![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებულმა კარდინალურმა ცვლილებებმა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ კონსერვატიულ უბანზეც კი როგორიც რელიგიური ურთიერთობებია. ტოტალიტარული ათეიზმის, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიის, რწმენის თავისუფლების პრინციპით ჩანაცვლებამ მნიშვნელოვნად შეცვალა საზოგადოებაში ადრე დამკვიდრებული ურთიერთობები. შეიქმნა აღნიშნულ სფეროში გამოვლენილი საზოგადოებრივი აქტივობის ექსცესებში გადაზრდის აშკარა საფრთხე.
განცდა იმისა, რომ სწორედ კონკრეტულ დროში უნდა მიადგეს საბედისწერო ზღვარს ამქვეყნად ადამიანის არსებობა, უკლებლივ ყველა თაობისათვის ერთნაირადაა დამახასიათებელი. არადა, ცივილიზაციის ისტორიის გადასახედიდან ის, რაც დღეს აპოკალიფსის ნიშნად აღიქმება, შესაძლებელია მხოლოდ უმნიშვნელო, რიგითი ცვლილებების ხასითს ატარებდეს კაცობრიობის ისტორიაში. როგორც ვამბობთ ხოლმე, ერთმა ღმერთმა იცის - რა იქნება ხვალ.
და მაინც, ასეა თუ ისე, პასუხიმსგებლობა წარსულისა და მომავლის წინაშე ავალდებულებს თითოეულ თაობას ცივილურ კალაპოტში მოაქციოს თავისი დროის საზოგადოებრივი ურთიერთობები და მიაღწიოს ცალკეული პიროვნებების, საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესების ჰარმონიულ შეხამებას.
საზოგადოებას საამისოდ საკმაოდ ცნობილი და თავისი არსებობის ხანგრძლივი პერიდის მანძილზე კარგად აპრობირებული მეთოდები გააჩნია. ერთ-ერთი მათგანია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნა, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი უყენებს დღეს ქართულ კანონმდებლობას, არის არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობების იმ სახის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება, რომელიც ზიანს აყენებს საზოგადოებაში დამვიდრებულ მორალურ ნორმებს.
აღნიშნული მოთხოვნის საკანონმდებლო დონეზე რეალიზაციის ერთ-ერთ პირდაპირ გამოხატულებას წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის აკრძალვის მცდელობა.
წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია წარმოაჩინოს კონკრეტულად რა სახის მოვლენებმა შეუწყო ხელი საზოგადოებაში აღნიშნული მოთხოვნის ჩამოყალიბებას, რაში მდგომარეობს პროზელიტიზმის არსი და როგორ აისახება იგი მსოფლიო საკანომდებლო პრაქტიკაში.
ექსპერტთა მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებზე, თანდართულ მასალებთან ერტად, ვფიქრობთ, გარკვეულ დახმარებას გაუწევს ყველას, ვინც უშუალო მონაწილეობას ღებულობს შესაბამისი ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე მათ, ვინც, უბრალოდ, დაინტერესებულია გაერკვეს პრობლემის არსში.
![]() |
2 რელიგიური ურთიერთობები პოსტსაბჭოური პერიოდის საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
80-90-იანი წლების მიჯნაზე კომუნისტური რეჟიმების რღვევამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ ბუნებრივია ასევე რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია რელიგიურ ურთიერთობათა სფეროში. მეყვსეულად გაუქმდა სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური საკითხების კონტროლი და რეგულირება. საბჭოური კანონმდებლობა აღარ შეესაბამებოდა არსებულ რეალობას. საზოგადოების რელიგიურ ცხოვრებაში სრულიად ახალი პირობები დადგა.
რელიგიურ ურთიერთობათა სფეროში განხორციელებული ცვლილებებში გასარკვევად აუცილებელია წინაისტორიის განხილვა. 70-80-იან წლებში სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის გამონახული იყო ურთიერთობის ფორმა, რომელიც მორწმუნეებს საშუალებას აძლევდა ასე თუ ისე დაეკმაყოფილებინა თავისი რელიგიური ინტერესები. სამაგიეროდ, სახელმწიფო მაქსიმალურად აკონტროლებდა რელიგიურ ორგანიზაციებს, ერეოდა მათ შინაგან საქმეებში, ცდილობდა საკუთარი აგენტურის დანერგვას სასულიერო იერარქიასა და მრევლში. შეუძლებელი იყო ახალი ეკლესიის გახსნა, ვინაიდან ამისათვის ხელისუფლების თანხმობა იყო საჭიროა კრძალული ტაძრის გარეთ ყოველგვარი ქადაგება ან ლიტერატურის გავრცელება. ამასთანავე, სახელმწიფო აქტიურად იყენებდა მართლმადიდებლურ ეკლესიას თავისი „მშვიდობისმოყვარე“ პოლიტიკის მხარდასაჭერად, ამიტომ სახელმწიფო ხელს უწყობდა ეკლესიის საერთაშორისო კავშირებისა და ეკუმენური საქმიანობის გაფართოებას.
რელიგიური ურთიერთობების გასაგებად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ საბჭოთა პერიოდში პრაქტიკულად არ არსებობდა ურთიერთობა სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს შორის. თითოეული რელიგიური გაერთიანება თავად განიცდიდა სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლასა და გამუდმებულ კონტროლს, შეზღუდული იყო მათი მოქმედების არეალი, რაც მთლიანად გამორიცხავდა მათ შორის როგორც თანამშრომლობის, ისე კონკურენციისა და ღია დაპირისპირების არსებობას. ყველა მათგანი ცალ-ცალკე უძლებდა ათეისტური რეჟიმის მეტ-ნაკლებად მტრულ ზეწოლას.
საბჭოთა რეჟიმის დაცემისას მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. რელიგურმა გაერთიანებებმა თავისუფლეაბ მიიღეს და მათი ინტერესებიც გადაიკვეთა. თუ თავიდან ინტერესთა კონფლიქტი შეუმჩნეველ ხასიათს ატარებდა, 90 იანი წლების ბოლოს მან იმდენად გამოკივეთილი ხასიათი შეიძინა, რომ ხმამაღლა და აშკარად დაიწყეს საუბარი ქართველთა ტოლერანტობის შესახებ არსებული წარმოდგენების უსაფუძვლობაზე.
საქართველო, ბუნებრივია უბრუნდებოდა ტრადიციურ სულიერ ფასეულობებს და ტრადიციულ მართლამდიდებლურ ქრისტიანულ სარწმუნოებას. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ საპატრიარქროს სახით ამოცანად დაისახა ერის სულიერი ლიდერის პოზიცის აღდგენა და ის აქტიურ მისიონერულ საქმიანობას ეწევა. ამის შედეგად მრავალი დაუბრუნდა წინაპართა სარწმუნოებას.
სხვა ტრადიციული კონფესიები ასევე ცდილობენ აღადგინონ თავიანთი პოზიციები. ამავე დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურებს არაერთგზის გამოუთქვამთ უკმაყოფილება და შეშფოთება ამგავრი აქტიური ქადაგების გამო. ზოგიერთი პოლიტიკოსი ასევე ილაშქრებს მისიონერული ორგანიზაციების (მათი განსაზღვრებით „სექტების“) წინააღმდეგ.
მართლმადიდებლური ეკლესია, ბუნებრივია, განიხილავდა და განიხილავს საქართველოს მოსახლეობას (უპირველეს ყოვლისა ეთნიკურ ქართველებს) როგორც საკუთარი მისიის ობიექტს. ტრადიციულად მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მონათლულია მართლმადიდებელ ეკლესიაში და, თუმცა მრავალი მათგანი შორს არის რწმენისგან, ეკლესია მოსახლეობის ამ ნაწილს თავის პოტენციურ მრევლად განიხილავს და მათ შორის სხვა სარწმუნოების თუ კონფესიის ქადაგებას მტრულ და არაკანონიერ აქტად მიიჩნევს.
ქრისტიანულ კონფესიათა ერთი ნაწილი აღიარებს საქართველოს, როგორც ქრისტიანულ ქვეყანას, სადაც საქართველოს მარლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა იქადაგოს ქრისტიანობა. მათ შორისაა რომის კათოლიკური, ლუთერანული, ანგლიკანური, გრიგორიანული და სხვა ეკლესიები. ეს ეკლესიები არ ეწევიან აქტიურ მისიონერულ საქმიანობას საქართველოში, ქველმოქმედებისას არ მოუწოდებენ ადამაინებს მათ ეკლესიებში გაწევრიანებისკენ; ისინი მზად არიან მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთთან და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან რათა არ აწარმოონ ერთმანეთის მრევლის გადაბირება.
ამასთან, არიან გაერთიანებები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის ამგვარ პრივილეგიას და საკუთარი მრწამსიდან გამომდინარე, აქტიურად ქადაგებენ მოსახლეობაში.
ამგვარად, ისევე, როგორც მართლმადიდებელი ტრადიციის სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც აქტიურ სახეს იღებს სულებისათვუს ბრძოლა, რაც თავისთაად, საზოგადოებაში დაძაბულობის შექმნის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
შეუძლებელი ხდება რა რელიგიურ გაერთიანებათა შორის შეთანხმება, მათი შეხედულებების პრინციპული შეუსაბამობის გამო, საზოგადოებაში აქტიურად მკვიდრდება აზრი აღნიშნული კოლიზიის კანონმდებლობის გზით აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ.
პრობლემისადმი ანალოგიური დამოკიდებულება გააჩნია ხელისუფლებასაც. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 30 მარტის დადგენილება რელიგიური ექსტრმიზმის გამოვლინებათა შესახებ და პრეზიდენტის 2002 წლის 16 იანვრის 344 განკარგულება საქართველოს სახალხო დამცველის 2001 წლის პირველი ნახევრის ანგარიშიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ. როგორც ერთი, ისე მეორე დოკუმენტი ცალსახად მიუთითებს აღნიშნულ სფეროში საკანონმდებლო ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობაზე. ამჟამად წინასწარი განხილვის პროცესში იმყოფება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ“, რაც ასევე ქვეყანაში არსებული სიტუაციის ლოგიკურ გამოძახილად უნდა ჩიათვალოს.
არსებული სიტუაციის ფონზე ჩამოყალიბებულ მოთხოვნათა ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოხერხდეს მისიონერული საქმიანობის იმგვარად რეგულირება, რომელიც შესაძლებელს გახდის რელიგიურ გაერთიანებათა მიერ ერთმანეთის სფეროში უხეს ჩარევათა სამართლებრივი გზით აღმოფხვრას.
ამასთან დაკავშირებით დისკუსიებში სულ უფრო ხშირად ისმის ტერმინი პროზელიტიზმი და არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი. ეს უკანასკნელი გვხვდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშიც, რაც აღნიშნული მოვლენის არსში ჩაღრმავების აუცილებლობაზე მიგვითითებს.
![]() |
3 პროზელიტიზმის თეოლოგიურ-ანთროპოლგიური ასპექტები |
▲ზევით დაბრუნება |
პროზელიტი ბერძნული სიტყვაა და მომდინარეობს ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანიდან („სეპტუაგინტადან“). პროზელიტი ბიბლიაში აღნიშნავს იმ ადამიანს, რომელიც არ არის მკვიდრი, ანუ წარმოშობით იუდაელი (ებრაელი), მაგრამ ცხოვრობს მის საზოგადოებაში, მიღებული აქვს წინდაცვეთა და ასრულებს მოსეს რჯულს. ერთხანს იგი და მისი შთამომავლები ინარჩუნებენ თავიანთი წარმოშობის ხსოვნას, რომ ისინი სისხლით და ხორცით არ ეკუთვნიან ისრაელიანებს, მაგრამ დროთა ვითარებაში ხსოვნა იკარგება და საბოლოოდ, ხდება მათი ინტეგრაცია ხალხის სხეულთან და სულთან.
ახალ აღთქმაში ნახსენები არიან პროზელიტები ანუ რჯულშეცვლილნი იუდეველთა გვერდით, მათ საპირისპიროდ (საქმე 2:10). პროზელიტად იხსენიება ბიბლიის მთარგმნელი ბერძნულ ენაზე აკვილა პონტოელი (II ს. ახ. წ.), რომელიც ქრისტიანობიდან იუდეველობაზე იყო მოქცეული. ძველ სამყაროში, ძველი აღთქმის პერიოდში და შემდეგაც ყოველი, ვინც რაღაც მიზეზითა თუ მიზნით შეეხიზნებოდა იუდეველთა ან სხვა აღმსარებლობის მატარებელ თემს, ჩეულებრივ იცვლიდა რჯულს ანუ ხდებოდა პროზელიტი. პროზელიტები იყვნენ ქართველი პირველქრისტიანები, რომლებიც დაყვნენ ნინოს ქადაგებას, განუდგნენ მამაპაპეულ რჯულს და ქრისტიანობა აღიარეს. გარკვეული აზით, პროზელიტი იყო აბიათარი, ყოველ შემთხვევაში, ამას აჩვენებს მისი ზედწოდება, რომლითაც ის იხსენიება ისტორიაში: „ჰურიაყოფილი“ სწორედ ამ მოვლენის აღმნიშნველია, ანუ ამ სიტყვაში პროზელიტიზმის შედეგია გამოხატული. პროზელიტები იყვნენ საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის წმინდანები აბო თბილელი, ევსტათი მცხეთელი და სხვანი.
თანამედროვე სამყაროში პროზელიტიზმის ანუ საქმიანობა, რომლის საბოლოო მიზანი ადამიანის გადაბირებაა სხვა (გადამბირებლის საკუთარ) აღმსარებლობაზე, მტკივნეულად განიცდება. სიტყვა გადაბირება, რომელშიც იგრძნობა იძულების ნიუანსი, კარგად გამოხატავს იმ შინაარსს, რომელიც დევს, ცნება-ტერმინში „არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი“. „არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი“ ისეთი ქმედებაა, რომელიც სცილდება აღმსარებლობის თავისუფლებისა და კონფესიათა შორის ურთიერთობის იმ ნორმას, ადამიანის უფლებათა დეკლარაციასა და დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციებში რომ არის გამოხატული. და თუკი არსებობს „არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი“, ლოგიკურია, უნდა არსებობდეს კეთილსინდისიერი ანუ ჩვეულებრივი პროზელიტიზმიც, რომლის აკრძალვაც უსაფუძვლოა.
რაში შეიძლება მდგომარეობდეს პოზიტიური პროზელიტიზმი „არაკეთილსინდისიერის“ საპირისპიროდ?
რელიგიურ, ისევე როგორ ეთნიურ სფეროში, პროზელიტიზმი სავსებით ბუნებრივი მოვლენაა, არაბუნებრივი სწორედ ის იქნებოდა, რომ რომელიმე სარწმუნოების ადეპტს არ ჰქონოდა სურვილი საკუთარი მრწამსის გადაცემისა პიროვნული შტაგონებისა თუ საჯარო ქადაგების ძალით. რწმენის ბუნება ისეთია, რომ იგი ვერ ეტევა ერთი ადამიანის ცნობიერებაში. შეგნებაში, და როგორც ადიდებული მდინარე, გადადის ნაპირებზე. ადეპტი გრძნობს მოწოდებას და მას არ შეუძლია არ გაუზიაროს სხვას თავისი რწმენა, როგორც წინასწარმეტყველს, რომელიც ატარებს ღვთის სიტყვას, არ შეუძლია არ იქადაგოს. „მოვედით და შემომიდეგით და მე გყვნე თვქენ მესათხევლე კაცთა“ (მარკ. 1:17) - ამაზე გარკვევით და უშუალობით ძნელად თუ სადემ გამოთქმულა პროზელიტიზმის აუცილებლობა. ის რელიგიური რწმენის მიუცილებელი თანმდევია მისი გაჩენიდანვე; ის მთესველია, რომელიც თესავს სიტყვას, „ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად“ (მატე 13:3); მას არ შეუძლია არ თესოს, როგორც არ შეუძლია არ ამრავლებდეს ტალანტს - ამ სიმბოლიკაზეა აგებული ხარება და სიტყვის გავრცელება ქრისტიანობის პირველ დოკუმენტში. „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“. (მატე 28:19) ამ მოწოდების შედეგია დღეს ქრისტიანობის არსებობა. ამ მოწოდებით ქადაგებდა და გადასცემდა სიტყვას სინაგოგებში და ეს იყო კეთილსინდისიერი პროზელიტიზმი: მხოლოდ შეგონება, სწავლება, დარწმუნება, წმინდა წერილის შეხსენება და ახსნა მათთვის, ვისაც ის სწამდა, როგორც ჭეშმარიტების სიტყვა - არავითარი სხვა ხერხი მის სამისიონერო გზაზე არ ყოფილა. იყო დაპირებანი და აღთქმანი, მაგრამ არა ამ წუთისოფლის სიკეთითა, არამედ ღვთის სასუფევლისა, რომელსაც მოციქული იდევნებოდა პროზელიტიზმისათვის, მას სულ მუდამ უხდებოდა იმის მტკიცება, რომ მისი ქადაგება არ სცილდებოდა კეთილსინდისიერების ფარგლებს.
პროზელიტიზმს დადებითი ნიშანი აქვს მანამდე, სანამ იგი არ გასცილებია სულიერი სწავლების საზღვარს. სწავლებას მიზნად აქვს, ცხადია, მომხრობა, მაგრამ მომხრობისათვის ხშირად გამოყენებულია არასულიერი მეთოდები, როგორიც არის არასარწმუოებრივი რიგის (მატერიალური და სხვა) დაპირებები ან შანტაჟი, ინტელექტუალური თუ სამსახურებრივი უპირატესობა, მოსამხრობის გამოუცდელობა, გაუნათლებლობა ან გულუბრყვილობა, ან სულიერი თუ მატერიალური უმწეობა, თუნდაც არასრულწლოვანება (გონებრივი მოუმწიფელობა) და სხვა.
რუსულ საეკლესიო წრეებში არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის ცნება კიდევ უფრო გაფართოებულია: მასში იგულისხმება „არაკანონიერ მატერიალურ საშუალებათა“ გამოყენება, რომლებიც სოციალურ ქმედებათა მთელს სპექტრს მოიცავს, როგორიც არის ჰუმანიტარული დახმარება, უფასო სწავლება და სამუშაო ადგილებით დაკმაყოფილდება, დაპირებები საზღვარგერთ სამუშაოდ გაგზავნაში, ტელევიზიისა და პრესის გამოყენება რწმენუის გასავრცელებლად, ამავე მიზნით მოწყობილი ფესტივალები და სხვადსხვა შოუები, სადაც დემონსტრირებულია ქვეყისათვის არატრადიციული მასობრივი ხასიათის ქადაგებანი, რაც მართლმადიდებელი კულტურის ქვეყანაში „მართლმადიდებული ეკლესიის კანონიერ ტერიტორიაზე“, არ შეიძლება ქრისტიანულ ღირებულებათა პროფანაციად არ აღიქმებოდეს; ეს განსხვავებულ კულტურათა მძაფრად მტკივენული დაპირისპირებაა, მისგან გამოწვეული ექსცესები სცილდება რელიგიურ სფეროს.
ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები, რომლის სია შეიძლება გაიზარდოს, შეურაცხმყოფელია ადამიანის პიროვნებისათვის და, თუ სახელმწიფო მოწოდებულია ადამიანის უფლებათა დასაცავად, იგი ასეთ შემთხვევებშიც ვალდებული უნდა იყოს დაიცვას ადამიანი მისი თავისუფლებისა და ღირსების ხელყოფისაგან. თითქოს აქ იკვეთება ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი სფერო; დაცული იქნას ნივთიერად და ინტელექტუალურად უმწეო ადამიანის ნება ძალადობისაგან. თუმცა, ძნელი დასადგენია როდის და რა ფორმით ხდება ძალადობა. ჭირს გამოცნობა ან დადასტურება არაკეთილსინდისიერ ქმედებებისა პროზელიტიზმის მიზნით, რომელიც თავისთავად, როგორც საკუთარ სიმართლეში სხვათა დარწმუნების აქტი, არ იკრძალება. ჭირს, როცა პროზელიტიზმის პროცესსა და ის საბოლოო შედეგში არ არსებობს დაზარალებული მომჩივანი. „დანაშაულის“ კვალი დაფარულია, როცა პროზელიტზიმის მსხვერპლი უძლურია წინააღმდეგობა გაუწიოს მაიძულებელს, რომელიც დაუშვებელი მეთოდებითა და ხერხებით ცდილობს მის გადაბირებას და იბირებს საბოლოოდ. თუ პიროვენაბს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს პროზელიტიზმის არაკეთისლსინდისიერ მეთოდებს, დაახვედროს მაიძულებელს თავისი რწმენისა და ნების სიმტკიცე, გაიმარჯვოს იძულებაზე, ეს ორი ადამიანის დიალოგია, მათი კერძო პიროვნული საქმეა და სახელმწიფო აქ ვერ ჩაერევა.
და მაინც დაისმის კითხვა: ვინ უნდა იცავდეს ადამიანის რელიგიურ უფლებებს და მასთან დაკავშირებული ღირსებებს ხელყოფისაგან - სახელმწიფო თუ ეკლესია, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მეთოდებით ართმევენ წევრს?
ცხადია, ეკლესია ვერ შეურიგდება ამგვარ ჩარევას თავის მრევლში, მაგრამ რა საშუალება აქვს მას ამგავრი ფაქტების თავიდან ასაცილებლად - თავისი შვილების ზნეობრივი თუ სარწუნოებრივი უსაფრთხოების დასაცავად? როგორ უნდა მოიქცეს ეკლესია იმისათვის, რომ შეუძლებელი გახდეს მის წრეში არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი? როგორ დაიცვას მწყემსმა თავისი ბატკანი მტაცებელი მგლისგან, როგორც სახარება გვამცნობს, პროზელიტიზმის უკიდურესი გამოვლინების სახით: „ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან“ (მათე, 7:15). სახარებაში მეტია ნათქვამი და დასმულ კითხვაზეც პასუხია გაცემული: „მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის, მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე სტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს. მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე“. (იოანე, 10:11-13).
მგელი წარმატებულია იქ, სადაც მწყემსი მხოლოდ მოჯამაგირეობს ანუ არ ასრულებს ჭეშმარიტ მწყმესობას. ამ იგავურად ნათქვამში თუ სულიერ შინაარსს ჩავდებთ ანუ ეკლესიურად გადავთარგმნით, უნდა ვაღიაროთ, რომ როგორც მწყემსია პასუხისმგებელი ცხვარზე, ფარაზე, ასევე ეკლესია პასუხისმეგებალი თავის სულიერ შვილებზე, თავისი შვუილების სულებზე. ერთადერთი საშუალება მის ხელში მათი სულების უსაფრთოხების დასაცავად, მათ შესანარჩუნებლად თავის წიაღში, არის მუდმივი გულწრფელი, სიყვარულით სავსე, არა მოჯამაგირეობრივი მზრუნველობა.მეტიც, დიდი მასშტაბით, შემოქმედებითი და არა სტიქიურად ქმნადი მომავლის პერსპექტივაში. ეკლესია პასუხისმგებელია გზას გადამცდარ, როგორც მას მიაჩნია, ადამიანთა სულების გამო, რომელთა მოქცევისთვისაც ის ლოცულობს ყოველდღე ამ სიტყვებით: „უარისმყოფელნი მართლმადიდებელთა სარმწუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზაღა შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი, ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ...“ ლოცვა დიდი ძალაა, მაგრამ არა კმარა. ისევე, როგორც მკვდარია რმწმენა საქმის გარეშე, ასევე უნაყოფოა ლოცვა, თუ ლოცვის სემდეგ „წვალებათაგან დაბნეულთ“ მტრად გამოვაცხადებთ. ის სულიერი პოტენციალი, რომელიც ლოცვაშია ჩადებული, საქმითაც უნდა იყოს რეალიზებული. ვერავითარ კანონი, ვერავითარი პრევენტიული ღონისძიება ვერ გაუთანაბრდება იმ სულიერ პოტენციალს, რომელიც ეკლესიის წიაღშია, სამწუხაროდ, მთვლემარე სახით. კანონზე დანდობა, მისი გამოცხადება პანაცეად, მის მიმართ სასოება, მხოლოდ კაპიტულაციის გამოხატულებაა ეკლესიის სულიერი ძალის წინაშე.
რას ებრძვის სახელმწიფო და რა იარაღი აქვს მას ამ ბრძოლაში, რომელიც არის ბრძოლა პიროვნების ღირსებათა ხელყოფის წინააღმდეგ, მისი უფლებათა დასაცავად, როგორც რელიგიურ, ასევე სოციალურ, საზოგადოებრივ თუ კერძო ურთიერთობების სფეროში?
თუ ადამიანი გაუსაძლისი მატერიალური სიდუხჭირის გამო იძულებული ხდება დაჰყვეს მაიძულებლის ნებას, ამ შემთხვევაში, ცხადია, პასუხიმსგებლობა არ ეხსნება მაიძულებელს, მაგრამ, შესაძლოა, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს სახელმწიფოს, რომელმაც ვერ უზრუნველყო მინიმალური და ელემენტარული სასიცოცხლო პირობები ადამიანის, პირდაპირ ვთქვათ, ბიოლოგიური არსებობისათვის. ასე რომ, „არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი“ საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს სოციალუირ მაუყებლობაში პოულობს და, სანამ სოციალური პირობები გაუსაძლისი იქნება, ამგვარი პროზელიტიზმიც იარსებებს.
თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეკლესია ვერ დაუპირისპირდება არაკეთილსინდისიერ პროზელიტიზმს იმავე მეთოდებით, რასაც ეს უკანასკნელი იყენებს. ეკლესია ვერ გადაწყვეტს სოციალურ პრობლემებს ამგვარი პროზელიტიზმისათვის მიადაგის გამოსაცლელად, არც ეცდება კონკურენცია გაუწიოს მას დაპირებებში მრევლის მოსაზიდად, შესთავაზოს სხვათაგან შეთავაზებულზე მეტი, ჩაებას ეკლესიის სულისთვის შეუფერებელ მარათონში, რაც მისთვისვე იქნება საზიანო.
იმ ქვეყანაში, კერძოდ საბერძნეთში, სადაც პროზელიტიზმი კანონიოთ აკრძალულია და ისჯება, პროზელიტიზმისთვის პასუხიგებაში მართლმადიდებელი ეკლესიის არც ერთი წევრი არ ყოფილა მიცემული, მაშინ როცა ყველა საქმეში, რაც კი ამ ბრალდებით აღძრულა, ბრალდებულის როლში მხოლოდ იეღოვას მოწმენი თუ ორმოცდაათიანელები არიან. რა არის ამის მიზეზი?
იქმნება შთაბეჭდილება - და ასეც მიიჩნევენ პროზელიტიზმში დადანაშაულებული პირები, - თითქოს საბერძნეთში პროზელიტიზმის ბრალდება მიეყენება მხოლოდ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს და არავითარ შემთხვევაში მართლმადიდებლებს, თითქოს პროზელიტიზმი ნებადართული იყოს მართლმადიდებლობისათვის, რომელიც საბერძნეთში კონსტიტუციის მიხედვით გაბატონებული რელიგიაა. საკითხი ასე უნდა დაისვას: „არაკეთისლსინდისიერი პროზელიტიზმი“? თუ ადამიანი ოდნავ მაინც არის გაცნობილი მართლამიდიდებელი ეკლესიის ცხოვრებას, მის პრაქტიკას, მისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უცხოა ამგვარი პროზელიტიზმი. მართლამადიდებელი ეკლესია, მიუხედავად მისიონერული გამოცდილებისა, მოციქულთა ხანიდანვე, საგანგებოდ არ ეძებს მოუქცეველთ, რათა მათი მოქცევით ქულები ჩაიწეროს თავის აქტივში, არასოდეს ცდილობს ამ მნიზნით თავზე მოახვიოს წარმართს ან ჰეტეროდოქსს მისი ნების საწინააღმდეგოდ თავისი მრწამსი. ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ეს პოზიცია სავსებით გამოხატავს ქრისტიანობის ჭეშმარიტებას: თუ ქრისტიანობის თავი და თავი არის ადამიანის ხსნა, როგორც შინაგანი აქტი, ეხება პიროვნების უსაკუთრეს ბუნებას და მხოლოდ მის ნებაზეა დამოკიდებული, მაშინ გამორიცხული უნდა იყოს რაიმე ძალდატანება ადამიანის ნებაზე, როგორც ღვთის ხატის ნიშანზე მასში, თუნდაც ეს მის სასიკეთოდ ხდებოდეს.
თუ დავაკვირდებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წევრებით შევსების პროცესს, შევნიშნავთ, რომ იგი პროზელიტიზმის რაიმე ნიშნის გარეშე მიმდინარეობს. ევანგელიზაცია, რომელიც პრინციპულად განსხვავდება თავისი მეთოდებით პროზელიტიზმისგან და არაფერი აქვს საერთო მასთან, ეფუძნება იმ საფუძვლიან მოსაზრებას, რომ საქართველოს მოსახლეობა საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის პოტენციურ მრევლს წარმოადგენს. ეკლესია კისრულობს მათზე პასუხისმგებლობას, ეს მისი არა მხოლოდ უფლებაა, არამედ მოვალეობაც არის, რომელიც მას ისტორიამ დააკისრა.
პროზელიტიზმთან დაკავშირებით მტკივნეულად წარმოიშვება ე.წ. „სამინისიონერო ტერიტორიის“ პრობლემა. ადრექტრისტიანულ ხანაში და მერეც არცთუ დაუბრკოლებლად და წინააღმდეგობის გარეშე (რასაც თუნდაც ანდრეა პირველწოდებულის მიმოსვლა მოწმობს) სამისიონეროდ მოწოდებულნი ქადაგებდნენ ქრისტიანობას იმ ადგილებში, სადაც ჯერ არავის ჰქონდა ნაქადაგები, ანუ ეს იყო წარმართული ქვეყნები. ანუ ეს იყო, თუ შეიძლება ითქვას, ნეიტრალური ტერიტორია. უკვე ნაქადაგებ, მოქცეულ ქვეყნებში, კერძოდ, საქართველოში (ძველი ქართლი), რომელიც ერთი ძველი ტექსტის მიხედვით, „ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან“, ახალი მისიის გამოჩენა ქადაგების მიზნით, საეკლესიო-პოლიტიკურ და ზნეობრივ პრობლემებს აღძრავდა. გადმოცემის თანახმად, რომელსაც ინახავს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღი, მოციქულები არასოდეს არ მიდიოდნენ საქადაგებლად იქ, სადაც სხვა მოციქულს უკვე ნაქადაგები ჰქონდა („ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა არ მეშენებინა სხვის საფუძველზე“, 15:20). საქადაგებლად ხელმეორედ მისვლის შემთხვევაში მოტივად წანამორბედი მისიონერის წარმატებაში დაეჭვება იქნებოდა. რა შეიცვალა ჩვენს თანამედროვეობაში, რომ ეს დაუწერელი წესი უგულებელ იქნას? აბსოლუტურად არაფერი. ეკლესიის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.: საქართველო რჩება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიად, რამდენადაც მისი ჯერ კიდევ მოუქცეველი, უფრო სწორად, გაუეკლესიურებული ადამიანები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოტენციურ მრევლად ითვლება. გარედან შემოსულ მისიონერ მოქადაგეს მოტივად რა უნდა ჰქონდეს? ისევ და ისევ დაეჭვება იმაში, რომ ქვეყნის მოსახლეობა არასაკმარისად, ან სრულიად არ არის მოქცეული ქრისტეს რჯულზე, უფრო სწორად, ქრისტიანობის იმ განშტოებაზე, რომელსაც მოქალაგე მისიონერი ეკუთვნის. ამაში ის მართალი იქნება. პროზელიტიზმის საფუძველიც ეს არის: კონფესიათა შორის გასხვავება და თითეულის მიერ თავისი თავის ჭეშმარიტად გამოცხადება. მოქადაგე განსხვავებული კონფესიის წარმომადგენელი უნდა იყოს და თავის კონფესიას ჭეშმარიტად უნდა თვლიდეს. მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ საპირისპირო მხარესაც არ მიაჩნია თავისი კონფესია სათუოდ და რელატიურ ჭეშმარიტებად.
მეორე მხრივ, დროის მოტანილ რელიგიური თავისუფლების სივრცეში ყველა კონფესია, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, ყველანაირი ხეხრით ცდილობს ახალ-ახალი ტერიტორიების მოპოვებას, ადამიანთ სულების თავისკენ გადაბირებას. შესაძალოა, სიტყვა „კონკურენცია“ არ შეეფერებოდეს რელიგიის სფეროზე დამკვიდრებულ წარმოდგენებს, მაგრამ ფაქტია, რომ თვით ტრადიციული რელიგიებიც (როგორც მათ უწოდებენ), რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის ძირძველი სარწმუნოების გამომხატველი არიან და განსაზღვრავენ ქვეყნის (როგორც ელიტარული, ისე ხალხური) კულტურის სახეს, ძალაუნებურად ჩართულნი არიან ამცნებით გამოხატულ პროცესში და თუ ზოგ არცთუ ვრცელ უბანზე ისინი თმობენ პოზიციებს, ეს იმის გამო ხდება, რომ მათ ტრადიციულად არ სჩვევიათ პროზელიტიზმის ამგვარი მეთოდების გამოყენება, რომელთაც „გუშინ“ შექმნილი კონფესიები იყენებენ. კერძოდ, ეკლესია, რომელიც დარწმუნებულია თავის წაშმარიტებაში, არასოდეს იქნება თანახმა მატერიარლუ დაინტერესებაზე ააგოს თავისი მისიონერული მოღვაწეობა. წარსულში დამსახურების საზღაურად ეკლესიის მიერ განსაკუთრებული პრივილეგიების მოთხოვნა სახელმწიფოსაგან მხარადჭერილს, სხვა უფრო ქმედითი. ეკლესიის არსიდან გამომდინარე, რესურსები და მეთოდები უნდა ჰქონდეს მარაგში.
ამასთან დაკავშირებით, არაგონიერ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ სახელმწიფოს ჩარევა „სარმწუნოებრივ კონკურენციაში“ ქვეყნის კულტურისა და მენტალიტეტის განმსაზღვრელი ეკლესიის სასარგებლოდ. სულიერი ძალის შენაცვლება ადმისნიტრაციულ-იძულებითი ძალით, პირველ რიგში, თავად ეკლესიის ავტორიტეტისათვის არის საზიანო: შესაძალო, მისმა მრევლმა იმატოს. მაგრამ მატება თვისობრივი არ იქნება. ეკლესია ვერ იხელმძღვანელებს პრინციპით, რომელსაც სახელმწიფო ან თუნდაც ნებისმიერი საერო დაწესებულება არ თაკილობს: მიზანი ამართლებს საშუალებას. სახელმწიფოს მხარდაჭერა პროზელიტიზმში ეკლესიას ბევრისათვის უმალვე გადააქცევს საშუალებად მატერიალური კეთილდღეობისა თუ პრივილიგირებული სოციალური საფეხურის მისაღწევად. საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ ზედმეტი აქცენტი საზოგადოების სოციალურ კეთილმოწყობაზე, რომელიც შეინიშნება ეკლესიაში (განსაკუთრებით პროტესტანულ სამყაროი და ჩვენშიც) უნდა განვიხილოთ, როგორც საყოველთაო სეკულარიზაციის გამოვლენა, რასაც უკანა პლანზე გადაყავს ეკლესიის ძირითადი დანიშნულება ამ წუთისოფელში. როგორც სახელმწიფო არ უნდა იტვირთავდეს და ვერც იტვირავს ადამიანთა სულის ხსნის ამოცანას, ასევე მატერიალური უზრუნველყოფა არ უნდა შედიოდეს ეკლესიის ამოცანებში. ამ მიმართულებით სექტებთან კონკურენციაში ჩაბმა, შეჯიბრი, უაზრობაზე რომ არაფერი ვთქვათ, შეურაცხმყოფელია მრავალსაუკუნოვანი სულიერი გამოცდილების მქონე ეკლესიისათვის.
![]() |
4 პროზელიტიზმის სამართლებრივი ასპექტები საქართველოს კანონდებლობა და აღმსარებლობის აქტები რელიგიის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა რელიგიის შესახებ კანონის მიღების საჭიროებაზე. პარლამენტის წევრების, ექსპერტთა ჯგუფის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და არასამთავროვო ორგანიზაციების მიერ არაერთი კანონპროექტია შემუშავებული. რელიგიის შესახებ კანონზე მსჯელობისას ერთ-ერთ წინა რიგში განიხილება არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის აკრძალვის საკითხი.
ვფიქრობთ, ახალი კანონის მიღებამდე მნიშვნელოვნია გავეცნოთ როგორ არეგულირებს საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლებასტან დაკავშირებულ საკითხებს, რა შეზღუდვებს აწესებს და რა გარანტიებს ქმნის ამ უფლებათა დასაცავად.
საქართველოს კანონმდებლობა
საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების საფუძველზე მე-9 მუხლი შემდეგი სახით ჩამოყალიბდა.
1.სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.
2. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულიად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.
კონსტიტუციის მეორე თავი ეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლის მე-14 მუხლი დისკრიმინაციის დაუშვებლობას უზრუნველყოფს და აღიარებს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალი და კანონის წინაშე თანასწორია გაბნურჩევლად... რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.
სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულად და დასჯადად აცხადებს ადამიანთა თანასწორუფლებიანობას დარღვევას (142 მუხლი) ... რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის გამო, რამაც ხელყო ადამიანის უფლება.
უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციის მე-19 მუხლის, რომელის მიხედვითაც ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენსი თავისუფლება, დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობისა და რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ, ამ უფლებათა შეზღუდვა დაუშვებელია, თუ მათი გამოვლენა არ ლახავს სხვათა უფლებებს.
დევნის დაუშვებლობა არა მარტო კონსტიტუციით არის გარანტირებული, არამედ დევნისაგან დაცვის გარანტიას ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლიც, რომელიც დანაშაულად და დასჯად ქმედებად აცხადებს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული კუთვნუილებისა და უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგავრი დისკრიმინაციის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა. მაგრამ უმცირესობების (ამ შემთხვევაში რელიგიური უმცირესობების) უფლებათა განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.
საქართველოს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ადგენს, რომ დაუშვებელია შეკრების ან მანიფეტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისას ისეთი მოწოდება, რომელიც აღვივებს რელიგიურ შუღლს.
ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს რელიგიური გაერთიანებების შექმნა და საქმიანობა, ოღონდ ეს კანონის რეგულირების სფეროს უნდა მიეკუთვნებოდეს, სისხლის სამართლის კოდექსით კი რელიგიური გაერთიანებისათვის ან მისი საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან ნამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება აჯრიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ან აღკვეთით ვადით 2 წლამდე.
ასევე დანაშაულია ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა.
სისხლის სამართლის კოდექსის 525 მუხლით დასჯადია ისეთი რელიგიური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა, რომლის საქმიანობასაც თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ, დანაშაულია როგორც ასეთი გაერთიანების ხელმძღვანელობა, ისე მასში მონაწილეობაც.
