The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მოსწავლის წიგნი IX კლასი

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მოსწავლის წიგნი IX კლასი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გოგოლაძე მაია, ჯინჭარაძე მანანა
თემატური კატალოგი ტრეფიკინგი
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მოსწავლის წიგნი გამომცემელი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), ©, 2009 0179 საქართველო, თბილისი, გოგებაშვილის ქ. 41, ტელ: (+995 32) 25 22 16, (+995 32) 29 38 94 ფაქსი: (+995 32) 25 22 17 წიგნი გამოიცა შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. დიზაინერი: ნუკა ტოტოსაშვილი



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) იზიარებს პრინციპს, რომ ჰუმანური და მოწესრიგებული მიგრაცია სარგებლობის მომტანია მიგრანტებსა და საზოგადოებისათვის.

IOM წარმოადგენს მთავრობათაშორისო ორგანოს და საერთაშორისო თანამეგობრობაში არსებული პარტნიორების საშუალებით ახორციელებს თავის საქმიანობას, რომელიც მიმართულია:

  • მიგრაციის სფეროში არსებული ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტაზე;

  • მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განმარტებაზე;

  • მიგრაციის დახმარებით სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერაზე;

  • ადამიანური ღირსებისა და მიგრანტების კეთილდღეობის დაცვასა და ხელშეწყობაზე.

ყველა უფლება დაცულია. გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, დაუშვებელია ამ გამოცემის რომელიმე ნაწილის გამრავლება, საინფორმაციო სისტემაში შეყვანა ან გაგზავნა ნებისმიერი ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული, მექანიკური, ფოტოკოპირებით, ჩაწერით ან რაიმე სხვა სახით. ავტორის მიერ გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს IOM-ის მოსაზრებებს და შეხედულებებს.

2 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ითვალისწინებს რა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მთავრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებს, მიესალმება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ამ თემაზე სასწავლო მასალის შექმნას.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიხედვით, მოზარდი უნდა აღიზარდოს მაღალზნეობრივ ღირებულებებზე, იცოდეს კანონის, ადამიანის ღირსებისა დაუფლებების პატივისცემა; შეძლოს საჭირო ინფორმაციის მოპოვება, პრობლემების გააზრება და სირთულეების გადაჭრის გზის დასახვა; უნდა იყოს პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ცოდნის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე.

მხოლოდ ინფორმირებული, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი მოზარდი შეძლებს, გააცნობიეროს ის რეალობა, რაც შეიძლება ტრეფიკინგს მოყვეს.

სამწუხაროდ, თანამედროვე მონობად წოდებულ ამ მძიმე მოვლენას ჩვენმა ქვეყანამ გვერდი ვერ აუარა. შემაშფოთებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მასშტაბები და დაუნდობელი ფორმები კიდევ უფრო იმიტომაც, რომ მისი მსხვერპლი შეიძლება ბავშვი გახდეს.

წარმოდგენილი პუბლიკაცია, მასში გადმოცემული ნათლად გაშლილი ტრეფიკინგის თემა, საფრთხეების დროულად ამოცნობა, პრობლემისაგან თავის დაღწევის გზებისაშუალებას იძლევა მოზარდი ამ გლობალურ პრობლემისგან დაიცვა. მთავარია, რომ მოზარდებმა კარგად გაიაზრონ, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროთ ტრეფიკინგის სახით და როგორ აიცილონიგი თავიდან. საჭიროების შემთხვევაში კი - ვის და როგორ მიმართონ დახმარებისათვის.

ვიმედოვნებთ, აქ მოცემული სპეციალურად შემუშავებული სასწავლო მასალა, ინტერაქტიული მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით შესძენს ჩვენს მოზარდებს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ შემდგომ ცხოვრებაში სწორი არჩევანის გაკეთებასა და მყარი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარებათ.

