![]() |
როტერდამის კონვენცია ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი გარემოს დაცვა, სამოქალაქო განათლება|ბილები, დეკლარაციები, კონვენციები |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ქიმიური ნივთიერებების წარმოების მოცულობისა და ამ სფეროში ვაჭრობის სწრაფმა ზრდამ და საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებულმა შესაძლო რისკმა საზოგადოებისა და ოფიციალური წრეების შეშფოთება გამოიწვია. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყნებში, სადაც შექმნილი არ არის ამ ნივთიერებების იმპორტსა და გამოყენებაზე მონიტორინგის განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
ამასთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითმა პროგრამამ (UNEP) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 80-იანი წლების შუა ხანებში დაიწყეს ინფორმაციის გაცვლის ნებაყოფლობითი პროგრამების შემუშავება და განხორციელება. 1985 წელს FAO-მ მიიღო პესტიციდების გამოყენებისა და განაწილების სფეროში ქცევის საერთაშორისო კოდექსი, ხოლო 1987 წელს UNEP-მა შეადგინა საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ლონდონის სახელმძღვანელო პრინციპები.
შემდგომ, 1989 წელს ამ ორმა ორგანიზაციამ ერთობლივად შეიმუშავა წინასწარდასაბუთებული თანხმობის ნებაყოფლობითი პროცედურა (PIC). მოქმედებენ რა ერთობლივად, ამ პროგრამების მიზანია, მთავრობას მიაწოდონ აუცილებელი ინფორმაცია საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ, რათა შეფასებულ იქნეს რისკის ფაქტორი და ამომწურავ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ქიმიური ნივთიერებების შემდგომი ექსპორტის თაობაზე.
აცნობიერებენ რა სავალდებულო კონტროლის უზრუნველყოფის აუცილებლობას, თანამდებობის პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარებულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე „პლანეტა დედამიწა“, მიიღეს 21-ე საუკუნის დღის წესრიგის მე-19 თავი, რომელიც შეიცავს მოწოდებას, 2000 წლისათვის მიღებულ იქნეს სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი PIC პროცედურის გამოყენების შესახებ. შესაბამისად, FAO-სა და UNEP-ის საბჭოებმა თავის ადმინისტრაციულ ხელმძღვანელებს დაავალეს მოლაპარაკების წარმოება. ამ მოლაპარაკების შედეგად, რომელიც დაიწყო 1996 წლის მარტში და დასრულდა 1998 წლის მარტს, მომზადდა ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ კონვენციის საბოლოო ტექსტი.
ეს კონვენცია მიღებულ იქნა და ხელმოწერისათვის ღიად გამოცხადდა სრულუფლებიანი წარმომადგენლების კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა როტერდამში 1998 წლის 10 სექტემბერს. მას ხელი მოაწერა 61 სახელმწიფომ და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთმა რეგიონალურმა ორგანიზაციამ 1998 წლის 11 სექტემბერს გამართულ საგანგებო ცერემონიაზე. ეს კონვენცია 1998 წლის 12 სექტემბრიდან ერთი წლის განმავლობაში ღიაა ხელმოსაწერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო ორგანიზაციებში, ნიუ-იორკში. იგი ძალაში შევა რატიფიკაციის შესახებ ორმოცდამეათე დოკუმენტის შესანახად გადაცემის თარიღიდან 90-ე დღეს.
კონფერენციამ აგრეთვე მიიღო რეზოლუცია ამ კონვენციის დროებითი მექანიზმების შესახებ. ამ რეზოლუციის დებულებების თანახმად, ამჟამად მოქმედი PIC-ის ნებაყოფლობითი პროცედურა შეიცვლება მისი კონვენციის დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და იმოქმედებს კონვენციის ძალაში შესვლამდე. FAO და UNEP-ი ერთობლივად შეასრულებენ კონვენციის სამდივნოს ფუნქციებს გარდამავალ პერიოდში და მისი ძალაში შესვლის შემდგომ.
1999 წლის იანვარი
![]() |
2 როტერდამის კონვენცია ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარდასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ამ კონვენციის მხარეები:
აცნობიერებენ რა, ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობისას მათ მავნე ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე,
იმოწმებენ რა, გარემოსა და განვითარების რიო-დე-ჟანეიროს დეკლარაციის შესაბამის დებულებას და 21-ე საუკუნის დღის წესრიგის მე-19 თავს, რომელიც ეხება „ეკოლოგიურად უსაფრთხო მართვას ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით, ტოქსიკური და საშიში პროდუქტების უკანონო საერთაშორისო ბრუნვის თავიდან აცილების ჩათვლით“,
ითვალისწინებენ რა, იმ სამუშაოს, რომელიც შეასრულეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითმა პროგრამამ (UNEP) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) წინასწარდასაბუთებული თანხმობის ნებაყოფლობითი პროცედურის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც გვხვდება საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში ქიმიურ ნივთიერებებზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ UNEP-ის მიერ შემუშავებულ ლონდონის ცვლილებაშეტანილ სახელმძღვანელო პრინციპებსა (შემდგომში - ლონდონის ცვლილებაშეტანილი სახელმძღვანელო პრინციპები) და პესტიციდების განაწილებისა და გამოყენების სფეროში ქცევის საერთაშორისო კოდექსში (შემდგომში - ქცევის საერთაშორისო კოდექსი), რომელიც მიღებულია FAO-ს მიერ.
მხედველობაში იღებენ რა, განვითარებადი ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების პირობებსა და საგანგებო მოთხოვნილებებს, განსაკუთრებით, ეროვნული შესაძლებლობებისა და პოტენციალის გაძლიერების აუცილებლობას ქიმიური ნივთიერებების რაციონალური გამოყენების სფეროში, მათ შორის, ტექნოლოგიების გადაცემას, ფინანსური და ტექნიკური დახმარების აღმოჩენას და მხარეებს შორის თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობას,
ითვალისწინებენ რა, ზოგიერთი ქვეყნის განსაკუთრებულ მოთხოვნილებას ტრანზიტული გადაზიდვების შესახებ ინფორმაციაზე,
აღიარებენ რა, რომ ყველა ქვეყანაში საჭიროა ქიმიური ნივთიერებების რაციონალური გამოყენების პრაქტიკის გავრცელებისათვის ხელის შეწყობა იმ ნებაყოფლობითი სტანდარტების გათვალისწინებით, რომლებიც მოცემულია ქცევის საერთაშორისო კოდექსსა და ქიმიური ნივთიერებებით ვაჭრობის სფეროში მოქმედ UNEP-ის ეთიკის კოდექსში,
გამოთქვამენ რა სურვილს, უზრუნველყონ, რომ თავისი ტერიტორიიდან ექსპორტირებული საშიში ქიმიური ნივთიერებები შეფუთული და ეტიკეტირებული იყოს იმგვარად, რომ საიმედოდ იყოს დაცული ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო და აკმაყოფილებდეს ლონდონის ცვლილებაშეტანილ სახელმძღვანელო პრინციპებსა და ქცევის საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნებს,
აღიარებენ რა, რომ ვაჭრობისა და გარემოს დაცვის სფეროებში განხორციელებული საქმიანობის ძირითადი მიმართულებები უნდა ავსებდნენ ერთმანეთს, რათა მიღწეულ იქნეს მდგრადი განვითარება,
ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ ამ კონვენცის არც ერთი დებულება არ გულისხმობს რომელიმე ქვეყნის სამართლის ან მოვალეობის შეცვლას ნებისმიერი არსებული საერთაშორისო შეთანხმებების ჩარჩოში, რომლებიც გამოიყენება ქიმიური ნივთიერებებით საერთაშორისო ვაჭრობაში ან გარემოს დაცვაში,
აღიარებენ რა, რომ ზემოაღნიშნული არ გულისხმობს იერარქიის დადგენას ამ კონვენციასა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებს შორის,
გამოთქვამენ რა მზადყოფნას, უზრუნველყონ საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში ადამიანის, მათ შორის, მომხმარებლებისა და მუშების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ცალკეული ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების მავნე ზემოქმედებისაგან,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მიზანი
ამ კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მხარეების საერთო პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას და ერთობლივ ძალისხმევას, რათა ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო დაცულ იქნეს შესაძლო მავნე ზემოქმედებისაგან, და დაეხმაროს საშიში ქიმიური ნივთიერებების ეკოლოგიურად დასაბუთებულ გამოყენებას მათი თვისებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის გაადვილებით, მათ ექსპორტსა და იმპორტზე გადაწყვეტილების ეროვნულ დონეზე მიღების თაობაზე დებულებების განმტკიცებითა და მხარეებს შორის ამ გადაწყვეტილებათა გავრცელებით.
