![]() |
![]() ![]() |
|
|
![]() |
კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგია (2009-2014 წლები) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი კვლევები |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია მომზადებულია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის და კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს მიერ. გაეროს განვითარების პროგრამა კახეთის რეგიონული განვითარების პროექტი №00045135 რუმინეთის მთავრობა |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
მომზადებულია და გამოცემულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და რუმინეთის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და არ ასახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ კვლევას საქართველოს მნიშვნელოვანი რეგიონის - კახეთის განვითარების პერსპექტივების შესახებ.
კახეთი ეკონომიკური პოტენციალით საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია. მრავალფეროვანმა ბუნებრივმა პირობებმა განსაზღვრა კახეთის სამეურნეო პროფილი, რაც გამოიხატა, უპირველეს ყოვლისა, ამ კუთხის სპეციალიზაციაში სასოფლო-სამეურნეო, განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. კახეთის მხარეში განვითარებულია კვების მრეწველობა, რომელშიც ძირითადი წილი სწორედ ღვინის მრეწველობაზე მოდის.
ცალკეული რეგიონის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ეკონომიკური განვითარების დონის შეფასების, ქვეყნის სამეურნეო სისტემაში ადგილისა და პოტენციალის განსაზღვრის თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანია, რომ კახეთის სტრატეგიული განვითარების მიმართულებები ჩამოყალიბებულია სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეწარმეო სფეროს წარმომადგენელთა მოსაზრებების ურთიერთშეჯერებისა და საერთო ხედვის საფუძველზე. ამასთან, რეგიონის სექტორული განვითარების პრიორიტეტები თანხვედრაშია და გამომდინარეობენ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებებიდან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია რეგიონული განვითარების საკითხებზე მსგავსი ნაშრომებისა და კვლევების მომზადება, რათა სამომავლოდ სწორად მოხდეს სტრატეგიის შემუშავება რეგიონების შემდგომი განვითარებისთვის.
მადლობას მოვახსენებთ ექსპერტთა ჯგუფს საინტერესო ნაშრომის მომზადებისათვის და ვუსურვებთ მათ შემდგომ წარმატებებს რეგიონული განვითარების საკითხების კვლევის საქმეში.
რეგიონული განვითარების და
ინფრასტრუქტურის მინისტრი,
დავით ტყეშელაშვილი
რაც ვყოფილვართ, ის აღარ ვართ,
რაც ვართ, ის ნუღარ ვიქნებით...
ღმერთი გვიხსნის, თუ შვილთ მაინც
გზად და ხიდად გავედებით.
წინა კაცი უკანასი ხიდიაო, ნათქომია,
დღეის ვაგლახ ამით დასძლევს,
ვინცა ხვალისა მდომია.
„მეფე დიმიტრი თავდადებული“
ილია ჭავჭავაძე
ამ სტრიქონებში, რომლებიც საუკუნის წინ დაწერა ქართველთა სულიერმა მამამ, დიდმა ილია ჭავჭავაძემ, ნათლად ჩანს ის გზა, რომელსაც ახლა ილიას მშობლიური რეგიონი, კახეთი ადგას. ჩემი ღრმა რწმენით, ამ დიად ქართველზე უკეთ ვერავინ ახსნიდა თუ რატომ უნდა მოვკიდოთ ხელი ამ ქვეყნის და კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის შექმნას. ეს არის გზა, ეს არის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის ხალხის დღევანდელი და ხვალინდელი დღის გასაუმჯობესებლად.
კახეთის ხელმძღვანელობა კარგად აცნობიერებს ამ რეგიონის უდიდეს პოტენციალს და დღესდღეობით არსებულ ბევრ პრობლემას. მათ აქვთ პროფესიონალური ხედვა იმისა, თუ რას წარმოადგენდა კახეთი გუშინ, როგორია ის დღეს და როგორი შეიძლება იყოს იგი ხვალ. ერთობლივი ძალისხმევით მათ თავი მოუყარეს საქართველოში აქამდე შექმნილ ყველაზე ამომწურავ, რეგიონზე ორიენტირებულ გეგმას, რომელიც გვთავაზობს ძირითად მიმართულებებს იმის შესახებ თუ რა გზით უნდა მოხდეს კახეთის განვითარება დასახული მიზნების რეალურად განსახორციელებლად. ეს გეგმა თქვენს წინაშეა „კახეთის რეგიონალური განვითარების სტრატეგიის“ სახით, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი მიუძღვის გაეროს განვითარების პროგრამას.
კახეთი პირველ რიგში ასოცირდება თვალუწვდენელ ზვრებთან და ბორცვიან მდელოებთან, ამიტომ, როცა იბადება იდეა შემდგომ წინსვლაზე, მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ სტრატეგიაში მთავარი აქცენტი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე იქნება. თუმცა, რაოდენ იმედის მომცემიც არ უნდა იყოს სოფლის მეურნეობა, აქვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია თავისი კულტურული, ისტორიული და ბუნებრივი მონაცემებით. საუკეთესო გეოგრაფიული მდებარეობა კახეთს უადვილებს თბილისის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანისა და სხვა მიმდებარე ტერიტორიების ბაზრების ათვისებას. რეგიონის ისტორიული ძეგლები და თვალისმომჭრელი ბუნებრივი ლანდშაფტები კი მას მიმზიდველ ტურისტულ მარშრუტად აქცევს.
ამ უზარმაზარი პოტენციალის სწორად წარმართვას სჭირდება ინფრასტრუქტურის, განათლების, კვლევითი სფეროს, ჯანდაცვის და ფინანსური სისტემების შემდგომი სრულყოფა. არანაკლებ მნიშვნელოვანია კახეთმა თავისი განვითარების შემდგომ გზაზე შეინარჩუნოს და დაიცვას თავისი ბუნებრივი, კულტურული გარემო და სოციალური სტრუქტურა. გაეროს განვითარების პროგრამას აქვს პატივი ითანამშრომლოს კახეთის ხელმძღვანელობასთან ამ რეგიონის მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
გაეროს განვითარების პროგრამის
მუდმივი წარმომადგენელი
რობერტ უოტკინსი
2009-2014 წლების კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგია, რომელიც შემუშავდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის და კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, წარმოადგენს რეგიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სტრატეგიას.
რეგიონული განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობა კახეთისათვის პირველხარისხოვანია, რადგანაც ეს საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ განვითარების რომელ ეტაპზე ვიმყოფებით ამჟამად, განვსაზღვროთ, თუ რა არის რეგიონული განვითარების მიზნები და როგორ შეგვიძლია მივაღწიოთ მათ, როგორ გავუკეთოთ მობილიზაცია ფინანსურ რესურსებს დასახული გეგმების განსახორციელებლად.
კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგია ხელს შეუწყობს ეროვნული ბიუჯეტიდან გამოყოფილი რესურსების მიზანმიმართულ გამოყენებას ეკონომიკური განვითარების პროექტების განსახორციელებლად, საზოგადოებრივი ინვესტიციების მართვას, და გაზრდის რეგიონის მიმზიდველობას ინვესტორებისათვის.
სტრატეგიის შემუშავების ძირითადი დანიშნულებაა რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა და სიღარიბის დაძლევა. რეგიონული სტრატეგია არის ის გზამკვლევი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ საშუალება მოგვეცემა დავძლიოთ რეგიონში არსებული პრობლემები, გამოვიყენოთ შესაძლებლობები ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის და ავამაღლოთ რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონე.
კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგია სინქრონიზირებულია 2009-2012 წლების საქართველოს მთავრობის „ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა“ დოკუმენტთან.
კახეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის უმთავრესი მიზანი იქნება უზრუნველვყოთ ამ სტრატეგიის განხორციელება, რაც საშუალებას მოგვცემს ერთობლივი ძალისხმევით გადავჭრათ კახეთის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამისათვის კი საჭიროა თითოეული ჩვენგანის ჩართულობა, ინიციატივა და აქტიურობა, რადგანაც მხოლოდ ერთობილივი ძალისხმევითაა შესაძლებელი დასახული მიზნების მიღწევა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო
რწმუნებული-გუბერნატორი,
გიორგი ღვინიაშვილი
![]() |
2 1. შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზანია რეგიონის ეკონომიკის გაძლიერება, მისი ეკონომიკის მომავლის გაუმჯობესება და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება. ეს არის პროცესი, რომლითაც სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობენ ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების უკეთესი პირობების შესაქმნელად.
ამასთანავე, სტრეტეგიული დაგეგმვის პროცესი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ და განსაზღვრონ თავიანთი რეგიონის განვითარების სამომავლო მიმართულებები. ამისათვის კი აუცილებელია სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანების ერთობლივი ძალისხმევა, რომლებიც ერთად შეიმუშავებენ კახეთის განვითარების სტრატეგიას.
რეგიონული განვითარების სტრატეგიის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის დაადგინოს განსხვავება განვითარების არსებულსა და სასურველ დონეებს შორის, ამასთანავე, ჩამოაყალიბოს ხედვა და სამოქმედო გეგმა გარდამავალი პერიოდისთვის. ამრიგად, კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგია სახავს კონკრეტულ მიზნებს, რომლებიც შეესაბამებიან ეკონომიკური განვითარების პროგნოზებს და ხელმისაწვდომი რესურსების შეფასებას. მეტიც, აღნიშნული გეგმა დაკავშირებულია ეროვნულ სტრატეგიასთან და პრიორიტეტებთან, რომლებიც ჩამოყალიბებულია საქართველოს მთავრობის „ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა“ დოკუმენტში (2009-2012 წლები).
კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავება მოხდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი მუშაობის შედეგად. 2006 წელს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და გაეროს განვითარების პროგრამის შორის დაიდო მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამამ 2007 წელს კახეთის რეგიონში დაიწყო კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტის განხორციელება. პროექტი მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციის საშუალებების მოძიების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გზით.
2007 წლიდან კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტმა რეგიონალური განვითარების კუთხით რამოდენიმე სერიოზული პროექტი განახორციელა. კერძოდ, ჩატარდა კახეთის რეგიონის ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების კვლევა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა რეგიონის ეკონომიკის განვითარების პრობლემებები, ალტერნატივები და პრიორიტეტები. 2008 წლიდან კი პროექტმა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და რეგიონალური განვითარების სააგენტოსთან ერთად ინტენსიური მუშაობა დაიწყო კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების კუთხით, რომელიც გათვლილია მომავალი 5 წლის განვითარების პერიოდზე - 2009-2014 წლები.
![]() |
3 2. რეგიონის განვითარების ხედვა, 2009-2014 |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთი ხდება მსოფლიოში ღვინის „სამშობლოდ“ აღიარებული რეგიონი, წლიდან წლამდე მზარდი მეღვინეობის კლასტერებით და წარმატებული საექსპორტო გაყიდვებით.
კახეთი იძენს საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისათვის მიმზიდველი საინვესტიციო რეგიონის სტატუსს:
√ მკაფიოდ გამოხატული, სწრაფად განვითარებადი პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორებით (მეღვინეობა-მევენახეობა, დივერსიფიცირებული სოფლის მეურნეობა აქტიური კოოპერაციული მეურნეობებისა და ასოციაციების სისტემით, სხვადასხვა სახის ტურიზმი, გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა).
√ მზარდი, მომგებიანი და განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესების/საწარმოების სიმრავლით.
რეგიონში ხორციელდება მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამები, მოქმედ და დამწყებ საწარმოებს გაეწევათ რეალური და ეფექტური დახმარება, 2. რეგიონის განვითარების ხედვა, 2009-2014 - ყოველწლიურად იზრდება. კახეთი თბილისთან ერთად თანდათან ხდება ქვეყნის საქმიანი ცენტრი, წარმოადგენს რა კერძო ინიციატივების, კერძო-სახელმწიფო დიალოგისა და თანამშრომლობის განხორციელების წარმატებულ მოდელს.
რეგიონში ჩამოყალიბებულია სამოქალაქო ფასეულობების ძლიერი საფუძველი, ფორმირებულია თვითმმართველობის მდგრადი „ჰორიზონტალური“ სტრუქტურები, მიღწეულია მოსახლეობის ოპტიმალური დონის ჩართულობა რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში, შექმნილია და მუშაობს ცვლილებების შენარჩუნების (მდგრადობის) მექანიზმები.
2014 წლისათვის კახეთი ხდება ლიდერი რეგიონი საქართველოს კულტურულ-ეკონომიკურ განვითარებაში წარმატებით მომუშავე „სტუმარ-მასპინძლობის“ ინფრასტრუქტურით - სასტუმროების, რესტორნების, კაფე-ბარების ქსელებით, ტუროპერატორებით, და რეგიონალური და საერთაშორისო ღონისძიებებით.
საერთაშორისო სტანდარტებით რეგიონში მაღალია მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლები:
√ მიმდინარეობს სამუშაო ძალის შემოდინება,
√ ხორციელდება ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის კვალიფიკაციის ამაღლება და მისთვის შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების მიწოდება
![]() |
4 3. რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების სამართლებრივი საფუძვლები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 3.1 საქართველოში რეგიონალური განვითარების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
რეგიონული განვითარების მარეგულირებული კანონმდებლობა საქართველოში დღემდე შემუშავებული არ არის. აღნიშნულ გარემოებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ის ფაქტი, რომ ქვეყნის კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული რეგიონის, როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, სტატუსი.
ქვეყნის რეგიონალიზაციას, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანეს წინააღმდეგობას უქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც კანონმდებელს საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის რეგულირების პრეროგატივას მხოლოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ ანიჭებს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონალიზაცია პრინციპული ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს. აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული საკითხის მოწესრიგების აუცილებლობა მიჩნეულია ქვეყნის პრიორიტეტულ ამოცანად. ამ კუთხით პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებების მომზადება/მიღება და გატარება განეკუთვნება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის და რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებას.
საქართველოში ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების დონეზე ამჟამად მოქმედებს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ინსტიტუტი. გუბერნატორები ახორციელებენ კვაზიდეკონცენტრირებულ მმართველობას ე.წ. რეგიონებში. ამასთან, რეგიონის დონეზე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის არარსებობის გამო, სახელმწიფო რწმუნებულების იურისდიქციის ტერიტორიული ფარგლები საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება შესაბამის ტერიტორიაზე შემავალი თვითმმართველი ერთეულების მიხედვით.
![]() |
4.2 3.2. რეგიონული განვითარების გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არსებობს პირდაპირი უფლებამოსილება, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს ან რომელიმე სხვა თანამდებობის პირს/ორგანოს მიანიჭებდა სისტემური სახის მქონე, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებისა და მიმართულებების განმსაზღვრელი კონკრეტული გრძელვადიანი ან საშუალოვადიანი გეგმის დამტკიცების უფლებამოსილებას. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყნის კანონმდებლობით ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული რეგიონის, როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, სტატუსი და შესაბამისად, არ არსებობს რეგიონის ბიუჯეტი.
საკანონმდებლო დონეზე სრულყოფილი მარეგულირებელი კანონმდებლობის არარსებობის მიუხედავად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა საკითხის ნაწილობრივი რეგულირების შესაძლებლობას. კერძოდ:
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-271 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორების ერთ-ერთ უფლებამოსილებას განეკუთვნება „მთავრობის დავალებით სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრორამების განხორციელება“. აღნიშნული ნორმის განმარტების საფუძველზე შეგვიძლია დავადგინოთ, რომ კანონის მოცემულ ნორმაში საუბარია კონკრეტული ხასიათის ე.წ. რეგიონულ პროგრამებზე, რომლებიც რეგიონებში ადგილობრივი ინსფრასტრუქტურის და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება კონკრეტული საბიუჯეტო ასიგნებების თუ დაფინანსების სხვა წყაროების საფუძველზე. ამდენად, კონკრეტული ხასიათის ე.წ. რეგიონული პროგრამების შემუშავება შესაძლებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-271 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით.
2. ამასთან, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში არის შემდეგი შინაარსის 271 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი: „სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს“. ამდენად, ამ დებულებაზე დაყრდნობით სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი უფლებამოსილია მისი იურისდიქციის ტერიტორიულ ფარგლებში მოამზადოს აღნიშნული ტერიტორიის (პირობითად რეგიონის) განვითარების ხედვა, სტრატეგია და ა.შ.
![]() |
5 4. კახეთის რეგიონის ზოგადი მახასიათებლები |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთის რეგიონს საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი უკავია. მხარის ტერიტორია მოიცავს ახმეტის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს. კახეთის რეგიონისამური ფართობი დაახლოებით 11 310 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, რაც მთელი ქვეყნის ფართობის 16%25-ზე მეტს შეადგენს. ამ მაჩვენებლით კახეთი ბევრად სჭარბობს საქართველოს სხვა რეგიონებს.
2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით კახეთის რეგიონის მოსახლეობა 407 ათას კაცს შეადგენდა, რაც საქართველოში მეოთხე მაჩვენებელია იმერეთის, ქვემო ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების შემდეგ. (2006 წლის მონაცემებით კახეთის მოსახლეობა 404 ათას ადამიანს შეადგენდა.) აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კახეთის რეგიონი საქართველოს ყველა რეგიონთან შედარებით ნაკლებად ,,ურბანიზებულია“ - აქ ქალაქად და დაბებში მოსახლეობის მხოლოდ 20 პროცენტი ცხოვრობს. სიდიდით მსგავს რეგიონებთან შედარებით კახეთში შედარებით ნაკლებია დიდი ქალაქების რიცხვი და ზომა, რაც არსებით როლს ასრულებს კახეთის ეკონომიკის პროფილის ჩამოყალიბებაში.
კახეთის რეგიონში სოფლების მოსახლეობის ფარდობითი სიჭარბე გარკვეულწილად დადებით როლს ასრულებს რეგიონის ეკონომიკურ მდგრადობაში, რადგანაც კახეთის სოფლის საშუალო რიცხოვნობა დაახლოებით 1200 კაცს შეადგენს და საქართველოს სოფლის საშუალო ზომას დაახლოებით ორჟერ აღემატება. ამგვარად, სოფლის დაცლის პრობლემა კახეთში ყველაზე ნაკლებად იგრძნობა, ხოლო სოფლის შედარებით დიდი ზომა მნიშვნელოვნად ამარტივებს ეკონომიკური განვითარების პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით.
