![]() |
ევროკავშირი და მსოფლიო |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საერთაშორისო ორგანიზაციები |
წყარო:
ევროკავშირი და მსოფლიო - [თბ., 2002] - 41გვ. ; 20სმ. - : [ფ.ა.] [MFN: 16985] UDC: 339.923:061.1(4) + 341.176.2(4) F 79.154/3 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © ევროკომისიის წარმომადგენლობა |
თარიღი: 2002 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 ევროკავშირის როლი ცვალებად მსოფლიოში |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე მსოფლიო მასშტაბის მრავალი პრობლემა ახდენს ზემოქმედებას. ამ პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ერთმანეთთან თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი.
სულ უფრო იზრდება ევროკავშირის გავლენა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ინტეგრაციის პროცესმა, ევროს შემოღებამ და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანმიმდევრულმა განვითარებამ ევროკავშირს ისეთი პოლიტიკური და დიპლომატიური მდგომარეობა შეუქმნეს, რომელიც შეესაბამება მის უეჭველ ეკონომიკურ და კომერციულ გავლენას.
საგარეო პოლიტიკის სფეროში ევროკავშირს რამდენიმე სტრატეგიული მიზანი აქვს დასახული. პირველია სტაბილური, მსოფლიოში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლის მქონე ევროპის არსებობა. უკანასკნელ ხანებში ბოსნიასა და კოსოვოში მიმდინარე ომებმა და სისხლისმღვრელმა ბრძოლებმა ჩეჩნეთში ცხადყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის უზრუნველყოფა მთელს ევროპაში. ამ მიზნის მიღწევაში თავის წვლილს შეიტანს ევროკავშირის გაფართოებაც - შეიქმნება 500 მილიონი მომხმარებლისგან შემდგარი საერთო ბაზარი და დასრულდება ევროპის დანაწევრების ხანგრძლივი ისტორია.
ევროკავშირმა, მსოფლიოში უდიდესმა სავაჭრო პარტნიორმა, უნდა უზრუნველყოს თავისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა და, ამავე დროს, ვაჭრობის სფეროში მოქმედი მსოფლიო წესების შემდგომი ლიბერალიზების გზით ხელი შეუწყოს მსოფლიო ვაჭრობის განვითარებას - ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება განვითარებადი ქვეყნებისთვის.
ამ უკანასკნელ ხანებამდე ევროკავშირის საგარეო მოღვაწეობა სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა. ეს იყო სავაჭრო პოლიტიკა, განვითარების მიზნით დახმარება და პოლიტიკური ასპექტი. ეს კომპონენტები დიპლომატიურ, ეკონომიკურ და კომერციულ სარბიელზე ევროკავშირის საიმედო საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს წარმოადგენდა. ამჟამად კავშირი აპირებს, განამტკიცოს თავისი შესაძლებლობები, თუკი და სადაც საჭირო იქნება, ძალის გამოყენების საშუალებით, როცა მის ინტერესებს საფრთხე დაემუქრება. მისი სურვილია, აგრეთვე, კრიზისულ სიტუაციებზე უფრო ეფექტიანი რეაგირების საშუალების შემუშავება. ეს არ გულისხმობს ომების წარმოებას ან ევროპული ჯარის შექმნას. ეს ნიშნავს ევროკავშირის წევრებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჰუმანიტარული დახმარების გაწევისას და სამშვიდობო ოპერაციების წარმოებისას. ამავე დროს, გაღრმავდა ევროკავშირის ინტერესი უსაფრთხოების მიმართ - კავშირმა მეტი პასუხისმგებლობა იკისრა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე მსოფლიოს იმ ნაწილებში, რომლებიც დაკავშირებულია მისი გავლენის სფეროებთან.
საგარეო პოლიტიკა არ არის მხოლოდ ვაჭრობა, უსაფრთხოება და დიპლომატია. არსებობს უამრავი სხვა საკითხიც, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ევროპის მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მნიშვნელოვნად განაპირობებს ევროკავშირის დამოკიდებულებას მსოფლიოსთან. ეს საკითხები მოიცავს პრობლემათა ფართო სპექტრს, დაწყებული შიდსის გავრცელებისა და შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობით და დამთავრებული მიგრაციის ნაკადების მართვისა და ნარკოტიკებისა და ტერორიზმის საწინააღმდეგო კამპანიების საჭიროებით. ამ პრობლემების გადაჭრისთვის აუცილებელია უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა ერს შორის, ვინაიდან დღევანდელი მსოფლიოს პრობლემების რეალური გადაჭრა მხოლოდ თანამშრომლობის საშუალებით არის შესაძლებელი.
მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები ევროკავშირისგან მისი საგარეო პოლიტიკისა და პრიორიტეტების მუდმივ დახვეწას მოითხოვს. ამ მიზნით კავშირმა უკვე გააფართოვა და გააღრმავა კონტაქტები პარტნიორებთან და მათთან ურთიერთობაში გააერთიანა ეკონომიკური, სავაჭრო და პოლიტიკური ასპექტები. დღეისათვის ევროკავშირს დამყარებული აქვს მრავალი საიმედო რეგიონთაშორისი პარტნიორობა და დადებული აქვს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე მდებარე ქვეყნებთან.
ევროკომისიამ, რომელიც 1999 წელს შეუდგა თავისი ფუნქციების შესრულებას და რომლის პრეზიდენტია რომანო პროდი, თავისი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაიწყო ამ საქმიანობის ფართომასშტაბიანი გადასინჯვა და შეფასება - ეს ის პროცესია, რომელიც გარდაუვლად მოითხოვს მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო ამ გადაწყვეტილებათა მიღებისას პრიორიტეტი სხვა სფეროებთან შედარებით პოლიტიკას უნდა მიენიჭოს.
![]() |
2 საგარეო ურთიერთობები: ევროკავშირის კურსი მსოფლიოსთან ურთიერთობაში |
▲ზევით დაბრუნება |
ის მნიშვნელობა, რომელსაც ევროკავშირი მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან თავის ურთიერთობას ანიჭებს, ნათლად ჩანს ევროკომისიასა და მინისტრთა საბჭოში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებიდან. თხუთმეტიოდე წლის წინ მთელი საგარეო ურთიერთობები კომისიის მხოლოდ ორ დეპარტამენტს ეხებოდა. ახლა ასეთი დეპარტამენტი ექვსია. თანმიმდევრული პოლიტიკისა და ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველსაყოფად საერთო კოორდინირება აკისრია კომისიონერს საგარეო ურთიერთობათა დარგში, კრის პატენს. კრის პატენი მჭიდროდ თანამშრომლობს თავის კოლეგებთან, რომელთაც სექტორული პოლიტიკა ეხებათ - პოლ ნილსონთან (განვითარება და ჰუმანიტარული დახმარება), გიუნტერ ფერჰოიგენთან (გაფართოება) და პასკალ ლამისთან (ვაჭრობა). გარდა ამისა, კრის პატენი თანამშრომლობს ხავიერ სოლანასთან, მინისტრთა საბჭოს გენერალურ მდივანთან და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში პირველ უმაღლეს წარმომადგენელთან.
მთელს მსოფლიოში ფართოდ გაშლილი ქსელი ეხმარება ევროკავშირს პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში. გარდა ბრიუსელში მდებარე, ევროკავშირში აკრედიტებული მრავალი უცხოური საელჩოსი, კომისიას 120-ზე მეტი საკუთარი დელეგაცია აქვს მესამე სამყაროს ქვეყნებში. ამ დელეგაციების ფუნქციაა სრულიად განსხვავებული ზომისა და კეთილდღეობის ქვეყნებთან ევროკავშირის ორმხრივი კავშირების განვითარება, კავშირის პოლიტიკისა და ფასეულობების გავრცელების ხელშეწყობა და ამასთან დაკავშირებით ბრიუსელის ინფორმირება.
ოფიციალურ პირებს, მინისტრებსა და პარლამენტარებს შორის ხშირი ურთიერთობის პარალელურად ევროკავშირი რეგულარულად (წელიწადში ერთხელ ან ორჯერ) ატარებს სამიტებს თავის ძირითად პარტნიორებთან, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იაპონიასთან, რუსეთთან და კანადასთან ერთად. დისკუსიები, რომლებიც თავიდან, უმთავრესად, ვაჭრობის გარშემო ტრიალებდა, ახლა უამრავ პოლიტიკურ საკითხსაც ეხება, მაგალითად, განიხილება ხოლმე გარემოს დაცვის საშუალებები, საერთაშორისო დანაშაულებრიობასთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლის გზები და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დამკვიდრების ხელშეწყობა. თავის პოზიციას ევროკავშირი უზიარებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას - მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მსოფლიო ბანკსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, და თანამშრომლობს მათთან მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთო მიზნების მისაღწევად.
თუმცა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა ექვს თვეში ერთხელ სხვადასხვა წევრი სახელმწიფო ხდება, საგარეო პოლიტიკის კურსს ატარებენ საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში პირველი უმაღლესი წარმომადგენელი, მინისტრთა საბჭოს სამდივნო და ევროკომისია. პრეზიდენტ წევრ სახელმწიფოს დახმარებას უწევს ქვეყანა, რომელიც მის შემდეგ გახდება პრეზიდენტი.
![]() |
2.1 საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა შემოღებული იქნა 1993 წელს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებით (მაასტრიხტის ხელშეკრულებით), ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური თანამშრომლობის 20 წლის თავზე.
1993 წლიდან მინისტრთა საბჭომ 70 საერთო პრინციპი მიიღო საგარეო პოლიტიკის საკითხებთან (დაწყებული ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ტიმორის მოვლენებით და დამთავრებული ატომური იარაღის გავრცელების აღკვეთითა და ტერორიზმთან ბრძოლით) დაკავშირებით. წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ მიღებული საერთო პრინციპების შესრულება, რასაც პრეზიდენტი ქვეყანა უზრუნველყოფს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ფორუმების მეშვეობით. იმავე პერიოდის განმავლობაში მინისტრთა საბჭომ შეიმუშავა და შეათანხმა 50 საერთო ღონისძიება, მათ შორის, აფრიკაში და სხვა ტერიტორიებზე ნაღმების უვნებელყოფა და კრიზისულ ადგილებში, მაგალითად, ბალკანეთსა და ახლო აღმოსავლეთში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლების გაგზავნა.
1999 წელს ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ევროპული საბჭო (სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურები) უფლებამოსილია, მიიღოს უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაზე გამიზნული საერთო სტრატეგია გარკვეული ქვეყნების თუ რეგიონებისთვის. 1999 წელს მიღებული იქნა საერთო სტრატეგია რუსეთისა და უკრაინისათვის, ხოლო 2000 წელს - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებისათვის. საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში სწრაფად ყალიბდება ევროპის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა. იმისათვის, რომ ევროკავშირმა უკეთ მოახერხოს კრიზისული სიტუაციების მოგვარება მეზობელ თუ უფრო მოშორებულ რეგიონებში, ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობით მუშავდება გეგმები სწრაფი რეაგირების სამხედრო შენაერთის შესაქმნელად სამშვიდობო და სხვა არასაბრძოლო მიზნების შესასრულებლად შეტყობინების მიღებისთანავე. ამგვარი შენაერთის არსებობა გააფართოებს და განამტკიცებს ევროკავშირის დღევანდელ შესაძლებლობებს (პოლიციურ ღონისძიებებს, საზღვრების გაკონტროლებას და მოქალაქეთა ჰუმანიტარულ დახმარებას).
![]() |
2.2 საგარეო დახმარების პროგრამები |
▲ზევით დაბრუნება |
საგარეო პოლიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ დახმარების გაწევას, თუმცა გაწეული ფინანსური დახმარების ოდენობაც საკმაოდ დიდია. ამჟამად ევროკავშირი ჰუმანიტარული დახმარების მსოფლიოში უდიდესი მიმწოდებელია, ხოლო გრანტების დაფინანსებაში მეხუთე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.
განვითარებაზე მიმართული მთელი საერთაშორისო ოფიციალური დახმარების დაახლოებით 55%25-ს და გრანტების სახით გაწეული დახმარების ორ მესამედზე მეტს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გამოყოფენ. ევროკავშირის დახმარების (რომლის მართვას ახორციელებენ ევროკომისია და ევროპის საინვესტიციო ბანკი) წილი 30 წლის წინანდელი 7%25-დან 17%25-მდე გაიზარდა. მთლიანობაში ევროკომისია ყოველწლიურად ხელმძღვანელობს დაახლოებით 9,6 მილიარდი ევროს ოდენობის საგარეო დახმარების გაცემას.
თავდაპირველად ევროკავშირის საგარეო დახმარება კონცენტრირებული იყო წევრი სახელმწიფოების ყოფილ კოლონიებზე აფრიკაში და კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზში. დღეს ეს დახმარება მთელს მსოფლიოზე ვრცელდება. დახმარების ორი მესამედი მიდის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ბალკანეთის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთში, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში. დახმარება ეწევა არა მხოლოდ განვითარებაზე მიმართული მიზნების განხორციელებას, არამედ რეკონსტრუქციას, ინსტიტუციურ მშენებლობას, მაკროეკონომიკურ პროგრამებს და ადამიანის უფლებათა დაცვას და დამკვიდრებას.
თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირის მიერ უცხოეთის ქვეყნებისთვის გაწეული მთელი დახმარების მასშტაბს და მისი დახმარებით დაფინანსებული პროექტების დიდ რაოდენობას (მარტო 1999 წელს 44 500), არ არის გასაკვირი უზარმაზარი მატერიალურ-ტექნიკური პრობლემების არსებობაც, რასაც ართულებს ის გარემოება, რომ 1990-2000 წლებში ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება თითქმის გასამმაგდა, მაშინ, როცა ამ საკითხებზე მომუშავე ადამიანების რაოდენობა არც კი გაორმაგებულა. ამგვარი მდგომარეობის გამო ევროკომისია ახდენს თავისი ადმინისტრაციული მექანიზმის რადიკალურ რეკონსტრუქციას საგარეო დახმარების ტემპის, ხარისხისა და მიმართულებათა გასაუმჯობესებლად.