ნათია ჯოხაძე
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი

3 ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) - მონობის თანამედროვე ფორმა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. იგი იწვევს უზენაესი ადამიანური ღირებულებების უხეშ დარღვევას - ადამიანების თავისუფლებისა და უფლებების შელახვას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელ ყოფას, იძულებით შრომას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩაყენებას, ადამიანის მიმართ ყოველგვარ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) - არის დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ყიდვას ან გაყიდვას, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებას მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმების (მოტაცება, შანტაჟი, თაღლითობა, მოტყუება, უმწეო მდგომარეობაში ჩაყენება, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება) გამოყენებით, რომლის დროსაც ხდება ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, საკუთარ ან სხვა ქვეყანაში ტრანსპორტირება, ადამიანით მოვაჭრეებისათვის გადაცემა, შეფარება ანდა მიღება მისი ექსპლუატაციის გზით სარგებლის მიღების მიზნით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431მუხლის მიხედვით

ტერმინთა განმარტება

გადაბირება - ითვალისწინებს პირის შერჩევას ადამიანით ვაჭრობისათვის (ტრეფიკინგისათვის). შერჩეულ პირს სთავაზობენ დასაქმებას, კარგ ანაზღაურებას, ზოგჯერ ფიქტიურ ქორწინებასაც კი და სხვა.

უმწეო მდგომარეობა - მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სხვა ადამიანზე მატერიალურად ან სხვაგვარად არის დამოკიდებული; როდესაც ადამიანს არგააჩნია სხვა რეალური საშუალება, გარდა იმისა, რომ დაემორჩილოს მის მიმართ გამოყენებულ ძალადობას.

შანტაჟი - ადამიანის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება იმის შიშით, რომ მას ან მისი ოჯახის წევრებს მიადგება ზიანი სახელის გამტეხი ან სხვა საზიანო ცნობების გახმაურებით.

ექსპლუატაცია - ადამიანის გამოყენება იძულებითი შრომისათვის ან მომსახურებისათვის, მისი ჩაბმა დანაშაულებრივ ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ან პროსტიტუციაში, მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება.

მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება - პირისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევა; თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა; ოჯახთანკავშირის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტების, აკრძალვა; კულტურული იზოლაცია; პატივისა და ღირსების შემლახველ პირობებში ან, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ან შეუსაბამო ანაზღაურებით მუშაობის იძულება.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი - პირი, რომელსაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი და რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიჩნეულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად.

0x01 graphic

ჯგუფური სამუშაო

დაიყავით 3 ჯგუფად და წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ისტორია. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) განმარტების მიხედვით და ტერმინების გამოყენებით:

ჩამოთვალეთ ადამიანის მიმართ განხორციელებული დანაშაულის ნიშნები.

განსაზღვრეთ, წარმოადგენს თუ არა ეს ისტორიები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტებს? რატომ?

აირჩიეთ მომხსენებელი, რომელიც ჯგუფის ნამუშევარს წარმოადგენს კლასის წინაშე.

ჯგუფი I - ელენეს ისტორია

0x01 graphic

ათენში (საბერძნეთი) გამგზავრებას, ოჯახში ბავშვის მომვლელად მოწყობას და თვეში 800 ევროიან ხელფასს დაჰპირდა ელენეს ვინმე მადონა, რის სანაცვლოდაც წინასწარ 3000 ევრო გამოართვა. შეთანხმების თანახმად, მადონამ ელენე სხვა ქართველ ქალებთან ერთად, თურქეთში ჩაიყვანა და ნაცნობ მამაკაცს ჩააბარა, რომელმაც ისინი საბერძნეთის საზღვარზე ღამით გადაიყვანა.