მუხლი 2
განმარტებანი
ამ კონვენციის მიზნებისათვის:
ა) „ქიმიური ნივთიერება“ ნიშნავს ნივთიერებას, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად ან შედის ნარევის ან პრეპერატის შემადგენლობაში, დამზადებულია სამრეწველო წესით ან მიღებულია ბუნებრივი გზით, მაგრამ არ შეიცავს არანაირ ცოცხალ ორგანიზმს. ეს ტერმინი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: პესტიციდები (განსაკუთრებით საშიში პესტიციდური ნაერთების ჩათვლით) და სამრეწველო ქიმიკატები;
ბ) „აკრძალული ქიმიური ნივთიერება“ ნიშნავს ქიმიურ ნივთიერებას, რომლის გამოყენების ყველა სახე ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილებით აიკრძალა ერთი ან რამდენიმე კატეგორიის ჩარჩოებში. აქ იგულისხმება ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომელთა პირველ გამოყენებაზე ითქვა უარი, ან რომლებიც ამოღებულ იქნა მრეწველობიდან, ან რომელთა გაყიდვა ქვეყნის შიგნით აიკრძალა, აგრეთვე ის ნივთიერებები, რომელთა მოცემულ ქვეყანაში გაყიდვაზე თანხმობის მიცემის განხილვის პროცესი შეწყდა, ამასთან, არსებობს იმის უტყუარი დადასტურება, რომ ეს ზომები მიღებულ იქნა ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის მიზნით;
გ) „მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერება“ ნიშნავს ქიმიურ ნივთიერებას, რომლის გამოყენების ყველა სახე ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილებით აიკრძალა ერთი ან რამდენიმე კატეგორიის ჩარჩოებში, მაგრამ რომლის ცალკეული, კონკრეტული სახით გამოყენება მაინც ნებადართულია. აქ იგულისხმება ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომელთა თითქმის ყველა სახის გამოყენებაზე ითქვა უარი, ან რომლებიც ამოღებულ იქნა მრეწველობიდან, ან რომელთა გაყიდვა ქვეყნის შიგნით აიკრძალა, აგრეთვე ის ნივთიერებები, რომელთა მოცემულ ქვეყანაში გაყიდვაზე თანხმობის მიცემის განხილვის პროცესი შეწყდა, ამასთან, არსებობს იმის უტყუარი დადასტურება, რომ ეს ზომები მიღებულ იქნა ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის მიზნით;
დ) „განსაკუთრებით საშიში პესტიციდური ნაერთი“ ნიშნავს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც მიღებულია იმ მიზნით, რომ გამოყენებულ იქნეს, როგორც პესტიციდი, და რომელიც სერიოზულ მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, რაც დადასტურებულია მისი ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენების შემდგომ დროის მოკლე პერიოდში განხორციელებული დაკვირვებით;
ე) „საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება“ ნიშნავს მხარის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომელიც არ საჭიროებს შემდგომ სარეგლამენტაციო დადგენილებას და რომლის მიზანია ქიმიური ნივთიერების აკრძალვა ან მკაცრი შეზღუდვა;
ვ) „ექსპორტი“ და „იმპორტი“ მათი შესაბამისი მნიშვნელობის ფარგლებში ნიშნავს ერთი მხარის ტერიტორიიდან მეორის ტერიტორიაზე ქიმიური ნივთიერების გადაადგილებას, რომელიც გამორიცხავს წმინდა ტრანზიტულ ოპერაციებს;
ზ) „მხარე“ ნიშნავს სახელმწიფოს ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელსაც ეკისრება ამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები და რომლისთვისაც ეს კონვენცია ძალაშია შესული;
თ) „ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია“ ნიშნავს რომელიმე რეგიონის სუვერენული სახელმწიფოების მიერ შექმნილ ორგანიზაციას, რომელსაც თავისი წევრი სახელმწიფოების მიერ დავალებული აქვს ამ კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობა, და რომელიც თავისი შინაგანაწესით სათანადოდ უფლებამოსილია, ხელი მოაწეროს ამ კონვენციას, მოახდინოს მისი რატიფიცირება, მიიღოს და დაამტკიცოს იგი ან შეუერთდეს მას;
ი) „ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტი“ ნიშნავს მე-18 მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დამხმარე ორგანოს.
მუხლი 3
კონვენციის მოქმედების სფერო
1. ეს კონვენცია ვრცელდება:
ა) აკრძალულ ან მკაცრად შეზღუდულ ქიმიურ ნივთიერებებზე;
ბ) განსაკუთრებით საშიშ პესტიციდურ ნაერთებზე.
2. ეს კონვენცია არ ვრცელდება:
ა) ნარკოტიკებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე;
ბ) რადიოაქტიურ მასალაზე;
გ) ნარჩენებზე;
დ) ქიმიურ იარაღზე;
ე) ფარმაცევტულ პრეპარატებზე, მათ შორის, სამკურნალო პრეპარატებსა და ვეტერინარულ საშუალებებზე;
ვ) ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც გამოიყენება, როგორც საკვები დანამატი;
ზ) სურსათზე;
თ)ქიმიური ნივთიერებების მოცულობაზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე არაკეთილსასურველ გავლენას ვერ მოახდენს, თუ ისინი იმპორტირებულია:
თ.ა) ცდებისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
თ.ბ) ცალკეული პირების მიერ პირადი მოხმარებისათვის იმ ოდენობით, რომელიც გონივრულია ამ სახით გამოყენებისათვის.
მუხლი 4
დანიშნული ეროვნული ორგანოები
1. თითოეული მხარე ნიშნავს ერთ ან რამდენიმე ეროვნულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს მისი სახელით ამ კონვენციით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებისას.
2. თითოეული მხარე ცდილობს, რომ ასეთ ორგანოს ან ორგანოებს ჰქონდეთ საკმარისი რესურსები თავისი ამოცანების ეფექტიანი შესრულებისათვის. 8
3. თითოეული მხარე არა უგვიანეს იმ თარიღისა, როდესაც მისთვის ეს კონვენცია შევიდა ძალაში, სამდივნოს აცნობებს ასეთი ორგანოს (ორგანოების) სახელწოდებასა და მისამართს. იგი დაუყოვნებლივ ატყობინებს სამდივნოს ამ ორგანოს (ორგანოების) მისამართსა და სახელწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილებების შესახებ.
4. სამდივნო დაუყოვნებლივ აწვდის მხარეებს ინფორმაციას მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული შეტყობინებების შესახებ.
მუხლი 5
აკრძალულ ან მკაცრად შეზღუდულ ქიმიურ
ნივთიერებებთან დაკავშირებული პროცედურები
1. თითოეული მხარე, რომელმაც მიიღო საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება, ამის შესახებ წერილობით აცნობებს სამდივნოს. ასეთი შეტყობინება იგზავნება რაც შეიძლება სწრაფად, ნებისმიერ შემთხვევაში არა უგვიანეს ოთხმოცდამეათე დღისა იმ თარიღიდან, როდესაც ძალაში შევიდა საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება, და იგი უნდა შეიცავდეს I დანართით განსაზღვრულ სავალდებულო ინფორმაციას, თუ არსებობს ასეთი ინფორმაცია.
2. თითოეული მხარე ამ კონვენციის მისთვის ძალაში შესვლის თარიღისათვის სამდივნოს წერილობით აცნობებს იმ დროს მოქმედი საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილებების შესახებ, გარდა იმ მხარეებისა, რომლებმაც უკვე წარადგინეს შეტყობინება საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილებების შესახებ ლონდონის ცვლილებაშეტანილი სახელმძღვანელო პრინციპების ან ქცევის საერთაშორისო კოდექსის შესაბამისად.
3. სამდივნო უმოკლეს ვადაში, ნებისმიერ შემთხვევაში შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა, პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ამოწმებს, შეიცავს თუ არა შეტყობინება I დანართით განსაზღვრულ სავალდებულო ინფორმაციას. თუ შეტყობინება შეიცავს აუცილებელ ინფორმაციას, სამდივნო დაუყოვნებლივ უგზავნის ყველა მხარეს მიღებული ინფორმაციის რეზიუმეს. თუ შეტყობინება არ შეიცავს საჭირო ინფორმაციას, სამდივნო ამის შესახებ სათანადო წესით აცნობებს შემტყობინებელ მხარეს.
4. სამდივნო ყოველ ექვს თვეში ერთხელ მხარეებს უგზავნის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის მოკლე მიმოხილვას, მათ შორის, ინფორმაციას იმ შეტყობინებების შესახებ, რომლებშიც არ არის სრულად მოცემული I დანართით განსაზღვრული სავალდებულო ინფორმაცია.
