The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა საქართველოსთან

საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა საქართველოსთან


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო განათლება|სამოქალაქო განათლება
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია თბილისი 2005



1 გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN)

▲ზევით დაბრუნება


ეკა კევლიშვილი
ნათია ალექსანდრია
ნოდარ მუშკუდიანი

ზოგადად ინფორმაცია გაეროს შესახებ

გაერო თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სუვერენულ სახელმწიფოთა ნებაყოფლობითი გაერთიანება და საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციაა. გაერო თავად არ ფლობს სუვერენიტეტს. ორგანიზაციის ნებას წევრი-სახელმწიფოები განსაზღვარავენ, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით - კონსესუსის ან კენჭისყრის გზით.

თითოეული სახელმწიფო, განურჩევლად სიდიდისა, ეკონომიკური თუ სამხედრო ძლიერებისა, ერთი ხმის მფლობელია. გამონაკლისია უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი. ესენია: აშშ. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთის ფედერაცია. მათ მსოფლიო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას შეუძლიათ ვეტოს უფლება გამოიყენონ.

გაეროს დამფუძნებელი აქტი - გაეროს წესდება - განსაზღვრავს ორგანიზაციის მანდატს, მისი წევრების უფლებებსა და მოვალეობებს, ორგანიზაციის სტრუქტურასა და პროცედურას.

გაეროს შტაბ-ბინა განლაგებულია ნიუ-იორკში. გაეროს მართვის ცენტრალური ორგანოები და დაწესებულებები მდებარეობს ნიუ-იორკში (აშშ), ვენაში (ავსტრია), ჟენევაში (შვეიცარია) და ნაირობიში (კენია). გაეროს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აქვს მისი წარმომადგენლობა.

გაეროს წევრი ქვეყნების რაოდენობა 2005 წლის მონაცემებით 191-ია. საქართველო გაეროს წევრია 1993 წლიდან.

გაეროს აქვს 6 ოფიციალური ენა. ესენია: ინგლისური, ფრანგული, რუსული, სპანური, ჩინური და არაბული.

1997 წლიდან გაეროს რიგით მეშვიდე გენერალური მდივანი არის კოფი ანანი.

მოკლე ისტორიული ცნობები

1941 წლის აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სერ უინსტონ ჩერჩილი ატლანტიკის ოკეანეში საბრძოლო ხომალდზე („უელსის პრინცი“) გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ მსოფლიო სამშვიდობო გეგმაზე. მოგვიანებით 1942 წლის 1 იანვარს, 26 სახელმწიფოს წარმომადგენელი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში შეიკრიბა, სადაც პირველად გაჩნდა ტერმინი „გაერთიანებილი ერები“, რომელიც რუზველტს ეკუთვნის.

შემდეგი შეხვედრა მოსკოვში შედგა. ამ შეხვედრაზე აშშ-ს, სსრკ-ს, ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ჩამოეყალიბებინათ ორგანიზაცია, რომელსაც მშვიდობისა და უსაფრთხოების ფუნქციები დაეკისრებოდა.

1945 წლის 26 ივნისს სან-ფრანცისკოში 50-მა სუვერენულმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა გაეროს წესდებას. დამფუძნებელი კრება კალიფორნიის შტატში, სანფრანცისკოში, რედვოდ გროუში გაიმართა. ოფიციალურად გაერო შეიქმნა 24 ოქტომბერს, წესდების რატიფიცირება მოხდა ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ.

გაეროს მიზნები და ამოცანები

გაეროს წესდების მიხედით მისი ძირითადი მიზანია: დაეხმაროს მსოფლიოს ყველა ხალხის ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს. გაერო ასევე მიზნად ისახავს:

  • დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება;

  • ხალხთა თვითგამორკვევისა და თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით განავითაროს მეგობრული ურთიერთობები სხვადასხვა ერებს შორის;

  • გააღრმავოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული სახის საერთაშორისო პრობლემების გადასაწყვეტად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განვითარების მიზნით;

  • გახდეს საერთაშორისო ცენტრი ამ მიზნების შესათანხმებლად და განსახორციელებლად.

მისი მთავარი ამოცანაა კაცობრიობის წინაშე მდგომი ძირითადი პოლიტიკური პრობლემების მოწესრიგება. ამავე დროს გაეროს პოლიტიკური მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო ეკონომიკური და სოციალური ხასიათის საკითხების გადაწყვეტასთან.

დასახული ამოცანების განხორციელებისას ორგანიზაცია და მისი თითოეული წევრი სახელმწიფო ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი პრინციპებით:

  • ორგანიზაციის წევრთა სუვერენული თანასწორობა;

  • ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულება;

  • საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის დასაცავად საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით მოწესრიგება;

  • საშინაო საქმეებში ჩაურევლობა;

  • საერთაშორისო ურთიერთობებში ძალით მუქარისაგან თავის შეკავება;

  • გაეროსათვის წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებაში დახმარება და თავის შეკავება იმ სახელმწიფოთა მხარდაჭერისაგან, რომელთა წინააღმდეგად გაერო, წესდებიდანვე გამომდინარე, პრევენტული ხასიათის იძულებით ღონისძიებებს ახორციელებს.

გაეროს ძირითად ფუნქციას კი წარმოადგე ნს - განახორციელოს საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა ეკონომიკური წესრიგის დამყარების მიზნით. გაეროს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია - მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.

გაეროს წევრობა

ორგანიზაციის წევრებად მიიღებიან ნებისმიერი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოები, რომლებიც იღებენ ვალდებულებებს წესდებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულება. ორგანიზაციის წევრად გახდომისათვის საჭიროა უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია (არანაკლებ 9 ხმისა ყველა მუდმივი წევრის ხმათა ჩათვლით) და გენერალური ასამბლეის წევრთა 2/3-ის თანხმობა.

გაეროს სტრუქტურა

გაერთიანებული ორგანიზაცია ექვსი ძირითადი ორგანოსაგან შედგება, თუმცა გაეროს „ოჯახი“ უფრო ფართოა და მოიცავს 15 სპეციალიზებილ სააგენტოს, რამდენიმე პროგრამასა და ორგანიზაციას.

გაეროს ძირითადი ორგანოებია:

  • გენერალური ასანბლეა;

  • უშიშროების საბჭო;

  • ეკონომიკური და სოციალური საბჭო;

  • საერთაშორისო სასამართლო;

  • სამეურვე საბჭო და გაეროს სამდივნო, რომელსაც გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.

გაეროს ორგანიზაციული სტრუქტურა

0x01 graphic

გენერალური ასამბლეა გაეროს ძირითადი სათათბირო ორგანოა. მისი უნიკალური ხასიათი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მასში გაეროს ყველა წევრი-სახლმწიფოა წარმოდგენილი. გაეროს „მსოფლიო ფორუმი“ 191 წევრ-სახლმწიფოს აერთიანებს. გენერალური ასამბლეა კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს და ერთმანეთისაგან განსხვავებულ, გლობალური თუ უნივერსალური ხასიათის, პრობლემებს განიხილავს. ეს პრობლემებია: საყოველთაო მშვიდობა, ადამიანის უფლებები, მდგრადი განვითარება, ჩვენი პლანეტის ეკოლოგია, მსოფლიო მოსახლეობის ზრდა და მრავალი სხვა. სახელმწიფოთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, განურჩევლად ქვეყნის სიდიდისა თუ ძლიერებისა, თითოეულ სახელმწიფოს ერთი ხმის უფლებას ანიჭებს, გადაწყვეტილება კი - ხმათა უმრავლესობით მიიღება. საკითხები, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა, მაგალითად, საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება, ორგანიზაციაში ახალი წევრების მიღება თუ საბიუჯეტო პრობლემები, ხმათა 2/3-ით უნდა იყოს დამტკიცებული. სხვა საკითხები ხმათა უბრალო უმრავლესობით მიიღება.

გაეროს შტაბ-ბინაში (ნიუ-იორკში) განლაგებულია წევრი სახელმწიფოების მუდმივმოქმედი დიპლომატიური მისიები, რომელთაც მუდმივი წარმომადგენლის სტატუსით გაეროში წევრ-სახელმწიფოთა ელჩები ხელმძღვანელობენ. გენერალურ ასამბლეაზე წევრი-სახელმწიფო წარდგენილია დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელით, რომელიც კენჭისყრისა და საკითხის განხილვის პროცესში მონაწილეობს.

ყოველ წელს, სექტემბრის ბოლოს, გენერალური ასამბლეა ნიუ-იორკში მორიგ პლენარულ შეხვედრას ხსნის. ასამბლეას წინ უძღვის სპეციალური დებატები, რომლებშიც სახელმწიფოთა მეთაურები და საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები მონაწილეობას იღებდნენ. აქ მსოფლიოში არსებული ფართო პრობლემატიკა განიხილება და საკუთარ შეხედულებებსა და პოლიტიკას განმარტავენ.

პლენარული სესიების გარდა, გენერალური ასამბლეა საგანგებო სიტუაციების დროსაც იმართება. საგანგებო სესიის მოწვევა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში უშიშროების საბჭოს ან ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოთა უმრავლესობის მოთხოვნით. ასამბლეის წევრთა შეკრება ერთი სახელმწიფოს ინიციატივითაც შეიძლება მოხდეს, თუ მას უმრავლესობა დაუჭერს მხარს.

გენერალურ ასამბლეას აქვს შემდეგი ფუნქციები და მოვალეობები:

  • საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოების დაცვის ზოგადი საკითხების, მათ შორის განიარაღებისა და შეიარაღების მარეგულირებელი პრინციპების განხილვა;

  • საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობა;

  • წესდების ფარგლებში ნებისმიერი საკითხის განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება;

  • პოლიტიკის, კულტურის, განათლების, ეკოლოგიისა თუ ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისების, საერთაშორისო სამართლის განვითარებისა და კოდიფიკაციის, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზაციის მიზნით კვლევების წარმოება და რეკომენდაციების შემუშავება;

  • რეკომენდაციების შემუშავება იმ საერთაშორისო დავათა მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ, რომელთაც შეიძლება სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობები საფრთხის ქვეშ დააყენონ;

  • უშიშროების საბჭოსა და გაეროს სხვა ორგანოთა მოხსენებების მოსმენა და განხილვა;

  • ორგანიზაციის ბიუჯეტისა და სახელმწიფოთა საწევრო შესატანის მოცულობის განხილვა და დამტკიცება;

  • უშიშროების საბჭოს დროებითი წევრებისა და ეკონომიკური და სოციალური საბჭოს შემადგენლობის არჩევა; სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრების დამტკიცება; უშიშროების საბჭოსთან ერთად საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებისა და უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გაეროს გენერალური მდივნის არჩევა.

გენერალური ასამბლეის მიერ დასამტკიცებელ საკითხებს უმთავრესად მისი 6 ძირითადი კომიტეტი განიხილავს:

I კომიტეტი - განიარაღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისა საკითხებს;

II კომიტეტი - ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებს;

III კომიტეტი - სოციალურ, ჰუმანიტარულ და კულტურის საკითხებს;

IV კომიტეტი - სპეციალურ პოლიტიკურ და დეკოლონიზაციის საკითხებს;

V კომიტეტი - საბიუჯეტო და ადმინისტრაციულ საკითხებს;

VI კომიტეტი - სამართლებრივ საკითხებს.

კომიტეტები ასამბლეის ძირითად სამუშაო ერთეულებს წარმოადგენენ. საკითხის განხილვისას გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. რიგ შემთხვევაში, როდესაც არავინ არის წინააღმდეგი, საკითხი კენჭისყრის გარეშე წყდება.

გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება რეზოლუციის სახით გამოდის, რომლის შესრულებაც სახელმწიფოთათვის სავალდებულო არ არის. გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება ერთადერთ შემთხვევაში აქვს სავალდებულო ძალა: როდესაც გადაწყვეტილება გაეროს ბიუჯეტის საკითხს ეხება. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია სახელმწიფოსთვის საერთაშორისო არენაზე მორალური პასუხისმგებლობის ჩარჩოა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას აქვს თავისუფალი არჩევანის უმთავრესი უფლება. მისი შესრულება ან შეუსრულებლობა ქვეყნის პრეროგატივაა, მაგრამ ზემოქმედებას ახდენს სახელმწიფოს საერთაშორისო პრესტიჟსა და გავლენაზე.

უშიშროების საბჭო არის საყოველთაო მშვიდობისთვის პასუხიმგებელი მთავარი ორგანო გაეროს შემდგენლობაში. იგი 15 წევრისგან შედგება. 5 მათგანი - აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთის ფედერაცია, საფრანგეთი და ჩინეთი - საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსით სარგებლობს. დროებითი 10 წევრი კი 2 წლის ვადით, გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით, გენერალური ასამბლეის მიერ აირჩევა.

უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ერთპიროვნული ვეტოს უფლებით სარგებლობენ, ანუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მათგანის უარი საკითხის ჩავარდნას ნიშნავს. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საბჭოს 9 წევრის თანხმობა, თანაც არც ერთი მუდმივი წევრი საკითხის წინააღმდეგი არ უნდა იყოს (თუ მუდმივი წევრი არ ეთანხმება საკითხს, თუმცა არც მისი საბჭოში ბლოკირება სურს, მას შეუძლია თავი შეიკავოს).

უშიშროების საბჭო პლენარულ სესიებს არ ატარებს. საჭიროების შემთხვევაში მისი შეკრება უმოკლეს დროში შეიძლება - რომელიმე, თუნდაც არაწევრი სახელმწიფოს თხოვნით ან გენერალური მდივნის მოწოდებით. საბჭოს წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათი წარმომადგენლების განთავსება ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში.

უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, რომლის ფუნქციებს მონაცვლეობით ერთი თვის ვადით საბჭოს წევრი-სახელმწიფოს წარმომადგენლები ასრულებენ. რიგითობა ლათინური ანბანის მიხედვით განისაზღვრება. უშიშროების საბჭოს სხდომას გაეროს გენერალური მდივანიც ესწრება.

გაეროს უშიშროების საბჭოს ფუნქციებსა და კომპეტენციაში შედის შემდეგი საკითხები:

  • საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

  • საერთაშორისო დავების ან იმ სიტუაციების შესწავლა, რომელთაც შეუძლიათ საერთაშორისო არენაზე ახალი დაძაბულობის კერა წარმოქმნან;

  • აღნიშნული სახის დაძაბულობის განმუხტვის ან მოგვარების მეთოდების შემუშავება;

  • შეიარაღებაზე კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების გეგმის შემუშავება;

  • მშვიდობისადმი მუქარის ან აგრესიის ფაქტების გამოვლენა და მათ აღსაკვეთად რეკომენდაციის შემუშავება;

  • აგრესიის აღკვეთის მიზნით გაეროს წევრი სახელმწიფოებისთვის ეკონომიკური ან სხვა სახის სანქციების დაწესებისკენ მოწოდება;

  • აგრესიის წინააღმდეგ შეიარაღებული აქციის განხორციელება;

  • ორგანიზაციაში ახალი წევრებისთვის რეკომენდაციის გაწევა;

  • გაეროს მხრიდან „სტრატეგიული რაიონების“ მეთვალყურის ფუნქციის განხორციელება;

  • გენერალური ასამბლეისთვის გენერალური მდივნის კანდიდატურისთვის რეკომენდაციის გაწევა და ასამბლეასთან ერთად საერთაშორისო სასამართლოს შემადგენლობის არჩევა.

საერთაშორისო კონფლიქტის წარმოშობისას უშიშროების საბჭო, უპირველეს ყოვლისა, დაპირისპირებულ მხარეებს დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის რეკომენდაციას აძლევს. უშიშროების საბჭოს კომპეტენციაში სამშვიდობო მექანიზმის ამუშავებაც შედის: მას შეუძლია ესკალაციის ზონაში დამკვირვებელთა მისიის ან სამშვიდობო ჯარების გაგზავნა. პირველის ფუნქციაა სიტუაციის მონიტორინგი და ანალიზი, ასევე პირველადი ინფორმაციის მიწოდება უშიშროების საბჭოსთვის. მეორეს შემთხვევაში - მხარეთა დაშორიშორება, სამშვიდობო კორდონის შექმნა, ჰუმანიტარული მისია. სამშვიდობო ჯარებს ეკრძალებათ იარაღის გამოყენება. ცეცხლის გახსნა უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, მხოლოდ თავდაცვის მიზნით.

გაეროს უშიშროების საბჭო უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაცია ეკონომიკური სანქციების, ბლოკადის და ა.შ. დაწესების შესახებ, ხოლო მათი არაეფექტურობის შემთხვევაში - იგი უფლებამოსილია აგრესორის დასაშოშმინებლად საერთაშორისო მშვიდობისა და სამართლიანობის აღსადგენად ყოველგვარი სახმელეთო, საჰაერო ძალები თუ სხვა სახის საშუალებები გამოიყენოს.

ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ეკოსოსი) გაეროს ძირითადი ორგანოა, რომელიც ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სფეროში მისდამი დაქვემდებარებული დამხმარე ორგანოებსა და ინსტიტუტების საქმიანობას წარმართავს. საბჭო შედგება 54 წევრისაგან, რომელიც გენერალური ასამბლეის მიერ 3 წლის ვადით აირჩევა. საბჭოზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ეკოსოსი უმნიშვნელოვანესი ფორუმია, რომელზეც განიხილავენ საერთაშორისო სისტემაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემატიკას, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს წევრ-სახელმწიფოთა მთავრობებისა თუ გაეროს სისტემის შემადგენელი ორგანიზაციებისათვის.

ეკოსოსი სწავლობს, აანალიზებს და რეკომენდაციას გასცემს საერთაშორისო სისტემაში არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ, განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ეკოსოსი კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაცემის გზით კოორდინაციას უწევს სპეციალიზებული დაწესებულებების საქმიანობას.

ეკოსოსის შეხვედრები წელიწადში ერთხელ ჟენევაში ან ნიუ-იორკში იმართება, რომელშიც სახელმწიფოთა უმაღლესი პირები მონაწილეობენ. სესიის ხანგრძლივობა 5 კვირამდეა. სესიებს შორის ეკოსოსის საქმიანობას მისი სხვადასხვა ორგანოები, კომისიები და კომიტეტები წარმართავენ. ეკოსოსის შემადგენლობაში 9 ფუნქციური კომისია და 4 მუდმივი კომიტეტიც შედის:1) პროგრამებისა და საკოორდინაციო; 2) განახლების; 3) არასამთავრობო ორგანიზაცია; 4) სამთავრობათაშორისო სააგენტოებთან ურთიერთობის კომიტეტი.

გაერო მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. მსოფლიოში 1500-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას ეკოსოსის სპეციალური დამკვირვებლის სტატუსი აქვს. ამ ორგანიზაციებს 3 კატეგორიად ყოფენ: I - ეკოსოსის საქმიანობასთან ყველაზე ახლოს მდგომი ორგანიზაციები; II - ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან პერიოდულად მონაწილეობა მიიღონ ეკოსოსის მიერ დასახული პრიორიტეტების განხორციელებაში, III - ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა სახის კონსულტაციებში მონაწილეობენ.

სამეურვეო საბჭო გაეროს ძირითადი ორგანოა, რომლის ჩამოყალიბების უმთავრეს მიზანს, ერთიანი სისტემის მეშვეობით, სამანდატო (სამეურვეო) ტერიტორიების მეთვალყურეობა წარმოაედგენს. მისი ფუნქცია წესდებითაა განსაზღვრული და 11 ტერიტორიის მოსახლეობის კეთილდღეობის განვითარება და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის პროცესის ხელშეწყობა აკისრია.

სამეურვეო საბჭო უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრისაგან არის დაკომპლექტებული. საბჭოს უფლება მიეცა გამოეკვლია და განეხილა ასეთ ტერიტორიათა მმართველი აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშები ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

დღეს ყველა სამანდატო ტერიტორიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1994 წელს უკანასკნელი ათი ტერიტორიის დამოუკიდებლობის მოპოვებასთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირება შეჩერდა. მიღებული გადაწყვეტილებით, საბჭოს საქმიანობა განახლდება პირველივე მოთხოვნისთანავე.

საერთაშორისო სასამართლო გაეროს წესდებით ჩამოყალიბებული ორგანოა, რომელიც ჰააგაშია (ნიდერლანდები) განლაგებული. საერთაშორისო სასამართლო იმ დავებს განიხილავს, რომლებშიც მოსარჩელე მხარეებს სახელმწიფოები წარმოადგენენ. მისი გადაწყვეტილებები რეკომენდაციულ ხასიათს ატარებს და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დასკვნით შემოიფარგლება. შეხედულებებსა და დასკვნებს სასამართლო გაეროს წარუდგენს. საერთაშორისო სასამართლოს სტატუტი წესდების შემადგენელი ნაწილია. სახელმწიფო გაეროს წესდებასთან მიმართებით სასამართლოს სტატუტსაც ავტონომიური წესით უერთდება. გაეროს ამ ორგანოს ნებისმიერმა წევრმა-სახელმწიფომ შეიძლება მიმართოს.

საერთაშორისო სასამართლოს სტატუტთან მიერთებული ქვეყნები, რომლებიც სასამართლოში განსხვავებული საკითხის მხარეს წარმოადგენენ, სარგებლობენ განაწესითა და პროცედურებით, რომელსაც თავად სტატუტი განსაზღვრავს. ქვეყნები, რომლებიც მას არ უერთდებიან, უშიშროების საბჭოს მიერ დადგენილი პროცედურების მიხედვით მოქმედებენ.

გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოს საშუალება აქვთ საკონსულტაციო დასკვნისთვის საერთაშორისო სასამართლოს ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი პრობლემით მიმართონ. გაეროს სხვა ორგანოებსა და სპეციალიზებული სააგენტოების მიერ წარდგენილი საკითხები კი თავად ამ სააგენტოების საქმიანობისა და კომპეტენციის სფეროს არ უნდა სცილდებოდეს.

საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია მონაწილე მხარეების მიერ გადაცემულ ნებისმიერ საკითხზე ვრცელდება. აგრეთვე იმ საკითხებზე, რომლებსაც გაეროს წესდება, მოქმედი ხელშეკრულებები თუ დეკლარაციის საფუძველზე ქვეყნებს თავიდანვე შეუძლიათ აიღონ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება.

სასამართლო შედგება 15 წევრისაგან, რომლებსაც გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ირჩევს. შერჩევა ხდება მათი კვალიფიკაციის და არა ეროვნების, ანუ სახელმწიფოებრივი კუთვნილების საფუძველზე. სასამართლოში წარმოდგენილი უნდა იყოს მსოფლიოს ყველა ძირითადი სამართლებრივი სისტემა. დაუშვებელია ერთი სახელმწიფოდან ორი მოსამართლის არჩევა. სასამართლოს წევრებს 9 წლის ვადით ირჩევენ და ამ ვადის დასრულების შემდეგ კვლავ შეუძლიათ პრეტენზია განაცხადონ მოსამართლის მანტიაზე. საერთაშორისო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს პარალელურად სხვა საქმიანობით იყოს დაკავებული.

სასამართლო საკითხებს სრული შემადგენლობით განიხილავს, მაგრამ მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე საკითხის განხილვა შესაძლებელია მცირე შემადგენლობითაც. მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სასამართლოს სრული შემადგენლობის მიერ დადგენილი გადაწყვეტილების ტოლფასია. სასამართლო პროცესი საჯაროა. თუმცა, მხარეთა მოთხოვნით მისი დახურული სახით წარმოებაც შეიძლება.

გაეროს სამდივნო ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ორგანოს წარმოადგენს. იგი გაეროს მიერ შემუშავებული პოლიტიკისა და კურსის განხორციელებას უწევს კოორდინაციას; ახორციელებს გაეროს პროგრამებისა და პროექტების ადმინისტრირებას და ორგანიზაციის ძირითად აღმასრულებელ რგოლს წარმოადგენს.

გაეროს სამდივნოს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს. მას გენერალური ასამბლეა უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე 5 წლის ვადით ირჩევს. ვადის გასვლის შემდეგ გენერალური მდივანი კიდევ 1 ვადით შეიძლება აირჩიონ. გაეროს გენერალური მდივანი, ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი პირი, გაეროს ძირითადი ორგანოებისა და მისი სისტემის დამაკავშირებელი რგოლია. გენერალური მდივანი ორგანიზაციის სახე და სიმბოლოა. იგი საერთაშორისო საზიგადოებრიობის ნების გამომხატველი და მშვიდობის დესპანია. გაეროს რიგით VII გენერალური მდივანი 1997 წლის 1 იანვრიდან არის კოფი ანანი.

გაროს სამდივნოს საქმიანობა ძალზედ მრავალფეროვანია. იგი მოიცავს სამშვიდობო ოპერაციებს, მდგრად განვითარებასა და ადამიანის უფლებებს; ასევე ეკონომიკურ და სხვა საკითხებს. სამდივნოს მოვალეობაში შედის მსოფლიოს ინფორმირება მიმდინარე საკითხების და, საერთოდ, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. ასევე, პლანეტის ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება, გაეროს გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების მონიტორინგი თუ გაეროს დოკუმენტების თარგმნა ორგანიზაციის ოფიციალურ ენებზე.

დღეს გაეროს სამდივნოს საერთაშორისო პერსონალი 8.6 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რომლებიც 170-ზე მეტ სახელმწიფოს წარმოადგენენ. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო სამოქალაქო პერსონალიც და გენერალური მდივანიც ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, ისინი მთლიანად გაეროს ექვემდებარებიან და ინსტრუქციებსა თუ მითითებებს მხოლოდ მისგან იღებენ. წევრ-სახელმწიფოებს ეკრძალებათ ინფორმაციის მიღების ან გარკვეული მითითების შესრულების მიზნით რაიმე ზეწოლის მოხდენა თავიანთ მოქალაქეებზე, რომლებიც გაეროს სამდივნოში მოღვაწეობენ.

გაერო და საქათველო

საქართველო გაეროში გაწევრიანდა 1992 წლის 31 ივლისს. იგი გაეროს მიიჩნევს, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის სუბიექტს, უსაფრთხოების გარანტსა და დაცვას. საქართველო გაეროსთან მუშაობს ისეთ უმნიშვნელოვანეს ძირითად საკითხებზე, როგორიცაა მშვიდობისთვის ბრძოლის გლობალიზაცია და ლიბერალიზაცია, ატომური განიარაღება, შეიარაღებისა და შეიარაღებული ძალების კონტროლი რეგიონულ და ქვერეგიონულ დონეზე, ადამიანის უფლებათა დაცვა და ა.შ.

გაეროს პირველი სააგენტოთაშორისო მისია, რომლის მიზანი იყო საქართველიში არსებული მდგომარეობის შეფასება, 1993 წლის თებერვალში ეწვია ქვეყანას. 1993-95 წლებში გაეროს მიერ გაწეულ დახმარებას უმთავრესად ჰუმანიტარული დახმარებისა და ძირითადი სოციალური მომსახურების შემდგომი გაჩანაგების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების ხასიათი ჰქონდა. უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესების შედეგად, გაეროს შესაძლებლობა მიეცა, ხელი შეეწყო საქართველოში უფრო გრძელვადიანი განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებებისთვის, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეფორმების პროგრამებისთვის. 1998 წელს კვლავ დადასტურდა დახმარების ისეთი ერთიანი მოდელის საჭიროება, რომელიც ხელს შეუწყობდა კრიტიკულ სიტუაციაში დახმარების აღმოჩენას, რეაბილიტაციას, ნდობის გაღრმავებასა და უნარის გამომუშავებას.

საქართველოში ამჟამად მოქმედი გაეროს სააგენტოების მოღვაწეობა შემდეგ სფეროებს მოიცავს: ეკონომიკური განვითარება, გარემოს დაცვა, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების უნარის გამომუშავება, კანონის უზენაესობის განმტკიცება, კონფლიქტების მოგვარება, სამშვიდობო შეთანხმებების მონიტორინგი, ჰუმანიტარული დახმარება და ასევე ჯანდაცვისა და განათლების სექტორების დახმარება. დახმარების ერთიანი მოდელის არსებობის გამო გაეროს სააგენტოების დღევანდელი მოღვაწეობა ურთიერთშეთანხმებულია და თანამშრომლობის პრინციპს ემყარება.

საქართველო., ისევე როგორც ორგანიზაციის სხვა წევრები, მოქმედებს სუვერენული თანასწორობის პრინციპით. კეთილსინდისიერად ასრულებს წესდებით ნაკისრ ვალდებულებებს, რათა უზრუნველყოს ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე უფლებანი და უპირატესობანი.

თავის საერთაშორისო დავებს აგვარებს მშვიდობიანი საშუალებებით, ისე რომ არ შეუქმნას საფრთხე საერთაშორისო მშვიდობას, უშიშროებასა და სამართლიანობას.

საერთაშორისო ურთიერთობებში, თავს არიდებს ძალით მუქარას, ან ძალის გამოყენებას, როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს ტეროტორიული ხელშეუხებლობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ისე გაერთიანებული ერების მიზნებისათვის შეუფერებელი სხვა ნებისმიერი სახით.

ყოველმხრივ დახმარებას უწევს ორგანიზაციას წესდების შესაბამისად განხორციელებულ ყველა ქმედებაში და თავს იკავებს დაეხმაროს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომლის წინააღმდეგაც გაერო ახორციელებს იძულებითი ხასიათის ქმედებებს.

ორგანიზაცია უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფოები, რომლებიც არ წარმოადგენენ მის წევრებს, მოქმედებდნენ ამ პრინციპების შესაბამისად, ვინაიდან ეს შესაძლოა აუცილებელი გახდეს საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების დასამყარებლად.

გაეროსთან არსებული ორგანიზაციების მოკლე მიმოხილვა

სპეციალიზირებული სააგენტოები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია 1919 წელს შეიქმნა და იგი გაეროსთან არსებულ პირველ სპეციალიზირებულ სააგენტოს წარმოადა. მისი ძარითადი მიზანია მშრომელთათვის სამართლიანობის უზრუნველყოფა და მათი უფლებების დასაცავად სპეციალური პროგრამების შემუშავება. იგი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც მთავრობები, დამქირავებელნი და მშრომელთა წარმომადგენლები თანაბარი ხმის უფლებებით სარგებლობენ.

ორგანიზაცია იკვლევს შრომასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში აწყობს საჯარო განხილვებსა და სემინარებს. 1969 წელს დაარსების 50-ე წლისთავზე ორგანიზაცია ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.

ორგანიზაციის ბიუჯეტი დაახლოებით 500 მლნ. აშშ დოლარს წარმოადგენს.

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO)

UNESCO შეიქმნა 1946 წელს და მისი ძირითდი მიზანია განათლების, ზუსტი და სოციალური მეცნიერებების, კულტურისა და კომუნიკაციების საერთო დონის გაუმჯობესება.

UNESCO-ს პროგრამების მიზანია მშვიდობის, კულტურის პოპულარიზაცია და მდგრადი განვითრების ხელშეწყობა. დღეისათვის ამ პროგრამების ყურადღების ცენტრშია ყველა ადამიანისთვის განათლების უფლების გარანტირება და შესაბამისი საშუალებების შექმნა, ასევე გარემოს დაცვის ხელშეწყობა, კულტურის შენარჩუნება, პრესის თავისუფლება და განვითარებადი ქვეყნების საკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარება.

ორგანიზაცია თანამშრომლობს 600-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ფონდთან.

UNESCO-ს ბიუჯეტი დაახლოებით 550 მლნ. აშშ დოლარს წარმოადგენს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA)

ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტო შეიქმნა 1957 წელს გაეროს ეგიდით, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მისი მთავარი ფუნქცია მდგომარეობს ატომური ენერგიის მშვიდობიან გამოყენებაში.

სააგენტო წევრ-ქვეყნებს ეხმარება ატომური ტექნოლოგიების მშვიდობიანი გამოყენების პროგრამების შემუშავებაში და ატომური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ორგანიზაცია აკონტროლებს ატომურ ობიექტებს, რათა არ დაუშვას მისი სამხედრო მიზნით გამოყენება.

2000 წლისთვის სააგენტოს მიმდინარე ბიუჯეტი 224 მლნ. აშშ დოლარი იყო და დამატებით 80 მლნ. აშშ დოლარი კი შემოწირულობის სახით შევიდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)

ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია შეიქმნა 1948 წელს და იგი გაეროს ჯანმრთელობის სპეციალიზირებულ სააგენტოს წარმოადგენს. ჯანმრთელობაში მოიაზრება, როგორც დაავადებათა დაძლევა, ასევე სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის დარგში გაეროს სისტემის უმთავრესი სააგენტოა. იგი დაარსდა 1945 წელს. ორგანიზაციას აქვს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ქვეყნებს სურსათთან დაკავშირებულ საგანგებო კრიზისის დაძლევაში ეხმარება.

ორგანიზაციას აფინანსებს სხვადასხვა დონორები და მთავრობები და იგი ყოველწლიურად დაახლოებით 300 მლნ. აშშ დოლარს იღებს მათგან. ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 700 მლნ. აშშ დოლარს წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD)

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი დაარსდა 1977 წელს და მისი მიზანია შიმშილისა და სიღარიბის აღმოფხვრა განვითარებად ქვეყნებსა და სოფლებში. ფონდი ხელს უწყობს სურსათის განვითარებას და უკეთ კვებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლების უღარიბეს მოსახლეობას. ფონდი გასცემს სესხებსა და გრანტებს და იგი თავისი პროექტების განხორციელებისას თანამშრომლობს სხვა ინსტიტუტებთანაც.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

ფონდის მთავარ მიზანს წარმოადგენს ვალუტათა გაცვლითი კურსების მოწესრიგება და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება. რაც საერთაშორისო ბაზარზე კაპიტალის თავისუფალ გადანაცვლებას შეუწყობდა ხელს.

ფონდის დღევანდელი კაპიტალი 290 მლრდ. აშშ დოლარია, რაც ძირითადად 184 წევრი ქვეყნის შენატანს წარმოადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდს უფლება აქვს წევრ ქვეყნებზე ამ ფინანსური რეზერვებიდან სესხი გასცეს.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი

მსოფლიო ბანკი არის ხუთი ინსტიტუტიდან შემდგარი ჯგუფი, ესენია:

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD, დაარსდა 1945 წელს); საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC, 1956 წელს); საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA, 1960 წელს); მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიის სააგენტო (MIGA, 1988 წელს) და საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (ICSID, 1966 წელს).

ყველა ამ ინსტიტუტის საერთო მიზანია მსოფლიო დონის ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის დაძლევა და ცხოვრების სტანდარტების ეკონომიკური განვითარება.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (WTO)

ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაცია დაარსდა 1995 წლის 1 იანვარს და ტარიფებსა და ვაჭრობაზე ზოგადი შეთანხმება (GAთთ) შეცვალა. ორივე ამ ინსტიტუტს აქვს რწმენა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ხელს უწყობს ქვეყნებს შორის საერთო ეკონომიკურ განვითარებას და მიზნად ისახავს პროტექციონისტული ბარიერების შემცირებას. ორგანიზაციის ბიუჯეტი დაახლოებით 80 მლნ. აშშ დოლარია.

