას. ეს ალ-ფარიკი ისტორიას ქართველებისთვის კი არ წერდა! მაგრამ რაც არავის უთქვამს მისთვის, რას დაწერდა?! დავითის მემატიანეს ხომ არ გაუგია და არ გაუგია მსგავსი რამ! (მაგრამ იმას ხომ ბოლომდე არ ენდობიან!).

ის, რაც შუაგულ თბილისში სულ რაღაც ოცდაათი წლის შემდეგ არავინ უთხრა ალ-ფარიკს, მაინც და მაინც იბნ ალ-ჯაუზ დეფრემერის ყურს მისწვდა ერთი საუკუნის შემდეგ?

ან როგორ დაინახა, იმ ჩვენი ცოდვით სავსემ, მე-13 საუკუნის მეორე ნახევრის გადასახედიდან პარასკევ დღეს მეჩეთისაკენ გაჩქარებით მიმავალი დავით მეფე უფლისწულ დემეტრითურთ. თვითონ ხომ „დაინახა” და დაიმახსოვრა, მაგრამ ქართველ ისტორიკოსებსაც ისე დაამახსოვრა ეს აღმოსავლურად დატკბილული სიცრუე, რომ დღემდე მთელ ქართველ ერს ცხვირწინ უფრიალებენ, დავით აღმაშენებელი მეჩეთში დადიოდა, ხედავთ, როგორი რჯულთშემწყნარებელიაო?!

დავითის უცნობი მემატიანე არაფრადაა ჩაგდებული და იბნ ალ-ჯაუზ დეფრემერის გაბრტყელებული სახელი ნაპატივებია.. მაინც რა დაუბარა ასეთი ალ-ჯაუზმა ამ ჩვენს ისტორიკოსებს, რომ დავით აღმაშენებელი და მეჩეთში სიარული ქართველი კაცის ცნობიერებაში სამუდამოდ შეადუღაბეს?! ის, რაც თურქ-სელჩუკთა გაერთიანებულმა ლაშქარმა ვერ უყო მეფეს, ალ-ჯაუზის ამ წრიპინა ცნობამ მოუხერხა- დაამარცხა იგი ქართველი კაცის ცნობიერებაში, რადგან დააჯერა, რომ მისი სახელოვანი მეფე მართლაც დადიოდა მეჩეთში სალოცავად, რითაც ცილი დააწამებინა მისთვის.

როგორი წარმოსადგენია, პარასკევ დღეს მეჩეთში მუსულმანებთან ერთად წაჩოქილი საქართველოს გვირგვინოსანი მართლმადიდებელი მეფე უფლისწულითურთ, არსად რომ არ ეჩქარება (პარასკევი დღე ხომ მუჰამედისაა, ალ-ჯაუზმა არ დაგვიბარა, ერთხელ კი არ შესულა მეჩეთში, ყოველ პარასკევს დადიოდაო!? თუ ცნობაა, ცნობა იყოს!), ლოცვა ხომ დამთავრდა, ახლა ქადაგებასაც მოისმენს, მერე მადლიერებით აღვსილი მორიდებით ყველას ოქროს ჩამოურიგებს და ფეხშიშველი მეჩეთიდან ფეხაკრეფით გავა. თითქოს ოქროს ფასი არ იცოდეს და სამოწყალო ჯერ არ გაეცეს, გაუცემელზე კი არ ენაღვლოს, დღეს ჩემს ცოდვათა გამო ქრისტეს ვერაფერი მივეციო. რაში უნდა გამოსდგომოდა მოლებისთვის გაცემული ოქრო ქრისტიან მეფეს? ეს ხომ იგივეა, ქრისტესათვის მისაცემი მუჰამედისთვის მიეცა?! მაგრამ ამას არამართალმადიდებელი კაცი ვერ გაიგებს.

ენააქავებულ ალ-ჯაუზს მეტი საქმე კი არ ჰქონდა, „მესიის მახვილზე” ასე უნდა ელაპარაკა, კუდით ქვა კი არ გვასროლინა თბილისიდან მაჰმადიანებს, ისეთ დიდ პატივს გვცემდა, ჩვენს სალოცავებშიც დადიოდაო. სხვათა შორის, ეს ის იბნ ალ-ჯაუზია, თურქ-სელჩუკთა ლაშქარი დიდგორის ომის წინ საკმაოდ რომ შეათხელა. კიმოიგო დავით მეფემ ეს ბრძოლა, მაგრამ არც ისეთი ძლევაი იყო საკვირველი, რადგანა ჩვენებურები ცოტანი იყვნენო. ე. ი. ცოდნია ტყუილი ალ-ჯაუზს. მაგრამ არც ის წერდა მაინცდამაინც თავის მატიანეს ქართველებისთვის (საქართველოს ისტორიის შესავსებად), მუსულმანთა მაამებლად თხზავდა, მაგრამ ქართველმა ისტორიკოსებმა აქაც დედა გაუშვეს და დედინაცვალს ჩაეხუტნენ... ალ-ჯაუზის სულ არ გამკვირვებია; მე ის მიკვირს, რა გაუხარდათ ასეთი ამ ცნობაში ჩვენს ისტორიკოსებს, რომ ეს სანთელივით მართლმადიდებელი მეფე ალ-ჯაუზის ენაჭარტალობას გადააყოლეს, საკუთარ მეფეს ცილი დასწამეს. ალ-ჯაუზი შეიქმნა მათთვის ერთადერთი მანათობელი ისტორიის წყვდიადში, მაშინ, როდესაც მარგალიტივით კიაფობს მეფის აღსარებაში-„გალობანი სინანულისანი“ ყველა მორწმუნესათვის უძვირფასესი და სანატრელი სიტყვები:

„დაღაცათუ ესრეთ განვხრწრნენ ყოველნი გრძნობანი და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ, გარნა არავე აღვიხუენ ხელნი, არცა-დავდევ სასოებაი ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოისა, არცა უცხო თესლი რაიმე სარწმუნოებაი საწურთელ ვყავ სულისა, გარეშე მისსა, რომელი მასწავლეს ღმრთისმეტყველთა შენთა“...

ქრისტიანი მეფის მეჩეთში ლოცვაზე დგომა და შემდეგ ქადაგების მოსმენა სხვა კი არაფერია, თუ არა უცხო სარწმუნოების “თესლით” სულის წვრთნა-არ მიქნია ეს, არ ჩამიდენია, მხოლოდ იმითი ვიწვრთნიდი სულს, რაც შენმა ღვთისმეტყველებმა მასწავლესო, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ვარო... მაგრამ არ აღმოაჩნდა საკმარისი ეს საბუთი მისი ცხოვრების გამომძიებელთათვის.

დავითის მემატიანესაც ხომ არ დაუმალავს მათთვის, „ვინაიდან ღმერთი ესრეთ განაგებდა საქმეთა დავითისათა და წარუმართებდა ყოველთა გზათა მისთა, ან მოსცემდა ჟამად-ჟამად ძლევათა საკვირველთა და უძღოდა ძალითა-ძალად“... ე.ი. ყველა გამარჯვებას ღმერთი აძლევდა დავითსო, ის ანიჭებდა ძლიერებასო და იცი რატომო? იმიტომ, რომ ღვთის მოშიში და მოყვარე იყოო.. ვერ გაიგეს!

მერე იყო და ბატონიშვილმა ვახუშტიმ ცალკე დასძახა: „ხოლო მეფესა დავით ამისთვის ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქვეყანა ესე სრულიად ოხერ, ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა იტყოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღვთისა“.. არც ამას დაუგდეს ყური!

ასე ასცდნენ საბჭოთა პერიოდის ქართველი ისტორიკოსები თავიანთ სახელოვან წინაპრებს დაალ-ჯაუზს ჩაუცვივდნენ კლანჭებში...

აი, როდის დაკარგა ქართველმა კაცმა დავით აღმაშენებელი!

ჰყო საქმე, რომლითა მოიმადლებდა ღმერთსა

დავით აღმაშენებლის ერთ-ერთ უდიდეს ღვაწლად ისტორიკოსები რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწყობას მიიჩნევენ და ამ კრების შედეგებს მას სოციალურ წარმატებაში უთვლიან. მაგრამ, ეს კრება არ იყო მხოლოდ საეკლესიო წეს-წყობილების შეცვლა-დავითმა თავისი მოწინააღმდეგე მღვდლები მოიშორა და მომხრეები დააყენაო...

ჩათავდა რუის-ურბნისის კრების ვნებათა-ღელვანი. მეფემ თავისი მტკიცე ხელით ეს საქმეც გაასრულა. ისტორიკოსთათვის კიდევ ერთი ბრწყინვალე პოლიტიკური სვლა გაკეთდა. დასასჯელები დაისაჯნენ, დასაბოღმები დაიბოღმენ...

თავად დავითისათვის კი რა მოხდა? მოხდა ყველაზე მთავარი- „ჰყო საქმე, რომლითა მოიმადლებდა ღმერთსა“. რა იყო ეს საქმე?

რადგან უკეთურ მღვდელთა გამოისობით ზეცაში სასჯელი უკვე გამზადებული იყო, მემატიანის თქმით „თვალი ღმრთისაი, მხედველი ყოველთა, რისხვად აღძრულ იყო“, დავითმა დროზე მოიწვია „დიდთა წყლულებათა“ საკურნებელი ეს ცნობილი კრება და დროზე გაასწორა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გეზი, რითაც დააცხრო კიდეც ღვთის რისხვა; სწორი ლოცვა დააყენა მიწაზე, ღირსეულ მღვდლებს მისცა საჭე ხომალდის; რადგან იცოდა, რომ ღირსეულ მოძღვარს მრევლიც ღირსეული ეყოლებოდა და რომ ყველა ერთად სწორ ლოცვას აღუვლენდა მიწიდან ზეცისკენ და წყალობაც ღვთისა არ დაახანებდა-ეს იყო თავი და თავი ამ უდიდესი რეფორმისა, ეს სულისკვეთება ამოძრავებდა მორწმუნე მეფეს და ამიტომაც ბრწყინვალედ გასრულდა ეს საქმე.

რუის-ურბნისის კრებამ მოამზადა „ძლევაი საკვირველი”. გამოხდა ძალიან დიდი ხანი, ჩვენს ეროვნულ ცნობიერებაში რაღაც ახალმა იდეამ დაიწყო ფართხალი. ქართველები იმიტომ ვართ ასე უბედურები, მართლამდიდებლები რომ ვართო, კათოლიკები რომ ვყოფილიყავით, უკეთესად ვიცხოვრებდითო.

მართლმადიდებლობა არ ნიშნავს მაინცდამაინც მიწაზე გაჭირვებას და ჩამოძონძილ ყოფას. ყველაზე მართლმადიდებელ მეფეს, „მესიის მახვილად“ წოდებულ დავით აღმაშენებელს, ყველაზე გამართული ქვეყანა ეპყრა ხელთ თუ პოლიტიკურად და ეკონომიურად, თუ კულტურულად... მაგრამ გამართული იყო მხოლოდ ღვთის მოსაწონად და მაამებლად...

ასე რომ, კათოლიციზმის იდეაზე თვალშეჩერებულთათვის ვახტანგ მეექვსეს მთელი სამეფო კარის ბედიც საკმარისია ამ იდეის დამღუპველობის შესაცნობად.

რამდენ მეფეს დაუკარგავს სამეფო ტახტი, მაგრამ სამეფო ტახტიანად გადახვეწილიყოს, იშვიათია. სულხან-საბამაც მწარედ შეინანა ბოლოს თავისი ცდომილება, ასე რომ, ნეტავ ის მოგვახერხებინა,

შეგვანარჩუნებინა ჭეშმარიტი რწმენა და არ ჩაგვადენინა დიდი განდგომილება, დიდი ღალატი, თორემ მარტო „კოკა-კოლასა“ და მისი სახურავისათვის არ ღირს ამ წუთისოფელში ბოგინი.

„ვერვინ ძველთა და ახალთაგან, მეფეთა ემსგავსა“

რუის-ურბნისის კრების დაგვირგვინებად მიიჩნევენ ისტორიკოსები მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობათა ერთი პირის ხელში გაერთიანებას. ჭყონდიდელის მწიგნობართუხუცესობით მეფემ ეკლესია თავის ძალაუფლებას დაუქვემდებარაო.