5. მას შემდეგ, რაც სამდივნო იმ ორი რეგიონიდან, რომლებიც იყენებენ წინასწარდასაბუთებული თანხმობის პროცედურას, მიიღებს თუნდაც ერთ შეტყობინებას კონკრეტული ქიმიური ნივთიერების შესახებ, რომელიც მის მიერ ჩატარებული შემოწმების თანახმად აკმაყოფილებს I დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სამდივნო მათ გადაუგზავნის ქიმიური ნივთიერებების განმხილველ კომიტეტს. რეგიონების შემადგენლობა, რომლებზედაც ვრცელდება წინასწარდასაბუთებული თანხმობის პროცედურა, განისაზღვრება მხარეთა კონვენციის პირველ სხდომაზე კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილებით.
6. ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტი შეისწავლის შეტყობინებებითა და II დანართში აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად მოწოდებულ ინფორმაციას და მხარეთა კონფერენციას წარუდგენს რეკომენდაციას, შეიძლება თუ არა მოცემულ ქიმიურ ნივთიერებაზე გავრცელდეს წინასწარდასაბუთებული თანხმობის პროცედურა და, შესაბამისად, იგი შეტანილ იქნეს III დანართში.
მუხლი 6
განსაკუთრებით საშიშ პესტიციდურ
ნაერთებთან დაკავშირებული პროცედურები
1. ნებისმიერ მხარეს, რომელიც წარმოადგენს განვითარებად ქვეყანას ან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანას და აქვს თავის ტერიტორიაზე განსაკუთრებით საშიში პესტიციდური ნაერთის არსებულ პირობებში გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები, შეუძლია სამდივნოს შესთავაზოს, შეიტანოს ეს საშიში პესტიციდური ნაერთი III დანართში. შესაბამისი წინადადებების მომზადებისას მხარეს შეუძლია დაეყრდნოს ნებისმიერი სათანადო წყაროდან მიღებულ ტექნიკურ საექსპერტო მონაცემებს. ეს წინადადება უნდა შეიცავდეს IV დანართის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ აუცილებელ ინფორმაციას.
2. სამდივნო უმოკლეს ვადაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პირველი პუნქტით გათვალისწინებული წინადადების მიღებიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა, ამოწმებს მასში IV დანართის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის არსებობას. თუ წინადადება შეიცავს ასეთ ინფორმაციას, სამდივნო დაუყოვნებლივ უგზავნის ყველა მხარეს მიღებული ინფორმაციის რეზიუმეს, ხოლო თუ წინადადება არ შეიცავს შესაბამის ინფორმაციას, სამდივნო ამის შესახებ აცნობებს შემომთავაზებელ მხარეს.
3. სამდივნო მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოგზავნილი წინადადების შესახებ აგროვებს დამატებით ინფორმაციას, რომელიც გათვალისწინებულია IV დანართის მე-2 ნაწილით.
4. მას შემდეგ, რაც კონკრეტული განსაკუთრებით საშიში პესტიციდური ნაერთის მიმართ შესრულდება მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, სამდივნო წინადადებასა და შესაბამის ინფორმაციას გადასცემს ქიმიური ნივთიერებების განმხილველ კომიტეტს.
5. ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტი შეისწავლის წარმოდგენილ წინადადებაში მოცემულ ინფორმაციას და IV დანართის მე-3 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად მხარეთა კონფერენციისათვის შეიმუშავებს რეკომენდაციას მოცემულ განსაკუთრებით საშიშ პესტიციდურ ნაერთზე წინასწარდასაბუთებული თანხმობის პროცედურის გავრცელებისა და, შესაბამისად, მისი III დანართში შეტანის შესახებ.
მუხლი 7
ქიმიური ნივთიერებების შეტანა III დანართში
1. თითოეული ქიმიური ნივთიერების შესახებ, რომელიც ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტის მიერ რეკომენდებულია III დანართში შესატანად, კომიტეტი ამზადებს დოკუმენტის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას. ეს დოკუმენტი სულ მცირე უნდა ეფუძნებოდეს I დანართში ან საჭიროების შემთხვევაში IV დანართში აღნიშნულ ინფორმაციას და შეიცავდეს ცნობებს რომელიმე კატეგორიაში ამ ქიმიური ნივთიერების გამოყენების სახეების შესახებ, გარდა იმ კატეგორიებისა, რომლის მიმართაც ძალაშია საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება,.
2. პირველ პუნქტში აღნიშნული რეკომენდაცია და იმ დოკუმენტის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას, ეგზავნება მხარეთა კონფერენციას. მხარეთა კონფერენცია იღებს გადაწყვეტილებას, გავრცელდეს თუ არა ამ ქიმიურ ნივთიერებაზე წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურა და, შესაბამისად, იგი შეტანილ იქნეს III დანართში, აგრეთვე ამტკიცებს იმ დოკუმენტის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას.
3. როდესაც გადაწყვეტილება ქიმიური ნივთიერების III დანართში შეტანის შესახებ მიღებულია და მხარეთა კონფერენციის მიერ დამტკიცებულია დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას, სამდივნო ყველა მხარეს დაუყოვნებლივ აცნობებს ამ ინფორმაციას.
მუხლი 8
ქიმიური ნივთიერებები, რომლებზედაც ვრცელდება
წინასწარდასაბუთებული თანხმობის ნებაყოფლობითი პროცედურა
III დანართში მოცემული ქიმიური ნივთიერებისაგან განსხვავებული ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების შესახებ, რომელზედაც მხარეთა კონფერენციის პირველი სხდომის ჩატარებამდე ვრცელდებოდა წინასწარდასაბუთებული თანხმობის ნებაყოფლობითი პროცედურა, მხარეთა კონფერენცია ამ სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას მისი III დანართში შეტანის შესახებ, მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი დარწმუნებულია, რომ ყველა მოთხოვნა ამ დანართში ქიმიური ნივთიერების შეტანის შესახებ შესრულებულია.
მუხლი 9
III დანართიდან ქიმიური ნივთიერებების ამოღება
1. თუ მხარე სამდივნოს წარუდგენს ინფორმაციას, რომელიც არ არსებობდა იმ დროს, როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამა თუ იმ ქიმიური ნივთიერების III დანართში შეტანის შესახებ, და ეს ინფორმაცია მიუთითებს, რომ ნივთიერების ამ დანართში შეტანა უკვე უსაფუძვლოდ შეიძლება ჩაითვალოს II დანართის კრიტერიუმების შესაბამისად ან IV დანართში აღნიშნულ გარემოებათა მიხედვით, სამდივნო ამ ინფორმაციას უგზავნის ქიმიური ნივთიერებების განმხილველ კომიტეტს.
2. ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტი შეისწავლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებულ ინფორმაციას. თითოეული იმ ქიმიური ნივთიერების შესახებ, რომელზედაც ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტი II დანართის კრიტერიუმების შესაბამისად ან IV დანართში აღნიშნულ გარემოებათა მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას III დანართიდან მისი ამოღების შესახებ, კომიტეტი ამზადებს იმ დოკუმენტის გადასინჯულ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას.
3. მხარეთა კონფერენციას გადაეცემა მე-2 პუნქტში აღნიშნული რეკომენდაცია, რომელსაც ერთვის იმ დოკუმენტის გადასინჯული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას. მხარეთა კონფერენცია იღებს გადაწყვეტილებას მოცემული ქიმიური ნივთიერების III დანართიდან ამოღების საჭიროების შესახებ და იმ დოკუმენტის გადასინჯული პროექტის დამტკიცების თაობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას.
4. მას შემდეგ, რაც მხარეთა კონფერენცია მიიღებს გადაწყვეტილებას III დანართიდან ქიმიური ნივთიერების ამოღების შესახებ და დაამტკიცებს იმ დოკუმენტის გადასინჯულ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას, სამდივნო ყველა მხარეს დაუყოვნებლივ უგზავნის ამ ინფორმაციას.
მუხლი 10
ვალდებულებები III დანართში შეტანილი ქიმიური
ნივთიერებების იმპორტთან მიმართებაში
1. თითოეული მხარე ახორციელებს საკანონმდებლო ან ადმინისტრაციულ ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოს III დანართში შეტანილი ქიმიური ნივთიერებების იმპორტის შესახებ დროული გადაწყვეტილებების მიღება.
2. თითოეული მხარე უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს მეცხრე თვისა მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული იმ დოკუმენტის გაგზავნის თარიღიდან, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას, უგზავნის სამდივნოს პასუხს მოცემული ქიმიური ნივთიერების მომავალი იმპორტის შესახებ. თუ მხარე პასუხში შეიტანს ცვლილებას, იგი გადასინჯულ პასუხს დაუყოვნებლივ წარუდგენს სამდივნოს.