გაეროს პროგრამები და სხვა ორგანოები

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)

მსოფლიო მოსახლეობის 36%25 ბავშვია და აქედან ყოველი მეოთხე ცხოვრობს უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე. ყოველი 12 ბავშვიდან ერთი კვდება 5 წლის ასაკამდე ისეთი მიზეზების გამო, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია. გაეროს ბავშვთა ფონდი გაერთიანებული ერების ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც უშუალოდ ბავშვების პრობლემებზე მუშაობს.

ფონდი 1946 წელს დაარსდა და მის ძირითად საქმიანობას ბავშვთა უფლებების დაცვა წარმოადგენს.

1965 წელს ბავშვთა კეთილდღეობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გაეროს ბავშვთა ფონდს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

გაეროს განვითარების პროგრამის მისიაა სახელმწიფოებს დაეხმაროს მოქალაქეებზე ორიენტირებული, მდგრად განვითარებაზე გათვლილი პროგრამების დამუშავებასა და განხორციელებაში.

ყურადღება გაამახვილოს სიღარიბის აღმოფხვრაზე, გარემოს დაცვასა და აღდგენაზე, ქალთა თანასწორობაზე და ეფექტურ მმართველობაზე.

გაეროს განვითარების პროგრამა ასევე დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ ადგილობრივი ოფისების მეშვეობით კოორდინირება გაუწიოს გაეროს ყველა ადგილობრივი ოფისის განვითარებისაკენ მიმართულ საქმიანობას.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR)

მეორე მსოფლიო ომმა ბიძგი მისცა რამოდენიმე ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატიც სწორედ ასე ჩამოყალიბდა 1950 წლის 14 დეკემბერს.

დღეისათვის UNHCR მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი ჰუმანიტარული სააგენტოა, რომლის თანამშრომელთა რაოდენობა 5000 კაცს აღემატება და რომელიც დახმარებას უწევს 19.8 მილიონ ადამიანს 120 ქვეყანაში.

ორგანიზაციას 1954 და 1981 წლებში მიღებული აქვს ნობელის მშვიდობის პრემია. პირველი წესდების თანახმად მისი მთავარი მისია იყო ლტოლვილთა დაცვა და მათი პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის საშეუალებათა გამონახვა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ საქმიანობამ ევოლუცია განიცადა და დღეისათვის იგი არა მარტო აგრესიისა და ძალადობისაგან დევნილი ცალკეული პირების, არამედ ლტოლვილთა დიდი ჯგუფების დაცვასა და დახმარებას უზრუნველყოფს. ამასთან სააგენტო ეხმარება არა მარტო იმ პირებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ და დატოვეს თავიანთი ქვეყანა, არამედ ქვეყნის შიგნით გადაადგილებულ პირებსაც.

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია (UNCTAD)

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია 1964 წელს შეიქმნა. მისი ძირითადი ამოცანაა ფოკუსირება მოახდინოს ვაჭრობის, ფინანსურ, ტექნოლოგიურ, ინვესტიციებისა და მდგრადი განვითარების სფეროებზე და დააჩქაროს ვაჭრობისა და ეკონომიკის წინსვლა განვითარებად ქვეყნებში.

სიღარიბის დონის შესამსუბუქებლად გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია მხარს უჭერს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას, რაც დააჩქარებს საჭირო რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას.

გაეროს მოხალისეები (UNV)

გაეროს მოხალისეების პროგრამა შეიქმნა 1970 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, როგორც გაეროს განვითარების პროგრამის «შვილობილი» ორგანო. მისი ძირითადი ამოცანაა გაეროს წევრ-სახელმწიფოებს შორის პოტენციური ურთიერთობების დამყარება, გაეროს განვითარების პროგრამის სტრატეგიის მხარდაჭერა საზოგადოებრივ დონეზე.

გაეროს მოხალისეები მუშაობენ ტექნიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სოფლის მეურნეობის, განათლების, ტრანსპორტის სფეროებში, ასევე პროგრამა აქტიურადაა ჩაბმული ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

პროგრამა სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აქტიურადაა ჩაბმული ჰუმანიტარული დახმარების, ფსიქოლოგიური და სხვადასხვა სახის რეაბილიტაციაში.

გაეროს განვითარების პროგრამაში ჩაბმულია ყოველწლიურად 4000-ზე მეტი გამოცდილი და უმაღლესდამთავრებული სპეციალისტი 140 ქვეყნიდან.

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP)

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა 1972 წელს შეიქმნა და მისი მთავარი მიზანია გარემოს ისეთი დაცვა, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის მომავალ თაობებს, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, რომლებიც ამ პრობლემას სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ. მისი პროექტები ფინანსდება გაეროს გარემოს დაცვის ფონდიდან, რომელიც ძირითადად მთავრობათა ნებაყოფლობითი შენატანებით ფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 120 მლნ. აშშ დოლარია.

ფონდი არის ძირითადი ორგანო, რომელსიც გარემოს დაცვის საკითხებში უმნიშვნელოვანესი ცვლილებების შეტანას ცდილობს. მისი ძირითადი მიზანია ახალ თაობას შეუნარჩუნოს ფლორა და ფაუნა.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)

გაეროს მოსახლეობის ფონდი შეიქმნა 1969 წელს, გენერალური ასამბლეის ინიციატივით. იგი განვითარებად ქვეყნებს უწყობს ხელს მოსახლეობის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.

ფონდის გეგმაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ქალთა მდგომარეობისა და სოციალური განვითარების სფეროებს.

მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP)

მსოფლიო სასურსათო პროგრამა გაეროს წამყვანი სააგენტოა გლობალური შიმშილის წინააღმდეგ. იგი დაარსდა 1963 წელს. 2001 წელს პროგრამამ დახმარება გაუწია 82 ქვეყანაში მცხოვრებ 77 მლნ. ადამიანს.

ორგანიზაციამ, რომლის შტაბ-ბინაც რომშია განთავსებული, დაარსების დღიდან განახორციელა 27.8 მლნ აშშ დოლარისა და 43 მლნ. ტონა სურსათის ინვესტიცია, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და მსოფლიოს მასშტაბით გადაუდებელი სასურსათო დახმარების პროგრამების განხორციელების მიზნით. სიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნებში.

საგანგებო სიტუაციებში პროგრამა ახორციელებს სიცოცხლისათვის გადარჩენისათვის აუცილებელ დახმარებებს, იმ ადამიანთათვის, რომელნიც უბედურების მსხვერპლნი არიან. პროგრამის მიზანია ასევე დაეხმაროს ჩვილ ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, მოხუცებს და ფეხმძიმე ქალებს ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ მომენტებში.

პროგრამა ეხმარება იმ მოსახლეობას, რომელიც განიცდის სურსათის ქრონიკულ ნაკლებობას და მუშათა შრომის ანაზღაურება ხდება სურსათით, რათა თემმა მეტი დრო დაუთმოს განვითარებას.

მსოფლიო სასურსათო პროგრამა ეყრდნობა მთლიანად შემოწირულობებს და რომ არა დონორთა გულუხვობა, 2001 წელს 182 ქვეყნის 77 მილიონი ადამიანი ვერ გამოიკვებებოდა. შემოწირულობები ხორციელდება ფულის, სურსათის ან იმ ძირითადი საშუალებების სახით, რომლებიც აუცილებელია მოსავლის მოყვანის, სურსათის შენახვისა და მომზადებისათვის.

გაეროს ადამიანთა დასახლებების ცენტრი (ჰაბიტატი - Habitat)

გაეროს ადამიანთა დასახლებების ცენტრი (ჰაბიტატი) შეიქმნა 1978 წელს. 1998 წელს ცენტრმა ქალაქის მენეჯმენტის, დასახლების, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე დაახლოებით 80 ქვეყანაში 200-ზე მეტი პროგრამა და პროექტი განახორციელა. 1998-1999 წლებში ჰაბიტატის დანახარჯებმა 160 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ჰაბიტატი გაეროს სისტემაში დასახლებათა განვითარების კოორდინატორია, რომელიც ფოკუსირებას ახდენს შემდეგ სფეროებზე:

  • თავშესაფარი და მომსახურება;

  • ქალაქის მენეჯმენტი;

  • გარემო და ინფრასტრუქტურა;

  • შეფასება, მონიტორინგი და ინფორმაცია.

გაეროს განვითარების ფონდი ქალთათვის (UNIFEM)

გაეროს განვითარების ფონდი ქალთათვის დაარსდა 1976 წელს და იგი ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და გენდერულ თანასწორობას მსოფლიოში. ფონდი ცდილობს მოაგვაროს ქალების მნიშვნელოვანი საკითხები.

ასევე დაარსების დღიდან ფონდი ცდილობს განავითაროს ისეთი პროექტები, რომელიც ქალებისათვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლების მინიჭებას უზრუნველყოფს.

ნარკოტიკების კონტროლისა და დანაშაულის პრევენციის ოფისი (ODCCP)

ნარკოტიკების კონტროლისა და დანაშაულის პრევენციის ოფისი 1997 წელს ჩამოყალიბდა. ოფისის მიზანია, დაეხმაროს გაეროს ნარკოტიკების კონტროლის, დანაშაულის პრევენციისა და საერთაშორისო ტერორიზმის საკითხების ეფექტურ გადაჭრაში.

ოფისი შედგება ორი სამსახურისაგან:

  • გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო პროგრამა (UNDCP)

  • დანაშაულის პრევენციის საერთაშორისო ცენტრი (CICP)

გაეროს უნივერსიტეტი (UNU)

გაეროს უნივერსიტეტი დაარსდა 1973 წელს და მას მსოფლიოში 13 კვლევითი და ტრეინინგ-ცენტრი აქვს.

გაეროს უნივერსიტეტი იმ მეცნიერთა საერთაშორისო თანამეგობრობაა, რომლებიც ჩართულნი არიან კვლევებში, ტრეინინგებსა და ცოდნის გავრცელებაში. ამ საქმიანობის მიზანია გაეროს გეგმების მხარდაჭერა.

უნივერსიტეტის ბიუჯეტი გაეროს ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, იგი მთლიანად შემოწირულობებზეა დამოკიდებული.

2 ჯანმრთელობის მსოფლო ორგანიზაცია (WHO)

▲ზევით დაბრუნება


ნანა კვირჩილაძე
სოფო დეისაძე

მოკლე ისტორიული ცნობები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) შიქმნა 1948 წელს. იგი ჯანმრთელობის პრობლემებზე მომუშავე გაეროს სპეციალიზებულ სააგენტოს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციაში მითითებულია, რომ ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს «ყველა ადამიანისთვის ჯანმრთელობის შესაძლო უმაღლესი დონის მიღწევა». ამავე კონსტიტუციის მიხედვით, ჯანმრთელობა განისაზღვრება, როგორც სრული ფიზიკური, გონებრივი თუ სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ დაავადების არ არსებობა.

WHO-ს მისიაა:

  • საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროში საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;

  • ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა;

  • მოთხოვნის შემთხვევაში მთავრობების დახმარება ეროვნული ჯანდაცვის სისიტემების განვითარებაში;

  • ქვეყნისთვის ტექნიკური დახმარების და გადაუდებელ შემთხვევაში პირდაპირი დახმარების გაწევა;

  • ეპიდემიურ, ენდემიურ და სხვა დაავადებათა პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის სტიმულირება და განვითარება;

  • ბიომედიცინის და ჯანდაცვის განვითარება.

ორგანიზაციის მიზანია:

  • მსოფლიო მასშტაბით შეიმუშაოს ჯანდაცვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები;

  • დაეხმაროს სახელმწიფოებს ჯანდაცვის ეროვნული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში;

  • შეიმუშაოს ახალი ტექნოლოგიები და სტანდარტები.

ორგანიზაცია იღწვის ჯანდაცვის ახალი ტექნოლოგიებისა და სტანდარტების განვითარებისა და გავრცელებისთვის.

WHO -ს გააჩნია 4 ძირითადი სტრატეგიული მიმართულება:

1. სიკვდილიანობის, ავადმყოფობისა და შეზღუდული უნარის მქონე ადამიანთა რიცხვის შემცირება, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ბავშვთა დაავადებებზე;

2. ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა და ადამიანის იმ რისკ-ფაქტორების შემცირება, რომლებიც დაკავშირებულია გარემოსთან, ეკონომიკასთან, სოციალურ ფაქტორებთან და ზნე-ჩვეულებებთან;

3. ჯანდაცვის სისიტემის მუშაობის გაუმჯობესება;

4. ეროვნული პოლიტიკის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

ზემოაღნიშნული სტრატეგიების ფარგლებში, იგულისხმება ისეთ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა, როგორიცაა შიდსი, მალარია, ტუბერკულიოზი, პოლიომილიტი, წითელა და სხვა. უნდა აღინიშნოს WHO-სა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივით ჩამოყალიბებული ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი (GEVI), რომლის მიზანია იმუნიზაციის გაუმჯობესება განვითარებად ქვეყნებში. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გენდერულ, ადრეული ასაკისა და ჩვილ ბავშვთა კვების საკითხებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს.

WHO-ს გლობალური ინიციატივის მიღწევად წარსულში შეიძლება დასახელდეს ყვავილის ლიკვიდაცია, ხოლო მიმდინარე გლობალურ ინიციატივებად - პოლიომიელიტის აღმოფხვრის გლობალური კამპანია. აღსანიშნავია, რომ საქართველო, ევროპის რეგიონში შემავალ სხვა ქვეყნებთან ერთად, 2002 წელს სერტიფიცირებულია, როგორც პოლიომიელიტისაგან თავისუფალი ზონა. გლობალური ინიციატივის მეორე მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ თამბაქოსთან ბრძოლის ჩარჩო-კონვენციის მიღება. საქართველომ ამ კონვენციას ხელი მოაწერა 2004 წლის თებერვალში.

გაეროს ყველა წევრს შეუძლია გახდეს WHO-ს წევრი. სხვა ქვეყნები შეიძლება მიღებულ იქნან WHO-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას გენერალური ასამბლეის წევრთა უმრავლესობა დაუჭერს მხარს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ტერიტორიებს, რომლებსაც არ აქვთ უფლება იყვნენ საერთაშორისო ურთიერთობის სუბიექტები შეუძლიათ ორგანიზაციის ასოცირებული წევრები გახდნენ ამ ტერიტორიების საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი - მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის წევრების ან სხვა უფლებამოსილი ორგანოების განცხადების საფუძველზე.

ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ჟენევაში, ხოლო მისი რეგიონალური წარმომადგენლები - ბრაზავილში (კონგო), ვაშინგტონში (აშშ), კაიროში (ეგვიპტე), კოპენჰაგენში (დანია), დელიში (ინდოეთი) და მალინაში (ფილიპინები).

WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი ქვეყნებისათვის დახმარებას გეგმავს და ამას ახორციელებს ორწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში.

ორგანიზაციული სტრუქტურა

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა

WHO-ს მმართველი ორგანოა ჯანმრთელობის მსოფლიო ასაბლეა, რომელიც წელიწადში ერთხელ იკრიბება 191 წევრი ქვეყნის შემადგენლობით. ასამბლეის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ორგანიზაციის ორწლიანი პროგრამის ბიუჯეტის დამტკიცება და ძირითადი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა.

გენერალური დირექტორი

ორგანიზაციას ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელიც ინიშნება ჯანმრთელობის ასამბლეაზე აღმასრულებელი კომიტეტის წარდგინებით. ამჟამად აღნიშნული თანამდებობა უჭირავს - ლი ჯონ-ვუკს. გენერალურ დირექტორი აკონტროლებს (ზედამხედველობს) ორგანიზაციის ფინანსურ პოლიტიკას და ამტკიცებს ბიუჯეტის პროგრამას. ასევე განიხილავს აღმასრულებელი კომიტეტის ანგარიშებს.

აღმასრულებელი კომიტეტი

აღმასრულებელი კომიტეტი შედგება 32 შესაბამისი (ჯანდაცვის) კვალიფიკაციის მქონე წევრისაგან. თითოეული მათგანს ნიშნავს წევრი ქვეყანა, ხოლო აღნიშნული ქვეყანა წინასწარ შეირჩევა მსოფლიო ჯანმრთელობის ასამბლეის მიერ. ეს წევრი ქვეყნები არჩეულნი არიან სამი წლის ვადით.

ძირითადი შეხვედრა, რომელზეც ხდება მომავალი ასამბლეის შეხვედრის გეგმის (განრიგის) შეთანხმება და ჯანმრთელობის ასამბლეისთვის გადასაცემი რეზოლუციების მომზადება ტარდება იანვარში. მაისში კი იმართება მოკლე დამატებითი შეხვედრა, სადაც განიხილება ადმინისტრაციული საკითხები. აღმასრულებელი კომიტეტის ძირითადი ფუნქციაა ასამბლეისათვის რჩევების მიცემა და მუშაობის ხელშეწყობა. ამავე დროს იგი უზრინველყოფს ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის ეფექტიანობას. აღმასრულებელ კომიტეტს ევალება ასამბლეის ინსტრუქციების განხორციელება და შესაბამისი ანგარიშების წარდგენა.

სეკრეტარიატი

WHO-ს სეკრეტარიატი შედგება 3500 ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა ექსპერტებისაგან, ასევე ფიქსირებული ვადით დანიშნული მხარდამჭერი კადრებისგან, რომლებიც მუშაობენ ექვს ქვეყანაში არსებულ რეგიონულ შტაბებში.

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა (The Civil Society Initiative - CSI)

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა ხელს უწყობს არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან WHO-ს თანამშრომლობას და პასუხისმგებელია შემუშავებული ზოგადი პრინციპების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებზე, მათ შორის ფორმალური ურთიერთობების ადმინისტრირებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული WHO-ს ფილიალებიც.

WHO-ს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის მიზანია არასამთავრობოებმა მხარი დაუჭირონ WHO-ს საქმიანობას და პოლიტიკას, ერთობლივად უზრუნველყონ დასახული მიზნების მიღწევა. WHO-სთვის, ასევე შეიძლება ინტერესის სფეროს წარმოადგენდეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შიდადარგობრივი პროექტების განხორციელება.

WHO და საქართველო

საქართველო გაწევრიანდა ორგანიზაციაში 1992 წლის 16 მაისს. საქართველო შედის WHO-ს ევროპის რეგიონში, რომელიც აერთიანებს 52 წევრ-ქვეყანას. საქართველოსა და WHO-ს ევროპის რეგიონულ ოფისს შორის მოლაპარაკების საფუძველზე არჩეულია ურთიერთთანამშრომლობის შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა (პირველადი ჯანდაცვის კოორდინაციაზე ფოკუსირებით);

  • ფინანსირება ჯანდაცვაში;

  • ძირითად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი რაციონული გამოყენება;

  • ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერება;

  • საავადმყოფოთა მართვა;

  • კატასტროფებისადმი მზადყოფნა და რეაგირება;

  • ინფექციურ დაავადებათა მართვა (ტუბერკულიოზი, აივ-ინფექცია/შიდსი, მალარია, ვაქცინ-მართვადი დაავადებები, და სხვ.);

  • საკვები პროდუქტების უსაფრთხოება და ჯანსაღი კვება;

  • ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის კონტროლი.

რეგულარული ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გარეშე დამატებითი რესურსების მოძიებით, აგრეთვე ხორციელდება მუშაობა შემდეგ პრიორიტეტებზე:

  • არაინფექციური დაავადებების მართვა;

  • დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა;

  • ფსიქიკური ჯანმრთელობა;

  • გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა;

  • თამბაქოს კონტროლი;

  • საგზაო ტრავმატიზმთან ბრძოლა და სხვ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეპიდემიების პრევენციის მიმართულებით ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს წარმომადგენლის რეგულარული მონაწილეობა ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც მიმართულია ეპიდემიებისადმი მზადყოფნის ღონისძიებებისა და ეროვნული გეგმების შემუშავებაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს უწევს პროფესიულ დახმარებას არა მარტო იმ პრიორიტეტების ფარგლებში, რომლებიც ასახულია ორწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებაში, არამედ სხვადასხვა მიმართულებითაც. WHO-ს კონსულტანტები რეგულარულად ჩამოდიან საქართველოში ადგილობრივი სპეციალისტებისთვის პროფესიული დახმარების გასაწევად ქვეყნის მოთხოვნილებების შესაბამისად. საქართველოს სპეციალისტები რეგულარულად მონაწილეობენ WHO-ს შეხვედრებში, კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში, როგორც საქართველოში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ. აგრეთვე აღსანიშნავია გაეროს განვითარების პროგრამასა და გაეროს სხვა სააგენტოებთან ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, რომლის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ WHO-ს მონაწილეობა ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულებაში, რაც გულისხმობს გარკვეულ პროგრესს და ისეთი მაჩვენებლების გაუმჯობესებას 2015 წლისათვის, როგორიცაა ბავშვთა სიკვდილიანობა, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ტუბერკულოზთან, აივ-ინფექცია/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა.

3 საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი თარხან-მოურავი

მოკლე ისტორიული ცნობები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შექმნის შეთანხმება მიღწეულ იქნა ბრეტონ ვუდის კონფერენციაზე, 1944 წლის 22 ივლისს, როგორც ომისშემდგომი რეკონსტრუქციის გეგმის ნაწილი. მისი შექმნის ინიციატორები იყვნენ გამოჩენილი ინგლისელი ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინსი და შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ჰარი დექსტერ უაიტი. შეთანხმება ძალაში შევიდა 1945 წლის 27 დეკემბრიდან, ხოლო ორგანიზაციამ არსებობა, როგორც ომისშემდგომი რეკონსტრუქციის გეგმის ნაწილმა, დაიწყო 1946 წლის მაისიდან, თავისი პირველი ფინანსური ოპერაცია კი 1947 წლის 1 მარტს განახორციელა.

IMF მიზნები

მაკროეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის საერთაშორისო ორგანიზაცია 184 წევრი სახელმწიფოთი (მათ შორის საქართველოც), რომელიც შეიქმნა საერთაშორისო მონეტარული თანამშრომლობის, გაცვლითი კურსის სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს წევრი ქვეყნებისთვის დროებითი ფინანსური დახმარების გაწევა საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესების მიზნით.

IMF-ი ძირითადად კონცენტრირებულია წევრი ქვეყნების მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც მოიცავს ერთობლივ დანახარჯებს, შემოსავალს, დასაქმების დონეს, ინფლაციის დონესა და ქვეყნის საგადამხდელო ბალანსს.

IMF-ი ყურადღებას ამახვილებს მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემდეგ ასპექტებზე:

  • საბიუჯეტო პოლიტიკა - არგებლის განაკვეთთან დაკავშირებული ღონისძიებები;

  • ფულადი-საკრედიტო პოლიტიკა - გაცვლითი კურსის დონე და ფინანსურ სექტორთან დაკავშირებული ღონისძიებები;

  • სხვა პოლიტიკები - როგორიცაა ბანკების რეგულირება, ზედამხედველობა და სხვა.

IMF-ი აგრეთვე ყურადღებას აქცევს სტრუქტურულ პოლიტიკას, რომელიც მოიცავს შრომის ბაზართან დაკავშირებულ ღონისძიებებს. სსფ თითოეულ წევრს აძლევს რჩევას, თუ როგორ შეიძლება მათ მიერ არჩეული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაუმჯობესება, რათა უფრო ეფექტიანად იქნეს მიღწეული ისეთი მიზნები, როგორიცაა დასაქმების მაღალი დონე, დაბალი ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა.

თავისი არსით, IMF-ი არ არის ბანკი რომელიც გასცემს გრძელვადიან კრედიტებს, არამედ მას გააჩნია სავალუტო სახსრები, რომელიც წევრმა ქვეყნებმა შეიძლება ისესხონ, რათა მოახდინონ საკუთარი სავალუტო ერთეულის სწრაფი სტაბილიზაცია. IMF-ს ყველა სესხი უნდა დაიფაროს 5 წლის განმავლობაში.

IMF-ის მიზნები შემდეგია:

  • ხელი შეუწყოს საერთაშორისო მონეტარულ კოოპერაციას მუდმივი ინსტიტუტების მეშვეობით, რომლებიც გასცემენ კონსულტაციებს და თანამშრომლობენ საერთაშორისო მონეტარულ პრობლემებზე.

  • ხელი შეუწყოს გაცვლითი კურსის სტაბილურობას, გაცვლით კურსზე შეთანხმების მიღწევას და არ დაუშვას კონკურენტული გაცვლითი კურსის არსებობა წევრ ქვეყნებს შორის.

  • ხელი შეუწყოს გადახდის მულტილატერალური (მრავალმხრივი) სისტემის დანერგვას.

  • მოიპოვოს წევრი ქვეყნების ნდობა, რათა მიიღოს ფონდის ძირითადი რესურსები, რომლის გამოყენების უფლებაც შეიძლება დროებით გადაეცეს წევრ ქვეყნებს, გარკვეული გარანტიის სანაცვლოდ, რათა მათ გამოასწორონ საგადამხდელო ბალანსი იმ ღონისძიების გაუტარებლად, რაც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს მათი ეკონომიკისათვის.

  • ზემოთქმულიდან გამომდინარე შეამციროს წევრი ქვეყნების საერთაშორისო საგადამხდელო ბალანსის უთანასწორობის ხარისხი.

ფონდი თავისი ყველა გადაწყვეტილების მიღებისას, ვალდებულია იხელმძღვანელოს ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებით.

სპეციალური სასესხო უფლებები

სპეციალური სასესხო უფლებები (SDR - special drawing right), არის საერთაშორისო სარეზერვო აქტივები, რომლებიც IMF-მ შეიმუშავა 1969 წელს იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე ფულადი აქტივები და მათი შესაძლო ზრდა არ იქნებოდა საკმარისი მსოფლიო ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობისთვის. იმ დროისთვის ძირითადი რეზერვები იყო ოქრო და აშშ დოლარი, შესაბამისად SDR წარმოდგენილი იყო, როგორც დამატებითი სარეზერვო აქტივი, რომელიც IMF-ს შეეძლო პერიოდულად განეთავსებინა წევრებში, როდესაც ამის საჭიროება იყო, და გაეუქმებინა საჭოროები მიხედვით.

SDR-ს ქაღალდის ოქროსაც უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფიზიკური ფორმა არ გააჩნიათ ისინი გადაეცემათ წევრ ქვეყნებს, როგორც მათი ქვოტის პროცენტი. ასე მაგალითად, IMF-მა თავისი საქმიანობის მანძილზე განათავსა 21,4 მილიარდი SDR-ს წევრ ქვეყნებში.

IMF-ს წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ SDR ერთმანეთს შორის და სსფ-სთან ურთიერთობისას. SDR წარმოადგენს ისევე როგორც IMF-ს ასევე მრავალი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის საზომ ერთეულს.

SDR ს ფასი დგინდება ყოველდღიურად ძირითადი ვალუტების კალათის გამოყენებით: ევრო, აშშ დოლარი, გირვანქა-სტერლინგი და იაპონური იენი. 2004 წლის 1 ივლისისათვის შDღ უდრიდა 1,48 აშშ დოლარს. კალათის შემადგენლობა გადაიხდება ყოველ 5 წელში ერთხელ, რათა დარწმუნდნენ, რომ ვალუტების წარმომადგენლობა კალათაში შეესაბამება ამ ვალუტათა მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ფინანსურ სისტემებში.

IMF ეხმარება თავის წევრ ქვეყნებს შემდეგი მეთოდებით:

  • ნაციონალური და გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური განვითარების გადახედვა, მონიტორინგი და წევრებისათვის რჩევის მიცემა ეკონომიკური პოლიტიკის თაობაზე;

  • ასესხებს მათ მყარ ვალუტას რათა ხელი შეუწყოს პოლიტიკის დარეგულირებასა და რეფორმას, რათა გამოასწოროს საგადამხდელო ბალანსი და დაეხმაროს ეკონომიკური ზრდის მიღწევაში;

  • სთავაზობს ტექნიკური დახმარების ფართო სპექტრს, როგორიცაა მაგალითად მთავრობისა და ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებისთვის ტრეინინგების ჩატარება მათი კომპეტენციის სფეროში.

ვინ იღებს გადაწყვეტილებებს IMF-ში

IMF ანგარიშვალდებულია თავისის წევრი ქვეყნებისადმი, რაც ხელს უწყობს მის ეფექტიან მუშაობას. დღესდღეობით IMF-ს საქმიანობა იმართება აღმასრულებელი საბჭოს მიერ (Executive Board), რომელიც შედგება IMF-ს 184 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებისგან, და საერთაშორისო სტაფისაგან, რომელიც არის აღმასრულებელი დირექტორის (Executive Director) და მისი 3 მოადგილის ხელმძღვანელობის ქვეშ. მმართველი გუნდის ყოველი წევრი წარმოადგენს სხვადასხვა რეგიონს. IMF-ს საქმიანობის წარმართვა მათ აღმასრულებელ საბჭოს დელეგირებული აქვს მმართველთა საბჭოდან (Board of Governors).

მმართველთა საბჭო, თავისმხრივ, წარმოადგენს უმაღლეს მმართველ რგოლს IMF-ში. როგორც წესი, შეხვედრები ხდება წელიწადში ერთხელ, IMF-სა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე. ყოველი წევრი ნიშნავს ერთ მმართველს - როგორც წესი ესენია წევრი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ან ცენტრალური ბანკის მმართველი. მმართველთა საბჭო წყვეტს ძირითადი პოლიტის საკითხებს, რომელთა აღსრულება დელეგირდება აღმასრულებელ საბჭოზე.

საერთაშორისო მონეტარულ საკითხებს იხილავენ წელიწადში 2-ჯერ საერთაშორისო მონეტარულ და ფისკალურ კომიტეტში. მსოფლიო ბანკისა და IMF-ს საზიარო კომიტეტი - განვითარების კომიტეტი კი კურირებს განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მმართველი საბჭო შედგება 24 მმართველი დირექტორისგან.

საიდან იღებს IMF სახსრებს

IMF-ის რესურსების ძირითადი წყაროა კვოტა (ან კაპიტალი), რომელიც წარმოადგენს წევრი ქვეყნების შენატანს, როდესაც ისინი უერთდებიან IMF-ს. კვოტების რაოდენობა აგრეთვე განსაზღვრავს იმ თანხის რაოდენობას, რომლიც შეიძლება წევრმა ქვეყნებმა მიიღონ IMF-ისგან. კვოტის 25%25 მაინც უნდა იყოს გადახდილი მყარ ვალუტაში (SDR, dolari, evro an ieni). კვოტები დგება წევრი ქვეყნების ეკონომიკის ზომის მიხედვით. ასე მაგალითად აშშ-ს აქვს ყველაზე დიდი კვოტა, 17,5 %25 კვოტების საერთო რაოდენობისა. საქართველოს კვოტა შეადგენს 150,4 მილიონ SDR-ს, მთლიანი კვოტების 0.07%25-ს. საჭიროების შემთხვევაში IMF-ს შეუძლია ისესხოს დამატებითი სახსრები.

0x01 graphic

გაწევრიანების პირობები

ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება მოითხოვოს IMF-ის წევრობა. განაცხადს თავდაპირველად იხილავს IMF-ის აღმასრულებელი საბჭო. განხილვის შემდგომ საბჭო ამზადებს მოხსენებას IMF-ის მმართველთა საბჭოსათვის, რომელთაც ურთავს რეკომენდაციებს «წევრობის რეზოლუციის» ფორმით. ეს რეკომენდაციები მოიცავს IMF-ში კვოტის რაოდენობას, საწევრო შენატანების გადახდის ფორმებსა და წევრობის სხვა პირობებს. მას შემდეგ, რაც მმართველთა საბჭო დაამტკიცებს წევრობის რეზოლუციას, განმცხადებელმა ქვეყანამ საკუთარი კანონმდებლობის ფარგლებში უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც მას მისცემს IMF-ის შეთანხმების ტრაქტატის (article of agreement) რატიფიცირებისა და მისი წევრობის ვალდებულებების შესრულების საშუალება. საწევრო კვოტით განისაზღვრება შენატანების რაოდენობა, მისი ხელმისაწვდომობა IMF-ის ფინანსებზე და და მისი SDR-ების ალოკაციის რაოდენობა. საქართველო შეუერთდა

4 მსოფლიო ბანკის ჯგუფი

▲ზევით დაბრუნება


საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1992 წლის 5 მაისს.
თემო ბოლოთაშვილი
მაგდა ბოლოთაშვილი

მოკლე ისტორიული ცნობები

შეიქმნა რა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრეტონ-ვუდსში (მისი პირველი პრეზიდენტი იყო Eugene Meyer, 1875-1959) მსოფლიო ბანკი თავისი არსებობის საწყის ეტაპზე ახდენდა ომისშემდგომი ევროპის აღდგენას. 1947 წელს მის მიერ გაცემული პირველი სესხი, რომელიც განკუთვნილი იყო საფრანგეთის რეკონსტრუქციისთვის შეადგენდა თანხას 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. რეკონსტრუქცია რჩება ბანკის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად. ეს საქმიანობა საშუალებას აძლევს გადაწყვიტოს ისეთი ამოცანები, როგორიცაა სტიქიის შემდგომი გაჭირვების ლიკვიდაცია, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა საჭირო შემთხვევებში და პოსტკონფლიქტური აღდგენა, ამოცანები რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის.

დღეისათვის მსოფლიო ბანკი წარმოადგენს განვითარების მიზნით ერთ-ერთ მსხვილ დახმარების წყაროს მსოფლიოში. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის უღარიბესი ჯგუფებისა და ქვეყნების დახმარება.

მსოფლიო ბანკის პრიორიტეტები

1980 წელს კრედიტების 21%25-ით ფინანსდებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორი. დღეისთვის ეს მაჩვენებელი შემცირებულია 7%25-მდე. ამავე დროს, რესურსების მოცულობა ისეთი სოციალური მომსახურების სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, საპენსიო უზრუნველყოფა და სხვა, გაიზარდა 5%25-დან (1980წ.) 22%25-მდე. მსოფლიო ბანკს, რომლის წევრსაც შეადგენს 184 ქვეყანა, აქვს ახალი მიდგომა განვითარების პროცესთან მიმართებაში, ახალი ამოცანების გადაწყვეტაში, მათ შორის გენდერული განვითარების ამოცანების, ერთობლივი ძალების განვითარებაში, ადგილობრივი ერების პრობლემებში, ასევე ღარიბი მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარების ძალისხმევაში.