მოსახლეობის სიმჭიდროვით საქართველოს რეგიონებს შორის კახეთი ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილას დგას - აქ ერთ კვადრატულ კილომეტრზე დაახლოებით 35 მცხოვრები მოდის. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დაბლობ ზონაში ცხოვრობს (თუშეთის გარდა), ხოლო სოფლები განლაგებულია ძირითადი სატრანსპორტო არტერიების სიახლოვეს.
მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკა საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსია. მოსახლეობის ორ უკანასკნელ აღწერას შორის 1989-2002 წლებში კახეთის მოსახლეობა დაახლოებით 9%25-ით შემცირდა. მოსახლეობის შემცირების ტენდენცია სოფლად უფრო ნაკლებად შეინიშნება, ვიდრე ქალაქად. მოსახლეობის საშუალო ასაკი დაახლოებით 38 წელია, რაც საქართველოს საშუალო მაჩვენებლის მსგავსია. ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კახეთშიც შეინიშნება მოსახლეობის დაბერების ტენდენცია.
კახეთის ჰავა ძირითადად კონტინეტურია. შედარებით რბილია რეგიონის უკიდურესი აღმოსავლეთით მდებარე ლაგოდეხის რაიონის ჰავა.
რეგიონის დაბლობ რაიონებს ახასითებს ნალექების საკმაოდ მცირე რაოდენობა (400 მმ). ნალექები სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან კავკასიონის მთებთან მიახლოვებასთან ერთად იზრდება და წელიწადში 2000 მმ აღწევს. კახეთი გამოირჩევა ლანდშაფტური მრავალფეროვნებით. რეგიონში გვხვდება როგორც ნახევარუდაბნო, ასევე მაღალმთის მარადი თოვლითა და ყინულით დაფარული მთები. ლანდშაფტური მრავალფეროვნებით. რეგიონში გვხვდება როგორც ნახევარუდაბნო, ასევე მაღალმთის მარადი თოვლითა და ყინულით დაფარული მთები.
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში გაედინება იორი და ალაზანი, რომელთაგან თითოეულის სიგრძე 300 კილომეტრს აღემატება, კახეთის მდინარეთა ქსელი ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით მეჩხერია. მდინარეთა ქსელის სიხშირე იზრდება კავკასიონთან მიახლოებასთან ერთად, განსაკუთრებით კი თუშეთში.
კახეთის დაბლობ რაიონებში შედარებით ნაკლები ტყიანობაა, რომელიც იზრდება კავკასიონთან მიახლოებისას და თუშეთის რეგიონში. კახეთის ცალკეულ რაიონებში (მაგ. ახმეტა) ბოლო დროს საკმაოდ კარგად ვითარდება ხის გადამამუშავებელი საწარმოები. ამის გათვალისწინებით, კახეთის ტყის რესურსების გონივრულ ათვისებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
კახეთის ნიადაგური სტრუქტურა საკმაოდ ხელსაყრელია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. საქართველოში გავრცელებული ყავისფერი და შავმიწა ნიადაგის დიდი წილი სწორედ კახეთზე მოდის. აღსანიშნავია ალაზნის აუზში ფართოდ გავრცელებული ნაყოფიერი ალუვიური ნიადაგები. კახეთის რეგიონი საქართველოს სხვა რეგიონებს უსწრებს სოფლის მეურნეობისათვის ვარგისი მიწის ფართობის მთლიან ტერიტორიასთან ფარდობის თვალსაზრისით.
კახეთის სასარგებლო წიაღისეული არ არის კომერციულად ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ქვემო ქართლსა და იმერეთში, თუმცა აქ არსებული მინერალური ბაზა მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისათვის. თელავის რაიონში აღსანიშნავია ლოპოტის მარმარილოს საბადო და თორღვას აბანოს თერმული წყლები. გურჯაანის რაიონში აღსანიშნავია ახტალის სამკურნალო ტალახი. ნავთობის საბადოებია სიღნაღის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონებში. კახეთში ფართოდაა გავრცელებული საშენი და მოსაპირკეთებელი მასალები, მათ შორის თაბაშირი, გაჟი, ფიქლები, თიხები. ყვარლის რაიონში არის შაქრიანისა და ოქტომბრის მინერალური წყლების საბადოები.
კახეთის რეგიონში ფუნქციონირებს ვაშლოვანის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ჭაჭუნის დაცული ტერიტორიები, რომლებიც რეგიონის უნიკალური ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნითაა შექმნილი. ტურისტული ინდუსტრიის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია ვაშლოვანის, თუშეთის ეროვნული პარკებისა და ლაგოდეხის ნაკრძალის მნიშვნელობა.
![]() |
6 5. არსებული სიტუაციის ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 5.1 შრომითი რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის სფეროებშია დასაქმებული. დასაქმების შესაძლებლობები რეგიონში ერთობ შეზღუდულია ეკონომიკის მონოპროფილიანობის გამო (სოფლის მეურნეობის დომინაცია).
კახეთის მხარეში შრომითი რესურსი 252,068 ათას კაცს შეადგენს, რაც მოსახლეობის 61.5%25-ს უდრის. აქედან დაუსაქმებელთა რაოდენობა დაახლოებით 47,398 ათასი, ანუ სამუშაო ძალის 18.8%25-ია. დასაქმებულთა ოფიციალური რიცხოვნობა 204,670 კაცს, ანუ საერთო რაოდენობის 81.2%25 შეადგენს. საქმიანობა სექტორების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: სასოფლო-სამეურნეო სექტორში 82.1%25 - 168,035 კაცი, სამეწარმეო სექტორში 9.5%25 - 19,440 კაცი, განათლება - ჯანდაცვის სექტორში 6.3%25 - 12,894 კაცი, სხვადასხვა სექტორებში 2.1%25 - 4,300 კაცი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით სოფლის მცხოვრებთა შრომისუნარიანი ნაწილი სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულად ითვლება. ჩვენი აზრით, ასეთი მეთოდოლოგია არც თუ ისე სანდოა და რეგიონში დასაქმებისა და არასრული დასაქმების პრობლემა გაცილებით უფრო მწვავეა.
საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში 82 (140 ლარი), ხოლო კერძო სექტორში 98 (167 ლარი) დოლარის ეკვივალენტია თვეში. კახეთის მოსახლეობა საშუალო ანაზღაურებით საკმაოდ კონკურენტუნარიანია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოშვებული პროდუქციის ერთეულის ფასით კახეთი ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა საქართველოში, რაც ალბათ განპირობებულია სოფლის მეურნეობის დომინაციით, სადაც ტრადიციულად სხვა დარგებზე ნაკლებია შრომის ნაყოფიერება.
განათლების დონე კახეთში საქართველოს დანარჩენი რეგიონების მსგავსია. შრომის ბაზრის განვითარების ხელშემწყობად უნდა განიხილებოდეს რეგიონის შედარებით დიდი ზომა, მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა და განლაგების თავისებურებები. კახეთის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა სახლობს მაგისტრალური გზების გასწვრივ. მოკლევადიან პერიოდში რეგიონის უპირატესობას შეიძლება მიეკუთვნოს კახეთის სოფლის დიდი ზომაც, რაც ინფრასტრუქტუტის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია.
შრომითი რესურსების დეფიციტი მომავალში შესაძლოა გაღრმავდეს მოსახლეობის თანდათანობითი დაბერებით, აგრეთვე რეგიონიდან მიგრაციით და მისი სასაზღვრო რაიონების დაცლით (მაგ. დედოფლისწყარო). ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანი სტიმულირების გარეშე რეგიონის შრომითი რესურსების ადგილზე დაკავება ძალიან გართულდება. გარდა ამისა, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით კახეთშიც ფაქტობრივად არ არსებობს მუშახელის ორგანიზებული ბაზარი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ძალიან რთული იქნება მოკლევადიან პერიოდში სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა, ვინაიდან დამსაქმებელს, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ძალიან უჭირს სასურველი კვალიფიკაციის კადრების სათანადო რაოდენობით პოვნა.
შრომითი რესურსების ძლიერი და სუსტი მხარეების (SWOT) ანალიზი |
|
ძლიერი მხარეები |
სუსტი მხარეები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შესაძლებლობები |
საფრთხეები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
![]() |
6.2 5.2 ჯანდაცვის სექტორი |
▲ზევით დაბრუნება |
ახლო წარსულში კახეთის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის განვითარების დონე საქართველოს რეგიონების მსგავსი იყო. გასული საუკუნის 90-იანი წლების ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა ისედაც არაეფექტიანი და ხშირ შემთხვევაში კორუმპირებული სისტემის სრული მოშლა გამოიწვია.
ბოლო წლებში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ჯანდაცვის მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც უკავშირდება სიღარიბის პრობლემის დაძლევას. რეფორმის უმთავრესი საზრუნავია მოსახლეობისათვის ფართო ფენებისათვის ისეთი ფინანსური მექანიზმების შექმნა, რაც მათ საშუალებას მისცემთ ისარგებლოს კვალიფიციური ჯანდაცვის მომსახურებით.
ბოლო დროს ამ სფეროში არსებული ტენდენციებიდან აღსანიშნავია კახეთის მასშტაბით ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს საკითხებზე გამოყოფილი თანხების გაორმაგება.
კახეთის რეგიონის ჯანდაცვის სფეროს უდავო პლუსად უნდა ჩაითვალოს ამბულატორიული ქსელის საკმაოდ კარგი განვითარება. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში იზრდება ადგილობრივ ექიმთა კვალიფიკაცია და მათდამი მოსახლეობის ნდობა, რაც იმაშიც აისახება რომ გახშირდა მიმართვები ადგილობრივი ექიმებისადმი და შემცირდა თბილისში გადაადგილების შემთხვევები. იმის გამო, რომ ამ სფეროში ანალიზის ჩასატარებლად საჭირო ინფორმაცა ჯერ კიდევ ნაკლებად მოიპოვება, ეს ინფორმაცია გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს. გამორიცხული არ არის, რომ პაციენტების თბილისში ჩასვლის შემცირება ნაწილობრივ აიხსნება ტრანსპორტირების ხარჯების ზრდითა და თბილისში სამედიცინო სფეროს სწრაფი კომერციალიზაციით, რაც მომხმარებლებს ხელს უშლის მისით სარგებლობაში. დამაიმედებელია ადგილობრივი მედპერსონალის ხშირი მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეციალიზაციის ასამაღლებელ კურსებში.
დამაიმედებლად მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმის ფონზე ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმეა სამედიცინო დაწესებულებების მატერიალური ბაზის მდგომარეობა. ასევე არადამაკმყოფილებელია სამედიცინო დაწესებულებების მენეჯმენტის პრაქტიკა. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა მაღალტექნოლოგიური მკურნალობის თვალსაზრისით. ჯერ კიდევ არაკოორდინირებულია ჯანდაცვის პოლიტიკა. ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კახეთშიც ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია ჯანდაცვის დაზღვევის სისტემა. მის აწყობას არაერთი წელი დასჭირდება.
ჯანდაცვის სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეების (SWOT) ანალიზი |
|
ძლიერი მხარეები |
სუსტი მხარეები |
|
|
შესაძლებლობები |
საფრთხეები |
|
|
![]() |
6.3 5.3 განათლების სისტემა |
▲ზევით დაბრუნება |
საშუალო და უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის წილი კახეთში საქართველოს სხვა რეგიონებში არსებული განაწილების მსგავსია. გარდა ამისა, ბოლო დროს დაცემული განათლების ხარისხი გვაფიქრებინებს, რომ განათლების დონე და ხარისხი კახეთში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, მაღალი არ არის. კახეთში არსებული უმაღლესი სასწავლებლებიდან მხოლოდ ერთმა გაიარა საერთოეროვნულ აკრედიტაცია 2006. წარსულში მიღებული თუნდაც ფუნდამენტური განათლება კი შესაძლოა გამოუსადეგარი იყოს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკასთან ადაპტირებისათვის. ამ მიმართულებით, დღესდღეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, რომელთა გარკვეული ნაწილი უკვე მიმდინარეობს. მოსახლეობის უმეტესობა აცნობიერებს განათლების პრიორიტეტულობას, მაგრამ ამავე დროს უცნობია ის, თუ რა რაოდენობის რესურსების გაღება შეუძლია კახეთის რეგიონის საშუალო მოქალაქეს სასურველი განათლების მისაღებად, რა ტიპის და დონის განათლება მიაჩნია მას სასურველად.
კახეთის განათლების სექტორის განვითარების გზაზე მდგარი პრობლემები (პედაგოგიური პერსონალის დაბალი ანაზღაურება, სწავლების ხარისხი, მართვის სისტემების ხარვეზები) ვერ ჩაითვლება რეგიონისათვის სპეციფიკურად. ეს ზოგადად საქართველოს მასშტაბით გადასაწყვეტი პრობლემებია.
ასევე ზოგადეროვნულია რეგიონში განათლების სისტემაში მომუშავეთათვის არსებული მწირი შესაძლებლობები საერთაშორისო საგრანტო პროგრამებში და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში მონაწილეობის მისაღებად. მიგვაჩნია, რომ საქართველოს, მათ შორის კახეთის მოსახლეობის კონკურენტულ უპირატესობად განათლების დონე რომ გადაიქცეს, ამისათვის დასაწყისისათვის საჭიროა ამ სფეროზე საბიუჯეტო ხარჯების ჯეროვანი ზრდა და სერიოზული ინსტიტუციური რეფორმის წარმატებული განხორციელება, რაც არაერთ წელიწადს მოითხოვს.
მიმიდინარე ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის კადრები სჭირდება კახეთის რეგიონის ეკონომიკას გრძელვადიან პერსპექტივაში. უეჭველია, რომ უახლოეს ათწლეულში კახეთის ეკონომიკა სოფლის მეურნეობისა და გადამუშავების სფეროზე ორიენტირებული დარჩება, რაც უპირველესად ამ დარგის სპეციალისტების მომზადების აუცილებლობას გულისხმობს. გარკვეული პოტენციალი გააჩნია ტურიზმისა და მრეწველობის დარგებში მომუშავეთა კადრების მომზადებას, თუმცა ამ სფეროში კახეთის კონკურენტული უპირატესობა საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით ბევრად უფრო სუსტადაა გამოკვეთილი.
განათლების სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეების (SWOT) ანალიზი |
|
ძლიერი მხარეები |
სუსტი მხარეები |
|
|
შესაძლებლობები |
საფრთხეები |
|
|
![]() |
6.4 5.4 ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა და ეკონომიკური ზრდა |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთის რეგიონის ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული სოფლის მეურნეობასა და მისი პროდუქციის გადამუშავებაზე. ეკონომიკის დანარჩენი დარგები (მრწეველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, მშენებლობა და ტურიზმი) რეგიონის ეკონომიკურ პროფილში ნაკლებადაა გამოკვეთილი.
2001-06 წლების ეკონომიკური ზრდის ანალიზი მიანიშნებს იმაზე, რომ კახეთის რეგიონი დროთა განმავლობაში სირთულეებს განიცდის კომერციალიზაციის პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით. თვით სოფლის მეურნეობის გადამუშავების საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი და მათი ყველაზე დიდი წარმომადგენლები მეღვინეობის სექტორზე კონცენტრირებულნი რჩებიან გადამუშავებულ სექტორში პრაქტიკულად წარმოდგენილი არ არის ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება, არადა ხილისა და ბოსტნეულის უმრავლეს კატეგორიებში კახეთს სერიოზული კონკურენტული უპირატესობა აქვს ქვეყნის დანარჩენ რეგიონებთან შედარებით.
სოფლის მეურნეობის გამოკლებით კახეთის ეკონომიკის წილი საქართველოს მთლიან ეკონომიკაში 2%25 არ აღემატება. გარდა ამისა, კახეთის ეკონომიკური ზრდა ერთგვარად ჩამორჩება დანარჩენი საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. პრობლემატურია ის გარემოებაც, რომ ურბანიზაციის შედარებით დაბალი დონე კახეთის ეკონომიკის სიმძიმის ძალის გადატანას ეკონომიკის მეორადი და მესამეული (ინდუსტრია და მომსახურება) დარგებისკენ უახლოეს მომავალში ხელს არ შეუწყობს.
კახეთის ეკონომიკა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს ჩამორჩება შრომის ნაყოფიერებითაც. ბოლო 5 წელიწადში აქ ეკონომიკის რეალური ზრდის ტემპი წელიწადში ფაქტობრივად 0%25-ია. ადგილი აქვს ერთგვარ გადანაწილებას ეკონომიკის სექტორულ კომპოზიციაში ვაჭრობისა და რესტორნების სასარგებლოდ.
სახეზეა საწარმოების ერთგვარად გამსხვილების ტენდენციები, მაგრამ საშუალო საწარმოთა ბრუნვა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ამას დამაიმედებელს ვერ ვუწოდებთ. აღსანიშნავია ვაჭრობის სექტორის შედარებით სწრაფი განვითარება, ისევე როგორც დანარჩენი საქართველოს შემთხვევაში. ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ ეკონომიკაში კაპიტალის სერიოზული ნაკლებობაა, ხოლო ვაჭრობის სექტორი ამ პრობლემას შედარებით უპრობლემოდ უმკლავდება საწყის კაპიტალზე არც ისე დიდი მოთხოვნისა და ამ დარგში კაპიტალის სწრაფი ბრუნვის გამო. ვაჭრობის შემდგომი განვითარება მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს პერიოდში განახლდება თბილისიდან გომბორის უღელტეხილის გავლით თელავისკენ მიმავალი საავტომობილო გზა.
სადღეისოდ, საქართველოში არსებული საბანკო კრედიტების სიძვირისა და კაპიტალის ალტერნატიული ბაზრების პრაქტიკულად არარსებობის გამო, ასევე კახეთის განსახლების, შრომითი ბაზრისა და ეკონომიკის პროფილის გათვალისწინებით მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის სექტორების ენდოგენური (ანუ მხოლოდ საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით) სწრაფი ზრდა მოსალოდნელი არ არის.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა გადამამუშავებელი მრეწველობის სწრაფი ზრდა, კახეთის მოსახლეობას გაუმწვავდება სიღარიბის პრობლემა საწვავსა და სურსათზე მსოფლიო ფასების სწრაფი ზრდის შემთხვევაში.
