The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიბლიოთეკები ყველას! (როგორ შევქმნათ საბაზისო ბიბლიოთეკა)

ბიბლიოთეკები ყველას! (როგორ შევქმნათ საბაზისო ბიბლიოთეკა)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ვენდელი ლაურა
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები
თარიღი: 2021
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები. ინგლისურიდან თარგმნა ლია გიგაურმა



1 წინასიტყვაობა: ვისთვის არის ეს სახელმძღვანელო განკუთვნილი და რის შესახებ მოგვითხრობს ის?

▲ზევით დაბრუნება


ეს წიგნი განკუთვნილია თემის ლიდერებისთვის, ბიბლიოთეკარებისთვის, მოხალისეებისთვის, დახმარების მუშაკებისთვის და ასევე მათთვის, ვინც დაინტერესებულია წარმატებული საბიბლიოთეკო საქმიანობის დაწყებისა და განმტკიცების პრაქტიკული ასპექტებით. მთელს განვითარებად სამყაროში ბევრი ადამიანია მონდომებული და დაინტერესებული, რომ თავის თემში ხალხს საინფორმაციო მოთხოვნილებები ბიბლიოთეკის შექმნით დაუკმაყოფილოს. ხშირად ამ ადამიანებს არ აქვთ სათანადო გამოცდილება ბიბლიოთეკათმცოდნეობის დარგში (ვერ ერკვევიან საბიბლიოთეკო მეცნიერებებში, ლ.გ.) და უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ თემში და თემის გარეთ რესურსების მოძიებისა და შეგროვების თვალსაზრისით. აი, სწორედ ასეთი თემების დასახმარებლად შეიქმნა ეს წიგნი - სახელმძღვანელო, რომელიც გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ბიბლიოთეკის მოწყობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მასში ჩადებულია დასავლეთ აფრიკაში ბიბლიოთეკების შექმნით დაგროვილი მთელი ჩემი გამოცდილება. წიგნი ეყრდნობა აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოგზავნილ ასობით დახმარების მუშაკისა და თემების ბიბლიოთეკართა წერილებს. ბიბლიოთეკების მოწყობის პირველი წამოწყებები თავისი იმედგაცრუებებითა და თავისი გამარჯვებებით პატივისცემისა და სოლიდარობის გრძნობით განმაწყობს თემის ბიბლიოთეკარების მიმართ, რომლებიც მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან. ბევრი მათგანივით არც მე ვარ ბიბლიოთეკარი და დიდი ძალისხმევა, დახმარება და რჩევა დამჭირდა იმისათვის, რომ მომეძებნა ის ხალხი და ორგანიზაციები, ვისაც რჩევასა და დახმარებას ვთხოვდი.

წიგნი გამოიცა UNESCO-ს დაფინანსებით და მისივე საბიბლიოთეკო ასოციაციების ქსელის (UNAL) ეგიდით და ეძღვნება ბიბლიოთეკებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მხარდაჭერასა და ხელის შეწყობას, მათს შემდგომ განვითარებასა და გაუმჯობესებას (მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ „რესურსების გზამკვლევი“ წიგნის ბოლოს).

2 როგორ ვისარგებლოთ ამ სახელმძღვანელოთი

▲ზევით დაბრუნება


წიგნის წინასიტყვაობაში მითითებულია ის სპეციფიკური საკითხები, რომელთა წინაშეც თემისა და ბიბლიოთეკის მესვეურები ამ დაწესებულების დაარსებამდე დადგებიან. მეორე და მესამე თავები ბიბლიოთეკის დაფუძნებასა და მართვას შეეხება. თითოეული თავი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად. ყველა თავს აბოლოებს სამუშაო გეგმა, სადაც შეჯამებულია ის ნაბიჯები, რომლებიც ბიბლიოთეკის ორგანიზებისა და მოწყობის დროს უნდა გადაიდგას. სანამ სამუშაო გეგმის შესრულებაზე გადახვალთ, ჯერ მთლიანად სახელმძღვანელოს გაეცანით, რადგან თითოეული ამოცანის შესასრულებლად მოგიწევთ თარიღის განსაზღვრა და იმ ადამიანთა სიის შედგენა, ვინც თითოეული ნაბიჯის გადაწყვეტაზე იქნება პასუხისმგებელი.

ამ წიგნს ბოლოში დართული აქვს „რესურსების გზამკვლევი“, სადაც ჩამოთვლილია თემის, საბიბლიოთეკო კომიტეტებისა და ბიბლიოთეკების დახმარების პროგრამები, რომლებიც ბიბლიოთეკის შექმნასა და ორგანიზებაში გვიწყობენ ხელს. ტექსტში მითითებული ადგილები მკითხველს მიანიშნებენ იმაზე, რომ „რესურსების გზამკვლევში“ მოიძიონ შესაბამისი ადგილები და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტექნიკური ტერმინი ტექსტშივეა ახსნილი, წიგნის ბოლოში, უშუალოდ რესურსების გზამკვლევის წინ, საკვანძო სიტყვების საძიებელიც არის დართული.

ლაურა ვენდელი

„მსოფლიო საბიბლიოთეკო პარტნიორობის“ წარმომადგენელი

3 პირველი თავი

▲ზევით დაბრუნება


3.1 შესავალი: ნამდვილად სჭირდება თუ არა თქვენს თემს ბიბლიოთეკა?

▲ზევით დაბრუნება


თქვენ თუნდაც კარგად ორგანიზებულ ბიბლიოთეკაში მუშაობდეთ და ამ თავის გამოტოვებას შეეცადოთ, სულერთია აქ განხილული პრობლემები მაინც ყურადსაღებია. მით უმეტეს, თუ თემთან ურთიერთობებია განსამტკიცებელი და მისი მხრიდან მხარდაჭერასა და ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს (იხ. „თემის ჩართულობა“ ქვემოთ). აღნიშნული თავი დაგეხმარებათ თქვენი საბიბლიოთეკო მომსახურების ახლებურად გააზრებაში (თუ საჭირო გახდა, გეგმები შეიძლება შეცვალოთ ანდა საერთოდ გააუქმოთ).

როგორ უნდა განსაზღვროთ, სჭირდება თუ არა თქვენს თემს ბიბლიოთეკა? უნდა დაიწყოთ თქვენს თემში არსებული საინფორმაციო რესურსებით. ამ სიაში შევა გაზეთები, რადიო, სათემო ცენტრები ან ტელევიზია. ამ რესურსებში შედის აგრეთვე ხალხიც, ანუ ისინი, ვინც თემს ინფორმაციას აწვდის. მათ შორის არიან ტაქსის მძღოლები, ვაჭრობის მუშაკები (მათ მიაქვთ-მოაქვთ ინფორმაცია ქალაქიდან ქალაქში), ექთნები, ფარმაცევტები, თემის უხუცესი წევრები, გაფართოების აგენტები, წარმატებული ფერმერები, რელიგიური ლიდერები, ექიმბაში მკურნალები ან კიდევ ვინმე სხვა, ვისაც, საზოგადოდ, პატივს სცემენ. ჰკითხეთ კომუნის წევრებს, ვის მიმართავენ ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის, ხვნა-თესვის, ბავშვის მოვლის ან საოჯახო პრობლემების გადასაწყვეტად. პასუხები, ბუნებრივია, სხვადასხვაობს ასაკის, სქესის და/ან ქონებრივი ცენზის მიხედვით. გაითვალისწინეთ აგრეთვე ისიც, თუ როგორი განათლების, ეთნიკური წარმოშობის ანდა რელიგიური მიმდინარეობის ადამიანებისგან იღებთ რჩევასა და დახმარებას. გახსოვდეთ, რომ თქვენს კომუნაში არსებული საინფორმაციო რესურსების სრულყოფილი სურათის მისაღებად თემის რაც შეიძლება ბევრ წარმომადგენელს უნდა გაესაუბროთ, რადგან თქვენი კომუნის საინფორმაციო რესურსების სია ახალი ბიბლიოთეკის დაარსებაში უპირველეს როლს ასრულებს. ამ კუთხით, მეორე ნაბიჯი იქნება იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა თქვენ მიერ მოკვლეული საინფორმაციო რესურსები კომუნის მოთხოვნებს. თუ ხალხი, საზოგადოდ, საკუთარი საინფორმაციო რესურსებით კმაყოფილია, ბიბლიოთეკის საჭიროებას, ბუნებრივია, ვერ დაინახავს. ხშირად ხდება, როცა ადამიანები დამატებითი საინფორმაციო რესურსების არარსებობას უჩივიან. ზოგჯერ კი უფრო მეტი სპეციფიკური ინფორმაციის მიღება სურთ (მაგ., კომპოსტის შეტანის, ნიადაგის გაპატივების, მზის ენერგოშრობის სისტემის და სხვათა შესახებ). ასევე დიდია მოთხოვნა სასკოლო ცხრილით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების სახელმძღვანელოებსა და გასართობ-საცნობარო ლიტერატურაზე სხვადასხვა ხალხების, ადგილებისა და ეპოქების შესახებ (იხ. ქვემოთ „ბიბლიოთეკის უპირატესობანი“).

ზოგ ადამიანს ახალი ინფორმაციის მიღება სურს, რომ თანამედროვე ცხოვრებას არ გაერიყოს. მაგ., ქალები ხშირად გრძნობენ თავს დაჩაგრულად, როცა კაცები ახალი ამბების გასაგებად რადიოს უსმენენ, თვითონ კი საოჯახო საქმეების (საჭმლის მომზადება და მსგავსი რამეები) კეთება უწევთ. ანალოგიური განცდა ეუფლებათ მაშინაც, როცა გაზეთებზე ხელი არ მიუწვდებათ. ბიბლიოთეკა კი ამ ყველაფერს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. მით უმეტეს მაშინ, როცა ადამიანებს მიმდინარე მოვლენების დროულად გაცნობა სურთ, ბიბლიოთეკა შესანიშნავ საშუალებად იქცევა მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ზოგი მათგანი ბავშვია და მოთხრობების წიგნი სურს, ზოგი მოსწავლეა და საკითხავი მასალა უნდა, გაფართოების აგენტებს ან სპეციალისტებს ტექნიკური ინფორმაცია აინტერესებთ, ხოლო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სახელმძღვანელოები ურჩევნიათ.

მას შემდეგ, რაც დაადგენთ, რომ თქვენი კომუნის წევრებს მეტი ინფორმაციის მოთხოვნა აქვთ, ახლა იმის გარკვევას შეუდექით, იციან თუ არა თემში ბიბლიოთეკის დანიშნულების შესახებ (რა არის ბიბლიოთეკა, როგორ მუშაობს და რა სარგებელი მოაქვს). ვისაც ბიბლიოთეკა არ უნახავს, არც იცის, როგორი მნიშვნელოვანი საინფორმაციო დაწესებულებაა. ზოგს შეიძლება ბიბლიოთეკა და წიგნის მაღაზია ერთმანეთში აერიოს. სხვებმა შეიძლება ისიც იფიქრონ, რომ წიგნები ბიბლიოთეკარს ეკუთვნის და არა თემს ანდა წიგნები მხოლოდ მასწავლებლებს (და/ან) სპეციალისტებს სჭირდებათ. ასეთ შემთხვევებში შეიძლება იმის ახსნაც მოგიწიოთ, თუ როგორ მუშაობს ბიბლიოთეკა (როგორ გასცემენ ან აბრუნებენ წიგნებს. იხ. „წესების შემუშავება“ ქვემოთ).

თემში საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარებამდე, მოეთათბირეთ, ძირითადად, იმ ადამიანებს, ვისთვისაც ბიბლიოთეკას პირდაპირი სარგებელი მოაქვს, კერძოდ, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, წერა-კითხვის კლასებსა და სპეციალისტებს. მათ ბიბლიოთეკის გახსნა შეუძლიათ სკოლაში, სააგენტოში ანდა სხვა ქალაქში.

ზემოაღნიშნულმა პირებმა მეტი საინფორმაციო მუშაობა უნდა ჩაატარონ მათთან, ვინც სწრაფად ვერ აუღებს ალღოს (ან ვერ ეგუება) ბიბლიოთეკის გახსნის იდეას. ისინი უნდა დაელაპარაკონ თავიანთ მშობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

თუ თქვენს თემში არსებობს განვითარების კომიტეტი ანდა სხვა რაიმე გაერთიანება, რომელიც განიხილავს თემისთვის საჭირო პროექტებს, მოეთათბირეთ მათ, რომ ბიბლიოთეკის დაფუძნების ნებართვა მოგცენ. ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება ფართობთან, ფულთან, დროსა და სხვა რესურსებთან დაკავშირებული პროექტები. თუ ის ხალხი, ვინც რესურსებს განკარგავს, ბიბლიოთეკის პროექტს მხარს არ დაუჭერს, მაშინ კონკურსში გასამარჯვებლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

ბიბლიოთეკის მნიშვნელობის საჩვენებლად და თემის მხარდაჭერის მოსაპოვებლად კარგი იქნება საჯარო გამოფენის მოწყობა. აიღეთ რამდენიმე საინტერესო წიგნი (შეგიძლიათ თემის წევრებს ან წიგნის მაღაზიებს სთხოვოთ) და ადგილობრივი მაღაზიის, ეკლესიის, საკლასო ოთახის თაროებზე ანდა სხვა საჯარო ადგილებში გამოფინეთ. სთხოვეთ ამ შენობების სივრცეზე პასუხისმგებელ პირებს, რომ ხალხის საჩვენებლად გამოფინონ წიგნები. შეიძლება აქვე გამოაკრათ თქვენი პოსტი და თან საკონტაქტო ინფორმაციაც მიუთითოთ. როცა ხალხი ამ წიგნების შესახებ გკითხავთ, აუხსენით, რომ ეს იმ წიგნების ნიმუშებია, რომელთა ნახვაც ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ. აქვე აუხსენით მათ, რომ ბიბლიოთეკა მუშაობაში, სწავლასა და გართობაში ეხმარება ადამიანს; რომ ბიბლიოთეკა წიგნებით არ ვაჭრობს; რომ წიგნები კომუნას და ხალხს ეკუთვნის და მათი წაკითხვა ადგილზეც შეგიძლიათ და სახლშიც, თუ ბიბლიოთეკიდან წიგნს გაიტანთ.

მას შემდეგ, რაც ადამიანები წიგნებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან, მოიწვიეთ თემის კრება და ჩართეთ ისინი ბიბლიოთეკის დაგეგმვაში. სთხოვეთ რამდენიმე მათგანს, რომ დაგეხმარონ კრების ორგანიზებაში და/ან პროექტის შესახებ გაგიზიარონ თავიანთი შეხედულებები. მნიშვნელოვანია, რომ თემმა ეს თავის და არა თქვენს პროექტად ჩათვალოს. ადამიანების ჩართულობა ამ საქმეში თავიდანვე ძალზე მნიშვნელოვანია. კრებაზე აღნიშნეთ, რომ ბიბლიოთეკის არსი თემისათვის ინფორმაციის მიწოდებასა და და კარგ მომსახურებაშია. შეიძლება ხალხს პირველად მოწყობილი გამოფენის შემდეგ კარგად არც ესმოდეს მისი დანიშნულება, ამიტომ კრებაზე ამ საკითხზეც მოგიწევთ ყურადღების გამახვილება. უნდა გააგებინოთ, რომ ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს კითხვა, სწავლა, კვლევა, გაკვეთილების ჩატარება, ამბების მოყოლა, ხმამაღლა კითხვა, ახალი ინფორმაციის გაგება და სხვ. შეუძლიათ; რომ ბიბლიოთეკარები უზრუნველყოფენ ბიბლიოთეკით სარგებლობას, უპასუხებენ ტექნიკური ხასიათის შეკითხვებს და/ან გასცემენ ინფორმაციას სამუშაო ადგილების, რესურსებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. ბიბლიოთეკები აგროვებენ და ინახავენ აგრეთვე ტრადიციულ გადმოცემებსა და ცოდნას. კითხვა უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, თემის წევრებს წიგნების სახლში წაღებაც შეუძლიათ. დადგით სკეტჩები, მოაწყვეთ სიმღერის, პოეზიის ან თოჯინების შოუები ხალხის ბიბლიოთეკასთან დაახლოებისა და უკეთ გაცნობის მიზნით.

კრებაზე ის სერვისები და საინფორმაციო საშუალებები მოიშველიეთ, ბიბლიოთეკა მოსახლეობას რომ სთავაზობს. თუ აღმოაჩენთ, რომ თემში ვინმე საინფორმაციო რესურსებით უკმაყოფილოა ან არ შეუძლია მათით სარგებლობა, მიაქციეთ ამას ყურადღება და ეს მხარე წამოწიეთ წინ. ხაზი გაუსვით იმას, რომ ბიბლიოთეკა მათ ამ საკითხებს მოუგვარებს (ათხოვებს წიგნებს ან სპეციალურ პროგრამებს აამუშავებს). კარგად გააგებინეთ, რომ ბიბლიოთეკა არის საზიარო რესურსი, რომელიც მთელ თემს ადგება. მოიპატიჟეთ ხალხი ბიბლიოთეკით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების, მიზნებისა და ხელისშემშლელ ფაქტორთა განსახილველად.

ქვემოთ მოყვანილია ბიბლიოთეკით სარგებლობის რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც კრებაზე აუცილებლად უნდა მოიხსენიოთ:

ბიბლიოთეკა ეხმარება მოსწავლეებს, რომ უკეთესად ისწავლონ სკოლაში

  • „-“ წერა-კითხვის კლასებს აძლევს საკითხავ წიგნებს

  • „-“ თემში შეაქვს ახალი ცოდნა და ინფორმაცია

  • „-“ ინახავს თემის ტრადიციებს, გადმოცემებს, მუსიკას და იდეებს

  • „-“ არის წყნარი ადგილი მეცადინეობისა და მოზრდილთა განათლებისთვის

  • „-“ იძლევა ტექნიკურ ინფორმაციას გაფართოების მუშაკების, ჯანდაცვის პროვაიდერებისა და სხვა პროფესიის ადამიანებისათვის

  • „-“ არის გართობის საშუალება

მთელი თემისათვის ბიბლიოთეკის დანიშნულების ასახსნელად რამდენიმე კვირა, თვე ან უფრო მეტი დრო შეიძლება დაგჭირდეთ, თუმცა თქვენი მცდელობა ამაოდ არ ჩაივლის. ცალკეულ ინდივიდებთან ან თემის გარკვეულ ჯგუფებთან გასაუბრება და მოთათბირება დაგეხმარებათ თქვენი საბიბლიოთეკო პროექტის მხარდამჭერთა მოპოვებასა და მოსალოდნელი წინააღმდეგობებისა და პრობლემების გააზრებაში. ინფორმირებული თემი უფრო კარგად მიიღებს ბიბლიოთეკის შექმნაში მონაწილეობას. ბიბლიოთეკის უკეთ რეკლამირების მიზნით პროექტი რაც შეიძლება ბევრ ადამიანს უნდა გააცნოთ.

პროექტის გაცნობის დასრულებისთანავე გადადით მეორე ეტაპზე, რაც იმის გარკვევას გულისხმობს, ექნება თუ არა რაიმე პრიორიტეტი ადგილობრივი თემისთვის ბიბლიოთეკას. ძალიან ბევრ კომუნას არ აქვს წყალი, სკოლა, ჯანდაცვის საშუალებები, საპირფარეშოები და სხვა საჭირო რამეები. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევებში თემის ხელმძღვანელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებზე შეაჩერებს ყურადღებას. ჩამოწერეთ პროექტების სია, სადაც ერთ-ერთი პუნქტი ბიბლიოთეკას დაეთმობა და სთხოვეთ თემის წევრებს, აირჩიონ მათთვის ყველაზე საინტერესო პროექტი. სხვადასხვა ჯგუფს, ბუნებრივია, სხვადასხვა პრიორიტეტი ექნება და თქვენი ვალია, შეაგროვოთ რაც შეიძლება მეტი ურთიერთგანსხვავებული შეხედულება. PACA-ს სახელმძღვანელოში (PACA: Participatory Analysis for Community Action იხ. ბიბლიოგრაფიაში) აღწერილია პროექტების პრიორიტეტულობის რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ უნდა შეაჯეროთ განსხვავებული შეხედულებები და მიხვიდეთ გარკვეულ კონსესუსამდე. თუ თემის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბიბლიოთეკა არ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი (სხვა პროექტებთან შედარებით), მაშინ გადადეთ მისი განხილოვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენ ვერ შეძლებთ ფონდებისა და მოხალისეების პოვნას. ბიბლიოთეკა ეკუთვნის და ემსახურება თემს და, ბუნებრივია, მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ კარგი მხარდაჭერა ექნება.

თუ არც თემი გიჭერთ მხარს ბიბლიოთეკის გახსნაზე და არც მთავრობის წარმომადგენლები, როგორც ჩანს, მათს შეხედულებებს თავისი მიზეზები აქვს. სხვა პროექტებთან შედარებით, ბიბლიოთეკების პროექტი უფრო შრომატევადია. ტუალეტისგან განსხვავებით (რომელიც აშენების შემდეგ მხოლოდ ძირითად მოწყობილობებსღა საჭიროებს), ბიბლიოთეკა მუდმივ მატერიალურ უზრუნველყოფას მოითხოვს. თუ ბიბლიოთეკარის შესანახი თანხები არ გაქვთ, შეგიძლიათ მოხალისეები აიყვანოთ სამუშაოდ (იხ. ბიბლიოთეკარის მოწვევა). მათ ამ მიზეზით სხვა საქმიანობის მიტოვებაც მოუწევთ. სკოლის დირექციას ხანდახან არც სურს, რომ ბიბლიოთეკარებად მასწავლებლები მიიწვიონ. სხვებს შეიძლება იმის შიშიც ჰქონდეთ, რომ ბიბლიოთეკა ხალხს თავის ტრადიციებს დააკარგვინებს. მათ შორის არიან ადგილობრივი მთავრობის, რელიგიური და თემის ლიდერებიც. იმისათვის, რომ ხალხმა ბიბლიოთეკის მიმართ ინტერესი არ დაკარგოს, ყოველწლიურად უნდა შეიძინოთ ახალი წიგნები, ხოლო ძველები დროულად უნდა შეაკეთოთ. ამას შეიძლება მოჰყვეს ფინანსების გადმოქაჩვა სხვა პროექტებიდან. ამიტომ თქვენ ეს ყველაფერი (ნეგატიური მხარეები) უნდა გაითვალისწინოთ. თუ ამ პრობლემების გადაწყვეტას ვერ ახერხებთ ან პროექტს მოულოდნელი წინააღმდეგობები ხვდება, მაშინ ტრადიციული ბიბლიოთეკის ალტერნატიული გზები უნდა მოვძებნოთ.

თუ ჩათვლით, რომ ბიბლიოთეკის გახსნა ნაკლებად პრაქტიკულია ანდა მხარდაჭერის ნაკლებობის გამო უკვე არსებული ბიბლიოთეკის დახურვა მოგიწევთ, რა უნდა ქნათ? ამაზე პასუხი ის არის, რომ რესურსები თემში უნდა გაანაწილოთ და, რადგან ბიბლიოთეკა მაინც განათლებისა და სწავლის ხელშემწყობია, ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ წიგნები შესაბამისი პროფესიების ხალხის ხელში აღმოჩნდეს. თუ ცენტრალურ ბიბლიოთეკას ვერ ხსნით, მაშინ თემში პატარა სპეციალიზებული „მინი-ბიბლიოთეკები“ შექმენით. მაგ., ჯანდაცვაზე წიგნები კლინიკებს მიუტანეთ, სასკოლო სახელმძღვანელოები - მასწავლებლებს, რელიგიური წიგნები - ეკლესიას და ა.შ. ჰკითხეთ ადგილობრივი რესტორნის, ბარის ან მაღაზიის მესაკუთრეს, სურს თუ არა მხატვრული ლიტერატურის გამოფენა თავიანთი დაწესებულებების თაროებზე, რათა კლიენტს მათი წაკითხვა შესთავაზონ. ხაზი გაუსვით იმას, რომ ეს მათს საქმიანობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ბოლოსდაბოლოს, წიგნები თაროებიდან ხალხის ხელში გადაინაცვლებს. მეორე გზა ბიბლიოთეკის გარეშე ხალხამდე წიგნის მიტანისა არის წიგნის ყუთებისა ან მობილური ბიბლიოთეკის პროგრამებში მონაწილეობის მიღება, რომელსაც სხვა ბიბლიოთეკა უკეთებს ორგანიზებას. „წიგნის ყუთების პროგრამაში“ ბიბლიოთეკა თემს ათხოვებს წიგნებით სავსე ყუთებს, რომლებშიც შეიძლება 50 ან მეტი წიგნიც იყოს მოთავსებული და შემდეგ პერიოდულად ცვლის მათ. მობილური ბიბლიოთეკის პროგრამა გულისხმობს თემში წიგნების დარიგებას ურმით (ურიკით), სამარშრუტო ტაქსით, ველოსიპედით ანდა სხვა ტრანსპორტით. ეს მობილური ბიბლიოთეკა თემს რეგულარულად სტუმრობს წიგნების მისატანად და წამოსაღებად. ორივე პროგრამა დიდ როლს თამაშობს თემისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ხალხში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაღვივების საქმეში.

სამუშაო გეგმა:

1. გაარკვიეთ, თუ რა სახის რესურსებს ფლობდა თემი თქვენამდე

2. გამოიკვლიეთ, იყო თუ არა თემი ამ რესურსებით კმაყოფილი

3. თუ შესაძლებელია, ესტუმრეთ რომელიმე წარმატებულ ბიბლიოთეკას

4. ხელი შეუწყვეთ ბიბლიოთეკის პროექტს და განიხილეთ იგი თემის ხელმძღვანელებთან და წევრებთან ერთად

5. თუ გსურთ, გააკეთეთ საგამოფენო სტენდი იმის საჩვენებლად, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ბიბლიოთეკას თემისთვის

6. ჩაატარეთ თემში კრება ბიბლიოთეკის უპირატესობებისა და ხალხის რეაქციის დასაფიქსირებლად

7. დაუმტკიცეთ თემის წევრებს, თუ როგორი პრიორიტეტულია ბიბლიოთეკა სხვა პროექტებთან შედარებით

8. გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა საკმარისი მხარდაჭერა თემში ბიბლიოთეკის გახსნისათვის საჭირო საქმიანობის გასაგრძელებლად

3.2 საბიბლიოთეკო კომიტეტის შექმნა

▲ზევით დაბრუნება


თუ თქვენი ბიბლიოთეკისთვის თემის მხარდაჭერას მოიპოვებთ, შემდეგ, გეგმის შესამუშავებლად, საბიბლიოთეკო კომიტეტის შექმნა მოგიწევთ. კომიტეტში ისეთი ხალხი უნდა შედიოდეს, რომელიც ბიბლიოთეკას მოემსახურება. მათ შორის უნდა იყვნენ მასწავლებლები, მოსწავლეები, სპეციალისტები, დახმარების მუშაკები, თემის ხელმძღვანელები და სხვები, რომელთაც ბიბლიოთეკა აინტერესებთ. კარგია, როცა ამ კომიტეტში თემის ხელმძღვანელებიც შედიან, რადგან ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად მათ ყველაზე მეტი საქმის გაკეთება შეუძლიათ და პროექტსაც დამაჯერებლობას სძენენ. შეიყვანეთ მასში მოსწავლეები, დედები, უფროსი თაობის წარმომადგენლები და სხვები (ე.ი. ისინი, ვისი წახალისებაც გსურთ, რომ ბიბლიოთეკით დაინტერესდნენ). მათ თავიანთი ხმა სურთ კომიტეტში, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი ინტერესების იგნორირებას არავინ ცდილობს. კარგი იქნება, თუ კომიტეტში შესვლის მოწინააღმდეგეებსაც მოიწვევთ ან, სულ ცოტა, კრებებს მაინც დაასწრებთ. მათ შეიძლება ღირებული კავშირები ჰქონდეთ და თქვენი პროექტი ახალი და უკეთესი იდეებით (წინადადებებით) გაამდიდრონ.

კომიტეტში შეგიძლიათ ოფიციალური პირებიც მოიწვიოთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენ უნდა იცნობდეთ იმ სამთავრობო რეგულაციებს, რომლებიც საბიბლიოთეკო მომსახურებისა და აგრეთვე სახელმწიფო სააგენტოებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ეს სააგენტოები პრობლემების დაძლევაშიც დაგეხმარებიან. იმ შემთხვევაში კი, თუ ადგილობრივი ან რეგიონული მთავრობის საბიბლიოთეკო მომსახურებასთან გვაქვს საქმე, თქვენი დაფინანსება, ტრენინგი, წიგნებით მომარაგება მათი მოვალეობაა. მით უმეტეს, თუ თქვენ ეს საკითხები საბიბლიოთეკო გეგმებში თავიდანვე გაქვთ ჩადებული. ასევე შეგიძლიათ რესურსებით მომარაგებისა და ტრენინგების საკითხებზე დახმარება სთხოვოთ საგანმანათლებლო და საგამომცემლო სააგენტოებს. ზოგჯერ ამგვარ სააგენტოებთან მუშაობამ შეიძლება პროექტზე კონტროლის დაკარგვა ან შეფერხებები გამოიწვიოს. გამოიყენეთ კავშირები მთავრობის წარმომადგენლებთან, ვინც ამ საქმეშია ჩართული და სთხოვეთ მათ, რომ, საჭიროებისამებრ, ჩართონ პროექტში ადგილობრივი მუშახელი და თემის წევრები. ხოლო, თუ ეს მათთვის ჩვეული პოლიტიკა არ არის, ხაზი გაუსვით იმას, რომ თემის ჩართულობა ამ საქმეში ბიბლიოთეკას უფრო წარმატებულს და მდგრადს გახდის, რადგან ხალხი უკეთ ზრუნავს იმ საქმეზე, რომლის დაგეგმვასა და შექმნაში თვითონ მონაწილეობს.

კომიტეტის შექმნისთანავე ისმება მისი სტრუქტურიზაციის საკითხი. უმრავლეს შემთხვევაში კომიტეტის წევრები ირჩევენ ხელმძღვანელ პირებს (ოფისის წევრებს): პრეზიდენტს (იგივე თავმჯდომარე), ვიცე-პრეზიდენტს, მდივანსა და ხაზინადარს. თანამდებობებზე პირები აირჩევიან ერთი ან რამდენიმე წლის ვადით. თქვენი უპირველესი ამოცანაა ამ ვადის დადგენა თითოეული თანამდებობის პირისათვის. ვადების განსაზღვრა იმის საშუალებას იძლევა, რომ ღირსეული ადამიანი ხელახალი ვადით აირჩეს დაკავებულ თანამდებობაზე ან უპრობლემოდ დატოვოს სამსახური თუ მისი გაგრძელების სურვილი აღარ ექნება. ვადების დაწესება უზრუნველყოფს კადრების მუდმივ განახლებას და სხვებისთვისაც შანსის მიცემას, რომ იმუშაონ. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი თანამდებობის პირის საქმიანობის აღწერილობა:

პრეზიდენტი - მთავარი თანამდებობის პირი კომიტეტში. იგი ატარებს კრებებს, ადგენს დღის წესრიგს და იცავს დისციპლინას. პრეზიდენტმა ყველას უნდა მისცეს დისკუსიებში მონაწილეობის უფლება, რათა სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეს. იგი კომიტეტთან ერთად შეიმუშავებს სამოქმედო პოლიტიკას, განიხილავს ბიბლიოთეკარების მოწვევის საკითხს, ამზადებს ანგარიშს და აკონტროლებს საბიბლიოთეკო ფინანსებს.

ვიცე-პრეზიდენტი - ცვლის პრეზიდენტს, როდესაც ეს უკანასკნელი ადგილზე არ იმყოფება და აგრეთვე ასრულებს კომიტეტისგან მინიჭებულ მოვალეობებს.

მდივანი - ინახავს კომიტეტის მიერ ჩატარებულ კრების ოქმებს, სადაც მითითებულია, თუ ვინ ესწრებოდა კრებას, ვინ მონაწილეობდა განხილვაში და რა გადაწყვეტილებები მიიღეს. მას უნდა შეეძლოს მკაფიოდ წერა და უნდა ჰქონდეს დადგენილებების შეჯამების უნარი.

ხაზინადარი - პასუხისმგებელია ბიბლიოთეკის ფინანსებზე. იგი, კომიტეტის გადაწყვეტილებების მიხედვით, ანაწილებს თანხებს და ყოველგვარი შემოსავლისა და გასავლის შესახებ ანგარიშს წარუდგენს კომიტეტს (მეტი ინფორმაციისათვის ქვემოთ იხ. „ბუღალტერია“).

კომიტეტის სტრუქტურა არის რამდენადმე ხისტი, თუმცა მისი უპირატესობა იმაშია, რომ მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და განსაზღვრული წევრთა მოვალეობები, თითოეული თანამდებობისათვის შემუშავებულია საქმიანობის აღწერილობა. ასე რომ, ყველას ესმის თავისი დანიშნულება. კომიტეტი ამ აღწერილობებს, თავისი შეხედულებისამებრ, არსებული ფორმით ან იღებს, ან აფართოებს მათ. თუ თქვენი კომიტეტისათვის ასეთი სტრუქტურა არ გამოგადგებათ, უფრო მეტი მოქნილობისათვის შეგიძლიათ მონაცვლეობა; ერთი ჩაატარებს კრებას, მეორე შეინახავს ოქმებს და ასე შემდეგ.

თუმცა ასეთი მორიგეობა ხაზინადრის თანამდებობას არ გამოადგება, რადგან ფინანსებზე თვალყურის დევნება მუდმივ ყურადღებას მოითხოვს ხანგრძლივი დროის მანძილზე. და თუ პასუხისმგებელი პირი ხშირად იცვლება, ქაოსი იქნება და ფულიც შეიძლება უადგილო ადგილას დაიდოს ან სულაც ცუდად (უმართებულოდ) იქნას გამოყენებული.

იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორ საბიბლიოთეკო სტრუქტურას აირჩევთ, ჭკვიანური იქნება, გქონდეთ წერილობითი დირექტივები, სადაც კომიტეტის მუშაობა იქნება აღწერილი. ზოგჯერ ამ დირექტივებს კონსტიტუცია ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა განკარგულება ჰქვია. მათი მიზანია, დაგვარწმუნოს თავისი საქმიანობის მუდმივობასა და სანდოობაში. ქვემოთ განხილულია იმ მოქმედებების სია, რომლებიც დირექტივების წერის დროს უნდა მიიღოთ მხედველობაში.

  • რამდენი ადამიანი უნდა იყოს კომიტეტში? ჯობია, იყოს საშუალოდ დაახლოებით 12-15კაცი.

  • როგორ უნდა შევარჩიოთ კომიტეტის წევრები? მთელმა თემმა უნდა აირჩიოს, თუ ვინმე მისმა წარმომადგენელმა? ზოგჯერ საბიბლიოთეკო პროექტის ინიციატორები (წარმდგენნი) ირჩევენ ან ნიშნავენ კომიტეტის პირველ წევრებს და შემდეგ ეს უკანასკნელნი, თავის მხრივ, სხვა წევრებს ირჩევენ. თუ თქვენ გსურთ, რომ კომიტეტის წევრი ვინმე განსაზღვრული პირი იყოს (მაგ., ბიბლიოთეკარი, სკოლის დირექტორი, თემის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე და სხვები), მიუთითეთ დირექტივებში.

  • როგორ მიიღებთ გადაწყვეტილებებს? კონსენსუსის მიღწევით, თუ ყველას თვალსაზრისის განხილვით და შემდეგ ხმის მიცემით. ორივე მეთოდს აქვს პოზიტიური და ნეგატიური მხარეები. კონსენსუსით გადაწყვეტა ნიშნავს, რომ ყველა თანახმაა, თუმცა ეს პროცესი ხანგრძლივია (ბევრ დროს მოითხოვს) და ზოგჯერ შეთანხმების მიღწევა ვერც ხერხდება. ხმის მიცემა არის უფრო ჩქარი მეთოდი, თუმცა წაგებული მხარე შეიძლება უკმაყოფილო დარჩეს.

  • რამდენი წევრია საჭირო იმისათვის, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება ოფიციალური გახდეს? ამ რიცხვს კვორუმი ჰქვია და, როგორც წესი, მოითხოვს კომიტეტის წევრთა ნახევარს+1 რაოდენობას (1/2+1). წევრთა რაოდენობის საკითხები აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს. თქვენ ხომ არ გინდათ, რომ მთელი კომიტეტის სახელით 1-2 წევრი იღებდეს გადაწყვეტილებას? ისეთი რაოდენობა შეარჩიეთ, ყველასათვის მისაღები რომ იყოს. თუ ბევრი წევრის დასწრება იქნება საჭირო, ოფიციალური გადაწყვეტილების მისაღებად ხმების საკმარის რაოდენობას ვერასოდეს შეაგროვებთ. თუ უფრო ცოტა წევრს მოითხოვთ, უმცირესობას შეეძლება ყველა გადაწყვეტილების მიღება.

  • რა გარემოებებში შეიძლება მოხდეს კომიტეტის წევრის გაწვევა? მაგ., თქვენ შეგიძლიათ გაიწვიოთ ადამიანი, ვინც სამ კრებას მიყოლებით გააცდენს.

  • დაბოლოს, როგორ შევცვალოთ კომიტეტის დირექტივები? ეს წესები აბსოლუტურ კანონად არ უნდა მივიღოთ. თუ დირექტივებში დრომოჭმულ და არაპრაქტიკულ წესებს ჩავდებთ, მაშინ ეს ქაოსამდე და დავებამდე მიგვიყვანს. ამიტომ ცვლილებების განსახორციელებლად სათანადო პროცედურა უნდა გაიაროთ.

საბიბლიოთეკო კომიტეტის შექმნა და დირექტივების წერა არის მთავარი ნაბიჯები ბიბლიოთეკის წარმატებისკენ სავალ გზაზე. კომიტეტის არსებობა გვიჩვენებს, რომ ბიბლიოთეკა თემის საჭიროებას ასახავს, ხოლო დირექტივების წერა მიგვანიშნებს იმაზე, რომ კომიტეტს მკაფიოდ გამოხატული სამუშაო წესები გააჩნია.

სამუშაო გეგმა:

1. განიხილეთ ბიბლიოთეკის შესაძლო მომხმარებელთა კატეგორიები, ვისაც ბიბლიოთეკა ემსახურება და განსაზღვრეთ, როგორ ჩართოთ ისინი კომიტეტის მუშაობაში;

2. განსაზღვრეთ, თუ როგორი იქნება კომიტეტის სტრუქტურა და როგორ უნდა აირჩიოთ მისი წევრები;

3. შექმენით კომიტეტი;

4. ჩამოწერეთ ყველა თანამდებობის პირის საქმიანობის აღწერილობა;

5. შეიმუშავეთ სამუშაო დირექტივები კომიტეტისათვის;

6. შეარჩიეთ თანამდებობის პირები ამ დირექტივების მიხედვით.

3.3 როგორ მოვაწყოთ ბიბლიოთეკა?

▲ზევით დაბრუნება


საწყისი ადგილმდებარეობა

გადასაწყვეტი საკითხი: ახლის აშენება ჯობია, თუ უკვე აშენებული გვირჩევნია?

ბიბლიოთეკისთვის ფულის შეგროვებას, დაგეგმვასა და შენობის მონახვას, სულ ნაკლები, ერთი წელი მაინც დასჭირდება. ამ ხნის მანძილზე კი ხალხს შეიძლება პროექტის მიმართ ინტერესი დაეკარგოს. მცირედითაც რომ დავიწყოთ, ხალხი დაინახავს, თუ როგორ მუშაობს ბიბლიოთეკა და მათს მხარდაჭერასა და ნდობას დავიმსახურებთ. ეს იქნება საქმიანობის გაფართოებამდე. ზოგჯერ ერთი თაროს დადგმაც საკმარისია საკლასო ოთახისა თუ მაღაზიის კუთხეში. აარჩიეთ ადვილად მისაგნები და ამასთან, შეძლებისდაგვარად, უსაფრთხო ადგილი (იგულისხმება კლიტეები კარსა და ფანჯრებზე ან ჟალუზები) თემის ცენტრში.

დასაწყისისთვის ბევრი საინტერესო ადგილის შერჩევა შეიძლება, მაგ., კარგი იქნება მაღაზიები და რესტორნები, რადგან იქ მუდამ ტრიალებს ვინმე, ვინც წიგნებს მიხედავს. ამით ბიბლიოთეკა თემისთვისაც უფრო თვალსაჩინო გახდება. ხოლო მისი მოთავსება სასაწყობე ოთახში ან ოფისში უფრო სიმყუდროვეს შესძენს მას, უფრო მეტი ფართის საშუალებაც იქნება, თუმცა აქაც გამორიცხული არ არის, ვინმემ მოინდომოს რაიმეს გახსნა სხვა საქმიანობებისთვის და უფრო ძნელიც გახადოს რეკლამირება. თუ საკლასო ოთახს ავირჩევთ, მაშინ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ წიგნები ყველას ეკუთვნის - მთელ სკოლას და თემს და არა მხოლოდ იმ მასწავლებელს, ვინც ამ ოთახში შედის. მაგრამ თუ იქ, სადაც წიგნებს განვათავსებთ, სხვა აქტივობებია ჩართული, მაგ., კლასში მუდმივად გაკვეთილები ტარდება, ეკლესიაში - ღვთისმსახურება ან სხვა ადგილებზე კიდევ სხვა შეხვედრები, ეს ბევრ დროს წაიღებს და მკითხველისათვის განკუთვნილი დროც შეიზღუდება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ამ საქმიანობით ხალხი ბიბლიოთეკის დანიშნულებაში ცოტა მაინც გაერკვევა. გარდა ამისა, თუ ბინას ვინმესგან იქირავებთ, მისი მფლობელის ნებართვა დაგჭირდებათ, როგორც მოიჯარეს. და თუ ეს ყველაფერი შეძელით, ისიც გაითვალისწინეთ, რომ მოგვიანებით შემდგომი გაფართოებისათვის შეიძლება კიდევ ერთი ოთახიც დაგჭირდეთ. (ამის შესახებ ნახეთ ქვემოთ - გაფართოების შესახებ თავში)

ადგილისა და ფართობის მიხედვით უნდა შეარჩიოთ შესაბამისი ზომისა და ტიპის ავეჯიც. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მაღაზიას ან საკლასო ოთახს უკვე გააჩნდეს წიგნის თაროები და საჭირო ინვენტარი. სასაწყობე ოთახში კი შეიძლება ესეც არ იყოს. მეტი ინფორმაციისათვის შენობების, ავეჯის, მოწყობილობებისა და ბიბლიოთეკის დაგეგმვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ იხილეთ თავი „შენობის გაფართოება“.

სამუშაო გეგმა:

1) ესაუბრეთ მასწავლებლებს, რელიგიურ ლიდერებს, მაღაზიის მფლობელებსა და სხვა მესაკუთრეებს ბიბლიოთეკისათვის ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე;

2) ესტუმრეთ ყველა შესაძლო ადგილს, სადაც შეიძლება ბიბლიოთეკის განთავსება;

3) აარჩიეთ საუკეთესო ვარიანტი

3.4 მასალების შეგროვება

▲ზევით დაბრუნება


ამ თავში განიხილება ის, თუ რა მასალები დაგჭირდებათ ბიბლიოთეკისათვის და როგორ უნდა მოიპოვოთ ისინი. მასალაში იგულისხმება წიგნები, ლენტები, პოსტერები, ჟურნალები, ბუკლეტები, გაზეთები, საინფორმაციო ბიულეტენები, თამაშები, სასწავლო თვალსაჩინოებები, ვიდეოები, რუკები და სხვა საგნები. ბიბლიოთეკაში ფართობის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, წიგნებს უჭირავს, ამიტომ, პირველ რიგში, მათზე შევჩერდებით. საამისოდ უამრავი მეთოდი გამოგადგებათ (განსაკუთრებით, ქსელური მუშაობა), რომელსაც „მასალების შეგროვების“ თავში განვიხილავთ. აგრეთვე ქვემოთ იხილეთ თავი „თემის ჩართულობის“ შესახებ, სადაც გაეცნობით რჩევებს თქვენი მასალების მოძიებისა და შეფუთვის თაობაზე.

გადასაწყვეტი საკითხი: რა სახის წიგნები დაგვჭირდება?

წიგნების თემატიკა თქვენი თემის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს. ამიტომ აქ უპირველესად გასარკვევია ის, თუ მკითხველის რომელ კატეგორიასთან გვაქვს საქმე. ან იქნებ ამაზე მანამდე გაქვთ ნაფიქრი,სანამ ბიბლიოთეკის შექმნას გადაწყვეტდით? თუ ეს ასეა, მოდი, ახლა უფრო ღრმად ვიფიქროთ. მას შემდეგ, რაც სათემო კომიტეტს შექმნით და წევრებით დააკომპლექტებთ, იკითხეთ ერთმანეთში, რომელი წიგნების შემოტანა ჯობია. თუმცა, ამის გარდა, თემშიც უნდა იაროთ და გაიგოთ, რა ტიპისა და ჟანრის წიგნებს ისურვებდნენ, რა უფრო აინტერესებთ აკადემიური, პროფესიული თუ პიროვნული თვალსაზრისით. ესაუბრეთ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს და გაარკვიეთ, ვინ იქნება ბიბლიოთეკის პოტენციურ მკითხველთა რიგებში, მაგ., შეიძლება მათ შორის შეგვხვდნენ ავადმყოფი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც.