მსოფლიო ბანკის ძირითადი მიმართულებები

1. მსოფლიო ბანკი წარმოადგენს განათლების ფინანსირების უმსხვილეს საერთაშორისო წყაროს;

1963 წლიდან, როდესაც დაწყებულ იქნა განათლების ფინანსირება, მსოფლიო ბანკმა გამოყო 31 მლრდ დოლარი. დღეისთვის 83 ქვეყანაში ფინანსდება 158 პროექტი განათლების სფეროში. ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს ქვეყნების ხელმძღვანელებთან, გაეროს დაწესებულებებთან, დონორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან, რათა დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს მიაღწიონ საერთო განათლების მიზანს. აღნიშნული მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ 2015 წლისათვის ყველა ბავშვი, განსაკუთრებით გოგონები და გაჭირვებული ოჯახის ბავშვები სწავლობდნენ დაწყებით სკოლაში და ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ დაწყებითი განათლება.

2. მსოფლიო ბანკი წარმოადგენს აივ/შიდსის-წინააღმდეგ ბრძოლის ფინანსირების უმსხვილეს საერთაშორისო წყაროს;

ყოველდღიურად 14 000 ადამიანი ხდება შიდსის მატარებელი, მათ შორის ნახევარი 15-24 წლის ასაკისანი არიან. ბანკი არწმუნებს ქვეყნებს იმაში, რომ არცერთი ქვეყანა, რომელიც შეიმუშავებს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ სტრატეგიას, არ დარჩება დაფინანსების გარეშე.

3. მსოფლიო ბანკი წარმოადგენს ჯანდაცვის პროგრამების ფინანსირების უმსხვილეს საერთაშორისო წყაროს;

ელემენტარული სამედიცინო მომსახურება და ღარიბი მოსახლეობის გამოკვებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სიღარიბის აღმოფხვრასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში. მიუხედავად ბოლო რამდენიმე ათწლეულში მრავალი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებებისა, გადაუწყვეტელი რჩება რთული მიზნები. 11 მლნ. ბავშვიდან, რომლებიც იღუპებიან განვითარებად ქვეყნებში, დაახლოებით 70%25 იღუპება ინფექციური დაავადებებით (ისეთებით როგორიცაა პნევმონია, მალარია და სხვა) და უჭმელობით. მსოფლიო ბანკი ყოველ წელს გამოყოფს საშუალოდ 1 მლრდ დოლარს.

4. მსოფლიო ბანკი აქტიურად ხელს უწყობს დავალიანების ტვირთის შემსუბუქებას;

1996 წელს მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IFM) გამოვიდნენ ინიციატივით ღარიბ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებსაც გააჩნიათ ვალების მაღალი ხარისხი. ეს თავის თავში გულისხმობს პირველ კომპლექსურ მიდგომას მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისთვის (რომელთაც გააჩნიათ ვალების დიდი რაოდენობა) დავალიანების ტვირთის შემსუბუქებას. დღეისთვის 26 ქვეყანა იღებს დახმარებას, დავალიანების ტვირთის შემსუბუქების სახით და პროგნოზების თანახმად, ამ დახმარების მოცულობა გაიზრდება 40 მლრდ დოლარამდე. აღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფს დავალიანების შემცირებას 2/3-ით, რაც გამოიწვევს ვალების იმ დონემდე დაწევას, რომელიც იქნება მნიშვნელოვნად დაბალი საშუალო მაჩვენებელზე ყველა სხვა განვითარებად ქვეყანაში. ამ ინიციატივის ფარგლებში ქვეყნები ცდილობენ გადახედონ თავიანთ საბიუჯეტო პრიორიტეტებს სოციალური განვითარების მნიშვნელოვან სფეროებში და ადამიანური რესურსების განვითარებაში.

5. მსოფლიო ბანკი წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების დაცვის პროგრამის ფინანსირების ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო წყაროს;

დაწყებული 1988 წლიდან ბანკი ხდებოდა ბიომრავალფეროვნების დაცვის პროგრამის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ბიომრავალფეროვნების შემცირება წარმოადგენს გლობალურ პრობლემას, პირველ რიგში იჩაგრება სოფლის მოსახლეობა განვითარებად ქვეყნებში, ვინაიდან ისინი უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი გარემო პირობებზე, რომლებიც მათ უზრუნველყოფენ საკვებით, ჭერით (თავშესაფრით), სამკურნალო საშუალებებით, არსებობისთვის აუცილებელი საშუალებებით. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია Conservation International-თან გლობალურ-ეკოლოგიურ ფონდთან, მაკარტურის ფონდთან და იაპონიის ხელისუფლებასთან ერთად, მსოფლიო ბანკი მონაწილეობს ფონდის შექმნაში, რომელიც ეფექტურად დაეხმარება ბიომრავალფეროვნების „ცხელი წერტილები“-ს დაცვას განვითარებად ქვეყნებში. იმ რეგიონებში, რომლებიც წარმოადგენენ დედამიწის მხოლოდ 1,4%25-ს, ბინადრობს დაახლოებით 60%25 მთელი ბიოლოგიური სახეობების. გარემოპირობების პრობლემების გადაწყვეტა წარმოადგენს განუყრელ ნაწილს ბანკის სტრატეგიის, რომელიც მიზნად ისახავს სიღარიბის დაძლევას. დღეისათვის მსოფლიო ბანკის პროექტების პორტფელში არსებული მთლიანი თანხა, რომლითაც დადგენილია გარემოს დაცვის მიზანი, წარმოადგენს 14 მლრდ აშშ დოლარს.

6. მსოფლიო ბანკი ისე როგორც არასდროს აქტიურად ურთიერთობს თავის პარტნიორებთან;

მსოფლიო ბანკი ბოლო 6 წლის განმავლობაში თანამშრომლობს პარტნიორების ფართო წრესთან, ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიცაა ბრძოლა სიღარიბის დაძლევისთვის გლობალური მასშტაბით. მაგ.: ველური ბუნების მსოფლიო ფონდთან, ტყეების დაცვის მიზნით, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორთან ისეთი ფონდის შექმნის მიზნით, რომელიც დაეხმარება გლობალური დათბობის შედეგების შემსუბუქებას. გარდა ამისა, ბანკი თანამშრომლობს Food and Agriculture Organization (FAO)-სა და the United Nations Development Programme (UNDP)-თან, გამოდის რა სპონსორად ცნობილი საკონსულტაციო ჯგუფის საერთაშორისო კვლევის, სოფლის მეურნეობის სფეროში, იყენებს რა მეცნიერების უახლეს მიღწევებს უჭმელობასა და სიღარიბესთან ბრძოლაში, კვებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვის სფეროში.

7. მსოფლიო ბანკი თამაშობს წამყვან როლს კორუფციასთან ბრძოლაში საერთაშორისო მასშტაბით;

კორუფცია წარმოადგენს განვითარების შემაფერხებელ ერთ-ერთ პირობას: იგი უფრო მეტად აუარესებს ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობას, პარავენ რა სახელმწიფო რესურსებს მოსახლეობის იმ ჯგუფებს, რომელთაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ. დაწყებული 1996 წლიდან ბანკი ახორციელებს კორუფციასთან ბრძოლის 600 პროგრამას და ინიციატივას მმართველობის ეფექტიანობის გაზრდას თითქმის 100 ქვეყანაკლიენტთან. აღნიშნული ინიციატივები ითვალისწინებენ სხვადასხვა წესების მიღებას - დაწყებული სახელმწიფო მოხელეების მიერ ფინანსური დეკლარაციების შევსებიდან დამთავრებული ჟურნალისტებისთვის გამოძიების ჩატარების მეთოდებით დამთავრებული. დღეისთვის თითქმის 1/4 მთელი ახალი პროექტებისა შეიცავს კომპონენტებს, რომელთაც გააჩნიათ კავშირი სახელმწიფო ხარჯებთან და ფინანსურ რეფორმებთან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბანკის დამოკიდებულებამ კორუფციის დაჩქარების საქმესთან მისცა სტიმული ამ პრობლემასთან გლობალურ ბრძოლაში. მსოფლიო ბანკი ცდილობს მთლიანად ინტეგრაციას წესების, მიმართულს სახელმწიფო მართველობის ეფექტურობის გაზრდასა და კორუფციასთან ბრძოლაში, გეგმარებისა და ოპერაციულ საქმიანობის პროცესში. გარდა ამისა, ბანკს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი ძალისხმევის მიმართვა რათა გამოირიცხოს კორუფციის რაიმე წყარო და საშუალება, მის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში.

8. სამოქალაქო საზოგადოება სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ბანკის საქმიანობაში;

გასულ ფინანსურ წელს, მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტების 2/3-ზე მეტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით, ხოლო მხარდაჭერის სტრატეგიების უმრავლესობა, შემუშავებულ იქნა ბანკის მიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გზით. დღეისთვის ბანკის თანამშრომლები მუშაობენ 70 წარმომადგენლობაში მსოფლიოს მასშტაბით, მოსახლეობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საქმიანობების სხვადასხვა სფეროებში - დაწყებული განათლებიდან და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლიდან, დამთავრებული გარემოს დაცვამდე.

9. მსოფლიო ბანკი ეხმარება ქვეყნებს, რომლებმაც გადაიტანეს შეიარაღებული კონფლიქტები;

დღესდღეობით ბანკი მუშაობს 40 ქვეყანაში, რომლებიც დაზარალდნენ შეიარაღებული კონფლიქტებით, მხარს უჭერს რა საერთაშორისო ძალისხმევას დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მშვიდობიანი განვითარების აღდგენას და მოსახლეობის ახალი აფეთქებების თავიდან აცილებას. ამასთან ბანკი, ასევე თავაზობს ძალისხმევას მთელი რიგი ამოცანების გადასაწყვეტად, ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა, ინვესტირება რეგიონებში, საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რათა ისინი პირველ რიგში ორიენტირებულები იყვნენ ყველაზე უფრო გაჭირვებული ხალხის ჯგუფზე, როგორებიც არიან ქვრივები და ბავშვები. ბანკი თავის ძალისხმევას მიმართავს დაშლისკენ, დემობილიზაციისაკენ და ხელმეორე ინტეგრაციისაკენ, ანუ ყოფილი შეიარაღებული ძალების ფორმირებას სამოქალაქო ცხოვრებაში, ასევე ინიციატივებს ნაღმების აღმოჩენასთან და მოსახლეობის გაფრთხილებას. იმ ფართომაშსტაბიან და ახალ ხარისხიან პროექტებში, რომლებიც ბანკის მიერ ფინანსდება, საჭიროა აღინიშნოს ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია და შესაძლებლობების გაფართოება ავღანეთის ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განათლების მიცემა უპატრონო ბავშვებისთვის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, განვითარების პროექტები ადგილობრივ დონეზე სამხრეთ სერბიაში, ახალი სახელმწიფო მოხელეების სწავლება ჩრდილოეთ ტიმორში და პროგრამები ჰაიტიზე, რომლის მიზანია საზოგადოებაში თანხმობის მიღწევა და რომლებიც რეალიზდება ქვეყნის მოქალაქეების მიერ.

10. მსოფლიო ბანკი რეაგირებს ღარიბი მოსახლეობის საჭიროებებზე.

60 ქვეყნის 60 000 გაჭირვებულთან საუბარმა, ასევე ჩვენმა ყოველდღიურმა სამუშაო გამოცდილებამ გვასწავლა ჩვენ ის, რომ სიღარიბე ეს ცოტა იმაზე მეტია ვიდრე შემოსავლების არათანაბარი დონე ან საზოგადოებრივი განვითარების დაბალი ტემპი. სიღარიბეა ის, როდესაც ღარიბ მოსახლეობას არ შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი, ჩამორთმეული აქვს ხმის უფლება, ან შესაძლებლობა დაიცვას თავისი ინტერესები, როდესაც ის არ არის დაცული ბოროტად გამოყენებისგან და კორუფციისგან. სიღარიბე ეს არის ელემენტარული თავისუფლების არ არსებობა, ისეთი როგორიც არის მოქმედებების თავისუფლება, არჩევნის თავისუფლება, შესაძლებლობების არ არსებობა. ჩვენ ვთვლით, რომ სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანს უნდა მოექცე არა როგორც რაღაც ტვირთს, ან პასივს, არამედ როგორც საწარმოო აქტივს, რომელსაც შესწევს უნარი შეიტანოს დიდი ანაბარი, ვიდრე რაიმე სხვას სიღარიბის წინააღმდეგ. სიღარიბის შემცირებისადმი მიდგომა, ეფუძვნება უფრო ფართო სოციალურ-ეკონომიკურ შესაძლებლობების შექმნას, ქმნის შესაძლებლობებს, რომელიც საშუალებას აძლევს ღარიბ კაცებს და ქალებს გახდნენ საკუთარი ბედის პატრონები, ეძლევათ რა მათ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც ნებას რთავს ღარიბ მოსახლეობას ჩაებას განვითარების პროცესში და უზრუნველყოს მისი აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულობას და ორგანიზაციული-ტექნიკური შესაძლებლობების გაფართოებას ადგილზე. დრეს-დღეობით ბანკი აფინანსებს განვითარების პროექტებს, რომლებიც რეალიზდება ადგილობრივი დასახლებების ძალისხმევით, რომელზეც გამოყოფილია 2.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი.

მსოფლიო ბანკის ძირითადი მიმართულებებიდან გამომდინარე, მისი მოღვაწეობა საქართველოში შემდეგი თავისებურებებით ხასიათდება:

  • მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემის რეფორმაში ეხმარება;

  • მსოფლიო ბანკი საქართველოს დამოუკიდებელი და პროფესიული სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბებაში ეხმარება;

  • მსოფლიო ბანკი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში ეხმარება;

  • მსოფლიო ბანკი საქართველოს ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესებაში ეხმარება;

  • მსოფლიო ბანკი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო რეფორმის განხორციელებაში ეხმარება;

  • მსოფლიო ბანკი საქართველოს გარემოს დაცვაში ეხმარება;

  • მსოფლიო ბანკი საქართველოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და კერძო სექტორის განვითარებაში ეხმარება;

  • მსოფლიო ბანკი საქართველოს ბუნებრივი რესურსების მართვაში ეხმარება;

  • მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული ანალიტიკური სამუშაო და მეცნიერული კვლევა საქართველოში მიმდინარე რეფორმის საინფორმაციო უზრუნველყოფას ემსახურება;

  • მსოფლიო ბანკი ისწრაფვის საქართველოში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ორგანიზაციული სტრუქტურა

მსოფლიო ბანკის ჯგუფი შედგება ხუთი მჭიდროდ დაკავშირებული დაწესებულებისგან, რომელთა მეპატრონეებიც არიან წევრი სახელმწიფოები. თითოეული ეს დაწესებულება თამაშობს განმსაზღვრელ როლს, სიღარიბესთან ბრძოლის პრობლემისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების გადაწყვეტაში. მსოფლიო ბანკი ახორციელებს თავის საქმიანობას ვიცე-პრეზიდენტების დეპარტამენტის მიერ, დაკავებული კონკრეტული რეგიონებით ან სიღარიბესთან ბრძოლაში და თანამშრომლობა ეკონომიკური განვითარებაში.

მსოფლიო ბანკი იმართება, როგორც მაგალითად კოოპერატიული საზოგადოება, რომლის აქციონერებსაც წარმოადგენენ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები. აქციების რაოდენობა ყოველ სახელმწიფოს განესაზღვრება ეკონომიკის მასშტაბებიდან გამომდინარე. უმსხვილეს აქციონერს წარმოადგენს აშშ (აქციების 16,41%25), მას მოჰყვება იაპონია (7,78%25), გერმანია (4,49%25), დიდი ბრიტანეთი (4,31%25) და საფრანგეთი (4,31%25). აქციების დარჩენილი რაოდენობა განაწილებულია სხვა წევრ-სახელმწიფოებზე.

მსოფლიო ბანკის წევრი-სახელმწიფოები წარმოდგენილები არიან მმართველთა საბჭოთი. როგარც წესი მმართველებად გვევლინებიან ქვეყნის პასუხისმგებელი პირები, მაგალითად ფანანსთა მინისტრი ან ეკონომიკური განვითარების მინისტრი. მმართველთა საბჭო გვევლინება უმაღლეს ორგანოდ, რომელიც განსაზღვრავს ბანკის პოლიტიკას. საბჭო თავის სხდომებს წელიწადში ერთხელ მართავს ბანკის ყოველწლიური სხდომის დროს.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს მინისტრები თავიანთ სხდომას წელიწადში ერთხელ მართავენ, კონკრეტული უფლება-მოვალეობები გადაცემული აქვთ აღმასრულებელ დირექტორებს, რომლებიც ბანკის შტაბ-ბინაში მუშაობენ. მსოფლიო ბანკის ყოველი წევრი ქვეყანა წარმოდგენილი არის აღმასრულებელი დირექტორით. ხუთი არმასრულებელი დირექტორი ინიშნება ხუთი წევრი ქვეყნის მიერ, რომლებიც ფლობენ აქციების უმსხვილეს პაკეტს - აშშ, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, ხოლო დანარჩენი ქვეყნები წარმოდგენილები არიან 19 აღმასრულებელი დირექტორით.

ტრადიციულად მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად ინიშნება აშშ-ს მოქალაქე, რადგან აშშ ბანკის აქციების უნსხვილესი პაკეტის მფლობელია. ბანკის პრეზიდენტი ირჩევა 5 წლის ვადით და შეიძლება იყოს ხელმეორედ არჩეული. იგი თავმჯდომარეობს დირექტორების საბჭოს და პასუხს აგებს ხელმძღვანელობასა და ბანკის მოღვაწეობაზე.

5 მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO)

▲ზევით დაბრუნება


ნინო თევდორაძე
ლიკა პაპაშვილი

მოკლე ისტორიული ცნობები

WTO დაარსდა 1995 წლის 1 იანვარს ქ. ჟენევაში, შვეიცარიაში. დღესდღეობით იგი 148 წევრ ქვეყანას ითვლის, რომელთა წილად მოდის საერთაშორისო ვაჭრობის 95 პროცენტზე მეტი.

1996 წელს საქართველომ გაწევრიანების თხოვნით მიმართა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას. გაერთიანების ოქმს ხელი მოეწერა 1999 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო პარლამენტის მიერ ამ აქტის რატიფიკაციის შემდეგ 2000 წლის 14 ივნისიდან საქართველო გახდა WTO-ს სრულფასოვანი 137-ე წევრი.

WTO-ში გაწევრიანების შედეგად:

  • გაძლიერდა საქართველოს ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში;

  • WTO-ს შეთანხმებებთან მიერთებით, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა უფრო ჰარმონიზებული გახდა ევროპულთან, რაც აუცილებელი პირობაა ევროკავშირში ინტეგრირების სტრატეგიული მიზნის მისაღწევად;

  • საერთაშორისო ბაზარზე გაუმჯობესდა პირობები საქართველოს საექსპორტო პრიდუქციისთვის. ქართველი მეწარმეები დაცულნი გახდნენ ამ ბაზრებზე დისკრიმინაციისგან WTO-ს მრავალმხრივი შეთანხმებებით;

  • საქართველომ მიიღო საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის სფეროში წამოჭრილი სადავო საკითხების სამართლიანი და ობიექტური გადაჭრის საშუალება;

  • გაუმჯობესდა გარემო უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის, რადგან ინვესტორს გრძელ ვადაზე პროგნოზირებადი სავაჭრო პოლიტიკის გარანტია გაუჩნდა, ხოლო ქართულ პროდუქციას გაეხსნა საგარეო ბაზრები;

  • საქართველომ მიიღო სრულფასოვანი წევრის ხმა WTO-ს ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის.

WTO წარმოადგენს 1947 წელს ხელმოწერილი „ტარიფებისა და ვაჭრობის გენერალური შეთანხმების“ GATT-ის სამართალმემკვიდრეს. GATT-ი წარმოადგენს მრავალმხრივ შეთანხმებას, რომელიც ადგენს წესებს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლიანი წარმართვისთვის. იგი ასევე გამოიყენება, როგორც საერთაშორისო ფორუმი სავაჭრო ბარიერების გაუქმების შესახებ მოლაპარაკებებისათვის.

WTO -ს ძირითად პრონციპებს წარმოადგენს:

  • ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე, რაც გულისხმობს ერთის მხრივ წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთისთვის უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის მინიჭებას, ხოლო მეორე მხრივ თანაბარი უფლებებისა და პირობების უზრუნველყოფას იმპორტული და ადგილობრივად წარმოებული საქონლისთვის.

  • ქვეყნების ინტეგრაცია საერთაშორისო და საგარეო სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ერთობრივი დაგეგმვა მრავალმხრივი და ორმხრივი ხელშეკრულების ბაზაზე;

  • კეთილსინდისიერი დათმობების წახალისება ურთიერთდათმობების განხორციელებით;

  • დავების გადაწყვეტა კონსულტაციებითა და მოლაპარაკებების გზით, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში GAთთ-ის სპეციალური ორგანოების გადაწყვეტილებებზე დაყრდობა;

  • შიდა ბაზრის დასაცავად უპირატესად ტარიფული მეთოდების გამოყენება და არა რაოდენობრივი შეზღუდვების და სხვა ტექნიკური ბარიერების დაწესება;

  • თითოეულ ქვეყანაში პროგნოზირებადი სავაჭრო პოლიტიკის უზრუნველყოფა.

მრავალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების რაუნდები.

GATT-ის არსებობის მანძილზე ჩატარდა მრავალმხრივი საერთაშორისო მოლაპარაკებების რვა რაუნდი.

1947-1979 წლებში ჩატარებული სავაჭრო მოლაპარაკებების შვიდ ძირითად რაუნდს შედეგად მოჰყვა იმპორტზე საბაჟო ტარიფების საგრძნობლად შემცირება, რამაც გამოიწვია საერთაშორისო ვაჭრობის სწრაფი განვითარება.

მეექვსე, ანუ კენედია რაუნდზე (1964-1967) მიღწეულ იქნა სატარიფო და არა სატარიფო ბარიერების შემცირება როგორც სამრეწველო, ისე სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ვაჭრობაში.

მეშვიდე, ანუ ტოკიოს რაუნდის (1973-1979) დროს. ტარიფების შემდგომი შემცირების გარდა (სამრეწველო საქონელზე ტარიფები შემცირდა თითქმის ერთი მესამედით), მიღწეულ იქნა შეთანხმება არასატარიფო სფეროში, სტანდარტების, ანტიდემპინგის, სუბსიდიებისა და მაკომპენსირებელი ღონისძიებების ჩათვლით, აგრეთვე იმპორტის ლიცენზირებაში და საბაჟო შეფასების საკითხებში. მიღწეული იქნა შეთანხმებების სამოქალაქო თვითმფრინავებით, რძის პროდუქტებითა და ხორცით ვაჭრობის, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების სფეროებში.

სავაჭრო მოლაპარაკების მერვე რაუნდი თითქმის რვა წელლს გაგრძელდა: 1986-დან 1994 წლამდე. მიღებულ იქნა გადწყვეტილება არ დაეშვათ პროტექციონიზმის დონის ამაღლება, შეეზღუდათ და აღეკვეთათ ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც GAთთ-ის წესებს არღვევდა. მოლაპარაკების დღის წესრიგში დადგა ახალი საკითხები: მომსახურებით ვაჭრობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ღონისძიებანი.

ურუგვაის რაუნდის ძირითადი შედეგებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • აღებულ იქნა ვალდებულებები ტარიფების შემდგომ შემცირებაზე, კერძოდ ურუგვაის რაუნდის შეთანხმებები ითვალისწინებდნენ განვითარებულ ქვეყნებში 6 წლის განმავლობაში (დაწყებული 1995 წლიდან), იმპორტულ სამრეწველო პროდუქციაზე ტარიფის შემცირებას, საშუალოდ 36%25-ით საბაზრო პერიოდთან შედარებით. თითოეულ სატარიფო პოზიციაში, მინიმუმ 15%25-იანი შემცირებით. განვითარებად ქვეყნებს ამ მხრივ მიეცათ შეღავათები (10 წლიანი პერიოდი, ტარიფების შემცირება საშუალოდ 24%25-ით და ა.შ.)

  • GATT-ის სისტემა გავრცელდა სოფლის მეურნეობის საფეიქრო და ტანსაცმლის სექტორებზე.

  • GATT-ის სისტემა გავრცელდა მომსახურებით ვაჭრობაზე და ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების ასპექტებზე.

  • დაიხვეწა წესები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სუბსიდიები, ანტიდემპინგი, ვაჭრობაზე მოქმედი ტექნიკური ბარიერები, ბაზრის დაცვის ღონისძიებები, დავების გადაწყვეტის მექანიზმი და სხვა;

  • მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (ე.წ. მარაკეშის დეკლარაცია), რომლის საფუძველზეც შეიქმნა მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის სამართლებრივი და საინსტიტუციო საფუძველი - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (WTO).

ურუგვაის რაუნდის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყო 1995 წლის 1 იანვარს GATT-ის WTO-დ გარდაქმნა. WTO არის წევრი ორგანიზაცია, მაშინ, როდესაც GATT-ი მხოლოდ ხელმოწერილ მხარეებს შორის არსებულ მრავალმხრივ შეთანხმებას წარმოადგენდა.

დოჰაის „განვითარების რაუნდი“ დაიწყო დოჰაის მინისტრთა IV კონფერენციის დეკლარაციაზე დაყრდნობით. იგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელობან საკითხებს, როგორიც არის: სოფლის მეურეობა, მომსახურება, ინტელექტუალური საკუთრება, ბაზარზე დაშვება, ინვესტიციები, სუბსიდიები, დამცავი ღონისძიებები, დავების გადაჭრა, გარემოს დაცვა, მცირე ეკონომიკის ქვეყნები, ტექნიკური თანამშრომლობა, რეგიონალური შათანხმებები, ელექტრონული კომერცია, სახელმწიფო შესყიდვები, სავაჭრო შესაძლებლობები, ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, სპეციალური და განსხვავებული სავაჭრო რეჟიმები. დეკლარაციის მუხლებში ასახულია თითოეული ჩამოთვლილი მიმართულება, რომელთა ირგვლივ მოლაპარაკებათა ჩასატარებლად WTO-მ ჩამოაყალიბა შესაბამისი სტრუქტურები კომიტეტებისა და ჯგუფების სახით, ასევე განისაზღვრა წინადადებათა შემოტანის, განხილვისა და რეკომენდაციების მიღების ვადები.

WTO- ძირითადი ფუნქციებია:

  • სამართლებრივი ბაზის შემუშავება ვაჭრობაზე მოქმედი ბარიერების მართვისა და საერთაშორისო ვაჭრობაში დისკრიმინაციის აღკვეთის უზრუნველყოფის მიზნით;

  • მრავალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების პროცესის წარმართვა;

  • ვაჭრობასთან დაკავშირებული საერთაშორისო დავების მოგვარება;

  • WTO-ს წევრი ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკის ზედამხედველობა;

  • მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

WTO- მუშაობის პრაქტიკული პრინციპები:

ორგანიზაციის საქმანობას საფუძვლად უდევს სამი საერთაშორისო ხელშეკრულება:

1. გენერალური შეთანხმება ვაჭრობასა და ტარიფების შესახებ (GATT);

2. გენერალური შეთანხმება მომსახურებით ვაჭრობის შესახებ (GATS);

3. შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების სავაჭრო ასპექტების შესახებ;

შეთანხმებათა ძირითადი მიზანია - დახმარების გაწევა ყველა ქვეყნის ფირმისათვის, რომელიც დაკავებულია ექსპორტ-იმპორტით.

WTO- ზოგადი სტრუქტურა

WTO-ს მმართველ ორგანოებს გააჩნია სამი იერარქიული დონე

0x01 graphic

სტრატეგიული გადაწყვეტილებები უმაღლეს დონეზე WTO-ში მიიღება მინისტრთა კონფერენციის მიერ, რომელიც იკრიბება წელიწადში ერთხელ მაინც.

მინისტრათა კონფერენციის დაქვემდებარებაში იმყოფება გენერალური საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია მიმდინარე საქმიანობის შესრულებაზე და წელიწადში რამდენჯერმე შტაბ-ბინაში ჟენევაში იკრიბებიან წევრი ქვეყნების წარმომადგენლები (როგორც წესი ელჩები და წევრი ქვეყნების დელეგაციის მეათაურები). გენერალური საბჭოს შემადგენლობაში შედის 2 სპეციალური ორგანო:

  • დავების გადაწყვეტის ორგანო;

  • სავაჭრო პოლიტიკის განხილვის ორგანო (2 წელიწადში ერთხელ).

WTO-ში შედის სამი დამოუკიდებელი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მქონე საბჭო:

  • საქონლით ვაჭრობა;

  • მომსახურებით ვაჭრობა;

  • ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.

არსებობს შემდეგ საკითხებზე მომუშავე 4 კომიტეტი:

  • ვაჭრობა და გარემოს დაცვა;

  • ვაჭრობა და განვითარება;

  • საგადამხდელო ბალანსის გამო შეზღუდვა;

  • ბიუჯეტი, ფინანსები და ადმინისტრაცია.

WTO-ს ხელმძღვანელია გენერალური დირექტორი, რომელსაც ირჩევენ 4 წელიწადში ერთხელ. გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა ხმის რაოდენობა, პრინციპით „ერთი ქვეყანა - ერთი ხმა“. გენერალური დირექტორი განაგებს სამდივნოს.

გადაწყვეტილების მიღება

კონსესუსი GATT-ის ტრადიციას წარმოადგენდა. ერთსულოვნება საჭიროა ზოგად პრინციპებში შესწორებების შესატანად. დებულების ინტერპრეტაციისთვის და წევრი ქვეყნების ვალდებულებებისგან განთავისუფლებისთვის საჭიროა მეოთხედი ხმების რაოდენობა (პრინციპით ერთი ქვეყანა - ერთი ხმა). სხვა შემთხვევაში კონსესუსი წარმოადგენს დადგენილ წესს, თუ სპეციალური მითითება არ არსებობს.

WTO-ს ეგიდით გაფორმდა მრავალი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც მოიცავს

ბევრ სხვადასხვა სფეროს:

1. სოფლის მეურნეობ:

სოფლის მეურნეობასთან გაკავშირებით ურუგვაის რაუნდის შედეგები მოიცავს ქვეყნების ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა: არასატარიფო ბარიერების შეცვლა ტარიფებით, ბმული ტარიფების დაწესება. სოფლის მეურენეობის შიდა ბაზარზე მეტი უცხოური კონკურენტების დაშვება, ექსპორტის სუბსიდირების შემცირება და აღმოფხვრა.

2. სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებები:

შეთანხმება მოიცავს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ღონისძიებებს, კერძოდ საკვები პროდუქტების უსაფრთხოების, ცხოველებისა და მცენარეების შემოწმების წესებს. შეთანხმების ძირითადი მოთხოვნებია: შეზღუდვების ადეკვატურობა რისკის დონესთან და მათი შემოღების შესახებ წინაწარი შეტყობინება;

3. საფეიქრო ტანსაცმლის წარმოება:

ქვეყნები შეთანხმდნენ 1 წლის განმავლობაში (2005 წლის 1 იანვრისთვის) მოიხსნას იმპორტის ის რაოდენობრივი შეზღუდვები, რომლებიც აქამდე მოქმედებს ამ სფეროში. 2005 წლისთვის ეს სექტორი სრულიად უნდა იყოს ინტეგრირებული GATT-ის წესებში.

4. ვაჭრობაზე მოქმედი ტექნიკური ბარიერები:

ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ შეთანხმების თანახმად, პროდუქციის სავალდებული სტანდარტები არ უნდა უქმნიდნენ დაბრკოლებებს საერთაშორისო ვაჭრობას. შეთამხმება წევრებისგან ითხოვს ნებაყოფლობითი სტანდარტების სისტემის შემოღებას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, რაც იძლევა მათი ჰარმონიზაციის საშუალებას.

5. ვაჭრობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ზომები (TRIMS):

შეთანხმება, რომელიც დაკავშირებულია ვაჭრობასთან და საინვესტიციო ღონისძიებების სახელწოდებით არეგულირებს ინვესტორისთვის წაყენებულ პირობებს. მაგალითად, ქვეყნებს უკრძალავს ისეთი ზომების გატარებას, როგორიცაა ვალუტის გადაცვლაზე შეზღუდვები, წარმოებისთვის ადგილობრივი ნედლეულის სავალდებულო შესყიდვის დაწესება და ა.შ.

6. ანტიდემპინგი:

ანტიდემპინგის შესახებ შეთანხმებაში მოცემულია დემპინგისა და ზარალის განსაზღვრა. შეთანხმება მოიცავს დემპინგის მოცულობის გამოთვლის პროცედურებს ანტიდემპინგური ზომების განხორციელების წესებსა და ხანგძლივობას (ჩვეულებრივ 5 წელი) და დავების გადაწყვეტის მექანიზმებს.

7. საბაჟო შეფასება:

საბაჟო შეფასების შესახებ შეთანხმება საბაჟოებისგან მოითხოვს საბაჟო ღირებულების განსაზღვრას საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეთოდების გამოყენებით, ძირითადად კონტრაქტით გადაზრდილი ფასის ან იმპორტიორის მიერ გადაზრდილი ღირებულების საფუძველზე.

8. გადაზიდვაზე ინსპექტირება:

გადაზიდვამდე ინსპექტირების შესახებ შათანხმება არეგულირებს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ დეტალებს, განსაკუთრებით საქონლის ფასის, ხარისხისა და რაოდენობის კონტროლის ორგანიზებას გამომგზავნი ქვეყნის ტერიტორიაზე.

9. საქონლის წარმოშობის წესები:

საქონლის წარმოშობის შესახებ შეთანხმების მიზანია, საქონლის წარმოშობასთან დაკავშირებული წესების ჰარმონიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ამგვარმა წესებმა დაბრკოლება არ შეუქმნას ვაჭრობას.

10. იმპორტის ლიცენზირების პროცედურები:

იმპორტის ლიცენზირების შესახებ შეთანხმება ქვეყნებისგან მოითხოვს იმპორტის ლიცენზირების შესახებ საკმარისი ინფორმაციის გამოქვეყნებას, პროცედურის სიმარტივესა და დაუსაბუთებელი უარის გასაჩივრების შესაძლებლობას, რათა ხელი არ შეეშალოს ვაჭრობას.

11. სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომები:

შეთანხმება სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ გამოიყენება სამრეწველო საქონლის მიმართ და სუბსიდიებს ყოფს დასაშვებ და აკრძალულ სუბსიდიებად. ეს შეთანხმება ქვეყნებს ანიჭებს უფლებას დააწესონ საკომპენსაციო გადასახადი სუბსიდირებულ იმპორტზე.

12. დაცვითი ზომები:

GATT-ი უფლებას ანიჭებს წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ დაცვითი ზომები ადგილობრივი წარმოების დასაცავად, ამა თუ იმ საქონლის იმპორის გაუთვალისწინებელი მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ადგილობრივი წარმოებისთვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება.

13. მომსახურებით ვაჭრობა (GATS):

მომსახურებით ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმება მოიცავს მომსახურებით ვაჭრობის ძირითად წესებს.

14. ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებები (TRIPS):

ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესახებ შეთანხმებაში მოცემულია ინტელექტუალური საკთრების დაცვის მინიმალური სტანდარტები და მათი განხორციელების პროცედურა. შეთანხმება მოიცავს ინტელექტუალური დაცვის ისეთ უფლებებს, როგორიც არის პატენტები, საავტორო უფლებები, სავაჭრო ნიშნები, გეოგრაფიული დასახელების გამოყენება და ა.შ.