![]() |
2.3 ჩრდილოეთ ამერიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის უმთავრესი პარტნიორია. მათი მრავალმხრივი ურთიერთობა განსაკუთრებით მჭიდროა რიგ საკითხებში, დაწყებული ვაჭრობითა და პოლიტიკური საკითხებით და დამთავრებული საგარეო პოლიტიკითა და უსაფრთხოებით. აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობა მარტო ორმხრივი ინტერესის საკითხებით არ შემოიფარგლება - ისინი აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო ფორუმებში, მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, ნატო-სა და მსოფლიოს 8 უდიდესი ქვეყნის შეხვედრებში, გარდა ამისა, ცდილობენ, მოაწესრიგონ მდგომარეობა მსოფლიოს ისეთ კრიზისულ ადგილებში, როგორიც არის ბალკანეთი. აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობა, ასე ვთქვათ, ,,ერთმანეთის დამხმარე” ურთიერთობაა, რისი წყალობითაც, მათი ერთად ყოფნის შემთხვევაში, ისინი წინსვლისკენ მიმართულ მძლავრ ძალას წარმოადგენენ თითქმის ნებისმიერ საკითხში.
დღევანდელ პარტნიორობას საფუძველი 1990 წელს ჩაეყარა ტრანსატლანტიკური დეკლარაციით, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად ორი სამიტის ჩატარებას ამ ორი მხარის მონაწილეობით. ეს საფუძველი ,,ტრანსატლანტიკური პროგრამით”, რომლის ოთხი თავი მოიცავს ევროკავშირის საქმიანობის მთელ დიაპაზონს. დოკუმენტში გათვალისწინებულია მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, მსოფლიო მასშტაბის პრობლემებზე გამოხმაურება, თავისი წვლილის შეტანა მსოფლიო ვაჭრობის გაფართოებაში და უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება პარტნიორებს შორის. 1998 წელს დაარსებულმა ტრანსატლანტიკურმა ეკონომიკურმა პარტნიორობამ, რომლის კურსია ორ მხარეს შორის ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მოშლა და მრავალმხრივი ლიბერალიზების ხელშეწყობა, ურთიერთობას ახალი ასპექტი შესძინა, ისევე, როგორც მომდევნო წელს მიღებულმა ბონის დეკლარაციამ, რომელიც მიმართული იყო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ,,სრული და თანასწორი პარტნიორობის” ხელშეწყობისკენ.
ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში უდიდესი ორი სტრუქტურაა, რომლებიც ერთმანეთზე უფრო და უფრო დამოკიდებულნი ხდებიან. მათზე ერთად მოდის მსოფლიო ეკონომიკისა და ტრანსატლანტიკური ვაჭრობის თითქმის ნახევარი, ინვესტიციები კი ყოველდღიურად თითქმის 1 მილიარდ ევროს უტოლდება. თითოეული მათგანი მეორის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და უცხოური ინვესტიციის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო და დანიშნულების ობიექტი. მიუხედავად იმისა, რომ დავები ბანანებისა და ჰორმონებზე გამოზრდილი საქონლის ხორცის შესახებ თვალსაჩინო ადგილს იკავებენ პრესაში, ეს საქონელი ტრანსატლანტიკური ვაჭრობის 2%25-ზე ნაკლებს შეადგენს და, ძირითადად, წარსულის მემკვიდრეობას წარმოადგენს, და არა დღევანდელობის ამსახველია. ინერგება ადრეული გაფრთხილების სისტემა და მექანიზმები მარეგულირებელი თანამშრომლობისთვის, რომელთა მიზანია პოტენციური პრობლემების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება.
ყველაზე დიდი წვლილი უფრო ფართო და მჭიდრო ურთიერთობის საქმეში შეიტანეს ბიზნესის წრეებმა ატლანტიკის ორივე მხარეს ,,ტრანსატლანტიკური ბიზნესდიალოგის” მეშვეობით. ცოტა ხნის წინ დაინერგა პარალელური დიალოგები, რათა მშრომელებმა, მომხმარებლებმა და გარემოს პრობლემებით დაინტერესებულმა პირებმაც შეძლონ ამ პროცესში თავთავიანთი წვლილის შეტანა. გარდა ამისა, არსებობს რეგულარული კონტაქტები ოფიციალურ პირებს, მინისტრებსა და პოლიტიკოსებს შორის, მაგალითად, ევროპის პარლამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრების შეხვედრები.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება საგანგებო შეთანხმებებს ვაჭრობის მარეგულირებელ სფეროებში. ,,შეთანხმება ურთიერთაღიარების შესახებ”, რომელიც ვრცელდება საქონლის ფართო სპექტრზე (დაწყებული სატელეკომუნიკაციო მოწყობილობით, დამთავრებული ფარმაცევტული ნაწარმით), საშუალებას აძლევს ევროკავშირის უწყებებს, შეაფასონ შესაბამისობა აშშ-ის მოთხოვნებთან, და პირიქით, ეს კი ექსპორტიორებს მნიშვნელოვან დროსა და სახსრებს უზოგავს. ხელი ეწყობა საბაჟო უწყებათა თანამშრომლობას, სხვა შეთანხმებები კი მიზნად ისახავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, აგრეთვე ცოცხალი ცხოველებით ატლანტიკის ოკეანის მეორე მხარეს ვაჭრობის ხელშეწყობას.
ურთიერთობას ევროკავშირსა და კანადას შორის ოფიციალური სახე 1976 წელს მიეცა - დაიდო ჩარჩოხელშეკრულება კომერციული და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ - მაშინდელი ევროგაერთიანების პირველი ხელშეკრულება ინდუსტრიალიზებულ ქვეყანასთან. კონტაქტები ბევრად უფრო გამყარდა 1990 წელს ევროკავშირისა და კანადის ურთიერთობის შესახებ ტრანსატლანტიკური დეკლარაციის, ექვსი წლის შემდეგ კი ევროკავშირისა და კანადის ერთობლივი სამოქმედო გეგმის მიღებით. მნიშვნელოვანი სტიმული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის იყო 1998 წელს აღებული ვალდებულება, წამოწყებულიყო `ევროკავშირსა და კანადას შორის ,,ვაჭრობასთან დაკავშირებული ინიციატივა”, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა ერთმანეთის აღიარებაზე, მომსახურებაზე, მთავრობის დონეზე შესყიდვებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებებზე, კონკურენციის საკითხებზე, კულტურულ თანამშრომლობასა და ბიზნესის სფეროში კონტაქტებზე.
პარტნიორობა არ შემოიფარგლება ვაჭრობით. 1999 წლის დეკემბერში გაკეთებულმა ერთობლივმა განცხადებამ „ჩრდილოური თანამშრომლობის შესახებ” კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირისა და კანადის სურვილი, ითანამშრომლონ სხვადასხვა საკითხში, მაგალითად, მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, აგრეთვე ცეცხსასროლ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებში. ამ უკანასკნელის საშუალებით თანამშრომლობა მიმართულია ავტომატური და მცირე კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ.
,,ტასისი” |
ევროკავშირი და: |
სომხეთი |
აზერბაიჯანი |
ბელორუსია |
საქართველო |
ყაზახეთი |
ყირგიზეთი |
მოლდოვა |
მონღოლეთი |
რუსეთი |
ტაჯიკეთი |
თურქმენეთი |
უკრაინა |
უზბეკეთი |
![]() |
2.4 რუსეთი და ახალი დამოუკიდებელისახელმწიფოები |
▲ზევით დაბრუნება |
ის მნიშვნელობა, რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს მოსკოვთან თავის ურთიერთობას, აშკარა გახდა 1999 წელს, როცა მან დაამტკიცა ზოგადი სტრატეგია რუსეთთან დაკავშირებით შემდგომი ოთხი წლისათვის. ამ ინიციატივამ ცხადყო ორ პარტნიორს შორის ურთიერთობის ახალი ფაზის დადგომა, გარდა ამისა, ეს იყო 1997 წელს ხელმოწერილი ამსტერდამის ხელშეკრულების საფუძველზე შემოღებული საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ახალი პირობების შესაბამისად ევროკავშირის მიერ დამტკიცებული პირველი დოკუმენტი საგარეო პოლიტიკის სფეროში. ექვსი თვის შემდეგ ამას მოჰყვა მსგავსი ზოგადი სტრატეგიის მიღება უკრაინისათვის.
ორივე აღნიშნული ინიციატივა სცილდება „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებს, რომლებიც ევროკავშირს დადებული აქვს ყველა ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, ანუ იმ ქვეყნებთან, რომლებიც უწინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ. ეს ინიციატივები მიზნად ისახავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და ამ ქვეყნებისთვის „საერთო ევროპულ ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში ინტეგრირებაში (იგულისხმება, აგრეთვე, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შემქნისკენ მიმართული მუშაობაც) დახმარების გაწევას. უმთავრესი წამოწყებები ითვალისწინებს, აგრეთვე, განიარაღებასა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ თანამშრომლობას. ვინაიდან ევროკავშირი ისწრაფის ამ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირისკენ, ის უყოყმანოდ აკრიტიკებს ადამიანის უფლებათა დარღვევის ნებისმიერ გამოვლინებას. ამის მაგალითად გამოდგება ევროკავშირის რეაქცია ჩეჩნეთში რუსეთის ინტერვენციაზე.
ევროკავშირი მხარს უჭერს სხვა ქვეყნების ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას დახმარების პროგრამების მეშვეობით. ამგვარი პროგრამაა, მაგალითად, „ტასისი”, რომელიც, სხვა ქვეყნებს შორის, დახმარებას უწევს რუსეთს.
ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პარტნიორი ქვეყნებისთვის დახმარების გაწევის ძირითადი საშუალებაა პროგრამა „ტასისი”. 1991 წელს წამოწყებული პროგრამის ბიუჯეტი 2000-დან 2006 წლამდე პერიოდისთვის 3,138 მილიარდ ევროს შეადგენს. პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა ამ ქვეყნებისთვის „ნოუ-ჰაუს” უზრუნველყოფა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშესაწყობად.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს ისეთი კრიზისების თავიდან აცილებას, როგორიც არის 1990-იანი წლების ბალკანეთის კონფლიქტი.
მიმდინარე შვიდწლიანი პროგრამა ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა სფეროზე, მაგალითად, სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმირებაზე, კერძო სექტორის განვითარებაზე და საბაზრო ეკონომიკისკენ მოძრაობის პროცესის სოციალურ შედეგებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ატომურ უსაფრთხოებას,რაც საკითხთა ფართო სპექტრს გულისხმობს, დაწყებული ნარჩენების სათანადო განკარგვის სტრატეგიებით და დამთავრებული ჩერნობილის სადგურის დახურვით.
![]() |
2.5 სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირს მტკიცედ აქვს განზრახული ბალკანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება. მისი მთავარი მიზანია ამ რეგიონის ქვეყნების ინტეგრირება ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაკადში. ევროკავშირის პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია ,,სტაბილიზებისა და გაერთიანების პროცესი”, რომელიც მოიცავს ალბანეთს, ბოსნიასა და ჰერცეგოვინას, ხორვატიას, იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკას და იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას. ეს პროცესი ინდივიდუალურად არის მისადაგებული თითოეული მონაწილის საჭიროებებთან და მოიცავს ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას, თანამშრომლობას, პოლიტიკურ დიალოგს, მიზანს, შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო ზონა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან და პრაქტიკასთან მისადაგებას და ისეთ სფეროებში თანამშრომლობას, როგორიც არის მართლმსაჯულება და შინაური საქმეები.
აღნიშნული პროცესი ქვეყნებს ევროკავშირში ინტეგრირების ხანგრძლივ პერსპექტივას სთავაზობს, ეს კი ისტორიული, გადამწყვეტი მომენტია ამ ქვეყნების ურთიერთობაში ევროკავშირთან. თუმცა რეგიონის ქვეყნებმა პირველ რიგში თავად უნდა დააკმაყოფილონ აუცილებელი პოლიტიკური და ეკონომიკური პირობები და მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ შეუძლიათ ევროკავშირის მაგალითის მიბაძვა - ერთმანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის გაფართოება. ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს ხუთ ქვეყანას. 1991-99 წლებში რეგიონში 4,5 მილიარდ ევროზე მეტი თანხა განაწილდა, 2000-2006 წლებში კი ევროკავშირის ბიუჯეტში დახმარების მიზნებისთვის გაცილებით მეტი სახსრები გამოიყოფა.
ევროკავშირს სწამს, რომ რეგიონული ინტეგრაციის მისი მაგალითი რეგიონის ქვეყნებისთვის სანიმუშო შეიძლება გამოდგეს. 1999 წლის ივნისში კოლონის სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს სტაბილურობის პაქტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის. აერთიანებს რა ყველა მხარეს, პაქტი აფართოებს სტაბილიზებისა და გაერთიანების პროცესს, ხელს უწყობს თანამშრომლობის ახალი ფორმების დამკვიდრებას და საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან პრაქტიკული და ფინანსური დახმარების სტიმულირებას. პაქტში ყურადღება გამახვილებულია ბიზნესისა და გარემოს დაცვის სფეროებში რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივებზე, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ეთნიკური დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე, უსაფრთხოების ევროკავშირი და მსოფლიო სექტორის რეფორმირებაზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დამოუკიდებლობაზე.
![]() |
2.6 ახლო აღმოსავლეთი |
▲ზევით დაბრუნება |
კარგა ხანია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ახლო აღმოსავლეთში საყოველთაო მშვიდობის თაობაზე შეთანხმების მიღწევის საქმეში თავისი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. ამ ამოცანის შესრულებაში დასახმარებლად ევროკავშირმა რეგიონში საგანგებო წარმომადგენელი დანიშნა და დასახული მიზნის მიღწევას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან მჭიდრო და თანასწორი თანამშრომლობით ცდილობს.
ევროკავშირს სწამს, რომ პრობლემის სამართლიანი და ხანგრძლივი პოლიტიკური გადაწყვეტა გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე უნდა გამყარდეს თანამშრომლობისა და რეგიონის ყველა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მეშვეობით, რომ საყოველთაო შეთანხმებისთვის საჭირო იქნება მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება და რომ ფართოდ გავრცელებული დაუკმაყოფილებლობის და არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სტაბილური ეკონომიკური აღმავლობა.
ამ თვალსაზრისით ევროკავშირმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა - ის არის რეგიონის ეკონომიკური განვითარების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე მრავალმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში. რეგიონის ეკონომიკური განვითარების სამუშაო ჯგუფის სამდივნოს (ახლო აღმოსავლეთში მუდმივი რეგიონული ეკონომიკური ინსტიტუტის სახით) დაარსებას ამანში (იორდანია) დიდი როლის შესრულება შეუძლია ეკონომიკური აღმავლობის საქმეში რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის, ვაჭრობასთან და ინვესტირებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინირებისა და რეგიონში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალებით. დროთა განმავლობაში მას შეუძლია საფუძველიც კი ჩაუყაროს ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ ზონას, რომელშიც თავისუფლად იმოძრავებს საქონელი, მომსახურება, კაპიტალი და მუშახელი.
ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. ის პალესტინელების უდიდესი დონორია - 1994-1999 წლებში ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა გრანტებისა და სესხების სახით 1,6 მილიარდ ევროზე მეტი თანხა გაიღეს, რაც მთელი საერთაშორისო დახმარების 60%25-ზე მეტს შეადგენს. ევროკავშირი მნიშვნელოვნად დაეხმარა, აგრეთვე, პალესტინის ხელისუფლებას და დიდი წვლილი შეიტანა „უესთ ბენქისა” და „გეზ სთრიფის” გაჩანაგებული მატერიალური ინფრასტრუქტურის აღდგენაში. გარდა ამისა, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ყოველწლიურად 100 მილიონ ევროს ურიცხავენ UNRWA-ს - გაერო-ს სააგენტოს, რომელიც ზრუნავს პალესტინელ ლტოლვილებზე - ლტოლვილთა უდიდეს ჯგუფზე მსოფლიოში (3 მილიონზე მეტი ადამიანი).
ევროკავშირი დიდ დახმარებას უწევს იორდანიას, ლიბანს, სირიასა და ეგვიპტეს. რეგიონულ თანამშრომლობას ახლო აღმოსავლეთში ემატება 20 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური დახმარება საგანგებო პროექტებისთვის, რომლებიც გამიზნულია როგორც ებრაელების, ისე არაბებისთვის და ხორციელდება საზოგადოებრივი ღონისძიებების (სემინარების, ფესტივალებისა და ა.შ.) საშუალებით და მუნიციპალიტეტებს, ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობით.
ურთიერთობა იზრაელთან უმთავრესად განპირობებულია ორ მხარეს შორის რიგი სავაჭრო შეთანხმებებით და ორმხრივი ასოცირების ხელშეკრულებით, რომელიც 2000 წლის ივნისში შევიდა ძალაში, რამაც საფუძველი ჩაუყარა ორ პარტნიორს შორის პოლიტიკური დიალოგის წამოწყებას და დასახა სამომავლო თანამშრომლობის მრავალი სფერო. სპარსეთის ყურის რეგიონში ევროკავშირს დადებული აქვს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან (საბჭოში შედიან საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ომანი). 1998 წლიდან წამოწყებულია დიალოგი ირანთან პოლიტიკურ და თანამშრომლობის საკითხებზე. გაერო-ს სანქციების გამო ევროკავშირს არა აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული ურთიერთობა ერაყთან. 1997 წელს ევროკავშირმა განაახლა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება იემენთან.
![]() |
2.7 პარტნიორობა ევროკავშირსა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს შორის |
▲ზევით დაბრუნება |
1995 წლის ნოემბერში ევროკავშირის 15-მა წევრმა სახელმწიფომ და 12-მა ქვეყანამ და ოლქმა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის აუზის თითქმის მთელს რეგიონს მოიცავენ, მიიღეს ბარსელონის დეკლარაცია. დეკლარაციის ხელისმომწერებმა იკისრეს ვალდებულება, დაეარსებინათ მშვიდობიანი და საერთო კეთილდღეობით გაერთიანებული ტერიტორია და გაეუმჯობესებინათ თავთავიანთ ხალხებს შორის ურთიერთგაგება. ამას მოჰყვა ევროკავშირისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ახალი ,,მშვიდობისა და სტაბილურობის ქარტია,” რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის ნარკოტიკებით ვაჭრობა, ტერორიზმი, იმიგრაცია, კონფლიქტების თავიდან აცილება და ადამიანის უფლებები.
დასახული მიზნების მისაღწევად ევროკავშირი აწარმოებს მოლაპარაკებებს ორმხრივი ასოცირებული შეთანხმებების შესახებ თავის პარტნიორებთან ხმელთაშუა ზღვის აუზიდან. 2000 წლის შუა ხანებისათვის ამგვარი შეთანხმებები დაიდო მაროკოსთან, ტუნისთან, იორდანიასთან, პალესტინის ხელისუფლებასა და ისრაელთან.
„ბარსელონის პროცესი” - ერთადერთი ფორუმი, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესისთვის მძიმე პერიოდებშიც კი ხდებოდა მინისტრთა შეხვედრები ყველა 27 პარტნიორის მონაწილეობით - მიზნად ისახავს 2010 წლისათვის ევროკავშირისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების თავისუფალი სავაჭრო ზონის დაარსებას.
იმისათვის, რომ დაეხმაროს ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობით წამოჭრილი პრობლემების გადალახვაში, ევროკავშირის პროგრამა ,,MEDA” გასცემს ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდ ევროს გრანტების საშუალებით, რასაც ემატება ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ევრო ევროპის ინვესტირების ბანკის მიერ გაცემული სესხების სახით.
მსოფლიოს ბაზრები ევროპულ კომპანიებს ახალ-ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს ბიზნესის სფეროში.
ევროკავშირისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონში უკვე შეინიშნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური გაცვლა-გამოცვლა. ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების იმპორტი ევროკავშირიდან ამჟამად 30 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს (მთელი იმპორტის დაახლოებით 47%25), ხოლო ექსპორტის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია - 63 მილიარდ ევროს (52%25) შეადგენს.
პარტნიორობა ევროკავშირსა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს შორის |
ევროკავშირი და |
მაროკო |
ალჟირი |
ტუნისი |
ეგვიპტე |
ისრაელი |
იორდანია |
პალესტინის ხელისუფლება |
ლიბანი |
სირია |
თურქეთი |
კვიპროსი |
მალტა |
![]() |
2.8 რეგიონული დაჯგუფებები |
▲ზევით დაბრუნება |
გარდა ორმხრივი ხელშეკრულებებისა, ევროკავშირს მჭიდრო ურთიერთობა აქვს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე ქვეყნების სხვა რეგიონულ დაჯგუფებებთან. ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტეგრაციის რეგიონული ფორმების წახალისებას, ვინაიდან ეს ხელს უწყობს დიდი, გაერთიანებული ადგილობრივი ბაზრების შექმნას და საშუალებას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში მდებარე ქვეყნებს, უფრო აქტიური და ნაყოფიერი მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო მნიშვნელობის საკითხების გადაჭრაში.
აზიაში ევროკავშირს უფრო მძლავრი რეგიონული თანამშრომლობა აქვს დამყარებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციასთან (ASEAN). სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის წევრი ბირმა/მიანმარი არ შეერთებია ევროკავშირსა და ამ ასოციაციის წევრ სახელმწიფოების შორის დადებულ შეთანხმებას. რეგულარულად ტარდება აზიასა და ევროპას შორის შეხვედრები (ე.წ. ASEM-ის პროცესი) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობის, აგრეთვე, ჩინეთის, იაპონიისა და კორეის მონაწილეობით.
ლათინურ ამერიკაში ძირითადი პარტნიორული ურთიერთობები ევროკავშირს დამყარებული აქვს ქვეყნების „სან ხოსეს ჯგუფთან” (კოსტა რიკა, ელ სალვადორი, გვატემალა, ჰონდურასი, ნიკარაგუა და პანამა), „მერკოსურთან,, (არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი), „ანდების საზოგადოებასთან” (ბოლივია, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ და ვენესუელა) და ქვეყნების „რიოს ჯგუფთან” (არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, მექსიკა, პანამა, პარაგვაი, პერუ, ურუგვაი და ვენესუელა).
ევროკავშირი მხარს უჭერს აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში რეგიონულ დაჯგუფებათა წარმოქმნას და მჭიდროდ თანამშრომლობს სამხრეთ აფრიკის განვითარების საზოგადოებასთან. თავის ტერიტორიასთან უფრო ახლოს კი ევროკავშირს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა აქვს (მაგალითად, საერთო ბაზართან დაკავშირებულ საკითხებში, აგრეთვე, ზოგიერთ სხვა სფეროში, როგორიც არის გარემოს დაცვა და კონკურენცია) ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის სამ წევრთან - ისლანდიასთან, ნორვეგიასა და ლიხტენშტეინთან, რომლებიც, ევროკავშირთან ერთად, შედიან ევროპის ეკონომიკურ ზონაში. ამ ასოციაციის უნიკალური დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ სამი ქვეყანა მონაწილეობას იღებს გადაწყვეტილებათა მიღებაში ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე. ვინაიდან შვეიცარია, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მეოთხე წევრი, არ შედის ევროპის ეკონომიკურ ზონაში, ევროკავშირი აძლიერებს თავის კავშირს ამ ქვეყანასთან შვიდი შეთანხმების საშუალებით. ეს შეთანხმებები მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს, დაწყებული სოფლის მეურნეობით და კვლევით, დამთავრებული ტრანსპორტითა და ადამიანების თავისუფალი გადაადგილებით.
ერთ-ერთი უახლესი წამოწყებაა ე.წ. „ჩრდილოური ასპექტი”, რომელიც აახლოებს ერთმანეთს ევროკავშირის ჩრდილოეთით მდებარე მეზობლებს - რუსეთსა და კანდიდატ ქვეყნებს ჩრდილოეთ ევროპიდან.
აზიასა და ევროპას შორის ერთობა (ASEM) |
ევროკავშირი და |
ბრუნეი |
ჩინეთი |
ინდონეზია |
იაპონია |
სამხრეთ კორეა |
მალაიზია |
ფილიპინები |
სინგაპური |
ტაილანდი |
ვიეტნამი |
![]() |
2.9 მრავალმხრივი ურთიერთობები |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი წლების განმავლობაში აღრმავებდა თანამშრომლობას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. მრავალ სხვადასხვა სააგენტოს შორის, რომელთანაც ის ამჟამად მჭიდროდ თანამშრომლობს, არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საბჭო, ევროპის საბჭო, დასავლეთ ევროპის კავშირი, ჩრდილოეთ ატლანტიკის კავშირი, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია და ზღვის კონვენციის კანონის საფუძველზე დაარსებული სხვადასხვა ორგანიზაცია. გაეროსთან ურთიერთობაში ევროკავშირი განსაკუთრებით აქტიურია ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა სფეროებში და მჭიდროდ თანამშრომლობს კრიზისების მართვისა და კონფლიქტების თავიდან აცილების საკითხებში.
![]() |
2.10 გარემოს დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირის ზოგიერთი შინაური მოვალეობა საერთაშორისო ასპარეზზეც ვრცელდება. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ამ თვალსაზრისით გარემოს დაცვისა და სტაბილური განვითარების საკითხები.
ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ატომური უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროგრამა „ტასისი”, რომელსაც 1999 წელს 23 მილიონი ევროს ოდენობის სახსრები ჰქონდა. ეს თანხები გამოიყენება ტექნიკური და პრაქტიკული დახმარების სხვადასხვა ფორმის უზრუნველსაყოფად; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩერნობილის ატომური სადგურის რეაქტორების დახურვას, აგრეთვე, ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში წყალქვეშა ნავებისა და ყინულმჭრელების ატომური საწვავით წარმოქმნილ პრობლემებს.
კანდიდატი ქვეყნების მიერ გარემოსდაცვითი სტანდარტების დაკმაყოფილების მნიშვნელობას ხაზი გაესვა 2000 წლის დასაწყისში, როცა დაიწყო მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავდა 13-ივე ქვეყნისთვის ნებართვის მიცემას, მონაწილეობა მიეღოთ კოპენჰაგენში მდებარე ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს მუშაობაში - ეს ამ ქვეყნებისთვის პირველი შესაძლებლობა იყო, ჩართულიყვნენ ევროკავშირის 11 სპეციალიზებული სააგენტოდან ერთ-ერთის მუშაობაში. ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტო უზრუნველყოფს უახლეს, საიმედო და მიზნობრივ ინფორმაციას, რათა დაეხმაროს კანდიდატებს, შეასრულონ ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონები, შეიმუშაონ მონიტორინგის ეფექტიანი სისტემები და ჩამოაყალიბონ საიმედო მონაცემთა შეგროვების სისტემები.
გარდა ამისა, „პრიორიტეტული გარემოსდაცვითი ინვესტირების პროგრამა გაწევრიანებისთვის” კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების მიზნით სთავაზობს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას. საიმედო გამოთვლების თანახმად, საჭირო იქნება 120 მილიარდი ევრო გარემოსდაცვითი კანონმდებლობის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის დასაკმაყოფილებლად.
ევროკავშირმა, რომელიც საშუალებას აძლევს კანდიდატ ქვეყნებს, სარგებლობა მიიღონ არსებულ პროგრამებში მონაწილეობით, მოსთხოვა მათ, გაეტარებინათ ღონისძიებები ატომური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. 1999 წლის ბოლოსთვის ევროკავშირმა საიმედო დაპირება მიიღო სლოვაკეთისგან, ლიტვისა და ბულგარეთისგან, რომ რაც შეიძლება სწრაფად დახურავდნენ მათ ტერიტორიებზე განლაგებულ რვა ატომურ რეაქტორს, რომლებიც სახიფათოდ არის მიჩნეული და რომელთა გაუმჯობესება შეუძლებელია.
![]() |
2.11 ჰუმანიტარული დახმარება |
▲ზევით დაბრუნება |
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის როლი ჰუმანიტარული დახმარების საქმეში არსებითად გაიზარდა და დღეს მისი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტია, რომლის კოორდინირებას და ორგანიზებას ახორციელებს ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების ოფისი (EHHO). ამ უწყების ფუნქციაა ეფექტიანი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთათვის. ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების ოფისი ამჟამად ჰუმანიტარული დახმარების მსოფლიოში ყველაზე დიდი დონორია.
ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების ოფისი დახმარებას თავისი პარტნიორების - გაერო-ს სააგენტოების, 170-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის (მაგალითად, ,,Oxfam”-ისა და ,,MÈdecins Sans FrontiËres”-ის, აგრეთვე, სხვა საერთაშორისო უწყებების საშუალებით უზრუნველყოფს. 1992 წლიდან ევროკავშირმა ხელი მოაწერა 7 000-ზე მეტ ინდივიდუალურ ხელშეკრულებას დახმარების თაობაზე, რომლებიც თითქმის 5 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის გაცემას ითვალისწინებდა და რომელთა მიზანი იყო ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსება 85-ზე მეტ ქვეყანაში. ეს დახმარება არ არის დისკრიმინაციული ხასიათის და გამიზნულია უშუალოდ გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის, მიუხედავად მათი რასის, სქესის, რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსისა. დახმარება შეიძლება გულისხმობდეს ძირითადი მოხმარების საგნებს, საკვებს, სამედიცინო აპარატურას და წამლებს, აგრეთვე, მომსახურებას, მაგალითად, სამედიცინო დახმარებას, წყლის გამწმენდი ჯგუფების მუშაობას და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას.
ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების ოფისი წინასწარ ადგენს სფეროებს ჰუმანიტარული მოღვაწეობისთვის და აკონტროლებს თავად პროექტების განხორციელებას, ხელს უწყობს და კოორდინირებას უწევს კატასტროფების თავიდან ასაცილებელ ღონისძიებებს - ამზადებს სპეციალისტებს, აძლიერებს დაწესებულებებს და ახორციელებს საცდელ მიკროპროექტებს, აფინანსებს ნაღმების უვნებელყოფის პროგრამებს. გარდა ამისა, ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების ოფისი ხელს უწყობს საზოგადოების ცოდნის გაღრმავებისა და საინფორმაციო კამპანიებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჰუმანიტარულ საკითხთა უფრო საფუძვლიან გააზრებას.
ვინაიდან კრიტიკულ სიტუაციაში დახმარება გადაჯაჭვული უნდა იყოს უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაზე გამიზნულ რეკონსტრუქციასთან, ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების ოფისის პოლიტიკაა ჰუმანიტარული დახმარების მიმღებთა დაუცველობის შემცირება და საკუთარ თავში მათი რწმენის გაღვივება, რათა ეს ადამიანები არ გახდნენ დახმარებაზე დამოკიდებულნი. ამ თვალსაზრისით ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების ოფისი ხელს უწყობს ხანგრძლივ პერსპექტივაზე გამიზნული შესაბამისი სტრატეგიების შემუშავებას.
![]() |
3 ევროკავშირის გაფართოება: ისტორიული შესაძლებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
გაფართოება იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ბოლო მოეღოს ხელოვნურ დაყოფას, რომელმაც ევროპის კონტინენტი ორად გახლიჩა. არა მარტო კერძო პირებს ექნებათ საშუალება, თავისუფლად იმოძრაონ, ისწავლონ და იმუშაონ საზღვრებს მიღმა - როცა ფესვს მოიკიდებს ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკა, აყვავდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბიზნესი და ეკონომიკაც. 500 მილიონი ადამიანისგან შემდგარი შიდა ბაზრის შექმნით ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს მიიღებს მთლიანად ევროპაც.
ევროკავშირში უკვე მოხდა ოთხი გაფართოება (1973, 1981, 1986 და 1995 წლებში) და მისი შემადგენლობა ექვსი წევრიდან 15-მდე გაიზარდა. 13 კანდიდატი ქვეყნის არსებობა - ესტონეთიდან ჩრდილოეთით თურქეთამდე სამხრეთით - ეს, ცხადია, ძალზე პატივმოყვრული მიზანია, რომლის მისაღწევად როგორც არსებულ, ისე პოტენციურ წევრებს უზარმაზარი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება მოუწევთ. მარტო ეკონომიკურ მოსაზრებებს თუ გავითვალისწინებთ, მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის სტანდარტებით, ევროკავშირში არსებული დონის პროცენტული ოდენობის სახით, მერყეობს 79%25-დან კვიპროსსა და 68%25-დან სლოვენიაში 23%25-მდე ბულგარეთსა და 27%25-მდე ლატვიაში.
რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, 20 ან მეტი წევრისგან შემდგარი კავშირისათვის მოსამზადებლად ევროკავშირმა ამ მიზანს უნდა მიუსადაგოს საკუთარი პოლიტიკა, ფინანსური სახსრები და პროცედურები. პირველი ორი ამოცანა გადაიჭრა 1999 წლის მარტში ბერლინში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, როცა დაწესდა საბიუჯეტო ზღვრები ევროკავშირის ხარჯებისათვის ყველა სფეროში 2006 წლამდე, რასაც თან სდევდა ფართო სპექტრის რეფორმები რეგიონულ, სოციალურ და სასოფლო-სამეურნეო ხარჯებთან დაკავშირებით. ხდება, აგრეთვე, გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურების რაციონალიზება. გარდა ამისა, ევროკომისია კოორდინირებას უწევს სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიას, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას გაფართოების შედეგებთან დაკავშირებით.
1999 წლის მარტში გამართულმა ევროკავშირის სამიტმა შესაძლებელი გახადა 2000-2006 წლებში გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი დახმარების სახით დაახლოებით 22 მილიარდი ევროს გამოყოფა - 1990-იანი წლების განმავლობაში გამოყოფილი თანხა გაორმაგდა. გარდა ამისა, ევროკავშირის ბიუჯეტი 2002 წლიდან მზად იქნება გაფართოების პირველი ტალღისათვის - ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის 2000-2006 წლებში დაახლოებით 57 მილიარდი ევრო გამოიყოფა.
ახალი გაფართოების თარიღი არ არის განსაზღვრული, თუმცა ევროკავშირმა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ მზად უნდა იყოს, როგორც ინსტიტუციურად, ისე პოლიტიკურად, ახალი წევრების მისაღებად 2003 წლიდან - იმ პირობით, თუ ეს ქვეყნები დააკმაყოფილებენ გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას.
![]() |
3.1 ევროკავშირში გაწევრიანების პირობები |
▲ზევით დაბრუნება |
სანამ რომელიმე ქვეყანა დასვამს ევროკავშირში თავისი გაწევრიანების საკითხს, მან უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ აკმაყოფილებს გაწევრიანების სამ ძირითად კრიტერიუმს, რომლებიც განისაზღვრა კოპენჰაგენის სამიტზე 1993 წლის ივნისში. ეს კრიტერიუმებია:
იმისათვის, რომ მოემზადონ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, კანდიდატმა ქვეყნებმა ახალი სამუშაო მეთოდებიც უნდა შეისწავლონ.
* ქვეყანაში უნდა არსებობდეს სტაბილური ინსტიტუტები, რომლებსაც შეუძლიათ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობებისადმი პატივისცემის და მათი დაცვის უზრუნველყოფა;
* ქვეყანაში უნდა არსებობდეს მოქმედი საბაზრო ეკონომიკა, უნდა არსებობდეს, აგრეთვე, კონკურენციის ზეწოლისთვის და ევროკავშირის ფარგლებში საბაზრო ძალებისთვის თავის გართმევის შესაძლებლობა;
* წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების უნარი; ამ ვალდებულებებს შორის არის პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული კავშირის მიზნებთან შესაბამისობა.
მოლაპარაკება ექვს კანდიდატთან - პოლონეთთან, უნგრეთთან, ჩეხეთის რესპუბლიკასთან, სლოვენიასთან, ესტონეთსა და კვიპროსთან - 1998 წლის მარტში დაიწყო. 1999 წლის დეკემბერში ჰელსინკის ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებისგან მწვანე შუქის მიღების შემდეგ 2000 წლის თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო ოფიციალური მოლაპარაკება კიდევ ექვს კანდიდატთან - ბულგარეთთან, ლატვიასთან, ლიტვასთან, მალტასთან, რუმინეთსა და სლოვაკეთთან.
თუმცა გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება ორ ჯგუფთან დაიწყო, თითოეული კანდიდატის შეფასება თავად მისი მდგომარეობის მიხედვით ხდება. ევროკავშირმა დაამკვიდრა აბსოლუტურად მოქნილი, გაწევრიანების სხვადასხვა ტემპის დამშვები პროცესი, როცა კანდიდატი ქვეყნების შეფასება თითოეული მათგანის მდგომარეობის მიხედვით ხდება და თითოეული მათგანი მხოლოდ მაშინ გახდება ევროკავშირის წევრი, როცა შეძლებს გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების დაკმაყოფილებას.
ამ კომპლექსური პროცესის პირველი სტადიაა შესარჩევი ღონისძიება, რომელიც მოიცავს კანდიდატებთან მრავალმხრივი და ორმხრივი შეხვედრების სერიას. ეს საშუალებას აძლევს ევროკომისიას, წარადგინოს „acquis communautaire” - თითქმის 100 000 გვერდის შემცველი, ევროკავშირთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, კანონმდებლობისა და პრაქტიკის მთლიანი კრებული - და გადაწყვიტოს, ძალუძთ თუ არა კანდიდატებს, მისდიონ მას. ამ ეტაპს მოჰყვება დეტალური მოლაპარაკება პოლიტიკის 31 ცალკეულ სფეროზე, დაწყებული მეთევზეობით, დამთავრებული საგარეო ურთიერთობებით.
ევროკომისია თვალყურს ადევნებს თითოეული კანდიდატის წინსვლას ევროკავშირის კანონმდებლობის რეალურ განხორციელებასა და მასთან შესაბამისობაში, განსაკუთრებული ყურადღება კი ამ კანონმდებლობის ეროვნულ კანონებში სათანადო გადატანას ეთმობა. პრინციპში, ყოველ ახალ წევრს უნდა შეეძლოს ევროკავშირის ყველა ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის შესრულება გაწევრიანების პირველივე დღიდან, დროებითი შეღავათები და გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი ზომები კი მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი.
ევროკავშირს გაწევრიანების წინა პერიოდისთვის განკუთვნილი მრავალი საგანგებო პროგრამა აქვს, რომლებიც ეხმარება კანდიდატებს წევრობისთვის მომზადებაში. ყველაზე ცნობილი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე საშუალება კანდიდატებთან ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობისთვის არის პროგრამა „ფეა” („Phare”).
ეს პროგრამა გასცემს გრანტებს (და არა სესხებს) და პრიორიტეტულად მიიჩნევს ორ ძირითად სფეროს: პირველი (რომელსაც ხმარდება ბიუჯეტის დაახლოებით 30%25) არის ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარება, რათა დახმარება გაეწიოს ეროვნულ და რეგიონულ ადმინისტრაციებს, აგრეთვე, მარეგულირებელ და მეთვალყურეობის გამწევ უწყებებს ევროკავშირის მიზნებისა და პროცედურების გაცნობაში.
მეორე პრიორიტეტია (ხმარდება ბიუჯეტის 70%25) კანდიდატებისთვის დახმარების გაწევა მათი წარმოებებისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის დაახლოებაში ევროკავშირის სტანდარტებთან აუცილებელი ინვესტიციების მობილიზების საშუალებით. დახმარება, ძირითადად, მიმართულია იმ სფეროებზე, რომლებშიც ევროკავშირის ნორმები და სტანდარტები სულ უფრო მომთხოვნი და მკაცრი ხდება: გარემოს დაცვაზე, ტრანსპორტზე, საწარმოო ქარხნებზე, აგრეთვე, პროდუქტებისა და სამუშაო პირობების ხარისხის სტანდარტებზე.
დახმარების სხვა პროგრამები მიმართულია სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, სოფლის განვითარებაზე, ტრანსპორტსა და გარემოსდაცვით პროექტებზე. არსებობს, აგრეთვე, პროგრამები, რომელთა მიზანია კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლების მოვლაპატრონობა. გარდა ამისა, ტარდება მრავალი სემინარი და სამუშაო შეხვედრა ოფიციალურ პირებთან კანდიდატი ქვეყნებიდან მეტად მრავალფეროვანი სპექტრის საკითხებში - ფისკალური მეთვალყურეობიდან საბაჟო შემოწმებამდე.
თუმცა ევროკავშირი სათავეში ჩაუდგა კანდიდატი ქვეყნებისთვის დახმარების გაწევას კავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ის ამ საქმეში მარტო არ არის: თავიანთ მხარდაჭერას და გამოცდილებას კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობენ სხვა საერთაშორისო უწყებები: მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საბჭო და ჩრდილოეთის საბჭო.
![]() |
3.2 თურქეთი |
▲ზევით დაბრუნება |
ოფიციალური ურთიერთობა ევროკავშირთან თურქეთს 1963 წლიდან აქვს, მას შემდეგ, რაც ხელმოერილი იქნა ასოცირებული შეთანხმება. თურქეთი პირველი იყო კანდიდატთა დღევანდელი ჯგუფიდან, რომელმაც მოისურვა ევროკავშირში გაწევრიანება - ეს მოხდა 1987 წელს. სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მიზეზის გამო ამ თხოვნას წლების განმავლობაში, 1999 წლის დეკემბერში გამართულ ჰელსინკის სამიტამდე, შედეგი არ ევროკავშირი და მსოფლიომოჰყოლია. ჰელსინკის შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა ოფიციალურად აღიარეს ქვეყნის სტატუსი - ისინი შეთანხმდნენ, რომ ,,თურქეთი არის კანდიდატი სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაიმსახუროს ევროკავშირის წევრობა იმავე კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებითაც ფასდება სხვა კანდიდატი სახელმწიფოები.”
ამის შედეგად თურქეთი სარგებლობს გაწევრიანების წინა პერიოდისთვის განკუთვნილი სტრატეგიითა და პარტნიორობით, რაც ხელს უწყობს და სტიმულირებას უწევს მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და უფრო მჭიდრო პოლიტიკურ დიალოგს ევროკავშირთან. ქვეყანას შეუძლია ევროკავშირის არსებულ პროგრამებში და კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის გამართულ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, მას დახმარებას უწევენ კანონმდებლობის მიახლოებაში ევროკავშირის წესებსა და პრაქტიკასთან.
მაგრამ სანამ კავშირში გაწევრიანების თაობაზე რეალური მოლაპარაკება დაიწყება, თურქეთმა უნდა მოახდინოს ადამიანის უფლებებისადმი თავისი პატივისცემის დემონსტრირება და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკის მრავალი ელემენტის რესტრუქტურიზება. ითვალისწინებს რა ისტორიულ უთანხმოებას თურქეთსა და მის მეზობელს ეგეოსის ზღვის მხრიდან - საბერძნეთს - შორის, ევროკავშირმა საგანგებოდ მოითხოვა საზღვრებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის, აგრეთვე, სხვა მსგავსი საკითხების, მაგალითად, კვიპროსის საკითხის, მშვიდობიანი გადაჭრა.
გარდა თურქეთის სწრაფვისა, გახდეს ევროკავშირის წევრი, თურქეთსა და ევროკავშირს აერთიანებს საბაჟო კავშირი 15 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტით; ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშესაწყობად ევროკავშირი კიდევ 135 მილიონ ევროს გამოყოფს.