3. სამდივნო მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, მხარეს, რომელმაც არ წარმოადგინა ასეთი პასუხი, დაუყოვნებლივ უგზავნის წერილობით თხოვნას მისი წარმოდგენის შესახებ. თუ მხარე ვერ შეძლებს გამოაგზავნოს პასუხი, სამდივნო ეხმარება მას, წარმოადგინოს პასუხი იმ ვადაში, რომელიც მითითებულია მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადებაში.
4. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხი წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით:
ა) საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული ღონისძიებების შესასრულებლად:
ა.ა) იმპორტზე თანხმობა;
ა.ბ) იმპორტზე უარი;
ა.გ) იმპორტზე თანხმობა მხოლოდ კონკრეტული პირობებით;
ბ) შუალედური პასუხი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს:
ბ.ა) წინასწარ გადაწყვეტილებას, რომელიც იძლევა იმპორტზე თანხმობას კონკრეტული პირობებით ან მათ გარეშე ანდა არ იძლევა იმპორტზე თანხმობას შუალედური პერიოდის განმავლობაში;
ბ.ბ) განცხადებას იმის შესახებ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აქტიური განხილვის სტადიაშია;
ბ.გ) დამატებითი ინფორმაციის მოწოდების შესახებ თხოვნას სამდივნოსადმი ან იმ მხარისადმი, რომელმაც შეატყობინა საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების თაობაზე;
ბ.დ) სამდივნოსადმი თხოვნას ქიმიური ნივთიერების შეფასებაში დახმარების გაწევის შესახებ.
5. მე-4 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი პასუხები განეკუთვნება III დანართში შეტანილი ქიმიური ნივთიერებების კატეგორიას ან კატეგორიებს.
6. საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა ერთვოდეს ინფორმაცია იმ საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც იგი ეფუძნება.
7. თითოეული მხარე არა უგვიანეს იმ თარიღისა, როდესაც მისთვის ეს კონვენცია შევიდა ძალაში, სამდივნოს უგზავნის პასუხს III დანართში შეტანილ თითოეულ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით. მხარემ, რომელმაც ამგვარი პასუხები უკვე წარმოადგინა ლონდონის ცვლილებაშეტანილი სახელმძღვანელო პრინციპების ან ქცევის საერთაშორისო კოდექსის შესაბამისად, განმეორებით აღარ უნდა წარმოადგინოს ისინი.
8. თითოეული მხარე ამ მუხლის დებულებების შესაბამისად წარმოდგენილ საკუთარ პასუხებს თავისი საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული ღონისძიებების საშუალებით აცნობებს იმ დაინტერესებულ პირებს, რომლებზედაც ვრცელდება მისი იურისდიქცია.
9. მხარე, რომელიც ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას, აკრძალოს ესა თუ ის ქიმიური ნივთიერება ან იმპორტზე თანხმობა მისცეს მხოლოდ განსაზღვრული პირობებით, თუ მას ეს ჯერ კიდევ არ განუხორციელებია, ერთდროულად კრძალავს ან აწესებს ანალოგიურ პირობებს:
ა) ამ ქიმიური ნივთიერების იმპორტისათვის ნებისმიერი წყაროდან;
ბ) შიდა გამოყენების მიზნით მისი სამამულო წარმოებისათვის.
10. სამდივნო ექვს თვეში ერთხელ ყველა მხარეს აწვდის ინფორმაციას მიღებული პასუხის შესახებ. ეს ინფორმაცია შეიცავს ცნობებს იმ საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუ ასეთი ცნობები არსებობს. გარდა ამისა, სამდივნო მხარეებს ატყობინებს ნებისმიერი იმ შემთხვევის შესახებ, როდესაც არ იქნა წარმოდგენილი პასუხი.
მუხლი 11
ვალდებულებები III დანართში შეტანილი ქიმიური
ნივთიერებების ექსპორტთან მიმართებაში
1. თითოეული ექსპორტიორი მხარე:
ა) ახორციელებს შესაბამის საკანონმდებლო ან ადმინისტრაციულ ღონისძიებებს, რათა დაინტერესებულ სუბიექტებს, რომლებზედაც ვრცელდება მისი იურისდიქცია, აცნობოს ის პასუხები, რომლებიც სამდივნომ გამოაგზავნა მე-10 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად;
ბ) იღებს სათანადო საკანონმდებლო ან ადმინისტრაციულ ზომებს, რათა უზრუნველყოს ექსპორტიორების მიერ, რომლებზედაც ვრცელდება მისი იურისდიქცია, ყოველ ასეთ პასუხში მოცემული გადაწყვეტილებების შესრულება, არა უგვიანეს ექვსი თვისა იმ თარიღის შემდეგ, როდესაც სამდივნო პირველად აცნობებს მხარეებს ასეთი პასუხის შესახებ მე-10 მუხლის მე-10 პუნქტის შეასაბამისად;
გ) იმპორტიორ მხარეებს მათივე თხოვნითა და შესაბამისი წესით კონსულტაციებს უწევს და ხელს უწყობს:
გ.ა) დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში, რომელიც დაეხმარება მხარეებს, მიიღონ გადაწყვეტილება მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ.ბ) გააფართოონ თავიანთი შესაძლებლობები და პოტენციალი ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო რეგულირების სფეროში მათი ვარგისიანობის განმავლობაში.
2. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ III დანართში შეტანილი ქიმიური ნივთიერება თავისი ტერიტორიიდან არ იყოს ექსპორტირებული ნებისმიერი იმპორტიორი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც განსაკუთრებული გარემოების გამო არ გააგზავნა პასუხი ან გააგზავნა შუალედური პასუხი, რომელიც არ შეიცავდა წინასწარ გადაწყვეტილებას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:
ა) ესაა ქიმიური ნივთიერება, რომელიც იმპორტის მიწოდების განხორციელებისას იმპორტიორ მხარეში რეგისტრირებულია, როგორც ქიმიური ნივთიერება;
ბ) ესაა ქიმიური ნივთიერება, რომლის შესახებაც არსებობს ინფორმაცია, რომ იგი ადრე გამოიყენებოდა იმპორტიორი მხარის ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა მისი იმპორტი და მის მიმართ არ იყო გამოყენებული არანაირი სარეგლამენტაციო ღონისძიება მისი აკრძალვის მიზნით;
გ) ექსპორტიორის მიერ აკრძალული იყო, ხოლო იმპორტიორი მხარის დანიშნული ეროვნული ორგანოსაგან მიღებული იყო აშკარად გამოხატული თანხმობა ექსპორტის განხორციელებაზე. იმპორტიორი მხარე ასეთ თხოვნაზე პასუხს აგზავნის სამოცი დღის განმავლობაში და დაუყოვნებლივ აცნობებს სამდივნოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ.
ექსპორტიორი მხარეების ვალდებულებები ამ პუნქტის შესაბამისად გამოიყენება იმ დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, როდესაც მე-10 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად სამდივნომ პირველად მიაწოდა მხარეებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხარემ არ გამოაგზავნა პასუხი ან გამოაგზავნა შუალედური პასუხი, რომელიც არ შეიცავს წინასწარ გადაწყვეტილებას და ძალაშია ერთი წლის განმავლობაში.
მუხლი 12
შეტყობინება ექსპორტის შესახებ
1. თუ რომელიმე მხარის მიერ აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერების ექსპორტი ხორციელდება ამ მხარის ტერიტორიიდან, იგი იმპორტიორ მხარეს უგზავნის შეტყობინებას ექსპორტის შესახებ, რომელიც შეიცავს IV დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას.
2. ამ ქიმიური ნივთიერების ექსპორტის შესახებ შეტყობინება წარმოდგენილი უნდა იყოს პირველ საექსპორტო მიწოდებამდე, შესაბამისი საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების მიღების შემდეგ. შემდგომში შეტყობინება ექსპორტის შესახებ იგზავნება ნებისმიერი კალენდარული წლის პირველი საექსპორტო მიწოდების განხორციელებამდე. იმპორტიორი მხარის დანიშნულმა ეროვნულმა ორგანომ შეიძლება გააუქმოს მოთხოვნა ექსპორტის განხორციელებამდე შეტყობინების გაგზავნის თაობაზე.
3. ექსპორტიორი მხარე ექსპორტის შესახებ განახლებულ შეტყობინებას აგზავნის მას შემდეგ, რაც იგი მიიღებს საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილებას, რომლითაც გათვალისწინებულია მოცემული ქიმიური ნივთიერების აკრძალვასთან ან მკაცრ შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილებები.