კახეთის ეკონომიკის (სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის გარდა) |
|
ძლიერი მხარეები |
სუსტი მხარეები |
|
|
შესაძლებლობები |
საფრთხეები |
|
|
![]() |
6.5 5.5 სოფლის მეურნეობა და მეღვინეობა სოფლის მეურნეობა |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომელიც ფლობს საქართველოს სასოფლო-სამურნეო სავარგულების 38%25-ს და უმსხვილესია ამ კუთხით. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია რეგიონის შრომისუნარიანი მოსახლეობის 82%25, რაც აღნიშნულ დარგს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს კახეთის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
კახეთი მდიდარია სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსით, განსაკუთრებით კი სახნავი და სათიბ-საძოვარი სავარგულებით. ამ კატეგორიის მიწის ფართობის მიხედვით კახეთს პირველი ადგილი უკავია საქართველოში, რამაც იგი მემარცვლეობისა და მეცხოველეობის წამყვან რეგიონად აქცია. სახნავ და სათიბ-საძოვრების სავარგულებს წამყვანი ადგილი უკავია თვით რეგიონის ფარგლებშიც, ხოლო მრავალწლიანი ნარგავების ფართობებზე მცირე მოცულობის ფართობები მოდის მთლიანი სავარგულების დაახლოებით 11%25.
გრაფიკი №1. სასოფლო-სამეურნეო სავარგულები კახეთის რეგიონში, 1 000 ჰექტარი
წყარო: საქართველოს სოფლის მეურნეობა, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისი, 2007
კახეთის რვა რაიონიდან ყველაზე მეტი ფართობი და სასოფლო-სამეურნეო სავარგული დედოფლისწყაროს რაიონს გააჩნია. მას მოჰყვებიან ახმეტის, საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონები. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რაოდენობა შედარებით მცირემიწიან რაიონებში უფრო მაღალია. კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროს, ახმეტისა და სიღნაღის რაიონები გამოირჩევიან საძოვრებისა და სახნავი ფართობების სიუხვით, ხოლო გურჯაანისა და თელავის რაიონები კი მრავალწლიანი ნარგავებით. სავარგულების არსებული რესურსი განაპირობებს სოფლის მეურნეობის შესაბამისი დარგების განვითარებას.
მარცვლეული კულტურების წარმოების მიხედვით კახეთი ტრადიციულად წამყვან რეგიონს წარმოადგენდა საქართველოში. ეს განპირობებულია როგორც სათანადო მიწის რესურსების არსებობით, ასევე სარწყავი ინფრასტრუქტურის შედარებითი განუვითარებლობით, რაც ზღუდავს ალტერნატიული, უფრო მომგებიანი კულტურების წარმოებას ურწყავ ფართობებზე. ცნობილია, რომ საჰექტრო რენტაბელობის მიხედვით მარცვლეული კულტურების წარმოება ჩამორჩება ბოსტნეულსა და ბაღჩეულს. ამიტომ, სარწყავ ფართობებში უპირატესად მაღალი რენტაბელობის კულტურები იწარმოება, ხოლო ურწყავ ფართობებში კი - უმეტესად მარცვლეული, ძირითადად ხორბალი, ქერი, მზესუმზირა და სიმინდი.
მარცვლეული კულტურები
კახეთს სამართლიანად უწოდებენ საქართველოს ბეღელს, ვინაიდან ის არის ხორბლის უდიდესი მწარმოებელი რეგიონი საქართველოში. კახეთზე მოდის ხორბლის ნათესების ნახევარი და საქართველოში დამზადებული ხორბლის უმეტესი ნაწილი. ბოლო წლებში ადგილობრივი ხორბლის საერთო შემცირების ფონზე კიდევ უფრო გაიზარდა კახეთის წილი ქვეყნის მასშტაბით, ვინაიდან ხორბლის წარმოებამ სხვა რეგიონებში უფრო მეტად იკლო, ვიდრე კახეთში. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონები, რომლებიც გამოირჩევიან ურწყავი სახნავი ფართობების სიუხვით, წარმოადგენენ ხორბლის მწარმოებელ წამყვან რაიონებს.
თავთავიანი კულტურებიდან მნიშვნელობით მეორე ადგილზეა ქერი, რომელიც ძირითადად მეცხოველეობის დარგში გამოიყენება საკვებად. ამიტომ მისდამი ინტერესს მეცხოველეობის განვითარების და მომგებიანობის ტენდენცია განაპირობებს. რაც შეეხება ლუდის წარმოებას საქართველოში, იგი ძირითადად იმპორტულ ნედლეულს იყენებს, თუმცა მომავალში შესაძლოა მისი ჩანაცვლება მოხდეს ადგილობრივი წარმოებით. კახეთი, სამცხე-ჯავახეთთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია ქერის წარმოების მიხედვით.
მნიშვნელოვან კულტურას წამოადგენს სიმინდი. საქართველოში სიმინდის მწარმოებელი წამყვანი რეგიონებია იმერეთი და სამეგრელო, თუმცა სიმინდი კახეთის რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანი კულტურაა როგორც ნათესი ფართობის, ასევე მწარმოებელთა რაოდენობის მიხედვით. აღმოსავლეთ საქართველოში სიმინდი მორწყვას საჭიროებს. ამიტომაც, კახეთის რეგიონში იგი იმ მუნიციპალიტეტებში იწარმოება უფრო მასშტაბურად, სადაც სარწყავი ინფრასტრუქტურაა ხელმისაწვდომი და ნალექიც შედარებით მაღალია. ასეთი მუნიციპალიტეტებია ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი, ყვარელი.
კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვან მარცვლეულს წარმოადგენს მზესუმზირაც. იგი უპირატესად ზეთის გამოსახდელად იწარმოება ურწყავ ფართობებში და ძირითადად თავთავიან კულტურებთანაა ჩართული თესლბრუნვაში. მზესუმზირის კოპტონი გამოიყენება ცხოველთა საკვებად. აღსანიშნავია, რომ კახეთის წილად მოდის საქართველოში მოწეული მზესუმზირის 80-95%25, თუმცა მისი საჰექტრო რენტაბელობა ხორბლისაზე უფრო დაბალია და ფერმერები მას თესენ სხვა ალტერნატული კულტურის არარსებობის შემთხვევაში.
მზესუმზირის ძირითად მწარმოებელ მუნიციპალიტეტს კახეთში დედოფლისწყარო წარმოადგენს. 2004-2005 წლებში დედოფლისწყაროზე მოდიოდა კახეთში მზესუმზირის ნათესების 47%25. თუმცა საჰექტრო მოსავლიანობით მას საგრძნობლად აჭარბებენ თელავისა და გურჯაანის რაიონები, სადაც ნალექების შედარებით მეტი რაოდენობა მოდის წლის განმავლობაში.
ბაღჩეული და ბოსტნეული
კახეთი საქართველოს წამყვან რეგიონს წარმოადგენს ბაღჩეული კულტურების (საზამთროს, ნესვის, გოგრას) წარმოების მიხედვით. კახეთზე მოდის საქართველოს ბაღჩეულის 70-80%25. საჰექტრო რენტაბელობით ბაღჩეული კულტურები აღემატებიან მარცვლეულ კულტურებს, თუმცა მათი წარმოება უფრო დიდ დანახარჯებსაც მოითხოვს. მათთვის ასევე საჭიროა სარწყავი სისტემის არსებობა, რაც ძირითად შემზღუდველ პირობას წარმოადგენს კახეთის ბევრ მუნიციპალიტეტში. სწორედ მაღალი რენტაბელობის გამოა, რომ სარწყავ ფართობებში ძირითადად ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურები იწარმოება. ბაღჩეული კულტურების მწარმოებელი წამყვანი მუნიციპალიტეტებია სიღნაღი, საგარეჯო, ყვარელი, ლაგოდეხი.
კახეთი წარმოადგენს საქართველოში მიწის თხილის მწარმოებელ წამყვან რეგიონს. ამ კულტურის წარმოება აქაც საკმაოდ შეზღუდულ არეალში ხორციელდება და შემოიფარგლება ლაგოდეხის, და ნაწილობრივ ყვარლის რაიონებით. ბოსტნეული კულტურების საწარმოო ფართობების მიხედვით კახეთი ჩამოუვარდება ქვემო ქართლს და უახლოვდება შიდა ქართლს, თუმცა ჩამორჩება მათ მოსავლის რაოდენობით. კახეთში ბოსტნეულის ძირითად მწარმოებელ მუნიციპალიტეტებს კლიმატისა და სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გამო ლაგოდეხი, სიღნაღი და გურჯაანი წარმოადგენენ.
ხილი
კახეთში მრავალი სახეობის ხილი იწარმოება, თუმცა ეს რეგიონი არ სპეციალიზდება მეხილეობაზე. კახეთში მოდის კურკოვანი, თესლოვანი, სუბტროპიკული, კაკლოვანი და კენკროვანი ხილი, თუმცა მათი მასიური ნარგავები არ გვხვდება. ხილის დამზადება მცირე, საოჯახო მეურნეობებში ხდება. გამონაკლისს გურჯაანის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს, სადაც შედარებით მასიურად იწარმოება ატამი. მისი მოსავლის მიხედვით კახეთი უსწრებს საქართველოს ყველა სხვა რეგიონს. კახეთის რეგიონში ხილის ძირითადი მწარმოებელი მუნიციპალიტეტებია ყვარელი, სიღნაღი, გურჯაანი, თელავი.
მეცხოველეობა
კახეთის ეკონომიკაში მეცხოველეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამასთანავე, კახეთს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი განეკუთვნება საქართველოს მეცხოველეობაში. ამ დარგის განვითარებას ხელს უწყობს საძოვრებისა და სათიბების მასივების არსებობა, აგრეთვე იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოყენება ცხოველთა საკვებად, რომლებიც კახეთში იწარმოება.
მსხვილფეხა პირუტყვი
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის მიხედვით კახეთი მეოთხე რეგიონია საქართველოში იმერეთის, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის შემდეგ. კახეთის რაიონებს შორის მსხვილფეხა პირუტყვის სულადობით გამოირჩევიან საგარეჯო, ლაგოდეხი და ახმეტა.
საქონლის ხორცის დამზადების მიხედვით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებთან ერთად ლიდერობს სიღნაღის მუნიციპალიტეტიც. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მეცხოველეობის ამ დარგის განვითარებას ხელს უწყობს საძოვრებისა და სათიბების დიდი ფართობები, აგრეთვე მარცვლეული კულტურების ნარჩენების არსებობა.
სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს რძის წარმოება. მსოფლიო ბაზარზე რძის ფხვნილის გაძვირებამ აამაღლა გადამამუშავებელი საწარმოების მოთხოვნა ადგილობრივ საღ რძეზე. ამას მოჰყვა რძის შემკრები ცენტრების ქსელის გაფართოვება კახეთსა და ქვემო ქართლში.
კახეთის რეგიონში რძის წარმოების მიხედვით ლაგოდეხის, საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტები ლიდერობენ, თუმცა დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც შეინიშნება მზარდი ტენდენცია. მაგრამ ჟერ კიდევ დაბალია წველადობის მაჩვენებელი, რომელიც წელიწადში 1.2 ტონას უტოლდება ფურზე. საქონლის პროდუქტიულობის გასაზრდელად საჭიროა საკვები ბაზისა და ვეტერინარული მომსახურების დონის ამაღლება, პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესება და ფურების დახბოიანების პერიოდის წანაცვლება ზამთარში რძის რაოდენობის გასაზრდელად.
ღორი
ღორის სულადობისა და ხორცის დამზადების მიხედვით საქართველოში სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებია წამყვანი. კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მზადდება ღორის ხორცი, თუმცა ამ მაჩვენებლით 2005 წელს ლიდერობდნენ ყვარელი, თელავი, ახმეტა და ლაგოდეხი, სადაც ღორის საკვებად ტყის რესურსის გამოყენება ხდება. 2005 წელს კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან ექვსში დამზადებულმა ღორის ხორცის რაოდენობამ გადააჭარბა საქონლის ხორცის ოდენობა. ეს მიუთითებს ერთი მხრივ, დიდ მოთხოვნაზე მოცემულ პროდუქტზე, ხოლო მეორე მხრივ - მეღორეობის მნიშვნელოვან წვლილზე კახეთის ეკონომიკაში, განსაკუთრებით კი წვრილი ოჯახური მეურნეობებისთვის. 2007 წელს კახეთში აღინიშნა ღორის სულადობის მნიშვნელოვანი შემცირება მონტგომერის დაავადების გავრცელების გამო.
ცხვარი
კახეთში მეცხვარეობის ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს. ცხვრის სულადობის მიხედვით კახეთი აჭარბებს საქართველოს სხვა რეგიონებს. ამ დარგის განვითარებას ხელს უწყობს ზაფხულისა და ზამთრის საძოვრების არსებობა. კახეთის შიგნით მეცხვარეობის წამყვანი მუნიციპალიტეტებია საგარეჯო და ახმეტა, თუმცა ცხვრისა და თხის გარკვეული რაოდენობა ყველა მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული და იგი აჭარბებს ღორის რაოდენობას. საგარეჯო და ახმეტა ლიდერობენ ასევე ცხვრის ხორცის, ცხვრის რძისა და მატყლის წარმოების მიხედვითაც, რაც მეცხვარეობას აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
მეფრინველეობა
შინაური ფრინველის რაოდენობის მიხედვით საქართველოში წამყვან რეგიონებს სამეგრელო, იმერეთი, ქვემო ქართლი და კახეთი წარმოადგენენ. მეფრინველეობის განვითარებას აქ ხელს უწყობს დიდი რაოდენობით მარცვლეულის წარმოება. კახეთის მუნიციპალიტეტებს შორის ფრინველის ხორცის წარმოებით გამოირჩევიან საგარეჯო და ლაგოდეხი. რეგიონში დიდი მასშტაბის საწარმოს წარმოადგენს პატარძეულის (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) მეფრინველეობის ფაბრიკა.
კახეთის სოფლის მეურნეობის ძლიერი და სუსტი |
|
ძლიერი მხარეები |
სუსტი მხარეები |
|
|
შესაძლებლობები |
საფრთხეები |
|
|
ფუტკარი
მეფუტკრეობის წამყვან რეგიონებს საქართველოში წარმოადგენენ იმერეთი, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი. ამათგან, საქართველოში არსებული სკების თითქმის 1/5 კახეთის რეგიონზე მოდის. თაფლის წარმოების მიხედვით კახეთი და იმერეთი ლიდერობენ საქართველოს რეგიონებს შორის. 2006 წელს შეინიშნა თაფლის დამზადების ამაღლება კახეთში, მაშინ როდესაც სხვა რეგიონებში ეს ტენდენცია არ გამოვლინდა. მეფუტკრეობა უნდა ჩაითვალოს კახეთის ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად, ვინაიდან ეს რეგიონი მდიდარია ტყეებით, ყვავილოვანი მდელოებითა და ნათესებით, რომლებიც შესაფერის საკვებს წარმოადგენენ ფუტკრისთვის.
როგორც სკების რაოდენობით, ასევე თაფლის წარმოების მიხედვით კახეთში ლიდერობენ ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, რომლებშიც ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება წარმოების ზრდის ტენდენცია. ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება სხვა მუნიციპალიტეტებშიც, თუმცა თელავში, სიღნაღსა და ახმეტაში არის თაფლის წარმოების კლების ტენდენციაც.
მეღვინეობა
კახეთის მევენახეობა-მეღვინეობის ზოგადი დახასიათება
კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. იგი იყოფა ორ ზონად: შიდა და გარე კახეთად. კახეთში გამოყოფილია 25-ზე მეტი მიკროზონა, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჯაანი, კარდენახი, მანავი და სხვა.
დღეისათვის საქართველოს ვენახების 65-70%25 კახეთშია კონცენტრირებული. საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები გაშენებულია მდინარეების - ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე.
კახეთის მევენახეობის ძირითადი მიმართულებაა მაღალხარისხოვანი და ხარისხოვანი სუფრის თეთრი და წითელი, მშრალი, ნახევრადმშრალი, ბუნებრივად ტკბილი და სადესერტო ღვინოების წარმოება.
ევროპული ტიპის სუფრის თეთრი, მაღალხარისხოვანი, საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე ღვინოები მზადდება წინანდლის, ნაფარეულის, გურჯაანის, მანავის და სხვა მიკროზონებში, რქაწითელის, კახური მწვანეს, ხიხვის, ქისის და სხვა უძველესი ადგილობრივი ჯიშების ყურძნისაგან.
სუფრის წითელი მშრალი ღვინოები მზადდება თელიანის, ახაშენის, მუკუზნის და კახეთის სხვა უნიკალურ მიკროზონებში ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის საფერავისაგან.
წარმოშობის ადგილის დასახელების, ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინოები კახეთში მზადდება მხოლოდ ახაშენის და ქინძმარაულის მიკროზონებში. ამ ღვინოებისათვის დამახასიათებელ მაღალ საგემოვნო თვისებებს განაპირობებს აქაური მიკროკლიმატი, ნიადაგები და საფერავის ჯიშობრივი მახასიათებლები.
საუკუნეთა მანძილზე კახეთში შეიქმნა და ჩამოყალიბდა სუფრის ღვინის ტიპი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება სხვა ტიპებისაგან. მისი დამზადების ტექნოლოგია ითვალისწინებს ალკოჰოლური დუღილის პროცესში ყურძნის მტევნის მყარი ნაწილების - კლერტის, წიპწასა და კანის მონაწილეობას. ასეთი ტიპის ღვინო მზადდება მიწაში ჩაფლულ ქვევრებში, სადაც მთელი ტექნოლოგიური ციკლი მუდმივ ტემპერატურულ რეჟიმშია მოქცეული. ამ წესით მიღებული ღვინო გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ფენოლური ნაერთების და ტანინის მაღალი შემცველობით, სასიამოვნო ბუკეტით, ძლიერად გამოხატული ჯიშური არომატითა და გემოთი.
კახეთის მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში არსებული მდგომარეობა
მევენახეობა - ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები
კახეთში ვენახების ფართობის სიდიდით გამოირჩევა გურჯაანის მუნიციპალიტეტი, რომლის ვენახების ფართობი 7,618 ჰა-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა ყვარლის მუნიციპალიტეტი - 6,382 ჰა, ხოლო მესამე ადგილი უკავია თელავის მუნიციპალიტეტს - 6,048 ჰა. ყველაზე მცირე ფართობები აქვთ დედოფლისწყაროს - 1,499 ჰა და ახმეტას - 1,747 ჰა. კახეთის ვენახებში საფერავს სჭარბობს რქაწითელი. საფერავი ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ყვარლის მუნიციპალიტეტში (2,316 ჰა), რაც განპირობებულია დიდი მოთხოვნილებით ქინძმარაულის მევენახეობის მიკროზონაში მოყვანილ საფერავის ყურძენზე.