ათენში ჩასულ ელენეს თანმხლებმა მამაკაცმა აუხსნა, რომ ოჯახში, სადაც მას უნდა ემუშავა, უკვე აეყვანათ ძიძა. სანაცვლოდ შესთავაზა თავისი ნაცნობების ოჯახში, სალონიკში გამგზავრება და იქ დასაქმება. ელენე დაუკავშირდა მადონას და აუხსნა მდგომარეობა. მადონამ დაუდასტურა, რომ შეეძლო გამგზავრებულიყო სალონიკში, სადაც მას დაასაქმებდნენ. სალონიკში ჩასულ ელენეს არავინ დახვედრია, მადონასთან ტელეფონით დაკავშირება სცადა, მაგრამ ამაოდ.

ჯგუფი II - გიორგის ისტორია

0x01 graphic

გიორგი უმუშევარი იყო. მეგობრისგან შეიტყო, რომ ვინმე ეთერი აგროვებდა ხალხს თურქეთში თხილის საკრეფად წასაყვანად. იგი შეხვდა ეთერს, რომელმაც უთხრა, რომ თხილის კრეფაში თვეში 400-500 აშშ დოლარს მიიღებდა გასამრჯელოდ. ასევე, შესთავაზა პასპორტისა და მგზავრობისათვის საჭირო თანხის სესხება, რომელსაც გიორგი მუშაობის დაწყების შემდეგ დაუბრუნებდა. საცხოვრებლითა და კვებით დამსაქმებელი უზრუნველყოფდა.

გიორგი დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს და ექვსკაციან ჯგუფთან ერთად, ეთერის თანხლებით, ავტობუსით გაემგზავრა თურქეთში. პირობისამებრ, ერთ-ერთ სოფელში მათ დახვდათ დამსაქმებელი.

ექვსივე მამაკაცი ჰიგიენურ პირობებს მოკლებულ ერთ პატარა ოთახში მოათავსეს, რომელშიც მხოლოდ საწოლები იდგა. მთელი დღის მანძილზე მათ ზედამხედველი აკონტროლებდა, რომ არ მომცდარიყვნენ და სულ ემუშავათ. დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებებოდნენ განსაზღვრული ულუფით. არ ჰქონდათ ტელეფონი და ვერ ახერხებდნენ ოჯახებთან დაკავშირებას, მუშაობდნენ საშინლად მძიმე და გაუსაძლის პირობებში. სამი თვის მანძილზე ასრულებდნენ ყოველგვარ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს.

გიორგიმ დამსაქმებლისგან რამდენჯერმე მოითხოვა ანაზღაურება, მაგრამ იგი პოლიციაში დასმენით და დეპორტაციით დაემუქრა. გასამრჯელო ვერც სხვებმა მიიღეს. როცა გასამრჯელოს მიღების იმედი გადაეწურათ, ძალით წაართვეს ჩამორთმეული პასპორტები პატრონს და დიდი გაჭირვებით დაბრუნდნენ საქართველოში.

ჯგუფი III - გოჩას ისტორია

0x01 graphic

თბილისში, ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე ომარი ვინმე გოჩას ქუთაისში დროებით სამუშაოზე მოწყობას შეჰპირდა. გოჩა დათანხმდა შეთავაზებას. ომარმა გოჩა გადაიყვანა ზემო აფხაზეთში, კოდორის ხეობის სოფელ საკენში, თავის საცხოვრებელ სახლში. ომარმა ბოსელში გამოკეტა გოჩა. იგი სისტემატური ცემითა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით აიძულებდა გოჩას ყოველდღიურად, უსასყიდლოდ შეესრულებინა სხვადასხვა სახის ფიზიკური სამუშაო. სამუშაოს შესრულების შემდეგ ომარი კვლავ ბოსელში ამწყვდევდა გოჩას და მცირეოდენ საკვებს აძლევდა. გოჩამ ექვსჯერ სცადა გაქცევა, მაგრამ უშედეგოდ. ომარი იჭერდა მას და უკან აბრუნებდა. გოჩას ექსპლუატაცია 5 წლის მანძილზე გრძელდებოდა. იგი გაათავისუფლეს კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პროცესის სამი ფაზა

0x01 graphic

გაიხსენე, ეს საინტერესოა!