შეიძლება იფიქროთ, რომ ხალხის გამოკითხვა არ დაგჭირდებათ და კვლევის ამ საფეხურს თავისუფლად გამოტოვებთ, თუ თქვენი ბიბლიოთეკა ერთ რომელიმე სფეროზეა ორიენტირებული, როგორიც არის, მაგ., ჯანმრთელობა ან დაწყებითი სკოლის მომსახურება. თუმცა ამ ეტაპს გვერდს მაინც ვერ აუვლით, რადგან თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ მათი მოთხოვნების შესახებ. მაგ., შეიძლება არ თვლიდეთ საჭიროდ სამედიცინო ბიბლიოთეკაში იმ წიგნების განთავსებას, რომლებიც ცხოველთა მოვლას შეეხება, ფერმერს კი ეს აინტერესებდეს. ამასთან, თუკი თემში ცხოველების ჯანმრთელობა დაცული იქნება, ეს თავისთავად განაპირობებს ხალხის უკეთეს კვებასა და სანიტარულ მდგომარეობას. ამიტომაც ამ წიგნების შეტანა ბიბლიოთეკაში შესანიშნავი იდეაა.

შემდეგი რამ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის ბიბლიოთეკის მომხმარებელთა ნაკითხობის დონე და მათი სამეტყველო ენა. ასევე გასარკვევია თემის წევრთა განათლების, ბავშვთა და წიგნიერ სტუდენტთა რაოდენობის, ბიბლიოთეკით სარგებლობის სწავლების საკითხები. შეგიძლიათ თუ არა შეიტანოთ ნახატებიანი, მაგნიტოფირზე ჩაწერილი და/ან სხვა სახის წიგნები მათთვის, ვინც კითხვა არ იცის? ხალხს ურჩევნია იკითხოს ადგილობრივ ენაზე ან ეროვნული ენის რომელიმე დიალექტზე. ზოგიერთს მხოლოდ ადგილობრივ ენაზე მეტყველება და კითხვა შეუძლია. და თუ მასალები ამ დიალექტზე არ აღმოჩნდა, ბიბლიოთეკამ უნდა იზრუნოს მათს თარგმნაზე, შეფუთვასა და წარმოებაზე. (ნახეთ თავი „თემის ჩართულობაზე“).

როგორც კი ცალკეული დისციპლინების (დარგების), ენებისა და ნაკითხობის დონეების სიას შეადგენთ, შემდეგი ნაბიჯი იქნება მათი დახარისხება. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება ყველას მოთხოვნის მაშინვე დაკმაყოფილება და ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, პირველ რიგში რომელი წიგნების შეტანა გირჩევნიათ. ჯერ ზოგად თემებზე არსებული ლიტერატურა აარჩიეთ და შემდეგ სპეციალურ ლიტერატურას მიხედეთ. ეს ხელს შეგიწყობთ ფართო პროფილის კოლექციის შექმნაში, რაც ბევრ ადამიანს მოეწონება. თუ თქვენი ბიბლიოთეკის მომხმარებლები ძირითადად სტუდენტები არიან, შეგიძლიათ ჯერ სახელმძღვანელოების მომარაგებით დაიწყოთ. საცნობარო ხასიათის წიგნები, როგორიც არის ლექსიკონები, ატლასები, ენციკლოპედიები და ალმანახები ძვირი ღირს, თუმცა ძალიან სასარგებლო ზოგად ინფორმაციას შეიცავს. ამიტომ ჯობია საბავშვო - უმცროსი ასაკის მოზარდებისა და მოზრდილებისათვის განკუთვნილი პროზაული წიგნებით დაიწყოთ, სანამ უფრო სერიოზულ წიგნებზე გადახვიდოდეთ. გაზეთები და ჟურნალები (იგივე პერიოდიკა) ხშირად ყველაზე საინტერესო რესურსია ბიბლიოთეკაში. გააკეთეთ სია, შეიტანეთ მასში ყველა შემოთავაზება და ასე, თანდათანობით შეავსეთ თქვენი კოლექცია.

გამოიყენეთ თქვენ მიერ მოგროვილი ინფორმაცია „საკოლექციო პოლიტიკის“ შესაქმნელად, სადაც წერილობითი სახით იქნება წარმოდგენილი სათემო ბიბლიოთეკის მიზნები და დანიშნულება (ვის ემსახურება და რა სახის მასალებს აგროვებს). წიგნების შეგროვებაში, ანუ კოლექციის შექმნაში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და ასეთი მიდგომები კიდევ უფრო დაახლოებს მკითხველსა და ბიბლიოთეკას, ასე მომხმარებელიც უკეთ გაერკვევა ბიბლიოთეკის საჭიროებებში და მისი უშუალო გულშემატკივარიც გახდება. ამავე პოლიტიკის წყალობით, წიგნის დონორები უკეთ გაერკვევიან თქვენს მოთხოვნებში და უკეთეს დონაციებს შემოგთავაზებენ. საკოლექციო პოლიტიკას შემდგომში ბიბლიოთეკის კომიტეტის წევრები გადახედავენ და შეასწორებენ. თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ ბიბლიოთეკის მომხმარებლებს ანდა თემის წარმომადგენლებს, წაიკითხონ და დააკომენტარონ აღნიშნული დოკუმენტი. გახსოვდეთ, რომ მოგვიანებით, ბიბლიოთეკის ზრდასთან ერთად, ეს პოლიტიკაც შეიძლება შეიცვალოს და, ფაქტობრივად, კარგი იქნება, თუ ის ყოველ 1-2 წელიწადში გადაისინჯება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მასალების შეკრება, რომლებიც სხვადასხვა სახის თვალსაზრისს გვთავაზობენ და არც კულტურათა შესაბამისობაა დარღვეული. მაგ., თუ თქვენ ბიბლიოთეკაში აშშ-ს პოლიტიკური ქრონიკა გაქვთ (აშშ მთავრობის გამოცემა), მომხმარებელთა მეტი ინფორმატიულობისთვის შეიძლება საჭირო გახდეს სხვა წყაროების მოხმობაც, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების მოსაზრებათა გაზიარება ზემოაღნიშნულ საკითხებზე. სხვადასხვა წყაროების შეჯერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რელიგიური, კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ქრონიკებისათვის, რადგან ეს ნაშრომები ზოგჯერ მხოლოდ ერთი რომელიმე ჯგუფის ან ინდივიდის შეხედულებას გამოხატავენ. ეს თემები, საზოგადოდ, ძალზე სენსიტიურია და ბიბლიოთეკებმა, დონაციების მოძებნამდე, ჯერ ის სამთავრობო რეგულაციები უნდა მოიძიონ, რომლებიც უშუალოდ მასალების შეგროვების საკითხებს ეხება.

სამუშაო გეგმა:

1. შეისწავლეთ იმ თემის წევრთა ინტერესები და საკითხავი დონეები, რომელსაც უნდა მოემსახუროს ბიბლიოთეკა;

2. გადაწყვიტეთ, რომელ წიგნებზე უნდა შეაჩეროთ თქვენი ყურადღება;

3. შეიმუშავეთ „საკოლექციო პოლიტიკა“ და იქ მიუთითეთ, რომელი წიგნები სჭირდება და რომელი - არა თქვენს ბიბლიოთეკას და გაითვალისწინეთ, რა ბედი ეწევა თქვენი დაწესებულებისათვის შეუფერებელ დონაციებს.

გადასაწყვეტი საკითხი: როგორ ვიშოვოთ წიგნები?

განვითარებადი ქვეყნების ბიბლიოთეკების უმრავლესობა მოიცავს ნაჩუქარი და შეძენილი წიგნების დიდ ასორტიმენტს. ეს თავი ეძღვნება ნაჩუქარ/შეწირულ წიგნებს, ხოლო დანარჩენ თავებში განვიხილავთ ფანდრეიზინგისა (დაფინანსების მოძიება) და შესყიდვის საკითხებს. მხედველობაში გქონდეთ ის ამბავიც, რომ დონაციით შემოთავაზებული წიგნი ყოველთვის არ იქნება თქვენი მოთხოვნების შესაფერისი. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ თქვენ მიერ შემუშავებული „საკოლექციო პოლიტიკა“ და მისი დახმარებით (საშუალებით) აუხსენით დონორებს, თუ რა წიგნები გჭირდებათ. სანამ რომელიმე წიგნით შეავსებდეთ ბიბლიოთეკას, შეამოწმეთ, როგორ არის შენახული ან ყავლი ხომ არ გაუვიდა (მოძველების თვალსაზრისით, შინაარსობრივად), არის თუ არა კარგ მდგომარეობაში, რამდენად საინტერესოა თემისთვის, წარმოდგენილია თუ არა მათში დაბალანსებული თვალსაზრისი და შეეფერება თუ არა თემის საკითხავ დონეს. თუ ვინმე შეუფერებელ წიგნს შემოგთავაზებთ, არ აიღოთ და აუხსენით უარის მიზეზიც, ოღონდ ეს მკაცრად ნათქვამი უარი უნდა იყოს და თავაზიანობის ფარგლებს არ უნდა სცდებოდეს. ხალხს შეიძლება ისიც გაუკვირდეს, რომ ბიბლიოთეკას თავისი საკოლექციო პოლიტიკა გააჩნია, მაგრამ როცა ამის შესახებ ეცოდინებათ, შემდგომში სიამოვნებით გაითვალისწინებენ კიდეც მას.

ზოგი ბიბლიოთეკა ანგარიშმიუცემლად იღებს ნებისმიერ ნაჩუქარ წიგნს, ხოლო შემდეგ მათ უმეტესობას ყიდის. უფრო სამართლიანი იქნებოდა, დონორებს წინასწარ სცოდნოდათ თქვენი აზრი ამა თუ იმ წიგნთან დაკავშირებით. უმჯობესია წინასწარ გაითვალისწინოთ დონაციის მესვეურთა მიერ შემოთავაზებული წიგნების მიღება - არ მიღების საკითხები და თქვენს „საკოლექციო პოლიტიკაში“ ერთი პუნქტი მაინც შეიტანოთ მათ შესახებ. შემდგომში, ამ პუნქტიდან გამომდინარე, შეძლებთ დონორების არასასურველ შემოთავაზებებზე თავაზიანი უარის თქმას, ხოლო შემომწირველ ორგანიზაციას აცნობებთ, რომ თქვენ მათს წიგნებს ბიბლიოთეკის პერმანენტულ ნაწილად ვერ აღიქვამთ. ხოლო როცა ბიბლიოთეკა ნაჩუქარ წიგნებს თვითნებურად ყიდის, ეს ხშირად ხდება შემომწირველი ორგანიზაციის (მათ შორის უმეტესად არიან საერთაშორისო ქარტიები) განაწყენებისა და პრეტენზიის მიზეზი. ასეთ შემთხვევებს რომ ადგილი არ ჰქონდეს, წინასწარ აუწყეთ ამ ორგანიზაციებს თქვენთვის სასურველი წიგნების შესახებ.

დონორები, პირველ რიგში, თქვენს თემში უნდა მოიძიოთ, უნდა გაარკვიოთ, ხომ არ არიან მათ შორის მასწავლებლები, პროფესიონალები, საეკლესიო ლიდერები ან თემის სხვა წევრები, ე.ი., ისინი, ვისაც წიგნების პოტენციურ შემომწირველებად განიხილავთ? შეიძლება ბუქდრაივის მეთოდიც გამოიყენოთ, ზოგიერთი ბიბლიოთეკა თემისაგან შემოწირულობათა შესაგროვებლად სპეციალურ დღესაც აწესებს. აქვე მოგაწვდით იმ იდეათა და ინიციატივების ჩამონათვალს, რომლითაც შეგეძლებათ წიგნების შემომწირველთა მოტივირება და/ან მათთვის მადლობის გადახდა:

  • აიყვანეთ მოხალისეები, რომლებიც კარდაკარ ივლიან და წიგნებს მოიკითხავენ. ეს დიდ შრომას მოითხოვს მოხალისეთა მხრიდან, ხოლო დონორებისთვის ეს მეთოდი მეტისმეტად მოსახერხებელია. ამით გეძლევათ დიდი შანსი, რომ ხალხს ამ პროექტის შესახებ მოუთხროთ და თანაც გაჩნდეს ამ საქმეში თემის ჩართულობის შეგრძნება.

  • მოაწყვეთ (დადგით) ბაზარში/მარკეტში პატარა ბუტიკი წიგნების შესაგროვებლად. ხოლო ხალხის ყურადღების მისაპყრობად გამოიყენეთ მუსიკოსები, მოცეკვავეები, ფერადი ფირნიშები და სხვა.

  • მონიშნეთ რამდენიმე ადგილი ქალაქის შემოგარენში (გარეუბანში), სადაც ხალხი წიგნებს შემოგწირავთ (ეს აქცია შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაშიც გაგრძელდეს).

  • სთხოვეთ რელიგიურ კონგრეგაციას, სათემო ორგანიზაციას ან კლუბს, რომ ბიბლიოთეკისთვის წიგნები მოაგროვონ.

  • მოაწყვეთ წვეულება ბიბლიოთეკაში სპეციალურად წიგნის შემომწირველთათვის.

  • დააწესეთ მცირე პრიზები წიგნის დონორებისთვის. ეს შეიძლება იყოს ტილოს, ქაღალდის, ბამბუკის, დაგრეხილი თოკის, ანდა სხვა მასალისგან დამზადებული წიგნის სანიშნეები. მათს დამზადებაშიც მოხალისეები დაიხმარეთ, რადგან ბევრის დამზადება მოგიწევთ.

  • მიეცით თითოეულ დონორს პრიზის მოგების შანსი. ნახეთ პრიზების გათამაშების ინსტრუქცია ქვემოთ თავში „ფინანსების მოძიება“.

  • მადლობა გადაუხადეთ დონორებს და მათ მიერ ნაჩუქარ წიგნებს შიგნიდან მათივე სახელები დააწერეთ. ამისთვის შესანიშნავი საშუალებაა „ბუქ ფლეითები“-პატარა ქაღალდის იარლიყები (ავთრათები), რომლებსაც შეავსებთ და დააწებებთ წიგნის ცარიელ (სუფთა) გვერდზე. თუ ავთრათებს ვერ შეიძენთ, შეიძლება დასაკრავი მარკა გააკეთოთ და ზედ დააწეროთ „ეს წიგნი გვაჩუქა...“ ან უბრალოდ სთხოვეთ ვინმეს, ვისაც კარგი კალიგრაფია აქვს, წიგნში ჩაწეროს დონორის სახელი.

(მოცემულია ბარათის ნიმუში)

არა აქვს მნიშვნელობა, როგორ მოაწყობთ ბუქ დრაივს, წარმატების მთავარი გასაღები რეკლამაშია. წინასწარ გააფრთხილეთ (რამდენიმე კვირით ადრე) ხალხი ამ ღონისძიებისა და მათთვის გადასაცემი პრიზებისა და ჯილდოების შესახებ. შემდეგ კი ხშირად შეახსენეთ მათ ეს. მოგაწვდით რამდენიმე რჩევას ბუქ დრაივის რეკლამირების თაობაზე:

  • განაცხადეთ ამის შესახებ თემის და/ან ბაზრის (მაღაზიის) შემოგარენში;

  • სთხოვეთ მასწავლებლებს გაავრცელონ ეს ინფორმაცია სკოლაში და/ან აცნობონ მშობლებს;

  • სთხოვეთ რელიგიურ ლიდერებს, ახსენონ ეს ამბავი ღვთისმსახურების დროს;

  • გამოაკარით პოსტერები ან განცხადებები ( ეცადეთ, რომ ნაწერი იყოს მკაფიო და თვალში საცემად გაფერადებული);

  • გამოაცხადეთ გაზეთით ან რადიოთი;

  • გაუგზავნეთ სპეციალური მოსაწვევები იმ ხალხს, ვისაც ბევრი წიგნის შემოწირვა შეუძლია.

წარმატებული წიგნის დონაცია სტუმრად ჩამოსულ წიგნის დონორებს იმასაც აჩვენებს, თუ როგორ ზრუნავს თემი თავის ბიბლიოთეკაზე. ხშირად შეახსენეთ ხალხს, რომ ბიბლიოთეკის დონორობა ორმაგად მომგებიანია - ისინი სიამოვნებას იღებენ, ერთი მხრივ, იმით, რომ ბიბლიოთეკაში მათგან ნაჩუქარ წიგნებს კითხულობენ და, მეორე მხრივ, იმითაც, რომ სხვებს თავის წიგნებს უზიარებენ.

3.5 ქსელური სამუშაო

▲ზევით დაბრუნება


ბუქ დრაივის ჩატარებითა და საბიბლიოთეკო კომიტეტის შექმნით თქვენ უკვე გადადიხართ შემდეგ სამოქმედო საფეხურზე - შემოწირული წიგნების მიღებაზე, ანუ ქსელურ სამუშაოზე. ეს უკანასკნელი კი თავის თავში იმ ხალხისა და ორგანიზაციების მოძიებასა და კონტაქტს გულისხმობს, ვისაც ბიბლიოთეკის დახმარება შეუძლია. თავიდან თქვენსავე თემში მოიკითხეთ საგამომცემლო ორგანიზაციებთან დაკავშირებული ადამიანები და სთხოვეთ მათ, რომ თავიანთ ორგანიზაციას დონაცია თქვენი ბიბლიოთეკის სახელით სთხოვონ ან გიშუამდგომლონ მათთან. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს ორგანიზაციები ვერ დაგეხმარებიან, ჰკითხეთ მათ სხვა დონორი ორგანიზაციების შესახებ.

წიგნის შემომწირველებს თუ ეძებთ, ამ ორგანიზაციებთან მისასვლელი სხვა გზებიც არსებობს. ქსელური სამუშაო სკვოშის ღვინოს ჰგავს - ჯერ კანტი-კუნტად ისვრის შხეფებს, შემდეგ კი მთელ ბაღს მოეფინება. თქვენთანაც, თუ კომიტეტის თითოეული წევრი ხუთ-ხუთ სუბიექტს მაინც დაუკავშირდება, მალე თქვენი მხარდამჭერები მთელ არეალს მოეფინებიან.

საბოლოოდ, თქვენ ამ ქსელური მუშაობით თემის გარეთაც ბევრ საჭირო ორგანიზაციასა და ადამიანს მონახავთ. მათი ადგილსამყოფელი კი შეიძლება თქვენს მეზობლადაც იყოს და შორეულ ქალაქებშიც. მთავარია, ისინი ბიბლიოთეკისათვის საინტერესო მასალებს ბეჭდავდნენ. შემდეგ საფეხურზე კომიტეტის ერთი რომელიმე წარმომადგენელი შეარჩიეთ ორგანიზაციებთან პერსონალურ მოლაპარაკებებზე გასაგზავნად. აღნიშნულ ორგანიზაციებთან სტუმრად ყოფნისას შესაძლებლობა მოგეცემათ ადგილზე დაათვალიეროთ და გაეცნოთ საჭირო მასალებს.

წარმომადგენელი შეიძლება იყოს საბიბლიოთეკო კომიტეტის წევრი, თემის წევრი, რომელიც ახლა სხვა ქალაქში ცხოვრობს, საერთაშორისო დახმარების თანამშრომელი ან გაფართოების აგენტი ( როგორიც არის, მაგ., გაეროს სამშვიდობო კორპუსის მოხალისე-ვოლონტიერი. ამის შესახებ ნახეთ ქვემოთ), ტაქსის მძღოლი, ვაჭარი ან ნებისმიერი პირი, რომელიც ბევრს მოგზაურობს. მიეცით წარმომადგენელს „საკოლექციო პოლიტიკის“ ქსეროასლი, თანაც დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ იგი კარგად იცნობს ამ პროექტს და იმ მასალებს, რომლებიც ესაჭიროება ბიბლიოთეკას. მან უნდა შეძლოს და მრავალფეროვანი გამოცემებიდან აირჩიოს შესაფერისი ერთეულები, ხოლო იმისათვის, რომ სწორი და კარგი გადაწყვეტილებები მიიღოს, ბევრი რამ უნდა იცოდეს ბიბლიოთეკის შესახებ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ წარმომადგენელს თვითონ ორგანიზაციამ შესთავაზოს მასალები. ამ შემთხვევაში მას უნდა შეეძლოს გარჩევა საჭირო ლიტერატურისა არასაჭიროსგან და მიმწოდებელს უკან დაუბრუნოს ბიბლიოთეკისათვის უსარგებლო წიგნები (აქ იგულისხმება ძველი, დაზიანებული ერთეულები, ასევე იმ ენებზე დაწერილი წიგნები, რომლებიც აღნიშნულ თემს არ გამოადგება , წიგნები, სადაც არ არის გათვალისწინებული თემის წევრთა საკითხავი დონე ან ის სუბიექტები, ვისთვისაც ისინი არის საჭირო). თქვენ ხომ არ გინდათ, რომ ესოდენ ღირებული წიგნის თაროები გამოუსადეგარი წიგნებით შეავსოთ?! ეს, პირიქით, დააფრთხობს ხალხს და ბიბლიოთეკითაც აღარ ისარგებლებენ.

თუ ორგანიზაციებს მათი გამოცემების სიას წინასწარ გამოაგზავნინებთ, ამით დაზოგავთ დროსაც და ფულსაც. ტყუილად რატომ უნდა გაემგზავროთ, თუ იმ ორგანიზაციას თქვენთვის საჭირო მასალები არ აქვს?! წერილში მიუთითეთ, რომ თქვენ ეს მასალები ბიბლიოთეკისთვის გჭირდებათ და მოხარული იქნებით, თუ მათ შემოგწირავენ. თუ დონაცია ვერ ხერხდება, სთხოვეთ ორგანიზაციას ფრაისლისთის, ანუ პრეისკურანტისა და ზოგადი მონაცემების გამოგზავნა. ბიბლიოთეკას უნდა გააჩნდეს აგრეთვე საგამომცემლო ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები და ბროშურები.

ქვემოთ მოგვყავს სია იმ ჯგუფებისა, ვისაც თქვენი ბიბლიოთეკის ფორმირებასა და ქსელური მუშაობის აწყობაში დახმარების გაწევა შეუძლია:

სხვა ბიბლიიოთეკები - ესაუბრეთ ბიბლიოთეკარებს და ჰკითხეთ მათ, სად და როგორ მოიძიეს წიგნები. იქნებ მათაც გირჩიონ რამე, რამეთუ მათთვისაც არ არის უცხო ის გამოწვევები, რაც საბიბლიოთეკო საქმიანობას ახლავს თან. გამოცდილების ურთიერთგაზიარებით თქვენ უფრო ძლიერ ბიბლიოთეკებს შექმნით და საფუძველს ჩაუყრით მტკიცე თანამშრომლობას. თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ეროვნული ბიბლიოთეკა და მათი ბიბლიოთეკარები უკეთ დაგაკვალიანებენ და გაგარკვევენ იმაში, თუ რა როლს ასრულებს სახელმწიფო საბიბლიოთეკო მომსახურების სფეროში. ასევე უპრიანი იქნება თქვენი რაიონის სკოლებისა და საჯარო ბიბლიოთეკების მონახულება.

არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO-ები) - ესენი ე.წ. დამხმარე, არაკომერციული ან თავისუფალი ლოკალური, რეგიონალური, ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის ორგანიზაციებია. მათი პროგრამები, ძირითადად, ერთ ან ორ სფეროს მოიცავს, რომლებიც ჯანმრთელობის, ქალთა განვითარების, განათლების, სოფლის მეურნეობის, გარემოსა და განვითარების სხვა საკითხებს ეხება. ბიბლიოთეკებისათვის უფრო სპეციფიკურია საგანმანათლებლო პროგრამები. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთისაგან განირჩევიან თავიანთი მიზნებით, ინტერესის სფეროებითა და ბიუჯეტით. ბევრი მათგანის მიერ გამოცემული მასალები გათვლილია გაფართოების მუშაკებისა და თემის მოხალისეებისათვის. ისინი ხშირად აძლევენ ამ მასალების ასლებს ბიბლიოთეკას. ზოგჯერ არასამთავრობოებს თვითონაც აქვთ საბიბლიოთეკო პროგრამები და შეუძლიათ მათ ტრენინგები და წიგნები შესთავაზონ. ზოგს კი თავისი საკუთარი ბიბლიოთეკა გააჩნია და იქ შეგიძლიათ ესტუმროთ. სთხოვეთ ბიბლიოთეკარებს გაგაცნონ არასამთავრობოთაგან მიღებული უფასო მასალები და წიგნის დონაციასთან დაკავშირებული პროგრამები. ნახეთ რესურსების გზამკვლევი ამ სახელმძღვანელოს ბოლოში, სადაც მოცემულია მეტი ინფორმაცია ბიბლიოთეკების მხარდამჭერი ორგანიზაციების შესახებ.

სამთავრობო სტრუქტურები: ასე ეწოდებათ სამინისტროებს, დეპარტამენტებს, სააგენტოებს, სამსახურებს, საბჭოებს, კომისიებს და სხვ. არსებობს ლოკალური, რეგიონალური და/ან ეროვნული ორგანოები. მათი უმრავლესობა გამოსცემს უფასო მასალებს. მათ თავიანთი საკუთარი საინფორმაციო ან საგამომცემლო ოფისები აქვთ, მთავრობას შეიძლება ჰქონდეს აგრეთვე ცენტრალური პოლიგრაფიული სამსახური. ზოგჯერ ეს უკანასკნელი გამოსცემს კატალოგს, რომლითაც თქვენთვის სასურველი მასალა შეგიძლიათ შეუკვეთოთ. მათ მოძიებაში დაიხმარეთ მთავრობის გაფართოების (გავრცელების) აგენტები ან სხვა მუშაკები, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ისინი შეიძლება არ იცნობდნენ ყველა სამთავრობო ორგანოს გამოცემას. თქვენ თუ ერთი ორგანოსგან ვერ მიიღებთ მოთხოვნილ მასალას, მეორეს მიმართეთ.

უცხოეთის სამთავრობო სააგენტოები: განვითარებული ქვეყნების მთავრობებს აქვთ უცხოეთის დახმარების პროგრამები, რომლებიც აფინანსებს პროექტების უმრავლესობას. უცხოეთის დახმარების ფული, ძირითადად, მთავრობების განვითარებას ხმარდება, თუმცა მისი გარკვეული ნაწილი არასამთავრობოებისა და საზოგადოების ფართო მასების პროექტებზე მოდის. უცხოეთის სამთავრობო პროგრამები, როგორის არის, მაგ., სამშვიდობო კორპუსი (აშშ) და საზღვაო მოხალისეთა სამსახური (ბრიტანეთი) აგზავნის გამოცდილ მოხალისეებს განვითარებად ქვეყნებში საცხოვრებლად და სამუშაოდ. ამ ვოლონტიერებს უდიდესი საინფორმაციო რესურსი შეიძლება გააჩნდეთ არასამთავრობოების საქმიანობის, სამთავრობო პროგრამების, წიგნის დონაციისა და მშობლიური ქვეყნების შესახებ. ამ ორგანიზაციებს, ძირითადად დედაქალაქებში აქვთ ოფისები, თუმცა მოხალისეები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან ცალკეულ თემებში განაწილებულნი (გაფანტულნი).

გამომცემლები: ისინი ზოგჯერ დაზიანებულ ან ძნელად გაყიდვად წიგნებს გვთავაზობენ. ფრთხილად იყავით და ასეთი წიგნები კარგად დაათვალიერეთ. ხანდახან ეს დეფექტები უმნიშვნელოა, მაგ., არასწორი (შეუფერებელი) ფერები გარეკანზე, თუმცა არის შემთხვევები, როცა წიგნში მთელი თავებია გამოტოვებული. გაარკვიეთ აგრეთვე ისიც, თუ რატომ დარჩა წიგნების დიდი ნაწილი გაუყიდავი. ზოგჯერ სასოფლო-სამეურნეო შინაარსისა და ჯანდაცვის შესახებ წიგნებს ადვილად ვერ ყიდიან არასწორი მარკეტინგისა და დიდი ტირაჟის გამო, ან სხვა შემთხვევაში იმ მიზეზით, რომ კარგად არ არის დაწერილი და გაფორმებული. თუ გამომცემლებს დონაციაზე ვერ დაითანხმებთ, მაშინ წიგნებზე ფასდაკლება სთხოვეთ. ისინი ბიბლიოთეკებისთვის ფასს აუცილებლად შეამცირებენ. როდესაც საშინაოდ გამოცემულ მასალებს იძენთ, ამით ადგილობრივ პოლიგრაფიულ მრეწველობას ეხმარებით. უფრო მეტი ინფორმაცია ადგილობრივი გამომცემლების მოსაძიებლად კი შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ, „რესურსების გზამკვლევში“.

წიგნის მაღაზიები: გამომცემელთა მსგავსად, ესენიც ზოგჯერ დონაციისთვის მხოლოდ გაცუდებულ და გაუყიდავ წიგნებს იმეტებენ. წიგნის მაღაზიების დახმარებით შეძლებთ აგრეთვე ადგილობრივი გამომცემლების პოვნას და მათთვის გარედან მასალების დაკვეთას. მაღაზიებს შეგიძლიათ ფასდაკლებაც მოსთხოვოთ. ამის შემდეგ კი კარგი იქნება, თუ ბიბლიოთეკაში აბრას ჩამოკიდებთ და იქ დონორ მაღაზიებს მიუთითებთ. გამოვა, რომ წიგნის მაღაზიებსაც ახალ ბიზნესს შესთავაზებთ და თქვენ მიმართაც კარგად განაწყობთ მათ.

უნივერსიტეტები: ისინი სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობენ ბიბლიოთეკებს. პირველ რიგში, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შეუძლია საზღვარგარეთიდან დონაციით მიიღოს წიგნები. თუ ასეთი შემთხვევა გამოგიჩნდათ, სთხოვეთ მათ საბავშვო წიგნები ანდა სხვა მასალები, რომელიც თქვენი ბიბლიოთეკისათვის უფრო უპრიანია, ვიდრე მათთვის. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ამ ბიბლიოთეკებმა თქვენთვისაც შეუკვეთონ საჭირო წიგნები საზღვარგარეთიდან და მეორე პარტიის ჩამოტანისას თქვენი მოთხოვნებიც გაითვალისწინონ. ერთხელ კიდევ შეგახსენებთ, რომ ზედმეტი, არასაჭირო, გამოუსადეგარი არაფერი შეუკვეთოთ. მეორე მხრივ, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარს შეუძლია მოგცეთ ღირებული რჩევა ბიბლიოთეკის მართვისა თუ ბიბლიოთეკართა ტრენინგთან დაკავშირებით. თუ უნივერსიტეტში არის საბიბლიოთეკო სამეცნიერო პროგრამა, გაარკვიეთ მისი ღირებულება, ასევე აქვთ თუ არა მათ სტიპენდიები და/ან დაუსწრებელი სწავლების პროგრამები. ან იქნებ რომელიმე სტუდენტი თავისი სასკოლო პროექტის ფარგლებში დაინტერესდეს თქვენი ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ან თქვენ გაატაროთ რამდენიმე დღე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, როგორც მოხალისემ, რათა უკეთ გაერკვეთ საბიბ ლიოთეკო პროცედურებში და ისწავლოთ მათგან. და ბოლოს, სთხოვეთ ბიბლიოთეკარს, დაგეხმაროთ თქვენი მუშაობის დროს წამოჭრილ ტექნიკურ კითხვებზე პასუხის გაცემაში.

საბიბლიოთეკო ასოციაციები: ეს ბიბლიოთეკების პროფესიული ორგანიზაციებია. სადღეისოდ სულ უფრო და უფრო მეტ განვითარებად ქვეყანას აქვს ეროვნული საბიბლიოთეკო ასოციაცია, რომლებიც ეხმარებიან ბიბლიოთეკებს პროფესიული განვითარების კუთხით და უზიარებენ ბიბლიოთეკარებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას. ეს ასოციაციები ხშირად ბეჭდავენ საინფორმაციო ბიულეტენებს და აწყობენ კონფერენციებს, რათა ხელი შეუწყონ ბიბლიოთეკარების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას, ეტაპობრივად გააცნონ მათ სიახლეები ამ დარგში. ასოციაციებს შეუძლიათ თავის ბიულეტენში დაბეჭდონ სტატია თქვენი ბიბლიოთეკის შესახებ. მათ, შესაძლებელია, ჰქონდეთ აგრეთვე წიგნის დონაციებთან დაკავშირებული იმ პროგრამების სიაც, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მოქმედებენ. თუკი თქვენს რაიონში ასეთი ასოციაცია არ არსებობს, მაშინ ის ეროვნული და საერთაშორისო ასოციაციები დაიხმარეთ, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ „რესურსების გზამკვლევში“.

საბიბლიოთეკო ქსელები: ბიბლიოთეკები ხშირად ქმნიან საკუთარ ქსელებს ინფორმაციების გაცვლა-გამოცვლისა და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებისათვის. ეს ქსელები შეიძლება იყოს რეგიონული, ეროვნული ანდა საერთაშორისო მნიშვნელობის და, ისინი, ძირითადად, აქცენტს აკეთებენ ერთი რომელიმე ტიპის ინფორმაციაზე, როგორიც არის, მაგ., ჯანდაცვა და შესაბამისი ტექნოლოგიები. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენი რაიონის საბიბლიოთეკო ქსელს და მასთან დასაკავშირებლად საჭირო ფასებისა და შეღავათების შესახებ შეიტყოთ. წევრი ბიბლიოთეკები ხშირად აკეთებენ ხელმოწერებს გაზეთებზე და/ან ელექტრონულ მონაცემთა ბაზებზე. რამდენიმე ბიბლიოთეკის ქსელის შესახებ ინფორმაცია მოცემულია „რესურსების გზამკვლევში“.

კულტურული ცენტრები: ბევრ განვითარებულ ქვეყანას (განსაკუთრებით, აშშ, საფრანგეთი და გერმანია) აქვს შექმნილი კულტურული ცენტრები განვითარებად ქვეყნებში. მათ ამ ქვეყნების მთავრობები აკომპლექტებენ და აფინანსებენ. ამ ცენტრებს ხშირად აქვთ თავიანთი ბიბლიოთეკები, რომლებიც ასევე საინტერესო იქნება თქვენთვის იმით, რომ მათ გააჩნიათ უფასო მასალები იმ ქვეყნის შესახებ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. მაგ., აშშ საინფორმაციო სამსახურს ზოგიერთ ქვეყანაში გახსნილი აქვს რამდენიმე ასეთი კულტურული ცენტრი, რომელიც ავრცელებს პოსტერებს და წიგნებს აშშ-ს შესახებ, ასევე ყიდის საბაზისო ინგლისურ წიგნებს ხელმისაწვდომ ფასად ახალი მკითხველებისთვის (დაუკავშირდით აშშ საელჩოს მეტი ინფორმაციისთვის). ამ ცენტრებს აგრეთვე აქვთ პროგრამები, სტიპენდიები და დაუსწრებელი კურსები (ელექტრონული ფორმით ან ფოსტით) საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის. უფრთხილდით პროპაგანდას (მასალები, რომლებიც მხოლოდ სპონსორი ქვეყნის მდგომარეობის ცალმხრივ სურათს გვთავაზობენ). ნახეთ ზემოთ „მასალების მოძიების“ თავი.

საელჩოები: უშიშროების საკითხებიდან გამომდინარე, ეს ორგანიზაციები შეიძლება არც იყოს მისაწვდომი ყველასთვის, ანუ არ იყოს საჯარო. აშშ-ს საელჩოებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგაწოდონ ამ ქვეყნის საინფორმაციო სამსახურისა და ჰენდქლასფის ჰუმანიტარული ორგანიზაციის პროექტის შესახებ (ნახეთ „რესურსების გზამკვლევი“). თუ მაინც გერიდებათ აშშ საელჩოში შესვლა, სთხოვეთ აშშ სამშვიდობო კორპუსის მოხალისეებს, მოგაწოდონ ინფორმაცია საელჩოს პროგრამებზე. ანალოგიურად შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია ფრანგული, გერმანული და სხვა დახმარების ორგანიზაციის მუშაკებისგან მათი საელჩოების პროგრამების შესახებ.

რელიგიური ავტორიტეტები: თუ თქვენი თემის მოთხოვნებში შედის რელიგიური ხასიათის ლიტერატურა, სთხოვეთ დახმარება მისიონერებს ან რელიგიურ ავტორიტეტებს (მაგ., იმამებს, მღვდლებს, რაბიებს, მინისტერებს (არაანგლიკანური ეკლესიის მღვდელი, რელიგიური ორდენის მეთაური). მათ ძალიან გაუხარდებათ, თუკი თქვენს დახმარებას შეძლებენ.

3.6 რამდენიმე ფაქტი წიგნის დონაციის პროგრამების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების გარდა, წიგნის დონაციების საერთაშორისო პროგრამებს ეძღვნება აგრეთვე ამ სახელმძღვანელოს უკან დართული „რესურსების გზამკვლევი“. ამ პროგრამების მუშაობასთან დაკავშირებით ხშირად ადგილი აქვს დაბნეულობას. ფრუსტრაცია და იმედის გაცრუება რომ არ განიცადოთ, დახმარების მოთხოვნამდე უნდა გაეცნოთ მათი მუშაობის სტილსა და იმას, თუ როგორ იღებენ ეს პროგრამები წიგნებს. ძირითადი მიმწოდებლები არიან გამომცემლები, სასკოლო სისტემები და/ან ინდივიდები. გამომცემლები, საზოგადოდ, უფასოდ აძლევენ მათ იმ წიგნებს, რომელთა გაყიდვა თვითონ ვერ შეძლეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს ერთი ან რამდენიმე წიგნის ასეულობით ეგზემპლარს. ინდივიდები და სასკოლო სისტემები მათ აძლევენ, ძირითადად, ნახმარ ან გაცვეთილ მასალებს.

ამის შემდეგ წიგნის დონაციების პროგრამები ახარისხებენ გამოსადეგ წიგნებს. მიუხედავად იმისა, რომ გაიდლაინებით მკაცრად არის განსაზღვრული ასაღებ წიგნთა კონტინგენტი, მაინც ხშირად რჩება ისეთი ცალები, რომლებსაც ისინი ვერ იყენებენ. ზოგიერთი პროგრამა ნებას რთავს ბიბლიოთეკარებს, წიგნები შეარჩიონ კატალოგიდან; ზოგი კი თვითონ ამოგირჩევთ საჭირო მასალას. უმრავლეს შემთხვევაში ძალიან ძნელია იწინასწარმეტყველო, რა სახის წიგნებს გამოგიგზავნიან. მაგ., ზოგიერთ ბიბლიოთეკას შესთავაზეს სრულიად უსარგებლო დონაცია (დოკუმენტების თითქმის მთელი ერთი ყუთი, რომელიც ქალაქის საკანალიზაციო სისტემის დაგეგმარებას შეეხებოდა) მაშინ, როცა სხვებმა მშვენიერი საბავშვო ლიტერატურა მიიღეს. უფრო სარისკოა უცხოეთიდან წამოსული დონაციის პროგრამები. ამ შემთხვევაში უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ თვეობით ლოდინი მოგიწევთ, ასევე ფულის ხარჯვა საბაჟოებსა და საფოსტო გზავნილებზე და თანაც არავითარი გარანტია არ გექნებათ იმისა, რომ იქიდან ჩამოსული მასალით იმედგაცრუებული არ დარჩებით.

დონაციის პროგრამები ამ წიგნებს შეაგროვებენ, ჩატვირთავენ და აგზავნიან საზღვარგარეთ. ამისათვის კი იყენებენ დიდ საზღვაო კონტეინერებს. მათში ოცი ათასამდე ტომი ეტევა. ზოგჯერ ეს პროგრამები სთხოვენ მიმღებ ბიბლიოთეკას, რომ მან გაისტუმროს საბაჟოსა და ტვირთის ხარჯები. ბიბლიოთეკას შეიძლება ათასობით დოლარი დაუჯდეს ერთი ასეთი ტვირთის ჩამოტანა. საამისოდ მან წინასწარ უნდა გადაუხადოს დონორ ორგანიზაციებს თანხა, ე.ი. მანამდე, სანამ ტვირთი გამოიგზავნება. ეს კი აშკარად შეუძლებელი რამეა პატარა ბიბლიოთეკებისათვის. ამიტომ ეს ორგანიზაციები საერთოდ არ არის მითითებული „რესურსების გზამკვლევში“.

ზოგიერთ წიგნის დონორს, რომელიც ამ საზღვაო კონტეინერებს იყენებს, საზღვარგარეთ ჰყავს პარტნიორი ორგანიზაციები ანდა უფროსი ოფიცრები. ასეთ შემთხვევებში წიგნის დონორი ორგანიზაციები თავის პარტნიორებს უფინანსებენ წელიწადში ერთ-ორ კონტეინერს და პარტნიორები, თავის მხრივ, პასუხისმგებლობას კისრულობენ წიგნების ბიბლიოთეკებში განაწილებაზე. ამ უკანასკნელთ შეუძლიათ, პროგრამაში გაწევრიანებამდე (პროგრამის წევრობის ყიდვამდე) მოითხოვონ წიგნების ნიმუშების დათვალიერებისა და პროგრამაში შემავალ სხვა ბიბლიოთეკებთან საუბრის ნებართვა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წიგნების ხარისხი ყველა პროგრამაში სხვადასხვანაირია.

მეორე გასათვალისწინებელი (მხედველობაში მისაღები) ფაქტორია ისიც, რომ ამ გზით წიგნების მიღება შესაძლებელია აზიანებდეს თქვენი ქვეყნის გამომცემლებსა და წიგნის გამყიდველებს. როცა უცხოეთიდან უფასო წიგნები „დაიყრება“ ქვეყანაში, გამომცემლებს გაუჭირდებათ თავიანთი წიგნების გაყიდვა. სანამ ადგილობრივი გამომცემლები არიან თქვენთვის მშობლიურ ენაზე არსებული ლიტერატურის (ადგილობრივი ავტორების წიგნები და თქვენი ქვეყნის სასკოლო ცხრილებით გათვალისწინებული სახელმღვანელოები) ძირითადი წყარო, თქვენს ინტერესშიც შედის მათი მხარდაჭერა. თუ ბიბლიოთეკები მხოლოდ გარედან მომარაგდებიან, ისინი ვერასოდეს შეძლებენ თავიანთი მომხმარებლის დაკმაყოფილებას იმ წიგნებით, რომლებიც გამოიცემა მათი საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობისათვის.

რომელი სასარგებლო წიგნების მიღება შეგიძლიათ უცხოური დონაციების პროგრამებიდან? დონაციის პროგრამები საუკეთესო საშუალებაა საცნობარო წყაროების, კერძოდ, ლექსიკონების, ატლასების, ალმანახებისა და ენციკლოპედიების მისაღებად. მათი გამოცემა და შეძენა ძალიან ძვირი დაჯდება თქვენს ქვეყანაში. მოითხოვეთ ისეთი ცალები, რომელთა ასაკი ხუთ წელიწადს არ აღემატება (ლექსიკონებისთვის - ათ წელს). დონაციის პროგრამებს შეიძლება ჰქონდეთ აგრეთვე უცხოელი ავტორების მხატვრული, გეოგრაფიული და საბავშვო ლიტერატურა, დისკზე ჩაწერილი წიგნები, CD ROM-ები (ქვემოთ ნახეთ „კომპიუტერები“) და საინტერესო ჟურნალების ძველი ნომრები. შემდეგში კი, თუკი თქვენ ამ მასალებს საკითხავი დონეების მიხედვით დაახარისხებთ, საუკეთესო შედეგს უნდა ელოდოთ. ფრთხილად უნდა იყოთ ნახმარი სასკოლო სახელმძღვანელოების შეკვეთისას, რადგან, შესაძლოა, მათ არასრული და თანაც ვადაგასული კომპლექტები შემოგთავაზონ (მათ ხომ ეს გამოცემები თქვენს ქვეყანზე არ ჰქონდათ გათვლილი). ანალოგიურად არის საქმე ტექნიკურ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებითაც. ისინი ხონ სპეციალურად განვითარებადი ქვეყნებისთვის არ იქმნება და ხშირად ისეთ ინსტრუმენტებსა და მოწყობილობებს მოითხოვს, თქვენ რომ ვერ შეიძენთ. უკეთესი იქნება, თუ ამ მასალებს თქვენი არასამთავრობოებისგან მოითხოვთ თქვენსავე ქალაქში (იხილეთ ზემოთ)

და ბოლოს, თუ თქვენს ქალაქში ვერ იპოვით საზღვარგარეთიდან წიგნის დონაციით დაკავებულ ორგანიზაციას (შეგიძლიათ მისწეროთ „მსოფლიო საბიბლიოთეკო პარტნიორობას“ სპეციალური საკონტაქტო საშუალებებით - იხილეთ „რესურსების გზამკვლევი“) და გადაწყვეტთ, რომ წერილი გაუგზავნოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, იყავით რაც შეიძლება ლაკონური და მოითხოვეთ უშუალოდ ის, რაც გესაჭიროებათ. ძალიან ხშირად ამ წერილებში არ არის მოცემული სპეციალური ინფორმაცია ბიბლიოთეკის, თემისა და იმ მასალების შესახებ, რომლებიც სჭირდებათ, რაც დონორ ორგანიზაციას დახმარებაში ხელს უშლის. იგი იძულებული ხდება დამკვეთს შეკითხვები დაუსვას, რაც მუშაობის შეფერხებას იწვევს. ეცადეთ, რომ თქვენს წერილებში ზუსტად მიუთითოთ თქვენი ბიბლიოთეკის ფართობის, ტიპისა და მიზნების შესახებ, აგრეთვე მიაწოდოთ ცნობები თქვენს თემზე და იმ დიციპლინებზე, ენებსა და საკითხავ დონეებზე, რომელიც გჭირდებათ. კარგი იქნება, თუ სასკოლო ცხრილებით იხელმძღვანელებთ და მათს სიას გააკეთებთ.