2007 წელს რქაწითელმა მაღალი საჰექტარო მოსავალი აჩვენა ყვარლის (6.8ტ/ჰა), ახმეტის (6.6ტ/ჰა), სიღნაღის (6.8ტ/ჰა) და საგარეჯოს (6.5ტ/ჰა) მუნიციპალიტეტებში, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა თელავის მუნიციპალიტეტში (4.9ტ/ჰა).
საფერავის მაღალი საჰექტარო მოსავალი მიღებული იქნა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, საგარეჯოს და ყვარლის ვენახებში, ხოლო ყველაზე დაბალი მოსავალი კი - ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით 2007 წლის სეზონზე კახეთში 200 ათას ტონაზე მეტი ყურძენი დაიკრიფა, აქედან ღვინის ქარხნებმა გადაამუშავეს 52 ათას ტონამდე ყურძენი, 110 ათასი ტონა სარეალიზაციოდ თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა, 50 ათასი ტონა ყურძენი კი საოჯახო მეურნეობებში დაბინავდა. ვენახების არსებული ფართობები და საშუალო მოსავლიანობა რაიონების მიხედვით მოცემულია მე-2 დანართში.
კახური ვაზის ჯიშების გენოფონდი
კახეთში არსებული უნიკალური ვაზის ჯიშებია: ქისი, ხიხვი, კახური მწვანე, საფერავი, რქაწითელი და სხვა. მათ გარდა არის მრავალი აბორიგენული კახური ვაზის ჯიშები და პოპულაციები, რომლებიც შეადგენენ გენეტიკური რესურსების ძირითად ნაწილს და წარმოადგენენ სამრეწველო სორტიმენტის სრულყოფის საფუძველს.
1930 წელს სოლომონ ჩოლოყაშვილმა საფუძველი ჩაუყარა მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ამ ინსტიტუტის ბაზაზე გაშენდა ქართული ვაზის კოლექცია, რომელიც დღესაც არსებობს და ვაზის 422 ჯიშს ითვლის.
კახეთის ვენახებში არსებული მდგომარეობა
კახეთის მევენახეობა დღეისათვის წარმოდგენილია გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გაშენებული ძველი (ვენახების საერთო ფართობის 85-90%25) და ახლად გაშენებული ვენახებით (ვენახების საერთო ფართობის 10-15%25).
საბჭოთა პერიოდში გაშენებულ ვენახებში დომინირებდნენ ვაზის ჯიშები რქაწითელი და საფერავი. იმ პერიოდისათვის მევენახეობა ყურძნის რაოდენობაზე იყო ორიენტირებული, რამაც თითქმის დავიწყებას მისცა ვაზის სხვა ქართული ჯიშები, კერძოდ ქისი, ხიხვი, მწვანე, მცვივანა თუ სხვა.
ძველი ვენახები დღეისათვის ამორტიზებულია, დიდია მეჩხერიანობა და დაბალია საჰექტარო მოსავლიანობა - 2-2.5 ტ/ჰა-ზე. ყურძნის ხარისხისა და ვენახის რენტაბელობის ასამაღლებლად აღნიშნული ვენახები საჭიროებენ რეაბილიტაციას.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2007 წლის ბოლოს დაიწყო ვაზის ჰიბრიდული ჯიშის „ვაქირულა“ ამოძირკვის პროგრამა, გამოყოფილია 1 000 000 ლარი და იმ გლეხებს, ვისაც აქვს ამ ჯიშის ვაზი ჩეხავს და სახელმწიფო უხდის კომპენსაციას თითოეულ ჰექტარზე 2000 ლარს.
90-იანი წლების მეორე ნახევარში კახეთში ინტენსიურად დაიწყო ახალი ვენახების გაშენება და ეს პროცესი ყველაზე სწრაფი ტემპით თელავის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა, რადგან აქ მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი მევენახეობის მიკროზონები: ქინძმარაული, ახაშენი, მუკუზანი, წინანდალი, ვაზისუბანი, ნაფარეული. საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების დაინტერესებაც. სავარაუდოდ კახეთში 5000 ჰა ახალი ვენახია გაშენებული, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1 ჰა ვენახის გაშენება საჭიროებს 8-11 ათასი აშშ დოლარის ინვესტიციას, გამოდის, რომ კახეთში 40-55 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო ახალი ვენახების გაშენებაში. ეს პროცესი ნაკლებად შეეხო ახმეტის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს, სადაც მევენახეობა არაა წამყვანი დარგი.
ახლად გაშენებულ ვენახებში ვაზის ჯიშები წარმოდგენილია შემდეგი პროცენტული თანაფარდობით: საფერავი - 96%25, დაახლოებით 1.8-2%25-ზე ფრანგული წითელყურძნიანი ჯიშები: კაბერნე ფრანი, კაბერნე სოვინიონი, პინო ნუარი, მერლო, მალბეკი. ხოლო დანარჩენი 2-2.2%25-ზე წარმოდგენილია ძველი ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები: ქისი, ხიხვი და კახური მწვანე.
ვაზის ნერგის წარმოება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში უცხოელი და ქართველი ბიზნესმენების მიერ შეიქმნა ვაზის სანერგე მეურნეობა „არივიე-ჯორჯია“, რომელიც აწარმოებს ევროსტანდარტების მქონე ქართული და უცხოური ვაზის ნერგებს. აქ წარმოებული ვაზის ნერგი ნაწილობრივ გადის ექსპორტზე, ხოლო ნაწილი იყიდება ადგილზე. ეს სანერგე მეურნეობა ერთადერთი თანამედროვე ტიპის სანერგე მეურნეობაა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში, ამიტომ მისი სიმძლავრე არაა საკმარისი. კახეთში არსებობს კიდევ ორი-სამი დიდი სანერეგე მეურნეობა და გლეხურ მეურნეობებში არსებული სანერგეები. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მათში დარღვეულია ნერგის წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლი, ამდენად მაღალხარისხოვანი ვაზის ნერგი ფაქტიურად არ იწარმოება. ეს კახეთის მევენახეობაში ყველაზე მწვავე და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამის გარეშე მევენახეობის განვითარება ძნელად წარმოსადგენია.
მეღვინეობა - ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები
ქართული ღვინის ექსპორტი
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში წარმოებული ღვინის 65-70%25 კახეთზე მოდის, შეიძლება გავაკეთოთ გათვლები ექსპორტში კახეთის მეღვინეობის როლის შესახებ.
როგორც №2 ცხრილიდან ჩანს (დანართი 2), 2005 წელს ქართული ღვინის ექსპორტის საერთო მოცულობა საკმაოდ შთამბეჭდავია - 59,323,520 ბოთლი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული მეღვინეობის უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი გაყიდვები ამ წელს შედგა. 2006 წელს ქართული ღვინის ექსპორტის საერთო მოცულობა მკვეთრად კლებულობს - 19,493,219 ბოთლამდე, ხოლო 2007 წელს ქართული ღვინის ექსპორტის საერთო მოცულობა კიდევ კლებულობს - 10,155,042 ბოთლამდე, რაც გამოწვეულია რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგოთი.
დანართ 2-ის №2 ცხრილში წარმოდგენილია ღვინის ექსპორტის მონაცემები 2006-2006-2007 წლების განმავლობაში. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება გამოვკვეთოთ საექსპორტო ბაზრების განვითარების დინამიკა. წარმოდგენილი მასალა გვიჩვენებს, რომ 2005-2007 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი მეტნაკლებად გაიზარდა ევროკავშირის, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, რუსეთის ბაზრის ბლოკირების პარალელურად.
ქართული ღვინის ადგილობრივი მოხმარება
საქართველოში და კახეთში უპირველე ყოვლისა არსებობს ოჯახური ღვინის წარმოების ტრადიცია, რომელიც სტატისტიკურად ზუსტად არ აღირიცხება და საკმაოდ დიდ მოცულობას აღწევს ღვინის მთლიანი წარმოების მოცულობაში.
ქართული მეღვინეობის ორიენტაციას შიდა ბაზარზე აფერხებს, ერთი მხრივ, ოჯახური ღვინის წარმოების ტრადიცია და, მეორე მხრივ, ე.წ. „პიკეტი“, ანუ ხელოვნური „ღვინო“. ორივე სახის სასმელის მოხმარება საქართველოში საკმაოდ დიდი მასშტაბით ხდება და შეადგენს ადგილობრივი ბაზრის დიდ სეგმენტს. მოსალოდნელია, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის მუშაობის გააქტიურების შედეგად შემცირდება ხელოვნური „ღვინის“ რეალიზაცია, რაც ადგილობრივ ბაზარზე გზას გაუხსნის ნატურალური ღვინის რეალიზაციას. ამ მომენტისთვის სექტორის მოსამზადებლად საჭიროა ჩამოსასხმელი ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის დახვეწა და სარეალიზაციო ქსელის გაფართოვება.
კახეთის მევენახეობა-მეღვინეობის ძლიერი და სუსტი |
|
ძლიერი მხარეები |
სუსტი მხარეები |
|
|
შესაძლებლობები |
საფრთხეები |
|
|
![]() |
6.6 5.6 ტურიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთს გააჩნია ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის მიმზიდველი უპირატესობები, მაგალითად, კახეთის მხარე მდიდარია ისტორიული ძეგლებით. და აქვს ღვინის ტურიზმის განვითარების პოტენციალი. ბოლო დროს საქართველოში ტურიზმის გამოცოცხლების ფონზე შეინიშნება ტურისტული საქმიანობის გააქტიურება კახეთის რეგიონშიც.
ტურისტებისათვის ძალიან საყურადღებოა თუშეთი თავისი განუმეორებელი ბუნებით. თუშეთის ტურისტული პოტენციალის რეალიზაციის კარგ პერსპექტივას ქმნის აქ არსებული დაცული ტერიტორიები. ბოლო დროს თუშეთში სწრაფად იზრდება მცირე ზომის სასტუმროთა რიცხვი და ეს მხარე სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მხარე დანარჩენ კახეთს მხოლოდ ერთი საავტომობილო გზით უკავშირდება, რომელიც მეტად რთულ რელიეფში გადის. წელიწადის უმეტეს დროს თუშეთში მოხვედრა მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ტურისტების ნაკადს.
ეკოტურიზმისათვის საინტერესოა კახეთის დაცული ტერიტორიები, განსაკუთრებით კი ვაშლოვანის ნაკრძალი. ტურიზმის ამ სახეობის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისათვის, რომელიც კახეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მწვავედ განიცდის ეკოლოგიურ პრობლემებს და რომელშიც ყველაზე მაღალია სიღარიბის დონე.
უკანასკნელ პერიოდში პოპულარობა მოიპოვა ღვინის ტურიზმმა. ღვინის ტურიზმის ცენტრად რეგიონში სიღნაღია მიჩნეული. ამ ისტორიული ქალაქის იერსახის ასაღორძინებლად და აქ ტურისტული ინდუსტრიის გასავითარებლად ბოლო დროს ხელისუფლებისა და ბიზნესის თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. სიღნაღის არჩევა კახეთის ღვინის ტურიზმის ცენტრად განპირობებულია ამ ქალაქის მეღვინეობის ტრადიციებით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებითა და ცენტრალური ადგილმდაბარეობით კახეთის რეგიონში.
2007 წლის 1 აგვისტოსათვის ვაშლოვანის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურისა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონებში არსებულ მცირე ზომის კერძო სასტუმროთა სიმძლავრე სულ 237 ადგილს შეადგენდა, რაც აშკარად არასაკმარისია. კახეთის რეგიონი სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის მთლიანი, ასვე ერთ სულზე გადაანგარიშებული ბრუნვით 2006 წლის მონაცემებით საქართველოში ერთერთ უკანასკნელ ადგილზეა და ბოლო ხუთი წლის ზრდის ტემპი ბევრად ჩამორჩება სხვა რეგიონების ანალოგიურ მაჩვენებლებს. სავარაუდოა, რომ კახეთში არსებული სასტუმროები დატვირთულია უმეტესწილად რეგიონში საქმიანი ვიზიტით მყოფი პირებით და არა ტურისტებით. ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის აუცილებელია ადგილობრივი კადრების მომზადება-გადამზადებაში ინვესტირება.
ტურიზმის სექტორის ძლიერი და |
|
ძლიერი მხარეები |
სუსტი მხარეები |
|
|
შესაძლებლობები |
საფრთხეები |
ახალი საავტომობილო გზების
რეკონსტრუქცია/საჰაერო კავშირი
ტურისტული და რეკრეაციული
ტურიზმის სტრატეგიის დამუშავება
ახალი ბაზრების ათვისება (ტურიზმში,
ინოვაციური-ალტერნატიული
სახელმწიფო საინფორმაციო
ზამთრის ტურიზმის მოცულობის
ქართული სასუფრე ტრადიციების,
კახეთის ტურისტული
კახეთის, როგორც ტურისტული
რეგიონში წარმოებული პროდუქტის
შიდა ტურიზმის ზრდის
სავიზო რეჟიმის გამარტივება |
სატრანსპორტო პრობლემები, ბუნების კატაკლიზმები;
საქართველოში ჩამოსვლის
სატრანსპორტო ნაკადების
სხვა ტურისტული ზონების მხრიდან
მუნიციპალიტეტებში ტურისტული
ღვინის, ეკოლოგიური, სათავგადასავლო
სასტუმროებისა და რესტორნების
ტურიზმის სექტორში მომუშავე კადრების
რეგიონალური სასტუმროების სუსტი
სტუმართა განთავსების შეზღუდული
ტურისტისათვის აუცილებელი სანიშნე
მუნიციპალიტეტებში ტურიზმისა და |
![]() |
6.7 5.7 გარემოს დაცვითი საკითხები |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთისათვის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს გვალვების გახშირება. თავის მხრივ, გვალვები იწვევენ რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში გაუდაბნოებასა და საძოვრების გადატვირთვას.
2000-2006 წლების მონაცემებით რეგიონი განსაკუთრებით მწვავედ განიცდის გვალვის უარყოფით ზეგავლენას, რამაც ცალკეულ წლებში საოჯახო მეურნეობების მთელი მოსავლის დაკარგვა გამოიწვია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (ხორბალი, ქერი, მზესუმზირა). საოჯახო მეურნეობები იძულებულნი ხდებიან გვალვიან წელს მნიშვნელოვნად გაზარდონ მესაქონლეობის პროდუქციის მოხმარება, რაც პირუტყვის რიცხოვნობას მკვეთრ კლებას იწვევს. ირიგაციის სისტემის მოშლისა და საძოვრებზე სახელმწიფო საკუთრების პირობებში ამას მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შემდგომ დამძიმებამდე მივყავართ, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო ამძიმებს ეკოლოგიურ მდგომარეობას, რადგანაც გაუდაბნოებული საძოვრები უკვე ვეღარ აკმაყოფილებს პირუტყვის არსებულ რაოდენობას.
გვალვის პრობლემის გადაუჭრელობა შესაძლოა ახლო მომავალში კახეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად გადაიქცეს. გამორიცხული არაა საქართველოს სასაზღვრო მუნიციპალიტეტის, დედოფლისწყაროს, მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი კლება, გაუდაბნოებული ფართობების ზრდა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მწყობრიდან გამოსვლა. ორგანიზებული მეურნეობის მოშლა საფრთხეს უქმნის ტურიზმის ინდუსტრიასაც, რადგანაც გაუდაბნოება არა მხოლოდ პირდაპირ დაემუქრება ვაშლოვანის ნაკრძალს, არამედ არაპირდაპირადაც, რადგან ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფი მოსახლეობისა იძულებული გახდება მუნიციპალიტეტის მწირი სატყეო რესურსები გათბობის მიზნით გამოიყენოს. გაღარიბდება რაიონის უნიკალური ფაუნაც.
ბუნებრივი რესურსების პოტენციალის თვალსაზრისით კახეთის რეგიონს, განსაკუთრებით კი მის აღმოსავლეთ ნაწილს, გარკვეული უპირატესობები გააჩნია. კერძოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მზის ნათების ხანგრძლივობითა და ინტენსივობით. კახეთის კლიმატი და ღრუბლიანობის ნაკლებობა ზოგადად ხელსაყრელ პირობებს ქმნის ალტერნატიული ენერგეტიკის, კერძოდ მზისა და ქარის ენერგიის განვითარებისათვის. გარდა ამისა, შესაძლებელია პლანტაციური ტყეების საპილოტო პროგრამის განხორციელება, რასაც შეუძლია მოსახლეობას მეტ-ნაკლებად აუზღაუროს სოფლის მეურნეობის სტაგნაციით გამოწვეული შემოსავლების დეფიციტი.
კახეთში საკმაოდ მწვავედ დგას სასმელი წყლის ხელმისაწვდომობისა და მისი დაბინძურების პრობლემები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნარჩენი პესტიციდების უსაფრთხო განთავსების მიმართულებით (მაგ. სიღნაღის რაიონის სოფელი საქობო). ხდება მდინარეებში ამ შხამ-ქიმიკატების გაჟონვა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას.
ტყეების უკონტროლო გაჩეხვამ, განსაკუთრებით კავკასიონის მთისწინეთის რაიონში დაამძიმა მდგომარეობა წყალმოვარდნების რისკის ზრდის მიმართულებით. მდინარე ალაზნისა და მისი შენაკადების წყალშემკრებ აუზში ტყეების გაჩეხვამ გამოიწვია ის რომ მდინარის ნაპირებიდან გადმოსვლას კატასტროფული შედეგები მოჰყვება. იკარგება და ჭაობდება ჭალის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაჭაობებულ ტერიტორიაზე ჩნდებიან პარაზიტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მოსახლეობის ჯანმრთელობას. წყალდიდობებმა ჭალის ტყეების გაჩეხვის შედეგად მოსპო ამ ტერიტორიაზე განლაგებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ტყეების გაჩეხვა საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას.
კახეთის რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისა და მათი უტილიზაციის პრობლემა. ამჟამად კახეთის რეგიონის ნაგვის კომერციულად გადამუშავების პერსპექტივა არარეალისტურია, რაც მოითხოვს მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების აქტიურ ჩარევას აღნიშნული პრობლემის სასწრაფოდ გადასაჭრელად.
აუცილებელია მდინარე დურუჯის პრობლემის გადაჭრა. აქ ნაპირსამაგრი სამუშაოების დაფინანსება უნდა განხორციელდეს ცენტრალური მთავრობის დონეზე, რათა მოსახლეობას მოეხსნას უკვე ათწლეულების განმავლობაში არსებული მუდმივი საშიშროება.