0x01 graphic

დასავლეთ საქართველოს მთავართა და თავადთა „პირობის წიგნი“, მიცემული 1759 წელს იმერეთის მეფე სოლომონ პირველისადმი ტყვეების სყიდვაზე ხელის აღების შესახებ, არის საქართველოში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიღებული პირველი საკანონმდებლო აქტი.

ესე მტკიცე, შეუცვალებელი... ხელით წერილი მოგართვით თქვენ მეფეს სოლომონს მე დადიანმა კაციამ... ასე რომ ახალციხის ფაშამ ასეთი საშინელი და საზარელი სიტყვა შემოგვითვალა... ტყვეს თუ არ გაყიდით, არ იქნებაო... ახლა ამაზე ასე ერთ-პირობით დაგვიმტკიცებია, რომ სანამდის სული გვიდგას, ეს საქმე ჩუენგან არ იქნების... და არც ამისთანა საშინელი ცოდვა ჩუენგან იქნების. ასე პირობა და სიტყვა მოგვირთმევია ღვთისა და კაცისათვის...

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა!

0x01 graphic

მუხლი3.

ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

მუხლი4.

არავინ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობითი მორჩილების მდგომა რეობაში. ყველა სახის მონობა და მონათ ვაჭრობა აკრძალულია.

მუხლი5.

არავის მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

XXI საუკუნის პირველ წლებში ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ამ უსასტიკესი დანაშაულის შესახებ შემუშავდა ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი:

1. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების კონვენციის ოქმი „ადამიანით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დამნაშავეთა დასჯის შესახებ“ (ე.წ. პალერმოს ოქმი).

2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია. საქართველო, როგორც ამ ორი დოკუმენტის განხორციელების მონაწილე მხარე, უზრუნველყოფს ქვეყანაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის შექმნას. კერძოდ:

2003 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა დამატებები, რომლის მიხედვით ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭა. ამჟამად კოდექსში გათვალისწინებულია სამი სხვადასხვა მუხლი ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებით. მათ შორის, 1431 მუხლი ითვალისწინებს სასჯელს ზრდასრული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ, 1432 მუხლი - არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ხოლო 1433 მუხლით განისაზღვრება სასჯელი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ზომები, რომელსაც ეს მუხლები ითვალისწინებს, სხვადასხვაა. ძალზედ მკაცრია კანონი უშუალოდ ადამიანით მოვაჭრეების მიმართ: 1431 მუხლის მიხედვით, სასჯელის მინიმალური ზომაა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, მაქსიმალური - 20 წლით, 1432 მუხლის მიხედვით სასჯელის მინიმალური ზომაა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მაქსიმალურით გათვალისწინებულია სამუდამო პატიმრობა.

2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომლის მიზანია:

  • ხელი შეუწყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა უფლებების დაცვით;

  • უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია;

  • განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები;

  • განსაზღვროს სახელმწიფო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იურიდიული პირების თანამშრომლობის პრინციპები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საკითხებში.

მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით, საქართველოში შექმნილია სახელმწიფო ფონდი და გახსნილია თავშესაფრები.

საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა განსაზღვრულია ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმით.

საშინაო დავალება

აღწერეთ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის პორტრეტი. გაითვალისწინეთ მისი სქესი, ასაკი, განათლება, პროფესია, გარეგნობა და ა.შ. თქვენი მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნახატის სახითაც.

4 უსაფრთხო მიგრაცია

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე სასტიკი გამოვლინებაა, რადგან ადამიანის სხვა მნიშვნელოვან უფლებებთან ერთად, ილახება მისი ძირითადი უფლება - იყოს თავისუფალი მონობისგან. 21-ე საუკუნის მონობად წოდებული ეს დანაშაული წარუშლელ დაღს ასვამს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მისი მსხვერპლი გახდება.