![]() |
3.3 გაფართოებამ არ უნდა გამოიწვიოს ახალი ბარიერების შექმნა |
▲ზევით დაბრუნება |
გაფართოება წამოჭრის საკითხს იმის თაობაზე, თუ როგორ მოახერხებს ევროკავშირი ურთიერთობის წარმართვას იმ ქვეყნებთან, რომლებსაც წევრობამდე უფრო დიდი გზა აქვთ გასავლელი. ევროკომისიამ შემოიღო შესაძლო წევრობის სტატუსი, რაც სტიმულს აძლევს, მაგალითად, ალბანეთსა და ყოფილ იუგოსლავიას, გარდა ამისა, აძლევს შესაძლებლობას, მანამდეც კი, სანამ მზად იქნებიან გაწევრიანებისთვის, ისარგებლონ მჭიდრო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმით. მაგრამ იმისათვის, რომ ამ უპირატესობით ისარგებლონ, ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ გარკვეული კრიტერიუმები: ერთმანეთის საზღვრების აღიარება, უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებასთან და რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებული ყველა სადაო საკითხის მოგვარება. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ინტეგრაციას თავისუფალი ვაჭრობის ზონის, შემდეგ კი საბაჟო კავშირის შექმნის მეშვეობით, ხოლო ეს უკანასკნელი მომავალში შეიძლება შეუერთდეს ევროკავშირის საბაჟო კავშირს, რაც გაწევრიანებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.
ევროკავშირს კარგად ესმის, თუ რა შედეგს მოუტანს გაფართოება მის მეზობლებს, რომელთა წინაშეც არ დგას კავშირში გაერთიანების საკითხი, მაგრამ რომლებთანაც მას მჭიდრო და კონსტრუქციული ურთიერთობის სურვილი აქვს, და ამიტომ აქტიურად იხილავს რუსეთთან, უკრაინასა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან შესაბამისი სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობებს.
![]() |
4 ვაჭრობა: ბარიერების მოშლა, გაფართოების დაჩქარება |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, მის ხარჯზე 1999 წელს მთელი ექსპორტის მეხუთედზე მეტი მოდიოდა. ევროკავშირი თავისი შექმნის პირველივე დღეებიდან მიისწრაფოდა მის ცალკეულ წევრებს შორის ვაჭრობის სფეროში ბარიერების მოხსნისკენ, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ეს ეკონომიკური აღმავლობისა და ერებისა და ცალკეული ადამიანების კეთილდღეობის სტიმული იქნებოდა. ევროკავშირი მსოფლიო არენაზეც ამავე პრინციპების ერთგული დარჩა.
ციფრები მრავლისმეტყველია. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩატარებული საერთაშორისო მოლაპარაკებების საფუძველზე მოხდა მრავალმხრივი ვაჭრობის სისტემის თანდათანობითი ლიბერალიზება. ამ ხნის მანძილზე მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა 17-ჯერ გაიზარდა, მსოფლიო წარმოება გაოთხმაგდა, მსოფლიო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდა და ინდუსტრიალიზებული ქვეყნების მიერ დაწესებული საშუალო ტარიფები 1940 წელს არსებული 40%25-დან 4%25-მდე დავარდა.
ევროკავშირს სჯერა, რომ მრავალმხრივი ვაჭრობის სისტემის ლიბერალიზებას მსოფლიო ეკონომიკისთვის ძალზე სასარგებლო შედეგების გამოღება შეუძლია და რომ ამ სარგებლობის უმეტესი ნაწილი განსაკუთრებით მსოფლიოს განვითარებად რეგიონებს გამოადგება. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეკონომიკური აღმავლობა ვაჭრობის ლიბერალიზების საშუალებით უმთავრესი ფაქტორია სოციალური პირობების მსოფლიო მასშტაბით გაუმჯობესებისთვის და სტაბილური განვითარების ხელშეწყობისთვის.
ამ ტენდენციის გაგრძელების ერთ-ერთი უმთავრესი მომხრეა ევროკავშირი; ის ყურადღებას ამახვილებს რაც შეიძლება უფრო ფართო დღის წესრიგის საჭიროებაზე მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის მოლაპარაკებათა შემდგომი რაუნდისთვის, რომელშიც 137 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლის დეკემბერში სიეტლში გამართულ მინისტრების შეხვედრაზე ამ საქმეს გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდა, ევროკავშირი კვლავ მაქსიმალურად ფართო დღის წესრიგის მომხრეა და დარწმუნებულია, რომ ეს მნიშვნელოვან სიკეთეს მოიტანს.
სიეტლის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ ევროკომისიის ორ გამოკვლევაში მოცემულია დასკვნა, რომ ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზებას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია სტაბილური განვითარებისთვის, შეუძლია, აგრეთვე, მსოფლიოსათვის ყოველწლიურად დაახლოებით 420 მილიარდი ევროს ოდენობის მოგების მოტანა, ეს კი ექვივალენტურია იმისა, რომ მსოფლიო მშპ-ს ყოველწლიურად მიემატოს შემოსავალი კორეის ან ნიდერლანდების ეკონომიკიდან. ეკონომიკური აღმავლობა გამოიწვევს დასაქმების ზრდას - ამის მაგალითი თავად ევროკავშირში გვაქვს - შიდა სავაჭრო ბარიერების მოხსნის შემდეგ ნახევარ მილიონზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი დაარსდა.
უფრო თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს ბიზნესში უფრო მეტი შესაძლებლობის არსებობას, რესურსების უფრო ეფექტიან განაწილებას და მეტ კეთილდღეობას. ტარიფების შემდგომი შემცირება საშუალებას მისცემს ბიზნესს, უკეთ გამოიყენოს საექსპორტო პოტენციალი, რადგან სავაჭრო ნაკადების მართვა უფრო მეტად მოხდება ხარისხის, ფასისა და მომსახურების მიხედვით და ნაკლებად შეაფერხებს ტარიფების მსგავსი ხელოვნური ბარიერები. გაზრდილი კონკურენციის წყალობით მომხმარებლებმა უფრო ფართო არჩევანითა და უფრო დაბალი ფასებით უნდა ისარგებლონ.
![]() |
4.1 მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი იმ ქვეყნების ავანგარდში იმყოფება, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის შემდგომი მოლაპარაკება, ურუგვაის რაუნდის მსგავსად, არ უნდა შემოიფარგლოს შეზღუდული დღის წესრიგით სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სფეროებში. ის უფრო კომპლექსური და ფართო უნდა იყოს, უნდა მოიცავდეს ტრადიციულ თემებსაც და ახალ საკითხებსაც, რათა ყველა მონაწილე დაინტერესებული იყოს მოლაპარაკებებით და დააკმაყოფილოს 21-ე საუკუნის ეკონომიკის მოთხოვნები.
ევროკავშირმა ორი თვალსაჩინო გაკვეთილი გამოიტანა სიეტლში ლიბერალიზების თაობაზე მოლაპარაკების ჩაშლიდან. ჯერ ერთი, წავიდა ის დრო, როცა რამდენიმე ყველაზე დიდი ქვეყანა ერთმანეთს შორის აწარმოებდა მოლაპარაკებას გარიგებების შესახებ, შემდეგ კი მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს ახვევდა მათ თავს. სხვები, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნები, დღეს კანონიერად მოითხოვენ უფრო დიდ გავლენას ამ პროცესში.
მეორე გაკვეთილი ის არის, რომ საჭიროა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის რეფორმირება - მასში მეტი წევრი უნდა შედიოდეს, მისი საქმიანობა უფრო გამჭვირვალე, ეფექტიანი და ანგარიშვალდებულების პრინციპზე დაფუძნებული უნდა იყოს. მისი წესები თავიდან უნდა განისაზღვროს და ამ პროცესში უფრო მეტად უნდა იქნეს ჩართული სამოქალაქო საზოგადოება, რათა ვაჭრობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად გათვალისწინებული იქნეს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხებიც.
საერთაშორისო ვაჭრობა და გლობალიზება მსოფლიოში მცხოვრები ღარიბი ადამიანების კეთილდღეობის გაზრდას უნდა ემსახურებოდეს.
ევროკავშირის ღრმა რწმენით, იმისათვის, რომ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის მოლაპარაკებათა ახალი რაუნდი უფრო ფართო და კომპლექსური, უფრო წარმატებული იყოს, მან უნდა მოიცვას, სულ მცირე, ოთხი ძირითადი სფერო. ევროკავშირის აზრით, ამ რაუნდმა
* უნდა გამოასწოროს მდგომარეობა ბაზრის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მთელს მსოფლიოში (აქ იგულისხმება სოფლის მეურნეობა, მომსახურება და არასასოფლოსამეურნეო პროდუქტებიც);
* უნდა განსაზღვროს წესები რამდენიმე ახალ სფეროში, მაგალითად, ინვესტირებაში, კონკურენციასა და ვაჭრობის ხელშეწყობაში;
* მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს განვითარებაზე, რაც შესაძლებელია ბაზრის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის გამოსწორებით და განვითარებადი ქვეყნებისადმი განსაკუთრებული და განსხვავებული დამოკიდებულების გაუმჯობესებით, აგრეთვე, იმის უზრუნველყოფით, რომ ახალი შეთანხმებები ხელს შეუწყობს განვითარებას;
* უნდა გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი რიგი საკითხებისრაც შესაძლებელია მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წესების (რომლებიც შეეხება ვაჭრობას და გარემოსდაცვით შეთანხმებებს, საქონელზე იარლიყების დაკვრას, საზოგადოების ჯანმრთელობას და პრიფილაქტიკის პრინციპის გამოყენებას) უფრო მკაფიოდ განსაზღვრის საშუალებით. ამ დროს საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ წესები ერთმანეთის ხელშემწყობი იყოს და მიღებული ზომები არ წარმოადგენდეს ქვეყნებს შორის თვითნებური და გაუმართლებელი დისკრიმინაციის საშუალებას.
თუმცა ევროკავშირს გაცნობიერებული აქვს, რომ გლობალიზების პროცესი არის ტენდენცია, რომელიც ვერ შეჩერდება, და რომ სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკა თავის გადასარჩენად უნდა მიესადაგოს ამ პროცესს, მისთვის მიუღებელია ის გარემოება, რომ გათავისუფლებულმა საბაზრო ძალებმა უკარნახონ თავიანთ ხალხებს ცხოვრების წესი, კულტურა და, საბოლოოდ, მათი საზოგადოებრივი და უმთავრესი ფასეულობები. ამიტომ ევროკავშირი აყენებს წინადადებას, მოხდეს შეთანხმება იმ გზის თაობაზე, რომლის საშუალებითაც მოხდება საზოგადოებებისა და ფასეულობების მართვა მოდერნიზებისა და გლობალიზების საჭიროების გათვალისწინებით.
ამ თვალსაზრისით ევროკომისიას მიაჩნია, რომ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია, თავისი 130-ზე მეტი წევრით და გაწევრიანების მსურველი კიდევ 30 ქვეყნით, აგრეთვე, თავისი ფართო სპექტრის უფლებამოსილებით წესების დადგენასა და ვაჭრობასთან დაკავშირებული სადაო საკითხების მორიგებაში, არსებითი მნიშვნელობის მქონე ინსტიტუტია ამ სფეროს მსოფლიო მასშტაბით მართვისთვის.
მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციამ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთო მიზნის - სტაბილური განვითარების - ხელშესაწყობად და ეროვნებებში და ეროვნებათა შორის უთანასწორობების აღმოფხვრაში მონაწილეობის მისაღებად. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ევროკავშირი ვაჭრობასა და სოციალურ განვითარებას შორის ურთიერთკავშირის მუდმივ გათვალისწინებას, აგრეთვე, ძირითადი შრომითი სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას, მხარს უჭერს პოზიტიურ სტიმულებს მშრომელთა უფლებების დასამკვიდრებლად და მკაცრად უპირისპირდება ყველანაირ პროტექციონისტულ თუ სანქციებზე დამყარებულ მიდგომებს.
![]() |
4.2 იაპონია |
▲ზევით დაბრუნება |
იაპონია - ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე უდიდესი ეროვნული ეკონომიკა, რომელზეც აზიის მშპ-ის ორი მესამედი და მსოფლიო ეკონომიკის 14%25 მოდის - ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი და მესამე უდიდესი უცხოური ბაზარია. 1980-იანი წლების განმავლობაში არსებული უთანხმოება ვაჭრობაში დისბალანსთან დაკავშირებით და ის სირთულეები, რომლებსაც ევროპული კომპანიები აწყდებოდნენ იაპონიაში ექსპორტისას, შეცვალა ბევრად უფრო კონსტრუქციულმა ურთიერთობამ, რომელიც ემყარებოდა ორ პარტნიორს შორის ურთიერთობის მარეგულირებელ 1991 წლის პოლიტიკურ დეკლარაციას. ეს მდგომარეობა გაამყარა 1995 წელს ევროპისა და იაპონიის ურთიერთობის შესახებ ევროკავშირის სტრატეგიის დამტკიცებამ; ურთიერთობას საგრძნობლად გააფართოებს სამოქმედო პროგრამა, რომლის შემუშავებაზეც მხარეები შეთანხმდნენ 2000 წლის ივლისში ტოკიოს სამიტზე. ეს პროგრამა საფუძველს ჩაუყრის ,,იაპონია-ევროპის თანამშრომლობის დეკადას”, რომელიც დაიწყება 2001 წელს, ოთხ ძირითად სფეროში: მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში, ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორობის გაძლიერებაში, გლობალური და საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტაში და ხალხებისა და კულტურების დაახლოებაში.
გარდა მხოლოდ ამ ორი მხარისთვის საინტერესო საკითხებისა, არსებული თანამშრომლობა გულისხმობს ჩრდილოეთ კორეაში პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის, აზიაში ჩინეთის სულ უფრო მზარდი როლის რეგულარულ ერთობლივ ანალიზს, კონტინენტზე უსაფრთხოების სტრუქტურების დაარსებას და განვითარების ხელშეწყობას.
ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ევროპელ ექსპორტიორებსა და ინვესტორებს ხელი არ შეშლოდათ იაპონიის ბაზარზე შესვლაში ზედმეტად შემზღუდველი ბიუროკრატიზმისა და მკაცრი წესების გამო. 1995 წლიდან ეს მიზანი მიღწეული იქნა მარეგულირებელი რეფორმის თაობაზე დიალოგის მეშვეობით, რომელიც მიზნად ისახავდა ექპორტიორების წინაშე მდგომი სტრუქტურული და სხვა წინააღმდეგობების გადალახვას. იაპონიის ბაზარზე შეღწევაში ევროკავშირის ბევრ, განსაკუთრებით კი მცირე, ბიზნესს ძალიან დაეხმარა ევროკომისიის მიერ წარმოებული, იაპონიაში ექსპორტის მხარდამჭერი კამპანიები. ამას დაერთო ტესტირებასა და სერტიფიცირებაში ურთიერთაღიარების თაობაზე შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების მცდელობები (ეს შეთანხმება პირველი იქნება ევროკავშირსა და იაპონიას შორის) და შეთანხმება თითოეული პარტნიორის კონკურენციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. გარდა ამისა, არსებობს რეგულარული კონტაქტები შესაბამის სამომხარებლო და საქმიან ჯგუფებს შორის.
ხშირ შემთხვევაში დიალოგი წინააღმდეგობათა დაძლევის საქმეში წარმატებით მთავრდებოდა, წარუმატებლობის დროს კი ევროპული ბიზნესების ინტერესთა დასაცავად ევროკავშირი მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციას მიმართავდა. გარდა ამისა, ევროკავშირი ჩვეული გამჭრიახობით ხედავს იაპონიაში ევროპული ინვესტირებისთვის დაბრკოლებათა შემცირებას. იაპონიის საგარეო ინვესტირება ევროკავშირში შვიდჯერ აღემატება ევროპულ ინვესტირებას იაპონიაში.
![]() |
4.3 აზია |
▲ზევით დაბრუნება |
სანამ 1978 წელს გარე სამყაროსთან კონტაქტს დაამყარებდა, ჩინეთმა სერიოზული ცვლილებები გამოიარა - ქვეყნის შიგნით მიმართული, ცენტრალიზებულად დაგეგმილი ეკონომიკიდან მსოფლიო მასშტაბის ვაჭრობაში ჩართულ, საბაზრო პრინციპებზე დამყარებულ ეკონომიკამდე განვითარდა. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ვაჭრობა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის 20-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა და 1999 წელს 70 მილიარდ ევროს შეადგენდა. ჩინეთი ევროკავშირის მესამე უდიდესი არაევროპელი სავაჭრო პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის შემდეგ, ხოლო ევროკავშირი ჩინეთისთვის იმპორტის მეოთხე უდიდესი წყაროა. 1999 წელს ევროკავშირი უდიდესი უცხოელი პირდაპირი ინვესტორი გახდა ქვეყანისთვის (გარდა ჰონკონგისა) - განახორციელა 4,5 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის ინვესტირება.
ევროკავშირი აქტიურად უჭერდა მხარს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში ჩინეთის გაწევრიანებას და ამ მიზნის მისაღწევად მჭიდროდ თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 2000 წლის ზაფხულში ხსენებულმა ორმა მხარემ დაასრულა ხანგრძლივი მოლაპარაკება მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში ჩინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულება ძალზე დაეხმარება ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის გაფართოებას.
მსოფლიო ვაჭრობის პროცენტული წილი (1998 წლის მონაცემები)
მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე ხელშეკრულების პირობების საფუძველზე ჩინეთი დათანხმდა იმპორტის ტარიფების მნიშვნელოვან შემცირებაზე ევროკავშირის დაახლოებით 150 წამყვან საექსპორტო სფეროში, დაწყებული მანქანადანადგარებით და დამთავრებული ღვინითა და ალკოჰოლიანი სასმელებით. შეთანხმება გაუადვილებს ევროპელ დისტრიბუტორებსა და კომპანიებს ჩინეთში მუშაობას, გარდა ამისა, შემცირდება შეზღუდვები, რომლებიც ვრცელდებოდა მომსახურების სხვადასხვა სექტორსა და სხვადასხვა პროფესიაზე (მაგალითად, ბანკირებსა და იურისტებზე).
ევროკავშირი, რომელიც მნიშვნელოვან დროს და რესურსებს უთმობს ჩინეთს, მთელ კონტინენტთან კონტაქტების გაღრმავებასაც ლამობს. ეს შესაძლებელია ქვეყნების დაჯგუფებებთან ურთიერთობის საფუძველზე - პროცესი დაიწყო ბანგკოკში 1996 წელს აზიასა და ევროპას შორის პირველი შეხვედრით (e.w. ASEM-ის პროცესი), აგრეთვე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის (ASEAN) (რომელიც ევროკავშირის მეოთხე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია) მეშვეობით. შესაძლებელია ორმხრივი კონტაქტების დამყარებაც.
საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირის ძირითადი პარტნიორების პროცენტული წილი (1999 წლის მონაცემები, საქონელი)
ფართოვდება ურთიერთობა აზიის მეორე უდიდეს ქვეყანასთან - ინდოეთთანაც. ეს ურთიერთობა დიალოგიდან და თანამშრომლობიდან პარტნიორობის სტადიამდე მივიდა. შემობრუნების მანიშნებელი იყო 2000 წლის ძირითადი ინიციატივები, რომელთა შორის იყო ევროკავშირ-ინდოეთის პირველი სამიტი და უფრო ფართო კონტაქტები ოფიციალურ პირებს, პოლიტიკაში გადაწყვეტილებათა მიმღებ პირებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.
ყველაფერი ზემოთქმული ემატება უკვე არსებულ ხანგრძლივ კომერციულ კონტაქტებს. ევროკავშირი ინდოეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ვაჭრობაში, ინვესტირებასა და განვითარებისკენ მიმართულ თანამშრომლობაში. ინდოეთის ექსპორტი ევროკავშირში 1980 წლის 1,8 მილიარდი ევროდან 1998 წელს 9,8 მილიარდამდე გაიზარდა. ასეთივე აღმავლობა - 2,4 მილიარდი ევროდან 9,5 მილიარდამდე - შეინიშნება ევროკავშირიდან ინდოეთში ექსპორტშიც.
![]() |
4.4 ლათინური ამერიკა და მექსიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თავისი ურთიერთობა ევროკავშირმა სამი ქვერეგიონული ჯგუფის აღიარებით დაამყარა. ეს ჯგუფებია ,,ცენტრალური ამერიკა”, ,,ანდების საზოგადოება” და ,,მერკოსური”. გარდა ამისა, ევროკავშირს ურთიერთობა აქვს ცალკეულ ქვეყნებთან, ჩილესა და მექსიკასთან. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ურთიერთობა ევროკავშირსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის სულ უფრო ვითარდება - ფართოვდება ორმხრივი ვაჭრობა, გარდა ამისა, ევროკავშირი ხელს უწყობს რეგიონულ ინტეგრაციას ამ ტერიტორიაზე.
,,ანდების საზოგადოებაში” შემავალ ქვეყნებს უფრო მიუწვდებათ ხელი ევროპულ ბაზარზე ,,შეღავათების ზოგადი სისტემის” წყალობით და ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს მათთან ნარკოტიკებით ვაჭრობის საწინააღმდეგო პროგრამასთან დაკავშირებით. ევროკავშირთან ვაჭრობაში შეღავათებით სარგებლობენ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიც. ლათინური ამერიკის ერთადერთი ქვეყანაა კუბა, რომელსაც არა აქვს ხელი მოწერილი ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე.
მნიშვნელოვანი წინსვლა მსოფლიოს ამ ნაწილთან ევროკავშირის ურთიერთობაში 1999 წლის ივნისში მოხდა, როცა პირველად ისტორიაში გაიმართა ევროკავშირის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სამიტი, რომელშიც 48 ქვეყნის მეთაურები ღებულობდნენ მონაწილეობას. ამას მოჰყვა 2000 წელს ევროკავშირსა და მექსიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმების დადება. 2003 წლიდან მექსიკური ექსპორტი საბაჟო გადასახადის გარეშე შევა კავშირში და 2007 წლისთვის მაინც გაუქმდება ყველა ტარიფი ევროკავშირის ექსპორტზე. შეთანხმება ითვალისწინებს ახალ ასპექტს ურთიერთობისთვის, რომელსაც მტკიცე საფუძველი ჩაეყარა 1997 წელს ევროკავშირსა და მექსიკას შორის დადებული ეკონომიკური პარტნიორობის, პოლიტიკური კოორდინირებისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით.
.
![]() |
5 განვითარების ხელშეწყობა, სიღარიბესთან ბრძოლა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების საუკეთესო პარტნიორია, რომელიც უზრუნველყოფს მთელი საერთაშორისო ოფიციალური დახმარების 55%25-ს, და, გარდა ამისა, ამ ქვეყნების უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და უცხოელი ინვესტორია. ორმხრივი ურთიერთობისას კავშირი განვითარებად ქვეყნებს ცალმხრივ სავაჭრო შეღავათებს ანიჭებს, ყველაზე ნაკლებად განვითარებულებს კი კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს. ევროკავშირმა ხმელთაშუა ზღვის აუზის, ლათინური ამერიკის, აფრიკის, კარიბის ზღვის აუზისა და წყნარი ოკეანის აუზის რიგ ქვეყნებთან თუ რეგიონულ დაჯგუფებებთან დადო ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები, რომლებიც დროთა განმავლობაში თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნამდე მიგვიყვანს.
სახლიდან მოშორებით, თუ?... ემიგრაციის ალტერნატივა სამშობლოში უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივებია.
მრავალი ქვეყნის ეკონომიკის იზოლირება, მსოფლიოში სიღარიბის ზრდა, გარემოში არსებულ ურთიერთდამოკიდებულებათა უკეთესი მართვის აუცილებლობა, მიგრაციით გამოწვეული დესტაბილიზაცია და შეიარაღებული კონფლიქტების, ბუნებრივი კატასტროფებისა დაპანდემიების შედეგები ყოველი ჩვენგანის უმთავრესი საზრუნავია. ევროპის მოქალაქეებიც გაგებით ეკიდებიან ამ პრობლემებს და ელიან, რომ ევროკავშირი ენერგიულ და წარმატებულ ზომებს მიიღებს მათ მოსაგვარებლად. თუ გავითვალისწინებთ მის ხელთ არსებულ ფინანსურ სახსრებს და მის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას, ევროკავშირს მართლაც შეუძლია რეალური წვლილის შეტანა ამ საქმეში.
![]() |
5.1 აქცენტი მსოფლიოს ღარიბი ადამიანების დახმარებაზე |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირის აზრით, პოლიტიკურად და მორალურად მიუღებელია, რომ პლანეტის ბინადარ 1 მილიარდზე მეტ ადამიანს დღეში 1 ევროზე ნაკლები თანხით უწევს არსებობა. ამ ადამიანთა რაოდენობა მსოფლიოს მოსახლეობის ზრდასთან ერთად თავისუფლად შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ამიტომ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას ცენტრალური ადგილი უკავია ევროკავშირის პოლიტიკაში, რომელიც განვითარებაზეა მიმართული, და მისი ყურადღება კონცენტრირებულია პოლიტიკის სფეროების უფრო შეზღუდულ რაოდენობაზე.
უკანასკნელ ათწლეულში მკვეთრად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტირება განვითარებად ქვეყნებში - 1990 წელს ინვესტირებული 29 მილიარდი ევროდან 1998 წელს 185 მილიარდ ევრომდე. მაგრამ ამ ინვესტიციების განაწილება არათანაბარია. დაახლოებით 55%25 მიდის მათში ხუთ ყველაზე მეტად განვითარებულ ქვეყანასთან, მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად განვითარებული 48 ქვეყანა (ბევრი მათგანი აფრიკაში მდებარეობს) 1%25-ზე ნაკლებს ღებულობს.
ევროკომისია გამოეხმაურა შეშფოთებას დახმარების პროგრამების ეფექტიანობის თაობაზე და 2000 წლის ზაფხულში განვითარებაზე მიმართულ პოლიტიკაში არსებითად შეცვალა ორიენტირები. ამის მიზანი იყო შიდა ორგანიზების, პროცედურებისა და მეთოდების კიდევ უფრო დაახლოება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და საკუთარი უმთავრესი მიზნების ახალი ხედვის უზრუნველყოფა. ახალ სტრატეგიაში ცენტრალური ადგილი უჭირავს მცდელობებს, რომლებიც მიმართულია განვითარებადი ქვეყნების გაერთიანებისკენ საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში, ამ ქვეყნების ხელშეწყობისკენ რეგიონული ინტეგრაციის მათ მცდელობებში, ევროკავშირის მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ფინანსური საშუალებების გამოყენებისკენ და სხვა დონორებთან უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარებისკენ, რათა მათი საქმიანობა უფრო კოორდინირებული იყოს.
ევროკომიის წინადადებით, ევროკავშირმა, უმთავრეს ამოცანებზე კონცენტრირების გზით, უნდა შეზღუდოს თავისი საქმიანობის სპექტრი და ყურადღება გაამახვილოს იმ სფეროებზე, სადაც შეუძლია შედარებით მეტი უპირატესობის შეთავაზება. კომისიამ ექვსი ამგვარი სფერო შეარჩია: ვაჭრობა განვითარების მიზნით, რეგიონული ინტეგრაცია და თანამშრომლობა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც სიღარიბის შემცირების სტრატეგიასთან იქნება დაკავშირებული, საიმედო და სტაბილური ტრანსპორტი, საკვებით უზრუნველყოფისა და სოფლის განვითარების სტაბილური სტრატეგიები და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარება სათანადო მართვისა და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად.
ახალი სტრატეგია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს უფლებამოსილების გაზრდაზე, შესაძლებლობათა განვითარებაზე, საკუთრებაზე უფლებასა და სტაბილურობაზე, მკაფიოდ განსაზღვრულ პოლიტიკურ სახელმძღვანელო მითითებებს ემყარება:
* პროცესის წარმართვა თავად განვითარებად ქვეყნებს უნდა დაეკისროს და მასში მაქსიმალური მონაწილეობა უნდა მიიღონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა;
* აუცილებელია მეტი კოორდინირება და შრომის უკეთესი განაწილება განვითარებაზე მიმართულ ევროკავშირის პროგრამასა და სხვა დონორებს, განსაკუთრებით, კავშირის წევრ სახელმწიფოებს, შორის;
* თავიდან უნდა იქნეს აცილებული წინააღმდეგობები განვითარებაზე მიმართულ პროგრამასა და ევროკავშირის სხვა საქმიანობას - ვაჭრობას, სოფლის მეურნეობას და მეთევზეობას - შორის, რომლებიც განვითარებად ქვეყნებზე ახდენს ზეგავლენას;
* აუცილებელია ადმინისტრაციული პროცედურების მოდერნიზება, რათა გაიზარდოს პროგრამის განხორციელების ტემპი და ეფექტიანობა.