გარემოსდაცვითი სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეების |
|
ძლიერი მხარეები |
სუსტი მხარეები |
|
|
შესაძლებლობები |
საფრთხეები |
|
|
![]() |
7 6. რეგიონის კონკურენტუნარიანობის შეფასება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 6.1 ფიზიკურ-გეოგრაფიული გარემო |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კახეთის რეგიონი საქართველოს დანარჩენ კუთხეებს აღემატება ერთ სულ მოსახლეზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობითა და მისი ხარისხითაც. გარდა ამისა, რეგიონის განსახლების თავისებურებანი, კერძოდ სოფლების მდებარეობა ძირითადი მაგისტრალების გასწვრივ, კარგ წანამძღვრებს ქმნის როგორც კომერციული ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი განვითარების დაფინანსებისათვის.
რეგიონის სიახლოვე აზერბაიჯანთან ჯერჯერობით არ წარმოადგენს სერიოზულ კონკურენტულ უპირატესობას, თუმცა საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების ფონზე ამან შესაძლოა მძლავრი სტიმული მისცეს კახეთის ეკონომიკის განვითარებას.
მრავალფეროვანი ბუნება და სახელმწიფო ნაკრძალები ხელსაყრელ წინაპირობას ქმნის ტურიზმის განვითარებისათვის.
![]() |
7.2 6.2 სოფლის მეურნეობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რეგიონებს შორის კახეთი პირველ ადგილზეა სასოფლო-სამეურნეო მიწის სავარგულების ფართობის მიხედვით. ეს ეხება როგორც სავარგულების საერთო ფართობს, ასევე ცალკეული კატეგორიების ფართობებსაც (სახნავი, სათიბ-საძოვარი, მრავალწლიანი ნარგავები). მიწის რესურსების ეს სიუხვე განაპირობებს კახეთის წამყვან მნიშვნელობას საქართველოს სოფლის მეურნეობაში. კახეთი პირველ ადგილზეა მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მიხედვით (ხორბალი, მზესუმზირა, ატამი, მარწყვი, არაქისი, საზამთრო, ყურძენი, ცხვრის ხორცი, მატყლი, თაფლი). სხვა პროდუქციის მიხედვით კი კახეთი მოწინავე რეგიონებს შორისაა (ქერი, სიმინდი, ბოსტნეული, ხილი, საქონლისა და ღორის ხორცი, რძე, ფრინველის ხორცი, კვერცხი). მოწინავე სასოფლო-სამეურნეო პოტენციალს კახეთში სავარგულების სიუხვესთან ერთად განაპირობებს ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობები, მუშახელის ხელმისაწვდომობა, სარწყავი და საგზაო ინფრასტრუქტურის არსებობა.
სოფლის მეურნეობაში კახეთის კონკურენტუნარიანობა გამოკვეთილია მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში. ამას განაპირობებს ვენახების არსებული საწარმოო ფართობები, ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობები, მევენახეობა-მეღვინეობის ხანგრძლივი ტრადიცია, ღვინის ქარხნების ქსელი და ღვინის კარგად ცნობილი ბრენდები დამყარებული კახურ ადგილწარმოშობის ღვინოებზე. როგორც ყურძნის, ასევე ღვინის რაოდენობითა და ხარისხით კახეთი ტრადიციულად წამყვანი რეგიონია საქართველოში. ამიტომ, სამომავლოდაც, მევენახეობა-მეღვინეობა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სფერო იქნება კახეთის განვითარებისთვის. რადგნაც სოფლის მეურნეობა ადგილობრივი ეკონომიკის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ სექტორის შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის ფერმერული საკონსულტაციო ცენტრების დაარსებაზე და დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.
![]() |
7.3 6.3 ფიზიკური ინფრასტრუქტურა |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთის პერიფერიული მდებარეობა კომპენსირდება საავტომობილო კავშირით თბილისთან და იმ ფაქტით, რომ ეს გზები დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია.
უახლოეს წარსულში კახეთში ფუნქციონირებდა განვითარებული საირიგაციო სისტემა. მიუხედავად მისი არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობისა, ამ სისტემის ნაწილის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება სავსებით შესაძლებელია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდას.
![]() |
7.4 6.4 შრომითი რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთის რეგიონი საქართველოს დანარჩენი კუთხეებთან შედარებით მეტ და იაფ სამუშაო ძალას ფლობს. ეს ფაქტორი გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს თუ რეგიონში მოხერხდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და კვების მრეწველობის განვითარება. ეკონომიკის პროფილიდან გამომდინარე, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ სფეროში ფლობს დიდ გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს.
კახეთის სოფლის საშუალო ზომა მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს საშუალო სოფლის ზომას. ეს ფაქტორი აიოლებს კახეთში მცირე ზომის კვების მრეწველობის საწარმოების გახსნას, რასაც სოფლის მეურნეობაში არსებული ჭარბი მუშახელის ადგილზე დასაქმების კარგი პერსპექტივა გააჩნია.
![]() |
7.5 6.5 ტურიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთის უნიკალური ბუნებრივი პირობები განაპირობებენ მის კონკურენტუნარიანობას ტურიზმის გასანვითარებლად. კახეთის რეგიონში მდებარეობს მრავალი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლი, აგრეთვე რამოდენიმე დაცული ტერიტორია (ვაშლოვანის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურისა და ლაგოდეხის), რომლებიც ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის ცენტრებად შეიძლება იქცნენ. თანდათან ვითარდება აგროტურიზმის პირობებიც, რაც კახეთში უპირველესად ღვინის ტურიზმის მიმართულებას მიიღებს. კახეთს გააჩნია კარგი სასტარტო პირობები კულტურული და ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის იმის გამოც, რომ უკანასკნელ პერიოდში ამ რეგიონში ცენტრალურმა მთავრობამ სერიოზული სამუშაოები ჩაატარა რეგიონის ისტორიული იერსახის აღსადგენად.
![]() |
7.6 6.6 ეკონომიკის სხვა დარგები |
▲ზევით დაბრუნება |
მრეწველობის, ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროებში კახეთის კონკურენტული უპირატესობა შედარებით სუსტადაა გამოკვეთილი. კახეთი არც თუ ისე მდიდარია მინერალური რესურსებით, თუმცა საკმაოდ საყურადღებოა აქ არსებული სამშენებლო მასალების მარაგები, რომელთა წარმატებული ათვისება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხერხდება ეკონომიკის წამყვანი დარგების განვითარება (სოფლის მეურნეობა და მისი პროდუქციის გადამუშავება). საყურადღებოა რეგიონის მარმარილოს საბადო.
![]() |
8 7. კახეთის რეგიონის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 7.1 შრომის ბაზარი, განათლება და ჯანდაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
ამ სამი უმნიშვნელოვანესი სფეროს ხედვის ერთიანად გააზრება მოტივირებულია იმით, რომ თავისი არსით ისინი ურთიერთდაკავშირებული და ცენტრალური მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხებია. კახეთის ეკონომიკის, გეოგრაფიისა თუ სოციალური სფეროს თავისებურებების გათვალისწინებითაც კი თითქმის შეუძლებელია მისთვის განსაკუთრებული ჯანდაცვის, განათლებისა და შრომის ბაზრის მარეგულირებელი გარემოს გააზრება.
სიღარიბის დონის, სიღრმისა და სიმწვავის გაანგარიშების მეთოდოლოგიის უკანასკნელდროინდელი ცვლილება მწვავედ აყენებს კახეთისათვის ამ პარამეტრების დადგენის აუცილებლობას. სახელმწიფოს მიერ სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ღონისძიებები დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად უფრო მომზადებული სამუშაო კადრები ეყოლება კახეთს და რამდენად ეფექტიანი და ხელმისაწვდომი განათლებითა და ჯანდაცვის მომსახურებით ისარგებლებენ მისი მცხოვრებნი.
პირველადი ჯანდაცვისა და განათლების განვითარება პირდაპირ აისახება კახეთის რეგიონის სამუშაო ძალის საბაზრო ეკონომიკის პირობებში დასაქმებაზე. ეკონომიკური დივერსიფიკაციის გეგმის დასრულებისას კახეთში მოსახლეობის ყველა ფენას უნდა მიუწვდებოდეს ხელი პირველად ჯანდაცვაზე.
რეგიონში უნდა მოქმედებდეს პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრები, რომლებიც რეგიონის ეკონომიკას მოუმზადებენ კადრებს მისი რეალური საჭიროებებიდან და შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე (მაგალითად სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის, ასევე ტურიზმის სპეციალისტები).
![]() |
8.2 7.2 ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა და ეკონომიკური ზრდა |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთის ეკონომიკის ბოლო წლების განვითარების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ უახლოეს მომავალში დიდი დადებითი შედეგების მიღწევა გართულდება მუშახელის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გამო. ეს პარამეტრი მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება ეკონომიკური და სოციალური გარემოს ცვლილებას. ეკონომიკურ ზრდაში გარღვევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კახეთში ძალიან სწრაფად შევა ინვესტიციების (როგორც შიდა, ასევე საგარეო) დიდი ნაკადი.
მოკლევადიან პერსპექტივაში საიმედოდ მიგვაჩნია ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარების ტენდენციები, რასაც უთუოდ ხელს შეუწყობს გომბორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. კახეთის რეგიონის პერსპექტივებისათვის შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს იმას, თუ რამდენად კარგად გამოიყენებს საქართველო, და მათ შორის კახეთის რეგიონი, მსოფლიო სურსათის ბაზარზე შექმნილ ხელსაყრელ კონიუნქტურას.
ამავე პერიოდში სოლიდური საფუძველი უნდა ჩაეყაროს ტურიზმს, ტრანსპორტს, მრეწველობას, მშენებლობასა და მომსახურების სფეროს, რადგანაც სოფლის მეურნეობაზე დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკა ვერ იქნება დამოკიდებული. ზოგადად კახეთის ეკონომიკის განვითარების ყველაზე შესაძლო, ასევე სიღარიბის დაძლევის ეფექტურ „ჯაჭვს“ წარმოადგენს: ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში - ინვესტიციები გადამამუშავებელ მრეწველობაში - სოფლის მეურნეობაში ნაყოფიერების ზრდა - ექსპორტი - შემოსავლების ზრდა - დივერსიფიკაცია ტურიზმისა და სხვა მესამეული დარგების ხარჯზე.
![]() |
8.3 7.3 სოფლის მეურნეობა და მეღვინეობა |
▲ზევით დაბრუნება |
სადღეისოდ კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობა წარმოადგენს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის შემოსავლის ძირითად წყაროს, რაც მომავალშიც შეინარჩუნებს თავის მნიშვნელობას. აღნიშნული სექტორის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია წარმოების რენტაბელობის გაზრდა და გასაღების ბაზრის გაფართოვება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ამას ესაჭიროება წარმოების პროცესის დახვეწა, ხარისხის კონტროლის დანერგვა სასაქონლო ჯაჭვის თითოეულ ეტაპზე, კოოპერაციის ფორმების განვითარება როგორც ფერმერებს შორის, ასევე ფერმერებსა და მეღვინეებს შორის, ბაზრის სეგმენტაცია და პროდუქციის მიზნობრივი მიწოდება.
ეკონომიკის განვითარების კვალდაკვალ რეგიონში გაიზრდება მოსახლეობის დასაქმების ალტერნატული შესაძლებლობები, რაც გამოიწვევს მუშახელის ნაწილის გადინებას სოფლის მეურნეობიდან. სხვა სფეროში დასაქმებული მუშახელი თანდათან ჩამოშორდება სოფლის მეურნეობას, რაც სტიმულს მისცემს ნაკვეთების გამსხვილებას და მიწის ბაზრის განვითარებას. გამსხვილებული მეურნეობები უფრო მოქნილად შეძლებენ საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციის მიწოდებას როგორც სახეობების, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით.
ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სამსახურის მუშაობის გააქტიურება შეამცირებს ღვინის ფალსიფიკაციის მასშტაბს, რაც გამოათავისუფლებს ღვინის საკმაოდ დიდ სეგმენტს ადგილობრივ ბაზარზე. ჩამოსასხმელი ღვინის ხარისხის კონტროლისა და სარეალიზაციო ქსელის განვითარება საგრძნობლად გაზრდის შიდა ბაზრის მნიშვნელობას ღვინის მწარმოებელთათვის და გააფართოვებს მევენახეთა მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობებს.
![]() |
8.4 7.4 ტურიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
საშუალოვადიან პერიოდში კახეთში მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტული პოტენციალი, თუმცა მასობრივი უცხოური ტურიზმის მოსაზიდად ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის სოლიდური ინვესტიციები სიღნაღისა და შესაძლოა თელავის ინფრასტრუქტურაში დიდ როლს ითამაშებს თბილისიდან მოკლევადიანი ტურების განვითარებაში. ტურიზმი სოფლის მეურნეობასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო გახდება.
ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოება, რომ გეოგრაფიული თვალსაზრისით კახეთის რეგიონში ტურიზმს მაინც შედარებით შეზღუდული არეალი გააჩნია და შემოსაზღვრულია სიღნაღი-თელავის ღერძით. გაბნეული, თუმცა სოლიდური ტურისტული პოტენციალია თუშეთში და ლაგოდეხისა და ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე.
![]() |
8.5 7.5 გარემოს დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთის ეკონომიკური დივერსიფიკაციის გეგმის მოქმედების დასრულებისას ეს მხარე ადამიანის ცხოვრებისათვის უსაფრთხო რეგიონი უნდა იყოს. ამასთანავე გასათვალისწინებელია ეკონომიკური ზრდის მიღწევისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შინაგანი კონფლიქტი. თუ რეგიონში მიღწეული იქნება სერიოზული ეკონომიკური ზრდა (რაც უმეტესწილად სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ხარჯზე უნდა მოხდეს), გაიზრდება დაწოლა რაიონის ბუნებრივ რესურსებზე, რაც გაამძაფრებს მათი დაცვის აუცილებლობას, მით უმეტეს, რომ რეგიონის ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ სფეროს უკავშირდება.
რეგიონის გარემოსდაცვითი პრობლემების მეტი წილი ცენტრალური მთავრობის დონეზეა გადასაწყვეტი. განსაკუთრებით მწვავედ დგას შხამ-ქიმიკატების უვნებლად გატანის პრობლემა, რომლის გადაჭრა ცენტრალური მთავრობისა და ექსპერტთა ჯგუფის კომპეტენციაშია.
ასევე, წყალდიდობისა და სელური ნიაღვრების პრობლემების გადაჭრა, ჩვენი აზრით, ცენტრალური ხელისუფლების აქტიური თანადგომით უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მთავრობის სუსტი ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით.
კახეთის რეგიონის განვითარებაში გლობალური დათბობის ფონზე გამძაფრდება გვალვების პრობლემა. საირიგაციო ინფრასტრუქტურის სწრაფი რეაბილიტაცია რეგიონს საშუალებას მისცემს შეარბილოს სტიქიის დამღუპველი გავლენა.
მზის ნათების ხანგრძლივობა კახეთის რეგიონს ხელსაყრელ პირობებს უქმნის ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებისათვის. პერსპექტიულია სოფლის მეურნეობის ბრუნვიდან გამოსულ მიწებზე პლანტაციური ტყეების გაშენება. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება სერიოზული ტურისტული პოტენციალის შემცველია.
![]() |
9 8. კახეთის რეგიონის სექტორული განვითარების პრიორიტეტები |
▲ზევით დაბრუნება |
ქვემოთ მოყვანილია ძირითადი სექტორული პრიორიტეტები, რომლებზეც მიზანშეწონილია ყურადღების გამახვილება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში. ამავე დროს გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კახეთში გასატარებელ პრიორიტეტულ ღონისძიებათა ნაწილი პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის ცენტრალური მთავრობის მიერ განსაზღვრულ ღონისძიებებთან, მათი მასშტაბიდან და ბუნებიდან გამომდინარე. ასე მაგალითად, თელავი-ვაზიანი-თბილისის მაგისტრალის რეაბილიტაცია სამუშაოთა მასშტაბიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ძირითადად ცენტრალური მთავრობის მიერ უნდა დაფინანსდეს. ამავე დროს ამ გზის რეაბილიტაცია პოტენციურად ყველაზე დიდ ეფექტს კახეთის ეკონომიკაზე იქონიებს. ამგვარად, თელავი-ვაზიანი-თბილისის მაგისტრალის რეაბილიტაციისა და სხვა მსგავსი მსხვილი პროექტების პრიორიტეტად მოყვანისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ცენტრალური მთავრობის პრიორიტეტები, რათა კახეთის საჭიროებანი მაქსიმალურად იქნას მასთან მისადაგებული. იგივე ეხება სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, (მაგ. ირიგაცია) რომელთა დაფინანსება მხოლოდ რეგიონის სახსრებით შეუძლებელია.
![]() |
9.1 8.1 შრომის ბაზარი, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები |
▲ზევით დაბრუნება |
ამ სფეროების განვითარების სტრაგიული მიზნები და პრიორიტეტები მსგავსია დანარჩენი საქართველოს პრიორიტეტებისა. საჭიროა ჯანდაცვისა და განათლების სისტემის იმგვარი აწყობა, რომ სახელმწიფოს შეაძლებინოს ოპტიმალურ ვადებში დაძლიოს სიღარიბის პრობლემა, რომელიც დღეს ასე მწვავედ დგას.
განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს განვითარება პირდაპირ უკავშირდება შრომის ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბებასაც სპეციალისტების კვალიფიკაციის მიხედვით. სამწუხაროდ, ნაკლებსავარაუდოა, რომ მოკლე ვადებში კახეთის რეგიონში შესაძლებელი იყოს თანამედროვე ეკონომიკური ზრდისათვის აუცილებელი მუშახელისა და მენეჯმენტის სათანადო რაოდენობით გამონახვა. ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიმდინარე კომპლექსური რეფორმის ფონზე აუცილებელია კახეთში ხელი შეეწყოს სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელ მრეწველობასა და ტურიზმში დასაქმებისათვის აუცილებელი განთლებისა და უნარების გადამცემი სასწავლო დაწესებულებების ჩამოყალიბებას.
პრიორიტეტული მიმართულებები:
1. რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების დეტალური შესწავლა, მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით პრიორიტეტების განსაზღვრა, დაფინანსების ადეკვატური მოცულობების დადგენა და მოზიდვა.
2. არსებული სიღარიბის პარამეტრების დადგენა და მის დასაძლევად გეგმის შემუშავება.
3. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო დონორებისა და კერძო სექტორის როლის განსაზღვრა სიღარიბის დაძლევაში.