„ადამიანით ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას და ადამიანის ღირსებისა და პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს;

ადამიანით ვაჭრობას შესაძლოა შედეგად მოჰყვეს ამ ვაჭრობის მსხვერპლთა მონურ მდგომარეობამდე მიყვანა“.


ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრობლემა აქტუალურია საქართველოშიც. საქართველო, ძირითადად, წარმოშობისა და ტრანზიტის სახელმწიფოა, საიდანაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, უმეტესად, გადაჰყავთ თურქეთში და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში.

ტერმინთა განმარტება

უკანონო მიგრაცია - გადაადგილება, რომელიც ხორციელდება გამგზავნ, ტრანზიტისა და მიმღებ ქვეყნებში არსებული კანონების დარღვევით.

კანონიერი მიგრაცია - მიგრაცია, რომელიც ხორციელდება კანონით ნებადართული არხებით.

მუშაობის ნებართვა - კანონიერი საბუთი, რომელიც უცხოელს ანიჭებს მიმღებ ქვეყანაში მუშაობის უფლებას.

დეპორტაცია - იგულისხმება მიგრანტის გაძევება უცხო ქვეყნიდან სამშობლოში ან სხვა ქვეყანაში.

0x01 graphic

ჯგუფური სამუშაო

მითითება I ჯგუფისთვის:

შექმენით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი მამაკაცის პორტრეტი. მიუთითეთ მისი ასაკი, განათლება, პროფესია, ოჯახური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილი, ხასიათის თვისებები.

მითითება II ჯგუფისთვის:

შექმენით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი ქალის პორტრეტი. მიუთითეთ მისი ასაკი, განათლება, პროფესია, ოჯახური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილი, ხასიათის თვისებები.

მითითება III ჯგუფისთვის:

შექმენით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი ბავშვის პორტრეტი. მიუთითეთ მისი ასაკი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილი, ხასიათის თვისებები (გაითვალისწინეთ, რომ „ბავშვი“ ნიშნავს 18 წლამდე ასაკის პირს).

აირჩიეთ მომხსენებელი, რომელიც ჯგუფის ნამუშევარს წარადგენს კლასის წინაშე.

0x01 graphic

კითხვები დისკუსიისთვის:

  • როგორ გგონიათ, როდესაც ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალი ან მამაკაცი ოჯახს და საზოგადოებას დაუბრუნდება, როგორ მიიღებენ მას?

  • გაუჭირდება თუ არა მას საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება? რატომ?

  • არის თუ არა ამ მიმართებით განსხვავებული დამოკიდებულება ქალისა და მამაკაცის მიმართ? რატომ?

ჯგუფური სამუშაო

მითითება I ჯგუფისთვის:

მომდევნო გვერდზე მოცემულ ფოტოსურათებზე ასახული ისტორია დაასრულეთ ამგვარად: ფირმაში მისული ქალი წარმატებულად გაივლის უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას გამგზავრებამდე და დანიშნულების ქვეყანაშიც. აღწერეთ პროცესი.

მითითება II ჯგუფისთვის:

მომდევნო გვერდზე მოცემულ ფოტოსურათებზე ასახული ისტორია დაასრულეთ ამგვარად: ფირმაში მისული ქალი ვერ ახერხებს უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებული პროცედურების წარმატებულად გავლას და ხდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი. აღწერეთ პროცესი.

0x01 graphic



ჩვენ მსოფლიოს 25 ქვეყანასთან გვაქვს ურთიერთობა და თქვენი არჩევანი საუკეთესოა!

0x01 graphic



და რისი გაკეთება მომიწევს?

0x01 graphic


რვასაათიანი სამუშაო დღე, არანაირი ფიზიკური დატვირთვა, შაბათ-კვირას დასვენება და, რაღა თქმა უნდა, ევროპული ანაზღაურება! ენისა და კომპიუტერის შესწავლას ჩვენს თავზე ვიღებთ!