ასევე მოგიწევთ ფოსტის მოხელესთან დალაპარაკებაც იმის თაობაზე, თუ რა ეღირება მოთხოვნილი წიგნების ჩამოტანა. ზოგიერთ ქვეყანაში საბაჟო ხარჯები ისეთი მაღალია, რომ თქვენ ვერ შეძლებთ წიგნების უცხოეთიდან გამოწერას. ჰკითხეთ ასევე ფოსტას, იქნებ მათ უარი თქვან ჰუმანიტარული დახმარების საბაჟო ხარჯებზე. შესაძლებელია, რომ ფოსტამ, თავისი მკაცრი წესების გამო, ვერ შეეძლოს უარის თქმა იმ საბაჟო ხარჯებზე, რომლებიც საჭიროა წიგნების შეფუთვაზე, გადამისამართებაზე, იარლიყის დადებასა და ჩატვირთვაზე (მათ შეიძლება კიდეც გააუქმონ ეს ხარჯები, თუ წიგნები ბიბლიოთეკას ეგზავნება და არა ბიბლიოთეკარს). ამიტომ თქვენს წერილებში მითითებული უნდა იყოს საფოსტო დონაციების შესახებაც.

მასალების მიღების შემდეგ გაუგზავნეთ მადლობის წერილები დონორებს. არ დაგავიწყდეთ იმ წიგნების მითითება, რომლებიც ყველაზე მეტად გამოგადგათ, ხოლო თუკი უსარგებლო ცალები მიიღეთ, ესეც აცნობეთ მათ. აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება დონორებს სამომავლოდ პროგრამების გაუმჯობესებაში. ზოგი ორგანიზაცია ჩივის, რომ დონაციის მიღების შემდეგ ბიბლიოთეკები არ გამოეხმაურნენ მათ და არც წიგნების ავკარგიანობაზე გამოთქვეს თავიანთი აზრი. ამიტომ თუკი წიგნები მართლა არ გამოგადგათ, აუხსენით დონორებს თქვენი პრობლემები. შეიძლება მათ ჩათვალეს, რომ თქვენს წერილში ნათლად არ იყო ნათქვამი ამის შესახებ და მეორე ჯერზე ეცადეთ, რომ მოთხოვნები უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ. დონორებიც, თავის მხრივ, ივალდებულებენ, რომ შემდეგში შესაფერისი წიგნებით მოგამარაგონ. რა თქმა უნდა, ძნელია, როცა საჩუქარზე ჩივილი გიწევთ, თუმცა ამ პრობლემას თავაზიანი მიმართვით უფრო ადვილად გადაწყვეტთ და დონორებიც გაგებით მოეკიდებიან თქვენს შენიშვნებს.

სამუშაო გეგმა:

1. შეკრიბეთ ხალხი ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესაგროვებლად;

2. მოაწყვეთ ბუქ დრაივი;

3. მოიძიეთ და დაუკავშირდით იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დაგეხმარებიან;

4. სთხოვეთ დახმარება წიგნის დონორ ორგანიზაციებსა და სხვა საბიბლიოთეკო სამსახურებს;

5. ესტუმრეთ დონორირებული წიგნების ადგილობრივ დისტრიბუტორებს (იხილეთ რესურსების გზამკვლევი).

6. ეწვიეთ ნაჩუქარი წიგნების ადგილობრივ დისტრიბუტორებს. (ნახეთ „რესურსების გზამკვლევი“)

3.7 დაფინანსება

▲ზევით დაბრუნება


გადასაწყვეტი საკითხი: როგორ შევიტყოთ, რა თანხა დაგვჭირდება?

თუ გინდათ, რომ მყარად დადგეთ ფეხზე და წარმატებული იყოთ, თქვენ გჭირდებათ გარკვეული ფინანსები წიგნებისა და სხვა ხარჯებისთვის. ნაჩუქარი წიგნები თუნდაც თქვენი კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდეს, ერთადერთი გზა მისი შესაფერისი და საინტერესო წიგნებით შევსებისა მაინც მათი შეძენაა. როგორც ზემოთ ვთქვით, წიგნების გაყიდვა ხელს აძლევს ასევე წიგნის გამყიდველებსა და ადგილობრივ გამომცემლებს. ფული საჭიროა აგრეთვე მოწყობილობების შესაძენად, შენობის ასაშენებლად და მოსაწყობად, ბიბლიოთეკარისა და სპეციალური საბიბლიოთეკო პროგრამებისათვის. ფინანსების განკარგვისათვის კი უნდა გაგაჩნდეთ ბიუჯეტი, რომელშიც იგულისხმება ბიბლიოთეკის მიერ გაწეული ხარჯები და მთელი მისი შემოსავალი. არსებობს სხვადასხვა სახის ბიუჯეტი, თუმცა თქვენთვის ყველაზე უპრიანი მაინც გრძელვადიანი ბიუჯეტია. მასში გათვალისწინებულია ყველა სახის გასავალი ან შემოსავალი. მაგ.:

1999 წლის საბიბლიოთეკო ბიუჯეტი

ხარჯები:

დოლარებში

შემოსავალი:

დოლარებში

ახალი წიგნები

200.00

ჯარიმები

25.00

მოწყობილობები

30.00

დონაციები

150.00

მშენებლობის უზრუნველყოფა

60.00

წვეულება

75.00

საფოსტო გადასახადი

30.00

ლატარია

100.00

ჯამი

320.00

350.00

თქვენი ბიუჯეტი შეიძლება არც იყოს ზემოთ მოყვანილი ნიმუშივით მარტივი, რაც დამოკიდებულია ბიბლიოთეკის შემოსავალსა და ხარჯებზე. (ქვემოთ იხილეთ“ ბუღალტერია“). მოცემულ ნიმუშში შემოსავალი გასავალზე ცოტა მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიბლიოთეკას, რაიმე პრობლემის შემთხვევაში, ცოტა დანაზოგი მაინც ექნება. ეს კარგი საშუალებაა დაგეგმვისთვის, თუმცა რეალობაში განსახორციელებლად შეიძლება სულაც არ იყოს მოსახერხებელი.

როგორ განავითარებთ (გააფართოებთ) ბიუჯეტს? პირველ რიგში, ყველა ხარჯის სია შეადგინეთ. თუ ბიბლიოთეკის შექმნას ახლა შეუდექით, გაითვალისწინეთ ყველაფერი, რაც ერთ წელიწადში დაგჭირდებათ და ყველა ნივთის ფასი დააზუსტეთ. თუ ბიბლიოთეკა უკვე წლების მანძილზე არსებობს, მაშინ წინა წლებს უნდა გადახედოთ. ხაზინადარი ანდა კომიტეტის სხვა წევრი წინასწარ შეადგენს ხარჯების სიას, რომელსაც განსახილველად, მისაღებად ან შესაცვლელად წარუდგენს კომიტეტს. ყველა საჭირო ნივთი მეტობით მიუთითეთ, რათა განისაზღვროს კომიტეტის მიერ გამოსაყოფი თანხის საერთო რაოდენობა. თუ თანხა ძალიან დიდია, შეიძლება მოგიწიოთ ხარჯების შემცირება. თუ ცოტაა, დაამატეთ ფული ნივთის შესაძენად ანდა ზედმეტი (მორჩენილი) ფინანსები შავი დღისთვის გადაინახეთ.

ბიუჯეტი მკაცრ კანონს არ ნიშნავს, ეს მხოლოდ სამართავად არის საჭირო. ამიტომ კომიტეტს შეუძლია იგი შეცვალოს, როგორც კი გარემოებები ამას მოითხოვს. ცვლილებები ხშირი იქნება ბიბლიოთეკის შექმნის პირველ წლებში, როცა ჯერ კიდევ სწავლობთ თქვენი დაწესებულების საჭიროებებს და კარგად არ იცით, სინამდვილეში რა თანხა დაგჭირდებათ. ამისათვის ბიუჯეტის შედგენამდე უნდა გაეცნოთ „ფონდების (ფინანსების) მოძიების“ თავს, რომელიც თქვენი ბიუჯეტის რეალურობაში გაგარკვევთ.

სამუშაო გეგმა:

1. შეადგინეთ ერთ წელზე გათვლილი საბიბლიოთეკო ხარჯების სია;

2. გააკეთეთ ფონდების მოსაძიებლად დაგეგმილი წვეულებების სია;

3. თუ დაფინანსებით მიღებული შემოსავალი საკმარისია ხარჯების დასაფარავად, გააგრძელეთ თქვენი გეგმის განხორციელება;

4. თუ არადა, შესთავაზეთ ახალი იდეები დამფინანსებლებს და/ან შეამცირეთ ხარჯები.

3.8 ფონდების მოძიება

▲ზევით დაბრუნება


თუკი უკვე გაქვთ წარმოდგენა საჭირო თანხის რაოდენობაზე, შეგიძლიათ დაიწყოთ დაფინანსების დაგეგმვა (ზოგჯერ ბიბლიოთეკები იღებენ გრანტს განსაზღვრული რაოდენობის თანხის სახით და შემდეგ ისინი თვითონ წყვეტენ, როგორ დახარჯონ იგი).

ფინანსების მოძიება საბიბლიოთეკო კომიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმეთაგანია. პრაქტიკულად, ბიბლიოთეკის წარმატებული ყოფა წარმატებულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. აი, რამდენიმე მეთოდი იმისა, თუ როგორ მოვიზიდოთ ფინანსები უფრო უკეთ:

1. თემს უნდა განვუმარტოთ, რომ საბიბლიოთეკო კომიტეტი პასუხისმგებელია მის წინაშე და მასვე აბარებს ანგარიშს იმის თაობაზე, თუ როგორ დაიხარჯა ადრინდელი შემოწირულობანი (ქვემოთ იხილეთ „შეფასება“ რჩევებისთვის)

2. ჩართეთ რაც შეიძლება მეტი ხალხი ფინანსების მოძიებაში. თემი უფრო ისეთი დონაციებისთვის მობილიზდება, რომელსაც მათი ან მათი ოჯახის მეგობრები ითხოვენ და არა მათთვის უცნობი პირი. შეიძლება შეიქმნას „ბიბლიოთეკის მეგობართა“ კლუბი (იხილეთ ქვემოთ „თემის ჩართულობა“)

3. თუ თქვენ ფულის მოძიება გსურთ წიგნების შესაძენად, ჩამოწერეთ საჭირო წიგნების სია. ხალხს ურჩევნია, მიზანმიმართულად გაიღოს ფული და იცოდეს, თუ რაში გამოიყენებენ მას;

4. დაისახეთ რეალური მიზნები, სჯობს პატარა მიზანი აისრულო, ვიდრე დიდის დევნაში დამარცხდე;

5. თვალყური ადევნე, ვინ გაფინანსებს, ერთხელ შემომწირველი კიდევ შემოგწირავს;

6. ერთსა და იმავე ხალხს ძალიან ხშირად ნუ მიადგებით ერთნაირი თხოვნებით, შეარჩიეთ მიდგომის სხვადასხვა ხერხები;

7. ყოველთვის მადლობა უთხარით დონორებს!

აქ მოგვყავს რამდენიმე იდეა ფანდრეიზინგის (ფინანსების მოძიების) წვეულებებისთვის:

ლატარიები: ეს დონაციების გაფართოების ყველაზე მარტივი გზაა. მისი ძირითადი იდეა იმაშია, რომ ხალხს მიჰყიდო პრიზის მოგების შანსი. რამდენადაც უფრო ღირებულია პრიზი, იმდენად მეტია მსურველი ამ შანსის შეძენისა.

მაგალითი: მარია ჩუქნის კაბას საბიბლიოთეკო ლატარიის გათამაშებას. ბიბლიოთეკის კომიტეტი დგამს მაგიდას მაღაზიასთან და ყიდის ლატარიის ბილეთებს (ქაღალდის პატარა ფურცლებს, რომელზედაც მყიდველები წერენ თავიანთ სახელსა და მისამართს). ამ ბილეთებს შემდეგ ათავსებენ დახურულ ყუთში ან ჩანთაში დღის ბოლომდე, სანამ არ გაირკვევა გამარჯვებულის ვინაობა.

აუქციონები - სთხოვეთ თემის მცხოვრებლებს, გაჩუქონ ნივთი ან დაგეხმარონ რაიმეთი (მაგ., სახურავის შეკეთება). შემდეგ დაიწყეთ ამ შემოწირულობათა „აუქციონირება“. თუ ვინმეს სურს, რომ რომელიმე ნივთის მფლობელი გახდეს, მასში სხვაზე მეტი თანხა უნდა გადაიხადოს.

ცეკვები ან წვეულებები - მოიწვიეთ მუსიკოსები ან კარგი მუსიკალური კოლექციის მფლობელი დიჯეი უფასო მუსიკალური გაფორმებისათვის და/ან საკვები პროდუქტებისა და სასმელების შემომწირველი. შეგიძლიათ დააწესოთ მცირე თანხა წვეულებაში მონაწილეობის მისაღებად, ასევე საკვებისა და სასმელებისთვის.

სასკოლო ნივთების გაყიდვა - ბიბლიოთეკები ხშირად ყიდიან იმ სასკოლო ნივთებს, რომლებიც მათ არ სჭირდებათ. პირველი მოხმარების საგნების საყიდლად კი ფულია საჭირო. თუ თქვენს თემში ვინმე უკვე ვაჭრობს სასკოლო ნივთებით, თქვენც მოიფიქრეთ რამე და ნამცხვრები და სასმელები გაყიდეთ. აშშ-ში ბავშვები, ჩვეულებრივ, ყიდიან ტკბილეულს სასკოლო ექსკურსიებისთვის ფულის შესაგროვებლად.

საეკლესიო კოლექციები - თუ თქვენი ეკლესია ან სხვა სახის რელიგიური ინსტიტუტი კონგრეგაციისგან რეგულარულად იღებს კოლექციას, თქვენც შეგიძლიათ სთხოვოთ მათ და მეორე კოლექცია ბიბლიოთეკისთვის შეაკვეთინოთ.

თხოვნები - სთხოვეთ ხალხს, რომ აჩუქონ რამე ბიბლიოთეკას. შემოწირულობა მაინცდამაინც ფულთან დაკავშირებული როდია! ბევრგან ნატურით უფრო მარტივია დონაცია, მით უმეტეს, მოსავლის აღების დროს. ადგილობრივებს ასევე შეუძლიათ თავიანთი ნახელავისა და იმ პროდუქტების შემოწირვა, რომლებსაც ბაზარზე ყიდიან. საბიბლიოთეკო კომიტეტს შეუძლია, რომ ეს ნაჩუქარი ნივთები გაყიდოს, აუქციონზე გაიტანოს ან ლატარია გაათამაშოს ფულის მოსაგებად. შეიძლება შემოსული თანხით ბიბლიოთეკარი აიყვანონ (იხილეთ ქვემოთ „ახალი ბიბლიოთეკარის მიღება“). თემის ზოგიერთი წევრი, რომელიც მუშაობს ან სწავლობს თემის გარეთ, უკან მხოლოდ დღესასწაულების ანდა ფესტივალების დროს ჩამოდის. ამ პერიოდში უნდა ისარგებლოთ შემთხვევით და სთხოვოთ, მიიღონ მონაწილეობა დონაციაში ანდა ფანდრეიზინგის წვეულებაში.

გრანტები - ზოგი არასამთავრობო და/ან სამთავრობო ორგანიზაციაც გამოგიყოფთ ფულს ბიბლიოთეკისათვის, რასაც გრანტს ვეძახით. ჩვეულებრივ, ყველა დონორ ორგანიზაციას აქვს სპეციალური ფორმები გაიდლაინებისა და აპლიკაციებისათვის. თუმცა, უკეთესია, პატარა წერილით შეეხმიანოთ მათ და/ან თავად ეწვიოთ სამსახურში, აუხსნათ თქვენი გეგმები და სააპლიკაციო ფორმაც წამოიღოთ. ზოგიერთი საგრანტო ორგანიზაცია ქვემოთაც არის მითითებული, „რესურსების გზამკვლევში.“ თუ თემში ამერიკის სამშვიდობო კორპუსის ვოლონტიერი ანდა სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაკი გყავთ, მაშინ გრანტის მოპოვებაში ისიც შეიძლება დაგეხმაროთ. ვინაიდან გრანტის მოსაპოვებელი პროცესი ძალიან გრძელდებადი და ხანგრძლივია, ამიტომ სცადეთ და, სანამ ყველა საჭირო ფორმას შეავსებდეთ, დაუკავშირდით დონორი ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენელს, რათა წინასწარ გაიგოთ, თქვენი პროექტი უპასუხებს თუ არა მათს მოთხოვნებს (რამდენად კომპეტენტურია პროექტი და შეესაბამება თუ არა)., ანუ მოეთათბირეთ პერსონალურად ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს. თუ შესაძლებელი იქნება, ასევე გაესაუბრეთ მათაც, ვინც უკვე მიიღო გრანტი ამ დონორისგან.

ბიბლიოთეკის დაწყვილება - არსებობს ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებიც მოგიძებნიან პარტნიორ ბიბლიოთეკას სხვა ქვეყანაში. ამ უკანასკნელმა შეიძლება თქვენი დახმარება მოინდომოს და წიგნები და/ან ფული გამოგიგზავნოთ. (იხილე რესურსების გზამკვლევი)

ბიბლიოთეკის ეზო: თუ სოფლად ცხოვრობთ, კომიტეტის ან თემის წევრმა შეიძლება მიწის ნაკვეთიც გამოგიყოთ, რომ ბიბლიოთეკისათვის მოსავალი მოიყვანოთ. ეს დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა შემოსავლის პოტენციურად მზარდი წყარო იქნება. მიწაზე მომუშავეთა მოძებნაც გაგიჭირდებათ. საბიბლიოთეკო კომიტეტმა აქ შეიძლება მოხალისის როლიც ითამაშოს. თესვისა და მოსავლის აღების დროს მთელი კომიტეტი ერთად უნდა იდგეს. თუ ბევრი სამუშაო არ იქნა, შეგიძლიათ პასუხისმგებლობები გადაინაწილოთ და იმორიგეოთ. ქალაქ ადგილებშიც შეეცადეთ, რომ საამისოდ პატარა ეზოები გამოიყენოთ. შეგიძლიათ წიწაკის, პომიდორის ან მწვანილის მოყვანა ქოთნებში სახურავებზე, პარმაღებსა და აივნებზე.

სპორტული ივენთები - სთხოვეთ მოთამაშეებს ან გუნდებს, ჩაატარონ მატჩი თქვენთვის. მოიწვიეთ ხალხი, რომელიც ამ მატჩს დაესწრება და სანახაობაში მცირე საფასურსაც გადაიხდის.

წარმოდგენები - ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ მოაწყოთ თოჯინების სპექტაკლი, წიგნის კითხვის საღამო, კონცერტი, ადგილობრივ ავტორთან შეხვედრა. დაავალეთ ხალხს, რომ დაესწრონ ამ ღონისძიებებს. შეგიძლიათ ბიბლიოთეკა დაუთმოთ რომელიმე მუსიკალურ ჯგუფს კონცერტის ან რაიმე ივენთის გასამართავად.

ფილმები - თუ თქვენი ბიბლიოთეკა იშოვის (შეიძენს) ვიდეოჩამწერს ან ფილმის პროექტორს, შეგიძლიათ ფილმების ჩვენებაც. დაადეთ ბილეთებს ფასი და გაყიდეთ სასმელები და მსუბუქი საჭმელი.

წიგნების გაყიდვა - გაყიდეთ ის წიგნები, რომლებსაც ბიბლიოთეკა დიდი ხანია აღარ იყენებს. (ქვემოთ იხილეთ „გამოხშირვა“ (ჩამოწერა).

თმის შეჭრა - სთხოვეთ ადგილობრივ პარიკმახერს, რომ გაჩუქოთ რამდენიმე საათი და ბიბლიოთეკაში მოაწყონ სტილისტის დღე. ეს ნამდვილად სასაცილოა და ძალიან წაახალისებს აქ მოსასვლელად იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე ბიბლიოთეკაში არასოდეს ყოფილან.

გადასახადები/ჯარიმები - ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ზოგიერთი ბიბლიოთეკა აწესებს წლიურ საწევრო გადასახადს და/ან ჯარიმას, როდესაც წიგნებს დროზე არ აბრუნებენ (ქვემოთ იხილეთ „ცირკულაცია“). ეს, ერთი მხრივ, ფულის მომტანია ბიბლიოთეკისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, ხალხი თავს იკავებს მისით სარგებლობაზე. ეს არის კომიტეტის მხრიდან დეტალურად განსახილველი და გადასაწყვეტი საკითხი.

კომიტეტი, ზემოხსენებული სიისა და ასევე თქვენი კრეატიულობის გათვალისწინებით, შეადგენს ბიბლიოთეკის მიერ დაგეგმილი ფანდრეიზინგის ივენთების ნუსხას. თითოეული მათგანისათვის გათვალეთ, რა რაოდენობის თანხის შემოსვლას ელოდებით. გახსოვდეთ, რომ ფული შეიძლება დაგჭირდეთ აგრეთვე ივენთებისთვის საჭირო მოწყობილობების შესაძენად და იმ ადამიანების გასასტუმრებლად, რომლებიც ფონდების მოძიებაში (დაფინანსების მოძიებაში) გეხმარებიან. ფრთხილად იყავით, დანახარჯი ამონაგებზე მეტი არ უნდა გამოგივიდეთ. სინამდვილეში, თავიდან ვერანაირად მიხვდებით, რამდენს დახარჯავთ და რამდენს მოიგებთ ამ წვეულებებისგან, სანამ ამის გამოცდილება არ გექნებათ. ზოგჯერ შეიძლება მათი მოწყობა არც ღირდეს.

ახლა, როცა ხელში გიჭირავთ დანახარჯებისა და ფანდრეიზინგის სიები, იფიქრეთ იმაზე, როგორ შეუსაბამოთ ისინი ერთმანეთს. მიიღებთ კი აქედან იმდენ ფულს, რომ ხარჯები გადაფაროთ? და თუ ასე არ მოხდა, შეგიძლიათ ხარჯების შემცირების სამაგიეროდ დაფინანსება გაზარდოთ? თუკი, სინამდვილეში, ხელთ არა გაქვთ ყველაფრისათვის საკმარისი თანხა, კომიტეტი გადაწყვეტს, რომელია მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბიბლიოთეკები ძალიან ხშირად, პირველ რიგში, ახალ წიგნებზე დანახარჯებს ამცირებენ. სანამ ამას გააკეთებდეთ, კარგად დაფიქრდით, ახალი წიგნები ხომ მკითხველის მოსაზიდად ყველაზე კარგი საშუალებაა. მათ გარეშე თემის მხარდაჭერას დაკარგავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფანდრეიზინგსა და დონაციებში აღარ მოგეხმარებიან. რაც უფრო მეტი საინტერესო წიგნი იქნება ბიბლიოთეკაში, იმდენად მეტი იქნება თემის მხრიდან მისი შენარჩუნების სურვილი. (იხილეთ „თემის ჩართულობა“ ქვემოთ).

სამუშაო გეგმა:

1. მოიწვიეთ, რაც შეიძლება, მეტი მოხალისე ფანდრეიზინგის აქციებში დასახმარებლად;

2. თვითონ დაგეგმეთ ფანდრეიზინგის ივენთები ან ისარგებლეთ ზემომოყვანილი სიით;

3. დაისახეთ მიზნები ყოველი ივენთისათვის (რა თანხა გინდათ, რომ მოაგროვოთ და რატომ);

4. მოახსენეთ თემს, რამდენი მოაგროვეთ და როგორ და რაში დახარჯეთ.

3.9 ბუღალტერია

▲ზევით დაბრუნება


გადასაწყვეტი საკითხი: როგორ უნდა ადევნოს თვალყური კომიტეტმა საბიბლიოთეკო ფინანსებს?

ბიბლიოთეკარმა და კომიტეტმა ერთად უნდა დაიცვან და განკარგონ ბიბლიოთეკის მიერ შეგროვილი თანხა. მათვე მოეთხოვებათ ყოველგვარი საბიუჯეტო ცვლილების აღრიცხვა სპეციალურ დავთარში. ისინი მოვალენი და პასუხისმგებელნი არიან აგრეთვე თანხის შემომწირველი თემის წევრებისა და დონორი ორგანიზაციების წინაშე. ისიც ბუნებრივია, რომ მათ თავიანთი შემოწირულობის ბედი აინტერესებდეთ.

პირველი ამოცანა, რაც თქვენ წინაშე დგას, არის ბიბლიოთეკის მიერ მოპოვებული ფინანსების შენახვისა და დაცვის საკითხი. ამ შემთხვევაში კი საუკეთესო საშუალებად საბანკო ანდა საფოსტო ანგარიშის გახსნა მიგვაჩნია. არსებობს ორი სახის ანგარიში:

მიმდინარე ან სადეპოზიტო ანგარიშები - როცა ამ სახის ანგარიშს გახსნით, ქვითრების ბლანკებს მოგცემენ, რომლითაც საქონლის შეძენას შეძლებთ. ბანკი აგიხსნით მათი შევსების წესს. თქვენ თვალყური უნდა ადევნოთ იმას, თუ რამდენი გაქვთ ანგარიშზე, რათა ჩეკში იმაზე მეტი თანხა არ მიუთითოთ, ვიდრე ეს სინამდვილეშია დაფიქსირებული. თუ ასე არ მოიქცევით, ბანკი ჩეკს არ გაგინაღდებთ და ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. სადეპოზიტო ჩეკები ძალიან მოსახერხებელია, რადგან თქვენ არ გიწევთ წასვლა ბანკში პერსონალურად ფულის მისაღებად და შეგიძლიათ ჩეკები ფოსტით გაგზავნოთ (თუმცა არასოდეს გაგზავნოთ ნაღდი ფული იმეილით). ბანკი, მიუხედავად ამისა, მცირე გადასახადს მაინც წაიღებს თითოეულ ჩეკზე, თუმცა პროცენტს არ იხდით (იხილეთ ქვემოთ). ზოგიერთ სოფელ ადგილას კი ხალხს არ სურს ჩეკების განაღდება.

შემნახველი ანგარიშები - ზოგიერთი ბანკი, ასეთი ანგარიშის გახსნისასთანავე, იწყებს საბანკო წიგნაკის წარმოებას, სადაც მითითებულია, თუ რამდენია თქვენი თანხა ანგარიშზე. სხვა ბანკები კი მოითხოვენ, რომ ბანკში ვიზიტისას ეს წიგნაკები თან გქონდეთ. საჭირო ფული, დაჭირვებისთანავე, მომენტალურად მოგეხსნებათ შემნახველი ანგარიშიდან. ასევე ბანკების გარკვეული ნაწილი ყოველთვიურად ურიცხავს მცირე რაოდენობის თანხას შემნახველი ანგარიშის მფლობელებს. ამას პროცენტი ჰქვია და ეს არის მათი უპირატესობაც. სატარებლად ნაღდი ფული უფრო საფრთხილოა, ვიდრე ჩეკები.

ბანკის ანგარიშის გასახსნელად უნდა შეარჩიოთ ისეთი ავტორიტეტული პიროვნება, რომელსაც შეეძლება ფულის გამოტანა ბიბლიოთეკის სახელით (ვინც იცის ანგარიშის ნომერი, ის შეიტანს ფულს). საზოგადოდ, ასეთ პიროვნებად ხაზინადარს და/ან თავმჯდომარეს მიიჩნევენ. უსაფრთხოების დაცვა კი ორივე პირისთვის აუცილებელი მოთხოვნა იქნება, თუმცა ეს არცთუ ისე ადვილი შესასრულებელია, განსაკუთრებით, შემნახველი ანგარიშებისათვის.

ანგარიშის გასახსნელად პერსონამ, ვისაც ეს დაევალება, ბანკში უნდა წარადგინოს ფული და საიდენტიფიკაციო საბუთები. ხშირად ითხოვენ პასპორტს ანდა სხვა დოკუმენტს, რომელსაც თანდართული ექნება ფოტო. ბანკის თანამშრომლები დაეხმარებიან მას საჭირო ფორმების შევსებაში. საიდენტიფიკაციო საბუთები ფულის გატანის დროსაც თან უნდა გქონდეთ (მაღაზიებშიც, ჩეკების განაღდებამდე, შეიძლება ეს საბუთები მოგთხოვონ). ზოგიერთ ქვეყანაში ანგარიში შეიძლება უფრო იოლად საფოსტო ოფისშივე გაგიფორმონ.

თუ თქვენ პოლიტიკურად ანდა სხვა მიზეზებით არასტაბილურ ქვეყანაში ცხოვრობთ, სასურველი არ არის თანხის ბანკში შეტანა, ამისათვის სხვა საშუალება უნდა მონახოთ. უნდა აიღოთ მაგარი ყუთი კარგი საკეტით, რაც ქურდებს ხალისს დაუკარგავს. ფულის თვალისათვის შეუმჩნეველ ადგილზე დამალვას ეს ხერხი ნამდვილად ჯობია.. თუ თემში სადმე, კერძოდ, მაღაზიაში, ეკლესიაში ანდა არასამთავრობოში სეიფი აქვთ, ისინიც შეიძლება დაგეხმარონ ამ საქმეში. საზოგადოდ, უმჯობესია ცოტამ იცოდეს ფულის ადგილსამყოფელის შესახებ, ეს გაქურდვის შანსებს რამდენადმე შეამცირებს.

ოღონდაც, თუ თქვენ ბანკში ანგარიში არ გექნებათ გახსნილი, გაძნელდება ფულის მიღება საზღვარგარეთული ორგანიზაციებიდან ანდა ფონდებიდან. ამ ორგანიზაციებს ფულის ბანკით გაგზავნა ურჩევნიათ, თუმცა შეუძლიათ ფოსტა ანდა, სულაც, მესამე მხარე - ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოიყენონ თავდებად. მეორეც, ბანკში ანგარიშის უქონლობისას ფოსტით ვერც წიგნებს შეუკვეთავთ. თქვენ ყოველთვის, ყოველი საფოსტო გზავნილისას (იქნება ეს საბანკო ჩეკი, ფულადი მოთხოვნა თუ ამის მსგავსი გარანტირებული გადახდის სხვა ფორმა), მოგიწევთ მათი შეძენა (დაიმახსოვრეთ, არასოდეს გაგზავნოთ ფოსტით ნაღდი ფული). თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ აგრეთვე იუნესკოს ან ბრიტანეთის საკონსულოს წიგნის კუპონებით, რათა უცხოელ გამომცემლებს შეუკვეთოთ წიგნები. (ამ პროგრამების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ „რესურსების გზამკვლევი“).

როდესაც უკვე საბიბლიოთეკო-საფინანსო ფონდების შესანახი ადგილი გამოინახება, შემდეგ უკვე დადგება საკითხი მათი დამცველი სისტემის დაყენებაზე. დეტალური და სისტემატური ჩანაწერები ფინანსების შესახებ საშუალებას მოგცემთ თემს დროდადრო გააცნოთ თქვენი ანგარიში საბიბლიოთეკო ბიუჯეტის თაობაზე და ასევე დაგეგმოთ იგი მომდევნო წლისთვისაც, აჩვენოთ თქვენს შემომწირველებს, თუ როგორ ან რაზე დაიხარჯა მათი ფული, რა სახის მოწყობილობას ან ავეჯს და, მით უმეტეს, რა ფულად სახსრებს ფლობს ბიბლიოთეკა. ამ ფონდების მეთვალყურეობის უმარტივესი გზა საბიბლიოთეკო დეპოზიტებისა და შესყიდვების სისტემატურ ჩაწერაში (აღრიცხვაში) მდგომარეობს. ყოველი შენატანის შემდეგ ჩაწერეთ, რამდენს შეადგენს მთლიანი ანგარიში. ამას ბალანსის ფურცელი ჰქვია. შეგიძლიათ სპეციალური რვეულები, ანუ დავთრები შეიძინოთ, სადაც ამ ინფორმაციას შეიტანთ (დავთრების გარდა, თქვენი საკუთარი რვეულიც შეგიძლიათ, რომ აწარმოოთ) ნიმუშისათვის მოგვყავს ერთი პატარა ბიბლიოთეკის იანვრის თვის შემოსავალ-გასავლის ცხრილი:

0x01 graphic

საბალანსო ფურცელთან ერთად უნდა შეინახოთ აგრეთვე ქვითრებიც, რათა შემდეგში შეამოწმოთ თქვენი შენაძენი და მასში დახარჯული თანხის რაოდენობის სისწორე. თუ საჭირო გახდა, კომიტეტი გადაამოწმებს ქვითარს იმ პერსონასთან, ვინც იგი გამოწერა. ბევრი მაღაზია ავტომატურად აწვდის დაბეჭდილ ქვითარს. თუ არ გაძლევენ, მაშინ მოითხოვეთ ის. თქვენს თემთან ეს ქვითრები არ დაგჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში შესანიშნავია მარტივი ხელწერილი. მაგ.:

0x01 graphic

ხშირად ბიბლიოთეკარია პასუხისმგებელი ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავლის ჩანაწერზე, ხოლო ხაზინადარი ამოწმებს ჩეკების ნამდვილობას და აწარმოებს ბანკში თანხის შეტანა-გამოტანას. ასე რომ, ორი პასუხისმგებელი პირის აყვანა საგრძნობლად აიოლებს საქმეს. თუ რატომ, ამას შემდეგი ნიმუშები გვაჩვენებს:

ნიმუში N1: ბიბლიოთეკა აწყობს ფინანსების მოსაძიებელ ივენთს. ხაზინადარი აგროვებს შემოწირულ თანხას და მიაქვს ბანკში. შემდეგ ეს მონაცემები შეაქვს სპეციალურ ჟურნალში. მის გარდა არავინ იცის, რამდენი ფული შეგროვდა. თუ ვინმე სხვაც ჩაერევა დონაციების აღრიცხვაში, მაშინ ყველას ეცოდინება შენატანისა და დანაზოგის შესახებ.

ნიმუში N2: ზოგჯერ ბიბლიოთეკარი საბანკო ანგარიშიდან 50 დოლარს იღებს და დავთარში მხოლოდ 30 დოლარს უთითებს. შემდეგ ბიბლიოთეკის მოწყობილობებისათვის ამ 30 დოლარს ხარჯავს და სხვა ახალ აპარატურაზე კიდევ 20 დოლარს. თუ ბიბლიოთეკარის გარდა არავის ეცოდინება არსებული საბანკო ანგარიშისა და ჩანაწერთა წიგნის შესახებ, მას ვერავინ წაასწრებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აქ ხაზინადარიც ჩართულია, ბიბლიოთეკარი უკვე მის წინაშეც იქნება პასუხისმგებელი.

ეს ზემომოყვანილი მაგალითები ისე კი არავინ გაიგოთ, თითქოს ბიბლიოთეკარი ანდა კომიტეტის რომელიმე წევრი უპატიოსნო და ქურდია. უბრალოდ, გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ როდესაც საბანკო შენატანსა და დავთრებზე პასუხისმგებელი მხოლოდ ერთი პიროვნებაა, ვერასოდეს მიხვდები საქმის ნამდვილ ვითარებას, ვინ არის პატიოსანი და ვინ - არა. თანაც თქვენ ხომ გინდათ, რომ თემს და დონორებს აჩვენოთ, როგორ დახარჯეთ ბიბლიოთეკის ფული. ამიტომაც თქვენსავე ინტერესებში უნდა შედიოდეს ბანკში შენატანებსა და დავთრის ჩანაწერებზე ორი პასუხისმგებელი ორი პირის აყვანა.

სამუშაო გეგმა:

1. გახსენით საბანკო ან საფოსტო ანგარიში;

2. აწარმოეთ ჩანაწერები ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავალზე;

3. შეინახეთ შენაძენის ქვითრები;

4. მკაფიოდ გამიჯნეთ ერთმანეთისგან ხაზინადრისა და ბიბლიოთეკარის პასუხისმგებლობები.

3.10 წიგნების შეძენა

▲ზევით დაბრუნება


გადასაწყვეტი საკითხი: სად შევიძინოთ წიგნები?

ფინანსების მოძიების შემდეგ, ბუნებრივია, დღის წესრიგში დგება წიგნების შეძენის საკითხი. საამისოდ რამდენიმე გზა არსებობს. მათ შორის, ყველაზე მარტივი უახლოეს წიგნის მაღაზიაში სტუმრობაა. იქ წიგნებსაც უფრო ახლოს გაეცნობით და მაღაზიასაც ბიბლიოთეკისთვის ფასდაკლებაზე უფრო ადვილად მოელაპარაკებით. ეს თქვენს ადგილობრივ წიგნის გამყიდველსაც აწყობს. ბევრ ქვეყანაში ეწყობა წიგნის ბაზრობები, სადაც წიგნით მოვაჭრეთა და გამომცემელთა დიდი არჩევანია. იქ თქვენ ადვილად მიაგნებთ სასურველ წიგნებს. ზოგჯერ შეიძლება საგამოფენოდ გამოტანილი წიგნებიც კი ჩაიგდოთ ხელთ, თანაც კარგ ფასად, განსაკუთრებით, ბაზრობის ბოლო დღეს.

თუ უდროობას ან უფულობას უჩივით, საჭირო მასალები შეგიძლიათ პირდაპირ გამომცემელს შეუკვეთოთ. გახსოვდეთ, რომ არსებობს, ერთი მხრივ, კომერციული საგამომცემლო სახლები და, მეორე მხრივ, არასამთავრობო და სამთავრობო სააგენტოები, რომლებსაც აგრეთვე შეუძლიათ თქვენი მომარაგება მეტად სასარგებლო ლიტერატურით. ზოგიერთი გამომცემელი გადახდის ინსტრუქციასთან ერთად თავისი წიგნების უფასო კატალოგსა და შეკვეთის ფორმასაც მოგაწვდით (იხილეთ შუალედური ტექნოლოგიები „რესურსების გზამკვლევში“). რესურსებში მითითებული საგამომცემლო ქსელების სია გამოგადგებათ აგრეთვე გამომცემელთა ადგილსამყოფლის დადგენაში. თქვენს ქვეყანაში შეგიძლიათ პირდაპირ ჩეკით გადაიხადოთ ან დრაფტით (საბანკო ანგარიშების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ზემოთ ბუღალტერიის თავში). საერთაშორისო შეკვეთებისათვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ საერთაშორისო ფულადი შეკვეთა ანდა საბანკო დრაფტი, თუ თქვენი ქვეყნის საბანკო მომსახურება ამის შეასძლებლობას იძლევა. თუ არადა, იუნესკოსა და ბრიტანეთის საკონსულოს გააჩნიათ კუპონები, რომლითაც შეიძენთ წიგნებს ევროპისა და აშშ-ის ქვეყნებში. (მეტი ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ იხილეთ რესურსებში)

ზოგ ქვეყანაში არიან აგრეთვე წიგნებით ბითუმად მოვაჭრენი ან/და შესყიდვების აგენტები. აღნიშნული კომპანიები ეხმარებიან სკოლებსა და ბიბლიოთეკებს წიგნების შეძენაში და თანხას ურიცხავენ წიგნით მოვაჭრეებს. მათ ბევრ გამომცემელზე მიუწვდებათ ხელი, ასევე ვალუტისა და ტვირთის საკითხების მოგვარებაც ხელეწიფებათ. რეზულტატში საქმე გვაქვს უკეთეს სელექცირებასა და ნაკლებ საბუთწარმოებასთან. შესყიდვების აგენტებს შეუძლიათ იაფად მოგამარაგონ საკატალოგე ბარათებითაც, რომლებიც შეკვეთილი წიგნებისათვის დაგჭირდებათ. (იხილეთ ქვემოთ „საორგანიზაციო მასალები“) თქვენ მხოლოდ ის უნდა გადაწყვიტოთ, გიღირთ თუ არა დროდ და მცდელობად შესყიდვების აგენტის დაქირავება იმ თანხის სანაცვლოდ, ეს უკანასკნელნი წიგნებში რომ იხდიან.

წიგნების შერჩევა ფოსტით შეკვეთის დროს უფრო ძნელია. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ გამომცემლები კატალოგებს კომერციული მიზნით ქმნიან და მათში მოცემული წიგნების აღწერილობა ბევრად უფრო ბუნდოვანია, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ახალი წიგნების კრიტიკული მიმოხილვა კი გაცილებით ინფორმატიულია, ვიდრე სხვა რომელიმე წყარო. მათი ავტორები დამოუკიდებელი რეპორტიორებია, რომლებიც წიგნების მიუკერძოებელ შეფასებას გვაწვდიან. მათს მიმოხილვებს წააწყდებით აგრეთვე სხვა ბიბლიოთეკების, საბიბლიოთეკო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაზეთებში, ჟურნალებსა და საინფორმაციო ბიულეტენებშიც. ბიბლიოგრაფია (მათი ერთი ნიმუში ამ წიგნის უკანა მხარესაც არის განთავსებული) გულისხმობს რაიმე საგნის შესახებ არსებული ლიტერატურის სიას. არსებობს ბიბლიოგრაფიის რამდენიმე ტიპი - ზოგი შეიცავს მხოლოდ აღწერილობას (ამას ანოტირებული ბიბლიოგრაფია ჰქვია), ზოგი კი მხოლოდ სათაურის, ავტორისა და გამოცემის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ყურადღებით დააკვირდით ბიბლიოგრაფიაში შესულ წიგნთა გამოცემის თარიღებს, რათა ხელთ არ შეგრჩეთ ხმარებიდან ამოღებული, ვადაგასული ან მოძველებული მასალები. ზოგჯერ წიგნებს ან სტატიებს დამატებითი საკითხავების სიაც ახლავს, ჩვეულებრივ, ეს იმ წიგნების სიაა, რომელსაც ავტორი გვთავაზობს წასაკითხად.

როცა წიგნებს შეუკვეთავთ ფოსტით ან შესყიდვების აგენტის საშუალებით, გააკეთეთ ჩანაწერი იმის შესახებ თუ რა, როდის და რა ფასად შეუკვეთეთ. როცა წიგნებს მიიღებთ, შეუდარეთ ამ ჩანაწერს, თუ რამდენად შეესაბამება ისინი ერთმანეთს, (ზუსტად ემთხვევა თუ არა ერთმანეთს). მაშინვე აცნობეთ მომწოდებელს შეკვეთის პრობლემების თაობაზე და დაუბრუნეთ უკან დაზიანებული წიგნები. როგორც ზემოთ ვთქვით, შეინახეთ წიგნის გამყიდველთა, გამომცემლებისა და/ან შესყიდვების აგენტთა ყველა ქვითარი თუ ხელწერილი თქვენი სადავთრე ჩანაწერებისათვის (იხილეთ ქვემოთ „წიგნების შენახვა“)

სამუშაო გეგმა:

1. ეწვიეთ ადგილობრივ წიგნის გამყიდველებსა და წიგნის ბაზრობებს;

2. კატალოგებისთვის მისწერეთ გამომცემლებს;

3. შეკვეთების გაფორმებაში დაიხმარეთ შესყიდვების აგენტები;

4. წაიკითხეთ წიგნის მიმოხილვები გაზეთებში, ჟურნალებსა და საინფორმაციო ბიულეტენებში;

5. გადაათვალიერეთ თქვენი წიგნების ბიბლიოგრაფიები;

6. აწარმოეთ თქვენი შეკვეთებისა და შესყიდვების ჟურნალი.

3.11 ბიბლიოთეკართა მოწვევა, დასაქმება

▲ზევით დაბრუნება


გადასაწყვეტი საკითხი: ვინ შეიძლება მოვიწვიოთ ბიბლიოთეკაში?