გიორგი ჭყონდიდელი დავითის სულიერი მოძღვარი, მრჩეველი და თავზე მდგომო იყო, სწორედ ის გაზრდიდა მეფეს “მოძღვრებითა უფლისათა”. უზარმაზარი ავტორიტეტის გიორგი მონოზონი ბოლომდე ამ ავტორიტეტისა დარჩებოდა. ამიტომ მისი სახით მეფემ ეკლესიაში თავისი მომხრე კაცი კი არ შეუშვა, არამედ სამეფო ტახტი დაუქვემდებარა ღვთის სიტყვით გაბრძნობილს; იგი მხოლოდ მეფის მომხრე კაცი კი არ იყო ეკლესიაში, არამედ ეკლესიის პატიოსანი მსახური იყო სასახლის კარზე. მეფეს მხოლოდ თავისი მომხრე ჭყონდიდელი კი არ ჰყავდა მწიგნობართუხუცესად, არამედ სჯულის საუკეთესო მცოდნე ეყენა გვერდში. ამიტომ ირჩეოდა მისი ყოველი მოქმედება გიორგი ჭყონდიდელთან, მეფის ყოველ ნაბიჯს ღვთისთვის სათნო მოძღვრის კურთხევა ახლდა.

ამ თანამდებობათა გაერთიანება დავითმა მომავალ ტახტის მემკვიდრეებსაც დაუდგინა, რათა ისინიც ამავე წესს დასდგომოდნენ- თავიანთ სამეფო საქმიანობაში ღვთივგაბრძნობილი მოძღვრების ლოცვა-კურთხევით ევლოთ. უპირველეს მრჩევლებად რჯულის საუკეთესო მცოდნენი ჰყოლოდათ.

გინდა თუ არა, პოლიტიკა ბინძური საქმეაო. თუ საქმეა, მაშინ ყოველმა საქმემ ის უნდა იცოდეს, ვის უნდა აამოს. დავითმა იცოდა, რომ ყოველი საქმე ღვთის საამებლად უნდა აღესრულებინა. ღვთის მაამებლობის გზაზე კი ყველა ხერხს ხმარობდა, და არც ერთს არ ერქვა ბინძური. რადგან ყველა გზას ღმერთთან მიჰყავდა, ამიტომ ყველა გზა სუფთა იყო და ის მწიგნობართუხუცესიც ამ გზების მეთვალყურედ ჰყავდა დანიშნული, ამ გზების სისუფთავეზე ზრუნავდა.

დავითის საპირისპირო ტიპს მეფისას ორი სიტყვითა ასე ახასიათებს მემატიანე: „რომელსა არა რა ჰქონდეს ნიჭი მეფობისანი, რამეთუ იყო ცუნდრუკი რამე უსჯულო და უმეცრად უსამართლო”. ეს დახასიათება კახთა მეფეს - აღსართანს ეკუთვნის, უსჯულო იყოო - ხაზს უსვამს მემატიანე და მთელი მისი გაჭირვებაც აქედან მოდიოდა. მას არც სულიერი მრჩეველი ეყოლებოდა გვერდით და არც რიგიანი გზის გამკვლევი. დაიწყო და დაამთავრა კიდეც მეფობა: „შეიპყრეს და მოსცეს, დავითს და “აღიხვნა მეფემან ჰერეთი და კახეთი“.

ორმოცი დღე შავად შემოსილმა იგლოვა დავით მეფემ გიორგი ჭყონდიდელი, ვითარცა მამა და მამაზე უფრო მეტი.

იცოდა მორწმუნე მეფემ სულიერი მოძღვრის ფასი და უდიდესი ტკივილით გამოეთხოვა მასსა და ღმერთს შორის მდგომ სათნო კაცს.

ყველა ცილისწამებაზე უარესი ცილისწამება

ისე, ერთხელ კი ნამდვილად შევიდა დავით მეფე მიზგითში, ოღონდ გადაკეთებული, ადრე ეკლესია ყოფილა, სახელთვანი და ცნობილი. შევიდა, რათა ისევ გადმოეკეთებინა. ეს ანისში მოხდა, როდესაც მეფემ იგი მაჰმადიანთა სამოცწლიანი ტყვეობისაგან გაანთავისუფლა. ქალაქის მხდალ და ლაჩარ მფლობელს აბსოლვარს ამ ეკლესიისთვის ჯვარი მოუხსნია და მის ნაცვლად საგანგებოდ შეკვეთილი „ძვირფასი“ და „საუცხოვო ნალი“ (მთვარის სახე) აღუმართავს. მოკლედ, ეს დიდი საყდარი ანისისა მიზგითად მოუკაზმავს და ქრისტიანთა სისხლით იგი საყდარი და ქალაქი მოურწყავს... „იმუქაფა ღმერთის-მოყვარემან დავით აღმაშენებელმან, მოლათა და დარიმანთა სისხლითა ახლავემან მორწყო, საყდარი იგი ახლად მონათლა, რომელიც აღეშენა ბერძენთა ასულს დედოფალს კატრონიკეს და იქვე ესაფლავა. მოვიდეს მეფე და კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და ერთობილნი ლაშქარნი დედოფლისა საფლავსა, ახლად წესი აუგეს და თვითონ მეფემან სამჯერ საფლავთა ჩასძახა: „გიხაროდენ, შენ დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან“.

თვალნათლივ ხედავ დედოფალის საფლავთან დაჩოქილ წმ. მეფეს და ჩაგესმის მისი მგზნებარე სიტყვები „გიხაროდენ დედოფალო“.

შეიძლებოდა, ამ კაცს მეჩეთში ევლო ლოცვაზე და მშვიდად გაეცა სამოწყალო!? ანდა კიდევ უფრო უარესი-რასაც შემდგომი თაობის ისტორიკოსები აბრალებენ: „ქართულ საისტორიო წყაროში ისეთ ცნობაც მოგვეპოვება, რომლითაც ზოგიერთი ქრისტიანული გარდამოცემებისადმი მისი სკეპტიკური დამოკიდებულებაც ცხადად მტკიცდება. მაგალითად, ვიცით, რომ მას საეჭვოდ მიაჩნდა გადმოცემა სვეტიცხოველში უფლის კვართის დაცულობის შესახებო“.

ამის შემდეგ სულ რომ ოქროს კოშკები აუგო მეფეს, ეს ბოლო ბრალდება ყველაფერს სპობს და ანადგურებს, რადგან ყველა ცილისწამებაზე უარესი ცილისწამებაა...

ჩვენ წმ. მეფე წმ. საფლავთან დაჩოქილი დავტოვეთ. იქვე არიან „კათალიკოზი, ეპისკოპოსი და ერთობილი ლაშქარი“, ტაძარს არყევს მისი შეძახილი-„გიხაროდენ დედოფალო“... შეიძლებოდა ამ მეფეს უფლის კვართის სვეტიცხოველში დაცულობის ჭეშმარიტების საკითხი თუნდაც ოდესმე დაეყენებინოს? ქართული სამოციქულო ეკლესიის ქვაკუთხედი თავისი ეჭვით შეერყიოს?! ჭეშმარიტი მართლმადიდებლისათვის აქ გამოსაძიებელი არაფერია. დავით აღმაშენებელი კი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იყო.

დაუტოვა არა საჩხრეკად, არამედ მდუმარედ წასაკითხად...

დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი ისტორიკოსი წერს, აღმაშენებელი, როგორც მისი საკუთარი სიტყვებიდანაც ჩანს ,თურმე ვარსკვლავთმრიცხველობის მცოდნე ყოფილა. ერთ თავის თხზულებაში დიდგვაროვანი გვირგვინოსანი ამბობს, ვარსკვლავთმრიცხველობის ყველაფერი ვიცოდიო. ოღონდ იმას, რასაც ისტორიკოსი თხზულებას უწოდებს, აღსარება ჰქვია, უფლის წინაშე ხმამაღლა ნათქვამი, ყველაზე ძლიერი და ყველაზე მართალი აღსარება, რომელშიც ჩვენი მკვლევარები ცნობისმოყვარეობით იჭვრიტებიან და აზრადაც არ მოსდით, რომ აღსარების საიდუმლოში იჭრებიან. ეს საყოველთაო აღსარება დავით აღმაშენებელმა მთელ ქართველ ერს დაუტოვა, დაუტოვა არა საჩხრეკად, არამედ მდუმარედ წასაკითხად, ერთი მონანული სულის ღვთაებრივი ნათლის შუქზე დასანახად, სამაგალითოდ იმისა, თუ როგორ უნდა ჩაიბრუნოს საკუთარ არსებაში სულიერი მზერა ყოველმა ქრისტიანმა ისევ საკუთარი თავის შესაცნობად; რაც უფრო ახლოა ადამიანი ღმერთთან, მით უფრო დიდი ნათელი ადგება მისი სულის ჯურღმულებს

ან მით უფრო წარმოუჩინდება საკუთარი დაცემული არსის მთელი სიმახინჯე, მით უფრო დიდია სინანული და მით უფრო მდუღარეა ცრემლი საკუთარი უღირსობის შეგრძნებისა.

წაიკითხავს წმ. მეფის ამ ამონაკვნესს-„გალობანი სინანულისანი“- ათეისტი პატრიოტი (უყვარს, როგორ არ უყვარს თავისი სახელოვანი წინაპარი), მაგრამ ვერ გაუგებს ვერაფერს და სულ პუნქტ-პუნქტად გამოიძიებს, ეგებ ისტორიულ რეალიებსაც მივაკვლიოო. წაიკითხავს ათეისტი-კოსმოპოლიტი და იტყვის, ეს რა საძაგელი კაცი ყოფილა დავით აღმაშენებელიო...

წაიკითხავს მორწმუნე-პატრიოტი და არაფერი უცხო არ იქნება მისთვის; მგლოვიარე სულის კიდევ ერთ ნიმუშს გაეცნობა და კიდევ ერთხელ დარწმუნდება მართლმადიდებლობის ძალაში, როდესაც სინანულის სიღრმით არნახულ სიმაღლეს შეიძლება მისწვდე.

რაც შეეხება ვარსკვლავმთრიცხველობის ზედმიწევნით ცოდნას-ამ აღსარებაში პოეტი მეფე მას მწარედ ინანიებს, როგორც ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას.

საგანგებოდ აღნიშნავენ მკვლევარები დავით აღმაშენებლის კითხვისმოყვარეობას.ყველგან კითხულობდაო მეფე,რას კითხულობდა?

სულიერი საზრდო მორწმუნე ადამიანს ისევე ესაჭიროება, როგორც ფიზიკური, დღეში რამოდენიმეჯერ. განცვიფრებული იყო ხალხი მისი ესოდენ დიდი კითხვით. თავად მის მემატიანესაც უკვირდა და როგორც სასწაულს, ისე უყურებდა მეფის ამ ჩვევას. ერთხელ კითხვაში გართულს ბრძოლა კინაღამ გამოეპარა, მეომრებს უსაყვედურიათ თურმე და რა? რად იკვებებიო?

რატომ მაინცდამაინც „სამოციქულო“ წაეკითხა ოცდაოთხჯერ? თანაც მხოლოდ ერთი წლის ათვლით და სულ რამდენჯერ ექნებოდა წაკითხული?

ჩვენი ისტორიკოსები „სამოციქულოს“ თხზულებას უწოდებენ, ხოლო ამ „თხზულების“ წამკითხველ მეფეს-განათლებულს; მაშინ როდესაც ამ „თხზულების“ წელიწადში ოცდაოთხჯერ წამკითხველს მორწმუნე ღვთისმეტყველი კაცი ჰქვია. მხოლოდ ღვთისმეტყველ კაცს შეეძლო ეთქვა:

„ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრიტეს...
შვებანი უქმ იქმნენ
ყვავილოვნებაი დაჭნეს,
სხუამან მიიღოს სკიპტრაი,
სხვასა შეუდგენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“

იცოდა მორწმუნე მეფემ, სად უნდა შეეფარებინა თავი. სხვა მიიღებდა სკიპტრას, სხვა გაუჩნდებოდა ქვეყანას პატრონად, მისი დიდებაც შეიძლებოდა წაშლილიყო, ჩაიგრიალებდა წუთისოფელში მისი მეფობის ზარიც, ამაოების სუსხი მოზრავდა ყველაფერს, მხოლოდ ეკლესიის ფრთებქვეშ, მხოლოდ ტაძრის ეზოში იპოვიდა მისი ძვლები განსვენებას, ხოლო სული კი ზეცაში დაივანებდა ღმერთთან...