15. დავების გადწყვეტა:

შეთანხმება უზრუნველყოფს დავების მოგვარების ერთიან სისტემას. აღნიშნული ფუნქციების განხორციელებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება გენერალურ საბჭოს.

16. სავაჭრო პოლიტიკის განხილვის მექანიზმი:

შეთანხმება ითვალისწინებს ეროვნული სავაჭრო პოლიტიკის გამჭვირვალობას და WTO-ს მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით წევრი ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკის საშუალოვადიანი განხილვის მექანიზმს.

17. სამოქალაქო თვითმფრინავებით ვაჭრობა:

სამოქალაქო ავიაციის შესახებ შეთანხმება აუქმებს საიმპორტო გადასახადს სამოქალაქო სახის თვითმფრინავებზე, აგრეთვე მათ მარაგ ნაწილებზე და სხვა შემადგენელ ელემენტებზე.

18. სახელმწიფო შესყიდვები:

შეთანხმება სახემწიფო შესყიდვების შესახებ მოიცავს სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს. შეთანხმება მოითხოვს სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ ტენდერების გამოცხადებას, რაც ყველა მომწოდებელს მონაწილეობის სამართლიან და თანაბარ პირობებს უნდა უქმნიდეს.

ბოლო ორი შეთანხმება წარმოადგენს შეთანხმებას მონაწილეთა შეზღუდვის რიცხვით და მათში მონაწილეობა არც ავტომატურია და არც სავალდებულო.

დაცვითი ზომები

WTO-ს წესების თანახმად, ყველა წევრ ქვეყანას აქვს უფლება განახორციელოს ე.წ. დაცვითი ღონისძიებები, თუ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ეს გულისხმობს, რომ იმპორტის განმახორციელებელ ქვეყანას შეუძლია დროებით გაზარდოს თავისი ტარიფები ბმულ ტარიფებთან შედარებით ან დააწესოს იმპორტის რაოდენობრივი შეზღუდვები. ვაჭრობაში დისკრინიმაციის წინააღმდეგ მიმართული წესები, ისე როგორც წესები ანტიდემპინგისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ, შექმნილია კეთილსინდისიერი სავაჭრო პირობების დასაცავად. თანახმად GATT-ის წესებისა, რომლებიც დაიხვეწა და გაფართოვდა WTO-ს ხელშეკრულებებში, დაზარალებული სახელმწიფოს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოვლენის შემთხვევაში შეუძლია საკომპენსაციო თანხის უკან მოთხოვნა.

დავების გადაწყვეტის მექანიზმი

WTO-ს დავის გადაჭრის მექანიზმი წარმოადგენს მრავალხრივი სავაჭრო სისტემის უსაფრხოების ცენტრალურ ელემენტს. WTO-ს წევრები ვალდებულებას იღებენ ცალმხრივად არ განიხილონ სავაჭრო წესების დარღვევის საკითხები, არამედ მოძებნონ მათი მოგვარების ფორმები დავის გადაჭრის მრავალმხრივ სისტემაში და დაიცვან ამ სისტემაში არსებული წესები. WTO-ს გენერალური საბჭო, როგორც დავის გადაჭრის ორგანო იკრიბება იმისთვის, რომ გადაწყვიტოს წევრ სახელმწიფოთა შორის სადავო საკითხები. მხოლოდ მას აქვს უფლება დანიშნოს დავის განხილვა, მიანიჭოს სააპელაციო განაცხადები, ჩაატაროს გამოკვლევა და მიიღოს ზომები რეკომენდაციების დაუცველობის შემთხვევაში.

დავის გადაჭრის პირველი ეტაპი გულისხმობს კონსულტაციებს, რომელთა უშედეგოდ წარმართვის შემთხვევაში, საქმე წარედგინება WTO-ს გენერალურ დირექტორს, რომელიც მხარეებს შესთავაზებს საარბიტრაჟო შერიგებას და დავის გადაჭრისთვის საჭირო შუამავლის კანდიდატურას. იმ შემთხვევაში, თუ 60 დღის ვადაში არ მოხდება დავის გადაჭრა, კონსულტაციების მეშვეობით, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს დავის გასაჭრის ორგანოს, დანიშნოს მსაჯულები ამ საქმის გამოსაკვლევად.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველო

მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში სრულფასოვნად ინტეგრირება საქართველოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს, რომლის გადასაჭრელად აუცილებელია საბაზრო პრინციპებზე დამყარებული ურთიერთობების განვითარება და მათი ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან. ამ მიმართულებით WTO-ში გაწევრიანება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.

მოლაპარაკებების პროცესი

1994 წელს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის დავალებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ტარიფებსა და ვაჭრობაზე გენერალურ შეთანხმებაზე (GATT) საქართველოს მიერთების მიზნით. საქართველომ იმავე წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ამ ორაგნიზაციაში, მაგრამ 1995 წლის 1 იანვრიდან GATT-ის WTO-დ გარდაქმნასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებათა პროცესის თავიდან დაწყება.

1996 წლის 26 ივნისს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური საბჭოს სხდომაზე საქართველოს მიენიჭა WTO-ს დამკვირვებლის სტატუსი. 1996 წლის ივლისში საქართველოს მხარემ ოფიციალურად განაცხადა აღნიშნული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მიღების სურვილი, რის შედეგადაც WTO-ს გენერალურმა საბჭომ ჩამოაყალიბა წევრი ქვეყნების სამუშაო ჯგუფი საქართველოს გაწევრიანების საკითხზე სამუშაოდ. სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მიღებისთვის დაწესებული პროცედურის შესაბამისად 1997 წლის მარტში WTO-ს სამდივნოს ოფიციალურად გადაეგზავნა მემორანდუმი საქართველოს საგარეო ვაჭრობის რეჟიმის შესახებ.

გაწევრიანების პროცესში, რომელიც დაახლოებით სამ წელიწადს გრძელდებოდა გაიმართა 5 ოფიციალური მრავალმხრივი, აგრეთვე ორმხრივ მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი 30-მდე წევრ ქვეყანასთან, სულ 120-მდე შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრებზე წევრ ქვეყნებთან შეთანხმდა ბმული სატარიფო განაკვეთები საქონლის იმპორტზე, საქონლით ვაჭრობის ბაზარზე დაშვების პირობები და ვალდებულებები მომსახურებით ვაჭრობის სფეროში. გაწევრიანების მუშა ჯგუფის ანგარიშში დაფიქსირდა, ასევე ის ვალდებულებები, რომლებსაც საქართველო შეასრულებს თანმიმდევრულად 5 წლიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში საკანონმდებლო-ნორმატიულ ბაზაში სათანადო ცვლილებათა გზით.

გაწევრიანების პროცესს ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 ივლისის განკარგულებით შექმნილი კომისია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის, პრაქტიკულად ყველა სამინისტროსა და ეკონომიკურ საკითხებთან შეხებაში მყოფი უწყების წარმომადგენლები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს WTO-ში გაწევრიანების მიზნით უწევდნენ მას ტექნიკურ დახმარებას (ევროკავშირი - ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) პროექტის სახით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) - საინსტიტუციო რეფორმებისა და არაფორმალური სექტორის (IRIS) კავკასიური ცენტრის სახით და მსოფლიო ბანკი).

1999 წლის 6 ოქტომბერს WTO-ს გენერალურმა საბჭომ მოიწონა სამუშაო ჯგუფის მოხსენება და ხელი მოეწერა WTO-ს დაფუძნებულ მარაკეშის შეთანხმებაზე საქართველოს მთავრობის ოქმს. 2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა WTO-ში საქართველოს გაწევრიანების ოქმს და 2000 წლის 14 ივნისიდან საქართველო გახდა WTO-ს სრულუფლებიანი 137-ე წევრი.

„ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის ურთიერთობათა წარმართვის შესახებ“ საქართველო პრეზიდენტის 2001 წლის 26 მარტის №113 ბრძანებულებით ჩამოყალიბდა WTO-თან თანამშრომლობის სამთავრობო კომისია, საგარეო საქმეთა მინისტრის თავმჯდომარეობით, რომელიც კოორდინაციას უწევს WTO-თან ურთიერთობებს.

საქართევლოს მიერ აღებული ვალდებულებები

WTO-ს დამფუძვნებელ მარაკეშის შეთანხმებაზე მიერთების ოქმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა ამ ორგანიზაციის შეთანხმებათა მთლიან პაკეტს, აგრეთვე იკისრა ვალდებულებები, რომელიც დაფიქსირებულია ოქმის დანართ დოკუმენტებში.

ესენია:

  • საქართველოს ბმული ტარიფების ცხრილები;

  • მომსახურებით ვაჭრობის სფეროში სფეციფიკურ ვალდებულებათა ცხრილები;

  • მიერთების მუშა ჯგუფის ანგარიში.

ბმული ტარიფების ცხრილები წარმოადგენენ საქონლის იმპორტზე საბაჟო ტარიფის მაქსიმალური განაკვეთების ჩამონათვალს, რომელთა გამოყენების უფლება გააჩნია საქართველოს, WTO-ს წევრების დამატებითი თანხმობის გარეშე.

იმ სასაქონლო პოზიციებზე, სადაც ბმული ტარიფები დაფიქსირდა უფრო დაბალ დონეზე, ვიდრე მოქმედი ტარიფი (საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფარმაცევტული პროდუქცია, მანქანა-დანადგარები, ზოგიერთი ნედლეული და ა.შ.), საქართველო გაწევრიანების დღიდან ვალდებული იყო მოქმედი ტარიფი მოეყვანა „ბმულის“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში (დაეწესებინა მის დონეზე ან უფრო დაბალი ტარიფი).

სასაქონლო პოზიციებზე, სადაც ბმული ტარიფის დონე მოქმედზე მაღალია, საქართველოს აქვს უფლება აწიოს საიმპორტო ტარიფი ბმულის დონემდე, თუ ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

მაღალი დონეები გაწევრიანებისას შეთანხმდა ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე (ალკოჰოლი, ხილის წვენები, გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია, თამბაქო და ა.შ.), აგრეთევ მცირე რაოდენობის სამრეწველო პროდუქციაზე (სამშენებლო მასალები, მსუბუქი მრეწველობის ნაწარმი და ა.შ.).

ზოგიერთ პროდუქციაზე ბმული ტარიფი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში (5-6 წელი) განიცდიან თანდათანობით დაკლებას.

სატარიფო დაცვის დონის დახასიათებისთვის, ჩვეულებრივ იყენებენ ე.წ. საშუალო შეწონილი ტარიფის მაჩვენებელს, რომელიც ცალკეული სატარიფო დონის სიდიდესთან ერთად ითვალისწინებს, შესაბამისი სასაქონლო პოზიციის იმპორტის მოცულობას ქვეყნის საერთო იმპორტში.

გაწევრიანების შემდგომ გამოიკვეთა აზრთა სხვადასხვაობა მოქმედ ტარიფში შესატან ცვლილებათა თაობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით სუსტი საბაჟო ადმინისტრირების პირობებში საქართველოს მთავრობას თავი უნდა შეეკავებინა საბაჟო ტარიფის განაკვეთების ყოველგვარი მომატებისაგან. საკითხის განხილვამ და შესაბამისი კანონპროექტის ირგვლივ გამართულმა კონსულტაციებმა გამოიწვია მისი პარლამენტში წარდგენის ხანგრძლივი პერიოდით დაგვიანება. დღეისთვის, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, რომლის ამოქმედებით შესრულდება საქართველოს ვალდებულებები სატარიფო სფეროში.

ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს მიერ 2001 წლის იმპორტის ბაზაზე ჩატარებული გათვლების თანახმად იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დააწესებს საიმპორტო-საბაჟო გადასახადს „ბმულის“ დონეზე საშუალო შეწონილი ტარიფი (თავისუფალი ვაჭრობის წილის გათვალისწინებით) შეადგენს 7,2 დოლარს.

მომსახურებით ვაჭრობაში სპეციფიკურ ვალდებულებათა ცხრილებით განსაზღვრულია ის შეზღუდვები, რომელიც ეხება მომსახურების ადგილობრივ და უცხოურ მომწოდებლებს. შეზღუდვები 2 ტიპისაა:

  • „ჰორიზონტალური“, რომელიც ეხება მომსახურების ყველა სექტორს;

  • „ვერტიკალური“, რომელიც სფეციფიკურია კონკრეტული სექტორის მიმართ;

უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურებით ვაჭრობის რეგულირება საქართველოს ფრიად ლიბერალიზებული აქვს, ე.ი. უცხოელ მომწოდებლებს ადგილობრივთან შედარებით, დაუწესდათ მეტად მცირერიცხოვანი შეზღუდვები (საბანკო საფინანსო, სადაზღვეო, სამშენებლო და ზოგიერთ სხვა სექტორებში).

ზოგადი ვალდებულებები

გაწევრიანების პროცესში, მუშა ჯგუფის მიერ დეტალურად იყო განხილული საქართველოს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული და სახელშეკრულებო ბაზა, რათა WTO-ს წევრი ქვეყნები დარწმუნებულიყვენენ WTO -ს ნორმებთან მის შესაბამისობაში.

გაწევრიანების მსვლელობაში გატარდა მრავალი საკანონმდებლო ცვლილება, რათა მომხდარიყო საქართველოს კონონმდებლობის რაც შეიძლება სრული ჰარმონიზაცია WTO-ს მოთხოვნებთან, ხოლო აუცილებელი სამომავლო ცვლილებები, აგრეთვე WTO-ს სხვადასხვა შეთანხმებების დაცვის პირობები დაფიქსირდა გაწევრიანების მუშა ჯგუფის ანგარიშში, ვალდებულებათა სახით. ეს ვალდებულებები შეეხება საკმაოდ ფართო სპექტრის საკითხებს, ისეთს როგოროც არის სამეწარმეო საქმიანობის ექსპორტიმპორტის ლიცენზირება, საგადასახადო სისტემა, სტანდარტიზაცია, სერტიფიკაცია, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, სუბსიდიები, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტები და ა.შ.

6 ევროკავშირი

▲ზევით დაბრუნება


მარიამ ნანიტაშვილი
ოლიკო ზედელაშვილი

მოკლე ისტორიული ცნობები

რომის ხელშეკრულების დადებიდან 40-ზე მეტი წლის განმავლობაში ევროკავშირმა თავი დაიმკვიდრა, როგორც მსოფლიოს წამყვანმა ძალამ და მისი ამჟამინდელი საქმიანობა სულ უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს წევრი ქვეყნების მოქალაქეების ცხოვრებაზე. ინტეგრაციის პროცესმა, ევროს შემოღებამ და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანმიმდევრულმა განვითარებამ ევროკავშირს ისეთი პოლიტიკური და დიპლომატიური მდგომარეობა შეუქმნეს, რომელიც შეესაბამება მის ეკონომიკურ და კომერციულ გავლენას.

ევროკავშირის განვითარების ძირითადი ეტაპები:

1950 წელი - ჟან მონეს გაუჩნდა იდეა ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შექმნის შესახებ.

1951 წელი - ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რითაც ქვანახშრისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 1952 წლის 23 ივლისიდან ძალაში შევიდა. წევრები იყვნენ: ბელგია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები.

1954 წელი - 20-23 ოქტომბერს ლონდონის კონცეფციის შემდეგ პარიზში ხელმოწერილ იქნა შეთანხმებები ბრიუსელის მოდიფიცირებული ხელშეკრულების შესახებ და დაარსდა დასავლეთ ევროპის კავშირი.

1957 წელი - რომში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რითაც 1958 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ევროპის ეკონომიკური გაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის სააგანტო.

1965 წელი - ხელი მოეწერა ერთობლივ შეთანხმებას, რომლითაც 1967 წლიდან სამი საზოგადოების ძირითადი დაწესებულებები გაერთიანდნენ. ამრიგად, სამი საზოგადოება ერთად ცნობილია როგორც გაერთიანებული ევროპა.

1970 წელი - 22 აპრილს ლუქსემბურგში ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც უნდა შემოეღოთ საკუთარი რესურსების სისტემა. გარდა ამისა ხელშეკრულებამ გააფართოვა ევროპარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილება.

1973 წელი - 1 იანვარს ირლანდიის რესპუბლიკა, დანია და გაერთიანებული სამეფო შეუერთდა ევროგაერთიანებას, ხოლო ნორვეგიამ აური განაცხადა.

1979 წელი - 13 მარტს მოქმედებას იწყებს ევროპის მონეტარული სისტემა.

1981 წელი - 1 იანვარს საბერძნეთი შევიდა ევროგაერთიანების რიგებში.

1986 წელი - 1 იანვარს ესპანეთი და პორტუგალია შეუერთდა ევროგაერთიანებას. ხელი მოეწერა ევროპის ერთიან აქტს, რომელიც ძალაში შევიდა 1987 წლის 1 ივლისს და ამით შემოღებულ იქნა სისტემატური შემოწმებები დაფინანსების შესახებ გარიგებებზე.

1987 წელი - 14 აპრილს განაცხადი ევროგაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ წარადგინა თურქეთმა. 1 ივლისიდან ძალში შევიდა ერთიანი ევროპული აქტი.

1989 წელი - 17 ივლისს განაცხადი ევროგაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ წარადგინა ავსტრიამ.

1992 წელი - ხელი მოეწერა ევროკავშირის შესახებ შეთანხმებას (რომელიც მოყვა ფართო შეთანხმებას 1991 წლის დეკემბერში მაასრტიხტში). იგი გულისხმობს არსებული შეთანხმებების სისტემურ გადამოწმებას. რატიფიკაციის შემდეგ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულება ძალაში შედის 1993 წლის 1 ნოემბრიდან. ევროკავშირის ფარგლებში ევროგაერთიანება გახდა ღონისძიებების ერთ-ერთი „საყრდენი ბოძი“. სხვა დანარჩენი ეხება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, სამართლისა და საშინაო საკითხებს.

1995 წელი - 1 იანვარს ავსტრია, ფინეთი და შვედეთი შეუერთდა ევროკავშირს. 26 მარტს ძალაში შევიდა შენგენის შეთანხმება. 22 ივლისს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა რუმინეთმა. 27 ივნისს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა სლოვაკიამ. 27 ოქტომბერს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა ლატვიამ. 24 ნოემბერს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა ესტონეთმა. 8 დეკემბერს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა ლიტვამ. 14 დეკემბერს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა ბულგარეთმა.

1996 წელი - 16 იანვარს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა სლოვენიამ. 17 იანვარს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარადგინა ჩეხეთის რესპუბლიკამ.

1997 წელი - 16 ივლისს ევროპარლამენტს წარედგინა „პროგრამა 2000 წლისათვის“. 2 ოქტომბერს ამსტერდამში ხელმოწერილ იქნა „კონსოლიდირებული“ ხელშეკრულება.

1998 წელი - 30 მარტს დაიწყო ცენრტალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნისა და კვიპროსის გაწევრიანების პროცესი.

2002 წელი - 1 იანვარი ბრუნვას იწყებს ევროს მონეტები და ბანკნოტები, ხოლო 1 ივლისიდან უქმდება ეროვნული ფულადი ერთეულები.

2005 წელი - ევროკავშირში გაერთიანებულია 25 წევრი სახელმწიფო: ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო.

წევრობის კანდიდატი ქვეყნებია: ბულგარეთი, ხორვატია, რუმინეთი და თურქეთი, ხოლო წევრობის შესახებ აპლიკაცია შეტანილი აქვს ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას.

ძირითადი მიმართულებები

ევროკავშირი ჯერ კიდევ შორს არის პოლიტიკურ კავშირად გარდაქმნისაკენ, რისკენაც მიისწრაფოდნენ მისი დამაარსებლები და რაც არაერთხელ, სულ ბოლოს კი - 1997 წლის ივლისში ამსტერდამში, დასახელებული იქნა ევროკავშირის მთავრობათა მეთაურების მიერ მათ საბოლოო მიზნად. წევრ სახელმწიფოთა შორის საბაჟო გადასახადების გაუქმება და ერთიანი აგრარული პოლიტიკის შემუშავება დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა EU-ს ყველაზე კონკრეტულ მიღწევებად, თუმცა არსებობს ეკონომიკური საქმიანობის მრავალი სხვა სფეროც, სადაც მას გააჩნია კომპეტენცია, რომელსაც იგი ხშირად გარკვეულწილად იზიარებს წევრ სახელმწიფოსთან. ევროკავშირის მიმართულებები ძალზედ მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ეკონომიკურ, ასევე სხვადასხვა ტიპის სფეროებს.

ეს სფეროები ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რომელიც საკმაოდ მოკრძალებულია წევრი ქვეყნების ბიუჯეტებთან შედარებით. იგი არ აღემატება ეროვნული ბიუჯეტების ჯამის 2,5 %25-ს. ბიუჯეტი შედგება შემოსავლებისა და გასავლებისაგან. შემოსავლების ძირითად წყაროებს წარმოადგენენ:

  • საბაჟო გადასახადი EU-ს ფარგლებს გარედან იმპორტირებულ საქონელზე;

  • სასოფლო-სამეურნეო გადასახადები იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე;

  • დღგ-ს ნაწილი;

  • წევრ სახელმწიფოთა შენატანები, რომელიც ეყრდნობა წევრი სახელმწიფოს წილს გაერთიანების მთლიან ეროვნულ პროდუქტში.

რაც შეეხება ხარჯებს, როგორც ზევით ავღნიშნეთ ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი სფეროების ჩამონათვალი ძალზედ მრვალფეროვანია, მაგრამ გამოიყოფა ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც იხარჯება დიდი რაოდენობის ფინანსური სახსრები, ესენია:

  • სოფლის მეურნეობა და თევზის რეწვა;

  • რეგიონული პოლიტიკა;

  • სოციალური პოლიტიკა;

  • ენერგეტიკა, კვლევა, მრეწველობა, ტრანსპორტი და გარემოს დაცვა;

  • თანამშრომლობა განვითარებისთვის.

ევროკავშირი დაარსებისთანავე ზრუნავდა მრავალი პრობლემის გადაჭარზე და ამისათვის ატარებდა სხვადასხვა ღონისძიებებს, რამაც დღეისთვის უკვე გარკვეული შედეგები გამოიღო. ეს ღონისძიებები შეეხო შემდეგ საკითხებს:

  • სახელმწიფო შესყიდვების ლიბერალიზაციას, რაც გულისხმობს სამუშაოსთან და მომარაგებასთან დაკავშირებული კონტრაქტების თაობაზე წესების გამჭვირვალობას, კონტროლის გაძიერებასა და წესების გავრცელებას ისეთ მნიშვნელოვან ახალ სფეროებზე, როგორიც არის ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაციები;

  • საგადასახადო სისიტემის ჰარმონიზებას, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის იმ დადგენილებათა ერთმანეთთან მიახლოებას, რომლებიც შეეხება არაპირდაპირ გადასახადებს, დამატებული ღირებულებისა გადასახადსა და აქციზს;

  • კაპიტალის ბაზრებისა და ფინანსური მომსახურების ლიბერალიზაციას;

  • სტანდარტიზაციას, რომელიც მიღწეულია სარტიფიცირებისა და ტესტირებისადმი ახლებური მიდგომით, წევრ სახელმწიფოთა ეროვნული სტანდარტების ექვივალენტურობის აღიარებით და უშიშროებისა და გარემოს დაცვითი სტანდარტების გარკვეული გათანასწორებით;

  • ცალკეულ პირთა გადაადგილებისთვის ტექნიკური და ფიზიკური ბარიერების მოხსნას; მაგალითად 1997 წლის ნოემბერში მიღებული დირექტივა პროფესიის შესახებ აადვილებს ამა თუ იმ პროფესიის გამოყენებას მთელს ევროპაში;

  • ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის კომპანიების შესახებ კანონების ჰარმონიზებით და ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების შესახებ კანონმდებლობის ერთმანეთთან მიახლოებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ბიზნესის სფეროში;

  • მომსახურების ლიბერალიზაციას, რომელიც ევროკავშირის ერთობლივი ეროვნული პროდუქტის 70%25-ზე მეტს შეადგენს.

გარდა ამისა არსებობს მრავალი მიმართულება, რომლებზეც ევროკავშირი მუშაობს და ხარჯავს ფინანსურ სახსრებს. ეს მიმართულებებია:

  • ვაჭრობა;

  • ერთიანი ბაზარი;

  • კონკურენციის პოლიტიკა;

  • ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა;

  • კვლევა და ახალი დარგები;

  • მშრომალთა უფლებები;

  • ფოლადი;

  • ტრანსპორტი;

  • მომხმარებლები;

  • განათლება;

  • ქალთა უფლებები;

  • კულტურა და მედია;

  • მოქალაქეთა უფლებები და სიმბოლიკა;

  • დახმარება და განვითარება.

რომის ხელშეკრულების თანახმად ევროკავშირის მიმართულებებთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზნების განსახორციელებლად დაარსდა ხუთი ძირითადი ინსტიტუცია:

0x01 graphic

ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუციები

ევროკომისია

ევროკომისია წარმოადგენს ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს. მის წევრებს, რომელთა დანიშვნაც ხდება ეროვნული მთავრობის მიერ, არავითარი ვალდებულება არ აკისრიათ მათ წინაშე. კომისიის წევრთა მთელი ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირის როგორც ერთი მთლიანობის ინტერესებისკენ. კომისიის თითოეული წევრი მოცემულ თანამდებობაზე დანიშვნისას წარმოთქვამს საზეიმო დეკლარაციას.

ევროკომისია შედგება წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან, ქვეყანების გარკვეული ნაწილი ევროკომისიაში წარმოდგენილია ორი კომისიის წევრით, ხოლო დანარჩენი - ერთით. მოცემულ თანამდებობაზე დანიშვნა ხდება მინისტრთა საბჭოს მიერ 5 წლის ვადით ეროვნულ მთავრობათა წარდგენით. შესაძლებელია კომისიის წევრის ხელახალი დანიშვნა. ტრადიციულად კომისიის წევრთა ერთი ნაწილი ოთხწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა ინიშნება, ნაწილი კი - იცვლება ახალი კანდიდატებით. კომისიის წევრთა უმრავლესობას შეადგენენ პოლიტიკოსები, რომლებიც წევრ ქვეყანაში წარმოადგენენ მმრთველ პარტიას. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს - ტრადიციულად მისი კანდიდატებიდან ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს მოქმედი პრემიერ მინისტრი ირჩევს, კომისიის წევრების მცირე ნაწილს შეადგენენ უფროსი ადმინისტრატორები, კავშირების ლიდერები და ბიზნესმენები.

თავდაპირველად კომისიის პრეზიდენტის არჩევა ხდებოდა ორი წლის ვადით, თუმცა როგორც წესი, მოცემული ვადა ფაქტიურად ავტომატურად იზრდებოდა ოთხ წლამდე. კომისიის ყოველ ახალ შემადგენლობას როგორც წესი, მისი პრეზიდენტის სახელით მოიხსენიებენ. მაგ.: ჯენკინსის კომისია, თორნის კომისია, დელორის კომისია. მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად კომისიის დანიშვნისთვის საჭირო პროცედურა შეიცვალა. 1995 წლიდან კამოსიისა და პრეზიდენტების ვადა ხუთ წლამდე გაიზარდა. წევრი ქვეყნების მთავრობებს მოეთხოვებათ კომისიის პრეზიდენტობის კანდიატის დასახელებამდე ევროპარლამენტთან კონსულტაციის ჩატარება. ამის გარდა, მათ უნდა მოითათბირონ პრეზიდენტობის კანდიდატთან კამისიის სხვა წევრების კანდიდატურების შესახებ. ამ პროცედურების შემდეგ კომისიის პრეზიდენტი და კომისიის წევრები, როგორც ერთიანი გუნდი, მოწონებულ უნდა იქნეს ევროპარლამენტის მიერ კენჭისყრის საფუძველზე და მხოლოდ ამ კენჭისყრის დადებითი შედეგით დამთავრების შემთხვევაში ხდება პრეზიდენტისა და კომისიის ფორმალური დანიშვნა წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ.

მაასტრიხტის ხელშეკრულების ძალით თითოეულ კომისარს განკუთვნილი აქვს პასუხისმგებლობის არე და მის დაქვემდებარებაში არიან სხვადასხვა ადმინისტრაციული დანაყოფები, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან უშუალოდ მის წინაშე. მათ დაქვემდებარებაში არის აგრეთვე ექვსი თანაშემწისგან დაკომპლექტებული მცირე კაბინეტი, რომლებიც მრჩეველთა მოვალეობის შესრულებასთან ერთად კომისრების სახელით მონაწილეობენ ევროკომისიის საქმიანობის ყველა დონეზე.

კომისიის მოვალეობები ჩამოთვლილია რომის ხელშეკრულების 155-ე მუხლში, რომლებიც ზოგადად მოიცავს საინიციატივო, აღმასრულებელი და ზედამხედველობითი ფუნქციების შესრულებას.

ხელშეკრულება ევროკომისიას აკისრებს ზოგად პასუხისმგებლობას მისი წინადადებების შესრულებზე, ასევე ანიჭებს უფლებას წარადგინოს წინადადებები მინისტრთა საბჭოს წინაშე, რომელიც უმეტესად უძლურია მიიღოს გადაწყვეტილება ამგვარი წინადადების არარსებობის შემთხვევაში.

არსებობს ხუთი გზა, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუციებს შეუძლიათ წევრ ქვეყნებში არსებული კანონის შეცვლა ან მასზე ზეგავლენის მოხდენა. მინისტრთა ან/და კომისიის საბჭო უფლებამოსილია გამოსცეს:

  • კანონები;

  • დირექტივები;

  • გადაწყვეტილებები;

  • რეკომენდაციები;

  • შეხედულებები.

რომის ხელშეკრულებით კომისიის ან საბჭოს გადაწყვეტილება, მიღებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ ან უკვე დამტკიცებული კანონებისა და დირექტივების ძალით, მიმართულია მთავრობის, საწარმოების გაერთიანების ან ფიზიკური პირისადმი. გადაწყვეტილება კანონით სავალდებულოა მათთვისაც ვისაც ეს ეხება, ხოლო რეკომენდაციები და შეხედულებები კი - არა.

ეროვნულ კანონმდებლობაზე ზემოქმედების მეექვსე გზა არის ევროპის სასამართლოს კერძო განჩინება, რომლის დანიშნულებაა ევროკავშირზე რომის ხელშეკრულების ზეგავლენის ინტერპრეტაცია და მოსამართლის ფუნქციის შესრულება ინსტიტუციებს შორის, ან რომელიმე ინსტიტუციასა და ერთ, ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოს შორის წამოჭრილი კამათის დროს.

ევროკომისიას ევალება ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკში განხორციელება. ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების თვალსაზრისით კომისიას თავად გააჩნია გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების უმაღლესი მმართველისაგან. კომისიას შეუძლია ამ უფლებამოსილების გამოყენება მინისტრთა საბჭოს ჩარევის გარეშე. მას აგრეთვე გააჩნია არსებითი ავტონომიური ძალაუფლება კონკურენციის პოლიტიკისა და საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის გატარების სფეროც. ევროკომისია განაგებს გაერთანების მიერ დაარსებულ სხვადახვა ფონდებს: სოფლის მეუნრეობის მართვისა და გარანტიის ფონდი, სოციალური რეგიონული ფონდი და სხვ. იგი ამზადებს ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც საბჭოსა და ევროპარლამენტს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად. ევროკომისია ევროკავშირის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ახდენს ევროსაბჭო.

კომისია ახდენს წევრი სახელმწიფოების მიერ გაერთიანების კანონების შესრულების კონტროლს, როგორც კი იგი ჩათვლის, რომ წევრმა სახელმწიფომ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობები, მან უნდა გამოთქვას თავისი აზრი და შემდგომ შეუძლია აღძრას საქმე უზენაეს სასამართლოში მოცემული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ევროკომისიის შტაბ-ბინა მდებარეობს ბრიუსელში და უკავია სპეციალურად ამ მიზნით 1992 წელს აგებული მინის ფასადის მქონე ბარლეიმონის შენობა. კომისიის პერსონალი 16 000 კაცისგან შედგება, რომელთა ერთი-მესამედიც დაკავებულია გაერთიანების 11 ოფიციალურ ენაზე (ინგლისური, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური, შვედური, ფინური) თარგმნით, 1 600 თანამშრომელი აწარმოებს მეცნიერული კვლევებს ისპრაში (იტალია), ქალჰემსში (გაერთიანებული სამეფო), გილში (ბელგია) და სხვა მრავალ ცენტრებში.

პერსონალი, რომლის ნაწილიც ლუქსემბურგშია, ორგანიზებულია 36 დეპარტამენტად და გენერალურ-დირექტორებად, რომელთაგანაც თითოეული ექვემდებარება ერთ ან ორ კომისარს.

ევროკომისია იკრიბება ყოველ ორშაბათს დილით და თუ დღის წესრიგი დატვირთულია სხდომა შეიძლება გაგრძელდეს ლანჩის შემდეგაც. ხშირად იგეგმება დამატებითი სხდომები. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს როგორც წესი კენჭისყრის საფუძველზე.

მიუხედავად იმისა, რომ კომისიის ყველა ოფიციალური დოკუმენტი ითარგმნება და ქვეყნების ოფიციალურ პირთა დასწრებით ჩატარებული სხდომების სინქრონული თარგმნა თერთმეტივე ენაზე ხდება, კომისიის შიგნით ყოველდღიური საქმიანობა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე წარმოებს.

მინისტრთა საბჭო

ევოროკომისიისგან განსხვავებით მინისტრთა საბჭო გამოხატავს არა საერთო ევროპულ ინტერესებს, არამედ თითოეული წევრი სახელმწიფოს ინტერესებს. მინისტრთა საბჭო გაერთიანების ყველაზე ძლიერი ორგანოა და ევროპარლამენტის კვლევის გენერალური დირექტორატის სიტყვებით „იგი გადაიქცა ევროგაკავშირის პოლიტიკურ ცენტრად“.

საბჭო შედგება წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან. მის სხდომას ესწრება ერთი კომისარი მაინც და საბჭოს სამდივნოს მოხელეები. წევრთა შემადგენლობა მუდმივად იცვლება. თუ დღის წესრიგში სოფლის მეურნეობაა, სხდომას ესწრებიან სოფლის მეურნეობის მინისტრები, მრეწველობის საკითხების განხილვას ესწრებიან მრეწველობის მინისტრები, ბიუჯეტის განხილვაში კი მონაწილეობენ ფინანსთა მინისტრები.