ბიბლიოთეკარის ძებნას სანამ შეუდგებოდეთ, ჯერ ის გაარკვიეთ, რამდენს გადაუხდით ამ პოზიციაზე ანდა რა კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები უნდა გააჩნდეს მას საამისოდ. ახლა, როცა უკვე საკუთარი ბიუჯეტი გაქვთ, შეგიძლიათ თქვენი სალაროს გათვალისწინებით, წინასწარ გათვალოთ რამდენის გადახდა შეგიძლიათ ბიბლიოთეკარისთვის. ზოგიერთ ქვეყანაში განათლების სამინისტრო ანდა ეროვნული ბიბლიოთეკა სრულად ან ნაწილობრივ უხდის ბიბლიოთეკარს ხელფასს. თუ თქვენს ქვეყანაში ასე არ ხდება და ბიბლიოთეკარისთვის მისაცემი ხელფასი თქვენს ბიუჯეტს არ შეესაბამება, ნუ შეშინდებით, რადგან არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი. ბევრ სათემო ბიბლიოთეკაში ხომ მოხალისეებს ამუშავებენ! იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ბიბლიოთეკარს ხელფასს ვერ გადაუხდით, საამისოდ სხვა გზის ძიება მოგიწევთ. ზოგან ბიბლიოთეკარებს დღის განმავლობაში გაწეული სამსახურისათვის ლანჩებითა და სადილებით უმასპინძლდებიან, ზოგან რეგულარულად ეხმარებიან მათ საბიბლიოთეკო საქმეებში ანდა გასამრჯელოდ წლიური მოსავლის ან წარმოებული პროდუქტის ნაწილს აძლევენ. ბიბლიოთეკართა წასახალისებლად ფესტივალის მოწყობა და მათთვის სპეციალური სერტიფიკატების გადაცემაც არ იქნება ცუდი იდეა.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, უნდა ეცადოთ სწორი კვალიფიკაციის ადამიანი შეარჩიოთ. ბიბლიოთეკარი არის უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომელიც დიდ როლს თამაშობს თემისა და ბიბლიოთეკის ურთიერთობაში და საბიბლიოთეკო პროექტის წარმატებაც დიდწილად მასზეა დამოკიდებული. მაშასადამე, ბიბლიოთეკარის სიკარგე მომხმარებელთან მუშაობით განისაზღვრება. კარგი ბიბლიოთეკარი ისაა, ვინც მეასედ დასმულ კითხვასაც თავაზიანად და მოთმინებით პასუხობს და ენთუზიაზმით მუხტავს მკითხველებს. მას (განურჩევლად სქესისა) უნდა ახარებდეს თემის ხალხის მსახურება და გვერდში დგომა. მასვე უნდა გააჩნდეს მოვლენების მკაფიოდ ახსნისა და ანალიზის უნარი.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ბიბლიოთეკარის სამუშაო დროის ხანგრძლივობა. ბუნებრივია, ბიბლიოთეკის დიდი დროით გახსნას ვერ მოახერხებს ის, ვინც სულ შრომაშია ან საკუთარ მიწაზე მუშაობს. ხოლო თუ ბიბლიოთეკა ვინმეს სახლში ან მაღაზიაშია გახსნილი და პატრონიც უმეტესად სახლში ტრიალებს, აქ საქმე გაცილებით უკეთესადაა და ბიბლიოთეკაც დიდხანს არის ღია. და მაინც იქ, სადაც თემი მთელი დღე მუშაობაშია გართული, ბიბლიოთეკის მუშაობა საღამოს საათებში და/ან დასვენების დღეებში უფრო უპრიანი და მნიშვნელოვანია. სკოლასა თუ სხვა სამსახურში საქმის მოთავების შემდეგ მოხალისე ბიბლიოთეკაში უფრო უკეთ იმუშავებს.

მოთმინების, თავაზიანობისა და მოცალეობის გარდა, ბიბლიოთეკარს სხვა აუცილებელი თვისებებიც უნდა ახასიათებდეს. იგი უნდა იყოს კარგად ორგანიზებული და ყურადღებას უნდა აქცევდეს ყველა უმნიშვნელო დეტალს. მას მოეთხოვება საბაზისო მათემატიკის ცოდნა და პასუხისმგებლობა ბიბლიოთეკის ფულზე. სასურველია აგრეთვე (თუმცა არა აუცილებელი) დაწყებით კლასებში სწავლების ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებაც. კარგი იქნება, თუ ბიბლიოთეკარად თემის პატივსაცემ და თავდაჯერებულ ადამიანს ავირჩევთ, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა თემი კრიტიკულად ან ეჭვის თვალით უყურებს თავის თანამოძმეებს.

ბიბლიოთეკარის მოძიებამდე შეადგინეთ „სამუშაოს აღწერილობა“, სადაც დეტალურად იქნება ჩამოწერილი მისი უფლება-მოვალეობანი და მისდამი წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ხალხი ამ მონაცემებს რომ გაეცნობა, ადვილად გადაწყვეტს, ღირს თუ არა ამ პოზიციაზე მუშაობის დაწყება. გარდა ამისა, საბიბლიოთეკო კომიტეტისთვისაც გაიოლდება საუკეთესო უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატის შერჩევა. აი, „სამუშაოს აღწერილობის“ ნიმუში:

იიქფას თემის (ტოგო) ბიბლიოთეკარი ანგარიშვალდებულია ბიბლიოთეკის კომიტეტის წინაშე და მის მოვალეობას ბიბლიოთეკის ყოველდღიური მართვა შეადგენს. მას (განურჩევლად სქესისა) ევალება: ბიბლიოთეკის დროულად (თავის დროზე) გაღება და დაკეტვა, საბიბლიოთეკო წესების ინტერპრეტირება და პრაქტიკაში მათი განმტკიცება, წიგნის მოძიებაში მკითხველისთვის დახმარების გაწევა, წიგნების თანმიმდევრულად და გასაგებად გაწყობა, ინვენტარის მიღება, ახალი წიგნების შეძენა, ძველი ან დაზიანებული წიგნების რესტავრაცია, დაგვიანებული და/ან დაკარგული წიგნების მოძებნა, კომიტეტის დახმარება დაფინანსების მოკვლევასა და მიმდინარე სათემო პროგრამების მხარდაჭერის საკითხებში.

საჭირო უნარ-ჩვევები: ბიბლიოთეკარი უნდა იყოს მომთმენი და სალმიანი, წიგნიერი, კარგად ორგანიზებული, მოტივირებული და კაცთმოყვარე.

„სამუშაოს აღწერილობის“ შედგენას როგორც კი მორჩებით, შეუდექით ბიბლიოთეკარის ძებნა-ძიებას. სარეკლამოდ, საკუთარი ენის გარდა, ადგილობრივი სკოლები, მაღაზიები და გაზეთებიც გამოიყენეთ. თუ ხელფასის ახლავე გადახდას შეჰპირდებით, მერწმუნეთ, უამრავი აპლიკანტი გეყოლებათ. და თუ მოხალისე დაგჭირდებათ, ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე პერსპექტიულ წინადადებას:

მასწავლებლები - სასკოლო ბიბლიოთეკის გახსნაში მასწავლებლებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გაითვალისწინეთ, რომ მათ ისედაც გადატვირთული გრაფიკი აქვთ და ბიბლიოთეკაში დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესასრულებლად თავისუფალი დრო უხვად დასჭირდებათ. ამიტომ დაელაპარაკეთ სკოლის დირექტორს და გააფრთხილეთ, რომ მათ სხვა პსუხისმგებლობები აღარ დააკისროს.

ასაკიანი ადამიანები - თემის რომელიმე ხანშიშესულმა პირმა შეიძლება სხვა დამღლელ სამუშაოს ბიბლიოთეკაში წყნარად ჯდომა არჩიოს და ბიბლიოთეკარობა გადაწყვიტოს. ამით მათ თემში აქტიურ სამუშაო რიტმს შეუნარჩუნებთ.

გამყიდველები - თუ ბიბლიოთეკას თავდაპირველად მაღაზიაში ან ბარში გახსნით, გამყიდველსაც შეიძლება მოუნდეს ბიბლიოთეკარის როლის მორგება. ამ მიდგომამ კარგად იმუშავა იიქფას თემის ბიბლიოთეკაში (ტოგო). გამყიდველი თან საბუღალტრო დავთრებს ამოწმებდა და თან საქონელს ახვევდა. თემში მხოლოდ ერთი გამყიდველი იყო და ამიტომ კარგად გამოსდიოდა დაგვიანებული წიგნების კონტროლიც, რადგან თემის ყველა ოჯახი აკითხავდა მის მაღაზიას.

თემის ლიდერები - ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები არიან ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც თავისუფალ დროს აქ ატარებენ. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიბლიოთეკები დღეში მხოლოდ რამდენიმე საათს მუშაობენ, მოხალისეების ენთუზიაზმი და საქმის ერთგულება ამ რამდენიმე საათსაც პროდუქტიულს ნაყოფიერს ხდის.

სამუშაო გეგმა:

1. გადაწყვიტეთ ბიბლიოთეკარს მოიწვევთ, თუ მოხალისეს;

2. თუ ბიბლიოთეკარად მოხალისეს აიყვანთ, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გადაუხდით მას (მაგ., საკვებით, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარებით და სხვა);

3. ჩამოწერეთ ყველა თვისება, რაც თქვენ გინდათ, რომ ბიბლიოთეკარს ახასიათებდეს;

4. დაწერეთ სამუშაოს აღწერილობა;

5. რეკლამა გაუკეთეთ თქვენ საქმეს;

6. გაესაუბრეთ სამუშაოს მსურველ ყველა კანდიდატს და მათ შორის საუკეთესო შეარჩიეთ.

3.12 წესების შემუშავება

▲ზევით დაბრუნება


გადასაწყვეტი საკითხი: როგორი წესები შეიძლება შევიმუშავოთ ბიბლიოთეკისათვის?

საბიბლიოთეკო კომიტეტმა და ბიბლიოთეკამ ერთობლივად უნდა შეიმუშაონ საკუთარი სამოქმედო წესები და პოლიტიკა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია წიგნების გატანასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, ანუ გავატანოთ თუ არა წიგნები მკითხველებს. ზოგიერთ ბიბლიოთეკას აქვს სპეციალურად გამოყოფილი სამკითხველო ოთახები - ხალხი იქ კითხულობს წიგნებს, სახლში მათი წაღება კი არ შეუძლიათ. ეს შესანიშნავი პრევენციული ზომაა წიგნების ქურდობისა და დაზიანების თავიდან ასაცილებლად, თუმცა მომხმარებელს აქ მისვლა მხოლოდ იმ საათებში შეუძლია, როცა ბიბლიოთეკა ღიაა. ეს კი ძალიან მოუხერხებელია. თუ თქვენს ბიბლიოთეკას დიდი სივრცე არ გააჩნია, ყველა მსურველი ვერ შეძლებს იქ მოსვლას და დასაჯდომი ადგილის პოვნას.

თუ კომიტეტი იმას გადაწყვეტს, რომ მკითხველებს წიგნები სახლში გაატანოს, მაშინ ისიც უნდა მიუთითოს, თუ ვის ან რამდენი ხნით შეუძლია მათი წაღება. თქვენი მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ თემის ხალხს შეეძლება თუ მათაც, ვინც სხვა ქალაქებიდან გესტუმრებიან? რამდენი ხნით გაიტანენ ანდა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ წიგნებს დროზე არ დააბრუნებენ? (იხილეთ შემდეგი პარაგრაფი) აქვე ისეთი წიგნებიც არის (საუბარია ენცკლოპედიებსა და ლექსიკონებზე), რომლებიც ძვირიც არის და მძიმეც, გადასაადგილებლადაც ძნელია და არც ვინმეს მოუნდება მათი შინ წაღება. კომიტეტმა ყველა ეს საკითხი უნდა კარგად აწონ-დაწონოს და წიგნების ბიბლიოთეკიდან გატანისთვის თანამიმდევრული პოლიტიკა შეიმუშაოს.

შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია, დაწესდეს თუ არა გადასახადები და/ან ჯარიმები ბიბლიოთეკით სარგებლობისათვის. ზოგი ბიბლიოთეკა თავისი მკითხველებისათვის აწესებს რეგულარულ საწევრო შესატანს, ზოგი ყოველ გატანილ წიგნზე ახდევინებს გადასახადს, ზოგი კი მკითხველებს წიგნის გატანისთვის დეპოზიტს სთხოვს (წიგნის დაბრუნებისთანავე მკითხველს ფული უკან უბრუნდება, ასე რომ, ეს არ არის რეალური გადასახადი). აღნიშნულ გადასახადებს ბიბლიოთეკისათვის გარკვეული შემოსავალი მოაქვს, თუმცა ზოგჯერ ეს თანხა მკითხველებს ეძვირებათ და გაურბიან ბიბლიოთეკით სარგებლობას. რა შეიძლება იყოს გამოსავალი? სხვადასხვა რაოდენობის გადასახადის დაწესება (ბიბლიოთეკის შემოსავლიდან გამომდინარე) და ღარიბი მოსახლეობისათვის ბიბლიოთეკით უფასო სარგებლობის შემოღება. თუმცა დამაბნეველიც შეიძლება იყოს ასეთი მიდგომა - სხვადასხვა კატეგორიის ხალხს სხვადასხვა სახდელი ახდევინო. ბევრს ასეთი სისტემა უსამართლოდ მოეჩვენება. არსებობს სხვა მიდგომაც, როცა ხალხს სთხოვ, იმდენი შემოგწირონ, რამდენიც შეუძლიათ. (რამდენის გადახდის უფლებასაც თავს მისცემენ). აშშ-ს ბევრ მუზეუმს აქვს კარზე ჩამოკიდებული აბრა, სადაც ხალხს სთხოვენ მცირე შემოწირულობას. დონაცია არ არის სავალდებულო (ნებაყოფლობითია), თუმცა ხალხის უმრავლესობა იხდის მას, მით უმეტეს, როცა თანხის რაოდენობა წინასწარ არის განსაზღვრული.

საბიბლიოთეკო წესების დარღვევისას წესდება ჯარიმები, როგორიც არის, მაგ., წიგნის დაზიანება ანდა დაგვიანება. ბევრი ბიბლიოთეკა, წიგნის დაგვიანების შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ დღეზე ზრდის ჯარიმის რაოდენობას. ოღონდ გახსოვდეთ, რომ ეს ჯარიმა არასოდეს არის ისე მაღალი, გადახდა რომ ვერ შეძლოთ (ამიტომ ყოველ გადაცილებულ დღეზე ჩარიცხეთ ხოლმე რამდენიმე ცენტი, დიდი თანხა რომ არ დაგროვდეს). ზოგან მკითხველებს ახდევინებენ დაკარგული, დაზიანებული და

მოპარული წიგნების საფასურს. ჯარიმები შესანიშნავი საშუალებაა დანაშაულის პრევენციისთვის და ამასთან შესანიშნავი მიზეზიც წიგნის მოპარვისთვის იმ შემთხვევაში, თუ წიგნის სათანადო შემოწმება არ ხდება. მკაცრი წესები უფრო მეტად უბიძგებს ხალხს ქურდობისა და მსგავსი დარღვევებისკენ, ვიდრე შედარებით თავისუფალი წესები. რამდენადაც მომგებიანია გადასახადები და ჯარიმები ბიბლიოთეკისათვის, იმდენადვე წამგებიანიც არის, რადგან ბევრი მისით სარგებლობისგან სწორედ ამ მიზეზით იკავებს თავს.

და ბოლოს, კომიტეტი დაადგენს იმ ზოგად წესებს, რის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს ბიბლიოთეკამ, კერძოდ, როდის გაიღება ბიბლიოთეკა, შეიძლება თუ არა იქ უმცროსი ასაკის ბავშვების უფროსის ან მოზარდი ბავშვის თანხლებით შესვლა, შეიძლება თუ არა იქ სადილობა, შეიძლება თუ არა წიგნების სადმე დატოვება ბიბლიოთეკის დაკეტვის შემდეგ (ზოგიერთ ბიბლიოთეკას კარებში გამოჭრილი აქვს სპეციალური სარკმელი ანდა აქვს ყუთი იმათთვის, ვინც სამუშაო საათების შემდეგ აბრუნებს წიგნებს.); შეუძლია თუ არა ვინმეს, რომ სხვისთვისაც გაიტანოს წიგნი. ამ ყველაფრის გადაწყვეტა ბიბლიოთეკარებსაც შეგვიძლია მივანდოთ, თუმცა ერთობლივი მსჯელობა მათ შესახებ მაინც საჭიროა. წესები უნდა გამოიკრას ბიბლიოთეკაში გამოსაჩენ ადგილას და მას ხელს უნდა აწერდნენ კომიტეტის წევრები.

სამუშაო გეგმა:

1. იმსჯელეთ იმ უპირატესობებსა და საშიშროებებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს მკითხველთა მხრიდან ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანას და გადაწყვიტეთ, რა იქნება უკეთესი თემისა და, საკუთრივ, ბიბლიოთეკისათვის;

2. ისაუბრეთ და შეიმუშავეთ გადასახადებისა და ჯარიმების პოლიტიკა;

3. შეიმუშავეთ ასევე სხვა განზოგადებული წესები ბიბლიოთეკისთვის;

4. გამოაკარით წესები ბიბლიოთეკაში.

4 მეორე თავი: როგორ ვმართოთ ბიბლიოთეკა?

▲ზევით დაბრუნება


თუ ზემოთ მოყვანილი თავი თავისი ქვეთავებით მთლიანად საბიბლიოთეკო კომიტეტის საქმიანობას მიეძღვნა, მეორე თავი უშუალოდ ბიბლიოთეკარებს დაეთმობა, თუმცა სქემა თხრობისა იგივე რჩება.

4.1 ბიბლიოთეკარის ტრეინინგი

▲ზევით დაბრუნება


სად უნდა მომზადდეს ბიბლიოთეკარი?

ჩვეულებრივ, ბიბლიოთეკარები სამუშაო გამოცდილებას ადგილზე იძენენ (ასე ხდება თემის ბიბლიოთეკების უმრავლესობაში) თავის თავზე მუშაობით, პრაქტიკით, პროფესიული წიგნების კითხვითა და სხვა ბიბლიოთეკარებთან კონტაქტით. ოფიციალური ტრენინგ - პროგრამები ბიბლიოთეკარებისათვის საკმაოდ ძვირია და ზოგჯერ დიდ ქალაქში ანდა სხვა ქვეყანაში გამგზავრებას მოითხოვს. თანაც აღნიშნული პროგრამები ხშირად საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებზეა გათვლილი (იგულისხმება მათთვის განკუთვნილი წესები და ტექნიკა), რაც პატარა ბიბლიოთეკებისთვის გამოუსადეგარია. თემის ბიბლიოთეკებისთვის უფრო უპრიანია ცალკეული ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ტრენინგების სია (იხილეთ ქვემოთ „რესურსების გზამკვლევში“). პროფესიული ასოციაციები და უნივერსიტეტების დეპარტამენტებიც გვთავაზობენ ხოლმე საბიბლიოთეკო მენეჯმენტში განათლების შემდგომი განვითარებისა და დისტანციური სწავლების პროგრამებს. საბიბლიოთეკო კომიტეტს ქსელური მუშაობით (იხილეთ“ მასალების შეგროვება“) შეუძლია აგრეთვე ტრენინგის ჩასატარებლად დამატებითი რესურსების გამონახვა.

თუ თემში პირველი ბიბლიოთეკარი ხარ, მაშინ შეგიძლია პასუხისმგებლობა შენს ტრენინგზე თვითონ აიღო. დაიწყე სხვა ბიბლიოთეკებში ვიზიტით და ამ სახელმძღვანელოს მსგავსი წიგნების გაცნობით (ქვემოთ მოცემულია სხვა სახელმძღვანელოების ბიბლიოგრაფიაც). ეს დაგეხმარება იმაში, რომ შენს საქმეზე მცირედი წარმოდგენა შეიქმნა. საბიბლიოთეკო კომიტეტს დაელაპარაკე აგრეთვე იმ ამოცანებზე, რომლებიც „სამუშაოს აღწერილობაშია| მოცემული და ამის საფუძველზე ჩამოწერე შენი მოვალეობების სია. ამ გზით გამოავლენ იმ უნარებს, რომელთა განვითარებაც აუცილებლად დაგჭირდება.

ბიბლიოთეკარის უფლება-მოვალეობანი:

1. ბიბლიოთეკის თავის დროზე გაღება და დაკეტვა;

2. მკითხველისთვის წიგნის მოძიებაში დახმარება;

3. საბიბლიოთეკო წესების ახსნა და განმტკიცება;

4. წიგნების დაწყობა სწორი თანამიმდევრული წესით;

5. ინვენტარიზაციის ჩატარება;

6. წიგნების შეკვეთა;

7. წიგნების რესტავრაცია;

8. გაცემულ წიგნებზე თვალყურის დევნება;

9. დაგვიანებული ანდა დაკარგული წიგნების ძიება;

10. კომიტეტისთვის დახმარების გაწევა ფინანსების მოძიებაში;

11. სათემო პროგრამების დაგეგმვა და ჩატარება;

12. ბუღალტერია;

13. ბიბლიოთეკის შეფასება;

14. საანგარიშო მოხსენებების მომზადება თემისა და საბიბლიოთეკო კომიტეტისათვის.

როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, თემის ბიბლიოთეკარს გამოწვევათა მთელი სპექტრი ელოდება. ეს ზოგჯერ შეიძლება დამაბნეველიც იყოს თქვენთვის, ამიტომ უფრო მნიშვნელოვანი ამოცანების გადასაწყვეტად საბიბლიოთეკო კომიტეტს მოელაპარაკეთ. ახლა, როცა საქმესაც გაეცანით და თქვენი უფლება-მოვალეობანიც ჩამოწერეთ, იფიქრეთ იმაზე, თუ რომელი უნარების შესწავლა მოგიწევთ თავიდან. შემდეგ კი დაგეგმეთ ის, თუ როგორ აპირებთ საჭირო ცოდნის შევსებას (გეგმა შეადგინეთ, თუ როგორ დაეუფლო იმას რაც არ იცი.) ეს სახელმძღვანელო სათითაოდ განიხილავს ზემოთ ჩამოთვლილ უფლება-მოვალეობებს და გასწავლის იმას, თუ როგორ დახელოვნდე საბიბლიოთეკო მენეჯმენტში. ამის გარდა, შეგიძლია გამოიყენო ბიბლიოგრაფიაში მითითებული სახელმძღვანელოებიც და/ან ესაუბრო სხვა ბიბლიოთეკარებს გამოცდილების გაზიარების მიზნით. რჩევისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საუნივერსიტეტო ხარისხების მქონე ადამიანებს, საერთაშორისო დახმარების მუშაკებს, მასწავლებლებს ანდა მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს. (გამოიყენეთ „მასალების შეგროვებაში' ჩამოთვლილი ქსელური სამუშაოს წესებიც) გახსოვდეთ, რომ ყოველი ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკარი სრულიად დამოუკიდებელი და ერთმანეთისაგან განსხვავებული ინდივიდია, ამიტომ მათგან მიღებული რჩევები თქვენს სიტუაციას მოხერხებულად უნდა მოარგოთ.

აუცილებლად აწარმოეთ თქვენი ექსპერიმენტების ჟურნალი/დღიური, რაც მომავალში სხვებს - მოხალისეებს და/ან დამწყებ მუშაკებს სახელმძღვანელოდ გამოადგებათ. პრობლემების ჩამოწერა სამომავლოდ მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებასა და სამუშაო პოლიტიკის დახვეწაში დაგეხმარებათ. საბოლოოდ კი, ეს ჩანაწერები შეგიძლიათ ბიბლიოთეკებისთვის მოქმედ სახელმძღვანელოდ აქციოთ, სადაც აღწერილი იქნება მათი შექმნისა და სამოქმედო პოლიტიკის ამბები. სახელმძღვანელოში გაშუქდება აგრეთვე საბიბლიოთეკო კომიტეტის მიერ შემუშავებული ძირითადი წესები („წესების შემუშავება“) და იმ მოწყობილობათა აღწერილობანი, რომლებიც თქვენ დაგჭირდებათ, კერძოდ, თაროების ჩამონათვალი ანდა საცირკულაციო სისტემა (ქვემოთ იხილეთ „საორგანიზაციო მასალები“ და „ცირკულაცია“); აგრეთვე თქვენ მიერ წლების მანძილზე დაგროვილი სასარგებლო რჩევები, რაც სხვებს სამუშაოს უფრო გაუადვილებს.

სამუშაო გეგმა:

1. გადახედეთ თქვენი „სამუშაოს აღწერილობას“ საბიბლიოთეკო კომიტეტთან ერთად;

2. გააკეთეთ თქვენი უფლება-მოვალეობების სია;

3. მოიპოვეთ სახელმძღვანელოები, ტრეინინგ-პროგრამები და დაუკავშირდით სხვა ბიბლიოთეკარებს იმ უნარების განვითარების მიზნით, თქვენ რომ გჭირდებათ;

4. გააკეთეთ თქვენი გამოცდილების ამსახველი ჩანაწერები მომავალი ბიბლიოთეკარებისათვის.

4.2 თემის ჩართულობა

▲ზევით დაბრუნება


გადასაწყვეტი საკითხი: როგორ ჩავრთოთ თემი ბიბლიოთეკის მუშაობაში?

ბიბლიოთეკის სანდო და მისი მომსახურებით კმაყოფილი მომხმარებლები შეეცდებიან რამენაირად დაეხმარონ ბიბლიოთეკას. თქვენც შეგიძლიათ მხარში ამოუდგეთ მკითხველებს და განუვითაროთ მათ კატალოგში წიგნების მოძიების, განლაგების, საკითხავი დონის შერჩევისა და მომხმარებელთა კითხვებზე პასუხის გაცემის უნარები. წიგნების ძიების დროს უნდა იყოთ მომთმენი და კრეატიული, რათა თავაზიანად დააკმაყოფილოთ მკითხველთა მოთხოვნები. მორიდებული და დაბნეული ადამიანები შეაგულიანეთ, (მათ ხომ კითხვის დასმის რცხვენიათ). ზოგჯერ მომხმარებელი ზოგად კითხვებს გისვამთ, სინამდვილეში კი უფრო დეტალური საკითხები აინტერესებს. ამიტომ დაეხმარეთ მათ იმის გარკვევაში, რისი გაგებაც სურთ. სანიმუშოდ შეგიძლიათ წინამდებარე დიალოგიც გამოიყენოთ (მოიშველიოთ):

მკითხველი: რამე წიგნი თუ გაქვთ სოფლის მეურნეობაზე?

ბიბლიოთეკარი: კი. ბევრი წიგნი გვაქვს. თქვენ სოფლის მეურნეობის რომელი დარგი გაინტერესებთ?

მკითხველი: მემინდვრეობა.

ბიბლიოთეკარი: მარცვლეულის თესვის შესახებ?

მკითხველი: ძირითადად მაინტერესებს ის, თუ როგორ დავიცვა ნათესები მწერებისაგან

ბიბლიოთეკარი: გინდათ, რომ მწერები მოაშოროთ თქვენს ნათესებს?

მკითხველი: არა. მინდა, რომ გამოშრობის დროს მარცვლეულს მწერები არ დაესივნენ.

ბიბლიოთეკარი: მე მგონი, თქვენ გჭირდებათ წიგნი პურეულის დასაწყობებაზე.

მკითხველი: დიახ, სწორედ ეგ მინდოდა.

ზემოთ მოყვანილ მაგალითში ნათლად ჩანს, თუ როგორ დაეხმარა ბიბლიოთეკარი მკითხველს საჭირო წიგნის მოძიებაში დეტალური კითხვების დასმით. იმისათვის, რომ დრო ტყუილად არ დაეკარგა სასოფლო-სამეურნეო შინაარსის წიგნების ძებნაში, მან თავდაპირველად ის გაარკვია, თუ უშუალოდ რომელი დარგით იყო მომხმარებელი დაინტერესებული. ამ გზით კი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსავლის შესანახ სათავსოებზე იყო საუბარი და აქ უფრო უპრიანი იქნებოდა, მოეძებნათ წიგნი დასაწყობების შესახებ. ბიბლიოთეკარის მხრიდან საქმისადმი ასეთი მიდგომა ბიბლიოთეკას მომხმარებლისათვის უფრო მიმზიდველს ხდის და ეს უკანასკნელიც ყოველთვის კმაყოფილია.

მკითხველი თავს მყუდროდ გრძნობს ასევე მაშინ, როცა ბიბლიოთეკა კომფორტულია - ნათელი, მხიარული და სტუმართმოყვარე. იგი უფრო მიმზიდველი რომ გავხადოთ, კედლები შეგვიძლია მოვრთოთ პოსტერებით, ხელოვნების ნიმუშებითა და ფერადი საგამოფენო სტენდებით. თაროებზე წარწერები და ეტიკეტები (ქვემოთ იხილეთ ეტიკეტირება) მკაფიო და ადვილად წასაკითხი უნდა იყოს. შესასვლელში გამოაკარით ბიბლიოთეკის სამუშაო საათები და, როგორც კი საქმიანობას შეუდგებით, კარზე ჩამოკიდეთ აბრა წარწერით „მობრძანდით, გეთაყვა“. ბიბლიოთეკაში ყოველთვის სისუფთავე და წესრიგი უნდა სუფევდეს. შესანიშნავი იქნება აგრეთვე, თუ მაგიდებზე ცოცხალი ყვავილებით სავსე ლარნაკებსა და ქოთნებს ჩამოაწყობთ. ზოგ ბიბლიოთეკაში მკითხველებს ლაპარაკი ეკრძალებათ, რაც ხელს უშლის მათ ერთად სწავლასა და აზრების გაზიარებაში. გაჩუმების ნაცვლად, მკითხველებს ურჩიეთ, რომ ხმადაბლა ისაუბრონ, ანუ ისე, რომ სხვებს ხელი არ შეუშალონ. წაახალისეთ ისინი, რომ საბიბლიოთეკო წესებს დაემორჩილონ და, წიგნში ფურცლის ჩაკეცვის ნაცვლად, მათში ჩადებული სანიშნები გამოიყენონ. ფრაზა „წიგნი არ დახიო!“ უფრო უხეშად ჟღერს, ვიდრე იმის თქმა რომ „სანიშნი წიგნს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს“. ზოგ ბიბლიოთეკაში სამახსოვრო წესები ჩამოწერილი აქვთ ქაღალდის სანიშნებზე, რომლებსაც თავაზიანად გადასცემენ მკითხველებს და ამ ჟესტით შეახსენებენ მათ, რომ გაუფრთხილდნენ ბიბლიოთეკის ქონებას.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ, კონკრეტული თემისთვის საინტერესო თემატიკის წინ წამოწევით, ხელი შეუწყოთ ბიბლიოთეკაში ხალხის მოზიდვას. თუ თემის წევრთა ყოველდღიური ინტერესები გეცოდინებათ (თვალყურს მიადევნებთ მათ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, მიმდინარე მოვლენებსა და ამასთან შეხვედრებსაც გამართავთ თემის სხვადასხვა ჯგუფებთან), შეძლებთ იმ საკითხების სიის შედგენას, რომელიც მათთან მუშაობასა და რჩევების მიცემაში დაგეხმარებათ. შემდეგში კი ეცადეთ ეს საკითხები უფრო ხელმისაწვდომი გახადოთ მკითხველებისათვის და საამისოდ ჩვენ მიერ ქვემოთ შემოთავაზებული მეთოდებიდან ერთ-ერთი შეარჩიოთ. (ამის შესახებ უფრო მეტს შეიტყობთ მარგარეტ მაიერსის წიგნიდან: „თემის საინფორმაციო სერვისები: სახელმძღვანელო და რესურსების გზამკვლევი“ (იხილეთ ბიბლიოგრაფია).

ზეპირი გადმოცემების, ზეპირი ცოდნის შენახვა და დაცვა - თემს უპირველესად თავისი ადგილობრივი ისტორია, ფოლკლორი და კულტურა აინტერესებს. ბიბლიოთეკას შეუძლია თემს დაეხმაროს თავისი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების დაცვაში იმით, რომ ჩაიწეროს იმ ხალხის მონათხრობი, ვისაც რაიმე ინფორმაცია გააჩნია თემზე და მის ისტორიაზე. როცა უფრო კარგად გაიწაფებით, შეგიძლიათ ჩაიწეროთ გადმოცემები და ლეგენდები, აგრეთვე ფესტივალები, მუსიკა, ცერემონიები, ცეკვები და სხვა მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენები. ეს ჩანაწერები შემდეგში შეიძლება რადიო შოუებადაც გაკეთდეს, რათა ისინი ფართო საზოგადოებას გავაცნოთ. თემთან მოილაპარაკეთ იმაზე, თუ ჩაწერის დროს რომელ მხარეებზე აჯობებს აქცენტის გაკეთება, თითოეულ ჩანაწერს მიაწერეთ თარიღი, ადგილი, თემა, მოვლენა თუ სხვა მინიშნება.

ადგილობრივი ავტორების ნაშრომები - ზეპირ ცოდნასთან ერთად თემის განსაკუთრებულ ინტერესში შედის აგრეთვე ადგილობრივი ავტორების შრომებიც, რადგან მათშია ჩადებული თემთან დაკავშირებული ღირებული ინფორმაცია. ეს შრომები შეიძლება იყოს პროფესიონალურად გამოცემული, უბრალოდ დაბეჭდილი და/ან ხელით დაწერილი. ავტორები შეიძლება იყვნენ მწერლები, პოეტები, მოსწავლეები/სტუდენტები, მხატვრები ან თემის სხვა წევრები. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ხელნაწერების დაცვა-შენახვას, რადგანაც ისინი შეუცვლელ წყაროებს წარმოადგენენ. ზოგიერთი ბიბლიოთეკა ადგილობრივი ავტორების ყველა შრომას აგროვებს (ამ შემთხვევაში „ადგილობრივი“ ნიშნავს სოფელს, დაბას, ქალაქს, სადაც ბიბლიოთეკაა განთავსებული), სხვებიკი უფრო შერჩევით უდგებიან ამ საკითხს.

შეფუთვა, ანუ მასალების მომზადება - შეგროვილი ინფორმაცია რომ მკითხველისთვის უფრო მისაწვდომი გავხადოთ, ამისათვის საჭიროა ინფორმაციის შეჯამება და ხელმისაწვდომად გამარტივება. მნიშვნელოვანი ფაქტების ხაზგასასმელად შეგიძლიათ პოსტერების, დოკუმენტების, დიაგრამების ანდა ბუკლეტების მომზადება (მაგ., თემაზე: „თუ როგორ ვებრძოლოთ ბავშვთა სიკვდილიანობას წყლის ნაკლებობის პირობებში?“). ასევე შეგიძლიათ საჭირო მასალების თარგმნა ადგილობრივ ენებზე. ასეთი მიდგომები სოფლებში უფრო აქტუალურია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა მხოლოდ თავის ენაზე მეტყველებს და თანაც მათს ენებზე არსებული პუბლიკაციები დიდ იშვიათობას წარმოადგენს. შეადგინეთ პატარა ბუკლეტები რუბრიკით - „როგორ ვაკეთოთ?“. თემატიკა შეიძლება მრავალგვარი იყოს - როგორ გავუკეთოთ ველოსიპედს ბორბალი ანდა როგორ გავიაროთ რეგისტრაცია ხმის მისაცემად. ასევე შეიძლება კასეტებზე ჩაწერილი მასალების ტრანსკრიბირება ან ადგილობრივი მუსიკალური ჩანაწერების კომენტირება. ამ მხრივ, უსაზღვრო შესაძლებლობები და დიდი არჩევანის საშუალება გაქვთ.

სიახლეები - შეკრიბეთ ხალხი ბიბლიოთეკაში რადიოთი ნიუსების მოსასმენად, გაზეთების წასაკითხად და განსახილველად, ადგილობრივი ტაქსისტის ან გამყიდველისგან ახალი ამბის მოსასმენად და/ან თავიანთი ამბების მოსაყოლად და ურთიერთგასაზიარებლად. მათთვის ინფორმაცია უფრო ადვილი მისაწვდომი რომ გახადოთ, დაალაგეთ ნიუსები ვერტიკალურ ფაილად ან დისპლეი ბორდზე. (იხილეთ ქვემოთ).

ვერტიკალური ფაილი (ვერტიკალური შენახვა) - შეაგროვეთ მასალები (ბუკლეტები, ბროშურები. გაზეთების ამონაჭრები, საჟურნალო სტატიები და საინფორმაციო ბიულეტენები) საინტერესო თემებზე და განალაგეთ ისინი ვერტიკალურ ფაილში ან საგნობრივ ყუთში (ორივე მეთოდის შესახებ ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ თავში „საკატალოგე სიის გაკეთება“). ვერტიკალური ფაილი მკითხველებს უადვილებს ინფორმაციის მოძიებას მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

სტენდის ადგილი - მოსახლეობისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად ნიუსებთან (ქორწინებები, დაბადების დღეები, გარდაცვალებები, გამოცდებისა და/ან სპორტული შეჯიბრებების შედეგები) ერთად საგამოფენო სტენდიც გამოიყენეთ. გამოფინეთ ხელოვნების ნიმუშები, ლექსები, მოთხრობები, ფოტოები, სასარგებლო რჩევები და წინადადებები, მადლობის წერილები მოხალისეებისთვის, ადგილობრივი ოსტატ-ხელოსნების ნამუშევრები და სხვა. მნიშვნელოვანი დღესასწაულებისადმი (ქალთა საერთაშორისო დღე, ჯანდაცვის დღე და სხვა) მიძღვნილი სტენდების შესაქმნელად ისარგებლეთ აგრეთვე გაეროს საცნობარო სპეციალური ლ;იტერატურით. მიამაგრეთ ფქვილის ან მარცვლეულის ტომრები სტენდის კედლებზე და ტილოზე ქინძისთავით ჩამოკიდეთ სხვადასხვა საგნები. საგამოფენო სტენდის ახლოს განათავსეთ წიგნების ანდა სხვა საინფორმაციო მასალების თარო.

სათემო და საბიბლიოთეკო საინფორმაციო ბიულეტენი - თუ გაქვთ ფინანსური შესაძლებლობა, რომ საინფორმაციო ბიულეტენი გამოსცეთ, ამას რა ჯობია! მასში ნიუსებთან ერთად გამოაქვეყნებთ ლექსებს, ნახატებს, გამოცანებს, მოთხრობებს და ამით კიდევ უფრო უკეთესად მოიზიდავთ ადგილობრივ მოსახლეობას ბიბლიოთეკაში. საინფორმაციო ბიულეტენში გამოქვეყნდება აგრეთვე ინფორმაცია იმ პროგრამებზე, ივენთებზე, გამოფენებზე, შეჯიბრებებსა და სხვა საქმიანობაზე, რაც ბიბლიოთეკაში ხდება. არსებობს ისეთი სახის ბიულეტენებიც, რომლებშიც დაბეჭდილია ადგილობრივი ავტორების სტატიები ან თემისთვის საინტერესო და საყურადღებო ინფორმაცია.

სადისკუსიო ჯგუფები - ჩაატარეთ ლექციები/დისკუსიები ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ანდა იმსჯელეთ საზოგადოდ თქვენთვის საყურადღებო თემებზე. (იხილეთ ზემოთ თავი „სინამდვილეში ესაჭიროება თუ არა თქვენს თემს ბიბლიოთეკა?“)

რადიო/ტელე გადაცემების განრიგი - შეგიძლიათ შეადგინოთ საგანმანათლებლო ხასიათის ტელე-რადიო გადაცემების სია, რომლებიც უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის გასათვითცნობიერებლად დაგჭირდებათ. მოიწვევთ მათ ბიბლიოთეკაში და მოაწყობთ აღნიშნული გადაცემების კოლექტიურ ყურებას, შემდეგ კი ერთად განიხილავთ მათ.

რესურსების სია - შეადგინეთ და შეინახეთ იმ სამსახურებისა და საინფორმაციო რესურსების სია, რომლებიც თქვენს თემს გამოადგება. (იხილეთ ზემოთ თავი „სჭირდება თუ არა სინამდვილეში თქვენს თემს ბიბლიოთეკა?“). ნიმუშად გამოიყენეთ ამ წიგნის უკან დართული „რესურსების გზამკვლევი“.

სამსახურებრივი ინფორმაცია - გაზეთებიდან ამოიღეთ ინფორმაცია და ჩადეთ ფაილში ანდა გამოაქვეყნეთ საგამოფენო სტენდზე. მოსთხოვეთ ბროშურები და კატალოგები თქვენს ქვეყანაში არსებულ სატრენინგო პროგრამებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს. შეაგროვეთ ინფორმაცია (ცნობები)დაუსწრებელი სწავლების შესახებ (ონლაინ კურსების ანდა ფოსტის მეშვეობით).

საძიებო ყუთი - ზოგჯერ ხალხი ბიბლიოთეკაში ცნობისმოყვარეობის გამო შედის (რაიმე საინტერესოს ეძებს წასაკითხად) და წინდაწინ არ აქვს განსაზღვრული, რა სურს. მოძებნეთ მათი ინტერესების შესატყვისი წიგნი, ხოლო საქმის გასაადვილებლად შექმენით „საძიებო ყუთი“. ეს არის მარტივად დამზადებული ხის ან კარდონის ყუთი ერთი ან რამდენიმე სექციით, სადაც შეგიძლიათ მოათავსოთ სხვადასხვა ჟანრის პოპულარული ნაწარმოებები დამწყები მკითხველებისთვის, ბავშვებისათვის, აგრეთვე საცნობარო და სხვა სახის მასალები. საძიებო ყუთში წიგნები შეგიძლიათ დროდადრო ( რამდენიმე კვირაში ერთხელ) ცვალოთ და მათი არჩევანი უფრო მრავალფეროვანი გახადოთ. ბიბლიოთეკაში მოსული მკითხველები წაახალისეთ ივენთებით, სხვადასხვა სერვისებითა და პროგრამებით. ისინი შეიძლება ერთჯერადი ან მრავალჯერადიც იყოს. აღნიშნული ღონისძიებები ან მთლად უფასოა, ანდა ცოტა ჯდება და ბევრი დროც არ მიაქვს (ზოგიერთი ღონისძიება შეიძლება ფინანსების მოსაზიდადაც იყოს საჭირო). ეცადეთ, დაიხმაროთ მოხალისეები. მაგ., რომელიმე ასაკოვან მკითხველს შეუძლია კვირაში ერთხელ დრო გამონახოს და ბავშვებს წიგნი წაუკითხოს, ანდა სკოლის მასწავლებელი მოსწავლეებს წიგნის კლუბის ორგანიზებაში მიეხმაროს. არ იფიქროთ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობები თქვენ არ გეხებათ (მათით სარგებლობა ყველას შეუძლია). ისინი თქვენ საწყის სტადიაზე იდეების მობილიზებასა და მათს ფორმირებაში დაგჭირდებათ.

ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი - შექმენით კლუბი იმ ხალხისათვის, ვისაც ბიბლიოთეკაში მოხალისეობა, საინფორმაციო ბიულეტენზე მუშაობა, ფინანსების მოძიებაში დახმარება და სხვა პროექტებში მონაწილეობა სურს. კლუბის წევრები შეიძლება გახდნენ მოსწავლეები/სტუდენტები და მოზრდილი ადამიანები. მეგობართა კლუბი განსხვავდება საბიბლიოთეკო კომიტეტისაგან. კლუბის წევრები არ მონაწილეობენ ბიბლიოთეკის მართვაში (დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შემუშავება). ისინი იკრიბებიან ივენთებისა და სხვა აქტივობების დასაგეგმავად. წევრებს შეუძლიათ მხოლოდ ერთ რომელიმე პროექტში მიიღონ მონაწილეობა ანდა მუდმივად (რეგულარულად) მოხალისედ იმუშაონ.

ყოველწლიურად მოაწყვეთ დიდი წვეულება, რათა მადლობა გადაუხადოთ მოხალისეებს გაწეული მუშაობისათვის. დააფასეთ ხალხი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გეხმარებოდათ.

ინაუგურაციის ცერემონია - ბიბლიოთეკის გახსნის პირველ დღეს მოაწყვეთ დიდი წვეულება და ყველას გაუგზავნეთ მოსაწვევი. ამით შესაძლებლობა გეძლევათ, რომ თემი ბიბლიოთეკის საქმიანობაში გაათვითცნობიეროთ და თანაც მისი სააქმიანობით დააინტერესოთ.

რჩევების ყუთი - თვალსაჩინო ადგილზე დადგით ყუთი ან აწარმოეთ რვეული საინტერესო რჩევებისა და წინადადებებისათვის. ხალხს კი შეახსენეთ, რომ ისარგებლონ ამ საშუალებებით. ამით წაახალისებთ მკითხველებს და ისინიც ახალ იდეებს მოგაწვდიან, რაც ბიბლიოთეკის შემდგომ საქმიანობაში გამოგადგებათ. თანაც ასე უკეთ დაანახებთ ბიბლიოთეკის მომხმარებლებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი შეხედულებები და თვალსაზრისები თქვენთვის.

ესეების/ნახატების კონკურსები - ბიბლიოთეკაში თავისუფალი დროის გატარების ჩვეულება მოსწავლეებსაც უნდა ჩამოუყალიბოთ (იგულისხმება ისინი, ვინც არ არის მიჩვეული სამკითხველო დარბაზში წერა-კითხვას). მათი მოტივაციისთვის დააწესეთ პრიზები საუკეთესო ესეს, ნახატის ან წიგნის მიმოხილვისათვის. თქვენც ჩაერთეთ წიგნების შერჩევასა და სამუშაო თემატიკის შედგენაში ანდა, უფრო უკეთესი, არჩევანი თვით მოსწავლეებს მიანდეთ.

სხვა ჯილდოები - შეგიძლიათ დააწესოთ ჯილდოები ყველაზე ბევრი წიგნის წაკითხვისთვის, ბევრი ახალი ლექსის დასწავლისთვის, წიგნის საუკეთესო მიმოხილვისთვის (რეცენზიისთვის) ანდა ბიბლიოთეკარის დახმარებისათვის.

კითხვის საათები - მკითხველის მოსაზიდად ასევე კარგი მეთოდია ხმამაღლა კითხვა უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის ანდა მოზრდილებისთვის. გარკვეული პრაქტიკის შემდეგ იმასაც მიეჩვევით, მხატვრულად როგორ გადმოსცეთ თითოეული პერსონაჟის ხასიათი. შეგიძლიათ სთხოვოთ თემის სხვა წევრებს, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა კითხვის საათებში ანდა მოუთხრონ ხალხს რამე საინტერესო ზეპირად. ეცადეთ, რომ ეს ღონისძიება რეგულარულად ჩაატაროთ და ერთსა და იმავე დღეს და ერთსა და იმავე საათზე დაგეგმოთ. კარგი რამის მოსმენა ყველას გულს გაუხარებს.