4. იმპორტიორი ქვეყანა ადასტურებს ექსპორტის შესახებ პირველი შეტყობინების მიღებას, რომელიც მიღებულია საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების დამტკიცების შემდეგ. თუ ექსპორტიორი მხარე ექსპორტის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან ოცდაათი დღის განმავლობაში არ მიღებს შესაბამის დასტურს, იგი აგზავნის ექსპორტის შესახებ მეორე შეტყობინებას. ექსპორტიორი მხარე იღებს სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოს, იმპორტიორი მხარის მიერ მეორე შეტყობინების მიღება.
5. ნებისმიერი მხარის ვალდებულება, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი პუნქტით, წყვეტს მოქმედებას, თუ:
ა) ქიმიური ნივთიერება შეტანილ იქნა III დანართში;
ბ) იმპორტიორმა მხარემ სამდივნოს წარუდგინა პასუხი ქიმიური ნივთიერების შესახებ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
გ) სამდივნომ მხარეთა შორის გაავრცელა პასუხი მე-10 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 13
თანმხლები ინფორმაცია
ქიმიური ნივთიერების ექსპორტისას
1. მხარეთა კონფერენცია მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას რეკომენდაციას აძლევს, შეთანხმებული სისტემის ფარგლებში, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე III დანართში შეტანილ თითოეულ ქიმიურ ნივთიერებას ან ქიმიური ნივთიერების თითოეულ ჯგუფს მიენიჭოს კონკრეტული საბაჟო კოდი. ყველა შემთხვევაში, როდესაც ასეთ ქიმიურ ნივთიერებას მინიჭებული აქვს შესაბამისი კოდი, თითოეული მხარე ითხოვს, რომ მოცემული ქიმიური ნივთიერების ექსპორტისას ეს კოდი აღნიშნული იყოს თანმხლებ დოკუმენტში.
2. იმპორტიორი მხარის რომელიმე მოთხოვნისათვის ზიანის მიყენების გარეშე ყოველი მხარე მოითხოვს, რომ III დანართში შეტანილი ქიმიური ნივთიერებებისა და თავის ტერიტორიაზე აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული ნივთიერებების ექსპორტისას დაცული იყოს ეტიკეტირების ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის შესაძლო საშიშროების ან რისკის შესახებ საკმარისი ინფორმაციის არსებობას საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით.
3. იმპორტიორი მხარის რომელიმე მოთხოვნისათვის ზიანის მიყენების გარეშე ყოველ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ იმ ქიმიური ნივთიერებების ექსპორტისას, რომლის მიმართაც ამ მხარეების ტერიტორიაზე მოქმედებს ეტიკეტირებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ან სამედიცინო მოთხოვნები, დაცული იყოს ეტიკეტირების ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის შესაძლო საშიშროების ან რისკის შესახებ საკმარისი ინფორმაციის არსებობას საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით.
4. მე-2 პუნქტში აღნიშნულ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოიყენება პროფესიული მიზნებისათვის, თითოეული ექსპორტიორი მხარე მოითხოვს, უსაფრთხოების შესახებ მონაცემთა ფორმა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ფორმატს და რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს უახლესი ინფორმაცია, დაეგზავნოს თითოეულ იმპორტიორს.
5. ინფორმაცია ნიშანდების ეტიკეტზე და უსაფრთხოების შესახებ მონაცემთა ფორმაში, აღნიშნული უნდა იყოს, რამდენადაც ეს პრაქტიკულადაა შესაძლებელი, იმპორტიორი მხარის ერთ ან რამდენიმე ოფიციალურ ენაზე.
მუხლი 14
ინფორმაციის გაცვლა
1. მხარეები სათანადოდ და ამ კონვენციის მიზნების შესაბამისად ხელს უწყობენ:
ა) ამ კონვენციის მოქმედების ფარგლებში ქიმიური ნივთიერებების შესახებ სამეცნიერო, ტექნიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ინფორმაციის, მათ შორის, ტოქსიკოლოგიური და ეკოტოქსიკოლოგიური ხასიათის და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გაცვლას;
ბ) იმ ეროვნული სარეგლამენტაციო დადგენილებების შესახებ საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ კონვენციის მიზნების შესრულებისათვის;
გ) შესაბამის შემთხვევებში სხვა მხარეებს უშუალოდ ან სამდივნოს მეშვეობით მიაწოდონ ინფორმაცია იმ შიდა სარეგლამენტაციო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც არსებითად ზღუდავენ ქიმიური ნივთიერებების ერთი ან რამდენიმე სახით გამოყენებას.
2. მხარეები, რომლებიც ახორციელებენ ინფორმაციის გაცვლას ამ კონვენციის შესრულებისათვის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უზრუნველყოფენ ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას.
3. ამ კონვენციის მიზნებისათვის კონფიდენციალურად არ ითვლება შემდეგი ინფორმაცია:
ა) I და IV დანართებში აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია შესაბამისად მე-5 და მე-6 მუხლების შესასრულებლად;
ბ) მე-13 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ უსაფრთხოების შესახებ მონაცემთა ფორმაში მოცემული ინფორმაცია;
გ) ქიმიურ ნივთიერებათა ვარგისიანობის ვადა;
დ) ინფორმაცია უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, საფრთხის ხარისხზე, რისკის ხასიათისა და უსაფრთხებასთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე;
ე) ტოქსიკოლოგიური და ეკოტოქსიკოლოგიური შემოწმებების შედეგების რეზიუმე.
4. ამ კონვენციის მიზნებისათვის ქიმიური ნივთიერებების გამოშვების თარიღი ჩვეულებრივ არ ითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად.
5. ნებისმიერი მხარე, რომელსაც ესაჭიროება ინფორმაცია თავის ტერიტორიაზე III დანართში შეტანილი ქიმიური ნივთიერებების ტრანზიტული გადაზიდვების შესახებ, ამის თაობაზე აცნობებს სამდივნოს, რომელიც ყველა მხარეს შესაბამისი წესით აწვდის ინფორმაციას.
მუხლი 15
კონვენციის შესრულება
1. თითოეული მხარე ამ კონვენციის ეფექტიანი შესრულების მიზნით იღებს აუცილებელ ზომებს ეროვნული ინფრასტრუქტურისა და დაწესებულებების შექმნისა და გაძლიერებისათვის. ეს ზომები აუცილებლობისდა მიხედვით მოიცავს ეროვნული კანონმდებლობის მიღებას ან შეცვლას, ან ადმინისტრაციული ხასიათის ქმედებათა განხორციელებას, აგრეთვე შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) ეროვნული რეგისტრისა და მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ქიმიური ნივთიერების უსაფრთხოების შესახებ;
ბ) მრეწველობის სფეროში წარმოდგენილი ინიციატივების წახალისებას ქიმიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ხელის შეწყობის მიზნით;
გ) ნებაყოფლობითი შეთანხმების დადებისათვის ხელის შეწყობას მე-16 მუხლის დებულებების გათვალისწინებით.
2. თითოეული მხარე შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია ქიმიური ნივთიერებებით სარგებლობისა და ავარიის შემთხვევაში სათანადო ზომების მიღების შესახებ, აგრეთვე იმ ალტერნატიული ნივთიერებების თაობაზე, რომლებიც უფრო უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის, ვიდრე III დანართში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებები.
3. სუბრეგიონალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე ამ კონვენციის შესასრულებლად მხარეები თანხმდებიან უშუალო თანამშრომლობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მიზანშეწონილია, - თანამშრომლობაზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით.
4. ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ უნდა იქნეს ისე გაგებული, თითქოს იგი ზღუდავდეს მხარეს, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად მიიღოს უფრო მკაცრი ზომები, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ კონვენციით, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს ზომები უნდა შეესაბამებოდეს ამ კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის დებულებებს.
მუხლი 16
ტექნიკური დახმარება
განვითარებადი ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, მხარეები ტექნიკური დახმარების გაწევის ხელშეწყობისათვის ამ კონვენციის შესაბამისად თანამშრომლობენ ქიმიურ ნივთიერებათა რაციონალური გამოყენებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურისა და პოტენციალის განვითარების მიზნით. მხარეებმა, რომლებსაც აქვთ ქიმიური ნივთიერებების რეგულირების უფრო დახვეწილი პროგრამები, ტექნიკური დახმარება უნდა გაუწიონ დანარჩენ მხარეებს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და პოტენციალის განვითარების სფეროში, პროფესიონალური მომზადების ჩათვლით, რათა შესაძლებელი გახდეს ქიმიური ნივთიერების რაციონალური გამოყენება მთელი მათი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
მუხლი 17
შეუსრულებლობა
მხარეთა კონფერენცია უმოკლეს ვადაში, რამდენადაც ეს პრაქტიკულადაა შესაძლებელი, შეიმუშავებს და ამტკიცებს პროცედურებსა და საორგანიზაციო მექანიზმებს, რომელთა მიზანია, განსაზღვროს ამ კონვენციის დებულებების შეუსრულებლობის ფაქტი და მიიღოს ზომები იმ მხარეების მიმართ, რომლებიც არ იცავენ ამ დებულებებს.