საგარეო საქმეთა მინისტრთა სხდომას, რომელიც ტარდება თვეში ერთხელ მაინც, გარდა აგვისტოსი, ეწოდება ზოგად საქმეთა საბჭო. საგარეო საქმეების განხილვის გარდა საგარეო საქმეთა მინისტრები ახდენენ საბჭოების მუშაობის კოორდინაციას, ამასთან ისინი წყვეტენ განსაკუთრებით რთულ და სასწრაფო საკითხებს, რომლებიც ზუსტად არ ესადაგება მათი უფრო სპეციალუზირებული კოლეგების კომპეტენციას მათ მოვალეობას აგრეთვე შეადგენს წელიწადში ორჯერ მთავრობათა მეთაურების სხდომის მომზადება, რომელიც ცნობილია ევროსაბჭოს სახელით.

მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ანუ პრეზიდენტის პოსტი როტაციულია. ამ პოსტს ექვსი თვით მორიგეობით იკავებენ წევრი ქვეყნების მინისტრები. კონკრეტული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ენიჭება მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის ტიტული და საბჭოს სამდივნოს დახმარებით მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო სათავეში უდგას საბჭოს საქმიანობას ექვსი თვის განმავლობაში. ასეთ პერიოდებს უწოდებენ საფრანგეთის პრეზიდენტობის, ჰოლანდიის პრეზიდენტობის ვადას და ა.შ., იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენელია ამ პოსტზე.

პრეზიდენტის მოვალეობის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის ფუნქციონირების გაუმჯობესება და შეძლებისდაგვარად ბევრი საკითხის გადაჭრა. აქედან გამომდინარე პრეზიდენტის მხრიდან მოსალოდნელია კომპრომისული წინადადებების შემოტანა მოლაპარაკებების ჩიხში შემწყვდევის თავიდან ასაცილებლად.

თითოეული საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, შესაბამის ქვეყანაში ტარდება მთავრობების მეთაურთა სამიტი (ანუ ევროსაბჭო), პარალელურად სპეციალუზირებული საბჭოები მართავენ არაფორმალურ შეხვედრებს, როგორც წესი ქალაქგარეთ, სადაც ხდება გრძელვადიანი საკითხების განხილვა, რომლებიც არ არის გართულებული დღის წესრიგის სხვადასხვა პუნქტებით. ასეთი არაფორმალური თავშეყრა ევროწრეებში ცნობილია როგორც გიუმნიხის ტიპის შეხვედრა. ეს სახელი მას ეწოდა ციხე-დარბაზ შლოს გიუმნიხის - შეხვედრის პირველად ჩატარების ადგილის მიხედვით.

პრეზიდენტობის ვადის განსაზღვრა თავიდან ხდებოდა ანბანის მიხედვით, მაგრამ 1996 წლიდან შემოტანილ იქნა ახალი წესი, მიჩნეულ იქნა რა, რომ უფრო გონივრულია დიდი ქვეყნებიდან პრეზიდენტობის კანდიდატობის დაშორება, ვიდრე მათი თავმოყრა.

მინისტრთა საბჭოს სხდომების დღის წესრიგში მხოლოდ რამოდენიმე საკითხი ხვდება წინასწარ დაბალ საფეხურზე განხილვის გარეშე. ყოველ წევრ დელეგაციას გააჩნია თავისი მრავალრიცხოვანი დელეგაცია ბრიუსელში - ცნობილი როგორც მუდმივი წარმომადგენლობა. იგი დაკომპლექტებულია არამარტო დიპლომატებით, არამედ იმ ევროკავშირის სამინისტროების მოხელეებითაც, რომელთათვის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა. მათ თანაშემწეებს წარმოადგენენ მოხელეები დედაქალაქებში, რომლებიც ასრულებენ დამაკავშირებელი რგოლის როლს.

დელეგაციების მეთაურები - მუდმივი წარმომადგენლები, რომლებსაც გააჩნიათ უფროსი ელჩის რანგი, კვირაში ერთხელ ატარებენ სხდომას მუდმივი წარმომადგენლობის კომიტეტში, რომელიც ცნობილია ფრანგული აბრევიატურით Coreper. კომიტეტი მეთოდურად იხილავს ყველა იმ საკითხს, რომლის თაობაზეც მინისტრთა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ მუდმივი წარმომადგენლები მიაღწევენ სრულ თანხმობას პროექტის თაობაზე ეროვნული მთავრობებისგან მიღებული ინსტრუქციების საფუძველზე, წინადადება შევა საბჭოს დღის წესრიგში, როგორც საკითხი A, შემდგომ ეს საკითხი მტკიცდება მორიგ საბჭოს სხდომაზე ყოველგვარი განხილვის გარეშე, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც მთავრობა უკანასკნელ მომენტში ცვლის გადაწყვეტილებას. უფრო ხშირად მუდმივი წარმომადგენლების შეხედულებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ასეთ შემთხვევაში წინადადება უფრო დეტალური განხილვის მიზნით გადაეცემა ქვემდგომ ინსტანციას - ექსპერტთა ჯგუფს. უმეტეს შემთხვევებში საკითხი მაშინ გადაეცემა მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების მიღების იმედით, როცა არაუმეტეს ორი ქვეყნის მთავრობა არ ეთანხმება დანარჩენს.

მიუხედავასდ იმისა, რომ მუდმივი წარმომადგენლები ძალზე მრავალმხრივი პიროვნებები არიან, მათ არ შეუძლიათ განხილვის არეში მოხვედრილი ყველა დეტალიზებული საკითხის მეტნაკლებად თანაბარი დონის სიზუსტით შესწავლა. განსახილველ თემათა მნიშვნელოვანი ნაწილი გადაეცემა მოადგილეებს, რომლებიც ხვდებიან ერთმანეთს ასევე კვირაში ერთხელ. მოადგილეთა ჯგუფს Coreper II-ს უწოდებენ. სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც წესი, განიხილება სოფლის მეურნეობის სპეციალური კომიტეტის მიერ, რომელიც შედგება ეროვნული სამინისტროების უმაღლესი მოხელეებისგან ან სოფლის მეურნეობის საბჭოს წევრებისგან მუდმივ წარმომადგენლობაში. რეგულარულად ეწყობა უფრო დაბალი რანგის მოხელეებისგან შემდგარი ჯგუფების შეხვედრები, რომელზედაც ხდება ევროკავშირის კანონმდებლობის წინაშე წაყენებული წინადადებების დეტალების განხილვა.

ეროვნული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, სადაც პარლამენტი ასრულებს საკანონმდებლო ფუნქციებს, ეს როლი ევროკავშირში ეკუთვნის მინისტრთა საბჭოს. კავშირის კანონმდებლობა, ცნობილი როგორც დირექტივები და წესები, შეიძლება განსახილველად შემოტანილი იქნას მხოლოდ კომისიის მიერ. ევროპარლამენტის, ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის შეხედულებები ხშირად მხედველობაში მიიღება, მაგრამ გადაწყვეტილებას მინისტრთა საბჭო ღებულობს, და კვლავ, ეროვნული პარლამენტისაგან განსხვავებით საკანონმდებლო ფუნქციის განხორციელება ხდება დახურულ კარს მიღმა, თუმცა განხილვის თემა ხშირად არ წარმოადგენს საიდუმლოს, ვინაიდან ბრიუსელის მედია ყოველ შეხვედრის შემდეგ იღებს მოკლე ინფორმაციას თითოეული ეროვნული მთავრობის სპიკერისაგან.

საბჭოს სხდომები იმართება წელიწადში 80-90-ჯერ. როგორც წესი სხდომები გრძელდება ერთი დღე, ხანდახან ორი დღე, იშვიათად კი უფრო გრძელვადიან ხასიათს ატარებს. ხშირად ორი-სამი სხდომა ერთდროულად ტარდება. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრების ერთ პალატაში, ხოლო ფინანსთა მინისტრების მეორეში.

როდესაც საკითხი აღწევს საბჭოს სხდომამდე, არავითარი გარანტია იმისა, რომ იგი მოწონებული იქნება არ არსებობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საკითხი A საკითხია. რომის ხელშეკრულებაში მოცემულია ზუსტი წესები მინისტრთა საბჭოში გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, მაგრამ მათი გამოყენება არ ხდება გეგმისამებრ. თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით ხელშეკრულების 148-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მოხდეს ხმათა ჩვეულებრივი უმრავლესობით, კვალიფიციური უმრავლესობით ან ერთხმად.

ხმათა ჩვეულებრივი უმრავლესობით გადაწყვეტილებები მიიღება შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომელთაც ხშირად მხოლოდ პროცედურული ხასიათი აქვთ. რომის ხელშეკრულების თანახმად გადაწყვეტილებათა უმრავლესობის მიღება უნდა მოხდეს ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით, ხოლო უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ერთხმად. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, რომელიც გეგმით 1965 წელს უნდა დასრულებულიყო, გადაწყვეტილების ერთხმად მიღება ხდებოდა საკითხების უფრო ფართო სპექტრის თაობაზე, მაგრამ, როგორც კი ევროკავშირმა დაგეგმა კენჭისყრაში კვალიფიციური უმრავლესობის შემოღება, წარმოიშვა დიდი კრიზისი საფრანგეთის მთავრობასა და ევროპის პოლიტიკური გაერთიანების დანარჩენ თავდაპირველ ხუთ წევრს შორის.

ამ კრიზისის შედეგად ხუთი წევრი არც თუ დიდი ენთუზიაზმით დათანხმდა ე.წ. „ლუქსემბურგის კომპრომისზე“, რათა შეენარჩუნებინათ საფრანგეთის წევრობა გაერთიანებაში. მისი ქმედითი დებულება გახლდათ: „თუ კომისიის მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე ხმათა უმრავლესობის წესით გადაწყვეტილების მიღებისას ერთი ან მეტი პარტნიორის უმნიშვნელოვანესი ინტერესები სასწორზე აღმოჩნდება, საბჭოს წევრები ეცდებიან გონივრულ ვითარებაში მიაღწიონ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნება საბჭოს ყველა წევრის მიერ თავიანთი და ევროკავშირის ინტერესების გათვალისწინებით, თანახმად ხელშეკრულების მეორე მუხლისა“.

შედეგად მიღებული პრაქტიკა სრულიად რომ მოსულიყო შესაბამისობაში სიტყვა „კომპრომისთან“, რომელიც უკავშირდებოდა სპეციფიკურად „უმნიშვნელოვანეს ინტერესებს“, ხშირად არ მოახდენდა გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაზე გატანისა და ერთხმად მიღების წესი გავრცელდა გადაწყვეტილებათა ფართო სპექტრზე, რომელიც სინამდვილეში არ ზღუდავდა წევრ ქვეყანათა „უმნიშვნელოვანეს ინტერესებს“. ასე რომ „ლუქსემბურგის კომპრომისს“ ფორმალურად იშვიათად თუ მიმართავდნენ.

ამ შემთხვევის შემდეგ ყველასთვის და მათ შორის საფრანგეთის მთავრობისთვისაც ცხადი გახდა, რომ ხმათა უმრავლესობის პრინციპი უფრო ხშირად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ „ლუქსემბურგის კომპრომისი“, რომელსაც ფაქტიურად არ გააჩნია არანაირი იურიდიული ძალა, ჯერ კიდევ მოქმედებს საგანგებო ევროპული აქტის საფუძველზე, რომელიც 1987 წლის ივლისიდან შევიდა ძალაში, რომის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მეშვეობით შემცირდა იმ საკითხთა რიცხვი, რომლებიც გადაწყვეტილების ერთხმად მიღების პრინციპს ექვემდებარებიან.

აღნიშნული მდგომარეობიდან გამოიმდინარე ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ ხდება საერთოდ გადაწყვეტილების მიღება, თუ კი გავითვალისწინებთ იმ სირთულეს, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა წევრი ქვეყნის დარწმუნებას თვალი დახუჭონ მათ განსხვავებებზე. სინამდვილეში, მრავალი გადაწყვეტილება მიიღება „ურთიერთსამსამსახურის“ პრინციპით, რომელიც გულისხმობს მთავრობის დათანხმებას იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელსაც იგი ეწინააღმდეგება სხვა საკითხებში თანხმობის მიღების სანაცვლოდ.

ხმათა კვალიფიციური უმრავლესობის სისტემის თანახმად წევრ ქვეყნებს ეძლევათ ხმები მათი ტერიტორიის ფართობის მიხედვით. ხმების რაოდენობა მერყეობს 2-დან 8 ხმამდე.

ევროკავშირის კანონმდებლობის გარდა მინისტრთა საბჭო ინაწილებს პასუხისმგებლობას ევროპარლამენტთან (თუმცა მისი როლი მეორეხარისხოვანია) გაერთიანებული ბიუჯეტის მიღებაზე. მის კომპეტენციაში შედის აგრეთვე სხვა ინსტიტუციების, როგორიცაა: ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ან აუდიტორული სასამართლოს დანიშვნა.

1995 წლამდე მინისტრთა საბჭო მდებარეობდა ბარლეიმონის გვერდით მდგომ შარლემან ბილდინგში. ხოლო 1995 წლის შემდეგ მინისტრთა საბჭო და მისი სამდივნო განლაგებულია იუსტუს ლიპსიუს ბილდინგში, ბრიუსელში.

ევროსაბჭო

რომის ხელშეკრულებაში არსად იყო ნახსენები წევრ ქვეყანათა მთავრობების შეხვედრები და ევროპის ეკონომიკური გაერთიანების არსებობის პირველი ათი წლის განმავლობაში ისინი მხოლოდ სამჯერ შეიკრიბენ. თანდათანობით ნათელი გახდა მოსაზრებათა რეგულარული გაცვლის აუცილებლობა სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრისთვის და იმ პრობლემათა გადასაჭრელად, რომლის მოგვარებასაც ვერ ახერხებდა მინისტრთა საბჭო და ევროკომისია ევროკავშირის ჩვეული პროცედურების მეშვეობით.

ევროსაბჭო დაარსდა 1949 წელს 10 სახელმწიფოს მიერ. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს სტრასბურგში (საფრანგეთი). დღეს ევროსაბჭო არის საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის სახელმძღვანელო პრინციპებია: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. იგი აერთიანებს 46 წევრ ქვეყანას, ესენია: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, ავსტია, აზერბაიჯანი, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, სან-მარინო, სერბია და მონტენეგრო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო. ევროსაბჭოს დამკვირვებელი ქვეყნები არიან: კანადა, წმინდა საყდარი, იაპონია, მექსიკა და აშშ.

ევროსაბჭოს ძირითადი ორგანოებია:

  • მინისტრთა კომიტეტი წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ და აღმასრულებელ ორგანოს. იგი შედგება წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ან მათი მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობისაგან სტრასბურგში. მინისტრთა კომიტეტი განსაზღვრავს ევროპის საბჭოს პოლიტიკურ და სამუშაო პროგრამებს, ამტკიცებს ყოველწლიურ ბიუჯეტს, წელიწადში ორჯერ ატარებს შეხვედრებს მინისტრების დონეზე, ხოლო ყოველთვიურად - ელჩების დონეზე;

  • საპარლამენტო ასამბლეა სათათბირო ორგანოა, რომელიც წარმოადგენს წევრი ქვეყნების პარლამენტებს. იგი შედგება ეროვნული პარლამენტებისა და არაწევრი ქვეყნების დელეგაციების 313 წევრისა და ამავე რაოდენობის მათი შემცვლელებისგან და წარუდგენს მინისტრთა კომიტეტს რეკომენდაციებს ევროსაბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით. საპარლამენტო ასამბლეა იკრიბება წელიწადში ოთხჯერ და აწყობს საჯარო სხდომებს პლენარული სესიების დროს;

  • ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი ასრულებს საკონსულტაციო ორგანოს ფუნქციებს და შედგება ორი პალატისგან - ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებებისგან. კონგრესი კონსულტაციებს უწევს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას ადგილობრივ და რეგიონულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს წევრ ქვეყნებთან ეფექტიანი ადგილობრივი და რეგიონულ მართვის სტრუქტურათა შექმნის მიზნით;

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს რომელიც მდებარეობს სტრასბურგში, იგი მუდმივმოქმედია და განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევებს. სასამართლო მეთველყურეობას უწევს წევრ ქვეყნებში კონვენციის განხორციელებას და წარმოადგენს ინდივიდუალური უფლებების დამცველს. მისი გადაწყვეტილებების აღსრულება სავალდებულოა წევრი ქვეყნებისთვის.

ევროსაბჭოს საქმიანობის ძირითადი სფეროებია:

  • ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა;

  • სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა;

  • ბრძოლა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ;

  • ევროპის სტრატეგიის შემუშავება ევროპული საზოგადოების წინაშე მდგარი ძირითადი სირთულეების დასაძლევად;

  • დემოკრატიული მოქალაქეობის მხარდაჭერა განათლების მეშვეობით.

ევროსაბჭოს კონკრეტული საქმიანობებია:

  • ევროპული ფარმაკოპეა;

  • პომპიდუს ჯგუფი;

  • ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია;

  • ევროიმიჯი;

  • ევროპული კომისია დემოკრატიისთვის სამართლის მეშვეობით - ვენეციის კომისია;

  • ახალგაზრდობის ევროპული ცენტრები სტრასბურგსა და ბუდაპეშტში;

  • ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი;

  • გლობალური ცენტრი - ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრი;

  • თანამედროვე ენათა ევროპული ცენტრი.

ევროსაბჭო განიხილავს ევროპული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, სამართლებრივი თანამშრომლობა, სოციალური ინტეგრაცია, ჯანდაცვა, მედია, კულტურა და მემკვიდრეობა, ბუნებრივი მემკვიდრეობა, განათლება, ახალგაზრდობა, სპორტი.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანია ტერი დევისი (ბრიტანეთი). იგი არჩეულ იქნა 2004 წელს 5 წლის ვადით. მის მოვალეობებში შედის სამდივნოს ხელმძღვანელობა და ორგანიზაციის საქმიანობისთვის კოორდინაციის გაწევა. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი პასუხისმგებელია ევროსაბჭოს სამუშაო პროგრამის სტრატეგიულ დაგაგმვასა და წარმართვაზე.

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის მიზანია მოახდინოს ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციების დემოკრატიული კონტროლი და დააკისროს მათ პასუხისმგებლობა, თუმცა მისი ძალაუფლება საკმაოდ შეზღუდულია. იგი არ წარმოადგენს გაერთიანების საკანონმდებლო ორგანოს და მის სტატუსს ვერ შევადარებთ წევრ სახელმწიფოთა ეროვნული პარლამენტების სტატუსებს. ევროპარლამენტი არის ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების ასამბლეის მემკვიდრე, რომელიც დაარსდა სტრასბურგში, როგორც მრჩეველთა ორგანო.

ევროპარლამენტის წევრების არჩევა ხდება 5 წლიანი ფიქსირებული ვადით. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2004 წელს. რომის ხელშეკრულების 138-ე მუხლის თანახმად ყოველ წევრ სახელმწიფოში უნდა მოქმედებდეს ერთიანი საარჩევნო სისტემა. 1982 და 1993 წლებში პარლამენტმა თავად წარმოადგინა ამგვარი სისტემა, მაგრამ მინისტრთა საბჭომ ვერ მიიღო ეს წინადადება უმეტესწილად იმ მიზეზით, რომ ბრიტანეთის მაშინდელ მთავრობას არ სურდა პროპორციული წარმომადგენლობის სასარგებლოდ მისი არსებული სისტემის დათმობა. ამრიგად, ჩატარდა ოთხი პირდაპირი არჩევნები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი სხვადასხვა საარჩევნო სისტემის მეშვეობით, თუმცა ყველა, გარდა ბრიტანეთისა იყენებდა პროპორციული წარმომადგენლობის ვარიანტებს. 1997 წლის მაისში ბრიტანეთში არჩეულმა ლეიბორისტულმა მთავრობამ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოც მიიღებდა პროპორციულ წარმომადგენლობას 1999 წლის ივნისისთვის დაგეგმილ შემდგომი ევროპარლამენტის არჩევისთვის. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა 15 სხვადასხვა სისტემის მიხედვით პირველი ევროპარლამენტარები სწორედ პროპორციული წარმომადგენლობის წესით იქნენ არჩეულნი.

ევროპარლამენტარები ქმნიან არა ეროვნულ დელეგაციებს, არამედ მრავალეროვნულ პოლიტიკურ ჯგუფებს. 1999 წლის არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტში 7 ასეთი ჯგუფია, ხოლო 27-მა პარლამენტარმა ამჯობინა არ გაერთიანებულიყო არც ერთ ჯგუფში. ჩამოყალიბდა შემდეგი ჯგუფები:

  • ევროპის ხალხთა პარტია - ქრისტიან დემოკრატები და მემარჯვენე ცენტრისტული პარტიები ყველა წევრი სახელმწიფოდან. მათ შორის ფაინ გეილი ირლანდიიდან და ოლსტერის უნიონისტთა პარტია;

  • ევროპის სოციალისტური პარტია - ლეიბორისტები, სოციალისტები ან სოციალდემოკრატიული პარტიები წევრი სახელმწიფოებიდან. მათ შორის იტალიის ყოფილი კომუნისტური პარტია, რომელსაც შემდგომში ეწოდა დემოკრატიული სოციალიზმის პარტია;

  • ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული და რეფორმისტული ჯგუფი - უდიდესი კონტიგენტი წარმოდგენილია ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატებით. ამ ჯგუფში შედის ირლანდიის დამოუკიდებლობის პარტიის ერთი წევრი, რომელიც ჯგუფის ლიდერის მოვალეობას ასრულებს;

  • მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი - პარლამენტის 38 წევრი და 11 წევრი სახელმწიფოს მწვანეთა პარტიებიდან, ასევე 10 წევრი შოტლანდიის, უელსის, ბასკეთის, გალიციისა და ანდალუზიის თვითმმართველობისა და სეპარატისტული პარტიებიდან;

  • ევროპის გაერთიანებული მემარცხენეთა/ჩრდილოეთის მწვანეთა მემარცხენე ჯგუფები - დანიის, ფინეთის, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და შვედეთის მემარცხენე/მწვანეთა პარტიების წარმომადგენლები. ასევე, კომუნისტური პარტიების წევრები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და პორტუგალიიდან;

  • ევროპის ერთა კავშირი - ევროპარლამენტარები საფრანგეთიდან, იტალიიდან, ირლანდიიდან, დანიიდან და პორტუგალიიდან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპის შემდგომ ინტეგრაციას;

  • დემოკრატიისა და მრავალფეროვნების ევროპა - წევრები საფრანგეთის პრონადირობის/სოფლის ტრადიციებისა და დაცვის ჯგუფებიდან, გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიიდან, ევროკავშირის მოწინაარმრდეგე ოთხი დანიელი წევრი, ჰოლანდიელი კალვინისტები;

  • დამოუკიდებელი წევრები (არაგაწევრიანებული) - უკიდურესი მემარჯვენეთა ჯგუფი, მათ შორის იენ ჰეისლი დემოკრატიულ იუნიონისტთა პარტიიდან, იტალიელი რადიკალები და ბასკი სეპარატისტები.

ევროპარლამენტში კენჭისყრა ნაკლებად დისციპლინირებულია, ვიდრე უმეტეს ევროპულ პარლამენტებში და ხშირად იქმნება სპეციალური კოალიციები ისეთი საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივ იდეოლოგიურ და ეროვნულ საზღვრებს. აქედან გამომდინარე ხშირად წარმოიქმნება გაურკვევლობა იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება პარლამენტში კენჭისყრა.

ევროპარლამენტს აკისრია ევროკომისიისა და ევროსაბჭოს ზედამხედველობის მოვალეობა, საკანონმდებლო პროექტში განაწილების უფლება და საბიუჯეტო ძალაუფლებანი.

ზედამხედველობის უფლებამოსილება, რომელიც განსაზღვრულია რომის ხელშეკრულებით, მოიცავს ევროკომისიისთვის კითხვების დასმის უფლებას წერილობით თუ სიტყვიერი ფორმით, წლიური საერთო ანგარიშის განხილვისა და წლიური ბიუჯეტის უარყოფის უფლებას და უნდობლობის ვოტუმის ამოქმედების უფლებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კომისიის, როგორც ორგანოს გადაყენება. პარლამენტს შეუძლია განახორციელოს უფრო ინტენსიური ზედამხედველობა კომისიაზე, ვიდრე ამას ხეკლშეკრულება ითვალისწინებს, რადგან კომისიის უფროსი მოხელლები და წევრები ესწრებიან მისი კომიტეტების სხდომებს და კომისია წინასწარ წარუდგენს პარლამენტს მუშაობის წლიურ ანგარიშს. უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების პროცედურის დაწყება შესაძლებელია ევროპარლამენტის უმრავლესობის ხმათა ორი მესამედის მოგროვების შემთხვევაში. მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად პარლამენტს აქვს უფლება დანიშნოს ეროპის ომბუცმენი, რომელიც განიხილავს საჩივრებს ევროკავშირის ინსტიტუციების არასათანადო ფუნქციონირების თაობაზე, განსხვავებულს უზენაესი სასამართლოსგან.

პარლამენტის საკანონმდებლო ფუნქცია ძირითადად მრჩევლის როლს წარმოადგენს. ხელშეკრულებებში მოცემულია მთელი რიგი სფეროები, სადაც მინისტრთა საბჭო ვერ მიიღებს ვერანაირ კანონს ევროსაბჭოსთან კონსულტაციის გარეშე. გარდა ამ სავალდებულო კონსულტაციისა ევროპარლამენტს, როგორც წესი, იწვევენ კომისიის მიერ წარმოდგენილი დირექტივებისა და წესების კანონპროექტებზე შეხედულებების გამოსათქმელად.

პარლამენტის მიერ შემოთავაზებული შესწორებები კომისიამ შეიძლება ჩართოს საბჭოსთვის წარდგენილ კანონპროექტში, მაგრამ უარყოფის შემთხვევაში კომისია ვალდებულია აუხსნას პარლამენტს მიზეზები, თუ რატომ არ იყო ეს შესწორებები გაზიარებული.

ევროპარლამენტის საკანონმდებლო როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა საგანგებო ევროპული აქტის მიღების შემდეგ 1987 წლის ივლისში და 1993 წლის ნოემბერში მიღებული მაასტრიხტის ხელშეკრულების ძალით. ეს უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ კონსულტაციების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეობას, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს მის უნარს შესწორებები შეიტანოს კანონში. ამასთან „უარყოფითი თანხმობის“ პროცედურის მეშვეობით აძლევს მას უფლებას ვეტო დაადოს ზოგიერთ კანონპროექტს ხმათა უმრავლესობის პრინციპზე დაყრდნობით. მაასტრიხტის ხელშეკრულება აძლევს პარლამენტს ინიციატივის შემოტანის ახალ უფლებას, რითაც კომისიას მხოლოდ ხმათა უმრავლესობით შეეძლება წინადადების შემოტანა ნებისმიერ სფეროში. ხელშეკრულება ასევე უფლებას ანიჭებს ევროკავშირის ყველა მოქალაქეს პეტიციით მიმართოს პარლამანტს, თუ საქმე ეხება პირდაპირი და ინდივიდუალური მნიშვნელობის საკითხს. ამსტერდამის ხელშეკრულებით, რომელიც 1999 წლის მაისში შევიდა ძალაში, განისაზღვრა გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეობის უფლება, რომელიც პარლმენტს აძლევს შესაძლებლობას ვეტო დაადოს განსახილველ კანონპროექტს.ევროპარლამენტი გაფართოვდა და მოიცვა ევროკავშირის კომპეტენციაში შემავალი პოლიტიკური სფეროების უმრავლესობა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა პარლამენტი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს იყოს მინისტრთა საბჭოს თანაბარი პარტნიორი საკანონმდებლო პროცესში.

პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილება უფრო არსებითია. იგი ოფიციალურად ითვალისწინებს საბიუჯეტო ძალაუფლების განაწილებას მინისტრთა საბჭოსთან და მისი თანხმობის გარეშე შეუძლებელია ბიუჯეტის დამტკიცება.

საბიუჯეტო პროცესი მოიცავს ხუთ ეტაპს:

1. მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტის წარდგენა მინისტრთა საბჭოს წინაშე, რაც კომისიის კომპეტენციაში შედის და რომელიც ხორციელდება მიმდინარე წლის 1 სექტემბრისთვის;

2. საბჭოს შესწორებები შეაქვს კანონპროექტში. მუდმივად ამცირებს შემოთავაზებულ ხარჯებს და შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტს, რომელიც 5 ოქტომბრამდე წარედგინება პარლამენტს;

3. პარლამენტს თავისი პოზიციის გამოსახატავად აქვს 45 დღე. მან შეიძლება შემოიტანოს წინადადება ბიუჯეტის სავალდებულო ნაწილის მოდიფიკაციასა და არასავალდებულო ნაწილში შესწორებების შეტანაზე. სავალდებულო ნაწილი მოიცავს ევროკავშირის მიერ გათვალისწინებულ ხარჯებს სხვა მუხლებზე. პარლამენტს თავისუფლად შეუძლია შესწორებების შეტანა, თუმცა მას არ შეუძლია გადააჭარბოს ყოველწლიურად საბჭოს მიერ დადგენილ ე.წ. „მაქსიმალურ დონეს“;

4. საბჭო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სავალდებულო ხარჯებში პარლამენტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების შეტანაზე, რომელზედაც მან შეიძლება უარი განაცხადოს. თუ მოდიფიკაცია არ შეიცავს ხარჯების გაზრდას, მაშინ, საბჭოს მიერ მისი მიღებისთვის საჭიროა ხმათა კვალიფიციური უმრავლესობა. თუ ცვლილებები გულისხმობს სავალდებულო ხარჯების გაზრდას, მაშინ მისი უარყოფისთვის საჭიროა პოზიტიური უმრავლესობა. საბჭოს ასევე შეუძლია არასავალდებულო ნაწილში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებების უარყოფა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ამ ორ ინსტიტუციას შორის კომპრომისის მიღწევა „მორიგების პროცედურის“ მეშვეობით;

5. პარლამენტს შეუძლია ამ ცვლილებებში შესწორებების შეტანა და შემდგომ ბიუჯეტის დამტკიცება. მან შეიძლება უარი განაცხადოს ბიუჯეტის დამტკიცებაზე წევრების უმრავლესობით წარმოდგენილ ხმათა ორი მესამედით.

პარლამენტის ეფექტურობაზე უარყოფით გავლენას ახდენს მისი საქმიანობის გეოგრაფიული დანაწევრება. პლენარული სესიები ყოველთვის ტარდება სტრასბურგში (დამატებითი სხდომები ეწყობა ბრიუსელში), კომიტეტების უმრავლესობის სხდომები იმართება ბრიუსელში, ხოლო სამდივნოს ძირითადი ნაწილი განთავსებულია ლუქსემბურგში. ეს და ამასთან ის ფაქტიც, რომ საჭიროა საქმიანობის წარმართვა 11 სხვადასხვა ენაზე, მნიშვნელოვნად ზრდის ინსტიტუციის ფუნქცინირებისთვის საჭირო ხარჯებს.

ევროპარლამენტართა უმრავლესობას უთუოდ ურჩევნია, რომ პარლამენტის საქმიანობის კონცენტრირება მოხდეს ბრიუსელში, მაგრამ ლუქსემბურგისა და საფრანგეთის მთავრობები ეწინააღმდეგებიან ამ ფაქტს და სწორედ მათ შეაფერხეს გადაწყვეტილების მიღება ევროპარლამენტისთვის მუდმივი ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესახებ, რაც ხელშეკრულების თანახმად ეს ერთხმად უნდა მომხდარიყო. ამსტერდამის ხელშეკრულების ოქმით, რომელიც 1997 წლის ივნისში იქნა მიღებული, დადგინდა, რომ წელიწადში 12 პლენარული სესია, საბიუჯეტო სესიის ჩათვლით კვლავაც სტრასბურგში ჩატარდება, დამატებითი პლენარული სესიები და კომიტეტის სხდომები გაიმართება ბრიუსელში, ხოლო სამდივნო ლუქსემბურგში დარჩება.

ჩვეულებრივ პარლამენტის პლენარული სესიები ტარდება ერთ კვირის განმავლობაში ყოველ კალენდარულ თვეს, აგვისტოს გარდა, ასევე ეწყობა დამატებითი სესიები მარტსა და ოქტომბერში, სადაც განიხილება სოფლის მეურნეობის ფასები და წლიური ბიუჯეტი. ამ საქმიანბის უმეტესი ნაწილი წარმოებს კომიტეტებსა და ქვეკომიტეტებში. მათი შეხვედრები ჩვეულებრივ ყოველი თვის ორი კვირის განმავლობაში გრძელდება. დარჩენილი ერთი კვირა კი ეთმობა არჩევნებთან დაკავშირებულ საქმიანობას.

ევროსასამართლო

რომის ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის მასშტაბით კანონის მოქმედების შემოწმების ამოცანას ასრულებს ევროსასამართლო, რომელიც განთავსებულია ლუქსემბურგში.

ევროსასამართლო შედგება წევრი ქვეყნების წარმომადგენელი მოსამართლეებისა და გენერალური ადვოკატებისაგან. მოსამართლეთა არჩევას ახენს მინისტრთა საბჭო, წევრ სახელმწიფოთა წარდგენის საფუძველზე. სასამართლოს წევრები ფლობენ თავიანთ ქვეყანაში უმაღლეს იურიდიულ თანამდებობაზე დანიშვნისთვის საჭირო კვალიფიკაციას, ან წარმოადგენენ აღიარებული კომპეტენციის მქონე იურისტ-კონსულტანტებს (რომის ხელშეკრულების 167 მუხლი). მათი დანიშვნა ხდება ექვსწლიანი განახლებადი ვადით. სასამართლოს შემადგენლობის ნახევრის განახლება ხდება ყოველ სამ წელიწადში. იგივე პრინციპით ხდება გენერალური ადვოკატების დანიშვნაც.

მოსამართლეები თავიანთი წევრებიდანვე ირჩევენ ევროსასამართლოს პრეზიდენტს სამწლიანი განახლებადი ვადით. მნიშვნელოვანი საქმეებისა და წევრი ქვეყნის, ან გაერთიანების ინსტიტუციის მიერ აღძრული საქმის განხილვისას სასამართლო განუხრელად მოქმედებს როგორც ერთიანი ორგანო. სხვა საქმეების განხილვა ევალებათ სასამართლოს შიგნით მოქმედ პალატებს. ნებისმიერ ეტაპზე პალატას შეუძლია გადასცეს საქმე სრულ სასამართლოს, თუ მისი აზრით წარმოქმნილი იურიდიული გარემოება მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომას.

სასამართლოს ან მისი პალატების წინაშე ძირითადად ხდება ექვსი საკითხის წარდგენა:

  • კამათი წევრ ქვეყნებს შორის;

  • კამათი ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს შორის;

  • კამათი ინსტიტუციებს შორის;

  • კამათი ფიზიკურ პირთა ან კორპორაციულ ორგანოთა და ევროკავშირს შორის;

  • მოსაზრებები საერთაშორისო შეთანხმებებზე;

  • ეროვნული სასამართლოების მიერ გადმოცემულ საქმეებზე წინასწარი გადაწყვეტილების მიღება.