წარმოდგენები - შეგიძლიათ ბიბლიიოთეკაში დადგათ პიესები, თოჯინების სპექტაკლები (მათ დასამზადებლად გამოიყენეთ ქაღალდის ჩანთები, ტილო, წინდები, თოკებზე მიმაგრებული ქაღალდები, დედოფალები და სხვა მასალა), მოაწყეთ პოეზიის საღამოები, სკეტჩები, ცეკვები, მუსიკალური ანდა სხვა სახის წარმოდგენები.

თამაშები - ჩაატარეთ ბიბლიოთეკაში სამაგიდო თამაშები, ბანქოში შეჯიბრი, ტრადიციული თამაშები, ქვიზ შოუები, სადაც გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან სხვადასხვა სახის კითხვებზე პასუხის გაცემაში. უნდა დაეხმაროთ მოსწავლეებს და თემის წევრებს ამ ქვიზ შოუების მოწყობაში, ქვიზებში შეიტანეთ საბიბლიოთეკო საკითხებთან დაკავშირებული კითხვები, მაგ., რომელია წიგნის სატიტულო გვერდი? ან რომელი სათაურია პირველი საკატალოგე სიაში („მეტი მანქანა თუ უკეთესი თევზი“)?

საგანმანათლებლო კლასები - ბიბლიოთეკა შეიძლება შესანიშნავი ადგილი იყოს მათთვის, ვისაც განათლების მისაღებად სკოლა არ მოსწონს ანდა იქ არაკომფორტულად გრძნობს თავს. კლასების დაფუძნება ბიბლიოთეკას ახალ მკითხველს შესძენს. აქ ისინი ახალ უნარებსაც განივითარებენ.

სასკოლო დავალებები - ეფექტური სწავლების მიზნით მასწავლებლებმა შეიძლება ბიბლიოთეკას მიანიჭონ უპირატესობა და მისი რესურსები გამოიყენონ თავიანთ პრაქტიკაში, ანუ დაავალონ მოსწავლეებს საშინაო დავალებების შესრულება ბიბლიოთეკის დახმარებით, ანუ საბიბლიოთეკო სწავლებას მიმართონ, როგორც სასკოლო განათლების დამატებით რესურსს.

წიგნის კლუბები - კითხვა შეიძლება ორმაგად სასარგებლოც იყოს, როცა წაკითხულს სხვებთან ერთად განიხილავ და მის შინაარსზე მათთან ერთად მსჯელობ. მოაწყვეთ წიგნის კლუბი, სადაც მკითხველები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს.

ბიბლიოთეკათა პარტნიორობა - იგივე დაწყვილება, როდესაც თქვენი ბიბლიოთეკა სხვა ქვეყნის ბიბლიოთეკასთან არის დამეგობრებული, რაც ხელს უწყობს კულტურათა ურთიერთგაცვლას. თქვენი პარტნიორი ბიბლიოთეკიდან გამოგზავნილი ნახატების, წერილების, ხელოვნების ნიმუშების გამოფენით ხალხს კიდევ უფრო მეტად დააინტერესებთ და მოიზიდავთ.

წიგნის ყუთი/მოძრავი ბიბლიოთეკა - ხალხის წიგნებით უზრუნველყოფა შორ მანძილზედაც შეგიძლიათ წიგნის ყუთებისა და მობილური ბიბლიოთეკების საშუალებით. მაგ., ბიბლიოთეკა ცენტრიდან დაშორეულ რომელიმე თემს დროებით სარგებლობაში გადასცემს წიგნის ყუთს (მათში დაახლ. 50 წიგნია), რომელიც პერიოდულად ახლით იცვლება. მობილური ბიბლიოთეკის შემთხვევაში კი წიგნებს ტვირთავენ ურიკებზე, სატვირთო მანქანებზე, სამარშრუტო ტაქსებზე, ველოსიპედებზე ანდა სხვა სახის ტრანსპორტზე და რეგულარულად დაატარებენ შორეულ დასახლებულ პუნქტებში.

მაგრამ ამ აქტივობებით ვერაფერსაც ვერ მიაღწევთ, თუ ამის შესახებ ხალხს არ შეატყობინებთ. ამიტომ რეკლამაზეც უნდა იზრუნოთ. ეს უნდა გააკეთოთ სიტყვიერად, შეხვედრების მოწყობით, თემის სხვადასხვა ჯგუფებისა და სკოლებისათვის შეტყობინებების გაგზავნით, პოსტერების გაკვრით, ადგილობრივ რადიოში ანონსებით, ლოკალური მნიშვნელობის გაზეთისთვის ბროშურის ან პრესრელიზის გაგზავნით, ბიბლიოთეკის საინფორმაციო ბიულეტენის გამოცემით, ბიბლიოთეკის მკითხველებისათვის შეტყობინების გზით ანდა სხვა საშუალებებით, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია თქვენს თემში. არ დაგავიწყდეთ ამ რეკლამებში თქვენი ადგილმდებარეობისა და თარიღის მითითება. თუ გნებავთ, საფასურიც დააწესეთ ზოგიერთ უფრო პოპულარულ ღონისძიებაზე (იხილეთ ფინანსების მოძიება ზემოთ), ოღონდაც მოსახლ;ეობა წინასწარ გააფრთხილეთ ამის შესახებ. თემის ინფორმატულობა არის ახალი მკითხველის მოზიდვისა და რეგულარული მომხმარებლის ენთუზიაზმის ამაღლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხი.

სამუშაო გეგმა:

1. მოიწვიეთ ხალხი ბიბლიოთეკაში და აჩვენეთ მათ სასურველი წიგნის მოძიების ხერხები;

2. დაეხმარეთ მკითხველს, ადვილად გაერკვეს თავის ინტერესებში;

3. მორთეთ ბიბლიოთეკა;

4. განსაზღვრეთ თემისათვის განსაკუთრებულად საინტერესო თემები;

5. ზემოთ მოყვანილი პირველი სიიდან ამოირჩიეთ რამდენიმე გზა ამ თემების გასაშუქებლად;

6. მეორე სიიდან აირჩიეთ რომელიმე პროგრამა, სერვისი თუ აქტივობა (ან საკუთარი შეიმუშავეთ);

7. გააკეთეთ ამ ღონისძიებების რეკლამები თემის ფარგლებში და არ დაგავიწყდეთ თარიღის, დროის, ადგილმდებარეობის და ფასის (ასეთის შემთხვევაში) მითითება;

8. გაერთეთ!

4.3 მასალების ორგანიზება

▲ზევით დაბრუნება


გადასაწყვეტი საკითხი: როგორ დავალაგოთ წიგნები ისე, რომ ხალხს ადვილად შეეძლოს მათი პოვნა?

ამ თავის კითხვისას გახსოვდეთ, რომ თქვენი ბიბლიოთეკის მთავარი მიზანი თემისათვის ინფორმაციის გაზიარებაა. თუმცა ზოგჯერ ისე გაგიტაცებთ ბიბლიოთეკის საორგანიზაციო საკითხები, რომ მთავარ მიზანსაც აცდებით. წიგნების განლაგების პროცესზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი საბოლოო შედეგია. საორგანიზაციო სისტემა მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, როცა მისი საშუალებით თქვენ და თქვენი ბიბლიოთეკის მომხმარებელს საჭირო მასალის მოძიება გიადვილდებათ.

აქ აღწერილია თქვენი ბიბლიოთეკის ორგანიზებისთვის საჭირო ერთი უმთავრესი საშუალება - „შელფ ლისთი“ (ამ ტერმინში ხშირად „კატალოგს“ გულისხმობენ, თუმცა მათ შორის უმთავრესი განსხვავება ისაა, რომ შელფ ლისთში წიგნები იმავე თანამიმდევრობით არის დალაგებული, როგორც თაროებზე. მაშინ, კატალოგში კი ეს წესი არ არის დაცული და თითოეული წიგნისათვის შეიძლება რამდენიმე ჩანაწერი (ბარათი) იდოს საგანზე, ავტორზე და სათაურზე (ქვემოთ იხილეთ კატალოგის ორგანიზებისთვის საჭირო უახლესი იდეები). მასშია ჩანაწერები ბიბლიოთეკაში არსებული ყველა წიგნის ადგილმდებარეობის შესახებ. შელფლისთის საჭიროებას ბიბლიოთეკის ზომები და მომხმარებლის რაოდენობა განაპირობებს. ეს იგივეა, რაც წიგნის მისამართი. ბიბლიოთეკაში წიგნის ძებნა უცნობ სოფელში მეგობრის ძებნას ჰგავს. თუ პატარა სოფელია, მეგობრის პოვნას კარდაკარ სიარულით მაინც შეძლებთ. ასევეა ბიბლიოთეკაშიც, - თუ იქ მხოლოდ ორი წიგნის თაროა, სასურველ წიგნს ადვილად მოძებნით. მაგრამ თუ თქვენი მეგობარი დიდ ქალაქში ცხოვრობს და ასევე ბიბლიოთეკაშიც რამდენიმე წიგნის თაროა, დროის მოსაგებად რაღაც საშუალება უნდა გამონახოთ. წიგნის მისამართი, ანუ შელფლისთი კი პირდაპირ გზას მიგასწავლით.

შელფ ლისთის შედგენა დიდ დროს მოითხოვს, თუმცა მას ბევრი უპირატესობა გააჩნია, კერძოდ:

ხალხს ეხმარება წიგნების სწრაფად და ადვილად მოძებნაში;

2. აადვილებს წიგნების დაბრუნებას თავის ადგილზე;

3. აიოლებს ძიებას;

4. გვაძლევს დაკარგული და მოპარული წიგნების ნუსხის შედგენის საშუალებას;

5. არკვევს, თუ რამდენი წიგნია თითოეულ დარგში;

6. ბიბლიოთეკარები ახალი წიგნების შეძენის დროს კატალოგს ეყრდნობიან.

შელფ ლისთის შესაქმნელად წიგნების კატეგორიებად დახარისხება მოგიწევთ. მსოფლიოში არსებობს წიგნების დახარისხების რამდენიმე სახის სტანდარტული სისტემა (ე.წ. საკლასიფიკაციო სისტემები). თუ თქვენი რეგიონის ბიბლიოთეკებში უკვე მოქმედებს რომელიმე საკლასიფიკაციო სისტემა, თქვენც იმავე სისტემაში უნდა ჩაერთოთ. ეს გააიოლებს რეგიონის ბიბლიოთეკების ურთიერთკავშირს და მომხმარებლებსაც ნაკლებად დააბნევს. ბიბლიოთეკარები სიამოვნებით დაგეხმარებიან და აგიხსნიან ამ სისტემით წიგნების კლასიფიცირების წესებს. აღნიშნული სახელმძღვანელო გასწავლით, თუ როგორ დააყენოთ რომელიმე მარტივი სისტემა თქვენი საკუთარი ძალისხმევით, მაგალითისთვის მოცემულია დიუის ათწილადი კლასიფიკაცია (DDC).

იმისათვის, რომ წიგნების კლასიფიკაცია სწორად ჩაატაროთ, წინამდებარე თავი გულმოდგინედ უნდა წაიკითხოთ. თავიდან ჯერ იმაში უნდა გაერკვეთ, თუ რომელი საკლასიფიკაციო სისტემა აჯობებს, დიუი თუ თქვენი საკუთარი? ამ უკანასკნელის უპირატესობა ის იქნება, რომ მას ადვილად გაიგებს ადგილობრივი თემი. უკვე არსებული და დამკვიდრებული სისტემები კი ცოტა დამაბნეველია და ზოგჯერ გამოცდილ ექსპერტებსაც კი უჭირთ მათი გამოყენება. აღნიშნულ სისტემებში საგნობრივი კატეგორიები (იხილეთ ქვემოთ) ხშირად პირობითი და არაინტუიტურია. და მაინც, პროფესიონალი ბიბლიოთეკარები კლასიფიკაციისათვის არ გვირჩევენ შინაური სისტემის დაყენებას, რადგან ასეთ შემთხვევებში გაუთვალისწინებელი პრობლემები ხშირად იჩენს თავს. ამან შეიძლება თქვენს შემცვლელებსაც შეუშალოს ხელი მუშაობაში და მკითხველებსაც სხვა ბიბლიოთეკაში ყოფნისას ახალი სისტემის თავიდან შესწავლა მოუწევთ. თქვენი სისტემა დიდ მანძილზე მაინც ვერ იმუშავებს. მომდევნო ორი თავი წიგნების კატეგორიებად დაყოფასა და შესაბამისი საკლასიფიკაციო სისტემის არჩევაში დაგეხმარებათ.

4.4 წიგნების დახარისხების თქვენეული სისტემის შექმნა

▲ზევით დაბრუნება


როგორც ზემოთ ვთქვით, ბიბლიოთეკაში მასალების ორგანიზება აუცილებელია ბიბლიოთეკარისა და მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მოძიების გასაადვილებლად. ბევრ ბიბლიოთეკაში მკითხველი თვითონ მიდის თაროსთან და ისე ეძებს საჭირო ინფორმაციას. ასეთი მიდგომა იმ შემთხვევაში უფრო მოსახერხებელია, თუ შინაარსით მსგავსი წიგნები ერთად არის დალაგებული.

ბიბლიოთეკის მკითხველები ხშირად სვამენ ასეთ კითხვებს, მაგ., სად არის თავმოყრილი სამზარეულო წიგნები? და სხვ. თუ ბიბლიოთეკაში ერთი წიგნის მოძებნა თემში ერთი ადამიანის მოძებნას შევადარეთ (იხ. ზემოხსენებული მაგალითი), მაშინ ყველა სამზარეულო წიგნის ერთად მოძებნა თემში მთელი ოჯახის ძებნას უდრის. მათი პოვნა არ გაგვიძნელდება, თუ გვეცოდინება, რომ ოჯახის ყველა წევრი თემის ერთსა და იმავე მხარეს ცხოვრობს. მაგრამ თუკი ისინი ყველა მხარეს არიან გაფანტულნი, მათი მიგნება ან გაგვჭირდება, ან სულაც ვერ ვიპოვით მათ. მკითხველისთვის მოსახერხებელი რომ იყოს მათი პოვნა, სასურველია, ერთი „ოჯახის“ წიგნები ერთად დავაწყოთ. პირველ რიგში ის უნდა გადაწყვიტოთ და გაარკვიოთ, თუ რომელ ოჯახსა და კატეგორიას მიეკუთვნება თითოეული მათგანი. დასაწყისისთვის მოცემულია წიგნების სამი ძირითადი კატეგორია:

დოკუმენტური - ამ წიგნებში თავმოყრილია მონაცემები ერთი რომელიმე თემის შესახებ (მაგ., მეტყევეობასა და სამზარეულო საკითხებზე);

მხატვრული - წიგნები გამოგონილი სიტაუაციების, ხალხისა და ადგილების შესახებ (რომანები, პიესები, პოეზია და მოთხრობები);

საცნობარო წიგნები - ისინი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას და მკითხველების მოთხოვნილებაც მათზე ძალიან დიდია. მომხმარებელს ამ წიგნების გატანის უფლება არა აქვს (ქვემოთ იხილეთ „ცირკულაცია“). ამიტომაც მათზე ყველას მიუწვდება ხელი. ასეთი წიგნები ხშირად ძვირიც არის და წასაღებად მძიმეც (ლექსიკონები, ატლასები, ენციკლოპედიები და ალმანახები). ამ კატეგორიაში შეგიძლიათ შეიტანოთ სახელმძღვანელოები და/ან სხვა ხშირად გამოსაყენებელი წიგნები (იხილეთ ქვემოთ).

წიგნების სამ კატეგორიად დაყოფა არის კლასიფიკაციის პირველი ნაბიჯი. ეს კატეგორიები ყველაზე განზოგადებული და ფართომასშტაბიანია სხვებთან შედარებით. ამიტომაც ბიბლიოთეკის ორგანიზებისას მათი უფრო მცირე ჯგუფებად დაყოფა მოგიწევთ. დოკუმენტური წიგნები ხარისხდება - თემატიკის (საგნის), მხატვრული - ავტორის და საცნობარო - სახეობის მიხედვით (ლექსიკონი, ატლასი და სხვა).

წიგნების უმრავლესობა ბიბლიოთეკაში, ალბათ, დოკუმენტურია. მათი დალაგება თემატიკის მიხედვით უნდა მოხდეს. შეგიძლიათ საკუთარი კატეგორიები შექმნათ, ანდა დიუის ათწილად კლასიფიკაციას მიჰყვეთ (ნახეთ შემდეგი განყოფილება). თემატიკის მიხედვით წიგნების განლაგება მათ მოძებნას უფრო აიოლებს. თემატიკას შეიძლება დაუმატოთ საკითხავი დონეების მიხედვით დაყოფა. სკოლის ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ წიგნები კლასების მიხედვით დააწყოთ ანდა თითოეულ კლასს თავისი თარო გამოუყოთ.

საკუთარი საგნობრივი კატეგორიების შექმნა ნიშნავს თქვენს ბიბლიოთეკაში არსებული დოკუმენტური შინაარსის წიგნების მთავარი თემატური სიის შედგენას. ეს იქნება საწყისი წერტილი თქვენი საგნობრივი კატეგორიების შემუშავებისათვის. თუ ამ გზას არ აირჩევთ, მაშინ „მასალების შეგროვება“ (გეტინგ მეტერიალზ)გადაიკითხეთ. შემდეგ მონიშნეთ ის თემები, რომლებზედაც უფრო მეტი მოთხოვნაა თემის წევრთა მხრიდან და/ან იქნება მომავალში. ყურადღება მიაქციეთ იმ სიტყვებს, რომლებსაც მკითხველები ხშირად იყენებენ თავიანთი მოთხოვნების დროს, მაგ., თუ ისინი ახსენებენ „ოჯახის დაგეგმვას“ ან „კონტრაცეფციას“). იმ შემთხვევაში კი, თუ სხვა სიტყვებით გამოხატეს თავიანთი სათხოვარი, საგნობრივი კატეგორიის სახელად თემისათვის უფრო მისაღები და ნაცნობი სიტყვა აირჩიეთ.

საგნობრივი კატეგორიების დადგენისას უკეთესია, თუ ჯერ ფართომასშტაბიან კატეგორიებად დაყოფას მიმართავთ და არა ვიწრო დარგებად დანაწილებას. მაგ., უმჯობესია, თუ არითმეტიკის ნაცვლად უფრო ზოგად ტერმინს - მათემატიკას გამოიყენებთ, რადგან მათემატიკაში შედის არითმეტიკა, გეომეტრია, ალგებრა და სხვა მათემატიკური საგნები. ასე რომ, თქვენ არ დაგჭირდებათ ყველა ზემოთჩამოთვლილი კატეგორიის წიგნების ცალ-ცალკე დალაგება.

თუ გარკვეულ დარგში ბევრი წიგნი დაგროვდება, დიდი კატეგორიები სექციებად დაყავით. მაგ., სოფლის მეურნეობაში შეიძლება მებაღეობის სექციის ცალკე გამოყოფა მოგიწიოთ, რადგან ეს საკმაოდ პოპულარული თემაა (იხილე სქემა N9) და მომხმარებელიც წიგნების ძებნა - ძიებისას დროს არ დაკარგავს სოფლის მეურნეობის სხვა დარგებზე (მაგ., მცენარეთა დაავადებები ან სასუქი).

ქვემოთ მოცემულია სია იმ ზოგადი კატეგორიებისა, რომელთა მიხედვითაც თქვენ შეგიძლიათ საკუთარი საგნობრივი კატეგორიების შემუშავება. აირჩევთ თუ არა რომელიმე მათგანს შემოთავაზებული კატეგორიებიდან, ეს თქვენს საკოლექციო პოლიტიკაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარი კატეგორიებით იხელმძღვანელოთ. ბუნებრივია, გარემოსდაცვითი (ეკოლოგიური) ბიბლიოთეკა ჯანდაცვის ბიბლიოთეკისაგან განსხვავებულ კატეგორიებს გამოიყენებს. ასევე ურბანულ ბიბლიოთეკებს სოფლის ბიბლიოთეკების მსგავსი კატეგორიები არ გამოადგებათ. დიდ ბიბლიოთეკებს, პატარებისგან განსხვავებით, უფრო მეტი კატეგორია დასჭირდებათ.

სოფლის მეურნეობა - წიგნები, რომლებიც საკვებად ვარგისი მარცვლეულის მოყვანასა და მეხორცე ჯიშის ცხოველების მოშენებას შეეხება, ასევე არის წიგნები ცხოველებისა და მცენარეთა დაავადებების, მავნებლების კონტროლის, მარცვლეულის დასაწყობების, ირიგაციის, სასუქის, მეთევზეობის, მეფრინველეობის და სხვ. შესახებ. სოფლის მეურნეობის კატეგორიაში შეგიძლიათ ყველაზე მეტად პოპულარული თემები ცალკე სექციებადაც წამოწიოთ.

ხელოვნება/ხელოსნობა - ამ კატეგორიაში შედის წიგნები მხატვრების, ხელოსნობის სხვადასხვა დარგისა (მაგ., ქსოვა და მეთუნეობა) და მათი ნაწარმის შესახებ, აგრეთვე წიგნები, რომლებიც მსოფლიოს სხვადსხვა კუთხისა და პერიოდის ხელოვნებისა და ხელოსნობის ნიმუშებს შეეხება;

ბიზნესი - წიგნები ბიზნესის წამოწყებაზე, ბიზნეს მეთოდებზე (აღრიცხვა ან ბუღალტერია), ბიზნეს ტრენდებზე (ტენდენციები), საბანკო და სხვა მსგავს თემებზე.

განათლება/ტრეინინგი - მასალები განათლებისა და სწავლების შესახებ, კერძოდ, ტრეინინგ პროგრამები და მასწავლებლის სახელმძღვანელო დირექტივები. დააწყეთ ამ სახის სასწავლო წიგნები ერთად ან ცალ-ცალკეც, თუ მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია.

ეკოლოგია - მასალები ადამიანებისა და გარემომცველი ბუნების ურთიერთქმედებაზე (წყლის გაჭუჭყიანება, ჰაერის დაბინძურება, ზრუნვა გარემოს სისუფთავესა და ბუნებრივი რესურსების დაცვაზე) და სხვა ისეთ საკითხებზე, რომლებიც ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობებს შეეხება.

ჯანმრთელობა - ამ სფეროს თემატიკა მრავალფეროვანია, კერძოდ, სან-ჰიგიენა, კვება, პირველადი დახმარება, ორსულობა და ბავშვზე ზრუნვა, შიდსი და კიდევ ბევრი სხვა. სოფლის მეურნეობის თემატიკის მსგავსად, აქაც - ჯანმრთელობის კატეგორიაშიც - შეგიძლიათ რამდენიმე სექცია გამოყოთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან თემებზე.

ისტორია - მასალები გარდასული დროის ადამიანების, მათი საქმიანობისა და საცხოვრისი ადგილების შესახებ.

ბუნება - ინფორმაცია დედამიწის, ცის, მდინარეების, ოკეანეების, ცხოველებისა და ბუნებრივი სამყაროს სხვა შემადგენელ ნაწილებზე.

მოსახლეობა და მისი განსახლების ადგილები - მასალები სხვადასხვა ქვეყნებზე ან გეოგრაფიულ ადგილებზე, კლიმატზე, პოლიტიკაზე, კულტურაზე, ეკონომიკაზე, ანუ ზოგადი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

პოლიტიკა - აღნიშნული სფერო შეეხება მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკას, პოლიტიკური სისტემის სახეებს, პუბლიკაციებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებზე, მათს მუშაობაზე, არჩევნებსა და ადამიანთა უფლებებზე.

რელიგია - აქ განიხილება ნაშრომები მსოფლიო რელიგიებზე, აგრეთვე რელიგიური წიგნები, როგორიცაა ბიბლია, ყურანი, თორა და სხვა.

სპორტი - მასალები, რომლებიც მიმოიხილავს სპორტის სახეობებს, მათს წესებს, ასევე სპორტსმენებისა და სპოტული გუნდების ცხოვრებას.

სახელმძღვანელოები - მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის განკუთვნილი წიგნები გაკვეთილების მოსამზადებლად. ბუნებრივია, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იქნება ადგილობრივ სკოლებში საჭირო სახელმძღვანელოებზე. ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული წიგნებია მთელს ბიბლიოთეკაში. აქედან გამომდინარე, გონივრული იქნება მათი ცალკე სექციად გამოყოფა და ბიბლიოთეკარის მაგიდის ახლოს განთავსება. დანარჩენი მსგავსი კატეგორიის წიგნები და/ან დუპლიკატი ასლები, რომლებიც ასერიგად საჭირო არ არის სკოლისთვის, დაალაგეთ ცალკე სექციებად თემატიკის მიხედვით და მკითხველს მიეცემა მათი გამოტანის საშუალება.

პროფესიები/ტექნოლოგია - ეს წიგნები შეეხება როგორც ტრადიციულ (დურგლის, კალატოზის, მეტალურგის, ზეინკლის პროფესიები), ისე ახალ პროფესიებსა და ტექნოლოგიებს, როგორიცაა ავტომექანიკა, ელექტრონიკა და ტელეკომუნიკაციები.

როგორც კი საგნობრივი კატეგორიების სიას გააკეთებთ, სცადეთ მის მიხედვით წიგნების დახარისხება და ამგვარად შეამოწმეთ თქვენ მიერ შედგენილი სიის გამოსადეგობა. ამისათვის დიდი სუფთა სივრცე, რამდენიმე ტევადი ყუთი, ქაღალდი და კალმები დაგჭირდებათ. თითოეული საგნობრივი კატეგორიის იარლიყები მიაკარით ყუთებს ანდა დააწყვეთ ისინი მაგიდებზე და იატაკზე. შემდეგ ერთად დააგროვეთ ერთნაირი საგნობრივი კატეგორიის წიგნები. არა არის აუცილებელი დიდი დროის დახარჯვა წიგნების კატეგორიის გარკვევაზე. ეს შელფლისთის დადგენის შემდეგ გააკეთეთ - ფრთხილად და აკურატულად დაყავით წიგნები კატეგორიებად (იხილეთ ქვემოთ).

ახლა გადახედეთ თქვენ მიერ დახვავებულ წიგნებს. იქნებ ზოგიერთი გროვა ისეთი მოცულობითია, რომ გიძნელდებათ მასში რაიმეს მოძებნა? ან იქნებ სხვა გროვებში მხოლოდ რამდენიმე ერთეულია (ორი-სამი წიგნია)? ან იქნებ ისეთი ცალებიც გაქვთ, ვერცერთ კატეგორიას რომ ვერ მოარგეთ? ძალიან ეცადეთ, რომ ასეთები არ დაგრჩეთ. ზოგიერთი კატეგორია უფრო მცირე ერთეულებად უნდა დაყოთ, ზოგჯერ კი რამდენიმე კატეგორია უნდა გააერთიანოთ. მაგ. თუ თქვენ სოფლის ბიბლიოთეკარი ხართ, მალევე აღმოაჩენთ, რომ „სოფლის მეურნეობის“ კატეგორია ძალიან ბევრის მომცველია. გაადვილებისა და გამარტივების მიზნით იგი უნდა დაყოთ უფრო მცირე სეგმენტებად, კერძოდ, ცალკე უნდა გამოყოთ „მებაღეობა“, „მეთევზეობა“, „მარცვლეულის დასაწყობება“ და სხვ. და როგორც ყოველ თემს სჭირდება განსხვავებული ინფორმაცია, ისე ცალკე აღებულ თითოეულ ბიბლიოთეკას ესაჭიროება სხვადასხვა საგნობრივი კატეგორია და სეგმენტი.

შელფლისთის გაკეთების შემდეგ გაძნელდება კატეგორიების მორგება, წინდაწინ უნდა განსაზღვროთ (და ამას დიდი დრო უნდა შეალიოთ), თუ როგორ „იმუშავებს“ თქვენი კატეგორიები და სექციები ბიბლიოთეკაში. თანაც ისიც უნდა გათვალოთ, თუ რომელი კატეგორიები შეიძლება დაგჭირდეთ მომავალში. წიგნების დახარისხება იმის საშუალებასაც იძლევა, რომ კოლექციიდან გამოარჩიოთ დაზიანებული, ძველი ან გამოუსადეგარი მასალები (იხილე ქვემოთ „გამოხშირვა“).

4.5 შელფლისთის გაკეთება

▲ზევით დაბრუნება


დოკუმენტური წიგნების საგნობრივი კატეგორიის მიხედვით დალაგება მომხმარებელს მათს ძებნა - პოვნაში დიდ დახმარებას უწევს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მკითხველმა არ იცის სასურველი წიგნის საგნობრივი კატეგორია. მაგ., ავიღოთ წიგნი „გვატემალური სუფრის ისტორია“. მისი მოძებნა შეიძლება რამდენიმე კატეგორიაში, კერძოდ, ისტორიის, ხელოვნება/ხელოსნობისა და მოსახლეობა/ადგილების კატეგორიებში. თუ მომხმარებელს არ ეჩქარება, სამივე კატეგორიის თაროებს დაივლის. მაგრამ როგორი იმედგაცრუებაა, როცა ამდენი ძებნა-ძიების მიუხედავად, ბიბლიოთეკაში წიგნი არ აღმოჩნდება. ზოგჯერ ბიბლიოთეკარებიც აკეთებენ სიას თავისთვის, სადაც თითოეული წიგნის ინდივიდუალური ადგილია მითითებული. ეს კი აიოლებს წიგნის ადგილმდებარეობის განსაზღვრას. თუკი თქვენს ბიბლიოთეკაში მომხმარებელს თაროებთან არ უშვებენ, მაგ დროს უფრო მნიშვნელოვანია წიგნების მდებარეობაზე ზუსტი ჩანაწერის გაკეთება.

ზემოაღნიშნული ჩანაწერი წიგნის ლოკაციის შესახებ შელფ ლისთად იწოდება. ეს არის ბიბლიოთეკაში არსებული მასალების სრული სია მათი თაროებზე განლაგების მიხედვით. სიის გაკეთება შეგიძლიათ თქვენს რვეულში ან ცალკე ბარათებზე. ორივე მეთოდი და მათი უპირატესობა თუ ნაკლოვანებანი აღწერილია ქვემოთ უფრო დეტალურად. სანამ მის შედგენას დაიწყებდეთ, ჯერ ყველა იმ საგნობრივი კატეგორიის ნუსხა შეადგინეთ, რომელთა გამოყენებასაც ბიბლიოთეკაში აპირებთ. თუ გნებავთ, ფერებით აღნიშნეთ ეს საგნობრივი კატეგორიები, მაგ., ჯანმრთელობა წითელი ჯვრით, ყვითელი მზით კი - ბუნება. ეს კიდევ უფრო გაუადვილებს ახალ მკითხველს და, განსაკუთრებით კი, ბავშვებს სასურველი წიგნის პოვნას. ასევე მონახეთ მოკლე გზა კატეგორიის ჩასაწერად, მაგ., სმ - სოფლის მეურნეობისთვის, ჯან - ჯანმრთელობისთვის (სხვა ნიმუშები იხილეთ ქვემოთ). ამას კატეგორიის კოდი ჰქვია. თუ ეს კატეგორიები სექციებად გაქვთ დაყოფილი, ამ სექციებსაც თავიანთი კოდი მიეცით. აქ მოცემულია რამდენიმე კატეგორიისა და სექციის კოდები:

საგნობრივი კოდები:

სოფლის მეურნეობა.....................სმ

ხელოვნება/ხელოსნობა...............ხელ

ბიზნესი..........................................ბიზ

განათლება/ტრეინინგი................გან

ეკოლოგია......................................ეკო

ჯანმრთელობა..............................ჯან

ისტორია........................................ისტ

ბუნება...........................................ბუნ

მოსახლეობა და ადგილები........მოს

პოლიტიკა....................................პოლ

რელიგია......................................რელ

სპორტი........................................სპ

სახელმძღვანელოები...................სახ

პროფესიები/ტექნოლოგია..........პროფ/ტ

სოფლის მეურნეობის სექციების კოდები:

ტვირთმზიდი ცხოველები.................ტვირთ/ცხ

სასუქი....................................................სას

მემინდვრეობა.......................................მემინ

მეთევზეობა..........................................თევზ

მეტყევეობა...........................................მეტყ

მებაღეობა............................................მებაღ

ზოგადი...............................................ზოგ

მარცვლეულის დასაწყობება..........მარც/საწ

მცენარეთა დაავადებები...................მცენ/დაავ

(აქ მხოლოდ რამდენიმე ნიმუშია მოყვანილი)

საგნობრივი და სექციების კოდების განსაზღვრის შემდეგ უკვე დგება დოკუმენტური წიგნებისათვის მათი მინიჭების საკითხი. თითოეული წიგნის კატეგორიის განსასაზღვრავად დეტალურად გაეცანით წიგნის სარჩევს, შესავალს, საძიებელსა და ტექსტს. არ დაეყრდნოთ მხოლოდ სათაურს! მას ხშირად შეცდომაში შევყავართ. მაგ., ბიბლიოთეკარი, რომელიც კითხულობს წიგნის ყდაზე მითითებულ სათაურს „რა ფერია თქვენი პარაშუტი?“ გადაწყვეტს, რომ წიგნი სპორტული შინაარსისაა და ჩადებს მას შესაბამის კატეგორიაში. მაგრამ როგორც კი წიგნს გადაშლით, აღმოჩნდება, რომ იგი სამუშაოს ძებნას შეეხება და მისი ადგილი ბიზნეს კატეგორიაშია. არის მასალა, რომელიც მრავალ კატეგორიას მიესადაგება, მაგრამ თუ თქვენი სისტემა თითოეულ ცალკე აღებულ წიგნს ერთ კატეგორიას აკუთვნებს, მოგიწევთ ამ კატეგორიათა შორის უფრო მნიშვნელოვანის ამორჩევა.

კატეგორიისა და სექციის კოდების განსაზღვრის შემდეგ მზად იქნებით შელფ ლისთში შესაბამისი ჩანაწერის გასაკეთებლად. ამისათვის ორი ქვემოთ აღწერილი მეთოდი გაქვთ. შეინახეთ ყველა კატეგორიისა და სექციის კოდებისა და შელფლისთის ასლი.

რვეულის მეთოდი

მასალები

  • ერთი დიდი ბაინდერი (მოსახევფურცლიანი რვეული)

  • ქაღალდი ნახვრეტებით, რომელიც უნდა ჩაისვას ბაინდერში

  • ან რამდენიმე ჩვეულებრივი სასკოლო რვეული

  • შავი და ფერადი (არჩევით) კალმები ან ფანქრები

  • სახაზავი ან სწორკიდეებიანი სვეტების დასახაზავად

თუ იყენებთ რინგ ბაინდერს, თითოეულ კატეგორიას თავისი ცალკე სექცია დაუთმეთ. ამ ბაინდერის უპირატესობა ისაა, რომ ფურცლის ჩამატება/ჩაკერებას (ასევე დაზიანებული ან გაფუჭებული ფურცლის ამოხევას) ნებისმიერ სექციაში ადვილად შეძლებთ. ბაინდერების ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ, ჩვეულებრივ რვეულებთან შედარებით, ისინი უფრო ძვირი ღირს და ძნელად საშოვნელიც არის. ასევე შეიძლება ფურცლები ამოვარდეს და დაიკარგოს. თუ სასკოლო რვეულებს იყენებთ, ეცადეთ, რომ თითოეულ კატეგორიას ცალკე გვერდი დაუთმოთ. ეს შეიძლება უყაირათოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ აუცილებელია, რადგან შემდეგში გვერდებს ვეღარ დაუმატებთ. სასკოლო რვეულების უპირატესობა იმაშია, რომ ფურცლები ადვილად არ ვარდება, ნაკლებად ძვირია და საშოვნელადაც ადვილია. ნაკლი კი ის არის, რომ ბევრი რვეულისთვის თვალყურის დევნება იოლი არ არის და ვერც გვერდების თანამიმდევრობასა და ადგილს შეცვლით.

შელფ ლისთის შესაქმნელად, რვეულის ფურცლებზე დახაზეთ ხუთი სვეტი და დააწერეთ მათ კატეგორია, ეგზემპლარი, სათაური, ავტორი, მომარაგებელი, თარიღი და ღირებულება ქვემოთ მოცემული ნიმუშის მიხედვით. თითო წიგნს თითო რიგი გამოუყავით და სვეტების მიხედვით შეავსეთ. კატეგორიის სვეტში ჩაწერეთ საგნობრივი კოდი დიდი ასოებით, ხოლო სექციის კოდი ქვეშ მიუწერეთ პატარა ასოებით. თუ სექციები ჯერაც არ შეგიქმნიათ, დატოვეთ მცირე ადგილი კატეგორიის ქვემოთ, იქნებ მომავალში მოგიწიოთ მისი დამატება. ერთზე მეტი ეგზემპლარის შემთხვევაში, მიუწერეთ თითოეულ მათგანს თავისი კოდის ნომერი და ჩაწერეთ კოდის სვეტში (თუ მხოლოდ ერთი ეგზემპლარია, კოდის ნომერი არ გჭირდებათ). თარიღის სვეტში ჩაწერეთ ბიბლიოთეკის მიერ წიგნის შეძენის თარიღი.

მომარაგებლის სვეტში ჩაწერეთ, სად შეიძინეთ წიგნი. ამის ცოდნა აუცილებელია, თუ გინდა, რომ წიგნი შეცვალო ანდა სხვა მსგავსი შეიძინო. შეიძლება სვეტში ადგილი არ გეყოთ მომარაგებლის სრული სახელის ჩასაწერად და ამისათვის მისი მოკლე კოდი გამოიყენეთ. მაგ., DBA იშიფრება, როგორც DARIEN BOOK AID. შელფ ლისთში უნდა გქონდეთ ჩაწერილი აგრეთვე ყველა მომარაგებლის კოდი. ღირებულების სვეტში იწერება ბიბლიოთეკის მიერ წიგნში გადახდილი ფასი. თუ წიგნი ნაჩუქარია, აუცილებლად მონახეთ წიგნზე დაწერილი ფასი (შეიძლება ეწეროს წიგნის წინა გვერდის ქვემოთ ან გარეყდის წინა/უკანა გვერდზე). თუ ფასი არ აწერია, დატოვეთ ეს სვეტი ცარიელი. წიგნის ფასის ცოდნა მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში იმის გარკვევაში გეხმარებათ, თუ რა თანხა უნდა დააკისროთ მკითხველს (იხილეთ თავი „წესების შემუშავება“).

ცხრილი 6. შელფ ლისთის რვეულის ნიმუში

რვეულის მეთოდი ძალიან იაფია და ნაკლებ რესურსებსაც მოითხოვს. ერთი სხვა უპირატესობა ისიც არის, რომ მომხმარებლისთვის რვეულის შელფ ლისთის ასლების გაკეთება უფრო ადვილია.

ყოველდღიური მოხმარების ასლების გაკეთებით თავიდან აირიდებთ ორიგინალის დაზიანებას. ბევრ დიდ ქალაქში აქვთ საჯარო ფოტოკოპირების აპარატები, რომელთა დახმარებით (გარკვეულ საფასურად, გვერდების რაოდენობის მიხედვით) შეგიძლიათ საბიბლიოთეკო ერთეულების პირების გადაღება. არიან აგრეთვე ისეთი არასამთავრობოები და დიდი ბიბლიოთეკები, რომლებიც, სურვილისამებრ, უსასყიდლოდ დაგეხმარებიან ამ საქმეში. რვეულის მეთოდის მთავარი ნაკლი ის არის, რომ შეუძლებელია მასში ახალი წიგნების ჩამატება და თანაც მასში წიგნებისა და სხვა ერთეულების ჩამონათვალი მოცემულია ისეთივე რიგითა და წესით, როგორც თაროებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მკითხველებმა სასურველი მასალა უნდა ეძებონ კატეგორიის მიხედვით წიგნების საერთო სიაში და გაარკვიონ, ფლობს თუ არა ბიბლიოთეკა მათთვის საინტერესო წიგნს. ამის შემდეგ კი მითითებულ მისამართზე მოძებნონ ისინი თაროებზე. თუ კატეგორიების სექციებად დაყოფას გადაწყვეტთ, მაშინ ამ კატეგორიისთვის ყველა აღწერილობის რეკოპირება მოგიწევთ, რათა ერთი სექციის წიგნებმა სიაში ერთად მოიყაროს თავი. სწორედ ამიტომ რვეულის მეთოდი მხოლოდ ძალიან პატარა ბიბლიოთეკებს თუ გამოადგებათ.

ბარათის მეთოდი

მასალები

ბარათები, ზომით 125X74მმ, შეგიძლიათ შეიძინოთ ან თვითონ თვითონ გააკეთოთ მუყაოს ქაღალდისაგან;

ბარათები, ზომით 125X84 მმ, გამოიყენეთ გამყოფებად

გრძელი ვიწრო ყუთი ან უჯრებიანი საკარტოთეკო კარადა ბარათების შესანახად. ბევრი დიდი ბიბლიოთეკა საბარათე კატალოგებს კომპიუტერებით ანაცვლებს. ამიტომ, ადვილი შესაძლებელია, მათგან ეს ბარათები საჩუქრის სახითაც მიიღოთ.

შავი და ფერადი (ამორჩევით) კალმები ან ფანქრები

ამ მეთოდით, თითოეულ წიგნს აქვს თავისი საკუთარი ბარათი, რომელიც მთელი თავისი ინფორმაციით იმეორებს ჩვენ მიერ ზემოთ განხილულ რვეულის მეთოდს. სათითაოდ ყველა წიგნს საგნობრივი კოდი ეწერება ბარათის ზემოთ მარცხენა კუთხეში (იხ. ქვემოთ). თუკი საგნობრივი კატეგორიის აღსანიშნავად რომელიმე ფერს ან სიმბოლოს იყენებთ, მიანიშნეთ კოდის ზემოთ ან გვერდით. რვეულის მეთოდის მსგავსად, სექციის კოდი საგნობრივი კოდის ქვეშ ჩაწერეთ. თუ კატეგორია ჯერ სექციებად არ დაგიყვიათ, დატოვეთ ცარიელი ადგილი შემდგომში კოდის ჩასამატებლად. სექციის კოდის ქვემოთ დაწერეთ სათაურის პირველი სამი ასო (სათაური, როგორც არის მითითებული წიგნის პირველ გვერდზე (სატიტულო გვერდზე). თუ ერთზე მეტი ეგზემპლარი გაქვთ, ჩაწერეთ ეგზემპლარის ნომერი სათაურის პირველი სამი ასოს ქვეშ. ბარათის ცენტრში, პირველ ხაზზე, შეიტანეთ წიგნის სრული სათაური, შემდეგ ხაზებზე კი მიუთითეთ ავტორი, მომარაგებელი, ფასი. ამ ინფორმაციის შეტანის შემდეგ ბარათებზე უფრო მეტი ადგილი რჩება შესავსები, ვიდრე რვეულში. ამიტომ აქ თავისუფლად შეგიძლიათ დაამატოთ საკითხავი დონე, გამომცემელი ანდა სხვა ინფორმაცია.

ცხრილი 7. შელფ ლისთის ბარათის ნიმუში

თითოეული საგნობრივი კატეგორიის ცალკე გამოსაყოფად შედარებით მაღალი ბარათები გამოიყენეთ. კატეგორიის კოდის წინ საგნობრივი კატეგორიის სრული სახელი დაწერეთ (იხ. წესები ქვემოთ). კოდის (სიმბოლო) მაგიერ კატეგორიის სრული სახელის გამოყენებით მკითხველს გაუადვილდება სასურველი წიგნის მოძებნა. გამყოფის შემდეგ ვერტიკალურად ჩააწყვეთ გარკვეული კატეგორიის წიგნების ბარათები ანბანურად დალაგებული სათაურების მიხედვით. შემდეგში შეგიძლიათ ჩამატებული წიგნების მიხედვით შეცვალოთ ეს რიგი. ბარათების კატალოგის უჯრებს ქვეშ გაყრილი აქვთ ლითონის წვრილი ღერო, რომელიც გადის ბარათების სპეციალურ ნახვრეტებში. ეს განაპირობებს ბარათების მდებარეობის მდგრადობას იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს უჯრა დაუვარდება, რაც მის სასარგებლო მახასიათებლად უნდა ჩაითვალოს. თუ საბარათე კატალოგის მაგიერ ყუთებს იყენებთ, თქვენ თვითონ შეგიძლიათ სპეციალურად გახვრიტოთ ბარათები, გაუყაროთ მათში ხის ღერო ან მარტივად შეკრათ ისინი თასმით. ასევე არ დაგავიწყდეთ ყუთში საკმარისი ადგილის დატოვება, რათა ინფორმაციის მოძიებისას და ფურცვლისას მთლიანად დაინახოთ ბარათებზე არსებული ინფორმაცია.

ცხრილი 8: წიგნის ბარათების განლაგება

ქვემოთ მოცემულია ბარათების ანბანური დალაგების რამდენიმე წესი:

1. სათაურში საწყისი მთავარი სიტყვის პირველი ასოს მიხედვით. დაალაგეთ ბარათები A-დან Z-მდე. გამოტოვეთ სათაურის დასაწყისში მდგარი ისეთი სიტყვები (არტიკლები), როგორიცაა „the“, „a“, „an“.