რაც ღმერთს მიაბარა და ღვთისა იყო, მხოლოდ ის შემორჩა ხილულად მისი შთამომავლობას-გელათი, ფრესკა, საფლავი და საწინამძღვრო ჯვარები. არც ტახტი შემონახულა მისი და არც გვირგვინი, არც სკიპტრა და არც სასახლე. მაშ რისი მემკვიდრეები ვართ ჩვენ? უფრო სწორად, რისი მემკვიდრეები უნდა ვყოფილიყავით და რაზე გვითქვამს უარი?

„არ გეცრუვებით შენ ჩვენო სიწმიდით მშობელო წმიდაო კათოლიკე ეკლესიაო, არ გაგცემთ შენ, ჩვენო სიამაყევ-მართლმადიდებლობავ!“- დაბეჭდა რუის-ურბნისის კრებამ და დაიბეჭდა წმ. მეფემაც თავის სულში და თუ ამ ძალისხმევის მემკვიდრეები არ შევიქნებით, გაგვითხრია საკუთარი ხელით სამარე და ისაა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ქართველი კაცი დღეს დიდი განდგომილებისათვის ემზადებოდეს.

როცასულიერიმემკვიდრეობადაკარგულია,ხორციელ მემკვიდრეობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

და დგას დღეს ჩამოხლეწილი „ივერია“ და უდევს წინ აფხაზთა, რანთა და კახთა მეფე-დავით აღმაშენებელი.

მართლაც და „ძლევაი საკვირველი“ უნდა ამ ფასადის გასწორებას, მაგრამ „ძლევაი საკვირველს“ ხომ მხოლოდ ღმერთი იძლევა!

12 სოციოლოგიური გამოკითხვა

▲back to top


1) თქვენი აზრით, რომელ პროფესიაში მოღვაწე ადამიანთათვისაა აუცილებელი მეტყველების კულტურის ფლობა?

2) რა როლს თამაშობს საქართველოს ტელე და რადიო მაუწყებლობა ქართული ლიტერატურული მეტყველების კულტურის პოპულარიზაციის საქმეში?

3) რომელი ქართველი ტელეწამყვანისა თუ ტელეჟურნალისტის მეტყველების კულტურა მიგაჩნიათ სანიმუშოდ და რატომ?

4) რა მიგაჩნიათ ტელეჟურნალისტის, წამყვანის მთავარ გამომსახველობით საშუალებად?

5) არსებობს თუ არა საქართველოს სხვადასხვა ტელეკომპანიების მეტყველების სპეციფიური სტილი?

6) თვლით თუ არა, რომ მეტყველების კულტურა ტელეჟურნალისტის პროფესიისათვის ერთ-ერთი მთავარი აუცილებელი თვისებაა?

7) ეთანხმებით თუ არა აზრს იმის შესახებ, რომ დღეს თბილისში თავი იჩინა კუთხურ-პროვინციული მეტყველების სამწუხარო აღორძინებამ?

8) თვლით თუ არა, რომ ქალაქ თბილისს აქვს დამახასიათებელი მანერული მეტყველების სტილი და რაში გამოიხატება იგი?

9) რომელი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის მეტყველების კულტურა მიგაჩნიათ სანიმუშოდ და რატომ?

10) მიგაჩნიათთუარასაჭიროდსაორატოროხელოვნებისსაგნად ჩამოყალიბება:

ა)ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში,

ბ)უმაღლეს სასწავლებლებში (ზოგიერთ ფაკულტეტებზე),

გ)ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში?

სახელი, გვარი -------------------- გიორგი სანაია

პროფესია ----------------- ჟურნალისტი

ასაკი -------------------------- 26 წელი

1) მეტყველების კულტურა აუცილებელია ყველა სფეროში მომუშავე ადამიანისათვის, რომელიც თანამდებობაზე მუშაობს.

2) ტელევიზია დღეისათვის ლიტ. მეტყველების კულტურაზე განმსაზღვრელ ზეგავლენას ახდენს.

3) ნიკა ტაბატაძის, ვინაიდან მის მიერ დასმული აქცენტები წინადადებაში განაპირობებს აზრის სასურველ მიმართულებას.

4) მიმიკა და მწყობრი საუბარი.

5) რა თქმა უნდა. მაგ: I არხი - მოიაზრება და ა.შ.

6) არა თუ ერთ-ერთი, ალბათ, ძირითადი თვისებაა.

7) სამწუხაროდ ვეთანხმები.

8) თბილისის დამახასიათებელი მანევრული მეტყველება ფრაზების გაწელილად წარმოთქმაში გამოიხატება.

9) ვერ ვიხსენებ.

10) საორატორო ხელოვნების კურსი, ალბათ, უნდა დაინერგოს უმაღლეს სასწავლებლებში სპეციფიურ ფაკულტეტებზე ძირითად საგნად, სხვა ფაკულტეტებზე კი მეორად საგნად.

სახელი, გვარი --------------------- ეკა სარია

პროფესია ---------------------- ჟურნალისტი

ასაკი ---------------------- 28 წლის

1) პირველ რიგში ალბათ მსახიობებისთვის, ჟურნალისტებისთვის და პოლიტიკოსებისთვის.

2) ჯერჯერობით ძალიან მცირე როლს.

3) არცერთის.

4) მეტყველება და მიმიკა.

5) არსებობს.

6) ვეთანხმები.

7) ვეთანხმები.

8) მანერულობა და გადაპრანჭული მეტყველება.

9) არ მახსენდება.

10) ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში.

სახელი, გვარინინელი მაისურაძე

პროფესიაფილოლოგი

ასაკი34 წლის

1) ყველა იმ პროფესიაში მოღვაწე ადამიანთათვის, რომელთაც საქმე აქვთ ზეპირ მეტყველებასთან. განსაკუთრებით მსახიობებისათვის, ტელე და რადიო ჟურნალისტებისათვის, იურისტებისათვის, პოლიტიკურ მოღვაწეთათვის, მასწავლებლებისათვის.

2) უნდა ითამაშოს დიდი როლი.

3) ნიკა ტაბატაძის.

4) მეტყველების კულტურა, სხარტი აზროვნება, გარეგნული სახე.

5) არსებობს.

6) დიახ.

7) დიახ.

8) აქვს. გადაპრანჭულ-შერბილებული “ბავშვური” მანერა.

9) შედარებით ნორმალურია ნანა დევდარიანის.

10) (გ).

სახელი, გვარი ----------------------- ილიკო ხეობელი

პროფესია -------------------- ჟურნალისტი

ასაკი ---------------------- 27 წლის

1) პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა.

2) არავითარს, პირიქით ამახინჯებს კიდეც.

3) ლუბა....

4) დამაჯერებელი და გრამატიკულად გამართული საუბარი.

5) კი.

6) კი.

7) კი.

8) აქვს, გამოიხატება ინტონაციაში.

9) ირ. ბათიაშვილის...

10) კი (ბ).

სახელი, გვარი ------------------------ ნათია ზამბახიძე

პროფესია -------------------- ჟურნალისტი

ასაკი ----------------------- 27 წლის

1) სასურველია ყველა პროფეციის ადამიანიკარგად მეტყველებდეს. თუმცა აუცილებელია პოლიტიკოსებისათვის, ჟურნალისტებისათვის, პედაგოგებისათვის მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანებისათვის.

2) უმნიშვნელოს, სამეტყველო კულტურის განვითარებას კი პირიქით, აფერხებს კიდეც.

3) მიჭირს გახსენება.

4) მეტყველება, ხატებით აზროვნება.

5) კი, მეტნაკლებად.

6) კი, სხვა აუცილებელ თვისებებთან ერთად.

7) კუთხურ-პროვინციული მეტყველება თბილისში ყოველთვის იყო.

8) ზოგადად ქალაქს არა, მის ცალკეულ უბნებს კი.

9) სანიმუშოდ მოღვაწების მეტყველების კულტურა არ გამოდგება, თუმცა ერთი-ორი პოლიტიკოსი კარგად ფლობს პოლიტიკური სიტყვის კულტურას.

10) ბ) თუმცა შესაძლებელია სკოლებშიც ფაკულტატიური სახით, ალბათ.

სახელი, გვარი ---------------------- სოფიკო მეგრელიძე

პროფესია ------------------------ ჟურნალისტი

ასაკი ------------------------ 28 წლის

1) ყველა პროფესიის ადამიანისათვის. განსაკუთრებით ჟურნალისტი, მსახიობი, ყველა ვისაც პოლიტიკოსობაზე პრეტენზია აქვს, იურისტი, PR (საზოგადოებასთან ურთიერთობის) სფეროში მოღვაწე.

2) სამწუხაროდ ძალიან მცირე როლს.

3) არ ვთვლი რომ რომელიმე ჟურნალისტი სანიმუშოდ მეტყველებდეს.

4) მიმიკა, მეტყველება,

5) არსებობს. თვითოეული არხის ჟურნალისტები უმეტეს შემთხვევაში იდენტურად მეტყველებენ.

6) ვთვლი.

7) ვეთანხმები.

8) აქვს.

9) არცერთის.

10) ბ) უმაღლესი სასწავლებლების ზოგიერთ ფაკულტეტზე.

სახელი, გვარი ---------------------- ზურა უსუფაშვილი

პროფესია ---------------------- ჟურნალისტი

ასაკი ------------------------------ 32 წლის

1) ტელე-რადიო ჟურნალისტი, მსახიობი.

2) თამაშის გარკვეულ როლს.

3) ნიკა ტაბატაძის, გარკვეულად საუბრობს.

4) მაინც პროფესიონალიზმი, რომელიც მეტყველებასთან დიდად არის დაკავშირებული.

5) არ არსებობს, ყველა ჟურნალისტს თავისი სტილი აქვს.

6) რა თქმა უნდა.

7) კი, ასეთი აუღორძინებლადაც იყო.

8) არა.

9) ----

10) აუცილებელი არ არის, მსურველებს შეუძლიათ თავად ისწავლონ.

სახელი, გვარი --------------------- ვასილ კიკნაძე

პროფესია ------------------------ თეატრმცოდნე

ასაკი --------------------------- 69 წლის

1) განათლების, კულტურის, იურისპუდენციის, პოლიტიკის დარგში.

2) არავითარ როლს არ თამაშობს.

3) ჯულიეტა ვაშაყმაძე, ნიკა ტაბატაძე.

4) მომხიბვლელობა, აზროვნება, ლაკონიურობა, თავშეკავებული მანერები.

5) არა, არ არსებობს.

6) მეტყველების კულტურა პროფესიის აუცილებელი თვისებაა.

7) ვეთანხმები, სრული ქაოსია.

8) წარსულში ჰქონდა, ახლა არა. ბაბილონის გოდოლია მეტყველებათა მხრიდანც.

9) სანიმუშოდ არა ერთის.

10) აუცილებელია ისწავლებოდეს, როგორც საგანი:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-9-10 კლასებში

ბ) ხელოვნების ყველა ყველა უმაღლესი სასწავლებლის შემდეგ ფაკულტეტებზე: სამსახიობო, სარეჟისორო, თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ხელოვნება, მუსიკისმცოდნეობა, ტურიზმი და ა. შ.

გ)ყველა ტიპის სასწავლებლის იურიდიულ სპეციალობებზე, მასწავლებელთა მოსამზადებელზე, ჰუმანიტარული დარგის ასპირანტებისათვის. ჟურნალისტიკა, ისტორიული.