![]() |
5.2 აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების გაერთიანების (ACP) და ევროკავშირის პარტნიორობა |
▲ზევით დაბრუნება |
განვითარებაზე მიმართული ევროკავშირის პროგრამის ღერძია კოტონუს შეთანხმება, რომელიც აკავშირებს მას აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების გაერთიანებასთან და ყველაზე მნიშვნელოვანი და კომპლექსური შეთანხმებაა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. მისი წინამორბედი, ლომეს კონვენცია, თავდაპირველად ხელმოწერილი იქნა 1975 წელს ტოგოს დედაქალაქ ლომეში და რეგულარულად ხდებოდა მისი განახლება. შეთანხმების დებულებათა გავრცელებით ახალ-ახალ სფეროებზე და ხელისმომწერ მხარეთა შემომატებით იზრდებოდა შეთანხმების მნიშვნელობა.
მაგრამ დახმარებისა და ვაჭრობის თაობაზე ამ კომპლექსური შეთანხმების ძირითადი მიზანი უცვლელი რჩება. ეს არის ,,აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური, კულტურული და სოციალური განვითარების ხელშეწყობა და დაჩქარება, [ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებთან] მათი ურთიერთობების განმტკიცება და ამ ურთიერთობებისთვის მრავალფეროვანი ხასიათის მიცემა, სოლიდარობისა და ორმხრივი დაინტერესებულობის პრინციპის დამკვიდრება.” ფართო სპექტრიანი პარტნიორობა ემყარება ხელისმომწერ მხარეთა შორის თანასწორუფლებიანობას, მათი სუვერენიტეტის პატივისცემას, ორმხრივ დაინტერესებულობას და ერთმანეთზე დამოკიდებულებას.
კოტონუს შეთანხმებას ხელი მოეწერა 2000 წლის ივნისში ბენინის დედაქალაქში, საიდანაც წარმოდგება შეთანხმების არაოფიციალური სახელწოდება. ამ დროს აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების გაერთიანებას შეუერთდა წყნარი ოკეანის აუზის ექვსი ახალი ქვეყანა, რის შედეგადაც გაერთიანების წევრთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ეს ნათელყოფს, თუ რამდენად განვითარდა უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში პარტნიორობა, რომელიც ემზადება მომავალი ორი ათწლეულის პრობლემებთან გასამკლავებლად. შეთანხმება სახავს ერთიან და კომპლექსურ მიდგომას განვითარებისადმი, სიღარიბის აღმოფხვრისადმი, ვაჭრობისა და პოლიტიკური დიალოგისადმი, რომელიც მოიცავს კონფლიქტების თავიდან აცილებას, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციას და ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მაგალითად, მიგრაციას.
ახალ შეთანხმებაში მის წინამორბედებთან შედარებით შეტანილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, ვინაიდან შეთანხმების მიზნები ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული სავაჭრო ურთიერთობებიდან უფრო ფართო ურთიერთობამდე და მთავრობებს შორის პარტნიორობიდან უფრო მეტი მონაწილის, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ყველა ელემენტის, შემცველ პროცესამდე განვითარდა. ამგვარი მიდგომა უფრო კომპლექსურიც არის და უფრო ნოვატორულიც. სამოქალაქო საზოგადოება ჩართულია თავისი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში, ხოლო თანხების განაწილება არა მარტო საჭიროებათა წინასწარ შეფასებას ემყარება, არამედ იმასაც, თუ როგორ ახორციელებს ქვეყანა პოლიტიკას.
შემუშავდა ახალი პროცედურები ადამიანის უფლებათა ნებისმიერი დარღვევის განსახილველად და გამოსასწორებლად. გათვალისწინებულია ისიც, რომ, როცა დარღვევა განსაკუთრებით სერიოზული და აღმაშფოთებელია, დაუყოვნებლივ შეიძლება სასამართლო საქმის აღძვრა. ნამდვილ სიახლეს საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ორი პარტნიორი შეთანხმდა ახალი პროცედურების შემოღებაზე კორუფციასთან დაკავშირებული სერიოზული საქმეების გასარკვევად.
ევროკავშირი დათანხმდა, იმიგრანტებსა და თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც დაემყარება ამ პირების სამშობლო ქვეყნებსა და რეგიონებთან პარტნიორობის პრინციპს. ეს გულისხმობს ახალ ინიციატივებს კავშირში მესამე მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის მოქალაქეების უფლებებთან დაკავშირებით და პირობებს სხვის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უკანონო იმიგრანტების რეპატრიაციის შესახებ.
კოტონუს შეთანხმებაში სიახლეა შეთანხმებები რეგიონული ეკონომიკური პარტნიორობის თაობაზე, რომელთა მიზანია ევროკავშირსა და აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების გაერთიანებას შორის, აგრეთვე, თავად გაერთიანების ქვეყნებს შორის ვაჭრობის ლიბერალიზების ხელშეწყობა. მოლაპარაკებები ამ შეთანხმებათა თაობაზე დაიწყება არაუგვიანეს 2002 წლისა (რაც რეგიონული ინტეგრაციის პროცესებს ამ დროის განმავლობაში გაძლიერების საშუალებას მისცემს) და ძალაში შევა 2008 წლისთვის. მანამდე კი ევროკავშირი და აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების გაერთიანება სთხოვენ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციას, ნება დართოს, შეინარჩუნონ მათ შორის არსებული შეღავათიანი პირობები.
ევროკავშირმა თავის თავზე აიღო ვალდებულება, დახმარება გაუწიოს აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებს საერთაშორისო ეკონომიკური და სავაჭრო სისტემის უფრო აქტიურ წევრებად ქცევაში. კავშირის აზრით, ეს უბიძგებს სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ბიზნესს აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების გაერთიანებასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარებისკენ, ხელს შეუწყობს ინვესტირებას და ტექნოლოგიებისა და ,,ნოუ-ჰაუს” გადაცემას, ამით კი გაამყარებს მათ ზოგად კონკურენტუნარიანობას. ეს უნდა დაეხმაროს აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებს, ვინაიდან საერთო ლიბერალიზების პროცესმა და ტარიფების მსოფლიო მასშტაბით შემცირებამ შეამცირა ევროკავშირის მიერ ამ ქვეყნებისთვის მინიჭებული შეღავათები.
ევროკავშირმა შეათანხმა საგანგებო შეღავათები ვაჭრობაში ყველაზე ნაკლებად განვითარებული ყველა ქვეყნისთვის, რომელთაგან 39-ს კოტონუს შეთანხმებაზე აქვს ხელი მოწერილი. 2005 წლისათვის ამ ქვეყნების ექსპორტიორების თითქმის ყველანაირი პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარი უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
შეთანხმების საფუძველზე აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებისთვის ექსპორტით მიღებული შემოსავლების მერყეობის შედეგების შესარბილებლად წინამორბედ საკომპენსაციო სქემებთან შედარებით გაუმჯობესებული გზებია შემოღებული.
ფინანსური თვალსაზრისით ევროპული განვითარების ფონდს, რომელიც აფინანსებდა აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების გაერთიანების პროგრამებს, მომავალი შვიდი წლის განმავლობაში ექნება 13,5 მილიარდი ევროს ოდენობის ბიუჯეტი. ამას დაემატება წინა ფონდებიდან მორჩენილი კიდევ 9,5 მილიარდი ევრო და 1,7 მილიარდი ევრო ევროპული ინვესტირების ბანკიდან სესხების სახით.
![]() |
5.3 აფრიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ურთიერთობა ევროკავშირსა და აფრიკას შორის, ტრადიციულად, ორ სხვადასხვა ჯგუფზე იყო კონცენტრირებული: ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებსა და ლომეს კონვენციის ხელისმომწერ ქვეყნებზე. მაგრამ, უმთავრესად პორტუგალიის ინიციატივით, ურთიერთობა ამ ბოლო ხანს გაფართოვდა, როცა 2000 წლის აპრილში კაიროში ჩატარდა ევროკავშირისა და აფრიკის პირველი სამიტი.
ორი კონტინენტის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების ისტორიაში უდიდესი შეხვედრის მიზანი იყო აფრიკის მნიშვნელოვანი პოტენციალის თაობაზე საერთაშორისო ცოდნის გაღრმავება, მსოფლიო ეკონომიკაში ამ კონტინენტის ინტეგრაციის ხელშეწყობა და სტრატეგიული პარტნიორობის დამკვიდრება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ხელშესაწყობად. თუმცა შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებული იყო პოლიტიკური, ეკონომიკური და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების ურთიერთკავშირზე, მასზე განხილული იქნა, აგრეთვე, იმ საერთაშორისო ვალისგან გათავისუფლებაც, რომლიდანაც დაახლოებით 80%25 აფრიკულმა ქვეყნებმა მიიღეს.
მომავალ თანამშრომლობას ნაწილობრივ განსაზღვრავს სამიტზე მიღებული სამოქმედო გეგმა. ყურადღება გამახვილდება უფრო ინტენსიურ რეგიონულ ინტეგრაციაზე და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად უფრო საიმედო და კორუფციისგან თავისუფალი გარემოს შექმნის საშუალებებზე, მათ შორის, თავად ქვეყნებში და ქვეყნებს შორის კონფლიქტების დასრულების საშუალებებზე, რაც შესაძლებელია კრიზისული სიტუაციების უკეთესი მართვისა და მშვიდობის შენარჩუნების შესაძლებლობათა უზრუნველყოფით. ამ კონფლიქტებს რამდენიმე კვირაში შეუძლიათ უთვალავი სიცოცხლის შეწირვა და ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად წლების განმავლობაში გაწეული ძალისხმევის გაუფასურება. ყურადღება ეთმობა ჯანდაცვისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას დაავადებებთან, განსაკუთრებით კი შიდსთან ბრძოლის, აგრეთვე, უმუშევრობის შემცირებისა და სოციალურ გარიყვასთან ბრძოლის მეშვეობით. აქცენტი კეთდება იმგვარი მყარი დემოკრატიული საფუძვლების აუცილებლობაზე, რომლებიც დაემყარება კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებათა პატივისცემას. ამ მიზნებს დააკონკრეტებს ოფიციალური პირებისგან შემდგარი მუდმივი კომიტეტი და მინისტრთა რეგულარული შეხვედრები. მათი ხელახალი განხილვა მოხდება მეორე სამიტზე, 2003 წელს საბერძნეთში.
![]() |
5.4 სამხრეთ აფრიკა |
▲ზევით დაბრუნება |
2000 წლის დასაწყისში ევროკავშირსა და სამხრეთ აფრიკას შორის ამოქმედდა ფართო სპექტრიანი შეთანხმება ვაჭრობის, განვითარებისა და თანამშრომლობის შესახებ, რომლის თაობაზე მოლაპარაკებას სამწელიწადნახევარი დასჭირდა. 12 წლის შემდეგ სამხრეთ აფრიკა საბაჟო გადასახადისგან გაათავისუფლებს ევროკავშირის ექსპორტის 86%25-ს, ხოლო ევროკავშირი - სამხრეთ აფრიკის ექსპორტის 95%25-ს. ლიბერალიზება, რომლითაც ევროკავშირი სამხრეთ აფრიკას საშუალებას აძლევს, შეღავათიანი პირობებით შეიძინოს ისეთი საქონელი, როგორიც არის ქიმიკატები, ტანსაცმელი, საკვები, ტექსტილი და ბოსტნეული, 2002 წლისათვის დასრულდება. აღნიშნულ შეთანხმებასთან ერთად დაიდო, აგრეთვე, შეთანხმებები მეცნიერებისა და ტექნოლიგიების, ღვინისა და თევზის რეწვის შესახებ, გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკისათვის ყოველწლიურად გამოიყოფა დაახლოებით 125 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება.
გარდა ამისა, ევროკავშირმა ცენტრალური როლი ითამაშა ქვეყნის წარმატებულ გადასვლაში დემოკრატიული მმართველობისკენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდი შედეგი გამოიღო ევროკავშირის დახმარებამ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ამ უკანასკნელ წლებში.
ევროკავშირისა და აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების გაერთიანების (ACP) პარტნიორობა, ანუ „კოტონუს შეთანხმება,” მსოფლიოში უდიდესი პროგრამაა, რომელიც თანამშრომლობას და დახმარებას ისახავს მიზნად.
![]() |
5.5 ადამიანის უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
იმ მნიშვნელობას, რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემას, ხაზი გაუსვა ორმა სიახლემ 1999 წელს. პასუხისმგებლობა ამ სფეროზე პირველად დაეკისრა ერთ ადამიანს - კრის პატენს - საგარეო ურთიერთობათა კომისიონერს. მეორე სიახლე იყო ადამიანის უფლებების თაობაზე პირველი ყოველწლიური ანგარიშის გამოცემა; ამ ანგარიშში დოკუმენტურად არის გაფორმებული ევროკავშირის პოლიტიკა, პრიორიტეტები და მოღვაწეობა ამ სფეროში.
ადამიანის უფლებებისადმი ამგვარი დამოკიდებულება და ვალდებულება, ამასთან დაკავშირებული სამართლებრივი სისტემა ასახულია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებებში და განვითარების მიზნით თანამშრომლობის პროგრამებში. ყოველ ახალ შეთანხმებაში ევროკავშირსა და მესამე მსოფლიოს ქვეყანას შორის შედის მუხლი ადამიანის უფლებების შესახებ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ვაჭრობაში შეღავათებისა და განვითარების მიზნით თანამშრომლობის შეჩერება, თუკი აღმოჩენილი იქნება ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები.
ევროკავშირს შეუძლია სხვადასხვა სანქციების გამოყენება, როგორც უკვე გააკეთა სერბიისა და ბირმის წინააღმდეგ. ეს შეიძლება იყოს როგორც რეჟიმის მაღალჩინოსნებისთვის ვიზებზე უარის თქმა, ისე ევროკავშირის ქვეყნებში არსებული მათი აქტივების გაყინვა. ევროკავშირი უყოყმანოდ იმაღლებს ხმას იმის წინააღმდეგ, რაც მას ადამიანის უფლების დარღვევად მიაჩნია, როგორიც არის, მაგალითად, წამება, პოლიტიკური პატიმრობა თუ ცენზურა, იქნება ეს ჩინეთში, თურქეთში, კუბასა თუ რუსეთში. თუმცა სასჯელის გამოყენებას ევროკავშირს პოზიტიური ზომების მიღება ურჩევნია.