მაგ., შემდეგი სამი სათაური ჩანს ბარათებზე:

Life in Great Britain

The Australian Outback

A Day in the Life of Singapore

ეს სათაურები საბარათე ყუთში ასეთი რიგით დააწყვეთ:

The Australian Outback

A Day in the Life of Singapore

Life in Great Britain

2. თუ ორივე სიტყვა ერთსა და იმავე ასოზე იწყება, დაალაგეთ მომდევნო ასოს მიხედვით:

მაგ., :

Bats and Other Rodents

Big Monument

3. თუ რამდენიმე სათაური იწყება ერთი და იმავე სიტყვით, დაალაგეთ მეორე სიტყვის პირველი ასოს მიხედვით.

მაგ., ასე:

Games are Fun

Games for Groups

Games that Teach

4. თუ რამდენიმე სათაური იწყება ერთი და იმავე სიტყვის სხვადასხვა ფორმით (მაგ., garden, gardener, gardening), პირველ ადგილზე გამოდის უმოკლესი ფორმები, ხოლო მომდევნო ასოს იმის გასარკვევად ვაკვირდებით, თუ რომელი (უფრო გრძელი თუ შედარებით გრძელი) ფორმა დგას პირველ ადგილზე.

მაგ., ასე:

Garden Plants

The Gardener's Guide to Pest Control

Gardening Made Easy

5. როცა სათაურები დანომრილია, დაალაგეთ ისინი სექციის დასაწყისში მითითებული ნომრების მიხედვით. თუ რიცხვი სიტყვიერად არის დაწერილი, დაალაგეთ ისინი ანბანურად.

მაგ.,: ეს სათაურები დალაგებულია სექციის დასაწყისში ამ რიგით:

2 Designs for Hats

5 Questions about Sewing

ნიმუშები: ეს სათაურები დაწყობილია ანბანურად

Seven Steps to Good Health

Two Exercises for a Healthy Heart

იმ ფაქტის მიუხედავად, რომ საბარათე მეთოდი, რვეულის მეთოდთან შედარებით, დასაწყისში უფრო მეტ მუშაობას და/ან ფულს მოითხოვს, მას მაინც მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია. იმის გამო, რომ თითოეულ წიგნს თავისი საკუთარი ბარათი აქვს, ადვილდება შეცდომების დაფიქსირება ან ცვლილებების შეტანა მათში, ასევე იოლია ახალი წიგნების ჩამატებაც. ბარათები, რომლებიც ანბანურად ლაგდება, უფრო მეტ ინფორმაციას იტევს, ვიდრე რვეული.

თუ საგნობრივ კატეგორიაში სექციების დამატებას გადაწყვეტთ, ამ ბარათებზე საგნობრივი კატეგორიის ქვეშ ჯერ სექციის კოდი შეიტანეთ, შემდეგ გამყოფი ბარათები შეცვალეთ და წიგნების ბარათები თითოეულ სექციაში რიგის მიხედვით დაალაგეთ. ახალ გამყოფებზე თავში საგნობრივი კატეგორიის სახელი დაწერეთ დიდი ასოებით, ხოლო შემდეგ საგნობრივის კოდი მიუწერეთ. ამის ქვეშ სექციის სახელი და კოდი მიამატეთ ისე, როგორც ქვემოთ არის ნაჩვენები.

ცხრილი 9. სექციების გაკეთება

გამყოფის ნიმუში:

Agriculture - AG

Gardening - Gard

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხატვრულ ლიტერატურას საგნობრივი კატეგორიის კოდები არ ენიჭება. მხატვრული ლიტერატურა, ჩვეულებრივ, ავტორის სახელის მიხედვით ლაგდება ანბანურად. გააკეთეთ ცალკე რვეული ან სექცია თქვენს საბარათე ფაილში, რათა თვალყური ადევნოთ მხატვრულ ლიტერატურას. სადაც, ჩვეულებრივ, უნდა ეწეროს საგნობრივი კოდი, იქ ჩაწერეთ „F“ (Fiction), ანუ მხატვრული ლიტერატურის კოდი. თუ თქვენს ბიბლიოთეკას ბევრი საბავშვო წიგნი აქვს, შეგიძლიათ ცალკე გამოყოთ კოდი „JF“ (Junior Fiction), ანუ საბავშვო ლიტერატურის კოდი (ეს იმისათვის გვჭირდება, რომ ერთმანეთისგან გამოვყოთ მოზრდილთა და ბავშვთა წიგნები). ამ კოდების ქვემოთ დაწერეთ ავტორის გვარის პირველი სამი ასო. თუ ბარათებს იყენებთ, ავტორის სახელი დაწერეთ ბარათის ცენტრში, პირველ მთავარ ხაზზე, ხოლო მის ქვეშ შეიტანეთ სათაური, წყარო, თარიღი და ფასი (როგორც ქვემოთ არის ნაჩვენები). თუ ერთი და იმავე ავტორის რამდენიმე წიგნს ფლობთ, დაალაგეთ მათი სათაურები ანბანურად (ბარათების განლაგების წესები იხ. ზემოთ).

ცხრილი 10. მხატვრული ლიტერატურის ბარათის ნიმუში

F

ATT...........Farid Ud-Din Attar

c.1..............The Conference of the Birds

...................Book World

..................April, 1995

.................S 5.00

თაროს სიაში შეიძლება შედიოდეს ასევე საცნობარო წიგნებიც. ბარათები ამ შემთხვევაშიც ისევე ივსება, როგორც დოკუმენტური წიგნებისათვის და საგნობრივი კატეგორიის ადგილზე იწერება „REF“ (reference). კატეგორიები აქაც სექციებად შეგიძლიათ დაყოთ (მაგ., ლექსიკონების, ატლასების, ენციკლოპედიების, იშვიათი ან ძველი წიგნების და სხვ.). საცნობარო წიგნების აღწერილობანი ცალკე რვეულში ანდა საბარათე ყუთის ცალკე განყოფილებაში შეიტანეთ და სათაურების მიხედვით ანბანურად დაალაგეთ. საცნობარო წიგნები ერთად შეინახეთ ბიბლიოთეკარის მაგიდის ახლოს მდებარე თაროზე. ისე, რომ ბიბლიოთეკარმა (განურჩევლად სქესისა) თვალყური ადევნოს მათ და ამ წიგნებით სარგებლობა გაუადვილოს მკითხველს.

თუ ბიბლიოთეკაში, წიგნების გარდა, აუდიო/ვიდეო ლენტები, რუკები, პოსტერები, ბუკლეტები ან პერიოდგამოცემები (მაგ., საინფორმაციო ბიულეტენები, წლიური ანგარიშები, ჟურნალები ან გაზეთები)გეგულებათ, მათ ცალკე უნდა მიუჩინოთ ადგილი. წიგნებში რომ არ აგერიოთ, აუდიო/ვიდეო ლენტები თავ-თავიანთ თაროებზე დააწყვეთ. შეგიძლიათ პერიოდგამოცემების უახლესი ნომრები სპეციალურ თაროზე ან მაგიდაზე გამოფინოთ, რათა ხალხი ადვილად გაეცნოს მათ. ბიბლიოთეკების უმრავლესობა მკითხველს პერიოდულ გამოცემებს სახლში არ ატანს რამეთუ ისინი ადვილად ზიანდება, წასაღებადაც მძიმეა და თანაც, უმეტეს წილად, მათში მხოლოდ მიმდინარე მოვლენები შუქდება (დროებით სჭირდებათ ადამიანებს). როდესაც ახალ პერიოდიკას მიიღებთ, არ გამოგრჩეთ და ისინი ძველ ნომრებთან ჩააკერეთ დასტაში ან ჩადეთ ყუთში და ქრონოლოგიურად აკინძული დაალაგეთ თაროზე.

პატარა საინფორმაციო ერთეულები (ბუკლეტები ან ბროშურები) დასაკარგავად უფრო ადვილია, თუმცა შეიძლება მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიდეს (იხ. „თემის ჩართულობა“ ზემოთ), ამიტომ მათ შეიძლება ნახვრეტებიც გაუკეთოთ და სწრაფჩამკერებში ჩადოთ ან სპეციალურ ყუთებში შეინახოთ. ქვემოთ ნაჩვენებია ამ ყუთების ნიმუშები, რომლებიც მუყაოსგან ან პლასტმასისგან კეთდება. ასევე შეიძლება მცენარეული ზეთის ქილების გამოყენება, თუ მათ თავსახურსა და გვერდებს შემოაჭრით. გამოიყენეთ აგრეთვე მე-5 სქემაზე ნაჩვენები საძიებო ყუთები უფრო დიდი ზომის ერთეულების ჩასალაგებლად (სხვადსხვა სახის მასალები, ჟურნალები).

სქემა 11: ყუთები ბუკლეტებისა და სხვა მასალებისათვის

ბუკლეტებისა და საგაზეთო სტატიების შენახვის მეორე გზა არის ვერტიკალური კატალოგი. საამისოდ გამოიყენეთ ქვემოთ ნაჩვენები საკატალოგო კომოდი, ანდა მუყაოს ყუთისაგან თვითონ გააკეთეთ საკუთარი ვერტიკალური კატალოგი. მოაჭერით თავი მუყაოს ყუთს, რომლის ფართობიც თქვენს მასალებს სრულად დაიტევს. კატეგორიებისათვის გამოჭერით გამყოფები ან ეს მასალები იმ საქაღალდეში მოათავსეთ, რომელთა შეძენასაც საკანცელარიო მაღაზიებში ადვილად შეძლებთ.

სქემა 12.: ვერტიკალური ფაილები

1) ფაილის კომოდი 2) მუყაოს ვერტიკალური ფაილი 3) ფაილფოლდერი (საქაღალდე)

თუ ზემოხსენებული ტიპის მასალები თქვენი ბიბლიოთეკის პერმანენტულ ნაწილს შეადგენს, შეიტანეთ ისინი თქვენს თაროს სიაში (აქ არ იგულისხმება შეხვედრები და სხვა დროებითი ხასიათის ინფორმაცია). მიანიჭეთ თითოეულ ბუკლეტს, ვიდეოს ან აუდიო ლენტს თავისი საგნობრივი კოდი (ქვემოთ არის მოცემული პერიოდული გამოცემის ნიმუში) და შეადგინეთ თაროს სიის აღწერილობა ისე, როგორც ეს მითითებულია ზემოთ დოკუმენტურ წიგნებზე. აღწერილობაში ჩაწერეთ აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც სათაურს მოსდევს, რათა მომხმარებელს გაუადვილდეს მისი მოძიება. სათაურების მიხედვით დაალაგეთ ასევე ვიდეო/აუდიო ლენტებიც. ყველა ბუკლეტი თავისი საგნობრივი კოდით მოათავსეთ ზემოხსენებულ ყუთებსა და ფაილებში. როცა მკითხველი გაეცნობა ვიდეოლენტის ანდა ბუკლეტის აღწერილობას, მიუთითეთ მათ იმ სპეციალური ყუთის, რვეულის, თაროსა თუ ფაილის ადგილსამყოფელი, სადაც ეს მასალა ინახება. თუ ატყობთ, რომ შესაბამისი ლიტერატურის დამატება თაროს სიაში გარკვეულ დროს მოითხოვს, მკითხველს თავაზიანად შესთავაზეთ სხვა წყაროების მოძიება მათთვის საინტერესო თემებზე ვერტიკალურ ფაილში ან სპეციალურ ყუთებში.

თაროს სიაში პერიოდულ გამოცემებზე ჩანაწერები დანარჩენი ლიტერატურისაგან ცალკე იქონიეთ. თითოეული გამოცემისათვის ერთი ბარათი ან რვეული გააკეთეთ, სადაც შეიტანთ პუბლიკაციის (გამოცემის) ნომერს, გამომცემლის მისამართს (თუ ადგილობრივი დისტრიბუტორისგან მიიღეთ, მიუთითეთ ის მისამართი), წლიურ ღირებულებას. აქვე აღნიშნეთ, თუ რა ხნით გინდათ მათი გამოწერა (კვარტალურად, ყოველთვიურად, ყოველკვირა თუ ყოველდღიურად) და როდის განაახლებთ თქვენს ხელმოწერას. თითოეული გამოცემის მიღებისთანავე ჩაწერეთ მათი ნომერი და თარიღი. თუ ნომერი აკლია ან იგვიანებს, მიზეზის გასაგებად მისწერეთ გამომცემელს ანდა მოითხოვეთ სხვა ეგზემპლარი.

სქემა 13. პერიოდული გამოცემების ბარათის ნიმუში

Title

Agbale Record

Number

Date

The World Library

Vol1 No 1

4/5/97

Source

Partnership

Vol 2 No 2

7/12/97

1028 Bahama Rd.

Price: Free

Renewal: Not applicable

Frequency: Quarterly

იმის მიუხედავად, თუ რომელ მეთოდს აირჩევთ (რვეულის თუ ბარათის), ძალზე მნიშვნელოვანია თაროს სიის რეგულარული (მუდმივი) განახლება. წიგნების მოპარვის, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში აუცილებლად გააკეთეთ შენიშვნა თაროს სიაში. თუ ბარათულ სისტემას იყენებთ, ამოიღეთ თაროს სიიდან იმ წიგნების ბარათები, რომლებითაც ბიბლიოთეკა აღარ სარგებლობს, მაგრამ არ გადაყაროთ, ცალკე შეინახეთ, რათა წარმოდგენა გქონდეთ წლების განმავლობაში დაკარგული წიგნების რაოდენობაზე. ხანდახან შეიძლება ისეთი წიგნებიც გამოჩნდეს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე დაკარგული გეგონათ.

4.6 დიუის ათწილადი სისტემის (DDC) გამოყენების წესი

▲ზევით დაბრუნება


იმისათვის, რომ არ იწვალოთ თქვენი დოკუმენტური (არამხატვრული) წიგნებისთვის საგნობრივი კოდების მოფიქრებაზე, გირჩევთ დიუის ათწილადი კლასიფიკაციის უკვე აპრობირებული კოდები გამოიყენოთ. DDC-ს ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა ის არის, რომ მას მსოფლიოს მრავალ ბიბლიოთეკაში იყენებენ. სასურველი წიგნის პოვნა ( მთელი მსოფლიოს მასშტაბით) მაშინვე გაგიადვილდებათ, როგორც კი თქვენ და თქვენი ბიბლიოთეკის მომხმარებელი ამ სისტემას დაეუფლებით.

DDC კაცობრიობის მიერ დაგროვილ მთელ ცოდნას ათ მრავლისმომცველ კატეგორიად ყოფს. თითოეულ ამ კატეგორიას თავისი ციფრი აქვს მინიჭებული. ათი მთავარი კატეგორია კიდევ, თავის მხრივ, ათ სხვა კატეგორიად იყოფა და ა.შ. სინამდვილეში, დიუის ათწილადი სისტემის გამოყენებით ძალზე სპეციფიკურ საგნობრივ კოდებს იღებთ. კოდში ყოველი დანაყოფი ერთი ციფრით იცვლება (მაგ., 100, 110, 113,4, 113,45 და ა.შ. ხოლო ათწილადი მაჩვენებლი ყოველთვის მესამე ციფრის შემდეგ დგას). პატარა ბიბლიოთეკებისთვის კი ქვემოთ მოცემული დაყოფა* (Summaries: DDC20, Albany, New York, Forest Press, 1989. 15p.) შეიძლება არც დაგჭირდეთ.

1 დანაყოფი

000 - ზოგადი

100 - ფილოსოფია და ფსიქოლოგია

200 - რელიგია

300 - სოციალური მეცნიერებები

400 - ენები

500 - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათემატიკა

600 - ტექნოლოგია

700 - ხელოვნება

800 - ლიტერატურა და რიტორიკა

900 - გეოგრაფია და ისტორია

მეორე დანაყოფი - ზოგადი

000

010 -ბიბლიოგრაფია

020 - ბიბლიოთეკა და საინფორმაციო მეცნიერებები

030 - ენციკლოპედიები

040 - გაუფორმებელი?

050 - ზოგადი სერიული გამოცემები და მათი ინდექსები

060 - ზოგადი ორგანიზაციები და მუზეოლოგია

070 - საინფორმაციო მედია, ჟურნალიზმი, გამომცემლობა

080 - ზოგადი კოლექციები

090 - ხელნაწერები და იშვიათი წიგნები

100 - ფილოსოფია და ფსიქოლოგია

110 - მეტაფიზიკა

120 - ეპისტემოლოგია, ეტიოლოგია, კაცობრიობა

130 - პარანორმალური ფენომენი

140 - სპეციალური ფილოსოფიური სკოლები

150 - ფსიქოლოგია

160 - ლოგიკა

170 - ეთიკა

180 - ძველი, შუა საუკუნეების, აღმოსავლური ფილოსოფია

190 - თანამედროვე დასავლური ფილოსოფია

200 - რელიგია

210 - ბუნებრივი თეოლოგია

220 - ბიბლია

230 - ქრისტიანული ღვთისმეტყველება

240 - ქრისტიანული მორალი და რელიგიური თეოლოგია

250 - ქრისტიანული ორდენები და ადგილობრივი ეკლესია

260 - ქრისტიანული სოციალური თეოლოგია

270 - ქრისტიანული ეკლესიის ისტორია

280 - ქრისტიანული აღმსარებლობის რელიგიები და სექტები

290 - შედარებითი რელიგია და სხვა რელიგიები

300 - სოციალური მეცნიერებები

310 - ზოგადი სტატისტიკა

320 - პოლიტიკური მეცნიერება

330 - ეკონომიკა

340 - სამართალი

350 - საჯარო ადმინისტრაცია

360 - სოციალური სერვისები; ასოციაცია (საზოგადოებები)

370 - განათლება

380 - ვაჭრობა, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი

390 - წეს-ჩვეულებები, ეტიკეტი, ფოლკლორი

400 - ენები

410 - ლინგვისტიკა

420 - ინგლისური და ძველი ინგლისური

430 - გერმანული ენები

440 - რომანული ენები

450 - იტალიური, რუმინული, რეტო - რომანული

460 - ესპანური და პორტუგალიური ენები

470 - იტალიური ენები (ლათინური)

480 - ელინური ენები (კლასიკური ბერძნული)

490 - სხვა ენები

500 - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათემატიკა

510 - მათემატიკა

520 - ასტრონომია და მსგავსი მეცნიერებები

530 - ფიზიკა

540 - ქიმია და მსგავსი მეცნიერებები

550 - დედამიწის მეცნიერებები

560 - პალეონტოლოგია

570 - სიცოცხლის მეცნიერებები

580 - ბოტანიკური მეცნიერებები

590 - ზოოლოგიური მეცნიერებები

600 - ტექნოლოგია

610 - სამედიცინო მეცნიერებები

620 - მანაქანათმშენებლობა და მსგავსი მეცნიერებები

630 - სოფლის მეურნეობა

640 - საოჯახო მეურნეობა და მეოჯახეობა

650 - მენეჯმენტი (მართვა) და დამხმარე სერვისები

660 - ქიმიური მრეწველობა

670 - მასალათწარმოება

680 - სპეციალური პროდუქციის წარმოება

690 - მშენებლობა

700 - ხელოვნება

710 - ტერიტორიული და ლანდშტაფის ხელოვნება

720 - არქიტექტურა

730 - პლასტიკური ხელოვნება (ქანდაკება)

740 - მხატვრობა და დეკორატიული ხელოვნება

750 - ფერწერა და სურათები

760 - გრაფიკული ხელოვნება (გრავიურები)

770 - ფოტოგრაფია და ფოტოგრაფები

780 - მუსიკა

790 - გასართობი და საშემსრულებლო ხელოვნება

800 - ლიტერატურა და რიტორიკა

810 - ამერიკის ინგლისურენოვანი ლიტერატურა

820 - ინგლისური და ძველინგლისური ლიტერატურა

830 - გერმანულენოვანი ლიტერატურა

840 - რომანული ლიტერატურა

850 - იტალიური, რუმინული, რეტო-რომანული ლიტერატურა

860 - ესპანური და პორტუგალიური ლიტერატურა

870 - იტალიური ლიტერატურა (ლათინური ლიტერატურა)

880 - ელინური ლიტერატურა (კლასიკური ბერძნული)

890 - ლიტერატურა სხვა ენებზე

900 - გეოგრაფია და ისტორია

910 - გეოგრაფია და მოგზაურობა

920 - ბიოგრაფია, გენეალოგია, ჰერალდიკა

930 - ძველი მსოფლიოს ისტორია

940 - ევროპის ზოგადი ისტორია

950 - აზიის ზოგადი ისტორია

960 - აფრიკის ზოგადი ისტორია

970 - ჩრდილოეთ ამერიკის ზოგადი ისტორია

980 - სამხრეთ ამერიკის ზოგადი ისტორია

990 - სხვა ტერიტორიების (რეგიონების) ზოგადი ისტორია

როგორც ნახეთ, DDC ძალიან ბევრ საგნობრივ კოდს იყენებს, რომლებიც თქვენ შეიძლება არც კი დაგჭირდეთ (მით უმეტეს, თუ ვერ იგებთ ამ საკლასიფიკაციო სისტემას), თუმცა ამაზე ძალიან ნუ შეწუხდებით. თავი რომ თავისუფლად იგრძნოთ, მხოლოდ თქვენთვის საჭირო კოდები ამოარჩიეთ. იმ შემთხვევაში კი, თუ ბლომად დაგიგროვდათ სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, მათემატიკისა და სხვა მსგავსი ფართო კატეგორიების წიგნები, აუცილებლად მოგიწევთ ზემოხსენებულზე უფრო მეტი ქვეკატეგორიის გამოყენება. ასეთ დროს ეცადეთ დიუის ათწილადი სისტემის შემოკლებული ვარიანტი ანდა სასკოლო ბიბლიოთეკებისათვის განკუთვნილი გამოცემა (კერძოდ, Setting Up and Running a School Library by Nicola Baird) იხმაროთ. დასახელებული წიგნის მოსაძებნად იხილეთ ბიბლიოგრაფია. ავტორი კატეგორიების კოდების აღსანიშნავად ციფრების ნაცვლად ფერებს გვთავაზობს - Junior Colour Code არის DDC-ს ვერსია, რომელსაც ნიკოლა ბრეიდი სთავაზობს პატარა ბიბლიოთეკებს, განსაკუთრებით მათ, ვისი წიგნადი ფონდიც 500-ზე ნაკლები არამხატვრული წიგნისგან შედგება. ამ ვერსიით შემოთავაზებული ფერით კოდირება სწრაფიც არის და მარტივიც.

წიგნისთვის DDC-ს კატეგორიის კოდის განსასაზღვრად ჯერ ზემოხსენებული კატეგორიები დაათვალიერეთ. თუ წიგნი რამდენიმე კატეგორიას განეკუთვნება, ამოარჩიეთ მათ შორის მკითხველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორია, შემდეგ გადახედეთ DDC-ს პირველ ათ ქვედანაყოფს (000-900) და დაადგინეთ, თუ რომელი მათგანი უფრო უკეთესად მიესადაგება მას. თუ ამ კატეგორიაში მხოლოდ რამდენიმე წიგნი გაქვთ, მარტივად აიღეთ და გამოიყენეთ ეს ციფრი საგნობრივ კატეგორიად.

მაგ. 1: როგორ მოვუძებნოთ საგნობრივი კატეგორია ერთ კონკრეტულ წიგნს, რომლის სახელწოდებაა „აცტეკების სკულპტურა“? თავიდან შესავლისა და სარჩევის გაცნობით ვიგებთ, რომ ეს წიგნი აცტეკების ხელოვნებას, კერძოდ კი, ხესა და ძვალზე ჭრასა და კვეთას შეეხება. შემდეგ ვეძებთ დიუის ათწილად სისტემაში შესაბამის კოდს. გამომსახველობით და დეკორატიულ ხელოვნებას მინიჭებული აქვს ციფრი - 700. იმ შემთხვევაში, თუ ხელოვნებაზე ბევრი წიგნი აღმოგაჩნდებათ, წიგნის ძიების გაადვილების მიზნით, კოდები კიდევ უნდა დაკონკრეტდეს.

მაგ. 2: მაშასადამე, „აცტეკების სკულპტურა“ მივაკუთვნეთ ხლოვნების კატეგორიას, ციფრით 700. DDC-ს მეორე ქვედანაყოფით ირკვევა, რომ ეს კატეგორია, თავის მხრივ, კიდევ იყოფა ათ კატეგორიად (710-790) და ერთ-ერთი ამ კატეგორიათაგანი არის 730 - სკულპტურა. ამიტომ თქვენს წიგნს პირდაპირ მიენიჭება ეს ციფრი.

როგორც ვნახეთ, DDC იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ წიგნს დაკონკრეტებული კოდი მოუძებნოთ. ხოლო თუ თქვენს ბიბლიოთეკაში სკულპტურაზე საკმაოდ ბევრი წიგნი მოგეპოვებათ, (მაგ., მუზეუმის ბიბლიოთეკაში), შეგიძლიათ მათი ვიწრო დარგებად დაყოფაც. მეორე DDC-ს თუ გამოიყენებთ (აქ არ არის მოცემული მისი ცხრილები), ზემოაღნიშნულ წიგნს კოდი „736“ უფრო მოერგება, რადგან იგი უშუალოდ ხეზე/ძვალზე ჭრასა და კვეთას ეხება.

ამრიგად, „აცტეკების სკულპტურის“ კატეგორიების კოდები სრული თანამიმდევრობით ასე გამოიყურება:

700 The arts

...730: Sculpture

......736: Carving and carvings

თუ კატეგორიის უფრო დეტალური განსაზღვრა გსურთ, გააგრძელეთ კვლევა და 736-ის შემდეგ გადადით ათწილად ერთეულზე და იქამდე ამატეთ ციფრები, სანამ თქვენი წიგნი, თავის მსგავს წიგნებთან ერთად, განსაზღვრულ კატეგორიაში არ მოხვდება. ბარათზე კი (იხ. ქვემოთ) მხოლოდ ბოლო ციფრი იწერება, ანუ, 736 (ზემოაღნიშნული მაგალითის მიხედვით). თუმცა თქვენ ვალდებული არ ხართ, რომ ქვეკატეგორიების დაამატება გააგრძელოთ. მაგ., ტექნიკურ ბიბლიოთეკაში ხელოვნების კატეგორიის წიგნები ნაკლებად გვხვდება და ამიტომ ამ სახის წიგნებს პირდაპირ შეგვიძლია მივანიჭოთ კოდი - 700. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ უფლებამოსილი ხართ დდკ-დან გამოიყენოთ მხოლოდ ის კოდები, რომლებიც გჭირდებათ.

DDC-ს დახმარებით წიგნის ბარათი შემდეგნაირად უნდა შეადგინოთ: დაწერეთ ბარათის ზედა მარცხენა კუთხეში საგნობრივი კატეგორიის კოდი, მის ქვეშ სათაურის პირველი სამი ასო, ხოლო თუ წიგნის ერთზე მეტ ეგზემპლარს ფლობთ, სათაურის ასოების ქვემოთ მათი ნომრები მიუთითეთ. ბარათის ცენტრში კი, ცალკე ხაზებზე წიგნის სათაური, ავტორი, წყარო, შეძენის დრო და ფასი შეიტანეთ.

სქემა 14: DDC ბარათის ნიმუში

736 Carving and carvings

AZT

...................................Aztec Sculpture

...................................Elena Ramirez

....................................CODE

......................................November, 1997

..........................................S 12.00

როგორც კი ბიბლიოთეკის წიგნებისათვის დდკ-ს ბარათებს შეადგენთ, ისინი შეგიძლიათ საბარათე კატალოგში ან ყუთებში საგნობრივი კოდების მიხედვით დაალაგოთ. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე წიგნს ერთი და იგივე კოდი აღმოაჩნდება, სათაურის მიხედვით დააწყვეთ. შექმენით აგრეთვე ცალკე საგნობრივი ინდექსი, სადაც მომხმარებლები მოძებნიან დდკ-ს სხვადასხვა საგნობრივ კოდს. მათ ამ კოდების ცოდნა წიგნების თაროს სიაში (ე.წ. საკლასიფიკაციო კატალოგი) ძებნა-ძიების დროს დაეხმარება. საგნობრივ ინდექს-ბარათებზე იწერება მხოლოდ საგანი და დდკ კოდი. აი, კატეგორიათა ინდექს-ბარათების ნიმუშები:

სქემა 15: დდკ საგნობრივი ინდექს-ბარათების ნიმუში

0x01 graphic

ჩაალაგეთ ზემოაღნიშნული ბარათები საგნის მიხედვით ანბანურად თავიანთ ყუთში ან უჯრაში. თუ საგნის აღსაწერად ერთზე მეტი სიტყვა გამოიყენება, გააკეთეთ დამატებითი ბარათები მეტი სიტყვებისთვის. მაგ., carpentry (სადურგლო საქმე) შეიძლება ასევე გადმოსცეთ სიტყვით „woodworking“. მომხმარებლის დასახმარებლად გააკეთეთ ბარათი, სადაც წერია „woodworking 694“, ე.ი. ისეთივე, როგორც „capentry“-ზე. ეცადეთ საგნის სახელად თქვენს კომუნაში უფრო გავრცელებული სახელი შეარჩიოთ.

ზემოთ მოყვანილი ნიმუშები დდკ-ს საგნის კოდის აღსანიშნავად იოლად გასაგებია, თუმცა დდკ-მ ზოგჯერ შეიძლება დაგაბნიოთ კიდეც. მაგ., სიტყვა „მხატვრულს“ (fiction)) დდკ კოდი არ ენიჭება, „ლიტერატურას“ - კი. სხვადასხვა ავტორის ლექსების, მოთხრობებისა და პიესების კრებულებზე, ასევე უცხოურ ლიტერატურასა და ლიტერატორებზე შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ დდკ-ს ლიტერატურის კოდი - 800. აქ მოყვანილი მაგალითი „მხატვრულსა“ და „ლიტერატურას“ შორის განსხვავებაზე ნათლად გვიჩვენებს დდკ-ს დამაბნეველ ხასიათს.

სამწუხაროდ, ინსტრუქცია დდკ-ს ყველა დეტალს არ გვიხსნის. მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანი თუ აღიარებს იმას, რომ ამ სისტემაში ყველაფერი ბოლომდე არ ესმის. და თუ ამ მხრივ თქვენც პრობლემები გაქვთ, ეცადეთ საქმე დაიჭიროთ უფრო გამოცდილ ბიბლიოთეკართან.

გახსოვდეთ, რომ მთავარი დდკ-ს სრულყოფილი ცოდნა კი არა (ამაზე ნერვიულობაში დიდი დრო გეკარგებათ) მკითხველისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაა.

დდკ-ს ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ეს კოდები წიგნების უმეტესობას კარგად ერგება. და თუ იცით უკვე არსებული კოდების გამოყენება (თუნდაც დდკ-ს მოკლე ვერსია იყოს), ამაზე აღარ ინერვიულებთ. წიგნს რომ გადაშლით, მარჯვენა მხარეს პირველი გვერდი, ჩვეულებრივ, სატიტულო გვერდია (ხანდახან პირველი გვერდები მთლად ცარიელია). სატიტულო გვერდი შეიცავს წიგნის სრულ სახელწოდებას, ასევე შეიძლება აქვე იყოს მოცემული ინფორმაცია ავტორის, რედაქტორის, გამომცემლის, თარიღისა და სხვ. შესახებ. ამ გვერდის უკანა მხარე ვერსოდ იწოდება. დდკ (თუ საერთოდაც არის დატანილი), ჩვეულებრივ, ძალიან მცირე შრიფტით ვერსოზეა მითითებული. მაგ., ეს ასე შეიძლება გამოიყურებოდეს: 025.1-dc19. აქედან 025.1 არის დდკ-ს კოდი, ხოლო dc19 ნიშნავს იმას, რომ ბიბლიოთეკარმა კოდის დასაწერად გამოიყენა დდკ-ს მე-19 რედაქცია.

როგორც კი თაროს სიას შეადგენთ, გადადით წიგნების ეტიკეტირებაზე (მარკირებაზე), რათა თქვენც და მომხმარებელმაც კარგად იცოდეთ მათი ადგილსამყოფელი. თითოეული წიგნის ყუაზე მიაწერეთ საგნობრივი კოდი (სექციის კოდიც ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ საგნობრივ კოდს თან ახლავს ფერის ან სიმბოლოს აღმნიშვნელები, ისიც მიუთითეთ (იხ. ზემოთ). საგნობრივი კოდის ქვეშ დაწერეთ აგრეთვე სათაურის პირველი სამი ასო (სატიტულო გვერდზე არსებული სახელწოდების მიხედვით), რათა გაადვილდეს თაროზე წიგნების ანბანურად დაწყობა. სათაურის სამი ასოს ქვემოთ დაგჭირდებათ აგრეთვე ეგზემპლარის ნომრის მიწერა. გამოიყენეთ შავი და თეთრი გამძლე მელანი და ეტიკეტები წიგნების მარკირებისათვის. ფერადი იარლიყების დასამზადებლად კი ფერადი ლენტები ანდა თქვენ მიერ მარკერებითა და ფანქრებით გაფერადებული თეთრი ფურცლები გამოგადგებათ.

საგნობრივი კოდი (სექციის კოდიც ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ეგზემპლარის ნომერი დაიტანეთ წიგნის ყდის შიდა მხარეს (ყუაზე არსებული ეტიკეტის დაკარგვის შემთხვევაში მისი მნიშვნელობა იზრდება). თუ ყუა ძალიან ვიწროა და მასზე ეტიკეტი ვერ თავსდება, მიაკარით იგი ყდის ზემოთა მარცხენა კუთხეში, ოღონდ ფრთხილად იყავით, რომელიმე მნიშვნელოვანი წარწერა არ დაიფაროს. წიგნში რამდენიმე ადგილას დარტყმით ბეჭედი, რომელზეც მითითებული იქნება ბიბლიოთეკის სახელი, რათა მკითხველისთვის გასაგები იყოს, რომ იგი ბიბლიოთეკის კუთვნილებაა (ბეჭდის შეძენა საკანცელარიო და წიგნის მაღაზიებში შეგიძლიათ). თუ ამის საშუალებაც არ გაქვთ, მაშინ ბიბლიოთეკის სახელი გამძლე მელნით დააწერეთ (სხვა მელნის შემთხვევაში შეიძლება ფურცლები დაისვაროს).

ეტიკეტირების შემდეგ წიგნები მზადაა თაროებზე დასაწყობად. თუ ბარათის მეთოდს იყენებთ, წიგნები ზუსტად იმავე რიგით დაალაგეთ, როგორც ეს თაროს სიაშია მითითებული. სტანდარტულად წიგნები ლაგდება ზემოდან ქვემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ (იხ. სქემა 17). წიგნების ადგილის განსასაზღვრად იხმარეთ საგნობრივი კატეგორიის სრული სახელი, რასაც მოყვება საგნობრივი კოდი, ე.ი. იმ რიგით, როგორც თაროს სიაში გაქვთ შეტანილი. ეს მკითხველს გაუადვილებს თაროების მოძიებას კოდების გარეშე. თუ რვეულის მეთოდს იყენებთ, წიგნები ანბანურად იქნება დაწყობილი იმ შემთხვევაშიც კი, როცა თაროს სიაში აღწერილობა არ არის. თუ თქვენ სარგებლობთ დდკ საგნობრივი კოდების ციფრებით, თაროზე წიგნები ამ ციფრების მიხედვით იქნება დალაგებული (მაგ., 100, 101, 101.2, 101.23, 102 და ა.შ.)

წიგნებს მჭიდროდ ნუ დააწყობთ. თაროების ბოლოში დატოვეთ თავისუფალი ადგილი ახალი წიგნებისათვის. როცა ყველა წიგნს თაროებზე განალაგებთ, მთელს ბიბლიოთეკაში გამოაკარით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიაგნონ მკითხველებმა მათთვის სასურველ საგნობრივ თემატიკას. თუ თემების აღსანიშნავად ფერები ან სიმბოლოებიც გაქვთ, საგნობრივი კოდების მსგავსად, მიაკარით ესენიც ამ მინიშნებებს. თითოეულ თაროს გაუკეთეთ ნიშანი. კარგი იქნება, თუ ლენტს ან ასაძრობ ეტიკეტს გამოიყენებთ, რადგან ეს გაგიადვილებთ მუშაობას წიგნების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის დროს. გამოიყენეთ ძელაკები (კუბიკები ან ბლოკები) სექციების გამოსაყოფად. დაამაგრეთ ლენტის ეტიკეტები კუბიკებზე, დააწერეთ სექციის სახელი და მიახატეთ ისარი მიმართულების საჩვენებლად (ამ სექციის წიგნები ძელაკის მარჯვნიდან იწყება). ორმხრივი თაროების კიდეებში კი მიაწებეთ ნიშნები, რომლითაც მკითხველი განსაზღვრავს საჭირო სექციების ადგილმდებარეობას. ასევე მთელს ბიბლიოთეკაში სართულის გეგმასთან ერთად გამოაკარით ინფორმაცია სხვადასხვა სექციის კოორდინატების შესახებ, რაც მკითხველს თავდაჯერებულობას შემატებს სასურველი წიგნის ძიებისას (იხ. „კომუნის (თემის) ჩართულობა“ ზემოთ).

როცა წიგნებისა და თაროების ეტიკეტირებას მორჩებით, არ დაგავიწყდეთ ყველა საგნობრივი კატეგორიის, სექციისა და კოდის სიის გაკეთება.

უფრო მომცრო ბიბლიოთეკებს შეუძლიათ მთელი ეს ინფორმაცია პოსტერზე მოათავსონ.

თუ თქვენი ბიბლიოთეკა დიდი რაოდენობით იყენებს საგნობრივ კოდებს, მაშინ საგნობრივი ინდექსის შედგენა მოგიწევთ დდკ-ს თავში მოყვანილი მაგალითის მსგავსად. საგნობრივი ინდექსი მარტივად კეთდება. მასზე მხოლოდ საგნობრივი კატეგორია და საგნობრივი კოდია. თუ კატეგორიები სექციებად გაქვთ დაყოფილი, მაშინ შეიტანეთ აგრეთვე სექციის სახელები და სექციების კოდები საგნობრივი კატეგორიის ბარათზე. ასევე გააკეთეთ ბარათი თითოეული სექციისათვის, რომელიც მკითხველს პირდაპირ მიუთითებს საგნობრივ კატეგორიაზე. სინამდვილეში, საგნობრივი ინდექსი მხოლოდ დიდ ბიბლიოთეკებს გამოადგებათ, რადგან ისინი უფრო მეტ საგნობრივ კოდს იყენებენ და მათი დახმარებით მომხმარებელი სასურველ მასალას უფრო ადვილად მოძებნის. საგნობრივი ინდექსი ასევე ადგება იმ ბიბლიოთეკებს, რომლებიც დდკ-თი სარგებლობენ.

სქემა 18: საგნობრივი ინდექსის სანიმუშო ბარათი თვითშემუშავებული კატეგორიებისთვის

0x01 graphic

მარცხენა ბარათი გვიჩვენებს საგნობრივი კატეგორიის კოდს „სოფლის მეურნეობის“ კატეგორიისთვის - AG. ის აგრეთვე გვიჩვენებს ამ კატეგორიის სექციის კოდსაც. მარჯვენა ბარათი ეუბნება მკითხველს, რომ „მარცვლეულის დასაწყობება“ არის სოფლის მეურნეობის კატეგორიის სექცია, რომ მან საჭირო წიგნი უნდა მოძებნოს თაროს სიაში სოფლის მეურნეობის კატეგორიით და შემდეგ გადავიდეს „მარცვლეულის დასაწყობების“ სექციაში.

საგნობრივი ინდექსის მნიშვნელოვან მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ იგი მომხმარებელს თავიდან აცილებს დაბნეულობას ერთი და იმავე საგნის რამდენიმე განსხვავებული სიტყვით გადმოცემისას. წარმოიდგინეთ მკითხველის იმედგაცრუება, როცა იგი გამრავლების შესახებ ეძებს წიგნს და არ იცის, რომ ამ თემაზე ყველანაირი წიგნი თავმოყრილია „არითმეტიკის“ სექციაში და მათემატიკის საგნობრივ კატეგორიაში. იგი დიდ დროს კარგავს არითმეტიკის სექციაში ქექვით, სანამ საბოლოოდ არ აღმოაჩენს, რომ წიგნი მათემატიკის კატეგორიაში უნდა ეძებნა. ამიტომ თქვენი ვალია, დაეხმაროთ მათ საგნობრივი ინდექს ბარათით, რითაც პირდაპირ მიუთითებთ საჭირო კატეგორიაზე და სექციაზე (თუ ესეც საჭირო იქნება) ისე, როგორც ქვემოთ არის ნაჩვენები.

სქემა 19: სანიმუშო ბარათები შერჩეული სიტყვებისათვის (თუ მონათესავე):

0x01 graphic

მარცხენა ბარათი მომხმარებელს ეუბნება, რომ გამრავლებაზე წიგნები თავმოყრილია მათემატიკური კატეგორიის არითმეტიკის სექციაში. მარჯვენა ბარათი კი მომხმარებელს მიანიშნებს, რომ მედიცინის შესახებ წიგნები უნდა მოძებნოთ საგნობრივ კატეგორიაში - ჯანმრთელობა.

4.7 პროგრესული საორგანიზაციო იდეები

▲ზევით დაბრუნება


თაროს სია მნიშვნელოვანი და სასარგებლო საშუალებაა წიგნების დასალაგებლად, თუმცა ზოგიერთი ბიბლიოთეკისათვის მხოლოდ თაროს სია საკმარისი არ არის. თაროს სიაში თითოეულ წიგნს აქვს ერთი აღწერილობა, რომელიც შეესაბამება თაროზე წიგნის ფიზიკურ მდებარეობას. მას შემდეგ, რაც წიგნები თაროებზე თემატიკის მიხედვით დალაგდება, მკითხველს უადვილდება მათი მოძებნა. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა წიგნი თემატურად მრავალფეროვანია. მაგ., ავიღოთ წიგნი ჩინური მუსიკის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩავდოთ როგორც მუსიკალურ, ისე ჩინურ წიგნებში. იმ შემთხვევაში, თუ წიგნი მუსიკალურ წიგნებში დევს, ჩინურ წიგნებთან მისი ძებნა, ბუნებრივია, უშედეგო იქნება. მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, დიდ ბიბლიოთეკებს ყოველი მრავალკატეგორიანი წიგნისათვის რამდენიმე ბარათი აქვთ შედგენილი. ზემოაღნიშნული ერთეულის შემთხვევაში, ერთი ბარათით წიგნი, ჩვეულებრივ, მოთავსდება მუსიკალური წიგნების თაროზე, ხოლო მეორე ბარათი ჩინური წიგნების სექციაში განთავსდება (ეს უკანასკნელი გვიჩვენებს, რომ წიგნი შეიცავს ინფორმაციას ჩინეთზე, მაგრამ დევს მუსიკის სექციაში).

სქემა 20 დამატებითი საგნობრივი ბარათები

წიგნის ძებნა რამდენიმე ბარათის შედგენით უფრო იოლდება. ბევრ დიდ ბიბლიოთეკას თაროს სიაში საგნობრივ ბარათებთან ერთად ავტორსა და სათაურზე შედგენილი ბარათებიც გააჩნია. ეს ბარათები, ჩვეულებრივ, ცალ-ცალკე არის ჩართული ავტორის, საგნისა და სათაურის კატალოგებში. კატალოგები საშუალებას იძლევა, რომ წიგნები (თუნდაც განსხვავებული თემატიკის) მხოლოდ ავტორების ანდა სათაურების მიხედვით მოიძებნოს. ზოგ ბიბლიოთეკას გეოგრაფიული ბარათებიც აქვს, რაც მკითხველს რომელიმე ცალკე აღებული ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში ეხმარება (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს წიგნები თაროზე სხვადასხვა ადგილას არის დაწყობილი განსხვავებული თემატიკის გამო). დამატებითი ბარათებით სარგებლობისას გახსოვდეთ, რომ ერთი რომელიმე წიგნის დაკარგვა ან ჩამოწერა ყველა ბარათის ადგილმონაცვლეობას გამოიწვევს. ამ ბარათებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბიბლიოგრაფიაში მითითებული სახელმძღვანელოები. ქვემოთ მოცემულია საგნის, ავტორისა და სათაურის მიხედვით შევსებული ბარათების ნიმუშები წიგნის - Raise Better Fish-ის მაგალითზე:

სქემა 21: საგნის, ავტორისა და სათაურის ბარათების ნიმუშები

გახსოვდეთ, რომ ზემოაღნიშნული ბარათები, მიუხედავად მათი სარგებლიანობისა, პატარა ბიბლიოთეკებისათვის სავალდებულო არ არის (ამ კუთხით, მათ აქვთ არჩევანის უფლება). მით უმეტეს, თუ ძალიან გადატვირთული და ემოციურადაც დაღლილი ხართ, ამ ბარათებზე თავი აღარ შეიწუხოთ. მთავარი წიგნების თაროებზე მარტივად დალაგებაა და არა თოთოეულ წიგნზე რამდენიმე (სამი ან მეტი) ბარათის გაკეთება.