მუხლი 18
მხარეთა კონფერენცია
1. აღნიშნულით ფუძნდება მხარეთა კონფერენცია. ¿
2. მხარეთა კონფერენციის პირველ სხდომას ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ არა უგვიანეს ერთი წლისა ერთობლივად იწვევენ UNEP-ის აღმასრულებელი დირექტორი და FAO-ს გენერალური დირექტორი. შემდგომში მხარეთა კონფერენციის სხდომები მოიწვევა იმ პერიოდულობით, რომელსაც დაადგენს კონფერენცია.
3. მხარეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომას იწვევენ მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის კონფერენცია ან ნებისმიერი მხარის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, იმ პირობით, რომ ამ თხოვნას მხარს დაუჭერს მხარეთა არანაკლებ ერთი მესამედი.
4. მხარეების კონფერენცია პირველ სხდომაზე კონსენსუსით ათანხმებს და იღებს როგორც საკუთარ, ისე სხვა დამხმარე ორგანოების საპროცედურო წესებსა და საფინანსო დებულებებს, რომლებიც აწესრიგებენ სამდივნოს საქმიანობას.
5. მხარეთა კონფერენცია გამუდმებით ადევნებს თვალყურს ამ კონვენციის შესრულებას და იძლევა შესაბამის შეფასებას. იგი ასრულებს ამ კონვენციით მისთვის მინიჭებულ ფუნქციებს და ამ მიზნით:
ა) მე-6 პუქტით გათვალისწინებული დამხმარე ორგანოების გარდა, ამ კონვენციის შესრულებისათვის აფუძნებს იმ დამხმარე ორგანოებს, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევს;
ბ) შესაბამის შემთხვევებში თანამშრომლობს კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანოებთან;
გ) განიხილავს და იღებს სხვა ნებისმიერ დამატებით ზომებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ამ კონვენციის მიზნების მისაღწევად.
6. მხარეთა კონფერენცია თავის პირველ სხდომაზე აფუძნებს დამხმარე ორგანოს, სახელწოდებით, ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტი, იმ ფუნქციების შესასრულებლად, რომლებიც ამ კომიტეტს დაეკისრება კონვენციის შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით:
ა) ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტის წევრებს ნიშნავს მხარეთა კონფერენცია. კომიტეტი შედგება მთავრობების მიერ დანიშნული განსაზღვრული რაოდენობის ექსპერტებისაგან ქიმიურ ნივთიერებათა რეგულირების დარგში. კომიტეტის წევრები ინიშნებიან სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების საფუძველზე, ამასთან, უზრუნველყოფილია მხარეთა, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების, დაბალანსებული წარმომადგენლობა;
ბ) მხარეთა კონფერენცია წყვეტს საკითხებს კომიტეტის გამგებლობის სფეროს შესახებ და მუშაობის ორგანიზებისა და ფუნქციონირების თაობაზე;
გ)კომიტეტი მიმართავს ყველა აუცილებელ ზომას, რათა თავისი რეკომენდაციები მიიღოს კონსენსუსის საფუძველზე. თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა შესაძლებლობა ამოწურულია და მისი მიღწევა არ მოხერხდა, ასეთი რეკომენდაცია მიიღება კენჭისყრით, როგორც საბოლოო ღონისძიებით, დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა ხმათა უმრავლესობით - ორი მესამედით.
7. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მის სპეციალიზებულ დაწესებულებას და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, აგრეთვე ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ამ კონვენციის მხარე, შეუძლიათ დაესწრონ მხარეთა კონფერენციას, როგორც დამკვირვებლები. ნებისმიერი სხვა ორგანოები ან დაწესებულებები, ეროვნული ან საერთაშორისო, სამთავრობო ან არასამთავრობო, რომელთაც აქვს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში მუშაობის გამოცდილება და რომლებმაც აცნობეს სამდივნოს თავისი სურვილი, დაესწრონ მხარეთა კონფერენციას, როგორც დამკვირვებლები, შეიძლება დაშვებულ იქნენ ამ კონფერენციაზე, თუ ამის წინააღმდეგი არ იქნება სხდომაზე დამსწრე მხარეთა ერთი მესამედი. დამკვირვებლების კონფერენციაზე დაშვება და მასში მონაწილეობა რეგულირდება მხარეთა კონფერენციის მიერ მიღებული საპროცედურო წესებით.
მუხლი 19
სამდივნო
1. აღნიშნულით ფუძნდება სამდივნო.
2. სამდივნოს ფუნქციებია:
ა) მხარეთა კონფერენციისა და მისი დამხმარე ორგანოების სხდომების მოწვევის ორგანიზება და მათი მომსახურება არსებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) მხარეებისათვის, პირველ რიგში, იმ მხარეებისათვის, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, მათივე თხოვნით, ამ კონვენციის შესრულებაში ხელის შეწყობა;
გ) სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების სამდივნოებთან აუცილებელი კოორდინაციის უზრუნველყოფა;
დ) მხარეთა კონფერენციის საერთო ხელმძღვანელობით ისეთი ადმინისტრაციული და სახელშეკრულებო შეთანხმებების დადება, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისათვის;
ე) ამ კონვენციით გათვალისწინებული სხვა სამდივნო ფუნქციების შესრულება, აგრეთვე იმ ფუნქციების განხორციელება, რომლებიც შეიძლება განსაზღვროს მხარეთა კონფერენციამ.
3. ამ კონვენციის ჩარჩოებში სამდივნო ფუნქციებს ერთობლივად ასრულებენ UNEP-ის აღმასრულებელი დირექტორი და FAO-ს გენერალური დირექტორი იმ შეთანხმებების გათვალისწინებით, რომლებზედაც ისინი ერთმანეთში თანხმდებიან და რომლებსაც ამტკიცებს მხარეთა კონფერენცია.
4. მხარეთა კონფერენციამ ხმათა უმრავლესობით, კენჭისყრაში მონაწილე და დამსწრე მხარეთა ორი მესამედით, შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, სამდივნო ფუნქციების შესრულება დაავალოს ერთ ან რამდენიმე კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციას, თუ იგი დაასკვნის, რომ სამდივნო მექანიზმი ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ, ისე, როგორც ივარაუდებოდა.
მუხლი 20
დავის გადაწყვეტა
1. მხარეები ნებისმიერ სადავო საკითხს ამ კონვენციის განმარტებისა და გამოყენების შესახებ წყვეტენ მოლაპარაკებით ან ნებისმიერი სხვა მშვიდობიანი გზით, რომელსაც ისინი აირჩევენ.
2. მხარეს, რომელიც არ არის ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია, ამ კონვენციის რატიფიკაციისას, მიღებისას, დამტკიცებისას ან მასთან შეერთებისას ან ამის შემდგომ ნებისმიერ სხვა დროს შეუძლია დეპოზიტარს წარუდგინოს წერილობითი განცხადება იმის შესახებ, რომ ნებისმიერი დავა ამ კონვენციის გამოყენების ან განმარტების თაობაზე უნდა დარეგულირდეს ქვემოთ მოყვანილი ერთი ან ორივე საშუალებით, ყველა იმ მხარის მიმართ, რომელმაც თავის თავზე აიღო ასეთივე ვალდებულება:
ა) საარბიტრაჟო გარჩევით, როგორც კი ეს პრაქტიკულად იქნება შესაძლებელი, იმ პროცედურების შესაბამისად, რომლებიც მხარეთა კონფერენციამ უნდა მიიღოს დანართით;
ბ) დავის საერთაშორისო სასამართლოში გადაგზავნით.
3. მხარეს, რომელიც არის ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია, საარბიტრაჟო გარჩევასთან დაკავშირებით შეუძლია გააკეთოს ანალოგიური განცხადება მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტში აღნიშნული პროცედურის შესაბამისად.
4. მე-2 პუნქტის შესაბამისად გაკეთებული განცხადება ძალაშია მისი მოქმედების ვადის გასვლამდე ამ განცხადების პირობების შესაბამისად, ან დეპოზიტარისათვის განცხადების გამოხმობის შესახებ წერილობითი შეტყობინების შესანახად გადაცემის დღიდან სამი თვის გასვლამდე.