სისხლის სამართლის კოდექსით ასევე ისჯება იძულება - ესე იგი ადამინის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
ასევე დანაშაულია მუქარა - სიცოცხლის მოსპობის ან ჯამრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საერთაშორისო აქტები
საქართველოს კონსტიტუციაში საკმაოდ ნათლად, ამომწურავად და დემოკრატიულად არის რეგულირებული რელიგიისა და რწმენის თავისუფლება. არ უნდა დაგავავიწყდეს ისიც, რომ საქართველოს მიერ საერთაშორისო აქტებსა და კონვენციებზე მიერთებით ნაკისრი ავქს გარკვეული ვალდებულებები, გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, უპირატესი იურიდიული ძალა აქვს შიდა სახელმწიფოებრივი ნორამტიული აქტების მიმართ.
1948 ადამინაის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია გარდა იმისა, რომ ყველა ადამიანს თანასწორად აცხადებს და ეწინააღმდეგება დისკრიმინაციას, მე-18 მუსხლით ადგენს, რომ ყველა ადამიანს აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს როგორც მის უფლებას შეიცვალოს თავისი რელიგია და მრწამსი, ასევე უფლებას, იყოს თავისი რელიგიის აღმსარებელი და თავისი მრწმასის მიმდევარი - ეს მას შეუძლია როგორც ერთპიროვნულად, ისე სხვებთან ერთად, ასევე აქვს მოძღვრების ღვთისმსახურებისა თუ რელიგიური და რიტუალური წესჩვეულებების საჯაროდ ან კერძო სახით შესრულების უფლება.
ამავე დეკლარაციის მე-9 მუხლი განმარტავს: ყოველ ადამიანს აქვს უფ;ება ჰქონდეს თავისუფალის მრწამსი და თავისუფლად გამოხატოს ის, ეს უფლება გულისხმობს იმას, რომ მას შეუძლია დაუბრკოლებლად უერთგულოს ამ მრწამსს და თავისუფლად ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი საშუალებებისა და სახელმწიფოს საზღვრებისაგან დამოუკიდებლად.
1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპის კონვენციის მე09 მუხლი ადგენს: ყოველ ადამიანს აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება. ეს უფლება გულისხმობს თავისუფლებას შეიცვალოს რელიგია ან რწმენა. აწარმოოს აღმსარებლობა, როგორც პირადად, ისე სხვებთან ერთად. კერძოდ ან საჯაროდ: თავისუფლებას კულტმსახურების, მოძღვრების და სხვადასხვა რელიგიური და რიტუალური წესების აღსრულებისა.
რელიგიის ან მოძრვებათა აღმსარებლობა შეიძლება შეზღუდულ იქნას მხოლოდ კანონით დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახელობის ჯანმრთელობის ან ზნეობრიობის ან სხვა პირთა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით.
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მე-18 მუსხლით ადგენს:
1. თითოეულ ადამიანს აქვს აზროვნების, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება, ეს უფლება შეიცავს თავისუფლებას ჰქონდეს და იღებდეს რელიგიასა თუ მრწამსს საკუთარი არჩევანით და თავისულფლებას აღიარებდეს თავის რელიგიასა და მრწამსს როგორც როგრც ერთპიროვნულად, ისე სხვებთან ერთად, საჯაროდ თუ კერძო წესით, ასრულებდეს კულტს, რელიგიურ და რიტუალურ წეს-ჩვეულებებსა და მოძღვრებას.
2. არავინ არ უნდა განიცდიდეს იძულებას, რომელიც ლახავს მის თავისუფლებას იქონიოს ან მიიღოს რელიგია თუ მრწამსი საკუთარი არჩევნით.
3.რელიგიისა თუ მრწამსის აღიარების თავისუფლებას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ის შეზღუდვები, რომლებიც დადგენილია კანონით და საჭიროა საზოგადოებრივი უშიშროების, წესირიგის, ჯანმრთელობისა და მორალის, ისევე როგორვ სხვა პირთა ძირითადი უფლებისა თავისუფლების დაცვისათვის.
4.ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ მშობელთა და სესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეთა თავისუფლებას უზრუნველყონ თვაიანთი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა საკუთარი მრწამსის შესაბამისად.
ევროპის სასამართლო პრაქტიკა
საქართველოს, როგორც დასავლეთზე ორიენტირებული სახელმწიფო შინაგანადაა მოვალე შექმნას სამართლებრივი სივრცე, რომელიც სრულ შესატყვისობაში თუ არა, წინააღმდეგობაში მაინც არ მოვა იმ საერთაშორისო სტრუქტურების ზოგადსაკანონმდებლო პრინციპებთან. რომელთა წიაღში ინტეგრაციასაც იგი თავისი საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად განიხილავს.
ეს უპირველეს ყოვლისა ეხება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს. ამიტომ, როცა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ კანონპროექტს განვიხილავთ უმნიშვნელოვანესია გავერკვეთ რა დამოკიდებულება არსებობს იმავე საკითხების მიმართ ევროპის უფლებათა სასამართლოში. კონკრეტულად, განვიხილავთ პროზელიტიზმის აკრძალვის ცდებს მისგან გამომდინარე შედეგებით.
ევროპის სახელმწიფოებიდან, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მოლდოვას, პროზელიტიზმი კანონით მხოლოდ საბერძნეთშია აკრძალული. ცხადია შესაბამისი დებულებები არსებობს საბერძნეთის კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში.
1975 წლის კონსტიტუციის მე-3 მუხლში პირდაპირ წესია, რომ „საბერძნეტში დომინანტი რელიგიაა ქრისტიანული აღმოსავლური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც აღიარებს მიოს წინამძღოლად ჩვენს მეუფეს იესო ქრისტეს, დოქტრინალურად გაერთიანებულია კონსტანტინეპოლის დიდ ეკლესიასთან და მისთან კავშირში მყოფ სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან და სხხვა ეკლესიის მსაგვსად, განუხრელად იცავს წიმდა აპოსტოლს, სინოდურ კანონებსა და წმინდა ტრადიციებს“.
ამავე კანონის მე-14 მუხლი გვეუბნება:
1. სინდისის თავისუფლება რელიგიურ საკითხებში ხელშეუხებელია. პირადო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა არ არის დამოკიდებული პიროვნების რელიგიურ რწმენაზე.
2. თავისუფალია ნებისმიერი ცნობილი რელიგიის აღმსარებლობა, პიროვნება თავისუფალია დაუბრკოლებლად მოახდინოს მისი რელიგიის აღმსარებლობა და ისარგებლოს კანონოს დაცვით. რელიგიური რიტუალების შესრულებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს საზოგადოებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ მორალს. პროზელიტიზმი აკრძალულია.
3. ყველა ცნობილი რელიგიის მღვდელმსახურები სახელმწიფოს მიერ ექვემდებარებიან ისეთივე ზედამხედველობას და აკისრიათ ისეთივე ვალდებულებები, რაც დომინანტი რელიგიის მღვდელმსახურებს.
4. არავინ შეიძლება გათავისუფლდეს მის მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან ან უარი განაცხადოს კანონის მოთხოვნათა შესრულებაზე მისი რელიგიური მრწამსის საფუძველზე.
5. დაუშვებელია პიროვნებისაგან ფიცის დადების მოთხოვნა, იმის გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით, რომელიც ასევე განსაზღვრავს მის „ფორმას“.
საბერძნეთის კანონში პროზელიტიზმის შესახებ მოცემულია პროზელიტიზმის განმარტება:პროზელიტიზმში იგულისხმება, პიროვნების რელიგიურ რწმენაში ჩარევის ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მცდელობა, რაც მიზნად ისახავს ამ რწმენის დაკნინებას ნებისმიერი სახის ცდუნებაის ან მორალური თუ მატერიალური დახმარების დაპირების მეშვეობით, ცრე საშუალებით ან შესაბამისი პირის გამოუცდელობის, ნდობის, საჭიროების, დაბალი ინტელექტისა და გულუბრყვილობის გამოყენებით.
საბერძნეთის კანონმდებლობაში არსებული პროზელიტიზმის აკრძავა იქცა პირველ რეალურ საქმედ, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებატა სასამართლომ განიხილა. საქმეში განმცხადებლად გვევლინებოდნენ ბ-ნი მინოს კოკინაკისი და მისი მეუღლე, ხოლო მოპასუხედ საბერძნეთის სახელმწიფო. კოკინაკისი მიიჩნევდა, რომ დაირღვა ევროპის კონვენციის მე-9 მუხლით გარანტირევული სინდისისა და რელიგიის თავისუფლება.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმის განხილვასა წინ უსწრებდა საბერძნეთში მიმდინარე პროცესები და სასამარტლოში საქმის წარმოება კოკინაკისის წინააღმდეგ, რომელიც სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ არაერთხელ იქნა ცნობილი დამნაშავედ პროზელიტიზმის გამპ. კოკინაკისის პროზელიტიზმში დადანაშაულების საფუძველი გახდა მის მიერ საკუთარი რელიგიის პროპაგანდა და ცდა დაერწმუნებინა მოქალაქე კირიაკი - შეეცვალა რელიგია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში არსებობს კანონი პროზელიტიზმის აკრძალვის შესახებ და ამ კანონს აქვს კანონიერი მიზანი, იგი არ არის აუციელებელი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რადგან აღმსარებლობლობის თავისუფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ უფლებით განახორციელოს იგი მარტო, განცალკევებულ ან თანამორწმუნეებთან ერთად, არამედ მოიცავს უფლებებსაც, დაარწმუნოს სხვები თავისი რწმნეის ჭეშმარიტებაში - სხვაგვარად უფლება იმისა შეიცვალოს ადამიანმა რელიგია ან რწმენა იძენს მხოლოდ ცარიელ სიტყვების მნიშვნელობას. პროზელიტიზმის განხორციელების ცდამ, მართლაც შეიძლება გამოიწვიოს სხვათა უფლებების შელახვა, მაგრამ მოცემულ საქმეში მტკიცება იმია, რომ რეალურად მიადგა ზიანი სხვა პირთა უფლებებს - არ ყოფილა. საბერძნეთის სასამართლო დაეყრდნო ქ-ნი კირიაკის ქმრის ჩვენებას, რომელიც შეშფოთებული იყო იმით, რომ თუ რა გაველნა შეიძლება მოეხდინა გამოუცდელ, გულუბრყვილო ადამიანებზე მსგავს ცდებს. როგორც ევროპის სასამართლომ მიიჩნია, მსგავსი შეხედულებები სულაც არაა საკმარისი საფუძველი საიმისოდ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას (ტვინის გამორეცხვას) ან ძალადობას, ერთი სიტყვით ქმედებებს, რომლებიც სასამართლოს მიაჩნია.
სასამართლომ დააკმაყოფილა კოკინაკისის განცხადება და აღნიშნა, რომ საბერძნეთმა დაარღვია კოკინკისის მე-9 მუხლით აღიარებული უფლება.
მაშინ როცა სასამართლოს შემადგენლობის უმრავლესობამ მიიჩნია, რომ მთლიანად კანონი, გასნხვავებით მისი კონკრეტული გამოყენებისაგან, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-9 მუხლს, მოსამართლე პეტიტმა სადაოდ ჩათვალა პროზელიტიზმის, როგორც დანაშაულის ცნება და წამოაყენა აზრი ამ სფეროში არასასურველი ქცევის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებული ყოფილიყო სამართალდარღვევათა სხვაგვარი შემადგენლობა. ბრალის ბუნდოვანება და პროზელიტიზმის ზუსტი განსაზღვრების არარსებობა ზრდის უნდობლობას, რომელსაც საბერძნეთის კანონი უდებს სათავეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ შესაძლებელია პროზელიტიზმის შესახებ საბერძნეთის კანინის განვრეტა, ფაქტია, რომ განსაზღვრების ბუნდოვანება ძლაზედ დიდი თავისუფალი ახსნა-განმარტების არეს უტოვებს სახელმწიფოს სისხლის სამართლის საქნციების გამოყენებისას.
ყოველ შემთხვევაში თუ პროზელიტიზმისათვის სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭება მისაღებია, ამან არ უნდა მიგვიყვანოს ისეთი კანონმდებლობის შენარჩუნებამდე, რომელიც ითვალისწინებს ბუნდოვან სისხლის სამართლის დანაშაულებს, როდესაც სასამართლოს სუბიექტურ შეფასებაზე არის დამოკიდებული იმის განსაზღვრა, არის თუ არა ბრალდებული დამნაშავე.
მოსამართლე პეტიტი ასევე აღნიშნავს, რომ პროზელიტიზმის განმარტების ისეთ ბუნდოვან კრიტერიუმებს, როგორიცაა „მისაღები“ ან „მიუღებელი“ და „უადგილო“ არ შეუძლია უზრუნველყოს სამართლებრივი გარკვეულობა.
მოსამართლის აზრით „რა თქმა უნდა პროზელიტიზმი არ შეიძლება განხორციელდეს იძულებით ან ისეთი სამართლებრივი საშუალებით, როდესაც სარგებლობენ მცირეწლოვანთა და სამოქალაქო სამართლის მიხედვით ქმედუუნაროთა მდგომარეობით, თუმცა ასეთი ლაფსუსი შეიძლება გამოსწორდეს ჩვეულებრივი სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობით.
მე-9 მუხლით გარანტირებული უფლებებით სარგებლობაზე შეიძლება მხოლოდ იმ შეზღუდვის დაწესება, რომელიც ნაკარნახევია სხვათა უფლებების დაცვის აუციკლებლობითა და როცა სახეზეა პირის იძულების ან მანიპულაციური საშუალებების გამოყენების მცდელობა. მიუღებელი საქციელის სხვა სახეები, როგორიცაა ფსიქოლოგიური დამუშავება (brainwashing) შრომის კანონმდებლობის დარღვევა, საზოგადოებრივი ჯამრთელობის საფრთხეში ჩაგდება და უზნეობისკენ მოწოდება, რომლებსაც ადგილი აქვთ ცალკეული ფესვდო-რელიგიური დაჯგუფებების პრაქტიკაში, დასჯადი უნდა იყოს პოზიტიური სამართლით, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.
განხილული მოსაზრებები ცხადყჰოფს, რომ რელიგიის პროპაგანდა ან მცდელობა მოხდეს სხვა პირთა გადაბირება რელიგიური სწავლებისა და ქადაგების გზით თავისთავად დასჯადი არ უნდა იყოს. თუ საქართველოს კანონმდებლობაში იარსებებს ნორმა არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის აკრძალვის შესახებ, კანონში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული რას ნიშნავს არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი და რა ქმედება ითვლება არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის გამოვლინებებად. ამავე დროს მნიშვნელოვანია გავითვალიწინოთ დანაშაულისა და მართლწინააღმდეგობის განმარტება. იმისათვის, რომ არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი ჩაითვალოს დანაშაულად, პირველ რიგში უნდა იყოს გათვალისიწინებული სისხლის სამართლის კოდექსით, ამავე დროს, უნდა დადასტურდეს, რომ ეს ქმედება ბრალეული და მართლსაწინააღმდეგოა, ანუ ეწინააღმდეგება სამართლის და კულტურის ნორმებს, არის ანტისახელმწიფოებრივი ან ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს და ზღუდავს სხვათა უფლებებს.
მნიშვნელოვანია განისაზღვროს ვინ არის არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის სუბიექტი, მხოლოდ რელიგიური ორგანიზაცია, მხოლოდ მოქალაქე თუ ორივე ერთად და რა პასუხიმსგებლობის ზომა იქნება გათვალისწინებული არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმისათვის.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს სისხლის სამართლის კოდექსში უკვე არსებული ნორმები:
იძულება - ესე იგი ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
მუქარა - სიცოცხლის მოსპობის ან ჯამრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის საფუძვლიანი შიში.
საინტერესოა ასევე ლარისის, მანდალარიდესის და სარანდისის საქმე საბერძნეთის წინააღმდეგ. ამ პიროვნებებს საბერძნეთის სასამართლოს შეეფარდათ სასჯელი პროზელიტიზმისათვის მათზე დაქვემდებარებული სამხედრო მოსამსახურეებისა და ასევე სამოქალაქო პირების მიმართ.
ევროპის სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა კოკინაკისის საქმეზე გადაწყვეტილებაში მითითებული ნორმებიტა და პრინციპებით, რომ პროზელიტიზმისთვის გასამართლება თუ სასჯელის დანიშნვა არის კონვენციის მე-9 მუხლის საწინააღმდეგო, თუმცა პროზელიტიზმი კანონით არის განსაზღვრული და ემსახურება კანინიერ მიზანს, კერძოდ, სხვა პირთა უფლებატა და თავისუფლებათა დაცვას. სასამრთლო ხაზს უსვამს რომ რელიგიური თავისუფლება პირველ რიგში პირადი ინდისის საქმეა და გულისხმობს ასევე რელიგიის აღმსარებლობსი თავისუფლებას, რაშიც შედის მცდელობა დაარწმუნო სხვა პირი რელიგიური სწავლებისა და ქადაგების გზით. კონვენციის მე-9 მუხლი არ იცავს პროზელიტიზმის დაუშვებელ გამოვლინებებს, როგორიცაა მატერიალური და სოციალური გამორჩენის დაპირება და დაუშვებელი ზეწოლა ეკლესიაში ახალი წევრების მიყვანის მიზნით.
ვინაიდან სამხედრო და სამოქალაქო პირებთან დამოკიდებულებაში პროზელიტიზმის მცდელობებში სხვადსხვა ფაქტორები მოქმედებს, სასამართლომ ისინი ცალ-ცალკე განიხილა და მიიჩნია, რომ თუმცა კონვენცია სამოქალაქო და სამხედრო პირებზე ერთნაირად მოქმედებს, სამხედრო ცხოვრებას განსხვავებული ხასიათი აქვს და იერარქიული სტრუქტურები, რომელიც განსაკუთრებულია შეიარაღებულ ძალებში ამ საკითხს სხვაგვარ ელფერს ანიჭებს, ამიტომ რაც სამოქალაქო პირთათვის აზრების უწყინარი გაცვლა-გამოცვლაა, სამხედრო სამსახურში ეს შეიძლება დაუშვებელ ზეწოლად ჩიათვალოს., ძალაუფლების ან თანამდებობის ბოროტად გამოყენებით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ კატეგორიაში არ ხვდება ყველანაირი დისკუსია რელიგიურ და სხვა დელიკატურ საკითხებზე.
სასამართლომ ჩათვალა, რომ საბერძნეთის ხელისუფლება უფლებამოსილი იყო მიეღო შესაბამისი ზომები სამხედრო მოსამსახურეებზე დაუშვებელი ზეწოლის აღსაკვეთად.
ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია გატვალისიწნებულ იქნას ევროპის სასამართლოს პრაქტიკა მეტადრე მაშინ, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტებში ვხვდებით არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის აკრძალვას. ზემოდხსენებულ კანონპროექტში წარმოდგენილი განმარტების თანახმად არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი გულისხმობს: რომელიმე რელიგიური ორგანიზაციისადმი ანდა კონფესიისადმი ახალი წევრების მიზიდვის მიზნით მატერიალური ანდა სოციალური შეღავათების შეთავაზებას ან იგივე მიზნით პირზე ფსიქოლოგიურ-იდეოლოგიური ხასიათის ზეწოლის განხროციელებას მისი მხრიდან აშკარად გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე.
ვფიქრობთ, პროზელიტიზმის ფაქტებთან დაკავშირებული კონკრეტული სასამართლო განხილვები ქვემოთ წარმოდგენილი დანართების სახით, მეტ სიცხადეს შეიტანს ქართულ კანონმდებლობაში აღნიშნული მუხლის არსებობის მიზანშეწონილობისა და შესაბამისი განმარტების სიზუსტის საკითხებში.