სამუშაო გეგმა:

1. გადაწყვიტეთ, გჭირდებათ თუ არა თაროს სია (თუ უარყოფითი პასუხი გაქვთ, მაშინ ამ გეგმას თავი დაანებეთ)

2. დაადგინეთ საგნობრივი კოდები ანდა დდკ-ს კოდები გამოიყენეთ

3. მიანიჭეთ თითოეულ წიგნს საგნობრივი კოდი

4. აირჩიეთ, რომელი მეთოდი გირჩევნიათ თაროს სიის გასაკეთებლად - რვეულის თუ ბარათის მეთოდი

5. მოაგროვეთ საჭირო მასალები

6. შეადგინეთ თაროს სია თქვენ მიერ არჩეული მეთოდით

7. გადადით წიგნების ეტიკეტირებაზე

8. დაალაგეთ წიგნები თაროებზე

9. წიგნების ძიების გასაადვილებლად დაიწყეთ თაროების ეტიკეტირება (მარკირება)

10. გააკეთეთ ბიბლიოთეკის საგნობრივი კოდების ამსახველი პოსტერი ან ინდექსი

11. ხშირად განაახლეთ თქვენი თაროს სია

4.8 ცირკულაცია

▲ზევით დაბრუნება


გადასაწყვეტი საკითხი: როგორ ვადევნოთ თვალყური გაცემულ წიგნებს?

თუ საბიბლიოთეკო კომიტეტი გადაწყვეტს წიგნების გაცემას, მაშინ მას შემუშავებულიც უნდა ჰქონდეს წიგნების გაცემა-დაბრუნებაზე თვალყურის დევნების საკონტროლო სისტემა. კატალოგიზაციის მსგავსად, აქაც მრავალი სახის სისტემა არსებობს. ზოგიერთი მათგანი, სხვებთან შედარებით, ძალიან რთული და ძვირია. ქვემოთ წარმოდგენილია ორი მარტივი მეთოდი. მარტივი სისტემის გამოყენება აადვილებს და შესაძლებელს ხდის მკითხველის მხრიდან წესრიგისა და დადგენილი წესების თანამიმდევრულ დაცვას.

წიგნების გაცემამდე უნდა აწარმოოთ მკითხველთა რეგისტრაცია, რაც ნიშნავს მომხმარებელთა საკონტაქტო ინფორმაციის ჩაწერას (წიგნის დაგვიანების შემთხვევაში ამ მისამართზე შეეხმიანებით). თუ თქვენი ბიბლიოთეკა გამომწერებს წლიურ საწევრო გადასახადს ახდევინებს (იხ. „წესების შემუშავება“ ზემოთ), აღნიშნული რეგისტრაციის საშუალებით ადვილად მიადევნებთ თვალყურს გადასახადის დროულ გადახდას. ჩაიწერეთ ყოველი მათგანის სახელი, მისამართი, მეზობლის კოორდინატები (ან სხვა ინფორმაცია, მესიჯის გაგზავნისთვის რომ გამოგადგებათ) და გადასახადის გადახდის თარიღი (თუკი ეს შესაძლებელია). მოზარდებისთვისაც იგივე საკონტაქტო ინფორმაცია შეაგროვეთ მათი ასაკის, მშობლების სახელებისა და სკოლის მისამართის მითითების ჩათვლით.

ბარათების საშუალებით თქვენ უფრო სწრაფად და ადვილად შეძლებთ ნებისმიერ მომხმარებელზე ინფორმაციის მოპოვებას. ამისათვის აიღეთ რვეული და დაყავით იგი სექციებად ანბანის ასოების მიხედვით. მისამართების წიგნი თითქმის ყველა საკანცელარიო და წიგნის მაღაზიაშია (ინფორმაცია იქაც ანბანურად არის დალაგებული). ასევე შეგიძლიათ მსგავსი რვეული სწრაფჩამკერის საშუალებითაც დაამზადოთ, რადგან მასში გაცილებით ადვილია ფურცლის ჩამატება. თქვენით შეგიძლიათ შეადგინოთ აგრეთვე მისამართების წიგნიც. ამისათვის გამოგადგებათ სისტემატური აღრიცხვის რვეული, სადაც სპეციალურ ეტიკეტებს ჩააწებებთ.

თუ ნებისმიერ რვეულს აიღებთ, მაშინ გადახედეთ შენატანებს ყველა სექციაში, რომ თვალყური მიადევნოთ მომხმარებელს. გამომწერი პირველი წიგნის გატანისთანავე უნდა დაარეგისტრიროთ. შემდეგ კი ამ პროცესის გასაკონტროლებლად ქვემოთ მოცემული მეთოდი გამოიყენეთ:

  • ცირკულაციის რვეული

  • მასალა

  • დიდი რვეული (ნებისმიერი)

  • სახაზავი ან სწორკიდეებიანი ინსტრუმენტი სვეტების დასახაზავად

  • კალმები და/ან ფანქრები

  • ქაღალდის პატარა ფურცლები

  • სახამებლის წებო, ლენტი ან ჩვეულებრივი წებო

გააკეთეთ საცირკულაციო რვეული და ფურცლები 6-6 სვეტად დაყავით (თარიღის, გამომწერის სახელის, წიგნის სათაურის, დაბრუნების ვადის, დაბრუნების თარიღისა და ჯარიმების სვეტები).

სქემა 22: საცირკულაციო რვეულის ნიმუში

ზემოთ მოყვანილ ნიმუშში გამომწერებს შეუძლიათ ბიბლიოთეკიდან ორი კვირის ვადით გამოიტანონ სამი წიგნი. ცხრილში გამეორების ნიშანი („) გვიჩვენებს, რომ ინფორმაცია იგივეა, რაც წინა ხაზზე. თუ წიგნები დროზე დააბრუნეს და თანაც კარგ მდგომარეობაში, გამომწერს ჯარიმა არ დაეკისრება. თუ წიგნს აგვიანდება, მკითხველი ჯარიმას იხდის ყოველ დაგვიანებულ დღეზე 5 ცენტის ოდენობით. თუ თქვენი ბიბლიოთეკა გადასახადს არ აწესებს, მაშინ ჯარიმების სვეტი არ გჭირდებათ. ყოველთვის დააფიქსირეთ წიგნის დაბრუნების თარიღი იმის დასადგენად, თუ რომელი ერთეული დააბრუნეს და რომელი - არა. თუ ბიბლიოთეკაში წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი არსებობს, სათაურის გვერდზე აუცილებლად მიუთითეთ იმ ეგზემპლარის ნომერი, რომელიც გაიტანეს.

სანამ ვინმეზე წიგნს გასცემდეთ, თქვენ ან თქვენმა ასისტენტმა უნდა გადაამოწმოთ, არის თუ არა ეს პიროვნება ბიბლიოთეკაში რეგისტრირებული, ხოლო შემდეგ ჩაიწეროთ გამომწერის სახელი, წიგნის სათაური და დაბრუნების ვადა. ეს მონაცემები შეიტანეთ ცირკულაციის რვეულში ისე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ. ბოლოს მიაკარით ან მიაწერეთ დაბრუნების ვადა ქაღალდის იმ ფურცელზე, რომელიც წიგნის ყდის შიდა მხარეს ეწებება (ეს იმისათვის, რომ მკითხველს არ დაავიწყდეს წიგნის დაბრუნება განსაზღვრულ ვადებში). ასევე შეახსენეთ გამომწერებს, რომ წიგნის წაკითხვას ამ დროში თუ ვერ მოასწრებენ, მოგვიანებით მის გატანას კიდევ შეძლებენ. ეს მათ კიდევ უფრო წაახალისებს და წიგნის დროზე დაბრუნებასაც მოისურვებენ.

როცა წიგნს შემოიტანენ, ცირკულაციის რვეულში ჩაწერეთ დაბრუნების თარიღი და შეამოწმეთ წიგნის მდგომარეობა. თუ წიგნი დროზე დააბრუნეს და თანაც კარგ მდგომარეობაში, ჯარიმის სვეტში ჩაწერეთ სიტყვა „არა“ (თუ თქვენს ბიბლიოთეკაში ჯარიმები არ არის დაწესებული, მაშინ ამის გაკეთება არ მოგიწევთ). თუ წიგნი გვიანდება და/ან დაზიანებულია, ჩაწერეთ ჯარიმის რაოდენობა და მისი გადუხდელობის მიზეზიც მიუთითეთ. ცალკეც შეგიძლიათ გააკეთოთ იმ გამომწერთა სია, ვისაც ბიბლიოთეკის ვალი აქვს (ანდა რეგიტრაციის ადგილას მიუთითეთ). თუ სარეგისტრაციო დავთრებს ხშირად შეამოწმებთ, მაშინ ადვილად შეძლებთ წლიური გადასახადის შემოტანის გაკონტროლებას (თუ ამას, საერთოდ, თქვენი ბიბლიოთეკა ითვალისწინებს). ბიბლიოთეკების უმრავლესობა დავალიანების მქონე მკითხველებს იქამდე არ ატანს წიგნებს, სანამ ისინი ჯარიმას ან წლიურ შეასტანს არ გაისტუმრებენ. ხშირად შეამოწმეთ წიგნის გატანისა და შემოტანის თარიღები შესაბამის სვეტებში, რათა თავიდან აიცილოთ წიგნის დაგვიანების შემთხვევები და დროულად შეახსენოთ მომხმარებლებს მათი დაბრუნების აუცილებლობა.

მთელი ამ ინფორმაციის შეტანა საცირკულაციო რვეულში გარკვეულ დროს მოითხოვს. ამიტომ ბევრი საქმიანი ბიბლიოთეკა ამისათვის ჩართული ბარათებისა და ჯიბაკების სისტემას იყენებს, რათა უფრო ადვილად და სწრაფად შემოწმდეს წიგნები. დღესდღეობით ბევრი ასეთი ბარათული სისტემა გამოიყენება, მათ შორის, ბრაუნის გამოცემათა სისტემა. იგი ძალიან პოპულარულია ბრიტანეთის ყოფილ კოლონიებში. ეს სისტემა დეტალურადაა აღწერილი კოლინ რეის წიგნში „Running a School Library“ (იხ. ბიბლიოგრაფია). თუ თქვენს ბიბლიოთეკას ყოველდღე დიდი რაოდენობით წიგნების შემოწმება უწევს, შეგიძლიათ ბარათული სისტემის გამოყენებაზე იფიქროთ. სანამ თქვენს ბიბლიოთეკაში რომელიმე სისტემას დააყენებდეთ, ესტუმრეთ ისეთ ბიბლიოთეკებს, რომლებიც ასეთ სისტემებს მოიხმარენ. შემდეგ გაარკვიეთ, იძენს თუ არა ეს ბიბლიოთეკა წიგნის ბარათებსა და ჯიბაკებს (შესაძლოა, თვითონაც აკეთებდნენ) და რამდენი უჯდება მათი შეძენა. თუ შეგიძლიათ, შეამოწმეთ ეს სისტემა და მისი მუშაობა რამდენიმე წიგნის მაგალითზე. ქვემოთ არის მოყვანილი ბარათული სისტემის ნიმუში:

2. ბარათის საცირკულაციო სისტემა

მასალები:

  • საინფორმაციო ბარათები თითოეული წიგნისათვის

  • ჯიბაკის ბარათები (თითოეული წიგნის შიგნით მისაწებებლად)

  • ბარათების შესანახი ყუთი

  • მუყაოს ქაღალდი გამყოფებისათვის

  • სახაზავი ან სწორკიდეებიანი ინსტრუმენტი სვეტების დასახაზად

  • კალმები და/ან ფანქრები

  • ქაღალდის ფურცლები

  • სახამებლის წებო, ლენტი ან ჩვეულებრივი წებო

  • თარიღის ბეჭედი (არჩევით)

თითოეული წიგნისათვის გააკეთეთ გამოწერის ბარათი. დააწერეთ მას საგნობრივი და სექციის კოდები (ან დდკ-ს ციფრი) ზედა მარცხენა კუთხეში. ამის ქვემოთ დაწერეთ სათაურის პირველი სამი ასო და ეგზემპლარის ნომერი (თუ რამდენიმე ცალია) ზუსტად ისე, როგორც ეს თაროს სიის ბარათზეა. სათაურის ქვეშ დახაზეთ ორი სვეტი გამომწერის სახელისა და წიგნის დაბრუნების ვადის შესატანად ისე, როგორც ეს 23-ე სქემაშია ნაჩვენები.

სქემა 23: გამომწერის ბარათის ნიმუში

მიაწებეთ საბარათე ჯიბაკი თითოეული წიგნის ყდის შიდა მხარეს. თქვენ ამ ჯიბაკების შეძენა იმ მაღაზიებში შეგიძლიათ, რომლებიც ბიბლიოთეკებს ამარაგებენ. თუ მოინდომებთ, თვითნაკეთი ჯიბაკებიც გამოდგება (აიღეთ მუყაო, წებო, ორად გაჭრილი წერილის ზომის კონვერტები). მიაწებეთ ქაღალდის ფურცელი წიგნის ბოლო გვერდზე საბარათე ჯიბაკის მოპირდაპირე მხარეს. ფურცლის თავში მიაწერეთ დაბრუნების ვადა. წიგნის ბარათი ჯიბაკში ჩადეთ და ასე დაასრულეთ წიგნის მომზადება გასაცემად.

სქემა 24: წიგნი საბარათე ჯიბაკით და დაბრუნების ვადის აღმნიშვნელი ფურცლით

წიგნის დაბრუნების გასაკონტროლებლად ამოიღეთ გამომწერის ბარათი ჯიბაკიდან და დაწერეთ მასზე მკითხველის სახელი და დაბრუნების ვადა. ჩადეთ ეს ბარათი იმ ყუთში, სადაც ქრონოლოგიურად არის ჩალაგებული გატანილი წიგნების ბარათები (ისინი ერთმანეთისგან მუყაოს გამყოფებით არიან გამიჯნულნი). დაბრუნების ვადის შესახებ მინაწერი ან შტამპი წიგნს ბოლო გვერდზეც გაუკეთეთ, რათა მკითხველს დაბრუნების ვადა არ დაავიწყდეს. როცა წიგნს დააბრუნებენ, ყუთიდან უკან ამოიღებთ გამომწერის ბარათს და გადახაზავთ გამომტანის სახელს (ისე, როგორც ეს ზემოთ, 23-ე სქემაზეა ნაჩვენები), შემდეგ ჩადეთ ეს ბარათი ისევ თავის ჯიბაკში და დააბრუნეთ წიგნი თაროზე. ასეთი ბარათული სისტემა ამარტივებს წიგნის გატანაზე კონტროლს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემომოყვანილი მეთოდი სწრაფად და ეფექტიანად აგვარებს წიგნების დროზე დაბრუნების პრობლემას, მაინც საჭიროა საცირკულაციო რვეულის წარმოება, რადგან ამ უკანასკნელს გააჩნია გარკვეული და თანაც ღირებული უპირატესობები. იგი, მთლიანობაში, აღნუსხავს ბიბლიოთეკიდან გატანილი ყველა წიგნის ჩანაწერს. მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ ბიბლიოთეკაში შეფასებისა და ჩამოწერის პროცესების მაღალ დონეზე წარმართვას (ქვემოთ იხ. „შეფასებისა“ და „ჩამოწერის“ შესაბამისი თავები). რვეული გვიჩვენებს, თუ რომელი წიგნებია ყველაზე მოთხოვნადი ბიბლიოთეკაში ან რამდენ წიგნს გასცემს ბიბლიოთეკა ყოველთვიურად. საცირკულაციო რვეულებით ადვილდება თვალყურის დევნება იმ ჯარიმებზე, რომლებიც მკითხველებს აქვთ დაკისრებული.

4.9 ინვენტარიზაცია

▲ზევით დაბრუნება


ინვენტარიზაცია წელიწადში ორჯერ უნდა ჩაატაროთ, რაც გულისხმობს თაროს სიაში შეტანილი მასალების შემოწმებას. ამ მეთოდით არკვევენ, ბიბლიოთეკაში რამე დანაკარგი ხომ არ არის. დახურეთ ბიბლიოთეკა ერთი ან მეტი დღით და ყველა წიგნი, წესისამებრ, დააწყვეთ თაროებზე. მიჰყევით თაროს სიას თავიდან რიგის მიხედვით და გაარკვიეთ, არის თუ არა ყველა წიგნი თავის ადგილზე. ამ საქმეს ორი ადამიანი უფრო ადვილად გაუმკლავდება. ერთი ამოიკითხავს სათაურებს თაროს სიაში, მეორე კი დასახელებულ წიგნებს თაროებზე მოძებნის. თუ წიგნი ადგილზეა, თაროს სიაში დაწერეთ თარიღი და შემოწმების ნიშანი (წიგნის ბარათის ქვემოთ ანდა რვეულის კიდეზე). თუ წიგნი აკლია, ნახეთ, წაღებული ხომ არ არის. თუ ვიღაცას გატანილი აქვს, თაროს სიაში თარიღის გვერდით მიაწერეთ „გატანილია“. თუ წიგნი ვერ იპოვეთ და არც არავისი წაღებული არ ჩანს, თაროს სიაში დაწერეთ :დაკარგულია“ და გადადით მორიგ წიგნზე. ადვილი შესაძლებელია, რომ წიგნი არასწორად იყოს განთავსებული თაროზე და მოგვიანებით გამოჩნდეს კიდეც.

ინვენტარიზაციას რომ მორჩებით, შეადგინეთ დაკარგული წიგნების სია. გადაეცით ამ სიის ერთი პირი საბიბლიოთეკო კომიტეტს, მ ეორე პირი კი დატოვეთ ბიბლიოთეკაში. დროთა განმავლობაში ზოგი წიგნი შეიძლება დააბრუნონ. თუ ბევრი ერთეული აკლია, მოითხოვეთ უსაფრთხოების გაძლიერება ბიბლიოთეკაში და/ან გამოიძიეთ, თუ რა ბედი ეწიათ წიგნებს (იხ. „ქურდობის კონტროლი“). შეგიძლიათ მცირე ჯილდოც შესთავაზოთ მათი დაბრუნებისათვის.

4.10 ჩამოწერა

▲ზევით დაბრუნება


ბიბლიოთეკის „გამარგვლა“ დახეული და დაზიანებული წიგნებისაგან თითქმის იგივეა, რაც ბაღის გასუფთავება სარეველა მცენარეებისაგან. ამას საბიბლიოთეკო ენაზე ჩამოწერას ვუწოდებთ, რაც ახალი მასალებისათვის სივრცის განთავისუფლებას გულისხმობს. ის აუმჯობესებს ბიბლიოთეკის იერსახეს და ხალხსაც ინტერესი უჩნდება, რომ წიგნებს გაუფრთხილდნენ. ყოველწლიური ინვენტარიზაცია იძლევა იმის შანსს, რომ გაიგო თითოეული წიგნის მდგომარეობა. თუ წიგნი კარგ მდგომარეობაში არ არის, გადადეთ სარესტავრაციოდ (იხ. ქვემოთ „წიგნზე ზრუნვა“) ანდა პერმანენტულად გაიტანეთ ბიბლიოთეკიდან. ზოგი წიგნი შეიძლება კარგ მდგომარეობაშიც იყოს, მაგრამ ბიბლიოთეკას არ შეეფერებოდეს (მათი შინაარსი შეიძლება მოძველებული და ვულგარული იყოს, ზოგჯერ შეიძლება საშიშიც). საუბარია ისეთ წიგნებზე, რომლებიც ბიბლიოთეკის არცერთ საკითხავ დონეს არ შეესაბამება და/ან ისეთ ენაზეა დაწერილი, რომლებზედაც თქვენი მკითხველები არ ლაპარაკობენ. თემის წევრები ამ წიგნებით, ალბათ, არც დაინტერესდებიან, რადგან ისინი ისეთ თემებზეა, მათს კულტურასთან, ტრადიციასა და მდგომარეობასთან საერთო რომ არაფერი აქვს (მაგ., წიგნი თხილამურებით სრიალზე გამოუსადეგარია გრენადისთვის).

ზოგჯერ ძნელია საბიბლიოთეკო კომიტეტის წევრების დარწმუნება იმაში, რომ წიგნების ჩამოწერა აუცილებელია. კრიტიკა რომ თავიდან აიცილოთ, წიგნების ჩამოწერამდე ეცადეთ მათი თანხმობა და მხარდაჭერა მოიპოვოთ. „მასალების მოპოვების“ სექციაში თქვენ თემთან ერთად მუშაობდით საკოლექციო პოლიტიკაზე. ახლა ეს პოლიტიკა გამოიყენეთ, რათა შეახსენოთ კომიტეტს, რომელი საგანი არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი თემისათვის. სხვა თემატიკის წიგნები კი შეიძლება ტყუილად ავსებდეს სივრცეს, რომლის გამოყენება უფრო სასარგებლო წიგნებისათვის იქნება უპრიანი. ცირკულაციის რვეულში აღნუსხულია ის ერთეულები, რომლებიც ბიბლიოთეკიდან არის გატანილი. ამ რვეულის სასუალებით შეგიძლიათ დაადგინოთ, რომელი წიგნი უფრო კითხვადია თემში. თუ წიგნით დიდი ხნის განმავლობაში არავის უსარგებლია, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს ეს წიგნი არ აინტერესებს ან შეიძლება სხვა მიზეზებიც არსებობდეს იმისა, თუ რატომ არ კითხულობენ სასარგებლო წიგნებს თემში. არასოდეს ჩამოწეროთ წიგნი უბრალოდ მხოლოდ იმიტომ, რომ მას არავინ კიტხულობს, ეცადეთ, გაარკვიოთ ამის მიზეზი. (მაგ., შეიძლება არასწორად იდოს თაროზე ანდა სათაური იყოს დამაბნეველი).

კომიტეტის წევრებმა შეიძლება მოგიწონონ კიდეც წიგნების ჩამოწერის პროცესი, თუ მათ სარგებლობის სხვა ფორმას მოუნახავთ. შეგიძლიათ სცადოთ არასასურველი წიგნების გაყიდვა და ამ ით მოაგროვოთ ტანხები ახალი მასალების შესაძენად (არ გაყიდოთ ნაჩუქარი წიგნები, თუნდაც ეს დონორი ორგანიზაციების რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდეს). გამყიდველებს შეიძლება სურდეთ ძველი გაზეთების შეძენა პროდუქტების შესახვევად. თუ საკითხავი დონე, ენა ანდა თემატიკა პრობლემაა, შეგიძლიათ სხვა ბიბლიოთეკა მოძებნოთ, რომელიც მათ გამოიყენებს. მაგ., სოფლის ბიბლიოთეკამ შეიძლება მისცეს საქალაქო ბიბლიოთეკას წიგნი ურბანული დაგეგმარების შესახებ. არასოდეს გაყიდოთ ან give away-ის წიგნები, რომლებიც მოძველებულია ანდა ცრუ ინფორმაციას შეიცავს. ასეთი წიგნები მხოლოდ დახიეთ და დაწვით. თუ კომიტეტი წიგნების ჩამოწერის აბსოლუტური წინააღმდეგია, ეცადეთ,მიიღოთ ნებართვა მათი თაროებიდან განთესვის შესახებ მაინც

სამუშაო გეგმა

1. დაარეგისტრირეთ გამომწერები

2. გადაწყვიტეთ, რომელს გამოიყენებთ: საცირკულაციო რვეულს თუ ჯიბაკის სისტემას

3, მოამზადეთ რვეული ან ბარათები ისე, როგორც ზემოთ არის აღწერილი

4. ხშირად შეამოწმეთ წიგნების დაბრუნების ვადა

5. ჩაიწერეთ გამომწერების გადასახადები და ჯარიმები და მიუთითეთ მათი გადაუხდელობის მიზეზები

6. ინვენტარიზაცია საჭიროა წელიწადში ერთხელ მაინც

7. ჩაატარეთ ჩამოწერის პროცედურა წელიწადში ერთხელ

4.11 კომპიუტერები

▲ზევით დაბრუნება


დღეისათვის ბიბლიოთეკებში წიგნებსა და მომხმარებელზე ინფორმაციის ჩასაწერად (ბარათებისა და რვეულების ნაცვლად) კომპიუტერებს იყენებენ და ეს მეთოდი თანდათანობით ყველასთვის სტანდარტული ხდება. კომპიუტერები სამუშაოდ ყველაზე უპრიანია მაშინ, როცა ბიბლიოთეკის პერსონალი ამ საქმეში კარგად არის გაწაფული. ისინი აადვილებენ ინფორმაციის მოძიებას სხვადასხვა კუთხით (მაგ., საგნის, სათაურის, ავტორის, მთავარი სიტყვის ანდა კომპიუტერში შენახული სხვა ინფორმაციის მიხედვით) და, მისი წყალობით, ბიბლიოთეკარს, რამდენიმე ბარათის შევსების ნაცვლად, ერთ წიგნზე მხოლოდ ერთი აღწერილობის შეტანა უწევს. კომპიუტერი მთელი ბიბლიოთეკის ინფორმაციას იტევს და ბიბლიოთეკარებს ღილაკზე ერთი დაჭერით შეუძლიათ გაარკვიონ, თუ რომელ წიგნებს გაუვიდათ დაბრუნების ვადა, ვის ეკუთვნის ისინი (იგულისხმება პიროვნების მისამართი) და სხვა.

და მაინც, სანამ კომპიუტერის საყიდელ ფულს შეაგროვებთ ან ნაჩუქარ კომპიუტერს აამუშავებთ ( ბიბლიოთეკის კოლექციის გასაკონტროლებლად), ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თუ ყველა მონაცემი კომპიუტერში გექნებათ შეტანილი, მისი გამორთვის შემთხვევაში არ არის გამორიცხული მთელი ინფორმაციის დაკარგვა. ბარათებისა და რვეულებისაგან განსხვავებით, კომპიუტერებს ბევრი რამ აზიანებს: მტვერი, სითბო, ნესტი, ტრანსპორტირება, ხოლო მათ შესაკეთებლად გამოცდილი ექსპერტ-ხელოსნები უნდა მოიწვიოთ. სათადარიგო ნაწილების შოვნა შეიძლება გაგიჭირდეთ (ან შეიძლება ვერც იშოვოთ), ასევე მნიშვნელოვანია ელექტრობის სანდო წყაროთი სარგებლობა. ზოგჯერ ერთ ქვეყანაში გამოშვებულ კომპიუტერებს მეორე ქვეყანაში სამუშაოდ ელექტროგარდამქმნელები ესაჭიროებათ. კომპიუტერები შეიძლება დააზიანოს ქსელში ძაბვის მომატებამ, დენის გამორთვის შემთხვევაში კი შეიძლება მთელი ინფორმაცია წაიშალოს. განვითარებადი ქვეყნების ბიბლიოთეკები ხშირად იყენებენ მეორეული მოხმარების ან მოძველებულ მანქანებს, რომელთა ნაწილები უფრო ძნელი საშოვნელია. თანაც ძველი კომპიუტერები, თანამედროვე მოწყობილობებთან შედარებით, უფრო ადვილად ზიანდება. ტრაგედიაა, როცა კომპიუტერი ტყდება და მთელი მასში არსებული ინფორმაცია ერთბაშად იკარგება.

სხვა პრობლემაა კიდევ პროგრამის შერჩევა თქვენი კომპიუტერისათვის, რომელიც თქვენთვის ბევრ საინტერესო საკითხს გახდის ხელმისაწვდომს. არსებობს ვორდის, მონაცემთა ბაზების, სახატავი, ფინანსური მართვის, ელექტრონული ცხრილების და სხვა პროგრამები, რომლებიც ძვირი ღირს და თანაც თქვენს კომპიუტერს ყველა პროგრამა არც მოერგება. საზოგადოდ, რაც უფრო ძველია მანქანა, მით უფრო ძნელია მისთვის შესაფერისი პროგრამის მოძებნა. უპროგრამოდ კი თქვენი კომპიუტერი უსარგებლო საგნად იქცევა. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ხალხი ადვილად ელევა ძველ კომპიუტერებს. ეს სახელმძღვანელო კი მიზნად ისახავს თქვენთვის საინტერესო პროგრამებისა და მათი აღწერილობის შემოთავაზებას. „რესურსების გზამკვლევში“ მოცემულია CDS/ISIS-ის, როგორც საბიბლიოთეკო ინფორმაციის შენახვისათვის განკუთვნილი პროგრამული პაკეტის, აღწერილობა. UNESCO განვითარებადი ქვეყნების ბიბლიოთეკებს უფასოდ ურიგებს ამ პროგრამებს და მათ მთელს მსოფლიოში ფართოდ იყენებენ. „წიგნის დონაციის პროგრამაში“ და „ტრეინინგში“ (იხ. „რესურსების გზამკვლევი“) ჩამოთვლილ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ აგრეთვე ამ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება.

თუ გინდათ, რომ კომპიუტერის სარგებლიანობასა და პრობლემებში კარგად გაერკვეთ, ეწვიეთ რომელიმე კომპიუტერიზებულ ბიბლიოთეკას (მათ შორის, ბევრი საუნივერსიტეტო და ეროვნული ბიბლიოთეკაა, (ასევე იხ. „საბიბლიოთეკო ასოციაცია და ქსელები“ თავში: „რესურსების გზამკვლევი“) და მათი გამოცდილება გაიზიარეთ. ამგვარი ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით ზემოხსენებული პრობლემების გადასაჭრელად, კერძოდ, მოგცემთ რჩევებს, თუ სად უნდა გაეცნოთ პროგრამას და გაიაროთ შესაბამისი ტრეინინგი. იქ თქვენი გამოცდილების მიხედვით შეირჩევა სწავლების დონე - ეს იქნება ან საწყისი კურსი კომპიუტერის შემსწავლელთათვის, ანდა, თუ დამწყებზე მეტი იცით, სპეციალური პროგრამის გაცნობა და ტრენინგი. თუ კომპიუტერით საბიბლიოთეკო კატალოგის შექმნას აპირებთ, აუცილებლად სპეციალური ცოდნა დაგჭირდებათ. ხოლო, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ დაგაფინანსებენ, ტექნიკურად დაგეხმარებიან, დაგატრენინგებენ, პროგრამას მოგცემენ და კომპიუტერისათვის საჭირო სხვა მექანიზმებს მოგაწვდიან, მაშინ ბიბლიოთეკის კოლექციის გასაკონტროლებლად ამ ხერხს არ უნდა მიმართოთ. კომპიუტერული უზრუნველყოფის შემთხვევაში კი კომპიუტერით ანგარიშების, წერილების, საბიბლიოთეკო ბიულეტენების, საწიგნე ბარათების, აგრეთვე ბუკლეტების, ბროშურებისა და საინფორმაციო გაზეთების ადგილობრივ ენებზე ბეჭდვისა და გამოქვეყნების, თამაშებისა და სხვა ამოცანათა შესრულებას შეძლებთ (იხ. „თემის ჩართულობა“ ზემოთ). ეს ის საკითხებია, რომლებიც ადვილად გადაწყდება სწორად შერჩეული პროგრამისა და მასწავლებლის წყალობით, რათა მანამდე კომპიუტერის უცოდინარმა პერსონალმა ადვილად შეძლოს მასზე მუშაობა. ასევე შეგიძლიათ მოიწვიოთ კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, სადაც, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, შეძლებთ სპეციალური განათლების მიღებას.

მონაცემთა ბაზებისა და მულტიმედიის მასალების გასაცნობად კომპიუტერთან ერთად იყენებენ აგრეთვე CD-ROM-ებსაც. ესენი პატარა, გამძლე პლასტიკური დისკებია, რომლებიც უზარმაზარ ინფორმაციას იტევენ (ისევე, როგორც მრავალტომეული ცნობარი თანდართული სურათებით, მუსიკითა და ვიდეოკლიპებით). მათი ტრანსპორტირების სიიოლის გამო (დისკები მცირე ზომისაა და მსუბუქი) წიგნის დონორი ორგანიზაციებიც ხშირად სთავაზობენ ბიბლიოთეკებს CD ROM-ებს.

თუ ბიბლიოთეკას ტელეფონი, სათანადო აღჭურვილობა და პროგრამა აქვს, თვითონაც შეუძლია მესიჯების მიღება და გაგზავნა ან მსოფლიო კომპიუტერულ ქსელში ჩართვა და ძიება. World Wide Web არის კომპიუტერების გლობალური ქსელი, რომელიც უზომოდ დიდ ინფორმაციას შეიცავს. ორივე - e-mail-იც და web-იც კარგი საძიებო საშუალებებია, რომლებითაც ბევრს გაიგებთ საერთაშორისო ორგანიზაციებზე (e-mail და web მისამართები (URLS). „რესურსების გზამკვლევში“ ასევე ჩამოთვლილია სხვა ორგანიზაციებიც. ბიბლიოთეკებმა e-mail-ითა და Web-ით სარგებლობისათვის უნდა გახსნან ანგარიში Internet Service Provider-ში. მთელს მსოფლიოშია გავრცელებული აგრეთვე „ინტერნეტ-კაფეები“, სადაც მომხმარებელს ფასიანი ინტერნეტის მოხმარება შეუძლია. თქვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი სერვისებისა და მათი ღირებულების გასაგებად დაეკონტაქტეთ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას ანდა კომპიუტერების სამეცნიერო დეპარტამენტს. ზოგჯერ სატელეფონო კომპანიებიც ფლობენ სათანადო ინფორმაციას ზემოაღნიშნული სერვისების შესახებ.

სამუშაო გეგმა:

1. გაარკვიეთ, თუ რა ხარჯი და სარგებელი შეიძლება მიიღოთ ბიბლიოთეკის კომპიუტერიზაციით

2. ესტუმრეთ კომპიუტერიზებულ ბიბლიოთეკას

3. მოიპოვეთ დაფინანსებისა და ტრენინგების წყაროები

4. განსაზღვრეთ, გსურთ თუ არა კომპიუტერის გამოყენება ბიბლიოთეკაში და, თუ გსურთ, როგორ გამოიყენებთ მას თქვენს საქმიანობაში

4.12 ქურდობა და მისი კონტროლი

▲ზევით დაბრუნება


გადასაწყვეტი საკითხი: როგორ აღვკვეთოთ საბიბლიოთეკო მასალების ქურდობა?

სამწუხაროდ, ამ პრობლემის ბოლომდე მოგვარება შეუძლებელია. წლების განმავლობაში ბევრი ბიბლიოთეკა კარგავს წიგნებს და მათ ნაცვლად ბიუჯეტში გარკვეულ საფასურს იხდის. ქურდობის გაკონტროლება ადვილი არ არის. კონტროლის ყველაზე მკაცრ მეთოდად წიგნების „გამოკეტვა“ უნდა ჩაითვალოს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს მხოლოდ ზედამხედველობის ქვეშ შეუძლია იქ შესვლა და მუშაობა. ჩარაზულ კაბინეტებში წიგნების მოთავსება და იქ მხოლოდ ბიბლიოთეკარის შეშვება ბევრ ბიბლიოთეკას არ აწყობს, რადგან ეს ხერხი პრაქტიკაში არ გამოდგება. ამიტომ ქურდობის აღსაკვეთად ქვემოთ მითითებული მეთოდები უნდა სცადოთ:

თემის განათლება - აუხსენით თემს, თუ რა დანიშნულება აქვს წიგნს მათი განვითარებისათვის და როგორი დასანანია, როცა ბიბლიოთეკიდან წიგნი იკარგება. მოუწოდეთ მათ, რომ თვალყური ადევნონ ბიბლიოთეკაში დაცულ მასალებს. კერძოდ, სთხოვეთ მშობლებსა და მასწავლებლებს, რომ მათ თავიანთი ოჯახების მაგალითით (იგულისხმება მაღალი პასუხისმგებლობა წიგნით სარგებლობაზე) სხვებიც წაახალისონ. გამყიდველებმაც კარგად უნდა იცოდნენ წიგნის შტამპისა და მისი ადგილის შესახებ, რათა, წინასწარი შეთანხმების გარეშე, არ გაყიდონ ბიბლიოთეკის კუთვნილი სპეცშტამპიანი წიგნები.

წიგნების მარკირება - ხალხი ნაკლებად იპარავს მარკირებულ წიგნებს, თუ, მით უმეტეს, მათზე ბიბლიოთეკის ბეჭედია დასმული ან მისი სახელია დაწერილი. ამიტომ წიგნი რამდენიმე ადგილზე დაშტამპეთ და ისეთი მელანი იხმარეთ, ადვილად რომ არ იშლება. ამისათვის ყველაზე კარგი გვერდების ჩაკერების ადგილებია, რადგან წიგნის ამ ნაწილში ყველაზე ძნელია შტამპის წაშლა.

შეინახეთ ზუსტი ჩანაწერები - ადამიანს მოპარვის ხალისი დაეკარგება, თუ ეცოდინება, რომ დანაშაულს არ აპატიებენ. თუ ინვენტარიზაციას რეგულარულად ჩაატარებთ, ადვილად მიხვდებით, რომელი წიგნები გაკლიათ. არაკეთილსინდისიერი გამომწერების იდენტიფიკაცია კი ადვილად შეიძლება ცირკულაციის რვეულის საშუალებით.

ფანჯრებს დაუყენეთ მავთულის ბადეები - ეს მეთოდი უფრო ამართლებს, ვიდრე ურდულის დადება, რადგან ქურდს ისინი უფრო აკავებს.

იქონიეთ მარტო ერთი კარი - ბიბლიოთეკარისათვის უფრო იოლია ერთი კარიდან შემსვლელ-გამსვლელთათვის თვალყურის დევნება.

შეამოწმეთ ჩანთები - სთხოვეთ მკითხველებს, რომ ჩანთები ბიბლიოთეკართან დატოვონ.

ფრთხილად იყავით არჩევანში - წიგნები მხოლოდ თემის წევრებზე გაეცით. სხვა ადგილებიდან მოსულ მკითხველებს წიგნებს თუ გაატანთ, შეიძლება წაიღონ და უკან აღარ დააბრუნონ.

იხმარეთ საქაღალდეები ჟურნალებისათვის - ჟურნალები და გაზეთები მცირე ზომისაა და მათი მოპარვა ყველაზე ადვილია. ამიტომ ისინი მუყაოს დიდ სწრაფჩამკერში ჩადეთ და პატარა კლიტე დაადეთ (ეს ჩამკეტები შემდეგშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი გამოცემებისათვის). ასე რომ, ადრინდელი გამოცემები უფრო ძნელია მოსაპარავად.

დაიტოვეთ ბე - გატანილი წიგნის დაბრუნებამდე მომხმარებელს ფული ან სხვა რამე ნივთი დაატოვებინეთ.

ხალხის ჩართვა - ჩამოწერეთ დაკარგული წიგნების სია და ხალხს სთხოვეთ, რომ დაგეხმარონ მათ პოვნაში. ზოგმა შეიძლება ქურდიც ამოიცნოს.

შესთავაზეთ ჯილდო - ეს ხერხი განსაკუთრებით კარგად მუშაობს სკოლის ბიბლიოთეკებში.

დაასახელეთ სახელდობრ - შეგიძლიათ სთხოვოთ რელიგიურ ლიდერებს, რომ წიგნის მპარავთა სახელები მრევლთან გამოაცხადონ. მიუხედავად ამ მეთოდის სიმკაცრისა, რამდენიმე აფრიკელმა ბიბლიოთეკარმა გვითხრა, რომ ის კარგად მუშაობს.

შეაჩერეთ დიპლომების ან სკოლის ატესტატების გაცემა - სკოლის ბიბლიოთეკარებს შეუძლიათ, შეაჩერონ დიპლომებისა და ატესტატების გაცემა იმ სტუდენტებზე, ვინც წიგნი დააგვიანა და არ დააბრუნა სასწავლო წლის ბოლოს. დიპლომებისა და ატესტატების გაცემა ასეთ შემთხვევებში მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც წიგნებს დააბრუნებენ და/ან მათს საფასურს გადაიხდიან.

ძვირფასი წიგნები ბიბლიოთეკაში შეინახეთ - არავის გაატანოთ ის წიგნები, რომელთა გაცემის უფლებაც არ გაქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ზემოხსენებული მეთოდები მთლიანად ვერ აღკვეთავენ წიგნის ქურდობას, ოდნავ მაინც შეამცირებენ მას. დროთა განმავლობაში კი ეს მეთოდები (თემის ძალისხმევასთან ერთად) ბრწყინვალე შედეგებს მოგიტანთ.

სამუშაო გეგმა:

1. ჩაატარეთ ინვენტარიზაცია ბიბლიოთეკის დაკარგული წიგნების გამოსავლენად

2. გამოიყენეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები ქურდობის შესამცირებლად

3. თუ ეს რჩევები არ დაგეხმარათ, შეცვალეთ წიგნის თხოვების პოლიტიკა

4.13 წიგნების მოვლა

▲ზევით დაბრუნება


გადასაწყვეტი საკითხი: როგორ ვზრუნავთ წიგნებზე?

წიგნები და მათი ქაღალდი ძალიან ადვილად ზიანდება. მათზე შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს მზემ, ნესტმა, მტვერმა, სიმშრალემ, მწერებმა, რომლებიც გემრიელად შეექცევიან წიგნის ფურცლებს. წიგნები თაროზე გამოფენის მომენტიდან პოტენციურად ზარალდებიან. ქვემოთ მოვიყვანთ წიგნების დაზიანების რამდენიმე მიზეზს და მასთან ბრძოლის საშულებებს.

ნესტი - ნებისმიერი ბიბლიოთეკისათვის უბედურებაა. ის ანადგურებს ქაღალდს, წებოს და ხელს უწყობს ობის გაჩენას. ტენთან ბრძოლის საუკეთესო გზა ბიბლიოთეკის წყალგამძლე სახურავი, კედლები და კარგი ვენტილაციაა. ღიაგვერდებიანი თაროები ხელს უწყობს ჰაერის თავისუფალ მოძრაობას. თაროებს შორის და ასევე კედელსა და თაროებს შუა დატოვეთ საკმარისი სივრცე ჰაერის ცირკულაციისთვის.

პირდაპირი მზის სხივები - ფურცელს ახუნებს და აყვითლებს. პირდაპირი მზის სხივებისაგან წიგნების დასაცავად ფარდები, შტორები და დარაბები გამოიყენეთ.

ჭუჭყი - იმისათვის, რომ წიგნები არ გაჭუჭყიანდეს, ისინი უნდა მოვარიდოთ მტვერს. წიგნების შალითებად შეგიძლიათ ძველი ქაღალდი, პლასტიკური ჩანთები ან სპეციალური გადასაკრავი მასალა (იყიდება წიგნის მაღაზიებში) გამოიყენოთ. ქვემოთ მოცემულია წიგნის ძველი ქაღალდით შემოგარსვის მეთოდი. იმ შემთხვევაში, თუ წიგნს ქაღალდს გადააკრავთ, გახსოვდეთ, რომ გადაკრულ წიგნს გარედან ყუაზე მიკრული უნდა ჰქონდეს ეტიკეტი (იმავე წესით, როგორც ეს თვითონ წიგნს აქვს). აქვე და ასევე პირველ გვერდზე შეგიძლიათ ავტორი და სათაურიც მიაწეროთ.

სქემა 25: როგორ გადავაკრათ წიგნს

მწერები - მათ ქაღალდისა და წებოს ჭამა უყვართ. ამიტომ რეგულარულად გადმოიღეთ ხოლმე თაროებიდან თითოეული წიგნი და რბილი, მშრალი ნაჭრით (წყალი არ მიაკაროთ) გაასუფთავეთ. ეს ხელს შეუწყობს იმ მწერების გამობერტყვას, ფურცლებს შორის რომ დახოხავენ. თუ თქვენ ფეხებიანი წიგნის თაროები გაქვთ, მათი სადგამები აუცილებლად მოათავსეთ წყლისა და ზეთის ნარევში, ასევე საპნიან ან ნავთიან ქილებში (თუნდაც თუნუქის კოლოფებში). მათში შეგიძლიათ ჩაასხათ აგრეთვე ხსნარი, რომელიც ნიმის ხის (ინდური კედარი თუ იასამანი) ფოთლებისგან მზადდება. ეს ფოთლები თბილ წყალში ჩაალბეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. ხსნარს ყოველთვის უცვალეთ ადგილი. კედელზე მიდგმული თაროები არ გამოგადგებათ, რადგან მწერებს უადვილდებათ ერთი ადგილიდან მეორეზე გადახოხება. მწერების საწინააღმდეგო ხსნარი წიგნებს პირდაპირ არასოდეს შეასხათ. მან შეიძლება დააზიანოს ფურცლები და არც მკითხველისთვის იქნება სასარგებლო. მწერების დასაფრთხობად მიმართეთ თქვენს ადგილობრივ სოფლის მეურნეობის გაფართოების აგენტს, რომელიც იყენებს მცენარეებისა და ბალახების შესაწამლ ბუნებრივ ნაერთებს. თუ თაროები უფეხოა, შედგით ისინი ხის ძელაკებზე, რომელთა ქიმიური დამუშავების მეთოდი ზემოთ არის აღწერილი.