სახელი, გვარი ------------------------ ნოდარ გურაბანიძე

პროფესია ---------------------- თეატრმცოდნე

ასაკი ----------------------- 68 წლის

1) მეტყველების კულტურა საერთო კულტურული დონის უტყუარი მაჩვენებელია. ამდენად იგი აუცილებელია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის. მაგრამ არის მოღვაწეობის ისეთი სფეროები სადაც ყოვლად აუცილებელია მეტყველების მაღალი კულტურა. ასეთებია-პედაგოგიური მოღვაწეობა (მასწავლებელი, ლექტორი), რადიო დიქტორი, რასაკვირველია, სასცენო მოღვაწეობა და ტელე-ჟურნალისტიკა და ტელე-დიქტორის კულტურა.

2) ადრე უფრო თვასაჩინო იყო საქართველოს ტელე ან რადიო მაუწყებლობის როლი. ბოლო ხანებში კვლავ შეიმჩნევა ყურადღება ამ დიდათ მნიშვნელოვანი საკითხებისადმი.

3) არცერთის. ახლო წარსულიდან შეიძლება დავასახელოთ უ. არჩვაძე, ლ. მიქელაძე, ლ. ვაშაყმაძე, სოკოლოვი...

4) პირველ რიგში, ისევ და ისევ, მეტყველების მაღალი კულტურა. აქ ვგულისხმობ არა მხოლოდ სწორ მეტყველებას, არამედ გამომსახველობათა მთელ არსენალს(ინტონაცია, დამოკიდებულება ტექსტისადმი, სახის გამომეტყველება, ქვეტექსტის გრძნობა).

5) დიახ არსებობს. ყველა ეს „სპეციფიური სტილი“ პირადათ ჩემთვის მიუღებელია. შემზარავია ფრივოლურ-ფამილიარი სტილი, ენით აუწერელი მრავალსიტყვაობა, ტერმინოლოგიით გადატვირთული ე.წ. „ევფრუისტული“ სტილი.

6) დიახ, ვთვლი. მხოლოდ, ერთერთი მთავარი კი არა, უმთავრესია.

7) ეს საშინელი ტენდენცია თუ განვითარდა, პროვინციალიზმის ღრმა ჭაობში ჩავეშვებით.

8) ყოველგვარი მანერულობა, თბილისური იქნება იგი თუ ქუთაისური ჩემთვის მიუღებელია. „მეტყველების თბილისური სტილის“ დამკვიდრებას, სამწუხაროდ, თეატრმა შეუწყო ხელი. ძირშივე აღმოსაფხვრელია ეს ე. წ. „სტილი“.

9) სანიმუშოდ, არცერთი პოლიტიკური მოღვაწის მეტყველება არ მიმაჩნია. რაც შეეხება აზრის ცხადად და ლოგიკურადჩამოყალიბებას, ამ მხრივ გამოირჩევიან ზ.ჟვანია, ე.შევარდნაძე, ლ.ღოღობერიძე.

10) საორატოროხელოვნებისსწავლებასასურველია დასახელებულ სამივე ტიპის სასწავლო დაწესებულებებში.

სახელი, გვარი -------------------- მამუკა კახნიაშვილი

პროფესია ------------------ პროფესიის გარეშე

ასაკი ----------------------- 18 წლის

1) მეტყველების კულტურის ფლობა, ჩემი აზრით, აუცილებელია ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც ხალხის მასებთან უხდებათ საუბარი(პირველ რიგში, ეს მსახიობებს და ტელეჟურნელისტებს ეხებათ).

2) საქართველოს ტელევიზიებსა და რადიოსადგურებს ყველაფერი შეიძლება დააბრალო ქართული ლიტერატურული მეტყველების პოპულარიზაციის გარდა.

3) სიტყვა „სანიმუშო” დღესდღეობით საქართველოში, ვფიქრობ, არ უნდა გამოიყენებოდეს. ეს ეხება ტელეწამყვანებს და ტელეჟურნალისტებსაც. ზოგი მათგანი შეიძლება ერთმანეთთან შედარებით უკეთესად გამოიყურებოდეს, მაგრამ სანიმუშომდე მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აკლიათ.

4) 1) მეტყველება.
2) სახის მიმიკა.

5) ძირითადად ეს ერთნაირია. მაგრამ მათში გარკვეული განსხვავების დანახვა შეიძლება.

6) უდავოდ.

7) ვეთანხმები და ეს გასაკვირიც არ არის. ბოლო წლებში თბილისი ხომ გამუდმებით იზიდავს ხალხს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

8) ამბობენ რომ აქვს, მაგრამ რამდენად უხდება იგი ქართულ კლასიკურ მეტყველებას, ეს საკითხავია.

9) როგორც ტელეწამყვანებისა და ტელეჟურნალისტების მეტყველება, ასევე პოლიტიკოსების მეტყველებაც სანიმუშოსაგან ძალიან შორს თუ არა ახლოსაც არ დგას. სანიმუშო არა, მაგრამ მათგან კარგის გამორჩევა შეიძლება.

10) უმაღლეს სასწავლებლებში ზოგიერთ ფაკულტეტზე, თუმცა ზოგადსაგანმანათლებო სკოლებშიც არ იქნება ცუდი.

სახელი, გვარი ----------------------- ნატა ამაღლობელი

პროფესია -------------------- ჟურნალისტი

ასაკი --------------------- 23 წლის

1) მსახიობი, მოსამართლე, ადვოკატი, მასწავლებელი, ლექტორი, ჟურნალისტი, განსაკუთრებით ტელე-რადიო.

2) ყოველდღე როდესაც უსმენ იმათ, ვინც იქიდან საუბრობს, შენც ისევე იწყებ საუბარს. აქედან გამომდინარე დიდ როლს, მაგრამ რამდენად კარგი მეტყველებისაა?

3) სანიმუშოდ არცერთის არ მიმაჩნია, თუმცა ხანდახან ნიკა ტაბატაძე (როდესაც მოინდომებს).

4) აზროვნება, მეტყველება, მიმიკა, ჟესტიკულაცია.

5) არსებობს.

6) აუცილებლად.

7) ვეთანხმები.

8) აქვს, გამოიხატება სიტყვების დამახინჯებაში, ბგერებისდარბილებაში.

9) სანიმუშოდ არც ერთი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე კარგი

10) უმაღლეს სასწავლებლებში (ჟურნალისტიკა,პედაგოგიკა, იურიდიული).

სახელი, გვარი ---------------------- თეა თუაშვილი

პროფესია -------------------- ჟურნალისტი

მოსაუბრე-ვახტანგ ბოჭორიშვილი.

ასაკი -------------------- 23 წლის

1) მსახიობისთვის, ლექტორისთვის, ჟურნალისტისთვის, მოკლედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ხშირად უწევს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. ვგულისხმობ პოლიტიკოსებსაც, უწყებების პრეს-მდივნებსაც.

2) რადიოზე-ვერაფერს ვიტყვი, რადგან ვერ ვისმენ გადაცემებს. ტელე-ვარიანტი კი არაეფექტურად მიმაჩნია, რადგან მეეჭვება რომ თავად გამომსვლელს უვარგოდეს მეტყველების კულტურა.

3) ყველაფერი შედარებითია, მაგრამ მაინც... მომწონს ნიკა ტაბატაძე, ნათია ლაზაშვილი, რადგან ისინი გასცდნენ დიქტორის ჩარჩოებს და მათ მიერ წაყვანილი პროგრამების დროს მაყურებელსა და მათ შორის ყოველგვარი ბარიერი ისპობა.

4) უშუალობა, ადამიანური ენა, გამართული მეტყველება- მოაზროვნეობა!

5) ეგ. წოდებული დამოუკიდებელი ტელეკომპანიები (ყველა) ცდილობს იმ სტილით ისაუბროს, როგორც „კურიერი”. I არხზე აბსოლიტური ქაოსია. მე-II არხზე კი პროვინციული სტილია დამკვიდრებული.

6) აუცილებლად. ეს მარტო ბგერათა სუფთა წარმოთქმას არ გულისხმობს. აუცილებელია იმ კომპონენტების დახვეწაც, რაც ჟურნალისტს რეპორტიორად ხდის.

7) ვეთანხმები. ამაზე მე-5 პასუხში დავწერე.

8) გამოიხატება მეტყველების ტონალობაში-ზომიერებაში, წარმოთქმის მანერაში. მაგრამ თინეიჯერებში ახლა ინგლისური ენის ცუდი გავლენა იგრძნობა. კერძოდ ბგერათა ზოგჯერ დარბილებული, ზოგჯერ გამაგრებული წარმოთქმა.

9) ვახტანგ რჩეულიშვილი, ნათელაშვილი შალვა, ზვიად გამსახურდია.

10) გ) ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში!!!

მადლობთ!

სახელი, გვარი ---------------------- მერაბ ბერაძე

პროფესია -------------------- ჟურნალისტი

ასაკი ----------------------- 63 წლის

1) მეტყველების კულტურას უნდა ფლობდეს საზოგადოების ყველა წევრი. განსაკუთრებით: ტელეკომენტატორი, დიქტორი, მსახიობი, პოლიტიკოსი, იურისტი, მასწავლებელი.

2) რა როლსაც თამაშობს, ის აბსოლუტურად არ არის საკმარისი.

3) თავის დროზე თამაზ კვაჭანტირაძის, რადგან კარგად გვაგებინებდა იმას, რის თქმაც უნდოდა.

4) მთავარი გამომსახველობითი საშუალება უნდა იყოს ის თუ რა აქვს სათქმელი. გარეგნობას ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა.

5) მე მგონი არა!

6) არა მარტო, რადგან როგორც ავღნიშნე, მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რაზე საუბრობს.

7) სამწუხაროდ, ვეთანხმები...

8) არა.

9) გამორჩეულად არც ერთის.

10) რა თქმა უნდა!

სახელი, გვარი --------------------- კახა არჩვაძე

პროფესია -------------------- ჟურნალისტი

ასაკი ------------------ 36 წლის

1) მსახიობი, ჟურნალისტი, პედაგოგი, იურისტი.

2) მე-7 და მე-8-ე კითხვებზე დადებითი პასუხი იმაზე მეტყველებს, მისი წვლილი არასაკმარისია.

3) თენგიზ ნათაძე, ჟანეტა არჩვაძე (მეტყველების კულტურა+დიქცია+ხმის ტემბრი+ ტექსტის მორგება=პროფესიონალიზმს).

4) სიტყვა, სიტყვა და სიტყვა.

5) რა თქმა უნდა.

6) უთუოდ.

7) დიახ.

8) ყოველთვის ჰქონდა, მუდამ ექნება. (მიუხედავად პროვინციალიზმის აგრესიისა).

9) -------

10) საჭიროდ მიმაჩნია ა, ბ.

სახელი, გვარი -------------------- გიორგი ახვლედიანი

პროფესია ------------------- ჟურნალისტი

ასაკი ----------------- 25 წლის

1) ჟურნალისტი, პედაგოგი, ადვოკატი, ექიმი.

2) იგი ასრულებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ამ საქმეში, მაგრამ სამწუხაროდ უარყოფითს.

3) თენგიზ ნათაძე.

4) მენტალიტეტი, იუმორი, პლასტიურობა.

5) არსებობს და საკმაოდ მრავალფეროვანიც.

6) ერთერთი მთავარი, მაგრამ არა უმთავრესი.

7) პროვინციულმა მეტყველებამ არა მარტო თავი იჩინა, ხშირ შემთხვევაში ნორმადაც კი იქცა (სამწუხაროდ).

8) ოდესღაც თბილისს მართლაც ახასიათებდა თავისი მეტყველების სტილი, რაც ნამდვილ ქართულ (დიალექტების გარეშე) საუბარში გამოიხატებოდა.

9) სუფთა ქართულით მოლაპარაკე პოლიტიკოსი დღეს საქართველოში არ არსებობს, ხოლო თუ არსებობს მე მას არ ვიცნობ.

10) უმაღლეს სასწავლებლებში (ზოგიერთ ფაკულტეტზე).

სახელი, გვარი -------------------- ხათუნა ბერძენიშვილი

პროფესია ----------------- ჟურნალისტი

ასაკი ---------------- 29 წლის

1) მსახიობი, ჟურნალისტი, პედაგოგი, სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი.

2) სამწუხაროდ, ვერანაირს, არადა ეს მისი პირდაპირი მოვალეობა და ფუნქციაა.