ბოლო პუნქტი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ევროკავშირის კანონმდებლობის მასშტაბით მოქმედების უზრუნველსაყოფად. იგი ასახავს სხვაობას ამ სასამართლოსა და აშშ-ს უზენაეს სასამართლოს შორის, რომლებსაც ხშირად ადარებენ ერთმანეთს. ორივე სასამართლო უზენაესია იმ თვალსაზრისით, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აპელაციას არ ექვემდებარება, მაგრამ აშშ-ს სასამართლო წარმოადგენს ოლქის, შტატისა და ფედერალური სასამართლოების სტრუქტურის უმაღლეს საფეხურს. ამ სტრუქტურის ქვედა საფეხურის გადაწყვეტილებების გაპროტესტება შეძლება ზედა ინსტანციებში უზენაეს სასამართლომდე. ევროპის სასამართლო კი წარმოადგენს ერთადერთ სასამართლოს ევროკავშირის ფარგლებში და არ გააჩნია იერარქიული ურთიერთობა ქვედა დონის სასამართლოებთან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა იურიდიული სისტემის ნაწილებს. ევროპის სასამართლოს არ გააჩნის არავითარი იურისდიქცია.

სასამართლოში სარჩელის შეტანა შეუძლია წევრ სახელმწიფოს, ევროკავშირის ინსტიტუციას (უმეტესწილად კომისიას) ან კორპორაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს (იმ პირობით, თუ მას აკავშირებს პირადი, უშუალო ინტერესი საქმის საგანთან). სასამართლოს პროცედურა ორი ცალკეული ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ერთი სიტყვიერია, მეორე კი - წერილობითი.

პირველ ეტაპზე მომჩივანისგან წერილობითი განცხადების მიღებისას სასამართლო ადგენს, რომ საქმე შედის მის იურისდიქციაში და მისი წარდგენა მოხდა ხელშეკრულებით დადგენილ დროში, ლიმიტის გათვალისწინებით. შემდეგ განცხადება წარედგინება მოპასუხე მხარეს, რომელსაც ჩვეულებრივ ეძლევა ერთი თვე საპასუხო სარჩელის წარსადგენად, მოპასუხე მხარეს კი - ერთი თვე ბრალდების უარყოფისათვის.

ყოველი საქმე განიხილება მომხსენებელი მოსამართლის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც ინიშნება პრეზიდენტის მიერ. ყველა დოკუმენტის მიღებისას მომხსენებელი მოსამართლე სასამართლოს წარუდგენს წინასწარ მოხსენებას, ამის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს აუცილებელია თუ არა საქმის წინასწარი განხილვა, თუ უნდა მოხდეს საქმის გადაცემა სრული სასამართლოსთვის ამ მისი ერთ-ერთი პალატისთვის. შემდეგ პრეზიდენტი ადგენს საჯარო მოსმენის თარიღს და მოსამართლეთა წინაშე წარდგება ორივე მხარე, წარდგენილი იქნება მოსარჩლეთა არგუმენტები და მათი სურვილისამებრ, დაიკითხებიან მოწმეები. მოსამართლეები და გენერალური ადვოკატი შემდგომ მოსმენებზე გამოთქვამენ თავის მოსაზრებებს, მოახდენენ ფაქტებისა და იურიდიული ასპექტების დეტალურ ანალიზს და გადაწყვეტილებას შეიტანენ განსახილველად.

გენერალური ადვოკატის მოსაზრება ხშირად ნათლად უჩვენებს, თუ როგორ გადაწყდა სასამართლო პროცესი, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება. მოსამართლეებს განაჩენი გამოაქვთ დახურულ კარს მიღმა მომხსენებელი მოსამართლის მიერ მომზადებული წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ მოსამართლეებს დასჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, მათ შეუძლიათ პროცედურის განახლება მხარეებისგან დამატებითი სიტყვიერი, თუ წერილობითი ახსნა-განმარტების მოთხოვნით ან შემდგომი გამოძიების ჩატარებით.

სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობის საფუძველზე. უმეტეს შემთხვევაში ხდება მოსამართლეთა კენტი რაოდენობის დასწრება საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება ხდება საჯარო მოსმენაზე, რომელიც საშუალოდ სარჩელის მიღებიდან 18 თვეში ტარდება.

სასამართლოს განაჩენი ხელს უწყობს ევროკავშირის კონსოლიდაციას, არის გარანტი იმისა, რომ მოქალაქეები, ისევე როგორც ეროვნული მთავრობები, დაცულნი არიან ევროპული კანონმდებლობის მიერ და ექვემდებარებიან მას. ევროსასამართლომ თავისი განაჩენით არაერთხელ შეუშალა ხელი მთავრობათა მცდელობას არ შეესრულებინა ის მოვალეობები, რომელიც მათ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეკისრათ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ევროსასამართლოს სანქციების შეზღუდული რაოდენობა გააჩნია წევრი ქვეყნების წინააღმრდეგ, მის განაჩენს თითქმის ყოველთვის ემორჩილებოდნენ, იშვიათად დაგვიანებით და დრო და დრო სასამართლოს ხელახალი განაჩენის შემდეგ. მაასტრიხტის ხელშეკრულებით დაწესდა ჯარიმა იმ წევრ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ ემოერჩილებიან მის განაჩენს კომისიის მიერ დადგენილ ვადებში.

ევროკავშირის ეკონომიკა

ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლში თანამეგობრობისთვის შემდეგი ამოცანაა ჩამოყალიბებული: „ეკონომიკური საქმიანობის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, ხანგრძლივი და გაწონასწორებული გაფართოება, მზარდი სტაბილურობა, ცხოვრების დონის სწრაფი გაუმჯობესება და წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობათა გაღრმავება“. ამ ამოცანის მისაღწევად უნდა გახსნილიყო საზღვრები კერძო პირთა, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილების გასაიოლებლად, ერთიანი ფინანსური მექანიზმების არსებობა კი - ხელს შეუწყობდა წევრი სახელმწიფოების კიდევ უფრო დაახლოებას.

1993 წლის 1 იანვრიდან საერთო ბაზრის შემოღებით თანამეგობრობამ თითქმის მიაღწია დასახულ მიზანს, მაგრამ რატომღაც ამას 40 წელიწადზე მეტი დასჭირდა, თუმცა შიდა საბაჟო გადასახადები და კვოტები გაუქმდა ჯერ კიდევ 1968 წლის ივლისში. ამ ფაქტს ჰქონდა სხვადასხვა მიზეზები, მაგალითად ის, რომ საბაჟო გადასახადების ჰარმონიზება უფრო ადვილია ვიდრე სხვა სახის გადასახადებისა. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ მყარმა პროტექციონისტულმა ურთიერთობებმა ტექნიკური სტანდარტების გავრცელებასთან ერთად 1980-იანი წლების დასაწყისში მხოლოდ ხელი შეუწყო ბაზრების განცალკევებას.

ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ, რომელმაც განსაკუთრებით მწვავედ განიცადა 1973 და 1980 წლების ნავთობკრიზისებით გამოწვეული დაღმავლობის პერიოდი, გარკვეული ზომები მიიღო მზარდი საერთაშორისო კონკურენციისგან თავისი ბაზრის დასაცავად. 1985 წელს ევროკომისიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: გამოსცა „თეთრი წიგნი“, რომელმაც ცხადყო, რომ ჯერ კიდევ არსებობდა უამრავი დაბრკოლება და ბარიერი ერთიანი, 380 მილიონზე მეტი მომხმარებლის ბაზრის ჩამოყალიბების გზაზე.

„არაევროპულმა ხარჯებმა“, ანუ. სასაზღვრო დაბრკოლებებმა, ტექნიკურმა ბარიერებმა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებულმა პროტექციონიზმმა თითქმის 200 მილიარდი ეკიუ შეადგინა.

სწორედ ამ გარემოებამ უბიძგა თორმეტ წევრ სახელმწიფოს, 1986 წლის თებერვალში ხელი მოეწერათ ერთიანი ევროპული აქტისთვის, რომელიც მოიცავს საერთო ბაზრის დასაარსებლად აუცილებელი დაახლოებით 270 ღონისძიების განხორციელების პროგრამასა და განრიგს. ამით ამ სახელმწოფოებმა საფუძველი ჩაუყარეს ახალ წამოწყებას, რომელმაც სწრაფად გამოიღო ნაყოფი. ევროპული ბიზნესის სამყარომ, თვითდასაქმებულებმა და პროფესიულმა კავშირებმა მალევე მოახდინეს რეაგირება - მათ თავიანთი სტრატეგიები მიუსადაგეს ახალ წყობას, რომელიც მოხმარების, გადაადგილებისა და მუშაობის თვალსაზრისით არჩევანის მეტ თავისუფლებას ანიჭებდა ყველას.

მყარი საერთო ბაზრის არსებობა მოითხოვს სხვადასხვა სახის სისტემატურ ურთიერთობებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს სტაბილურობასა და მუდმივ განვითარებას. მნიშვნელოვანი სფეროებია ვაჭრობა, ფინანსური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, შიდა უსაფრთხოება, განათლება, კულტურა და სხვ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ვაჭრობა.

ვაჭრობა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის საწინდარი ყოველთვის იყო ვაჭრობა. 1973 წელს ევროკავშირმა ჩამოაყალიბა თავისუფალი სამრეწველო ვაჭრობის ზონა „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის“ (EFTA) შვიდ ქვეყანასთან, ესენია: ავსტრია, ფინეთი, ირლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვედეთი და შვეიცარია. გაუქმდა საბაჟო გადასახადები და ვაჭრობის შეზღუდვები სამრეწველო საქონელზე. გაკეთდა რამოდენიმე ურთიერთდათმობა სოფლის მეურნეობის საქონელზე. ყოველივე ამან გაზარდა მრეწველობის საერთო ბაზარი 370 მლნ. ადამიანით. „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია“ გახდა ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი.

ევროკავშირმა ნაბიჯ-ნაბიჯ განავითარა ეკონომიკა და გახდა მსოფლიო ვაჭრობის ლიდერი. 1996 წლის საქონლის მსოფლიო ვაჭრობაში მისი წილი იყო 19,2%25, მაშინ როდესაც ა.შ.შ-ზე მოდიოდა 18,1%25 და იაპონიაზე 9,6%25. კომერციული მომსახურებების სფეროში ევროკავშირის წილი მსოფლიო ვაჭრობაში უფრო მეტია იგი 1/4-ს აღემატება.

ევროკავშირი მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, მის ხარჯზე 1999 წელს მთელი მსოფლიო ექსპორტის მეხუთედზე მეტი მოდიოდა. ევროკავშიირი თავისი შექმნის პირველივე დღეებიდან მიისწრაფოდა მის ცალკეულ წევრებს შორის ვაჭრობის სფეროში ბარიერების მოხსნისაკენ, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ეს ეკონომიკური აღმავლობისა და ერებისა და ცალკეული ადამიანების კეთილდღეობის სტიმული იქნებოდა.

უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩატარებული საერთაშორისო მოლაპარაკებების საფუძველზე მოხდა მრავალმხრივი ვაჭრობის სისტემის თანდათანობითი ლიბერალიზაცია. ამ ხნის მანძილზე მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა 17-ჯერ გაიზარდა, მსოფლიო წარმოება გაოთხმაგდა, მსოფლიო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდა და ინდუსტრიული ქვეყნების მიერ დაწესებული საშუალო ტარიფები 1940 წელს არსებული 40%25-დან 4%25-მდე დავარდა.

მრავალმხრივი ვაჭრობის სისტემის ლიბერალიზაციას მსოფლიო ეკონომიკისთვის ძალზე სასარგებლო შედეგების გამოღება შეუძლია და ამ სარგებლობის უმეტესი ნაწილი განსაკუთრებით მსოფლიოს განვითარებად რეგიონებს გამოადგება. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეკონომიკური აღმავლობა, ვაჭრობის ლიბერალიზაციის საშუალებით, უმთავრესი ფაქტორია სოციალური პირობების მსოფლიო მასშტაბით გაუმჯობესებისთვის და სტაბილური განვითარების ხელშეწყობისთვის.

ევროკავშირი ყურადღებას ამახვილებს უფრო ფართო დღის წესრიგის საჭიროებაზე მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის მოლაპარაკებათა შემდგომი რაუნდისათვის, რომელშიც 137 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლის დეკემდერში სიეტლში გამართულ მინისტრების შეხვედრაზე ამ საქმეს გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდა, ევროკავშირი კვლავ მაქსიმალურად ფართო დღის წესრიგის მომხრეა და დარწმუნებულია, რომ ეს მნიშვნელოვან სიკეთეს მოიტანს.

სიეტლის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ ევროკომისიის ორ გამოკვლევაზე მოცემულია დასკვნა, რომ ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია სტაბილური განვითარებისთვის, შეუძლია აგრეთვე, მსოფლიოსთვის ყოველწლიურად დაახლოებით 420 მილიარდი ევროს ოდენობის მოგების მოტანა, ეს კი ექვივალენტურია იმისა, რომ მსოფლიო მშპ-ს ყოველწლიურად მიემატოს შემოსავალი კორეის ან ნიდერლანდების ეკონომიკიდან. ეკონომიკური აღმავლობა გამოიწვევს დასაქმების ზრდას - ამის მაგალითი თავად ევროკავშირში გვაქვს - შიდა სავაჭრო ბარიერების მოხსნის შემდეგ ნახევარ მილიონზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი დაარსდა.

უფრო თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს ბიზნესში უფრო მეტი შესაძლებლობის არსებობას, რესურსების უფრო ეფექტიან განაწილებას და მეტ კეთილდღეობას. ტარიფების შემდგომი შემცირება საშუალებას მისცემს ბიზნესს, უკეთ გამოიყენოს საექსპორტო პოტენციალი, რადგან სავაჭრო ნაკადების მართვა უფრო მეტად მოხდება ხარისხის, ფასისა და მომსახურების მიხედვით გაზრდილი კონკურენციის წყალობით მომხმარებლებმა უფრო ფართო არჩევანითა და ფასებით უნდა ისარგებლონ.

ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა:

მიუხედავად იმისა, რომ რომის ხელშეკრულების 103-ე მუხლი წევრი ქვეყნებისაგან მოითხოვს ერთმანეთთან კონსულტაციებს, მათი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას კოორდინაცია ჯერაც ძალზე სუსტია, რამდენადაც 1970-1980 წლებში მთავრობების უმრავლესობა ერთობ მსგავს პოლიტიკას ატარებდა. ამიტომ ისინი უფრო მსოფლიო ეკონომიკურ ზეწოლაზე რეაგირებდნენ, ვიდრე მათი ყოვლისმომცველი სრატეგიების ერთობლივ დაგეგმვაზე. სწორედ ამიტომ, მინისტრებს შორის რეგულარული დისკუსიების მოუხედავად, ერთობლივ მომარაგებაში, ენერგეტიკული ინფლაციის მოთოკვასა და უმუშევრობის შემცირებაში ევროპის საერთო პოლიტიკა არ არსებობს. კომისიის მიერ წარმოდგენილ წლიურ ეკონომიკურ მოხსენებაში ეროვნულ მთავრობებს ეძლეოდათ რჩევები, თუმცა ეს რჩევები მათ არ ავალდებულებდა. ევროსაბჭოს სხდომებზე მთავრობათა მეთაურებს შორის იმართება ფართომასშტაბიანი დისკუსიები, სადაც „მსოფლიოში და EU-ში არსებული ეკონომიკური და სოციალური სიტუაცია“ დღის წესრიგის მუდმივ თემას წარმოადგენდა.

სოფლის მეურნეობა:

ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას წარმოადგენს საშუალებებისა და კანონების კომპლექსური ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ვაჭრობის კონტროლს, ფასების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, შემოსავლების გადარიცხვებს, პროდუქციის სუბსიდირებას, საინვესტიციო გრანტებს, კონსერვაციის პოლიტიკას და ა.შ. მას გააჩნია თავისი სავალუტი ერთეული, რომელსაც უწოდებენ „მწვანე ევროპულ სავალუტო ერთეულს“. ამ კომპლექსს ჰყავს თავისი ბიუროკრატიული აპარატი, როემლიც უხელმძღვანელებს და თვალყურს ადევნებს მის საქმიანობას. მასში მუდმივად თავს იჩენს დამატებითი სირთულეები, რადგანაც პოლიტიკამ უნდა გაუძლოს ისეთ ოთმხრივ ზეწოლას როგორიცაა:

1. საბიუჯეტო და სამომხარებლო ხარჯები;

2. დამღლელი რეაქციები არაწევრი ქვეყნების მხრიდან, რომელთა სავაჭრო ინტერესებიც შეილახა;

3. გარემოს დაბინძურების პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია თანამედროვე ფერმის მოწყობის მეთოდების გამოყენებით;

4. პროტესტები ფერმის შემოსავლების დაცემასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი აქვს პოლიტიკის მაღალი დანახარჯების მოუხედავად.

შიდა უსაფრთხოება:

ადამიანთა თავისუფალი მიმოსვლის პრინციპი ევროპის მოქალაქეთა დიდ უმრავლესობას პირად და პროფესიულ ცხოვრებაში ხელსაყრელ შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ მთავრობებმა, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ ადამიანთა თავისუფალ გადადგილებასთან დაკავშირებული გარკვეული საშიშროება, შეიმუშავეს მექანიზმები თანამეგობრობის ტერიტორიაზე დამ ის ფარგლებს გარეთ მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა სფეროებში თანამშრომლობა (ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების VI ნაწილი) მოიცავს ოთხ ძირითად ასპექტს:

  • პოლიტიკურ თავშესაფართან დაკავშირებული კანონის ჰარმონიზება;

  • არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მასშტაბით იმიგრაციის შესახებ წესების შემოღება;

  • პოლიტიკის თანამშრომლობა დანაშაულთან ეფექტიანად საბრძოლველად;

  • სამოქალაქო და კრომინალური კანონმდებლობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებათა პროექტების მომზადება.

ევროპის სავალუტო სისტემა

ევროპის სავალუტო სისტემა თავდაპირველად შიექმნა, როგორც ევროკავშირის ფარგლებში ვალუტის მერყეობის სტაბილიზაციის საშუალება, მას შემდეგ რაც 1970-იან წლებში კრახი განიცადა 1944 წელს ბრეტონ ვუდის შეთანხმებით დაარსებულმა ვალუტების კურსის სისტემამ. ევროპის ვალუტების კურსების დარეგულირების პირველი მცდელობა ე.წ „გველის“ სისტემით, რომელიც ითვალისწინებდა ნებდართულ მერყეობას +/- 2,25%25-ის ფარგლებში, ფრიად წარუმატებელი გამოდგა. ამ ლიმიტებში დარჩენა შეძლო მხოლოდ დასავლეთ გერმანიამ, დანიამ და ბენილუქსის ქვეყნებმა. ევროპის სავალუტო სისტემა, რომლის შექმნის იდეა თავდაპირველად როი ჯენკინსონმა წამოაყენა 1977 წლის ოქტომბერში, უფრო ამბიციურ პროექტს წარმოადგენდა, რომელშიც ვალუტის კურსის მექანიზმი გამტკიცებული იყო სხვადსხვა ფინანსური სიდიდეების მაქანიზმებით და ერთიანი სავალუტი ერთეულით (ეკიუ-თი).

ვალუტის კურსის მექანიზმის თანახმად მონაწილე ვალუტას გააჩნდა ცენტრალური კურსი ეკიუს მიმართ. თავდაპირველად მონაწილეობდა მხოლოდ რვა სხვადასხვა ქვეყბის ვალუტა. გაერთიანებულმა სამეფომ გადაწყვიტა დროებით განზე გამდგარიყო 1979 წლის მარტში დამტკიცებული სისტემიდან. ევროკავშირის სამი მოგვიანებით გაწევრიანებული ქვეყანა საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია ჯერ არ თვლიდნენ თავს საამისოდ მზად. 1989 წელს სისტემას შეუერთდა ესპანეთი, 1990 წლის ოქტომბერში კი გაერთიანებული სამეფო, რასაც წინ უსწრებდა მარგარეტ ტეტჩერის მხრიდან ადრე მიღებული გადაწყვეტილების მუდმივი დაბლოკვა. ტეტჩერმა მხოლოდ თანამდებობის დატოვებამდე ერთი თვით ადრე შეცვალა თავისი პოზიცია. 1992 წელს სისტემას შეუერთდა პორტუგალიაც და საბერძნეთი თამაშგარეთ აღმოჩნდა. თითოეული ვალუტის ცენტრალური კურსის „გადახალისება“ შეიძლება მხოლოდ მონაწილე ქვეყნების ერთობლივი შეთანხმების შემდეგ. ეკიუს ცენტრალური კურსიდან გამოითვლება ორმხრივი ცენტრალური კურსები, მონაწილე ქვეყნების ვალუტებს შორის თითოეული ვალუტისთვის დაშვებულია გადახრა ცენტრალური კურსიდან +/- 2,25%25-ის, ხოლო გირვანქა სტერლინგისა და პესეტას შემთხვევაში +/- 6%25-ის ფარგლებში.

თუ ვალუტა მიაღწევს კურსის ქვედა ან ზედა ზღვარს ცენტრალური ბანკები მოვალენი არიან ჩაერიონ სავალუტო ბირჟების ოპერაციებში, რათა შეინარჩუნონ კურსი შეთანხმებულ ლიმიტებში. პრაქტიკაში ეს ხდება იმ ვალუტის გაყიდვით, რომელმაც მიაღწია უმაღლეს ზღვარს და იმ ვალუტის შესყიდვით, რომელიც დაეცა მინიმალურ ზღვრამდე. ასეთ სიტუაციაში ევროპის სავალუტო სისტემის შიგნით იქმნება სხვადასხვა სახის საკრედიტო მექანიზმები, რომლებიც მოკლევადიან დახმარებას უწევენ რთულ ვითარებაში მყოფ ქვეყნებს. თუ ვალუტა დიდხანს ჩერდება მინიმალურ, ან მაქსიმალურ ზღვარზე, ან თუ მოსალოდნელია ამგვარი სიტუაცია, მაშინ ნათელი ხდება, რომ აუცილებელია ცენტრალური კურსის შეცვლა. ასეთ შემთხვევებში ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში ხვდებიან ერთმანეთს ჩვეულებრივ კვირის ბოლოს, რათა დაამტკიცონ კურსის შეცვლა. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ერთი კონკრეტული ვალუტის კურსის შეცვლას რომელიმე მიმართულებით, არამედ ხდება მთელი რიგი მარჟინალური შესწორებების შეტანა ორივე მიმართულებით სხვა ვალუტების კურსებშიც. შედეგად თავიდან იქნა აცილებული წარსულში არსებული უეცარი, ხშირად კონკრეტული დევალვაცია და სისტემაში გაერთიანებული ვალუტების მერყეობა სხვა, სისტემაში არა მონაწილე ვალუტებთან შედარებით(გირვანქის ჩათვლით) გაცილებით სუსტი გახდა.

ევროპის სავალუტო სისტემის მნიშვნელობას გარკვეული ზიანი მიაყენა გაერთიანებულ სამეფოს გადაწყვეტილებამ არ მოეხდინა გირვანქა სტერლინგის შეყვანა ევროპის სავალუტო სისტემაში დიდი ხნის განმავლობაში. წევრ ქვეყნებში 1980-იანი წლების დასაწყისში ინფლაციის საგრძნობლად შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპის სავალუტო სისტემამ. საშუალოდ ინფალციის დონე 1980 წლის 12%25-იდან 1985 წლისათვის 5%25-მდე დაეცა, ხოლო ქვეყნებს შორის საშუალო დივერგენცია 6,2%25-დან 2,8%25-მდე შემცირდა. ევროკავშირის გარეთ მყოფმა ქვეყნებმა აღიარეს ევროპის სავალუტო სისტემის მნიშვნელობა იმ მხრივ, რომ იგი აძლევდა მათ მყარ რეკომენდაციებს მათი ეკონომიკური პოლიტიკისათვის. ჩრდილოეთის სამმა ქვეყანამ - ფინეთმა, ნორვეგიამ და შვედეთმა 1990-91 წლებში მათი ვალუტა ეკიუს დაუკავშირეს.

1992 წელს ევროპის სავალუტო სისტემის წინაშე წარმოიქმნა პრობლემები, რაც ნაწილობრივ განაპირობა რეცესიამ, ნაწილობრივ კი ფინანსური კონტროლის გაუქმებამ. ამის გამო ვალუტის დიდი მოცულობა ყოველდღიურად ბრუნვაში იყო და ამით სპეკულანტებს მანიპულაციის საშუალება ჰქონდათ. სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა იმ ფაქტმა, რომ ევროპის სავალუტო სისტემაში გირვანქა არარეალურად მაღალი კურსით იქნა შეტანილი და გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა ზეწოლას დათანხმებულიყო რეგულირებულ დევალვაციას. შედეგად 1992 წლის სექტემბერში მასიურმა სპეკულაციურმა ოპერაციამ გამოიწვია რამდენიმე ვალუტის დევალვაცია. ევროპის სავალუტო სისტემა ერთდროულად დატოვეს გირვანქამ და ლირამ, რომლებმაც თავისუფალი კურსით დაიწყეს არსებობა. 1993 წლის ივლისში ანალოგიური სპეკულაციური შეტევა მოგერიებულ იქნა ევროპის სავალუტო სისტემაში მერყეობის ზღვრის დროებით 15%25-მდე გაზრდით ორმხრივი ცენტრალური კურსის ორივე მიმართულებით. სინამდვილეში ვალუტების მერყეობა დიდად არ გასცილებია თავდაპირველ ვიწრო საზღვრებს, რაც იმას ნიშნავდა, რომ წინა წლისაგან განსხვავებით არც ერთ ვალუტას არ განუცდია სერიოზული ვარდნა ან აწევა. მექანიზმმა განაგრძო მოქმედება, მაგრამ ამჯერად გაერთიანებული სამეფოს, იტალიისა და საბერძნეთის გარეშე. 1996 წლის ნოემბერში იტალია ხელახლა შევიდა ევროპის სავალუტო სისტემაში, საბერძნეთი კი - 1998 წლის მარტში. გაერთიანებული სამეფო და შვედეთი კი მის ფარგლებს გარეთ დარჩნენ. ევროპის სავალუტო სისტემამ თავისი მნიშვნელობა თითქმის მთლიანად დაკარგა 1998 წლის 31 დეკემბერს, როდესაც 11 ქვეყნის ვალუტის კურსი ევროს მიმართ იქნა დაფიქსირებული. რხევის თავდაპირველ საზღვრებში დარჩა მხოლოდ ბერძნული დრაჰმა და დანიური კრონა.

ეკიუ

ეკიუს (ევროპის სავალუტო ერთეული) გარდა ევროკავშირის ეროვნული ვალუტების აღმრიცხველის როლისა, გააჩნია მრავალი სხვა ფუნქცია. მან შეცვალა ყოფილი ევროპის საანგარიშო ერთეული - EUA (European Unit of Account), რომელიც წარმოადგენდა წმინდა საბუღალტრო საზომს ევროკავშირის ანგარიშებზე შემავალი და გამომავალი ანგარიშსწორების ფარდობით ღირებულების გამოსათვლელად. რაც შეეხება ეკიუს, (რომელსაც გააჩნია კეთილხმოვანების უპირატესობა და ფრანგული რევოლუციამდელი ცნობილი მონეტის სახელი, მას ზურგს უმაგრებდა დიდი სარეზერვო ფონდი - ევროპის სავალუტო თანამშრომლობის ფონდი (ესთფ), რომელშიც წევრ წვეყნებს უნდა შეეტანათ მათი ოქროს მარაგის 20%25 და დოლარის მარაგის 20%25.

შედეგად ეკიუმ მოიპოვა საერთაშორისო ნდობა. იგი გამოიყენებოდა მრავალ გაროიგებებში, რომლებიც ევროკავშირის ფონდებთან არავითარ კავშირში არ იმყოფებოდნენ (1986 წლისათვის იგი გახდა მასამე ყველაზე გავრცელებული ვალუტა, რომელიც გამოიყენებოდა საერთაშორისო ფინანსურ გარიგებებში დოლარისა და გერმანული მარკის შემდეგ). კომპანიებისა და ფიზიკურ პირთა მზარდი რიცხვი გამოიყენებოდა ეკიუს საბანკო დეპოზიტების, სამოგზაურო ჩეკების, კომერციული ანგარიშფაქტურებისა და ანგარიშსწორებისათვის. ეს მართლაც დიდი მიღწევა იყო ვალუტისათვის, რომელიც ფიზიკურად არ არსებობდა, რამდენადაც ბრუნვაში არ იყო გამოშვებული ეკიუს არც კუპიურები, არც მონეტები. კერძო და კომერციული ფინანსური გარიგებებისთვის მისი სარგებლიანობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ეკიუს ღირებულება ნებისმიერ კონკრეტულ ეროვნულ ვალუტაზე ნაკლებად მერყევი იყო.

ეკონომიკური და სავალუტო კავშირი (ესკ)

ეკონომიკური და სავალუტო კავშირი საერთო ბაზრის ლოგიკური შემადგენელი ნაწილი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მომენტია. ევროპის ქვეყნების სახელმწიფოებრიობის სიმბოლო და სუვერენიტეტის ინსტრუმენტი მრავალი საუკუნის განმავლობაში - ეროვნული ფულადი ერთეულები - შეცვალა ერთიანმა ვალუტამ, რაც რომის იმპერიის შემდეგ ევროპის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. არ არსებობს ამგვარი რამ არც მსოფლიოს სხვა რეგიონში. ერთიანი ევროპული ვალუტა ბრუნვაში 1999 წლის 1 იანვრიდან შემოვიდა და 2002 წლის 1 იანვრისთვის თითქმის მთლიანად შეცვალა ეროვნული ფულადი ერთეულები.

მართალია რამდენიმე წლის მანძილზე ეროვნულ ეკონომისტებს შორის სრული კონვერგენციის არავითარი მოახლოება (ან „შერწყმა“ - როგორც ეს მოვლენა ევროჟარგონით მოიხსენიება) არ გამოიკვეთა, რაც განპირობებული იყო კავშირში ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მასიური ფინანსური ტრანსფერების არარსებობით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა ეკონომიკური და სავალუტო კავშირის დაფუძნება მაინც წარმოადგენდა ამ მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯს. იგი უდავოდ გახდა უმნიშვნელოვანესი ძვრა შორს გამიზნული ეკონომიკური და სავალუტო კავშირის შექმნისაკენ, რომელიც განხორციელდა 1998 წლის ივნისამდე, როდესაც ჰანოვერის სამიტზე გადაწყდა, რომ დადგა დრო ამ მიმართულებით ახლი ბიძგის მიცემისა. 1989 წელს, აპრილში მოხსენება წარადგინა დელორის კომიტეტმა, რომელშიც აღწერილი იყო კავშირის შექმნის პროცესი, თუმცა კონკრეტული განრიგი არ იყო მოცემული.

ერთიანი ეროვნული ვალუტის შემოღება მეტად ხანგრძლივი და ეტაპობრივი განვითარების პროცესის შედეგია. 1970 წელს ვერნერის ანგარიშში მოცემული იყო ეკონომიკური და სავალუტო კავშირის ეტაპობრივი (3 ეტაპი) შექმნის გეგმა, რომელიც დროის 10 წლიან პერიოდს მოიცავდა. მაშინ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა მსოფლიოს ნავთობის მრეწველობაში პირველად შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ.

პირველი ეტაპი გულისხმობდა ეკონომიკისა და სავალუტო სფეროებში თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, რაც მიგვიყვანდა ეკონომიკური და სავალუტო კავშირის, ეკიუს როლისა და ცენტრალური ბანკის მმართველთა კომიტეტის უფლებამოსილების გაძლიერებამდე. მრავალმხრივი ინსპექტირების პროცედურის დანერგვა გზას გაუხსნიდა უფრო ეფექტიან თანამშრომლობასა და ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკისა და პრაქტიკის მჭიდრო კონვერგენციას.

მეორე ეტაპი, რომელიც უნდა უნდა დაწყებულიყო ახალი ხელშეკრულების დადებამდე, ან რომის ხელშეკრულებაში შესწორების შეტანამდე, რომლებიც დაადგენდნენ ეკონომიკური და სავალუტო კავშირისათვის აუცილებელ ძირითად ინსტიტუციონალურ და საოპერაციო წესებს, მოიცავდა 1992 წლის პროგრამით მიღებული ზომების კონსოლიდაციასა და შეფასებას და ასრულებდა სასტარტო პერიოდის მსგავს ეტაპს ახალი პროცედურებისთვის. ამ გარდამავალ პერიოდში დაიწყო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების თანდათანობითი გადანაცვლება ეროვნულიდან გაერთიანების დონეზე. მეორე ეტაპის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი იყო ევროპის ცენტრალური ბანკების ფედერალური ტიპის სისტემის შექმნა (ეცბს ან ევროფედი), რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით თანდათანობით დამოუკიდებელი გახდა სავალუტო პოლიტიკისა და სავალუტო ბირჟებზე ინტერვენციის პოლიტიკის თვალსაზრისით. თუმცა ეროვნული ცენტრალური ბანკები შეინარჩუნებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებას.

ეკონომიკური და სავალუტო კავშირის მესამე ეტაპი, რომლიც ერთიანი ვალუტის შემოღებით უნდა დამთავრებულიყო, დაიწყო 1999 წლის 1 იანვარს. 1995 წლის დეკემბერში მადრიდის სამიტზე წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ამ ახალი ვალუტის ერთეულს სახელად დაერქმეოდა „ევრო“ და ღირებულებით იგი ეკიუს ტოლი იქნებოდა. ეს ერთეული დამყარებული იქნებოდა ეროვნული ვალუტების კალათაზე და გამოყენებული იქნებოდა ევროკავშირის საბიუჯეტო სივრცეში. ერთი წლის შემდეგ დუბლინში მიღებულ იქნა სტაბილურობის პაქტი. მისი დანიშნულება იყო შეექმნა გარანტიები იმისა, რომ ქვეყნებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ეკონომიკურ და სავალუტო კავშირში შესვლის კრიტერიუმებს, არ გადეხვიათ სწორი გზიდან. ბოლოს ბრიუსელის სპეციალურ სამიტზე 1998 წლის 1-2 მაისს დაამტკიცეს კომისიისა და ევროპის სავალუტო ინსტიტუტის რეკომენდაციები, რომელთა ძალით 11 წევრი ქვეყანა (15-დან) უერთდებოდა ეკონომიკურ და სავალუტო კავშირის მესამე საფეხურს და 1999 წლის 1 იანვრიდან იწყებდა მონაწილეობას ერთიან სავალუტო სისტემაში. საბერძნეთი ამ სისტემის გარეთ დარჩა, რადგანაც ვერ აკმაყოფილებდა მაასტრიხტის ხელშეკრულების პირობებს, ხოლო გაერთიანებულმა სამეფომ, დანიამ და შვედეთმა უარი თქვეს შეერთებაზე უფრო პოლიტიკური მიზეზების გამო. გაერთანებული საქმეფოს მთავრობამ აღნიშნა, რომ პრინციპში თანახმაა შეუერთდეს კავშირს, მაგრამ ამას არ გააკეთებს, ვიდრე არ ჩატარდება რეფერენდუმი, რაც ნაკლებად სავარაუდოა 2001 ან 2002 წლამდე. მიუხედავად მარგარეტ ტეტჩერის უარისა, ევროკავშირის მეთაურებმა სტრასბურგში 1989 წლის დეკემბერში გამართულ მთავრობათა სამიტზე ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ მოეწვიათ მთავრობათაშორისი კონფერენცია, რომელზედაც მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება მეორე და მესამე ეტაპებისათვის საჭირო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების შესახებ.