0x01 graphic


და სად ვიცხოვრებ?

0x01 graphic



სამსახურთან ახლოს!
ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ!

0x01 graphic



თქვენ წინ ახალი ცხოვრება გელით!

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხე მკვეთრად დიდია ეკონომიკურად და სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის, როგორც საკუთარ სამშობლოში, ასევე, ქვეყნისსაზღვრებს გარეთ. უმუშევრობა, განათლების დაბალი დონე და საზღვარგარეთ უკანონოდ დამკვიდრებისათვის მზადყოფნა, ბუნებრივია, ზრდის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეს. სწორედ, „კარგი ანაზღაურებისა“ და „უკეთესი ცხოვრების“, ასევე, სხვადასხვა სახის სამუშაოს შეთავაზებით გაჰყავთ ადამიანით მოვაჭრეებს ხალხი საზღვარგარეთ და ექსპლუატაციას უწევენ მათ.

მიგრაცია რთული და საპასუხისმგებლო ნაბიჯია. ვინც გადაწყვეტს, გადადგას ეს ნაბიჯი, კარგად უნდა გაეცნოს ყველა აუცილებელ წესს მისთვის საინტერესო ქვეყანაში შესვლის, ყოფნისა და, მიგრაციის მიზნებიდან გამომდინარე, სწავლის, მუშაობის, მუდმივად ცხოვრებისა და საკუთარი უფლებების დაცვის საშუალებების შესახებ. მნიშვნელოვანია დანიშნულების ქვეყნის ენის ცოდნა.

საზღვარგარეთ მუშაობა და სწავლა შესანიშნავი საშუალებაა როგორც ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ასევე, ცოდნისა და უცხოური გამოცდილების შესაძენად. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის (ისევე, როგორც ევროკავშირის არაწევრისხვა სახელმწიფოების) ბევრი მოქალაქისთვის რთულად მოსაპოვებელია. სამწუხაროდ, საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველები არ იცნობენ კანონიერი მიგრაციის თუნდაც შეზღუდულ, მაგრამ მათთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობას და, მეტწილად, უცხოეთში უკანონო გზებით ცდილობენ დამკვიდრებას, რაც გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული.

რა საფრთხე ახლავს უკანონო მიგრაციას?

  • იმედგაცრუება;

  • ფულის დაკარგვა;

  • შეუსაბამო სამუშაო და საცხოვრებელი პირობები;

  • დაბალი ხელფასი;

  • ადამიანით მოვაჭრეების ხელში ჩავარდნა;

  • მიგრაციის დასრულება დაკავებითა და დეპორტაციით.

0x01 graphic

თვემდე გასვლის შემდეგ, მიგრანტები უკვე არღვევენ იმ ქვეყნის კანონებს, რომელშიც იმყოფებიან. თუ პოლიცია ან საიმიგრაციო სამსახური ეჭვს მიიტანს ან აღმოაჩენს, რომ პირი არალეგალურად იმყოფება მათი ქვეყნის ტერიტორიაზე, მას ქვეყნიდან გააძევებენ.

0x01 graphic

შესაძლებელია, საზღვარგარეთ უკანონოდ მყოფ მიგრანტებს, თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოუხდეთ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან ურთიერთობა, რასაც ძლიერი ფსიქოლოგიური დატვირთვა ახლავს. ცხადია, ამისათვის ბევრი მიგრანტი მზად არ იქნება.

თუ უკანონო მიგრანტები სამუშაოს მაინც პოულობენ, დამქირავებელი მათთან კონტრაქტს არ აფორმებს (რადგან მათ პასპორტში ვიზა ტურისტულია, ამ ვიზით კი მუშაობის უფლება არა აქვთ) და უხდის გაცილებით ნაკლებს, ვიდრე მათ, ვინც კანონის საფუძველზე მუშაობენ (კერძოდ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და იმ პირებს, რომლებიც ფლობენ შრომითი საქმიანობისათვის საჭირო ოფიციალურ დოკუმენტს).