5. განცხადების მოქმედების ვადის გასვლა, შეტყობინება გამოხმობის შესახებ ან ახალი ასეთი განცხადება არანაირად არ ვრცელდება იმ საქმეებზე, რომლებსაც განიხილავს საარბიტრაჟო სასამართლო ან საერთაშორისო სასამართლო, თუ დავის მონაწილე მხარეები ამის შესახებ არ შეთანხმდებიან.
6. თუ დავის მონაწილე მხარეებმა მე-2 პუნქტის შესაბამისად არ მიიღეს იგივე ან ნებისმიერი პროცედურა და თუ ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის მათ შორის დავის წარმოშობის შესახებ შეტყობინების24
გაგზავნიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგ მხარეებმა ვერ შეძლეს მისი გადაწყვეტა, ეს დავა ნებისმიერი მხარის თხოვნით გადაეცემა შემთანხმებელ კომისიას. შემთანხმებელი კომისია წარმოადგენს მოხსენებას რეკომენდაციებით. შემთანხმებელ კომისიასთან დაკავშირებული დამატებითი პროცედურები შეტანილ იქნება დანართში, რომელიც მხარეთა კონფერენციამ უნდა მიიღოს არა უგვიანეს კონფერენციის მეორე სხდომის ჩატარების დღისა.
მუხლი 21
კონვენციის შესწორება
ნებისმიერ მხარეს შეუძლია წარმოადგინოს წინადადებები ამ კონვენციაში შესწორებების შეტანის შესახებ.
ამ კონვენციაში შესატანი შესწორებები მიიღება მხარეთა კონფერენციის სხდომაზე. ნებისმიერი წარმოდგენილი შესწორების ტექსტს სამდივნო მხარეებს უგზავნის არა უგვიანეს ექვსი თვისა იმ სხდომის ჩატარებამდე, რომელზედაც იგეგმება მისი მიღება. სამდივნო შემოთავაზებული შესწორების ტექსტს ასევე უგზავნის იმ ქვეყნებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ კონვენციას, და დეპოზიტარს ინფორმაციისათვის.
მხარეები მიმართავენ სათანადო ზომებს, რომ ნებისმიერი წარმოდგენილი შესწორება მიიღონ კონსენსუსის გზით. თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა საშუალება ამოწურულია, ხოლო შეთანხმება არ არის მიღწეული, შესწორება მიიღება კენჭისყრით, დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა სამი მეოთხედის უმრავლესობით.
დეპოზიტარი ყველა მხარეს უგზავნის შესწორებას რატიფიკაციისათვის, მიღებისათვის ან დამტკიცებისათვის.
დეპოზიტარს წერილობით ეცნობება შესწორების რატიფიკაციის, მიღებისა და დამტკიცების შესახებ. მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება მისი მიმღები მხარეებისათვის ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან ოთხმოცდამეათე დღეს ან მხარეთა არანაკლებ სამი მეოთხედის მიერ მისი დამტკიცების შემთხვევაში. შემდგომში ნებისმიერი სხვა მხარისათვის შესწორება ძალაში შედის ამ მხარის მიერ შესწორების რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან ოთხმოცდამეათე დღეს.
მუხლი 22
დანართების მიღება და მათში ცვლილებების შეტანა
ამ კონვენციის დანართი მისი განუყოფელი ნაწილია და, თუ სხვა რამ არ არის მითითებული, ამ კონვენციის დამოწმება იმავდროულად გულისხმობს მისი ნებისმიერი დანართის დამოწმებას.
დანართში აღნიშნულია პროცედურული, სამეცნიერო, ტექნიკური ან ადმინისტრაციული საკითხები.
ამ კონვენციის დამატებითი დანართების წარდგენა, მიღება და ძალაში შესვლა ხორციელდება შემდეგი პროცედურით:
ა) დამატებითი დანართების წარდგენა და მიღება ხდება 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული პროცედურების შესაბამისად;
ბ) ნებისმიერმა მხარემ, რომელსაც არ შეუძლია მიიღოს დამატებითი დანართი, დეპოზიტარს ამის შესახებ უნდა აცნობოს წერილობით, დეპოზიტარის მიერ ამ დანართის მიღების შესახებ შეტყობინების დღიდან ერთი წლის განმავლობაში. დეპოზიტარი დაუყოვნებლივ აცნობებს სხვა მხარეებს ასეთი შეტყობინების მიღების შესახებ. მხარეს შეუძლია უკან გამოითხოვოს ადრე გაგზავნილი შეტყობინება დამატებითი დანართის მიუღებლობის შესახებ, რის შემდეგაც ამ მხარისათვის დანართი ძალაში შედის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) დეპოზიტარის მიერ დამატებითი დანართის მიღების შესახებ შეტყობინების თარიღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ეს დანართი ძალაში შედის ყველა იმ მხარისათვის, რომლებმაც არ წარმოადგინეს შეტყობინება ამ პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. წინადადებები ამ კონვენციის დანართებში, გარდა III დანართისა, შესწორებების შეტანისა და ძალაში შესვლის შესახებ რეგულირდება იმ პროცედურის ანალოგიური პროცედურით, რომელიც გათვალისწინებულია ამ კონვენციის დამატებითი დანართის წარდგენის, მიღებისა და ძალაში შესვლის შემთხვევაში.
5. III დანართში შესწორებების შეტანის შესახებ წინადადების წარდგენისათვისათვის, მიღებისა და ძალაში შესვლისათვის გამოიყენება შემდეგი პროცედურები:
ა) III დანართში შესატანი შესწორების წარდგენა ხდება მე-5-9 მუხლებსა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურების შესაბამისად;
ბ) მხარეთა კონფერენციას თავისი გადაწყვეტილება შესწორებების მიღების შესახებ გამოაქვს კონსენსუსის საფუძველზე;
გ) დეპოზიტარი დაუყოვნებლივ აცნობებს ყველა მხარეს III დანართში შესწორებების შეტანის გადაწყვეტილების შესახებ. ყველა მხარისათვის შესწორებები ძალაში შედის გადაწყვეტილებაში მითითებული თარიღიდან.
6. თუ დამატებითი დანართი ან დანართის შესწორება მოითხოვს ამ კონვენციაში შესწორებების შეტანას, ასეთი დამატებითი დანართი ან შესწორება ძალაში შედის მხოლოდ ამ კონვენციის შესწორების ძალაში შესვლის შემდგომ.
მუხლი 23
კენჭისყრა
1. ამ კონვენციის თითოეულ მხარეს აქვს ერთი ხმა, გარდა მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე იყენებს ხმის უფლებას. მას აქვს იმდენი ხმა, რამდენი მისი წევრი სახელმწიფოცაა ამ კონვენციის მხარე. ასეთი ორგანიზაცია არ იყენებს თავის ხმის უფლებას, თუ მისი წევრი სახელმწიფოები სარგებლობენ თავისი ხმის უფლებით, და პირიქით.
3. ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „მხარეები, რომლებიც ესწრებიან და მონაწილეობენ კენჭისყრაში“ ნიშნავს მხარეებს, რომლებიც ესწრებიან და კენჭისყრისას რაიმე გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ ან ეწინააღმდეგებიან.
მუხლი 24
ხელმოწერა
ეს კონვენცია ხელმოსაწერად ღიად გამოცხადდა ყველა სახელმწიფოსა და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციისათვის როტერდამში 1998 წლის 11 სექტემბრს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო ორგანიზაციებში, ნიუ-იორკში, 1998 წლის 12 სექტემბრიდან 1999 წლის 10 სექტემბრამდე.
მუხლი 25
რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან შეერთება
1. ეს კონვენცია ექვემდებარება სახელმწიფოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციების მიერ რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. იგი ღიაა სახელმწიფოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციების შეერთებისათვის ამ კონვენციის ხელმოსაწერად დახურვის თარიღიდან მეორე დღეს. დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების თაობაზე შესანახად გადაეცემა დეპოზიტარს.
2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელიც ხდება ამ კონვენციის მხარე, მაშინ, როდესაც არც ერთი მისი წევრი სახელმწიფო არ არის მხარე, ეკისრება ამ კონვენციით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. თუ ასეთი ორგანიზაციის ერთი ან რამდენიმე წევრი სახელმწიფო კონვენციის მხარეა, ეს ორგანიზაცია და მისი წევრი სახელმწიფოები განიხილავენ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ თავის მოვალეობებს. ასეთ შემთხვევებში ორგანიზაციასა და მის წევრ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ერთდროულად განახორციელონ ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები.
3. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია თავის დოკუმენტში რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ აღნიშნავს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ, ამ კონვენციით რეგულირებად საკითხებს. ნებისმიერი ასეთი ორგანიზაცია დეპოზიტარს აგრეთვე უგზავნის შეტყობინებას, რომელიც, თავის მხრივ, მხარეებს აწვდის ინფორმაციას მისი კომპეტენციის სფეროსთან დაკავშირთებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
მუხლი 26
ძალაში შესვლა
1. ეს კონვენცია ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ ორმოცდამეათე დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან 90-ე დღეს.
2. თითოეული მხარისათვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციისათვის, რომელიც მოახდენს ამ კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას ან შეუერთდება მას რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ ორმოცდამეათე დოკუმენტის შესანახად გადაცემის შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის ამ სახელმწიფოს ან ეკონიმიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ თავისი დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან 90-ე დღეს.
3. პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისათვის ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შესანახად გადასცემს ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია, არ განიხილება ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ გადაცემული დოკუმენტების დამატებით დოკუმენტად.
მუხლი 27
დათქმა
ამ კონვენციის მიმართ ნებისმიერი დათქმა დაუშვებელია.
მუხლი 28
კონვენციიდან გამოსვლა
1. მხარეს მისთვის ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან 3 წლის შემდეგ ნებისმიერ დროს შეუძლია გავიდეს კონვენციიდან, რის შესახებაც წერილობით აცნობებს დეპოზიტარს.
2. ნებისმიერი ასეთი გასვლა ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან ერთი წლის განმავლობაში ან იმ უფრო გვიანდელი თარიღიდან, რომელიც შეიძლება მითითებული იყოს შეტყობინებაში.
მუხლი 29
დეპოზიტარი
ამ კონვენციის დეპოზიტარია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი.
მუხლი 30
ავთენტიკური ტექსტი
ამ კონვენციის ორიგინალი, რომლის ტექსტები შესრულებული ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე ითვლება ავთენტიკურ ტექსტებად, შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელის მომწერებმა, საამისოდ დადგენილი წესით უფლებამოსილებმა, ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.
შესრულებულია როტერდამში ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი წლის სექტემბრის მეათე დღეს.
![]() |
3 I დანართი. იმ ინფორმაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომელიც მოცემულია მე-5 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ შეტყობინებებში |
▲ზევით დაბრუნება |
შეტყობინებები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. თვისებები, იდენტიფიკაცია და გამოყენების სახეები:
ა) საერთო სახელწოდება;
ბ) ქიმიური სახელწოდება საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნომენკლატურის ჩარჩოებში (მაგალითად, თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი - IUPAC), ასეთი ნომენკლატურის არსებობის შემთხვევაში;
გ) სავაჭრო დასახელებები და ნაერთების დასახელებები;
დ) კოდის ნომრები: ქიმიაში ანალიტიკური მიმოხილვის მომზადების სამსახურის (KAC) ნომრები, საბაჟო კოდების შეთანხმებული სისტემა და სხვა ნომრები;
ე) ინფორმაცია საშიშროების კლასიფიკაციის შესახებ, თუ ქიმიურ ნივთიერებაზე ვრცელდება კლასიფიკაციის მოთხოვნები;
ვ) გამოყენების სახე ან სახეები;
ზ) ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და ეკოტოქსიკოლოგიური თვისებები.
2. საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება
ა) ინფორმაცია საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების შესახებ:
ა.ა) საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების რეზიუმე;
ა.ბ) სარეგლამენტაციო დოკუმენტის დამოწმება; 30
ა.გ) საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების ძალაში შესვლის თარიღი;
ა.დ) ცნობა იმის შესახებ, იყო თუ არა საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება მიღებული რისკის/საშიშროების შეფასების საფუძველზე, და, შესაბამისად, ამ შეფასების შესახებ ინფორმაცია, სათანადო დოკუმენტაციის მითითებით;
ა.ე) საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების მიღების მიზეზები, რომლებიც უკავშირდება ადამიანის, მათ შორის, მომხმარებლებისა და მუშების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საკითხებს;
ა.ვ) ადამიანის, მათ შორის, მომხმარებლებისა და მუშების, ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის შესაძლო იმ საშიშროებისა და რისკის მიმოხილვა, რომელიც დაკავშირებულია ქიმიურ ნივთიერებებთან, და საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების მიღებით გამოწვეული შედეგების განხილვა;
ბ) გამოყენების კატეგორია ან კატეგორიები, რომლის საფუძველზედაც მიღებულ იქნა საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება თითოეული კატეგორიის მიხედვით:
ბ.ა) გამოყენების სახე ან სახეები, რომლებიც აკრძალულია საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების შესაბამისად;
ბ.ბ) გამოყენების სახე ან სახეები, რომლებიც კვლავინდებურად ნებადართულია;
ბ.გ) წარმოებული, იმპორტირებული, ექსპორტირებული და გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების მოცულობის შეფასება, ასეთი შეფასების არსებობის შემთხვევაში;
გ) შეძლებისდაგვარად იმის მითითება, რამდენად აქტუალური შეიძლება იყოს საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება სხვა ქვეყნებისა და რეგიონებისათვის;
დ) ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს:
დ.ა) საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების მიღებასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შეფასებას;
დ.ბ) ინფორმაციას ალტერნატივებისა და მათთან დაკავშირებული რისკის შესახებ, ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად:
- სოფლის მეურნეობის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური სტრატეგია;
- საწარმოო მეთოდები და პროცესები, მათ შორის, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები.
![]() |
4 II დანართი. აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერებების III დანართში შეტანის კრიტერიუმები |
▲ზევით დაბრუნება |
ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტი სამდივნოს მიერ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოგზავნილი შეტყობინების შესწავლისას:
ა)ადასტურებს, რომ საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება მიღებულ იქნა ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის მიზნით;
ბ) ადგენს, რომ საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება მიღებულ იქნა რისკის შეფასების შედეგების საფუძველზე. ეს შეფასება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო მონაცემების მიმოხილვას შესაბამისი მხარისათვის განსაკუთრებით აქტუალური პირობების გათვალისწინებით, ამიტომ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ნათელი უნდა იყოს, რომ:
ბ.ა) მონაცემები მიღებულია მეცნიერულად აღიარებული მეთოდებით;
ბ.ბ) მონაცემთა მიმოხილვა ჩატარებულია და დოკუმენტურად გაფორმებულია საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო პრინციპებისა და პროცედურების დაცვით;
ბ.გ)საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება ეფუძნება რისკის შეფასების შედეგებს დადგენილების მიმღები მხარისათვის განსაკუთრებით აქტუალური პირობების გათვალისწინებით;
გ) განსაზღვრავს, იძლევა თუ არა საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება იმის საკმაო საფუძველს, რომ ქიმიური ნივთიერება შეყვანილ იქნეს III დანართში შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
გ.ა) თუ გამოიწვია საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების მიღებამ ან, როგორც მოსალოდნელია, გამოიწვევს მოცემული ქიმიური ნივთიერების გამოყენების მოცულობის ან მისი გამოყენების სახეების რაოდენობის შემცირებას;
გ.ბ) თუ გამოიწვია საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილებამ ადამიანის ჯანმრთელობისათვის და გარემოსათვის შესაძლო რისკის ფაქტობრივი შემცირება ან, როგორც მოსალოდნელია, მნიშვნელოვანი შემცირება იმ მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც წარმოადგინა შეტყობინება;
გ.გ) თუ გამოიყენება ის მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად დაედო საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების მიღებას, მხოლოდ შეზღუდულ გეოგრაფიულ რაიონებში ან სხვა შეზღუდულ გარემოებებში;
გ.დ) თუ არსებობს ამ ქიმიური ნივთიერებით საერთაშორისო დონეზე ვაჭრობის გაგრძელების დამადასტურებელი ფაქტები;
დ) ითვალიწინებს, რომ წინასწაგანზრახული არასწორი გამოყენება თავისთავად არ არის საკმარისი საფუძველი ქიმიური ნივთიერების III დანართში შესატანად.
![]() |
5 III დანართი. ქიმიური ნივთიერებები, რომლებზედაც ვრცელდება წინასწარდასაბუთებული |
▲ზევით დაბრუნება |
თანხმობის პროცედურა ქიმიური ნივთიერება |
KAC შესაბამისი ნომერი |
კატეგორია |
2,4,5-ტ |
93-76-5 |
პესტიციდი |
ალდრინი |
309-00-2 |
პესტიციდი |
კაპტაფოლი |
2425-06-1 |
პესტიციდი |
ქლორდანი |
57-74-9 |
პესტიციდი |
ქლორდიმეფორმი |
6164-98-3 |
პესტიციდი |
ქლორბენზილატი |
510-15-6 |
პესტიციდი |