3) მეტ-ნაკლებად თამარ ცაგარეიშვილის. საუბრობს დინჯად, მკაფიოდ, სწორი აქცენტით და სიტყვებით.

4) საუბრის კულტურა, მეტყველება, მანერები, აკადემიური ჩაცმულობა.

5) კი და ალბათ ეს საშინელებაა.

6) რა თქმა უნდა.

7) დიახ.

8) კი. არის ჟარგონები, ფრაზები, სიტყვები.

9) არცერთის.

10) კი. სკოლებში-ზოგადად. უმაღლესებში-საფუძვლიანად.

სახელი, გვარი - იოსებ ბაკურაძე

პროფესია - მსახიობი

ასაკი - 59 წლის

1) ყველა პროფესიისათვის, განსაკუთრებით: მსახიობი, ტელე- დიქტორი, პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი, პედაგოგი,მწერალი.

2) მეტყველების კულტურის პოპულარიზაციაში ძალიან ცოტას, თითქმის არაფერს.

3) ქეთინო მითაიშვილი. გამართული მეტყველება, სხარტიაზროვნება.

4) ელეგანტურობა.

5) უმრავლესობა თითქმის ერთნაირად მეტყველებს, ცუდად.

6) ვთვლი, რომ სწორი მეტყველება ტელე-ჟურნალისტისათვის აუცილებელია.

7) ვეთანხმები.

8) ქ. თბილისს გააჩნია ნეიტრალური მეტყველება. კუთხურობა გამორიცხულია.

9) ვახტანგ რჩეულიშვილის (მის პოლიტიკურ შეხედულებებს არვეთანხმები).

10) ყველა ტიპის სასწავლებელში, ეთიკა, ესთეთიკა,საორატორო ხელოვნება.

სახელი, გვარი - კოტე ნინიკაშვილი

პროფესია - თეატრმცოდნე

ასაკი - 61 წლის

1) ყველასათვის! თუ პიროვნება ინტელიგენტობაზე დებს თავს საჭიროა სწორი მეტყველება, რა თქმა უნდა თუ მეტყველებაში ბუნებრივი დეფექტი არ აქვს. მხატვრული მეტყველება, რომელიც განსაკუთრებით გამონაკლისია აუცილებელია მსახიობისათვის, ტელე და რადიო დიქტორისათვის-ამ პროფესიის ადამიანისათვის ამ მხრივ არავითარი კომპრომისის დაშვება არ შეიძლება.

2) მეძნელება პასუხის გაცემა.

3) ქეთევან მითაიშვილის, ციური ბაქელიძის, ნატო ონიანის (თუმცა სანიმუშოდ არც ესენი გამოდგება).

4) დამაჯერებლობა. სისადავე. მათი საუბრის მანერაში, ინტონაციაში მაყურებელმა უნდა იგრძნოს, რომ კონკრეტულ ფაქტს, შემოთავაზებულ მასალას ობიექტურად აშუქებს.

5) არსებობს! ქუჩის ჟარგონზე მოსაუბრე ჟურნალისტებს და სხვადასხვა სახის გადაცემების წამყვანებს ჰგონიათ, თუ ასე „ბუნებრივი” იქნებიან არ დაემსგავსებიან სხვებს. სინამდვლეში ეს ჩიქორთული სტილია. ამ მხრივ ტელევიზიის პირველი არხი ნაკლებად სცოდავს.

6) რა თქმა უნდა, ერუდიციასთან და თავდაჭერილობასთან ერთად.

7) ვეთანხმები! განგაშის ზარების ჩამოკვრაა საჭირო.

8) ბოლო წლებში სამწუხაროდ მეტად „დანაგვიანდა“ საზოგადოების მეტყველების სტილი, დედაქალაქი თითქოს უნდა გამოირჩეოდეს ამ მხრივ, მაგრამ დღესდღეობით პირიქითაა. ამის მიზეზი აშკარაა...(დასახელება არ მსურს).

9) გლობალურად ყველა მოიკოჭლებს, შედარებით გამოირჩევიან: ლანა ღოღობერიძე, გიგა ლორთქიფანიძე, რეზო ადამია.

10) საორატორო ხელოვნების საგნად ჩამოყალიბება მიზანშეწონილა მიმაჩნია ზოგადსადანმანათლებლო სკოლებში, ჰუმანიტალურ ფაკულტეტებზე, ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში ალბათ შერჩევითა და სურვილის მიხედვით.

სახელი, გვარი - ნანა ბოკუჩავა

პროფესია - ფილოლოგი

ასაკი - 33 წლის

1) ლექტორები, პოლიტიკოსები, პედაგოგები, ადვოკატები, მოსამართლეები, სახელმწიფო მოხელეები...

2) საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის ხსენებული როლი და დატვირთვა მინიმალური დოზით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ მიმართულებით არავინ მუშაობს.

3) მომწონს I-ლი არხის საგანმანათლებლო განყოფილების მომზადებული გადაცემები- ნანა ზარდიაშვილის რედაქტორობით, აზრი გამოითქმება მკაფიოდ და ზუსტი აქცენტებით.

4) ტელეჟურნალისტი მეტყველების კულტურის ფლობის გარდა კეთილგანწყობილი და მაყურებელთან კონტაქტური უნდა იყოს.

5) ტელეკომპანიების სხვადასხვაგვარი, სპეციფიური სტილის სხვადასხვაობა უკვე თვალშისაცემია.

6) ეს უმნიშვნელოვანესია.

7) სამწუხაროდ ეს ფაქტია.

8) თბილისური მეტყველების მანერულობაში მონაცვლეობს ხელოსნურ- კინტოური ტრადიცია, ასევე ტრადიციად მომდინარე მაღალფარდოვან “შტილთან”.

9) მიჭირს გამოყოფა.

10) გ)

სახელი, გვარი - ვიქტორ ნინიძე

პროფესია - რესპუბლიკის სახალხო არტისტი

ასაკი - 79 წლის

1) თეატრსა და ტელე-რადიო კომიტეტში.

2) ტელე და რადიო მაუწყებლობამ უდიდესი, მე ვიტყოდი გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს მეტყველების კულტურისა და პოპულარიზაციის საქმეში.

3) ტელეჟურნალისტთაგან გამოვყოფდი ნატო ონიანს, ხოლო ტელეწამყვანთაგან კახა არჩვაძეს.

4) სწორი ქართული მეტყველება.

5) საქართველოს სხვადასხვა ტელეკომპანიების მეტყველების სტილი უმეტეს შემთხვევაში ძალიან დაბალია.

6) მეტყველების კულტურა ტელეჟურნალისტის ერთერთი მთავარი და აუცილებელი თვისებაა.

7) პროვინციულმა მეტყველებამ და მასთან ბრძოლას ნაკლები ყურადღება ეთმობა. თბილისს ჭეშმარიტად აქვს მისთვის დამახასიათებელი განუყრელი

8) სამწუხაროდ დღეს თბილისში მკვიდრად გაიდგა ფეხი კუთხურ- მეტყველების სტილი და იგი გამოიხატება მეტყველების კულტურაში.

9) მე მგონი ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის მეტყველების კულტურით გამოირჩევა ე. შევარდნაძე და ვ. ლორთქიფანიძე.

10) ჩემი აზრით სასურველი იქნება სამივე სასწავლებელში საორატორო ხელოვნების საგნად ჩამოყალიბება.

სახელი, გვარი - დავით ნიკურაძე

პროფესია - ჟურნალისტი

ასაკი - 25 წლის

1) ჟურნალისტი, მსახიობი, პოლიტიკოსი, ექიმი, ფაიქოლოგი, მასწავლებელი, ყველა...

2) უნდა ითამაშოს დიდი როლი, თუმცა ამ ეტაპზე უარყოფით როლს ასრულებს, რადგანაც საზოგადოებაში უკვე დამკვიდრდაბევრი არასასურველი ფრაზა.

3) ვერ ვაკონკრეტებ.

4) მეტყველება, ჰაბიტური, პროფესიონალიზმთან და ერუდიციასთან ერთად.

5) არსებობს.

6) რა თქმა უნდა!

7) ვეთანხმები. კი არ აღორძინდა გადაგვჭამა!

8) აქვს. სხვადასხვა ენების გავლენა. ინგლისური ძირითადად.

9) ვერ ვიხსენებ!

10) საგანი უნდა არსებობდეს, სხვადასხვა პროფილიანი და სხვადასხვა დატვირთვით. ანუ: ასაკი, ფაკულტეტი და ა.შ.

სახელი, გვარი - აკაკი გოგიჩაიშვილი

პროფესია - ჟურნალისტი

ასაკი - 34 წლის

1) ტელევიზია, რადიო, კინო, თეატრი, პოლიტიკა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, პედაგოგიური ასპარეზი; ზოგადად - საჭიროა ყველასათვის.

2) სუსტ როლს, ხშირად უფრო უარყოფითს, ვიდრე - დადებითს.

3) სანიმუშოს არ ვიცნობ, ყველას აქვს თავისი დეფექტი.

4) მეტყველება+სწორი ჟესტიკულაცია.

5) არსებობს.

6) დიახ.

7) დიახ.

8) დიახ, მანერულ მეტყველებაში, სიტყვების დამახინჯებასა და არითმულობაში.

9) არცერთის.

10) დიახ ბ).

სახელი, გვარი - დარეჯან გოგუაძე

პროფესია - ფსიქოლოგი

ასაკი - 52 წლის.

1) ტელე-რადიო კომენტატორი, მასწავლებელი, იურისტი, მსახიობი. სასურველია ყველა კულტურული ადამიანისათვის.

2) ძალიან მნიშვნელოვან როლს და სწორედ ამიტომაა აუცილებელი ეთერიდან სწორი მეტყველება ისმოდეს.

3) სანიმუშომდე ყველა შორსაა, მეტყველებისა და თავისდაჯერების მანერით რუსთავი-2-ის წამყვანებს გამოვყოფდი.

4) სწორი მეტყველება; ჟესტ-მიმიკა; თავის დაჭერის თავისუფალი მანერა.

5) ალბათ ასეა. ტელევიზიის I-ლი არხი უფასო ოფიციალური მანერით გამოირჩევა. რუსთავი-2 მეტი ბუნებრიობით. ეს უკანასკნელი უფრო ახლოს არის მაყურებელთან.

6) უეჭველად.

7) სამწუხაროდ, ეს მართლაც ასეა.

8) აქვს. ქალებთან გამოიხატება ჟემანურობაში. კაცები ფამილარულ, მოშვებულ სტილს ირჩევენ. ამასობაში აზრი ზარალდება.

9) კარგად მეტყველებს ქალბატონი რუსუდან ბერიძე. არასოდეს ურევს მეტყველების დამჭუჭყიანებელ უცხო სიტყვებს ლაპარაკში და აზრსაც ყოველთვის სადად და გასაგებად აყალიბებს.

10) ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში.

სახელი, გვარი - ნანა დოლიძე

პროფესია - კინომცოდნე

ასაკი - 29 წლის

1) ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის.

2) თითქმის არანაირს.

3) ნიკა ტაბატაძის.

4) მეტყველება მიმიკა.

5) არსებობს.

6) რა თქმა უნდა.

7) სამწუხაროდ.

8) დიახ.

9) სანიმუშო რთული საპოვნელია

10) ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში.

სახელი, გვარი - ანდრო ებრალიძე

პროფესია - ინჟინერი

ასაკი - 54 წლის

1) ნებისმიერ პროფესიაში, სადაც ადამიანს უწევს ურთიერთობა ზეგავლენით სხვა ადამიანებზე.

2) დღეს-დღეობით უარყოფითის მცირედი გამონაკლისია რუსთავი-2 და იბერიის წამყვანი ქ-ნი ლ.ელიაშვილი.

3) მკვეთრად სანიმუშო ჯერ-ჯერობით არცერთი.

4) პირველ რიგში მიმზიდველობა, კულტურული მეტყველება და ინდივიდუალური პოზიცია ყველა საკითხში.

5) მეტ-ნაკლებად სპეციფიური სტილი აქვს რუსთავი-2-ს გადაცემებს „ფსიქო” და „კურიერი”.

6) რა თქმა უნდა!

7) უეჭველად!

8) ვთვლი!