![]() |
5 დანართი 1.კოკინაკისი საბერძნეთის წინააღმდეგ 1993 წლის 19 აპრილი (შემოკლებით) |
▲ზევით დაბრუნება |
საქმის ფაქტები,
I.საქმის გარემოებები
6. ბ-ნი მინოს კოკინაკისი, ააბერძნეთის მოქალაქეობის მქონე, ყოფილი ბიზნესმენი, დაიბადა მართლმადიდებელ ოჯახში 1919 წელს ქ.სიტიაში (კრეტა). მას შემდეგ, რაც 1936 წელს გახდა იეღოვას მოწმე, დაახლოებით, სამოცჯერ დააპატიმრეს პროზელიტიზმისათვის. იგი რამდენჯერმე იქნა ინტერნირებული და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლოებმა განმხცადებელს საპყრობილეში პატიმრობა მიუსაჯეს ა) პროზელიტიზმისთვის, ბ) რელიგიურ ეთიკური მოტივებიტ სამხედრო სამსახურზე უარის თქმისთვის და გ) კერძო პირის სახლში რელიგიური შეკრების ჩატარებისთვის.
1960 წლიდან 1970 წლამდე შეუალედში გამცხადებელი დაპატიმრებული იყო ოთხჯერ; მის წინააღმდეგ აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმეები. თუმცა, სასამარათლოების მიერ ცნობილი არ ყოფილა დამნაშავედ.
7. 1986 წლის 2 მარტს გამცხადებელი და მისი მეუღლე მივიდნენ ქ-ნი კირიაკისის სახლში, ქ.სიტიაში და გამართეს მასთან დისკუსია. ქ-ნ კირიაკის მეუღლემ, რომელიც ადგილობრივ მართლმადიდებულურ ეკლესიაში კანტორად (მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელად) მსახურობდა, აცნობა პოლიციას, რომელმაც დააპატიმრა ბ-ნი და ქ-ნი კოკინაკისები და მიიყვანა ისინი პოლიციის ადგილობრიოვ განყოფილებაში, სადაც მათ გაატარეს 1986 წლის 2-3 მარტის ღამე.
ა. სამართალწარმოება ლასითის სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე
8. გამცხადებლისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ დაწყებულ იქნა სისხლის სამართლებრივი დევნა 31363/19 38 კანინის მე-4 ნაწილის მიხედვით, რომელიც პროზელიტიზმს ანიჭებს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციას (იხ. მე-16 პუნქტი ქვემოთ) და მოხდა მათი გასამართლება ლასითოს სისხლის სამართლის სასამართლოში, რომელმა საქმე განიხილა 1986 წლის 20 მარტს.
9. მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის სასამარლომ არგაიზიარა განმცხადებლის მიერ გამოთქმული მოსაზრება შესაბამისი კანონის მე-4 ნაწილის არაკონსტიტუციურობის შესახებ, მან მოისმინა ქ-ნი და ბ-ნი კირიაკების, დაცვის მოწმისა და ორივე ბრალდებულის ჩვენება და იმავე დღეს მიიღო გადაწყვეტილება.
სამართლომ დამნაშავედ სცნო ბ-ნი და ქ-ნი კოკინაკისები პროზელიტიზმისვის და თითოეულ მათგანს მიუსაჯა ოთხი თვით პატიმრობა, რომელიც (სისხლის სამართლის 82-ე მუხლის თანახმად) შეიძლებოდა შეცვლილიყო ფულადი ჯარიმით. პატიმრობიდ თითოეული დღისთვის 400 დრაჰმის ოდენობითმ და ასევე მიუსაჯა 10 000 დრაჰმის ოდენობის ჯარიმის გადახდა. სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვი სასამრთლომ ასევე გადაწყვიტა იმ ოთხი ბროშურის კონფისკაცია და განადგურება, რომელთა ქ-ნი კირიაკისისათვის მიყიდვის იმედიც ჰქონდათ გამცხადებლებს.
ბ. სამართალწარმოება კრეტის სააპელაციო სასამართლოს წინაშე
10. ქ-ნმა და ბ-ნმა კოკინაკისებმა გადაწყვეტილების წინააღმდეგ აპელაცია შეიტანეს კრეტის სააპელაციო სამართლოში (ფეტიო). სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ქ-ნი კოკინაკისის მსჯავრდება და ზალაში დატოვა მისი მეუღლის მიმართ გამიტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა პატიმრობის ვადა შეამცირა სამ თვემდე და შეცვალა იგი ფულადი ჯარიმით 400 დრაჰმის ოდენობით თითოეულ განაჩენში თავისი გადაწყვეტილების შემდეგი დასაბუთება წარმოადგინა:
„დამტკიცებულ იქნა, რომ იეღოვას მოწმეთა იმ სექტის რწმენის გავრცელების მიზნით, რომელსაც მსჯავრდებული მიეკუთვნება, იგი პირდაპირ თუ არაპირდაპირ ცდილობდა ჩარეულიყო განსხვავებული რელიგიური რწმენის, კერძოდ, მართლმადიდებელი ქრისტიანული რწმენის მქონე სხვა პიროვნების მრწამსში იმჯ განზარახვით, რომ შეეცვალა ეს რწმენა, სარგებლობდა რა მისი გამოუცდელობით, დაბალი ინტელექტითა და გულუბრყვილობით. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ხსენებულ დროსა და ადგილას იგი ეწვია ქ-ნ გეორგია კირიაკისის და მას შემდეგ, რაც უთხრდა, რომ მისთვის ჰქონდა კარგი ამბავი, დაარწმუნა იფი, შეეშვა სახლში, სადაც მან მან გადაბირეა დაიწყო საუბრით პოლიტიკოს უოლფ პალმეზე და თავისი პაციფისტური შეხედულებების გამოხატვით. ამი შემდეგ მან ამოიღო პატარა ბროშურა, რომელივ შეიცავდა ზემოდხსენებული სექტის მიმდევართა რწმენის პროპაგანდას და დაიწყო ბიბლიიდან დანწყვეტების კითხვა, რომლის ანალიზსაც იგი ზალზე მოხერხებულად აკეთებდა ისეთი გზით, რომ ქრისტიანი ქალისათვის, რომელამც საკმაირისი ცოდნა არ გააჩნდა, დოქტრინაში, შეუძლებელი იყო შეპასუხებოდა სექტის წარმომადგენელს. ამავე დროს, იგი მას სთავაზობდა სხვადასხვა ლიტერატურას და ცალსახად, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ცდილობდა, რომ დაეკნინებინა მისი რელიგიური მრწამსი. შესაბამისად, იგი ცნობილი უნდა ყოფილიყო დამნაშავედ ზემოდხსენებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, თუმცა უნდა გამართლდეს მისი მეუღლე ელიზავეტა, რადგან არ არსებობს დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ იგი მონაწილეობდა მისი მეუღლის მიერ ჩადენილ დანაშაულში; იგი მას, უბრალოდ, თან ახლდა“.
გ. სამართაწარმოება საკასაციო სასამართლოს წინაშე
11. ბ-ნმა კოკინაკისმა შეიტანა აპელაცია საკასაციო სასამართლოში კანონთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე. იგი ინტერ ალია, ამტკიცებდა, რომ 31363/1938 კანონის დებულებები ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მე-13 მუხლს (იხ. მე-13 პუნქტი ქვემოთ)
12. საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი კანონის არაკონსტიტუციურობის თაობაზე 1988 წლის 22 აპრილს.
II. შესაბამისი შიდა სამართალი და პრაქტიკა
ა. საკანონმდებლო დებულებები კონსტიტუცია
13. 1975 წლის კონსტიტუციის შესაბამის მუხლებს აქვს შემდეგი რედაქცია:
მუხლი 3
1) საბერძნეთში დომინანტი რელიგიაა ქრისტიანული აღმოსავლური მართლმადიდებლუტი ეკლესია...
2) დაუშვებელია წმინდა ბიბლიის ტექსტის შეცვლა. არ შეიძლება გაკეთდეს მისი ოფიციალური თარგმანი სხვა რომელიმე ენაზე საბერძნეთის ავტოკეფალური ეკლესიისა და კონსტანტინეპოლის დიდი ეკლესიის წინასწარი თამხმობის გარეშე.
მუხლი 13
1) სინდისის თავისუფლება რელიგიურ საკითხებში ხელშეუვალია. პირადი და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა არ არის დამოკიდებული პიროვნების რელიგიურ რმწენაზე.
2) თავისუფალია ნებისმიერი ცნობილი რელიგიის აღმსარებლობა; პიროვნება თავისუფალია დაუბრკოლებლად მოახდინოს მისი რელიგიის აღმსარებლობა და ისარგებლოს კანონის დაცვით. რელიგიური რიტუალების შესრულებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს საზოგადოებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ მორალს. პროზელიტიზმი აკრძალულია.
3) ყველა ცნობილი რელიგიის მღვდელთმსახურები სახელმწიფოს მიერ ექვემდებარებიან ისეთსავე ზედამხედველობას და აკისრიათ ისეთივე ვალდებულებები, რაც დომინანტი რელიგიის მღვდელმსახურებს.
4) არავინ შეიძლება გათავისუფლდეს მის მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან ან უარი განაცხადოს კანონის მოთხოვნათა შესრულებაზე მისი რელიგიური მრწამსის საფუძველზე.
5) დაუშვებელია პიროვნებისაგან ფიცის დადების მოთხოვნა, იმათ გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით, რომელიც ასევე განსაზღვრავს მის ფორმას“.
კანონები 3 1363/ 1938 და 1672/1939
16. მეტაქსის დიქტატორობის დროს (1936-1940) პროზელიტიზმი პირველად იქნა გამოცხადებული სისხლის სამართლის დანაშაულად 3 1363/1938 კანონის მე-4 ნაწილის მიერ (ანაგასტიკოს ნომოს). ერთი თვის შემდეგ ეს ნაწილი შესწორდა 1672/1939 კანონის მეორე ნაწილით, რომლითაც განიმარტა ტერმინ პროზელიტიზმის მნიშვნელობა:
1) ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც განახორციელებს პროზელიტიზმს, შეიძლება შეეფარდოს ტუსაღობა და ფულადის ჯარიმა 1000 დრაჰმიდან 50 000 დრაჰმამდე; ამასთან იგი ექვემდებარება პოლიციის ზედამხედველობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით, რაც განისაზღვრება სასამართლოს მიერ პიროვნების დამნაშავედ ცნობის შემდეგ.
ტუსაღობის ვადა არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი ჯარიმით.
2) „პროზელიტიზმში“, კერძოდ, იგულისხმება პიროვნების რელიგიურ რწმენაში ჩარევის ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მცდელობა, რაც მიზნად ისახავს ამ რწმენის დაკნინებას ნებისმიერი სახის ცდუნების ან მორალური თუ მატერიალური დახმარების დაპირების მეშვეობით, ცრუ საშუალებებით ან შესაბამისი პირის გამოუცდელობის, ნდობის საჭიროების, დაბალი ინტელექტის ან გულუბრყვილობის გამოყენებით.
3) ამ დანაშაულის ჩადენა სკოლაში, სხვა საგანმანათლებლო ან ფილანტროპულ დაწესებულებაში, წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას“.
ბ. პრეცედენტები (Case Law)
17. უზენაესმა ადმინსიტრაციულმა სასამართლომ (Symvoulio tis Epikratias) თავის 3 2276/1953 გადაწყვეტილებაში პროზელიტიზმს მისცა შემდეგი განმარტება.
„კონსტიტუციის 1-ლი მუხლი, რომელიც ამვიდრებს ნებისმიერი რელიგიის აღმსარებლობის და რელიგიური რიტუალების დაუბრკოლებლად შესრულების თვისუფლებას და კრძალავს პროზელიტიზმსა და ნებისმიერ სხვა ქმედებას, მიმარტულს დომინანტი რელიგიის, ტ.ე. აღმოსავლური ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, გულისხმობს, რომ წმინდა სასულიერო სწავლება არ წარმოადგენს პროზელიტიზმს, თუნდაც იგი ამტკიცებდეს სხვა რელიგიათა შეცდომებს და მათ ართმევდესმრევლს, რომლებიც საკუთარი ნებით იტყვიან უარს თავის წინა რელიგიაზე. ეს იმის გამოა, რომ სასულიერო სწავლება თავისი ბუნებით შეიძლება განხორციელდეს, ნებისმიერი განზრახი, ჯიუტი მცდელობა იმისა, რომ დომინანტ რელიგიას წაერთვას თავისი მრევლი ისეთი საშუალებებით, რომლებიოც უკანონო ან ზნეობრივად საძრახისია, წარმოადგენს კონსტიტუციის ზემოდხსენებული დებულებით აკრძალულ პროზელიტიზმს“
18. საბერძნეთის სასამართლოებმა ის პირები ცნეს დამნაშავედ პროზელიტიზმისათვის, რომლებმაც გააიგივეს წმინდანები „ეკლესიების კედლების შემამკობელ ფიგურებტან“, წმინდა გერასიმე „ბამბით გატენილ სხეულთან“ და ეკლესია „თეატრთან, ბაზარსა და კინოსთან“; რომლებიც ქადაგებას აწარმოებდნენ ნხატის ფონზე, რომელზეც გამოსახული იყო ძონძებში ჩაცმული ხალხი და ამბობდნე, რომ „ასეთები არიან ყველა ისინი, რომლებიც არ მიიღებენ ჩემს რწმენას“ (საკასაციო სასამართლო, გადაწყვეტილება 3 271/1932, Themis XVII, გვ. 19); რომლებიც მართლმადიდებელ ლტოლვილებს ჰპირდებოდნენ საცხოვრებელ ადგილს სახარბიელო პირობებში, თუკი ისინი მიიღებდნენ უნიათის რწმენას (ეგეანის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება 22950/1930 Themis B, გვ. 103); რომლებიც სთავაზობდნენ სტიპენდიას საზღვარგარეთ სწავლებისათვის საკასაციო სასამართლო, გადაწყვეტილება 3 2276/1953); უგზავნიდნენ მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს ბროშურებს რეკომენდაციით, შეესწავლათ ისინი და გამოეყენებინათ მათი შინაარსი (საკასაციო სასამართლო, გადაწყვეტილება 3201/1961, Criminal Annals XI, გვ. 472) და ჰპირდებოდნენ ახალგაზრდა მკერავ ქალს მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუკი იგი დატოვებდა მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელთა მღვდელმსახურება, მათი თქმით, იყვნენ „საზოგადოების ექსპლუატატორები“ (საკასაციო სასამართლო, გადაწყვეტილება 3 498/1961, Criminal Annals XII, გვ. 212).
20. უკანასკნელ ხანს სასამართლოებმა იეღოვას მოწმეები დამნაშავედ ცნეს სექტის დოქტრინის „გამაბეზრებელი“ ქადაგებისა და „მსოფლიო უბედურების წყაროდ“ მართლმადიდებლური ეკლესიის დადანაშაულებისათვის (სალონიკის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება 3 2567/1988); მოტყუებით სხვა პიროვნებების სახლებში შესვლისათვის, მოაჩვენეს რა თავი ქრისტიანებად, რომლებსაც სურდათ ახალი აღთქმის ქადაგება (ფლორინის პირველი ინსტანციის სასამართლომ, გადაწყვეტილება 3128/1989); და მართლმადიდებელი მღვდლისთვის წიგნების გადაცემის მცდელობისათვის მას შემდეგ, რაც გააჩერეს მისი მანქანა მგზავრობისას (ლასითის პირველი ინსტანციის სასამართლო, გადაწყვეტილება 3357/1190);
3 1304/1982 გადაწყვეტილებით (Criminal Annals XXXII, გვ. 502), მეორე მხრივ, საკასაციო სასამართლომ გააუქმა ათენის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (35434/1981) უსაფუძვლობის გამო, რადგან იეღოვას მოწმის დამნაშავედ ცნობისას სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ საბრალდებლო დასკვნაში მოცემული სიტყვების ციტირება გააკეთა და ამდენად, არ განუმარტავს, როგორ წარმოადგენდა იეღოვას მოწმეთა სექტის დოქტრინის გამაბეზრებელი სწავლება“ ან „სექტის ბროშურათა მინიმალურ ფასად გავრცელება“ პირთა რწმენაში ჩარევას. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, თუ როგორ ისარგებლა მოპასუხემ მოსარჩელეთა „გამოუცდელობით“ და „დაბალი ინტელექტით“. საკასაციო სასამართლომ დაუბრუნა საქმე სააპელაციო სასამართლოს კოლეგიას, რომელიც შეიქმნა სხვა შემადგენლობით და რომელმაც, საბოლოოდ, გაამართლა მოპასუხე.
III.იეღოვას მოწმეები საბერძნეთში
22. საბერძნეთში იეღოვას მოწმეთა მოძრაობა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. სექტის წევრთა რაოდენობა დღეისათვის 25 ათასიდან 70 ათასამდეა. წევრები მიეკუთვნებიან 338 სამრევლოს, რომელთაგან პირველი შეიქმნა 1922 წელს ათენში.
23. 1975 წელს კონსტიტუციის შესწორების შემდეგ უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ რამდენიმე შემთხვევაში დადგინა, რომ იეღოვას მოწმეთა სექტა ექცევა „ცნობილი რელიგიის“ დეფინიციაში... თუმცა ზოგიერთი პირველი ინსტანციის სასამართლო აგრძელებდა საპირისპირო გადაწყვეტილების მიღებას... 1986 წელს უზენაესმა ადმინსტრაციულმა სასამართლომ (33533/1986 გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც იეღოვას მოწმეს მისი რელიგიური მრწამსის საფუძველზე უარი ეთქვა ლიტერატურის მასწავებლად დანიშნვაზე, ეწინააღმდეგებოდაა რელიგიურ საკითხებში სინდისის თავისუფლებას და აქედან გამომდინარე, საბერძნეთის კონსტიტუციას.
24. განმცხადებლის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 4400 იეღოვას მოწმე დაპატიმრებულ იქნა 1975 წლიდან (როდესაც აღდგენილ იქნა დემოკრატია) 1992 წლამდე, ამათგან 1233 გაასამართლეს, ხოლო 208 დამნაშავედ ცნეს 3117/1936 კანონის მიხედვით კომუნიზმისა და მისი შედეგებისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და 31075/1938 კანონის მიხედვით - სოციალური წესრიგის დარღვევისათვის.
მთავრობის წარმომადგენლებმა არ უარყვეს განმცხადებლის მიერ მოყვანილი ციფრები. თუმცა აღნიშნეს, რომ შესამჩნევი გახდა იეღოვას მოწმეთა დამნაშავედ ცნობის სიხშირის შემცირება, რამეთუ 1991 და 1992 წლებში 260 დაპატიმრებული პირიდან დამნაშავედ მხოლოდ 7 იქნა ცნობილი.
საქმის სამართლებრივი ანალიზი
27. ბ-ნი კოკინაკისი დავობდა მას დამნაშავედ ცნობაზე პროზელიტიზმისათვის; იგი მიიჩნევდა, რომ მისი დამნაშავედ ცნობა ეწინააღმდეგება კონვენციის მე-7, მე-9 და მე-10 მუხლებს, ასევე, მე-14 მუხლს მე-9 მუხლთან კავშირში.
I.მე-9 მუხლის დარღვევის საკითხი
28. განმცხადებელი, ძირითადად, დავობს მისი რელიგიის თავისუფლების სარგებლობის შეზღუდვაზე. შესაბამისად სასამართლო ანალიზს იწყებს მე-9 მუხლთან დაკავშირებული საკითხების განხილვით, რომელიც ადგენს:
1) ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს რელიგიისა და რწმენის შეცვლის თავისუფლებას, პიროვნების თავისუფლებას, მარტო თუ სხვებთან კავშირში და საჯაროდ თუ კერძოდ, გამოამჟღავნოს მისი რელიგია ან რწმენა ღვთისამსახურებით, სწავლებით, აღმსარებლობითა და რიტუალების შესრულებით.