ხშირად დამქირავებელი ცდილობს დაიყოლიოს უკანონო მიგრანტი გამომუშავებული თანხის სამუშაოს სრული მოცულობით შესრულების შემდგომ ანაზღაურებაზე. უმეტეს შემთხვევაში, ეს დრო ემთხვევა ტურისტული ვიზის ვადის გასვლას. ამ დროისათვის მიგრანტი უკვე იმყოფება უკანონო მდგომარეობაში და შეიძლება დააპატიმრონ და ქვეყნიდან გააძევონ. ამიტომაც, მას ეშინია საჩივრით მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. დამქირავებელი, სარგებლობს რა ამ მდგომარეობით, უარს ამბობს გამომუშავებული თანხის ანაზღაურებაზე.

მსგავს სიტუაციაში მოხვედრილი ადამიანები რჩებიან ისე, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთის ფულიც კი არ გააჩნიათ და იძულებულნი არიან, ეძებონ ნებისმიერი სახის სამსახური, ნებისმიერი ანაზღაურებით, ნებისმიერ დამსაქმებელთან. და სიტუაცია შეიძლება გამეორდეს...

0x01 graphic

ხდება ისეც, რომ დამსაქმებელი ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების მოტივით უკანონო მიგრანტს პასპორტს ართმევს. ვიზის გაგრძელების იმედით, ადამიანი აგრძელებს მუშაობას, თუმცა, გარანტია იმისა, რომ პასპორტს დაუბრუნებენ და შრომას აუნაზღაურებენ, არ არსებობს.

უკანონო შრომითი მიგრანტები იოლი ნადავლია ადამიანით მოვაჭრეებისათვის. ისინი სარგებლობენ უკანონო მიგრანტების უცოდინარობით, გულუბრყვილობით და გამოუვალი მდგომარეობით.

გაითვალისწინე!

საზღვარგარეთ სამუშაოდ, სასწავლებლად, სტუმრად ან ტურისტად გამგ ზავრება შესანიშნავი საშუალებაა ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ცოდნისა და უცხოური გამოცდილების შესაძენად. თუმცა, უნდა იცოდე, რომ საზღვარგარეთ გამგზავრება ბევრი წესისა და კანონის დაცვასთან არის დაკავშირებული. ეს კანონები, გამგზავრების მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია.

0x01 graphic

რა უნდა იცოდე საზღვარგარეთ გამგზავრებამდე?

დამოუკიდებელი სამუშაო

შენ გადაწყვიტე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ან მუშაობის დაწყება. მოიფიქრე და დაწერე ოთხი ძირითადი მოქმედება, რომელსაც განახორციელებ გამგზავრების წინ, რათა არ შეგექმნას პრობლემები.

თუ საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტე, დაიმახსოვრე და გააცანი სხვებსაც!

ბრმად არ ენდო განცხადებებს - „მუშაობა, სწავლა, სტაჟირება საზღვარგარეთ!“

ობიექტურად განსაზღვრე შენი შესაძლებლობა და დარწმუნდი შემოთავაზების სანდოობაში ძალიან მნიშვნელოვანია დანიშნულების ქვეყნის ენის ცოდნა.

ვიზის მისაღებად პირადად მიმართე დანიშნულების ქვეყნის საელჩოს!

არავის მისცე შენი პასპორტი და სხვა საბუთები!

გამოიჩინე წინდახედულება, მიიღე სანდო ინფორმაცია!

დარეკე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ცხელ ხაზზე: 100 229

გაეცანი ვებ-გვერდს: http://www.informedmigration.ge

საშინაო დავალება

სკოლაში ტარდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული აქცია. აქციაში მონაწილეობის მისაღებად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე წარმოადგინე შენი მოსაზრება თხზულების, ნახატის, პლაკატის, ფოტოების, ლექსის, მოთხრობის ან სხვა სახით.