4. რეგიონის საჭიროებათა განსაზღვრა პროფესიული განათლების მიმართულებით და პროფესიული განათლების ცენტრების საჭირო პროფილისა და რაოდენობის პროგნოზირება.
![]() |
9.2 8.2 ეკონომიკა (სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის გარდა) |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთის რეგიონის პერიფერიული მდებარეობა ერთგვარად აფერხებს მის განვითარებას. ერთი მხრივ, თითქმის არ არის ეკონომიკური ურთიერთობა ჩრდილოეთით მოსაზღვრე რუსეთთან, და მეორე მხრივ, კახეთის აღმოსავლეთით მდებარე აზერბაიჯანს შორის.
კახეთის აზერბაიჯანთან დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალად გადაქცევა სერიოზულ ბიძგს მისცემდა აქაური ეკონომიკის განვითარებას. თელავი-ვაზიანი-თბილისის მაგისტრალის რეაბილიტაცია სასაზღვრო რეგიონების თბილისთან კავშირს ბევრად უფრო გაამარტივებს და გაზრდის კომერციულ ტვირთბრუნვას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტრანსპოტისა და კავშირგაბმულობის განვითარებას, ასევე მრეწველობის აღდგენას.
პრიორიტეტულია სამშენებლო სფეროს განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი ინერტული და სამშენებლო მასალების ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოყენების წახალისება. ასევე სრულად უნდა მოხდეს ლოპოტის მარმარილოს საბადოს კომერციული ათვისება.
ასევე ხელი უნდა შეეწყოს კომერციული ინფრასტრუქტურის, როგორც ეკონომიკის განვითარების საფუძვლის განვითარების ხელშეწყობას. ეს გულისხმობს რეგიონის საქალაქო ცხოვრებისა და ურბანიზაციის იმგვარ განვითარებას, რაც კახეთს ბიზნესებისათვის სასურველ გარემოდ აქცევს და ხელს შეუწყობს აქ კაპიტალის შემოდინებას.
პრიორიტეტული მიმართულებები:
1. ირიგაციის სისტემების რეაბილიტაცია.
2. საირიგაციო სისტემების თანდათანობითი პრივატიზაცია (პირველადი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, პრივატიზაციის სქემების ეკონომიკური შეფასება.
3. ადგილობრივი საავტომობილო გზების სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნება.
4. თელავი-ვაზიანი-თბილისის მაგისტრალის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების ჩატარება.
5. ძირითადი ინფრასტრუქტურის - განსაკუთრებით კი სასმელი წყლის მიწოდების - რეაბილიტაცია დასახლებულ პუნქტებში.
8.3 სოფლის მეურნეობა და მევენახეობა-მეღვინეობა
კახეთი ძლიერი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის მქონე რეგიონია, რომელიც მდიდარია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით, ბუნებრივი და ადამიანური რესურსებით, საველე ტექნიკით, მრავალწლიანი ნარგავებით, შინაური ცხოველებითა და გადამამუშავებელი მრეწველობის სიმძლავრეებით. რეგიონის უმეტესი ნაწილი უზრუნველყოფილია გზებითა და ელექტროგადამცემი ხაზებით, განვითარებულია ბუნებრივი აირისა და სარწყავი წყლის მიწოდების ინფრასტრუქტურა. ყოველივე აღნიშნული იძლევა კახეთში სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარების კარგ შესაძლებლობას.
კახეთის ბუნებრივი პირობები იძლევა მრავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას. საბჭოთა პერიოდში პრიორიტეტი ენიჭებოდა მომთაბარე მეცხოველეობას, მემარცვლეობასა და მევენახეობას. ამ სფეროებს დღესაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კახეთის ეკონომიკაში, თუმცა საჭიროა მათი მიზანშეწონილების განხილვა თანამედროვე საბაზრო ურთიერთობების ფონზე. რეგიონის განვითარების პერსპექტივების განხილვისას მხედველობაში უნდა მივიღოთ შემდეგი გარემოებები:
კახეთის რეგიონიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს დღეისათვის აძნელებს სხვადასხვა ეკონომიკური თუ პოლიტიკური დაბრკოლება;
ადგილობრივ ბაზარზე თანდათან იზრდება იმპორტირებული პროდუქტების წილი;
კახეთის მოსახლეობაში მაღალია სიღარიბის დონე.
აღნიშნულ ვითარებაში მიზანშეწონილად შეიძლება ჩაითვალოს რეგიონის სოფლის მეურნეობის განვითარება შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით:
(ა) მოკლე და საშუალოვადიან ვადიან პერსპექტივაში პრიორიტეტი მიენიჭოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივი ნაწარმით. ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ფასების ლიბერალიზაციისა და არსებული სატარიფო პოლიტიკის შედეგად, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე არსებული ფასები საქართველოს შიდა ბაზარზე გათანაბრებულია საერთაშორისო ფასებთან.
(ბ) ყურადღება გამახვილდეს მაღალი ღირებულებისა და მაღალი რენტაბელობის პროდუქტების წარმოებაზე, რაც გაზრდის მოსახლეობის შემოსავლებს და შეამცირებს მათი სიღარიბის დონეს. აქ დიდი როლი ენიჭება მთავრობის როლს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-გაუმჯობესებაში, კერძოდ: სარწყავი სისტემის აღდგენასა და ქსელის გაფართოვებას; გზების დაგება-შეკეთებას; რეგიონის გაზიფიკაციის გაგრძელებას, ს/მ ექსტენციის სისტემის დანერგვას და სხვა.
(გ) საირიგაციო ინფრასტრუქტურის გაფართოება რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალისა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაში არსებით წვლილს შეიტანს რამოდენიმე ფაქტორის გამო:
1. გასარწყავებულ ფართობებზე საგრძნობლად გაიზრდება უკვე არსებული კულტურების მოსავლიანობა და შესაბამისად რენტაბელობა. ამ კულტურათაგან ძირითადია ხორბალი და მზესუმზირა, რომლებიც იმპორტის შემცვლელ მნიშვნელოვან კულტურებს წარმოადგენენ;
2. გასარწყავებულ ფართობებზე მოხდება კულტურების დივერსიფიკაცია, შესაძლებელი გახდება უფრო მაღალ-რენტაბელური კულტურების (სიმინდი, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხილი) მოყვანა, რაც წვლილს შეიტანს როგორც იმპორტის შემცირებაში, ასევე რეგიონის მოსახლეობის შემოსავლების ზრდასა და სიღარიბის შემცირებაში;
3. სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობა გაცილებით შეამცირებს გვალვის გამო მოსავლის დაკარგვის რისკს, რაც კახეთის ურწყავ ფართობებზე საკმაოდ მაღალია. ამ საწარმოო რისკის შემცირება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება რეგიონის დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის.
სასოფლო-სამეურნეო წარმოების რენტაბელობის ზრდის მიზნით ხელი უნდა შეეწყოს მიწის ნაკვეთებისა და მწარმოებლების გამსხვილებას, ფერმერთა კოოპერირებას როგორც წარმოების, ასევე რეალიზაციის სფეროში. ამისათვის სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა როგორც საკანონმდებლო მხარდაჭერა, ასევე ფინანსური სტიმულირება. დღეისათვის არსებული საგადასახადო სისტემა მეურნეობების ფრაგმენტაციას უწყობს ხელს, რადგან დამატებული ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდებიან მხოლოდ წვრილი მწარმოებლები, რომელთა წლიური შემოსავალი 100,000 ლარამდეა. სოფლის მეურნეობაში თანხების ინვესტირებას ხელს შეუწყობს აგრეთვე რეინვესტირებული თანხების გათავისუფლება მოგების გადასახადისგან. სახელმწიფოს მხრიდან მსხვილ სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა და კოოპერატივთა მხარდაჭერა როგორც საგადასახადო შეღავათებით, ასევე სხვა ფინანსური (მაგ. დაბალპროცენტიანი სესხები) თუ ტექნიკური ღონისძიებებით (მაგ. ექსტენციის სამსახურის მოწყობა, ვეტერინარული სამსახურის აღდგენა) ხელს შეუწყობს მწარმოებელთა გამსხვილებას, შესაბამისად მათი რენტაბელობის ამაღლებას.
პრიორიტეტული მიმართულებები:
ა) მევენახეობა-მეღვინეობა
ზოგადი ნაწილი
1. მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება.
2. მევენახეობის კადასტრის შექმნა.
3. ქართული ღვინის არსებულ და პოტენციურ ბაზრებზე მარკეტინგული კვლევების წარმოება.
4. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციისათვის სარეკლამო ჟურნალების, გაზეთების, ბროშურების, ტურისტული ბუკლეტების, ინტერნეტ საიტების შექმნა.
5. ახალი საავტომობილო გზის თელავი-ვაზიანი-თბილისი (78 კმ-იანი) გაყვანა.
6. ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა.
სახელმწიფო სექტორი
1. სურსათის უვნებლობის სამსახურის ამოქმედება.
2. ხარისხის კონტროლის სისტემის დახვეწა-ფორმირება.
3. კახეთის და მისი მეგობარი რეგიონების (საფრანგეთი, უკრაინა და ა.შ.) კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების მხარდაჭერა.
განათლება/მეცნიერება
1. თელავის ი.გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მევენახეობა-მეღვინეობის თანამედროვე ფაკულტეტის ფორმირება.
2. მარკეტინგული კვლევის ცენტრის ჩამოყალიბება.
3. ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების გამოკვლევა.
4. მეცნიერების და წარმოების დაახლოვება, აქტუალური კვლევების წარმოება.
მევენახეობის სექტორი
1. ვაზის საკოლექციო, საძირეთა და საკვირტეთა თანამედროვე სადედეების გაშენება.
2. ვაზის თანამედროვე სანერგეების ჩამოყალიბება.
3. ახალი ვენახების გაშენებისას თანამედროვე სქემებისა და ტექნოლოგიების დანერგვა.
4. მევენახეთა საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედება უმაღლესი და პროფესიული განათლების სასწავლებელთა ბაზაზე.
5. კახური ვაზის ჯიშების: ქისი, ხიხვი, კახური მწვანე, მცვივანი, რქაწითელი და ა.შ. ვენახების ფართობების გაზრდა.
6. მევენახეთა კოოპერაციული გაერთიანებების სტიმულირება.
მეღვინეობის სექტორი
1. ადგილობრივი ბაზრის შესწავლა და სეგმენტაცია.
2. კოოპერაციული მეღვინეობის სტიმულირება.
3. ღვინის ხარისხის კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვა.
4. ფალსიფიცირებული ღვინის რეალიზაციის შეზღუდვა შიდა ბაზარზე.
5. ადგილობრივი ბაზრისთვის ხარისხიანი ჩამოსასხმელი ღვინის სარეალიზაციო ქსელის განვითარება.
6. ღვინის ქარხნებისა და მევენახეთა წინასწარი საკონტრაქტო ურთიერთობების სტიმულირება.
ბ) სოფლის მეურნეობა
1. სოფლის მეურნეობის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება.
2. საირიგაციო ინფრასტრუქტურის გაფართოება.
3. ვეტერინარული კონტროლისა და მომსახურების ამოქმედება.
4. სურსათის უვნებლობის კონტროლის სისტემის ამოქმედება.
5. საკონსულტაციო (ექსტენციის) ცენტრების ამოქმედება უმაღლესი და პროფესიული განათლების სასწავლებელთა ბაზაზე.
6. ხარისხიანი თესლეულისა და სარგავი მასალის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
![]() |
9.3 8.4 ტურიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთში აშკარად იკვეთება მისი, როგორც საქართველოს აგრარული ტრადიციების ცენტრისა და ღვინის სამშობლოს პოტენციალი. ეს უმთავრესი მიმართულება უნდა გახდეს ტურისტების მოსაზიდად.
სტრატეგიული მნიშვნელობისაა ამჟამად დაგეგმილი თელავი-ვაზიანი-თბილისის მაგისტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი. სტრატეგიულია თელავის, როგორც კახეთის ეკონომიკური და კულტურული როლის გაძლიერება.
კახეთის ტურისტული ინდუსტრიისათვის საწყის ეტაპზე უფრო რეალისტურია შიდა ტურიზმის და მეზობელი ქვეყნების ტურისტების მიღებაზე ზრუნვა. ამ საქმეში აქტიურად უნდა მონაწილეობდეს საქართველოს მთავრობა და დიპლომატიური წარმომადგენლობები სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო კამპანიების წარმოების გზით. საჭიროა აქტიური მუშაობა დონორთა საზოგადოებასთან, რათა სრულად იყოს ათვისებული პოტენციურ მომხმარებელზე გასვლის ეს არხიც.
აუცილებელია კულტურული და ისტორიული ძეგლების შენარჩუნება-რესტავრაციის საქმიანობის განმტკიცება. საჭიროა შედგეს კახეთის ტურისტული განვითარების კონცეფცია და სტრატეგიული გეგმა, რაშიც გათვალისწინებული იქნება პოტენციურად ტურისტული შემოსავლების მომტანი ბუნებრივი თუ კულტურული ძეგლების მისასველების კეთილმოწყობა.
მთავრობის აქტიური ჩარევა ტურიზმის სექტორში და სტანდარტების შემოღება ხელს შეუწყობს სექტორში კონკურენციის ზრდას. ტურისტული ინდუსტრიისათვის საჭირო სპეციალობების მომზადება გაზრდის კახეთის შესაძლებლობებს დამსვენებელთა მოზიდვის თვალსაზრისით.
მთავრობის აქტიური ჩარევაა საჭირო იმისათვის, რათა ტურიზმის ინდუსტრია არ დაემუქროს კახეთის აგრარულ იმიჟს და დაცული იქნას რეგიონის კოლორიტული თავისებურებანი, ასევე ყოფა-ცხოვრების ტრადიციები.
![]() |
9.4 8.5 გარემოს დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთის დღევანდელი განვითარების დონიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს შემდეგი:
1. უპირველესი ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ გარემოსდაცვით პრობლემებს (იხილეთ ქვემოთ), რომლებიც უკვე დღეს, ან მოკლევადიან მომავალში სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას ახდენენ როგორც რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზე, ისე ადამიანთა ჯანმრთელობაზე;
2. შედარებით ნაკლებად პრიორიტეტული გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაზე მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
უმნიშვნელოვანეს მოკლევადიან პრობლემად მიგვაჩნია შხამქიმიკატების სწრაფი გატანის ორგანიზება. ამავე დროს, ეს მიმართულება სტრატეგიული არ არის იმ აზრით, რომ ერთჯერადი ღონისძიებაა და ახლა მისი წარმატებით დამთავრება და შესაბამისი რეგულაციების შემოღება ამგვარ პრობლემას მომავალში თავიდან აგვაცილებს.
სტრატეგიულად აუცილებელია მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების ამაღლება და მისი ხარისხის ზრდა. ამ ორი მიმართულებით მიღწეული შედეგი ძალიან მაღალ კორელაციაშია სიღარიბის დაძლევასთან.
მეორე პრიორიტეტულ მიმართულებად მიგვაჩნია რეგიონში საირიგაციო ქსელის გარკვეული დოზით აღორძინება მაინც. ეს მინიმუმ შეარბილებს გვალვისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების მწყობრიდან გამოსვლის, ასევე საზღვრისპირა რეგიონების დაცლისა და ბიომრავალფეროვნების შემცირების ტენდენციებს. გარდა ამისა, ეს აუცილებელია კახეთის ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, რადგანაც ირიგაციის გამართვა რიგი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ჯეროვან ზრდას ნიშნავს.
ასევე აუცილებელია რეგიონის მშრალი ხევების გათავისუფლება საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან და ღორღისაგან მოსახლეობის წყალდიდობებისგან დასაცავად. იგივე ეხება ალაზნის აუზს, სადაც მიმდინარეობს დაჭაობების პროცესი. ამასთან, ცენტრალური მთავრობის მიერ უნდა შემუშავდეს სქემები, რომლებიც ადგილობრივი ინერტული მასალის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოყენების საშუალებას მოგვცემს.
ნაგვის გატანის, ენერგიის ახალი წყაროების გამოყენებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროებში უნდა გაიზარდოს ადგილობრივი ხელისუფლების როლი. სწორედ მას შეუძლია იქონიოს გარკვეული რესურსი მანევრირებისათვის ამ მიმართულებით, რაც გულისხმობს ადგილობრივი გადასახადების გამოყენებას ამ პრობლემის მოგვარებისას. მაგალითად, მიწის გადასახადის ნაწილი შეიძლება მოხმარდეს ქალაქების იერსახის შენარჩუნებას.
ენერგიის ალტერნატიული წყაროების გასავითარებლად აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული კერძო ბიზნესთან და საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა.
პრიორიტეტული მიმართულებები:
1. კახეთის რეგიონის აღმოსავლეთი ნაწილის გაუდაბნოებასთან ბრძოლის ეფექტიანი ზომების დადგენა (ირიგაციის რეაბილიტაცია, ქარსაფარი და პლანტაციური ტყეების გაშენების ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება, მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა).
2. კავკასიონის მთისწინეთში ტყეების გაჩეხვის შემცირება, მდინარე დურუჯის გასწვრივ ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის დაფინანსების მოძიება.
3. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი.
4. ნარჩენების გატანის ორგანიზება და ნაგავსაყრელების მოწყობა.
![]() |
10 9. კახეთის რეგიონული განვითარების პრიორიტეტები 2009-2014 წლებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ზემოთმოცემული სექტორული პრიორიტეტების ანალიზიდან ჩანს, კახეთის რეგიონში უამრავი საკითხი საჭიროებს დროულ ჩარევას და ეფექტურად მოგვარებას. თუმცა რეალობა გვიჩვენებს, რომ არსებული ფინანსური, ტექნიკური თუ შრომითი რესურსების სიმცირის გამო, ყველა პრობლების ერთდროული გადაჭრა როგორც წესი ვერ ხერხდება. აღნიშნული რეალობიდან გამომდინარე აუცილებელია მრავალი სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებიდან იმ ძირითადი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პრიორიტეტების გამოყოფა, რომლების მოგვარება მეტ-ნაკლებად რეალურია რეგიონული განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.