2) ადამიანის რელიგიისა და რწმენის გამჟღავნების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც განსაზღვრულია კანონით სდა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
29. განმცხადებელი დავობს არა მხოლოდ იმაზე, რომ მის წინააღმდეგ არასწორად გამოიყენეს 31363/1938 კანონი, მისი განაცხადი კონცენტრირდეაბ ბევრად უფრო საკითხზე - შესაბამისობაშია თუ არა კანონი კონვენციის მე-9 მუხლით უზრუნველყოფილ იმ უფლებასთან, რომელიც, მისი მტკიცებით, არის რა საბერძნეთის სამართლის ნაწილი 1953 წლიდან, კონსტიტუციის თანახმად უპირატესი ძალით სარგებლობს მასთან შეუსაბამო კანონზე. განმცხადებელი აღნიშნავს იმ ლოგიკურ და სამართლებრივ სიძნელეებს, რომლებიც დაკავშირებულია თუნდაც შედარებით ნათელი გამყოფი ხაზის გავლებასთან პროზელიტიზმსა და პირის მიერ საკუთარი რელიგიის ან რწმენის შეცვლას,... რელიგიური რწმენის გამჟღავნებას შორის, რაც მოიცავს სწავლების, საგამომცემლო საქმიანობისა და ქადაგების ყველა შესაძალო ფორმას.
ა. ზოგადი პრინციპები
31. მე-9 მუხლით უზრუნველყოფილი აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება წარმოადგენს ამავე კონვენციით ნაგულისხმევი „დემოკრატიული საზოგადოების“ საფუძველს. ეს უფლება თავის რელიგიურ განზომილებაში წარმოადგენს მორმწუნეთა ცნობიერებისა და მათი ცხოვრების წესის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ყველაზე სასიცოცხლო ელემენტს, ამასთანავე იგი არის ფასეულობა ათეისტების, აგნოსტიკების, სკეპტიკოსებისა და იმ პირებისათვის, რომლებიც იდენტიფიცირებულად ეკიდებიან ამ საკითხებს. დემოკრატიული საზოგადოებისაგან განუყოფილი პლურალიზმი, რომლის მოპოვებაც შესაძლებელი იქნა საუკუნეების მანძილზე ბრძოლის შედეგად, დამოკიდებულია ამ უფლებაზე.
მაშინ როდესაც რელიგიური თავისუფლება წარმოადგენს პიროვნების სინდისის საკითხს, იგი ასევე მოიცავს „რელიგიის გამომჟღავნების თავისუფლებასაც“ ვინაიდან მორწმუნე საუბრისას თუ ქმედებისას გამსჭვალულია რელიგიური მრწამსით.
33. მე-9 მუხლის უზრუნველყოფილი უფლებების ფუნდამენტური ბუნება ასევე ჰპოვებს ასახვას იმ პუნქტის დებულებებში, რომელიც ასევე აწესებს ძეღუდვებს მათით სარგებლობაზე. მე-8, მე-10 და ,ე-11 მუხლების მე-2 პუნქტებისაგან განსხვავებით, რომლებიც ეხება შესაბამისი მუხლების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებებს, მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ეხება მხოლოდ „პირის რწმენის გამომჟღავნების თავისუფლებას“. ამგვარად, ეს დებულება აღიარებს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელშიც თანაარსებობს სხვადასხვა რელიგია ერთსა და იმავე მოსახლეობაში, შეიძლება აუცილებელი იყოს შეზღუდვების დაწესება ამ თავისუფლებაზე, იმ მიზნით, რომ მოხდეს სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების ურთიერთშეთანხმება და უზრუნველყოფილი იქნეს ყველა პირის რწმენის პატივისცემა.
ბ. პრინციპების გამოყენება
36. ლასითის სისხლის სამართის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც შემდგომში შემცირდა კრეტის სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოადგენს ჩარევას ბ-ნი კოკინაკისის მიერ „მისი რელიგიის გამომჟღავნების თავისუფლებით“ სარგებლობაში. ამგავრი ჩრევა ეწინააღმდეგება მე-9 მუხლის მ-2 პუნქტში ჩამოთვლილი ერთ-ერთი კანონიერი მიზნის შესასრულებლად და „აუციელებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მიზნების მიღწევისათვის.
„გათვალისწინებული კანონით“
37. განმცხადებელა განაცხადა, რომ მისი სარჩეის ის ნაწილი, რომელიც ეხება მე-7 მუხლს, ასევე გამოიყენებოდს ფრაზის - „გათვალისიწნებული კანონით“ - მიმართ. სასამართლო შესაბამისად განმცხადებლის საჩივარს განიხილავს ამ კუთხით.
38. ბ-ნი კოკინაკისი ასაჩივრებდა 31363/1938 კანინის მე-4 ნაწილის მთლიან რედაქციას. იგი აკრიტიკებდა პროზელიტიზმს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის „ობიექტური არსის“ აღწერის არსებიბას შესაბამის კანონში. იგი ფიქრობდა, რომ ეს განზრახ არის გაკეთებული იმ მიზნით, რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერი სახის რელიგიური საუბრის ან კომუნიკაციის მოქცევა ამ დებულების მოქმედების ქვეშ...
39. მთავრობა, მეორე მხრივ, ამტკიცებს, რომ მე-4 ნაწილი ზუსტად და კონკრეტულად განსაზღვრავს პროზელიტიზმის ცნებას, ჩამოთვლის რა მის შემადგენელ ელემენტებს..
დასასრულ, დანაშაულის ობიექტური არსი მოცემულია კანონში და იგი განსაზღვრუია, როგორც პიროვნების მცდელობა მიუღებელი საშუალებებით შეცვალოს სხვა პირთა რწმენა.
40. სასამართლომ წინა საქმეებში უკვე აღნიშნა, რომ მრავალი კანონის რედაქცია არ არის აბსოლუტურად ზუსტი... საბერძნეთის სისხლის სამართლის დებულებები პროზელიტიზმის შესახებ ამ კატეგორიაში ექცევა. ამ საკანონმდებლო აქტების ახსნა-განმარტება და გამოყენება დამოკიდებულია სასამართლოთა პრაქტიკაზე.
ამ შემთხვევაში არსებობს შესაბამისი ეროვნული პრეცედენტული სამართალი (იხ. 17-20 პუნქტები ზემოთ). ეს პრეცედენტები, რომლებიც გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომაი, ავსებს მე-4 ნაწილს და მათი გამოყენებით ბ-ნ კოკინაკისს შეეძლო, თავისი ქცევის რეგულირება შესაბამის საკითხზე.
რაც შეეხება 31363/1938 კანიონის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას, სასამართლო იმეორებს, რომ პირველ რიგში ხელისუფლების ეროვნული ორგანოებისა და კერძოდ, სასამართლოების გადასაწყვეტია შიდა სამართლის გამოყენება. მათთვის ახსნა-განმარტების მიცემა... ხოლო საბერძნეთის სასამართლოებმა, რომლებმაც განიხილეს საკითხი, დაადგინეს, რომ სახეზე არ არის ამ კანინის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. 21 -ე პუნქტი ზემოთ.)
41. ამდენად, სადავო ზონა „გათვალისწინებულია კანონით“ კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის აზრის შესაბამისად.
„კანონიერი მიზანი“
42. მთავრობა ამტკიცებს, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირის მიერ პირადი თავისუფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა. კერძოდ. თუკი აუცილებელი არ იქნება პირის რელიგიური რწმენისა და ღირსების დაცვა მათზე ამორალური და მოტყუებითი საშუალებები ზეგავლენის მოხდენისაგან. მე-9 მუხლი პტაქტიკულად გამოუსადეგარი გახდება.
43. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების მიხედვით, რელიგია წარმოადგენს ადამიანის მუდმივად განახლებად აზრსს“ და ამდენად, შეუძლებელია მისი გააზრება, როგორც სუბსტანციისა, რომელიც გამოირიცხება საზოგადოებრივი დებატებიდან. პირადი უფლებების გაწონასწორების საჭიროება აუცილებლად მოითხოვს იმის აღიარებას, რომ პიროვნების აზრის თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ მინიმალურ შეზღუდვებს. სხვაგვარად, სახეზე გვექნება „მუნჯი ცხოველების უცნაური საზოგადოება, რომლებიც იფიქრებენ, მაგრამ არ გამოხატავენ თავიანთ ფიქრებს, რომლებიც ილაპარაკებენ, მაგრამ არ დაამყარებენ ურთიერთობებს და რომლებიც იარსებებენ, მაგრამ ... ეს არ იქნება სხვებთან თანაარსებობა“.
44. საქმის გარემოებებისა და სასამართლოთა შესაბამისი გადაწყვეტილებებით წარმოდგენილი პრაქტიკული დასაბუთების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ზომა ემსახურება მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით ნაგულისხმევ კანიონიერი მიზნის შესრულებას, კერძოდ კი, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, რასაც ეყრდნობა კიდეც მთავრობა.
„აუცილებელი დემოკრატიულ სახელმწიფოში“
45. ბ-ნ კოკინაკისს აუცილებლად არ მიაჩნია დემოკარტიულ საზოგადოებაში აკრძალვის დაწესება მოქალაქის უფლებაზე, ისაუბროს და განიხილოს რელიგიური საკითხები თანამოქალაქესთან. მას უკვირს, როგორ შეიძლება ყველა ქრისტიანისათვის საერთო ქმინდა წიგნზე (ბიბლიაზე) დაფუძნებულმა საუბარმა დაარღვიოს სხვათა უფლებები. ქ-ნი კირიაკაკი არის გამოცდილი, ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პიროვენბა. შეუძლებელი იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გარეშე იეღოვას მოწმის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა კატეგორიის მეუღლესთან საუბრის გამო. უფრო მეტიც, კრეტის სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ, მის წინაშე დაყენებული ფაქტები კონკრეტული და აბსოლუტურად ნათელი იყო, ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ სახეზე იყო განმცხადებლის მხრიდან პირდაპირი თუ არაპირდაპირი მცდელობა, ჩარეულიყო სხვა პირის რელიგიურ რწმენაში; მისი გადაწყვეტილების დასაბუთება მიუთითებს, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი „არა იმისათვის, რაც მან ჩაიდინა, არამედ იმისათვის, ვინც იგი იყო“.
კომისიამ არსებითად გაიზიარა ეს არგუმენტი.
46. ხელისუფლება ამის საპირისპიროდ ამტკიცებდა, რომ საბერძნეთის სასამართლოებმა თავიანი გადაწყვეტილება დააფუძნეს მხოლოდ ფაქტებზე, რომლებიც წარმოადგენდა კანონით გათვალისწინებულ დანაშაულს - პროზელიტიზმს: ბ-ნი კოკინაკისის ჯიუტი მოთხოვნა ქ-ნი კირიაკასის სახლში შესვლაზე ცრუ საბაბის გამოყენებით; გზა, რომლითაც იგი ცდილობდა მასთან დაახლოებას, რათს მოეპოვებინა მისი ნდობა; და ბიბლიის მისი „გაწაფული“ ანალიზი, გათვლილი იმაზე, რომ „შეცდომაში შეეყვანა“ პირი, რომელსაც არ გააჩნდა „დოქტრინის საკმარისი ცოდან“. მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თუ სახელმწიფო ინდეფერენტული დარჩებოდა რელიგიურ რწმენაზე შეტევების მიმართ, ეს გამოიწვევდა სერიოზულ არეულობებს, არც ზიანს მიაყენებდა საზოგადოებრივ წესრიგს.
47. სასამართლო მუდმივად ამტკიცებდა, რომ ხელშემკვრელ მხარეებს უნდა გააჩნდეთ გარკვეული თავისუფალი მოქმედების არე უფლებებით სარგებლობაში ჩარევის აუცილებლობისა და ზომის შეფასებისას, თუმცა ეს არე ექვემდებარება ევროპულ ზედამხედველობას, რომელიც მოიცავს როგორც კანონმდებლობას, ასევე იმ გადაწყვეტილებებს (დამოუკიდებელი სასამართლოებია მიერ მიღეული გადაწყვეტილებების ჩათვლით), რომლებითაც ხდება შესაბამისი კანონმდებლობის გამოყენება. ევროპული სასამართლოს ამოცანაა განსაზღვროს, გამართლებულია თუ არა ეროვნულ დონეზე მიღებული ზომები და არიან თუ არა ისინი მისაღწევი კანონიერი მიზნის თანაზომიერი.
იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს ბოლო საკითხზე, სასამართლომ უნდა გააწონასწოროს სხვათა უფლებებისა ფა თავისუფლებების დაცვის აუცილებლობა იმ ქცევასთან, რომლისთვისაც იქნა განმცხადებელი მსჯავრდებული. თავისი საზედამხედველო იურისდიქციის განხორციელებისას სასამართლო ვალდებულია განიხილოს სადავო სასამართლო გადაწყვეტილებები მთლიანობაში, საქმის ყველა გარემოების ფონზე...
48. პირველ რიგში ერთმანეთისგან განსხვავებული უნდა იქნას ქრისტიანული რწმენის პროპაგანდა და არასათანადო პროზელიტიზმი, პირველი შეესაბამება ჭეშმარიტ ევანგელიზმს, რომელსაც გასაზღვრავს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს ეგიდით შემუშავებული 1956 წლის მოხსენება, როგორც ყოველი ქრისტიანისა და ეკლესიის ძირითად მისიასა და პასუხისმგებლობას. ხოლო უკანასკნელი კი წარმოადგენს მის არასათანადო და მიუღებელ ფორმას, ამავე მოხსენების მიხედვით მან შეიძლბეა ისეთი საქმიანობის ფორმა მიიღოს, რომელიც ცალკეულ პირებს სთავაზობს გარკვეულ მატერიალურ ან სოციალურ უპირატესობას, რათა რომელიმე ეკლესიამ შეიძინოს ახალი მორმწუნეები; ან მიუღებელი ზეწოლის ფორმა სასოწარკვეთაში მყოფ ან გაჭირვებულ პირებზე, მას ასევე შეიძლება მოჰყვეს ძალადობის გამოყენება ან ფსიქოლოგიური დამუშავება (,,brainwashing”). უფრო ზოგადად შეიძლება ითქვას რომ პროზელიტიზმი შეთავსებულია პირის აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებასთან.
49. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავისი გადაწყვეტილებების დასაბუთებაში საბერძნეთის სასამართლოებმაპირის ბრალეულობა დაადგინეს მხოლოდ შესაბამისი კანონის მე-4 ნაწილის უბრალო მოხმობით და საკმარისად არ განსაზღვრეს, თუ რა გზით ცდილობდა განმცხადებელი მისი თანამოქალაქის დარწმუნებას მიუღებელი საშუალებებით. მათ მიერ წარმოდგენილი არც ერთი ფაქტი არ ასაბუთებს მათ დასკვნას.
ამას გარდა, არ დადასტურდა, რომ განმხადებლის დამნაშავედ ცნობა საქმის გარემოებაში გამართლებული იყო უკიდურესი საზოგადოებრივი აუცილებლობით. ამდენად, სადავო ზომა არ არის მისაღწევი კანონიერი მიზნის თანაზომიერი და შესაბამისად, „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად,,.
50. ამდენად, სახეზეა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა.
![]() |
6 დანართი 2. ლარისისი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ 1998 წლის 24 თებერვალი (შემოკლებით) |
▲ზევით დაბრუნება |
საქმის ფაქტები
საქმის გარემოებები
7. პირველი განმცხადებელი, ბატონი დიმიტრიოს ლარისისი, დაიბადა 1949 წელს და ცხოვრობს ვიოტას ტანაგრაში.მეორე განმცხადებელი, ბატონი სავას მანდალარიდესი, დაიბადა 1948 წ. და ცხოვრობს აგრია ვოლუში. მესამე განმცხადებელი, ბატონი იონის სარანდისი, დაიბადა 1951 წ. და ცხოვრობს კამატერო ატიკისში.
განსახილველი მოვლენების დროს სამივე განმცხადებელი მსახურობდა ოფიცრად საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ ქვედანაყოფში. ისინი ორმოცაათიანელთა ეკლესიის, პროტესტანტული ქრისტიანული დენომინაციის მიმდევრები იყვნენ, რომლის პრინციპის მიხედვით თითეული მორწმუნე ვალდებულია ეწეოდეს ევანგელიზაციას.
ა. პროზელიტიზმის სავარაუდო აქტები ქ.პირველი და მეორე განმცხადებელს მხრიდან მფრინავი გეიორგიოს ანტონიადისის მიმართ სავარუდო პროზელიტიზმი
8. მოწმობაში, რომელიც მფრინავმა ანტონიადისმა განმცხადებლების წინააღ,დეგ სასამართლო დევნის მიზნით გასცა (იხ. მე-13 პუნქტი ქვემოთ), ნათქვამია, რომ ის 1986 წ. „გადაყვანილ იქნა განმცხადებლების ქვედანაყოფში სამხედრო-საჰაერო ძალებში შესვლიდან პრი თვის შემდეგ და იმყოფებოდა სატელეპატიო სამსახურში, მეორე განმცხადებლის დაქვემდებარებაში. პირველმა და მეორე განმცხადეელმა მოახერხა მისი რელიგიურ დისკუსიაში ჩართვა დაახლოებით შვიდ შემთხვევაში. უკითხავდნენ ბიბლიის ნაწყვეტებს და მოუწოდებდნენ ორმოცდაათიანელთა ეკლესიის რწმენის მიღებისაკენ. მეორე განმცხადებელი ეუბნებოდა მას, რომ სექტის ზოგიერთ წევრს ღვთაებრივი ძალის დახმარებით ენიჭებოდა უცხო ენებზე საუბრის უნარი. ყოველთვის, როდესაც მფრინავი ანტონიადისი ბრუნდებოდა შვებულებიდან, მეორე განმცხადებელი ეკითხებოდა მას, დადიოდა თუ არა იგი ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში. მფრინავმა აჩვენა, რომ ვინაიდან განმცხადებელბი იყვნენ მაზე ზემდგომი ოფიცრები, იგი თავს დავალებულად გრძნობდა მიეღო მონაწილეობა მსგავს საუბრებში.
2.პირველი და მესამე განმცხადებლის მხრდიან მფრინავი ათანასიოს კოკალისი მიმართ სავარაუდო პრზელიტიზმის აქტები
9. ათენის სამხედრო-საჰაერო ძლების მუდმივი ტრიბუნალისთვის მიცემულ ჩვენებებში (იხ. პ. 13), მფრინავმა კოკალისმა აჩვენა, რომ ის მსახურობდა განმცხადებლის ქვედანაყოფში 1987 წ. გაზაფხულიდან, 1988 წ. ოქტომბრამდე. თუმცა, არც ერთ მათგანთან პირდაპირ დაქვემდებარებაშია არ იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში პირველმა განმცხადებელმა საღთვისმეტყველო კამათში ის დაახლოებით ოცდაათჯერ ჩააბა, ხოლო მესამემ - დაახლოებით ორმოცდაათჯერ. თავდაპირველად ისინი მალავდნენ იმას, რომ არ იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, მაგრამ შემდგომში დაიწყეს ამ რწმენის ზოგიერთი ძირეული პრინციპის გაკრიტიკება და მოუწოდებდნენ მფრინავ კოკალისს მიეღო მათი რწმენა. მესამე განმცხადებელი მრავალჯერ სთხოვდა მას შვებულების დროს წვეოდა ორმოცდაათიანულ ეკლესიას ლარისში, ამავდროულად უყვებოდა, რომ იქ ხდებოდა საოცრებები, მათ შორის, როგორ იძენდნენ მორწმუნეები უცხო ენებზე საუბრის უნარს და აძლევდა მას წასაკითხად ორმოცდაათიანალების გაზეთს ,,Christianismos”. განმცხადებლები ძალიან კარგი ოფიცრები იყვნენ და ყოველთვის თავაზიანად ექცეოდნენ მას, ამის მიუხედავად, მათი მოწოდებები უხერხულ მდგომარეობაში აყენებდნენ მფრინავს.