9) სანიმუშო არც ერთს არა აქვს! სხვებს სჯობს ზ. მჟავია, მ. სააკაშვილი, რ. ბერიძე.

10) ა - ში სავალდებულო. ბ - ში სათანადო ფაკულტეტებზე. სხვებზე - ფაკულტატიურად.

სახელი, გვარი

პროფესია - ფსიქოლოგი

ასაკი - 51 წლის

1) ყოველ საზოგადოებრივ პროფესიაში - მასწავლებელი. ექიმი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი.

2) ძალიან ცუდს.

3) ძველი რადიო დიქტორები: ჟ არჩვაძე, ქ. დანელია და ა.შ.

4) მეტყველების კულტურა და დონე.

5) არა.

6) დიახ

7) დიახ.

8) ვთვლი, ის გამოიხატება არასწორ ინტონირებაში.

9) სააკაშვილი, მაგრამ სანიმუშო არც ის არის.

10) ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში.

სახელი, გვარი - ცხვედიანი

პროფესია - ენის სპეციალისტი

ასაკი - 58 წლის

1) თითქმის ყველა პროფესიის ადამიანისათვი საჭიროა მეტყველების კულტურის ფლობა.(მასწავლებელი, იურისტი, მსახიობი, ექიმი...)

2) არავითარ როლს.

3) მაგალითად ქეთევან ლანდია.

4) მეტყველება.

5) არ არსებობს.

6) ვთვლი, რომ აუცილებელია.

7) ვეთანხმები, რომ ასეა.

8) ვთვლი, რომ აქვს, გამოიხატება არასწორ ინტონაციაში.

9) სანიმუშოდ არც ერთი პოლიტიკური მოღვაწის მეტყველების კულტურა არ მიმაჩნია, მაგრამ შედარებით უკეთესია სააკაშვილი.

10) მიმაჩნია, რომ საჭიროა.

სახელი, გვარი - ამირან გრიგოლავა

პროფესია - ფსიქოლოგი

ასაკი - 52 წლის

1) გლეხის და მუშის გარდა ყველა პროფესიაში.

2) მინიმალურს.

3) არც ერთის არ არის სანიმუშო.

4) გარეგნობა და ექსპრესიული გამოვლინებები.

5) არ არსებობს.

6) დიახ.

7) დიახ, საკმაოდ იჩინა.

8) აქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი ზუსტად რაში გამოიხატება.

9) არც ერთს, განსაკუთრებით არ მომწონს სააკაშვილის მეტყველება.

10) ძველი ბერძნები ჭკვიანი ხალხი იყო, ალბათ ყველგან რომ იყოსკარგია.

სახელი, გვარი - გურამ ბათიაშვილი

პროფესია - მწერალი

ასაკი - 60 წლის

1) მეტყველების კულტურა აუცილებელია ყოველი პროფესიის ადამიანისათვის.

2) ვფიქრობ, რომ უარყოფითს.

3) სამწუხაროდ, ვერცერთ ასეთ ტელეწამყვანს ვერ ვიხსენებ. არის თითოოროლა გამორჩეული, მაგრამ გამორჩეულია იმით, რომ თავის კოლეგებს სჯობნიან, ეს არის და ეს!

4) სწორედ მეტყველების კულტურაა მთავარი გამომსახველი საშუალება.

5) არის, შეიმჩნევა, მაგრამ არცერთი მათგანი არ იცავს ზოგად ქართულ ნორმებს. უკეთესის ნიშნით აღინიშნება „რუსთავი-2”-ის წამყვანთა მეტყველების კულტურა.

6) აუცილებლად.

7) სავსებით. არა მხოლოდ დღეს, კარგა ხანია.

8) დიახ, ვთვლი, მისდამი ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, რადგან სიყალბით ხასიათდება.

9) ???

10) აუცილებელიცაა. ალბათ, მაინც უმაღლეს სკოლებში.

სახელი, გვარი - ხათუნა იოსავა

პროფესია - ჟურნალისტი

ასაკი - 28 წლის

1) ჟურნალისტიკა, მსახიობის პროფესია, პოლიტიკა.

2) უნდა თამაშობდეს მნიშვნელოვან როლს, მაგრამ დღესდღეობით ეს ვერ ხერხდება

3) სანიმუშოდ, დღესდღეობით მიმაჩნია გიორგი ახვლედიანი, რადგან მისი ხმა სასიამოვნოდ ისმინება, რასაც ერწყმის ინტელექტი და კომპეტენტურობა.

4) გამომსახველობით საშუალებად მიმაჩნია ინტელექტი, მეტყველება, სასიამოვნო შესახედაობა და მოწესრიგებულობა.

5) არსებობს, მაგალითად „იბერვიზიის” სტილი დღემდე ცოცხალია.

6) ნამდვილად აუცილებელი თვისებაა ინტელექტთან ერთად.

7) სამწუხაროდ ეს ასეა...

8) ესეც სამწუხაროდ არსებობს...

9) ირინა სარიშვილი - არგუმენტირებული და დამაჯერებელი, გელაჩარკვიანი.

10) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.

სახელი, გვარი - იზოლდა სანიკიძე

პროფესია - ჟურნალისტი

ასაკი - 45 წლის

1) ყველასათვის - ნებისმიერისათვის.

2) სასურველია, მეტ როლს თამაშობდეს.

3) ეკა ეგაძის, კახა არჩვაძის, გიორგი ახვლედიანის - საერთოდ მიჭირს პასუხის გაცემა.

4) ინტელექტი, ერუდიცია.

5) დიახ.

6) დიახ.

7) დიახ.

8) თბილისს თავისი მეტყველების სტილი აქვს, მისი განხილვა აქ ძნელი იქნება, საერთოდ ორი სიტყვით არ შეიძლება.

9) ბატონ ედუარდ შევარდნაძის - პოლიტიკოსის ნამდვილი მეტყველება სურვილისდამიხედვით თქვას, რაც უნდა ან და ა.შ. და ა.შ.

10) არ მიმაჩნია.

სახელი, გვარი ---------------- ნანა ონიანი

პროფესია ----------------- ჟურნალისტი

ასაკი -------------- 35 წლის

1) გამომდინარე იქედან რომ ცხოვრობ საზოგადოებაში და ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმა მეტყველებაა, პროფესიის მიუხედავად, აუცილებელია მეტყველების კულტურა ნებისმიერი ადამიანისათვის.

2) ქართული ლიტერატურული (მართებული) მეტყველების პოპულარიზაცია უნდა ხდებოდეს რადიო და ტელემაუწყებლობით, რამდენად ხერხდება - ეს საკითხავია.

3) გემოვნებაზე არ კამათობენ: კახა თარგამაძე; სოფიკო ნარჩემაშვილი; სანიმუშოდ არა, უბრალოდ მისაღებად.

4) შინაგანი ინტელექტი, მეტყველება, გარეგნობა+ჩაცმის კულტურა.

5) არსებობს, მაგრამ რამდენად მისაღებია თითოეული მათგანი?

6) ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, მაგრამ არა-ერთადერთი.

7) დიახ.

8) თბილისს ამჟამად ნამდვილად აქვს დამახასიათებელი მეტყველების სტილი-კუთხური.

9) სანიმუშოდ არცერთის. მაგრამ სიამოვნებით ვუსმენ ირინა სარიშვილის მეტყველებას. შედარებით მშვიდია და საუბრის ტონი აქვს.

10) ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში.

სახელი, გვარი

პროფესია --------------- ჟურნალისტი

ასაკი --------------- 40 წლის

1) უკლებლივ ყველასთვის.

2) არც თუ სახარბიელოს.

3) ?

4) მრავალი კომპონენტი-მეტყველება, გარეგნობა, კადრში თავდაჭერის უნარი.... თითქმის ყველაფრის ერთიანობაა საჭირო სრულყოფილი წამყვანისთვის.

5) არსებობს.

6) დიახ. მხოლოდ ერთ-ერთი.

7) დიახ. გასაგები მიზეზების გამო.

8) რა თქმა აქვს.

9) მანანა გიგინეიშვილი.

10) სკოლებში კი, იმის გათვალისწინებით-გვყავს კი ამის შესაფერისი ამდენი სპეციალისტი?

სახელი, გვარი ----------------- ქეთევან მითაიშვილი

პროფესია ----------------- ტელეგადაცემათა წამყვანი

ასაკი ------------------ 42 წლის

1) სასურველია, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი მეტყველებდეს გამართული, დახვეწილი ქართულით.

2) უნდა ასრულებდეს, მაგრამ...

3) უფროსი თაობიდან-თენგიზ ნათაძე, ირა მათიაშვილი, მარკ რივკინი, თინა მგალობლიშვილი და სხვ. ახალგაზრდებიდან-თამარ ცაგარეიშვილი, ხათუნა დონდუა, ციური ბაჯელიძე და სხვ.

4) ინტელექტი, ვიზუალობა, მაყურებელთან კონტაქტი.

5) არსებობს.

6) აუცილებელია.

7) სამწუხაროდ ასეა.

8) დიახ.

9) გივი ბოლოთაშვილი.

10) ნამდვილად საჭიროა (ა).

სახელი, გვარი ---------------- ნინო ლურსმანაშვილი

პროფესია ------------------ ჟურნალისტი

ასაკი ------------------ 34 წლის

1) მეტ-ნაკლებად ყველა პროფესიაში მოღვაწე ადამიანისათვის, განსაკუთრებით-ტელეჟურნალისტისა და მსახიობისათვის.

2) უდიდეს როლს.

3) ნატო ონიანი, მარინა გიორგაძე...

4) მეტყველება, მიმიკა.

5) არსებობს.

6) ვთვლი.

7) ვეთანხმები.

8) ჰქონდა. ახლა-გაურკვეველია.

9) -----

10) სასურველია, თუმცა, თუ სწავლება არ მოხდა მაღალ დონეზე სპეციალისტის მიერ, შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს.

სახელი, გვარი ----------------- დოდო შენგელია

პროფესია --------------------- ჟურნალისტი

ასაკი ---------------------- 60 წლის

1) ყველასთვის. მითუმეტეს მათთვის ვისაც მასა უსმენს.

2) ვერ თამაშობს კარგ როლს, რადგან წამყვანები ძალიან ცუდ მაგალითს იძლევიან. ეს უფრო კომერციულ ტელევიზიას ეხება.

3) კარგად მეტყველებენ-ქეთი მითაიშვილი, კახა არჩვაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე, გუგა კვიტაშვილი და სხვები.

4) კადრში თავის დაჭერა უნდა იცოდეს. (თუნდაც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ზოგი თავს აქიცინებს, ზოგი მხრებს არხევს).

5) მატრაკვეცული სტილი უფრო ახალი ტელეკომპანიებისთვისაა დამახასიათებელი.

6) მეტყველებაც და აზროვნებაც... მთავარი მაინც გონიერებაა. როცა იცი რა თქვა, მეტყველებაც გიადვილდება.

7) ვეთანხმები.

8) მე მგონი, აღარა აქვს, უწინ უბნების მიხედვითაც გაარჩევდით მეტყველებას. ახლა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ესეც დაიკარგა.

9) გამართულად მეტყველებს ირაკლი ანდრიაძე

10) ბ).

სახელი, გვარი ------------------- გიორგი ინაშვილი

პროფესია ------------------ საკვებწარმოების ტექნოლოგი

ასაკი ----------------------- 22 წლის

1) ყველა პროფესიის.

2) არავითარი.

3) სოკოლოვი.

4) ცოდნა, დიქცია, ქცევის და ლაპარაკის კულტურა.

5) არსებობს.

6) აუცილებელი.

7) დიახ.

8) აქვს. ვულგარული.

9) ----

10) გ).

სახელი, გვარი ------------------ ნინო სტურუა

პროფესია --------------------- პოლიტოლოგი, ვმუშაობ ჟურნალისტად

ასაკი ----------------- 23 წლის

1) პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, მსახიობი. ისე კარგი იქნება თუ ყველას.

2) დიდ ვერაფერს.

3) მიჭირს პასუხის გაცემა.

4) ინტელექტი, (შეძლებისდაგვარად ობიექტურობაც).

5) სტილი ყველას ინდივიდუალური აქვს. ეს ალბათ არცააგასაკვირი.