ზემოთ აღნიშნული პრიორიტეტების დეტალური ანალიზის შემდეგ, რეგიონულმა განვითარების კომიტეტმა დაადგინა კახეთის რეგიონული განვითარების 5 ძირითადი პრიორიტეტი:
1. გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა:
ხილ-ბოსტნეულის, მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავება, რძის შემგროვებელი ცენტრების და ყველ-კარაქის მიკრო საწარმოების მოწყობა, მცირე საწარმოებისთვის ხელსაყრელი პირობებით ფინანსური კაპიტალის (შეღავათიანი სესხები, გრანტები) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
2. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა:
მევენახეობა-მეღვინეობის სფეროების ხელშეწყობა, საკონსულტაციო მომსახურეობის დანერგვა (ექსტენციის ცენტრები), ფერმერთა გაერთიანებების ჩამოყალიბების პროცესის ხელშეწყობა, მესაქონლეობის სექტორის დახმარება (საკვების წარმოება, ვეტერინარია, ჯიშთა გაუმჯობესების სერვისების დანეგვა და ა.შ.).
3. მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესება:
ფიზიკური ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, ახალი წყალმომარაგების ქსელების გაყვანა, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი.
4. ტურიზმის განვითარება:
ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება: გზის მაჩვენებლები, სველი წერტილები, ადგილობრივი გზები.
ტურისტული მომსახურეობის გაუმჯობესება: რეგიონის პოპულარიზაცია, ტურისტული საინფორმაციო ცენტრები, რუქები.
პროფესიული განათლების ხელშეწყობა: გიდების და სხვა სპეციალიზირებული პერსონალის მომზადება. ტურიზმის სფეროში დამწყები ბიზნესებისთვის, მაგ. საოჯახო სასტუმროები, ტურ-ოპერატორები და ა.შ.
ხელსაყრელი პირობებით ფინანსური კაპიტალის (შეღავათიანი სესხები, გრანტები) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
კულტურული და ისტორიული ძეგლების დაცვა და მოვლა.
5. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა/მენეჯმენტი:
სპეციალური ნაგვის სამარხი ადგილების მოწყობა, ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენების შესაძლებლობის, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა/მენეჯმენტთან დაკავშირებული სხვა ალტერნტივების კვლევა.
სასურველია, რომ სახელმწიფოს, დონორებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ სწორედ ამ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაკეთდეს აქცენტი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში და ეს პრიორიტეტები მხედველობაში იქნას მიღებული კახეთის რეგიონში სხვადასხვა განვითარების პროგრამებისა თუ პროექტების დაგეგმვის დროს.
სამუშაო ჯგუფები |
|
სოფლის მეურნეობა და |
ინფრასტრუქტურა და |
გიორგი ბარისაშვილი |
ნელი გობეჯიშვილი |
წყალი, ბუნების დაცვა, |
სოციალური დაცვის საკითხები, |
კახი გემაზაშვილი |
ნანა ალექსიშვილი |
ექსპერტთა ჯგუფი
ვლადიმირ მიხალიოვი
ბექა თაგაური
ლაშა დოლიძე
ანა გოდაბრელიძე
კონსტანტინე კობახიძე
ნინო რომაშვილი
სოსო მიქელაძე
რეგიონული განვითარების კომიტეტის წევრები
გიორგი სიბაშვილი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე
ზურაბ ბუცხრიკიძე
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი
კობა მაისურაძე
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი
კახა ლაბუჩიძე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი
გია გოზალიშვილი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი
გია ჩალათაშვილი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი
ზაზა ზედელაშვილი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი
ლევან ბაღაშვილი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი
კობა ბურკიაშვილი
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი
ლევან როსტომაშვილი
სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
კახა გემაზაშვილი
ა/ო „თელავის საინფორმაციო ცენტრი“
კოტე მახათელაშვილი
„თელავი-კონსალტინგი“, დირექტორი,
გელა გამტკიცულაშვილი
მეწარმე, შპს „ტყუპების ძველი მარანი“
ინგა ქიბროწაშვილი
ეკონომიკური განვითარების ოფიცერი,CHF
თამაზ კონჭოშვილი
მეწარმე, შპს „კორპორაცია ქინძმარაული“
გოდერძი გონაშვილი
მეწარმე, შპს „ღვინოვ კახურო გონაშვილისა“
ვალერი გრემელაშვილი
კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს დირექტორი
ირმა კუპრაშვილი
ურბანული ინსტიტუტი, კოორდინატორი კახეთის მხარეში
ვახტანგ ფირანიშვილი
გაეროს განვითარების პროგრამის კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტის მენეჯერი
გაეროს განვითარების პროგრამის გუნდი
სოფო ქემხაძე
გაეროს განვითარების პროგრამის პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელი
გიორგი ნანობაშვილი
ეკონომიკური განვითარების გუნდის ხელმძღვანელი
ვახტანგ ფირანიშვილი
კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტის მენეჯერი
თამარ ზურაბიშვილი
კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტის რეგიონალური განვითარების სპეციალისტი
თინიკო ხანჯალიაშვილი
კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტი ფინანსური და ადმინისტრაციული ასისტენტი
![]() |
11 დანართი 1. |
▲ზევით დაბრუნება |
რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგია, პრინციპები და მონაწილეობითი პროცესი
რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგია, პრინციპები და მონაწილეობითი პროცესი რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში უმნიშვნელოვანესია მოცემული რეგიონის მოსახლეობის ჩართულობის მაღალი ხარისხის მიღწევა, რათა აღნიშნულ სტრატეგიულ დოკუმენტში მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემები, მათი ხედვები და განვითარების პრიორიტეტები. ამასთანავე აუცილებელია რეგიონის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი წარიმართოს კარგად აპრობირებული მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც სწორედ ზემოთ ნახსენებ რეგიონის მოსახლეობის მონაწილეობით პრინციპს ეყრდნობა.
ამ მიზნით, კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტმა მოიწვია გაეროს განვითარების პროგრამის ბრატისლავას რეგიონალური ცენტრის საერთაშორისო ექსპერტი ბ-ნი ვლადიმირ მიხალიოვი, რომელიც ორჟერ ეწვია კახეთს. ამ ვიზიტების დროს, ბ-ნი მიხალიოვი შეხვდა რეგიონალური და მუნიციპალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს, მასმედიის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. ბ-ნი მიხალიოვის კახეთში ყოფნის პერიოდში, ზემოთაღნიშნულ დაინტერესებულ პირებთან ინტენსიური კონსულტაციების გზით შემუშავებულ იქნა რეგიონული სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპები, მიდგომები და მეთოდოლოგია, რომელიც ამავე დროს ითვალისწინებს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ამ დარგში დაგროვილ გამოცდილებას.
აღნიშნული მეთოდოლოგია ეყრდნობა შემდეგ ძირითად პრინციპებს, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა რეგიონალური განვითარების სტრატეგიის შემუშავების დროს:
რეგიონალური დაგეგმარება არის მონაწილეობაზე დამყარებული საკონსულტაციო პროცესი, რომელშიც ჩართულია ყველა დაინტერესებული პირი:
√ რეგიონალური ადმინისტრაცია;
√ მუნიციპალიტეტები;
√ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები;
√ ბიზნესის წარმომადგენლები;
√ საგანმანათლებლო ინსტიტუციები;
√ მასმედია;
√ მოსახლეობა.
პროცესი უნდა იყოს არა ერთჯერადი, არამედ მუდმივად განახლებადი, რომელიც ასახავს რეგიონის რეალიებს.
აუცილებელია სხვა ქვეყნების (მაგ. აღმოსავლეთ ევროპა, უკრაინა) წარმატებული გამოცდილების გამოყენება, რომლებიც რეგიონული განვითარების საკითხებში საკმაოდ წინ არიან და წარმატებით ახორციელებენ სხვადასხვა რეგიონული განვითარების პროგრამებს. ასევე მნიშვნელოვანია უშუალოდ საქართველოში დაგროვილი გამოცდილებისა და არსებული საინფორმაციო რესურსების გათვალისწინება.
სტრატეგიის შემუშავების პროცესი მისადაგებული უნდა იყოს რეგიონალურ სპეციფიკასთან და უნდა ითვალისწინებდეს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორიცაა:
რეგიონის ეკონომიკური დივერსიფიკაციის პოტენციალი;
√ რეგიონის კონკურენტუნარიანობის შეფასება;
√ სხვადასხვა სექტორების ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი, ასევე შესაძლებლობებისა და საფრთხეების გამოკვეთა.
განვითარების სტრატეგია უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე აქცენტირებული.
რეალისტური ამოცანების ჩამოყალიბება და ე.წ. “SMART”-ის კრიტერიუმების მიხედვით მიღწევადი მიზნების გამოყოფა. რეგიონული განვითარების სტრატეგიაში დასახული მიზნები და ხედვები უნდა იყოს:
√ სპეციფიური (Specific)
√გაზომვადი (Measurable)
√იღწევადი (Affordable)
√ რეალისტური და რელევანტური (Relevant)
√ დროში განსაზღვრული (Time bound)
რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის დროს ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია შემდგომი ფაქტორები:
- გამოირიცხოს არარეალისტური ხედვები და განხილულ იქნეს მხოლოდ „რადიკალურად ზომიერი“ პროგრამები და პროექტები;
- მოხდეს რეგიონული სტრატეგიის დაკავშირება და სინქრონიზირება საქართველოს მთავრობის „ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა დოკუმენტში” გამოხატულ პრიორიტეტებთან.
- გათვალისწინებულ იქნას როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონული განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები, ასევე საგარეო დახმარების ფორმით შემოსული თანხები.
- განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების დამტკიცების შემდეგ მოხდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება.
რეგიონალური განვითარების კომიტეტი
რეგიონალური განვითარების სტრატეგიის მეთოდოლოგიის შემუშავების და პრინციპების დადგენის შემდეგ, კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების საფუძველზე, ბ-ნმა მიხალიოვმა ჩამოაყალიბა კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების კონკრეტული ღონისძიებების გეგმა, რომლის მიხედვითაც კახეთის რეგიონში ჩამოყალიბდა რეგიონალური განვითარების კომიტეტი. აღნიშნულ კომიტეტში შევიდნენ კახეთის რეგიონში მოქმედი ძირითადი უწყებების წარმომადგენლები, კერძოდ კი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ბიზნესმენები, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
2008 წლის 13 თებერვალს შედგა რეგიონალური განვითარების კომიტეტის პირველი შეხვედრა. რეგიონალური განვითარების კომიტეტის თავმჟდომარეობა დაეკისრა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველ მოადგილეს. რეგიონალური განვითარების კომიტეტის ძირითადი პასუხისმგებლობაა რეგიონული განვითარების სტრატეგიის მომზადების კოორდინირება. კომიტეტის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ასევე დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე კახეთის განვითარების სამომავლო ხედვის და ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა.
კომიტეტმა ზედამხედველობა გაუწია სამუშაო ჯგუფების მუშაობას, განიხილა მათ მიერ ჩამოყალიბებულ მიზნები და უზრუნველყო ამ ჯგუფების მიერ შემუშავებული მასალების ასახვა რეგიონული განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსიაში. (სამუშაო ჯგუფები დეტალურადაა განხილული მომდევნო სექციაში). დამატებით, რეგიონალური განვითარების კომიტეტის პასუხისმგებლობაში შედიოდა რეგიონული განვითარების სტრატეგიის საბოლოო ვერსიის განხილვა და დამტკიცება.
სამუშაო ჯგუფები
სამუშაო ჯგუფების ფუნქცია იყო კახეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებში არსებული სიტუაციის ანალიზი, ასევე სტრატეგიული მიმართულებების და პრიორიტეტების გამოკვეთა. გადაწყდა სამუშაო ჯგუფების ფორმირება ოთხი ძირითადი მიმართულებით:
1. სოფლის მეურნეობა და მეღვინეობა (სასოფლო-სამეურნეო წარმოება, აგრო-გადამამუშავებელი წარმოება, მეღვინეობა, აგრო-ექსპორტი);
2. ეკონომიკის სხვა დარგები და ინფრასტრუქტურა (მრეწველობა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და სამომსახურებო ბიზნესი);
3. წყალი და გარემოს დაცვა (წყლის რესურსების დაცვა, ირიგაცია, სასმელი წყლის მარაგი, ჰიგიენა, ნარჩენების მენეჯმენტი და გარემოს დაცვის ყველა სხვა საკითხი);
4. სოციალური სფერო (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და სოციალური მომსახურება).
ოთხივე სამუშაო ჯგუფში შევიდნენ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტების, ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველა სამუშაო ჯგუფს დაეკისრა ვალდებულება რეგიონული განითარების სტრატეგიის ძირითადი სექტორული კომპონენტების მომზადებაში კახეთის განვითარების მთავარი პრიორიტეტების გათვალისწინებისა და განხილვის საფუძველზე.
თითოეულ ჯგუფს დაენიშნა კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტის მიერ შერჩეული ჯგუფის ხელმძღვანელი, რომლებსაც დაევალათ სამუშაო ჯგუფების საქმიანობის გაძღოლა და სექტორული სტრატეგიების საბოლოო ვარიანტების რეგიონალური განვითარების კომიტეტისთვის წარმოდგენა. ჯგუფის ხელმძღვანელების ფუნქციაში ასევე შევიდა ჯგუფის წევრების დახმარება მონაცემების შეგროვებაში, ანალიზში, პრობლემების გამოვლენასა და მიზნების დასახვაში, ინტეგრირებული სექტორული სტრატეგიის მომზადებაში.
სამუშაო ჯგუფებმა მუშაობა დაიწყეს „საორიენტაციო“ შეხვედრით, სადაც წარმოდგენილი და განხილული იქნა რეგიონული განვითარების სტრატეგიის შექმნის ძირითადი პრინციპები, მისი მიზნები, სამუშაოს ვადები და მეთოდოლოგია. ამავე შეხვედრაზე ასევე მოხდა ჯგუფების წევრებს შორის მოვალეობების განაწილება და სამუშაო შეხვედრების გრაფიკის შედგენა.
გაეროს განვითარების პროგრამის კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტი აქტიურად იყო ჩართული სამუშაო ჯგუფების შეხვედრების პროცესში, უწევდა მონიტორინგს სამუშაო ჯგუფების მუშაობას, აწყობდა შეხვედრებს ჯგუფების ხელმძღვანელებთან, რათა ჯგუფებს შორის დამყარებულიყო პროდუქტიული კოორდინაცია და ინტერ-სექტორული პრობლემებისა და პრიორიტეტების განხილვა უფრო ნაყოფიერად განხორციელებულიყო.
აღსანიშნავია, რომ ოთხივე სამუშაო ჯგუფმა განსხვავებული, მათი სამუშაო სპეციფიკაზე მორგებული სამუშაო სტრატეგია შეარჩიეს. სამუშაო ჯგუფების რიცხობრივი შემადგენლობაც განსხვავებული იყო, თუმცა არანაკლებ 5 წევრისა. ყველა სამუშაო ჯგუფის ძირითადი შემადგენლობა იყო:
ჯგუფის ხელმძღვანელი - გაეროს განვითარების პროგრამის კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტის მიერ შერჩეული წამყვანი სამთავრობო/სექტორული ექსპერტი;
სხვა შესაბამისი სამთავრობო ან ბიზნესის სექტორის ექსპერტი;
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები;
არასამთავრობო ორგანიზაციები და თემის მხარდაჭერის ორგანიზაციები;
ექსპერტი/ფასილიტატორი
ჯგუფებში მკაცრად იყო დაცული გენდერული და სამთავრობო/არასამთავრობო ბალანსი.
სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები სხვადასხვა სიხშირით აწყობდნენ შეხვედრებს და მათ მოახერხეს:
მჭირდო თანამშრომლობა გაეროს განვითარების პროგრამის კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტთან;
სამუშაო ჯგუფის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა საჯარო შეხვედრებში, რათა გასცნობოდნენ სტრატეგიული დაგეგმარების მიმდინარეობას დაწესებულებებში და თემებში;
კოორდინირებულად იმუშავეს რეგიონალური განვითარების კომიტეტთან და სხვა სამუშაო ჯგუფებთან;
შეასრულეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე მიღებული დავალებები.
სამუშაო შეხვედრები დაიწყო 2008 წლის თებერვლის მეორე ნახევრიდან და გაგრძელდა აპრილის ნახევრამდე. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში სამუშაო ჯგუფებს შორის დამყარდა თანამშრომლობა, რათა რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავებისას უზრუნველყოფილიყო ერთიანი და შეჟერებული მიდგომა. სამუშაო ჯგუფებმა იმუშავეს რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების მთელი პერიოდის მანძილზე.
კახეთის რეგიონის სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობისას სამუშაო ჯგუფები ასევე დაეყრდნენ ურბანული ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ „საზოგადოებაზე დამყარებული ეკონომიკური განვითარების სახელმძღვანელოს“, რომელშიც მოცემულია საზოგადოებაზე დამყარებული ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის პროცესის დეტალური აღწერა. ამასთანავე, სამუშაო ჯგუფებს დიდი დახმარება გაუწია ურბანული ინსტიტუტის დახმარებით მუნიციპალიტეტების დონეზე მომზადებულმა ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულმა გეგმებმა. კერძოდ, 2008 წლის იანვრისთვის, USAID-ს მიერ დაფინანსებული ურბანული ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში კახეთის რვავე მუნიციპალიტეტმა (ახმეტა, დედოფლისწყარო, სიღნაღი, ყვარელი, თელავი, გურჯაანი, ლაგოდეხი, საგარეჯო) დაასრულა თავიანთი მუნიციპალური განვითარების გეგმების შედგენა. მუნიციპალური განვითარების გეგმების შემუშავების პროცესში ჩართული იყო მუნიციპალიტეტების გამგეობების თითქმის ყველა დეპარტამენტი. სტრატეგიული გეგმების მომზადება 5 ეტაპად განხორციელდა: 1) საზოგადეობაზე დამყარებული ეკონომიკური განვითარების დაგეგმარება; 2) მონაცემთა შეკრება 3) ანალიზი და შეფასება; 4) სამოქმედო გეგმის შემუშავება; 5) ეკონომიკური განვითარების გეგმის მიღება და მონიტორინგი. მუნიციპალური დაგეგმარების ჯგუფების მიერ ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად ყველა მუნიციპალიტეტისთვის SWOT ანალიზის პრინციპით გამოიკვეთა პრიორიტეტები, კონკურენტუნარიანი სფეროები, არსებული რესურები, ჩამოყალიბდა მიზნები და ამოცანები და დადგინდა დროის ლიმიტი ყველა არსებული პრიორიტეტისათვის. ამგვარად, შეიქმნა საბაზისო ეკონომიკური განვითარების გეგმები რვა მუნიციპალიტეტისთვის, რამაც კახეთის რეგიონული სტრატეგიის შემუშავებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა შექმნა.