პირველი და მესამე განმცხადებლის მხრიდან მფრინავი ნიკოლაოს კაფკასის მიმართ სავარაუდო პროზელიტიზმის აქტები
10. მფრინავმა ნიკოლაოს კაფკასმა, ცოლის ავადმყოფობის გამო ვერ შელო ჩვენების მიცემა მოსმენაზე პირველ ინსტანციაში, მაგრამ სააპელაციო სამხედრო ტრიბუნალს (Courts-Martial Appeal Court) მოუყვა იხ. 21-ე პუნქტი ქვემოთ), რომ მსახურობდა განმცახდებლების ქვედანაყოფში, მესამე განმცხადებლის დაქვემდებარებაში 1988 წ. ზამთრიდან, 1989 წ. აგვისტომდე. განმცხადებლები არ ახდენდნენ მასზე ზეგავლენას და არ აიძულებდნენ გამხდარიყო ორმოცდაათიანელთა ეკლესიი წევრი. ის თვითონ მივიდა მესამე განმცხადებელთან და ჰკითხა, თუ რა იყო მისი შინაგანი სიმშვიდის მიზეზი, რაზეც უკანასკნელმა უპასუხა, რომ ეს არის სახარების სიმშვიდის მიზეზი, რაზეც უკანასკნელმა უპასუხა, რომ ეს არის სახარების კითხვის შემდეგ.
მფრინავი კაფკასის მამამ, ბატონმა ალექსანდრე კაფკასმა, პირველი ინსტანციის სასამართლოზე აჩვენა, რომ მისი შვილი მოიქცა ორმოცდაათიანულ რწმენაზე სამხედრო-საჰაერო ძალებში მესამე განმცხადებლის დაქვემდებარებაში მსახურობის დროს. მისი თქმით, ქვედანაყოფში მისვლის შემდეგ შვილის ქცევა შეიცვალა. ია არარ ხვდებოდა მეგობრებს, დიდ დროს ატარებდა საკუთარ ოთახში ბიბლიის შესწავლასა და ქადაგებათა მოსმენაში, რომლებიც იყო ჩაწერილი კასეტებზე; ყაზარმიდან სახლში ჩამოიტანა თავისი ტელევიზორი და რაიოდმიმღები, ასევ წიგენი, რომლებითაც ემზადებოდა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის. მან უთხრა მამას, რომ გაეცნო ორ ოფიცერს, მისგან (მამისაგან) განსხვავებით, ნამდვილ ქრისტიანს. როცა მისი მშობლები გაყვნენ მას ორმოცდაათიანელთა ეკლესიის ერთ-ერთ წირვაზე, ის წავიდა სახლიდან და გადავიდა საცხოვრებლად ათენში. 20 დღეში ის დაბრუნდა და კვლავ მოიქცა მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში. მან განუმარტა მამას, რომ პირველმა და მესამე განმცხადებელმა, ისარგებლეს რა თავისი მდგომარეობიტ მასზე ზეწოლის მიზნით და დარწმუნების განსაკუთრებული ხერხების გამოყენებით, მოაქციეს ის ორმოცდაათიანელთა რწმენაზე. მათ უთხრეს, რომ მისცემდნენ დათხოვნის უფლებას. თუ ეს უკანასკნელი მათ ეკლესიაში დასწრების პირობას მისცემდა. როცა ალექსანდროს კაფკასი გაემგზავრა მივლინებაში, ნიკოლასი კვლავ გადავიდა ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში. მამამ გამოიტანა დასკვნა, რომ მსი შვილს არა აქვს ნებისყოფა და ყოველთვის იქცევა ისე, როგორც მას ორმოცდაათიანელთა ეკლესიის სხვა წევრები ეუბნებიან.
მესამე განმცხადებლის მხრიდან ბაირამისის ოჯახის და მათი მეზობლების მიმართ სავარაუდო პროზელიტიზმის აქტები
11. კაპიტან ილიას ბაირამისის განცხადებით, მისი ნათესავი, ბატონი ხარალამპოს აპოსტოლიდისი, ორმოცდაათიანელთა ეკლსიის წევრი, ერთხელ გაბრაზდა თავის ცოლზე, რადგან მასში დაინახა სატანა. დაუძახეს მეორე განმცახდებელს და როგორც კი ის მოვიდა, ბატონი აპოსტოლიდისი დაწყნარდა. მეორე განმცახდებელმა ოჯახის წევრებს და ზოგიერთ მეზობელს, რომლებიც მოვიდნენ სანახავად, თუ რა ხდება, წაუკითხა ქადაგება, რომლის დროსაც ის მოუწოდებდა მათ მოქცეულიყვნენ ორმოცდაათიანელთა რწმენაზე.
მეორე და მესამე განმცხადებლის მხრიდან ქალბატონი ანასტასია ზუნარას მიამრთ სავარაუდო პროზელიტიზმის აქტები
12. განმცხადებლის წინააღმდეგ ადმინისტრაციულიგამოიებისათვის მომზადებულ განცხადებაში, ქალბატონმა ანასტასია ზუნარამ განმარტა, რომ მისი ქმარი შევიდა ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში, რამაც მათი ოჯახი დანგრევამდე მიიყვანა. ცდილობდა რა, გაეგო თავისი ქმრისთვის, ქალბატონმა ზუნარამ 5 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მიაკითხა ორმოცდაათიანელთა ეკლესიას და განმცხადებელთა სახელს. ამ დროის მანძილზე განმცახდებლები. განსაკუთრებით მეორე და მესამე, არაერთხელ მოვიდნენ მასთან და ცდილობდნენ მის დაყოლიებას მათ ეკლესიაში გადასულიყო. მათ უთხრეს, რომ მიიღეს ღმერთისაგან ნიშანი და შეუძლიათ უწინასწარმეტყველონ მომავალი და რომ ქალბატონი ზუნარა და მისი შვუილები შეპყრობილები არიან ეშმაკით. თანდათან მას განუვითარდა ფსიქოლოგიური პრობლემები და მან გაწყვიტა ყოველგავრი კავშირი ორმოცდაათიანელთა ეკლესიასთან.
გარჩევა პირველ ინსტანციაში
13. 1992 წ. 18 მაისს განმცხადებლები წარსდგნენ საჯაერო შეიარაღებული ძალების მუდმივი ტრიბუნალის წინაშე (Diarkes Stratodokio Aeroporias) ათენში, რომელიც შედგებოდა იურიდიული განათლების მქონე ერთი და სხვა ოთხი ოფიცრისაგან, მათ ასამართლებდნენ პროზელიტიზმის რამდენიემ შემთხვევის გამო, 136301938 კანონის მე-4 განყოფილების შესაბამისად, თავისი შესწორებებით და დამატებებით (აქ და შემდგომში „განყოფილება 4“ - იხ. 27-ე პუნქტი ქვემოთ).
14. გამოტანილ გადაწყვეტილებებში (3209/92), სასამართლომ უარყო დაცვის მოსაზრება იმისა თაობაზე, რომ კანონი პროზელიტიზმისშესახებ არის არაკონსტიტუციური, აღმოაჩინეს რა, რომ არ შეიძლებოდა წამოჭრილიყო განხილვის საგანი nullum crimem sine lege certa (თარგმანი: „არაფერი არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად, თუ არ არსებობს შესაბამისი განსაზღვრული კანონი,,) პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლებლობების ჩამოთვლის ამოუწურავი ხასიათის გამომდინარე, შესაძლებლობების ჩამოთვლის ამოუწურავი ხასიათის გამო, რომლითავ შეიძლება განხორციელდეს მეორე პირის რელიგიური რწმენის სფეროში შეჭრა. სასამართლომ სამივე განმცხადებელი ცნო პროზელიტიმში დამნაშავედ, ამტკიცებდა რა შემდეგს:
პირველი განმცხადებლის შესახებ
15. პირველ განმცხადებელთან მიმართებაში სასამრთლომ შენიშნა: „ბრალდებული იყო რა შეიარაღებული ძალების ოფიცერი...და მსახურობდა X ქვედანაყოფში, 1986 წ. ნოემბერსა და 1987 წ. დეკემბერს შორის, თავის ქვედანაყოფში ჩაიდინაპროზელიტიზმის დანაშაული. მოიმოქმედა რა რამდენიმე ქმდება, რომელმაც დასაბამი მისცა სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლის ერთ, თუმცა ხანგრძლივ დარღვევას. მას მიზნად ჰქონდა მფრინავი გეორგიოს ანტონიადისის, (მართლმადიდებელი ქრისტიანის, რომელიც მსახურობდა იოგივე ქვედანაყოფში), რელიგიურ რწმენაზე გავლენის მოხდენა და მისი შეცვლა. იყენებდა რა ბოროტად ნდობას, რომლითავ სარგებლობდა მფრინავ ანტონიადისთან, მისი ქვშევრდომი, ბრალდებულმა დაახლოებით ოცჯერ სცადა მფრინავი ანტონიადისის დარწმუნება გამხდარიყო ორმოცდაათიანელთა ეკლესიის წევრი. აბამდა მამასთან საღვთისმეტყველო დისკუსიებს, რომელთა მსვლელობაშიც, ბრალდებული ეჭვს გამოთქვა მამართლმადიდებლური დოგმატების და ღმერთის შესახებ უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის სწავლების სისწორესთან დაკავშირებით. ის ასევე აქეზებდა მფრინაც ანტონიადისს ბიბლიიის კითხვისკენ, საკუთარი, როგორც ორმოცდაათიანელთა ეკლესიის წევრის წარმოდგენების ჭრილში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა საღვთო გამოცემას და ურჩევდა მას წვეოდა ათენში ორმოცდაათიანელთა სექტის ეკლესიას.
მოქმედებდა რა იმავე გზით, ბრალდებულმა 1987 წ. მაისსა და 1988 2. თებერვალს შორის, ჩაიდინა პროზელიტიზმის დანაშაული, მოიმოქმედა რა რამდენიმე ქმედება, რომელმაც დასაბამი მისცა სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლის ერთ, თუმცა ხანგრძლივ დარღვევას. ის მოქმედებდა მფრინაც ათანასიოს კოკალისის, მართლმადიდებელი ქრისტიანის, რომელიც მსახურებდა იმავე ქვედანაყოფში, რელიგიურ რწმენაში ჩარევის და მისი შეცვლის მიზნით. დაახლოებით ოცდაათ შემთხვევაში, ბრალდებულმა სცადა დაერწმუნებინა მფრინავი კოკალისი, გამხდარიყო ორმოცდაათიანელთა ეკლესიის სექტის წევრი, აყენებდა რა, კითხვის ნიშნის ქვეშქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმინდეს და ეპატიჟებოდა მფრინავ კოკალისს მოესმინა ორმოცდაათიანელთა სექტის სწავლების შესახებ ჩანაწერები. ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა ნდობა, შესაბამისი დამოკიდებულება ქვეშევრდომსა და ზემდგომ უფროსს შორის, გულუბრყვილობა, გამოუცდელობა და მფრინავი კოკალისის ახალგაზრდობა და ეუბნებოდა მას, რომ მის ეკლესიაში ზოგიერთმა ადამიანმა წმინდა სულის ზემოქმედებით უცხო ენაზე დაიწყო ლაპრაკი.
მოქმედებდა რა იმავე გზით, ბრალდებულმა 1988 წ. გაზაფხულიდან და 1989 წ. აგვისტომდე, ზემოთ აღნინულ ადგილას, მოქმედებდა რა მფრინავი ნიკოლაოს კაფკასის, (რომელიც მსახურობდა იმავე ქვედანაყოში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ), რელიგიურ შეხედულებებში ჩარევის და მათი შეცვლის მიზნით, ჩაიდინა პროზელიტიზმის დანაშაული. გამოიყენა რა ბოროტად ნდობა, შესაბამისი ირთიერთობა ქვეშევრდომსა და უფროსს შორის, ასევე ახალგაზრდა კაცის გულუბრყვილობა და გამოუცდელობა, ბრალდებული ცდილობდა დაერწმუნებინა მფრინავი კაფკასი გამხდარიყო ორმოცდაათიანელთა სექტას, კითხულობდა რა და ხსნიდა ბიბლიას საკუთარი რწმენის ჭრილში და ამარაგებდა მას „Christianismos”-ის ბროშურების ეგზემპლარებით. ბრალდებულმა გარკბვეულ წარმატებებს მიაღწია მფრინავი კაფკასის მოქცევაში, ისარგებლა რა საღვთისმეტყველო საკითხებში ამ უკანასკნელის გამოუცდელობით და იმ გავლენით, რომელიც მას გააჩნდა თავისი მდგომარეობიდან და რანგიდან გამომდინარე,,.
სასამართლომ პირველი განმცხადებელი ასევე დამნაშავედ ცნო მფრინავი სტეფანოს ვოიკოსას მიმართ პროზელიტიზმში.
16. სასამართლომ მას მიუსაჯა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მფრინავი ანტნიადისის მიმართ პროზელიტიზმისათვის, 5 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მფრინავი კოკალისის მიმართ პროზელიტიზმისთვის და 7 თვე - მფრინავი კაფკასის მიმართ პროზლირიზმისათვის. თუმცა, მთლიანობაში იმის გამო, რომ ხდებოდა ზოგი ვადის ზედდება, პირველ განმცხადებელს შეეფარდა 13 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს საჯელი უნდა შეიცვალოს ჯარიმით და იქნას მოყვანილი სისრულეში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჩაიდენს ახალ დარღვევებს.
მეორე განმცხადებლის შესახებ
17. მეორე განმცხადებელთან მიმართებაში, სასამართლომ შემდეგი გადაწყვეტილება გამოიტანა: „ბრალდებული იყო რა სამხედრო მოსამსახურე ოფიცერი და მსახურობდა x ქვედანაყოფში ჩაიდინა პროზელიტიზმის დანაშაული. მოიმოქმედა რა რამდენიმე ქმედება, რომელთაც... შეადგინეს სისხლის სამართლის შესაბამისი დადგენილების ერთი დარღვევა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა. რელიგიის თაობაზე კამათში, მან გამოიყენა ძალაუფლება, რომელსაც ის ახორციელებდა მფრინავ გეორგიოს ანტონიადისზე წოდებებს შორის არსებული განსხვავებების ძალით. ბრალდებული აქეზებდა მფრინავ ანტონიადისს, ამ უკანასკნელის ახალგაზრდობიდან გამკმდინარე, არ შეესწავლა არაფერი სახარების გარდა, სადაც, მისი სიტყვებით, ის ისწავლიდა ჭეშმარიტებას, რომელიც განსხვავდება მართლმადიდებლური დოგმებისაგან. ის აგრეთვე ცდილობდა საღმრთო წერილის ნაწყვეტების მოხერხებული და ორმოცდაათიანელთა სექტის სწავლების შესაბამისი განმარტებით დაერმუნებინა იმაში, რომ მართლმადიდებლური სარმწუნოება არ არის სწორი და, რომ მან უნდა მიიღოს ბრალდებული მრწამსი. ამავდროულად, დაჟინებით არწმუნებდა მას, შვებულების დროს სწვეოდა ორმოცდაათიანელთა ეკლესიას ათენში.
ბრამდებულმა 1988 წ. ვოლოსშიც ჩაიდინა პროზელიტიზმის დანაშაული... ისარგებლა რა ქ-ნ ანასტასია ზუნარას გამოუცდელობით და ინტელექტუალური სისუსტით. მანს რამდენჯერმე სცადა (თარიღები, თუ როდის ჰქონდა ამ შემთხვევებს ადგილი, დადგენილი არა არის), ჩარეულიყო და შეეცვალა მისი რელიგიური მრწამსი. აანალიზებდა რა მეტად მოხერხებულად ორმოცდაათიანელთა სექტის მრწამსს და მის განსხვავებას მართლმადიდებლური სარწმუნოებისაგან. ბჭობდა რა პირველთა სისწორეზე, ის თანმიმდევრულად ცდილობდა მის დარმწუნებას იმაში, რომ ორმოცდაათიანელთა ეკლესიის მიმდევრები ატარებენ ნიშნებს, რომელსაც მათ ღმერთი აძლევს, რომ მათ შეუძლიათ მომავლის წინასწარმტყველება, რომ ქალბატონი და მისი შვილები შეპყრობილნი არიან ეშმაკით, რომელიც აწარმოებს ბრძოლას, რათა შეინარჩუნოს კონტროლი მასზე, რომ ის ეთაყვანება კერპებს და ეშმაკებს და რომ ორმოცდაათიანელთა ეკლესიას აქვს - ჭეშმარიტება. ის ასევე დაჟინებით არწმუნებდა მას მონათლულიყო და გამხდარიყო ორმოცდაათიანელთა ეკლესიის წევრი.
ბრალდებულმა ასევე ჩაიდინა პროზელიტიზმის დანაშაული ვოლოსში, რომლის თარიღი დადგენილი არ არის, დაახლოებით 1989 წ. ივნისის დასაწყისში. კაპიტან ილიას ბაირამისის თხოვნით, ბრალდებული მივიდა კაპიტამ ბაირამისის ძმის, ბატონ აპოსტოლოს ბაირამისის ცოლისძმა ხარალამპოს აპოსტოლიდისი იმყოფებოდა თავისი რელიგიური მრწამსის ზემოქმედებისაგან გაოგნებულ მდგომარეობაში. ის პირზე მომდგარი დუჟით მოიხმობდა ქრისტეს სახელს და იძახდა: „მადლობელი ვარ, ქრისტე, იმისთვის, რომ მე შევიცანი ჭეშმარიტება, მე ვხედავ ეშმაკს ჩემი ცოლ-შვილის სახით,,. ბრალდებულის იქ მისვლამ დაამშვიდა აპოსტოლიდისი და პირველმა ამით მოხერხებულად ისარგებლა. ის შეეცადა შეეცვალა აპოსტოლოს ბაირამისის, მარიგულას, სოტორიოსის და ევანგელისა ბაირამისების რელიგიური რწმენა, რომლებიც იქ იყვნენ და იმყოფებოდნენ ყოველივე იქ მომხდარის შთაბეჭდილების ქვეშ, აგრეთვე ზოგიერთი მეზობლის რელიგიური მრწამსის შეცვლას, რომლებიც მოგვიანებით შეიკრიბნენ. ის უქადაგებდა მათ ორმოცდაათიანელთა ეკლესიის მრწამსის შესახებ და უყვებოდა, რომ ეს რწმენა და არა მართლმადიდებლური ეკლესიის შეხედულებანი არის ჭეშმარიტი და რომ 1992 წელს დადგება სამყაროს აღსასრული და ეკლესია იქნება „აღტაცებული,,. ის დაჟინებით მოუწოდებდა მათ ერწმუნათ ჭეშმარიტი ქრისტე და უთხრა, რომ მართლმადიდებლად ყოფნით ისინი ეშმაკის მხარეს დგანან,,.
18. მეორე განმცხადებელს მიესაჯა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა პროზელიტიზმისთვის მფრინავი ანტონიადისის მიმართ, 5 თვუთ თავისუფლებსი აღკვეთა პროზელიტიზმისათვის ქალბატონი ზუნარას მიმართ და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა პროზელიტიზმისათვის ბაირამისების ოჯახისა და მათი მეზობლების მიმართ, თუმცა მას უნდა მოეხადა მხოლოდ 12 თვის ვადა. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს სასჯელი შეეცვალოს ჯარიმით და სისრულეში არ იქნას მოყვანილი თუ განმცხადებელი 3 წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს.