მიზნის მიღწევის გასაადვილებლად ევროკავშირში შეიქმნა `ინიციატივა დემოკრატიისა და ,,ადამიანის უფლებათა განსამტკიცებლად”, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 100 მილიონი ევროა, გარდა ამისა, გამოიყოფა რამდენიმე მილიონი ევრო საგარეო დახმარების მიზნით გამოსაყენებლად. ეს თანხები შეიძლება დაიხარჯოს პროექტებზე, რომელთა უშუალო მიზანია მართლწესრიგისა და დემოკრატიზაციის განმტკიცება, მაგალითად, საარჩევნო რეფორმისა და იურისტების პროფესიული მომზადების მხარდაჭერა. გარდა ამისა, დახმარება ეწევა უფრო არაპირდაპირ საშუალებებსაც, მაგალითად, წყლით მომარაგებისა და სატრანსპორტო კავშირების ძირითადი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც ხელს უწყობს პოტენციური დაძაბულობისა და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცირებას. ევროკავშირის არსენალიდან სხვა იარაღებია საერთაშორისო დამკვირვებელთა გაგზავნა არჩევნებისთვის თვალყურის სადევნებლად და ჰუმანიტარული დახმარება.
ევროკავშირმა, რომელსაც აშფოთებს ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის თვალსაზრისით მსოფლიოში არსებული მდგომარეობა, განაახლა მცდელობები თავად კავშირში სტანდარტების დარღვევის თავიდან ასაცილებლად. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა ძირითად თავისუფლებათა ქარტია, რომელშიც ჩამოყალიბებულია საერთო ფასეულობათა კოდექსი. ამის მიზანია ევროკავშირში მცხოვრებ ადამიანთა უკეთესი დაცვა.
![]() |
6 თავდაცვა და უსაფრთხოება: მშვიდობის შენარჩუნება |
▲ზევით დაბრუნება |
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდებოდა, თავდაცვის თვალსაზრისით ყველაზე დიდი ფუნქცია კი ნატო-ს ეკისრა. ცივი ომის დასრულების შემდეგ ვითარება შეიცვალა.
ევროპას აღარ ემუქრება ჩვეულებრივი თუ ატომური იარაღით მასობრივი იერიშის საშიშროება. სამაგიეროდ, როგორც ბალკანეთის მოვლენებმა ცხადყო, ევროკავშირის წინაშე მრავალი ისეთი საფრთხე დგას, რომელიც შეიძლება დაემუქროს სტაბილურობას ევროპაში და არა მის არსებობას. ცხადია, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ უნდა ევროპის კონტინენტზე ყოველ რეგიონულ კრიზისში ჩარევა. ზოგ შემთხვევაში თავად ევროპელებს უფრო შეჰფერით ინიციატივის გამოჩენა. ევროკავშირის წევრები მზარდ მზადყოფნას ამჟღავნებენ, შეიარაღდნენ იმ საშუალებებით, რომლებიც საჭიროა საერთო ფასეულობათა დასამკვიდრებლად და მათი ინტერესების დასაცავად.
სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ევროკავშირის მიერ საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის საფუძვლის ჩაყრა 1993 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულებით, რაც შემდგომში კიდევ უფრო გამოიკვეთა და დაიხვეწა 1999 წლის 1 მაისს ამოქმედებულ ამსტერდამის ხელშეკრულებაში. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ხუთი ძირითადი მიზანი ამოძრავებს:
* ევროკავშირის ძირითადი ინტერესებისა და დამოუკიდებლობის დაცვა;
* ევროკავშირის უსაფრთხოების განმტკიცება;
* მშვიდობის განმტკიცება და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერება;
* საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა;
* დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის განმტკიცება.
ამსტერდამის ხელშეკრულების საფუძველზე გაუმჯობესდა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმი. ხელშეკრულებამ უზრუნველყო საერთო სტრატეგია იმ სფეროებში, რომლებშიც წევრ სახელმწიფოებს საერთო მნიშვნელოვანი ინტერესები აქვთ, დაამკვიდრა პოლიტიკის უფრო მიზანმიმართული ფორმულირება და მინისტრთა საბჭოსთან არსებული პოლიტიკური ჯგუფის დაარსებით შემოიღო ადრეულ ეტაპზე გაფრთხილების მექანიზმი. ამას დაემატა დროებითი პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტისა და, პარალელურად, სამხედრო კომიტეტის დაარსება, რაც მიზნად ისახავდა მთავრობებისთვის კონსულტაციის გაწევას კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხებში.
ამსტერდამის ხელშეკრულების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მიღწევა იყო საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში უმაღლესი წარმომადგენლის ინსტიტუტის დაარსება. 1999 წლის ოქტომბერში ეს თანამდებობა დაიკავა ყოფილმა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხავიერ სოლანამ, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის, ამ სახელმწიფოების უზარმაზარ დიპლომატიურ სისტემებთან და ევროკომისიის დეგელეგაციებთან, და თავისი მოღვაწეობით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრულობას და ეფექტიანობას უზრუნველყოფს.
![]() |
6.1 სწრაფი რეაგირება კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად |
▲ზევით დაბრუნება |
ამსტერდამის ხელშეკრულებაში ხელახლა იქნა ფორმულირებული ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნები - დაისახა მძიმე მდგომარეობებში როგორც სამხედრო, ისე არასამხედრო შესაძლებლობათა გამოყენების პერსპექტივა. სახელდობრ, ეს არის ეგრეთ წოდებული პეტერსბერგის ამოცანები, რომლებიც მოიცავს საშუალებათა ფართო სპექტრს, დაწყებული კვლევითა და მაშველთა სამსახურებით, დამთავრებული სამშვიდობო ოპერაციებით.
კოსოვოს მოვლენებმა გამოავლინა ევროპაში არსებული ეროვნული და კოლექტიური სამხედრო შესაძლებლობები და ხაზი გაუსვა ევროპული სტრატეგიული თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას. საფუძველი ამ პოლიტიკასჩაეყარა 1999 წლის დეკემბერში ჰელსინკის სამიტზე ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების მიერ, რომლებიც შეთანხმდნენ, დაეარსებინათ სწრაფი რეაგირების შენაერთი და შეემუშავებინათ გამჭვირვალე პროცედურები ნატო-სთან და არაევროპულ ქვეყნებთან კონსულტაციისა და თანამშრომლობისთვის. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო კვლავაც წარმოადგენს მისი წევრების კოლექტიური თავდაცვის საყრდენს და რომ ევროკავშირს მოქმედება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ნატო არ ღებულობს პროცესში მონაწილეობას.
ევროკავშირს შეუძლია სამშვიდობო ღონისძიებათა ორგანიზება კონფლიქტის ზონებში.
ისეთ ადგილებში შეძენილმა გამოცდილებამ, როგორიც ბალკანეთი და აღმოსავლეთ ტიმორია, ცხადყო, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს საჭიროების შემთხვევაში სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისთვის. სწორედ ეს მოთხოვნა დაედო საფუძვლად ჰელსინკიში ნაკისრ ვალდებულებას, 2003 წლისათვის შესაძლებელი გამხდარიყო 60 დღის განმავლობაში 60 000 შენაერთის მობილიზება და მათი ერთი წლის განმავლობაში შენახვა პეტერსბერგის სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად. ცხადია, ძალის გამოყენება ყოველთვის უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს.
გადაწყდა, რომ ევროკომისიამ სრული მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ პროცესში, თუმცა პროცესის ორგანიზება უფრო მთავრობათაშორის საფუძველზე ხდება (და არა ევროკავშირის თითქმის მთელ მოღვაწეობაში გამოყენებული პროცედურების შესაბამისად). მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია არ არის კომპეტენტური სამხედრო საკითხებში, მას აქვს საშუალებები და გამოცდილება, რომლებიც საჭიროა არასამხედრო საკითხებში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად. ამგვარი წვლილის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობა, ეკონომიკას კი დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ევროპული თავდაცვის კონკურენტუნარიანი და ღია საწარმოო და ტექნოლოგიური საფუძვლის განვითარებაში.
გარდა ამისა, ევროკომისიამ და ევროკავშირმა თავისი როლი უნდა ითამაშონ კონფლიქტების თავიდან აცილებასა და კრიზისული სიტუაციების მართვაში. ეს გულისხმობს ისეთ სფეროებს, როგორიც არის ჰუმანიტარული დახმარება, რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია, აგრეთვე, უფრო არაპირდაპირ საშუალებებს, მაგალითად, მართლწესრიგის დამყარებაში დახმარებას, ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარებას და სავაჭრო პოლიტიკას. ამ ბოლო ხანს წამოწყებული იქნა რამდენიმე ინიციატივა, რომლებიც მიმართული იყო ბოსნიაში ნაღმების უვნებელყოფისკენ, ალბანეთში სათანადო პოლიციის დაარსებისკენ და კოსოვოში რეკონსტრუქციისა და შერიგების ხელშეწყობისკენ.
![]() |
7 დამატებითი ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტის ვებპორტალის მეშვეობით, რომლის სახელწოდებაა „The European Union in the World,” შემდეგ მისამართზე: europa.eu.int/comm/world
ამ პორტალის მეშვეობით შესაძლებელია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სხვადასხვა ასპექტის (საგარეო პოლიტიკა, გაფართოება, საგარეო ვაჭრობა, განვითარებისკენ მიმართული პოლიტიკა, ჰუმანიტარული დახმარება და საგარეო თანამშრომლობის პროგრამები) შესახებ მასალების თემატური მოძიება, გარდა ამისა, თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ახალი ამბები, პრესრელიზები, ინფორმაცია საკონტაქტო პირების შესახებ, საფოსტო ყუთი და სხვა სამსახურები.
ევროკომისიას წარმომადგენლობები აქვს გახსნილი მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. ამ წარმომადგენლობათა მისამართების მოძიება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: europa.eu.int/comm/external_relations/repdel/index.htm
ევროკავშირის მინისტრთა საბჭო მოგაწვდით ინფორმაციას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ შემდეგ მისამართზე: ue.eu.int/Pesc/default.asp?lang=en
![]() |
8 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა უზრუნველყოს ევროპაში სტაბილურობა და მშვიდობა, უფრო მნიშვნელოვანი გახადოს ევროპის მსოფლიო როლი. ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ყველა რეგიონთან - ის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია მსოფლიოში, განსაკუთრებით აქტიური კი საერთაშორისო ურთიერთობათა ისეთი ასპექტების ხელშეწყობაშია, როგორიც არის სოციალური სოლიდარობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია.
წინამდებარე ბროშურაში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან და ხალხებთან ევროკავშირის ურთიერთობის ყველა ასპექტი, მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობები, საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, განვითარებაზე მიმართული დახმარება, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბით სიღარიბესთან ბრძოლას, ჰუმანიტარული დახმარება და ევროკავშირის მომავალი გაფართოება ახალი წევრი სახელმწიფოების შემოერთების საშუალებით.
![]() |
9 დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ინფორმაცია ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე SegiDliaw ixilow ინტერნეტში სერვერის Europa მეშვეობით (europa.eu.int).
EUROPE DIRECT უფასო სატელეფონო სამსახურია, რომელიც დაგეხმარებაწ ევროკავშირის შესახებ შეკიწხვებზე პასუხების მიცემაში და მოგაჩვდიწ ინფორმაციას, წუ რა უფლებები და შესაDლებლობები გაქვწ, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს:
1800 55 31 88 (ირლანდია)
0800 58 15 91 (გაერთიანებული სამეფო)
ინფორმაცია და პუბლიკაციები ევროკავშირის შესახებ ინგლისურად შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ ოფისებში:
ევროკომისიის წარმომადგენლობები:
ირლანდია
Dawson Street
Dublin 2
Ireland
Tel. (353-1) 662 51 13
გაერთიანებული სამეფო
Jean Monnet House,
8 Storey's Gate, London SW1P 3AT
Tel. (44-20) 79 73 19 92
Internet: www.cec.org.uk)
უელსი
4 Cathedral Road, Cardiff CF1 9SG
Tel. (44-29) 20 37 16 31
შოტლანდია
9 Alva Street, Edinburgh Eh2 4Ph
Tel. (44-131) 225 20 58
ჩრდილოეთ ირლანდია
Windsor House, 9/15 Bedford Street,
Belfast BT2 7EG
Tel. (44-28) 90 24 07 08
საინფორმაციო სამსახური აშშ-ში
2300 M Street, NW, Suite 707,
Washington DC 20037
Tel. (1-202) 862 95 00
305 East 47th Street, 3 Dag hammarskj(ld Plaza
New York, NY 10017
Tel. (1-212) 371 38 04
Internet: www.eurunion.org
ევროპის პარლამენტის ოფისები
ირლანდია
European Union Hiuse,
43 Molesworth Street, Dublin 2
Tel. (353-1) 605 79 00
Fax (353-1) 605 79 99
E-mail: EPDublin@europarl.eu.int
Internet: www.europarl.eu.int
გაერწიანებული სამეფო
2 Queen Anne's Gate
London SW1h 9AA
Tel. (44-171) 227 43 00
Fax (44-171) 227 43 02
E-mail: EPLondon@europarl.eu.int
Internet: www.europarl.eu.int/uk
შოტლანდია
9 Alva Street, Edinburgh Eh2 4Ph
Tel. (44-131) 225 20 58
Fax (44-131) 226 41 05
E-mail: EPedinburgh@europarl.eu.int
Internet: www.europarl.eu.int/uk
ევროპკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლობები და ოფისები არსებობს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. გარდა ამისა, ევროკომისიას აქვს დელეგაციები მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც.
ევროკავშირი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა უზრუნველყოს ევროპაში სტაბილურობა და მშვიდობა, უფრო მნიშვნელოვანი გახადოს ევროპის მსოფლიო როლი. ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ყველა რეგიონთან - ის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია მსოფლიოში, განსაკუთრებით აქტიური კი საერთაშორისო ურთიერთობათა ისეთი ასპექტების ხელშეწყობაშია, როგორიც არის სოციალური სოლიდარობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია.
წინამდებარე ბროშურაში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან და ხალხებთან ევროკავშირის ურთიერთობის ყველა ასპექტი, მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობები, საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, განვითარებაზე მიმართული დახმარება, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბით სიღარიბესთან ბრძოლას, ჰუმანიტარული დახმარება და ევროკავშირის მომავალი გაფართოება ახალი წევრი სახელმწიფოების შემოერთების საშუალებით.