სქემა 26: თაროების დაცვა მწერებისაგან

ხალხი - მომხმარებელი ასევე აზიანებს წიგნებს. მნიშვნელოვანია, რომ ბიბლიოთეკის მკითხველებს ვასწავლოთ წიგნის გაფრთხილება და ნაზი მოპყრობა, რომ წიგნი უნდა გადაშალონ ნაზად სუფთა ხელებით, არ უნდა დასვარონ საკვებით ან სანთლით, არ უნდა დახიონ და გადაკეცონ გვერდები, ჩასკეცად უნდა გამოიყენონ სანიშნი და არ უნდა დადონ გადაშლილი წიგნი პირთავქვე (ამან შეიძლება ყუა დააზიანოს), გვერდებს შორის არ უნდა ჩადონ ბასრი და მსხვილი საგნები (მაგ., კალმები). ბიბლიოთეკარს შეუძლია წიგნთან მოპყრობის წესების შემუშავება ან მათი დაზიანების შემთხვევაში ჯარიმების დაწესება და ამის შესახებ სპეციალური პოსტერის მომზადება (იხ. „თემის ჩართულობა“ ზემოთ). რა თქმა უნდა, წიგნები ნორმალური ხმარების დროსაც ზიანდება, რაც გარდაუვალია. ამიტომ ხელთ უნდა გქონდეთ წიგნის „შეკეთებისათვის“ საჭირო ისეთი ხელსაწყოები, როგორიც არის ლენტი, წებო, რეზინის საშლელები, ქაღალდი და მუყაო. თუ ფურცელი დახეულია, დაადეთ ზემოდან ორივე მხარეს გამჭვირვალე ლენტი ისე, რომ ბოლოები შეერთდეს და ერთმანეთს მიეწებოს. შემდეგ ზედმეტი ადგილები მოაჭერით, საშლელით ამოშალეთ ფანქრით მონიშნული ადგილები (ერთი მიმართულებით). არასოდეს დაასველოთ და/ან გარეცხოთ წიგნები. დაზიანებული ყუები გაამაგრეთ სქელი ნაჭრის ლენტით ანდა ნაჭრით და წებოთი. რბილ ყდებს მეტი სიმტკიცისათვის შიდა მხრიდან მუყაო მიაწებეთ, ოღონდ ეს მუყაო ძალიან სქელიც არ უნდა იყოს. ბოლოს ყუა ლენტით ისე გაამაგრეთ, რომ წიგნს ყდები აღარ მოძვრეს.

ქვემოთ ნაჩვენებია დაშლილი წიგნის სარესტავრაციო მეთოდი. წიგნს თავიდან მოაძრეთ ძველი ყდები და ყუა. შემდეგ ფრთხილად მიაკერეთ გვერდები ერთმანეთს, ოღონდ ისე, რომ მიმდევრობა არ აურიოთ. იმავდროულად ყუაზე მიაკერეთ ქსოვილის ნაჭერი. შეიძლება დაგჭირდეთ აგრეთვე ქინძისთავიც გვერდებში ნახვრეტების გასაკეთებლად, სანამ ძაფს გაუყრიდეთ (მაგარი ძაფი ანდა მსუბუქი თოკი გვერდების შესაკერად). შემდეგ ქსოვილზე მიაწებეთ ახალი ყდები (ან ისევ თავისი ძველი), ხოლო ყუას, ნაკერებს და ყდების მარცხენა კიდეებს გადააკარით სქელი ლენტი ანდა ქსოვილის სხვა ნაჭერი. თუ ფურცლის შიდა არშია (ცარიელი (თეთრი) ველი გვერდების ჩაკერვის ადგილთან) მცირე ზომისაა, სიტყვების ამოკითხვა გაგიჭირდებათ. ამიტომ წინასწარ უნდა შეამოწმოთ მისი სიგანე, მანძილი მათ შორის 3 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ნაკერი ფურცლის მარცხენა მხრიდან 1 სმ-ზე უნდა იყოს დაშორებული, რომ იქიდან ფურცლები ადვილად არ ამოძვრეს. თუ ეს მეთოდი ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა, მას მხოლოდ მაშინ მიმართეთ, როცა წიგნი ღირებულია ანდა ძნელია მისი ჩანაცვლება. ამოიღეთ ხმარებიდან დაზიანებული წიგნი და იგი ახლით შეცვალეთ.

სქემა 27: როგორ „შევაკეთოთ“ წიგნები?

ასეთი მოვლითა და ზრუნვით ბიბლიოთეკის წიგნები თემის საგანძურად იქცევა და თაობებს გასწვდება.

სამუშაო გეგმა:

1. გამოიყენეთ ზემომოყვანილი მეთოდები, რათა წიგნები დაიცვათ ნესტისგან, მზის სხივებისგან, ჭუჭყისა და მწერებისაგან.

2. ასწავლეთ მკითხველებს წიგნებით სარგებლობის წესები

3. დროულად აღადგინეთ დაზიანებული წიგნები

4.14 შეფასება

▲ზევით დაბრუნება


გადასაწყვეტი საკითხი: როგორ მივხვდეთ, თუ როგორ ემსახურება ბიბლიოთეკა თემს?

იმისათვის, რომ გავიგოთ,თუ როგორია თემში საბიბლიოთეკო მომსახურების ხარისხი, შეფასების ხერხს უნდა მივმართოთ. თავიდან უნდა გავარკვიოთ, თუ რამდენი მკითხველი ჰყავს ბიბლიოთეკას, რამდენი წიგნია გამოწერილი და/ან იზრდება თუ მცირდება გატანილი წიგნების რიცხვი. ცირკულაციის რვეულით ვიგებთ, თუ რამდენ წიგნს იწერენ მომხმარებლები ყოველთვიურად და რომელი წიგნებია თემში ყველაზე პოპულარული. თაროს სიაც გამცნობთ, თუ რა რაოდენობის მასალებს ფლობს ბიბლიოთეკა, როდის შეიძინეს და რომელ საგნობრივ კატეგორიას ეკუთვნიან ისინი.

სარეგისტრაციო ჟურნალიდან კი შეიტყობთ ბიბლიოთეკის გამომწერთა რაოდენობისა და მათი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ამ ჩანაწერებიდან გაიგებთ, თუ რამდენი მოზარდი სარგებლობს ბიბლიოთეკით ან რამდენი წიგნი შეიძინეს გასულ წელს.

ზემომოყვანილი ფაქტები საერთო სურათის მხოლოდ ნაწილს გიჩვენებთ. უნდა გაესაუბროთ ბიბლიოთეკის მომხმარებლებს და ასევე არამომხმარებლებსაც, რათა დარწმუნდეთ არსებული ფაქტების სისწორესა და რეალობაში. მაგ., ცირკულაციის რვეულიდან გაიგებთ, თუ რამდენი წიგნი გამოიწერეს და ხომ არ შემცირდა ეს რიცხვი გასული რამდენიმე თვის განმავლობაში. თუ რაოდენობა შემცირებულია, რამ გამოიწვია ეს კლება - ამ ხნის მანძილზე ახალი წიგნების შემოტანის სიმცირემ, წერა-კითხვის მასწავლებლის გადასვლამ ახალ ქალაქში, თუ იმან, რომ მოსავლის აღების სეზონია და ხალხს წასაკითხად არ სცალია, თუ არც ერთია და არც მეორე, მაშინ ის გაარკვიეთ, რაშია საქმე.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ისიც, თუ რას ფიქრობს ხალხი რეალურად ბიბლიოთეკაზე და რატომ სარგებლობენ ან არ სარგებლობენ საბიბლიოთეკო მომსახურებით. ინფორმაციის მისაღებად რამდენიმე გზა არსებობს - შეიძლება რჩევების ყუთის შექმნა, თემთან შეხვედრის მოწყობა, ხალხთან პერსონალური გასაუბრება და/ან კითხვარების შევსება. ცალკე გაესაუბრეთ აგრეთვე მათ, ვისაც არასოდეს უსარგებლია ბიბლიოთეკით ანდა წიგნების გამოწერა რაღაცა მიზეზით შეწყვიტა. გაარკვიეთ, რატომ არ სურთ ბიბლიოთეკასთან ურთიერთობა. სთხოვეთ საბიბლიოთეკო კომიტეტს, დაადგინოს მათი მეგობრებისა და ოჯახის წევრების აზრი ბიბლიოთეკის შესახებ. ყოველივე ამის შემდეგ კი იმავე კომიტეტს წარუდგინეთ თქვენ მიერ შეგროვილი ინფორმაცია.

საზოგადოდ, საბიბლიოთეკო კომიტეტს ხშირად უნდა მიაწოდოთ ანგარიში თქვენი ბიბლიოთეკის მდგომარეობის თაობაზე. პერიოდულად აცნობეთ მათ დაფინანსების შესახებ (ანუ ის, თუ რამდენი თანხა შევიდა ბიუჯეტში ბოლო ანგარიშის გაკეთებიდან). შეატყობინეთ აგრეთვე ისიც, თუ რა მასალები შეიძინეთ ან დაგეკარგათ და/ან რომელ პროგრამებს ახორციელებთ ახლა ბიბლიოთეკაში. ეს ანგარიშები საკვანძო როლს თამაშობს თქვენსა და კომიტეტს შორის კარგი ურთიერთობის დამყარების საქმეში. საშუალება გეძლევათ, დახმარებისათვის მიმართოთ კომიტეტს და ასევე თქვენი წარმატებული მუშაობის ისტორიებიც გაუზიაროთ. თუ გამოკვლევის შედეგად აღმოაჩენთ მომხმარებელთა რიცხვის, წიგნიერების, სასკოლო წარმოდეგენების ან რესურსების ზრდას, აცნობეთ ეს თემს, ადგილობრივ მთავრობას ანდა წიგნის დონორებს. შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გაუზიაროთ ადგილობრივ გაზეთს, საბიბლიოთეკო ასოციაციას (მისწერეთ ან გამოაქვეყნეთ წერილი). ანგარიშის პირები გაუგზავნეთ ადგ. მთავრობის ოფიციალურ პირებს, წიგნის დონორებს, ანდა გამოეცით ბროშურა, სადაც თქვენი საბიბლიოთეკო ცხოვრების ფაქტებს გააშუქებთ. ბევრი დონორი ამ სახის ინფორმაციას ითხოვს კიდეც იმაში დასარწმუნებლად, რომ მათი მხარდაჭერილი პროექტები წარმატებით ხორციელდება. თუმცა სიფრთხილე გმართებთ, არ გადააჭარბოთ. პრობლემების იგნორირება მათს აღმოფხვრას როდი ნიშნავს! პირიქით, უკეთესია, თუ ქურდობის ფაქტებს ან ახალ წიგნებზე დაფინანსების შემცირებას გამოკვეთთ, რადგან, შესაძლოა, პრობლემების გადაწყვეტისა და დაფინანსების მოზიდვის საქმეში ბევრი დამხმარეც გამოგიჩნდეთ დაინტერესებული ადამიანებისა და ორგანიზაციების სახით. ამიტომ ანგარიშებში ორივე გამოკვეთილი უნდა იყოს - წარმატებებიც და პრობლემებიც, რაც თქვენ მიმართ ნდობასაც გააძლიერებს და დახმარების შანსსაც გაზრდის.

თქვენ მიერ შეგროვილი ინფორმაციის უდიდესი ნაწილი შეიძლება რამდენიმე გზით შემოწმდეს. მაგ., თუ აღმოაჩენთ, რომ ბიბლიოთეკის მომხმარებელთა უმეტესობა დაწყებითი კლასების მოსწავლეებია, შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ მათთვის საინტერესო ჟანრობრივ მასალაზე. შემდეგ კი თქვენი კოლექცია გაამდიდრეთ უფროსკლასელთა და მოზრდილთათვის განკუთვნილი საინტერესო მასალებით და წაახალისეთ ისინიც, რომ ბიბლიოთეკის აქტიური მომხმარებლები გახდნენ. არცერთი ამ იდეათაგანი ცუდი არ არის და საბიბლიოთეკო კომიტეტზეა დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, რა უფრო უკეთესია თემისათვის.

ანალოგიურად შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ბიბლიოთეკით უფრო მეტი კაცი სარგებლობს, ვიდრე ქალი, ხოლო მოსახლეობის ერთი ნაწილი (კერძოდ, უფროსი თაობა ან ღარიბები) საერთოდ არ აკითხავს ბიბლიოთეკას. გაესაუბრეთ ამ ადამიანებს, იქნებ ისინიც დააინტერესოთ თქვენი საქმიანობით (შეურჩიეთ საათები, დაუწესეთ დაბალი გადასახადები, გაატარეთ წერა-კითხვის შემსწავლელი კურსები, დაუნიშნეთ სტიპენდია). თუ შეფასების დეტალური კრიტერიუმებით იხელმძღვანელებთ, მერწმუნეთ, თქვენი საბიბლიოთეკო პოლიტიკა მყარ ინფორმაციაზე იქნება დაფუძნებული (იხ. დაიანა როზენბერგის “სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციის გავრცელება განვითარებად ქვეყნებში“ იმისათვის, რომ უკეთ შევაფასოთ საბიბლიოთეკო მომსახურების ხარისხი).

ბიბლიოთეკის შეფასების ყველა დეტალი შესაბამის კომიტეტს გაუგზავნეთ და თქვენ მიერ შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე შემაჯამებელი ანგარიში მოამზადეთ. ამ დასკვნის მიხედვით თუ საბიბლიოთეკო პოლიტიკაში რაიმე ცვლილებას გეგმავთ, თქვენი მოსაზრებები ადგილობრივ თემს გააცანით და ჰკითხეთ მათ, რას ფიქრობენ ამ ცვლილების თაობაზე. გახსოვდეთ, რომ ბიბლიოთეკა მათი საჭიროებისათვის არსებობს და მათი მხარდაჭერისნ გარეშე ვერ იარსებებს. კარგი ურთიერთობა ბიბლიოთეკარს, საბიბლიოთეკო კომიტეტსა და თემს შორის არის ბიბლიოთეკის მყარი მომავლის შენების გარანტი.

სამუშაო გეგმა:

1. ფაქტების შესაკრებად ბიბლიოთეკის ჩანაწერები გამოიყენეთ

2. ესაუბრეთ ბიბლიოთეკის მომხმარებლებსა და თემის წევრებს ფაქტების ინტერპრეტირებისა და რჩევებისათვის

3. გამოიყენეთ ჩანაწერებიდან და თემიდან მიღებული ინფორმაცია საბიბლიოთეკო პოლიტიკის შესამუშავებლად

4. გააცანით თემს თქვენი მოსაზრებანი კვლევის შედეგებისა და საპოლიტიკო ცვლილებების შესახებ

4.15 გაფართოება

▲ზევით დაბრუნება


გადასაწყვეტი საკითხი: როდის არის საჭირო ბიბლიოთეკის გაფართოება?

როცა ბიბლიოთეკაში მკითხველებისა და წიგნებისათვის საკმარისი სივრცე აღარ არის (ასევე, როცა შეამჩნევთ, რომ ბიბლიოთეკაში ახალი წიგნების ნაკლებობის გამო ხალხის ნაკადი შემცირდა), ბუნებრივია, დღის წესრიგში დგება მისი გაფართოების საკითხი. გაითვალისწინეთ, რომ ბიბლიოთეკაში მოსულ ხალხს შეიძლება თქვენი ფინანსური და მატერიალური დახმარების სურვილიც გააჩნდეს. ამისათვის კი, პირველ რიგში, მეტი ყურადღება და თემის მომზადებაა საჭირო, კერძოდ, მოხალისეების მოწვევა და მათი გაერთიანება ბიბლიოთეკის გაფართოების სპეციალურ კომიტეტში. სთხოვეთ ხუროებს, სახურავის შემკეთებლებს, კალატოზებსა და სხვა კატეგორიების ხელოსნებს, რომ ამ კომიტეტის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. საბიბლიოთეკო კომიტეტისგან განსხვავებით (რომელიც, ჩვეულებრივ, პატარა ჯგუფს წარმოადგენს), გაფართოების კომიტეტი საკმაოდ დიდი და გრძელვადიანი უნდა იყოს (გასაკეთებელი საქმე ყველასთვის თავზე საყრელია), საქმის სიძვირისა და შრომატევადობიდან გამომდინარე.

სამუშაო გეგმა:

1. განსაზღვრეთ, თუ რამდენად შედის თქვენს ინტერესებში საბიბლიოთეკო სივრცის გაფართოება

2. მოიწვიეთ მოხალისეები დასახმარებლად

ბიბლიოთეკის გაფართოებაში შეიძლება მოიაზრებოდეს თაროების დამატება ან ახალი შენობის აშენება. რაც უფრო დიდია პროექტი, მით უფრო მეტი დრო და ფული, ცდა და რესურსებია საჭირო, ამიტომ თქვენ უმოკლესი გზები უნდა ეძებოთ სიტუაციის გამოსასწორებლად. გიჯობთ წიგნებისათვის მეტი სივრცის შესაქმნელად, კედელზე მიყუდებული ცალმხრივი თაროების ნაცვლად, ორმხრივი თაროების მწკრივები გამოიყენოთ (იხ. სქემა 28). ახალი ავეჯის შეძენა ანდა ძველის განახლება შეიძლება ძალიან წაადგეს ბიბლიოთეკას - დაზოგოს სივრცე და კომპაქტურად მოერგოს მას. ახალი წიგნებისათვის სივრცეს გამოანთავისუფლებს აგრეთვე ნახმარი და გაცვეთილი წიგნების უფასოდ გაცემა ან გაყიდვა. ყოველწლიური ჩამოწერისა და ინვენტარიზაციის პროცესიც, როგორც ზემოთ ითქვა, უსარგებლო წიგნებისაგან განთავისუფლების შესანიშნმავ შესაძლებლობას ქმნის. თუ ბიბლიოთეკის შენობის ერთი მხარე საწყობსა და ოფისს ეთმობა, ეცადეთ ეს ადგილიც განტვირთოთ და იქ არსებული ნივთები სხვაგან სადმე გადაიტანოთ.

სქემა 28: ორმხრივი თაროებისათვის სივრცის განთავისუფლება

თუ ბიბლიოთეკა ამ ცვლილებების შემდეგაც გადატვირთულია, მაშინ თქვენი ფართის გასადიდებლად სხვა ადგილმდებარეობის ძებნა დაიწყეთ (იქნებ სკოლაში, ეკლესიაში, ძველ შენობებში ან თემის ცენტრში შეძლოთ უფრო დიდი ოთახის აღება). ასევე შეგიძლიათ ბიბლიოთეკას წინ მიუშენოთ პატარა პარმაღი ან სკოლის ეზოში გადახუროთ პატარა სივრცე მოსწავლეებისათვის, რაც უფრო იაფი დაგიჯდებათ. თუ თქვენს რეგიონში თბილი კლიმატია, ბოძებს უბრალოდ ჩალა გადაახურეთ და სულ ეს არის. ზოგჯერ შეიძლება ორი ოთახის გაერთიანებაც საკმარისი იყოს (კედელს გახვრეტთ და მასში კარს გამოჭრით). უკვე არსებულ შენობაზე რაიმეს მიმატება უფრო ადვილია და ეკომომიური, ვიდრე ახლის აშენება. შეგიძლიათ შენობას უკან ან გვერდზე მიადგათ სხვა შენობები (ან სულაც მეორე სართული დაადგათ).

და ბოლოს, თუ არცერთმა ხერხმა არ გაჭრა, მაშინ დროა ახალ შენობაზე იფიქროთ. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ თქვენ მიერ აშენებულ ბიბლიოთეკაში წიგნებისათვის და მკითხველისათვის საჭირო ყველა პირობას გაითვალისწინებთ, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიბლიოთეკა სხვა მიზნით აშენებულ შენობაშია განთავსებული და იქ, ბუნებრივია, არ არის დაცული სინათლის, ვენტილაციისა და უსაფრთხოების პირობები. თქვენს ახალ ბიბლიოთეკას კი ყველაფერი ექნება, თუმცა ეს ბევრ დროსა და ფულს წაიღებს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის აუცილებელი გარემოებები, რომლებიც ბიბლიოთეკისთვის ახალი შენობის აშენების დროს უნდა მიიღოთ მხედველობაში.

ადგილი (ლოკაცია) - შეარჩიეთ ადგილი ცენტრში, რომელიც წვიმების სეზონზე არ სველდება. თუ შანსი მოგეცემათ, დამატებით აიღეთ მიწა, სადაც შეძლებთ კიდევ ოთახის გაკეთებას.

სინათლე - მკითხველებს კარგად განათებული ადგილები სჭირდებათ, თუმცა წიგნებს პირდაპირი მზის სხივები აზიანებს. ამიტომ კარგია, თუ საკითხავ დარბაზებს ფანჯრები საკითხავ მაგიდებთან ახლოს, წიგნებიდან კი შორს აქვთ. ასევე მშვენიერია შენობასთან ჩრდილიანი ხეების დარგვა, ფანჯრებზე ფარდების ან ჟალუზების ჩამოფარება. პირდაპირი მზის სხივები მარტო წიგნებს კი არ აზიანებს, თვალებსაც გვჭრის და გვიძაბავს. მეორე ვარიანტი მაგიდაზე დასადგმელი ნათურების გამოყენებაა. თუ თუნუქის სახურავი გაქვთ, მისი ერთი-ორი ნაჭერი შეგიძლიათ გოფრირებული პლასტიკატის სახურავით ჩაანაცვლოთ. ეს უკანასკნელი შედარებით ძვირია, თუმცა მხოლოდ მცირე რაოდენობით დაგჭირდებათ. თუ სახურავის ქვეშ ჭერი უნდა დააყენოთ, სინათლისთვის ღია ადგილები დატოვეთ. თუ გსურთ, ღია ადგილები დაფაროთ, ისარგებლეთ პლასტიკატით, თხელი ქსოვილით ანდა სხვა გამჭვირვალე მასალით. თუ ელექტროენერგიის სანდო წყარო არ გაქვთ, მაშინ ნავთის ან ბატარეებიანი ფარნები იხმარეთ ღრუბლიან დღეებში ან ღამის საათებში მეცადინეობისთვის.

ნესტი - წიგნები ჩქარა ობდება ნესტიან ბნელ ადგილას. ამიტომაც ბიბლიოთეკას ფანჯრები უნდა ჰქონდეს. ჰაერის თავისუფალი ცირკულაცია და არაპირდაპირი მზის სხივები (ფარდებიდან და ჟალუზებიდან შემოსული) თავიდან აგაცილებთ ნესტსა და ობს. ჰაერის ცირკულაციის გაზრდის მიზნით იხმარეთ ღია თაროები. მათთვის უფრო მეტი ადგილი დაგრჩებათ, თუ ფანჯრებს კედელში უფრო ზემოთ დააყენებთ. მთავარია, სახურავი კარგად ფარავდეს კედლებს, რომ წვიმის წყალი შიგნით არ ჩადიოდეს, დროულად უნდა შეკეთდეს ცალკეული ნაპრალები და ბზარებიც.

ტემპერატურა - ცხელ ამინდებში წიგნებს ვენტილაცია ადამიანებზე ნაკლებად როდი სჭირდებათ! თუ სახურავსა და კედლებს შორის ღია ადგილს დავტოვებთ, ცხელი ჰაერი აღარ შეგვაწუხებს. ჭერის დაყენება და ჩრდილიანი ხეები მკითხველებს მზის დაკვრისაგან იხსნის. ამ მხრივ, თუნუქს ჩალის სახურავი სჯობია, თუმცა მასში, ბუნებრივია, ნახვრეტი და ბზარი მრავლადაა და მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. თუ ცივი კლიმატია, შეგიძლიათ ღუმელი დადგათ ან ბუხარი ააშენოთ. ასეთ ადგილებში ჭერი და კედლები უფრო სქელი და ჰერმეტული უნდა იყოს სითბოს შესანარჩუნებლად.

უსაფრთხოება - ფანჯრებს დარაბები, გისოსები, დამცავი ტიხრები და/ან ჟალუზები დაუყენეთ ქურდობის თავიდან ასაცილებლად. ბიბლიოთეკას ერთი კარი უნდა ჰქონდეს, რომმ ბიბლიოთეკარმა შემსვლელ-გამსვლელი კარგად აკონტროლოს. ეს კარი კლიტით ანდა საიდუმლო საკეტით კარგად უნდა იყოს ჩაკეტილი. არასოდეს დაკეტოთ ბიბლიოთეკა კლიტით სამუშაო საათებში, რადგან გადაუდებელი შემთხვევების დროს ხალხს ხელი შეეშლება და ადამიანები შენობას სწრაფად ვერ დატოვებენ.

სივრცე - თქვენს გეგმებში ამ საკითხს ყველაზე მთავარი ადგილი უნდა ეჭიროს, თუმცა მის სიდიდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა განსაზღვრავს. პრაქტიკაში შეიძლება ისეთი მომცრო ბიბლიოთეკებიც შეგვხვდეს, რომლებსაც წიგნებისთვის კარგი ფართობი, ბიბლიოთეკარისათვის საკმარისი სამუშაო არეალი და კომფორტული სასწავლო გარემო გააჩნია. უნდა გაითვალისწინოთ აგრეთვე ადგილი სპეციალური აქტივობების, მონიტორებისა და ასევე შემდგომი გაფართოებისათვის. ბიბლიოთეკის ავეჯისა და მისი განლაგების საკითხები დეტალურად განხილულია ქვემოთ.

მასალები - ბიბლიოთეკების მშენებლობაში სხვადასხვა სახის მასალებს იყენებენ (მაგ., ნამიბიაში მოხალისეთა სამშვიდობო კორპუსი ბიბლიოთეკას თემის წევრებთან ერთად გადაყრილი ბოთლებითა და ცემენტით აშენებდა). შეარჩიეთ ისეთი მასალები, რომელიც ადგილობრივი კლიმატის შესაფერისი, ხელსაყრელი და გამძლეა. წინდაწინ აწონ-დაწონეთ სხვადასხვა მასალის ნაკლოვანებანი და უპირატესობები. ცემენტის ბლოკები და თუნუქი, რა თქმა უნდა, უფრო მტკიცეა, ვიდრე ტალახი და ჩალა, მაგრამ, სამაგიეროდ, უფრო ძვირიც არის და ტრანსპორტირებისთვის უფრო ძნელიც. თუ ტერმიტების პრობლემაა, მაშინ შენობა ტყიდან მოშორებით უნდა იდგეს, საბჯენებზე უნდა იყოს შეყენებული და თითოეული ფეხი წყლითა და ინსექტიციდებით (მაგ., საპნით) სავსე კოლოფში უნდა ჰქონდეს მოთავსებული. შენობის იატაკი მყარი ან კარგად გამაგრებული უნდა იყოს წიგნების ზომისა და წონის გათვალისწინებით. შენობის იატაკი კარგად გამაგრებული და მყარი უნდა იყოს.

შენობის დამთავრებამდე უნდა იზრუნოთ ფანჯრების, კარების, თაროების, სამეცადინო ადგილებისა და სამუშაო სივრცის სწორ განლაგებაზე. თაროებისთვის საჭიროზე დიდი ადგილი არ გამოყოთ და ფართობი ახალი მასალებისთვისაც „შემოინახეთ“. ბიბლიოთეკის დაგეგმვასა და აშენებაში ქვემოთ მოცემული სართულის გეგმაც დაგეხმარებათ. შეგიძლიათ აგრეთვე საკუთარი გეგმების შემუშავებაც. მაგ., გამოჭერით ქაღალდის ფორმები ავეჯისთვის ქვემოთ მოცემული სქემის ანალოგიურად და შეურჩიეთ მათ ბიბლიოთეკაში განთავსების ადგილი.

ქვემოთ მოცემულ სართულის გეგმაში ორმხრივი თაროები წინებისათვის მეტი ფართობის გამოყოფას ითვალისწინებს. ფანჯრები ისეა განლაგებული, რომ ხალხის სამკითხველო დარბაზები კარგად ნათდებოდეს, ხოლო წიგნის თაროები საკმაოდ დაშორებული იყოს მათგან. კარი ერთია და ისიც ბიბლიოთეკარის მაგიდასთან ახლოს არის გამოჭრილი, ბიბლიოთეკარმა რომ მკითხველების გაკონტროლება ადვილად შეძლოს და მომხმარებელსაც არ გაუჭირდეს მისი მიგნება.

სქემა 29: სართულის გეგმის ნიმუში

შენობის შემდეგ ყველაზე დიდი ხარჯები ავეჯზე მოდის. იმ ავეჯის გარდა, რომელიც ქვემოთ სართულის გეგმაშია მოცემული, შესაძენია კიდევ საბარათე კატალოგი, სპეციალური კომოდი-კარადა, ვერტიკალური ფაილი (ფაილები), საძიებო ყუთი და/ან საგამოფენო ბორდი პერიოდიკისათვის. ბიბლიოთეკის მომამარაგებელ კომპანიას ან სხვა რომელიმე ბიბლიოთეკას გამოაგზავნინეთ კატალოგი, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი ხელოსნები კატალოგში მოცემული ავეჯის ზუსტ ასლებს დაგიმზადებენ.

თაროები მზადდება სხვადასხვა მასალისაგან (შესაფუთი ყუთები, ერთად შეკრული ბამბუკის თხელი ჭოკები და პლანკები). აქ მნიშვნელოვანია თაროების სიმყარე (იგულისხმება მომჭერებით გამაგრება), რომ მათ წიგნების წონას გაუძლონ. თუ ღია თაროებს იყენებთ, ეს ძალიან კარგია ჰაერის ცირკულაციისთვის. თაროებს ასევე უნდა ჰქონდეთ გორგოლაჭები, რომ კედლის გასწვრივ ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში ადვილად გაგორდეს. ერიდეთ ძალიან მაღალი თაროების გაკეთებას, რომ ზედა თაროებზე წიგნების მოძებნა არ გაძნელდეს, ანდა დაბალი თაროების შემთხვევაში - ძირს დახრა არ გიწევდეთ. ეს უკანასკნელი საბავშვო კუთხისათვის ანდა ფანჯრების ქვეშ დასადგმელად უფრო გამოგადგებათ (ასეთ ადგილებში მაღალი თაროები, ბუნებრივია, არ მოთავსდება). წიგნების განსხვავებული ზომისა და სიმაღლის გამო უფრო უპრიანია რეგულირებადი თაროების (აგურის ან ფიცრის თაროები დასარეგულირებლად უფრო ადვილია) შეძენა. აქვე მოცემულია ამ თაროების სხვაგვარი მოდელიც:

სქემა 30: მოძრავი (რეგულირებადი) თაროები

თქვენს თემში არსებული და ხელმისაწვდომი მასალების საშუალებით შეძლებთ აგრეთვე სხვა სახის ავეჯის დამზადებასაც. საამისოდ გამოგადგებათ ყუთები, გრძელი სკამები, ტაბურეტები, ზეთის შესანახი თუნუქის ყუთები და დასაჯდომად განკუთვნილი სხვა მასალა. საგამოფენოდ შეგიძლიათ კედელზე მიკრული ფქვილის ტომრები ანდა მარცვლეულის შესანახი ჩანთები იხმაროთ (განცხადებები ქინძისთავებით მიამაგრეთ ტილოზე). ბავშვებს (და ზოგიერთ მოზრდილსაც) შეიძლება იატაკის საფენზე ჯდომა ერჩიოს, რაც კიდევ უფრო ეკონომიურია (ძალზე ეკონომიურია).

ზემოთ აღწერილი ნიმუშის მიხედვით მუყაოს ყუთისაგან ვერტიკალური ფაილი დაამზადეთ. მათი გვერდზე ან უკან გაწევა ზოგიერთი ღონისძიების დროს (თოჯინების სპექტაკლი ანდა სხვა წარმოდგენები) დიდ სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული. თბილ ამინდებში კი წიგნის წასაკითხად ბიბლიოთეკის წინ მიშენებულ პარმაღს არაფერი სჯობს, ოღონდ ეს ადგილი საკმარისი სკამებითა და მაგიდებით აღჭურვეთ.

როგორც კი შენობის აგებასა და ავეჯის შეძენას გადაწყვეტთ, კარგად გაიაზრეთ, რამდენი დაგიჯდებათ მშენებლობა და რამდენად შეძლებთ ხარჯებთან გამკლავებას (ზემოთ იხილეთ „ფინანსირება“). ფასების დადგენასა და დაანგარიშებაში მაღაზიის მფლობელები, ხუროები და კალატოზები მოგეხმარებიან. ხარჯები შეგიმცირდებათ, თუ მიწას, მასალებსა და სახელოსნო საქმეს ვინმე შეღავათით ანდა საჩუქრად გაგიკეთებთ. თუ საუზმეზე მუშებს (იგულისხმება მუშაობის დროს) აჭმევთ, მათს სახელებს ბიბლიოთეკის კედლებზე გამოფენთ, საპატიო სიგელს გადასცემთ ან წვეულებას მოუწყობთ, მერწმუნეთ, ეს მათ კიდევ უფრო წაახალისებს და ბევრ რამეს უფასოდაც გაგიკეთებენ ან შეიძლება საჭირო მოწყობილობებიც გაჩუქონ. მასალებს კი თუ ადგილზე შეიძენთ, ესეც ტრანსპორტირების ხარჯებს შეგიმცირებთ და რემონტსაც გაგიადვილებთ (იხ. „ფინანსების მოძიება“ ზემოთ და „რესურსების გზამკვლევი“ სახელმძღვანელოს ბოლოში, სადაც მოცემულია რჩევები იმის დასადგენად, თუ როგორ გავართვათ თავი სამშენებლო ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ რაიმე დონაცია არ განხორციელდა). როცა თქვენს გეგმებს დააწყობთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შენობის უზრუნველყოფა და შენახვა ასევე მოითხოვს შრომას, ხარჯებს და ფულს. ძალიან ცუდია, როცა ახალი ბიბლიოთეკის აშენებაზე მხოლოდ იმიტომ ფიქრობ, რომ წლების განმავლობაში მოძველებული შენობის გარემონტებას ვერ ახერხებ. ამიტომ დიდი დაფიქრება გმართებთ, სანამ მშენებლობას შეუდგებოდეთ.

სამუშაო გეგმა:

1. განსაზღვრეთ, თუ როგორ გსურთ ბიბლიოთეკის გაფართოება (კერძოდ, სხვა ადგილზე გადასვლას გეგმავთ თუ ახალი შენობის აშენებას გადაწყვეტთ)

2. თუ აშენებაზე შეჯერდებით, შეადგინეთ შენობის მახასიათებელთა სრული სია

3. ისეთი კონსტრუქცია აირჩიეთ, ყველა თქვენს მოთხოვნილებას რომ დააკმაყოფილებს.

4. სთხოვეთ ხალხს, რომ შენობის ასაშენებლად დაგითმონ მიწა, მოგეხმარონ მუშაობითა და მასალებით

5. მოიძიეთ ფინანსები ისეთი რამეებისთვის, რასაც არ გაჩუქებენ ან არ შემოგწირავენ

6. განსაზღვრეთ, შეგიძლიათ თუ არა თავს შენობის აგების ნება მისცეთ და თუ არა, შეცვალეთ გეგმები

7. გადაწყვიტეთ, თუ როგორ დაფარავთ შენობის უზრუნველყოფის ხარჯებს

8. დაიწყეთ შენება

როცა ამ სახელმძღვანელოთი და რესურსების გზამკვლევით ისარგებლებთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი შრომით თემის წევრებს ეხმარებით და პასუხს სცემთ მათს ჯანმრთელობასთან თუ ახალი ხელობის შესწავლასთან დაკავშირებულ კითხვებს. ამით კი ხელს უწყობთ თემის წინსვლასა და უკეთეს მომავალს. თუ ადამიანს კითხვის დაუფლებაში ეხმარებით, ჩათვალეთ, რომ თქვენ მას ხელში ახალი სამყაროს გასაღებს აძლევთ. წარმატებული ბიბლიოთეკა კი კითხვის სიყვარულს კიდევ უფრო აღვივებს. თუკი ბიბლიოთეკა ხალხს კითხვის, კვლევისა და სწავლის სურვილს აღუძრავს, მისი ფონდების სიდიდესა და თაროს არასრულ სიას დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. ნაკითხობა ადამიანებს თავისი და თემის ცხოვრების შეცვლის უნარს სძენს. მივესალმებით მათ, ვინც ზრუნავს წიგნებზე და სხვებსაც მათი გაფრთხილებისაკენ მოუწოდებს.

5 საკვანძო სიტყვათა განმარტებები

▲ზევით დაბრუნება


ბალანსის ფურცელი - შემოსავლებისა და გასავლების სია კალენდრის მიხედვით

წიგნით ბითუმად მოვაჭრე - იგივე „შესყიდვების აგენტი“. ეს არის კომპანია, რომელიც წიგნებს უკვეთავს ბიბლიოთეკებისთვის.

ექსლიბრისი (წიგნის იარლიყი) - ეტიკეტი, რომელიც ბიბლიოთეკის სახელზე კეთდება და მას წიგნის ყდის შიგნითა მხარეს აკრავენ (იხ. სქემა 1). მასზე უნდა იყოს მითითებული აგრეთვე შემომწირველის გვარი ანდა შემოწირვის ადგილი

საძიებო ყუთი - მომხმარებლისათვის განკუთვნილი ახალი და საინტერესო მასალების შესანახი ყუთი

საბარათე კატალოგ - უჯრებიანი კომოდი წიგნის ბარათების შესანახად

კატალოგი - ბიბლიოთეკის წიგნების სრული სია. გავრცელებულია კატალოგის შემდეგი სახეები: საავტორო, საგნობრივი (კლასიფიცირებული კატალოგები) და სათაურების.

CD-ROM - ლითონის ან პლასტიკური მასალით დამზადებული მცირე დისკი, რომელზეც შეიძლება მონაცემთა ბაზების, ტექსტების, სურათების, ბგერებისა და პროგრამების ელექტრონული სახით შენახვა

საკოლექციო პოლიტიკა - ბიბლიოთეკისათვის სასურველი მასალების წერილობითი აღწერილობა (კერძოდ, ძალიან მნიშვნელოვანი თემები, ენები, საკითხავი დონეები, ასაკი და სხვა), დონაციისთვის საჭირო გზების გამონახვა და ჩამოსაწერი მასალები, რომელთა ფლობაც ბიბლიოთეკას უკვე აღარ სურს (დაზიანებული, ვადაგასული, სექსუალური, რასისტული და სხვა შინაარსის წიგნები).

კონსენსუსი - როდესაც ჯგუფის წევრები შეთანხმებას მიაღწევენ რაიმე გადაწყვეტილების ან საკითხის შესახებ

კლასიფიკაცია - არამხატვრული წიგნების სორტირების პროცესი სხვადასხვა საგნობრივი კატეგორიის მიხედვით

ცირკულაცია - მომხმარებელთათვის წიგნების გაცემის პროცესი

დიუის ათწილადი სისტემა - არამხატვრული წიგნების საგნობრივი კატეგორიის მიხედვით დახარისხების სტანდარტული სისტემა

დისტანციური სწავლება - კურსები, რომლებსაც ფოსტით ანდა ინტერნეტით გადიან

E-mail - ელექტრონული მესიჯები, რომლებიც ერთი კომპიუტერიდან მეორეში იგზავნება საფოსტო ხაზებითა და ინტერნეტით (იხ. ქვემოთ)

მხატვრული - მასალები გამოგონილი პერსონაჟების, ადგილების ან მოვლენების შესახებ (მაგ., მოთხრობები)

საინფორმაციო რესურსები - ინფორმაციის მიღების ყველა ის საშუალება, რომლითაც ხალხს ინფორმაცია მიეწოდება, კერძოდ, წიგნები, გაზეთები, რადიო, ტელევიზია და ადამიანები.

პროცენტი - ბანკის მხრიდან იმ ხალხისათვის გასაცემი ფული, ვისაც ამ ბანკში ანგარიშები პოზიტიურ ბალანსზე უზის. გარდა ამისა, პროცენტს იხდიან აგრეთვე სესხის ამღები ადამიანებიც. პროცენტის რაოდენობა, ჩვეულებრივ, ანგარიშზე ბალანსის პროცენტს შეადგენს.

ინტერნეტი - კომპიუტერების საერთაშორისო ქსელი, რომლითაც ფოსტის გაგზავნა ან მიღება ხერხდება (იხ. ზემოთ), წვდომა მსოფლიო ქსელში (იხ. ქვემოთ) და ინფორმაციის გაცვლის სხვა გზები.

ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერი - კომპანია, რომელიც თავის კლიენტებს ფოსტითა და მსოფლიო ქსელთან წვდომით უზრუნველყოფს. კლიენტებს ეძლევათ ტელეფონის ნომრები, რომლებითაც შეიძლება დარეკონ და თავისი კომპიუტერი კომპანიის კომპიუტერთან ჩართონ (სერვერთან). თქვენი კომპიუტერი უერთდება სერვერს ფოსტის შესამოწმებლად და ქსელში საძიებლად.

ინვენტარი - ბიბლიოთეკაში არსებული ყველა ნივთი. ინვენტარიზაცია ნიშნავს ბიბლიოთეკის შემოწმებას დანაკარგის გამოვლენის მიზნით.

Junior Colour Code (ჯუნიორ ქალარ ქოდი) - დიუის ათწილადი სისტემის ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც სკოლის ბიბლიოთეკები იყენებენ.

Line - Item budget (ასიგნების ბიუჯეტი) - ყველა საბიბლიოთეკო გასავლისა და შემოსავლის სია ხარჯის (მაგ., ახალი წიგნების შეძენა) ანდა ფინასების მოძიების სახით (მაგ., ლატარია, პრიზების გათამაშება და სხვა)

ქსელური მუშაობა - ბიბლიოთეკის დამხმარე ხალხისა და ორგანიზაციების ძიება-კვლევისა და მათთან კონტაქტის პროცესი

არამხატვრული (საინფორმაციო) - მასალები, რომლებიც ფაქტებსა და ინფორმაციას შეიცავს.

არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO) - საზოგადოებრივი საქმისათვის მომუშავე კერძო ჯგუფები. მათ აგრეთვე უწოდებენ ქარტიებს, არაშემოსავლიან (კომერციულ), დამხმარე (საქველმოქმედო) ორგანიზაციებს მათი სამუშაოს ტიპისა და ლოკაციის მიხედვით.

სამოქმედო სახელმძღვანელო - სახელმძღვანელო, რომელშიც აღწერილია საბიბლიოთეკო საქმიანობის წესები და პროცედურები. აქ შედის ინფორმაცია წიგნების დალაგებისა და ცირკულაციის, ჩანაწერების წარმოების შესახებ, აგრეთვე მოცემულია ბიბლიოთეკარის მოვალეობები და სხვა სასარგებლო ინფორმაცია ბიბლიოთეკის მუშაობის თაობაზე.

პერიოდული გამოცემები - ნებისმიერი სახის გაზეთები, ჟურნალები, წლიური ანგარიში, რომელიც პერიოდულად იბეჭდება. ბევრ პერიოდულ გამოცემას წინა ყდაზე აქვს ტომისა და გამოცემის ნომერი და/ან თარიღი.

გამომცემელი - კომპანია, არასამთავრობო ორგანიზაცია ანდა სხვა ორგანიზაცია, რომელიც გამოსცემს და ავრცელებს წიგნებს, პერიოდიკას, სასწავლო დამხმარე ლიტერატურას, CD-ROM-ებსა და/ან სხვა რესურსებს.

კვორუმი - კომიტეტის წევრთა რიცხვი, რომლებიც ოფიციალურად უზრუნველყოფენ ხმის მიცემას. ეს, ჩვეულებრივ, ხმების ნახევარს მიმატებულ ერთ ხმას გულისხმობს.

საცნობარო წიგნები - ზოგადი ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის წიგნები, როგორიცაა ლექსიკონები, ალმანახები, წელიწდეულები და ენციკლოპედიები.

თაროს სია - ბიბლიოთეკაში არსებული მასალების სია თაროზე მათი განლაგების მიხედვით

პროგრამა - ხალხს აძლევს იმის საშუალებას, რომ კომპიუტერი გარკვეული მიზნებისათვის გამოიყენოს, კერძოდ, სიტყვათწარმოების, ხატვის, ბუღალტერიის, თამაშების, ფოსტისა და ქსელში ძიებისათვის.

საგნობრივი კატეგორია - თემა წიგნთა საგნობრივი დახარისხებისათვის, რომელიც შეიძლება თვითონ ბიბლიოთეკარმა შეარჩიოს ანდა გამოიყენოს დიუის ათწილადი სისტემა.

საგნობრივი კოდი - საგნობრივი კატეგორიის ჩანაწერის მოკლე გზა (მაგ., კოდი „ჯან“ ჯანმრთელობის აღსანიშნავად)

საგნობრივი ინდექსი - ბიბლიოთეკაში არსებული ყველა საგნობრივი კატეგორიისა და კოდის სია

რჩევების ყუთი - ყუთი ჭრილით, სადაც მომხმარებლები ჩაყრიან თავიანთ მოსაზრებებს ბიბლიოთეკის მუშაობის თაობაზე.

სამსახურის ვადა - საბიბლიოთეკო კომიტეტის პრეზიდენტის, ხაზინადარის ან მდივნის სამსახურის ვადის ხანგრძლივობა

URL - ელექტრონული დოკუმენტის ან გვერდის მისამართი მსოფლიო ქსელში (იხ. ქვემოთ) იმისათვის, რომ ეს გვერდი გამოიყენოთ, უნდა დაბრუნდეთ საძიებო სისტემის პროგრამაში მაშინ, როცა კომპიუტერი ინტერნეტშია ჩართული.

ვერტიკალური ფაილი - სხვადასხვა თემატიკის ბუკლეტების, ფურცლებისა და სხვა მცირე ზომის ფოლდერების შესანახი ყუთი ან კომოდი.

World Wide Web (მსოფლიო გაფართოებული ქსელი) - ინტერნეტის ნაწილი, რომელიც გვიჩვენებს სურათებს, ტექსტებს და თვით ბგერებსაც კი. მაგ., ქსელი შეგიძლიათ გამოიყენოთ ქუჩების სანახავად (მთელი მსოფლიოს მასშტაბით), უახლესი მუსიკის მოსასმენად, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის ნიუსებისა და მრავალი პროგრამის განსახორციელებლად. მისით რომ ისარგებლოთ, დაგჭირდებათ კომპიუტერი, მოდემი (მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერს საფოსტო ხაზთან აერთებს), საფოსტო ხაზი, ქსელური ძიების პროგრამა და ინტერნეტმომსახურების პროვაიდერის ანგარიში.