6) აუცილებლად.

7) დიახ.

8) უკვე აღარ.

9) დ. თევზაძე-თავდაცვის მინისტრი. (ნახევრად ხუმრობით).

10) ბ).

სახელი, გვარი ------------------ ნინო ორჯონიკიძე

პროფესია --------------------- ჟურნალისტი

ასაკი

1) ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად პროფესიისა.

2) უდიდეს როლს.

3) ----

4) ხმა და მერე გარეგნობა.

5) არსებობს.

6) კი, ვთვლი.

7) ვეთანხმები.

8) აქვს მანევრული მეტყველება, ახალგაზრდებში-შერბილებაში.

9) ----

10) კი მიმაჩნია ა) სკოლებში.

სახელი, გვარი -------------------- მარინა გიორგაძე

პროფესია ------------------ ჟურნალისტი

ასაკი --------------------- 37 წლის

1) პედაგოგი, ტელე და რადიო ჟურნალისტი, სხვადასხვა მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანები, მსახიობი.

2) როლი დიდია, მაგრამ, სამწუხაროდ ამჟამად ტელე და რადიო მაუწყებლობა არასწორ მეტყველებას უწევს პოპულარიზაციას.

3) ----

4) ინტელექტუალური ჰაბიტური და გამართული მეტყველება.

5) სტილის ჩამოყალიბების მცდელობა შეინიშნება, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს.

6) ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი თვისებაა, მაგრამ არა ერთადერთი.

7) სამწუხაროდ ეს მართლაც ასეა.

8) თბილისს ყოველთვის ჰქონდა თავისი მანერული მეტყველების სტილი, რაც სწორედ გამართულ მეტყველებასა დასალიტერატურო ლექსიკაში გამოიხატება. სამწუხაროდ ეს სტილი დღეს კუთხურ-პროვინციულმა მეტყველებამ წალეკა.

9) ნანა დევდარიანი, ნინო ბურჯანაძე შედარებით გამართულად და ბუნებრივად მეტყველებენ.

10) ვფიქრობ, აუცილებელია საორატორო ხელოვნების საგნად ჩამოყალიბება

ა) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში,
ბ) უმაღლეს სასწავლებლებში

(ზოგიერთ ფაკულტეტზე კი გაძლიერებული პროგრამით).

სახელი, გვარი

პროფესია ---------------- ტელეჟურნალისტი

ასაკი ----------------- 50 წლის

1) მეტყველების კულტურას ყველა უნდა ფლობდეს.

2) დღევანდელ დღეს უმნიშვნელოს.

3) ?

4) ?

5) რასაკვირველია არსებობს.

6) აუცილებელი თვისებაა!!!

7) ვეთანხმები და აღშფოთებულიც ვარ.

8) ყველა ქალაქს აქვს თავისი მანერული მეტყველება.

9) ?

10) ვთვლი, რომ უკვე აუცილებელია.

სახელი, გვარი

პროფესია ------------------ ტელეჟურნალისტი

ასაკი ----------------- 44 წლის

1) ყველა პროფესიის ადამიანი უნდა ფლობდეს სწორი მეტყველების კულტურას, სასურველია.

2) დიდ როლს, სამწუხაროდ უარყოფითს.

3) თუ შეიძლება არ ვუპასუხებ ამ შეკითხვას.

4) შეკითხვა, ვფიქრობ, არასწორადაა დასმული.

5) არსებობს.

6) რა თქმა უნდა.

7) ვეთანხმები.

8) ვერ გეტყვით რაში გამოიხატება, მაგრამ აშკარად აქვს.

9) სამწუხაროდ არცერთის.

10) ამ პასუხებიდან გამომდინარე საჭიროდ მიმაჩნია. ალბათ, უმაღლესი სასწავლებლის ყველა ფაკულტეტზე.

სახელი, გვარი ------------ ანზორ ქუთათელაძე

პროფესია -------------- რეჟისორი

ასაკი ----------------- 66 წლის

1) ყველა პროფესიაში.

2) არავითარს.

3) არცერთის

4) აზრის სწორი გადმოცემა.

5) არა.

6) მთავარი და აუცილებელი.

7) ვეთანხმები.

8) არავითარი სტილი. აღრეულია ყველაფერი.

9) არცერთის.

10) აუცილებელია ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში.

სახელი, გვარი ----------------- ირინა გოგინაშვილი

პროფესია --------------- ფილოლოგი

.

ასაკი ------------- 38 წლის

1) ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანისათვის.

2) არანაირს.

3) არც ერთის (მაგრამ გამოვყოფდი ეკა ბერიძეს).

4) მეტყველება

5) არსებობს.

6) დიახ.

7) დიახ.

8) დიახ.

9) ზ. ჟვანია. (კონკრეტული და ლაკონიურია).

10) ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში.

სახელი, გვარი ---------------- ნინო ზამთარაძე

პროფესია

.

ასაკი ---------------------- 28 წლის

1) განურჩევლად, ყველა პროფესიაში მოღვაწე.

2) არასაკმარის როლს.

3) არც ერთი.

4) სწორი და გამართული მეტყველება. სხარტი აზროვნების უნარი.

5) არსებობს.

6) აუცილებლად.

7) ვეთანხმები.

8) რა თქმა უნდა აქვს და სამწუხაროდ გამოიხატება ქუჩურ ჟარგონში.

9) ვერ გავცემ პასუხს.

10) სასურველია ოჯახში ეუფლებოდეს ბავშვი ნებისმიერ კულტურას, მათ შორის საორატოროს საშუალო დონეზე.

სახელი, გვარი ------------------- ირინა კარტოზია

პროფესია ----------------- ხელოვნებათმცოდნე

ასაკი -------------------- 31 წლის

1) ნებისმიერი.

2) უდიდეს.

3) ნიკა ტაბატაძე.

4) მეტყველება.

5) დიახ.

6) დიახ.

7) დიახ.

8) დიახ, სამწუხაროდ ჟარგონში.

9) მიჭირს პასუხის გაცემა.

10) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში(მაღალი კლასები).

სახელი, გვარი --------------------- დავით კალანდია

პროფესია ------------------ მუსიკათმცოდნე

ასაკი --------------------- 39 წლის

1) ყველა პროფესიაში.

2) მე მგონი არავითარ როლს არ თამაშობს(ჩემთვის ყოველ შემთხვევაში).

3) -----

4) გარაგნობა, ტემბრი, მიმიკა.

5) ალბათ არსებობს, მაგრამ საკმაოდ შეუმჩნევლად.

6) დიახ, ვთვლი.

7) ვეთანხმები.

8) რასაკვირველია! შენელებული ლაპარაკის მანერა და ცოტა მოფრანგულო

პრონონსით.

9) ზ. ჟვანია.

10) აუცილებელია ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში.

გვარი, სახელი ------------------ კახა ტრაპაიძე

პროფესია ------------------ თეატრმცოდნე

ასაკი -------------- 34 წლის

1) ნებისმიერი.

2) არანაირს.

3) ნიკა ტაბატაძე („რუსთავი-2”)

4) მეტყველება, კულტურა, იუმორი.

5) არსებობს.

6) რა თქმა უნდა.

7) ვეთანხმები.

8) აქვს გაწელილი მეტყველება.

9) ზურაბ ჟვანია. ლაკონურად და ლოგიკურად აზროვნებს, მეტყველებს გამოკვეთილად.

10) უმაღლეს სასწავლებლებში.

გვარი, სახელი ---------------- ირმა სოლიძე

პროფესია -------------------- ხელოვნებათმცოდნე

ასაკი ------------------ 30 წლის

1) ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანისათვის.

2) არანაირ როლს.

3) ნიკა ტაბატაძე.

4) სწორი მეტყველება.

5) არსებობს.

6) რა თქმა უნდა.

7) დიახ.

8) დიახ.

9) არც ერთის.

10) მიმაჩნია. ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებებში.

გვარი, სახელი ----------------- ირინა ხათაშვილი

პროფესია: ----------------- ფილოლოგი

ასაკი

1) სასურველია ნებისმიერი ადამიანისათვის მეტყველებისკულტურის ფლობა პროფესიის მიუხედავად.

2) უარყოფით.

3) მიმაჩნია, რომ სრულყოფილება ქართველ ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებს აკლიათ.

4) დამაჯერებელია.

5) არა.

6) დიახ.

7) დიახ.

8) დიახ.

9) არ მახსენდება.

10) აუცილებლად მიმაჩნია(ა, ბ).

გვარი, სახელი ------------------ გია ასლანიკაშვილი

პროფესია ------------------ ეკონომისტი

ასაკი

1) ყველა პროფესიაში.

2) არავითარ როლს არ ასრულებს.

3) ნიკა ტაბატაძე, ნათია ლაზაშვილი, ეკა ხოფერია.

4) ჩაცმულობა, მეტყველება.არ არსებობს.

5) დიახ.

6) დიახ.

7) დიახ.

8) არსებობს.

9) მიხეილ ნანეიშვილი, ირინა სარიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი.

10) გ)

გვარი, სახელი --------------------- თამარ რუხაძე

პროფესია ------------------ ჟურნალისტი

ასაკი23 წლის

1) პირველ რიგში ალბათ ჟურნალისტისთვის.

2) საკმაოდ დიდს.

3) საუკეთესოდ მიმაჩნია ნიკა ტაბატაძე, ალბათ მისი გადმოცემის მანერის და დამაჯერებლობის გამო.

4) ინფორმაციის მოწოდების მანერა.

5) არსებობს.

6) აუცილებლად.

7) ვეთანხმები.

8) აქვს.

9) ალბათ არცერთის.

10) ალბათ უმაღლეს სასწავლებლებში და განსაკუთრებით ზოგიერთ ფაკულტეტზე - მაგ. ჟურნალისტიკის.

გვარი, სახელი ----------------- თიკო ფეიქრიშვილი

პროფესია ----------------- ჟურნალისტი

ასაკი ------------------ 25 წლის

1) ჟურნალისტებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, თეატრალურ მოღვაწეთათვის. ყველასთვის ვისაც შეხება აქვს ზეპირ მეტყველებასთან.

2) თამაშობ, გააჩნია როგორს.

3) ხარვეზები ყველას აქვს მეტ-ნაკლებად.

4) გადმოცემის უნარი, აზროვნება, მეტყველების კულტურა.

5) არსებობს.

6) დიახ.

7) დიახ.

8) დიახ. არსებობს სტილის ასაკობრივი სხვაობაც. სხვაობა უბნებს შორის.

9) ვერ ვიხსენებ.

10) გ).

გვარი, სახელი ---------------- დიმიტრი ხვთისიაშვილი

პროფესია --------------------- რეჟისორი

ასაკი

1)

ყველა პროფესიის ადამიანისათვის აუცილებელია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც უწევს საჯარო გამოსვლები. (ჟურნალისტები, პედაგოგები, იურისტები, პარლამენტარები და სახელმწიფო მოხელეები, ხელოვნების მუშაკები...).

2)-

3) სამწუხაროდ ტელეჟურნალისტთა და წამყვანთა მეტყველების კულტურა, გამონაკლისის გარდა, იმდენად დაბალი დონისაა, რომ ტელე და რადიო მაუწყებლობა ხელს უწყობს ქართული ლიტერატურული მეტყველების დეგრადაციას.

4) სიტყვა,(სწორი წარმოთქმის აუცილებლობით).

5) მეტ-ნაკლებად.

6) ვთვლი.

7) დიახ.

8) აქვს. ადრე თბილისი მეტ-ნაკლებად ფლაგმანი იყო სწორი ქართული ლიტერატურული სამეტყველო ენისა. გაამერიკანების პროცესმა და სალაპარაკო ენაში ჟარგონების მოძალებულმა შემოჭრამ ეს პროცესიც არა თუ შეაჩერა, დეგრადირების გზაზე დააყენა.

9) ვერ ვიხსენებ.

10) გ).

სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები

ავტორს თითქმის 25-წლიანი უმაღლესი სკოლის პედაგოგიური გამოცდილება აქვს. მის მიერ გაკეთებული დასკვნები მრავალწლიანი საკუთარი დაკვირვებებისა და დარგის საუკეთესო სპეციალისტთა გამოკვლევებს ემყარება და თუ მან მიმართა ერთგვარ სოციოლოგიურ გამოკითხვას, ეს იყო მხოლოდ სურვილი, საკუთარი გამოცდილებით მიღებული დასკვნების საზოგადოებრივ აზრთან შედარებისა.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ სულ სხვადასხვა თაობის, პროფესიისა და საზოგადოებრივი სტატუსის მქონე ადამიანები.

პირველ კითხვაზე რესპოდენტთა 70%25-ზე მეტმა სწორედ ის პროფესიები დაასახელა, რომელთაც გულისხმობს ავტორი, როდესაც საზოგადოებაში მეტყველების კულტურის ამაღლების საკითხს წარმოჭრის.

მეორე კითხვაზე გაცემულმა პასუხებმა დაადასტურეს ავტორის ვარაუდი, რომ ეროვნული რადიო-ტელევიზია არამც-თუ ძალიან მცირე გავლენას ახდენს საზოგადოების მეტყველების კულტურაზე, არამედ უარყოფითადაც კი მოქმედებს მასზე.

მესამე კითხვაზე გაცემულმა პასუხებმა გამოავლინა, რომ რესპოდენტთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს უფროსი და საშუალო თაობის ჟურნალისტთა და ტელე-წამყვანთა მოღვაწეობას, ახსოვთ იმ ჟურნალისტთა სახელები, ვინც უკვე დიდი ხანია ჩამოშორდა ეკრანს, ხოლო თანამედროვე ახალგაზრდა ჟურნალისტებს მეტ-ნაკლებად მიიჩნევენ მისაღებად.

უნდა ვივარაუდოთ, რომ რაკი უფროსი თაობის ტელე- ჟურნალისტებმა ასეთი ღრმა კვალი დასტოვეს მაყურებელში, ე.ი. მათი პროფესიული განათლება უფრო მაღალ დონეზე იდგა, ვიდრე ახალი თაობის ტელე-ჟურნალისტებისა.

მეოთხე კითხვის პასუხებმა გამოავლინა, თუ როგორი ინტელექტუალური, კულტურული და პროფესიონალური კრიზისია გამეფებული დარგში.

მომდევნო ოთხ შეკითხვაზე გაცემული, თითქმის მხოლოდ, დადებითი პასუხები ნათლად მიუთითებენ, თუ როგორ ურთიერთმოქმედებს და განაპირობებს საერთოკულტურულ დონეს გარემო პირობები, შიდამიგრაციული პროცესები, დაბალი საგანმანათლებლო დონე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ზოგიერთ კომერციულ ტელერადიო არხზე გამეფებული ვითომ „ევროპულ“, ვითომ „ამერიკულ“ და სინამდვილეში პროვინციული ტონისადმი, ახალგაზრდობის წამხედურობას.

ნიშანდობლივია პასუხები დასკვნით - X კითხვაზე. ორიოდე გამონაკლისის გარდა ყველა რესპოდენტი ერთხმად აღნიშნავს ორატორული ხელოვნების საფუძვლიანი შესწავლის აუცილებლობის შესახებ.

13 გამოყენებული ლიტერატურა

▲back to top


1.ალექსანდრე ახმეტელი. „წერილები“. ლიტერატურა და ხელოვნება.თბილისი. 1964წ.

2. სანდრო ახმეტელი. დოკუმენტები და ნარკვევები. III ტომი.თბილისი. 1978წ.

3. არისტოტელე. „რიტორიკა“. თბილისი. 1992წ.

4. არისტოტელე. პოეტიკა. თბილისი. 1991წ.

5. აკაკი გელოვანი. სიბრძნის სიმფონია. ხელოვნება. 1989წ.

6. გ. ახვლედიანი. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები. თბილისი. 1996წ.

7. ვლ. ავალიშვილი, ა. ინაშვილი, ტ. უგულავა, თ. ფერაძე.

სახელმძღვანელო ლოგოპედის მუშაობისათვის. თბილისი. 1960წ.

8. შ. აღსაბაძე. „სამსახიობო ხელოვნების საკითხები“ თბილისი. 1981წ.

9. ა. ბაქრაძე. „გაბაასება“ 2000წ.

10. პ. ბრუკი. „ცარიელი სივრცე“ ხელოვნება. 1984წ.

11. ნ. გომელაური. „ოცჯერ ექვსი საკაიფო ლექსი“ თბილისი. 2001წ.

12. ი. გურგულია. პოეზია, თარგმანები, წერილები. თბილისი.“მერანი-3.“ 1999წ.

13. ზეპირი მეტყველება და მისი გამომუშავების მეთოდები (მეთოდური მითითებანი). თბილისი. 1974წ.

14. მ. თუმანიშვილი. „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ თბილისი. 1974წ.

15. მ. თუმანაშვილი. „ახლა კი ფარდა“ არადანი. 1998წ.

16. გ. თვალაძე. „ადამიანის ანატომია.“ II ნაწილი. თბილისი. 1970წ.

17. თეატრმცოდნეობითი ძიებანი. ტომი I. თბილისი. 1964წ.

18. თეატრმცოდნეობითი ძიებანი (სამეცნიერო შრომების კრებული).ტომი II. თბილისი. 1970წ.

19. ვ. კიკნაძე. „სინამდვილე და სახიობა“ 1990წ.

20. ნ. კანდელაკი. ქართული კლასიკური მჭერმეტყველება.

21. გრ. კიკნაძე. „მეტყველების სტილის საკითხები“ თბილისი. 1957წ.

22. ა. კაიშაური. „სახელმძღვანელო მეტყველების ნაკლოვანებათაგამოსასწორებლად“ თბილისი. 1954წ.

23. კ. მარჯანიშვილი. „შემოქმედებითი მემკვიდრეობა“ კრებული.თბილისი. 1972წ.

24. კ. მესხი. კრებული. 1953წ.

25. მ. მრევლიშვილი. „მხატვრული კითხვის ხელოვნება“ ხელოვნება.1971წ.

26. მ. მრევლიშვილი. „ქართული სასცენო მეტყველების ფონეტიკურისაფუძვლები“ განათლება. თბილისი. 1966წ.

27. ნ. ნიკოლაძე. „თხზულებანი“ თბილისი. 1970წ.

28. ბ. ნიკოლაიშვილი. „ქართული სასცენო მეტყველება“ „განათლება“ თბილისი. 1979წ.

29. ბ. ნიკოლაიშვილი. “სასცენო მეტყველების კომპლექსური სწავლება.”“განათლება.” 1987წ.

30. შ. ნიშნიანიძე. ერთტომეული. „მერანი“ 1979წ.

31. რუსთაველის თეატრი. „კრებული“ 1953წ.

32. შ. რუსთაველი. „ვეფხის ტყაოსანი.“ მერანი. 1992წ.

34. „სასცენო მეტყველების სწავლების მეთოდები“ სამეცნიეროშრომების კრებული. თბილისი. 1987წ.

35. ა. სალუქვაძე. „ლექსები პოემა.“ თბილისი. 1973წ.

36. ვ. ფშაველა. „თხზულებანი“ ორ ტომად. ტომი II. საბჭოთასაქართველო. 1979წ.

37. „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები.“ წიგნი პირველი.თბილისი. 1972წ.

38. „ქართული თეატრის მოღვაწენი სასცენო ხელოვნების შესახებ.“წიგნი მესამე, კ. მესხი, დ. ჯანელიძის რედაქციით. თბილისი. 1953წ.

39. შ. ძიძიგური. „ძიებანი ქართული დიალექტოლოგიიდან“ თბილისი. 1954წ.

40. ა. შანიძე. „ქართული გრამატიკის საფუძვლები.“ თბილისი. 1953წ.

41. თ. შარაშენიძე. „ენისა და მეტყველების ურთიერთობის პრობლემა“ თბილისი. 1974წ.

42. უ. შექსპირი - ჰამლეტი - თბილისი. 1954წ. ტომი 2.

43. ა. შიუკაშვილი. „დიქცია და მხატვრული მეტყველება“ თბილისი. 1926წ.

44. არნ. ჩიქობავა. „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები.“თბილისი. 1972წ.

45. ი. ჭავჭავაძე. „თხზულებანი, ტომი V-VI. თბილისი. 1988წ.

46. გ. ჭარხალაშვილი. „ფონიატრიის საკითხები.“ თბილისი. 1973წ.

47. ზ. ჭუმბურიძე. „ქართული სალიტერატურო ენისა და სტილისსაკითხები.“ თბილისი. 1985წ.

48. ო. ჭილაძე. „თხზულებანი“ ტომი III. თბილისი. 1987წ.

49. ციცერონი. „ორატორი“ 1936წ.

გ. ყორანაშვილი. “ეროვნული საკითხი.” თბილისი. 1997წ.

51. Кнебель М. О. :Слово в творчестве акт¸ра“. М. 1972г.

52. Кнебель М. О. „Поэзия педагогики“. М. 1972г.

53. Кнебель М. О. „О действенном анализе пьесы и роли“.М. 1982г.

54. „Культура речи на сцене и на экране“. М. „наука“ 1986г.

55. „Культура сценической речи“ Сборник статей. ВТО. М. 1979г.

56. Кузнецкий. Проза и сцена. М. 1981г.

57. Каролис Динейка. „Движение, дыхание, психофизическая тренировка“ Минск. 1982г.

58. Козлянинова И. П. „Орфоэпия в театральной школе“ М. 1967г.

59. Козлянинова И. П. „Произношение и дикция“ ВТО. М. 1977г.

60. Промптова И. Ю. „Работа режисс¸ра над стихотворной драматургией“ М. 1981г.

61. Произношение на сцене. Методические указания. М. 1972г.

62. Станиславский К. С. „Работа акт¸ра над собой“ М. 1948г.

63. Труд акт¸ра, выпуск 29. М. 1982г.

64. Стромов Ю. А. „Путь акт¸ра к творческому перевоплощению“ М. 1980г.

65. Саричева Е. Н. „Сценическое слово“ М. 1963г.

66. Чарели Э. М. „Речевой голос и его воспитание“ М. 1985г.

67. Петрова А. Н. „Сценическая речь в русском театре“ XIIV-IX В”М. 1977г.

68. Петрова А. Н. „Сценическая речь“ Москва, искусство 1981г.

69. проблемы сценической речи. Сборник научных трудов. Ленинград. 1979г.

70. Савкова З. Б. „Головой тренинг в воспитании акт¸ра“ Ленинград. 1971г.

71. Теория и практика сценической речи. Сборник научных трудов. Ленинград. 1985г.

72. Основы культуры речи. Хрестоматия. М. 1984г.

მანანა ბერიკაშვილი დაიბადა 1958 წლის 27 აპრილს ქალაქ თბილისში. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე. (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო).

1982-85 წლებში სწავლობდა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის ასპირნტურაში სასცენო მეტყველების კათედრაზე.

1985 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში სასცენო მეტყველებისა და მსახიობის ოსტატობის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე.

1985 წლიდან 1989 წლამდე იყო მოსკოვის სასცენო მეტყველების საკავშირო მეთოდოლოგიური ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამჟამად მუშაობს ტელეკოპანია რუსთავი 2 -ში და თანამშრომლობს ინტერნიუსთან, სადაც მუშაობს ტელეჟურნალისტთა და წამყვანთა მეტყველების კულტურის ამაღლებაზე.

იგი არის მრავალი საღამოს, ლიტერატურული კომპოზიციისა და სპექტაკლის ავტორი და რეჟისორი.

მათ შორის აღსანიშნავია:

„ლექსად თქმული ქართლის ცხოვრება“, ნიკო ლორთქიფანიძის „მოუარეთ საქართველოს“, ნოდარ დუმბაძის „ჰელადოს“, (რომელმაც ლენინგრადის საერთაშორისო მხატვრული კითხვის კონკურსზე გრანპრი მოიპოვა), ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპიძელი“, (რომელიც ჩიკაგოს თეარტრალურ ფესტივალზე პირველი ადგილით დაჯილდოვდა), ოთარ ჭილაძის „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“, ჯემალ აჯიაშვილის „სებია“, და სხვა.