1998 წლის 31 დეკემბერს ECOFIN-ის საბჭომ შეათანხმა ევროს გაცვლის ფიქსირებული ტარიფები 11 მონაწილე ეროვნული ვალუტისთვის. 1999 წლის 1 იანვრიდან ევრო შევიდა ხმარებაში საბანკო ოპერაციებში, მაგრამ ქაღალდის ფული და მონეტები ბრუნვაში არ იქნა მიღებული 2002 წლის დეკემბრამდე, სანამ ეროვნული ვალუტები ამოღებული იქნება ბრუნვიდან.

1991 წლის დეკემბერში მაასტრიხტის სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელზეც ხელი მოეწერა ევროკავშირის ხელშეკრულებას. ხელკშეკრულება მოიცავდა ეკონომიკისა და სავალუტო კავშირის შექმნასთან დაკავშირებულ ოთხ თავს. ესენია: ეკონომიკური პოლიტიკა, სავალუტი პოლიტიკა, ინსტიტუციები და ტრანსეროვნული ასპექტები. მანმადე კი 1990 წლის ოქტომბერში ჩატარებულ რომის პირველ სამიტზე, მარგარეტ ტეტჩერის ძლიერი წინააღმრდეგობის მიუხედავად გადაწყდა, რომ ეკონომიკისა და სავალუტო კავშირის მეორე ეტაპი და ევროფედის შექმნა დაიწყებოდა 1994 წლის 1 იანვარს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა ორ მთავრობათაშორის კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე და მისი დამოკიდებულება ტეტჩერის წასვლის შემდეგ უფრო შემრიგებლური გახდა. მთავრობათაშორის კონფერენციაზე მან წამოაყენა მე-13-ე ვალუტის „მყარი ეკიუს“ შექმნის გეგმა, რომელიც შეცვლიდა დელორის მოხსენებაში წარდგენიულ ერთიან ვალუტას. ყველა მოელოდა, რომ ჯონ მეიჯორი, რომელმაც ჯერ კიდევ ხაზინის კანცლერის თანამდებობაზე ყოფნისას წამოაყენა „მყარი ეკიუს“ წინადადება, უარს იტყოდა თავის გეგმაზე და დათანხმდებოდა კომპრომისს, რომლითაც მიღებული იქნებოდა ერთიანი ვალუტისთვის აუცილებელი ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები, გაერთიანებული სამეფო კი შეინარჩუნებდა გადაწყვეტილების მიღების უფლებას გირვანქა სტერლინგის ამ ვალუტით შეცვლისა და ამ ოპერაციის თარიღის შესახებ.

ეკონომიკისა და სავალუტო კავშირის საბოლოო ეტაპზე, 1998 წლის გაზაფხულზე კომისიამ და ევროპის სავალუტო ინსტიტუტმა შეისწავლა 15 წევრი ქვეყნის მონაცემები და განაცხადეს, რომ მათგან 11-მა წარმატებით გაართვა თავი მაასტრიხტის ხელშეკრულებაში მოცემული კრიტერიუმების შესრულებას და მაშასადამე, მზად არიან 1999 წლის 1 იანვრისთვის დაგეგმილ ეკონომიკისა და სავალუტო კავშირის მესამე ეტაპისათვის. ამ ქვეყნებს შორის იყვნენ: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია და ესპანეთი. დარჩენილმა ორმა ქვეყანამ - გაერთიანებულმა სამეფომ და დანიამ მართალია დააკმაყოფილეს კრიტერიუმები, მაგრამ ისარგებლეს მათთვის მინიჭებული უფლებით არ შეერთებოდნენ მესამე ეტაპს. შვედეთმა დააკმაყოფილა ეკონომიკური კრიტერიუმები, მაგრამ არ მიიღო ზომები მისი ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, რაც ასევე წარმოადგენდა ეკონომიკისა და სავალუტო კავშირის წევრობის აუცილებელ პირობას. საბერძნეთმა კი ვერ დააკმაყოფილა საჭირო კრიტერიუმები, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი მაინც განიცადა.

1998 წლის 1-2 მაისს ბრიუსელში შემდგარ ევროსაბჭოს სპეციალურ სხდომაზე მიღებულ იქნა რეკომენდაციები და 1999 წლის 1 იანვარს 11-მა ქვეყანამ მიიღო ერთიანი ვალუტა. მოსალოდნელი იყო, რომ 2001-2002 წლისათვის - ანუ ახალი ვალუტის ბანკნოტების და მონეტების ბრუნვაში გაშვების დროისათვის, ან ცოტა ხნის შემდგ, მათ დარჩენილი 4 ქვეყანაც შეუერთდებოდათ. საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ იგი აუცილებლად შეასრულებდა პირობებს რამოდენიმე წელიწადში და დაუყოვნებლივ შეიყვანდა დრაჰმას ეკონომიკისა და სავალუტო კავშირში. გაერთიანებულმა სამეფომ უფრო ფრთხილი პოზიცია დაიკავა და განაცხადა, რომ იგი ეკონომიკისა და სავალუტო კავშირში გაერთიანების მომხრე იყო, მაგრამ ამისთვის საჭირო რეფერენდუმის მოწყობა ალბათ ვერ მოხერხდებოდა 2002 წლის ივნისში დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე. ამასობაში კონსერვატიულმა ოპოზიციამ უილიამ ეიგის მეთაურობით კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მტრული განწყობა ესკ-სადმი და დაიმუქრა, რომ არ განიხილავდა გაწევრიანების საკითხს 10 წლის მანძილზე, თუ კი საერთოდ განიხილავდა.

სინამდვილეში გაერთიანებულ სამეფოს შესვლა ეკონომიკისა და სავალუტო კავშირში დამოკიდებულია შემდგომი არჩევნების შედეგებზე. თუ ხელისუფლებაში ლეიბორისტული პარტია დაბრუნდება, გაერთიანებული სამეფო რა თქმა უნდა (რეფერენდუმის შედეგების თანახმად) სავარაუდოდ გადაწყვეტს კავშირში გაწევრიანებას. კონსერვატორების გამარჯვების შემთხვევაში კი, მათი მოსაზრებები მკვეთრად არ შეიცვალა, მოსალოდნელია ბრიტანეთის იზოლაციის ხანგრძლივი პერიოდი და შესაძლოა ევორკავშირიდან გასვლაც კი. ამ ხნის განმავლობაში ეს სამი ქვეყანა (საბერძნეთთან ერთად) გაირიცხება მინისტრთა ევრო-11 ახალი კომიტეტიდან, რომელიც შეიქმნება ეკონომიკისა და სავალუტო კავშირის ფონზე ევროკავშირის პოლიტიკის განვითარებაზე სამეთვალყირეოდ. გაერთიანებულმა სამეფომ მძიმედ განიცადა კომიტეტიდან გარიცხვა და შეებრძოლა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამაოდ.

1998 წლის მაისის სამიტზე ასევე არჩეულ იქნა ევროპის ცენტრალური ბანკის პირველი პრეზიდენტი და ხუთი ვიცე პრეზიდენტი. პრეზიდენტი გახდა ჰოლანდიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ცენტრალური ბანკის მმართველი ვიმ დუიზენბერგი, რომელიც სათავეში ედგა ევროპის სავალუტო ინსტიტუტს 1996 წლიდან. მთავრობის 15 მეთაურიდან თოთხმეტს სურდა მისი დანიშვნა მაასტრიხტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული რვა წლის ვადით, თუმცა ამას ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი, რომელიც ამაოდ ცდილობდა პრეზიდენტად საფრანგეთის ცენტრალური ბანკის მმართველის ჟან კლოდ ტრიშეს დანიშვნას. საბოლოოდ მიღწეულ იქნა კომპრომისი, რომლის მიხედვითაც დუიზენბერგი მართალია, ფორმალურად დაინიშნა რვა წლის ვადით, მაგრამ დათანხმდა ვადის დამთავრებამდე თავისი პოსტი დაეთმო ტრიშესთვის, რომელიც ამ პოსტზე რვა წლის ვადით დაინიშნებოდა. ამ გადაწყვეტილებამ საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია და დიუზენბერგმა ნათელყო, რომ იგი არც თუ დიდი ენთუზიაზმით დათანხმდა მასზე, და რომ იგი თავად განსაზღვრავდა პოსტიდან წასვლის დროს, არ აპირებდა რა გაემართლებინა ფრანგების იმედები პოსტის ოთხ წელიწადში დატოვებამდე. 1998 წლის 31 დეკემბერს მოეწყო ეკოფინის საბჭოს სხდომა, რომელზედაც შეთანხმებულ იქნა 11 წევრი ქვეყნის ვალუტების ფიქსირებული კურსები ევროს მიმართ.

ევროს შემოღების განრიგი

1991 წლის 10 დეკემბერი

ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ.

- გადაწყდა ევროპის სავალუტო კავშირის შექმნა და მიღებულ იქნა კონვერგენციის (ერთმანეთთან მიახლოების) ხუთი კრიტერიუმი.

1994 წლის 1 იანვარი

ევროპის სავალუტო კავშირის შექმნის მეორე ეტაპი (გარდამავალი პერიოდი).

- ფრანკფურტში დაარსდა ევროპის სავალუტო ინსტიტუტი.

- გაუმჯობესდა ევროპის ეკონომიკური პოლიტიკის საკოორდინაციო პროცედურები.

- ბრძოლა გამოუცხადდა ჭარბ დეფიციტს და შემუშავებული იქნა პოლიტიკა წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური კონვერტგენციისათვის.

- წევრი სახელმწიფოების ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობა.

1995 წლის 16 დეკემბერი

ევროპული საბჭოს მადრიდის სხდომა.

- მიღებული იქნა სახელწოდება „ევრო“.

- დაწესდა ევროს შემოღების ტექნიკური პროცედურა და ერთიან ვალუტაზე გადასასვლელი განრიგი.

1996 წლის 14 დეკემბერი

ევროპული საბჭოს დუბლინის სხდომა.

- მიღებული იქნა პაქტი ბიუჯეტის სტაბილურობისა და ზრდის შესახებ.

- ევრომ შეიძინა კანონიერი სტატუსი.

1997 წლის 17 ივნისი

ევროპული საბჭოს ამსტერდამის სხდომა.

- დამტკიცდა პაქტი სტაბილურობისა და ზრდის შესახებ.

- მიღებული იქნა გადაწყვეტილება „ევროპის მონეტარული სისტემის პირველი რაუნდის“ შესახებ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ შედიოდნენ ერთიან სავალუტო ზონაში.

- შერჩეული იქნა მონეტების დიზაინი.

1997 წლის 13 დეკემბერი

ევროპული საბჭოს ლუქსემბურგის სხდომა.

- მიღებული იქნა გადაწყვეტილება ევროპის სავალუტო კავშირის შექმნის მესამე ეტაპის განმავლობაში ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინირების (მრავალმხრივი მეთვალყურეობის) და ხელშეკრულების 109-ე და 109(ბ)-ე მუხლების (გაცვლით კურსთან დაკავშირებული პოლიტიკა და თანამეგობრობის წარმომადგენლობა საერთაშორისო დონეზე) შესახებ.

1998 წლის 1 და 2 მაისი.

ევროპული საბჭო ადგენს იმ ქვეყნების სიას, რომელებიც მიიღეს კონვერგენციის კრიტერიუმებზე დამყარებულ ერთიან ვალუტა.

- საკითხი განსახილველად წარედგენა ევროპარლამენტს.

- დადგინდა გაცვლის ორმხრივცი უცვლელი კურსები.

1998 წელი

დაარსდა ევროპის ცენტრალური ბანკი; დაინიშნა აღმასრულებელი კომიტეტი და

დაიწყო მონეტებისა და ბანკნოტების წარმოება.

1999 წლის 1 იანვარი

ევროპის სავალუტო კავშირის შექმნის მესამე ეტაპი.

- ევრო დამოუკიდებელი ვალუტა გახდა.

- ბანკები და ბიზნესი ევროზე გადადვიდნენ.

2002 წლის 1 იანვარი

ევროს შემოღება.

- მონეტებმა და ბანკნოტებმა დაიწყს ბრუნვა.

2002 წლის 1 ივლისისათვის

თითქმის გაუქმდა სხვადასხვა ქვეყნის მონეტები და ბანკნოტები, როგორც კანონიერი ვალუტა. ერთიანი ვალუტა „ევრო“ ადმინისტრაციებისა და ბანკებისთვის შემოღებულ იქნა 1999 წლის 1 იანვარს. 2002 წლის 1 იანვრიდან ევროს მონეტები და ბანკნოტები ბრუნვაში შევიდა. მონეტების დიზაინზე შეთანხმდნენ ევროპული საბჭოს ამსტერდამის სხდომაზე. ტექნიკური განხილვისას გათვალისწინებული იქნა დაინტერესებულ მხარეთა და მომხმარებელთა მოსაზრებები მონეტების ფორმასთან და დიზაინთან დაკავშირებით.

2002 წლის 1 ივლისს ევრომ შეცვალა ეროვნული ვალუტა იმ წევრ სახელმწოფოებში, რომლებიც ერთიან სავალუტო ზონაში შედიოდნენ.

ევროკავშირში გაწევრიანების პირობები

სანამ რომელიმე ქვეყანა დასვამს ევროკავშირში თავისი გაწევრიანების საკითხს, მან უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ აკმაყოფილებს გაწევრიანების სამ ძირითად კრიტერიუმს, რომლებიც განისაზღვრა კოპენჰაგენის სამიტზე 1993 წლის ივნისში. ეს კრიტერიუმებია:

  • ქვეყანაში სტაბილური ინსტიტუტების არსებობა, რომლებსაც შეუძლიათ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობებისადმი პატივისცემის და მათი დაცვის უზრუნველყოფა;

  • ქვეყანაში მოქმედი საბაზრო ეკონომიკის არსებობა, ასევე კონკურენციის ზეწოლისთვის და ევროკავშირის ფარგლებში საბაზრო ძალებისთვის თავის გართმევის შესაძლებლობა;

  • წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების უნარი; ამ ვალდებულებებს შორის არის პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული კავშირის მიზნებთან შესაბამისობა.

ამ ეტაპზე EU მოლაპარაკებებს აწარმოებს ექვს კანდიდატ ქვეყანასთან - პოლონეთთან, უნგრეთთან, ჩეხეთის რესპუბლიკასთან, სლოვენიასთან, ესტონეთსა და კვიპროსთან. ეს პროცესი 1998 წლის მარტში დაიწყო. 1999 წლის დეკემბერში ჰელსინკის ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებისგან მწვანე შუქის მიღების შემდგომ 2000 წლის თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო ოფიციალური მოლაპარაკება კიდევ ექვს კანდიდატთან - ბულგარეთთან, ლატვიასთან, ლიტვასთან, მალტასთან, რუმინეთთან და სლოვაკეთთან. მიუხედავად იმისა, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება ორ ჯგუფთან დაიწყო, თითოეული კანდიდატის შეფასება თავად მისი მდგომარეობის მიხედვით ხდება. ევროკავშირმა დაამკივიდრა აბსოლუტურად მოქნილი, გაწევრიანების სხვადასხვა ტემპის დამშვები პროცესი, როცა კანდიდატი ქვეყნების შეფასება თითოეული მათგანის მდგომარეობის მიხედვით ხდება და თითოეული მათგანი მხოლოდ მაშინ გახდება ევროკავშირის წევრი, როცა შეძლებს გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების დაკმაყოფილებას.

პროცესის პირველი სტადიაა შესარჩევი ღონისძიება, რომელიც მოიცავს კანდიდატებთან მრავალმხრივი და ორმხრივი შეხვედრების სერიას. ეს საშუალებას აძლევს ევროკომისიას, წარადგინოს „acquis communautaire“ - თითქმის 100 000 გვერდის შემცველი, ევროკავშირთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, კანონმდებლობისა და პრაქტიკის მთლიანი კრებული და გადაწყვიტოს, შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს, მისდიონ მას. ამ ეტაპს მოჰყვება დეტალური მოლაპარაკება პოლიტიკის 31 ცალკეულ სფეროზე, დაწყებული მეთევზეობით, დამთავრებული საგარეო ურთიერთობებით.

ევროკომისისა თვალყურს ადვენებს თითოეული კანდიდატის წინსვლას ევროკავშირის კანონმდებლობის რეალურ განხორციელებასა და მასთან შესაბამისობაში, განსაკუთრებული ყურადღება კი ამ კანონმდებლობის ეროვნულ კანონებში სათანადო გადატანას ეთმობა. პრინციპში, ყოველ ახალ წევრს უნდა შეეძლოს ევროკავშირის ყველა ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის შესრულება გაწევრიანების პირველივე დღიდან. დროებითი შეღავათები და გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი ზომები კი მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი.

ევროკავშირს გაწევრიანების წინა პერიოდისთვის განკუთვნილი მრავალი საგანგებო პროგრამა აქვს, რომლებიც ეხმარება კანდიდატებს წევრობისთვის მომზადებაში, ყველაზე ცნობილი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე საშუალება კანდიდატებთან ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობისთვის არის პროგრამა „ფეა“(phare).

ეს პროგრამა გასცემს გრანტებს ( და არა სესხებს) და პრიორიტეტულად მიიჩნევს ორ ძირითად სფეროს: პირველი (რომელსაც ხმარდება ბიუჯეტის დაახლოებით 30%25) არის ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარება, რათა დახმარება გაეწიოს ეროვნულ და რეგიონულ ადმინისტრაციებს, აგრეთვე, მარეგულირებელ და მეთვალყურეობის გამწევ უწყებებს ევროკავშირის მიზნებისა და პროცედურების გაცნობაში. მეორე პრიორიტეტია (ხმარდება ბიუჯეტის 70%25) კანდიდატებისთვის დახმარების გაწევა მათი წარმოებისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის დახლოებაში ევროკავშირის სტანდარტებთან აუცილებელი ინვესტიციების მობილიზების საშუალებით. დახმარება, ძირითადად, მიმართულია იმ სფეროებზე, რომელბშიც ევროკავშირის ნორმები და სტანდარტები სულ უფრო მომთხოვნი და მკაცრი ხდება გარემოს დაცვაზე, ტრანსპორტზე, საწარმოო ქარხნებზე, აგრეთვე, პროდუქტისა და სამუშაო პირობების ხარისხის სტანდარტებზე.

დახმარების სხვა პროგრამები მიმართულია სოფლის მეურნეობისა და ზოგადად, სოფლის განვითარებაზე, ტრანსპორტსა და გარემოსდაცვით პროექტებზე. არსებობს, აგრეთვე პროგრამები, რომელთა მიზანია კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ლტოლვილებისა და თავშასაფრის მაძიებლების მოვლაპარტონობა. გარდა ამისა, ტარდება მრავალი სემინარი და სამუშაო შეხვედრა ოფიციალურ პირებთან კანდიდატი ქვეყნებიდან მეტად მრავალფეროვანი სპექტრის საკითხებში - ფისკალური მეთვალყურეობიდან საბაჟო შემოწმებამდე.

ევროკავშირი სათავეში ჩაუდგა კანდიდატი ქვეყნებისთვის დახმარების გაწევას კავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, მაგრამ ის ამ საქმეში მარტო არ არის. თავიანთ მხარდაჭერას და გამოცდილებას კანდიდატ ქვეყნებს სთაზავობენ სხვა საერთაშორისო უწყებები: მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საბჭო და ჩრდილოეთის საბჭო.

გაფართოება წამოჭრის საკითხს იმის თაობაზე, თუ როგორ მოახერხებს ევროკავშირი ურთიერთობის წარმართვას იმ ქვეყნებთან, რომლებსაც წევრობამდე უფრო დიდი გზა აქვთ გასავლელი. ევროკომისიამ შემოიღო შესაძლო წევრობის სტატუსი, რაც სტიმულს აძლევს, მაგალითად ალბანეთსა და ყოფილ იუგოსლავიას. გარდა ამისა, მათ ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ მჭიდრო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმით იმ დრომდე, ვიდრე მზად იქნებიან გაწევრიანებისათვის. მაგრამ იმისთვის, რომ ამ უპირატესობით ისარგებლონ, ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ გარკვეული კრიტერიუმები: ერთმანეთის საზღვრების აღიარება, უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებასთან და რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებული ყველა სადაო საკითხის მოგვარება. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ინტეგრაციას თავისუფალი ვაჭრობის ზონის, შემდეგ კი საბაჟო კავშირის შექმნის მეშვეობით, ხოლო ეს უკანასკნელი მომავალში შეიძლება შეუერთდეს ევროკავშირის საბაჟო კავშირს, რაც გაწევრიანებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.

ევროკავშირს კარგად ესმის, თუ რა შედეგს მოუტანს გაფართოება მის მეზობლებს, რომელთა წინაშეც არ დგას კავშირში გაერთიანების საკითხი, მაგრამ რომლებთანაც მას მჭიდრო და კონსტრუქციული ურთიერთობის სურვილი აქვს, და ამიტომ აქტიურად განიხილავს შესაბამისი სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობებს რუსეთთან, უკრაინასა და ხმალთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან.

ევროკავშირი და საქართველო

ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციის თანდათანობით გაღრმავებას გულისხმობს. ევროკავშირი ფართოვდება და მისი საზღვრები უფრო მეტად უახლოვდება სამხრეთ კავკასიას.

ევროკავშირისა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“, რომელსაც ხელი მოეწერა 1996 წელს, ხოლო ძალაში 1999 წლიდან შევიდა. დემოკრატია, საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ერთგულება არის ის პრინციპები, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირისა და საქართველოს შორის ურთიერთობები. „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება” უზრუნველყოფს ფართომასშტაბიან თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა პოლიტიკური დიალოგი, ვაჭრობა, ინვესტიციები, ეკონომიკური, სამართლებრივი და კულტურული თანამშრომლობა. ეს დიალოგი ემყარება ორივე მხარის მიერ დასახულ ამოცანას, ხელი შეუწყონ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მსოფლიოში და აგრეთვე კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. «პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” საფუძველზე, რომელიც აგრეთვე აუქმებს სავაჭრო ქვოტებს და უზრუნველყოფს ინტელექტუალური, საწარმოო და კომერციული საავტორო უფლებების დაცვას, მხარეები შეთანხმდნენ ერთმანეთის მიმართ უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის (MFN) გამოყენებაზე და საქართველო სარგებლობს ევროკავშირის განზოგადებული პრეფერენციების სისტემით (GSP).

„პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” ფარგლებში შეიქმნა სხვადასხვა ერთობლივი ინსტიტუტები (თანამშრომლობის საბჭო, თანამშრომლობის კომიტეტი, ვაჭრობის, ეკონომიკისა და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ქვეკომიტეტი, აგრეთვე საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი), რომლებიც შეუფერხებლად მუშაობდნენ და უზრუნველყვეს პოლიტიკური დიალოგი. თანამშრომლობის საბჭო 1999 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იკრიბება (უკანასკნელი შეკრება გაიმართა 2004 წელს, ბრიუსელში).

„პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” თანახმად ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას ახორციელებს თAშIჩ-ის მეშვეობით. პროგრამა TASIC-ი საშუალებას აძლევს საქართველოს გაეცნოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სისტემებს სხვადასხვა სფეროში და ისარგებლოს მათი გამოცდილებით.

2001 წლის თებერვალში ზოგადი საკითხების საბჭოს შეკრებაზე, ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა თავისი სურვილი ითამაშოს უფრო აქტიური პოლიტიკური როლი ამიერკავკასიის რეგიონში და რომ ის აპირებს უფრო ღრმად შეისწავლოს რეგიონში კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მოგვარებისაკენ მიმართული მცდელობების მხარდაჭერის გზები და მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციის საკითხებში. 2001 წლის 30 ოქტომბერს ამიერკავკასიის სამ ქვეყანასათან ჩატარებული თანამშრომლობის საბჭოს სხდომების გამართვისადმი მიძღვნილ ერთობლივ კომიუნიკეში, საქართველოს, ისევე როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმენ ევროკავშირის სურვილს ითამაშოს უფრო აქტიური როლი რეგიონში.

2001-2002 წლებში ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია რიგმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა ინცინდენტებმა. 2001 წლის დეკემბერში მოკლეს საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის თანამშრომელი გიუნტერ ბოიქელი. შემდეგ, 2002 წლის ივნისში გაიტაცეს და ხუთი თვე ტყვეობაში ჰყავდათ პიტერ შოუ, თAჩIშ-ის კონტრაქტორი. საქართველოს მთავრობამ ვერ მოახერხა დამნაშავე პირების გამოვლენა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობის გამძაფრებამ აიძულა ევროკომისია გადაეხედა საკუთარი პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ამის შედეგად, 2003 წლის სექტემბერში მიღებულ იქნა დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებდა ქვეყანაში ევროკომისიის სტრატეგიის რევიზიას.

2003 წლის ივლისში ევროკავშირის საბჭომ დანიშნა ელჩი ბატონი ჰეიკ ტალვიტი, პირველ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიაში. მისი მანდატი, სხვა მოვალეობებთან ერთად, ითვალისწინებს ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს დახმარებას სამხრეთ კავკასიის მიმართ ფართომასშტაბიანი პოლიტიკის ჩამოყალიბების საქმეში, რათა ხელი შეეწყოს რეგიონში კონფლიქტების თავიდან აცილებასა და მათი მოგვარების მექანიზმის ჩამოყალიბებას. „ვარდების რევოლუციის” შემდეგ ბატონი ტალვიტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საქართველოს და რეგულარულად ხვდებოდა საქართველოს ახალი ხელისუფლების, ევროსაბჭოს, ეუთოს, რუსეთის, თურქეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებს. მან აგრეთვე ხელი შეუწყო აჭარაში სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზების მოძიებას და რეგულარულ მოლაპარაკებებს ატარებდა აფხაზეთისა და ოსეთის სეპარატისტ ლიდერებთან, ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ბ-ნი ტალვიტის საქმიანობა მჭიდროდ იყო კოორდინირებული.

ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს 2004 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომელშიც შეთავაზებულია საქართველოს ჩართვა (სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად) ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში, წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. საქართველო მიესალმა ჩართვას ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში და გამოხატა თავისი მზადყოფნა.

2004 წლის ივლისში, საქართველოში ამოქმედდა ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია (EUJUST Themis), რომელიც შეიქმნა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში არსებული სამოქალაქო კრიზისის მართვის მიმართულების საფუძველზე. მისიის ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს სისხლის სამართლის სექტორში რეფორმების პროცესის სახელმძღვანელო ჰორიზონტალური სტრატეგიის შემუშავებას.

2004 წლის ივლისში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია” პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით. კომისიის ამოცანებს შორის არის „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” განხორციელების და „ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში” მონაწილეობის ხელშეწყობა. სხვადასხვა სექტორებზე პასუხისმგებელ სამინისტროებში უნდა შეიქმნას ევროკავშირის განყოფილებები. საქართველოს კანონმდებლობის მიახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” მნიშვნელოვან ასპექტად რჩება და ამ მხრივ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. 2003 წელს, ამ შეთანხმების განხორციელებაზე მომუშავე ყოფილმა სამთავრობო კომისიამ მიიღო ადგილობრივი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამა. ახალმა მთავრობამ დარგობრივ სამინისტროებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამოქმედო გეგმების შემუშავება დაავალა და ამ პროცესის შემდგომი განვითარებისათვის სამინისტროთაშორისი საექსპერტო ჯგუფები შეიქმნა.

1992-2004 წლებში ევროკავშირის საქართველოსათვის გაწეულმა დახმარებამ თითქმის 420 მილიონი ევრო შეადგინა. ჰუმანიტარულმა დახმარებამ (განსაკუთრებით ევროპის სასოფლო-სამეურნეო სფეროში სარეკომენდაციო-საგარანტიო ფონდის (EAGGF) ხელშეწყობით ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების ოფისისა და კვების პროგრამების საშუალებით) 160 მილიონი ევრო შეადგინა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უკიდურესად მწვავე ჰუმანიტარული სიტუაციის შემსუბუქებას 1990-იანი წლებში. TACIS-ის ადგილობრივმა დაფინანსებამ შეადგინა 110 მილიონი ევროზე მეტი და სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამამ გამოყო 70 მილიონ ევროზე მეტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, TACIS-ს პროგრამამ ხელი შეუწყო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი როლი საკანონმდებლო და სამართლებრივ სფეროში, საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოებისათვის გაწეული დახმარების თვალსაზრისით. წარსულში ძლიერი კორუფცია და კანონის ძალის სისუსტე ამცირებდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების ეფექტიანობას.

სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამა წარმოადგენდა მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის სფეროს, სოციალური უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ფინანსური რესურსების მართვის სისტემების რეფორმას. ამ პროგრამის განხორციელებას აფერხებდა წინა ხელისუფლების წინააღმდეგობა შეესრულებინა ბიუჯეტის ის პუნქტები, რომლებზეც სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული იყო დახმარება.

მაკრო დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამამ უზრუნველყო ბალანსი ვალების გადახდებსა და საბიუჯეტო დახმარებებს შორის (გათვალისწინებულია 110 მილიონი ევროს ოდენობის სესხები და 55 მილიონი ევროს გრანტები, აქედან უკვე გადმორიცხულია 31.5 მილიონი ევრო) და ხელი შეუწყო საქართველოს დავალიანების შემცირების სტრატეგიას. პრობლემები, რომლებიც საქართველოს წარსულში ჰქონდა მსოფლიო სავალუტო ფონდთან მიღწეული შეთანხმებების შესრულების თვალსაზრისით, აგრეთვე ნეგატიურად აისახებოდა ევროკავშირის შესაძლებლობაზე განეხორციელებინა თავისი სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამა და მაკრო დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამა.

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა ინიციატივამ უზრუნველყო დახმარება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. მის ფარგლებში ხორციელდებოდა ევროკომისიისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამები საქართველოში, მათ შორის სამართლებრივი სფეროს რეფორმასთან დაკავშირებული პროგრამები. ევროკავშირმა აგრეთვე უზრუნველყო მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების ხელშეწყობის თვალსაზრისით ხოლო მისი შიდა კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით რეაბილიტაციის ინსტრუმენტისა (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში) და ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში - ერთობლივი მოქმედებების საშუალებით.

2003-2006 წლებში საქართველოსავის სტრატეგიის დოკუმენტის საბოლოო რედაქციაში განსაზღვრულია სამი სფერო, სადაც კოორდინირებულად იქნება გამოყენებული ევროკავშირის/ევროკომისიის ყველა სტრატეგიული და დამხმარე ინსტრუმენტები, ესენია:

1. კანონის უზენაესობის, მმართველობის დემოკრატიული ფორმებისა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის ხელშეწყობა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტიტუტების გაძლიერება;

2. სიღარიბის შემცირება;

3. სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ურთიერთნდობის ჩამოყალიბებისკენ მიმართული ღონისძიებების საშუალებით, რომელთა მიზანია შიდა კონფლიქტების მოგვარება და მათში ჩართული მოსახლეობისთვის სასარგებლო ღონისძიებების გატარება.

2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს ახალ ხელისუფლებას შესთავაზა მხარდაჭერა რეფორმების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში. 2004 წლის იანვრისა და მარტის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების უშუალო ხელშეწყობა განხორციელდა „სწრაფი რეაგირების მექანიზმის“ საშუალებით. სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამით გამოყოფილი თანხები დაეხმარა საქართველოს „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რთული ზამთრის გადატანაში.

2004 წლის ივნისში ევროკომისია მსოფლიო ბანკთან ერთად თანათავმჯდომარეობდა დონორების კონფერენციას საქართველოს საკითხებზე, რომელზეც განისაზღვრა, რომ 2004-2006 წლებში საქართველოსთვის საერთო ჯამში გამოყოფილი იქნება 850 მილიონი ევრო. უშუალოდ ევროკომისიამ ვალდებულება აიღო გამოეყო 125 მილიონი ევრო, რითიც 2004-2006 წლებისთვის საქართველოსთვის გამიზნული ევროკავშირის დახმარების საერთო ოდენობა 137 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც ორჯერ მეტია 2001-2003 წლების დახმარებაზე. ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს დახმარებას „სწრაფი რეაგირების მექანიზმისა” და TACIS-ის პროგრამის საშუალებით სამართლებრივ და კანონშემოქმედებით სექტორში, აგრეთვე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში (საქართველოს პარლამენტის ჩათვლით).

საქართველომ მოახდინა „ევროსაბჭოს კორუფციასთან დაკავშირებით სამოქალაქო კონვენციის“ რატიფიკაცია და ხელი მოაწერა „ევროსაბჭოს კორუფციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კონვენციას“, მაგრამ ჯერ არ მოუხდენია მისი რატიფიკაცია. 1999 წლიდან საქართველო არის „ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) წევრი. Transparency International-ის მიერ გამოცემული 2004 წლის კორუფციის შეფასების რეიტინგში საქართველომ 133-ე ადგილი დაიკავა, რაც ნიშნავს რომ ქვეყანაში კორუფციის ძალიან მაღალი დონეა. 2004 წლის იანვარში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) „ანტიკორუფციულმა ქსელმა გარდამავალი ეკონომიკისთვის” გასცა ანტიკორუფციული ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებისა და შესაბამისი საგამომძიებო და სამართალდამცავი უწყებების საქმიანობის დახვეწის რეკომენდაციები. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში ახალი ხელისუფლების ანტიკორუფციული კურსის ფარგლებში ადგილი ჰქონდა საკმაოდ მრავალრიცხოვან დაპატიმრებებს. პატიმრობის ალტერნატივად გამოიყენებოდა შეთანხმებები ბრალეულობის აღიარების თაობაზე.

ევროკავშირი ასევე საქართველოს ეხმარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში, საკანონმდებლო და სამართლებრივ საკითხებში, სოციალურად დაუცველი ფენების უზრუნველყოფაში, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში, რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის გაძლიერებაში, კონტროლის პალატაში რეფორმაბის გატარებაში და სხვ. ამ ყველაფერს ევროკავშირი ძირითადად ახორციელებს TASIC-ის საშუალებით.

7 ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE)

▲ზევით დაბრუნება


ნანა კვირჩილაძე
სოფო დეისაძე

მოკლე ისტორიული ცნობები

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE) 1975 წელს შეიქმნა, როგორც მონაწილე ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ფორუმი. OSCE-ს წევრი 55 ქვეყანაა. OSCE-ს ფორუმებზე იკრიბება ევროპის ყველა ქვეყანა, აშშ და კანადა, რომლებსაც ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებების დემოკრატიისა და კანონიერების საერთო ნორმები გააჩნიათ.