მესამე განმცხადებლის შესახებ
19. მესამე განმცხადებლის მიმართ სასამართლომ დაადგინა შემდეგი: „ბრალდებული, იყო რა ოფიცერი... მსახურობდა x ქვედანაყოფში, 1987 წ. მაისსა და 1988 წ. თებერვალს შორის, თავის ქვედანაყოფში ჩაიდინა პროზელიტზიმის დანაშაული. ჩაიდინა რა რამდენიმე ქმედება, რომლებმაც შეადგინეს სისხლის სამართლის შესაბამისი დადგენილების ერთი ხანგრძლივი დარღვევა. მან სცადა მფრინავ ათასიოს კოკალისის, მართლმადიდებელი ქრისტიანის, რომელიც მსახურობდა იგივე ქვედანაყოფში, რელიგიურ შეხედულებებზე გავლენის მოხდენა. ისარგებლა რა ნდობით, დამახასიათებელი ურთიერთობით ქვეშევრდომსა და უფროსს შორის, ბრალდებულმა 50-ზე მეტჯერ სცადა დაერწმუნებინა მფრინავი კოკალისი იმაში, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება მცდარია რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქალწულება, საღვთისმსახურო იერარქია და სულიქმინდის ძალა. ის მუდმივად აბამდა მფრინავ კოკალისთან დისკუსიებს ორმოცდაათიანელთა ეკლესიის სწავლების თაობაზე, რომლის მიმდევარიც იყო ბრალდებული და ეუბნებოდა მას, რომ სექტის, და არა მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლ;ება არის სწორი. ის არწმუნებდა მას, სწვეოდა ადგილს ლარისში, სადაც ჩვეულებრივ იკრიბებოდნენ ორმოცდაათიანელთა ეკლესიის მიმკდევრები და გამხდარიყო ამ სექტის წევრი. მან მისცა ჟურნალის „Christianismos” უფასო ეგზემპლარი, რომელიც გამოიცემოდა ორმოცდაათიანელთა ეკლესიის მიმდევრების მიერ. ამ შეხვედრების მსვლელობისას, ბრალდებული გამიზნულად არ ეუბნებოდა მფრინავ კოკალისს, რომ თავად იყო ორმოცდაათიანელთა სექტის წევრი.
მოქმედებდა რა იმაზე გზით, ბრალდებულა 1988 წ. ოთხ-ხუთ თვიან პერიოდში ჩაიდინა პროზელიტიზმის დანაშაული, ცდილობდა რა შეეცვალა ქალბატონი ანასტასია ზუნარას (მართლმადიდებელი ქრისტიანის) რელიგირუი შეხედულებები. მან მოხერხებულად ისარგებლა მისი გამოუცდელობით რელიგიურ საკითხებში და ინტელექტუალური სისუსტით, რომელიც გამომდინარეობდა მისი განათლების დაბალი დონიდან და მომაბეზრებლად ცდილობდა დაერწმუნებინა ის, მონათლულიყო და გამხდარიყო ორმოცდაათიანელთა ეკლესიის წევრი. ის მუდმივად ეუბნებოდა მას, რომ ატარებს ნიშნებს, რომელიც მას ღმერთმა მისცა, შეუძლია იწინასწარმეტყველოს მომავალი და რომ ქალბატონი და მისი შვილები ეშმაკეულები არიან. მისი მიზანი იყო ქალბატონის მართლმადიდებლური რწმენის შერყევა და ორმოცდაათიანელთა სექტაში მოქცევა.
მოქმედებდა რა იმავე გზით ბრალდებულმა ჩაიდინა პროზელიტიზმის დანაშაული იმავე ადგილას, 1989 წ.გაზაფხულსა და 1989 წლსი 18 აგვისტოს შორის. მოქმედებდა რა იმ მიზნით, რომ მფრინავ ნიკოლაოს კაფკასზე (მართლმადიდებელ ქრისტიანზე, რომელიც იმავე ქვედანაყოფში მსახურობდა) მოეხდინა გავლენა და შეეცვალა მისი რელიგიური შეხედულებები. ისარგებლა რა იმ ნდობით, რომელიც დაქვემდებარებულსა და უფროსს შორის დამოკიდებულებაში არის, და ასევე მფრინავ კაფკასის გულუბრყვილობით და გამოუცდელობით, ბრალდებული ცდილობდა დაეყოლიებია იგი ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში გადასვლაზე. ის არაერთგზის აბამდა საუბრებს კაფკასთან ორმოცდაათიანელთა ეკლესიის შესახებ, ხშირად კითხულობდა სახარებას და განმარტავდა მას საკუთარი შეხედულებების მიხედვით. ის აძლევდა მფრინავ კაფკასს საკუთარი სექტის გამოცემებს და დაჰყავდა ის ღვთისმსახურების ადგილზე. ასეთნაირად მან მოახერხა მფრინავი კაფკასის გადაბირება, გამოიყენა რა მისი გამოუცდელობა რელიგიურ საკითხებში და ის გავლენა, რომელიც მას კაფკასზე ჰქონდა თავისი თანამდებობისა და რანგის გამო.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მესამე განმცხადებელს ჰქონდა პროზელიტიზმის მცდელობა ადიუტანტ თეოფილოს ციკასის მიმართ.
20. მას მიუსაჯეს 8 თვით ციხეში პატიმრობა პროზელიტზიმისათვის მფრინავ კოკალიკოსის მი8მართ, 5 თვით პატიმრობა პროზელიტზიმისათვის ქალბატონი ზუნარას მიმართ, 5 თვით პატიმრობა პროზელიტზიმისათვის ადიუტანტ ციკასის მიმართ და 7 თვით პატიმრობა პროზელიტზიმისათვის მფრინავ კაფკასის მიმართ. საერთო ჯამში მას 14 თვე უნდა გაეტარებინა პატიმრობაში. სასამართლომ დაადგინა შეეცვალა სასჯელი ჯარიმით და არ მოეყვანა სისრულეში, თუ სამი წლის განმავლობაში განმცხადებელი არ ჩაიდენდ ახალ დანაშაულს.
c. მიმართვა სამხედრო ტრიბუნალის სააპელაციო სასამართლოში
21. განმცხადებლებმა დაუყონებლვი შეიტანეს საჩივარი სამხედრო ტრიბუნალის სააპელაციო სასამართლოში (Anatheoritiko Dikastirio), რომელიც შედგებოდა ხუთი სამხედრო მოსამართლისაგან. მათი საჩივარი განიხილეს 1992 წლის 7 ოქტომბერს.
22. გადაწყვეტილებაში, რომელიც გამოაცხადეს უშუალოდ მოსმენის შემდეგ (3390/1992) სააპელაციო სასამართლომ უკუაგდო დაცვის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ბრალდებულები მხოლოდ და მხოლოდ განახორციელებდნენ თავის კონსტიტუციურ უფლებას, და სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენთა უმრავლესობა, გამოიყენა რა იგივე მსჯელობა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ. თუმცა სააპელაციო გააუქმა სასჯელის ნაწილი:პირველი განმცხადებლის მიერ მფრინავი ვოიკოსის მიმართ და მესამე განმცხადებლისმიერ ადიუტანტ ციკასის მიმართ ჩადენილი ქმედებები. (იხ. მე -15 და მე-19 პუნქტები ზემოთ).
23. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სასჯელი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადო და მესამე განმცხადებელს იმ დანაშაულისთვის, რომელიც ძალაში დატოვებულ ბრალდებას ეხება, მაგრამ იმის გამო, რომ ორმა საჯელმა ერთმანეთის ანულირება მოახდინა. მათი საერთო ვადა შემცირდა შესაბამისად 11 და 12 თვემდე.
სასამართლომ მეორე განმცხადებლისთვის ვადა შეამცირა 4 თვემდე პროზელიტიზმისათვის მფრინავ ანტონიადისის მიმართ. 4 თვემდე პროზელიტიზმისათვის ქალბატონ ზუნარას მიმართ, და 6 თვემდე პროზელიტიზმისათვის ბაირამისის ოჯახის და მისი მეზობლების მიმართ. საერთო ვადა შემცირდა 10 თვემდე.
24. ვინაიდან პატიმრობის ვადებიდან არცერთი არ აღემატებოდა ერთ წელს, სასამრთლომ ისინი ავტომატურად შეცვალა ფულადი ჯარიმით 1000 დრაჰმა დღეში. სასამართლომ დაადგინა, არ გადაეხდევინებინა ეს ჯარიმა, იმ პირობით თუ სამი წლის განმავლობაში განმცხადებლები არ ჩაიდენდნენ ახალ დანაშაულს.
D. გასაჩივრება საკასაციო ინსტანციაში
25. განმცხადებლებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.
საკასაციო სასამართლომ (Arios Pagos) თავის გადაწყვეტილებაში (31266/1993) 1993 წლის 30 ივნისს დაადგინა:
31363/1938 კანონის 4 (1) და (2) მუხლებიდან გამომდინარეობს (იხ.27-ე პუნქტი ქვემოთ), რომ პროზელიტმის ფაქტის დადგენისთვის... ადგილი უნდა ჰქონდეს პირდაპირ ან ირიბ მცდელობას იმოქმედო განსხვავებული რწმენის მქონე პირზე, მისი რწმენის შერყევის მიზნით და ეს მცდელობა უნდა ხორციელდებოდეს საშუალებებით, რომლებიც არასრული სახითაა ჩამოთვლილი ზემოდხსენებულ ნაწილში, და კერძოდ ითვალისწინებს, ყოველგვარი სტიმულის (სატყუარას), ან წახალისების დაპირების, ან თაღლითური მეთოდების:მოსაქცევი პირის გამოუცდელობის, ნდობის, გაჭირვების, დაბალი ინტელექტის ან გულუბრყვილობის გამოყენებას.
ამ ნაწილის ზემოაღნიშნული დებულებები... არ ეწინააღმდეგება [საბერძნეთის კონსტიტუციის დებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პრინციპს NULLUM CRIMEN, NULLA POENA SINA LEGE]; მეტიც, ისინი სავსებით შეესაბამებიან კონსტიტუციის მე-13 მუხლს (იხ. 26-ე პუნქტი ქვემოთ), რომელიც ადგენს, რომ ყველა ცნობილი რელიგია თავისუფალია, ხოლო პროზელიტიზმი აკრძალული...საპირისპირო არგუმენტები ვერ გამართლდებიან იმ ფაქტით, რომ [წინა კონსტიტუციებში] პროზელიტიზმის აკრძალვა მიმართული იყო მაშინ (და ახლაც) გაბატონებული რელიგიის დასაცავად, მაშინ როდესაც ამჟამად მოქმედ კონსტიტუციაში ეს აკრძალვა დაკავშირებულია სინდისის თავისუფლებასთან და ეხება უკლებლივ ყველა ცნობილ რელიგიას. ეს მსჯელობა უავოდ შეესაბამება კანონის [მე-4 ნაწილის] სულისკვეთებას. ამ პუნქტის მიხედვით დაცვა პროზელიტიზმისაგან, რომელიც იყენებს აღნიშნულ უკანონო ხერხებს, აგარნტირებულია ნებისმიერი რელიგიური მრწამსის ადამიანისთვის, ანუ იცავს ყველას, ვისაც განსხვავებული მრწამსი აქვს პროზელიტიზმის დანაშაულის ჩამდენისგან, და არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მრწამსის მიმდევარს.
მეტიც, სინდისის თავისუფლება რელიგიურ საკითხებში და რწმენის თავისუფლება, რომელიც დაცულია მოქმედი კონსტიტუციით, გაეროს საყოველთაო დეკლარაციით (მე-18 და მე-19 მუხლები), ადამიანის უფლებაა ევროპული კონვენციით (მე-9 და მე-14 მუხლები), არ ირღვევა ამ კანონით ვინაიდან ის ერევა არა ადამიანის რელიგიურ მრწამსში, რომელშიც ყველა თავისუფალია, არამედ ზღუდავს მცდელობას სხვა პირის რელიგიურ მრწამსში ჩარევისა, მისი შეცვლის მიზნით. ამგვარი მცდელობები სრულიად შეუთავსებელია რელიგიურ ფასეულობასთან, რომელიც ამკვიდრებს ყველა განსხვავებული რელიგიური მრწამსის პატივისცემას“.
ამის გამო სასამართლომ უკუაგდო განმცხადებლის საჩივარი.
II. შესაბამისი საშინაო კანონმდებლობა
რელიგიური თავისუფლების უფლება
საბერძნეთის კონსტიტუციის მიხედვით
26. საბერძნეთის კონსტიტუციის მე-13 მუხლს ადგენს:
„1) სინდისის თავისუფლება რელიგიურ საკითხებში ხელშეუხებელია. პირადი და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა არ არის დამოკიდებული პიროვნების რელიგიურ რწმენაზე.
2) თავისუფალაი ნებისმიერი ცნობილი აღმსარებლობა; პიროვნება თავისუფალია დაუბრკოლებლად მოახდინოს მისი რელიგიის აღმსარებლობა და ისარგებლოს კანონის დაცვით. რელიგიური რიტუალების შესრულებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს საზოგადოებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ მორალს. პროზელიტიზმი აკრძალულია“.
B.კანონი პროზელიტიზმის წინააღმდეგ
27. 31363/1938 კანონის მე-4 ნაწილი 31972/1939 შესწორების გათვალისწინებით ადგენს:
„1) ნებისმიერ პიროევნებას, რომელიც განახორციელებს პროზელიტიზმს შეიძლება შეეფარდოს ტუსაღობა და ფულადი ჯარიმა 1000 დრაჰმიდან 50 000 დრაჰმამდე; ამასთან იგი ექვემდებარება პოლიციის ზედამხედველობის ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით, რაც განისაზღვრება სასამართლოს მიერ პიროვნების დამნაშავედ ცნობის შემდეგ.
ტუსაღობის ვადა არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი ჯარიმით.
2) „პროზელიტიზმში“ კერძოდ, იგულისხმება პიროვნების რელიგიურ რწმენაში ჩარევის ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მცდელობა, რაც მიზნად ისახავს ამ რწმენის დაკნინებას ნებისმიერი სახის ცდუნების ან მორალური თუ მატერიალური დახმარების დაპირების მეშვეობით, ცრუ საშუალებებით ან შესაბამისი პირის გამოუცდელობის, ნდობის, საჭიროების, დაბალი ინტელექტის ან გულუბრყვილობის გამოყენებით.
3) ამ დანაშაულის ჩადენა სკოლაში, სხვა საგანმანათლებლო ან ფინლანტროპულ დაწესებულებაში, წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას“.
არსებობს მრავალი პრეცედენტ, რომლებშიც ეს კანონი იქნა გამოყენებულ და ინტერპრეტირებული; იხ. სასამართოს გადაწყვეტილება საქმეზე „კოკინაკისი საბერძნეთის წინააღმდეგ“, 1993 წლის 25 მაისი.
სამართლის საკითხები
I. კონვენციის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა
32. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ კანონი პროზელიტიზმის წინააღმდეგ, ეწინააღმდეგება კონვენციის მე-7 მუხლს, რომელიც ამბობს:
„1. არავინ იქნება ცნობილი დამნაშავედ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში რაიმე ქმედების ან დაუდევრობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულის ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმ დროისათვის როდესაც ის იქნა ჩადენილი. ასევე არ იქნება გამოყენებული იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდაიმ დროისათვის. როცა სისხლის სამართლის დანაშაული იქნა ჩადენილი.
2. ეს მუხლი ხელს არ შეუშლის ნებისმიერი პირის გასამართლებას ან დასჯას რაიმე ქმდების ან დაუდევრობისთვის, რომელიც იმ დროისთვის, როცა ის იქნა ჩადენილი, ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად ცივილიზებული ერების მიერ აღიარებული სისხლის სამართლის ძირითადი პრინციპების მიხედვით.
განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ საბერძნეთის კანონმდებლობა არღვევს პრინციპს, რომელიც მე-7 მუხლშია ჩადებული, კერძოდ, რომ მხოლოდ კანონს შეუძლია დაადგინოს დანაშაული და მიუყენოს მას სასჯელი (nullum crimen, nulla poena sina lege), ვინაიდან შეუძლებელი იყო წინასწარ თქმა, თურა ქმედებებს მოჰყვებოდა პროზელიტიზმში დადანაშაულება. ისინი აცხადებენ, რომ კანონის ეს არასრულყოფილება ჩას როგორც კანონის მე-4 ნაწილის ტექსტიდან, ისე მისი გამოყენების განხილვიდან.
მაგალითად გამოთქმის „კერძოდ“ გამოყენება ვარაუდობს, რომ მისი შემდგომი ჩამონათვალი პროზელიტიზმის მხოლოდ გარკვეული სახეობებია, რაც დასჯას იმსახურებს. სხვა გამოთქმები (მაგ. „პირდაპირი და ირიბი“ „დაჯილდოება“, „მორალური მხარდაჭერა“) იმდენად ბუნდოვანია, რომ მოიცავს ევანგელიზაციის ყველა სახეობას. არსებული პრეცედენტები (იხ. მაგალითად სასამართლოს გაადწყვეტილება, საქმეზე „კოკინაკისი საბერძნეთის წინააღმდეგ“) აჩვენებენ, რომ საბერძნეთში ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ, იქნება ესა თუ ის ქმედება კვალიფიცირებული როგორც პროზელიტიზმი, თუ არა.
33. მთავრობა და კომისია, მიუთითებს რა ზემოდხსენებულ გადაწყვეტილებაზე (კოკინაკისის საქმე), მიიჩნვს, რომ ეს მუხლი არ იყო დარღვეული.
34. სასამართლო შეახსენებს, რა მან კოკინაკისის საქმქესთან დაკავშირებით დაადგინა, კერძოდ ომას, რომ პროზელიტიზმის დანაშაული კანონის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადგილობრივ პრეცედენტთა კორპუსთან ერთად, აკმაყოფილებს იურიდიული განსაზღვრულობის პრინციპებს კონვენციის მე-7 მუხლის შესაბამისად.
35. აქედან გამომდინარე, კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
II.კონვენციის მე-9 მუხლის შესაძლო დარღვევა
36. განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ მათთვის ბრალდების მიყენება, მათი გასამართლება და დასჯა პროზელირისმისათვის, არის კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა, რომელიც ამბობს:
„1) ყველა აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს რელიგიის და რწმენის შეცვლის თავისუფლებას, პიროვნების თავისუფლებას, მარტო თუ სხვებთან კავშირში და საჯაროდ თუ კერძოდ, გამოამჟღავნოს მისი რელიგია ან რწმენა ღვთისმსახურებით, სწავლებით, აღმსარებლობითა და რიტუალების შესრულებით.
2) ადამიანის რელიგიისა და რწმენის გამომჟღავნების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც განსაზღვრულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებებისა და თვისუფლებების დასაცავად“.
მთავრობა უარყოფს, რომ ამგვარი დარღვევები მოხდა. კომისიამ დაადგინა, რომ არ ყოფილა დარღვევა იმ ნაწილში, რომელიც მფრინავთა წინააღმდეგ ბრალდებას ეხებოდა, თუმცა კომისიის აზრით მე-9 მუხლი დაირღვა საერო პირთა პროზელიტიზმის დადგენისას.
1. პროზელიტიზმი სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ
47. მთავრობა ამტკციებს. რომ განმცხადებლებვმა ბოროტად გამოიყენეს ის ზეგავლენა, რომელიც მათ ჰქონდათ, როგორც სახედრო საჰაერო ძალების ოფიცრებს ან ქმედებებს ისინი სჩადიოდნენ სისტემატურად და მრავალჯერ. მათ წინააღმდეგ მიღებული ზომები გამართლებული იყო აუცილებლობით, შენარჩუნებულიყო შეიერაღებულ ძალთა პრესტიჟი და ეფექტური ფუნქციონირება; დაცული ყოფილიყო თითოეული სამხედრო მოსამსახურე იდეოლოგიური ზეწოლისაგან.
48. განმცახდებლები აღნიშნავენ, რომ ევანგელიზაციის პრაქტიკა უფროსსა და დაქვემდებრალებულს შორის არ შეიძლება გაუტოლდეს ნდობის ბოროტად გამოყენებას. ისინი აღნიშნავენ, რომ სამხედრო მოსამსახურეები ზრდასრული ადამიანები არიან, რომლებიც მზად არიან ქვეყნისთვის თავი გასწირონ, და რომ არ არსებობს არავითარი იმისა, რომ განმცხადებლები თავისი მდგომარეობით სარგებლობდნენ ქვეშევრდომების იძულებისთის ან მათი ნების დასათრგუნად.თუ მე-9 მუხლს გავიგებთ, როგორც მხოლოდ „თანასწორთა“ შორის ევანგელიზაციის თავისუფლებას, მაშინ ამით მკაცრად შეუზღუდავთ რელიგიურ თავისუფლებებს როგორც შეიარაღებულ ძალებში, ისე სხვა სფეროში.