რაც შეეხება, თვითონ კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის პროცესს, სიტუაციების უნიკალურობიდან გამომდინარე, ყველა სამუშაო ჯგუფს და მათ ლიდერებს შეეძლოთ ცალკეული ნაბიჯების მოდიფიკაცია, მათი საჭიროებების შესაბამისად მორგების მიზნით, თუმცა, მათ გააზრებული ჰქონდათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პროცესი ემყარება საზოგადოების მონაწილეობის და მაქსიმალური ჩართულობის პრინციპს, საზოგადოების მოთხოვნილებებისა და რესურსების გულდასმით ანალიზსა და გამჭვირვალე იმპლემენტაციას. სექტორული სამუშაო ჯგუფების წევრებმა ფოკუსირება მოახდინეს ყველაზე მნიშვნელოვან და სასწრაფოდ მოსაგვარებელ პრობლემებსა და მოთხოვნილებებზე და მათი მოგვარების მიზნით მოახდინეს რესურსების კონცენტრირება კონკრეტულ, მიღწევად მოქმედებებზე. მათ ასევე მოახდინეს დემოგრაფიული სიტუაციის და ტენდენციების, კახეთის რეგიონის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის, მაცხოვრებელთა, ბიზნესისა და რეგიონის ფინანსური სტატუსის, ასევე ცხოვრების ხარისხისა და მათი სექტორის განვითარების მომავლის ხედვის ანალიზი.
ზემოთაღნიშნული სამუშაოების ჩატარების შედეგად თითოეული ჯგუფის მიერ შეიქმნა სტრატეგიული გეგმის სექტორული განვითარების ნაწილი.
რეგიონული განვითარების სტრატეგიის ერთიან დოკუმენტად ჩამოყალიბება
მას შემდეგ, რაც სამუშაო ჯგუფებმა შეიმუშავეს სექტორული სტრატეგიები, კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტმა კიდევ ერთხელ მოიწვია ბ-ნი მიხალიოვი, რომელიც შეხვდა ოთხივე ჯგუფის ხელმძღვანელს და გაეცნო ჯგუფების მიერ გაწეული მუშაობის შედეგებს. ბ-ნი მიხალიოვის რეკომენდაციით, კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტმა დაიქირავა ორი ექსპერტი-კონსულტანტი, რომლებსაც დაევალათ ოთხივე სექტორული სტრატეგიის კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის ერთიან დოკუმენტში გაერთიანება.
გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტების ძირითადი მიზანი იყო რეგიონული განვითარების სტრატეგიის ერთიან დოკუმენტად ჩამოყალიბება და მასში ყველა სექტორული სტრატეგიის გაერთიანება, რომლებიც მომზადებულ იქნა სამუშაო ჯგუფების მიერ. აღნიშნული ექსპერტები რეგიონული განვითარების სტრატეგიის ერთიანი დოკუმენტის ჩამოყალიბების პროცესში დაეყრდნენ, როგორც სამუშაო ჯგუფების მომზადებულ მასალებს, აგრეთვე კახეთის შესახებ სხვადასხვა კვლევებსა და ნაშრომებს, არსებულ სტატისტიკურ ინფორმაციას, ცენტრალური სამინისტროების მიერ შემუშავებულ დარგობრივ სტრატეგიებს, საქართველოს მთავრობის ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა დოკუმენტში დასახულ პრიორიტეტებს და სხვა ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც კახეთის რეგიონის შესახებ საგულისხმო ინფორმაციას შეიცავს. აქვე უნდა აღინიშნოს ქვეყანაში ზოგადად სტატისტიკური ინფორმაციის და მონაცემების სიმწირე, უზუსტობა და ხშირ შემთხვევაში არ არსებობაც კი, რასაც ექსპერტები მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში აწყდებოდნენ.
დამატებით, ექსპერტებმა ჩაატარეს კახეთის რეგიონის კონკურენტუნარიანობის ანალიზი და რეგიონალური განვითარების კომიტეტთან ერთად შეიმუშავეს კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა და განვითარების პრიორიტეტები მომავალი 5 წლის პერსპექტივაში.
რეგიონული განვითარების სტრატეგიის საჯარო განხილვის პროცესი
რეგიონული განვითარების სტრატეგიის ერთიან დოკუმენტად ჩამოყალიბების შემდეგ აუცილებელი იყო ამ პირველადი დოკუმენტის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და საჯარო განხილვების მოწყობა, რათა რეგიონული სტრატეგიის საბოლოო ვერსიის დამტკიცებამდე მასში გათვალისწინებული ყოფილიყო ყველა დაინტერესებული მხარის და მოსახლეობის შენიშვნები და მოსაზრებები.
კახეთის რეგიონალურმა განვითარების პროექტმა რეგიონალური განვითარების კომიტეტთან ერთად ორგანიზება გაუწია ასეთი ტიპის რამდენიმე შეხვედრას, სადაც ყველა დაინტერესებულმა პირმა, რომლებშიც შედიოდნენ სამთავრობო, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი ბიზნესმენები, ფერმერები, მასმედია და ა.შ. გამოხატა თავისი აზრი რეგიონული სტრატეგიის დოკუმენტთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეხვედრებზე გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები გათვალისწინებული და ასახული იქნა რეგიონული სტრატეგიის დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში.
რეგიონული სტრატეგიის დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი მიღებული იქნა რეგიონალური განვითარების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2008 წლის ივლისში გაიმართა. ამ შეხვედრაზე კომიტეტმა ასევე დაამტკიცა კახეთის განვითარების სამომავლო 5 წლიანი ხედვა და განვითარების 5 ძირითადი პრიორიტეტი, რომლებზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება 2009-2014 წლებში.
რეგიონული განვითარების სტრატეგიის ცხოვრებაში გატარების პრინციპები:
- რეგიონული სტრატეგიის ცხოვრებაში გატარებაზე პასუხისმგებელია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და მის სტრუქტურაში შემავალი რეგიონალური განვითარების განყოფილება;
- რეგიონული განვითარების სტრატეგია სინქრონიზირებულია 2009-2012 წლების ეროვნულ ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა დოკუმენტთან;
- კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის და კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს მიერ უნდა განხორციელდეს რეგიონული განვითარების სტრატეგიაში გამოკვეთილი პრიორიტეტების გარდასახვა კონკრეტულ პროექტებსა და ინიციატივებში. საჭიროების შემთხვევაში მოხდება რეგიონული სტრატეგიის განახლება და ახალ რეალობასთან მისი მორგება;
- რეგიონალური განვითარების სააგენტომ ხელი უნდა შეუწყოს განვითარების სტრატეგიის ცხოვრებაში გატარებას:
კახეთის რეგიონის შესახებ მონაცემთა შეგროვებით, მუდმივი განახლებითა და ანალიზით;
კახეთის რეგიონში ინვესტორების მოზიდვითა და მათი საქმიანობის ხელის შეწყობით;
რეგიონული განვითარების სტრატეგიაში გამოხატული პრიორიტეტების შესაბამისად კონკრეტული საპროექტო წინადადებების და სამოქმედო გეგმების შედგენით და მათი დონორებისა თუ სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის წარდგენით;
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ერთად საბიუჯეტო სახსრების მოძიების გზით, რომლებიც ასევე მიმართული იქნება რეგიონული განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად;
კახეთში შემავალი მუნიციპალიტეტებისთვის დაგეგმარების პროცესში ხელის შეწყობით, რათა მათ მიერ მომზადებული მუნიციპალური განვითარების გეგმები აკმაყოფილებდეს თანამედროვე ხარისხობრივ და მეთოდოლოგიურ მოთხოვნებს, შეესაბამებოდეს რეგიონული განვითარების სტრატეგიას და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ეროვნული დონის პრიორიტეტებს.
![]() |
12 დანართი 2. მეღვინეობის სექტორის სტატისტიკა კახეთში, 2007 |
▲ზევით დაბრუნება |
ცხრილი №1 ყურძნის ჯიშები და საშუალო მოსავლიანობა
კახეთის ღვინის ქარხნები რაიონების მიხედვით
ახმეტის რაიონი
ახმეტის რაიონში რამდენიმე ღვინის მარანია, მოსახლეობას აქ წარმოებული ყურძენი ძირითადად მეზობელ რაიონებში გააქვს. ღვინის კომპანიები ახმეტის რაიონში:
1. შპს „ბადაგონი“, უახლესი მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი ქართულ-იტალიური მარანი, საშუალო წარმადობითა და საკუთარი ვენახებით.
2. ალავერდის მონასტრის მარანი, შპს ბადაგონის დაფინანსებით აღორძინებული მონასტრის მარანი.
3. შპს „ფალავანი“ (ქისტაურის ქარხანა), ხარისხიანი თეთრი ყურძნის ზონაში მდებარე, მოძველებული, მაგრამ მუშა მდგომარეობაში მყოფი დანადგარებით.
4. სს „ახმეტის ღვინის სახლი“ (ახმეტის ქარხანა), დიდი ზომის, მაგრამ მოძველებული ქარხანა.
გურჯაანის რაიონი
გურჯაანის რაიონი გამოირჩევა დიდი ზომის ღვინის საწარმოებით, რომლებშიც ძირითადად მოძველებული დანადგარებია. თუმცა პროგრესი აქაც შესამჩნევია. ახალი ინვესტიციები ამ რაიონშიც ხორციელდება.
1. გურჯაანის ღვინის ქარხანა.
2. შპს მუკუზნის ღვინის ქარხანა.
3. შპს ზეგაანის ღვინის ქარხანა.
4. შპს ვაჩნაძიანის ღვინის მარანი.
5. შპს ველისციხე.
6. შპს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა.
7. შპს ჭანდარი, საკმაოდ დიდი ზომის ღვინის ქარხნები. ოდნავ მოძველებული მაგრამ გამართული დანადგარებით. ღვინოს მცირე რაოდენობით აწარმოებენ. ხშირად აქირავებენ ხაზებს სხვადასხვა კომპანიებზე.
8. შპს „ალავერდი“, ახალი კომპანია, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი მარანი.
9. შპს „გუნა“ ახალი კომპანია, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი მცირე ზომის მარანი.
10. კარდენახის ღვინის ქარხანა (კარდენახის ქვედა ქარხანა).
11. შპს ალაზანი (კარდენახის ქარხანა)
12. კარდენახის ღვინის მარანი (ზედა მარანი), ძველი დანადგარებით აღჭურვილი. ძირითადად ქირავდება სეზონურად ან მთლიანად.
13. შპს ნაღდი მარანი (წარაფის მარანი), ახალი შექმნილი მცირე ზომის მარანი.
14. შპს კაჭრეთი (კაჭრეთის ღვინის ქარხანა) მდებარეობს გარე კახეთში. დიდი ზომისა და წარმადობის ქარხანა ამჟამად უმოქმედოა.
დედოფლისწყაროს რაიონი
1. შპს მშვიდობა+, მოძველებული, მაგრამ მუშა მდგომარეობაში მყოფი დანადგარებით. მუშაობს ძირითადად თეთრი ჩამოსასხმელი ღვინის წარმოებაზე.
2. თუშიშვილის ღვინის სორტები, მოძველებული, მაგრამ გამართული ქარხანა.
3. გონაშვილის მარანი, მცირე ზომის კახური მარანი ძალიან საინტერესო ტურისტებისათვის.
თელავის რაიონი
თელავის რაიონში ძირითადად კონცენტრირებულია ღვინის ცნობილი კომპანიების მარნები, გლეხის მარნიდან დაწყებული საშუალო და უდიდესი მწარმოებელი კომპანიებით დამთავრებული.
ესენია:
1. შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია (GWC), ერთერთი პირველი და ხარისხიანი ქართული ღვინის მწარმოებნელი კომპანია. წარმოადგენს ჯგუფ „Pernod Ricard Europe”-ის ფილიალს საქართველოში.
2. შპს თელავის ღვინის მარანი, ასევე ერთერთი პირველი და ხარისხიანი ქართული ღვინის მწარმოებნელი კომპანია.
3. ს/ს თელიანი ველი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი დასახელება საქართველოში და მის გარეთ.
4. შპს ღვინის კომპანია შუმი.
5. შპს წინანდლის ძველი მარანი (ვაზი 1).
6. შპს კახური.
7. შპს კორპორაცია ქართული ღვინო (CGW).
8. შპს ბესინი, საკმაოდ პერსპერტიული პროექტი. კომპანია დაფუძნებულია და საკუთარი ვენახებიდან ღვინოს უკვე ამზადებს. მარანი მშენებლობის პროცესშია.
9. შპს ვინოტერა, მცირე ზომის, მაგრამ მაღალი ხარისხის, ტიპური კახური მარანი.
10. შპს წინანდლის ღვინის ქარხანა.
11. შპს თელიანის ღვინის ქარხანა 1950, უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე მარნები. აქ იწარმოებოდა ყველა დროის საუკეთესო ღვინოები. დღესდღეობით საკუთარ პროდუქციას არ აწარმოებენ.
12. შპს თელავი ღვინო, ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის მარანი. საკუთარ პროდუქციას არ აწარმოებს.
13. აკურის ღვინის ქარხანა, საშუალო ზომისა და ხარისხის მარანი.
14. შპს ნაფარეული 1890 (ნაფარეულის ქარხანა).
15. შპს კახეთის ღვინის სახლი (სანიორეს ქარხანა), ნაფარეულის მიკრორაიონში მდებარე კარგად აღჭურვილი მარანი, მცირე დატვირთვით.
16. შპს ნაფარეულის ძველი მარანი, ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი მცირე ზომის კახური მარანი.
ლაგოდეხის რაიონი
1. ბაისუბნის ღვინის ქარხანა, დიდი ზომის, მოძველებული სტილის ქარხანა.
საგარეჯოს რაიონი
2. ხაშმის ქარხანა, ქარხანა გამართულია თანამედროვე და საბჭოური დანადგარებით. ძირითადად მომსახურეობას უწევს სხვა კომპანიებს.
3. შპს მანავის ღვინის მარანი, ახლადაშენებული, გამართული და კარგად აღჭურვილი ღვინის მარანი.
4. ს/ს მანავი, ძველი ქარხნის ბაზაზე შენდება ახალი თანამედროვე მარანი. ჯერჯერობით მშენებლობის პროცესშია.
5. შპს საამო.
6. ს/ს ბადიაური, დიდი ზომის ღვინის ქარხნები. ოდნავ მოძველებული მაგრამ გამართული დანადგარებით. ღვინოს მცირე რაოდენობით აწარმოებენ. ხშირად აქირავებენ ხაზებს სხვადასხვა კომპანიებზე.
7. ქებურიას ქარხანა, ახლადაშენებული საშუალო ზომის მარანი.
8. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა, საშუალო წარმადობის ქარხანა.
სიღნაღის რაიონი
1. შპს ანაგა (ანაგის ქარხანა).
2. შპს ტიბაანი + (ტიბაანის ქარხანა), მოძველებილი ქარხნები. ამჟამად გაჩერებულია.
3. ს/ს ხირსის ქარხანა, ქარხანა მოძველებული, მაგრამ გამართული დანადგარებით.
4. ტარო ინვესტი, თანამედროვე დანადგარებით დაკომპლექტებული, მრავალფეროვანი ჯიშების ვენახის მფლობელი მარანი.
ყვარლის რაიონი
2. ს/ს კორპორაცია ქინძმარაული, პროგრესული ხედვის მქონე მარანი საშუალოდ თანამედროვე დანადგარებით.
3. შპს „ქინძმარაულის მარანი“, ახალი დაარსებული, თანამედროვე მარანი ქინძმარაულის ვენახების შუაგულში.
4. შპს „საქართველოს მარანი“, ძველი ქარხნის ადგილზე აშენებს თანამედროვე მარანს. ასევე ფლობს კლდეში გამოკვეთილ გვირაბს, სადაც მოთავსებულია საძველო მარანი, ჯერჯერობით ღვინოს არ აწარმოებს.
5. ქართული ღვინოების გალერეა, საკმაოდ დიდი საწარმო, რომლის ბაზასაც რამდენიმე კომპანია იყენებს.
6. შპს პეტერ მერტეს საქართველო, საშუალო წარმადობის თანამედროვე საწარმო.
7. შილდის ღვინის ქარხანა საშუალო წარმადობის ქარხანა ძველებური დანადგარებით.
8. შილდის II ღვინის ქარხანა, საშუალო წარმადობის ქარხანა ძველებური დანადგარებით.
9. შპს ჭიკაანის ღვინის ქარხანა, ჭიკაანის ძველი ქარხანა გადაიარაღება დაიწყო, მაგრამ არ დასრულებულა. მუშა მდგომარეობაში.
10. თენგიზ ლომიძე (ახალსოფლის ღვინის ქარხანა), საშუალო ზომის, ძველებური კახური სტილის მარანი.
დანართი 3. კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის კავშირი ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა დოკუმენტთან და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფინანსურ სახსრებთან
ცხრილი 2. ღვინის ექსპორტი საქართველოდან
![]() |
13 დანართი 3. კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის კავშირი ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა დოკუმენტთან და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფინანსურ სახსრებთან |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის წარმატებისათვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ცენტრალური მთავრობის პრიორიტეტების კარგი ცოდნა, რომლებიც მეტ-ნაკლებად კარგადაა ჩამოყალიბებული საქართველოს მთავრობის ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა დოკუმენტში (BDD). ასევე აუცილებელია გათვალისწინებული საშუალოვადიანი ხარჯების ჩარჩო-დოკუმენტი (MTEF) რომელმაც შეიძლება გარკვეული ინფორმაცია მოგვცეს თუ რომელ რეგიონში რა მოცულობის სამუშაოებია დაგეგმილი. ამ მიზნით რეგიონულ სტრატეგიაში მიზანშეწონილია ჩავრთოთ ამონაწერი საქართველოს მთავრობის ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა დოკუმენტში 2009-2012 წლების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, რომელიც ქვემოთაა მოცემული:
ამონაწერი საქართველოს მთავრობის ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა დოკუმენტიდან (2009-2012 წლები)
2009-2012 წლების პრიორიტეტული მიმართულებები ახმეტის, გურჯაანის, |
|||
პრიორიტეტები |
1.ინფრასტრუქტურის |
2. ტურიზმის |
3. მრეწველობისა |
პრიორიტეტის |
წყალსადენი |
მხარის ულამაზესი |
მხარის |
სავარაუდო |
2009-2012 წწ. |
2009-2012 წწ. |
2009-2012 წწ. |
მოსალოდნელი |
გაუმჯობესდება |
გაუმჯობესდება |
მუნიციპალი- |