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

OSCE მხარს უჭერს დემოკრატიის განვითარებას და დახმარებას უწევს მონაწილე ქვეყნებს დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში. დემოკრატიზაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ორგანიზაცია საკუთარ თავზე იღებს არჩევნებში და მის მოსამზადებელ სამუშაოებში დახმარების გაწევას. OSCE-ის ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკა კონცენტრირებულია ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა მოქმედებისა და რელიგიის თავისუფლება, წამებისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე გენდერული თანასწორობის მიღწევა, ეთნიკური კონფლიქტების აღმოფხვრა, კანონის ლეგიტიმურიბის საფუძველზე ადამიანების უფლებების დაცვა და სხვა. OSCE-ის ისეთი სტრუქტურები, როგორიცაა დემოკრატიის მშენებლობისა და ადამიანის უფლებების სამსახური (Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR)) ძირითადად დაკავებულნი არიან რასიზმთან, ქსენოფობიასთან, ანტისემიტიზმსა და დისკრიმინაციასთან ბრძოლით. OSCE აქტიურადაა ჩართული მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში.

უკანასკნელ პერიოდში OSCE-ს საქმიანობის პრიორიტეტული სფეროებია ცეცხლსასროლი და მცირე კალიბრიანი იარაღის, ნარკოტიკებისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. იგი ეწინააღმდეგება იარაღის არალეგალურად გავრცელებას და ხელს უწყობს მის განადგურებას.

საზღვრების კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა მოიცავს როგორც კონფლიკტების თავიდან აცილებას, ასევე პოსტკონფლიქტური სიტუაციის მართვას და ინსტიტუციონალურ მხარდაჭერას.

OSCE -ს მონაწილე ქვეყნები მუშაობენ ჰაერში, წყალსა და მიწაში მტკიცე ეკოლოგიური ბალანსის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის.

ორგანიზაციული სტრუქტურა

თავჯდომარე

თავჯდომარის კომპეტენცია:

  • OSCE - ინსტიტუტების მუშაობის კოორდინაცია;

  • ორგანიზაციის წარდგენა;

  • კონფლიქტების თავიდან აცილებასთან დაკავშირებული საქმიანობების ზედამხედველობა, კრიზისების მართვა და პოსტკონფლიქტების რეაბილიტაცია.

OSCE-ის ინსტიტუციები

მოლაპარაკებისა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები

სამიტები/მინისტრთა საბჭოები

სამიტები არის OSCE-ს მონაწილე ქვეყნების ან მთავრობის მეთაურთა პერიოდული შეხვედრები, რომელიც ანაწილებს უმაღლეს პოლიტიკურ პრიორიტეტებს. სამიტებს შორის მართვასა და გადაწყვეტილების მიღებას ახდენს მინისტრთა სანჭო.

მუდმივმოქმედი საბჭო

მუდმივმოქმედი საბჭო რომელიც ორგანიზაციის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, ყოველ კვირას იკრიბება ვენაში და განიხილავს სივრცეში მიმდინარე პროცესებსა და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ფორუმი

უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ფორუმი იკრიბება ყოველ კვირას ვენაში, რათა განიხილოს OSCE სივრცეში უშიშროების სამხედრო ასპექტებთან დაკავშირებული საკითხები და მიიღოს შესაბამისი ზომები, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ეკონომიკური ფორუმი

1992 წელს - საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს დაეარსებინათ ეკონომიკური ფორუმი, რათა გაეძლიერებინათ ორგანიზაციის საქმიანობა საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების კუთხით, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს დემოკრატიისა და სტაბილურობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს.

OSCE მონაწილე ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლები წელიწადში ერთხელ იკრიბებიან ეკონომიკურ ფორუმზე, რათა:

  • პოლიტიკური სტიმული მისცენ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას;

  • შეიმუშაონ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პრაქტიკული საშუალებები (გზები);

  • ჩამოაყალიბონ ყოველწლიური მიზნები ეკონომიკისა და გარემოს საკითხებთან დაკავშირებით;

  • სპეციფიკური რეკომენდაციებისა და შემდგომი საქმიანობების Gგავრცობა, დაზუსტება;

  • ძირითად დოკუმენტებში აღწერილი მონაწილე ქვეყნების ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა.

ყველა ეკონომიკურ ფორუმს წინ უძღვის სემინარების სერია, რომლის მიზანია მოამზადოს მონაწილე ქვეყნები წლის ფორუმისთვის.

ოპერაციული სტრუქტურები და ინსტიტუტები

ოფისის ხელმძღვანელობა

2005 წელს OSCE-ს ოფისის ხელმძღვანელობას ახოციელებს სლოვენია. ოფისის მმართველობა იცვლება ყოველწლიურად როტაციის პრინციპით. აღნიშნულ თანამდებობას იკავებს OSCE -ს მონაწილე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

„ტროიკა“

იმდენად რამდენადაც ოფისის მმართველობა იცვლება ყოველწლიურად, ახალ ხელმძღვანელს დახმარებას უწევენ წინა წლის და მომავალი წლის თავმჯდომარეები, რათა ყოველთვის სრულფასოვნად გრძელდებოდეს ორგანიზაციის საქმიანობა. სამივე თავმჯდომარე ერთად ქმნის ე.წ „ტროიკას“. 2005 წლის ტროიკას ქმნიან სლოვენიის (2005 წ.), ბულგარეთის (2004 წ.) და ბელგიის (2006 წ.) საგარეო საქმეთა მინისტრები.

ოფისის თავმჯდომარეობის კერძო წარმომადგენლები

წარმომადგენლობა თემატური სფეროს მიხედვით

  • სპეციალური წარმომადგენლობა ტრეფიკინგთან ბრძოლის წინააღმდეგ;

  • რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კერძო წარმომადგენლობა, ასევე არატოლერანტობის, ქრისტიანობისა და სხვა რელიგიის მიმდევრების დისკრიმინაციის წინააღმდეგ;

  • ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კერძო წარმომადგენლობა;

  • მუსლიმანების მიმართ არაშემწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კერძო წარმომადგენლობა.

სპეციფიკურ (განსაკუთრებულ) ტერიტორიებზე კონფლიქტების თავიდან აცილების საკითხზე მომუშავე წარმომადგენლობა

  • მინსკის კონფერენციასთან დაკავშირებული კონფლიქტების კერძო წარმომადგენლობა;

  • მაკედონიის საგანგებო აგენტი;

  • კერძო წარმომადგენლობა მოლდოვაში;

  • კერძო წარმომადგენელი და CIO-ს (ოფისის ხელმძღვანელობა) კერძო აგენტი ცენტრალური აზიის წევრი ქვეყნებისთვის.

მინსკის კოფერენციის კონფლიქტის კერძო წარმომადგენლობა

პირადი წარმომადგენელი OSCE-ს მინსკის კონფერენციის კონფლიქტის საკითხში.

დეიტონის მშვიდობიანი შეთანხმების წარმომადგენლობა

დეიტონის მშვიდობიანი შეთანხმების კერძო წარმომადგენლობა

OSCE-ს საპარლამენტო ასამბლეა

OSCE-ს საპარლამენტო ასამბლეა საპარლამენტო ელემენტია, რომლის მონაწილე 55 ქვეყანა მოიცავს მთელ ტერიტორიას ვანკუვერიდან ვლადივასტოკამდე.

317 წევრის მთავარი ამოცანაა, შიდასაპარლამენტო განხილვების ფასილიტაცია და OSCE-ს ფარგლებში დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერა.

დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაცვის ოფისი

დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაცვის ოფისი მდებარეობს ვარშავაში (პოლონეთი). იგი OშჩE-ს ტერიტორიაზე მუშაობს შემდეგ საკითხებზე: არჩევნების დაკვირვება, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაცვა, ტოლერანტობა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა.

ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისია

ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისიის ოფისი დაარსდა 1992 წელს. მისი მიზანია დროულად შეიმუშაოს ეთნიკური დაძაბულობის შეწყვეტის გზები, რათა მათ მომავალში საფრთხე არ შეუქმნან სტაბილურობას და OSCE -ს წევრ ქვეყნებს შორის მშვიდობიან ურთიერთობას.

OSCE-ს წარმომადგენელი მედიის თავისუფლებისთვის

OSCE-ის წარმომადგენელი მედიის თავისუფლებისთვის აკვირდება მედიის განვითარებას 55 წევრ ქვეყანაში. ის წინასწარ ზომებს იღებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ხელს უწყობს OSCE პრესის თავისუფლების კომიტეტების კოორდინირებულ მუშაობას.

სეკრეტარიატი

OSCE-ის სეკრეტარიატი დაარსდა 1991 წელს პრაღაში, ხოლო 1993 წელს გადაინაცვლა ვენაში. სეკრეტარიატი დირექტორის ხელმძღვანელობით ეწევა ორგანიზაციის ხალშემწყობ საქმიანობას. მისი ადგილსამყოფელია ვენა, ხოლო დახამრებას უწევს პრაღის ოფისი.

1. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ქვედანაყოფი

11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ OSCE მივიდა დასკვნამდე, რომ საჭირო იყო თანამშრომლობასა და ანტიტერორისტულ საქმიანობაზე კონცენტრირება. 2001 წლის ბუქარესტის სამოქმედო გეგმაში, მომზადდა მანდატი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ქვედანაყოფის შექმნისთვის.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ქვედანაყოფი OSCE-ს წევრ ქვეყნებს ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციების შესრულებაში უწევს მხარდაჭერას.

2. ტრეფიკინგთან ბრძოლის ქვედანაყოფი

ტრეფიკინგთან ბრძოლის ქვედანაყოფი სპეციალურ წარმომადგენლობას უწევს გარკვეულ დახმარებას მანდატის შესრულებაში. იგი ასევე თანამშრომლობს ორგანიზაციის სხვადასხვა ქვედანაყოფებთან და სტრუქტურებთან.

3. კონფლიქტების პრევენციის ცენტრი

კონფლიქტების პრევენციის ცენტრი (The Conflict Prevention Centre (CPC)), დახმარებას უწევს ოფისის ხელმძღვანელობას და OSCE-ს სტრუქტურებს, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტების პრევენციაზე, კრიზისების მართვასა და პოსტკონფლიქტურ რეაბილიტაციაზე.

4. OSCE-ს ეკონომიკური და გარემოსთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციის ოფისი

OSCE-ს ფართო მიღწევები გააჩნია უსაფრთხოების კუთხით. იგი ასევე დაინტერესებულია გარემოსთან დაკავშირებული საკითხებით, რადგან მისი არაწევრი ქვეყნების ტერიტორიებზე თანამშრომლობის მიღწევა დიდი წვლილი იქნება მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილიზაციის უზრუნველყოფაში.

5. საგარეო თანამშრომლობა

OSCE არის იმ ორგანიზაციათა ქსელის ნაწილი, რომლებიც ეწევიან საქმიანობას ეკონომიკურ საკითხებთან, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

6. სამართლებრივი საქმიანობის სტრატეგიული ქვედანაყოფი

ქვედანაყოფის საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთი ქვეყნის სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფაში.

7. ტრენინგების განყოფილება

ტრენინგების განყოფილება OSCE-ს ფარგლებში ხელს უწყობს თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარებას, მისიის ახალი წევრებისა და ახალი თანამშრომლების მიღებას.

8. მაღალი დონის დამგეგმავი ჯგუფი

მაღალი დონის დამგეგმავი ჯგუფი (HLPG) შეიქმნა 1994 წლის 20 დეკემბერს. იგი შედგება წევრი ქვეყნების სამხედრო ექსპერტებისგან და უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაციები:

  • ნაგორნო-ყარაბაღში მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებით.

  • მონაწილე ქვეყნებს შორის მოლაპარაკების წარმართვასთან, სამხედრო ძალების რაოდენობასთან, ერთეულების განთავსებასთან და მათ ხელმძღანელობასთან დაკავშირებით.

OSCE-თან დაკავშირებული ორგანოები

  • არბიტრაჟი და მომრიგებელი სასამართლო.სასამართლო დაარსდა კონვენციის საფუძველზე 1995 წელს და მდებარეობს ჟენევაში. მისი ფუნქციაა ქვეყნებს შორის წარმოშობილი უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარება. კონვენციის წევრია 33 სახელმწიფო.

  • ერთიანი კონსულტაციური ჯგუფი დაარსდა 1990 წელს. მისი ამოცანაა ევროპის სამხედრო ძალების კონვენციის პირობების დაცვა; ხოლო მიზანი:

1. აღმოფხვრილ იქნას განსხვავებები და ორაზროვნება;

2. შიემუშაოს ზომები, რომელიც უზრუნველყოფს კონვენციის ქმედუნარიანობასა და ეფექტიანობას;

3. გადაწყვიტოს ტექნიკური საკითხები;

4. ჩაერთოს დავების განხილვაში, რომლებიც კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოიშვება.

  • ევროპის სამხედრო ძალების კონვენცია ატლანტიკიდან დაწყებული, ურალის ჩათვლით, ევროპის სამხედრო ძალების კონვენცია წარმოადგენს სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების ქვაკუთხედს. იგი ხელმოწერილ იქნა 1990 წლის 19 ნოემბერს პარიზში.

  • ღია სივრცეების კონსულტაციური კომისია.კომისია განიხილავს საკითხებს, რომელიც ეხება ღია სივრცეებთან დაკავშირებულ შეთანხმებას, რომელიც ხელმოწერილ იქნა 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში. ძალაში შევიდა 20 ქვეყნის მიერ მისი რატიფიკაციის შემდეგ - 2002 წლის 1 იანვრს.

შეთანხმებამ, რომლის მიზანია საჰაერო სივრცის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მონაწილე ქვეყნებში დააწესა საჰაერო დაზვერვის რეჟიმი. ვანკუვერიდან ვლადივასტოკის ჩათვლით ეს ქვეყნები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეუიარაღებელი დაზვერვა, რათა მიიღონ ინფორმაცია მათი სამხედრო ძალებისა და მოქმედებების შესახებ. შეთანხმება ასევე გეგმავს ღია სივრცის გაფართოებას სხვა ტერიტორიებზეც.

რეგიონები

OSCE-ს საქმიანობა ვრცელდება შემდეგ რეგიონებში - სამხრეთ-არმოსავლეთ ევროპა, აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია, ცენტრალური აზია, დასავლეთ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა. OSCE-ს თითოეული რეგიონის მიხედვით, გააჩნია კონკრეტული მიზნები და პრიორიტეტები.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, OSCE ექვს დარგობრივ მისიასთან ერთად, ასრულებს უმთავრეს როლს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და მედიის განვითარების საკითხებში.

აღმოსავლეთ ევროპა

OSCE უკრაინაში, ბელორუსიასა და მოლდოვაში ახორციელებს არჩევნების, კანონის ლეგიტიმურობის კონტროლს, ასევე ეწევა კონფლიქტების მოგვარებას და ტრეფიკინგთან ბრძოლას.

კავკასია

OSCE აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს დახმარებას უწევს ეკონომიკისა და გარემოს განვითარებაში, კონფლიქტების მოგვარებასა და დემოკრატიზაციაში.

ცენტრალური აზია

OSCE ხელს უწყობს თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმის გატარებას.

დასავლეთ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა

OSCE სხვადასხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახორციელებს პრევენციულ მოლაპარაკებებს თანამშრომლობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე ახდენს არჩევნების და გენდერული საკითხების მონიტორინგს და ეროვნული უმცირესობების დაცვას.

OSCE და საქართველო

საქართველო OSCE-ში შევიდა 1992 წლის 24 მარტს. 2003 წელს დაფუძნდა მისიის ხელმძღვანელობის ოფისი, რაც განპირობებული იყო არასაბიუჯეტო შენატანების დაფინანსებული პროექტების საერთო მოცულობის ზრდით.

მისიის ხელმძღვანელობის ოფისის ფუნქციებია:

  • პროექტების განხორციელებისას, უზრუნველყოს მისიის პოლიტიკის შესაბამისობა ადმინისტრაციულ და ფინანსურ წესებთან;

  • დახმარება გაუწიოს პროექტის მენეჯერებს პროექტების განხორციელებაში;

  • მოახდინოს პროექტების მონიტორინგი, შეფასება, მათ შესახებ დონორების ან/და მონაწილე ქვეყნებისთვის წარსადგენი ანგარიშების ანალიზი;

  • პროექტების მონაცემთა ბაზის დამუშავება.

OSCE-ს საქართველოში საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • პოლიტიკური და სამხედრო უსაფრთხოება;

  • საზღვრის მონიტორინგი;

  • ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ღონისძიებები.

OSCE აქტიურად მუშაობს ადამიანური განზომილების სფეროში, რომელიც მოიცავს დემოკრატიზაციის პრინციპების დანერგვას საქართველოში, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, ადამიანთა უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობასა და სიტყვის თავისუფლებას.

8 ჩრდილოეთ-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO)

▲ზევით დაბრუნება


ნათია ფერაძე
თეა ჯავახიშვილი

მოკლე ისტორიული ცნობები

1945-49 წლებში ეკონომიკური რეკონსტრუქციის საჭიროების პირობებში, დასავლეთ ევროპისა და მათმა პარტნიორმა ჩრდილო ამერიკის ქვეყნებმა მნიშვნელოვან საკითხად დააყენეს საბჭოთა კავშირის პოლიტიკა. შემაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ საბჭოთა ხელისუფლებას განზრახული ჰქონდა საკუთარი სამხედრო ძალების მონოპოლია სრული მასშტაბით.

1948 წლის მარტში ხელი მოეწერა ბრიუსელის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც დასავლეთ ევროპის ხუთი სახელმწიფო გაერთიანდა თავდაცვის სისტემის შექმნისა და ურთიერთკავშირის განმტკიცების მიზნით. ეს კი მათ საშუალებას აძლევდა წინ აღდგომოდნენ იდეოლოგიურ, პოლიტიკურ, თუ სამხედრო მუქარას.

აშშ-სა და კანადას შორის მოლაპარაკებების წარმოებამ საფუძველი დაუდო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩამოყალიბებას, რაც ძირითადად ეფუძნებოდა უსაფრთხოების გარანტიასა და ევროპასა და აშშ-ს შორის ორმხრივ პასუხისმგებლობას. მოლაპარაკებები 1949 წლის 4 აპრილს დასრულდა, როცა ხელი მოეწერა ვაშინგტონის ხელშეკრულებას, რომელიც გაწევრიანებულ ქვეყნებში საერთო უსაფრთხოების სისტემის შექმნას ითვალისწინებდა.

ალიანსის ძირითადი მიზნები, ამოცანები და მიმართულებები

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს, წევრი ქვეყნების პოლიტიკური და სამხედრო უსაფრთხოებისა და თავისუფლების შექმნა. ალიანსი უზრუნველყოფს სამართლიანობისა და მშვიდობის დამყარებას ევროპაში, რაც დემოკტარიულ ღირებულებებს, ადამიანთა უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობას ემყარება.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია საერთო უსაფრთხოების შექმნის მიზნით, ერთმანეთთან აკავშირებს ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას. იგი წარმოადგენს წევრი ქვეყნების ეფექტურ კოლექტიურ ძალისხმევას, დაიცვან საერთო სამშვიდობო ინტერესები. ისინი ნაციონალური უსაფრთხოების მიზნებს ერთობლივად აყალიბებენ. ალიანსი არის თავისუფალი სახელმწიფოების კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

1949 წლის აპრილში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება, რომელიც ალიანსის ლეგალურ ბაზას წარმოადგენს, შეიქმნა გაერთიანებული ერების ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოების დაცვას ითვალისწინებს. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დღიდან მისი უპირველესი ამოცანაა დაიცვას წევრი ქვეყნები ყოფილი საბჭოთა კავშირის პოლიტიკის სამხედრო მუქარისგან. იგი წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის საშუალებითაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლიბას. ორგანიზაცია მართავს ფორუმს, რომელზეც განიხილება პოლიტიკური თუ სამხედრო მნიშვნელობის საკითხები.

NATO-ს პოლიტიკა

ალინსის პოლიტიკა ომის შეჩერებასა და ქვეყნების ეფექტურ თავდაცვას ითვალისწინებს. იგი აგრეთვე მშვიდობის დამყარების მიზნით, მოიცავს სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების წარმოებას, კოლექტიურ ძალისხმევას, მომავალში სამხედრო ტექნოლოგიების კონტროლსა და განიარაღებას. ასევე ფართო საპარტნიორო ბაზის შექმნასა და ევროპისა და ატლანტიკის ქვეყნებთან დიალოგების გამართვას, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე და საიმედო პოლიტიკის გატარებას.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია წევრ ქვეყნებს სთავაზობს თანამშრომლობასა და კონსულტაციებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა არასამხედრო სფეროებში, ისევე, როგორც თავდაცვის სფეროში. იგი უზრუნველყოფს სამხედრო ძალებს აღჭურვილობითა და ტრენინგებით.

NATO -ს წევრი ქვეყნების უფლება-მოვალეობები

  • ხელშეკრულების მონაწილე მხარეები გაერთიანებული ერების წესდების შესაბამისად, ვალდებულნი არიან დაარეგულირონ საერთაშორისო კონფლიქტები მშვიდობიანი გზით, რომ საფრთხე არ შეექმნას საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებას და სამართლიანობას და თავი შეიკავონ საერთაშორისო ურთიერთობებში მუქარისა და ძალისმიერი მეთოდების გამოყენებისგან, რაც ეწინააღმდეგება გაეროს მიზნებს;

  • ხელშეკრულების ამოცანების ეფექტური განხორციელებისთვის მონაწილე მხარეებმა საკუთარი ძალებით და ურთიერთდახმარებით უნდა შეინარჩუნონ და გააძლიერონ შეიარაღებულ თავდასხმასთან ბრძოლის ინდივიდუალური და კოლექტიური სამხედრო პოტენციალი;

  • ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს უნდა გაუწიონ კონსულტაციები, თუკი რომელიმე მათგანის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება;

  • მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთ-ერთ მათგანზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ყველას წინააღმდეგ, ამიტომაც ამ პრობლემის დასაძლევად გამოიყენება ერთიანი ძალები;

  • ხელშეკრულების მონაწილე თითოეული მხარე ვალდებულია მონაწილეობა არ მიიღოს არცერთ საერთაშორისო გარიგებაში, რაც ხელშეკრულებისთვის იქნება საწინააღმდეგო;

  • ხელშეკრულების მონაწილე მხარეები აყალიბებენ საბჭოს, რომელსაც ესწრება მათი უკლებლივ ყველა წარმომადგენელი, რათა განიხილოს ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. საბჭო მზად უნდა იყოს, შეიკრიბოს ნებისმიერ დროს და ასევე უნდა შექმნას დამხმარე ორგანოები (კერძოდ თავდაცვის კომიტეტი, რომელიც იძლევა რეკომენდაციებს გარკვეული ღონისძიებების გატარებაზე);

  • ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა უნდა მოახდინონ ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია და განახორციელონ მისი დებულებები კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად. სარატიფიკაციო სიგელები დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს აშშ-ს მთავრობას, რომელიც აღნიშნულის შესახებ აცნობებს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს. იმ სახელმწიფოსთვის, რომელმაც უკვე მოახდინა ხელშეკრულების რატიფიკაცია, ხელშეკრულება ძალაში შედის ხელისმომწერ სახელმწიფოთა სარატიფიკაციო სიგელების გადაცემისთანავე;

  • ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 10 წლის შემდეგ, ან ნებისმიერ შემდეგ წლებში, მხარეებმა (თუკი ამის მოთხოვნა იქნება) უნდა აწარმოონ ერთობლივი კონსულტაციები ხელშეკრულების გადასინჯვასთან დაკავშირებით;

  • ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 20 წლის შემდეგ, ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია გააუქმოს საკუთარი წევრობა მას შემდეგ, რაც აშშ-ს მთავრობას ოფოციალურად აცნობებს ხელშეკრულების წევრობის გაუქმების თაობაზე;

  • ხელშეკრულება, რომლის ინგლისურ და ფრანგულ ორიგინალებს ერთნაირი იურიდიული ძალა გააჩნიათ, ინახება Aაშშ-ს არქივში. დამოწმებული ასლები გადაეცემათ აშშ-ს მთავრობის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერილი მხარეების მთავრობებს;

  • მოკავშირე ქვეყნები ვალდებულნი არიან დაიცვან მშვიდობა და სტაბილურობა, არა მარტო საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ სრული ევრო-ატლანტიკური მასშტაბით.

ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია

ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია მოიცავს შემდეგ აუცილებელ ელემენტებს:

ტრანსატლანტიკური კავშირის შენარჩუნება - სტრატეგიული კონცეფცია ევროპასა და ჩრ. ამერიკას აერთიანებს უსაფრთხოების შექმნის მიზნით და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს;

ეფექტური სამხედრო ძალების კონტროლი - სტრატეგია იმ სამხედრო ძალების არსებობას და კონტროლს ითვალისწინებს, რომელიც კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფისა და კრიზისის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება;

ალიანსში ევროპის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტი - სტრატეგიული კონცეფციით დადგენილია, რომ ალიანსში ევროპის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტი მომავალშიც განაგრძობს განვითარებას, რაც 1996 წელს ბერლინში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრთა განხილვის საფუძველზე იქნა გადაწყვეტილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა არსებობდეს მჭიდრო ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას, დასავლეთ ევროპულ კავშირსა და ევროკავშირს შორის;

სამხედრო შეიარაღების კონტროლი - საბოლოოდ, სტრატეგიული კონცეფცია სამხედრო შეიარაღების კონტროლსა და სამხედრო ძალების იმ რაოდენობით ზრდას ითვალისწინებს, რაც ალიანსის მიზნების განხორციელებისთვის იქნება საჭირო. კერძოდ, კი მშვიდობის დამყარებისა და კრიზისის დასაძლევი ოპერაციების გატარებისთვის. დასახული მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია დაპირისპირებულ მხარეებთან კონტაქტის დამყარება და მოკავშირე ქვეყნებს შორის ურთიერთმხარდამჭერი ოპერაციების წარმოება. ალიანსი ვალდებულია აქტიური მონაწილეობა მიიღოს იარაღის კონტროლის გაძლიერების, განიარაღებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებაში;

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის როლი უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარების პოლიტიკაში გაიზარდა. ამჯერად, იგი გულისხმობს არა მარტო გაეროს სამშვიდობო ძალისხმევისადმი მხარდაჭერას, არამედ მრავალრიცხოვან პარტნიორ ქვეყნებსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, არა წევრი ქვეყნების მონაწილეობას საერთო სამშვიდობო პოლიტიკაში.

NATO-ს შტაბ-ბინა

ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინა წარმოადგენს NATO-ს პოლიტიკურ შტაბს და ალიანსის მუდმივ ადგილსამყოფელს. მასში განთავსებულია NATO-ს მუდმივი წამომადგენლობა, ეროვნული დელეგაციები, გენერალური მდივანი და საერთაშორისო სამდივნო, ნაციონალური სამხედრო წარმომადგენლები, სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე და საერთაშორისო სამხედრო შტაბი. შტაბბინაში, ასევე იმყოფებიან პარტნიორი სახელმწიფოების დიპლომატიური მისიები, NATO-ს შტაბბინის სამდივნო და მთელი რიგი სააგენტოები.

მუდმივი წარმომადგენლები და ნაციონალური დელეგაციები

ჩრდილო-ატლანტიკურ კავშირში NATO-ს ქვეყნებს წამოადგენს ელჩი, ან მუდმივი წარმომადგენელი, რომელსაც დახმარებას უწევენ ნაციონალური დელეგაციები, რომელიც შედგება მრჩევლებისგან და თანამდებობის პირებისგან. ეს დელეგაციები რაღაცით ჰგვანან პატარა საელჩოებს. ის გარემოება, რომ ისინი იმყოფებიან შტაბბინის ერთ შენობაში, ეს მათ საშუალებას აძლევთ დროულად და იოლი გზით დაამყარონ კონტაქტები ოფციალურ და არაოფიციალურ დონეებზე, როგორც ერთმანეთთან, ასევე NATO-ს საერთაშორისო სამდივნოს თანამშრომლებსა და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან.

გენერალური მდივანი

NATO-ს გენერალური მდივანი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო სახელმწიფო მოღვაწეს. NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ მას მინიჭებული აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავმჯდომარის წოდება. ის არის მთავარი შემსრულებელი პირი და პასუხს აგებს ჩრდილოატლანტიკურ კავშირში კონსულტაციების პროცესის მიმართულებებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე. მას გააჩნია უფლებამოსილება უთანხმოების შემთხვევაში იშუამავლოს წევრ სახელმწიფოებს შორის. ის პაუსხისმგებელია საერთაშორისო სამმდივნოს საქმიანობაზე, NATO-ს ქვეყნების ხელისუფლებებთან და მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე.

გენერალურ მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელიც ეხმარება მას, მისი მოვალეობების შესრულებაში და ცვლის მას, მისი არყოფნის შემთხვევაში.

NATO- „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“ /Membership Action Plan/

„ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს, ხელშეკრულებაში გაწევრიანების მიზნით, საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე, შეუძლიათ მოიწვიონ ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია შესაბამისი შესაძლებლობა შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და თავისი წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში“ /ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება, მე-10 მუხლი/.

NATO-ს „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“ შედგება 5 თავისგან:

1. პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები

NATO-ში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელშიც განსაზღვრული იქნება მოსამზადებელი პერიოდის მიზნები და ამოცანები. მასში იქნება წარმოდგენილი ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებისთვის, რა მიზნები აქვს დასახული, რა ნაბიჯები იქნა გადადგმული, ვინ არიან პასუხისმგებელი პირები. გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს, მათი სურვილისამებრ ეძლევათ ინფორმაციის განახლების საშუალება. აღნიშნული პროგრამა NATO-ს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნოს პროგრესს, რათა შემდეგ მასზე რეაგირება მოახდინოს.

NATO-ში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს მოეთხოვებათ პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების დარეგულირება, კერძოდ, საერთაშორისო, ეთნიკური, ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება, კანონის უზენაესობა და ადამიანთა უფლებების დაცვა, სამხედრო შეიარაღებული ძალების სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლი, დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლერება, ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სოციალური სამართლიანობის დამყარება, მონაწილეობის მიღება ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოში და პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამაში.

აგრეთვე, მსურველ ქვეყნებს მოეთხოვებათ, კოლექტიური თავდაცვისათვის საერთო ძალისხმევის შემუშავება და მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება. ალიანსის ვალდებულების, ღირებულებებისა და პრივილეგიების გაზიარება. კონსესუსის პრინციპებით გადაწყვეტილების მიღება, ალიანსის გაფართოების მხარდაჭერა. ასევე მათ უნდა წარადგინონ ყოველწლიური ანგარიში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ (მაკროეკონომიკური მონაცემები, ბიუჯეტი, ეკ.განვითარება). მათ მოეთხოვებათ წარადგინონ წერილობითი დასაბუთება NATO-ს გუნდის მხარდაჭერის შესახებ, რაც შემდეგ გადაეცემათ წევრ ქვეყნებს განსახილველად.

2. თავდაცვის/სამხედრო საკითხები

NATO-ში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია, მონაწილეობა მიიღოს ალიანსის ახალ სამშვიდობო მისიებში, გააძლიეროს სამხედრო პოტენციალი. ახალი წევრები მზად უნდა იყვნენ გაიზიარონ, როგორც კოლექტიური თავდაცვის პრივილეგიები, ისევე რისკი და პასუხისმგებლობა.

3. ფინანსური რესურსები

ალიანსში გაწევრიანების მოთხოვნები, ეროვნული ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული თანხების არსებობა მნიშვნელოვანია სამხედრო წვრთნისა და აღჭურვის სისტემის მომზადებაში და კოლექტიური თავდაცვის განმტკიცებისთვის. ნატო, თავის მხრივ, პასუხისმგებლობას იღებს დახმარება გაუწიოს პარტნიორ ქვეყნებს, საბიუჯეტო დაგეგმვისა და გამოყენების სფეროში.

NATO-ში გაწევრიანების მსურველებმა, ასევე მონაწილეობა უნდა მიიღონ ალიანსის ერთობლივი დაფინანსებით წარმოებული პროცედურების განხორციელებაში.

4. უშიშროების საკითხები

მსურველმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა.

5. ლეგალური ბაზა

არსებობს მთელი რიგი ხელშეკრულებები, რომლებიც არეგულირებენ ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის სამართლებრივ ურთიერთობებს.

NATO-ს ნებისმიერი ახალი წევრი ქვეყანა ხელს აწერს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას /ვაშინგტონი, 4 აპრილი, 1949 წ/

გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, NATO-ში გაწევრიანებით დაინტერესებულ ქვეყნებს სთავაზობს გარკვეულ პროგრამებს, რაც მათ ეხმარება იმ პროცედურების მომზადებაში, რაც აუცილებელი პირობაა ალიანსში გაწევრიანებისთვის.

დაინტერესებულ ქვეყანას შეუძლია აირჩიოს ის პროგარმა, რომელსაც მიიჩნევს საჭიროდ ალიანსში გაწევრიანების მზადების პერიოდში. მაგრამ უნდა ითქვას, რომ სამოქმედო გეგმაში მონაწილეობა რაიმე პერიოდით ლიმიტირებული არ არის და არც NATO-ში გაწევრიანების გარანტიას იძლევა. ეს პროცესი გაწერილია ეტაპობრივად.

პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“

აღნიშნული პროგრამა შეიქმნა 1994 წელს, რომელიც მოიცავს 27 პარტნიორ სახელმწიფოს, რომელიც ჯერჯერობით არ არის NATO-ს წევრი. საქართველო ამ პროგრამას შეუერთდა 1994 წელსვე.

„პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგარამის ყველა წევრი ქვყენა ასევე არის ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს წევრი, რომელიც NATO-სა და მის პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

1994-96წწ. საქართველოს მონაწილოება შემოიფარგლებოდა კონსულტაციებით და თათბირებში მონაწილეობით. 1997წლიდან ეს მონაწილეობა გააქტიურდა. ყოველწლიურად საქართველო პარტნიორობის პროგრამის ასამდე ღონისძიებაში ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში სხვადასხვა ქვეყანაში.

2000 წელს საქართველომ 100-მდე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ჩატარდა 13 მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა თავდაცვის სამინისტროს ქვეგანყოფილებისა და შტატების მონაწილეობით.

2001 წელს საქართველოს ტერიტორიაზე გაიმართა „კოოპერეტივ-პარტნიერ-2001“ მრავალეროვნული ფართომასშტაბიანი სამხედრო საზღვაო-სახმელეთო სამშვიდობო წვრთნა.

„პარტნიორობის დაგეგმვისა და ანალიზის პროცესი“ NATO-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგარმის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1999წელს ნატოსთან დადებული ინდივიდუალური შეთანხმებით, რამაც უნდა უზრუნველყოს ნატოს სტანდარტებზე აგებული ქართული ჯარის ბაზის შექმნა.