49. კომისია თვლის, რომ ჩარევა შეიძლება იყოს გამართლებული, როგორც სამი მფრინავის რელიგიური მრწამსის პატივისცემის უზრუნველმყოფელი, კერძოდ კი, იმის გამო, რომ შეიარაღებულ ძალებში ქვეშევრდომსა და უფროსს შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, ქვეშევრდომი, სხვადსხვა საკითხებში, რელიგიური შეხედულებების ჩათვლით, უფრო ადვილად ხვდება გავლენის ქვეშ.
50. სასამართლო დადგენილად თვლის იმა, რომ კონვენცია, პრინციპში, ისევე გამოუყენება სამხედრო პირებიოს მიმართ, როგორც სამოქალაქო პირების მიმართ. ამის მიუხედავად, მისი ინტერპრეტაციისას და მისი დადგენილებების გამოყენებისას, როგორსაც განეკუთვნება მოცემული შემთხვევა, აუცილებელია მხედველობაში ვიქონიოთ სამხედრო ცხოვრების განსაკუთრებული ხასიათი და მისი გავლენა შეიარაღებული ზალების ცალკეულ წევრებზე. (იხ. „ენგელი და სხვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ“ და mutatis mutandis, „გრიგორიადესი საბერძნეთის წინააღმდეგ“).
52. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ იერარქიული სტრუქტურები, რომლებიც შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს, სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთობების ყველაასპექტს განსაკუთრებულ ელფერს სძენს, ეს ხელს უშლის ქვეშევრდომს წინააღმდეგობა გაუწიოს წოდებით ზემდგომს, ან თავი აარიდოს ამ უკანასკნელის მიერ დაწყებულ საუბარს. ამგვარად ის, რაც სამოქალაქო ცხოვრებაში აზრთა უწყინარ გაცვლა-გამოცვლად აღიქმება (სადაც მოსაუბრეს შეუძლია მიიღოს ან უარყოს მეორის აზრი), სამხედრო ცხოვრებაში იგი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დაუშვებელი ზეწოლის ფორმა საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით. აუციელებლია ხაზი გაესვას იმას, რომ რელიგიურ ან სხვა დელიკატურ თემებზე ნებისმიერი დისკუსია სხვადსხვა წოდების მქონეა პირებს შორის, არ ხვდება ამ კატეგორიში. ამის მიუხედავად, როცა გარემოებები მოითხოვს, სამხედრო ძალებში ქვეშევრდომების უფლებების და თავისუფლებების დაცვისათვის სახელმწიფოს მიერ გარკვეული ზომების მიღება შეიძლება გამართლებული იყოს.
52. სასამართლო ეყრდნობა შინაგანი სასამართლო განხილვების დროს მოყვანილ ჩვენებებს (იხ. მე-8 - მე-10 პუნქტები).
53. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩვენებათა საწინააღმდეგოდ, რომელიც მფრინავი კაფკასის მამამ მისცა პირველი ინსტანციის სასამრთლოში, მფრინავმა კაფკასმა სამხედრო ტრიბუნალის სააპელაციო სასამართლოს წინაშე დაამოწმა, რომ განმცხადებლები არ ახდენდნენ მასზე არანაირ ზეწოლას იმისათვის, რომ ის გამხდარიყო ორმოცდაათიანელთა ეკლესიის წევრი და რომ ის თავად გამოდიოდა მათ შორის მიმდინარე რელიგფიური დისკუსიების ინიციატორად (იხ. მე-10 პუქნტი ზემოთ). ამის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ, ჰქონდა რა შესაძლებლობა შეეფასებინა ჩვენებები, ამასთანავე ქცევები და ბატონი კაფკასის სიტყვების უტყუარობა, ცვლილებების გარეშე დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პირველმა და მესამე განმცხადებლებმა უკანონოდ ისარგებლეს ზეგავლენით, რომელიც მათ ჰქონდათ კაფკასზე საკუთარი მდგომარეობის და რანგის წყალობით (იხ. მე-15, მე-18, და 22-ე პუნქტები ზემოთ). თვლის რა, რომ ეროვნულ სასამართლოებს გააჩნია დიდი შესაძლებლობები საქმის ფაქტების დასადგენად და ითვალისწინებს რა იმას, რომ გარემოებები, რომლებიც ზემოთ იყო მოყვანილი 51-ე პუნქტში, სასამრთლო მიდის დასკვნამდე, რომ ბატონ კაფკასს, ისევე როგორც, დანარჩენ ორ მფრინავს, თავი უნდა ეგრძნო გარკვეულწილად ვალდებულად, ჩაბმულიყო რელიგიურ კამათებში განმცხადებლებთან და, შესაძალო ორმოცდაათიანელთა სარწმუნოებაზე მოსაქცევადაც კი.
54. ზემოთქმულის გამო, სასამართლო თვლის, რომ საბერძნეთის ხელისუფლება პრინციპში უფლებამოსილი იყო მიეღო დაცვის გარკვეული ზომები ქვეშევრდომ მფრინავ-სამხედრო მოსამსახურეებზე დაუშვებელი ზეწოლის აღსაკვეთად, რომელსაც საკუთარი რელიგიური ეხედულებების გასავრცელებლად მათზე ახდენდნენ განმცხადებლებ. ის აღნიშნავს, რომ მიღებული ზომები არ იყო განსაკუთრებულად მკაცრი და ატარებდნენ უფრო პრევენციულ, ვიდრე დამსჯელ ხასიათს, რადგანაც დადებული სასჯელი უნდა ყოფილიყო მოყვანილი სისტულეში მოხლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლები ჩაიდენდნენ ახალ დანაშაულს მომდევნო სამი წლის განმავლობაში (იხ. მე-16, მე-18, მე-29 და 24-ე პუნქტები ზემოთ). ითვალისწინებს რა საქმის ყველა გარემოებას, სასამართლო არ თვლის, მათ გადამეტებულად.
55. აქედან გამომდინარე, არ ყოფილა 9 მუხლის დარღვევა იმ ზომებით, რომელიც მიღებული იყო პირველი განმცხადებლის წინააღმდეგ მფრინავების, ანტონიადისის, კოკალისის და კაფკასის მიამრთ პროზელიტიზმის გამო და მესამე განმცხადებლის წინააღმდეგ მფრინავი კოკალისის და კაფკასის მიმართ პროზელიტიზმის გამო.
2. პროზელიტიზმი სამოქალაქო პირებს შორის
56. ხელისუფლებამ შეახსენა სასამართლოს, რომ მე-4 განყოფილების თანახმად. დასჯადია მხოლოდ დაუშვებელი პროზელიტიზმი. ის ამტკიცებდა, რომ მეორე და მესამე განმცახდებელი სისტემატურად იყენებდნენ ოჯახურ პრობლემებსა და ფსიქოლოგირ სტრესს, რომელსაც განიცდიდა ბაირამისების ოჯახი და ქალბატონი ზუნარა და ამგვარად ახდენდნენ ზეწოლას. მეტიც, მათზე დაკისრებული სასჯელი არ იყო განსაკუთრებულად მძიმე.
57. კომისია, რომელსაც დაეთანხმნენ განმცახდებლებიც, თვლის, რომ გარემოებები, რომლებმაც მიიყვანეს მეორე და მესამე განმცხადებლების გასამართლებამდე, ბაირამისების ოჯახის და ქალბატონი ზუნარას პროზელიტიზმის გამო, იყო კოკინაკისის საქმის გარემოებების მსგავსი (ციტირება იხ. 32-ე პუნქტში ზემოთ), იმ თვალსაზრისით, რომ პროზელიტიზმის „სამიზნეები“ იყვნენ არა სამხედრო მოსამსახურეები აგრეთვე იმ თვალსაზრისით, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს მოპასუხეების ბრალი, მოახდინეს რა მე-4 განყოფილების ციტირება, ყოველგავრი ახსნის გარეშე იმისა, თუ რატომ იყო ის მეთოდები „მიუღებელი რომლებიც გამოიყენეს ბრალდებულებმა; არ იყო დამაკმაყოფილებად ნაჩვენები, რომ მათი გასამართლება ამ ბრალდებებით „აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
58. სასამართლო შეახსენებს, რომ მეორე განმცხადებელი იყო გასამართლებული მე-4 განყოფილების შესაბამისად იმის გამო, რომ ერთადერთხელ უქადაგა ბაირამისების ოჯახს და მათ მეზობლებს მას შემდეგ, რაც მან შეძლო ბაირამისების ოჯახის ერ-ერთი წევრის დაშოშმინება, რომელიც გაშმაგებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მესამე განმცხადებელთან ერთად ის გამართლებული იყო ქალბატონი ზუნარას პროზელიტიზმისათვის, რომლის მოქცევასაც ისინი ცდილობდნენ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ამ ქალბატონს ტავის მეუღლესთან პრობლემები ჰქონდა (იხ. მე-11, მე-12, მე-17 და მე-19 პუქნტები ზემოთ).
59. სასამართლო თვლის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო პირები, რომელთა მოქცევასაც ცდილობდნენ განმცხადებლები, არ ხვდებოდნენ ზეწოლის ქვეშ და არ იყვნენ იძულებულნი, როგორც სამხედრო მოსამსახურე მფრინავები.
რაც შეეხება ბაირამისების ოჯახს და მათ მეზობლებს, არც ერთი მოწმობა არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი თავს ვალდებულად თვლიდნენ მოესმინათ განმცხადებლისათვი და, რომ მისი ქადაგება მათდამი იყო ამა თუ იმ გაგებით მიუღებელი.
რაც შეეხება ქალბატონ ზუნარას, საბერძნეთის სასამართლოებში არ იყო სადავო, რომ თავდაპირველად ის თვითონ მიდიოდა განმცხადებელთან თავისი ქმრის ქცევის მიზეზის გასარკვევად. მიუხედავად იმისა, რომ რომ ამ ურთიერთობის პერიოდში, ის იმყოფებოდა სტრესის მდგომარეობაში, რომელიც გამოწვეული იყო მისი ქორწინების დანგრევით, სასამართლო არ თვლის, რომ მისი გონებრივი მდგომარეობა საჭიროებდა სპეციალურ დაცვას განმცხადებელთა ქმედებისაგან ან, რომ ისინი ახდენდნენ მასზე დაუშვებელ ზეწოლას. ეს მტკიცდება იმით, რომ შემდეგში მან შეძლო ორმოცაათიანელთა ეკლესიათან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა.
60. ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო სასამრთლო არ თვლის, რომ მეორე განმცხადებლის წინააღმდეგ ბაირამისების ოჯახისა და მათი მეზობლების მიმართ პროზელიტიზმის გამო და მეორე და მესამე განმცხადებლების წინააღმდეგ ქალბატონი ზუნარას მიმართ პროზელიტიზმის გამო.
III.კონვენციის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევები
62. განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ მათ წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა ასევე დაარღვია მათი სიტყვის თავისუფლება და დაარღვია კონვენციის მე-10 მუხლი, რომელშიც ნათქვამია:
„1. ყველა აქვს თავისი შეხედულებების თავისუფალი გამოთქმის უფლება. ეს უფლება შეიცავს საკუთარი აზრისადმი მიმხრობას, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ჩარევის გარეშე ინფორმაციისა და იდეების მიღებისა და გავრცელების უფლებას.
2. ამ თავისუფლებების განხორციელება, რაც გულისხმობს ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას, შეიძლება იყსო გადაჯაჭვული ფორმალობებთან, პირობებთან, შეზღუდვეთან ან საჯარიმო სანქციებთან, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და სავალდებულო დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, ან საზოგადოებრივი სიმშვიდე ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობის ან დანაშაულის შეწყვეტის მიზნით, ჯანმრთელობის და ზნეობის დაცვის, რეპუტაციის, ან სხვა პირთა უფლებების დაცვის მიზნით, ან სამართლიანობის ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის უზრუნვლყოფის მიზნით“.
63. კომისიამ, რომელსაც დაეთანხმა სასამართლო, ჩათვალა, რომ ამ მუხლთან დაკავშირებით არ დგას ცალკე განხილვის აუცილებლობა.
64. ამ საქმის საგულდაგულო გამოძიებიდან გამომდინარე, მე-9 მუხლის კონტექსტში, სასამართლო ასევე თანახმაა, რომ არ წარმოიშობა ცალკე საგანი მე-10 მუხლთან დაკავშირებით.
IV. კონვენციის მე-14 მუხლის, რომელიც, მე-9 მუხლთან ერთად განიხილება, შესაძლო დასრღვევები
65. განმცხადებლები ვარაუდობენ, რომ ისინი არაინ დისკრიმინაციის მსხვერპლნი კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევით. ამ მუხლში ნათქვამია:
„კონვენციაში ჩამოყალიბებული უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნულ ან სოციალური წარმომავლობის, ეროვნული უმცირესობისადმი მიკუთვნების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა ნიშნების ნიადაგზე ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე“.
ისინი ამტკიცებენ, რომ საბერძნეთში პროზელიტიზმის წინააღმდეგ კანონი გამოიყენება მხოლოდ რელიგიური უმცირეოსბის წევრებთან მიმართებაში, რადგან მართლმადიდებლური ეკლესიის არც ერთი, მიმდევარი არ ყოფილა გასამართლებული მე-4 ნაწილის შესაბამისად.
66. ხელისუფლებას ამ ჩივილთან მიმართებაში არანაირი განსაკუთრებული შენიშნვა არ გაუკეთებია.
67. კომისიამ ჩათვალა, რომ არ წარმოიშობა ცალკე განხილვის საგანი მე-9 და მე-14 მუხლებთან დაკავშირებით, რომლებიც განიხილება ერთობლივად, იმ ზომებთან მიმართებაში, რომლებიც მიღებული იყო მეორე და მესამე განმცახდებლის წინააღმდეგ სამოქალაქო პირების მიმართ პროზელიტიზმის გამო. რაც შეეხება ზომებს, რომლებიც მიღებული იყო მათ წინააღმდეგ სამხედრო საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიმართ პროზელიტიზმის გამო კომისიამ ვერ იპოვა დარღვევები, რადგანაც წარმოდგენილი არ ყოფილა მასალები საჩივრის დასასაბუთებლად მე-9 და მე-14 მუხლებზე.
68. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლების მტკიცებით, საბერძნეთის კანონი პროზელიტიმის წინააღმდეგ დისკრიმინაციის დაშვებით იქნა გამოყენებული. ამის მიუხედავად, მათ არ წარმოადგინეს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შეიარაღებული ძალების ოფიცერი, რომელიც ეცდებოდა მოექცია თავისი ქვეშევრდომები მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე, ისეთივე მეთოდებით, რომლითაც ხელმძღვანელობნენ განმცხადებლები, განიცდიდა სხვანაირ მოპყრობას. აქედან გამომდინარეობს, რომ არ იყო დადგენილი ერთობლივად განხილული მე-9 და მ-14 მუხლების დარღვევა, სამხედრო საჰაერო მოსამსახურეების მიმართ პროზელიტიზმთან დაკავშირებით.
68. ადგენს რა მე-9 მუხლის ზომებთან დაკავშირებულ დარღვევებს, რომლებიც მიღებული იყო მეორე და მესამე განმცხადებელბის წინააღმდეგ ბაირამისების ოჯახის და ქალბატონი ზუნარას მიმართ პროზელიტიზმის გამო, სასამართლო თვლის, რომ არ ჩნდება ცალკეული საკითხი ერთოვლივად განხილული მე-9 და მე-14 მუხლებთან დაკავშირებით.
V. კონვენციის 50-ე მუხლის გამოყენება
70. განმცხადებლები ითხოვენ სამართლიან ანაზღაურებას კონვენციის 50-ე მუხლის შესაბამისად...
74. სასამართლო აღნიშნავს, რომ მან დაადგინა კონვენციის დარღვევა მხოლოდ იმ ზომათა გამო, რაც მიღებულ იქნა მეორე განმცხადებლის წინააღმდეგ, ბაირამისის ოჯახის მოქცევის მცდელობისათვის. ასევე მეორე და მესამე განმცახდებლის წინააღმდეგ ქალბატონ ზუნარას მიმართ პროზელიტიზმისათვის. ამგვარად, პირველ განმცხადბელს არ ეკუთვნის კონპენსაცია 50-ე მუხლის მიხედვით. შეაფასა რა მიუკერძოებლად, სასამართომ დაადგინა 5000 ათასი ბერძნული დრაჰმის გადახდა მანდარიდესისათვის და სარანდისისთვის.
ამ საფუძველზე სასამრთლომ დაადგინა
1. დაადგინა რვა ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ ყოფილა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევა.
2. დაადგინა რვა ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ ყოფილა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა პირველ, მეორე და მესამე განმცხადებლის წინააღმდეგ მიღებულ ზომებში პროზელიტიზმისათვის მფრინავ ანტანიადისის და კოკალისის მიმართ.
3. დაადგინა შვიდი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ არ ყოფილა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა მიღებულ ზომებში პროზელიტიზმისათვის მფრინავ კაფკასის მიმართ.
4. დაადგინა შვიდი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ იყო კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა მეორე და მესამე განმცხადებლის წინააღმდეგ მიღებულ ზომებში პროზელიტიზმისათვის სამოქალაქო პირთა მიმართ.
5. დაადგინა ერთხმად, რომ კონვენციის მე-10 მუხლთან აკავშირები არ წარმოიშვება ცალკე განხილვის საგანი.
6. დაადგინა ერთხმად, რომ არ ყოფილა ერთობლივად განხილული მე-9 და მე-14 მუხლების დარღვევა პირველი, მეორე და მესამე განმცხადებლის წინააღმდეგ მიღებულ ზომებში პროზელიტიზმისათვის სამხედრო მფრინავთა მიმართ.
7. დაადგინა ერთხმად, რომ არ ყოფილა ერთობლივად განხილული მე-9 და მე-14 მუხლების დარღვევა პირველი, მეორე და მესამე განმცხადებლის წინააღმდეგ მიღებულ ზომებში პროზელიტიზმისათვის სამოქალაქო პირთა მიმართ.
8. დაადგინა შვიდი ხმით ორის წინააღმდეგ,
ა) რომ სახელმწიფო-მოპასუხემ უნდა გადაუხადოს მეორე და მესამე განმცხადებელს სამი თვის განმავლობაში კონპენსაციის სახით არამატერიალური ზარალისთვის 500 000 (ხუთასი ათასი) დრაჰმა თითოეულს.
ბ) რომ სახელმწიფო-მოპასუხემ უნდა გადაუხადოს მეორე და მესამე განმცხადებელს სამი თვის განმავლობაში, მათი ხარჯების დასაფარავად სულ 6 000 (ექვსი ათასი) ფუნტი სტერლინგი ნებისმიერი გადახდას დაქვემდებარებული დამატებული ღირებულების გადასახადთან ერთად, გარდა 11149 (თერთმეტიათას ასორმოცდაცხრა) ფრანგული ფრანკისა, რომელიც კონვერტირებული უნდა იქნას ფუნტ სტერლინგებში აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის დღეს არსებული კურსით.
გ) ზემოდაღნიშნული დათქმული ვადის ამოწურვიდან ანგარიშსწორებამდე გადახდილ უნდა იქნეს 6% იმ თანხისა, რომელიც გადასახდელია ბერძნულ დრაჰმებბში და 8% იმ თანხისა, რომელიც ექვემდებარება გადახდას ფუნტ სტერლინგებში.
9. ერთხელ უკუაგდო სხვა მოთხოვნები ანაზღაურების შესახებ.